Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > დედების კლუბი ❤️


Posted by: takoo1 24 Oct 2021, 01:18
ახალი თემა გაიხსნა მაგარო დედიკოებოო❤️

user posted image

წინა თემის ლინკი
https://forum.ge/?f=97&showtopic=35204920&st=0

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ პაწაწუნებთან ერთაად და რათქმაუნდა მეორე წრეზე წასვლაააას ვისაც გეგმაში გვაქვს biggrin.gif ❤️

Posted by: mmaarriiaamm123123 24 Oct 2021, 15:41
სადხართ არავინ როარ ჩანხართ არვიცი მესამე დღეა ფაფის და ჩვეულებრივად ერთი პორცია ვაჭამო ხო უკვე კოვზობით ხოაღარ გამოვუზოგო

Posted by: takoo1 24 Oct 2021, 16:35
mmaarriiaamm123123
აჭამე კი ჩვეულებრივად,როგორც ყუთზე აწერია თვეების მიხედვით ისე მოუმზადე:*

Posted by: mmaarriiaamm123123 24 Oct 2021, 17:24
gogatakoo
ხვალ გერკულესს რო გავასინჯებ ეს გრეჩიხის ფაფაც ვაჭამო ერთი პორცია ხო? თუ რას ვშვები?

Posted by: nopiahopi 24 Oct 2021, 18:31
mmaarriiaamm123123
მე როგორ გავაკეთე იცი? აი შვრიას რომ მიეჩვია კარგად, მერე შვრიაში ჯერ ერთი კოვზი რძიანი წიწიბურა შევურიე, მერე 2 კოვზი, მერე 3 და მერე დამოუკიდებლად მივეცი წიწიბურა და მონაცვლეობით ვაჭმევ ახლა, ხან შვრიას, ხან წიწიბურას. ჯერ სხვა ფაფა არ მიმიცია.
კურდღლის ხორცს ვასინჯებ ხვალ. ბოსტეულს და ქათმის ხორცს ბოსტნეულში ჭამს უკვე.

Posted by: mmaarriiaamm123123 24 Oct 2021, 21:54
nopiahopi
რომელ ბოსტნეულში გაურიე ქათმის ხორცი?? აუ მეცმინდა ეგეთები :დ მე ჯერ ბოსტნეულები გავასინჯე იმ აფთიაქის სტაფილო გოგრა და ეგეთები როა ცალკე სხვა არაფერი გამირევია დღეს მერე წიწიბურავურძეო გავასინჯე ეს ორი დღე და დღეს მესამე დღეიყო და რამდენიც ჭამა ვაჭამე ურძეო ოღონდ , გერკულესი მაქვს კიდე და მაგას გავასინჯებ და მერე გადავიყვან ორივე რძიანზე ესე ვფიქრობ და ბოსტნეულში რეებში გაურიე ხორცები და რიისი ხორხები შეიძლება 6თვეზე ყველაფერი განმანათლე რეებიც აწ დავწერე :დ ეხლა და ვიწვალე :დდდ

Posted by: nopiahopi 24 Oct 2021, 22:42
mmaarriiaamm123123
კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ნიორი,ბულგარული,მწვანილები - ესმაქვს ბაზასავით, ამათ ყველა ვარიანტში ვაძლევ. მე ვუხარშავ.
ამათში ვურევდი ჯერ ქილის ქათამს. მერე ვიყიდე სოფლის ვარია და დავაფასოვე პატარა კუბებად და და იმას ვურევ ახლა. ორი დღე ამ ხორცით ვაჭმევ. მერე ვასვენებ და მხოლოდ ბოსტნეულს ვაძლევ. ბოსტნეულის დღეებში ვუმატებ ბროკოლს, ხან ქილის გოგრას.
ჯერჯერობით ესაა ამის სადილი.
ხვალ პირველად შევურევ ქილის კურდღლის ხორცს.

ხილი გავასინჯე: ვაშლი-მოცვი, ვაშლი-ქლიავი, ბანანი, გარგარი. ესენი ქილის ყველაფერი.

პ.ს. გოგრის არჩევა მასწავლეთ რა, როგორი უნდა ვიყიდო კარგი რომ გამოდგეს? ყვითელი, მომწვანო, მრგვალი თუ ზევით რომ წვრილდება ეგეთი?

Posted by: mmaarriiaamm123123 24 Oct 2021, 23:08
კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ნიორი,ბულგარული,მწვანილები - ესმაქვს ბაზასავით, ამათ ყველა ვარიანტში ვაძლევ. მე ვუხარშავ. <<< ამათ აბლენდერებ ერთად და აჭმევ? რომელი მწვანილი

Posted by: nopiahopi 24 Oct 2021, 23:34
mmaarriiaamm123123
მწვანილები : ქინძი, ოხრახუში და კამა. თავიდან ხმელ კამას ვუშვებოდი, ახლა ჩვეულებრივს. ჯერ მარტო კამა მივეცი, მერე რიგრიგობით დავამატე დანარჩენი. არ ვუბლენდერებ არაფერს, საწურები როა პატარა, მაგაში ვუჭყლიტავ.

Posted by: takoo1 25 Oct 2021, 09:43
nopiahopi
ჩემნაიროო მეც მაგ საწურში ვუჭყლიტავდი))მეშინოდა არ მიეჩვიოს დაბლენდერებულს თქო.სულ თავიდან ვუბლენდერებდი და მერე ვუჭყლიტავდი ხოლმე სუპს და ყველაფერს.

Posted by: emiblack 25 Oct 2021, 11:43
გოგოებო, როგორ ხართ? ჩემი გარგარის გარდა ყველაფერს აფურთხებს , ფაფა ძალით ვაჭამე როგორღაც . გოგრა, კარტოფილი, სტაფილო, ბროკოლი, ბატატი აი თითო კოვზი და ისიც არ გადაყლაპა . ეზიზღება ყველაფერი. ვაშლი ძალიან ცოტა ჭამა . ვცადე ქილისიც, ჩემი მომზადებულიც, დაბლენდერებულიც, დაჭყლეტილიც და თვითკვებაც . არაფერს არ იკარებს . სხვა რაიმე იდეა გააქვთ რა შეიძლება მოვიმოქმედო?

Posted by: anibani18 25 Oct 2021, 12:47
mmaarriiaamm123123
სემპერზე შენ არ კითხულობდი? თუ მეშლება?
სემპერი სჯობს ყველას. ჰიპის თითქმის ყველა ქილას ბრინჯის ნახარში აქვს. ბრინჯი კიდევ მძიმე მეტალებს იწოვს ნიადაგიდან.
emiblack
ქათამი მიეცი გარგარში არეული. ჩემს გოგოა უყვარდა ძალიან. შეეჩვევა ნელ-ნელა.

Posted by: marikoo 25 Oct 2021, 12:57
გოგოებო ჩემი ჰიპერლაქტაცია მგონი წავიდა მარა ეხლა ცალი მკერდი მევსებახოლნე ისე რო ჭამისას ასხავს შადრევანივით და გადასცდებახოლმე, მაგ დროს ვაცლი და ეს ჩხუბობს, მოკლედ ვწვალობთ მაგ ერთზე, მეორეს ძაან კარგად ჭამს. ხოდა სუ ასე მომიწევს თუ მეშველება რამე?


და კიდე რა მაინტერესებს, მზეუკადან ლაქტაციჯს ბალიშის ყიდვა მინდოდა, გადავურიცხე ფული მივწერე და არ მპასუხობს უკვე 3 დღეა და აქედან ვიცი რო ბევრს გიყიდიათ მანდ რაღაცეები და სად ეკონტაქტებით?

Posted by: any_body 25 Oct 2021, 13:04
marikoo
ფბ-ზე მქონდა კონტაქტი მეც, ცოტა გვიან მწერენ ხოლმე. მიწერე კიდევ.

გოგოებო ტამი-ტაბის ვედროზე რას ფიქრობთ ?

Posted by: mmaarriiaamm123123 25 Oct 2021, 13:15
anibani18
ხო მე ესენი რეებიც გავასინჯე ყველაფერი სემპერის გავასინჯე , ჩენი რძით როგორ მოვუმზადო ურძეო ფაფა ხოარ იცით აქ ვინმემ?

Posted by: marikoo 25 Oct 2021, 13:32
any_body
ტამი ტაბზე მეც ვკითხულობდი და ზოგი იდეალურად ხმარობს ზოგი ვაფშე ვერ ხმარობს, ხოდა მეც ვერ ჩამოვყალიბდი ვიყიდო თუარა

Posted by: any_body 25 Oct 2021, 16:43
marikoo
მე ვერ ვხვდები ჩვეულებრივი ვედრო რომ გამოვიყენო რამე დაშავდება ?

Posted by: narkozeli 25 Oct 2021, 17:08
any_body

დაშავებით ალბათ არაფერი დაშავდება, ტამი ტაბში ერთი ისაა რომ საშვილოსნოს ანატომიურ ფორმას იმეორებს და ბავშვს ატყუებ ვითომ მუცელშია ისევ biggrin.gif
* * *
marikoo

მე ვიყიდე მზეუკაში საძილე ტომარა, მარა 2 წელი გავიდა მას მერე. მაშინ მწერდნენ პასუხს ეგრევე, მესენჯერში

Posted by: marikoo 25 Oct 2021, 17:19
narkozeli
მიპასუხეს როგორც იქნა და ხვალ გამომიგზავნიან, პარასკევს დილას გადავრიცხე და იმის მერე ვწერ, ალბათ ვიქენდზე ისვენებენ

Posted by: any_body 25 Oct 2021, 19:42
narkozeli
:დ მაინც ვიყიდო სჯობს

marikoo
სვით დეკორში ვიყიდე გუშინ საძილე ტომარა უხელებო, ფხრიწი აქვს მხრებზე და გვერდზე ზმეიკა, მზეუკას წინ აქვს ზმეიკა ხომ ?
ისე მაინტერესებს რომელი უფრო კომფორტული იქნება.

Posted by: nopiahopi 25 Oct 2021, 20:35
anibani18
QUOTE
სემპერზე შენ არ კითხულობდი? თუ მეშლება?
სემპერი სჯობს ყველას. ჰიპის თითქმის ყველა ქილას ბრინჯის ნახარში აქვს. ბრინჯი კიდევ მძიმე მეტალებს იწოვს ნიადაგიდან.

მართლა? რაც სემპერს არ ჰქონდა, ეგენი ჰიპის ქილის ხილი ვუყიდე და გავუმრავალფეროვნე. ისე მაინც არამგონია საშიში იყოს, მაინც ამხელა კომპანიაა და დარწმუნებული ვარ ბევრ შემოწმებას გადის..

QUOTE
ჩენი რძით როგორ მოვუმზადო ურძეო ფაფა ხოარ იცით აქ ვინმემ?



ფაფები ხომ მაინც მაღალ გრადუსის სითხეში იხსნება (ზედ აწერია კონკრეტულ ფაფებს რა რამდენზე უნდა) და მაგ გრადუსამდე ძუძუს რძის გათბობა შეიძლება?

Posted by: marikoo 25 Oct 2021, 20:47
any_body
მე ლაქტაციის ბალიში შევუკვეთე ეხლა. ჩემი ბავშვი 4 კილოს ასცდა და მკლავები მტკივა უკვე sad.gif იმედია შევეჩვევი. საძილე ტომარა სქელი ოკაიდში ვიყიდე და თხელი ამაზონიდან გამოვიწერე HALO-ს ტომარა გასახვევი, აქ მირჩიეს და ძაან კარგად ვხმარობთ

Posted by: anibani18 25 Oct 2021, 20:53
mmaarriiaamm123123
შენი რძით არ ვიცი, მე ფორმულით ვუმზადებდი ხოლმე, მაგრამ ეტყობა მსუყე გამოდიოდა, წყალზე მომზადებულს უფრო კარგად ჭამდა მერე.
გეტყვიან ბუნებრივზე მყოფის დედები <3
* * *
nopiahopi
კი, გადის შემოწმებას. უბრალოდ თუ არჩევანია, სემპერი სჯობს მგონი. თან ამდენი ბრინჯი ყოველ დღე, მგონი ზედმეტი გამოვა ბავშვისთვის.
ბრინჯზე ცნობილია უკვე. ამერიკაში, მაგალითად, ათწლეულების განმავლობაში ბრინჯის ფაფით იწყებდნენ მყარ კვებას. ბრინჯის ფაფა ითვლებოდა კლასიკად. ახლა როცა დამტკიცდა, რომ ბრინჯი იწოვს მძიმე მეტალს ნიადაგიდან, კლასიკური ბრინჯი დავიწყებას ეძლევა. ვიპოვი იმ პოსტს და გაგიზიარებ მოგვიანებით.
ვოლქერზე მინდოდა შენთვის დამეწერა. მე არ მიყიდია ვოლქერი, რადგან ჩემმა გოგომ თვითონ იპოვა სახლში ვოლქერი, თავისი პატარა ხის სკამი smile.gif დაარიხინებს წინ და უკან smile.gif კიდევ კარგი პირველ სართულზე ვცხოვრობთ, თორე ამოგვივარდებოდა ვინმე smile.gif

Posted by: nopiahopi 25 Oct 2021, 21:17
anibani18
არც ვიცოდი, ბრინჯის ფაფა თუ ეგეთი მიღებული იყო ამერიკაში. უფროსისთვის არასდროს მიმიცია. არც პატარასთვის, ნუ რასაც ქილის ხილი შეიცავს, ეგაა.

QUOTE

ვოლქერზე მინდოდა შენთვის დამეწერა. მე არ მიყიდია ვოლქერი, რადგან ჩემმა გოგომ თვითონ იპოვა სახლში ვოლქერი, თავისი პატარა ხის სკამი  დაარიხინებს წინ და უკან  კიდევ კარგი პირველ სართულზე ვცხოვრობთ, თორე ამოგვივარდებოდა ვინმე

ჩვენც პირველზე ვცხოვრობთ, კიდევ კარგი. გადასახლებულები ვიქნებოდით უფროსის ხელში biggrin.gif აქამდე ვოლქერი არ მქონია და დავხამდი ისეთი საყვარელი იყო რომ დავინახე biggrin.gif
აუ გოგრის არჩევა შენ მაინც მასწავლე რა biggrin.gif როგორი უნდა ვიყიდო კარგი რომ გამოდგეს, ზომა, ფორმა, ფერი.. რა გავითვალისწინო.

Posted by: any_body 25 Oct 2021, 21:52
marikoo
ჰალო მაქვს და მგონია რომ კარგად ვიხმარ ^^
ლაქტაციის ბალიში და საორსულე ერთი ჰქონდათ და ეგ შევუკვეთე, საორსულედ ვერ ვიხნარე და ვნახოთ ლაქტქციაზე რას ვიზამ, ჩემს გარშემო ყველამ
კარგად იხმარა.

Posted by: anibani18 25 Oct 2021, 22:18
nopiahopi
აი, ამაზე ვამბობდი
https://www.instagram.com/p/CK7Tdw1FcES/?utm_medium=copy_link
ზოგადად ძალიან კარგი გვერდია ზღვა ინფორმაციითა და რჩევებით.
ძალიან კარგი ქენი,რომ უყიდე. ბედნიერად მოეხმაროს ♡
მეც მინდოდა ყიდვა ადრე, მაგრამ ახლა ვეღარ გავწვდები ფინანსურად ამდენი წამლის ფონზე.
მაქვს ერთი გოგრა სახლში,გადავუღებ ფოტოს და გაჩვენებ smile.gif
* * *
აი, ასეთი იყიდე. პატარა აარჩიე. ეს პატარაა, უბრალოდ ფოტოზე დიდი ჩანს.
user posted image
მეორე სურათზე რაც არის, ისიც ძალიან გემრიელია. უბრალოდ მოხარშულია კარგი, გამომცხვარი არა. თან შიგთავისის დიდი ნაწილი არ რბილდება ხარშვის დროს, ანუ არაეკონომიურია smile.gif მაგრამ ძალიან ტკბილია
user posted image

Posted by: nopiahopi 25 Oct 2021, 23:39
anibani18
დიდი მადლობა :* ამ დღეებში ვიყიდი, მოვუხარშავ და გავასინჯებ ცალკე გოგრას smile.gif აქამდე ბოსტნეუულის პიურეებში ვურევდი ქილისას. ღუმელში კი უნდა დაჭრილის კანიანად გამოცხობა და ასე ცალკე მისაცემად ხარშვა ალბათ უკანოდ უნდა ხომ ? როგორც ხემსი, ისე რომ გავასინჯო..

Posted by: takoo1 26 Oct 2021, 11:19
anibani18
ანი როგორ ხარ:* როგორაა შენი ქმარი იყავით ექიმთან?

Posted by: anibani18 27 Oct 2021, 10:01
nopiahopi
გინდა კანიანად მოხარშე, გინდა კანის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის რთულია ხოლმე გათლა, როცა გოგრა უმია, მერე ვაცლი ხოლმე კანს. ორთქლზე მოხარშე ოღონდ.
gogatakoo
თაკო, კარგად ვართ :* მადლობა. მე ვიყავი მანანასთან, დამინიშნა რაღაც დამატებითი კვლევები და ვკითხე ჩემს ქმარზეც. ასე მითხრა, ზედა ზღვარს დააკვირდი ანალიზებშიო. ზედა ზღვარზე ოდნავ მაღალი აქვს და არ ჩანს ეს პრობლემა. ასე კითხვით, ვიცი რომ არ ხდება არაფერი, მაგრამ არ მიდის და რა ვქნა.
თქვენ როგორ ხართ? :*

Posted by: takoo1 27 Oct 2021, 16:08
anibani18
შენ რატო რა კვლევები ხო ხარ კარგად?
უუ რავიცი თმა მცვივა საშინლად გოგო,არ მივაქციე ყურადღება და უფრო მომემატა.ალბათ ვიტამინების ნაკლებობის ბრალია.
ისე მეზარება ეხლა ექიმები თან ამ კორონას გამო არ მინდა ზედმეტად ბოდიალი.
მერცის დრაჟე დავიწყე,ბიოქსინის შამპუნით ვიბან და რაღაცეებს ვიტყიპნი თავზე ზეთიანი დავდივარ ერთი კვირაა biggrin.gif biggrin.gif
იმედია არ გავმელოტდები სურამელაშვილივით)))

Posted by: anibani18 27 Oct 2021, 21:37
gogatakoo
ქაცვის ზეთი სცადე, თაკო. მე ადრე ძალიან მიშველა, ახლა დრო აღარ მაქვს წავისვა თორე ძალიან კარგია.
კი, კარგად ვარ :* მივედი ჰემატოლოგთან, რადგან მჭირდებოდა სისხლის ამბავში.

Posted by: Clue 28 Oct 2021, 05:40
გოგოებო, შეწითლებულ ტაკოებზე ყველაზე ეფექტური რა გამოგიყენებიათ?
ჩვეულებრივი ტალკი, თხევადი ტალკი, პამპერსის საცხი ყველაფერი ვცადე მაგრამ ცოტა სიწითლე მაინც აქვს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად ვუცვლი ან იქნებ ამის ბრალიც არის

Posted by: nopiahopi 28 Oct 2021, 05:44
Clue
პამპერსის ბრალი ხომ არაა? შეიძლება კონკრეტული საფენი უღიზიანებს.

Posted by: Clue 28 Oct 2021, 06:09
nopiahopi
ჰაგისს ვახმარ, ძაან მომწონს დაქტურა, სხვასაც ვცდი, ყოველ ჭამაზე კუჭის მოქმედებას ვაბრალებ, ხშირად კი ვუცვლი მაგრამ უღიზიანებს მაინც(

Posted by: takotatuli1989 28 Oct 2021, 09:30
დღეს ავერსში აქციაა არამედიკამენტ 3 პროდუქტს თუ შეიძენთ ორს გჩუქნიან. პამპერსებზე გავუშვი მამაჩემი მაკნც უნდა გამყიდოს ორი ბავშვია პამპერსმა და მირჩევნია მქონდეს მარაგში. თუ გაქვთ საშუალება ისარგებლეთ ამ აქციით.

Posted by: takoo1 28 Oct 2021, 13:53
Clue
ჰაგისის ულტრა კომფორტს? ელიტ სოფტი მაგარია მაგ პონტში ვაფშე არ უღიზიანებს,თუ კუჭში ხშირად გადის მაგის ბრალია,კასოლი ცადე ყველაზე ეფექტური ეგ გამოდგა ჩვენს შემთხვევაში,
* * *
anibani18
აუ ანი ქაცვი კიარა რაც ზეთი არსებობს ყველაფერი თავზე მადევსsmile.gif თალგამის,აბუსალათინი,პლიუს ვიტამინები გარეული,ბიოქსინის შამპუნმა მიშველა მგონი,დღეს შევამჩნიე რო მგონი ისე აღარ მცვივა.

Posted by: Clue 28 Oct 2021, 17:57
gogatakoo
კი ელიტ სოფტს ვყიდულობ სულ, აბა ვცდი კასოლსაც, მანამდე სენსი ბეიბი მქონდა, ნეონატოლოგმა ეგ გვირჩია სამშობიაროში, მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ თუთიის შემცველი პროდუქტების ხშირი გამოყენება არ შეიძლებაო და ის სრულად თუთიაზეა დამზადებული, არადა ყველაზე ეფექტური იყო

Posted by: Ani_Floyd 28 Oct 2021, 18:27
გოგოებო, საკეისრო ვინც გაიკეთეთ გამიზიარეთ გამოცდილება რამდენად რთულია.. ფიზიკურად ვიცი რომ ტკივილს ვერ გრძნობ, მაგრამ ემოციურად როგორია? ძალიან ვნერვიულობ წინასწარ არვიცი როგორ გავუძლებ ფსიქოლოგიურად, რადგან მეშინია ოპერაციების.. ყველაფერი მაინტერესებს, რამდენ ხანს გრძელდება და როგორი შეგრძნებებია ან რა შეიძლება იყოს გართულებები? მადლობა პასუხისთვის წინასწარ

Posted by: Clue 28 Oct 2021, 19:05
Ani_Floyd
ემოციურად უფრო რთულია ვიდრე რეალურად ოპერაცია, მითუმეტეს თუ პირველია ... შეგრძნებით ვერაფერს გაიგებ, უბრალოდ მე ემოციურად დაძაბული მახსოვს წინა ღამიდან ოპერაციამდე ყველაფერი, აი საოპერაციოში რომ შემიყვანეს ლამის წამოვედი))) უბრალოდ გზა უკან აღარაა, 15 წუთში ან ნაკლებში ბავშვის ტირილი რომ გავიგე იქვე ვეუბნებოდი ჩემს მეანს ეს რა კარგი რამე ყოფილა საკეისრო, ტყუილად მეუბნებოდი უარს მეთქი.
ასევე არასაისამოვნო შეგრძნებაა ფეხები რომ გაქვს გაბრუჟებული, თვითონ ნაკერი რამდენიც ამტკივდებოდა იმდენი გამაყუჩებელს ვაკეთებინებდი და ასატანია რა, მეოთხე დღეს თითქმის ვერაფერს ვგრძნობდი.
ნაკერს მოუარე მერე რასაც გეტყვიან და ეგ არის რა. ახლა რომ მკითხონ მეორესაც საკეისროთი გავაჩენ ჩემივე გადაწყვეტილებით (არჩევანი რომ მქონდეს) და დანახევარსაც არ ვინერვიულებ.
მიყოლებით 3-მა ფორუმელმა გავიკეთეთ საკეისრო, დღეების ინტერვალით და არცერთს არანაირი გართულება არ გვაქონია, მიუხედავად იმისა რომ მე მაგალითად თრომბოფილია მაქვს
ახლა ვინც არ უნდა გითხრას რომ არ ინერვიულო, ალბათ ძალიან რთულია თავს მოერიო, მაგრამ დამიჯერე ემოციურად უფრო მეტი განცდებია ვიდრე რეალურად
სად იკეთებ შენ?
* * *
ისე საკეისროზე ჩვენი მოგონებები არის მომავალ მშობელთა კლუბში და გადახედე, დეტალურად გვიწერია ყველაფერი, გაერთობი რომ წაიკითხავ, მაგრამ რამე კითხვაც თუ გაქვს აქ ვართ

Posted by: Ani_Floyd 28 Oct 2021, 21:03
Clue
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. 22 კვირის ვარ და ეხოსკოპიაზე გამოჩნდა, რომ პლაცენტის მიმაგრებაა დაბლა და ფარავს საშვილოსნოს ყელს სანახევროდ და თან წინაა ეს პლაცენტა და ბავშვიც მენჯითაა ამიტომ საკეისროო რამე თუარ შეიცვალაო.. რავიცი ბევრმა მომწერა შეიძლება შეიცვალოსო მაგრამ მაინც ვნერვიულობ რომ არ შეიცვალოს და საკეისრო დამჭირდეს.. ოპერაციის უფრო მეშინია ვიდრე ბუნებრივად გაჩენის მთელი რიგი ტკივილების და წვალების მიუხედავად.. ისე არ გამოვა რომ სულ დამაძინონ? მესმის რომ ცოტახნიანი პროცესია მაგრამ იმ 15 წუთში თუ პანიკური შეტევები დამემართა რავქნა sad.gif ჯერ არვიცი სად ვიკეთებ.. არაფერი არვიცი პირველი ორსულობაა ჩემთვის და სულ შეშინებული ვარ და არაფერი არვიცი sad.gif

Posted by: Clue 29 Oct 2021, 05:10
Ani_Floyd
სრული ანესთეზია ბავშვისთვის არაა კარგი, თან ის პირველი ბედნიერების წუთები არ გამოტოვო... მე საკეისროს ჩვენება არ მქონია და ვიხვეწებოდი გაკეთებას))
თუ რამეთი დაგამშვიდებს იმაზეც იგიქრე რომ მაინცდამაინც ნაკერის გარეშე შეიძლება არც ფიზიოლოგიურმა ჩაიაროს
ჩემი აზრით, ძალიან ადრე გაქვს მაგაზე ნერვიულობა დაწყებული, არ იფიქრო ამ დეტალებზე, მანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, დატკბი ორსულობით ❤️ ნეტა კიდევ უფრო კარგად შემერგო, რომ გააჩენ მიხვდები რასაც ვგულისხმობ ❤️

Posted by: alesandra 29 Oct 2021, 12:57
გამარჯობა გოგოებო. დიდი ხანია აქ არ შემოვსულვარ. მოგიკითხავთ ყველას ვისაც ვახსოვარ.

ჩემს ბიჭს, წლინახევრის არის, სისხლის საერთო ანალიზში ამოუვიდა ერითროციტების მომატებული რაოდენობა - 5.35, როდესაც ზედა ზღვარია 5.15.

თქვენ ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა, ან ხომ არ გსმენიათ, რასთან უნდა იყოს დაკავშირებული?

სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. ექიმს ჯერ არ დავლაპარაკებივარ.

Posted by: takoo1 29 Oct 2021, 15:10
alesandra
ცოტათი მომატებულია არ მგონია საგამგაშო იყოს,ლუკიანეს პირიქით დაბალი ქონდა ერთი ორჯერ როცა გავუკეთე.ზოგადად ვირუსების დროს ირევა სისხლის ანალიზი.ყოველთვის თავდაყირა აქვს ამას ყველაფერი ანალიზში როცა ცუდადაა და მაგ დროს ან მერე ვუკეთებ ხოლმე.
გაციებული ხო არ ყოფილა ან რამე?

* * *
Clue
თუ ძალიან არ აქვს გაღიზიანებული მაგ დროს ბუბხენი წაუსვი,ძვირი არ არის მარა ეფექტურია საკმაოდ,პატარა შეფუთვებში იყიდება მე კარგად გამომადგა,კასოლი ნუ შეუცვლელია ჩვენს შემთხვევაში ძალიან მალე ულაგებდა ხოლმე,

Posted by: Ani_Floyd 29 Oct 2021, 16:56
QUOTE (Clue @ 29 Oct 2021, 05:10 )
Ani_Floyd
სრული ანესთეზია ბავშვისთვის არაა კარგი, თან ის პირველი ბედნიერების წუთები არ გამოტოვო... მე საკეისროს ჩვენება არ მქონია და ვიხვეწებოდი გაკეთებას))
თუ რამეთი დაგამშვიდებს იმაზეც იგიქრე რომ მაინცდამაინც ნაკერის გარეშე შეიძლება არც ფიზიოლოგიურმა ჩაიაროს
ჩემი აზრით, ძალიან ადრე გაქვს მაგაზე ნერვიულობა დაწყებული, არ იფიქრო ამ დეტალებზე, მანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, დატკბი ორსულობით ❤️ ნეტა კიდევ უფრო კარგად შემერგო, რომ გააჩენ მიხვდები რასაც ვგულისხმობ ❤️

რომელ კლინიკაში და რომელი ექიმები აკეთებენ საკეისროს კარგად? რას მირჩევთ? ფრანგული საკეისრო არის კარგიო ვიდეო ვნახე და ამაზე ვინმეს რამე გაგიგიათ?

Posted by: lelukaa 29 Oct 2021, 18:59
გოგოებო, ლაქტაციისას სპაზმურ ხველაზე ნოშპა და სუპრასტინი რომ დავლიო ალბათ არა ჰო? sad.gif

Posted by: marikoo 29 Oct 2021, 19:21
Ani_Floyd
ჰაი, მეც საკეისრო გავიკეთე 1 თვის წინ. მენჯით იყო ჩემიც, ბოლომდე ველოდებოდით რო შებრუნდებიდა მარა არ შებრუნდა, ძაან მეშინოდა და სუ იმაზე ვფიქრობდი როგორ მჭრიდნენ და მფატრავდნენ biggrin.gif გამიმართლა რო დაგეგმილამდე ვერ მივაღწიე, 2 დღით ადრე დამეწყო და სასწრაფოდ გამიკეთეს საკეისრო თირე წინა ღამეს უეჭველი ძალიან ვინერვიულებდი.

რაც შეეხება თითონ საკეისროს, მხოლოდ ემოციურად იყო რთული, თორე საერთოდ არაფერო გესმის, რო მეგონა რო ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდათ უკვე ბავშვი დავინახე რო ამოიყვანეს. მერე კიდე თვალი არ მომიშორებია სუ ბავშვს ვუყურებდი და იმის მერე რამეს თუ აკეთებდნენ არც შემიმჩნევია. ფეხების დაბუჟებაა ცოტა რთული, ჩემი ფეხი რო აწიეს უცებ რო შევხედე მაგრად შემეშინდა, რადგან მეგონა რო ისევ საოპერაციო მაგიდაზე მედო biggrin.gif კი გამაფრთხილეს არ შეგეშინდესო მარა არ ველოდი ეგეთი გრძნობა თუ იქნებოდა. მე წელი მტკიოდა 2 დღე, წამოდგომა მიჭირდა ცოტა, მესამე დღეს ჩვეულებრივ ვიყავი აღარაფერი მაწუხებდა. რეალურად საერთოდ არაფერი არაა საშიში, ხო ვერაფერს იგრძნობ და თან ისე სწრაფად ხდება ყველაფერი რო ვერც ხვდები. კიდე ხერხემალში ნემსის მეშინოდა მარა ეგეც ძაან მარტივი ყოფილა. შემდეგ ჯერზე თუ კიდე საკეისრო გავიკეთე ოდნავადაც არ ვინერვიულებ.
* * *
Clue
ტაკოსთვის ყველაფერი ვიყიდე რაც კი არსებობს და ერთ რამეს მივხვდი, უნდა დაადო ძალიან სქელ ფენად რო ხშირად და ცოტ ცოტას რო გადის კუჭში ეგ კანზე არ მოხვდეს და არ დაუწვას. ძალიან ჰქონდა გამომწვარი ჩემსას და ძლივს მოვურჩინე ათასი რამით ეხლა სულ ველედას ვხმარობ და ძალიან სქლად ვადებ და აქვს მშვენივრად.


* * *
Ani_Floyd
QUOTE
რომელ კლინიკაში და რომელი ექიმები აკეთებენ საკეისროს კარგად? რას მირჩევთ? ფრანგული საკეისრო არის კარგიო ვიდეო ვნახე და ამაზე ვინმეს რამე გაგიგიათ?

უი ეგ გავიკეთე მე დავარშვილთან და კმაყოფილი ვარ, სხვები რო დადიოდნენ მოკუნტულები მე ჩვეულებრივ ვიყავი, არც კათეტერი დამჭირდა იმავე დღეს ჩემი ფეხით გავედი ტუალეტში
* * *
რამდენი ვილაპარაკე lol.gif

გოგოებო ჩვილის ტანსაცმელი სად ვიყიდო? სადმე კაი ფასდაკლებები არ აქვთ? 1 თვისაა და ნიუ ბორნები დაუპატარავდა და ცოტა დიდი რომპერები ძაან არაპრაქტიკული გამომადგა, ზმეიკა მარტო ზემოდან ეხსნება და ნერვებს მიშლის. გამოწერა ძაან მეზარება. რომპერები და ჩვეულებრივი ზედები მინდა ბოდე როარ იყოს

Posted by: ninunin 29 Oct 2021, 19:40
გოგოებო ვისაც გქონიათ, ბავშვის საგორაო და სათამაშო ხალიჩა სად ვიყიდო?
* * *
Ani_Floyd
საკეისრო ფსიქოლოგიურად უფრო რთულია ვიდრე ფიზიკურად, არ იფიქრო საერთოდ ცუდზე და იმაზე რო გაგიჭირდება ან რამე აი ძნ მარტივად ხდება ყველაფერი, მეორე დღესვე უპრობლემოდ ავდექი და გავიარე არ შეგეშინდეს 15 წუთში შენი ბაიას ტირილს გაიგებ

Posted by: marikoo 29 Oct 2021, 21:12
ninunin
მე ჯერ არ მიყიდია მარა ეს მირჩიეს

user posted image
აქედანაც შეგიძლია გამოწერა
https://m.intl.taobao.com/detail/detail.html?ut_sk=1.YMNa959JTe8DAPoV4EoNHso4_21380790_1633951289071.Copy.ShareGlobalNavigation_1&id=585041807932&sourceType=item&suid=667712D0-57EA-40A7-BEB1-844E53DC06F6&un=44fd5da1d86f0348f04acce865216e9b&share_crt_v=1&spm=a2159r.13376460.0.0&sp_tk=cmNRUVhzS3VETEU=&cpp=1&shareurl=true&short_name=h.fVxhIar&bxsign=scdDxRoSkX5n_-iNzBuw7bqWK-vA95h3xP7GRuOFEg4HrT4ZYMcUqL5Od-d4bT3xAzmWnh74z8l5LM8zttzB4qMmdLuK9AP0aPRpCPDA9EhZQrQYtY3D5cs9EuyZiE5zAfH&sm=f4ac89&app=chrome

Posted by: alesandra 30 Oct 2021, 01:07
gogatakoo
გმადლობ, თაკო.
არა, არ ყოფილა გაციებული, მაგრამ 1 კვირის წინ ავცერი.

Posted by: Nnia 30 Oct 2021, 08:28
გოგოებო გაზებისთვის იყენებთ რამე წამალს? ან რეფლუქსუ ვისაც აქვს ისინი რას აძლევთ გაზებზე?

Posted by: Ani_Floyd 30 Oct 2021, 12:51
marikoo
აუ როგორ გამიმართლა რომ მომწერე. ვეძებდი ადამიანს, ვინც ფრანგული საკეისრო კვეთა გაიკეთა. ვიდეო ვნახე ამბობენ რომ უკეთესია და მალევე ადგები ფეხზე, მაგრამ არ ამბობენ როგორ კეთდება..რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საკეისროსგან და მალე როგორ შეძლებ ადგე ფეხზე.. ყველაფერი მაინტერესებს და გთხოვ მომწერე არ დაიზარო <3

Posted by: ninunin 30 Oct 2021, 14:52
Nnia
ბობოტიკს ვიყენებდი და ესპუმიზანს, ბობოტიკი უფრო უხსებოდა ამას, რეფლუქსი უმრავლესობას აქვს, მთავარია წონაში იმატებდეს და შადრევანივით არ ასხავდეს

Posted by: Nnia 30 Oct 2021, 14:59
ninunin
ვიცი პირველსაც ქონდა რეფლუქსი. წონაში მოიმატა უკვე 1.200. ესპუმიზანი მახსოვს არც ჩემსას შველოდა. ბობოტიკს ვცდი. მადლობა დიდი.

* * *
ninunin
მარა შადრევანივით ასხავს. ნუ სამჯერ იყო სულ ეგეთი შემთხვევა და მე ვიცი რო ნორმაა რეფლუქსის დროს. ეხლა დამაფიქრე... პირველიც ეგრე იყო და ნორმააო მაშინაც მითხრეს.

Posted by: ninunin 30 Oct 2021, 15:06
Nnia
სისტემატიურად არ უნდაასხავდეს შადრევანოვით, ძუძიზე გყავს? ბობოტიკი ამას უხდებოდა გაზებზე და სცადე მაონც და რეუკოლია კიდევ ძნ კარგი, ორივე შეგიძლია მისცე, ბობოტიკი 8 წვეთი დღეში 4 ჯერ რეუკოლი ერთხელ რანდენი წვეთი არ მახსოვს ინსტრუქციაში იქნება

Posted by: Nnia 30 Oct 2021, 16:10
ninunin
კი მარტო ძუძუზეა. ნუ პირველთან შედარებით ამას დიდად არ აწუხებს და უბრალოდ მინდა შევუმსუბუქო.

სისტემატიურად არა, ერთი თვის ხდება 2 ში და სულ სამჯერ ამოასხა. თან ვატყობ ისე როცა აპირებს იმ დღეს ყველაზე მეტად წუხს.

Posted by: ninunin 30 Oct 2021, 16:17
Nnia
ხოდა ეგ არაფერი, ესპუმიზანს რო ვასმევდი ჩემიც უფრო ასხავდა და ბობოტიკზე არა

Posted by: takoo1 30 Oct 2021, 18:06
alesandra
უმნიშვნელოდაა მომატებული,წყალს კარგად სვამს?კითხე აბა მაინც პედიატრს არამგონია რამე ისეთი იყოს:*
Nnia
ბობოტიკი შველოდა ჩემ შვილს ყველაზე კარგად,ეგრევე გაყავდა გაზებზე..რეფლუქსი ბევრს აქვს მთავარია სისტემატიური სახე არ ქონდეს,თავიდან იციან ეგრე პატარებმა,რამხელაა ეხლა? 2 თვემდე ჩვენც გვქონდა ეგეთი შემთხვევა რამოდენიმეჯერ აი შადრევანივით ასხამდა ხოლმე გული მისკდებოდა.მერე საერთოდ აღარ უქნია,ძუძუზე მყავდა მეც.ჰაერსაც ყლაპავენ თავიდან და მაგის ბრალიცაა.მე მინიმუმ 20 წუთი ხელში მეჭირა სანამ ჰაერს არ ამოუშვებდა არ ვაწვენდი ხოლმე.ნუ გეშინია არაფერი არაა :*

Posted by: nopiahopi 30 Oct 2021, 18:25
ჩემს ბიჭს ვუყიდე წყლისთვის სახელურებიანი ბოთლი,თვითონ რომ ისწავლოს დალევა. ნუ, რა თქმა უნდა, ეცა და თამაშობს და ყველა მხრიდან ღრღნის გარდა საწოვარისა biggrin.gif იშვიათად გაიქანებს სოსკას პირში და წყალს რომ ყლაპავს, ძალიან უკვირს smile.gif) იმედია მიეჩვევა ნელ - ნელა ,დღეს პირველი დღე იყო.

Posted by: Nnia 30 Oct 2021, 19:22
gogatakoo
კოლისპასიც მრაციეს მარა აქ ისე მიქეთ ბობოტიკი მაგასვიყიდი. თავიდან ბეიბე ქალმს ვხმარობდი მარა ეხლა ვეღარ შველის ეგ სუსტია ძაან.

მადლობა გოგოებო

Posted by: anibani18 30 Oct 2021, 21:01
Nnia
ბობოტიკს ყველა აქებს. მე არ მიცდია, თუმცა გაზებიც და კოლიკებიც საშინელი ჰქონდა ჩემს გოგოს. ბოლოს რომელ ექიმთანაც ვიყავი მაგ პერიოდში, იმან გვითხრა, ეს წამლები არც არაფერს ვნებს და არც შველისო და აღარ მიმიცია მას შემდეგ. თუმცა მეორეს თუ ისევე შეაწუხება მუცელი, ბობოტიკს ვცდი. ბაქტერიები რომელი მიეცი?
როგორ უმკლავდები ორ პატარას? ♡♡ გული მაქვს გადაქანებული, ვერ წარმომიდგენია როგორ მოვუარო ორივეს. ალბათ ტყუპი სჯობს ასეთ პატარა სხვაობას... ჩემი გოგო თან ისეთი ეგოისტია, ყველაფერი მის გარშემო უნდა ტრიალებდეს. იმედია ცოტა შეიცვლება ზაფხულისთვის.
Ani_Floyd
არაფერი საშიში არ არის საკეისროში. წევხარ და ელოდები შენი პატარას ხმას მეორე დღესვე ადგები ფეხზე. ყველაზე არასასიამოვნო ჩემთვის იყო ის ნჯღრევა, გაკერვამდე. საშვილოსნოს აწვებიან მაგ დროს მგონი.

Posted by: Nnia 30 Oct 2021, 23:38
anibani18
კი კოლიკას არაფერი შველის მეც ეგრე ვფიქრობ. გაზებიც აწუხებს აშკარად ამას. ვხვდები როდის კოლიკაა როდის გაზები და მინდა გაზების ტკივილი მაინც შევუმსუბუქო. ისე პირველთან ძაან ცუდი გამოცდილება მაქვს. პირველი სამი თვე ღამე არ მძინებია. მართლა ოღონდ არ ვაჭარბებ. მეორეს იმასთან შედარებით ფაქტიურად არ აწუხებს. ღამე ძინავს ყოველ შემთხვევაში. არ მჯეროდა პირველი ორი კვირა რომ შეიძლებოდა მაგხელა ბავშვს ღამე სძინებოდა. დღესაც სულ მზადყოფნაში ვარ. biggrin.gif ორ ბავშვს რაც შესხება სულ მარტოები ჯერ არ დავრჩენილვართ. ორშაბათს მომიწევს და იმედია გადავრჩებით. უფროსს ვირუსი აქვს სა მესამე დღეა ეგ და მამამისი დედამთილთან გადავასახლე. ჰოდა რომ ვურეკავ სულ ბავშვს კითხულობს. სანამ არ ვაჩვენებ არ ჩერდება. სახლშიც როა ეფერება, მაგრამ რომ ვეკითხები გიყვარსთქო არაო მპასუხობს. იცი როგორ მომენტებში ეჭვიანობს. აი როცა პატარას ვაძინებ და მაგასაც ძილი უწევს. უნდა რომ იგივენაირად დავიჭიროთ ხელში. მოკლედ, შეიძლება შენს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივად იყოს. თუმცა მაინც მზად უნდა იყო რომ იეჭვიანებს. მე რამდენიმე დღე უფროსთან ერთად ვტიროდი რომ ვერ ვაგებინებდი. თან ახალი ნამშობიარები როცა ხარ ისედაც ყველაფერზე გეტირება. გგონია რომ პირველ ბავშვს ყველაფერს აკლებ. ცუდი დედა ხარ და სხვა მრავალი, მაგრამ ეგრე არაა. ჯობია რომ კარგად გაიაზრო აქედანვე ეს ყველაფერი. მე რატომღაც მეგონა რომ არ იეჭვიანებდა ჩემი გოგო და სულ არ მიფიქრია ამ თემაზე. ჰოდა ფიზიკურად ყველაფერს შევძლებთ მაგაზე არ იდარდო. მთავარია ბავშვებს მივუდგეთ და ავუხსნათ სწორად. ძალიან ადრე ფიქრობ ამ თემაზე. ჯობია დატკბე ორსულობით და უბრალოდ ინფორმაციას გაეცნო. თან ვნებ შენი ნერვიულობით ნაყოფს ხომ იცი.

Posted by: NatiaGull 31 Oct 2021, 12:05
გოგოებო როგორ ხართ ,, მომენატრეთ

უადგილოა მაგრამ ექიმები რომ ატანენ პაციენტს, დიეტური ბოსტნეულის ჩამონათვალი რომ წერია წითელ-მწვანე ფურცელზე, ეგ ხომ არ გაქვთ ვინმეს ?
დამეკარგა sad.gif

Posted by: mmaarriiaamm123123 31 Oct 2021, 15:41
გოგოებო რა მაინტერესებს იცით ხბოს ხორცი მინდა გავასინჯო სემპერს რამეში არეული არ წონდა პირდაპირ წონდა და ვუყიდე და მეთვითონ შემიძლია ეს სემპერის რაღაცეები ერთმანეთში გადავურიიო?? რაც გასინჯულიაქ იმაში მაგალითად

Posted by: nopiahopi 31 Oct 2021, 17:00
mmaarriiaamm123123
არამგონია რამე პრობლემა იყოს ერთი ფირმის და კატეგორიის პროდუქტის შერევა. რამდენიმე ბოსტნეული არ აქვს სემპერს ერთად?

Posted by: takotatuli1989 31 Oct 2021, 21:04
mmaarriiaamm123123
მე ვურევდი ჩვეულებრივ. მაგ. სემპერის ინდაურს და ბრინჯს სემპერის ბროკოლში. ეჰ, რა კარგი ბავშვი იყო ყბელაფერს რო ჭამდა biggrin.gif

Posted by: anibani18 31 Oct 2021, 21:28
Nnia
ჩემსასაც არ ეძინა 3 თვე. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ჩვილობის პერიოდი.
მადლობა დიდი პასუხისთვის <3 ვიცი, რომ არ უნდა ვინერვიულო, მაგრამ შინაგანად მაინც განვიცდი. ჩემი გოგო ერთი წუთი არ ჩერდება თავისთვის, სულ მასთან უნდა იყო და სულ თვითონ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. ან როგორ გადავაჩვიო ამას არ ვიცი, ხასიათი აქვს ასეთი. რომ წარმოვიდგენ პატარა რომ უნდა დავაძინო, უფროსი ხომ ტირილით გასკდება ამ დროს, ჩემთან იყავიო. შენს გოგოსაც ასეთი ხასიათი აქვს? ერთი იმას ვფიქრობ, იქნებ ცოტა შეიცვალოს ზაფხულისკენ.

Posted by: PoisonnIvy 1 Nov 2021, 00:05
გოგოებო
ალბათ ცუდი ადგილი ავარჩიე ამაზე სალაპარაკოდ მაგრამ აბა სხვაგან სად ვიკითხო
საკეისროდან გავიდა 36 დღე

მაქვს საშინელი შიშები ზოგადად სექსუალური ურთიერთობის და ეს გამომდინარეობის ორსულობის შიშისგან
სპირალის გარდა, რით შემიძლია რომ თავი დავიცვა?
აი ძალიან მეშინია
ლამის ყოველ ღამე მესიზმრება რომ ისევ ორსულად ვსრ
მალე ქმარი გამექცევა biggrin.gif
მიშველეთ biggrin.gif

Posted by: ninunin 1 Nov 2021, 00:13
PoisonnIvy
პრეზერვატივი, სხვა არ ვიცი მაგაზე კარგი დაცვა

Posted by: margarita7 1 Nov 2021, 00:43
nopiahopi
როგორ ხარ? გადაცდენილ ციკლზე რა ქენი? არ შემოვსულვარ ეს ორი სამი დღეა

Posted by: takoo1 1 Nov 2021, 16:36
PoisonnIvy
რაც მოგწერეს biggrin.gif დაა კონტრაცეპტივი სხვა არ ვიციsmile.gif
anibani18
ანიი ნუ ნერვიულობ ყველაფერი გამოგივა,მანამდე წამოიზრდება ცოტა და შეეცვლება ხასიათი.მესმის მეც სულ მაგაზე ვფიქრობ წინასწარ და ვნერვიულობ,იმ დღეს ვფიქრობდი კაია რო არ დავრჩი ორსულად იქნებ წამოიზარდოს ცოტა თქო,მეც მეშინია.
ლუკიანეც ეგოისტობს ამ ბოლო დროს.აქამდე არ ქონდა რეაქცია და ეხლა ვერ იტანს ჩემ ქმარს თუ ვეხუტები ან ვკოცნი.თუ დაგვინახა ერთად ვწევართ კივის და შუაში გვიხტება რო ამას მოვეფეროთ biggrin.gif ხოდა რო წარმოვიდგენ პატარას ამასთან ცოტა ვიძაბები, გადაანაწილებთ ისე ყურადღებას რო არ იეჭვიანებს,
მაგაზე არ იდარდო წინასწარ რაღაცას მოვიფიქრებთ biggrin.gif ❤️❤️❤️❤️
* * *
mmaarriiaamm123123
შეგიძლია გაურიო არ არის პრობლემა,ზოგი სახლში მომზადებულს ურევს ქილისაში და რა პრობლემაა,


Posted by: marikoo 1 Nov 2021, 19:45
Ani_Floyd
QUOTE
marikoo
აუ როგორ გამიმართლა რომ მომწერე. ვეძებდი ადამიანს, ვინც ფრანგული საკეისრო კვეთა გაიკეთა. ვიდეო ვნახე ამბობენ რომ უკეთესია და მალევე ადგები ფეხზე, მაგრამ არ ამბობენ როგორ კეთდება..რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საკეისროსგან და მალე როგორ შეძლებ ადგე ფეხზე.. ყველაფერი მაინტერესებს და გთხოვ მომწერე არ დაიზარო <3

ანუ კუნთის ფენას არ ჭრიან, შარდის ბუშტის ქვემოდან შედიან, და კიდე რაღაცას ხელით ვწევთ არ ვჭრითო, მთლად წესიერად მეც ვერ გავიგე თან ძაან შეშინებული ვიყავი და არ ვიღრმავდებოდი არაფერს რაც გაჭრასთან იყო კავშირში. ჩვეულებრივი საკეისრო ვინც გაიკეთა კათეტერი ედგათ და ვერ დგებოდნენ, მე იმავე დღეს ავდექი ტუალეტში გავედი ჩემით. ფეხების გაბუჟება გამიგრძელდა დიდხანს თორე ეგრევე ავდგებოდი, 3 საათი ველოდე გაბუჟების გავლას რო გამევლო. მერე ბავშვიც მომიყვანეს და სუ ჩემთან იყო, 4 საათზე გავაჩინე და იმავე დღეს მთელი ღამე ჩემთან იყო და მე ვუვლიდი

Posted by: nopiahopi 1 Nov 2021, 19:52
margarita7
5 დღის დაგვიანებით მომივიდა ჩვეულებრივ. იმედია ერთჯერადი იყო და არ ამერ-დამერევა ეს აწყობილი ციკლი.

PoisonnIvy
ამ განყოფილებაში არის თემა, ქალის ორგა(ნი)ზმი მშობიარობის შემდეგ და იქ ვწერდით თავდაცვის საშუალებებზე და აბა ნახე. ამოვწევ თემას და ადვილად იპოვი

Posted by: marikoo 1 Nov 2021, 22:07
გოგოებო ყოველ დღე ვცდილობ 9 საათზე ვაბანაო, საღამოს 7ზე იძინებსხოლმე და 10 მდე სძინავს, ამიტომ ნელნელა ვაღვიძებ ბანაობისთვის რო გადმოეწყოს ამ გრაფიკზე მარა თან ძაან მეცოდებახოლნე გაღვიძებისას და თან ვფიქრობ სწორად ვიქცევი რო ვაღვიძებ? sad.gif

Posted by: Nnia 1 Nov 2021, 22:39
marikoo
ჯერ ძაან ადრეა. სამ თვემდე მაინც ვერაფერს მიაჩვევ. ნუ შეგიძლია გააგრძელო მცდელობა მაგრამ რამეს თუ შეიცვლის ისევ თავის სურვილით.

* * *
anibani18
შენი რამხელაა? ორი წლიდან აქვთ მძიმე პერიოდი. სამ ოთხ წლამდე მგონი. ჩემი ზუსტად მაგას გადის ეხლა. თან ბაღის გამო ვირუსი შეხვდა რამდენჯერმე და ხასიათში გადასდის ძალიან. ისე ჩემზე მოწებებული არასოდეს ყოფილა. უპრობლემოდ რჩება ვინ უყვარს ყველასთან ბებია, მამიდა, დეიდაჩემი.. რავი. თუ ეთამაშები შენთანაც დარჩება biggrin.gif ამიტომ არ მეგონა რომ იეჭვიანებდა და შევცდი მწარედ.

Posted by: ninunin 1 Nov 2021, 23:39
marikoo
ნუ ღვიძებ ბავშვს სტრესია, თვიონ როცა გაიღვიძებს მაშინ აბანავე რა დროს მაგ ციცქნას გაღვიძებაა ცოდოა

Posted by: emiblack 2 Nov 2021, 07:28
marikoo
არა გაღვიძებით არ გააღვიძო, ერთადერთი სცადე ცოტათი ადრე დააძინო,6ზე მაგალითად რომ უფრო ადრე გაიღვიძოს და მერე ღამის ძილითაც ადრიანად დაიძინოს. თუ არ გამოვა მიყევი ბავშვს

Posted by: anibani18 2 Nov 2021, 09:04
gogatakoo
მადლობა, თაკო:* ჰო, გაიზარდოს, არის ჯერ დრო.
მგონი არ რირს აჩქარება, ცოტა დიდი ტოცაა ბავშვი, მგონი უფრო მარტივი უნდა იყოს.
marikoo
3 თვემდე დაანებე თავი. თუ სძინავს, ეძინოს. მერე ჩამოაყალიბებ რეჟიმსა და რუტინას, ახლა ძალიან პატარაა ჯერ.
Nnia
1, 1 თვისაა. რა კარგია, მოწებებული რომ არ არის. ჩემი გოგო რჩება ჩემთან, მამასთან და დედაჩემთან. სხვა არც არავინ მოდის ისე ხშირად ჩვენთან, რომ შეეჩვიოს. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მასთან, მთელი ყურადღება მას უნდა დაუთმოს. საჭმელა ვერ გაუცხელებ ხოლმე. რა ვიცი, გაიზრდება იმედია და შეიცვლება. ორნი რომ იქნებიან, იქნებ ასეთი ეგოისტი აღარ იყოს

Posted by: marikoo 2 Nov 2021, 20:28
მადლობა გოგოებო, დღეს ვეცადე 6ზე დამეძინებინა. ვაჭამე, ჩავურთე თეთრი ხმაური და დაიძინა მარა 8ის წუთებზე გაიღვიძა კარგად ჭამა და დაიძინა biggrin.gif ვერ ვაჯობე ჭკუაში biggrin.gif დავაცდი მაშინ 3 თვემდე biggrin.gif
* * *
გოგოებო რკინადეფიციტური ანემიისკენ ვარ მიდრეკილი და ლაქტაციის დროს რომელ ვიტამინს მირჩევთ? Nature made-ის პრენატალის გამოწერას ვაპირებდი და ვერ გავერკვიე პრენატალი ჰნდა ვიყიდო თუ პოსტნატალი, ინსტრუქციის მიხედვიტ პოსტნატალია ლაქტაციისთვის მაგრამ ლაქტაციის ჯგუფში პრენატალს უწევენ რეკომენდაციას. თქვენ რას სვამთ?

Posted by: ReBelDiNaAa 3 Nov 2021, 15:50
გამარჯობა
იმედი მაქვს უყურადღებოდ არ დატოვებთ ჩემს კითხვას.

4 თვის ხდება მალე პატარა, ძუძუს ჭამს დაბადებიდან და მხოლოდდ ვიტამის ვაძლევ. ეხლა ბევრმა მითხრა რომ რკინა უნდა დაუწყო 4 თვიდან საპროფილაკტიკო დოზოა. მიქელაძეს დავურეკე და არ სჭირდებაო და ვის დავუჯერო აღარ ვიცი იქნებ დამეხმაროთ რა ((

Posted by: takoo1 3 Nov 2021, 16:42
ReBelDiNaAa
უმეტეს შემთხვევაში ჭირდებათ ძუძუს ბავშვებს,ძუძუდან ვერ იღებენ რკინას.
მე ვასმევდი დაგვინიშნა პედიატრმა.ანალიზი რო გავუკეთე ცოტა დაბალი ქონდა გემოგლობინი და რკინაზე აღარც გამიკეთებია პირდაპირ მივეცი,6 თვის იყო და ერთი თვე ვასმევდი.მერე უკვე კვებაში რო ხორცი დავუმატე აეწია და აღარ დასჭირვებია.
თითქმის ყოველდღე ჭამს ხორცს.ერთი თვის წინ რო გავუკეთე ანალიზი რკინაზე 17 იყო მაქსიმუმი და ამას 16 ქონდა.
ჩემი და არ აძლევდა მაგალითად.1,7 თვის ყავს პატარა,თმა ცვიოდა ცოტა ეხლა გაუკეთა ანალიზი და დაბალი ქონია რკინა.
ჩემი აზრით მე თუ მკითხავ ერთი თვე მაინც უნდა მისცე,არ ავნებს და მიეცი რა,მერე ხორცსაც რო დაუმატებ კვებაში აღარ დასჭირდება არაფერი:*

Posted by: pearlgirl 3 Nov 2021, 16:54
ReBelDiNaAa
QUOTE
4 თვის ხდება მალე პატარა, ძუძუს ჭამს დაბადებიდან და მხოლოდდ ვიტამის ვაძლევ. ეხლა ბევრმა მითხრა რომ რკინა უნდა დაუწყო 4 თვიდან საპროფილაკტიკო დოზოა. მიქელაძეს დავურეკე და არ სჭირდებაო და ვის დავუჯერო აღარ ვიცი იქნებ დამეხმაროთ რა ((

Full-term healthy babies receive enough iron from their mothers in the third trimester of pregnancy to last for the first four months of life.

If your baby is breastfed: Human milk contains little iron, so infants who are exclusively breastfed are at increased risk of iron deficiency after four months of age. The AAP clinical report, Diagnosis and Prevention of Iron Deficiency and Iron-Deficiency Anemia in Infants and Young Children 0 Through 3 Years, recommends giving breastfed infants 1 mg/kg/day of a liquid iron supplement until iron-containing solid foods are introduced at about six months of age. When you add solid foods to your baby's diet, continue breastfeeding until at least 12 months. Check with your child's pediatrician about the duration of iron supplements during the first year.
წყარო: https://www.healthychildren.org/English/ages-stages/baby/feeding-nutrition/Pages/Vitamin-Iron-Supplements.aspx


Posted by: ninunin 3 Nov 2021, 17:36
6 თვიდან მყარ კვებაზე რო გადადის რძეს დაახლოებით რამდენს სვამენ?

Posted by: mmaarriiaamm123123 4 Nov 2021, 00:36
marikoo
ვერვიტან ამ თეთრ ხმაურს და მომკალით რა

Posted by: nopiahopi 4 Nov 2021, 00:45
ninunin
ჯერ ერთ კვებას ანაცვლებ მყარი საკვებით, დანარჩენს ისევ რძეს სვამს, რასაც მანამდე სვამდა.
მაგალითად თუ 5 ჯერ იღებდა რძეს დღე-ღამეში, ერთი კვება ჩანაცვვლდება ბოსტნეულით ან ფაფით, დანარჩენი 4 ისევ რძეა. მერე უკვე ორი კვება ჩანაცვლდება ფაფით და ბოსტნეულით და დანარჩენი 3 რძე და ა. შ.

Posted by: ninunin 4 Nov 2021, 11:24
nopiahopi
და ერთხელ მგონი მაინც სვამენ რძეს ხო? სულ როცა ჩანაცვლდება მყარი კვებით

ისე ფრისოს 1 ნომერს ვინც აჭმევთ გოლდს და ვომს ფასდაკლებაა ორივეზე ჯიპისისში და ფარმადეპოში

Posted by: Glamurka 4 Nov 2021, 11:26
გოგოებო რომელ მაკარონს მირჩევთ? პლაზმოლი ფაფასავით ხდება და არ მინდა. ისე მინდა დავუყარო და თვითონ რო ჭამოს.

Posted by: marikoo 4 Nov 2021, 12:49
mmaarriiaamm123123
რას ერჩი თეთრ ხმაურს, ისე შევეჩვიეთ ჩვენც მაგითი ვიძინებთ lol.gif ნაუშნიკით და წყნარი მუსიკით ისედაც ვიძინებდიხოლმე და ესეც გამისწორდა

user posted image

ამას ვიყენებ, მელოდიებიც ადევს და კაი ხმებია, ბუნების ცეცხლის ტალღების და ა.შ

Posted by: takoo1 4 Nov 2021, 13:22
Glamurka
რატო რომელს ყიდულობ,ბევრნაირი აქ პლასმონს.ლაფატორია ან პენე უყიდე.
მე პლასმონს ვყიდულობდი ეხლა უკვე აღარ ვყიდულობ აფთიაქში,ჩვეულებრივს ვყიდულობ,ბევრი კარგი ბრენდია.
ევროპროდუქტში შეგიძლია ნახო.

* * *
ninunin
წლამდე ერთხელ მაინც უნდა დალიონ რძე.

Posted by: anibani18 4 Nov 2021, 13:45
Glamurka
დიდხანს ხარშავ ალბათ.
ბარილას ვყიდულობ ახლა. კიდევ გლუტენის გარეშეც მაქვს, გასტრონომში ვიყიდე და იმასაც ვაჭმევ ხოლმე.
მიეცი და ჭამოს. როცა ჭამს და სძინავს, მხოლოდ მაშინ ვისვემებ ხოლმე smile.gif)

Posted by: Glamurka 4 Nov 2021, 14:50
gogatakoo
ანუ ჯერ აფთიაქის ვუყიდო?
* * *
anibani18
ბარილა შეიძლება 9თვის ბავშვისთვის?

Posted by: ninunin 4 Nov 2021, 15:35
marikoo
ეს თეთრი ხმაურის აპლიკაცია მეც კარგად გამოვიყენე

Posted by: Glamurka 5 Nov 2021, 12:43
gogatakoo
თაკო პენეს და ლაფატორიას 10 თვიდან უწერია. მაინც რო ვუყიდო

Posted by: takoo1 5 Nov 2021, 13:05
Glamurka
შეგიძლია სხვაც უყიდო რა პრობლემაა,თუ დაღეჭავს არანაირი.
უყიდე ეგ პლასმონის ჯერ,10 თვიდან რომელიცაა:*
anibani18
ანი პატარა ვერმიშელები როა მაგაზე ამბობს მგონი,მე ვაჭმევდი მაგას და ფაფასავით ხდებოდა.ძალიან პატარებისაა ჯერ რო ვერ ყლაპავენ უეჭველიsmile.gif)
რაშვები როგორ ხარ აბა:*

Posted by: anibani18 5 Nov 2021, 13:18
Glamurka
მე ექსპერტი არ ვარ და ნუ დაეყრდნობი ჩემს აზრს, მაგრამ მე ვაძლევდი. საერთოდ 10 თვიდან ვაჭმევ ყველაფერს და თვითონ ჭამს 10 თვიდან. ასე რომ ისეთ რაღაცეებს ვუმზადებდი ხელით რასაც აიღებდა.
* * *
gogatakoo
ალბათ მაგას გისხმობს.
ახლა გავუკეთე მაკარონი მერე კვერცხი ჩავახალე შიგნით, რძე ჩავასხი ცოტა და ყველი ჩავახეხე. ისეთი გემრიელი გამოვიდა, ახლა ჩემს ქმარსაც ვუმზადებ ასე ხოლმე.
გოგო, კარგად ვარ, არა მიშავს. იქეთ კვირაში დავდგები ალბათ აღრიცხვაზე თუ მშვიდობა იქნება.

Posted by: takoo1 5 Nov 2021, 16:58
anibani18
შენ ხარ პატარა რატატუიი biggrin.gif ❤️❤️
ყოჩაღ შენ რა კაი დედიკო ხარ,ნახე როგორ გამოგივა ყველაფერი ტყუილად ნერვიულობ:*
იქნება აბა რა ეგრე ნუ იძახი,სად დგები აღრიცხვაზე?
გოგო მე იშვიათად ვაძლევ კვერცხს,თითქოს ალერგიასავით აყრის ნუ რამოდენიმე წერტილი გამოსდის.
მწყრის კვერცხს ვაჭმევდი და აღარ მიმიცია უკვე ერთი თვეა. ცოტა მერე ვცდი აბა..

Posted by: Glamurka 6 Nov 2021, 13:22
გოგოებო ხველებისთვის რა შეიძლება მოვცე 8თვის ბავშვს
* * *
gogatakoo
anibani18
მადლობა გოგოებო. თუ ნახავთ ამაზე მიპასუხეთ აბა ხველებისთვის რა მივცე

Posted by: Nnia 6 Nov 2021, 13:38
Glamurka
ექიმს დაურეკე საშინელი ვირუსებია. უფროსმა მოიტანა ბაღიდან და პატარას გადაედო. ერთი თვის მყავს და ახველებს. ჭკუიდან ვიშლები უკვე. შენით წამლის მიცემას მოერიდე. თუ სველი ხველა აქვს ინჰალაცია უკეთე დღეში ბევრჯერ.

Posted by: Glamurka 6 Nov 2021, 18:04
Nnia
ინგალაციას ვუკეთებ. აუ ექიმმა ისეთი წამალი მითხრა ანოტაციით 2 წლიდან შეიძლება. ისევ აქ ვიკითხო მირჩევნია.

Posted by: takoo1 6 Nov 2021, 19:49
Glamurka
არასდროს არ მიმიცია ხველების წამალი აზზე არ ვარsad.gif
ზოგადად ინჰალაციას უკეთებენ ხოლმე მაგ დროს.პატარების ფიზიოლოგიური იკითხე აფთიაქში და გაუკეთე.
და რა წამალი დაუნიშნა?

Posted by: Glamurka 6 Nov 2021, 21:14
gogatakoo
პუროქსანი. ხო ფიზიოლოგიურის ინგალაციას ვუკეთებ თაკო :-*

Posted by: Nnia 6 Nov 2021, 21:18
Glamurka
ფიზიოლოგიურს +ბეროდუალის ინგალაცია დაუნიშნეს ჩემსას ორივეს. ოღონდ ბეროდუალის დოზები არ ვიცი როგორაა. უფროსს 10 წვეთი დაუნიშნეს პატარას ხუთი. წამლის მიცემას ისევ წამლით ინგალაცია ჯობია.

Posted by: Glamurka 6 Nov 2021, 23:48
Nnia
ბეროდუალი რომელი თვიდან შეიძლება?

Posted by: PoisonnIvy 7 Nov 2021, 05:28
ლაქტაციის დროს რომელიმე დამამშვიდებლის მიღებ შეიძლება?
ვერ ვიძინებ ვაბშე არადა ისეთი გადაღლილო ვარ

ბავშვსაც რომ სძინავს მაგ დროსაც არ მეხუჭება თვალი

Posted by: Glamurka 7 Nov 2021, 10:19
PoisonnIvy
ვამელანი მგონი შეიძლება. ორსულობაში ვსვავდი მაგრამ მე არ მშველოდა. რამდენი თვისაა ბავშვი გამახსენე

Posted by: Nnia 7 Nov 2021, 10:42
Glamurka
ჩემი ერთი თვისაა და ვაძლევ. ნუ მე ისე მყავს სხვა გზა არ მქონდა და შენ ნახე ანოტაცია.

Posted by: PoisonnIvy 7 Nov 2021, 11:44
Glamurka
1 თვის და 10 დღისაა
ხო ვამელანი მეც დამილევია ლრსულობაში
ერთი ანოტსცია უნდა ვნახო

Posted by: any_body 7 Nov 2021, 11:46
გოგოებო ეხლა მეც დაგემატეთ აქეთ <3 როგორ ხართ ?

კოლიკა რომელი დღიდან ეწყებათ ხოლმე ?
დღისა და ღამის რეგულაცია როგორ მოახერხეთ ეგ მითხარით კიდევ ^^
ჯერ 6 დღისაა

Posted by: Glamurka 7 Nov 2021, 15:42
PoisonnIvy
აჰაა გასაგებია. კიდევ ცოტახანს იქნები მასე. არ გჭირდება წამალი ჯერ არ დაღლილა ორგანიზმი მერე მიგეძინება თავისუფლად. დღე ძილი რო წარმოუდგენელი იყი ჩემთვის ეხლა რო დაიძინებს ჩემი გოგოც ვიძინებ როცა დრო მაქვს.
* * *
any_body
როსია დაეწყო ზუსტად აღარ მაქხსოვს მაგრამ 3თვემდე გაგრძელდა დაახლოებით უფრო ადრეც დამთავრდა. საღამოს საათებში უვლიდან და ერთადერთი ჩემი აღმოჩენა არის ბეიბიქალმი. მხოლოდ ამან უშველა. საღამოს 15 წვეთს ვაძლევდი სრულიად უსაფრთხოა. დღის განმავლობაში 10ს.

Posted by: marikoo 7 Nov 2021, 16:06
any_body
გილოცააავ იქით აღარ შეემომიხედია კაი ხანია smile.gif ჩემსას მალევე დაეწყო სადღაც მეორე კვირას მარა მასაჟებს ვუკეთებხოლმე წამალი ჯერ არ მიმიცია ეგრე არ უტირია რო მიმეცა და არ მინდა ზედმეტად მივცე
* * *
გოგოებო ამ ქარსითიზე რა აზრის ხართ? კარგ დროს ვკითხულობ, დღეს შევუკვეთე მაგრამ კიდევ მაქვს დრო გადაცვლის.

https://baby-line.ge/ka/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/0-i-ii-%E1%83%93%E1%83%90-iii-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-0-18-25-36-%E1%83%99%E1%83%92/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-bastiaan-one/

Posted by: ninunin 8 Nov 2021, 01:45
any_body
მესამე კვიროდან დაეწყო ჩემსას, უკვე კაი ხანია აღარ აწუხებს დიდია, ძილის რეჟიმი არ უნდა ძნ ადრეა რამე რო ურეგულირო მიყევი მაგის ძილის რეჟომსდა თვიYონ დაარეგულერებს ყველაფერს დროთა განმავლობაში, მთავარია ეძინოს და უძილობა არ ქონდეს დალლშე მოევლება

Posted by: PoisonnIvy 8 Nov 2021, 04:53
Glamurka
საქმე იმაშია რომ დამხმარე მყავს და დღისით მძინავს 3-4 მდე :დ


ხოდა მერე ღამე აღარ მეძინება
ნეტა დღისით რომ არ დავიძინო
დამეძინება ღამე?
ვეწამები :დდდ უნდა ვცადო

Posted by: Tengiz@@ 8 Nov 2021, 06:33
PoisonnIvy
7-8 საათი უნდა ორგანიზმს რო გამოიძინოს
რომელზეც მიაჩვევ იმაზე დაპროგრამდება
თუ ღამის 12 ზე დაიძინებ დილის 8 საათზე გამოძინებული იქნები
თუ ღამის 5 ზე დაიძინებ 12-13 საათზე გაგეღვიძება
და თუ დილის 7-8 ამდე ჩემსავით ბუ ხარ და მაგ დროს დაიძინებ გაგეღვიძება 3-4 ზე

პ.ს გილოცავ პატარას

Posted by: anibani18 8 Nov 2021, 11:24
gogatakoo
ჩაჩავაში მინდა ისევ. წინაზეც იქ ვიყავი აღრიცხვაზე. კი გამაწამა იქაურმა რიგებმა, მაგრამ სხვა ექიმის ძებნა მეზარება.
რა ცუდია თუ ალერგიასავით აქვს. დაანებე მაშინ თავი :*

* * *
any_body
ჩემს გოგოს კოლიკა 40 დღის შემდეგ დაეწყო. 3 თვის იყო დაახლოებით, რომ გაუარა საერთოდ.
არ სძინავს ხოლმე ღამე? ჯერ ძალიან პატარაა. ერთადერთი რაც აქედანვე შეგიძლია ჩვევად ჩამოიყალიბო, არის ის, რომ ღამე არ ესაუბრო, არ მოეფერო, არ ეთამაშო. ჩუმად გამოუცვალე ხოლმე თუ აჭამე, რასაც გააკეთებთ ხოლმე. კიდევ კარგი იქნება, თუ შუქი არ გექნება ჩართული ღამე, პატარაც კი და მით უმეტეს არა თეთრი სინათლე. სიბნელეში გამომუშავდება მელოტონინი, ძილის ჰორმონი. დღის განმავლობაში როცა დაიძინებს, ნუ ჩაუბნელებ ოთახს. თუმცა ეს მხოლოდ შენი ჩვევები შეიძლება იყოს ამ ეტაპზე, რადგან ძალიან პატარაა და ვერაფერს ვერ დაურეგულირებ.

ვაიმე, რომ მახსენდება პირველი სამი თვე, ჭრუანტელი მივლის. რასაც არ უნდა აკეთებდეს ახლა, მაინც ბევრად უფრო მიიოლდება ვიდრე ჩვილობის პერიოდი.

გოგონებო, ამბობენ ფეხშიშველამ,ფეხსაცმლის გარეშე უნდა აიდგას ბავშვმა ფეხიო. მაგრამ ახლა ფეხშიშველას ვერ ვუშვებ იატაკზე, წინდას ან კოლგოტს ვაცმევ და ძალიან უსრიალებს ფეხი. ფეხსაცმელს ვერ გუობს ჯერ. არ არსებობს რამე ისეთი, რომ არ უცურავდეს ფეხი?
* * *
marikoo
არა მგონია, ასეთი 0 თვიდან გამოიყენო. მეც მსგავსი მაქვს და 5 თვემდე ვერ ვსვამდი შიგნით, იძირებოდა. მაგრამ იქნებ ეს კონკრეტული მოდელი სხვანაირი იყოს, სცადე მაინც.

Posted by: Glamurka 8 Nov 2021, 12:03
მრჩეველში რცხილაძეს არ აქ ადგილი და მანდ სხვას ვის მირჩევთ რო მივიყვანო? თავისუფლების ფილიალში რო იყოს
* * *
თამუნა ფირცხალაიშვილს ქონდა მარტო ადგილი და ჩავეწერე. როგორი პედიატრია იცით ვინმემ?

Posted by: marikoo 8 Nov 2021, 21:08
anibani18
კი უწერიათ 0 თვიდანო, გადაწვენის ეფექტი აქვს. 6 თვემდე ცალკე ქარსითის ყიდვა აღარ მინდოდა და იმედია ვიხმარ ამას

Posted by: lelukaa 9 Nov 2021, 00:49
marikoo
ბოლოს ეს ვიყიდე მე, მაგრამ 0-13 პოზიცია არ მომწონს, რაღაცნაირად არაკომფორტულად ზის ხოლმე ბავშვი. ვფიქრობ 5-6 თვიდან კარგად ვიხმარ.
user posted image
* * *

Posted by: marikoo 9 Nov 2021, 08:03
lelukaa
Isofix ია? რა ღირდა? საზურგე ურეგულირდება? ხარისხის სერთიფიკატი აქვს? ქარ ქრაშის ტესტები გავლილი აქვს? biggrin.gif

Posted by: lelukaa 9 Nov 2021, 11:06
QUOTE (marikoo @ 9 Nov 2021, 08:03 )
lelukaa
Isofix ია?

ამის გარდა ყველაფერი. ჩემს მანქანაზე გავთვალე ყიდვა და ისოფიქსით არ მაგრდება ჩემსაში მაინც, ბოლო რამდენიმე წლის მანაქნებში მაგრდება მარტოო.
ეს 619 გელა ღირს, 35% იანი ფასდაკლებით ვიყიდე მე. ამათი ისოფიქსიანი 1000 მდე ღირს.
დეტალებს ნახავ საიტზე, -30% აქვთ ეხლაც 15ის ჩათვლით .

Posted by: narkozeli 9 Nov 2021, 14:17
lelukaa
QUOTE
ბოლო რამდენიმე წლის მანაქნებში მაგრდება მარტოო.


2005დან გამოშვებულებში მაგრდება თითქმის ყველაში.


Posted by: lelukaa 9 Nov 2021, 14:39
narkozeli
აუ კაი რაა, ვიშლისთში მითხრეს 2018 წლიდანო და მე დებილმა აღარ მოვიძიე ინფო ამ თემაზე sad.gif

Posted by: takoo1 9 Nov 2021, 18:01
Glamurka
უიი გამახსენდა ჩემმა პედიატრმა დამიწერა ადრე,შნახული მაქ ეგ ფურცელი .აღარ დასჭირდა ამას და არ ვუყიდე მაგიტო.
კიი წლამდე იყო ლუკიანეც რო დამინიშნა.ალბათ შეიძლება მე ვენდობი ჩემ პედიატრს რავი აბა.
როგორ არის ეხლა?ახველებს კიდე?
* * *
any_body
სადღაც ერთი თვიდან ეწყებათ და 3-4 თვემდე აქვთ.ინდივიდუალურია მაგრამ დაახლოებით მასეა რა.
რეჟიმში პატარაა და ჯერ ვერ ჩასვამ,თვითონ დალაგდება ცოტახანი აცადე და შეხედე:*
ჯერ ძალიან პატალაა♥️
* * *
anibani18
ანიი ნურდს აქვს ბავშვის წინდები,თბილია საკმაოდ სქელია და არც დასჭირდება ფეხსაცმელი ისეთი ღუნღულაა♥️ სტოპერები აქვს მაგარი და არ მოცურდება ეგ უყიდე♥️

Posted by: marikoo 9 Nov 2021, 22:21
lelukaa
ჩემი 2008 წლიანია და მაგრდება, კაი ხანი ვეძებე სად ჰქონდა და ძლივს მივაგენი. ინსტრუქციის წიგნი მოყვა უზარმაზარი და იქ ვიპოვე.

მე 585 ს ვაძლევ ამაში, ბათუმიდან ჩამოვატანინე და B მიცემული მაქ იმედია მომეწონება biggrin.gif

Posted by: nopiahopi 9 Nov 2021, 23:26
გოგოებო, ძალიან კარგ გვერდს მივაგენი

https://www.facebook.com/www.stvis.ge/

user posted image

ეკოლოგიურად სუფთა ხის სათაშოებია. წიფელია უსაფრთხო ზეთით დამუშავებული, ფერადები კი უსაფრთხო საღებავით. უკვე რამდენიმე ვიყიდე და ძალიან მომწონს smile.gif ფუნქციური სათამაშოებია, ფანტაზიას და მოტორიკას რომ ავითარებს.

ახლები არიან ბაზარზე და ძალიან კარგი ფასები აქვთ. ვისაც დაგაინტერესებთ, სანამ გაუძვირებიათ biggrin.gif


პ.ს. შშმ პირები ყავთ დასაქმებული, ვინც სახლიდან საერთოდ ვერ გამოდის ( გამოვკითხე დეტალები biggrin.gif ) და ეგეც დასაფასებელია smile.gif
* * *
lelukaa
შენ დაგაინტერესებს მგონი smile.gif

Posted by: Glamurka 9 Nov 2021, 23:52
gogatakoo
ინგალაციებიტ გამოვიდა მიუხედავად იმისა რო ძაან ცოტახანი ჩერდება მადლობა ღმერთს ცოტაღა ახველებს. მადლობა ყურადღებისთვის ♥️

Posted by: nopiahopi 10 Nov 2021, 00:10
gogatakoo
QUOTE
ანიი ნურდს აქვს ბავშვის წინდები,თბილია საკმაოდ სქელია და არც დასჭირდება ფეხსაცმელი ისეთი ღუნღულაა♥️ სტოპერები აქვს მაგარი და არ მოცურდება ეგ უყიდე♥️

ნურდი რა არის? მაღაზიაა რამე ?

Posted by: PoisonnIvy 10 Nov 2021, 03:05
როგორ ხართ?

ხალხო 7 კვირა გავიდა ლამის საკეისროდან და გამონადენი მაინც მაქვს :/
ანუ ხან მაქვს ხან არა

და ნორმალურია?
ვერ გავაღწიე ეხოზე რა

Posted by: NatiaGull 10 Nov 2021, 09:18
Glamurka
თამუნასთან ერთხელ მეც მყავდა, ნორმალური პედიატრია.

გოგოებო როგორ ხართ ? ჩემს გარშემო უკვე იმდენია ორსულად , მეც დავფიქრდი მაგრამ აი ძაალიან მეშინია ორს ერთად როგორ შევძლებ biggrin.gif
თან კოლიკები რომ მახსენდება, ჰაიმეეე.

ალექსანდრა პაიჭაძე რომ არის მოდელი, საკეისროთი გაუჩენია და მოკლე ვიდეო ედო პროცესის, გავგიჟდი ისე მარტივად ჩანდა ყველაფერი. ტიპი მაკიაჟით და გამოპრანჭული იყო, მე კიდე რო მახსენდება ტომარასავით ვიყავი მიგდებული biggrin.gif

Posted by: Glamurka 10 Nov 2021, 09:21
NatiaGull
ხო მომეწონა ძააან. როგორ განსხავვადებიან მრჩევევლის პედიატრები პოლიკლინიკებში ძქლიან ბნელა. როგორ გყავს მარიამი?

Posted by: NatiaGull 10 Nov 2021, 09:54
Glamurka
გოგო კარგადაა, დაბაჯბაჯებს და დარბის უკვე biggrin.gif ხან კოპი ადევს ხან ლოყა აქვს დალურჯებული, ეცემა ხოლმე ზოგჯერ biggrin.gif

წლის აცრა მაქვს ეხლა გასაკეთებელი და ტყვია და სისხლის ანალიზი და ფეხს ვითრევ მეცოდება. შენი ცქნუფა როგორ არის, როგორ ჭამს ?
ჩემი გოგო ძალიან მაწვალებს, ფაფებიც კი აღარ უნდა... ეშვები ჩამოსდის და ვითომ მაგის ბრალია ? :/

გოგოებო, ღამით ჭამს 2ჯერ ფორმულას აი რა გავაკეთო როგორ გადავაჩვიო

Posted by: Glamurka 10 Nov 2021, 11:02
NatiaGull
ნათი ტყვისს და საერთოს მრჩეველში გაუკეთებ? რა კაია ნია როდის იბაჯბაჯებს ნეტა. ბატატი ვიყიდე პირველად და ძაან დიდია ეს ინახება? ხო არ იცი?
* * *
კბილების ბრალი იქნება ნათი ცოტა მოითმინე. ეხლა რამდენისაა?

Posted by: NatiaGull 10 Nov 2021, 11:29
Glamurka
კი ბატატს იქამდე ვინახავ მაცივარში სანამ შავი წერტილები გაუკეთდება, მერე უკვე აღარ ვარგა
კი გოგო მრჩეველში ვუკეთებ

1 წლის და 3 კვირისაა biggrin.gif

Posted by: ninunin 10 Nov 2021, 12:48
და შეუწამლავ ხილს ბოსტნეულს და სუფთა პროდუქტს სად ყიდულობთ ბავშვებისთვის?

Posted by: takoo1 10 Nov 2021, 14:31
Glamurka
კარგია რო უკეთაა❤️ცუდი ვირუსებია ძალიან და ფრთხილად იყავი:*ლუკიანეც გაციებული მყავდა ლაითად ეხლა უკეთაა.
nopiahopi
გოგო მაღაზია არა ყველგან იყიდება ვაფშე,სუპერმარკეტებში,გუდვილში,აგროში რავი ყველგან საერთოდ.წინდების სექციაში ნახავ,
მოიცა გაჩვენებთ როგორებია

Posted by: emiblack 10 Nov 2021, 17:41
გოგოებო, როგორ ხართ?
როგორ არიან ბავშვიკები? მე ომში და ბრძოლაში ვარ რომ რამე შეჭამოს . ყველაფერი ეზიზღება )))
NatiaGull
მეფიქრებოდა სად დაიკარგათქო. გილოცავ პრინცესას დაბადების დღეს მოგვიანებით <3 ჩემი 7 თვისაა და კოპები დაიწყო უკვე )))

Posted by: lelukaa 10 Nov 2021, 21:18
marikoo
ჰო აი თვალით რომ ვერ მივაგენი და მერე ვიშლისთის კონსულტანტმაც მითხრა 2018 წლიდან ავტომობილებს აქვთო აღარ ჩავეძიე sad.gif

nopiahopi
ოქრო ხარ, დავათვალიერებ აუცილებლად.
რომ გითხარი გაგვიკეთა პაპამ, მაგრამ არის უუუდიდესი, ერთი რაც ვიფიქრე ჩურჩხელების გასაშრობად გამომადგება თქო biggrin.gif განსავითარებელ ხალიჩას ვიყიდი და ეგაა, რა ასაკიდან ინტერესდებიან მსგავსი რამეებით?
ბაუნსერზე რაცაა ის ჯერ სულაც არ აინტერესებს .

Posted by: nopiahopi 10 Nov 2021, 21:46
lelukaa
ხის სადგამით ეს 3 თვიდან დაინტერესდა. ბაუნსერის სათამაშოები არც ახლა აინტერესებს, მოუხედავად იმისა, რომ უყვარს სათამაშოები.


gogatakoo
მადლობა :* ვიკითხავ სადმე და ვიყიდი ბარემ ერთ წყვილს smile.gif

Posted by: ninunin 10 Nov 2021, 22:28
lelukaa
ხალიჩა3 დან ცოტა ადრეც და სათამაშოები მაშინაც ეკიდა და ეხლაც კიდია, არ აინტერესებს დიდად, ცოტას წაეთამაშება და მორჩა,ამას ფიზიკური აქტივობა უყვარს ტრიალი , წამოყენება დაჯდომა გადატრიალ გადმოტრიალება, სოსკის ჩადება და ყველაფრის თვითონ დამუღამება, ინდივიდუალურია ალბათ, ზოგ ბავშვს შეიძლება სათამაშოები უფრო უყვარს

Posted by: Glamurka 10 Nov 2021, 22:37
NatiaGull
რა დიდი გოგოა უკვე წარმატებული ჯანმრთელი და ლამაზი გაგეზარდოს. ფერად და ლამაზ მომავალს ვუსურვებ <3

Posted by: marikoo 10 Nov 2021, 22:54
lelukaa
1 თვის რო გახდა დაიწყო თვალიერება, ჩიკატაის მობაილი მოსწონს ძაან, კაი ხანი აკვირდება დაჭყეტილი თვალებით. ბაუნსერის სათამაშოსაც ათვალიერებს მარა მალე ბეზრდება.

Posted by: lelukaa 10 Nov 2021, 23:19
nopiahopi
ninunin
აჰა, გავიგე. უფრო აქტიურები და ინტერესიანები ესეიგი უფრო 3 თვიდან არიან, მადლობა.

marikoo
მე რაც შევატყვე ინტერესდება ჭრელი ფარდით, და წიგნებით, 50 და 49 წიგნი მიწყვია და აშკარად ფერები ხიბლავს ძაან. ა ჰო კიდე ჭაღი მაქვს როგორც ჩანს ძაან საინტერესო, რომ ავანთებ თვალს არ აშორებს ხოლმე, ყველანაირი სათამაშო კიდია ჯერ biggrin.gif

Posted by: ninunin 10 Nov 2021, 23:29
lelukaa
ფარდებს ნაჭრებს და მსგავს რაღაცეებს 1 თვიდან უყურებს დღემდე, ახლა უფრო რთულ ორნამენტებზეა გადასული, პლიუს სარკეში ეთამაშება თავის თავს, სათამაშოები ყველაზე ბოლოს უფრო მოქანავე ან დაკიდებული სათამაშოები მოსწონს , მაგრამ ცოტა ხანს, ნაჭრები და ეგეთები არ ბეზრდება biggrin.gif

Posted by: anibani18 11 Nov 2021, 12:11
gogatakoo
ვცდი აბა მაგას. არ ეჩაჩება ხოლმე?
მომკლა შეკრულობამ. რა ვქნა, რით ვუშველო. ვერ ვიძინებ ღამე ისე ვარ

Posted by: takoo1 11 Nov 2021, 13:05
anibani18
გოგო რავი მაღალყელიანია გეტრივით და არა არ ეჩაჩება,შეგილია გადაკეცო.
აუ მიდი ექიმთან თუ არაფერი არ გშველის რამე წამალს დაგინიშნავს ცოდო ხარ ეგრე,თავისით არ გაგივლის გოგო.
მე კიდე თმა ისე მცვივა ცოტახანში მელოტი გავიჩითები მგონიsmile.gif))

Posted by: any_body 11 Nov 2021, 14:57
Glamurka
მეც ეგ მაქვს ნაყიდი და გამზადებული.
მაქსიმალურად ვცდილობ არ გამოვიყენო
marikoo
მადლობა დიდი ^^
როგორ გყავს პატარა ?

anibani18
ცოტ გაზები აწუხებს აშკარად.
ღამე რაღაცნიარად მეშინია სულ შუქის გამორთვა, მაინც გადავხედავ ხოლმე როგორაა რას შვება.
გამოცვლის დროს პანიკას აწყობს, ტირის sad.gif
* * *
gogatakoo
ანუ ჯერ ადრეა, ყველა მაგ ოერიოდს ამბობს

Posted by: NatiaGull 12 Nov 2021, 10:07
emiblack
დიდი მადლობა :*
სულ ყურადღება უნდა ხან თავს არტყამს ძირს ხან სახეს და უკან დავსდევ. ვერ ვიცლი აქ შემოსასვლელად biggrin.gif
ეე რა კაია რამხელა გყავს უკვე, დრო მიფრინავს ❤❤❤

Posted by: nopiahopi 12 Nov 2021, 10:38
NatiaGull
QUOTE
სულ ყურადღება უნდა ხან თავს არტყამს ძირს ხან სახეს და უკან დავსდევ. ვერ ვიცლი აქ შემოსასვლელად 

ჩემს უფროსს ბოტოქსას ვეძახდით მაგ ასაკში, ხან ზედა ტუჩი ჰქონდა დასიებული, ხან ქვედა biggrin.gif

Posted by: Ani_Floyd 12 Nov 2021, 11:51
გოგოებო იცით რა მაინტერესებს სულ პირველი შვილი რომ გყავდათ და გამოუცდელები იყავით არ გქონდათ შიში რომ ასეთ პატარას როგორ მოუვლიდით? როგორ აიყვანდით და ა.შ.? ასეთი შიშები და ფიქრები ნორმალურია და ყველას აქვს თუ მარტო მე მაწუხებს წინასწარ?

Posted by: takoo1 12 Nov 2021, 17:25
Ani_Floyd
ნორმალურია ნუ გეშინია შენ არ ხარ მარტო biggrin.gif სანამ გავაჩენდი მანამდეც მქონდა და რო გავაჩინე მერე უფრო მგონი)) ოღონდ პირველი ორი კვირა,მერე დავამუღამე ყველაფერი.მეგონა ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი.კვირაში ორჯერ ვბანდი მგონი პირველი ორი კვირა იმის გამო რო მეშინოდა ყურში წყალი არ ჩასვლოდა და რამე არ დამართნოდა biggrin.gif რო ვაცმევდი მეგონა რამეს ვატკენდი ისეთი პატარა იყო.ზატო მერე ისე დავამუღამე ჰაერში ვხდიდი პამპერსს))))) თუ ვინმე გყავს დამხმარე დედა ან ვინც არ უნდა იყოს პირველი კვირა მაინც დაიხმარე,არაფერი არაა რთული ნუ ნერვიულობ:*

Posted by: nopiahopi 12 Nov 2021, 23:53
გოგოებო, კბილების ამოსვლის პერიოდში მადის მომატება იცის? ღამე 6-8 საათიან შუალედს რომ მიკეთებდა, ბოლო ერთი კვირაა 4 სთ-იანზე მეტს არ მიკეთებს, მალე შივდება ძილში. გუშინ ამოჭრა ერთმა კბილმა და მგონი მეორეც ამოყვება რამდენიმე დღეში.

Posted by: emiblack 13 Nov 2021, 10:59
nopiahopi
კი, კი, ჩემიც კბილების ამოჭრის დროს სულ ძუძუს ითხოვს და სხვათაშორის წყალსაც, ეტყობა ბოთლით იქავებს ღრძილებს

Posted by: nopiahopi 13 Nov 2021, 13:45
emiblack
ესეც სოსკას აიღებს და ღეჭავს და იქაქუნებს აქეთ იქეთ პირში biggrin.gif რძეზე გიჟდება და შეიძლება მშვიდდება კიდეც რომ სვამს.

Posted by: ninunin 13 Nov 2021, 13:58
nopiahopi
რავიცი აბაა, ჩემი ყველა სოსკას ღეჭავს , ბოთლისასაც და ჩვეულებრივსაც, რაცკი რამე ჩაივარდება, ჯერ კბილები სად არის მარა ესეა

Posted by: nopiahopi 13 Nov 2021, 14:02
ninunin
ესეც ეგრეა პატარაობიდანვე ყველაფერს ღეჭავდა და ლოღნიდა და ახლა სოსკას იღებს და გაუს-გამოისმევს ღრძილებში biggrin.gif მღრღნელს ვეძახით უკვე კარგა ხანია biggrin.gif კბილები ამოსდის და ექავებაო ჩვილობაში ამის საქციელის შემყურე მეუბნებოდნენ, მაგრამ აგერ 7თვის ასაკში ამოუვიდა. გაზაფხულამდე არ ველოდი. ოჯახობაში წლამდე უკბილოდ ყოფნა ტრადიცია გვაქვს biggrin.gif ამან დაარღვია ეს წესი biggrin.gif

Posted by: emiblack 13 Nov 2021, 14:27
ninunin
აი ჩემსას კბილებმა რომ დაუწყო ამოჭრა მერე მივხვდი განსხვავებას მანამდე როგორ ღეჭავდა და მერეს შორის )))
nopiahopi
ეგ ჩემპიონია ყველაფერში)))

Posted by: ninunin 13 Nov 2021, 18:27
nopiahopi
emiblack
ორივეს 7 თვიდან დაეწყოთ?

Posted by: emiblack 13 Nov 2021, 18:36
ninunin
ჩემი ექვსის არ იყო ჯერ რომ ამოეჭრა. ორი ერთად . მერე მიწყნარდა და ახლა ისევ დაეწყო, ალბათ ახლები ამოდის . სხვათაშორის სანამ ამოჭრილი არ ვუპოვე ვერ მივხვდი რომ ამოდიოდა

Posted by: ninunin 13 Nov 2021, 18:38
emiblack
ჩემი 5 თვის ხდება და ჯერ ადრეა და რამეწინაპირობათუ ექნება ეგ არის საინტერესო

Posted by: nopiahopi 13 Nov 2021, 20:33
ninunin
QUOTE
ჩემი 5 თვის ხდება და ჯერ ადრეა და რამეწინაპირობათუ ექნება ეგ არის საინტერესო

ამის შემთხვევაში ეს მადის მომატება თუ ღამე მეტი რძის მოთხოვნა იყო წინაპირობა. მაგრამ კბილმა რომ ამოჭრა, მერე დავაკავშირე. სიწითლე, შესიება - არაფერი ჰქონია ღრძილებზე. ჰოდა ამ ჭამას არ ვჩივი. უფროსს რომ ამოუვიდა, ზუსტად ერთი კვირა ჩემ გარდა არავის იკარებდა, საპირფარეშოშიც არ მიშვებდა. დიდი იყო თან, 1წლის ზუსტად.

ისე ზოგს 4 თვიდანაც ამოსდის, ზუსტად ვერ გაიგებ რა, ინდივიდუალურია.


Posted by: anibani18 13 Nov 2021, 21:22
gogatakoo
ვნახავ აბა ამ წინდებს. ახლა კოლგოტებს ვაცმევ და არ ეჩაჩება, მაგრამ მეცოდება მთელი დღე კოლგოტებში.
სცადე აბა ქაცვის ზეთი. ადრე მე ვისვამდი და ძალიან კარგი შდეგი მქონდა. ქაცვის ზეთს ვათბობდი და ვუმატებდი ოდნავ შამპუნს, ვიზელდი თმის ძირებში და თბილად ვიხვევდი თავს. დახალოებით 30-60 წუთში ჩამოვიბანდი ხოლმე. ასეთი კარგი შედეგი არასოდეს მოუცია არაფერს. სცადე მაინც თუ გაქვს დრო.
თმა შეიძლება რომ შევიღებო ნეტა? ამიაკიანით არ შეიძლება ნეტა?
* * *
ninunin
emiblack
nopiahopi
ნეტა ჩემს შვილს თუ ამოუვა ოდესმე კბილები. ისე მივეჩვიეთ, რომ აღარც ველოდებით კბილებს უკვე

Posted by: NatiaGull 13 Nov 2021, 22:29
nopiahopi
ჩემი ბავშვი 1 წლის და 1 თვის ხდება და ეს არ მიკეთებს 6 საათიან შუალედს ღამით
2ჯერ იღვიძებს, ნეტა როდის გადაეჩევა ?

გოგოებო ხელში დაძინებას როგორ გადავაჩვიოოო ჩავწყდი biggrin.gif

Posted by: nopiahopi 13 Nov 2021, 23:57
NatiaGull
QUOTE
ჩემი ბავშვი 1 წლის და 1 თვის ხდება და ეს არ მიკეთებს 6 საათიან შუალედს ღამით
2ჯერ იღვიძებს, ნეტა როდის გადაეჩევა ?

დაძინებამდე ბოლოს რძეს სვამს? ღამის ფაფა რომ მისცე? ჩემი ჯერ პატარაა და 2 კვების (+ ერთხელ ხილი) გარდა რძეს სვამს.

anibani18
QUOTE
ნეტა ჩემს შვილს თუ ამოუვა ოდესმე კბილები. ისე მივეჩვიეთ, რომ აღარც ველოდებით კბილებს უკვე

უფროსს 2მა ერთ დღეს რომ ამოუჭრა, 1 კვირაში გახდა 1 წლის. მეც ეგრე ვყოფილვარ და ჩემი ძმაც და არ გვქონდა მანამდე მოლოდინი biggrin.gif

Posted by: NatiaGull 14 Nov 2021, 09:02
nopiahopi
ღამის ფაფაც ვცადე , სემპერის ჩაიც. რძეს სვამს მაინც biggrin.gif

Posted by: Nnia 14 Nov 2021, 09:50
გოგოებო ჩემს 2 წლის გოგოს მგონი ჰერპესი გამოსდის ტუჩზე და ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება მაგ ასაკში რას ვშვებით? კვირაა და ვერ ვრეკავ პედიატრთან.

Posted by: matuti 14 Nov 2021, 16:20
გამარჯობა გოგოებო, პროგესტერონის სანთლები ხომ არ გაქვთ ვინმეს, რომ აღარ გჭირდებათ და გააჩუქებთ? ან შეღავათიან ფასად შევიძენდი

Posted by: Swan:) 14 Nov 2021, 19:52
გოგოებო, რა საშუალებით (რომელი ფხვნილი, საპონი?) რეცხავთ ახალშობილის ტანსაცმელს/თეთრეულს?

Posted by: მზე 14 Nov 2021, 20:33
Swan:)
ფროშის საბავშვო სითხით და მერე ვავლებ კიდევ (rinse რეჟიმით).

Posted by: ninunin 14 Nov 2021, 20:58
QUOTE (matuti @ 14 Nov 2021, 16:20 )
გამარჯობა გოგოებო, პროგესტერონის სანთლები ხომ არ გაქვთ ვინმეს, რომ აღარ გჭირდებათ და გააჩუქებთ? ან შეღავათიან ფასად შევიძენდი

მე მაქვს ლუთეინა ორი ფირფიტა 200 იანი თუ გინდა გაჩუქებ

Posted by: nopiahopi 14 Nov 2021, 21:57
Swan:)
ფროშის ან უშასტი ნანის სითხით ვრეცხავ ტანსაცმელსაც და თეთრეულსაც.

Posted by: NatiaGull 15 Nov 2021, 00:22
Swan:)
ფროში ან სეპტონა ❤ სეპტონას სასიამოვნო სუნი აქვს ძაან

Posted by: Glamurka 15 Nov 2021, 01:00
NatiaGull
ნათ სიარული რო დაიწყო რომელი ფეხსაცმელი უყიდე? ძალიან მყარი თუ ჩვეულებრივ ძირზე.

Posted by: cvanca 15 Nov 2021, 01:48
ლაქტაციის დროს სოლგარის პრენატალს ხომ არ სვამდით?

Posted by: anibani18 15 Nov 2021, 11:12
Swan:)
ფროში ან ბიოლაინი. ფროშს ცოტა სუნი აქვს სპეციფიუტი, ბიოლაინი ძალიან კარგია.

nopiahopi
გოგო, უშასტის ერიდე მაინც. შავ სიაში ყოფილა შეტანილი.

Posted by: takoo1 15 Nov 2021, 13:09
anibani18
ვაიმე ანიი რას არ ვისვამ,და რას არ ვსვამsmile.gif ველოდები შედეგს ალბათ ვიტამინების ნაკლებობის ბრალია.თუ არ მიშველა მინოქსიდს ვიყიდი მერე და ეგ იქნება)))
გოგო ამიაკიანით არ შეიძლება შეღებვა,უამიაკოთი კი შეგიძლია.
რაშვები როგორ ხარ:*
* * *
Swan:)
ბიოლაინი ძვირია მაგრამ კარგია,შედარებით ხელმისაწვდომია ფროში. უშასტი იაფია მარა რავიცი მე კი მიხმარია მარა მოიძიე მაინც ინფო:*

Posted by: narkozeli 15 Nov 2021, 13:56
cvanca

მე ვსვამ ეხლაც, ძაან მომწონს.
* * *
ჩემი ქმარი სვამს სოლგარის მეილ ნუტრიენტს და ვნახოთ აბა. კოროს მერე გადავწყვიტე რომ დაელია მაინც.

პლიუს დ ვიტამინს და ომეგა 3-საც ვსვამ. ვიტაგამა და ამვილაბის ომეგა 3

Posted by: anibani18 15 Nov 2021, 15:04
gogatakoo
ფიტოს ვცდი მაშინ.
კარგად ვარ, თაკო. მეძინება ერთი სულ და ძილის საშუალება კი არ მაქვს smile.gif
შენ როგორ ხარ? რას შვება ლუკიანე?

Posted by: nopiahopi 15 Nov 2021, 21:18
anibani18
QUOTE
გოგო, უშასტის ერიდე მაინც. შავ სიაში ყოფილა შეტანილი.

უი მართლა? ფროში რომ გამითავდა, ეგ ვიყიდე. ვიყიდი ისევ ფროშს.

Posted by: NatiaGull 15 Nov 2021, 23:15
Glamurka
სახლში არაფერი ცმია არც ახლა აცვია, ფეხშიშველი დარბის.
გარეთ თავიდან რბილძირიანით გამყავდა, ახლა მყარძირიანი აქვს აი ეს
user posted image

Posted by: Glamurka 16 Nov 2021, 00:12
სად შეუძინე ნათ. ორთოპედმა მითხრა 90 პროცენტი მაინც ფეხშველა უნდა იყისო

Posted by: nopiahopi 16 Nov 2021, 00:33
Glamurka
QUOTE
90 პროცენტი მაინც ფეხშველა უნდა იყისო

ალბათ gogatakoo-მ რომ დადო, ეგეთი წინდები იგულისხმება? მთლად უწინდოდ მე ვერ გავუშვებ, არ მაქვს იატაკის გათბობა და სავარაუდოდ გაზაფხულზე აიდგამს ფეხს, არ იქნება სითბო sad.gif

Posted by: NatiaGull 16 Nov 2021, 09:37
Glamurka
ლილოში იყიდა დედამთილმა
კიბატონო სწორად უთქვამს, ფეხშიშველობა კარგია

Posted by: anibani18 16 Nov 2021, 09:50
nopiahopi
მეც მიყიდია ხოლმე. ბიოლაინი კაეგია, მაგრამ მეძვირება. ფროშს ვხმარობ უმეტესად. მოძებნე შენც ინფორმაცია, იქნებ მე არასწორად ვთქვი.
გუშინ ვოლქერი ვუყიდეთ, ოღონდ სხვა, ის აღარ აქვთ გაყიდვაში რაც შენ იყიდე. რას დააგრიხინებს და დაჰქრის, რომ იცოდე smile.gif ნეტა აქამდე მეყიდა.

Posted by: nopiahopi 16 Nov 2021, 10:32
anibani18
QUOTE
რას დააგრიხინებს და დაჰქრის, რომ იცოდე ნეტა აქამდე მეყიდა.

აუ მოწონს? რა მაგარიაა! იმედია ჩემს ჯეკასაც მოეწონება biggrin.gif

Posted by: anibani18 16 Nov 2021, 14:47
nopiahopi
კი, მოეწონა, დაარბენინებდა გუშინ და დღეს. ვნახოთ მერე რას იზამს. ისე ყველაზე მეტად უყვარს, როცა უზიხარ და წიგნებს უკითხავ და მასთან ერთად ათვალიერებ. ეს არის მისი საყვარელი აქტივობა, მაგრამ ახლა ძალიან უნდა სიარული და სულ დაგვატარებს აქეთ-იქით. იმედია, ვოლქერი მოგვცემს საშუალებას ცოტა გავიმართოთ წელში.

Posted by: takoo1 16 Nov 2021, 15:39
Glamurka
NatiaGull
nopiahopi
ზამთარში ვერ ატარებ ფეხშიშველა ეგ გამორიცხულიაsmile.gif რაც არ უნდა სითბო იყოს სახლში როგორ უნდა გახადო სულ რავიცი.
ყველა ექიმს თავისი აზრი აქვს მარა ყველა ბავშვს ვერ მოარგებ მათ აზრს ეგაა..
anibani18
ხოო რას დაიძინებ ეხლა ისეთი პერიოდი აქვს შენ ქალბატონს ალბათ სულ სიარული უნდა და ფეხზე დგომაsmile.gif ყველაზე მეტი ყურადღება ეხლა სჭირდება,არაუშავს ცოტა მოიცადე და რო გაივლის შედარებით დაისვენებ მერე:*
ლუკიანე ცოტა დაწყნარდა ისწავლა თამაში,გოგო ამოუვიდა ყველა კბილი 4დარჩა მარტო და იმედი მაქ გაზაფხულამდე არ ამოუვა)))

Posted by: მზე 16 Nov 2021, 16:55
gogatakoo
QUOTE
ზამთარში ვერ ატარებ ფეხშიშველა ეგ გამორიცხულია რაც არ უნდა სითბო იყოს სახლში როგორ უნდა გახადო სულ რავიცი.

არ დაიჯერო biggrin.gif ძაან ცივი იატაკია ჩემთან (მე ნასკებითაც რო მცივა), მარა ეს კი დარბის ხოლმეsmile.gif

Posted by: emiblack 16 Nov 2021, 17:51
მოვედი , ფეხშიშველა ბავშვის მშობლების როგში ჩამაყენეთ ))) არაფერს არ იჩერებს ფეხზე, სახლში კი არა გარეთაც, რეიტუზს ვაცმევ რომ ვერ გაიძროს და ისე იწელავს და ყვირის სანაკ არ გახდი არ ჩერდება ))) დავდივართ ასე ))) სახლში კიდე სითბო მაინცაა და მანქანაში როცა ზის ვნერვიულობდი , უკვე მოვეშვი)))

Posted by: NatiaGull 16 Nov 2021, 19:23
gogatakoo
გოგო მგონი ჩვენ უფრო გვეშინია რომ არ გაცივდნენ და ამიტომ თორემ რავიცი, ჩემი გოგო რაც ხოხვა დაიწყო სულ ფეხშიშველია და სურდოც კი არ ჰქონია 1.1წლის არია, ( ხეზე დავაკაკუნე biggrin.gif )
ვცდილობ სახლის პირობებში გავაკაჟო biggrin.gif
ზაფხულში სოფელშიც ფეხშიშველი მყავდა ბალახზე

Posted by: Glamurka 16 Nov 2021, 23:31
nopiahopi
კი რეზინიანი ნასკით მითხრა.
* * *
gogatakoo
არა თაკო სულ ფეხშიშველი არა. რეზინიანი ნასკი უყიდეო ესე მითხრა. და ნასკებით ხოხავს. ან რეიტუზით.
* * *
NatiaGull
ნათი ჩემი კიდე მეტლახზე ხოხავდა და გათბობა არ მაქ იქით და კი გაცივდა

Posted by: narkozeli 17 Nov 2021, 15:53
emiblack

აგერ ვარ ფეხზე არაფრის გამჩერებელი ბავშვის დედა biggrin.gif

რანაირიცაა კი იცი, აღარ მოვყვები. სურდოც კი არ ქონია 2 წლის და 1 თვისაა

Posted by: nopiahopi 17 Nov 2021, 19:56
narkozeli
მზე
NatiaGull
emiblack


ყოჩაღ თქვენ რა biggrin.gif ცივ ამინდში უნასკოდ ფეხშიშველი ბავშვს კი არა, საკუთარ თავსაც ვერ გავატარებ biggrin.gif

Posted by: takoo1 17 Nov 2021, 20:07
საღოლ თქვენ biggrin.gif ჩემს გარშემო ყველას ბავშვი ცივდება და ამიტო ჩუსტსაც არ ვხდი ვერ ვრისკავ,ზაფხულში სულ ფეხშიშველი დარბის მარა ამ ცივ იატაკზე და მეტლახზე ვერ გავუშვებ შანსი არაა,სხვათაშორის ცივა თუ ფეხზე თბილად არ აცვია ნასკი და ა.შ
როცა ვხდი რო გამოვუცვალო ორ წამში ეყინება ფეხები და ეს რო გაყინულ იატაკზე გავუშვა უეჭველი გამიცივდება ვიცი.იატაკიდ გათბობა ვისაც აქვს ალბათ იმათ არ აქვთ ეგ პრობლემა არ ვიცი.

Glamurka
ხოო გამიკვირდა ნორმალური ექიმი მაგას არ გეტყვის ზამთარში ფეხშიშველი ატარე უნასკოდო biggrin.gif მე ვერ გავრისკავ რო გამიცივდეს თავსაც მოვიკლავ ამ კორონას დროსsmile.gif


Posted by: anibani18 17 Nov 2021, 21:00
gogatakoo
რა ბედნიერებაა კბილები smile.gif ჩემი ისევ ისე უკბილოა, სულ დამავიწყდა კბილები რომ უნდა ჰქონდეს.
ფიქრობ, უფრო დამოუკიდებელი გახდება რომ გაივლის? რა ტკიპაა რომ იცოდე smile.gif სულ ფეხებზეა ჩამოკონწიალებული.

გოგონებო, ბროწეულს როგორ აჭმევთ?

Posted by: matuti 17 Nov 2021, 21:28
anibani18
QUOTE
გოგონებო, ბროწეულს როგორ აჭმევთ?

მარლით ვუწურავ და წყლის ბოთლში ვუსხამ წყალში გაზავებულს. ისე მარცვლებსაც იდებს პირში თითო-ოროლას თავისი ხელით

Posted by: მზე 18 Nov 2021, 10:15
nopiahopi
თავს ზემოთ ძალა არაა გენაცვლალე biggrin.gif
ჩემიც და ბავშვების ნერვებიც იზოგება ამაზე არ ვჩხუბობთ biggrin.gif

Posted by: anibani18 18 Nov 2021, 11:53
matuti
გამოვუწურავ მეც. რამდენს აძლევ ხოლმე? მარცვლები მივეცი, მაგრამ უვარდება პირიდან უკბილოს

Posted by: narkozeli 18 Nov 2021, 14:02
nopiahopi
gogatakoo

რეიტუზი და ფეხიანი ბოდეა ჩემი ერთადერთი ხსნა, ანუ მაგას ვერ იხდის)) სახლში ფეხიანი ბოდით მყავს დღემდე და გარეთ ბოტასების ქვეშ აცვია ნასკი რა თქმა უნდა.

უბრალოდ სახლში ნასკს ან ჩუსტს არ იჩერებს

Posted by: Glamurka 18 Nov 2021, 15:12
anibani18
ანი მე ფაფაში თითებით ვუწურავ რამოდენიმე მარცვალს ხოლმე

Posted by: takoo1 18 Nov 2021, 16:38
anibani18
კიი ალბათ,ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა მაგალითად)) უფრო ერთობა თავისთვის,მართალია აფუჭებს ყველაფერს მარა სამაგიეროდ ისე აღარ არის მოწეპებული როგორც ადრე იყო.
ჰაჰაჰა რა საყვარელია პირიდან უვარდება biggrin.gif biggrin.gif ❤️ ამოუვა აცადე,არ გაუფუჭდება სამაგიეროდ გაუძლებს დიდხანს:*
* * *
narkozeli
ეგრე ხოო გოგო ვაფშე უნასკოდ გამიკვირდა თორე ესეც ეგრე დადის რეიტუზით და ნასკით.
სულ იხდის ჩუსტებს დღეში 30ჯერ მგონი,გაუფუჭა ფხრიწები ერთ კვირაში)))ეხლა ახალი ვუყიდე.
ვაცმევ მე მალევე,დიდი ხანი არ ვატარებ ფეხშიშველი

Posted by: emiblack 18 Nov 2021, 21:11
narkozeli
ხო და ვუყურებ მეც მშვიდად. ))) სხვა ალტერნატივა მაინც არ მაქვს ))) რეიტუზზე და ფეხიან ბოდეზეც გიჟდება , გაიჩერებს ნახევარი საათი და მერე წელავს და ჩხუბობს მომაცილეთო)))
nopiahopi
ბავშვზეა დამოკიდებული))) თავისით რომ არ. იგიჟებდეს ასე თავს მეც მაქსიმალურად შევეცდებოდი რო წინდა ცმოდა , სახლზე არ მაქვს ლაპარაკი, გარეთ მაინც რას წარმოვიდგენდი ))) მაგრამ აი დღეს მთელი დღე გასულები ვიყავით და მანქანიდან გადასვლის დროს ეცვა მარტო, ჩავსვამდი თუ არა ქარსითში მაშინვე იხდიდა და იჯდა უწინდო-უფეხსაცმლოდ.
სხვათაშორის საქმელსაც არაფერს არ ჭამს პრაქტიკულად და აი მაგას კი ნამდვილად ვნერვიულობ. ნაქსიმუმ 3-4 კოვზი ჩავაყლაპო რამე, ისიც ტირის

Posted by: anibani18 18 Nov 2021, 22:13
narkozeli
მგონი ზოგადად ბავშვებს არ უყვართ წინდები და ჩუსტები. ჩემიც ასეა, მაგრამ სულ ფეხშიშველას ახლა, ამ სეზონზე, ვეღარ გავუშვებ მეტლახზე, თორე ზაფხულში შიშველი ბარკლებითა და ფეხებით კი ხოხავდა.
ხანდახან კი გატყაპუნდება ხოლმე წინდის გარეშე, მერე რომ ვნახავ, ვეტყვი, ასე არ შეიძლებათქო და ამ ეტაპზე მიჯერებს და არ ჩხუბობს, ვნახოთ მერე რა იქნება.
Glamurka
გასაგებია ♡ მეც მივცემ წვენს, უბრალოდ მინდა იცოდეს რას ჭამს ხოლმე, ვიზუალურად როგორ გამოიყურება პროდუქტი.
gogatakoo
ხო, გოგო smile.gif) ისეთი სასაცილო იყო, გამომგლიჯა, მაჭამეო, მივეცი რამდენიმე მარცვალი და უვარდებოდა უკბილო პირიდან, გადაყარა მერე, დაკარგა ინტერესი.
ახლა რომ ამოუვა კბილები, ალბათ გაუჭირდება შეჩვევა არა? ნეტა რატომ არ ამოსდის, რამე ვიტამინის ნაკლებობას ან რამეს ხომ არ ნიშნავს. არ მიმიყვანია პედიატრთან რამდენიმე თვეა უკვე.
ყოჩაღ ლუკიანეს ♡♡ ყოჩაღი და ჯარგი ბიჭია ♡

Posted by: nopiahopi 18 Nov 2021, 23:33
emiblack
QUOTE
მაგრამ აი დღეს მთელი დღე გასულები ვიყავით და მანქანიდან გადასვლის დროს ეცვა მარტო, ჩავსვამდი თუ არა ქარსითში მაშინვე იხდიდა და იჯდა უწინდო-უფეხსაცმლოდ.

აუ რა სასაცილო ვინმეა )))
აბა ჩემი ბუტუსურა,ქარსითში ისე იყურსება,გინდა სკაფანდრი ჩააცვი, ხმას არ ამოიღებს biggrin.gif კიდევ კარგი ასეა, თორემ დღეში ორჯერ მიწევს ბავშვებიანად პორწიალი მანქანით, სამსახურში წასვლის წინ მიმყავს და ვტოვებ სხვაგან და მერე სამსახურის მერე გამოვუვლი.

ხილსაც არ ჭამს? ან ფაფებს.. ფაფები მოწონს უმეტესობას

Posted by: takoo1 19 Nov 2021, 15:35
anibani18
არა არ გაუჭირდება,ხო ღეჭავს მაინც საჭმელს?თუ უჭყლიტავ?მახსოვს რო ჭამდა მგონი.
გოგო არ მგონია ვიტამინების ბრალი იყოს.მაინც კითხე პედიატრს აბა.ჩემი ახლობლის ბავშვს ამოუვიდა ეგრე გვიან და რავი არ ქონია პრობლემა არაფრის:*

Posted by: NatiaGull 20 Nov 2021, 01:16
emiblack
ჩემი გოგო რომ ჭამს 3-4 კოვზს მაშინ დავფრინავ სიხარულისგან biggrin.gif 1 წლამდე რა გადარდებს, ჯერ არ ნაყრდებიან უბრალოდ სინჯავენ biggrin.gif

Posted by: Swan:) 20 Nov 2021, 19:19
ახალშობილის ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში რეცხავთ/რეცხავდით? რამდენ გრადუსზე? თუ ხელით ?

Posted by: nopiahopi 20 Nov 2021, 20:09
Swan:)
ხელით არასდროს გამირეცხავს. 30-40 გრადუსზე ან თუ მეჩქარება ცივში მოკლე პროგრამაზე biggrin.gif

Posted by: anibani18 20 Nov 2021, 21:21
gogatakoo
არა, არ ვუჭყლიტავ. დიდად ან პატარად ვუჭრი ხოლმე, გააჩნია რა სადილს ჭამს, ან მთლიან კატლეტს ვუდებ ხოლმე და ხელით იღებს და უკლავდება თავისით.
გუშინ მივეცი რამდენიმე მარცვალი ბროწეული და მოეწონა მგონი. ქმარმა ბევრი არ მიმაცემინა, მუცელს ატკენსო.
უბნის პედიატრმა კალცი დაუნიშნა, მაგრამ არ დალია ამან. კერძო პედიატრთან კიდევ არ ვყოფილვარ 3 თუ 4 თვეა. ერთ წელზე ანალიზები გავიკეთოთო გვითხრა ბოლოს და ჩემს ქმარს ისე ეცოდება დასაჩხვლეტად ბავშვი, რომ ვეღარ წავიყვანე
* * *
Swan:)
30 ან 20 გრადუსზე ვრეცხავ ხოლმე. ხელით არასოდეს გამირეცხია.

Posted by: Glamurka 21 Nov 2021, 20:15
NatiaGull
ნათ ფორმულას კიდე სვავს შენი გოგო?

Posted by: ninunin 21 Nov 2021, 23:28
გოგოებო მყარად ჯდომას რომელი თვიდან იწყებენ? ეს ჯდება უბრალოდ ჯერ ვერ ზის მყარად ყირავდება: D წყლის ჭიქას და ჭურჭელს რომელ ბრენდს მირჩევთ?

Posted by: nopiahopi 22 Nov 2021, 04:29
ninunin
ჩემი დღემდე ყირაობს :/ ვერ ჩერდება დამოუკიდებლად მჯდომარე..

წყალზე ვერ მიეჩვია,ყველა ბოთლიდან სცდება. პირველი ზომა სოსკიდანაც კი. ამიტომ კოვზით ვაძლევ ჯერჯერობით.
ჭურჭელი უბრენდო,ჩვეულებრივი მაქვს biggrin.gif კოვზი მაქვს კამპოლის, პატარა ზომის და რბილი. თვითონ რომ დაიწყებს ჭამას, ის ნაკრები მაქვს, აი სილიკონივით ძირი რომ აქვს თეფშს, ადვილად რომ არ გასრიალდეს, მაგიდას რომ ეკრობა.

Posted by: ninunin 22 Nov 2021, 09:34
nopiahopi
კი მესმის,მე უბრალოდ იცი რატო ვკითხულობ? დიდი არჩევანია აფთაქებშიც ასაკით უნდა ავარჩიო მაგრამ ისეთს რომ არ შეიცავდეს რამეს თორეარც ჩემთვის აქვს მნიშ, ჯანმრთელი იყოს ბავშვისთვის და რამეს კი ავურჩევ, მე 0 თვის ბოთლი მაჩექა მეგობარმა პატარა ხოდა მეთქი რაში უნდა გამოვიყენო თქო, ბოლოს ცოტა ჩავუსხი წყალი და დალია ამან კარგად ,გავასინჯე მაქედან და მიიღო კარგად, არ გადასცდა ეხლა ვფიქრობ , რო დაიწყებს დალევას წყლის ჭიქა ვუყიდო? ხო არ გადასცდება ნეტა

Posted by: მზე 22 Nov 2021, 09:52
ninunin
8 თვის ხდებოდა ჩემი

Posted by: takoo1 22 Nov 2021, 18:13
anibani18
ყოჩაღ მაგარი გოგოა ❤️ მე სხვათაშორის კაი ხანი ვუჭყლიტავდი,დაბლენდერებით არა მარა ვუჭყლიტავდი არ ჭამდა ისე,არადა პურს ვაშლს ყველაფერს ჭამდა პირდაპირ,სუპს არა ყრიდა ეგრევე რატო არ ვიცი,ეხლა მიეჩვია პირდაპირ ყლაპავს მაკარონებს))))
ხოო გოგო თუ არ სჭირდება არც მე ვუღებ ანალიზს მეცოდება ძაან;((
ანი კალცი რატო დაუნიშნა,კბილების პონტში?
Swan:)
მე თავიდან არ ვურეცხავდი მანქანაში ცოტა წიკიანი ვარ და რაღაც მებინძურებოდა,მერე კი დავიწყე უკვე,მანქანას ვრეცხავ მაღალ გრადუსზე და მერე ვყრი ტანსაცმელს,მე 40გრადუსზე ვურეცხავ ხოლმე,მაგას მგონი არააწვს მნიშვნელობა რავიცი,რაც უფრო ცხელია მგონია კარგად რეცხავს და მაგიტო ვაყენებ 40ზე,ტანსაცმელი მეცოდება თორე 60ზეც გავურეცხავდი)))

Posted by: NatiaGull 22 Nov 2021, 22:31
Glamurka
ვაიმე კი ჭამსbiggrin.gif ღამით 2ჯერ

Posted by: nopiahopi 23 Nov 2021, 00:22
NatiaGull
QUOTE
ვაიმე კი ჭამს ღამით 2ჯერ

მე კიდევ ჩემი ცალკბილას ღამით ჭამას ვაპროტესტებ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NatiaGull 23 Nov 2021, 16:12
nopiahopi
აი ერთი ორჯერ ვცადე შებრუნება ძილის, წუხელ 2 საათი იწკმუტუნა და ბოლოს ღრიალი რო დაიწყო გავუკეთე ფორმულა და ეგრევე მიეგდო გოჭივით biggrin.gif

Posted by: Glamurka 24 Nov 2021, 22:53
NatiaGull
ვაახ. ჩემმი ღამე აღარ იღვიძებს ჭამაზე. 1წლიდან მარტო დილა საღამოს დავალევინებ ვფიქრობ. ცოტა იქნება?

Posted by: NatiaGull 24 Nov 2021, 23:12
Glamurka
არ იქნება ცოტა. 1 წლიდან დღეში 250მლ-მდე რძე არის რეკომენდირებული

Posted by: Glamurka 24 Nov 2021, 23:24
NatiaGull
3 ნომერი ხო. აუ იმედია არ აურევს ძლივს ამოვისუნთქე რო არ იღვიძებს ღამით <3 იმედია მალე მარიამიც არ გაიღვიძებს ღამე და დაგაძინებს

Posted by: NatiaGull 25 Nov 2021, 20:58
Glamurka
წლიდან სოფლის ნობათის საბავშვოც შეგიძლია, ჩემი არ სვამს. და 3 ნომერს ვაძლევ ფორმულას, კი

Posted by: Glamurka 25 Nov 2021, 23:37
NatiaGull
ფორმულა მირჩევნია სადამდეც დალევს უფრო ბევრი ვიტამიანია.

Posted by: Redial 26 Nov 2021, 12:37
lelukaa
აუ არადა რეჟიმის დაწესების ფიქრები შემომეპარა smile.gif))))
2 თვის ხდება და რაღაც ფრილანს საქმეების აღება მინდოდა უკვე biggrin.gif
თან ვიცი რომ შეუძლებელია.

აქეთ გთაგავ, მომავლები ძალიან გავაოფე უკვე )))

Posted by: sesilia28 28 Nov 2021, 16:19
მოგესალმებით გოგოებო, დიდი ხანია დავიკარგე ფორუმიდან, დროს ვერ ვპოულობდი შემოსახედად smile.gif თქვენი დახმარება მჭირდება. 2წლის და 3 თვისაა ჩემი ბიჭი. მჭირდება კარგი, დაკვირვებული და ყურადღებიანი პედიატრი. სწორი დიაგნოზი რომ დაგვისვას. სავარაუდოდ აქვს დისბაქტერიოზი, ვიმკურნალეთ გასტროენტეროლოგთან მაგრამ ბოლომდე არ მოგვარებულა. თან ხშირად აქვს სიცხეები. ცივდება ხოლმე, მაგრამ ხანდახან უმიზეზოდაც ჰქონდა, ხშირად იტკიებს მუცელს. ამ წელს უკვე მესამედ ჰქონდა გულისრევები და მერე მისცა სიცხემ. წინა შემთხვევები ორივეჯერ საკვებით ინტოქსიკაციას დავაბრალეთ (თევზი). გუშინწინ არაფერი უჭამია საწყენი, საღამოს 2ჯერ აერია გული, მთელი ღამე წუხდა და ცდილობდა გულისარევას. გუშინ დღის განმავლობაში კარგად იყო, საღამოს სიცხემ მოსცა 37,7. დამწევს არ ვაძლევ, ხან აქვს ასეთი დაბალი სიცხე და ხან არ აქვს, სწრაფი ტესტი უარყოფითია. კარგ ხასიათზეა, იკვებება ჩვეულებრივ, კუჭშიც ნორმალურად გადის. რა ვიფიქრო აღარ ვიცი, ჩვენი პედიატრი ვხედავ ვეღარ გვშველის. ვინ შეგიძლიათ მირჩიოთ

Posted by: მზე 28 Nov 2021, 17:06
sesilia28
რცხილაძე

Posted by: NatiaGull 28 Nov 2021, 17:59
sesilia28
ჭიები გამორიცხეთ ?

მეც რცხილაძესთან მივიყვანდი, ძაან ჭკვიანია

Posted by: nino84 28 Nov 2021, 19:27
გოგოებო, როგორ ხართ? წლის და 9 თვისაა ჩემი გოგო, ამ ბოლო დროს ხშირად აელმებს თვალებს, მანამდე ძალიან იშვიათად იცოდა, ეხლა თითქოს მოემატა. განსაკუთრებით ახლოს რომ უყურებს კონცენტრირებულად რაიმე საგანს. ვის მირჩევთ ოფთალმოლოგს ვისთან მივიყვანო?
* * *
sesilia28
რცხილაძეს გირჩევდი მეც, ან მიქელაძე, კი არის სიტყვაძუნწი, მაგრამ რაც გამიგია სწორ დიაგნოზებს სვამს

Posted by: sesilia28 28 Nov 2021, 20:05
მზე
მადლობა, კი განვიხილავდი თუ მოვასწარი ჩაწერა. მომდევნო კვირას მაინ რომ მივიყვანო

NatiaGull
ჭიები ანალიზით არ დადასტურდა, მაგრამ ეხლა სისხლის საერთოში მომატებული ჰქონდა ერთი კომპონენტი და ჭიებიაო პედიატრმა. ჭიებმა სიცხე იცის?

nino84
მიქელაძეც ვიფიქრე, არჩევანი მიჭირს, გადამოწმება რომ აღარ დამჭირდეს მაგას ვფიქრობ. მადლობააა

Posted by: მზე 28 Nov 2021, 20:12
sesilia28
უი მაშინ ალბათ ჯობია ლელასთან მიიყვანო. ძალიან ცოტა პაციენტს იღებს ამ ბოლო დროს და 1 თვით ადრე ეწერებიან sad.gif
მე ვფიქრობ რო ეხლა ლელასთანაც შეგიძლია მიყვანა თუ ძაან საჩქაროა და რცხილაძესთანაც ჩადექით რიგში და როცა მოგიწევს მასთანაც მიდით

Posted by: sesilia28 28 Nov 2021, 20:58
მზე
ლელა ზანგურიშვილი ხომ? ერთი თვე ბევრია, რამე სერიოზული არ იყოს მეშინია. შეწუხდა ბავშვიც სულ მუცლის ტკივილი

Posted by: NatiaGull 29 Nov 2021, 00:33
sesilia28
ჭიებს იმდენნაირი სიმპტომი აქვს, სიცხეც შეიძლება გამოიწვიოს ალბათ... ისე მრჩეველში ერთი მიდგომა აქვტ და ტუ ირაკლისთან ვერა სხვა ნებისმიერთან ჩაწერეთ, სწორ გზაზე დაგაყენებენ ვფიქრობ

Posted by: მზე 29 Nov 2021, 08:49
sesilia28
კიი ზანგურაშვილი. ირაკლის მერე ეგაა ყველაზე პოპულარული. მე კანკიასთან დამყავს და ადვილად ვეწერები ძალიან, და კმაყოფილიც ვარ მაგრამ ლელასთან მგონი იოლად მიხვალთ

Posted by: ninunin 30 Nov 2021, 19:10
ბანანი პირდაპირ დაჭლეტილ ცოცხალდ მივცე თუ მაგასაც უნდა ორთქლი?

Posted by: Na-Servus 1 Dec 2021, 00:20
ninunin
რამხელაა პატარა?
მე არასდროს მიმიცია ორთქლზე მომზადებული, (ქილისას ვაძლევ კიდე) დღემდე ჩანგლით ვუნაწევრებ და მიირთმევს ბედნიერი
ხელში თუ დააჭერინებ, იცოდე ძალიან ძნელად ამოდის ტანსაცმლიდან
P. S
გამარჯობა გოგოებო)

Posted by: ninunin 1 Dec 2021, 11:59
Na-Servus
არაა, რა ხელში რო დავუბლენდერო ცოცხალი ბანანი ეგ ვიგულისხმე, ქილის ხილფაფები არაა? ანუ მოხარშული არ არის? არ ვიცი არ მიმიცია ჯერ და ამიტომ ვკითხულობ რამხელაა და 5 ნახევარი თვის 6 ხდება

Posted by: Na-Servus 1 Dec 2021, 15:39
ninunin
ქილისას ვაძლევ
მაგრამ ისე ვუსრისავ ჩანგლით და მასე ვაჭმევ.
ერთხელ ვცადე ჟოლოსთან ერთად ორთქლზე მომემზადებინა და საშინელება გამოვიდა. გადავყარე
ხელში რომ უკავია 6 თვიდან ღრღნის ღღძილებით, მაგრამ თავიდან არ ვიცოდი, მშვიდად მივეცი და ძალიან ლამაზი კაბა გადავაგდე))) მაგიტომ მოგწერე

Posted by: ninunin 1 Dec 2021, 22:01
პლასმონის ხილფაფები და ფაფები შაქარს შეიცავს თუ იცით? და ჰუმანასი მაინტერესებს

ჰიპი დასემპერი რო არ შეიცავს ეგ ვიცი

Posted by: მზე 1 Dec 2021, 22:15
ninunin
ჰიპის ქლიავი შეიცავს მაგალითად (ნუ 1 წლის წინ ეგრე იყო biggrin.gif)
ასე რო ყველას სათითაოდ უნდა დააკვირდე.
ჰუმანას პუდინგი შეიცავს, შოკოლადის იოგურტიც. ხილფაფები არ ვიცი

Posted by: ninunin 1 Dec 2021, 23:50
მზე
აა მადლობა დიდი smile.gif

Posted by: NatiaGull 3 Dec 2021, 13:58
გოგოებო, ვის პატარასაც კოვიდი ჰქონია, ხასიათი აერიათ ?
ძალიან მარტივად გაიარა, 2 დღე ჰქონდა სიცხე 38.7მდე და მორჩა , მაგრამ ცოტა ჭუჭყუნა გახდა biggrin.gif

Posted by: anibani18 4 Dec 2021, 15:11
gogatakoo
ჰო, კბილების გამო. არ დალია და არც კბილები ჩანს ჯერ. ნეტა თუ ამოუვა ოდესმე...
ninunin
ბანანს არ უნდა მოხარშვა. თუ შენ უნდა აჭამო, დაუჭყლიტე მწიფე ბანანი და მიეცი.

Posted by: Female User 5 Dec 2021, 13:39
დედებო, ისეთი საფენები თუ რაღაც მოწყობილობა არსებობს თურმე, რომელიც ერთ წვეთზეც კი სიგნალს იძლევა ხდა აღვიძებს ბავშვს, რომ ძილში არ ქნას ფისები საფენში. ანუ საფენის გადაჩვევისთვის გამოიყენება. ხომ არ იცით ასეთი? მადლობა

Posted by: nopiahopi 5 Dec 2021, 21:49
გოგოებო, 8 თვიდან პლაზმონის მაკარონის მიცემაზე რა აზრის ხართ? ვაპირებ იქეთ კვირიდან მესამე მყარი კვება მაგით გავუმრავალფეროვნო. კიდევ რა იდეები გაქვთ მესამე ძირითად მყარ კვებად რომ შევთავაზო?
დილი 8-9-ზე რძე, მერე ფაფა, მერე სადილი და მერე რამდენიმე დღეში ერთხელ მაწონს ვაძლევ. თუ არადა რძეს სვამს მაგ კვებასაც. და ნუ ღამის კვებაც რძე აქვს თავისთავად.

Posted by: anibani18 5 Dec 2021, 22:17
nopiahopi
მაწონი ამ ასაკზე არ უნდა მისცე.
შეგიძლია მაკარონი, შეგიძლია კიდევ ბოსტნეული მისცე საღამოს, ხაჭო შეგიძლია. შენ შენით აჭმევ თუ აძლევ რამეს ხელში? თუ აძლევ ხელში საკვებს ტკბილი კარტოფილის გამოცხობის წესს გასწავლი, ძალიან გემრიელი გამოდის, ან სტაფილოც შეგიძლია გამოუცხო. ჩემს გოგოს უყვარს ეს ორი ბოსტნეული გამომცხვარი

Posted by: nopiahopi 6 Dec 2021, 00:09
anibani18
მაწონს კვირაში ერთხელ ვაძლევ. სემპერის მოცვს ისე არ ჭამს და მაწონში ვურევ biggrin.gif
ხაჭოს რამე ხილი გავურიო ხო? მშრალი რომ არ იყოს. ნეტავ თუ მოეწონება ხაჭოს კონსისტენცია.

ხელით ბროკოლს ჭამს ჯერ მარტო ))) რბილი ბროკოლი ხომ ადვილად იშლება თუ რამეა და არ გადასცდება დიდი ლუკმა. სხვა არაფერი მიმიცია. ჭამს რა, სრულ კვებაში და დანაყრებაში კი არ ეთვლება ჯერ, მცირე რაოდენობას თან ჭამს, თან ერთობა, იზელს, ჭყლიტავს.

მასწავლე აბა ბოსტნეულის გამოცხობა, ჯერ-ჯერობით არ აპროტესტებს არაფერს და იქნებ მიეჩვიოს სხვა რამესაც.

ზოგადად არ ვაძალებ, სადილს თითქმის ყოველთვის კარგად ჭამს ბოლომდე, მაგრამ იშვიათად ხდება ისეც, რომ წუწუნებს და არ უნდა. მაგ დროს არ ვაწვალებ და მის საყვარელ რძეს ვთავაზობ.

დღეს დედაჩემს საცდელად მოხარშული ქათმის ხორცი მიუცია ეგრე პირდაპირ მშრალად და უჭამია იმ ცალი კბილით smile.gif))

Posted by: anibani18 6 Dec 2021, 08:33
nopiahopi
მოცვს ბანანი უხდება ძალიან.
დაჭერი კარტოფილი დიდ ნაჭრებად, ხელში რომ დაჯჭიროს ისე. ღუმელში დააფინე ქაღალდი, დაყარე ზედ კარტოფილი, მოასხი ცოტა ზეთი, მოაყარე ცოტა სიმინდის ფქვილი. გადაატრიალ-გადმოატრიალე კარტოფილები ყველა მხრიდან რომ იყოს ზეთსა და ფქვილში. შედგი ღუმელში, 10 წუთში გადაატრიალე კარტოფილები. როცა დარბილდება, გახეხე პარმეზანის ყველი სულ ოდნავ და მოაყარე ზედ. ისევ დააბრუნე ღუმელში რამდენიმე წუთით.
სტაფილო კი გრძლად დაჭერი. ნოადხი ზეთი და მოაყარე რამე სუნელი, მაგალითად ბეგქონდარა ან პროვანსული. დააფარე ზედ ფოლგა ან ქაღალდი და შედგი ღუმელში. უფრო მეტი დრო სჭირდება მოსამზადებლად ვიდრე კარტოფილს. ბოლოსკენ მოხადე ზემოდან ფოლგა და ისე დატოვე ცოტა ხანი.
ორივე ძალუან უყვარს ჩემს გოგოს. მე საღამოობით ვაძლევ ამას ხოლმე.
მეც არ ვდარდობ ხოლმე, თუ არ ჭამს. არ შეჭამს და ავაყენებ ხოლმე მაგიდიდან. მერე ხემსზე მივცემ რამეს ხოლმე ან შემდეგ კვებაზე. არ ვუცვლი მე ხოლმე საჭმელს, ანუ თუ არ შეჭამა ფაფა დილით, კვერცხს არ ვუწვავ ან კიდევ რამე სხვას არ ვთავაზობ. ძალიან მშვიდად ვუდგები. ისიც უფრო ლაღადაა, ჭამს რამდენსაც უნდა და როცა უნდა. ასე ვაჭმევ 9 თვიდან და დავისვენეთ ორივემ. ნეტა თავიდანვე ასე დამეწყო

Posted by: Tsitsi.la 6 Dec 2021, 12:53
დედიკოებო როგორ ხართ? პაროლი დამავიწყდა რომელიც ჩამახსოვრებული იყო და ძალიან დიდხან სვიწვალე აღდგენაზე, ფოსტის პაროლიც აღარ მახსოვდა. ისე დამაკლდით ისე
მომენატრა თქვენთან ჭორაობა. იმედია ყველა კარგად ხართ, ცოტა გადავავლე თვალი კვების ამბებს გამიხილავთ როგორც მივხვდი და ნელნელა ჩავერთვები ჩვენი ამბებით.

ორი კიჭი აქვს უკვე ვაჩეს და თითქმის ყველაფერს ჭამს smile.gif)

Posted by: anibani18 6 Dec 2021, 16:07
nopiahopi
ხაჭოზე დამავიწყდა მომეწერა, ჰუმანას იოგურტს თუ აჭმევ, შეგიძლია მასში აურია, ხილთანაც გაურია, კარგი გამოდის. მე ხაჭოს ჩემით ვუმზადებ, თავიდან ჰიპის ხაჭოს ვაძლევდი და ძალიან გემრიელად ჭამდა.
ისე მინდა ბარკალი დავაჭერინო და ჭამოს თავისით smile.gif მაგრამ უკბილობის გამო ხორცს ვერ ღეჭავს ასე, უვარდება პირიდან. ნეტა ექნება ოდესმე კბილები... კატლებეს ჭამს კარგად, გატარებულ ხორცს, ან წვრილად დაჭრილს, მაგრამ ხორცი დიდად არ უყვარს, ბოსტნეული ურჩევნია.

Posted by: mmaarriiaamm123123 7 Dec 2021, 00:00
anibani18
nopiahopi
ხაჭო რომელი გავასინჯო?? უკვე შეიძლება? 8ის ხდება და მაკარონს როგორ აძლევთ?? ანუ რანაირად ჭამს კბილები როარ აქვს და სად ყიდულობთ? და საერთოდ ვაჭმევ სემპერის ფაფებს წიწიბურას სიმინდს გერკულესს ხილს ჭამს და ბოსტნეულს ვუბლენდერებ და მაკარონსაც ხოარ დავუბლენდერებ თუ კი?? საერთოდ ბოსტნეული რეები მივცე კიდე? და ორი კიჭი აქვს ამითი რაუბდა დაღეჭოს მეშინია ამიტომ ვაბლენდერებ და რასაც არ ვაბლენდერებ აფთიაქისას ვაჭმევ სემპერის
* * *
Tsitsi.la
:დ ორი კიჭიაქ მიასაც ❤️

Posted by: ninunin 7 Dec 2021, 12:52
გოგოებო, მეც მაქვს კიტხვა, პლასმონის ყველი რომ იყიდება აწერია 4 თვიდან ყველის პიურეო და ჩემი ბიჭი ხდება 6 თვის და ეგ რომ მივცე ადრეა? ყველის ჩართვა რრაციონში რომელი თვიდან შეიძლება?
გუშინ ავოკადო გავასინჯე და ძაან მოეწონა

Posted by: anibani18 7 Dec 2021, 21:04
mmaarriiaamm123123
ჰიპის ხაჭო მიეცი ახლა და პლაზმონის მაკარონი. არ უნდა დაბლენდერება, პატარა მარცვლებია.
შენს ორი კიჭი მაინც აქვს, ჩემს წლისა და ორი თვის გოგოს კიდევ არც ერთი და მშვენივრად ეჭიდება ბარილას მაკარონებს და საერთოდ ყველაფერს. დღეს ხინკალიც გამომგლიჯა ხელიდან და ჭამა smile.gif
საერთოდ ღეჭვის რეფლექსი აქვს ბავშვს დაახლოებით 8 თვემდე, ღეჭვას სწავლბს კბილების გარეშეც, ნერწყვით ალბობს საკვებს და ღრძილებით ღეჭავს. მერე ეს რეფლექსი ქრება ნელ-ნელა.
ninunin
6 თვიდან შეგიძლია ყველი, სახეობას გააჩნია უბრალოდ.
https://solidstarts.com/?s=cheese&swpmfe=0e0276024828fb343f2c804613c77689
პლააზმონის ყველი შეგიძლია მისცე უკვე. ბოსტნეულს უხდება და საერთოდ სადილებს. მე სულ ვუშვებოდი ხოლმე.
ავოკადო ძალიან სასარგებლოა, რა კარგია რომ მოეწონა. ბანანს თუ აჭმევ უკვე, შეგიძლია ბანანს გაურიო ან ბანანს და მანგოს. ძალიან გემრიელი გამოდის, უყვარდა ადრე ჩემს გოგონას.

Posted by: ninunin 7 Dec 2021, 23:15
anibani18
მადლობა პასუხისთვის, ბანანს ვაჭმევ კი და გავურევ აუც, კი, ეგ ყველი ფაფებზე ვიფიქრე , ვასინჯებ და გემო არ მოსწონს ხილს ვურევ ხოლმე რაც გასინჯული აქვს და ყველი ბოსტნეულსაც მოუხდება კი, ავოკადო კარგად ჭამა მოეწონა სასარგებლოა და მიხარია

Posted by: nopiahopi 8 Dec 2021, 10:48
ninunin
ამ დღეებში პლაზმონის მაკარონის მიცემას ვაპირებ და პლაზმონის ყველიც მაკარონთან ერთად მინდა ვსინჯო.

Posted by: ninunin 8 Dec 2021, 13:38
nopiahopi
ნუტრიბენი უშაქროა? ფაფები

Posted by: any_body 8 Dec 2021, 22:23
გოგოებო 1,5 თვის ბავში როგორ მივაჩვიო ბოთლიდან ჭამას ?
მომიწევს დატოვება 4 თვიდან 3-4
საათიდან და მინდა ბარემ
მიჩვეული მყავდეს

Posted by: nopiahopi 9 Dec 2021, 00:23
ninunin
QUOTE
ნუტრიბენი უშაქროა? ფაფები

ნუტრიბენი არ ვიცი sad.gif სემპერს და ჰიპს ვაჭმევ, უშაქრო ფაფებია.

Posted by: lelukaa 9 Dec 2021, 14:33
any_body
ცადე და არ იდებს ბოთლს?
ძუძუ აჭამე ჯერ და უცებ ჩაუნაცვლე აბა ბოთლით.
რომელი ბოთლი გაქვს?
ავენტი და ტომი ტიპი მაქვს მე, ორივედან ჭამს, მაგრამ ჩემი აზრით ტომის საწოვარა უფრო მეტადაა ძუძუს მიმსგავსებული.

Posted by: any_body 9 Dec 2021, 18:40
lelukaa
ეგრე არ მიცდია, ცალკე მივეცი და ისტერიკა დაიმართა.
კომოტომოს ბოთლი მაქვს, ყველზე მიმსგავსებული ეგააო და ვნახავ აბა მაგასაც.

Posted by: NatiaGull 11 Dec 2021, 16:06
anibani18
ან, კლექსანის შემცვლელი იშოვე ? როცა გეცლება დაწერე რა ❤

Posted by: ninunin 12 Dec 2021, 12:22
გოგოებო, ბოსტნეულის სუპებში რომ ზეითუნისზეთს ხმარობთ 6 თვის ბავშვებისთვის?

Posted by: anibani18 12 Dec 2021, 12:57
NatiaGull
არ ვიცი რამდენად მოგეწონება ეს ვარიანტი: 8 გრამიან კლექსანის შპრიცს და ჰეპარინის ფლაკონს ყიდულობ. 8 გრამიანი კლექსანი ვაგზალზე 20 ლარი ღირს. ამოგაქვს ჰეპარინი ფლაკონიდან და შეგყავს ეს კლექსანი შიგნით. ანუ ორჯერ ან მეტჯერ (დოზაზეა დამოკიდებული) რომ შეძლო ამოღება წამლის. იქნებ სხვა გზაც იპოვოს შპრიციდან წამლის ამოღების. არ მახსოვს უკანა მხრიდან თუ ეხსნება შპრიცს თავი, იქედანაც შეიძლება მეორე შპრიცში გადატანა.

ჩემმა გოგომ უარი განაცხადა ფორმულაზე. აღარც საღამოს სვამს და აღარც ღამით. ღამით მაინც კი იღვიძებს და წრიალებს, ბოთლს არ იკარებს მაგრამ სხვანაირადაც ვერ იძინებს სანამ ჩემთან არ დავიწვენ. მომეცით რა რჩევა რა ვქნა. აქამდე ჩემთან არასოდეს ეძინა, სულ თავის საწოლში. როგორ გადავაბმევინო ძილი თუნდაც დილის 5 ან 6 საათამდე?
* * *
ninunin
რომელი ზეთი სჯობს ის გაინტერესებს? ცივი დაწურვის ჰუალდო მქონდა მე თავიდან. გასტრონომში მქონდა ნაყიდი. ოღონდ სუპები არ გინდა ჯერ, ზედმეტი სითხის მიცემისგან შეიკავე თავი. უბრალოდ დაუჭყლიტე თუ შენით აჭმევ და გაათხელე მერე სასურველ დონემდე.

Posted by: ninunin 12 Dec 2021, 13:07
anibani18
კი რომელი ზეთი ჯობს ეგ მაინტერესებს, არა, ხო სუპი სიტყვიერად ვთქვი თორე ბოსტნეულს დავუბლენდერებ და ცოტ ცოტას მივცემ გასასინჯად, თხლად არა საშუალოდ

Posted by: Tua 12 Dec 2021, 16:25
გოგოებო როგორ ხართ? ❤️

anibani18
ანი მაგ პერიოდში აქვთ განშორების შფოთვები ალექსანდრესაც სჭირდა იგივე ზუსტად და სადღაც 4-5 თვეში გადაუარა . ფორმულზე არიდარდო 1 წლის ხომ გახდა უკვე , კი არის 2 წლამდე სასურველი მაგრამ არც ეგაა დანაშაული. კბილები თუ არამოსვლიანჯერ კბილებმაც იცის წრიალი. გილოცავ ბედნიერი 9 თვე ყოჩაღ შენს გამბედაობას ❤️ მე ჯერ კიდევ მზარავს ის ფაქტი რომ კლექსანი უნდა ვიკეთო და თან ოქროს ფასი რომ აქვს.
ninunin
ვილა ბლანკას ცივი დაწურვის ზეთი არის საბავშვო აფთიაქებშიც და კარფურშიც მაგას ვიყენებთ დღემდე .

* * *
nopiahopi
მაწონი 8 თვის ასაკში არშეიძლება ცოტაც კი, 10-11 თვიდან 30 გრამამდეა ნებადართული ისიც კვირაში 2ჯერ. ხაჭოს რაც შეეხება რეკომენდირებულია ჰიპის ხაჭოთი დაწყება და არშეიძლება ძილისწინ ანუ საღამოს მიცემა რადგან ხაჭო რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია რომელიც კუჭს ტვირთავს.

Posted by: NatiaGull 12 Dec 2021, 18:20
anibani18
მერე ის ჰეპარინის მცირე წვეთი რომ რჩება და ერევა კლექსანს, დაშვებულია ? ექიმს დაეკითხე მაგ ვარიანტზე, ანუ უსაფრთხოა ? :/

Posted by: nopiahopi 12 Dec 2021, 22:20
Tua
QUOTE
ვილა ბლანკას ცივი დაწურვის ზეთი არის საბავშვო აფთიაქებშიც და კარფურშიც მაგას ვიყენებთ დღემდე .

ეგ სადილში შეიძლება? ანუ ცხელ მასაში? ჯერ არ დამიმატებია არანაირი ცხიმი და როდიდან უნდა ?

დღეს გავასინჯე პლაზმონის მაკარონი და არ იუკადრისა ეს მარცვლებივით მასა. დღეებში ისევ შევთავაზებ უკვე პლაზმონის ყველთან ერთად.



anibani18
ცალკე ბროკოლით რომ ერთობა და ჭამს, დღეს ბროკოლთან ერთად მოხარშული კარტოფილის რამდენიმე კუბიკიც შევთავაზე. აი თითით ოდნავ მოვუჭყლიტე და ჭამა მშვენივრად.
ოღონდ თავად აღებაზე დიდად არ შეუწუხებია თავი. ბროკოლს კი ეტაკება ხოლმე ეგრევე.

Tua
შენ გეცოდინება ახლა სად ვიშოვი შედარებით ბიო ბოსტნეულს. საბურთალო მაწყობს უფრო ))) ფონას სეზონურად აქვს მხოლოდ, ბარბალე თუ რაღაც მსგავსი რომ ქვია, დაკეტილია..


Posted by: Tua 13 Dec 2021, 00:15
nopiahopi
არა უნდა გააგრილო ჯერ პიურე რასაც აჭმევ და მერე ჩაასხა მთლიან უკუფაზე დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, გოგო პირველივე მყარი კვებიდან ანუ პირველივე ბოსტნეულის გასინჯვიდან უნდა წესით. მაგრამ ეხლა 1 ჩაის კოვზს ვერ დაასხავდი ამდენ ზეთს, ეხლა ხომ დიდ ულუფებს ჭამს და შეგიძლია, მე 6 თვიდან ვუსხავ ცივი დაწურვის ზეთს.
პლაზმონის ყველი ჯერ გაასინჯე აუცილებლად ანუ დაიცავი 3 დღის წესი . ბიო ბოსტნეულს რაც შეეხება მეც ბარბალეში ვყიდულობდი და დაიკეტნენsad.gif ვაჟაზეა კიდე მოდულის წინ რაღაც ფერმერი თუ რქღაც მაგრამ დიდად მეეჭვება, ერთად ერთი ლისზე თუ ექნება თინიკოს რამე ისიც მაეჭვებს, მე დიდი ხანია დავიკიდე უკვე აგროჰაბში ვყიდულობ ან ბაზარში როცა ვხვდები მეტი არჩევანია.

ეგეთი მეთოდით კვებისას კარტოფილი უნდა დაჭრა მოგრძოდ და არა ოთხკუთხედად რომ უფრო კარგად აიღოს.

Posted by: nopiahopi 13 Dec 2021, 00:40
Tua
QUOTE

ეგეთი მეთოდით კვებისას კარტოფილი უნდა დაჭრა მოგრძოდ და არა ოთხკუთხედად რომ უფრო კარგად აიღოს.

გავითვალისწინებ smile.gif რატომღაც მხოლოდ სტაფილოზე ვაპირებდი ეგრე.
ამ პირველ ჯერზე ვერ მოიხიბლა კარტოფილის ვიზუალით. მე კი გამიღო პირი და ჭამა სათითაოდ, მაგრამ აღება არ უცდია. ბროკოლის ალბათ ფერი მოსწონს და თვითონ იტენის პირში biggrin.gif
თუმცა დღეს მაკარონსაც სწვდა და შეიზილა, თან მუშტიდან თითებს შორის უცვიოდა, ისეთი სასაცილო იყო. მაგაზე ცოტა მივეხმარე. მაინტერესებდა როგორ მიიღებდა ახალ კონსისტენციას.

3 დღის წესზე ვცდილობ დავიცვა ყოველთვის. ნუ აღარააო საჭირო ამბობენ. მაგრამ მარტო ალერგიულობა ხომ არაა, ზედმეტი დატვირთვა მგონია კუჭ-ნაწლავისთვის ყოველ დღე სიახლე, თუნდაც მინიმალური.

ბარემ აქვე შემახსენეთ, თევზს რომელს და როდიდან ვიწყებთ?

Posted by: NatiaGull 13 Dec 2021, 01:31
nopiahopi
თევზი 8 თვიდან გავასინჯე მე ❤

გოგოებო ჩემი შვილი ვერ იტანს ზეითუნის გემოს და მე პრეზიდენტის კარაქს ან სიმინდის ზეთს ვიყენებ ცხიმად. მეც ვერ ვიტან ამ ზეითუნის გემოს და სუნს, ფუფ

Posted by: anibani18 13 Dec 2021, 09:03
Tua
თეო, როგორ ხარ? მოგვენატრე ♡
ასეთ დღეში არ ჩავუგდივარ დიდი ხანია. 2 საათზე იღვიძებს დაახლოებით, დღეს მაღვიძარა დავაყენე და გვერდით მივუჯექი. რომ დაიწყო ცოტა წრიალი, მივუალერსე და ჩაეძინა. დავბრუნდი ჩემს საწოლში, მაგრამ 3 საათზე მაინც გაიღვიძა და 5 საათამდე იწრიალა. ხელში არ უნდა, გვერდით დაიწვენ და ბორგავს, ბორგავს.
კბილებიც არ აქვს ჯერ. იქნებ კბილები ამოსდის მართლაც.
მადლობა დიდი ♡ ნეტა თუ გამომივა. ძალიან ვნერვიულობ. კლექსანს მართლაც ოქროს ფასი აქვს.
NatiaGull
ჯერ არ გამიკეთებია. უნდა ვნახო კარგად და ექიმს ვკითხო. ვფიქრობ ერთჯერად შრიცში გადავიტანო პირდაპირ და ისე გავიკეთო.
nopiahopi
თუ ხელში გინდა დააჭერინო საკვები, დაგუგლე ხოლმე როგორ დაჭრა პროდუქტი. ყველა პროდუქტს აქვს თავისი გაიდები. უფრო მოგრძო ნაჭრებად დაუჭერი ხოლმე, ხელში რომ აიღოს. თუ რამე ისეთია რაც ხელიდან დაუსხლტება, მაგალითად ავოკადო ან მსხალი, ამოუვლე რამეში. მე კანაფის თესლები ვიყიდე ამაზონზე და იმაში ვუვლებდი ხოლმე. თან სასარგებლოა ძალიან.
NatiaGull
ამ ზეითუნებსაც ყველას სხვადასხვა გემო აქვთ, ნათი. მე ახლა უკვე ნებისმიერ ცხიმს ვაძლევ ხოლმე. სიმინდს ან რაც მაქვს. კარაქს ლურპაკს ვხმარობ. გიჟდება კარაქზე, ლამის კოვზით ჭამოს. ცოტას ვაძლევ ხოლმე, ნეტა ხომ არ ვაშავებ რამეს

Posted by: nino84 13 Dec 2021, 11:54
გოგოებო, როგორ ხართ? ბოთლს როგორ და როდის გადააჩვიეთ ბავშვები? წლის და 9 თვისაა და რძეს კიდევ ბოთლით სვავს, ჭიქაში რომ ჩავუსხი, არ დალია

Posted by: Tua 13 Dec 2021, 18:12
anibani18
მე კარგად ვარ მადლობა ❤️ გადაუვლის ყველა ბავშვს აქვს ეგეატი პერიოდები, ეს იღვიძებდა ხოლმე 3ზე ხანდახან 5მდე წრიალებდა ჩემთანაც კი და მერე თვითონ ითიშებოდა ოღონდ გვიანობამდე ეძინა, რამოდენიმე თვეში დაარეგულრა თავისით, უბრალოდ მე ჩემთან არვტოვებდი არასდროს გადამყავდა ეგრევე თავის საწოლში, მიუჩვეველი ფიზიკურად ვერ მყავდა შუაში დიაკომფორტი მქონდა მთელი ღამე დილით დანგრეული ვიღვიძებდი. ეხლაც კბილები ამოსდის ბოლო უკანები და აქვს პერიოდები როცა უბერავს მაგრამ ვუებლებთ smile.gif)
მაგ ასაკში თავისით თუ არაიღო და არჭამა არაა ეგ დიდად პრობლემა მითუმეტეს მაგ მეთოდს თუ არმიყვები 6 თვიდან არიდარდო. სულ არვკვებავდი მაგ მეთოდით და მშვენივრად ჭამს რავიცი. თევზი 8 თვიდან უნდა დაუმატო ოღონ ჯერ ნაკლებცხიმიანი , მთის კალმახს თუ იშოვი და არა აუზისას ეგეც კარგია და სიბასს ვაჭმევდი მე ( კალმახი 1 ხელ ვიყიდე მარტო და ფხების გაცლამ დამაწყვიტა ნერვები თან აუზის არანაირად არაა სანდო)

NatiaGull
გააჩნია ზიეთუნს ნათი ყველას არ აქვს ეგეთი გეო, ცივი დაწურვის არც მე მომწონს მაგრამ ბასოს აქვს ერთი ზეთი ოლიო დი ოლივა ქვია და შესაწვავად + მოსასხმელეადაა განკუთვნილი მაგას არ აქვს ეგეთი მძაფრი გემო და სუნი.

nino84
საწრუპიანი ბოთლით სვავს წყალს და ფორმულას უკვე 6 თვეა აღარ სვავს ივლისის მერე. სოფლის ნობათის რძეს პირდაპირ მაცივრიდან ეიქით სვავს თვითონ ითხოვს. სპეციალური ჭიქები რომ არის ეგ რომ იყიდო?

Posted by: nino84 13 Dec 2021, 19:58
Tua
წყალს ესეც საწრუპიანი ჭიქით სვავს, ან ჩვეულებრივი ჭიქით, სოფლის ნობათის რძეს ვალევინებ საბავშვოს, ფორმულას აღარ უკვე ნახევარი წელია. სპეციალური ჭიქა როგორს გულისხმობ?

Posted by: Tua 13 Dec 2021, 20:12
nino84
user posted image

ასეთს. ვგულისხმობ.

Posted by: nino84 13 Dec 2021, 23:12
უი ასეთიც გავაქვს დრ. ბრაუნის. წყალი აქედან არ დალია, ვცდი აბა. მადლობა

Posted by: ninunin 13 Dec 2021, 23:54
Tua
როგორ ხარ დაკარგულო? <3 ვიყიდე დღეს ვილა ბლანკა ჯერ არ მიხმარია და ბოსტნეულის პიურეებს რო დავაწყებინებ სრულ პორციაა მერე ვუზამ და ვნახოთ
nopiahopi
ბიო პროდუქტი მაკდონალდსის გვერდზე ზანდუკელზე სანფლაუერ ასექვია, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართლა ბიოა ყოველშემთხვევაში ეგრე ყიდიან smile.gif)

Posted by: anibani18 14 Dec 2021, 16:53
Tua
არ შეეჩვია მერე შენთან დაძინებას? მეც არ მიყვარს ჩემთან რომ სძინავს, დანგრეული ვარ მერე.
გუშინ სამი საათი ბღავილში გაატარა ღამით. თავიდან კარგად იძინებს, მერე იღვიძებს და არის ერთი ამბავი. არ ვიცი რა ვქნა. ასე უძილოდ დილით სამსახურში წასვლა ძალიან რთულია, სულ გავიწყდება ყველაფერი მერე.
ჩემი მშვენივრად ჭამს თავისით. 9-10 თვიდან ასე ვაჭმევ, ასე ჭამს უფრო სწორად და ძალიან კმაყოფილი ვარ. არის რაღაცეები რაც უფრო უყვარს და რაღაცეები რაც ნაკლებად, მაგრამ ძირითადად ნორმალურად ჭამს.

Posted by: Tua 14 Dec 2021, 19:53
ninunin
კარგად ვარ მადლობა ❤️ შენი წიწილაც გაიზრდებოდა უკვე .
anibani18
არა ანი არშეეჩვია ის რამოდენიმე თვე გაგვიჭირდა ძალიან, რომ ჩაეძინება შეგიძლია გადააწვინო უკან თავის საწოლში, კი ესეც ეგრე იყო ისტერიკებს იმართებდა ღამე 3-4ზე , დააკვირდი ღამის ტერორიც არიყო რაც მაგ ასაკში ხშირია და ნორმაა. თავის საწოლში სძინავს ეხლა ჩვეულებრივად დილამდე, ვუპირებ ახალი წლების მერე სრულად თავის ოთახში გადაბრძანებას და ვნახოთ. ჰოო რთულია ვერც მე ვერ ვიძინებ ეს რომ არის დანგრეული ვდგებოდი ხოლმე, ვერ ვიგებ როგორ უწევთ სკოლის ასაკამდე ბავშვები შუაში, ბაკურიანშიც კი ცალკე საწოლით დავდივართ.

Posted by: NatiaGull 14 Dec 2021, 21:42
Tua
აუ თეო წელს მინდა ბაკურიანში წავიყვანო და მოგადგები მერე რჩევებისთვის biggrin.gif რამდენი დღით მიგყავს ხოლმე?

Posted by: takoo1 14 Dec 2021, 21:43
anibani18
ანიი როგორ ხარ❤️ გოგო კბილების ამბავი იქნება თუ აქამდე არ ტიროდა და ეხლა დაიწყო,ცალკე ოთახში ძინავს ხო?რა ბედნიერებაა.ლუკიანე ისევ ჩემთან წევს ეს ბოლო პერიოდი ძაან გაგიჟდა,ერთი კვირა გადაბმულად იღვიძებდა ღამე ტიროდა ისტერიკას იმართებდა,ვერაფრით ვერ ვაწყნარებდი,ხელებს ფეხებს იქნევდა,მირტყამდა:/ დღეც ქონდა გაჭედვები,ეხლა ეს დღეები თითქოს დაწყნარდა,ნევროპათოლოგთან ვაპირებ მიყვანას,ისედაც უწევთ მგონი 2წლამდე.
Tua
როგორ ხარ სად დაიკარგე:*
გოგო სულ ბოლო კიჭები ამოსდის?17,18..?
რამდენისაა შენი ბიჭი,მგონი ლუკიანეზე დიდია ხო თვეებით? ეგ კბილები 23 თვიდან ამოდის და ეს ჯერ 19 თვისაა და უკვე ამოსდის ვითომsad.gif 16 კბილი აქ უკვე ბოლო 4 დარჩა.ადრე მგონია ჯერ

Posted by: ninunin 14 Dec 2021, 22:13
Tua
6 თვის ხდება შაბათს smile.gif
Tua
anibani18
ჩემმა დაიწყო ეხლა ჩემთან თუ არ დავაძინე არ იძინებს სხვანაირად გაბმულად წუწუნებს, ადრე თუ შუაღამისას იღვიძებდა და გადმოწვენას მთხოვდა ეხლა რომელ სთზეც არ უნდა დავაძინო სულ ჩემ საწოლში ჩემთან ითხოვს წოლას, რაღაც ახალი აკვიატებაა თუ მოწწპება ვერ გავიგე

Posted by: Tua 14 Dec 2021, 23:04
NatiaGull
ნათი ზამთარში 10 დღეზე მეტს ვერ ვქაჩავ მე მიმყავს ხოლმე ძირითადად და ვერ ვიტან ზამთარს ბაკურიანში. ზაფხულში 14 დღით. მომაკითხე არაა პრობლემა ❤️

gogatakoo
გოგო რავი სამსახურის საქმეებში ვიყავი და თან ეს ნამეტანი გიჟობდა საღამოობით და ვერ შემოვდიოდი❤️ ჩემი არის 2.2ის და ეხლა დაეწო უკანა კბილები კი გასიებული აქვს, დასვენებული ვიყავით 6-7 თვე კბილებისგან , ხასიათში გადასდის უკვე მაგრამ მაინც ვერაფრით ვშველი ვუძლებთ smile.gif)
ninunin
მაგ ასაკში თუ გადმოიწვინე და უკვე სულ შენთან დააწვინე კი შეეჩვევა მერე მანდ გორაობას. ეეგეთი მომენტები თუ გვქონია ოდესმე დიდზე ვაწვენდი და მერე გადამყავდა თავის საწოლში. პატარა ლეიბი მქონდა გამოსაცვლელივით იმაზე ვააზინებდი და იმ ლეიბიანად გადამყავდა მერე თავის საწოლში . სულ ალბათ ერთეული შემთხვევები იყო ნუ 1 წლის მერე ის განშორების შფოთვები როცა ჩემთან ყოფილა ოდესმე საწოლში, ეხლა ერთადერთი დილით როცა ვიღვიძებთ გვიხტება შუაში , თვითონ ბავშვსაც აქვს დისკომფორტი ჩვენთან წოლის . ავად იყო ეხლა 2 დღიანი რაღაც პატარა ვირუსი ჰქონდა და თვითონ არგამიჩერდა სიცხიანი თავის საწოლში იწვა და მე გადაკიდებული ვუზომავდი სიცხეს.

Posted by: anibani18 15 Dec 2021, 09:49
Tua
არა მგონია ღამის ტერორი იყოს. რძეზე იძინებდა ეტყობა ღამე და ახლა რომ აღარ სვამს ვერ იძინებს. დღეს აღარ უბღავლია, მაგრამ საწოლიდან ამომიყვანეო, ჯერ ხელში მყავდა, მაგრამ ვერ დაიძIნა, მერე დავიწვინე გვერდით და დაეძინა, გადავაწვინე, გაიღვიძა, დავაწვინე ჩემთან, დაიძინა და გადავაწვინე მერე. საერთო ჯამში ორი საათი ვიბოდიალეთ ასე. ვფიქრობ დიდი საწოლი ვუყიდო ჯებირით და გვერდით მივუწვე ხოლმე, მიჭირს ასე აქეთ-იქით ტარება.
gogatakoo
როგორ ხარ, თაკო? მომენატრე <3 რას შვება ლუკიანე?
ნეტა კბილები იყოს რა smile.gif დროა უკვე smile.gif
ხო ცალკე ოთახში სძინავს. უპრობლემოდ შეეჩვია, ახლა ამ ბოთლის გადაგდებამ გაგვაწამა.
ninunin
მე არასოდეს იწვენდი, ახლა ვაწვენ ხოლმე.

იცით რა მაინტერესებს, გოგონებო, მარჯვენა ფეხს ცოტა ცუდად დგამს, თითქოს ცოტა შიგნითო. ორთოპედს უნდა ვაჩვენო?

Posted by: Tua 15 Dec 2021, 11:48
anibani18
ჰოდა განშორების შფოთვაა ეგრე აკეთებდა ჩემიც, გოგო ჯერ პატარაა მაგხელა საწოლისთვის, ჩამოსვლა და ასვლა იცის საწოლზე? ეგ ჯებირი ცოტა დაბალია და თუ ჯერ არიცის არის შანსი გადმოვარდნის. ცალკე ოთახი მაგ ასაკში საკმაოდ რთულია აქეთ იქეთ სიარულის ამბავში . გადაუვლის მალე არიდარდო ❤️

ფეხის შიგნით შეტანას რაც შეეხება ვალგუსური ტერფი აქვს და მაგის დიაგნოსტირება 3-4 წლამდე არხდება , ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს მაგრამ ორთოპედიულ ფეხსაცმელსაც არვაცმევ პედიატრმა 3-4 წლამდე აცადეო.

Posted by: anibani18 15 Dec 2021, 12:12
Tua
როგორ ფეხსაცმელს აცმევ სახლში? მინდა ცოტა შეეჩვიო ფეხსაცმელს, რომ გარეთაც არ გაუჭირდეს ფეხსაცმლით სიარული. ოკაიდში ვიყიდე რბილები და ფეხები უოფლიანდება მაგაში, ელეფანტენის აქვს კიდევ, მაგრამ თავისუფლად ვერ დადის მაგეებში. უფრო რაღაც პრაქტიკული მინდა და ვეღარ შევარჩიე ვერაფერი. ბოტასები რომ ვუყიდო სახლში გამოადგება ნეტა.
ჯებირი ცალკე რომ იყიდება იმას ვფიქროდი, უფრო მაღალია. ვიცი რომ ადრეა ჯერ

Posted by: Tua 15 Dec 2021, 12:38
anibani18
ჰოდა განშორების შფოთვაა ეგრე აკეთებდა ჩემიც, გოგო ჯერ პატარაა მაგხელა საწოლისთვის, ჩამოსვლა და ასვლა იცის საწოლზე? ეგ ჯებირი ცოტა დაბალია და თუ ჯერ არიცის არის შანსი გადმოვარდნის. ცალკე ოთახი მაგ ასაკში საკმაოდ რთულია აქეთ იქეთ სიარულის ამბავში . გადაუვლის მალე არიდარდო ❤️

ფეხის შიგნით შეტანას რაც შეეხება ვალგუსური ტერფი აქვს და მაგის დიაგნოსტირება 3-4 წლამდე არხდება , ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს მაგრამ ორთოპედიულ ფეხსაცმელსაც არვაცმევ პედიატრმა 3-4 წლამდე აცადეო.

Posted by: ninunin 15 Dec 2021, 13:36
Tua
ადრე იძინებდა თავის საწოლში უპრობლემოდ, ეს ორიდღეა წუწუნებს გაუჩერებლად რო ვაწვენ ხოდა მგონია ეო გადაუვლის და არ ვიცი რა შეეცვალა ვერ გავიგე

Posted by: NatiaGull 15 Dec 2021, 14:41
anibani18
ჩემიც შიგნით დგამს ზუსტად მარჯვენას, სახლში ნერვიულობენ და მინდა მაინც ვაჩვენო ძიძიგურს.

Posted by: Tua 15 Dec 2021, 15:26
anibani18
მე პაგადა არის ასეთი ფბზე მანდ ვუყიდე სახლის ჩუსტებივითაა გადასაჭერებით პოლონურები რომელსაც ვერიხსნის ( პრინციპში არც იხსნის უკვე რაც გაიზარდა).

NatiaGull
დედაჩემიც ეგრე ნერვიულობდა მაგრამ მყავდა ძიძიგურთან ჯერ ბავშვს ფეხი არ აქვს ჩამოყალიბებულიო და 3-4 წლამდე აცადეო. მანამდე ვნახე შენი ფეხსაცმელი ამას ვაცმევო და ეგ ორთოპედიულებია რომელიც არშეიძლება წესით.

Posted by: nopiahopi 15 Dec 2021, 23:33
გოგოებო, კოვიდი დაუდასტურდა ორივე ბავშვს + ოჯახის ორ წევრს კიდევ.
ჰოდა ოჯახის ექიმმა რომ დამირეკა, პატარას ჰიპის ან ჰუმანას ან სხვა ფირმის გვირილის ჩაი დაალევინეო და გვირილა 8 თვის ასაკში მოსულა ? თუნდაც კოვიდის დროს..
ამის პედიატრისთვის ჯერ არ მიკითხავს.

Posted by: NatiaGull 16 Dec 2021, 00:46
Tua
სახლში აღარაფერს ვაცმევ გოგო, დარბის ტიტლიკანა
nopiahopi
ახლახანს ჰქონდა ჩემი 1.2 წლის გოგოს, 3 დღე ჰქონდა სიცხე და მორჩა. არ შეგეშინდეს.
გვირილას არ მივცემდი ალერგიულია.
სითხის პონტში გირჩია და უბრალოდ წყალი დაალევინე, თუ უმადობას შეატყობ, ელექტროლიტი მიაშველე, რაის გვირილა

Posted by: narkozeli 16 Dec 2021, 10:45
nopiahopi

რად უნდა კაცო გვირილა და ფოკუზები, ბევრი სითხე მიეცი უბრალოდ, წყალი თუნდაც. მე კომპოტებსაც ვუხარშავდი, უყვარს, განსაკუთრებით კომშის და ფეიხოსი და ვუკეთებ ხოლმე.

არ ინერვიულო, ჩემმა ბიჭმაც მარტივად გადააგორა ძაან. 3 დღე ქონდა სიცხე (სხვა არანაირი არაფერი) და 3 დღის მერე თითქოს არაფერი ქონია. არ ინერვიულო 2kiss.gif

იმხელა პლიუსები აქვს მერე ამ გადატანილ კორონას, აღარ დავდივარ დანევროზებული და ყველგან დამყავს ბედნიერად biggrin.gif


Posted by: emiblack 16 Dec 2021, 10:49
nopiahopi
ახლა გამახდენდა მუცლად ყოფნის დროს რამხელა ჰემატომა მოინელა და გამეცინა ))) მეც ვფიქრობ რომ გვირილა არანაირად არ ჭირდება . სითხეები მიეცი, პლიუს ფორმულა ისედაც სითხეა და შედარებით მეტი მისცე ჯობია ალბათ .
მალე გამოჯანმრთელება და მერე გვანცას თქმის არ იყოს თავისუფლად ივლით <3

Posted by: nopiahopi 16 Dec 2021, 13:13
emiblack
narkozeli
NatiaGull
ისედაც გრამობით სვამს წყალს და რაღა გვირილა მივცეთქო დავეჭვდი. რასაც სვამს, ჯობია წყალი იყოს.

უფროსს ორშაბათს ჰქონდა სიცხე და მას მერე აღარ. ამას მესამე დღეა აქვს დაბალი სიცხეები და ჭუჭყუნებს. არ ვართ ამის ჭუჭყუნს მიჩვეული. პირველად ჭირვეულობს. ლოგინში არ წვება, არც თავისთან, არც ჩვენთან. ღამეებს ვუთენებთ მე და მამამისი, ხელში მშვიდდება მარტო და ასე დავატარებთ. პერიოდულად წამოიტირებს, ვამშვიდებთ, ვეფერებით.. და ვარაუდზე ვდგავართ უკვე ფეხზე.
ვარდისფერ თეთრეულშიც კი გავუწყვე საწოლი. არ გაგეცინოთ ახლა რატომო )))
მე არ ვიცოდი და სემინარზე ზუსტად ერთი კვირის წინ გავიარეთ ეგ თემა, რომ ვარდისფერი მუცლადმყოფობასთან ასოცირებული ფერია ბავშვისთვის და უფრო მშვიდ გარემოს გრძნობს.

პ.ს. ელექტროლიტები მიეციო კიდე ექიმმა, ცოტა თხლად იყო კუჭში და მაგაში დავუჯერებ ))) იქნებ დალიოს მინიმალური რაოდენობა მაინც.



narkozeli
QUOTE
იმხელა პლიუსები აქვს მერე ამ გადატანილ კორონას, აღარ დავდივარ დანევროზებული და ყველგან დამყავს ბედნიერად


სადმე სიარული რა არის არ ვიცი )))
შენ არ იცი ჩემი რეჟიმი ))
დილით ხო ვიღვიძებთ (ქმარი უკვე სამსახურშია) ჯერ ერთს ვაჭმევ, მერე მეორეს, მერე მოწესრიგება (ამათი, მე ვერ ვასწრებ). მერე ჩავყრი მანქანაში, პატარას ვტოვებ დედაჩემთან, მერე უფროსი მიმყავს სკოლაში, მერე მე მივდივარ სამსახურში. ვრუნდები სამსახურიდან, გამოვუვლი ორივეს, სახლში მოვდივართ 7ის მერე. ცალ ხელში ან ვაძინებ ან ვაჭმევ ან არ ვიცი )) თან უფროსს ვამეცადინებ!!

ამასობაში 10 ზე მოდის ქმარი და ცოცხალ მკვდარს მაცლის ბავშვებს და დასაძინებლად ვამზადებ.
+ ღამე ჯერ კიდევ ჭამს ეს მაჯლაჯუნა და შესაბამისად ვიღვიძებ.

ჯერ სად ხარ!

ყოოოველ შაბათ-კვირას 7-7 საათიანი სემინარი მაქვს.

ეს რეჟიმი გამიგრძელდება ივლისამდე.


:ზაფხულში მომიხსენიეთ: biggrin.gif

Posted by: anibani18 16 Dec 2021, 21:31
Tua
გასაგებია, მადლობა <3
NatiaGull
ფეხსაცმელში უფრო ეტყობა. ფეხშიშველას - არა.
ძიძიგური ორთოპედია? დიდად კი არ ვნერვიულობ, უბრალოდ არ მინდა რამე გამომრჩეს და მერე სანანებელი გამიხდეს.
* * *
nopiahopi
როგორ ხართ? პატარ როგორ არის?
არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება <3
რა კარგი რეჟიმი გქონია. გამძლეობა შენ <3

Posted by: nopiahopi 16 Dec 2021, 21:50
anibani18
QUOTE
რა კარგი რეჟიმი გქონია. გამძლეობა შენ <3

უი,გამომრჩა კიდევ, სამსახურის მერე ყოველ ხუთშაბათს კონფერენცია და პარასკევს სემინარი ))))))

Posted by: takoo1 18 Dec 2021, 12:41
anibani18
არაგვიშავს ანი,ნელ ნელა სწავლობს რაღაც სიტყვებს და ისე გვიხარია biggrin.gif მარა ხასიათი აქვს არ მკითხოsmile.gif საშინლად ჯიუტია და ისეთ ისტერიკებს აწყობს თუ რამე არ შეუსრულე,არ ვიცი რა მეშველება,
შენი გოგო რას შვება აბა:*

Posted by: Ani_Floyd 18 Dec 2021, 19:10
გოგოებო. ჰერას და გაგუას შორის გაგუას კლინიკა ჯობიაო ყველა ამბობს. თქვენ რას მირჩევთ? და ექიმები რომლებია კარგი?

Posted by: Swan:) 18 Dec 2021, 21:25
გოგოებო, ჩაჩავაში ვინც იმშობიარეთ - რომელ პალატას მირჩევდით? კმაყოფილი ხართ?

Posted by: any_body 19 Dec 2021, 00:24
Ani_Floyd
მე გაგუაში ვიმშობიარე და
ძაალიან კმაყოფილი ვარ. ექიმები, გარემო, ექთნები. ყოველდღე შემოდიოდნენ ექიმები, საღამოსაც ექთნები. საკეისრო გავიკეთე და გამაყუჩებელზე არც მიწუწუნი, სულ გვიმეორწბდნენ არ მოითმინოთ ეგრევე გვითხარითო.
ლაქტაციის სპეციალისტი ცალკე ჰყავდათ, რომელიც ძალინ დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის პირადად. არც ხელოვნურის შეტენვაზე არიან, თუ გინდა რომ
საერთოდ არ მისცენ თავიდანვე გააფრთხილებ.
პლუს ამას პირიბები ძალიან კარგი, კვებაც და გარემოც.

Posted by: Ani_Floyd 19 Dec 2021, 01:03
QUOTE (any_body @ 19 Dec 2021, 00:24 )
Ani_Floyd
მე გაგუაში ვიმშობიარე და
ძაალიან კმაყოფილი ვარ. ექიმები, გარემო, ექთნები. ყოველდღე შემოდიოდნენ ექიმები, საღამოსაც ექთნები. საკეისრო გავიკეთე და გამაყუჩებელზე არც მიწუწუნი, სულ გვიმეორწბდნენ არ მოითმინოთ ეგრევე გვითხარითო.
ლაქტაციის სპეციალისტი ცალკე ჰყავდათ, რომელიც ძალინ დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის პირადად. არც ხელოვნურის შეტენვაზე არიან, თუ გინდა რომ
საერთოდ არ მისცენ თავიდანვე გააფრთხილებ.
პლუს ამას პირიბები ძალიან კარგი, კვებაც და გარემოც.

ექიმებს ვის მირჩევდი? ვინ უფრო ჯობია?

Posted by: any_body 19 Dec 2021, 02:21
Ani_Floyd
დავითი მყავდა აყვანილი. იყო რაღაც სირთულეები ჩემს ორსულობაში, მერე ბავშვი ჯდომით იყო და მაინც დავითზე შევაჩერე არჩევანი, ერთი წამოთ არ მინანია.
მშობიარობისას საკმაოდ ცუდი პოზიცია ჰქონდა და ამოიყვანა ძალიან კარგად, ყოველგვარი ბავშვის დაზიანების გარეშე.

ნიქაბაძესაც ძალიან აქებენ ისე.

რამდენიმესთან გაიარო კონსულტცია ალბათ სჯობს და ისე აარჩიო.

Posted by: narkozeli 19 Dec 2021, 12:27
Swan:)

მე ვიწექი ლუქსში აივანი და პატარა ორანჟერეა ქონდა და კარგი პალატა იყო, ჩემს მერე გააკეთეს სუპერლუქსები და ეგ უფრო მომწონს, მომდევნო ბავშვს სავარაუდოდ მანდ გავაჩენ

Posted by: Ani_Floyd 19 Dec 2021, 14:18
QUOTE (any_body @ 19 Dec 2021, 02:21 )
Ani_Floyd
დავითი მყავდა აყვანილი. იყო რაღაც სირთულეები ჩემს ორსულობაში, მერე ბავშვი ჯდომით იყო და მაინც დავითზე შევაჩერე არჩევანი, ერთი წამოთ არ მინანია.
მშობიარობისას საკმაოდ ცუდი პოზიცია ჰქონდა და ამოიყვანა ძალიან კარგად, ყოველგვარი ბავშვის დაზიანების გარეშე.

ნიქაბაძესაც ძალიან აქებენ ისე.

რამდენიმესთან გაიარო კონსულტცია ალბათ სჯობს და ისე აარჩიო.

დავითი რა გვარია? მაია ბერუკაშვილი გაგიგიათ ვინმეს? როგორია?

Posted by: any_body 19 Dec 2021, 22:46
Ani_Floyd
დავით გაგუა მყავდა.
არ გამიგი ნამდვილად

Posted by: Ani_Floyd 20 Dec 2021, 10:13
QUOTE (any_body @ 19 Dec 2021, 22:46 )
Ani_Floyd
დავით გაგუა მყავდა.
არ გამიგი ნამდვილად

გაგუაზე ამბობენ უხეშია პაციენტების მიმართო და მართალია? ნუ ზოგადად ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს სხვადასხვა გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც.. ჩემი აზრით, მშობიარობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო მცოდნე და გამოცდილ ექიმს, არამედ კეთილგანწყობილსაც რომ დაძაბულობა მოგიხსნას და ნდობა გაგიჩინოს

Posted by: emiblack 20 Dec 2021, 12:00
Swan:)
ჩემიც ლუქსი იყო, აივნით და ორანჟერიეთი, პალატა კარგი იყო, პირობებიც . მაგ მხრივ სასტუმროს გავს. სამშობიაროდ რომ შევედი ყველაფერი დაკავებული იყო და შევუთანხმდი ის ერთი ღამე 2 ადგილიანში შევეშვი მარტო და მეორე დილით გადამიყვანეს ლუქსში . ორიანიც ძაან კარგი იყო, უბრალოდ აი მე ყველას მარტო ვურჩევ ყოფნას.
კლინიკით კმაყოფილებას რაც შეეხება მე კი დავწერე ბევრჯერ, რომ არ ვარ კმაყოფილი.
მშობიარობის შემდეგ პალატაში რომ შემიშვეს ბავშვიანად საღამოს 10ზე, დილის 5მდე არავის შემოუხედავს . ბავშვთა რეანიმაცია არ აქვთ ფაქტიურად და ბავშვს რომ რამე დასჭირდეს გადასაყვანი იქნება და დრო იკარგება. ექოსკოპია არ გამიკეთეს და პლაცენტის ნარჩენი 2 კვირაში სახლში დავბადე . ბეტა სტრეპტოკოკი მქონდა დადებითი და ანტიბიოტიკი დამიგვიანეს ( ვიძახდი გამიკეთეთ მეთქი და ოჰ არა ხვალამდე არ იმშობიარებო))) , ბავშვსაც ანტიბიოტიკი დასჭირდა მაგ დაგვიანების გამო .
დადებითებიდან შემიძლია ვთქვა რომ ბებიაქალის ვარ კმაყოფილი, შორისი დაიცვა ჩახევისგან, აი ვგრძობდი რომ იხეოდა და ვუთხარი ადგილები და ხელით დაიჭირა და დაიცვა . სისუფთავეა, კვება არაა ცუდი (თუმცა მე ჩემს საჭმელებს ვჭამდი), ექთნები გეხმარებინ ბავშვის დაბანაზე და ზოგადად რითიც შეუძლიათ გეხმარებიან .
ნებისმიერ სამშობიაროს ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები ამიტო მეორეს გაჩენაზე რას ვიზამ არ ვიცი მართლა , ერთადერთი ალბათ რაც წამყვანი იქნება მოვიკითხავ ბავშვთა რეანიმაციას . საერთოდ ახლა უკან რომ დამაბრუნა უფრო დეტალურად და მოურიდებლად მოვიკითხავდი სამშობიაროში წინასწარ მისული ყველა პირობას .

Posted by: narkozeli 20 Dec 2021, 14:01
emiblack

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2673636?publication=0

C დონის ანუ მესამე დონის სამშობიარო სახლი უნდა შეარჩიო მაშინ. ღუდუშაური, ჰერა და ა.შ.


მე ვიცოდი სადაც მივდიოდი და ისიც ვიცოდი რომ თუ რეანიმაცია დასჭირდებოდა, გადაიყვანდნენ, რადგან არაა ჩაჩავა მესამე დონის. რისკების შეფასების მერე ვაპირებდი გადაწყვეტილების მიღებას, ანუ ნაადრევი მშობიარობა რომ დამწყებოდა, ღუდუშაურში წავიდოდი სავარაუდოდ.


Posted by: emiblack 20 Dec 2021, 14:21
narkozeli
კი კი, გვამც, ეგ მეც ვიცოდი, უბრალოდ ანტიბიოტიკს ჩემსას ინტენსიურში უკეთებდნენ და ასეთს ნამდვილად არ ველოდი . წინასწარ ხო არ გაქვს გარანტია რო ყველაფერი კარგად იქნება, ჰადაყვანაზე ვიცოდი, მაგრამ აი გადაყვანამდე თუ ეგეთ პირობებში ყავდათ მძიმე ბავშვები ნამდვილდ არ ველოდი
* * *
nopiahopi
როგორ არიან ბავშვები?
ამ ომიკრონის გადამკიდე მგონი ყველას მოგვიწევს გადატანა და გამხნევდი, გზის მესამედი უკვე გავლილი გაქვთ

Posted by: any_body 20 Dec 2021, 15:31
Ani_Floyd
არც მანამდე და არც მშობიარობის დროს უხეში არ ყოფილა, მშობიარობისას მალაპარაკებოდა, რაღაცებს მეხუმრებოდა.
მშობიარობის დასაგეგმად ორჯერ ვიყავი მისული, ერთხელ ლაითად გავიარეთ ჩემი ამბები, მეორეჯერ დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, საკმაოდ დიდი დრო დაგვითმო მე და ჩემს მეუღლეს, მეორეზე ბევრი კითხვით მივედით და ყვეკაფერს ამომწურავად უპასუხა.

Posted by: narkozeli 20 Dec 2021, 15:59
emiblack

ხოო, მაგას ვერ ივარაუდებდი ნამდვილად :/

მე პედიატრებით ვარ ძაან უკმაყოფილო. ბებია ქალი ოქრო იყო love.gif

Posted by: emiblack 20 Dec 2021, 17:50
narkozeli
პედიატრები არ გამახსენო ))) რო შემონარნარდა დილით ბავშვისთვის არც დაუხედავს რომ მომახალა ანტიბიოტიკები უნდა დავუწყოთ და შენ რომ გაეწერები ერთი დღე მინიმუმ ინტენსიურში დარჩება და შენ წახვალ სახლში დაისვენებო ))) არც კი უხდენებია რო შემეძლო თანხა გადამეხადა და დავრჩენილიყავი ჩემ შვილთან ერთად ის ერთი დღე, რომ ავნერვიულდი კარგი ერთი შენთვითონ გაგიხარდება ღამე რო არავინ გაგაღვიძებსო. მერე გამინათდა გონება და მიმღებში რომელმა ექთანმაც მიმიღო ის მოვიძიე ჩამიწყვე რო დამტოვონ გადავიხდი მეთქი და გაეცინა ))) ფულს თუ გადაიხდი რა ჩაწყობა უნდა ოფიციალურადაც ეგრე ხდებაო )))
კიდე რას ვერ ვივიწყებ იცი? ამ ვითომ ინტენსიურს რომ ეძახდნენ სადაც ანტიბიოტიკებზე შემყავდა ბავშვი, იქ ბავშვები ძირითადად თვითონ შეყავდათ და უბრუნებდნენ მერე დედას , აცრებიც იქ კეთდებოდა და უჯრაში ედოთ სოსკა, საერთო, ვინც იტირებდა აძლევდნენ . მე ყველაფერზე შევყევი ჩემსას, პირველ აცრაზეც და რა თქმა უნდა ჩემი მატყუარა მქონდა . რომ შევამჩნიე სხვებთან რაც ხდებოდა და ვუთხარი რას აკეთებთ მეთქი, არა არა გეჩვენებაო ეს სხვადასხვა მატყუარები მშობლებმა მოგვცეს , უბრალოდ ერთნაირებიაო.
თუმცა მართლა არ ვიცი რა, სხვა სამშობიაროებზეც ისეთები მსმენია .
პედიატრებს რასაც ვერ დავაბრალებ ისაა, რომ ყველა ძუძუთი კვების პროპაგანდას ეწეოდა და გამოწერის დღესაც ბავშვის რეკომენდაციებში არაფერი ზედმეტი წამალი არ ეწერა.
შენ მალევე მოგიწევს მეორეს გაჩენაზე ისევ არჩევანის გაკეთება და კარგია რო მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხარ, თორე აი მე მართლა არ ვიცი . საერთოდ მეორეს დაგრგმვა კიდევ უფრო რთული ყოფილა )))

Posted by: Swan:) 21 Dec 2021, 00:26
emiblack
მეანი ვინ გყავდა?

ყველაფერი უნდა ვაკონტროლო ანუsmile.gif

Posted by: emiblack 21 Dec 2021, 07:35
Swan:)
ნუკრი ქსნელაშვილი .
მე კვირა დღეს ვიმშობიარე და რაღაცებს მაგასაც ვაბრალებ. ძალუან ცოტა პერსონალი იყო + ნუკრი ღამენათევი, მშობიარე ყავდა და მთელი ღამე იქ იყო , თუმცა წავიდა და ბოლო 2 საათი შემოვიდა ჩემს მშობიარობაზე

Posted by: narkozeli 21 Dec 2021, 13:46
emiblack
QUOTE
ფულს თუ გადაიხდი რა ჩაწყობა უნდა ოფიციალურადაც ეგრე ხდებაო )))


ახსნა და ლაპარაკიც რო ეზარებათ რა vis.gif

QUOTE
ვინც იტირებდა აძლევდნენ . მე ყველაფერზე შევყევი ჩემსას, პირველ აცრაზეც და რა თქმა უნდა ჩემი მატყუარა მქონდა . რომ შევამჩნიე სხვებთან რაც ხდებოდა და ვუთხარი რას აკეთებთ მეთქი, არა არა გეჩვენებაო ეს სხვადასხვა მატყუარები მშობლებმა მოგვცეს , უბრალოდ ერთნაირებიაო.


ხოო ეგენი სხვა სამშობიაროებშიც მასე ხდება სამწუხაროდ და რა მარაზმია უბრალოდ.

მე მშვიდად ვარ ჩემი შვილი არ გამიტანებია მაგათთვის ესე მარტო არსად givi.gif არ დაგვჭირვებია კიდე კაი


QUOTE
პედიატრებს რასაც ვერ დავაბრალებ ისაა, რომ ყველა ძუძუთი კვების პროპაგანდას ეწეოდა და გამოწერის დღესაც ბავშვის რეკომენდაციებში არაფერი ზედმეტი წამალი არ ეწერა.

ნუ მე ხელოვნური მოვითხოვე და რო არ გამიჭედეს, კმაყოფილი ვარ. კი 1-2ჯერ მითხრეს ძუძუს უპირატესობები მარა ხედავდნენ რო არ წოვდა ჩემი შვილი და ზედმეტი ხვეწნა ღრეჯის გარეშე რომ მისცეს, ეგეც კომფორტი იყო ჩემთვის


QUOTE
შენ მალევე მოგიწევს მეორეს გაჩენაზე ისევ არჩევანის გაკეთება და კარგია რო მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხარ, თორე აი მე მართლა არ ვიცი . საერთოდ მეორეს დაგრგმვა კიდევ უფრო რთული ყოფილა )))

მეორეს დაგეგმვა ჩემს შემთხვევაში გაცილებით უფრო გააზრებულად ხდება და ბევრად დიდი მუღამიც ქონია სიმართლე გითხრა biggrin.gif ისეთ აზარტში ვარ ტესტზე მეორე ხაზი დავინახო.

თუმცა ვფიქრობ 2 წელზე ადრე მეორეს დაგეგმვა ძალიან რისკიანი გადააწყვეტილებაა, დამხმარეები გჭირდება აუცილებლად, ურთულესია მიყოლებული ბავშვები აგერ ჩვენი გოგოების მაგალითზე რასაც ვუყურებ, ყველა ცალსახად ამბობს რომ არ მიაყოლოთ, სიგიჟეაო biggrin.gif

ნუ ისე მიდის ჩემი საქმე მგონი 3 წელი კიარა 3 წელზე მეტის იქნება ჩემი შვილი მეორე რომ გაჩნდება და ვფიქრობ ნორმალური შუალედია


QUOTE
ნუკრი ქსნელაშვილი .

რა გინდა პატივი უცია შენთვის, ჩემთან 1 საათიც არ ყოფილა givi.gif

არ ვარ დარწმუნებული რომ 100% ისევ იგივე მეანი მინდა, სიმართლე გითხრა, ვფიქრობ სოფო თამაზაშვილი უკეთესი იქნებოდა. ცუდია რომ გადავიდა ღუდუშაურში.
შეიძლება მეანიც სხვა ავირჩიო და სამშობიაროც, მარა თავის ხელახლა ატკიება არ მინდა და ალბათ ისევ ჩაჩავაში წავალ, ასე თუ ისე, სხვებს მაინც ეგ მირჩევნია ერთი შეხედვით.

Posted by: emiblack 21 Dec 2021, 16:39
narkozeli
მე რომც მინდოდეს ვერ მივაყოლებ, ძუძუთი კვებაზეა და ციკლი ჯერ არც მაქვს, მაგას რომ თავი დავანებო ტოქსიკოზი ისევ რომ მქონდეს გამოდის რო ის 3 თვე დედის გარეშე ვტოვებ ბავშვს და მართლა სიგიჟეა, თორე რაღაც მიზეზების გამო მაწყობს მიყოლება, პროფესიული გეგმები მაქვს მერე. ალბათ ერთ წელიწადში აქედან დავგეგმავ და ვნახოთ. კი, კი შენ მშვენიერი შუალედი გამოგდის და ვაჩესაც არ აკლდები .
სამშობიაროზე გეთანხმები , მეტნაკლებად კმაყოფილი როცა ხარ კიდე ახალი შარის ძებნა არ გიღირს ))
ნუკრიმ იმიტო “მცა პატივი”, რომ ანტიბიოტიკი უნდა გაეკეთებინა მშობიარობამდე მინიმუმ 4 საათით ადრე და ნუ მთლად 4 ვერ დავიმსახურე, მაგრამ 2ით ადრე მოვიდა )) ტრლეფონზე ვეხვეწე სხვას გააკეთებინეთ მეთქი და არც მომისმინა. რომ ვუთხარი დავაგვიანეთ მალე გაჩდება უფრო მეთქი დამცინავად გადმომხედა, არაფერი არ დავაგვინე ასეა საჭიროო)) ფორმა 100ში ტყუილი ჩაწერეს, თითქოს 4 საათით ადრე გაკეთდა )))
აი მეორე ხაზის მოლოდინი კი მესმის ნამდვილად, მე მიელვებს ხოლმე თავში ვაი თუ მეორე არ მეყოლოსთქო და წინასწარ ვშფოთავ ))) თან მეც ყველაფერი დაგეგმილი მიყვარს და რაღაც რო დაანგარიშებული მაქვს და ვადებში ვერ ჯდება მიჭირს შეგუება, არადა ხომ ვიცით მეორე მაშინ იქნება ზუსტად როცა უნდა იყოს <3

Posted by: narkozeli 21 Dec 2021, 18:01
emiblack
QUOTE
ძუძუთი კვებაზეა და ციკლი ჯერ არც მაქვ


შენც ხო იცი რომ ბევრი დარჩენილა უციკლოდ და ძუძუზე მყოფი givi.gif აგერ ჩვენი ფორუმელებიც გვყავს მაგ გამოცდილებით biggrin.gif

QUOTE
ნუკრიმ იმიტო “მცა პატივი”


lol.gif lol.gif

QUOTE
რომ ვუთხარი დავაგვიანეთ მალე გაჩდება უფრო მეთქი დამცინავად გადმომხედა, არაფერი არ დავაგვინე ასეა საჭიროო)) ფორმა 100ში ტყუილი ჩაწერეს, თითქოს 4 საათით ადრე გაკეთდა )))

facepalm.gif facepalm.gif


QUOTE
თან მეც ყველაფერი დაგეგმილი მიყვარს და რაღაც რო დაანგარიშებული მაქვს და ვადებში ვერ ჯდება მიჭირს შეგუება, არადა ხომ ვიცით მეორე მაშინ იქნება ზუსტად როცა უნდა იყოს <3


ხოო ზუსტად biggrin.gif მარა ჩვენ რაღა გამოგვასწორებს აწი givi.gif

Posted by: emiblack 21 Dec 2021, 21:16
narkozeli
კი, კი და ვიკეთებ ტესტებს პერიოდულად ))) ჩეპეს გარეშე დაორსულების მითებსაც მოვკარი ყური და დავშინდი, თორე მაქსიმალურად ვიცავ თავს )))

Posted by: Ani_Floyd 22 Dec 2021, 11:48
QUOTE (any_body @ 20 Dec 2021, 15:31 )
Ani_Floyd
არც მანამდე და არც მშობიარობის დროს უხეში არ ყოფილა, მშობიარობისას მალაპარაკებოდა, რაღაცებს მეხუმრებოდა.
მშობიარობის დასაგეგმად ორჯერ ვიყავი მისული, ერთხელ ლაითად გავიარეთ ჩემი ამბები, მეორეჯერ დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, საკმაოდ დიდი დრო დაგვითმო მე და ჩემს მეუღლეს, მეორეზე ბევრი კითხვით მივედით და ყვეკაფერს ამომწურავად უპასუხა.

გასაგებია. მადლობა ინფორმაციისთვის. იცი კიდე ეა მაინტერესებს. ეს გაგუა ძაან ასაკოვანი ხო არაა? :დდ და კიდე გაგუას კლინიკაში რა ნივთები უნდა წაიღო?

Posted by: SOF - 777 23 Dec 2021, 23:49
გოგოებო სალამი,
ბოსტნეულს სად ყიდულობთ ნატურალურს ბავშვებისთვის, თუ იცით რამე ეგეთი წერტილი თბილისში?

Posted by: mmaarriiaamm123123 25 Dec 2021, 18:10
anibani18
პლაზმონის მაკარონი თავისი ყველით როგორ გავუგწმრიელო რო ჭამოს :დ ეგეც გეცოდინება ბარემ ❤️
როგორ ხართ გოგოებო ყველა ❤️❤️❤️

Posted by: nopiahopi 25 Dec 2021, 18:17
mmaarriiaamm123123

მე ვასხამ მაგ ყველს მაკარონზე (პლაზმონის პატარა მრგვალები რომაა) და ნუ დიდად არ ირევა, მაგრამ ჭამს რაღაც რაოდენობას.

ხილს უყვარს?

დღეს მოხარშული კვერცხის გულის ნაკუწი შევურიე ბოსტნეულში და საღამოს ლოყები აუწითლდა. ალბათ ალერგია გამოავლინა. იქეთა კვირაში ისევ ვცდი.




პ.ს.
გოგოებო, ტანსაცმელს ვყიდი ძალიან იაფად 3-6 თვეზე ძირითადად (7 თვეც გაქაჩავს თავისუფლად smile.gif )

იდეალურ მდგომარეობაში smile.gif

31 ცალია ჯამში (ზედები, შარვლები, ბოდეები, პერანგები)
ყველაფერი ერთად 60 ლარი.

ოკაიდი, ზარა, Mothercare, h@m, tex..
მოკლედ, ყოველდღიურად კარგად გამოსაყენებელი და პრაქტიკული ტანსაცმელია smile.gif

Posted by: mmaarriiaamm123123 25 Dec 2021, 19:23
nopiahopi
მაქსიმუმ საკინკოვზინჭამა არ მოწონს მეც ეგრე გავუკეთე და ისე მეც რო გავსინჯე რა უგემურია ეგ როგორ უნდა მოგეწონოს
* * *
nopiahopi
ხილზე აფრენს კანკალით ჭამს ისე უყვარს :დ

Posted by: nopiahopi 25 Dec 2021, 23:49
mmaarriiaamm123123
QUOTE

ხილზე აფრენს კანკალით ჭამს ისე უყვარს :დ


რა კარგი გოგოა ❤️


Posted by: emiblack 26 Dec 2021, 11:31
nopiahopi
როგორ ხართ? როგორ არიან ბავშვები? მსუბუქად გადაიარეთ ხო?

Posted by: nopiahopi 26 Dec 2021, 13:38
emiblack
პატარას 4 დღე ჰქონდა სიცხეები + ხველა სურდო + უძილობა + უმადობა. ხმაც წაერთვა საერთოდ. ახლა კარგად არის smile.gif

უფროსს პირველ დღეს ჰქონდა მხოლოდ სიცხე. სხვა არაფერი სიმპტომი.
მეც მხოლოდ სურდო და ერთიდღიანი დაბალი სიცხე. ქმარს არ გადაედო. 3ჯერ დაიტესტა biggrin.gif არადა ცხვირში გვიძვრებოდა პატარა, სულ ხელში გვყავდა დღე და ღამე.

მადლობთ ყურადღებისთვის :*

Posted by: Swan:) 26 Dec 2021, 19:15
emiblack
მე საერთოდ ახალი წლის ღამეს მიწევს…smile.gif

Posted by: emiblack 26 Dec 2021, 21:30
nopiahopi
მიხარია რო კარგად ხართ ახლა <3 მაინც გქონია სანერვიულო და პლიუს დატვირთვა, მაგრამ მთავარია უკან დარჩა <3
Swan:)
რა კარგი თარიღია))) თუმცა ასე ერთი ერთში არ ემთხვევა ხოლმე დიუ დეითი ))

Posted by: mmaarriiaamm123123 26 Dec 2021, 23:46
emiblack
მე ხოარ გავიწყდები ზუსტად 40კვირაზე რო დავღვარე წყლები :დ იმდღეს რა დღესაც მიწევდა ზუსტად :დ მოყევი რეებს აქმევ პატარას და როგორ ხართ ❤️❤️❤️
nopiahopi
გოგო კორონა თუ ქონდათ არვიცოდი პატარებს ეხლა ვნახე , რა კაია მარტივად რო გადაიტანეთ ეს ბოლო შტამი ქონდათ თუ დელტა

Posted by: nopiahopi 26 Dec 2021, 23:53
emiblack
QUOTE
მაგრამ მთავარია უკან დარჩა <3

მთავარი ეგაა smile.gif

mmaarriiaamm123123
QUOTE
ეს ბოლო შტამი ქონდათ თუ დელტა

ბოლო არ მგონია, არაა ეგრე გავრცელებული ჯერ. მთელ ოჯახს გვქონდა ქმრის და მამაჩემის გარდა. ნუ ყველა აცრილები ვართ პატარების გარდა.


QUOTE
ხოარ გავიწყდები ზუსტად 40კვირაზე რო დავღვარე წყლები :დ იმდღეს რა დღესაც მიწევდა ზუსტად :დ


მაგის გამო პირველი ადგილი ვერ ვიღირსე ამ სიაში გაჩენა რომ დაგასწარი ))))))

Posted by: emiblack 27 Dec 2021, 07:47
mmaarriiaamm123123
როგორ ხართ?))) ხო კი შენთან ეგრე იყო, თუმცა ყოველთვის არ ემთხვევა ))
ეჰჰ, რას ვაჭმევ ))) ომი გვაქვს ჭამაზე , ძუძუს კარგად ჭამს დღეს და ღამეც , სხვა ყველაფერი უჭირს, 3 კოვზი თუ შეჭამა რამე მეტს აი ფიზიკურად ვერ აჭმევ. ძაან ვნერვიულობდი, მაგრამ რცხილაძესთან მყავდა და მითხრა არ დააძალოო, ამიწონა-გამიზომა და ზედა ზღვართან აქვს წონა და სიგრძე და ღებულობს რაც სჭირდება ყველაფერსო. მე კი მაინც ვაძალებ, მაგრამ შფოთვა აღარ მაქვს

Posted by: mmaarriiaamm123123 27 Dec 2021, 13:15
nopiahopi
ყველამ დამასწარით აპრილოს სია ვინც იყო :დდდდ
emiblack
ამს ბოსტნეულის ფაფები და რაღაც ეგეთები არ მოწონს სემპერის ფაფები უყვარს შვრია სიმინდი წიწიბურა და ხილი ამას ჭამს
მარტო ბოსტნეულს სამ კოვზს თუ აჭმევ ძალით

Posted by: NatiaGull 27 Dec 2021, 14:13
გოგოებო, ჩემს გოგოს ვამჩნევ ტაკოს ხაზი არ აქვს სწორი. :/ ანუ ცოტა გადახრილია და რას მირჩევთ ?

Posted by: emiblack 27 Dec 2021, 15:25
mmaarriiaamm123123
შედარებით ჭამს შავი ქლიავის ხილფაფას სემპერისას და სემპერის სიმინდის ფაფას , ბოსტნეულიდან ჭარხალს , ანუ ვურევ ყველა ბოსტნეულს ერთმანეთს და ეარხალს ვუმატებ და 3 პატარა კოვზს ჭამს დაძალებით. დაძალების გარეშე არაფერს არ ჭამს. თვითოვებაც ვცადე და რა ვიცი ყველაფერი . იმედია მიეჩვევა მერე
NatiaGull
ექოსკოპია გადაღებული აქვს თავის დროზე დიაპლაზიის გამოსარიცხად? როგორც ვიცი აღარ ექცევა მაგ ასიმეტრიას ყურადღება როცა ნორმაშია სხვა ყველაფერი, მაგრამ მაინც დაეკითხე პედიატრს.

Posted by: NatiaGull 27 Dec 2021, 18:15
emiblack
კი, 3 თვეზე მედიქლაბში ნინომ მითხრა აქვსო მარცხნივო, 4 თვეზე მრჩეველში შევამოწმეთ გოცირიძესთან და გამორიცხა დისპლაზია.
დავეკითხები აუცილებლად

Posted by: nopiahopi 27 Dec 2021, 20:05
mmaarriiaamm123123
QUOTE
ამს ბოსტნეულის ფაფები და რაღაც ეგეთები არ მოწონს სემპერის ფაფები უყვარს შვრია სიმინდი წიწიბურა და ხილი ამას ჭამს
მარტო ბოსტნეულს სამ კოვზს თუ აჭმევ ძალით

ცალობით მოხარშული ბოსნტეული სცადე აბა.
შეიძლება უფრო მოეწონოს მაგ ფორმით.

ეს თუ გაჭედავს ხოლმე სადილზე, უცებ ვუხარშავ სტაფილოს, ბროკოლს, კარტოფილს და ისე ჭამს.
მაგალითად, დღეს ცალკე არ უჭამია ბოსტნეული. ვაშლს და მსხალს ღურტნიდა თავისით. სადილად ჭამა ბოსტნეულის პიურე ხორცთან ერთად. საღამოს პლაზმონის მაკარონი და ჩვეულებრივი ბროკოლი მოვუხარშე და მაგით ივახშმა. მე მაკარონს ვაჭმევდი, თვითონ ბროკოლს იტენიდა biggrin.gif


Posted by: anibani18 27 Dec 2021, 21:15
gogatakoo
ლუკიანე რა ჯიუტი ყოფილა <3
ჩემს გოგოს ხან მშვიდი ხასიათი აქვს და დამყოლია, ხან ძალიან წუწუნაა, თან სულ ფეხებზე გეკრობა და არაფრის საშუალებას არ გაძლევს. იმედია, გადაუვლის ნელ-ნელა. ვცდილობ ყველა საქმეში ჩავრთო ხოლმე, რაღაცეებს შეეჩვია, რაღაცეების სწავლა მე თვითონ მიწევს, არ ვიცი როგორ ჩავრთო საკვების კეთებაში, მაგალითად. ისე ვაძლევ ხოლმე ბოსტნეულს, მთლიან ბულგარულს მაგალითად და თავისი უკბილო ღრძილებით ღრღნის, მაგრამ ეს ხომ არ არის საჭმელის კეთებაში ჩართვა... მოკლედ, ჯერ მე თვითონ ვსწავლობ.
რას შვები? როგორ ხარ?
* * *
mmaarriiaamm123123
ჩემს ძალიან უყვარდა ეს ორი ერთდა. პლაზმონის ყველზე საერთოდ აცახცახებდა რომ ხედავდა. აბა ისპანახი სცადე დაუმატო და მოხარშული კვერცხი, თუ გასინჯული აქვს
* * *
emiblack
ნუ დააძალებ. მერე უფრო გაგიჭირდება.
რამე აიღე და დაიწყე ჭამა, უბრალოდ შენთვის, რამე ისეთი, რასაც ბავშვსაც მისცემ, ბანანი ან ავოკადო, ან რაც შენ გინდა ის. ჭამე ისე, რომ მიხვდეს რომ ძალიან გემრიელია. არ უყურო და არაფერი დააძალო, არც მის სკამში გყავდეს ჩასმული, არ შესთავაზო რასაც ჭამ. უბრალოდ ჭამე მის გვერდით. წესით უნდა დაინტერესდეს. თუ პირველად არ დაინტერესდა, მერე კიდევ სცადე, ოღონდ არ აგრძნობინო, რომ გინდა ჭამოს ეს პროდუქტი.
აქ ნახე, იქნებ გამოგადგეს
https://www.instagram.com/p/CWEN33aFZo4/
ამ გვერდის ისეთი მადლიერი ვარ. იმდენი ვისწავლე და დავმშვიდდი რაც მთავარია.
* * *
nopiahopi
ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ შევუცვალოთ საკვები. ანუ თუ არ ჭამა რაღაც, ვსიო, მისი ნებაა, არ შესთავაზო უცებ რამე სხვა. ეს წუნია მჭამელისკენ მიმავალი გზაა. შეგიძლია რამეთი უფრო საინტერესო გახადო საკვები, მაგალითად, თუ უყვარს მაწონი, დაუმატე ზემოდან მაწონი, მაგრამ თეფში და საჭმელი არ გამოუცვალო.

Posted by: nopiahopi 27 Dec 2021, 21:50
anibani18
QUOTE
ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ შევუცვალოთ საკვები. ანუ თუ არ ჭამა რაღაც, ვსიო, მისი ნებაა, არ შესთავაზო უცებ რამე სხვა. ეს წუნია მჭამელისკენ მიმავალი გზაა. შეგიძლია რამეთი უფრო საინტერესო გახადო საკვები, მაგალითად, თუ უყვარს მაწონი, დაუმატე ზემოდან მაწონი, მაგრამ თეფში და საჭმელი არ გამოუცვალო.


აჰაა, გასაგებია.
ისე თვითონ როცა ჭამს დაჭრილ ბოსტნეულს ან ხილს, თეფშს აღარ ვუდებ. პირდაპირ მაგიდაზე ვუწყობ. რამდენჯერაც თეფშზე დავუდე, ააყირავა, საჭმელი დაიყარა მაგიდაზე, მოისროლა თეფში და ისე გააგრძელა ჭამა. ამას რა მოვუხერხო?

როცა ფაფას ან სადილს ვაჭმევ, თეფში მე მიჭირავს. არ აჩერებს მაგიდაზე :/

ხაჭოს არ იღებს არაფრით sad.gif არ მოსწონს ეგ კონსისტენცია, ისევე როგორც გახეხილ ხილს არ ჭამს. მხოლოდ დაჭრილი უნდა. ჰოდა დაბლენდერებული ხაჭო ივარგებს? იქნებ ეგრე მაინც ჭამოს.

Posted by: mmaarriiaamm123123 28 Dec 2021, 00:24
emiblack
სიმინდის ფაფა ძალიან წყალყალა არ გამოდის? თუ
მე მეჩვენება რავიცი ისინი ეგრე არარის დანარჩენები და ეს ძაან წყალწყალაა , წლიავზე ესეც გიჟდება და ხილზე საერთოდ ყველაზე :დ ❤️❤️❤️
* * *
nopiahopi
ხორცს რომელს?
* * *
anibani18
რაღაცნაირად ცომდებასავით და არ მოწონს ეს მაკარონი ყველი ცალკე მოწონს ორივე პლაზმონის ვუყიდე როგორც დაწერეთ :დ

Posted by: nopiahopi 28 Dec 2021, 11:34
mmaarriiaamm123123
QUOTE
ხორცს რომელს?

პლაზმონის ხორცეულს ვაჭმევ. ბოსტნეულის პიურეს რომ ვუმზადებ, თეფშზე გადმოღების მერე მაგ ხორცხ ვურევ. ქათმით დავუწყე, მერე კურდღელი, ხბო და ა. შ. ქათმის კარგი ხორცი როცა მივარდება ხელში, უკვე მე ვუხარშავ და პაწაწკინტელებად დაჭრილს ვუყრი ბოსტნეულში. დანარჩენს ქილისას ვაძლევ ჯერ. იმდენი ვიყიდე ფასდაკლებაზე, მაგის დაცლას ველოდები და მერე გადავალ ჩვეულებრივი ხორცის ყიდვაზე და მოხარშვაზე biggrin.gif
* * *
გოგოებო, კივი ალბათ ჯერ არ შეიძლება ხომ გავასინჯო? ციტრუსზე მახსოვს რომ არ შეიძლება და კივზე ვერ ჩამოვყალიბდი biggrin.gif

NatiaGull
ღამე ჭამაზე რას შვებით?
ამოაგდო თუ ჯერ არა? ეს ხან ჭამდა, ხან აკეთებდა შუალედებს. ახლა კი კოვიდის მერე განსაკუთრებით უჭირს და საერთოდ არ აკეთებს შუალედს, ძლივს ქაჩავს, ღამე 4 სთ-ში ერთხელ ისევ დაიწყო ჭამა

Posted by: narkozeli 28 Dec 2021, 12:28
nopiahopi

კივი და ციტრუსი 8 თვიდან შეიძლება.

ხაჭო წლამდე არცაა დიდად საჭირო, რთული მოსანელებელია და რცხილაძე არ ურჩევს თავის პაციენტებს. მე კვირაში ერთხელ ჰიპისას ვაჭმევდი ხოლმე შიგადაშიგ.
ეხლა თუ მკითხავ ჩემი შვილის საყვარელი საჭმელია ხაჭო. დღეში ასჯერ შეუძლია მოითხოვოს.



Posted by: anibani18 28 Dec 2021, 15:00
nopiahopi
თეფშების და საკვების სროლა ჩვეულებრივი ამბავია ბავშვებში. 12 თვემდე შეიძლება უბრალოდ გრავიტაციას ეცნობოდეს. ან შეიძლება მიგანიშნებდეს, რომ არ შია ან არ მოსწონს საკვები.
ჩემი გოგო დიდად არ ისროდა არც თეფშებს და არც საკვებს. ახლა როცა დანაყრებულია, თეფშს სწევს გვერდზე, ცოტაზე აყირავებს. ვიცი რომ არ შია და დტოულად უნდა მოვაშორო თეფში.
იყიდება მაგიდაზე მისაკრობიანი თეფშები, შეგიძლია ისინი სცადო.
ხაჭო შეგიძლია დაუბლენდერო ხილთან ერთად. ხან ისე სცადე, ხან ასე. სულ ერთნაირს ნუ სთავაზობ, სსვადასხვანაირი სახით გააცანი.

mmaarriiaamm123123
არ მოსწონს და ნურც მისცემთ ამ მაკარონს. მით უმეტეს თუ დილით ჭამს მარცვლეულის ფაფას. აი, ნახავთ, მოვა დრო და მაკარონზე უარს არასოდეს იტყვის smile.gif

Posted by: nopiahopi 28 Dec 2021, 16:49
anibani18
ეს მარტო თეფშს ისვრის, საჭმელს მაგიდაზე ყრის და ისე ჭამს )) არ ევასება თეფშიდან ჭამა )))
უი მისაკრავი თეფში რა კარგი გამახსენე, მაქვს და დავიწყებული მქონდა :/

ვცდი მაგასაც და თუ ეგეც მოისროლა, მთავარია ჭამს და ჭამოს იმ თავისი მაგიდიდან, რა ვუყო biggrin.gif მიეჩვევა მერე ალბათ თეფშსაც.

narkozeli
QUOTE
კივი და ციტრუსი 8 თვიდან შეიძლება.

ხაჭო წლამდე არცაა დიდად საჭირო, რთული მოსანელებელია და რცხილაძე არ ურჩევს თავის პაციენტებს. მე კვირაში ერთხელ ჰიპისას ვაჭმევდი ხოლმე შიგადაშიგ.
ეხლა თუ მკითხავ ჩემი შვილის საყვარელი საჭმელია ხაჭო. დღეში ასჯერ შეუძლია მოითხოვოს.


კივს გავაღრუტნინებ მაშინ ახალი წლიდან smile.gif
ხაჭოსაც ჯერ ეგრე ვაპირებ, კვირაში ერთხელ მივცემ. ამასობაში გაიზრდება რა

Posted by: anibani18 28 Dec 2021, 21:42
nopiahopi
რამდენისაა ახლა?
მიეჩვევა, აბა რას იზამს. ჩემი იცი როგორ ჭამდა და დღემდე ხანდახან ისეთი მუდუდღნულია, გული შეგიწუხდება. ყველა მეუბნებოდა, ყოჩაღ შენს გაძლეობასო. მაგრამ ჩემთვის ამის კვება არის შესვენება, მეც შემიძლია ვჭამო, ან უბრალოდ დავისვენო. დაბან მერე უცებ და გამოუცვლი. ახლა ნელ-ნელა დაიწყო კოვზის გამოყენება, ცდილობს ამოიღოს საკვები კოვზით თეფშიდან, პირში ჩაიდოს, ჩვეულებრივი ჭიქიდან სვამს ხოლმე. მოკლედ ნელ-ნელა გამოდის ველურად ჭამის ასაკიდან. შენიც შეეგუება და შეეჩვევა თეფშს, მთავარია კვების მიმართ პოზიტიური და სწორი განწყობა ჩამოუყალიბო.

Posted by: mmaarriiaamm123123 28 Dec 2021, 22:12
ეს ყოველივე კაი და ბანაობის დროს რო ხააავიიის რა შეიძლება მოვიმოქმედო?? და რატომდაიწყო თვალი ვერ დაეწვებოდა და ვერაფერი :დ უეცრად ერთ დღეს გადაწყვიტავესე გაციების შემდეგ

Posted by: nopiahopi 28 Dec 2021, 23:11
anibani18
8 თვისაა. ჭამის დროს ესეც იზელს ყველაფერს, მაგრამ არ ვაპრობლემებ. რომ მოამთავრებს, ავიყვან და მოვბან და ვუცვლი. დღეს სადილს ვაჭმევდი კოვზით და თეფშში იდაყვამდე ჩაძვრა და იტიტყნიდა. თან ვაჭმევდი biggrin.gif biggrin.gif მაგრამ ნუ ისეთი ბედნიერი იყო, ვერ დავუშალე ))) მერე ყურებიდან ამოვუფხიკე ბოსტნეულის პიურე )) წამწამებზე რომ ესვა, ეგ არაფერი ))

აუ მე დამიდგა ახლა ეგ ხანა. რომ მინდა დავჯდე და ვჭამო (მეც ხომ ადამიანი ვარ biggrin.gif ), მივაჩეჩებ ამას რამეს ხელში და ვჯდები მშვიდად… კმაყოფილები ვილუკმებით )) მაგრამ ჯერ ძირითადი კვება კოვზით უწევს და მე ვაჭმევ და შუალედებშიც არ ამბობს უარს რაღაცის ცმაცუნზე.


წიწიბურაზე რას ვშვებით არაფაფის სახით? შეიძლება უკვე? დღეს გავასინჯე ერთი ჩაის კოვზი და გამოეტირა. ყველთან ერთად ეგეც რომ მივცე ხოლმე, შეიძლება უკვე ?
მოკლედ ამ კოვიდის გამო საჭიროების გარეშე რომ აღარ დამყავს პედიატრთან, თქვენ ხართ ჩემი მრჩევლები )))

narkozeli
ჰიპის ხაჭო როგორი კონსისტენციისაა? არაა ჩვეულებრივი ხაჭოსავით ?
* * *
mmaarriiaamm123123
რა არ მოეწონა ვითომ?!

Posted by: ninunin 29 Dec 2021, 00:22
nopiahopi
QUOTE
ღამე ჭამაზე რას შვებით?
ამოაგდო თუ ჯერ არა? ეს ხან ჭამდა, ხან აკეთებდა შუალედებს. ახლა კი კოვიდის მერე განსაკუთრებით უჭირს და საერთოდ არ აკეთებს შუალედს, ძლივს ქაჩავს, ღამე 4 სთ-ში ერთხელ ისევ დაიწყო ჭამა

ჩემმა 3 თვის ის შემდეგ საერთოდ ამოაგდო ღამის ჭამა ,ისე ძინავს კიდია არც ახსენდება თუ გამოეღვიძა სოსკას უდებ და ვუბრუნებ ძილს , არ ითხოვს, ხორცი როდიდად უნდა დავაწყებინო ამას? 6 თვის არის ბოსტნეულიდან რაც ამ ასაკში ეკუთვნის გასინჯული აქვს ყველაფერი და ვერ გავიგე ველოდები პედიატრის თანხმობას და როდიდან გაასინჯეთ ხორცი?

Posted by: emiblack 29 Dec 2021, 06:23
mmaarriiaamm123123
რა ვიცი მე არ მეჩვენება წყალ-წყალა, გუმცა გემრიელი არაა.
ბანაობას რაც შეეხება ჩემიც ესეა ბოლო დროს და შხაპში შემყავს . ხელში ვიჭერ და ვდგავართ შხაპის ქვეშ. საპნით დაბანებზეც ესეა და გასაპნულთან ფრთხილად იყავი არ გაგისრიალდეს)))
anibani18
ძალიან დიდი მადლობა <3 ვცადე ეგრე და მაინც არ გამოდის, აი როგორაა იცი? ყოველთვის იწევა ჩემი საჭმლისკენ , ნერწყვს ყლაპავს და როგორც კი ხელს მოკიდებს გააკანკალრბს , დამუწავს პირს და გვერდით წევს თავს არ შევჭამო))) რცხილაძემ მითხრა რო ეს გემოების პრობლემა კი არ აქვს, უბრალოდ ახალ კონსინსტენციებს ვერ ეგუებაო. მეც იგივეს ვიძახდი და გამიხარდა რომ მართლა არსებობს ეგეთი რამე. წლის მერე ძუძუს შევუმცირებ დღე და იმედია დაიწყებს აქტიურად ჭამას. ირაკლიმ წლამდე არ შეუმცირო , არაფერი არ აკლია და უკეთესს რას აჭმევ თუ შენთვის დიაკომფორტი არაა ძუძუთი კვებაო

Posted by: mmaarriiaamm123123 29 Dec 2021, 08:57
nopiahopi
emiblack
არ იცი ისე კივის და ტირის და ჭიმავს ამ ხელფეხს გეგონება ვაწამებდე არადა უყვარდა და ეხლა რა შეიცვალა არვიცი აღარ უყვარს აშკარად ხო მეც ეგრე მომიწევს აბა რავქნა ისტერიკებშია

Posted by: anibani18 29 Dec 2021, 11:15
mmaarriiaamm123123
ხდება ხოლმე. არ დააძალო, ტირილით ნუ აბანავებ, უბრალოდ სცადე სხვადასხვანაირად მიუდგე, როგორმე გაართო და ისევ შეაყვარო ბანაობა. ჩემსასაც ჰქონდა, მერე გადაუარა, ახლაც არ ჯდება ხოლმე. პატარა ჭიქა მაქვს წყლის დასასხმელი და იმით ჩანჩქერივით ვუწყობ ხოლმე და ისევ დაიწყო დაჯდომა.
nopiahopi
ჩემს საყვარელ საიტზე წერია, რომ შეიძლება 6 თვიდან
https://solidstarts.com/foods/buckwheat/
ქართველი დედები არ აძლევენ მგონი. მე ვაძლევდი 10 თვიდან დაახლოებით. ხორცთან ერთად ძალიან კარგია.
გადაუვლის ეს ზელვის პერიოდი, უცებ მობეზრდება. ჩემი აღარ იზელს, უბრალოდ თავისით ეთხუპნება პირი და მაჯები ხელით რომ ჭამს. იცი რა კარგია საკვებს რომ კიდებს ხელს, ზიზღის გრძნობა აღარ განუვითარდება მერე. კიდევ აუცილებლად საკვები მიეცი ისე, რომ შეეხოს სხვადასხვა საჭმელი ერთმანეთს. მერე შეიძლება ვეღარ აიტანოს ერთი საკვები მეორეთი რომ იყოს "დასვრილი".
emiblack
ჰო, სენსორულს ჰგავს. აი, აქ ნახე
https://solidstarts.com/baby-led-weaning/troubleshooting/
არ წამიკითხავს, გაიღვიძა ახლა ჩემმა შვილმა smile.gif მაგრამ იქნებ გამოგადგეს. თუ ვერ ნახე ვერაფერი, იკითხე ინსტაგრამ გვერდზე, აუცილებლად გაგცემენ პასუხს.

Posted by: nino84 29 Dec 2021, 12:04
გოგოებო, რომელ ნევროლოგს გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: takoo1 29 Dec 2021, 16:29
anibani18
არამიშავს ანი,შენ როგორ ხარ?:*
ცოტა გაციებული მყავს ლუკიანე სიცხე არააქ მარა იჟღვლინტებაbiggrin.gif
შენი გოგო რაშვება? აპირებ აალ წლებზე სადმე განიავებასsmile.gif

Posted by: NatiaGull 29 Dec 2021, 22:38
nopiahopi
აუ კი გოგო 2ჯერ ან 1ჯერ ჭამს უეჭველი biggrin.gif რამდენიმე პედიატრს დავეკითხე და თუ ვერ იძინებს ისეო, აჭამე . ეგ არის მოთხოვნილება და არა ჩვევაო.

Posted by: unusual 31 Dec 2021, 16:39
გოგოებო ბავშვი ერთი კვირაზე მეტია ცხვირში ხეუტუნებს და ღამე სუნთქვა უჭირს, როგორც ხდება ხოლმე მაგრამ ცხვირიდან ჩამონადენი არ აქვს და ექიმმა მითხრა ყელში ჩასდისო და მაგიტომო და ეგეთი რამე შეიძლება? ცხვირიდან არაფერი მოსდის და პლიუს ახველებს ღამე და ხველებისთვის დამატებით რა შეიძლება მივცე, პაიდოტერინს და ესლოტინს ვაძლევ ექიმის რჩევით.

Posted by: Na-Servus 31 Dec 2021, 17:25
დამდეგს გილოცავთ გოგოებო
ბედნიერი ჯანმრთელი და უპანდემიო წელი დამდგარიყოს ყველასთვის love.gif

Posted by: mmaarriiaamm123123 31 Dec 2021, 22:19
unusual
ჩააწვეთე ფიზიო და ამოუწმინდე და აღარ იზავს დაუგროვდა ეტყობა

Posted by: unusual 31 Dec 2021, 23:31
mmaarriiaamm123123. ცხვირში გულისხმობ? ანუ ამოწმენდა როგორ? ცხვირის მილიონ წვეთებს ვაწვეთებ

Posted by: mmaarriiaamm123123 1 Jan 2022, 01:04
unusual
ხოდა მილიონი არ ჩააწვეთო ფიზიოლოგიური ჩააწვეთე და ცხვირის საწმენდი იყიდე კანპოლის და იმითი ამოქაჩე

Posted by: NatiaGull 1 Jan 2022, 13:49
გოგოებო ძაან წითელი აქვს ტაკო ჩემს გოგოსsad.gif სუდო ვცადე, თურმანიძეც. რომ ვუსვამდი კიოდა sad.gif დღეს უკეთაა ცოტა.
პედიატრმა ნისტატინი წაუსვიო მაგრამ ვერ ვიპოვე და კლოტრიმაზოლით ჩამანაცვლებინა. რაიმე სხვა ხერხიც ხომ არ იცით ?

Posted by: nopiahopi 1 Jan 2022, 14:17
NatiaGull
სოკოვანია რამე? ფუგოდერმი თუ შეიძლებათქო რომ ჰკითხო პედიატრს? უფროსზე ეგ წამასმევინა ერთხელ, სოკოვანი სიწითლე ჰქონდა, დაფუფქულივით. კრემებმა არ უშველა და ექიმმა ეგ სოკოვანია და ფუგოდერმი წაუსვიო. იმედია სწორად მახსოვს სახელი. პირველივე წასმაზე ჩაუამა და 3-4 დღეში მთლიანად აულაგდა. ამას ტაკოზე არა, წინ ჰქონდა.

ისე პატარასაც ჰქონდა ერთი კვირისწინ მსგავსი და ველედამ უშველა, ოღონდ პატარა შეფუთვებში როა მხოლოდ, თეთრ ტუბიკებში. დიდები წლებია აღარ გამოდის ეგეთები.

Posted by: nino84 1 Jan 2022, 21:20
NatiaGull
სოკოსგან ჰქონდა ერთხელ ჩემ გოგოს სიწითლე და კლოტრიმაზოლმა ერთ დღეში უშველა

Posted by: NatiaGull 1 Jan 2022, 23:24
nopiahopi
nino84
გოგოებო, უკეთ აქვს ჩაუცხრა. დღეს სულ უპამპერსკდ მყავდა და ამის ფისებს და კუკებს დავსდევდი biggrin.gif კლოტრიმაზოლმაცუშველა ეტყობა.
მომი რომ არის გვერდი, მანდ შევუკვეთე ეხლა ძაან მაგარი თუთიის მალამო ჰქონიათ და ყოველ გამოცვლაზე წავუსვამ.
კი სოკოვანს გავსო ექიმმაც, აღარ ტირის ბავშვი რომ ვახებ ხელს, რაღას დავეძებ. ძაან მეცოდებოდა....

Posted by: nopiahopi 2 Jan 2022, 15:33
NatiaGull
ძალიან კარგი smile.gif




ninunin
კიკაბუს cloe გაქვს ხომ შენ? გამოყენებაში როგორი გამოდგა? მამიდაშვილს მინდა ვურჩიო

Posted by: ninunin 2 Jan 2022, 18:40
nopiahopi
მაქვს კი და გადასრევია პრაქტიკაში, გინდადააჯინე გინდა დააწვინე სიარულის მხრივ კიდევ, კარგი ამორტიზაცია აქვს და ყველა ვიწრო ადგილას კარგად გამავალია, პრაქტიკულია სულ მაგით დავათრევ ყველგან biggrin.gif

Posted by: nopiahopi 2 Jan 2022, 19:01
ninunin
ძალიან კარგი smile.gif მადლობა.

დიდი ეტლის ყიდვას აპირებდა და გადავაფიქრებინე. მე ხომ იცი ეგეთების მომხრე ვარ: პრაქტიკული, კომპაქტური, მუშა )) ჰოდა ისეთი კარგი ფასი აქვს, იქნებ მოეწონოს. ჩავუგდე ბმული smile.gif

Posted by: SOF - 777 3 Jan 2022, 23:01
nopiahopi
წიწიბურას ურძეო ფაფაში ბროკოლის პიურე რომ გავურიო რას მირჩევ? - ბროკოლი უყვარს, ფაფა - არა და ეგრე რომ მივაჩვიო...

Posted by: Melizma 4 Jan 2022, 17:29
Gogoebo, mainteresebs semper is fafas rogor uketebt 6tvis bavshsvs, aweria 200 ml ze 4 kovzi(chairs) da gamodis supi papa ki aara

Posted by: NatiaGull 5 Jan 2022, 00:18
Melizma
თვალის ზომით უნდა გაასქელო, შვედეთში ალბათ მოცუცქნული კოვზები აქვთ

* * *
SOF - 777
ფაფაში ბოსტნეული ნაკლებად, ჯობს ხილთან ერთად შეაპარო ფაფა

Posted by: Glamurka 5 Jan 2022, 11:39
ყველას გილოცავთ ახალ წელს წარმატებული წელი გქონოდეთ love.gif
* * *
NatiaGull
ნათ როგორ ხარ აბა შენი გოგო როგორ არის <3

Posted by: any_body 5 Jan 2022, 14:07
გილოცავთ გოგოებო ახალ წელს ^^

2 თვიდან რა სათამაშოებს იყენებთ და სად ყიდულობთ ?

Posted by: SOF - 777 6 Jan 2022, 22:15
გოგოებო, იოგურტს რომელი თვიდან აძლევთ?
აფთიაქისას აძლევთ თუ მაღაზიაშიც შეიძლება ყიდვა?
ნატურალური რძისგან/არაჟნისგან ხომ არ უმზადებთ?

ზოგადად რძე ვიცი 1 წლამდე არ არის რეკომენდებული... ექიმმა გამოუწერა ჰიპის იოგურტი 6 თვის ბავშვს და ეხლა ვნახე ფასები, სასწაული ფასი აქვს, 6 ლარი ღირს ფასდაკლებული...

Posted by: Glamurka 6 Jan 2022, 23:21
SOF - 777
ჰუმანას იოგურტიც უშაქროა და ბიუჯეტურია გაცილებით.

Posted by: nopiahopi 7 Jan 2022, 00:52
SOF - 777
ჰუმანას იოგურტს ვაძლევ ხანდახან.
8.5 თვიდან მივეცი. ჰუმანას ფეისბუქი ნახე. შემომტანები არიან მგონი. 30 ლარზე მოტანა უფასოა. ეგრე გამოვწერე, რამდენიმე შეკვრა შევუკვეთე. მაინც ზაფხულამდე აქვს ვადა და მომიტანეს სახლში უფასოდ და აფთიაქის ფასებზე იაფად.

აი ესაა ბმული

https://www.facebook.com/georgia.humana/

რძე არაა რეკომენდებული. თუმცა რძის ნაწარმს ცოტ ცოტას ვაძლევ. კვირაში ერთხელ საბავშვო მაწონს ქილის ხილთან (მოცვთან) ერთად ან სანტინოს ხაჭოს ჰუმანას იოგურტში გარეულს. დღეს სულგუნი გავასინჯე და შეიშალა ისე მოეწონა. 9თვისაა ჩემი. ზოგი არც ამეებს აჭმევს წლამდე. მე გავთამამდი biggrin.gif

Posted by: Ani_Floyd 8 Jan 2022, 00:02
გოგოებო ყველას გილოცავთ ახალ წელს. ვინმეს გქონიათ ასე ორსულობის დროს?? ეს ბოლო პერიოდია მარცხენა მენჯთან მტკივა თითქოს დენს მირტყავს ისეთი შეგრძნება მაქვს და მერე მარცხენა ფეხზე გადამდის ტკივილი..რას უნდა ნიშნავდეს? დენის დარტყმასავითაა..

Posted by: Glamurka 8 Jan 2022, 00:32
nopiahopi
რა უცებ გავიდა დრო როგორ ხარ ♥️
* * *
Ani_Floyd
დაურეკე შენს ექიმს ნუ შეგრცხვება. სავარაუდოდ ბოქვენის ძვალი გტკივა მეც მასე მტკიოდა. ეხოს რო გადაიღებ აუცილებლად გააზომინე. მერამდენე თვეში ხარ?

Posted by: Ani_Floyd 8 Jan 2022, 01:21
Glamurka
ბოქვენის ძვლის ტკივილი საშიშია? ვაპირებ ექიმთან მისვლას და ვეტყვი აუცილებლად მაგრამ მანამდე ხოარიცი რატო ხდება ეს ტკივილი და რამდენად საშიშია?

Posted by: Glamurka 8 Jan 2022, 10:29
Ani_Floyd
საშიში არაა უბრალოდ საკეისრო ინიშნება თუ ძაანა დაშორება მაგრამ არ მგონია შენ დაგჭირდეს სიმძიმე რო აწვება იცის ტკივილი

Posted by: mmaarriiaamm123123 10 Jan 2022, 10:13
Ani_Floyd
მთელი ცხრა თვე მტკიოდა და მერე რო გავაჩინე კიდე ერთი კვირა სიმფიზის ძვალი ქვია და ეხოზე გააზომინე რო გადაგიღებენ და მერე აჩვენე ექიმს 10მმ ზე საკეისრო ინიშნება როგორც მახსოვს მე მაგხელა არ მქონდა მაგრამ მაინც დისკომფორტია და გრკივა

Posted by: rezo_ozer 11 Jan 2022, 00:10
დისლექსია.
მსგავს პრობლემას რა სახით შეიძლება რო ვებრძოლოთ 6-7 წლის ასაკში?
რო კითხო დილით რა ჭამა ზუსტად ხსნ პასუხობს ხან არს. ვცდილობ მიზეზ შედეგობრივი მაჰსლითრბით ვესაუბრო. რაოშენობრავად ვუთხრა ნივთების მოწოდება. ან ფერების მიხედვით. დავდიოდით რამდენიმე ფსიწოლოგთან და ლოგოპედთან მაგრამ ''ხელზე დახვევის'' გარდა ვერაფერი შედეგი მივიღე. უმნიშვნრლო გსნვითარრბა ჰქონდა ხოლმე. არ უნდა სწავლს, თუმცა სკოლაში სიარული უხარია.

ამ პატარა ასაკში 2 ჯერ აწვს ნარკოზი გაკეთებული თანვკი გვაღწმუნებენ უსაფრთხოა მაგრამ რაღსც არ მჯერა მაგისი.
მსგავსი სიმპტომებს სხვა რითი შრიძლება რო ვებრძოლოთ? როგორც წეღან დავწერე მსგავსი შინაარსის კიყხვებით გაცილრბით კარგი შედეგი გვაწვს ვიდრე ფსიქოლოგრბთან და ლოგოპედებთან სისრულით.
* * *
ე.წ გაჯეტრბსაც აქტიურსდ ძმსრობს. ძირითადად ცეკვებს და სიმღერებს უყურებს. ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორი ეგეგც იქნება. მშრალ ინფორმაციას იღებს და თვითონ არაა აქტიურად ჩართული...

Posted by: მზე 11 Jan 2022, 11:52
rezo_ozer
მე გირჩევდით მიგეყვანათ გაგოშიძის ცენტრში შეფასებაზე და კარგ რეკომენდაციებს მოგცემენ. თუ თერაპიაა საჭირო, სპეციალისტებიც კარგი ყავთ და დაეხმარებიან.

Posted by: rezo_ozer 11 Jan 2022, 11:59
QUOTE (მზე @ 11 Jan 2022, 11:52 )
rezo_ozer
მე გირჩევდით მიგეყვანათ გაგოშიძის ცენტრში შეფასებაზე და კარგ რეკომენდაციებს მოგცემენ. თუ თერაპიაა საჭირო, სპეციალისტებიც კარგი ყავთ და დაეხმარებიან.

უშედეგო იყო მანდ სიარული. წელიწადზე მეტი ვიარეთ

Posted by: მზე 11 Jan 2022, 12:09
rezo_ozer
უი რას ამბობთ.
უკეთესი იდეა არ მაქვს sad.gif
გაჯეტების შეზღუდვა არ გირჩიეს ისე?

Posted by: rezo_ozer 11 Jan 2022, 13:35
QUOTE (მზე @ 11 Jan 2022, 12:09 )
rezo_ozer
უი რას ამბობთ.
უკეთესი იდეა არ მაქვს sad.gif
გაჯეტების შეზღუდვა არ გირჩიეს ისე?

მაგას ოჯახში ყველას ვუზღუდავ

Posted by: NatiaGull 12 Jan 2022, 01:24
გოგოებო, თერმო ტანსაცმელს სად ვნახავ ბავშვისთვის და ჩემთვის ? დიდი არჩევანი სად არის



rezo_ozer
არ შეზღუდოთ, სრულად აკრძალეთ ეკრანები გაჯეტები, ყველაფერი მსგავსი.
მხოლოდ ცოცხალი კომუნიკაცია.


Posted by: Anabeli111 12 Jan 2022, 19:15
rezo_ozer
აკრძალეთ გაჯეტები, ტელეფონები, ტელევიზოდი, გქონდეთ ცოცხალი კომუნიკაცია. მუდმივად ესაუბრეთ და ხშირად ითამაშეთ ერთად განმავითარებელი თამაშები.

სწავლა კი არ ეზარება, უჭირს წაკითხვა და ამის გამო თავს არიდებს ♡

ლინდა მალალი ჰანთის "თევზი ხეზე" წაიკითხეთ. ცოტა უკეთ რომ გაიგოთ, რას გრძნობს, ფიქრობს და განიცდის თქვენი პატარა. წარამატებები ♡

Posted by: anibani18 12 Jan 2022, 20:31
gogatakoo
არსად არ წავსულვართ, თაკო. შენ იყავი სადმე?
რას შვება ლუკიანე ბატონი? გამოკეთდებოდა უკვე <3
ჩემი გოგო არის ძველებურად, დაგვატარებს აქეთ-იქით, ერთი წამი არ გვიშვებს ხელს. იმედია, გადაუვლის ეს პერიოდი.
მატყუარას მინდა გადავაჩვიო ახლა. მაგრამ არ ვიცი როგორ მივუდგე.
* * *
Anabeli111
დღეს ბავშვებთან ერთად განვიხილავდით ამ წიგნს <3
შობა-ახალ წელს გილოცავ, ანი <3 ბედნიერი წელი ყოფილიყოს :*
ჩემს გოგოს ძალიან უყვარს მუსიკა. პრობლემა ხომ არ არის, როცა ვურთავთ ტელეფონში? არ უყურებს ეკრანს საერთოდ, გადაბრუნებული დევს სულ ტელეფონი, მუსიკის გარეშე ვერ ძლებს, სულ გვთხოვს ჩამირთეთო.

nino84
გოჩა ჩიქვინიძეს

Posted by: nopiahopi 12 Jan 2022, 21:38
anibani18
შენ გეცოდინება კარგი სულგუნი )) სანებოსი ვუყიდე ერთი ყიდვა და რომელი ჯობია ისე?

Posted by: Anabeli111 12 Jan 2022, 23:16
anibani18
მეც გილოცავ, საყვარელო ♡ შეუმცირე, ან, დრო.. სამწუხაროდ, მერე ხმას აღარ იღებენ ხოლმე, ზარმაცდებიან და ლაპარაკზე ფეხს ითრევენ ♡ ამიტომ ბევრი იტიტინეთ ერთად ♡ მუდმივად შეეკითხე რაღაცები, რომ პასუხი შეძლოს, თუნდაც მოკლე.. დავალებები მიეცი, მოგაწოდოს რაღაცები ♡

Posted by: anibani18 13 Jan 2022, 11:23
nopiahopi
მე არ მომეწონა სანტეს სულგუნი. ჩემთან ახლოსაა პატარა მაღაზია, აგრომენი და იქ ვყიდულობ სულგუნს. ზამთარში ცომ იცი არ არის გემრიელი ყველი, გაზაფხულისთბის ისევ გახდება გემრიელი.
Anabeli111
მართლა ანი? ანუ მარტო კი არ არის მუსიკასთან ერთად, ფონად არის ჩართული უბრალოდ რომელიმე ოთახში. ჩვენ სულ მასთან ვართ, ვთამაშობთ, სახლის საქმეებს ვაკეთებთ, ვლაპარაკობთ. მელოდიები მოსწონს და მღერის რაღაცეებს ან ცეკვავს ხოლმე. არ მეგონა თუ პრობლემა იყო, შევეცდები აღარ ჩავურთო

Posted by: nopiahopi 13 Jan 2022, 11:49
anibani18
მე ქარხნული ეს სანებო ვცადე, სანტე არ გამისინჯავს. ძალიან მოსწონს, წიწიბურასთან ერთად მიირთვა გახეხილი smile.gif

Posted by: anibani18 13 Jan 2022, 14:10
nopiahopi
სანებოც სანტესი მეგონა. ჩემსასაც ძალიან უყვარს. ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად სცადე ჩვეულებრივი წიწიბურა. ძალიან გემრიელია.
შენ გადაიყვანე ჩვეულებრივ ფაფებზე?

Posted by: Anabeli111 13 Jan 2022, 15:50
anibani18
ყველაფერი ძალიან კარგია, რაააც აკეთებთ ♡♡ უბრალოდ მუდმივად ჩართულმა მუსიკამ, ტელევიზორმა და ა.შ იცის ბავშვის გაზარმაცება. სამწუხაროდ, პრაქტიკა ამას აჩვენებს :/ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა აუკრძალო. უბრალოდ პაუზები გააკეთეთ ხოლმე ♡

Posted by: nino84 13 Jan 2022, 21:13
anibani18
მახსოვდა ადრე ჩიქვინიძეს რომ აქებდნენ ფორუმზე და მყავდა მზიურიმედში, მადლობა.

Posted by: nopiahopi 14 Jan 2022, 06:32
anibani18
QUOTE
შენ გადაიყვანე ჩვეულებრივ ფაფებზე?


ამ ან მომდევნო ორშაბათს ვაპირებ ნორდიკზე გადაყვანას smile.gif

QUOTE
ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად სცადე ჩვეულებრივი წიწიბურა. ძალიან გემრიელია.


ჩვეულებრივ წიწიბურას ჭამს გახეხილ ყველთან ერთად. მოხარშულ ბოსტნეულთან ერთადაც მიირთვა და მოსწონს. წიწიბურას მე ვაჭმევდი,ბოსტნეულს თავად იდებდა პირში ))

ახლა მოხარშული ხორციც მინდა ეგრე მივცე,თვითონ რომ გაძიძგნოს როგორც შეძლებს .

თევზეული ღუმელში მოვუმზადო?
შემწვარი ჯერ არაფერი მიმიცია.

Posted by: anibani18 16 Jan 2022, 15:37
Anabeli111
მადლობა, ანი <3 კარგია, რომ მითხარი. მეგონა მუსიკა სმენას ავითარებდა და რომ მოსწონს, აღარ ვუკრძალავდი.

* * *
nopiahopi
კი, ღუმლში შეგიძლია. რომელი თევზი უნდა მისცე? ორაგული უცებ იწვება ტაფაზე ცხიმის გარეშეც, ღუმელშიც კარგია ძალიან, ლიმონი დაუდე ქვეშ რამდნეიმე ნაჭერი.
ყოჩაღ შენ, რომ გადაგყავს ნორდიკზე. ჩემი მშვენივრად ჭამს ნორდიკს, ოღონდ მე სულ ყველით ვაძლევ ხოლმე რომელი მარცვლეულიც არ უნდა იყოს. ხილით მომზადება მიჭირს ხოლმე დილით, მეტი დრო უნდა ხოლმე. აფთიაქის ფაფებს უარესად ჭამდა. ჩემი გამოცდილებით, რაც დავანებე თავი და მივუშვი ნებაზე, რაც თავად დაიწყო ჭამა, მადაც მოემატა და უფრო ჯანმრთელი ჭამის ჩვევები ჩამოუყალიბდა.
თევზზე გამახსენდა, ახლა სიბასი ვიყიდე. კარგი თევზია ნეტა? ნორმალურად ჭამა, ორაგულზე არ გიჟდება, არც ზუთხი მოეწონა. ეს ყველაზე კარგად ჭამა. ყვავილოვანი კომბოსტოს პიურესთან ერთად მოვუმზადე.

Posted by: nopiahopi 16 Jan 2022, 17:45
anibani18
ორაგულის ნაჭრები რომაა, მაგის მიცემას ვფიქრობ. თუ ღუმელში შევუწვავ, ჯობია კალკა გადაფარო ხომ?

დამიგვიანდა თევზის მიცემა ისედაც. აი ძალიან მჭედავს ეს ყოველდღიურად სახლში არყოფნის რეჟიმი sad.gif

მინდა, რომ პირველად მე მოვუმზადო და გავასინჯო ხოლმე ახალი საკვები. მაგრამ არ გამომდის, ძალიან რთული წელი მაქვს დროის მხრივ.

ნორდიკი ხვალ მინდა გავასინჯო. აფთიაქის ფაფებს გადასარევად ჭამს, იმედია ნორდიკიც მოეწონება. შვრიით ვაპირებ დავუწყო. თუ შეჭამს, 1-2 კვირაში სხვა მარცვლეულითაც გავუმრავალფეროვნებ.

ჰო, ამ ბოლო დროს საქონლის ხორცის გარდა აღარ მოსწონს ბოსტნეულის პიურეში თუ სხვა ხორცია შერეული. ჰოდა რაც ქილის ხორცი მაქვს ნაყიდი (კურდღელი, ინდაური, ქათამი) მაკარონთან ერთად რომ ვაჭამო, რა უჭირს? biggrin.gif თუ მოეწონება..

ქათმის ხორცს უკვე ვუხარშავ, ვუძენძავ და ისე ჭამს თავისით. რატომ აითვალისწუნა ბოსტეულის პიურესთან ერთად, არ ვიცი ))


ბანანი ვერ მოვაწონე )) ბანანის ჰუმანას იოგურტს ჭამს, მაგრამ ცალკე ხილად ისე იჭყანება და არ იკარებს, გეგონება მჟავე რამე იყოს ))
* * *
მეორე ბასასუნას ამბები როგორაა? როდის ელოდები? jump.gif


Posted by: anibani18 16 Jan 2022, 21:34
nopiahopi
ფბ-ზე რომ არის ბავშვების ჭამა-სმის ჯგუფი, იქ წავიკითხე, რომ ფოლგა რაღაც მავნე ნივთიერებას გამოყოფსო, მაგრამ მე ვხმარობ ხოლმე.
არ გამოდის ყველაფრის თვალის დევნება. მეც დედა მეხმარება ახლა და ვერ ვარ ისე ჩართული ყველა დეტალში. ხანდახან მგონია, რომ ბებო უფრო შეუყვარდა და უფროა მასზე მიჯაჭვული ვიდრე ჩემზე smile.gif
ხომ იცი ეტაპობრივად აქვთ ბავშვებს ყველაფერი, შეიძლება ხვალ შეიყვაროს ბანანი. ფორთოხალი გაასინჯე? მახსოვს აპირებდი, თუ არ ვცდები. შეიძლება ძალიან ეტკბილება ბანანი smile.gif
კარგადაა, უფლის წყალობით. იზრდება ნელ-ნელა. ივნისის 21-ში წესით, მაგრამ სავარაუდოდ ვერ მივალ იქამდე.

Posted by: nopiahopi 17 Jan 2022, 00:32
anibani18

კივის გასინჯვას ვაპირებდი, სხვა ციტრუსზე მაინც ვიკავებ თავს ამ ზამთარს. პირველად კი გასინჯა რამდენიმე ჩადება და მას მერე ყველა ცდაზე მიგდებს.

პარასკევს ბოლოკზე გაეტირა დედაჩემს და იმანაც გაასინჯა და მოეწონა და ბანანს რას ერჩის ვერ გამიგია )) არადა იოგურტებიც ხომ ტკბილია და კი მიირთმევს biggrin.gif


QUOTE
კარგადაა, უფლის წყალობით. იზრდება ნელ-ნელა. ივნისის 21-ში წესით, მაგრამ სავარაუდოდ ვერ მივალ იქამდე.


მშვენიერი თვეა, პაპანაქებაში არ მოგიწევს დიდი მუცლით ყოფნა smile.gif

აი შენ და itona რომ არის იუზერი (ჩემს მერე, მგონი მაისში გააჩინა) ჩემს თვალში გმირებზე მეტი ხართ ასეთი შუალედებით რომ აჩენთ მეორეებს !! ყოჩაღ რა, უმაგრესი გოგოები ხართ 2kiss.gif

დედა მეც მეხმარება,მაგრამ მხოლოდ ჩემი სამსახურში ყოფნის საათებში. ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს , უჭირს ძალიან და მაგის გამო სამსახურშიც ეკლებზე ვზივარ, რომ მალე მივაკითხო ბავშვს და წამოვიყვანო.

მე იმ ეტაპზე ვარ ამ უძილობის ფონზე, ახლა კი არა, მესამე შვილი მხოლოდ ოცნებაშიღა თუ არსებობს biggrin.gif

სახლში გამოვაცხადე, მესამე და მომდევნო შვილებს მაშინ გავაჩენ, როცა ახალი სახლის, ძიძის, უფროსის სკოლაში მტარებელის და ყოველ მეორე დღეს დამლგებლის საშუალება გვექნებათქო biggrin.gif ტყუილად რომ არ მელოდონ )))

Posted by: narkozeli 17 Jan 2022, 00:37
nopiahopi

გოგო რამხელაა შენი? ნორდიკი ხო წლამდე არ შეიძლება? baby.gif

Posted by: Tsitsi.la 17 Jan 2022, 00:52
როგორ ხართ დედიკოებო? როფორ არიან თქვენი პატარები? თვალს გადევნებთ , მაგრამ ხშირად ვეღარ ვაქტიურობ, ბიჭი იზრდება და ჩემი ენერგია მცორდება… smile.gif) ცოტა ძილის პრობლემები გვაქვს და გამშორების შფოთვა.. ამას ვებრძვი ეხლა

წლის აცრა გვიახლოვდება, ბევრი არაფერი ვიცი და იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება ან ცოდნა, რა გავითვალისწინო, რისთვის ვიყო მზად. თან სოფელშიც მინდა წავიყვანო ჰაერზე და მანამდე ჯობს თუ აცრის მერე.

Posted by: nopiahopi 17 Jan 2022, 00:59
narkozeli
წლამდე ბევრი გვიკლია ჯერ biggrin.gif
9 თვისაა. თავიდან კვირაში ერთხელ ვაჭმევ და მერე მოვუხშირებ.
მაწონსაც ვაძლევ კვირაში ერთხელ და ყველიან წიწიბურას ან პლაზმონის მაკარონს 2-3 ჯერ biggrin.gif აღარ ყოფნის ეს რძე და დღეში 2-2ჯერ ფაფების და ბოსტნეულის მიცემას ასე ვარჩიე.
* * *
Tsitsi.la
არაა სანერვიულო, მშვიდად ჩაივლის smile.gif წლის აცრაზე შეიძლება აცრიდან რამდენიმე დღის მერე გამოაყაროს, წითურას რეაქცია იქნება ეგ და არ შეგეშინდეს. ჩემსას არ ჰქონია რეაქცია, მაგრამ მახსოვს გამაფრთხილა ექიმმა, არ ინერვიულო თუ რამდენიმე დღის მერე გამოაყრისო.

Posted by: takotatuli1989 17 Jan 2022, 08:15
გოგოებო როგორ ხართ? ძლივს გავიხსენე პაროლი და შემოვგელვდი. ჩემმა პაწიებმა კოვიდი მოიხადეს ამ ახალ წელს. გახსენება აღარ მინდა, უნდა ამოვშალო ეს ახალი წელი ჩემი ცხოვრებიდან, ჯერ სამი შვილი ერთად დამატყდა თავს და სამის მოვლას ვსწავლობდი, რომ სამი კოვიდიანი ბავშვი გამიხდა მისახედი საავადმყოფოში. აღარ მოვყვები დეტალებს. კიდევ კარგი მე და ჩემი ქმარი სექტემბერში დაფაიEრებულები ვიყავით თორემ ბავშვებსაც ვერავინ მიხედავდა ისეთ დღეში იყო მთელი ოჯახი.
ეხლა მაქვს შეკითხვა, ჩემ უფროს გოგოზე მენერვიულება. 4 წლის გახდა ნოემბერში და ეს დედასთან მიჯაჭულობა ჯერ ვერ გადალახა. ამ პანდემიის გამო ბაღში არ დამყავს. მანამდე რო დამყავდა 5 თვე ეზიზღებოდა რასაც ქვია. არადა იდეალურ გარემოში დამყავდა, სულ 7 ბავშვი ყავდათ მისახედი, ყველა ჩემი ახლობელი იყო და პლიუს ჩემი დედამYილიც მაგ ბაღში მუშაობდა, მაგის დამჩაგრავ-დამბულინგებელი იქ არავინ იყო და თუ რამეს იხსენებს მარტო იმას რომ სტაფილო აჭამეს და ბოსტნეულები და გულს ირევს. მასწავლებელს იხსენებს ხშირად და სულ ჩემო საყვარელოს გაიძახის ისე მელაპარაკება და სულ მაქებს რომ ვყსრულებ დავალებებს, პომადასაც კი მაკალასავით ისვამს biggrin.gif but დღემდე ვერ უხსენებ ბაღში წასვლას. სულ ჩემEა გამოკერებული მარა აი მნიშვნელოვან მომენტებში, მაგალითად სასწრაფოს წასაყვანი რო გამიხდა ბავშვები მოვიდა და მითხრა წადით წადითო და არც წასვლის მერე დაუდგამს ისტერიკა. იგივე გააკეთა ზაფხულშიც ორსული რომ გავხდი სასწრაფოთი გადასაყვანი. აი ეს მაშინ როცა მაღაზიაშიც არ მიშვებს. ვფიქრობ რომ ქცევის დარღვევა აქვს მაგ კუთხით, არ მგონია ნორმალური 4 წლის ბავშვი კიოდეს და წიოდეს ბებიას არ გავყვები კონცერტზე ან დაბადების დღეზე ან ეზოში ან მაკდონალდსში აი არსად. მარტო მე და მამამისს დაგვყვება, მამამისსაც 3 წლის რაც გახდა მას მერე. მანქანაშიც თუ საჭესთან არ ვზივარ უკან უნდა ვეჯდე თორე რო დაიწყებს კივილს და ტირილს ვერ გააჩუმებ. გთზოვთ ობიექტურად შეხედეთ ამ ქცევას და მითხარით თქვენი აზრი ბავშვი თუ საჭიროება ფსიქოლოგის დახმარებას. პლიუს რ-ს ვერ იძახის სიტყვის თქმისას და ,,ლ"-ს იძახის. ხო და ხილი არ უჭამია მგონი წელი გახდება უკვე, არც კამპოტს სვამს და ზოგადად ახალი საკვების გასინჯვის შიში აქვს. აი კრემს რომ ვაკეთებ ტორტისთვის ვერ ალოკავს აი არ შეუძლია. ამ ხილის უჭმელობის გამო რაიმე ანალიზის ჩაბარების საჭიროება არის?
პ.ს. სხვა მხრივ ძალიან განვითარერებული ბავშვია, დამოუკიდებლად იცვამს, იხეხავს კბილებს, ტუალეტშიც მარტო დადის, ბანაობისას დამსწრე ვარ უბრალოდ აი ისე იხეხავს ტანს ვერ ჩაერევი biggrin.gif სასრიალოებზე ან სხვა გასართობ ადგილებში რო მიმყავს ბავშვებთან კომუნიკაციას პირველი ეს ამყარებს. ტყუპებიც ძალიან უყვარს, არ არსებობს გაუბრაზდეს ან უხეშად მოექცეს, მარტო ეფერება. სულ ვცდილობ შევაქო და არ მოვაკლო ყურადღება პატარების გამო.

Posted by: isuki 17 Jan 2022, 12:16
ბავშვის ხარისხიანი საკვებით გამოკვება რა ჯდება?
მართლა ხარისხიანით ოღონდ. რაღაც უბრალო საკვებს არ ვგულისხმობ

Posted by: Glamurka 17 Jan 2022, 23:04
გოგოებო გამარჯობა მირჩიეთ კანის ექიმი ვინმე კარგი დაბადებიდან ლაქა ქონდა და ეხლა თმაც ამოუვიდა ძალიან შევშინდი
* * *
narkozeli
გვანცა პრივეტ როგორ ხარ. ზურგზე ბავშვს აქვს ლაქა კარგი სპეციალისტი ხო არ იცი ვინმე ან მრჩეველში ხო არ ყავთ

Posted by: ReBelDiNaAa 18 Jan 2022, 17:12
მეგობრეო, სალამი.

ბავშვისთვის ჭიის წამალი თუ მიგიციათ და რომელი? 15 დღეში ერთხელ მეორდება როგორც ვიცი და რა წესების დაცვაა კიდევ აუცილებელი მის აღმოსაფხვრელად?

Posted by: narkozeli 18 Jan 2022, 17:49
Glamurka

პრივეტ, გოგო მაგ საკითხზე დერმატოლოგთან მიიყვანე. ვაჩეს აქვს მუხლზე და მყავდა კლინიკა კანში, გიორგი არველაძესთან, ძაან კმაყოფილი ვარ, აპარატით დაუსვა დიაგნოზი, აღმოჩნდა ლინეა ნევუსი ანუ ხაზოვანი ხალი და არ საჭიროებს მკურნალობას, უბრალოდ ეგ ადგილი მზეს უნდა მოარიდოს ხოლმე და მზისგან დამცავი ვუსვა როცა მზეში გამყავს. მე ჭავჭავაძის ფილიალში მყავდა, ყოფილი ლეჩკომბინატის გვერდზე არიან.

Posted by: Glamurka 18 Jan 2022, 20:41
narkozeli
მადლობა დიდი გვანცა. პირადში ჩაგიგდებ ფოტოს გაჩვენებ. მივიყვან მეც მანდ ♥️

Posted by: Anabeli111 19 Jan 2022, 14:25
takotatuli1989
მე დედა არ ვარ ჯერ და კაცმა არ იცის, როგორ მოვიქცევი მსგავს სიტუაციაში, მაგრამ მასწავლებელი ვარ და ხშირად ვყოფილვარ მსგავსი ფაქტის მომსწრე.

ერთი მოსწავლე მყავს (პირველკლასელი) მთელი 2 თვე სკოლაში მოსვლის წინ ტიროდა. შემოდიოდა და გვქონდა ისტერიკა, რომ არ უნდოდა დარჩენა.. დედა რომ მიდის, გულში რაღაც მწყდება ხოლმე, მეკუმშებაო biggrin.gif ♡♡♡ ვისაუბრე მშობელთან და შევთანხმდით, რომ რაღაც საზვრები უნდა დაგვეწესებინა. მაგალითად, დავუთქვით დრო.. თუ ყველა გაკვეთილს დაესწრებოდა მშვიდად და დავალებებს შეასრულებდა, მალე მოაკითხავდა დედა. ამ პირობას ვუსრილებდით აუცილებლად! ♡
როცა დავალებას კარგად შეასრულებდა, ვეუბნებოდი, რომ მისი დედიკო სიხარულით გაგიჟდებოდა ასეთი ყოჩაღი შვილი რომ ჰყავს..

გარეგანი მოტივაციაც ჰქონდა, 1 კვირის თავზე სასურველი სათამაშო უყიდეს.

ნელ-ნელა ტირილს მოუკლო, ისტერიკასაც და დღეს ძალიან თავისუფლად და სიხარულით მოდის სკოლაში ♡

რაც შეეხება რ-ს გამოთქმას. შეამოწმეთ ლაგამი არ ჰქონდეს. თუ არ აქვს, იუთუბზე რუსებს აქვთ ატვირთული ძალიან ბევრი სავარჯიშო, როგორ უნდა იმუშაოს ბავშვმა თამაშითს რ-ს გამოთქმაზე ♡

Posted by: მზე 19 Jan 2022, 20:38
takotatuli1989
მე გავესაუბრებოდი აუცილებელად ფსიქოლოგს. რჩევებს მოგცემს და ბაღი აუცილებელია ჩემი აზრით.
თავის თანატოლებთან აქვს ურთიერთობა?

Posted by: anibani18 19 Jan 2022, 22:14
nopiahopi
კარგი რა, რა გმირი smile.gif ძლივს ვლასლასებ და ვუმკლავდები ყველა საქმეს smile.gif
ბოლოკი კი არ მიმიცია მე. არის ახლა?
მე ექიმმა ამიკრძალა ბავშვის ხელში აყვანა და მეხმარება ახლა დედა ძალიან. მემსის კარგად შენი, რთულია ძალიან როცა დედა გეხმარება, თან თუ კარგი ჯანმრთელობა არ აქვს. ძიძა მაინც სხვაა ასე მგონია. არ მოერიდები თუ მაგალითად ძალიან დაღლილი ხარ. იმედია, ცუდად არ გამომივიდა თქმა.

narkozeli
როგორ ხარ, გვანც? როგორ არის ვაჩე? <3
გოგო, მახსოვს ადრე წერდი, მარტყუარას გადავაჩვიეო და ხომ ვერ გამიზიარებდი გამოცდილებას რა ასაკში გადააჩვიე და როგორ. მხოლოდ ძილის დროს აქვს ხოლმე, ისე დღის განმავლობაში არასოდეს. არ ვიცი როგორ მივუდგე, პატარათი შევეცადე შემეცვალა, დღის ძილზე მიიღო, ღამე ბღავილი ატეხა და შემეცოდა, დავუბრუნე ძველები. ნეტა წლამდე გადამეჩვია.

Posted by: nopiahopi 19 Jan 2022, 22:55
anibani18
ჰოო, ჯაბმრთელობა არ უწყობს დედას ხელს, არადა ისე უნდა. თან იცი როგორი ტიპია? აი განსაკუთრებული ურთიერთობა რომ აქვთ პატარებთან, თავისთავად. თან გამოდის, რომ არც მყავს დამხმარე. მხოლოდ ჩემი სამსახურში ყოფნის დროს ვტოვებ დედასთან. რაც მეორე გავჩინე, ქმრის გარდა, რომელიც ღამის 10-11 ზე მოდის სახლში და მეხმარება, 1 წუთი ვერავინ დავიხმარე და გამიჭირდა. სხვები ისე მხნედ არიან, ხანდახან მგონია, რომ რაღა მე ვარ ასეთი სუსტი გადაღლილი და უენერგიო. მაგრამ ვარ და ვაღიარებ, ძალიან რთულია უკვე 9 თვე უძილობა.


სოსკას რაც შეეხება, ჩემიც წოვს მხოლოდ ძილის დროს. უფროსიც ეგრე იყო, მაგით იძინებდა. არ გამინერვიულებია პატარა ასაკში. ორი წლის და 5 თვის იყო გურიიდან რომ ჩამოვედით და იმ დღეს ვუთხარი, სოსკა მატარებელში დაგვრჩათქო. იმ ღამეს ერთხელ გავიგე რომ ეძებდა და მორჩა. ძალიან უმტკინვეულოდ გადააგდო.
მე არ ვიცი პროფესიონალების აზრი, მაგრამ ალბათ პატარასაც რაღაც ეგრე შევურჩევ დროს. თუ იწვალებს, მივცემ ალბათ და მერე კიდე ვცდი. ალბათ დღისითაც რომ ითხოვდეს და მუდმივად პირში ედოს, უფრო მალე ვეცდებოდი გადაჩვევას. მაგრამ მხოლოდ ღამით რახან წოვს, არ ვნერვიულობ ჯერ.

Posted by: Ani_Floyd 19 Jan 2022, 23:39
გოგოებო სალამი. თვალის ექიმთან ყველა ორსულს გზავნიან მშობიარობამდე თუ მარტო იმ ორსულებს ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ?
* * *
QUOTE (mmaarriiaamm123123 @ 10 Jan 2022, 10:13 )
Ani_Floyd
მთელი ცხრა თვე მტკიოდა და მერე რო გავაჩინე კიდე ერთი კვირა სიმფიზის ძვალი ქვია და ეხოზე გააზომინე რო გადაგიღებენ და მერე აჩვენე ექიმს 10მმ ზე საკეისრო ინიშნება როგორც მახსოვს მე მაგხელა არ მქონდა მაგრამ მაინც დისკომფორტია და გრკივა

ვკითხე ექიმს და ასე მითხრა სიმძიმე რომ აწვება მაგიტომ არის ეგრე და ვერაფერს უშველიო cry.gif
* * *
გოგოებო კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. კლინიკა ჰერაში ვინც გააჩინეთ როგორი კმაყოფილები ხართ? გავიგე რომ პატარა სივრცეა და ადგილები არ არისო.. მართალია? გაგუა ჯობია თუ ჰერა? რას მირჩევთ პირადი გამოცდილებით?

Posted by: SOF - 777 20 Jan 2022, 09:48
გოგოებო მადლობა, მომიტანეს ჰუმანა. 33 ლარი მეგონა გადავიხადე 5 ცალში, აღმოჩნდა 20 smile.gif)) კონსულტანტმა ვერ ამიხსნა, შეკვრას გულისხმობდა ცალში, 4 ქილას smile.gif))

პამპერსზე მაინტერესებს, პამპერსის პამპერსს ვყიდულობდი 6 ზომას 18კგ-მდეა, მაგრამ ჩემს შვილს პატარა აქვს, წონით 14 კგ-ია და წელზე ვერ ამოსდის კარგად. თქვენ რომელ პამპერსს აცმევდით თქვენს ბაიებს, რო არ დაუწვას ტაკო?

Posted by: matuti 20 Jan 2022, 11:29
SOF - 777
QUOTE
პამპერსზე მაინტერესებს, პამპერსის პამპერსს ვყიდულობდი 6 ზომას 18კგ-მდეა, მაგრამ ჩემს შვილს პატარა აქვს, წონით 14 კგ-ია და წელზე ვერ ამოსდის კარგად. თქვენ რომელ პამპერსს აცმევდით თქვენს ბაიებს, რო არ დაუწვას ტაკო?

მე ყველაზე იაფიან პამპერსს ვაცმევ რაც დაიბადა მის მერე, მაგრამ ერთხელაც არ გამოსწვია (შეიძლება ბავშვის კანზეც არის დამოკიდებული). უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს ვუსმევ პარალელურად თითქმის ყოველ გამოცვლაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვუმშრალებ ნაკეცებს, ოდნავ სისველე თუ შეყვა ის დაუწვავს კანს.

Posted by: NatiaGull 20 Jan 2022, 15:23
SOF - 777
დაბადებიდან ჰაგის ელიტ სოფტს , არასდროს დაუწვავს ტაკოები.
მერე ულტრა კომფორტიც ვცადე, პამპერსიც, ქანბებეც.
საბოლოოდ ისევ ელიტ სოფტზე მყავდა, ხოლო რაც ტრუსებზე გადავიყვანე ლოვულარს ვაცმევ, ძვირია sad.gif მაგრამ საოცრად კარგია.

Posted by: anibani18 20 Jan 2022, 20:47
nopiahopi
მეც ზუსტად ასე ვფიქრობ ხოლმე smile.gif ალბათ მე მყავს სისხლისმსმელი ბავშვითქო, სხვები ისე ლაღად და უპრობლემოდ ზრდიან ხოლმე. მაგრამ ხომ იცი, ყველას სხვადასხვა ბუნება აქვს, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ არ გაჩვენებს თავის დაღლილობას, შეიძლება ასე უფრო მხნედ გრძნობენ თავს. თან უძილობაც ძალიან მოქმედებს. ჩემმა აი ახლა, ახალ წლამდე დაიწყო გადაბმული ძილი, იქამდე სულ იღვიძებდა ღამე, ხან ჭამდა, ხან რა და ხან რა. ბოლოს სულ აურია, საერთოდ აღარ მეძნა ხოლმე ღამ-ღამობით. მერე კი ცოტა ვიწვალე, მაგრამ ახლა სძინავს, 8:30-დან დილის 8 საათამდე. ცოტაც გაუძელი, ეს ყველაფერი დროის ამბავია, პატარებსაც უჭირთ, ყველაფერი სასწავლი აქვთ. ჩემი გამოცდილებით გეტყვი, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვისა და დედის ძილისთვის, ბავშვი დამოუკიდებლად იძინებდეს. ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, იქნებ გეცადა რომელიმე. თან სანამ პატარაა უფრო ადვილია, მერე და მერე გართულდება.
მართალი ხარ სოსკაზე. მეც დავანებე მაგ აზრს თავი. ჯერ არ არის მზად, იქნებ ცოტა მოგვიანებით კიდევ ვცადო. ძილის დროს კი მართლა მიჩვეულია ამ მატყუარებს, მათთან ჩახუტებული იძინებს.
იცი რა პრობლემა მაქვს მე ახლა, დილით ხომ გაიღვიძებს და თითქმის ყოველთვის კუკები აქვს პამპერსში. ახლა კიდევ ცოტა გადაეჩვია, სიფხიზლეშიც აკეთებს ხოლმე, მაგრამ აი, ალბათ ერთი თვეა, მხოლოდ ძილის დროს აკეთებდა. თან ცალკე რომ სძინავს და მთელი ღამე კრინტს არ სძრავს, არ ვიცი როდის აკეთებს და დილით მხვდება ეს საჩუქარი. ნეტა რამე მეთოდი ხომ არ არის, რომ გადავაჩვიო ძილის კუკებს? გადავქექე ინტერნეტი და ვერ ვიპოვე ვერაფერი ღირებული.

Posted by: Glamurka 20 Jan 2022, 22:08
გოგოებო კბილის ამოსვლამ შეიძლება კუჭის აშლა გამოიწვიოს? და რამდენხანს

Posted by: SOF - 777 21 Jan 2022, 20:18
გოგოებო, რძიან ფაფას აფთიაქში რომ იყიდება, რომელი თვიდან აძლევთ?

Posted by: Glamurka 22 Jan 2022, 10:15
SOF - 777
პირველი ურძეო გავასინჯე 6 თვიდან. შემდეგი ყიდვა უკვე რძიანი ვუყუდე

Posted by: unusual 22 Jan 2022, 19:45
გოგოებო სალონი საბავშვო იცით სადმე, მანქანებში რო სვავენ და ტელევიზორიც რომ იყოს მთლად უკეთესი smile.gif)) სხვა მხრივ მეეჭვება ბავშვი გაჩერდეს.

Posted by: SOF - 777 22 Jan 2022, 20:27
Glamurka
ჯიპისიში აქცია იყო, ვიყიდე 2 ცალი და საჩუქრად მოყვა დამატებით 2. გავასინჯებ მეც ნელ-ნელა smile.gif

Posted by: takotatuli1989 22 Jan 2022, 20:48
Anabeli111
მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. ვნახავ სავარჯიშოებს და ფსიქოლოგსაც გავესაუბრები. ისე ფსიქოლოგGან საუბარზე ვილაპარაკე სახლში და დავაიდენტიფიცირე ბავშვის პრობლემები, ხოდა ეხლა მეუბნება ბაღში წავალო და საჭმელსაც აქეთ მთხოვს ისე ჭამს. ბანანიც კი ჭამა (ჭამა რა ზიზღით სამი ნაჭერი) და ყველა დარეკვეზე გვეკითხება ვინ გვირეკავს ექიმი ხომ არა ან ვინ აკაკუნებს ექიმი არ იყოსო. არ შეგვიშინებია არადა ექიმით, ეტყობა თვითონ დაასკვნა თუ არ შევჭამ ექიმთან წამიყვანენო sad.gif თან ამ კოვიდის გამო ანალიზი აუღეს ორჯერ და მწარედ ახსოვს როგორც ჩანს.
* * *
მზე
ეჰ, ჩემი აზრითაც აუცილებელია მაგრამ სექტემბრამდე ვერ მივიყვან პაწუები არიან ჯერ ტყუპები და კოვიდი ხო გადაიტანეს უკვე და კიდე ახალი ვირუსები ძაან მძიმე დარტყმა იქნება ამათთვის. თან გაგვაფრთხილეს რომ მოვარიდოთ მინიმუმ ორი თვე საეჭვო კონტაქტებს.

Posted by: nopiahopi 22 Jan 2022, 21:56
unusual
ქიდს სალონი იყო ეგეთი, საბურთალოს ქუჩაზე ძველ იპოდრომთან რომ ეკლესიაა, მაგის პირდაპირ.

Posted by: Glamurka 22 Jan 2022, 23:21
SOF - 777
ჯერ ერთი გახსენი ნახე გახსნიდან რამდენიხანი აქვს ვადა

Posted by: any_body 23 Jan 2022, 12:20
გოგოებო როგორ ხართ? ^^

ღრძილების ქავილი რომელი თვიდან იწყება დაახლოებით?

Posted by: unusual 23 Jan 2022, 15:44
nopiahopi
დიდი მადლობა.

Posted by: Glamurka 23 Jan 2022, 18:58
any_body
ინდივიდუალურია მგონი. 3თვიდან დაეწყო ჩემსას და სანამ 4ის გახდებოდა კიჭოც ამოუვიდა

Posted by: marikoo 24 Jan 2022, 14:44
გოგოებო სად და როგორ ვიპოვო ძიძა? დასაქმების სააგენტოს მივმართე მარა წესიერი ვერავინ ვნახეთ

Posted by: nopiahopi 24 Jan 2022, 20:06
Tua
ეს ხომ შესაწვავადაც გამოიყენება?
user posted image

აფთიაქში ცხელ კერძებზე არ შეიძლებაო მითხერეს..

Posted by: Glamurka 25 Jan 2022, 18:52
nopiahopi
ცივი დაწურვის თუა მე ვცადე და არ შეწვა ეგრევე წვავს შავი გახდა

Posted by: nopiahopi 25 Jan 2022, 19:45
Glamurka
ცივი დაწურვისაა, კი sad.gif

Posted by: Tua 25 Jan 2022, 21:22
nopiahopi
ორივეზე გამოიყენება, შესაწვავადაც და ცივადაც , მაგრამ მე მხოლოდ შესაწვავად ვიყენებ, ცივად ვიყენებდი ვილა ბლანკას კოპოლივასი.

Posted by: SOF - 777 25 Jan 2022, 21:31
უზნაძე-მჭედლუშვილიც ვუსვი, ლოვულარიც ჩავაცვი მაგრამ სანამ ჰაგისის ელიტ სოფთი არ ვუყიდე, ვერაფერმა ვერ მოურჩინა ტაკო. აულაგა და ჩაუქრო სიწითლეები 3 დღეში. ზომაც ისეთი აქვს 6 ნომერს არ გადმოსდის როგორც პამპერსის პამპერსის შემთხვევაში. ძვირი სიამოვნება კია მაგრამ ეგ პრობლემა რომ აღარ გვაქვს მაგად ღირს.

Posted by: dancing in the moonlight 26 Jan 2022, 18:00
გოგოებო რძის საწველ რომელ აპარატს გაუწევთ რეკომენდაციას ? ყიდვას ვაპირებ და პირადი გამოცდილებით რომ მირჩოთ .

Posted by: nopiahopi 26 Jan 2022, 22:26
dancing in the moonlight
კამპოლის ელექტრო საწველი მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: emiblack 27 Jan 2022, 21:40
dancing in the moonlight
მეც კანპოლი მქონდა და თავის ფასში იდეალური ვარიანტია მგონი . ხშირად არ მქირდებოდა, მაგრამ როცა დამჭირდა ძალიან მიერთგულა .

Posted by: mokheve 28 Jan 2022, 12:45
მოგესალმებით გოგოებო.
აქ ვიკითხავ იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილება. მოკლედ საშვილოსნოს ზეყელთან წინა კედელზე მიომა , 8 კვირის ორსულობაზე იყო ზომა 4 სმ , 3 წელი დინამიკა ვაკონტროლე და 2,7სმ-ს არ გასცდენია. ახლა გინეკოლოგი მასმევს უტროჟესტანს დღეში ერთხელ, პროგესტერონის ანალიზზე დაყრდნობით განსაზღვრა დოზა .

ვვარაუდობ რომ მომიწევს საკეისრო+მიომის მოცილება ერთად.
მსგავსი პრაქტიკა თუ გქონიათ ვინმეს გამოცდილების გაზიარება მინდა.
ჯერ ერთი საკეისროს მამები ვინები არიან კლინიკაც და ექიმიც ეს მაინტერესებს და პლიუს კვანძის ამოსახსრისთვის (ასე მოიხსენიებენ) ვინ მოიაზრება საუკეთესოდ ასეთ სიტაუციაში თუ გაქვთ რამე ინფო და გამოცდილება მოკლედ აი ეს მინდოდა მეკითხა smile.gif

და ერთი და იგივე უნდა იყოს ადამიანი ვინც კვანძსაც მიხედავს და საკეისროსაც თუს ხვადასხვა ნეტავი smile.gif

Posted by: emiblack 28 Jan 2022, 16:49
mokheve
ერთიდაიგივე აკრთებს ხოლმე ეს ვიცი და საკეისროს მამად ქორიძეს ახსენებრნ აქ. სხვა არაფერი ვიცი. გამოცდილება არ მქონია

Posted by: any_body 28 Jan 2022, 18:48
marikoo
ფბ ჯგუფებია ძიძები ჰქვია მგონი, ორში დამამტეს და იქნებ მანდ, ან სტატუსად დაწერე იქნებ ვინმე სანაცნიბოში ათავისუფლებდეს.

Glamurka
ჩემსასაც ნერწყვიც ხაირად მოსდის და სულ მუშტებს უტენის, მგონია რომ ექავება და მასაჟორს ვუყიდი. მადლობა

mokheve
ერთი პირივნება აკეთებს ორივე მანიპულქციას.
არ არის რთული ამბავი, არ შგეშინდეთ.
ქორიძეს აქებენ საკეისროებზე როგორც ვიცი.
მე გაგუასთან გავიკეთე საკეისრო და უძომოდ კმაყოფილი ვარ.

Posted by: anibani18 28 Jan 2022, 20:55
mokheve
მიომა არ მქონია და არ ვიცი. საკეისროზე კიდევ ღუდუშაურში რეზო სულუხიას გირჩევდით ♡ გაესაუბრეთ რამდენიმეს და მერე თავად გადაწყვიტეთ, რომელი მოგწონთ

Posted by: nopiahopi 28 Jan 2022, 23:10
anibani18
ბავშვთაკვების თემაში შემოიჭყიტე დამაკვალიანე მერე რა )))

Posted by: takotatuli1989 29 Jan 2022, 07:32
dancing in the moonlight
მე.მაქვს სპექტრა და არის ძალიან მაგარი. სამწუხაროდ ბიუჯეტური არ არის. რადგან ტყუპები მყავს და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ გამოწველილი შეიძლება ეჭამათ ვერ გავრისკე ბიუჯეტურის ყიდვა. ეხლა ჩემ მეზობელს ვათხოვე გაქვავებული მკერდიდან ვერაფრით გამოჰქონდა რძე, არადა 5 დღის პაწია ვერ ჭამდა ძუძუდან, ხოდა ამ საწველმა იდეალურად გამოუტანა. 12 რეჟიმი აქვს, სიმძლავრეები ცალკე, მასაჟის ფუნქცია ცალკე და თაბ სანათიც ა
* * *
dancing in the moonlight
მე.მაქვს სპექტრა და არის ძალიან მაგარი. სამწუხაროდ ბიუჯეტური არ არის. რადგან ტყუპები მყავს და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ გამოწველილი შეიძლება ეჭამათ ვერ გავრისკე ბიუჯეტურის ყიდვა. ეხლა ჩემ მეზობელს ვათხოვე გაქვავებული მკერდიდან ვერაფრით გამოჰქონდა რძე, არადა 5 დღის პაწია ვერ ჭამდა ძუძუდან, ხოდა ამ საწველმა იდეალურად გამოუტანა. 12 რეჟიმი აქვს, სიმძლავრეები ცალკე, მასაჟის ფუნქცია ცალკე და თან სანათიც არის.

Posted by: NatiaGull 30 Jan 2022, 13:27
mokheve
მე გავიკეთე საკეისრო ნატა ფირცხალავასთან, მიომაც მქონდა მაგრამ პატარა იყო და არც უთქვამს ამოჭრა.

თუ ხელს არ გიშლის ალბათ არ ამოგიღებენ

Posted by: takoo1 1 Feb 2022, 09:25
გოგოებო როგორ ხართ❤️ რამდენი ხანია არ შემოვსულვააარ
* * *
anibani18
ანიი როგორ ხაარ❤️❤️

Posted by: Glamurka 1 Feb 2022, 14:21
NatiaGull
ნათი როგორ ხართ. ერთ წელზე რა ანალიზები გაუკეთეს მრჩეველში.

Posted by: takoo1 1 Feb 2022, 19:13
აუ გოგოებო ცუდ სიტუაციაში ვარ ძალიან,გადამიცდა 2
დღეა დადებითია ტესტი და მაინცდამაინც ეხლა გავცივდი,ყელი ამტკივდა დღეს,თავი,სახსრები და სიცხე 37,7
ომიკრონი ხო არ მაქ;( თუ ამომივარდა საშიშია?გქონიათ ესეთი აიტუაცია ან გაგიგიათ ვინმესგან?

Posted by: Anabeli111 1 Feb 2022, 20:00
QUOTE (gogatakoo @ 1 Feb 2022, 19:13 )
აუ გოგოებო ცუდ სიტუაციაში ვარ ძალიან,გადამიცდა 2
დღეა დადებითია ტესტი და მაინცდამაინც ეხლა გავცივდი,ყელი ამტკივდა დღეს,თავი,სახსრები და სიცხე 37,7
ომიკრონი ხო არ მაქ;( თუ ამომივარდა საშიშია?გქონიათ ესეთი აიტუაცია ან გაგიგიათ ვინმესგან?

მე ვარ ახლა 5 კვირის, დამიდასტურდა ომიკრონი.მსუბუაად გადამაქვს, უფლის წყალობით. როგორც მითხრეს, ნაყოფამდე არ აღწევსო და იმედი მაქვს ასეა.

Posted by: takoo1 1 Feb 2022, 20:21
Anabeli111
ვაიმეეე გილოცავ ანაა ძალიან გამიხარდაააა მახსოვხარ და გგულშემატკივრობდი:* უფალი გფარავდეს მშბიდობიანი 9 თვე
* * *
Anabeli111
ანა ვინ გითხრა ექიმმა? მაგაზე ვნეევიულობ თორე გადავაგორებ კაცოsad.gif მეც პროგრამა 4 კვირას და 4 დღეს მიწერს
შენ რამდენი დღეა დაგიდასტურდა?
აცრილი ხარ?მე დაბუსტულიც ვარ მარა რავიცი,მტკივა წელი და სახსრები

Posted by: Anabeli111 1 Feb 2022, 22:37
gogatakoo

მადლობა, საყვარელო, მაგრამ ჯერ მოლოცვა ადრეა.. საკრალურ პერიოდს გავდივარ biggrin.gif თუ გავძვერი, ხო კაი..

პარასკევს დამიდასტურდა, მაგრამ ორშაბათიდან მქონდა სიმპტომები. ოჯახის ექიმმა მითხრა, რომ თუ მსუბუქად მაქვს სიმპტომები, არაფერი მჭირდება.

გინეკოლოგი ახალი მყავს და ასე მითხრა სასურველი არ იყო ვირუსიო. მაგრამ ზოგადად რადგან მასთან არ ვიყავი თავიდანვე, ცოტა სკეპტიკურად უყურებს ჩემს.ორსულობას, ისევე როგორც ყველა.. და ამიტომ ჩემი აზრით, შენ არ გაქვს სანერვიულო ♡

Posted by: takoo1 1 Feb 2022, 23:29
Anabeli111
ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება,
ანუ გავიკეთო უკვე ხვალ მიჩვენებს??ზოგი იძახის რამოდენიმე დღე არ აჩვენებსო,პსრ გაიკეთე?
იცი რაა პირველ ორსულობაზეც მქონდა ვირუსი ზუსტად ამ პერიოდში და არაფერზე უმოქმედია.
უბრალოდ ამ კორონასი მეშინია რაა

Posted by: Anabeli111 1 Feb 2022, 23:42
gogatakoo
კი,პსრ გავიკეთე, გამოვიძახე ლაბორატორია, რადგან უზომოდ დიდი რიგები იყო და იქ ვერ ვიდგებოდი.. უფრო ავიკიდებდი რამეს

Posted by: emiblack 2 Feb 2022, 07:11
gogatakoo
გილოცავ თაკო, მშვიდობიანი 9 თვე <3
gogatakoo
Anabeli111
გოგოებო, ვირუსი არაა ტერატოგენული ( ანუ ნაყოფის ანომალიებს არ იწვევს ), ეს დადასტურებულია . მაგალითად წითურა არის ტერატოგენული ვირუსი, პირველ ტრიმესტრში თუ შეხვდა ორსულს ძალიან მაღალი ალბათობით ნაყოფს აზიანებს. ასეთი რამ კოვიდის შემთხვევაში არ ფიქსირდება. ერთადერთი პირველ ტრიმესტრში ზოგადად არანაირი ვირუსი არაა სასურველი, განსაკუთრებით მაღალი ცხელება, ამიტომ დამწევები შეუთანხმეთ გინეკოლოგს რომ თუ აიწევს მალევე დაარეგულიროთ <3
კარგად იქნება ყველაფერი <3

Posted by: takoo1 2 Feb 2022, 09:05
Anabeli111
ხოო მეც უნდა გამოვიძახო დღეს,იქ არ შემიძლია დგომა დღესაც ცუდად ვარ.
ანა პასუხი რამდენ ხანში იყო?
emiblack
მადლობა:-*
მეც ასე ვიცი იმედია ყველაფერი კარგად იქნება,ჯერ არ მყავს აყვანილიsad.gif
38 თუ ადის პარაცეტამოლს ვსვამ.

Posted by: Anabeli111 2 Feb 2022, 10:52
emiblack
ერთხელ მქონდა 38.5 და პარაცეტამოლი დავლიე მაშინ. წითურაზე აცრილი ვარ და არის შანსი შემხვდეს? ♡

gogatakoo
მეორე დილით მოვიდა, თაკო ♡ მთელი ღამე ველოდი, ღამე იქნება გვიანო და დილით მომწერეს მეილზე. მეგალაბი გამოვიძახე მე.

ყველაფერი კარგად იქნება ^_^

Posted by: emiblack 2 Feb 2022, 11:46
gogatakoo
Anabeli111
სწორად აკეთებთ. მთავარია ექვემდებარება დამწევს . კარგად ჩაივლის ყველაფერი <3
Anabeli111
თუ ანტისხეულები გაქვს საკნარისი არა, არ შეგხვდება . მე ორსულობამდე გავიკეთე ანტისხეულების ტესტი ( გადატანილი არ მაქვს აცრილი ვარ და მუდმივი არაა ეგ იმუნიტეტი, ტიტრი ქვეითდება ნელ-ნელა) და საკმარისი რაოდენობა მქონდა . აცრილი ვიყავი ბოლოს 14 წლის წინ , თუმცა ინდივიდუალურია ვიღაცასთან უფრო მალე ქვეითდება და დამატებითი დოზა სჭირდება

Posted by: Anabeli111 2 Feb 2022, 12:43
emiblack
მეც ანტისხეულების ანალიზი გამაკეთებინა თამთამ და მოეწონა მაშინ პასუხი. იმედია, არ შემხვდება biggrin.gif

Posted by: takoo1 2 Feb 2022, 13:20
Anabeli111
თუ აცრილი ხარ არამგონია შეგხვდეს.
ზოგს საერთოდ არ ემართება,ამ პანდემიის დროს ისედაც ვერიდებით და ძალიან ნაკლები შანსია მაგისი.
მე გადატანილი წითურა ბავშვობაში და მგონი არ შემხვდება ხო მეორედ?

Posted by: NatiaGull 2 Feb 2022, 14:40
Glamurka
გოგო კარგად ვართ, თქვენ როგორ ხართ ?
ერთ წელზე მხოლოდ ტყვია და სისხლის საერთო, ორივე კარგი ჰონდა ჩემსას

Posted by: narkozeli 2 Feb 2022, 15:44
gogatakoo

მეორე კრუგზე წასვლას გილოცავ თაკო love.gif მშვიდობიანი ორსულობა 2kiss.gif


Posted by: emiblack 2 Feb 2022, 15:56
Anabeli111
არა, ან, ესე იგი ტიტრი კარგი იყო და არ შეგხვდება ))
gogatakoo
ნწ, გადატანის შემდეგ უმყარესი იმუნიტეტია და აი უიშვიათესი შემთხვევაა შეხვედრის, თუმცა ისიც ზუსტად არ იციან წინა სწორად იყო თუ არა დიაგნოსტირებული .

Posted by: takoo1 2 Feb 2022, 16:58
narkozeli
მადლობა გვანცა❤️შენც მალე შემოგვიერთდები და ისევ გამოცოცხლდება თემა❤️
emiblack
მე პირველ ორსულობაზე გამიკეთეს ანალიზი,არ ახსოვდა დედაჩემს წითელა გადავიტანე თუ წითურა))))

Posted by: Glamurka 3 Feb 2022, 09:28
NatiaGull
მადლობა ნათი. კარგად ვართ. დრეკად ფეხსაცმელს სად ვუყიდი? ხო არ იცი
* * *
gogatakoo
გილოცავ თაკო რა მაგარია love.gif

Posted by: takoo1 3 Feb 2022, 11:50
Glamurka
მადლობა❤️

გოგოებო გადაცდენიდან 2-3 დღეს ესეთი ხაზია ტესტზე და გვიანი ოვულაციაა??
პირველი ორსულობის დროს მუქი იყო უფრო მეორე ხაზი 3დღეს,აბა ნახეეთ..
პირველი სურათია ახალი
user posted image

user posted image

ეს ლუკია))❤️
* * *
Anabeli111
როგორ ხარ გამოკეთდი?:*
მე სიცხე აღარ მაქვს ცხვირიდან გამონადდნი მაქვს მარტო,პასუხი მოვიდა პსრ-ის და უარყოფითია ვერაფერი ვერ გავიგე..

Posted by: Anabeli111 3 Feb 2022, 13:20
gogatakoo
რა გინდა, მშვენიერი სიმუქის ტესტია ♡
თან სხვადასხვა ტესტია და ესე ვერ შეადარებ.

მე უკეთ, ხვალ გამდის იზოლაციის ვადა. ხველა დამრჩა, მაგრამ ეგ პროფესიიდან გამომდინარე კაი ხანი არ მომირჩება biggrin.gif
* * *
ხო ამბობენ არ აჩვენებს პსრ-ი ზოგჯერო და ალბათ ეგ შემთხვევაა ან გაცივდი უბრალოდ ♡ სითხეები მიიღე ^_^

Posted by: takoo1 3 Feb 2022, 17:26
Anabeli111
კარგია რო გამოკეთდი ❤️მეც მარტო ცხვირი მაწუხებს ვერ ვსუნთქავ,ყველაფერმა გამიარა
ესეთიც გავიკეთე და მაგ ტესტზეც მეორე ხაზი პირველზე ღიაა,არ უნდა გამუქდეს ერთ ორ დღეში?

Posted by: Anabeli111 3 Feb 2022, 18:21
gogatakoo

user posted image

ესაა დღევანდელი ტესტი, 26ში ველოდებოდი ციკლს.

user posted image

სულ ბოლო არის 29-ის, 3 დღიანი გადაცილებით. ანუ ერთნაირდ მაინც არ აჩვენებს. ერთსა და იმავე ტესტსაც სხვადასხვა აღქმა აქვს.

2 დღის მერე ეს კასეტა წესით უფორ მუქი იქნება ან შეიძლება ვსო, ამ ტესტის მაქსიმუმი ეგაა და მეტო აღარ აჩვენოს ♡

Posted by: takoo1 3 Feb 2022, 18:47
Anabeli111
მეტი აღარ გამუქდება წესით იმიტო რო პირველი ხაზის ფერია,რა მაგარია❤️
სხვათაშორის ძალიან ბევრი ტესტი გავიკეთე მაშინ და მეორე ხაზი მუქი იყო ყველანაირ ტესტზე,ბბ-ზე იყო დაჟე უფრო მუქი ვიდრე პირველი ხაზი.მარა მაშინ 11-12 დღეს მქონდა
ოვულაცია და გადაცდენიდან 4 დღეს გავიკეთე..
ეხლა ვოტა გაურკვევლობაში ვარ)) ალბათ 15-16 იანვარს
მქონდა ოვულაცია წესით..
გავიკეთებ აბა ხვალ,ზეგ და ვნახოთ:*

Posted by: Anabeli111 3 Feb 2022, 19:51
gogatakoo
შენ ისეთი კარგი ორსულობა გქონდა, სანერვიულო არც არაფერი გაქვს ♡

Posted by: takoo1 3 Feb 2022, 23:07
Anabeli111
ორსულობა კიsmile.gifმშობიარობის რა გითხრა..
პირიქით რო ყოფილიყო მერჩივნა))

Posted by: emiblack 4 Feb 2022, 09:13
gogatakoo
მე მქონდა გვიანი ოვულაცია . მე20-21 დღეს და გადაცდენიდან 2-3 დღეში ბევრად უფრო ღია იყო ტესტი .

Posted by: takoo1 4 Feb 2022, 09:40
emiblack
არა ეგრე გვიან ვერ მექნებოდა ვერანაირად მაქსიმუმ 17-18 smile.gif
უნდა გამუქდეს ზო წესით რამოდენიმე დღეში

Posted by: PoisonnIvy 4 Feb 2022, 10:39
როგორ ხართ?
საერთოდ ვეღარ ვიცლო ფორუმზე დასაპოსტად

მოკლედ აცრების ცხრილი ვნახე ორნაირი
ერთის მიხედვით 3 თვეზე კეთდება ორო ნემსი და პლუს როტა და მერე ოთხ თვესე ერთი ნემსი
მეორეში პირიქითაა

შეიძლება ესე?

Posted by: takoo1 4 Feb 2022, 13:37
PoisonnIvy
3 თვეზე კეთდება ორზე რაც კეთდება იგივე,
ორი თუ ერთი ნემსი და როტა.
4 თვეზე როტა აღარაა ესე მახსოვს. რაღაც მეორდება 4ზე მგონი დიფტერია,ტეტანუსი ჰეპატიტები
* * *
user posted image
გოგოებო დღეს გავიკეთე გამუქდა ხო აშკარად❤️

Posted by: ninucanodo 4 Feb 2022, 13:59
gogatakoo
გილოცავ რა მაგარი ამბები გქონია შენი ბაია 2 ხდება ხო მარტის დასაწყისში

Posted by: Anabeli111 4 Feb 2022, 14:17
gogatakoo
საკონტროლოზე მუქია ♡♡

Posted by: takoo1 4 Feb 2022, 14:29
PoisonnIvy
user posted image
აი ესეა რიგითობა, სამ თვეზე კეთდება იგივე რაც ორზე, როტა და ერთი ნემსი ოღონდ
წესით ყველგან ესე იქნება,ნეტში ალბათ ძველი ცხრილი დევს,,
ninucanodo
მადლობა❤️არა 27 აპრილს ხდება 2ისsmile.gif
Anabeli111
ხოო დავწყნარდი ცოტა:*

Posted by: PoisonnIvy 4 Feb 2022, 14:39
gogatakoo
გილოოცავ ;*


კი კჯ ზუსტად ესე აცრეს


აუ მეც მინდა მეორე უკვე :დ
მომენატრა ორსულობა

Posted by: takoo1 4 Feb 2022, 20:20
PoisonnIvy
მადლობა❤️❤️
შენ რამხელა გყავს პატარა?
ეხლა შევიჭყიტე მომავლებში და რა სიჩუმეა:/ სუ ცარიელია სია რატო პასიურობთ გოგოებოოო არ მომწონხართ
* * *
user posted image
ნახეთ ქუხდა თემა biggrin.gif ეჰჰ

Posted by: any_body 4 Feb 2022, 20:27
PoisonnIvy
როგორ ხარ? პატარა როგორ გყავს ?
* * *
გოგოებო სამი თვისაა ჩემი შვილი, 2 კვირაში ქალაქიდან გავდივარ და პირველადი დახმარებისთვის
რის წაღებას მირჩევდით? წამლები და ა.შ.

Posted by: PoisonnIvy 4 Feb 2022, 21:49
gogatakoo
4 თვისაა
აცრა გავუკეთე დღეს ორი ნემსი დაარჭეს sad.gif

any_body
მადლობა მადლობა ❤️ თავად როგორ ხარ?

ეფერალგანის სანთელი, პანადოლი, ფიზიოლოგიური ხსნარი, პერეკისი, ბეტადინი, მეკოლი, დეკსა, ყურის წვეთები.
ნუ თერმომეტრი უეჭველი.
მე ეს დამაქვს


Posted by: anibani18 5 Feb 2022, 19:48
gogatakoo
რა ბედნიერებაა, თაკო <3 მშვიდობიანი ორსულობა და ჯანმრთელი პატარა <3
ხეგეს არ იკეთებ?

Anabeli111
ანი, როგორ ხარ? ექოზე იყავი უკვე? <3

Posted by: Anabeli111 5 Feb 2022, 20:08
anibani18
მადლობა, ანი ♡ დღეს ვაღებინე ორჯერ.. გუშინ ვიყავი ეხოზე და დავინახე სააყოფე, ემბრიონი და ყვითრი ♡ გულისცემა ფიქსირდებაო, მოსასმენად რამდენიმე დღეში წავალ ♡ ამ ეტაპზე ნორმალური მდგომარეობაა, მთავარია ასეგაგრძელდეს ♡

Posted by: NatiaGull 6 Feb 2022, 15:35
Glamurka
გოგო ვაგზალზე ვუყიდე თითქმის ყველა რაც აქვს, ასევე ვაიკიკში ვუყიდე სახლისთვის
* * *
gogatakoo
გოგონი, გილოცავ, ბედნიერი ორსულობა ❣❣

ანაბელ, შენც გილოცავ კიდევ ერთხელ :* ❤
ხო იკეთებ კლექსანს ?
Anabeli111

Posted by: takoo1 6 Feb 2022, 15:58
PoisonnIvy
ჯერ ვერ მიეჩვიე აცრებს ხო biggrin.gif მიეჩვევი ცოტახანში მეც ეგრე განვიცდიდი ხოლმეsmile.gif
anibani18
მადლობა ანიიი:* გოგო ჯერ ვერსად ვერ წავალsad.gif პირდაპირ ეხოზე მივალ მერე
ცოტა ცუდ დროს დავამთხვიე მარა რა ვქნა ესე გამოვიდა,ომიკრონი მაქ მგონი პსრ და სწრაფი გავიკეთე არ აჩვენა მარა ყველა სიმპტომი მაქვს საერთოდ,ლუკიანესაც სიცხე აქვს ორი დღეა.
შენ როგორ ხარ მომიყევი ეხლა:*
Anabeli111
რა მაგარია❤️ რომელ კვირაზე დაგიბარეს ანი გულისცემაზე?
NatiaGull
მადლობააა❤️

Posted by: matuti 6 Feb 2022, 16:17
გამარჯობა გოგოებო.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში გრიპი ვის გქონიათ და როგორ აისახა ბავშვის ჯანმრთელობაზე? 9 კვირის ვარ და საშინელი სურდო მაქვს (შეიძლება ომიკრონია). ვნერვიულობ ძალიან.

Posted by: Anabeli111 6 Feb 2022, 16:33
NatiaGull
კი, ვიკეთებ, დოზა გამიზარდეს, 0.6იანს ვიკეთებ და როგორც ჩანს, წამადგა, ნათ ♡
* * *
gogatakoo
ოთხშაბათს უნდა მივიდე ექიმთან და ალბათ ეხოზეც შემხედავს. მაგ დღეს გიქნები ციკლით 6 კვირისა და 1 დღის, მაგრამ რადგან უკვე ფიქსირდებოდა გუშინ გულისცემა, წესით ახლა კარგად უნდა ისმოდეს. ეს ეტაპიც გადასალახი მაქვს გულისკანკალით და მერე იქნებ ცოტა დავმსვიდდე ♡♡

Posted by: takoo1 6 Feb 2022, 20:02
matuti
დღეს მემგონი არ დარჩა ადამიანი ვისაც გრიპია თუ ომიკრონი არააქვსsmile.gif აქ ვართ ორი ორსული 5-6 კვირის.
ორივეს ომიკრონი გვაქ,
არ მოქმედებს ნაყოფზე რავიცი გადავქექე ნეტი და სავარაუდოდ არაფერს იწვევს,
თქვენს ექიმს გაესაუბრეთ მაინც:*
Anabeli111
ნუ გეშინია ყველაფერი მაგრად იქნება აი ნახავ❤️ ნერვიულობა არ შეიძლება ეხლა მშვიდად უნდა იყო მაქსიმალურად:*
* * *
გოგოებო საბურთალოზე ვინც ცხოვრობთ სად ხართ აღრიცხვაზე თუ სხვა უბანში დადიხართ?

Posted by: matuti 6 Feb 2022, 21:15
gogatakoo
გაიხარე :* იმედი მაქვს ნაყოფზე არ იმოქმედებს ცუდად, სხვა მხრივ მე ადვილად გადამაქვს, თითქმის გამიარა

Posted by: Glamurka 7 Feb 2022, 09:50
NatiaGull
ვაიკიკში ვერ ვნახე აბა კიდევ ერთხელ ვნახავ თუ არა ვაგზალზე

Posted by: lelukaa 7 Feb 2022, 18:03
გოგოებო სალამი, ფაფებზე მინდა თქვენი რჩევა. ჯერჯერობით ურძეო ფაფები მაინტერესებს, ერთი გადახედვით სემპერისკენ ვიხრები და კარგი არჩევანია? რამე უკეთესს ჰო ვერ მირჩევთ?

Posted by: anibani18 7 Feb 2022, 20:33
Anabeli111
ყველაფერი კარგად იქნება, ანი <3 ყველაფერი აუცილებლად გამოვა <3
gogatakoo
გამოკეთდით, თაკო :* მართლა რა ცუდი დროა. არა უშავს, პირდაპირ ექოზე წადი.
მე არა მიშავს, ახლა ცოტა გულისრევის შეგრძნებები და კუჭის აშლილობა თუ რაღაც მსგავსი მაქვს. ვერ გავიგე რისი ბრალია.
ნორმალურად მიდის ორსულობა, მაგრამ მაინც სულ შფოთვებში ვარ, ექოზე რომ ვწვები, ერთი სული მაქვს დავინახო რომ მოძრაობს და დავრწმუნდე, კარგად არის. 21 კვირის ვარ ახლა. ლუკიანე როგორ უნდა შემაზადო ახალი ოჯახის წევრისთვის? smile.gif ჩემი გოგო ჯერ ვერ ხვდება რომ ვეუბნები. ნეტა როგორ მიიღებს.
lelukaa
სემპერი, ჩემი აზრით, ყველაზე კარგია. ჰიპიც კარგია, მაგრამ სემპერი მაინც სჯობს

Posted by: takoo1 7 Feb 2022, 22:24
matuti
არა არ ინერვიულო,ზოგადად მედიკამენტებს ერიდებიან მაგ დროს და ამიტომ არაა სასურველი,მედიკამენტები მოქმედებს:*
anibani18
კიი ანი ლუკიანეს 2 დღე ქონდა სიცხე მაღალი არა,უკეთ ვართ უკვე ორივე:*
გენაცვალეე❤️რამხელა ყოფილა უკვე შენი წერტილი ამდენი დრო გავიდააა..მე ჯერ 5 კვირის ვარ წინ მაქ 8 თვე და იმედია ეს გიჟი ცოტა დაჭკვიანდება მანამდე,მინიმუმ ღამე დაიძინებს მამასთან რო ის დღეები სახლში ეო არ ვიქნები ისტერიკები არ მოაწყოს))) ვაიმე უკვე ვფიქრობ ეგეთ რაღაცეებზე და ვიგრუზები,ლუკიანეზე მეფიქრება სულ როგორ შეეგუება არვიცი,მეშინია ძალიან მოწეპებულია ჩემზე გოგო;(
შენი უფრო პატარაა მარა მგონი უფრო ადვილად მიიღებს და გაიგებს.ეს აფრენსsmile.gif)


Posted by: takotatuli1989 8 Feb 2022, 01:16
lelukaa
მოიცა კაცო, უკვე ფაფების დროა? სხვისი შვილები რა მალე იზრდებიან biggrin.gif. როგორ ხართ ვერ გადევნე თვალყური. მე სემპერს ვაჭმევდი უფროსს და სულ პრობლემა მქონდა ურძეო ფაფის შოვნაზე. დღემდე არ ჭამს რძიან ფაფას, თუმცა რძე უყვარს. წიწიბურას ჰუმანასას ვყიდულობდი, მარტო მაგას ვშოულობდი ურძეოს და უყველაფროს ( ხილითაც არ მოწონდა). ნესტლე და ვინი არ მირჩიეს შაქარს შეიცავსო.ანუ სანდო არ არის მაგათი წარწერა რომ არ შეიცავს დამატკბობელსო.

აუ კლუბნიკა და პოიც დავინახე მომავლებში და გულში სითბო ჩამეღვარა <3.

Posted by: lelukaa 8 Feb 2022, 07:48
anibani18
ანი მადლობა, კვების საკითხებში ნამდვილ ექსპერტად მიგიჩნევ და გასათვალისწინებელია ჩემთვის შენი აზრი smile.gif


takotatuli1989
თაკო :*
სხვისი კი არა ჩვენი შვილებიც ისე მალე იზრდებიან, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს კაცი. უფროსს რომ ვუყურებ, ვერ ვიგებ როდის გაფრინდა ამდენი წელი ?! ჰოდა ახლა მეორეზე ვცდილობ მაქსიმალურად დავტკბე ყოველი წამით, აი მართლა ვკაიფობ რასაც ქვია <3
შენი ტვიქსებიც დიდები იქნებიან უკვე და არ ვიცი, ვერ ვფიქრობ როგორ იტევ მაგხელა ბედნიერებას ერთად?! ამ დღეებში ვფიქრობდი ზუსტად, ესეთი ორი რომ ყავდეს ერთად როგორ გავუძლებდი თქო smile.gif <3
ჩვენ კარგად ვართ, მე5 თვე დავიწყეთ. პედიატრმა 2 კვირაში დაიწყე და დღეში ერთხელ, ძუძუმდე 2-3 კოვზი ურძეო წიწიბურა გაასინჯეო. ზოგადად ვიცი, რომ წონის დეფიციტი თუ არაა მხოლოდ ძუძუს აჭმევენ სრული 6 თვე, ამ მხრივ ცოტა გამიკვირდა, 4 თვის 8,8 კილოა, მაგრამ რომ დავფიქრდი სრულ კვებად არ მოგვცა და მირჩევნია მეც ასე, ნელ-ნელა 2-3 კოვზით გავაგებინო გემოები.

ფბზე დედების ჯგუფში მგონი კლუბნიკას ბიჭუნას ფოტოს წავაწყდი, ისეთი მაგარი ბიჭიააა <3
* * *
ვახ, 2 ჯერ დაიპოსტა

Posted by: ninunin 8 Feb 2022, 10:54
lelukaa
ყველაზე უგემური ფაფაებში არის სემპერი, ჰიპი ყველაზე გემრიელი
* * *
lelukaa
QUOTE
4 თვის 8,8 კილოა, მაგრამ რომ დავფიქრდი სრულ კვებად არ მოგვცა და მირჩევნია მეც ასე, ნელ-ნელა 2-3 კოვზით გავაგებინო გემოები.

:* უი, რა ფუნთუშა ყოფილა, ჩემი 7 ნახევარი თვის არის და ახლაა 8 კილო biggrin.gif და რაღაც გრამები
* * *
გილოცავთ ახალი ორსულები ვინც ხართ ამ თემაში ყველას,
ვინმე რომ არ გამომრჩეთ არ დაგთაგავთ, მშვიდი და ჯანმრთელი 9 თვე <3

Posted by: any_body 8 Feb 2022, 12:38
lelukaa
როგირ ხარ? ^^
ძაან ადრეა მგონი მაინც მყარი კვება, მითუმეტეს წონის პრობლემა არ აქვს, ისედაც მყარი კვება 1 წლამდე დამატებითია და 6 თვე გაქვს გასასინჯად საკვების.
რასაც გადავხედე არაა რეკომენდაცია, კუჭ-ნაწლავი მაინც არაა ბოლომდე მზად + ბისტნეულით დაწყება სჯობს, ფაფებით დაწყებას.
გამოცდილება არ მაქვს, ვიცი ყველა ინდივიდუალურია მაგრამ მაინც გწერ.


takotatuli1989
ტყუპები როგირ გყავს? როგირი ამბავია? ^^

* * *
PoisonnIvy
მეც ჯარგად ^^
ყური აწუხებს ? თუ ზოგადად დაგაქვს?

Posted by: anibani18 8 Feb 2022, 12:50
gogatakoo
დაჭკვიანდება აბა რას იზამს <3 დიდი დროა ჯერ წინ.
რა კარგია, რომ გამოკეთდით <3
ჩემს გოგოს სძინავს მთელი ღამე. იმედია მაქვს, ახალი ბაია არ აურებს რეჟიმს და გააგრძელებს ასე ძილს. ვფიქრობდი დიდ საწოლში გადამეყვანა, მაგრამ პატარაა ჯერ და მგონი მეორე საწოლს ვიყიდი პატარასათვის. 4-5 წლამდე თავისუფლად დაიძინებენ ამ ოვალურ საწოლებში და მერე ორივეს ერთად ვუყიდი დიდ საწოლებს.
იცი ჩემი გოგო რა საქმიანია? ლუკიანეც ასეთია? მთელი დღე რაღაცას აკეთებს, წმენდს, გვის, სარეცხს ფენს, მანქანას რთავს, ჭურჭელი ამოაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან. რასაც ვეტყვი, ყველაფერს მიკეთებს, მთავარია მიხვდეს რა გინდა მისგან. ალბათ ამ ასაკაში ყველა ასეა. ჩემიც ძალიან მოწებებული იყო, მაგრამ რაც დავიწყე მისი დასაქმება, ცოტა უფრო თავისუფლად გრძნობს თავს, ასე მგონია ყოველ შემთხვევაში.
მე ჩაჩავაში დავდექი აღრიცხვაზე, სხვასთან ვერ გავბედე მისვლა. ეს ექიმი მიცნობს და მეც ვიცნობ უკვე და მერჩივნა მასთან მისვლა.
ნურაფერზე ნუ იგრუზები. მერე გამოჩნდება გზა, როცა საჭირო გახდება. თავიდან მეც ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ ახლა დავმშვიდდი. ყველაფერს შეგვაძლებინებს უფალი. ახლა იმაზე ვფიქრობ, რამხელა სიტკბოა ორი პატარა <3 რამხელა სიყვარული და სითბო იქნება <3
lelukaa
უი, მადლობა დიდი <3 ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ რთული გზა გამოვიარეთ და ბევრს ვკითხულობდი ამ საკითხზე, რომ დაგვეძლია პრობლემები.
წარმატებას გისურვებთ მყარი კვების დაწყებისას <3

Posted by: narkozeli 8 Feb 2022, 13:44
lelukaa

სემპერის ფაფები საუკეთესო არჩევანია, ურძეო განსაკუთრებით. ურძეო წიწიბურათი დავუწყე მე და რავიცი დიდხანს მყავდა სემპერზე, მერე ჰიპის ფაფებსაც ვაჭმევდი

Posted by: lelukaa 8 Feb 2022, 13:57
ninunin
აი რო მაწამო ამ ფაფებს და პიურეებს ვერ გამასინჯებ smile.gif ჰიპისა და სემპერს შორის ავირჩევ ბოლოს ჰო.
რას შვრება ბიჭუნა? ალბათ მალე ფეხსაც აიდგამს, ბოლო დროის ბავშვები რო ვიცი გაგიჟებული ვარ, მინ 2ჯერ სწრაფად იღდები. ვითარდებიან მგონი
* * *
anibani18
მადლობაა smile.gif

narkozeli
მადლობა გვანც, ძაან მეხმარებით smile.gif
any_body
კარგად, კარგად. რას შვრებით თქვენ?
კვებასთან დაკავშირებჯთ თეორიები გადავღეჭე მეც კი, ბევრი აზრია. თანაც ჩემ პედიატრს ძაან ვენდობი. დღეში 2-3 კოვზი ვფიქრობ საჭმლის მომნელებელ სისტემას მოამზადებს კიდეც უკვე სრული. ჩემს უფროსს აი საერთოდ არაფერი უჭამია წლამდე, უფრო მეტით ალბათ. ექსკლუზიურად ძუძუზე იყო, ჭამა რომ დაიწყო პირდაპირ სახლურები დავიწყეთ. მაშინ ვიცოდი რომ მინ 2 წლამდე გავზრდიდი მე და არ ვჩქარობდი, ეხლა შეიძლება 6 თვეზე მომიწიოს დატოვება, თუნდაც 1 წელზე და ასე მირჩევნია, ნელ-ნელა, ჩემით დავუწყო და მივაჩვიო ყველაფერს. მერე უფრო მშვიდად ვიქნები.


Posted by: SOF - 777 8 Feb 2022, 14:12
narkozeli

QUOTE
სემპერის ფაფები საუკეთესო არჩევანია, ურძეო განსაკუთრებით. ურძეო წიწიბურათი დავუწყე მე და რავიცი დიდხანს მყავდა სემპერზე, მერე ჰიპის ფაფებსაც ვაჭმევდი


სემპერის ფაფა ჩემს შვილსაც უყვარს. ურძეო ფაფას რა დანიშნულება აქვს რძიანისგან განსხვავებით ხომ ვერ მეტყვით? ჩემი ბავშვი ეხლა არის 7,3 თვისა, სემპერის ფაფით დავაწყებინე კვება, მიეჩვია და ეხლა გავასინჯე რძიანი წიწიბურას ნესთლე... რძიანი ფაფა ყოველ დღე შეიძლება? ანუ ბლომად ვიყიდე ფასდაკლებებზე....

Posted by: lelukaa 8 Feb 2022, 14:30
აუუ, რატო იპოსტება 17 ჯერ ვერ გავიგე რაა

Posted by: anibani18 8 Feb 2022, 14:36
lelukaa
არ ვამბობ, რომ მყარი კვების დაჩქარებაა საჭირო, მაგრამ წლის მერე ბავშვს რამე შეაყვარო და მოაწონო ძალიან რთულია. მერე ისეთი ხასიათი უხდებათ, სულ მბრაძანებლობა უნდებათ. იქამდე დაგემოვნებით, შეიძლება ბავშვს განუვითარო გემოების შეგრძნება, ასწავლო რა არის ტკბილი (ბუნებრივად ტკბილს ვგულისხმობ), მჟავე, მწარე, ხაოიანი, გლუვი, კრემისებრი და ასე შემდეგ.
SOF - 777
რძე ალერგიული პროდუქტია. ამიტომ ჯერ ურძეო ფაფას ასინჯებენ, რომ კონკრეტულ მარცვლეულზე ალერგია გამოირიცხოს და მერე რძიანს. თუ რძეზე არ აღმოაჩნდა ალერგია, შეჭამს მერე რძიანს სულ. კი, შეგიძლიათ რძიანი ყოველდღე აჭამოთ.
მე როგორც ვიცი ნესთლე შაქარს შეიცავს. შაქარი, თუნდაც ყურძნის ექსტრაქტით დამტკბარი პროდუქცია, ჩირები და ასე შემდეგ არ არის რეკომენდირებული 2-3 წლამდე. რადგან ბავშვს ტკბილისკენ მიდრეკილებას უვითარებს.

Posted by: narkozeli 8 Feb 2022, 14:44
ninunin
QUOTE
ყველაზე უგემური ფაფაებში არის სემპერი, ჰიპი ყველაზე გემრიელი


უგემური რატოა? გიჟდებოდა ჩემი შვილი, შემადგენლობით ყველაზე სუფთა სემპერია, არანაირი დანამატი არააქვს. 6 თვის ბავშვმა ძაან იცის რაარის გემრიელი და რა არა biggrin.gif ეგ მერე გვიფუჭდება გემოვნება მარილიან შაქრიანებს რომ ვეჩვევით biggrin.gif

ჰიპი არომატიზატორებითაა გაძეძგილი (მაგასაც ვაჭმევდი ცოტა დიდ ასაკში, რადგან რძიანებში ისედაც უმრავლესობას დანამატები აქვს)
* * *
SOF - 777
QUOTE
სემპერის ფაფა ჩემს შვილსაც უყვარს. ურძეო ფაფას რა დანიშნულება აქვს რძიანისგან განსხვავებით ხომ ვერ მეტყვით? ჩემი ბავშვი ეხლა არის 7,3 თვისა, სემპერის ფაფით დავაწყებინე კვება, მიეჩვია და ეხლა გავასინჯე რძიანი წიწიბურას ნესთლე... რძიანი ფაფა ყოველ დღე შეიძლება? ანუ ბლომად ვიყიდე ფასდაკლებებზე....



ურძეო უფრო კარგი შემადგენლობისაა მაგრამ ნაკლებკალორიულია, ასევე რძის ალერგიის გამოსარიცხად თავიდან ურძეოებით სჯობს დაწყება. რძიანებს თითქმის ყველას დანამატები აქვს სამწუხაროდ.


Posted by: takoo1 8 Feb 2022, 14:52
anibani18
ვაიმე ანიი დამაწყნარე ეხლა ცოტა❤️ხო რა აზრი აქვს ნერვიულობას არც ისე პატარა შუალედია აპრილში კი ხდება 2ის და წინ კიდევ რამდენი თვეა რაღაცა იქნებაsmile.gif
აუ რა საქმიანი გოგო გყოლია გავგიჟდიი რა გაქ შენ სანერვიულო აბა biggrin.gif biggrin.gif ეხლა რო გითხრა მეხმარება თქო შენ თვითონ დაიჯერებ?biggrin.gif არა რას მეხმარება გოგო ყირაზე გადადის დილიდან საღამომდე,ყველაფერს ანგრევს,ყრის..
გადმოალაგებს ქვაბებს,ჯამებს,უჯრებს მაგიჟებსსს მარა მივეჩვიე უკვე სხვა რა გზაა..
ერთადერთი რასაც მიჯერებს პულტი მომიტანე მეთქი რო ვეტყვი მოაქ(რამე რო ჩაურთო მაგ იმედით) პილასოსს და ცოცხს ესეც დაათრევს ხო))) ლაპარაკი მაინც დაიწყოს ცოტა კონტაქტში შემოვიდეს იქბებ რამე გავაგებინო biggrin.gif ამბობს შენი მეტიჩარა სიტყვებს:*
* * *
narkozeli
ჩემი შვილიც გიჟდებოდა სემპერზე სანამ ნუტრილაკს გასინჯავდა biggrin.gif სანამ გასინჯავენ ტკბილს ძალიან გემრიელი ეჩვენებათ გეთანხმებიsmile.gif ეხლა სახლში რო ვუმზადებ და ცოტათი ვუტკბობ რაღაცნაირად განვიცდი მარა რა ვქნა არ ჭამს ისე.აქამდე რო უშაქროს ჭამდა მაგით ვიწყნარებ ცოტა თავს))

Posted by: SOF - 777 8 Feb 2022, 17:19
anibani18
უი, რა კარგია რომ მითხარი. მაშინ, ყოველ დღე არ ვაჭმევ, შაქრისკენ მიდრეკილება არ მაწყობს ისედაც ჭარბი წონა აქვს smile.gif

ისევ სემპერს ვუყიდი ურძეოს.

* * *
გოგოებო,

ხომ ვერ მირჩევთ კარგ ბაგას, რასაც აქებენ, ან იცით რომ კარგია?..

ასევე კარგ ძიძას ვეძებ და იქნებ იცოდეთ ვინმე?..

ამ საქართველოში უმუშევრობაა, მაგრამ ძიძას ვერ იპოვნი...

Posted by: ninunin 8 Feb 2022, 20:02
lelukaa
რას შვება და იზრდება და ცელქდება, 1 ადგილას არ ჩერდება, ფეხს ალბათ რამდენიმე თვეში უკვე კარგად ზის, კი წამის მეასედში ვითარდება და მოძრავია, ყოჩაღია, შენი რას შვება ფუთქუჩუნა? smile.gifnarkozeli
კი გვანცა აქვთ გემოები გარჩევა, არ იფიქრო რო არა, მეც ურძეო სემპერით დავაწყებინე ვასინჯებდი არ იკარებდა განსაკუთრებით გრჩიხას ვერ იტანდა, რო ვუსინჯავდი გემოს მეც არ მიკვირდა რო არ ჭამდა, ავიღე მერე და დოზები რო მოვუმატე დავამატე მოხარშული ვაშლი, და ხილი მაგით დაიწყო, ხილის გარეშე არ ჭამდა გემოებს არჩევდა გადასარევად, რძინაბებზე რო გადავიყვანე უხილოდ მიირთვა სემპეროს შვრია, მარა ჰიპი რო გაცასინჯე სარრთოდ გადაუჯოკრა ყველა ფაფას, მე ნუტრიბენის სიმინდის ფაფასაც ვაჭმევდი და მაგას უფრო ჭამადა, მოკლედ ნიკისთვის ჰიპი ჩემპიონია, ისედაც კონსისტენციით და გემოთიც რო გავსინჯე ჰიპი ჯობია, ნუ გემოვნების ამბავია ალბათ, მე ვერცერთს ვერ შევადარებ და ამასაც მოსწონს ძალიან

Posted by: narkozeli 9 Feb 2022, 14:01
ninunin

გოგო მასე შაქარი რო დაუმატო, ნებისმიერი ფაფა მოეწონებათ, ჰიპი იმოტომ მოწონს რომ არომატიზატორები აქვს ))

თუ ბავშვი ჭამს, რა თქმა უნდა სუფთა და კარგი შემადგენლობის ფაფით ჯობია დაწყება. ნუ თუ არ ჭამს, სხვა რა გზაა))
* * *
gogatakoo

სანამ გასინჯავენ მაიმუნობებს, მანამდე გეთანხმები, თუ ჭამს ბავშვი (ჩემი ჭამდა მაგალითად უპრობლემოდ იმ სემპერის უარაფრო წიწიბურას, ძაან გემრიელად ჭამდა თან biggrin.gif) ხოდა რატო უნდა მიმეცა დანამატებიანი და ემულგატორებიანი sad.gif

https://youtube.com/shorts/FQZy7Xejh2Q?feature=share

ვიდეოც მაქვს გადაღებული როგორ ჭამდა სემპერის ურძეო წიწიბურას
* * *
QUOTE
ნუ გემოვნების ამბავია ალბათ, მე ვერცერთს ვერ შევადარებ და ამასაც მოსწონს ძალიან


გოგო ხო ნუ ბავშვის გემოვნებაა, ზოგს რა უყვარს და ზოგს რა biggrin.gif

თუ ჯანსაღზე ვამბობთ, ჰიპზე კაი შემადგენლობა ცალსახად სემპერს აქვს თორე კი იცი მეც ვაჭმევდი ჰიპის ფაფებს აგერ ლამის 2 წლამდე. ძაან ერთფეროვნება გვიწევდა და ბევრნაირს ვყიდულობდი რომ არ მობეზრებოდა.

2 წლის და 4 თვის ხდება და დღემდე ვაძლევ ზოგჯერ ჰიპის ღამის ფაფას, თუ საღამოს ძილის წინ ვერ მოვასწარი რამის მომზადება.

Posted by: ninunin 9 Feb 2022, 16:03
narkozeli
narkozeli
სუფთა რომელია, ურძე სემპერს ვაჭმევდი დანამატების გარეშე, მერე ვაშლი შევურიე მე ჩემით, ბავშვი 8 თვის ხდება ეხლა გადავიყვანე რძიან ჰიპზე ხილს არ ვუმატებ, უხილო რძიან გრეჩიხას უპრობლემოდ ჭამს და წლადე ვერ დავუწყებ დევნას ურძეო ფაფებით, ყველა რძიანს აქვს რაღაც დანამატი ,გინდა სემპერი იყოს და გინდა სხვა, რაცაა ეგაა, ას პროცენტიანი არის მხოლოდ ბიო ბურღულეულით სახლში მომზადებული და მაგის დრო კიდევ ვის აქვს რო წამოზრდება ეგენი მერე

Posted by: takoo1 9 Feb 2022, 18:50
ninunin
სუფთა არც რძეა ეგრე,ვისაც ძუძუზე არ ყავს რა ქნას.მითუმეტეს პირველივე თვიდან ფორმულას აძლევენ,მაგ ფაფებშიც ეგ ფორმულაა გარეული.არაფერი დიდი დრო არ სჭირდება 3-4 წუთი უნდა სახლში მომზადებას,ყველას აქვს მაგის დრო.
წლამდე ძროხის რძე არ შეიძლება და ამიტომ ვაჭმევთ ყველა მაგ ფაფებს სხვა რა გზაა.
ჩემი შვილი სემპერსაც ჭამდა,ჰიპსაც და ნუტრილაკსაც ბოლოსკენ უკვე.შაქარს არცერთი არ შეიცავს და ამიტო ვაჭმევდი დიდად არ მიქექია შემადგენლობა,მე თუ მკითხავ აძინ ხრენიაsmile.gif
ნესტლეს და ჰეინცს არ ვაჭმევდი იმიტო რო შაქრიანი იყო.
მე თუ მკითხავ ნუტრილაკი ყველაზე გემრიელია დიდი სიამოვნებით ვჭამდი ხოლმე მეც,მაგის გასინჯვის მერე იწუნებდა უკვე სემპერს იმიტო რო ანსხვავებდა გემოებს რო გაიგო.

Posted by: anibani18 9 Feb 2022, 18:50
gogatakoo
ნუ ნერვიულობ, თაკო. გაიზრდება 8 თვეში, შენც შეამზადებ ცოტას.
ხო, ძალიან საქმიანი მყავს smile.gif) ნუ ესიც ანგრევს ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ არ მავნებლობს. მოათრევს ხოლმე ნაჭრებს, წმენდს და ხეხავს. იმ დღეს თავისი უჯრიდან ამოყარა ყველაფერი, მოიტანა რაღაც ნაჭერი და დააკრიალა smile.gif ტანსაცმლის უკან შელაგება კიდევ დაავიწყდა smile.gif))
მე ვცდილობ დავასაქმო ხოლმე. მისი ნივთებიც ისეთ სიმაღლეზე დავუდო ან დავუკიდო, რომ თავად მიწვდეს და აიღოს. დღეს ხახვი მივეცი გასაფრცქვნელად, ისე მოეწონა, სულ დაფცქვნა ყველა ხახვი რაც მქონდა smile.gif) ვნახოთ, მერე რა იქნება. ხომ იცი სულ იცვლებიან ეს ბავშვები.
არა, თაკო. ცალკეულ სიტყვებს ამბობს მხოლოდ. ერთი სული მაქვს დაიწყოს ლაპარაკი. წლის და 10 თბის მეზობელი გვყავს, ტლიკინებს უკვე, ჩემი მეგობრის შვილი 2 წლისაა და ოცამდე ითვლის. იმედია, ჩემიც მოყოჩაღდება საუბრის მხრივ, თორე მენერვიულება ცოტა, მართალი რომ გითხრა.

Posted by: takoo1 9 Feb 2022, 21:19
anibani18
ვაიმე რა საყვარელია გოგო❤️❤️ყოჩაღ მაგდენ საქმეს დიდები არ აკეთებენ)))
ნუ ნერვიულობ დაიწყებს უცებ,ლუკიანე თავის ენაზე ტლიკინებს ისე უცნაურ სიტყვებს იძახის ინდუსი მგონია ხანდახან biggrin.gif
სახელებს ამბობს და სიტყვებს ნივთებისას
ეხლა ისწავლა რამეს რო ეკითხები კიო ყველაფერზე გპასუხობს))ეგაა ჯერჯერობით
კი ესმის რასაც ვეუბნები მარა ორ სიტყვიან წინადადებებს ჯერ ვერ ამბობს,ეს აიტყვებიც ერთი ორი თვეა ისწავლა თორე დადიოდა მუნჯივით მარტო სახელებს იძახდა.

Posted by: anibani18 10 Feb 2022, 09:31
gogatakoo
მე ცხრილი მაქვს, ნევროლოგმა მომცა ადრე, იქ წერია, რომ ორსიტყვიან წინადადების სათქმელად ბავშვს დრო აქვს 25 თვემდე. ასე რომ დაიწყებს მალე <3

Posted by: narkozeli 10 Feb 2022, 10:25
აუ ლაპარაკის დაწყება მართლა უსაყვარლესი ეტაპია, ჩვეულებრივი პიროვნება იჩითება უცებ biggrin.gif თან ისეთებს ამბობს, მაგიჟებს, დედიკო დაიღალე სამსახურში? მე სულ შენზე ვფიქრობდიო lol.gif წლინახევრიდან დაიწყო ამან 2 სიტყვიანები და ჩვეულებრივად ლაპარაკი 2 წლიდან.

Posted by: anibani18 10 Feb 2022, 11:07
narkozeli
ვაიმეე ♡♡ რა სიყვარულია ♡ ნეტა ჩემმაც მალე დაიწყოს ლაპარაკი.
ინსტაგრამზე ერთ გვერდს ვკითხულობ ბავშვის მეტყველებაზე, იქ წერენ რომ 20 სიტყვას მაინც უნდა ამბობერს ბავშვი, ორსიტყვიან წინადადებებზე რომ გადავიდეს. ჩემი 16 თვისაა, მაგრამ 20 სიტყვას ჯერ არ ამბობს.
შენი ყოჩაღი ბიჭია ♡♡

Posted by: takotatuli1989 10 Feb 2022, 12:59
narkozeli
ჩემმა 2.5 წლიდან დაიწყო წინადადების თქმა, 2 წლიდან ორ სიტყვიანები და 3.4 წლიდან ისე აქაქანდა ვეღარ ვაჩუმებთ. ყვრლაფერი იცის ამ ქვეყნად და ყველაფერს ხვდება. მიუხედავად იმისა რო ბაღში არ დამყავს პანდემიის გამო. 2 წლიდან იარა 5 თვე სულ.

Posted by: narkozeli 10 Feb 2022, 14:45
anibani18
takotatuli1989

ეს უნდა განახოთ lol.gif

https://www.facebook.com/gvanca.dadiani/videos/779010633059237

კი ამახინჯებს ცოტა სიტყვებს მარა ძაან სასაცილოდ ლაპარაკობს lol.gif lol.gif

Posted by: takoo1 10 Feb 2022, 20:57
takotatuli1989
anibani18
ხო აი ვერ გაიგებ რა,ზოგი ადრე იწყებს და ზოგი გვიან მარა ერთიანად იწყებს.ჩემმა პირველმა დისშვილმა ძალიან ადრე დაიწყო,2 წლის უკვე გამართულად ლაპარაკობდა.თან ვაფშე არ ამახინჯებდა სიტყვებს.მეორემ 2,5დან დაიწყო სიტყვების თქმა,
რო ვაკვირდები არაფერს არ ნიშნავს მგონი
ალბათ ძალიან რომ აგვიანებენ ასეთ დროსაა საყურადღებო

Posted by: anibani18 11 Feb 2022, 09:23
narkozeli
ვაიმე, გვანცა, რა საყვარელია <3 რა ჭკვიანია <3 უსაყვარკესი ვაჩე <3
გამოგიგზავნე მეგობრობა, თუ გექნება სურვილი

gogatakoo
მე ამ ჩემს ცხრილს ძალიან ვენდობი. გულის კანკალით ველი ხოლმე, როცა რაღაც ეტაპი ახლოვდება. ჩემი გოგო, ჩვეულებრივ, ჯდება ვადებში, მაგრამ ზედა ზღვარზე. სიარულიც, მაგალითად წლის და ორი თვის ასაკში დაიწყო, ზუსტად ბოლო ვადაზე. ისე კი ტლიკინებს სულ, მაგრამ სულ რამდენიმე სიტყვა იცის, დანარჩენი თავის ენაზე.

Posted by: unusual 11 Feb 2022, 15:12
anibani18
რა ცხრილი გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სადმე?


პ.ს ფეხის ზომა, როგორ იმატებს ორი წლიდან? ანუ ორი წლიდან სამ წლამდე ერთი ზომით იმატებს თუ ინდივიდუალურია? ორ წლამდე ძაან სწრაფად ეზრდებოდა, ეხლა ტემპი შეანელა.

Posted by: any_body 11 Feb 2022, 22:04
lelukaa
3 თვის გახდა უკვე, ისე მალე გადის დრო ცერ წარმომიდგენია.
ბოთლით ჭამას მინდა მივაჩვიო და როგორ გამომივა არ ვიცი.

ხოო, მესმის, წარმომიდგენია, მოსწრებაზე რომ ხარ ყველაფრის.
მერე მოგაკითხავყ მყარი კვების რჩევებიგ ^^

როგორ გაუგეთ ერთმანეთს ?


* * *
anibani18
რა ცხრილია ?
ინტერნეტში არის სადმე ? თუ არ არის რომ
გაგვიზიარო თუ შეგიძლიათ ^^

Posted by: NatiaGull 12 Feb 2022, 01:18
გოგოებო, ჩემი გოგო 1.4 წლისაა თითქმის მაგრამ რასაც ამბობს არის: მამა, დადა(დედა), აუა, ბუქი (ბურთი). ესეც თუ ხასიათზეა :/
რცხილაძემ მითხრა ნორმააო მაგრამ რავიცი, სულ ველაპარაკები და იმედია ნელნელა აჭიკჭიკდება.
რასაც ვეუბნებით ყველაფერი ესმის და ასრულებს მოქმედებებს

Posted by: ninunin 12 Feb 2022, 21:19
დედა მამა ბურთი პირველად რა ხნის იყო რო თქვა? კი, მაგ ასაკის ბავშვებზე ამბობენ თუ არ ლაპარაკობს ჯერ არაა პრობლემაო, ზოგი 2 წლამდე არც იწყებს

Posted by: anibani18 12 Feb 2022, 21:28
any_body
unusual
ნევროლოგმა მომცა, როცა დამყავდა ჩვილობაში. ძალიან ცუდი ხარისსხისაა, თორე გადავუღებდი ფოტოს და გაჩვენებდით. რა ასაკში რა უნდა გააკეთოს. ინტერნეტშიც იქნება რამე მსგავსი.
ninunin
დედა, მამა, ბაბა, გოგო - ეს სიტყვები თქვა დაახლოებით 10 თვისამ და მას შემდეგ მისი საბაზო ლექსიკაა. თითქმის ვერაფერი მიამატა სხვა. მეც სულ ვუკითხავ, ველაპარაკები, მაგრამ სხვას ვერაფერს ამბობს ჯერ. ისე ბგერებით კი მიმანიშნებს ყველაფერს. დათვზე, მაგალითად, ტიპიური ღრენის ხმა მოიფიქრა, და ასე ვხვდები, რომ დათვზე ლაპარაკობს. ყეფა მისთვის ბახ-ბახ არის და ნიშნავს ძაღლს...
შრომატევადი პროცესია, როგორც ჩანს.

ნეტა ორ ენაზე თუ ელაპარაკები, უფრო შეფერხდება ლაპარაკის დაწყების პროცესი?

Posted by: ninunin 13 Feb 2022, 12:13
QUOTE
ნეტა ორ ენაზე თუ ელაპარაკები, უფრო შეფერხდება ლაპარაკის დაწყების პროცესი?

ალბათ, საერთოდ ორენოვან ოჯახებში უფრო გვიან იწყებენ ბავშვები ლაპარაკს

ნიკი ამბობს უკვე დედა მამა ბებეს და რაღაც ბგერებს კიდევ დანარჩენი ვნახოთ


Posted by: fleurs 13 Feb 2022, 12:41
anibani18
ბავშვს გააჩნია ალბათ. ერთმა შვილმა გვიან დაიწყო ლაპარაკი და დაახლოებით 4-5 წლამდე ქართულს და ფრანგულს ერთმანეთში ურევდა.მეორემ 10 თვიდან,მაგრამ ძირითადათ ფრანგულ სიტყვებს ხმარობდა ყველაფერი ესმოდა ქართულად ,მაგრამ ფრანგულად გვპასუხობდა. ეხლა ცდილობს ქართულად გაგვცეს პასუხი სიტყვებსაც გვეკითხება გამოთქმა რომ ისწავლოს.6 წლისაა. უფროსი შვილი 3 წლის იყო აქ რომ ჩამოვიყვანეთ ,გამართულად ლაპარაკობდა ფრანგულიც სწრაფად ისწავლა და ორივე ენაზე ლაპარაკობდა. უფროს შვილს მიდრეკილებაც აქვს ენების მიმართ 24 წლისაა და 4 ენაზე საუბრობს.( უცხო ენებზე სწავლობს) წელს რუსულიც დაიმატა. პოლონური,რუსული ან არაბული უნდა აერჩია.

Posted by: takoo1 13 Feb 2022, 17:39
NatiaGull
anibani18
არ ინერვიულოთ ჯერ პატარები არიან,უცებ დაიწყებენ ლაპარაკს.ლუკიანეც რამოდენიმე სიტყვას ამბობდა მაგხელა რო იყო.ერთი ორი თვეა ცოტა მიამატა,1.9 თვისაა
ჯერ ორ სიტყვიან წინადადებებს არ ამბობს
სახელები იცის ყველასი,ზოგიერთი ცხოველის.სათამაშო ყავს ჟოზე ისე საყვარლად ეძახის ფრანგივით ჟუსეეე biggrin.gif
თევზები გვყავს და ბებზიი ეძახის))
კარადიდან რასაც ალაგებს სამზარეულოში
ჭიქა,სოდა,პური,ჩაი აი ესეთ რაღAცეებს ამბობს.biggrin.gif
ეს ორი დღეა ვამარცვლინებ და სხვათაშორის ამთავრებს.
მაგალითად ხო ვეტყვი ჭიი..და ასრულებს ქა
ბუ...რთიი
თევ...ზი biggrin.gif იმედია დაიწყებს მალე

Posted by: unusual 14 Feb 2022, 00:15
ყურის ტკივილი ს დროს ოტოფა დამინიშნა ერთმა და მეორემ ფლოქსიმედი. რომელი ჯობია?

Posted by: takoo1 14 Feb 2022, 19:46
გოგოებო ყიფლიბანდი ბოლომდე დახურული არააქვს და კალცი დაუნიშნა პედიატრმა.არის კავშირში კალცი მაგასთან? თქვენ რა ინფო გაქვთ ყიფლიბანდზე პედიატრებისგან?

Posted by: takotatuli1989 14 Feb 2022, 20:37
gogatakoo
რამხელაა ბავშვი? Vემსას 2 წლისას დაეხურა. რამდენადაც ვიცი 2 წლის და 7 თვემდე რო არ დაეხუროს ნორმაა, ნახე აბა ჯანმოს საიტზეც. კალცის მეშინია მე ანალიზის გარეშე არ მისცე.

Posted by: takoo1 14 Feb 2022, 21:21
takotatuli1989
წლის და 9 თვისაა,რავი 2 წლამდე არ მგონია მოასწროს დახურვა..

Posted by: narkozeli 15 Feb 2022, 14:43
unusual

ოტოფა ანტიბიოტიკს შეიცავს. მეორე არ ვიცი. ამ ოტაფას ჩემს მაზლის შვილებს აწვეთებდნენ ყურში

anibani18

გამიხარდა ფბ-ზე რომ გნახე love.gif

Posted by: ninunin 18 Feb 2022, 14:10
გოგოებო, ბაიებს რომელ ხაჭოს და კვერცხს აჭმევთ?

Posted by: unusual 18 Feb 2022, 19:48
narkozeli
მადლობა. ——

Posted by: Anabeli111 19 Feb 2022, 15:05
gogatakoo
როგორ ხარ? იყავი ეხოზე? ♡

Posted by: takoo1 20 Feb 2022, 14:16
Anabeli111
კარგად ანა მადლობა❤️
კიი ვიყავი მოვისმინე გულისცემა❤️ცოტა დავწყნარდი 8 კვირაში ვარ.
შენ როგორ ხარ ხო ყველაფერი კარგადაა:**

Posted by: Anabeli111 20 Feb 2022, 16:17
gogatakoo
რა კარგია, გილოცავ ♡ მეც მე-8 კვირაში ვარ. ტოლები ვყოფილვართ ^_^
კი, ჯერჯერობით, ამ ეტაპისთვის კარგადაა ყველაფერი.

Posted by: lelukaa 20 Feb 2022, 19:54
გოგოებო, დოქტორ ბრაუნის ჭურჭელი ვის გამოგიყენებიათ? კარგია? თეფშები, ყურიანი სიპიქაფები, კოვზები მაინტერესებს. ოფიციალური გვერდიდან გამოწერა 2ჯერ ნაკლები გამოდის და ხარისხი მაინტერესებს, ნორმალურია? ან რომელი ჯობია?

Posted by: emiblack 20 Feb 2022, 21:46
gogatakoo
აღარ მახსოვს მოგილოცე თუ არა ))) რა კარგია მეორე ბავშვი))) ლუკიანე რომ გაჩდა მე დაახლოებით პერიოდში შემოვუერთდი ფორუმს და მახსოვს საავადმყოფოდან რომ ველოდებოდით ყველა სიახლეს ))
Anabeli111
გილოცავ გულისცემის მოსმენას <3 უყოჩაღესია <3

Posted by: takoo1 21 Feb 2022, 13:36
Anabeli111
უიი მართლაა❤️ ხოო რავი 1 იანვარს მქონდა ციკლი და 7,4 დღე დაწერა ეხოზე თუ არ ცდებაsmile.gif
FLO-ც ეგრე მიწერს,,
ყველაფერი კარგად იქნება:* ეს თვეც და მერე 10 თვიდან უკვე აღარაა სანერვიულო ეს პერიოდია ხო იცი ცოტა კრიტიკული 7-8 კვირამდე.
emiblack
კიი მგონი მომილოცე:* ხოო განერვიულეთ მახსოვს))) მეც მახსოვხართ ყველა ვინც გულშემატკივრობდით ლუკიანეს❤️

Posted by: Anabeli111 21 Feb 2022, 13:56
emiblack
მადლობა, ცდილობს ^_^ ♡♡

gogatakoo
მე 28 დეკემბერს biggrin.gif

Posted by: takoo1 21 Feb 2022, 15:40
gogatakoo
აჰაა ტოლები ვყოფილვართ ესეიგიsmile.gif
დადექი აღრიცხვაზე?

Posted by: NatiaGull 21 Feb 2022, 16:26
გოგოებო როგორ ხართ ?
მეოთხე დღეა გადამიცდა, მამაჩეკი იარყოფითია..
რას დავაბრალო ? biggrin.gif

Posted by: anibani18 21 Feb 2022, 20:53
Anabeli111
gogatakoo
როგორ მიხარია თქვენი ამბები <3 <3
შენ დადექი უკვე აღრიცხვაზე, თაკო? რა გადაწყვიტე?
lelukaa
დოქტორ ბრაუნი კარგი იქნება, თუმცა მე არ მაქვს.
ჩემს გოგოს ახლა mushie აქვს. კიდევ კარგია ezpz, თუ თვითკვებას გეგმავ.
* * *
ninunin
დაახლოებით წლამდე ჰიპის ხაჭო აჭამე ხოლმე. მე სახლშიც ვუმზადებდი 10 თვიდან. კვერცხს ან სოფლისას ვყიდულობ ან სავანეთი მომწონს კიდევ.

Posted by: ninunin 21 Feb 2022, 23:32
anibani18
QUOTE
ninunin
დაახლოებით წლამდე ჰიპის ხაჭო აჭამე ხოლმე. მე სახლშიც ვუმზადებდი 10 თვიდან. კვერცხს ან სოფლისას ვყიდულობ ან სავანეთი მომწონს კიდევ.

მადლობა ❤️

Posted by: lelukaa 22 Feb 2022, 00:09
anibani18
mushie ს გამოწერა მინდოდა და რევიუებს რომ ჩავუყევი არ ეკრობაო კარგად მაგიდის ზედაპირსო. ღრმა, ფაფის ან წვნიანის თეფშზე ეწერა ზედმეტად პატარააო და ვეღარ გადავწყვიტე მაგიტო. არადა ძაან მომწონს. განსაკუთრებით 3 განყოფილებიანი თეფში როა თვითკვებისთვის. დაკრობაზე შენ რას მეტყვი? თავზე ადვილად რომ დაიმხოს არ მინდა ნამდვილად biggrin.gif
* * *
დიქტორ ბრაუნი 2 ჯერ კი არა ბევრჯერ იაფი გამოდის ოფიციალურიდან გამოწერით, აქ რომ 45 ლარია 2ც ღრმა თეფში, საიტზე 5$ია.

Posted by: takoo1 22 Feb 2022, 10:33
NatiaGull
გიცდებოდა ხოლმე ისე მანამდე?
ჰორმონების ამბავი ხო არაა?

* * *
anibani18
გოგო არაა,,ვერაფერიც ვერ გადავწყვიტე ჯერsmile.gif ახლოს მინდა რა სადმე რო ჩავირბინო ხოლმე,საბურთალოდან დიღომში გამსვლელი არ ვარ,
იმედია ისევ ისეთი უპრობლემო ორსულობა მექნება,მე ანალიზებზე დავდიოდი მარტო ხო გახსოვს.

Posted by: Na-Servus 22 Feb 2022, 11:20
NatiaGull
კოვიდი ხიმ არ გქონდა? ორჯერ მქონდა და ორივეს მერე გადამიცდა, პირველად 16 დღე, მეორეზე ძალიან ადვილად გადავიტანე და 5 დღე

გამარჯობა გოგოებო)

Posted by: ninunin 22 Feb 2022, 12:13
anibani18
მესამე კვებაზე რას აჭმევთ ხაჭოს და ხილფაფას გარდა? 8 თვის არის უკვე

Posted by: NatiaGull 22 Feb 2022, 14:25
gogatakoo
გოგო არ მიცდებოდა, ბავშვის გაჩენის მერე საათივით მქონდა.

Na-Servus
კოვიდი რამდენიმე თვია წინ მქონსა, იმის მერე მომდიოდა დროულად.

ვაახ რა უცნაურია, კიდე გავიკეთებ აბა ტესტს მაინც

უარყოფითია popcorn.gif

Posted by: narkozeli 22 Feb 2022, 15:35
lelukaa

მე მქონდა და მაქვს დღემდე დრ. ბრაუნის ჭურჭელი. ყველაზე კარგად მაინც რძის შუში ბოთლი ვიხმარე. თეფშები გაიცრიცა ძალიან. ნუ შემადგენლობას ვენდე და ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ მაგრამ პლასტმასის ჭურჭელი არ მიყვარს რაა. და არც დრ. ბრაუნსი აღმოჩნდა ამ კუთხით გამონაკლისი. ასევე მქონდა სიფი ქაფი რომლიდანაც წყალი წვეთავდა და ეხლა მაქვს საწრუპიანი ჭიქა დრ. ბრაუნსის და ნუ ცუდი არაა მარა არც გადასარევი.
* * *
QUOTE
3 განყოფილებიანი თეფში როა თვითკვებისთვის


აი ესენი ვიხმარე ძაან კარგად. განახებ ფოტოებს
* * *
user posted image

user posted image

ბოთლი ვიხმარე ყველაზე კარგად. სოსკაც ავენტის ჯობდა
user posted image

Posted by: anibani18 22 Feb 2022, 17:24
lelukaa
ჩემს გოგოს აქვს ერთი სილიკონის თეფში, რომელიც ეკრობა, თუმცა არასოდეს დამიკრავს, რადგან ამის პრობლემა არ გვქონია, მშვიდად ჭამს. mushie-ის ის ჭურჭელი მაქვს, რომელიც არ ეკვრის. აი, ესენი
https://www.amazon.com/mushie-Square-Dinnerware-Bowls-Denmark/dp/B088BDWWQ8/ref=pd_ybh_a_10?_encoding=UTF8&psc=1&refRID=9BEGJASBYYJ32W2749GP
თეფში, ჩანგალი, კოვზი, ჯამი და ჭიქა. ასეთ ღია ჭიქას ჯერ არ ხმარობს, საწროპიანი უყვარს.
სამგანყოფილენბიანიც მაქვს, ოღონდ სხვა წარმოების. მართალი გითხრა, სამივე განყოფილებას მხოლოდ ხემსის დროს თუ ვხმარობ, სამი სახეობის საკვებს ვერ ვუმზადებ ერთ ჯერზე.
ახლა მეორეზე ezpz უნდა ვცადო. მე არ ვაპირებ რომ ვაჭამო, თავად ჭამოს თავიდანვე. ისეთი საყვარელი მოცუცქნული ჭიქა და კოვზი აქვთ. ჭიქაც ღია მინდა ადრევე შევთავაზო, რომ მიეჩვიოს და ისწავლოს.
დაკრობას რაც შეეხება, შეიძლება ცოტა დასველება სჭირდებოდეს დასაკრავს.
gogatakoo
აუცილებლად უპრობლემო გექნება <3
ninunin
ხილფაფა მესამე კვებად არ არის მგონი კარგი იდეა. ხილი მაინც შაქარს შეიცავს და ძილის წინ შაქარი არ არის კარგი აზრი, რთულად დაიძინებს. თან ხილი რთული მოსანელებელია.
ზუსტად რას ვაჭმევდი 8 თვეზე არ მახსოვს, ცოტა მეხსიერების პრობლემები დამეწყო ამ გადაღლილობის ფონზე. ახლა ვაჭმევ ხაჭოს, მაწონს, შიგნით ვულბობ ხოლმე ჩიას თესლებს და მერე რომელიმე თხილეულის კარაქს ვურევ. მაწონს თუ გამორიცხავ, ეს ახლაც შეგიძლია მისცე. კიდევ შეგიძლია მაკარონი მისცე ყველით თუ რაც შენ მოგინდება იმით. ბოსტნეულს ვუმზადებ ხოლმე ღუმელში და იმასაც ჭამს. კიდევ ძალიან უყვარს ვერმიშელი, ფეტვი ყველით. ბლინებს ვუმზადებ იშვიათად, ზარმაცულ ხაჭაპურს, კარტოფილის კატლეტებს ყველით. კიდევ უყვარს ქინოა ყაბაყით და ბადრიჯანით.

Posted by: takoo1 22 Feb 2022, 17:46
NatiaGull
ვაა აბა დაელოდე ერთი ორი დღე
4 დღის გადაცდენილზე უნდა ჩანდეს ხო თუ რამეა?
anibani18
ანი შენ პოსტებს რო ვკითხულობ მერე ვხვდები რო ძაან ზარმაცი დედა ვარ: ))))
ზოგჯერ ისეთ რაღაცას დაწერ გაგებულიც არ მაქ))))
მე აბა ამოვაძვრე ჩემ შვილს სული ხორცის და ხაჭოს ხინკლებით biggrin.gif
არც შეჭამს ეს ვიცი ეგეთ რაღაცას და აღარც ვიკლავ მერე თავს.
სუპი,ბორში,მაწვნის სუპი,მაკარონი,ოსპი,შემწვარი კარტოფილი,ხინკალი,ლობიო..ესაა რასაც 80% ჭამს ხშირად.დალშე ყოველ დღე ხაჭო ან მაწონი,ხილი და დღეში ორჯერ ფაფა
ხორცს აღარ ჭამს ზაფხულის მერე არ ვიცი რატო შეიზიზღა,მაგიტო ვუკეთებ ხინკალს ეგრე ჭამს და რა ვქნა აბაა..

* * *
ninunin
მესამე კვება რომელ საათზე გაქ გააჩნია..
თუ საღამოა ხილს არ გირჩევ.
რძის ნაწარმით ჩაანაცვლე ან ბურღულით

Posted by: Anabeli111 22 Feb 2022, 20:19
gogatakoo
არაზ ჯერ არ დავმდგარვარ.. ვერ ვბედავ .. თან ვერ გადამიწყვეტია სად დავდგე ♡ შენ?

Posted by: anibani18 22 Feb 2022, 21:18
narkozeli
ეს რა ბლინებია, გვანცა? საწებელი ავოკადოსია?
gogatakoo
თაკო, მეც ამ ყველაფერზე ბავშვის წყალობით გავიგე, თორე იქამდე ხარჩო, სოუზი, ბორში, კატლეტი. ეს იყო ჩვენი მენიუ smile.gif) კატლეტებს არ ჭამს ლუკიანე?
ხორცზე არც ნატალი გიჟდება. ბოსტნეულებს ამოკენკავს ხოლმე და ხორცს თეფშზე ტოვებს, ხინკალში მხოლოდ ცომებს შეჭამდა smile.gif ვცდილობ ცომეული ხშირად არ მივცე, შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება. ბოსტნეულს კიდევ სულ ჭამს. ფეტვის ფაფა არ გიცდია? ორ ჯამს ამოლოკავს ხოლმე, ისე უყვარს.
მეც ხშირად ვფიქრობ, არ შეჭამს ამა თუ იმპროდუქტსთქო. დღესაც ისპანახი მქონდა და ვფიქრობდი, რომ არ შეჭამდა მხოლოდ ისპანახს. ცალკე მაკარონს ვხარშავდი და ცალკე ამ ისპანახს ვაკეთებდი. კვერცხი მივეცი გასასუფთავებლად და ეტყობა იმან მიიზიდა, მაჭამე, მაჭამე, დამიდგა გვერდით. მაკარონი კი არ მქონდა მზად, მხოლოდ ისპანახი. ხახვი მოვთუშე, მერე ისპანახი დავამატე, მოხარშული კვერცხი და ბოლოს ცოტა ყველი გავურიე. ვეღარ ითმენდა და მივეცი ეს ისპანახი, სულ შეჭამა მთელი ტაფა. ყბადაღებული ვუყურებდი.

Posted by: takoo1 22 Feb 2022, 22:12
anibani18
აი თუ ხასიათზეა შეიძლება შეჭამოს ვერ გაიგებ რაა,მაკარონი და ცომები უყვარს
გოგო არ მიცდია ეგ ფეტვი,სავარაუდოდ შეჭამს იმიტო რო ყველანაირი ფაფა უყვარს,
ყოველდღე ახვადასხვანაირს ვუკეთებ.
წიწიბურა,გერკულესი,სიმინდი,მანი.. უყვარს ბურღულეული და მაგასაც შეჭამს ალბათ.
ისპანახი არ მიმიცია ჯერ ყველაფერზე მუცელი ებერება და მეცოდება ხოლმე, ამას ხო ენტერო ქონდა აგვისტოში და აი მაგან დამხია ძალიან უკან,ფაქტობრივად თავიდან დავიწყეთ კვება.ყველაფერი უღიზიანებდა კუჭ-ნაწლავს და 2 თვემდე ბევრი რაღაც ამოვიღეთ რასაც ჭამდა,ახალიც ვერაფერი გავასინჯე ისე გავიდა ზაფხული და მოკლედ რა..ეხლა ვაპარებ ნელ-ნელა რაღაცეებს.
ისე იმ დღეს კომბოსტოს ნიგვზიანი ფხალი გავაკეთე მომინდა არვიცი რატო))) მაჭამეო გაგიჟდა და კარგად ჭამა,მოეწონა ძალიან ფუჰ ნივრის სუნი ასდიოდა მთელი დღე biggrin.gif
* * *
Anabeli111
არც მე არ დავმდგარვარ ჯერ,აი მეც ეგრე ვე ჩამოვყალიბდი ანა.
13 კვირამდე უნდა დავდგეთ მგონი იმ ანტენატალურზე ხო იცი?
შენ რომელ უბანში ხარ?

Posted by: ninunin 22 Feb 2022, 23:17
anibani18
ბერძნული იოგურტი ეჭმევა ნეტა 8 თვისას? მაწვნის მაგივრად რომ მივცე დაშიგნით ვუზამ რამე ხილს, ფეტვი რა ფორმით ფაფა? თუ სად იყიდება ან რანაირად უნდა მოვამზადო აზრზე არვარ,, მაკარონი ყველით ვიფიქრე მაგრამ ვფიქრომ მძიმე არ იყოს 8 სთზე, ძაან დავიბენი ეხლა, ჰიპის ხაჭოც ხო ხილითაა საღამოს აბა რა ვაჭამო ხილფაფა და ხაჭო თუ არა ბურღული მძიმე მგობია და შეიძლება ვცდები

Posted by: emiblack 23 Feb 2022, 09:46
გოგოებო, როგორ ხართ? პატარები როგორ გყავთ?
მე მოვედირაიმე ჯადოსნური რჩევის მოსასმენად )))
ჩემი შვილი არ ჭამს არაფერს, აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აქამდე ვახერხებდი ძალით 2-2 კოვზის მიცემას დღეში 3ჯერ, ახლა კბილები ამოუვიდა იმდენი რომ ოსტატურად ხურავს პირს და ვერაფრით ვაღებინებ. თვითკვების მცდელობები მაქვს რაც 6 თვის გახდა მაგრამ აი ითამაშებს, აზიზნის და პირისკენ არაფრით არ მიაქვს. ძუძუ შევუზღუდე, ვიფიქრე მოშივდება და შეჭამს მეთქი და არ გაჭრა , იშიმშილა, იტირა მაგრამ არაფერი გაიკარა. 11 თვის ხდება აწი, ვინმე ყოფილხართ ასე? რცხილაძესთან მყავდა და დამამშვიდა კარგი განვითარება აქვს და წლამდე თუ არ დაიმატებს არ უდარდოო, მაგრამ ნუ წლის ხდება აწი და რა მოვიმოქმედო? სხვა მხრივ რიგზე აქვს ყველაფერი, 10,5 კილოა, ერთეულ სიტყვებს იმეორებს რომ ვეტყვი, ძილითაც ნორმალურად ძინავს , ნუ ძუძუსთვის იღვიძებს 3ჯერ ღამეში, მაგრამ 5 -5 წუთით , კარგ ხასიათზეა, თავისთვის თამაშობს , კონტაქტობს ყველაფერს გვაგებინებს. საყრდენთან დგება თავისით,მაგრამ დამოუკიდებლად მაქსიმუმ 1 წთ გაჩერდეს . საყრდენი თუ აქვს დადის კიდევაც . ნუტრიენტები შეიძლება აკლდეს და მაინც მიყვებოდეს ნორმალურად განვითარებას?
რაიმე სხვა ხრიკები ხომ არ იცით როგორ შევაპარო საჭმელი?

Posted by: anibani18 23 Feb 2022, 11:37
fleurs
მადლობა პასუხისთვის <3 ჩემი 2 წილასაც არ არის ჯერ, თავიდან ორ ენაზე ველაპარაკებოდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, არ შეაფერხოს ამან ლაპარაკის დაწყების პროცესი და მხოლოდ ქართულზე გადმოვედი.
gogatakoo
იქნებ ფეტვიც მოეწონოს. გემრიელია როგორც ჩანს.
ამას არ აქვს დიდად გაზების პრობლემა. ანუ არ წუხს ხოლმე მუცლის ტკივილებით, ამიტომ ვაძლევ ყველაფერს.
ninunin
მესამე კვება 8 საათზე გაქვს? დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა აჭამო ბოლოს.
მე მოგცემ ლინკებს ჩემი კვების ბიბლიის.
ბერძნული იოგურტი 6 თვიდან
https://solidstarts.com/foods/yogurt/
ფეტვი შეგიძლია 6 თვიდან
https://solidstarts.com/foods/millet/
უბრალოდ მგონია სჯობს ორგანული ბურღული უყიდო ამ ასაკზე. ორგანიკაზე ნახე.
ფეტვი ფაფაა. მე პირველ წამოდუღებულ წყალს ვღვრი ხოლმე და მეორე წყალზე ვხარშავ. 15-20 წუთი უნდა მოხარშვას. გასიჯე მაინც მზაობაზე. მერე ვამატებ ყველს. ძალიან უყვარს ფეტვი.
მაკარონი შეგიძლია მისცე დაძინებამდე 2 საათით ადრე, როგორც მე ვიცი. უყიდე პლაზმონის მაკარონი და ყველი.
ჰიპის ხაჭო მიეცი დღის პირველ ნახევარში რადგან მასში ხილი მეტია ვიდრე ხაჭო. ისე გოგონები ჩვეულებრივ ხაჭოსაც აჭმევ ხოლმე. მე 10 თვიდან დაახლოებით ვუმზადებდი ჩემით ხაჭოს. ახლა პრეზიდენტის ხაჭო მომეწონა ძალიან და იმას ვყიდულობ.
თხილეულზე თუ გამორიცხე უკვე ალერგია, სცადე თხილეულის კარაქი, სულ ცოდაც რომ გაურიო ხოლმე ბერძნულ იოგურტში, ძალიან სასარგებლო და კარგი იქნება. პროტეინებსაც მიიღებს.
ორჯერ ფაფა ზოგადად მძიმე არისო, ასე ამბობენ. ხანდახან რომ მისცე მგონი კი შეიძლება, მე ვაძლევდი და ახლაც ვაძლევ ხოლმე. ხილი 8 საათზე ძალიან გვიანია. 5-6 საათის მერე ეცადე არ მისცე.
ისე ამ ასაკზე ძილის წინ რძე რომ მისცე? თუ აღარ სვამს?

Posted by: Batuka 23 Feb 2022, 12:17
გოგოებო ვინმემ ხომ არ იცით ბავშთა კარგი უროლოგი?

Posted by: takoo1 23 Feb 2022, 12:22
აუ გოგოებო ორსულობის დროს რინიტი თუ ჯანდაბა გქონიათ?? მგონი ეგ მაქ რამდენი ხანია ცხვირი მეჭედება განსაკუთრებით ღამე,ფიზიოლოგიური არ მშველის ვისხამ ერთი კვირაა,სხვა რა შეიძლება ვიხმარო სპრეი??
* * *
Batuka
ზაზა ჭანტურიას აქებენ მე არ დამჭირვებია პირადი გამოცდილება არ მაქვს
* * *
emiblack
11 თვისაა ხო? რეები შესთავაზე აბა მოყევი biggrin.gif
გოგო ძუძუზე რო გყავს ანაყრებს და დიდად მერე აღარ ცდილობენ ხოლმე ახლის გასინჯვას,ახლობლის ბავშვი იყო ეგრე არაფერს ჭამდა.წონა მშვენიერია მთავარია დეფიციტი არააქ წონის.
ჩემი შვილი აბა სადაცაა გახდება ორის და 12 კილოა,ასე თუ ისე ჭამს თან რავიცი.უჭმელი არ არის.

Posted by: emiblack 23 Feb 2022, 13:29
gogatakoo
მე მქონდა კი თაკო, არაფერი მიხმარია, გვერდს რომ შევიცვლიდი მეხსნებოდა .

ყველაფერს ვთავაზობ, ჩემს თეფშს უყურებდა სულ ნერწყვის ყლაპვით და ახლა ვუშვებ ჩემს თეფშთანაც და ხელს მოკიდებს აზელს და ვსიო . მართლა ყველაფერი მაქვს შეთავაზებული, გემოზე არაა , უფრო ვეძებ რაიმე მეთოდს შეთავაზებისას

Posted by: narkozeli 23 Feb 2022, 13:42
anibani18
QUOTE
ეს რა ბლინებია, გვანცა? საწებელი ავოკადოსია?


ავოკადოს ბლინები ან, ჩვეულებრივად ფენქეიქს როგორც აკეთებ ისე კეთდება უბრალოდ დაჭყლეტილ ავოკადოს ვუმატებ. პიურეც ავოკადოსია. ძაან უყვარს ჩემს ბიჭრს, 9 თვიდან ვაჭმევ ხოლმე პერიოდულად
* * *
Batuka
ზაზა ჭანტურაია ან პაატა გიორგაძე. ეს ორი ითვლება კარგ ბავშვთა უროლოგად თბილისში


emiblack

მე არ გამოვდგები ამ ამბავში რჩევის მიმცემად მაგრამ მასე რომ ყოფილიყო ჩემი, გადავიყვანდი BLW მეთოდით კვებაზე. ოდესმე წაიღებს პირისკენ და ჯერ გაქვს დრო წლამდე ხო ძუძუა მაინც მთავარი კვება.




Posted by: anibani18 23 Feb 2022, 14:07
emiblack
იკითხე რა solidstart-ის ინსტაგრამ გვერდზე. ჯერ დაძებნე მთლიანად, იქნება მსგავს სიტუაციაზე პოსტი, თუ არა და იკითხე ყველაზე ახალი პოსტის ქვეშ. აუცილებლად გაგცემენ პასუხს.
narkozeli
მადლობა <3

Posted by: emiblack 23 Feb 2022, 14:32
narkozeli
კი , გვანც , დავადექი მაგ გზას . ჯერ უშედეგოდ და ვნახოთ აწი რა იქნება . ერთი კვირაა ჯერ მხოლოდ მაგ მეთოდზე ვარ და პირისკენ არაფერი წაუღია . ვნახოთ <3
anibani18
მადლობა, ანი . ვნახავ აბა კიდევ ერთხელ . აქამდე ვისთვისაცმიკითხავს და უპასუხია რომ მისიც არ ჭამდა , რომ ჩავეძია არ ჭამას ეძახდნენ არასრულ ულუფას , ან ძალიან ცოტას . ჩემი მართლა საერთოდ არაფერს არ ჭამს .

Posted by: Batuka 23 Feb 2022, 14:51
narkozeli
მადლობა. სად მუშაობს ზაზა ჭანტურია ხომ არ იცი?

Posted by: anibani18 23 Feb 2022, 15:21
emiblack
ვიპოვე ორი პოსტი, როცა ბავშვი საკვებს არ ეხება
https://www.instagram.com/p/CMh_KdTllf7/
https://www.instagram.com/p/CMm26MaFAvN/
კიდევ იქნება რაღაცეები, უბრალოდ ვერ მოვიძიე ახლა.
რა გრაფიკით აჭმევ ხოლმე? თუცა ძუძუს ალბათ როცა უნდა მაშინ ჭამს.

Posted by: narkozeli 23 Feb 2022, 16:19
Batuka

უროლოგიის ცენტრში. 300 არაგველზე

emiblack

წარმომიდგენია რა რთულია sad.gif


Posted by: matuti 23 Feb 2022, 16:34
emiblack
QUOTE
გოგოებო, როგორ ხართ? პატარები როგორ გყავთ?
მე მოვედირაიმე ჯადოსნური რჩევის მოსასმენად )))
ჩემი შვილი არ ჭამს არაფერს, აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აქამდე ვახერხებდი ძალით 2-2 კოვზის მიცემას დღეში 3ჯერ, ახლა კბილები ამოუვიდა იმდენი რომ ოსტატურად ხურავს პირს და ვერაფრით ვაღებინებ. თვითკვების მცდელობები მაქვს რაც 6 თვის გახდა მაგრამ აი ითამაშებს, აზიზნის და პირისკენ არაფრით არ მიაქვს. ძუძუ შევუზღუდე, ვიფიქრე მოშივდება და შეჭამს მეთქი და არ გაჭრა , იშიმშილა, იტირა მაგრამ არაფერი გაიკარა. 11 თვის ხდება აწი, ვინმე ყოფილხართ ასე? რცხილაძესთან მყავდა და დამამშვიდა კარგი განვითარება აქვს და წლამდე თუ არ დაიმატებს არ უდარდოო, მაგრამ ნუ წლის ხდება აწი და რა მოვიმოქმედო? სხვა მხრივ რიგზე აქვს ყველაფერი, 10,5 კილოა, ერთეულ სიტყვებს იმეორებს რომ ვეტყვი, ძილითაც ნორმალურად ძინავს , ნუ ძუძუსთვის იღვიძებს 3ჯერ ღამეში, მაგრამ 5 -5 წუთით , კარგ ხასიათზეა, თავისთვის თამაშობს , კონტაქტობს ყველაფერს გვაგებინებს. საყრდენთან დგება თავისით,მაგრამ დამოუკიდებლად მაქსიმუმ 1 წთ გაჩერდეს . საყრდენი თუ აქვს დადის კიდევაც . ნუტრიენტები შეიძლება აკლდეს და მაინც მიყვებოდეს ნორმალურად განვითარებას?
რაიმე სხვა ხრიკები ხომ არ იცით როგორ შევაპარო საჭმელი?

ჩვენ ვიყავით ეგრე, წლის და 1 თვისაა ჩემი ბიჭი, ძუძუზე მყავდა მხოლოდ და არაფერს არ ჭამდა, ძალით რასაც ვუდებდი პირში, იმასაც უკანო აფურთხებდა. ამის გამო დაემართა ანემია, 35 ქონდა გემოგლობინი და 2 თვის წინ საავადმყოფოში მოვხვდით მაგის გამო, აუცილებელი გახდა სისხლის გადასხმა + წამალიც დაუნიშნა ექიმმა 2 თვიანი კურსი, ეხლა მოვრჩით და უნდა გადავაკონტროლო გემოგლობინი. ვიტამინებს და ომეგა 3-საც ვასმევ ექიმის დანიშნულებით. განვითარება ჩემსასაც კარგი აქვს, არ ჩამორჩება არაფრით, მაგრამ სახეზე იყო ძალიან ფერმკრთალი ანემიის გამო. ეხლა მოვიდა ცოტა ფერზე, ძალით ვაჭმევდი, ტელევიზორთან დავამუღამე, ჩავურთავ საბავშვო გადაცემას და ყურადღება გადააქვს სიმღერებზე. ასე ნელ-ნელა მივაჩვიე ჭამას, ეხლა ჯვარი სწერია, შედარებით უკეთესად ჭამს.

Posted by: lelukaa 23 Feb 2022, 17:59
narkozeli
anibani18
ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, ძალიან მეხმარებით ხოლმე. <3


Posted by: takoo1 23 Feb 2022, 18:02
emiblack
არ მშველის ეგ გოგო;(( ისე მეჭედება ღამე აი ვაფშე ვერ ვსუნთქავ,დილით რო ვიღვიძებ გამხმარი მაქ ტუჩები)))
აუ რამე რო ჩაურთო მართლა?იქნებ თავიდან დააწყებინო როგორმე ეგრე რავიცი
თუ გავარკვიე რამე გეტყვი,


Posted by: anibani18 23 Feb 2022, 18:41
emiblack
ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ეკრანების, წიგნების, სათამაშოების, სიმღერების და ასე შემდეგ სხვა გასართობების საშუალებით ჭამა არ არის სწორი. გააზრებულად უნდა ჭამდეს.
ასეთი აზრი მომივიდა, საკვების მომზადების პტოცესში ჩართე. ხან კვერცხი გატეხოს, ხან ხახვი გააფრცქვევინე, ხან მოაზელინე რაღაცეები. სპეციალუტი სკამებიც არის, მაღალი, სამზარეულოსთან შეგიძლია დააყენოს შენს გვერდით და ერთად მოამზადეთ რაღაცეები. მერე არაფერი შესთავაზო, მხოლოდ შენ ჭამე ან სთხოვე, მაჭამეო. ოღონდ ამ მთელი ამბის წინ ნუ მისცემ ძუძუს, ცოტა მოშიებული იყოს. ძალიან არა.
შეგიძლია სკამშიც არ ჩასვა, რამეს ხვა ატმოსფერო აარჩიე, აივანი ან რამე სხვა.
არაფერი დააძალო საერთოდ, მიეცი საშუალება თავად ჭამოს ან არ ჭამოს.

Posted by: takoo1 23 Feb 2022, 18:58
anibani18
ანი მართალი ხარ არ არის ნამდვილად სწორი ეგ გზა და ძალიან არ მომწონს მეც,მაგრამ როცა ესეთი რთული სიტუაცია აქვს ყველაფერი უნდა სცადოს ადამიანმა ასეთ დროს,ერთ ლუკმასაც რომ არ იდებს ეხლა წარმოიდგინე შენი თავი ეგეთ სიტუაციაში,მე ჩემ თავზე წარმოვიდგენ ხოლმე.არაფერი რო არ ჭრიდეს სხვა გზა თუ არ მექნება რა ვქნა ვიზამდი მე მაგას.
თუ არსებობს ალტერნატივა კი ბატონო რა ჯობია მაგას მარა როცა სხვა გამოსავალი არააქ დედას რა უნდა ქნას მართლა დაავადმყოფოში ხო არ უნდა მოხვდეს matuti -მ რაც დაწერა.მგონი ეგეთ დროს ნაკლებად უნდა იფიქრო წიგნზე და სათამაშოზე.ჯვარი სწერია კაცო იქნებ შეიცვალოს რამე 2 თვეში მარა ესე ხო ვერ იქნება ბავშვი მარტო ძუძუზე.
საქმეში ჩართვა კაი იდეაა მარა ბავშვზეა დამოკიდებული,ჩვენ ჩვენი შვილების გამოცდილებით ვლაპარაკობთ მარა ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიდგომა.
ჩემ შვილს მაგალითად ვერ გააკეთებინებ ვერაფერს,თან შენ გოგოზე დიდია ხო იცი
რა საქმეში ჩართვა რა კვერცხნის გაფცქვნა გამორიცხული ამბავია,მაგას ჭამის გამო კიარა ისე არ გააკეთებს,თუ რამის ჭამა არ უნდა შანსი არარი რო პირი გააღოს ყირაზე ვდგებოდით ხოლმე.
ვაფშე რო არ ჩაედო ერთი კოვზი,წიგნი და თვ კიარა რავიცი ყველაფერს ვიზამდი.
თან ამის პატარა ჯერ 11 თვისაა გოგო რა საქმეში უნდა ჩართოს biggrin.gif ჩემი შვილი მაგხელა რო იყო ბოთესავით იჯდა ფეხზეც ვერ დადიოდა როგორ გაფცქვნის კვერცხს და ხახვს ჰაჰაჰა აუ ანი რა ქალი ხარ biggrin.gif
როგორმე დააწყებინოს თავიდან თორე სუ ტელევიზორთან ვერ იჯდება ეხლა ჭამის დროს რა სისულელეა.
* * *
emiblack
https://www.quora.com/I-have-a-1-year-old-girl-who-only-drinks-milk-She-has-refused-any-food-since-2-months-and-did-not-gain-one-ounce-The-doctor-says-she-is-capricious-What-shall-I-do
აბა აქ წაიკითხე წერენ მაგაზე იქნებ რამეს წააწყდე:*
გადავავლე თვალი და უმეტესობა მაგას წერს რო რძე ანაყრებს და ამიტო არ ჭამენ მერე საჭმელს, ამოუგდე აბა ერთი ჭამა ისე რო მოშივდეს კარგად და არ მისცე ძუძუ,იქნებ შეჭამოს რამე
ცადე მასე?

Posted by: emiblack 23 Feb 2022, 20:30
anibani18
მადლობა, ანი, რაც ვიდეოებში ყველაფერს ვაკეთებ გარდა ჩემი პირით მიცემისა , მაგას ვერ ვიზამ. შეხებით ეხება სხვათაშორის საკვებს და ძაან ერთობა, პირისკენ არ მიაქვს და არ ჭამს, როცა დავანახებ მე ვჭამ თვითონ დამუწავს პირს და თავს აქნევს . ხო აი მზადების პროცესში ჩართვა ვცადე კი, მეც მაღალი სკამ-მაგიდა მაქვს და. ერთვება , გაფრცქვნის რა გითხრა, მაგრამ ზელს ყველაფერს, თუმცა პირისკენ არ მიაქვს ( როცა სათამაშოს და სხვა ნივთებს ყველაფერს ცდილობს გემო გაუსინჯოს ). ეკრანზე მეც მაგ დამოკიდებულება მაქვს, თუმცა თაკომ სწორად მიმიხვდა, მართლა რომ არაფერს არ ჭამს ყველაფერზე ვარ თანახმა, მაგრამ არ გაჭრა არც მაგან, საერთოდ არ ქონდა ეკრანი ნანახი და როგორც კი დავანახეთ მთელი ყურადღება მისკენ წავიდა და პირის დამუწვა მაინც არ დაავიწყდა ))
matuti
დიდი მადლობა გაზიარებისთვის . რცხილაძემ იმდენად დაგვამშვიდა რო ჩემი ქმარი არ ღელავს უჭმელობას და ცრუ სიმშვიდის განცდა აქვს . სისხლის საერთოც არაა საჭიროო. ფერი ჩემსას ისეთი აქვს რო სიფერმკრთალეს რანაირად გავიგებ არ ვიცი, ღია ფერებშია ისედაც. თუ არ გვექნება ისევ შედეგი ამ 3 დღეში უნდა გავაკეთო სისხლის ანალიზი.

narkozeli
კი, გვანც, აი ეგ არის ჩემთვის ბავშვთან მიმართებაში ყველაზე დიდი სირთულე, დანარჩენი კარგად მაქვს დალაგებული .
თვალი მოგკარი წეროებში და აბა წარმატებები ;-)
gogatakoo
ხო არა მე მასეთი გამოხატული არ მქონდა, მაგრამ მაწუხებდა. რინოპლასტიკა ხომ არ გაქვს განაკეთები? ჩემს ნათესავს აქვს და ის ამბობდა ორსულობაში დამტანჯაო და მერე ქირურგს კითხა ვინაც გაუკეთა და რაღაც წვეთები დაუნიშნა .
კი , კი, თაკო ვცადე მოშიებულზე და ისტერიკაში ჩავარდა , სულ სხვადასხვა დროებიც ვცადე რო ვიფიქრე ეგებ უფრო ეჭამა . მანდაც გადავავლებ თვალს. ერთადერთი რაც არ მიცდია არის რომ სხვამ აჭამის, მე რომ ვერ მხედავდეს. უბრალოდ მარტო ვართ მთელი დღე და საღამოს მამაისს ეშინია მე თუ გავედი, არ გადაცდესო და არ მიხერხდება , თუმცა რაღაცას მოვიფირებ თუ გაჭრის.
უგრაფიკოდ ჭამს კი და ძალიან ხშირად, იმდენად ხშირად რო ციკლიც არ აღმიდგა ჯერ. მეც რო ვიცი სხვას არაფერს ჭამს ვეღარ ვუზღუდავ , თუმცა ვცდი კიდევ ერთხელ . თან მე რამდენიც არ უნდა ჭამოს მაინც მაქვს ულიმიტოდ და ეგეცაა ფაქტორი ალბათ.
anibani18
აი ანი ეგეც არ მიცდია რო სკამში არ ჩავსვა . თვითკვების მეთოდს უწერია რო აუცილებლდ უნდა იჯდეს და ვერ გავრისკე, მაგრამ ისე ვარ რო მაგასაც ვცდი ალბათ.


უდიდესი მადლობა გოგოებო ყველას <3

Posted by: matuti 23 Feb 2022, 20:48
emiblack
QUOTE
დიდი მადლობა გაზიარებისთვის . რცხილაძემ იმდენად დაგვამშვიდა რო ჩემი ქმარი არ ღელავს უჭმელობას და ცრუ სიმშვიდის განცდა აქვს . სისხლის საერთოც არაა საჭიროო. ფერი ჩემსას ისეთი აქვს რო სიფერმკრთალეს რანაირად გავიგებ არ ვიცი, ღია ფერებშია ისედაც. თუ არ გვექნება ისევ შედეგი ამ 3 დღეში უნდა გავაკეთო სისხლის ანალიზი.

აუცილებლად გაუკეთე სისხლის ანალიზი, არ გამოგეპაროს გემოგლობინის დაწევა
* * *
ზოგადად ძუძუს ბავშვები ძნელად გადადიან ახალ საკვებზე

Posted by: anibani18 23 Feb 2022, 21:05
gogatakoo
თაკო, მესმის კარგად. მე ისე რთულად მქონდა კვების დაწყება, ეკრანს კი არა ჯამბაზებს მოვუყვანდი, უბრალოდ მერე უარესი შედეგი იცის ხოლმე. თუმცა ყველას თავისი აზრი და მეთოდი აქვს და პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას <3
გოგო, შენ მგონი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩა, რომ სახლში მზარეული და დამლაგებელი მყავს ნატალის სახით smile.gif) ხახვის გაფრცქვნაში ვგულისხმობ, ზედა ფენის აცლას, ადვილად რომ სძვრება და სახალისოა, დანარჩენი ფენები შეიძლება დანით გაუჭრა და მოტორულ უნარებსაც განუვითარებ მათი აძრობით. ან ცომის გუნდის ზელა, რამე ბურღულეულის გარჩევა (წაიკითხე, იატაკზე დაფანტვა).
emiblack
პიკნიკივით მოუწყვე, მე როგორც ვიცი შეიძლება ასე. გარეთ ხომ ჭამენ ხოლმე ბავშვები. ან აივანზე გადით. წიგნები თუ უყვარს, იქნებ იპოვო ისეთი წიგნები, სადაც სხვადასხვა პროდუქტებია, გააცანი ასე, გვერდით ნამდვილი დაუდე ხოლმე. მაგალითად, ბარდა და გვერდით ნამდვილი ბარდა დადე. (ბარდაზე იმიტომ გამახსენდა, რომ გიჟდება ჩემი გოგო. ერთი წიგნი აქვს, კონკია ბარდას არჩევს, რომ დაინახავს, საყინულისკენ გარბის, ბარდა მომიხარშეო).
რა ვიცი,ა აბა, ეს ჩემი აზრია უბრალოდ. წარმატებებს გისურვებთ <3 რთულია ძალიან, მესმის კარგად. BLW მაინც ყველაზე კარგი მიდგომა მგონია ასეთ შემთხვევაში.

Posted by: ninunin 23 Feb 2022, 21:06
anibani18
QUOTE
მესამე კვება 8 საათზე გაქვს? დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა აჭამო ბოლოს.


ეს დილის 7 ზე იღვიძებს და სვამს ფორმულას, ღამე აღარ ჭამს, მერე ფაფა 4 სთს შემდე სადღაც 10 ისკენ,, მერე ბოსტნეული ისევ 4 ან 3 სთ.სშემდეგ სსადღაც 2 ისკენ, მერე აღარ ვიცი ხოლმე ან ხილფაფას ან ხაჭოს და ეს უწევს დაახ 7 სკენ ან 6 სკენ , მერე 8 ან 9 სკენ ფორმულა ისევ და შემდეგ ძილი ხოდა აი ხილფაფა ხაჭოს პერიოდში ვიჭედები რა და მესამე კვებას მაგას ვეძახი , ხილფაფა და ხაჭო არ ანაყრებს ფაქტობრივად, არც მძიმდე მინდა რამე მივცე
QUOTE
ორჯერ ფაფა ზოგადად მძიმე არისო, ასე ამბობენ. ხანდახან რომ მისცე მგონი კი შეიძლება, მე ვაძლევდი და ახლაც ვაძლევ ხოლმე. ხილი 8 საათზე ძალიან გვიანია. 5-6 საათის მერე ეცადე არ მისცე.
ისე ამ ასაკზე ძილის წინ რძე რომ მისცე? თუ აღარ სვამს?

Posted by: takoo1 23 Feb 2022, 22:50
emiblack
უყურე მაგას რა მაიმუნი ყოფილა biggrin.gif ჩემი შვილიც ეგრეა თუ არ უნდა პირს ვერ გააღებინებ,თუ მოახერხებ და ჩაუდებ მაინც გადმოყრის აზრი არააქვს.
ვაა მე მგონია რო ძუძუ ანაყრებს და ამიტო აღარ უნდა ახლის გასინჯვა ჯერ არაა მზად,ჩემი აზრით არვიცი.ზოგადად ძუძუს ბავშვებს სჩვევიათ ეგრე.შეხედე აბა ცოტახანი ანალიზები გაუკეთე მაინც და მერე ისევ გაიარე პედიატრთან ეგ საკითხი.წლამდე შეიძლება ეგეთი აზრი აქვს და წლის მერე სხვა მეთოდი აქვთ.
ეგეც სცადე აბა,იქნებ ერთი დღე დატოვო მამასთან და რო მოშივდება შეჭამოს.შენ რო გხედავს იცის რო აჭმევ და ამიტო არ იკარებს შეიძლება არაფერს.
რინოპლასტიკა ოპერაცია ცხვირის?არაა
მერე ვიფიქრე კოვიდი რო მქონდა ხო არ დამიტოვა თქო მარა რავი 2 კვირის მერე გამეჭედა?რაღაც სპრეი მომიტანა ჩემმა ქმარკა და ვნახოთ
* * *
anibani18
შენი გოგოა და რავიცი ბიჭს რო ხახვის გაფცქვნა და დალაგება ვასწავლო რამდენად სწორია მაგდენი არ ვიცი,არც იზამს მაგას მარა biggrin.gif ამას მანქანის და ბურთის მეტი არაფერი აინტერესებს დედამიწაზე.
არა მე ლუკიანეზე კიარა იმაზე გამეცინა emiblack-ის პატარა რო 11 თვისაა წარმოვიდგინე ხახვს რო ფცქვნის ჰაჰაჰა biggrin.gif რა მაგარი იქნება არა ეგეთ პატარას რო გამოსდიის ჰაჰაbiggrin.gif
ხო აი რო მოგყვება ბავშვი ბევრს იზამ მარა როცა არ ჭრის არაფერი რთულია ურჩიო ადამიანს,ტელევიზორიც უცდია აგერ და არც მაგან გაჭრაო,ყველაფერი უნდა სცადო სწორიც და არასწორიც როცა ბავშვი არ ჭამს,
მე ლუკიანემ რო ერთი კვება ჩააგდოს მთელი დღე მაგაზე ვნეევიულობ და საერთოდ რო არ ჭამს ძაან რთულია რაა.
მარა ვერ გაიგებ შეიძლება 2 წლის რო იქნება ვაფშე ყველაფერი შეჭამოს,
ლუკიანე 6 თვიდან ჭამდა ყველაფერს რასაც ვასინჯებდი,მაგრამ ეხლა რაღაცეებს არ ჭამს
ყველაფერს სუნავს,ენას ადებს უსინჯავს გემოს

Posted by: nopiahopi 23 Feb 2022, 23:38
narkozeli
მეც ეგეთი თეფში მაქვს (მაგრამ თავისით როცა ჭამს ხემსს, არანაირი თეფშს არ აღიარებს) და რასაც ჩემით ვაჭმევ ფაფას ან სადილს, ფაიფურის ან შუშის ჭურჭელით ვაძლევ. თბილ საკვებთან განსაკუთრებით არ მიყვარს არანაირი პლასმასი :/ შუშის ბოთლებს დღემდე ბრაუნისას ვიყენებ, განიერყელიანს, ძალიან კარგი ფორმა აქვს და გემრიელი დასაჭერია biggrin.gif და მაგ ბოთლების საწურზე ვგიჟდები, ისე მიყვარს და მადგება biggrin.gif სადაც დავდიოდი, ყველგან დამქონდა, გავშლიდი ამაყად და ჩამოვაკონწიალებდი დრ. ბრაუნის ბოთლებს ზომების მიხედვით )))
* * *
gogatakoo
QUOTE
შენი გოგოა და რავიცი ბიჭს რო ხახვის გაფცქვნა და დალაგება ვასწავლო რამდენად სწორია მაგდენი არ ვიცი,არც იზამს მაგას მარა


გამიკვირდა ეს რომ დაწერე biggrin.gif
ჩემთვის ორივე საქმიანობა, საჭმლის კეთება იქნება თუ დალაგება, ორივე სქესისთვისაა განკუთვნილი smile.gif ისევე, როგორც სათამაშოებს არ ვარჩევ. ჩემს გოგოსაც ჰქონდა და უყვარდა ბურთიც, მანქანაც და თოფიც და ჩემს ბიჭსაც არანაირად შევზღუდავ თოჯინით თუ მოუნდება თამაში smile.gif დღეს ვფიქრობდი ზუსტად, პატარა თოჯინას შევუკერავთქო და ნაჭერს ვარჩევდი გონებაში biggrin.gif დრო რომ მექნება, უნდა მოვუქსოვო პატარა ქონდრისკაცებიც. ძაფები მოვიმარაგე და ახლა თავისუფალი დროის მოლოდინში ვარ ))

Posted by: takoo1 24 Feb 2022, 00:50
nopiahopi
რატო გაგიკვირდაbiggrin.gif რამდენად სწორია არ ვიცი მეთქი და რაც არ ვიცი არ ვიციsmile.gif რაშიც არ ვარ დარწმუნებული რო სწორია ვერიდები ბავშვთან ხო ხვდები.
ჩემთვისაც უბრალოდ ასაკს გააჩნია ალბათ ესე ვფიქრობ
თორე მაგას რა ჯობია კაცმა საჭმლის კეთება რომ იცის biggrin.gif
თოჯინებს რაც შეეხება როგორც ვიცი ბაღებშიც აქცევენ მაგას ყურადღებას ფსიქოლოგები ბიჭი თოჯინით თამაშობს თუ მანქანით მაგალითად,ან გოგოებთან ნახულობს საერთო ენას თუ ბიჭებთან,
თუ არ მოსწონს თოჯინები მე არ მგონია სწორი რო შევთავაზო რავიცი ეს ჩემი აზრია შეიძლება არ ვარ მართალი,მაგრამ რაღაცნსირად შინაგანად ესე მგონია სწორიsmile.gif
ეგრე ვიღაცა კაბის ჩაცმასაც არ უშლის ბიჭს რა მოხდა პატარააო,რავი მე მგონია რო ეგეთ დეტალებს უნდა მიაქციოს რაღაც ეტაპზე მშობელმა ყურადღება,1 წლის ბავშვზე არ ვამბობ რათქმაუნდა

Posted by: nopiahopi 24 Feb 2022, 03:44
gogatakoo
QUOTE
რატო გაგიკვირდა რამდენად სწორია არ ვიცი მეთქი და რაც არ ვიცი არ ვიცი რაშიც არ ვარ დარწმუნებული რო სწორია ვერიდები ბავშვთან ხო ხვდები.
ჩემთვისაც უბრალოდ ასაკს გააჩნია ალბათ ესე ვფიქრობ
თორე მაგას რა ჯობია კაცმა საჭმლის კეთება რომ იცის 


თუ თავიდანვე ჩართავ მაგ პროცესში, შეიძლება დაინტერესდეს და ისიამოვნოს. თორემ აგერ გოგო კი ვარ, მაგრამ ვერ ვიტან საჭმლის კეთებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

QUOTE

თუ არ მოსწონს თოჯინები მე არ მგონია სწორი რო შევთავაზო რავიცი ეს ჩემი აზრია შეიძლება არ ვარ მართალი,მაგრამ რაღაცნსირად შინაგანად ესე მგონია სწორი


თუ არ მოეწონება, არავინ დააძალებს. უბრალოდ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცუდად რეაგირებენ როცა ბაღის ასაკის ბიჭი თოჯინებით ან თუნდაც საჭმლის კეთებაში ჩართულობით ინტერესდება და მხოლოდ თოფებს და მანქანებს ტენიან გასართობად. თოჯინით თამაშის საშუალება და შანსი თუ მიეცემა, ითამაშებს და მერე ისევე მიაგდებს, როგორც სხვა სათამაშოებს იბეზრებენ. შეიძლება ერთხელაც კი არ გაეკაროს.

ანუ ჩემთვის გაუგებარია სამზარეულო, დალაგება ან ტირილი "რა კაცის საქმეა" მიდგომა )) შენზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად ვამბობ. შეიძლება ვცდები, უბრალოდ ჩემი აზრია ეს smile.gif

არ გედავები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სუბიექტური პოზიცია დავაფიქსირე ამ საკითხებთან დაკავშირებით
2kiss.gif
* * *
gogatakoo
QUOTE
არა მე ლუკიანეზე კიარა იმაზე გამეცინა emiblack-ის პატარა რო 11 თვისაა წარმოვიდგინე ხახვს რო ფცქვნის ჰაჰაჰა რა მაგარი იქნება არა ეგეთ პატარას რო გამოსდიის ჰაჰა


აუ ხოო lol.gif lol.gif
თან რა საქმიანი სახეები აქვთ რაღაცის კეთებისას და ხახვით ხელში რა სანახავები იქნებიან ))))


Posted by: emiblack 24 Feb 2022, 07:28
anibani18
მადლობა, ანი. პიკნიკი საღამოს მოვუწყვე გუშინ და არ გაამართლა ))) უნდა შევუზღუდო ძუძუ და ვნახოთ აბა .
სხვათაშორის ხახვის ზედა ფენის აფცქვნა უყვარს)) ბოსტნეულით და ხილით თამაში უყვარს ძალიან და ქვაბებით , უბრალოდ პირში ქვაბების ჩადება უნდა ამათგან მარტო))

gogatakoo
მადლობა, თაკო, ეგაა კიი . აი დღეს ვეცდები ამოვუგდო ერთი კვება და ვნახოთ თუ შეჭამს რამეს

Posted by: ninunin 24 Feb 2022, 09:08
nopiahopi
გეთანხმები ბიჭის და გოგოს თემაზე

Posted by: anibani18 24 Feb 2022, 09:18
ninunin
ჰიპის ხაჭო არ ანაყრებს ხო? იმიტომ რომ ძირითადად ხილს შეიცავს.
მე ხემსად ვაძლევდი ჰიპის ხაჭოს, რადგან არც ამას ანაყრებდა და ვაძლევდი დაახლოებით ორ საათზე. წლის მერე მაწონი დავუმატე და ახლა უკვე კვებად ვუთვლი. მგონი ბავშვს გააჩნია, თუ ხედავ რომ არ ანაყრებს, კვებად ვერ ჩაუთვლი. ან რაოდენობა უნდა გაუზარდო.
მიეცი 10 საათზე ფაფა, მერე 1-2 საათზე ხორცი თუ ბოსტნეული, რასაც აძლევ, 5-6 საათზე კიდევ მიეცი მაკარონი, ფაფა (იშვიათად), ბოსტნეული ან რასაც ჩათვლი საჭიროდ. მერე ფორმულა სულ. ცოტა რომ გაიზრდება კვებებს შორის შუალედსაც გაზრდი უკვე.
ხემსს როდის აძლევ?
* * *
gogatakoo
თაკო, ძვირფასო, ადამიანმა რჩევა იკითხა და მე ვურჩიე ის რაც მისაღები მიმაჩნია. სხვა ეკრანს ურჩევს და ეს მისი საქმეა.
საკუთარი ოთახის დალაგება ან ჭამის მერე მაგიდის მოწმენდა, ისე მოუხერხებლად როგორც ბავშვა შეუძლია, რა არის ამაში ცუდი? გინდ ბიჭი იყოს, გინდ გოგო. ჩემი გოგოა, კი, ვიცი, მაგრამ დამოუკიდებელ ინდივიდად უნდა ჩამოყალიბდეს გოგოც და ბიჭიც, უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა, არ იყოს სხვაზე დამოკიდებული. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ადრეული ასაკიდან იწყება. თუმცა გაიზრდება, უფლის წყალობით, ჩემი შვილი და მერე ვნახავ, გამოიღებს ეს ყველაფერი ნაყოფს თუ არა.
გენდერულ განსხვავებებს ყოველთვის მეგონა, რომ დიდები უნერგავდნენ პატარებს. თუმცა ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ასე არ არის. ბევრჯერ მიყიდია ბიჭისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი, მუქი ფერის და სტილითაც ბიჭის. მაგრამ ახლა, როცა საკუთარ ინდივიდუალურობას ავლენს, თავად ირჩევს ტანსაცმელს და უპირატესობას ანიჭებს ჭრელ ნივთებს, ყვავილებიანს და ფერადს.

Posted by: matuti 24 Feb 2022, 10:00
emiblack
დამავიწყდა მეთქვა, ჩემი ბიჭი თხელ საჭმელებს კარგად ჭამს და მყარი რამე თუ მოხვდა პირში, აგდებს, მოსწონს ფაფები, სუპები და ასეთი რაღაცები უფრო. ალბათ რძეს რომ არის შეჩვეული მაგიტომ. შენც სცადე თავიდან თხელ-თხელი საჭმელი აჭამო. მე სუპში ვუჭყლიტავ ხან თევზს, ხან ხორცს ძალიან წვრილად რომ პირში უხეშად არ მოედოს და ჭამს ხოლმე.
* * *
ნელ-ნელა მყარ საჭმელსაც მიეჩვევა.
ხო, კიდევ, წვენებს ვუწურავ ხოლმე, ვაშლი + ბროწეული, სტაფილო + ჭარხალი და შპრიცით ვასმევ, ნუროფენს მოყვება მოსახერხებელი შპრიცია დასალევად
* * *
ჩემიც ეგრეა, ყველაფერს უსინჯავდა გემოს საჭმლის გარდა. ეხლა ნელ-ნელა დაიწყო თავისი ხელით საჭმლის გასინჯვა.
* * *
ადვილი ნამდვილად არ არის როცა ძალით გიწევს აჭამო, ძალიან ვნერვიულობდი ყველა უკან გადმოგდებულ ლუკმაზე, ძალით ვაჭმევდი, ბავშვიც ტიროდა, მაგრამ ამ ჭიდაობაში ნელ-ნელა მიეჩვია და გვაქვს შედეგი. შეიძლება იფიქროთ ბავშვზე ძალადობსო, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა, რა აღარ ვცადე, ბოლოს ვიფიქრე თავისით დაიწყებს ჭამასთქო და შევეშვი, მაგრამ შედეგი ცუდი მივიღეთ, ამიტომ იძულებული ვიყავი ძალით მეჭმია. ამასობაში მიეჩვია საჭმელებს, ძუძუს დღის განმავლობაში თითქმის აღარ ითხოვს, შევუმცირე თავისთავად. ღამით კი იღვიძებს 2-3-ჯერ.
* * *
ყველა ბავში მაინც ინდივიდუალურია, ჩემსას ეკრანთან გადააქვს საბავშვო სიმღერებზე ყურადღება და ასე ვაჭმევ ჯერჯერობით, კარგად რომ მიეჩვევა, ეკრანიც აღარ დაგვჭირდება.
ნურც იმის ილუზია გვექნება ინტერნეტის ეპოქაში, რომ თუ არ დავსვამთ ტელევიზორთან და არ ვაყურებინებთ არაფერს მობილურში, საერთოდ აღარ გაეკარება მომავალში. ყველაფერში ზომიერებაა კარგი. მე არ ვამბობ მთელი დღე ტელევიზორთან იჯდეს, ან ტელეფონი ეჭიროს, უბრალოდ როცა შეგვიძლია სასიკეთოთ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა, რატომაც არა

Posted by: narkozeli 24 Feb 2022, 12:44
gogatakoo
QUOTE
ბიჭს რო ხახვის გაფცქვნა და დალაგება ვასწავლო რამდენად სწორია მაგდენი არ ვიცი,


ბიჭს უნდა ასწავლო ეგ პირველ რიგში, ნაკლები მუტრუკი ქმრები გვეყოლება მერე და გოგოებიც დაისვენებენ და ბიჭებსაც გააზრებული ექნებათ პასუხისმგებლობები.

მე კაი ხანია ვცდილობ ჩავრთო ჩემი ბიჭი საოჯახო საქმეებში, გამოგვაში, ჭურჭლის რეცხვის დროსაც და დალაგების დროსაც, ბიჭის საქმე-გოგოს საქმე არ არსებობს, ოჯახის საქმეები საერთოა და ეგ ზუსტად ამ ასაკიდანვე უნდა გაიაზრონ 2kiss.gif

emiblack

მადლობა :* აი 1 კვირაში გავიგებ დაახლოებით გამოვიდა თუ არა. ზოგადად არ მაქვს ხოლმე კარგი ინტუიცია მაგრამ ეხლა იმედიანად ვარ, ასე მგონია გაზაფხულზე აუცილებლად გავიგებ კარგ ამბავს. უკვე 6 თვეზე მეტი გავიდა რაც ველი წეროს მარა ეხლა მგონია რომ მართლა ახლოსაა ეგ დღე



Posted by: ninunin 24 Feb 2022, 12:47
anibani18
ხემსად ხილს ვაძლევ კვებებს შორის, პეჩენიებს და ეგეთებს არ ვაძლევ, ჰიპის ხაჭო არ ანაყრებს , ხო, მაწონი წლამდე არ მინდა ნუ ჩვეულებრივი ხაჭო კიდევ ძნ მშრალია , მოკლედ ვუყიდი ბერძნულ იოგურტს ავოკადოთი და სხვადასხვა რაღაცეებით მობცემ შევხდავ თუ დანაურდება, მაკარონს ვცდი და ფეტვს მარა ფეტბს ფაფად ვთვლი დაღამე არ მინდა, დამრჩა ბერძნული იოგურტი, ყველი მაკარონი და ვნახავ რა მარტის დასწყისიდან დავუწყებ, ხორცს და ბოსტნეულსდღის 2 სთს თვის ვაჭმევ, მარა ჭამა ტანკვაა სულ თამაშით უნდა ჭამა თავიდან ბოლომდე დასაბანია ხოლმე, მარაჭამით ჭამს გართობით და მაიმუნობით

Posted by: narkozeli 24 Feb 2022, 12:49
nopiahopi
QUOTE
ფაიფურის ან შუშის ჭურჭელით ვაძლევ.


ეს ჯერ არაა სანდო მაგ მხრივ, შეიძლება ხელი წაკრას და გატეხოს :/ ამიტომ ისევ საბავშვო ჭურჭელზე მყავს biggrin.gif აი 3 წლიდან ბაღისთვის ვამზადებ და ვფიქრობ ვუყიდო კარგი შუშის ჭურჭელი, ვილეროი და ბოხის ნაკრები მომწონს :შ

QUOTE
თბილ საკვებთან განსაკუთრებით არ მიყვარს არანაირი პლასმასი :/ შუშის ბოთლებს დღემდე ბრაუნისას ვიყენებ, განიერყელიანს, ძალიან კარგი ფორმა აქვს და გემრიელი დასაჭერია  და მაგ ბოთლების საწურზე ვგიჟდები, ისე მიყვარს და მადგება  სადაც დავდიოდი, ყველგან დამქონდა, გავშლიდი ამაყად და ჩამოვაკონწიალებდი დრ. ბრაუნის ბოთლებს ზომების მიხედვით )))


ვაიმე მეც ზუსტად მასე, პლასტმასის ჭურჭელი არ მიყვარს რა sad.gif აი სულ რომ გაწყდეს ბოთლები, რძეს პლასტმასის ბოთლით არ მივცემ, რაც არ უნდა BPA FREE იყოს. დაილოცოს შუშა bis.gif
ხოო მაგ საწურზე ვგიჟდები მეც. 1 წელია რაც ავალაგე აღუების რაღაცეები, სოსკაც, ეგ ბოთლის საწურიც (წლის და 4 თვიდან აღარ ჭამს ფორმულას, არც სოსკას) არც პამპერსი აცვია და მოკლედ არანაირი "ჩვილური" რამეები აღარ გვაქვს და სასწაულად მენატრება უკვე user.gif


* * *
QUOTE
თოჯინები მე არ მგონია სწორი რო შევთავაზო


მე ვუყიდე ჩემს შვილს თოჯინა, სულ არ ინტერესდებოდა ესეც მაგრამ სპეციალურად ვუყიდე რომ ისწავლოს ზრუნვა, მოვლა, ხან აჭამოს, ხან დააძინოს. აუცილებელია ეგ ბავშვისთვის და გოგო ბიჭი არააქვს მნიშვნელობა. დიდად უყვარსთქო ვერ ვიტყვი მაგრამ ვცდილობ რომ ეგეც გააზრებული ჰქონდეს. პირველ რიგში და ან ძმა რომ ეყოლება, რომ მომეხმაროს და მერე დიდობაში, ცოლსაც რომ მიეხმაროს.მიხმარება კიარა ვალდებულება მგონია ეგ მე პირადად ყველა კაცის.
* * *
anibani18
QUOTE
გენდერულ განსხვავებებს ყოველთვის მეგონა, რომ დიდები უნერგავდნენ პატარებს.


ხოო მეც მასე ვფიქრობდი და იმდენად არ მიყვარს ეს სტერეოტიპები, ჩემს შვილს ვარდისფერი პლედი ქონდა ხოლმე სულ მიფარებული კალიასკაზე და ვაიმე გოგოოააა? რად უნდა ვარდისფერი??- კითხვებმა მომკლა facepalm.gif თუმცა მიუხედავად ჩემი ამდენი მცდელობისა, ბავშვს მაინც მანქანებისკენ და ბურთისკენ გაურბის თვალი. ალბათ რაღაც გენეტიკური კოდიც დევს ამათში და მარტო ფენოტიპის ამბავიც არ არის.

Posted by: margarita7 24 Feb 2022, 14:23
გოგოები, მითხარით რომ ნორმაა ღამე (დღეც) რომ ტირის 1-2 საათი გაბმულად 7 კვირის ბავშვი, თორე გავგიჟდები მალე...

Posted by: unusual 24 Feb 2022, 15:49
narkozeli
QUOTE
არც პამპერსი აცვია

გაგვიზიარე რა შენი გამოცდილება
ვიცი რო ადვილად არ გამომივა და უნდა დამაწყვიტოს ნერვები facepalm.gif
ისე შვრება პაპმპერსში რო არც წუხდება, ივლის ეგრე მთელი დღე, მცდელობები კაი ხანია მაქვს ქოთანს მივაჩვიო მაგრამ ვხვდები რომ ჯერ გონზე ვერ მოდის და თავს ვანებებ.

Posted by: narkozeli 24 Feb 2022, 17:31
unusual

მე წელს ზაფხულში გადავაჩვიე,
არ დავწერ რომ აიი უმარტივესად გადავაჩვიე. პროცესი თითქმის თვენახევარი გაიწელა. ზოგი ამბობს გავხადე და ვსო გადაეჩვიაო biggrin.gif მარა ეს არ იყო მასე მარტივი, თავიდან იფსავდა ხოლმე, თითქოს ვერ იგებდა რას ვთხოვდით. მაშინ წლის და 9 თვის ხდებოდა.
გადაეჩვია წლის და 10 თვის ასაკში. თავიდან მე ვახსენებდი ანუ სადღაც ლამის ერთ თვეზე მეტი ვახსენებდი ვაჩე ფისი ხო არ გინდა? ძაან დამღლელი იყო ეგ ეტაპი, რაღაც პერიოდი ისიც ვიფიქრე ხო არ დავიკიდოთქო. რაღაც პერიოდი მეთქი ვსო დავიკიდებ და მერე ვცდითქო, პროსტა ძიძა არ მომეშვა აი ნახე როგორ გაიაზრებსო, კიდე კაი დავუჯერე, არ ველოდი მაინც რომ ასე ჭკვიანურად მეტყოდა ხოლმე დედა ფისი მინდას.
ვინც აწი აპირებთ, მოემზადეთ ჩვენს შემთხვევაში უცებ არ მომხდარა და კაი ნერვები უნდა ჩაფსმულების წმენდას მარა მერე შედეგად ღირს biggrin.gif

სამაგიეროდ ღამე არ ჩაუფსია არასდროს, ანუ ღამეც ხო აღარ ვაცმევდი და ხალხი მეუბნებოდა ღამე უნდა ააყენო ფისებზეო მარა არ გამიღვიძებია მაგის გამო და რავი 6 თვეა პამპერსი არ აცვია და არცერთხელ არ ჩაუფსია ფაქტია. ძილის წინ ვაფსმევინებ და დილას რო ადგება მერე.

აა კიდე მთავარი, 15-20 წუთში რომ ქოთანზე ვსვამდით ესეც ძაან დამღლელი იყო, ეხლა საშუალოდ 2 საათში ერთხელ ითხოვს ფისებს.
მე დავიხმარე იუთუბიც, potty song-ს ვურთავდი ხოლმე და მაგის ხათრით იჯდა ხოლმე. ქოქომელონის ჯეიჯეის ხათრით biggrin.gif

ძაან მოწონდა რომ მღეროდა მოფსმის მერე (ჰაუკის მომღერალი ქოთანი) და ყველა ფისის მერე ტაშებს და მუსიკებს ითხოვდა biggrin.gif

სადღაც 2 თვეა რაც უნიტაზზე გადავსვი და ეს კიდევ უფრო მარტივი ყოფილა, ქოთნის გარეცხვა რომ არ გიწევს. თუ შეგიძლია პირდაპირ უნიტაზზე მიაჩვიე.

Posted by: takoo1 24 Feb 2022, 17:45
nopiahopi
narkozeli
პატივს ვცემ თქვენს აზრს გოგოებო ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთნაირად ვაზროვნებდეთ:* მაგაში გეთანხმებით რო ზრდასრული მამაკაცი მუტრუკივით არ უნდა იქცეოდეს)))) რა ჯობია ქმარი ან შვილი თუ მოგეხმარება რამის კეთებაში ვინ დაობს მაგაზე,მე დავაფიქსირე ჩემი აზრი არ ვიცი რამდენად სწორია ამ ასაკიდან ესეთი რაღაცეები ვასწავლო და მე პირადად ცოტა მერე მირჩევნია ავუხსნა რა არის სწორი და როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი biggrin.gif
თორე ტეხავს თქო ეგ მე არ მითქვამს ეგეთი ქაჯის შთაბეჭდილება არ მგონია ჩემზე გქონდეთ რავიცი biggrin.gif
anibani18
ვიცი ანი ვიციიი:* მეც ის ვურჩიე რასაც ვიზამდი მის ადგილას რო ვყოფილიყავი უბრალოდ სწორი არ არისო რო თქვი ვიცით ყველამ თქო რო ეგ არასწორია და არავინ დაობს მაგაზე,ეგ ჩემზე მეტად არავის ეზიზღება უბრალოდ ისეთ სიტუაციაშია ეგეც სცადეთთქო ეგ ვუთხარით.კაი გავეშვათ მაგ თემას ❤️
როგორ ხარ?:*
* * *
emiblack
გაგვაგებინე რას იზამ❤️
* * *
გოგოებო ერთი გამახსენეთ რაა რომელ კვირაზეა ეხოსკოპია ინფორმატიული კისრის ნაოჭზე? 11 დან 13მდეა ვიცი მარა როდის ჯობია მისვლა,ალბათ 12 ჰო??
* * *
narkozeli
აუ მეც მინდოდა მაგ ქოთნის ყიდვა და ვეღარ გავიგე ამ პედიატრების და ექიმების ხო წაიღეს ტვინი,არ შეიძლებაო არარი ეგ სწორიო და რატო აბა რა ინფო გაქ შენ?

Posted by: unusual 24 Feb 2022, 18:02
narkozeli
შენ ძალიან ჭკვიანი ბიჭი გყავს,როგორ ყველაფერში მოგყვება. 2kiss.gif
QUOTE
ძაან მოწონდა რომ მღეროდა მოფსმის მერე (ჰაუკის მომღერალი ქოთანი) და ყველა ფისის მერე ტაშებს და მუსიკებს ითხოვდა

ანუ ქოთნები იყიდება რომელიც ბავშვს მოფსმის მოტივაციას უმაღლებს ?:დ
უნიტაზიდან კი მინდა დავაწყებინო მაგრამ არ ჯდება ისტერიკებს მიმართავს. ქოთანზე უპრობლემოდ ჯდება მაგრამ ვერ აცნობიერებს მის დანიშნულბას, არ ფსავს შიგნით.
იმასაც ვერ ვხვდები როდის აპირებს კუჭში გასვლას, რო სასწრაფოდ გავაქანო ქოთნისკენ, უკვე დაგვიანებულია ხოლმე. დაჟე არც წუხდება ჩაჯმული ივლის, არ აინტერესებს biggrin.gif
QUOTE
ვინც აწი აპირებთ, მოემზადეთ ჩვენს შემთხვევაში უცებ არ მომხდარა და კაი ნერვები უნდა ჩაფსმულების წმენდას მარა მერე შედეგად ღირს

ვხვდები და მაჟრჟიელებს რო წარმოვიდგენ. biggrin.gif

Posted by: narkozeli 24 Feb 2022, 18:42
gogatakoo

რეალურად მუტრუკი კაცები რომ გვყავს ეგ 99% ბავშვობიდან აღზრდის და დედების ბრალია და მაგას ვამბობთ რომ ბავშვობიდანვე ბავშვს ჯობია სწორი ფასეულობები ჩავუნერგოთ

QUOTE
აუ მეც მინდოდა მაგ ქოთნის ყიდვა და ვეღარ გავიგე ამ პედიატრების და ექიმების ხო წაიღეს ტვინი,არ შეიძლებაო არარი ეგ სწორიო და რატო აბა რა ინფო გაქ შენ?


რავიცი, რატო არ არის სწორიო? ჩვენზე ძაან გამართლა, მაგის ხათრით ფსამდა თავიდან biggrin.gif თუმცა ჩემი რამდენიმე მეგობრის ბავშვს პირიქით ეშინოდა მაგ სიმღერის, ინდივიდუალურია რა


unusual

ხოო, ცელქი კია მარა მომყვება მაინც ასე თუ ისე. ჩემი ბიჭის ორი კოზირი არის ის რომ გიჟდება ძილზე და ჭამაზე biggrin.gif


QUOTE
ანუ ქოთნები იყიდება რომელიც ბავშვს მოფსმის მოტივაციას უმაღლებს ?:დ


მოფსმის და მოსაქმების დროს მუსიკები ირთვება biggrin.gif ლამბადა ირთვება ჩვენს ქოთანში :დ

QUOTE
ქოთანზე უპრობლემოდ ჯდება მაგრამ ვერ აცნობიერებს მის დანიშნულბას, არ ფსავს შიგნით.
იმასაც ვერ ვხვდები როდის აპირებს კუჭში გასვლას, რო სასწრაფოდ გავაქანო ქოთნისკენ, უკვე დაგვიანებულია ხოლმე. დაჟე არც წუხდება ჩაჯმული ივლის, არ აინტერესებს


შეიძლება ჯერ უბრალოდ მზად არაა, აი გამოთბეს ცოტა (რომ ცოტა ეცვას ბავშვს) და მერე შეუდექი, ამასობაში ეგეც მოიზრდება :*



Posted by: lelukaa 24 Feb 2022, 18:49
გოგოებო, ისევ სემპერზე კითხვებით მოვედი.
ყუთზე აწერია რო 200გ წყალში გახსენით 4ჩ/კ-იო, ქართულად მარკირებულ ანოტაციაში 140გ წყალი წერია, ჰოდა ავირიე. თქვენ როგორ ამზადებდით?

Posted by: nino84 24 Feb 2022, 20:55
unusual
ჩემი ორი წლის ხდება და ეხლა დაიწყო თქმა, უკვე რომ მოისაქმებს პამპერსში დაგვდევს ფუო და აბაზანაში მივყავართ დასაბანად. ფისებს ჯერ არ ამბობს. გარშოკზე არ ჯდება, ისე რამდენჯერმე ძლივს დავსვი. რომ გამოთბება უფრო აქტიურად დავიწყებთქო პამპერსისგან გადაჩვევას. ინტერნეტში ადრე შემხვდა ტრუსები, რომლებიც შიგნიდან სველდება და გარეთ არ ატარებს სითხეს, ანუ ტანსაცმელს არ დაუსველდება, მგონია თავიდან ამ ტრუსებზე კარგი იქნება გადასვლა და შემდეგ უკვე ჩვეულებრივზე

Posted by: anibani18 24 Feb 2022, 21:07
narkozeli
იცი რა ლამაზია ვილეროის ჭურჭელი <3 განსაკუთრებით კოვზები, ჩანგალი და დანა <3 ჩემს გოგოს აქვს, თეფშს და ჯამს არ ვაძლევ ჯერ, მაგრამ კოვზს ხმარობს.
რა ჩვევებს უნდა ავლენდეს ბავშვი პამპერსისგან რომ გადააჩვიო? შენ ეს თვენახევარი უპამპერსოდ დაგყავდა ხო? ასე კეთდება მგონი.
წავიკითხე, რომ ახალი ბავშვის დაბადებამდე 3 თვე და დაბადების შემდეგ კიდევ 3 თვე არაფერი ახალი არ ასწავლოთ ბავშვებს, რომ ძილი არ აერიოთო. ანუ გამოდის რომ სადღაც შემოდგომაზე უნდა გადავაჩვიო. მაგ დროს უკვე აგრილდება და ნეტა ღირს.
როდესაც მოისაქმებდა ქოდანზე, რამე "ჯილდოს" აძლევდი ხოლმე?
gogatakoo
კარგად ვარ, შენ? <3
lelukaa
თვალის ზომით გააკეთე, არასოწარდ წერია შეფუთვაზე. ჩაის კოვზები არა, სუფრის უნდა იყოს, თუმცა მე არც სუფრის კოვზებით გამომდიოდა კარგი.

Posted by: nopiahopi 24 Feb 2022, 21:08
narkozeli
არა გოგო, შუშას ამას კი არ ვანდობ ჯერ. მე რაც მიჭირავს, ის ჭურჭელია შუშა და ფაიფური, რაშიც, მაგალითად ფაფა მისხია. შუშას კი არა პლასმასის ჭურჭელს არ აჭაჭანებს გარშემო, გადაისვრის თეფშს, გადახედავს რომ დავარდა და მერე აკრეფს მაგიდაზე დაყრილ საჭმელს და ჭამს ))


Posted by: Anabeli111 24 Feb 2022, 21:55
narkozeli
სად იყიდება ეგ ქოთანი? ♡

Posted by: takoo1 24 Feb 2022, 23:26
Anabeli111
ჰაუკის ქოთანზეა საუბარი ანაsmile.gif
<a href='https://wishlist.ge/ბავშვთა-სამყარო/სააბაზანოები-ღამის-ქოთნები-ადაპტორები/' target='_blank' rel='nofollow'>https://wishlist.ge/ბავშვთა-

ამათაც უნდა ქონდეთ წესით მარტო ჰაუკს არააქვს

Posted by: narkozeli 25 Feb 2022, 03:06
nino84

ჟონავს ეგ ტრუსიკი და დიდად არ მომეწონა ხარისხი, ეოფლებოდა ბავშვს ყველაფერი, ამიტომ ჩვეულებრივ ნაჭრის ტრუსებზე გადავიყვანე მალევე, ეგ ძაან ცოტა ხანს ვახმარე

lelukaa
აუცილებლად თვალის ზომით, სემპერზე ვერასდროს ვერ ვარტყამდი ინსტრუქციის მიხედვით სასურველ სისქეს, მერე დავსერჩე ჯგუფში და ყველა მაგაზე წუწუნებდა

anibani18

აუუ ხოო, ძაან მომწონს მეც და აუცილებლად ვუყიდი love.gif

QUOTE
რა ჩვევებს უნდა ავლენდეს ბავშვი პამპერსისგან რომ გადააჩვიო? შენ ეს თვენახევარი უპამპერსოდ დაგყავდა ხო? ასე კეთდება მგონი.


პირველი რასაც დავაკვირდი, ძილის დროს პამპერსი მშრალი ქონდა ფაქტიურად, ანუ ღამე ბევრს არ შვებოდა.

პამპერსი რომ გავხადე ვსო, იმ დღის მერე აღარ ჩამიცმევია, არადა ხან გარეთ გამყავდა და ხან მანქანაში მეჯდა მარა ქოთნით დავდიოდი ყველგან biggrin.gif
QUOTE
წავიკითხე, რომ ახალი ბავშვის დაბადებამდე 3 თვე და დაბადების შემდეგ კიდევ 3 თვე არაფერი ახალი არ ასწავლოთ ბავშვებს, რომ ძილი არ აერიოთო. ანუ გამოდის რომ სადღაც შემოდგომაზე უნდა გადავაჩვიო. მაგ დროს უკვე აგრილდება და ნეტა ღირს.
როდესაც მოისაქმებდა ქოდანზე, რამე "ჯილდოს" აძლევდი ხოლმე?


შემოდგომაზე არ იქნება ძალიან სიგრილე, მთავარია რომ ბევრი არ ეცვას ბავშვს, რომ დაუსველდება შენც ცოდო ხარ და ისიც, თორემ სახლში სულ თბილად და პრინციპში არც ზამთარში გადაჩვევაა პრობლემა, უბრალოდ მეტად საწვალებელია.
მე სანამ გადავაჩვევდი ნატა მეფარიშვილთან გავიარე ონლაინ კონსულტაცია და მაიანც მომცა რჩევები, მითხრა ქოთანში ჩააგდე მოსაქმებული პამპერსიო, ასევე ჯილდო შეგიძლია დააწესოო მაგრამ არ დამჭირდა ესენი. ჩვენი ჯილდო იყო ტაში და აპლოდისპენტები, გიჟდებოდა ამაზე, აბა მამა ტაში დამიკარი ვქენიო კაი ხანი იძახდა :დ

nopiahopi

ვაახ lol.gif რა საყვარელია love.gif


Anabeli111

ჰაუკს ქონდა და ეხლა შევედი საიტზე რომ დამელინკა და აღარ აქვთ sad.gif შემოიტანენ ისევ აუცილებლად :* მე მახსოვს მაშინაც არ ქონდათ და შემოიტანეს.


gogatakoo
ვიშლისტს არ ქონდა მაშინ მომღერალი, ეხლა თუ შემოიტანეს არ ვიცი.

ისე საფეხური ვუყიდე აბაზანის კიკაბუსი ვიშლისტში და კარგად გამოვიყენეთ, დამოუკიდებლად იბანს ხელებს და იხეხავს კბილებს.

Posted by: lelukaa 25 Feb 2022, 12:03
anibani18
narkozeli
აჰა, გასაგებია, მადლობა :*
ჩაის კოვზს არ ვენდე ჰო, გრამაჟით მოვზადე და აშკარად ვერ იყო მაინც, დღეს თვალის ზომით ვიზამ, იქნებ ნაკლებად დაიჯღანოს smile.gif)

მუსიკალურ ქოთანზე მეცინება, ჩემმა
რომ დაამუღამა როდის ირთვებოდა, მიდიოდა
და ჭიქით ასხამდა წყალს biggrin.gif

Posted by: takoo1 25 Feb 2022, 12:38
anibani18
აუ რავიცი გოგო ცხვირი მაქ 24 საათი გაჭედილი განსაკუთრებით ღამე მეჭედება დავიტანჯე,არ მშველის ფიზიო და პინოსოლი დავიწყე ორი დღეა ჯერ ვერაფერი:/ დალშე კარგად❤️
narkozeli
გოგო ყოჩაღ რამდენი რამე იცის,ძიძის დამსახურებაა ალბათ ხო ასწავლის?
რამხელაა ვაჩე ლუკიანეზე 3-4 თვით დიდი არაა თუ მეშლება

Posted by: unusual 25 Feb 2022, 14:50
nino84
QUOTE
ჩემი ორი წლის ხდება და ეხლა დაიწყო თქმა, უკვე რომ მოისაქმებს პამპერსში დაგვდევს ფუო და აბაზანაში მივყავართ დასაბანად.

ეს უკვე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, ცოტაც და სანამ იზავს უკვე წინასწარ გეტყვის. ჩემი არაფერს ამბობს ისე ჩაისვრის, ვითომც არაფერი.

Posted by: NatiaGull 25 Feb 2022, 15:44
გოგოებო, ჩემი ციკლი ისევ არ ჩანს, სად გადავხტე biggrin.gif


Posted by: anibani18 25 Feb 2022, 15:45
ninunin
ფეტვი ფაფაა, კი. ფაფის მიცემა რომც გადაწყვუტო, იშვიათად მიეცი.
პლაზმონის მაკარონი ძალიან მსუბუქია. არ ჰგავს ჩვენს მაკარონს, ლამის გამჭვირვალეა რომ მოხარშავ.
იოგურტს ნუშის კარაქს თუ გაურევ, მაგალითად, უფრო ნოყიერიც იქნება და უფრო დაანაყრებს.
margarita7
კი, ნორმალრია. კოლიკები ჰქვია ამას. დაახლოებით 3 თვისთვის გაუვლის. შეგიძლია წყალში ჩასვა ამ დროს, ამბობენ, მაგრამ მე არ მიცდია, კანით კანთან კონტაქტი ძალიან ეფექტური არისო. ფენის ხმა ამშვიდებდა ჩემსას, მაგრამ როგორც კი გავთიშავდი, ისევ ტირილს იწყებდა. უნდ ამოიკრიბო გამძლეობა, 3 თვისთვის გაუვლის თავისით.
nino84
ჩემიც ამბობს ამას, ტაკოზე იკიდებს ხელს და აბაზანისკენ გარბის. უბრალოდ კუკებს ძირითადად დილით შვება, რომ გაიღვიძებს, ნებივრობს ხოლმე ლოგინში და ეტყობა მაგ დროს, უსაქმურობისგან.
narkozeli
ჯერ სავსე აქვს პამპერსი ღამის შემდეგ. ანუ ღამითაც არ აცმევდი პამპერსს? ამ ტრენინგის დროს გახადე პამპერსი და ვსიო, სწორად მივხვდი, ხო? მე ვფიქრობ ჯერ მივახვედრო როგორმე კუკები რა არის და ფისები. კუკებს რომ შვება, კი გარბის მერე აბაზანაში, დამბანეო, მაგრამ იცი რა პრობლემა მაქვს, ცალკე ხომ სძინავს, დილით რომ იღვიძებს, არც ტირის, არც არაფერი, ოდნავ მესმის ხოლმე ხმა რადიო ძიძაში, რაღაცეებს ბუტბუტებს თავისთვის შიგადაშიგ, ანუ ნებივრობს, მე ასე მესმის. ეს ნებივრობა შეიძლება საკმაოდ დიდხანსაც კი გაგრძელდეს. მერე რომ შევალ, ხშირად კუკები აქვს პამპერსში. ამას შეიძლება როგორმე გადავაჩვიო ან რა ვქნა ნეტა ამ დროს? როგორ ფიქრობ, ასეთი გაღვიძება, დაძახების და ყველაფრის გარეშე, ნორმალურია?
ეს საფეხური მეც მაქვს, ოღონდ ავერსში ვიყიდე. ძალიან გამიადვილა ცხოვრება. ონკანს ჯერ კი ვერ წვდება, მაგრამ ხელში აყვანა მაინც არ მიწევს, ავა და ვიბანთ ასე ხელებს ნიჟარასთან.
NatiaGull
ტესტი უარყოფითია?

Posted by: takoo1 25 Feb 2022, 16:16
NatiaGull
ვაა მერამდენე დღეაა?დღეს ვფიქრობდი ნეტა რა ქნა თქო))

Posted by: any_body 25 Feb 2022, 21:47
გოგოებო იკეას სკამ-მაგიდა თუ გამოგიწერიათ?

Posted by: lelukaa 26 Feb 2022, 05:00
any_body
მე გამოვიწერე საბერძნეთიდან, რით შემიძლია დაგეხმარო?

Posted by: any_body 26 Feb 2022, 13:27
lelukaa
აუ <3
რომელი გადამზიდით გამოიწერე?
ჯამში რა დაგიჯდა დაახლოებით და რამდენ ხანში ჩამოვიდა?

Posted by: NatiaGull 26 Feb 2022, 14:55
anibani18
აუ კი, ან გუშინაც გავიკეთე უარყოფითია
gogatakoo
მეათე დღეა უკვე, ნეტა რამე.ცუდია ? sad.gif
ორშაბათს უეჭველი წავალ ეხოზე ან ხვალ თუ იქნება ვინმე, ხვალ წავალ. ნეტა რა მეტაკა sad.gif

გარე ორსულობა ან რამე მსგავსი რო იყოს ხო აჩვენებდა ტესტი ? ნუ წესით არ უნდა იყოს მარა მაინც


გოგოებო, მარტო ეხო გავიკეთო თუ რამე ანალიზიც ინფორმატიული იქნება ?

Posted by: lelukaa 26 Feb 2022, 16:10
any_body
35 ევრო დაჯდა სკამი გამოსაკრავებით და შიფინგით, ინექსით ჩამოვიდა 10 დღეში დაახლოებით და გადავიხადე 17 ლარი.
ვფიქრობ მაქსიმუმ წლამდე გამოვიყენებ, მეტს ვერა. ჯერ 5 თვის არაა და უკვე უჭერს biggrin.gif
ძალიან სადა, მინიმალისტური და
ადვილად მოსავლელია, თუმცა ზომაზე დიდი ბავშვებისთვის არაა აშკარად smile.gif

Posted by: anibani18 26 Feb 2022, 21:17
გოგონებო, ვინმეს გამოგიწერიათ ბიო, ელეფანტები ან რიხტერი ან რომელიმე სხვა ფეხსაცმელი? რა საიტებიდან შეიძლება გამოწერა?

Posted by: any_body 27 Feb 2022, 00:54
lelukaa
მადლობაა დიდი <3
აუ ჩემიც ფუმფულაა, 4 თვისაა და 7,300-ია :დ
ნეტავ თუ ჩაეტევა :დ
უკვე ზის ზოგადად შენი პაწაწო ?

Posted by: narkozeli 27 Feb 2022, 11:41
lelukaa
QUOTE
მუსიკალურ ქოთანზე მეცინება, ჩემმა
რომ დაამუღამა როდის ირთვებოდა, მიდიოდა
და ჭიქით ასხამდა წყალს


ვაიმე lol.gif lol.gif love.gif
ამას რო უნდოდა რო ემღერა ძალით იჭინთებოდა რო დაეფსა ზედ lol.gif

gogatakoo
QUOTE
გოგო ყოჩაღ რამდენი რამე იცის,ძიძის დამსახურებაა ალბათ ხო ასწავლის?
რამხელაა ვაჩე ლუკიანეზე 3-4 თვით დიდი არაა თუ მეშლება


გოგო ძირითადად ძიძა ასწავლის კი biggrin.gif ბევრს ელაპარაკება ძაან. მეც ველაპარაკები, ბებიამისიც და რავი, მართლა ბევრი რამე იცის და მგონი ზედმეტია ამის ასაკისთვის :დ უბრალოდ თვითონ გთხოვს ეს რა არის? ეს მომიყევი, ის მითხარი და მერე ჩვენც ვჯიგრობთ და ისრუტავს მართლა :დ
გოგო ლუკიანე აპრილშია დაბადებული მგონი არა?
ვაჩე ოქტომბერში
* * *
NatiaGull

გოგო წადი ეხოზე, ჩვეულებრივზეც ნახავენ რა ხდება :* გარე ორსულობის დროს ტესტი აჩვენებს, ასე რომ ეგ გამორიცხულია


ნეტა მე გადამიცდეს და ამიბრდღვიალდეს ორი ხაზი biggrin.gif love.gif



* * *
anibani18
QUOTE
რომ გაიღვიძებს, ნებივრობს ხოლმე ლოგინში და ეტყობა მაგ დროს, უსაქმურობისგან.


lol.gif lol.gif love.gif


QUOTE
ჯერ სავსე აქვს პამპერსი ღამის შემდეგ. ანუ ღამითაც არ აცმევდი პამპერსს?


სადღაც 1-2 კვირა ვაცმევდი კი, მიუხედავად იმისა რომ თითქმის არ შვებოდა, ეგრევე ვერ გავრისკე ღამეც გახდა მარა მალევე გავხადე და მართლა არ გაპარვია ღამე ფისი არასდროს.

QUOTE
ეს ნებივრობა შეიძლება საკმაოდ დიდხანსაც კი გაგრძელდეს. მერე რომ შევალ, ხშირად კუკები აქვს პამპერსში. ამას შეიძლება როგორმე გადავაჩვიო ან რა ვქნა ნეტა ამ დროს? როგორ ფიქრობ, ასეთი გაღვიძება, დაძახების და ყველაფრის გარეშე, ნორმალურია?


რომ გაიღვიძებს, მაშინვე რომ გადააყენო?

anibani18

მე თავიდან ჯეოქსი გამოვუწერე, მერე იტალიაში ვუყიდე ნაიკი და ის ეცვა. მერე სულ აქ ვყიდულობდი ჯეოქსს, ადიდასს და პუმას. ერთადერთხელ ვუყიდე ლაქი სტეფში ბათინკი და ვერც იხმარა, ძაან მალე დაუპატარავდა. ეკკოს ბათინკი ვუყიდე მერე.
ჩემი ბოტასებს ხმარობს იდეალურად. თან მომწონს იმით, რომ არც ფეხის წვერებზე უვლია, კარგი და სწორი სიარულის მანერა აქვს, ანუ ბოტასებით სიარულიც (კაი ხარისხის ბოტასით), დრეკადი ძირით, კარგია ნამდვილად.




* * *

მე-7 თვეა რაც ოვულაციას არ ვმაზავ და მაინც არ დგება ორსულობა sad.gif.. მაისამდე თუ არაფერი, წავალ ანტიმიულერზე და ქმარსაც ჩავწერ ნიშნიანიძესთან.
რა ვარ ასეთი ჭირიანი, ორივე შვილი ძალით ჩასასახ-სახვეწარი რო გამიხდა user.gif

Posted by: takoo1 27 Feb 2022, 17:40
NatiaGull
არაა გარე ორსულობა არ იქნება დამშვიდდი:*გოგო ჯერ ეხო გაიკეთე ნახე რა სიტუაციაა და მერე მიდი გინეკოლოგთან და გეტყვის რა ანალიზი დაგჭირდება.გქონია ჰორმონების პრობლემა?მე მქონდა ერთხელ 26 წლის ასაკში გადამიცდა აი ეგრე პირველად,ერთი თვე არ მომსვლია. ეხო გავიკეთე და ანალიზები ჰორმონების ყველა რაცაა მემგონი.ერთი მქონდა ცოტა მომატებული.არაფერი იქნება ისეთი ნუ გეშინია
narkozeli
უი 6 თვით დიდი ყოფილა მე უფრო პატარა მეგონაsmile.gif
რომელი თვიდან დაიწყო ლაპარაკი აი ორ სიტყვიანი წინადადებები გახსოვს?
ლუკიანემ ერთი ორი თვეა რაც სიტყვების სწავლა დაიწყო ანუ სადღაც 1.7 თვიდან
მანამდეც იცოდა რაღაც სიტყვები მარა ძალიან ცოტა.
ეხლა რასაც ვასწავლი იმეორებს ცოტა ამახინჯებს ზოგ ასოს ვერ ამბობს მარა ამსგავსებს. ჯერ არ აბავს ოღონდ


* * *
narkozeli
ანტიმიულერზე რატო დაბალი გქონდა?

Posted by: NatiaGull 27 Feb 2022, 19:38
narkozeli
გოგო სტიმულაციები რო სცადო ერთი ორი თვე არ გინდა ? ანტიმიულერის ნახვას რა აზრი აქვს, კაი ვთქვათ მაღალია ოკ, ვთქვათ დაბალია მერე რა ? მაგის გაზრდა ხო არ ხდება და უნდა იდარდო ტყუილად.
ზოგს უუდაბლესი აქვს და რჩებიან მაინც, მე უფრო სტიმულაციას ვიზამდი და თუ არაფერი მერე ინსემინაციას.
მილები შემოწმებული გაქვს ხო შენ ?
ვიტამინებს იღებთ ?

Posted by: SOF - 777 27 Feb 2022, 22:20
გოგოებო, ჭოჭინაში ჩასვით ბაიები თუ არა?
ექიმმა აგვიკრძალა, ბუნებრივად, ხოხვით და ცოცვით ისწავლოს სიარულიო და ვფიქრობ მაინც, ხომ არ ვუყიდი, ესე სულ თვალყური უნდა ადევნო არ წაიქცეს... რას მირჩევთ?

ასევე მაინტერესებს, როცა ეძინება და ჯიბრზე არ იძინებს საათები, არადა თამაშითაც ვერ თამაშობს, ეძინება, რა ხერხებს მიმართავთ? რამეს ხომ არ ასმევდით დამამშვიდებლად?

Posted by: emiblack 27 Feb 2022, 22:47
narkozeli
1 წელი არ ითვლება პრობლემად, შენც იცი, თუმცა უფრო მალეც დადგება <3
SOF - 777
მე არ ვსვამ, მეც არ მირჩია პედიატრმა .
დამამშვიდებელიც არაა რეკომენდირებული. ჩემსას არ უყვარს დაძინება, როცა დაიძინებს მერე კარგად ძინავს მაგრამ დასაძინებლად წასვლა ეზიზღება . ოთახს ვაბნელებ და ხელში აყვანილს ვაცეკვებ ცოტა ხანი და ჭრის )) წყნარდება და მერე იძინებს ( მაგრამ ჩემი ბუნებრივ კვებაზეა და ძუძუზე იძინებს )
NatiaGull
გარე ორსულობაც გამორიცხულია ტესტი რადგან უარყოფითია, ერთადერთი ზეგვიანი ოვულაცია თუ იყო , მოსალოდნელი ციკლის დღეს მაგალითად, მაშინ შეიძლება ორსულობაა, რაც ნაკლებ სავარაუდოა))

Posted by: nopiahopi 28 Feb 2022, 00:11
SOF - 777
QUOTE
გოგოებო, ჭოჭინაში ჩასვით ბაიები თუ არა?
ექიმმა აგვიკრძალა, ბუნებრივად, ხოხვით და ცოცვით ისწავლოს სიარულიო და ვფიქრობ მაინც, ხომ არ ვუყიდი, ესე სულ თვალყური უნდა ადევნო არ წაიქცეს... რას მირჩევთ?


მე მაქვს და მაშინ ვაჯენ,როცა საჭმელს ვუმზადებ ან აუცილებელი საქმე მაქვს და ვერ მივყვები კუდში. ზოგადად დახოხავს და ერთი წუთით რომ მივტრიალდე, არ ვიცი საით გაექანება ხოხვით. ადრე საწოლში ვტოვებდი რამდენიმე წუთით, მაგრამ ძვრება რიკულებზე მაიმუნივით და ებერტყება იატაკზე. დგება კიდეც, რაღაცას მოეჭიდება, ხელს უშვებს და დგას . მერე სიარულს ცდილობს, მაგრამ ავიწყდება სიარული რომ არ იცის და ერთი ორი ნაბიჯის მერე ებერტყება.
ასე რომ, გამოუვალ მდგომარეობაში ჭოჭინის გარდა ვერსად ვტოვებ უსაფრთხოდ რომ იყოს. მეც ვიცი, რომ არაა რეკომენდებული. მაგრამ დღეში ასე რამდენიმე წუთით ჩასმით რამე უშავდებოდეს, არამგონია.

Posted by: NatiaGull 28 Feb 2022, 00:11
SOF - 777
ვცადე მაგრამ არ ჩაჯდა, ხოხვით და ცოცვით აიდგა ფეხი, 11თვიდან კარგად დადიოდა უკვე

emiblack
წავალ ხვალ ვნახო ერთი რა ხდება რააა, თუ ასეთი გვიანი ოვულაციაა შეიძლება წეროც მომიფრინდეს biggrin.gif

Posted by: narkozeli 28 Feb 2022, 06:56
gogatakoo
QUOTE
რომელი თვიდან დაიწყო ლაპარაკი აი ორ სიტყვიანი წინადადებები გახსოვს?
ლუკიანემ ერთი ორი თვეა რაც სიტყვების სწავლა დაიწყო ანუ სადღაც 1.7 თვიდან
მანამდეც იცოდა რაღაც სიტყვები მარა ძალიან ცოტა.
ეხლა რასაც ვასწავლი იმეორებს ცოტა ამახინჯებს ზოგ ასოს ვერ ამბობს მარა ამსგავსებს. ჯერ არ აბავს ოღონდ


კი მახსოვს, კოჯორში ვიყავით ივნისში და იქ დაიწყო ორ სიტყვიანები, წლის და 8 თვის იყო ანუ. და 2 წლიდან უკვე ტლიკინებს ყველაფერს.

სიტყვები ცალკეული უფრო წლის და 2-3 თვიდან.

დამახინჯება არაა ამ ასაკში პრობლემა, გაასწორებს ნელნელა. მთავარია გამოხატავდეს რისი თქმაც უნდა. მაგალითად "ბუთი"-ს თუ ამბობს ბურთის მაგივრად, შეგიძლია ეგ ჩაუთვალო სიტყვად.

QUOTE
ანტიმიულერზე რატო დაბალი გქონდა?



კი, 1-ზე ნაკლები მქონდა, თუ ზუსტად მახსოვს 0.8 მქონდა თითქმის 4 წლის წინ მაგრამ 3 წლის წინ კი დავრჩი ორსულად. ნუ მაშინაც მითხრეს რომ ეგ არაა მთავარი მარა ჩემი ასაკისთვის ძალიან დაბალი იყო. ჩემი და 38 წლისაა და 9 აქვს ანტიმიულერი biggrin.gif

NatiaGull

ვიტამინები ვცადე ათასნაირი და ამ წუთას ფოლატზე ვარ მარტო, აი ანაბელმა მირჩია გუშინ ერთი და იმას დავიწყებ იქით კვირიდან.
სტიმულაციები ვიცი რომ დიდად ეფექტური არაა და ამიტომ ვიკავებ თავს. :/
ანტიმიულერი მე ძაან დაბალი მქონდა ვაჩემდეც და თვის 12 ციკლიდან ჩათვალე მინიმუმ 8-9 ციკლი ანოვულატორული მაქვს ფაქტიურად და ეგ მშველის, მინარჩუნებს ფოლიკულურ რეზერვს თორე 0-ზე მექნებოდა უკვე. დაახლოებით 3.5-4 წლის წინ მქონდა 0.8
მილები არ მაქვს შემოწმებული, ჯერ არ გინდაო გინეკოლოგმა



emiblack

აჰა ზაფხულში მიილევა 1 წელი რაც თავს არ ვიცავ და მერე ავფორიაქდები biggrin.gif მარა, რო არ მოგატყუო, უკვე ვნერვიულობ smile.gif

* * *
კიდე ერთი ბანალური პრობლემა მაქვს :დ

ძიძის გაშვება არ მინდა, ძალიან კარგი ძიძა მყავს, არადა ვაჩე ბაღში მყავს დარეგისტრირებული სექტემბრიდან, ანუ 3 წლიდან მინდა რომ იაროს ბაღში და ძიძას რამდენიმე თვე კი დავიტოვებ მარა განა რამდენი ხნით დავიტოვო sad.gif მეორე ბავშვს გავაჩენ და არ გაგიშვებთქო ვპირდები მარა არა და არ ჩანს ეს ცელქი ბალღი biggrin.gif

Posted by: Anabeli111 28 Feb 2022, 08:23
narkozeli
რატომ არაა სტიმულაცია შედეგიანი? ჩემი მე2 ორსულობა სტიმულაციით დადგა. რატო ვერ მივიყვანე ბოლომდე ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია მანამდე 1.6 წელი არ დგებოდა ორსულობა და მე3 სტიმულაციაზე დადგა. მე2 სტიმულაციაზე ბიოქიმიური მქონდა. პირველის დროს ბებო გარდამეცვალა და წამლებიც ვერ მივიღე ნორმალურად.

Posted by: lelukaa 28 Feb 2022, 11:02
any_body
ჯერ ჩაეტევა, მერე გამოსაკრავს დაჩუტავ ცოტას, მერე სულ ამოაცლი და ეგაა biggrin.gif
4 თვიდან ვსვამ ხოლმე სკამში დღეში ასე 10წუთით, მიყრდნობითაც ვისვამ ხოლმე კალთაში, მანამდეც ვისვამდი.
ერთი 5 დღიეს წინ ზურგზე დაწოლილი დავტოვე ზუსტად 20 წამით, შემოვედი ოთახში და მუცელზე დამხვდა, ხელები ჰქონდა მუცლის ქვეშ მოყოლილი და იცინოდა გიჟივით biggrin.gif დღეისსწორს კი ხდება 5 ის, აგრამ ამის გაბარიტების პატრონი არ მეგონა ასე მალე თუ მოახერხებდა ბრუნვას biggrin.gif



Posted by: anibani18 28 Feb 2022, 12:29
narkozeli
ვერ ვხვდები როგდის იღვიძებს. სულ ოდნავ მესმის ხოლმე ხმა, ისიც წამიერად და ჩუმდება მერე. ჩემით შევდივარ ხოლმე, წევს ჩუმად, ნამძინარვი სახით, ან ეთამაშება ლოგინშI რასაც ჩაიყრის იმას. ცუდი ახლა ეს? როგორ ფიქრობ? თავისით იძინებს, დიდ საწოლში გადავიწყვანე ახლა, რადგან პატარაში აღარ წვებოდა, მატყუარებს ჩაიყრის, თუ რამე სათამაშო უნდა ჩაიდებს და აბობღდება მერე. შუქს ვურთავ და შეიძლება უბრალოდ ხმა გავცე გარედან, აქ ვარ, მამა აქ არის ან რასაც მკითხავს. რამდენიმე წამში სძინავს ხოლმე. ასე რაც დაიწყო დაძინება, ტირილით აღარასოდეს იღვიძებს და საერთოდ თითქმის 13 საათი სძინავს ღამე. მაგრამ უმეტეს წილად კუკებით იღვიძებს. ვერ გავიგე რისი ბრალია, გადავქექე ინტერნეტი, მაგრამ ვერსად ვნახე ამაზე ინფორმაცია.
ეს ნორმალურად დგამს ფეხს, ერთს ცოტა შიგნით და უნდა მივიყვანო ორთოპედთან ამის გამო. ელეფანტენი ჰქონდაა ქამდე, ახლა დაუპატარავდა და არ ვიცი რა ჩავაცვა. ბოტასი სჯობს ასე ფიქრობ? ლაქი სტეპში რაც იყიდება იმის ყიდვა არ ღირს?
არ ინერვიულო, უცებ გამოვა ყველაფერი. ზოგჯერ ორგანიზმს მომზადება სჭირდება, ასე მგონია. გაზაფხული ახლოვდება და კარგი ამბავიც მალე მოვა <3
SOF - 777
შეიძლება გადაღლილი იყოს, გადაღლილობისგნ ხშირად ვერ იძინებენ ბავშვები. ნახე ინტერნეტში wake windows, რა ასაკისაც არის ახლა, იმის შესაბამისი სიფხიზლის ფანჯარა უნდა ჰქონდეს. ღამის ძილის შემდეგ პირველ დაძინებამდე უფრო მოკლე დროა ხოლმე, ვიდრე გაღვიძებიდან ღამის ძილამდე. რამდენისაა ახლა?
ჭოჭინა არ არის რეკომენდირებულიო, ასე ამბობენ. შენს ყურადღებას ადუნებს და ვერ აქცევ სათანადო ყურადღებას ბავშვს, თვითონ კი შეიძლება ამ დროს მთელი სისწრაფით გამოექანოს და რამეს დაეჯახოს. ანუ რისკებს ვერ აფასებენ ჯერ.
* * *
narkozeli
რატომაა სტიმულაცია არაეფექტური?

Posted by: unusual 28 Feb 2022, 12:34
NatiaGull
QUOTE
გარე ორსულობა ან რამე მსგავსი რო იყოს ხო აჩვენებდა ტესტი ?

კი დადებითს აჩვენებს.

Posted by: narkozeli 28 Feb 2022, 13:32
Anabeli111
anibani18

რავი, ჩემს სადაქალოში ბოლო წლებში სტიმულაციებმა არ გაამართლა და რაღაცნაირად არ მაქვს თითქოს მეც იმედი რომ რამე კარგს იზამს და მეშინია უარესი არ ვქნა და არ ავირიო ჰორმონები sad.gif

QUOTE
ვერ ვხვდები როგდის იღვიძებს. სულ ოდნავ მესმის ხოლმე ხმა, ისიც წამიერად და ჩუმდება მერე. ჩემით შევდივარ ხოლმე, წევს ჩუმად, ნამძინარვი სახით, ან ეთამაშება ლოგინშI რასაც ჩაიყრის იმას. ცუდი ახლა ეს? როგორ ფიქრობ? თავისით იძინებს, დიდ საწოლში გადავიწყვანე ახლა, რადგან პატარაში აღარ წვებოდა, მატყუარებს ჩაიყრის, თუ რამე სათამაშო უნდა ჩაიდებს და აბობღდება მერე. შუქს ვურთავ და შეიძლება უბრალოდ ხმა გავცე გარედან, აქ ვარ, მამა აქ არის ან რასაც მკითხავს. რამდენიმე წამში სძინავს ხოლმე. ასე რაც დაიწყო დაძინება, ტირილით აღარასოდეს იღვიძებს და საერთოდ თითქმის 13 საათი სძინავს ღამე. მაგრამ უმეტეს წილად კუკებით იღვიძებს. ვერ გავიგე რისი ბრალია, გადავქექე ინტერნეტი, მაგრამ ვერსად ვნახე ამაზე ინფორმაცია.
ეს ნორმალურად დგამს ფეხს, ერთს ცოტა შიგნით და უნდა მივიყვანო ორთოპედთან ამის გამო. ელეფანტენი ჰქონდაა ქამდე, ახლა დაუპატარავდა და არ ვიცი რა ჩავაცვა. ბოტასი სჯობს ასე ფიქრობ? ლაქი სტეპში რაც იყიდება იმის ყიდვა არ ღირს?
არ ინერვიულო, უცებ გამოვა ყველაფერი. ზოგჯერ ორგანიზმს მომზადება სჭირდება, ასე მგონია. გაზაფხული ახლოვდება და კარგი ამბავიც მალე მოვა <3


მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, არც მე მაქვს ამაზე ინფორმაცია. 13 საათი ძილიც მაგ ასაკში კარგია. ვაჩეს ასაკში 13 საათი დღე-ღამეში უნდა ეძინოს.
ელეფანტენის არ ხარ კმაყოფილი? მე რავიცი ისე მომწონს ბოტასები, არც განმიხილია სხვა. ლაქი სტეპში ისაა თემა რომ საკმაოდ ძვირს იხდი და ალბათ ერთი ზომით დიდი უნდა უყიდო თორე ამას მართლა 1 თვეში დაუპატარავდა იქ ნაყიდი ბათინკი biggrin.gif



Posted by: SOF - 777 28 Feb 2022, 13:40
narkozeli
QUOTE
ძიძის გაშვება არ მინდა, ძალიან კარგი ძიძა მყავს, არადა ვაჩე ბაღში მყავს დარეგისტრირებული სექტემბრიდან, ანუ 3 წლიდან მინდა რომ იაროს ბაღში და ძიძას რამდენიმე თვე კი დავიტოვებ მარა განა რამდენი ხნით დავიტოვო  მეორე ბავშვს გავაჩენ და არ გაგიშვებთქო ვპირდები მარა არა და არ ჩანს ეს ცელქი ბალღი


რა თანხას უხდი ძიძას და რა გრაფიკით ამუშავებ თუ საიდუმლო არაა?
კარგ ძიძას ვეძებ და ვხვდები რომ ძალიან რთულია, - კარგი ყველა დასაქმებულია, შრომის ბირჟაზე ძირითადად არიან როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩა ზარმაცი უსაქმური ტიპები, ვერ ავწევ, წელი მეტკინება, საჭმელს ვერ მოვუმზადებ, ამ თნხაზე ვერ ვიმუშავებ და მსგავსი ტიპის...
* * *
ძილზე წავიკითხე, 8 თვეზე ძილის რეგრესი ეწყებათო, 3-5 კვირამდე გრძელდება და განვითარების ნახტომთან (Development leap) არის დაკავშირებულიო..

Posted by: anibani18 28 Feb 2022, 14:01
narkozeli
კი, ძალიან კარგია ელეფანტენი. ახლა დაუპატარავდა 19 ზომა. ვცდი აბა მეც ბოტასებს. სად ყიდულობ შენ ხოლმე?
ბიომექანიქსი ვერ გვაიგე ორთოპედიულია თუ არა? ღირს მისი ყიდვა?
ზოგჯერ არ გამოდის სტიმულაცია, ზოგჯერ გამოდის. ნატალი სტიმულაციით მიღებული ბაია smile.gif


Posted by: any_body 28 Feb 2022, 19:03
anibani18
ბიომექანიქს აქებენ ზოგადად, დრეკადია რაც მთავარიაო.

lelukaa
მე ვარჯიშს ვაკეთებინებ, ცერაზე მიჭერს და ვწევ ზევით ხოლმე.
აუ რა ტიპები არიააან ^^
ეს სანახევროდ ტრიალდება ჯერ, ტაკოს გამოვზიკავს და გვერდზეა უკვე, ისეთი სასაცილოაა.
4 თვეზე ჰქონდა ძილის რეგრესი?

Posted by: takoo1 28 Feb 2022, 19:41
SOF - 777
არ უწევენ რეკომენდაციას პედიატრები,მეც ვყოყმანობდი მარა ვუყიდე მაინც,მე პირადად გამომადგა კარგად.არავინ დამხმარე თუ არ გყავს სახლში და საქმე გაქვს სხვა რა უნდა ქნაsmile.gif თან თუ მანეჟშიც არ ჩერდება.
არანაირი პრობლემა არაა ცოტახანი თუ ჩასვამ,მთელი დღე არ უნდა ჩასვა ეხლა.კარგი ჭოჭინა თუ გაქვს ვერც ამოაყირავებს,ვერც რამეს იტკენს მაგის არ შეგეშინდეს.სიარულიც მალე ისწავლა ჭოჭინით ისე დაქროდა)))
მანეჟში არ ჩერდება?
* * *
narkozeli
გოგო ეგ რეზერვის მაჩვენებელია თუ კვერცხუჯრედის ხარისხის?
0.8 რო გქონდა ხო დაორსულდი მერე ჩარევის გარეშე?
დრო უნდა რა გაარტყავ რომელიმე თვეს მთავარია არ გამაზო არცერთი biggrin.gif
შენ რა გგონია მე ივლისიდან არ ვსვამდი კონტრაცეპტივს და ეხლა დავორსულდიsmile.gif ნუ ეგრე არ მითვლია ოვულაცია ყოველ თვე მარა ხანდახან ვთვლიდიsmile.gif
დაელოდე ზაფხულამდე,მანამდე ვიტამინები დალიე.
ისე სტიმულაცია ბევრთან ეფექტური აღმოჩნდა და ეგეც სცადე მერე თუ არ გამოვიდა ისე.
ისე მილებს გადავიმოწმებდი მაინც,ჩემი და რო გააჩინა დედაჩემმა 6 წელი ვერ ორსულდებოდა და მილების გაწმენდიდან ეგრევე დარჩა ორსულად

Posted by: nopiahopi 28 Feb 2022, 20:57
gogatakoo
QUOTE
კარგი ჭოჭინა თუ გაქვს ვერც ამოაყირავებს,ვერც რამეს იტკენს მაგის არ შეგეშინდეს


ნამდვილად. მეც თავის დროზე დიდხანს ვეძებე ჭოჭინა და ვუყიდე ძალიან განიერი, კაუჩუკის ბორბლებზე და გარშემო რეზინებშემოკრული, რამეს თუ ეჯახება, არც საგანი ზიანდება და არც ჭოჭინა.

Posted by: SOF - 777 28 Feb 2022, 21:17
gogatakoo
მანეჟიც არ მიყიდია ჯერ smile.gif სკამ-მაგიდაში ვსვამ ხოლმე ან კალიასკაში და აღარ ჩერდება მანდ. რბილი რეზინის ხალიჩები აქვს, დღეს მეორეც ვუყიდე, მანდ მოძრაობს უმეტესად. მოვიფიქრებ აბა. სახლში ძიძასთან არის და ეჭვი მაქვს ჭოჭინიდან არ ამოიყვანს, ამიომაც ვიკავებ თავს, მაგრამ კამერებს თუ დავაყენებ, უფრო გავაკონტროლებ...

any_body

კი, 4 თვეზეც წერია ძილის რეგრესი და 18 თვეზეც. ჰქონდა ჩემს ბავშვს 4 თვეზე, მერე გამოასწორა, ისე ძილი არ უყვარს, ღამე იძინებს საბედნიეროდ smile.gif

Posted by: Glamurka 28 Feb 2022, 22:32
როგორ ხართ გოგოებო. ნორდიკის გრეჩიხას ვინ აჭმევთ? ანოტაცია წავიკითხე და შაქარიც უწერია

Posted by: narkozeli 28 Feb 2022, 22:35
SOF - 777

ძიძა მყავს 10ის ნახევრიდან 7ის ნახევრამდე, ვუხდი 700 ლარს.
ძიძას ეხება ბავშვის კვება, ჰიგიენა ( ბავშვის დაბანა და ბავშვის სარეცხი). სახლის ამბებში სარეცხს შეყრის ხოლმე ჩვენსას, მერე გაფენს, ჩამოხსნის დაკეცავს და კარადებთან გვილაგებს. ძაან გემრიელ ოსპის სუპს აკეთებს და სულ ვთხოვ როცა ბავშვს ოსპის სუპის დღე აქვს ჩვენთვისაც გააკეთოს ანუ დიდ ქვაბში გააკეთოს. ხორცეულ-თევზეული რომ მომაქვს ბავშვისთვის თვითონ ანაწილება ხოლმე ულუფებად და დებს საყინულეში.
სხვა საოჯახო თემებში ჩართული არაა, თუმცა მაგაში მყავს დამხმარე ქალი, კვირაში ერთხელ მოდის და გენერალურად გვილაგებს. დანარჩენს ჩემით ვუმკლავდები ჯერჯერობით.
ჩემს ძიძას იმდენად ვენდობი, სახლის გასაღები აქვს ჩვეულებრივად. ღამეც დამიტოვებია მასთან არაერთხელ. ზოგჯერ თავის სახლში მიყავს ბავშვი შაბათ დღეს ძაან თუ ვიჭედები ( ისე ორშაბათი პარასკევი მხოლოდ სამუშაო დღეებში მყავს), მის ოჯახის წევრებსაც (შვილებს) უყვართ ვაჩე❤️
აგარაკზე და დასასვენებლად ყოველთვის მომყვება ხოლმე, მარა მაგ დროს ორმაგს ვუხდი. ამ ზაფხულს ერთი თვით კოჯორში გამომყვა, მერე ერთი თვით ზღვაზე ( ზღვაზე თავისი შვილიც წამოვაყვანინე და ძაან გაუხარდა, 18 წლის გოგო ყავს)

მოკლედ კაი ძიძას უნდა გაუფრთხილდე მართლა სანთლით საძებნელია )

gogatakoo
რეზერვის მაჩვენებელია რეალურად მარა მარტო ეგეც არაა გადამწყვეტი საბედნიეროდ :დ
გოგო ხო აი 1 წელი თუ არაფერი, მივალ მართლა ამ ზაფხულისთვის უკვე მილებზეც.


* * *
anibani18

გოგო მე ჯეოქსში ვყიდულობ ვიწერ ხოლმე და პუმა და ადიდასს აქ ვაჟაზე ვყიდულობ ხოლმე❤️

Posted by: nopiahopi 28 Feb 2022, 23:11
Glamurka
ნორდიკისას ხან შვრიას და ხან 4 მარცვალს ვაჭმევ, წიწიბურას პირდაპირ მიირთმევს და აღარ ვუმზადებ ფაფის სახით. მონაცვლეობით ვუმზადებ მაგ ფაფებს და მაგალითათ სემპერის სიმინდისას. არ ვუკირკიტებ ეგრე ყველაფერს, უკვე არც ისეთი პაწუები არიან, რომ მაგ შემადგენლობით შაქარმა ავნოს smile.gif სულ ეგრეც ვერ დავიცავთ, რომ მთლად უშაქრო პროდუქტი მიირთვან.

Posted by: Glamurka 28 Feb 2022, 23:40
როგორ ხართ გოგოებო. ნორდიკი შაქარს შეიცავს?
* * *
nopiahopi
ხო შაქრი ქონია. ძაან ცოტა ოღონდ. ეხლა დანარჩენებს ავუღებ 4 მარცვალს და შვრიას

Posted by: nopiahopi 28 Feb 2022, 23:57
Glamurka
სავარაუდოდ მაგეებსაც ექნება მცირე რაოდენობით .

Posted by: NatiaGull 1 Mar 2022, 00:34
გოგოებო, ამ საღამოდან ბავშვს საშინელი ფაღარათი დაეწყო, ბოლო 4 საათში 5 ჯერ გავიდა წყალივით :/ რას მირჩევთ ?

Posted by: takoo1 1 Mar 2022, 01:49
NatiaGull
უიი რა ჭამა დღეს? რამე ახალი ხო არ ჭამა?
მე მახსოვს ელექტროლიტებს, სტოპ დეარს, ლაციდოფილს და ენტეროლს/ენტეროჯერმინასბვაძლევდი. ლუკიანესაც ეგრე უცებ აეშალა 2 საათში 7 ჯერ გავიდა.
მე შემეშინდა და ციციშვილში გავაქანე უფრო იმიტო რო წვეთ წყალს არ სვამდა.
პედიატრმა მითხრა თუ სითხეს სვამს არაა საშიშიო.
სითხე მიეცი ბევრი არ შეგეშინდეს და წამალი რაც გაქვს სახლში რაც დაგიწერე რომელიმე გექნება.

* * *
nopiahopi
მგონი მაგიტო არ უწევენ რეკომენდაციას სხვა მხრივ არ ვიცი რატო არაა რეკომენდირებულიsmile.gif
SOF - 777
თუ ძიძასთანაა რად გინდა ჭოჭინა ძიძას ეშლება ხელი?ხო
მაგისი შანსი არის მითუმეტეს თუ არ ენდობი რო მთელი დღე იქ ეჯდეს biggrin.gif

* * *

nopiahopi
გოგო შაქარს შეიცავს ნორდიკი? არ ვიცოდი
მე მილინ პარასს და მისტრალს ვაჭმევ ეგენოც ნეტა?? რა პონტში შეიცავს თვითონ მარცვალი ალბათ თორე დამატებული არამგონია ქონდეს, მე კი ვაჭმევ უკვე შაქრიანს ფაფას ზოგადად მარა ისე დამაინტერესა

Posted by: anibani18 1 Mar 2022, 10:23
Glamurka
ნორდიკის რომელი წიწიბურა გაქვს? ხილით? ახლა დავხედე ჩემსას და არფერი უწერია წიწიბურის ფანტელის გარდა.

Posted by: takoo1 1 Mar 2022, 10:50
NatiaGull
ნათი როგორაა ბავშვი??

Posted by: SOF - 777 1 Mar 2022, 12:20
narkozeli
ეგ თანხა, 700 ლარი, ჩემთვისაც მისაღებია. ტერიტორიულად სად ცხოვრობს ძიძა?.. სექტემბერში ჩემი შვილი 1 წლის და 2 თვის იქნება და ძიძა დასჭირდება.

Posted by: narkozeli 1 Mar 2022, 15:15
SOF - 777

ძიძა კინო საქართველოსთან ცხოვრობს, მე მარჯანიშვილზე.

NatiaGull
ნათი როგორაა ეხლა?

Posted by: QISA 1 Mar 2022, 20:47
გამარჯობა დედებო.
კანის ექიმს თუ გვირჩევთ პატარასთვის?
მადლობა.

Posted by: Glamurka 2 Mar 2022, 00:34

anibani18
user posted image

* * *
narkozeli
გვანც შენი რჩევით ვიყავი გიორგი არველაძესთან. მადლობა♥️

Posted by: anibani18 2 Mar 2022, 10:54
Glamurka
ეს ერთი გრამი შაქარი უშუალოდ მარცვლის შაქარია. შემადგენლობა ნახე, მხოლოდ წიწიბურის ფამტელი უწერია.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება სერგო შემცდარიყო? წყლების ექოგონურობა გაქვს დარღვეულიო გუშინ მითხრა, გინეკოლოგმა, ეჭვი მეპატებაო. მაინც გავიკეთე ანალიზები.

Posted by: SOF - 777 2 Mar 2022, 11:31
narkozeli
ჩვენ ამჟამად ვარკეთილში ვცხოვრობთ მაგრამ მაგ დროისთვის შეიძლება ცენტრისკენ გადმოვიდეთ. მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif


გოგოებო,

ჩემი შვილი(ბიჭი) ეხლა არის 8 თვის და იწონის 15-16 კილოს. ექიმმა გვითხრა რომ ჭარბი წონაა ამ ასაკისთვის. ანალიზების გაკეთება დაგვავალა სისხლის საერთო და გლუკოზაზე.
მაინტერესებს, იქნებ იცოდეთ, გლუკოზაზე ანალიზის დროს სისხლს ვენიდან ხომ არ უღებენ?


იკვებება ნესტოჟენ პრემიუმის ფორმულით. მაგასაც შაქარი ხომ არ აქვს?
რამე ისეთ რძეზე ხომ არ გადავიყვანო "დიეტური" რომ იყოს? biggrin.gif

Posted by: Glamurka 2 Mar 2022, 12:44
anibani18
დამამშვიდე ♥️
ანი თევზს რომელს აჭმევ?
* * *
თევზს რომელს აჭმევ?anibani18

Posted by: TinANNO 2 Mar 2022, 13:18
გოგოებო გამარჯობა,

1.11 წლის ბავშვს კბილები რომ უსავდება რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს ?
ან თუ გქონიათ ეს პრობლემა, ან თუ არის ეს რამე პრობლემის მანიშნებელი ?

Posted by: narkozeli 2 Mar 2022, 13:54
gogatakoo
nopiahopi
Glamurka


ბუნებრივი შაქარია ეს, რასაც თვითონ შვრია შეიცავს. added sugar არ უნდა იყოს მთავარია

QISA

მე გიორგი არველაძესთან მყავდა კლინიკა კანში და კმაყოფილი ვარ

Glamurka

რაო რა გითხრათ?

* * *
TinANNO

მაგ ასაკში კბილის გაშავების ძირითადი მიზეზია უხვი ნერწვი, რომელიც ბუნებრივად მინერალიზებულია და ადვილად იკრავს საკვების პიგმენტს და ჩნდება ნადები.

გამოსავალი არის მყარი საკვების მიცემა, მხოლოდ რბილ საკვებზე უფრო დიდი შანსია გაჩენის, კარგი ჰიგიენა (გამოხეხვა ძილის წინ და ძილის შემდეგ) და ფტორი.
* * *
anibani18

სერგო კი არა ყველა ცდება რა თქმა უნდა. ჩემთან ბადრი შეცდა შარიქაძე, სისულელეები მებჟუტურა მარა შეგუებული ვარ რომ მედიცინა არაა 100%იანი და ვერც ვერავისთვის იქნება.
რაო, ეგ საშიშიაო?

Posted by: TinANNO 2 Mar 2022, 14:28
narkozeli
მადლობა და მოშორება ამ ასაკში როგორ ხდება ?

Posted by: anibani18 2 Mar 2022, 15:26
Glamurka
ორაგულს და სიბასს ვაჭმევ.
narkozeli
თვითონ ვერაფერი მითხრა, მიზეზს ექოზე ვერ ვხედავო. რამე ინფექციის ბრალი იქნებაო. დღეს ჩავაბარე ბევრი ანალიზი, ფიქრიამ მითხრა, მეეჭვება სიმართლე იყოსო, მაგრამ უყურადღებოდ მაინც ვერ დავტოვებო. ერთ კვირაში იქნება პასუხი.
ისე კარგად და ყურადღებით დაათვალიერა გუშინ. არც ზედმეტი ულაპარაკია, არც ისეთი შთაბეჭდილება დარმჩა, რომ ზერელედ შეხედა.

Posted by: NatiaGull 2 Mar 2022, 18:50
გოგოებო, კარგადაა ბავშვი. მეორე დღრს აღარაფერი ჰქონია მსგავსი.

მე ვიყავი ეხოზე და ვერ ნითხრა ზუსტად, ენდომეტრიუმი არის არაერთგცაროვანიო და ან ჩამოვაო ციკლის სახით ან მცირე ვადის ორსულობა არის, მიმაგრების პერიოდიო.
მოკლედ უნდა დაველოდო რამდენიმე დღე კიდევ

Posted by: Glamurka 2 Mar 2022, 22:45
NatiaGull
ნათი წარმატებები. მარიამი როგორ არის ♥️
* * *
narkozeli
გენეტიკურიაო 6თვეში ერთხელ გადავამოწმოთო და ჩანს რო კიდევ გაიზრდებაო. ცოტა დიდია და მოცილებით საქართველოში ვერ მოაცილებენო მითუმეტეს ამ ასაკში გამორიცხულია. დამალულია ზურგზე აქვს ზღვაზე რო წავალთ მაზი გამოგვიწერა მზისთვის.

Posted by: NatiaGull 3 Mar 2022, 00:18
Glamurka
მადლობა ძვირფასო :* კარგადაა, ცელქობს. შენი გოგოშკა რას შვება ? ❤

Posted by: takoo1 3 Mar 2022, 01:05
narkozeli
გვანც კარგი ნევროლოგი იცი ბავშვთა?
რცხილაძე პედიატრია თუ ნევროლოგიცაა?
მაგასთან ვაფშე როგორ ხდება ჩაწერა?
მართლა ერთი თვით ადრე ხდება ჩაწერა?
ცოცხალი რიგით არ იღებს პაციენტებს?
* * *
anibani18
გოგო გაციებული ხო არ იყავი ვირუსი ხო არ გქონია? ჩემ დას ქონდა ეგეთი სიტუაცია,
ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეულიო ზუსტად ვერ უთხრრეს მარა ერთ ერთი მიზეზი ვირუსი შეიძლება იყოსო
* * *
NatiaGull
უFF შენ რა გითხარი რა გული გამიხეთქე სად დაიკარგეეე
გოგო მეც ეგრე მითხრეს ეხოზე ადრე,აი რო გითხარი ერთი თვე გადამიცდა მეთქი.
ციკლი როდის გქონდა ბოლოს?
წესით სანაყოფე პარკი უნდა ჩანდეს გვიანი ოვულაციის შემთხვევაში.

Posted by: NatiaGull 3 Mar 2022, 10:16
gogatakoo
და შენთან რა მიზეზით იყო ეგ გადაცილება ? ორსულობის თუ ჰორმონების . ?
გოგო არა არაფერი ჩანდა, მარტო ენდომეტრიუმი იყო არაერთგვაროვანი

Posted by: Anabeli111 3 Mar 2022, 13:26
NatiaGull
ნათი, ტესტი არ გიჩვენებს?

Posted by: NatiaGull 3 Mar 2022, 13:55
Anabeli111
არა ან არ აჩვენებს, გყშინწინაც უარყოფითი იყო, აი ლანდიც კი არ განეპარებოდა სულ თეთრი იყო ხაზის ადგილი

Posted by: anibani18 3 Mar 2022, 14:00
gogatakoo
გოჩა ჩიქვინიძეა კარგი ნევროლოგი, მე მასთან დამყავდა ჩვილობაში. რცხილაძე პედიატრია, ჩვენ რომ უმიზეზოდ დაგვაშინა გენეტიკური ან იმუნური დაავადება აქვს ბავშვსო.
არ ვყოფილვარ გაციებული. ცოტა სურდო მქონდა ახალ წლამდე. იქმებ უსიმპტომოდ გადაბიტანე კოვიდი, არ ვიცი. მერე მალე აულაგდა თუ შეუქმნა პრობლემები?
შენ როგორ ხარ? როგორ მიდის ორსულობა? ♡

Posted by: takoo1 3 Mar 2022, 14:04
NatiaGull
ჩემთან ჰორმონების გამო იყო მე ველოდე ველოდე არ მომივიდა და დუფასტონი დამინიშნა მერე ექიმმა,ძალიან დიდი ხანი გადამიცდა ერთი თვე.

* * *
Anabeli111
როგორ ხან ანაა❤️
* * *
NatiaGull
ნათი ბოლოს ეოდის გქონდა ციკლი?

Posted by: emiblack 3 Mar 2022, 16:00
გოგოებო, გილოცავთ დედის დღეს <3 ბედნიერი დედობა ჩვენ, ყველას <3 ბედნიერი შვილების <3

NatiaGull
ხგს ჩაბარება არ უთქვამს ექიმს?

Posted by: takoo1 3 Mar 2022, 17:33
anibani18
გოგო რატო გითხრა ეგეთი რაღაც? რა პრობლემა იყო?
ეგ რცხილაძე ის არაა კაცო აქ რო სუ აქებდნენ გოგოები თუ მეშლება მე?
გოგო არ შექმნია რავიცი ჩვეულებრივად ჩაიარა მშობიარობამ,37 კვირაზე იმშობიარა
ჩემ დას ჭარბი წყლებიც ქონდა.
აუ რავიცი ცოტა გულის რევის შეგრძნებები დამეწყო და ღამე ცხვირი ისევ მეჭედება დამღალაა;((
* * *
emiblack
მეც გილოცაავ❤️ ბედნიერი დედა ყოფილიყავი სულ❤️
გილოცავთ დედიკოებო და მომავალო დედიკოებო❤️
* * *
გოგოებო რა ინფო გაქვთ night terrors-ზე??

Posted by: NatiaGull 3 Mar 2022, 20:43
gogatakoo
19 იანვარს დამეწყო ბოლოს
emiblack
გოგო რადგან ტესტი არ აჩვენებს ხეგე არ მიფიქრია, მაგრამ ორშაბატამდე თუ არ მობრძანდება წავალ ეხოზეც და ხეგესაც გავიკეთებ, მაფრამ ვგრძნობ რომ არ ვარ ორსულად რაღაცნაირად.
ჯესი პლუსიც დავლიე დეკემბერში და შეიძლება მაგან ამირია რავიცი

Posted by: anibani18 3 Mar 2022, 21:08
gogatakoo
კი, ის არის, ვისაც ყველა აქებს. ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს.
ჩემი შვილი მშვენიერი განვითარების ბავშვია, მაგრამ ყველაფერს აკეთებს ცოტა გვიან. ჯდება ყველა ვადაში, მაგრამ ზედა ზღვარზეა. ნევროლოგმა როგორც ამიხსნა, ეს სრულებით ჩვეულებრივი მოვლენაა, მით უმეტეს თუ ბავშვი ცოტა ადრე დაიბადა.
მე მივიყვანე 1.5 თვის გაზების პრობლემით. დაათვალიერა ძალიან გულდასმით, გაზები არ აწუხებს ბავშვო, რაც ყურადღებას იპყრობს არის ის ფაქტი, რომ თავს ვერ იკავებსო. მართლაც, იმ ასაკში ვერ წევდა და ვერ იკავებდა თავს. დაგვინიშნა 1000 ლარზე მეტი კვლევები და გვითხრა, რომ შეიძლება ბავშვს რამე დაავადება ჰქონდეს და დროულად უნდა ვნახოთ მიზეზიო. ერთი თვე ველოდეთ ამ ანალიზების პასუხებს. აი, სიტყვით ვერ გადმოგცემ რა გამოვიარეთ. ცალკე მისი ასისტენტები... ანუ რამე რომ გიჭირს, ასისტენტს ურეკავ, ვიღაც გამოუცდელ ბავშვებს და ისინი გიხსნიან ყველაფერს. ამ ერთ თვეში აწია ამან თავი და მეც ისე ვამაყობდი, ვერ წარმოიდგენ. პასუხებიც მოვიდა უარყოფითი, მივიყვანეთ განმეორებით ვიზიტზე და მაინც უკმაყოფილო დარჩა, ისევ დანიშნა ქვეყნის კვლევბი, უნდა გავარკვიოთ რატომ დაიჭირა თავი გვიანო. მოკლედ, წამოვედით იქიდან და მეტი აღარ მივსულვართ მასთან. იქამდე მოვიარეთ ყველა სხვა პედიატრი, ვიყავით ნევროლოგთან და არავინ გვაშინებდა. ყველა ბავშვს განვითAრების თავის ტემპი აქვს. ეს ასეა და ალბათ შEნც იცი ეს.
მოკლედ, ეს არის ჩვენი გამოცდილება.
რამდენი კვირის ხარ ახლა? ნეტა ბიჭია თუ გოგო <3
აულაგდა მერე ეს მღვრიე წყლების პრობლემა? ერთ კვირაში მეცოდინება პასუხი ჩემი ანალიზების.
იქნებ ცხვირის სიმშრალე გაქვს. ჰაერის დამატენიანებელი რომ იხმარო ზამთრის პერიოდში?

Posted by: takoo1 4 Mar 2022, 00:56
NatiaGull
ვაა უნდა ჩანდეს მაშინ ყველა ვარიანტში ეხოზე,დაელოდე აბა იქნებ მობრძანდეს თუ არადა გეტყვის მერე ექიმი რა უნდა ქნა.
მე დუფასტონმა მომიყვანა და ეგრევე ჰორმონები ავიღე თორე ვინიცის შეილება არ მოსულიყო კიდე ორი თვე))
შეილება კონტრაცეპტივის ბრალია,
მე რასაც ვსვამ ხოლმე ეგ არ რევს პირიქით მაგრად ალაგებს,იარინა ყველაზე ლაითია,ეგ ჯესი არვიცი არ დამილევია არასდროს
* * *
anibani18
აუუუ გამახსენდა გოგო ხოოო,ააა ეგ იყო რცხილაძეე,ვაა რატო მოუვიდა ეგეთი შეცდომა?იმას ვგულისხმობ რო ესე ჯიუტად რატო მიუდგა ამ სიტუაციას,თითქოს დარწმუნებული იყო რო ბავშვს რაღაც ჭირდა ხო?თორე რომ ეთქვა რო მოდი გამოვრიცხოთ მაინც თავი დავიზღვიოთ ეს სხვა თემაა.ესე ადამიანის დასტრესვა როგორ შეიძლება:|
ან რაარი საგანგაშო და გასაგიჟებელი იმაში რო ბავშვი 2 თვისაც არაა და თავს ვერ იკავებს.
მაინცდამაინც ესე გაწერილად უნდა მიყვეს განვითარების ეტაპებს?
მასე ლუკიანემ გვიან დაიწყო ხოხვა და რაა?
ზოგი ვაფშე არ ხოხავს მერე რაა აი რაა ვერ ვხვდები.
ამ ხალხს იცი რა გონია?თუ ბავშვი ადრე აკეთებს ყველაფერს ანუუ ადრე აიდგამს ფეხს,ადრე დაიწყებს ლაპარაკს ზნაჩიტ ძაან გსნვითარებული და ჭკვიანი გაიზრდება))) მართლაა ბევრი ფიქრობს ეგრე.
მე ვყოფილვარ უჭკვიანესიbiggrin.gif
ეხლა ვარ 9 კვირისsmile.gif მეც მაინტერესებს მარა მგონი 12ზე ვერ მეტყვიან ზუსტად არააwink.gif) ისე ლუკიზე 12 კვირაზე მითხრეს სხვათაშორის
....
გოგო არაფერი არ დაუნიშავს ექიმს მღვრიე წყლებზე,აქცენტი უფრო ჭარბ წყლებზე ქონდათ..
გოგო არაა აი სურდოსავით მაქ დამაცემინებს და გამეჭედება ისე რო არაფერი მიხსნისsad.gif
ქსილომეტაზოლინი კი ხსნის მარა მგონი არ შეიძლება.
კოვიდმა დამიტოვა თუ ორსულობის რინიტია ჯერ ვერ გავარკვიე და ვიტანჯები ჯერჯერობით.
ღამე მეჭედება რო ვწვები უფრო,დღე ხან კი ხან არაა

Posted by: takotatuli1989 4 Mar 2022, 03:05
gogatakoo
თავის დაჭერასა და განვითარების სხვა ეტაპებს შორის (ხოხვა, ლაპარაკი და ა.შ.) ძალიან დიდი სხვაობაა. თავის დაჭერა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპი რაც იძლევა სიგნალს ბავშვი დაჯდება, დადგება, გაივლის თუ რას იზამს მომავალში. მიხარია რომ anibani18-ს ბავშვს არაფერი ჭირს <3 ღმწრთმა სულ ჯანმრთელი გიმყოფოს. სამწუხაროდ ჩემ ნათლული თითს თვალს რომ ვერ აყოლებდა 2 თვის და თავს ვერ იჭერდა საკმარისი აღმოჩნდა სწორი დიაგნოზისთვის. უფრო სწორედ დღემდე უდიაგნოზოა, თუმცა უკვე იცოდნენ რა და როგორ განვითარდებოდა.

Posted by: anibani18 4 Mar 2022, 08:53
gogatakoo
არ არის აუცილებელი ბავშვმა იხოხოს, თავის გამაგრება მნიშვნელოვანია ბევრად.
ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ ეს იყო ჩვენი გამოცდილება. ღმერთი არავინაა და უშეცდომო. უბრალოდ უფრო ადამიანურად უნდა მიუდგე პაციენტს, მე ასე მგონია.
მეც 12 კვირაზე მითხრეს სქესი. ორივეჯერ სწორი აღმოჩნდა smile.gif სად აპირებ აღრიცხვაზე დადგომას?
takotatuli1989
მართალი ხარ, უნდა დაიზღვიოს ექიმმა თავი. მე ჩემი გამოცდილება დავწერე.

Posted by: takoo1 4 Mar 2022, 10:36
takotatuli1989
ვიცი ჩემო კარგო ეგ ყველაფერი თან საკმაოდ გარკვეული ვარsmile.gif უბრალოდ 2 თვისაც არ იყო ბავშვი და ესე ქვეყანა შეყარო უეჭველი რაღაც ჭირსო და მშობლები ანერვიულო ანუ ეგ სწორია??
* * *
anibani18
მაგას ვამბობ მეც,ზუსტად ერთ თვეზე იჭერს ყველა თავს?? ესე გადაჭრით არ შეიძლება რაღაცის მტკიცება თორე ყოველთვის უნდა გამორიცხოს ექიმმაც და მშობელმაც რაიმე პრობლემა არ იყოს,
გასაგებია რო ჭკვიანია მარა ესე თუ უნდა დამაპანიკოს და თავგზა ამირიოს
არ მაქ სურვილი ნამდვილად.
შარიქაძე ბადრისი ად იყოს ყველას ერთი და იგივეს რო ეუბნება biggrin.gif რადიოლოგთან რო მიდიხარ და ეუბნები ესე მითხრესო ხვდება ვინაა იკაიფე)))

Posted by: takotatuli1989 4 Mar 2022, 11:06
gogatakoo
არა არ ვამართლებ.

Posted by: narkozeli 4 Mar 2022, 11:09
ვერ მოვითმინე, ციკლამდე კიდევ 5 დღეა წინ და ბბ ტესტი გავიკეთე)

უარყოფითია და ძაან გატეხილში ვარ

user posted image

სხვა ტესტებზეც ერთი ხაზია. არადა 22-ში მქონდა ეხოს და ტესტების მიხედვით ოვულაცია, 10 დღე გავიდა დღეს და წესით ლანდი მაინც უნდა იყოს :/

რა ჯანდაბაა, ძაან დამთრგუნველია ეს ყველაფერი

Posted by: takoo1 4 Mar 2022, 15:17
narkozeli
გოგოო წინ თუ კიდე 5 დღეა ადრეაა,მე რო გადამიცდა მერე გავიკეთე და მკრთალი ხაზი იყო, 5 დღით ადრე არ მიჩვენებდა რო გამეკეთებინა
* * *
anibani18
ვაა მართლაა მე მეორეს სქესი არ ვიცოდიიიი ეხლა დავფიქრდი რა დაწერე biggrin.gif

ჰერაში ალბათ,ჩაჩავას ხსენება არ მინდა:|

Posted by: NatiaGull 4 Mar 2022, 18:06
anibani18
ან, შენი ბაია როგორ არის ? სქესი გაიგე ? ❤❤

narkozeli
გვანც მამაჩეკიც სცადე ?
შენი ექიმი რას გეუბნება?
gogatakoo
დღესაც გავიკეთე ტესტი უარყოფითია

Posted by: takoo1 4 Mar 2022, 18:31
NatiaGull
ხოო რაღაც სხვა ამბავია ესეიგი,ისე აპირებ მეორე წრეს უკვე❤️
* * *
გოგოებო ციტრამონი არ შეიძლება ხო ორსულობის დროს როგორც მახსოვს,,რას სვამთ თავის ტკივილიზ დროოოს?

Posted by: narkozeli 4 Mar 2022, 21:25
gogatakoo

ბბ გაიკეთე შენ? მე ოვულაცია ზუსტად ვიცი როდის მქონდა, 22-ში და მე10 დღეა დღეს, 99% უნდა ეჩვენებინა, მითუმეტეს ბბ-ს


NatiaGull

კი, მამა ჩეკიც უარყოფითია sad.gif

ექიმმა ნუ ნერვიულობ, 6 თვე არაფერია, წინაზეც ხო ასე იყავიო და ველი, თუმცა დიდხანს მშვიდადაც ვერ ვიქნები. ალბათ მართლა სტიმულაციებს დავიწყებ ცოტა ხანში

gogatakoo

პარაცეტამოლი, ნუროფენი და მიგ400 -ესენი შემეძლო ორსულობის დროს, ექიმისგან მქონდა დანიშნული (თირკმელების გამო, როცა მტკივდებოდა)

Posted by: anibani18 4 Mar 2022, 21:33
gogatakoo
დააგვიანდა ცოტა თავის გამაგრება, მართალია ეს. თუმცა თვენახევრის ასაკში, როგორც მახსოვს, არ ევალება თავის აწევა 90 გრადუსით. ანუ არიან ბავშვები, რომლებიც სწევენ ასე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემმა ეს არ გააკეთა. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, თავიდან იმდენს ტიროდა, რომ მუცელზე საერთოდ ვერ ვაწვენდი, სულ ხელში მყავდა და ამის დაწყნარებას და დამშვიდებას ვერ ავუდიოდი. მოკლედ, რაც იყო იყო. მართლაც ძალიან მძიმე ერთი თვე გვქონდა, ფულს ვზოგავდით უკვე ისე ვიყავით, ყველაფრისთვის ვემზადებოდით,
თუმცა, მართლა ძალიან ჭკვიანი ბიჭია.
narkozeli
ბბ-ს თვაი დაანებე და თან ახლა ადრეა ჯერ. დაელოდე ცოტა ხანი და სცადე სხვა ტესტები. მამა ჩეკი იყო ადრე, ახლა ბოლოს მე ვერ ვიყიდე. ვარდიანი ტესტ კასეტა ვიხმარე და კარგად მიჩვენა.
NatiaGull
კარგად არის, ნათი, უფლის წყალობით <3 მეორეც გოგო მყავს smile.gif
მარიამი როგორ გყავს?

Posted by: takoo1 4 Mar 2022, 22:09
narkozeli
გვანც მე მქონდა 13-14 იანვარს ოვულაცია, ტესტი გავიკეთე 1 თებერვალს და მკრთალი ხაზი აჩვენა,5 დღით ადრე არ აჩვენებდა მე ბბ არ გამიკეთებია მარა რავიცი..
აუ ნუ ნერვიულობ 6 თვე გავიდა ჩემთანაც და 7 თვეს დავორსულდი,ხო იცი რაც უფრო ფიქრობ მაგაზე უფრო ისტრესები და მოქმედებს მერე ყველაფერზე.მოდუნდი და დაელოდე ზაფხულამდე❤️
* * *
anibani18
ვაა მეორეც გოგოა რა მაგარია დაიკო❤️
ნეტა ჩემი ვინაა biggrin.gif

Posted by: Anabeli111 4 Mar 2022, 22:21
gogatakoo
კარგად ♡ 9 კვირა დავხურე და არ მჯერა, რომ მე-10-ში გადავედი. იმედია მშვიდობით ♡

user posted image

ეს წინა შაბათის ეხოა. ^_^ ესეთი და ამხეაჯერ არ მყოლია და მინახავს ♡ სხვანაირად გავიაზრე, რომ მარტო არ ვარ ^^

narkozeli

მეუღლემ ბოლოს როდის გადაიმოწმა ანალიზები,გვანც?

Posted by: takoo1 5 Mar 2022, 12:52
Anabeli111
აუუუ რა მაგარია გული ამიჩუყდა❤️წერტილიი:*
ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ უფლის წყალობით❤️მეც 9 კვირის ვარ 2 კვირაში მივდივარ ეხოზე უკვე გაზრდილი დამხვდება❤️
ჯერ სად ხარ მოიცა ეხლა 12 კვირაზე ხო მიხვალ და ნახე უკვე რამხელა იქნება თან რო აქიცინებს ხელებს და ფეხებს რა საყვარლობაა იციი❤️

Posted by: NatiaGull 5 Mar 2022, 13:26
narkozeli
გოგო მეუღლესაც რომ გადაემოწმებინა ?
შენ გადაჩხრიკული გექნება ყველაფერი შენზე, ყველა ანალიზს გაიკეთებდი ალბათ და რადგან მშვიდობაა, ამიტომ იქნებ ეგეც შეამოწმოთ

Anabeli111
ააან, რა მაგარია ❤ პატარა თითუკებით რომ მოგეპოტინება სახეზე მერე ნახე შენ

Posted by: Liza12 5 Mar 2022, 13:35
გოგოებო არათემატურია მარა ვინმეს ხომ არ მიგიწვდებათ ხელი ნომრის მფლობელის ვინაობა რომ გამიგოთ ? ძალიან მჭირდება

Posted by: NatiaGull 5 Mar 2022, 13:52
Liza12
აპლიკაცია მაქვს ტელეფონში ნომრების ბაზა და ნომერს რომ ჩაწერ გიგდებს ვის როგორ ყავს ჩაწერილი, ზოგჯერ გვარიც წ3რია. მაგას გულისხმობ ?

Posted by: narkozeli 5 Mar 2022, 13:52
anibani18
QUOTE
ბბ-ს თვაი დაანებე და თან ახლა ადრეა ჯერ. დაელოდე ცოტა ხანი და სცადე სხვა ტესტები. მამა ჩეკი იყო ადრე, ახლა ბოლოს მე ვერ ვიყიდე. ვარდიანი ტესტ კასეტა ვიხმარე და კარგად მიჩვენა.


აღარ გამიკეთებია დღეს, ხვალაც არ გავიკეთებ და ორშაბათს ვნახავ კიდევ.

gogatakoo

ეს მოლოდინი ცოტა რთულია თორე აქ გოგოები იმდენი წელი ელოდებიან პირველ შვილს, მე რა მეთქმის საერთოდ. თან ვიცი რომ აუცილებლად გამოვა, ვგრძნობ love.gif

Anabeli111

აუ ზუსტად ასეთი იყო ჩემი ცქნაფაც 8-9 კვირაზე love.gif აი მაგხელებით მოგეფერება ძალიან მალე love.gif


QUOTE
მეუღლემ ბოლოს როდის გადაიმოწმა ანალიზები,გვანც?


ნოემბერში გადაამოწმა და ოდნავ იყო ცვლილებები მაგრამ ეს უმნიშვნელოაო და კოვიდით იქნება გამოწვეულიო ექიმმა. ვფიქრობ შოთასთან ვიზიტი დაჭირდება აუცილებლად


* * *
NatiaGull

ნოემბერში გავაკეთებინე სპერმოგრამა და კიდევ 1-2 ანალიზი რაც ექიმმა გვირჩია და მეტ ნაკლებად ნორმაში იყო (უმნიშვნელო ცვლილებებით)

Liza12

mobiluris nomrebis baza- ასე ჩაწერე ეფსთორიში და გამოგიგდებს აპლიკაცია, გადმოწერე.

Posted by: Liza12 5 Mar 2022, 14:07
NatiaGull
narkozeli
კი გოგოებო ვიცი ეგ ბაზა მარა ახალი აღებული როცაა ნომერი ძველ მფლობელებს აჩვენებს. 20 ლარიანი პაკეტიც ვიყიდე ბევრი რომ ეჩვენებინა თან ფოტოთი მარა არაფრის მომცემი არაა. დედამთილს აქვს აღებული 2 წელია ნომერი და იმის ნომერზე 14 სახელს აჩვენებს ძველ მფლობელებს სულ ამის სახელს არც მიგდებს.ანუ ეგ აპლიკაცია მთლად ვერ ამართლებს

Posted by: Anabeli111 5 Mar 2022, 17:35
gogatakoo
NatiaGull
narkozeli
ხელებს და ფეხებს ცოტაზე ამოძრავებდა და მეთქი ხო არ მეჩვენება biggrin.gif ♡ სულ მეშინია, მაგრამ უფლის ნებას ვერ გადავუვალ, ვცდილობ ავიყვანო თავი ხელში ♡

narkozeli

ვიტამინები დაგეხმარებათ მხოლოდ, ასე რომ არ გადადო ♡

Posted by: takoo1 5 Mar 2022, 18:33
narkozeli
ვიტამინები მართლა მაგარი რაღაცაა,სხვათაშორის ლუკიანეზეც ვსვამდით მე და ჩემი ქმარი 3 თვე და ეხლაც 2 თვე ვსვამდი და ჩემი ქმარი ხშირად სვამს ხოლმე, კი დავრჩი იანვარში ორსულად. თმაც მცვიოდა მაგრად და იდეაში მაგიტო დავიწყე,თან ისე დაემთხვა ერთმანეთს ამდენი ხანი რო არ დავორსულდი რატომღაც მაგის ბრალი მგონია რო ვფიქრობ, დაიწყეთ ორივემ აუცილებლად ბევრია დამოკიდებული რო იცოდე მაგაზე:*
ყველაფერი გამოგივა მეც ზუსტად ვიცი❤️
* * *
Anabeli111
ვაიმე რა მაგარია❤️კიი არ მოგეჩვენებოდა ეხლა გამახსენდა ლუკიზე რო ვიყავი ორსულად 9 კვირის,ინოვაში გავიკეთე ეხოსკოპია და რაღაც კაი აპარატი ქონდათ თუ აპარატს ააქვს ფუნქცია 3დ,აუ იცი როგორ ჩანდააა და ისე საყვარლად აცეცებდა ხელებს და ფეხეებს ხვანცალებდა თუ ვნახე სურათი გაჩვენებ როგორები არიან❤️ ვიტირე მახსოვს biggrin.gif სუ მეტირებოდა ხოლმე და დამცინოდნენ ექიმები,მგონი ყველა კლინიკაში მიტირია biggrin.gif
* * *
user posted image
აიი❤️

Posted by: Anabeli111 5 Mar 2022, 21:51
gogatakoo
8.4 დღეზე მაქვს ასეთი ფოტო ♡

user posted image

ოღონდ თავი აქვს მიტრიალებული, სავარაუდოდ. მარა ლოყებს ვხედავ და ხელებს და ფეფებს biggrin.gif

შენ რამდენ ხანში დაგიბარეს ახლა

Posted by: Glamurka 5 Mar 2022, 21:57
NatiaGull
ესეც ცელქობს. ნათ ფორმულას ისევ სვამს მარიამი? რო დაცხება მინდა საღამოს მაღაზიის ძროხის რძე მივცე და დილით ფორმულა. რას მირჩევ თუ ფორმულა ვასვა ისევ

Posted by: NatiaGull 6 Mar 2022, 01:30
Glamurka
1 წლიდან შეგიძლია პასტერიზებული რძე. მე ვთავაზობდი და არ გაიკარა, ამიტომ ფორმულას სვამს კი ფრისოს 3 ნომერს.
ღამით 2ჯერ 150გრამს

Posted by: anibani18 6 Mar 2022, 08:47
gogatakoo
მეც მქონდა ასეთი გამოცდილება, თაკო smile.gif წინა ორსულობაზე. დაახლოებით ამ ვადის ვიყავი და ინოვაში გადამიღეს, ისე ახვანცალებდა ხელ-ფეხს <3 ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
Anabeli111
ანი, რა ყოჩაღია შენი ნამცეცა <3
NatiaGull
ჩემიც არ სვამს ძროხის რძეს. ფორმულასაც დაანება თავი.
რა ხდება შენსკენ, ნათი? გამოჩნდა ციკლი?

Posted by: NatiaGull 6 Mar 2022, 12:05
anibani18
არა არ ჩანს გოგო, ხვალ წავალ ეხოზე თუ ბავშვს დავუტოვებ და ხეგესაც გავიკეთებ

Posted by: Glamurka 6 Mar 2022, 23:44
NatiaGull
დილა საღამოს ვასმევ ფორმულას წლის 23 თებერვალს გახდამ. გუშინ შევთავაზე ძალიან ცოტა დღეს 150 გრამი საღამოს შევუთბე და დალია ჯერ ბოთლი გამოიღო და დახედა რას ვსვავო ალბათ და დალია. ფორმულას ამოღება არ მინდა სულ. უფრო ვიტამინებიაქ და დილით მაინც მივცემ ხოლმე. აბა ეხოზე წარმატებები ♥️
* * *
anibani18
სოფლის ნობათი ჩაცალა 150 გრამი. ჯერ ეხლა გახდა 1წლის და ჯერ ისევ ფორმულა ხო არ ვასვა მარტო?

Posted by: narkozeli 7 Mar 2022, 11:58
Glamurka

ფორმულის 3 ნომერი და ძროხის რძე ერთიდაიგივეა ჩათვალე, ანუ რომელიც შენ გირჩევნია ის შეგიძლია მისცე 1 წლიდან. რცხილაძემ ასე დამარიგა.

ნუ მე 4 თვე ისევ ფორმულას ვაძლევდი და სადღაც წლის და 5 თვის ხდებოდა რომ აღარ დალია და არც მე არ შემითავაზებია. სოფლის ნობათის საბავშვო რძესაც ვაძლევდი ხანდახან (იშვიათად) და სვამდა მარა ბოთლით ჭამა შეწყვიტა წლინახევრიდან.
ეხლა დილაობით ნორდიკის 4 მარცვალში ვურევ ხოლმე სოფლის ნობათის საბავშვო რძეს.

Posted by: Glamurka 7 Mar 2022, 21:14
narkozeli
გვანც მაინც ფორმულაში უფრო მეტი ვიტამინები არ არის? მეც მასე ვაპირებ სანამ გამოთბება მაისის ჩათვლით დავალევინებთქო

Posted by: narkozeli 8 Mar 2022, 15:59
Glamurka

კი, დანამატი ვიტამინები მეტი აქვს და მეც მაგიტომ ვაძლევდი უფრო ფორმულას, თუმცა მაინც უმნიშვნელო სხვაობააო პედიატრმა.

Posted by: Anabeli111 8 Mar 2022, 21:23
გოგოებო, კისრის ნაოჭისა და ცხვირის ძვლის გასაზომად ვინ როდის მიხვედით? და ყველას გეშინოდათ ამ დღის? biggrin.gif

Posted by: SOF - 777 8 Mar 2022, 21:46
გოგოებო,

ფორმულას რძეს მომზადებიდან 1 საათი აქვს ვადა, ესე წერია. ღამე ისე ხდება რომ ბოლიმდე არ სვამს ბოთლს და ცოტა მერე რო დავალევინო თუ გაიღვიძა იგივე ბოთლიდან რას მეტყვით?

Posted by: emiblack 8 Mar 2022, 22:01
Anabeli111
მე მეშინოდა უზომოდ )) ვისაც ვიცნობ ყველას ეშინოდა. რისკ ჯგუფი არ ხარ ეს უმეორე შენს თავს . მე მივედი ზუსტად 12 კვირაზე . 12დან-13 კვირამდე შუალედში იბარებენ . ჩემი ციკლის პირველი დღიდან ათვლილი 13 კვირა იყო ზუსტად და ოვულაცია რადგან გვიანი იყო 12 კვირის ვიყავი რეალურად და ისეთი დრო შევარჩიე ორივე დათვლის მიხედვით რომ სწორი იქნებოდა))

Posted by: Anabeli111 8 Mar 2022, 22:19
emiblack
მადლობა დიდი ♡ ამ ეხოზეც რომ დაწერეთ.. 10 კვირის ვარ და 4-5 მექნება უკვე გადაღებული ალბათ. ჩემი სურვილით არა.. ექიმიდან გამომდინარე :/ მაგრამ მაინც შემეშინდა. 3 კვირიანი შუალედი გამომდის ეხოზე და ვფიქრობ, გავძლებ მაგდენს ხანს თუ აარა, ან რამე არ გამომეპაროს.. ეს 12 კვირამდე პერიოდი ისეთი რთულია ჩემთვის.. ყველა ეტაპზე პარალელს ვავლებ წინა ორსულობებთან და ვერ ამოვისუნთქე.

Posted by: member20 9 Mar 2022, 00:17
Anabeli111
ანნ, მე 13.4 კვირაზე ვიყავი შარიქაძესთან, თვითონ მითხრა ამ პერიოდისთვისო, მარა გენეტიკური ანალიზი მქონდა გაკეთებული მანამდე და სანამ ისპასუხები ჩამოვიდა, ვინერვიულე არ ერქვა smile.gif))

Posted by: emiblack 9 Mar 2022, 09:07
Anabeli111
მაგაზე ტყუილად არ ინერვიულო , ანი, ჯერ ეს ერთი არცერთი კვლევა ზუსტ შედეგს არ იძლევა , მერე მეორე არ მგონია დიდ ხანს გიკეთებდნენ ექოს და არც ის მგონია ღრმად ჩადიოდეს ტალღა . უბრალიდ ვისაც არ სჭირდება ტყუილად კეთება არაა რეკომენდირებული , როცა საჭიროებაა რა თქმა უნდა უნდა გაკეთდეს და უამრავი ადამიანი ვიცი მთელი ორსულობა ლამის კვირაში ერთხელ იკეთებდა და უჯანმრთელესი ბავშვები ყავთ . აი თუ მღელვარებაზეც შველია ადამიანს , ძლუერ სტრესს და ნერვიულობას ნამდვილად ჯობს. მე პირადად დავწერე კიდეც რო 2 დღის ნერე იგივე ფიქრები მეწყებოდა და ამიტო დიდ აზრსაც ვერ ვხედავდი ექიმის რეკომენდაციის გარეშე სიარულის.
წინა ორსულობებთან ტყუილად ავლებ პარალელს . ერთი ის რომ მეუღლე ამჯერად ნამკურნალები იყო და არ ვიცი გახსოვს ატუ არა , მაგრამ თავიდანვე მჯეროდა რომ ცუდი მორფოლოგიის ბრალი იყო თქვენი ამბები, რადგან კარგად მოძრაობდნენ განაყოფიერება არ უჭირდა , მაგრამ ხარისხი იყო დაბალი. მეორე ის რომ შენი ჰემატოლოგიური ამბები ბოლომდეა გამოკვლეული და ძაან ჭკვიანურად მკურნალობ და მესამე კიდევ ის რომ წინა ორსულობებზე თავიდანვე ჩანდა პრობლემა , ხან სანაყოფე იყო ოატარა, ხან ხგ არ იზრდრბოდა, ანუ თავიდანვე ეტყობოდა რომ უჭირდა ემბრიონს. ახლა ყოჩაღია და მიიწევს წინ გმირულად ))) აუცილებლად ჯანმრთელი გამოიჩეკება ))

Posted by: Anabeli111 9 Mar 2022, 09:22
member20
მაგის გაკეთებას არ ვაპირებ, ჩემი ამბავი რომ ვიცი, შეიძლება ცოცხალი არ დავხვდე იმ პასუხებს biggrin.gif

emiblack
მადლობა, საყვარელო♡ ვეცდები ავიყვანო თავი ხელში. ახლა საგაზაფხულო არდადეგები გვაქვს სკოლაში და დამეტყო biggrin.gif მოვიცალე საფიქრალად.

მოკლედ, ჩემი ექიმი არის გაგუაშიც და ვინაიდან უნივერსში არის კატასტროფული დომხალი რიგების მხრივ, გადავწყვიტე იქ დავდგე აღრიცხვაზე, რადგან აღრიცხვაზე სხვაგან ვიყო და ისე აქ ვიარო არ გამომდის, ისედაც ძლივს ვენთავისუფლები სკოლიდან კვირაში 1 დღე.

ვიცი, რომ უფასო ვიზიტები არ არის გაგუაში, მაგრამ იმ სიხშირით დავდივარ მე, რომ არც მეყოფა :დ მაგაზეც თანახმა ვარ, ოღონდ ბოლომდე მშვიდად მივიდე. აღრიცხვაზე რომ დგები, ეხო აუცილებელია?

Posted by: emiblack 9 Mar 2022, 14:34
Anabeli111
გაგუაში მოწესრიგდა რიგები? ჩემი მეგობრები დატანჯულები იყვნენ შარშან , ჩაწერილები დღის ბოლომდე ვიცდითო .
წესით აღარ, მე ერთი ექოსკოპიით ამიტვანეს აღრიცხვაზე

Posted by: Anabeli111 10 Mar 2022, 00:23
emiblack
დაზუსტებით ვერ გეტყვი.. :/

გოგოებო, როცა ტსჰ მაღალია, ელ თიროქსინს ნიშნავენ თუ ეუთიროქსინს?


Posted by: emiblack 10 Mar 2022, 07:14
Anabeli111
ერთიდაიგივე წამალია ეუთიროქსი და ლ-თიროქსინი . სულერთია პრინციპში რომელს დანიშნავენ

Posted by: Anabeli111 10 Mar 2022, 09:17
emiblack
ფბ ჯგუფში წავაწყდი ეუთიროქსინიანებს :დ მე ელ თიროქსინს ვსვამ და ♡ მადლობა.

Posted by: მზე 10 Mar 2022, 10:50
Anabeli111
მეც ელ თიროქსინს ვსვამ

Posted by: narkozeli 10 Mar 2022, 14:34
Anabeli111

უფ კიი, ყველას გვეშინოდა biggrin.gif ასე მეგონა 12 კვირას თუ გადავაბიჯებდი, ვსო არაფერი მოხდებოდა მერე :დ პრინციპში პირველი ტრიმესტრის გადაგორება მართლა დიდი ამბავია.
შენც გადახვალ ეხლა მალე შედარებით უსაფრთხო ზონაში biggrin.gif love.gif

Posted by: TinANNO 10 Mar 2022, 17:52
გოგოებო ოტორინოლარინგოლოგი გოგნიაშვილთან ან წულაძესთან ხომ არ გქონიათ შეხება და რომელი სჯობს ?
ადენოიდების ოპერაციაა საჭირო

Posted by: matuti 10 Mar 2022, 21:14
emiblack
პატარა როგორ გყავს, დაიწყო ჭამა?

Posted by: Anabeli111 10 Mar 2022, 21:58
მზე
♡♡

narkozeli
მაინცდამაინც ახლა მხვდება ცუდი პოსტები.. sad.gif ოთხშაბათს გახდება 2 კვირა ეხოებს შორის შუალედი და უკვე შიზოფრენია მეწყება :დ თან ვისვენებ და სულ ამ ტელეფონს ჩავჩერებივარ. ვიცი, გესმით ჩემი.. ♡

Posted by: Glamurka 10 Mar 2022, 23:44
narkozeli
გვანც წლინახევრისას ვიზიტზე რა ანალიზები აუღე მრჩეველში.

Posted by: Swan:) 11 Mar 2022, 07:16
გამარჯობა, გოგოებო.
ძიძის საკითხი როგორ მოაგვარეთ? როგორ იპოვეთ სანდო ძიძა?
ცოტა ხანში სამსახურში მიწევს გასვლა და ძალიან განვიცდი. მარტო მომიწევს ბავშვის ძიძასთან დატოვება და რომ წარმომიდგენია ერთი წამით უყურადღებოდაც, რომ შეიძლება დარჩეს - ვნერვიულობ ძალიან.
კამერებს დავაყენებ, მაგრამ აბაზანაში (საპირფარეშოში) და ეზოში მაინც ზედამხედველობის გარეშე მრჩება.

გთხოვთ, რჩევებით დამეხმაროთ.

Posted by: narkozeli 11 Mar 2022, 08:43
Anabeli111

ეჰ მესმის და მერე როგორ biggrin.gif ❤️

სულ სულ ცოტაც და ოდნავ ამოისუნთქავ❤️

Glamurka

არაფერი არ გამაკეთებინა ირაკლიმ მაგ ვადაზე. ერთ წელზე გავუკეთე სისხლის საერთო და ტყვია.

Swan:)

ჩემი რჩევაა, პირველ რიგში ცოტა მოეშვა. უნდა შეეგუო რომ ამის მერე შენი შვილი ხანდახან იქნება ხოლმე უშენოდ და ვისაც უტოვებ, უნდა ენდო. თუ არ ენდობი, იქ არ დატოვო ბავშვი არასდროს. ეს ეხება ძიძასაც, ბაღსაც, სკოლასაც და ა.შ
მე ძიძა მყავს ბავშვის დაბადების დღიდანვე.
ვენდობოდი და ვენდობი დღემდე ( 2წლინახევრისაა ჩემი შვილი უკვე)
ახლა ბაღს ვურჩევ, 3 წლიდან უნდა მივიყვანო (ძიძასაც ვიტოვებ, ისე მიყვარს, ოჯახის წევრია უკვე ფაქტიურად) და იგივე ფაქტორებს ვითვალისწინებ რაც ძიძის შერჩევის დროს მქონდა.

1. გამოცდილება და რეკომენდაციები აუცილებელია (წინა ოჯახს ესაუბრეთ)
2. გასაუბრების დროს ალაპარაკეთ წინა ბავშვებზე ( და დააკვირდით როგორ საუბრობს მათზე)
3. ჰკითხეთ აღზრდის რა მეთოდებს მიყვება, ცნობს თუ არა თანამედროვე გაიდლაინებს
4. შეთანხმდით როდის დაისვენებს (შვებულება), შეუძლია თუარა ზაფხულში აგარაკზე, ზამთარში რომელიმე კურორტზე გამოყოლა
5. კარგი იქნება თუ არწეველი იქნება და არ ეყვარება სოც. ქსელები და ტელეფონში სქროლვა
6. სამედიცინო განათლება ან ტრენინგები ამ მიმართულებით თუ აქვს გავლილი ძალიან კარგი იქნება





Posted by: emiblack 11 Mar 2022, 21:41
matuti
დიდი მადლობა, მოკითხვისთვის <3
რამოდენიმე დღე მომიწია ძალით მიმეცა 2-3 ჩაის კოვზი მაინც და უსაშინლესიმკოძალადე მეგონა თავი. ეს 4-5 დღეა დაიწყო შავი ქლიავის და გარგარი+ვაშლის ხილფაფის ჭამა , 40-40 გრამის ( ჩემთვის ესეც მიღწევაა), პარალელურად მუდმივად ვთავაზობ სხვადასხვა საჭმელს თავისი ხელით რომ აიღოს და დღეს პირველად წაიღო პირისკენ. ლობიოს ვჭამდი მე და მიყურებდა, დაიწყო ცმაცუბი პირის , შეუკმაზავი კაკლები დავუჭყლიტე დავუდე თეფშზე და ითამაშა ბევრი და ცოტა ჭამა . გასინჯა ყოველ ეემთხვევაში .
წინსვლა აქვს და მიხარია ძალიან

Posted by: matuti 11 Mar 2022, 21:46
emiblack
QUOTE
დიდი მადლობა, მოკითხვისთვის <3
რამოდენიმე დღე მომიწია ძალით მიმეცა 2-3 ჩაის კოვზი მაინც და უსაშინლესიმკოძალადე მეგონა თავი. ეს 4-5 დღეა დაიწყო შავი ქლიავის და გარგარი+ვაშლის ხილფაფის ჭამა , 40-40 გრამის ( ჩემთვის ესეც მიღწევაა), პარალელურად მუდმივად ვთავაზობ სხვადასხვა საჭმელს თავისი ხელით რომ აიღოს და დღეს პირველად წაიღო პირისკენ. ლობიოს ვჭამდი მე და მიყურებდა, დაიწყო ცმაცუბი პირის , შეუკმაზავი კაკლები დავუჭყლიტე დავუდე თეფშზე და ითამაშა ბევრი და ცოტა ჭამა . გასინჯა ყოველ ეემთხვევაში .
წინსვლა აქვს და მიხარია ძალიან

ძალიან კარგი love.gif უფრო და უფრო მიეჩვევა და თვითონ მოგთხოვს მერე. „ძალადობაზე“ არ იდარდო, რას ვიზამთ, სხვა გზა როცა არაა, ისევ მათ სასიკეთოთ ვაკეთებთ

Posted by: Glamurka 12 Mar 2022, 11:48
narkozeli
ეგენი ავუღე და სისხლის ანალიზი ცოტა არეულიაქ ომიკრონი გადავიტანეთ ეხლახანს და კიდევ უნდა გადავამოწმო ♥️

Posted by: მზე 13 Mar 2022, 10:30
გოგოებო საწვიმარი შარვალი/კომბინიზონი სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: narkozeli 13 Mar 2022, 13:14
მზე

მარჯანიშვილის მეტროსთან არის ბებე + და იქ აქვთ ძაან ბევრნაირი

Glamurka

ჩემსას მშვიდობა ქონდა, მეც გადავუმოწმე კოვიდის მერე, არ იქნება არაფერი :*

Posted by: მზე 13 Mar 2022, 14:50
narkozeli
მივწერე ბებე+ს ფბ-ზე და არ აქვთ

Posted by: blowers daughter 13 Mar 2022, 22:25
გამარჯობა გოგოებო

ბავშვის ოფთალმოლოგს ვის გაუწევთ რეკომენდაციას?
საცრემლე არხის გახსნა სჭირდება

Posted by: lelukaa 14 Mar 2022, 12:07
blowers daughter
ზაზა ხოტენაშვილი, ეხლა სად არის არ ვიცი.
ბევრი წლის წინ მაგასთან გავუკეთე მე 3 თვისას და ეხლაც ხშირად მხვდება ზაზაზე რეკომენდაციები. ჩემი რჩევაა არ გადადო და მალე მიიყვანო ბავშვი, რაც პატარაა მით უფრო მარტივად ხდება ყველაფერი. ბევრს და ტყუილად არ გაწვალებს ზაზა, გეტყვის გასახსნელია თუ მედიკამენტებით და მასაჟებით მიგვარდება პრობლემა.

Posted by: takoo1 14 Mar 2022, 14:47
Anabeli111
emiblack
ულტრაბგერით გამოკვლევას არანაირი ზიანი არ მოაქვს ნაყოფისთვის,თვეში ერთხელ გაიკეთებ თუ 3ჯერ არააქვს მნიშვნელობა მაგის არ შეგეშინდეთ:*

Anabeli111
ანაა მე 11,4 დღეზე ვიყავი ლუკიანეზე ანუ 12 კვირაზე და ეხლაც ეგრე მივალ 12ზე ალბათ
მგონი გვიან აღარაა ინფორმატიული მაგალითად 14ზე რო მიხვიდე.
ყველაზე კაი პერიოდი 12-13 კვირაა:*
ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნებაა❤️ შენ ერთ კვირაში გიწევს მისვლა? მე 11 კვირაში ვარ უკვე არ მჯერაsmile.gif

* * *
SOF - 777
მგონი მეორედ გათბობა ფორმულის არ შეიძლება და ცივს ვერ დაალევინებ
* * *
Anabeli111
emiblack
ერთი და იგივე არის შემადგენლობა ოგივე აქვს თითქმის მარა სხვადასხვა დროს ინიშნება თუ რა ხდება ეგ ჯერ ვერ გავიგე)) დედაჩემი ლ თიროქსინს სვამს,
ჩემი დისშვილი ეუთიროქსს,გააჩნია რა პრობლემა გაქვს ალბათ?
ისე ვითომ ლ თიროქსინი უფრო ეფექტურიაო მარა თუ იგივე შემადგენლობა აქვს რანაირად?

Posted by: Anabeli111 14 Mar 2022, 16:41
gogatakoo
ხვალ გავხდები 11 კვირის ♡ და ზეგ ვარ დაბარებული ეხოზე და აღრიცხვაზეც უნდა დავდგე. ბოლოს ისევ უნივერსში დავდგები, ალბათ, უფასო პროგრამითაც რომ შემხვდეს, რამე :დ

დამეწია ტსჰ, მადლობა ღმერთს, გავაგრძელებ ელ თიროქსინს 50მგ-იანს ♡

შენ რამდენი კვირის ხარ ზუსტად? როგორ გრძნობ თავს?

Posted by: emiblack 14 Mar 2022, 19:15
gogatakoo
იგივეა თაკო ზუსტად შემავალი ნივთიერება . ერთადერთი განსხვავება ისაა რო ეუთიროქსს 25 მგამიანი ტანლეტიც აქვს და ვინც 25ს სვამს არ დასჭირდება გატეხვა. ორივე გერმანული თან და ხარისხიც კარგი აქვთ .

Posted by: takoo1 14 Mar 2022, 20:30
emiblack
კიი იგივეა მეც ასე ვიცი,ზოგიერთი ექიმი უბრალოდ იმენა ლ თიროქსინს ნიშნავს რა მაფიაა ვერ გავიგე :დ
Anabeli111
მე 10.3 კვირის ვარ ❤️ მე ჰერაში გადავწყვიტე აღრიცხვაზე მანდ დავდგები და ავიყვან ექიმს სავარაუდოდ ჩემ დას ვინც ყავდა მაგას,
გოგო რავიცი ნორმალურად ეს ცხვირი ვერ მოვირჩინე ერთი სუ გაჭედილი მაქ დღე და ღამეე
შენ როგორ ხარ:*

Posted by: Anabeli111 14 Mar 2022, 23:31
gogatakoo
შფოთვით შეტევებს თუ არ ჩავთვლით, ფიზიკურად კარგად ვარ ♡

Posted by: Glamurka 15 Mar 2022, 18:45
ყურის გახვრეტაზე რას ფიქრობთ და რა ინფორმაციები გაქვთ? 1წლის ბავშვს მინდა გავუხვრიტო დავაშავებ?
* * *
narkozeli
მადლობა გვანცა იმედია რო გადავამოწმებ დალაგებული ექნება ❤

Posted by: takoo1 15 Mar 2022, 21:33
Anabeli111
მთავარია ფიზიკურად ვიყოთ კარგად❤️ ეგეც გაივლის ნელ ნელა,სულ არა მარა ცოტათი ამოუსუნთქებ:*
Glamurka
მე როგორც ვიცი არ უნდა იყოს პრობლემა წლის ბავშვზე,მერე როგორ მოუვლი მთავარია ინფექცია რო არ შეეჭრას ან არ მოიგლიჯოს ხელით,წესების დაცვით სუფთად უნდა გაკეთდეს ეგ თავისთავად
* * *
გოგოებო რეგიდრონი შეიძლება ორსულობის დროს? რაღაცამ მაწყინა თუ ნაღვლის ბუშტია არ ვიცი,დილით გული ამერია და მთელი დღე მოწამლულუვით ვარ სუსტად

Posted by: nopiahopi 16 Mar 2022, 07:27
Glamurka
QUOTE
ყურის გახვრეტაზე რას ფიქრობთ და რა ინფორმაციები გაქვთ? 1წლის ბავშვს მინდა გავუხვრიტო დავაშავებ?


მე არ გავუხვრეტდი. მაინც მტკინვეულია და სტრესია და რა ძალაა. როცა თვითონ მოინდომებს, მერე გაუხრიტე. რა გეჩქარება smile.gif იქნებ სულაც არ მოეწონოს გახვრეტილი ყური რომ გაიზრდება .

ნუ ეს ჩემი პირადი აზრია, არ მიყვარს ბავშვის სურვილის გარეშე ყურის გახვრეტა.
მე კი 3 წლის ასაკში გამიხვრიტეს, ჩემი დაჟინებული თხოვნით რომ შევაღონე ოჯახი და ვერ გადამათქმევინეს biggrin.gif მაგრამ ერთი ყურის მერე მეორეზე უარზე ვიყავი, მეტკინა ალბათ biggrin.gif

Posted by: cvanca 16 Mar 2022, 11:30
ბავშვთა გასტროენტეროლოგი ხომ არ იცით კარგი და თქვენი გამოცდილებით?

Posted by: Glamurka 16 Mar 2022, 13:59
nopiahopi
მერე მაინც მომთხოვს არ არსებობს და შეხორცებით ეხლა უფრო ადვილია. უბრალოდ რამდენად დასაშვებია ეგ მაინტერესებს. მე ეხლა ისე აღარ მომწონს ჩემზე საყურედაც აღარ ვიკეთებ

Posted by: PoisonnIvy 16 Mar 2022, 14:32
გოგოებო როგორ ხართ? <3

ჩემი ბიჭი ძუძუს რომ ხედავს კანკალივით იწყებს, თავს აქეთ იქეთ ამოძრავებს სანამ პირში ჩაიდებს biggrin.gif
ნორმალურია?

Posted by: takotatuli1989 16 Mar 2022, 14:36
PoisonnIvy
კიი, უნდა ძუძუუუუ biggrin.gif, როცა კანკალი კონკრეტულ რამეს უკავშირდება ე. ი. ემოციურია ბავშვი. ჩემი ბიჭიც მასეა biggrin.gif პედიატრმა ემოციურიაო მეტი არაფერიო. როგორ ხარ? მე ცოტა დავიკარგე და რადგან აქ ვარ ბარემ ვიკითხავ.

რძის გამოწველას და შენახვას ვეღარ ვახერხებ და სახლშიც გამომწყვდეული ვერ ვიჯდები, ხოდა ვისაც შერეულზე გადაგიყვანიათ ბავშვი მითხარით აბა სწორად ვშვები? ჯერ დავუწყე 30 გრამის მიცემა საღამოს ჭამამდე ( ჭამამდე იმიტომ, რომძუძუს მერე აღარ იმატებენ იმიტო რო ყოფნით), გავზარდე 150 გრამამდე მარა ყოველ საღამოს არ მიმიცია და შეიძლება რამდენიმე დღე გამოვტოვო და მერე თუ გასვლა დამჭირდა უკვე ერთი ჭამა ჭამონ მთლიანად ხელოვნური?

Posted by: PoisonnIvy 16 Mar 2022, 14:56
უფფ, იმედია ეგრეა ;დ

გოგო მე ხო საკეისრ გამიკეთეს და ძუძუმდე ხელოვნური მისცეს, ხოდა 2 თვე გამოწველილი + ხელოვნურზე მყავდა, მერე მივაჩვიე ძუძუს.

თავიდან უფრო მეტს ჭამდა ხელოვნურს, 120-150 გრამი თითო ჭამაზე და მერე 3 საათიან შუალედს აკეთებდა.
მაგრამ რაც ძუძუს მიეჩვია 2-2 საათში ჭამს და დღეში 1 ხელ ვაძლევ მხოლოდ ხელოვნურს, ისიც იმიტო რო მე მძინავს და დედამთილი უკეთებს.
90 გრამს ჭამს მაქსიმუმ.

მაგრამ როცა პირიქით ხდება, უნდა ნახო ბავშვის კუჭნაწლავი როგორ მიიღებს ამ ხელოვნურ საკვებს.
QUOTE
იმიტომ, რომძუძუს მერე აღარ იმატებენ იმიტო რო ყოფნით)


შენც კიდე ბევრი რო არ აჭამო ძუძუ?
მაგრამ უკანა რძე ხო უნდა მიიღოს ძუძუდან

Posted by: anibani18 16 Mar 2022, 15:25
Glamurka
"მასწავლე, რომ განვვითარდე"-ზე წერია
"ზოგიერთი მშობელები გოგონებს ყურს უხვრეტენ მაშინვე, როგორც კი ისინი გახდებიან 1 წლის, რაც არასწორია და რამაც შეიძლება მავნე ეფექტი იქონიოს ბავშვის ჯანმრთელობაზე და ზოგიერთ ფსიქო-ემოციურ უნარის ჩამოყალიბებაზე.
ყურების ადრეულ ასაკში გახვრეტა ქმნის დამატებით სირთულეებს ბავშვის ახალ გარემოსთან ადაპტაციისას. გარდა ამისა, რეფლექსოთერაპევტების აზრით, უკეთესია თუ ბავშვს ყურს გაუხვრეტთ 3 წლის შემდეგ, რადგან მანამდე არასრულად არის ფორმირებული ბიოაქტიური წერტილები ბავშვის ორგანიზმში."
https://www.facebook.com/mascavleromganvvitarde/photos/360960825345406

Posted by: takoo1 16 Mar 2022, 17:05
anibani18
ვაა ნეტა საიდან დევს ეს ინფო, მე გადავქექე უცხოური საიტები და ვერ ვნახე ვერსად რო საზიანოა,ერთადერთი რაც ყველგან ეწერა 3 თვემდე არ უხვრეტენ,წლიდან არ არის პრობლემაო წერია.
მე მომწონს ძალიან❤️ პატარა წერტილი რო აქვთ

Posted by: Glamurka 16 Mar 2022, 17:41
anibani18
gogatakoo
მადლობა გოგოებო ❤ ჩემი დაქალს უამრავი ბავვშვისთვის გაუხვრეტია და გართულება არ ქონია არავის. ის არის ატეხილი და მეუბნევა რო სწორედ ეს თვე არის ყურის გახვრეტისთვის კარგი და ამ ასაკში. კიდე ვიფიქრებ

Posted by: anibani18 17 Mar 2022, 09:17
gogatakoo
არ ვიცი, თაკო. ადრე წავიკითხე და ახლა რომ იკითხა Glamurka-მ, გამახსენდა და გავაზიარე <3

Posted by: takoo1 17 Mar 2022, 12:41
Glamurka
კარგად მოიძიე ინფორმაცია საიტებზე ოღონდ ქართულზე არა უცხოურზე
პედიატრსაც კითხე რავიცი არ მგონია პრობლემა იყოს რამე❤️

Posted by: Glamurka 17 Mar 2022, 15:11
gogatakoo
სამწუხაროდ ინგისური არ ვიცი :-( პედიატრს ვკითხავ

Posted by: anibani18 18 Mar 2022, 21:23
გოგონებო, ვინც ბიმბოვიტ ფტორს ასმევთ და თქვენს პატარებს არ მოსწონს მისი გემო, რანაირად აძლევთ? დაძალება არ მინდა, იქნებ როგორმე მოვაწონო.

Posted by: margarita7 19 Mar 2022, 14:36
cvanca

მარიამ ღუღუნიშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანია და უძლიერესი გასტროენტეროლოგი.

Posted by: მზე 20 Mar 2022, 10:40
anibani18
რო შეცვალო? ნუტრიჯენ ბონიდენტს სვამდა კაბად თავიდანვე

Posted by: anibani18 20 Mar 2022, 20:58
მზე
შეიძლენა შეცვლა ნეტა?
გუშინ სტაფილოს წვენი გმოვუწურე, სულ ოდნავ და იმაში გავურიე, დღეს ვიტაფეროლზეც უარი მითხრა, არა და აქამდე სიამოვნებით სვამდა.

Posted by: მზე 21 Mar 2022, 09:30
anibani18
კი რატო არა. რა მნიშვნელობა აქვს. მაინც დაეკითხე პედიატრს რადგან გაგიჩნდა ეგ კითხვა, მაგრამ მე მგონია რომ პრობლემა არაა ❤️

Posted by: nopiahopi 21 Mar 2022, 22:31
კარგი ლოგოპედი გეგულებათ ვინმე?

Posted by: lelukaa 22 Mar 2022, 00:38
nopiahopi
ქეთი ლომიძე. ძალიან, ძალიან კმაყოფილი და მადლიერი იყო ერთი ჩემი მეგობარი. თამარ გაგოშიძის ცენტრში მუშაობდა ბოლოს როგორც მახსოვს.

Posted by: nopiahopi 22 Mar 2022, 11:02
lelukaa
მადლობა :* დავგუგლავ აბა smile.gif საბურთალო მაწყობს, სხვაგან ვერ ვატარებ და გავიკითხავ სადაა ახლა.

Posted by: SOF - 777 22 Mar 2022, 14:53
მეგობრებო,

იქნებ მირჩიოთ რა, ესეიგი 9 თვის ბიჭს მამა ეძახის ვირს და მსგავს სახელებს. ძიძა ეძახის ბაყაყს, პრიუტის ბავშვს და ა.შ. რომ ჰკითხოთ ხუმრობით, რა უჭირსო.

რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და წაკითხული მაქვს, არ შეიძლება თუნდაც მოფერებით ეგეთი სახელების დაძახება. ჩემი ქმარი კი მეუბნება ხუმრობაზე აცრილი ხარო და იქნებ თქვენ იცოდეთ, სანამ ექიმს და სპეციალისტს ვკითხავ ...

Posted by: მზე 22 Mar 2022, 18:03
SOF - 777
არ შეიძლება. name calling დაგუგლეთ
ბავშვი lives up or down to the expectations
თუ დაუძახებთ რო ჯიუტია და არაფერი არ ესმის, დაიჯერებს რომ ჯიუტიადა რადგანაც ჯიუტია ე.ი. არ უნდა დათმოს და ჯიუტად უნდა მოიქცეს, ასეთIა და.

ბაყაყი რავიცი რა უჭირს შეიძლება ეხუმრო ალბათ, ვირს აქვს უფრო უარყოფითი კონოტაცია. გააჩნია რა კონტექსტში ეძახით - როგორც ჯიუტი, გაუზრდელი თუ ჩემი პატარა ვირუკელასავით

აი პრიუტის ბავშვი ასეც და ისეც საშინელი სიტყვათა შეთანხმებაა, ჩემი აზრით

Posted by: takoo1 22 Mar 2022, 20:20
SOF - 777
აუ ძიძა რატო ეძახის ბაყაყს ან პრიუტის ბავშვს თუნდაც ხუმრობით:|
9 თვის ბავშვი არამგონია ხვდებოდეს მნიშვნელობას მარა მაინც რავი მე არ მესიამოვნებოდა

Posted by: anibani18 22 Mar 2022, 21:07
SOF - 777
ვეთანხმები ზემოთ ნათქვამს. ბავშვს სჯერა იმის, რასაც ისმენს საკუთარ თავზე და ზუსტად ასე იქცევა საბოლოოდ. ასეთი "ხრიკიც" კი არსებობს, ჩუმად, მაგრამ ბავშვის გასაგონად ეუბნები ოჯახის სხვა წევრს, სიტყვაზე, როგორი გულკეთილია ჩვენი შვილი, თავისი დისთვის არაფერი ენანება. ბავშვს ესმის და სჯერა, რომ ასეთია და ცდილობს გაამართლოს ეს სიტყვები. 9 თვის ბავშვისთვის ეს კი ადრეა, მაგრამ მგონი სჯობს უფრო ავამაღლოთ ბავშვები მათივე თვალში, რომ შედეგი უკეთესი იყოს.
თუმცა ბაყაყისა და ვირუკელას კონტექსტსაც გააჩნია, მაგრამ თუ ყურში გხვდებათ, მაშინ მათი ამოღება ღირს მგონი. პრიუტის ბავშვი საერთოდ რატომ უნდა დაუძახო ვინმეს არ მესმის.

Posted by: narkozeli 22 Mar 2022, 21:43
nopiahopi

მე მყავს ჩემს ცენტრში ძალიან კარგი ლოგოპედი- ნია ზირაქაშვილი, საბურთალოზე პეკინზე

Posted by: nino84 22 Mar 2022, 23:06
გოგოებო, როგორ ხართ?
გამოცდილებმა იქნებ მირჩიოთ, როგორ გავიყვანო ბავშვი ცალკე ოთახში სტრესის გარეშე, 2 წლის გახდა თებერვლის ბოლოს. ივლისში მეორეს ველოდები და იქამდე მინდა მივაჩვიო. ცალკე იძინებდნენ თქვენი ბავშვები ამ ასაკში? თან იმასაც ვფიქრობ უფრო არ იეჭვიანოს და არ დაისტრესოს, მოკლედ მივიღებ რჩევებს

Posted by: მზე 23 Mar 2022, 08:09
nino84
4-ის ხდება და მეც მანდ ვარ biggrin.gif
უნდა მოაწონო ოთახი, აარჩევინო რა და როგორ დადგას და აუხსნა რო შენთან მოსვლა როცა უნდა შეეძლება, რო მაინც გიყვარს და ეს უბრალოდ ესეა. რო მაინც შენ დააძინებ და ღამე თუ მოუნდება გადმოწვება და ა.შ. სულ უნდა ელაპარაკო რა მაგარია ოთახი და ა.შ. გამოცდილება არ მალაპარაკებს ოღონდ :დდ

Posted by: nino84 23 Mar 2022, 08:59
მზე
აი 4 წლისას კიდე რაღაცას გააგებინებ და ეს პატარა მგონია. თან ფაქტიურად ყოველ ღამე ჩემთან ითხოვს გადმოსვლას და ძილს

Posted by: ninunin 24 Mar 2022, 12:46
SOF - 777
გავაბაყაყებდი ძიძას და მამას ვირივით ზედ მივაყოლებდი, კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვს ასე დამამცირებლად მინართო, რა ხნისაც არ უნდა იყოს , ხოდა მიუჩინეთ ყველას თავის ადგილი

გოგოებო ჩემმა შვილმა საერთოდ უარი თქვა მყარ კვებაზე , არაფერს არ იკარებს გამაგიჟა, ზედაკბილები ამოსდის , ამოჭრილია უკვე მაგრამ დრო უნდა გაზრდას, რამდენ ხანში იზრდება? ამოჭრიდან ხო არ იცით,ჭამაზე დამტანჯა ვეჭიდავები სულ, მარტო ფორმულახე რო გადავიყვანო 9 თვის არის უკვე და ჯანმრთელობაზე პრობლემებს არ შეუქმნის? დავიღალე, რა მოვიფიქრო რო ვაჭამო აღარ ვიცი რა

Posted by: takoo1 24 Mar 2022, 13:27
ninunin
დაიწყებს ნუ გეშინია კბილების დროს ეგრე იციან.სადღაც 2 კვირა არ ჭამდა ხოლმე მერე ნელნელა იწყებდა.არაფერი არ მოუვა ესე მოკლე პერიოდში რაღაცას ხო იღებს სულ ისე ხო არაა
* * *
გოგოებო 11.4 კვირაზე ცხვირის ძვალი არის 1.8 მმ პატარაა ხო?უნდაგადავამოწმო 1 კვირაში და ვნერვიულობsad.gif
თქვენ რომელ კვირაზე რამდენი გითხრეს დამამშვიდეთ რაა

Posted by: narkozeli 24 Mar 2022, 13:56
gogatakoo

კისრის ნაოჭი რამდენი იყო?

ცხვირის ძვალი 2მმ ქონდა ჩემსას. ნორმალურია 1.8, რატო ნერვიულობ?

Posted by: Anabeli111 24 Mar 2022, 14:06
gogatakoo
და რას უწუნებ? თან შეიძლება ვერც გაზომა ზუსტად.

11.1 კვირაზე (ფოტომეტრია 11.5) ცხვირის ძვალი ჩამიწერა 3 და იმავე აპარატზე 12.1 (ფოტომეტრია 13) სხვა რადიოლოგმა ჩამიწერა 2.4 .. გაიგე ახლა biggrin.gif მთავარია, რომ ფიქსირდება ცხვირის ძვალი ♡

Posted by: emiblack 24 Mar 2022, 14:45
SOF - 777
აბსოლიტურად ვეთანხმები მზეს . პრიუტის ბავშვი საშინელებაა, ბავშვისთვისაც ცუდია და თან პლიუს აკნინებს უამრავ ბავშვს რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება . ბაყაყს რაც შეეხება , მე მაგალითად ჩემს შვილს მაგ ასაკში უსასაცილოესად ეძინა , რაღაცნაირად ქონდა ფეხები და ბაყაყკა და გომბეშკა ვახსენე ქმართან ( ბავშვის თანდასწრებით არა), ასეთი მოფერებითი ფორმაც არ ესიამოვნა და მეც აღარ მითქვამს . ზოგადად მე ყველა ცხოველი მესაყვარლება და ამიტო არ მაქვს ცხოვრლებთან შედარების პრობლემა, თუმცა აი ვირი გააჩნია ცხოველი იგულისხმება და ხასიათი . ანუ ვირივით ჯიუტი თუ მართლა ვირუკელა )) თხოვე ორივეს და წესით მოგვარდება.
gogatakoo
არაფერი არაა სანერვიულო , თაკო , ერთი რომ მცირე ვადაზე ნახეს და მეორე გენეტიკურად აქვს ალბათ პატარა ცხვირი . ჩემსას 2,5 ქონდა მგონი, მაგრამ მე13 კვირა იყო .


* * *
ninunin
ვერაფრით დაგეხმარები, გარდა იმუსა რო მესმუს შენი . დროებითია ალბათ თქვენთან, კითხე პედიატრს, არ მგონია რამოდენიმე დღე მარტო ფორმულა რაიმე პრობლემა იყოს. ასევე სცადე სემპერის შავი ქლიავი , ჩემი მაგას ჭამს და ეგებ რამე მიზიდულობა აქვს

Posted by: ninunin 24 Mar 2022, 15:47
gogatakoo
კი ხილფაფას ჭამს
emiblack
ხილს და ხილფაფებს ჭამს რაც ეგემრიელება, ფაფები, ხორცი და ბოსტნეული ამოაგდო

Posted by: Unico 24 Mar 2022, 16:14
SOF - 777
მამას რომ ვირი დაუძახო და ძიძას ბაყაყი, ესიამოვნებათ? არა, რადგან ეს შეურაცხმყოფელი შინაარსის მატარებელია და ხუმრობასთან არაფერი აქვს საერთო, ვისაც არ უნდა მიმართო ამ სიტყვებით.
ჯერ მარტო პრიუტის ბავშვს რომ ეძახის, უკვე გასაგებია რა კონტექსტით ეუბნება და რას ფიქრობს.

ხუმრობაზე აცრილი კი არა, ჯერ ხუმრობა გაარჩიოს შეურაცხყოფისგან და მერე ილაპარაკოს..


რასაც ვაკვირდები, ხალხის უმეტესობას ჰგონია მაგალითად სიტყვა მათხოვარო-ს რომ გეტყვიან, იხუმრეს თურმე და უნდა გაიცინო drug.gif

Posted by: takoo1 24 Mar 2022, 17:01
narkozeli
კისრის ნაოჭი 2,1 რავი ერთ კვირაში მაინც გადავაკონტროლოთო,სხვა ყველაფერი ნორმააო ათვალიერა ნახევარი საათი მერავიცი
Anabeli111
მართლაა აუ რავი იმედია ვერ გაზომა,ისე თავიდან 2,8 თქვა და მერე არა 1,8 არისო
მაინც გაფავამოწმებ ერთ კვირაში რო წყნარად ვიყო.3 ქონდა ლუკიანესაც მაგ ვადაზე მარა მაშინ ადრე ოვულაცია იყო და შეიძლება ეხლა ცოტა ადრე მომიწია მისვლა თქო 4-5 დღეც ხო ცვლის სურათს არაა..
emiblack
ხოო მეც ეგ ვიფიქრე ლუკიანეს ცხვირი ვაფშე არ ეტყობოდა ეხოებზე ეხლაც ვაფშე არ ეტყობაჩატეხილი ძვალი აქვს და ამასაც ზუსტად მასე აქვს ეხოზე.

ისე ვის მირჩევთ ვისთან გადავამოწმო სერგოსთან??

Posted by: emiblack 24 Mar 2022, 17:45
gogatakoo
მე მათითაშვილთან ვიკეთებდი . ან სერგოსთან ან ტტიშვილთან გადავამოწმებდი მაინც, თუმცა დარწმუნებული ვარ უბრალოდ ადრე გაკეთდა და მეტი არაფერი <3 მთავარი არ ინერვიულო

Posted by: matuti 24 Mar 2022, 17:53
მე საერთოდ ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ამ კისრის და ცხვირის ზომვას, თუ დაუნის სინდრომია, მაინც ვერაფრით მკურნალობენ ორსულობის დროს და ვერაფერს შეცვლიან, რამეს რომ შველოდნენ კიდევ მესმის. ერთადერთი რაც არის, დედას არჩევანის წინაშე აყენებენ, რომ ან გააჩინოს ან მოიშოროს. ეს ხომ აბორტისკენ არაპირდაპირი ბიძგია ექიმებისგან. თან მთელი ორსულობა უნდა ინერვიულოს ქალმა, ბევრი შემთხვევაა კიდევ, რომ რისკი იყო მაგ გაზომვებით და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა, ტყუილად კი ანერვიულეს ქალი.
თქვენ ხედავთ რამე აზრს ამ გაზომვებში?
* * *
მერე გამოდგებიან მსოფლიოს „კეთილისმყოფელებელი“ და დაუნის სინდრომის ბავშვთა დღეს დააწესებენ და „ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“ ლოზუნგებს ატრიალებენ. თუ არ ითვლიან ქრომოსომებს, არც მუცლად ყოფნის დროს უნდა იყოს მაშინ რამე პრობლემა, თუ მუცელში რახან არის ბავშვად არ ითვლება? ორმაგი სტანდარტები ძალიან მაკვირვებს drug.gif
* * *
ჩემი აზრით საერთოდ უნდა ამოიღონ 12-13 კვირაზე ასეთი უმაქნისი გაზომვები, ტყუილად აფეთებენ ორსულებს, თითქოს სანერვიულო აკლდეთ ისედაც. რაღაც სამსჯავროს წინაშე აყენებენ ამ ვადაზე და შიშით ელოდება ქალი ამ ზღვარის გადალახვას.

Posted by: emiblack 25 Mar 2022, 06:58
matuti
მე ერთადერთ აზრს ვხედავ . სამშობიაროს არჩევ სწორად, რომელიც შეძლებს მძიმე ბავშვის მართვას. დაუნის სინდრომის დროს ხშირია გულის მანკებიც და ჯანმრთელიბის სხვა პრობლემებიც, რასაც სწორი მართვა სჭირდება. თუმცა გენეტიკური ტესტები სკრინინგული მეც არ გამიკეთებია .
ერთადერთი ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწორად უნდა იყოს გაკეთებული, ტყუილად რომ არ დაისტრესოს ორსული . აი ერთი კვირის შემდეგ რომ გარკეთებიათ თაკოსთვის დარწმუნებული ვარ აცდებოდა ამ სტრესს.

Posted by: xalati 25 Mar 2022, 10:55
matuti
Იმისთვისაა, რომ მშობლებმა შეძლონ არჩევანის გაკეთება. Სისხლის ანალიზი და ამნიოსინტეზი 100%-იან პასუხს იძლევა ცდომილების გარეშე.
Ყველას არ სურს და არ შეუძლია დაუნის სინდრომიანი ბავშვის გაზრდა. Და არც უნდა ზოგს, ბავშვს ესეთი ცხოვრება მისცეს.

Დაუნის სინდრომის გარდა სხვა ქრომოსომული დაავადებებიც არსებობს და ზოგი მათგანი ისეთია, ბავშვი საერთოდ ვერ გადარჩება მშობიარობის შემდეგ. Ამისთვისაცაა ზომვა და ანალიზები.

Თუ მშობლები მზად არიან, ეყოლებათ დაუნის სინდრომიანი შვილი. Თუ არადა, სამედიცინო აბორტი გაკეთდება.

Მე არ გირჩევდით ვინმეს განსჯას და მორალის კითხვას ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში.

Posted by: SOF - 777 25 Mar 2022, 11:46
გოგოებო,

მადლობა, წავიკითხე თქვენი კომენტარები და ყველას გეთანხმებით, - მეც ესე ვფიქრობ, 6-7-8 თვის ბავშვი ისე აშკარად ვერ ავლენს ხასიათს, რომ ხასიათის სიჯიუტიდან გამომდინარე ვირი უწოდო დინჯ და ბუნჩულა ბავშვს.

შაბათს "ვიდეო-ძიძას" ვამონტაჟებ და დავაკვირდები კარგად და მაგათ ვუტირებ ყოფას! smile.gif )))

Posted by: matuti 25 Mar 2022, 13:48
xalati
როგორც თქვენ გაგაჩნიათ თქვენი დამოკიდებულება, ასევე მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება აბორტებთან დაკავშირებით და თან ძალიან უარყოფითი. აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.

Posted by: takoo1 25 Mar 2022, 15:32
xalati
გეთანხმები 100% ესე ჰაერზე მარტივია მორალის კითხვა და აბა ყველამ თავის თავზე წარმოიდგინოს,მე ვერ შევძლებდი ალბათ და ეს იმას არ ნიშნავს რო ვიღაც ჩემზე მეტად მორწმუნეა და ა.შ
matuti

აქვს დედას უფლება იცოდეს თავიდანვე და გააკეთოს არჩევანი.როგორც შენ გაქვს შენი დამოკიდებულება ისე აქვს სხვასაც და თუ შენ არ გინდა რო იცოდე დაუნის სიმდრომიან ბავშვს ატარებ თუ არა მუცლით საერთოდ ნუ მიხვალ 12 კვირაზე კაცო ვინ გაძალებს?
ის რო აბორტისკენ უბიძგებენ ვერ დაგეთანხმები მაგაში,აბა რა ქნან დაუმალონ?ვისააქვს იმის უფლება რო დაუმალოს დედას როგორი შვილი ყავს და შენ რას ამბობ რო ძალით გააჩენინონ და არ მისცენ უფლება არჩევანი გააკეთოს?
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები

Posted by: matuti 25 Mar 2022, 15:50
xalati
gogatakoo
გოგოებო, გასაგებია თქვენი აზრი, მესმის და არ გეკამათებით. მაგრამ მიუხედავდ იმისა, რომ ჩემთვისაც ძალიან ძნელი იქნებოდა ამ დიაგნოზთან შეგუება, გავაჩენდი მაინც. ამით იმას არ ვამბობ, რომ თქვენზე მეტი ვარ, ან მეტად მორწმუნე. მორწმუნეობა არაფერ შუაშია აქ და არც არის საჭირო დიდი რწმენა, იმისათვის, რომ ცოცხალი არსება შეგებრალოს. მე მინახავს აბორტის შედეგად დაგლეჯილი პაწაწინა უცოდველი ბავშვები, ამიტომ ვერ გავიმეტებდი ჩემს მუცელში ჩემივე შვილი მოეკლდათ.
რაც შეეხება იმას, რომ ბავშვიც ცოდოა რომ დაიბადება, რა ვიცით ჩვენ ცოდოა თუ არა. დაუნის სინდრომის ბავშვები გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს თუ დაკვირვებიხართ, სიყვარულს და სითბოს ასხივებენ. არამგონია უბედურად გრძნობდნენ თავს. ეს ჩვენ ვუყურებთ მათ ასე და გვებრალება. გასაგებია. მაგრამ მათაც ხომ აქვთ სიცოცხლის უფლება?
* * *
დედის უფლებებზე საუბრობთ, მაგრამ ბავშვსაც ხომ აქვს სიცოცხლის უფლება? მერე რა, რომ მას ჯერ ვერ ვხედავთ და ხელით ვერ ვეხებით. ისიც ისეთივე ბავშვია, როგორც ახალდაბადებული ჩვილი.

Posted by: anibani18 25 Mar 2022, 16:21
gogatakoo
თაკო, არ ინერვიულო. ცხვირის ძვალი ხომ უბრალოდ უნდა იზომებოდეს, მე ასე ვიცი. სტანდარტი არ არის მგონი ცხვირის ძვლის. კისრის ნაოჭზე კიდევ 2-მდე მგონი. სად გაიკეთე შენ? სერგოსთან მიდი, ტატიშვილთან, ან ხეცურიანთან. ბადრისთან არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორია. არ ინერვიულო. ადრე ნახე შენ მაინც :*

* * *
ninunin
ხდება ხოლმე, არ ინერვიულო. მერე ისევ დაუბრუნდება მადა. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბავშვებში. მე უბრალოდ გირჩევდი, არ დააძალო, მიეცი ფორმულა. წლამდე არ არის პრობლემა.

Posted by: takoo1 25 Mar 2022, 17:20
anibani18
ჰერაში გავიკეთე სადაც აღრიცხვაზე ვარ და კი ვფიქრობდი სხვაგან გავიკეთო თქო.
ხოო ჩავეწერე სერგოსთან ძლიივს ნახევარი საათი ვრეკავდი რა უბედურებაა:|
იქეთ კვირაში მივალ და ვნახოთ აბა რას მეტყვის.:*
შენ როგორ ხარ?
* * *
matuti
მესმის ყველა ნორმალურ ადამიანს ეგ რეაქცია აქვს რაც შენ,მარტო შენ არ განიცდი ყველა ასეა. უბრალოდ ეს ისეთი თემაა რაზეც ვერ შეეკამათები ვერც შენს აზრზე მყოფ ადამიანს და ვერც ჩემსაზე ხო ხვდები.
არ არის მასე მარტივად უამრავი პრობლემები აქვთ ასეთ ბავშვებს ჯანმრთელობის. ყველაზე დიდი პრობლემა კიდევ არის ის რო ჩვენ ქვეყანაში ძალიან დაჩაგრულები და გარიყულები არიან.
ჩვენ არ ვცხოვრობთ ამერიკაში საქართველოა და ესაა რეალობა.
უამრავი მაგალითი ვიცი რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი,სკოლაში,ბაღში,გარეთ ყველგან სხვა დამოკიდებულება აქვთ.
და მინახავს ასეთი ბავშვების "შეშლილი" დედები,ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
რომელ ერთზე უნდა იდარდოს დედამ.ათას რამეზე ფიქრობ,მომავალზე.თუნდაც იმაზე როცა შენ აღარ იქნები ვინ მიხედავს მერე შენს შვილს..რთულია ასეთ დროს თქვა სწორი და არასწორი რა არის. ისეთი თემაა საერთოდ არ უნდა ვარჩევდეთ მგონი

Posted by: nino84 25 Mar 2022, 18:28
gogatakoo
სერგოსთან საიტიდანაც შეგიძლია ჩაეწერო.რა ვქნა მე ვერ ვენდობი რიგით ექოსკოპოსტებს, ეგ კი არა პირველ ბავშვზე სერგო შეცდა ჩემთან, ტყუილა მანერვიულა, გულის იშვიათი დაავადება მოეჩვენა და სანამ გაირკვა რომ შეცდა ჩემი დამემართა.

Posted by: takoo1 25 Mar 2022, 19:46
nino84
უნდა დარეკოთო რო ჩაეწეროთო პარასკევსო რო დავრეკე კლინიკაში,ჯანდაბა არ ვიცოდი თუ საიტიდანაც შეიძლებოდა.
153 ზარი გავუშვი ნახევარი საათი დაკავება იყო სულ))))
ყველა ცდება ისე მემგონიsmile.gif არ არსებობს ეხოსკოპისტი ვიზეც გამიგია რო არ შემცდარა.სად გადაამოწმე მერე?ისევ სერგოსთან?

Posted by: nino84 25 Mar 2022, 20:49
gogatakoo
სერგომ ნაყოფის გულის ექოსკოპიაზე გამიშვა ჯო ენში და კიდევ კარგი არ დადასტურდა. შემდგომ უკვე ჭიღლაძესთანაც ვიყავი და შარიქაძესთანაც და არც მათ დამიდასტურეს.
* * *
შეუმცდარი არავინაა, მაგრამ ლამის 9 თვის ორსულს ესე არ უნდა აჯახო ის რაც ვითომ დაინახე, კონტროლზე მაინც დავებარებინე, თითქოს გაეხარდა, რომ ის დაინახა რაც მანამდე სხვა კარგ ექოსკოპოსტებს გამოეპარათ. მაგის მერე სერგოზე ძალიან გული ამიცრუვდა

Posted by: anibani18 25 Mar 2022, 21:02
gogatakoo
ტატიშვილთანაც შეგიძლია მიხვიდე. ზუსტად გეტყვის ყველაფერს.
თუ ვერ მოითმენ ორშაბათამდე, მიდი ხვალ ინოვაში ხეცურიანთან. რამდენის ხარ ახლა?
სერგო კი ძალიან კარგ ექოსკოპისტად ითვლება, მაგრამ შეუცდარი არავინაა. ახლახანს მეც მითხრა მღვრიე წყლები გაქვსო, გავიკეთე ქვეყნის ანალიზი, მერე კიდევე რთხელ ექო ტატიშვილთან და არაფერი დადასტურდა.
არ ინერვიულო, თაკო :*
მე არა მიშავს, ერთი სული მაქვს ივნისი მალე მოვიდეს smile.gif

Posted by: nopiahopi 25 Mar 2022, 21:57
matuti
დაუნის სინდრომი ყველაზე მსუბუქია იმ სინდრომებთან შედარებით, რაზეც ეგ ნიშნები მიუთითებს. თუ ყველანაირ ბავშვს გააჩენს ქალი, ზუსტადაც უნდა იცოდეს ვის აჩენს, რომ დახვდეს მობილიზებული და მომზადებული ზუსტადაც ბავშვის სასიკეთოდ. მქონდა მე შემთხვევა და უკვე მოძიებული მყავდა ხალხი, ვისთანაც ვაპირებდი დაკავშირებას და შეხვედრებს, რომ მზად დავხვედროდი ბავშვს და მინიმუმ ცოდნით შეიარაღებული ვყოფილიყავი, რომ სწორად მემოქმედა და დამეგეგმა და რამე ქმედება არ დამეგვიანებინა, რაც ჩემს შვილს უკან დახევდა.
ეგ ორსულობა ბოლომდე ვერ მივიყვანე. 15 კვირამდე გავქაჩე მხოლოდ. მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდა,ვაღიარებ, ამოვისუნთქე. და ძალიან მრცხვენია. თუმცა ძალიან ძალიან მძიმეა ავადმყოფი ბავშვის ყოლა. ვერავის ვამტყუნებ, ვინც ვერ იღებს ამ პასუხისმგებლობას და ტვირთს.

Posted by: matuti 25 Mar 2022, 22:03
nopiahopi
როგორც ვიცი ჯანმრთელი შვილები გყავთ, დამაინტერესა რა შემთხვევა იყო თქვენდან, წინადადება წყდება და ვერ მივხვდი რა წერია.

Posted by: nopiahopi 25 Mar 2022, 22:03
gogatakoo
არ ინერვიულო. არაა საგანგაშო ეგ მაჩვენებელი. აი გადაამოწმებ და დარწმუნდები smile.gif

Posted by: matuti 25 Mar 2022, 22:06
ააა, გასაგებია. სამწუხაროა ძალიან

Posted by: nopiahopi 25 Mar 2022, 22:07
matuti
ჰო, შეწყდა პოსტი და ჩავასწორე.
მაგ ორსულობაზე ცხვირის ძვალი საერთოდ ჰქონდა ჩემსას და კისრის ნაოჭი ჰქონდა უზარმაზარი, მთელ ხერხემალზე (ნუ რაც ხერხემლად მოიაზრება მაგ ვადაზე) თიაქარივით ჰფარავდა.

ნუ მე მაგის გარდა სხვა პრობლემებიც მქონდა და 15 კვირას ვერ გავცდი..

კი, ჯანმრთელი შვილები მყავს smile.gif

Posted by: takoo1 25 Mar 2022, 22:38
nino84
გეთანხმები არ შეიძლება ორსული ესე ანერვიულო თუ დარწმუნებული არ ხარ,ისე რა მოელანდა ნეტა საინტერესოა,
ისე შარიქაძესაც ახასიათებს პანიკიორობა ბევრისგან მსმენია..
nopiahopi
უი არ ვიცოდიsad.gif( არაფერია სასირცხვილო მაგაში იგივე რეაქცია ექნებოდა ყველას,ძალიან რთულია უყურო შენს შვილს ასეთს,
ვაიმე რავიცი იმედია,კი გამიხეთქა გული პატარა ცხვირი აქო სხვა არაფერი უთქვამს რავი
anibani18
გოგო არა გუშინწინ გავიკეთე და ერთი კვირის მერე გადავამოწმოთო,ანუ ოთხშაბათამდე ვერა და რა მოითმენს ამდენი დღე სულ მაგაზე ვფიქრობ:|

Posted by: emiblack 25 Mar 2022, 23:06
gogatakoo
თაკო, ტყუილად ღელავ , დამიჯერე . დაქალს მივწერე დღეს , ორივე ცოლ-ქმარს პაწაწინა ცხვირი აქვთ, გოგო ყავთ და ბავშვს საერთოდ წერტილივით და ვთხოვე ენახე ექოსკოპიაში რა ეწერა და მითხრა ვნახო კი არა არ გამახსენო, 3 ადგილას გავიკეთე 1,6 მითხრეს ჯერო და ნუ ბოლო კონტროლზე 2იო. მოკლედ დარწმუნებული ვარ ცრუ განგაშია და ერთი წუთითაც არ იფიქრო ცუდზე .
nopiahopi
შენ კიდევ ჩემპიონი დედიკო ხარ , სამაგალითო <3 მართლა <3

Posted by: Anabeli111 26 Mar 2022, 09:18
მოუხედავად იმისა, რომ მე და მეუღლეს თავიდანვე ნასაუბრები გვაქვს ამ თემაზე და ვიცოდით, რაც არ უნდა გვითხრან, ვაჩენთ.. მაინც შიშით მივედი 12 კვირაზე. თან იმ პერიოდში იყო ზუსტად დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, სკოლაში ბავშვებთან სასაუბროდ უამრავი ინფორმაცია მოვიძიე და მოკლედ, სტრესული დღეები იყო.

მაგრამ ერთი შეხედვით "ჩვეულებრივ" ბავშვებში იმდენი პრობლემა აღმოჩნდა, ზოგი ისეთიც, მშობლისგან ძააალიან დიდ ყურადღებას, შრომას, ძალისხმევასა და ნებისყოფას რომ მოითხოვს.. და უპირველესად მიმღებლობას.. დაუნის სინდრომი, ვფიქრობ, მონაგონია..



ყველას გისურვებთ ჯანმრთელ ბაიებს ♡

nopiahopi
ძალიან მაგარი გოგო ხარ! მშობლებს უკვე დაბადებული ბავშვებისთვის არ შეუძლიათ მთების გადადგმა. ისეთი რთულია, უთხრა ელემენტარული "პრობლემის" შესახებ, რომელიც მათ ჩართულობას მოითხოვს.. აქეთ მოგდგებიან, იგონებო და კარგავენ დროს.

სულ შენს ისტორიებს ვიხსენებ ხოლმე ♡ იმსახურებ ამ ბედნიერებას, ახლა რაც გაქვს ♡

Posted by: takoo1 26 Mar 2022, 10:52
emiblack
მართლაა აუ იმედია ჩვენთანაც ეგ შემთხვევაა ცოტა დამამშვიდე,მადლობა რო შეწუხდი ჩემს გამო❤️❤️❤️❤️

Posted by: NatiaGull 26 Mar 2022, 15:55
gogatakoo
როგორ ხარ თაკო ? ვფიქრობ ტყუილად დარდობ, ნორმაა ეგ მაჩვენებელი :*



* * *
გოგოებო, 1.5 წლის ბავშვის ბაღში მიყვანაზე რა აზრის ხართ, 2-3 საათით? biggrin.gif
გიჟდება ბავშვებზე და ვიფიქრე იქნებ უფრო დაეხმაროს ბაღი მეთქი.

Posted by: takoo1 26 Mar 2022, 19:16
NatiaGull
აუ რავიცი დღეებს ვითვლი ოთხშაბათი როდის მოვა ერთი სული მაქ,ამას თუ არ ჩავთვლით ისე კარგად არაფერი მაწუხებს:*

მშვენიერი აზრის ვარ მე პირადადsmile.gif თუ არ იტირებს და გაერთობა რატომაც არა
ჩემი შვილი ისეთი წუწუნაა ეგ ამბავი მინიმუმ 3 წლამდე გადადებული მაქ))

Posted by: anibani18 26 Mar 2022, 21:33
gogatakoo
ახლა ჩავხედე, თაკო. 12,5 კვირაზე 2,4 მეწერა.
არ ინერვიულო, არა მგონია, რომ ცუდი მაჩვენებლი იყოს.
თუ ვერ მოითმენ ოთხშაბათამდე, მიდი ინოვაში ხეცურიანთან. ჩაწერის გარეშეც შეგიძლია მიხვიდე. მე ვენდობი ხეცურიანის ექოებს.
NatiaGull
რა კარგია, რომ ასეთი იდეის განხილვა მაინც შეგიძლია. ჩემი ისეთია, ადამიანის დანახვისას გარბის შორს. ვერ იტანს, თუ სახლში ვინმე მოვიდა, ან სადმე უცხო გარემოში მოხვდა. ექიმთანაც ვერ დამყავს ნორმალურად, გააქვს იქაურობა. სახლშია ყველაზე კომფორტულად თავის წიგნებთან და სათამაშოებთან. გარეთაც უყვარს გასვლა, უბრალოდ არსად არ უნდა შევიდეთ. არ ვიცი რა ვქნა, როგორ შევაჩვიო უცხო გარემოს და ხალხს.
ნათი, რამდენ სიტყვას ამბობს შენი გოგონა? რამდენი სიტყვაა ნორმა 18 თვეზე?

Posted by: takoo1 26 Mar 2022, 22:58
anibani18
ანიი 2,4 ცხვირის ძვალი? კისრის ნაოჭი რამდენი გიწერია?

Posted by: any_body 27 Mar 2022, 12:12
ძალიან მნიშვნელოვანია მშობელი ინფორმირებული იყოს თავისი შვილის ჯანმრთელობაზე. თუ ექოსკოპია დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, ეს არის ყველაზე კარგი რამ. მშობელი უნდა იყოს მზად ფსიოლოგიურად და ეკონომიკურად, ასევე იცოდეს როგორ უნდა აღზარდოს ბავშვი, რომელ სპეციალისტთან მოუწევს სიარული, მხოლოდ პედიატრი არ არის საკმარისი.
სინდრომებზე, სხვადასხვა დაავადებებზე, ნაპრალებზე რაც მეტი ეცოდინება მშობელს, ბავშვისთვის უკეთესია.
მხოლოდ იმიტომ არ კეთდება რომ
მშობელმა გადაწყვიტოს შეუძლია თუ არა გააჩინოს და გაზარდოა არაჯანმრთელი ბავშვი, ეს კიდევ სხვა, დიდი თემაა.

Posted by: anibani18 27 Mar 2022, 13:39
gogatakoo
კი, ცხვირის ძვალი 2.4.
ცალკე კისრის ნაოჭი ვერ ვიპოვე, არის ასეთო გრაფა "საყელოს სივრცის სისქე", რომელიც 2 მმ-ა. ეს არის კისრის ნაოჭი ნეტა?
ორჯერ მაქვს გაკეთებული 12 კვირაზე ექო, ერთხელ ხეცუარიანთან, ერთხელ ტატიშვილთან და ორივემ მითხრა, ჯანმრთელია ბავშვიო.
არ ინერვიულო, თაკო. ყველაფერი კარგად იქნება :*
any_body
გეთანხმებით! სჯობს იცოდე თავიდანვე და გაემზადო.
რომ გააჩენ და იმ წამს გაიგებ, ავადმყოფია ბავშვია, არის უზომო შოკი.

Posted by: narkozeli 27 Mar 2022, 14:06
NatiaGull
QUOTE
გოგოებო, 1.5 წლის ბავშვის ბაღში მიყვანაზე რა აზრის ხართ, 2-3 საათით?
გიჟდება ბავშვებზე და ვიფიქრე იქნებ უფრო დაეხმაროს ბაღი მეთქი.


მე მაქვს ეგ სერვისი ჩემს ცენტრში და გეტყვი, პლიუსებიც აქვს და მინუსებიც.

ნუ მე ჩემს შვილს არ მივყვანდი წლინახევრისას, რადგან უფრო მეტი მინუსი აქვს ვიდრე პლიუსი.

პლიუსები : კომუნიკაცია და სოციალიზაცია
მინუსები : ფარული შიშები, რომელსაც მაშინვე ვერ გაიგებ და შეიძლება წლების მერე აღმოაჩინო რომ შენი შვილი ისტრესებოდა იმ გარემოში, მეორე მიზეზი- გაუთავებელი ვირუსები რომელიც მოაქვს ბაღიდან.

ცოტა ინდივიდუალურიცაა, ამ ასაკში უფრო მარტივია ისე, გულახდილად რო, ვთქვათ ვიდრე 2-2.5 წლის მერე,მერე უკვე გააზრებულად აპროტესტებენ ხოლმე და პატარა ასაკში იმასაც ვერ ხვდება ბევრი (ჩემი მაზლისშვილები მაგალითად 1 წლის და 2 თვიდან დადიან ბაღში) ხოდა არ აპროტესტებდნენ საერთოდ და ეხლა წლის და 9 თვისები ხდებიან და ეხლა და ეხლა დაიწყეს პროტესტის გამოხატვა.

მოკლედ კარგიც აქვს და ცუდიც, შენ უნდა გადაწვიტო, თუმცა 2 საათი დატოვება ძაან ცოტა სტრესია და პრობლემა არ არის ხოლმე ძირითადად

anibani18
კი, ეგაა კისრის ნაოჭი

Posted by: NatiaGull 27 Mar 2022, 14:58
anibani18
ან, ჯერ მეც იდეის დონეზე მაქვს, გვანცას რჩევას გავითვალისწინებ.
ბევრს არაფერს ამბობს, ჩამოგითვლი ყველას.
ბუქი (ბურთი)
აუა (ძაღლი, კატა)
ბა (ბავშვი)
დეი, დადა (დედა)
მამა
გო (გოგო)
თუ რამე უნდა, მიყავხარ და თითს იშვერს, არ ცდილობს თქვას. მაგალითად წყალი sad.gif
შენი გოგო რას შვება მაგ მხრივ ?
ახლა ხილის და ცხოველების გამოსახულებით მინდა ვუყიდო ბარათები და ვასწავლო ნელნელა.
ჯერ მარტო ჩიტებს ძაღლებს და კატებს ცნობს .

* * *
narkozeli
მადლობა გვანც, შენს ცენტრში 2 წლიდან მეგონა მიღება. ძალიან დიდებთანაც არ მინდა იყოს, ჩაიმალება და დაიჩაგრება biggrin.gif

Posted by: takoo1 27 Mar 2022, 19:19
anibani18
კიი ეგაა ანი კისრის ნაოჭი,, 2,2 მითხრეს მე და ვნერვიულობდი დიდი ხო არაათქო

აუ გოგოებოოოო ვინმეს გქონიათ სექსის მერე სისხლიანი გამონადენივით? გული მისკდება წეღან დავურეკე ექიმს და დავი და დუფასტონი დალიეო და იწექიო.
რისი ბრალი შეიძლება იყოს??აქამდე არ მქონია საერთოდ.არც ტონუსი უთქვამთ და რა ხდება ვნერვიულობ ძააან

Posted by: matuti 27 Mar 2022, 19:38
gogatakoo
ჰემატომა იქნება. სექსი არ არის რეკომენდებული მაგ დროს, დანარჩენი დანიშნულება მოუცია უკვე ექიმს.

Posted by: Anabeli111 27 Mar 2022, 19:45
NatiaGull
ბარათები ძალიან კარგი აზრია ♡ თავად თუ არ გითხრა, შენ უმეორე. მაგალითად წყალთან თუ მიგიყვანს უთხარი: წყალი გინდა? ყველაფერი გაუხმოვანე, რასაც თავად არ იტყვის. უხმოდ არ მისცე და ნელ-ნელა მიხვდება, რომ თავადაც უნდა თქვას ♡

Posted by: takoo1 27 Mar 2022, 20:40
matuti
4 დღის წინ გავიკეთე ეხო და არ უთქვამს ექიმს და ეხლა გაჩნდებოდა??
როგორი გამონადენი აქვს ჰემატომას ან რამდენი? ციკლივითაა ჩვეულებრივად ცოტა კოლტივით გამოყვაsad.gif( ეგაა რო

Posted by: matuti 27 Mar 2022, 20:45
gogatakoo
კი, შეიძლება უშუალოდ სექსმაც გამოიწვია ჰემატომა, ვერ გეტყვი, ექიმთან უნდა გადაამოწმო, ხვალ რომ მიხვიდე ალბათ ჯობია. გამონადენს რაც შეეხება ზოგჯერ ყავისფერია, ზოგჯერ კი ყოფილა შემთხვევა ციკლივით მოდის, პაკეტს ავსებენ, მაგრამ ნაყოფს არაფერი ვნებია. ყველა ვარიანტში გასარკვევია ეხოზე.

Posted by: takoo1 27 Mar 2022, 21:13
matuti
ხვალ მივდივარ კიი მარა ხვალამდე რა ვქნა მაგას ვფიქრობ,ნუ რაღას ვიზამ მეტს ვწევარ და დავლიე რაც მითხრა,კიდე რა შემიძლია

Posted by: NatiaGull 27 Mar 2022, 21:18
gogatakoo
4 დღეში შეიძლება გაჩნდეს ჰემატომა და შეიძლება ეგ წამოვიდა. მაგრამ ეხოს გარეშე აზრი არ აქვს რამის ფიქრს..
ეცადე დამშვიდდე

Posted by: anibani18 27 Mar 2022, 21:20
NatiaGull
არც ჩემს გოგოს აქვს დიდი სიტყვათა მარაგი.
დედა
მამა
ბაბა
გოგო
ბახბახა (ძაღლი)
ყიყი (ბაყაყი)
დანა smile.gif) ვაშლის ან პურის მოჭრას რომ მთხოვს მაშინ იყენებს ან წითელქუდას ზღაპარს ომ ვყვებით
ნანა (საკუთარ თავს ასე ეძახის)
დრინდრინ (მზე)
დათვზე ღრენის ხმა, ცხენზე - ფლოქვების თქარუნი, ვირის ყრიოყინი არ ვიცი სიტყვებად ითვლება თუ არა.
პედიატრმა მითხრა 10-15 სიტყვას უნდა ამბობდესო, მაგრამ ამდენს ჯერ ვერ ამბობს.
მე ბარათები არ მაქვს, ძალიან ბევრი წიგნი აქვს ზღაპრებით და ლექსებით, კიდევ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები ფოტოებით. ისე ყველას ცნობს და იცის რომელ გვერდზე რა არის, მაგრამ არაფრით ასახელებს ჯერ. ნეტა ნორმალურია ეს, არ ვიცი. მეშინია ჯერ ჩავეძიო ძალიან, ცოტას დავაცდი კიდევ.

gogatakoo
არ ინერვიულო, ხვალ ნახავ ექოზე რაც ხდება <3

Posted by: matuti 27 Mar 2022, 21:22
gogatakoo
მეტს ვერაფერს იზამ ხვალამდე, არ ინერვიულო მთავარი ეგაა. ერთჯერადად იყო გამონადენი თუ გაგრძელდა?

Posted by: ninucanodo 27 Mar 2022, 21:35
anibani18
NatiaGull
გოგოებო არ ინერვიულოთ 2 წლის როგორც კი გახდა ერთიანად დაიწყო ლაპარაკი სიტყვების თქმა ლექსებიც კი

Posted by: matuti 27 Mar 2022, 21:36
NatiaGull
anibani18
რა საყვარლები არიან ამ პერიოდში ბავშვები. ჩემიც ცდილობს სიტყვების თქმას. 1.3 თვის ხდება მალე.
დედა - დედო, დადო, დედა
მამა - მამა
ბებია, ბაბუა - ბაბო
ბანანი - ბალილი
მაიმუნი - მამნი
ძირს დავარდნა - ბუხ
ბურთი - ბუ
რგოლი - გოლი
შოკოლადი, კანფეტი - კოლი
თოჯინას და პატარა ბავშვებს თავის სახელს ეძახის.
ძილი - ნანა
ძაღლი - აუა
ფისო - დიზო
სიტყვა „არა“-ს იყენებს აქტიურად, როცა რამე არ უნდა.

Posted by: takoo1 27 Mar 2022, 21:39
NatiaGull
anibani18
აუ ისე ვნერვიულობ ლამის გული წამივიდეს სისხლის დანახვა უფრო ცუდად მხდის ვიდრე იმაზე ფიქრი რა იქნება:|
matuti
რო ვწევარ ვერ ვგრძნობ და რო გავივლი ციკლივით ცოტა ჩამოდის,

Posted by: ninucanodo 27 Mar 2022, 23:28
QUOTE (gogatakoo @ 27 Mar 2022, 21:39 )
NatiaGull
anibani18
აუ ისე ვნერვიულობ ლამის გული წამივიდეს სისხლის დანახვა უფრო ცუდად მხდის ვიდრე იმაზე ფიქრი რა იქნება:|
matuti
რო ვწევარ ვერ ვგრძნობ და რო გავივლი ციკლივით ცოტა ჩამოდის,

გირჩევ რო ეხლავე წახვიდე ეხოზე იქნებ დახმარება ჭირდება რამე როგორ გაქვს დენა.

Posted by: Anabeli111 28 Mar 2022, 07:18
gogatakoo
როგორ ხარ??

***
გოგოებო, ორსულობაში რამდენჯერმე გაციებულხართ? sad.gif 5 კგირაზე ხო შემხვდა კოვიდი. ახლა 13ის ვარ და ცხვირში გავიჭედე :/ ყელი გუშინ ცოტა მჩხაპნიდა, დღეს აღარ. სიცხეც არ მაქვს. მარტო გაჭედილი ვარ.. ნაყოფს ხომ არ ავნებს? :/

Posted by: ninucanodo 28 Mar 2022, 08:33
Anabeli111
არაფერს ავნებს ნუ გეშინია ფიზიოლოგიური შეგიძლია ცხელი ჩაი და უცბად მოგრხსნრბა

Posted by: T-mademoiselle 28 Mar 2022, 08:47
Anabeli111
ღმერთმა მშვიდობით ჩაგამთავრებინოს ორსულობა♡

მე მაქვს ახლა კოვიდი მაგრამ ორსულად არ ვარ, გაციებულივით ვარ და არაფერი გართულებული.

რისი თქმა მინდა.. 7 კვირის ვიყავი რაღაც ვირუსი შემხვდა, იანვარში შარშან და 5 კილო დავიკელი, ვერ ვდგებოდი, ვერ ვჭამდი, ოთახში ფარდასაც არ ვაწევინებდი დედაჩემს შუქი მაღიზიანებდა. ამის ფონზე ძალიან მეშინოდა ნაყოფს რამე არ დამართნოდა, მაგრამ ისეთი ტყიური გოგო გაჩნდა, კედლებიდან ვხსნი )) შენ არ იდარდო, ექიმთან კონტაქტი გქონდეს და ეცადე პოზიტიურ ფილმებს ან გადაცემებს უყურო♡ ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ♡♡

Posted by: ninucanodo 28 Mar 2022, 09:25
gogatakoo
როგორ ხარ ექიმს დაუკავშირდით?

Posted by: anibani18 28 Mar 2022, 10:39
ninucanodo
იმედია, ჩემიც დაიწყებს მალე.
gogatakoo
თაკო, როგორ ხარ?
Anabeli111
არა მგონია, ანი. მე წინაზე ვიყავი გაციებული პირველ ტრიმესტრში და კი გაჩნდა ჯანმრთელი.

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 11:08
ninucanodo
Anabeli111
სპარტაკთან ვარ გოგოებო ველოდები ცოცხალ რიგში ვარ ვნერვიულობ;(((
* * *
anibani18
ველოდები ანი სპარტაკთან ჩAმოვირბინე ეხლა

Posted by: ninucanodo 28 Mar 2022, 11:12
QUOTE (gogatakoo @ 28 Mar 2022, 11:08 )
ninucanodo
Anabeli111
სპარტაკთან ვარ გოგოებო ველოდები ცოცხალ რიგში ვარ ვნერვიულობ;(((

დენა გააქვს კიდდე არ ინერვიულო ყველაცერი კარგად იქნება
* * *
anibani18
აი დამიჯერე უცბად გაიზარდა ლექსებს რასა ვასწავლიდი და მეგონა არ მისმენდა ნუ მანამდე ცხოველები და ფრინველები წიგნიდან იცოდა

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 11:18
ninucanodo
მთელი ღამე არ გამომსვლია არაფერი დილით რო შევედი საპირფარეშოში აი ციკლის დროს როგორც ჩამოდის მუქი ფერის ეგრე ჩამოვიდა,თუ ვწევარ საერთოდ არ გამოდის.
არვიცი მაგას შეიძლება არც აქვს მნიშვნელობა და ეგრე უნდა იყოს

Posted by: emiblack 28 Mar 2022, 11:20
gogatakoo
კარგად იქნება ყველაფერი <3 გაგვაგებიე რომ გამოხვალ . სტრესმას იმიქმედა როგორც ჩანს . ჰემატომაა ალბათ და ჩამოვა . კარგა ხელაა უკვე ნაყოფი და მოერევა .

Posted by: ninucanodo 28 Mar 2022, 14:04
gogatakoo
არ მოგიწია შესვლა, როგორ ხარ

Posted by: NatiaGull 28 Mar 2022, 14:33
თაკოო რა ქენი, ხომ კარგად არის ყველაფერი ? ❤

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 14:59
emiblack
ninucanodo
NatiaGull
ვეღარ შემოვედი გოგოებოოო .ჰემატომა მაქ ორი თან,კაი მოზრდილი 33X10 32X12
დავურეკე ექიმს და ფრაქსიპარინი,რელანტანი და დავი დამინიშნა,
ფრაქსიპარინი 10 დღეო და 10 დღეში ეხოზე მოდიო.
რა დრო სჭირდება რო გაიწოვოს??
კარგადაა პატარა,გულისცემა კარგია 151
ცხვირის ძვალი 2,9
კისრის ნაოჭი 1,4
ყველაფერი კარგადააქვს ტყუილად ვინერვიულე.
მოკლედ ასეა ჩემი ამბები

სპარტაკზე რო არ ვთქვა ორი სიტყვა არ შემიძლია,პირველი ორსულობა სულ მაგასთან დავდიოდი სასწაული ადამიანია,ყურადღებიანი თბილი,მშვიდი,პროფესიონალიზმზე არ ვლაპარაკობ საერთოდ არვიცი რა,ისე განიცდის და მიაქვს გულთან შენი ამბავი თითქოს მისი შვილი ხარ,ძალიან ვნერვიულობდი ცრემლები მომდიოდა და ისე მეფერებოდა და მაწყნარებდა ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს როცა ექიმი მაგ დროს ესე გიდგას გვერდით.
ერთხელ რო მიხვალ მაგასთან აღარ მოგინდება სხვასთან წასვლა რაა.
შეუცვლელია ჩემთვის ძალიან მიყვარს❤️

Posted by: matuti 28 Mar 2022, 15:03
gogatakoo
ძალიან კარგი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს.

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 15:07
matuti
მადლობა საყვარელო:*

Posted by: ninucanodo 28 Mar 2022, 15:30
gogatakoo
მადლობა უფალს❤️❤️❤️
ანალიზები არ გითხრა დ დიმერი მაინც

Posted by: emiblack 28 Mar 2022, 15:49
gogatakoo
კარგია რო ის სანერვიულო მოგეხსნა <3 მოერევა მაგ ჰემატომებს , დიდია ნაყოფი . ნოპის ჩემპიონმა მაგაზე დიდები მოინელა <3 მთავარია ლუკიანეზე დაგეხმაროს ვინმე რომ შეძლო გაფრთხილება .

Posted by: Anabeli111 28 Mar 2022, 15:51
gogatakoo
მთავარია ბაია კარგადაა, თაკო ♡♡ ყველაფერი კარგად იქნება ♡ გაუფრთხილდი თავს.

სპარტაკი სადაა და რა ღირს მასთან ვიზიტი?

Posted by: emiblack 28 Mar 2022, 15:51
ექიმზე გული ამიჩუყდა <3 მე როცა მეტირება ვინმე თუ მომეფერა ღრიალში გადამდის . თუმცა ბევრს ნიშნავს გვერდში დგომას რომ გრძნობ .

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 16:20
ninucanodo
არ უთქვამს მარა გავიკეთებ მე ჯერ ეს ჭირი მოვიშორო და მივხედავ :*
emiblack
ხოო 13 კვირაა უკვე:* ვაიმე იმაზე აღარც ვფიქრობდი უკვე გუშინ ისეთი ნერვიულობა გადავიტანე სისხლი რო დავინახე
დღეს ჯერჯერობით არ მქონია გამონადენი ტუალეტშიც მოშარდვისას არაფერი იყო და იმედია გაჩერდა
ხოო მეც უფრო ამივარდა ტირილი თან გულისცემაც მაგ დროს გავიგე და ერთად მქონდა ეს ემოციები არეული))) ნერვიულობის და სიხარულის
ალბათ ძაან სასაცილო ვიყავი
Anabeli111
მადლობა ანა უფლის წყალობით❤️
სპარტაკს თავისი კლინიკა აქვს კანდელაკის ქუჩაზე სანამ ავერსისკენ და რეაპუბლიკურისკენ ჩაუხვევ კუთხეშია გზის პირას. 70 ლარია
შენ როგორ ხარ?

Posted by: Glamurka 28 Mar 2022, 16:24
gogatakoo
თაკო გამიხარდა რო კარგად ხართ ❤

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 16:34
Glamurka
მადლობა საყვარელო❤️❤️

Posted by: Glamurka 28 Mar 2022, 16:36
gogatakoo
მეც მომინდა პატარა lol.gif love.gif

Posted by: NatiaGull 28 Mar 2022, 19:01
gogatakoo
გილოცავ, მშვიდობას ❤
სპარტაკზე მეც ვგიჟდები, საოცარი ტიპია ❤ ძალიან გულიანია.

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 19:15
Glamurka
მიდი მერე❤️
NatiaGull
მადლობა ნათ❤️
კიი თან ისე გამშვიდებს დიდი ხანი მიგყვება მერეsmile.gif

Posted by: nopiahopi 28 Mar 2022, 20:52
gogatakoo
რა კარგია რომ დამშვიდდი. ჰემატომებს მოერევა ბაო, არ ინერვიულო, ძალიან ყოჩაღი გყავს :*

სპარტაკი ძალიან მიყვარს, უთბილესი, უკეთილშობილესი ადამიანია. ისეთი შეგრძნება მქონდა ხოლმე, რომ ჩემზე მეტად აინტერესებდა ყველა დეტალი biggrin.gif
* * *
emiblack
QUOTE
ნოპის ჩემპიონმა მაგაზე დიდები მოინელა

ახლა ჩვენ გვინელებს ))) წამით არ ჩერდება: ხოხავს, ხოხავს, ხოხავს.. მერე დგება, გადადგამს ნაბიჯებს, მერე ახსენდება რომ არ იცის სიარული და ჯდება და ისევ ხოხვით აგრძელებს .. biggrin.gif გადამიღრღნა ყველა შნური, რაც მის სიმაღლეზე იპოვა, ლოკავს ყველა ბათინკის ძირს facepalm.gif ხანდახან რომ გაექანება, ვერ ვეწევი და ასწრებს მაინც ყბაში გამოდებას sad.gif
თუ ჭოჭინის ან სკამ-მაგიდის ქვეშ შემასწრო, ზის და იცინის )))

Posted by: any_body 28 Mar 2022, 21:24
nopiahopi
ვაიმე რა საყვარლები არიააან^^
რამხელაა?
ეგ მელიდება სინ, 5 თვის ხდება ფა ისეთი ხვანცალააა<3

Posted by: nopiahopi 28 Mar 2022, 22:18
any_body
1 წლის ხდება 7 აპრილს smile.gif

ვაიმე არ მჯერა რა, უკვე 1 წლის ხდება და დიდი ბიჭოა !

QUOTE
მელიდება სინ, 5 თვის ხდება ფა ისეთი ხვანცალააა<3


კარგი გაძლება უნდათ ამ ენერგიის ბობმებს biggrin.gif

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 22:23
nopiahopi
ხო ცოტა დავმშვიდდი მარა იმაზე ვნერვიულობ რო არ გაიწოვოს,დიდი დრო უნდა? შენ რას იკეთებდი ფრაქსიპარინს თუ კლექსანს და რამდენ ხანში გაიწოვა?

Posted by: Glamurka 28 Mar 2022, 22:28
gogatakoo
უცებ გაიწოვება ნუ გეშინია მეც მქონია.
ეჰ მე აბა ერთი ემბრიონის იმედზე ვარ და ისე ძნელად გამომივიდა ეს ქალბატონიც იმედი არ მაქ სამწუხაროდ. მიდი მეორეც მიაყოლე რო მეუბნევიან ტვინში მირტყავს ხო არ იციან ესეც რა წვალებით მყავს

Posted by: nopiahopi 28 Mar 2022, 22:43


gogatakoo
ფრაქსიპარინს ვიკეთებდი. მაგრამ ზოგადად პრობლემური ორსულობა მქონდა და 6 კვირაზე რომ გამიჩნდა, 22 კვირამდე მქონდა ჰემატომები, სანამ ბავშვმა თვითონვე არ დაჰკრა წიხლები და გამოაგდო ))

შენთან მალე გაიწოვება, აი ნახავ smile.gif მე არ გამოგადგები მაფალითად biggrin.gif
* * *
Glamurka
QUOTE
მე აბა ერთი ემბრიონის იმედზე ვარ და ისე ძნელად გამომივიდა ეს ქალბატონიც იმედი არ მაქ სამწუხაროდ


აი დარწმუნებული ვარ ეგ ემბრიონი იყოჩაღებს და ორი ბაიას დედიკო გახდები როცა გადაწყვეტ გადასკუპებას :*

Posted by: Glamurka 28 Mar 2022, 23:22
nopiahopi
ვაიმე მადლობა ღმერთმა გაგახაროს და გისმინოს ❤

Posted by: nopiahopi 28 Mar 2022, 23:34
narkozeli
QUOTE
მყავს ჩემს ცენტრში ძალიან კარგი ლოგოპედი- ნია ზირაქაშვილი, საბურთალოზე პეკინზე

ახლა ვნახე ეს მონაწერი. კარგი სპეციალისტია? დიდებთან მუშაობს? უფროსისთვის მინდა, 8 წლისაა. კბილებს არ უსწორებს ორთოდონტი, ენის გამო აქვს ასეო და ერთი კურსი უნდა ლოგოპედთან, თორემ ახლა რომ გავუსწორო, თუ მიზეზი არ მოგვარდა (ლოგიპედის გარეშე ვერ მოგვარდებაო) ,მერე ისევ წინ წამოეწევა და ტყუილად დაიხარჯება დრო და თანხაო.
* * *
Glamurka
აგერ მე და აგერ შენ wink.gif ნახავ, ეგრე თუ არ იქნება :*

Posted by: takoo1 28 Mar 2022, 23:38
Glamurka
თუ ერთხელ გამოგივიდა მეორედაც გამოგივა აუცილებლად უნდა სცადო❤️

nopiahopi
მართლა რა ყოჩაღი გყოლია:* 22ის მერე აღარ იყოს და მანამდე ჯანდაბას

Posted by: NatiaGull 28 Mar 2022, 23:53
gogatakoo
გოგო ჰემატომა მეც მქონდა 7-9კვირებში და კლექსანს ვიკეთებდი და დოზა გამიზარდეს მაგ პერიოდში.
გიშველის პრაქსიპარინი

Posted by: Glamurka 29 Mar 2022, 01:15
gogatakoo
nopiahopi
გაიხარეთ გოგოებო ❤

Posted by: NatiaGull 29 Mar 2022, 01:43
Glamurka
გამოგივა ყველაფერი ❤
გადასკუპების გარეშეც შეიძლება მოგიფრინდეს წერო, ხდება სასწაულები ❤

Posted by: nopiahopi 29 Mar 2022, 01:59
NatiaGull
QUOTE
გადასკუპების გარეშეც შეიძლება მოგიფრინდეს წერო, ხდება სასწაულები

კიი smile.gif
ჩემს ახლობელს ეგრე გამოუვიდა , პირველი ძლივს გააჩინა მესამე ინ ვიტროს შედეგად და ერთი კრიო ყავდა დარჩენილი. 3 წლის რომ ხდებოდა ბავშვი, სასექტემბროდ აპირებდა დარჩენილი კრიოს გადასკუპებას, მაგრამ ვინ აცალა! აპრილში ბუნებრივად დაორსულდა smile.gif მართლა სასწაულია,აბა რა არის !
პ.ს. უფასო ბავშვს ეძახის ამ მეორეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: anibani18 29 Mar 2022, 09:49
gogatakoo
თაკო, რა კარგია, რომ დამშვიდდი ცოტა. მალე დაიშლება და ჩამოვა ჰემატომა, არ ინერვიულო :*
სპარტაკი სულ დამავიწყდა, მართლა ძალიან კარგი ადამიანია <3

Posted by: takoo1 29 Mar 2022, 21:03
გოგოებო გუშინ მთელი დღე აღარ მქონია
გამონადენი და დღეს მუქი ყავისფერი გამოვიდა რაღაც და ნარჩენია??
გამიხარდეს თუუ))
* * *
anibani18
ანი როგორ ჩამოდის რო იშლება ყავისფერი თუ შეიძლება ისევ სიახლიანი გამონადენი იყოს?

Posted by: matuti 29 Mar 2022, 21:33
gogatakoo
QUOTE
გოგოებო გუშინ მთელი დღე აღარ მქონია
გამონადენი და დღეს მუქი ყავისფერი გამოვიდა რაღაც და ნარჩენია??
გამიხარდეს თუუ))

მუქი ყავისფერი ნარჩენი სისხლია და ის გამოდის, საშიში არაფერია. პირიქით, ჩამოიწმინდება ის ჰემატომა.

Posted by: takoo1 29 Mar 2022, 22:15
matuti
ის ორი არ იქნება ხო რაც გუშინ ჩანდა ეხოზე 4 სანტიმეტრიანი,ალბათ მესამეც იყო და ეგ ჩამოიცალა არა?

Posted by: matuti 29 Mar 2022, 22:33
gogatakoo
QUOTE
ის ორი არ იქნება ხო რაც გუშინ ჩანდა ეხოზე 4 სანტიმეტრიანი,ალბათ მესამეც იყო და ეგ ჩამოიცალა არა?

არა, იმ ორი ჰემატომის ნარჩენი სისხლია, გუშინ რომ არ წამოგსვლია, ეგ არაფერს ნიშნავს, შეიძლება ხვალ არ გქონდეს და ზეგ გქონდეს ისევ ყავისფერი გამონადენი, ან ორი დღის შემდეგ, სანამ ბოლომდე არ ჩამოვა.
\

Posted by: takoo1 29 Mar 2022, 23:11
აა ანუ იწოვება უკვე იმოქმედა ნემსმა ესე მალე თუ რატოა ყავისფერი? მე ვიფქრე გუშინწინ რო სისხლიანი გამონადენი მქონდა მაგის ნარჩენია თქო,და ჩავთვალე რო მესამეც იყო
* * *
გოგოებო ნანემსარის ადგილას იცის ტკივილი? დღეს ცოტა გაკეთების დროსაც მეტკინა და ეხლაც მტკივა თითქოს მწიწკნის

Posted by: nino84 30 Mar 2022, 22:42
Glamurka
აგერ მე ვარ მაგალითი. პირველი მეშვიდე ცდაზე გავაჩინე ინვოტროთი და ეხლა მეორეს ველოდები ბუნებრივად, რეალურად გადატანისთვის ვიწყებდი მზადებას და ორსულად აღმოვჩნდი, გადაცდენა ციკლის დაგვიანება მეგონა smile.gif))

Posted by: TinANNO 31 Mar 2022, 16:07
გოგოებო საჯარო სკოლას ამჯობინებთ თუ კერძოს და რატომ ?
ასევე თუ იცით კარგი საჯარო სკოლა რომელია ?

Posted by: Glamurka 31 Mar 2022, 21:56
NatiaGull
მადლობა ნათი იქნებ ❤
* * *
nino84
შენი ამბები მახსოვს ძალიან ყოჩაღი ხარ გილოცავ ღმერთმა საწაულები არ მოგაკლოს. ❤
* * *
დრეკად ძირზე ფეხსაცმელს სად ყიდულობთ?

Posted by: takoo1 7 Apr 2022, 14:08
გოგოებო ვიყავი სპარტაკთან დღეს და ორივე ჰემატომა გაზრდილია ერთი 38 მეორე 45
რა ხდება არ მოქმედებს ფრაქსიპარინი?
ექიმს დავურეკე ხო არ შევცვალო კლექსანით თქო და იგივეაო მეუბნება,
რას მეტყვით აბა რა ვქნაა

Posted by: NatiaGull 7 Apr 2022, 14:32
gogatakoo
იგივე მოქმედ3ბა აქვს კლექსანსაც.
დოზის შეცვლა ხომ არ გჭირდება ნეტა ?
რამდენს იკეთებ ახლა ?

Posted by: ninucanodo 7 Apr 2022, 17:27
QUOTE (gogatakoo @ 7 Apr 2022, 14:08 )
გოგოებო ვიყავი სპარტაკთან დღეს და ორივე ჰემატომა გაზრდილია ერთი 38 მეორე 45
რა ხდება არ მოქმედებს ფრაქსიპარინი?
ექიმს დავურეკე ხო არ შევცვალო კლექსანით თქო და იგივეაო მეუბნება,
რას მეტყვით აბა რა ვქნაა

ყველას გილოცავთ ხარებას❤️❤️❤️❤️
ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ კლექსანი ჯობია ფრაქსიზე მე რეაქცია არ მაქვს

Posted by: takoo1 8 Apr 2022, 17:52
NatiaGull
ნათი 0.4 იანს ვიკეთებ და რავიცი აბაა ვნახოთ რა იქნება
ninucanodo
მეც გილოცავ❤️
აი 10 დღეში ვნახოთ ეხოზე რას მეტყვის და შევცვლი მერე თუ ისევ ისე იქნება
იცი რაა ჩემით ვერ გავრისკე შეცვლა ვიცი რო შედარებით ძლიერია,ექიმმა არ შემიცვალა რო ვუთხარი

Posted by: lelukaa 9 Apr 2022, 18:48
გოგოებო, დავუშვი შეცდომა და
თვენახევრის მერე ბოთლით კვება აღარ შემითავაზებია ბავშვისთვის. 2 კვირაში სამსახურში გავდივარ, მე2 დღეა ვცდილობ ბოთლით ფორმულის ან გამოწველილი რძის მიცემას და სულ ტყუილად sad.gif( მართლა არ მეგონა ასე კატეგორიულ უარს თუ იტყოდა ბოთლზე. სულ 2 კვება მოუწევს ჩემს მოსვლამდე, ერთხელ ფაფა რომ მივცე და მეორედ ბოსტნეულის პიურე როგორ ფიქრობთ დასაშვებია? არა ამ 2 კვირაში ცდას არ დავაკლებ მაინც, მაგრამ ალტერნატივა რომ მქონდეს თქო. ფაფას ჭამს, პიურე აწი უნდა გავასინჯო ეგ მაინც თუ ჭამა საერთოდ. მაგრამ აი ასე ფაფის და პიურის მიყოლება შეიძლება?
* * *
6 თვის გახდა გუშინ. დღეს პირველად ვაჭამე 120გ წყალზე მომზადებული ფაფა და ჭამა ბოლომდე. იმ კვირაში პედიატრს კი დავეკითხები და თქვენი გამოცდილებით ერთ ულუფად 120გ წყლით მომზადებული საკმარისია? მზა მასა 160 გრამამდე იქნება.

Posted by: Tua 9 Apr 2022, 19:29
lelukaa
ტყუილად იწვალებ არჩაიდებს ❤️ ხანდახან მაინც უნდა შეგეთავაზებინა ბოთლით რომ არგადაჩვეულიყო ახლა აზრი არ აქვს. ფაფას რაც შეეხება ნორმალურია ეგ დოზა მაგრამ ყოველთვის 3 დღის წესით უნდა გაასინჯო საკვები მაგდენი ფაფა პირველ დღეს არშეიძლება. ყველა ახალი პროდუქტი და კომპონენტი ისინჯება 3 დღის წესით. პირველ დღეს 1 კოვზი მეორე დღეს 2-3 და მესამე დღეს ცოტა მეტი, ეს კეთდება ალერგიის გამოსარიცხად. ასევე დაუშვებელია 2 ახალი პროდუქტის ერთად მიცემა . მაგ ასაკზე 2 მყარი კვება ცოტა ადრეა, რადგან ფაფით დაიწყეთ არის შანსი რომ ბოსტნეული აღარ გაიკაროს, უმჯობესია ბოსტნეულით დაიწყო და მერე ფაფები, 7-8 თვისკენ შეგიძლია 2 მყარი კვება მისცე. ისე თუ სამსახურში გადიოდი 5 თვიდანაც მაინც შეგეძლო დაგეწყო ცოტა დიდი დრო სჭირდება ხოლმე მყარი კვების მენიუს ჩამოყალიბებას . ფაფები ურძეო უნდა იყოს და ერთ კომპონენტიანი თავიდან.

Posted by: Glamurka 9 Apr 2022, 19:37
gogatakoo
იგივე არაა. მეც კლექსანის წყალობით მივედი ბოლომდე. ფრაქსიპარინი არ მოქმედებდა ჩემთან

Posted by: lelukaa 9 Apr 2022, 19:40
Tua
5 თვიდან დავიწყე ფაფების გასინჯება 30 მაქსიმუმ 50 გრამით და დღეს იმიტო გავბედე ამხელა ულუფის მიცემა. ფაქტიურად მოვამზადე იმისთვის რომ 6 თვიდან სრული ულუფა მიმეცა. ურძეოთი დავიწყე და აშკარად არ მოსწონდა, მერე რძიანი გავუგრძელე და ფაქტია ჭამს. მეტი აღარაფერი მივეცი რადგან წონით ძაან დიდია და ადრეაო ჯერო ყველაფერიო, ფაფებიცო. მიკლედ რაა, ძაან განერვიულებული ვარ, რა უნდა ვქნა ვერ ვხვდები. რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი არ ვიცი, უფრო მეგონა რომ მინიმუმ 6 თვე კიდევ დისტანციურად ვიმუშავებდი და არ დამიდგებოდა ეს საჭიროება sad.gif(

Posted by: Tua 9 Apr 2022, 19:42
lelukaa
არაუშავს არ ინერვიულო, მაშინ შეგიძლია ნელნელა მისცე და გაასინჯო უკვე ქილის ბოსტნეული, კი მძიმეწონიან ბავშვებში ფაფებით დაწყება არაშეიძლება , ჩვენც ეგრე ვიყავით მძიმე წონით და ბოსტნეულით დავიწყეთ. აუცილებლად წყალიც უნდა დაალევინო და არც წყალს სვამს ბოთლით?

Posted by: lelukaa 9 Apr 2022, 19:53
Tua
წყალი არ შემითავაზებია, მივცემ აბა.
ბოსტნეულსაც გავასინჯებ ჰო, ვეცდები ბოსტნეულის ფაფებზე მაინც გადავიყვანო და მარცვლეულისასაც იმდენს მივცემ მერე სულ უარი რომ არ თქვას. ცალკე ბოთლის შეთავაზებას არ შევწყვეტ.
მადლობა გამხნევებისთვის, იმედია რამე გამომივა თორე ძაან ცოტა მიკლია რომ ნამუსი არ გავიწყვიტო და კიდე მიმ 6 თვე დეკრეტი არ მივაბა.

Posted by: Tua 9 Apr 2022, 20:19
lelukaa
წყლის მიცემა იწყება მყარი კვების დაწყებისთანავე აუცილებლად. სცადე ბოთლი მაგრამ მეეჭვება ჩაიდოს. ვისაც ძუძუზე ყავს ყველას ვეუბნევი რომ ხანდახან მაინც მისცენ ბოთლი რომ მერე არგაუჭირდეთ თუბდაც დატოვება მოგინდეს ვეღარ ტოვებ ბავშვს.

Posted by: lelukaa 9 Apr 2022, 21:24
Tua
ჰო აი ასე თეორიულად ვიცოდი, თან პირველზეც იგივე მოხდა, ოღონდ იმან ერთხელაც კი არ ჭამა ბოთლიდან, მეც ვიცოდი რო მინ 2 წლამდე გავზრდიდი და დიდად ძალისხმევა არ გამომიჩენია. ამას თვენახევარი ვაძლიე დღეში თითოჯერ ფორმულა და კარგად ჭამდა, მერე მოვეშვი რატომღაც და ძალიან ვნანობ, ძალიან sad.gif
ჩემი დაქალი მეუბნება არც ჩემი ჭამდაო, შპრიცითაც კი ვცდილობდითო. მიქელაძე მერე 2 ჯერ ზედიზედ ფაფის მიცემაზე დამთანხმდაო და მაგასაც არ ჭამდაო.

Posted by: SOF - 777 10 Apr 2022, 10:36
გოგოებო, ბაგაში ბავშვის ადრეულად შეყვანაზე რა აზრის ხართ?

ძიძა გავუშვი, უფრო სწორად თვითონ წავიდა, 1 შენიშვნა ვერ აიტანა ჩემგან ისიც თხოვნით ნათქვამი...ბავშვს უწყრებდა ფსებზე და კუკებზე. ისედაც არ უყვარს ბავშვს პამპერსის გამოცვლა და უფრო ნერვებს უშლიდა თავისი შენიშვნებით.

Posted by: anibani18 10 Apr 2022, 12:14
lelukaa
კომოტოპოს ბოთლი რომ სცადო? ან თუ საწრუპიან ჭიქას შეაჩვევ იქამდე ან რომელიმე სხვა ჭიქას, იქნებ იქედანაც დალიოს

Posted by: Nnia 10 Apr 2022, 13:08
lelukaa

ბოთლზე ტყუილად აღარ იწვალო. მეორედ გავდივარ მაგას. კომოტომოც მაქვს და არც მაგან გაჭრა. აი ანის რჩევა შეიძლება გამოგადგეს. სცადე სიპი ქაფით. მაგ ასაკიდან წყლის სმას მაგით იწყებენ და იქნებ რძეც დალიოს. რამდენიმენაირი სცადე. სათამაშოდ მიეცი ცოტა ჩაუსხი შიგნით და იქნებ დალიოს თამაშ თამაშით.

Posted by: emiblack 10 Apr 2022, 16:19
SOF - 777
სასიხარულოა რომ წავიდა . რას არ გაიგებ რა . თოთო ბავშვს მაგაზე ეჩხუბო მართლა არ გამიგია . ბაგა-ბაღს რაც შეეეხება მე ადრეული ასაკიდან დავდიოდი ბაღში და ძალიან მიყვარდა, უბედნიერესად მახსენდება ყველაფერი რაც ბაღს უკავშირდება . შაბათ კვირას ვტოფოდი თურმე წამიყვანეთთქო, სულ მეგონა ბავშვსაც რაც შეიძლება ადრე შევიყვანდი, თუმცა ჩემი შვილი სალმაოდ მშიშარაა, მაგალითად ეშინია ჩიტების ჭიკჭიკის, ბუშტების , ხაღლის ყეფის , ამიტო ინდივიდუალურიაა რა, მზაობა უნდა ეტყობოდეს . თუ ატყობ რომ მზადაა რატომაც არა.
ძიძებს რაც შეეხება , მე თუ მომიწევს რო. ავიყვანო აუცილებლად შევამოწმებ სკვერში, ბავშვს როცა სასეირნოდ წაიყვანს რომელიმე ძიძასთვის უცნობ ჩემს მეგობარს ან ოჯახის წევრს გავუშვებ რომ დაააკვირდეს ბავშვის მინართ როგორაა განწყობილი. მე როცა ვასეირნებ ჩემსას არის რამოდენიმე ძიძა რომელიც პატივისცემით ექცევა, ერთი რომელსაც უყვარს , უტკბილესი ქალია , სულ იმას მეუბნება 1 თვის იყო რომ მოვედი და არ ვიცი დრო რომ მოვა როგორ ვიქნები უმისოდო. თუმცა უმეტესობის ( სამწუხაროდ) დამოკიდებულება არ მომწონს ბავშვის მიმართ. ძალინ ბევრი მხოლოდ ტელეფონშია ჩამძვრალი ( სახლსი კამერების გამო ვერ აკეთებენ ეტყობა), ბევრიც სხვა ძიძებთან ბავშვების თანდასწრებით ჭორაობენ რომ რად უღირთ ასე სხვისი ბავშვების მომსახურება როცა ფული აღარ ფულობს, ასევე ლანძღავენ სხვა ძიძებთან რომ ასეთი უხასიათოა , ასეთი გათამამებული და უზნეო . ამიტო თუ ახალ ძიძას გადაწყვეტ ჩემი რჩევა იქნება სკვერში შეამოწმო ჩუმად

Posted by: SOF - 777 10 Apr 2022, 19:24
emiblack
ჰო, კამერა დავუყენე 1 კვირაა და კამერაში ვნახე ეს შემთხვევა, უწყრებოდა, - "ფისი ქენი? შენ ამის მეტი არაფელლი არ იიიცი". ბავშვი მიგებსო რა არგუმენტს მეუბნება, 9 თვის ბავშვი "უგებს" და თურმე მე რა პრეტენზია მაქვს )))) ადრეც შემიმჩნევია რაღაცეები, პროსტა კამერა რო არ მქონდა ვერ დავუმტკიცებდი, თან ჩემი ქმარი იცავდა რატომღაც. ბევრი რაღაც გამკვირვებია და პასუხიც მომიძებნია, მაგრამ ეგ რა ფენომენია ეგეთი ძიძის დაცვა მართლა უცნობია ჩემთვის. ესე რომ მეგობრებო კამერა თავიდანვე უნდა ჩაურთოთ ძიძას და შენიშვნებიც არ მოაკლოთ, ჩემნაირად 'კულტურულად' კი არა, საკმაოდ მკაცრ ტონს უნდა მიაჩვიოთ თავიდანვე და თუ არ მოგწონთ პანჩური ისე უნდა ჰკრათ არავის შეუთანხმოთ.
ნუ ძიძასაც გააჩნია ალბათ, ადამიანსაც გააჩნია ალბათ.

Posted by: matuti 10 Apr 2022, 21:38
SOF - 777
QUOTE
პანჩური ისე უნდა ჰკრათ არავის შეუთანხმოთ.

ეს რა დამოკიდებულებაა? ძიძა ადამიანად არ ითვლება? რაღაც დაბალ ფენად თვლით მგონი და ძალიან ცდებით. მე არც ძიძა ვარ და არც არავინ მყავს ახლობელი, მაგრამ გულზე მომხვდა ასეთი დამოკიდებულება. თქვენს სამსახურში რომ პანჩური გკრან რაღაც შეცდომაზე ნეტავ როგორ მოგეწონებათ
* * *
მითუმეტეს რაც დაწერეთ მე დიდ პრობლემად არ მიმაჩნია. იქნებ ის ადამიანი ასე ეფერებოდა ბავშვს, ყველა ერთნაირი ხომ არ არის, თავისებურად გამოხატავენ ბავშვთან ურთიერთობას. იდეალურ ძიძას ვერ იპოვით, მაშინ თქვენ თვითონ უნდა გაზარდოთ შვილი.

Posted by: emiblack 11 Apr 2022, 09:26
QUOTE (SOF - 777 @ 10 Apr 2022, 19:24 )
emiblack
ჰო, კამერა დავუყენე 1 კვირაა და კამერაში ვნახე ეს შემთხვევა, უწყრებოდა, - "ფისი ქენი? შენ ამის მეტი არაფელლი არ იიიცი". ბავშვი მიგებსო რა არგუმენტს მეუბნება, 9 თვის ბავშვი "უგებს" და თურმე მე რა პრეტენზია მაქვს )))) ადრეც შემიმჩნევია რაღაცეები, პროსტა კამერა რო არ მქონდა ვერ დავუმტკიცებდი, თან ჩემი ქმარი იცავდა რატომღაც. ბევრი რაღაც გამკვირვებია და პასუხიც მომიძებნია, მაგრამ ეგ რა ფენომენია ეგეთი ძიძის დაცვა მართლა უცნობია ჩემთვის. ესე რომ მეგობრებო კამერა თავიდანვე უნდა ჩაურთოთ ძიძას და შენიშვნებიც არ მოაკლოთ, ჩემნაირად 'კულტურულად' კი არა, საკმაოდ მკაცრ ტონს უნდა მიაჩვიოთ თავიდანვე და თუ არ მოგწონთ პანჩური ისე უნდა ჰკრათ არავის შეუთანხმოთ.
ნუ ძიძასაც გააჩნია ალბათ, ადამიანსაც გააჩნია ალბათ.

ჩემთვისაც მიუღებელია თუნდაც პატარა ბავშვთან, რომელსაც ნაკლებად ესმის რას ვეუბნებით ეგეთი. წინადადებები . როცა წამოიზრდება და უკვე გაიგებს ( ჩემი ერთი წლისაა და ბევრი რამე ესმის უკვე , ანუ არც ისე ბევრი დრო დარჩა მანამდე ) შეიძლება შარდის და კუჭის მოქმედების შეკავების მიზეზი გახდეს. ასევე ზოგადად. სითბოში უნდა იყოს პატარა და მაგ ასაკში ალბათ ძიძას სითბოს პრინციპით ავირჩევდი, აი 1,5 წლის და ზემოთ უკვე ინტელექტის პრინციპით, რადგან დიდ დროს ატარებს ბავშვთან და განვითარებაში დიდ როლს თამაშობს . მიუხედავად ამისა არ მგონია მიზანმიმართულად ცუდა აკეთებდეს, ალბათ უფრო ასეთი სტილი აქვს და დიდი ალბათობით საკუთარ შვილებთანაც იგივეს აკეთებდა . უბრალოდ არ ემთხვევა თქვენი შეხედულებები ერთმანეთს და მშვიდად დამშვიდობებაა ჩემი აზრით გამოსავალი .
მესმის ცხელ გულზე წერთ, თუმცა მეც ვერ ვიზიარებ თქვენს დამოკიდებულებას. თუ ადამინის ნდობა არა მაქვს ვერც კამერით ვერ ვენდობი ( როგორც დავწერე ზემოთ სკვერებში ანულინგებენ უკამეროდ პატარებს) და თუ მკაცრი ტონის გარეშე ვერ ვთანხმდებით ძირითად საკითხებზე ნამდვილად ტანჯვაა მისთვისაც და ჩემთვის წარმოუდგენელი შვილის დატოვება . ასევე მიუღებელია ზემოდან ვუყურო ადამიანს ვისაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასს ვუტოვებ და უვლის . ასე რომ ერთი წუთითაც არ ინანო “კულტურულად” მოქცევა . შენ სწორს აკეთებდი და თუ ახალს გადაწყვეტ იგივე თბილი განწყობით უნდა მიიღო, თუ კვლავ ვერ შეთანხმდებით დაიშოებით და ეგაა . ასევე მოაყოლეთ წინა გამოცდილებაზე, ბავშვებზე, კითხეთ რთულად აღსაზრდელები იყვნენ თუ არა . ბევრი ალაპარაკეთ გასაუბრების დროს და გამოავლენს დიდი ალბათობით თავის თავს .
ნამდვილად არსებობენ კარგი ძიძებიც, კი დაგიწერეთ გუშინ . სხვათაშორის ბავშვსაც ეტყობა , მხიარული, ლაღია და ასხივებს სიყვარულს, რადგან სამყაროსგან თვითონაც იგივეს ღებულობს .
კიდევ ერთი საკითხია, გადახვიეთ კამერები და კარგად ნახეთ მაგ მეთოდით ხომ არ ცდილობდა ბავშვისთვის ესწავლებინა ფისები და კაკები რა არის . მე დავუწყე ახლა ჩემსას სწავლება, თუმცა პოზიტიურ ჭრილში რა თქმა უნდა. გამოცვლის შემდეგ ვაჩვენებ და ვეუბნები აი დე ნახე კაკები, წამოდი დავიბანოთ. მერე ვეკითხები დე რა გააკეთე? და მპასუხობს კაკ, კაკ)) ერთი კვირაა ვასწავლი და ახლა უკვე თვითონ ახმოვანებს , როცა მოფისას ფის, ფის, მოკაკვახე კაკ კაკ, აწი ვაპირებ რო ვასწავლი წინასწარ თქმა, რომ ქოთანზე გადავსვა. თუ მსგავს რამეს ცდილობდა ( თუნდაც არასწორი ფორმით) მაშინ მაინც უფრო გადაგებია თავისთავად

Posted by: any_body 11 Apr 2022, 10:37
lelukaa
სამსახურის გამო მიწევდა გასვლა 3-4 საათით, ერთი კვება უწევს ჩემს გარეშე.
რაც წავიკითხე რჩევები გავითვალისწინეთ.
თუ რეგულარულად გინდა რომ ბოთლიდან ჭამოს, დედამ არ უნდა შესთავაზოს, სახლშიც თუ არ იქნება უმჯობესია.
სამი თვიდან შევთავაზე, მანამდე სამშობიაროში ჰქონდა ხელოვნური ნაჭამი 3-4-ჯერ.
ვემშვიდობებოდი, მივდიოდი სამსახურში (რომ
არ ეჭამა მოვბრუნდებოდი, არ მქონდა მაგის პრობლემა), თავიდან თითქოს არ ჭამდა, ერთხელ
საერთოდ პირშიც არ ჩაიდო ბოთლი, მაგრამ ყოვეკთვის კომოტომოს ვაძლევდი, ეგეც წავიკითხე თუ აურჩევთ რომელიმეს მხოლოდ ის შესთავაზეთ, სხვა არა.
არ ვიცი გაჭრა ამ მეთოდმა, ჩვეულებრივად ჭამს, არადა გარშემო ყველა მეუბნებოდა ბოთლი თავიდანვე უნდა შეგეჩვია ეხლა გვიანიაო.
იქნებ გამოგადგეს ეს ინფრომაცია.

Posted by: takotatuli1989 11 Apr 2022, 12:25
[b]lelukaa[ ჩემ შვილებთან ბოთლით კვებაზე გავრცელებულმა თეორიებმა არ გაამართლა. ბავშვზეა დამოკიდებული ყველაფერი. აგერ ჩემ ტყუპებთან დღე არ ჩამიგდია გამოწველილი რძე არ მიმეცა ბოთლით. გოგო ძალით ჭამდა რასაც ქვია მარა ბიჭი სულნოუთქმელად. გახდნენ 5 თვისები და ბიჭი პირს არ აკარებს ბოთლს ეგრევე იფურთხება თუ რამენაირად ჩავასხი თითო წვეთი პირში, არც ბოთლის თავი შემიცვლია და არც ბოთლი. გოგო პირიქით უპრობლემოდ ჭამს დაჟე ფორმულასაც რო ვუსხავ და ბიჭი იფშიკება.

ჩემი რჩევაა ხორცი მისცე ბავშვს აფთიაქის რაც შეიძლება მალე, რკინაა მთავარი ამ ასაკში. რცხილაძემ მასე მითხრა. ბოსტნეული თუ გაგიპროტესტა ძაან შეგიძლია ფაფაში შეურიო და ისე აჭამო, შეიძლება მასე უფრო ჭამოს. ჩემი გოგო გიჟდებოდა სემპერის ინდაურზე.

Posted by: unusual 12 Apr 2022, 10:40
SOF - 777
რა ხნის არის ბავშვი?
მე პირადად ბაღში დამყავს რადგან მეუღლე ძიძის კატეგორიული წინააღმდეგია. ძალიან მოსწონს და უყვარს ბაღი, არასოდეს აპროტესტებს წასვლას. მაგრამ ამდენმა ვირუსებმა და ავადმყოფობამ რაც ბაღიდან მოაქვს ჩემი ნერვები შეიწირა, დეპრესიაში ვარ უკვე.: ) იმუნიტეტი უმუშავდება და მსგავს ფრაზებს მგონი დასაბოლებლად მეუბნებიან, ასე მგონია ეს არასდროს დასრულდება... მოკლედ მაინც ჯობია სამი წლიდან შეიყვანო, ცოტა დიდი რო იქნება. ან თუ გაქვს ნერვები ატარო პატარა ასაკში, ბაღში. ისე ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, შეიძლება სხვა ესე არ იყოს როგორც ჩემი.
* * *
ასევე ძიძის კამერით თვალთვალობამ და პარკებში ფარულმა მიყურადებამ შეიძლება მართლა შემშალოს და გავაფრინო. მოკლედ რთული საკითხია რა. თუ ბავშვს კაი იმუნიტეტი აქვს და არ თრგუნავს ბაღი მაშინ იაროს ჯობია, ან ისეთი სანდო ვინმე უნდა იყოს რო კამერები არ დაგჭირდეს.
* * *
emiblack
QUOTE
ერე ვეკითხები დე რა გააკეთე? და მპასუხობს კაკ, კაკ)) ერთი კვირაა ვასწავლი და ახლა უკვე თვითონ ახმოვანებს , როცა მოფისას ფის, ფის, მოკაკვახე კაკ კაკ, აწი ვაპირებ რო ვასწავლი წინასწარ თქმა, რომ ქოთანზე გადავსვა. თუ მსგავს რამეს ცდილობდა ( თუნდაც არასწორი ფორმით) მაშინ მაინც უფრო გადაგებია თავისთავად

ჩვენც ამ პოზიციაზე ვართ, რო ვეუბნები რა ქენი, მპასუხოვს ფისი ფისი ან ფუ ფუbiggrin.gif მაგრამ მიჯიუტდება რო წავყვე და დავბანო ეზარება თუ რა არის ვერ გავიგე, ანუ ჭუჭყიანი პამპერსით უპრობლემოდ ივლის. იმ დღეს არ ჩავაცვი პამპერსი და ფეხებზე რო ჩამოიწუწა ტირილი დაიწყო, განიცადა და თვითონვე გავარდა აბაზანაში დამბანეო. მერე ვუთხარი მოდი აბაქოთანზე დაჯექი თქო და მაგაზეც ტირილი დაიწყო, არადა სხვა დროს იმიტაციას აკეთებს მივა დაჯდება მოხევს ქაღალდს გაიწმინდავს ჩააგდებს და ადგება. მაგრამ თავის თავზე რეალში ეგ ქნას ვერ გაუცნობიერებია. აი როგორ გავაგებინო რო მანდ უნდა მოფსას რეალურად ან წინასწარ როგორ უნდა შემატყობინოს ვერ გავიგე.. თან მთელი დღე ბაღში არის.

Posted by: emiblack 12 Apr 2022, 15:59
unusual
რა ხნისაა? აი ქოთანი ჯერ არ შემითავაზებია და ვნახოთ, დასაბანად ხელს ჩამკიდებს და თვითონ მივყავარ)) ალბათ ერთ კვირაში გადავალ ქოთნის ეტაპზე და გაგაგებინებ რას იზამს . ვფიქრობ უნიტაზის ფორმის ქოთანი ვუყიდო და საპირფარეშოში დავუდგა. უკვე სასწავლე რო დედა და მამა საპირფარეშოში დადიან და რისთვისაც ისიც ავუხსენი )) 2 საპირფარეშო გვაქვს და ერთს დავუთმობთ ))

Posted by: anibani18 12 Apr 2022, 21:00
emiblack
ჩემიც ძალიან მშიშარაა. როგორ "უმკლავდები", როგორ უხსნი რომ საშიში არ არის? მე სულ ვესაუბრები, მისთვის გასაგებ ისტორიებს ვუყვები. აგალითად, ჩვენს ქვემოთ ავტოფარეხია და ამ ავტოფარეხის ხმაზე ძალიან შინდება. ვუყვები, რომ მანქანები დასაბანად მიდიან ხოლმე. დიდი ხანია რაც ამ ავტოფარეხის შიში გრძელდება, ახლა მგონი ნელ-ნელა უვლის და აღარ აქცევს ყურადღებას. ბავშვების და უცხოების ეშინია?
როგორ მივაჩვიო ხალხს და უცხო გარემოს არ ვიცი. კი ვატარებ გარეთ, მაგრამ მაინც დამფრთხალი დადის

Posted by: Tua 12 Apr 2022, 21:02
unusual
პირველი 1 წელი ბაღში და სკოლაში ( იმ ბავშვებისთვის ვისაც ბაღში არუვლიათ) ვირუსები ძალიან ჩვეულებრივი რამეა. 3-4 წლისაც რომ მიიყვანო ბავშვი მაინც ავად იქნება ის 1 წელი, ასაკს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ აბღში არწაიყვან 1 კლასში სულ ავად იქნება მაინც.

Posted by: emiblack 12 Apr 2022, 22:31
anibani18
მეც ახსნით . აი მოტოციკლის ხმის ეშინიდა ძალიან, ჩევნს ნათესავს ყავს და ვანახე რისი ხმაც იყო და ვუვუ ასე აკეთებს მეთქი და ახლა რომ ესმის ხმა და მორბის თვითონ იძახის ვუვუ და ელიდება როდის დავუდასტურებ რო დამშვიდეს , რომ ვეტყვი კი ვუვუ მეთქი მშვუდდება . ძაღლის ხმაზეც იგივე , თუმცა უკვე დარწმუნდა რომ ცნობს ძაღლის ხმას და უბრალოდ ახმოვანებს . თუ რამე ახალი ხმა ესმის მაგასაც ვუხსნი, თუმცა არის რაღაცეები რასაც ვერ ეჩვევა . ეშინია “ჩისტიტელების “ და რამდენი არ ვუხსენი, მაგრამ ნუ ძაან ეშინია და გავჩერდი ჯერ. ვცდილობ მაქსიმალურად რო უფრო გამამაცდეს, თუმცა ჯერ არ გამომდის .
ბავშვების არ
ეშინია, სადაც დაინახავს იყხოვს იქ მისვლას და როგორც შეუძლია კონტაქტობს , არჩევს ბიჭს და გოგოს და იძახის ბიჩი , ბიჩი, გოგო, გოგო . დიდების ძირითადად არ ეშინია , უცინის ისეთ ბიჭებს რომელიც სტილით მამამისსს გავს და გოგოებს და ქალებს ყველას თითქმის, თუმცა არ მიდის ზრდასრულებთან . ბავშვებს ეგრევე მისდევს, 10-12 წლისებსაც, რომლებიც ტანად დიდები არიან , არჩევს მაინც და აინტერესებს ძალიან. ერთადერთი არის რამოდენიმე ადამიანი ვისიც ეშინია, კაცები, ერთი ძალიან დიდია, მეორეს წვერი აქვს დიდი.
იმედია გადალახავენ . მეცოდება ზოგჯერ ისეთი ელემენტარული რამის შეიძლება შეეშინდეს, მორბის და მიყურებს გავუცინებ თუ არა. თუ გავუცინე ესე იგი არაა ცუდად საქმეო და მშვიდდება )))

Posted by: anibani18 13 Apr 2022, 07:23
emiblack
მეც ძალიან მეცოდება. სახლში ისეთი დედოფალი და თამამია. გარეთ გავა და თაგუნასავით ხდება. ვუყურებ და გული მეწურება ხოლმე.

Posted by: takoo1 13 Apr 2022, 11:39
Tua
კიი გეთანხმები თეო ჩემი და მუშაობს ბაღში და მაგისგან ვიცი რო 40დან 10 ბავშვი დადის ხოლმე ვირუსების პერიოდში.
ადრე ჩვენ რო დავდიოდით ბაღში ესე არ იყო მახსოვს 5 წელში ერთხელ თუ გავცივდებოდი მიხაროდა სკოლაში რო არ მივდიოდი.
იმუნიტეტი ნაკლებად აქვთ ახლანდელ ბავშვებს და სულ ავად არიან.სახლში რო გამოკეტო აზრი არააქვს მეორე თუ გყავს ის მოუტანს მაინც რაღაცას ან სხვა ოჯახის წევრი.
ნუ ეგაა რო ბაღში ათასნაირი ვირუსი ტრიალებს და ხშირად ხდებიან ავად ნერვები უნდა მართლა.ჩემი დისშვილი 2 წლის გახდა და მიიყვანა 2 კვირის წინ ჩემმა დამ რამოდენიმე დღე ატარა, რამოდენიმე საათი ცოტა შეეჩვიოსო და 3 დღეში 40 სიცხეები მისცა.ისე გაურთულდა ანტიბიოტიკი დასჭირდა.

Posted by: unusual 13 Apr 2022, 11:58
emiblack
ორი წლის და ხუთი თვის. მე ხშირად მარტო ვიყავი ხოლმე სახლში ამიტომ ტვალეტში თან დამყავდა ხოლმე, ძალიან კარგად იცის ყველაფერი, და ინტერესეთ უყურებს ამ პროცედურის biggrin.gif ვუყიდე უნიტაზის დასადები რო ვაჯენ ისტერიკებს იმართებს. ქოთანზეც მხოლოდ შარვლიანი თუ დაჯდება,კაი დიდი კაცივით მოხევს ქაღალდს გამოიწმინდავს შარვალზევე და ჩააგდებს შიგნით, მაგრამ რო ვეუბნები მოდი აბა ეხლა დავჯდეთ ფისები ქენი, ჩაიხადე, არ აკეთებს biggrin.gif გუშინაც სუნი რო დააყენა, წამო დავიბანოთ თქო, ამიტეხა ამბები.

Tua
QUOTE
პირველი 1 წელი ბაღში და სკოლაში ( იმ ბავშვებისთვის ვისაც ბაღში არუვლიათ) ვირუსები ძალიან ჩვეულებრივი რამეა. 3-4 წლისაც რომ მიიყვანო ბავშვი მაინც ავად იქნება ის 1 წელი, ასაკს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ აბღში არწაიყვან 1 კლასში სულ ავად იქნება მაინც.

იმედია შემდეგ ზამთარს ეს ჯოჯოხეთი აღარ მექნება რაც ამ ზამთარს მქონდა, დავიშალე ამდენი ნერვიულობით. უბრალოდ იმაზე ვფიქრობ 3 -4 წლის ბავშვი უფრო გამძლე არ იქნება ვიდრე 2 წლის, თუ არ აქვს მაგასაც მნიშვნელობა?
პს ამ ზამთარს ქონდა ყურის ანთება და დასჭირდა ანტიბიოტიკები. იმის მერე მაინც აქვს შიგადა შიგ პატარა ტკივილები რომელიც გაყუჩებას ექვემდებარება,არ გართულებია. გუშინაც ხელი რო წაივლო ყურზე კინაღამ გავაფრინე უკვე. როდის დაამთავრებს ამ ყურის ტკივილებს? ხშირია ბავსვებში ესეთი ყურის ტკივილები? მიქელაძეს ვუთხარი და არც მიუქცევია ყურადღება.

Posted by: narkozeli 13 Apr 2022, 13:21
unusual

რა თქმა უნდა რაც უფრო დიდია ბავშვი, უფრო მარტივია ვირუსთან გამკლავება.

ჩემს შვილს 2 წლის და 6 თვის მანძილზე სურდოც კი არ ქონია არასდროს. სიცხე სულ 2ჯერ ქონდა კოვიდი შეხვდა და მაშინ და მეორეჯერ ბაკურიანში (მაღალი სიცხეები ქონდა და სხვა არანაირი სიმპტომი), მართლა სასწაული იმუნიტეტი აქვს, ამის ირგვლივ ამის ასაკის ბავშვები სულ იჟღვლინტებიან ხოლმე და ამისთვის ცხვირიც არ მომიწმენდია არასდროს :დ თან მე დაჟე პანდემიის პერიოდშიც არ მყავდა გამოკეტილი, სულ ბავშვებთანაა და სულ ვირუსიანებთან (მაზლის ბავშვებს 24/7ზე ვირუსები აქვთ ბაღიდან მოაქვთ 1 წლიდან ბაღში დადიან და მართლა ჯამში 2 კვირა არ ყოფილან ვირუსების გარეშე, ესეც მათთან ერთადაა მარა რავი არ ედება ხოლმე.
3 წლიდან მიმყავს ბაღში და რომც შეხვდეს ვირუსები, ბევრად მომზადებული იქნება მისი ორგანიზი ამ ყველაფრისთვის ჩემი აზრით. უბრალოდ ცუდი ისაა რომ მეორე რომ მეყოლება (ვგეგმავ მეორეს გაჩენას ამას რომ ბაღში შევიყვან), პატარას რომ მოუტანს ვირუსს ეგ მაშინებს. თუმცა ამის იმუნიტეტის იმედზე ვარ, იმედი მაქვს მოერევა

Posted by: unusual 13 Apr 2022, 14:50
narkozeli
QUOTE
3 წლიდან მიმყავს ბაღში და რომც შეხვდეს ვირუსები, ბევრად მომზადებული იქნება მისი ორგანიზი

მეც ამ აზრის ვარ.
QUOTE
უბრალოდ ცუდი ისაა რომ მეორე რომ მეყოლება (ვგეგმავ მეორეს გაჩენას ამას რომ ბაღში შევიყვან), პატარას რომ მოუტანს ვირუსს ეგ მაშინებს

ნუ გეშინია, მეორეც ყოჩაღი ბაია გეყოლება.

Posted by: any_body 14 Apr 2022, 00:55
გოგოებო მყარი კვებისთვის ვემზადები და აფთიაქოს რომელ საკვებს მირჩევთ? უფრო ხორცეული მაინტტესებს ^^

და ვისაც სრულად ბუნებრივზე გყავთ ან გყავდათ, 4-6 თვის შუალედში რკინას ასმევდით?

Posted by: emiblack 14 Apr 2022, 07:23
any_body
რკინას ვასმევდი კი მაგ პერიოდში.
საკვები სემოერი, პლაზმონი
* * *
narkozeli
წინა კვირა ვაჩეს კოვიდის ისტორიით ვიგულიანებდი თავს )) და ასე ყველაფერი კარგი აგვიხდეს, ჩემსასაც ერთი დღე ქონდა სიცხე და სულ ეს იყო))) კი არის დღეს მე7 დღე. ერთადერთი ჩაკეტილობა უჭირს ძალიან, ხვალ შეუძლია გასვლა და მამისს უნდა გავატანო მე კვირამდე ვარ გამოკეტილი))) ხონ არ გახსოვს ვაჩენ წონაში დაიკლო კოვიდის დროს? თითქოს პირიქით უფრო დაიწყო მყარი კვების დამატება , მაგრამ 300გრამუ დაკლებულია და ვიღელვო თუ არა ცფიქრობ
სიმართლე გითხრა არ მგონია ბაღში რომ გაგეშვა დიდად მოეტანა ვირუსები. მე დავდიოდი მაგრამ არაფერი მხვდებოდა , იმუნიტეტზეა რა .

Posted by: ninunin 14 Apr 2022, 10:19
გოგოებო სალამი ყველას :0 როგორ ხართ?
1 კითხვა მაქვს , ვინმეს ხომ არ გიხამრიათ პამპერსი პილო, აქებენ და მაინტერესებს ღირს თუ არა ყიდვა?

Posted by: narkozeli 15 Apr 2022, 09:45
any_body

სემპერი, ჰიპი, ხორცეულში პლასმონი.
ამ სამის ხილ-ბოსტნეულ-ხორცეულზე გავზარდე მე და მეორე შვილზეც იგივეს ვიზამ biggrin.gif

unusual

მადლობა, იმედია❤️

emiblack

ვააჰ გილოცავთ კოვიდის გადაგორებას❤️ კი კი ამანაც დაიკლო, კოვიდის დროს ძაან ცუდად ჭამდა საჭმელს და პირველად მაშინ გავიგე რა სანერვიულო ყოფილა ბავშვი რომ არ ჭამს. გადააგორა თუ არა, დაიწყო ისევ ძველებურად❤️

თუმცა ვაჩე პუტკუნა ბავშვი არასდროს ყოფილა, ძაან ბევრს ჭამს მარა არ სუქდება biggrin.gif
* * *
ninunin

პამპერსი თითქმის 1 წელია აღარ აცვია მარა როცა ეცვა პილო მაინტერესებდა და გავტესტე, ძაან ბევრმა მიქო და რაც მახსოვს გეტყვი: თხელია ძაან და ეგ კაია, ზაფხულში გრილადაა. ხარისხითაც ნორმალურია მარა აი გადავირიექთქო ვერ ვიტყვი. მახსოვს რომ გამოუჟონა

Posted by: emiblack 15 Apr 2022, 10:20
narkozeli
მადლობა <3 სიმართლე გითხრა ზოგადად წონაზე არ ვნერვიულობ, არაა ეგ ჯანმრთელიბის მარკერი ( თუ რა თქმა უნდა დეფიციტში არაა), უბრალოდ კლება არ მესიამოვნა, მაგრამ ეტყობა ახასიათებს )) აუ ისეთი კარგი შეგრძნებაა უკან მოტოვება ამ ამბის )))

Posted by: SOF - 777 15 Apr 2022, 18:06
matuti
QUOTE
მითუმეტეს რაც დაწერეთ მე დიდ პრობლემად არ მიმაჩნია.


მე მიმაჩნია. თან ეფერებოდე თან უწყრებოდე ჩემი სტილი არაა. ზოგადად დედის სიტყვა (მითუმეტეს თხოვნით ნათქვამი) ადეკვატური ადამიანისთვის (ძიძისთვის) არის კანონი.

emiblack
QUOTE
თუ ადამინის ნდობა არა მაქვს ვერც კამერით ვერ ვენდობი


კამერაზე არც მიფიქრია ამდენი თვე (3 თვიდან ზრდის). როცა შევამჩნიე რომ 5-6 თვის ბავშვს სიყვარულით ხელსაც მოსცხებდა ტაკოზე, ხელზეც შემიმჩნევია, ნუ ლექსიკაზე აღარ მაქვს საუბარი, ამან დამაფიქრა.. ელემენტარული ლოგიკაა, - ბავშვი უფრო ჯიუტი და ცელქი ხდება ასაკის მატებასთან ერთად და როცა 5-6 თვის ბავშვთან პოულობ მიზეზს საჩხუბრად და გასატყეპად, მერე რას იზამ.

თუმცა, კარგი ძიძის პოვნაც ურთულესი ძალიან რთლი ყოფილაა..

Posted by: nino84 15 Apr 2022, 20:32
ninunin
მეც მიქეს პილო და საერთოდ არ მომეწონა, სველი იყო ბავშვი. ჩემთვის საუკეთესო ჰაგის ელიტ სოფტია, ღამე ვახმარ და მშრალია ბავშვი

Posted by: ninunin 15 Apr 2022, 22:09
nino84
მეც ჰაგისს ვხმარობ, მადლობააnarkozeli მადლობა გვანც ♥️

Posted by: lelukaa 15 Apr 2022, 23:52
გოგოებო, მადლობა რჩევებისთვის. <3
მგონი ცოტა უკეთესობა გვაქვს, რომელი ბოთლი აღარ ვიყიდე და დღეს სუავინექსის ზეროთი ვაჭამე ორჯერ. ვერ გეტყვით რომ ეგრევე პატიოსნად ჭამს, მაგრამ მთავარია ჭამს. 10 დღე მაქვს კიდევ წინ და ყოველდღე უკეთ შეჭამს იმედია. დავმშვიდდი ცოტა.

Posted by: nino84 16 Apr 2022, 00:17
narkozeli
გვანც, თუ არ მეშლება შენ უყიდე ვაჩეს საწოლი, მგონი დამცავი ჯებირებით იყო. სად უყიდე ხომ ვერ მეტყვი და კმაყოფილი ხარ? ადვილად მიეჩვია ცალკე ძილს?

Posted by: Tua 16 Apr 2022, 21:28
unusual
ჩემი შვილი 2.5 წლის არის და სულ ორჯერ იყო ავად კოვიდი ჰქონდა ერთხელ და მეორედ ეხლა ბაღში შეხვდა ის 40 სიცხიანი ვირუსები რაცაა ( რომელიც საერთოდ სიცხის გარეშე გადაიტანა მხოლოდ ხველით და გართულების გარეშე ) 2.5 წლისასაც შეიძლება შეხვდეს იგივე და უფრო მარტივად გადაიტანოს და 3-4 წლისამ უფრო რთულად, ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული და იმუნიტეტზეც. გინდა 3-4 წლის მიიყვანე და გინდა 2 წლის პირველი წელი ყველგან ვირუსების წელია სკოლაშიც და ბაღშიც. ჩემს ირგვლივ ზოგმა 4-5 წლის მიიყვანა მაგრამ 1 წელი სულ ვირუსებში გაატარეს, ყველა მშობელი ვისაც ბავშვი ბაღში მიყავს მზად უნდა იყო მაგისთვის. როცა ბავშვი სახლშია ძიძასთან ისეთი ახლო კონტაქტი არ აქვს ყოველდღიურად ბავშვებთან , შესაბამისად ნაკლებია ავადობა, ბაღში იშორებენ მერე გველაფერს ერთად .
ეხლა ენტერო ვირუსები იწყება გაზაფხულზე და ზაფხულში smile.gif მაგრამ ისიც არასწორია ზოგი მშობელი რომ იკიდებს და ავადმყოფ ბავშვს უშვებს ბაღში და სკოლაში.

Posted by: matuti 16 Apr 2022, 22:04
საბავშვო ბაღზე და ვირუსებზე ჩემს აზრს დავწერ. მართალია, რა ასაკშიც არ უნდა მიიყვანო, მაინც მოუწევს ვირუსების გადატანა, ერთგვარი სახადივითაა და იმუნიტეტს იმუშავებს, მაგრამ ვირუსები უკვალოდ მაინც არ ტოვებს ორგანიზმს ხომ მეთანხმებით? პატარა ასაკში კი, 2-3 წლის, მითუმეტეს 1 წლის ასაკში ბავშვის ორგანიზმი ჯერ ისევ თოთოა და მეტი მოფრთხილება სჭირდება. ასე რომ ჯობია მოძლიერებული ბავშვი მივიყვანოთ ბაღში, ვიდრე თოთო. რა ვიცით რა კვალს ტოვებს ვირუსები, იქნებ და მომავალში აისახოს მის ჯანმრთელობაზე ცუდად.

Posted by: fleurs 17 Apr 2022, 00:07
7 თვიდანაა ბაღში ჩემი შვილი.6 წლისაა უკვე და ორჯერ გვაქვს ჩაგდებული ბაღი. ერთხელ ჩუტყვავილა და მეორეჯერ ენტერო ვირუსი ისიც ნახევარი დღე.კოვიდი ისე გადაიტანა არც გაგვიგია ,სურდოც არ ქონია ისიც იმიტომ ვიცით რომ ქონდა სისხლის ანალიზი გავუკეთეთ ანტისხეულებზე და აღმოაჩნდა .სამაგიეროდ უფროსი შვილი ბაღში წავიდა 3 წლის და 8 თვის სულ ავად იყო.

Posted by: takotatuli1989 17 Apr 2022, 01:11
lelukaa
დადე რა ბოთლის სქრინი, შენ დღეში ვარ biggrin.gif

Posted by: Anabeli111 17 Apr 2022, 02:56
QUOTE (Tua @ 12 Apr 2022, 21:02 )
unusual
პირველი 1 წელი ბაღში და სკოლაში ( იმ ბავშვებისთვის ვისაც ბაღში არუვლიათ) ვირუსები ძალიან ჩვეულებრივი რამეა. 3-4 წლისაც რომ მიიყვანო ბავშვი მაინც ავად იქნება ის 1 წელი, ასაკს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ აბღში არწაიყვან 1 კლასში სულ ავად იქნება მაინც.

ვეთანხმები თეოს. ის მოსწავლეები, რომლებსაც ბაღში არ უვლიათ და უმეტესად სახლში იყვნენ, ახლაც სულ გაციებულები არიან და სახლში სხედან. გავიყვან ეზოში, კარგ ამინდში, მეორე დღეს უკვე ცხვირიდან მოსდით sad.gif არადა კლასშიც ხომ ვერ ვამყოფებ მუდამ, სუფთა ჰაერი და მოძრაობა სჭირდებათ.. რთული თემაა..

Posted by: unusual 17 Apr 2022, 10:38
Tua
არ დააყოვნა ჩემთანაც ენტეროვირუსმა, ფაღარათი და გულისრევა აქვს. რანაირად უნდა დავიკიდო ვერ ვხვდები, აი ფაღარათიანი ბავშვი როგორ გავუშვა? გამიგია სიცხიან ბავშვებსაც უშვებენ რა გული აქვთ არ ვიცი smile.gif) სამსახური მცემს პატივს ამდენს რო ვაცდენ სხვან გამოგდებული ვიქნებოდი მთელი ზამთარი ვერ ვიარე, ორჯერ ზედიზედ ანტიბიოტიკრბი კლინიკაში წოლა და კიდევ ათასი უბედურება გადავიტანე.

Posted by: Tua 17 Apr 2022, 19:46
unusual
კი ვერ გაუშვებ, ეხლა რომ ვირუსი ჰქონდა 4 დღე სახლში ვიყავი , სამწუხაროდ მე არმიწყობს სამსახური ხელს და ბიყლეტინს ვხსნი ბავშვის მოვლის გამო. ზოგი მშობელი ინკუბაციის პერიოდის გავლამდე უშვებს ბავშვს და ეს არ არის სწორი არანაირად, ამას ხველება კიდევ დარჩა ცოტა ვირუსის მერე მაგრამ რადგან გადამდები არ არის ვატარებ რადგან სხვა გზა არმაქვს.

Posted by: lelukaa 17 Apr 2022, 19:57
takotatuli1989
აი ესაა, გუშინ უკვე სრული ულუფა მიირთვა.
იმედია მალე პროტესტის გარეშე ჩაიდებს თავიდანვე.
user posted image

ფორმულას ვინც აძლევთ ან აძლევდით, 6 თვეზე 200გ მზა საკვები ნორმ ჰო?

Posted by: takotatuli1989 17 Apr 2022, 20:47
lelukaa
აუ მადლობა <3. მე 210 გრამი ვიცი

Posted by: takoo1 17 Apr 2022, 21:58
Tua
unusual
ჩემი და მუშაობს ბაღში და ისეთებს მიყვება ხოლმე გული მისკდება,სიცხის დამწევებს ასმევენ ბავშვებს დილით და ბაღში ტოვებენ,ბავშვები ყვებიან დედამ წამალი დამალევინაო)))
მერე იქ უწევთ 39ზე
აი ეგ როგორ უნდა ქნა დედამ არ მესმის.

Posted by: Tua 17 Apr 2022, 22:31
lelukaa
გააჩნია რომელ ფორმულად აჭმევ, 1 კოვზი ფორმულა 30მლ წყალზეა გათვლილი, ყველა ფორმულად აწერია თავისი დოზირება უკან ყუთზე ასაკის მიხედვით. 200 გრამი ვერ გამოგივა ვერანაირად , 210ია 7 კოვზი ფორმულა. ზოგს 180 აქვს დოზა ანუ 5 კოვზი ფორმულა.

gogatakoo
კიი ეგრეა თაკო სახელმწიფო ბაღებში განსაკუთრებულად smile.gif კერძოშიც თითქმის იგივე ხდება . ბევრს დამტოვებელი არყავს ბავშვის , სამსახურებიც არუწყობენ ხელს ბავშვიან თანამშრომლებს დიდად და მაგისი ბრალია. ეხლა მე რომ ბავშვი ავად მყავდეს ვერავის ვუტოვებ საერთოდ მაგრამ ვხსნი ბიულეტინს ბავშვის მოვლის გამო რომლის შესახებაც ბევრმა საერთოდ არიცის , რომ კანონით ეკუთვნის, მაგრამ 3-4 დღეზე მეტს ვერ ვჩერდები შესაბამისად ინკუბაციის პერიოდის მერე და როცა ბავშვი უკვე ნორმალურდ არის მიწევს გასვლა სამსახურში.

Posted by: lelukaa 17 Apr 2022, 23:51
Tua
სიმილაკ გოლდს და ზედ აწერია 6 თვიდან 180გ წყალზე 6 კოვზიო, ასევე აწეია რომ 90გ წყლით და 3 კოვზით გამოდის 100გ მზა მასა. შესაბამისად 210გ წყალზე მზა მასა გამოდის სადღაც 235გ. იდეაში მე მაინტერესებს გამოცდილებით 200გ მზა საკვები თუა ამ ასაკზე სამყოფი, კიდე იცმაცუნა გუშინ და ეგებ არ ეყო თქო.

takotatuli1989
უნდა ჩავეკითხო პედიატრს ესეიგი, გვერდები არ დაუთხელდეს ბიჭს biggrin.gif
აუ, შენც რომ მირჩიე ის ბაუნცერი ისე კარგად მადგებაა, კიდე კაი აქ არ ვიყიდე, ყველა 8 თუ 9 კილომდე იყო და გამოდის 3 თვეში უკვე ვეღარ გამოვიყენებდი.

Posted by: unusual 18 Apr 2022, 09:53
gogatakoo
QUOTE
ჩემი და მუშაობს ბაღში და ისეთებს მიყვება ხოლმე გული მისკდება,სიცხის დამწევებს ასმევენ ბავშვებს დილით და ბაღში ტოვებენ,ბავშვები ყვებიან დედამ წამალი დამალევინაო)))
მერე იქ უწევთ 39ზე
აი ეგ როგორ უნდა ქნა დედამ არ მესმის.

გული გამისკდა დედას გეფიცები facepalm.gif

Posted by: lelukaa 18 Apr 2022, 17:34
narkozeli
გვანც, ქილის საკვების მერე ჩვეულებრივზე გადასვლა არ გაუჭირდა?
ქილის ბოსტნეული მინდა მივცე და ეგ ფაქტორი მაფერხებს.

Posted by: takoo1 18 Apr 2022, 18:14

გოგოებო ვაგზალზე რო ლუიზაა აქ წერდნენ გოგოები ეგ ყიდის ფრაქსიპარინს და კლექსანს მოკლედ ეხლა ველაპარაკე და კლექსანის თურქულუ ვარიანტი მაქვსო ენოქსიპარინიო მგონი, მზა შპრიციაო და 10 ლარი ღირსო, თუ გაგიგიათ სანდოა ღირს ყიდვა??

Tua
თეო შენ გეცოდინებაა

Posted by: NatiaGull 18 Apr 2022, 19:33
ninunin
საცდელად ვიყიდე ერთხელ და ქაღალდივით უხეშია

Posted by: Tua 18 Apr 2022, 20:34
lelukaa
მეც სიმილაკ გოლდს ვაჭმევდი, 6 თვემდე 180ს ვაჭმევდი და 210ს ვაჭმევდი 6 თვის მერე თუ სწორად მახსოვს. არასდროს გადამიჭარბებია იმ რეკომენდაციისთვის რაც ყუთზე აწერია.

gogatakoo
თაკო 4 ლარად ჩამომიტანეს მე ეგ პრეპარატი შპრიცი თურქეთიდან smile.gif იგივეა რაც კლექსანი კოვიდის დროს ვიკეთებდი და ისედაც მიგდია ხოლმე სახლში 20-30 ნემსი.

Posted by: takoo1 18 Apr 2022, 22:03
Tua
თეოო ანუ ვიყიდოო? შენ გელოდებოდი biggrin.gif ხვალვე გავქანდები
გოგო რა ძვირია 300 ლარია 10 ნემსი აფთიაქში ვერარიან კარგად რაა.
დღეს ვიყავი სპარტაკთან და ჩემი ჰემატომა ისევ იგივე ზომაა ორივეsmile.gif სამი კვირაა ფრაქსის ვიკეთებ ხოდა დავურეკე ექიმს და შემიცვალე მეთქი,ისევ იგივეა რათ გინდაო დამიწყოო მეთქი თუ იგივეა ვიყიდი იმას და ვცდი რა მიდის ჩემი მეთქი და კაი იყიდეო. მოკლედ გადავდივარ კლექსანზე 0,4იანს ვილეთებდი ფრაქსიპარინს და დოზა დავტოვო თეო?
* * *
Tua
თეო რაც მე დავწერე თურქული მზა 10 ლარიანი ეგ ჩამოგიტანრს 4 ლარად??? აზზე ხარ რა ფულებს ჭრიან

Posted by: matuti 18 Apr 2022, 22:37
gogatakoo
QUOTE
ჩემი და მუშაობს ბაღში და ისეთებს მიყვება ხოლმე გული მისკდება,სიცხის დამწევებს ასმევენ ბავშვებს დილით და ბაღში ტოვებენ,ბავშვები ყვებიან დედამ წამალი დამალევინაო)))
მერე იქ უწევთ 39ზე
აი ეგ როგორ უნდა ქნა დედამ არ მესმის.

unusual
QUOTE
გული გამისკდა დედას გეფიცები

ეგ კიდევ რა არის იმასთან შედარებით, რაც მე კერძო ბაღში ვნახე, თან საკმაოდ პრესტიჟული კერძო საბავშვო ბაღი იყო. წლების წინ მუშაობის დაწყებას ვაპირებდი და „პრაქტიკაზე“ ვიყავი 1-2 დღე. 2-3 წლის ბავშვები ყავდათ, მაგრამ რამდენიმე ჩვილიც იყო, 1 წლამდე. პატარებს რომ ვერ აძინებდნენ და ტიროდნენ, პლედს აფარებდნენ სახეზე რომ თავისივე ნასუნთქი ჰაერით გაბრუებულიყვნენ და როგორმე დაეძინებინათ. ბავშვის საკვებიც არ მომეწონა, რაოდენობაც არ იყო საკმარისი ჩემი აზრით. ბავშვები გაუნიავებელ ოთახში იხუთებოდნენ. მათ გასართობად და სათამაშოდ დიდად თავს არავინ იკლავდა. მოკლედ, ძალიან არ მომეწონა სიტუაცია. საჯაროში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ მგონი კერძო ბაღებში უფრო განუკითხაობაა, საჯაროს მაინც აკონტროლებს სახელმწიფო ასე თუ ისე. თუმცა არც ისინი განსხავდებიან დიდად კერძოსგან.

Posted by: nino84 18 Apr 2022, 22:56
gogatakoo
თაკო, მე უარი მითხრა ჰემატოლოგმა ენოქსიპარინით ჩანაცვლევაზე, დაკას პაციენტი ვარ. თუ არ მეშლება სპირტს შეიცავსო მითხრა.
* * *
matuti
საწყალი პატარები, რა არაადამიანი უნდა იყო ეგ რომ გააკეთო

Posted by: takoo1 19 Apr 2022, 10:13
matuti
არა მე დედაზე დავწერე ბაღი არაფერ შუაშია პირიქით,სხვაგან რა ხდება არვიცი მარა ეგეთი არაფერი მსმენია სახელმწიფო ბაღზე,კამერებია და ეგეთ რაღაცას ვინ გაბედავს გულითაც რო უნდოდეს.
კვებაც მშვენიერია რავიცი აბა,ეხლა არ ვიცი ერთი თვეა მუშაობს დეკრეტში იყო აქამდე მარა 2-3 წლის წინ ძალიან ნორმალური მენიუ ქონდათ და გემრიელი საჭმელი,
მაგდენი არ ვიცი ეხლა თუ სხვაობაა ამ სახელმწიფო ბაღებში.ამათთან კარგი სიტუაციაა.
მეც მაგ ბაღში გაზრდილი ვარ და ადრეც კარგი ბაღი იყო არ მსმენია ეგეთი შემთხვევები smile.gif
ისე ეგეთ ფაქტს თუ შეესწარი რატო არ უჩივლე?

* * *
nino84
მართლაა და სპირტს რო შეიცავს ანუ რატო არ შეიძლება?
ნეტში არ წერია რო სპირტს შეიცავს,ეომელიღაც დასახელებაზე ამომიგდო რო შეიცავს ოღონდ მულტი დოზა,მე მზა შპრიცის ყიდვა მინდა

Posted by: unusual 19 Apr 2022, 10:51
matuti
ნუ არ ვიცი რა ვთქვა რა.. ვეღარავის ენდობი ნორმალურად.
ზამთარში პიჟამო მივუტანე და ჩააცვით მეთქი შუადღისით როცა დაიძინებს და მენეჯერი მეუბნება რათ უნდა თბილაო, მარტო ბოდით დაიძინოსო, იმის მერე მილიონჯერ ვთხოვდი რო პიჟამო გადაეცვათ. რა ვიცი აცმევენ? :დ
მერე კიდევ სულ ეჭვები მაწუხებდა შუადღისით პირველ საათზე კოლექტიურად ყველა ბავშვს როგორ აძინებენ როცა, მე მთელი კონცერტები მჭირდება მის ჩასაძინებლად, ისიც ხან იძინებს და ხან არა. ეს კიდე აშკარად გამოძინებულია და გვიან იძინებს. მერე დამეწყო პარანოია, ეჭვები აბა რამეს ხო ალევინებენ biggrin.gif განა ვაბრალებ ბაღს, მე გავაფრინე უბრალოდ biggrin.gif იმიტომ რომ გაგებული მაქვს სახლში ძიძებიც აკეთებენო მაგას. ხოდა მერე თავი ხელში ავიყვანე და გადავლახე, თავს იმით ვიმშვიდებ რომ იციან როგორ მიუდგნენ ბავშვებს და ბავშვებიც ემორჩილებიან რასაც ეტყვიან. biggrin.gif მოკლედ ეხლა თავს ვიმხვნებ და ვცდილობ გამოვიდე ამ დგომარეობიდან.

Posted by: takoo1 19 Apr 2022, 11:13
unusual
ყველა ბაღში ეგრე კოლექტიურად აძინებენ მაგაზე არ იდარდო,ეგ სახლში გჭირდება შენ კონცერტები თორე იქ მშვენივრად იძინებენ,დაუცაცხანებენ ერთს და ეგაა biggrin.gif ნუ იქნება ეხლა ერთი ორი გამონაკლისი ვინც არ იძინებს.ჩემ დასთან იყო ერთი ორი ბავშვი ვინც არ იძინებდა და თამაშობდნენ.

Posted by: unusual 19 Apr 2022, 11:16
gogatakoo
QUOTE
ყველა ბაღში ეგრე კოლექტიურად აძინებენ მაგაზე არ იდარდო,ეგ სახლში გჭირდება შენ კონცერტები თორე იქ მშვენივრად იძინებენ,დაუცაცხანებენ ერთს და ეგაა

ხო სწორად ვფიქრობდი ესეიგი :დ ბაღში დამჯერები არიან.
* * *
გოგოებო უნიტაზის ადაპტორი რომელი ვიყიდო რო არ სრიალებდეს?

Posted by: Tua 19 Apr 2022, 20:15
gogatakoo
კი დოზა იგივე დატოვე რასაც ფრაქსის იკეთებდი. სპირტი არწამიკითხავს მე შემცველობაში. ამ კვირაში ჩამომიტანენ კიდევ რაც მქონდა მეგობარს ვათხოვე და წავიკითხავ სპირტზე. დ დიმერი არც ამწევია კოვიდის დროს , კოვიდამდე დავიწყე მე კეთება ბუსტერს ვაპირებდი. რამოდენიმე ნემსი იყიდე ბევრს ნუ მიეძალები. კიი 4 ლარად მიყიდეს თაკო smile.gif)) კიდე დავაბარე ეხლა ჩამომიტანეს.
* * *
unusual
ჩემი შვილი ბაღში არის ოქროო და ბაჯაღლო wink.gif))) მაგაზე წყნარი არავინ არაა ჯგუფში, სახლში უნდა ნახონ კედლებზე რომ დადის smile.gif ბაღში სხვანაირები არიან საერთოდ. ძილით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს 1 წლიდან თავისით იძინებს ბნელ ოთახში მარტო მაგრამ ბაღში საერთოდ არეძინა პირველი 2 კვირა 1 სთზე მეტი, როცა სახლში 2.5 სძინავს. ეგეც გადავლახეთ .

Posted by: takoo1 19 Apr 2022, 21:09
Tua
თეო შენ ვინმე გყავს ახლობელი თუ როგორ ყიდულობ? მე რო მინდოდეს ყიდვა ვერ ვიყიდი ესე? აუ რა იაფია არადა
10 ცალი ვიყიდე და ვნახოთ აბაა
თეო ნეტში საინექციო წყალი წერია სპირტი არა
შპრიცს არ აწერია რავიცი

Posted by: Tua 19 Apr 2022, 22:21
gogatakoo
არა შენით ვერიყიდი sad.gif ვინმე თუ მიდის თურქეთში შეგიძლია დააბარო, კლინიკებშიც აქვთ აფთიაქებში. ეხლა ბუსტერი უნდა გავიკეთო და მაგის გამო მიწევს კეთება .

Posted by: takotatuli1989 20 Apr 2022, 02:34
lelukaa
გოგო ეგ არის ყველაზე პრაქტიკული ბაუნსერი. არ ყირავდება, მყარია და ბავშვი კისვენებულად ზის. პლიუს მარტივი მოსახმარია. მე ხო მაქვს ერთი მასეთი და მეორე მაჩუქეს მადერ ქეარის საქანელა ბაუნსერი. აი კოშმარია ამასთან შედარებით. მოუხერხებელი, სახიფათო და რა ვიცი ორჯერ გადმოვარდა უკვე ჩემი გოგო და გავისროლე. ანუ სანამ ძაან პატარაა ბავშვი და წამოჯდომა არ შეუძლია იქამდეა. დაბმული ბავშვი ამოყირავდა ჩემ თვალწინ, შოკი მივიღე. ხელი მოკიდა საყრდენს და წამოიწია და მოიკეცა ეს კრეტინული საქანელა და ამოტრიალდა.

Posted by: takoo1 20 Apr 2022, 10:05
takotatuli1989
მაზერქეარი ამოყირავდა?:| ვაა
და რომელია კარგი ბაუსერი?
მე ლორელის მქონდა და რავი არასდროს ამოყირავებულა
* * *
Tua
ჩვეულებრივი აფთიაქები როა კლინიკებში მაგას გულისხმობ? გოგო კლინიკებშიც ძვირი იქნება რა აზრი აქ

Posted by: narkozeli 20 Apr 2022, 10:45
takotatuli1989

ეს ბაუნსერი მაქვს მე და ამოტრიალების შანსი არაა. თუმცა პირველ შვილზე ჯამში სულ 10ჯერ გამოვიყენე ალბათ, ისეთი უპრობლემო იყო სადაც დააწვენდი, იქ იწვა გაუნძრევლად biggrin.gif იმედია მეორეზე გამოვიყენებ თორე გული მწყდება :დ

user posted image

Posted by: mmaarriiaamm123123 20 Apr 2022, 13:12
როგორ ხართ გოგოებო??? ❤️
გყავდათ ერთი წლის აცრაზე?? როგორ ჩაიარააა???

Posted by: SOF - 777 20 Apr 2022, 13:53
matuti
QUOTE
პატარებს რომ ვერ აძინებდნენ და ტიროდნენ, პლედს აფარებდნენ სახეზე რომ თავისივე ნასუნთქი ჰაერით გაბრუებულიყვნენ და როგორმე დაეძინებინათ.


კერძო ბაგაში მეც ხომ მივიყვანე და 4 აღმრზდელი გვეყოლება, ისაო-ესაო, ა.შ. რაც დავაკვირდი, ერთი ქალი იყო, ეზოსაც ეგ ალაგებდა, ეტყობა დალაგება მისი მოვალეობა იყო და ბავშის მოვლითაც ეგ იყო დაკავებული, ანუ აღმზრდელიც ეგ იყო და დამლაგებელიც. სხვა 2 ქალი ეტყობა ბრძანებებს გასცემდნენ მხოლოდ. ანუ, 4 აღმზრდელი მართლა არ მინახავს, ამ 2 ქალიდან 1 იყო დირექტორი, ერთიც, - აღმზრდელი არ ვარ, მასწავლებელი ვარ მაღალი ჯგუფებისო და რეალურად ეგ თუ მასწავლებელი იყო, ის კი დამლაგებელი, გამოდის რომ აღმზრდელი არც ყავდათ biggrin.gif

unusual
QUOTE
სულ ეჭვები მაწუხებდა შუადღისით პირველ საათზე კოლექტიურად ყველა ბავშვს როგორ აძინებენ როცა, მე მთელი კონცერტები მჭირდება მის ჩასაძინებლად, ისიც ხან იძინებს და ხან არა. ეს კიდე აშკარად გამოძინებულია და გვიან იძინებს. მერე დამეწყო პარანოია


აუ, ესე ვიყავი მეც, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე რომ უცხო ხალხის რიდი აქვთ ალბათ და ამიტომ, დედასთან არ იძინებენ, ძიძასთან კი.
ჩემი ბავშვი სამშობიაროშიც ესე იყო, - საერთო ოთახში იძინებდა მაშინვე, ეჯიბრებოდა სხვა ბავშვებს კარგ საქციელში. ჩემთან ოთახში კი ეღვიძა არ იძინებდა smile.gif))

Posted by: Tua 20 Apr 2022, 19:29
gogatakoo
გოგო რავი ეხლა ჩამომიტანა 1 ნემსი 4.20 თეთრი გამოვიდა smile.gif ვიცი რომ კლინიკის აფთიქში ყიდულობენ იქ . თან იქ ვაჭრობაც მოსულა.

Posted by: takoo1 20 Apr 2022, 20:22
Tua
ააა მე აქ მეგონა ჩვენ კლინიკებზე ამბობდი)))

Posted by: any_body 21 Apr 2022, 08:44
takotatuli1989
მე წითელქუდაშვი ვიყიდე კიდილო-ს ბაუნსერი, ეხლა წამოწევას ცდილობს, ხელებს კიდებს მაგრამ ვერაფერს ვერ შვება, ზე კომფორტული და კარგი ბაუნსერის, მუსიკებით და რწევებით, 2 თვიდან ჩერდება 20-40 წუთი, დილაობიტ აქვს გამოწერილი ;დ

Posted by: Takobako 21 Apr 2022, 10:08
გოგოებო, ორწლინახევრის ბავშვს, რომელიც დღემდე ძუძუს ვერ ელევა, აქვს შეკრულობა, კი გადის, მაგრამ აშკარად აწუხებს ამ დროს და ცრემლები მოდის, თან მაგარი მასაა......... ექიმმა ჰელიოლაქსი დაგვინიშნა და წვნიანები ( რომელსაც საერთოდ აღარ ჭამს)...... თქვენი გამოცდილებით, როგორი წამალია და კიდევ რას მირჩევთ...... მადლობა....

Posted by: anibani18 21 Apr 2022, 11:29
Takobako
პრეპარატზე ვერაფერს გეტყვით. მე კვებით ვურეგულირებ, სელის თესლი შველის, ერთ ჩაის კოვზს ვურევ ხოლმე მაწონში, ფაფაში ან რასაც ვაძლევ. არაჟანი კიდევ ძალიან შველის. ჩემს გოგოს ცომეული კრავს ძალიან და ვცდილობ ძალიან, ძალიან იშვიათად მივცე ხოლმე. დააკვირდით რა კრავს და ეცადეთ დროებით ამოიღოთ ის პროდუქტი.
უბრალოდ ერთხელ მიცემა არ შველის ხოლმე, რამდენჯერმე მიეცით, რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ნახოთ, მოქმედებს ბავშვზე ეს პროდუქტი თუ არა.

Posted by: takoo1 21 Apr 2022, 11:34
Takobako
კვება უნდა მოუწესრიგო როგორმე,ხილს თუ ჭამს მაწონს?
ჩემ შვილს ეგ პრობლემა არააქვს მარა ვაშლს რო შეჭამს გადის კუჭში,წყალს როგორ სვამს?

Posted by: Takobako 21 Apr 2022, 12:38
ხილსაც ცოტას ჭამს ეხლა და სავარაუდოდ კვების ბრალი უფროა........ წყალს კარგად სვამს....... სელის თესლი არ მიფიქრია და მაწონში გავურევ და მივცემ...... ვიცი რომ ზალიან სასარგებლო პროდუქტია.... ქლიავის ჩირი არაფრით არ ჭამა, ფაფები არც არასდროს უჭამია ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად , გარდა პიურესი.....

Posted by: QISA 22 Apr 2022, 04:03
გამარჯობა.
ეტლი-ველოსიპედი ხომ არ გაქვთ გასაყიდი ვინმეს?

Posted by: nino84 22 Apr 2022, 22:50
გოგოებო, თუ გსმენიათ ლაქტაციის კონსულტანტზე, ყავს რომელიმე კლინიკას?

Posted by: PoisonnIvy 23 Apr 2022, 01:23
გოგოებო როგორ ხართ?
ჩემი ბიჭი მალე 7 თვის ხდება.
საკეისროს მერე დღემდე მაქვს ხოლმრ ისეთი შეგრძნებები, როგორიც ორსულობისას
თითქოს ბავშვი მირტყამს ფეხდ :დდ
არ ვამეტებ, მართლა.
რამეენად ნორმალურია ეს? ეხოზე ვერ მივაღწოე რაა


nino84
გაგუაში ჰყავთ

Posted by: matuti 23 Apr 2022, 01:34
PoisonnIvy
QUOTE
საკეისროს მერე დღემდე მაქვს ხოლმრ ისეთი შეგრძნებები, როგორიც ორსულობისას
თითქოს ბავშვი მირტყამს ფეხდ :დდ

მეც ნაკეისრალი ვარ და იგივე შეგრძნებები მქონდა, როგორც გავიგე ამ დროს საშვილოსნო იკუმშება და ნელ-ნელა თავის ზომებს უბრუნდება.

Posted by: PoisonnIvy 23 Apr 2022, 01:49
matuti
მაგიტომ დავაკონკრეტე ბავშვის ასაკი
7 თვე რა ვერ შეიკუმშა ;დ
ბუნებრივ კვებაზე მყავს ბავშვი და შეიძლება ეგეც იწვევდეს ისე
მაგრამ ხანდახან იმდენად ძლიერად ვგრძნობ, მგონია მეორეზე ვარ ორსულად

Posted by: matuti 23 Apr 2022, 09:54
PoisonnIvy
მეც ბუნებრივზე მყავდა და ეგეც ახდენს გავლენას რათქმაუნდა
* * *
ნაკეისრალ საშვილოსნოს უფრო მეტი დრო უნდა ბუნებრივ ზომებს რომ დაუბრუნდეს, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს

Posted by: margarita7 26 Apr 2022, 11:16
სალამი! გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება, რა დრო იძინებს თქვენი 3-4-5 თვის შვილი საღამოს და რა დროს იღვიძებს? ხელოვნურ კვებაზეა. არაფრით არ იძინებს 22-23 საათამდე.

Posted by: narkozeli 26 Apr 2022, 11:51
PoisonnIvy


ძველი თემები რო ნახო ლამის ერთი თემა მაგ ამბავს დავუთმეთ biggrin.gif ზუსტად 1 წელი (შეიძლბა ოდნავ მეტი) მქონდა ეგ შეგრძნებები, გავგიჟდი biggrin.gif

ერთხელ გავამხილე აქაც და აღმოჩნდა რომ ყველას გვქონდა :დ მე ფიზიოლოგიურად გავაჩინე. მეთქი მოჩვენებები დამეწყო givi.gif თურმე ბუნებრივი ყოფილა, სადღაც 12-18 თვემდე შეიძლება გაგრძელდესო

Posted by: anibani18 26 Apr 2022, 13:56
margarita7
ჩემს შვილთან არასოდეს მქონია მსგავსი პრობლემა, პირიქით, ადრე ითიშებოდა ხოლმე. ახლა 8:30-ზე იძინებს, ყოველთვის ადრე იღვიძებდა, როცა დამოუკიდებლად ისწავლა დაძინება, დაახლოებით 9:30-მდე ეძინა, ახლა, როცა დღემ იმატა და მეტი სინათლეა დილაობით, 7:30-მდე სძინავს ხოლმე.
რასაც ჩემი დაკვირვებით მივხვდი, მნიშვნელოვანია ძილებს შორის დაიცვა ასაკისთვის შესაფერისი სიფხიზლის ინტერვალი. მაშინ არც დაძინება უჭირს ბავშვს და უფრო კარგად სძინავს.
0-4 Weeks: 35-60 minutes
4-12 Weeks: 60-90 minutes
3-4 Months: 75-120 minutes
5-7 Months: 2-3 hours
7-10 Months: 2.5-3.5 hours
11-14 Months: 3-4 hours
14-24 Months: 4-6 hours
ღამის ძილის შემდეგ სიფხიზლის ინტერვალი უფრო მოკლეა, ვიდრე ღამის ძილამდე. ანუ, 3 თვეზე გაღვიძების შემდეგ პირველ დაძინებამდე დაახლოებით 75 წუთი იფხიზლებს, შემდეგ ძილამდე - უფრო დიდხანს.
დააკვირდი, თუ ნახავ, რომ აქტიურია და არ წუწუნებს, ესე იგი ჯერ არ ეძინება და ცოტა ხანი კიდევ აცალე. თუ ასე მიაჩვევ დაძინებას, მაშინ დროთა განმავლობაში, თვითონ დაარეგულირებს, როდის დაიძინოს და როდის გაიღვიძოს, თითქმის უცვლელი გექნება სულ ეს დრო.
* * *
გოგონებო, ვისაც მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ან წაგიკითხავთ ფსიქოლეგების კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით, გამომეხმაურეთ, გთხოვთ.
ჩემი წლინახევრის შვილი არის საოცრად უკარება, გარეთ რომ გავდივართ და თუ მიუახლოვდა ვინმე ბავშვი, სულ პაწაწინაც კი, იწყებს ტირილს და შეშინებული გარბის. გარეთ დღეში ორჯერ გამყავს, როცა ბევრი ბავშვია, ან დგას და უბრალოდ უყურებს, ან სხვა მოედანზე მიდის, სადაც შედარებით ნაკლები ხალხია ხოლმე. თუ სტუმარი მოვიდა, მომეკრობა ხოლმე შეშინებული, ზოგჯერ მშვიდად შევდივართ მაღაზიაში, ზოგჯერ შედის და ტირის და არ ჩერდება, პედიატრთან თუ წავედით, ანგრევს ყველაფერს ტირილით. რა უნდა გავაკეთიო ასეთ შემთხვევაში? ან რისი ნიშანი შეიძლება იყოს?

Posted by: cvanca 26 Apr 2022, 15:55
მოგესალმებით,
ცემში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ხომ არ დაგისვენიათ ბავშვებთან ერთად და თუ გაუწევთ რეკომენდაციას რომელიმე სასტუმროს? ბორჯომი და ბაკურიანი არ მინდა

Posted by: pearlgirl 26 Apr 2022, 16:00
cvanca
გამარჯობა ცემში არის რამოდენიმე საოჯახო სასტუმრო. და ჯობია როზას ან ჯულიეტას სასტუმროებს, სადაც გადატენილია ბავშვებით და ჩემი აზრით უაზრობაა ეგრე. მე კონკრეტულად დავდივარ აქ:
https://www.facebook.com/%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-459257840877598

Posted by: matuti 26 Apr 2022, 16:04
anibani18
QUOTE
გოგონებო, ვისაც მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ან წაგიკითხავთ ფსიქოლეგების კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით, გამომეხმაურეთ, გთხოვთ.
ჩემი წლინახევრის შვილი არის საოცრად უკარება, გარეთ რომ გავდივართ და თუ მიუახლოვდა ვინმე ბავშვი, სულ პაწაწინაც კი, იწყებს ტირილს და შეშინებული გარბის. გარეთ დღეში ორჯერ გამყავს, როცა ბევრი ბავშვია, ან დგას და უბრალოდ უყურებს, ან სხვა მოედანზე მიდის, სადაც შედარებით ნაკლები ხალხია ხოლმე. თუ სტუმარი მოვიდა, მომეკრობა ხოლმე შეშინებული, ზოგჯერ მშვიდად შევდივართ მაღაზიაში, ზოგჯერ შედის და ტირის და არ ჩერდება, პედიატრთან თუ წავედით, ანგრევს ყველაფერს ტირილით. რა უნდა გავაკეთიო ასეთ შემთხვევაში? ან რისი ნიშანი შეიძლება იყოს?

ჩემი აზრით ბავშვს ხასიათი აქვს ასეთი, ინტროვერტია სავარაუდოდ, არ უყვარს ხალხთან კონტაქტი. ცოტა მოიზრდება და მიეჩვევა, ბაღი, სკოლა თავისთავად მოხდება უცხო ადამიანებთან შეჩვევა.

Posted by: takoo1 26 Apr 2022, 16:35
pearlgirl
ნომერი გაქვს? და დღე რა ჯდება?

Posted by: margarita7 26 Apr 2022, 16:54
anibani18
მადლობთ პასუხისთვის. ჩემი შვილი სამთვენახევრისაა და პრობლემა რაშია, ყოველ საღამოს იწყებს წუწუნს და ტირილს 19 საათიდან ესე 22 საათამდე, რათქმა უნდა, ბევრჯერ ვცადე მაგრამ არაფრით არ იძინებს, ღამის ძილით იძინებს ესე 22-23 საათიდან, არადა აშკარად დაღლილია რადგან ყოველ საღამო ასე წუწუნებს. რა ვქნა არ ვიცი როგორ დავეხმრო...
ასე ვიიმედებ თავს რომ თავისით დაარეგულირებსთქო.

Posted by: unusual 26 Apr 2022, 17:54
anibani18
QUOTE
გოგონებო, ვისაც მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ან წაგიკითხავთ ფსიქოლეგების კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით, გამომეხმაურეთ, გთხოვთ.
ჩემი წლინახევრის შვილი არის საოცრად უკარება, გარეთ რომ გავდივართ და თუ მიუახლოვდა ვინმე ბავშვი, სულ პაწაწინაც კი, იწყებს ტირილს და შეშინებული გარბის. გარეთ დღეში ორჯერ გამყავს, როცა ბევრი ბავშვია, ან დგას და უბრალოდ უყურებს, ან სხვა მოედანზე მიდის, სადაც შედარებით ნაკლები ხალხია ხოლმე. თუ სტუმარი მოვიდა, მომეკრობა ხოლმე შეშინებული, ზოგჯერ მშვიდად შევდივართ მაღაზიაში, ზოგჯერ შედის და ტირის და არ ჩერდება, პედიატრთან თუ წავედით, ანგრევს ყველაფერს ტირილით. რა უნდა გავაკეთიო ასეთ შემთხვევაში? ან რისი ნიშანი შეიძლება იყოს?

ბაღში არ დადის და მაგიტომ ალბათ, რო წამოიზრდება გაუვლის, მიეჩვევა. პედიატრს რაც შეეხება ჩემიც მასეა, რაც ჭკუაში ჩავარდა უკვე ცნობს საავადმყოფოს კარებს და იქიდან იწყებს ჯუჯღუნს და ოთახში შესვლა ხო კატასტროფაა, წევს და კოტრიალობს, ისტერიკები აქვს.
* * *
margarita7
ჩემი როცა არ იძინებდა აივანზე განყავდა კალიასკით ღამე, იქ ვარწევდი და იძინებდა ხოლმე. ასევე რძესაც დაკმაყოფილებული უნდა ჰქონოდა.

Posted by: nino84 26 Apr 2022, 21:28
anibani18
ჩემიც მასე იქცეოდა, 2 წლის და 2 თვისაა, პარკში თუ შევიდოდით და ბავშვებს დაინახავდა, სხვა მხარეს მიდიოდა. ბოლო თვეებია მიეჩვია, ცდილობს ეთამაშოს და აღარ გაურბის. დიდებს ირჩევს biggrin.gif ზოგზე რეაქცია არ აქვს, ზოგზე ტირის. გარშემო რასაც ვუყურებ და მესმის უმრავლესობას აქვთ ეს პრობლემა, კოვიდის გამო ვფიქრობ ჩაკეტილები რომ ვიყავით ბავშვებზეც აისახა. მეტი ურთიერთობა თანატოლებთან, ვფიქრობ ეგაა გამოსავალი. ექიმთან ესეც ანგრევს იქაურობას smile.gif))

Posted by: PoisonnIvy 26 Apr 2022, 22:51
narkozeli
;დ აუ როგორ დამამშვიდე
ან ორსულობა მეგონა, ან არასწორად გაკეთებული საკეისრო biggrin.gif

ორივე შემთხვევაში მაგრად მეშინოდა.

Posted by: ninunin 27 Apr 2022, 09:50
გოგოებო, ჰაგისის ელიტ სოფტის ტრუსები თუ გამოგიყენებიათ და როგორ გამოადგა პატარას ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: unusual 27 Apr 2022, 12:10
მე ვიყინებდი ნორმალური იყო, მაგრამ მაინც ფხრიწზე უფრო მეკომფორტულება.

Posted by: pearlgirl 27 Apr 2022, 12:25
gogatakoo
598 50 03 22 ეს ნომერია. მისაღები ფასები აქვთ.

Posted by: ninunin 27 Apr 2022, 13:26
QUOTE (unusual @ 27 Apr 2022, 12:10 )
მე ვიყინებდი ნორმალური იყო, მაგრამ მაინც ფხრიწზე უფრო მეკომფორტულება.

მადლობა, ძალიან მოუსვენარია და ჩაცმის დროს ვერვაჩერებ, ამიტომ ვიფიქრე ტრუსი, მაგრამ ტანამშრომელმა მითხრა ჩემსას დააყარაო ,ჩაუხურაო, ალერგია მისცაო და
გამიკვირდა ამიტომ ვიკითXე

Posted by: unusual 27 Apr 2022, 15:46
QUOTE
მაგრამ ტანამშრომელმა მითხრა ჩემსას დააყარაო ,ჩაუხურაო, ალერგია მისცაო და

ესეთი რამ არ ჰქონია.

Posted by: narkozeli 27 Apr 2022, 17:06
ninunin

ელიტ სოფტი არის რეალურად ერთერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პამპერსი ქართულ ბაზარზე. თითქმის 100% ბამბაა ზედაპირი.

მე ვიყენებდი და კმაყოფილი ვიყავი.

Posted by: nino84 27 Apr 2022, 18:43
ninunin
ჰაგისის ელიტ სოფტი მე ძალიან მომწონს, თავიდან ჩვეულებრივს ვახმარდი, მერე ტრუსებზე გადავედით და ძალიან კარგია ორივე

Posted by: ninunin 28 Apr 2022, 00:21
unusual
narkozeli
nino84
მადლობა smile.gif კი ელიტ სოფტის პამპერსს მეც ცახმარ და მომწონს სულ, უბრალოდ ტრუსებზე მინდა გადაყვანა და რომ მითხრეს ალერგიაზე გამიკვირდა ძალიან და ამიტომ ვიკითხე

Posted by: _mavne_ 28 Apr 2022, 00:41
მოგესალმებით, ხომ ვერ მირჩევდით კარგ პედიატრს? 4 წლის გოგონას უკვე 1 თვეზე მეტია აქვს მშრალი ხველა იხრჩობა ხველებით ბავშვი განსაკუთრებით ღამე ახველებს, დაიტანჯა რასაც ქვია, პედიატრი მხოლოდ ინჰალაციას უნიშნავს.
ჩვენი ძალებით ვუყიდეთ მშრალი ხველის წამალი დამატებით დანიშვნის გარეშე მაგრამ არ შველის, არაფერი უმსუბუქებს.
უკვე რაღა ვქნათ არ ვიცით რით ვუშველოთ, იქნებ მირჩიოთ ვინმე კარგი პედიატრი?
მისი თქმით არც ბრონხიტი აქვს და არც ანთებ ა ფილტვზე.

Posted by: takoo1 28 Apr 2022, 23:12
_mavne_
ალერგია ხომ არ აქვს? ასეა ჩემი დისშვილი თვეზე მეტია სულ ახველებს,თვალებიც უწითლდება ხოლმე.არც ბრონხიტი აქვს და არნთება,ალერგიულიაო პედიატრმა.
მე სოფო სულავას ან რცხილაძეს გირჩევდი პირადად.გოგოებიც დაგიწერენ რავიცი

Posted by: nino84 29 Apr 2022, 09:46
_mavne_
მე რცხილაძესთან დამყავს, მიქელაძეც კარგია, როცა კონკრეტული დიაგნოზის დასმა, ან გადამოწმებაა საჭირო.

Posted by: anibani18 1 May 2022, 21:29
margarita7
სხვადასხვა ვარიანტი სცადე, სანამ გადაიღლება, ცოტა ადრე დააძინე. ძილები გადაუწიე-გადმოუწიე. გადაღლილი იქნება და ალბათ იმიტომ ტირის და უჭირს დაძინება. შეიძლება დღე ბევრი სძინავს.
რამდენჯერ იძინებს ახლა და რა ინტერვალებით აძინებ?
გარეთ გაიყვანე ხოლმე, შეიძლება ჰაერზე ყოფნამ ხელი შეუწყოს მშვიდად დაძინებას.

Posted by: NatiaGull 2 May 2022, 15:18
გოგოებო, ხომ არ იცით სად ვიშოვი ოვესტინის მალამოს ? sad.gif

Posted by: magdalea 2 May 2022, 20:51
user posted imageNatiaGull

http://www.mis.ge/mis_aftiaqebi.mis

ამ ლინკზე გადადით და აფთიაქებს ამოაგდებს. რომელ აფთიაქსაც დააჭერთ გაგიხსნით მონაცემებს მისამართს და ა.შ.user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image
* * *
user posted imageuser posted image

Posted by: NatiaGull 3 May 2022, 16:57
magdalea
Madloba didi gaixare

Posted by: margarita7 3 May 2022, 17:09
anibani18

დღისით არ იძინებს ბევრს, 2-3 ჯერ ნახევარი საათით. ხან ნაკლებით. გარეთ ძალიან ბევრ დროს ატარებს, გაგვყავს ეტლით და ასევე წინ ვიკიდებთ ხშირად (სლინგი ქვია თუ არ ვცდები). მართალი ხარ, დაღლილია საღამოს და მაგიტომ ტირის, და ვერ იძინებს, ან იძინებს და იღვიძებს ისევ 15 წუთში, ანუ დაღამებას აიგნორებს ღამის 22-23 საათამდე.
ალბათ, ბავშვისთვის იდეალურია 19 საათიან დილის 7მდე ეძინოს...

Posted by: anibani18 3 May 2022, 21:31
margarita7
აბა, ეს ნახე
https://www.instagram.com/p/CbNfQTiLM4a/?igshid=YmMyMTA2M2Y=
შეადარე შენს დღეს. ნახევარი საათი მართლაც ცოტაა, ეტყობა ვერ ისვენებს დღის განმავლობაში და ამიტომაც უჭირს დაძინება ღამე

Posted by: fermina 5 May 2022, 16:06
გოგოებო, გაგუას კლინიკაში თინა გაგუაზე რა აზრის ხართ? ვინმემ ხომ არ იმშობიარეთ ან საკეისრო გაიკეთეთ მასთან?

Posted by: any_body 6 May 2022, 08:53
fermina
თინასთან დავდიოდი მე მთელი ორსულობა მაგრამ დავითთან ვიმშობიარე.
ზოგადად თინას კმაყოფილი ვარ, საკმაოდ დიდი რისკები მქონდა მაგრამ მივედი 38 კვირამდე მშვიდად.
მშობირობაზე ვერ გეტყვი,დავითი ავარჩიე, რაღაც თუ რთულდება მაინც დავითია მოსასვლელი-ამ პრინციპით.

Posted by: matuti 6 May 2022, 22:25
გოგოებო ერთი კითხვით მოვედი.
ჩემი დაქალიც ორსულად არის, 36 კვირის ხდება. მეორე ბავშვია, პირველზე საკეისრო დასჭირდა ბავშვის ჯდომითი პოზის გამო, არადა უნდოდა ჩვეულებრივად გაეჩინა. მეორეზე აპირებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ბავშვის მდებარეობაც ხელს უწყობს ჯერჯერობით (თუ არ შეიცვალა მანამდე). ასეთი შემთხვევები ყოფილა თურმე და საკეისროს მერე აღარ არის აუცილებელი საკეისროს გაკეთება, ანუ შესაძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა. თუმცა ცოტა შიშიც აქვს, საშვილოსნოს გახეთქვის (ღმერთმა დაიფაროს).
ეხლა რა მაინტერესებს. თქვენც თუ გაგიგიათ, ან ვინმე გყოლიათ, ვისაც საკეისროს შემდეგ უმშობიარია. გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Posted by: nopiahopi 6 May 2022, 23:22
matuti
მეგობარმა გააჩინა ეგრე. პირველი საქართველოში საკეისროთი, თვალების პრობლემა აქვს და ლინზებს ატარებს ბავშვობიდან და მეორე ფიზიოლოგიურად გააჩენინეს ამერიკაში, 4 კილოიანი ბავშვი უპრობლემოდ. არც განიხილეს საკეისრო, უპრობლემოდ გააჩენო. უფროსი 2 წლის ხდებოდა ეს მეორე რომ გააჩინა smile.gif ძალიან , ნანობს საქართველოში რა ტყუილად გამიკეთეს საკეისროო biggrin.gif

Posted by: matuti 6 May 2022, 23:34
nopiahopi
ვაუ smile.gif ძალიან გავახარებ ამას რომ ვეტყვი. უღრმესი მადლობა love.gif

Posted by: fermina 7 May 2022, 03:56
any_body
QUOTE
fermina
თინასთან დავდიოდი მე მთელი ორსულობა მაგრამ დავითთან ვიმშობიარე.
ზოგადად თინას კმაყოფილი ვარ, საკმაოდ დიდი რისკები მქონდა მაგრამ მივედი 38 კვირამდე მშვიდად.
მშობირობაზე ვერ გეტყვი,დავითი ავარჩიე, რაღაც თუ რთულდება მაინც დავითია მოსასვლელი-ამ პრინციპით


მადლობა love.gif
თინასაც აქებენ, თან საკეისროა გასაკეთებელი წესით ყველანაირი გართულების გარეშე და ალბათ არ უნდა იყოს პრობლემა.

Posted by: Lusiako 7 May 2022, 23:15
გამარჯობათ, ჩემი გოგო 5 წლისაა, სპექრის ნიშნევი აღმოაჩნდა მსუბუქად, 6 თვეა ვატარებ რეაბილიტაციის ცენტრში და მეტყველება კარგად წამოუვიდა, ყველაფერი რომ უკვე კარგად მეგონა , ეს 4 დღეა აიჩემა ფეხის თითების უცნაურად ტრიალი, თითქოს და სალამურზე დაკვრისას რომ ამოძრავებ აი ისე, თავიდან ხანდახან ხელის თითებზე დაიწყო მაგრამ ტელეფონზე თამაშს დავაბრალე , ეხლა ფეხებზე გადავიდა და თანაც თვალებს რაღაცნაირად აყოლებს, თითქოს და მაღლისკენ უყურებს, მითხარით რასთან მაქვს საქმე, ნერვიულობით მოვკვდი, ექიმთან ჩავეწერეთ მაგრამ დასვენებები დაემთხვა სანამ რიგში მოვხვდებოდით, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ , ან ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა მომწერეთ,როგორ დააღწიეთ თავი , ძაან ხშირად შვრება, მაგ დროს გონება არ ეთიშება, გამოვცადე 3 -4 წამიანი მსგავსი მოძრაობების დროს რასაც ვეტყვი ესმის და მპასუხობს, პასუხის დროს წყვეტს თითების მოძრაობას თვალებსაც ჩვეულებრივ შემომხედავ და მიპასუხებს დასმულ კითხვაზე (((( ვნერვიულობ ძალიან, მადლიბა წინასწარ <3

Posted by: emiblack 8 May 2022, 02:33
Lusiako
თითრბზე დათვლას ხომ არ ასწავლიან ცენტრში? შეიძლება იქედან გამოყვა ჩვევა. ჩემი ერთი წლისაა და უყვარს მოსმენა თითრბს ტოგორ ვუთვლი, რომც ტიროდეს ჩერდება . ქარსითში მაგით ვართობ ხოლმე . ბოლო დროს ჩავსვამ თუ არა თვითონ იხდის წინდებს და მსგავს მოძრაობებს აკეთებს რასაც. ყვებით, თან მიყურებს რომ დავითვალო . ცენტრში სადაც დაგყავთ იკითხეთ აუცილებლად , ასევე კითხეთ ბავშვსაც , შეიძლება არც არაფერი არ არის და უბრალოდ თქვენ გაქვთ ყურადღება გაასმაგებული

Posted by: Anabeli111 8 May 2022, 18:48
Lusiako
ეკრანთან ხომ არ ატარებს დიდ დროს? შეიძლება რამე სიუჟეტს განასახიერებს. ჩემი მოსწავლე აკეთებდა ასე, თითებით თამაშობდა და თვალებს აყოლებდა. მისი სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ რაღაცას წარმოიდგენდა გონებაში. რომ ვეძახდი, წყვეტდა კეთებას.

Posted by: takotatuli1989 9 May 2022, 01:49
margarita7
ერთ ბედ ქვეშ ვყოფილვართ, ჩემი ტყუპები არიან მასე. 5 წუთიანებს ვეძახი. დღის ნებისმიერ ძილზე შებრუნება ჭირდებათ. თან რიგირია ჯერ ერთი აქანავე, მერე მეორე და ამასობაში პირველს შებრუნება უნდა, შევუბრუნებ ხელში ქანაობით ძილს და მეორეს უნდა შებრუნება, მარა ეს ლაითი ვარიანტია. თუ ერთად დასცხეს სანამ ერთს ვუბრუნებ მეორე კარგად ფხიზლდება და ხელახლა მიწევს დაძინება და ხან გამომდის ხან არა. ღამის ძილზე აღარ ვლაპარაკობ. კი აგერ საღამოს 8-ზე რო დავუწყებ დაძინებას ღამის 12 მდე 4- ჯერ მაინც უნდა შევაბრუნებინო ძილი და მერე კიდე ორ-ორ ჯერ უნდა გაიღვიძონ საჭმელად. იქაც თუ ერთად არ გაეღვიძათ გამიმართლებს და არ გამოფხიLდებიან ძალიან. კაროჩე როდის მძინავს და როგორ მიდგას პირში სული აღარ ვიცი biggrin.gif თან ორივე ძუძუზე მყავს და ორივე ჩემზეა ჩაციკლული. ვაფშეტა სამივე. უფროსი 4 წლის არის. ჩემ პოატს რო ნახავ გამხნევდები, რომ ვიღაც შენზე მეტს უძლებს biggrin.gif. გუდ ლაქ მეგობარო <3

Posted by: nino84 9 May 2022, 02:19
გოგოებო, საკუთარი გამოცდილებით ბაუნსერის ყიდვა რამდენად ღირს? და რომლის? დაბადებიდან შეიძლება ხომ გამოყენება და დაახლოებით რა ასაკამდე?

Posted by: anibani18 9 May 2022, 09:19
nino84
ბრენდს ვერ გირჩევ, რადგან მე მათხოვეს ჩვეულებრივი ბაუნსერი, არც ვიცი ვინ არის მწარმოებელი. ძალიან კომფორტულია. ჩემი სულ მოცუცქნული იყო და პირველი თვე ვერ ვაწვენდი, მერე როცა მოიმატა წონაში და გაძლიერდა, სულ შიგნით მეწვინა, მერე და მერე ბაუნსერშივე ვაძლევდი რძეს, საჩხაკუნოებს. ძალიან კომფორტულია. როცა უკვე თავად ისწავლა ჯდომა, დახრა, მერე აღარ ვსვამდი, რადგან შეიძლება ამოყირავებულიყო. მერე ხალიჩას ვუფენდი და ზედ იჯდა, თამაშობდა.

Posted by: lelukaa 9 May 2022, 13:02
nino84
https://www.amazon.com/Fisher-Price-DTG99-Infant-to-Toddler-Rocker/dp/B072JF3CDB/ref=pd_aw_ic_dpcp_m_1_m_1?pd_rd_w=c6jhy&pf_rd_p=76ca361a-bf6a-4646-9a1c-ec5c5eafbb6b&pf_rd_r=Y76V225PF8VZGME3KTS3&pd_rd_r=0b50191b-0bc4-45d8-bb1e-fb21df11b56e&pd_rd_wg=VqPFR&pd_rd_i=B072JF3CDB
ეს მაქვს მე და ძაან კმაყოფილი ვარ, ოღონდ მე გაცილებით იაფი მივეცი შემოდგომაზე.
აქ ვერსად ვერაფერი ვიპოვე ისეთი მძიმე წონაზეც რომ ყოფილიყო გათვლილი და 3 თვისთვის ფულის გადაყრა დამენანა. ეს არის 18 კილომდე, მექანიკურად ირწევა და მსუბუქი ვიბრაციაც აქვს კნოპაჩკაზე. ეხლა არის 7 თვის და 12 კილომდე, ცოტა კი მობეზრდა ამასობაში, მაგრამ ჭამაზე კარგად ვიყენებ ძაან. სკამმაგიდაზე ძაან ჯერჯერობით ამაში ჭმევა უფრო მეკომფორტულება. ადვილად გადასაადგილებელია თან, ხან სად შემოვასკუპებ ხოლმე ამით და ხან სად, გაჭირვების ჟამს აბაზანაშიც კი დამისკუპებია
ამით biggrin.gif


გოგოებო, ქილის ბოსტნეულს ვინც აძლევდით ან აძლევთ. სრულ კვებად რომ ჩაეთვალოს რამდენი გრამი უნდა მივცე? კვირაში 2 დღე დამჭირდება და საერთოდ შეიძლება ქილის საკვების სრულ კვებად მიცემა?

Posted by: any_body 9 May 2022, 16:37
nino84
მე პირადად კარჰად ვიყენებ, დილაობით ჩავაგორებ და ჩერდება, დღის განმავლობაში ხალიჩაზე მყავს.
დაბადბეიდან შეიძლება, წეისთ 0+ თუ არის.
კიდილო მაქვს მე გერმანულია, მუსიკა და მობაილიც აქვს, ერთიბა ხოლმე.
უბრალოდ პირველი ორი თვე ვაბშე არ ჯდებოდა, ვერ ამუღამებდა.

ზოგის სარრთოდ არ ჯდება, გამოდგომაზეა ალბათ.
* * *
გოგოებო თვითკვება თუ დაგიწყიათ 6 თვიდან?
მივიღებ რჩევებს ამ საკითხზე.
სოლიდსთარს ვადევნებ თვალს, პროგრამაც მაქვს.
1 კვირაში უნდა დავაწყებინო მყარი კვება, 6 ნახევრისაა უკვე.

Posted by: takotatuli1989 9 May 2022, 19:38
lelukaa
უფროსს ყველა კვებას ქილით ვკვებავდი წლამდე (გავიყიდე) 125 გრამი არის ერთი ულუფა როგორც მახსოვს მარა რამდენსაც შეჭამს წესით ეგ არის ერთი ულუფა, ასე გრამები არ არსებობს. ჩემი სანამ ძუძუზე იყო ნახევარს ვყრიდი და სულ გული მწყდებოდა და ეხლა იმედი მაქვს ტყუპები აითვისებენ. დავიწყეთ ჩვენ თხუპნაობა ეს ერთი კვირაა და ნეტა როდის ისწავლიან ჭამას ერთი სული მაქვს. აი ქილის 125 გრამიანი უფროსმა პირველად მაშინ ჭამა როცა ძუძყს თავი დავანებებინე, მანამდე მაქსიმუმ 50 გრამი ეჭამა.

Posted by: lelukaa 9 May 2022, 19:59
takotatuli1989
რა კარგი გოგო ხარ <3
ანუ ჰიპის მთლიანი ქილა თუ შეჭამა არ მებევროს.
შეჩვევის ამბავში ნახევარს ვაჭმევდი და აშკარად მეტი უნდა ხოლმე, აწი თამამად მივაცემინებ მთლიანს და თან უფრო მშვიდად ვიქნები.
ათასი მადლობა <3

Posted by: anibani18 9 May 2022, 20:35
any_body
იმ გოგონებზე კარგ რჩევებს ვერავინ მოგცემს. ინსტაგრამზე ნახე მათი გვერდი, თუ ჯერ არ გინახავს, და ყველაფერზე იპოვი პასუხს.
მე თავიდან ძალიან არ მომწონდა ეს თხუპნიაობა, არც განმიხილია თვითკვება. დავიწყე ჩემით მიცემა და ეს იყო ნამდვილი ტანჯვა. დაახლოებით 9 თვიდან გადავიყვანე/თავად გადავიდა თვითკვებაზე და დავისვენე თუ დამიჯერებ. ახლა შენთვის მთავარია გააცნო ახალი გემოები, მათი მრავალფეროვნება, ახალი პროდუქტები გააცნო, ჩამოუყალიბო კვების ჩვევები. თუნდაც ოდნავ ჭამოს, არ ინერვიულო და არ დაისტრესო თავი. წლამდე მაინც რძეა მთავარი საკვები. მერეც არ ინერვიულო, ენდე ბავშვს, რამდენსაც უნდა იმდენს შეჭამს. რაც უფრო მეტს ინერვიულებ და აჩვენებ რომ ღელავ, მით უფრო ნაკლებს შეჭამს, ნახავს რომ ეს მისი ძალა და შეიძლება ჩამოყალიბდეს წუნია მჭამელად.
სოლიდზე ყველაფერს ნახავ. მე კიდევ ბოლომდე ვერ მივყვები მათ რჩევებს, რადგან მიძნელდება ამდენის მზადება, ასეთი მრავალფეროვმებით და თან არც საშუალებას მაძლევს ბავშვი. თუ დაინახა რამეს ვაკეთებ, ამ-ამ გაიძახის და შეიძლება უმი კარტოფილი გამომგლიჯოს ხელიდან smile.gif) ნუ მერე არც უმს შეჭამს და ჩანაცვლებით საკვებს კიდევ მე არ ვაძლევ ხოლმე.
ახლა მეორეზე, მშვიდობით გაჩნდეს უფლის წყალობით, თავიდამვე თვითკვებით მინდა დავიწყო. ვნახოთ რა გამომივა.

Posted by: any_body 9 May 2022, 21:18
anibani18
მადლობა დიდი <3
ორსულობიდან ვემზადებიდი ვკითხულობდი, საკმაოდ მეშინია გადაცდენის ამბები, ბევრი ვიფიქრე ვადარე ერთმანეთს და მაინც თვითკვება გადავწყვიტე. იმასაც ვფიქრობ 3 კოვზით ხომ არ დავიწყო თავიდან, მაგრამ ისეთი მონდომებულია თვითონ, ხან ბანანს მგლიჯავს ხან თონის პურს.
კი კი მშვიდად ვუყურებ და ყვეკგან მაგას ვხედავ რომ არაა სანერვიულო, მაგიტომაც არ დავიწყე ეგრევე 6 თვიდან, თან ცოტა ყირავდებოდა მიყრდნობილი.
როდის ელოდებით მეორეს ? ^^

Posted by: nino84 9 May 2022, 22:14
anibani18
lelukaa
any_body
მადლობა, გოგოებო.❤️

Posted by: anibani18 10 May 2022, 12:24
any_body
რა ჭკვიანურად მიუდექი ♡ ახლა რომ ვუყურებ კვების დაწყების დროინდელ ფოტოებს, ვხვდები რომ ჩემი გოგონა არ იყო მზად. უნდა დამეცადა კიდევ ცოტა. მაგრამ მაშინ ამის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია. მთავარი მეგონა კვება ჩამენაცვლებინა და რომელ პროდუქტს რა ასაკზე მივცემდი. მაინც ნორმალურ მჭამელად ჩამოყალიბდა, ალბათ წლამდე რომ დავიწყე თვითკვება, მაგის ბრალია. წლის მერე, უკვე ისეთი გააზრებული აქვს ბავშვს ყველაფერი, ახალი პროდუქტების, ან თუნდაც ძველის, ოღონდ ახალი სახით მიცემა, საკმაოდ რთული ხდება.
ხომ იცი, პიურეებითაც შეგიძლია თვითკვების დაწყება, თუ გაქვს სურვილი. არის კოვზები, საკვებს რომ იკრავს.
Gagging and choking - ასე ჰქვია მგონი პოსტს ვებგვერდზე, თუ არ გაქვს წაკითხული, გადახედე, გადაცდენაზეა.
34 კვირის ვარ ახლა smile.gif
მოყევი რა მერე თქვენი გამოცდილების შესახებ.

Posted by: PoisonnIvy 10 May 2022, 12:28
გოგოებო, ბავშვებს როგორ აძინებთ? sad.gif

7 თვისაა. ან ძუძუზე იძინებს, ან ხელში.
ძალიან მძიმეა უკვე და ვიტანჯები..

როგორ მივაჩვიო თვით ჩაძინებას?

Posted by: any_body 10 May 2022, 21:13
anibani18
^_^
კი კი გამოწერილი მაქვს ეგ კოვზები და ველოდები მაგასაც.
ადრე სხვა პერიოდი იყო, ეხლა ამ ეტაპზე იმდენი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ბევრად დიდია არეალი.
თან მინდა მე გავუკეთო საჭმელი, მეც ჯანსაღად დავიწყებ კვებას.
უი ფინალთან ახლოს კი ყოფილხართ ^^

PoisonnIvy
ჩემიც ეგრეა ზუსტად.
თვითჩაძინებაზე გადავქექე ყველაფერი,
4 თვის ასაკში ვცადე, დაახლოებიტ ერატი კვირა იდეალურად იძინებდა თაისით, არც ტიროდა არაფერი, ოდნავ დაიზუზუნებდა. ძილის ნიშანს რომ
დავინახავდი გავაქანებდი საწოლში, მივუჯდებოდი, 1-2-ს დაიზუზუნებდა და დაიძინებდა. ზუსტად 2 წუთი სჭირდებოდა.
1 კვურაში აირია მონასტერი,
ბაბუას ვუტოვებ და ის ხელში აძინებს ხოლმე.

ზოგადად რაც ვნახე ისაა რომ ჯერ უნდა სცადო შუადღის ძილზე ვარჯიში და მერე ღამის ძილზე.
ერთ-ეღყი მეთოდია ჩახუტება. ჩააწვენ, დაიწყებს ზუზუნს ამოიყვან, ეხუტები(ოღონდ არ არწევ), ეფერები და ისევ აწვენ რომ გაჩუმდება.
წიგნი გადმოვწერე და ავტორი წერდა პირვწლ დღეს 77-ჯერ ამოვიყვანე, მეორე დღეს 38 და მესამე დღეს 5-ჯერ. მეოთხე დღიდან აღარც ტიროდაო.
ცდად ღირს, ოღონდ მაგარი ნერვენი სჭირდება და მარტოობა ჩემი აზრით.

Posted by: SOF - 777 11 May 2022, 03:52
გოგოებო, კარგ ნუტრიციოლოგს ხომ ვერ მირჩევთ 11 თვის არის ჩემი ბავშვი.


ასევე, მაინტერესებს ფაფას, ხილს თუ ბოსტნეულს რამდენ გრამს აძლევთ ერთ კვებაზე და რომელ საათებზე აჭმევთ ბავშვს?

მგონი ძალიან ზედმეტად ვკვებავ და გამისუქდა ცოტა biggrin.gif

Posted by: anibani18 11 May 2022, 09:18
any_body
ძალიან ძველ ამბავს კი არ გიყვები, 1,7 თვისაა ჩემი გოგონა smile.gif არა უშავს, მეორეზე მინდა თვითკვებით დავიწყო, ოღონდ პიურეები არ მინდა, მინდა რომ ვიზუალურად იცნობდეს და სცნობდეს პროდუქტს. ყველანაირად მივცემ ხოლმე, თუ მეყო ძალა smile.gif)
PoisonnIvy
რაც ენობოდიმ დაგიწერა კარჰი მეთოდია, მეც ასე მივაჩვიე. უბრალოდ ძალიან დიდი ნერვები გჭირდება. ან ლოგინში რომ ჩააწვენ, ეცადე იქვე დაამშვიდო, ტაკოზე უპარტყუნე ხელი, მოეფერა, თუ რაც უყვარს ის ქენი. მერე ნელ-ნელა შეამცირე ჩარევა, მერე როცა შენს გარეშე დაიძნებს, ნელ-ნელა გამოდი ოთახიდან, პირველ ორ დღეს უბრალოდ გვერდით დაუჯექი, მეორე-მესამე დღეს ცოტა მოშორებით და ასე გადი ოთახიდან. რა მეთოდიც არ უნდა აირჩიო, მიყევი მას ბოლომდე, არ გადაუხვიო (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი ავადაა), მიყევი და აუცილებლად დაინახავ შედეგს.
და კიდევ, თუ ეს შენთვის მისაღებია, მიეცი ბავშვს საშუალება თავად ჩაიძინოს. ანუ რომ დაიწყებს წუწუნს ღამე თუ დღე, ეგრევე ნუ ეცემი, დაიცადე 1 ან რამდენიც გინდა იმდენი წუთი, იქნებ უბრალოდ ძილის ერთი ფაზიდან მეორეში გადადის და არც სჭირდება შენი დახმარება.

Posted by: any_body 11 May 2022, 15:58
SOF - 777
მაია სურვილაძე ვიცი ნუტრიციოლოგ-პედიატრი, ჩემს მეგიბარს ნუტრიციოლოგად ძაან გამოდგა, აი მე პედიატრად საერთოდ
არ მომეწონა. ენდოკრინოლოგიის ცენტრშია. სხვა არც გამიგია.


anibani18
აა უი, მეგონა უფრო დიდი გყავდათ რატომღაც.
ზოგადად პირველი ბავშვის აღზრდა უფრო რთული მგონია, მეორეზე გამოცდილებიდან
გამომდინარე უფრო იცი რა და როგორ სჯობს.
ბანანს რომ ხედავს გიჟდება :დ თუ ვჭამთ ვინემ და
დაინახა, ზუზუნს იწყებს ეგრევე რომ არ ვაძლევთ. ერთი ორჯერ ცხვირთან მივუტანე და ეტყობა სუნი მოეწონა

Posted by: takotatuli1989 11 May 2022, 21:51
თვითკვებაზე კარგი ფვერდის ლინკი ჩამიგდეთ რა.

Posted by: PoisonnIvy 12 May 2022, 01:33
any_body
anibani18

ვცდი
ოღონდ ზაფხულში და შვებულების დროს თორე სამსახურთან ერთად არ გამოვა biggrin.gif

იმედია მიშველის sad.gif


შენ რასაც მეუბნები, რომ ვაწუწუნო, ამის წუწუნი ისტერიული ტირილია თუ არ მიაქციე ყურადღება

any_body
ბანანზე ესეც ეგრეა
biggrin.gif
გიჟდება ძაან უყვარს



Posted by: any_body 12 May 2022, 06:58
takotatuli1989
solid stars, ინსტაგრამზეცაა და აპლიკაციაც ააქვთ, სადაც ყველაფერი დეტალურეადაა განხილული.
ცმაცუნები- ფბ ჯგუფია ქართველების.

PoisonnIvy
წუწუნს ანუ გირილს რომ დაიწყებს ეგრევე ხელში უნდა აიყვანო და ჩაეხუტო, უნდა დაამშვიდო.
მეც დრო ვერ გამოვნახე :დ ლამის იმას ვფიქრობ სამი დღე არ ვიმუშაო და მაგას მივხედო

Posted by: margarita7 12 May 2022, 11:14
QUOTE (takotatuli1989 @ 9 May 2022, 01:49 )
margarita7
ერთ ბედ ქვეშ ვყოფილვართ, ჩემი ტყუპები არიან მასე. 5 წუთიანებს ვეძახი. დღის ნებისმიერ ძილზე შებრუნება ჭირდებათ. თან რიგირია ჯერ ერთი აქანავე, მერე მეორე და ამასობაში პირველს შებრუნება უნდა, შევუბრუნებ ხელში ქანაობით ძილს და მეორეს უნდა შებრუნება, მარა ეს ლაითი ვარიანტია. თუ ერთად დასცხეს სანამ ერთს ვუბრუნებ მეორე კარგად ფხიზლდება და ხელახლა მიწევს დაძინება და ხან გამომდის ხან არა. ღამის ძილზე აღარ ვლაპარაკობ. კი აგერ საღამოს 8-ზე რო დავუწყებ დაძინებას ღამის 12 მდე 4- ჯერ მაინც უნდა შევაბრუნებინო ძილი და მერე კიდე ორ-ორ ჯერ უნდა გაიღვიძონ საჭმელად. იქაც თუ ერთად არ გაეღვიძათ გამიმართლებს და არ გამოფხიLდებიან ძალიან. კაროჩე როდის მძინავს და როგორ მიდგას პირში სული აღარ ვიცი biggrin.gif თან ორივე ძუძუზე მყავს და ორივე ჩემზეა ჩაციკლული. ვაფშეტა სამივე. უფროსი 4 წლის არის. ჩემ პოატს რო ნახავ გამხნევდები, რომ ვიღაც შენზე მეტს უძლებს biggrin.gif. გუდ ლაქ მეგობარო <3

გამიხარდა შენი გამოხმაურება smile.gif როგორ ხარ? სულ ვფიქრობ ალბათ, რა რთულიათქო ტყუპების ყოლა, მაგრამ რამხელა ბედნიერებაა, რომ წარმოვიდგენ <3
იმედია ვინმე გეხმარება (?)

კი ფაქტობრივად, მარტო ვერ დატოვებ, სულ დახმარება ჭირდება ჩაძინება და ძილის გაგრძელებაში.

Posted by: chuvak_lexo 12 May 2022, 11:54
წლინახევრის ბავშვს წიგნი მინდა რომ ვუკითხო და არ მიჯდება 2 წუთითაც კი, გაჯეტებს არ ვაძლევთ (დღეში მაქსიმუმ 15 წუთი მოანას კლიპებს თუ უყურებს), ეგრევე ღლაბუძს იწყებს.
უბრალოდ ვერ ვისვამ რომ წავიკითხო და მომისმინოს, თუ მოვისვამ დაითრევს წიგნს და დარბის წინ და უკან

მივიღებ ყველანაირ რჩევას ონ.ჯის გარდა

Posted by: Anabeli111 12 May 2022, 12:01
chuvak_lexo
არ დაგიჯდებათ და ვერ მოგისმენთ დამჯდარი, ბუნებრივია. მისთვის სასურველი პოზა შეარჩიეთ. ასევე, შეეცადეთ წიგნი მას ეჭიროს, ფურცლოს და თქვენ მოუყვეთ. მთავარია წიგნთან კონტაქტი ჰქონდეს თავიდან და შეეჩვიოს. იყიდება სპეციალურად ისეთი წიგნები, რომ ვერ დახევს.

Posted by: anibani18 12 May 2022, 13:37
PoisonnIvy
ეს მეთოდი დაახლოებით 8 თვემდე ჭრის, მაგრამ ბავშვზეა დამოკიდებული. რთული მეთოდია, რკინის ნერვები გჭირდება ამდენჯერ რომ ამოიყვანო და ჩააწვინო.
chuvak_lexo
ზღაპრებს ვერ მოუსმენს ამ ასაკში და მშვიდად ვერ დაგიჯდებათ, თუ წიგნს არ არის შეჩვეული. ჯერ წიგნები შეაყვარეთ. არსებობს touch and feel წიგნები, საინტერესოა ხოლმე ბავშვისთვის, გაერთობა, სანამ თქვენ რამეს მოუყვებით წიგნზე, თუნდაც შეთხზულ ისტორიებს. სახალისო უნდა იყოს მონათხრობი, ხმები შეცვალეთ ხოლმე, როლებში შედით, ფურცელზე აკაკუნეთ ხელები, ვითომ კარზე კაკუნია ან კიბეზე ადიხართ, გააჩნია რას მოუყვებით, იმის მიხედვით

Posted by: chuvak_lexo 12 May 2022, 15:33
anibani18
QUOTE
touch and feel წიგნები,

ესენი უყვარს კი, ცხოველებზე და ა.შ. აქვს ბევრნაირი და დაათრევს ხოლმე წინ და უკან.

მე უკვე უშუალოდ კითხვა მინდა დავუწყო biggrin.gif

Posted by: any_body 12 May 2022, 16:01
chuvak_lexo
გაჯეტებთან 15 წუთით კი ბევრია 1,5 წლის ბავშვისთვის. 2 წლამდე საატუკად აკრძალულია.
არ არის მზად დაჯდომისთვის ანუ, სხვა აქტივობები შესთავაზეთ.
არის ასევე წიგნები რომ შლი და 3დ გამოსახულებებია.

Posted by: chuvak_lexo 12 May 2022, 19:23
any_body
QUOTE
არის ასევე წიგნები რომ შლი და 3დ გამოსახულებებია.

ქონდა ეგეთები,

ქონდა სწორად ავღნიშნე, კომბაინში გატარებულს გავს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: anibani18 12 May 2022, 20:27
chuvak_lexo
ჩემი გოგონა გიჟდება წიგნებზე, 4 თვია იყო რომ ინტერესით ფურცლავდა, თავისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა აქვს (1,7 თვისაა), მაგრამ ზღაპრებს და მოთხრობებს ვერ წაუკითხავ, ამდენ ხანს ვერ გაჩერდება. ლექსების წიგნებს უფრო ვუკითხავთ, თავად მოაქვს და გვთხოვს, წამიკითხეთო. ილუსტრაციები აუხსენით, რა რა არის. ასე ნელ-ნელა დააინტერესებთ

Posted by: any_body 12 May 2022, 21:41
chuvak_lexo
ჩემი 6 თვისაა და უკევ ამისიც დაღეჭილია, თან მყარი წიგნები. ჩვეულებრივი ამბავია.

Posted by: takotatuli1989 12 May 2022, 22:47
any_body
მადლობა, გადავხედავ აბა. უბრალოდ ტყუპზე რთული მგონია ამდენი ზუზვნა თან ორის biggrin.gif.
margarita7
კი, დღე ძიძა მყავს სამუშაო დღეებში მარა მაინც ძალიან ვიღლები. ღამე არავის იკარებენ და გადავარდნას ვარ მართლა. რო წერს ხალხი საღამოს 11-ზე ვაძინებთ და დილის 7 მდე ძინავთო გულზე ვსკდები. ზოგი უფრო დიდ შუალედს წერს და იმათ მოსაკლავად მზად ვარ biggrin.gif.

Posted by: unusual 13 May 2022, 10:29
chuvak_lexo
QUOTE
მე უკვე უშუალოდ კითხვა მინდა დავუწყო

არ მოგისმენს. ჩემი 2.5 წლისაა და ეხლაც არ უყვარს რო ვუკითხავ, თუმცა თვითონ წიგნებზე გიჟდება,საათობით გავარჩევთ წიგნებს, ჩემი აწყობილი ამბები უყვარს.
უყიდე ნახატებიანი წიგნები წარწერების გარეშე და გაარჩიეთ ნახატები, აი ნახე ძაღლი რას აკეთებს? ახტა! ვაიმე წაიქცა, როგორ ყეფს ძაღლი, ამ ამ! ..ა.შ ამ ეტაპზე ეს გამოვა.



გოგოებო, ჩემი ბიჭი პირდაპირ დაეჩვია უნიტაზზე ჯდომას, ადაპტორი ვუყიდე და მშვენივრად ჯდება, ქოთანს გადავახტით. სახლში პამპერს თითქმის აღარ ვუკეთებ, წინასწარ მეუბნება და შემყვას ტვალეტში. აი რაც შეეხება საზოგადოებრივ ცენტერბს, პარკში, მაღაზიაში, ეკლესიაში ა.შ უცებ რო გეუბნება ფისი მინდაო სანამ შენ მოიფიქრებ სად გააქციო ან სად გააჩერო მანქანა რო გადააყენო ან რამე ქნა, უკვე იფსავს პამპერსში. ხოდა არ მინდა აიჭრას, არ მინდა ეგონოს რო გარეთ პამპერსში მოსულა და სახლში არა, როგორ ჩამოვუყალიბო მოთმენის ჩვევა თუ ჯერ ადრეა? პამპერსის გარეშე როდის და როგორ გავიდეთ გარეთ?
გამიზიარეთ გამოცდილება.

Posted by: margarita7 13 May 2022, 12:48
QUOTE (takotatuli1989 @ 12 May 2022, 22:47 )
any_body
მადლობა, გადავხედავ აბა. უბრალოდ ტყუპზე რთული მგონია ამდენი ზუზვნა თან ორის biggrin.gif.
margarita7
კი, დღე ძიძა მყავს სამუშაო დღეებში მარა მაინც ძალიან ვიღლები. ღამე არავის იკარებენ და გადავარდნას ვარ მართლა. რო წერს ხალხი საღამოს 11-ზე ვაძინებთ და დილის 7 მდე ძინავთო გულზე ვსკდები. ზოგი უფრო დიდ შუალედს წერს და იმათ მოსაკლავად მზად ვარ biggrin.gif.

სხვათაშორის, მეც მაგას ვფიქრობ, რაც არ უნდა დღისით ვინმე მოგეხმაროს, ღამე ყველაზე რთულია, ნუ შენთვის განსაკუთრებით, ამ ღამე მაგალითად, 11სთვის დაიძინა, სამის ნახევარზე კივილით გაიღვიძა, არ ვიცოდი შიოდა თი ისე ტიროდა, ვაჭამე, მერე ძვლივს ოდესღაც ჩაიძინა, მერე მეც ხო მჭირდება დრო ჩასაძინებლად, როგორც იქნა ჩავიძინე, მალევე ისევ გაიღვიძა ტირილით 6-ის ნახევრისთვის, 7-ის ნახევრისთვის დაწყნარდა და ჩემი სამსახურში წასვლის დროც მოვიდა biggrin.gif biggrin.gif

თუმცა შენ არ გედრები.
მეც ჭკუიდან გადავდივარ ეგეთებს რომ მეუბნებინა, სამსახურში ორი გოგო მიმტკიცებს ჩემ შვილებს საღამოს 7დან დილის 7მდე ძინავთ, შუალედში ერთხელ იღვიძებენ, ჭამენ და ეგრევე აგრძელებენო... ხან თავი გიჟი მგონია biggrin.gif

Posted by: SOF - 777 13 May 2022, 14:01
any_body
QUOTE
მაია სურვილაძე ვიცი ნუტრიციოლოგ-პედიატრი


ოკ, მადლობა <3

Posted by: nino84 13 May 2022, 20:55
unusual
რამხელაა? ჩვენ ჯერ პროგრესი არ გვაქვს, სახლშიც პამპერსით დადის 2 წლის და 3 თვისაა თითქმის

Posted by: takoo1 13 May 2022, 22:27
nino84
ჩემიც ორის გახდა ეხლა და ჯერ კიდე პამპერსით დადის:/ რანაირად მივაჩვიო აღარ ვიცი.
კუკის რო აპირებს შტერდება ისუსება,ხან სადღაც კუთხეში იმალება და ისე შვება.რო ვეკითხები კუკი გინდა მეთქი ალაო მატყუებს,მოდი გარშოკზე ვქნათ მეთქი ალაო.მერე გავა და გემრიელად მოისაქმებს უსირცხვილოდ)))) რა გავაკეთო მგონი სანამ თავისით აზზე არ მოვა აზრი არ აქვს ხო
ძალით ვერ დასვავ ფეხებს გაფშიკავს არ არსებობს რო გარშოკზე დასვა

Posted by: nino84 14 May 2022, 08:54
gogatakoo
ჩემი რომ მოისაქმებს მერე ამბობს, ზოგჯერ დადის ბედნიერად გასუსული biggrin.gif მეც ვფიქრობ, რომ თვითონ სანამ არ იქნება მზად ვერ გადავაჩვევ, გარშოკზე არ ჯდება ცოცხალი თავით. მეორეზე ვფიქრობ მალევე დავსვა, სანამ ჭკუაში ჩავარდა

Posted by: takoo1 14 May 2022, 10:13
nino84
ხოო ესეც ამბობს ფუუუF:))))ხვდება რასაც შვება და კიდია ეგაა უბედურება,მოდი დაგადააჩვიე ეხლაsmile.gif
მეეც მეორეს თავიდანვე მივაჩვევ იმედია გამომივა

Posted by: unusual 14 May 2022, 23:00
nino84
ჯერ არ არის 2,5 წლის. რო მეგონა ნერვების ფადად დამიჯდებოდა და სულიერად ვემზადებოდი, ერთ დღეს უარი განმიცხადა პამპერსზე და დაჯდა უნიტაზზე ლამის შოკში ჩავარდი ისე არ
მიველოდი. მცდელობაც არ მქონია ისე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ამბავს. მოკლედ ბაღის დამსახურებაა იქ ვთხოვე დამხმარებოდნენ და ერთ დღეში უკვე ისწავლა. თან ქოთანზე რო არ დაჯდა და მაგის ხეხვა არ მომიწია ხო საერთოდsmile.gif

Posted by: Katerina_N 15 May 2022, 09:28
გოგოებო გამარჯობა, ახალბედა დედა შემოგემატეთ რჩევა მჭირდება ძუძუს თავები არ მაქვს კარგი და ვერაფრით ვერ ჭამს ჩემი გოგო.. ელექტრო საწველი თუ გქონიათ და თუ გამოგადგათ ტყუილად ხო არ ვიყიდი?

Posted by: matuti 15 May 2022, 15:09
Katerina_N
QUOTE
გოგოებო გამარჯობა, ახალბედა დედა შემოგემატეთ რჩევა მჭირდება ძუძუს თავები არ მაქვს კარგი და ვერაფრით ვერ ჭამს ჩემი გოგო.. ელექტრო საწველი თუ გქონიათ და თუ გამოგადგათ ტყუილად ხო არ ვიყიდი?

გილოცავ პირველ რიგში, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გამყოფოთ დედა-შვილი.
ელექტროსაწველი ძალიან გამომადგა მე პირადად, იგივე პრობლემა მქონდა ძუძუსთავებზე, ბავშვმა არ ჩაიდო პირში და მიწევდა რეგულარულად გამოწველა, რომ რძე შემენარჩუნებინა. ყოველ 3 საათში ერთხელ ვიწველიდი, დღისითაც და ღამითაც ვდგებოდი. ბოლომდე უნდა დაცალო ძუძუები, რომ რძე არ გაშრეს. ძალიან დამღლელი პროცესია, თუმცა თავიდან ასე შევინარჩუნე და წლამდე ვაჭმევდი.
მაგრამ ერთი რჩევა კიდევ. აუცილებლად ეცადე რომ ჩაიდოს ძუძუ. მე ძალიან დამეხმარა სილიკონის ძუძუს თავები (აფთიაქებში იყიდება), მაგით ჩავადებინე პირში (ვიწვალე, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ჩაიდო), სადღაც 1 თვე ასე ვიყავით და თავები ნელ-ნელა გამომივიდა წოვაში, მერე ეგეც აღარ დაგვჭირდა.
უშუალოდ ძუძუზე რომ გადაიყვან, დაისვენებ, იმდენად დამღლელია წველის პროცესი. აჭამე თავისუფალი რეჟიმით, ანუ როცა მოგთხოვს, საათობრივი რეჟიმი არ დაიცვა, რძეც უფრო მეტი გექნება ასე და ბავშვსაც კარგი ნამატი ექნება.
წარმატებები love.gif baby.gif
* * *
ხო კიდევ, სანამ ძუძუზე გადაიყვან და გამოწველა დაგჭირდება.
თუ შეძლებ ორი ელექტროსაწველის, ანდა ორთავიანი საწველის ყიდვას უფრო გაგიადვილდება პროცესი, ორივე ძუძუდან ერთდროულად გამოწველი და დრო დაგეზოგება, თან ორივეს დაცლი. მე მაგალითად ერთიდან რომ ვიწველიდი, მეორედან თავისით ასხამდა რძე შადრევანივით, ამიტომ ორი საწველი ძალიან დამეხმარა.

Posted by: anibani18 15 May 2022, 20:35
Katerina_N
მე ლაქტაციის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას. თავები არ მაქვს კარგი. ძლივს დავიწყეთ ჩვენ კვება ამის თუ სხვა მიზეზის გამო, არ ვიცი. ჩვეულებრივი ხელის საწველი, მექანიკური სამშობიაროში მათხოვეს და მე პირადად არ მესიამოვნა, მერე ვიყიდე მექანიკური. მოკლედ ეს საწველი და ბავშვს ხშირად ვაძლევდი ძუძუს და არ გვქონდა ამ მხრივ პრობლემა.

Posted by: takoo1 15 May 2022, 21:47
Katerina_N
ელ-საწველი გამოგადგება ყველა ვარიანტში. მე კარგი თავები მაქვს,მაგრამ თავიდან უჭირდა წოვა და მიმაგრდებოდა.უცებ გამოიწველი ელექტროთი. შეინახავ მაცივარში და მისცემ მერე.ხელის საწველი ტანჯვაა ნერვები თუ გაქ 40 წუთი უნდა რო გამოწველო ერთი ძუძუდან.ელექტროთი 15 წუთში ვიწველიდი.საერთოდ არ გტკივა პირიქით ისეთი შვებაა ბოლომდე რო ცლის ისვენებ.
მე რო ვიწველიდი მეორედან ასხამდა ხოლმე და რას ვშვებოდი იციი ბოთლს შევუდებდი და ივსებოდა biggrin.gif
მოკლედ გამოგადგება,ცოტა ძვირი სიამოვნებაა,მარა გამოიყენებ კარგად:*

Posted by: Katerina_N 15 May 2022, 22:07
matuti
anibani18
gogatakoo
მადლობა გოგოებო დღეს პირველად გამოვიწველე ჯერ წვეთები მაქვს და ეს ჩემი ზარმაცა არაფრით არ იდებს არც სილიკონის თავს.. ვეცდები შევინარჩუნო ცოტა ხნით მაინც ვიცი რამდენად ღირებულია ლაქტაცია ბავშვისთვის

Posted by: matuti 15 May 2022, 22:49
Katerina_N
მეც წვეთები მქონდა თავიდან, თან ისეთი, რომ სანამ საწველის ძირზე ჩავიდოდა, კრისტალდებოდა. ეგ არის ხსენი და ჯერ ბევრი არ იქნება, მერე წამოვა რამდენიმე დღეში რძე, თან საკეისროს მერე ცოტა გვიან მოდის. ჯერ პატარაა, პერიოდულად შესთავაზე სილიკონით, რომ მოღონიერდება ჩაიდებს მაგასაც.

Posted by: nopiahopi 16 May 2022, 00:40
Katerina_N
თავიდან წვეთები გექნება და მერე მოიმატებს ნელ_ნელა smile.gif ეგ წვეთებიც საკმარისია და მიეცი. ხსენი იქნება და ხსენი ყველაზე ნოყიერი და კალორიულია და აკმაყოფილებთ პატარებს smile.gif რძე მშობიარობიდან სადღაც 4 დღიდან დაიწყებს მომატებას,მთავარია ცდა არ დააკლო და სულ მიისკუპო ძუძუზე,როცა შეძლებ და როგორც გამოგივა smile.gif ეცადე სხვადასხვა პოზა სცადო, კომფორტულად რომ იყო და არ დაგეღალოს წელი,ან გვერდი. ბალიშები აიყუდე, მოიყუდე გვერდებიდან. სცადე როგორ უფრო კარგად იქნები. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ კომფორტულად გრძნობდე თავს როცა მოაწოვებ. მე დაწოლილი ვერაფრით ვაჭმევდი, წამომჯდარზე მივიკრავდი ხოლმე. ნუ მკერდის ზომასაც გააჩნია ალბათ biggrin.gif

Posted by: emiblack 16 May 2022, 09:51
Katerina_N
მე თავების პრობლემა არ მქონია და თავუდანვე დაიწყო წოვა, თუმცა საწველი ელექტრო გონი რო ყველაზე საჭირო რამეა ძუძუთი კვების დროს . ბევრჯერ გამოგადგება . საწოვარას ხომ არ აძლევ? საწოვარას მერე არ იდებენ ხოლმე ძუძუს. წვეთები მქონდა მეც, უფრო სწორად წვეთებიც არ მინახავს, ბოლო კვირები ორსულობის რომ დავაჭერდი ხელს ხსენი მომდიოდა, თუმცა მშობიარობის მერე მთელი დღე წოვდა ჩემი გოგო და ეტყობა იმ წვეთებს ჭამდა და ხელის მოეერით საერთოდ არაფერი მომდიოდა . მე4 დღემდე გაზრდითაც არ იყო მკერდი გაზრდილი, თითქოს საერთოდ ცარიელი იყო, თუმცა ფაქტია გრამი არ დაუკლია ჩემსას სამშობიაროში . გააშიშვლე პატარა და დენც წელს ზემოთ გაიხადე , ისე მოიხუტე და წოვის რეფლექსი გაუაქტიურდება, უფრო შეეცდება

Posted by: anibani18 16 May 2022, 10:01
gogatakoo
მე ავენტის მექანიკური მაქვს, 10 წუთში ვიწველიდი ხოლმე. არ უნდა ამდენი დრო.
მე ზოგადად ძალიან მიღიზიანებდა საწველი. მერე მტკივოდა ძალიან. ელექტროზე კიდევ უარესად მქონდა.

გოგონენო, გქონიათ ასეთი შემთხვევა, ჩემი 1,7 თვის გოგო ფეხებს მირტყამს. არც გაბრაზებულია ამ დროს, არც არაფერი. მაგალითად, ვთამაშობთ ლოგინზე და თუ თავად წამოწოლილია, მე კი ვზივარ ამ დროს, უცებ რაღაც ცეცხლები გაუჩნდება თვალებში და მირტყამს ფეხებს გამიზნულად. ჩამოვიყვან საწოლიდან და წევს ფეხს და ისევ მირტყამს.

Posted by: takoo1 16 May 2022, 10:31
Katerina_N
რაც იმშობიარე არ გამოგიწველია არცერთხელ? ეგრე არ ჩადგება.მე თავიდან ვაფშე მკერდი რბილი მქონდა.მე თან ბავშვი არ მყავდა იქ რო ვიწექი 3 დღე.ღუდუშაურში გადაიყვანეს არც ვიცოდი როდის გამოწერდნენ და არ მინდოდა რო ძუძუს გარეშე დამრჩენოდა.ხოდა მეორე დღეს დავჯექი ლოგინზე და ერთი 3 წუთი გამოვიწველე ცალი ძუძუდან წვეთები ძლივს გამოვიდა (ხსენი)
მეორე დღეს ერთი მკერდი მეორეზე ერთი ზომით დიდი დამხვდა biggrin.gif ისეთი გამაგრებული იყო დავუძახე იქ მასაჟისტს და ძლივს გამომიწველა კედლებზე ასხამდა იმდენი ჩადგა.
ესე ხელით ვიწველე სამშობიაროში ის ორი დღე დავიტანჯე არ მქონდა საწველი.იმდენი ჩადგა რო გამომწერეს ძლივს დავათრევდი ძუძუებს.
მერე ელექტროთი ვიწველიდი და მიმქონდა ჩემ ბიჭთან❤️
თუ შეინარჩუნებ მაგარ რაღაცას გაუკეთებ შენს შვილს ჩათვალე:*თუკი გექნება რთქმაუნდა ცდა არ მოაკლო შენ და შეხედავ რა.თუ არ გექნება არც ეგაა პრობლემა
* * *
anibani18
ავენტი ალბათ უკეთესია.ნუ ფასიდან გამომდინარე მარა მაინც აღიზიანებს თან დღეში რამოდენიმეჯერ ხელით ქაჩვა ძაან დამღლელია რა.

Posted by: NatiaGull 16 May 2022, 11:14
anibani18
ან მეც მირტყამს ხოლმე ოღონდ კისკისებს. მეთამაშება
ალბათ შენიც გეთამაშება

Posted by: nino84 16 May 2022, 12:31
Katerina_N
იუთუბზე ვუყურებ უკრაინელი ვლოგერია, ძუძუთი კვების კონსულტანტია და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, დაგიკოპირე ლინკი. უყურე, სასარგებლო რჩევებს იძლევა. ეს ყველაფერი პირველზე რომ მცოდნოდა, იქნებ არც გადამეყვანა ხელოვნურზე. მთავარია ხშირად აწოვო და სწორი მოჭიდება. კანი კანზე კონტაქტით ხელს უწყობს ლაქტაციას. ძუძუს თავები ვისაც არ აქვს გამოკვეთილი, ერთ ერთ ვიდეოში იძლეოდა რჩევებს, სილიკონის თავების და ზოგადად ყველანაირი სილიკონის გამოყენებას არ ემხრობა, მერე ძუძუს აღარ იდებენო.

https://youtu.be/praqj6BO5rU
* * *
anibani18
ჩემმაც იცოდა და უფრო თამაშით აკეთებდა, ბრაზის და აგრესიის გამო არა

Posted by: unusual 16 May 2022, 12:55
გოგოებო ბორჯომში ჩამოვიყვანე ბავშვი ჰაერზე და უკვე სიცხე აქვს ეტყობა გაცივდა, აქ არის ვინმე კარგი პედიატრი ან სანდრო კლინიკა, რომელს მირჩევთ?

Posted by: Katerina_N 16 May 2022, 16:32
nopiahopi
emiblack
მე თავები ჩაბრუნებული მაქვს და ბოთლიდან რო მისცეს სავადმყოფოში მითუმეტეს აღარ იდებს ჩემსას .. ვიყიდე ელექტო და ვცადე ჯერ წვეთებია მაგრამ ისე მესიამოვნა რო ჩავრთე აი რავიცი.. აშკარად რაღაცა გამოიტანა დდდთუნდაც ბოთლიდან რო ჭამოს ჩემი რძე ეგეც მაწყობს
* * *
გოგოებო მე ძაან გამოუცდელად შევედი.. პირველ დღეს ხელი რო მომიჭირეს არა ამას ვერ შეჭამსო და დამანებეს თავი მესამე დღეს გამიმაგრდა და მასაჟისტი დამჭირდა გუშინ გამო იწველე მექანიკურით დღრს უკვე ვიყიდე და 2 საათში ერთხელ ვაპირებ გამოწველას იმედია ჩადგება და ტყუილად არ ვიტანჯები
* * *
კიდევ 1 კითხვა მეგობრებო, ყოველ 2 3 საათში ერთხელ უნდა ხო და რა დრო 10 წუთი?

Posted by: Tua 16 May 2022, 18:08
anibani18
ნორმალურია ანი გეთამაშება , შენ 2_2.5 წლის მერე ნახე ფეხების რტყმანდა ისტერიკები smile.gif) დატკბი ჯერ მაგ პერიოდით ❤️

Katerina_N
3 საათში ერთხელ უნდა იწველო წესით, სილიკონის თავები არგიცდია? იქნებ მაგითი მოწოვოს, მეც ჩაბრუნებული თავები მაქვს საერთოდ არმქონდა არაფერი და ვერ ვაჭამე ვერ ეჭიდებოდა ვერასდროს და შევეშვი.

Posted by: anibani18 16 May 2022, 19:08
Tua
nino84
NatiaGull
გასაგებია, მადლობა, გოგონებო ♡ მეგონა რამეს რასწორად ხომ არ ვაკეთებთქო

Posted by: Katerina_N 16 May 2022, 20:05
Tua
კი ვცადე მარა იმ სილიკონში რო ეჩალიჩება და არ მოდის ბრაზდება მერე

Posted by: matuti 16 May 2022, 22:01
Katerina_N
QUOTE
კი ვცადე მარა იმ სილიკონში რო ეჩალიჩება და არ მოდის ბრაზდება მერე

რძე რომ წამოვა, მერე უფრო ხშირად შესთავაზე სილიკონით. ერთხელ რომ გაუგებს გემოს, მერე აღარ მოგეშვება. პირველი მცდელობა ჭირს ყოველთვის. იმის ნუ შეგეშინდება, რომ სილიკონის მერე ძუძუს არ ჩაიდებს. თავიდან ეგეც შეიძლება გააპროტესტოს, მაგრამ მიაჩვევ სილიკონის გარეშეც.

Posted by: Katerina_N 17 May 2022, 08:26
მადლობა გოგოებო რჩევებისთვის.. დღეს შედარებით წამოვიდა იმედი გაჩნდა დდდდ ჩემ წიწილას 1 ჭამაც რო ვაჭამო ეგეც საქმეა ❤

Posted by: takotatuli1989 18 May 2022, 01:57
Katerina_N
გილოცავ დედობას! ბედნიერი დედა ყოფილიყავი მუდამ <3.

გოგოებო, ჩემ ღირმუცელა ტვიქსებს ძალიან მოეწონათ სემპერის და ჰიპის პიურეები. ისე სანსლავენ 100-100 გრამს წამებში. ამდენს უფროსი 8 თვის ჭამდა. ჭამამდე 1 საათით ადრე ძუძუ აქვთ ნაჭამი, მერე ამ პიურეებს ვაძლევ და მერე ისევ ძუძუს რო დავბან და მოვაწესრიგებ. ასე თუ გააგრძელეს გავიყიდები, ხოდა თან მინდა ამ BLW მეთოდით კვებას მივაჩვიო და რას მირჩევთ სად ვიყიდი ჯანსაღ ბოსტნეულს?

Posted by: marikoo 18 May 2022, 11:22
Katerina_N
გილოცააავ <3

თავები მეც ვაფშე არ მაქვს მაგრამ კი ვაჭმევ მშვენივრად უკვე 8 თვეა. ალმეც მეუბნებიდნენ დაიტანჯები როგორ უნდა აჭამოო მარა ვაფშე არ მიწვალია

Posted by: any_body 18 May 2022, 15:48
Katerina_N
თავი ზოგადად დიდად არ სჭირდება კვებას, არეოლები უნდა ჩაიდოს ბავშვმა, სწორი მოჭირსება არის ყველაზე მთავარი, იუთუბზე უამრავი ვიდეოა სწორად როგორ ჩაიდოს, თავიდან არასწორად ჩაიდებს და ტუჩები გადმოუბრუნეთ, ბევრად კომფორტული იქნება ორივესთვის. ხშირად აწოვეთ, თუ საკეისრო გაქვთ გაკეთებული მაშინ ჩემი პირადი გამოცდილებით დაწოლილმა აჭამეთ, ზე კომფორტულია. მთავარია ეგრე არ ჩაგეძინოთ.

Posted by: PoisonnIvy 19 May 2022, 00:39
ჩემმა ცომის გუნდამ ტაშის დაკვრა ისწავლა და ისე მიხარია, ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ :დ


Katerina_N
გილოცააავ! ბედნიერი დედა იყავიიიი love.gif

Posted by: Katerina_N 19 May 2022, 08:00
takotatuli1989
marikoo
any_body
PoisonnIvy
მადლობა გოგოებო ❤ ამ ეტაპზე დღეში 2 3 კვებას ვაძლევ ჩემს გამოწველილს იმედია მოიმატებს დროთა ნაგმავლობაში რძეც .. ცოტა ხანს მაინც რო ვაჭამო მინდა

Posted by: PoisonnIvy 19 May 2022, 09:55
Katerina_N
2 თვე ვიყავი ეგრე, არ ჩაიდო ხელოვნურის მერე ძუძუ
მაგრამ ვიწველიდი და არ დავნებდი

ეხლა ძუძუს გარდა არაფერს ჭამს :დ
ძალით ვატენით

Posted by: emiblack 19 May 2022, 12:15
Katerina_N
PoisonnIvy
უყოჩაღესი გოგოები ხართ <3 ასეთი ენერგიის და შრომის ფასად რომ მაინც აგრძელებთ ლაქტაციას <3 გამოწველა ძაან შრომატევადია თავისი დასტერილება შენახვიანად <3

Posted by: any_body 19 May 2022, 21:01
Katerina_N
ფამფ აფ იუთუბში ან გუგლში ჩაწერე, რძის მომატებაში დაგეხმარება, დაახლოებით წარმოიდგინე რომ ყოველ 10 წუთში იწველო.
გამოიწველი, 10 წუთში ისევ, თუნდაც რძე არ
მოდიოდეს მაინც გეკეთოს აპარატი 10
წუთით. რძეს მოგიმატეს აუციოებლად.
გამოწველა მჭირდებოდა და ორი სამი დღე ვიკეთე და მართლა მომემატა. რომ
დამირეგულირდება ეხლაც ეგრე ვშვები თუ გამოწველა მინდა ხოლმე.

emiblack
ვაიმეე გეთქნხმებით, დღეში ერატხელ ვიწველი და
ვიტანჯებიიი, ისე არ მიყვარს ეგ პროცესი.
ჩემთვის გმირობაა სულ გამოწველილზე ვისაც ჰყავს შვილი.


გოგოებო როგორ აარჩიეთ ხელვნური კვება ?
პედიატრმა გირჩიათ ყველას ?

Posted by: nino84 19 May 2022, 21:44
გოგოებო, საკეისროს დროს, იმავე დღეს მოყავთ ბავშვი დედასთან? ღუდუშაურში ვაპირებ მშობიარობას

Posted by: any_body 19 May 2022, 22:43
nino84
გაგუაში ვიმშობიარე, მეუღლეს გულზე დააწვინეს და ოპერაციიდან 45 წუთში თუ უფორ მალე არა ამომიყვანეს და ვაჭამე.

Posted by: narkozeli 19 May 2022, 22:47
any_body

მე რაც სამშობიაროში აჭამეს დავგუგლე და მომეწონა რევიუები და ეგ გავუგრძელე, თან პირდაპირ იტალიიდან შემოდის და ვენდე იტალიელებს, ჭამა-სმა არ ეშლებათ biggrin.gif

პედიატრმა გამოწერის დღეს სიმილაკი დამიწერა. თუმცა პლასმონის გარდა არაფერი გაუსინჯავს :დ

Posted by: Katerina_N 20 May 2022, 09:47
nino84
მე გავაჩინე ღუდუშაურში და ლუქსი მქონდა არ ვიცი მაგის გამო თუ ზოგადად ეგრეა მარა პალატაში რო გადმომიყვანეს 2 საათში მოიყვანეს ბავშვი.. ისე რო ჯერ ფეხებს ისევ ვერ ვგრძნობდი წესივრად.. მაგრამ არ მგონია სწორი დედაჩემი რო არ ყოფილიყო ხელშიც ვერ ავიყვანდი..
* * *
emiblack
any_body
დღეში 2 3 კვებას ვაძლევ ჩემ რძეს.. ვნახავ აუცილებლად იქნებ ინებოს მობრძანება კარგად დდდ

Posted by: anibani18 20 May 2022, 09:55
Katerina_N
უშვებენ პალატებში ამ ეტაპზე?

nino84
მე როცა გავიკეთე იმავე დღეს მომიყვანეს, მაგრამ ღამე არ დამიტოვეს.

Posted by: Katerina_N 20 May 2022, 11:28
anibani18
ლუქსი მაგიტო ავიღე რო დედა დარჩენილიყო.. პსრ ით 1იან სტანდარტულში და ლუქსში ტოვებენ ორონდ გარეთ ვერ გავა

Posted by: emiblack 20 May 2022, 12:23
Katerina_N
მოუმატებ ნელ-ნელა და თვითონ რომ დაიწყებს წოვას მერე ძაან კომფორტული რამეა დედისთვისაც <3 როგორ მომენატრა მასეთი პატარა და უსუსური <3

Posted by: Katerina_N 20 May 2022, 12:26
emiblack
იმედია თორე მართლა ძროხასავით 24 საათი ვიწველები მგონია დდდ მოვიდეს საკმარისი ოდენობით და გამოვიწველი

Posted by: takoo1 20 May 2022, 12:54
Katerina_N
მარტო იწველი?არ აძლევ ხოლმე პატარას?
ეცადე შიგადაშიგ მოაწოვო ბავშვსაც თორე მარტო წველით ვერ შეინარჩუნებ.ეგრე იწველა ჩემმა დამ ერთი თვე მარა ნელ-ნელა შეცოტავდა და გაუქრა ვაფშე.
როგორმე იქნებ მოაწოვო ხოლმე შიგადაშიგ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია.

Posted by: anibani18 20 May 2022, 12:57
Katerina_N
ლუქსში მონახულების საშუალება არის თუ იქაც მხოლოდ ტოვებენ?
დატოვებით ვერავის დარჩება ჩემთან, მაინტერესებდა, ქმარს თუ შემოუშვებენ

Posted by: lelukaa 20 May 2022, 14:21
takotatuli1989
2+2 აქციებზე მოიმარაგე biggrin.gif
ჩემიც გიჟდება, ლამის მეც გადამყლაპოს ხოლმე. biggrin.gif გუშინ 160გ ჰიპის ხილიანი ხაჭო სულ მიუცია ძიძას, ნეტა ბევრი ჰო არაა? 8ის ხდება 7 ში.
* * *
სახლში ვაკეთებ ხოლმე ხაჭოს, ვუმატებ ბანანს და დაფქულ პეჩენიას. ამაზეც გიჟდება. რომ დათვალო უფრო იაფი არ ჯდება არც ესე თუ ეს დაგამშვიდებს biggrin.gif მარტო ხილი კი გამოვა უფრო ეკონომიური, პროსტა ეხლა არაა არაფერი.

Posted by: Katerina_N 20 May 2022, 15:07
anibani18
ექიმმა ამოიყავანა პირველ დღეს სანახავად ჩემი ქმარი ისე არ უშვებენ ..

Posted by: any_body 20 May 2022, 18:31
narkozeli
ფრისოც მირჩიეს, პედიატრთან მისვლა მეზარება, მიქელაძესთან დამყავს რთულ
ამბებზე, პოლიკლინიკისას დიდად არ ვუჰერებ, მყარ კვებაზე ისეთები ჩამოწერა გული შემიწუხდა.
თან ჩემითაც ვერ ვბედავ და ვარ ისევ წველაში :დ

gogatakoo
რითი იწველიდა, ელექტროთი? ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი ელექტროთი იწველიდა და აჭმევდნენ, ერთი 6 თვე მეორე 4, ჩვეულებრივად ჰქონდათ. მექანიკურმა
იცის გაშრობა.


lelukaa
რძის ნაწარმი 60 გრამია
წლამდე დაშვებული როგორ მახსოვს, წლის შემდეგ კი 150 მგონი. რძის ნაწარმი გადაჭარბებული არ არის კარგი, რკინის შეწოვას უშლის ხელს.

Posted by: takoo1 20 May 2022, 19:12
any_body
ელექტროთი იწველიდა. იგივე პრინციპით წველის რა მნიშვნელობა აქვს,გამსხვავება ისაა რო ხელით წვალობ და ის თავისით ქაჩავს.

Posted by: anibani18 20 May 2022, 20:03
any_body
6 თვემდე რასაც სვამდა, ექიმმა გვირჩია, რადგან შეკრულობა ჰქონდა. 6 თვის მერე, 2 ნომერი, ჩემით შევურჩიე, სემპერის ბიფიდუსზე ცოტა გულისრება ჰქონდა და ნუტრიბენი დავალევინე, მერე მამაკოზე გადავედით და ბოლოს თავად დაანება რძეს თავი.
* * *
Katerina_N
მადლობა. ეს მაინტერესებდა.
თქვენ ალბათ სახლში ხართ უკვე. როგორ იქცევა პატარა? ♡

Posted by: lelukaa 20 May 2022, 20:58
any_body
გოგო ეს სულ ხაჭო ჰო არაა, ხილფაფაა ხაჭოთი და ნეტა მაინც ბევრია? ისე მე სულ ვუყოფ ამ 160 გრამიანს, 2 დღეს ვაძლევ ხოლმე.

Posted by: nino84 20 May 2022, 21:00
Katerina_N
პირველზე მეც ღუდუშაურის ლუქსი ავიღე ოღონდ ჩემი გოგო ინტენსიურში გადაიყვანეს და მარტო მე 10 დღეს გაწერეს. ძუძუს მიცემაც დროულად რომ არ გამოგვივიდა მაგას ვაბრალებ ხელოვნურზე გადაყვანა რომ მომიწია.

არ აწოვებ? რასაც ეხლა ვკითხულობ ბავშვის წოვა უფრო დაგეხმარება რძის მოყვანაში
* * *
anibani18
ნაკეისრალი ვერც დაიტოვებ ალბათ მთელი ღამით.
იყავი მეანთან უკვე?

Posted by: Tua 20 May 2022, 21:25
lelukaa
მაგ ჰიპპის ხაჭოში არის 80 გრამი სუფთა ხაჭო რაც დღიური დოზაა ხაჭოსი ამიტომ სრულად შეგიძლია აჭამო და კვებად ჩაუთვალო 8 თვის მერე smile.gif კვირაში 2 ჯერ უბდა მისცე მეტჯერ არა.

Posted by: Katerina_N 20 May 2022, 21:46
anibani18
კი სახლში ვართ უკვე.. კარგად იქცევა ძალიან ჭკვიანი გოგოა.. ძინავს ძირითადად არ ჭირვეულობს

nino84
არ იდებს ცოცხალი თავით ძუძუს .. თავები არ მაქვს და ნერვები ეშლება თან რძე ცოტა რო მოდის აღარ ვიცი რა ვქნა

Posted by: emiblack 20 May 2022, 22:09
Katerina_N
თავები მეც არ მქონდა დიდად , წოვაში გამოიყვანა ბავშვმა. არეოლა უნდა ედოს მთლიანად, თუმცა ჩემი თლიანად ვერ იდებდა, დიდ ნაწილს კი. რომ აჭმევ ბოთლით მერე შესთავაზე , ან ცოტა ხანი სოსკა, ცოტა ხანი ძუძუ ამ პრინციპით . ეგებ მიეჩვიოს. ჩემი დაკვირვებით შედარებით მცირე წონის ბავშვებს უჭირთ . ანუ 2.500-3000 ვინც დაიბადა. უფრო მეტი წონის უკვე მძლავრად ქაჩავს და მოტივაცია აქვს მეტი. მოიმატებს ცოტას და ეგებ უფრო შეძლოს

Posted by: takoo1 20 May 2022, 22:46
emiblack
Katerina_N
ჩემიც 3 დაიბადა და ვერ წოვდა თავიდან დავიტანჯე რასაც ქვია.პატარაზე იდებდა და რო ქაჩავდა არ გამოდიოდა რძე,მეგონა არ მქონდა სანამ წოვა არ დაიწყო.
საშინელ დღეში მქონდა თავები ვტიროდი ვერ ვაჭმევდი საერთოდ და ბოთლით ვაძლევდი,მერე ნელ ნელა მოძლიერდა და ჩაიდო. კი დამჭირდა 3 კვირა სანამ მაგას მივაღწიე.რამდენჯერ მიფიქრია ვსო შევეშვები ხელოვნურზე გადავიყვან თქო,უბრალოდ იმდენად მინდოდა რო ბუნებრივზე მყოლოდა ვეცადე ბოლომდე და კი ჭამა წლამდე.


Posted by: nino84 20 May 2022, 23:30
გოგოებო, საკეისროს მერე რძე ხო .უფრო გვიან მოდის და ანუ თავიდან ყველა ვარიანტში ხელოვნურზეა საკეისროთი გაჩენილი ბავშვი?

Posted by: takoo1 21 May 2022, 00:01
nino84
მარტო საკეისროზე არა ფიზიოზეც შეიძლება მოუწიოს თავიდან ხელოვნური.ზოგს იმ დღესვე არ მოსდის რძე.
ხო ამბობენ საკეისროს დროს უფრო გვიან მოდისო რამდენად მართალია არ ვიცი.

Posted by: any_body 21 May 2022, 00:12
anibani18
ანუ მაინც ყველა ვარიანტში უნდა დავაკვირდე რომც დამინიშნონ. დღეში ერთხელ მინდა მივცე თუ დამჭირდა.

Katerina_N
რომეი ბოთლით აჭმევ და როგორ ?
ზოგადად ძუძუს ბავშვებს განსხვავებულად უნდა მისცე ბოთლი. იუთუბზე მაგაზეცაა ვიდეოები, აი რაც დაწერე ცოტა მოდისო, ზოგადად ძუძუთი კვებისას ესე რძე სულ არ გამოდის, საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდევა რომ წოვოს და რძე წამოვიდეს.
ბავშვი გყავს ვერტიკალურად, ბოთლი ჰორიზონტალურადაა, 90 გრადუსს უნდა ქმნიდეს. ვინც აჭმევს უნდა გაითვალისწინოს 3 წამი ბოთლი 90 გრადუსითაა, მერე 2 წამი წევ დაბლა რომ ბოთლიდან რძე არ მოდიოდეს და ბავშვი წოვას აჰრძელებდეს, მერე ისევ რძეს აძლევ 3 წამი ანუ ჰორიზონტალურად. ესე რომ
ვწერ ცოტა რთულია თითქოს, მაგრამ დამუღამება უნდა.
ბოყლიდან ჭამა უმარტივესია, ასევე კომოტომოს ბოთლს გირჩევდი მაგ ამბისთვის.
ჩემმა სამი თვიდან დაიწყო ბოთლიდან ჭამა გამოწველილის და პრობლემა
არ მქონია ძუძუზე მაინც.
იუთუბზე ზღვა ვიდეოებია მაგაზე.

lelukaa
აი ქვევით დაგიწერეს როგორცაა ^^
ხაჭო მოეწონა ისე ?
თვითკვება მინდა დაიწყოს და თან მე მინდა გავუკეთო, ოღონდ არ მკითხოთ როგორ კოვასწრებ :დ იმედია გადავრჩები

* * *
nino84
თავიდან ხსენი მოდის, საკმაოდ ცოტაა, საკეისროს
დროს როგოტც ცნობილია უფრო გვიანაა. ზოგადად ამბობენ რომ ხსენი ჰყოფნის ბავშვს, მაქსიმალურად კონტაქტი უნდა ჰქონდეს დედასთან. მეც საკეისრო გავიკეთე, პირველ დღეს ინტენსიურში ვიყავი და ხელივნური მისცეს, მეორე დღიდან სულ ჩემთან იყო, სულ ძუძუზე მეკიდა, პირველი 40 დღე ალბათ გამოკერებული მყავდა ;დ

Posted by: takotatuli1989 21 May 2022, 00:18
nino84
ჩემ უფროს გოგოს ერთხელ მიცეს და ამოიღო უკან, შემოიყვანეს და წოვდა ძუძუს, რძე არ იყო მარა მოვიდა ხსენი წოვაში და მშვენივრად ყოფნიდა. ტყუპებზე ვუთხარი არ მისცეთ შემომიყვანეთ პირდაპირთქო და იმათ მე ვაჭამე მაშინვე, თუმცა დედაჩემი მახლდა თან და ტვინი ამომიღო ყველა წამოტირებაზე აშიმშილებ ბავშვებსო, ხოდა ერთხელ ერთ ტყუპს მივეცი ხელოვნური 20 გრამი დედაჩემის გასაჩუმებლად, მეორე დღეს გავისტუმრე და აღღ მიმიცია. მე-3 დღეს ისე გამომწერეს სამშობიაროდან 30 გრამი გამოწველილი რძე დამრჩა კიდე იქ მაცივარში. smile.gif
* * *
lelukaa
ხო არ დაჯდება არც ეგ იაფი. დღესაც ამოსკდნენ და ამოძღნენ. შოკო გვაწვს ოჯახს, უფროსის კიკნაობა რო მახსენდება. არც გართობა უნდათ არც არაფერი, ორნი რო არიან მგონი ერთმანეთს ეჯიბრებიან biggrin.gif

Posted by: Katerina_N 21 May 2022, 00:42
emiblack
2.700 გაჩნდა ჩემი გოგო

any_body
ავენტის ბოთლი მაქვს.. ეგ მეთოდი არ ვიცოდი პირდაპირ ვაძლევ .. აი არ ვიცი რა მართლა დავიტანჯე და არც მოდის წესივრად ხან მგონია დავნებდები ნერვები აღარ მაქ მარა თან ძალიან მინდა რო ჭამოს (((

Posted by: lelukaa 21 May 2022, 00:44
Tua
ოქრო ხარ <3
კვირაში 2 ჯერ ვაძლევ ზუსტად, 8 თვემდე გავუგრძელებ ნახევარ დოზას მაშინ.

any_body
მარტო ხაჭო არ მიმიცია, ბანანით და პეჩენიით ძაან მოსწონს კი.
თვითკვება მე უნდა დავაწყებინო 9 თვიდან, შერეული კვება გამოგვივა. ძააალიან დიდი ენერგია და ნერვებია საჭირო და უნდა მოვიკრიბო ძალები ამასობაში biggrin.gif

takotatuli1989
აუ სიყვარულები <3
მჭამელი ბავშვები ძაან დიდი ბედნიერებაა ასე მგონია, ისეთები ჰყავთ ჩემ გოგოებს გაგიჟდება ადამიანი, რითი არსებობენ ვერ ვხვდები.


* * *
nino84
საკეისროთი გავაჩინე, პირველად 2 საათში რომ მივეცი ძუძუ, წვეთები მქონდა მაგრამ მაინც ყოფნიდა, მერე წოვაში მოვიდა და მოვიდა რძე.

Posted by: anibani18 21 May 2022, 06:13
nino84
პირველი ღამე არ დამიტოვეს, უნდა დავაკვირდეთო, ვერც დავიტოვებდი. მეორე ღამე მე ვთხოვე გაყვანა, რამდენიმე ღამის უძინარი ვიყავი და ვერ მივხედავდი, თორე კი დამიტოვებდნენ. მერე სულ ჩემთან იყო.
კი, შევუთანხმდი უკვე მეანს. შენ ვისთან აპირებ?
Katerina_N
შენთვის კომფორტული პოზა უნდა იპოვო და ისე მისცე. ნელ-ნელა ამოვა თავები. ჩემი პაწია იყო და ყველაზე კომფორტულად ვაჭმევდი როცა თვითონ ვერტიკალურად იყო. მე ვიდექი ან ვიჯექი და ამას ასე მოვისკუპებდი, თავადაც გაუადვილდა ასე. წარმოიდგინე ვითომ სლინგში იჯდეს და ისე ჭამდეს. ნახევრად მწოლიარე ძალიან მოუხერხებელი იყო ჩემთვის. სცადე, იქნებ ასე გამოვიდეს. მერე რომ დამძიმდა ასე ვეღარ ვაძლევდი, რთული იყო დაჭერა.
nino84
მე მივეცი ძუძუ, ნუ ვერ მოქაჩა, ვერ წოვა, გავიტანჯეთ ძალიან. თან ექთნები დამჩხაოდნენ, ამას როგორ აიღებსო და ძალიან ვინერვიულე მაშინ. მესამე დღეს მგონი გამომივიდა და მივეცი, მოწოვა. იქამდე იყო ხელოვნურზე და რასაც გამოწველიდი, ხსენზე. ამაზეც ამბობდნემ, ეს რას ეყოფაო.
any_body
კი, კი, უნდა დააკვირდე ნებისმიერ შემთხვევაში. მამაკო ძალიან კარგია, თხის რძეზეა დამზადებული, უბრალოდ ძვირია. ნუტტიბენიც კარგია.
* * *
lelukaa
თაბიდან რთული იქნება ცოტა. ხან თავზე წაისვამს, ხან სად. ერთცელ დედა ესწრებოდა ჭამას და ლამის იტირა, სულ თავზე აქვს საჭმელიო. მე კიდევ ბედნიერი ვიყავი, იჯდა თავისთვის და ჭამდა, მე ვისვენებდი.

Posted by: nino84 21 May 2022, 08:58
მოკლედ რთული თემაა ეს ლაქტაცია, პორველზე ძაან გავწვალდით, ხელოვნურზე რომ იყო ალერგია მისცა რძის ცილაზე და სპეც კვებაზე მყავდა 9-10 თვემდე. ეხლა მაინც მინდა ბუნებრივზე იყოს.
anibani18
ისევ ღუდუშაურში ვაპირებ, ნატა ფირცხალავასთან.

Posted by: any_body 21 May 2022, 14:48
lelukaa
კიი კარგი ნერვები უნდა, მე იდეა
მაქვს იატაკზე კალკა დავუფინო :დ ტანზე კიდევ მარტო წინსაფარს გავუკეთებ, ლაქების ამოყვანის თავი არ მაქვს, ისედაც კარგი ამიმდბეი იქნება :დ
ალუჩა გავალოკინე და გაგიჟდა biggrin.gif თან თვითონ უნდა იკავებდეს საჭმელს, ბანანი, კიტრი, ვაშლი ალოკა, ცოტა თითქოს გაღრღნა და ყველაზე იწევდა რომ დაეკავებინა.


anibani18
აა უი, აი ზუსტად მაგაზე ვკითხე ჯიპისიში და არ ვიცით თხის რძის რომელიაო
და მერე ვიდიქრე ამერიათქო.
ვნახავ როგორ გავქაჩავ, თვენახევარი მაქვს რთული პერიოდი, ყოვეკდღე ვმუშობ და ივლისიდან ისედაც გამყავს ქალაქიდან. მადლობა დიდი ^^



* * *
Katerina_N
არ ინერვიულო, თავს ნუ დაისტრესავ მაგაზე ფიქრით, წონითქც პაწაწო ყოფილა და ცოტა უჭირთ ძალა და ენერგია რომ სჭირდებათ ძუძუსთვის.
თუ გამოგივა ძალიან კარგია რა თქმა უნდა, თუ არადა ხელოვნურზე გეყოლება.
მაგალითად როცა ნაჭამი იქნება, ხომ ღვიძავს ზოგჯერ მაშინ მიუწექი და მიეცი ძუძუ, კანი კანთან კონტაქტიც სცადე. ისიც დაგიწერეს გოგოებმა ზევით სწორი პოზა შეურჩიე.

Posted by: Katerina_N 21 May 2022, 15:14
მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის.. ხო ნუ ხელოვნურზეა გაზრდილი 5 დისშვილი მყავს კი არიან ჯანზე და არც არაფერი . მაგრამ მე ჩემსას ვეცდები სანამ შემეძლება ❤

Posted by: anibani18 21 May 2022, 20:45
any_body
ამ მამაკოს წიწიბურის ფაფაც კარგი აქვს.
შეიძლება არც გქონდეს ლაქები სულ ამოსაყვანი. წინსაფარი იცი რომელი იყიდე, ხელებიანი, მთლიანად რომ უნდა ჩააცვა ბავშვს, კლიონკისაა წინიდან და წყალგაუმტარი სახელოებით. ძალიან კომფორტულია. იატაკი მოსაწმენდი მხოლოდ მაშინ მქონდა ხოლმე, როცა ჩვეულებრივ წიწიბურას ან ვერმიშელს ვაძლევდი. ანუ რაც ადვილად იფანტენოდა. ჩემი არ ისვრიდა და დღემდე არ ისვრის საკვებს.

ნორდიკის წიწიბურა ნეტა შეიძლება სადმე ვიშოვო? ვერსად ვნახე.

Posted by: any_body 21 May 2022, 22:00
anibani18
პაწაწოო <3 როგორი ყოჩაღი ყოფილაა
ამაზონზე ეგეთი კლიონკა ვნახე უსახელობო და ვიფიქრე ზაფხულში უკეთესი იქნებათქო, ცოდო მგონი სახელოებიანში.

Posted by: takoo1 22 May 2022, 14:05
anibani18
ანი აგროში არ იყო? ან გუდვილი?

Posted by: Tua 22 May 2022, 17:52
anibani18
ანი დეფიციტშია ნორდიკის წიიწბურა, 1928ით აეგიძლია ჩაანაცვლო თუ იშოვი.

Posted by: anibani18 22 May 2022, 20:40
gogatakoo
არა, თაკო, არსად არ არის.
Tua
კი, ვიცი, რომ არ იშოვება. ვიგიქრე, იქნებ სადმე იყოს შემორჩენილი. ჩვეულებრივსაც კი ვუმზადებ, უბრალოდ სწრაფდ მზადდება და გემრიელია

Posted by: takoo1 22 May 2022, 20:46
anibani18
მილინ პარასიც კაია ეგეც სწრაფად მზადდება

Posted by: Katerina_N 22 May 2022, 21:14
გოგოებო ღუდუშაურში რომ პედიატრია ქეთი კუპრეიშვილი მაგასთან თუ გყავთ თქვენი პატარები და რამდენად მოგწონთ.. გამოწერისას დაგვიბარა 10 დღეში

Posted by: Glamurka 22 May 2022, 22:44
გოგოებო გამარჯობათ ჩემი მეგობრის ბავშვი 4წლის არის ძალიან ახველებს ქრონიკულში გადაუვიდა. ვის მირჩევთ საუკეთესო ექიმს

Posted by: anibani18 23 May 2022, 06:33
Katerina_N
მე მყავდა ერთხელ მოყვანილი სახლში, ერთი თვის ხდებოდა, მთელი დღე ეძინა და გული გამისკდა შიშისგან. ახლა ალბათ უკვე აღარ შემეშინდებოდა ასე. დავურეკეთ და მოვიყვანეთ. ნორმალურია რა, უკეთესები არსებობენ.
gogatakoo
Tua
აზრადაც არ მომსვლია ეს მილიან პარასი smile.gif ვცდი აბა, თუ იშოვება

Posted by: Katerina_N 23 May 2022, 11:09
anibani18
ვის მირჩევ კარგ პედიატრს 7 წლიანი რიგები რო არ ქონდეს .. გოგო ჩემ თაიას დაემართა იქვე მესამე დღეს და აღმოჩნდა რო მეტი კვებისგან ქონდა დაუკლეს გრამობა და გამოცოცხლდა ბავშვი

Posted by: marikoo 23 May 2022, 12:02
გოგოებო, 8 თვის ხდება ჩემი ბიჭი და 4 მგონი 4ვე კიჭი ერთად ამოსდის. ბოლო რამდენიმე დღეა საჭმელს აღარ ჭამს sad.gif დილას 7ის ნახევარზე რო ჭამს ძუძუს მერე შუადღის 2 საათამდე ვერანაირად ვერაფერს ვერ ვაჭმევთ, 2 საათზეც ცოტას ჭამს. რა ვუყო რა გავუკეთო დიდხანს გაგრძელდება ასე?

Posted by: anibani18 23 May 2022, 13:30
Katerina_N
მრჩეველის პედიატრიული სამსახური კარგია, ყველა ძალიან აქებეს მრჩეველის პედიატრებს. მე მედიქლაბში დამყავს ყიფიანთან. მახვილი თვალი აქვს, წამლები არ უყვარს, რიგები ასატანი.

Posted by: Katerina_N 23 May 2022, 14:20
anibani18
მადლობა მადლობა ❤

Posted by: marikoo 23 May 2022, 15:21
ეხლა დავფიქრდი რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, ბოლოს რო ვიყავი ჯერ მომავლებში ვპოსტავდით ყველა ეხლა უკვე მყარ კვებაზე საუბრობთ biggrin.gif

Posted by: margarita7 24 May 2022, 11:34
marikoo

ხოოოო biggrin.gif biggrin.gif როგორ ხარ? და შენი პატარა როგორ არის? ზემოთ ვნახე უკვე 8 თვის ხდება, ჩემი გოგო ოთხთვენახევრისაა. <3

Posted by: any_body 24 May 2022, 17:19
marikoo
ჩემი 7-ს ხდება, ზედაზე ამოდის ძაან ნელა, ქვედა მალევე ამოეჭეა და იტნჯება.
ნუროფენს ვუსვამ ღრძილებზე და
ძალიან შველის. ცოტა
ზუზუნს თუ დაიწყებს ეგრევე ვუსვამ.

Posted by: marikoo 24 May 2022, 21:45
margarita7
კი, 8 თვისაა, კბილები ამოსდის და უჭმელობა დაიწყო ცოტას მაწვალებს. შენ რას შვებიიი? სამსახურში აპირებდი მალე გასვლას თუ სწორად მახსოვს ხო? გახვედი?
* * *
any_body
<3 <3 ქვედა ამოეჭრა ამასაც. დიდად არ ზუზუნებს, მაგისი ბრალია თუარა არ ვიცი მარა ძაან უჭმელი გახდა. რამდენჯერმე შუადღის 2 საათამდე არაფერი ჭამს

Posted by: takotatuli1989 28 May 2022, 09:14
გოგოებო, პლასმონი სანდო ბრენდია? შაქარს ნამდვილად არ შეიცავს მაგათი პიურეები? როგორ იცით თქვენ?

Posted by: any_body 28 May 2022, 19:29
takotatuli1989
როგორც ვიცი არ შეიცავს, არც აწერია, აქციაზე ვუყიდე. რამეს ხო არ ამბობენ ?

Posted by: Tua 28 May 2022, 23:35
takotatuli1989
პიურეები არა, მაგრამ ფაფები და იოგურტი შეიცავს smile.gif

Posted by: takotatuli1989 28 May 2022, 23:40
Tua
any_body
არა, არ გამიგია რაიმე ცუდი, პიურეების შეძენა მინდა და მაგიტომ ვიკითხე, 2018-ში ეგ ბრენდი არ შემხვედრია და ახალია ჩემთვის, ამიტომაც დავაზუსტე რადგან აქციებია შეძენას ვაპირებ. მადლობა გოგოებო გამოხმაურებისთვის <3.

Posted by: takoo1 28 May 2022, 23:58
Tua
ისე ფაფები რა პონტში შეიცავს მაგათი შაქარს მიკვირს,ისეთი სახელი აქ რავიცი ყველას პლასმონი აკერია პირზე და smile.gif
ხოლის პიურეები მემგონი ზოგადად არც შეიცავს შაქარს,ხილს ხო ისედაც თავის სიტკბო აქვს

Posted by: Glamurka 30 May 2022, 18:02
გოგოები როგორ ხართ აბა მითხარით როდიდან დავიწყო პამპერს მინდა გადავაჩვიო. ამ ზაფხულს. ასაკი 1.3 თვე ❤

Posted by: matuti 31 May 2022, 23:16
anibani18
როგორ ხარ? დღეს აჩენდი როგორც მახსოვს baby.gif
* * *
Glamurka
ჩემი 1.5 თვისაა და ეხლა ვაპირებ ქოთნის ყიდვას. ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა გადავაჩვიო.

Posted by: takoo1 1 Jun 2022, 12:01
Glamurka
დაიწყე დაიწყე უკვე,რაც უფრო ადრე დაიწყებ უკეთესია.ზაფხული გიწყობს ხელს და ეცადე გადააჩვიო მერე გაუჭირდება.2 წლისაა ჩემი და ვერ გადავაჩვიე დამაგვიანდა.
გიშინ ერთი საათი გარშოკზე იჯდა და არაფრით არ ქნა.პამპერსში იზამს და ფუო მეუბნება მერე.
როგორმე ამ ზაფხულს მეც უნდა გადავაჩვიო

Posted by: nino84 1 Jun 2022, 13:50
Glamurka
როგორც ვხვდები ეგ ასაკიც უკვე დაგვიანებულია, წლის და 4 თვის იყო ჩემი გოგო გარშოკზე დასმა რომ ვცადე და სათამაშოსავით დაათრევდა აქეთ იქით, თუ ჯდებოდა პირდაპი ჩაცმული. ეხლა 2 წლისაა და კიდე ვერ გავხადე პამპერსი. სცადე რაც მალე უკეთესი, თუმცა თუ არ გადაეჩვია არც ეგ მიიღო ტრაგედიად. მეორეზე ვამბობ როგორც კი დაჯდება გადაყენებას მივაჩვევთქო, ვნახოთ რა გამოვა smile.gif)) ჯერ გაჩნდეს

Posted by: narkozeli 1 Jun 2022, 14:25
არაფერი არაა გოგოებო დაგვიანებული.

მე კი გადავაჩვიე წლის და 8 თვის მარა 1 თვე დამჭირდა და გოგოებმა ეხლა ვისაც ყავს ჩემი შვილის ტოლი ( ანუ 3 წლის ხდებიან) გახადეს თუ არა იმ დღესვე გადაეჩვივნენ :დ ასე რომ ცოტა დიდ ასაკში უფრო ადვილია.

ნუ მე კი კმაყოფილი ვარ რო ძაან ადრე გადავაჩვიე მარა არ ჩათვალოთ რომ თუ ცოტა დაგაგვიანდათ, პრობლემაა.

Posted by: Glamurka 1 Jun 2022, 15:34
დავიწყებ აუცილებლად მადლობა გოგოებო გარშოკიც შეძენილი მაქვს. თავიდან არ ჯდებოდა ეხლა ჯდება მარა არაფერს არ აკეთებს თამაშობს. ნელ ნელა იმედია შევაჩვევ ❤

Posted by: takoo1 1 Jun 2022, 19:12
narkozeli
ხოო სამი წლის უფრო მარტივად გადაეჩვევა ვიდრე 1,5 წლის,პროსტა 3 წლამდე რო არ გინდა ეცვას ეგაა თორე წვალებას მეც გვიან მირჩევნია
ან ცოტა ადრე უნდა გადააჩვიო ან დაელოდო მაგ ასაკს მერე.ან იწვალო ხოო ეგაა რა, თუ გაქ დრო და ნერვები biggrin.gif
მე დრო კი მაქ მარა ნერვები აღარ :/
* * *
Glamurka
არ იზამს ეგრევე დაგჭირდება ცოტა დრო რო მიეჩვიოს,მთავარია ერთი ორჯერ როგორმე ქნას და მერე მარტივია.ჩემი არ შვება ცოცხალი თავით ნერვებს მიშლის biggrin.gif

Posted by: Glamurka 2 Jun 2022, 18:19
gogatakoo
დრო მაქ მეც მაგრამ ნერვები არა წარმატება მისურვე lol.gif

Posted by: nino84 2 Jun 2022, 19:00
ამ სიცხეში მეცოდება პამპერსში, თორე 3 წელსაც რაღა გვიკლია biggrin.gif დღეს ტრუსიკში მყავდა და რომ დავაკვირდი არ მოუშარდავს ეგ პერიოდი, მერე პამპერსი ჩავაცვით და ეგრევე გაავსო, იკავებდა აშკარად და არ შარდავდა.

Posted by: Glamurka 3 Jun 2022, 18:28
nino84
უყურე რა ეშმაკები არიან. ამას გავხადე და ვცდილობდი რო ექნა გარშოკზე. მერე ადგა ისე მოფსა იატაკზე და იტირა. ამ გარშოკით მგონი უფრო ერთობა მუსიკალურია უნიტაზის ფორმის. უბრალო იაფიანი ხოარჯობს ვუყიდო?

Posted by: takoo1 3 Jun 2022, 21:05
Glamurka
უბრალო აქ ჩემსას მარა მოფსმის და კუკის მეტს ყველაფერს აკეთებს ზედsmile.gif)) დაათრევს აქეთ იქეთ ხან რაღაცეებს ყრის შიგნით.ხან თავზე ახურავს მოკლედ მე არ გამოგადგები მაგალითადsmile.gif)) თუ რამე ქენი მეც მასწავლე რა)))

Posted by: nino84 3 Jun 2022, 22:26
Glamurka
პირველად რომ უპამპერსომ ჩაიფსა ამასაც ისტერიკა ჰქონდა. ეხლაც თუ ტრუსიკით დატანტალებს, დისკომფორტი აქ ჩაფსმისას. აი გუშინ დავაფიქსირე რომ აშკარად იკავებდა და როგორც კი პამპერსი ჩავაცვით გაუშვა. ჩვენ ჩვეულებრივი ქოთანი გვაქ რავიცი, არანგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ფორმას და ფერს.ზოგჯერ ვფიქრობ სპეციალური დასაჯდომი ვუყიდო უნიტაზის, იქნება ასე უფრო გაამართლოს

Posted by: Glamurka 5 Jun 2022, 00:06
gogatakoo
აუცილებლად იმედია მივაღწევ შედეგს ❤
* * *
nino84
უნიტაზზე დასადები საიბტერესოა იქნება გააამართლოს ცდად ღირს

Posted by: მზე 5 Jun 2022, 12:34
გოგოებო ვინც ეხლა სიცხეში გააჩინეთ, ბავშვისთვის რეები წაიღეთ სამშობიაროში? ტანსაცმელი მაინტერესებს biggrin.gif

და პილიონკები/მუსლინები რამდენი?

Posted by: SOF - 777 5 Jun 2022, 16:36
მზე
სიცხეს მნიშვნელობა არ ჰქონდა გაგუაში

ერთიანი (ფეხებიანი) ბოდი გრძელ მკლავიანი დაგჭირდება 3-4 ცალი, ადიალა ნაქსოვი რომ დააფარონ ძილის დროს. პლიონკა ქონდათ ,არა 2 ცალი წაიღე. ქაღალდით ამშრალებდნენ დაბანისას

Posted by: მზე 5 Jun 2022, 23:05
SOF - 777
პოლზუნკას გულისხმობ ჰო? შინგიდან არაფერი ჰო?

მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: SOF - 777 6 Jun 2022, 00:55
მზე
ჰო, შიგნიდან არაფერს არ აცმევდნენ. პამპერსი და გარედან ეგ პოლზუნკა. კვების დროს პირის მოსაწმენდი ნაჭერი რამოდენიმე, ზოგ ბაიას ძილის დროს გადმოსდიოდა რძე. ნასკი 2 ცალი მაინც წაიღე. ისე წინასწარ ჰკითხე მაინც ექიმს გითხრას, სხვა სამშობიაროში შეიძლება სხვანაირადაა ❤️

Posted by: takotatuli1989 7 Jun 2022, 00:30
,გოგოებო, ვაპირებ ,,ფიშერ ფრანსის" ბაუნსერის და ,,მადერ ქეარის" საქანელა ბაუნსერის გაყიდვას. სანამ მარკეტზე დავდებ თქვენ შემოგთავაზებთ თუ დაინტერესდებით.

Posted by: nino84 7 Jun 2022, 19:02
გოგოებო, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია თუ გაგიკეთებიათ ბავშვისთვის? 2 წლის და 3 თვისაა, რცხილაძესთან დამყავს და თავის გარშემოწერილობის გამო, რომელიც ნორმაზე მეტი აქვს კვლევაზე გაგვიშვა თოდუაში

Posted by: unusual 7 Jun 2022, 20:22
ბრონქიტის გამოცდილება ვის გაქვთ რო გამიზიაროთ? ანტიბიოტიკები რამდენად საჭიროა? რამდენად სარისკოა ფილტვების ანთებაში გადაეზარდოს? და როდის აქ რისკი?უკვე ძაან ხშირად აქვს და სულ კანკალში უნდა ვიყო თუ ეს რა მოჯადოებული წრეა ვეღარ გავიგე.. რამდენჯერაც მივიყვანე “ზღავრზეა ფილტვების ანთების” არადა არც სიცხე აქვს მარტო ახველებს. მოვდივარ დაზაფრული.

Posted by: any_body 7 Jun 2022, 21:41
unusual
ვისთან დაგყავთ ?
ჩემი დეიდაშვილის ბავასვს ჰქონდა ეგრე, მიქელაძესთან იყვნენ და ბაკურიანში დასვენება ურჩია, ანტიბიოტიკი დასჭირდათ ერთხელ როგორც მახსოვს.
მიქელაძე თანამედროვე გაიდლაინებს არ მიჰყვება მაგრამ მსგავს სიტუაციებში მომწონს მე.

Posted by: emiblack 7 Jun 2022, 22:27
გოგოებო, მოვედი აღიარებით . ბავშვი არის 1 წლის და 2 თვის . ლაქტაციას აგრძელებს . ციკლი არ აღმიდგა . სირაქლემას პოზიციაში ვარ, მეშინია რამე არ მჭირდეს და ექიმთან არ მივდივარ რომ არ გავიგო . მშობიარობის შემდეგ პლაცენტა იყო ჩარჩენილი, ბოლო ექოსკოპიაზე გენრიეტასთან ვიყავი და მითხრა ჩამოიწმინდა თავისუფალია ღრუო.ბავშვი ოყო 1,5 თვის მაშინ . რამდენჯერაც გადავწყვიტე წასვლა იმდენჯერ წარმოვიდგინე როგორ მეუბნება ექიმი რომ მეტ შვილს ვერ გავაჩენ. ხართ აქ ვინმე ვისაც ამდენი ხანი ციკლი არ გქონდათ?

Posted by: matuti 7 Jun 2022, 22:45
emiblack
QUOTE
გოგოებო, მოვედი აღიარებით . ბავშვი არის 1 წლის და 2 თვის . ლაქტაციას აგრძელებს . ციკლი არ აღმიდგა . სირაქლემას პოზიციაში ვარ, მეშინია რამე არ მჭირდეს და ექიმთან არ მივდივარ რომ არ გავიგო . მშობიარობის შემდეგ პლაცენტა იყო ჩარჩენილი, ბოლო ექოსკოპიაზე გენრიეტასთან ვიყავი და მითხრა ჩამოიწმინდა თავისუფალია ღრუო.ბავშვი ოყო 1,5 თვის მაშინ . რამდენჯერაც გადავწყვიტე წასვლა იმდენჯერ წარმოვიდგინე როგორ მეუბნება ექიმი რომ მეტ შვილს ვერ გავაჩენ. ხართ აქ ვინმე ვისაც ამდენი ხანი ციკლი არ გქონდათ?

შენ არ გეკადრება სირაქლემას პოზაში ყოფნა, მითუმეტეს რაც ჯანმრთელობას ეხება smile.gif მიდი ექიმთან, იქნებ სულაც არაფერია და ტყუილად ნერვიულობ. მე ვფიქრობ ჰორმონების ბრალია. ლაქტაციას რომ აგრძელებ, პროლაქტინის თემაა. თუმცა ყველა ინდივიდუალურია. მეც ძუძუს ვაჭმევ, თუმცა მეორე თვიდან აღმიდგა მენსტრუაცია.

Posted by: emiblack 7 Jun 2022, 22:48
matuti
იმედია . ჩემი შვილი ძალიან ხშირად ჭამს, პრაქტიკულად ყოველ საათში, ღამეც 3-4ჯერ და იმედია მაგის ბრალია . მე მჩვევია კი, ორსულობის დაგეგმვის და ორსულობის დროს ვიყავი მარტო არასირაქლემა )) მადლობა <3 ხო, მინდოდა ამომეთქვა და ეგებ მივაღწიო

Posted by: takotatuli1989 7 Jun 2022, 23:24
unusual
ჩემ ტყუპებს ქონდათ 5 თვისებს ვირუსული ბრონქიოლიტი. სასწრაფო პედიატრმა დანუბნის პედიატრმა გაიგიჟეს თავი რომ გადამეყვანა სტაციონარში, ყველა წერტილში ისმის ხმაო და საკმაოდ მწვავედ აქვთო. ჯერ ბიჭს ქონდა და მერე გოგოს. ფიზიოლოგიურის და ატროვერტის ინჰალაციებით, პლიუს ცხვირის ჩარეცხვებით აულაგდათ 2 კვირაში ცხვირიან ხველებიან ყველაფრიანად. ბიჭს ერთი დღე ქონდა სიცხე, გოგოს არ ქონია. მნიშვნელოვანია ბავშვები სითხეს იღებდნენ და მივარდნილები არ იყვნენ. ანტიბიოტიკს ვიცი აზრი არ აქვს როცა ვირუსულია, მამიდაჩემი პტიზიატრია და სულ მაგას იძახის ბრონქიტს არ ჭირდება ანტიბიოტიკიო. თუმცა როცა პატარას ეხება საქმე ხშირი კონტროლია საჭირო, ანუ მე კი არ დავაწვინე სტაციონარში, მაგრამ დღეგამოშვებით ვიძახებდი სასწრაფო ოედიატრს და ვასმენინებდი ფილტვებს და ვაზომინებდი სატურაციას. სატურაცია შეიძლება დააგდოს ბრინქიტმა თუ დაეხშო სანათური ბრონქის და ეგ არის რისკი. თუ ახველებენ კაია, უფრო მეტია შანსი არ გადავიდეს ფილტვებში და ამოიღონ. ალერგიული ბრონქიტი გამორიცხულია? მე მქონდა ეგ და სანამ კოჯორში არ დავიწყე სიარული ყოველ ზაფხულს და ზამთარში ბაკურიანში მანამდე არ მეშველა. დასავლეთში წასვლა აკრძალული მქონდა და პირველად ზღვაზე 15 წლის წამიყვანეს. ციციშვილი იყო ადრე პროფესორი ვერაზე ცხოვრობდა და იმან ურჩია დედაჩემს, ან კოჯორი ან ტბაო (ცემამდეა) იქ ატარეთ და ეშველებაო.

Posted by: narkozeli 7 Jun 2022, 23:49
takotatuli1989

მე დამყავს ყოველ ზაფხულს ბავშვი ჰაერის გამოსაცვლელად 1 თვით. პირველ წელს მანგლისში მყავდა, მეორე წელს კოჯორში და წელს ისევ მანგლისი მინდოდა მაგრამ სამსახურის გამო დღეს დავჯავშნე ისევ კოჯორი ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე და თან გულში ხინჯად მქონდა ჩემი პრობლემის გამო ( ვერ ვივლი მანგლისიდან ყოველ დღე) რომ კოჯორი ავირჩიე მაინც და ისე გამიხარდა ახლა შენი პოსტი, ვერ წარმოიდგენ biggrin.gif ანუ არც კოჯორი ყოფილა ხელწამოსაკრავი biggrin.gif არ მაქვს იმხელა შვებულებები რომ აბასთუმანში და ბახმაროში ან სადმე შორს კარგ კურორტზე მყავდეს 1 თვით და ვერც ძიძასთან ვერ დავტოვებ ამდენი ხნით მარტო.
კოჯორი იმიტომ მაწყობს რომ მაქედან დავდივარ სამსახურში.
ნუ ზამთარშიც მყავდა ბაკურიანში მარა უფრო უკეთესი და ეკოლოგიურად ნაკლებად დაბინძურებული ალტერნატივა თუ იქნება, აღარ წავიდოდი ბაკურიანში არც ზამთარში :/ მარა არაა უკეთესი ალტერნატივა.



emiblack

არ იქნება არაფერი, მაგრამ დასარწმუნებლად ეხოზე მიდი, არ გადადო. ისე კი ასეთი სიხშირით ლაქტაცია იმხელა გმირობა მგონია, კი დაიმსახურე ციკლისგან რომ დასვენებული იყო biggrin.gif ❤️

Posted by: takoo1 7 Jun 2022, 23:58
emiblack
აუ ეგრე ხშირად თუ აჭმევ ძუძუს მაგის ბრალი იქნება,მაინც მიდი გამორიცხე რო წყნარად იყო მარა არამგონია რამე იყოს.რატო გგონია რო მაგას გეტყვიან.ციკლი რომც გქონდეს არეული ჰორმონების გამო იქნება და მოგვარებადია ეგsmile.gif

Posted by: emiblack 8 Jun 2022, 05:44
narkozeli
gogatakoo
მადლობა , გოგოებო <3 კი უნდა მივიდე . კვებების ამოგდებასაც ვცდილობ , დაიწყო ცოტა რაღაცების დამატება და <3 თვის ბოლომდე მივალ, ამოვთქვი მთავარია )) პირველი ნაბიჯი იყო ))

Posted by: unusual 8 Jun 2022, 08:51
takotatuli1989
ჩემი 2.5 წლისაა ბაღში დადის და ვირუსულია სავარაუდოდ, ხველების დროს გულს ირევს, ცხირშიც ვერ სუნთქავს და ყურებსაც იტკიებს. მგონია ისეთი არაფერია მოვიყვან და გულს მიხეთქავენ. მაინტერესებს ამ დროს სიცხე გაქვს თუ არა არა აქვს მნიშვნელობა? მაინც ორივე ვარიანტში სარისკოა? წავიყვანე მაგ მიზნით მაისში ბორჯომში და ისეთი ანგინა გაუჩნდა მეორე დღეს რომ გამოვიქეცით. რა გზას დავადგე უკვე აღარ ვიცი… ეს იმუნიტეტიც ვეღარ გამოიმუშავა. ეხლა დანიშნული აქვს ატროვენტის წვეთები, ანტიბიოტიკი, პულმიკოტის წვეთები. და სანათური ბრონქის დახშობა რას ნიშნავს?
* * *
და რას ნიშნავს თუ ახველებენ კაია? ანუ რო ახველებს ხო ეგაა ბრონქიტი?

Posted by: takotatuli1989 8 Jun 2022, 10:10
unusual
ხველება პატარებშია კაი რო ამოიღონ ნახველი, გულის არევითაც ამოდის რასაც ესენი ვერ ახერხებდნენ. შენი დიდი ყოფილა უკვე. კოჯორი არანაირად არ არის ხელწამოსაკრავი, გეუბნები კოჯკრი და ტბა გვითხრა იმ კაცმა. აბასთუმანი და ბახმარო არც უხსენებია.გააჩნია ალბათ ვის როგორი ბრონქიტი აქვს. სიცხეზე არ ვიცი სიმართლე თუ გინდა ამათ არ ქონიათ, თუმცა ამათი მრჩეველის პესიატრი ხაზს უსვამდა გარემოებას რომ როცა სიცხე არ ექნებოდათ მივარდნილები არ უნდა ყოფილიყვნენ, სუნთქვის გახშირებაა მნიშვნელოვანი სიმფტომი კიდევ რომ ექიმი უნდა გამოიძახო მაშინვე.

Posted by: pearlgirl 8 Jun 2022, 15:26
nino84
ირაკლიმ თუ გაგიშვა ესეიგი გადასაღებია. კარგ ადგილასაც გაუშვიხართ.

Posted by: Ani_Floyd 8 Jun 2022, 16:52
გამარჯობა გოგოებო. ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება თორემ ძალიან ვნერვიულობ.. მშობიარობის შემდეგ ვისაც მენსტრუაცია დაგეწყოთ ყოველთვე გქონდათ თუ არეულად? ნორმალურია რომ აირიოს?

Posted by: nino84 8 Jun 2022, 17:26
pearlgirl
ვენდობი კი მის დიაგნოზს, უბრალოდ ძალიან მენერვიულება ჯერ თვითონ პროცედურა მაინც ნარკოზია და მერე პასუხი, თვის ბოლომდე ვერ ჩაგვწერეს მაგ პერიოდში კიდევ მეორეს ველოდები

Posted by: Tua 8 Jun 2022, 22:13
unusual
ვირუსია ეგეთი მოდებული ხველებით ( ნახველიანი) და ცხვირიდან ჩამონადენი, მეც კი გადავიტანე, ბრონქიტი ეგეთი ადვილი დიაგბოზი არაა და არც ანტიბიოტიკის მიღებაა პანაცეა, აუვილებლად უნდა ინახოს ც რეაქტიული ვილა და სისხლის საერთო ვირუსის მერე, თუ მომატებულია საგანგაშოდ მხოლოდ მაშინ ინიშნება ანტიბიოტიკი, ჩვენ მთელი ოჯახი ვიწექით მაგ ვირუსით და მხოლოდ მე დამჭორდა ანტიბიოტიკი 3 დღეში ვრონქებიდ ანთება დამეწყო დღემდე ხმა მაქვს დაკარგული. ამიტომ ჯობია ანალიზი გაუკეთო და მხოლოდ მერე პედიატრის ხარრვით გადაწყვიტო ანტიბიოტიკის მიცემა, მე მცოლოდ ხველების სეროფით და ცხვირის წვეთებით გამოვიყვანე ბავშვი 4 დღეში .

emiblack
მაგ ასაკისთვის ძალიან ხშირად აჭმევ ძუძუს და მაგიტომ არჭამს მყარ კვებას რადგან 1 წლის მეტრ უკვე ხვდება რომ ხუძუ ეგულება და სანამ არდაანებებს მყარ კვებაზე ეგრრ იქნება სულ და ციკლიც მაგიტომ არგაქვს აღდგენილი რაც ნორმაა , ნორმალურია სრულად მაგრამ ისე რომ გადააკონტროლო სადმე ექოზე არიქნება ურიგო ❤️

Posted by: fermina 9 Jun 2022, 09:25
გოგოებო, მასაჟისტი დალის (ან ვინმე სხვა კარგი მკერდის მასაჟისტის) ნომერი ხომ არ გაქვთ? მადლობა წინასწარ

Posted by: any_body 9 Jun 2022, 12:34
Ani_Floyd
ლაქტაცია?
მე ბუნებრივზე მყავს და გინეკოლოგმა
არეული ციკლი მორმალურია და ლაქტაციის
დასტულებიდან 3-4 თვე სჭირდება ჰორმონების დალაგებასო.

Posted by: cvanca 9 Jun 2022, 17:47
fermina
მარიზი - 599540554 , ამან მიშველა მე

Posted by: Ani_Floyd 9 Jun 2022, 17:51
QUOTE (any_body @ 9 Jun 2022, 12:34 )
Ani_Floyd
ლაქტაცია?
მე ბუნებრივზე მყავს და გინეკოლოგმა
არეული ციკლი მორმალურია და ლაქტაციის
დასტულებიდან 3-4 თვე სჭირდება ჰორმონების დალაგებასო.

თავიდან ვაჭმევდი, მაგრამ მერე რძე გამიშრა და პირველად ციკლი აღმიდგა წინა თვეში და ამ თვეში არ მომდის და ნორმალურია?

Posted by: takoo1 9 Jun 2022, 18:27
Ani_Floyd
არ ინერვიულო,მე წლამდე ვაჭმევდი 2 თვეში მომივიდა ციკლი და მერე დაიკარგა რამდენი თვე არც მახსოვს.ხან მოდიოდა ხან მიდიოდა.
დაელოდე ერთი ორი თვე ძუძუს თუ აღარ აჭმევ დალაგდება ნელ ნელა ჰორმონები

Posted by: unusual 9 Jun 2022, 22:41
Tua
რანტგენი გადაუღეს და ორივე მხარე დატვირთულიაო და ლამის ფილტვების ანთება იწყებაო, არადა სიცხე არ ქონდა და არც კატასტრიფა ხველება. რენტგენს რა როლი აქვს ამ დროს? შენ სიცხეებიც გქონდა?sad.gif( აუ რა ცუდია. ზამთარში რო დაემართა ბრონქიტი, საავადმყოფოში ავღმოჩნდით. და იმის მერე უმეორდება და უმეორდება.,, ოღონდ უკვე უსიცხოდ..

Posted by: fermina 9 Jun 2022, 23:15
cvanca
QUOTE
fermina
მარიზი - 599540554 , ამან მიშველა მე


მადლობა, ვიპოვე დალი და საოცრებაა, ვისაც სჭირდებოდა გადაარჩინა ოპერაციას რასაც ქვია.

გაგუაში ვიღაც დარეჯანი ჰყავთ, ე.წ. ლაქტაციის სპეციალისტი და იმის გაფუჭებულიც ამან გამოასწორა.

ჩემი რჩევა იქნება, იმ დარეჯანს არ გაეკაროთ. ლოცვებს და მამაო ჩვენოს უკითხავდა და ისე აკივლა და აწივლა, სიმწრისაგან ტიროდა და ღრიალებდა.

დალიმ ისე გაუხსნა ჩამაგრებულ ძუძუებზე ყველა სადინარი, საერთოდ არ უგრძვნია. სიამოვნებდა პირიქით.

Posted by: emiblack 10 Jun 2022, 10:50
Tua
სიმართლე გითხრა ვერ ვიპოვე სხვა გამოსავალი. თუ ძუძუთი კვებას ერთს ამოვუგდებ საერთოდ აღარ ჭამს მყარ საკვებს . მყარსაც უმცირეს ულუფებს ჭამს და ამიტო ძაან ხშირად ვთავაზობ, 2-3 ლუკმას რომ შეჭამს მერე ძუძუს აყოლებს ცოტას იმასაც და ასე გამოდის რო მთელი დღეები ჭამის პროცესში ვართ))) 3საათში ერთხელ ძუძუს მიცემა რომ ვცადე იმდენი შეჭამა რო მყარს მერე აღარ იმატებს, მშიერზე კიდე მყარს სულ არ ეკარება . შარში ვარ ))) ერთადერთი რასაც ასე ხშირი კვებით მუვაღწიე ისაა რომ მყარი საკვები დღის მანძილზე რაღაც მაინც გამოუდის მიღებული. აწი ვეცდები ლაქტაცია შევამცირო მაინც . წლამდე მქონდა გეგმაში და გამიხანგრძლივდა . მადლობა გამოხმაურებისთვის <3

Posted by: mashusha 10 Jun 2022, 10:52
emiblack

მუცელიც ხომ არ გეზრდება?smile.gif)) ხშირად, ლაქტაციის დროს,დაორსულდება ხოლმე ქალი : ))

Posted by: emiblack 10 Jun 2022, 13:29
mashusha
ნწ))) დავრბივარ ისე ტესტებით მიუხედავად თავდაცვისა ))) ისე უტოქსიკოზოთ თუ გამეზრდება მუცელი თანახმა ვარ გვიან გაგებაზეც))) მყავს ერთი ახლობელი 18 კვირაზე გაიგო და რამდენ შფოთვას აცდა ))

Posted by: takoo1 10 Jun 2022, 16:04
unusual
შანსი არის რო ანთებაში გადაიზარდოს,ჩემი მეზობლის ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში გუშინწინ,პედიატრმა სუფთაა ფილტვებიო არაფერი ისმოდა.დედამ წაიყვანა თავისი ინიციატივით და უკვე პროცესი იწყებოდა ერთ ფილტვზე და დატოვეს.
ისე ჩემი რჩევა იქნება თუ გაურკვევლობაში ხარ და ამდენი კითხვა გაქვს, აქ ფორუმზე კითხვას კარგი პედიატრი მოძებნო ჯობია. ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს და დაგაკვალიანებს.ესე სხვის მაგალითზე და რჩევებზე ვერ განსაზღვრავ.
ვისთან დაგყავს არ გიხსნის რაც გაინტერესებს რა უბედურებაა

Posted by: unusual 10 Jun 2022, 20:47
gogatakoo
მადლობა ჩემო კარგო. ნუ აქ ბევრ რამეს კითხულობენ და მეც ვიკითხე. მაინტერესებდა უშუალოდ დედების მონაყოლი გამოცდილება, თორე სტანდარტულად ექიმი მიპასუხებს, აბა რას იზავს. ჩავატარეთ ექიმის დანიშნული კურსი და უკეთ ვართ.

Posted by: matuti 10 Jun 2022, 21:01
emiblack
QUOTE
სიმართლე გითხრა ვერ ვიპოვე სხვა გამოსავალი. თუ ძუძუთი კვებას ერთს ამოვუგდებ საერთოდ აღარ ჭამს მყარ საკვებს . მყარსაც უმცირეს ულუფებს ჭამს და ამიტო ძაან ხშირად ვთავაზობ, 2-3 ლუკმას რომ შეჭამს მერე ძუძუს აყოლებს ცოტას იმასაც და ასე გამოდის რო მთელი დღეები ჭამის პროცესში ვართ))) 3საათში ერთხელ ძუძუს მიცემა რომ ვცადე იმდენი შეჭამა რო მყარს მერე აღარ იმატებს, მშიერზე კიდე მყარს სულ არ ეკარება . შარში ვარ ))) ერთადერთი რასაც ასე ხშირი კვებით მუვაღწიე ისაა რომ მყარი საკვები დღის მანძილზე რაღაც მაინც გამოუდის მიღებული. აწი ვეცდები ლაქტაცია შევამცირო მაინც . წლამდე მქონდა გეგმაში და გამიხანგრძლივდა . მადლობა გამოხმაურებისთვის <3

რძე უნდა შემცირდეს და თავისთავად გადავა მყარ კვებაზე. რძის შემცირებაზე უნდა იზრუნო, რაც უფრო ხშირად აჭმევ, შესაბამისა ბევრი გექნება.
პიტნის ჩაი ამცირებსო კარგად, გამიგია. ასევე პიტნის წვეთები ყოფილა რაღაც. სხვა საშუალებებიც არის რძის შემცირების, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო მაინც ეს მგონია და სცადე.

Posted by: emiblack 11 Jun 2022, 23:17
matuti
კი პიტნის ჩაიაზე ვიცი მსმენია, მაგრამ მე ძაან მიყვარს და თავიდანვე ვერ ვამბობდი უარს და არაფერსაც არ მიმცირებს ))) ჩემს კვებას როცა ვამცირებ მაშინ მიმცირდება და მომიწევს მგონი, თუმცა ძაან მიჭირს, მშია სულ

Posted by: matuti 12 Jun 2022, 10:02
emiblack
QUOTE
კი პიტნის ჩაიაზე ვიცი მსმენია, მაგრამ მე ძაან მიყვარს და თავიდანვე ვერ ვამბობდი უარს და არაფერსაც არ მიმცირებს ))) ჩემს კვებას როცა ვამცირებ მაშინ მიმცირდება და მომიწევს მგონი, თუმცა ძაან მიჭირს, მშია სულ

მაშინ სხვა რამით უნდა სცადო შემცირება, შიმშილით ჯანმრთელობას ნუ დაიზიანებ, ეგ მაინც არ იქნება ბოლომდე გარანტი რომ რძე გაგიქრეს. პიტნის წვეთები სცადე ან სხვა საშუალება. ექიმს რომ გაესაუბრო უფრო დაგაკვალიანებს, ან შეიძლება აფთიაქშიც გირჩიონ. გაძლიერებული მადაც მაგის ბრალია რომ რძის საშუალებით ენერგიას კარგავ და ორგანიზმი ცდილობს აღდგენას. ვინც აქტიურ ლაქტაციას ეწევა, ყველა ეგრეა, გასაკვირი არაფერია, მეც ეგრე ვიყავი smile.gif

Posted by: any_body 12 Jun 2022, 10:28
emiblack
პიტნის ზეთი გამოიყენება შესამციტებლად, მკერდის თავზე უნდა წაისვათ, მეორე კვების ამოგდებაა, რაც ნაკლებს შეჭამს ნაკლები იქნება. სხვა გზა მგონი არც არსებობს ნორმალური.

Posted by: takoo1 12 Jun 2022, 10:37
emiblack
კვების ამოგდებით მცირდება,შუალედები გაზარდე
უყურე ანუ ხო აჭმევ მაგალითად ყიველ 4 საათში ერთხელ ან 5 რა მნიშვნელობა აქვს.ეცადე ორჯერ ზედიზედ ამოუგდო,ორი ჭამა. ისე რო შუალედი გამოვიდეს დიდი და ნაკლებად ჩადგება რძე.
ზოგს იმდენი აქ რაღაც წამლებს სვავენ რო გაიშრონ.მე მაგალითად არ მქონია პრობლემა თავისით გაიპარა ისე რო ვერც გავიგეsmile.gif

Posted by: emiblack 12 Jun 2022, 10:47
matuti
any_body
gogatakoo
დიდი მადლობა, გოგოებო რჩევებისთვის. ამ ეტაპზე სრულად შეწყვეტას არ ვგეგმავ, ჩემთვის მთავარია მყარი კვებაც დაიმატოს ნორმალურად . ცოტათი წინ მივიწევთ და ვნახოთ რა გამოვა , როცა ვინმე არის სახლში ვცდილობ თითო კვება ამოვუგდო. 2ს ვერ აგდებს ფიზიკურად .
კვებას რაც შეეხება მართლა არანორმალურად ბევრს ვჭამ, როცა ადეკვატურად ვჭამ რძე ნაკლებია. მგონი დროა ნორმალურ კვებაზე გადავიდე )) ისედაც მეშინია მერე ეს მადა არ დამრჩეს და არ გავსუქდე

Posted by: cvanca 12 Jun 2022, 22:42
გოგოებო, საბურთალოს ან დიდუბის ტერიტორიაზე 3 წლის ბავშვისთვის აუზს ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: narkozeli 14 Jun 2022, 10:43
cvanca

დიღომში ჭუპა და ნეო მაგრამ ორივეგან დამყავდა და აწი უფრო დიდური მინდა მე. ვაკის საჭყუმპალაოში უკეთესი სიტუაციაა, ერთხელ მყავდა და კოვიდის გამო ვერ ვატარე მერე. შემოდგომიდან უნდა მივიყვანო

Posted by: cvanca 14 Jun 2022, 14:27
narkozeli
მადლობა, საჭყუმპალაოში ჩავწერე <3

Posted by: George_Best 14 Jun 2022, 17:18
ჩემს ძმაკაცს აქვს რაღაც პროექტი -ქინდერბუბუ ხოდა ტვინი გამიღუნა დააგდე ფორუმზე დააგდეო,ხოდა ვაგდებ რავი თუ გაინტერესებთ

https://www.kinderbubu.com/en -ეს საიტია

https://www.facebook.com/KinderBubuWorld

user posted image

რაღაც კოდი აქვს და ფასდაკლებას აკეთებს 130 ლარის მაგივრად 45.50 ლარი ღირს,თუ რაღაც მსგავსი -ფასდაკლების კოდი george

რავი,რატომღაც თუ დაგაინტერესებთ ფბზე მიწერეთ

ჩემით გავალ,არაა გაგდება საჭირო biggrin.gif

Posted by: any_body 16 Jun 2022, 16:26
7 თვის ბავშვს ხორცი როგორ გაასინჯეთ?
ვცდილობ თვითკვებაზე მყავდეს, ასე თუ ისე გამოსდის, მაგრამ
ხორცზე ცოტა მენერვიულება და მივიღებ რჩევებს.

Posted by: takoo1 16 Jun 2022, 16:36
any_body
დაბლენდერებულს ვაძლევდი,სუპში ვურევდი ან ბოსტნეულში.მერე უკვე გატარებულს ვუყრიდი ხოლმე.პირდაპირ არ ჭამდა ჩემი არ გეჭავდა

Posted by: any_body 17 Jun 2022, 21:07
gogatakoo
დაბლენდერებულს არ ვაძლევ და ერთი ის ვიფიარე დავჭყლიტო რომელიმე ბოსტნეული და აფთიაქის გავურიო, სხვა ვერ მოვიდიქრე.
მადლობა ^^

Posted by: anibani18 17 Jun 2022, 21:22
any_body
გაატარე და კატლეტი გაუკეთე. ძალიან გემრიელია გოგრა, წითელი ბულგარული და ხახვი გამომცხვარი ღუმელში, შემდეგ გატარებული ხორცთა ერთად. დაუმატე კვერცხი, ამოავლე საფანელში და ან გამოუცხვე ან შეუწვი.

Posted by: takoo1 17 Jun 2022, 21:38
any_body
ხორცი დააბლენდერე ან დააჩოფერე ეგ ვიგულისხმე.აფთიაქშიც ეგრე პიურესავით იყიდება
ზოგადად არც მე ვუბლენდერებდი თავიდან როცა გავასინჯე მაშინ,მერე უკვე ვუჭყლიტავდი და ისე ვაჭმევდი.გატარებულს არვიცი თუ შეჭამს ცადე მარა პატარა არაა მაგისთვის?რამხელაა?

Posted by: matuti 17 Jun 2022, 23:01
any_body
QUOTE
7 თვის ბავშვს ხორცი როგორ გაასინჯეთ?
ვცდილობ თვითკვებაზე მყავდეს, ასე თუ ისე გამოსდის, მაგრამ
ხორცზე ცოტა მენერვიულება და მივიღებ რჩევებს.

ხორცს ჯერ ძალიან წვრილ ნაჭრებად ვჭრი და მერე ჭიქით ვუჭყლიტავ, დაბლენდერებულს ასე მირჩევნია, მაინც ინარჩუნებს ხორცის კონსისტენციას ასე თუ ისე და ფაფასავით არ ხდება. მერე ვურევ ბოსტნეულის სუპში და ისე ვაჭმევ.

Posted by: any_body 17 Jun 2022, 23:39
anibani18
კატლეტისთვის მაინც მზად არ მგონია იყოს, ცოტა მეტი პრაქტიკა დასჭირდება ესე მგონია, კატლეტი ისე კარგი, მარტივი, სწრაფი იდეაა :დ

gogatakoo
7 თვისაა, სოლოდზე
კი წერია ბოჭკოს გასწვრივ დაჭერითო, კვერცზი შემწვარი კი ჭამა მშვენივრად, კარგად უმკლავდება მაგრამ გამოცდილება მაიცნ არ აქვს დიდი.

matuti
უი ეგრე ვცდი, მადლობა ^^ ყველაზე წვრილი რაც იჭრევა ეგეთ ნაჭრებად ?

Posted by: matuti 17 Jun 2022, 23:57
any_body
QUOTE
უი ეგრე ვცდი, მადლობა ^^ ყველაზე წვრილი რაც იჭრევა ეგეთ ნაჭრებად ?

მე ჩვეულებრივ ხორცს ვაჭმევ, რასაც ოჯახში დიდებიც ვჭამთ, როცა ჩვენთვის ვაკეთებ ხორციან კერძს, ბავშვისთვის ამოვიღებ ხოლმე ერთ ნაჭერ მოხარშულ ხორცს და იმას ვჭრი წვრილად, მერე ჭიქით ვჭყლიტავ. შეგიძლია ცალკე ბავშვისთვის მოხარშო და ის დაჭრა მერე წვრილად

Posted by: სერაფიტი 22 Jun 2022, 13:41
დედებო, უცებ შემოგეჭრებით და ვისაც არ დაგეზარებათ, იქნებ აქ ან პირადში მირჩიოთ, ჩაჩავასა და ჰერას შორის (გაგუასაც განვიხილავ), სად ჯობს მშობიარობა. ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბავშვისადმი, ლაქტაციისადმი იყვნენ ყურადღებითsmile.gif)

Posted by: Swan:) 24 Jun 2022, 21:54
გოგოებო, ჩემს პაწიას ვაწყებინებ ფაფებს და რომელს მირჩევდით ? მამაკოს წიწიბურა, სემპერის თუ ჰიპის? რძიანი თუ ურძეო? არაფერი აქვს ჯერ დედის რძის გარდა გასინჯული

Posted by: takoo1 24 Jun 2022, 22:06
Swan:)
თავიდან იწყებ აუცილებლად ურძეოთი,ასინჯებ ურძეო სახეობებს და შემდეგ გადადიხარ რძიანზე უკვე.
მე სემპერს და ჰიპს ვაჭმევდი ორივე კარგია. შაქარს არ შეიცავს.
მამაკო ჩვენ დროს არ იყო აქებენ მგონი თხის რძეზეა დამზადებული და სავარაუდოდ კარგი იქნება.

Posted by: any_body 26 Jun 2022, 22:13
Swan:)
ურძეო ფაფა სჯობს, მაგრამ თანამედროვე სტილით სჯობს ბოსტნეულის ჭამა
დაიწყოს 6 თვიდან, თუ არ აქვს წონის დეფიციტი.
რამხელაა?

Posted by: Katerina_N 27 Jun 2022, 11:40
გოგოებო გამარჯობა რჩევისთვის მოგაკითხეთ თვენახევრის ქალბატონს თავზე და წარბებზე ფუფხი გაუჩნდა რით შველიდით ?

Posted by: takotatuli1989 27 Jun 2022, 18:56
Katerina_N
მუსტელას სტელატოპია გიშველით

Posted by: nopiahopi 27 Jun 2022, 20:20
სერაფიტი
ზოგადად, რთულია ექიმის ან კლინიკის რჩევა. ყველას სხვადასხვა გამოცდილება აკავშირებს.
გაგუას არც განვიხილავდი და ვერც შევადარებ მაგ ორს. ჰერაში გავაჩინე ორი ბავშვი, ექიმი არც ამიყვანია. რამდენიმე კომპეტენტურმა ადამიანმა მითხრა, რომ ანესთეზიას კარგად აკეთებდნენ და ძალიან კარგი ბრიგადები ყავთ, თავისუფლად ენდეო და გაამართლა ორივე მშობიარობაზე smile.gif + ღმერთმა არავის დააჭირვოს და რეანიმაცია აქვთ. საერთო ჯამში კარგი ფასები,ყურადღება და პირობებია.

ჩაჩავა, მე პირადად დიდად არ მიყვარს და + ძვირია საკმაოდ.

Posted by: any_body 27 Jun 2022, 21:47
Katerina_N
საბავშვო ზეთს ვუსვამდი ბანაობისას და მერე ვაფლის პირსახოცს ოდნავ თავზე გადავატარებდი, ერთ თვემდე გაუგრძელდა მაგრამ აულაგდა.

Posted by: takoo1 27 Jun 2022, 23:10
სერაფიტი
ლაქტაცია მეათე ხარისხოვანია მაგით თუ არჩევ,
ისე არამგონია მაგ თემას დიდად სადმე ყურადღებას აქცევდნენ რავიცი,თუ ვინმეს აქვს გამოცდილება დაწერენ გოგოები.
გაგუას მემგონი ერთი კაციც არ გირჩევს biggrin.gif რატომღაც ძაან გატეხილი აქვს სახელი.მე ვისგანაც ვიცი ყველა ლანძღავს რავიცი აბა.
დალშე გაიკითხე კარგად,ექიმის აყვანას აპირებ?

Posted by: any_body 28 Jun 2022, 15:24
gogatakoo
გაგუაზე ვერ დაგეთანხმები biggrin.gif
ჩემს ირგვლივ ვინც იმშობიარა ყველა
კმაყოფილია, მეც ვიმშობიარე და მომეწონა ძალიან.
ლაქტაციასაც აქცევენ ყურადღებას, ჩემთვისაც ლქტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა ბუნებრივზე მყოლოდა და რავი ექთნიდან დაწყებული ყველა მეხმარებიდა მაგ ამბავში. ძაან ინდივიდუალური თემაა, პრიორიტეტების ამბავი.

Posted by: Katerina_N 28 Jun 2022, 15:31
მადლობა გოგოებო მუსტელას ქაფი ვიყიდეთ და კრემი და ცოტა გვეშველა.. ამას თვენახევრის ასაკზე გაუჩნდა 1 კვირაში დაახლოებით

Posted by: matuti 28 Jun 2022, 17:40
any_body
QUOTE
გაგუაზე ვერ დაგეთანხმები
ჩემს ირგვლივ ვინც იმშობიარა ყველა
კმაყოფილია, მეც ვიმშობიარე და მომეწონა ძალიან.
ლაქტაციასაც აქცევენ ყურადღებას, ჩემთვისაც ლქტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა ბუნებრივზე მყოლოდა და რავი ექთნიდან დაწყებული ყველა მეხმარებიდა მაგ ამბავში. ძაან ინდივიდუალური თემაა, პრიორიტეტების ამბავი.

გაგუაზე მეც კარგი მსმენია. ჩემმა რძლალმა ორივე ბავშვი მანდ გააჩინა და ძალიან კმაყოფილია, თან პირველი ორსულობა საკმაოდ რთული ქონდა, თირკმლის ანთებით, თვითონ დავით გაგუამ მშვენივრად წარმართა ორსულობაც და მშობიარობაც.
მიკვირს როცა გაგუაზე ცუდს ამბობენ. მაგრამ ყველა ერთნაირად კმაყოფილი ვერ იქნება რათქმაუნდა, ყველა ექიმს და კლინიკას ყავს თავისი კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები მეტ-ნაკლებად.

Posted by: takoo1 28 Jun 2022, 19:10
any_body
მე შეხება არ მქონია გაგუასთან.ის ვთქვი რაც ვიცი
ახლობლებისგან და აქ გოგოები რო წერენ იმათგან
მგონი გაგუას რო ყავს უკმაყოფილო მაგდენი არცერთ კლინიკაზე არ მსმენია რავი. შესაბამისად მე ვერ გავრისკავ ამდენი უკმაყოფილო შეფასებების ფონზე მანდ მისვლას,მგონი ჩვეულებრივი ამბავია.
ხო ნუ ინდივიდუალურია სულ უკმაყოფილო ხო არ ეყოლება ყველა,ვიღაც კმაყოფილიც იქნება.


Posted by: any_body 28 Jun 2022, 23:04
matuti
ჩემს გარშემო მითუემტეს რამდენიმეს ექიმი არც ჰყვავდათ აყვანილი და ისინიც კი კარგს ამბობდნენ.
მეც დავითმა მამშობირა, ძალიან კარგად.
ორსულობა თინამ წარმართა და საკმოდ ორსული ვიყავი ალბათ, თანმდევი დაავადებების გამო. 39 კვირამდე რომ
მივიდოდი მაგაზე ვერც ვიცნებობდი biggrin.gif

gogatakoo
გაგუას თვეში 500 მშობიარე ჰყავს, დანარჩენებს 100-300 და რა თქმა უნდა ლოგიკურად მეტი უკმაყოფილო შეიძლება იყოს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ კმაყოფილი ცოტაა, ჩვენი ბაბლი რასაც ამბობს ის რეალიბა ყოველთვის არაა.

მე მაგალითად ერთსართულზე განლაგებულ სამშობიაროში მშობიარობა არ მინდა :დ
ვის რა ხუშტური გვაქვს.

Posted by: nopiahopi 28 Jun 2022, 23:04
გოგოებო, შემთხვევით ქობულეთში ხომ არ გეგულებათ ბიუჯეტური, ნორმალური, სუფთა ბინა დედაჩემი და ბავშვი რომ გავუშვა? ზღვასთან ახლოს ურჩევნიათ.

Posted by: takotatuli1989 29 Jun 2022, 08:30
any_body
თვეში არ მგონია 500 მშობიარე ყავდეს, შარშან გამოვითხოვე სტატისტიკა რაღაც საქმისთვის მჭირდებოდა და ჰერას წლიურად გაგუაზე საშუალოდ1000-ით მეტი აღრიცხვაზე მყოფი ორსული ყავდა. მშობიარეებზე მხოლოდ არ მქონია ინფო. მაგრად კი გამიკვირდა ისე, ერთი ბეწო ჰერას თბილისში ყველაზე მეტი ორსული ყავდა აღრიცხვაზე.

Posted by: takoo1 29 Jun 2022, 11:03
any_body
გაგუას არამგონია ჰერაზე მეტი ყავდეს შენ საიდან გაქ ეგ ინფო? ხო ნუ გააჩნია რითი ხარ უკმაყოფილო,მე მკიდია მაგალითად ეგეთი რაღაცეები.არც პალატაზე და კვებაზე მაქ გართულება და არც რემონტზე რაზეც ბევრი წუწუნებს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია მშობიარობის პროცესი ჩემი და ჩემი შვილის ჯანმთელობა.
ამიტომაც გაგუა გამორიცხული მყავს,ისეთი ჩეპეები მოსვლიათ მანდ და იმდენი რო რავიცი. ასე რო არც განვიხილავ მანდ მშობიარობას და ყველგან ვიტყვი რო სხვამაც არ გამოსცადოს.
ყველა ამშობიარებს როცა კარგად მიდის ყველაფერი და აი როცა რაღაც რთულდება მერე 90% ბოდიში და აჯ..ამს საქმეში.
მე გალოვცადე ეგ ჩემ თავზე ჩაჩავაში 3 წლის წინ.
ყველაზე შემტკივა გული და არ მინდა ვინმეს რამე პრობლემა შეექმნას.
თორე გაგუაც მკიდია ჩაჩავაც და მომავალში თუ სხვა კლინიკით ვიქნები უკმაყოფილო ისიც.

Posted by: fermina 29 Jun 2022, 12:31
გაგუაზე დავწერ უახლეს ინფორმაციას, ჩემი ოჯახის წევრმა გააჩინა მანდ, მიწერია კიდეც რომელიღაც თემაში.

საკეისრო გაუკეთა თინამ იდეალურად.

დალშე რა ვთქვა აბა, მთავარი და მნიშვნელოვანია შემდგომი პერიოდი.
როცა პირველ შვილს აჩენ, არანაირი გამოცდილება არ გაქვს.
გასკდება რძე და არ იცი რა გააკეთო, ყველა სხვადასხვა რაღაცას გეუბნება...
მოკლედ ბავშვი მეორე დღეს მიუყვანეს, მანამდე აძლიეს ხელოვნური.
მიუხედავად ამისა, მაინც ჩაიდო ბავშვმა ძუძუ, მაგრამ ბუნებრივია წოვდა ძალიან ცოტას, რამდენიმე გრამს. ამას ძალიან უნდოდა რომ ძუძუ ეჭამა ბავშვს. ჰქონდა ჰიპერლაქტაცია, თავისით ვერ გამოიწველა, ვერც ბავშვმა უშველა, გაუმაგრდა, სადინარები ვერ გაეხსნა, გაუწითლდა, საშინლად ტკიოდა ძუძუს თავები და მთლიანად მკერდი. მართლა ეხვეწებოდა ყველას, მიშველეთ და დამეხმარეთო. პერსონალი ეუბნებოდა, ბავშვი გიშველისო. უკვე ისე იყო, რომ საწველ აპარატსაც ვერ გამოჰქონდა.
ამ დროს შემოდის ვიღაც გაურკვეველი ბებიაქალი დარეჯანი, მე ლაქტაციის სპეციალისტი ვარ და დამიჯერეო. ჯერ დააგლიჯა ძუძუები, ისეთი "მასაჟები" გაუკეთა, მერე საღამოს რომ ნახა რომ უარესი მდგომარეობა იყო, ჯერ ვიღაცის მოტუტყნული მალამო შეტენა ანუ აყიდინა, მუსტელა არ გინდა, არ ვარგაო biggrin.gif
მერე, სასწრაფოდ ყინულებიანი კომპრესები უნდა დაიდოო და ამანაც დაუჯერა რა ექნა და დაიდო. რა თქმა უნდა, უარესად გახდა.
მეორე დილით უკვე პალატის ექთანი შემოვიდა და ყინულებიანი არ შეიძლება, პირიქით თბილი წყალი ივლეო. ამასობაში ეს გოგო არის უარესად, ისევ მოვიდა ეს ე.წ. ლაქტაციის სპეციალისტი დარეჯანი და დააგლიჯა და დაასისხლიანა, მთელ სართულს ესმოდა ჩემი კივილიო, არადა ძალიან ამტანია. თან ლოცვებს და მამაო ჩვენოს მიკითხავდაო facepalm.gif მოკლედ უარესად დაუზიანა მკერდი.
ამის მერე შემოდის მამოლოგი და შენ გასაჭრელი გექნება და ჯობია გაიშროო. დაუნიშნა დოსტინექსი.
ამანაც ოღონდ ეს წამება დამთავრდესო, ერთი ტაბლეტი დალია. არადა რძე აქვს უამრავი...
სახლში რომ გამოწერეს, უარესად და უარესად იყო, უკვე აკანკალებდა და დაჩირქების პროცესი მიდიოდა.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სახლში მოყვანილმა სასწაულმა მასაჟისტმა დალიმ ორ პროცედურაში გაუხსნა ყველა სადინარი ისე, რომ საერთოდ ტკივილი არ უგრძვნია. მაგრამ რახან დალეული ჰქონდა ერთი დოსტინექსი, აღარც ბავშვს აჭამა და ბოლომდე გაიშრო შეშინებულმა. ხო, ასევე ამ მდგომარეობაში როცაა მკერდი, მაშინ დოსტინექსის დანიშვნაც არ შეიძლება თურმე.
და ის ე.წ. ლაქტაციის სპეციალისტი დარეჯანიც ვინაა, კაცმა არ იცის. სანიტარია თუ უბრალოდ მოარული ექიმბაში.
მოკლედ ესაა ჩვენი გამოცდილება და მაინც გაითვალისწინეთ, გაგუაში თუ მოხვდებით smile.gif


Posted by: magdalea 29 Jun 2022, 12:43
fermina


წაკითხვითაც შევღონდი user.gif საბრალო გოგო და საბრალო პატარა რომ დარჩა დედის რძის გარეშე უგულო ადამიანების გამო.

გოგიებო ერთი ექიმისგან მაქვს გაგებული რომ მშობიარობის მერე, სამშობიაროში ეცადეთ ძალიან ცოტა ჭამოთ და ძალიან ცოტა წყალი სვამთ პირველი რამოდენიმე დღე რომ რძე არ მოასკდესო, რადგან ბავშვი ვერ სძლევს მაგდენს და დგება ის სავალალო მდგომარეობა რაც ზემოთ წერია. ნუ გეშინიათ რომ შიმშილით ან ბავშვს ან თქვენ რამე გაკლდებათო. ბავშვი რომ დაიწყებს წოვასო, ნელნელა ორგანიზმიო უკვე თვითონ იწყებს იმ რაოდენობის რძის გამომუშავებას რაც პატარას სჭირდებაო და დარეგულირდებაო თანდათან. ვინც დაუჯერა ყველა წერს რომ კმაყოფილი დარჩა ამ რჩევით.

Posted by: fermina 29 Jun 2022, 12:48
magdalea
QUOTE
წაკითხვითაც შევღონდი  საბრალო გოგო და საბრალო პატარა რომ დარჩა დედის რძის გარეშე უგულო ადამიანების გამო.

გოგიებო ერთი ექიმისგან მაქვს გაგებული რომ მშობიარობის მერე, სამშობიაროში ეცადეთ ძალიან ცოტა ჭამოთ და ძალიან ცოტა წყალი სვამთ პირველი რამოდენიმე დღე რომ რძე არ მოასკდესო, რადგან ბავშვი ვერ სძლევს მაგდენს და დგება ის სავალალო მდგომარეობა რაც ზემოთ წერია. ნუ გეშინიათ რომ შიმშილით ან ბავშვს ან თქვენ რამე გაკლდებათო. ბავშვი რომ დაიწყებს წოვასო, ნელნელა ორგანიზმიო უკვე თვითონ იწყებს იმ რაოდენობის რძის გამომუშავებას რაც პატარას სჭირდებაო და დარეგულირდებაო თანდათან. ვინც დაუჯერა ყველა წერს რომ კმაყოფილი დარჩა ამ რჩევით.


მოკლედ ჩვენ წავაწყდით ასეთ უყურადღებობას და არაპროფესიონალიზმს და არ ვიცი, შეიძლება სხვას გაუმართლა.
ეს რჩევაც არავის მიუცია.
და აბსოლუტურად ყველა ადამიანი სხვადასხვა რაღაცას ეუბნებოდა.

Posted by: narkozeli 29 Jun 2022, 13:11
any_body

ნანახი მაქვს სტატისტიკა, ყველაზე მეტი მშობიარე თბილისში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იმედის კლინიკას აქვს biggrin.gif

მერე მოდიოდა ჰერა და ჩაჩავა
გაგუა მე4 თუ მე5 ადგილზე იყო.

რა თქმა უნდა გაგუასაც უამრავი ნაკლი აქვს (ისევე როგორც სხვებს) მაგრამ მთავარი პრობლემა არის "უფროსობაში", რომელიც არ აპირებს საფუძვლიანად შეცვალოს მიდგომები. ჯერ მარტო იმის გამო არიან გასაკიცხები, ყველაზე იაფაიან მასალებს რომ იყენებენ ყველაფერში. საკმარისია ნახო მათი მომარაგების სისტემა, უიაფესი ანესთეტიკი, ბებიაჩემის დროინდელი ლიდოკაინები, ძაფები რომელსაც რავი ნიგერიაში იყენებენ მგონი მარტო (არაგაწოვადი ძაფები) და რავი კიდევ მილიონი დეტალი. მესმის რომ ბონუსად იმას იღებ რომ იაფია, მარა არ მინდა ბატონო ეგეთი სიიაფე, ხარისხზე თუ გამიკეთებ ეკონომიას.



QUOTE
მე მაგალითად ერთსართულზე განლაგებულ სამშობიაროში მშობიარობა არ მინდა :დ
ვის რა ხუშტური გვაქვს.


ამაში შენს აზრზე ვარ. ჰერაში რომ ვიყავი პირველად, გული წამივიდა ლამის ისეთი პირობები დამხვდა, მაგის მერე მგონი გაარემონტეს მარა აყრილი მეტლახები და შესასვლელშივე უნიტაზები ძაან ცუდად მახსოვს. მაგათი ლუქსიც კი არ გამოიყურებოდა ლამაზად და ერთკაციან პალატას მეორე ერთკაციან პალატასთან საერთო ვანა ტუალეტი ქონდა, გამოვშტერდი biggrin.gif



მე ჩაჩავა და პინეო მომწონს, განახლებული ღუდუშაურიც კაია.
ჩაჩავაში კი ძვირი გადავიხადე მაგრამ ისეთი მასალები იხმარეს და ისეთ პირობებში ვიყავი რომ მიღირდა ნამდვილად. თან დაზღვევამ დამიფარა. გაგუაში ამ პირობებში მშობიარობა მინიმუმ 1000 ლარს დამაზოგინებდა მარა ერთხელ ვმშობიარობთ და გული სადაც ყველაზე მეტად მიგიწევს, ალბათ იქ უნდა წავიდეს ყველა.

Posted by: magdalea 29 Jun 2022, 13:15
fermina
მე არ მაქვს არანაირი გამოცდილება არცერთ სამშობიაროზე ამიტომ ვერც კარგს ვიტყვი ვერც ცუდს, მაგრამ აი თქვენ ვისაც გამოცდილება გაქვთ კარგია რომ წერთხოლმე და ვფიქრობ ყველამ უნდა დაწეროს. ძალიან ეხმარება ეს ადამიანს.


* * *
narkozeli

აუ მასალებს რაც შეეხება შენ ისეთ სფეროში იყავი გეცოდინება ბევრი რამ, პირველ სამედიცინო ცენტრზე რას იტყვი? biggrin.gif კი განაახლეს მაგრამ ბზინვარება არ გაუდის მაინც. თუმცა პალატები არ მინახავს ( ანუ ის რაც განაახლეს ) უბრალოდ მეანის გამო ავირჩიე ეგ ადგილი და რაცუნდა იყოს მაინც მანდ დავრჩები. biggrin.gif

Posted by: narkozeli 29 Jun 2022, 13:41
magdalea
QUOTE
პირველ სამედიცინო ცენტრზე რას იტყვი?


სიმართლე გინდა ხო?

ბოლოდან პირველია biggrin.gif

ეგეთი ძველი ეხოსკოპიის აპარატი და სახარჯი მასალები რაც მაგ კლინიკაშია, ანტიკვარულად მოიპოვება უკვე biggrin.gif ნელნელა ცდილობენ გამოსწორებას (ეგეც გოცირიძემ ხო იყიდა, ჩაჩავა და ღუდუშაური ვისიცაა, იგივე მეპატრონის გახდა ეგეც) და ცდილობენ გაუმჯობესებას.ბოლო 2 წელია არ ვიცი რა ხდება ამ სფეროში.

ისე პირველად მშობიარობას მანდ დავესწარი, მაშინ სტუდენტი ვიყავი და შარაშიძის სამშობიარო ერქვა და მკაცრად გადავწყვიტე რომ ბავშვს არასდროს გავაჩენდი ისე დავისტრესე biggrin.gif კიდე კაი მერე მიმავიწყდა :დ

განახლებული არ მინახავს ნამდვილად, შეიძლება გაეუმჯობესებინათ მართლამ, ამიტომ ეხლა რა ხდება თავს ვერ დავდებ user.gif

Posted by: magdalea 29 Jun 2022, 13:56
narkozeli


lol.gif lol.gif

მჯერავს biggrin.gif

მაინც მანდ ვაპირებ punch.gif

ჩემმა მეანმა ეს ესაა გააჩინა მანდვე და ასე რომ იმხელა გამოცდილების ქალმა თუ მანდ იმშობიარა მე რაღა მიჭირს gigi.gif

* * *
narkozeli

ისე ეს სტომატოლოგი ქალი მშობიარობაზე რანაირად მოხვდი? rolleyes.gif

Posted by: fermina 29 Jun 2022, 15:07
narkozeli
QUOTE
საკმარისია ნახო მათი მომარაგების სისტემა, უიაფესი ანესთეტიკი, ბებიაჩემის დროინდელი ლიდოკაინები,


ხო, დამავიწყდა მეთქვა, საკეისროს ნაკერის ტკივილის გამაყუჩებლად მიგ-400 აძლევდნენ. აქაც ეწერათ ეს და არ მჯეროდა, მაგრამ აჰა, ფაქტია.

Posted by: ივლისი 29 Jun 2022, 15:37
magdalea
საკეისროს აპირებ თუ ფიზიოლოგიურს ?

მე ჯერ ვერ გადავწყვიტე 100 პროცენტით , მაგრამ გონება მკარნახობს რომ 43 წლის ასაკში პირველი ორსულობა, თან ინვიტრო , ბუნებრივზე ფიქრი ცოტა სიგიჟეა biggrin.gif ძალიან დიდი რისკი იქნება .

Posted by: magdalea 29 Jun 2022, 15:43
ივლისი

მე 41 ვარ. ჩემიც პირველია. ინვიტრო როგორც ასეთი პირდაპირი ჩვენება არააო. უბრალოდ მე ბავშვობიდან პანიკური შიში მაქვს ფიზიოლოგიურის. თუმცა რაც ორსულად ვარ დავფიქრდი. იუთუბზე მოსამზადებელ ვიდეობს ვუყურე და დამიჯდა ჭკუაში მაგრამ არ მგონია გავრისკო gigi.gif

Posted by: ივლისი 29 Jun 2022, 15:55
magdalea
მეც ასე გაურკვევლობაში ვარ ჯერ. რაღაცა იქნება biggrin.gif

Posted by: magdalea 29 Jun 2022, 21:24
QUOTE (ივლისი @ 29 Jun 2022, 15:55 )
magdalea
მეც ასე გაურკვევლობაში ვარ ჯერ. რაღაცა იქნება biggrin.gif

ჰოო რაა როცა დრო მოვა მერე ვიფიქრებ მაგაზე, ჯერ ადრეა gigi.gif

Posted by: narkozeli 30 Jun 2022, 20:16
magdalea

ჰაჰაა, გაჭირვებით არაფერი, მთავარია მიდგომა და შეიძლება ყველაზე კმაყოფილი შენ იყო biggrin.gif

ონკოლოგიას გავდიოდით მანდ და მერე “შინაურულად” მორიგეობებზე დავრჩი)) მაგის გარდა კიდევ რამდენიმე კლინიკაში მიმოროგევია)) სასწრაფოშიც შეგეძლო მუშაობა და ყველაფერი ფაკულტეტის მიუხედავად.

მერე საზოგადოებრივ ჯანდაცვა და მენეჯმენტზე რომ ჩავაბარე მერე უკვე სულ სხვა კუთხით დავუწყე შეფასება კლინიკებს))
* * *
takotatuli1989

ორთაჭალაში ხომ არ ცხოვრობ შენ?)) ეხლა ვნახე ვიღაც ასეირნებდა ტყუპებს და უფროსი გოგო მიყვებოდა გვერდით❤️

Posted by: nino84 5 Jul 2022, 10:08
გოგოებო, საკეისროდან მე-5 დღეა, მკერდი მიმაგრდება, მიიხედავა იმისა რომ წოვს ბავშვი. აქ აზრი მასაჟისტის მოყვანას. დღეს მწერენ სახლში, გამიხსნის ამ ჩამაგრებებს?

Posted by: takoo1 5 Jul 2022, 13:10
nino84
ნინო ელექტრო არ გაქ? მე მაგით გამომქონდა არ დამჭირვებია მასაჟისტი.
იცის თავიდან გამაგრება კიი ბევრი დგება რძე და ვერ ერევა ბავშვი.რო აჭმევ გამოწველე არ დაიტოვო თუ რბილი არაა მკერდი.
ისე რამხელა შუალედს გიკეთებს ჭამიდან ჭამამდე?

Posted by: nino84 5 Jul 2022, 14:58
gogatakoo
საწველი ამ გამაგრებულ მკერდზე ისე მეტკინა, ეს ქალი პირველ ბავშვზეც მყავდა და ისე კარგად დამიმუშავა აღარ მქონდა ჩამაგრებები.
3 საათზე მეტი არ ძინებია გადაბმულად.გაიღვიძებს და ეგრევე ვაძლევ რომ მოწოვოს, აწი მასე ვიზავ თუ შევატყვე ვერ ცლის საწველსაც მივაშველ რომ აღარ ჩამაგრდეს

Posted by: takoo1 5 Jul 2022, 15:15
nino84
ხოო 3 საათი ნორმალურია.უფრო ადრე ჩემიც არ ჭამდა სულ ეძინა.
თუ ვერ გამოიწველე ელექტროთი ერთი მოყვანა ჯობია მასაჟისტის და მერე მიხედავ უკვე შენ.
არ ჩაიმაგრო გაგაწამებს დროულად მიხედე:*

Posted by: nino84 5 Jul 2022, 15:23
gogatakoo
ერთსაც გკითხავ რა, რამდენი ხანი უნდა წოვოს რომ ჭამად ჩავუთვალო? დღეს კი ბევრჯერ ჭამა მარა ეძინება მალევე და ვაფხიზლებ 10-15 წუთი მაინც რო წოვოს

Posted by: SOF - 777 5 Jul 2022, 15:51
QUOTE (nopiahopi @ 28 Jun 2022, 23:04 )
გოგოებო, შემთხვევით ქობულეთში ხომ არ გეგულებათ ბიუჯეტური, ნორმალური, სუფთა ბინა დედაჩემი და ბავშვი რომ გავუშვა? ზღვასთან ახლოს ურჩევნიათ.

ბინა სტუდიო 579 053 090 (აღმაშენებელზე, 55 ლარი) ფიჭვნართან.
სასტუმრო 599 50 18 40 (თამარ მეფეზე, კარგ ადგილას, 60 ლარი).

პირველში ვისვენებდი, მაგრამ მეორეში გადმოვედი. პირველი მეშორა და მეორეში გადმოვედი. მეორეს გირჩევთ მთელი გულით <3




Posted by: takoo1 5 Jul 2022, 16:30
nino84
ყოველთვის ერთნაირად არ წოვენ,შეიძლება 10 წუთი ჭამოს შეიძლება 20,ზოგი უფრო დიდი ხანი წოვს.ჩემი შვილი 10-15 წუთზე მეტს არ ჭამდა ხოლმე
რძე კარგად გამოდიოდა და უცებ ნაყრდებოდა.
ეცადე 10-15 წუთი მაინც ჭამოს მინიმუმ.


Posted by: nopiahopi 5 Jul 2022, 22:40
SOF - 777
QUOTE
ბინა სტუდიო 579 053 090 (აღმაშენებელზე, 55 ლარი) ფიჭვნართან.
სასტუმრო 599 50 18 40 (თამარ მეფეზე, კარგ ადგილას, 60 ლარი).

პირველში ვისვენებდი, მაგრამ მეორეში გადმოვედი. პირველი მეშორა და მეორეში გადმოვედი. მეორეს გირჩევთ მთელი გულით <3


მადლობა smile.gif მაგრამ უკვე დავუჯავშნე რაღაც ნომერი და იმედია ნორმალური იქნება..

Posted by: matuti 7 Jul 2022, 13:33
გამარჯობა გოგოებო.ანტიფოსფოლიპიდუირ სინდრომის განსაზღვრა რომელ ლაბორატორიაში მირჩევთ, ბიუჯეტურ ფასად და რა ღირს?

Posted by: nopiahopi 9 Jul 2022, 08:05
გოგოებო, ჰაგისის ტრუსებს ეს უკან რომ აქვს წებოვანი ქაღალდივით, რა ფუნქცია აქვს? წელის დასარეგულირებლად შეიძლება გამოყენება თუ რისთვისაა?

user posted image
* * *
და კიდევ ერთი, ეს ხომ საფენის უკანა მხარეა? biggrin.gif

Posted by: nino84 9 Jul 2022, 11:17
nopiahopi
გადაგდებისას ამ წებოვანით ვაფიქსირებ დახვეულ პამპერსს, მგონი ამისთვისაა ))) კი, უკანა მხარეა
* * *
გოგოებო, პირადი გამოცდილებით როგორ მოვიყვანო რძე? რაც გაჩნდა სულ წოვს, მაგრამ ცოტა მაქ ძალიან, კლებაში წავიდა ბავშვი და მივეცი დამატება, ვერ ვხვდები რას ვაკეთებ არასწორად, მერვე დღეა და მაინც ძალიან ცოტა მაქ რძე, განოწველა ვცადე და მგონინკოდევ უფრო შემიცოტავდა

Posted by: nopiahopi 9 Jul 2022, 11:33
nino84
QUOTE
გადაგდებისას ამ წებოვანით ვაფიქსირებ დახვეულ პამპერსს, მგონი ამისთვისაა ))) კი, უკანა მხარეა


მადლობა smile.gif დღეს გავხსენი პირველად და დავიბენი )))

Posted by: takoo1 9 Jul 2022, 14:02
nino84
აი ეგრე ვიყავი ზუსტად ნინო მეც,ყველა მეუბნებოდა გამოიწველეეე ხშირად მიეციი და ბევრი ჩადგებაო მარა ჩემ შემთხვევაში არ გაამართლა მაგან,ვჭამდი სითხეებსაც ვსვამდი რა არ ვცადე,რაც უფრო ხშირად ჭამდა და ვიწველიდი უფრო ცარიელი მქონდა იცი ეოგორ დავიტანჯე.თუ პროლაქტინის გამოა არ მოგივა ეგრე რაც არ უნდა ქნა.
გეტყვი ეხლა რა უნდა ქნა,აფთიაქში იკითხე ჰუმანას პიულატე.საშეებია პაკეტები.ძილის წინ გახსენი წყალში და დალიე.2-3 დღეში ნახავ შედეგს.
მაგან მიშველა მე.მესამე დღეს დამებერა მკერდი იმდენი რძე ჩადგა არ მჯეროდა.რავი ვისაც ვურჩიე ყველასთან გაამართლა და სცადე აბა, გექნება შედეგი ჩემი აზრით..არაფერს არ ვნებს არ შეგეშინდეს.ზოგი სულ სვამს სანამ ძუძუზე ყავს.მე 10 დღე ვსვამდი მერე ვისვენებდი.
შეხედავ რა და მიხვდები თუ დაგჭირდება გააგრძელებ ისევ
მითხარი მერე აბა რას იზამ:*

Posted by: matuti 9 Jul 2022, 18:58
nino84
ნოყიერი საკვები მიიღე და სითხეები. დამატებას როცა აძლევენ, რძე ავტომატურად მცირდება.

Posted by: any_body 9 Jul 2022, 20:51
nino84
ენის ლაგამი ხომ არ არის მოკლე ?
ზედა და ქვედა ტუჩი ამობრუნებული აქვს წოვის დროს?

Posted by: მზე 9 Jul 2022, 21:02
nino84
გილოცავ <3 კარგად წოვს? მოჭიდება კარგი აქვს? რო აჭმევ გამოიწველე და ის მიეცი და ფაუერ ფამფინგი სცადე. ლაქტაცია და განვითარებაში ხარ?

Posted by: nino84 10 Jul 2022, 17:39
gogatakoo
ვიყიდე და ვცდი აუცილებლად
matuti
ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დაიკლო ბავშა წონაში მე კიდე იმდენს ვერ ვიწველი ჩემი რძე დავუმატო
* * *
მზე
მოჭიდებაზე ცოტა რთულადაა საქმე, ბავშვს აქ თანდაყოლილი ტუჩის ნაპრალი, სამაობიაროში რო ვანახებდი წოვსო და მგონია ესეც გვიშლის ხელს, თან მალე იღლება და ეძინება წოვისას, ორივე კი არა ერთ ძუძუსაც ვერ წოვდა კარგად, თან ეტყობა რძეც ცოტა მქონდა და ამ დროში ვერ იღებდა საკმარის რაოდენობას, მიუხედავად იმისა ხშირად ქამდა, ვუყურე იუთუბზე ფავერ ფამფინგს და მაგასაც ვცდი. ფბ ზე ვარ ლაქტაციის ჯგუფში, მარა არავინ არაფერს პოსტავს და არც კითხვწბზე არ პასუხობწნ და რამე სხვა ჯგუფიაბკოდევ? შეგიძლია ლინკი ჩამიგდო?

Posted by: nopiahopi 11 Jul 2022, 10:26
გოგოებო, ვინმეს ხომ არ გინდათ, ვყიდი ხის "ვოქერს". შეესაბამება უსაფრთხოების ევროპის და ამერიკის სტანდარტებს.
"სუპერთოის" მაღაზიაში 300 ლარი ღირდა (მე ფასდაკლებაზე ვიყიდე, მაგრამ კიდევ უფრო იაფად ვყიდი).
ძალიან კარგ მდგომარეობაშია. იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი აქტიურად იყენებდა და დიდხანს ერთობოდა, ვერაფერი დააკლო biggrin.gif არამარტო დადიან ამით ბავშვები, უკან სათავსოც აქვს და სათამაშოებსაც დააპორწიალებენ smile.gif

თავისივე ყუთით მაქვს smile.gif

ფოტოებშია დეტალური აღწერილობა.

ფასი: 100 ლარი

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *




პ.ს.
საწოლის დასაკეცი მატრასები სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: სერაფიტი 11 Jul 2022, 13:06
გოგოებო, ჰაუკის კალიასკა (და ზოგადად პროდუქცია) კარგია? ფასი მისაღებია, სხვა ბრენდულ კალიასკებთან შედარებით. ხარისხი როგორია?
ახალშობილისთვის მინდა, 0-36 თვე, რო გამოვიყენო მერეც.
თუ ლილოში გავიდე?smile.gif)

Posted by: takoo1 11 Jul 2022, 14:45
სერაფიტი
ნორმალურია რო გითხრა ვაიმე ძაან მაგარია თქო ეგეთი ვერარი მარა კარგია.
ჩვილის არვიცი
ჰაუკის სითი მაქ 3 ბორბლიანი, ცოტა უხეში სატარებელია მოხვევა უჭირს თითქოს.
ჯობია ადგილზე მიხვიდე და ნახო დეტალები

Posted by: anibani18 15 Jul 2022, 17:00
nino84
გილოცავ, ნინო ♡ ბედნიერი ბიჭი გაგიზარდოს ღმერთმა!
როგორ შეხვდა უფროსი პატარას? ცალკე გადაიყვანე ოთახში?

Posted by: emiblack 15 Jul 2022, 21:50
nopiahopi
მე ვიშლისთში ვიყიდე

Posted by: nopiahopi 15 Jul 2022, 22:35
emiblack
აღარ ჰქონდათ მარაგში,მანდ გადავრეკე პირველად. ჰაუკს ჰქონია და ავერსს smile.gif

Posted by: nino84 16 Jul 2022, 18:31
anibani18
მადლობა ანი, თქვენ როგორ ხართ? უფროსს საერთოდ რეაქცია არ ჰქონდა, მეც და პატარაც დაგვაიგნორა პირველი შეხვედრისას რეაქცია არ ქონია საერთოდ. ეხლა უფრო და უფრო აინტერესებს, უყურებს ხოლმე რომ ვუცვლი ან ვაჭმევ, მაგრამ კიდევ კარგი არ ერჩის. ცალკე ოთახში არ გადავიყვანე, დიდი საწოლი ვუყიდეთ და იქ გადავაწვინე, ჯერჯერობით არ უშლის პატარა ღამე ხელს, თუ შეუშლის მეუღლეს და უფროსს ვფიქრობ სხვა ოთახში გადაწვნენ. უარესს ველოდი სიმართლე გითხრა, მაგრამ ზოგადად ძალიანაა გაჯიუტებული, თან რთული ასაკიც აქვს ეტყობა 2. 4 თვისაა. მამამისს მიეწება მე რომ ვეღარ ვაქცევ სათანადო ყურადღებას.
* * *
გოგოებო, რძე ვისაც გაგიშრიათ, აღარ მახსოვს უფროსზე ჯერ მასაჟისტი მყავდა და მერე დავლიე დოსტინექსი თუ პირიქით, ხომ არ იცით?

Posted by: QISA 18 Jul 2022, 02:59
გამარჯობა.
ვინმეს შეხება ხომ არ გქონიათ "ბრტყელტერფიანობასთან"?

* * *
4 წლისაა და 16 წლამდე უნდა ატაროს "სუპინატორი"-ო.

Posted by: Glamurka 19 Jul 2022, 16:26
nino84
გილოცავ უბედნიერი და უჯამრთელესი გაგეზარდოს ❤
* * *
გოგოები მითხარით ბაღში სად დაგყავთ რომელი ჯობია განვითარების მხრივ კვების მხრივ და რომელი ასაკიდან ჯობს. ჯერ ადრეა. 1.5თვის არის მაგრამ მინდა რო მანამდე გავერკვე ❤

Posted by: nopiahopi 19 Jul 2022, 20:52
Glamurka
თუ გაქვს საშუალება, რომ 3 წლამდე არ მიიყვანო და ოჯახურ გარემოში იყოს, ეს ძალიან კარგია. ბაღს რაც შეეხება, საჯაროები ყველა ერთნაირია და თუ საჯაროს განიხილავ, სახლთან რომელიც ახლოა, იქ მიიყვანე.

კერძოს რაც შეეხება, გააჩნია შენს მოთხოვნებს. თუ გინდა, რომ ინტელექტუალურად დატვირთონ ,ანგარიში, ენები და ა.შ. (რისი კატეგორიულად წინააღმდევიც ვარ პირადად მე ), მსგავსი პროგრამის ბაღებიდან შეარჩევ. თუ თვლი, რომ ბაღის ასაკის ბავშვი ფიზიკური აქტივობით და ბევრი თამაშით უნდა იყოს სავსე,მაშინ ამ მიმართულების ბაღების ძიებას შეუდგები. გააჩნია რომელი პედაგოგიკის მომხრე ხარ smile.gif

Posted by: anibani18 19 Jul 2022, 22:14
nino84
ეს დაიგნორებაც ალბათ ეჭვიანობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, არა? ჩემი გოგო კარგად ექცევა უმცროსს, მგონი ვერც ხვდება, რომ შეიძლება ერჩოდეს ან რამე ავნოს. იმედია, ვერც მიხვდება. მაგრამ მე ლამის ცოცხლად შემჭამოს, სულ მეძახის, მაშინაც კი, როცა მის გვერდით ვარ, მოთქვამს, გოდება, წივის, კივის, წუწუნებს. რას ითხოვს, ვერ ვხვდები. ხანდახან ისე უბრალოდ მეძახის და მოთქვამს. სულ ფეხებზე მეკვრის, კაბაზე მქაჩავს. აი, ისე დავიღალე, მორალურად დამცა მისმა გამუდმებულმა ყვირილმა. ღამეც აღარ სძინავს ნორმალურად, ათასჯერ იღვიძებს, მეძახის და მერე განძრევის საშუალებას აღარ მაძლევს. პატარა მეცოდება, ხან იატაკზე ვუცვლი, ხან ჭამას არ ვაცდი, რადგან სულ რაღაცას მთხოვს უფროსი და თუ არ მივეცი ან არ გავუკეთე დროულად, იწყებს ტირილს და ყვირილს. ჯერ პატარას არ უშლის ეს ხმაური, ცოტა ხანში კი ალბათ სრული საგიჟეთი მექნება სახლში.
რძე რატომ გინდა დაიშრო? ვერ წოვს პატარა? არ იმატებს?
* * *
nopiahopi
რატომ ხარ ენების წინააღმდეგი ადრეულ ასაკში?

Posted by: nopiahopi 19 Jul 2022, 22:39
anibani18
QUOTE
რატომ ხარ ენების წინააღმდეგი ადრეულ ასაკში?


ბაღის ასაკში ხელოვნურად უცხო ენის დასწავლის (როცა ოჯახში ბუნებრივად არ ფიგურირებს რამდენიმე უცხო ენა) და ნებისმიერი ინტელექტუალური დატვირთვის წინააღმდეგი ვარ. მაგ ასაკში მთელი ენერგია ბუნებრივად განვითარებაზე და ფიზიკური სხეულის აგება-მორგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული რომ სასკოლო ასაკში უკვე ინტელექტის განვითარებას დაეთმოს ასპარეზი smile.gif

ნუ მე ამ მოსაზრებას ვემხრობი. ვაცადოთ ბავშვებს ბავშვობა smile.gif

Posted by: Anabeli111 20 Jul 2022, 03:07
ბაღის თემას გამოვეხმაურები, გოგოებო ♡ ჯერ კი ძალიან ადრეა, მაგრამ 1 წლიდან დამჭირდება ძიძა, თუმცა ვიფიქრე, რომ კერძო ბაღიც არ იქნებოდა ცუდი და შეიძლება უკეთესიც კი იყოს (სოციალიზაციისთვის.. თან მარტოც არ იქნება სახლში),ვიდრე ძიძა.. თან არც არავინ მეგულება ირგვლივ სანდო ძიძა ;( უკვე განვიცდი ამ თემას.. ჩემი ნანინანატრი ბავშვი რომ უნდა დავტოვო, მაგრამ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა გზა არააა...

კერძო ბაღის გამოცდილება თუ გქონიათ ასე მცირე ასაკზე ან იცით მეგობები, რომლევიც კმაყოფილები არიან, გამიზიარეთ ♡

პ.ს: უარყოფითი ის ვნახე, რომ ვირუსი შეიძლება ხშირად შეხვდეს...

Posted by: nopiahopi 20 Jul 2022, 12:33
Anabeli111
სრული განაკვეთით თუ მუშაობ, 1 წლის ასაკში ბაღში რომც მიიყვანო, ძიძა ხომ მაინც დაგჭირდება ნახევარი დღე მაინც, არა? მთელი დღით ძალიან ცოდოა ბაღში ეგეთი პატარა
* * *
QUOTE
უარყოფითი ის ვნახე, რომ ვირუსი შეიძლება ხშირად შეხვდეს...

ბავშვს და მის იმუნიტეტს გააჩნია. შეიძლება 3 წლის ასაკში მიყვანილმაც ხშირად იავადოს ბაღში და 5 წლისამაც
და შეიძლება ხშირად საერთოდაც არ გახდეს ავად. ჩემი უფროსი 3-ის შევიყვანე საჯარო ბაღში და 1 წლის განმავლობაში 3 ჯერ ჰქონდა. კი ვამბობდი, რა ამბავია ამდენჯერთქო, მაგრამ ამის ჯგუფში ზოგი მართლა 1-2 თვეში ერთხელ ვირუსდებოდა და აღარ ვწუწუნებდი biggrin.gif ცხვირიდან სისველე კი მართლა ხშირად ჰქონდა პირველ წელს.

Posted by: Anabeli111 20 Jul 2022, 15:55
nopiahopi
არა, მთელი დღე არ ვიქნები, 9დან 2ის ნახევრამდე. ახლაც 4 თვის მერე უნდა გავიდე, მაგრამ დედამთილი დამეხმარება. მერე უბრალოდ ვერ შეძლებს 1 წლის ბავშვის დევნასა და ა.შ.. მოკლედ თავი ამიფეთქდა უკვე ფიქრით biggrin.gif

Posted by: nopiahopi 20 Jul 2022, 22:09
Anabeli111
1 წლიდან დედამთილს რომ დაახმარო ძიძა ის ნახევარი განაკვეთი, როცა სამსახურში იქნები? რა ვიცი, ძალიან განვიცდი ეგეთი პაწკუების ბაღში ყოფნას. მგონია, რომ ვერც ერთი ჩვენი ბაღი, რომელიც იღებს მაგ ასაკისას, რეალურად სათანადო ბაღობას ვერ გაუწევს ასეთ მცირეწლოვან ბავშვს. საზღვარგარეთ კი არის დამკვიდრებული თვეებიდან ბაღში მიყვანა,მაგრამ იქ იმხელა პრაქტიკაა უკვე ამის..

Posted by: Anabeli111 21 Jul 2022, 00:31
nopiahopi
მუდმივად ჩვენთან ვერ იქნება ხოლმე. არ ვიცი, რა. ამებნა მეც თავგზა. sad.gif

Posted by: nopiahopi 21 Jul 2022, 05:30
Anabeli111
არაუშავს, მანამდე დრო გაქვს და როცა საჭირო იქნება, გადაწყვეტ რა და როგორ smile.gif წინასწარ მაგაზე ნუ ნერვიულობ. წინ ისეთი საოცარი და ამაღელვებელი მომენტები გელის jump.gif

Posted by: Glamurka 21 Jul 2022, 09:39
nopiahopi
იქით აგვისტოს 23ში გახდება 2წლის და 6თვის. მემგონი კარგი ასაკია არა? უფრო კერძო მინდა abc მომწონს ძაან

Posted by: nopiahopi 21 Jul 2022, 12:00
Glamurka
სცადე მიყვანა, წესით არ გაუჭირდება. თუ კარგად შეეგუება, ხომ კარგი და თუ ადაპტაციის პერიოდში ძალიან დაისტრესება, მაშინ გადადე იანვრისთვის. მასწავლებელი წესით პირადად გაგესაუბრება მიყვანამდე და ყველა საჭირო რჩევას მოგცემს შეგუებაში როგორ დაეხმარო ბავშვს სახლში. რა რუტინა უნდა ჩამოაყალიბოთ წასვლამდე, მის რა ქცევაზე როგორი რეაქცია უნდა გქონდეს და ა. შ. მენიუსაც გაეცნობი წინასწარ და რამდენიმე კვირით ადრე ეცადე იგივე საკვები და იმ რეჟიმში მიაწოდო, როგორც ბაღში ექნებათ smile.gif ძალიან ბევრ დეტალს აქვს მნიშნველობა. პირველ თვეს დაჟე სტუმრიანობასაც და ნებისმიერ ემოციური აღზნებადობის გამწვევი გარემოს მორიდებას სთხოვენ მშობლებს, იმოტომ რომ ბაღი ისედაც უდიდესი სტრესული სიახლეა ბავშვისთვის და უნდა მივცეთ საშუალება, რომ გადაამუშავოს ახალი ემოციები.
მეც ვაპირებ 2 წელიწადში, იანვარში ვცადო ცოტ -ცოტა ხნით დატოვება ბაღში, 2 წლის და 8 თვის იქნება დაახლოებით და ამასობაში აპრილში კი გახდება 3ის. ეგ სემესტრი მხოლოდ 2-3 საათით დავტოვებ ალბათ , თუ გაჩერდა საერთოდ. თუ არადა სექტემბრისთვის უფრო მომზადებული იქნება.

Posted by: takoo1 21 Jul 2022, 13:21
მე გადავდე ეგ თემა 3 წლამდე გოგოებო,სექტემბრიდან დიდი სიამოვნებით მივიყვანდი ვიცი ჭკუიდან უნდა გადამიყვანოს პატარა რო გაჩნდებაsmile.gif მარა რა ვქნა მეცოდება ჯერ 2.5 წლის იქნება და გაზაფხულამდე გადავდე,აპრილში გახდება 3 ის და რავიცი ვნახოთ რა,როგორ შევძლებ იმის მიხედვით.

Posted by: Anabeli111 21 Jul 2022, 18:15
gogatakoo
ეჰ, მეც ძალიან მეცოდება, მაგრამ უნდა ვიმუშაო, სხვა გზა არაა ♡ თორე 3 წლამდე არც ვიფიქრებდი მიყვანას *

Posted by: narkozeli 21 Jul 2022, 18:54
პრობლემა ადრე მიყვანაში არაა, იმაში უფროა რომ არ გვაქვს ისეთი ბაღები ვინც თან ძაან სანდო და კარგი ბაღია და თან მაგ ასაკის ბავშვებს იღებდეს. მე რაც გადავქექე და დისერტაცია დავიცავი ბაღებზე, ყველა რაც მომეწონა, 3 წლიდან იღებს ბავშვებს ძირითადად, იშვიათად 2-დან. ვინც იღებენ თვეების ბავშვებს, მე პირადად არ მომეწონა.


ვაჩე მიდის ბაღში ოქტომბერში, 3 წლიდან ❤️
* * *
gogatakoo

თუ ცოტა ცნობილ ბაღში გინდა, 1 წლით ადრე უნდა დაიჭირო თადარიგი. მე პატრონუსი ან ვალდორფი მქონდა გადაწყვეტილი და 1 წლით ადრე ძლივს მოვახვედრე. მანდ რო ვერ მოხვედრილიყო კიდე მქონდა რამდენიმე ვარიანტი

Posted by: Glamurka 21 Jul 2022, 20:04
narkozeli
გვანცა როგორ ხარ
სად არის ტერიტორიულად ეგ ბაღები და რა ღირს თვეში.
* * *
nopiahopi
ვნახოთ აბა თუ არ იქნება მზად დაველოდები 3 წელს. სულ არ მინდა ტირილით დამყავდეს ❤

Posted by: anibani18 22 Jul 2022, 05:52
Anabeli111
შენთან სკოლაში არ არის ბაღი?
მე ვფიქრობ ჩემთან მივიყვანო 3 წელზე. მეც იქვე ვიქნები და იქნებ ისე არ გაუჭირდეს.
იქამდე კი მონდა ვატარო სადმე, ცურვაზე ან ხატვაზე. არ აქვს მნიშვნელობა, იქნებ გაისნას ცოტა და ხალხს შეეჩვიოს. ხომ არ იცით, ასეთი პატარებისთვის არის რამე?

Posted by: nino84 22 Jul 2022, 12:29
გოგოებო, 2 წლინახევრის ბავშვებს ისევ საკვებ სკამში აჭმევთ? ჩემი აღარ ჯდება და ასეთი სკამი ხომ არ შეგხვედრიათ ჩვენთან სადმე რეგულირდება სიმაღლე user posted image

Posted by: takoo1 22 Jul 2022, 13:00
nino84
მე რამდენი ხანია აღარ ვაჭმევ უფრო სწორად არ ჯდება უკვე 1,5 დან
მაგიდასთან გვიჯდება ჩვეულებრივ სკამზე ზის რავიცი

Posted by: Anabeli111 22 Jul 2022, 15:39
anibani18
3 წლიდანაა, ან და მაგ დროს კი გადმოვიყვან ჩემთან ♡ მანამდე ვჯავრობ :/

ჩვენს გვანცულას აქვს ქიდსმარტი და აბა, დაწერს, რა ასაკიდან იღებენ ბავშვევს ♡ narkozeli

Posted by: Glamurka 22 Jul 2022, 15:56
gogatakoo
თაკო როგორ ხარ შენი ორსულობა როგორ მიდის ❤

Posted by: takoo1 22 Jul 2022, 17:10
Glamurka
შენ როგორ ხარ❤️ არაუშავს მიჩანჩალებს უკეთესად რავიცი,ორსულობა აღარც მახსოვს ლუკიანეს ხელშიsmile.gif

Posted by: nino84 22 Jul 2022, 18:25
Glamurka
მადლობა :*

anibani18
მასეთ დღეში ყავს.ჩემ უფროსს მამამისი, ფაქტიურად როცა სახლშია არ შორდება. მეცოდება ძალიან სათანადო ყურადღებას რომ ვერ ვაქცევ, პატარას როცა ძინავს ვცდილობ ის დრო სულ მასთან ვიყო. თან დღე დედაჩემთანაა და ამიტომ შედარებით მარტივად გვაქვს საქმე, შენ სულ მარტო ხარ ორივესთან?
ცოტა მქონდა რძე ძალიან, წოვაც მგონი მაინც გაუჭირდა ნაპრალოს გამო, დავლიე დოსტინექსი და ვიშრობ, 39 სიცხე მომცა ისე ცუდად ვიყავი და აღარ გადავდე, კარგად ვერ გამომქონდა რო ვიწველიდი და სულ ჩამიმაგრდა. დალიმ გადამარჩინა მასაჟისტმა ფაქტიურად

Posted by: Glamurka 22 Jul 2022, 22:59
gogatakoo
როდის ელოდები? მე კარგად ცოტა მღლის ქალბატონი ისეთი ცელქია

Posted by: marikoo 24 Jul 2022, 21:51
nino84
მე მაწვს ეგეთი ჰაუკის, 90 კილომდეა. ბეიბიაინსაც აქვს მსგავსი

user posted image

user posted image

Posted by: SOF - 777 25 Jul 2022, 22:33
narkozeli

პატრონუსის და ვალდორფის ბაღები - დავსერჩე ფეისბუქის გვერდები და იქნებ ამიხსნათ, - სოციალურ ქსელში ბავშვების ფიტოების დადებას მიერიდეთო და ამდენი ფოტოები რომ აქვთ ჩაყრილი ფაბლიქზე ეს ნორმალურია?! არვიცი, მე ვარ ინტრგანი და ზედმეტად ვუკირკიტებ თუ მაგათ ეშლებათ რაღაც უკვე არ ვიცი...


* * *
ჩემი აზრით საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს - ბაღის ორგანიზაციული ჩარტი, - დირექტორი, აღმზრდელები, მომუშავე პერსონალი, მათი ბიოგრაფია, სამუშაო გამოცდილება. ბაღის თუ პერსონალის სერთიფიკატები, ტრეინინგები, ბაღის ფასი, სწავლების სტილი, ინტერიერი, ექსტერიერი, მისია, იდეოლოგია, ისტორია. აქედან არაფერი არ არის საჯარო და რაც შეზღუდულად უნდა გაასაჯაროონ , - ბავშვების ფოტოები, - უაზროდ აქვთ ჩაყრილი გვერდზე. თან მასიურად ესეა. ამ მხრივ რეგულაციები არ არსებობს ნეტა?
* * *
მესმის, იმის ჩვენება სურთ თუ რა ბედნიერად ატარებენ დროს მათი აღსაზრდელები, თუმცა რამოდენიმე ფოტოც საკმარისი იქნებოდა ამისთვის. ევროპული სტანდარტი როგორია ნეტა ამ მხრივ?

Posted by: Sandra2209 25 Jul 2022, 23:41
SOF - 777
ფოტოების საკითხი რეგულირებადია, მე როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე, იქ მოვნიშნე, რომ არ ვიყავი წინააღმდეგი ბავშვის ფოტოების გამოქვეყნების ჩემი შვილის ჯგუფის ფეისბუქში, რაც შეეხება პერსონალს, შეგიძლია მოითხოვო და მოგაწვდიან ინფორმაციას, თავიანთ ოფიციალურ გვერდზეც უდევთ ხოლმე.
თუმცა მე სხვა კერძო ბაღში დამყავს.
ვალდორფს ცოტა სპეციფიური მიდგომები აქვს.

Posted by: SOF - 777 26 Jul 2022, 00:07
Sandra2209
მართლა? ჩემთვის რატომღაც არავის უკითხავს ისე დადეს ფეისბუქის გვერდზე ჩემი ბავშვის ფოტო. საკმაოდ ცნობილი ბაღია. კონტრაქტისთვის ხელი მოწერილი არც მქონდა. ამაშია საქმე. და სტატისტიკა საინტერესო იქნებოდა შედეგების მხრივ, ვის ჰკითხეს როგორც თქვენ და ვის არ ჰკითხეს, როგორც მე.

პერსონალს რაც შეეხება, დამილინკე 1 ბაღი მაინც რომლის ან ფეისბუქის გვერდზე ან ოფიციალურ საიტზე დევს პერსონალზე ინფორმაცია. მე რასაც ვათვალიერებ ჯერ-ჯერობით არსად შემხვედრია მსგავსი უნფორმაცია.
თუ მოვითხოვ იასნია მომაწვდიან, მაგრამ მე ვლაპარაკობ ინფორმაციის საჯაროობაზე, ხელ მისაწვდომობაზე და სტრუქტურული ერთეულის 'გამჭვირვალობაზე'. ეგ უნდა იყოს პურველ რიგში საჯარო. დანარჩენს მოვიძიებ იუნისეფში შეიძლება გადამოწმება.

Posted by: Sandra2209 26 Jul 2022, 00:34
SOF - 777
მე რომელ ბაღშიც დამყავს, იქ სამეთვალქურეო საბჭოდან დაწყებული პერსონალით დამთავრებული ყველა ინფორმაცია საჯაროა და უდევთ თავიანთ ოფიციალურ საიტზე, ასევე ფოტოებთან დაკავშირებით ისე ხდება როგორც ზევით დაგიწერეთ, სხვა ბაღებთან არ მქონია შეხება, თუმცა ვალდორფის და პატრონუსის შესახებ, რა ინფორმაციაც მაქვს, არ მგონია მშობლების ნებართვის გარეშე რომელიმემ ბავშვის ფოტო დადოს.

Posted by: Anabeli111 26 Jul 2022, 12:00
SOF - 777
მასწავლებელიც ინდივიდუალურად უთანხმდება მშობლებს, ვინმე წინააღმდეგი ხომ არაა ფოტოს საჯაროდ დადების. მე ყველა მშობელს შევუთანხმდი (სკოლაში) და არავინ გამოთქვა უკმაყოფილება.

Posted by: SOF - 777 26 Jul 2022, 13:05
Anabeli111
QUOTE
ასწავლებელიც ინდივიდუალურად უთანხმდება მშობლებს, ვინმე წინააღმდეგი ხომ არაა ფოტოს საჯაროდ დადების. მე ყველა მშობელს შევუთანხმდი (სკოლაში) და არავინ გამოთქვა უკმაყოფილება.


მოკლედ, გადავამოწმე, მაინტერესებდა ევროპული კანონმდებლობა ამ მხრივ. მედიასთან დაკავშირებით, რაც ფოტო და ვიდეო მასალასაც მოიცავს, კანონი არ კრძალავს საჯარო სივრცეში მათ განთავსებას, თუმცა არის რეგულაციები რასაც იცავენ. კერძოდ, მაქსიმალურად შეზღუდულია Privacy Policy (კონფიდენციალობის პოლიტიკით) და ვებ-გვერდზე რაც განთავსდება ყველაფერს აქვს საფუძვლიანი "მიზეზი /Reason".

Posted by: nino84 27 Jul 2022, 11:48
marikoo
მადლობა smile.gif

*****************

Posted by: Katerina_N 27 Jul 2022, 16:42
გოგოებო პირველი აცრის შემდეგ პლასტირს რამდენ ხანს აკრავდით? ისე ვინერვიულე იქ დამავიწყდა კითხვა 6 საათში ერთხელ უნდა შეიცვალოს როგორც ვნახე მარა რამდენი სჭირდება ? ან ბანაობა როდიდან შეუძლია ..
* * *
ვერასდროს ვიფიქრებდი ექიმიდან კითხვებით თუ წამოვიდოდი მაგრამ დამებინდა იქ გონება ამის ტირილზე..

Posted by: takoo1 27 Jul 2022, 19:52
Katerina_N
პირველ დღეს ვაკრავდი მე,ზოგი საერთოდ არ აკრავს რავიცი.სავალდებულო არარი ნამდვილად
ბანაობაზეც ინდივიდუალურია.
ზოგს 3 დღეს ეუბნებიან მარა ამ სიცხეში სამი დღე რო არ დაბანო ცოდოა ბავშვი.
აბანავე მეორე დღეს,უბრალოდ დიდი ხანი ნუ ჩასვამ წყალში და სადაც ნანემსარი აქვს იქ საპონს ნუ მოახვედრებ მაინც.
მე ჩვეულებრივად ვაბანავებდი ხოლმე
შენ მაინც კითხე შენს პედიატრს რავიცი

Posted by: Katerina_N 27 Jul 2022, 20:07
gogatakoo
დაკვრაზე იქვე მითხრა დააკარიო უბრალოდ რამდენჯერ ეგ ვერ ვკითხე ბანაობით 3 დღეო მარა მეცოდება 3 დღე დაუბანავი ნანემსრებს მივარიდებ და ეგ იქნება

Posted by: any_body 27 Jul 2022, 21:46
Katerina_N
აცრის და მეორე დღეს დავაკარი, მითუმეტეს ეხლა სიცხეა და ცოტას გააგრილებსავით.
ბანაობით მე ჩვეულებრივად ვაბანავებდი, ძველი მითებია აცრების შესახებ.

Posted by: takoo1 28 Jul 2022, 01:24
Katerina_N
რამდენჯერ ანუ დღეში რამდენჯერ გამოუცვალო მაგას გულისხმობ?
დღეში ორჯერ ალბათ.სადღაც 6 საათი უნდა მოქმედებდეს წესით.
ეგენი დიდი ზომისაა ხო?მე რო ვყიდულობდი დიდი იყო და ვჭრიდი ხოლმე. შეგიძლია გაჭრა და ისე დააკრა.ორივე ფეხზე აცრეს?

Posted by: anibani18 6 Aug 2022, 13:55
გოგონებო, ღამით პამპერს როგორ გადააჩვიეთ პატარები?

Posted by: Iris87 8 Aug 2022, 16:10
გოგოებო გამარჯობა. ბავშვებისთვის სად მირჩევთ ეტლის, საწოლის, მანეჟის, ბაუნსერის და სხვა საჭირო ნივთების შეძენას? ვიშლისთის შეთავაზებები მხვდება, სრულ კომპლექტებზე და თუ გაქვთ, ვარგა? ღირს ყიდვა? საბაშიც ყოფილა საბავშვო განყოფილება. ლილოში ხომ არაა უფრო დიდი არჩევანი და კარგი ფასები? მოკლედ რას მირჩევთ, იანვარში ველოდები და ნელნელა მინდა თადარიგი დავიჭირო love.gif

Posted by: narkozeli 8 Aug 2022, 16:55
anibani18

დღე რომ გახდი, უნდა დააკვირდე, ღამე ავსებს პამპერსს? მე რო გავხადე, რამდენიმე დღეში შევამჩნიე რომ მშრალი ქონდა პამპერსი და გავხადე. წლის და 7 თვის იყო მაშინ

Posted by: Anabeli111 8 Aug 2022, 17:57
Iris87
კომპლექტი არ მიყიდია, მაგრამ. ცალკე ვიყიდე ვიშლისთში კიკაბუს ეტლი. 380 ლარამდე მივეცი. მარტივად იკეცება, ერთი ხელით , ლიფტში ეტევა, 2 პოზიცია აქვს. ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ მარტოც შევძლო ხოლმე ბავშვის ეზოში ჩაყვანა ♡

user posted image

საწოლის ყიდვას საბაში ვგეგმავ,20მდე უნდა გავიდე და გაგიზიარებ შთაბეჭდილებას.

მანეჟზე აკვანს აქვს ხოლმე ფასდაკლება.
user posted image
215 ღირდა ეს და მომეწონა, საკმაოდ დიდია და სათამაშო სივრცეც ექნება. ისე ჩვეულებრივი მანეჟები ავერსშია ხოლმე ფასდაკლებით.

Posted by: Iris87 8 Aug 2022, 20:53
Anabeli111
დიდი მადლობა <3 პირველ და მეორე ორსულობაზე ყველაფერი ბავშვთა სამყაროში ვიყიდე, ახლა დაბნეული ვარ biggrin.gif იმდენი დრო გავიდა ყველაფრის თავიდან ყიდვა მომიწევს.

Posted by: nino84 8 Aug 2022, 22:26
Iris87
ეტლი და ქარსითი ვიშლისტში ვუყიდე და მანეჟიც. ხის საწოლი საბაში ბავშვთა სამყაროში.

Posted by: any_body 9 Aug 2022, 12:42
Iris87
ლილოს არ გირჩევთ თუ ხარისხი მნიშვნელოვანია თქვენთვის.
წითელქუდა, ვიშლისტი ყველაზე დიდი არჩევანი.

Posted by: anibani18 9 Aug 2022, 14:36
narkozeli
ხო, გვანც, მეც ასე ვქენი. დღე გავხადე, დღის ძილზეც არ ჩავაცვი. მერე ერთი კვირა თითქმის სულ მშრალი იღვიძებდა და ღამეც გავხადე პამპო. საკმაოდ ადვილად გადაეჩვია, 2 დღე დასჭირდა. ღამე გახდა ვერ გავრისკე უბრალოდ თავიდანვე.
* * *
ნეტა არსებობს ისეთი მსუბუქი და კომპაქტუტი ეტლი, ორი სხვადასხვა ასაკის ბავშვი რომ ჩავსვა?

Posted by: Iris87 9 Aug 2022, 17:29
nino84
any_body
მადლობა გოგოებო. მეც მომეწონა ვიშლისთის შეთავაზებები, საკმაოდ დიდი კომპლექტებია 1500-1700 ლარად და ყველაფერი შედის. ადგილზეც მივალ, ვნახავ და ხარისხიც თუ მომეწონა ერთად ავიღებ ყველაფერს ბარემ.

Posted by: Anin 11 Aug 2022, 00:45
Anabeli111
კარგად დადის ეს ეტლი? კიკაბუს სასეირნო ეტლი მქონდა და დამტანჯა.

ეტლები ანექსის მომწონს მაგრამ საოცარი ფასი აქვთ კომპლექტებს მითუმეტეს. ჰაუკის მაღაზიას აქვს კიდევ გერმანულო ეტლები და ეგენიც მომეწონა ცოტა ბიუჯეტურია. ჩიპოლინოს ბრენდიც მირჩიეს

Posted by: Anabeli111 11 Aug 2022, 01:01
Anin
ჯერ რაც გავატარე,კი.. პრაქტიკაში ვნახავ უფრო. იმედია არ შევცდი. თუმცა ძვირიც არ მიმიცია და არ გავიგიჟებ ნერბიულობაზე თავს:.D

Posted by: სერაფიტი 15 Aug 2022, 18:51
გოგოებო, ჩილ ბავშვს ახვევდით ან აპირებთ შეხვევას? აი, საძილე ტომრები რომ იყიდება ნაირნაირი, 0-3 თვემდე დ ამგონი ექვსამდეც... თუ გამოგიყენებიათ?

იუთუბზე და ინსტაგრამზე რასაც ვუყურებ, ყველა ახვევს და ისე აძინებს ახალშობილს. რას ფიქრობთ? უფრო უადვილდებათო ასე ძილი, წყნარდებიან იოლად და მშვიდად არიანო.

Posted by: anibani18 16 Aug 2022, 22:41
სერაფიტი
პირველი რომ მეყოლა წინააღმდეგი ვიყავი გახვევის და ბავშვს პრაქტიკულად არ უძინის ორი თვე. მერე გავახვიე და გამოუსწორდა ძილი საგრძნობლად. მეორეს ვახვევდი თავიდანვე. ძალიან კარგად სძინავს. ახლა გადაბრუნებას ლამობს და დღეს პირველად ამოვიყვანე გასახვევიდან. ვნახოთ რა ღამე მელოდება.
ბავშვზეა დამოკიდებული, მაგრამ გახვევა მუცლადყოფნის პერიოდს აგონებთ პატარებს და ამიტომ ამშვიდებს მათ. თან ხელებს ვერ იქნევენ და შესაბამისად არც ეღვიძებათ.

Posted by: სერაფიტი 16 Aug 2022, 23:19
anibani18

ჰო, ასე წავიკითხე მეც.
პილიონკაში ახვევვდი თუ სპეციალური გასახვევი საბნებივით რომაა?
რომელი ჯობია/ რომელია პრაქტიკული და კარგი?

Posted by: anibani18 17 Aug 2022, 06:55
სერაფიტი
პირველზე სპეციალურ გსახვევს ვხმარობდი. 3 მქონდა, ერთი რომ დაგესვრება, გამოსაცვლელი გჭირდება ხოლმე. მეორეს უბრალოდ დიდ, ცოტა წელვადი ნაჭრის პილიონკაში ვახვევდი.
ამაზონიდან მქონდა გამოწერილი ეს გასახვევები, მერე გადატრიალებას რომ ისწავლის, მაშინაც შეგიძლია გამოიყენო, ხელების გასაყოფი აქვს.
თუ დაგაინტერესებს, გაჩვენებ. აქ არ ვიცი როგორები იყიდება

Posted by: fermina 17 Aug 2022, 12:57
დედებო, მაინტერესებს სათამაშოებით რა ასაკიდან ინტერესდებიან ბაიები? არ ვგულისხმობ ბაუნსერებზე და საწოლებზე დასამაგრებელ ჩამოსაკიდ სათამაშოებს, არამედ ისე სხვა საჩხაკუნო ან ფერად სათამაშოებს მაგალითად, რა ასაკიდან აღიქვამენ და როგორი სათამაშოებია რეკომენდებული?

Posted by: Anabeli111 17 Aug 2022, 13:25
fermina
3 თვიდან უკვე კარგად ხედავენ, ფერებს, ფიგურებს აღიქვამენ. წიგნებიც არის სულაკაურში, საჩხაკუნოთი 3 თვიდან♡

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2022, 13:59
anibani18

კი, თუ არ დაგეზარება, ფოტო ან ლინკი რომ ჩააგდო.
მადლობა.

Posted by: any_body 17 Aug 2022, 16:11
სერაფიტი
გამოვიწერე გასახვევი ამაზონიდან, ფხრიწისნკ იყო და ძალიან კომფორტული, მაგრამ ჩემს შვილს ისტერიკა ჰქონდა გახვევაზე, რამე რომ
უეერს ან ზედმეტად ედება არ სიამოვნებს. ძილი ისედაც იდეალური ჰქონდა დაბადებიდან.
მაგრამ ჩემს გარშემო ყველას ჰყავდა გაზვეული, ვისაც ძილის პრობლემა ჰქონდა გამოჯსწორდა, უბრალოდ რეკომენდაციაა 3-4 თვემდე, ასევე ატეთრი ხმაურიც 6-8 თვემდე.

fermina
3 თვიდან უკვე აღიქვამენ, მე წიგნებიც სამი თვიდან დავაწყებინე, მგონი უფრო ადრეც.

Posted by: fermina 17 Aug 2022, 16:45
Anabeli111
any_body

მადლობა love.gif

Posted by: anibani18 17 Aug 2022, 17:40
სერაფიტი
აი, ესენი მაქვს
user posted image
user posted image
ამ ორს მერეც გამოიყენებ, ბავშვი გადაბრუნებას რომ დაიწყებს, სახელოები ეხსნება.
ეს პრაქტიკულად ახალია. რამდენჯერმე ეცვა ჩემს უმცროსს, ვერ აიტანა ასე ხელები
user posted image
თუ მოგინდება, მოვიძიებ ლინკებს, ან ამთ მოგცემ, იქნებ არ მოეწონოს შენს პატარას.
any_body
თეთრი ხმაური რატომ 6 თვემდე? როგორც ვიცი ზრდასრული ხალხიც რთავს თეთრ ხმაურს. მე ახლა ვურთავ ხოლმე და მეც გაგუდულს მძინავს ბავშვთან ერთად.

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2022, 18:50
anibani18

მადლობა. 1 ცალს გამოვიწერ, თუ იგუებს შევხედავ.

თეთრ ხმაურზე მეც ვიცი, რომ უფროსებისთვისაცაა და პატარებისთვისაც, მგონი არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

Posted by: any_body 17 Aug 2022, 22:38
სერაფიტი
anibani18
ადრე წავიკითხე რომ არ არის ძალინ
დიდ დრომდე კარგი, დამოკიდებულებიც ხდებიან და მგონი არც სმენისთვისაა კარგი, ნუ რა თქმა უნდა ძალიან ხმამაღლა ისედაც არ არის კარგი. შეიძლება ვცდები, ორსულობაში ვნახე, ალბათ 1 წლის წინ.

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2022, 23:11
any_body

გასაგებია.
ლოგიკურია,ჰო.

Posted by: nopiahopi 20 Aug 2022, 12:13
გოგოებო, მაცივრის და უჯრების ჩამკეტები სად იყიდება თბილისში? სულ აღებს მაცივარს და ხან შიგნით ძვრება, ხან ალაგებს და მეშინია ამ სიცხეში არ გადამიწვას ასე სულ ღია კარით. ერთი ორი უჯრის ფა კარადის კარის ჩაკეტვაც მინდა, სადაც მოვაქუჩე სადიფათო ნივთები. სხვა უჯრებზე არ ვუშლი, დაიკმაყოფლოს ცნობისმოყვარეობა biggrin.gif

Posted by: nino84 21 Aug 2022, 11:34
nopiahopi
უჯრის ჩამკეტები გლითერია ფბ ზე ონლაინ მაღაზია მანდ შევიძინე უფროსისთვის რომ მინდოდა.

Posted by: ივლისი 21 Aug 2022, 12:07
გოგოები თუ გაქვთ გამოცდილება ტრანსფორმერი ეტლები რამდენად გამომდგარია ? განსაკუთრებით 6 თვიდან სასეირნო პოზიცია .

Posted by: nopiahopi 21 Aug 2022, 15:55
nino84
მადლობა, ვნახავ აბა smile.gif

Posted by: takoo1 21 Aug 2022, 20:12
nopiahopi
mymarket -ზე წავაწყდი ადრე და ნახე აბა მანდაც:*

Posted by: Nestand 21 Aug 2022, 20:20
gogatakoo
ვაიმე მე მაპატიეთ რანაირი ნიკია საერთო ფეისბუქი გამახსენდა biggrin.gif

Posted by: takoo1 21 Aug 2022, 20:51
Nestand
გაპატიებbiggrin.gif
არ მაქ არც ფბ,არც ინსტა და არც მსგავსი არაფერიsmile.gif აქ რო დავრეგისტრირდი ისეთი სახელი დავაყენე რო არ დამვიწყებოდა ყველაგან ეს მაქ პაროლი და მაგ პონტში,
ისე გოიმი რო ვიყო და თან ორსული გამიტყდებოდა შენი "პირდაპირობა"
ასე რო გაითვალისწინე ხოლმე biggrin.gif

Posted by: narkozeli 22 Aug 2022, 01:31
QUOTE (ივლისი @ 21 Aug 2022, 12:07 )
გოგოები თუ გაქვთ გამოცდილება ტრანსფორმერი ეტლები რამდენად გამომდგარია ? განსაკუთრებით 6 თვიდან სასეირნო პოზიცია .

ზოგადად ეტლი გამოდგომაზეა, მე ჩემი ეტლის გარეშე დღემდე არ გავდივარ სახლიდან, 3 წლისაა ბავშვი smile.gif ჩემი მარჯვენა ხელია, ამ პოზიციას (სასეირნოს, 6 თვიდან ვიყენებ) და აი არ ვიცი მართლა წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ეტლის გარეშე იმდენად კომფორტული რამეა ჩემთვის. ბავშვს რომ არ მისდევ ქუჩაში, მოლში და ა.შ. biggrin.gif
ტრანსფორმერი არ იყო ჩემი პირველი 6 თვე 0-6 პოზიციის ე.წ. "ლულკა" მქონდა დამაგრებული და 6 თვიდან ეს სასეირნო პოზიცია მიყენია.


Posted by: ივლისი 22 Aug 2022, 10:22
narkozeli
მეც ძალიან საჭირო მგონია ეტლი და საწოლიც. მაგრამ ხშირად ხდება ვერც ერთი გამოვიყენეო ამბობენ. არ ჩაჯდა ბავშვი ან არ ჩაწვა. ტრანსფორმერები შედარებით იაფია. იმიტომ მაინტერესებდა გამოდგომა. ანექსი და ჰაუკი რომ კარგი იქნება ცხადია.

Posted by: emiblack 22 Aug 2022, 11:14
narkozeli
ახლაც ჯდება ვაჩე ეტლში?
ჩემი შვილი 11 თვის რაც გახდა და სიარულის მცდელობები დაიწყო აღარ ჯდება. ახლა ხო საერთოდ, რაც დადის შანსი არაა ეტლში ჩაჯდეს . ისე მიკვირს დიდ ბავშვებს რო ეტლში ვხედავ ვერ წარმოიდგენ ))) კომფორტი კია . მე მიწევს ვზდიო ყველგან, მაგრამ აი ველო-ეტლშიც კი არ ჯდება , ან თუ ჩაჯდა ყვირის რო ჩვენ ხელი გავუშვათ ))
* * *
გამოდგომას რაც შეეხება, ტრანსფორმერი არ მქონია. კიკაბუს ეტლი აჩუქეს ფა მიუხედავად იმისა რო მე სხვა მქონდა არჩეული, რადგან ახალი ეტლი იყო აღარ ვიყიდე და მშვენივრად გამომადგა . ძიძას ვეძახდი))) სახლშიც ხშირად ვსვამდი სანამ მე საქმეს ვაკეთებდი და დამყავდა ჩემთან ერთად . სასეირნოთაც უყვარდა და მიუხედავად იმისა რო ძაან მსუბუქი არ იყო არ მიჭირდა მარტო ტარებაც . თუმცა როგორც ვთქვი ტრანსფორმერი არ იყო, ლულკა ცალკე ქონდა და სასეირნო პოზიცია ცალკე .

Posted by: takoo1 22 Aug 2022, 11:49
ივლისი
6 თვიდან თუ გჭირდება პირდაპირ სასეირნო იყიდე რად გინდა ტრანსფორმერი.
ზოგიერთი სასეირნო ეტლი ძალიან პატარაა და მარტო ერთი პოზიცია აქვს ვერ გადაწევ მარა ზოგი ჩვეულებრივად გადადის.
6 თვემდე ვერ იხმარ უბრალოდ

Posted by: marikoo 22 Aug 2022, 16:12
გოგოებო 11 თვისაა და მინდა ნელნელა გადავაჩვიო ძუძუს. 6 თვიდან 9 თვემდე დღე საერთოდ არ ჭამდა მაგრამ 9 თვეზე ზედა კბილები რთულად ამოუვიდა, ძიძაც შევუცვალეთ, გარემოც და როგორც ჩანს იმოქმედა ყველაფერმა და დამოკიდებული გახდა. სოსკასაც აღარ იდებს. მე კიდე სამსახურში უნდა გავიდე. რამე გზა არსებობს დანებების ისე რო ტირილით არ გასკდეს?

Posted by: narkozeli 22 Aug 2022, 17:13
ივლისი

არ ვიცი, შეიძლება ბავშვზეცაა, მე თავიდანვე შევაჩვიე სახლში მოყვანისთანავე ეტლს და საწოლში ძილს. ვნახოთ მეორეზეც თუ გამიმართლებს biggrin.gif
ისე კი 6 თვე თუ არ ჩასვამ ეტლში, მერე შეიძლება მართლა გაუჭირდეს შეჩვევა.
მე ბეიბიზენ yoyo მაქვს, ერთერთი ყველაზე ცნობილი სამოგზაურო ეტლი. რასაც ეს უძლებს რავი რა biggrin.gif
ძვირი ღირდა, ანექსზე გაცილებით ძვირი, მაგრამ ღირდა ნამდვილად. ჩანთასავით გადაკიდებული დამაქვს და სადაც მინდა ვშლი ხოლმე და ვსვამ.





emiblack

იხ. წინა კვირის ფოტო biggrin.gif

user posted image

ზღვაზეც ამით გამყავდა და ამით ვასეირნებდი საათობით ბულვარში თორე ისე რა გააჩერებდა, ირბენდა გიჟივით :დ

არ ეტყობა სახეზე რაცაა?

user posted image
user posted image

მე ეტლი იმაში მადგება რომ საქართველოში ბევრს დავდივართ, საბარგულშიც ადგილს არ იკავებს, თვითმფრინავშიც ძაან კომფორტულია-ხელბარგის ადგილას შევატიე. თან ვაჩე ძაან ცელქია და უეტლოდ უნდა სდიო სულ კუდში. ამიტომ მაღაზიაშიც რომ მივდივარ, დღემდე ვცდილობ კალიასკით მყავდეს, ეტლით მიმყავს სკვერებამდე და პარკებამდეც. მოკლედ გზაში საბოდიალოდ ძაან მადგება

Posted by: ივლისი 22 Aug 2022, 19:00
narkozeli
ძალიან მაგარი ეტლია ეტყობა
სამივენი გადასარავები ხართ . დედაც , შვილის და ეტლიც biggrin.gif love.gif

emiblack
gogatakoo
6 თვიდან არა, თავიდანვე მინდა გამოვიყენო და ეს იაფიანი ტრანსფორმერები რამდენად გამძლეა მაინტერესებდა. განსაკუთრებით სასიერნო პოზიციაში. რაღაც საშუალო დონის შევარჩიო ჯობია ალბათ.

Posted by: any_body 22 Aug 2022, 20:52
marikoo
ძუძუს დანებება ხდება ზუსტად ნელ-ნელა, რასაც ვეცნობი ინფრომაციას უმტკივნეულო ისაა, ცოტ-ცოტა ამოაგდო.
მე ვფიქრობ ცოტახანს ხელივნურიც შევაპარო. წლიდან ძუძუ აღარაა მთავარი კვება თან.
9 თვეზე განშორების შთოვა ეწყებათ და ამიტომ ხდებიან უფრო დამოკიდებულები. რთული პერიოდია
ისე ნამდვილად, ჩემსასაც ეხლ დაეწყო და აშკარად ვხვდები რამხელა
სტრესია.

Posted by: marikoo 22 Aug 2022, 22:22
any_body
ვაიმე ეგ მეც წავიკითხე ნელნელაო, უმტკივნეულოაო მარა რანაირადაა უნტკივნეულო? დღეს მეთქი ერთ კვებას ამოვუგდებ და იმდენი იტირა არაფრით არ გაჩუმდა ვაჭამე ბოლოს sad.gif

Posted by: სერაფიტი 22 Aug 2022, 22:39
მაი მარკეტზე რომ რძის გამოსაწველები იყიდება, ნაირნაირი, ახლები, ნეტა როგორებია?
აფთიაქებშიც ამხელა არჩევანია?
რის მიხედვით უნდა ავარჩიო?
ალბათ ელექტრო ჯობია. სხვა რას მივაქციო ყურადღება? ორიანი ჯობს თუ ერთიანი?

Posted by: matuti 22 Aug 2022, 23:08
სერაფიტი
QUOTE
მაი მარკეტზე რომ რძის გამოსაწველები იყიდება, ნაირნაირი, ახლები, ნეტა როგორებია?
აფთიაქებშიც ამხელა არჩევანია?
რის მიხედვით უნდა ავარჩიო?
ალბათ ელექტრო ჯობია. სხვა რას მივაქციო ყურადღება? ორიანი ჯობს თუ ერთიანი?

მანდ ახლებიც არის და მეორადებიც, აწერია ხოლმე წესით. ერთი და იგივეა, რაც აფთიაქში იყიდება, ოღონდ შედარებით ძვირია აფთიაქში, ისევე როგორც პამპერსი, მაგალითად, რაც აფთიაქში ღირს, იგივე პამპერსი ბაზრობაზე ან საბითუმო ადგილებში გაცილებით იაფია.
რათქმაუნდა ელექტრო ჯობია, მე ორიანს გირჩევთ, ერთდროულად გამოიწველი და დრო დაგეზოგება, თან მე როცა ვიწველიდი ერთიდან, მეორე ძუძუდან შადრევანივით ასხამდა და მაგ შემთხვევაშიც კარგია ორიანი. კანპოლის ფირმის კარგია და შედარებით იაფი. ასევე აქებენ სპექტრას და მედელას

Posted by: სერაფიტი 22 Aug 2022, 23:24
matuti

დიდი მადლობა, გავითვალისწინებ.


ასევე მაინტერესებს ვის როგორი გამოცდილება აქვს ძუძუს თავების დასარბილებელი საშუალებებისა. სამშობიაროშივე წავიღო, ჯობია ალბათ. ტკივილები თუ მექნა, რომ შემიმსუბუქდეს.
ზოგს ჩამობანა უნდა,.ზოგს -არა. ბრენდებისაც ვნახე, მუსტელა მაგალითად.
ფბ-ზე შემხვდა "კაკლები".(მალამინო), ხალხური მეთოდით, კაკლის ნაჭუჭში ცვილია მგონი.

მოკლედ, თუ ამაზეც გამიზიარებთ გამოცდილებას, მშვიდად ვიქნები.smile.gif)

Posted by: matuti 22 Aug 2022, 23:37
სერაფიტი
QUOTE
დიდი მადლობა, გავითვალისწინებ.


ასევე მაინტერესებს ვის როგორი გამოცდილება აქვს ძუძუს თავების დასარბილებელი საშუალებებისა. სამშობიაროშივე წავიღო, ჯობია ალბათ. ტკივილები თუ მექნა, რომ შემიმსუბუქდეს.
ზოგს ჩამობანა უნდა,.ზოგს -არა. ბრენდებისაც ვნახე, მუსტელა მაგალითად.
ფბ-ზე შემხვდა "კაკლები".(მალამინო), ხალხური მეთოდით, კაკლის ნაჭუჭში ცვილია მგონი.

მოკლედ, თუ ამაზეც გამიზიარებთ გამოცდილებას, მშვიდად ვიქნები.)

გაიხარე :*
მე უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს ვისმევდი და თითქმის ისე გავიარე ლაქტაციის პერიოდი, პრობლემა არ შემქმნია ძუძუს თავებზე. ჩამობანითაც არ ვიბანდი ყოველ წუთს, რავიცი, ბავშვიც ჯანმრთელადაა biggrin.gif
კიდევ გირჩევ, რომ არასდროს არ დაიტოვო მკერდი გარეთ თუ არ გაიშრობ, მითუმეტეს სიცივეში, მაგან იცის სადინრების დახშობა, რძე ვერ გამოდის გარეთ და ჩამაგრდება ძუძუში. როგორც კი მორჩები ბავშვის კვებას, შეიმშრალე ან ლიფი გეკეთოს, რომ არ გაგიცივდეს.

Posted by: any_body 23 Aug 2022, 10:44
marikoo
მყარ კვებას როგოტ ჭამს ?
ვთქვათ მყარი კვებით რომ ჩანაცვლდეს ?
რამდენ ხანში გადიხარ სამსახურში?
* * *
სერაფიტი
ბიოლაინს ვხმარობდი მე და ძალიან მიშველა, ასევე ყველაზე კარგია ვიდეობი ნახე იუთუბზე სწორად როგორ უნდა მოეჭიდოს ბავშვი, რეალურად ძუძუს თავს არ უდებ, მთლიანად არეოლა უნდა ჩაიდოს, ზედა და ქვედა ტუჩი ამობრუნებული ჰქონდეს.
სადღაც 1 თვე ორივე ტუჩს ვუბრუნებდი მეთვითონ,მერე თვითონვე შეეჩვია, თავები ოდნავ მტკიოდა, არც სისხლი წამომსვლია. სწორად მოჭიდება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

საწველი ელეტრო აუციოებლად, სჯობს ორთავიანია თუ მოგროვებას აპირებ. უფრო სწრაფად იზამ. უბრალოდ ფრთხილად იყავი საწველთან თავიდან ჰიპერლაქტაციაში არ გადახვიდე.

Posted by: marikoo 23 Aug 2022, 12:52
სერაფიტი
ბიოლაინი მქონდა მე და იდეალური იყო, გადახეთქილს მირჩენდა რამდენიმე საათში. უზნაძე მჭედლიშვილს არ უწევენ რეკომენდაციას, კი ჩამოიბან მარა მაინც რაღაცეებს შეოცავს რაც არაა სასურველი ბავშვისთვის. ბიოლაინს ჩამობანაც არ უნდა მარა მაინც ვიბანდი
* * *
უი ხო და სამშობიაროში უნდა წაიღო უეჭველი, ეგეც და საწველიც. მე მესამე დღეს მომცა 38.5 სიცხე. უცებ იმდენი ჩამიდგა ვერ ერეოდა ჯერ ბავშვი
* * *
any_body
სექტემბრის ბოლოს მინდა გავიდე. დისტანციურზე ვარ მესამე წელია და კიდე ასე თუ გავაგრძელე საგიჟეში მოვხვდები.

მყარ კვებას ჭამს მშვენივრად, მარა ძუძუც უნდა. ჩაპუტკუნდა biggrin.gif

Posted by: any_body 23 Aug 2022, 17:10
marikoo
ისე ვერ გამოვა სხვამ რომ
აჭამოს მყარი და მერე გაართონ რომ
ყურადღება გადაიტანოს ?

ჩემიც ეგეთია, მყარსაც მაგრად ჭამს და მერე ძუაზუს აყოლებს :დ

Posted by: takoo1 23 Aug 2022, 19:23
matuti
ჩამობანა უნდა უზნაძეს,რომელ ნომერს ისვამდი შენ? ერთი ვაფშე ანესთეზიკს და რაღაცას შეიცავს წაკითხული მაქ,ჩამობანვის გარეშე არ შეიძლება
ტუჩზე მოვისვი ხელი ერთხელ და ისე გამიბუჟა მგრძნობელობა დამეკარგა
marikoo
ბიოლაინს აქვს ეგრე სპეციალური თავებისთვის?
სერაფიტი
კაკლები როგორც ვიცი მაგარია მე არ მიხმარია მარა გიჟდებიან ვინც იხმარა,ღირს მგონი რო სცადო

Posted by: matuti 23 Aug 2022, 19:51
gogatakoo
QUOTE
ჩამობანა უნდა უზნაძეს,რომელ ნომერს ისვამდი შენ? ერთი ვაფშე ანესთეზიკს და რაღაცას შეიცავს წაკითხული მაქ,ჩამობანვის გარეშე არ შეიძლება
ტუჩზე მოვისვი ხელი ერთხელ და ისე გამიბუჟა მგრძნობელობა დამეკარგა

ქეთევან უზნაძე-მჭედლიშვილის 2 ნომერს

Posted by: emiblack 24 Aug 2022, 08:55
narkozeli
ვაჩეზე საყვედური აღარ გაგვაგონო ))) როგორაა ჩაკნუტული ეტლში ))) უსაყვარლესია . ხო ჩემი დარბოდა და მივზდევდი უკან, თან უკვე ჩემზე სწრაფად დარბის ))) ეტლზე კი გითხარი ოცნებაც აღარ მაქვს იმდენად უარყო))) ხელში აყვანაზეც უარს ამბობს რაც თვითონ ისწავლ სიარული. ზოგადად რაც იცის და თავისით გამოსდის იმას არაფრით არ გვაკეთებიებს ჩვენ
* * *
marikoo
ეჰჰჰ მეც მითები მგონია ნელ-ბელა ამოგდებული კვების უმტკივნეულობა )) ალბათ ბავშვზეა . ჩემი ლაპარაკობს უკვე და “დედიკო, დედიკო დუდუები უნდა უნდა, მომეცი, მეოლე დუდუ სად ალიშ “ , მოკლედ რა ვიცი )) იმედია წლინახევრის რომ გახდება შევძლებ რომ დავანებებინო. ჯერ შეუვალია ))
სერაფიტი
დაგუუგლე ხოლმე და თუ მძლავრი გჭირდება და თან მარაგების გადაკეთებლად, მაშინ 2 თავიანი ჯობს კი . დრო გეზოგება . ზოგადად წველა არაა მარტივი საქმე. ძაან ბევრ დროს საჭიროებს. დასტერილება და ათასი რამე, მოკლედ ცალკე პროფესიასავითაა)))

Posted by: სერაფიტი 24 Aug 2022, 11:57
emiblack

უი, მე კიდე მარტივი მგონია smile.gif)
მარაგის გაკეთება მინდა, რადგან სამსახურში ვაპირებ გასვლას 4 თვეში და თუ რძე მექნება მაგ დროსაც, დავტოვებ. რამდენიმე სთ უნდა ვიყო გასული, არა მთელი დღე, ნუ სავარაუდოდ 2 კვება მოუწევს უჩემოდ. ხოდა ვაპირებ, რომ რაღაცა მარაგი გავაკეთო ერთჯერადებში.

Posted by: Anabeli111 24 Aug 2022, 12:06
emiblack
სამსახურში როგორ დავასტერილირო ;(((

Posted by: emiblack 24 Aug 2022, 12:50
სერაფიტი
დამხმარე თუ გყავს შეძლებ, მაგრამ აი ხალხი რო უყურებს საჭმელს უტოვებს და სხვა უვლის ბავშვსო ეგრე არაა, ფაქტიურად სამსახურში თან მუშაობ და თან ბავშვის საჭმელს აგროვებ)) სახლშიც რო აგროვებდე მაინც შრონატევადია, ამიტო მასეთი სიტუაცია თუ გაქვს ჯობს მეტი გადაიხადო და 2 თავიანი მძლავრი გქონდეს. დროს ანახევრებს და შრომას .
Anabeli111
გასტერილებულს წაიღებ თუ სამსახურში ერთხელ მოგიწევს გამოწველა, ან. ზოგადად მგონი 24 საათში ერთხელ დასტერილება ყოფნის, თუმცა მე ყოველი მოხმარების წინ ვასტერილებდი. ჩემი რო აქაფებდა სულ მეშინოდა მოწამვლაში არ ამრეოდა . უბრალოდ საწველი როგორც ზემოთ დავწერე მაქსიმალურად კომფორტული აარჩიე რო გაგიმარტივდეს . ცალკე მეორე დედობაა მგონი გამოწველილი რძით ბავშვის კვება მართლა იმდენი შრომა უნდა და ორმაგად დასაფასებელია <3

Posted by: Anabeli111 24 Aug 2022, 12:53
emiblack
9დან 2მდე ვიქნები სამსახურში, სახლში უკვე 3სკენ და აქედანვე დავიწყებ მარაგის შეგროვებას ♡♡ იმედია შევძლებ :*

Posted by: emiblack 24 Aug 2022, 13:49
Anabeli111
კი კი შეძლებ როგორ არა . შრომატევადია უბრალოდ თორე შეუძლებელი მართლა არაა. აპარატში ჩადე უნვესტიცია რო მერე დრო მოიგო )))

Posted by: nopiahopi 24 Aug 2022, 20:10
სერაფიტი
QUOTE
ხოდა ვაპირებ, რომ რაღაცა მარაგი გავაკეთო ერთჯერადებში.

სპეციალური პაკეტებია გასაყინად. მგონი ავენტის მქონდა და ძალიან კარგად გამოვიყენე. ოხრად კი დამრჩა ჩემი დაგროვილი დაახლოებით 20 კვება, შუქი ჩაქვრა მთელი დღით და თელასის წყევლა-კრულვის ფონზე გადავყარე sad.gif
დილით რომ ვაჭმევდი, კიდე ერთ კვებას ვიწველიდი და ვინახავდი. მერე არ მქონდა მაგდენი რძე, პარალელურად რომ შემენახა. მხოლოდ დილიაობით ვაგროვებდი.

Posted by: any_body 24 Aug 2022, 23:27
მე მაგალითად საღამოს ვიწველი ხოლმე, მაცივარში ვდებ და მეორე
დღეს ჭამს. ვერაფრით მოვახერხე გაყინვა.
8-ზე ვაძინებ და სადღაც 11-12-ზე ვიწველი.

Posted by: matuti 24 Aug 2022, 23:32
nopiahopi
QUOTE

სპეციალური პაკეტებია გასაყინად. მგონი ავენტის მქონდა და ძალიან კარგად გამოვიყენე. ოხრად კი დამრჩა ჩემი დაგროვილი დაახლოებით 20 კვება, შუქი ჩაქვრა მთელი დღით და თელასის წყევლა-კრულვის ფონზე გადავყარე
დილით რომ ვაჭმევდი, კიდე ერთ კვებას ვიწველიდი და ვინახავდი. მერე არ მქონდა მაგდენი რძე, პარალელურად რომ შემენახა. მხოლოდ დილიაობით ვაგროვებდი.

მეც მქონდა ეგრე გაყინული, ალბათ 10 ლიტრამდე იქნებოდა და გადავასხი, გამიფუჭდა sad.gif არადა, როგორ სასოებით ვაგროვებდი ყველა წვეთს

Posted by: სერაფიტი 26 Aug 2022, 23:44
ვიშლისთის მაღაზიების პროდუქციაზე რას იტყვით? ინტერნეტმაღაზიაში საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ.
ფასები ნორმალურია?
ყველაზე დიდი ფილიალი რომელია, დიღმის?

Posted by: nopiahopi 27 Aug 2022, 13:52
სერაფიტი
აქვთ სხვადასხვა ბრენდის და ,შესაბამისად, სხვადასხვა ხარისხის პროდუქცია. მაგ: სათამაშოებისკენ არც ვიხედები მანდ.

ეტლები, ქარსითები და ა. შ. ბრენდის შესაბამისი ხარისხისაა. აქვთ კარგებიც და ნაკლებად კარგებიც. არჩევანი ნამდვილად დიდია.

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2022, 19:40
nopiahopi

მადლობა.
ასევე მაქვს 2 კითხვა, თუ გამიწევთ რეკომენდაციას:
1. საწოლ-მანეჟის ყიდვა მინდა და მატრასი საუკეთესო რომელია? ქოქოსიო, ბამბაო, ლატექსიო - რა აღარ იყიდება...

2. პილიონკები ბევრი მჭირდება?smile.gif) ანუ აი საშუალოდ 5? 10? 2? ვერ ვხვდებიsmile.gif)) ბამბაზიებს ვიყიდი, მაინც გვიანი შემოდგომის ბაია იქნება. და ერთი წყალგაუმტარი ვიყიდე ...

Posted by: nopiahopi 27 Aug 2022, 20:30
სერაფიტი
პილიონკები მე კარგად გამოვიყენე. ყველგან ვუფენდი სადაც ვაწვენდი ჩვილს, ჩემს ლოგინზე, დივანზე.. ასევე მაგით ვამშრალებდი, პირსახოცის მაგივრობას მიწევდა. კარგად იწოვა და ადვილად შრება. ეტლშიც მაგას ვაფენდი და ეტლის ლეიბის რეცხვა ნაკლებად მიწევდა, ამ პილიონკებს ვუცვლიდი ყოველდღე. აქედან გამომდინარე 10 ცალამდე მქონდა და არ მეზედმეტებოდა.

წყალგაუმტარი დასაფენი არ გეყოფა ერთი, რამდენიმე დაგჭირდება თუ ერთჯერადების ყიდვას არ აპირებ. იმიტომ რომ გამოცვლის დროს ხშირად ასველებენ და სათადარიგო უნდა გქონდეს, სანამ დასველებულს გარეცხავ და გაშრება.

მატრასს რაც შეეხება, ვერ გეტყვი. ახლა არ დამჭირვებია და წლების წინ შევაკერინე კარგი ხარისხის რაც ჰქონდათ, მაშინ თითქოს არ იყო ეს ქოქოსები, ლატექსები და რაღაცეები.

Posted by: Tua 27 Aug 2022, 22:01
სერაფიტი
მუალინის პილიონკები 5ზე მეტი გჭორდება , საკმაოდ კრჰი რამეა დღემდე მაგით ვუმშრალებ ტაკოს
რაც შეეხება მატრასს ქოქოსით უნდა იყოს როგორც ვიცი თავიდან .

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2022, 22:34
nopiahopi
Tua

მადლობა, გოგოებო:*

Posted by: nopiahopi 28 Aug 2022, 13:30
Tua
უფროსი დღემდე პილიონკას იყენებს ტაკოების ყოველდღიური ჰიგიენისთვის biggrin.gif თვითონვე გადაფენს ხოლმე გასაშრობად, თხელია, მსუბუქი, პატარა ადგილს იკავებს და ადვილად უვლის ბავშვი.

Posted by: any_body 28 Aug 2022, 17:19
გოგოებო მონტესორის საწოლი
ხომ
არ გაქვთ ვინმეს ? რეკომენდაციებს მივიღებდი.

ასევე ერთი წლიდან როგორ მატრასზე ძინავთ ბავშვებს ?

Posted by: Anin 28 Aug 2022, 19:30
ეს პილიონკები სად იყიდება ან როგორ გამოიყურება ფოტო რომ დალინკოთ?

Posted by: Tua 28 Aug 2022, 19:46
nopiahopi
აუ კი დღემდე მაქვს სულ თავიდან ნაყიდები ვაიკიკის და ისევ ისეთია , დღემდე გემრიელად ვიყენებ.
Anin
ვაიკიკის მაქვს მე 2 ცალია სეტში მუსლინის პილიონკები ასე ქვია smile.gif

Posted by: nopiahopi 28 Aug 2022, 20:35
Tua
ჩემი გოგო რომ ხმარობს, არც მიყიდია. ძველი ნაყიდი კარგი ხარისხის ნაჭრები ვიპოვე სახლში, ახლები, ალბათ ჩემი ბავშვობის დროინდელები biggrin.gif და ორსულობისას მაგ ნაჭრებით შევუკერე ეს პილიონკები. დღემდე უგემრიელესი გამოსაყენებლებია, არც ფერი გადასვლია, არც გაუხეშებულა.

Anin
ვაიკიკიშიც არის და რომელიღაც ქართული ფირმაც კერავდა fb ზე ვნახე, მაგრამ არ მახსოვს სახელი sad.gif

Posted by: any_body 28 Aug 2022, 21:35
Anin
მზეუკას აქვს, ასევე წითელქუდაში იყიდება სვით დეკორის

nopiahopi
მე ერთი 30 წლის წინანდელი უხმარი პილიონკები მქონდა სახლში, სასწაული ხარისხია მართლა, ლამაზებიც, უბრალოდ სუო ვარდისფერები მაქვს მგონი :დ

Posted by: nopiahopi 28 Aug 2022, 23:16
any_body
QUOTE
ერთი 30 წლის წინანდელი უხმარი პილიონკები მქონდა სახლში, სასწაული ხარისხია მართლა, ლამაზებიც, უბრალოდ სუო ვარდისფერები მაქვს მგონი :დ


ჩემიც სავარაუდოდ მაგ წლოვანების ნაჭერია biggrin.gif ზომებად დავჭერი, შემოვუკერე და აგერ უკვე 9 წელია ცვეთაც არ დასტყობია ))))

Posted by: Katerina_N 29 Aug 2022, 01:00
გოგოებო გილოცავთ მარიამობას, გამოცდილებო ერთი კითხვა არ მასვენებს ჩემ გოგოს მიქელაძემ 4 თვიდან მყარი კვება დაუნიშნა აფთიაქის ურძეო ფაფები. რაც წავიკითხე 6 თვიდან ინიშნება მითუმეტეს რომ წონის პრობლემა არ აქვს გადასარევი მატება აქვს. სამწუხაროდ ავად მყავდა და ნერვიულობაძე რძე გამიშრა ამიტომ სრულად ხელოვნურზეა.

რა გამოცდილება გაქვთ 4 თვიდან დამატებით კვებაზე?

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 01:27
user posted image

nopiahopi
any_body
Tua
ეს გამოსადეგია, გოგოებო?

Katerina_N
ყველა ამბობს, რომ 6 თვემდე არანაირი დამატება არ უნდა. თან შენ ისეთი ფუმფულიკო გყავს ♡♡

Posted by: nopiahopi 29 Aug 2022, 07:14
Anabeli111
წყალგაუმტარია , ხომ? გამოცვლისას გამოგადგება, მაგრამ როგორც წეღან დავწერე, ერთი არ გეყოფა. სათადარიგოც დაგჭირდრბა, ხშირად ასველებენ გამოცვლის დროს და გასარეცხი ხდება.

Katerina_N
QUOTE
მიქელაძემ 4 თვიდან მყარი კვება დაუნიშნა

ეს ახალი სტილია რამე? ჩემს ახლობელსაც დაუნიშნა ახლა ეგრე. ისედაც ფუმფულა ბაიაა და გამიკვირდა 4 თვიდან მიეციო რომ უთხრა.


Posted by: takoo1 29 Aug 2022, 10:24
Katerina_N
მემგონი თუ წონის პრობლემა არ აქვს მყარი კვება ადრეა 4 თვიდან,
რავიცი ყველას 6 თვიდან უნიშნავენ
.ყველას თავისი აზრი და მიდგომა აქვს მარა 4 ნამეტანი ადრეა ჩემი აზრით

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 10:25
nopiahopi
კი, 2 ვიყიდე ჯერჯერობით და დავამატებ კიდევ ♡

Posted by: Katerina_N 29 Aug 2022, 15:18
gogatakoo
nopiahopi
Anabeli111
ხო გოგოებო კარგი ფუმფულიკო მყავს 3 თვის და 2 კვირის 6.500 კგ უკვე , დაბ წონა 2 700 აქვს რათ უნდა ვერ გავიგე არა და მომწონს მიქელაძე მარა ეს საკითხი მეეჭვება

Posted by: takoo1 29 Aug 2022, 15:30
Katerina_N
კვების ამბავში სხვათაშორის ჭედავს smile.gif ბევრი უკმაყოფილოა,არ გამკვირვებია რო 4 თვიდან დაგინიშნათ დამატება.
ნუ დაუმატებ შენც სავალდებულო ხოარაა რასაც პედიატრი გვეტყვის ყველაფერი გავითვალისწინოთ:*

Posted by: any_body 29 Aug 2022, 15:43
Katerina_N
მიქელაძეს დიდ პატივს ვცემ, ნამდვილად კარგი პედიატრია რთულ ქეისებში, მეც ორჯერ გადამარჩინა, მაგრამ კვებაში არ ცნობს თანამედროვე გაიდლაინებს.
ზოგადად პედიატრის საქმე საერთოდაც არაა კვება, ნუტრიციოლოგს უნდა ვეკითხებოდეთ. მე პირადად არც უბნის პედიატრს ვეკითხები და არც მიქელაძეს.
თანამედროვე მედიცინა გვეუბენბა რომ 6 თვიდან ბავშვი იწყება კვებას თუ ბავშვს აქვს მზაობის ნიშნები, მე პირადად 6 თვის და 3 კვირის იყო რომ დავაწყებინე.
ასევე წლამდე მთავარი არია რძე, რძე არ უნდა
შემცირდეს მყარი კვების ხარჯზე, ასევე წლამდე მყარ კვებას გაცნობითი ხასიათი აქვს.
სოლიდსთართს ინსტაგრამზეცაა და ასევე აპლიკაციაა, დაგეხმარება რა და როგორ აჭამო.
დისერტქციია დაცვა შემიზლია მგონი ამ თემაზე ;დ იმდენად მეშინოდა რომ
არ შეჭამდა, მაგრამ პირვწლივე დღიდან თვითკვებაზეა და ძაალიან მაგარდ მიდის ამბები.

Anabeli111
როდის ელოდები?
მე ნოემბერში მეყოლა და დამჭირდა ენრწოდენობის პილიონკა ;დ
ხან ფისის შვებოდა ზედ, ხან კუკებს, თხელი თუა მალე სველდება და კარგად უნდა უმშრალო(ჩემი დღეში 6-8-ჯერ გადიოდა კუჭში). მე პირსახოცწდაც ვხმარობდი და რავიცი ძაან კაია. საწოლშიც ეგ მეფინა, აადმე თუ დავაწვენდი, პედიატრთანაც, ზამთარში რთულად შრება და
რავიცი კაი ბევრი რამეა გასათვალისწინებელი :დ

nopiahopi
პედიატრების 90%-ს არ აქვს თანამედროვე ხედვა კვების ამბავში. ჩემს შვილს პეჩენია და მაწონი დაუნიშნა უბნის ექიმმა, თქვს ვუქნევ, მეზრება კამათი.

Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 15:53
any_body
სექტემბრის ბოლომდე. ყელი უკვე 29.1 მაქვს და ვემზადები ფაქტობრივად ♡ მადლობა დიდი ^_^ პილიონკებიც მაქვს ♡

Posted by: takoo1 29 Aug 2022, 16:02
any_body
აი რა ჯანდაბად უნდა ბავშვს პეჩენია და მაწონი smile.gif
რატო ევასებათ ეს პეჩენია ვერ ვხვდები.
რამე სარგებელი აქვს ნეტა? წლამდე უშაქრო ფაფას მიირთმევდა ჩემი შვილი და ხო წარმოგიდგენია ტკბილი პეჩენია რო მიმეცა,ალბათ აღარც შეჭამდა ფაფას კიარადა აღარაფერს.


Posted by: Katerina_N 29 Aug 2022, 16:24
any_body
გეთანხმები ძალიან ძლიერი მიქელაძე მაგრამ ეს საკითხი არ მომეწონა. ეგრე უბნის ექიმმა წყალიც დაგვინიშნა მარა არ დამილევინებია. მეც ყველაფერზე თავს ვუქნევ მარა არ მივყვები. შაქარს კიდე რაც გვიან გაუგებს გემოს უკეთესი არაფერი სასარგებლო არაა მაგაში . მადლობა გოგოებო ჩემი მოსაზრება გამიმყარეთ.

Posted by: Tua 29 Aug 2022, 16:33
Anabeli111
ან ეს გამოსაცვლელად კაია, მაგრამ მე ქანბებეს დასაფენ პამპერსებს ვიყენებდი ძალიან კარგად რეცცვა არუნდოდა და რამდენიმე დღე მყოფნიდა ხოლნე მერე ვაგდებდი თუ გააფსავდა ან რამე ეგეთი, თუ არა 1-2 კვირაც კი მყოფნიდა ხოლმე, ის ტაკოს გასაწმენდები თხელებია ვაიკიკის აქვს სეტში არის 2 ცალი არ ღირს ძვირჯ და დასაწყისისთვის 2 შეკვრა ნორმაა, თუ ძუძუთი კვებას აპირებ ძუძუთი კვების დროს გამოგადგება გარეთ, ასევე ჩასაფენად ეტლშიც ძალიან კომფორტულია და ეტლზე გადასაფარებლადაც უკარგესია, თურქულ ვაიკიკიზე ბევრად იაფი ღირა ვიდრე ჩვენთან.

Posted by: any_body 29 Aug 2022, 16:36
Anabeli111
ანუ მალე მოსალოცი ამბავი იქნება ^^
წყალგაუმტარიც კარგია, ასევე თუ კარადა გაქვს სადაც უნდ აგამოუცვალო, იქ ძალიან გამოგადგება.


gogatakoo
არაა მათ კომპეტენციაში კვება და საბჭოთა აზროვნებითაა უამრავი პედიატრი.
კიდევ კარგი ინტერნეტის დროა, გაიდლაინებიც ხელმისაწვდომია.



Katerina_N
წყალი მყარ კვებასთან ერთად იწყება, ყველა ასაკს თავისი ნორმა აქვს. რაც შეეხება შაქარს 2 წლამდე არ შეიძლება, მარილი 1 წლამდე, 1 წლიდან ნორმა 2 მგ-ია.
მე წლიდანაც არ მინდა მარილის შეტანა რაციონში, ისედაც იღებენ სხვადახხვა საკვებიდან.
შაქარზე ნამდვილად, საერთოდ ნუ გასინჯავენ.

ეხლა დაიდო ახალი კვლევა, დაბადებიდან 1000 დღის განმავლობაში როგორ იკვება ბავშვი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სხვადასხვა დაავადებების ახილებაც კი შესაძლებელია, ასევე ცუდის შემთხვევებაში შეძენა.

Posted by: Tua 29 Aug 2022, 16:36
Katerina_N
მყარი კვება 6 თვიდან და უკვე აღარაა შეზღუდვა მონოზე ( ანუ 1 პროსუქტი 3 დღე რეჟიმი) , 6 თვიდან უკვე შეიძლენა აფსოლიტურად ყველაფერი ( გაგიკვირდება და სოკოც კი smile.gif)) ) , არშეიება მხოლოდ მაწონი და ძროხის რძე. მიქელაძეც და ბევრი სხვა ძალიან ცნობილი პედიატრები 4 თვიდან უწყებენ დამატებას ბავშვებს მიუხედავად წონისა.

Posted by: Katerina_N 29 Aug 2022, 18:14
Tua
any_body
მადლობა გოგოებო ნელ ნელა ვიწყებ და ვეცნობი ეტაპებს ... კარგია რომ გამოცდილი დედიკოები ხართ პირველი აქ შემოვქანდები ხოლმე ❤

Posted by: narkozeli 29 Aug 2022, 18:37
Anabeli111

მაზერქეას პილიონკები ვიხმარე გადასარევას, როგორებია იცი? მუსლინს რომ ეძახიან, ბადისნაირი ნაჭრის, იდეალურია ტაკოების გასამშრალებლად.


Posted by: Anabeli111 29 Aug 2022, 19:44
Tua
narkozeli
მადლობა, გოგოებო, ჩავინიშნე ♡♡
ვაიმე, ასე მგონია სრულიად უვიცი ვარ biggrin.gif

Posted by: any_body 29 Aug 2022, 22:28
მატრასებზე რ ინფორმაცია გაქვთ ერთი
წლიდან ანატომიური
სჭირდებათ ბავშვებს ?

Posted by: Tua 29 Aug 2022, 23:38
any_body
მე უზამბარო ვუყიდე ცალკე რომ გადავიყვანე ლატექსის ძალიან მყარია სრულად ორთოპედიული , 3 წლის არის ჩემი

Posted by: სერაფიტი 29 Aug 2022, 23:38
any_body

დღეს ვეძებდი ინფოს და ახალშობილებში ქოქოსის ყველაზე კარგიაო, როგორც დავადგინე.
ანატომიურები, ორთოპედულები 1 წლიდან მგონი კარგია. უზამბარო.

Posted by: takoo1 30 Aug 2022, 00:59
სერაფიტი
მე როგორც ვიცი ანატომიური 10წლის ზემოთაა რეკომენდებული თუ სწორად მახსოვს არვიცი

Posted by: anibani18 30 Aug 2022, 09:43
გოგონებო, 3 თვის ბავშვი დაახლოენით რამდენს უნდა ჭამდეს? ადაპტირებულს ვგულისხმობ. ვერ შევურჩიე კვება ვერაფრით. თხის რძის ბაზაზე დამზადებული ვუყიდე, მაგრამ პედიატრმა, არ გინდაო თხის რძე. ძროხის რძის ბაზაზე კიდევ ვერაფრით შევარჩიე. სიმილაკს საშინელი სუნი აქვს და არ მივეცი, ახლა ნანით ვუნაცვლებ მამაკოს. ნუტრილონი კარგია?

Posted by: Katerina_N 30 Aug 2022, 09:48
anibani18
ჩემი სელიას ჭამდა და შეგვიცვალეს ფრისო პეპ აც ეთუ ნარა ულაქტოზოა და საზიზღარი გემო აქვს ისე 140 გრამს ჭამს..

შეცვლა როგორ ხდება ისე ერთიანად თუ თითო კვებას უნაცვლებ ხოლმე ისევ რძიანზე მინდა დავაბრუნო

Posted by: anibani18 30 Aug 2022, 09:54
Katerina_N
თითო კვებას უცვლი ერთიანად არა. რომელზე გინდა გადაიყვანო?

Posted by: Katerina_N 30 Aug 2022, 12:24
anibani18
ისევ სელიაზე ვფიქრობ, კარგად ირგებდა
* * *
ანუ ერთი დღე 1 კვება მეორე დღე 2 ხო სწორად გავიგე

Posted by: Tua 30 Aug 2022, 14:10
anibani18
ანი გააჩნია კვებას, ყველა კვებას აწერია ინდივიდუალურად დოზირებები, რასაც შეარჩევ იმას უნდა ეწეროს. მე სიმილაკ გოლდს ვაჭმევდი და ფრისო ვომსაც, მერე ნუტრიბემით შევუცვალე და ნუტრიბენის უფრო კმაყოფილი ვიყავი ვიდრე სიმილაკის.

Posted by: any_body 30 Aug 2022, 17:31
Tua
ცალკე დაძინებას მინდა შევაჩვიო, ყველა სხვადასხვას ამბობს, ვერც რამე გაიდლაინი ვიპოვე sad.gif
10 თვისაა. 1 წლიდან როგორ უნდა უფრო ეგეთს ვიყიდდი ბარემ.

სერაფიტი
კიი 1 წლამდე ქოქოსის, მერე უკვე ქოქოსი აღარ გამოიყენებაო, ანატომიური სჭირდებათო.
ორთოპედიული მატრასი კი სანამ ბავშვს ხრტილი ძვალში გადაუვა ან ხერხემლის პრობლემების დროსო.
ზოგი ამბობს 2 წლამდე სჭირდება ქოქოსიო.


anibani18
ბუნებრივიდან შერეულზე როგორ უნდა გადავიყვანო?

Posted by: Tua 30 Aug 2022, 19:06
any_body
დაბადებიდან შეიძლება ცალკე დაწვენა ზოგადად smile.gif როცა გადაბრუნებას ისწავლის კარგად შეგიძლია ცალკე დააწვინო უკვე თამამად , ოღონდ ვიდეო ან რადიო ძიძა გჭორდება აუცილებლად. მე დამიგვიანდა ცოტა გადაწვენა მაგრამ ჩემი დაბადებიდან თავის საწოლში იძინებს უბრალოდ თავის ოთახში გადავიყვანე, ლატექსის ვიყიდე მე უზამბარო .

ბუნებრივიდან ხელოვნურზე რთულია გადაყვანა თუ ბავშვი ბუნებრივზეა დაბადებიდან და ბოთლსაც არაა მიჩვეული.

Posted by: anibani18 30 Aug 2022, 21:51
any_body
მე 11 თვიდან ცალკე ოთახში დავაწვინე. არ ვამბობ, რომ ეს სწორია, მაგრამ მერე დიდი ხანი ვეღარ გადავაწვენდი ცალკე ოთახში, ამიტომ ასე გავაკეთე. თავიდანვე თავის საწოლში სძინავს. შენ ცალკე საწოლში გინდა დააწვინო თუ ცალკე ოთახში? რადიო ძიძა აუცილებლად გჭირდება ან კამერა. მე რადიო ძიძა მაქვს. კიდევ გირჩევდი შეაჩვიო, შეაყვარო რამე ნივთი, სათამაშო მაგალითად, ან პაწია რამე ნივთი. მე დამაგვიანდა პირველთან, თორე ძალიან გამიდვილდებოდა ბევრი რამ. მატყუარა იყი ჩემთვის ასეთი ნივთი, ვაძლევდი მატყუარას და გავდიოდი ოთახიდან. სხვა არაფერი უნდოდა. ახლა დაღრღნა თავისი მატყუარები და გადაჩვევა მომიწია. მოკლედ, მე ჩავანაცვლე ახლან მატყუარა, უჭირს ჩაძინება მე თუ არ ვყავარ გვერდით.
ინსტაგრამზე ნახე სლიფ ქოუჩები, ბევრი კარგი რჩევა უდებს ზოგს და რაღაც ხრიკებს ისწავლი.
ამხელა როგორ გადაიყვანო არ ვიცი ხელოვნურზე. ალბათ კვებებს თუ ჩაუნაცვლებ ნელ-ნელა. რამე გემრიელი შეურჩია, ეს მამაკო ძალიან გემრიელია. მეც სიამოვნებით დავლევდი.
Tua
მე თავიდან მამაკო ვუყიდე. რომ მითხრა პედიატრმა, შეუცვალეო, ვიყიდე სიმილაკ კომფორტი, საშინელი სუნი ჰქონდა და არ მივეცი, ახლა ნანი ვიყიდე. მოკლედ არ ვიცი რომელი ვაჭამო. 150-180 აწერია ნანს ამდენს ერთ მოყუდებაზე ვერ ჭამს. პაუზებით ვაჭმევ ხოლმე. შეიძლება ასე?
იქნებ ბევრს ვაძლევთქო, ვფიქრობ, ძალიან გრძელი გოგოა, 6 თვის ტანსაცმელშია გამოკვეტებული.
თხის რძეზე დამზადებულ ფორმულას თუ მივცემ, რა დაშავდება ნეტა? ვერ მივხვდი კარგად რატომ მითხრა შეცვალეო. ორი ბავშვით ვიყავი მისული.
* * *
Katerina_N
კი, კი , პირველ დღეს ერთი კვება, მეორე დღეს ორი კვება და ასე.
რატომ შეგაცვლევუნა კვება?
რა რთული ყოფილა კვების შერჩევა. პირველზე რაღაც უცებ შევარჩიე და კარგად მოვერგეთ, ახლა გამიჭირდა.
რა გადაწყვიტე მყარ კვებაზე? რა არის საჩქარო 4 თვიდან რომ გაწყებინებს? მყარად ზის? ავლენს ინტერესს საკვების მიმართ? ჩემი აზრით, არაფერია საჩქარო, დაელოდე 6 თვეს, მერეც დააკვირდი ბავშვს და მზად რომ იქნება, მერე დაიწყე.

გოგონებო, ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ხელები რომ ერთმანეთთან უნდა მიიტანოს ბავშვმა, ეს აუცულებელია ხო? ამეკვიატა დღეს ეს აზრი და არ მასვენებს. როდის გააკეთეს ეს თქვენმა პატარებმა?

Posted by: Tua 30 Aug 2022, 23:20
anibani18 ნანის სამმაგი კომფორტი რომაა მაგას აქებენ ძალიან, 150 გაუკეთე ხოლმე და თუ შეჭამა მერე გაუკეთე 180ები რომ არდაგრჩეს ტყუილად, 30-40 წუთი აქვს გაკეთებულ რძეს ვადა . საყვარელიი დიდი გოგო იქნება ჩემიც ეგრე იყო 3 თვისას 6 თვის ეცვა ხა ეხლა 3 წლისაც არაა 4-5 წელზე ვყიდულობ 110სმია სიმაღლეში უკვე და დაიფერთხა , სულ ნაკეცა იყო 6-8 თვის ასაკში. მამაკოს რაც შეეხება ჩემი მეგობარი ასმწვდა ბავშვს ოღონდ ბავშვი ძროხია რძეზე იყო ალერგიული დააგიტომ აძლევდა .

Posted by: any_body 31 Aug 2022, 00:12
Tua
დაბადებიდან 6-7 თვემდე მარტო
ეძინა საწოლშო, ორი თვეა განშორების შფოთვა დაეწყო, თან რაჭაში ვართ ეს ორი თვეა და აღარ იძინებდა.
მატრასის ამბავი მაინტერესებს, დაძინებაზე პრობლემა არ მაქვს.

ბოთლს შეჩვეულია, სამი თვიდან გავედი სამუშაოზე და ჩვეულებრივად სვამს. ხელოვნური გავასინჯე და ჭამა, უბრალოდ ნელ-ნელა როგორ გადავიდე დაახლოებით მაინტერესებს გამოცდილება.

anibani18
ცალკე ოთახში ორი წლიდან ვგეგმავ, ცალკე საწოლი მინდა, ოღონდ მატრასი რომელი უნდა ვიყიდო ეგ პრობლემა მაქვს, იმდენნაირი რამე წავიკითხე.
სემპერის რძე დალია 2 დღე 2-2-ჯერ, ზოგან წერია დედის რძეში უნდა გაურიოო, თან 30
გრ და ნელ-ნელა
მოამატოო. ისე მეზარება ეს გამოწველა, ბარემ გამოწველილს დავუტოვებ ;დ
ხელების ერთმანეთთან მიტანა ანუ ტაშის დაკვრასავით რამე ? ტაშს არ უკრავს ჩემი ცოცხალი თავით :დ

Posted by: Anabeli111 31 Aug 2022, 09:58
გოგოებო, მშობიარობის დაწყების წინა დღეებში რა შეგრძნებები გქონდათ? წელის და მუცლის წამოვლითი ტკივილები ხომ არ გქონიათ? ვერ დავიძინე მთელი ღამე, წელი პერიოდულად მაწუხებდა sad.gif

და კიდევ მაინტერესებს დეკრეტულზე. მშობიარობა რომ დამეწყოს უცებ და დაწერილი არ მქონდეს დეკრეტული, სახელმწიფო მაინც მაძლევს მერე დაწერილ დეკრეტულში 1000 ლარს? მადლობა ♡
* * *
პ.ს: ხო,იმასაც დავამატებ, რომ დექსას გაკეთება დავიწყე, სულ 2ჯერ გავიკეთე და 2 დამრჩა და მაგის ბრალი ხო არაა ეს წელის და მუცლის დისკომფორტი?

Posted by: lelukaa 31 Aug 2022, 10:34
გოგოებო, ქილის ხორცს ასე პირდაპირ აჭმევთ მთლიან კვებად? ქილის არ მიმიცია ჯერ და მაინტერესებს საჭიროების შემთხვევაში როგორ უნდა მივცე?

Anabeli111
იმ დღეს დილიდან მქონდა ბოქვენზე სიმძიმის შეგრძნება, ფეხზე დგომა მიჭირდა. ეს მეორეზე საკეიარომდე და პირველზე შეგრძნებები არ მახსოვს საერთოდ smile.gif

any_body
ტაშს არც ჩემი უკრავს, არ უნდა რაა wink.gif
დავიწყე მუშაობა კითხვაზე რამდენი წლისაა ეკე ერთიო რომ მიპასუხოს, ოქტომბრამდე დრო მაქვს wink.gif))


Posted by: narkozeli 31 Aug 2022, 10:37
lelukaa

ცოტა უნდა შეათბო, ცხელ წყალში ვდებდი მე და მერე ვაჭმევდი.

Anabeli111

მე არ მქონია არანაირი შეგრძნება წინასწარ

Posted by: lelukaa 31 Aug 2022, 10:42
narkozeli
ეგ ჰო, უბრალოდ მარტო ხორცის როა არაფერში უნდა გარევა? ბევრი არაა მთელი ქილა? სახლში მომზადებულს დღეში 1 სუფრის კოვზს ვაძლევ ხოლმე ბისტნეულის პიურესთან ერთად.

Posted by: narkozeli 31 Aug 2022, 10:46
lelukaa

მარტო ხორცი პლასმონისას ვყიდულობდი ხოლმე და ერთ ქილა ხორცს ვურევდი 1 ქილა ბოსტნეულში. ისე მაგ ქილის ხორცში 30%-ია მხოლოდ ხორცი რეალურად,ამიტომ ბევრი არაა ნამდვილად

Posted by: takoo1 31 Aug 2022, 10:58
Anabeli111
არაფერი არ მქონია წინასწარ სიმპტომი ანა,
წელის ტკივილი მქონდა ხოლმე ისედაც ხანდახან მარა ციკლის მსგავსი შეგრძნებები არ მახსოვს.
უცებ ამტკივდა ღამე რამოდენიმე წუთი და წყლები დავღვარე.
ანა დექსა 4 ნემსი დაგინიშნეს?მე მეგონა მეტი ინიშნებოდა

Posted by: any_body 31 Aug 2022, 11:19
lelukaa
QUOTE
ტაშს არც ჩემი უკრავს, არ უნდა რაა

biggrin.gif ხელს გვიქნევს, ჰქი ფაივსაც ვაკეთებთ ერთად მაგრამ ტაშს რომ ვუკრავ მაკვირდება მხოლოდ. მაიმუნები ^^
უი ეგ 11 თვიდან უნდა ვასწავლოთ? :დ
ცხოველებზე რას შვება, არჩევს ?


QUOTE
გოგოებო, ქილის ხორცს ასე პირდაპირ აჭმევთ მთლიან კვებად?

გუშინწინ ვაჭამე პირველად ქილის.
ბატატის პიურე გავუკეთე სახლში და
იმაში გავურიე ნახევარი ქილა, აღარც შევათბე.
გუსინ პამიდორი და ხახვი მოვთუშე, გადმოვიღე და იმაში ავურიე დარჩენილი ქილა, მერე მაკარონი ჩავყარე შეიგნით და ბედნიერად ჭამა.

Posted by: anibani18 31 Aug 2022, 11:20
Tua
ვიფიქრე, რომ მოითხოვს მან მივცე ხოლმე. მაგრამ დიდ შუალედებს აკეთებს ძალიან, 5 საათამდე ძლებს, მე რომ არ ვაჭამო. და მერეც ცოტას შეჭამს. მერე ავიყვან ხოლმე, ვერტიკალურად მყავს 5 წუთი და ისევ აგრძელებს. ამოქარვების გარეშეც ხოლმე. იქნებ სიცხის ბრალია? ბოლო პერიოდი გახდა ასე. მგონი რაც კვებას ვუცვლი, მას შემდეგ.
უფროსიც მაღალი გოგოა, როგორც ამბობენ. რომ ვეუბნები ხალხს მის ასაკს, ძალიან უკვირს ყველას, უფრო მეტი გვეგონაო. მაგრამ უმცროსი მგონი მასზე მაღალი იქნება. ბიძა ყავთ თითქმის ორი მეტრი, იმედია, მას არ დაემსგავსებიან.
any_body
აი, ამას ვგულისხმობ
user posted image
ზუსტად მახსოვს, ნევროლოგმა რომ მკითხა უმფროსზე, ასე თუ აკეთებსო. უმცროსი ასე არ აკეთებს ჯერ. კი აქვს კიდევ 2 კვირა ვადა და იმედია გააკეთებს.
არ ვიცი როგორ გადაიყვანო, ჩემებმა კვებები ანაცვლეს უბრალოდ და ეს იყო. არც დამიშრია, თავისით წავიდა.
მე არ მაქვს კარგი საწოლი და მატრასი. რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვიყიდე. აღარ წვებოდა ჩემი უფროსი გოგონა პატარა საწოლში და მუცლიანი გავვარდი საბაში, რომ მოზარდის საწოლი მეყიდა და იქ დამეწვინა. ასე რომ არანაირი კვლევა არ ჩამიტარებიან. მოგვიანებით ვუყიდი ორივეს ერთნაირ საწოლებს, როცა ერთად დავაწვენ.
ოჰ, ეს განშორების შფოთვები smile.gif) 2,5 წელზე პიკს აღწევსო და მერე იმედია სულ წავა.
* * *
Anabeli111
როგორ ხარ, ანი?
კი, მოგცემენ მერეც დეკრეტულის თანხას. მე ბავშვის დაბადების მერე მივიტანე და ჩამირიცხეს.

Posted by: any_body 31 Aug 2022, 11:31
anibani18
უი არც მიმიქცევია მაგისთვის ყურადღება, რამხელაა ეხლა? საერთოდ არ მახსოვს როდის გააკეთა.
მე მინდა რომ დილას და საღამოს ვაჭამო, შუადღეს 1 ან 2 კვება იყოს ხელოვნურზე, სახლში
მოსვლაც მეზარება უკვე და გამოწველა ზომ საერთოდ sad.gif პედიატრს ვკითხავ აბა, მადლობა ^^
ვაიმე წავიკითხე 6 წელზეც აქვთ უფრო გამძაფრებულიც კი, სკოლაში რომ
მიდიან. ყველა ასაკს რომ თავისებურებები ააქვს.
2 თვეა სუო ერთად ვართ და ეხლა რანაურად უნდა დავტოვო აღარ ვიცი, მანამდე კკ რჩებოდა იდეალურად.

Posted by: takoo1 31 Aug 2022, 11:37
anibani18
ანი როგორ ხარ;* გოგო ეს პირველია თუ მეორე რა საყვარელია❤️

Posted by: Anabeli111 31 Aug 2022, 12:21
lelukaa
narkozeli
gogatakoo
anibani18
მადლობა, გოგოებო ♡♡
gogatakoo
კი, ამ ეტაპზე 4 დამინიშნა, რადგან ფიქრობს, რომ 2 კვირა გავქაჩავ კიდე და სრულიად საკმარისია ბაიასთვის. უბრალოდ ნაადრევის რისკიცაა და თავი დავიზღვიოთო ♡

anibani18
ეს ბაცაცო პატარა ქალბატონია? ♡♡რა სიცოცხლეა ♡♡

Posted by: anibani18 31 Aug 2022, 13:10
any_body
სამი თვის გახდა დღეს.
აი, სულ რაღაც ხდება. რომ გგონია, რაღაც ეტაპი გადალახეთ, ან, აი, ასეთი და ასეთია ჩემი შვილი, მეორე წამს ყველაფერი იცვლება. ახლა ვკითხულობ Daniel Siegal-ის ძალიან საინტერესო წიგნებს ბავშვის აღზრდაზე და იმდენ რამეზე ამეხილა თვალი და სხვანაირად გავიაზრე. წაიკითხე, თუ დაგაინტერესებს. No drama discipline and whole brain child. ეს ორი წიგნია.
თუ წამა ადაპტირებული ესე იგი მიიღებს. გამოწველა მართლა რთულია. მე მიჭირდა ძალიან.
რაჭა რა კარგია ♡ იქნებ გაისად წავიყვანო გოგონები.
gogatakoo
Anabeli111
კარგად ვართ, გოგონებო. მადლობა დიდი :*
ეს უფროსია. ახლა უკვე დიდი გოგოა smile.gif
user posted image
ეს კიდევ ჩემი ზღარბუნა
user posted image
თქვენ როგორ ხართ, გოგონებო? ცოტაღა დარჩა, ხო? მალე შეხვდებით თქვენს პატარებს ♡♡

Posted by: lelukaa 31 Aug 2022, 14:10
narkozeli
მადლობა გვანც :*
ბეიბი ბიოს ან ჰიპის ხორციან ბოსტნეულს ვაძლევ ხოლმე და ვფიქრობდი ხორცი არ იყო საკმარისი ულუფა, ესეიგი ნორმალური პორციაა ეგენიც.

any_body
წლამდე მინდა მოასწროს სწავლა და ვნახოთ
* * *
აუ არ პოსტავს სრულად sad.gif(
მერამდენედ შვება უკვე.

Posted by: takoo1 31 Aug 2022, 14:37
Anabeli111
რამხელაა უკვე❤️ გვანან ხო? თვალებიც ერთი ფერის აქვთ?❤️რა მაგარიააა..

ხოო ცოტა დაგვრჩა 3 კვირა ალბათ თვის ბოლოს ველოდები,უცებ გაირბინა დრომ ზაფხულიც რო დაემთხვა თანsmile.gif
anibani18
გაქაჩავ აბა რას იზამ❤️
თუ გადავაცილეთ პირიქით მერე ნახე შენ biggrin.gif

Posted by: Katerina_N 31 Aug 2022, 15:43
anibani18
ინტერესს კი იჩენს მარა მყარად არ ზის და არც მგონია რო 4 თვიდან საჭირო იყოს ამიტომ არ ვაპირებ დამატებას.. ისედაც დიდი გოგო მყავს და რა აუცილებელია ვერ ვიგებ. თავზე და წარბებზე გაუჩნდა ე.წ ფუფხები ოღონდ ბევრი სტანდარტულთან შედარეით და ალერგიული დერმატიტიაო მაგრამ 2 თვეა უკვე ამ კვებაზეა და ისევ აქვს ანუ ვერ ვუკავშირებ ამ კვებას და თან ისეთი საზიზღარი სუნი აქვს გული მიკვდება რო ვაჭმევ..
* * *
Anabeli111
კი გოგო მე ღუდუშაურიდან წამოვიღე დეკრეტის ცნობა ვერ მოვასწარი იქამდე დაწერა და რო გავაჩინე სამშობიარომ მომცა ამიტომ არაა პრობლება მაგაზე
* * *
აუ ეს ხელების მიტანა რას ნიშნავს მეც მითხარი, ჩემსას სულ ეგრე უკავია ან ორივე მუჭას ერთად იტენის პირში..anibani18

Posted by: any_body 31 Aug 2022, 16:55
anibani18
რა საყვარლები გყაავს, ლამაზები, ლამაზი თვალებით ^^
ისე დაისვენა ბავშვმა ალბათ მომავალ წელსაც 2 თვით წამოვალ.
ვისაც შეუძლია მართლა ძალიან მაგარია.

ვაიმე მადლობა დიდი, მოვძებნე და
დავიწყე კითხვა უკვე, საინტერესოა ძალიან ^^
ზოგადად მეც პოზიტიური აღრზდის მომხრე ვარ, მონტესორის მეთოდიკაც ძალიან
მომწონს, მინდა რომ მაქსიმალურად ვეცადო ჩხუბის, ყვირილის და მაგავსი ნეგატიური ქცევების გარეშე აღვზარდო.
თუ ბავშვის განვითარებას ეტაპები ესმის მშობელს ალბათ ბევრად ადვილია საქციელის მიზეზი მიხვდე.

Katerina_N
გუფხები სებორიული დერმატიტია, არანაირი ალერგიული. ხშირად აქვთ პტარებს. არაფრის შეცვლა არ სჭირდება, ზოგადად მიზეზი უცნობია.
ჩემსასაც ჰქონდა, ბანაობის დროს თავზე საბავშვო ზეთს ვუსვამდი და მარლით ფრთხილად ვაცლიდი ამ ფუფხებს, სადღაც 1
თვე დასჭირდა რომ სრულად ალაგებულიყო, ოღონდ ეს ზეთი და გაცლა ძალიან ეხმარებოდა, 1 კვირაში ბევრად ნაკლები ჰქონდა.

Posted by: Anabeli111 31 Aug 2022, 17:23
anibani18
როგორი ლამაზი ბაცაცოები ალიანო ♡♡ ტკბილები ♡♡

gogatakoo
ვაიმე, ხო :დ ჩემი ქმარი მეუბნება, იქნება ეხვეწებოდე, გამოდიო biggrin.gif ♡♡
Katerina_N
დავმშვიდდი ♡ რაღაც უაზრო შეგრძნებები მაქვს და დავიღალე...

Posted by: Tua 31 Aug 2022, 19:56
anibani18
რა საყვარლები გყავს ანიი ❤️❤️ ღამე თუ აკეთებს შუალედებს კვების გამო არგააღვიძო საერთოდ, დღე 120ებსაც არჭამს 3 საათში ერთხელ? ზრდია დღეებმაც და სიცხეებმაც იცის , მახაოვს ალექსანდრესაც ჰქონდა მაგ პერიოდშო არჭამდა კარგად და 1 კვირაში დაიწყო ისევ.

Posted by: Katerina_N 31 Aug 2022, 20:11
any_body
ხო ზეთს ჩვენც ვიყენებთ და აქვს შედეგიც.. მადლობა

Posted by: lelukaa 31 Aug 2022, 22:41
გოგოებო, ეკეს გამსკდარი ტუჩი გაუღიზიანდა და აქვს სტომატიტივით, რა შეიძლება წავუსვა?
ეს ჩემი ექიმი არ პასუხობს მთელი დღეა ტელს :|

Posted by: matuti 31 Aug 2022, 22:55
anibani18
რა საყვარელი თვალები აქვს უფროსს, პატარა შვლის ნუკრივითაა. ღმერთმა გაგიზარდოს ორივე ჯანმრთელი 2kiss.gif

Posted by: anibani18 1 Sep 2022, 10:08
gogatakoo
სამი თბისაა უმცროსი. წლის და თერთმეტი თვის უფროსი. არა, თაკ, დიდად არ გვანან ჯერ. ვნახოთ მერე თუ დაემსგავსებიან. უფროსს ნაცრიაფერ-მწვანე თვალები აქვს, პატარას შეეცვლება კიდევ.
Katerina_N
ხოდა დაანებე თავი, რომელი საუკუნეა 4 თვიდან რომ ხორცი მივცეთ ბავშვებს.
ხელებს უნდა იდებდნენ ბავშვები პირში. ასე შეიცნობენ სამყაროს. მერე სხვა ყველაფერსაც ჩაიდებს პირში smile.gif

* * *
any_body
მადლობაო გოგონებმა :*
თუ მედიტაციის დრო და მომხრე ხარ, წაიკითხე raising good humans. ისედაც შეგიძლია წაიკითხო, ძალიან საინტერესოა რასაც წერს ეს გოგო. კიდევ შეგიძლია ნახო Janet Lansbury ფეისბუქზე. წიგნებიც აქვს აღზრდაზე, მაგრამ მე ჯერ არ წამიკითხავს. ძალიან კარგ პოსტებს დებს ხოლმე, რჩევებს იძლევა. ბევრ რამეში მადგება მე პირადად. ჯერ პატარაა შენი, მერე და მერე, თავის ინდივიდუალურობას რომ გამოავლენს, უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდება და ეს წიგნები დაგეხმარება მგონი.
რაჭაში სასტუმროებია მხოლოდ თუ სახლებიც ქირავდება?
Anabeli111
matuti
მადლობა, გოგონებო :*
Tua
მადლობა, თეო :*
არა, გოგო, ჭამისთვის გავაღვიძებ მე smile.gif) ისედაც ძილზე ვოცნებობ smile.gif) 4 საათიან შუალედებს აკეთებს დღის განმავლობაში. დილაობით დიდად არ არის ხოლმე მადაზე. ღამე თავიდანვე ვუწელავდი დროს და ახლა 6 საათი სძინავს ხოლმე, მერე გაიღვიძებს, შეჭამს და კიდევ 6 საათი სძინვს. ნორმალურია ასეტი გრაფიკი ამ ასაკზე? 150 ჭამს რა. ოღონდ უნდა წამოაყენო ხშირად.
იცი კიდევ რაში გამარკვიე, ეს ჰიპოალერგიული საკვები როგორია ან რისთვისაა?

Posted by: any_body 1 Sep 2022, 11:09
anibani18
მადლობა, ვნახავ აუციოებლად ^^
აღზრდაზე ძალიან
მომწონს Dr.Siggie, ინსტაგრამზე აქტიურია საკმაოდ, კითხვა პასუხის რეჟიმიც ხშირად აქვს და ინფორმატიულია, ისეთ კარგ და საინტერესო რჩევებს იძლევა.
მენერვიულება იმ დროის როცა უკვე დაიწყებს ხასიათის გამომჟღავნებას, არ მინდა ზიანი მივაყენო მის ფსიქიკას, ამიტომ ვცდილობ მობილიზებული ვიყო.
აუ რა მაგარია პატარა შუალედი, ყოჩაღ ^^
ძალიან მინდოდა მაგრამ ვიცი გამიჭირდება და გადავწიე მეორე ბავშვზე ფიქრი.

Posted by: Tua 1 Sep 2022, 14:32
anibani18
მშვენიერია 6 საათი, რომ მოშივდება შეჭამს , 150იც არაა ცუდი მაგ ასაკზე,ჭამოს შესვენებებით რას იზავ. ჰიპოალერგიული რძე თუ ალერგიული არაა ბავშვი რძის ცილის მიმართ მაშინ აძლევენ და ასევე ზოგადად ფორმულაზე ალერგიის გოსარიცხად, მე ალექსანდრე რომ გადავიყვანე ძუძუდან ფორმულაზე მაშინ დაგვინიშნეს ჰიპოალერგიული მაგრამ იმდენად უგემურია ეგენი რომ არჭამა ამან და იშვიათია ბავშვი ვინც მაგას ჭამს smile.gif) შენს გოგოს თუ არ აქვს ალერგია შეგიძლია აჭამო ჩვეულებრივი რძე, მე მაგალითად ჯუტრიბენის პრო სერიის ძალიან კმაყოფიკი ვიყავი ფასის ნორმალური აქვს 800 გრამიანს და ადვილადაც კეთდება 40 გრადუსზე.

Posted by: Katerina_N 1 Sep 2022, 15:13
anibani18
ჩემი ვერ ძლებს 4 საათი დღისით, ეხლა მინდა იქნებ გავაქაჩინო და ღამე დიდი ხანია 12ზე რო შეჭამს დილით 5_6 მდე აღარ ჭამს.

Posted by: takoo1 1 Sep 2022, 15:39
anibani18
ხოო უცხო ფერის თვალები აქვს ლამაზი❤️
როგორია ორი გოგოშკას დედობაა?:*
გაგაგიჟეს თუ დალაგდით ანიი,დამამშვიდე ცოტაა biggrin.gif მეშველება რამეე)))))
ანი მე სასტუმროში ვიყავი რაჭაში,უფრო მეტად სასტუმროებია მგონი.
მე ონში ვიყავი აუზი ქონდა იმ სასტუმროს და მაგიტო თორე ისე ხმაური იყო და ცოტა დამღლელია.
ჯობია კოტეჯი ან რამე მყუდრო იქირაო თუ ფინანსები გიწყობს ხელს.


Posted by: any_body 1 Sep 2022, 17:54
anibani18
QUOTE
რაჭაში სასტუმროებია მხოლოდ თუ სახლებიც ქირავდება?

სასტუმროებიც, სახლებიც და ეხლა ძლინ წამოვიდა კოტეჯები. ნორმალური სასტუმროს ნახვა ცოტა რთულია, კოტეჯები ყველა ახალია დამუმეტესობა კეთილმოწყობილი.
მე სახლი მაქვს აქ, ნიკორწმინდასთან ახლოს და ჩემს სოფელში უკვე ერთი 6-8 კოტეჯია.
შიგ ამბროლაურში და ონში არ ღირს არც კოტეჯი და სასტუმრო, სიცხეა ძაან, სოფლებში სჯობს. ნიკორწმინდის შემოგარენი ან უფრო ზევით შოვისკენ, უბრალოდ შოვისკენ ცივილიზაცია ნაკლებადაა, მაღაზიებიც კი ჭირს.

Posted by: nino84 1 Sep 2022, 21:22
გოგოებო, ბავშვთა ფსიქოლოგს ხომ ვერ მირჩევდით? მრჩეველში ქეთევან მესტვირიშვილი ხომ არ იცით როგორი სპეციალისტია?

Posted by: anibani18 1 Sep 2022, 21:41
any_body
ახლა ნუ დაისტრესავ მაგაზე ფიქრით თავს. ჯერ პატარაა და დატკბი ამ დროით. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო როცა რთული მომენტები გექნებათ.
ვნახე ეს ქალი ინსტაგრამზე, წავიკითხავ ხოლმე. მადლობა :*
თუ ასაკი გიწყობს ხელს, გააკეთე ცოტა დიდი შუალედი. საკმაოდ რთულია, ჯერ პირველი ორსულობა-მშობიარობა-პირველი თვეების სტრესიდან არ ხარ გამოსული და უცებ მეორე. ძალიან დიდი დატვირთვაა ორგანიზმისთვის და გონებისთვის. ნუ ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ერთი ის არის კარგი, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ მქონია ამჯერად, ალბათ იმიტომ რომ ბავშვიც ბევრად უფრო მშვიდია და მეც უფრო შეჩვეული ვარ ყველაფერს.
ეს კოტეჯები ერთადაა ერთ ეზოში თუ ცალკე ეზოები აქვთ? ძალინ მინდა რაჭაში, უკვე რამდენი ხანია ვოცნებობ. რამდენი საათუა გზა? გზა კარგია?
Tua
ნუტრიბენს მეც ვაჭმევდი უფროსს, საკმაოდ კარგია. ანუ ახლა რომ მიიღო ეს ჰიპოალერგიული საკვები, შემიძლია გადავიყვანო ჩვეულებრივზე? კომფორტი, როგორც მახსოვს კუჭში შეკრულობის თაბიდან ასაცილებლადაა ხო? მწვანე კუკები ნორმალურია ისე?
Katerina_N
12-ზე აძინებ თუ ძილში აჭმევ? მე 9 საათზე ვაწვენ. მატყუარას მიაჩვიე? მე მივაჩვიე და ახლა ვფიქრობ, იქნებ ტყუილად ვქენითქო. მაგრამ ძალიან მიადვილებს დაძინებას, მატყუარას ვაძლევ და ეს არის.
gogatakoo
ახლა არა გვიშავს, თაკო, ცოტა დაწყნარდა ნატალი. თავიდან ძალიან რთული იყო, თან მეორე არის ანგელოზი, ღვთის საჩუქარი მყავს ♡ ასეთი რომ არ ყოფილიყო, ალბათ გავგიჟდებოდი. ერთ საღამოს მოგიყვები სულ თავიდან რომ მქონდა. ასეთი იყო თითქმის ყოველი დღე, მერე ავუღე ცოტა ალღო და ბავსვებმაც შემიწყვეს ხელი. მოკლედ, ვახშმის დროა და ვწვავ მაჭკატებს, ვდგავარ გაზქურასთან, პატარა ხელში მყავს და ძუძუს ჭამს, მეორე ხელით ვატრიალებ ამ საწყალ მაჭკატებს, ნატალი ფეხზეა ჩამოკონწიალებული და ღრიალებს, ამ-ამ, ამ-ამ, ანუ ჩქარა საჭმელიო smile.gif)
ზოგადად რთულია, მთავარია რეჯიმი აუწყო ბავშვებს. კიდევ გირჩევდი, რამე გასართობი მოუნახო ლუკიანეს, როცა პატარა ძუძუზე გეყოლება. ცოტა მოგვაინებით, მოაწყო უსაფრთხო ადგილი, სადაც პატარა გეყოლება ხოლმე, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, სულ თვაყური ადევნო არაფერი დაუშავდეს, თუნდაც უნებლიეთ.
ახლა ჯერ კარგად ვართ. ნატალი პირველი გარბის პატარამ თუ დაიწყო ტირილი და ხელზე უფათუნებს, ამშვიდებს, ბოთლს უნჯღრევს, ხელში დამაჭერინეთო, სულ გვთხოვს, ეტლს ურწევს და მოკლედ ძალიან თბილად ექცევა, თავის საყვარელ სათამაშოებსაც კი აძლევს. დღეს ასე ითამაშეს smile.gif
user posted image
ზოგადად ძალიან რთულია, არ მოგატყუებ, მაგრამ ბავშვების ზნეზეც ბევრია დამოკიდები და შენ როგორ მიუდგები. მაგრამ, რეჟიმის გარეშე მგონი შეუძლებელი იქნება. ხო კიდევ, ჩემი გამოცდილებით, სჯობს ჯერ პატარა დააძინო და მერე უფროს. ცოტა ხანი რამე გააკეთე მასთან ძილის წინ, რამე ითამაშეთ ორმა და შეიძლება დაძინების წინ აღარ გამართოს ისტერიკები.

Posted by: takoo1 1 Sep 2022, 22:19
anibani18
ვაიმე ანი წარმოვიდგინე ეხლა ჩემი ერთი დღე ლუკიანესთან და გაბრიელთან ერთად და რაც დაწერე ეგ დარწმუნებული ვარ სანატრებელი მექნებაbiggrin.gif:D
ბავშვის ზნეზეა ყველაფერი ვიცი და მაგიტო ვნერვიულობ,ეს ძალიან ეგოისტია პლიუს ვრედნი,ცელქი, ხმაურიანი..ერთი წამი არ ჩერდება და სულ კუდში დამსდევს.ყველაფერს ერთად ასწრებს.თან ძალიან წუწუნა გახდა სულ გართობა უნდა და არაფერი არ უნდა აკეთო საერთოდ.ამას უნდა მთლიანად ყურადღება და ეგრე არ გამოდის
მეორემ თუ ხელი არ შემიწყო მე უეჭველი თეთრ პერანგს ჩამაცმევენ smile.gif
ეტლს დაურწევს კიარა გადმოაგდებს იქედან))) შენახული მაქ ეტლი რამდენი ხანია აღარ ვსვამ შიგნით..ვეღარ ამომყავს მერე,ხან დაათრევს სახლში წინ და უკან მოკლედ..
ძილს რაც შეეხება ძილის წინ გვერდით უნდა ვეწვე და მამამისისკენ არ მაქ უფლება გადავბრუნდე სანამ არ დაიძინებსsmile.gif ეს ხო ჩემთან წევს..
ხედავ უკვე რამდენი სხვაობაა biggrin.gif
შენ გყავს ჭკვიანი გოგო არაფერი არ თქვა❤️
შენ ესეთი რო გყავდეს დამამშვიდებელი დაგჭირდებოდა დამიჯერე biggrin.gif
ნერვები მაქ საშინელ დღეში არ ვიმჩნევ თორე შეშლილი ვარ უკვეsmile.gif

* * *
ანი ახალი გზა გაკეთდა და მაქსიმუმ 3 საათში ჩადიხარ..ონში ოღონდ.
ამბროლაურში არვიცი ძველი გზიდან დადიან თუ ახლიდან..ისე მოვიარე რაჭა მარა არ გადავრეულვარ,ერთადერთი ადგილი რაც მომეწონა და ღირს დასვენება შოვია.ლამაზია ძალიან..
აი გურია შორია თორე ბახმაროს არ შეედრება ადგილი ვგიჟდები❤️❤️❤️❤️

Posted by: Tua 1 Sep 2022, 22:32
gogatakoo
თაკო ბქვშვის ზნე ერთია, მეორე კიდევ დედამ უნდა მოინდომოს ეგ ამბავი, შენ თუ არმლინდომე ის რომ ლუკიანემ ცალკე დაიძინოს საწოლში, კიდევ რეჟიმი არგანივითარე დაბადებიდანვე ბავშვს გაგიჭირდება. მე რასაც ვუყურებ ბევრი არუქმნის ბავშვს რუტინას, არ აქვთ რეჟიმი რაც დედისთვის ძალიან დიდი შვებაა. მე მაგალითად ბევრი ვიწვალე დაბადებიდან იმისათვის რომ ჩემს შვილს რეჟიმი ჰქონოდა და ცოდნოდა თავისი საწოლი, ჩვენც გვქონდა განშორების შფოთვები და იწრვდა სულ ჩემსკენ რომ ჩვენთან დაწოლილიყო, მაგრამ ჩაეძინებოდა თუ არა ეგრევე თავის საწოლში ვაწვენდი, თამაშზეც თავიდანვე რომ არმიუჯდები თამაშისას ბავშვს არც მოგთხოვს იქ ჯდომას და თამაშს, რაღაცეებზე მე ვუჯდები და ნაწილობრივ თვითონ თამაშობს ძალიან კარგად, თავისით ჩაძინების სწავლაც ძალიან ადვილია თუ მოინდომე , 1-2-3ჯერ რომ მოუწექი მაგიტომ გთხოვს მიწოლას სულ. მშობლის საწოლზე მიჩვევა უფრო ძუძუთი კვებისმერე რომ
ეზარებათ გადაწვენა ეგ მომენტი მგონია მე და შესაბამისად თუ ეხლა არმოინდომე სრულწლოვნებამდეც შენთან იწვება . კიდე დამხმარეებიც უნდა იყოლიო, მაგალითად ბებიები და შეაჩვიო თავიდანვე ბებიებს რაც ძალიან გაგიადვილება ყველაფერს, დატოვებითაც დატოვებ როცა დაგჭირდება.
* * *
anibani18
ანი მწვანე კუკები ზოგადად ნორმაა ხოლმე, მე 2 1 ხელ ვაჭამო ეგ ჰიპოალერგიული და ეგრევე მივეცი ჩვეულებრივი, ნუტრიბენის კომფორტი კი კუჭისთვისაა და მაგას ნომრები არ აქვს ხომ იცი უნიმროა და ყველა ასაკზე.

Posted by: takoo1 1 Sep 2022, 23:06
Tua
კიი ძილის ამბავი ჩემი ბრალია ვიცი,
ლუკიანე რო ღუდუშაურში მყავდა იმ ამბების მერე უბრალოდ ძალიან მეცოდებოდა რო გამოვიყვანე,იმდენი რაღაც გაიარა პატარამ
რაღაცნაირად ვერ ვტოვებდი მარტო იმ ყველაფრის მერე,რაღაცნაირად ვგრძნობდი რო ჭირდებოდა ესეთი ყურადღება არ ვიცი, სულ გვერდით ვიწვენდი
მე თვითონაც მშვიდად ვიყავი სულ ჩემთან რო იყო ხო ხვდები.ეგ მომენტი მქონდა და ძალიან მომეკრო..ეხლა კიდე უკვე დაგვიანებულია სანამ აზზე არ მოვა ვერ გავაგებინებ ვერაფერს უკვე.
არ მაქვს დამხმარეების ფუფუნება სამწუხაროდ და ეგეცაა, სუ ჩემთან იყო და ეგრე გამოვიდა.

Posted by: Katerina_N 2 Sep 2022, 00:00
anibani18
12ზე ძილში ჭამს თუ არ მივცემ იღვიძებს. კი სოსკას მიჩვეულია მაგრამ რომ ვთქვა დამოკიდებულია არა ძილისთვის დიდად არ ჭირდება რო შივდება მაშინ უფრო ეტანება ... არ ვემდურები არც დაძინება უჭირს და არც ჭირვეულია უბრალოდ ვერ ძლებს 3 საათზე მეტს 150 ჭამს არადა .. ვფიქრობ მოვუმატო იქნებ გაძლოს მერე 4 საათი.

Posted by: lelukaa 2 Sep 2022, 01:22
any_body
ეხლა დაიპოსტოს ეგებ smile.gif
ესეიგი ცხოველებს ჯერ მხოლოდ აკვირდება და რომ ვასახელებ კვდება სიცილით smile.gif) იგივე სხეულის ნაწილებზე.
1 კვირაა ცხვირი სად გქვსო რომ ეკითხები სრუტუნს იწყებს მოჯღანული სახით smile.gif) არას ამბობს სასაცილოდ და იქნევს თავს.
რას შვრება შენი?
გემრიელად კი დაგისვენიათ, როგორ მიყვარს რაჭა <3

პოზიტიურ აღზრდაზე პირველი ვინც მახსენდება და მიყვარს არის ხატია ჩხენკელი და ანი ლორია, გეცოდინება ორივე. ლაიფვიზბაბი და ანიმომბლოგ <3
ძალიან საინტერესო ბლოგები აქვთ ორივეს.

Posted by: any_body 2 Sep 2022, 07:32
anibani18
30-ს ვარ, თავიდნა ვფიქრობდი 1-2-ს მივაყოლებ და იქნებ მესამეც მოვასწროთქო :დ ეხლა ვფიქრობ მეორე 4 წელში მყავდეს, მაგრამ რასაც ვგეგმავ არაადროს გამომდის სულ სიურპროზებია ჩემს გარშემო :დ

პირველ ბავშვთან სირთულეები გქონდა ?
მეც გადავრჩი დეპრესიას, მგონია რომ
მეუღლის გამო, იმდენადაა ჩართული ბავშვის აღზრდაში.

უმეტესად ერთ ეზოში ერთი კოტეჯია, 4 ადგილიანი დაახლოებით 150 ლარია. გზა მშვენიერია, ახალი გზა გააკეთეს ჭიათურიდან და 3,5 სთ გვჭირდება. აღმართ-დაღმართია, ცოტა მიხვეული, მაგრამ სრულად თავისუფალი. მითუმეტეს ეხლა რომ რიკოთის სამუშაოებია
საოცრება ხდება გზებზე. რიკოთიდან 4-4,5 სთ უწევს.
აი არ ვიცი მე ვგიჟდები რაჭაში, აქ რომ
მაქვს გატარებული ყველა ზაფხული შეიძლება მაგიტომ, ხალხი, ბუნება, ხედები, სიმშიდე, სიმწვანე, ყვეკაფერია რაც ადამიანს სჭირდება დასვენებისთვის.
* * *
Tua
თვითდაძინება რა ასაკში ასწავლეთ?
4 თვის ასაკში ვცადე, იძინებდა მაგრამ ცოტა სტრესული აღმოჩნდა და დავანებე თავი. არ ვიცი შეიძლება ადრე დავიწყეთქო ვფიქრობ.

რეჟიმზე ზუსტად ეგრეა, ზოგადად ბავშვებს უყვარს როცა იციან რის მერე რა უნდა გააკეთონ, ბევრად მშვიდები არიან.

lelukaa
ჩემსას უყვარს ხმებს რომ გამოვცემთ ცხოველებისას, აქ ყოველდღე დამყვს ძროხებთან და ქათმებთან, ერთი ხბო მოსწონს და თითქოს მუ-ს იძახის რომ
დაინახავს, ისეთი სასაცილოა მაგ დროს :დ

ეხლა დაიწყო დადგომა, ისეთი ბედნიერია, გიჟდება, პიკლერის სამკუთხედს ვუყიდი თბილისში იმედია გამოადგება.
ხომ არ გაქვს ?

QUOTE
გემრიელად კი დაგისვენიათ, როგორ მიყვარს რაჭა <3

წოსვლა არ მინდა, თბილისში როგორ უნდა იყოს დაჩი ვეღარ წარმომიდგენია.

კიი, ორივეს აქტიურად ვადევნებ თვალს. ხატია განსაკუთრებულად მომწონს, იმდენად პოზიტიურია თვითონაც.
ისე მომწონს აქტივობები ბავშვებს რომ
სთავაზობენ, ერთი სული მაქვს წამოიზარდოს ცოტა რომ დავიწყოთ, მგონი მეც მაგრად გავერთობი :დ

Posted by: anibani18 2 Sep 2022, 10:22
gogatakoo
კი, თაკო, ვიცი, ძალიან კარგი გოგო მყავს
მაგრამ ამასაც გაუჭირდა და ახლაც უჭირს ხოლმე. სულ ტიროდა, ყვიროდა. ძილის წინ საათობით კიოდა, თუ მიეკარებოდი ან რამეს ეტყოდი, ისეთ დღეში ვარდებოდა, ლამის გვცემდა ხოლმე. ახლა დამშვიდდა უკვე, ასეთ ისტერიკებშიც აღარ ვარდება. მე ზოგადად ყოველთვის ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი ყველაფერს, მერე მეორე ბავშვის და ამდენი ტირილის ფონზე, დამავიწყდა, ვეღარ ვიცლიდი ამისთვის და ერთ დღესაც გამახსენდა, რომ უნდა ამეხსნა რომ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. დავიწყე ყველაფრის ახსნა, აი, ასე უნდა მტხოვო, რომ საჭმელი მოგცე, ეს შენი დაა, ერთად გაიზრდებით და ითამაშებთ და ა.შ. ახლაც რომ დაიწყებს ყვირილს, ვახსენებ ხოლმე, აბა, როგორ უნდა თხოვო ადამაინს, და უცებ მშვიდდება. არ ვიცი, სწორია თუ არა, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ცოტაოდენი სიმშვიდე შემოვიდა ამის წყალობით.
არ შეგეშინდეს, ყველაფერი გადალახვადია ამ ცხოვრებაში, ყველაფერს შევძლებთ ზოგადად ♡
* * *
Tua
გეთანხმები, რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო დედისთვის, ბავშვს ეს უსაფრთხოების განცდას აძლევს. ქაოსურ დღეს ბავშვის გონებაშიც ქაოსს ქმნის. როცა ყველაფერი ნებადართულია, არც ეს არის კარგი ბავშვითვის

Posted by: narkozeli 2 Sep 2022, 11:41
nino84
QUOTE
გოგოებო, ბავშვთა ფსიქოლოგს ხომ ვერ მირჩევდით?


ნატა მეფარიშვილს გირჩევ.

Posted by: anibani18 2 Sep 2022, 12:39
Katerina_N
მგონი არც უნდა გაძლოს მეტი, 3 საათი ნორმალურია ამ ასაკში. ჩემს გოგოს რაღაც არ უყვარს მგონი ჭამა, ან არ მოსწონს საკვები.
არც მე ვემდური, უბრალოდ სოსკას შევაცვიე და ახლა ვფიქრობ, რომ არ უნდა გამეკეთებინა ეს.

any_body
ისე, რომ გააჩენ ერთ შვილს და ამხელა სიყვარულს იგრძნობ, მერე მეორეზე კიდევ უფრო მეტს, მერე გინდება და გინდება შვილები უფრო, ასე მგონია smile.gif ორიოდე კვირაში 37-ის ვხდები, ქმარიც უფროსია ჩემზე და ექიმმაც მითხრა, მეტი აღარ გააჩინოო, თორე ალბათ კიდევ მეყოლებოდა smile.gif
პირველი ძალიან გამიჭირდა. თან უზომოდ ჭირვეული იყო, სულ ტიროდა. ღამეები საერთოდ არ მეძინა, არც დღისით იძინებდა, ძლივს ვლასლასებდი. სურათები რომ არ მქონდეს, ვერც გავიხსნეებდი როგორი იყო ჩვილობისას, ისე ამომეშალა უძილობის გამო ყველა ის თვე გონებიდან. დეპრესიაც მქონდა და საერთო ჯამში, ძალიან მძიმედ გადავიტანე ყველაფერი. 4 თვის მერე ცოტა დავარეგულირეთ ძილი და ამოვისუნთქე ცოტა. ზოგადად ძალიან მორცხვი გოგონაა, ჩემზეა ძალიან მოჯაჭვული, გარეთ რომ გადის, ყველაფრის ეშინია. ახლა კიდევ ცოტა შეეჩვია ყველაფერს, თორე ადრე, უკან თუ ვინმე მოდიოდა პირდაპირ ხელებში მახტებოდა. არ ვიცი ეს ბაღში ან სკოლაში როგორ ივლის, ალბათ ჩამოაქცევს შენობას ტირილისგან.
რომელ სოფლებს მირჩე დი რაჭაში? 150 ლარი დღე ხო? თუ ერთი კაცი?
წარმომიდგენია რა სილამაზეა ♡ თბილისის მერე ხომ საერთოდ ნეტარება იქნება ♡

გოგონებო, ღამე სვამთ ქოთანზე თუ თავად იღვიძებენ?

Posted by: narkozeli 2 Sep 2022, 12:47
anibani18
QUOTE
გოგონებო, ღამე სვამთ ქოთანზე თუ თავად იღვიძებენ?


ძილის წინ ვთავაზობ ხოლმე რომ ქნას და დილამდე ძლებს. ასე იყო თავიდანვე, 1-2ჯერ თუ გაუღვიძა ღამე ფისი მინდაო

Posted by: nino84 2 Sep 2022, 13:06
narkozeli
მადლობა გვანც, რაც დავძებნე ბევრი აქებდა ნატას და ვესაუბრე უკვე.

Posted by: anibani18 2 Sep 2022, 13:22
narkozeli
ძილის წინ ჩემიც აკეთებს და მერე აღარ ავაყენო?

Posted by: Katerina_N 2 Sep 2022, 15:41
მეც 30 ის ვარ გოგოებო პირველი მყავს 3 თვის და რადგანაც საკეისრო მაქვს გაკეთებული მეორეს ასე 2 3 წელში ვფიქრობ რომ მესამეც მოვასწრო.. უსაყვარლესი და უნარტივესი გოგო მყავს და ალბათ ამიტომ არ მქონია დეპრესია.. 1 ღამე არ გამითენებია თაიასთვის უსეთი მშვიდი გოგოა.

Posted by: narkozeli 2 Sep 2022, 19:35
nino84

მოგეწონა ნატა? ძაან მიყვარს ეგ ადამიანი

anibani18

ღამე პამპერსს რო აცმევ მშრალია? ვაჩეს სულ მშრალი ქონდა და ამიტომ გავხადე. თუ მშრალი აქვს მთელი ღამე, შეგიძლია აღარ გააღვიძო ფისების გამო ღამე


Katerina_N

მე ზოგადად ტყუილები არ მიყვარს, არც დაშინება მარა 1 წლამდე ჩემი შვილი იყო რა გითხრა თოჯინასავით და მუთაქასავით biggrin.gif სულ ეძინა და აი მაგაზე მარტივი ბავშვი არ ვიცი არ მინახავს მართლა, ჭამდა და ეძინა, როცა ეღვიძა ხმას არ იღებდა ისე გვიყურებდა, შოკი მქონდა ეს ხალხი რატო წუწუნებს ბავშვის გაზრდაზეთქო biggrin.gif

თურმე წინ რა მელოდა lol.gif ტოდდლერ ასაკი 2-3 წელი ყოფილა რაც ყოფილა :დ არ ვიცი ხალხი რატო არ საუბრობს ამაზე რომ თოთო ბავშვი ამის ფონზე უმარტივესია, ამ შეიძლება მე მყავს ძაან ცელქი biggrin.gif სულლ ყურადღება უნდა, სულ დაძაბული ვარ, ამასთან ერთად რომ ვარ ვერ ვჯდები ვერცერთი წამით, სულ უკან მივსდევ))

დეპრესია არც მე მქონია და ხო ვამბობ პირველი წელი ორსულობაზე ადვილი იყო ჩემთვის :დ არც ღამე გამიღვიძია არც ამის უჭმელობას და არც ტირილს არ შევუწუხებივარ და აქაც ვწერდი, მეორეც უნდა გავაჩინოთქო :დ


თურმე ჯერ სად ვარ :დ მოკლედ ჩემი რჩევაა 2-3 წელი გაჩერდი და მერე იფიქრე მეორეზე biggrin.gif ❤️

* * *
ორშაბათს ბაღში მიდის ჩემი ბიჭი და ისე ვნერვიულობ ბოლო რამდენიმე დღეა ვერც ვიძინებ, გული მიკანკალებს sad.gif ძააან ვღელავ რა

Posted by: nopiahopi 2 Sep 2022, 20:38
narkozeli
QUOTE
არ ვიცი ხალხი რატო არ საუბრობს ამაზე რომ თოთო ბავშვი ამის ფონზე უმარტივესია, ამ შეიძლება მე მყავს ძაან ცელქი


ვაჩემ წლამდე მაინც გცა პატივი და ეს გადარეული თვეების ასაკში იმდენჯერ აძვრა საწოლის რიკულებზე და იქედან ხტებოდა, ვერ გეტყვი. და ხოხვა რომ დაიწყო ხომ საერთოდ, ყველაფერზე ადი-ჩადიოდა და ყოველდდიურად უფრო და უფრო ემატება სიცელქე )))

QUOTE
ორშაბათს ბაღში მიდის ჩემი ბიჭი და ისე ვნერვიულობ ბოლო რამდენიმე დღეა ვერც ვიძინებ, გული მიკანკალებს  ძააან ვღელავ რა

რომლეში მიგყავს? იქ თოფურიაზე ვალდორფში გამოვიდა რამე?


Posted by: Tua 2 Sep 2022, 21:38
any_body
ჩავთვალოთ რომ დაბადებიდან , 3 თვემდე კოლიკა გვაწუხებდა და ცოტა რთული იყო მაგრამ კოლიკის მიუხედავად არასდროს ხელში არმირწევია, არც ჩემთან დამიწვენია ( 1-2 გამონაკლისის გარდა) , დაბადებიდან თავისი საწოლი იცის , ასევე ვოყენებდი სოსკას აქტიურად სამშობიაროშივე მივეცი პირველივე დღეს, არც ისტერიკები ჰქონია , 1 წლამდე უბრალოდ მე ვაწვენდი საწოლში და ჰქონდა ის მომენტი რომ მე იქ ვყპფილიყავი ანუ გვერძე ჩემს საწოლზე ვიწექი სანამ არდაიძინებდა, 1.5 წლიდან მიდის წვება და მე არც შევდივარ ოთახში ისე იძინებს , უბრალოდ დაბადებიდან გამომუშავებული გვაქვს რეჟიმი, ზუსტად ერთსა და იმავე დროს იძინებდა , ზუსტად ერთსა და იმავე დროს ჭამდა, მყარ კვებასაც დღემდე იმ დროს ჭამს როცა ჭამდა 6 თვიდან, 10ზე ვაძინებდი დაბადებიდან და 3 წლის ხდება 10 რომ ხდება უკვე მეუბნევა ვიბანავოთო, შუადღეს 2ზე ვაძინებ და ზუსტად 2ზე მიდის წვება.

სანამ 1 წლამდე ბავშვები გყავთ დატკბით, პატარა რომ იყო ვოცნებობდი როდის გაიზრდება თქო და ეხლა იმას ვოცნებობ რაკარგი იყო პატარა რომ იყო და გუდასავით ეძინა თქო smile.gif)))


* * *
narkozeli
2-3 წლამდე კი არა 3-4 წლამდე ყოფილა რაც ყოფილა თავისი წივილ კივილებით და კიდე 6-7 წლამდე smile.gif) ჯერ სად ვართ.
* * *
Katerina_N
ზუსტად შენს ასაკში გავაჩინე მეც საკეისროთი და ალბათ 2-3 წელი შუალედით მეყოლებოდა მეორე რომ ვაჩენდე კიდევ ანუ ეხლა დავორსულდებოდი smile.gif) მანამდე არც განვიხილავდი .

Posted by: any_body 2 Sep 2022, 22:04
anibani18
ზოგს როგორი რთული პერიოდები აქვთ, ისე მეშინოდა მაგ ამბების, გული მისკდებოდა. გაზები აწუხებდა ?
თავიდან მაგარი მონდომებული ვიყავი მეთქი უეჭველი სამი ბავშვი უნდა მყავდესთქო :დ ეხლა მესმის მეორე რატომ
ეზარებათ ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ
მარტივი ბავშვი მყავს.
მაგრამ რომ მახსენდება როგორი იყო სულ ერთი ციდა, ეხლა ეს პერიოდი სანამ სიარულა დაიწყებს, მეორე აუციოებლად მინდა.

ნიკორწმინდა, ხოტევი, ჭელიაღელე, აგარა, მე ეს სოფლები უფრო ვიცი. დაბლა ამბროლაური და ონისკენ სიტუცია არ ვიცი რომ არ მოვიტუო. ჩემს სოფელშიც გირჩევ, თუ დაგჭირდება, 4 კაციანი ღირს 150 ლარი.

Katerina_N
ზუსტდ ერთნაირად ვყოფილვართ, მეც ეგრე ვფიქტობდი, მაგრამ მესამე გადავიფიქრე მაინც, არცერთ ღამეა არ გვქონია პრობლემა, არც კვება, არც არაფერი, ბოთლიდან ჭამა გინდა თუ მყარი კვება.


Tua
ბუნებრივზე გყავდა?
გრაფიკი აქვს რის მერე რას აკეთებს არ ვუცვლი, საათებს ვერ ვუთხმვევ, ხან ვმუშაობ, ხან ვტოვებ, ბუნებრივზეა და კვება როცა
მოუნდება მაშინ ვაჭმევ.
ძილის რუტინაც აქვს, ძუძუთი იძინებს და ეგ ამბავი ვერ დავალაგე.
ვაიმე სოსკა არის ღადაობა დაჩისთან. წოვდა სამშობიაროდან, 4 თვის ასაკში დაამუღამა რომ მთლიანად ეტევა და იმის მერე მთლინს ღეღავს, ხან უკუღმა, დანიშნულებას ვერ ხვდება :დ

Posted by: Tua 2 Sep 2022, 23:11
any_body
არა არმყოლოა ძუძუზე, ზოგადად ძუძუზე მყოფი ბავშვებია რეჟიმი დაბადებიდანვე თუ დაალაგე დალაგებადია, მე
მყავს ახლობელი 3 საათში ერთხელ აჭმევდა დაბადებიდანვე ძუძუს და 12ზე აჭმევდა ღამე დილის 6მდე არითხოვდა, რომ არმისცა თავიდანვე ურეჟიმოდ თავისით ჩადგა, ანუ ის მიდგომა არჰქონია როცა უნდა მიეცი და რეჟიმი გამოსდიოდა , მაგრამ
მგონია რომ მაინც რთულია, მე ხელოვნურზე მყავდა და ეგეთ შემთხვევაში ბევრად ადვილია, ძუძუს ბავშვებს რომ სოსკა არუყვართ და კიდე ძუძუზე იძინებენ მაგას ვერაფერს უზამ , ძუხუა მაგათი სოსკაც და ყველაფერჯ,1 წლიდან უფრო მძაფრდება თან ეგ მკთხოვნილება ღამე, მე მიუხედავად იმისა რომ ხელოვნურზე მყავდა არასდროს დამიძინებია ბოთლზე , არც თვითონ არიძინებდა და ადვილად გადავაჩვიე ფორმულას . ისეთ დროებში ეძინა , რომ კვება გაღვიძების მერე უწევდა ან სადღაც 1.5 საათით ადრე ძილამდე .

Posted by: Anabeli111 3 Sep 2022, 01:47
გოგოებო, კი ტვინი წავიღე ჩემი ხსენით
, მაგრამ იქნებ მირჩიოთ რამე.. უზომოდ ბევრი მოდის, ვიფენ ნაჭრებს და სულ სველდება. ეს არაფერი, ავიტან, მაგრამ მტკივა ;( მგონია რომ მიმაგრდება მკერდი.

Posted by: ივლისი 3 Sep 2022, 08:31
Tua
გამარჯობა. კოლიკაზე რომ დაწერე , როგორი გამოვლინებები ჰქონდა თქვენთან ? ჩემი 1 კვირისაა. მუცლის ამბები თითქოს არ აწუხებს. უბრალოდ რაც წავიკითხე ამ კოლიკის ნიშნებია. ძლიერი ტირილი ღამით. დამშვიდება დაძინება უჭირს. კრთის პატარა ხმაურზეც. ჩქარა სუნთქავს როცა არ სძინავს და ასე. ეს დაეწყო მესამე დღეს სამშობიაროშივე. ხან ცოტა წყნარადაა. ზოგ ღამეს გაგიჟებულია. პედიატრმა დაუნიშნა თქვენს ბავშვს რამე დამამშვიდებელი თუ რა არის ნეტა გამოსავალი. 3 თვე ასე უნდა იყოს?

Posted by: Tua 3 Sep 2022, 09:40
ივლისი
ჩემსას კოლიკაც აწუხებდა და გაზებიც , კოლიკა გვიან საღამოს პერიოდში იწყება, ტირილი, დაძინების პრობლემა, გაღიზიანება. კი ეგაა კოლიკა, კოლიკას სამწუხაროდ 3 თვემდე ვერუშველი ნელნელა იკლებს ამ პერიოდისკენ, დამამშვიდებელი არშეიძლება და არასდროს მიმიცია 3 წლის ხდება. გაზებზე გვქონდა დანიშნული წამლები 3 თვემდე ვაძლევდი და პლიუს ფორმულა გვქონდა დანიშნული ანტიკოლიკური და გაზებსაც უმშვიდებდა.

Posted by: anibani18 3 Sep 2022, 10:31
narkozeli
არ ვაცმევ პამპერსს. ღამე რომ მეღვუძება, შემყავს ტუალეტში ხოლმე.
დღეს არ შევიყვანე და არ დაუსველებია საწოლი.
საღამოს უზღუდავ სითხეებს?
* * *
any_body
გაზები, კოლიკა... გავწამდით თავიდან. ზოგადად ძალიან მომთხოვნი ბავშვია.
რომ მახსენდებოდა ჩვილობის პერიოდი, ძაააალიან მეზარებოდა მეორე. ახლა ისე ვარ, რომ შემეძლოს, კიდევ გავაჩენდი, იმხელა სიყვარულია მეორე პატარა ♡ რომ ხედავ ორივეს ერთად♡ მაგრამ თან ძალიან რთულია.
ივლისი
წყალში ჩასვი ხოლმე ამ დროს, კანით კანთან კონტაქტი სცადეთ, თეთრი ხმაური, რომ დამშვიდდეს, გახვევა. ახლა გაჩვენებთ ერთ ხრიკს, იქნებ მაგანაც გაჭრას.
https://www.instagram.com/reel/CWLtIoWJCDx/?igshid=YmMyMTA2M2Y=

Posted by: nino84 3 Sep 2022, 10:55
narkozeli
რომ ავუხსენი სიტუაცია თავისი ცენტრის სხვა ფსიქოლოგთან გადაგვამისამართა, ასეთ პატარებთან არ ვმუშაობო
Tua
ეს აღზრდის მეთოდები კაია მაგრამ თვითონ ბავშვზეცაა დამოკიდებული. აფსოლიტურად განახვავდება ჩემი უმცროსი უფროსისგან. ორი თვისაა და როცა ღვიძავას ფაქტიურად სულ ხელშია, დააწვენ და ეგრევე ბჟირდება ტირის გაუჩერებლად. უფროსს ესე ვაწვენდი და თავისით იძინებდა, ჩემთანაც არ ჩამიწვენია. ამან ოღონდ ღამე ეგრევე დაიძინოს და უფროსი არ გამიღვიძოს ვიწვენ ჩემს საწოლში. გადააწვენ თუ არა ჭყიტავს თვალებს.

Posted by: ივლისი 3 Sep 2022, 11:00
Tua
anibani18
მადლობა გოგოებო. ამასაც აქვს დანიშნული რეუკოლი და ენტეროკიდი. კვება ნუტრილაკი ბიფი. დღისით არ აწუხებს არც მუცლის კრუნჩხვა, არც გაზები ბევრი. შეიძლება მხოლოდ ღამე უტევდეს ? ბოლომდე ვერ გავიგე. ზოგან წერია კოლიკა არის ნერვული სისტემის მომწიფების ცოტა ჩამორჩენა. სხვა ბავშვები იგივე ასაკში თუ ახერხებენ თავის დამშვიდებას, ესენი ვერაო. ჩემთან ფეხის გულების მასაჟი და დასაძინებელი მუსიკის ჩართვამ გაჭრა . ესეიგი უნდა გავუძლოთ 3 თვემდე.

Posted by: Katerina_N 3 Sep 2022, 11:20
narkozeli
ხო გვანცა თაიაც ეგეთი მყავს აი უმშვიდესი და უმარტივესია , ერთადერთი რაზეც ვწუწუნებ მძიმეა დდდ არა და ხელში 20 წუთი თუ მიჭირავს. ეგეც ვიცი რომ ფეხს როდესაც აიდგავს ბევრად მეტი ყურადღება უნდა 5 დიშვილი მყავს და ყველა განსხვავებულია. 2 3 წელი ისედაც არ ვგეგმავ სამსახურს ვიცვლჯ ალხა და ფიზიკურად ისეთი ორსულობა მქონდა ახალ სამსახურში ძალიან განიჭირდება კარგად სანამ არ მოვერგები.

ერთი ეგაა დიდ ოჯახში ვარ გაზრდილი და რანაირი რთულიც არ უნდა იყოს ვერ წარმომიდგენია 1 შვილი როგორ უნდა ნყავდეს მარტო

Posted by: any_body 3 Sep 2022, 12:10
Tua
ძუძუზე კვების რეჟიმი გამიჭირდა, ზუსტი დროები არ მაქვს, დაახლოებითი შუალედები კი, მაგრამ ზოგჯერ არის შეიძლება ისე ცოტა ჭამოს, ზოგჯერ კიდევ შეუძლია შედარებით მეტი.
ხელოვნურზე გრაფიკი ბევრად მარტივია მაგის გამო, მაგრამ საერთო ჯამში რასაც სხვა ბუნებრივის ბავშვებს ვუყურებ ჩემი ზე კომფორტულია.

anibani18
მე რომ მაგ ამბებს გადავახტი, მეორეზე მეშინი არ ჰქონდეს :დ გული არ გამისკდეს :დ
ალბათ პირველზე კიდევ უფრო რთულია ტირილი, უფრო გატრესავს, მეორეზე მაინც გამოცდილება გაქვს.
მეც რომ
ვხვდები მეორე როგორი სიყვარული იქნება გული მითბება, თან დაჩი 10 თვისაა მაგრამ რაღაცნაირად ძალიან თბილი ბავშვია და მგონია რომ კარგი ძმა იქნება, რა თქმა უნდა მეც უნდა შევუწყო ხელი აღზრდაზე.



ივლისი
როგორც მახსოვს კოლიკა 1 კვირიდან ნაკლებად ჰქონდეთ, მგონი 1ცოტა მერე იწყება.
თუ მუცელი აწუხებს ყველაზე მეტად მიხვდები ბავშვი გადმოატრიალე ხელზე, სახით ქვევით, თუ დაწყნარდა მუცელია.
კოლიკას აქვს გარკვეული ნიშნები რაც მუცლის ტკივილოსგქნ განსხვავებულია, ზუსტად ერთსა და იმავე დროს ტირილი, ყოველ მესამე დღეს ტირილი, და ხანგრლოვიბაც ზუსტად ერთნაირი.

თუ გაზებია მე რასაც ვიყენებდი გეტყვი, არ ვასმევდი წამალს, მაიცნ არაფწრი შველის, ბავშვის კუჭ-ნაწლავი სრულად ჩამოუყალიბებელია და ნაკლებად მჯერა რომ
ეგ რაღაცეები დაეხმარება.

1. ამოქარვება რაც შეიძლება ხშირად
2. ველოსიპედი
3. მუცლის მასაჟი
4. მუცელზე თბილი საფენი(დიდად არ მოსწონდა ჩემსას)
5. ვედროში ჩასმა მხრებამდე

ამოქარვეის ძალიან კარგი მეთოდი გვქონდა, მივიხუტებდი მხარზე თავიგ ჩემკენ და ფეხებს ვუწევდი ბაყაყივით, 3 წამში აქარვებდა ზუსტად. ჭამის დეოს შუალედებშიც თუ ამოაქარვინებთ იქნება ძაან კარგი.

Katerina_N
მძიმე მერე ნახე რომ მოემატება ასაკი :დ






Posted by: Katerina_N 3 Sep 2022, 13:23
any_body
ხო ვეგუები წინასწარ მაგრამ თავის ასაკთან შედარებით მაინც ფუმფულა ბავშვია არა და ციცქნა გაჩნდა დდდ

ამოქარვებაზე გეთანხმები ეგ მეთოდი ჩვენი მიგნებაცაა მივიხუტებ თუ არა მზადაა

Posted by: any_body 3 Sep 2022, 13:58
Katerina_N
ჩემი სამ თვემდე ჭამდა გიჟივით, ძაან მოიმატა და მერე ნელა დაასტაბილურა. ეხლა არც დიდია არც გამხდარი, მაგრმ კაი მოსაფერებელია :დ

ერთმა პედიატრმა მასწავლა, მაგის გარდა სხვა არაფერში გამოამდგა ის ექიმი :დ

ივლისი
გაზებისთვის კიდევ ძაან მაგარია გადაკოტრიალება, სადღაც ჭამიდან 30 წუთში, აკოტრიალებ და მერე ფეხებს მიუტან სახესთან, მოხრი და ეგრევე გადის გაზებზე :დ
ღამე რომ გაზებზე ვერ გადიოდა თუ ეგრევე მაგ მეთოდით იცლებოდა, თან თვითინაც ევასებოდა მაგრად, ერთობოდა. ოღონდ ეგ სადღაც 2 თვიდან დავიწყეთ.

Posted by: Katerina_N 3 Sep 2022, 14:06
any_body
ეს 4ის ხდება უკვე რო ვთქვა აი ძალიან ბევრს ჭამს არა 140 150 გრამს ჭამს 3 საათში ერთხელ ღამე 6 საათიან შუალედს აკეთებს 2 თვიდან.. მარა მშვიდია და ირგებს რავიცი .. 2700 დაიბადა და ეხლა 7 კილომდეა უკვე

Posted by: narkozeli 3 Sep 2022, 14:08
nopiahopi

პატრონუსში მიმყავს, საბოლოოდ მაინც ეგ მინდოდა ყველაზე მეტად და იმედია გაამართლებს ჩემს მოლოდინებს sad.gif

Tua

ჰაჰაა ვაიმე ზუსტად))) ნეტა რატო გვეჩვენებოდა თვეების ბავშვი რთული, ეგ ყოფილა ყველაზე მარტივი biggrin.gif აუ ეს კრიზისები არ თქვა)) 2 წელზე, 3 წელზე, 4ზე და 6ზეაო)) კრიზისების ნახევარი გავიარეთ, გილოცავ biggrin.gif

მე ორშაბათს მივდივარ დაკასთან. წუხელ დამეწყო ციკლი და ვსო აღარ ვიცავ თავს, როცა დადგება ორსულობა, დადგება.. 4 წელი შუალედი გამომივა ბავშვებს შორის, ამჯერად მაინც თუ გამომივიდა. თუ არა და ვსო, ვნებდები))
* * *
anibani18

მშვენიერი❤️ კი საღამოს 7-8ის მერე სითხეებს არ ვაძლევ ხოლმე, 10ზე ვაძინებ)

აუ ორ ბავშვზე ცოტა მეტი მომიყევი აბა ❤️ უფროსი ხო არ ეჭვიანობს?


* * *
nino84

იმედია მარტივად მოგვარდებით❤️

Katerina_N
ფეხის ადგმა ხო რთულია მარა აი საკუთარ მეს რო აღმოაჩენენ აი ეგაა ყველაზე რთული)) ნუ ბავშვზეც არის დამოკიდებული რა თქმა უნდა, ჩემსას ესეთი ხასიათი გამოეკვეთა სადღაც 2 წლიდან რომ უნდა ყველაფერი თვითონ აკეთოს, საკუთარი აზრი გაიტანოს, მიდრეკილება აქვს რომ სხვა ბავშვებიც მართოს და თავის ჭკუაზე ატაროს)) ძალიან ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერს ამოწმებს, ყველაფერს ცდის, მათ შორის ჩვენს ნებისყოფასაც biggrin.gif მოკლედ არააქვს ნამდვილად მარტივი ხასიათი და ბაღის ფსიქოლოგი მეუბნება გუშინ ჩვენი ბაღის მერე აქ ბავშვებს ისე ვზრდით რომ მეტად და მეტად წინააღმდეგობრივი რევილუციონერი გახდება და ყველაფერს გაგიპროტესტებთ მოემზადეთო biggrin.gif მეთქი ჩემს შვილს კიდე ეგ უნდა? :დ
ანუ პიროვნებად ფორმირების ასაკია ჩემი აზრით გაცილებით რთული, ვიდრე გაზები და ძილი/ჭამის ამბები.

მეც ყოველთვის მინდოდა ერთზე მეტი შვილი ( მაგრამ მრავალშვილიანობაზე არ მიოცნებია არასდროს, გულწრფელად რომ ვთქვა biggrin.gif მე4 შვილი ვარ ოჯახში და ვიცი პლიუს მინუსები))თუმცა ახლა უკვე იმათიც კარგად მესმის ვისაც ერთ შვილზე მეტი არ უნდა.
* * *
Anabeli111

აუ მე არ მქონია ან და არ ვიცი, თუმცა მაინც გინეკოლოგს ვკითხავდი, ხო არ ჯობია გამოიწველო ხელით?

Posted by: Tua 3 Sep 2022, 16:18
nino84
აწუცებს მუცელი და მაგიტომ უნდა , ანუ ეგ სულ ხელში რომ უნდა და ხელში იძინება ბავშვზე არაა, როცა რამე აწუხებს ან მუცელი ან კოლიკა მაშინ თუ სულ იყვან და სხვა მეთოდებს არცდი იციან დაჩვევა. კოლიკების დროს განსაკუთრებით იციან ხოლმე, მე სხვა მეთოდებით ვცდილობდი დაწყნარებას შესაბამისად ეგეც ერთერთი ფაქტორია რეჟიმის და აღზრდის ჩემი აზროთ და არა ბავშვის ხასიათის.

ივლისი
კოლიკა რეალურად გარე გარემოსთან შეგუების პერიოდია ასე ვთქვათ. ბავშვების 90% აქვს დღეს დღეისობით, თეთრი ხმაური სცადე ხოლმე ჩვენ გვშველოდა ხანდახან .

narkozeli
ნახევარი კი გავიარეთ მაგრამ ეხლა 3 წელზე კოშმარიაო, თოთო ბავშვი მენატრება ხანდახან ისეთია ეს რქებით გააქვს თავისი ( ნუ რაღაც მომენტში არაა ცუდი ) , მაგრამ ჩემს ნერვებზე თამაშობს ვუდად ხანდახან

Posted by: takoo1 3 Sep 2022, 16:40
Tua
narkozeli
ვაიმე გოგოებო მარტო მე არ მყავს ეგეთი შვილი ანუ,ცოტა დავმშვიდდი.მე მგონია რო ეს ერთადერთია ასეთი მეორე არ გაჩენილა.
თქვენები ხო ლუკიანეზე დიდები არიან თან და ეს ჯერ 2.4 წლისაა და უკვე ისეთი ჯიუტია სანამ თავისას არ გაიტანს არ არსებობს რო გაჩერდეს.
ფსიქოლოგი არ ვარ რა ვქნა ყველანაირად მივუდექი მარა ხასიათი აქვს ისეთი რო ეს რქები ვერ მოვატეხე,ცოტა უცნაური კუროა biggrin.gif მე არ ვარ ესეთი,ეს უფრო ვერძს გავს რთული ხასიათი აქვს საერთო ჯამში.მომენტებში სულ სხვა ბავშვი გეგონება.თუ გაბრაზდაა ვაიმეეე შეუძლია ნებისმიერი გადაიყვანოს ჭკუიდან,ყველაზე მშვიდ ადამიანსაც კი გამოიყვანს წყობილებიდან.
ბავშვებთან და უცხოებთანაა სამაგიეროდ უსაყვარლესიsmile.gif გიჟდება უცხოებთან ურთიერთობაზე სახე ეცვლება ხოლმე ანგელოზს გავს biggrin.gif ხალხი მეკითხება რას ერჩი ამ ბავშვსო არ ჯერათ რო სახლში მონსტრია biggrin.gif
იმედს არ ვკარგავ რო ცოტა ჭკუაში ჩავარდება და დაწყნარდება და პირიქით თუ მოხდა არვიცი
თქვენ როგორ ფიქრობთ? რა გამოცდილება გაქვთ


Posted by: narkozeli 3 Sep 2022, 18:55
Tua

ზუსტად მასე ვარ და რო დავისიე თავზე ფსიქოლოგები მადლობა თქვი ასეთი რომ გყავსო მეუბნებიან.

მისი ცხოვრებისთვის ეს ძალიან კარგიაო, ესეც მასეა ჯიუტი და მიმწოლია. უბრალოდ არის რაღაცეები რაც არ მომწონს, მაგალითად ნივთების გაზიარება უჭირს, ასევე უნდა ყველა თავის წესებით ათამაშოს- ამიტომ
ბაღი “გამოვუწერე” მეც და ფსიქოლოგებმაც, იმედია ცოტა უკეთესობისკენ შეცვლის ბაღი.
3-4 წლის კრიზისი კოშმარიაო ამბობენ :/
* * *
gogatakoo

ჩემიც უცხოებთან ბევრად კარგი ბავშვია, ყველაზე თამამი ჩემთან და მამამისთანაა და ეს არის ნორმაო ფსიქოლოგმა. მშობლებთან რომ იდეალური ბავშვია და სხვებთან- ცელქი და ჯიუტი- აი მანდ უკვე პრობლემაა ოჯახშიო.

Posted by: takoo1 3 Sep 2022, 19:11
narkozeli
ძალიან ვრედნია:/ არვიცი მე პირიქით ვნერვიულობ არ მინდა ესეთი ხასიათი დარჩეს,რა გააფუჭოს და ვის რითი მოუშალოს ნერვები ამაზეა ორიენტირებული.თუ შენიშვნა მიეცი ან ტირის(ვისთანაც გასდის) ან იგივეს აგრძელებს ნაგლად თან თვალებში გიყურებს.ყველაზე მეტად ჩემი რიდი აქვს იმიტო რო ხშირად ვაძლევ შენიშვნას და ვუბრაზდები არ მინდა გათავხედდეს.
იცით როგორი ბავშვია?ის ანდაზა მახსენდება რწყილს ფეხზე რომ დაისვამ თავზე აგაცოცდებაო))) აი მაგაზეა ნათქვამი
ნივთების გაზიარება ამასაც უჭირს.ტოლები არიქნ ეს და ჩემი დისშვილი და არაფერს არ თხოვნის.სტუმრად რო მიდის იქაც ართმევს ყველაფერს,ძალიან ჩაგრავს.თუ აიღო იმან რამოდსნიმეჯერ უკვე ეს ბრაზდება და თმებს წიწკნის.

Posted by: narkozeli 3 Sep 2022, 19:28
gogatakoo

მე გირჩევ ერთ კონსულტაციას ფსიქოლოგთან ( შენ რომ მიხვიდე) და მოუყვე როგორია, ძაან კარგ რჩევებს მოგცემს. მე დამამშვიდა ფსიქოლოგებთან საუბარმა.

Posted by: Anabeli111 3 Sep 2022, 19:38
narkozeli
gogatakoo
სოციუმში ისწავლიან ნელ-ნელა დათმობას და სხვისი პოზიციიდან სიტუაციის შეხედვას. ჯერ მაგისთვის პაწაწუნები არიან და ბუნებრივია, რომ საკუთარი ნივთების დაცვა უნდათ ♡

მე მყავს მოსწავლე, რომელიც დედისერთაა და სულ მუდამ უნდა, რომ მისი წესებით ითამაშონ, ის იყოს ინიციატორი,ვის რას ათხოვებს და ა.შ. ერთობლივი მუშაობის შემდეგ (მშობლები+ბავშვი+მასწავლებელი), ნელ-ნელა ვაგვარებთ პრობლემას :*

Posted by: Katerina_N 3 Sep 2022, 20:26
გოგოებო ძალიან კარგია რომ ბავშვი რევოლუციონერია , კი დედებს უჭირთ მაგრამ ბავშვისთვის და პიროვნებისთვის კარგია. ყველაზე მეტად გაუბედავი ადამიანი იჩაგრება და ჩვენ თაობას რო ზრდიდნენ ზედმეტი კითხვის დასმა რო გვეკრძალებოდა და უფროსი რო იტყოდა კანონი იყო, ეგ მერე ხასიათში გადაუვიდა ძალიან ბევრს. ბერს მიაღწევს თქვენი რევოლუციონერი და დამოუკიდებელი შვილები ამ ცხოვრებაში და უნდა გიხაროდეთ. მე გულით მინდა რომ დამოუკიდებელი და გამბედავი გაიზარდოს ჩემი გოგო და ვგეგმავ(იმედია გამომივა) რომ თავის თავის რწმენა ჩავუნერგო, თავი არავის უნდა დაუხაროს. ყველას ვინც მის თუნდაც დაბულინგებას გადაწყვეტსბ რომ მოსვას თავის ადგილზე .. რომ გაიზრდება მერე ურთიერთობებში ისწავლიან დათმობას.
* * *
ძალიან მინდა 3 შვილი მაგრამ 2 მაინც მეყოლება ყველაზე ცოტა.. ჩემი ქმარი 5ს იძახის მარა მაგას რა ენაღვლება დდდდ
* * *
რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში უზრდელ ბავშვებს და მე ჩემ შვილს არაფერს ვუშლი და თავზე დაგაჯდეს მერე რა მაგ ხალხსაც ვერ ვეგუები დდდდ

Posted by: anibani18 3 Sep 2022, 21:19
narkozeli
თავიდან უჭირდა ძალიან, ახლაც უჭირს, მაგრამ შეეგუა იმა აზრს, რომ სხვასაც სჭირდება მოვლა. უყვარს ძალიან, სადაც პატარაა, თავადაც იქ მირბის, ხელზე უფათუნებს ხელს, ამშვიდებს და აძინებს ასე, ეტლს ურწევს და გარეთ რომ ვართ, უნდა თავად ასეირნის, სადაც დავაწვენ პატარას, თავადაც გვერსით უწვება და კოცნის, ეფერება, მერე გვეუბნება, ნახეთ, მანაც მაკოცაო, საჭმელს უმზადებს, თაბის სათამაშოებს აძლევს, გვთხოვს, ხელში დამაჭერინეთო. ეს ყველაფერი ძალუან სასიახარულოა, მაგრამ თან სანერვიულო, სულ დაძაბული ვარ, რამე არ ატკინოს უნებლიეთ.
რთულია, მაგრამ ვერ გადმოგცემ სიტყვებით რამხელა სიყვარულია ორი პატარა.

გოგონებო, ნუთუ თქვენი ბავშვები თავისი ნებით, მშვიდად და წყნარად წვებიან დასაძინებლად? ჯერ დაწოლა არ უნდა, მერე დაძინებას ანდონებს ერთ საათს, იწყებს ტირილს დრო და დრო. ზოგადად ამ ბოლო დროს ბევრი სტრესი გადაიტანა, პატარა დაგვემატა, სოსკას გადავაჩვიე და ალბათ მაგის ბრალია, რადგან აქამდე მშვიდად წვებოდა და იძინებდა გამოაწორდება ნეტა თუ რა უნდა ვქნა მე?

* * *
Anabeli111
narkozeli
Katerina_N
გოგონებო, როგორ უნდა გავხადო ბავშვი უფრო კომუნიკაბელური, როგორ სევაცვიო ბავსვებთან თამაშს, ცოცხალი თავით არავის ეკარება გარეთ, ან მიმწოლი და გამტანი? ნამდვილი ყვავილი მყავს, ყველაფრია ეშინია და კრთება ჩიტივით. სამაგიეროდ სახლში გვატერორებს. არის რამე გამოსავალი?

Posted by: any_body 3 Sep 2022, 21:28
narkozeli
gogatakoo
5 წლამდე ბავშვისთვის ჩვეულებრივი ამბავია მესაკუთრეობა, არც ის არის კარგი მშობელი რომ ეუბნება მიდი სხვას ათხოვეო.
მაგარი რთული ასაკია როგორც ვუყურებ, მაგრამ გადალახვადი, ფსქიოლოგის კონსულტაცია მართლა ძალიან კარგია, მეც ისე მინდა მივიდე და ბევრი რამეზე ვესაუბრო.

Katerina_N

QUOTE
რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში უზრდელ ბავშვებს და მე ჩემ შვილს არაფერს ვუშლი და თავზე დაგაჯდეს მერე რა მაგ ხალხსაც ვერ ვეგუები დდდ

ძალიან დიდი თემაა ეს, ზოგ მშობელს ისე საოცრად ესმის შენიშვნის არმიცემა, არაფრს აკეთებენ. ზოგი კიდევ სჯის ბავშვებს, ეჩხუბება,
ბავშვის ფიზიოლოგია სცემს უამრავ კითხვას პასუხს. მაგ ასაკში მშობელმა მთავარია კომპლექსები არ ჩამოუყალიბოს შვილს.
ისე მაინტერესებს როგორი ხასიათი ექნება, ინტერესით ვკვდები :დ

Posted by: Sandra2209 3 Sep 2022, 21:36
anibani18
რა კარგად აღწერე შენი გოგონა <3 ჩემი თავი გამახსენდა პატარაობაში, ანალოგიური ხასიათი მქონდა, ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ თურმე მაშინ, როგორც შენ, თუმცა თუ სიტყვაზე მენდობი, არანაირი პრობლემა მსგავს ხასიათს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შეუქმნია ჩემთვის, პირიქით ბევრ რამეში დამეხმარა კიდეც, ასე რომ გირჩევ, უბრალოდ მისცე იმის საშუალება ჰარმონიაში იყოს საკუთარ თავთან და არ გაუჩნდეს ის გრძნობა რომ არაა საკმარისად ასეთი ან ისეთი <3 წარმატებები შენ და შენს გოგონებს, ჯანმრთელი და რაც მთავარია, ბედნიერები გაგეზარდოს <3

ძალიან მომწონს ადამიანის ტიპების ეს 16 კატეგორია: https://www.16personalities.com/personality-types
სავარაუდო ინტუითივ სინქერი გყავს, რომელიც სამყაროსთან დაკავშირებულ პასუხებს საკუთარ თავში უფრო ეძებს, ვიდრე გარემოში.

Posted by: Anabeli111 3 Sep 2022, 22:05
anibani18
ხშორად დადიხართ ერთად საჯარო სივრცეებში? თუნდაც მაღაზიაში და ა.შ.. ამ პანდემიამ სოციალიზაციის მხრივაც დიდი პრობლემები გამოიწვია. შენ ხარ მისი საყრდენი და შენ უნდა გაუკვალო გზაც ხალხისკენ, ან ♡ თავიდან შემოგხედავს, შენს თვალებში რომ დაინახავს სიმშვიდეს, უფრო თავდაჯერებული გახდება.

თუნდაც ჩაცმის პროცესშიც მიეცი არჩევის საშუალება, ან სათამაშოს ყიდვისას. პაწია დეტალებით დაიწყე, რომ ჯერ საკუთარი გადაწყვეტილების არ ეშინოდეს ♡

საკუთარი აზრის დაცვა უნდა შეეძლოს, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რომ სხვების ჩაგვრის ხარჯზე გააკეთოს ეს. არ აქვს მნიშვნელობა, ის სხვა ვიღაც მჩაგვრელია თუ არა, მჩაგვრელის მჩაგვრელიც თავისთავად უკვე ე.წ ბულერია. ამიტომ უპირველესად სკოლაში ვადგენთ ხოლმე წესებს, როგორ უნდა მოვაგვაროთ კონფლიქტები და შემდეგ თავად ახსენებენ ამა თუ იმ წესს ბავშვები ერთმანეთს.

ისეთი შემთხვევაც მქონდა, დედამ გამაფრთხილა, ძალიან მორიდებულია და იქნებ მიაქციოთ ყურადღება, რომ სათამაშო თავისი ნების გარეშე არავის ათხოვოსო.

ვაკვირდებოდი ბავშვს და დიდი სიხარულით სთხოვნიდა სხვებს სათამაშოს და თავადაც თამაშობდა სხვების სათამაშოებით. ზოგჯერ სოციუმში სულ სხვანაირად იქცევიან და ჩვენი კომპლექსების ან სურვილების გამო ერგებიან ბავშვები კონკრეტულ ჩარჩოებს. რომ ეტყვი, იცით, სხვა რამესთან გვაქვს საქმე და არა რეალურად იმ პრობლემასთან, რაც მშობელს ჰგონია, არ იჯერებენ.. ამიტომ მოუსმინეთ ბაღის პედაგოგსაც, როცა მიიყვანთ ♡

Posted by: Katerina_N 3 Sep 2022, 23:23
anibani18
ანაბელმა სწორად გითხრა პატარ პატარა ნაბიჯებით იწყება სოციალიზაცია, დედმამიშვილებიც კი იმდენად განსხვავებულები შეიძლება იყვნენ. ერთ ჩემ დისშვილს რომელიც უკვე 12 წლისაა ეშინია ყველაფრის წარუმატებლობის, ტრანსპორტით მარტოს მგზავრობის, ახალი ადამიანების (რამე არ ვთქვა რომ არ დამცინონ ტექსტით) მეორე პირიქით თავის დას კბილებით იცავს არა და 7 წლისაა იმდენად დამოუკიდებელი და შეუპოვარია.. სხვა და სხვა მიდგომა სჭირდება ყველა ბავშვს. ძალიან ძნელია და სწორედ ეგაა ალბათ კარგი დედობა რომ მიხვდე შენ შვილს სად უჭირს და დაეხმარო.

ეს ბავშვი პატარაობიდან ასეთი იყო .მაგალითად დაბადების დღის ცენტრში, რომ მიდიოდნენ კალთაში იჯდა მთელი საღამო, მაგრამ ჩემ დას მაინც მიყავდა. ერთ დღესაც კალთიდან ჩამოვიდა, მეორედ ახლოს მივიდა მესამედ უკვე თამაში დაიწყო.

any_body
არც მუდმივი შენიშვნები ეხმარება ბავშვს და არც ყველაფრის ნების მიცემა. მართლაც ძალიან დიდი თემაა.

მე ბავშვობაში მეზიზღებოდა ვიღაცასთან შედარება. აი თამილას გოგო კარგად უკრავს, აი ქეთინოს გოგო დედამისს ეხმარება საჭმელების კეთებაში. ვაპროტესტებდი და იმ რაღაცას საერთოდ აღარ ვაკეთებდი იმის მაგივრად რომ ეგონა დედაჩემს მოტივაცია მომემატებოდა პირიქით მემართებოდა.
* * *
ხო და კიდევ ყველა მიმწოლი და გამტანი ვერ იქნება. თავისი თავი უნდა იპოვოს და მიახვედრო რომ პიროვნებაა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და მისი აზრი მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგი არ ვარ მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მე პირადად ეგ მიმაჩნია.

Posted by: matuti 4 Sep 2022, 11:48
გოგოებო, გადავხედე პოსტებს ბავშვების ხასიათზე და ერთი რამ მინდა ვთქვა, ბავშვი მშობლის სარკეა, მის ხასიათში, ქცევაში ჩვენი თავი უნდა ამოვიცნოთ, ზოგჯერ ჩვენი დაფარული ხასიათის ნაწილს შვილები ავლენენ უნებლიეთ, ისე რომ ვერც კი ვხვდებით საიდან აქვს ეს თვისება. ასე რომ ბავშვის ხასიათის კორექტირება საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. დედ-მამის განწყობა შვილზეც გადადის.
ისევე როგორც - მშობლის მაგალითით უფრო სწავლობენ, ვიდრე დარიგებებით. რასაც ხედავენ, იმას იმეორებენ და რაც არ უნდა ესაუბრო კარგ საქციელზე, მაინც იმას გააკეთებს, რასაც ხედავს.

Posted by: takoo1 4 Sep 2022, 12:45
matuti
სხვაზე ვერ ვილაპარაკებ მარა მე ვერ დაგეთანხმები ჩემი თავიდან გამომდინარე.
ვერ იტყვი ესე ცალსახად მითუმეტეს აქ 2-3 წლის ბავშვებზეა საუბარი და არა მოზარდზე..
დედ-მამის განწყობაში რას გულისხმობ?
ნეტა რასაც ამბობ ეგრე იყოს მართლა.ჩვენი განწყობა და სიტუაცია რაც ოჯახშია ამაზე რო გადადიოდეს ძალიან მშვიდი უნდა იყოს ბევრი პლიუსითsmile.gif
ვერაფრით ვერ დაგეთანხმები რო ლუკიანე იმას აკეთებს რასაც ხედავს biggrin.gif და იმას იმეორებს რასაც ხედავს..
ვიღაცასთან შეიძლება ეგრეა არვიცი თავს ვერ დავდებ,მაგრამ მე ჩემიდან გამომდინარე ვამბობ რო აი რაც დაწერე ერთ რამეშიც ვერ დაგეთანხმები

Posted by: anibani18 4 Sep 2022, 13:11
Sandra2209
მადლობა დიდი ♡♡ ვცდილობ არ დავრთგუნო, არ დავაძალო არაფერი რაც არ უნდა. სადღაც წავიკითხე, თუ ბავშვს არ უნდა და, სიტყვაზე, არ თამაშობს ვინმესთან, არ უნდა თქვა მისი თანდასწრებით, ბოდიში, მორცხვია. ალბათ, რამე "იარლიყი" რომ არ მივაკერო, არ ჩავუდო თავში, რომ მორცხვია. ასე, რომ მსგავს ზედსართავებს არ ვიყენებ მასთან მიმართებაში.
მახსოვს ჩემი თავი, ძალიან გამიჭირდა გარემოსთან ადაპტაცია, ბაღში, სკოლაში ბოლომდე მიჭირდა მგონი. ვერ ვახერხებდი კომუნიკაციას. მერე გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ ის წლები ძალიან მძიმედ მახსოვს.
ჩემი გოგო დგება ხოლმე და უყურებს, როგორ თამაშობენ ბავშვები. იქნებ არც არაფერი, მაგრამ ძალიან მეწყდება გული ხოლმე, ასე რომ დგას.
Anabeli111
კი, ანი, სულ გამყავს გარეთ, დახურულ სივრცეებში შემყავს. თითქოს ცოტა უკეთესობა აქვს, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს. მხოლოდ ნაცნობ ხალხთან, ახლა უკვე ოთხი ადამიანი ყავს ასეთი, მხოლოდ ჩვენთან არის ლაღად.
ბაღში ვერც კი წარმომიდგენია როგორ დარჩება, ალბათ მეც უნდა ვიარო ბაღში, რომ დარჩეს. ხომ ვერ მომცემდი რამე რჩევას ამასთან დაკავშირებით?
მინდა რამე წრეებზე ვატარო, მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი ასეთი პატარებისთვის. მხოლოდ ცურვა ალბათ, მაგრამ ინსტრუქტორს სავარაუდოდ არ გაიკარებს და არ აზრი აქვს ისე სიარულს.
Katerina_N
:*
matuti
გეთანხმები, ასეა. ჩემს თავს რომ ვაკვირდები ახლა, დედას ძალიან ვგავარ ბევრ რამეში. აქამდე არ შემიმჩნევია ეს. ბავშვთანაც ხშირად ისე ვიქცევი და იმას ვამბობ, რასაც დედა ამბობდა და აკეთებდა.
რა თქმა უნდა, არ დავრბივარ, არავინ კივის და კედლებზე არავინ ადის ჩვენს სახლში, მაგრამ ჩვენს ბევრ თვისებას ვამჩნევ ბავშვში. კი, მართალია, საკუთარი თაბის გამოსწორებით უნდა დავიწყოთ. ზემოთ ერთი წიგნი ვურჩიე გოგონას, ზუსტად ამ საკითხზეა ისიც.

Posted by: matuti 4 Sep 2022, 13:14
gogatakoo
ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა და არც ვინმეს გასაკიცხად დამიწერია smile.gif რავიცი, მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ყველას თავის აზრი აქვს...

Posted by: Anabeli111 4 Sep 2022, 13:30
anibani18
ჯერ წრე ადრეა, სანამ ბაღს არ შეეჩვევა. ანუ ბევრი უცხო გარემო არ შესთავაზო ერთად ♡ ბაღიდან დაიწყეთ. არ ვიცი, უფლებას თუ მოგცემენ, მასთან ერთად დარჩი. ჯერ როგორც სტუმარი ისე მიიყვანე, დაათვალიერებინე..აჩვენე როგორ თამაშობენ სხვები და მასთან ერთად ითამაშე. ნელ-ნელა გაუხანგრძლივე დრო. თავიდან 10 წუთი დატოვე მარტო, მერე 20 და ასე. ყოველთვის უთხარუ, როდის მიხვალ და აუცილებლად შეასრულე დანაპირები ♡

გარეგანი მოტივატორიც შეგიძლია გამოიყენო (ერთად წადით და რამე მისთვის სასურველი 1 ნივთი შეარჩიეთ), ეს ხშირად არ გაჭრის და ამიტომ არც მიაჩვიო, მაგრქმ ხანდახან შეიძლება ^_^ სანამ შინაგანი მოტივაცია გაუჩნდება ბავშვ, გარეგანით უნდა დავეხმაროთ ♡

Posted by: Sandra2209 4 Sep 2022, 14:58
anibani18
კი, მესმის, მეც გამიჭირდა დაწყებით კლასებში, როცა თავისუფალი გარემოდან, სადაც შემეძლო უბრალოდ დავკვირვებოდი სამყაროს და თან მასთან არანაირ კონტაქტში არ შევსულიყავი, უცებ ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც აუცილებელი მოთხოვნა ამ ყველაფერთან მუდმივი კომუნიკაცია იყო, მთხოვდნენ გაკვეთილის მოყოლას და ასე შემდეგ, როცა ჩემი სურვილი უბრალოდ ჩუმად ყოფნა და ამ ყველაფერზე დაკვირკვება იყო, თუმცა შემდეგ უკვე მივხვდი, რომ მსგავსი რამ დიდ უპირატესობას მაძლევს, ყველას არ შეუძლია სთებ ბექ-ი გააკეთოს და სიტოაციას თავისი ფაქტორის გამორიცხვით და ფაქტიურად 100% ობიექტურად დააკვირდეს.
ასეთი ადამიანები ხშირად ირჩევენ პროფესიებს, რომელიც დაკავშირებულია მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან ან ლიტერატურასთან, ზუსტად ამ უნარის წყალობით, მაგალითად ძალიან ბანალურად დოსტოევსკი რომ ავიღოთ, მისგან შეიძლება ვერ დამდგარიყო ძლიერი ტოპ მენეჯერი, მაგრამ თავისი დაკვირვების უნარით იდეალურად წვდებოდა ადამიანის სულის ყველაზე ბნელ ნაწილებს.

რაც შეეხება მიმწოლობას და ამ საკითხს, მე საერთოდ არ ვემხრობი ამაზე ტაშის დაკვრას, ძალიან დიდი განსხვავებაა მიმწოლ ადამიანსა და მიზანდასახულ ადამიანს შორის, მიზანდასახული ადამიანი რქებით კი არ ეჯახება გარემოს, რომელსაც პატივს უნდა სცემდეს, არამედ მიყვება თავის გეგმას და ეძებს გზებს, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, სხვებზე გადავლის გარეშე, ჩემ გარშემო არიან ე.წ. მიმწოლი და ნაგლი ტიპები, მაგრამ მათ მიღწევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე მშვიდი ადამიანების, რადგან ასეთი ტიპები სხვა ადამიანებში აგრესიას იწვევენ.
2-3 წლის ბავშვი ყველა ასე თუ ისე ჯიუტია, ეს ასაკობრივი მომენტია, თუმცა მე არ მომწონს, როცა ამით აღფრთოვანებული არიან და ამ თვისებების წახალისებას ცდილობენ.

რაც შეეხება სასკოლო და სკოლამდელ განათლებას, ეს არის სისტემა და სიტემური განათლება, ანუ სკოლა და ბაღი ამზადებს ბავშვებს ისე რომ იმ პერიოდში, ქვეყანაში არსებულ სისტემას მოერგონ, როცა იცვლება სისტემა და წყობა, მაშინ იცვლება სასწავლო სისტემაც და ა.შ., ნუ გამიგია, რომ ინდივიდუალიზმს ვახალისებთ და ა.შ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ეს არ ხდება.

Posted by: takoo1 4 Sep 2022, 16:19
Sandra2209
გეთანხმები ყველაფერში კარგად ჩამოაყალიბე.
ზუსტად შენ აზრზე ვარ მეც და ამოტომ არ მომწონს ლუკიანეს ასეთი ქცევა,მიუხედავად იმისა რო ჯერ პატარაა ხშირად ვაძლევ ყოველ დეტალზე შენიშვნას რაც ვფიქრობ რო არ არის სწორი,ვცდილობ რო რაღაცნაირად გავაგებინო ვიცი ეხლა პატარაა მარა იქნებ მომავალში გამოიღოსთქო რაღაც დონეზე შედეგი ჩემმა ძალისხმევამ.
მაგით ვიკშვიდებ თავს რო ისეთი ასაკია 2 წელი მგონი უმეტესობა ბავშვების ჯიუტია და უნდა თავის ჭკუაზე აკეთოს ყველაფერი და სხვებიც თავის ჭკუაზე ატაროს.
არც მე მომწონს და ბევრია მაგ აზრზე სხვათაშორის,ვისთანაც წამიწუწუნია გიხაროდეს რო ესეთია ვრედნი და ნაგლი ბავშვები წარმატებულები არიან და ა.შ
მე არ ვთვლი ასე რავიცი..

Posted by: narkozeli 4 Sep 2022, 18:34
Sandra2209

სიჯიუტე ჩემი დაკვირვებით თუ ჭკვიანია ადამიანი- უმაგრესი თვისებაა წარმატების მიღწევაში. მე მაქვს სიჯიუტე 0% ანუ ოოდნავადაც არ ვარ ჯიუტი და ჩემს ბევრ მარცხს ზუსტად ამას ვაბრალებ.

ოდნავ წინააღმდეგობაზე მე ეგრევე ვნებდები, ეს არა. ამიტომ არ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ჩავკლა ეს თვისება მასში, უბრალოდ მინდა წინდახედული, ჭკვიანი და კეთილი იყოს. მერე იყოს ჯიუტი და უკვე არ შემაწუხებს ეგ. მთავარია დავინახო რომ კეთილია და ბოროტი არ არის. ჩემთვის ეგ არის N1 მიზანი ამ ეტაპზე, იყოს კეთილი ადამიანი. და უყვარდეს ადამიანები. უყვარდეს სიკეთის კეთება. და ასევე უტვინო თუა და შტერი, დაღუპავს 99% ეგ სიჯიუტე, ამიტომ
წინდახედული და მიხვედრილი მინდა იყოს ამავე დროს.
აი მერე უკვე ვფიქრობ ეგ სისხარტე და სიჯიუტე პირიქით, დაეხმარება წარმატება/ბედნიერებაში. ყველაფერს სჭირდება სწორი მენეჯმენტი, მე მჯერა რომ ყველა ადამიანშია უნიკალური პოტენციალი, რომელიც იმ მიმართულებით განვითარდება, რა ინვესტიციასაც ჩადებ და რა მიმართულებითაც განავითარებ.

სკოლა და ბაღზე გეთანხმები, ცალსახად იმ ეპოქისთვის ამზადებს ბავშვს რა ეპოქაშიც უნდა იცხოვროს. საბჭოთა სკოლა გამზადებდა მორჩილებისთვის, დღეს არ დგას ამის საჭიროება და შესაბამისად გამზადებენ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებისთვის, მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალიზმისთვის.
* * *
matuti
anibani18

როცა ერთ ოჯახში ორი რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ბავშვია, მაშინ რა ხდება? )) მაშინ რას “ბრალდება” ბავშვის ხასიათი?)
მაგრამ იმაში გეთანხმებით რომ გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს. აი ზუსტად ვიცოდი ყოველთვის რომ ჩემი და ჩემი მეუღლის შვილი წყნარი და მშვიდი არ იქნებოდა)) ამიტომ ვუყურებდი ჩვილობაში მის სიწყნარეს ეჭვის თვალით biggrin.gif არიან ადამიანები ვისი შვილიც გიჟი და გადარეული იყოს- ვერ წარმომიდგენია. მე და ნიკა ნამდვილად ძააან ენერგოგენერატორები ვართ, მეც ვერ ვჯდები ერთ ადგილზე დიდხანს ახლაც ამ ასაკშიც :დ ამიტომ, კი ხასიათის შტრიხები რა თქმა უნდა მშობლიდან აქვს ბავშვს. მაგრამ სიჯიუტე, ნივთების არგაზიარება, თამაშის არ ცოდნა და ა.შ მგონია რომ დასწავლადი სქილია და გენეტიკასთან დიდი კავშირი არ აქვს, სოციალური უნარია.

Posted by: Sandra2209 4 Sep 2022, 19:32
gogatakoo
ამ ეტაპზე ჩემი შვილიც ეგრეა, როგორც შენ დაწერე და მეც გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ზედმეტად არ დასტრესო, ასაკობრივია და გაუვლის, ამ ასაკის ბავშვების ალბათ 90%, მოსინჯვის მომენტები აქვთ მათთვის მნიშვნელოვან ფიგურებთან, თუმცა ზოგი მშობელი ისეთ რადიკალიზმში ვარდება და იმდენად ახალისებს მსგავს რამეს, რომ მერე უკვე 8-9 წლის ბავშვიც ასე იქცევა, მე პირადად მაქვს მსგავსი მაგალითები ჩემს გარშემო, როცა დედა თინეიჯერ შვილზე ყვებოდა სიამაყოთ, ისეთი ჯიბრიანია სხვის წარმატებას რომ გაიგებს ჭკუიდან იშლებაო და სკოლაში ყველას ატერორებს ლიდერული თვისებები აქვსო.narkozeli
ზევით დავწერე ზუსტად განსხვავება მიზანდასახულობასა და უბრალოდ სიჯიუყტეს შორის, თუ ადამიანი დაჟინებით აკეთებს რაღაცას და ეს რაღაც სწორია, ეს სიჯიუტე არ არის, მიზანდასახულობაა.
ბევრს ერევა ე.წ. “ხისთავიანობა” და მიზანდასახულობა.
არ ვიცი შეიძლება მე მესმის ეს სიტყვა სხვანაირად, ჩემთვის სიჯიუტე ნიშნავს, როცა რაღაც სწორი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, იმ უბრალო მიზეზით, რომ ასე გინდა და არ ითვალისწინებ არავის და არაფერს შენს გარშემო, ყველანაირი ობიექტური მიზეზის გარეშე, სხვის ჯიბრზე.
ჩემ შვილს მაგალითად ვერასოდეს ვეტყვი, რომ ჯიუტია, ვერც სხვას ვეტყვი რომ აი ჯიუტი შვილი მყავს, უფრო მიზანდასახულით შემოვიფარგლები, რადგან არ მინდა თუნდა ბავშვის გონებაში სიჯიუტე, რომელიც ჩემი გაგებით არ არის მაინცდამაინც კარგი ეპითეტი, მის გონებაში დადებით კონტექსტში დარჩეს და იფიქროს რომ თუ დაუფიქრებლად, გაუაზრებლად და სიტოაციის შეუფასებლად რაღაცა თავის აზრს მიაწვება ეს ძალიან მაგარია.
ჩემთვის ჯიუტი არ არის ისეთი ადამიანის სინონიმი, რომელიც სირთულეებს არ უშინდება, ასეთი ადამიანები ჩემთვის მებრძოლი და ძლიერი ადამიანები არიან, რომელთა უმეტესობა სიჯიუტე საერთოდ არ ახასიათებთ.

Posted by: narkozeli 4 Sep 2022, 19:58
QUOTE (Sandra2209 @ 4 Sep 2022, 19:32 )
gogatakoo
ამ ეტაპზე ჩემი შვილიც ეგრეა, როგორც შენ დაწერე და მეც გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ზედმეტად არ დასტრესო, ასაკობრივია და გაუვლის, ამ ასაკის ბავშვების ალბათ 90%, მოსინჯვის მომენტები აქვთ მათთვის მნიშვნელოვან ფიგურებთან, თუმცა ზოგი მშობელი ისეთ რადიკალიზმში ვარდება და იმდენად ახალისებს მსგავს რამეს, რომ მერე უკვე 8-9 წლის ბავშვიც ასე იქცევა, მე პირადად მაქვს მსგავსი მაგალითები ჩემს გარშემო, როცა დედა  თინეიჯერ შვილზე ყვებოდა სიამაყოთ, ისეთი ჯიბრიანია სხვის წარმატებას რომ გაიგებს ჭკუიდან იშლებაო და სკოლაში ყველას ატერორებს ლიდერული თვისებები აქვსო.narkozeli
ზევით დავწერე ზუსტად განსხვავება მიზანდასახულობასა და უბრალოდ სიჯიუყტეს შორის, თუ ადამიანი დაჟინებით აკეთებს რაღაცას და ეს რაღაც სწორია, ეს სიჯიუტე არ არის, მიზანდასახულობაა.
ბევრს ერევა ე.წ. “ხისთავიანობა” და მიზანდასახულობა.
არ ვიცი შეიძლება მე მესმის ეს სიტყვა სხვანაირად, ჩემთვის სიჯიუტე ნიშნავს, როცა რაღაც სწორი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, იმ უბრალო მიზეზით, რომ ასე გინდა და არ ითვალისწინებ არავის და არაფერს შენს გარშემო, ყველანაირი ობიექტური მიზეზის გარეშე, სხვის ჯიბრზე.
ჩემ შვილს მაგალითად ვერასოდეს ვეტყვი, რომ ჯიუტია, ვერც სხვას ვეტყვი რომ აი ჯიუტი შვილი მყავს, უფრო მიზანდასახულით შემოვიფარგლები, რადგან არ მინდა თუნდა ბავშვის გონებაში სიჯიუტე, რომელიც ჩემი გაგებით არ არის მაინცდამაინც კარგი ეპითეტი, მის გონებაში დადებით კონტექსტში დარჩეს და იფიქროს რომ თუ დაუფიქრებლად, გაუაზრებლად და სიტოაციის შეუფასებლად რაღაცა თავის აზრს მიაწვება ეს ძალიან მაგარია.
ჩემთვის ჯიუტი არ არის ისეთი ადამიანის სინონიმი, რომელიც სირთულეებს არ უშინდება, ასეთი ადამიანები ჩემთვის მებრძოლი და ძლიერი ადამიანები არიან, რომელთა უმეტესობა სიჯიუტე საერთოდ არ ახასიათებთ.

სიტყვათა წყობის თემაა თორემ კონტექსტი როგორც ჩანს იგივეა)) ხისთავიანობის წახალისება მგონი მხოლოდ ხისთავიანებს ახასიათებთ))
როცა ვეუბნები რომ ფეხშიშველი არ გაიაროს, უსწორმასწორო ზედაპირია და ფეხს იტკენს, ის კი მაინც ცდის და გაივლის- ეს არ არის მიზანდასახულობა, ეს სიჯიუტეა, ოღონდ ამ შემთხვევაში მცდის და ცდის ჩემს სანდოობას, ორჯერ და სამჯერ რომ მიხვდება მართალი ვიყავი და მეოთხეჯერ დამიჯერებს- ეს ნიშანია ჩემთვის რომ გონება უმუშავებს.
პირველივე ცდაზე რომ არ გამოესცადა უსწორმასწორო ზედაპირსა და ფეხის ტკენას შორის რა კავშირია და დაეჯერებინა ჩემთვის კი- ეს იქნებოდა ჩემი კომფორტი მაგრამ არც მაგით ვიქნებოდი მაინცდამაინც დიდად აღფრთოვანებული, გამოდის რომ
ბრნად მენდო, არ გამოავლინა ცნობისმოყვარეობა. ეხლა ეს შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს სიჯიუტის წახალისებად და ოქეი)) მე კი უბრალოდ მინდა იყოს ის ვინც არის და ჩემი შვილი არ იყოს ის ვინც ვარ მე. მინდა ყველა ბუნებრივი თვისება რაც აქვს, ჰქონდეს ოღონდ სწორი განვითარება მიეცეს ამას, ისე რომ ამ თვისებით თვითონაც მოგებული დარჩეს და სხვაც არ დააზიანოს.

Posted by: Sandra2209 4 Sep 2022, 20:07
narkozeli
რაც შენ დაწერე ეგ სამყაროს შეცნობის სურვილია და არა სიჯიუტე, ( თუმცა თუ გინდა შეგიძლია სიჯიუტე დაარქვა, თუ ეს საკითხი შენთვის მნიშვნელოვანია) მე არ დავარქმევდი. სულ სხვა კონტექსტია ეგ და სულ სხვა რაზეც მე ზევით ვწერ, ზოგადად პირადად შენზე და შენს მიდგომებზე საერთოდ არ მქონია აქცენტი, დავწერე კიდევ მაგალითი რაზეც ვსაუბრობ,
მგონი შენ ეგრე მიიღე.
სულ სხვა საკითხებზე ვწერ მე და შენ სხვაზე

Posted by: narkozeli 4 Sep 2022, 20:14
Sandra2209

ხო მესმის შენ რასაც წერ და ჩემთვის ეგ უზრდელობა და თავხედობაა უბრალოდ)) ზოგს გაუზრდელობა ეშლება სიჯიუტეში. მე ვამბობ რომ ბავშვი შეიძლება იყოს აღზრდილი, ჭკვიანი, ზრდილობიანი მაგრამ რაღაც მომენტებში ჯიუტი.
ანალოგიურად ვიცნობ მშობლებს რომლებიც ამაყობენ “ დამჯერი “ შვილით. ეს იგივეა ჩემთვის რაც იამაყო აი შენ რაც თქვი ისეთი ბავშვით. დამჯერობასაც არ ვუყურებ მაინცდამაინც დადებით კონსტექტში, ბრმად და გაუაზრებლად არ უნდა იღებდეს ყველა ბრძანებას ჩემი აზრით. ანუ რაღაც დოზით ის სიჯიუტე რასაც მე სიჯიუტეს ვეძახი, სჭირდება ადამიანს ბავშვობაშიც და მოზარდობაშიც. ზუსტად ეგ ოქროს შუალედის დაცვაა მთელი ფილოსოფია და ყველაზე რთული ჩემი აზრით.
* * *
აა და კიდევ მთავარი- მიზანდასახულობა რა არის? როცა შენი მიზნისკენ გზაზე მიდიხარ- გზად თუ ყველას მოუსმინე და დაუჯერე- ვერ მიაღწევ იმას რაც გინდა. ყველა წარმატებული ადამიანის უკან არის ხასიათის ზუსტად ის შტრიხი რომ გჯეროდეს შეძლებ იმას რაც სხვამ ვერ შეძლო. როცა გეუბნებიან რომ არ გამოვა- გჯეროდეს შენი თავის და შესაძლებლობების და იარო წინ. ესეც სიჯიუტის ელემენტია. თუ შტერი და თავხედი ხარ- დაგღუპავს ამ სიჯიუტის ელემენტები, თუ ჭკვიანი- კარგად წაგადგება.

Posted by: Sandra2209 4 Sep 2022, 21:03
narkozeli
როგორც ვხვდები, ჩვენ ერთი და იმავე რაღაცაზე ვსაუბრობთ დადებით კონტექსტში, თუმცა სხვადასხვა სახელს ვარქმევთ მას biggrin.gif

Posted by: takoo1 4 Sep 2022, 21:33
narkozeli
გვანცა სიჯიუტე შეიძლება სხვადასხვანაირად გავიგოთ კონტექსტს გააჩნია.მე მაგალითად ძალიან ჯიუტი ვიყავი ყოველთვის(არა მიზანდასახული) ეგ ორი სხვადასხვა რაღაცაა.
აი მაგალითად შეიძლება ჯიუტი დავარქვათ ადამიანს რომელიც რაღაცას ჩაიფიქრებს ბევრჯერ დაეცემა,მაგრამ მაინც ადგება და მიაღწევს მიზანს.
ეგ არ არის სიჯიუტე.ეგ არის მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა.
ჩემთვის მაგალითად სიჯიუტეა როდესაც აიი მაგალითს მოვიყვან უფრო მარტივია.
მაგალითად შენ გაქვს შენი აზრი რაღაც და იმდენად დარწმუნებული ხარ ამ შენს აზრში რომ სხვა რომ გეუბნება არ ხარ მართალი და გიხსნის რატომაც არ ხარ, შენ არ გინდა გაიგო ან საერთოდ მოსმენა არ გინდა.შენს აზრზე დგახარ მაინც ჯიუტად.
ხშირად საერთოდ ვერ ხვდები რომ არ იყავი მართალი ან თუ ხვდები გვიანია და ან აღიარებ ან არა.გააჩნია რამდენად ჯიუტი ხარ)))
ბევრი მაგალითია ეს ერთი მოვიყვანე.
ხოდა ჯიუტი ვიყავი რაღაც ასაკამდე და არაფერში დამხმარებია, ვფიქრობ პირიქით უკან დამხია ბევრ რამეში..
Sandra2209
ხო ვცდილობ თუმცა ესე ვერ ვატარებ უემოციოდ როცა არ იქცევა სწორად.ისეთი კი არ
მინდა გავზარდო მე რო მინდა,სწორად მინდა გავზარდო.ზრდილობიანი იყოს პირველ რიგში
თორე ხასიათს ის რაც ჩვენში ზის მაგას ვერ შეუცვლი ადამიანს მე ესე მჯერა.თუ თავისით არ მოინდომა და ესეც იშვიათად ხდება.
ხოო ჯიბრიანობა კიდე სხვაა და ცუდი თვისებაა ჩემი აზრით.ჩემთვის ასეა ყოველშემთხვევაში.
ვიღაცის ჯინაზე რაღაცის კეთება და რას ქვია ვიღაცამ მაჯობა არ მესმის მეsmile.gif
მე ზოგადად პოხუისტი ტიპი ვარ მაგრად არ მაინტერესებს ვინ როგორია ვინ რას მიაღწია,ვის რა გააჩნია და ა.შ
არც ლიდერობა მდომებია არასდროს არვიცი ცუდია თუ კარგი,ვისთვის როგორ.
მე ეგეთ ადამინებთან ვერ ვკონტაქტობ მაგალითად და არ მომწონს ეგ თვისება.
ყველას თავისი შეხედულება აქვს მოკლედ დიდი თემაა smile.gif


* * *
QUOTE (narkozeli @ 4 Sep 2022, 18:34 )

matuti
anibani18

როცა ერთ ოჯახში ორი რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ბავშვია, მაშინ რა ხდება? )) მაშინ რას “ბრალდება” ბავშვის ხასიათი?)
მაგრამ იმაში გეთანხმებით რომ გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს. აი ზუსტად ვიცოდი ყოველთვის რომ ჩემი და ჩემი მეუღლის შვილი წყნარი და მშვიდი არ იქნებოდა)) ამიტომ ვუყურებდი ჩვილობაში მის სიწყნარეს ეჭვის თვალით biggrin.gif არიან ადამიანები ვისი შვილიც გიჟი და გადარეული იყოს- ვერ წარმომიდგენია. მე და ნიკა ნამდვილად ძააან ენერგოგენერატორები ვართ, მეც ვერ ვჯდები ერთ ადგილზე დიდხანს ახლაც ამ ასაკშიც :დ ამიტომ, კი ხასიათის შტრიხები რა თქმა უნდა მშობლიდან აქვს ბავშვს. მაგრამ სიჯიუტე, ნივთების არგაზიარება, თამაშის არ ცოდნა და ა.შ მგონია რომ დასწავლადი სქილია და გენეტიკასთან დიდი კავშირი არ აქვს, სოციალური უნარია.

გეთანხმები გვანცა,ჩვენი ხასიათის შტეიხები აქვთ რათქმაუნდა.მეც ვიცოდი რო ჩემი და ჩემი ქმრის შვილი წყნარი არ იქნებოდა biggrin.gif მახსოვს სულ ვღადაობდით მაგაზე შეყვარებულები როცა ვიყავით,მარა ეს იმაზე უარესია ვიდრე წარმოგვედგინა.ესეც წყნარი იყო წლამდე ტირილი არ იცოდა,მეგონა რო ძაან ბოთე იქნებოდა რაღაცნაირი ტიპები რო არიან მთელი დღე რო ზიან და თამაშობენ.
ისე შეიცვალა რო მგონია სხვა შვილი მყავს.
ჯერ ვინ იცის კიდევ რამდენჯერ შეიცვლიან ხასიათს.იმედია უკეთესობისკენ smile.gif

Posted by: anibani18 4 Sep 2022, 22:18
Anabeli111
შემდეგ წელს უნდა მივიყვანო ბაღში. ჯერ ვფიქრობდი ჩენთან მიმეყვანა, მაგრამ რთული იქნება მგონი. რომ მნახოს დღის განმავლობაში ხრად, შეიძლება არც გამომიშვას ხოლმე, ან თუ წავალ, ძალიან იტიროს და მეც გამიჭირდება მერე მუშაობა.
ალბათ სახლთან ახლოს მივიყვან. უნდა გავარკვიო ამ ბაღებზე და გავესაუბრო მერე. ძალიან მინდა ბაღში იაროს, მგონია, რომ დაეხმარება ეს ეტაპი.
მადლობა რჩევებისთვის :*

Sandra2209
როგორ დამამშვიდე ახლა, რომ იცოდე. სხვა კუთხით დავინახე ყველაფერი. დიდი მადლობა ♡♡ ან როგორც ჩემი გოგონა ამბობს დუუუდი დუუდი მადობა smile.gif
მიზანდასახალობა მართლაც ძალიან კარგი თვისებაა. იმედია, ჩემი შვილებიც მიზანდასახულები იქნებიან.
სიტყვა ჯიუტი ჩემთვის ცალსახად უარყოფითია. დედა სულ მეუბნებოდა, რა ჯიუტი ხარო. მე კიდევ საშინლად ვბრაზდებოდი, რადგან თავს ჯიუტად არ ვთვლიდი. უბრალოდ მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც მის სურვილს ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, მესწავლა საზღვარგარეთ. ეს კარგად მახსოვს, რადგან მე უზომოდ მინდოდა, მას კი საშინლად არ უნდოდა გავეშვი სადმე, სადაც თვითონ არ იყო.
მოკლედ, სულ მამკობდნენ ამ ეპითეტით. ახლა რომ ეუბნება ჩემს შვილს, როგორი ჯიუტი ხარო, ლამის გავგიჟდე ხოლმე. თან ვიცი რომ ეს უბრალოდ ეტაპია განვითარების.
narkozeli
ალბათ ცუდად გადმოვეცი ჩემი აზრი. ბავშვი რასაც ხედავს, იმას ითვისებს, ეს შეიძლება ზოგი ჩვევა იყოს, თვისება, ჟესტი ა.შ. მშობლის ზუსტი ასლი ვართთქო, ეს არ მიგულისხმია

Posted by: Sandra2209 4 Sep 2022, 23:59
gogatakoo
გეთანხმები ყველაფერში, აი მაგალითს მოვიყვან მე რას ვგულისხმობ ცუდი საქციელის წახალისებაში, მაგალითად ბავშვი აფურთხებს სხვა ბავშვებს აივნიდან, დედამ უთხრა არ გადააფურთხო, ბავშვი იმეორებს ამ ქცევას, შენიშვნას აძლევენ, მაგრამ პარალელურად, მას ესმის დედის ნათქვამი უფროსებისთვის, ოღონდ გარკვეული სიამაყით, ვაიმე აი ისეთი ჯიუტია აივნიდან იფურთხება, მილიონჯერ ვუთხარი, მაგრამ არ ესმის, ნუ ეს რა გაიზრდება არ ვიცი, სხვების კომენტარი- კაია პირიქით, თავისას გაიტანს და უკვე ბავშვს ჰგონია, რომ კი ეუბნებიან, მაგრამ რეალურად თუ გაგივა, მაშინ მშვენივრად შეგიძლია ის აკეთო, რაც გინდა, თუნდაც ეს მიუღებელი საქციელი იყოს, თორემ იმას არ ვგულისხმობ რომ რობოტად გავზარდოთ, რამდენიმე დღის წინ ზღვაზე ვიყავი, დედა იყო ზღვაში ჩასული, შვილს კიდე არ უშვებდა, ეს ბავშვი პლაჟიდან ეძახის რატო არ შეიძლება რომ ჩამოვიდეო და დედა ძაან მკაცრად პასუხობს, ასე მინდა და იმიტომო biggrin.gif თავისთავად ეს მეორე უკიდურესობაა.

ჯიბრიან ხალხზე გეთანხმები, აი ჩვენი მშობლების თაობაში უფრო იყო, ეს მუდმივი შეჯიბრებები ბავშვებს შორის, რომელიც მერეც გამოყვა ბევრ ადამიანს, მეც მსგავს გარემოში ვიზრდებოდი სამწუხაროდ, სადაც მუდმივი შეჯიბრი და შედარება მიდიოდა ნათესავებს შორის, რაც ძალიან დამთრგუნველი იყო, ახლა ყოველთვის ვერიდები მსგავს გარემოს და ადამიანებს.

anibani18
ძალიან მიხარია თუ სასარგებლო იყო ჩემი კომენტარი <3

სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში, ჩემი მშობლები მუდმივად ცდილობდნენ ჩემს რაღაც კრიტერიუმებზე მორგებას, რაც მტკივნეულად გადამქონდა, განსაკუთრებით დედაჩემი, დედას არ ვადანაშაულებ, ან როგორ შემიძლია თავს ამის უფლება მივცე, როცა ჩემზე უდიდესი ამაგი აქვს, მაგრამ შეიძლებოდა რაღაცებზე მეტად დაფიქრებულიყო, ჰქონდა ამის განათლებაც, ჭკუაც და ცოდნაც, მაგრამ მაშინ სხვა დროს იყო, მე 90-იანების ბავშვი ვარ, მსგავს რაღაცებს არ უღმავდებოდნენ, ფიზიკური გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი იყო biggrin.gif თინეიჯერობის პერიოდში მქონდა პერიოდი, როცა ვთამაშობდი ისეთი ტიპის ადამიანს, როგორიც ჩემს მშობლებს უნდოდათ, მაგრამ ეს ძალიან დიდი წნეხი იყო ჩემს პიროვნებაზე და ისეთი დეპრესია დამემართა სახლიდან ვეღარ გავდიოდი, თან იმაზე ვფიქრობდი, თუ დედაჩემს უნდა ასეთი ვიყო, ანუ ეს კარგია და რატომ მაქვს ჩემ თავთან წინააღმდეგობა ანუ მე ცუდი ვარ შინაგანად? და კიდევ უამრავი მსგავსი, რაც თინეიჯერობის თანმდევი ისედაც არის ხოლმე, თუმცა მე ძალიან გამიმართლა, რომ 18 წლის ასაკში ჩემ ქმარს შევხვდი, რომელიც პირველი ადამიანი იყო ვინც აღნიშნა, რომ ჩემი ხასიათი საინტერესო იყო, სწორედ მან დამანახა და მიმაღებინა საკუთარი თავი, ისიც 18 წლის იყო და ვერ ვხვდები ამ ასაკში საიდან ჰქონდა ამდენი სიბრძნე, მაგრამ ფაქტია ჰქონდა, რისთვისაც ღმერთის ძალიან მადლობები ვარ, თორემ ვირბენდი ალბათ ახლა სხვადასხვა ტრენინგებზე, როგორ შევიდეთ სწრაფად კომუნიკაცია ან რამე მსგავსი სახელწოდებით biggrin.gif აქ კუროს ზოდიაქოს ნიშანზე გამოითქვა მოსაზრება და ჩემი ქმარიც კუროა, განსაკუთრებით მიყვარს ეს ნიშანი ამის გამო.

ძალიან, ძალიან ბევრი კი ვწერე, თან ისეთ პირადულ საკითხებზე, რაზეც ასე გულახდილად არავისთან მილაპარაკია, მაგრამ გამიხარდება თუ ვინმეს გამოადგება.

Posted by: takoo1 5 Sep 2022, 00:25
Sandra2209
ხო აი ეგ ეხლა სიჯიუტეა რა მაგალითიც მოიყვანე?smile.gif
გონიათ რო ჯიუტია და ჯიუტი კიარა უზრდელობა და თავხედობაა მსგავსი ქცევა.
იმდენ ფაქტს ვაწყდები თუნდაც ეზოში ელემენტარულად ძალიან ვEიზიანდები ხოლმე.
ერთხელ ბავშვი მყავდა ეზოში ჩაყვანილი და ესეთ ფაქტს შევესწარი:
4-5 წლის ბავშვები(ბიჭები) თამაშობდნენ,დედებიც იქვე ისხდნენ.ეს ორი ბიჭი ჩაგრავს ამ ერთს აშკარად,ეჯღანებიან რაღაცეებს დასცინიან მოკლედ ძალიან ამწარებენ.ეს ლამისაა ტირის უკვე.ესეიგი არცერთი დედა არ ადგა და შენიშვნა არ მისცა თავის შვილს.თითქოს არ ესმით არაფერი ხდება.მერე იმ ბიჭის დედა მივიდა და წაიყვანა ის ბავშვი.ისე გავბრაზდი ძლივს შევიკავე თავი რო არ მივსულიყავი და რამე არ მეთქვა.

მეც კურო ვარ და ჩემი გიჟი შვილიცbiggrin.gif აი მაგის იმედად ვარ დარჩენილი რომ გაიზრდება და კუროობა უშველის biggrin.gif
კურო ბიჭები ძალიან საყვარლები არიან ჩემთვის და გულში ყოველთვის მინდოდა კურო შვილი,
ხოდა თუ არ ამართლებს ეს ზოდიაქო გული დამწყდება ცოტა))

Posted by: Katerina_N 5 Sep 2022, 09:16
კუროების შემოტევაა მეგობრებო ფორუმზე? მე და ჩემი გოგოც კუროები ვართ დდდდდ
* * *
სიჯიუტესა და სითავხედეს შორის დიდი განსხვავებაა. როცა ამბობთ აივნიდან აფურთხებსო ეგ სიჯიუტე არაა უზრდელობაა სიჯიუტეა როცა ფეხსაცმლის ჩაცმა უნდა დამოუკიდებლად და არ გაძლევს დახმარების საშუალებას რადგან თვიტონ უნდა რომ გააკეთოს. ბავშვი პატარაა ჩამოყალიბების პროცესშია ვერ ხვდება რატოა ერთი რაღაც ნებადართული და მეორე არა ამიტომ დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. შენიშვნა საჭიროა სხვას ჭუჭყიან ფეხებს რომ უსმევს მაგაზე და არა "ნუ დარბიხარზე".

ზემოთაც ვთქვი ვერ ვიტან ბავშობიდან შედარებებს. დედაჩემის ბრლია ეგ მუდმივად მადარებდა მოტივაციითვის სხვას უბრალოდ ჩემ დებზე ამართლებდა ჩენზე ეს შედეგი გამოიღო.

Posted by: anibani18 5 Sep 2022, 11:14
Sandra2209
ღმერთო, რა კარგად საუბრობ ♡ იმხელა შვება მომანიჭე ახლა, რომ იცოდე ♡
ჩემთვის მორიდებულობა, ჩაკეტილობა დიდი ტკივილია, რადგან ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ ეს ნაკლია ჩემი, რომ უნდა შევიცვალო. მაშინ მოდაში იყო, თუ ჩემებს უყვარდათ, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დეიდა სულ მაძლევდა დეილ კარნეგის წიგნებს, კომუნიკაცია ისწავლეო. წავიკითხავდი და ვფიქრობდი, აი, თურმე რისი გაკეთებაა საჭირო, წავიდოდი სკოლაში, მაინც არ ჭრიდა ეს სტრატეგიები. არ მინდა ყველაფრის დაწერა, უბრალოდ ძალიან დამაკომპლექსა იმ დრომ.
ჩემთვის ჩამოვაყალიბე აზრი, რომ თუ ჩემს შვილებს არ ეყოლებათ მეგობრები ადრეული ასაკიდან, არ გავაკეთებ ისე, რომ ჩაიციკლონ ამ აზრზე, სხვა კუთხიდან შეხედონ ყველაფერს, საკუთარი ბუნების და ხასიათის სხვა უნიკალური მხარეების განვითარებაზე იფიქრონ.
რა ძვირფასი ადამიანი ყოფილა შენი მეუღლე. რა ბედნიერებაა, რომ შეხვდით ერთმანეთს საჭირი დროს ♡

Posted by: სერაფიტი 5 Sep 2022, 11:22
გოგოებო, შემოგეჭრებით აღმზრდელობით დისკუსიებში სულ სხვა კითხვითsmile.gif)
ვინმემ ჰერაში თუ იმშობიარეთ და ხომ არ მირჩევდით მეანს, რომელსაც ავიყვან?
ან პირიქით, ვინმე ხომ არაა, ვისაც უნდა მოვერიდო მანდ?smile.gif)

Posted by: takoo1 5 Sep 2022, 11:54
სერაფიტი
მე ვარ ჰერაში მოგწერ პირადი ნახე :*

Posted by: Glamurka 5 Sep 2022, 14:57
გამარჯობათ გოგოებო ძილის დროს ოფლიანობა რისი ბრალი შეიძლება იყოს. წლინახევრის არის

Posted by: emiblack 5 Sep 2022, 16:16
გოგოებო, ნივთების გაზიარებასთან დაკავშირებით ჩემი გამოცდილება მინდა მოგიყვეთ. საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და ახლა სადაც ვართ ძალიან ბევრი ბავშვია, ყველა ერთად თამაშობს ეზოში, სათამაშოებსაც ერთად ტოვებენ საერთო სათავსოში და იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველას შეუძლია სხვისი ნივთით გართობაც . ფაქტიურად საერთო აქვთ სათამაშოები. ჩემსას ჯერ-ჯერობით ძალიან კარგი ხასიათები აქვს, კომუნიკაბელურია, ყველას სახელი ისწავლა, რომ ჩავა ყველას ეძახის, ეხუტება და კოცნის ვისაც იცნობს მათ. ახალთან გაჩერდება და მელოდება როდის გავაცნობ. ყველაზე უმცროსია , მაგრამ ბავშვებსაც ძალიან უყვართ, ყველა ყველაფერს თხოვნის და მოაქვთ ამისთვის . თვითონ თავიდან სერიოზულად აპროტესტებდა ნივთის ვინმესთვის მუცემას, თავის ნივთს კი არა ნანათხოვარსაც აღარ უბრუნებდა პატრონს . განვიცდიდი ძალიან, რადგან მართლა უსამართლოდ გამოდიოდა, ყველა თხოვნიდა ყველაფერს და ეს ისტერიკას იმართებდა იქეთ დაბრუნებაზე . ბევრი ინფორმაციის მოძიების მერე შევწყვიტე ჩემი შვილისთვის ახსნა რომ სხვას უბდა ათხოვოს რამე, უბრალოდ როცა იქეთ ათხოვებდა რომელიმე ბავშვი რაიმე ნივთს აღფთოვანებას გამოვხატავდი და ვაქებდი იმ ბავშვს , რომ აი როგორ გათხოვა, როგორი კეთილია, არ ენანება და სადღაც 2-3 დღეში გამოიღო შედეგი. მიხვდა რომ კარგია და პოზიტიურ უკუგებას იღებს როცა რაღაცას გასცემს . არ ვიცი რამდენად სწორი მეთოდია, თუმცა ჩვენთან კარგად იმუშავა ძალიან

Posted by: Tsitsi.la 5 Sep 2022, 17:27
გოგოებო, საყვარელებო და მაგარო დედებო , როგორ მომენატრეთ არ იცით. ორჯერ დამებლიკა ექაუნთი, პირბელად პაროლის გამო მეორედ ზუსტად ვიცოდი რომ სწორად ვწერდი და ვერ შემოვდიოდი, მოკლედ არ ვიცი ბოლოს რაღაცნაირად ჩამახსოვრებული მქონდა ლეპტოპში და იქიდან ვქენი რაღაცეები. ახალი ექაუნთის გაკეთება არ მინდოდა ეს მიყვარს იმდენი ისტორიები გამოვიარე წიწილათიsmile.gif)

ვაჩე უკვე წლინახევრის ბრძანდება, ჭამს ყველაფერს , მაგრამ მაინც ვცდილობ ცალკე მომზადდეს ხოლმე მისთვის. პანდემიის გამო ნაკლები კომუნიკაცია გვქონდა ბავშვებთან და ცოტა უჭირს თამაში სხვებთან და სათამაშოების გაზიარება.

ერთადერთი პრობლემა რაც ამ პერიოდში შემექმნა არის ჩემი და ჩემი ქმრის აღზრდის პრინციპი არ ემთხვევა რაზეც ხშირად ვკამათობთ. ის ძალიან ანებივრებს, ბავშვმა არა არ იცის რა არის, ყველაფრის უფლებას აძლევა. მე კი მგობია რომ ამ ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოა ყველაფერს, ზომიერად.

ძალიან მინდა ამაზე თქვენი გამოცდილება მოვისმინო. გკოცნით და ყველას ამბებს გადავიკითხავ ნელ-ნელა <3

Posted by: Glamurka 5 Sep 2022, 22:51
Tsitsi.la
როგორ გამიხარდა შენი დანახვა. ჩემი პრობლემები ის არის რომ არმინდა ტკბილი ჭამოს და ვერ ვახერხებ ამას დააჩვიეს მაღაზიაში სიარული. მამას მაინც მიყავს და მეზობლებიც ანებივრებენ ხოლმე

Posted by: სერაფიტი 6 Sep 2022, 00:14
QUOTE (Glamurka @ 5 Sep 2022, 22:51 )
Tsitsi.la
როგორ გამიხარდა შენი დანახვა. ჩემი პრობლემები ის არის რომ არმინდა ტკბილი ჭამოს და ვერ ვახერხებ ამას დააჩვიეს მაღაზიაში სიარული. მამას მაინც მიყავს და მეზობლებიც ანებივრებენ ხოლმე

აუჰ, ეს რა ცუდი რაღაცა ვიცით, რა.
ბავშვის მოფერება და პატივისცემა ტკბილეულის ყიდვასა და ჭამაში როაsad.gif

გასაგებია, ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული, მაგრამ რაღაც ასაკამდე საერთოდ არაა რეკომენდებული და მერეც - ზომა და წონა უნდა იცოდეს რაღაცნაირად, არ ვიცი როგორ.

ჩვენთან კიდე მეზობელია, ახლობელია, ბებიაა, ბაბუაა - ყველა რაღაცა ტკბილს აძალებს ბავშვს.

ჩემი მეგობარი გერმანიაში ცხოვრობს, სამ ბავშვს ზრდის და აქ შანსი არ არის, შენს დაუკითხავად ვინმემ რამე მისცეს ბავშვს (საჭმელი) და მით უმეტეს ტკბილეულიო. აქ რო ჩამოჰყავს ხოლმე, მთელი დღე ნაყინებით დარბიან, ხან ვინ ყიდულობს შოკოლადს და ხან ვინsmile.gif))

წინ მაქვს ეგ ყველაფერი. ნერვების წიწკვნა და ახანა, რომ მურაბა და კამპოტი სულ არაფრით არაა სასარგებლო, იმდენი შაქარი აქვს. კაცმა არ იცის, სამომავლოდ რა გართულებებს გამოიწვევს მოზარდში ან ზრდასრულში.

ასეთივე შიში მაქვს სმარტფონების უაზრო მოხმარებისა და ეგეც როგორმე უნდა დავარეგულირო.

მოკლედ, გკითხულობთ და ვადგენ სიას, რა როგორ სად როდის ჯობიაsmile.gif)) მარა ერთია ასე ჰიპოთეტურად და მეორეა რა იქნება რეალურად

Posted by: matuti 6 Sep 2022, 00:44
Glamurka
QUOTE
გამარჯობათ გოგოებო ძილის დროს ოფლიანობა რისი ბრალი შეიძლება იყოს. წლინახევრის არის

ანემიამ იცის ძილის დროს ოფლიანობა, რკინა გადაამოწმეთ სისხლში, ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, ან რომელიმე ვიტამინის ნაკლებობამაც იცის. პედიატრს კითხეთ აუცილებლად.

Posted by: takoo1 6 Sep 2022, 09:55
emiblack
ვაა გავითვალისწინებ კაი გოგო ხარ რო დაწერე❤️
Glamurka
აუ რა ცუდიაsad.gif როგორმე უნდა აუხსნა მეუღლეს რო არ შეიძლება,წააკითხე სტატია ან რამე შეაშინე.
ჩემი სიძეა ეგრე და ისე მეშლება ნერვები,ტკბილი და პლიუს ტელეფონი/აიპადი კატასტროფაა
სულ ვეუბნები ხოლმე მარა აზრი არააქვს.
სერაფიტი
ხანდახან ჩემ ქმარსაც მოაქ ხოლმე ამ ბოლო დროს ჟელიბონი და არ მინდა მიეჩვიოს.
2 წლამდე საერთოდ არ უჭამია.დიდად არ გიჟდება ტკბილზე ისე,იმედია მომავალშიც ესე იქნება და არ გადაირევა ტკბილზე

* * *
Glamurka
ოფლიანობდა აქამდეც თუ ეხლა დაეწყო?
ლუკიანე მაგალითად ყოველთვის ოფლიანობდა განსაკუთრებით თავი ქონდა ხოლმე ოფლიანი
რავიცი ანალიზები ნორმაში ქონდა ყოველთვის.
აი მაგ ასაკამდე იყო ეგრე.მერე გაუარა მარა თუ ცხელა ეხლაც ეგრეა,ზოგადად მხურვალე ბავშვია და ამას ვაბრალებ

Posted by: სერაფიტი 6 Sep 2022, 10:53
QUOTE (Glamurka @ 5 Sep 2022, 14:57 )
გამარჯობათ გოგოებო ძილის დროს ოფლიანობა რისი ბრალი შეიძლება იყოს. წლინახევრის არის

დ ვიტამინის დეფიციტი იყო ჩემი ძმისშვილის შემთხვევაში.
როგორც კი მოუწესრიგეს, შესამჩნევად იკლო ოფლიანობამ.

Posted by: Batuka 6 Sep 2022, 11:15
QUOTE
გოგოებო, შემოგეჭრებით აღმზრდელობით დისკუსიებში სულ სხვა კითხვითsmile.gif)
ვინმემ ჰერაში თუ იმშობიარეთ და ხომ არ მირჩევდით მეანს, რომელსაც ავიყვან?
ან პირიქით, ვინმე ხომ არაა, ვისაც უნდა მოვერიდო მანდ?smile.gif)


ნოდარი ზალდასტანიშვილი უკონკურენტო

ვინმემ კარგი უროლოგი მირჩიეთ 7 წლის ბიჭისთვის .. ხშირი შარდვა აქვს სხვა სიმპტომი არაფერი მყავდა ვიღაც უროლოგთან მაზი დაუნიშნა და არაფერი შედეგი ვაფშე.. ჩუჩა რომ არ გადასდის კარგად ვითომ მაგის ბრალიაო და ეგ იწვევს ხშირ შარდავას. ვინმე კომპეტენტური მირჩიეთ რა..

Posted by: takoo1 6 Sep 2022, 14:33
Batuka
აუ თუ სწორად მახსოვს ზაზა ჭანტურაია
იკითხე აბა შენც:*

Posted by: unusual 8 Sep 2022, 13:01
გოგოებო ენტეროჯერმინა ზოგადი მოსაწესრიგებელია კუჭნაწლავის თუ უშუალოდ აშლილობის დროს შესკრავად ინიშნება?
პს. ბავშვს მუცლის შებერილობა აქვს ეს დღეები და ღამეც აღებნა, სიცხე არ აქვს, ლაქტო ჯი რომ მივცე საბავშო შიძლება ? რა ჯობია პროფილაკტიკისთვის?

Posted by: unusual 9 Sep 2022, 17:15
გოგოებო თქვენი გამოცდილებით ბავშვების გამუდმებული ვირუსებისგან, ავადობისგან, ცინგლებისგან, ტრაწებისგან რა ასაკიდან დაისვენეთ მეტნაკლებად?

Posted by: nino84 9 Sep 2022, 22:26
გოგოებო, თქვენი აზრით ორი თვის ბავშვი რომ დავუტოვო ძიძას კვირაში ორჯერ ან სამჯერ 1-2 საათით რამდენი უნდა გადავუხადო?

Posted by: Glamurka 10 Sep 2022, 22:41
ფანჯარას არ ვაღებ გოგოებო იმიტო რო ადის და დაცხა ალბათ და გაოფლიანდა. მეტი აღარ გაოფლიანებულა რაც აგრილდა
* * *
ტკბილის მიცემას სისტემატიური სახე არ აქ. მაგრამ ნუ ხანდახანაც არ მინდა რო მისცენ მაგრამ რას ვიზავთ. პედიატრმაც ნუ ეს საქართველოაო და მთავარია რო სისტემატიური სახე არ ქონდესო. ისე ხარბია უბრალოდ თორე არ ჭამს იმდენად 2ჯერ მოკბიჩავს და აგდებს
* * *
ტელეფონთან არ გვაქ პრობლემა ეგ მახარებს. არ ვაყურებინებ სურვილიც არ აქვს. მაგით მაინც გადავრჩი. ისე მეშინოდა ძალიან ბევრი ბავშვი ირგვლივ საუბარს აგვიანებს

Posted by: alesandra 12 Sep 2022, 16:06
გამარჯობა გოგოებო. Ხომ არ იცით საჯარო ბაღები როდის იწყება?

Posted by: nino84 12 Sep 2022, 18:37
alesandra
15 ში
———————-

Posted by: alesandra 12 Sep 2022, 21:34
nino84

მადლობა
,,.....,..,........................................

Posted by: სერაფიტი 13 Sep 2022, 11:42
გოგოებო, ვინმე თუ ხართ ფბ ჯგუფში "ლაქტაცია და განვითარება" იქნებ დამამატოთ, არ იძებნება საძიებოში. ძალიან ინფორმატიული ჯგუფიაო, გამიგია და როგორ დავემატო?

Posted by: margarita7 13 Sep 2022, 13:49
ვინმემ უნდა დაგამატოს ვინც ფრენდებში გყავს და ის არის ჯგუფში.

Posted by: სერაფიტი 13 Sep 2022, 13:50
margarita7

ჰო, ეგ ვიციsmile.gif) ფბზე ვერ დავწერ საჯაროდ, დამამატეთმეთქი. და თუ აქაური გოგოები ხართ ვინმე, დაგიმატებთ და შემაძვრინეთ, არ შეგაწუხებთ, დამეგობრების შემდეგ შეგვიძლია განვმეგობრდეთ ისევsmile.gif))

Posted by: margarita7 13 Sep 2022, 13:52
რა თქმა უნდა დაგამატებ, მოიცა მოგწერ ცალკე . და არც ფრენდებში ყოფნით შემაწუხებ biggrin.gif

Posted by: unusual 13 Sep 2022, 14:34
ჩაილდლაიფის მედიკამენტი თუ მიგიციათ ბავშვისთვის და ფასი თუ შეესაბამება ხარისხს?

Posted by: nopiahopi 14 Sep 2022, 09:38
გოგოებო, პსპ-ში დღეს და ხვალ 50%იანი ფასდაკლებებია საბავშვო ნივთებზე,ბოთლები, საწველები, წინსაფრები, ჭურჭელი და ა.შ. ავენტი, კანპოლი და კიდევ ეწერა სხვა ბრენდები.

Posted by: სერაფიტი 14 Sep 2022, 10:43
nopiahopi

მადლობა, რომ დაწერე.
ავენტის საწოვარა და სოსკები მაქვს შესაძენი. გადავხედე საიტზე დარა კარგ ფასებშია ფასდაკლებით.

Posted by: Tsitsi.la 14 Sep 2022, 10:50
ლაპრაკის დაგვიანებაზე გამახსენდა , დედა მამა პაპა და ძაან ცოტა სიტყვები იცის ვაჩემ ჯერჯერობით და 1.8 წლის კი ხდება უკვე და რავიცი ჩემი აზრით მაინც ტელევიზორის გავლენა აქვს. ხშირად არა მაგრამ ძილის წინ მიჩვეულია მუსიკების მოსმენას და რომ ვურთავ უკვე დიდი დაკვირვებიტ უყურებს. არ ვიცი რამდენად საგამგაშოა მაგრამ ვნერვიულიბ მაინც.

Posted by: takoo1 14 Sep 2022, 12:57
Tsitsi.la
თუ მხოლოდ ძილის წინ უსმენს მუსიკას არამგონია რგ იყოს მიზეზი.თუ დღის განმავლობაში უყურებს ან ტელეფონი უჭირავს ეს უკვე პრობლემაა.
ისე არ ინერვიულო დაელოდე ჩემმა ერთიანად დაიწყო უცებ.
პრინციპში მაგ ასაკში ლუკიანეც ძალიან ცოტა სიტყვას ამბობდა.2ის რო გახდა ნელ ნელა მოუმატა,აგროვებენ სიტყვების მარაგს.
ეხლა უკვე ორ და სამ და 4 სიტყვიან წინადადებებს ამბობს.
ძალიან ინდივიდუალურია ასე ვერ განსაზღვრავ ჩემი მაგალითით.დააკვირდი ჯერ ისეთი ასაკი არააქვს რო ინერვიულო მოკლედ:*

Posted by: nino84 15 Sep 2022, 09:57
Tsitsi.la
პატარებთან აქვს კომუნიკაცია? უფრო ადვილად ალაპარაკდება თანატოლების საუბარსაც თუ მოისმენს

Posted by: narkozeli 15 Sep 2022, 12:32
Tsitsi.la

საგანგაშო არ არის, ადრე იყო ესეთი რეკომენდაცია რომ 2 წლამდე 50 სიტყვა უნდა ეთქვა ბავშვს, ეხლა ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ სიტყვების რაოდენობაზე აქცენტი ამოიღო და რეალურად მთავარია ესმოდეს რასაც ეუბნები და გაგებინებდეს.

წარმატებები ვაჩეს 2kiss.gif

Posted by: Tsitsi.la 15 Sep 2022, 14:25
nino84

არა, სამწუხაროდ ვიცი ცუდია მაგრამ ძიძას ვირუსების ეშინია და როცა სასეირნოდ გაყავს არ აკარებს ბავშვებს. სანათესაოშიც არ გვყავს პატარები რომ ვინმეს ვესტუმროთ ხოლმე. მოკლედ არ აქვს კონტაქტი და ერთი სული მაქვს ბაღის ასაკის გახდეს. ჯერ მეცოდება შემდეგ წელს მივიყვან აუცილებლად
* * *
narkozeli

ხო ცოტა დამამშვიდეთ, თორე უკვე ვნერვიულობდი. სიარულიც გვიან დაიწყო. მაგაზეც ბოლოს პანიკა დამემართა. მაგრამ ალბათ ყველაფერი ინდივიდუალურია. 2 წლამდე დაველოდები კიდე და ვფიქრობ დაიწყებს ნელ ნელა.

Posted by: nino84 17 Sep 2022, 14:08
Tsitsi.la
ჩემი დიდია უფრო, 2 წლინახევრის, აბსოლიტურად ყველაფერი ესმის, მაგრამ ცოტას ლაპარაკობს. მივიყვანე მაინც მეტყველების თერაპევტთან და თავის თანატოლებთან კომუნიკაცია ჭირდებაო, ბაღში მირჩია შეყვანა. ჩვენც კოვიდის გამო საკმაოდ ჩაკეტილად ვზრდიდით და ალბათ ნაწილობრივ ამის ბრალიცაა

Posted by: nopiahopi 17 Sep 2022, 19:47
Tsitsi.la
ჩემი ბიჭიც ეგრეა. მის ლექსიკაში შედის: დედა, მამა, ბაბუ, ბუდა (ბუკას ეძახიან ჩემები ბებიას) ბაბა (ფაფა), მნია მნია (როცა შია), დაჩი, ძი (ერთი), ტატა (გარეთ გასვლა რომ უნდა მიდია ტატას ძახილით კართან).
აი ეს არის მხოლოდ. მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი ესმის იმის გარდა, რაც პამპერსის გადაჩვევის მცდელობასთან რაცაა კავშირშიsmile.gif) ვეუბნები წყალი დალიე, იპოვის ბოთლს და სვამს. მოდი ვჭამოთ და მიდის სკამთან. ჩაბანის დროა და მიდის აბაზანასთან. თამაშის დროსაც ყველაფერს ხვდება, რასაც ვეუბნები, ჩავალაგოთ, ამოვიღოთ, თოჯინა დააძინე, აჭამე და ა. შ.

მოკლედ, მაგარი მუნჯია biggrin.gif ამხელას, უფროსი გოგოს ვიდეობს რომ ვნახულობ, გაოგნებული ვარ,იმდენად დიდი ლექსიკური მარაგი ჰქონდა. წლის და 6 თვისას 2 აიტყვიან წინადადებებს ამბობდა და წლის და 8 თვისამ უთხრა მამამისს, რად გინდა ტელეფონი უყურე ტელევიზორსო biggrin.gif და არანაირი გამოგონილი სიტყვა არ ჰქონია. ამან თვითონ დაარქვა რაღაცეებს სახელი.

მაგრამ არ ვნერვიულობ ამ ჩემს სკვინჩაზე, 2 წლამდე ვაცდი და მერე ავნერვიულდები )))

უბრალოდ მეცოდება, რომ არ ლაპარაკობს და სანამ ჩამჭიდებს ხელს, წამომაყენებს და მიმიყვანს იქამდე, რაც სჭირდება, ნერვიულობს.


* * *
პ.ს. კიდევ რძე იცის და ბუთი biggrin.gif არ დავუკრგო ბავშვს ეს სიტყვები ))))))))

Posted by: anibani18 18 Sep 2022, 16:19
გოგონებო, პამპერსის საბითუმოები დამიწერეთ სად არის რა ♡♡

Posted by: any_body 18 Sep 2022, 18:18
anibani18
1-2 ზომებს დინამოზე, პარკების საბითუმოს გვერდზე იყიდი, ადრე ქუთაისელების ბაზრობა იყო, დაიწვა და მაგის გვერდზეა.
დიდი ზომების არ ვიცი.

Posted by: anibani18 18 Sep 2022, 20:55
any_body
რომელს ყიდულიბდი შენ? ჩემს გიგანტს 3 ზომა სჭირდება უკვე.
ისე აქვს აზრი ამ საბითუმოზე პამპერსის ყიდვას? რა ფასებშია ხოლმე?

Posted by: SOF - 777 18 Sep 2022, 21:57
გოგოებო, ენტერო ვირუსი 1 დღე მწვავე მუცლის ტკივილით ბავშვებში თუ გაგიგიათ და როგორ გრძელდება? სიცხე აქვს 2 დღეა 37.6... 1 წლის და 3 თვისაა.


ასევე მაინტერესებს ცხვირის სატუმბ რეზინს რომელ ფირმას მირჩევთ? ადრე ვუყიდე რაღაც და ვერ ვიხმარე...

Posted by: takoo1 18 Sep 2022, 22:03
anibani18
ყველაზე იაფი იყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე any_body მ რაც დაგიწერა მაგას უნდა გაცდე ალბათ 3 გაჩერება დაახლოებით ეგ მანძილია.
მარა უკვე აღარაა არც მანდ იაფად.
ჰაგისი ქონდათ ხოლმე იაფად ულტრა კომფორტი და ეხლა ვაფშე აღარ აქვთ მაგათ გაყიდვაში.
მარტო თურქულები აქვთ და პამპერსი.
თუ პამპერსს აცმევ შეიძლება ხოტა იაფად ნახო.
მე ერთი ზომა ვიკითხე და 42 ლარი ღირდა.
სხვა ზომები არვიცი რა ღირს.

user posted image

აი ეს ღირდა 42 იქ

Posted by: nopiahopi 19 Sep 2022, 02:26
anibani18
QUOTE
ისე აქვს აზრი ამ საბითუმოზე პამპერსის ყიდვას? რა ფასებშია ხოლმე?

რა ფასიც აფთიაქში აქვს ზოლმე ფასდაკლებებზე, იმ ფასად იყიდება ბაზრობაზე. აქციების დროს აფთიაქში ვიმარაგებ და თუ უაქციობის დროს მჭირდება,მაშინ ბაზრობაზე.

gogatakoo
ჰაგისი ულტრა კომფორტი აფთიაქებშიც აღარაა. მიზეზი რომ ვიკითხე,მომწოდებელს არ შემოუტანიაო sad.gif

Posted by: Katerina_N 19 Sep 2022, 09:09
anibani18
ანი აფთიაქებში აქციებზე იგივე ფასები აქვს ხოლმე ვაუჯექი მე ვიმარაგებ მაგ დროს ხოლმე ❤ ჩემი გოგოც 3 ზომაზეა რამდენი ხანია.

SOF - 777
ჩემ გოგოს აქვს მე6 დღეა. პირველი დღე 39ები ქონდა+ფაღარათი+უმადობქ.. მეორე დღეს 38ს აღარ აცდენია.. მე5 დღიდან ფაღარათი შეუმსუბუქდა.. ხვალ მივდი ართ პედიატრთან კიდე კონტროლზე მაგრამ 2 დღეა ჭამაც დაიწყო სრული კვების

Posted by: anibani18 19 Sep 2022, 11:59
Katerina_N
nopiahopi
gogatakoo
მადლობა, გოგონებო, აფთიაქებში მეც ვყიდულობ, უფრო ბიუჯეტური ვარიანტი მაინტერესებდა ♡
nopiahopi
რომელს ყიდულიბ ახლა ჰაგისი თუ არ არის? მე მაქვს რამდენიმე შეკვრა ჰაგისი დარჩენილი, ბოლოს რომ იყო ფასდაკლება მაშინ ვიყიდე.

Posted by: ივლისი 19 Sep 2022, 12:30
გოგოებო ჰაგისი კლასიკი ხომ არ გამოგიყენებიათ ? როგორი ნეტა .
ვისაც ხელოვნურზე გყავთ , რომელ ფორმულას აძლევთ ?

Posted by: nopiahopi 19 Sep 2022, 12:36
anibani18
ჰაგისი ტრუსებზე გადავედი. ლიბეროც იყო აქციით და ცოტა ეგეც მივახმარე smile.gif
* * *
ივლისი
ფრისო გოლდს ვაჭმევდი და ძალიან კარგია

Posted by: takoo1 19 Sep 2022, 13:00
ივლისი
ერთხელ ვიყიდე გასატესტად აქცია იყო,მაგაზე ბანძი პამპერსი არ არსებობს მაგას ქანბებე ჯობია)))არ გაეკარო

Posted by: any_body 19 Sep 2022, 14:14
gogatakoo
ეგ საბუთუმო არ ვიცი, რაც მე
დავწერე, ცელოფნების საბითუმოდან
200 მეტრშია, პამპერსის პამპერსში 35 ლარს ვაძლევდი 2021-ს ნოემბერი/დემკემბერში.
ოღონდ 1-2 ზომა
ჰქოდნათ მხოლოდ.


anibani18
3 ზომიდან არც ჰაგისი აქვთ და არც პამპერსი მე
სადაც ვიცი sad.gif
ეხლა 4 ზომას ვაცმევ.


nopiahopi
რა ასაკიდან გადახვედი ტრუსებზე?
მეც ვფიქრობ, ძაან მიჭირს პამპერსის ჩაცმა უკვე :დ

Posted by: anibani18 19 Sep 2022, 14:49
ივლისი
ჰიპი ორგანიკ კომბიოტიკი
gogatakoo
ეს თურქულები არ გიცდია, თაკო?
any_body
წავედი დღეს და ვიბოდიალე. არ ვიცი რომელ საბიტუმოში ვიყავი. ბავშვთა სამყარო სადაც იყო, იმის გვერდით ქუჩაა და იმას ჩავუყევი. უამრავი პამპერსია. უმეტესად თურქული, ჰაგისებიც და პამპერსის პამპერსებიც. პამპერსის პამპერს ვცდი აბა. კარგია ისე?
9-10 თვიდან გადავევიყვანე ჩემი უფროსი ტრუსებზე. ძალიან კომფორტული იყო.

Posted by: any_body 19 Sep 2022, 15:36
anibani18
რა ღირდა დაახლოებით პამპერსი და ჰაგისი ?
პამპერსის პამპერსიც კარგია, ელიტ სოფტიც მომწონს, სხვა არ მიხმარია.

Posted by: takoo1 19 Sep 2022, 16:31
any_body
არა ის იქეთაა უფრო და იაფი იყო იქ ყველაზე სადაც მე ვამბობ, შარშან სხვა ფასები იყო ვაფშე წელს გააძვირეს მაგათმაც.მგონი დიპლომატისაა ეგ პამპერსი და თავზე გაი...ვა რაა.
ჰაგისი ვაფშე აღარაა გაყიდვაში არ შეაქვთ ალბათ
თუ სადმე წააწყდი კიდე ისეთი ფასი აქ უკვე.
მე ულტრა კომფორტში 28 ლარს ვაძლევდი ხოლმე მანდ ავერსს ქონდა ხოლმე სეილზე ეგ ფასი.
ეხლა მაგარი გაძვირებულია.
ზოგადად ყველა პამპერსი გაძვირდა.
თურქულებია იაფი მარტო შედარებით.

* * *
anibani18
მე ხო იცი პამპერსების ჭია ვარsmile.gif რაც პამპერსია მგონი ყველა გატესტილი მაქ.
ესეიგი ყველა აქებდა ბამბლი თუ რაღაც როა ყველგან ეგ მეჩხირება აფთიაქებსაც აქვს უკვე.
ად მომეწონა არვიცი ალერგია მისცა თუ სქელი იყო, მანჟეტის ადგილებში აყრიდა რამდენჯერაც ჩავაცვი.
მერე ვცადე giggles და სხვათაშორის მომეწონა.
არც ყროლდებოდა,არც სველი იყო კარგად იჭერდა და მანჟეტებიც კარგად გადმოდიოდა.
მე ულტრა კომფორტს ვამსგავსებ.
ლიბეროს არ ჯობია ეხლა მარა მე თუ მკითხავ არ ჩამოუვარდება დანარჩენ ნორმალურ პამპერსებს.


Posted by: anibani18 19 Sep 2022, 17:38
any_body
ჰაგისი არ მიკითხავს, მართალი გითხრა, დიდი ზომები იყო მხოლოდ თან. პამპერსი 42 ლარი ღირდა 4 ზომა. კარგად ვერ დავათვალიერე ყველაფერი, მამაჩემთან ერთად ვიყავი და რაღაც უაზროდ მიმარბენინებდა.
მანდ რომ კვებაა გოგონებო, ღირს ყიდვა, როგორ ფიქრიბთ? ადაპტირებულ რძეს ვგულისხმობ.
მეც მხოლოდ ელიტ სოფტი, ულტრა კომფორტი და ლიბერო მაქვს ნაცადი. ულტრა კომფორტს ვაცმევდი თითქმის სულ. ახლა გადავაგდეთ უკვე პამპერსი, მაგრამ მეორე ბავშვის პამპერსი დაგვემატა.
gogatakoo
ამ პამპერსებზე ჩემმა ქმარმა ამტეხა ახლა. მისი თანამშრომელი იწერს ტრენდიოლიდან და ჩვენც ვცადოთო, მითხრა. გადავქექე თურქული ბლოგები და ვლოგები, რაღაც სლიპი ბიო ნატურალსს აქებენ. ვფიქრობ, ხომ არ გამოვწეროთქო. აქ არის ეს სლიპი ექსტრა, მაგრამ ნატურალსის სერია სხვა ყოფილა. კიდევ ონლემს აქებენ გოგოები. ხომ არ გიცდია? საკმაოდ იაფია ისე. არ ვიცი თუ ივარგებს, მეცოდება პატარა ცდებისთვის.
ჰაგისი თუ აღარ არის გაყიდვაში, მაინც რაღაც სხვა უნდა ვეძებო.
დამიწერე რა კიდევ ერთხელ როგორ მივაგნო მაგ საბითუმოს

Posted by: takoo1 19 Sep 2022, 17:55
anibani18
ანი გამოწერით იაფი იქნება მარა წონის ხო ემატება და აქვს აზრი? მძიმეა საკმაოდ და
კითხე აბა დაწვრილებით მეც მაინტერესებს.
აი ჩაგიგდებ ეხლა ფოტოს დაახლოებით სადაა
user posted image
კუთხეშია ნიკორა და მანდ უნდა აუხვიო სადაც ისეით მოვნიშნე.პატარა ქუჩაა აუყვები მაგ ქუჩას და მარჯვენა მხარესაა შენობა შესასვლელივითაა შეტეხილშია.სუ ბოლოშია მოკლედ.
ისე მაგ აყოლებაზეც პამპერსებია

Posted by: anibani18 20 Sep 2022, 10:00
gogatakoo
აქ არის იაფი, თაკო. ეს ონლემი ვიგულისხმე. იქ არ ვიცი ჯერ, უნდა ვცადო. მოგწერ მერე. უბრალოდ იმხელა შეკვრებია, რომ არ მოუხდეს სად წავიღო ამდენი პამპერსი მერე.
მადლობა მისამართისთვის, გავივლი კიდევ ერთხელ.
კვების წერტილები ხომ არ იცი შემთხვევით? ვნახავდი მაინც.
შენ როგორ ხარ? ცოტაღა დარჩა♡

Posted by: takoo1 20 Sep 2022, 10:38
anibani18
აუ კვება აზზე არ ვარ მე ხო არ მყოლია ფორმულაზე და ვერ ვერკვევი მაგ თემებში დიდად
შენ ძუძუზე არ გყავდა?
რავიცი ყოველდღე ველოდები დაძაბული,რო მომიახლოვდა ავფორიაქდიsmile.gif
38 კვირაში ვარ

Posted by: margarita7 20 Sep 2022, 16:20
სალამი!
თქვენი 8 თვის შვილები ტიროდნენ ღამე? აი ძალიან ტირის ეს ღამეები, ზოგადად უფრო მშვიდია, მაგრამ ძალიან აურია ეს ბოლო ორი კვირაა.
ვიცი, ძილის რეგრესიაც არის 8 თვეზე, მაგრამ კივილით იღვიძებს ღამით, შეიძლება კბილების ამოსვლამ ასეთი ტირილი გამოიწვიოს? გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება, გმადლობთ!

Posted by: nino84 20 Sep 2022, 16:47
anibani18
ფორმულას შენახვის პირობები სჭირდება და ბაზრობაზე რამდენად დაცულია. ეგ კი არა ერთხელ აფთიაქში მივეცი შენიშვნქ კონდიციონერის ცხელი ჰაერი პირდაპირ ბავშვთა კვების თაროს ურტყავდა. რომელს აჭმევ? აქვთ ხოლმე აფთიაქებს აქციები ფორმულებზეც მაინც აფთიაქი უფრო სანდო მგონია.

პამპერსს რაც შეეხება ეგეც პსპ ს აქცია ქონდა და ვუყიდე წინასწარ. ყველას მაინც ჰაგის ელიტ სოფტი მირჩევნია, პატარას მარტო მაგას ვახმარ და პამპერსი ვცადე და ისე რა მომეწონა
* * *
gogatakoo
გასულხარ ფაქტიურად ბოლოში. ამ სიცხეში წარმომიდგენია რა რთულია ბოლო კვირები. სად აპირებ მშობიარობას?

Posted by: anibani18 20 Sep 2022, 21:48
gogatakoo
ცოტაღა დარჩა ♡ რა სასიამოვნო წუთები გელის მალე ♡♡
არა, ფორმულაზეა.
nino84
მართალი ხარ, არ მიფიქრია ამაზე.
ჰიპის კომბიოტიკს ვაჭმევ. შენ?
თავიდან მეც ელიტ სოფტს ვაცმევდი, მეორე ზომის შემდეგ უფროსთანაც და ახლაც ჟონავდა პამპერსი და ულტრა კომფორტს ვაცმევ ახლა.
როგორ არის შენი ბიჭი? კარგად იმატებს წონაში?

Posted by: ninunin 20 Sep 2022, 22:57
Tsitsi.la
ნიკი 1წლის და 3 თვის არის ყველაფერი ესმის სულ ტიკტიკებს, ბევრ სიტყვას ამბობს და რაღაც სიტყვებს რსსაც ვამბობ იმეორებს, მალე დაიწყებს ეს ლაპარაკს, მე მგონია რომ 2 წლამდე თუ არ ლაპარაკობს სანერვიულო არაა, მითუმეტეს თუ ესმის ყველაფერი, სრ იდარდო
* * *
nopiahopi
QUOTE
ჰაგისი ულტრა კომფორტი აფთიაქებშიც აღარაა. მიზეზი რომ ვიკითხე,მომწოდებელს არ შემოუტანიაო

ჰაგისის ულტრა კომფორტი არის ჯიპისის 123 აფთიაქში და ფარმადეპოს 89 აფთიაქში, პსპ.ში თუ ეძებე შეიძლება არ ქონდეთ, იმიტომ რომ აქცია ქონდათ, აქციის დროს მომწოდებელი არ ამარაგებს და დასრულების შემდეგ შემოაქვთ თავის ფასით, რა ზომას ახმარ?მეც მაგ ტრუსებს ვყიდულობ, ძალიან მომწონს

Posted by: any_body 21 Sep 2022, 09:46
anibani18
რძე მეც მგონია რომ აფთიაქში სჯობს, შენახვის პირობებიდან გამომდინარე.

margarita7
დიდი ალბათობით კბილების ბრალია, ჩემი 10 თვისაა, გუშინ ღამე ეგრე ტიროდა, ვერ ვაჩერებდით. ადრეც ჰქონდა რამდენჯერმე.
კბილების ამოსვლის დროს გელებს რეკომენდაციას არ უწევენ, ერთადერთი ნუროფენს ვუსვამ ადგილობრივად, ღრძილზე შიგნიდან და გარედანაც, 1 წუთში წყნარდება.
სცადე, თუ უშველა მაგან კბილებია.
ასევე არსებობს ძილის ტერორი,
თუ არ ფხიზლდება შესაძლოა ეგეც იყოს, მაგრამ 99% კბილები იქნება.

Posted by: takoo1 21 Sep 2022, 09:51
margarita7
თუ უცებ დაიწყო კბილების ბრალია დიდი ალბათობით,
ეგეთი ტირილი? smile.gif
ისეთ პანიკაში იყო ჩემი შვილი 3 ღამე რო ნერვოლოგთან მივიყვანეთ,კბილებზე ვაფშე არ გვიფიქრია.2 კვირაში ამოჭრა და მივხვდით მერე რო მაგის გამო ტიროდა.
ორჯერ დაემართა ეგრე და ორივეჯერ კიჭებმა ამოჭრა.
მე ისე მეცოდებოდა რო ნუროფენს ვასმევდი ხოლმე რმაოდენიმე ხაზს ვაძლევდი.
გელები დიდად არ მოქმედებს თორე არის რაღაც ჰომეოპათიური საშუალებები.
* * *
anibani18
nino84
მომიკაკუნა კიი და ავნერვიულდი სულ ჩემი საზიზღარი და ტანჯვა მშობიარობა მიტრიალებს თავშიsmile.gif იმედია ესეც ეგეთი არ იქნება
ჰერაში ვაპირებ მანდ ვარ აღრიცხვაზე.

Posted by: margarita7 21 Sep 2022, 11:05
ღვთისმშობლოას გილოცავთ!

any_body
gogatakoo
ძალიან დამამშვიდეთ, დიდი მადლობა. მართლა ვერ დავაწყნარეთ, ბოლო ორი ღამე გაუთავებლად ტირის, ანუ ტირილით იღვიძებს, კივილით უფრო სწორედ. და ისედაც ბოლო ორი კვირაა ხშირად იღვიძებს.
ალბათ, კბილები + ძილის რეგრესიც დაერთო.
ვუსმევ გელს OSA მაგრამ ფაქტობრივად არაფერს შვება, გუშინ წინ ისე ტიროდა დაFალგანის სანთელიც გავუკეთეთ, მაგანაც ბევრი არაფერი ქნა.
ნუროფენის სითხე არსებობს ბავშვებისთვის?

Posted by: any_body 21 Sep 2022, 11:54
margarita7
კი არსებობს, 6 თვიდანაა რეკომენდირებული.
ეხლა დეფიციტშია, პუროფენია შემცვლელი, მე ადრე ვიყიდე და მაქვს ჯერ, პუროფენი არ მიცდია მაგრამ მგონი მსგავსი ეფექტი ექნება.
ადგილობრივად სცადეთ, არცერთხელ
არ გვიღალატა, ვისაც ვურჩიე ყველა კმაყოფილია.

Posted by: nopiahopi 21 Sep 2022, 12:15
ninunin
QUOTE
ჰაგისის ულტრა კომფორტი არის ჯიპისის 123 აფთიაქში და ფარმადეპოს 89 აფთიაქში, პსპ.ში თუ ეძებე შეიძლება არ ქონდეთ, იმიტომ რომ აქცია ქონდათ, აქციის დროს მომწოდებელი არ ამარაგებს და დასრულების შემდეგ შემოაქვთ თავის ფასით, რა ზომას ახმარ?მეც მაგ ტრუსებს ვყიდულობ, ძალიან მომწონს


ხო, აქციის დროს ვნახე და არსად იყო პსპში თბილისში. მაგრამ მანამდეც მითხრეს, აღარ არისო და რაზე აკეთებენ აქციას, ვეღარ ვხვდები ))) ჯიპისიში რამდენიმე დღით ადრე ვიკითხე და იქაც არ ჰქონდათ ზომა, მაგრამ შეიძლება მარტო იმ ფილიალში. 5 ზომას ვაცმევ ჰაგისს. ლიბეროს 6-ს. პამპერსიც მქონდა ერთი შეკვრა და ისიც 6 სჭირდებოდა. მაგრამ პამპერსი არ მიყვარს, რაღაც არომატები რომ აქვს. ჰაგისის პარტიის წევრი ვარ რა biggrin.gif კიდევ კარგი ჰაგისის ტრუსები მაინც ჰქონდათ მარაგში და აქციაში 1 +1 ით ვიყიდე.

Posted by: margarita7 21 Sep 2022, 12:30
any_body

გმადლობ პასუხისთვის.
კი, ნუროფენი, პუროფენი, იბუპროფენი ყველა ერთია

Posted by: takoo1 21 Sep 2022, 12:51
margarita7
კიი ბოთლშია პანადოლივით.მე ყველაფერზე ნუროფენს ვხმარობ კარგი მოქმედება აქვს.

Posted by: ninunin 21 Sep 2022, 13:50
nopiahopi
აი დევს ექიმოში 6789 რაოდენობა biggrin.gif
ლოკაციით მოძებნე

Posted by: takoo1 21 Sep 2022, 14:28
რაოო 58 ლარი გახდა 56 ცალიანი?:/ ვადაფააქ
28ს ვაძლევდი. ლარზე მეტი გამოდის ერთი ცალი რა სისულელეა ამის ყიდვა..
გააფრინეს მემგონი

Posted by: Glamurka 21 Sep 2022, 17:12
გოგოებო გამარჯობათ. აცრამ დაუტოვა ცოტა გამაგრება. რა შეიძლება წავუსვა?

Posted by: nopiahopi 21 Sep 2022, 20:13
gogatakoo
QUOTE
რაოო 58 ლარი გახდა 56 ცალიანი?:

დიახ ! sad.gif
ჰოდა როცა აქცია არაა აფთიაქებში, ვაგზალზე ვყიდულობ 35 ლარად. ამხელა ფასს არ ვიხდი აფთიაქში.

Posted by: anibani18 21 Sep 2022, 20:42
nopiahopi
აქციაზე 40 ლარი გადავიხადე 3 ზომაში. ვაგზალზე არის 35 ლარად?
ცუდად მხდის ეს ფასები... ბოდიში წუწუნისთვის

Posted by: nopiahopi 21 Sep 2022, 22:48
anibani18
ზაფხულში 35ად ვიყიდე ბაზრობაზე 5 ზომა და ახლა არ ვიცი sad.gif აქციებზე ვიმარაგებ ხოლმე რომ მერე იქ არ გავხდე გასასვლელი

Posted by: ninunin 21 Sep 2022, 23:05
nopiahopi
QUOTE
დიახ !
ჰოდა როცა აქცია არაა აფთიაქებში, ვაგზალზე ვყიდულობ 35 ლარად. ამხელა ფასს არ ვიხდი აფთიაქში.

ვაგზალზე ტრუსებიც არის? რა ადგილას ყიდულობ? მე ჰაგისის ულტრა კომფორტის საფენი არ მომწონს ხარისხით შეუსაბამოა ფასთან ამიტომ.ტრუსებზე გადავედი, თუ პამპერის ყიდვა მიწევს, ელიტ სოფტს ვყიდულობ, უღიზიანებს ტაკუნებს ან სპეციფიური სუნი აქვს ულტრა კომფორტის პამპერსი არ მიყვარს

* * *
anibani18
QUOTE
აქციაზე 40 ლარი გადავიხადე 3 ზომაში. ვაგზალზე არის 35 ლარად?
ცუდად მხდის ეს ფასები... ბოდიში წუწუნისთვის

მეც ეგრე ვარ, ლამის ისტერიკა დამემართოს თვეში 200 ლარი უნდა ამ ფასით, კატასტროფაა დღითიდღე ემატება , სულ გარეკილი აქბთ ამ აფთიაქებს, მეც მეწუწუნებათავისთავად ფასების გამო, სულ არ მიკვირს
* * *
gogatakoo
QUOTE
რაოო 58 ლარი გახდა 56 ცალიანი?:/ ვადაფააქ
28ს ვაძლევდი. ლარზე მეტი გამოდის ერთი ცალი რა სისულელეა ამის ყიდვა..
გააფრინეს მემგონი

კი, სისულელეა ნამდვილად, მე მინდოდა ნაკლებ ფასიანის და ნორმ ხარისხის მარა, სრ ვიცი უფრო იაფი და ხარისხიანი რომელია, ამიტომ ვცდილობ აქციებზე ვიყიდო მეც შეძლებისგვარად

Posted by: any_body 21 Sep 2022, 23:29
ninunin
ტრუსებს რომელს ახმართ?
დავიტანჯე ვეღარ ვაცმევთ ოამპერს, სამი კაცი აკავებს, 10 თვისაა

Posted by: ninunin 21 Sep 2022, 23:32
any_body
კი მაგიტომ გადავედი მეც ტრუსებზე, ჰაგისის ულტრა კომფორტის ტრუსებს, კმაყოფილი ვარ ძალიან ადრე, ჰაგისის ელიტ სოფტის ტრუსებს ვახმარდი, მაგრამ შეფუთვაში რაოხენობრივად ცოტა იყო და წამდაუწუმ საყიდელი ხდებოდა, მერე ულტრა კომფორტზე გადავიყანე ამაში მეტია და კარგად ხმარობს

Posted by: nopiahopi 21 Sep 2022, 23:34
ninunin
QUOTE
ვაგზალზე ტრუსებიც არის? რა ადგილას ყიდულობ? მე ჰაგისის ულტრა კომფორტის საფენი არ მომწონს ხარისხით შეუსაბამოა ფასთან ამიტომ.ტრუსებზე გსდავეფი, თუ პამპერის ყიდვა მიწევს, ელიტ სოფტს ვყიდულობ, უღიზიანებხა ტაკუნებს ან სპეციფიური სუნი აქვს ილტრა კომგორტის პამპერსს არ მიყვარს


აუ ტრუსები არ ვიცი, ულტრა კომფორტის საფენები ღირდა 35. ტრუსები არ მახსოვს მანდ მაქვს ნაყიდი თუ არა, აქციებზე ვიმარაგებდი, ტრუსებზეც ხშირადაა აფთიაქებში. პრაქფიკულად ზაფხულის მერე სულ ტრუსები აცვია.
პ.ს. ვერაფრით გადავაჩვიე პამპერსს და ახლა შევეშვი, დავიღალე ))) მერე ვცდი ისევ.

Posted by: ninunin 21 Sep 2022, 23:36
nopiahopi
QUOTE
. ვერაფრით გადავაჩვიე პამპერსს და ახლა შევეშვი, დავიღალე ))) მერე ვცდი ისევ.

რა ხნის არის?

Posted by: takoo1 22 Sep 2022, 00:00
nopiahopi
ულტრა კომფორტში 35? არარი ძვირი რა ზომაა გააჩნია. რა ადგილას ყიდულობ?

* * *
ninunin
ხო აი ძაან სისულელეა რო უნდა ჩააჯ...ვას ბავშვმა და მაგაში რო ლარს იხდი ერთ ცალში))))
ელიტ სოფტი ხარისხით უკეთესია მარა მე არც ეგ მომწონს დიდად რაღაცნაირად ყროლდება ფისის სუნი აქ და ზაფხულში კიდე მესქელება.
nopiahopi
მე გადავაჩვიე თითქოს მარა ხანდახან შვება მაინც,მოფსამს გარშოკში მიაქ ტუალეტში ასხამს და იქ დებს biggrin.gif უხარია, ღამე მაინც იფსამს ძილში.

Posted by: ninunin 22 Sep 2022, 01:34
gogatakoo
ხოდა რომელია კარგი?

Posted by: anibani18 22 Sep 2022, 04:23
3 Day Potty Training by Lora Jensen
ამ გაიდის მიხედვით გადავაჩვიე პამპერს 1, 10 თვის რომ იყო. ზუსტად დღენახევარში.
იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
ninunin
მეც უნდა ვცადო ცოტა დაბალფასიანები. გაგიზიარებთ მერე გამოცდილებას.

Posted by: nopiahopi 22 Sep 2022, 05:03
ninunin
QUOTE
რა ხნის არის?

1 წლის და 5 თვისაა.

gogatakoo
QUOTE
ულტრა კომფორტში 35? არარი ძვირი რა ზომაა გააჩნია. რა ადგილას ყიდულობ?

5 ზომა. ბავშვთა სამყაროს ჩაყოლებაზე იქვე პარკები და ტილოები რომ იყიდება ბლომად, მანდ. ზაფხულში ეგრე იყო ფასი და ახლა არ ვიცი.

QUOTE
3 Day Potty Training by Lora Jensen
ამ გაიდის მიხედვით გადავაჩვიე პამპერს 1, 10 თვის რომ იყო. ზუსტად დღენახევარში.
იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

anibani18

მადლობა :* ვნახავ აბა როგორია ეგ მეთოდი.
იქნებ გაჭრას smile.gif
უფროსი მეც წლის და 10 თვისას გადავაჩვიე. ნუ მთლად დღენახევარში არა, მაგრამ გადაჩვევის დაწყების დღიდან ზუსტდ მეათე დღეა უკვე თვითონ მითხრა როცა მოუნდა ფისები. მაგ დღის მერე ღამეც აღარ ჩაუფისია.

Posted by: anibani18 22 Sep 2022, 10:06
nopiahopi
პატარაა ჯერ შენი. ცოტაც დაელოდე. ეს ქალი ამბობს, 22 თვე ყველაზე კარგი ვადაა პამპერსს რომ გადააჩვიოო. ჩვენს შემთხვევაში ასეც იყო. იუთუბზე ვნახე ამ წიგნზე ვიდეო და მეთქი მეც ვცდითქო.
მე ღამე შემეშინდა გახდა, ტრეინინგ პენტს რომ არის, იმას ვაცმევ ახლაც. და საფენს ვაფენ საწოლზე. ღამე ისედაც სულ მღვიძავს და ვაყენებ ერთხელ ან ორჯერ. თვითონაც გაუღვიძია რამდენჯერმე, ფისი მინდაო. მე უნიტაზს შევაჩვიე თავიდანვე, მეზარებოდა ქოთანი და მერე ქოთნიდან უნიტაზს შეჩვევა და წინ წავიგდე საქმე.

ჯიპისის აპიტ პამპერსის მეგა შეფუთვებზე აქციაა, გოგონებო

Posted by: takoo1 22 Sep 2022, 17:36
ninunin
58 ლარი 56 ცალიანის ყიდვას ლიბერო იყიდო ჯობია.
78ცალიანი ღირს 52 ლარი 5 ზომა
56 ცალიანი 58 ლარი რაამბავია, ჰაგისს ჯობია ლიბერო.ულტრა კომფორტს მითუმეტეს რა პამპერსი ეგაა.
კარგი რავიცი ლიბერო ჩემთვის ყველას ჯობია მე რაც მიხმარია.
იაფიანს თუ გულისხმობ giggles ყველაზე ნორმალურია მე რაც გავტესტე.

Posted by: takoo1 23 Sep 2022, 19:25
გოგოებო 50% ფასდაკლებაა პსპ-ში საფენებზე
პამპერსზე და ჰაგისზეეე

Posted by: Natruliiiii 23 Sep 2022, 20:28
გოგოებო აქაც დავპოსტავ და იქნებ თქვენი გამოცდილება გამიზიაროთ, ვისაც გქონიათ მსგავსი შემთხვება სამმაგი ტესტი ვინმეს გაგიკეთებიათ? ასაკის გამო (38წ) გამაკეთებინა ექიმმა და სამიდან ერთია მხოლოდ (ბეტა) ძაან ცოტა 0.5 მომატებული, გენეტიკოსთან გამიშვა კონსულტაციაზე. ძაან შეშინებული ვარ, არადა ეხოზე ყოველთვის კარგი მდგომარეობაა, 12 კვირაზეც ნაოჭი წესრიგში ჰქონდა. თან სხვადასხვა ექიმებმა ნახეს, ვენდო ამ ტესტს ნეტა. თუ რამე ცუდია ეხოზეც ხომ ჩანს ხოლმე.

Posted by: takoo1 23 Sep 2022, 20:39
Natruliiiii
მე არ მაქვს გაკეთებული ასაკიდან გამომდინარე არ უთქვამთ,მაგრამ ვიცი რო 30-40% ია მაგ ტესტის ცდომილება ეს ერთი.
მეორე ის რო მაგ სამიდან თუ ორი არ არის ნორმაში მაშინ აქვთ დაუნის სინდრომზე ეჭვი.
ერთი და ისიც 0.5ით მომატებული არაფერს ნიშნავს ჩემი აზრით.
რავიცი გოგოები დაგიწერენ ვისაც გაკეთებული აქვს

Posted by: nopiahopi 23 Sep 2022, 21:44
Natruliiiii
მე რისკ ჯგუფის გამო მიკეთებენ ყველა ორსულობაზე. ბოლოს რომ გამიკეთეს , 3დან 2 მაჩვენებელი არ იყო ნორმაში. ამნიოცენტეზის გასაკეთებლად გამიშვეს ამ პასუხების გამო, მაგრამ ეხოზე
ნაჩვენებ კარგ მდგომარეობას ვენდე,ამნიოცენტეზი არ გავიკეთე და უარზე მოვაწერე ხელი. გავაჩინე ჯანმრთელი ბაია smile.gif

Posted by: Natruliiiii 23 Sep 2022, 21:52
gogatakoo
იმედია ასე იქნება მადლობა <3
nopiahopi
მადლობა <3 დამამშვიდე ძალიან მართლა, ჩემი 1 არის მომატებული მხოლოდ და ეხლა ორმაგი ტესტი ვნახე ეგეც მწონია გაკეთებული და იქ ნორნაშია რასაც ვუყურებ "ნეგატივ რისკ" წერია ორივე მაჩვენებელზე. ვისთან იყავი გენეტიკოსთან? პინეოში ხომ არა?

Posted by: nopiahopi 23 Sep 2022, 23:24
Natruliiiii
კი, პინეოში გამაგზავნეს მაგ პასუხების მერე, სადაც ამნიოცენტეზზე უარს მოვაწერე ხელი, მაგრამ ექიმის სახელი არ მახსოვს.

Posted by: Natruliiiii 24 Sep 2022, 11:59
nopiahopi
კი ყველას მანდ აგზავნიან, ვითომ უფასო კონსულტაცია ეხოზე და როგორ გვრთგუნავენ ამით sad.gif

Posted by: anibani18 24 Sep 2022, 22:11
Natruliiiii
რამდენადაც ვიცი, ხშირად მოდის არეული მაჩვენებლები, ბავშვები კი ჯანმრთელები იბადებიან. არ არის ზუსტი ეს ანალიზი. მეც მიშვებდნენ ამნიოცენტეზზე ასაკის გამო, მაგრამ არ წავედი. ღვთის წყალობით ამ ეტაპზე ჯანმრთელი გოგონები მყავს.

gogatakoo
რა კარგი ფასდაკლება იყო, თაკო. მოვიმარაგე პამპერსები, ლიბეროც ვიყიდე. ნატალიზე კი მქონდა ნაყიდი, მაგრამ კარგად არ მახსოვს როგორი იყო. შენ როგორ ხარ, ითვლი დღეებს?

გოგონებო, გაწითლებულ ნაკეცებში რა წავუსვა?

Posted by: takoo1 24 Sep 2022, 23:29
anibani18
რავიცი მე ყველაზე მეტად ლიბერო მომწონდა,
ზოგს ჰაგისი ურჩევნია რატო არვიცი.

მე ორშაბათს დამიბარა ჩემმა ექიმმა და ვნახოთ რას მეტყვის.ნემსი ხო მომიხსნა და ფიბრინოგენი 510 მაქ და მეშინია არ გამექცესო,მირჩევნია მალე გამშობიაროო და თუ დამტოვა ორშაბათს biggrin.gif
ფეხებს ვითრევ არ მინდა ჯერ 38.1 ვარ

Posted by: any_body 27 Sep 2022, 13:35
გოგოებო მრჩეველში რომელ პედიატრს მირჩევთ?
1 წლის ხდება და მაინც მინდა მიყვანა კონტროლზე, უმჯობესია თვითკვებაზე თუ გართულება არ ექნება.

Posted by: takoo1 27 Sep 2022, 13:46
any_body
რცხილაძეა მრჩეველში

Posted by: narkozeli 27 Sep 2022, 14:22
any_body

მრჩეველში ყველაზე კაი ირაკლი რცხილაძე და ლელა ზანგურიშვილია მარა რა 9თავიანი დრაკონის დამარცხება და რა ამათთან ჩაწერა. ნუ მე დაბადებიდან ირაკლისთან დამყავს

Posted by: any_body 27 Sep 2022, 22:04
gogatakoo
მადლობა

narkozeli
ნოემბერში მინდ მიყვანა და სექტემბრიდან ვეცდები :დ ერთი დღეა მხოლოდ ჩაწერა გუ როგორ ხდება?
ეგრე მეუბნებიდნენ შარიქაძეზეც და მშვენივრად ვეწერებოდი :დ

Posted by: narkozeli 27 Sep 2022, 22:18
any_body

არა კაცო შარიქაძე და მათითაშვილთან ჩაწერა უადვილესია ამის ფონზე biggrin.gif ვერ გეუბნებიან როდის გწერენ და მინიმუმ ათჯერ უნდა დარეკო რო გაგიმართლოს და გითხრან როდის იქნება ჩაწერა)

Posted by: any_body 27 Sep 2022, 22:40
narkozeli
კაი დაულგებლები ყოფილან აბა :დ დავიწყებ ხვალიდან რეკვას :დ

Posted by: magdalea 28 Sep 2022, 19:21
UP...............................................

Posted by: nino84 28 Sep 2022, 21:36
any_body
24 და 25 ოქტომბერს გვწერდნენ მხოლოდ რცხილაძესთან. მე როცა მეჩქარება ნინო კანკიასთანაც მიმიყვანია და კმაყოფილი ვარ

Posted by: any_body 28 Sep 2022, 21:43
nino84
როდის სცადეთ ჩაწერა?
გავითვალისწინებ ^^ მადლობა

Posted by: Tsitsi.la 29 Sep 2022, 23:43
Natruliiiii
სამმაგ ტესტზე გიპასუხე პირადში. ყფ რაც მე არ გამოვიარე რა რომ მახსენდება . ორსულობა მქონდა ანტიკვარი , თუ რამე შეიძლება ეტაკოს ორსულს ყველაფერი მეტაკაsmile.gif)) მაგრამ გულით უნდა გწამდეს ბედნიერი დასასრულის, ცუდი ფიქრები ახლოსაც ქრ მიუშვა. დანარჩენი პირადში მოგწერე :* მშვიდობიანი დღეები შენ!
* * *
გოგოებო კოვიდის მერე აცრა რამდენ ხანს გადავდო? 18 თვის აცრა არ გამიკეთებია ვაჩესთვის და მგონი 1 თვე დაყოვნება საკმარისია, პედიატრს უნდა შევეხმიანო ერთი

Posted by: Natruliiiii 30 Sep 2022, 12:01
Tsitsi.la
კი ვნახე და გიპასუხე, მადლობა ❤️

Posted by: takoo1 30 Sep 2022, 13:36
გოგოებო ძუძუზე ვისაც გყავდათ ყველაფერს ჭამდით თავიდანვე?
პირველზე არ ვჭამდი ბევრ რაღაცას და ეხლა მეზარება ძაან
* * *
გოგოებო ჭიპზეც მაინტერესებს ლუკიანე 8 დღეს მოვიყვანე და უკვე არაფერი აღარ ქონდა,ამას გუშინ მოძვრა და გაჩვენებთ სურათს ამოწეულია მაღლა და ესე უნდა იყოს?? სისველე არააქ
user posted image

Posted by: any_body 30 Sep 2022, 22:42
gogatakoo
გილოცავ პატრას, ჯანმრთელი და ბედნიერი გყქვდეს ^^
ყველაფწრს ვჭამდი თავიდანვე, მხოლოდ ალერგენებს არ ვურევდი სულ თავიდან, დაკვირვების საშუალება რომ
მქონოდა.

Posted by: nopiahopi 1 Oct 2022, 00:34
gogatakoo
გილოცავ პატარას!! ახლა წავიკითხე.
ბედნიერი და ჯანმრთელი ყოფილიყოს შენი მეორე წიწილა ლუკიანესთან ერთად, სულ გახარებულები ყოფილიყავით smile.gif

ჭიპზე არ ვიცი. ძაან ცუდად მხდის ეგ ამბები biggrin.gif ყველაზე სტრესული რა იყოო რომ მკითხო ბავშვთან დაკავშირებით, გეტყვი რომ მაგ ჭიპის მოძრობამდე პერიოდი, ის რაღაც შპილკა რომ უკონწიალებდა ჭიპზე გამობმული და ვნერვიულობდი ყველა მოძრაობაზე და პოზაზე )) კიდევ კარგი მალევე მოძვრა ორივეს, დაბადებიდან 3-4 დღეში.

Posted by: takotatuli1989 1 Oct 2022, 05:59
gogatakoo
გილოცავ ლუკიანეს დაბადებას<3 , ჩაუვა ეგ ორ დღეში ან უფრო მალე, არაფერი არ უნდა.

Posted by: emiblack 4 Oct 2022, 07:56
gogatakoo
თაკო, როგორ ხართ? ისევ ამოწეული აქვს ჭიპი? ჩემსას ქონდა ჭიპის თიაქარი და ამოწეული იყო პერიოდულად, ჭინთვის დროს უფრო. 1 წელზე საგრძნობლად დაპატარავდა , ახლა წლინახევრისაა და დაეხურა. პედიატრმაც არადოდეს არ ხდება ჩაჭედვა 3 წლამდე ასაკშიო და არაფრად არ მიიჩნია , დაიხურება 2 წლამდეო

Posted by: matuti 4 Oct 2022, 11:21
emiblack
QUOTE
თაკო, როგორ ხართ? ისევ ამოწეული აქვს ჭიპი? ჩემსას ქონდა ჭიპის თიაქარი და ამოწეული იყო პერიოდულად, ჭინთვის დროს უფრო. 1 წელზე საგრძნობლად დაპატარავდა , ახლა წლინახევრისაა და დაეხურა. პედიატრმაც არადოდეს არ ხდება ჩაჭედვა 3 წლამდე ასაკშიო და არაფრად არ მიიჩნია , დაიხურება 2 წლამდეო

მეც ეგ ვიფიქრე, შეიძლება თიაქარია. ჩემს უფროსს ბიჭს აქვს ჭიპის თიაქარი, როგორც აღწერე, ჩემსასაც ეგრე, ნელ-ნელა ჯდება თავის ადგილას, ბოლომდე ჯერ არ არის დახურული. 1.9 თვისაა. ჭინთვის დროს მაინც ებურცება ცოტა, მაგრამ ისე ძალიან აღარ. მეც ექიმმა მითხრა 3 წლამდე თავისით დაეხურებაო, ზოგი ამბობს რაღაც უნდა დააკრა აუცილებლადო, ცოტა გაურკვევლობაში ვარ, ერთხელ დავაკარი ჭიპის ლეიკო და აიძრო, არ იჩერებს. მის მერე აღარ დამიკრავს. თან მგონია რომ თავისით ჩაჯდება, ამიტომ დიდად არ ვამახვილებ მაგაზე ყურადღებას.

Posted by: takoo1 4 Oct 2022, 11:36
emiblack
არა ისე აღარ აქვს ფოტო რაც ავტვირთე, მარა ბოლომდე გასწორებული არაა ცოტა ამოწეულია.
რავიცი ჩავა იმედია,პედიატრთან მიმყავს ორშაბათს და ვნახოთ რას მეტყვის,ნუუ თუ არ ჩაეწია იქამდე
* * *
any_body
nopiahopi
takotatuli1989
მადლობა გოგოებო❤️

Posted by: სერაფიტი 4 Oct 2022, 15:14
gogatakoo

ლაქტაციის დროს კვებაზე ლაქტაციის ჯგუფში სულ მაგას წერენ, რომ მითია დიეტა და ყველაფრის ჭამა შეგიძლია. ასე რომ, მიირთვი რაც გინდა.
კორონას ამბები როგორაა?

Posted by: anibani18 4 Oct 2022, 21:04
გოგონებო, კვირაში ორჯერ საპნით, ტოპიკრემს ვხმარობ, რა ასაკიდან შემიძლია სავბანო?
gogatakoo
ყველაფერს ვჭამდი მე, თაკო.
რა დაარქვით პატარას? როგორ მიიღო ძამიკო ლუკიანემ?

Posted by: takoo1 4 Oct 2022, 21:20
სერაფიტი
რავიცი მგონი გამოვძვერით არაფერი ქონია პატარას.მეც უკეთ ვარ აღარც მახველებს.
anibani18
გაბრიელი❤️ ოუუ არ მკითხო smile.gif ერთი სული აქ მარტო დარჩეს რო შევარდეს ოთახში და ჩაარტყას.
უკვე ქონდა მცდელობა ორჯერ კარგად ჩააფარა))
ძალიან ეგოისტობს სოსკა გამოიღო თავისი ძველი და ღეჭავს ესეცsmile.gif

Posted by: matuti 4 Oct 2022, 21:23
სერაფიტი
QUOTE
ლაქტაციის დროს კვებაზე ლაქტაციის ჯგუფში სულ მაგას წერენ, რომ მითია დიეტა და ყველაფრის ჭამა შეგიძლია. ასე რომ, მიირთვი რაც გინდა.
კორონას ამბები როგორაა?

ჩემს შემთხვევაში მითი არ აღმოჩნდა. ლობიო რომ ვჭამე, ისე დაიტანჯა ბავშვი ვერ აღვწერ, ასევე ლიმონათი მიყვარს ძალიან, მაგაზე ხომ საერთოდ ისეთი რეაქციები ქონდა, იჭაჭებოდა და კვნესოდა ბავშვი. ღორის ხორცი რომ ვჭამე ბოდიში და იმდენს არწყევდა, მგონი მაგდენი არც ქონდა ნაჭამი.
ასე რომ მითები ნამდვილად არ არის. მაგრამ ყველა ბავშვიც ერთნაირად არ რეაგირებს დედის კვებაზე. ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად. მთავარია დედა მიხვდეს რა უხდება მის შვილს და რა არა.

Posted by: Tua 4 Oct 2022, 21:29
anibani18
ანი დაბადებიდან კვირაში 2 ჯერ არის რეკომენდაცია ტოპიკრემით დაბანის, დღემდე კვირაში 2 ჯერ ვბან ტოპიკრემით დანარჩენ დღეებში წყალს ვივლებთ.

Posted by: any_body 4 Oct 2022, 21:35
matuti
ეგ უბრალოდ დამთხვევა იქნებოდა, სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელია. რძე სარძევე ჯირკვლებიდან გამოიყოფა ორი ჰორმონის დახმარებით, ხოლო საკვების შემადგენლობა ვერანაირად ვერ უკავშირდება სარძევე ჯირკვლებს, ერთადერთი ხდება ალერგენების გადასვლა სისხლიდან.

Posted by: Sandra2209 4 Oct 2022, 22:29
any_body
შეუძლებელი ნამდვილად არ არის, რასაც წერს, მეცნიერული თვალსაზრისით, იქიდან გამომდინარე, რომ რძის შემადგენლობა იცვლება, მასში არსებული ნივთიერებების კონცენტრაცია სხვადასხვაა და როცა ეს ნივთიერებები კუჭში ხვდება( ან ნაწლავებში) და შედიან ურთიერთქმედებაში მჟავა( თუ კუჭშია) ან ტუტე ( თუ ნაწლავია) გარემოსთან, მათი დაშლის შედეგად შეიძლება უფრო მეტი აირი წარმოიქმნას ვიდრე სხვა დღეს ( სხვა შემადგენლობის) დედის რძის მონელებისას.

Posted by: takoo1 5 Oct 2022, 02:06
any_body
არა დამთხვევა ვერ იქნებოდა მეც მასე მეუბნებოდნენ smile.gif მიმტკიცებდნრნ პირველ ბავშვზე,ღორის ხორცი ორჯერ ვჭამე და კუჭი აეშალა საშინლად მახსოვს.
გაზები შეიძლება ისედაც დაუგროვდეს და დაემთხვეს მარა.

Posted by: anibani18 5 Oct 2022, 04:36
Tua
მადლობა, თეო :* მგონი სამშობიაროში მომცეს რეკომენდაცია კვირაში ერთხელო და იმას მივყვებოდი.
უფროსს ფეხებს ყოველ დღე რომ ტოპიკრემით ვუბან, ვაშავებ რამეს? სულ ფეხშიშველა დადის და წყალი არ არის მგონი საკმარისი.
და იცი რა მითხარი კიდევ, გაწითლებულ ნაკეცებზე, მაგ. ღაბაბში, რა წავუსვა?

gogatakoo
დრო მიეცი თაკო, ცოდოა ლუკიანეც. წარმოიდგინე, რამხელა სტრესია ეს მისთვის. ნატალის აქამდე არ ჩაურტყამს პატარასათვის, პირიქით, ძალიან თბილად ექცევა სულ, მაგრამ ძალიან განიცდიდა თავიდან, საშინელ ისტერიკებში ვარდებოდა, საათობით ტიროდა და ყვიროდა ხოლმე. ძილის წინ ისეთებს იმართებდა, ჩემი ქმარი გარბოდა სახლიდან.
ფსიქოლოგმა მირჩია, უარყოფით ქცევებზე არ გაუმახვილო ყურადღებაო. ერთგან წავიკითხე და ჩვენს შემთხვევაში გაამართლა, თუ ხედავ რომ ცოტა უხეშად ეფერება, უთხარიო, ვხედავ რომ გინდა შენს დაიკოსთან თამაში, მაგრამ ასე ვერ მოეფერები, მოდი გაჩვენებ როგორ უნდა. იღებ მის ხელს და აჩვენებ როგორ მოეფეროს. ასე ბავშვი ხვდება, რომ არსებობს ძღვარი, რომელსაც არ ყნდა გადააბიჯოს.
თავიდან პატარას საწოლში ვდებდი პატარა საჩუქრებს ნატალისთვის. მერე სულ ძვრებოდა მის საწოლში და ეძებდა რამეს. ეს ხერხი არ მომეწონა, რადგან თუ რამეს არ იპოვიდა, უფრო ბრაზდებოდა. ყველაზე კარგი, საუბარია და ეცადე ლუკიანესთან მარტომ გაატარო ხოლმე დრო, ცოტა მაინც. ძილის წინ განსაკუთრებით. მე ჯერ პატარას ვაძინებ, მერე უფროსს. ასე იკლო ყვირილ-წივილმა.
ახლა ისეთი სასაცილოები არიან. პატარა გადატრიალებას სწავლობს, უფროსი უზის გვერდით და აქეზებს, მიდი, მიდდდი smile.gif) რომ გადატრიალდება, ტაშს უკრავს.
ზოგადად ძალიან რთულია და დიდ ენერგის მოითხოვს. უფროსის ისტერიკები მფიტავს და ემოციურად მანადგურებს. ცუდად ჟღერს, მაგრამ ერთი სული მაქვს ხოლმე, დაიძინოს და ცოტა სიჩუმე ჩამოწვეს ჩემს გონებაში. ისე მაქვს ტვინი არეული, ვერ ვიხსენებ ერთი საათის წინ რა გავაკეთე, რა ვჭამე, რა ვთქვი.

Posted by: nopiahopi 5 Oct 2022, 09:34
anibani18
QUOTE
ცუდად ჟღერს, მაგრამ ერთი სული მაქვს ხოლმე, დაიძინოს და ცოტა სიჩუმე ჩამოწვეს ჩემს გონებაში. ისე მაქვს ტვინი არეული, ვერ ვიხსენებ ერთი საათის წინ რა გავაკეთე, რა ვჭამე, რა ვთქვი.


აი მანდ ძალიან გვეშლება როცა ვფიქრობთ, რომ ცუდად ჟღერს ჩვენი დაღლა, ძილის და სიმშვიდის მონატრება.
ასე მგონია, უმრავლესობას ნამდვილად უჭირს და იღლება, უბრალოდ არ აჟღერებენ ხმამაღლა, რომ დედობა არ არის ადვილი.
დედობა რთულია და ამის აღიარება არაა დანაშაული smile.gif


user posted image


ერთხელ ვთქვი სადღაც, აი ისე მინდა უბრალოდ სახლიდან გავიქცე და არავინ მომიკითხოს საერთოდ, დავშორდე რაღაც პერიოდი ოჯახსთქო biggrin.gif ჰოდა 4 შვილის დედამ მითხრა, ნამეტანი ადრე მოგდომებია სახლიდან გაქცევა, 2 შვილი რა არისო ))

რა ვქნა, მაქვს პირადი დროის დეფიციტი და მოთხოვნილება , რომ ცოტა ხნით დავიძინო და არ "ვიდედო" biggrin.gif

მართლა ვაღიარებ მრავალშვილიანი დედები რომ გმირები არიან smile.gif


Posted by: takoo1 5 Oct 2022, 09:42
anibani18
ანა უფროსი ხო ორი წლისაა? საპნითაც რომ დაბანო მგონი არაფერი უჭირს დიდია.
მე ლუკიანეს ტაკოსაც საპნით ვბანდი ხოლმე რო იკუკავდა.ხოლმე მგონია რო ის გელები ვერ ბანს კარგად თუ სპნით არ დავბანე.

აუ როგორ მესმის შენი იციი, ერთი კვირაა სახლში ვარ და უკვე გადავიწვი,ლუკიანეს ქცევა ეს ისტერიკები მაცლის ენერგიას და მანერვოზებს.
ისე მოქმედებს ხანდახან ნერვებს ვერ ვთოკავ,
შენიშვნას არ იღებს ტონს თუ აუწევ უფრი გიჟდება.
მოვა დაკრიჭავს კბილებს და ჩამარტყამს იცი რა გამეტებით.რამეს ეტყვი და ხან თვითონ ჩაირტყამს ხოლმე თავში,სად გავიქცე აღარ ვიცი.
დედაჩემი მოდის ყოველდღე და მეხმარება მარა ლუკიანეზე ვერა.მამამისი რო მოდის აი მაშინ ვისვენებ ცოტას,რო დაიძინებს აი ვეშვები მაშინ.
ხო ეგ ხერხი ვცადეთ ჩვენც,ჩემ ქმარს მოაქ რაღაცეები და ეუბნება აი გაბიმ რა გიყიდაო და უხარია მივა აკოცებს.
როდის შეეჩვევა ნეტა? ორი თვე 5 10 თუ რა დრო უნდა ეს მაინც ვიცოდე,მგონია რო არასდროს არ დასრულდება.
ამასთან ვარ ხშირად,პატარას სულ ძინავს მგონი ჯამში 3 საათიც არ ღვიძავს.ძუძუს თუ ვაჭმევ ეგაა საწყაკი ბავშვი სულ თავის ლოგინში გდია საწყლად,რომც ეღვიძოსsmile.gif
შენი წყნარი გოგოა და გააგებინებ რაღაცას ეს ძალიან ჯიუტია,მანამდეც არ აკლებდა ისე იქცეოდა და ეხლა სულ გადავიდა ჭკუიდან :/
* * *
nopiahopi
აუუ ვაღიარებ მეც რო ბევრი რაღაც მენატრება,
ყველაზე მეტად ჩემ ქმართან ერთად მარტო ყოფნა
ისე მინდა ისე მინდა ხანდახან რო ვიგრუზები:/
დეოც არ მაქ საფიქრალი ხანდახან ვიხსენებ ხოლმე ძველ დროს და ისე მომინდება იქ დავბრუნდე ერთი დღით მაინცsmile.gif
ლუკიანე სხვა ბავშვებივით რო რჩებოდეს ბებოებთან დავტოვებდი და ორი დღით მოვწყდებოდი განვმარტოვდებოდი.
მე მჭირდება ძალიან, ვიღაცას არააქ შეიძლება მაგის მოთხოვნილება და სურვილი.
ეხლა ორნი რო არიან უკვე თავის მოწესრიგებას ძლივს ვასწრებ,ეგეც რო არ ვქნა მართლა დეპრესია დამემართება))))

Posted by: matuti 5 Oct 2022, 10:00
any_body
QUOTE
ეგ უბრალოდ დამთხვევა იქნებოდა, სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელია. რძე სარძევე ჯირკვლებიდან გამოიყოფა ორი ჰორმონის დახმარებით, ხოლო საკვების შემადგენლობა ვერანაირად ვერ უკავშირდება სარძევე ჯირკვლებს, ერთადერთი ხდება ალერგენების გადასვლა სისხლიდან.

დამთხვევა ნამდვილად არ არის. სხვა დღეებში წყნარად არის და როგორც კი შევჭამ რამე „ისეთს“ წვალობს ბავშვი.

Sandra2209
QUOTE
შეუძლებელი ნამდვილად არ არის, რასაც წერს, მეცნიერული თვალსაზრისით, იქიდან გამომდინარე, რომ რძის შემადგენლობა იცვლება, მასში არსებული ნივთიერებების კონცენტრაცია სხვადასხვაა და როცა ეს ნივთიერებები კუჭში ხვდება( ან ნაწლავებში) და შედიან ურთიერთქმედებაში მჟავა( თუ კუჭშია) ან ტუტე ( თუ ნაწლავია) გარემოსთან, მათი დაშლის შედეგად შეიძლება უფრო მეტი აირი წარმოიქმნას ვიდრე სხვა დღეს ( სხვა შემადგენლობის) დედის რძის მონელებისას.

რა კარგად ახსენი, ჩემი სათქმელი თქვი.
* * *
gogatakoo
QUOTE
დეოც არ მაქ საფიქრალი ხანდახან ვიხსენებ ხოლმე ძველ დროს და ისე მომინდება იქ დავბრუნდე ერთი დღით მაინც

აი ამ ბოლოს მეც ეგ მეფიქრება ხოლმე biggrin.gif ხანდახან მენატრება ძველი დრო, თავისუფალი რომ ვიყავი. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემი შვილებისთვის.
* * *
QUOTE
აუ როგორ მესმის შენი იციი, ერთი კვირაა სახლში ვარ და უკვე გადავიწვი,ლუკიანეს ქცევა ეს ისტერიკები მაცლის ენერგიას და მანერვოზებს.
ისე მოქმედებს ხანდახან ნერვებს ვერ ვთოკავ,
შენიშვნას არ იღებს ტონს თუ აუწევ უფრი გიჟდება.
მოვა დაკრიჭავს კბილებს და ჩამარტყამს იცი რა გამეტებით.რამეს ეტყვი და ხან თვითონ ჩაირტყამს ხოლმე თავში,სად გავიქცე აღარ ვიცი.
დედაჩემი მოდის ყოველდღე და მეხმარება მარა ლუკიანეზე ვერა.მამამისი რო მოდის აი მაშინ ვისვენებ ცოტას,რო დაიძინებს აი ვეშვები მაშინ.
ხო ეგ ხერხი ვცადეთ ჩვენც,ჩემ ქმარს მოაქ რაღაცეები და ეუბნება აი გაბიმ რა გიყიდაო და უხარია მივა აკოცებს.
როდის შეეჩვევა ნეტა? ორი თვე 5 10 თუ რა დრო უნდა ეს მაინც ვიცოდე,მგონია რო არასდროს არ დასრულდება.
ამასთან ვარ ხშირად,პატარას სულ ძინავს მგონი ჯამში 3 საათიც არ ღვიძავს.ძუძუს თუ ვაჭმევ ეგაა საწყაკი ბავშვი სულ თავის ლოგინში გდია საწყლად,რომც ეღვიძოს
შენი წყნარი გოგოა და გააგებინებ რაღაცას ეს ძალიან ჯიუტია,მანამდეც არ აკლებდა ისე იქცეოდა და ეხლა სულ გადავიდა ჭკუიდან :/

ჩემთანაც იგივე სიტუაციაა თითქმის. მგონი ყველა ქალი გადის ამ ეტაპს, ვისაც მიყოლებული შვილები ყავს.

Posted by: anibani18 5 Oct 2022, 10:54
nopiahopi
როგორი მადლობელი ვარ შენი ამ სიტყვებისთვის ♡ დედობისა და განსაკუთრებით ბავშვების ირგვლივ ისეთი ვარდისფერი შუქია მოფენილი, რომ თავი დამნაშავე მგონია. არ ვიცი თუ ჩანს ჩემი პოსტებიდან, მაგრამ გულახდილად ვიცი ხოლმე საუბარი. ასე გულწრფელად მოვყვები ხოლმე, რა დღეში მაგდებს ჩემი უფროსი, რამდენს წივის და ყვირის, პასუხად კიდევ უმეტესად ერთს ვიღებ, ჩემი შვილი ასე არასოდეს შვება, ან ზის და საათობით მარტო თამაშობს, მარტო ატარებს დროს.
ჩემს სამეზობლოში ერთი გერმანელი ბიჭი ცხოვრობს, ორი ბიჭი ყავს და ისეა შვილების აღზრდაში ჩართული, როგორც, მაგალითად, მე, ანუ უვლის მათ თავიდან ბოლომდე. ამას წინათ, თავად დაიწყო საუბარი, თუ რაოდენ რთულია იყო მშობელი, რამდენად ფუჭდება ცოლ-ქმრის ურთიერთობა ბავშვების შემდეგ, როგორ იცვლება ცხოვრება და არაფერი რჩება ძველი დროიდან. ამ ფორუმის მიღმა, ეს იყო პირველი საუბარი რეალურ ცხოვრებაში, როცა ვინმემ მითხრა, რომ მისი შვილი ცუდად იქცევა, რომ დაღლილია, რომ დასვენება სჭირდება შვილებისგან, რომ ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორც ბავშვებამდე.
მგონია, რომ გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს, ან თუ არ შეგიძლია იყო გულწრფელი, მაშინ გაჩუმდი და კიდევ უფრო ნუ თრგუნავ სხვას და უყვები, როგორი უპრობლემოა შენთვის მშობლის სტატუსი. ვიცი, მოვა დრო და მომენატრება ეს დღეები, მაგრამ დღესდღეობით ისეთი დაღლილი ვარ, რომ ამ წუთებით მხოლოდ ტკბობის ძალა არ მაქვს.

gogatakoo
გაივლის, თაკო, აუცილებლად. დრო მიეცი. სათქმელად ადვილია, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები.
ნუ ეჩხუბები, ეს მასზე პირიქით იმოქმედებს, მშვიდად ესაუბრე. რასაც მე დავკვირდი, ძალიან მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე ქმედებაზე ყოველთვის, ყველას ერთნაირი რეაქცია ჰქონდეს. ანუ, მაგალითად, ტანტრუმის დროს, შენც, მამაც, ბებიაც და ვინც იქნება ერთნაირად მოიქცეთ, თუ აიგნორებთ, მშვიდად დააიგნორეთ ყვირილი ყველამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირევა ბავშვი. თუ ტელეფონს არ აძლევთ, ყველამ არ მისცეთ და ა.შ.
კვებაზე რაც შემიძლია გირჩიო, არის, მოიფიქრე ლუკიანესთვის აქტივობა, ან სათამაშოების ყუთი იქონიე, რომელსაც მხოლოდ ძუძუთი კვების დროს მისცემ ლუკიანეს.
თუ გარტყავს, ირტყავს ან იცინის მაშინ, როცა შენიშვნებს აძლევ, ამით გეუბნება, რომ შენზე ნაწყენია.
მეც მენატრება ძველი დრო, ჩემი თავი მშობელი სანამ გავხდებოდი., მენატრება ის სითბო რაც მე და ჩემს ქმარს გვქონდა... ჩემმა მეანმა მითხრა თათუნას დაბადებისას, ის თუ როგორია ადამიანი რთულ მომენტებში ჩანსო. მართლაც ასეა, უძილობა, გადაღლა, სტრესი ადანიანში ყველაფერ უარყოფითს ააქტიურებს და ზედაპირზე ამოაქვს.

matuti
დაიბადა შენი პატარა? ♡

Posted by: matuti 5 Oct 2022, 13:24
anibani18
QUOTE
დაიბადა შენი პატარა? ♡

კიი, 1 თვის ხდება 8-ში smile.gif დავწერე აქ პოსტიც, ალბათ არ გინახავს. საკეისროთი გავაჩინე 39.3 დღეზე. უფროსი დედასთან მყავდა დატოვებული. კი გაჩერდა, დიდად არ ტიროდა, მაგრამ თითქმის არ უჭამია და არც წესიერად ეძინა იმ დღეებში. სტრესი მიიღო თავისებურად ბავშვმა. ვერ ვიტყვი რომ ეგოისტობს პატარა ძამიკოსთან, ხშირად ეფერება, მაგრამ ცოტა უხეშად გამოსდის, არ იცის ჯერ როგორ მოექცეს, კი ვუხსნი, რომ პატარაა და ეტკინება, მაგრამ ვერ იაზრებს ბოლომდ ე.

Posted by: Sandra2209 5 Oct 2022, 13:43
matuti
8 სექტემბერს გააჩინე? ჩემი გოგოც 8 სექტემბერს არის დაბადებული, ოღონდ 2021 წელს <3 წარმატებული და ბედნიერი ბიჭი გაგეზარდოს

gogatakoo
გილოცავ პატარას დაბადებას <3 ცოტა უნდა გაუძლო და ისე დალაგდება ყველაფერი ვერც შეამჩნევ<3

Posted by: matuti 5 Oct 2022, 13:47
Sandra2209
QUOTE
8 სექტემბერს გააჩინე? ჩემი გოგოც 8 სექტემბერს არის დაბადებული, ოღონდ 2021 წელს <3 წარმატებული და ბედნიერი ბიჭი გაგეზარდოს

კი, 8 სექტემბერს smile.gif დიდი მადლობა, გაიხარე. იგივეს გისურვებ თქვენც love.gif

Posted by: takoo1 5 Oct 2022, 16:13
matuti
მარტო მე არ ვარ ამ დღეში ანუ biggrin.gif რამდენია სხვაობა პატარებს შორის?
ალბათ ასაკსაც გააჩნია 2,4 წელია ჩვენთან და არ ყოფილა მარტივი.მიყოლება ჯობიაო რო ამბობბენ ერთი იმათ ტვინში ჩამახედა რა :/ ალბათ ნამეტანი წყნარი შვილები ყავთ.
რო მცოდნოდა ესე შეეცვლებოდა ხასიათი ერთი წელი არ ვიფიქრებდი კიდე.
უკვე ორსულად ვიყავი ამან რო აურია და.. აურია და აურია smile.gif
anibani18
ძუძუთი კვების დეოს მგონი ყველაზე ნორმალურად იქცევა,იქვე ვუზივარ ხოლმე და ველაპარაკები მაგაზე არააქვს დიდად რეაქცია.ზოგადად გაღიზიანდბულია.
აი დღეს ეზოში ჩავიყვანეთ მე და დედაჩემმა ორივე.
დედაჩემს მივაბარე გაბრიელი სპეციალურად და მე ლუკიანესთან ვიყავი,არ დამსვა სკამზეც კი
დედა დედა ესე უაზროდ წუწუნებს ან ტირის. არც საქანელა უნდოდა არც სტადიონზე შემომყვა.თავის მანქანაზე იჯდა და იქაც ისტერიკებს აწყობდა რა უნდოდა ვერ გავიგე.გადიი მეჩხუბება ძაან დავიღალეsad.gif სახლშიო მერე დაიწყო არადა ეზო უყვარს ძლივს ამყავს სახლში.
არვიცი გაბრიელიც იქ რო იყო იმიტო თუ ესე რატო მოიქცა.
ძალიან არაადეკვატურია ამ ბოლო დროს.ალბათ იმანაც იმოქმედა სამი ღამე ჩემს გარეშე რო იყო
მოკლედ ვატყობ დეპრესია არ ამცდება კიარადა მგონი უკვე მაქ(

* * *
Sandra2209
მადლობა❤️ იმედია მალე დალაგდება

Posted by: narkozeli 5 Oct 2022, 18:01
anibani18
QUOTE
მგონია, რომ გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს, ან თუ არ შეგიძლია იყო გულწრფელი, მაშინ გაჩუმდი და კიდევ უფრო ნუ თრგუნავ სხვას და უყვები, როგორი უპრობლემოა შენთვის მშობლის სტატუსი. ვიცი, მოვა დრო და მომენატრება ეს დღეები, მაგრამ დღესდღეობით ისეთი დაღლილი ვარ, რომ ამ წუთებით მხოლოდ ტკბობის ძალა არ მაქვს.


ნამდვილად.

ყველაზე მეტ სიყალბეს მე პირადად დედებისგან ვაწყდები smile.gif სამწუხაროდ. ყველაზე მეტს დედობაში იტყუებიან გოგოები ჩემი დაკვირვებით))


* * *
მადლობა თქვენ გულწრფელობისთვის.

მეც არ მჯერა რომ ვინმეს მიყოლებული და 1-3 წლის შუალედის ბავშვები არ უჭირს. გამონაკლისები იქნება იმ შემთხვევაში, როცა 24 საათიანი დამხმარე გყავს მინიმუმ 1 და 2. არც ის მჯერა რომ იდეალური და მარტივი ბავშვები არსებობენ, განსაკუთრებით toddler ასაკში.
მაგ ლოგიკით ვაჩეც საკმაოდ მარტივი ბავშვი იყო ჩვილობაში მაგრამ 2-3 წელი საკმაოდ ბევრი სირთულით იყო სავსე.

Posted by: matuti 5 Oct 2022, 18:24
gogatakoo
QUOTE
მარტო მე არ ვარ ამ დღეში ანუ  რამდენია სხვაობა პატარებს შორის?
ალბათ ასაკსაც გააჩნია 2,4 წელია ჩვენთან და არ ყოფილა მარტივი.მიყოლება ჯობიაო რო ამბობბენ ერთი იმათ ტვინში ჩამახედა რა :/ ალბათ ნამეტანი წყნარი შვილები ყავთ.
რო მცოდნოდა ესე შეეცვლებოდა ხასიათი ერთი წელი არ ვიფიქრებდი კიდე.
უკვე ორსულად ვიყავი ამან რო აურია და.. აურია და აურია

ჩემებს შორის 1.9 თვეა სხვაობა. მგონი ტყუპების გაზრდა უფრო ადვილია, ვიდრე მცირე სხვაობის ასაკის ბავშვების.
* * *
QUOTE
გადიი მეჩხუბება ძაან დავიღალე

აი ჩემი იქცეოდა ეგრე პირველ დღეებში სამშობიაროდან რაც გამოვედი მის მერე. მგონი სტრესის ბრალია, რაც დედის გარეშე გაატარა იმ დღეების. დედაჩემმა მითხრა შენი კაბა რომ დაინახა დაკიდებული, ჩამოუგდია გაბრაზებულს. ასე გამოხატა საყვედური რომ დავტოვე.

Posted by: Sandra2209 5 Oct 2022, 18:28
narkozeli
არ შემიძლია არ დაგეთანხმო ტყუილებში და სიყალბეში, რატო ცდილობენ სხვა ადამიანების ასე დასტრესვას, როცა თვითონაც იგივე აქვთ გამოვლილი ვერ ვხვდები.
.matuti
დიდი მადლობა <3

Posted by: anibani18 5 Oct 2022, 21:05
matuti
გილოცავ ♡♡ ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოა უფალმა ♡
არ მინახავს შენი პოსტი. როგორ ჩაიარა საკეისრომ? რამხელაა შენი უფროსი? დაახლოებით ერთი ასაკის არიან ჩვენი შვილები მგონი, არა?
კი,სტრესია აბა რა. მე ძალიან აწყობილი ბავშვი დავუტოვე დედას და ჩემს ქმარს. მოვედი და ასე მეგონა შვილი შემიცვალესთქო.
აი, ეს სტატია ნახე. ამ გოგოს აღზრდის თავისებური მიდგომა აქვს, მაგრამ ზოგი რჩევა მადგება მე პირადად. ფეისბუქზე შეგიძლია დაუსვა კითხვა და ძალიან მეგობრულად და კარგად პასუხობს ხოლმე.
https://www.janetlansbury.com/2017/08/my-toddlers-a-little-rough-with-the-baby/
ვერ ზომავენ ზოგადად ძალებს პატარები, მე ასე მგონია. ჩემი ძალიან ალერსიანია უმცროსთან მიმართებაში, თუმცა ხანდახან მასაც სჭირდება შეხსენება, რომ ძალები მოზომოს. ვცდილობ ერთად გაატარონ ხოლმე დრო, არ ვზღუდავ, ანუ ხალიჩაზე წვანან ხოლმე ერთად. მაგრამ როცა კონტტოლის ძალა და დრო არ მაქვს, მანეჟი გავშალე და შიგნით ვაწვენ პატარას. ეს არის ჩემთვის ერთგვარი უსაფრთხო სივრცე.
gogatakoo
დრო მიეცი, თაკო. ვიცი რა რთულია. ლუკიანეც ცოდოა, ჰგონია, რომ აღარ გიყვარს ძველებურად. უნდა დარწმუნდეს, რომ შენი სიყვარული მისდამი ისევ ადგილზეა და არაფერი და არავინ მას არ ემუქრება. გამაგრდი და მოთმინევა მოიკრიბე ♡ გინდა მოგცე ნომერი იმ ფსიქოლოგის, ვისაც მე ვესაუბრე?
ჩემმაც იცის ასე, დამყვება კუდში, დედა ანა, დედა ანა და მოსთქვამს. ვერ მიხვდები და უნდა. არ ვიცი ამას რა მოვუხერხო. სიმშვიდე შეინარჩუნეთო, calm down your reactivity. ასეთ რჩევას ვაწყდები ყველგან, მაგრამ ჯერ არ გამომდის.
ჩვენს შემთხვევაში 2 თვეში ცოტა დამშვიდდა სიტუაცია. თუმცა ბავშვი ძალიან შეიცვალა, ასაკიც მოემატა ალბათ და ესიცაა მიზეზი. მე ველოდები იმ დროს, როცა ოდნავ გამარტივდება ცხოვრება და ოდნავ დამოუკიდებელი გახდება.
შემდეგ წელს ბარში მინდა შევიყვანო და ამაზე ფიქრი უკვე სულს მირევს.
narkozeli
გეთანხმები. ძალიან ბევრი სიცრუე და სიყალბეა გარშემო. ალბათ ამ სიცრუით საკუთარ თავსაც ამშვიდებენ.
მყავს მრავალშვილიანი ნათესავები, ამხანაგები, როცა რამე კითხვა მიჩნდებოდა ბავშვთან მიმართებაში, ვეკითხებოდი ადრე. მაგალითად, ჩვილობაში კოლიკები აწუხებდა, ტიროდა საათობით. ვკითხე რამდენიმეს და იუარეს, არ ვიცით ასეთი არაფერიო. ანუ, არა კოლიკი, არა გაზები, არა ტანტრუმი, არა წუწუნი - ნუთუ სამი შვილის პატრონს არც ერთხელ არ შეხვედრია აქედან რომელიმე. რთული დასაჯერებელია.
matuti
ჩემებს შორის 1,8 თვეა. გეთანხმები, ტყუპი ალბათ უფრო მარტივი გასაზრდელი უნდა იყოს. სანამ მეორე გაჩნდებოდა, ისე მეშინოდა ჩვილის, მეგონა ეს იქნებოდა ყველაზე რთული. პატარა, ანგელოზი მყავს, რომ ვხედავ სული მითბება, უფროსი მაწამებს, ძალას მაცლის.

Posted by: matuti 5 Oct 2022, 21:27
anibani18
მადლობა ანი, გაიხარე love.gif
კარგად ჩაიარა საკეისრომ, პირველი უფრო გამიჭირდა რატომღაც, ეხლა ყოჩაღად ვიყავი, ალბათ პირველზე სტრესის გამო, ბავშვი რეანიმაციაში რომ იყო. რეაბილიტაციის პერიოდმაც ეხლა უფრო სწრაფად და უკეთ ჩაიარა. როგორც კი ინტენსიურიდან პალატაში გადამიყვანეს, ბავშვი ჩემთან მყავდა და ვუვლიდი, ძუძუც ყოჩაღად მოწოვა.
გაგუაში გავიკეთე. კმაყოფილი ვარ ზოგადად. ექიმის რჩევით ბოლო კვირამდე მივიყვანე ორსულობა (ყელმაც შემიწყო ხელი, 38 მმ-ს არ ჩამოსცილებია მთელი ორსულობა, ნაადრევად არ გახსნილა), მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა ბოლო კვირები, ასე მერჩივნა მეც, წინა ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე. მოვლითი ტკივილები რომ დამეწყო, წავედი და 2,5 თითზე ვიყავი უკვე გახსნილი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბავშვიც ჯანმრთელი დაიბადა და ჩემთან იყო პირველივე დღიდან.
დიდი ნაყოფი იყო, 4.300 დაიბადა, თან ჭარბწყლიანობა მქონდა, წონაც დიდი მაქვს და აგვისტოს სიცხეში ძალიან გავწამდი, ერთი სული მქონდა გაჩენილიყო. უფროსი ბავშვიც მოსავლელი მყავდა, მთელი დღე მარტო ვიყავი საღამომდე, სანამ ჩემი მეუღლე მოვიდოდა სამსახურიდან. მე კი სულ მეძინებოდა და დაწოლა მინდოდა. მოკლედ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მადლობა ღმერთს მშვიდობით მოევლინა ჩემი ბიჭი ქვეყანას.

ბავშვებს შორის სხვაობა 1.9 თვეა, უფროსი 1.10 თვის ხდება ეხლა (8 იანვარს არის დაბადებული). შენი გოგონა ცოტა დიდია მგონი ჩემსაზე, 2 თვით თუ სწორად მახსოვს.
ჩემიც შეცვლილი დამხვდა, არეული ქონდა რეჟიმი. მე მიყვარს როცა აწყობილი გვაქვს ჭამის და ძილის რეჟიმი. ასე ბავშვისთვისაც უკეთესი მგონია და დედისთვისაც.

Posted by: any_body 5 Oct 2022, 23:04
Sandra2209
რა თქმა უნდა დედის რძე ყოველ კვებაზეც კი იცვლება, უბრალოდ ლობიოს მიღებებია შემდეგ, ოლიგოსაქარიდი რომელიც ვერ აითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ როგორ უნდა მოხვდეს რძეში არ ვიცი.
ღრმად არ ჩავძიებულვარ მაგ საკითხს ნამდვილად.

gogatakoo
უი წყლიანი განავალი ჰქონდა კუჭის აშლის დროს? sad.gif

matuti
გაზები აწუხებს ხოლმე ?

Posted by: Sandra2209 5 Oct 2022, 23:26
any_body
ოლიგოსაქარიდებს ასე უდიერად ნუ მოვიხსენიებთ, ყველა საკვები და მათ შორის დედის რძეც სწორედ ოლიგოსაქარიდებისგან შედგება, გაზებს ოლიგოსაქარიდები არ იწვევს, საკვების დაშლის პროცესის დროს გამოიყოფა აირები, არ აქვს მნიშვნელობა ეს რძე იქნება თუ სხვა რამ და დამოკიდებულია საკვების შემადგენლობაზე, ხოლო რძის შემადგენლობა დედის რაციონზე.
ეს საკითხი ნამდვილად საჭიროებს ჩაღმავებას არადა, ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროცესია.

Posted by: any_body 5 Oct 2022, 23:55
Sandra2209
ერთ-ერთი ოლიგოსაქარიდია რომელსაც ვერ ითვისებს ადამიანის ორგანიზმი და ამიტომ გამოიყოფა ჭარბად აირები, ეს ვიგულისხმე.

Posted by: takoo1 6 Oct 2022, 08:53
any_body
გინდა ჩავუღრმავდეთ გინდა არა ფაქტი ფაქტად რჩება,თუ ბავშვი ხშირად ან სულ წუწუნებს და აწუხებს გაზებია თუ კოლიკები ეს სხვა თემაა
მაშინ რაც არ უნდა ჭამოს დედამ მაინც შეაწუხებს
მაგრამ როცა აი მაგალითად დღეები გადის არ ტირის,შეჭამს დედა რაღაც ისეთს და სიტუაცია იცვლება როგორ შეიძლება ეს დამთხვევა იყოს.
ერთხელ,ორჯერ, სამჯერ.. დედაზე უკეთ ვინ ხვდება როდის რა აწუხებს მის შვილს?ეგრე მეუბნებოდნენ არაფერს უზამსო გაიდლაინებით ეხლა ყველაფეის წამა შეიძლებაო და ღორის ხორცზე საშინლად აეშალა კუჭი და მუცელი ტკიოდა ბავშვს,
* * *
anibani18
ხო ვიცი და მაგიტო განვიცდი ესეთს რო ვუყურებ ვერ ვეგუები,ესე მგონია სხვა ბავშვია მომენტებში
მთელი დღე რო უყურებ თან ძალიან სტრესულია
ყოველ წუთას დაძაბული ვარ.ეხლა არ იტიროს ეხლა არ მოაწყოს ისტერიკა,მთელი დღე ვეფერები და მაინც ისეა ჯერჯერობით არააფერი შეცვლილა.
ეხლა ორი ღამეა იღვიძებს და კივის,გადიიი მერე მოდი დედიკოო.იქნევს ფეხებს,ძლივს ვაწყნარებ თუ ძაან გააფრინა უკვე ტონს ვუწევ თორე არ წყნარდება ისე.ძილიც თუ აერია გავგიჟდები
რამე დამამშვიდებელი ხო არ უნდა თქო ვფიქრობ
აბა ესე ცოდოა თვითონაც.
სადამდე მეყოფა ძალა და ენერგია არ ვიცი ანი
ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირს,უძილობაზე აღარაფერს ვამბობ.
* * *
matuti
არა ამან მანამდეც იცოდა ეს გადიი,მე არ მეუბნებოდა ოღონდ.ეხლა მეც არ მინდობს.

Posted by: Sandra2209 6 Oct 2022, 10:17
any_body
ვერ ითვისებს ძალიან არასწორი ნათქვამია, ოლიგოსაქარიდს, დაუშლელად ადამიანის ორგანიზმი ისედაც ვერ ითვისებს, უნდა დაშალოს. ადამიანის ორგანიზმი რომ რამეს ვერ ითვისებდეს და ვერ შლიდეს და კუჭში შეუთვისებლად რჩებოდეს, წარმოიდგინე მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენ რამეს ვჭამთ და მათგანბრამდენიმე პპმიც რომ კუჭში რჩებოდეს შეუთვისებლად ზრდასრულ ასაკში გადავსებული გვექნება კუჭი.
ვერ ითვისებს არა, უბრალოდ ამ ნივთიერებების დაშლის რეაქციებს მეტი აირის გამოყოფა ახასიათებს, ქიმიურ, ბიოქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს ხშირად ახასიათებთ აირის გამოყოფა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ისევე ჩვეულებრივი, როგორც დედის რაციონზე რძის შემადგენლობის დამოკიდებულება, ფეისბუქის რომელიმე ჯგუფი თუ სხვანაირად ავრცელებს ეს არ ნიშნავს რომ აპრიორი სწორია.
gogatakoo
ეგრეა ნამდვილად, მაგაში საკამათოც კი არაფერია, როგორც სხვადასხვა პრეპარატის მიღება არ შეიძლება ლაქტაციის დროს, რადგან ბავშვის ორგანიზმში გადადის მოქმედი ნივთიერება, ანალოგიურად არის კვების დროსაც.
ხალხი ლაზერულ ეპილაციას არ იკეთებს ლაქტაციის დროს, არ შეიძლებაო და მეორეს მხრივ საკვები არ მოქმედებს დედის რძეზეო, ცოტა ლოგიკას ვერ ვხვდები.

Posted by: any_body 6 Oct 2022, 14:47
gogatakoo
ყველას სხვა გამოცდილება აქვს ეგრე თუ მივუდგებით. განსხვავებული ფაქტიც ბევრი ვიცი, რომელიც ასევე ფაქტად დარჩება :დ

Sandra2209
კონკრეტულ ერთ ოლიგოსაქარიდზე ვამბობ რომელის ათვისებაც ვერ ხვდება, დაშლის შედეგადაც.
მე ცოტა სხვა შეხედულება მაქვს ამ თემაზე.
ჯგუფს რომელსაც გულისხმობთ ალბათ, დიდი ხანია დაბლოკილი ვარ და ნამდვილად არ ვიცი რას ავრცელებენ.

Posted by: takoo1 6 Oct 2022, 16:24
any_body
რათქმაუნდა ყველას ერთნაირი გამოცდილება ვერ გვექნება ამაში საკამათო არაფერია,
ვიღაც შეიძლება არ იზღუდავს თავს და ყველაფერს მიირთმევს,ბავშვი კი არ წუხს.
ეს იმას ხო არ ნიშნავს რო რადგან მისი ბავშვი არ წუხს სხვასაც იგივე რეაქცია უნდა ქონდეს.
ისევე როგორც ალერგია.ვიღაცის ბავშვს არააქვს კონკრეტულ საკვებზე ალერგია და ვიღაცისას აქვს.
ფაქტი არის ის რო რძე მოქმედებს ბავშვზე და რა იშლება და რისი ათვისება ხდება მაგდენი ეხლა ნამდვილად არვიცი და არც ვეძიები.
მე ორივე ბავშვზე ფაქტებს ვყვები ჰაერზე დაუფიქრებლად არ ვწერ,ამდენჯერ თუ დაემთხვა და "პროსტა ტაკ " ტიროდა არვიცი biggrin.gif
ყველასთან როგორ ემთხვევა ძაან სისულელეა მგონიsmile.gif

Posted by: Sandra2209 6 Oct 2022, 16:35
any_body
ეგ დავწერე ზუსტად რომ ყველაფრის ათვისება და გადამუშავება ხდება და ორგანიზმში არ რჩება, ნუ თუ ნაღვლის ბუშტის კენჭებს და ნალექს არ განვიხილავთ.
ოლიგოსაქარიდი უბრალოდ შაქრის დიდი მოლეკულაა, სახელი შეიძლება ისე ჟღერს, რომ რამე განსაკუთრებულს ნიშნავს, მაგრამ ასე არაა.
არის რაღაცები, რაც ჩვენს შეხედულებაზე ვერ იქნება დაფუძნებული, როცა მათ შესაფასებლად მეცნიერული ფაქტები არსებობს.

Posted by: nino84 6 Oct 2022, 20:54
გოგოებო, გაგოშიძის ცენტრში ხომ არ გყოლიათ ბავშვი, ვის მირჩევთ, ვისთან მივიყვანო?
* * *
anibani18
რა ნაცნობი სიტუაციაა, მეგონა ჩემ უფროს გოგოზე წერ. დილას ბებოსთან ვუშვებ და საღამოს მოგვყავს, იმ რამდენიმე საათშიც ახერხებს ჭკუიდან გადაგვდგას. მაქსიმალურად ვაიგნორებთ მის ისტერიკებს მაგრამ რა ნერვების ფასად.

Posted by: anibani18 6 Oct 2022, 21:27
matuti
რა ბედბიერებაა, რომ ყველაფერმა მშვიდად და ბედნიერად ჩაიარა ♡
ორსულობა რთულია მაინც, თან როცა პატარა გყავს.
სწორად გახსოვს, 2 თვით უფროსია. 2 წლის გახდა სექტემბრის ბოლოს.
რეჟიმი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ვაკვირდები ბავშვისთვისაც ასე მგონია, ერთგვარი სიმშვიდისა და სტაბილურობის ნიშანია ეს პატარასათვის.

gogatakoo
აუ, რა ჯარგად მესმის შენი, თაკო.
ძილი ჩემსასაც აერია. იღვიძებდა ღამე და მერე საათობით არ იძინებდა, თან თუ ამ დროს პატარამ გაიღვიძა და უნდა მიმეცა საჭმელი, ან გამომეცვალა, ერთ ამბავს მართავდა. საწყალს ხან იატაკზე ვუცვლიდი, ხან სად. შეზლოგში ჩავაწვენდი და ფეხებთა ვიდგამდი, სანამ უფროსი წიოდა და ყვიროდა. უფლის წყალობით, ეს სყლ თავიდან ხდებოდა, როცა ჩვილებს ხმაური არ უშლით ხელს და თათუნასაც მშვიდად ეძინა.
ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ, თაკ, იქნებ გამოგასგეს. ამ ისტერიკების დროს ახსნა-განმარტება, საუბარი, ალერსი, არაფერი არ ჭრიდა ჩვენთან. უბრალოდ მშვიდად ხარ მის გვერდით, ელოდები სანამ დამშვიდდება. პირველად რომ ვცადე დამშვიდება, სულ სახეში და მუცელში მირტყა ხელ-ფეხი. მერე რომ მშვიდდებოდა, ან მეორე დღეს, ვეუბნებოდი, რომ ეს ჩვენი გოგონაა, რომ უნდა მოვუაროთ, რომ ძველებურად მიყვარს და ა.შ.
მეორე კიდევ, ჩართე თეთრი ხმაური. მე ფიშერ პრაისის ლამპა ვუყიდე, ოდნავი ნათება აქვს და მაგას ვურთავ, თან ხმებს გამოსცემს. ეს არის საოცარი ლამპა, ჯადოსნური, რაც ჩავურთე, არც ერთხელ არ გაუღვიძია მას შემდეგ.
თაკო, გამაგრდი და მოთმიენბა მოიკრიბე. ზოგადად კი დამშვიდდა ჩვენთან სიტუაცია პატარასთან მიმართებაში, მაგრამ ნატალი სხვანაირი გახდა. წუწუნა სულ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერზე ჩხუბი აქვს ატეხილი, მთელი დღე ტირის და ჩხუბობს, ყველაფერზე. რკინის ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს, ამას რომ გაუძლო.
პატარ როგორია? მე ჩემს ქუნქულა გოგონას რომ ვუყურებ, მის კისკისს ვისმენ, მაშინ მემატება ძალა. თან გონებაში ვფიქრობ, ნეტა შენ რა ქარ-ცეცხლში გამომატარებ smile.gif)

Posted by: Anabeli111 7 Oct 2022, 00:17
გოგოებო, კითხვებით მოვედი :დ

1. ჩემი გოგო არის 2 დღის ,მე3 დღე ხდება. მეორე დღეს დილიდან დაეწყო ძილში კრთომა. უცებ შეხტება ხოლმე ხშირ-ხშირად, ნორმალურია?

2. რძე მაქვს საკმაოდ, ანუ ვიცი რო ჰყოფნის, რადგან რო მოწოვს,მერე კარგად სძინავს. უბრალოდ აქვს გაზები (რადგან ხშირად ვგრძნობ ხელზე მის პრუწუნებს biggrin.gif როცა რიტმულად ვუტტყამ ტაკოზე), ასევე ხანდახან ვუდებ ძუძუს და თავს აქნევს, თან უნდა ჩადება, მაგრამ ის ძუძუ არ უნდა, რომელსაც ვუდებ, არადა რძე გამოდის. ეს რას ნიშნავს? biggrin.gif

3.ვიცი რომ მთლიანად უნდა ჩაიდოს არეოლა,მარა პირს მეტზე ვერ აღებს ჯერ და სანამ არ ჩაიდებს კარგად მანამდე ასე უნდა გამძვრეს სული ყოველი ჭამისას? biggrin.gif

4. შემწვარი კარტოფილი გაზებს დაუგროვებს? (რძით არ გადადის, გადადის საკამათო თემაა ამიტომ პირადი გამოცდილებით, თუ ჰქონია კარტოფილზე გაზები ბაიას.). და ახლანდელი შემრეშილი პამიდორის ჭამა თუ შეიძლება. მწვანე როა და ოდნავ ვარდისფერდება.

Posted by: matuti 7 Oct 2022, 00:34
Anabeli111
მომავალი მშობლების ჯგუფში დაგიწერე რჩევები smile.gif
აქ ერთს დავამატებ, თუ პირს ვერ აღებს და არეოლა დიდია მისთვის, ჭამის წინ ცოტა გამოიწველე რძე, რომ დარბილდეს ძუძუ და ადვილად ჩაიდებს ასე. რძე რომ ბევრი გაქვს, ეგ კარგია, მაგრამ გადავსებული ძუძუ დიდია და ვერ იდებს პატარა კარგად. ამიტომ ჯობია ცოტა გამოიწველო თავიდან.

Posted by: emiblack 7 Oct 2022, 08:20
Anabeli111
1) გაზები რადგან აქვს ალბათ მაგის გამო კრთის , თუმცა დაეკითხე მაინც პედიატრს . ჩემსასაც გაუკეთებია, მაგრამ ძალიან იშვიათად .
2) ჩემი შვილიც არჩევს როდის რომელი ძუძუ უნდა. დაბადებიდან ასე იყო და უამრავ მიზეზს ვეძებდი. ახლა უკვე თვითონ ამბობს ეს ძუძუ დახულე, მეოლე მინდა )))) ხასიათის ამბავია შეიძლება . ან თუ ზედმეტად გადავსებულ ძუძუს აძლევ ვერ ერევა, ან მუცელი ტკივა და ძუძუს ეჩხუბება .
3) მე ძუძუს ვაბრტყელებდი ხელით რო ჩატეოდა არეოლა, თუმცა მიუხედავად კარგი მოჭიდებისა პირი პატარა ქონდა და მთლიანად არ ეტეოდა.
4) მე ვჭამდი ყველაფერს , ან. არსერთ პროდუქტზე არაფერი განსაკუთრებული არ შემიმჩნევია . კოლიკა არ ქონია და გაზებზე ძალიან შველოდა ტამი ტაბი. ასევე მე ვასმევდი ესპუმიზანს და კმაყოფილი ვიყავი . სხვათაშორის ერთერთმა ძალიან კარგმა პედიატრმა მითხრა ტკბილი შეზღუდეო ზედმეტი ნახშირწყალი დაუგროვებს გაზებსო და ცოტა ხანი შევზღუდე , თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ შემიმჩნევია, მე ძაან გამიჭირდა და დავაბრუნე ნამცხვრები რაციონში))
* * *
2 ბავშვის დედიკოებს გამხნევებებს ვუგზავნი <3 ცოტა ხანი გაუძელით გოგოებო და მერე მაინც მიყოლებული ბავშვები უფრო მარტივი დასამენეჯმენტებელია. ან ორივე ბაღშია , ან ორივე სკოლაში, მერე ორივე უნივერსიტეტში. ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან და მოკლედ დიდ საქმეს აკეთებთ. რაც შეეხება იმას რო უფროსს უჭირს ემოციურად პირველი პერიოდი, ჩემი დაკვირვებით, დიდი სხვაობა როცაა მაშინაც არანაკლებ უჭირთ. რთულია ახალშობილი გყავდეს და უფროსსაც არ მოაკლდეს ძველი ყურადღება, რთული კი არა შეუძლებელიცაა. ამიტო იფიქრეთ იმაზე რო მალე გაივლის ეს რთული პერიოდი და მერე ერთიანად დატკბებით წამოზრდილი ბავშვების კომფორტით <3 და რაც მემგონი ყველაზე რთულია ორსულობას გაუძელით ბავშვთან ერთად , ახლა 1წელიც და ამოისუნთქავთ <3

Posted by: anibani18 7 Oct 2022, 08:59
nino84
ბებოსთან როგორ იქცევა ხოლმე? მე დავაკვირდი, რომ ასეთი ქცევა მხოლოდ ჩემთან აქვს. ბებოსთან ზის და ჩუმად თამაშობს ხოლმე. მამასთან მშვიდადაა, ჩემთან მხოლოდ წუწუნი, ყვირილი და ტირილია. შეიძლება იმიტომ, რომ ერთდროულად 9 საქმე უნდა გავაკეთო და მთლიანად მას იშვიათად შემიძლია დავუთმო ყურადღება.
მართლა ძალიან რთულია.

Anabeli111
1. კრთომა რამდენადაც ვიცი ნორმალურია. ხელებს თუ უცებ გადაშლის ხოლმე და წამოხტებასავით, ესიც ჩვეული ამბავია, ვარდნის, მგონი სწორად ვამბობ, რეფლექსია და რამდენიმე თვეში გაუვლის.
2. ლაგამი შეუმოწმე. ჩემი პატარა ასე აკეთებდა, ძალიან უჭირდა მოჭიდება. ლაგამი ჰქონდა.
3. თავიდან მტკივნეულია ძალიან. მე მტკიოდა ყოველ შემთხვევაში. მერე გაივლის ნელ-ნელა. სასაცილო შეხარებაა, მაგრამ ჰამბურგერივით დააბრტყელე ძუძუ და ისე ჩაუდე. არა მგონია რომელიმე ახალშობილს მთლიანი არეოლა ჩაეტიოს პირში, უბრალოდ მხოლოდ თავს ნუ წოვს. ტუჩები არ ჰქონდეს კიდევ შიგნით ჩაბრუნებული დააკვირდი.
4. მე ლაქტაციაში ძალიან გამოცდილი არ ვარ, მაგრამ რა პერიოდიც ვაჭმევდი, ვჭამდი ყველაფერს. უბრალოდ მე ვჭამ ბოსტნეულს, ხილს და რძის პროდუქტებს. ლობიოც მიჭამია. ღორის ხორცი, არა, რადგან არც მიყვარს. მარტო ვიყავი ბავშვთან და საჭმელს ვერ ვარჩევდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ვჭამდი ყველაფერს. ერთი პერიოდი რძის პროდუქტები ამოვიღე, მაგრამ როგორც ტიროდა იქამდე, ისე გაარძელა რძის პროდუქტების გარეშე. ჩემსას ძალიან აწუხებდა კოლიკა და გაზები ძუძუზეც და ხელოვნურზეც. მეორეზე ისევ ყველაფერს ვჭამდი და არც გაზებს შეუწუხებია და არც კოლიკას. კარტოფილიც მიჭამია.
ისე კარგია გაზებზე რომ გადის, რომ არ გადიოდეს მაშინ უფრო შეწუხდებოდა.
გაზებზე ტამი ტაბი, თბილი პილიონკა, მუცელზე დააწვინე სიფხიზლის დროს, ველოსიპედი ვარჯიშები, მუცლის მასაჟი. ესენი გიშველით.

Posted by: nino84 7 Oct 2022, 12:01

. anibani18
ბებოსთან კარგად იქცევა, სახლშიც როცა პატარას ძინავს და მასთან ვართ უკეთესად იქცევა. ერთი რაზეც მადლობელი ვარ არ ვნებს პატარას არაფერს, ეგეც ბევრს ნიშნავს.

არ ვიცი როდის იქნება უფრო მარტივი. ამ ეტაპზე ზოგჯერ მინდა გავიქცე სახლიდან მთელი დღე სახლში მარტო პატარასთან ხმის გამცემიც რომ არავინაა მაგიჟებს.

Posted by: member20 7 Oct 2022, 12:50
QUOTE (Anabeli111 @ 7 Oct 2022, 00:17 )
გოგოებო, კითხვებით მოვედი :დ

1. ჩემი გოგო არის 2 დღის ,მე3 დღე ხდება. მეორე დღეს დილიდან დაეწყო ძილში კრთომა. უცებ შეხტება ხოლმე ხშირ-ხშირად, ნორმალურია?

2. რძე მაქვს საკმაოდ, ანუ ვიცი რო ჰყოფნის, რადგან რო მოწოვს,მერე კარგად სძინავს. უბრალოდ აქვს გაზები (რადგან ხშირად ვგრძნობ ხელზე მის პრუწუნებს biggrin.gif როცა რიტმულად ვუტტყამ ტაკოზე), ასევე ხანდახან ვუდებ ძუძუს და თავს აქნევს, თან უნდა ჩადება, მაგრამ ის ძუძუ არ უნდა, რომელსაც ვუდებ, არადა რძე გამოდის. ეს რას ნიშნავს? biggrin.gif

3.ვიცი რომ მთლიანად უნდა ჩაიდოს არეოლა,მარა პირს მეტზე ვერ აღებს ჯერ და სანამ არ ჩაიდებს კარგად მანამდე ასე უნდა გამძვრეს სული ყოველი ჭამისას? biggrin.gif

4. შემწვარი კარტოფილი გაზებს დაუგროვებს? (რძით არ გადადის, გადადის საკამათო თემაა ამიტომ პირადი გამოცდილებით, თუ ჰქონია კარტოფილზე გაზები ბაიას.). და ახლანდელი შემრეშილი პამიდორის ჭამა თუ შეიძლება. მწვანე როა და ოდნავ ვარდისფერდება.

Anabeli111 ანა გილოცავ, საუკეთესო ცხოვრება გქონოდეთ შენ და პატარას <3

რაც შეეხება კითხვებს, კრთომა და ტუჩის ოდნავ კანკალი ჩემსასაც ქონდა და 3 თვემდე გაუვლის, წესით ნორმაა.

ჩემი გამოცდილებით გეტყვი რო ჭამა შეიძლება ყველაფრის და ექიმმაც ასე მითხრა, არაფერზე არ შეიზღუდო თავიო, ერთადერთი დღეში რამდენიმე სიახლეს მაინცდამაინც ნუ შეჭამ, რო იცოდე რამ შეიძლება გამოიწვიოს თუ რამე რეაქვია ექნა.

და კოლიკაზე ქიდს 0-9 მე ძააააალიან კმაყოფილი ვარ, ლამის ითქმის რო არ აწუხებს ისე უშვებს თან საკმაოდ ბევრს. ძალიან იშვიათად რო წამოიტიროს უცებ წამიერად და გაუვლის..კითხე ექიმს ამ წამალზე

Posted by: takoo1 7 Oct 2022, 13:21
anibani18
ვაიმე შენც რა დღეში ყოფილხარ,მე კიდე მგონია მარტო ჩემი შვილია ასეთი.რამდენჯერ გვიფიქრია წაგვეყვანა ნერვოპათოლოგთან ისე იქცეოდა ხოლმე ხანდახან,გვყავდა კიდეც. სულ დაძაბული ვარ ესე რო იქცევა მგონია არ არის ნორმალური.
ეხლა ეს ორი დღეა აღარ მცემს biggrin.gif ძილში უბერავს ეხლა smile.gif 6 საათზე გაიღვიძა თვალებდახუჭული ტიროდა დაიკოო რა ესიზმრება ვერ გავიგე.
ვერ ვაწვენ მერე ზის და მოთქვამს. რამე დამამშვიდებელი ხო არ დავალევინო ღამე მაინც დაიძინოს წყნარად.
ვნერვიულობ სულ ესე ხო არ ეძინება პატარას და შეაწუხებს ცოტახანში ამის კივილი.ისიც რო აყვება მერე ნახე შენ.ჯერ წყნარია თუ რამე არ აწუხებს არ ტირის,რას გაიგებ ათასჯერ იცვლებიან..
სად იყიდე ეს ლამპა ანი?
* * *
Anabeli111
ანა ნორმალურია კრთომა,ხელების კანკალი თუ არ ვცდები ტრემორი ქვია.ტირილის დროს ქვედა ტუჩს აკანკალებს ჩემი თუ ძაან ტირის.
გაზები თუ აწუხებს არ იდებს ძუძუს გაბრიელი, ან რო ვაჭმევ და ტირის ვხვდები რო მუცელია და ვასხამ წამალს.ბობოტიკს ვხმარობდი პირველზეც კმაყოფილი ვიყავი და ამაზეც.ჩავასხამ თუ არა 2 წუთში გადის გაზებზე ან კუკებზე.ეგრევე შველის მომენტალურად მაგის იმედზე ვარ.იძინებს მერე ეგრევე.
მე ვჭამ ხოლმე კარტოფილს რავიცი.სამშობიაროში არ აწუხებდა სახლში დაეწყო გაზები,ყველაფერს ვჭამ თითქმის და ალბათ რაღაც უგროვებს მარა კონკრეტულად რა არვიცი.
ლობიოს არ ვჭამ რათქმაუნდა მეცოდება.
იმ დღეს ვჭამე კომბოსტო და მგონი მეორე დღეს იტირა პირველად გაზების გამო,
დააკვირდი ერთ დღეს სხვადასხვას ნუ შეჭამ ერთი ისეთი პროდუქტი ჭამე და დააკვირდი.

* * *
nino84
ჩემი დედამთილის ახლობელი მუშაობს მანდ მგონი,გაგირკვევ აბა :* ჩემ მეზობელსაც ყავდა ბავშვი შეფასებაზე მაგასაც ვკითხავ.
მეც მინდოდა მიყვანა და ვეღარ მოვაბი თავი

Posted by: nino84 7 Oct 2022, 14:16
gogatakoo
მარტო შენი არა თაკო ჩემი გოგოც საშინლად იქცეოდა, ძირს წვებოდა ისტერიკებს გვიწყობსა, ეხლა კიდე არაგვიშავს. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდები ამ დროს არადა რა რთულია. კითხე რა იქნებ ვინმე კონკრეტული მირჩიოს, ფსიქოლოგთან კი მყავდა და არანაირი დარღვევა არ აქვსო მარტო პატარებთან მეტი კომუნიკაცია გვირჩია ლაპარაკი რომ დაიწყოს, მაგრამ ეს დღეებია ვგუგლავ და სპეციალური კომპლექსია ნეიროფსიქოლოგის შედგენილი მეტყველების დასაჩქარებლად სადაც ფიზიკური ვარჯიშებიც შედის და ახლა მანდ მიყვანა ამეკვიატა

Posted by: anibani18 7 Oct 2022, 14:47
nino84
რა რთული პერიოდია... ძალიან კარგად მესმის შენი. მე თან ორი მყავს სახლში და მთეეელი დღე წივილ-კივილს ვუსმენ. ლამის გადავდგე ჭკუიდან. დედა მოდის ხოლმე, რაც დიდი შვებაა, მაგრამ მაინც რთულია. ძილის წინა პერიოდი გვაქვს კიდევ 2 საათიანი. უფლის წყალობით, ახლა არ ყვირის და ისტერიკებს აღარ იმართებს ძილის წინ, მაგრამ 20-ჯერ შევა ფისიზე ტუალეტში, 10-ზე კუკებზე, წყალს დალევს ალბათ ერთ ჭიქას, კოღოებმა დამკბინეს და მალამოებს მასმევინებს, ხან ერთი პლედი უნდა, ხან მეორე, ხან შუქი აუნთე, ხან ჩაუქრე. სანამ დაიძინებს, ასე მგონია გამლახა ვინმემო.
gogatakoo
მეც ორმაგი ტირილის მეშინოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მქონია ასეთი არაფერი. ერთი რამ რაც შემიძლია დაზუტებით გირჩიო - ტანტრუმის დროს ნუ ამშვიდებ, ნუ უხსნი ნურაფერს, მაგ დროს ვერაფერს გაიგებს. მერე უთხარი, რომ დამშვიდდება. არც ემოციები გამოხატო, სიბრაზე, სასოწარკვეთილება. უბრალოდ მშვიდად იყავი გვერდით. თუ თავად მოუნდა ჩახუტება, მოვა და ჩაგეხუტები, შენ ნუ დაუწყებ დამშვიდებას. ამ მიდგომით ცოტა ხანში იკლო ჩვენთა ისტერიკებმა. ოღონდ აქ საუბარია ნამდვილ ტანტრუმზე, უმოწყალოდ რომ წივის. ჩემი ქმარი ფანჯრებს ხურავდა და სახლიდან გარბოდა ამ დროს. მე ვრჩებოდი ამ ორ პატარასთან ერთად და ღმერთს ვევედრებოდი პატარას არ გაეღვიძა. ერთ კვირაში შეწყდა ეს ამბავი, თაკო. ახლაც აქვს გაფრენები, მაგრამ ჩვეულებრივი, კონტროლის ფარგლებში.
თქვენ ალბათ ერთად გძინავთ და შეიზლება პატარას რომ უცვლი ან აჭმევ მაგ დროს ერვიძება და ნერვიულობს. ჯერ არ გინდა ლამპა, უბრალოდ თეთრი ხმაური ჩაურთე იუთუბიდან. დაბალ ხმაზე ჩართე ჯერ. არ არის ამ ხმას მიცვეული და შეიძლება გაღიზიანდეს ან იუაროს. დაგილინკავ მერე.
ახლა დრის ზილზეც უარს ამბობს ხსირად და ალბათ გამასვენებენ.
მეც მინდოდა გაგოშიძის ცენტრში მიყვანა, მაგრამ ზაფხული იყო და იკეტებოდნენ. ეს ცენტრი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვისაა თუ ნებიმიერისთვის?

Posted by: takoo1 7 Oct 2022, 14:55
Anabeli111
https://pin.it/5BYIxr6
აბა ეს ნახე ანა მეც უნდა ვცადო❤️
nino84
ყველა ბავშვი ასე იქცევა დღეს მემგონი,რისი ბრალია ვერ ვხვდები.
დედაჩემს და ზოგადად მაგ თაობას თუ უსმინე ვაფშე გაგაგიჟებენ.სად იყავით თქვენ ეგრე,არ მახსოვს რომელიმეს ასეთი რაღაც გექნათ და ა.შ
ეგ ვაფშე მძაბავს მგონია რო სხვა ესე არ იქცევა მარტო ჩემი შვილია ესე.
სხვათაშორის ჩემი დისშვილები ისე გაიზარდნენ მსგავსი არაფერი არ უქნიათ.ეხლა მესამე ყავს ცოტა გადარეული მთლად ლუკიანესავით არაა მარა ხანდახან წამოუფრენს.
რამხელაა ეხლა შენი?

Posted by: matuti 7 Oct 2022, 15:06
member20
QUOTE
და კოლიკაზე ქიდს 0-9 მე ძააააალიან კმაყოფილი ვარ, ლამის ითქმის რო არ აწუხებს ისე უშვებს თან საკმაოდ ბევრს. ძალიან იშვიათად რო წამოიტიროს უცებ წამიერად და გაუვლის..კითხე ექიმს ამ წამალზე

ანოტაცია წავიკითხე და გაციების საწინააღმდეგო სიროფია, ხველას შველის. კოლიკაზე დაგინიშნა ექიმმა? ups.gif

Posted by: takoo1 7 Oct 2022, 15:09
anibani18
ვაიმეე ანიი რა რთულია მაგ დროს მშვიდად ყოფნა მართლა რკინის ნერვები უნდა :/ თან სულ იმაზე ვფიქრობ პატარას არ გაეღვიძოს ახალი ჩაძინებული როა თან და რო გგონია ერთი მიაძინე ცოტას დაისვენებ და ეს გიჟი რო კივის smile.gif როცა წყნარადაა ისეთი საყვარელია ვფიქრობ ხოლმე რა იქნება სულ ესე იყოს იჯდეს ითამაშოს,ღმერთო გადმომხედე თქო ველაპარაკები ვიცი არ გინდა რო შევიშალო თქო))) მართლა ჭკუიდან მშლის ხანდახან, ვეცდები აი ეგრე ვიზამ აბა იმედია გაჭრის,მოფერება და ჩხუბი რო არ ჭრის ამას მივხვდი.
აუ როგორმე დააძინე,ლუკიანეს 2 საათი ხან მეტი ძინავს და მაგ დროს ტვინი ისვენებს.თუ პატარასაც ძინავს მაგ დროს ხო ვაფშე მარა ეს დღეები ვერ ემთხვევა ეგრე და ვერ ვიძინებ,ფამეც 4 საათი მძინავს სულ ეგაა ჩემი ძილი.
ხვალინდელი დღის იმედით ვუძლებ ჯერჯერობით რო დავლაგდებით.

ნეიროფსიქოლოგიის ცენტრია ანი,არა მარტო აუტისტური არა კაცო..
* * *
matuti
ბევრნაირია კიდსი,ჩვენ გაციების გვქონდა დანიშნული ეგ ნახე შენ სავარაუდოდ

<a href='https://psp.ge/მედიკამენტები/ქიდსი-0-9-წვეთ-კოლიკა-25მლ.html' target='_blank' rel='nofollow'>https://psp.ge/მედიკამენ

ესაა კოლიკების


<a href='https://psp.ge/მედიკამენტები/ქიდსი-0-9-წვეთ-კოლიკა-25მლ.html' target='_blank' rel='nofollow'>https://psp.ge/მედიკამენ

Posted by: matuti 7 Oct 2022, 15:13
anibani18
QUOTE
რა რთული პერიოდია... ძალიან კარგად მესმის შენი. მე თან ორი მყავს სახლში და მთეეელი დღე წივილ-კივილს ვუსმენ. ლამის გადავდგე ჭკუიდან. დედა მოდის ხოლმე, რაც დიდი შვებაა, მაგრამ მაინც რთულია. ძილის წინა პერიოდი გვაქვს კიდევ 2 საათიანი. უფლის წყალობით, ახლა არ ყვირის და ისტერიკებს აღარ იმართებს ძილის წინ, მაგრამ 20-ჯერ შევა ფისიზე ტუალეტში, 10-ზე კუკებზე, წყალს დალევს ალბათ ერთ ჭიქას, კოღოებმა დამკბინეს და მალამოებს მასმევინებს, ხან ერთი პლედი უნდა, ხან მეორე, ხან შუქი აუნთე, ხან ჩაუქრე. სანამ დაიძინებს, ასე მგონია გამლახა ვინმემო.

ჩემსასაც ძალიან უჭირს დაძინება ამ ბოლო პერიოდში, გამაწამა მისმა დაძინების პროცესმა. სათამაშოებს ამოიჩემებს ხოლმე, მთელი დღე რომ წინ უდევს, ზედაც არ უყუებს და ძილის დროს გაახსენდება ხოლმე ყველაფერი: ეს მინდა, ის მინდა. ეს სათამაშოები კი ხელს უშლის დაძინებაში, ფხიზლდება და არის ერთ ამბავში. ამიტომ აღარ ვაძლევ უფლებას რამე შეიყოლოს ლოგინში, არც ადგომის ნებას ვაძლევ. ზოგჯერ კივის და წივის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და მშვიდდება მერე და იძინებს.

Posted by: takoo1 7 Oct 2022, 16:08
nino84
ვკითხე დედამთილს და ვინმე ანა ყარაულაშვილი ყოფილა,ძლიერიაო და რავიცი აბა შენც გაიკითხე:*
* * *
matuti
ჩემიც ეგრეა უკვე რამდენი ხანია,ზოგადად მანქანრბი აქვს ამოჩემებული.ალბათ ერთი 50 ცალი ყავს პატარა მოდელები.ორი დიდი ზის ხან ერთზე ხან მეორეზე
მთელი დღე და დაქრის ოთახებში..
ძილის წინ მოაქვს ლოგინში ეს პატარა მანქანები და აძინებს..
* * *
გოგოებო რძიანა ქონია თქვენ პატარებს? თეთრად აქვს ენაზე და ლოყებზე,სასაზეც.ორშაბათს კი მიმყავს პედიატრთან მარა მანამდე არ გაურთულდეს რა ვქნა? სოდიანით გავუწმინდე და კიდე რა შეიძლება?

Posted by: nino84 7 Oct 2022, 18:18
gogatakoo
2 წლის და 7 თვისაა უფროსი.
anibani18
ყოჩაღ შენ ორს რომ უძლებ მარტო, შაბათ კვირას გვყავს ორივე და გიჟებს ვგავართ ხოლმე მე და ჩემი ქმარი,
გაგოშიძის ცენტრი მე როგორც ვიცი ყველასთვისაა, მეც ისეთ პერიოდში მინდოდა მიყვანა არ მუშაობსნენ და ვერ მოვითმინე ფსიქოლოგს მაინც ვაჩვენე.

Posted by: member20 7 Oct 2022, 19:59
matuti
კი, ბევრი რამისთვისაა ცალცალკე ქიდს 0-9. კოლიკი აწერია რომელიც გაზებისთვისაა.

Posted by: anibani18 8 Oct 2022, 13:25
gogatakoo
სცადე აბა. ჩვენ გვიშველა ამან. ოღონდ სახეც გაასწორე ხოლმე, არაფერი ემოცია არ შეგატყოს, არც იჩურჩულო რამე. ერთ კვირაში დაახლოებით შეწყვეტს ამ ისტერიკებს.
დღეს თავად მთხოვა, დამაძინეო.
matuti
დავგუგლე რაღაცეები და ვცდი დღეს. გაგიზიარებ მერე გამოცდილებას. ამან თუ იკივლა და იტირა ძილის წინ, პატარას გააღვიძებს და საშინელება მექნება მერე.
მგონი ბევრი ბავშვი იქცევა ასე. ენანებათ დრო ძილისთვის, ვაი და რამე მხიარულებას გამოაკლდნენ.
nino84
ვისთან გყავდა მიყვანილი? მე რომ დავრეკე, რამდენადაც მახსოვს რაღაც ახსენეს აუტიზმზე, მაგრამ ახლა ისე მაქვს გონება არეული, ზუსტად ვერ ვიხსენებ.
დედა შორს ცხოვრობს ჩემგან. ვერპატარას ვატარებ ამხელა გზაზე ყოველ დღე, ისე კი მოდის ხოლმე. ძალიან რთულია, ადამიანის იერს ვკარგავ ნელ-ნელა

Posted by: narkozeli 8 Oct 2022, 15:07
gogatakoo
anibani18
nino84

გოგოებო კარგი ამბით მოვედი))

რასაც წერთ ჩემთვის ყველაფერი ისეთი ნაცნობია. მაგრამ 3ის ხდება 2 კვირაში და 1 თვეზე მეტია ჩემს შვილს ვერ ვცნობ, გამომოცვალეს smile.gif ბაღში რაც დადის გახდა არ ვიცი როგორ ვთქვა, ხეზე დავაკაკუნებ თან )) იდეალური ბავშვი გახდა მართლა.
მოკლედ ორი რამე გჭირდებათ: რამდენიმე თვე მოთმენა და კარგი ბაღი. მე პატრონუსს ვუწევ დიდ რეკომენდაციას. რასაც დამპირდნენ უკვე შემისრულეს ფაქტიურად. ბავშვი გახდა დამოუკიდებელი, ისწავლა მშვიდად თამაში, ნივთების გაზიარება, თავისი აზრის მშვიდად გამოხატვა. თავისი ემოციების სიტყვებით გადმოცემა. არ მჯერა ზოგჯერ რომ ჩემს თავს ხდება ეს.

ბაღის და მისი ფსიქოლოგი აღმზრდელების დამსახურება მგონია. ჯერ ხო პირველივე კვირიდან დილა იწყება სიხარულით რომ წავიდეთ ბაღში დედიკოო❤️❤️ მის თვალებში ვკითხულობ სიმშვიდეს, კმაყოფილებას და ბედნიერებას.

მოკლედ ღირდა ამ ბაღისთვის თავი რომ მოვიკალი ნამდვილად)) მარა ამხელა შედეგე ნამდვილად არ ველოდი.

Posted by: ma1ka 8 Oct 2022, 18:12
სალამი გოგოებო, ეხლა ლაითად გადავათვალიერე თემა
და სულ ნაცნობი, მე რომ გავაჩინე იმ პერიოდის დედიკოები ხართ და უკვე მეორე ბაიები გაგიჩენიათ. რა ყოჩაღები ხართ. <3

Posted by: takoo1 8 Oct 2022, 23:49
matuti
ჩემ შვილზე არ ჭრის არაფერი.გუშინ ღამე ბოთლით იძინებდა ვერაფრით ვერ დავადებინე წავართვი და ისეთი ამბავი ატეხა ტირილისგან გული ამოუვარდა,ესე ტიროდა იცი რამდენი ხანი?
ხოდა მივეცით და დაიძინა ბოთლით ვერაფერი ვერ გავაგებინეთ.
დღესაც ეგრე აპირებდა და გადადე მეთქი მკაცრად რო ვუთხარი გადადო,არის მომენტები როცა ჭედავენ ისე რო თვითონ ვერ აკონტროლებენ თავს და მაგ დროს უნდა დაუთმო ამას მივხვდი. როცა გემორჩილება კარგია იყო დრო მიჯერებდა,მაგრამ ეხლა ისეთი ხასიათი გაუხდა აზრი არააქვს არაფერს.
anibani18
იცი რაა მე კი ვიზამ მარა სახლში ყველა ერთნაირად არ უდგება და ესაა დიდი პრობლემა ჩვენს შემთხვევაში და მე პაბალშომუ მგონია რო მაგან გააფუჭა ლუკიანე.მე რო შენიშვნას ვაძლევდი სხვა ეფერებოდა და აი აქამდე მივედით და რხლა უკვე ვეღარ ვიმორჩილებ.მე რო მყოლოდა მარტო დარწმუნებული ვარ ცოტა მოჟნა მარა ესე მაგრად არ გააფრენდა..
დღეს კარფურში ვიყავით და ისეთი ისტერიკა დაიმართა დავტოვეთ სალაროსთან ყველაფერი და წამოვედით))) ყველა ამას უყურებდა თუ ეძინება ვაფშე არაადეკვატურია

* * *
ma1ka
ეე როგორ ხარ❤️ როგორაა შენი ბაო,აბააა მეორეს ხო არ აპირებ biggrin.gif აქ თუ გადაგვიკითხე ალბათ გადაიფიქრებ biggrin.gif

Posted by: ma1ka 9 Oct 2022, 10:26
gogatakoo
კარგად, კარგად, შენ როგორ ხარ? მეორე რამხელა გყავს? ბიჭია ხო?
აუ აქ წაკითხულმა კი არ გადამაფიქრებინა, განმიმტკიცა ის აზრი რომ მეორე არ მინდა,
ამ ორწლინახევრის განმავლობაში მეც და ჩემს ქმარსაც ისეთები გვიყო ამ ბავშვმა, უბრალოდ ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად ვეღარ გავუძლებს ერთ ეგეთს კიდე. lol.gif no.gif

Posted by: emiblack 9 Oct 2022, 12:30
narkozeli
როგორ მიხარია ბაღის პოზიტიური ზეგავლენა ვაჩეზე ))) ჩემს ირგვლივ ყველა ნეგატიურ გამოცდილებას მიზიარებს, არადა მე თვითონ ვგიჟდებოდი ბაღზე და მინდა ჩემს შვილსაც ქონდეს იგივე სიხარული. ვაჩეს ბაღი 3 წლამდე არ იღებს ვიცი. ვფიქრობ 2 წლის შევიყვანო. მეზობლად ბევრი ბავშვია, ძალიან კარგად კონტაქტობს და ყველა ბაღში რომ მიდის მარტო რჩება საღამომდე . ლაპარაკობს უკვე და ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება მისთვის. ხომ არ იცი რომელიმე კარგი ბაღი საათობრივად რომ შემეძლოს მიყვნა? ვაკე-ბაგები ამ ტერიტორიაზე? მთელი დღით პატარაა ჯერ და რამდენიმე საათით დღეში ვცდიდი

Posted by: takoo1 9 Oct 2022, 15:12
ma1ka
ვაიმე ვინმეს რომ ეთქვა ესეთ დღეში ვიქნებოდი მეც გადავწევდიsmile.gif მეორე 2 კვირისაა და უკვე საგიჟეთია სახლში.გუშინ ღამე გვქონდა ნახევარ საათიანია კონცერტი)) ერთად გაიღვიძეს პატარას ძუძუს ვაჭმევდი უფროსი კიოდა ხელი მომკიდეო და ვიყავი ესე ხან ერთს ვაწყნარებდი ხან მეორეს და საბოლოო ჯამში ვერაფერი,ჩემი ქმარი გაგიჟდა ის ცალკე დასაწყნარებელი იყოsmile.gif
თუ დავიკარგე გოგოებო და არ შემოვედი ესეიგი ან საგიჟეთში ვარ ან ცოცხალი აღარ ვარ))))
* * *
გოგოებო კენგურუ ვის გიხმარიათ? ღიირს ყიდვა? ვფიქრობ გამომადგება თქო,
შეიძლება რო არ გაჩერდეს შიგნით პატარა?
ვაფშე ესეთი პატარა რო ჩავსვა მოჟნა?

Posted by: Anabeli111 9 Oct 2022, 15:21
matuti
emiblack
anibani18
member20
gogatakoo
მადლობა, გოგოებო ♡♡ ნაწილ-ნაწილ ვნახულობ პოსტებს sad.gif

ცოტა რთული ბაია მყავს, ან მე ვარ ძალიან გამოფიტული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემ ირგვლივ ტრიალებს და უზომოდ მეხმარებიან..

ძუძუთი კვება ყოფილა რთული.. მე კიდე ყველაფერი ვარდისფერ ფერებში მქონდა წარმოდგენილი... გაზები, ძილის რეგრესი თუ რა ვუწოდო, დაჭყეტილი აქვს მთელი ღამე თვალები.. biggrin.gif სულ მეტირება, ჩემს თავს ვახსენენ ხოლმე, რამდენი ვიბრძოლე ამ წუთებისთვის და რომ თავი ხელში უნდა ავიყვანო და ცოტა გავუძლო ♡♡

პ.ს: ჩემი დისკომფორტებიც ემატება ამას: ნაკერი, კათეტერის გამო გაღიზიანება და ხშირი შარდვა და გუშინ ბონუსად, დიარეა და ბუასილიც მივიღე ...

მითხარით, რომ ყველაფერი მალე გაივლის... sad.gif

Posted by: matuti 9 Oct 2022, 16:30
gogatakoo
QUOTE
გოგოებო კენგურუ ვის გიხმარიათ? ღიირს ყიდვა? ვფიქრობ გამომადგება თქო,
შეიძლება რო არ გაჩერდეს შიგნით პატარა?
ვაფშე ესეთი პატარა რო ჩავსვა მოჟნა?

კენგურუს სლინგი ჯობია ჩემი აზრით. მე მქონდა კენგურუ და ვერ ვიხმარე კარგად. ეხლა სლინგის ყიდვას ვფიქრობ, ოღონდ რგოლიანი არა, მეორე - ტანზე შემოსახვევი რომაა გრძელი შარფივით.

Posted by: nino84 9 Oct 2022, 16:33
gogatakoo
მეც გვერდზე პალატაში დაგხვდები ))))

კენგურუზე მეც მინდოდა მეკითხა. ამ მაიმუნს რომ ღვიძავს სულ ხელში უნდა და ვერაფერს ვაკეთებ. ვიფიქრე კენგურუთი გამიადვილდებოდა.
რძიანაზე იკითხე და სოდიანი წყლით გამიწმენდია უფროსისთვის თითზე დახვეული ბინტით
* * *
ma1ka
როგორ ხარ?
სხვათაშორის ადრე მიკვირდა რატომ არ აჩენდნენ მეორე და მესამე შვილს ვისაც ფინანსურად ამის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არავინ არ უნდა განიკითხო. ეხლა მესმის რამხელა შრომაა და ყველა სამს კი არა ორსაც ვერ აუდის
* * *
1narkozeli
რა ბედნიერებაა ასე ადვილად რომ მიეჩვია ბაღს. ერთი დიდი ეტაპის დასაწყისი წარმატებით გაიარეთ )))

Posted by: magdalea 9 Oct 2022, 17:10
Anabeli111

ძუძუზე ყველაფერი გათვალისწინებილი გაქვს? სწორი პოზიცია რომ კარგი მოჭიდება ქონდეს, თუარა მტკივნეულიაო ძალიან. ზემოთაც დაიწერა, მალამინოს კაკლებს ყველა აქებს.
ხშირ შარდვაზე კითხე ექიმს იქნებ რამე გამოგიწეროს. ბევრი წყალია ამ დროს კარგი, მაგრამ ეხლა არაფრით არ გაწყობს ზედმეტი საკვების ან სითხის მიღება გადაგევსება მკერდი და უფრო ცოდო ხარ.
მე ზოგადად უზნაძის მალამო მიყვარს ძალიან და ლამის ყველაფერზე ვიყენებ. რომ იხმარო ეგებ დაგიამდეს გაღიზიანება?

ნაკერებზე ძალიან აქებენ სწორად გადამდნარ უმარილო ღორის ქონს. ( თუ პრობლემა არ გაქვს მსგავს რაღაცეებზე ) შეხორცებას კარგად უწყობსო ხელს. თუ გენდომება ჩაგიგდებ სანდო ადამიანის ნომერს ვინც ამზადებს. ასევე მშობიატობის შემდგომ ქამარს ემადლიერებიანხოლმე საკეისროს მერე.

დიარეა რამ გამოიწვია? ბუასილი თუ ძლიერი არაა დინდგელის მალამო იყიდება აფთიაქში და ეფექტურია სწორი ნაწლავის ანთების დროს.

წესით მალე აგილაგდება ეს ყველაფერი თან ეტყობა მოულოდნელო იყო მაინც საკეისრო და არ იყავი ფსიქოლოგიურად მზად.

ამ ყველაფრის ფონზე ძნელია ალბათ სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ შენი განწყობა პირდაპირ აისახება პატარაზე..

მე ყველაფერი წინ მაქვს ჯერ და ვცდილობ წინასწარ ვიფიქრო ყველა სირთულეზე რაც მელის facepalm.gif თუმცა ვინ იცის რა და როგორ იქნება და როგორ გავუმკლავდები ყველაფერს. თან ძალიან მშიშარა და ემოციური ვარ ზოგადად.

Posted by: Anabeli111 9 Oct 2022, 17:27
magdalea
კი. თეორია იცოცხლე, გადაღეჭილი მაქვს. ნელ-ნელა უფრო კარგად იდებს ძუძუს.. მაგრამ ჯერ მოსაშუშებელია მკერდი..
user posted image

ჯერ ბიოლაინის მაზს ვისვამ ხოლმე და მერე მალამინოს კაკლებს ვიდებ. სულ მიდევს, არ ვიღებ..
ქამარიც მიკეთია პირველივე დღიდან..

დიარეა აზრზე არ ვარ.. არ მიჭამია რამე ისეთი გამღიზიანებელი.. უზნაძესაც ვისვამ და რელიფიც გავიკეთე გუშინ..
დღეს ვცდილობ დიეტასავით დავიცვა ♡

ნამდვილად. არ ვიყავი მზად საკეისროსთვის და ემოციურად ძალიან გამიჭირდა უცებ.. ახლა წყნარადაა (ფუი ფუი biggrin.gif ) და მეც დავმშვიდდი ♡

Posted by: magdalea 9 Oct 2022, 17:53
Anabeli111


ციკალული love.gif

პირში კი უდევს კარგად მაგრამ ტანი როგორაა? სწორ ხაზზე უნდა იყოს ბავშვის ყური მხარი თეძო და მუცლით მჭიდროდ უნდა გეჭიროს შენს ტანთანო. ანუ კისერი არუნდა ქონდეს მოტრიალებული და ტანი სხვა მხარეს და თავი სხვა მხარეს არუნდა იყურებოდეს.

ალბათ მაგ ტკივილებსაც თავის დრო აქვს რომ ჩაცხრეს.

უზნაძე საშარდესთან ვიგულისხმე


ნაკერებზე მე მაგ ქამრის იმედი მაქვს და ანუ ტყუილად?? gigi.gif

Posted by: Anabeli111 9 Oct 2022, 19:02
magdalea
კი, კი , მეკვრის მუცელზე ♡

ქამრის გარეშე ვერ ავდგებოდი. დანარჩენს დრო უნდა, ალბათ biggrin.gif

Posted by: takoo1 9 Oct 2022, 19:29
Anabeli111
ანაა გამოვლილი მაქ ეგ ყველაფერი პირველზე,იმედია ცოტათი დაგამშვიდებს ჩემი პოსტი:*
კი გემახსოვრება როგორი რთული მშობიარობა მქონდა..ჩახევებით,ნაკერებით და ყველაზე ცუდი ის იყო რო ლუკიანე გვერდით არ მყავდა და არ ვიცოდი ხვალ და ზეგ რას მეტყოდნენ,ტირილში გავატარე ის 8 დღე..დიდი ხანი გამყვა დეპრესია დიდი სტრესია ქალისთვის მშობირობა არ არის ადვილი.თან როცა პირველია გრძნობები და ყველაფერი არეული გაქვს.ქმარი გვერდით მყავდა და მენატრებოდა,სულ ბავშვზე ვიყავი გადართული და ვერ ვაქცევდი ყურადღებას. მოკლედ სრული ქაოსი იყო თავში.სადღაც 1 თვე ესე ვიყავი მეორე თვიდან ნელ ნელა გამოვედი მდგომარეობიდან.
დამხმარე თუ გყავს გაგიმარტივდება დიდი პლიუსია ეგ.
რასაც წერ ნორმალური რეაქციაა ეგ,ყველა გადის მაგ ეტაპს შენ არ ხარ მარტო:* ცოტა მოითმინე და აეწყობით ნუ გეშინია ანა,ხშირად ელაპარაკე შენ თავს ეგ მშველოდა ძალიან მე.პირველი თვეა რთული მერე ნელ ნელა დალაგდებით.ეხლა არეული ხარ ჰორმონების ბუმი გაქ biggrin.gif
იტირე თუ გეტირება დაიცალე,ბევრი არ მოგივიდეს ოღონდ ნერვიულობა არ გინდა:* მეც სულ ვტიროდი ხოლმე,ჩუმად ტუალეტში შევიდოდი და ვტიროდი არ მინდოდა ჩემ ქმარს დავენახე ესეთი.ხან ღამე ვრიროდი ხოლმე.არაფერი არაა ამაშინსასირცხვილო ადამიანები ვართ დედობა არ არის მარტივი.რთული გზის გავლა გვიწევს ასეა..
ყველა ეტაპს აქვს თავისი სირთულე მარტივი არასდროს იქნება ასეა..იქნება დღეები როცა მარტივი მოგეჩვენება,მაგრამ იქნება დღეები როცა ძალიან რთული მოგეჩვენება.როცა დედა ზრდის შვილს და 24 საათი მასთანაა გაცილებით რთულია ყველაფერი.
ეჰჰ ეგ სანატრებელი გამიხდა ანა ისეთ დღეში ვარ ეხლა მე smile.gif წარმოიდგინე ახალ ნამშობიარები ეს პატარა და ლუკიანე ერთად.ხანდახან არაფერი აღარ მინდა ისე ვარ.ორი ღამეა ხო საგიჟეთი გვაქ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.დღევანდელი ღამის უკვე მეშინიაsmile.gif
ბობოტიკი არ სცადე ანა? ჩვენ გვშველის ამასაც ძალიან აწუხებს გაზები.სულ წუწუნებს და ტირის.
რო ვასხამ ისუსება მალევე და კუჭში გადის.

* * *
nino84
ხოდა ვერ ვერკვევი და ვერ ჩამოვყალიბდი არადა გამომადგებოდა ძალიან.ვინმეს აქვს იმედია გამოვდილება და გაგვიზიარებს.
არ უნდა განიკითხო.მეზობლის სახლიდან კივილ წივილი რო გამოდიოდა სულ მიკვირდა რა აკივლებს ამ გოგოს მეთქი.რას შვებიან დს ბავშვები ასეთს თქო ალბათ გიჟია მეთქი)))
ახლა ვხვდები რო ძაან რთულია ბევრი ბავშვი როცა გყავს და რთული ხასიათის.
ჩემი შვილი 3ს უდრის ისეთია.
* * *
Anabeli111
ანაა მაგიტო არ გშველის ,მაზი არ წაისვა პირდპაირ კაკლები დაიდე.იმ სანთელმა უნდა მოგიშუშოს ეგ მაზი რო გისვია ის ხო აღარ ედება და აზრი არააქ მასე.რძე რო გამოვა იმ კაკლებში გრივდება და ძუძუს თავები არის შიგნით და შუშდება.სცადე ეგრე ..
ეგ მაზი ვისვი მეც მეგონა მიშველიდა მარა ვაფშე არაფერი არ ქნა.
სურათზე რაც ჩანს სწორადაა მოჭიდებული
ეხლა გაღიზიანებული გაქვს და მაგიტო გტკივა

Posted by: nino84 9 Oct 2022, 19:58
Anabeli111
დიდი ხანი არ მყოლია ძუძუზე მაგრამ ძალიან მიშველა ლანსინოჰის ლანოლინის მაზმა. მე გამოვუწერე მაგრამ მგონი მაზაქეაშიც იყიდება. საწველისგან გაღიზიანებული თავები მაგან მომირჩინა. მედელასაც აქვს 100 პროცენტიანი ლანოლინი და ეგეც გამიგია რომ კარგია.

მეორეზე მეც მეტირებოდა, უბრალოდ ისე უმიზეზოდ ალბათ ჰორმონალური ფონის გამო. უბრალო რაღაცაც ძალიან მიმქონდა გულთან. ქმარი უნდა მოეკიდოს გაგებით და მოთმინებით ამ დროს. კიდევ სეირნობამ მიშველა, ზაფხულში გაჩნდა ჩემი ბიჭი და დღეში ორჯერ გამყავდა გარეთ. სახლში ვიგუდებოდი თუთქოს ჰაერი არ მყოფნიდა

Posted by: სერაფიტი 9 Oct 2022, 20:03
gogatakoo

სლინგი ძალიან კარგია. სამი შვილი გაზარდა ჩემმა მეგობარმა, 6 თვემდე მიკრული ჰყავდა. თან სლინგში ბავშვი კარგ პოზაშია უფრო. ემბრიონულს ჰგავს. პლუს სხეულით გეკვრის და ადვილად იძინებს, როგორც კი ჩასვამდა , გადიოდა გარეთ, და 10 წუთში ეძინათ ბავშვებს. კენგურუზე 6 თვის მერე გადაიყვანა.

Posted by: takoo1 9 Oct 2022, 20:15
სერაფიტი
აუ ხო არ იცი რა სხვაობაა მაგ სლინგებში ან სად იყიდა?

Posted by: სერაფიტი 9 Oct 2022, 20:53
gogatakoo

ის გერმანიაში ცხოვრობს და იქვე იყიდა. სხვაობა არ ვიცი, მაგრამ აქ რასაც გადავხედე, ძაან ჰგავს იმას. 100 ლარის ფარგლებში ღირს აქ. ძალიან ხელოვნური ნაჭერი არ უნდა იყოს, ეგ თავისთავად. მგონი "მზეუკა" კერავს კიდეც.
ჩემი მეგობრის როგორი იყო იცი? აი კაი მტკიცე ნაჭერი, მივამსგავსებდი ჭრელი ჰამაკები რომაა,იმასsmile.gif)) ოღონდ უხეში და რამე არა, დამყოლი და მტკიცე რა. თან მიჩვეული რო იყო, ისე ადვილად იკრავდა ეგეც, მეუღლეც. ჰოპჰოპ და გულზე ჰყავდა მიკრული. ჩაიყვანდა პურის საყიდლად მაგალითად და ამოიყვანდა მძინარეს უკვეsmile.gif)) ან ასეირნებდა მასე.
ორნაირია, რგოლიანი და რგოლია გარეშე. ამას რგოლის გარეშე ჰქონდა.

user posted image
* * *
gogatakoo

ის გერმანიაში ცხოვრობს და იქვე იყიდა. სხვაობა არ ვიცი, მაგრამ აქ რასაც გადავხედე, ძაან ჰგავს იმას. 100 ლარის ფარგლებში ღირს აქ. ძალიან ხელოვნური ნაჭერი არ უნდა იყოს, ეგ თავისთავად. მგონი "მზეუკა" კერავს კიდეც.
ჩემი მეგობრის როგორი იყო იცი? აი კაი მტკიცე ნაჭერი, მივამსგავსებდი ჭრელი ჰამაკები რომაა,იმასsmile.gif)) ოღონდ უხეში და რამე არა, დამყოლი და მტკიცე რა. თან მიჩვეული რო იყო, ისე ადვილად იკრავდა ეგეც, მეუღლეც. ჰოპჰოპ და გულზე ჰყავდა მიკრული. ჩაიყვანდა პურის საყიდლად მაგალითად და ამოიყვანდა მძინარეს უკვეsmile.gif)) ან ასეირნებდა მასე.
ორნაირია, რგოლიანი და რგოლია გარეშე. ამას რგოლის გარეშე ჰქონდა.

user posted image


https://www.instagram.com/reel/CeUnS0Kjyjk/?igshid=NzNkNDdiOGI=

Posted by: anibani18 9 Oct 2022, 21:06
Anabeli111
ანი, პირველი თვეები რთულია ხოლმე. მე პირველზე საერთოდ არ მიძინია 3 თვე, მერე ცოტა შემსუბუქდა. ლანსინოს მალამო ძალიან მომეწონა მე, პირველზე ვხმარობდი. მე წველაც მიღიზიანებდა ძალიან.

გოგონებო, მე მაქვს ერგობეიბის კენგურუ. ხშირად არ ვსვამ, რადგან იატაკზეც მშვენივრად ატარებს დროს, მაგრამ გარეთ ვიკეთებ ხოლმე, ან თუ ორივე მიმყავს სადმე. ძალიან კომფორტულია. ჩემი გოგონა 4 თვისაა უკვე, თან დიდი ბავშვია, კარგად ვხმარობ ძალიან. სლინგი არ მქონია.
gogatakoo
აუ, თაკო, წარმომიდგენია... გამაგრდი. ჩემს შემთხვევაშიც ქმარი ხშირადაა დასაწყნარებელი smile.gif სამი ბავშვი მყავს მე. მე კი ადამიანის სახე არ მაქვს შერჩენილი.
მეც ასე მეუბნება ყველა, ასეტი ისტერიკები ჩვენს შვილებს არ აქვთო. თავიდან ერთ დღეს დეიდა იყო ჩემთან უფროსმა რომ ისტერიკა მოაწყო. მერე ჩუმად შემოვიდა და შეშინებულმა მკითხა, ეს რა უყოო, ნევროპათოლოგთან ხომ არ მიიყვანდიო. ვტიროდი ის დღეები.
გაივლის ალბათ როცა იქნება. იმედი მაქვს ამის. მე თუ ვივარგებ კიდევ რამედ ნეტა.
* * *
გოგონებო, ვინმეს გქონიათ ასეტი გამიცდილება, აქამდე მატყუარას კარგად ხმარობდა ჩემი პატარა, ახლა მატყუარასთან ერთად მუშტებსაც იტენის, მერე მატყუარა უვარდება და იწყებს ჩხუბს, ვერ იძინებს მერე. რატომ შვება ასეა? მატყუარაზე უარი უნდა ვთქვა ახლა ტუ რა გავაკეთო?

Posted by: takotatuli1989 9 Oct 2022, 22:39
გოგოებო, მივლინების გამო ბავშვების დატოვება მიწევს სამი კვირით, უფროსი იქნება 5 წლის და პატარები 1 წლის sad.gif, მირჩიეთ რამე როგორ შევამზადო უფროსი, ისეა ჩემზე მოჯაჭული ბაღში რო არის გონია მანქანაში ველოდები, ხან მაგაზეც მეჩხუბება რატო იჯექი მანქანაში, ღობესთან რატო არ იმალებოდი და ჩუმად რატო არ დამენახე ეზოში რო ვთამაშობდითო. ჰეეეელფ! პატარებზე ვეღარც ვნერვიულობ, ვფიქრობ ისინი ჰფრო მარტივად გადაიტანენ. დღე ძიძა ეყოლებათ, საღამოს ბებია/ბაბუა და მამა. ცალკე იმაზე მეთხრება ნერვები ჩემი ქმარი 8-მდე სამსახურიდან ვერ მივა სახლში და უფროსი გოგო მაგაზე ცალკე დაისტრესება საღამოს დროულად მამაც რო არ ეყოლება. აი ისეთი ბავშვია ერთი დღე რო არ მიყვება ბებია-ბაბუაწ არსად. რა ვიღონო, ფსიქოლოგი ხო არ ჩავრთო? რაიმე მირჩიეთ გთხოვთ <3

Posted by: Sandra2209 9 Oct 2022, 23:29
takotatuli1989
მე მიწევს ხშირად დატოვება, ერთი წლის და 4 წლის არიან, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი ჩემზე ძალიან არის მოწეპებულითქო, ბოლოს რომ ჩამოვედი ძალიან დათრგუნული დამხვდა უფროსი, სულ მეკითხება სამსახურში წასვლის წინ, ხომ მივალ იმ დღეს სახლში, თუ ზოგადადაც გაქვს ეგ პრობლემა, გირჩევ ფსიქოლოგი ჩართო.

Posted by: emiblack 10 Oct 2022, 00:13
Anabeli111
ან, პირველი პერიოდი მგონი დედების უმეტესობას არ ძინავს. ჩემსას რეფლუქსი ქონდა და მეშინოდა არ გადასცდენოდა, ამიტო პირველი 2-3 თვე ფხიზლად ვიყავი. ემოციურ ფონს რაც შეეხება ყველას სხვადასხვანაირად გადააქვს, ეცადე ბევრი ისეირნო, იცეკვო ბავშვთან ერთად და სულ ცოტა დრო მაინც გამონახო მხოლოდ საკუთარი თავისთვის, რადგან დამხმარეები გყავს . ძუძუთი კვება პირველი პერიოდია რთული, მერე უკონფორტულესი იყო ჩემთვის. სადაც გინდა წახვალ და იცი ბავშვის საქმელი სულ თან დაგაგვს))) დალაგდება ყველაფერი ძალიან მალე . რადაც ვაკვირდები რაც უფრო რთული გზა გაიარა დედამ დედობამდდ უფრო უჭირთ ემოციურად. წლების დაძაბულობა გეხსნება და რაღაცნაირი გულჩვილი ხდები. მე არ მქონია მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ამიტო ზუსტ რჩევას ვერ მოგცემ, თუმცა თუ შეატყობ რომ შენით ვერ უკმკლავდები ფსიქოლოგი ჩართე. .თუ მხოლოდ ძილის ნაკლებობაა და ეს ფიზიკური დისკომფორტები რაც ჩამოთვალე, მაშინ სულ ცოტაც დაიცადე და გაქრება <3

Posted by: Anabeli111 10 Oct 2022, 09:13
gogatakoo
nino84
anibani18
emiblack
მადლობა, გოგოებო ♡♡ თქვენს ნაწერებს რომ ვკითხულობდი ცრემლები თავისით ჩამომდიოდა ♡ იმედი მაქვს, ფიზიკურად რომ კარგად ვიგრძნობ თავს, მერე ბევრად მარტივად შევხედავ რაღაცებს ♡

Posted by: narkozeli 10 Oct 2022, 12:10
emiblack

ხოო, ესენი 3 წლიდან იღებენ, მე რაც მომეწონა ყველა ბაღი 3დან იღებს სამწუხაროდ sad.gif

საათობრივზე ვერ გეტყვი, არ ვიცი რომელია კარგი და ესე ვერ გავუწევ რეკომენდაციას.
ისე კი ჩემს ირგვლივაც წელს ვინც მიიყვანა (აქაური გოგოები ვინც იყვნენ ჩვენი თაობა, 90% უკმაყოფილოა ბაღებით, ნუ საჯაროში მიიყვანა უმრავლესობამ.

nino84

ძაან ვნერვიულობდი ბაღზე, მგონი ასე ძაან არაფერზე არ მინერვიულია აქამდე..
* * *
Anabeli111

ანა, ნუ გრცხვენია იმის რომ ჯერ დედობით ვერ "ტკბები". საერთოდაც, ჩემი რჩევაა იყავი ეგოისტი, ახალნამშობიარებს ეს ყველაზე მეტად ეპატიება. ეგოისტში იმას ვგულისხმობ რომ შენს თავზე იფიქრე და იზრუნე, არ დაივიწყო შენი თავი. მარტო გადი სადმე, დამტოვებელი რადგან გყავს, თუნდაც მაღაზიაში ჩადი ან ქუჩაში იბოდიალე. მოკლედ რამე ქენი უბავშვოდ დღეში 1 საათი.
ძუძუზე არ ვიცი რა გითხრა, მე არ დამეჯერება რადგან მაგდენს არ გავუძლებ სავარაუდოდ და ხელოვნურზე გადავიყვანდი, მაგრამ როგორც გამოცდილი დედები ამბობენ, ცოტაც უნდა გაუძლო და მერე გატკბილდების.

მე შენ ნაწერებს რომ ვუყურებ, 99% მგონია ეგრევე ხელოვნურს ვატაკებ მეორესაც. რა ვქნა, ყველა ვერ ვართ ძლიერები და სულ არ მრცხვენია ამის აღიარება. ჯერ მე მინდა ვიყო კარგად და მერე სხვა დანარჩენი. მე თუ ცუდად ვიქნები, ჩემი შვილიც ვერ იქნება კარგად.

გაზებს რაც შეეხება, ტამი ტაბი გაქვს? ძაან კარგად ვიხმარე ეგ. ეხლა სიცივეები რომ დაიწყო თბილი პილიონკა შეგიძლია მუცელზე მოახვიო, ხელზე გადაიწვინე და ზურგზე ისე მოეფერე. ბავშვთან ერთად ბუქნების კეთებაც შველის კოლიკას.
მოკლედ რამე უნდა დაუმუღამო. მაგრამ შენ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეს, შენც ახალშობილივით ხარ ეხლა ამ ჰორმონების აფეთქებებში. love.gif ყველაფერი დალაგდება 2kiss.gif
ჩემთვის ე.წ. toddler ასაკი (2-3 წელი) იმდენად რთული იყო, ერთადერთი იმაზე ფიქრი მაძლებინებდა რომ ეს ყველაფერი დროებითია და კი, მართლა ასე ყოფილა..

Posted by: nino84 10 Oct 2022, 18:46
გოგოებო, 3 თვის ასაკში შეიძლება კბილების ამოსვლა უკვე დაწყებოდა? ღრძილები თითქოს დაბერილი არ აქვს. ტირის და ხელებს პირში იტენის, არ შია ვცადე ბოთლის მიცემა და არ გაიკარა. რა შეიძლება ღრძილებზე წავუსვა?

Posted by: emiblack 11 Oct 2022, 15:51
narkozeli
მადლობა <3 ხო ჩემს ირგვლივაც ბევრია უკმაყოფილო და ვეცდები ისეთი ავრჩიო თავიდანვე რომ კარგი განწყობა შეუქმნან ბავშვს . ანბანელას აქებენ ვინც პატარა ასაკიდან იღებს იმათში და უნდა მივიდე ერთი

Posted by: narkozeli 11 Oct 2022, 17:43
emiblack

ნევერლენდში TUA-ს დაყავდა ბავშვი როგორც მახსოვს და გაგიზიარებს ალბათ . მე არ ვიცი ნამდვილად,შორიდან კარგი ჩანს.

Posted by: emiblack 11 Oct 2022, 23:00
narkozeli
ნევერლენდის ტერიტორია დიდად არ მაწყობს , მაგრამ თუ გამოჩდება თუა მოვისმენდი მაინც. ურთულესი ყოფილა ბაღის შერჩევის ამბავი

Posted by: Anabeli111 12 Oct 2022, 00:15
გოგოებო, ღამით ვაძლევ დამატებას ერთხელ, სადღაც 4ზე ან 5ზე იღვიძებს ხოლმე. რამდენს უნდა ჭამდეს, დაახლოებით, დღეღამეში 1 კვირის ბავშვი?

დღეს ცოტა რძე გამოვიწველე და მგონია, რომ არასაკმარისია ბაიასთვის.

Posted by: narkozeli 12 Oct 2022, 10:03
emiblack

ვაიმე ნევერლენდი დამიწერია, ანბანელა ვიგულისხმე biggrin.gif
* * *
Anabeli111

60-90 გრამს საშუალოდ,, ჩემი ბევრს ჭამდა და ეხლა რო ვიხსენებ 1 კვირისა 90 გრამს ჭამდა

Posted by: takoo1 12 Oct 2022, 10:32
Anabeli111
ანა 1 კვირის მგონი 60ს ჭამს,ლუკიანე 60ს ჭამდა 2 კვირა.
გაბრიელი არ ვიცი რო არ ვიწველი,ალბათ მეტს ჭამს ერთს რო გამოცლის მეორეზე გადადის))

* * *
გოგოებო მყავდა გუშინწინ პედიატრთან და ჭიპზე რო ვუთხარი თიაქარი ხო არაა თქო გაგიჟდა,რა თიაქარიო ის მუცელი იბერება ჭიპის გარშემოო, მარტო ჭიპი კი არაა ამოწეულიო.
ვინმეს თუ გექნებათ ეგ შემთხვევა რო იცოდეთ:*
ტყუილად ვინერვიულე.
ისედაც კი ჩაუვიდა უკვე, ძაან ოდნავააქ ამოწეული

Posted by: Tua 12 Oct 2022, 12:32
Anabeli111
60-70 გრამს უნდა ჭამდეს ან ყოველ დღე 10-10 გრამით უმატე და 90 გრამზე გაჩერდი , თუ ნახავ რომ არუოფნის მერე გაუკეთებ 120ს, გამოწველას რაც შეეხება დიდი ალბათობით გამოსაწველი გაქვს მასაჟისტის მიერ რომ კარგად წამოვიდეს რძე. ძუძუთი კვებაზე არ ინერვიულო ❤️ თუ ფსიქოლოგიურად ვერ შეძლებ ნაღდად არიქნენი ცუდი დედა .
emiblack
ნევერლენდში არა მე ანბანელაში დამყავდა მივკევივზე 3 თვე ვიხადე და იქიდან 3-4 კვირა ვიარეთ, ავადმყოფი ბავშვები დაყავთ საკმაოდ ბევრი , მე რომ 4-5 დღე ვტოვებდი , სიცხეც რომ არჰქონდა მაინც სახლში მყავდა მითხრეს აიცხე თუ არ აქვს მლიყვანეო ( არიციან ეტყობა რომ ბავშვი უაიცხოც გადამდებია თუ ვირუსჯ არ აქვს) , ბავშვი ცოტა დასტრესილი გამო ყავდა დღემდე არბიცი რატომ და კამერის ნახვა რომ ვთხოვე აუცილებლად 7ის მერე მოდითო როცა არიქნება არავინო ( როცა დამტოვებელი არგყავს ძალიან ცუდია) ისე როგორც ბაღი ძალიან კმაყოფილია ბევრი, უბრალოდ 2-3 წლამდე ჯგუფში მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ არაფერს აკეთებინებდნენ, ერთი ნაჯღაპნიც კი არგამოუტანია 3 თვის განმავლობაში ბავშვს, ასევე ძალიან რთულია რომ მასწავლებელთან ვერ გვქონდა კომუნიკაცია რომ გამეგო როგორ იყო ბავშვი, ჩემს დროს შიგნითაც არუშვებდნენ მშობელს საერთოდ გარეთ ელოდები კარებთან როცა გამოგყავდა, თაბიდან რამოდენიმე საათით როცა მიგყავს ქრც მაშინ გიშვებდნენ მარტო შეყავდათ , არც მშობლები არიცნობენ ერთმანეთს რადგან საერთო მშობლების ჯგუფიც არაა მესენჯერში რომ საერთო პრობლემა განიხილო. სხვა ფილიალებში რახდება სამწუხაროდ არვიცი sad.gif

Posted by: Iris87 12 Oct 2022, 12:34
გამარჯობა დედიკოებო. დავარაშვილის სამშობიაროზე და თვითონ დავითზე, რა გამოცდილება გაქვთ? საკეისრო დამჭირდება დიდი ალბათობით. ე.წ. ფრანგულ მეთოდზე რა იცით? ამბობენ ძალიან მარტივი რეაბილიტაცია აქვსო. ვინმეს გაგიკეთებიათ? და მეანთან რომელ კვირაზე მიხვედით პირველად?

Posted by: Anabeli111 12 Oct 2022, 12:59
narkozeli
gogatakoo
დაახლოებით 40-50გრამი გამოდის ორივე ძუძუდან საწველით, პლუს მანამდე ვაჭმევ ხოლმე ძუძუს და ღამე ერთხელ 60გრამ დამატებას ვაძლევ. მგონი საკმარისია ამ ვადისთვის.. ♡

ხშირად ასლოკინებს ხოლმე კიდე..
* * *
Tua
ხო, გუშინდელი დღიდან რაღაც შემცირება შევატყე რძეს და ახლა ვცდილობ თავი ავიყვანო ხელში, ცუდი ფიქრები მოვიშორო ან არ ვიფიქრო, რომ რძე არ გამიბრუნდეს საერთოდ ♡

Posted by: takoo1 12 Oct 2022, 13:22
Anabeli111
კი საკმარისია თუ ბავშვი არ გთხოვს მეტს.ჯერ ერთი კვირისაა.
რძე რატო შეგიმცირდა დარბილდა მკერდი?
სავსე აღარ იქნება როგორც თავიდან და არ გეგონოს რო შემცირდა.მე სულ რბილი მაქ თუ დიდი დრო არ გავიდა (იშვიათადაა ოდნავ მაგარი და მოდის ჩვეულებრივად.
ბავშვს ყოფნის 3საათზე ადრე არ ითხოვს ჭამას.
თავიდან გგონია ბევრია იმიტო ეო ვერ ჭამს პატარა,ვერ ერევა და ვერ იცლება ძუძუ,ამიტო სუ მაგარია.
მერე უკვე სულ რო გამოაქ რბილია მკერდი.
დღის განმავლობაში გრძნობ მოწოლას?

Posted by: Anabeli111 12 Oct 2022, 15:01
gogatakoo
დღის არა, რადგან დღე ხშირად ვაძლევ ძუძუს და ღამე რადგან ერთ კვებას აგდებს, მარჯვენა მკერდში ვგრძნობდი, რომ ბევრი იყო.

რავიცი, ანუ რომ ვიწველი 40-50 გრამზე მეტი არ გამოდის ორივე ძუძუდან..

Posted by: xalati 12 Oct 2022, 17:18
Anabeli111
თურმე როცა იწველი, მითუმეტეს თავიდან, ბევრად ნაკლები გამოდის, ვიდრე ბავშვის მოწოვილი, მაგაზე ნუ ჩაიციკლები. ჰორმონები არ გამოიყოფა საწველით ისე, როგორც ბავშვთან კონტაქტით და თან ბავშვი ბევრად უკეთ ქაჩავს. ანუ რეალურად მეტს ჭამს წესით.


Posted by: takoo1 12 Oct 2022, 18:39
Anabeli111
რამდენ ხნიან შუალედს გიკეთებს დღე?
ატყობ რო არ ყოფნის ტირის?
ჩემი ბიჭი ძალიან მჭამელია მგონი ლუკიანე ესე არ იყო,მეც დამეწყო უკვე ფიქრები რო არ ეყოფა მალე.რო ტირის მგონია ხოლმე რო შია)))
პიულატე დავიწყე მე ჰუმანასი.მაგის იმედზე ვარ პირველზეც მაგას ვსვავდი.
იყიდე აბა მოსინჯე:* კაი რაღაცაა

Posted by: anibani18 12 Oct 2022, 21:11
Anabeli111
ასე იცის ანი, ვერ გრძნობ მერე ამ სიმაგრეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გაქვს. რომ იწველი, ბოლომდე ხომ არ გამოგაქვს თან, თუ ბოლომდე ცლი? მოიმატებს ნელ-ნელა, რაც მეტი დასჭირდება, მეტი გექნება. ასეა, ამბობენ, ყოველ შემთხვევაში. მე დიდი გამოცდილება არ მაქვს.
თაკომ რაც გირჩია, მართლა ძალიან კარგია. უცებ იგრძნობ ისევ იმ სიმაგრეს.
რას შვება შენი გოგო? შენ როგორ ხარ?

gogatakoo
როგორ ხართ, თაკო? მომიყევი რა პატარაზე ♡ როგორი ბიჭია?

Posted by: Anabeli111 13 Oct 2022, 15:19
xalati
დღეს შედარებით მეტი გამოვიდა გამოწველისას ♡

gogatakoo
ხან როგორ და ხან -როგორ. დღეს მაგალითად სუუულ ძუძუ უნდა, სულ.. გუშინ ეძინა უფრო მეტად და 2 საათში ერთხელ ითხოვდა დაახლოებით. ღამე 12ზე ან 1ზე რომ ვაჭმევ, 4მდე სძინავს, მერე ხელოვნურს ვაძლევ და დილის 8მდე ან 7მდე სძინავს. ნუ ეს 2-3 დღე იყო ასე. დღეს რაღაც შეიცვალა განწყობა და ვნახოთ ♡

anibani18
ვტოვებ რძეს ხოლმე ცოტას, რომ ძუძუს თუ მოითხოვს,მქონდეს.. ვაშავებ?

Posted by: takoo1 13 Oct 2022, 15:51
anibani18
უF რავიცი ანი კარგად თქო რო გითხრა მოგატყუებ)) ვუძლებ რა სხვა რა გზაა smile.gif
ცოტა დეპრესიამ შემომიტია,გუშინ მქონდა ყველაზე წყნარი დღე ისე რო ლუკიანე წყნარად იყო და მეც ცოტა დავისვენე.
დღის პირველ ნახევარში ვარ საშინელ ხასიათზე განსაკუთრებით დილით რატო არვიცი,საღამოს ცოტა ხასიათზე მოვდივარ,ალბათ რო ვიცი ჩემი ქმარი მოვა smile.gif ვერ ვიტან პოსტპარტუმ დეპრესიას ვერ მოვიშორე მაინც რა))) ის სზრი მაწყნარებს რო ვიცი გაივლის მარა ეს დრო იწელება რააა..
პატარა რავიცი ტირის ეს დღეებია მგონი მუცელი აწუხებს,კი ვასხამ წამალს მარა ხან შველის ხან არა.ჩაძინება უჭირს ან ჩაძინებული თუა უცებ გაწითლდება და ტირის იჭინთება.
ღამე ძინავს მარა ლუკიანესავით არ მიგდებს ერთ ჭამას არ გამიმართლა))) 1-2ზე რო ვაჭმევ 5ზე მაინც იღვიძებს.გამოუძინებელი ვარ სულ,სადაც დავჯდები იქ მეძინება..რა კაია წუწუნი biggrin.gif
თქვენ როგორ ხართ❤️

* * *
Anabeli111
ანა მე გირჩევ რო ხელოვნური მისცე პირიქით 1ზე და 4-5ზე რო გაიღვიძებს ძუძუ და გეტყვი რატო.უფრო დგება რძე მაგ საათებში და რო აჭმევ ღამე მაგ დროს გამოიყოფა ის ჰორმონი და მოკლედ ჯობია ეგრე ქნა.მე მასე ვშვებოდი ლუკიზე
მე დავიწყე პიულატე და კი ყოფნის ჯერჯერობით და ვნახოთ აბა თუ გამიჭირდა დღეში ერთხელ მივცემ დამატებას..ბევრს ჭამს უკვე არადა პატარაა ჯერ.
არ გინდა დატოვება იმდენს ვერ დატოვებ რო ეყოს და მიეცი ჯობია დანაყრდეს და დიდი შუალედი გაგიკეთოს რო ჩადგეს რძე ვიდრე ცოტა ჭამოს და მალევე მიგთხოვოს.
არ გექნება და მისცემ ხელოვნურს რა პრობლემაა.რამდენიც უნდა აჭამე.
მე ორივე ძუძუს ვაცლევინებ და კი ძინავს 3-3,5 საათი

Posted by: xalati 13 Oct 2022, 17:28
Anabeli111
Ძაან კაი!
Ძუძუში შანსი არაა, რძე დაგაკლდეს, თუ აწოვებ. Რაც მეტს აწოვებ, მით მეტი გექნება. Ანუ ეკონომია არ გააკეთო smile.gif ხელოვნურს რატომ ამატებ?
gogatakoo
Აუ ალბათ რა რთულია თავიდან... Ცოტაც გაუძელი, აბა შენ იცი!

Posted by: Anabeli111 13 Oct 2022, 19:04
gogatakoo
მადლობა, თაკო ♡♡ გავითვალისწინებ, აბა, დღეს ♡

xalati
ძუძუს თავების გამო.. მთელი დღე რო ჭამს, ღამე უზიმოდ მტკივა ხოლმე sad.gif

Posted by: anibani18 14 Oct 2022, 11:31
Anabeli111
არა. არც შეიძლება ბოლომდე გამოწველა, მგონი ჰიპერლაქტაციას დაიმართებ, ბოლომდე რომ გამოიწველო. მე იმიტომ გკითხე, რომ რეალურად რამდენი გაქვს რძე გამოწველით ვერ მიხვდები.
ლანსინოს მალამო სცადე, ანი. ძალიან დამეხმარა მე პირველზე. დახეთქილი არ მქონდა, მაგრამ ძალიან მქონდა გაღიზიანებული.
* * *
gogatakoo
რა რთულია, თაკო.... გაივლის აუციებლად, დრო მიეცი :*
ჩვენი რა გითხრა, ასე მგონია შეშლილობის ზღვარზე ვიყო.

Posted by: emiblack 14 Oct 2022, 21:29
Tua
უდიდესი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. გამოდის ბევრი პუნქტია მოუღებელი ჩემთვის . ვნახავ აბა ვიკითხავ დეტალურად და რას მეტყვიან. ძაან კი ვითრევ ისე ჯერ ფეხს .

Posted by: სერაფიტი 15 Oct 2022, 15:19
დედებო, რა მაინტერესებს: ტალკი ვიცი რომ აღარ გამოიყენება პამპერსის ქვეშ. ვაპირებ ველედას კრემი ვახმარო ბაიას. და ყველა გამოცვლა-გასუფთავება-ჩაბანისას უნდა წავუსვა სამშობიაროდანვე?

Posted by: nopiahopi 15 Oct 2022, 19:14
სერაფიტი
არა, თუ შეუწითლდება,მაშინ წაუსვი დაბანის მერე. ნუ მე ეგრე ვაკეთებდი, მხოლოდ მაშინ ვუსვამდი, თუ სიწითლე გაუჩნდებოდა. ესეც იშვიათად ჰქონდა.

უფროსს არა და პატარას დაბადებიდან რამდენიმე დღე კანის სიმშრალე ჰქონდა ძალიან, მუცელზე, ხელებზე, ფეხებზე და ველედათი ვუტენიანებდი. მგონი 1 კვირაში სიმშრალემაც გაუარა.

კარგია ველედა ძალიან. 100% ნატურალურია smile.gif

Posted by: anibani18 15 Oct 2022, 21:09
სერაფიტი
არა, მხოლოდ სიწითლის დროს.
nopiahopi
ველედას რომელ კრემს უსვამდი სიმშრალეზე? უმცროსს ვერაფრით დავუტენიანე მუხლები და მკლავები. ტოპიკრემ ა.დ. და სეკალია ვცადე, ავენის ქოლდ კრემი ვითომ ცოტა შედეგს აძლევს, მაგრამ არ ვიცი თუ შეიძლება გამოვიყენო როგორც დამატენინებელი. ახლა ცალ ლოყაზეც გაუჩნდა მშრალი, წითელი ლაქები.

Posted by: jiuti 15 Oct 2022, 21:15
anibani18
ეგ მეც მაინტერესებს, ზოგადად დაბანის შემდეგ დასატრნიანებლად რომელი ჯობს? ველადასი რა ქვია ?

და კიდევ, კალიასკა უნდა შევარჩიო და რომელს მირჩევთ? როგორი მოირგეთ? რა პერიოდამდე ? და სად შეიინეთ?გთხოვთ მირჩიეთ ყველაფერი

Posted by: სერაფიტი 15 Oct 2022, 21:33
nopiahopi
anibani18

მადლობა. და აბა სულ არაფერი უნდა საფენქვეშ წასასმელი? ანუ შევამშრალებ და ვაცმევ საფენს? ტალკი არა, კრემი არა?

anibani18

მუსტელას დამატენიანებელი მაქვს ნაყიდი. ველედასიც მაჩუქეს. ჯერ პრაქტიკაში არ ვიცი, რომელი ჯობს, თუმცა რასაც ვკითხულობ, ამ ორი ბრენდის დამატენიანებლებს აქებენ. ცალკე აქვთ ატოპიური კანისთვისაც. იკითხე აბა აფთიაქში, მშრალ კანზე. ბიოლაინიც კაიაო, კარა მუსტელა და ველედა ჯობს წესით.

Posted by: anibani18 15 Oct 2022, 22:12
jiuti
სერაფიტი
არაფერი არ უნდა საფენქვეშ თუ სიწითლე არ არის. დაბანთ, ცოტა ხანი პამპერსის გარეშე იქნება და მერე ჩააცმევთ პამპერსს.
ტალკი ზრდასრულებისთვისაც არ არის რეკომენდურებული, სასუნთქ გზებში ხვდება პაწია ნაწილაკები და საბოლოოდ ცუდ შედეგამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი.
ატოპიური კანისთვის ჩემი გამოცდილებით სეკალია ულტრაზე კარგი არაფერია. მაგრამ პატარას არ უტენინებს ეს.
jiuti
ჯერ ჩვეულებრივი დამატენინებელი იყიდე ტოპიკრემის. მერე ნახავ როგორი კანი აქვს. შეიძლება ესიც მოუხდეს, შეიძლება ატოპიუტი დერმატიტი ჰქონდეს და სხვა რამის ყიდვა მოგიწიოს. ინდივიდუალურია მაინც.
ველედას დამატენინებელი არ მქონია. საფენქვეშ წასასმელს ვხმარობ უკვე მეორე ბავშვზე და ძალიან მომწონს. ქოლდ კრემი არ მომეწონა, ავენის სჯობს ბევრად.
ეტლის შერჩევისას გაითვალსწინე შემდეგი რამ: უნდა იყოს მსუბუქი, მაგრამ არ ყირავდებოდეს, უნდა იყოს კომპაქტური, ადვილად კეცვადი, დაკეცილ მდგონარეობაში სატარებლად მარტივი და მსუბუქი.
ჩემსას გონდოლა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც კარგად ვიხმარე. არა მგონია გონდოლა ძალიან აუცილებელი იყოს, თუმცა რეკომენდირებულია. ჩემი გოგონები იმდენ დროს არ ატარებდნენ/ატარებენ ეტლში, რომ ხერხემლის დეფორმაცია მიიღონ.
დღევანდელი გადმოსახედიდად, სხვა ეტლს შევარჩევდი. ახლა ჰაუკი მაქვს, კი მუშაობს ვირივით და არფერი ეტყობა, მაგრამ მძიმეა, სადმე თუ მივდივარ ბავშვით ან ბავშვებით, ვერ მიმაქვს ამის გამო. დასასვენებლად რომ წახვალთ, მძიმე ეტლის ათრევა-ჩამოთრევა ძალიან რთულია.
სერაფიტი
ვცდი აბა მუსტელას. რაღაც აქვთ ატოპიური კანისთვის. ბიოლაინი არ მომეწონა, თან საშინელი სუნი ჰქონდა.

Posted by: nopiahopi 15 Oct 2022, 22:44
anibani18
ამას ვუსმევდი სიმშრალეზე. პირველი კვირა კანი ექერცლებოდა ძალიან.
user posted image




სერაფიტი
jiuti
ამას ვუსმევდი პამპერსის ქვეშ სიწითლეს თუ შევანჩნევდი

user posted image

Posted by: jiuti 16 Oct 2022, 18:25
nopiahopi
მადლობა ინფოსთვის, უნდა მოვიმარაგო უკვე.

Posted by: Patrickpatric 17 Oct 2022, 01:11
გამარჯობა გვყავს ახალშობილი 25 დღის და ხიხინები აქვს გვყავდა პედიატრი რომელმაც გვითხრა რომ სასუნთქ გზებში აქვს საჭმლის ნადები დაგროვილი და შუბლში, ფილტვები და ბრონქები სუფთა აქვსო და არც სიცხეები აქვს სამკურნალოდ დაგვინიშნა ანტიბიოტიკი კლავომედი, ფიზიოლოგიურით გამორეცხვა და კამის ჩაი გაზებისთვისო ჰიპის დღის მანძილზე 100 გრამი გადაუნაწილეთო,
ძალიან გვეშინია ანტიბიოტიკისაც და ჩაის სმისაც რადგან გაგებული გვაქ რომ 6 თვემდე სითხე არ შეიძლება მეძუძური ბავშვისთვის გთხოვთ გვირჩიოთ რამე თუ გქონიათ ასეთი გამოცდილება

Posted by: სერაფიტი 17 Oct 2022, 09:57
Patrickpatric

იქნებ სხვა პედიატრს აჩვენოთ? საჭმლის ნადები რას ნიშნავს? ან ანტიბიოტიკი რად უნდა? ცოტა გაუგებარი დანიშნულებაა.

Posted by: ივლისი 17 Oct 2022, 13:12
Patrickpatric
ხიხინებს თუ სუნთქვის დროს ცხვირში ხრუტუნებს. სრუტუნებს. ფიზიოლოგიურით გამოურეცხეთ ცხვირი. გაუვლის , ბევრ ბავშვს აქვს ეგ. ანტიბიოტიკი არ ვიცი რატომ მიიჩნია საჭიროდ . ჰიპის კამის ჩაის მე ვასმევ ჩემსას . არაა საშიში. პირველი კვირიდან შეიძლება. თუმცა გაზებზე შედეგი არ მოგვცა. კამის წყალია კარგიო . ზოგ აფთიაქში მზადდება. მოკლედ ანტიბიოტიკზე მაინც სხვა პედიატრსაც ჰკითხეთ.

Posted by: Tua 17 Oct 2022, 21:04
jiutiდასაბანად და საცხად მე ველედას კალენდულას არგირჩევდი რადგან კალენდულა ძალიან ალერგიული პროდუქტია და შეიძლება დააყაროს, ყველაზე ნეიტრალური არია ტოპიკრემის ცისფერცხვრიანი ხაზი დასაბანიც და საცხიც 3 წლის მყავს და დღემდე
მაგას ვყიდულობ . ტაკოს კრემი საფენის ქვეშ ველედა ჩემი სიყვარულია დღემდე მაქვს.

Posted by: takoo1 17 Oct 2022, 22:21
anibani18
მეც ეგრე ვარ ანი,წარმომიდგენია რა რთულია..
დეპრესიის ზღვარზე ვარ უკვე,შეიძლება მაქვს კიდეც და ჯერ ვერ ვხვდები.
ისე ვნერვიულობ ლუკიანეზე ისე განვიცდი და ისეთ სტრესში ვარ მგონი რძე მიქრება,დღეს მთელი დღეა არ მაწვება ვერ ვგრძნობ,არადა 3 საათში ერთხელ ვგრძნობდი მოწოლას.
გუშინ ღამე ისეთ ისტერიკაში იყო ისე მანერვიულა აი ღამის მერე მკერდი ვაფშე რბილია და მგონი ეგაა რასაც ვფიქრობsad.gif(

Posted by: სერაფიტი 18 Oct 2022, 00:38
gogatakoo

აუჰ, იქნებ რამენაირად შეინარჩუნო რძეsad.gif რომ იწველო ბავშვის ჭამის შემდეგ ან რამე.
როგორ გაუჭირდა ლუკიანეს, ეტყობა მაგ ასაკში რთულად იღებენ ასეთ სიახლესsad.gif
რამენაირად უნდა აიყვანო თავი ხელში, ორივეს მშვიდი სჭირდები... რაღაც მომენტში ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაცია, თუნდაც ონლაინ, გაგევლი იქნებ.

ბავშვთა თუ არა, შენთვის მაინც...

Posted by: takoo1 18 Oct 2022, 01:30
სერაფიტი
რა გამოვწველო რაც არაა, გამოსაწველი სად რჩება თორე კიsmile.gif
ჩავეწერეთ ტატა ბაზღაძესთან 26ში და ვნახოთ რას გვეტყვის.იქამდე თუ ვიქნები ცოცხალი))

Posted by: matuti 18 Oct 2022, 06:48
Patrickpatric
QUOTE
გამარჯობა გვყავს ახალშობილი 25 დღის და ხიხინები აქვს გვყავდა პედიატრი რომელმაც გვითხრა რომ სასუნთქ გზებში აქვს საჭმლის ნადები დაგროვილი და შუბლში, ფილტვები და ბრონქები სუფთა აქვსო და არც სიცხეები აქვს სამკურნალოდ დაგვინიშნა ანტიბიოტიკი კლავომედი, ფიზიოლოგიურით გამორეცხვა და კამის ჩაი გაზებისთვისო ჰიპის დღის მანძილზე 100 გრამი გადაუნაწილეთო,
ძალიან გვეშინია ანტიბიოტიკისაც და ჩაის სმისაც რადგან გაგებული გვაქ რომ 6 თვემდე სითხე არ შეიძლება მეძუძური ბავშვისთვის გთხოვთ გვირჩიოთ რამე თუ გქონიათ ასეთი გამოცდილება

სტრიდორი ხომ არ აქვს? ჩემსას ქონდა ეგრე, სუნთქვის და ჭამის დროს ხმაურობდა, სრუტუნებდა და ხრუტუნებდა. თავისით გაუარა წლამდე. ანტიბიოტიკის მიცემას ნუ იჩქარებთ მაინც, სხვა ექიმთანაც გადაამოწმეთ.
აქ არის ინფორმაცია სტრიდორზე
https://www.medgeo.net/2009/10/18/stridor/
* * *
gogatakoo
QUOTE
მეც ეგრე ვარ ანი,წარმომიდგენია რა რთულია..
დეპრესიის ზღვარზე ვარ უკვე,შეიძლება მაქვს კიდეც და ჯერ ვერ ვხვდები.
ისე ვნერვიულობ ლუკიანეზე ისე განვიცდი და ისეთ სტრესში ვარ მგონი რძე მიქრება,დღეს მთელი დღეა არ მაწვება ვერ ვგრძნობ,არადა 3 საათში ერთხელ ვგრძნობდი მოწოლას.
გუშინ ღამე ისეთ ისტერიკაში იყო ისე მანერვიულა აი ღამის მერე მკერდი ვაფშე რბილია და მგონი ეგაა რასაც ვფიქრობ(

რამე გემრიელი მიირთვი, როცა ბავშვებს დააძინებ, ცხელი ყავა ან ჩაი დააყოლე, სასიმოვნო მუსიკას მოუსმინე ან რამე კომედიას უყურე და მოდუნდი, დაისვენე, თუნდაც 15 წუთი საკმარისი იქნება. რძე ისევ ჩაგიდგება კარგად. მე ეს მშველის ხოლმე. დასვენება და კარგი კვება აუცილებელია მეძუძური დედისთვის.

Posted by: Anabeli111 18 Oct 2022, 19:36
gogatakoo
თაკო ♡♡ არ ვიცი, როგორ გაგამხნევო ♡ მაგრამ ყოჩაღი გოგო ხარ და ამასაც გაუმკლავდები :* გარეთ გასვლას ახერხებ?

მე მივხვდი, რომ ჟანგბადი მაკლია.. ჰაერი, მზე, სინათლე.. სულ ოთახში ვარ, თან ეს დღეები რო წვიმდა, განწყობაზე აისახა.

დღეს პედიატრთან ვიყავით და გარეთ გასვლა საოცრად მესიამოვნა და პოზიტივით ამავსო ♡

პ.ს: აქვე, გოგოებო. ჩემი გოგო დაიბადა 3.600, გამოწერისას იყო 3.370. დღეს რომ ავწონეთ იყი 3.600.

არადა ისეთი ლოყაჩოა, მეტი მეგონა. ძუძუს მერე დამატება მიეციო და როგორ ფიქრობთ ეს ნამატი ძაან.ცოტაა? 2 კვირის გახდა დღეს.

დამატებას, როცა ძალიან ჭუჭყუნებს ღამე, ვაძლევ, მაგრამ ძირითადად არ ჭამს, რადგან ჩემი დაკვირვებით, ძუძუ ჰყოფნის. უბრალოდ სუულ უნდა რომ წოვოს ;/

Posted by: anibani18 18 Oct 2022, 20:07
gogatakoo
თაკო, ძვირფასო, გამხნევდი. რთული პერიოდია ძალიან. ცვენთან ეს ისტერიკები დაახლოებით ორ თვეში შეწყდა. შეწყდა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ცოტა დამშვიდდა ცხოვრება. ნახე აბა ფსიქოლოგი რას გეტყვის, მერე მეც გამიზიარე.
ბავშვის ხმა ესმის ღამე, ან შენ რომ აჭმევ, ესიც ძალიან მოქმედებს მასზე. მე ასე მგონია. სცადე თეთრი ხმაური? იქნებ ცოტა დაამშვიდოს.
ეს არის ჩემი ჯადოსნური ლამპა
Fisher-Price SmartConnect Deluxe Soother [SIOC] https://a.co/d/3wMVZ12
ამის ფასი სახლში არაფერი მაქვს. როგორც იქნა ღამე საათობით აღარ ღვიძავს და აღარ კივის.
ძალიან კარგად მესმის შენი. დამიჯერე. ახლა ისე ვარ, დაწერაც არ მინდა, იმდენი ხალხი კითხულობს, ვინმე იტყვის, რა უღირსი დედაა ესო.
Tua
პანპერსს თუ არ იცვამს ბავშვი და მაინც სიწითლე აქვს, ამ შემთხვევაში რა ვქნა?


Anabeli111
არ არის ცუდი ნამატი, ანი. ერთ თვეზე უფრო გამოჩნდება. ყველა ბავშვი ინდივიდუალურად იმატებს

Posted by: სერაფიტი 18 Oct 2022, 20:51
Anabeli111

რასაც ლაქტაციის ჯგუფში ვკითხულობ, ნამდვილად არაა ცუდი ნამატი. თან თვეში ერთხელ აწონვა უკეთესია, ასე ორ კვირაში რავი... წონა აუნაზღაურებია ფაქტია და აწი უნდა იყოს უკეთესი ნამატი. ძუძუს ბავშვის ნამატი ხელოვნურის ბავშვის ნამატისგან განსხვავებულია,.როგორც ვიცი. პედიატრები კი ხშირად ხელოვნურის ბავშვის სქემით "ითხოვენ" ძუძუს ბავშვის მატებასო...
ისე, ლაქტაცია მოგიწესრიგდა? გტკივა კიდე?
სადღაც 3-4 კვირა უნდა ლაქტაციის დალაგებას და მგონი ჯობია აცადო... თუ გიწყობს ხელს ნებისყოფაsmile.gif))

Posted by: takoo1 18 Oct 2022, 22:13
Anabeli111
აი დღეს ვიყავით ლისზე აქვე ვცხოვრობთ და ამიყვანა დედამთილმა.3 საათი ვიყავით და დავისვენე რასაც ქვია.პატარას ეძინა ლუკიანე თამაშობდა და მე ვიჯექი სიწყნარეში ჩაის ვწრუპავდი ❤️ ეჰჰ რა კარგი ყოფილა რელაქსი.
როცა მოვახერხებ უნდა გავნიავდე ხოლმე.სანამ აგვიცივდა მოვასწრო.
* * *
ანა არარი ცუდი ნამატი,მეც ორ კვირაში მივედი და ეგრე ქონდა ზუსტად ნამატი,მე ესე მითხრა პედიატრმა რო ნორმააო. თავისი წონა აკრიფა მთავარიაო.ეხლა მეტს მოიმატებს წესით,შემდეგ ვიზიტზე რო მიხვალ და აწონი მერე გაიგებ რეალურად.
* * *
anibani18
კიი ღამე ემართება ეს ისტერიკა.მანამდეც იღვიძებდა ღამე და გვერდით რო ვეწექი მივაძინებდი ხოლმე.ეხლა რო ხედავს ძუძუს ვაჭმევ კივის და წივის ბოლო ხმაზე:/
ხოო აი მეც აქ ისე ვერ ვწერ როგორც ვარ რეალურად,ამის იქეთ აღარ არსებობს ესე მგონიაsmile.gif
სრულ ჭკუაზე თუ დავრჩი კაია.შენც თუ ესეთ დღეში ხარ საღოლ შენ მაგარი ნერვები გქონია,მე უკვე ვაფრენ..
ანი ეს ლამფა რა პონტია? ჩერეზ ტელეფონი რთავ რაც გინდა თუ თბითონ ლამფასააქ?
მოქმედებს ანუ კარგად?აღარ ეღვიძება?

Posted by: Anabeli111 18 Oct 2022, 22:30
anibani18
მადლობა, ან♡♡

სერაფიტი
აღარ მტკივა და ეგ დიაკომფორტი მომეხსნა ♡ ახლა ღამის ისტერიკები მაგდებს :დ რო ვერ ვიგებ, რა უნდა და ტირიის... მარტო ძუძუთი ჩერდება და ვართ დააჭყეტილები biggrin.gif

gogatakoo
კი,.საჭიროა განიავება
. დღეს მივხვდი მაგას ♡ ბაიასაც მოეწონა გარეთ ყოფნა. მთელი გზა ეძინა. :დ

Posted by: anibani18 19 Oct 2022, 12:46
gogatakoo
იცი როგორ ვარ, მომავლის შეგრძნება დამეკარგა, თითქოს აღარც მაქვს მომავალიო.
ახლა აღარ კივის, ასეთი ისტერიკები აღარ აქვს. მე ვისთანაც ვიყავი, ფსიქოლოგთან, იმან მასწავლა, უხეშად რომ ვთქვათ, იგნორირება, ანუ კივის, წივის, თავიდან ეუბნები, რომ ვიცი გაწუხებს ეს და ეს, მაგრამ ახლა ძილის დროა, ან სიტუაციასთან შესაბამისად ეუბნები რამეს და მეტი აღარ ამშვიდებ, არც რამე ემოციას გამოხატავ. ამან გაჭრა ჩვენს შემთხვევაში, თუმცა ღამე კივილის უფლებას ვერ მივცემდი, რაღაცნაირად ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი თავიდან, რომ მამას გააღვიძებდა, დაიკოს და იქვე ვეჯექი. არ მიძინია ფაქტიურად ის ორი თვე. მერე დავრბოდი წინ და უკან თუ პატარაც გაიღვიძებდა. ამას რომ დაინახავდა, სულ გიჟდებოდა. მაგრამ საბოლოოდ დამშვიდდა.
აპლიკაცია არ მუშაობს საქართველოში. პირდაპირ ლამპას აქვს ჩასართველები, იავნანები, ბუნების ხმები და თეთრი ხმაური, კიდევ განათება სამნაირი. ძალიან ლამაზია ეს განათება. დილაობით ხალიჩაზე ვწვებით და ვუყურებთ ჭერზე ვარსკვლავებს. ზოგადად სინათლეს ითხოვდა. რაც მქონდა ძალიან ანათებდა.ეს ვიპოვე და გამოხმაურებების მიხედვით, კარგი უნდა ყოფილიყო. მგონია, რომ თეთრი ხმაური შველის, არანაირი ფაჩუნის ხმა აღარ აღვიძებს. იღვიძებს ხანდახან, მაგრამ ან თვითონვე იძინებს, ან მეძახის, ანუ ტირის და მერე რომ მივალ, მალევე იძინებს. ნუ ჩემი არ არის მიჩვეული ფიზიკური სიახლოვით დაძინებას, არ ვუზივარ ხოლმე გვერდით, ან დერეფანში ვარ და იქიდან ვეხმაურები, ან მოშორებით ოთახშივე, როცა ძალიან უჭირდა.
ჯერ იუთუბზე იპოვე თეთრი ხმაური და ის ჩაურთე. დაბალ ხმაზე სცადე. იქნებ დაგეხმაროთ. მე და პატარასაც თეთრი ხმაურის ფონზე გვძინავს. სულ ოდნავ მაქვს ჩართული, მაგრამ სამაგიეროდ თავისუფლად ვმოძრაობ სახლში, გარედანაც შემოსული ხმაური არ აღვიძებთ, არცერთს არ ესმის მეორის ტირილი და წუწუნი. ნამდვილი იავნანაა ჩემთვის, თუმცა ჩემთვის დღესდღეობით ყველაფერი იავნანაა smile.gif)
გამძლეობა, თაკო. იმედია, ყველაფერი მალე დალაგდება ♡

Posted by: takoo1 20 Oct 2022, 11:24
anibani18
აუ როგორ მესმის შენი ანიsmile.gif დალაგდება ხო იცი ყველაფერი ერთიანად ისე რო მერე აღარც გაგახსენდება ეს სირთულეები,დრო უნდა და მოთმინება უბრალოდ ეგაა და მარტივი არ არის
მიუხედავად იმისა რო იცი დალაგდება.
მეც მთელი ღამეები მღვიძავს,ღამე ასოცირდება უკვე სტრესთან ჩემთვის))ხო ვაჭმევ ბავშვს და თვალები მაქ დაჭყეტილი ლუკიანეს ვუყურებ ვაიმეე არ გაიღვიძოს ოღონდ ეხლა ღმერთო თქო ვლოცულობsmile.gif თან ეს პატარა ისეთი წუწუნა და წკმუტინაა ისეთ ხმებს გამოსცემს გოგო აი რავიცი Xან იჭინთება,ხან ხვნეშის და მე გული მიფანცქალებს ერთი სული მაქ როდის ვაჭმევ და ჩავაწვენ))
დღე არააქ რეაქცია მაგაზე მარა ღამე თუ გაიღვიძა კოშმარია.
აუ იმის იმედი მაქ რო პატარა ცოტა დიდი ხნით დაიძინებს ღამით.
შენსას როგორ ეძინა 2თვიდან? ხშირად იღვიძებდა ღამე?
ანი შენ გამოწერე?აპპ თუ არ მუშობს ძვირია მაშინ სხვას ვნახავ მარტო ეგ ხო არ იქნება


Posted by: nino84 22 Oct 2022, 15:01
gogatakoo
ვაიმე ჩემი ბიჭიც საოცარ ხმებს გამოსცემს, ღამე რომ შეფხიზლდება აი თითქოს იჭინთება და კაი მწეველი კაცივით ჩაახველებს, მოსწრებაზე ვარ რო ავიყვანო და გავიყვანო ოთახიდან, უფროსი რომ არ გააღ
ვიძოს.
უფროსი ცოტა გაციებული მყავდა და მე და პატარა ცალკე ოთახში გადავედით დასაძინებლად, უფროსი მამას გოგოა და დავტოვე ერთად. დავისვენე რასაც ქვია, ყოველი გაფაჩუნების აღარ მეშინია, მთავარია ხმამაღლა არ იტიროს. თავიდან არ ვიყავი მომხრე ასე ცალკე ოთახებში ძილის, უფროსი მეცოდებოდა, მაგრამ ასე ყველას მშვიდად გვძინავს, ანიმაც დაგიწერა და მეც შევამჩნიე რომ ღიზიანდება ამას რომ ვაჭმევ მითუმეტეს ხელოვნურზეა, ვცდილობ არ დამინახოს ნუ თუ მარტოები არ ვართ. მოკლედ ვინც თქვა ორწლიანი შუალედი კარგიაო არ დამენახოს )))

anibani18
როგორ მესმის შენი. ზოგჯერ ისეთი ცუდი დედა მგონია თავი ჩემი ფიქრების გამო, გადაღლის ბრალია და უძილობის, მთლად დეკვატური ვერ ვარ ზოგჯერ
* * *
Patrickpatric
დიდი ბოდიში, მაგრამ ამ დროში პედიატრში, რომელიც კამის ჩაის ნიშნავს მსუბუქად რომ ვთ
ქვა ეჭვი შემეპარებოდა. ჩვილების თირკმელების ზედმეტი სითხით გადატვირთვა არაა კარგი, რძე ან ხელოვნური რძის გარდა სითხე არ ჭირდებათ. ჩემ უფროსს ჰქონდა აი თითქოს ცხვირი გაჭედილი და ფიზიოლოგიურით გამორეცხვა შველოდა. ზედმეტად მშრალმა ჰაერმაც იცის. სანამ ანტიბიოტიკს მისცემდით იქნებ სხვასთანაც გადაგემოწმებინათ

Posted by: მზე 22 Oct 2022, 21:23
გოგოებო ჯიპისიში 1+1 აქციაზე ვიყიდე საფენები და ბევრი მომივიდა. 3 ზომაა ყველა. 2 დიდი შეფუთვა ელიტ სოფტი (80ცალიანი) და 1 დიდი შეფუთვა ბიჭის ულტრა კომფორტი (78 ცალიანი) (და ნახევარზე ცოტა ნაკლები მეორე გახსნილი დიდი შეფუთვა, დანარჩენი 3 გაუხსნელია).

არ გინდათ ვინმეს? 90 ლარად გავყიდდი

Posted by: anibani18 23 Oct 2022, 21:30
gogatakoo
3 თვემდე კარგად ეძინა. ახლა აურია ცოტა. ჭამითაც მეტს ჭამს ღამე, იღვიძებს და იწყებს ტლიკინს ღამე. მატყუარამაც გამაწამა, სულ უვარდება პირიდან და იღვიძებს, ეძებს. ვფიქრობ, ხომ არ გადავაჩვიო, ისე გამტანჯა.
ჩვულებს ზოგადად ხმაურიანად სძინვთ მგონი. ცოტახანში უნდა შეწყვიტოს ეს უცნაური ხმები.
მეც ამიტომ ვერ ვაჭამე ძუძუ. უფრო სწორად, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. რომ ხედავდა, ვაჭმევდი, გიჟდებოდა, თან ჩემი ძუძუს დიდი ხანი ჭამდა, ამდენი ხანი კიდევ არ მქონდა ღამე, უფროსს სულ ეღვიძა და ისტერიკებში იყო. მერე კიდევ ვერ ვჭამდი კარგად საჭმელს და არ მქონდა საკმარისი.
კი, მე გამოვწერე, მაგრამ მაშინ ნაკლები ღირდა. აპლიკაცია დიდად არ მჭირდება მე, ვურთავ ძილის წინ და დილამდე ჩართული აქვს. ჩემი ოთახიდან სანათის ჩართვა ან გამორთვა ან სხვა რეჟიმზე გადართვა არ მჭირდება. სხვა არც არაფერს არ აკეთებს ეს აპლიკაცია.
ახლა როგორ ხართ? იყავი ფსიქოლოგთან? ლუკიანე მატყუარას კიდევ ხმარობს?
nino84
ვიცოდი, რომ ბავშვის გაზრდა რთულია, მაგრამ თუ ამ ფასად იზრდებოდნენ ბავშვები, არ მეგონა. ან ყველაფერს არასწორად ვაკეთებ და იმიტომ ვარ ასეთი დაღლილი.

Posted by: takoo1 24 Oct 2022, 01:38
anibani18
აუ მართლაა,მე კიდე იმედი მქონდა რო ღამე ერთ ჭამას ამომიგდებდა,ლუკიანე მაძინებდა მახსოვს რო ღამე არ ითხოვდა ჭამას,ძუძუზე მყავდა.
ეს სულ ზედაა ჩამოკიდებული მგონი აღარ ყოფნის.
აუ ისე გავწამდი ანი რო უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ფორმულას შეჭამს თუ ძუძუს.აი იმდენი ვინერვიულე და ისე სავისტრესე ლუკიანეს გამო რო რძე პრინციპში ალბათ გამინახევრდა კიარადა შეილება ეგეც აღარაა.3ჯერ ვაჭმევ ფორმულას ეს დღეებია 24საათში.როცა მარტო ძუძუზე იყო
აი რას შვება მნერვიულობა,ერთჯერადად შეიძლება არ იმოქმედოს მარა წარმოიდგინე 3 კვირაა 24 საათი დაძაბული და ღამე როცა უნდა დაისვენო ან წყნარად აჭამო ძუძუ ამ დროს ორი ბავშვის ტირილი,კივილი და ისტერიკები.
მაინც გაჭედავს რა აზრი აქ რას ვაჭმევ მარა..ფორმულას შეჭამს 5-10 წუთში და ძუძუზე კიდია ნახევარი საათი.არც ყოფნის ვატყობ და მოკლედ ვერ დავლაგდით რა ჭამის ამბავში.
ვერც მე ვახერხებ ჭამას და ჩემი თავისთვის ვერ ვიცლი და არ გამოდის ესე რაა..ნუ რაცაა ეგაა რა ვქნა თუ გაშრება გაშრეს რა ვუყო smile.gif ესენი დაწყნარდნენ ოღონდ და მაგაზე ვაფშე არ ვფიქრობ უკვე.
სოსკაზე უფრო ეძინებათ და წყნარდებიან რავი თუ მოახერხებ გადაჩვევას,ლუკიანემ თავისით გადააგდო 1.4 თვის იყო..
არ ვყოფილვართ 26ში ჩავეწერე ადგილი არ იყო მანამდე.
სტაბილურად არ ვართ ჯერ ანი,ხან კარგად ვართ თითქოს ხან ძალიან მიჭირს.
გარეთ გასვლამ მიშველა ცოტა, სახლში 24საათი და ესეთ საგიჟეთში ძაან რთულია.

Posted by: სერაფიტი 24 Oct 2022, 11:31
gogatakoo

თაკო, ვინმე გეხმარება მეუღლის გარდა? თუ მარტო ხარ მთელი დღე ბავშვებთან?
როგორ უცებ აღმოჩნდი ასეთ სანერვიულო სიტუაციაში, ანგელოზივით ორსულობა გქონდა. სულ მეფიქრება შენზე და ძალიან მინდა, მალე დალაგდეთ, მალე გადააგორო ეს კრიზისი. ხშირად გაუმეორე შენს თავს, რომ ეს დროებითია! შეუძლებელი, რომ ასე იყოს სულ, ხომ იცი,

Posted by: Anabeli111 24 Oct 2022, 18:01
gogatakoo
თაკო, როგორ ხარ, აბა ♡♡♡

Posted by: emiblack 24 Oct 2022, 21:00
gogatakoo
თაკო , ლუკიანე მამასთან ერთად რომ სხვა ოთახში გაუშვა დასაძინებლად არ გამოვა? ალბათ რამოდენიმე დღე იტირებს, მაგრამ ასე გამუდმებით ყოფნას ეგებ აჯობოს რო გადააგოროს რთული დღეები და მერე ეცოდინება რო მამასთანაა. მაგ სიტუაციაში ალბათ ღამე ფორმულის მიცემა დაგეხმარება პატარაზე . ძუძუს ბავშვები ბევრად მეტჯერ იღვიძებენ ღამეში კი იცი . კიდე რა რჩევას მოგცემდი იცი? გასართობ ცენტრში მიიყვანე ლუკიანე , სადმე . სადაც სისტემატურად ივლის ვთქვათ კვირაში 2-3 ჯერ და დატოვებას შეძლებ . ან ბაღში, თუნდაც საათობრივად თუ მთლიანად გაუჭირდება . გახარჯული მოვა ემოციურად . ჩემმა გოგომ იავადა ამ თვეში და ძალიან გაუფუჭდა ხასიათი, სულ წუწუნებდა ( ვაბრალებ იმას რო სიცხის გაზომვას რომ არ მაცდიდა ეკრანს ვურთავდი და მას მერე რომ აღარ ვაძლევ სულ ყვიროდა, მირტყამდა ნივთებს), ხოდა რომ გამოჯანმრთელდა და გავუდა კიდევ რამოდენიმე დღე და თავი ვეღარ გავართვი, ახლა გამყავს პარკებში, სკვერებში, ბავშვებთან და იმდენს თამაშობს, ერთობა რო ეხარჯება ენერგია და რა შედარებაა, ამოვისუნთქეთ.
კი ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის და დატკბები ორი ბორკვერის დედობით, მაგრამ მანამდე იქნებ რამეთი შეიმსუბუქო ეს სიტუაცია .

Posted by: takoo1 24 Oct 2022, 21:42
სერაფიტი
დედაჩემი მოდის ყოველდღე სახლის საქმეებში მეხმარება ყველაფერში საერთოდ მარა რეალურად ლუკიანეზე მჭირდება დახმარება ხო? თორე ,სახლსაც დავალაგებ და საQმელსაც გავაკეთებ რა პრობლემაა უფრო გადავაყოლებ გულს,ჯერჯერობით არ გამოდის ეგრე
პატარა ცოტა წუწუნებს მარა ეს დღეები დამშვიდდა შედარებით,ალბათ ფორმულას რო ვაძლევ, არ ყოფნიდა ძუძუ ალბათ.
Anabeli111
რავიცი ანა,ეს შაბათი კვირა ყველაზე წყნარი იყო
ლუკიანეს ვტოვებდით მე და ჩემი ქმარი და გავდიოდით გაბრიელი მიგვყავდა,კი ეძინა 5 საათი გვასიამოვნა))) ხოდა ცოტა განვიტვირთე დაისვენა ტვინმა.აი მივხვდი რო ძალიან მჭირდება დასვენება და ქმართან ყოფნა,იმაზე მეტად ვიდრე მეგონა,ხამივით დავდიოდი ისე მისწორდებოდა მაღაზიებშიც biggrin.gif
ესე ვიზამ ხოლმე რა დავტოვებ ბავშვებს და სადმე გავნიავდები ქმართან ერთად შაბათი კვირა,მაგაზე კაი წამალი არ არსებობს smile.gif
ლუკიანე შედარებით დაწყნარდა ნუ ეს ისეთი არაპროგნოზირებადი როჟაა შეილება უცებ გაგიჟდეს მარა ნუ ეს დღეები უფრო მშვიდადაა.
მეც სხვანაირად ვცდილობ მივუდგე არაფერზე აღარ ვაძლევ შენიშვნას და როგორც შემიძლია მაქსიმალურად უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ და ალბათ ესეც მოქმედებს არვიცი.
ვნახოთ აბა რა იქნება იმედია ნელ ნელა დავლაგდებით..
შენ რას შვები აბა მომიყევი❤️

* * *
emiblack
არ დაწვება მე რო სახლში ვიქნები არ გაჩერდება ეგრე ცალკე ოთახში;(( მაშინაც რო დავტოვე სამი ღამე ძაან გაღიზიანებული დამხვდა სამშობიაროდან რო გამოვედი,ძალიან სტრესულია ამისთვის განსაკუთრებით ალბათ იმიტო რო ჩემთან ძინავს პატარაობიდანვე და არ იძინებს სხვასთან,კიდე აღარ მინდა ვანერვიულო მეცოდება.
Fორმულაზე მყავს ნახევრად უკვე ისედაც smile.gif
აღარ მაქ რძე ძაან ცოტა დგება და არ ყოფნის..ხოდა ღამე რო ვაძლევ უფრო მარტივია უცებ ჭამს და ითიშება თან იძინებს..
მეც ვურთავდი ვიფიქრე უფრო მარტივად მივხედავდი პატარას მარა მგონი უარესია,,აშკარად გაღიზიანებული იყო ეგ პერიოდი,მერე ბეზრდებოდა ის გამორთე ის ჩართე,მინდა არ მინდა და მოკლედ რა უნდოდა ვერ ვიგებდი,.რო გამოვრთავდი კიოდა და წიოდა.
ეს კვირა აღარ ვურთავ 5 წუთიც კი და მგონი ცოტა დაწყნარდა..
ხოო უშველა ლუკიანესაც ლისზე მყავდა ის დღეები ხან სტუმრად წავიყვანეთ ხან ბებოს მიყავს მაღაზიებში ან გარეთ და შველის კიი მართალი ხარ.
აი ეგ მინდოდა მეკითხა სად შეილება ესეთი პატარა წაიყვანო,რა გასართობი ცენტრებია 2-3 წლის ბავშვისთვის?



Posted by: emiblack 25 Oct 2022, 01:59
gogatakoo
სენსორიუმი მირჩიეს მე რომ ვიკითხე, მაგრამ ჩემგან ძალიან შორია და პირადი გამოცდილება არ მაქვს . ნახე აბა ფეისბოქზე.

Posted by: nino84 25 Oct 2022, 11:15
სანდრო ეულზე გაიხსნა ჯიმი პატარებისთვის სიუჟეტს რომ ვუყურე მომეწონა, უბრალოდ ეხლა ვირუსების პერიოდია და უკვე მეშინია ეგეთი ადგილების პატარას რომ არ გადაედოს მერე.
gogatakoo

Posted by: lelukaa 25 Oct 2022, 12:54
გოგოებო სალამი, 1 წელზე ტრადიციული მეთოდით ვინც კვებავთ, რამდენჯერ ახლევთ მყარ საკვებს გამიზიარეთ რა.
მაგალითად დღეს 9 დან 5-6 მდე შუალედში ჩემი შეჭამს ფაფას, სადილს ხორცით და ბოსტნეულით და მაწონს(ორცხობილით), ხილსაც რომელიმე შუალედში. 6 ის მერე ძუძუ როცა და რამდენიც უნდა, ნორმალურია ასე, საღამოობიღ სუნ მნია-მნია-მნია აკერია პირზე და ვფიქრობ ჰო არ ვაშიმშილებ ბავშვს?!

Posted by: anibani18 25 Oct 2022, 12:56
gogatakoo
გოუგოუ ბეიბიჯიმი ნახე, რაზევ ნინომ დაგიწერა. ტრენერი ყავთ და თუ დარჩება, ავარჯიშებენ, გაართობენ. წინასწარ ჩაწერაა საჭირო. ჩვენ დავდივართ ხოლმე, ბავშვებიც ბევრი არ არის ჯგუფში. სულ ორიოდე.
გეთამხმები, დახმარება ლუკიანეზეა საჭირო. მეც ვერავინ მეხმარება უფროსზე.

Posted by: nino84 25 Oct 2022, 13:22
anibani18
gogatakoo
გოგოებო მე პირიქით ვფიქრობ პატარაზე დაიხმაროთ ვინმე თან თუ ხელოვნურზე არიან მარტივია სხვაც აჭმევს და მეტი დრო უფროსებს დაუთმოთ. გაასეირნოთ, ან თუნდაც სახლში ეთამაშოთ. მგონია მათ უფრო აქვთ ჩვენი ყურადღების დეფიციტი

Posted by: takoo1 25 Oct 2022, 15:00
nino84
anibani18
გოგოებო გყავდათ თქვენ? როგორ ართობენ? ეხლა ვიდეოს ვუყურებდი რო ავარჯიშებენ და რავიცი ესე პატარები მაგ აქტივობებს გაართმევენ თავს ან საერთოდ დაინტერესდებიან?
emiblack
სადაა სენსორიუმი?

Posted by: emiblack 25 Oct 2022, 15:17
nino84
anibani18
მადლობა გოგოებო, ვნახავ <3
gogatakoo
ხიზანიშვილის 8 ნომერში

Posted by: NatiaGull 25 Oct 2022, 19:06
გოგოებოო, როგორ ხართ?? როგორ მომენატრეთ❤❤  ტელეფონი შევცვალე და პაროლი აღარ მახსოვს, ვერაფრით შემოვედი. ამიტომ ისევ ძველი ტელეფონი მოვძებნე და იქ დამახსოვრებული აქვს პაროლი



ისე ატლიკინდა და გაცელქდა ჩემი გოგო, აღარ მაცდის არაფერს. ვერ გკითხულობთ ხშირად.
თაკოს და ანის კი გაუჩენიათ უკვე პატარები, გილოცავთ გოგოებო , ორივეს ❤
მეც დავიწყე მზადება, ამჯერად სხვა ექიმთან მივედი, თამარ დიაკონიძესთან, ძალიან კარგი ქალი ჩანს, თრომბოფილიის კუთხითაც ეგ მმართავს(ზუსტად ჩემნაირი მუტაცია ჰქონია თან ) და ამიტომ ფიქრიასთან უკიდეგანო რიგებს ვარჩიე.
ჯან. სახლში ჩავაბარე უამრავი ანალიზი, ვიტამინებზე ვირუსებზე ჰორმონებზე, წესრიგში ვარ


მაგრამ ახლა პოსტებს გადავხედე და ხო არ გადავიფიქრო ცოტახნით? lol.gif

გოგოებო, ბაღისთვის მეცოდება, გადავწყვიტე ჯერ არ მივიყვანო. არადა ქოთანსაც მიეჩვია უპრობლემოდ, საუბარიც დაიწყო.
ხო მართლა ამ ორი წლის თხამ დღისით ძილი აკრძალა, დილის 10დან საღამოს 11მდე დაკუნტრუშებს და რა ვიღონო? ვინმე ხომ არ ხართ ამ დღეში?
* * *
anibani18
ანიი, როგორ ხარ? ალბათ გადაღლილი ხარ ძალიან... sad.gif

gogatakoo
ცოტაც ალბათ და მერე აქეთ დაგეხმარება ლუკიანე და იზრუნებს ძამიკოზე
* * *
Anabeli111
როგორ ხარ ძვირფასო, დალაგდი თუ გაბრუებული ხარ ჯერ პირველი შეგრძნებებით?❤

Posted by: Anabeli111 25 Oct 2022, 20:36
gogatakoo
ნელ-ნელა შეეჩვევა ლუკიანეც ოჯახის ახალ წევრს ♡ ცოტა რომ წამოიზრდება ბაია და კონტაქტშიც შევა, თამაშს დაუწყებს და უფრო მარტივი იქნება, მგონი ♡

ჩვენ დავლაგდით ცოტა. ხან კი გაიგიჟებს ხოლმე თავს ტირილით, მაგრამ... ვიცი, რომ მისი კომუნიკაციის ერთადერთი ენა ჯერ ტირილია და ვიწყნარებ თავს ♡ ღამის გათენებასაც შევეგუე :დ

მთავარია, რომ აღარ მტკივა სხეული...და ცოტა შემოვუძახე თავსაც ♡ შენთანაც დალაგდება აუცილებლად ♡♡♡

NatiaGull

ნათი, საყვარელო, მადლობა ♡ შენ როგორ ხარ? ^_^

თან ვლაგდები და თან ბურანში ვარ ისევ biggrin.gif დღეს ვუცვლიდი და პირველად თქვა აღუ. ისეთი ტკბილი ხმა იყოო ♡♡

Posted by: LILU0404 25 Oct 2022, 21:10
Anabeli111
QUOTE
დღეს ვუცვლიდი და პირველად თქვა აღუ. ისეთი ტკბილი ხმა იყოო ♡♡

აი ასეთი მომენტებისთვის შემოვრბივარ აქ smile.gif

Posted by: Anabeli111 25 Oct 2022, 21:34
LILU0404
სწორსაც შვრები ♡ უნდა მოიზიდო ბაიები ^_^ მეც სულ დავძვრებოდი ამ თემებში ♡♡♡

Posted by: takoo1 25 Oct 2022, 21:52
Anabeli111
კიი ანა მართალი ხარ❤️ თავისას შვება ეს მშობიარობის ამბები, სანამ არ გავა ეს პერიოდი და აზზე არ მოხვალ რთულია ემოციების კონტროლი,რაც არ უნდა მომზადებული იყო ფსიქოლოგიურად მაინც გიჭირს რა..ცოტაც და დალაგდები,მე საგიჟეთი მაქ მარა ნელ ნელა თითქოს უკეთესობისკენ მივდივართ,სადაც გავუძელი ეს ერთი თვე მეორესაც გავუძლებ❤️

* * *
გოგოებო რა უნდა გკითხოთ, თუ ქონიათ თქვენ პატარებს სახეზე გამონაყარივით?
იცით როგორ?აი ძალიან წვრილად ბევრი
ალერგიაა საკვების თუ რამე სხვაა?
3 დღეა ესე აქვს და არ გაუარა.
ჩავიყვან პედიატრთან მარა ეს ორი დღე ვერა და მანამდე რა წავუსვა.წამალი შეიძლება ესეთ პატარაზე ანტიალერგიული?

Posted by: Anabeli111 25 Oct 2022, 22:50
gogatakoo
ახალშობილთა აკნეა ეგ, თაკ. არაფერი არ უნდა, თავისით გაივლის ♡

ჩემსას თავიდან არ ჰქონია და მერე დააყარა ლოყებზე ოდნავ და ახლა გადასდის ♡

Posted by: anibani18 26 Oct 2022, 09:39
lelukaa
მგონია, რომ მაწონი პეჩენიით ვახშმად ცოტაა უკვე. სხვა რაღაცეებიც რომ გაურიო, უფრო ნოყიერი იქნება პატარასათვის. მე მაწონს ხემსად ვაძლევდი და ვაძლევ ახლაც. ძირითადად თხილეულის კარაქს ვურევ შიგნით.
მაკარონი სხვადასხვანაირად მომზადებული სცადე აბა ვახშმად, უფრო დაანაყრებს.
gogatakoo
რომ ვერ შეძლოს, არავინ დააძალებს, შეუზლია თავად გაერტოს, იხტუნაოს, რაც უნდა იმას გააკეთებს.
შენ შეგიძლია შეყვე ან იქვე დაჯდე და უყურო.
nino84
მართალი ხარ, ნინო.
emiblack
ორი წლიდანაა, თუმცა ჩვენ ორ წლამდეც მიგვიღეს. ჩვენტან ახლოსაა და რომ გაიხსნა, მივედით მაშინვე.
NatiaGull
ნათი, როგორ ხარ? ♡ ჩემიც ატლიკინდა, ტყუილად ვნერვიულობდი.
ძალიან რთულია ორი პარატა, მაგრამ მაინც კარგია.
ჩემიც არ იძინებდა ხოლმე. მაგრამ ვერ ძლებდა საღამომდე, მერე ძალიან გაღიზიანებული იყო ხოლმე და ძლივს იძინებდა. ასეთ რჩევას მივაგენი და ცვენს შემთხვევაში გაამართლა, მაინც ვაწვენდი და ვეუბნებოდი, რომ თუ არ დაიძინებდა, დაესვენა მაინც. შეგიძლია წიგნი მისცე ლოგინში, ჩემს უყვრას, კითხულობს თავისთვის. ან უთხრა, დააძინე სათამაშოთქო. შეუთამხმდი, რომ მარტო იქნება ოთახში და დაისვენებს. ასე დავაწვინე რამდენიმე დღე და ახლა ისევ იძინებს დღისით. ვიცი მოქრთვა არ შეიძლება, მაგრამ ერთხელ გავაკეთე ასე და ამანაც გაამართლა, ვუთხარი, მშვიდად დაიძინე, არ იტირო, არ მარბენინო აქეთ-იქით და რამე სურვილს აგისრულებ მერეთქო. დაიძინა და რომ გაიღვიძა, შევახსენე და მაკარონი მთხოვა. ახლა მშვიდად იძინებს ისევ, არაფერს ვპირდები და არაფერს ითხოვს თავადაც. რა ვიცი, შეიძლება ასე თუ არა, იქნებ სხვამაც გვითხრას.

Posted by: NatiaGull 26 Oct 2022, 10:50
anibani18
კარგად ან, უპრობლემო ბავშვია სხვა მხრივ. მარტო ძილის თემა და ჭამა მაწვალებს, ძალიან დაეჩვია ტკბილებს sad.gif მაგრამ ვცდილობ აღარ მივცე.. ცუდად ჭამს საჭმელს, ახალ გემოებს სულ იწუნებს

ან ჯიმში დაგყავს? ტოვებ თუ იქვე ხარ? მივწერე სენსორიუმსაც და მაგასაც და უნდა გავიყვანო მერე აბა თუ მოეწონება..
იმდენი წვრილი საქმე დამიგროვდა და ბავშვს რომ ვერსად ვტოვებ ვარ ასე დატორმუზებული

შენმა გოგომ შეიყვარა ახალი ბაია თუ მტრობს ისევ ?

Posted by: lelukaa 26 Oct 2022, 22:07
anibani18
თხილეულის კარაქის გარევა არ მომსვლია აზრად, აბა გავასინჯებ.
მესამე(სრული) მყარი კვება ანუ მოსულა ამ ასაკზე? კუსკუსი მოსწონს ძაან, განსაკუთრებით ბროკოლით. ესეიგი მსგავსი მსუბუქი და ნოყიერი რამ რომ მივცე არაუშავს. დავუწყებ აუცილებლად, მადლობაა :*
ძუძუზე რა ქენით თქვენ? დაანებებინე თავი?
კოვიდის გამო აცრა ერთი თვით გადავდე და ავცრი თუ არა მაქს 1 კვირაც და უთუოდ უნდა დავანებებინო მე, ცოტა კი მენერვიულება წინასწარ, მაგრამ მაინც მგონია ამ ასაკზე ჯობია ვიდრე უფრო დიდზე.

Posted by: takoo1 28 Oct 2022, 09:55
გოგოებო ესეთი რაღაც თუ გსმენიათ biggrin.gif ერთ ძუძუში რო დგებოდეს რძე და მეორე გაშრეს))))
მოკლედ ერთი კვირაა ვაკვირდები,მარცხენაში დგება,მაგრდება ხოლმე ხანდახან ისე ქვასავითაა აი თუ დიდი შუალედი გავაკეთე.მარჯვენა ჩვეულებრივადაა ყოველთვის.თითქოს ბოლომდე გამოცალა ისეთი რბილია.რო გამოვწველე ალბათ 10 გრამი იქნებოდა მეტი არა.მოკლედ ერთი ძუძუ გამიშრა biggrin.gif მე არ მსმენია ესეთი რაღაც :/

Posted by: emiblack 28 Oct 2022, 10:31
gogatakoo
კი , თაკო, მსმენია. დედაჩემმა მხოლოდ ცალი გვაჭამა ორივე შვილს. ერთს არ ვჭამდით და გაუშრა. ის მეორე ცალი მე 3 წლამდე ვჭამე . უბრალოდ ძაან დისკომფორტია ცალი დიდი და მეორე პატარა იყო. არაესთეტიურია . ჩემსასაც ცალი უფრო მოწონდა და ვიდექი მაგ საშიშროების წინაშე, თუმცა არ დავნებდი. მიუხედავად მაგისა ცალში მეც მეტი რძე მიდგება და თავიდან მასე ვიყავი მეც ერთი მიქვავდებოდა და მეორეში დარეგულირებული იყო, როცა ბავშვი წოვდა მარტო მაშინ მოდიოდა. საწველითავ ბევრად ნაკლები გამოდიოდა. ეცადე ხშირად შესთავაზო მეორეც რომ ჩადგეს ისევ და გაუთანაბრდეს .

Posted by: takoo1 28 Oct 2022, 11:15
emiblack
მართლაა ესეიგი გაშრა.არა ვაწოვებ და არ დგება მეტიsad.gif( ჯერ ამას ვაძლევ ხოლმე პირველად და მერე მეორეს მარა შედეგი 0
გამოწველითაც არაფერი გამოდის და მეტი გზა აღარაა.ესეიგი ერთი გაშრა გამოდის.
პირველზე არ მქონია პრობლემა.
ორივეში ერთნაირად დგებოდა,ორივე მაგრდებოდა.ეხლა არვიცი რა მოხდა
არადა ჭამდა ორივეს მაგის ბრალი არარი.
ალბათ ნერვიულობაზე გამიშრა ერთი და მეორეში დგება რავიცი ჯერჯერობით.
იმიტომაც არ ყოფნის( დამატებას ვაძლევ 1 კვირაა

Posted by: emiblack 28 Oct 2022, 14:42
gogatakoo
ეგებ ყოველ 2-3 საათში იწველო, თუნდაც რომ არ გამოდიოდეს მაინც სტიმულაციას გაუკეთებს და ჩადგება . დისკომფორტი რო არარ იყოს სხვადასხვა ზომა . ზოგი ამბობს რო ბოლომდე მერეც არ უთანაბრდებათ, თუმცა დედაჩემს ახლა თანაბარი აქვს ორივე და რომ ვკითხე მალევე გათანაბრდა რომ შევწყვიტე ლაქტაციაო

Posted by: takoo1 28 Oct 2022, 15:02
emiblack
მართლაა ესეიგი გაშრა.არა ვაწოვებ და არ დგება მეტიsad.gif( ჯერ ამას ვაძლევ ხოლმე პირველად და მერე მეორეს მარა შედეგი 0
გამოწველითაც არაფერი გამოდის და მეტი გზა აღარაა.ესეიგი ერთი გაშრა გამოდის.
პირველზე არ მქონია პრობლემა.
ორივეში ერთნაირად დგებოდა,ორივე მაგრდებოდა.ეხლა არვიცი რა მოხდა
არადა ჭამდა ორივეს მაგის ბრალი არარი.
ალბათ ნერვიულობაზე გამიშრა ერთი და მეორეში დგება რავიცი ჯერჯერობით.
იმიტომაც არ ყოფნის( დამატებას ვაძლევ 1 კვირაა
* * *
emiblack
მაგაზე არ ვნერვიულობ გათანაბრდება რას იზამს აბა.უბრალოდ ნერვები მეშლება ერთი სავსეა მეორე ჩაჩუტული))) ისედაც დამატებას ვაძლევ ეგ მაკლდა ეხლა( პრინციპში ნახევრად უკვე ფორმულაზეა ეგრე გამოდის.იმ მეორეშიც არ დგება ხშირად. 24 საათში ალბათ მაქსიმუმ 3-4 ჯერ ჭამს ძუძუს მარტო.

Posted by: lelukaa 28 Oct 2022, 18:52
anibani18
აუ მე ეხლა გავიაზრე რომ ენიბადის მივწერე ძუძუს დანებებაზე smile.gif) შენი ძაან ციცქნაა ჯერ ♥️

Posted by: takoo1 28 Oct 2022, 20:03
anibani18
ანიი სითი მოლშია გასართობი სივრცე 3 სართულზე.გუშინ მყავდა ლუკიანე და ეხლაც მანდ ვართ უკვე 3 საათია,ერთობა ძალიან მაგრად.ბავშვები არიან და მოსწონს.მეც ვისვენებ
ნამყოფი ხარ მანდ?

Posted by: Anabeli111 29 Oct 2022, 13:48
gogatakoo
თაკო, მე როგორც წავიკითხე,არაა აუცილებელი ძუძუ მაგარი იყოს. თუ დარბილდა, ე.ი დარეგულირდა რძეო და როცა ბავშვი მოწოვს, წამოვა იმდენი რამდენიც სჭირდებაო.

ლაქტაციის ექსპერტად ვერ გამოვდგები biggrin.gif მაგრამ დააკვირდი აბა. ყლაპვის ხმა თუ გესმის ხოლმე.


* * *
გოგოებო, ლობიოს ჭამასთან დაკავშირებით, ვის რა გამოცდილება გაქვთ? ცოტა მინდა გავამრავალფეროვნო ჩემი კვება და თან მეშინია.. ვიცი, რომ ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც მაინტერესებს, სტატისტიკას შევადგენ ჩემთვის :დ ♡♡

Posted by: emiblack 29 Oct 2022, 15:54
Anabeli111
ან მე პირველივე კვირიდან ვჭამ ლობიოს და ოსპსაც . ლობიო ჩემი სატვარელი კერძია ( ნიგვზიანი). ერთადერთი ყოველთვის წინა საღამოს ვალბობ წყალში , დილით ვრეცხავ და ხარშვისას ორჯერ ვუცვლი წყალს . ჩემთან ჩვეულებრივ ჩაიარა თავიდანვე . სხვათაშორის ბავშვსაც ვაჭმევ 6 თვიდან და ერთადერთია მგონი რასაც მეტ-ნაკლებად ჭამს . ჩვეულებრივ გადააქვს .
* * *
თუმცა მაინც იდივიდუალურია რა . ჩემსას ერთადერთი ისპანახზე ქონდა რეაქცია. რამდენჯერაც ვჭამე ღებინება დაეწყო . საუკუნუე უკვე აღარ გამირიაკავს

Posted by: Anabeli111 29 Oct 2022, 16:16
emiblack
მადლობა, საყვარელო ♡ ვჭამე და დავაკვირდები, აბა. 3 დღე უნდა დავაკვირდე?

მანდარინი მაქვს კიდევ ნაყიდი. ისე მიყვარს,მაგრამ ვერ გავრისკე ჭამა :დ ♡

Posted by: takoo1 29 Oct 2022, 18:19
Anabeli111
ვიცი ანა პირველიც ხო ძუძუზე მყავდა.არა ეს სხვა შემთხვევაა.მარტო რბილი არარი პატარაა ზომაში,რამდენჯერაც გამოვიწველე 10 გრამია ალბათ ძაან ცოტა გამოდის.
აი მარცხენა მაგალითად როცა სავსეა ორჯერ დიდია ზომაში და მკვრივია.
ეს რბილი აი თითქოს ვაფშე არარი შიგნით არაფერი.
დავრწმუნდი უკვე რო გაშრა ესეა ერთი კვირაა
მეორე მაინც მქონდეს ცოტახანი მაინც ჭამოს მინდა და ვნახოთ..

Posted by: anibani18 29 Oct 2022, 21:43
NatiaGull
მგონი ამ ასაკში ძილი პრობლემაა. ან როდის არ არის? smile.gif) ღამე გადაეჩვია ჭამას?
მე ძილის წინ ბრძოლებმა დამტანჯეს. ნეტა გადაუაროს მალე.
ტელს, კომპს ან ტელევიზორს აყურებინებ ხოლმე? საღამოობით, პატარა რომ იძინევს, სანამ დავბან, ვაჭმევ და დავაწვენ, ჩემი ქმარი აყურებინებს რაღაცეებს. გული მეწურება, მაგრამ არ მიჯერებს მაინც, სხავანაირად როგორ გავართოო.
არა, არ ვტოვებ, არც დარჩება. მასთან ერთად შევდივარ მეც.
პატარას არ ერჩის, პურიქით, ძალიან უყვარს, სულ კოცნის ფეხებზე, ხელებზე. პატარა ძალიან კისკისა გვყავს, რომ დაინახავს უფროსს, მაშინვე პირს აღებს და იცინის, შეყვარებული თვალებით უყურებს სულ. საოცარი კავშირი აქვთ.

lelukaa
არა უშავს, თუ შეგეშალე smile.gif
ბროკოლს კუსკუსით როგორ უმზადებ? ჩემსას უვრალოდ ბროკოლი უყვარს ძალიან. წყალში ცოტა კარაქს ვუშვები და ისე ვხარშავ ცოტა ხანი. მერე ზოგზე პარმეზანს მოვახეხავ, ზოგჯერ ისე. მაგეამ იცი როგორია, დღეს რაც უყვარს, ხვალ შეიძლება ზედ არ შეხედოს.
მეორესთან ერთ თვეში დავიწყებთ ალბათ მყარ კვებას. მიხარია, რომ უფროსი უმცროსთან ერთად ისევ გასინჯავს რაღაცეებს და იქნებ მოეწონოს კიდეც.
მაწონი წლამდე მიეცი?
gogatakoo
თაკო, როგორ ხართ? რაო ფსიქოლოგმა?
კი, ნამყოფები ვართ. ჩემი არსად ჩერდება მარტო, მეც მასთან ერთად უნდა ვიხტუნაო smile.gif

Posted by: takoo1 29 Oct 2022, 22:11
anibani18
რავი არაგვიშავს ცოტა უკეთ თითქოს.მე ნელ ნელა მოვდივარ აზრზე ცოტა უკეთ ვარ..
კი მყავდა ანი დაგიწერე იმ დღეს იმხელა ტექსტი თან ორჯერ და არ დაიწერა,თავიდან ვეღარ მოვიცალე რო დამეწერა მერე smile.gif
აი გაღიზიანებული როა და ტანტრუმები აქ ქცევითი თერაპია მირჩია,შენით თუ შეძლებ სცადეო რაღაც ფურცელიც გამომატანა მარა ჩემით ვერ ვიზავ არ მაქ მაგის არც დრო და პრინციპში არც ვიცი როგორ მივუდგე და მირჩევნია რო ვატარო თქო.
ერთ თვეზე მეტი არ დაჭირდებაო 8 ვიზიტი ანუ.
ორშაბათს უნდა დავრეკო და გავარკვიო როდის ჩამსვავენ და ვატარებ.
ძილზე მითხრა რო Sleep terror -ია
იგივე რაც მაშინ ნევროლოგმა..ღამე რო იღვიძებს და ტირის რო ვერ ფხიზლდება..

Posted by: Anabeli111 29 Oct 2022, 23:26
gogatakoo
მთავარია, რომ ხსენი მიიღო ♡ და ასევე მთავარია შენი ფსიქიკური ჯანმრთელობა. ასე რომ არაუშავს ♡ ისე ჩემმა მეგობარმა 2წლამდე 1 ძუძუ აჭამა მარტო. მეორეში არ ჰქონდა რძე.

Posted by: jiuti 30 Oct 2022, 11:45
გოგოებო,
თქვენი აზრი მაინტერესებს, ვისაც საწოლ მანეჟი გიხმარიათ, რა გიფენიათ, მატრასი? ლეიბი? თუ მხოლოდ რაც მოყვება ის საკმარისია? და ასაკების მიხედვით ხომ არაა რამე ცვლილება საჭირო?
❤️

Posted by: სერაფიტი 30 Oct 2022, 13:52
jiuti

მე საწოლი ვიყიდე. და მატრასი ორმხრივი - ასე მირჩია გამყიდველმა და წაკითხულიც მქონდა. ერთ მხარეს ქოქოსისაა და 1 წლამდე მასზე უნდა იწვეს, ხოლო კეორე მხარე ანატომიურია და ერღი წლიდან ამოვაბრუნებ. 150 ღირდა ღირდა საბაში.

Posted by: anibani18 30 Oct 2022, 19:23
gogatakoo
სად იყავი ფსიქოლოგთან?
ნუთუ შეიძლება ამ ხასიათს რამე ეშველოს?? ახლა თუ ასეთია, გარდატეხის ასაკში ალბათ ცოცხლად შემჭამს.
ძილის ტერორზე შეიძლება ეამე იღონო? რა გიეჩია? მეც ხომ არ მივიდე, რას მირჩევდი? მეც ვიყავი ერთ ფსიქოლოგთან, მაგრამ დიდად შედეგი არ გამოიღო მისმა რჩევამ.
მიხარია, თუ უკეთ ხარ ♡

Posted by: takoo1 30 Oct 2022, 19:47
anibani18
იცი რამდენჯერ შეიცვლიან ხასიათს?smile.gif მეც არ ვიყავი მარტივად გასაზრდელი არც გარდატეხის ასაკი მქონია მარტივი მარა ეხლა ღმერთმა დამიფაროს რო ეგეთი ხასიათი მქონდეს))) ვინ გამიძლებდა.
ჯერ პატარები არიან ანი,ვერ გადმოგვცემენ რაც უნდათ,ვერც ემოციებს გამოხატავენ სწორად და რთულია ეს ყველაფერი მათთვისაც,ჩვენც გვიჭირს ემოციურად რათქმაუნდა,ნერვები არ გვყოფნის და ძალიან სმოციურად აგვიქვავთ ალბათ უცხო თვალით სხვანაირად ჩანს,ჩვენი ყველაზე ცუდი გვგონია ხო იცი ეგრეაsmile.gif
მე გირჩევდი რო მისულიყავი,მარტო ბავშვის არა შენს გამოც..შენ უნდა დაწყნარდე პირველ რიგში და სწორ გზაზე დადგე და ისწავლო როგორ მიუდგე
მარტივი არარი..აი რო მივალ თერაპიაზე დაწვრილებით მოგიყვები რა და როგორ და მოიფიქრე მერე❤️
ტატა ბაზღაძესთან მყავდა ჯიქიაზე
https://m.facebook.com/ndc.ge/?__tn__=%2Cg
ესაა გვერდი მაგათი
* * *
Anabeli111
ვაა ესეთი ხშირია,მე პირველად გავიგე..
ერთი ძუძუ ყოფნიდა მერე?თუ დამატებას აძლევდა
არ ყოფნის ჩემსას.ყოველ 3 საათში არ დგება იმდენი რო ეყოს.100მლ-ს ჭამს უკვე რამდენი ხანია
ძუძუს პრინციპში შუალედებში ვაძლევ არასდროს არ ყოფნის იშვითად რო როცა შეჭამს 3-4 საათი არ მოშივდეს.

Posted by: Anabeli111 30 Oct 2022, 22:29
gogatakoo
კი, ყოფნიდა.. მარტო ძუძუზე იყო.
მე კი არ ვიცი რამდენს ჭამს.. ჯერ ვაჭმევ და მერე ვიწველი,.ოღონდ ბოლომდე არა და სადღაც 60-70გრამი გამოდის ხოლმე ორივე ძუძუდან. აწი უნდა დავიწყო ინტენსიურად გამოწველა და შენახვა..

Posted by: NatiaGull 31 Oct 2022, 00:08
jiuti
საბაში ვიყიდე, ცალ მხარეს ქოქოსის(1წლამდე მეწვინა მაგაზე) და მეორე მხარეს რბილი. ეგ ჯობს იყიდოთ, წლამდე მყარ ზედაპირზე ჯობს იწვეს ბავშვი ხერხემლის სწორად განვითარებისთვის


Posted by: jiuti 31 Oct 2022, 16:10
NatiaGull
მადლობა, ვიყიდე საბაში ეგეთი ❤️

Posted by: სერაფიტი 1 Nov 2022, 15:55
დედებო, რა მაინტერესებს:
ბავშვი აღრიცხვაზე ე.წ. პოლიკლინიკაში უნდა დავაყენო, რომ აცრები და სხვა რაღაცები გავუკეთო ხოლმე? თუ სადაც პედიატრი მეყოლება, იქ?
საერთოდ, არის რამე წესი ამისი?smile.gif))

ვთქვათ, ავუყვანე პედიატრი რომელიღაც კერძო კლინიკასა თუ სამშობიაროში... აცრები და კვლევებიც იქ უნდა ჩაუტარდეს?

დამარიგეთsmile.gif))

Posted by: takoo1 1 Nov 2022, 16:19
სერაფიტი
პედიატრი სად გეყოლება? ფასიანს გულისხმობ?
პოლიკნილიკაში დააყენებ აღრიცხვაზე და ისარგებლებ უფასოდ და თუ ფასიანი ვიზიტი დაგჭირდა მიიყვან იმ პედიატრთან სადაც შენ გინდა.

Posted by: სერაფიტი 1 Nov 2022, 17:57
gogatakoo

არ ვიცი, ფასიანი და უფასო პედიატრი არსებობს?
ჯერ არ გადამიწყვეტია, ვისთან მივიყვან. ერთი ნაცნობი პედიატრია, რომელიც მოსკოვის გამზირზეა, პოლიკლინიკაში. "მედკაპიტალი" ჰქვია ახლა მგონი მაგ ქსელს. და სავარაუდოდ თუ მასთან მივიყვან, ეგაა უფასო?

ისე, მეუღლე აპირებს ჩასვას საოჯახო დაზღვევაში ბავშვი და მაგ შემთხვევაში როგორაა ნეტა. ალბათ დაზღვევა აფინანსებს ვიზიტებსბდა აცრებს...

Posted by: matuti 1 Nov 2022, 22:08
სერაფიტი
თქვენი უბნის პოლიკლინიკაში უნდა მიიყვანოთ, დააყენებენ აღრიცხვაზე და საყოველთაო დაზღვევით უფასო მომსახურება გექნებათ ოჯახის ექიმისგან.

Posted by: სერაფიტი 1 Nov 2022, 22:22
matuti

აჰა, გასაგებია. მადლობა.

Posted by: მზე 4 Nov 2022, 17:11
სერაფიტი
არ არის აუცილებელი უბნის პოლიკლინიკა იყოს. მე საბურთალოს ევექსში მყავს მაგალითად და საერთოდ სხვაგან ვცხოვრობ.
მთავარია ქონდეს ეგ პროგრამა.
მაგალითად, მრჩეველს არ აქვს (და მე მრჩეველში დამყავს პედიატრთან თU რამეა (70 ლაღი ღირს) და ევექსში მხოლოდ უფასო აცრებსა და ბაღის ცნობაზე მიმყავს - ეს უფასოა. ისე მისვლაც უფასოა აღრიცხვის პედიატრთან, როგორც ვიცი)

Posted by: სერაფიტი 4 Nov 2022, 18:00
მზე

მრჩეველის პედიატრებს აქებს ყველა. მთაწმინდაზე აქვთ პედიატრიული როგორც დავგუგლე. კმაყოფილი ხარ ხომ? თამამედროვე მიდგომის პედიატრი მინდა იყოს.
კერძო დაზღვევა არ აანაზღაურებს მაგ 70 ლარს ნეტავ? ალბათ კი.

Posted by: takoo1 6 Nov 2022, 18:27
გოგოებო ვისაც ფორმულაზე გყავთ მაინტერესებს შეკრულობა აწუხებთ პატარებს?
და კიდე მაინტერესებს რამდენ ხანში ერთხელ ჭამენ?
3 საათში შივდება უფრო ადრეც, არადა 100ზე მეტს ვერ ჭამს,უბრალოდ მალე შივდება და ვერ გავიგე რატო,,

Posted by: ივლისი 6 Nov 2022, 19:02
gogatakoo
ჩემი თავიდანვე ფორმულაზეა. კი შეკრულობა აწუხებს. 1მლ დუფალაკს ვაძლევ შპრიცით ყოველ მეორე დღეს დილით მშიერზე. ექიმიდ დანიშნულებით. ხანდახან გლიცერინის მიკროოყნასაც ვაშველებდი. 3 საათიანი შუალედი ნორმალურია . 2თვის რომ გახდა მერე გადავიყვანე 4 საათიანზე. ღამეც მასე. 130 გრ ჭამს . აგვისტოს ბოლოს დაიბადა.

Posted by: takoo1 6 Nov 2022, 19:58
ივლისი
რამე სპეც ფორმულა არ არის შეკრულობისთვის?
ვაა უნდა მივიყვანო პედიატრთან ესეიგი,,
რომელს აჭმევ ფორმულას?
ისე რამდენი დღე ითვლება შეკრულობად?

Posted by: ივლისი 6 Nov 2022, 21:55
სიმილაკ გოლდზეა სულ. რომ დაეწყო შეკრულობა მაშინ ფრისო ვომ კომფორტი მითხრა ექიმმა. მივეცი 2 კვირა. არ ჰქონდა შედეგი. დუფალაკმა უშველა. თუ არ აწუხებს 3-4დღეც არაა პრობლემა მგონი. მაგრამ ჩემსას ძალიან მყარი მასები ჰქონდა მიკროოყნას რომ ვუკეთებდი.ნაწლავების გაზარმაცებაც იციანო. ანუ შეკრული არაა მაგრამ პერისტალტიკაა შენელებული. ამისთვის ტრიდატის სუსპენზია დაუნიშნა რომელიც აღარ იშოვება საერთოდ.

Posted by: NatiaGull 7 Nov 2022, 00:26
gogatakoo
თაკო, 2კვირის იყო ფორმულაზე რომ გადავიყვანე. შეკრულობას არასდროს შეუწუხებია, რაც მყარი კვება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა ხოლმე უფრო. ძირითადად მკვრივ კუკებს შვება მაგრამ კუჭში გასვლა არ უჭირს. ფრისო ვომზე მყავდა თავიდან
* * *
anibani18
ანი, როგორ ხართ?
კი ჭამს ღამით ერთხელ ძილში.
და ტელეფონს რაც შეეხება, დღეში ჯამურად ალბათ 15-20წუთი გამოდის, სიმღერების ჩართვა უყვარს ენკიბენკის.
საუბრობს აქტიურია არ "ითრევს" ეკრანი და ამიტომ ვრთავ ხოლმე ნებას. მაგრამ რა თქმა უნდა ჯობს სულ არ ჩავრთო ალბათ. თუმცა არაფრის კეთებას მაცდის და მეპატიება biggrin.gif




Posted by: takoo1 7 Nov 2022, 01:47
ივლისი
NatiaGull
ფრისო ჩემ დისშვილსაც ქონდა დანიშნული მარა ეგ ხო ანტირეფლუქსია? სქელი მასაა მე ესე ვიცი და შეკრულობის დროსაც ნიშნავენ?

ეს ტირის და მეცოდება აწუხებსsad.gif გაზები აწუხებს თუ კუჭში რო ვერ გადის არვიცი,
აუ რა შარია ეს ხელოვნური კვება რაა
დაილოცოს ძუძუები)))

Posted by: ივლისი 7 Nov 2022, 08:35
gogatakoo
ფრისო ვომი ანტირეფლუქსისაც არის და შეკრულობის. ორივე აწერია. ვერ უშველა ჩემთან. ახლა 2 დღე არ იყო გასული. ამ დილით მივეცი დუფალაკი . მალევე იმოქმედა. გაუკეთე გლიცერინის მიკროოყნა. რომ აწუხებს ცუდია. მერე შეხედავ იქნებ ერთჯერადი პრობლემაა და კი დაურეგულირდეს თავისით.

Posted by: Anin 7 Nov 2022, 09:37
გამარჯობა

როგორ იცავთ ახალშობილებს ვირუსებისგან როცა უფროსი ბავშვები ბაღში დადიან და მოაქვთ ნაირნაირი ვირუსები?
1 თვის არის პატარა და ახველებს და აცემინებს პერიოდულად, ძალიან მეშინია არ შეხვდეს ვირუსი. მგონი ასეთი პატარასთვის არც წამლები არ შეიძლება არანაირი
* * *
QUOTE (gogatakoo @ 28 Oct 2022, 09:55 )
გოგოებო ესეთი რაღაც თუ გსმენიათ biggrin.gif ერთ ძუძუში რო დგებოდეს რძე და მეორე გაშრეს))))
მოკლედ ერთი კვირაა ვაკვირდები,მარცხენაში დგება,მაგრდება ხოლმე ხანდახან ისე ქვასავითაა აი თუ დიდი შუალედი გავაკეთე.მარჯვენა ჩვეულებრივადაა ყოველთვის.თითქოს ბოლომდე გამოცალა ისეთი რბილია.რო გამოვწველე ალბათ 10 გრამი იქნებოდა მეტი არა.მოკლედ ერთი ძუძუ გამიშრა biggrin.gif მე არ მსმენია ესეთი რაღაც :/

მე ვიყავი ასე, 1.2 წლამდე ერთიდან ვაჭმევდი მხოლოდ. თავიდან კი იყო ორივეში რძე მაგრამ მარცენადან იშვიათად რომ ვაჭმევდი გაშრა ნელნელა. ბუნებრივზე იყო მხოლოდ, დამატება არ დაჭირდა ამის მიუხედავად

Posted by: takoo1 7 Nov 2022, 09:59
Anin
ჩემი მეორეც გაშრობის პირასაა smile.gif
არა მე ვაჭმევდი ორივეთი მარა ნერვიულობის გამო გაშრა სავარაუდოდ..პირველს წლამდე ვაჭამე
* * *
ივლისი
ხო ვკითხავ პედიატრს მერე აბა,მადლობა:*

Posted by: takotatuli1989 7 Nov 2022, 11:15
gogatakoo
მე ორივე ძუძუზე მყავდა მარა 6 თვიდან მტარი კვება რო დავიწყეთ შეიკრა ორივე ძალიან, ორ თვეში ხელოვნურზე გადავიყვანე გოგო ჯერ ფრისო გოლდზე მარა მერე სემპერი მივეცი ნუტრადიფენსი და აღარ შეკრულა მიუხედავად იმისა რომ ხილს ვერ იტანს. ბიჭი ქლიავზე აბოდებდა და ძუძუზე იყო 11.5 თვემდე მარა მაინც შეკრული იყო, ეხლა დავანებებინე ძუძუზე თავი 2 კვირაა და ბანანს ჭამს ეს დღეებია აღარ არის შეკრული. ვერ გაიგებ რა. ბანანი კრავს და ძუძუ არაო მარა აგერ სხვა სურათი მაქვს. უფროს გოგოსაც 6 თვიდან სულ შეკრულობა აწუხებდა რაც მყარი კვება დავუწყე, მიუხედავად იმისა რომ ძუძუ 1.1 წლამდე ვაჭამე. მერე ენტერო ვირუსი შეხვდა, დაიცალა საცობებისგან და ამოვისუნთქეთ.

ხალხო გამაგიჟა ვირუსებმა პატარებზე, სავარაუდოდ უფროსს მოაქვს ბაღიდან. ცხვირი ვერ გავუშრე და ერთი კვირაა ბიჭს 39-მდე ასდის სიცხე ყოველ მესამე დღეს. ანალიზები ნორმალური აქვთ არც ბრონქიტი, არც ფილტვები მარა ამხელა სიცხე რატომ აქვს ყიველ მესამე დღეს ნერვოზი დამემართა უკვე, პედიატრმა იცისო და მეშინია მაინც ძალიან. ინჰალატორი მეზიზღება უკვე. ექთანი ვარ თუ დედა ბოლო ერთი თვეა აღარ ვიცი. ისე ვურეცხავ ცხვირებს ხმის ამოღებასაც ვეღარ ასწრებენ საწყალი ბავშვები sad.gif

Posted by: takoo1 7 Nov 2022, 16:22
takotatuli1989
მე ჰუმანას ვაჭმევ,ანტიკოლიკი აქ ჰუმანას და მაგაზე ხო არ გადავიყვანო ნეტა თუ ექნება შედეგი.
მგონია რო ყველა ერთია ეს ადაპტირებული რძეები და ტყუილად აწერია ანტიკოლიკი და სისულელეები.
არვიცი მგონი პედიატრთან გავიარო ეს თემა ჯობია ეს კვირა პროსტა საგიჟეთი მაქ და თუ მივედი არვიცი დავრეკავ მაინც..

Posted by: TinANNO 7 Nov 2022, 16:30
გოგოებო სკოლებზე ვეძებე თემა და ვერ ვიპოვე, თქვენი პირადი გამოცდილებით იქნებ დაწეროთ კერძო და საჯარო სკოლებს შორის რომელს ანიჭებთ უპირატესაბას და რატომ ?
საჯარო სკოლებიდან რომელს გამოარჩევთ ახალგაზრდა მასწავლებლები და ახალი მიდგომები რომ იყოს

Posted by: anibani18 7 Nov 2022, 21:32
gogatakoo
კომფორტის სერია აარჩიე ხელოვნურ საკვებში. არ უნდა შეაწუხოს წესით შეკრულობამ კომფორტზე თუ იქნება.
მე უფროსს ნანის სამმაგ კომფორტს ვაჭმევდი. ძალიან კარგია, უცებ დაურეგულირა. პატარას ჰიპის კომბიოტიკს ვაჭმევ, თუმცა მას თავიდანვე არ აწუხებდა შეკრულობა.
წესით როცა მოგთხოვს, მაშინ შეგიძლია მისცე ახალი გაიდლაინების მიხედვით. მაგრამ მე რეჟიმი მირჩევნია. თავიდან 3 საათში ერთხელ ვაჭმევდი, მერე 4 საათში ერთხელ. ნახე რამდენს მოგთხოვს, შეიძლება არც უნდა მეტი.
როგორ ხართ?
ვიცი რომ ჩამოყალიბების პროცესშია მისი ტვინი, მაგრამ ამდენი ტირილის და ბუზღუბის ატანის ნერვები ყოველთვის არ მაქვს.

Posted by: takoo1 7 Nov 2022, 23:41
anibani18
აი თავს ვიკავებ კვების შეცვლა არ მინდა მეშინია
ჩემ დისშვილს აერია ძალიან კუჭ ნაწლავი მახსოვს საავადმყოფოშიც მოხვდა ამ ფორმულების და ძუძუს ამბებში..დღეს ცოტა ძუძუ ჭამა ალბათ 20-30 გრამი და კუჭში გავიდა ეგრევე(( ჯანდაბა ამ ფორმულას რა.გაზებიც აწუხებს ღამე არა უფრო აი დილისკენ 6დან იწყებს ჭინთვას,ისეთ ხმებს გამოსცემა ხოლმე გული მისკდება
ნახევარი საათი იჭინთება მეტიც..რო ვიღვიძებ 5ზე ვეღარ ვიძინებ იშვიათად..
გააჩნია ხან 3 საათი უქაჩავს ხან 2,5
თუ გადააბა ძილი 4იც შეიძლება მაგრამ იშვიათად
ანი 4 საათში ერთხელ როდიდან აძლევ?
და მაინტერესებს კიდე ღამე შედარებით დიდი შუალესი როდიდან დაიწყო? ანუ გადაბმულად თუ ძინავს მაგალითად 5-6 საათი ღამე თუ მეტი?
1ზე რო ვაჭმევ 5ზე დაჭყეტილი აქ თვალები
7მდე მაინც რო გადააბას რა კაი იქნება(
უკეთ შედარებით ანი,,დღეს მყავდა იქ ლუკიანე
ხვალიდან ვიწყებთ სიარულს კვირაში ორი დღე
დამპირდნენ რო უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი და ვნახოთ.. ამას ქცევის პრობლემა აქვს ტანტრუმები და ა.შ სხვა ყველაფერი ნორმაშია
ვნახოთ აბა ხვალ რას ვიზამთ,გაგაგებინებ იქნებ შენც მოგინდეს და მიიყვანო
თქვენ როგორ ხართ?

Posted by: anibani18 8 Nov 2022, 21:03
gogatakoo
რას აჭმევ ახლა? ჰუმანა ყველაზე მეტად კრავს ფორმულებიდან. დაეკითხე მაინც პედიატრს სწორად თუ შეურჩევთ კვებას, არანაირი შეკრულობა არ ექნება.
ნანის სამმაგი კომფორტი ძალიან კარგია.
ემსასაც სულ მუცელი სტკიოდა და შეკრული იყო, ერთ დღეში დაულაგდა.
ბავშვს გააჩნი, თაკუნ. ჩემი კი არის ძალ8ან ბომბორა, მაგრამ ბევრს კი არ ჭამს, რომ დავაკვირდი, არ ჭამდა ულუფას სრულად, გავუზარდე დრო. არც გაუპროტესტებია. დაახლოებით 3 თვის იყო. ღამე თავიდან უკეთ ეძინა, 6 საათიან შუალედებს აკეთებდა. 3 თვის მერე, ვსიო, 4-5 საათში ერთხელ იღვიძებს. მაგრამ საყვედური არ მეთქმის, ოქროს გოგო მყავს, ეს რომ არ მყავდეს, ვერ გავუძლებდი.
მომიყევი რა, როგორ ჩაიარა, იქნებ მეც მივიყვანო. ნერვები აღარ მყოფნის. დღეს ისეთი დღე გვქონდა, ბოლოს პატარაც კი კრთებოდა და ნერვიულობდა უკვე ამდენი ღნავილისგან. არ ვიცი, როდის გადაივლის. ვინმეს რომ ვეუბნები, ნათესავებს მაგალითად, მეუბნებიან, ჩვენები არასოდეს ტიროდნენო. აბა ჩემი რატომღა ტირის როცა კი თვალი აქვს გახელილი

Posted by: takoo1 8 Nov 2022, 21:59
anibani18
აუ რავი რაღა ჰუმანა კრავს მაინცდამაინც ჯანდაბა
არ მპასუხობს პედიატრი და ჯერ ვერ მიმყავს ეს დღეები არ მცალია.ვნახოთ აბა რას მეტყვის და ეგრე ვიზამ..
დღეს მყავდა ანი ერთ საათიანია თერაპია.
მე არ შემიშვეს დავტოვე,თავიდან კი მესმპდა ტიროდა დედაო შემეცოდა))დაბლა ჩავედი გადასახდელად ანკეტა გავხსენი და რო ამოვედი მაღლა უკვე ხმა აღარ მესმოდა თამაშობდა.
მოკლედ ლუკიანე არის ბიჭი ასეთი smile.gif მიდგომა უნდა სწორი თავიდან თავისას უბერავდაო მარა მოვუგრიხეთ კისერიო მოკლედ რო გითხრა ასე იყო)) ამ მიდგომის მოდელს გამოიყენებთ სახლშიცო,ჯერ ოღონდ არვიცი რა მოდელზეა საუბარი.მალე მოვიყვანთ აზრზეო დამპირდნენ არც ისე ცუდადაა საქმე მეთქი და არა კაცოვო..
ხოდა იმედიანად წამოვედი იქნებ მალე გვეშველოს რამე..ზეგ მიმყავს კიდე და გეტყვი შემდეგ ვიზიტზე რა იქნება..
ანი რატო ტირის უმიზეზოდ თუ აი დღის განმავლობაში რასაც აკვირდები რაზე ბრაზდება რა არ მოსწონს?
* * *
იცი რამდენი ბავშვები მოდიან,,სხვათაშორის ძალიან დალაგებული ზოგი,,რო ვერ იფიქრებ რაიმე სახის დარღვევა აქვს..არც ჩემ შვილს ეტყობა გარეთ რო მონსტრია,ანგელოზივით იქცევა ალბათ სხვაც ასე იტყვის ჩემსაზე მარა რეალურად სახლში რადიკალურად განსხვავებული ქცევები აქვს..შეიძლება იმის ბრალიცააო კი მითხრეს მანდ რომ შენ სხვანაირად უდგები და მაგალითად ბებო ან მამა სხვანაირადო..ორი სიტყვით ქცევითი დარღვევა აქვს რაც უმეტესობას და ეს უნდა დავალაგოთ..მაგას კიარა ისეთებს შველიან ჩვენ საწუწუნო რა გვაქვს:*
მე გირჩევდი როგორც ჩემ დას ისე ანი რო მიხვიდე შენით ვერ დაალაგებ გინდა დახმარება ვინმესი აუცილებლად,ნეტა აქამდე მივსულიყავი ხო ავცდებოსი ამდენ ნეევიულობას

Posted by: emiblack 8 Nov 2022, 23:27
gogatakoo
თაკო, რომ აგიხსნიან რა მოდელია დაწერე რა . აი მე არც ვიცი რეალურად რამე ჭირდება თუ არა ჩემსას. როცა მარყო ვართ ძალიან კარგად იქცევა, თამაშობს, ლექსების წაკითხვას მთხოვს, კარგ ხასიათზეა. ბავშვებთანაც ძალიან კარგად კონტაქტობს . მამამისს დაინახავს თუ არა ისტერიულად ითხოვს იმას რასაც ვუკრძალავთ . ( მაგალითად დანას, მსხვრევად ნივთებს , ტელეფონს ) ზოგადად მამამისი ცდილობს ყველაფერი აუსრულოს და მანიპულირებს მგონი ცრემლებით და ტანტრუმით. თან კერ მივა აკოცებს და მერე თხოვს დანა მომეცი, ჭიქა მომეცი, ტელეფონი მომეცი. მერე იწყება ისტერიკა . მოეფარება თუ არა მამამისი თვალს მე ერთხელ ვეტყვი ვერ მოგცემ არ შეიძლება მეთქი და იწყებს სხვა რაღაცეებით თამაშს . იგივე ტანტრუმებს აწყობს ბიძასთანაც . კი ვხვდები თეორიულად რო სხვადასხვანაირად რო ვექცევით იქედან მოდის , მაგრამ საინტერესია მაგ თერაპიაზე რა რჩევებს მოგცემენ. ბიძა რო თვეში 2-3 ჯერ ნახულობს მკაცრად მოექეცითქო ვერ ვეუბნები . ესეც მეცოდება და ისიც . მამამისს კი ვეუბნები, მაგრამ მერე ეს კოცნის და ვმარცხდები))

Posted by: anibani18 9 Nov 2022, 11:55
gogatakoo
დღეს გააჩნია, ხანდახან ცვეულებრივად იქცევა, ხანდახან ყველაფერზე ტირის. მაგალითად, უნდა რომ ხალიჩაზე დააწვინოს თოჯინა, რაღაც გარკვეულ პოზაში და იწყებს ამაზე ტირილს. არც გეუბნება რა უნდა, ტიტის, მოსთქვამს, უნდა მიხვდე შენით. კარჰი, ვიცი რომ სიტყვით ყველაფერს ვერ გადმოსცემს ახლა, მაგრამ არც ჟესტით ამბობს, ვაწვენ ამ თოჯინას და ვეუბნები, დედა, დააწვინე თოჯინა. ანუ ასე რომ მითხრას მერე აზრი არ აქვს, ორ წუთში იგივე მეორდება. ასეა ყველაფერზე. საჭმელი უნდა მოსთქვამს ბოლო ხმაზე სანამ გაუმზადებ, წყალი უნდა, ტავად არ აიღებს და არის ერთ ამბავში სანამ.მიხვდები რა უნდა. ტანტრუმი იშვიათად აქვს უკვე, მაგრამ ასეთი წივილ კოვილი და ტირილი მთელი დღე გვაქვს. ღამე მოდის და დაიწყება, ტირილი, მოთქმა, არ მინდა ძილი, ის მინდა, ეს მინდა, ტირილი ისევ. არ ვიცი როგორ მივუდგე.
ქცევიტ დარრვევაზე ვიცი, მგონი გითხარი კიდეც. მაგრამ ჩვენ მაგას ვერ დავარეგულირებთ ასე მგონია. მამა არ ამყვება არაფერში, ოღონდ ამან არ იტიროს და მთვარეს ჩამოუხსნის ზეციდან.
მომიყევი რა კიდევ ამ ცენტრზე, რა სედეგები გექნებათ, მეც მინდა მივიყვანო

Posted by: takoo1 9 Nov 2022, 13:04
anibani18
emiblack
გოგოებო პირველ რიგში ქმრებთან თუ არ მოაგვარეთ ეგ საკითხი და არ შეთანხმდით აზრი არ აქვს არაფერს.ქმარი იქნება თუ დედამთილი არააქვს მნიშვნელობა იმათ ტვინამდე უნდა დაიყვანოთ რო ხელი შეგიწყონ.
თვითონ რა მოსწონთ ასე რომ იქცევა? არ მოქმედებს მათ ნერვებზე? ან ბავშვი რო ესეთ დღეშია ხო ცოდოა თვითონ უფრო უჭირთ ჩვენზე მეტად და დახმარება სჭირდებათ.ასე რო ჯერ ეს უნდა გააგებინოთ როგორმე,რა ჯობია თქვენი შვილისთვის. რა შედეგებამდე შეიძლება მიხვიდეთ და რამხელა პრობლემის წინაშე დადგეთ ხვალ და ზეგ.ბაღი იქნება სკოლა იქნება და ძალიან გაუჭირდებათ ურთიერთობა ბავშვებთან,თვითონ დაითრგუნებიან და უარესი შედეგი დადგება..აი წარმოიდგინეთ ეხლა უჟმურ ადამიანთან თუ გამონახავდით საერთო ენას? ვერა ხოო,,ხოდა წარმოიდგინეთ აბა ბავშვი ყველაფერზე რო ტირის და წუწუნებს ვინ გაუგებს..
მე ჩენ ნერვებზე აღარ ვფიქრობდი უკვე,იმხელა ნერვიულობა გამოვიარე 2 კვირაში რძე გამიშრა წარმოიდგინეთ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორ ვიყავი..ლუკიანეზე ვნერვიულობდი და მაგიტო.აი ესე როა ხო თვითონ არის ცუდად,ნერვიულობს აი ამან მიმიყვანა იმ აზრამდე რო მოვკიდე ხელი და წავიყვანე და ნეტა აქამდე მექნა..
თუ ქმრებთან ვერ თანხმდებით გეტყვისნ იქ ისედაც რომ კარგია თუ ქმარიც მოვა და ჩაერთვება რო აუხსნან რა და ეოგორ ქნას..
anibani18
ანი Eგრე იყო ლუკიანეც ვერ მაგებინებდა რა უნდოდა და ყველაფერზე ტიროდა,ზმუოდა მთელი დღე ნეევოზი ამკიდა..ეხლა უფრო ამბობს წინადადდბებს და მაგებინებს რა უნდა,ნერვიულობდა რო ვერ მაგებინებდა და ღიზიანდებოდა,,დიდი ალბათობით დაწყნარდება როცა უკეთ ლაპარაკს დაიწყებს..ყვსლაფერზე წუწუნებდა აი თუ რამეს ამბობდა ყველაფერს ტირილით ლაპარაკობდა საერთოდ და სულ შენიშვნას ვაძლევდი ნუ ტირიი რო წყალო გინდა ისე მითხარი წყნარად და ვეუბნებოდი: "დედა წყალი მინდა" - აი ასე თქვი და რაღაც პერიოდის მერე ნელ ნელა მოუკლო
უფფ რთულია ძალიან ესეთ რთულ ბავშვთან საერთო ენის გამონახვა,მაგრამ დამიჯერე ეს არაფერია იმასთან ზოგს ისეთი პრობლემა აქვს
ყველაფერს ეშველება სწორი მიდგომით
მე ყველაფერს მოგიყვებით ხოლმე რა და როგორ:*

Posted by: emiblack 9 Nov 2022, 13:10
gogatakoo
ხო რა თქმა უნდა . შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს ტველა ოჯახის წევრი, თუმცა აი მე ვერ ვხვდები ეს რეალურად დარღვევაა რამე თუ არა . ბავშვებთან იდეალურად კონტაქტობს, ერთობა . ზოგადადაც კარგ ხასიათზეა . მამასთან და ბიძასთან ზუზუნებს ))) თოჯინაზე რაც მოყვა ანიმ ეგეც ქონდა, მაგრამ გაუარა . დავაკვირდება და ვნახოთ აბა შენც როგორი შედეგი გექნება . ჩემი ლაპარაკობს და გაგებინების პრობლემა არ აქვს, უბრალოდ აგრძალულ ნივთებს ითხოვს როცა ხედავს. დამალული მაქვს ყველაფერი, მაგრამ ნუ ჭიქა და დანა ხო მჭირდება

Posted by: anibani18 9 Nov 2022, 14:52
gogatakoo
ვიცი ტაკო, ეს ყველაფერი. ყველა ერთნაირად უნდა მოიქცეს ოჯახში. მაგრამ აქ თუ საუბარია, ბავშვმა იტიროს და საბოლოოდ მოხვდება, რომ ეს ტირილი არ ჭრის და სეწყვეტს, ამ მიდგომას ჩემი ქმარი არ მიიღებს. ამიტომ გკითხე როგორ მიდიხართ შედეგამდეთქო.
მეც ვიყავი ფსიქოლოგთან, მაგრამ ბავშვთან მუშაობა არ შემოუთავაზებია. მისი დახმარებით ტანტრუმები დავძლიეთ, მაგრამ სხვა დანარჩენი არა

Posted by: takoo1 9 Nov 2022, 15:38
emiblack
არა დარღვევა რას ნიშნავს?ჩვეულებრივი ბავშვის ქცევაა არ არის ეგ დარღვევა,უბრალოდ ქცევითი აშლილობაა,სხვადასხვანაირია რთულად გამოხატული ასეთი ისეთი,,თუ სხვა არაფერზე გაწვთ პრობლემა და მხოლოდ აკრძალულ ნივთებს ითხოვს არ მგონია მაგის გამო მიყვანა საჭირო იყოს,მაგას ყველა ბავშვი ითხოვს და ყველა ტირის ეოცა სასურველს ვერ აღწევს.
მითუმეტეს თუ სხვა ოჯახის წევრი უსრულებს რაც სურს..რამხელაა ასაკით ზუსტად?
anibani18
ანი ყველა ბავშვს სხვადასხვანაირად უდგებიან,რეალურად იქ რო დაგყავს თერაპიებზე მაგას სწავლობენ როგორი მიდგომა ჭრის ბევრ სიტუაციაში გამოცდიან..ზოგზე იგნორი ჭრის,ზოგზე მოფერება და ა.შ
ჯერ შედეგამდე მისვლაზე ადრეა ლაპარაკი არვიცი ჯერ არაფერი უთქვამთ გუშინ და ვნახოთ რა მოდელზეა საუბარი რას მეტყვიან..
ტანტრუმები როგორ დაძლიეთ? ესეც დიდი საქმეა ტანტრუმი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩემთვის ზოგადად,სხვა ასე თუ ისე ასატანია
* * *
გაიყოლე თუ გადაწყვეტ მიყვანას ანი შენი ქმარიც და დამიჯერე შეიცვლის აზრს.ისე აუხსნიან იქ ყველაფერს და დაულაგებენ მიხვდება რა ჯობია მისი შვილისთვის..თუ თვითონ ნორმალურად მიაჩნია ბავშვის ასეთი ქცევა მაგ შემთხვევაში აზრი არ აქვს,თუ თვითონაც ხვდება რო პრობლემაა ასეთი მოქცევა და შენს აზრზეა მაშინ გაიგებს..ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ მაგალითად,
ჩემი ქმარი ჩემზე მეტად განიცდიდა ლუკიანეს ამ მდგომარეობას და კარგად ქონდა გააზრებული ეს ყველაფერი ასე რო არ დამჭირვებია ახსნები და ვიცი ყველანაირად შემიწყობს ხელს და მიწყობს კიდეც,თავიდან ისიც ეგრე იყო მე რო ვეჩხუბებოდი და მკაცრად ველაპარაკებოდი არ მოსწონდა და თვითონ არასდროს არაფეზე აძლევდა შენიშვნას,
ძალიან რბილია ბავშვთან ურთიერთობაში..ხოდა
აი მოვედით აქამდე და ეხლა უკვე შეცვალა დამოკიდებულება,რო ვეუბნები ესე ჯობია ესე უთხარი ესე მოიქეცი იგებს რო ესეა საჭირო..

Posted by: fermina 9 Nov 2022, 19:16
პლაზმონის ლენილაკს ვაძლევთ ჩვენს ბაიას დაბადებიდან და ძალიან კარგად მოქმედებს, მატების მხრივაც და კუჭის მოქმედების ამბავშიც. პლაზმონის მეორე ნუტრი უნო მგონი დაუმატა ექიმმა და ის არც გემოთი მოსწონს და კუჭიც აშკარად შეუკრა. ზოგადად პლაზმონს აქებენ პედიატრები.

QUOTE (gogatakoo)
და მაინტერესებს კიდე ღამე შედარებით დიდი შუალესი როდიდან დაიწყო? ანუ გადაბმულად თუ ძინავს მაგალითად 5-6 საათი ღამე თუ მეტი?
1ზე რო ვაჭმევ 5ზე დაჭყეტილი აქ თვალები


ფაქტობრივად 3 თვიდან ღამე ძინავს დილამდე, ანუ 11-ზე რომ ჭამდა, 4-5 საათამდე ხმას არ იღებდა, ეძინა, 4-ზე აჭმევდნენ და ეგრევე იძინებდა დილამდე.

ახლა 5 თვისაა და მოკლედ 10-ზე რომ ჭამს და იძინებს, დილის 7-ის ნახევარზე საათს გაასწორებ smile.gif მთელი ღამე ძინავს, მერე ჭამს 7-თვის და ისევ იძინებს 9-მდე მაინც.

ოღონდ დღე ძინავს ძალიან ცუდად, ანუ მოკლე პერიოდებით, ორი-სამი საათი გადაბმულად შანსი არაა. 20 წუთიან-ნახევარ საათიანი წაძინებები აქვს, მაგრამ არის სულ მხიარულად და რა ვიცი...

Posted by: takoo1 9 Nov 2022, 19:31
fermina
ვერ ვიხსენებ პირველზე როგორ იყო,ღამე მახსოვს ეძინა 7სკსნ იღვიძებდა მარა რომელი თვიდან ვერ ვიხსენებ..მერე უკვე 10მდე ეძინა დილის))) ეს ცოტა მაწვალებს რავიცი ხშირად ითხოვს ჭამას და ღამეც 4-5 ზე იღვიძებს არადა 1ზე ჭამს..
იმედია გაზრდის მალე შუალედებს თორე გადავიწვი,2-3 საათი მძინავს ჯამში.. დღეც ვერ ვახერხებ და სახე ალეწილი დავდივარ smile.gif

Posted by: fermina 9 Nov 2022, 20:23
gogatakoo
QUOTE
fermina
ვერ ვიხსენებ პირველზე როგორ იყო,ღამე მახსოვს ეძინა 7სკსნ იღვიძებდა მარა რომელი თვიდან ვერ ვიხსენებ..მერე უკვე 10მდე ეძინა დილის))) ეს ცოტა მაწვალებს რავიცი ხშირად ითხოვს ჭამას და ღამეც 4-5 ზე იღვიძებს არადა 1ზე ჭამს..
იმედია გაზრდის მალე შუალედებს თორე გადავიწვი,2-3 საათი მძინავს ჯამში.. დღეც ვერ ვახერხებ და სახე ალეწილი დავდივარ


აბა რა იქნება, ეგ კიარადა ეს ხომ ასეთ დიდ შუალედებს აკეთებს, მაგრამ ძილი მაინც გვაკლია, უნდა გაიღვიძო, ადგე, საჭმელი უნდა გაუმზადო, აჭამო, მერე ცოტა ხანი მაინც კოტრიალობს და წრიალებს, მერე ან დაგეძინება ან არა, სრულფასოვნად მაინც ვერასოდეს გძინავს როცა პატარა ბაიაა.
ნუ როგორც ჩანს ინდივიდუალურია ყველა ბავშვი მართლა.

Posted by: nino84 9 Nov 2022, 20:50
gogatakoo
anibani18
გოგოებო ჩემი უფროსიც ანალოგიურად იქცევა. აი ზუზუნის ტონით და ზოგჯერ ტირილითაც შეუძლია ყველაფერი გთხოვოს წყლიდან დაწყებული სათამაშოთი დამთავრებული, რომელიც იქვე დევს, მაგრამ უნდა შენ მისცე. თავიდან მაგიჟებდა ეს ტონი, ვაღიარებ ბევრჯერ დამიყვირია ისე გამოვყავდი მოთმინებიდან. ეხლა ვუიგნორებ და თითქოს მოუკლო. იმ დღეს ბავშვი ტიროდა ეზოში და ამას აშკარად არ მოეწონა. სახლში რამდენჯერაც იწყებს ზუზუნს და ტირილს იმ გოგოს ვახსენებ ხომ არ მოგეწონა როგორ მოიქცათქო და ჩერდება. მე მაინც ყურადღების ნაკლებიბასაც მივაწერ მის ამ ქცევას. ამ ბოლო დროს მეტ დროს ვუთმობ და ბევრად ადეკვატურად იქცევა და ადრე თუ მოვიდოდა და დამარტყავდა, ეხლა მკოცნის და მეხუტება, ერთგვარი პროტესტი აქვთ ალბათ პატარასთან რომ მხედავდა სულ.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს რთული თემაა ყველას ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მაგალითად იცის რომ მამაჩემი ამის ოდნავ წამოტირებაზე ყველაფერს უსრულებს და მანიპულირებს ამით. დედაჩემთან არ გასდის ასეთი მოქცევა და არც ითხოვს თუნდაც ტელევიზორს, იცის არ ჩაურთავს. მე ვცდილობ დაველაპარაკო და ავუხსნა მშვიდი ტონით და ბუნებრივია უფრო იგებს და ესმის. მოკლედ პირველ რიგში დედა უნდა იყოს მშვიდი და გაწონასწორებული, ჩემი ოდნავ გაღიზიანებულ ტონს ეგრევე იჭერს და მეკითხება დედა რა არისო smile.gif))

******
გოგოებო, როგორ ფიქრობთ ღირს 2 წლის და 10 თვის ბავშვის ბაღში შეყვანა? პატარა 4 თვისაა და არ მინდა სულ ავად მყავდეს. მართლა სულ ავად არიან ბაღში პირველი წელი ბავშვები?

Posted by: takoo1 9 Nov 2022, 21:34
nino84
გადაგიკითხე და ესე მეგონა ჩემა მაგივრად წერდი))) ზოგჯერ კიარა ისე მეშლებოდა ნერვები ძალიან ხშირად დამიყვირია აუტანლად იცოდა ეს წუწუნით ლაპარაკი,თითქოს წელავდა ბოლო ასოებს, წყალი მინ-დააააა წარმოიდგინე უჟმური ხმით თითქოს ტირილს იწყებს.კივილი წივილი ტირილი რავიცი ყველაფერი საშინელება.
კბილებს კრიჭავდა გიჟივით და ისე ჩამაფარებდა ხოლმე)))გადიიიი ბოლო ხმაზე ყვიროდა ვაიმე ღმერთო გახსენებაც არ მინდა..აი მაგ აზრამდე მივედი მეც რო ჩემი ბრალია..სასრთოდ აღარ ვეჩხუბები,არ ვუწევ ტონს და აშკარად დაწყნარდა
ვფიქრობ პროტესტი იყო მისი ასეთი ქცევა..
თუ შენიშვნას ვაძლევ მკაცრად ვეუბნები,თუ გაჭედა ვაიგნორებ იტირე მე მაინც არ შეგისრულებ რასაც მთხოვ არ მეშინია შენი ტირილის ამ ტექსტს ვამბობ და ვუღიმი))) წყნარდება ორ წუთში რასაც ვაკვირდები..
უფრო თბილი გახდა როგორც ადრე იყო თითქოს იმ ლუკიანეს ემსგავსება.მოვა გაკოცებს ბავშვსაც აკოცებს.
რთულია ძალიან თან პატარასთან წარმოიდგინე კივის ყვირის და პატარას ძინავს,ეოგორია იგნორი მარა სხვა გზა არ არის,,მირჩევნია გაიღვიძოს იმან და ეს მიხვდეს რო არ გაუვა ასსთი ქცევა,ერთხელ ორჯერ სამჯერ და მიხვდება..
ჩვევა ქონდა ასეთი.სამზარეულოში პატარა მაგიდა და ორი სკამი დგას.ჩემი ქმარი რო მოდის საღამოს მივუჯდები ხოლმე მეც,ეს მოდის და გადიიი გადიიი მაგდებს..ან მამიკოს აგდებს.მოკლედ რომელიმე სკამზე უნდა იჯდეს თვითონ..ერთ დღესაც ვუთხარით რო მოეტანა სკამი და დამჯდარიყო ჩევნთან,,რაღაც პერიოდის მერე გაიგო და მოაქ ეხლა სკამი მოაცოცებს და გვიჯდება))
მიდგომა უნდა სწორი არ გამოგვდის ყოველთვის ეგაა..
ჩემი დისშვილი რაც ბაღშია სულ გაციებულია აი სულ.ინდივიდუალურია ალბათ მარა უმეტესობა ასეა კი((

Posted by: anibani18 9 Nov 2022, 21:59
nino84
gogatakoo
იგნორირებამ გაჭრა ტანტრუმის დროს. თუმცა ხანდახან მაინც აქვს ხოლმე.
დღეს ახალ საფეხურზე გადავედით ჩვენ. ხომ ვამბობდი, ბავშვს არ ერჩისმეთქი. დღეს ესროდა სათამაშოებს, მერე მიდის, თითქოს უნდა მოეფეროს და ძალიან უხეშად ეფერება სახეზე და თავზე, მივა და ყურში ჩაჰკივის. რა უნდა ვქნა, გოგონებო? რა გავაკეთო ამ დროს? მკაცრად ვეუბნები რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ მეშინია ამ სიმკაცრემ არ გარიყოს. ყურადღება არ აკლია. ისეთი ხასიათი აქვს, თვითონ არ მოიკლებს ყურადღებას.

Posted by: takoo1 9 Nov 2022, 22:21
anibani18
ლუკიანეც იქცევა ხოლმე ეგრე ხანდახან,ეფერება ჩემ დასანახად და ჩუმად ბწკენს ხოლმე მერე ფეხზე,ჩემზე თუ გაბრაზდა იმაზე გადააქვს ხოლმე
იმ დღეს ეძინა გაბრიელს და აღუო ყურში ბოლო ხმაზე ჩაყვირა ბავშვს გული გაუსკდა,ხანდახან აქვს გამოხტომები მარა ასატანია რა..
მგონი მაინც ჯობია წყნარად აუხსნა ისეთი განცდა მაქვს დო ვერ იგებს ან არ მისმენს მარა მე მაინც ვუხსნი რო არ შეიძლება პატარაა,ეშინია და ა.შ

Posted by: anibani18 11 Nov 2022, 12:59
gogatakoo
ჩემმა ახლა დაიწყო. არც მე ვუბრაზდები, მშვიდად ვეუბნები.
ორ წლამდე დამისვენია...

Posted by: emiblack 11 Nov 2022, 15:25
gogatakoo
წლის და 7 თვისაა თაკო. შევხედავ და დავაკვირდება როგორ მოიქცევა აწი და აწი <3 ლუკიანეს ამბებიც დაგვიწერე <3

Posted by: nino84 12 Nov 2022, 10:29

anibani18

ანი, ჩვილის ხელების დასაფიქსირებელი შენ გქონდა თუ არ ვცდები. შეგიძლია მომწერო როგორია და სად იყიდე?

Posted by: anibani18 12 Nov 2022, 21:26
nino84
ნინ, გასახვევს გულისხმობ? გაჩვენებ რომლებიც ჰქონდათ ჩემს გოგონებს. ალბათ იცი, მაგრამ მაინც გეტყვი, ბავშვი გადატრიალებას რომ დაიწყებს, ხელები თავისუფლად უნდა ჰქონდეს.
ესენი ჰქონდა ჩემს უფროსს, ხელები ეხსნება ორივეს და ჩვეულებრივ ტომრებად გადაკეთდება. ორივე კარგად ვიხმარე მე მაშინ. ზომები ბავშვის სიგრძის და წონის მიხედვითაა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ახალი რჩევების მიხედვით მეორე საძილე ტომარა აღარ ითვლება უსაფრთხოდ რადგან ოდნავი სიმძიმე აქვს გულმკერდის არეში.
https://a.co/d/3uoGwza
https://a.co/d/7eW9kxm
მეორეს ასეთი ვუყიდე, მაგრამ არ მოეწონა არც ეს და არც უფროსის გასახვევები და ჩვეულებრივ ნაჭერში ვახვევდი პირველი თვეები.
https://a.co/d/6psYF7m
ახლა ჩვეულებრივ თხელ ტომარაში სძინავს.
პირველი თვეები ხელები რომ დაფიქსირებული ჰქობდა ორივეს, ძალიან მიადვილებდა ცხოვრებას.
წაიკითხე გამოხმაურებები, თუ მოგინდება, შემიძლია გაჩუქო ან გათხოვო ესენი, რომ ნახო, გამოგადგება თუ არა. შენ როოგრც გინდა.

Posted by: Anabeli111 13 Nov 2022, 11:17
emiblack
არ არის ეგ დარღვევა. უბრალოდ მანიპულატორობს შენი გოგო biggrin.gif

მე თურმე, ნაყინს ვითხოვდი მაშინ, როცა პაპას ვხედავდი ახლოს. თუ არ მიყიდნენ, ვტიროდი და პაპა ეუბნებოდათ მერე, რას ატირებთ ბავშვს, უყიდეთ 1 ნაყინი და ა.შ.. ვიცოდი ეს, ვხვდებოდი და ასე ვაკეთებდი თურმე biggrin.gif შენმა გოგომაც იცის,უხეშად რომ ვთქვა, ვისთან გაუვა და ამიტომაც ჯერ კოცნებით თაფლავს მამიკოს და მერე კიდევ სასურველ ნივთს თხოვს ♡

* * *
ძილს რაც შეეხება, გოგოებო, ერთ გვერდზე ვნახე ასეთი წიგნი.

user posted image

დათუნიას ეძინება და იმ ნაბიჯებს, რასაც ბავშვი გადის დაძინებამდე. დათუნიას ჯერ ჩააცვამს პიჟამოს (მერე თავად ჩაიცვამს), გაუხეხავს კბილებს და ა.შ ♡

ასეთი რამეები მოსწონთ პატარებს, მგონი ^_^ ♡
* * *
nino84
ბაღს რაც შეეხება, ეს პერიოდი უნდა გადალახოს, თორემ მერე სკოლაშიც სულ გაციებული იქნება. იმუნიტეტს გამოიმუშავებს და ისე ხშირად აღარ გაცივდება ხოლმე.
* * *
gogatakoo
თაკო, კარგი ქენი, რომ მიიყვანე ლუკიანე ♡ აუცილებლად გექნებათ პროგრესი და უკეთესობა ♡ ყოჩაღი გოგო ხარ!

anibani18
მე მგონია, ან, რომ შენი ბაიას ქცევა, დიდწილად, ეჭვიანობითაა გამოწვეული და ამ კუთხით უნდა იმუშაოთ ♡ იმიტომ, რომ მახსოვს სულ სხვანაირად ახასიათებდი ბაიას დაბადებამდე :* თან შენს გოგოსაც და ლუკიანესაც ზრდის პერიოდი აქვთ ახლა და ეგეც მოქმედებს :/

Posted by: nino84 13 Nov 2022, 16:10
anibani18
ტუჩის ნაპრალის ოპერაცია გავუკეთეთ და ხელი რომ არ ჩაიდოს პირში მინდა ვცადო, ეხლა პილიონკოთ ვკოჭავ და მალევე იხსნის დავიტანჯე
* * *
Anabeli111
გეთანხმები, მაგრამ პატარა 4თვის რომ მყავს ეგ მეცოდება სულ რომ გადასდებს, მარტო უფროსი რომ მყავდეს, ან პატარა უფრო დიდი, არც დავფიქრდებოდი, ვიცი რომ ბაღი აუცილებელი ეტაპია განვითარებისთვის

Posted by: ივლისი 15 Nov 2022, 17:08
გოგოებო გამარჯობა, ბავშვს თავი ხშირად ცოტა ცალ მხარეს რომ მიაქვს ამაზე რა გამოცდილება გაქვთ. მასაჟები თუ გაუკეთეთ და რა ასაკიდან ? რამდენი დაჭირდა. 3 თვის ხდება ჩემი. კიდე მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის პროფილაქტიკისთვის ეხო გაუკეთეთ ? ზოგი ამბობს ეხო 3 თვეზეო და მერე 6 თვეზე რენტგენი აუცილებლადო.

Posted by: emiblack 15 Nov 2022, 19:21
Anabeli111
კი , კი , მანიპულატორია .
ეგეთი წიგნი გვაქვს ოღონდ ქაღალდის . მოძრავი დათუნიათი. ძალია. უყვარს
* * *
ივლისი
თავის ერთ მხარეზე არანაირი გამოცდილება არ მაქვს. ექოსკოპია გავუკეთე ( რაც უფრო ადრე უკეთესია როგორც ვიცი, მაქსიმუმ 3 თვემდეა დრო 6 კვირიდან) . კარგი პასუხი ქონდა და ამიტომ რენტგენი არ დასჭირდა .

Posted by: Tua 15 Nov 2022, 20:36
ივლისი
ჩვენ გვქონდა კისერმრუდობა , არანაირი მასაჟი არგაგვიკეთებია 8 თვის იყო რომ გამოუსწორდა, პედიატრმა კატეგორიულად უარი გვითხრა მასაჟზე, მენჯ ბქრძაყის ექო კეთდება 12 კვირამდე, თუ ნორმაა მერე არსჭირდება რენტგენი.

Posted by: ივლისი 15 Nov 2022, 21:13
emiblack
Tua
მადლობა. ხო ზოგმა მითხრა არ უნდა მასაჟიო. თან ასე ადრე . მენჯბარძაყზე ზოგან წავიკითხე ექო არ არის ინფორმატიული დიდად. 5-6 თვეზე რენტგენი ჯობიაო. ექოზე აქ წავიკითხე მრჩეველში ყოფილა გოცირიძე კარგი.

Posted by: სერაფიტი 15 Nov 2022, 22:09
წუხელ და დღეს მარჯვენა ძუძუს მიპრიტესტებს ჩემი 7 დღის ძუძუმწოვარი. ერთიორჯერ შევაპარე და ჩვეულებროვ მოწოვა, მაგრამ მერე სხვადასხვა ტრიუკი ვცადე და არაა, არ ქნა. მითხარით, რომ დროებითიაsad.gif რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted by: anibani18 15 Nov 2022, 22:27
nino84
სავარაუდოდ აქედანაც ამოგიძვეება, ძლიერია უკვე. 4 თვის ხომ არის? არის მხოლოდ ხელების გასახვევებიც. გიპოვი ლინკს თუ გინდა.
როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
ივლისი
კისერმრუდობა თავისით გაივლის, უბრალოდ სცადე მეორე მხარეს შეუბრუნო ხოლმე თავი. რამხელაა ახლა?

გოგოებო, რომ არ მოგიყვეთ, არ შემიძლია. ერთ წიგნს ვკითხულობ ბავშვებთან კომუნიკაციაზე და ასეთი რჩევა ამოვიკითხე, ბავშვს გრძნობები დაახატინეთო. ვცადე და საოცრება ყოფილა. ახლა როცა ვხედავ, რომ ნერვები აქვს მოშლილი და იფეთქებს, ვეუბნები, აბა მოდი დამიხატე, რას გრძნობ, ვაძლევ ფანქარს და ფურცელს, ხატავს რაღაცეებს და მშვიდდება. ასევე როცა რაღაც უნდა და არ მაქვს, შევქმენით სურვილების სია და მაცივარზე გამოვაკარით, რამე რომ უნდა, იქ ვწერთ ან ვხატავთ. ჯადოსნობაა ნამდვილი. ძალიან კარგად მუშაობს ეს ხერხები ჩვენთან.

Anabeli111
არა მგონია ჩვენთან ამ დათუნიამ გაჭრას. ცოცხალი თავით არ წვება დღისით, არადა თვალები ეხუჭება ისე ეძინება.
ვიცი, რომ ასეთი პერიოდი აქვს, მაგრამ წარმოუდგენლად რთული ყოფილა მშობლისთვის.

Posted by: emiblack 16 Nov 2022, 06:59
anibani18
ანი ხატვა მართლა კარგად ჭრის . გრძნობებს ჯერ ვერ გაიგებს ჩემი, მაგრამ თვითონ აარჩია ფანქრრბი და ხატავს ხშირად და ჩვენც გვთხოვს დავხატოთ. პატრა მაგიდა და სკამიც ვუყიდე მაგ საქმისთვის . ძილს რაც შეეხება ჩემსას მსგავს ძილის რეგრესებზე შველის სხვა ოთახში დაძინება . ანუ ჩვენ ოთახში სადაც ზოგადად ძინავს შემყავს თუ არა ხვდება რო დასახინრბლად და წინააღმდეგობად წევს . სხვა ოთახში ვეუბნები რო მე მეძინება და მოდი დამახინეთქო. შედარებით ჭრის

Posted by: anibani18 16 Nov 2022, 21:08
emiblack
კი, ჩემიც ხატავს, ძალიან უყვარს. მაგრამ პრობლემურ სიტუაციებში ხატვის გამოყენება არ მიფიქრია. გრძნობა რა არის არც ჩემმა იცის, პირველად მე ვაჩვენე. გაბრაზებული იყო და ფურცელზე გამალებით დავიწყე ჯღაბნა, გაუკვირდა, თავადაც სცადა და დამშვიდდა. ძალიან კარგი წიგნია, ბევრი გამოსადეგი რჩევაა, რონელიც პატარა ასაკის ბავშვთან გამოგადგება მშობელს. დღეს კიდევ ერთი რჩევა ვცადე და გამოვიდა ესიც. ჩაცმა, დაბანა, თმის დავარცხნა სასტიკად არ უყვარს დილაობით. არაო დღეს ისევ განაცხადა. მე ხმამაღლა და დრამატულად ვეუბნები, არ გიყვარს დაბა ხო! არც დაიბანო! ტიტლიკა რა კარგია სიარული! მოკლედ, ასეთი სისულელები მაგრამ ხმამაღალი ხმით, ვითომ მეც ვიზიარებ მის აზრებს და ვეთანხმები. იმდენი იცინა და უცებ დაიბანა, დაივარცხნა და ჩაიცვა. აი, ეს წიგნია, იქნებ, გამოადგეს ვინმეს
How to Talk so Little Kids Will Listen: A Survival Guide to Life with Children Ages 2-7

Posted by: სერაფიტი 17 Nov 2022, 15:38
გოგიებო, 9 დღის ბავშვისთვის ესეთი ჭიპი, ანუ მუწუკიანი, ნორმაა?
ჭიპლარი მე5 დღეს მოსძვრა. მას მერე ყოველდღე ვაბანავებ მხოლოდ სუფთა წყლით, და ვაშრობ კარგად. თუმცა ერთიორჯერ ქლორჰექსიდანი დავასხი, მეთქი მაინც, სუფთად იყოს ბანაობის მერე.
ხოდა ბოდეზეც პაწია წითელი წერტილუკებია ხოლმე და მუწუკიც ნელნელა გაიზარდა.
აღარ დავასველო?
გარშემო კია კარგად...

user posted image


Posted by: Anabeli111 17 Nov 2022, 23:09
სერაფიტი
ზოგიერთი პედიატრის რეკომენდაციით არაფერი უნდა, მაგრამ სამშობიაროში გვითხრეს, წყალბადის ზეჟანგი ჩაასხი ხოლმეო. მასეც ვაკეთებდი ბანაობის მერე და ამოფუშფუშდებოდა ხოლმე რაღაცები, რაც შიგნით იყო ჩარჩენილი. მერე ვუმშრალებდი კარგად და პამპერს ვკეცავდი,რომ არ შეხებოდა ჭიპს.

Posted by: სერაფიტი 17 Nov 2022, 23:47
Anabeli111

გადავუგზავნე პედიატრს და არაფერიაო. ეგ მუწუკი მოძვრება, მთავარია პამპერსის გარეთ იყოს. ჩვეულებრივ აბანავე და დღეში ერთხელ ქლორჰექსიდანიამლნი ბამბა მოუსვიო. მთავარია გამოადენი, სუნი და სიწითლე არ იყოსო.

მოკლედ ყველა სამშობიაროს და პედიტრს რატო აქვს სხვადასხვა აზრი ამ ჭიპლარზე, არ ვიცი. და ჯერ წინაა კიდე რამდენი ასეთი "აზრთა სხვადასხვაობა"

Posted by: takoo1 18 Nov 2022, 01:59
სერაფიტი
სისველე თუ არაა არაფერია,ეგ მოხმება და მოძვრება.
წყალბადის ზეჟანგს ვასხამდი ამოაქ თუ რამეა და მოახმობს კიდეც,მე ზილიონკას ვუსვამდი biggrin.gif
აღარ ნიშნავენ ეხლა მარა რატომღაც წავუსვი მგონია რო შველის:*

Posted by: nino84 18 Nov 2022, 12:19
anibani18
კარგად ჩაიარა, მადლობა, მერე ყოფილა რთული, ბოთლით ჭამა არ შეიძლება და აპროტესტებს.

კარგი წიგნი ჩანს, ონლაინ გადმოიწერე, თუ არის გაყიდვაში?
დახატვაზე რა კარგი აზრია უნდა ვცადო. გაბრაზებული ისეთია თუ არ მესვრის ფანქარს და ფურცელს )))

Posted by: anibani18 19 Nov 2022, 18:13
nino84
როგორ აჭმევ ახლა? რამდენი ხანი უნდა იყოთ ასე?
ამაზონზე ვიყიდე და ქინდლსი ვკითხულობ. მაინც არ მძინავს მთელი ღამე.
სცადე მაინც. თუ ვერ იყიდი, წავიკითხავ ბოლომდე და გაგიზიარებ კარგ რჩევებს. სანამ ძალიან გაბრაზდა, იქამდე სცადე.
ახლა ჩვენ ისეთ დღეში ვართ, გული მეკუმშება. აქამდე არ ერჩოდა პატარას, ახლა ერთი სული აქვს დაარტყას, გუშინ ისე გამეტებით მოქაჩა თმები, მეგონა ამოაგლეჯდა. მერე ზედ დააწვა პამპერსს რომ ვუცვლიდი. მანეჟი მაქვს გახსნილი და შიგნით ვაწვენ პატარას, ხალიჩაზე ვარიანტი არ არის, გადაუვლის. არ ვიცი რა ვქნა, რა ვუთხრა, გაბრაზება არ შველის, სიმშვიდე არ ჭრის. გუსინ დავუჯექი ვახშმის დროს და ვუყვებოდი რა კარგია დის ყოლა, რამდენ რამეს გააკეთებენ მერე ერთად. ვითომ მოულბა ცოტა გული, დღეს ნაკლებად, მაგრამ მაინც ჩაუთაქებს ხოლმე

Posted by: emiblack 20 Nov 2022, 08:31
anibani18
მადლობა, ანი, ვნახავ წიგნს აუცილებლად <3

Posted by: სერაფიტი 20 Nov 2022, 11:34
gogatakoo

სისველე არაა. მოხმა კი. ალბათ მოძვრება ეს მუწუკიც.

როგორ ჩავაძინო ახალნაჭამი ღამით სწრაფად, ვერ ვხდები. ძუძუზე მიინაბება ხოლმე, მგონია რო ეგარი. დავაწვენ და იქნევს ხელ-ფეხს. მგონი მუცელი აწუხებს. მერე ხან გააპრუწუნებს, ხან ამობოყინებს, ხან კუკებს იზამს და ნუ აი 1 სთში ჭამიდან შეილება ჩაიძინოს...sad.gif

Posted by: anibani18 20 Nov 2022, 19:43
სერაფიტი
ესეა პატარა. ნელ-ნელა დაარეგულირებს ამ ამბებს, არც კუკებს იზამს ასე ხშირად, არც სლოკინი შეაწუხებს. მე ჩემები მატყუარას შევაჩვიე. მატყუარა და საძილე ტომარა მათთვის იმის ნიშანი იყო, რომ ძილის დროა. ანუ ძილის ასოციაციები უნდა შეუქმნა ისეთი, როგორიც შენთვის მისაღები და სასურველი იქნება. კიდევ საწოლშივე ვამშვიდებდი და ვცდილობდი იქვე ჩაეძინათ, მერე და მერე უკვე ჩემს გარეშე საერთოდ, მხოლოდ მატყუარით. თუმცა მატყუარით დაძინება არ ნიშნავს დამოუკიდებლად დაძინებას, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მარტივია ვიდრე ხელში რწევა. მაგრამ ეს ყოველივე ცოტა მოგვიანებით, ახალშობილი ამ ყველაფრისთვის ძალიან პატარა და მოუმზადებელია.

Posted by: სერაფიტი 20 Nov 2022, 19:56
anibani18

ძუძუზე გყავდა?
მატყუარას შეთავაზებასაც 1 თვის თავზე ვგეგმავ. ტომარაც მაქვს, მაგრამ ჯერ არ წვება, სულ რამდენჯერმე ჩავაწვინე. კი, მინდა რუტინისკენ წავიყვანო, საღამოს დაბანა, კვება, ძილი.
მატყუარაზე წავიკითხე, ძალიან ოატარებს ყბები ეღლებათო და მერე ძუძუს ზარმაცად წოვენო. ამიტო ვაცდი 1 თვე მატყუარაზე. და პრინციპში ბოთლსაც ეგრე მივცემ.
სამსახურში მარტამდე არ გავდივარ და მარტამდე ხო დალაგდება?
სასაცილო კითხვაა ვიცი, მაგრამ ახლა ისე ვარ, მგონია სულ ასე უნდა იყოსsmile.gif))
ძაან სიგიჟეა ახალშობილი. არადა არაა ცუდი ზნის ბაია, მაგრამ მე ვარ ეტყობა ემოციური, პლუს ემოციური ფონი პოსტსამშობიარო და ასე...

მადლობა, გოგოებო❤️

Posted by: anibani18 20 Nov 2022, 21:07
სერაფიტი
დაახლოებით პირველი ორი თვე იყვნენ ძუძუზე, ხანდახან ხელოვნურს ვაძლევდი, მერე მხოლოდ ხელოვნურზე.
ვიცი რასაც წერენ მატყუარაზე, რჩევის სახით არ მითქვამს, ჩემი გამოცდილება გაგიზიარე უბრალოდ. მატყუარას ძუძუს ნაცვლად ხომ არ მისცემ, როცა დაანაყრებ, როცა ძილისთვის გაუშვებ, მაშინ შესთავაზე მატყუარა. საკმაოდ რთულია მატყუარის შეჩვევა, სულ უნდა მისცე და მასცე, ხან გადმოაფურთხებს, ხან გადნოუვარდება. დრო უნდა. ბოთლიც იგივეა. თუმცა ერთი თვის ბავშვი მაინც პატარაა და შეიძლება მიაჩვიო.
იცი რა ვიგულისხმე, შენ თუ დასაძინებლად სულ ძუძუს მისცემ, გონებაში ასევე ჩარჩება რომ დაძინებისთვის ძუძუ სჭირდება. ამაში ცუდი არაფერია, შენი გადასაწყვეტია. ფორმულაზეც იგივეა. შეიძლება ზუსტად ძილის წინ მივცე ხოლმე ფორმულა ჩემს გოგოს და ძილის ასოციაცია მისთვის ბოთლი იქნება, როცა კი გაიღვიძებს, სულ ბოთლს მოითხოვს. თუ დავარწევ ძილის წინ, რწევას მომთხოვა, თუ ვუმღერებ, სიმღერას, თუ ზურგზე მოვფხან, ზურგზე ფხანას და ა.შ.
ახალშობილი ძალიან პატარაა ყველაფრისთვის. ახლა მთავარია დაიძინოს, როგორც იძინებს ისე. მუცლის ტკივილი, სლოკინი, ღამის კუკები 3 თვისთვის გაივლის. გადაბმული ღამის ძილის ბავშვზეა დამოკიდებული. ჩემმა 2 წლის გოგომ დაახლოებით წლის და 2 თვის ასაკში დაიწყო, მერე რიგი მიზეზების გამო ისევ აერია და ახლა 2 წლის ასაკში სძინავს ისევ. პატარა 6 თვის ხდენა, ღამე ორჯერ ჭამს, მერე ვუცვლი საფენს და გავდივარ ოთახიდან, რომ ვბრუნდები სძინავს უკვე. მოკლედ, ჩემი აზრით, რასაც მიაჩვევ ბავშვს ისე იქნება. არამხოლოდ ძილზე ვამბობ. უფროსთან სულ ვთამაშობდი და ახლა კუბიკს კუბიკზე არ დებს მარტო. პატარას ვაწვენ მანეჟში და თავისთვის თამაშობს, არც მაქვს დრო რომ ვეთამაშო, არც თვითონ მთხოვს. თუმცა ბავშვზეც ბევრია დამოკიდებული.
იმედია, დაგეხმარე რამეთი smile.gif

Posted by: ივლისი 20 Nov 2022, 21:53
სერაფიტი
მეც მასე მეუბნებოდნენ 3 თვემდე გაუძელიო. მაგრამ ბევრად მალე დალაგდა. დაბადებიდან ძალიან მტირალა იყო . თვენახევრის ასაკში გაუარა და გახდა ნორმალური. ნუ ფიქრობ აუცილებლად 3 თვეზე. ჭამით სულ ხელოვნურზეა. 2 თვე ყოველ 3 საათში ჭამდა. მესამე თვიდან 4 საათიანი შუალედი. ხელ-ფეხის ქნევაც ნორმალურია. მუცელი რომ ტკიოდეს იტირებს. ჩაძინებისთვის მატყუარა ძალიან შველის .

Posted by: Tua 20 Nov 2022, 22:51
სერაფიტი
მატყუარა ძალიან ამშვიდებს ბავშვს, ლაქტაცია და განვითარების ჯგუფის გავლენას ვხედავ შენს პოსტებში ცოტა, როგორც შენთვია კომფორტული იქნენა ისე უნდა მოიქცე, ამ შემთხვევაში შენ კომფორტზეც უნდა იზრუნო, დედას თუ ემოციურად და ფსიქოლოგიურად უჭირს რაღაც უბდა მოირგო ბავშვი შენს კომფორტზე და არა პირიქით. სამშობიაროდანვე მივეცი მატყუარა და ერთი წამით არვნანობ, უბრალოდ მე ვერ შევძელი ლაქტაცია ფსიქოლოგიურად გამიჭირდა 3 კვირა გავქაჩე ( არ ვარ იმ ტიპის დედა ბავშვი 24 სთ მოსკუპებული და ტკიპასავით მყავდეს, შესაბამისად ჩემი შვილიც ეგრეა გაზრდილი ჩემს გარეშე ბევრ რამეს აკეთებს და კვირები შეუძლია სხვასთან დარჩენაც ) , შეეცადე რუტინა შეუქმნა ღამის განსაკუთრებით რომ იცოდეს , 3.1 წლისაჩემი დღემდე დაბადებიდან რომ 10ზე იძინებდა ისევ 10ზე იძინებს თვიყონ ითხოვს რადგან გამოუმუშავდა ეს ყველაფერი. 1 თვის ასაკში იმის შანსიცაა რომ არც სოსკა და არც ბოთლი აღარ გაიკაროს , შესაბამისად მოგიწევს ბევრი წვალება.

Posted by: სერაფიტი 20 Nov 2022, 23:38
Tua

კი, მაგ ჯგუფს ხშირად ვსერჩავ. თუმცა მერე ინგლისურადაც ვეძებ კითხვებზე პასუხებს. არც მე ვარ ის ტიპი, რომ ოდესმე დაწეროს - ვაინე, ვერ ვანებებ ლაქტაციას თავსო. ნამდვილად ვიცი, რომ ვერ შევძლებ წლები მყავდეს ძუძუზე. თუმცა რაციონალურად მინდოდა, რომ პირველი 6 თვე ძუძუთი მეკვება და მერე - დილა -საღამოს. აუცილებლად მინდა ბოთლს მიეჩვიოს და მგონია, რომ მიეჩვევა. საწველიც კარგი მაქვს, რო რამე. დამტოვებელიც მყავს. უბრალოდ საწყისი ეტაპი აღმოჩნდა პრაქტიკაში იმაზე რთული, ვიდრე თეროიულად ჩანდა. პირველი ბავშვია თან და ხო იცი, გინდა ყველაფერი "სწორად" გააკეთო. მასე კიდე არ გამოდის, რაღაცები აშკარად ინტერპრეტაციას უნდა მივანდოsmile.gif)
რაღაცებს ვამუღამებ. და ვნახოთ როგორ წავა. ჩემი დიდი ფობიაა ჩამაგრებები და იმედია მაგას ავცდები. აშკარად მეტი რძე მაქვს, ვიდრე ამას უნდა.

ვსო, ამაღამინდელიდან აღარ გავაღვიძებ არც ღამე, არც დღე და ვნახოთ აბა რას იზამს. ნუ ღამე ისედაც აღარ ვაღვიძებ, თავისით კნავის, რო შიაsmile.gif))
მართალი ხარ, მენტალურ ჯანმრთელობაზე ძვირფასი რა უნდა იყოს...

Posted by: emiblack 20 Nov 2022, 23:52
სერაფიტი
ჩემი აზრით ლაქტაციისას ერთერთი ყველაზრ მნიშვნელოვანი კომპონენტია რომ დრო არ ითვალო. აი არ დახედო საათს როდის აჭამე და ვერც გაიგებ 3 საათი გავიდა უკვე თუ არა. მის ბუნებრივ მოთხოვნილებას მიყევი. მატყუარაზე არ ვიცი რა გირჩიო ჩემი არ იდებდა . ფუ დიდხანს წოვს და სოსკის ფუნქციასაც გათავსებიებს შეიძლება მაგიტომაც დგება ბევრი რძე , ან მართლა წყალს სვამ ზედმეტს . ჩემი ძალიან ცოტა ხანს წოვდ , მაგრამ ხშირ ხშირად . ჩემს მეგობარს ყავს ახლა ძუძუზე და ის თვითონ აკეთებს 3 საათინ შუალედებს , მაგრამ 25 წუთი წოვს სადღაც .
რაც შეეხება თავის დანებება რომ დედისთვის ემოციური სტრესია მეც არ მჯეროდა. ზოგადად ორსულობაში ვიყავი განწყობილი რომ ვაჭმევდი თუ შევძლებდი , თუ არადა არაუშავს . ლაქტაციის დროსაც. არ მეგონა თუ შეწყვეტა გამიჭირდებოდა . პატარა ასაკში მარტივიცაა ალბათ ემოციურად . ახლა ჩემი წლის და 8 თვისაა. ლაპარაკობ ეფერება სიტყვებითაც და კოცნის, ცალკე კომუნიკაცია აქვს ძუძუსთან და არ გამიჭირდებათქო რომ გითხრა რყუილი იქნება.

Posted by: სერაფიტი 21 Nov 2022, 11:09
emiblack

აუჰ, ძუძუს რომ ლაპარაკს დაუწყებს, წარმომიდგენიაsmile.gif))
ვაიმე, ერთი სული მაქვს, მოიზარდოს ცოტა. ძაან ჭყინტიააsmile.gif)

საათზე მართალი ხარ, მაგამ ცალკე დამანევროზა, მეთქი ძაან პატარაა და არ მივარდეს ძილად, იქნებ ვერ გაიგოს რო შიაsmile.gif)

დღე ვუმკლავდები ძუძუებს, ცოტა მიმაგრდება ჭამიდან ჭამამდე და ეგაა. ასატანად.
ღამე და გამთენიაა ძნელი უფრო. მაგრამ ეს სილიკონის ჰააკა დავამუღამე კარგად, 5 წთ მივიდებ და ჩამოაქვს ზედმეტი რძე. სითხის შემცირებაც თავისას იზამს. ისე მწყურდება, ერთ ჯერზე ნახევარ ლიტრს ვცლიდი, თითქმის 4 ლიტრზე ავედი დღე-ღამეში. ახლა დავუკლებsmile.gif)

ღამე უკვე თავისით აკეთებს 3 ან 4 სთ შუალედს. ნელ-ნელა გაზრდის ალბათ. დღეც უმეტესად ადის 3 საათიან შუალედზე. წოვით 25 წთ არა, მარა 10-15 წოვს. ხან ამობოყინება უნდა, ხან შესვენება. ამიტო იწელება 30 წუთამდე. თორე იმენა ჭამას 15 წთ მაქსიმუმ უთმობს. საკმაოდ აქტიურად ქაჩავს, აი ყველა მოქაჩვა ერთი ყლუპია, მესმის.

Posted by: xalati 21 Nov 2022, 11:50
სერაფიტი
Ჰააკა რა ხილია? Ანუ რა ფუნქცია აქვს? Თუ ქაჩავს, არ მოიყვანოს კიდევ უფრო რძე, როგორც საწველმა. Მე მგონია, როცა საათების გარეშე მისცემ, ბევრად ნაკლებად გექნება ზედმეტი რძის პრობლემა.
Საქართველოში ხარ? Ნეტა ეთქვათ, რომ არაა საჭირო ბავშვის გაღვიძება და ლაქტაცია მოთხოვნითაა. Მე ძაან გამიადვილა მაგან ცხოვრება. Როცა ძინავს ღამე 4 5 საათი ძაან კაია. Თან რძის გამომუშავებაც მაგ რიტმს ერგება.
Ამ ღამეს რა ხდებოდა? Კარგად ჩაიარა?
Ჩემმა ერთხელ გაიღვიძა 4 ზე, ბევრი ჭამა 5მდე და მერე 9ის ნახევარზე, ისევ ჭამს. Ღამის 12 ზე დაიძინა და მანამდე მთელი დღე ეძინა ჭამის პაუზებით, ვერ ვიფიქრებდი ღამე 4 საათიან შუალედს...
Როგორც ვატყობ, ყველა დღე სხვადასხვანაირია, ხანდახან სულ ძინავს, ხან სულ ჭამს.

Posted by: სერაფიტი 21 Nov 2022, 15:08
xalati

ჰააკა სილიკონის კონტეინერივითაა, აი დაგუგლე. ვაკუუმს აკეთებს ძუძუზე და გადავსებული როცაა, გამოაქვს ის "ზედმეტი" რძე. ანუ სტიმულაციას არ ახდენს საწველივით რა. და ჩამაგრებებისგანაც გიცავს, რადგან დანარჩენს ბავშვი მოწოვს. წუხელ მაგალითად 12ზე ჭამა და მერე 4მდე ეძინა. 4ზე უკვე ძაან სავსე მქონდა, მოდიოდა ნაკადით. 5 წთ ერთ მხარეს და 5 წთ კეორე მხარეს მივიმაგრე ჰააკა, ცოტა შეანელა ნაკადი, ბავშვმაც კარგად ჭამა და მერე 8ის ნახევრამდე ისევ ეძინა. ანუ ნორმალურად ჩაიარა ღამემ. ვფიქრობ ასე ნელნელა გაზრდის შუალედებს. დღეც, ჯერჯერობით, 3-4 სთ აბამს, არ ვაღვიძებ, ვსოsmile.gif) დღე არ მაქვს ჩამაგრების საფრთხე, ღამე მევსება და გამთენიას. საწველის ჩართვა მეზარება ჯერ, თან უარესი არ დავიმართო მეშინია. ჰააკა კარგად დავამუღამე. ის კი არა, რამდენიმე პაკეტი რძე გავყინე კიდეც უკვე ჰააკათი შეგროვებული. ერთიორჯერ აბაზანაში ჩავუსხი ცოტა :დდდ

საქართველოში ვარ, კი. ლაქტაციაში სამშობიაროში დიდად არ დამხმარებიან. ის კი არა , ერთმა ექთანმა - საათში ერთხელ აჭამე პირველი კვირაო. კიდე კაი არ დავუჯერე. მერე გენახა ჰიპერლაქტაცია. დავგუგლე და ყველგან ეწერა, რომ 2-3 საათში ერთხელ უნდა აჭამო 2 კვირამდეო და მეც მივყევი, ჰაიდაააsmile.gif)

ის მამშვიდებს, რომ ჯერ არ გავდივარ სამსახურში და რაღაცნაირად დავალაგებ ნელნელა...

ჰო, სითხეც შევამცირე, ეგეც ცოტას შვებას მომცემს წესით.

იცი რა დაეწყო ეს დღეებია? მოუსვენარი ძილი. Restless sleep ნორმალურიაო, ეგეც დავგუგლე, მარა მაინც ვკითხავ პედიატრს ხვალ. შენსას როგორ სძინავს? აი აშკარად გათიშულია, არ ეღვიძება ხმაურზე ან რამე, მაგრამ რაღაც დროში ერთხელ ფეხებს და ხელებს აქნევს, იწელება, წამოიკნავკებს, მგონია რომ იღვიძებს, მარა არა, იბრუნებს ისევ. გაზები მეგონა, მარა არ ჰგავს გაზებს. უბრალოდ მოუსვენრად სძინავს და იმედია ეგეც გადაუვლის.


Posted by: xalati 21 Nov 2022, 19:29
სერაფიტი
Ხო დაგირეგულირდება ძაან მალე, ღამეც ნაკლებად აგევსება.
Ვნახე ჰააკა, კაი რამე ჩანს.

Კი ეგ მოუსვენარი ძილი ჩემსასაც აქვს. Დღისით ხანდახან ისე ძინავს, არაფერი არ აღვიძებს და ხანდახან ფაჩუნზეც ხტება ხოლმე.
Შენ რასაც ამბობ, უბრალოდ ძილის ფაზას, ნაკლებად ღრმა. Მაგ დროს უნდა შეეშვა და ისევ იძინებს. Ხანდახან თვალებსაც ახელს და მაინც ძინავს.

Ღამე შევატყვე, რომ ჩვენ როცა გვძინავს, ამას ღვიძავს ხოლმე. Თავისთვისაა და ხმას არ იღებს უბრალოდ. Მე უფრო ჩემით მეღვიძება, არც ტირის ბავშვი, მამას არ ეღვიძება იმდენად სიჩუმეა აჰაჰა. Მეც უფრო ძუძუ მაღვიძებს ხოლმე და მინდა რომ ვაჭამო, ამასაც ღვიძავს და ვემთხვევით.

Მეც დავიწყე გაყინვა და კაია, მამაც აჭმევს ხოლმე.

Posted by: სერაფიტი 21 Nov 2022, 19:48
xalati

როგორ ყინავ აბა? უფრო სწორედ, რა რეჟიმით და რამდენს იწველი?

Posted by: xalati 22 Nov 2022, 15:43
სერაფიტი
Ჯერ ქაოტურად, დრო როცა მაქვს ვიწველი და როცა ვგრძნობ რომ არხი მეხშობა და ზედმეტი რძეა. Უფრო 6 კვირის მერეა შესაძლებელი უფრო დალაგებული გამოწველა.

Posted by: სერაფიტი 22 Nov 2022, 19:21
xalati

ხო, მაგ მიზნით ჰააკა მშველის მე. ზედმეტი გამოაქვს, თორე ვერ ეჭიდება ეს მაიმუნი, გადავსებული რცაა, უსრიალებს ტუჩები და ეშინია, სწრაფად რო მოდის, ვერ ასწრებს წოვას. 2-3 წუთი ვიმაგრებ, ხან 5 წუთიც ღამეც. და რამდენიმე პაკეტი კი მოვაგროვე. მაგრად მეშინია ჩამაგრებისsmile.gif)

ორი კვირის ქალბატონი აწონეს დღეს და 3.750 ბრძანდება. 2.900 გამოვიყვანე, 3.120 დაიბადა. იმაზე მეტი ნამატი აქვს, ვიდრე ველოდი. ბეიბიქალმი და დე ვიტამინი დაუნიშნეს. გაზები სერიოზულად აწუხებს, ფაქტიბრივად ვეღარ იძინებს წესიერადsad.gif ცხელ წყალში ჩასმა და რაღაცეებიც უნდა დავუწყო აქტიურად, თორე მთელი ღამე ამის ჭამა-ჩაძინებას უნდა. ხანდახან საათზე მეტი წვალობს ჩაძინებას, მუცელი უჭუჭყუნებს საწყლადsad.gif
როდის გავა 3 თვე

Posted by: ივლისი 22 Nov 2022, 20:21
სერაფიტი
გაზებზე ყველაზე ეფექტურია კამის წყალი. მარჯანიშვილის მეტროსთან აფთიაქში ამზადებენ. საკმაოდ მძაფრი გემო აქვს. ესპუმიზანში ან რამე გაზების წამალში ან ცოტა რძეში გარეულს ვაძლევდი ჩემსას. მატყუარას მიაჩვიე და დაეხმარება ჩაძინებაში ძალიან.

Posted by: takoo1 22 Nov 2022, 21:09
სერაფიტი
გადაგიკითხე უცებ საგიჟეთი მაქ ვეღარ შემივდივარ ამ ბოლო დროს:*
ძუძუზე არ არის საჭირო საათების თვლა.ძალიან ინდივიდუალურია,შეიძლება ყოველ ერთ საათში ითხივდეს,შეიძლება 4 საათში ერთხელ.
ან ხან ისე ხან ასე,არეულად.
მეორეზე არ მაქვს დიდი გამოცდილება უკვე აღარ ჭამს 1,5 თვე ჭამა ძლივს,ისიც შერეულად.
პირველმა ჭამა წლამდე და 3 საათიან შუალედს აკეთებდა.ღამე 6-7 საათი ეძინა გადაბმულად.
მეორე ცოტა მაწვალებს.ღამეც ჭამს უკვე 2 თვისაა და ჯერჯერობით ყოველ ღამე 5ზე მაღვიძებს?იმედია მალე გაზრდის შუალედს თორე გადავიწვი.

რძეს რაც შეეხება დიდი ალბათოვით ჯერ ცოტას ჭამს რადგან პატარაა და ამიტომ დგება ბევრი,ჯერჯერობით გამოწველე სანამ მოუმატებს ჭამას,უცებ მოუმატებს.შეიძლება 2 კვირაში უკვე დარეგულირდეს.
მატება მშვენიერია ასე რო შეგიძლია არ გააღვიძო არც დღე და არც ღამე.
გაზებს რაც შეეხება სამი თვე ესე არ არის გაწერილი.
მასე ზოგს 4 თვემდეც აქვს.ინდივიდუალურია ესეც
ლუკიანეს დიდად არ აწუხებდა.ერთ ბოთლს რო ვიყიდიდი ბობოტიკს მგონი 2-3 კვირა ყოფნიდა.
გაბრიელი 5დღეში ცლის მემგონი)))
მარა ეხლა ეს კვირაა ცატყობ დიდად აღარ ტკივა
ანუ 2 თვემდე გაგვიგრძელდა,მაგრამ რო გითხრა ღამეები ვათენე თქო არა,ღამე ეძინა ხოლმე ჭამისთვის იღვიძებდა.
უფრო დღე ტიროდა და დედაჩემი დააჩანჩალებდა ხელით)) ხან შველოდა წამალი ხან დიდად არა მარა ასატანია.
მოკლედ თუ რამე დაგჭირდა და დაგჭირდა აგერ ვარ და რითიც შემიძლია დაგეხმარები:*
ძუძუ არის მაგარი რაღაც ძალიან❤️კაი გოგო ხარ რო მონდომებული ხარ ესე,,რთულია საკმაოდ ლაქტაცია,რა არ ვცადე მეორეზე მარა გამიშრა ნეევიულობაზე და ვერაფრით ვერ მოვიყვანეsmile.gif
ისე მწყდება გული არადა გიჟდება ძუძუზე რო ხედავდა ლამის ხტებოდა ხელიდან ისეთ ემოციებში იყო..


Posted by: სერაფიტი 22 Nov 2022, 21:23
ივლისი

კამის წვეთები გამიგია ჰო, სა ამ ბეიბიქალმის ბოთლში რო ჩავუსხა ნეტა შეიძლება?

gogatakoo

ჰო, კაი კია ძუძუ, მარა აი პირველი პერიოდი ჭირს. მადლობა დახმარებისთვის <3 რავიცი, დავამუღამე ძუძუს ამბავი მგონი, ღამე და გამთენიას ჰააკას ვიყენებ, კომბოსტოს ვიფენ და ჯერ გადარჩენილი ვარ ჩამაგრებებს, ქვასავით რო მიხდება ხოლმე უკვე ჰააკას ვიყენებ და მერე ბავშვს გამოაქვს დანარჩენი.
აღარ ვაღვიძებ 10 დღიდან, როგორც აქ მითხრეს გოგოებმა. თან მატება შევატყე და შევეშვი.
უკვე დაამუღამა 3 ან 4 საათში ერთხელ თავისით იღვიძებს. მარა ჭამის მერე ჩაძინება არის ჯოჯოხეთი, ღამე განსაკუთრებით წვალობს პატარაsad.gif ხვალიდან აქტიურად დავუწყებ თბილ კომორესებს, ფეხების ვარჯიშებს, თბილ წყალშიც ჩავსვამ რამდენჯერაც შევძლებ (წელი 8სე მტკივა, რავი რას შევძლებ). და ეს ბეიბიქალმიც ვნახოთ, რა შეღავათს მისცემს

მალე გავა 2 თვე, ამას ვუმეორებ თავსsmile.gif))

ისე, ლაქტაციის დროს რამე დამამშვიდებელი შემიძლია დავლიი? smile.gif)) ჩემი ემოციურიბა პიკშია, ძილი მეც მიჭირს, დღეც, ღამეც. შენი პოსტებიც მახსოვს, ვაფშე 2 ბავშვს უმკლავდებითბდა მეტს აქ გოგოები <3

რა ვქნა, ვაღიარებ, საკმარისად ძლიერი ვერ გამოვდექი ამ ამბებისთვის

Posted by: takoo1 22 Nov 2022, 22:10
სერაფიტი
სანამ არ ჩამოყალიბდება კუჭ-ნაწლავი არ შველის დიდად არაფერი.ცოტა შეიძლება მომენტში მიყუჩდეს მარა მაინც შეაწუხებს.
ესპუმიზანი და ბობოტიკი შეიცავს სიმეტიკონს.
სხვათაშორის ეგრევე გაყავდა ხოლმე გაზებზე და კუკებზეც..უბრალოდ მალევე უგროვდებათ და ესაა რა..ცოტა გაუძელი აი პირველი თვე გაგიჭირდება
მე მეორეზეც გამიჭირდა მიუხედავად იმისა რო ყველაფერი ვიცოდი რა ეოგორ მექნა.
არავინ ვართ ძლიერები არავინ დაიკვეხნოს ეგsmile.gif უბრალოდ ზოგს მეტად გვიჭირს ზოგს ნაკლებად
შენც არეულ დარეული ხარ ჰორმონები სანამ დალაგდება და დამშვიდდები გავიჭირდება,ეხლა ძალიან რთული გეჩვენება მარა მეორე თვიდან უკვე ნელ ნელა დალაგდები დამიჯერე:*
უცებ თან,ერთ დღეააც გაიღვიძებ აი სხვანაირი განწყობით და ყველაფერი უფრო და უფრო თავის ადგილზე დადგებაsmile.gif
ბავშვიც უკვე ნელ ნელა მოვა აზრზე და შენც მოერგები შენს შვილს..
დამამშვიდებელი კაი იდეაა რატომღაც არცერთზე არ დავლიე არც მიკითხავს და ვნანობ ეხლა..
კითხე პედიატრს აბა.


Posted by: any_body 22 Nov 2022, 22:47
სერაფიტი
გაზები თუ აწუხებს ამოაქარვებინე ხშირად, ჩემსას ეგ შველოდა, ჭამას ვაწყვეტინებდი და ვაქარვებინებდი, ჩავიხუტებდი და ფეხებს მოვუკეცავდი ბაყაყივით.

Posted by: სერაფიტი 23 Nov 2022, 02:51
any_body

ოკ, მაგასაც ვიზამ. ფეხებს მეც მასე ვუშვრები, თვითონ მიმახვედრა, რო ეგრე მოწონსsmile.gif)

Posted by: takoo1 23 Nov 2022, 12:45
სერაფიტი
https://pin.it/6g0F7xj

Posted by: Anabeli111 24 Nov 2022, 08:42
გოგოებო, ჩემს გოგოს დაბადებიდან აქვს თვალზე ასეთი რამ
user posted image
თან ჰქონდა ფუფხები შუბლის არეში, რომლებიც სძვრება ნელ-ნელა.

უბრალოდ მერე გადაეწმინდა შედარებით ეს სიწითლწ. მაგრამ გუშინ საღამოს შევამჩნიე რომ თვალის კიდეზეც გაუჩნდა პაწია ხაზი. თან მეჩვენება, რომ შიგნითაც რაღაც წითელი ხაზივით აქვს.
user posted image
იმდენი ვუჩხიკინე, დავაჭყეტინე თვალები :დ მგონი ჩანს, რომელ ხაზზეც ვსაუბრობ.
user posted image

გუგლმა კონიუქტივიტი შეიძლება იყოსო. ახალშობილებში ხშირიაო. პედიატრთან რომ ვიყავი (სხვადასხვასთან) ამაზე საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება. ხოდა რას ფიქრობთ? არის მაგის ნიშნები?

ან როგორ უნდა მოვუარო, თუ ეგ არ არის. გადადუღებული წყლით ვუწმენდ ამ ეტაპზე მხოლოდ.

* * *
18 ნოემბერს ესე ჰქონდა მაგალითად. თითქმის სულ არაფერი ეტყობა.

user posted image
შეიძლებქ ფრჩხილი მოისვა და გაიღიზიანა? ;( ძალიან ავნერვიულდი, რა...

Posted by: სერაფიტი 24 Nov 2022, 11:08
Anabeli111

სიწითლე ორივე ქუთუთოზე აქვს ჩემსასაც დაბადებიდან. პედიატრებმა, ნორმააო, გადაეწმინდებაო. მგონი კონიუნქტივიტს სვა ნიშნებიც აქვს, არამგონია ეს იყის. დააკვირდი რამდენიმე დღე და თუ ცვლილება იქნა (გაუარესდა), ფოტოები გაუგზავნე პედიატრს. მგონი ახალშობილებში ეს პატარა სიწითლე ნორმაა.

რა საყვარელი ვინმე ჩანს<3

Posted by: Anabeli111 24 Nov 2022, 14:33
სერაფიტი
მაინც გავუგზავნე პედიატრს ფოტოები, არაფერი არ არისო ♡♡ უნდა შევეშვა ჩემით დიაგნოზების დასმას, ვერ მოვიშალეე, რა... :დ

მადლობა ^_^ ♡

Posted by: takoo1 25 Nov 2022, 14:05
გოგოებო დღეს ავცერი გაბრიელი.
რას აძლევთ ტემპერატურის შემთხვევაში?
ვიბურკოლი დაბალ სიცხეზე შემიძლია ვიცი და მაღალი თუ მისცა ეფერალგანს აძლევთ თუ ნუროფენს?

Posted by: სერაფიტი 25 Nov 2022, 15:28
gogatakoo

როდის უწევს პირველი აცრა? მახსოვდა სამ თვეზე...
რამე რეგისტრაციაა სადმე საჭირო?
1 თვის თავზე ვგეგმავ კავკასიის მედიცინის ცენტრში მიყვანას, ცოტნე ბესელიასთან. კარგი პედიატრიაო. აცრებიც იქვეა, ე.წ. უფასო აცრები. ალბათ მეტყვის ყველაფერს. ასე მგონია რაღაც გამომრჩებაsmile.gif


სიცხეზე არ ვიცი, ნუროფენი ვიცი, რომ მაღალზე უნდა მისცე, და დაბალზე ჯობია არც არაფერი მისცე, თუკი ძალიან არ ჭუჭყუნებს და მივარდნილი არაა ბავშვი.

Posted by: takoo1 25 Nov 2022, 15:38
სერაფიტი
2 თვეზე უწევთ პირველი აცრა.მე აქვე მყავს აღრიცხვაზე ვაჟაზე პოლიკნილიკაში.
პირველიც მანდ დამყავდა აცრებზე და ისედაც თუ რამე მჭირდებოდა.
რავიცი ჯვარი სწერიათ არაფერი გვქონია სერიოზული პრობლემა და არ ეამიყვანია სხვა პედიატრთან.

Posted by: Batuka 25 Nov 2022, 16:15
QUOTE
ვიბურკოლი დაბალ სიცხეზე შემიძლია ვიცი და მაღალი თუ მისცა ეფერალგანს აძლევთ თუ ნუროფენს?


ვიბურკოლის მიცემა არ შეიძლება ვიბრუკოლს სიცხის დამწევი მოქმედება არ აქვს დამამშვიდებელია რომელიც მავნებელია ბავშვებისთვის მითუმეტეს პატარა ასაკში.
ეფერალგანი და ნუროფენი შეგიძლია.

Posted by: ივლისი 25 Nov 2022, 17:48
gogatakoo
2თვის აცრაზე ჩვენ პედიატრმა დაგვინიშნა აცრიდან 2 საათში 1 ვიბურკოლის სანთელი. ასევე გამაგრილებელი პლასტირის დაკვრა 8 საათი . 38 და მეტი სიცხის შემთხვევაში პანადოლი ან სხვა პარაცეტამოლის შემცველი სუსპენზია. ნუროფენი 6 თვიდანაა როგორც ვიცი. კარგად გადაიტანა. ცოტა ხანი ის ფეხი ტკიოდა რომელზეც ის მწარე აცრა გაუკეთეს. სიცხე არ ჰქონია.
* * *
Batuka
რატომაა მავნებელი ? აქტიურად გამოიყენება. ჰომეოპათიურია და არსად გამიგია მასზე ცუდი . პედიატრებიც ნიშნავენ ამ ასაკში

Posted by: takoo1 25 Nov 2022, 19:25
Batuka
რატოა მავნებელი ჰომეოპათიური არ არის? პირველად გავიგე არვიცი. წერია სადმე დევს ეგ ინფო? მე ვერ ვნახე პირველ ბავშვზეც მაგას ვხმარობდი ხოლმე
ივლისი
პლასტირს ვაკრავ კიი მარა ძალიან აქვს გაწითლებული ნანემსარის ირგვლივ ორივე ფეხიsad.gif ძალიან ტიროდა და გავუკეთე სანთელი.
ხოო ეფერალგანიც პარაცეტამოლია მარა არ მიყიდია ნუროფენი მქონდა სახლში,ეგ არ მახსოვდა რო 6 თვიდან იყო უიი

Posted by: Katerina_N 25 Nov 2022, 19:54
gogatakoo
ნუროფენს ვაძლევ და აცრისას იქვე მიმაქვს პლასტირი ხოლმე ეგრევე ვაკრავ აცრიან თუ არა

Posted by: takoo1 25 Nov 2022, 21:37
Katerina_N
ხოო უშველა მგონი ვიბურკოლიც გავუკეთე და მოვიდა ხასიათზე თამაშობს
სიცხე ჯერჯერობით 37.3 აქვს
ნუროფენზე ნეტში ვნახე 3თვემდე არაო
მეც მასე მახსოვდა.

Posted by: nopiahopi 26 Nov 2022, 04:02
gogatakoo
ნუროფენი არ ინიშნება ადრეულ თვეებში როგორც მახსოვს. პანადოლი შეგიძლია მისცე ნუროფენის ნაცვლად.

Posted by: lika_law 26 Nov 2022, 09:19
როცა პლასტირი არ მუშაობს და მაინც შესიებული და შეწითლებული აქვთ, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ იოდის ბადე სასწაულებს ახდენს smile.gif

Posted by: narkozeli 26 Nov 2022, 09:34
lika_law

იოდიდ ბადე ძაან ეფექტურია ნანემსარზე ნამდვილად

Posted by: takoo1 26 Nov 2022, 13:58
lika_law
მაგ შემთხვევაში ისედაც ეგ დაგვინიშნა პედიატრმა როგორც ჩანს მუშაობს.
უშველა პლასტირმა მოუხსნა სიწითლე
* * *
nopiahopi
ხოო მერე გამახსენდა.ვუყიდე ეფერალგანი არ დაგვჭირდა კარგად გადააგორა 37.3 ქონდა

Posted by: Katerina_N 26 Nov 2022, 18:49
gogatakoo
აა კი კი 3 თვემდე პანადოლი გვქონდა ჩვენ ასაკი არ მახსოვსა ბავშვის ..

Posted by: სერაფიტი 27 Nov 2022, 11:23
აი ხო ყველა გამოცვლაზე ვბან და ველედას ვუსვამ, ჰაი ჰუი, მეთქი არაფერი მოუვიდეს ამ ნაზ ტრაკოზე.
მარა არა რააsad.gif მაინც გამოაყარა წვრილი წითელი წერტილებიsad.gif ეტყობა საკმარისად ვერ ვამშრალებდი თუ რავიცი. 1 შეკვრა პამპერსის პამპერსი დაამთავრა და მეორეზე გადავედით. შეიძლება ახლა მისცა საფენმა ალერგია თუ რაცაა.
ჰაგისს ვუყიდი დღეს. ექიმმა კოლხური წაუსვიო. თხლად სუდოკრემსაც წავუსმევ დღეში ერთიორჯერ.

იმაზე მეშლება ნერვები, რო რამდენიც არ უნდა ეცადო, უფრთხილდე, არ გამოდის რაა, მაინც გამოხტება რაღაცsad.gif

Posted by: takoo1 27 Nov 2022, 14:12
სერაფიტი
არამგონია პამპერსის ბრალი იყოს,ალერგია ხო არააქ საკვებისგან,შენ ძუძუზე გყავს ხო?
დამწვარი თუ არ არის არ უნდა კოლხური
მარტო წერტილები აქვს თუ წითელიცაა?

Posted by: სერაფიტი 27 Nov 2022, 17:10
gogatakoo

წერტილები აქვს და ოდნავ წითელი. პირშიც რძიანა გამოუვიდა. სავარაუდოდ სოკოვანია, ხშირად ემართებათო პატარებს.
სუდოკრემსაც მივახმარ. ღიად გყავდეს დიდ ხანსო, უპამპერსოდ. დღეს აღარ მომატებია, ალბათ მოუკლებს ნელნელა.

კი, ძუძუზეა. ალერგიული ვიფიქრე, მარა ორმა სხვადასხვა პედიატრმა - ალერგია არააო ეს. მთავარია არ წუხს (მგონი) და არ პროგრესირებს გამონაყარი. აეი გავუმიავებ ხოლმე ტაკოებს მეტი ხნით გამოცვლისას smile.gif))

რძიანა ჰქონია შენს ბიჭებს? პირში აქვს რამდენიმე თეთრი წერტილი, სტომატიტივით

Posted by: nino84 27 Nov 2022, 19:57
anibani18
ანი, როგორ ხართ? დაუწყე უკვე შენ გოგოს მყარი კვება?

Posted by: takoo1 28 Nov 2022, 09:57
სერაფიტი
კიი ორივეს ქონდა,მალევე მიხედე თორე უცებ იცის მოდება და ცოდოა.
user posted image
ეს დაგვინიშნა პედიატრმა და ორ დღეში აულაგა
ძალიან ქონდა გაბრიელს სოდით ვუწმენდდი არ უშველა და ამან ეგრევე გაუქრო..

როგორააქ ტაკო?გაუარა ცოტა?
* * *
გოგოებო ვისაც ფორმულაზე გყავთ მაინტერესებს 120ს ჭამდა და ეხლა 90ზე ჩამოვიდა ერთი კვირაა და რატო? იშვითად ჭამს 120 სულ მიტოვებს
შუალედს 3 საათს აკეთებს და ვერ გავიგე 90 ზე მეტს რატო არ ჭამს

Posted by: სერაფიტი 28 Nov 2022, 10:59
gogatakoo

სოდიანით გავუწმინდე გუშინ და მოხსნა სითეთრე. დღესაც გავუწმინდავ.
ფუნისტატინიც ვიყიდე. ამას როგორ აძლევდი, თუ უწმენდდი ამით?
და შენც თუ ისვამდი ძუძუს თავებზე? გადადება იცისო

ტაკოები ურჩება,კი რა შედარებაა.

Posted by: takoo1 28 Nov 2022, 12:32
სერაფიტი
არა უნდა შეანჯღრიო და ჩააწვეთო ორივე ლოყაში აქეთ და იქეთ..
წვეთები არ მახსოვს რამდენს ვასხამდი
წესით ეწერება.
დღეში სამჯერ ვასხამდი 3 დღე..
მე არ წამისვია ძუძუზე,სოდიანით გავიწმინდე ეგ იყო..
კი იცის გადადება შეილება დაგაყაროს ან მოგექავოს.. ჭამის მერე მოიბანე ხოლმე არ დაიტოვო

Posted by: სერაფიტი 28 Nov 2022, 13:23
gogatakoo

მადლობა. სოდიანი აშკარად ზედაპირულად წმენდს და პატარა წერტილები ისევ აქვს ლოყებში. ანოტაციას ვნახავ და ჩავაწვეთებ. თუ გადაყლაპა, ალბათ არაუშავს, ხო?

Posted by: ივლისი 28 Nov 2022, 13:37
gogatakoo
ჭამის დროს უფრო მეტ ჰაერს ხომ არ ყლაპავს ვიდრე ადრე ან სოსკა ხომ არ შეგიცვლია. კუჭი ხომ არ ევსება ჰაერით ზედმეტად. ისე პერიოდულად ჩემიც ცოტას ჭამდა მახსოვს. აბა სცადე 4 საათამდე თუ გააქაჩინებ და ბოლომდე დაცალოს იქნებ. 3 თვის გახდა ჩემი და დღისით 5 საათიანი შუალედი დაიწყო თავისით. 140 გრ ჭამს .

Posted by: anibani18 28 Nov 2022, 14:17
ივლისი
ხუთსაათიანი შუალედები შეიძლება?
nino84
კარგად, ნინ ♡ თქვენ როგორ ხართ? მოღონიერდა ბიჭი? ♡ უფროსი არ დამშვიდდა ცოტა?
თვის ბოლოს ხდება 6 თვის და წესით უნდა დავიწყოთ, მაგრამ არ ზის ჯერ მყარად და ვფიქრობ ცოტა დაველოდო. არა მგონია საჩქარო იყოს.
gogatakoo
თაკო, როგორ ხართ? რას შვება ლუკიანე?

Posted by: ივლისი 28 Nov 2022, 14:47
anibani18
კვების შეფუთვებს ხომ აწერია ხოლმე 2 თვიდან დღეღამეში კვევათა რაოდენობა არის 5-6 იო. ეტყობა შეიძლება. ღამეც 4 ნახევარ -5 საათში ითხოვს და დღისითაც. შენიც სულ ხელოვნურზეა? ფაფები და ბოსტნეული 4 თვის რომ შესრულდება მერე ვიწყებთ ხომ ? პედიატრს უნდა შევუთანხმდე რა და როგორ მივცე?

Posted by: takoo1 28 Nov 2022, 15:29
სერაფიტი
არაუშავს ხო გადაყლაპავს ყველა ვარიანტში
ჩაასხი ეგრევე აულაგებს..
ჩემსას ისე მოედო ყველგან ქონდა ენაზე ლოყაზე,სასაზე
ორ დღეში არაფერი აღარ ქონდა გაუწკრიალა
მარა პედიატრმა რო აულაგდენბა კიდე ორი დღე მაინც ჩაასხიო დამალვა იცისო ნაკეცებშიო..
სულ 5 დღე ვასხამდი ანუ..
ივლისი
არა არც სოსკა შემიცვლია და ჰაერსაც არამგონია ანტიკოლიკი მაქ ბოთლი..ჭამდა მარა უცებ ჩამოვიდა 90ზე რავიცი.. ვერ ვაქაჩინებ ისე ტირის ბჟირდება თუ არ აჭამე შანსი არაა არ ჩერდება არაფრით.. 3 საათს არ აცილებს
თუ ძინავს და დაემთხვა რო 4 საათია გასული ეგრე კი და სხვანაირად ვერ ვშვები
ეს ორის გახდა ეხლა და იმედია ნელ ნელა გაზრდის შუალედებს
ივლისი

* * *
anibani18
შენ როგორ ხარ ანი,რაშვებიან გოგოები?
ლუკიანე რავიცი ხან მშვიდად ხან აქვს წამოფრენები ჯერჯერობითsmile.gif

Posted by: Anabeli111 28 Nov 2022, 16:53
სერაფიტი
ბებო მიკეთებს ხოლმე გადადუღებული სანთლისგან მალამოს. მაგას ვუსვამ. ოდნავ თუ შევამჩნიე ხოლმე სიწითლე და უვლის მალევე ♡ იქნებ გეცადა.

gogatakoo
თაკო, მუცელზე ჩერდება შენი ბაო? თავიდან უფრო ჩერდებოდა და სწევდა თავს. ახლა გაჰკივის ეგრევე და ბრაზობს ;( თავი კი უჭირავს კარგად ხელში როცა მყავს და გულზე რომ მაწევს, მაშინაც სწევს, მაგრამ დაწოლილზე ჭუჭყუნებს ;(

Posted by: takoo1 28 Nov 2022, 17:16
Anabeli111
ეს მაწაკი კი ჩერდება უყვარს და ხელი თუ მივაშველე წინ უნდა გახოხება)) ლუკიანეს არ უყვარდა მუცელზე და მაგას ვაბრალებ გვიან რო დაიწყო ხოხვა.
თავი თუ უჭირავს რა მოხდა მგონი არ არის სავალდებულო მუცელზე წოლა

Posted by: Anabeli111 28 Nov 2022, 17:21
gogatakoo
ხო, რავიცი :/ ისე კნავის ხოლმე მუცელზე რომ წევს. მაცოდებს თავს biggrin.gif

Posted by: anibani18 28 Nov 2022, 17:39
ივლისი
კი,ხელოვნურზეა. არა, 4 თვიდან ცოდოა. 6 თვემდე არ არის საჭირო არანაირი სხვა საკვები რძის გარდა. არისგარკვეული მოთხოვნილებები, რომელსაც ბავშვი უნდა აკმაყოფილებდეს მყარი კვება რომ დაიწყოს.

* * *
gogatakoo
ჩვემც არა გვიშავს. ძირითადად ზმუილში, ბუზღუნში, ტირილსა და ჩხუბში გაგვყავს დღეები. კმაყოფილი ხარ ცენტრით? დაგყავს კიდევ?

Posted by: ივლისი 28 Nov 2022, 18:59
anibani18
უი მეგონა ხელოვნურის ბავშვი აუცილებლად 4 თვის მერე იწყებდა დამატებით კვებას. თუ წონის მატებაც კარგია მითუმეტეს არ უნდა ხო 6 - მდე. მადლობა. არ ვიცოდი. მასე ვიზამ.

Posted by: სერაფიტი 28 Nov 2022, 19:04
gogatakoo

ჩავასხი კი. დაველოდები შედეგს.


Anabeli111

გამომწვარი არ აქვს, სავარაუდოდ სოკოვანია, წინწკლები აქვს. მაგრამ რა შედარებაა დღეს, უკვე ულაგდება.
სანთელი ვიცი,კი, ანტისეპტიკია მგონი სა კარგად შველის.
ვფიქრობ კოლხური ძალიან მოუხდა ამას, პედიატრმა მირჩია.

მუცელზე ყოფნა დიდად არც ამას უყვარს, 3 კვირისაა და მაგას ვაბრალებ, რო პატარაა. ძალიან ცოტა ღვიძავს, ჭამიდან მალევე ეძინება და ახალ ნაჭამს ვერ ვაგდებ მუცელზე, აზიდებს )))
ისე კი როცა ხელშია, კარგად უჭირავს თავი, და მუცელზეც როცა დავაწვინე, მაგრად ცდილობდა.

იქნებ გაზარდოს ღვიძილის პერიოდი და დავაკოტრიალებ.

აქტიურად ასლოკინებს ხოლმე და მოკლედ ამისი ღვიძილის დრო ან ამობოყინებაშო, ან სლოკინში, ან ჩაბანაში გადის smile.gif)) იმედია ნორმაა 3 კვირაზე ამდენი ძილი smile.gif))

Posted by: takoo1 28 Nov 2022, 23:02
anibani18
კი ჯერ არ ჩაგვიმთავრებია, კვირაში ორჯერ დამყავს თან გაგვიცდა და სულ 4ჯერ ვიყავით
ჯერჯერობით დიდი ცვლილება არ არის ადრეა ჯერ ვნახოთ რო მოვრჩებით რა გამოვა..
* * *
სერაფიტი
ჯერ პატარაა კი სულ ძინავთ თავიდან და ისიამოვნეbiggrin.gif გაბრიელმა უკვე მოუკლო და თან ხშირად წუწუნებს ტირის რა უნდა ვერ ვიგებ ხანდახან.ხელშიც კი წუწუნებს ხანდახან ალბათ მუცელი არვიცი..
მენატრება ძილი სადაც დავჯდები იქ მეძინება ისეთი გადაღლილი ვარ თვალები მეხუჭება სულ))

Posted by: anibani18 29 Nov 2022, 21:04
ივლისი
არა, 6 ტვემდე არ არის საჭიტო მყარი კვება. ბავშვი მზადაა მყარი კვებისთვის, როცა ზის მყარად, მინიმალური დახმარების გარეშე იმაგრებს თავს, საკვებისკენ ინტერესს ავლენს, მიიწევს და ხელში იღებს ნივთებს.

Posted by: nino84 30 Nov 2022, 21:57
anibani18
უკეთ არის, მადლობა. ეს დღეები არ ვიცი რა ეტაკა ძილის რეგრესი იყო თუ რა. ისტერიკებში ვარდებოდა ძლივს ვაძინებდი. დღეს ცოტა არაგვიშავდა გარეთ გავიყვანე ამ სიცივეში იქ დაიძინა და გააგრძელა მერე სახლში ძილი,
უფროსი ძირითადად კარგი გოგოა, ზოგჯერ აურევს ხოლმე, მაგრამ მთავარია პატარას არ ერჩის. არ იწყებს ლაპარაკს და ცოტა ეგ მაღელვებს. ცალკეულ სიტყვებს ამატებს და მარტივ წინადადებებს ამბობს. ამხელას ზოგ ბავშვს რომ ვუყურებ ლექსებს ამბობენ. ბაღში გადავიფიქრე გაზაფხულმდე მაინც ვირუსების გამო მიყვანა და ვართ ასე

Posted by: სერაფიტი 1 Dec 2022, 11:46
გოგოებო, მშობიარიბიდან 3 კვირაში შეიძკება ციკლი დამწყებოდა?
გამონადენი მინიმალურადღა მქონდა და გუშინ ცოტა მოიმატა, თან ალისფერი გახდა, როგორც მენსტრუაციისას და ცოტა საშვილოსნოც მტკივა. ასე ადრე მომივიდოდა?

Posted by: fermina 1 Dec 2022, 15:46
anibani18
QUOTE
ივლისი
არა, 6 ტვემდე არ არის საჭიტო მყარი კვება. ბავშვი მზადაა მყარი კვებისთვის, როცა ზის მყარად, მინიმალური დახმარების გარეშე იმაგრებს თავს, საკვებისკენ ინტერესს ავლენს, მიიწევს და ხელში იღებს ნივთებს.


გოგოებო, როგორ და რა პრინციპით დაიწყეთ ბავშვის მყარი კვება? ექიმმა ცოტა გაუგებრად თქვა, ანუ ჯერ უბრალოდ უნდა გაასინჯო ნელ-ნელა სხვადასხვა ბოსტნეული და ფაფა, თუ პირდაპირ ერთი კვება უნდა ამოგდო და ჩაანაცვლო მაგალითად ბოსტნეულის პიურეთი?

Posted by: takoo1 1 Dec 2022, 17:13
fermina
ჯერ ასინჯებს თითო კოვზს რო გამორიცხო ალერგია და ა.შ
ჩვენ დავიწყეთ ბოსტნეულით მაგალითად,6 თვიდან
ქილის სტაფილო ვიყიდე პირველ დღეს გავასინჯე ერთი კოვზი მეორე დღეს 3 მივეცი
მერე შევისვენეთ 3 დღე და ვიყიდე უკვე სხვა ბოსტნეული და ის გავასინჯე იგივე პრინციპით ხო ხვდები.
მერე უკვე სახლში ვუმზადებდი ჩემით
ვურევდი ორს ერთად რაც გასინჯული ქონდა.
მაგალითად ბროკოლს და სტაფილოს მოვხსრშავდი დავაბლენდერებდი და ესე ვაჭმევდი. ბატატს ვაჭმევდი მოსწონდა
მერე ნელ ნელა დავამატე ხახვი,მწვანილი,კარტოფილი ერთად ვუკეთებდი სუპივით..
შუალედში ფაფას ვასინჯებდი.
მაგალითას დღეს ხო ვაჭამე სუპი და მეორე დღეს ერთი კოვზი რომელიმე ფაფა გავასინჯე(ურძეო)
მერე უფრო მეტი და ესე ზრდი ულუფებს
ისე მე არ მიწვალია 1-2-3 კოვზი ამ პრინციპით
პირველად რო ვაჭმევდი 1-2 კოვზს მერე პირდაპირ ვუმზადებდი რამდენიც ეწერა კოლოფზე.
ალერგია არაფერზე ქონია და ამიტო მალე დავლაგდით..

Posted by: fermina 1 Dec 2022, 17:30
gogatakoo
QUOTE
fermina
ჯერ ასინჯებს თითო კოვზს რო გამორიცხო ალერგია და ა.შ
ჩვენ დავიწყეთ ბოსტნეულით მაგალითად,6 თვიდან
ქილის სტაფილო ვიყიდე პირველ დღეს გავასინჯე ერთი კოვზი მეორე დღეს 3 მივეცი
მერე შევისვენეთ 3 დღე და ვიყიდე უკვე სხვა ბოსტნეული და ის გავასინჯე იგივე პრინციპით ხო ხვდები.
მერე უკვე სახლში ვუმზადებდი ჩემით
ვურევდი ორს ერთად რაც გასინჯული ქონდა.
მაგალითად ბროკოლს და სტაფილოს მოვხსრშავდი დავაბლენდერებდი და ესე ვაჭმევდი. ბატატს ვაჭმევდი მოსწონდა
მერე ნელ ნელა დავამატე ხახვი,მწვანილი,კარტოფილი ერთად ვუკეთებდი სუპივით..
შუალედში ფაფას ვასინჯებდი.
მაგალითას დღეს ხო ვაჭამე სუპი და მეორე დღეს ერთი კოვზი რომელიმე ფაფა გავასინჯე(ურძეო)
მერე უფრო მეტი და ესე ზრდი ულუფებს
ისე მე არ მიწვალია 1-2-3 კოვზი ამ პრინციპით
პირველად რო ვაჭმევდი 1-2 კოვზს მერე პირდაპირ ვუმზადებდი რამდენიც ეწერა კოლოფზე.
ალერგია არაფერზე ქონია და ამიტო მალე დავლაგდით..


მადლობა love.gif
ანუ ერთი მთლიანი კვების ჩანაცვლება ეგრევე არ ხდება ხო ამ საკვებით?
ხელოვნურზეა ბავშვი, 6 თვის ხდება ერთ კვირაში 4-5 საათში ერთხელ მიირთმევს თავის პლაზმონს.
ანუ საწყის ეტაპზე შუალედებში უნდა ჭამოს ეს ახალი რაღაცეები.

და ფაფები ეგრევე კოვზით მიეცით თუ ბოთლით? ზოგი მეუბნება, საწოვარიანი ბოთლით ვაჭმევდითო და მე მინდა, რომ ეგრევე კოვზიდან ისწავლოს ჭამა.

Posted by: nino84 1 Dec 2022, 17:58
fermina
ფაფა საწოვარათი არ მისცე, კოვზს უნდა მიეჩვიოს ამ ასაკის ბავშვი

Posted by: fermina 1 Dec 2022, 21:29
nino84
მადლობა, მეც ასე ვფიქრობ, ახლა მთავარია მრავალრიცხოვანი ბებიების და დიდი ბებიების არმია დავაჯერო smile.gif დედა ჩემსკენაა smile.gif

Posted by: nino84 1 Dec 2022, 21:36
fermina
თავიდანვე მაგრად დაუდექი, დედა წყვეტს თავის შვილს რა როგორ გაუკეთოს.

Posted by: takoo1 1 Dec 2022, 21:40
fermina
უი არა რა ბოთლი,რათ უნდა ბოთლით კოვზით მიეცი.თავიდან კარგად ვერ ჭამენ მარა ნელ ნელა მიეჩვევა.
თავიდან დღეში ერთხელ აძლევ ფაფას მაგალითად.ანუ ერთ კვებას უგდებ და რძის მაგივრად აჭმევ.
მერე უკვე ორჯერ ვაჭმევდი ხოლმე.
12სკენ ფაფას და შუადღისას ბოსტნეულის პიურეს მაგალითად.
პედიატრთან გაივლი უფრო დაწვრილებით რა და როგორ ალბათ.
უკვე 6ის თუ ხდება შეგიძლია უკვე რო დაიწყო გაისნჯვა მგონი მაგ დროს უფრო ადრე აწყებინებენ მე ესე ვიცი.
პირველი ძუძუზე მყავდა და 6 თვიდან დავიწყეთ,
ეს ხელოვნურზე მყავს და ალბათ 6ში რო გადავა სანამ 6ის გახდება ნელ ნელა გავასინჯებ რაღაცეებს რო 6დანნ უკვე სრული ულუფა ჭამოს.

* * *
fermina
არავინ არაფერში არ უნდა დააჯერო და არც არავის საქმე არ არის შენი შვილის კვება და ზოგადად არაფერი საერთოდsmile.gif დედის გადასაწყვეტია რას როგორ იზამს
მითუმეტეს დიდი ბებიების მოძველებული მიდგომები))

Posted by: fermina 1 Dec 2022, 22:10
gogatakoo
nino84

მე ბებია ვარ, ოღონდ თანამედროვე და ახალგაზრდა biggrin.gif (ნუ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში smile.gif )

ხო და ეს ბავშვი ხან ერთ სახლშია ხან მეორეში, შესაბამისად მომვლელებიც ნაირ-ნაირი ჰყავს. მეორე სახლში 3 წლის ბავშვს ჯერ კიდევ დაბლენდერებულ საჭმელებს აჭმევენ, მე არ მინდა ასე რომ იყოს, მითუმეტეს მშვენივრად მიაქვს პირისკენ უკვე ყველაფერი, დღეს კოვზით გავასინჯე ყვავილოვანის პიურე და არ მოეწონა, მაგრამ მშვენივრად მიხვდა, როგორ უნდა ეჭამა. მანამდე ცოტა ვაშლი, გოგრა და ეგეთები მიირთვა და ასევე გადასარევად კოვზიდან. ქლიავის ხილფაფა მოეწონა და ჭამა მშვენივრად ნახევარი კოვზი biggrin.gif

ხელოვნურზეა და 6 თვის ხდება მალე, მადას არ უჩივის და ასე მგონია, გადასარევად აითვისებს კოვზით ჭამას. მესის, რომ უფრო ადვილია ბოთლით ჩატენო დაბლენდერებული საჭმელი და ფაფები, მაგრამ no.gif no.gif

Posted by: takoo1 2 Dec 2022, 11:19
fermina
ვააუ ბებია და დედა ერთდროულად რა მაგარიაა
ხო სწორად გავიგეsmile.gif

ხო მარტივია ალბათ და მაგიტო აჭმევენ ბოთლით
არადა სიამოვნებაა როცა ასინჯებ კოვზით რაღაცეებს,მე ერთი სული მქონდა❤️ საყვარლები არიან

Posted by: fermina 2 Dec 2022, 12:22
gogatakoo
QUOTE
fermina
ვააუ ბებია და დედა ერთდროულად რა მაგარიაა
ხო სწორად გავიგე


იდეაში ბებია ვარ, მაგრამ დედის ფუნქციებს ვასრულებ ფაქტობრივად biggrin.gif

QUOTE
არადა სიამოვნებაა როცა ასინჯებ კოვზით რაღაცეებს,მე ერთი სული მქონდა❤️ საყვარლები არიან


საოცარი სიამოვნებაა, ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ეს ასაკი. მანამდე ცოტ-ცოტას ვასინჯებდით ხან რას და ხან რას და ვგიჟდებოდი ხან გაოცებულ, ხან დაჯღანულ სახეზე <3

ჯიპისის აპლიკაციით ბავშვების კვებაზე 40 %-მდე ფასდაკლებაა, ახლა მოვუმარაგებ გემრიელობებს და ნელ-ნელა შეახრამუნებს smile.gif

Posted by: nino84 2 Dec 2022, 12:33
გოგოებო, ეტლის დასათბუნებელი ხომ არ იცით სად იყიდება? ჰაუკს აქვს 120 ლარად და რამე უფრო ბიუჯეტური მინდა.
* * *
fermina
რა კარგია ასეთი აქტიურად ჩართული ბებია, რომელიც თანამედროვე მიდგომებს იზიარებს.

ბატატი სცადეთ? ბავშვებს მოსწონთ მოტკბო გემო აქვს და სასარგენლოა. ფბ ზეა ჯგუფი რა ვაჭამოთ ბავშვებს, უფროსზე ბევრი რამე მანდედან ვისწავლე, თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ

Posted by: fermina 2 Dec 2022, 12:55
nino84
QUOTE
fermina
რა კარგია ასეთი აქტიურად ჩართული ბებია, რომელიც თანამედროვე მიდგომებს იზიარებს.

ბატატი სცადეთ? ბავშვებს მოსწონთ მოტკბო გემო აქვს და სასარგენლოა. ფბ ზეა ჯგუფი რა ვაჭამოთ ბავშვებს, უფროსზე ბევრი რამე მანდედან ვისწავლე, თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ


აი ახლა ვიწყებთ და ბატატიც გვაქვს სიაში. კი, მინდა ეგ ჯგუფი, დამილინკეთ თუ შეიძლება, მადლობა smile.gif

უცხოურენოვან საიტებზეც ბევრ რამეს ვკითხულობ, მაგ. ამერიკის პედიატრიის ასოციაციის საიტზე სტატიებს.

Posted by: nino84 2 Dec 2022, 16:18
fermina
ესე ვერ გილინკავთ, პირდაპირ საძიებოში ჩაწერეთ

Posted by: takoo1 2 Dec 2022, 16:19
fermina
აი ბებიაც ასეთი უნდა!! ❤️ ყველა ოჯახში უნდა იყოს ესეთი ბებო❤️
ბატატი მოსწონთ კიი მე გოგრასთან ერთად ვურევდი ხოლმე და ისე ვაჭმევდი.

Posted by: fermina 2 Dec 2022, 17:11
nino84
QUOTE
fermina
ესე ვერ გილინკავთ, პირდაპირ საძიებოში ჩაწერეთ


ოკ მადლობა smile.gif

QUOTE (gogatakoo)
ბატატი მოსწონთ კიი მე გოგრასთან ერთად ვურევდი ხოლმე და ისე ვაჭმევდი


გავითვალისწინებ რჩევას, ზუსტად ახლა ჩამოვიტანე გოგრა, ნატურალური ბიო, გურული smile.gif

Posted by: სერაფიტი 2 Dec 2022, 17:39
user posted imagenino84

ახლა ამომიხტა რეკლამა ფბ-ზე. ფასი არ ვიცი...

Posted by: fermina 2 Dec 2022, 18:14
nino84
QUOTE
გოგოებო, ეტლის დასათბუნებელი ხომ არ იცით სად იყიდება? ჰაუკს აქვს 120 ლარად და რამე უფრო ბიუჯეტური მინდა.


აბა ეს ნახე, შედარებით იაფი ფასები აქვთ:

https://www.facebook.com/profile.php?id=100047634986221

Posted by: anibani18 2 Dec 2022, 20:47
nino84
რამდენისაა ახლა უფროსი? ზოგი მართლა ძალიან გამართილად და კარგად საუბრობს, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, უმეტესად გვიან იწყებენ საუბარს. გყავდა მიყვანიკი სპეციალისტთან? ამაზონზე არის კარგი წიგნები, თუ როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი. ჩაგიყრი თუ გინდა. იქნებ ნეტშიც იყოს უფასო წვდომით.
რა ბედნიერებაა, რომ არ ერჩის. ჩემს ერთი სული აქვს რამე ჩააფაროს თავში. დასანახად ვერ იტანს, ვაჩუქოთ ვინმესო ამბობს. ძალიან განვიცდი ამ ამბავს. პატარას კიდევ სხვა არავინ უნდა, სულ თვალებში უყირებს და უცინის. წავიკითხე, რომ ეცადეთ დედმამისშვილებთან უფრო ზედამხედველი იყოთ და არა მსაჯიო. მავრამ ეს პოზიცია ძალიან რთულია, როცა მეორე სულ ციცქნაა. მაგრამ დავაკვირდი, თუ არ ვუწყრები, მაგალითად სათამაშოებს თუ ართმევს, უფრო ულბება გული.
ლეიბს თუგულისხმობ, მე კიკაბოსი მაქვს. პირველზე ვიყიდე ვიშლისტში. მე მომწონს ძალიან და ბავშვიც არ არის შიგნით ჩაფლული.
fermina
ჩემთვის მყარი კვების ბიბლია სოლიდსტარტია. მაგაზე უკეთეს რესუსრს არა მგონია სადმე შეხვდეთ. ჯერ უბრალოდ უნდა გაასინჯოთ. მეც ამ დღეებში უნდა დავიწყო. ჯერ მყარად არ ზის და ცოტა ვითრევ ფეხს. მე თვითკვებით დავიწყებ. კოვზით არ მინდა ვაჭამო.

Posted by: fermina 2 Dec 2022, 22:14
anibani18
QUOTE
fermina
ჩემთვის მყარი კვების ბიბლია სოლიდსტარტია. მაგაზე უკეთეს რესუსრს არა მგონია სადმე შეხვდეთ. ჯერ უბრალოდ უნდა გაასინჯოთ. მეც ამ დღეებში უნდა დავიწყო. ჯერ მყარად არ ზის და ცოტა ვითრევ ფეხს. მე თვითკვებით დავიწყებ. კოვზით არ მინდა ვაჭამო.


კი, სოლიდსტარტსაც მივაგენი მეც. მართლა ძალიან კარგი წყაროა ინფორმაციის.

რამდენისაა ბაია? ჩვენი ხდება ერთ კვირაში 6 თვის. მყარად არც ეს ზის, ანუ დამოუკიდებლად ჯერ ვერ ზის, კოტრიალდება, მაგრამ საყრდენით კი, თავიც კარგად უჭირავს.
ახლა კოვზით მიირთვა მშვენივრად ყაბაყის პიურე. ეს ჩვენი ხელით რაც ვაჭამეთ და ცოტა იოგურტი თვითონ ლოკა საკუთარი ხელით კოვზიდან, ანუ მშვენივრად მიხვდა კოვზის დანიშნულებას და იტენიდა პირში და ტლაკავდა.
* * *
QUOTE (anibani18)
მე თვითკვებით დავიწყებ.


ანუ ფინგერ ფუდ-ით? კომბინაციაც შეიძლება, კოვზი + საკუთარი ხელით.

Posted by: takoo1 3 Dec 2022, 13:06
anibani18
ანიი პირადი ნახე რა❤️

Posted by: nino84 5 Dec 2022, 19:01
anibani18
რა ყოჩაღი ხარ ორ ბავშვს რომ უვლი მარტო და კიდე წიგნების კითხვას ასწრებ,
მყავდა ჩემი გოგო მეტყველების თერაპევტთან, განვითარების შეფერხება არ აქ, ბავშვებთან ჭირდება ურთიერთობაო, რაც ჯერ არ გამოგვდის. პატარას ოპერაციის გამო ვერიდებით ხალხს ამ ვირუსებში

Posted by: takoo1 5 Dec 2022, 21:46
nino84
რა კარგია ნინო მიხარია❤️
ხო გაუფრთხილდით თავს ჩვენ შეგვხვდა და ძალიან გავწამდი.
პატარა ორი თვის მყავს ერთი დღე ქონდა სიცხე და შიგადაშიგ ჩაახველებს ხოლმე დღეს არაუშავს
აი ლუკიანე ცოტა გაწვალდა,3 დღე 39და ზემოთ ქონდა სიცხე დღეს უკეთაა.. 4 საათი მაქსიმუმ და ისევ უწევდა ტემპერატურა, ხან ნუროფენს ვასმევდი ხან ეფერალგანს ვუნაცვლებდი..
არც სურდო აქვს არც ხველა უბრალოდ მაღალი სიცხე..მე დღეს ყელი მტკივა ისე ერთი კვირაა ვაცემინებ ვევალობ და ვერ გავცივდი.
საშინელი ვირუსებია აი საშინელი

Posted by: any_body 5 Dec 2022, 22:22
fermina
თვითკვება დაიწყეთ.
სოლიდ სტართს არის აპლიკაცია და მიჰყევით იმას. დედის ან ხელოვნური რძე წლამდე არის მთავარი კვება, ბავშვმა უნდა გასინჯოს ეს ახალი პროდუქტები.
1,5 წლამდე ბავშვები სამყაროდ ეცნობიან გასინჯვით, მშობელს შეუძლი რომ ეს დროს სათავისოდ გამოიყენოს და ბავშვს ყველაფერი გაასინჯოს.
მე პირადად ყიველდღე სხვადასხვა საკვებს ვაძლევდი, ოღონდ კვება დავაწყებინე როცა მყარად დაჯდა, ვაძლევდი აპლიკაციის მიხედვით დაჭრილს, ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად, ასევე პირველად დახმარებას ვეცნობოდი აქტიურად.
ჩემს შემთხვევაში სახეზეა შედეგი, თითქმის ყველფერს ჭამს, ფაფები არ ევასება :დ არც მინდა რომ ჭამოს დიდად.
უმარილო, უშაქრო ყველაფერი, გიჟდება ხილზე, ხორცზე, ბოსტნეულიდან ყველაზე არ გიჟდება, მაგრამ მაიმც
ჭამს, უარს არაფერზე არ ამბობს.
ხალიან კარგია სახისა და პირის კუნთების განვიატრებისთვის.
მარტივია მშობლისთვის, ერთად ვჭამთ.
ეჩვევა დამოუკიდებლობას, იცის რომ ოჯახის სრულფასოვანია წევრია. არ ვაძალებ არაადროს.

უბრალოდ უნდა გქონდეთ ნერვები, ჭამის მერე გარეცხოთ მაგიდა, სახლი და ბავშვი :დ

Posted by: nino84 5 Dec 2022, 22:53
any_body
ფასიანია ამ აპში რეგისტრაცია? გადმოვიწერე და ორნაირ ტარიფს მთავაზობს

Posted by: fermina 5 Dec 2022, 23:01
any_body
QUOTE
fermina
თვითკვება დაიწყეთ.
სოლიდ სტართს არის აპლიკაცია და მიჰყევით იმას. დედის ან ხელოვნური რძე წლამდე არის მთავარი კვება, ბავშვმა უნდა გასინჯოს ეს ახალი პროდუქტები.
1,5 წლამდე ბავშვები სამყაროდ ეცნობიან გასინჯვით, მშობელს შეუძლი რომ ეს დროს სათავისოდ გამოიყენოს და ბავშვს ყველაფერი გაასინჯოს.
მე პირადად ყიველდღე სხვადასხვა საკვებს ვაძლევდი, ოღონდ კვება დავაწყებინე როცა მყარად დაჯდა, ვაძლევდი აპლიკაციის მიხედვით დაჭრილს, ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად, ასევე პირველად დახმარებას ვეცნობოდი აქტიურად.


ვნახავ აუცილებლად აპლიკაციას, მადლობა. ცოტა გამიჭირდება მხოლოდ თვითკვება, ბავშვი დღის განმავლობაში არ არის ხოლმე უმეტესად ჩემთან, ასე რომ მაინც ჰიბრიდული მოგვიწევს სავარაუდოდ.
აქამდე რაც გასინჯა, სამი-ოთხი დღეა, არაფერი დაუწუნებია, ყველაფერს მიირთმევს პლუს თავის რძეც არ ავიწყდება რა თქმა უნდა. ნუ ეს ძაან ღორმუცელა გამოდგა, მაგრამ ჭარბწონიანი არ არის ასაკისთვის (ჯერ) და არ ვზღუდავთ მაინცდამაინც smile.gif
ხვალ ხდება ექვსი თვის და ყოველდღიურად იცვლება, ემატება უნარ-ჩვევები, მგონი ძალიან მალე შეძლებს დამოუკიდებლად ჯდომას და თვითკვებასაც. მაინც ყველაფერს პირში მიაქანებს უკვე smile.gif

Posted by: takoo1 5 Dec 2022, 23:25
გოგოებო დამოუკიდებლად ჯდომაში რა იგულისხმება?ალბათ არ უნდა გადავარდეს ხო რო დასვამ? დამოდენიმე წუთი თუ ჩერდება და არ ვარდება ეს ითვლება? ზოგი 7თვემდე ვერ ჯდება ასე და არ იწყებენ მყარ კვებას თუ როგორაა ასეთ დროს?
ლუკიანესთან კი დავიწყე 6თვიდან მაგრამ გაბრიელთან არვიცი როგორ იქნება და ინფორმირებული რო ვიყო აბა გამაიასნეთ
* * *
user posted image
ეს აპპია გოგოებო?

Posted by: fermina 5 Dec 2022, 23:37
gogatakoo
QUOTE
გოგოებო დამოუკიდებლად ჯდომაში რა იგულისხმება?ალბათ არ უნდა გადავარდეს ხო რო დასვამ? დამოდენიმე წუთი თუ ჩერდება და არ ვარდება ეს ითვლება? ზოგი 7თვემდე ვერ ჯდება ასე და არ იწყებენ მყარ კვებას თუ როგორაა ასეთ დროს?


ეს მეც მაინტერესებს, რამდენიმე წამი კი ჩერდება, მაგრამ თავი წონის ეგრევე ამას და ყირავდება გვერდზე smile.gif მაგრამ მგონი ეს ხელს არ უშლის,რომ ყველაფერი შეახრამუნოს. მთავარია ზის სკამშიც და კალთაშიც, ანუ ვერტიკალურ პოზიციაშია.

Posted by: Katerina_N 6 Dec 2022, 15:26
gogatakoo
ძალიან მშურს ყველა დედის ვინც თვიტკვებას ახერხებს .. მე სახლში არ ვარ ძიძა ვერ ახერხებს და ამიტომ დავთმე თუმცა ხილს მე როცა სახლში ვარ მაინც თვითკვების მეთოდით ჭამს .. წარმატებები კარგია ძალიან რომ გამოგდით

Posted by: ივლისი 6 Dec 2022, 15:53
გოგოებო დამატებითის დაწყება ფაფებით ჯობია თუ ბოსტნეულის პიურეთი ?პედიატრმა ურძეო ფაფა მითხრა. ეს რამდენიმე დღეა ფორმულა შეიძულასავით ჩემმა. ცოტას ჭამს თავისით . დანარჩენს ძალით და ტირილით. მეოთხე თვეშია. გქონიათ ასეთი შემთხვევა?

Posted by: PoisonnIvy 6 Dec 2022, 15:54
ივლისი
ბოსტნეულით, 3 დღის ინტერვალი დაიცავი.

სტაფილოს დააკვირდით ყველაზე მეტად.

Posted by: ივლისი 6 Dec 2022, 16:00
PoisonnIvy
ბოსტნეული ჯობია ხო ? თავიდან დღეში ერთხელ გავასინჯო თუ მეტჯერ .

Posted by: PoisonnIvy 6 Dec 2022, 16:05
ივლისი
1 ხელ. მაგალითად დღეს გაასინჯე სტაფილო, დაელოდე 3 დღე.
შემდეგ გაასინჯე სტაფილო და კარტოფილი. დაელოდე ისევ 3 დღე.
ანუ თითოეულ ბოსტნეულზე რეაქციას აკვირდები 3 დღე.

მე პირველად ავოკადო გავასინჯე, შემდეგ ბროკოლი, შემდეგ სტაფილო და ა.შ.0

Posted by: nino84 6 Dec 2022, 16:29
gogatakoo
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, მგონი კოვიდზე უარესია ეს ვირუსები.

მეც გადმოვწერე ეს აპი და რეგისტრაციაში თანხის გადახდა მოგთხოვა?

თაკო, უფროს ხუთი თვინახევრის იყო რომ დავუწყე მყარი კვება, მთლად დამოუკიდებლად ვერ იჯდა, ანუ მიყრდნობით რა. ეხლაც მასე ვფიქრობ დავუწყო ნელ ნელა გასინჯვა. უფროსთან თვითკვება არ გამომივიდა, შეიძლება გვიან მივეცი და აღარ მიქონდა პირთან, ეგრევე ძირს ისროდა, დიდღნვა და დასვრა არ მოსწონდა, ეხლაც ეგეთი ზიზღიაა, ხელი ან პირი თუ დაესვარა გიჟს გავს სანამ არ გაიწმენდს
* * *
PoisonnIvy
მახსოვს ბროკოლზე და ყვავილოვანზე ბერავსო და ცოტა მერე ჯობია მიცემა. ცუკინი ,ანუ ყაბაყი, გოგრა, ბატატი კარტოფილის მაგივრად ამეებს ვაჭმევდი
* * *
ივლისი
მე4 თვიდან მიეცი დამატება? უფროს ბოსტნეულით და ხილით დავუწყე, რადგან წონის პრობლემა არ ქონდა და ბოლოს ჩავრთე ფაფა. ჯერ ძალიან პატარაა ფორმულას რომ თავი დაანებოს. წლამდე ძირითადი რძე ან ფორმულაა. მყარ კვებასთან ერთად წყლის მიცემაც აუცილებელია

Posted by: takoo1 6 Dec 2022, 18:25
Katerina_N
არვიცი მოვახერხებ თუ არა smile.gif პირველზე არ მიცდია მეორეზე მინდა ვცადო ჯერ ადრეა მარტამდე დრო გვაქ და ვნახოთ აბა რა გამოვა..
ივლისი
ხო არ ცივდება? ჩემი მაიმუნი შვება ეგრე და წყალში ვდებ შევუთბობ და აგრძელებს ხოლმე.
თუ მარტო ფორმულაზეა და თან არ შეგიცვლია იგივეს ჭამს რატო უნდა შვებოდეს არვიცი

ბოსტნეულით ჯობია თუ დეფიციტი არ აქვს წონის
ბატატი,სტაფილო,გოგრა,ბროკოლი,ყაბაყი რავიცი..
კარტოფილს ნაკლებად ვაძლევდი ბატატით ვუნაცვლებდი ხოლმე.
nino84
კი უარესია.ეხლა მე შემხვდა ერთი კვირის მერე
ყელი მტკივა და მეჭედება ცხვირი.
ხო ლუკიანეც ეგეთია ხელი რო ესვრება კივის ვერ იტანს.არც მიცდია მაშინ და ვნახოთ იქნებ ეხლა გამომივიდეს..ისე კი არ მაქ მაგის ნერვები მეც ვერ ვიტან ბავშვი რო ამოთითხნილია და ყველაფერი biggrin.gif ვნახოთ თუ გამომივიდა კაია

Posted by: nino84 7 Dec 2022, 00:38
gogatakoo
სკამის ქვეშ გაზეთებს ვუფენდი იატაკზე და ეგრევე ვკეცავდი, ვაგდებდი რასაც ძირს მოისროდა. ნუ ბავშვი კი იქნება თავფეხიანად გასარეცხი, მაგრამ მემგონი ღირს იმდენი უპირატესობები აქ შემდგომში თვითკვებას. მაგ პერიოდში სამსახურში მომიწევს გასვლა და უჩემოდ რამდენად მოახერხებენ არ ვიცი

Posted by: Katerina_N 7 Dec 2022, 12:41
გოგოებო მგონი მე ფსიქოლოგიური პრობლემები დამეწყო .. თაიას ვუყურებდი დილით და ისე უცებ წამოიზარდა და ისე მენატრება ის მოცუცქნული რო იყო არ ვიცი მაკაწკაწებს უკვე ორსულებზე. არა და არ მქონია მარტივი არც ორსულობის წინა პერიოდი და არც ორსულობა დდდდ 1 წელი კიდე მინიმუმ არ ვგეგმავ მაგრამ რომელია თქვენი გამოცდილებით კარგი შუალედი ბავშვებს შორის?

Posted by: takoo1 7 Dec 2022, 12:59
Katerina_N
მინიმუმ 3 წელი მაინც უნდა იყოს თუ მეტი იქნება უკეთესი..მეც ეგრე ვიყავი პატარებს რო ვხედავდი მენატრებოდა უაზროდ.თან ლუკიანე მაშინ პატარა იყო 1,5 წლის და მშვიდიsmile.gif თავბედი მაწყევლინა რასაც ქვია რა მინდოდა თქო ვიძახდი,ჩემს გარშემოც მგონი ყველას ესეთი სიტუაცია აქვს ვინც ადრე გააჩინა.
სანამ ჭკუაში ჩსვარდება მანამდე უნდა მოასწრო თუ არადა ჯობია გადადო.

Posted by: Katerina_N 7 Dec 2022, 14:00
gogatakoo
3 წელი მაინც მინდა კი საკეისროთი მყავს პირველი . თან თაია ისეთი გასაზრდელია აი ღამე არ გამითენებია სრულიად უპრობლემო ბავშვია ვერც იგებ სახლში რომ ბავშვია .. 7 თვისაა და მერე თუ არ გაგიჟდა არ ვიცი დდდ

Posted by: takoo1 7 Dec 2022, 14:49
Katerina_N
ხოდა აბა 3 წლის მერე მშვენიერი დროა.
ეჰჰ ეგეთი იყო ლუკიანე,ჩვილსაც კი მთელი ღამე ეძინა ისე გავზარდე არ გამიგია.ფეხიც რო აიდგა წყნარი იყო მერეც აი სადღაც 1,5 წლის მერე გაგიჟდა ერთიანად, მეგონა რო ბავშვი შემიცვალეს სულ სხვანაირი გახდა,ეხლა ხო ვაფშეე აი საერთო არააქვს იმ ლუკიანესთან რაც თავიდან იყო smile.gif
წინასწარ ვერაფერს გათვლი ასე რო ჯობია მზად იყო ყველაფრისთვის და კარგად აწონ-დაწონო,
ერთი ბავშვი ხო ხელს გიშლის ბევრ რამეში უხეშად რომ ვთქვათ,ორი ვაფშე პიზდეცია biggrin.gif
მაგალითად ერთი როცა გყავს და სადმე გინდა გასვლა ქმართან ერთად,დატოვებ ბებოსთან ან ბაბუსთან პირობითად ცოტახნით.
აი ორი რო გყავს უკვე რთულია ვინმეს ორი ერთად დაუტოვო.
აი მაგალითად სადმე რო მივდივართ ლუკიანეს დედამთილს ვუტოვებ და გაბრიელი დედაჩემთან გამყავს biggrin.gif დავრბივარ წინ და უკან
ნუ ღამე იასნა ვერ ვტოვებ და ახლო პერსპექტივაში ეგ არც განიხილება smile.gif
user posted image
user posted image
აი ესე ვარ biggrin.gif biggrin.gif ჩემზეა ეს

Posted by: Katerina_N 7 Dec 2022, 14:58
gogatakoo
ხოო ეგ მესმის რომ მარტივი არ იქნება და ვერც იქნება.. თაიას გაგიჟება არ მაწყობს დდდ პირველივე დღეებიდან თავისი რუტინა აქვს 11ზე იძინებს ღამის ძილით და დილი 8_9 საათამდე სძინავს. ძილში ჭამს ძილში ვუცვლიდი აი საერთოთ არ გამიგია ისე გავზარდე.. წაიკრუტუნებს ხოლმე რო შია და ეგაა სულ მარტო მე ვიგებ რო შია დდდ

Posted by: takoo1 7 Dec 2022, 16:23
Katerina_N
თუ გაქვს ნერვები და მზად ხარ მაგისთვის შეიძლება გარისკო,იქნებ სულაც არ იყოს ისეთი რთული როგორსაც ელოდები.
მეც მაგან გადამაწყვეტინა მეორეზე ფიქრი იმდენად მარტივად გავზარდე ლუკიანე მეთქი რა უნდა გამიჭირდეს თქო,უკვე ორსულდ ვიყავი რო გაგიჟდა და ეხლა ხო საერთოოდ შეურაცხადია.

Posted by: Katerina_N 7 Dec 2022, 16:40
gogatakoo
ეჭვიანობის ამბებია მგონი ეგ არა?
* * *
ნუ მინიმუმ 1 წელი ორსულობას ვერ ვგეგმავ ბევრი მიზეზის გამო.. სამსახურის ცვლილება სწავლა საკეისრო და ნემსებისთვის ფსიქოლოგიურად არ ვარ ჯერ მზად .. ამიტომ კი იქნება თაია მინიმუმ 3 წლის როცა მეორე წიწილას გამოჩეკვას შევძლებ )))) უბრალოდ ძალიან ადრე გამიჩნდა ორსულობის სურვილი და ეგაა რო მაფიქრებს დდდ

Posted by: nino84 7 Dec 2022, 17:02
Katerina_N
ორი წელი და ოთხი თვე გვაქვს სხვაობა. მხოლოდ დედაჩემი მეხმარება. მე რომ კიდევ ერთი დამხმარე მყოლოდა საერთოდ არ გამიჭირდებოდა. ციხესავით ვარ გამოკეტილი და ეგაა ჩემთვის ყველაზე ძნელი, მაქსიმუმ ერთი საათი თუ გავსულვარ მარტო ამ 5 თვის მანძილზე. პატარა შუალედი ძნელია, მაგრამ მერე ერთი ჭკუისები არიანო და უფრო მარტივად ზრდიო ამბობენ და რავიცი. 3 წელი ვფიქრობ უკეთესია, უფროსი ბაღში მაინც ივლის და მეტ ნაკლებად ერთი ჭკუისანი იქნებიან

Posted by: Katerina_N 7 Dec 2022, 18:17
nino84
მე ძიძაც მყავს და დედაც მეხმარება ამიტომ მგონია უფრო მარტივი იქნება თაია ძიძასთან კარგადაა და გასვლა თუ მჭირდება ნუ ხშირად არა რა თქმა უნდა პრობლემა არაა ხოლმე
* * *
თან 3 წლის მგონია ეს ბაღის ვირუსებს მეტნაკლებად გადავლილი იქნება პირველი წელი ძალიან ძნელია ხოლმე და ჩვილთან სახიფათოა. თაიას ჩემმა დიშვილმა მოუტანა თვენახევრის რო იყო და 2 კვირა კლინიკაში ვიწექით

Posted by: takoo1 7 Dec 2022, 18:37
Katerina_N
რათქმუნდა მაგანაც იქონია გავლენა.არც მანამდე იყო უპრობლემო და მშვიდი მაგრამ..
ეგ მიჭირს ყველაზე მეტად რო ვუყურებ როგორ განიცდის და ეჭვიანობს,ეს ჩემზე ძალიან მოკრულია და ზოგადად ძალიან მგრძნობიარე და აზრზე მოსული ბავშვია,ჩვენს შემთხვევაში ეს უკვე დიდი პრობლემა აღმოჩნდა.შენ თუ ძიძასთან გყავს შენზე ესე გაჭედილი არ ექნება სავარაუდოდ და არვიცი შეიძლება არც გაგიჭირდეს ისე როგორც მე.
თუ ძიძა გეყოლება სანამ სახლში იქნები და მეორესაც გარკვეული დროის მერე ძიძასთან დატოვებ ალბათ ბევრად მარტივი იქნება კიარადა ეგ უკვე ძალიან მარტივი მეჩვენება ამის ფონზე.

აი ეგეცაა ვირუსების გამო ვერც მე დამყავს ბაღში
თუმცა მაინც შეხვდა პატარას ეს საშინელი ვირუსი.რო წარმოვიდგენ ბაღში რო დადიოდეს საერთოდ რა დღეში ვიქნებოდით მირჩევნია სახლში იყოს.

nino84
აი ეგაა საშინელება სადღაც გინდა გასვლა და ვერ გადიხარ,24 საათიან რეჟიმში ერთი და იგივეს ყურება ძალიან დამღლელია,რთულია ორ ბავშვს უყურო 24 საათი მითუმეტეს მეორე თუ პატარა გყავს.
შენი რამხელაა მეორე ეხლა?


Posted by: Katerina_N 7 Dec 2022, 19:01
gogatakoo
ხო სამსახურში გავედი უკვე 2 თვეა სრული განაკვეთუთ მაგრამ მე რო სახლში ვარ არავისთან უნდა ეგ კი არა იქამდე ღამე ცალკე ეძინა ეხლა სანამ არ ჩავეხუტები არ იძინებს და ღამეც 2 საათში ერთხელ იღვიძებს ცალკე თუ წევს იმ შემთხვევაში

Posted by: takoo1 8 Dec 2022, 00:13
Katerina_N
უი ეგ ცუდია როგორმე გადააჩვიე თორე დაიტანჯები,ეგრე შვებოდა ჩემიც და დღემდე ჩემთან წევს და დღემდე ეგრე იღვიძებს ღამე მამოწმებს ვწევარ თუ არა,საშინელ ისტერიკებს იმართებს თუ არ ვუწევარ გვერდით.

Posted by: Katerina_N 8 Dec 2022, 00:20
gogatakoo
ვიცი ხო რომ მოსაგვარებელია, მგონი მე უფრო მიჭირს უამისოდ რომ ვარ მთელი დღე და ვერ ვთმობ ღამით .. საკუთარ თავზე მაქვს სამუშაო თან მე რო გადავაწვენ გავიხედავ ჩემ ქმარი მოარბენინებს ჩვენთან უნდა ტირისო და მეც ვნებდები ისე ტკბილად სძინავს (((

Posted by: nino84 8 Dec 2022, 11:07
gogatakoo
5 თვისაა
************

Posted by: takoo1 8 Dec 2022, 15:42
nino84
გაბრიელი ჯერ 2 თვისაა და საგიჟეთია სახლში
ცოტა არ გაგიადვილდა რაც ცოტა წამოიზარდა?
მე იმედი მაქ მაგხელა რო იქნება გაბრიელი არ გამიჭირდება ესე ძალიან თქო და მქონდეს იმედი თუ ტყულად ველოდებიsmile.gif

Posted by: nino84 8 Dec 2022, 19:06
gogatakoo
არ ვიცი თაკო ეს არაა მარტივი გასაზრდელი ბავშვი. ჯერ სულ ხელში ითხოვდა ეხლა მოეჩვია კალიასკას რაც წამოჯდა. ტუჩიც უშლიდა ჭამაში ხელს და ფაქტიურად მთელი დღე ჭამდა დიდ დროს ანდომებდა. ყველაფრის კეთება ცალი ხელით რო გიწევს, თორე გადაფიჩინდება. ეხლა თამაშობს ცოტა ხანი მაინც ნუ შეღავათი არის მაგრამ არც ეხლაა იოლი. იანვრიდან სამსახურში გავდივარ და ცოტას აზრზე მოვალ იმედია

Posted by: Tua 8 Dec 2022, 19:53
Katerina_N
3-4 წელია კარგი შუალედი ჩემინაზროთ, ჩემიც 1 წლამდე ბულკი იყო და სადღაც 1.5-2 წლამდე რომ დაიწყო 3 წლის გახდა მოუკლო მაგრამ ეხლა 3-4 წლამდე კრიზისი დაეწყო . 1 წლამდე ბავშვი ვისაც გყავთ ჩათვალეთ რომ ისვენებთ ყველა .

Posted by: anibani18 9 Dec 2022, 09:48
nino84
რა ყოჩაღი, სული ძლივს მიდგას.
აპლიკაცია უფასოა, გარკვეული მასალაა ფასიანი. ინსტაგრამზე იპოვე, ძალიან კარგი რჩევები აქვთ. მართლა არაჩვეულებრივი რესურსია.

დავიწყეთ თვითკვება და მართლა უფრო მომწონს ვიდრე თავზე რომ ადგახარ და კოვზით აძლევ. მაგრამ რა წამებაა როცა უფროსი გყავს. დავუჯდები, რომ მივცე რამე ხელში, შემოვარდება უფროსი და ყურში ჩაჰკივლებს. ამ კივილს რა მოვუხერხო? დაინახავს და სულ გაჰკივის

Posted by: fermina 9 Dec 2022, 12:01
გოგოებო, 6 თვის ბავშვი დამოუკიდებლად უნდა იჯდეს აუცილებლად თუ ინდივიდუალურია? 6 თვე ორი დღის წინ შეუსრულდა.
დასვამ თუ არა, ორი სამი წამი და ეგრევე კოტრიალდება გვერდზე smile.gif სხვა დანარჩენში ძაან ყოჩაღია, ჭამაში განსაკუთრებით biggrin.gif

Posted by: nino84 9 Dec 2022, 21:43
anibani18
რითი დაუწყე მყარი კვება? ხილით ან ბოსტნეულით ვაპირებ, ფუმფულაა და ფაფებს მოგვიანებით ჩავრთავთქო.
კივილები არ თქვა, ოღონდ ნუ კიდე კაი მთლად ყურში ჯერ არ უკივის, უბრალოდ ისეთს დაიკივლებს ხოლმე ამას მეორე ოთახში რო ძინავს და არ ეღვიძება მიკვირს. რამდენჯერ ტირილი დაუწყია იქვე თუ მჯდარა. მე ვეუბნები რომ დედიკოს თავი სტკივა და არ იყვირო, ან ყელი ეტკინება კივილისგან. ნეტა ფსიქოლოგები რას გვირჩევენ ასეთ დროს.

* * *
fermina
არამგონია ასეთი მკაცრი ჩარჩოები არსებობდეს,ჩემი 5 თვის და 8 დღისაა, არც ეს ზის ჯერ მყარად. აი ჭამაში ყოჩაღობა კი ნამდვილად ბედნიერებაა )))))

Posted by: takoo1 9 Dec 2022, 22:33
nino84
არც ესაა მარტივი პირველზე არ გამჭირვებია მშვიდი ბავშვი იყო თამაშობდა თავისთვის ან ეძინა.ეს ძაან გაფუჭდა დედაჩემს ყავს ნახევრად და მიეჩვია ხელს მგონი,დავაწვენ ტირის ხელში უნდა სულ,ათვალიერებს ოთახებს,ნივთებს
თუ წევს ხელებს და ფეხებს იქნევს არ ჩერდება.
სულ თამაში უნდა ან აქეთ იქეთ სიარული
მომიწევს მალე მარტო დარჩენა და ორ გადარეულს როგორ მივხედავ მარტო არვიცი..
როგორააქვს ტუჩი?
anibani18
კივილს ვინ დაეძებს ეს პირდაპირ შეტევაზე გადადის,ხან თმებს წიწკნის,ხან თითს არჭობს ხან რა ხელში მოხვდება ესვრის,ხან მივა აკოცებს))) ვერ ვიგებ უყვარს თუ ვერ იტანს თუ რა უნდა ვაფშე
კალიასკაში ხო არ აჩერებს,მივა და ატარებს ან თავის სათამაშოებს ყრის სათავსოში ანჯღრევს ამ კალისკას მერე ეღვიძება იმას და საგიჟეთია
ნუ მოკლედ რაა არვიცი დღეებს ვითვლი ოღონდ არვიცი რას ვითვლი ან სადამდე biggrin.gif


Posted by: fermina 10 Dec 2022, 00:28
nino84
QUOTE
fermina
არამგონია ასეთი მკაცრი ჩარჩოები არსებობდეს,ჩემი 5 თვის და 8 დღისაა, არც ეს ზის ჯერ მყარად. აი ჭამაში ყოჩაღობა კი ნამდვილად ბედნიერებაა )))))


წავიკითხე სხვადასხვა წყაროებიდან და 7 თვიდან 9 თვემდე პერიოდში სწავლობენ ჯდომასო, ასე რომ არც არაფერი ისეთი. ცოტა ზარმაცია ისედაც, პედიატრმა ვარჯიშები დაუნიშნა და კი ჩაიტარა ერთი კურსი, მაგრამ მაინც ისევ ცომიკია smile.gif თუმცა ჭარბი წონა არანაირად არ აქვს ასაკთან შედარებით.

ერთი კვირაა დაიწყო სხვადასხვა საკვების გასინჯვა და ყველაფერს მიირთმევს უკვე ცოტ-ცოტას - ხილს, ბოსტნეულს, ფაფას, მაგრამ მაინც თავის რძე ურჩევნია ყველაფერს smile.gif ერთი მთლიანი კვება ჯერ არ ჩაუნაცვლებია, ანუ ნახევარ პორციას ჭამს სხვა საკვებს და მერე მაინც რძე უნდა დააყოლოს smile.gif

Posted by: Anabeli111 10 Dec 2022, 01:55
gogatakoo
თაკო, გაბრიელი აცერი?

თაიას გადაუდო პედიატრმა აცრა. სისხლის საერთო გავუკეთეთ და ჰემოგლობინი და ერითროციტები აქვს დაბალიო. მე სხვა მაჩვენებლებიც არეული მეჩვენა, მაგრამ მაგათზე არ გაუმახვილებია ყურადღება. 1მგ ფოლიუმი დაუნიშნა 1 თვე და მერე აცრა.

ცოტა შემეშინდა, მაგრამ გოგოებმა დამამშვიდეს, წლამდე ბავშვებს არეული აქვთ ხოლმე ანალიზებიო. შენ რა გამოცდილება გაქვს?

ან თქვენ, გოგოებო ♡
user posted image

Posted by: Tua 10 Dec 2022, 08:46
Anabeli111
ნორმაა ანა მაგ ასაკში არეული ანალიზები, და არც ჰემოგლობინის და ერითროციტების ნაკლწბობაა აცრისვგადადების მიზეზი არასდროს, კარგი პედიატრები მაგ მიზეზით აცრას არდებენ ხოლმე ❤️ ერთადერთი მიზეზი მხოლოდ სიცხე არის ხოლმე. განსაკუთრებით ძუძუზე მტოფ ბავშვებს აქვთ რკინადეფიციტი დქ მაგიტომ არის 4-5 თვიდან რომ უნიშნავენ ხანგრძლივად რკინას.

Posted by: fermina 10 Dec 2022, 15:58
ვაიმე რამდენი ბოსტნეულის ფაფა ჭამა და თავის რძე დააყოლა ზედ facepalm.gif

ჭამის დროს პაუზას ვერ იტანს, კოვზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე.

ვეღარ ინძრევა biggrin.gif

Posted by: anibani18 10 Dec 2022, 17:10
nino84
ავოკადო მქონდა და მივეცი. მერე ბატატი, ბანანი და დღეს წიწიბურის ფაფა. ნუ ჭამა არ ქვია ამას, უბრალოდ ვასინჯებ. ცოტა ენით აგდებს უკან და ალბათ აქვს ჯერ ეს რეფლექსი. გადაუვლის იმედია მალე. ჩემიც ძალიან ფუმფულაა.
დაგროვილ სიბრაზეს რაღაცნაირად უნდა მისცეს გარეთ გამოსვლის გზა. ფსიქოლოგები ასე ამბობენ, ჯერ უთხარი რას გრძნობს, რითიც ასწავლი საკუთარ თავში გარკვევას და თან აჩვენებ, რომ თანაუგრძნობ, მის გვერდით ხარ. ამის მერე უნდა უთხრა, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია. მაგალითად, მესმის რომ გაბრაზებული ხარ, რომ ეჭვიანობ, რადგან შენი და ახლა ხელში მყავს. მეც ასევე ვიეჭვუანებდი, მაგრამ დარტყმა, ყვირილი არ შეიძლება. მერე უნდა ასწავლო ეს სიბრაზე როგორ გამოიტანოს გარეთ. მაგალითად, ხელები ასავსავოს, ან ოცეკვოს, გაიქცეს მეორე ოთახში, მოძრაობა ძალიან კარგი ყოფილა ამ დროს, ან კუბიკებით კოშკი აააშენოს და შემდეგ დაანგრიოს, ხაღალდზე ბღაჯნოს, ბალიში ჩაბურჯგნოს, სუნთქვა ასწავლე. შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ სუნთქვა იცი რა კარგ ხასიათზე აყენებს, სასაცილოდ იწყებს სუნთქვას, ხელებსაც იხმარს და ძალიაბ მშვიდდება. სცადე აბა. ჩვენ დღრს დავრბოდით დილით ოთქციდან ოთახში და დღის პურველმა ნახევარმა ჩხუბის გრეშე ჩაიარა.
gogatakoo
თაკო, ამ ყველაფერს ჩემიც აკეთებს, პლიუს კბენს. მგონი ყველაფერი კი არ დაწყნარდება, არამედ უფრო გართულდება. იქნებ მალე მოძლიერდეს პატარა და თავის დაცვა შეძლოს. ვისნებ, სანამ პატარას სძინავს, დანარჩენი დრო მცველივით ვარ ზედ გადაფარებული.

Posted by: takoo1 11 Dec 2022, 00:31
Anabeli111
ლუკიანეს ყოველთვის არეული ქონდა ანალიზები და არასდროს ამახვილებდა ყურადღებას პედიატრი,ლეიკოციტები ნორმა ქონდა ხოლმე ჰემოგლობინი ზღვართან,ძუძუზე რო იყო ალბათ რკინის დეფიციტი ქონდა და კი დაგვინიშნეს რკინა 2 თვე.
ოღონდ ეგ მერე თავიდან არა,არც გაგვიკეთებია ჩვენ ანალიზი 2 და 3 თვეზე რავიცი.
რო მიმყავდა სინჯავდა ხოლმე.თუ გაციებული არ იყო და სიცხე არ ქონდა ვცრიდი ეგრევე.
გაბრიელიც ეგრევე ავცერი გასინჯა და ვსო.
ეხლა უწევს 25ში მეორე და იმედია გაციებული არ იქნება.

anibani18
ანი იგებს მერე რო ესაუბრები მაგ დროს? მე მგონია რო აზრი ვერ გამოაქვს წინადადების და არ ვუხსნი ხოლმე უბრალოდ ვეუბნები რო ცუდი საქციელია და ასე არ შეიძლება..
აი მაგალითად რო ვეტყვი " ვიცი რომ ეჭვიანობ მეც ვიეჭვიანებდი" აი ამ წინადადსბიდან გამოქვს აზრი? რატომღაც მგონია რო ვერ ხვდება რას ვეუბნები,დიდად არც მისმენს ხოლმე რამეს რო ვუხსნი..ალბათ ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ რაღაცნაირად გავიდეს დრო და ცოტა აზრზე მოვიდეს იქნებ,ყოველ თვე სხვანაირია,ყოველ თვე ახალ რაღაცას სწავლობს და იმედია რო ნელ ნელა გაიგებს

Posted by: სერაფიტი 14 Dec 2022, 11:48
Anabeli111

შენ წერდი, ბაია ხელში ჩაძინებას მიეჩვიაო. ისევ ისეა? თუ გადაეჩვია? ასეა ჩემიც. გულზე უნდა მიიხუტო და მასე იძინებს. ღრმად რო ჩაეძინება, დავაწვენ ხოლმე მერე. ოღონდ...
ყველგან წვება, გარდა თავისი საწოლისა. ყველგან! ანუ მაგიდაზეც კი წოლილა (პლედი ეფინა), დივანი, ესა ისა. ღამე ჩემ გვერდით. რანაირად ღრმადაც არ უნდა ეძინოს, თავის საწოლში რო ვაწვენ, 3 წუთში იწყებს ხელფეხის ქნევას და ფხიზლდება. ვეღარ იბრუნებს ძილს.
არადა საწოლი მგონი კომფორტულია,ხან პლედი დავუფინე, მეთქი ძაან მაგარი ხო არაა... ხან თბილი პილიონკა - მეთქი ცივი ხო არაა. არც თეთრი ხმაური ჭრის, არც ხვეწნა-მუდარა.
შეკვრით ვერ ვკრავ, ტომარაც ვერ მოირგო.
ხანდახან ისეა, რო მთელი ძილი ხელში სძინავს და აღარ მივარგა წელი, ცუდ დღეში ვარ.

რამე ხრიკი არ იცით, როგორ ჩავაწვინობთავის ლოგინში? 5 კვირისაა. პირველივე დღიდან ვცდილობდი, შედეგი 0.
პედიატრმა, სამ თვემდე მეტი სიახლოვე სჭირდებაო და იმიტო მოსწონს ხელშიო. მაგრამ სამი თვე ველოდი? მერე უფრო დაგვიანდება.

ვინ როგორ მიაჩვიეთ?

Posted by: Glamurka 14 Dec 2022, 12:12
gogatakoo
თაკო გილოცავ ბედნიერი დედა შვილობა. ❤

Posted by: Katerina_N 14 Dec 2022, 14:15
სერაფიტი
რჩევას ვერ გაძლევ მაგრამ მესმის შენი 5 თვემდე თავის საწოლში ეძინა ახლა თუ ჩემთან არ წევს 2 საათი ძინავს მაქსიმუმ ღამე მერე ვერაფრით ვაძინებ ხელით მეძებს და თუ მიპოვა აგრძელებს ძილს თუ ვერა იღვიძებს და იცინის რომ მივეფერო..ჩემთან როცა წევს 11 საათიდან დილის 9მდე ძინავს გადაბმულად მაგრამ 7ზე ავდგები 8ზე თუ 9ზე ადგომა ლოგინიდან და მაგის გაღვიძება ერთია ... რანაირად იგებს ასე მომენტალურად არ ვიცი

Posted by: Anabeli111 14 Dec 2022, 14:19
სერაფიტი
ესეც ყველგან წვება საწოლის გარდა. საწოლში ყველაზე დიდხანს 20 წუთი გაჩერებულა. ლოგინშიც თუ მე ვუწევარ, დიდხანს სძინავს. უნდა მგრძნობდეს,რომ მასთან ვარ ♡

კიდე ეს დავამუღამე. ეზოში რომ გავდივართ, იქ ეგრევე ეძინება. რომ ამოვდივართ, ვხსნი ფანჯრებს, ვანიავებ, ამას არ ვხდი ტანსაცმელს, რომ არ შესცივდეს. ვაწვენ დივანზე და სძინავს ღრმა ძილით :დ მაგ პერიოდში ვასწრწბ სახლის საქმეს ან ჭამას biggrin.gif

ვითომ მობაილი მოეწონებაო. გამოვიწერე შავ პარასკევზე და ველოდები ამ დრომდე. იქნებ მაგის ხათრით მაინც ჩაწვეს.

Posted by: Katerina_N 14 Dec 2022, 15:55
Anabeli111
ტყუილია ეგ ამბავი მარტო სათამაშოდ იყენებს მობაილით დაძინებული თაია ისტორიას არ ახსოვს დდდდ

Posted by: emiblack 14 Dec 2022, 16:30
გოგოებო , ჩემსასაც ხელში უყვარდა ნებივრობა. უყვარდა რა ახლახ უყვარს . ყველაზე ღრმად და ტკბილად მაშინ ძინავს როცა მე მგრძნობს , მაგრამ პატარა ასაკიდანვე მივახვიე თავის ლოგინს გაჭირვებუთ. რო დაიძინებდა ღრმად ჩავსვამდი თავის ლოგინში და 5 წუთი ისევ ხელში მეჭირა, მერე ცალ ხალს ამოვაძვრენდი და მეორე მეკიდა ასე კიდე 5 წუთი, მერე ხუთი წუთი რწევა და სადღაც 1 კვირა ხშირად იღვიძებდა. მერე მოუკლო გაღვიძების სიხშირეს. ახლაც როცა ავადაა ჩემთან ვიწვენ და მერე თავიდან გავდივარ გადაჩვევის ამ რუტინას . ჩვენთან მუშაობს

Posted by: Anabeli111 14 Dec 2022, 16:46
Katerina_N
ეჰ :დდდ

emiblack
მაგ მეთოდს ვიყენებ ჩემს გვერდით დასაწოლად :დ ჯერ გულზე მაწევს და მერე გადამყავს ცოცვით :დ ♡♡ მაგრამ გვერდით რომ წევს და არა ხელში, ამ ეტაპზე, ეგეც დიდი შეღავათია ჩემთვის ♡

ვცდი, აბა მაგ მეთოდს ლოგინისთვის :* ჯერ დღისით დავიწყებ ♡

2-3 თვის პატარებს, როგორ ართობდით გოგოებო? როცა ფხიზლობს,რითი აკავებთ ?

Posted by: Katerina_N 14 Dec 2022, 17:35
Anabeli111
ლაპარაკით და სიმღერით, ზღაპრებს ვუყვებოდი ოღონდ იმას ესმოდათქო ვერ გეტყვი სალაპარაკო თემა რო მელეოდა სხვა გზა არ იყო დდდ სიმღერა მაინც ყველაზე მეტად მოსწონდა და ეხლაც გზაზე მირბის კურდღელითქო რო დავიწყებ გაიბადრება ხოლმე დდდ

Posted by: სერაფიტი 14 Dec 2022, 17:37
მადლობა, მადლობა.
კი, სუფთა ჰაერზე კარგად იძინებს. ეზოში, აივანზე smile.gif))
ეჰ, რა ვქნა, გავაგრძელებ მცდელობებს. ვნახოთ, რა გამოვა .. მარტო არ ვარ, ფაქტია. ისე მშურს იმათი, ვინც ამბობს, პირველივე დღიდან თავის საწოლში სძინავსო. smile.gif)

Posted by: Katerina_N 14 Dec 2022, 17:44
სერაფიტი
პირველივე დღიდან ეძინა აზრი რო მიეცა მერე გავირდა უფრო სწორედ ვირუსი ქონდა და მაშინ ჩემთან ეძინა იმის მერე ვეღარ გადავაწვინე დდდ თან სამსახურში გავედი და მაგასაც ვაბრალებ შეიძლება ვაკლივარ და იმიტომ არ ჩერდებათქო (ან მე მაკლია მთელი დღის განმავლობაში და თაიას ვაბრალებ არ ვიცი )

Posted by: takoo1 14 Dec 2022, 20:32
გოგოებო ჯერ პატარები არიან დალაგდებიან ნელ ნელა ოღონდ რათქმაუნდა ხელი უნდა შეუწყოთ..
არ მიაჩვიოთ თქვენს ლოგინში წოლას ჩემი რჩევა იქნება თორე დაიტანჯებით ვეღარ გადააჩვევთ,
ლუკიანეზე დამემართა ეგ სისულელე და დღემდე ჩემთან წევს,ღამე თუ გაეღვიძა და გვერდით არ ვეწექი ბოლო ხმაზე კივის დედაო.
მეორეზე ვცდილობ ეხლა არ მივაჩვიო თუ გამომივიდა არ ვიცი,,დღე კალიასკაში ძინავს ნახევრად დედაჩემთანაა და ხან სად გდია ხან სად.
ღამე რო ვაჭმევ 1ზე ეძინება ხელში და ვაწვენ ლოგინში,დილამდე იქაა დილით გადმომყავს ცოტახანი რო ლუკიანე არ გააღვიძოს რო ტირის..
უბრალოდ იმის მეშინია ცოტახანში შეიძლება არ დაიძინოს ჭამის დროს ღამე და აი რანაირად ჩავაწვენ არვიცი თავისით როგორ დაიძინებს.
4-6 თვემდე უნდა მიაჩვიოთო რაღაც სტატია წავიკითხე დაგილინკავთ ეხლა და წაიკითხეთ:* იქნებ გამოგვადგეს
https://www.todaysparent.com/baby/baby-sleep/most-popular-sleep-training-methods-explained/amp/

Posted by: სერაფიტი 15 Dec 2022, 00:59
gogatakoo

მადლობა, კარგი სტატიაა, თაკო. ეს ძილის ტრენინგი გამიგია, იუთუბზეც ვნახე რაღაცები. ჯერ პატარაა, 3-5 თვიდან იწყებენ მაგას, თვითჩაძინების სწავლას.
ეს ხელში აყვანა-დაწვენის მეთოდს კი მივმართავ ხოლმე...

რა ვქნა, მე ძალიან არ მინდა ჩემს ლოგინში იწვეს. კი, მესმის ყველასი, ვისთვისაც სულერთია ან პირიქით, მოსწონთ კიდეც მათთან ახლოს რომ წევს,.მაგრამ ისედაც ძალიან ბევრი რამე შემეზღუდა ბაიას დაბადების მერე და რაღაცა სივრცე მინდა იყოს მხოლოდ ჩემი და ჩემი ქმრისsmile.gif) მით უმეტეს,.ისდაც წყვეტილ-წყვეტილ მძინავს მთელი ღამე. 3 საათიან შუალედებს აკეთებს, ხან 2. ძალიან გოჭმაჭი ბაია მყავს. ველოდები, ოდესმე ამოაგდებს თუ არა 1 კვებას მაინც ღამით. მე კი გამისკდება ძუძუები,.ლარა გამოვიწველი, ნიჩიო, ოღონდ ამან ამოაგდოსsmile.gif))

Posted by: fermina 15 Dec 2022, 01:31
სემპერის ფაფები რომ არის ხილთან ერთად, რბილ შეფუთვაში (ტუბიკებში), როგორ უნდა მიიღოს ბავშვმა? გათბობა უნდა, წყალში გაზავება თუ? მეორე მხარეს ინსტრუქციაზე როგორც წესი დაკრული აქვს ქართულენოვანი ეტიკეტი, ჯერ ისე წვრილი ასოებით წერია, მიკროსკოპით ვერ წაიკითხავ და მერე კიდევ უაზრო თარგმანია და არასრულყოფილი, ვხედავ თუ ავახიე ცოტათი მაინც, რომ შეფუთვაზე სხვა რაღაც აწერია აშკარად.

Posted by: Katerina_N 15 Dec 2022, 10:03
გოგოებო საძილე ტომრებზე მჭირდება რჩევა როგორ ავარჩიო ან სად, ერთ ერთი მიზეზი ჩემთან რო მიწევს ეგეცაა არ იფარებს არაფერს და ჩემთან როა ჩახუტებული ვერ ხვდება რო აფარია. ოთახში საკმაოდ გრილა

Posted by: takoo1 15 Dec 2022, 11:40
fermina
რომელზე ამბობ კაშა+ პიურე რო აწერია?
პაუჩი? ეგ მზაა და პირდაპირ აძლევ არაფერი არ უნდა..თუ მაგას გულისხმობ
ეგ მგონი 6 თვიდანაა
* * *
სერაფიტი
მე ისე გადავავლე თვალი წესიერად ვერც მოვახერხე წაკითხვა ამათ ხელში))
არამგონია ვინმეს უნდოდეს ღამე ქმართან ერთად ბავშვი შუაში biggrin.gif რავიცი სიგიჟეა biggrin.gif
თავიდან შეიძლება ვერ ხვდები და მერე ძაან რთულია რო იზრდება და შენთან წევს..ძუძუს რო ვაჭმევდი მეზარებოდა ხოლმე ღამე ადგომა გვერდით მეწვა უცებ ჩავუდებდი და მიიძინებდა,მიეჩვია და დღემდე ჩემთან წევს ძაან ვიტანჯები

2 თვემდე გაბრიელიც ეგრე იყო,ამ ბოლო დროს თითქოს ცოტა დიდი ხანი ძინავს,,1ზე ვაჭმევ და 6სკენ იღვიძებს?უფრო მეტს ჭამს მოუმატა და ალბათ ყოფნის დიდი ხანი..რამდენს ჭამს შენი ბაო ეხლა?
******
გოგოებო 3 თვის ბავშვი რამდენ მლ-ს ჭამს?
ეს ჯერ არ არის 3ის 25ში ხდება
, 2.5 თვიდან უკვე 150ს ჭამს.. 150 წყალი და ფორმულას რო ვყრი 170 გამოდის..
ერთი ორჯერ მეტიც ჭამა და ბევრი არარი?

Posted by: სერაფიტი 15 Dec 2022, 20:40
gogatakoo

ჰო, ვის უხარიაო კი ამბობ, მარა ზოგს სულ არ აქვს პრობლემა, ცოლ-ქმარს შორის ეძინოს ბაიას კაი ხანს. ის კი არა, ქმრებს სხვა ოთახში სძინავთ ხშირად.
მესმის, რომ ყვეკას გვაქვს ახლა შეგუების ეტაოები, მაგრამ წლობით ასე გაგრძელება რო უხარიათ/პრობლემა არ აქვთ, რავი, ჩემთვის წარმოუდგენელია.

ჩემი 5 კვირის და 2 დღისაა. დღე 2 საათში ერთხელ ჭამს (3 სთ ჭამდა მარა მოუკლო შუალედს), ღამე - 3, იშვიათად 4 საათში ერთხელ. ოღონდ აი ზუსტად საათს გაასწორებ შუალედებზე, ისე შივდება. რაოდენობა არ ვიცი. დღეს გამოწველილი დავტოვე 120 და 100 ჭამა. მარა 1 საათში ცოტა ძუძუ ჭამა ისევ. მერე კიდე 1 საათში. ვერ ვიგებsmile.gif)

ორჯერ დაბტოვე და ორივეჯერ სადღაც ეგრე ჭამა გამოწველილი, 100-120. მარა ეს ხშირად და ცოტას ჭამს მგონი.

ისე კი ვგუგლავ ხოლმე და იმით ვხელმძღვანელობ. დევს რეკომენდაციები ძუძუს და ხელოვნურის ბაიას რამდენი მილიგრამი უნდა 1 ჭამაზე დაახლოებით. ხელონურისაა ცოტა მეტი უნდა, როგირც ვიცი. ნახე აბა ასაკობრივად როგორ ეკუთვნის გაბრიელს


Katerina_N

"მზეუკას" შევაკერინე მე, ზამთრის სქელი. ვერ ვხმარობ ჯერ, რავიsmile.gif)
ისე სისქეებზეა და სახლში რამდენი გრადუსია მაგაზე. ეგეც იგუგლება - tog ატის საბნის სისქის მაჩვენებელი და რამდენი ტოგ უნდა იყოს რამდენ გრადუსზე.
ნახე აბა. მერე ან გამოიწერ, ან შეაკერინებ. ფბზე მომი.momy თუ იცი გვერდი, მაგათ აქვთ კარგები და კონსულტაციასაც გაგიწევენ მესენჯერში.

Posted by: Anabeli111 15 Dec 2022, 21:25
სერაფიტი
ძალიან მინდა ცალკე ეძინოს, მაგრამ ამ ეტაპზე ძილი მირჩევნია და ალბათ ესაა ჩემი პრობლემა, საკმარისად არ ვცდილობ biggrin.gif

Posted by: fermina 15 Dec 2022, 22:27
gogatakoo
QUOTE
fermina
რომელზე ამბობ კაშა+ პიურე რო აწერია?
პაუჩი? ეგ მზაა და პირდაპირ აძლევ არაფერი არ უნდა..თუ მაგას გულისხმობ
ეგ მგონი 6 თვიდანაა


კი ეგაა, 6 თვიდან. მადლობა smile.gif

Posted by: სერაფიტი 16 Dec 2022, 07:10
QUOTE (Anabeli111 @ 15 Dec 2022, 21:25 )
სერაფიტი
ძალიან მინდა ცალკე ეძინოს, მაგრამ ამ ეტაპზე ძილი მირჩევნია და ალბათ ესაა ჩემი პრობლემა, საკმარისად არ ვცდილობ biggrin.gif

სადთაც მანდ ვარ მეც გაჭედილიsmile.gif)

Posted by: takoo1 16 Dec 2022, 14:50
გოგოებო 3 თვის ბავშვი თუ წაგიყვანიათ/მიგყავთ ბაკურიანში? და დღეში რამდენი საათი შეიძლება გარეთ რო მყავდეს?

Posted by: Katerina_N 16 Dec 2022, 16:07
gogatakoo
ბაკურიანი არ ვიცი მე სურამში მყავდა და დღის მანძილზე 3_4 საათი ტყეში ვიყავით .. ბაკურიანზე დაგიწერენ ალბათ მეც ვაპირებ წასვლას 8 თვის იქნება უკვე ..

Posted by: Anabeli111 16 Dec 2022, 20:13
gogatakoo
ჩემი პედიატრის რეკომენდაციით, დღეში 5-6 საათი თუ მეყოლება ჰაერზე, კარგი იქნება. მხოლოდ ქარიან ამინდში მოერიდე გაყვანასო.

Posted by: takoo1 16 Dec 2022, 20:57
Anabeli111
5-6 საათი ყინვაში?:/ ბევრი არარი? ამინდს ხო გააჩნია რავიცი უკვე ძაან აცივდა და 6 საათი რო გარეთ მყავდეს იუეჭველი გამიცივდება ესე მგონია
თორე სითბოში თუ გინდა 12 საათი გყავდეს რაც უფრო დიდი ხანი იქნება ჰაერზე უკეთესია

Posted by: Tua 16 Dec 2022, 20:59
gogatakoo
4თვის იყო ალექსანდრე რომ მყავდა მაგრამ იანვარში და თებერვლის დასაწყისში არგირჩევ, თებეევლის ბოლო მარტის დასაწყისია კარგი ბავშვებისთვია როცა ყინვა არ არის ძალიან smile.gif 2 საათი დილით და 2 საათი საღამოს გარეთ გაყვანა საკმარისია. 3 წლის ხდება დღემდე ეგრე დავდივქრთ ზამთარში შაბათ კვირას როცა ბაღი არ არის და არწვიმს .

Posted by: takoo1 16 Dec 2022, 23:22
Tua
თეო შენ მოკლედ ეგრევე აქ ჩნდები მე რო რამე მაინტერესებსbiggrin.gif როგორ ხართ აბა:*
ვერა მაგ დროს ვერ წავალ ვერანაირად ეხლა აქვს შვებულება ჩემ ქმარს;( შობისთვის მინდა წასვლა ერთი კვირით.
ანუ 2 საათი ბევრია ხო ეგეთი ამინდისთვის ვერ გავიყვან მაგდენი ხნით,,

Posted by: Tua 17 Dec 2022, 16:01
gogatakoo
რავიცი კარგად ვართ , ვირუსებმა შეგვჭამეს ცოტა smile.gif) გოგო რავი მე არდამყავს იანვარში ჯერ მარტო იმიტომ, რომ ბევრი ხალხია და ვირუსებია ოხრად , მერე ძალიან დიდი მინუსია , 4 თვის იყო მარტში წავიყვანე , დღემდე მხოლოდ თებერვალში დამყავს როცა შუადღეს ძალიან კარგი მზეა +თოვლი . პატარა სანამ იყო იქაურ ეტლს ვქირაობდი და ძალიან კარგად ვიყენებდი სასეირნოდ. თუ თოვლია ჩვეულებრივით ვერივლი და საერთოდ არაა ჩვეულებრივი თბილი.

Posted by: takoo1 18 Dec 2022, 01:09
Tua
მე შარშან შობას წავედი ლუკიანე ხო მყავდა ერთი კვირით,რავი დღე კი იყო სითბო მზეები იყო და არ გამციებია,პატარასი მეშინია პროსტა 3 თვისაა
მე ყიდვა მინდოდა ეტლის შემოსაკრავის მოიცა განახო,,
user posted image
აი ესეთ პონტში არ გამომადგება?
იქ როგორს აქირავებენ?

Posted by: Tua 18 Dec 2022, 09:04
gogatakoo
თოვლი თუ იქნება ანექსი შეძლებს თოვლში სიარულს
იქაური ეტლები სპეციალურად თოვლში სასიარულოა და არიფლობა, მე ჩემი ეტლით ვერვიარე იფლობოდა საბურავები თოვლში
, თორე ეს კარგი შემოსაკრავია

Posted by: Anabeli111 18 Dec 2022, 15:41
gogatakoo
გადაბმულად 6 არა, დღის განმავლობაში.

თაიას ისე მოსწონს გარეთ ყოფნა და გარეთ ძილი ^_^ თბილისში არ მაქვს ხელშეწყობა, თორე სულ გარეთ ვიქნებოდით. კახეთში წავალთ საახალწლოდ და იქ ეტლით მეყოლება გარეთ ხშირად ♡

მთავარია, ქარი არ იყოს :*

გაგვიზიარე გამოცდილება, თუ წახვალთ ^_^

Posted by: takoo1 18 Dec 2022, 18:36
Tua
არა სიარული არ მომიწევს ზუსტად პარკთანაა ის სასტუმრო სადაც შარშან ვიყავით,პარკს გადაყურებს გამოდიხარ თუ არა 2 წუთში იქ ხარ,
იქ კიდე დატკეპნილია თოვლი ხო იცი როგორცაა
პროსტა ხო არ ისრიალებს თქო ეგ ვიფიქრე,ჰაუკის ეტლია ჩვენი..
თუ რამე ვიქირავებ არაა პრობლემა,შემოსაკრავი ექნება ალბათ ხო??

Posted by: Tua 18 Dec 2022, 18:55
gogatakoo
user posted image

ამდაგვარი ტიპია თაკო დასრიალებ დატკეპნილ თოვლზეც და ისეც . ჰაუკი მაქვს მეც და ვერიარა თოვლში იფლობოდა ზოგ ადგილას.

Posted by: takoo1 18 Dec 2022, 19:28
Tua
თეო 3-4 თვის ბავშვისთვის გამოდგება ეს? ვიცი თვალი მოვკარი შარშან მარა რატომღაც მგონია ცივია რავი არა??

Posted by: Tua 18 Dec 2022, 19:36
gogatakoo
რავი კი გაკოდგება წევს შიგნით, მიდვეჟონკით უნდა ჩააწბინო

Posted by: Anabeli111 19 Dec 2022, 01:18
გოგოებო, თაიას პირში მუშტების ჩატენა მოსწონს ძალიან :დ დაეწყო დორბლიანობაც... ეს ნიშნავს, რომ ღძილები ექავება, თუ უბრალოდ განვითარების ეტაპია. მე რითი დავეხმარო?

Posted by: takoo1 19 Dec 2022, 11:38
Anabeli111
არა კბილები ჯერ ადრეა.გაბრიელიც ეგრეა ორივე მუშტი პირში აქ ჩატენილი სულ.თავს იმშვიდებენ ეგრე ან როცა შიათ მაშინ შეიძლება ჩაიდონ
ეს ნაჭამია მარა ერთობა ხოლმე ეგრე თამაშობს

Posted by: Anabeli111 19 Dec 2022, 13:42
gogatakoo
ხო, ესეც ჭამის მერეც აგრძელებს :დ და უკვე ინსტიქტურად თუ რამეს მოკიდა ხელი, პირისკენ მიაქანებს :დ ♡ ვეღარ ავუდივარ რეცხვას და უთაოაბს :დ


Posted by: takoo1 19 Dec 2022, 13:47
Anabeli111
საყვარლები არიან❤️ კისკისს როდის დაიწყებს ველოდები გიჟივით biggrin.gif ჯერ პროსტა იცინის
მარა ისეთი ჭორიკანაა სულ ღუღუნებს მარტო არ უყვარს ყოფნა წუწუნებს ხოლმე,თამაში უნდა

Posted by: Anabeli111 19 Dec 2022, 14:41
gogatakoo
ქო ♡♡♡ თაიაც ეგრე :დ გვიღიმის და ღუღუნებს. პამპერსის გამოცვლის დროს უყვარს ხოლმე ჭიკჭიკი :დ ♡

იანვრის ბოლოს სამსახურში გავდივარ და ნელ-ნელა მეწყება ნერვიულობები sad.gif

Posted by: სერაფიტი 19 Dec 2022, 16:35
რძიანა ვერ მოვიშორეთ რა.
10 დღე ფუნისტატინი ვასხი, მეც ნისტატინის მალამო ვისვი. მკურნალობა დასრულდა და მესამე დღეს ლოყის შიგნით ისევ დავუნახე თეთრი წერტილიsad.gif

ექიმმა სისხლის საერთო გავაკეთოთ, ლეიკოციტებს ვნახავ, რატომ უმეორდება ინფექციაო (სოკოვანია ანუ). არადა სულ 40 დღისაა ბაია. მეცოდება ანალიზისთვის.
მარა სხვა რა გზაა.
რანაირად მოიშორეთ ეს რძიანა თუ რაცაა?sad.gif

Posted by: Tua 19 Dec 2022, 17:03
სერაფიტი
ზოგ პედიატრს უბრალოდ ნადები ეშლება
რძიანაში smile.gif ჩემსას ჰქონდა 4 თვემდე თეთრად და პედიატრმა არ არის ეს რძიანაო თავისით გაუარა ჩვეულებრივად, უბრალოდ ერთხელ გამოვწმინდე მხოლოდ სოდიანი წყლით, თითზე დოლბანდი დავიხვიე და ამოვუსვი მეტი არაფერი, მაინც ჰქონდა ეგ ნადები , იქნებ სულაც არაა რძიანა.

Posted by: takoo1 19 Dec 2022, 17:07
Anabeli111
ხოო ამასაც უყვარს ტიტლიკანა ყოფნა
ძიძასთან ტოვებ?
* * *
სერაფიტი
კი გაბრიელსაც ეგრე ქონდა საშინლად ქონდა ყველგან ტუჩების შიგნით ენაზე ლოყებზე ყველგან.. რამოდენიმე დღე ვასხი გაუარა და მერე ისევ სადღაც წერტილი დავუნახე და კიდე ჩავასხი ერთი ორი დღე და გაუარა რავიცი..დღეში რამდენჯერ ასხამდი?

ბინტი დაიხვიე სოდიანი წყლით დაასველე და ამოუსვი,,თუ ნადებია მოაშორებს

Posted by: Anabeli111 19 Dec 2022, 17:33
gogatakoo
არა, მეუღლის დედასთან. სექტემბრიდან მომიწევს ძიძა და ვღელავ.. მაგრამ სხვა რა გზაა..

Posted by: სერაფიტი 19 Dec 2022, 22:34

Tua

კი, სოკოვანია, ტაკოებზეც აყრის ეგრევე. მკურნალობისას აულაგდა ორივეგან. აი ჩვენ რომ სტომატიტს ვეძახით, ეგეთი ტიპისაა, თეთრი წერტილია.

gogatakoo

10 დღე, დღეში 4ჯერ ვასხი. ორი დღე იყო რო სამჯერ, თორე რეგულარულად ვასხი, 1 ფლაკონი დაცალა. მალევე მოურჩა, მარა 10 დღე რადგან მითხრა, მაინც ბოლომდ3 მივიყვანე მკურნალობა. თან სულ ტიროდა ამ წამალზე და მეთქი ნეტა საბოლოოდ მოურჩეს... მარა აჰა. sad.gif

ვნახოთ სისხლის ანალიზი რას მოგვცემს. თითიდან აუღებენ და იმედია ძაან არ იტირებს.

წუწუნებს ეს ორი საღამოა უაზროდ და არ ვიცი, უბრალოდ ეგეთი დღეები დაემთხვა თუ ამ თეთრი წერტილის ბრალია. საღამო რომ მოდის, უკვე ვემზადები ამის უაზრო წუწუნისთვის. არადა 6 კვირამდე ისე მოვედით, უაზროდ არაფერზე გაუჭედია, მიზეზს ყოველთვის ვხვდებოდით.

Posted by: Tua 19 Dec 2022, 22:48
სერაფიტი
წუწუნი კოლიკებია და ნორმაა უნდა შეეგუო 3 თვემდე, საღამოს ეწყებათ ხოლმე შემოტევები .

Posted by: სერაფიტი 20 Dec 2022, 00:08
Tua

ჰო, ვიციsad.gif დღეს რო გადაბჟირდა, ასე არ ყოფილა. საერთოდ არაფერმა დააწყნარა. თბილი ვედრო, აივანზე გაყვანა... არადა დღე ისე კარგად ეძინა, ისეირნა, ესა ისა...
ახლა გავხადე ტანსაცმელი, მეც გავიხადე და გულზე მივიხუტე, ჩავრთე თეთრი ხმაური და გაითიშა. უკვე ბჟირდებოდა, ისე გაჰკიოდა.
ამაღამ ალბათ ასე ვიჯდები(თ). მარა რა ვქნა, ეძინოს ოღონდ.
არადა წუხელ იყო პირველი ღამე, რომ თავის ლოგინში ეძინა. დილიდან ვაქებ, რო აი დაიწყოთქო თავის ლოგინში ძილი მგონი. თურმე სადა ხარsmile.gif))

მოკლედ, მთელი თავგადასავალია.
სამი თვის გასვლას, რომელიც 8 თებერვალს გავა, ისე ველოდები, გეგონება ყველა პრობლემა გვარდება სამ თვეზეეsmile.gif)) მარა რაცაა, მაინც ცოტა ხო ლაგდება.

Posted by: takoo1 20 Dec 2022, 02:24
სერაფიტი
ვაა წესით უნდა ეშველა ამდენი ხანი თუ ასხავდი,
არ იტირებს თითი არაფერია ვენა ხო არაა მაგაზე არ ინერვიულო:*
6 კვირიდან დაგვეწყო ჩვენ ზუსტად ეგ ტირილებიsmile.gif
აი ეგრე ერთი და იგივე დროს ტიროდა სავარაუდოდ კოლიკები თუ ჯანდაბაა რავი კოლიკია თუ გაზებია კი გაგვაწამა,მგონი 6 კვირა არის პიკი თუ სწორად მახსოვს. ერთი თვე ეგრე ტიროდა გაბრიელი ყოველ დღე,2 თვის რო გახდა და მესამე თვე დავიწყეთ აი მაშინ ნელ ნელა გაუარა.25ში ხდება 3ის და თითქმის აღარ აწუხებს ხანდახან თუ მოუვლის არც ვიცი მაგიტო წუწუნებს თუ არა,
ასმევ გაზებისას რამეს?

Posted by: სერაფიტი 20 Dec 2022, 09:02
gogatakoo

ჰო შეიძლება კოლიკაა, ჯანდაბა მაგას მართლა რა
ბეიბიქალმს ვასმევდი, მაგრამ დიდი არაფერი შეღავათი ჰქონდა. ექიმმაც, ტყუილად ნუ გაჭყიოავო, ყველაზე მეტად თბილი პილიონკები შველის, ან წყალში ჩასმა. ხშირად ვავარჯიშებ ასევე. გაზები პირვლ თვეს მეტი ჰქონდა, რასაც ვატყობ.

ახლა კამის წვეთები მაქვს გამოწერილი და საბავშვო გრელკა, რომელიც მუცელზე უნდა მოვახვიო. თბილზე ძალიან წყნარდება. 1 კვირაში ჩამოვა და ძალიან ველოდები.


Posted by: Anabeli111 20 Dec 2022, 17:17
სერაფიტი
შენც რომ დალიო ნახშირი? ლობიოს როცა ვჭამ მაგალითად ან გაზიანს ვსვამ, ნახშირს ვაყოლებ და მეც მშველის და თაიასაც ♡

Posted by: takoo1 20 Dec 2022, 18:14
სერაფიტი
იცი რაა გააჩნია საკვებისგან უგროვდება თუ ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავია.
მგონი ბიოგაია მითხრეს კარგი უნდა იყოს აბა სცადე ეგ,მაინც პედიატრს დაეკითხე მარა პრობლემა მგონი არ უნდა იყოს.
მე ბობოტიკს ვასხამდი და შველოდა ხანდახან პუწებს შვებოდა,უფრო ხშირად გვშველოდა ხოლმე


Posted by: სერაფიტი 20 Dec 2022, 18:49
Anabeli111

ლობიო თვითონ არაფერი, მარა აი შეზავებულმა ლობიომ დაუგროვა და მერე წავიკითხე, ქონდარმა იცისო. შეუზავებელს კი ვჭამ ხოლმე, კახური ზეთით მიყვარს.
ჩემი გაზები ბაიას გაზებთან არაა კავშირში, როგორც მითხრა პედიატრმა. უბრალოდ ჩამოუყალიბებელიაო და ვაცადოთო. ვეხმარები მაქსიმალურად და რავი. გუშინდელი აფრენა დღეს დაივიწყა და ძაან კარქი გოგოა. თავის ლოგინში ჩაწვა დღის ძილებიც დღეს. მარა თავზე ვადგავარ თითქმის სულ და გაზები რო უტევს, ვაფენ ცხელ პილიონკას და ყუჩდება ეგრევე, თან გაყრის ხოლმე პუწებსsmile.gif)

gogatakoo

პედიატრმა საკვებიდან მხოლოდ რძის პროდუქტის შეზღუდვა მითხრა და შევზღუდე, ვჭამდი კარგად არადაsmile.gif)) ბიოგაიაზეც ვკითხე და მაგას უფრო ხელოვნურის ბავშვებს ვუნიშნავთო, მეგობარი ბაქტერიების ჩამოყალიბებაში ეხმარებაო ასე თუ ისე. ბუნებრივის შემთხვევაში დედის რძეშივეა ის, რაც ფლორას აყალიბებსო.

აი ამას ჰქონდა სასწაული გამოხმაურებები ამაზონზე და ძილის წინ ზოგჯერ ვაძლევ. მარა ხო გეუბნები, სითბოს დადება და ვარჯიში რო შველის, ეგრე არაფერი. საკვების ბრალი ნაკლებად მგონია, მაინც სულ ვაკვირდები, თუ ახალს ვსინჯავ რამეს. ცოტაც რაა, და გადავაგორებთ ამ პერიოდს. ისე მიხარია თავის საწოლს რომ ვაჩვევ... ერთი ეს რძიანაც მოვიშოროთ დაsmile.gif)) მოვიდა ანალიზის პასუხი, ნორმაშია ლეიკოციტები. ველოდები ექიმის პასუხს.


აი ეს გაზების წამალი. და ამავე ბრენდის კამის წვეთებს ველოდები. რაღაცას უშეღავათებს იმედია. მერე დავდებ იმ სათბურას ლინკსაც, დოქტორი ბრაუნის, იქნებ გამოადგეს ვინმეს.


user posted image
* * *
ესეც სათბურა

https://www.amazon.com/gp/aw/d/B07TZSPG9K?psc=1&ref=ppx_pop_mob_b_asin_title

Posted by: Anabeli111 20 Dec 2022, 18:57
სერაფიტი
როგორ აჩვევ საწოლს? რამე ტაქტიკა გაქვს? გამიზიარე ^_^

Posted by: anibani18 20 Dec 2022, 20:28
gogatakoo
ეჭვიქნობა რა არის საიდან უნდა ესმოდეს, მაგრამ ხომ უნდა ასწავლო. რა ვიცი აბა, ფსიოლოგები ასე გვირჩევენ, უნდა აგრძნობინო რომ გესმის რას გრძნობს და რა უნდა.
სერაფიტი
მეც მქონდა გამოწერილი ქამარი, მაგრამ არ გამომიყენებია, რადგან არ დაგვჭირხა. ჩემს მეგობარს მივეცი და ძალიან ადგება და ამშვდიებს პატარას.

გოგონებო, მე ასე შევაჩვიე საწოლს, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ. ვაწვენდი საწოლში და ვცდილობდი იქვე დამემშვიდებინა და დამეძინა. ვთავაზობდი წამდაუწუმ მატყუარას, ტაკოზე ვუთათუნებდი, გულზე. თუ ძალიან ატირდებოდა, ამყავდა ხელში, დავამშვიდებდი და ისევ ჩავაწვენდი. ასე მიეჩვია საწოლს ორივე. უფროსს ღამე ჭამის შემდეგ ტაკოზე ვუთათუნებდი, უმცროსს თათუნის გარეშე ეძინება ჯერ-ჯერობით.

Posted by: takoo1 20 Dec 2022, 23:52
სერაფიტი
ხო საკვების ბრალი ნაკლებად არის ხოლმე.
გააჩნია მიხვდები მაგას ყოველდღე თუ ტირის თითქმის ესეიგი არაფერ შუაშია ძუძუ.
გაბრიელი რამდენი ხანია აღარ ჭამს ძუძუს მარა აწუხებდა.ლუკიანე ჭამდა და იშვიათად.
ეგ მეც ვნახე ამაზონზე მარა შემადგენლობა ხო სიმეთიკონია და მაგიტო არ გამოვწერე.
ბობოტიკი და ესპუმიზანიც სიმეტიკონია.
მგონი 90% გაზების წამალი ეგაა პროსტა სხვადასხვა დასახელება აქვს და რაოდენობებშია სხვაობა.
ბობოტიკი მეტს შეიცავდა ვიდრე ესპუმიზანი და მაგიტო ვიყიდე ეგ..

აუ გოგოებო ეს რა საშინელი ვირუსია,ვინმეს გქონდათ? ყელი მტკივა უფრო სწორად ჯირკვლები მაქ გასიებული ნერწყვს ვერ ვყლაპავ სიცხე დაბალი,ჩემ ქმარს აქვს 38.
პირბადით დავდივარ და მძინავს ორი დღეა..
ბავშვებს არ გადაედოთ გული მისკდება,
ბავშვებში როგორ მიდის ხო არ იცით რთულად?;(

Posted by: სერაფიტი 21 Dec 2022, 00:05
Anabeli111

ჯერ ისე ჩაბაწვინე რამდენჯერმე, ფხიზელი, ჩავურთე თავისი მობაილი. მერე ძაან მძინარე, აი გათიშული რო იყი, ისე ჩავაწვინე, რათა გაღვიძებისას ენახა, ლოგინში რომ იწვა. ძირითადად, ახლაც ჯერ ხელში ვაძინებ და კარგად როა მითენთილი, მერე ვაწვენ, აი ცოტაღა რო უკლია ძილს. თან ან ვუმღერი, ან თეთრ ხმაურა ვურთავ. სიმღერა რა,ლა-ლა-ლა რაღაცა მელოდიას ასე ვღიღინებ რა. მუხელზე მიდევს ხელი და ვარწევ ნელა საწოლს. აუცილებლად ვაფენ მუცელზე ცხელ პილიონკას და ეგეც ამშვიდებს. მალმალე ვაკითხავ, რო არ შეფხიზლდეს და შევუბრუნო თუ რამეა. თავიდან აწვენა გაზები, მერე უფრო მშვიდად სძინავს. გაზებზეც ხშირად მძინარე გადის.
მოკლედ, აი რაღაცები შევურე,რასაც ვკითხულობდი და იდეალურად არა, მარა რაცხა გამოდის smile.gif))


,gogatakoo

იდეაში კამის წყალს ვიწერდი ამათსას და შემეშალა, სიმეთიკონი ჩამოვიდა. კი, ესპუმიზანიც ეგაა. ამერიკული ესპუმიზანია რა. აქტიური მოქმედი ნივთიერება სიმეთიკონია მასეთ წამლებში.
ისე, ხო არ იცი, სიმეთიკონს რატო არ ნიშნავენ ექიმები? აზრი არ აქვს და იმიტო თუ რამე მავნეა? რაც დავგუგლე, არააო მავნე. მაინც 1 ან 2ჯერ ვასმევ, ისიც საღამოს და ისიც ყოველთვის არა. კამის წვეთებს უფრო თამამად მივცემ.
აი, დღეს საღამოს ძალიან ბევრი პუწი ქნა და მივეცი ეს, მარა ისევ შვრებაsmile.gif)) კაროჩე დებილობაა რა მაინც მგონი.

აუ, ამ ვირუსებზე კაი არაფერი მსმენია და ძაან იფრთხილე, რა. ნუ, არ ვიცი, ზუსტას რა გაქვთ თქვენ, მაგრამ ზოგიერთი ამ სეზონის ვირუსი რთულად მიდისო პატარებში. შეიძლება სულაც სხვა ვირუსი გაქვთ, იმდენი ცირკულირებს ახლა...

Posted by: Anabeli111 21 Dec 2022, 06:34
anibani18
მადლობა, ან ♡ შენი გოგოები როგორ არიან? ^_^ ♡♡

სერაფიტი
დღისით, როცა ფხიზლადაა თავისი საწოლი ძალიან მოსწონს. მობაილიც მომიტანეს, როგორც იქნა, ეგეც მოსწონს.. დღეს შევაპარებ, აბა ♡ პირველი ღამე იყო 2 კვირის მერე, როცა 12ზე დაიძინა და არ გაგვათენებინა (ფუი, ფუი). უბრალოდ გვერდზე რომ მიწევს, ამოყვანის გარეშე ვაბრუნებინებ ძილს ძუძუთი და ეს არ მეთმობა ;(

gogatakoo
მაღალი სიცხით მიმდინარეობს, თაკო sad.gif ვის ბაისაც ჰქონდა ირგვლივ, მაღალი სიცხეებით ჰქონდა.. ეცადე გამოძვრეთ ♡ მეც მეშინია ძალიან..
* * *
კიდევ ერთი კითხვა მაქვს. თავის სიმრგვალეს როგორ უნარჩუნებთ? სულ ერთ მხარეს უნდა, რომ ედოს.. და ღამე სულ მარცხნივ ატრიალებს ;( ისეთი კოკროჭინა თავი ჰქონდა და ახლა ერთ მხარეს ცოტა გამოწეული აქვს. როგორ გამოვუსწორო?

Posted by: Katerina_N 21 Dec 2022, 09:51
gogatakoo
მე და თაიას გვქონდა.. თაიას 38_39 სიცხით , ყელის ტკივილით და ხველით მე ყველაფერი მჭირდა თუმცა მაღალი სიცხე არ მქონია მაგრამ გეფიცებით კოვიდი უფრო მარტივი იყო.. უღონოდ და აი ვკვდებოდი ნეგონა.. +ამას ვირუსულ ფონზე ჭინჭრის ციება დამემართა 2 დღე
* * *
ისე ძალიან მაღალი სიცხეებითაა ჩემს ირგვლივ ყველას 40მდე ასდიოდა.. ჩვენთან თაიამ უფრო ყოჩაღად გადაიტანა ვიდრე მე

Posted by: hexe 21 Dec 2022, 11:51
ზამთრის ბაიების დედიკოებო,

როგორ სძინავს/ეძინათ თქვენს ჩვილებს ზამთარში, რა ტემპერატურაზე როგორ აცმევდით, რამეს თუ ახურავდით?
ცენტრალური გათბობა მაქვს, თბილა სახლში მაგრამ სითბოზე მეტად უსაფრთხოებაზდე ვნერვიულობ >))

ასევე, ტყუპების დედიკოები თუ არიან აქ, ერთად იწვნენ ბავშვები თუ ცალ-ცალკე. ყველგან ის წერია რომ ერთად წოლა უკეთესია, რადგან უფრო მშვიდად და თბილად გრძნობენ თავს, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა? smile.gif

Posted by: Tua 21 Dec 2022, 12:03
სერაფიტი
სიმეთიკონს როგორ არნიშნავენ უბრალოდ რამოდენიმე ხნის მერე "ტრუხდება" და დიმეთიკონზე გადაგყავს, ბუნებრივის ბავშვებსაც უნიშნავენ ბიოგაიას ჩვეულებრივად ოღონდ მონაცვლეობით რეუკოლთან . ჩვენ ბობოტიკი გვშველოდა ესპუმიზანზე მეტად გაზებზე , ბიოგაიამაც ძალიან გვიშველა.
* * *
hexe
არვაფარებდი არაფერს და არც იჩერებდა რამეს, გრძელმკლავიანი ბოდე და შარვალუ გვეცვა, ან ფეხიანი მთლიანი და შიგნიდან მოკლემკლავიანი ბოდე. ტყუპებს ერთ საწოლში აწვენენ , ოღონდ განზე როგორც ვიცი

Posted by: fermina 21 Dec 2022, 17:01
Anabeli111
QUOTE
კიდევ ერთი კითხვა მაქვს. თავის სიმრგვალეს როგორ უნარჩუნებთ? სულ ერთ მხარეს უნდა, რომ ედოს.. და ღამე სულ მარცხნივ ატრიალებს ;( ისეთი კოკროჭინა თავი ჰქონდა და ახლა ერთ მხარეს ცოტა გამოწეული აქვს. როგორ გამოვუსწორო?


ეს მეც მაინტერესებს, ჩვენ ბაიასაც შეეცვალა თავის ფორმა, არადა იდეალური ჰქონდა. ამას უბრალოდ ზურგზე ძილი უყვარს გადაშხლართულს, ვერ იტანს მუცელზე და გვერდზე წოლას.

Posted by: takoo1 21 Dec 2022, 17:52
სერაფიტი
Anabeli111
Katerina_N
ლუკიანეს ქონდა 2 კვირის წინ მაღალი სიცხით მარა ეს მგონი სხვა ვირუსია.მე არ მაქ სიცხე ნერწყვს ვერ ვყლაპავ არაფერი არ მშველის სამი დღეა ესე ვარ,დღეს არამიშავს უკეთ ვარ.
სახლიდან არ გავდივარ და რავიცი ალბათ მომიტანეს,უთხარით ოჯახის წევრებს რო წამითაც არ მოიხსნან პირბადე.
საშინელებაა მთელი თბილისი წევს მგონი.
fermina
მუცელზე მგონი წლამდე არ შეიძლება დაძინება.
ჩემებიც ორივე ზურგზე წვანან სულ ოდნავ გვერდულად ეცადე დააწვინო,რო ჩაიძინებს ოდნავ გვერდულად რო ქონდეს თავი,უცვალე ესე ხან ერთ მხარეს დააწვინე ხოლმე ხან მეორე მხარეს.
Anabeli111
შეეცვალა ფორმა ანა? გაბრიელს სულ ზურგზე ძინავს და ჯერჯერობით ვერაფერს ვატყობ ისევ ისეთი მრგვალი აქვს,გენეტიკაცაა ორივეს ერთნაირი აქვთ ჩემებს ოდნავ წაგრძელებული მრგვალი თავები აქვთ მამამისს გვანან)))
ეცადე გვერდულად დააწვინო შეუცვალე ხოლმე ხან აქეთ გვერდზე დააწვინე ხან იქეთ

Posted by: Anabeli111 21 Dec 2022, 17:53
fermina
მუცელზე გეწვინოთო ფბ ჯგუფში წავიკითხე. ვცდილობ ყოველ დღე დავაწვინო, მაგრამ დასაკლავი გოჭივით ჭყვიტინებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მერე ტირილით მეჩხუბება biggrin.gif ძალიან საყვარელი კია მაგ დროს, მაგრამ მეცოდება.. ♡♡ როგორ მივაჩვიო მუცელზე წოლას, ვერ გავიგე.. ხან მუთაქას ამოვუდებ ხოლმე, რო უფრო აწიოს თავი.. ხან სათამაშოებს ვუდებ, გუშინ მითხრეს, სარკე დაუდეო, ეგეც ვცადე, ვმღერი, ისა ესა მაგრამ არაფერი შველის..

სერაფიტი
გამთბარი პილიონკა დავაფარე დღეს ზემოდან და ორჯერ ეძინა საწოლში 30 წუთით. დიდი მიღწევაა ♡
* * *
gogatakoo
კი, თაკო ;( მარჯვენა მხარეს აქვს წვეტივით და უკან ბრტყელი... იმიტომ რომ ზურგით წევს და პერიოდულად მარცხნივ დებს თავს.. მამამისსაც კი ბრტყელი აქვს უკან ისე და შეიძლება მაგიტომაც.. თავიდან არ ჰქონდა ასე :/ ჩემი ქმარი მამავიდებს,თმა რომ გაეზრდება, სულ არ გამოუჩნდებაო :დ მაგრამ მაინც მღრღნის რაღაც შიგნიდან.

ახლა მარჯვნენა მხარეს დავადებინე თავი და უკან მუთაქა ამოვუდე, რომ არ გადატრიალდეს, თან დავჩერებივარ, ზურგზე რომ არ წევს, მეშინია.

შეიძლება მართლა სხვა ვირუსი გაქვს. ტანტუმ ვერდე შეისხურე ხოლმე და მცენარეული საწუწნი ჩაწუწნე ♡

Posted by: Tua 21 Dec 2022, 17:57
Anabeli111
ან 5 წუთით დაიწყე და გაზარდე დროები მუცელზე წოლის, ეტყობა დაბადებიდან არაწვენდი და მერე რთულია ძალიან შეჩვევა, 2 წუთი იჭყვიტინოს არაუშავს , დღეში რამოდენიმეჯერ გაიმეორე დაიეჩვევა 3-4 დღეში, თავის საწოლსი ძილზეც იგივე ზუსტად უნდა გაიჭირვო 3-4 დღე და მიეჩვევა .

Posted by: Anabeli111 21 Dec 2022, 18:17
Tua
ვაწვენსი, თეო :/ ყოველ დღე და თავიდან უფრო ჩერდებოდა. მერე და მერე ამოიდგა ენა :დ აღარ მოსწონდა.. sad.gif

აი დღეიდან მყარად დავდექი,.უნდა მივაჩვიო-მეთქი და ვნახოთ, რა გამოვა :დ გეგონება დრო აქვს დანიშნულიო, ზუსტად 30 წუთში იღვიძებს საწოლში ჩაწვენიდან :დდ

Posted by: fermina 21 Dec 2022, 20:14
gogatakoo
QUOTE
fermina
მუცელზე მგონი წლამდე არ შეიძლება დაძინება.
ჩემებიც ორივე ზურგზე წვანან სულ ოდნავ გვერდულად ეცადე დააწვინო,რო ჩაიძინებს ოდნავ გვერდულად რო ქონდეს თავი,უცვალე ესე ხან ერთ მხარეს დააწვინე ხოლმე ხან მეორე მხარეს.


Anabeli111
QUOTE
fermina
მუცელზე გეწვინოთო ფბ ჯგუფში წავიკითხე. ვცდილობ ყოველ დღე დავაწვინო,


ახალშობილი როგორც ვიცი აუცილებლად ზურგზე უნდა იწვეს, მანამ სანამ დამოუკიდებლად არ შეძლებს გადატრიალებას და მოძრაობას, ეს კაი 7-8 თვემდე ესე იგი.
ეგ შეიძლება, რომ ზურგზე იწვეს, მაგრამ თავი გვერდულად ედოს. ამას გენეტიკურად ორივე მხარეს ლამაზი წაგრძელებული თავები აქვს გენებში და ახლა აშკარად აღარ მომწონს ამის თავის ფორმა. ვეცდები გავაკონტროლო აბა, რომ ხან ერთ მხარეს ჰქონდეს თავი, ხან მეორეს.

Posted by: სერაფიტი 21 Dec 2022, 20:22
Anabeli111

ჰო, თბილი შველია. ვადგავარვთავზე უთოთი, სანამ ჩამოვა ის ქამარი. ვუთბობ და ვადებ პილიონკას. რეალურად მუცელი უფრო აწუხებთ, როცა წვანან ზურგზე და ეგ აფხიზლებთ. ესეც ეგრეა, ჩაწვენიდან 20-30 წთ კარგად სძინავს. მერწ იქნევა ფეხებს. ადრე მეგონა ამოყვანა უნდოდა. თურმე მუცელია. მაგ დროს ვადებ პილიონკას და ზელს ზემოდან, ცოტა სიმძიმესავით რა, უამდება. ვარწევ თან, თან სოსკა და იბრუნებს ეგრევე. კია წვალება, რომ მთელი დრო მასთან უნდა იყოს ვიღაცა ძილისას, მაგრამ მიეჩვევა ნელნეკა ალბათ, გაზრდის ძილის დროს, გაზებიც გადავლის.

მუცელზე ამასაც არ უყვარს, პირველი დღისან ვაწვენდი დღეში რამდენიმე წთ. ახლა ვნახე გამოსავალი, რომ ზოგჯერ ჩემს მუზლებზე გადავიწვენ ხოლმე მუცლით ან ხელებზე და წინ ვინმე ეთამაშება, რომ ასწიოს კისერი, მიიხედოს, მოიხედოს. სუ არაფერს, ჯობია.

თავის სიმრგვალეს რაც ეხება, ჩემი ბაია თავიდან სულ მარცხნივ დებდა, ახლა მიეჩვია და აგორავებს აქეთიქით. ძილის დროს კი წევს ზურგზე, მარა ხამ მარჯვნივ უდევს, ხან მარცხნივ. სწორად არ აჩერებს თავს. ექიმმა მითხრა, რომ რადგან სულ ერთ მხარეს უდევსო(მაშინ მასე ედო, როცა მყავდა), ძილში შეუტრიალეო. და ასევე სიფხილისას ეცადე, რომ ატრიალოს თავი ხმებზე, მერე ძილშიც კარგად დაიწყებს ტრიალს წესით.
გენეტიკაზეც არის, კი, გამიგია.
ექიმს დაეკითხე კიდევ თავზე. შეამოწმებინე შემდეგ ვიზიტზე, თუ გეეჭვება.


Tua

სიმეთიკონს რაც ეხება, გასაგებია. დიმეთიკონი აღარ ვიცოდი, თუ არსებობდა ეგეთი.
ის რამდენად მართალია, რომ წამლის გარეშე თუ უმკლავდება ბავშბი გაზებს, მერწ როცა ჩამოუყალიბდება კუჭ-ნაწლავი, გაუადვილდება უფრო გამკლავებაო. ანუ 3 თვის მერე. და ვინც წამლით მიეჩვევა - მერე გაუჭირდებაო. არასანდო წყაროში წავიკითხე.


Posted by: Tua 21 Dec 2022, 21:11
Anabeli111
3-4 დღე ჭირს და მერე ძლიან ადვილად ეჩვევიან, რაც შეეხება 30-40 წუთიან გაღვიძებებს ეგ ნორმაა ალექსანდრეც ეგრე იყო და მერე ცოტა დიდობაში გადავაწყვე ასე ვთქვათ, 3-4 დღე ვიჭირვებდი და მერე ვიყავი მშვიდად.

სერაფიტი
რავი არანაირი პრობლემა არ აქვს ჩემშვილს 5-6 ნაირი წამალი მაქვს 3 თვემდე მიცემული ნაცადი , ხან ერთი შველოდა ხან მეორე ხან მესამე. მყარ კვებაზე გადასვლისასაც კარგად იყო და დღემდეც კარგად აქვს ეგ ამბები 3 წლისაა smile.gif

Posted by: anibani18 21 Dec 2022, 21:40
Anabeli111
კარგად არიან, ანი, მადლობა. ცოტა ვირუსებში ვართ. პატარა ჯერ ყოჩაღადაა და იმედია გადაურჩება. შენი გოგონა როგორ არის?
ახლა რამხელაა ზუსტად? სადღაც 3 თვემდე მოჯლე ძილი იციან, მერე გზრდის. ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, როცა საწოლში ძილს შეაჩვევ, რომ გაიღვიძებს (რა თქმა უნდა, თუ დარწმუნებული ხარ რომ კარგადაა) მაშინვე არ შეხვიდე ოთახში, ცოტა ხანი აცადე, შეიძლება უბრალოდ ძილის შებრუნებას შეეცდება თავისით. საწოლს მე ასე შევაჩვიე, ცოტა წუწუნი კი იქნება, მაგრამ შენ იქვე იქნები და დაამშვიდებ, მოეფერები. მერე როხა ასე დაძინებას შეეჩვევა, ნელ-ნელა გულსა სა ტაკოზე მოფერებაც შეამცირე (თუ სურვილი გაქვს, რა თქმა უნდა). მე ასე შემრჩა მხოლოდ მატყუარა. არც მატყუარით დაძინება ნიშნავს დამოუკიდებელ ძილს, უნდა მიაწოდო ეს მატყუარა სანამ პატარაა, მაგრამ ჩემთვის უკეთესია ვიდრე ხელში რწევა. ჩენი უფროსი ისეთი ტუტუცი იყო, წელზე მეტის იყო, იღვიძებდა გამოწვდილი ხელით, მომაწოდე მატყუარაოsmile.gif)) გადავაჩვიე უკვე დიდი ხანია, შეჭამა სულ მატყუარები და აღარ იყო უსაფრთხო.
თავის ფორმას რაც შეეხება, მუველზე უნდა დააწვინო სიფხიზლის დროს, ძილის დროა კი ეცადე სხვადას ვა მხარეს დაადებინო ხოლმე თავი. მე კიდევ ეეთი ბალიში მაქვს, გაჩვენებ თუ გინდა, როცა ფხიზლად იყვნენ და ზურგზე იწვნენ, ამ ბალიშზე ედოთ თავი. პატარას არ გაუფუჭდა ფორმა თავიდანვე, სიფხიზლის დროს სულ მუცელზეა, უფროსს კი გაბრტყელებული ჰქონდა ცალი მხარე, გამოუსწორდა მერე, ახლა არც ეტყობა არაფერი.

Posted by: Anabeli111 21 Dec 2022, 22:08
fermina
არა, ძილისას არც ვაწვენ მუცელზე. სიფხიზლის პერიოდი ვიგულისხმე ^_^

სერაფიტი
2 თვეზე რომ მყავდა, არ გაუმახვილებია ყურადღება და ახლა 3 თვეზე ვეტყვი კიდევ.

Tua
ხელში კი სძინავს გადაბმულად, ან რომ ვუწევართ გვერდით.. ეს ცალკე ძილია პრობლემა ;(

anibani18
2 თვის და 17 დღისაა, ან. ხასიათების მიხედვითაა, რა.. მაგალითად, გუშინ 11ზე დაიძინა და მორჩა, აღარ გაუღვიძია დილამდე..მხოლოდ ძუძუს გამო წაიწრუწუნა ცოტა და 5 წუთში მშვიდდებოდა. ხელში როცაა სძინავს 2 საათი გადაბმულად. დღეს არ ვიცი, რა დაემართა. 6ზე დავაძინე და ჩავაწვინე თავის საწოლში, 30 წუთში გაიღვიძა, ავიყვანე და მყავდა ხელში 8მდე.. მერე მეუღლე მოვიდა და მას მივაბარე, ხოდა მიიწვინა და სძინავთ ახლა ერთად :დ ამაღამ ვათენებ, როგორც ჩანს.

თავს რაც შეეხება სულ მარცხნივ უნდა რომ ედოს.. მარცხნივ მიატრიალოს. ლოყაზე უყვარს ხოლმე ლოყის მოდება და ვაიდა მარჯვენა მხარეს მივატრიალებინე თავი, ზამბარასავით მკრავს ხოლმე ლოყას :დ ვცდილობ, შევაცვლევინო ხოლმე, მაგრამ მიჩვეულია.. კისერმრუდობა ხო არაა ეს? ზუსტად არც ვიცი რა არის ეგ კისერმრუდობა, მაგრამ სადღაცას წავიკითხე.

Posted by: takoo1 21 Dec 2022, 23:53
Anabeli111
ძაან ბრტყელი თუარააქვს არ შეეტყობა მაგაზე არ იდარდო,თმა და ისედაც რო გაიზრდება ნელ ნელა შეიძლება საბოლოოდ სხვა ფორმა ჩამოყალიბდეს
შენ მაინც ეცადე გვერდულად დააწვინო ხოლმე
ანუ იცი რას ვგულისხმობ? მთლიანი ტანით კიარა ოდნავ,უბრალოდ თავი შეუბრუნე რო კეფა არ ედოს

მუცელზე არც ლუკიანე წვებოდა არ უყვარდა როცა ფხიზლად იყო მარა ძილით დღე ვაწვენდი და ეძინა თუ იქ ვიყავი,მარტო არ ვტოვებდი მეშინოდა ოღონდ.

აუ საშინელი ვირუსია არაფერმა არ მიშველა ჯირკვლები ისე მაქ გასიებული და მტკივა ნერწყვს ვერ ვყლაპავ 4 დღეა..ანტიბიოტიკი დავიწყე


* * *
სერაფიტი
აი ძილის წამლებზე გამიგია რო როცა ასმევენ მერე ვეღარ იძინებენ ადვილად უჭირთო მარა გაზების წამალზე პირველად გავიგე.
არვიცი თავს ვერ დავდებ მარა ჩვენს შემთხვევაში არ ქონია გავლენა.მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავი აქვს პირველს და მეორეს არვიცი რა ექნება ვნახოთ აბა..არ მგონია რო მოქმედებდეს ეგ ხო ადგილობრივად უბრალოდ გაზებზე მოქმედებს და რავიცი აბა..ალბათ პრეპარატსსაც გააჩნია
* * *
Anabeli111
აუ 11ზე რო დაიძინოს და დილამდე ეძინოს სიხარულისგან შეიძლება ფანჯრიდან გადავხტე biggrin.gif
მაღვიძარა აქ დაყენებული ამ ბავშვს მემგონი
მუცლის მონაა 1-2ზე ჭამს და მერე 6-7ზე
ძილი მინდაააა biggrin.gif აი ძაან ესე არ ვყოფილვარ გადამწვარი ვარ საშინელიიი
მარა არ ვწუწუნებ უფროსის პანიკები რო არ მაღვიძებს ღამე სამოთხეა smile.gif

აუ აი ეგ ძილის თემები მაქ დასალაგებელი გაბრიელთან,დღე კალიასკაში ძინავს და თუ ტირის არწევს დედაჩემი და არ მომწონს ეგ ამბავი..
თავი და ნერვებიც არ მაქ ჯერ რო ლოგინს მივაჩვიო (დღე)
ღამე რო იქაა დიდი პლიუსია ჩემთვის მარა რათ გინდა ლუკიანე მყავს ლოგინში biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 22 Dec 2022, 03:01
Anabeli111

კისერმრუდობაა შეიძლება. 1 თვის თავზე რომ მყავდა და ვუთხარი, რომ. ასე და ასეა, მარცხენა მხარეს დებს სულ თავსთქო, კისერმრუდობაა ეგო, მუცელში მასე ჰქონდა თავი ალბათ და მაგიტომო. და მოინაცვლე ხოლმეო, ნუ რაც დავწერე ზემოთ... არაა საშიში.
იქითა კვირაში მიმყავს მენჯ-ბარძაყზე. 2,5 თვემდე გადაუღეო. ყველაზე კარგად 6-7 კვირის ასაკზე ჩანსო.

gogatakoo

ძილის თემები ყველას სისუსტე ყოფილაsmile.gif) დიდისაც, პატარასიცsmile.gif))
ანაბელის ნათქვამი, დილამდე ეძინაო, მეც მომხვდა გულზე და შემშურდა. რაის დილამდე, წუხელ საერთოდ საათნახევარში ერთხელ ჭამდა. იშვიათად 3-3.5 შუალედს რო აკეთებს ღამე, ვცქმუტავ უკვე, როდის გაიღვიძებს და არ მერგება არც მე ძილი. ჩემი სმარტ საათი მითვლის ძილს და საწყლად მაქვს ხოლმე 5 სთ და ისიც სულ ზედაპირული. Deep sleep ხან სულ არ მაქვს. ეჰ, როდის დაბრუნდება...

და კიდე, მუცელზე ძილი მენატრება. მეორე ტრიმესტრის მერე არ ვწოლილვარ. ახლა ძუძუები მტკივა და ვერ. თან მეშინია არ ჩამიმაგრდეს მასე წოლით. ჯერ დაურეგულირებელია რძე.

Posted by: Katerina_N 22 Dec 2022, 11:03
Anabeli111
ახლა ხო გესმის რას ვიძახდი.. ისეთი ხმით გაჰკივის დღემდე გეგონა აწამებენო.. თუ დაგამშვიდებს 3 წუთი ჩერდება უკვე ჩვენი რეკორდია აქამდე 1 წუთს არ ჩერდებოდა.. ეხლა და ეხლა დაინტერესდა წინ რო სათამაშო უდევს იმით .. ამ დრომდე არაფერი უნდოდა გადაბრუნების და აყვანის გარდა

Posted by: anibani18 22 Dec 2022, 15:00
Anabeli111
ღმერთო, რა მალე გადის დრო, მე ისევ დღეების მეგონა.
ჩემები, მაგალითად, ორივე ადრე იძინებს ბუნებრივად. 9 საათამდეც ვერ ქაჩავენ. პატარა ახლა ლამის 7 საათხე იძინებს ღამის ძილზე.
იცი როგპრ არის, ყველა ასაკზე ბავშვს რაღაც გარკვეული მონაკვეთი შეუძლია ფხიზლობა ძილებს შორის. ამ დროს ჯობია არ გადააცილო, თორე მერე უჭირთ დაძინება. კიდევ დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის საათები უნდა იძინონ რომ ღამე არ გაათენოს არც მშობელმა და არც ბავშვმა. ზოგი ძილი შეიძლება ბუნებრივად 30 წუთი გრძელდებოდეს, სხვა 2 საათი. მე პირადად არ ვუბრუნებ ძილს და არც ვუბრუნებდი აქამდე. გაიღვიძა, გაიღვიძა. ვუცდი გარკვეული დრო და მერე ვაწვენ.
ძალიქნ აბდა-უბდად დავწერე მგონი.
კიაერმრუდობის არ შეგეშინდეს. როცა მოძლიერდება, გაუვლის თავისით. ეცადე საწოლის ხან ერთ მხარეს დააწვინო, ხან მეორე მხარეს. ბუნებრივად კარებისკენ ატრიალებენ ხოლმე თავს.

Posted by: სერაფიტი 22 Dec 2022, 19:23
Anabeli111

იუთუბზე ნახე newborn sleep. რამდენიმე კარგი ვიდეოა, ნეტა ადრე მენახა. მარა მარა იმდენ რამეს ვეძებდი ინტერნეტში, ვეღარ მივედი ძილამდე და ისედაც გადამწვარი ვარ ინფორმაციით. პირველი შვილის სინდრომი მაქვსsmile.gif))

ხოდა მაგ ვიდეოებში სლეციალისტები გავრცელებულ შეცდომებზე ლაპარაკიბენ ძილის ამბავში. ასევე რჩევებია კარგი. აი, ანიბანიმ რაც დაწერა, ყველაფერს დღეს ვუსმინეsmile.gif))

მაგალითად, ამას


https://m.youtube.com/watch?v=ZMCk35lloBM&feature=share

Posted by: nino84 22 Dec 2022, 21:27
აქაც ვცდი ბედს smile.gif გოგოებო ვეძებ ძიძას 6 თვის ბიჭუნასთვის, დედას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ამიტომ მეჩქარება. თუ გაუწევდით ვინმეს რეკომენდაციას, მომწერეთ

Posted by: Anabeli111 24 Dec 2022, 10:41
gogatakoo
სერაფიტი
აჰა, რომ მგონია, ვსო დავლაგდით-მეთქი, მაშინ აურევს ხოლმე :დ 3 ღამეა 3ზე ადრე არ იძინენს... თან არაფერი აწუხებს, უბრალოდ თამაში უნდა :დ

Katerina_N
ვაი, როომ მესმის :დ მეზობლების მრცხვენია ხოლმე. ალბათ, ჰგონიათ ვაწამებ ბავშვს :დდ

anibani18
სერაფიტი
მადლობა, გოგოებო ♡ დღის ძილები ვცდილობ, რომ ლოგინში ჩავაწვინო. ძალიან ცოტა ხანს კი სძინავს.. ხან მარტო 10 წუთი, მაგრამ არ ვნებდები..

Posted by: takoo1 24 Dec 2022, 11:16
გოგოებო ნუტრიბენს ვინმე აჭმევთ ხო არ იცი როგორია???

Posted by: ივლისი 24 Dec 2022, 13:41
gogatakoo
მე მივეცი სადღაც 1 თვის იყო ნუტრიბენი. შეკრა ძალიან . ფრისო ვომ კომფორტით და დუფალაკით ვუშველე და ისევ სიმილაკზე გადავიყვანე . მეოთხე თვეში ახლა რძე ყველანაირი და ბოთლი სულ შეიძულა. ფაფა და ბოსტნეულის გასინჯვები დავუწყე იძულებით. ნუტრიბენეს ურძეო ფაფები კი ჭამა მაგრამ ცუდად იხსნება. კურკუტდება. ამის საკითხავად შემოვედი, არასწორად ვაკეთებ თუ ზოგადად ასე ცუდად იხსნება ფაფები?

Posted by: Tua 24 Dec 2022, 14:05
gogatakoo
მე ვაჭმევდი თაკო პრო სერიას ოღონდ და კმაყოფილი ვიყავი.

Posted by: takoo1 25 Dec 2022, 16:23
ივლისი
ხოო ფაფებზე ჩვენც ეგეთი გამოცდილება გვაქვს,არ მომწონდა საშინლად.
რძე მაინტერესებდა ნუტრიბენ ინოვა მითხრა პედიატრმა და კი გავარკვიე უკვე ახლობლებში კარგი ყოფილაsmile.gif
სელიაზე ვფიქრობდი და რა ცუდი რაღაც მომხდარა ვინმე ხო არ აჭმევს ნეტა აქ გოგოები მაგას
* * *
Tua
თეო პრო სერია რომელია ინოვა?
user posted image
ეეს?

გოგო არ ყოფნის ეს ჰუმანა თითქოს არვიცი ხანდახან არ აკეთებს 4 საათიან შუალედს არადა 180ს ჭამს და ბევრიაო პედიატრმა

Posted by: Tua 25 Dec 2022, 19:11
gogatakoo
არაა აი ესაა პრო

user posted image

ხელოვნურის ბავშვები 6 თვემდე 3 საათიან შუაკეფებს აკეთებენ, როგორც ვიცი 6 თვის არაა ჯერ და რომელ 4 საათს სთხოვ? 6 თვიდან უნდა გააკეთოს 4 საათიანი შუალედი წესით.

Posted by: takoo1 25 Dec 2022, 21:42
Tua
გოგო 180 ბევრია ყოველ 3 საათში:/
8 ჭამა გამოსდის 24 საათში და რავიცი ამ რძეებააც უკან ეგრე აწერია რო 180ს თუ ჭამს 5-6 ჯერ უნდა ჭამოს 24 საათში.
პედიატრმაც ბევრიაო ვეღარ გავიგე:/
ყოველთვის 3 საათში არ ითხოვს პრინციპში უფრო 4 საათში ითხოვს მარა არეულად ჭამს და ვერ გავიგე რატო..

Posted by: Tua 25 Dec 2022, 23:22
gogatakoo
ზოგადად ახალი გაიდლაინით ფორმულის მიცემაც ძუძუსავით მოსულა როცა მოითხოვს. მე თავიდან 7 თვემდე სიმილაკ გოლდზე მყავდა და 6 თვემდე 3 საათში ერთხელ ვაჭმევდი ერთი პერიოდი აურია უფრო ხშირად ითხოვდა და 1 კვირა კამის ჰიპის ჩაის ვაძლევდი რომ ისევ გრაფიკში ჩამჯდარიყო. აღარც ფორმულას აღარ აქვს დროები რეალურად ეგ ბავშვზეა დამოკიდებული.

Posted by: takoo1 26 Dec 2022, 00:41
Tua
ნუ მაშინ რა აზრი აქვს ისევ ჰუმანას ვაჭმევ
რატომღაც მგონია რო არც ნუტრიბენზე გამიკეთებს დიდ შუალედს.გადავიყვანო და მერე ისევ ჰუმანაზე გადმოვიყვანო რავი ამდენი არევაც არ მინდა,რეალურად შეიძლება პრობლემა არ არის მარა მეშინია არვიცი.

Posted by: ივლისი 27 Dec 2022, 11:24
გოგოებო, ბოთლის გამამთბობლები რომ არის ავენტი ან სხვა, იმაში მზა ქილის საკვების გათბობაც შეიძლება ? ღირს ამის ყიდვა ?


Posted by: takoo1 27 Dec 2022, 16:42
ივლისი
მაგისი არ არის ისედაც ეგ?
მეც მაინტერესებდა ეგ და სულ მავიწყდება ვიკითხო

Posted by: ივლისი 27 Dec 2022, 17:45
gogatakoo
ხო ალბათ ქილებზეც გამოდგება. აბა მარტო რძის ბოთლის ხომ არ იქნება ნეტავ ?

Posted by: Tua 27 Dec 2022, 20:03
gogatakoo
ივლისი
წყალს გაათბობთ მხოლოდ , შეზავებულს ვერ რადგან მაქსიმუმ 30-40 წუთი შეიება მზა საკვების გამოყენება. მე მქონდა წყლის თერმოსი სადაც ვასხავდი ცხელ წყალს (2 კვება მყოფნიდა) და პლიუს 2 ბოთლი მქონდა და ვასხავდი მაგაშიც წყლებს ნახევრამდე , სანამ კვება მოუწევდა ბოთლში გრიკდებოდა წყალი და თერმოსიდან ვასხავდი ცხელს რომ გრადუსზე დამდგარიყო. ასევე კობტეინერი მქონდა ფორმულისთვის სპეციალური დანაყოფებით სადაც შესაბამისი რაოდენოვის კოვზებს ვყრიდი ხოლმე და მოკლედ საწოლთან ვიდებდი ამ ყველაფერს და არც გა დიოდი ოთახიდან

Posted by: ივლისი 27 Dec 2022, 20:20
Tua
დამატებითი კვება რომ დაიწყეთ აი იმ მზა ქილებს როგორ ათბობდი ? ახლა მე ცხელი წყლის აბაზანით ვათბობ ან მთლიან ქილას ან რამდენიც მჭირდება ის ულუფა. გახსნილს მაცივარში ვინახავ .

Posted by: takoo1 27 Dec 2022, 20:33
Tua
თეო მეც მასე ვიცოდი რო 40 წუთი იმახებოდა,მერე გადავქექე ნეტში და თურმე 40 წუთი ინახება თუ აჭამე უკვე და ნერწყვი მოხვდა.ისე 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე და მგონი 12 საათი მაცივარში..

მეც ეგრე ვშვები თერმოსში მაქ,ორი ბოთლი მიდევს და ეგრე ვაგრილებ მეც)))
ის კონტეინერი გამოვწერე ფორმულის მეც.

Posted by: gachumdii 29 Dec 2022, 16:36
გამარჯობა გოგოებო
მქონდა GBს ინფექცია. ბ ტიპის ატრეპტოკოკი. გამიკეტდა ანტიბიოტიკი მშობიარობისას (გუშინ) თუმცა ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვს მაინც გამოყვა. ხომ არ იცით ამაზე რამე?

Posted by: takoo1 29 Dec 2022, 16:50
gachumdii
ვაა რატო გამოყვა მაინც,,ბავშვსაც დასჭირდება ანტიბიოტიკი ამ შემთხვევაში..
მეც მქონდა პირველ მშობიარობაზე დაავიწყდათ გაკეთება და მგონი 3 დღე უკეთებდნენ ბავშვს ამის გამო..
რა გითხრეს??

Posted by: gachumdii 29 Dec 2022, 22:49
gogatakoo
რა ვიცი, ბოლომდე დაზევეული არ ხარო, ხო ამასაც დაუწყეს ანტიბიოტიკი და ვნერვიულობ.
რამე უკუჩვენება ხომ არ ჰქონდა?
სინჯი გამიკეთა, მერე კათეტერიც და შეუშვა წამალო. ალბათ ეგ იყო, მანამდეც ახსენებდა ექთანი სჭირდებაო.

Posted by: emiblack 30 Dec 2022, 04:16
gachumdii
ჩემსასაც ქონდა . წესით მშობიარობამდე მინიმუმ 4 საათით ადრე უნდა გაკეთდეს . ჩემთან გვიან გააკეთეს ( მხოლოდ 3 საათით ადრე). ბავშვთან ც რეაქტიული იყო მომატებული და ამიტო დასჭირდა ანტიბიოტიკი კომბინირებული კეთდება გენტამიცინი + ამპიცილინი 3 დღე. მითხრეს ბავშვი უნდა დატოვო ერთი დღეო, მაგრამ გადავიხადეთ ჩემი დარჩენის ფული და დამტოვეს. 2 კვირაში მოვიდა ჩათესვის პასუხი და არ ამოვიდა უნფექცია, სისხლი სტერილური იყო. საშიში არაა, ანტიბიოტიკების მერე დაიწევს ც რეაქტიული. გადაამოწმებენ 3 დღეში თუ დაწეული იქნება უშვებენ ბავშვს , თუ არა 5 დღემდე გრძელდება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში 3 დღე ყოფნით .მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ვინერვიულე, ობიექტურად სანერვიულო მართლა არაა

Posted by: Iris87 31 Dec 2022, 09:35
გოგოებო დილა მშვიდობის. 37 კვირის ვარ, ბოლო 2 ღამეა რაღაც მომენტში ვგრძნობ მუცლის დაჭიმულობას და ტკივილს, თითქოს მშიბიარობა უნდა დაიწყოს. მერე მივლის და ჩვეულებრივად ვარ დილით. მესამე ორსულობაა, წინებზე არ მახსოვს მქონდა თუ არა ასე. გქონიათ ვინმეს? 10სკენ ვგეგმავთ საკეისროს და ხო მივაღწევ იქამდე? biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 31 Dec 2022, 13:54
გოგოებო, ბავშვებმა იციან დღეც ძილის გადაბმა? 7 კვირისაა ჩემი და ორი დღეა დილის ძილს აბამს, გუშინ მთელი დღე ეძინა, ფაქტიბრვად საღამოს რვამდე მხოლოდ ჭამისთვის ფხიზლდებოსა 10 წუთით. ღამე წუხელ პირველად გააკეთა 5 სთ შუალედი და დღეს დილიდან ისევ სძინავს ისე, რომ ჭამისთ ისაც არ იღვიძებს. ორჯერ შევაფხიზლე და ცოტა ჭამა ჩხუბ-ჩხუბით. ახლაც ისევ გაითიშა.
რასთან მაქვს საქმე?smile.gif)

Posted by: gachumdii 31 Dec 2022, 14:30
emiblack
მადლობა. მეც ანერვიულებული ვარ

Posted by: Katerina_N 1 Jan 2023, 14:59
გილოცავთ გოგოებო ახალ წელს.. ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ... გოგოები ჩემი გოგო მე8 თვეში კბილებიც აწუხებს მაგრამ ბოლო 2 ღამეა იღვიძებს ტირილით. აი სძინავს მაგრამ ტირის ცრემლებით ისტორიულად სანამ გამოვაფხიზლებ და სინათლეს არ ავანთებ ვერ წყნარდება. მერე ჩამეხუტება და ისევ იძინებს მაგრამ რა მაინტერესებს განვითარების რამე ეტაპი გვაქვს ამ ასაკზე თუ კბილებმა იცის ეს ყველაფერი

Posted by: takoo1 2 Jan 2023, 10:06
gachumdii
არაფერი უკუჩვენება არ აქვს ნუ ნერვიულობ,
როგორ არის პატარა?
* * *
Iris87
ემზადება ემზადება იცის ეგრე სანამ დაგეწყება,,
მეც მაონდა 2 კვირით ადრე დამეწყო
* * *
სერაფიტი
აქვთ პერიოდები ხან ეგრე ძინავთ ხან ვაფშე არ იძინებენ.
თუ სხვა არაფერი აწუხებს არამგონია საAიში იყოს.
სიცხე გაუზომე მაინც:*

* * *
Katerina_N
მაგხელა იყო დაახლოებით შეიძლება ცოტა დიდი პირველად რო ეგეთი ისტერიკები დაიმართა,
3 დღე ეგრე შვებოდა მერე დაწყნარდა,კბილებმა რო ამოჭრა 2 კვირაში მივხვდით ეო მაგის გამო იყო.
მეორედაც ეგრე გააკეთა მაშინაც კბილები ამოუვიდა.
სავარაუდოდ მაგის ბრალია
* * *
გილოცავთ გოგოებო❤️ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი,ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ❤️❤️❤️❤️

Posted by: სერაფიტი 2 Jan 2023, 12:28
გილოცავთ ახალ წელს! მშვიდ და ბედნიერ წელს გიაურვებთ!


gogatakoo

ძუძუს პროტესტი დაეწყო მგონი და ძალიან ვნერვიულობ. 31-ში ხო მთელი დღე მასე იყო. მეთქი ახლა შეჭამს, ახლა შეჭამს, თითო წუთი წოვდა და ჩხუბობდა. საღამოს ისე გაითიშა, სადღაც 6 საათიდან, ვეღარ ვაღვიძებდით ვერაფრით. ეტყობა გკუკოზა დაუვარდა. პრდიატრმა, ბოთლით მიეციო. მე თბითონ იმდენად ვიყავი დაბნეული, იქამდე რატო ვერ მოვიფიქრე. სასწრაფოც გამოვიძახეთ. ბოთლით 90 გრამი ჩემი რძე ჭამა და მოვიდა აზრზე.
მაგრამ ძუძუსთან გაუცხოებას ვგრძნობ ისევ. დიდი ენთუზიაზმით არ იდებს. ყოველ ორ საათში რო ზარივით რეკავდა და ეძებდა ძუძუს, ახლა მე ვთავაზობ, თავად არ ახსენდება და ზლაზვნით იდებს.
ვნერვიულობ, რომ გადაეჩვიოს ძუძუს. არადა რძე მაქვს ისევ ისე.
ვიმედოვნებ რამდენიმე დღე და დაუბრუნდება.
გქონიათ ეგეთი შემთხვევა ძუძუს პროტესტის?

Posted by: Katerina_N 2 Jan 2023, 16:25
gogatakoo
მადლობა მეც კბილები მგონია .. ქვედები ადვილად ამოუვიდა ზედას ველოდებით ეხლა

Posted by: სერაფიტი 2 Jan 2023, 21:36
გოგოებო, 1 პრაგმატული კითხვა მაქვს - დაახლოებით რა ჯდება თვეში ბავშვია ფორმულით კვება? როგორ უნდა აირჩეს ბრენდი?
რა უარყოფითი და რა დადებითი აქვს ხელოვნურ კვებას?

ჩათვალეთ, თქვენი ნებისმიერი გამოცდილება და პოსტი ახლა უმნიშვნელოვანესია ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. 3 დღეა ბავშვი ძუძუს ეჩხუბება. ვიწველი, მაგრამ ასე როდემდე გავქაჩავ არ ვიცი. თითქოს ღამე უფრო ვატყუებ და ჭამს. ძალიან დასტრესილი ვარ და ამ ფონზე ველოდები რომ შემიმცირდება.

Posted by: ივლისი 2 Jan 2023, 21:48
სერაფიტი
მე მგონი პერიოდულად შეძულება სჩვევიათ ეტყობა. ჩემი დაბადებიდან ხელოვნურზეა და 3 თვის ასაკში დაიწყო წუწუნი ჭამაზე . მობეზრება. 1 თვეა ასე ვწვალობთ. ღამე ვაპარებ და დღისით უნდა დაწვეს და ისე ჭამს. ხელში რომ მიჭირავს არა. სიმილაკი გოლდს ვყიდულობ. 800 გრამიანი 60 ლარამდე ღირს. 8 დღწ ჰყოფნის დაახლოებით. აქციები არჯს ხოლმე აფთიაქებში პერიოდულად. 2+1ან 30 პროცენტიანი ფასდაკლება და ასეშემდეგ. მინუსი ისაა რომ როცა სადმე მიდიხარ თბილი წყალუ, ფორმულა და ბოთლი უნდა გქონდეს. სხვა არაფერი ჩემი გამოცდილებით. იმედია დროებითია და ისევ დაუბრუნდება ძუძუს.

Posted by: any_body 2 Jan 2023, 21:55
Katerina_N
ბავშვებს ძილის ტერორი აქვთ, ოღონდ უფრო
წლიდან ემართებათ ხოლმე, ჩემსასაც ჰქონდა 8 თვეზე, კბილებსაც დავაბრალე, ეხლაც დაემართა, 14 თვისაა. ნუროფენს ვუსვამ ეგრევე ღრძილებზე და წყნარდება თუ კბილებია.

სერაფიტი
აქვთ ძუძუს პროტესტი ბავშვებს, მაგრამ უფრო 4-7 თვისას ემართებათ. ზოგადად ძუძუს ჭამა საკმაოდ მოითხოვს ენერგიას, იღლებიან, ჩემი თავიდან 45 წუთი ჭამდა ხოლმე ლამის.
ჩემი აზრით 12 თვემდე ძალიან მნიშვნელოვანია რძე მიიღოს საკმარისი რაოდენობით, ფორმულა თუ ბუნებრივი არ აქვს მნიშვნელობა.
ფორმულას ზოგჯერ პედიატრი არჩევს ან თქვენი სურვილითაც შეიძლება თუ რამე პრობლემა არ აქვს ბავშვს.
ჩემს გარშემო არიან ბავშვები რომლებიც ცოცხალი თავით ძუძუს არ იდებდნენ, არაფერია სანერვიულო, თავს ნუ დაისტრესავთ ამის გამო. ნახევარი მსოფლიო ხელოვნურით იზრდება.
არჩევანი რომ გქონდეთ ცოტა ბუნებრივი თუ საკმარისი ხელოვნური, ხელოვნურისკენ გადავიხრები 100%_ით, მიუხედავად იმისა რომ ხვალ ვამთავრებ ლაქტაციას.


გილოცავთ გოგოებო ახალ წელს, ბედნიერი წელი გქონოდეთ.

Posted by: fermina 2 Jan 2023, 22:24
სერაფიტი
QUOTE
გოგოებო, 1 პრაგმატული კითხვა მაქვს - დაახლოებით რა ჯდება თვეში ბავშვია ფორმულით კვება? როგორ უნდა აირჩეს ბრენდი?
რა უარყოფითი და რა დადებითი აქვს ხელოვნურ კვებას?


ჩვენი ბავშვი დაბადებიდან ხელოვნურზეა. სამშობიაროში ურჩიეს პლაზმონი (იტალიურია) და აღარც შეგვიცვლია. ორნაირია, ლენილაკი და ნუტრი რაღაც, რა ვიცი, იდეალურად მიიღო ბავშვმა და მატების მხრივაც პრობლემა არ ჰქონია. მოსწონს თვითონ ძალიან (ნუ ამას ყველაფერი მოსწონს და ყველაფერს ჭამს biggrin.gif ) კოლიკებიც უმნიშვნელოდ აწუხებდა 3 თვემდე, დედამისი უწვეთებდა საჭმელში ესპუმიზანს და ასე თუ ისე შველოდა.

საკმაოდ ძვირიანი ბრენდია, 400 გრამი ღირს 36 ლარი და გააჩნია ბავშვი რამხელაა, რამდენს ჭამს, იმის მიხედვით 4-5 დღე ჰყოფნიდა, ახლა მყარს კვებასაც იღებს და ნაკლები სჭირდება ფორმულა.

Posted by: სერაფიტი 3 Jan 2023, 00:28
მადლობა ყველას.

მეც იმედი მაქვს დაუბრუნდება და დროებითია. ძილში უფრო ვაპარებ და ჭამს. მაგრამ ეს კაი ხანია 5 წთ წოვს მხოლოდ, ძაან სწრაფად ჭამს. პირველ თვეს 1.400 მატება ჰქონდა. მეორე თვეს ახლა აწონიან რამდენიმე დღეში ალბათ, თუმცა საკმაოდ მომატებილია, მინიმუმ კილო.

რძე დამირეგულირდა, აღარ ივსება ძუძუ ეს სამი დღეა და მგონი დაჩუტულიდან ჭამა არ მოსწონს, არ ვიცი.

თუ გადავა, შერეულზე გადავა, რადგან კარგი საწველი მაქვს და შემიძლია რამდენიმე კვება თავისუფლად მივცე. მაგრამ აი 2 საათში ერთხელ წველას ალბათ ფსიქოლოგიურად დიდხანს ვერ გავუძლებ. (ანუ ბავშვის რეჟიმია 2 საათში ერთხელ და იმიტო)

მოკლედ ვნახოთ. ძილის დროს ჭამას მივაწვები.

Posted by: სერაფიტი 4 Jan 2023, 11:44
დალაგდა.
4 დღე აპროტესტა და დაუბრუნდა გუშინ საღამოს ჩვეულ რეჟიმს.smile.gif))

Posted by: Katerina_N 4 Jan 2023, 11:50
ჩვენთანაც დაბრუნდა ღამის ბედნიერი ძილი დდდ ჩამოჭრა ზედა კბილმა და დაისვენა

Posted by: takoo1 4 Jan 2023, 15:02
სერაფიტი
ყური ხო არ ტკიოდა ან ყელი,მაგ დროს არ ჭამენ ხოლმე..
მე არ მქონია ეგ შემთხვევა ძუძუზე არასდროს ჭირვეულობდა.
შეიძლება გემო არ მოსწონს რაღაც მომენტში რავიცი,
მთავარია დალაგდა და თუ ყოფნის და კარგი მატება აქვს არ უნდა დამატება;*

Posted by: სერაფიტი 4 Jan 2023, 19:20
gogatakoo

ყური და ყელი ნახა პედიატრმა, სასწრაფო "პედიატრი" მყავდა. გემო კიდე რავი, იმავე რძეს ბოთლიდან კი მიირთმევდა კარგადsmile.gif)
დღეს ძაან ჩვეულებრივადაა, წუხელაც ასე იყო, ძაან მიხარია.

Posted by: nino84 11 Jan 2023, 21:20
გოგოებო, გილოცავთ შობა ახალ წელს.

6 თვისაა ჩემი ბიჭი და მყარ კვებასთან ვერ დავმეგობრდით. ვაშლი, მსხალი, ალუბალი, წიწიბურა სულ იჯღანება და ისე ჭამს ისიც მაქსიმუმ ორ კოვზს. დროებით შევეშვი და მაინც იგივეს შვება. უფროსზე არ მქონია პრობლემა, ყველაფერზე პირს აღებდა. ვისაც ასეთი უჭმელი პატარები გყავთ, როგორ აჭმევთ?

Posted by: Tua 11 Jan 2023, 22:03
nino84
ეგუები ნინო და აჭმევ იმდენს რამდენსაც შეჭამს ❤️ ზნეა ბავშვის ეგეთი ალბათ და მაგას ვერაფერს უზავ. იმის იმედი უნდა გქონდეს რონ შეჭამს მომავალში, უბრალოდ ყოველდღე უნდა შესთავაზო და არშეეშვა.

Posted by: ივლისი 11 Jan 2023, 23:10
nino84
ცოტა მჟავე ხომ არ იყო ხილი ? ჩემი მეხუთე თვეშია. ჯერჯერობით ჰიპის და სემპერის ქილების ხილ-ბოსტნეული რაც გასინჯა, ჭამა ყველაფერი. ბროკოლი, ყვავილოვანი, ყაბაყი, სტაფილო, კარტოფილი, შავი ქლიავი, ვაშლი, ბანანი, ატამი. ფაფები ნუტრიბენეს სიმინდი და ბრინჯი. წიწიბურაც მოეწონება იმედია. ნეტა ვინის წიწიბურა შავი ქლიავით როგორია ვსინჯო მინდა. და ჰეინცის ფაფებს აქებენ .

Posted by: any_body 12 Jan 2023, 12:01
nino84
ზოგადად ბავშვისთვის მყარი კვება საკმაოდ უცხოა, 1 წლამდე, ისედაც მხოლოდ გასინჯვის ფუნქცია აქვს მყარს, რძეს ვერ ანაცვკებს. არ დააძალოთ, რამდენსაც გასინჯავა გასინჯოს, ზოგჯერ მიეცით ათამაშეთ საკვებით.

Posted by: emiblack 12 Jan 2023, 21:35
გოგოებო, მშობიარობის შემდგომ ციკლი როცა აღგიდგად პმს გაგრთულებიათ. ორსულობამდე ძაან მსუბუქი რაღაცები მქონდა. ფაქტიურად უბრალიდ ვგრძნობდი რო მალე დამეწყებოდა ციკლი. ახლა ოვულაციის შემდეგ ისეთი ჩივილები მეწყება ხან მოწამლული მგონია თავი, ხან ქოლეცისტიტი მგონია. ღებინების შეგრძნება მეწყება , სისუსტე, თავის ტკივილი და რაღაცნაირი გაბრუების შეგრძნება .
nino84
ჩემმა თავისი ხელით დაიწყო. ისიც წლის და 3 თვის მერე . ასევე უკეთ ჭამს თუ მე ვერ მხედავს

Posted by: Tua 12 Jan 2023, 23:38
ივლისი
ასე ადრე რატონ დაიწყე კვება? წონის დეფიციტი ჰქონდა ბავშვს? ასეატ პატარა ასაკზე ამდენი რამე არუნდა გაესინჯა წესით. ვინის ფაფებს საერყოდ არგირჩევ არც ჰეინცს smile.gif ორივე საკმაოდ დიდი რაოდენობის შაქარს შეიცავს, პლიუს ფაფები 7 თვის მერეა მიზანშეწონილი როცა სხვა დანარჩენ ჯანსაღ პეოდუქტს გააინჯავს ბავშვი. სემპერი, ჰიპპ, გერბერი ( ეს ახალი შემოსულია და ვგონებ უშაქროა) ეს ბრენდებია ყველაზე კარგი ფაფებში.

Posted by: ივლისი 12 Jan 2023, 23:45
Tua
ვიცი კი ადრეა და არც მქონდა განზრახული დაწყება. მეოთხე თვეში რომ გადავიდა დაიწყო ფორმულის მოძულება თანდათან. 6 საათიანი შუალედზეც არ ჭამდა წესიერად. სხვადასხვა რძეც ვცადე. სულ შიმშილს ვიფიქრე რაღაც მეღონა და ამიტომ. ახლაც რძეს 60 გრამამდე ჭამს კარგად. მერე იწყება წუწუნი, წრიალი, ტირილი . როცა ნორმა 150 მდეა წესით. წონის

Posted by: Tua 13 Jan 2023, 00:14
ივლისი
მე4 თვეში ბავშვებს აქვთ ზრდის და გარდატეხის ასაკი შესაბამისად ყველა ბავშვი იძულებს რძეს და მერე რამოდენიმე ხანში უბრუნდებიან , უნდა მოგეცადა. ის 60 გრამებიც ნორმა იყო თუ ბავშვი კარგად იმატებდა. ცოდოა ასე ადრე მყარი კვენის დაწყებისთვის მითუმეტეს რომ 1 წლამდე ბავშვი უფრო მეტ რძეს უნდა იღებდეს ვიდრე მყარ კვებას.

Posted by: Iris87 13 Jan 2023, 12:14
გამარჯობა გოგოებო. ძუძუს მასაჟისტების ნომრები დამიწერეთ ვინც იცით, ჩამიმაგრდა ვერ ერევა ბავშვი, სიცხეც მომცა. მარიზის და დალის გარდა, მაგათ არ სცალიათ არასდროს. ნორმალური რომ იყოს და საბურთალოზე შეძლოს მოსვლა. მადლობა წინასწარ♡

Posted by: takoo1 14 Jan 2023, 02:34
ივლისი
რომელ რძეს აძლევ?
ჰუმანას ჭამდა ჩემი და რაღაც მოუკლო 180დან 150ზე ჩამოვიდა,როგორც კი ცოტა დანაყრდება ტოვებს ცოტას.ხოდა გადავიყვანე ნუტრიბენზე და ისე შესანსლა 180 ტიროდა კიდე უნდოდა)))
პირველი დღეა ჯერ და ვნაახოთ რას იზამს.. იმედია უკან არ მომიწევს ჰუმანაზე გადმოსვლა.
ღამის შუალედს რამხელას გააკეთებს მაინტერესებს წესით უფრო დიდი ხანი უნდა ეყოს ვნახოთ
* * *
Tua
თეო იცი რა მაინტერესებს? კვებას რო უცვლი შეიძლება თავიდან ამოიღონო საკვებიო და რავი დღეს ჩვეულებრივად შეირგო და გაიტანა? biggrin.gif
თუ დღეს რო არაფერი ხვალ შეიძლება ამოიღოს?
გადავედით მგონი ნუტრიბენზე

Posted by: ივლისი 14 Jan 2023, 07:29
Tua
ახლა 3 დღეა დისპლაზიის გამო მასაჟებს ვუკეთებთ და არ ვიცი დამთხვევაა თუ რა. კარგად სვამს ..ადის ნორმაზე და აღარაფერს ვაძლევ დამატებით.



gogatakoo
ნუტრიბენს კარგად ჭამდა ჩემიც ადრე მივეცი. უბრალოდ შეკრა . ინოვა არა, ჩვეულებრივი პრო 1. არც ჩემსას ამოუღია უკან როცა სხვადასხვა რძეს ვთავაზობდი ამ უჭმელობის დროს .სიმილაკ გოლდს ვაძლევ ისე სტაბილურად დაბადებიდან.

Posted by: Tua 14 Jan 2023, 10:42
gogatakoo
არა არასდროს ამოუღია ალექსანდრეს რავიცი ირგებდა მშვენივრად.

ივლისი
ასეთ პატარას მასაჟები? მე როგორც ვიცი ასეთ პატარა ასაკში არ არის რეკომენდირებული მასაჟები . არა უბრალოდ ბავშვებს აქვთ ზრდის დღეები და რძის მობეზრებაც იციან შეააბამისად ექნება კიდევ ეგეთი პერიოდები საკმაოდ ბევრი.

Posted by: PoisonnIvy 15 Jan 2023, 04:06
უკვე სიგიჟის პირას ვარ მისული.
მეორეზე ვარ ორსულად და რაც ძუძუს დავანებებინე ხელში დაძინებას მიაჩვიეს, სულ აერია რეჟიმი.
ეხლა დავაძინე ძლიიიიიიიივს, რამენაირად მასწავლეთ როგორ მივაჩვიო წესიერ ძილს ხელში ტარების და ღამის თენების გარეშე.

ინტერნეტის მასალა ამოვწურე, რამაც პრაქტიკაში გაამართლა ის დამიწერეთ რა.

წლის და 4 თვის არის.

Posted by: any_body 15 Jan 2023, 21:06
PoisonnIvy
ძილის ამბავში მეც რთულად ვარ, თვითჩაძინებას ვერ ვაჩვევ, ზე აქტიურია, ერთადერთი ნელა ვუგდებ მეორე ძილს, ღამე ბალიშზ ვაწვენ და ვარწევსავით, 5 წუთში ეძინება.
აუ გილოცაავ

Posted by: takotatuli1989 18 Jan 2023, 11:52
გოგოებო როგორ ხართ? გუშინ ორსულობის დროინდელ თემას გადავხედე და ნოსტალგიები მომაწვა. ჩემი ტყუპიჩები 1.2 წლის არიან უკვე დატუსტუსსებენ 10-11 თვიდან კარგად და არიან. ზაფხულში იძახდნენ დედა, მამა, პაპა, ნანა, მომე, ეხლა აღარ იძახიან უფრო დავალებებს ასრულებენ (მოიტანე, წაიღე, დაალაგე, ჩაალაგე, დაგავე biggrin.gif, დადგი, აიღე და ა.შ. სხეულის ნაწილების ჩვენება) ძალიან სასაცილოები არიან.

მინდა რომ მალე გადავიყვანო ჩვეულებრივ ბურღულზე და პასტერიზებულ რძეზე, მაწონზე და ა.შ. გავიყიდე ამ სემპერის რძით და ფაფებით. უბრალოდ მეშინია უარი არ თქვან ჭამაზეთქო. აქამდე მაწონი გავასინჯე , მერე წიწიბურა და არ მოეწონათ. თქვენი რჩევა მჭირდება:

1) ამ ასაკზე რომელი ფირმის ბურღულს მირჩევთ ფაფების მოსამზადებლად
2) ფაფის და სუპის გარდა რას თავაზოვთ ამ ასაკის ბავშვებს?

ამათი რაციონია: საუზმე - სემპერის რომელიმე რძიანი ფაფა, (ძილი) წახემსება - ბიჭს ხილი, გოგოს იოგურტი და ცოტა ვაშლი, სადილი - ბოსტნეულის სუპ/პიურე (ხორცით, თევზით, კვერცხით ან უამისოდ ოსპის სუპის სახით), (ძილი) სამხარი - ბოსტნეულის პიურე კარაქით და რომელიმე ბურღულით, ძილის წინ გოგოს სემპერის რძე და ბიჭს ისევ სემპერის რძიანი ფაფა :/ (რძეს არ სვამს)

Posted by: სერაფიტი 18 Jan 2023, 16:13
გოგოებო, ავენტის შუშის ბოთლებს თუ იყენებთ?

ზოგადად მაინტერესებს, ბოთლის სოსკას ხო ცალკე რეცხავთ, მთლიანად შლით და ისე. ხოდა რამდენ ხანში ერთხელ ცვლით ამ სოსკას?
ავენტის ნატურალ სერიის ბოთლი მაქვს. სულ ჰადაჰა 15ჯერ იქნება გამოყენებული და რათაცნაირად თითქოს ვერ ეფარება მჭიდროდ, ვერ ვხვდები რას ვაკეთებ არასწორად. ხო არ გაცვდათქო უკვე. smile.gif))

Posted by: Tua 18 Jan 2023, 16:21
სერაფიტი
ავენტის ბოთლოს თავს დააკვირდი ოთხკუთხედი ჭრილი აქვს და უნდა დაემთხვეს ჰაერის ნახვრეტი მაგ ოთხკუთხედს.

Posted by: სერაფიტი 18 Jan 2023, 18:40
Tua

კი, მაგას ვამთხვევ, ვნახე ვიდეო. მეტი არაფერი?

Posted by: anibani18 18 Jan 2023, 21:40
nino84
არ ინერვიულო მაგაზე, ნინ. შეიძლება ჯერ მზად არ არის მყარი კვებისთვის. ასეთი ტესტი ჩაატარე, ხელში დაიჭირე და შეჭამე რამე, ისე რომ ხედავდეს პირისკენ რომ მიგაქვს საკვები. ნახე თუ გაიწევს საჭმლისკენ. თუ არ გაიწია, დააცადე ცოტა ხანი და მერე შესთავაზე. სხვადასხვანაირად შესთავაზე საკვები, მთლიანი ნაჭრები, დაჭყლეტილი, ისეთი ასეთი, ინტერესი რომ გაუჩნდეს. მთავარია, შენ იყავი მშვიდად, არ აჩვენო რომ ღელავ ან გინდა ტომ ჭამოს, ეს ძალიან მოქმედებს ბავშვზე.

მე კიდევ რა პრობლემა მაქვს, გოგონებო, ჩემს პატარას კვერცხზე აქვს ალერგია. თავიდან გამომეპარა, რადგან სულ ოდნავ გაუჩნდა ლაქა და ვაჭამე კაი დიდხანს. ახლა აღარ ვაძლევ, შესიაება სახეზე ჩაუცხრა, მაგრამ სიწითლე ცალ ლოყაზე ჯერ კიდევ აქვს. რა უნდა ვქნა ასეთ დროს? პედიატრმა მითხრა, თავისით გაუვლისო, მაგრამ რამდენიმე დღეს გასული და ისევ ისე აქვს. და კიდევ კვერცხი რამდენი ხნით უნდა ამოვიღო რაციონიდან? როდის შეიძლება კიდევ მივცე?
იცით კოდევ რა არის, ჩემი პატარა საშინლად უხასიათოდაა თუ მყარი საკვები არ მივეცი. ჯღავის, ტირის, ვერაფრით გაართობ. რძეს სვამს როგორც ადრე, მაგრამ მყარსაც ითხოვს და რა ვქნა ასეთ დროს? 8 თვის ხდება.

Posted by: any_body 18 Jan 2023, 23:40
takotatuli1989
მე თითქმის ყველაფერს ვაჭმევ რასაც სახლში ვჭამთ, უბრალოდ უმარილო და უშაქრო.
ფაფებს არ ჭამს ჩემი შვილი, ერთადერთი მილან პრასის შვრიას ვუკეთებ დილაობით, ბუნებრივზე თავი დავანებებინე, ძროხის რძე არ ოსწონა და ხელოვნურიც არ მოსწონს. დღის განმავლობაში რძის ნაწარს ვთავაზობ ხშიარდ, უფრო ხაჭო და არაჟანი.
კვერცხი შემწვარი, ყიყლიყო, მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის კატლეტი, მაკარონი, ბრინჯი, ქინოა, ბლინები, ალადიკები, გიგრა, ბატატი, კარტოფილი, კუსკუსი, ხაჭო, არაჟანი, სულგუნი, სუხარი დაახლოებით ესაა მისი მენიუ, თევზზე არ გიჟდება.
არ შეგეშინდეს მაგ ამბის, მშივრები არ დარჩებიან.

anibani18
ალერგოლოგთან სჯობს კონსუკტაციის გავლა მსგავს შემთხვევაში, პედიატრის კომპენტენცია ეგ უკვე აღარაა.
ალერგიული რაზეც არაა აჭამე, რატომაც არა, ჩემმა შვილმა ლამის თავი გადაგვჭამოს იმდენს
ჭამს :დ ზუსტად მაგ პერიოდიდან დაეწყო და ვაჭმევდი ყოვეკთვის.

Posted by: Liza12 19 Jan 2023, 12:45
გოგოებო facebookზე ვინც ხართ მოიწონეთ ბავშვის ხელით ნაქსოვი ნივთებია ძალიან რბილი და სასიამოვნო ძაფებითაა ნაქსოვი და მისაღები ფასებია.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02Cnjt2U3nEznKriy7TnykhorjXZghA2ymbsJgbuc9mtDUucxZpZghja5XFdyRELDRl&id=100088513984970&mibextid=Nif5oz

Posted by: სერაფიტი 19 Jan 2023, 14:02
ეჰ, რაღაც მჭირს, მკერდი აღარაა გადავსებული და ბავშვი ეჩხუბება ძუძუს სამი დღეა.
რაღაცა გამონადენი მაქვს მოყავისფრო ასევე სამი დღეა და ამას ვუკავშირებ ასე უცებ შემცირებას. ხვალ წავალ ექოზე.
ვიწველი, იმდენი გამოდის, რამდენიც ყოფნის, მარა წოვა ეზარება, ძუძუს რო ხედავს ტირის ეგრევე.
ვნახოთ ...

Posted by: anibani18 19 Jan 2023, 16:36
any_body
ალერგოლოგს ვის მირჩევდი?
თუ არ გეზარება, შეგიძლია დანიწერო, როგორ დამზადებულ საკვებს აჭმევდი ამ ასაკზე? ლამის თავი მომაჭამოს ხოლმე, თუ რამე სხვა აწუხებს ვერ ვხვდები.
მე ქილის სქკვებს არ ვაძლევ და ნეტა ძალიან ვაშავებ? სოლიდსტარტს მივყვები მაგრამ მათი რეკომენდაციები საკმაოდ განსხვავდება ქართველების რეკომენდაციებისგან. შენ როგორ გგობია?

Posted by: Tua 19 Jan 2023, 16:49
სერაფიტი
ციკლი თუ მოგივიდა ციკლის დროს იცის რძემ შემცირება. ან ორსულად ხარ თავს თუ არიცავ.

Posted by: სერაფიტი 20 Jan 2023, 06:59
Tua

როგორაა იცი? ციკლი აღმიდგა 5 იანვარს, მშობიარობიდან 2 თვის თავზე. ვიცოდი შემცირებაზე, კი შემცირდა, მარა ოდნავ. და ჭამდა.
ხოდა ახლა 16 იანვარს დამეწყო ისევ მცირე გამონადენი და ჩაიჩუტა ძუძუები. ასე ათ დღეში გამეორდებოდა მენსტრუ?
ექოზე გამოჩნდება ალბათ. იმედია რამე სერიოზული ჰორმონალური დარღვევა არაა.
ორსულობა არ იქნება...

შენ როდის აღგიდგა მენსტრუაცია და ბავშვი როგორ შეხვდა?smile.gif)

ვირბინე მთელი დღე და ღამე საწველით, დილის 6-ზე იკადრა ძუძუ, გადავსებული იყოsmile.gif)

Posted by: any_body 20 Jan 2023, 11:01
anibani18
მე პირადად არ მქონი შეხება, მაგრამ ნინო ლომიძეს აქებენ, კულუმბეგოვიც შეიძლება ისე რატომაც არა.

მეც სოლიდსტარტს მივყვებოდი და დღემდე მაგას მივყვები. ქილის საკვები სულ ორჯერ მივეცი, ისიც მეჩქარებოდა და მაგიტომ.
უმეტესად ვაძლევდი ხილს, ბოსტნეულს და ხორცს და თევზს კვირაში ორჯერ. დღეში ერთხელ ვაჭმევდი მხოლოდ. თვითკვებაზე მყავდა თავიდანვე, იდეალური მჭამელია ეხლაც.

მაგალითად ბოსტნულის კატლეტებ ვუკეთებდი და ხილი, გრანოლა და ხილი, კუსკუსი ვაშლით და დარიჩინით. ოღონდ ეს ყველაფერი თავიდანვე დაიწყო გასინჯვა, ყოველდღე ახალი პროდუქტი სა სწორად შეთავაზება.
მაკარონი გავასინჯე მაგ ასაკზე, ოღონდ ვერაფრით შევაყვარე :დ ბატატი მაგალითად გამომცხვარი, გოგრა მოხარშული.
9 თვიდან დავიწყე უკვე 2 კვება. ფაფები არ მოსწონდა არასდროს, კაცური საჭმელები უყვატს.

Posted by: takotatuli1989 20 Jan 2023, 11:59
any_body
მადლობა ჩემო კარგო თქვენი მენიუს გაზიარებისთვის. არაჟანი და პასტერიზებული რძე არ მოეწონათ. მაკარონი/ვერმიშელი ბარილასი მოწონთ ძალიან. ალადები ბანანით გავაკეთე უშაქრო და რაღაცნაირად დარჩა შიგნით ბანანი არ ჭამეს. სხვა რეცეფტი უნდა ვცადო.

Posted by: any_body 20 Jan 2023, 21:28
takotatuli1989
ბანანს ვუჭყლიტავ კარგად, ვამატებ ცოტა ხაჭოს, ცოტა რძეს, შვრია და კვერცხი, ამას ვუკეთებ ალადიკებად. გიჟდება ისე უყვარს.
ზოგჯერ უბანანოდაც.
მაკარონი დეიძლება მაგალითად სოუსებით, პამიდვრის სოუსი გააკეთოთ ფარშთან ერატად.
ან ნაღები და ბროკოლი, ცოტა ყველი მოყრილი.
ოსპი დაბლენდერებული პამიდორთან ერთად.
ოსპი ცილის კარგი წყაროა.

Posted by: ANAANI123 20 Jan 2023, 22:44
მოგესალმებით გოგოებო, გრაკოს ეს საწოლ მანეჟი ხომ არ გამოგიყენებიათ ვინმეს? როგორც მეუბნებიან რწევის და ვიბრაციის ფუნქცია აქვს და ნეტა მართლა ეგეთია? ხო არ გააქვთ ვინმეს გამოცდილი?

user posted image

Posted by: takotatuli1989 21 Jan 2023, 03:31
სერაფიტი
ზორცს რომ ვჭამდი მევსებოდა მკერდი, თუმც ისეთ ვადაზე ხარ იცია მასეც. ანუ ორი თვის იყო უფროსი რომ ერთი ძუძუ გააპროტესტა და არაფრით აღარ ეკარებოდა.რომელსაც ჭამდა იმასაც ერთი წუთით. რძეც შემიმცირდა, ტყუპებზეც მასე მოხდა მაგ ვადაზე გამიპროტესტეს და რამდენიმე დღე გამოწველილს ვაჭმევდი. ესენი მიჩვეულები ნყავდნენ ბოთლს და უფროსი არც ეკარებოდა. მეც ავენტის ნატურალ ხაზით ვაჭმევდი.

Posted by: სერაფიტი 21 Jan 2023, 11:37
takotatuli1989

ჰო, თურმე სცოდნიათ ბავშვებს. გარშემო ბევრმა მითხრა.
საწველმა მომიყვანა ისევ და გადამივსო ასე თუ ისე. ბავშვის ჭამების დროს პუნქტუალურად ვიწველიდი 10 წუთით 2 დღე და ფაქტია მომემატა ისევ.
წუხელ და გამთენიას სამჯერ ჭამა ძუძუ, მაგრამ რომ შეფხიზლდა დილას, ისევ ბოთლით ჭამა.
მერე ისევ დილის ძილში შევაპარე ძუძუ და ჭამაsmile.gif) ასე ფოკუსებით ნეტა დაუბრინდება ძუძუს? ავენტის ნატურალ სერია მაქვს მეც და კომოტომო გამოვიწერე კიდევ.
რავიცი, თუ სხვა ხრიკი იცი რამე, გამიზიარეsmile.gif)

Posted by: takotatuli1989 22 Jan 2023, 03:56
სერაფიტი
სხვა არ ვიცი ჩემები უფრო ავენტზე იძახდნენ უარს და ძუძუს უბრუნდებოდნენ ვიდრე პირიქით. აი 2 თვეზე მახსოვს გაჭედვა ძუძუ რო გააპროტესტეს სხვა არა. 5 თვიდან ბიჭმა ბოთლი აღარ გაიკარა, მანამდე გოგოს ძლივს ვტენიდი ბოთლს და გოგომ პირიქით ბოთლიდან ჭამა აღარ გამიპროტესტა. ვერ გაიგებ რა. სუვანიქსიც ვიყუდე, ავენტის ანტიკოლოკაც მარა აღარ გაეკარა ბიჭი ბოთლს. 1,2 წლის არის და გუშინ დალია წყალი სოსკიანი ბოთლიდან პირველად და კარგად გაერთო. გამიხარდა რომ გაგევაო მკერდი, მშვიდად აწოვე აწი. <3

Posted by: სერაფიტი 22 Jan 2023, 06:07
takotatuli1989

ვახ, რანაირები არიან, მართლა რას გაუგებsmile.gif)

ვაწოვებ ორი ღამეა, ძილიდან ვერ ფხიზლდება და თან რო ვუდებ, მალევე მოდის ნაკადი, აგრძელებს. დღისითაც,თუ მივუსწარი ძილიდან გამოსვლის ფაზას, წოვს. ფხიზელი ისევ კივის ჯერ. თუმცა პროგრესი არის. გუშინ 2 თუ 3 ჭამა დასჭირდა ბოთლი 24 საათში, წინა დღეს
ბევრად მეტი. ეჰ, ბარემაც არ მინდა გადავსებული მკერდი, მარა ჰა. ღამე და დილით ძაან სავსეა. ვიდეე მქონდა აქამდე,იმაზე მეტად. ძალიან მინდა ჩაიჩუტოს და ბავშვმა არ იუაროს ჩაჩუტულიsad.gif

კომოტომოს ბოთლი გიცდია? ძუძუს ბავშვებს ძალიან მოსწონთო, ამბობენ. ძუძუს ფორმისაა, თან რბილია. გადახედე აბა. ახლა გამოვიწერე ამაზონიდან. სამომავლოდ მაინც მჭირდება, სამსახურში რო გავალ და იქნებ მაგ ბოთლიდან ავენტზე მეტად გაუჭირდეს და არ მიაგდოს ძუძუ ისევ.

Posted by: Tua 22 Jan 2023, 08:42
სერაფიტი
სამსახურში რომ გახვალ და თუ აპირებ გასვლას ჩემი უდიდესი რჩევაა არინატრო ბოთლის გადაგდება, 1-2 დღე თუ არმისცემ ჩათვალე სამსახურში ვერ გახვალ., პლიუს საკუთარი დრო არგექნება, პლიუს სულ თან უნდა ატარო და ვერ დატოვებ ძუძუს გამო , პირიქით ყოველ დღე დილით და ძილისწინ უნდა მისცე .

Posted by: სერაფიტი 22 Jan 2023, 09:20
Tua

სამსახურის გამო ვაჩვევეი აქამდეც, 1 თბის რაც გახდა, კვირაში 2ჯერ ბოთლით ჭამდა. პლუს თუ ექიმთან ან სადმე გავდიოდი, ჭამდა ბოთლით. გადაგდება არც მინსა, ჯასთ ძუძუ ჩხუბის გარეშე მოწოვოს. ეზარება, თუ ძაან სავსე არაა. ბოთლსაც ნელა ვაჭმევ, რო მაინც იმედი მაქვს დაუბრუნდება ძუძუს და ამიტო არ ვუმარტიბებ საქმესsmile.gif)

სამსახურში 4 დღე უნდა ვიყო. 8ზე გავალ, 1-2 ზე დავბრუნდები. ვნახოთ როგორ დავაბალანსებ. იქ რამდენად გამოვიწველი, არ ვიცი.

Posted by: takoo1 23 Jan 2023, 17:30
გოგოებო ნუტრიბენზე გადავყვანე გაბრიელი.
მოკლედ 15ში დავწექით კლინიკაში ბრონხიტი ქონდათ ორივეს. იქ ემერჯენსში შეამჩნიეს წერტილები ქონდა მუცელზე გამონაყარივით.
ანტიბიოტიკს უკეთებდნენ 6 დღე.ეხლა ძალიან აქვს უკვე მუცელზე და ზურგზე წვრილად გამონაყარი..ექიმს დავურეკე და ალბათ კვების ბრალია თუ ანტიბიოტიკის დაწყებამდე ქონდაო
გქონიათ ეგ შემთხვევა ან გაგიგიათ ეგეთი რამე?
აღარ ვაჭამო ვაფშე თუ დროებით შევწყვიტო??

Posted by: Tua 23 Jan 2023, 18:55
gogatakoo
ვირუსი ხომ ჰქონდა კლინიკაში გადაყვანამდე ? ანუ სიცხეები? მანამდე რამდენი ხანი აძლევდი ნუტრიბენს? ეგ ალერგია მიცემიხან 3-5 დღეშიც შეიძლება გამოვლენილიყო. ვირუსი დადის ეგეთი კოკსაკის და კიდევ მაღალი სიცხეები თუ ჰქონდა მაგისგანაც შეიძლება იყოს. შეუცვალე და ნახე. იქ საავადმყოფოში არაფერი გითხრეს?

Posted by: takoo1 24 Jan 2023, 11:50
Tua
არა სიცხეები არ ქონია ვაფშე,13ში მივეცი პირველად და 15ში მოვხვდით კლინიკაში..
დავურეკე იმ ექიმს და თუ ანტიბიოტიკამდე ქონდა ალბათ საკვების ბრალიაო.
ისევ ჰუმანა მივწცი ეხლა გუშინ დღეს სა ზვალაც მივცემ,მერე ისევ გავასინჯებ აბა ნუტრიბენს და თუ ისევ დააყარა ესეიგი ეგაა..
აუ არადა რა კარგად ჭამდა ეს არ ყოფნის რა((

Posted by: სერაფიტი 24 Jan 2023, 14:31
gogatakoo

მგონი უნდა დააკვირდე მეორედაც.
ახლა როგორ ხართ?

ნუტრიბენის გარდა კიდე რომელია კარგი, რომ გაასინჯო?

Posted by: takoo1 25 Jan 2023, 01:16
სერაფიტი
უკეთ რავიცი სულ დაძაბული კიდე არ გამიცივდნენ
ხოო მეორედაც ვცდი..
აუ რავიცი კიდე სხვა რო გავასინჯო მეშინია უკვე არ აერიოს კუჭნაწლავი,ვნახოთ იქნებ არ დაგვჭირდეს

Posted by: Anabeli111 25 Jan 2023, 07:30
სერაფიტი
მე კიდე ჯვარს ვეცვი იმიტომ, რომ ბოთლს არ იდებს... მე3 დღეა გავედი სამსახურში. 8ზე გავდივარ და 3ზე სახლში ვარ. პირველი დღე ჭამა ცოტა, გუშინ მშიერი დამხვდა. არც ტიროდა დს არაფრრი, მელოდებოდა ესე მშიერი... შპრიცით ძლივს ჩაასხეს 30 გრამი.

სხვადასხვა ბოთლების მერე, კვირას ვუყიდე სუავინექსის.. პირველად ისე კარგად ჭამა, მეთქი სად ვიყავი აქამდე, მაგრამ მიხვდა, რომ ძუძუ არაა და აღარ ჭამს. სამაგიეროდ მერე მთელი დარჩენილი დღე და ღამე ძუძუ უნდა, მაგრამ ამდენი ხანი მშიერი როგორ უნდა იყოს sad.gif

gogatakoo
თაკო, დღეს უკეთესობა გაქვთ? ♡

Posted by: emiblack 25 Jan 2023, 13:36
Anabeli111
ან, სახლში როცა იქნები მაშინაც ჯერ ბოთლით მიეცი და რომ შეჭამს ცოტა მერე ძუძუ . პურობითი რეფლექსი გამოუმუშავდება რომ ბოთლიდან ჭამის მერე მიცემენ ძუძუს და მაგის ინედად ჭამოს ეგებ ბოთლიდან .
* * *
gogatakoo
მალე გამოჯანმრთეება , თაკო . ჩემსას სიცხეების მერე , რომ გაუვლის ყველაფერი, შემდეგ ყოველთვის აყრის წვრილად 2-3 დღე . წითელ წინწკლებს. მრჩეველის პედიატრმა არაფერი არაა ეგ , სიცხეების მერე უმეტესობას აქვსო და გადაუვაო

Posted by: სერაფიტი 25 Jan 2023, 16:41
Anabeli111

კომოტომოს ბოთლს აქებენ,.სილიკონისაა და ძუძუსავით ფორმა აქვს. პირიც დიდზე უნდა გააღოს და ბევრი ტყუვდება მაგით. სცადე აბა. აქაც იყიდება ფეისბუქ ფეიჯებზე, ან ამაზონიდან. აფთიაქებში არაა. Como tomo - ასე ნახე.

აუ ეგ მეორე უკიდურესობაა კიდე, რასაც ვერ შეჭამს მაგ დროს,.მერე რა თქმა უნდა აინაზღაურებს ხშირად ჭამით და დაიტანჯები.

ისე რამდენ საათში ერთხელ ჭამს ძუძუს? აი სანამ გახვიდოდი სამსახურში, როფორ ჭამდა, წესით რამდენჯერ მოუწევს ჭამა 8დან 3მდე?

Posted by: takoo1 25 Jan 2023, 16:43
Anabeli111
კი :** ცოტას მაინც ხრუტუნებს გაბრიელი იმედია მალე გაუვლის,ინჰალაციას ვუკეთებ ყოველდღე.
გოგო პირველად მიეცი ბოთლით? ნეტა თავიდანვე მიგეცა ხოლმე.ყოველდღე მიეცი იქნებ შეეჩვიოს..
რომელი ბოთლი უყიდე სუავინექსის?
იცი რა ქენი ძუძუ აჭამე და ჩუმად შეაპარე ბოთლი პროცესში,იგივე პოზაში ვითომ ძუძუს ჭამს.
emiblack
მადლობა:* სიცხეები ვაფშე არ ქონია პატარას.
ბრონხიტი ქონდა და რავიცი აბა..
ჰუმანას ვაჭმევ ორი დღეა და ხვალ ვცდი ისევ ნუტრიბენს აბა

Posted by: takoo1 26 Jan 2023, 18:43
გოგოებო ნუტრიბენ ინოვას ხო არ აჭმევთ ვინმე??
ორი ცალი გაუხსნელი მაქ 800 გრამიანი 30 ლარად მივცემ თუ უნდა ვინმეს

Posted by: Tua 26 Jan 2023, 18:58
Anabeli111
შემთხვევით ბოთლს ხომ არგაგიჩვევია ეს თვეები სახლში სანამ იყავი? თუ დიდი ხანია ბოთლი არმიგიცია შანსი ძალიან მცირეა რომელიმე ჩაიდოს და ტყუილად დახარჯავ ფულს. ძუძუზე მყოფი ბავშვები თუ თავიდანვე არშეაჩვიე ბოთლს და 5-7 დღეც არმიეცი ეგრევე აგდებენ და ივიწყებენ ხოლმე, ჩემს დაქალს მოუვიდა ეგრე ზუსტად 5 დღე არმისცა და აღარ იკარებს 100 ბოთლი იყიდა მათ შორის კომოტომო და არიკარებს , ესეც სამსახურში გადის და ალბათ მოიხსნის ძუძუებს.

Posted by: სერაფიტი 27 Jan 2023, 14:10
Tua

აუჰ, 5-7 დღე?
ამ ჩემი შვილისა მე ვერფერი გავიგე. ძუძუს პროტესტი ისევ უგრძელდება, ჭირვეულობს ჩადებისას, მალმალე აგდებს წოვისას. ხოდა მაქსიმალურად გადავმალე ბოთლი,.ის რამდენიმე დღე რომ შიგააშიგ გამოწველილი მივეცი, მეთქი ისევ არ გაახსენდეს და არ ვაძლევ ბოთლს 1 კვირაა. და კიდე არ მივცემ ცოტა ხანი. იქნებ მოიბრუნდეს გული ძუძუებზე smile.gif))

რა კაი გოგო ყოფილა 1 თვემდე სულ ნეტარებით წოვდა და წოვდა, 2 საათს არ გადააცილებდა, პირში ედო. რა დაემართა არ ვიციsmile.gif) იქნებ შუალედებს ზრდის და აღარ უნდა ასე ხშირად ძუძუ და ბრაზდება რო ვთავაზობ? მეორე მხრივ, როცა შია და ტირის, ან ოირის წკლაპუნს იწყება, მაშინაც მოტყუებით ვუდებ და წოვს მერე.

რავიცი, ბოთლის თემას ჯერ დავიკიდებ, კიდე 1 თვე მაქვს სამსახურამდე და ისევ თავიდან მივაჩვევ მერე ალბათ, თუ დაივიწყა იქამდე.

მოკლედ,.შარია რა, შა-რიsmile.gif)

Posted by: fermina 28 Jan 2023, 20:00
მოკლედ ბავშვი აღმოჩნდა გურმანი და ღორმუცელა, ტყუილად ვნერვიულობდი მყარ კვებაზე გადასვლაზე.

ჭამს ყველაფერს მანამ, სანამ არ წაართმევ biggrin.gif

უჭმელ ბავშვებზე რომ მესმის ისტორიები, მიკვირს ხოლმე.

დღეს თევზი მიირთვა და გაგიჟდა ისე მოეწონა. მერე ბლინი გამომტაცა ხელიდან და პირში ჩაიტენა. უშაქრო კი იყო, და რაც შეეძლო გამოღეჭა და ყლაპა. არ იწუნებს არაფერს, სუპი, ფაფა, პიურე, ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი. და ძალიან ადვილია ამიტომ ამის გამოკვება, ეს კიარადა სტუმრად წაყვანაც, სულ რომ არაფერი მქონდეს წაღებული დაუგეგმავად, სახლში ყოველთვის მოიპოვება ხოლმე ამის მოსაწონი საჭმელი smile.gif მჭადი და ყველიც კი მიირთვა იმ დღეს უპრობლემოდ, ცოტა რა თქმა უნდა smile.gif.

Posted by: Tua 28 Jan 2023, 20:33
სერაფიტი
ვერ მიაჩვევ თუ ძუძუზე გეყოლება სულ რა ბოთლიც არუბდა მისცე უკან შეჩვევის შანსი ძალიან პატარაა. ზოგადად 2 საათში ერთხელ ძუძუს მიცემა ძალიან ბევრჯერ გამოდია დღეში და გაუზარდე შუალედები 3 საათამდე .

ვოთლზე შენ იცი მაგრამ სამსახურში გასვლის სყრვილი თუ გაქვს არუნდა დაავიწყო წესით.

Posted by: Anabeli111 29 Jan 2023, 11:51
Tua
ნუ გვიწურავ იმედს :dddd თავიდან ერთნაირად იდებდა ბოთლს და ძუძუს,მერე ბოთლი დავიკიდეთ ორივემ :დ ხოდა ჩემი ქმარი აჭმევს ბოთლიდან კარგად.. ბებოსთან ჭირვეულობს და უარს ამბობს.. კიდე კარგი ეს 1 თვე უნივერსიტეტში არდადეგები აქვს და დილის საათებში სახლში რჩება, მერე გადის საქმეზე და რაღაცნაირად მივაჩვევთ ისევ ♡

ისე გადავიწვი, ძლივს შემოვიხედე აქ sad.gif

Posted by: Katerina_N 30 Jan 2023, 15:42
gogatakoo
აუ რა საშინელებაა მე გამოვიარე ბრონხიტით კლინიკაში წოლა.. თაიას დიათეზს რომ ეძახიან ეგ ქონდა გართულებული და მაშინ ჩვენც კვება შეგვიცვალეს ფრისო პეპ აც და დღემდე მაგ კვებაზეა .

Posted by: სერაფიტი 30 Jan 2023, 16:37
Tua

გადმოვიბირე ისევ, შევარიგე ძუძუს.
მივცემ ბოთლით ისევ კვირაში ერთიორჯერ.
ვერ გავიგე ამისი შუალედები რა, მაინც უფრო 2 საათია. მე აღარ ვაძალებ, მარა ძირითადად 2 საათში ერთხელ უნდება, ცოტას ჭამს და ვსო. მაგიტო ვერ ქაჩავს 3 სთ. ცალს ჭამს, მეორეს აღარ. მეორეც რო დაამატოს, იქნებ ეყოს 3 სთ.
იმედია სამი თვის რო გახდება, გაზრდის, რავიცი

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 09:08
სალამი ^^

რომელიმეს ხომ არ გქონიათ 23-24 კვირაზე ბავშვს ჭიპლარი ორჯერ ჰქონოდა შემოხვეული?!

საშიშია? მოიხსნის? რა ინტენსიობით ამოწმებდით?

Posted by: ივლისი 3 Feb 2023, 09:22
Iceicebaby
სადღაც 28 კვირაზე დამიწერა ერთხელ ხეცურიანმა ჭიპლარის 2-ჯერ შემოხვევა. ეგ არაფერიაო მამუკა ნემსაძემ მითხრა. 4 კვირაში მივედი ისევ ექოზე. ერთხელ შემოხვევა იყო.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 09:53
ივლისი
მადლობა <3

ჰო, იმედია მოიხსნის ერთხელ მაინც )) მჭიდროდ არ ქონდა თითქოს შემოხვეული, მძივივით ეკიდა, მარა მაინც ვნერვიულობ.

პლაცენტაზე თრომბოზული/ინფარქტირებული პატარა უბნებიც მითხრეს, მაგაზეც მოვისმენდი გამოცდილებას, თუ გქონიათ :/

Posted by: narkozeli 3 Feb 2023, 10:37
Iceicebaby

კი, ჩემსას ქონდა 24ზე და მერე 28ზე, ორმაგად საყელოსავით :დ 30დან აღარ ჰქონია)) პატარა ვადებზე დიდი შანსია მარტივად მოიხსნას თვითონვე და სადღაც 32-34დან აღარც შემოიხვევს❤️

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 10:49
narkozeli
მადლობა, გვანცა <3

Posted by: Tua 3 Feb 2023, 11:10
სერაფიტი
ჩემი დაქალის ბავსშვმა გაზარდა 3.5 საათამდე თავისით, ეხლა ხომ გავიდა სამსახურში , 20 გრამს ჭამს მხოლოდ ისიც კოვზით და ელოდება დედამისს 5 საათი მშიერი როდის მოვა რომ აჭამოს.

Posted by: ივლისი 3 Feb 2023, 11:21
Tua
აუ რა ძნელია ორივესთვის. ბოთლს არ იკარებს ხო ძუძუს ბავშვი ? მოკლედ ქალი ლაქტაციის პერიოდში არ უნდა მუშაობდეს რა user.gif

Posted by: Tua 3 Feb 2023, 11:41
ივლისი
ბოთით აჭმევდა ხანდახან დაბადებიდან და თან ძუძუსაც, ერთ მომენტში აი ასე გადაწყვიტა რომ 5 დღე ბოთლი არმიეცა და შესაბამისად ბავშვმა გადაწყვიტა არჩაედო ბოთლი (კი ინანა დედამ ამ გადაწყვეტილებაზე ბოლოს მაგრამ რას იზავს) . ახლა ბებოს უტოვებს სამსახურიც უწყობს ხელს 5 საათით დადის, მაგრამ მაინც ეს ელოდება მშიერი ხმას არიღებს.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 11:52
გადმოვიტან ახალ გვერდზე:

პლაცენტაზე თრომბოზული/ინფარქტირებული პატარა უბნებიც მითხრეს, მაგაზეც მოვისმენდი გამოცდილებას, თუ გქონიათ :/

Posted by: Tua 3 Feb 2023, 12:26
Iceicebaby
სხვას თუ არა ვის ექნება მაგის გამოცდილება ჩემს გარდა lol.gif მე მქონდა თრომბოზული უბნები თრომბოფილიის გამო, პერიოდულად მქონდა ხოლმე და მაგ დროს კლექსანის დოზას მიწევდნენ 7-10 დღით ხოლმე. 26 კვირაზე მქონდა და მერე უკვე დიდ ვადებზე პლაცენტამ რომ დაიწყო დათრომბვა.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 13:00
Tua
მადლობა, ძალიან მამშვიდებს ახლა ასეთი გამოცდილებების კითხვა <3

ქეთიმ გადამიყვანა მეც 0.6-იანზე 1 კვირა და ვნახოთო მერე ექო.

რა ემართებოდა დოზის მერე? ნორმაში დგებოდა? რაც უკვე ინფარქტირებულია მაგასაც შველის? თუ ის გამოვიტირო, ვსო? :დ

პ.ს. რამდენად ვინერვიულო, მართვადი ამბავია ანუ?

Posted by: Tua 3 Feb 2023, 14:30
Iceicebaby
თრომბები ქრებოდა მაგრამ მერე რაღაც პერიოდში ისევ ჩვნდებოდა , მანდ მთავარია ბავშვი ვადას არჩამორჩებოდეს და კიდევ 26 კვირიდან ხშირად ვიკეთებდი დოპლერს ექოზე. 0.6იან დოზაზე რამის ემბოლია დამემართა მე შესაბამისად 7 დღეზე მეტ ხანს ვერ ვიკეთებდი ხოლმე . მართვადია ჩვეულებრივად უბრალოდ ანალიზები ნახე მაინც კოაგულოგრამა და რაღაცეები, არვიცი რომელი გენის მუტაცია გაქვს შენ, მე პაი 1 მაქვს 4გ/4გზე და პაის რადენობასაც ვაბარებდი ხშირად და ანტიიქსა ფაქტორსაც.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 14:52
Tua
ჩამორჩება არა, უსწრებს 1 კვირით, დოპლერი კარგია ახლაც და სულ. მე ყოველ კვირა ვიკეთებ ექოს :დ ვერც ვერავინ მიპროტესტებს, იმიტო რო სულ რაღაც ახალი მეძრობა )))
კოა კარგი მაქვს, ორსულის კი არა ჩვეულებრივ ნორმაში. ხვალ ანტიიქსას შევიმოწმებ.

QUOTE
მე პაი 1 მაქვს 4გ/4გზე

პაი 4/5 და მტფრ-ც

QUOTE
პაის რადენობასაც ვაბარებდი ხშირად

ეს არ ვიცი რა არის, არ უთხოვია არასდროს

Posted by: Tua 3 Feb 2023, 14:54
Iceicebaby
შენ მუტაციებზე პაის რაოდენობრივი არაა საჭირო, ჰომოცისტეინი უნდა იმოწმო აუცილებლად და ბ12 უკვე 30 კვირაზე აუცილებელია ბავშვისთვის და ეგეც უნდა გადააკონტროლო წესით.

მე 10 დღეში ერთხელ ვიკეთებდი ექოს და დოპლერს აბა ვინმეს ხმა ამოეღო რამეზე smile.gif)) თან მითუმეტეს მე ძალიან პრობლემური ორსული ვიყავი ყველანანაირად ჰემატოლოგიითაც და მერე ყელის დამოკლებით 28 კვირაზე.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 15:09
Tua
QUOTE
ბ12

გავიკეთე 1 თვის წინ და 28 კვირისკენ კიდე გადავამოწმებ მაშინ.

აქამდე ნორმაში იყო ეგეც.

QUOTE
აბა ვინმეს ხმა ამოეღო რამეზე

ექოზე ხშირად რო არ მევლო, ძალიან ბევრ რამეს დროულად ვერ აღმოვაჩენდი, მათ შორის ამ ამბავსაც. 26-ზე ვიყავი მკაცრად დაბარებული.

Posted by: Tua 3 Feb 2023, 15:23
Iceicebaby
მეც რომ არმევლო ექოზე ვერც მივხვდებოდი რომ ყელი მაქვს დამმოკლებული ისე უბრალოდ მივედი ექოზე პროსტაზე ვერაფერს ვგრძნობდი საერთოდ და 27მმ მქონდა ყელი თან დილატირებული უკვე.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 15:28
Tua
QUOTE
27მმ მქონდა ყელი თან დილატირებული უკვე.

28 კვირაზე? როგორ დააბრუნე მომდევნო 10 კვირა იგივე მდგომარეობაში?

Posted by: Tua 3 Feb 2023, 16:01
Iceicebaby
3 დღე პათოლოგიურში ვიწექი , პროგით დავაბრუნე ისევ ( პროგესტერონი შევწყვუტე ზუსტად 26 კვირაზე და 2 კვირაში დამოკლდა ეგრევე) და წოლითი რეჟიმოთ. საბოლოოდ 31მმ მქონდა საკეისროს დღეს ყელი და დიკატაცია არიყო, 36.5 დღეზე გავაჩინე წყლის ნაკლებობის გამოდა ბავშვმა დაოწყო ჩამორჩენა ზრდაში.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 16:04
Tua
ურიგო ვადა არაა, გაგიმართლა ნამდვილად. დიდი სიამოვნებით მივიდოდი მაგ ვადამდეც, ოღონდ მშვიდობა იყოს მანამდე

Posted by: Tua 3 Feb 2023, 16:25
Iceicebaby
ჰო არა დექსაც გაკეთებული მქონდა 30 კვირაზეც და საკეისრომდე კიდევ 4 ამპულა მოვასწარი, შესაბამისად ინტენსიური და ეგეთები არდასჭირდა ეგრევე გადმოგვწერეს 3 დღეში. თან 3150 დაიბადა 36 კვირის დიდი იყო ბევრად თავის ვადაზე.

Posted by: Iceicebaby 3 Feb 2023, 16:29
Tua
აუ რა კარგი წონაა მაგ ვადისთვის ^^ მშვენიერი, იმედია მეც კარგ გამოცდილებებს გავაზიარებ გზა და გზა. მადლობა!

Posted by: სერაფიტი 4 Feb 2023, 12:50
QUOTE (Tua @ 3 Feb 2023, 11:10 )
სერაფიტი
ჩემი დაქალის ბავსშვმა გაზარდა 3.5 საათამდე თავისით, ეხლა ხომ გავიდა სამსახურში , 20 გრამს ჭამს მხოლოდ ისიც კოვზით და ელოდება დედამისს 5 საათი მშიერი როდის მოვა რომ აჭამოს.

იქნებ ავცდე ამ ამბავს.
გუშინწინ და გუშინ ისევ შემოუტია, არ ჩაიდო ძუძუ, ნელა მოდიოდა და დაეზარა წოვა. 1 დღე სულ გამოწველილი ჭამა ბოთლით უპრიბლემოდ. წუხელ ისევ მოწმატა ნაკადი ამდენი წველისგან და მიირთმევს ძუძუს.

მგონი ამან ოღონდ ჭამოს და კომფორტულად ჭამოს, იმენა ძუძუ კიდია, არაა დამოკიდებული. აი ბავშვები რო ზედ იძინებენ და იღვიძებენ, ეს არაა ეგრე. პრაგმატულად უყურებს, შეჭამს ერთ ცალს და ვსო. 2 საათში ერთხელ ჭამს ისევ, 3 თვისაა. ცოცხალი თავით მეორეს არ ჭამს რო იქნებ გაზარდოს შუალედიsmile.gif)

Posted by: Iceicebaby 4 Feb 2023, 14:16
Tua
მშვენიერი ანალიზები მაქვს, ანტიიქსაც ნორმაშია 0.4-იანის ფონზე.

ნორმის მიუხედავად მაინც ჰყავდით 0.6-იანზე ცოტა ხანი?

Posted by: Anabeli111 4 Feb 2023, 22:36
გოგოებო, გავცივდი.. სურდო მაქვს და მაცემინებს. რა შეიძლება რომ დავლიო? უცებ რო გამოვკეთდე ;( მარტო თაფლიანი და მალინიანი ჩაი არ მშველის ;(

Posted by: Tua 5 Feb 2023, 10:02
Anabeli111
ლაქტაციისას არაფერი არშეიძლება, გარდა სითხეების და ცხვირის გამხსნელიც არშეიძლება გარდა ფიზიოლოგიურისა. სიცხეზე პარაცეტამოლო და იბუპროფენი.

Posted by: takotatuli1989 9 Feb 2023, 13:23
სერაფიტი
მე ერთ ჭამას რას ვეძახდი იცი? აი ხო შეჭამდა ბავშვი ძუძუს მერე კუჭში გავიდოდა და მერე ისევ რო ვაჭმევდი ეგ იყო ჩემთვის ერთი ჭამა. biggrin.gif ტყუპებე მასეთი 16 ჭამა მიწევდა დღე-ღამეში მარა რეალურად 32 იყო biggrin.gif როგორ შევძელი არ ვიცი, ეხლა წარმოუდგენლად მეჩვენება.

Posted by: ივლისი 9 Feb 2023, 14:17
takotatuli1989
ვახ, გმირობაა აბა სხვა რა ქვია. გინდ 16 ჭამა უწოდე . ერთროულად რომ შივდებათ ტყუპებს ამ დროს რა შვებით ხოლმე თუ არ ხდება მასე.

Posted by: სერაფიტი 9 Feb 2023, 20:54
QUOTE (takotatuli1989 @ 9 Feb 2023, 13:23 )
სერაფიტი
მე ერთ ჭამას რას ვეძახდი იცი? აი ხო შეჭამდა ბავშვი ძუძუს მერე კუჭში გავიდოდა და მერე ისევ რო ვაჭმევდი ეგ იყო ჩემთვის ერთი ჭამა. biggrin.gif ტყუპებე მასეთი 16 ჭამა მიწევდა დღე-ღამეში მარა რეალურად 32 იყო biggrin.gif როგორ შევძელი არ ვიცი, ეხლა წარმოუდგენლად მეჩვენება.

რა სიგიჟეა, ძალიან მაგარი ხარ!

და რამდენ თვემდე გაგრძელდა ეს? საერთოდ ტყუპები ბუნენრივზე დიდი გმირობაა <3

ზუსტად 3 თვეა დაიბადა და სამოდან ორი თვე იმენა ბრძოლები მაქვ, მაგრამ მაინც ვაგძელებ ბუნებრივს. იქითა თვეში გავალ სამსახურში და იმედი მაქვს, შევინარჩუნენ რძეს. ცოტა მარაგიც მაქვს საყინულეში, ცოტას მივამატებ კიდევ. იქნებ მივაგორო 6 თვემდე ჩემი რძით. ისევ 2 საათში ერთხელ ჭამს smile.gif)) ღამე აკეთებს 3 ან ჰადაჰა 4 საათიან შუალედს ერთხელ. დილის 5 საათიდან ისევ 2 საათში ერთხელ. ამ დღეებში საათნახევრიანიც გააკეთა ხშირადsmile.gif)

ღამე კარგად ჭამს. დღე -უნდა ვიარო და ვიმღეროsad.gif მაგრად ვვარჯიშობsmile.gif) მაგრამ მიღირს. მივეჩვიე კიდეც. თავიდან მთრგუნავდა, ახლა ვიცი როდის რა უნდა ვქნა. ბოლო ვარიანტი გამოწველაა. ეგეც კარგად დავამუღამე. ნახევარი გზა კი გავიარე უკვე.

მენსტრუაციამ შემაწუხა. ლაქტაციისას არავის არ ჰქონია,ვისაც ვკითხე. მე მეორე თვესვე მომივიდა და ახლაც, მესამე თვეს, 2 დღე გადამიცდა და ეგაა. მოსვლამდე იკლებს რძე, ნაკადი, და ეგ არ მოსწონს, მარა გამოწველილი ჭამა.

მოკლედ, რომ არა საწველი, აქამდე კაი ხნის დასრულებული მექნებოდა ბუნებრივიsmile.gif))

Posted by: takotatuli1989 10 Feb 2023, 03:14
ივლისი
ხან ორივეს ერთად ვაჭმევდი, ტყუპების ლაქტაციის ბალიშს ვიყენებდი. ხან სოსკით ვათმენინებდი ერთ-ერთს, ხან გამოწველილს ვაევდი ერთს და მეორეს ძუძუს. ჰააკაა, ელექტრო საწველი და ხელის საწველი, ყველაფერი მქონდა რომ ხელი შემწყობოდა.

სერაფიტი
6 თვემდე მხოლოდ ბუნებრივზე იყვნენ, მერე როგორც წესია დავიწყეთ მყარის დამატება მარა 9 თვემდე ძირითადად ძუძუზე იყვნენ. მერე მივლინება მიწევდა და გოგო ხელოვნურე გადავიყვანე ( ბიჭმა პირი აღარ დააკარს ბოთლს), მერე მივლინება გადაიდო და წლამდე ვაჭამე ბიჭს. ქ

Posted by: takoo1 10 Feb 2023, 11:25
სერაფიტი
მე მომივიდა მასე პირველზე არ ჭამდა ხშირად თავიდან და ალბათ მაგიტო
პიულატე იყიდე აბა:*
მე მაგან გამაქაჩინა წლამდე ვაჭამე პირველს

Posted by: სერაფიტი 10 Feb 2023, 12:45
takotatuli1989

შენი პოსტის წაკითხვის მერე ძალა მომეცა ისევsmile.gif) ყოჩაღი ხარ ძალიან!

gogatakoo

არადა ხშირად ჭამს, რავიცი, ამაზე ხშირად რაღა ვაჭამო, საათ-ნახევარი ორი საათი მაქსიმუმ შუალედში. ორშაბათს მივდივართ აწონვაზე პლუს აცრა. ვნახავთ ნამატს. წესით ნორმალური უნდა ჰქონდეს.

ვაიმე, თან იმდენი მომდის ციკლი, ნახევარ საათში ერთხელ ვიცვლი დიდ საფენსsad.gif
წინაზეც მასე მომივიდა. დღე-ნახევარი იმენა ბეევრი. მერე მოიკლო უცებ.

პიულატე დავგუგლე მეც და ვფიქრობ ყიდვას, თუმცა დღეს ვატყობ მეტი მაქვს უკვე. წუხელაც გადავსებული მქონდა ყველა ჭამაზე.

Posted by: სერაფიტი 15 Feb 2023, 11:30
Anabeli111

ანაბელ, როგორც ვიცი, გახვედი სამსახურში. რადგან კოლეგა ხარ, მაინტერესებს როგორ დაალაგე ლაქტაციის ამბები? დაუმატე ფორმულა? იწველი? როგორ როდის და ა.შ.

Posted by: Anabeli111 15 Feb 2023, 14:06
სერაფიტი
კი, 1 თვე გავა 23ში.

არ დამიმატებია ფორმულა, თუმცა სახლში მაქვს სულ ყოველი შემთხვევისთვის.

სკოლაში საერთოდ ვერ ვიწველი, იმდენად დრო არ მრჩება. წასვლამდე ვაჭმევ და მოსვლისას ვიწველი იმდენს (სავსე ვარ), რომ მეორე დღის 2 კვება აქვს.

დილას 8ზე გავდივარ და 3ზე სახლში ვარ. თითქმის 3 საათიან შუალედებს აკეთებს ჭამის დროს. ამიტომ ჯერჯერობით ვასწრებ ხოლმე.

სამსახურში რო არ ვიწველი, კი მეშინია, რომ შემიმცირდება, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ. ერთხელ ვცადე და არ წამოვიდა რძე :დ ეტყობა, რომ ვერ ვდუნდები, მაგიტომ.

Posted by: სერაფიტი 15 Feb 2023, 17:49
Anabeli111

მეც რვაზე უნდა გავიდე,მარა პირველზე შინ ვიქნები. ორშაბათს არ მაქვს გაკვები. დარჩენილი ოთხიდან 1 ან 2 დღე შევძლებ გამოწველას ალბათ. მეც შემცირების მეშინია,თორე ისე საყინულეში 25 პაკეტი გაყინული 120 გრამიანი ჩემი რძე მაქვს და მარტამდე კიდე მივამატებ. ფორმულა არ მაქვს, მაგათ იმედზე ვარ რო რამე.

ბოთლზე რა ქნა? ავენტი ხო? 0+ თვის თავი აქვს თუ მოუმატე ნახვრეტები? ვერ ვწყვეტ მოვუმატო თუ არა. ძუძუს სწრაფად წოვს უკვე.

ისე ძუძუზე ხო არ გაგიჭირვეულდა ამასობაში?

Posted by: Anabeli111 15 Feb 2023, 22:42
სერაფიტი
ეს არის გოგო, რომელიც ხაოდა ბოთლის დანახვაზე :დ

user posted image

ძუძუსაც და ბოთლსაც დიდი ენთუზიაზმით მიირთმევს ♡ ავენტის არა, სუავინექსისაა.

Posted by: სერაფიტი 16 Feb 2023, 01:14
Anabeli111

რა კარგია, საყვარელი <3
ხომ არ შეგიცოტავდა რძე ამ 1 თვეში, როგორ ატყობ?

Posted by: Meilisi 16 Feb 2023, 01:26
სერაფიტი
გამოწველილ და გაყინულ რძეს როგორ იყენებ მერე? გალღობის მერე როგორ ათბობ?

Posted by: სერაფიტი 16 Feb 2023, 10:26
Meilisi

წინა ღამეს გადამაქვს მაცივარში, რომ გადნეს. თუმცა თუ სწრაფად გჭირდება, გამდინარე წყლით გაადნობ. მარა როგორც სხვა პროდუქტები, ჯობია მაცივარში გაადნო. გამლღვალი 24 საათია ვარგისი.

ვასხამ ბოთლში ჭამის წინ და ვდებ ცხელ წყალში, 60-63 გრადუსი წყლის ტემპერატურა მაქსიმუმ, არა ადუღებულში, რომ არ დაკარგოს რძემ თვისებები. ბოთლის გამათბობელშიც შეიძლება, შესაბამის გრადუსზე. სულ ესაა, ადვილია

ვინახავ სპეციალური
რძის შესანახი პაკეტებით, საიდანაც ჰაერი უნდა გამოდევნო შენახვისას.

Posted by: Meilisi 16 Feb 2023, 11:36
სერაფიტი
მადლობა ❤️ მომავალში გამომადგება

Posted by: სერაფიტი 16 Feb 2023, 14:05
Meilisi

ფბზე "ლაქტაცია და განვითარება" არის ჯგუფი. თუკი რამე ლაქტაციაზე ვიცი, მაქედან. მერე ინგლისურ საიტებზეც ვამოწმებ ხოლმე. ქართულად ნაკლებადაა ინფორმაცია. ორსულობაშივე დავემატე, აქაურმა იუზერმა დამამატა. მოვიმარაგე კარგი საწველი და ვართ ასე 3 თვეა სრულიად ბუნებრივზე.
სიმართლე გითხრა, რომ არა ეგ ჯგუფი და ინფორმაცია, სადღაც თვე-ნახევარზე, მაქსიმუმ ორ თვეზე ალბათ მეგინებოდა რო რძე შემიცოტავდა, დავუნატებდი ფორმულას. რის გამოც კიდევ მეტად შემიმცირდებოდა რძე და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ სტრესული იყო პირველი კვირები ლაქტაციის მხრივ, მერეც შიგადაშიგ, მაიმც მგონია, რომ რაღაც ძალიან კარგს ვუკეთებ ამით ბავშვს და სადამდეც შევძლებ, მეყოლება ძუძუზე. ისე კარგად აეწყო კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ყველაფერი, რომ მენანება ახლა უკვე ფორმულაზე გადასაყვანად. თორე იყო დღეები, მეხვეწებოდა დედაჩემი, "ფორმულითაც იზრდებიან ბავშვები, ნუ მოიკლავ თავსო". მე თვითონაც 1 თვე მიჭამია ძუძუ და გავიზარდე როგორღაც რაsmile.gif))
მაგრამ დღეს იმდენი ინფორმაციაა, თუ ძუძუთი კვება გინდა, აუცილებკად გამოგივა. პლუს იმდენი რესურსია, საქმის გაადვილებაც შეიძლება. ძალიან კარგად ვიყენებ მაგალითად მიკროტალღუირის სტერილიზაციის პაკეტებს, წარამარა რომ არ ვმდუღრო საწველის ნაწილები. და სხვ.

დედა იმასაც მეუბნება, მე რომ ამდენი მცოდნოდა, ალბათ არ დაანებებდი თავს ძუძუსო. მეგონა შემიმცირდა და ნელნელა დაგიმატე ფორმულა და მერე სულ გამიშრაო.

მოკლედ, რავიცი, ჯერჯერობით კარგად ავეწყვე, რთული დღეები უკან დარჩა და თუ ცოტა გართულდა ხოლმე, აღარ ვნერვიულობ. Spectra -ს საწველი აპარატი არსაიდან აჩენს ხოლმე რძესsmile.gif)))

Posted by: Anabeli111 16 Feb 2023, 14:30
სერაფიტი
არა, ჯერჯერობით ისევ იმდენია.. რომ მოვდივარ,ინაზღაურებს :დ ♡ ღამეც ხშირად ჭამს.

Posted by: Meilisi 16 Feb 2023, 15:07
სერაფიტი
პირველიც ლაქტაციით დავიწყეთ 4 თვე სრულად ყოფნიდა. რძე მქონდა ,თავიდან ადვილად რაც მოდიოდა იმას წოვდა მერე თავს აღარ იწუხებდა და ტიროდა აღარ იდრბდა დავამატეთ მერე ჰუმანა. მაშინ შენახვა და მერე მიცემა წარმოუდგენელი იყო.საწველი კი მქონდა .მადლობა სრული ინფორმაციისთვის


Posted by: სერაფიტი 16 Feb 2023, 18:29
Anabeli111

კარგია, იქნებ არც მე შემიმცირდეს, ვნახოთ. ისე, სამსაათიან შუალედს აკეთებს? რამდენ გრამს ჭამს ბოთლით? ძუძუს რამდენ ხანში ერთხელ ჭამს?


Meilisi

მშვენიერია 4 თვეც.
ჩემიც ზარმაცაა წოვაზე. ბოლო დროს სიარულით და სიმღერით ვაჭმევsad.gif

Posted by: fermina 16 Feb 2023, 22:25
დედებო, ასეთი შეკითხვა მაქვს.

მოკლედ ბავშვი არის 8 თვის. ხელოვნურზეა.

პედიატრმა ნინო კამკამიძემ 5 თუ 6 თვის რომ იყო, მაშინ დაუწერა კვების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ფორმულა დღეში ორჯერ უნდა ჭამოს, დანარჩენი - დილით ფაფა, შუადღეზე ბოსტნეულის და ხორცის სუპ-პიურე, დესერტად ხილი, საღამოს იოგურტი ან ფაფა ისევ.

ფორმულა დაუტოვა ორჯერ, ანუ საღამოს მიირთმევს ძილის წინ 180 გრამს და მეორედ გამთენიისას, 6-7 საათზე იღვიძებს და ასევე 180 გრამს ჭამს. მყარ კვებაზე გადავიდა სრულიად უპრობლემოდ, ყველაფერი მოსწონს.

ანუ ფაქტობრივად სრულფასოვან კვებად აქვს ფაფაც, ბოსტნეულიც, ხორციც... ჭამს ყველაფერს და ბევრს smile.gif ანუ საკმაოდ მოზრდილ პორციას ისე, რომ დანაყრდეს.

სადაც წავიკითხე, ყველან ასე წერია, რომ წლამდე ბავშვმა 600-700 გრამი რძე მაინც უნდა მიიღოსო. ამას ამდენი არ გამოსდის დღეში ორჯერ ჭამით და პრობლემა ხომ არ არის?

Posted by: Tua 16 Feb 2023, 22:36
fermina
მაგ ასაკზე ფორმულად უფრო ხშირად უნდა ქამდეს ნუ 3 ჯერ მაინც, 6-7 თვის ასაკშო სრულად კვებების შეცვლა გაიდლაინებით არხდება,6 თვიდა ასაკიდან მხოლოდ გასინჯვით იწყებთ, ფფები უმჯობესია 7-8 თვიდან თუ ბავშვს წონის დეფიციტი არ აქვს. 6 თვეზე 3-4 კოვზიც საკმარისია და როცა ბევრ ბოსტნეულს და ხილს სინჯავს მერე მხოლოდ 1 კვებას უნაცვლებთ 120 გრმამადე სადღაც,ხილი არის ხემსი ანუ კვებებს შორის წასახემსებელი დღის პირველ ნახევარში. მერე როცა ბოსტნეულს მოითავებთ ხორცი უნდა შეუყვანოთ და მხოლოდ მერეა ფაფა, რომელიც დილით უნდა მისცეთ პირველ კვებად. 1 წლამდე შეიძლება 600-700 მლ არგამოუვიდეს მაგრამ აუვილებელია რომ რძე მიიღოს საკმაო რაოდენობით. კამკამიძე ეტყობა გაიდლაინებს არცნობს და ეგრევე 6 თვიდან აქეიფებს ბავშვებს givi.gif solid start ამ აპლიკაციაში ბევრ სასარგებლო ინფოს ნახავთ, სამწუხღოდ ქართველი პედიატრების უმრავლესობა კვებაში მლიკოჭლებს და დედებს ჩვენით გვიწევს გარკვევა საკითხებში.

Posted by: fermina 16 Feb 2023, 23:34
Tua
QUOTE
fermina
მაგ ასაკზე ფორმულად უფრო ხშირად უნდა ქამდეს ნუ 3 ჯერ მაინც, 6-7 თვის ასაკშო სრულად კვებების შეცვლა გაიდლაინებით არხდება,6 თვიდა ასაკიდან მხოლოდ გასინჯვით იწყებთ, ფფები უმჯობესია 7-8 თვიდან თუ ბავშვს წონის დეფიციტი არ აქვს. 6 თვეზე 3-4 კოვზიც საკმარისია და როცა ბევრ ბოსტნეულს და ხილს სინჯავს მერე მხოლოდ 1 კვებას უნაცვლებთ 120 გრმამადე სადღაც,ხილი არის ხემსი ანუ კვებებს შორის წასახემსებელი დღის პირველ ნახევარში. მერე როცა ბოსტნეულს მოითავებთ ხორცი უნდა შეუყვანოთ და მხოლოდ მერეა ფაფა, რომელიც დილით უნდა მისცეთ პირველ კვებად. 1 წლამდე შეიძლება 600-700 მლ არგამოუვიდეს მაგრამ აუვილებელია რომ რძე მიიღოს საკმაო რაოდენობით. კამკამიძე ეტყობა გაიდლაინებს არცნობს და ეგრევე 6 თვიდან აქეიფებს ბავშვებს  solid start ამ აპლიკაციაში ბევრ სასარგებლო ინფოს ნახავთ, სამწუხღოდ ქართველი პედიატრების უმრავლესობა კვებაში მლიკოჭლებს და დედებს ჩვენით გვიწევს გარკვევა საკითხებში.


მადლობა, მეც ასე ვფიქრობ, რომ საღამოს 6-საათიანი კვებაც უნდა იყოს ფორმულა. ხემსად ხილი, იოგურტი და ეგეთები სრულიად საკმარისია. აპლიკაციასაც გადავხედავ და კარგად გავერკვევი.

Posted by: any_body 16 Feb 2023, 23:46
fermina
1 წლამდე ბავშვი რძეს უნდა იღებდეს და მყარი კვება გასინჯვის დონეზე იყოს, ვანაცვლება არ ხდება.
პედიატრებს არ ეკუთვნით კვება, რატომ
მიისაკუთრეს.

Posted by: სერაფიტი 17 Feb 2023, 01:06
fermina

ნეც ეგრე მეგონა, აი 6ბთვის გახდება და ძუძუს შევუმცირებ-მეთქი ( ჯერ სამისაა). დავიწყე ინფორმაციის მოგროვება და Tua- მ როგორც გითხრა, ქეიფები შორსააsmile.gif) 7-8 თვიდან ნაცვლდება 1_2 კვება. ფაფები სულ ბოლოს ემატება, მძიმეაო. ხილი სრულფასოვანი 1 კვება არაა, მხოლოდ დესერტი.
წონის დეფიციტი თუა, 4 თვიდანაც უწერენ ფაფებს.

Posted by: Anabeli111 17 Feb 2023, 08:34
სერაფიტი
გააჩნია. ხან 2 საათში ერთხელ ითხოვს. ხან 3 საათიც გაუკეთებია შუალედი. თუ ოდნავ მომედო ძუძუზე, ვსო :დდ

140 გრამს ვტოვებ და ხან ცლის ბოლომდე და ხან 120ს ჭამს. რთულია ძუძუს ბავშვისთვის დოზის განსაზღვრა.


Posted by: სერაფიტი 17 Feb 2023, 10:30
Anabeli111

120 გრამს რომ ჭამს, გააკეთებს სამ საათს წესით.
ეს ორ საათში ერთხელ ჭამს და როცა ბოთლიდან - 60-70 გრამზე მეტს არ ჭამს.
მართლა ძნელია ძუძუს ბავშვზე რა. ყველაზე ახლოს ჭკუასთან ისაა, რომ საათში 30-40 გრამი უნდა მგონი და ამის მიხედვით იქნებ განვსაზღვრო და არ გამიხდეს ზედმეტი რძე გადასაქცევიsmile.gif)

Posted by: takoo1 17 Feb 2023, 11:59
Tua
თეო თუ ძუძუზე არარი და ფორმულაზეა 7-8 თვემდე არ ასინჯებ ფაფას?
მერავიცი ფორმულის ბავშვი უფრო ადრე იწყებსო გაიძახიან ვიდრე ძუძუსიო და 5 თვიდან აწყებინებენ და ვეღარ გავიგე.
მგონი სხვაობაა ძუძუზე თუა არ სჭირდება დიდად დამატება და ფორმულიდან ვერ იღებსო გამიგია ცოტა ადრე გადაყავთ მყარ კვებაზე.
8 თვე გვიანი არარი ფაფისთვის? აბა 5-6 თვიდან რა უნდა ვაჭამო?
მდაა ავიჭერი ეხლა

* * *
fermina
user posted image

5-6 თვიდან ხორცი და ა.შ მგონი ადრეა ძაან
მე ხორცი და ხაჭო მგონი 8-9 თვიდან გავასინჯე
მანამდე მარტო ფაფას ვაჭმევდი და ხილს

Posted by: ივლისი 17 Feb 2023, 12:54
gogatakoo
როგორ ხართ? რომელ ფორმულას აძლევ ახლა? სემპერს აღარ ალბათ ხო. მე 5 თვიდან მივეცი ფაფები წიწიბურა და სიმინდი. ბრინჯმა შეკრა. მე-6 თვეში შვრიაც. და ხილი- ვაშლს ვუბლენდერებ ცოცხალს. ქილის შავი ქლიავი. თვის ბოლოს 6 -ის ხდება. ბოსტნეულსაც მივცემ 1 კვებაზე. გასინჯული კი აქვს უკვე ცოტცოტა. ხაჭოზე მაინტერესებდა. ანუ 8-9 თვიდან ხო. ისე რამდენი ექიმი და დედაცაა , იმდენი აზრია.

Posted by: Iceicebaby 17 Feb 2023, 14:19
პლაცენტის ნაადრევ მომწიფებაზე მესაუბრეთ, ვისაც გქონიათ გამოცდილება ))))

Posted by: takoo1 17 Feb 2023, 14:49
ივლისი
უკეთ ვართ მგონი რავიცი.
არა რა სემპერს ჰუმანას ვაძლევ და თან ჰიდროლიზებულს HA-ს.
ხსენება აღარ მინდა ფორმულასი ისედაც არ მევასებოდა და სუ შემზიზღდა,დაილოცოს ძუძუ რა
ჩემი 5ის ხდება.ჯერ ვერაფერს ვერ გავასინჯებ კიდე ერთი თვე, გადამედო ეგ ამბები ამის კუჭ-ნაწლავის გამო.
გავივლი კონსულტაციას რითი დაწყება ჯობია ფაფებით თუ სუპებით,უფრო სწორად ბოსტნეულის პიურე ქვია smile.gif თხელი არა ანუ..
არ აჭმევ შენ ბოსტნეულს?
ბატატი,სტაფილო,კარტოფილი,ბროკოლი შეგილია გაასინჯო და მერე ერთმანეთშიც გადაურევ
სუპივით გააკეთებ მწვანილს და ხახვს ჩაახარშავ და მერე მაგ წყლით გაათხელებ.
მე ეგრე ვაჭმევდი ხოლმე 7 თვიდან.
ხაჭოს და ბანანს ეგრე ვაძლევდი 8 თვიდან თუ სწორად მახსოვს. ხორციც მალევე მივეცი. თევზი მივეცი გვიან.
ხოო ეგრეა ყველას თავის აზრი აქვს,ძაან ადრე არ უნდა დააწყებინო თორე არ მგონია დიდი მნიშვნელობა ქონდეს 6 თვის მერე.ნუ გააჩნია რას აძლევ,გაიდლაინების გათვალისწინებით ჯობია ვიდრე პედიატრის მე თუ მკითხავ.ზოგი მაგრად უბერავს

Posted by: fermina 17 Feb 2023, 17:29
gogatakoo
QUOTE
5-6 თვიდან ხორცი და ა.შ მგონი ადრეა ძაან
მე ხორცი და ხაჭო მგონი 8-9 თვიდან გავასინჯე
მანამდე მარტო ფაფას ვაჭმევდი და ხილს


ზუსტად კი არ მახსოვს, მგონი 7 თვიდან მივეცით ინდაურის ხორცი ცოტ-ცოტა,საქონლის ახლახანს ანუ 8 თვიდან. უბრალოდ იმდენად კარგად მიიღო ყველანაირი ახალი საკვები, რომ ასე ვთქვათ გაგვიტაცა ამ ახალი გემოების გასინჯვის პროცესმა. ყველაფერს მიირთმევს რაც არ უნდა შესთავაზო. უბრალოდ აქ მთავარი მომენტია, რძე ხომ არ დავაკელით-მეთქი, და ახლა გადავწყვიტე სამი კვება ჰქონდეს ისევ რძე და დაანრჩენი ფაფა და რაცაა, ბოსტნეულის სუპი ან ხორციანი სუპი (ნახარშის გარეშე, ბოსტნეულში არეული).
* * *
QUOTE (gogatakoo)
ბატატი,სტაფილო,კარტოფილი,ბროკოლი შეგილია გაასინჯო და მერე ერთმანეთშიც გადაურევ
სუპივით გააკეთებ მწვანილს და ხახვს ჩაახარშავ და მერე მაგ წყლით გაათხელებ.
მე ეგრე ვაჭმევდი ხოლმე 7 თვიდან


კი, ზუსტად ასე ვუკეთებთ, ხანდახან ქათმის ხორცხ ვურევთ ან იშვიათად - აფთიაქის ქილის თევზს და ეგაა.

დღეს დილით ომლეტიც მიირთვა მშვენივრად, შთაგონების წყარო იყო Baby Led Weaning - ის საიტზე ვიდეოები. ბევრად პატარებს აჭმევენ ომლეტს.

Posted by: Tua 17 Feb 2023, 18:20
Iceicebaby
როგორც ყოველთვის მე lol.gif დოზა გამიზარდეს და ანლიზები ვაკონტროლე. ბადრი შარიქაძე მიწერდა სულ მაგას, ნემსებით მაინც მიხვალ ბოლოდე არაფერი ისეთი არაა მთავარია დოპლერი იყოს კარგი. ბადრი შარიქაძის ექოებზე მე სულ პლაცენტის ნაადრევი მომწიფების ტენდენცია მეწერა smile.gif მე ნემსებთან ერთად კიდევ ომეგა სამსაც ვსვავდი

Posted by: Iceicebaby 17 Feb 2023, 19:02
Tua
ანალიზების გამო დოზას ვერ ვზრდი, 5 დღე ვიკეთე მარტო. ჰო, მეც ბადრიმ იგივე მითხრა, ერთი უბანია შესქელებულ-დილატირებული და უფრო მაგის გამოც. ნემსებით მიხვალთ ბოლოსკენ, არაუშავსო )) დავიღალე :დ როდემდე გაგყვა 1 ხარისხი და როდის დაგეწყო?
პ.ს. ომეგას შეიცავს რასაც ვსვამ, ელევიტი და ვიკითხავ დამატებითაც თუ შეიძლება

Posted by: takoo1 17 Feb 2023, 19:59
fermina
იცი რაა ბავშვსაც გააჩნია ზოგი უფრო ადრეა მზად,
ზოგი წლამდე ძუძუს მეტს არაფერს ჭამს,ხო ხვდები?ცოტა ინდივიდუალურიცაა
ნუ პრინციპში 8 თვე არ არის პატარა კი უნდა გასინჯოს ხორციც და რაც ეკუთვნის მაგ თვეზე მითუმეტეს თუ ბავშვი ჭამს და ირგებს.
9-10 თვემდე დღეში სამჯერ თუ შეჭამს რძეს ჩემი აზრით უკეთესია,მე ასე ვიზამდი არვიცი.
თუმცა არაფერი დაშავდება არც მაგით ორჯერ თუ შეჭამს.აიი 6-7 თვისთვის ორჯერ რძე ძაან ცოტაა ჩემი აზრით
მაგ ასაკისთვის რძე უფრო მეტი უნდა ჭამოს.
ფაფას დღეში ერთხელ ვაჭმევდი ხოლმე დილით
საკმაოდ გვიან გადავიყვანე უკვე ორჯერ ფაფაზე.
ჰიპს ქონდა HiPP Good Night 6 თვიდან და მგონი ჰუმანას ძილის წინ ვაჭმევდი ხოლმე და ეძინა გამომსკდარს დილამდე biggrin.gif
ძუძუზე იღვიძებდა ხოლმე ადრე და მაგიტო ვაჭმევდი მგონი)))




Posted by: fermina 17 Feb 2023, 20:31
gogatakoo
QUOTE
ზოგი წლამდე ძუძუს მეტს არაფერს ჭამს,ხო ხვდები?ცოტა ინდივიდუალურიცაა


რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, თვითონ გკარნახობს ხშირად ბავშვი რა და როგორ გააკეთო.
ეს ძალიან კარგი მჭამელია, და თან ირგებს მართლა ყველაფერს და რა ვიცი, ერთი თვე კიდევ მივცემთ სამჯერ რძეს და ეგ იქნება.

QUOTE
ჰიპს ქონდა HiPP Good Night 6 თვიდან და მგონი ჰუმანას ძილის წინ ვაჭმევდი ხოლმე და ეძინა გამომსკდარს დილამდე


ესეც ძილის წინ ჭამს რძეს,ანუ ფორმულას, ასე 9-ის ნახევრიდან 9-მდე და კი ძინავს დილის 7 საათამდე უმეტეს შემთხვევაში smile.gif

Posted by: takoo1 17 Feb 2023, 20:42
fermina
აუ რა ბედნიერებაა,ეს 1ზე ჭამს და 6ზე ტირის შიაsmile.gif
ჯერ 5 თვის არაა მარა მგონია მერეც ეგრე იქნება

Posted by: Tua 17 Feb 2023, 21:28
Iceicebaby
პირველი ხარისხი მქონდა მეორეში გარდამავალი გაჩენამდე 36 კვირაზეც. 25-26 კვირის მერე მქონდა პირველი ხარისხი. არაა საგანგაშო ნემსებს იკეთებ ისედაც და სხვას ვერაფერს იზავ სხვა გამოსავალი არაა, მაგრამ რომ იცოდე ბადრი შარიქაძე მაგას ბევრს უწერს და მერე შინდება ხალხი , არაფერი საგანგაშო ჩემს დაქალსაც უთხრა პაი აქვს იმასაც ნემსების გარეშე იყო საერთოდ 9 თვე smile.gif

Posted by: fermina 17 Feb 2023, 22:46
gogatakoo
QUOTE
fermina
აუ რა ბედნიერებაა,ეს 1ზე ჭამს და 6ზე ტირის შია
ჯერ 5 თვის არაა მარა მგონია მერეც ეგრე იქნება


ხო, ისე მიკვირს ამ ღორმუცელასგან, როგორ აკეთებს ამხელა შუალედს, თითქმის 2-3 თვიდან ასეა, 6 თვიდან გადაწია კიდევ უფრო გვიანობამდე, ანუ 7-7:30, მანამდე ღამის 5-დან 6-მდე შუალედში ჭამდა, ბოლო ჭამა 10-ზე როცა ჰქონდა.

სამაგიეროდ დღის განმავლობაში პირად შეურაცხყოფად იღებს, თუ ვინმე გაბედავს და რამეს შეჭამს მისი თანდასწრებით და მას არ შესთავაზებ biggrin.gif

Posted by: Iceicebaby 17 Feb 2023, 23:18
Tua
დიდი მადლობა!

^_^

Posted by: სერაფიტი 18 Feb 2023, 18:26
ასეთი კითხვით მოვედი - როგორ უვლით იატაკს, როგორ წმენდთ, ვისი ბავშვებიც ხოხავენ/ხოხავდნენ?

Posted by: Tua 18 Feb 2023, 18:52
სერაფიტი
ფროშის სითხით ვწმენდდი, სადღაც 2 წლამდე, ისიც მხოლოდ დღეგამოშვებით ან ყოველ მესამე დღეს ბავშვი ბაქტრრიებს უნდა შეეჩვიოს. ეხლაც იატაკზე გდია და ყველაფერს პირში იტენის, მაგრამ არვიწუხებ თავს ბაგის სითხეებით ვწმინდავ givi.gif

Posted by: Iceicebaby 18 Feb 2023, 19:27
ნუკრი ქსნელაშვილთან გიმშობიარიათ ვინმეს, ან საკეისრო თუნდაც?! ჩაჩავაშია.

Posted by: adeline 18 Feb 2023, 19:53
Iceicebaby
აღრიცხვაზე ვისთან ხარ?

Posted by: Tua 18 Feb 2023, 20:24
Iceicebaby
კი ნარკოზელმა იმშობიარა smile.gif ისე მესამე დონე გიწევს შენ და ჩაჩავაზე რატომ აკეთებ არჩევანს?

Posted by: Iceicebaby 18 Feb 2023, 20:46
adeline
პინეო, თამარ მაჩიტაძე. მასთან ვფიქრობ(დი) მშობიარობას, მაგრამ ქსნელაშვილი ძალიან მიქეს და მიდიდეს, თან ოთახები მანდ უფრო მომეწონა და გარემოც. პინეოს მოუწესრიგებლობა ადმინისტრაციული და ამის ფონზე უაზროდ დიდი ფასებიც მაფიქრებს.
თამარი ძალიან კარგი სპეციალისტია, ისიც ბევრმა მირჩია, ქეთისაც მოეწონა ჩემი არჩევანი, მაგრამ ძალიან ფორმალურად არის ჩემი ექიმი, ქეთი მმართავს მთელი ორსულობაა. მივდივარ და ვიკეთებ მხოლოდ უფასო ჩექაფებს.
Tua
არ გადამიწყვეტია ჯერ, დადასტურებულად ეგ დონე ვარ მხოლოდ თრომბოფილიის გამო? :დ
ვფიქრობ გავესაუბრო ქსნელაშვილს და რას მეტყვის ვნახოთ, ვიცი რომ ბევრი რთული პაციენტი ჰყოლია და ჯერ არც ერთი გართულებული მშობიარობა.

Posted by: adeline 18 Feb 2023, 21:02
Iceicebaby
აი ეგაა, როცა ქეთი ისედაც მეთვალყურეობს ყველაფერს, აღრიცხვის ექიმი მართლაც ფორმალური გამოდის. მეც ხომ თრომბოფილია მაქვს და გადავღეჭე ამ დონეების თემა. მაინც არავინ იცავს საქართველოში მგონი ამ წესს და ჩაჩავა უპრობლემოდ იღებდა გაშანშალებული თრომბოფილიის მქონე პაციენტებს. რამე რომ გართულდეს, მერე ვინაა პასუხისმგებელი ეგაა საქმე. ჩაჩავაში კინტრაიასაც აქებენ ისე

Posted by: Iceicebaby 18 Feb 2023, 21:06
adeline
კი, კინტრაია და ქსნელაშვილი მირჩიეს, უფრო ქსნელაშვილი, ისეთებმა ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ქეთისაც ვკითხავ რჩევას და ამ ნუკრისაც გავესაუბრები. ჩემი თრომბოფილია პინეოსაც "კიდია" მაგ კუთხით სიმართლე გითხრა და ზოგადად ყველას კიდია ჩემი
მუტაციები ))

Posted by: adeline 18 Feb 2023, 21:08
Iceicebaby
რომელი მუტაციები გაქვს შენ და რა ფორმები?

Posted by: ივლისი 18 Feb 2023, 21:19
Iceicebaby
ქეთი როგორ იცლიდა ორსულის სამართავად მიკვირს. საათობით გიწევდა შენც რიგში ყოფნა ?

Posted by: narkozeli 18 Feb 2023, 21:27
Iceicebaby

კი მე ვიმშობიარე, საკეისროზე სუპერ ბუპერ ექიმია, მაგის ნაკერებს ეხოსკოპისტები ცნობენ ისეთი მაგარია, მარა ფიზიოზე ძაან მუდო ტიპია, ორ სიტყვას ვერ ამოაღერღინებ.

ჩაჩავათი ძაან კმაყოფილი ვარ მე ყველანაირად. უმტკივნეულოდ ვიმშობიარე, სრულ კომფორტში. ის 3 დღე თან მყვებოდა და თავზე მევლებოდა ყველა

Posted by: adeline 18 Feb 2023, 21:28
narkozeli
აღრიცხვა მთლად უფასო არააო და მაინცაა შიდა გადასახადებიო და რა პონტია ეს ხო არ იცი? biggrin.gif

Posted by: narkozeli 18 Feb 2023, 21:32
Iceicebaby
ბადრიმ ხო არ გირჩია ქსნელაშვილი? მე მითხრა მაშინ საუკეთესო არჩევანიაო. ყველა ჭკვიანი ექიმი მირჩევდა ნუკრის.
ისე ნუკრი წლები ავღანეთში იყო ქირურგი და მაგის გმირობებზე ლეგენდები დადის, საველე პირობებში აკეთებდა ოპერაციებს და ამშობიარებდა ქალებს (ზოგადი ქირურგიცაა).
ზუსტად მაგიტომ ავირჩიე ნუკრი რომ რამე რო გართულებულიყო, 100% ვენდობოდი.
თუმცა პიროვნულად ტიპს ხმა ვერ ამოვაღებინე რა.
კონსულტაციებზე არ მომეჩვენა ეგეთი მუდო დს მშობიარობაზე ძაან მუნჯი აღმოჩნდა biggrin.gif
* * *
adeline

მე უფასოდ ვიარე მთელი 9 თვე.
უფასოა ანალიზები და ეხოები ( რაც შედის 8 უფასო ვიზიტში) მარა ექიმის კონსულტაციას ემატება 15 ლარი (რადგან სახელმწიფო მხოლოდ 35 ლარს უფანანსებს ექიმებს და ჩაჩავას მასე იაფად არ უღირს კონსულტაცია ალბათ და მაგიტო გამატებინებს იმ 15 ლარს. სხვა რამეს არ ამატებ (თუ ექიმი ცალკე ანალიზს არ გინიშნავს კიდე დამატებით, რა თქმა უნდა)

მე იმ 15-საც არ ვამატებდი, მერე დაიწყეს ეგ

Posted by: adeline 18 Feb 2023, 21:38
narkozeli
ფიქრიაა მანდ ძაან კარგი. მეც ხო ვიყავი მისული და გავესაუბრე რაღაცეებზე ადრე და ძაან მომეწონა. ეგაა, რომ უზარმაზარი რიგები აქვს.

Posted by: narkozeli 18 Feb 2023, 21:43
adeline

მეც ძაან მომწონს ფიქრია და რიგები რომ არა, მეც ფიქრიასთან ვივლიდი

Posted by: Iceicebaby 18 Feb 2023, 21:44
adeline
პაი 5/4 ჰეტერო, მტფრ ეგეც ჰეტერო.

ივლისი
ყოველ თვე მიწევს ინტრალიპიდი და მაგ დროს ვნახულობ ხოლმე და ისე მესინჯერით ვუგდებ ანალიზს ან ეხოს და მწერს შეცვლა/მოხსნებზე რაღაცებს.

narkozeli
არა, ბადრისთვის არ მითქვამს ჯერ :დ კაია ეგეც თუ მასე ფიქრობს. ჰო,
მუდოობაზე მეც გავიგე :დდ მაგ მხრივ, კინტრაია სჯობსო ))

Posted by: adeline 18 Feb 2023, 21:47
Iceicebaby
ხეცურიანთან არ დადიხარ ექოზე?

Posted by: narkozeli 18 Feb 2023, 21:57
Iceicebaby

კინტრაია უფრო გინეკოლოგიურ ოპერაციებზე მუშაობს, თვეში შეიძლება ერთი ქალი ამშობიაროს))
საკეისროზე ვიფიქრებდი კინტრაიასაც მარა ფიზიოზე რადგან ფაქტიურად აღარ იღებს, გადავიფიქრე

* * *
აი კისტას ალბათ კინტრაიასთან ამოვიღებ მე (საკვერცხეც უნდა მიყვეს, მიხორცებულია) და ამიტომ ვითრევ ჯერ ფეხს. იქნებ გავაჩინო მეორე და მერე აუცილებლად ლაპაროთი ამოვიღებ

Posted by: სერაფიტი 18 Feb 2023, 22:14
Iceicebaby

კინტრაია ძალიან კარგია, ჩემს სანაცნობოში რამდენიმე ისეთი მშობიარობა წარმართა, რთული, სიკვდილს გადაარჩინა გოგოები. შენ ჯვარი გწერია. მეორე ნუკრი არ ვიცი, აგერ ნარკოზელმა გიქო ეგეც. მგონი, ორივე პროფესიონალია.
მაგრამ ბევრი მშობიარე არ ჰყავს კინტრაიას.
თავის დროზე,როცა არჩევანს ვაკეთებდი, ჩაჩავაზეც ვფიქრობდი და მანდ კინტრაია მინდოდა.
* * *
QUOTE (Tua @ 18 Feb 2023, 18:52 )
სერაფიტი
ფროშის სითხით ვწმენდდი, სადღაც 2 წლამდე, ისიც მხოლოდ დღეგამოშვებით ან ყოველ მესამე დღეს ბავშვი ბაქტრრიებს უნდა შეეჩვიოს. ეხლაც იატაკზე გდია და ყველაფერს პირში იტენის, მაგრამ არვიწუხებ თავს ბაგის სითხეებით ვწმინდავ givi.gif

ფროშის იატაკის საწმენდი, წყალში რომ იხსნება, ის ხო?
წავიკითხე, წყალში გარეული ცოტა ძმარიც კაიაო.
ცხადია ბაქტერიებს უნდა მიეჩვიოს, მაგრამ მხოლოდნცოცხის ამ მტვერსასრუტის ანაბარა ვერ ვიქნები ალბათ და მაგიტო მაინტერესებდა. დღეში ასჯერაც ვერ მოვწმენდ. არადა ძაან მინდა იხოხოს და იბოდიალოს, მარა ცოტა მეშინიასავით მაინც <3

Posted by: Tua 18 Feb 2023, 22:49
Iceicebaby
მაჩიტაძე არმიხსენო, კლექსანს მაწყვეტინებდა ეგ და თან იგონენო კარდიომაგნილზე რომ ალერგიული ხარ და შეგიწყვიტავ კლექსანს მაგას დაგაწყებინებო smile.gif)) ჩემი ფეხი აღარ იყო პინეოში მაგის მერე, პლიუს ძალიან ცუდი სიტუაციაა რიგების მხრივ მანდ დამატებით 2 კაცი მინყავდა რიგებში ჩასადგომად.

მე თუ გავაჩენ მეორეს ისევ ღუდუშაურში გავაჩენს არმიღირს გარისკვად, თან ჩემს მერე გაარემონტეს ლუქსებიც და ყველა პალატა.
* * *
სერაფიტი
ძმარი ლამინატს აფუჭებს, ფროშს აქვს უნივერსალური სითხე იატაკისთვის. არასდროს ვიკლავდი თავს 5 თვიდან ხალიჩაზე და იატაკზე იყო წამოგორებული დამოუკიდებლად თამაშობდა ხოლმე და დღემდე ეგრეა დამოუკიდებლად ერთობა. მტვერსასრუტსაც კვორაში 2 ჯერ ვაკეთებდი ცოცხი არგამაჩნია სახლში და არც ვგვიდი დიდად, მე ცოტა მარტივად უყურებ ეგეთ რაღაცეებს ყოველთვის, ბაქტერია, რამის პირში ჩადება ნორმაა

Posted by: Iceicebaby 18 Feb 2023, 23:04
adeline
ვანაცვლებ, ხან თამარი, ხან - ბადრი

narkozeli
ჰო, ჩემი დაქალი საკეისროს იკეთებს ახლა კინტრაისთან, არადა გადაჭრით ჰყავდა დავარიშვილი, იმდენად არ მოეწონა, საკმაოდ იშვიათი ქეისი აქვს და საბოლოოდ ნუკრი გადაწყვიტა.
* * *
Tua
პინეოს მოუწესრიგებლობამ ძაან ამრია მეც რა, უნდობლობას გიჩენს ისეთი არეულობაა ხოლმე. 2 თვეა ქოლცენტრი არ უმუშავებთ. თამარით უკმაყოფილო არ ვარ, ცუდს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ ქეთია ჩემი ექიმი რა :დ კარგიც რა ვთქვა


* * *
სერაფიტი
ჯერჯერობით ბუნებრივად მშობიარობაზე ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავ :დ ვიღაც ჰიბრიდული კაი პროფი მინდა, ამიტომ ქსნელაშვილი რეალური კანდიდატია მაგ მხრივ

Posted by: Tua 19 Feb 2023, 09:55
Iceicebaby
თამართან მეც ეგრე ვიყავი არაფერს მინიშნავდა არასდროს, არც დამატებით ანალიზებს, ჰემატოლოგთან დავდიოდი ფაქტიურად სულ smile.gif) და თამარი დიდი არაფერი რაც იყო პროგრამით მაგ ანალიზებს არსცდებოდა არასდროს

Posted by: სერაფიტი 19 Feb 2023, 21:54
Tua

ცოცხი მეც არ მაქვს. smile.gif) მტვერსასრუტი რამდენიმე დღეში ერთხელ და ახლა ვაპირებ spray mop-ოს ყიდვას.
არ ვიცი, როგორ გამომივა, მინდა რომ მეც ნაკლებად ვიღელვო, როცა ამისი ხოხვის დრო მოვა. იმედია გამომივა. და იმედია დისბაქტერიოზები და ჯანდაბებინარ დაემართება.

Posted by: Tua 19 Feb 2023, 22:19
სერაფიტი
მე ვერ გირჩევდი სფრეი მოფს, ზილავს ერთ ადგილას ყველაფერს ჩემი აზრით. მე ეხლა სვიფერი ვიყიდე ჩამოვა 2 დღეში და ვნახოთ რას იზავს smile.gif რაც უფრო იზრდება ბავშვი მით უფრო მეტი ნამცეცი და უბედურებაა სახლში და ყოველ მეორე დღესაც ვერ ვახერხებ მოწმენდას ამიტომ ეს მარტივი გამოსავალი ვიპოვე მოვუსმევ და გადადაგდებ ნაგავში დამღალა ტილოების წურვამ gigi.gif კუჭის აშლას და ყველაფერ დანარჩენს ეშველება არაფერი განსაკუთრებული ეგ არაა givi.gif

Posted by: სერაფიტი 19 Feb 2023, 23:55
Tua

ელექტრო ცოცხს რომ ეძახიან, ეგაა სვიპერი?
ჰო, არ ვიცი, არ მქონია არც ეგ, არც სპრეი მოპი. რამე იაფიან მოპს ვიყიდი, რო თუ ვერ ვიხმარ, არ დამენანოს ფულიsmile.gif))

მხოლოდ თუ კუჭის აშლაა, არაუშავს. დედაჩემს რაღაცა აპოკალიფსად წარმოუდგენია, ჩემს შვილებს არ უხოხიათო და მერე რა, ვერ გაიზარდნენო?smile.gif) არადა მართლა სულ ვიქცეოდი კაი დიდობამდე და მაგარი ბოთე ვიყავი. მგონია რო სწორეს ამიტომ - გაზულუქებულად გამზარდეს. მინდა მეტნაკლებად გამოვასწორო ეს ჩემს შვილთან და მივცე თავისუფლება. რაც ბუნენრივი და ნორმალურია, გაიაროს ინდა ბავშვმა რა.

Posted by: adeline 19 Feb 2023, 23:56
Tua
ანტი 10-ას სად აბარებდი თუ გახსოვს? ახლობელს აინტერესებს, სად კეთდება კარგად. მრჩეველი ვუთხარი, მაგრამ მანდ ძაან ძვირი ღირს და დაზღვევა არ აქვს.

Posted by: any_body 20 Feb 2023, 00:29
სერაფიტი
ჩემი შვილი დახოხავს სულ, 8 თვიფან დაიწყო და დღემდე გიჟდება, 15 თვისაა. ხოხვა ძალიან კარგია ზოგადად, ბევრ რამეს ასწავლის ბავშვს, ორიენტაცია აქვთ ძალიან კარგი ვინც ხოხავდა.
ჩვეუკებრივდ ვწმენდ მეც, მტვერსასრუტი და სველი ტილო, როგორც მცალია ან სცალიათ ოჯახში.

Posted by: takotatuli1989 20 Feb 2023, 02:59
adeline
მე ვიყავი რეალურად ქეთის პაციენტი და აღრიცხვაზე ვიდექი მაჩიტაძესთან. ერთი პლიუსი ის ქონდა ამ ამბავს რომ პინეო ჩემ სახლთან ახლოს არის.თამარი გართულებული ორსულობის მართვაში არის 0, ქეთის რაც უწერია არ გეწინააღმდეგება და გეუბნება რაც დაგინიშნა ის გააგრძელეო. თუმცა როცა დამჭირდა დახმარება ქეთიმ მითხრა რო ღუდუშაურში წავსულიყავი, თამარს რომ დავურეკე იმანაც ქეთიმ როგორც გითხრა ისე მოიქეციო, ამ დროს პინეოც გართულებულ ორსულობა-მშობიარობას მართავს წესით. მოკლედ, ქეთისთან ვერ დაწვები, მაგ დროს გიშვებენ იქ სადაც არაფერი იციან შენზე და ხარ სამ ადგილას გამოკიდებული.
მე რომ დღეს იგივე გზას გავდიოდე ღუდუშაურში ავიდოდი აღრიცხვაზე ან იქ სადაც მქონდა მშობიარობა გადაწყვეტილი. ანუ რეალურად ქეთი მართავდა ორსულობას, გართულებების შემთხვევაში ის სტაციონარი სადაც ვიწექი და იქ ცალკე ომი მიწევდა ყველაფერზე და ცალკე აღრიცხვაზე ვიდექი პინეოში სადაც რეგისტრატორმა ისე ამშალა ჭკუიდან ბოლოს კინაღამ თმით ვითრიე. და ბავშვი ჰერაში გავაჩინე.
პ.ს. ღუდუშაურს არ ვიცი მარა პინეოს ყავს კატასტროფა მორიგე ეხოსკოპოსტი. ეგ ცალკე პრობლემაა კიდევ. არასტანდარტულ დროს ნორმალურად რომ ვერ გიღებენ ეხოს. მე ვერ ვნახე კლინიკა სადაც მივალ და არც ანალიზებში შემეპარება ეჭვი და არც ეხოში ან ექიმში.

წარმატებები ყველას და უმარტივესი ორსულობა/მშობიარობა!

Posted by: Anabeli111 20 Feb 2023, 08:39
Tua
ეგ როგორია? ფოტო რომ ჩამიგდო ♡ ელექტრო ცოცხი უნდა შევიძინო და მაგის ხარჯსქც გავითვალისწინებ. ძალიან დამღლელია იატაკის მოვლა :3 :დ

Posted by: Tua 20 Feb 2023, 09:07
adeline
ჯან სახლში ვაბარებდი 65 ღირდა ჩემ დროს ეხლა არვიცი .

სერაფიტი
ელექტრო უსადენო მტვერსასრუტიც მაქვს ასე ყოველდღიურად ძლიან კარგია მაგრამ კაპიტალურად დიდი მტვერსასრუტიც მაქვს და იმით მაინც ვალაგებ კვირაში ერთხელ (რობოტის
სურვილი მაქვს მაგრ ველოდები როდის გაიზრდება რომ ზედ არდაჯდეს :დ) , რას ამბობ ხოხვა ძალიან კარგია ბავშვისთვის, მე საერთოდ 5 თვიას იყო ხალიჩა რომ შევიძინე და მას მერე იატაკზეა , სულ ხალიჩაზე თამაშობდა ძალიან დიდი ხანი, 10 თვიდან ხოხავდა და ზუსტად 1 წლის იყო თავისით რომ გაიარა ჯერ კედელ კედელ .

სვიფერი არიყიდება საქართველოში და არც მისი სალფეტკები უნდა გამოწეროთ თუ გამოწერთ, მე გერმანიის დმ-იდან გამოვწერე 10 ევრო ღირდა თვითონ ჯოხი და ცოტა ტილოები მოყვებოდა, მე ტილოებიც დავამატე მშრალი და სველი , უბრალოდ საქართველოში ტრანსპორტირება ხომ საოცარი ფასი ღირს და ტრანსპორტირება უფრო ძვირი გამომივიდა ვიდრე თვითონ იქ რაც გადავიხადე smile.gif) ეს არის დავტესტავ და გეტყვით როგორია .

user posted image

Posted by: ივლისი 20 Feb 2023, 10:15
გოგოებო გამარჯობათ. 6 თვის ხდება ჩემი გოგო და ქვედა 2 კბილი შევნიშნე ამოჭრა. წვერები ჩანს ჯერ. რამდენ ხანში გაიზრდება ბოლომდე ? მერე ნეტავ ზედა ორიც მალევე მიყვება.

Posted by: Tua 20 Feb 2023, 10:30
ივლისი
ინდივიდუალურია, გაზრდაც და ამოსვლაც კბილების.

Posted by: ივლისი 20 Feb 2023, 10:40
Tua
ა გასაგებია. მადლობა

Posted by: adeline 20 Feb 2023, 11:48
Tua
რა კარგი ფასია, მადლობა

Posted by: narkozeli 20 Feb 2023, 11:50
სერაფიტი
Anabeli111

რობოტი მტვერსასრუტი არის ძაან გემრიელი რაღაცა და გადასარევად ვხმარობ 3 წელია. გირჩევთ ყველას.
იატაკს ე.წ ბალერინათი ვწმენდდი ხოლმე რო დახოხავდა დღეში 3ჯერ :დ სპეციალური უსაფრთხო საწმენდი სითხე ვიყიდე სუფთა სახლში და იმას ვაზავებდი წყალში და ე.წ. ბალერინათი (ვიელდა ან ფლორა- ეს ორი კაია) ვწმენდდი.

ეხლა ნამდვილად არ ვარ მასე გიჟივით, გადამიარა biggrin.gif

Posted by: anibani18 20 Feb 2023, 12:12
gogatakoo
თაკო, მესამეს ელოდები? რა მაგარი გოგო ხარ <3

გოგონებო, ფაფები შეიძლება 6 თვიდან, გადაამოწმეთ თითოეული მარცვალი სოლიდზე. წლამდე საუბარია მხოლოდ გასინჯვაზე, წონას ბავშვი რანაირად მოიმატებს გასიჯვით და თან თუ თვითკვებაზეა.

ყველაზე მარგი რობოტი მტვერსასრუტია. ძალიან დახოგავს თქვენს ძალებსა და ნერვებს. ჩემი პატარა ექვსი თვიდან ხოხავს. მშვიდად ვუშვებ იატაკზე. ორივემ იცის რონ ჩემს რობოტს არ უნდა შეეხონ და არც ეხებიან.

Posted by: Iceicebaby 20 Feb 2023, 13:35
anibani18
ანი, თქვენთან რაღაც კითხვები მაქვს და შეგაწუხებთ ^^ აღზრდის მეთოდებში ვემთხვევით და რეკომენდაციები ძალიან დამეხმარებოდა.

Posted by: სერაფიტი 20 Feb 2023, 14:04
narkozeli
anibani18

რომელი რობოტი მტვერსარუტი გაქვთ? მე რაც მაქვს, ვერ გამოვიყენე. კარგად არ იწოვს მტვერს და აღარ ვიყენებ. რაღაცა არაბრენდულია, თავიდან რო შემოვიდა, მაშინ გამოვიწერე.

Posted by: narkozeli 20 Feb 2023, 14:09
სერაფიტი

მე მაქვს შიაომის მოპი პ, 1200 მივეცი თუ სწორად მახსოვს, უფრო ძვირიანებიც არის და ის ალბათ კიდე უკეთესი იქნება მარა ეს საკმაოდ კარგია, მე კმაყოფილი ვარ ძაან

Posted by: anibani18 20 Feb 2023, 14:44
სერაფიტი
მე მაქვს შიაომოს ვიაომი. ძალიან მომწონს. იზაურას ვეძახით სახლში smile.gif)
დრო და დრო უნდა გამოუცვალო ფილტრები და ულვაშები
Iceicebaby
სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ რამე შემიძლია. თუმცა ხშირად მგონია რომ სიბნელეში დავბორიალობ. მაგალითად დღეს როცა ფეხით დადგა ჩემი უფრსი ჩემს პატარაზე…

Posted by: Iceicebaby 20 Feb 2023, 14:53
anibani18
QUOTE
. თუმცა ხშირად მგონია რომ სიბნელეში დავბორიალობ. მაგალითად დღეს როცა ფეხით დადგა ჩემი უფრსი ჩემს პატარაზე…

მთელი ეგ პროცესი აფს ენდ დაუნებია, დარწმუნებული ვარ. ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ ვცდილობ ასე შევხედო. შენ შეიძლება 100% ყველაფერი გააკეთო, რაც სწორია, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის ძალიან დიდი წვალება დაგჭირდეს. დაუსრულებელი პროცესია, თავისი ფაზებით, ამის გამო თავის დადანაშაულება არ ღირს. მითუმეტეს 2 პატარა რომ გყავს და ეს ფაზები პიკში რომაა პარალელურად, ჩვეულებრივი გმირობაა ჩემთვის, რომელსაც ალბათ ვერ შევძლებ ))


Posted by: takoo1 20 Feb 2023, 16:11
anibani18
ხოო დაუგეგმავად ასე მოხდა smile.gif
მაგრობამდე ბევრი მიკლია მარა სხვა რა გზაა ვუძლებ ჯერჯერობით, მერე არვიცი რა იქნებაsmile.gif
ლუკიანე დაჭკვიანდა შედარებით აღარ გაკივის მთავარია,რაზეც ვჩხუბობთ გაბრიელია,
სულ აწვალებს.დღეში ალბათ ასჯერ ვაძლევ შენიშვნას.
ეხლა გაბრიელი მაბრაზებს.მარტო არ ჩერდება არსად არც ეტლში არც ლოგინში.სულ თამაში უნდა ან ხელში.ძილითაც ხელში იძინებს
რატო მოსწონს ეს ნჯღრევა და ტვინის შერყევა არვიცი..რა არ ვცადე მარა ისე ტირის ბჟირდება აზრი არააქ.ხოდა ვარ ასეთ ამბებში მოკლედ
ოქტომბერზე და მესამეზე ჯერ არ ვფიქრობ რო არ გადავხტე biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 20 Feb 2023, 16:56
narkozeli
anibani18

მადლობა, გოგოებო <3

gogatakoo

აუჰ, ჩემიც ხელში იძინებს და ვერაფრით სხვანაირადsad.gif უნდა ვუღიღინო და ვიარო. რო ჩაეძინება, ვაწვენ საწოლში. მერე 15 წუთში ეღვიძება, ვუბრუნებ და ასე. სულ ამისი დარაჯი ვარsad.gif ვეაფრით ისწავლა ჩაძინება საწოლში. აი ათასში ერთხელ ძააალიან მოთენთილი თუა, მაშინ. მარა ძალიან მოთენთილიც ხელში რწევის მერეა.
1 მარტიდან სამსახურში გავდივარ ნახევარი დღით. არ ვიცი, მეწყინოს თუ გამიხარდეს

Posted by: takoo1 20 Feb 2023, 17:48
სერაფიტი
ხოო ჩემიც ეგრეა და ძაან მიჭირს,ლუკიანე ასე არ იყი თავისით იძინებდა მივუწვებოდი ხოლმე და დიდი კაცივით ეძინა.
გაგიხარდეს დამიჯერე biggrin.gif
ცოტას განიავდები 24 საათი ბავშვთან ურთულესია
ნუ ორთან ვაფშე საგიჟეთი ერთს კიდე არაუშავს)))

Posted by: Tua 20 Feb 2023, 17:58
gogatakoo
თაკო ლუკიანეს ბაღში მიყვანა არგიცდია? სანამ მესამეს გააჩენ თუ ვირუსებია მაგასაც მოილებს ასე ვთქვათ გაზაფხულიდან რომ მოიყვანო ნელნელა. შენც დაისვენებ შუადღეს 1 ბავშვით იქნები მხოლოდ, ამასობაში მესსამემდე მეორეც გაიზრდება ბაღისთვის და მაგასაც მიიყვან

Posted by: takoo1 20 Feb 2023, 19:12
Tua
აუ ეხლა შანსი არაა ბაღში რო მივიყვანო
ძაან მეცოდება გაბრიელი 4 თვისაა და სულ ცუდადაა და საავადმყოფოშია,ეხლა კიდე ბაღი მგონი ნამეტანი იქნება.ისედაც ვერ ვატარებ გულით რო მინდოდეს.მე უნდა ვატარო ქმარს ვერ გავატან და ახლოს არაა ჩემთან. ორი ბავშვით ყოველდღე ვერ ვივლი ასეთ ამინდში თან sad.gif
პრავაც ვერ მოვასწარი და უმანქანოდ ვერანაირად ვერ შევძლებ.
სექტემბერშიც არვიცი როგორ დავლაგდებით მე ვერ ვატარებ და დასალაგებელი მაქ ყველაფერი მოკლედ

Posted by: Tua 20 Feb 2023, 19:15
gogatakoo
მაშინ ერთი ძიძა უეჭველი დაგჭირდება. ცოდო ხარ მერე 3 ბავშვით რომლებიდანაც არცერთი ბაღში არდადის რას ამბობ. კერძო ბაღები არაა ახლოში ? ყველა კუთხე კუნჭულშია ბაღი და რაღა შენთან არაა ახლოს.

Posted by: სერაფიტი 20 Feb 2023, 19:34
gogatakoo

ხო, განიავება კაია კი. მარა ვღელავ რო რძე მინდა შევინარჩუნო. და პლუს ჩემს არ ყოფნაში უარესად არ გააფუჭონ ბებიებმა, ხელში ჭერით და ტარებით. მე მაინც ასე თუ ისე ვაკონტროლებ, რომ მუცელზეც ითამაშოს, ვუკითხავ, ესა ისა. დაძინებისასა მეყოფა ხელში ჭერაsmile.gif))

აუ, ძიძა იქნებ ნახო მართლა, ვინმე ახლობელი თუნდაც,ნახევარი დღე მაინც დაიხმარ. წარმოუდგენელი მგონია 3 ბავშვი ასე პატარა ერთად. ძალიან ყოჩაღი ხარ<3

ისე, სულ მ8ნდოდა მეკითხა, ლუკიანეს სახელი საიდან მოიგონეთ?smile.gif)) ანტიკური მწერალი ლუკიანე რამე კავშირშია?smile.gif) ალბათ დაწერილი გექნება აქ ოდესმე, მე არ ვიცი და მაინტერესებს <3

Posted by: takoo1 21 Feb 2023, 01:40
სერაფიტი
ხო რაღაცას მოვიფიქრებ ნამდვილად ვერ მივხედავ ფიზიკურად 3ს ერთად და თან სამივე პატარას. წარმოიდგინე 3,5 წლის ერთი წლის და ერთი თვის ხო მაგარია biggrin.gif biggrin.gif
ჩემი და რა მაგრად მამხნევებს იცი?
ბაღში ერთ გოგოს 5 ბავშვი დაყავსო.ყოველ დღე ეგრე მოაჩანჩალებსო
4 და ერთი კენგურუში ყავს პატარაო,თითო წელია სხვაობა გაგიგია ეგეთი რამე ჰაჰაჰა)))) თან მარტო უვლისო გავგიჟდი ზოგი რანაირია smile.gif
მე აბა უკვე მოსიარულე გიჟი ვარ

არა მწერალი არა biggrin.gif წმინდანის სახელია თან ძალიან მოგვწონდა და გვინდოდა დარქმევა ჯერ კიდევ შეყვარებულობის" დროს( გოგოს არ განვიხილავდით რატომღაც) biggrin.gif ,,ხოდა ასე დავარქვით ❤️

Posted by: სერაფიტი 21 Feb 2023, 11:38
gogatakoo

მე ეს ერთი მყავს და როცა წუწუნის ხასიათზე ვდგები, ვიხსენებ, რომ აი ვითაცებს 7, 8, 9 შვილი ჰყავთ. რაღაც სიუჟეტები რო მხვდება ხოლმე ფეისბუქზე. და მაგას რო ვიხსენებ, ვმშვიდდებიsmile.gif))
ეტყობა ადამიანის ხასიათზეცაა - არ ვარ "დედა" ტიპი ალბათ. ერთი, მაქსიმუმ 2 ბავშვის წესიერად გამზრდელი ვარ. და ყველას პატივს ვცემ, ვისაც მეტი ჰყავს ან თუნდაც სულ არ ჰყავს და არც უნდა რომ ჰყავდეს.

ვაიმე, წუხელ არ მეძინა ნახევარი ღამე და ცოტა ბოდიალი გამომივიდა მგონი, მარა ნიჩიოsmile.gif))

გამხნევდი, მოკლედ! აუცილებლად მოგემართება ხელი და შეძლებ ყველაფერს <3

Posted by: narkozeli 21 Feb 2023, 13:25
სერაფიტი

შეიძლება ვცდები მაგრამ ლაქტაციაზე როცა გყავს, მგონია მაგ დროს გაქვს ადამიანს ამ ფიქრების შემოტევა, დაასრულებთ და გაგივლის❤️

მე მთელი ცხოვრება “არადედის” ტიპაჟი მეგონა თავი, ბავშვებს ვერც ვეფერებოდი დაჟე მარა რო ჩამერთო დედამოუდი biggrin.gif ნეტა გამომრთოს ვინმემ, გიჟივით მინდა კიდე შვილები :დ
ოღონდ 2ზე მეტს ალბათ მეც ვერ გავაჩენ, ბევრი დეტალის გათვალისწინებით

Posted by: anibani18 21 Feb 2023, 15:02
Iceicebaby
კი, ძალიან რთულია. ხომ გგონია, რომ გარკვეული სიძნელე ან ეტაპი გადალახე და უცებ ისევ წინ გხვდება. ასეთი მიყოლებულები კი ნამდვილი გამოცდაა ყველა მხრივ.
გმირობაა არ არის. გააჩნია როგორ გაუმკლავდი, რამდენად შეინარჩუნე სიმშვიდე.
gogatakoo
მაგარი ხარ აბა რა ხარ. არავინ ცუდად არ გამიგოს, მაგრამ სიტყვა “სამი” ამოღებული მაქვს ლექსიკონიდან smile.gif ისე გამიჭირდა, ლამის გადავყირავდე.
ჩემი ხან ჭკვიანდება ხან ისევ ურევს. იცი რას აკეთებს, პატარასთან ერთად ხოხავს, ლუღლუღებს, პამპერსებს და მატყუარებს ოთხოვს. თავიდან გავდივართ განვითარების ყველა ეტაპს. თქვენც ასე გაქვთ? პატარას თუ მიეცი სიმბოლური შენიშვნა, მაგალითან, სადენებს ნუ იტენი პირში, ესიც მირბის და თავისი კბილებით გამოტენულ პირში იტენის სადენებს, მეც მომეცი შენიშვნაო smile.gif)
უფლის წყალობით, პატარა მყავს ძალინ კარგი, უყვარს სამოუკიდებლად თამაში, უბრალოდ უფროსი არ აცდის არაფერს. მოკლედ, ძალიან რთულია. სექტემბერს ველოდები გულის ფანცქალით რომ ბაღში გავუშვა და მეც გავიდე სამსახურში.


* * *
სერაფიტი
მეც იგივეს ვფირობ ხოლმე, არ ვარ დედა ტიპითქო. თან სადაც გავიხედავ და რასაც წავიიითხავ, ყველა უბედნიერესია ამ ღამეების თენებით და ბავშვთან ყოფნით, მე კიდევ ისე მინდა თავს მივხედო, ცოტა პირადი სივრცე და დრო მქონდეს, ცოტა თავისუფლება. ერთი სული მაქვს რამე მაინც გააკეთონ ჩემს გარეშე.
ღამე რომ მოდის და ბოლოს და ბოლოს იძინებენ, ეს დრო მიყვარს. სილამაზის პტოცედურებს ვიტარებ და მერე წიგნს ვკითხულობ smile.gif)) ვგიჟდები ამ დროზე, რომელიც მხოლოდ ჩემია. ცუდად გამომდის, მაგრამ რა ვქნა, ასე ვგრძნობ ახლა. გადაღლის ბრალია, დედი ტიპები შეიძლება ვიყოთ, მაგრამ უძილო ღამეები და ამხელა დატვირთვა ძალიან რთულია

Posted by: takotatuli1989 21 Feb 2023, 15:55
narkozeli
მეც მასე ვიყავი, ცხოვრებაში ბავშვი არ მყავდა დატოვებული ან რავი გასეირნებული თუნდაც. ჰა ჰა გავუღიმებდი და ეგ იყო. ეხლა ყველა ბავშვი მიყვარს და ყველასთან ჩახუტება და თამაში მინდა. შენ პოსტს ვკითხულობდი და 2 რო დაწერე ვერ გქონია ძაან დედა მოუდი ჩართული biggrin.gif მე კიდე ორი მინდა biggrin.gif ოღონდ ხმამაღლა არ ვიძახი, ქმარი გამექცევა, დედა მიმატოვებს biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 21 Feb 2023, 16:21
narkozeli
არ ვიცი, ლაქტაციის ბრალი რამდენადაა. ლაქტაციასაც ზოგი ოსე რომანტიკულად აღიქვამს... მე ასე ვერ ვარომანტიკულებ. კი, ბონდინგი, კავშირი, ვგრძნობ ამას. რაც მეტად იზრდება, უფრო მეტად ვგრძნობ. მაგრამ მაინც უფრო პრაგმატული ტიპი ვარ და ამასაც პრაგმატულად ვუყურებ - ვიცი, რომ დედის რძე საუკეთესოა, რაც შემიძლია მივცე ახლა და სადამდეც შევძლებ, მივცემ. მაქსიმუმ წლამდე. აი რომ წერენ, 2 -3 წლისაა და არ ვიცი როგორ დავანებებინო, დეპრესიაში ჩავვარდები და ა.შ. , სინდისი მაწუხებს, რო ეგრე არ ვარ. თუმცა ლაქტაციის ყველაზე რთული ეტაპები მგონი გადავლახე და ახლა გავივაკე, ასე ვთქვათ.

ბავშვები მიყვარს ზოგადად. მასწავლებელი ვარ ბოლობოლო და გულწრფელად მიყვარს ბავშვები. ისიც მიფიქრია, პროფესიის ბრალი ხომ არაათქო. ყოველდღიურად იმდენ ბავშვს ვხვდები, ბევრთან ვმეგობრობ, უკვე ყოფილ მოსწავლეებთანაც. და რაღაცნაირად დაკავებულია ეგ ნიშაsmile.gif)

მარა ალბათ უფრო anibani-ს დავეთანხმები. ყველაზე მეტად მენატრება ჩემი თავის დრო, თავისუფალი დრო, მოგზაურობები, მეგობრებთან გატარებული პარასკევი საღამოები, სერიალები, წიგნები ესა ისაsmile.gif) აი მგონია, ცოტა რომ გაიზრდება, ასე 5-6 წლის რომ იქნება, უკვე სხვანაირად ვიფიქრებ. ყველგან ტარება შემეძლება, აღარ ვიდარდებ მის ძილზე, ჭამაზე, თამაშითაც მეტად ვეთამაშები, აზრიანად. ჩემი ძმისშვილი ჩვენთან იზრდებოდა 6 წლამდე და დიდი სიამოვნებით ვუთმობდი ჩემს უიქენდებს, დამყავდა ჩემი მეგობრის შვილებთან ერთად, ვეჯექი ვეთამაშებოდი და ა.შ.

34 წელი რო ჩემს გემოზე ვიცხოვრე, ახლა ძნელად მეთმობა ეტყობა რაღაცები. ჩვილები ძალიან საყვარლები არიან, ოღონდ როცა სხვისია და შენ მხოლოდ ეფერები და ეთამაშებიsmile.gif)) პირდაპირ 6 წლის ბავშვი რო მომცა, მეორეზე არც დავფიქრდებოდი. :დდდ
არ ვიცი, გასაგებად თუ ჩამოვაყალიბე. იმედია არასწორად არ გამიგებთ <3
ორსულობიდან მოყოლებული ვიტანჯავ თავს მაგ ფიქრებით, რომ ბავშვამდელი დრო მენატრებამეთქი. მაგრამ ვიცი რომ არც ახლა ვარ ცუდი დედა და არც სამომავლოდ ვაპირებ ვიყო.
ალბათ ადამიანურია ეს ყველაფერი.

Posted by: takoo1 21 Feb 2023, 16:48
სერაფიტი
დედა ტიპი არც მე ვარ მიუხედავად იმისა რო აგერ მესამეს ველოდები მგონია რო ბევრი მიკლია ეგეთ დედობამდე biggrin.gif კი ვფაფხურობ რაღაცეებს მარა გულწრფელად რო გითხრა მაგრად მენატრება ხოლმე მარტო რო დავეხეტებოდი ჩემ ქმართან ერთად))) იცვლება ყველაფერი ეგაა ბავშვი რას იზამ აბა smile.gif
ხოო ადამიანის ხასიათზეც არის სადღაც smile.gif მარა უფრო ნერვებზე ალბათ და რეჟიმზე.
90% დღეს მუშაობს და ძიძასთან ყავთ ბავშვები მთელი დღე.რო ვმუშაობდე შემრჩებოდა ნერვებიც და სხვა რაღაცეებიცsmile.gif იცი რამდენს ნიშნავს ეეგ?
წარმოიდგინე ათასში ერთხელ გავდივართ სახლიდან და რამხელა განტვირთვაა ვერ აგიღწერ.სულ სხვა ხასიათით და განწყობით ვარ ხოლმე მაგ დროს.ძაან რთულია დილიდან საღამომდე ბავშვებთან,ერთი და იგივე ყოველდღე წარმოიდგინე არაფერი რო არ ხდება.სახლში ხარ გამოკეტილი რაპუნცელივით biggrin.gif
ამიტო ველოდები ხოლმე ზაფხულს გიჟივით ვიბოდიალებ მაინც შაბათ-კვირას.
მინიმუმ 2 წელი რო კიდე ამ რეჟიმში მომიწევს ხო მაგარია biggrin.gif

Posted by: Anabeli111 21 Feb 2023, 16:49
სერაფიტი
anibani18
ძალიან კარგად მესმის თქვენი ♡ უბედნიერესი ვარ ამ ღიმილაკის გამო და ისევ გავივლიდი ამ რთულ გზას ♡ უბრალოდ მენატრება ხოლმე სიმშვიდის პერიოდი, როცა ამხელა პასუხისმგებლობა არ მქონდა. ამის გამო ხშირად დამიდანაშაულებია თავი და პირველი-ორი კვირა სწორედ ამიტომაც ვიყავი რაღაცნაირად შფოთვა-დეპრესიაში.

თუმცა გარშემო პოზიტიური მაგალითებიც ბევრია, როგორ დადიან თავიანთ ბაიებთან ერთად ყველგან და ასწრებენ კიდევ ბევრ რამეს. იმედია, მეც შევძლებ ^_^

Posted by: სერაფიტი 21 Feb 2023, 16:50
gogatakoo

წარმომიდგენია რა რთულია, რუტინა რუტინა...

სამაგიეროდ 2 წლის მერე ნელნელა დაალაგებ. დრო სწრაფად გადის,.ხო იცი. მოიხედავ და ჰოპ, ახალი წელ8ა უკვე, არადა ახლახანს იყო წინა ახალი წელი.

მე 40 წლის მერე ვაპირებ მეორე სუნთქვის გახსნას, ასე რომ არ ჩამოყარო ყურები. კენწეროში გატკბილდება smile.gif))

Posted by: takoo1 21 Feb 2023, 16:57
anibani18
ვაიმე რა საყვარელიააა biggrin.gif biggrin.gif აუუ ერთ რაღაცას მივხვდი ყველას ჩვენი გვგონია ყველაზე ცელქი,თავხედი,აუტანელი და ა.შ
ჩვენ აღვიქვავთ ეგრე და ძაან მკაცრად ვუდგებით
ეხლა საავადმყოფოში რო მყავდა გაბრიელი იქ ისეთი ბავშვი იყო ჩემთან პალატაში,2,5 წლის
ღმერთოოო მივხვდი რო ძაან კარგი შვილი მყავს და არც ისეთი აუტანელი ყოფილა biggrin.gif
კიი ლუკიანეც ამ ბოლო დროს იმეორებს გაბრიელის საქციელს.რასაც ამას ვუკეთებ მეორე წუთას მთხოვს რო მასაც გავუკეთო.მივეჩვიე უკვე ჩემ თავს ვეუბნები რო ასე იმიტო იქცევა ყურადღება უნდა დედის და ეგოისტობს
რა ქნან პატარები არიან ძალიან იმისთვის რო ეს ყველაფერი გაიგონ.ჩვენ მათი თვალებით არ ვიყურებით,ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ ხშირად და ვბრაზობთ რატო იქცევიან ასე.
მერე რო დავფიქრდები ხოლმე ძალიან ვბრაზდები ჩემ თავზე და განვიცდი რო არ მესმის მისი ასეთი ქცევა. უბრალოდ იმ მომენტში როცა ბავშვს რაღაცას უშავებს ჭკუიდან გადავდივარ ხოლმე რა ვქნა თუ არ ვუყვირე ისე არ ჩერდება თორე საერთოდ არ მინდა რო ვეჩხუბო.
დაისვენებ კაია სამსახური❤️ გაუძელი ცოტაც

Posted by: narkozeli 21 Feb 2023, 17:00
თაკო მოდი აქ)) ენამ გიყივლა შენ მგონი biggrin.gif

სერაფიტი

ლაქტაცია ჩემთვის საერთოდ არ იყო ეგეთი აღმაფრთოვანებელი რამ სამწუხაროდ sad.gif ხელოვნურმა უფრო შემარგო დედობით ტკბობა. თუმცა სულ მაქვს გულში ინტერესი რომ ეჭამა ძუძუ, რამე ხო არ იქნებოდა სხვანაირად))

takotatuli1989

აი მესმის, კიდევ ორიოოოო biggrin.gif

Posted by: takoo1 21 Feb 2023, 17:03
narkozeli
მე მიბარებ უფროსოო biggrin.gif რა ხდებაააა
* * *
user posted image

გავმხიარულდეთ დედიკოებოოო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: emiblack 21 Feb 2023, 17:18
სერაფიტი
ლაქტაციაზე მეც მასე ვფიქრობდი. ზოგადად მეც პრაგმატულად ვუყურებდი წლამდე . თან პლიუს პროცესი ძაან კარგად წავიდა და დიდი კომფორტი იყო ჩემთვის, რადგან საჭმლის ტარება არ მიწევდა და 6 თვემდე დავდიოდი სულ ბავშვთან ერთად მთელი დღეები, საჭმელი რომ არ მქონდა საფიქრალი. რომანტიზებული ახლაც არ მაქვს , თუმცა ჩემი შვილი 2ის ხდება , ლაპარაკობს მოდის მეფერება და მადლობას მიხდის რომ ვაჭმევ ))) მკერდზე მკოცნის და მეუბნება დენც მიყვარს და ესეცო))) რამდენჯერაც ვცადე დაენებებინა მთხოვს ცოტა მაჭამე მომენატრაო, მოვეფერები და მოგცემო))) ასე რომ რაღაცნაირად მე ვერ მივედი ფსიქოლოგიურად უქამდე რო შევაწყვეტიო. თუმცა შევამცირეთ მკვეთრად . დეპრესია არა მგონია, რადგან ზოგადად არადეპრესიული ადამინი ვარ, მაგრამ აი რაღაცნაირი მონატრება მექნება ამ პროცესის კონკრეტულად ამ ბავშვთან. ანუ მეორეს რომც ვაჭამო აი ამასთან ეს პროცესი მომენატრება . სანამ წლის გახდებოდა მეც ზუსტად ისე ვფირობდი როგორც შენ.

gogatakoo
სწორად მიაგენი , თაკო მიზეზს. მე პანდემიის პერიოდში სახლიდან ვმუშაობდი ნახევარ განაკვეთზე . მარტო ვიყავით მე და ბავშვი დამხმარეს გარეშე და ძაან მიჭირდა. რამოდენიმე თვეა გავედი ნახევარი განაკვეთით სამსახურში და აი ის დედები რომლებიც მალევე გავიდნენ რომ მეკითხებიან ძაან იღლები ხო სამსახურს პლიუს ბავშვიო ვერასოდეს გაიგებენ რო პირიქითაა. მიუხედავად იმისა რო სამსახურში ვევრი საქმე მაქვს მაინც გადართული ვარ სხვა თემაზე და ნუ სულ სხვა ადამიანი ვარ

დანარჩენებს გეთანხმებით ყველას რომ ყველაზე მეტად მეც მარტო ჩემი თავისთვის განკუთვნიკი დრო მენატრება . ქმართან ერთადაც , მაგრამ აი კიდევ უფრო მეტად სულ მარტო რო 4-5 საათი გაქვს საკუთარი თავისთვის ის დრო.
დედურ ტიპაჟს რაც შეეხება მე პირიქით სულ დედური ტიპაჟი მეგონა თავი და ახლა უფრო მეპარება მაგაში ეჭვი, თუმცა ვაბრალებ რომ ორსულობის შიში მაქვს ისევ და მაგიტომ ვერ ვგეგმავ ჯერ მეორეს და მესამეზე ვეღარც ვფიქრობ მომავალშიც

Posted by: anibani18 21 Feb 2023, 20:23
Anabeli111
მე ვერ ვახერხებ, ანი. ასე მგონია ბორკულები მედოს ხელ-ფეხზე. სადმე წასვლას კი არა, სახლში პირის დაბანას ძლივს ვახერხებ ხოლმე. ახლა დედა მეხმარება, თორე ვივლი ასე პირდაყბანელი და ჩაუცმელი ალბათ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული წასვლა-წამოსვლა. ჩემი პატარა მხოლოდ საწოლში იძინებს, ვეეაგრით დაიძინებს ვერც ხელში და ვერც ტახტზე და ვერც ვერსად. რა ყნდა ვქნა, სად უნდა წავიყვანო როცა ძილი უწევს ყოველ სამ საათში. მწორე დღისით ცოცხალი თავით არ იძინებს და დადის უძილობით დარეტიანებული. თუ სადმე წაიყვანე, ენერგიის ბოლო წვეთებს ხარჯავს და მერე დაღლილობისგან ტირის და ტირის, იატაკზე ფორთხავს ისეთ დღეში ვარდება. ბავშვზეა დამოკიდებული ძალუან ბევრი რამ, ცოლ-ქმარზე, მათ ასაკზე, ენერგიაზე და ა. შ.
მეც ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ჩავკიდებ ხელს ამ ჩემს ორ გოგოს და წავალთ ვისეირნებთ, ნაყინს შევჭამთ და მეც დაღლილ-დაქანცული, ენაგადმოვარდნილი არ ვიქნები ამ დროს.

ძალუან მნიშვნელივანია დედა ისვენებდეს, ეძინოს, ჭამდეს ნორმალურად სუმშვიდეში, ჰქონდეს განტვირთვის საშუალება, მუშაობდეს და საკუთარი თავი არ დაკარგოს. წს ყოველი არა მარტო დედისთვისაა კარგუ, არამედ ბავშვისთვისაც, იმისათვის რომ კარგი დედა და მშობელი იყო. თაკომ როგორც თქვა, 24 საათი ამ ყველაფერში რომ ხარ ჩართული, ძალუან რთულია ნერვები შეინარჩუნო და მშვუდად და ბედნიერად იყო სულ. ვგიჟდები ჩემს გოგონებზე, მაგრამ მენატრება ჩემი ძველი ცხოვრება, ჩემი თავი, ჩემი ქმარი და ჩვენი ურთიერთობა. ვიცი რიმ ეა ყოველუვე წარსულს ჩაბარდა და აღარ დაბრუნდება და ეს კიდევ უფრო მთრგყნავს.
ამ ყველაფერს რომ ვამბობ და ვფიქროვ ხოლმე, თავი საშინლად უმადური მგონია.

Posted by: takoo1 21 Feb 2023, 20:36
ამ თემას უნდა დავარქვა სასოწარკვეთილი დედების კლუბი ჰაჰაჰჰაჰაა biggrin.gif biggrin.gif
გოგოებო არ გეწყინოთ მარა ცოტა მომეშვა თქვენს ტექსტებს რო ცკითხულობ biggrin.gif მე მეგონა მარტო მე მაწუხებდა ეგ ფიქრები რა კარგია თქვენც რო ასე ხართ biggrin.gif biggrin.gif ❤️
ხანდახან ასწორებს წუწუნი საერთო პრობლემები და განცდები რო გვაქ სხვანაირად გადაშლი ადამიანი გულს,ვინ გაგვიგებს სხვა ჰა smile.gif
გავუძლოთ ცოტა და გვეშველება რაღაცა
ცოტა იუმორი ცოტა დრამა და რაღაცა იქნება biggrin.gif
მიყვარხართ ❤️

Posted by: სერაფიტი 21 Feb 2023, 20:52
emiblack

აუ ეგრე თუ ოდესმე მოეფერება ეს და დაელაპარაკება ძუძუს, არამგონია. smile.gif)) ვნახოთ, დავწერ აქ და ჩემს პოსტებსაც გადავხედავ წლის მერე smile.gif))

ანუ სამსახური უნდა მიხაროდეს, მე.კიდე მთრგუნავს რო გავდივარ. მგონია, სრულფასოვნად ვერ ვიმუშავებ, რაღაცას დავაკლებ,.რამე დედლაინს გადავაცილებ, რამეა უხარისხოდ გავაკეთებ. მაგრამ შეიძლება თერაპია გამოდგეს სამსახური. აბა ვნახოთ.

Posted by: Anabeli111 21 Feb 2023, 21:15
anibani18
ჩემსა და ჩემს დას შორის 3 წელია შუალედი. მგზავრობის დროს ხან ერთი ვყირავდებოდით გულის რევით და ხან - მეორე biggrin.gif გახსენებისასაც კი ჩამესმის დედას სიტყვები: "არსად წასაყვანები თქვენ არ ხართო" biggrin.gif biggrin.gif მაგრამ დროთა განმავლობაში დავჭკვიანდით და მერე დაქალებივით დავდივართ დღემდე. ასე რომ მალე შენც ასე იქნები ^_^ უბრალოდ, ახლა რთული ეტაპი გაქვს და ძალიან კარგად მესმის შენი :*
აი, ლოგინში რომ იძინებს, როგორ მშურს შენი, არ იცი... დღის ძილი როგორღაც მივაჩვიეთ. მაგრამ ღამე- ვერ. იმდენჯერ იღვიძებს ძუძუსთვის, მაგდენჯერ ვერ ავდგები, მაშინ სამსახურში ვეღარ წავალ ;( იქნებ ზაფხული შემეშველოს მაგ საკითხში.

სერაფიტი
ახლა ბევრად პროდუქტიული ვარ, ვიდრე - მანამდე. არ ვიცი, თუ დამიჯერებ. სულ რაღაცას ვაკეთებ ფანჯრებზე და მსიამოვნებს. მაგით ვისვენებ. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლით დასვენება თუ შეიძლებოდა. მშვიდად ვარ, რომ თაია ბებოსთანაა. თან ეს მაიმუნი დღისით ოქრო და ბრილიანტია, ღამე შლის აფრებს და საბოლოო ჩაძინებამდე დავდივართ... ერთი 4ჯერ ვაწვენ და დაწოლისთანავე იღვიძებს. უკვე რომ მგონია, მეტს ვეღარ გავუძლებ, მაგ დროს აღარ ფხიზლდება :დ

gogatakoo
ადრე არ მესმოდა, რანაირად შეიძლება გეწუწუნა ამ თემაზე. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ.. მაგრამ ეს საუბრები, სიტუაციების განხილვა, გამოცდილების გაცვლა, თუნდაც წუწუნის ფორმა ჰქონდეს, აუცილებელი მგონია ახლა ♡

Posted by: emiblack 21 Feb 2023, 21:31
anibani18
ანი ჩემსასაც უჭირდა თავიდან სახლის გარეთ ძილი ( თუმცა დღის ძილს კარგა ხანს ხელში იძინებდა და ძაან მოჭირდა, მერე გადავსვი როგორღაც) მერე ავდექი და ერთიდაიგივე ზღაპარს ვუყვებოდი სულ და ძილი რომ უწევდა სახლის გარეთაც რომ ვიწყებდი მოყოლას იძინებდა . ცადე თუ არ გიცდია, თუმცა მართლა ბავშვზეა რა .
სერაფიტი
არა არ შეგეშინდეს, პირიქით უფრო მობილიზებული იქნები სამსახურშიც და სახლშიც. სხვადასხვა ტიპის საქმე როა მონაცვლეობა ძაან კარგად მოქმედებს განწყობაზე . უბრალოდ მე სრული განაკვეთი ვერ ავიღე ჯერ, მეცოდება უჩემოდ.

Posted by: Tua 21 Feb 2023, 22:21
gogatakoo
მე ვერ ჩავეწერები მაგ კლუბში lol.gif

რაც შეეხება გასვლას გარეთ, ეხლა ვისაც 1 წლამდე ოატარები გყავთ ჩათვალეთ რომ ყველგან წასვლა შეგიძლიათ , ჩასვით ეტლში და იარეთ. მე პირიქით 1.5-2 წლამდე სანამ ეტლში იჯდა აი ყველგან დავბოდიალობდი ამასთან ერთად, დეზერტირების ბაზარშიც კი ვყოფილვარ და ბაზრობაზეც. წინ ცოტა ბევრად რთული პერიოდები გელით 1-3 წლამდე სადღაც . ამიტომ ეხლა გაქვთ დრო რომ იბოდიალოთ ძალიან ბევრი უბრალოდ ჩასვით ეტლში და იარეთ სადაც გინდათ.

კიდევ შეაგუეთ ბავშვი ბებიებს დეიდებს მამიდებს რომ დავტოვებელი გყავდეთ აუცილებლად საჭიროა 2 კვირაშიბერთხელ მაინც 1-2 ღამით გამოძინება ბავშვის გარეშე , შესაბამისად რაც უფრო მიაჩვევთ ბებიებს და წაიყვანენ ხოლმე უკეთესი იქნება.

Posted by: emiblack 21 Feb 2023, 23:01
Tua
აი ეგეც როგორი ინდივიდუალურია რა . ჩემმა რაც ხოხვა დაიწყო კარგად მას შემდეგ ეტლს აპროტესტებდა, სიარული რომ დაიწყო 1 წლის იყო ზუსტად და შანსი არ იყო მერე ჩაგესვა , თუმცა ძაან უყვარს სიარული და მომყვება ყველგან, როცა იღლება ტროტუარზე ჯდება და ისვენებს ))) ეტლში 2 წლის ბავშვებს რომ ვხედავ ან საზღვარგარეთ 3-4 წლისასაც ვერ ვიჯერებ რო ჩვეულებრივი განვითარების ბავშვია, მერე რომ ადგები. და დარბიან გაოგნებას ვერ ვმალავ . მეორეზე ვეცდები რო 1,5 წლამდე მაინც გაჩერდეს, მართლა კომფორტულია ძაან .
ბებია , მამიდა , დეიდას რაც შეეხება ჩემი უპრობლემოდ ჩერდება სხვათაშორის , მაგრამ მთელი დღით და ღამით მითუმეტეს მე ვერ ვუტოვებ , მგონია რო ზედმეტი დატვირთვაა სხვისთვის . მაქსიმუმ რამოდენიმე საათით დავუტოვო ისიც ახლა დავიწყე 3-4 თვეა . არ ვიცი სიმართლე გითხრა მეორეზე რამდენად შევძლებ იგივეს , ღამე ორი ბავშვი ერთად ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ერთზე ვერაფრით ვერ გადავლახე მორიდება . ალბათ მაგ მხრივ ძიძაა ყველაზე მარტივი, იცი ანაზღაურებას იღებს , მაგრამ მანდ სანდოობის შიში ვერ გადავლახე )) ბაღს ვარჩევ და შეღავათი იქნება ალბათ .

Posted by: fermina 21 Feb 2023, 23:19
emiblack
QUOTE
ბებია , მამიდა , დეიდას რაც შეეხება ჩემი უპრობლემოდ ჩერდება სხვათაშორის , მაგრამ მთელი დღით და ღამით მითუმეტეს მე ვერ ვუტოვებ , მგონია რო ზედმეტი დატვირთვაა სხვისთვის . მაქსიმუმ რამოდენიმე საათით დავუტოვო ისიც ახლა დავიწყე 3-4 თვეა .


ლამის დაბადებიდან ვიტოვებ ჩემს შვილიშვილს,დღეც და ღამეც, მე კი არა დედაჩემიც (ანუ დიდი ბებია). ახლაც გვერდით მიწევს, 8 თვისაა smile.gif მაგრამ ამის მშობლებს დიდად ვერანაირ სინდისის ქენჯნას ვერ ვატყობ biggrin.gif ნუ კი ენატრებათ ხოლმე, მაგრამ უპრობლემოდ მატანენ smile.gif
კი არის უპრობლემო და იდეალური ბავშვი, მაგრამ მაინც დამღლელია რა თქმა უნდა. შენ ძალიან ემპათიური ყოფილხარ love.gif

სერიოზულად კი, მართლა კარგია, როცა ეჩვევიან, არის ხშირად ამის აუცილებლობა და საჭიროება, ამიტომ უნდა იყოს ბავშვიც და დამტოვებელიც ამისთვის მზად smile.gif

Posted by: emiblack 21 Feb 2023, 23:39
fermina
პატარები არიან რტყობა ასაკით . ხო დამღლელია რა თქმა უნდა და შრომატევადი ძალიან . მითუმეტეს ღამის ძილი ყველას ჭირდება. კი რა თქმა უნდა უნდა იყოს მიჩვეული, მაგრამ ეგეც ბავშვზეა ალბათ . ღამით როგორც ვთქვი არც მიცდია, მაგრამ ზოგადად არ აქვს ვინმესთან გაჩერების პრობლემა

Posted by: fermina 21 Feb 2023, 23:57
emiblack
QUOTE
პატარები არიან რტყობა ასაკით . ხო დამღლელია რა თქმა უნდა და შრომატევადი ძალიან . მითუმეტეს ღამის ძილი ყველას ჭირდება. კი რა თქმა უნდა უნდა იყოს მიჩვეული, მაგრამ ეგეც ბავშვზეა ალბათ . ღამით როგორც ვთქვი არც მიცდია, მაგრამ ზოგადად არ აქვს ვინმესთან გაჩერების პრობლემა


ამისთვის ერთი ღამე არ გაგვითენებია, ახლა მითუმეტეს, 10-ის ნახევარზე იძინებს და დილის 7-7:30-ზე იღვიძებს, ჭამს და იმწამს იძინებს, მაგრამ მაინც არ მძინავს სრულფასოვანი ძილით, ასე თუ ისე ყოველ გადატრიალებაზე მაინც ყურადღებით ვარ და ვფხიზლობ.
პატარები რა, 25 წლის არიან, არც ისე პატარები, უბრალოდ თავიდანვე ასე აეწყო, ჩვენც გვიხაროდა ბაიას დატოვება და ახლაც დედაჩემი ვერ ძლებს უამისოდ smile.gif

Posted by: emiblack 22 Feb 2023, 09:01
fermina
თუ ასე გადაბმულად ძინავს მაშინ ნაკლები დატვირთვაა ნამდვილად . ჩემი ახლაც იღვიძრბს 2-3ჯერ ღამეში და ზოგადად ძილი და ჭამა არაა მისი ძლიერი მხარე )))

Posted by: Tua 22 Feb 2023, 09:22
emiblack
მე ძიძამ გადამიჩვია თორე ეხლაც იჯდებოდა ეტლში თავისუფლად , სიარულის მიუხედავად რავიცი რომ არმჯდარიყო ეტლში ალბათ გავაფრენდი smile.gif დამტოვებლებს რაც შეეხება რავი რატომ უნდა მერიდებოდეს ბებიაა რა smile.gif თუ არცალია ისედაც არიტოვებს მაგრამ ყოველ ორ კვორაში ერთხელ პარასკევი, შაბათი კვირა ბებოსთან არის მე ცოტა ვისვენებ რატომაც არა, 10 თვიდან იტოვებს ჩვეულებრივად , ბაკურიანშიც კი მიდის ბებოებთან ერთად 2-3 კვირით ზაფხულში მე
რომ შვებულება არმაქვს როცა ბაღი დაკეტილია. ნამდვილად არმომერიდებოდა მე რავიცი ბებიაა რა, დედაჩემი მეორე შვილიშვილსაც ეგრე იტოვებდა . ძიძა როცა მყავდა და ეს ბაღში არდადიოდა ნუ ძიძას ვაყოლებდი ხოლმე ბაკურიანში და შაბათსაც ვიბარებდი ხანდახან ძიძას , მაგრამ
როცა მუშაობ სრულ განაკვეთზე და ძიძა არ გყავს ძალიან რთულია ეს ყველაფერი , როცა არვმუშაობდი ვასწრებდი ყველაფერს კვირის განმავლობაში დასვენებასაც მათ შორის, მაგრამ ეხლა მარტო შაბათ კვირა მაქვს სახლის საქმეებისთვის და ბავშვით ისე თავისუფლად ვერ დავდივარ მიუხედავად იმისა რომ ხანდახან მიწევს ბავშვით და ძალიან დამჯერია ეს მაინც ვერ ვარ ისე თავისუფლად .
* * *
fermina
ჩემი შვილიც ეგრეა უბრალოდ დიდია ასაკით და გადაბმულად სძინავს, ნუ ჩვენთან სახლში ცალკე ოთახში სძინავს 2.5 წლიდან მაგრამ დედაჩემთან მასთან ერთად სძინავს და დედაჩემს ნახევარი ღამე არსძინავს ამის ფეხის გამოძრავებაზეც კი ეღვიძება lol.gif კი ვეჩხუბები ბავშვს 10-8მდე სძინავს ფადაბმულად დაიძინე შენც თქო მაგრამ ფხიზლადაა მაინც , მე მაგალითად როგორც დედას გაგუდულს მძინავს მიუხედავად იმისა რომ ცალკე ოთახშია მაინც gigi.gif

Posted by: emiblack 22 Feb 2023, 10:12
Tua
ხოო ძაან რთულია ყველაფრის დამენეჯმენტება, ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ნახევარი განაკვეთი , მერე ვნახოთ რა იქნება . მე სულ იმას ვფიქრობ ჩემების გაზრდის მერე კიდე რო შვილიშვილი იყოს ჩემი გასაზრდელი ჭკუიდან გადავალ))) თუმცა მასე პერიოდულად დახმარება მართლა არ უნდა იყოს პრობლემა, მე მერიდება უბრალოდ და ალბათ მეორე ბავშვი გადამალახიებს , სხვა გამოსავალი რომ არ მექნება .
მეორე ბავშვზე მეც ვეცდები ეტლს არ გადაეჩვიოს, თუმცა ამასთან ფიზიკურად არ გამოვიდა არანაირად .

fermina
როცა ბავშვს ძინავს მეც მძინავს მშვიდად . მაგიტომ მეცოდებიან ბებიები უფრო მეტი პასუხისმგრბლობით უდგრბიან და აი ერთი საათითაც რომ დავუტოვო ფაქტიურად ბროლის ჭურჭელივით უფრთხილდებიაბ, ფეხს არ ადგმევინებენ მიწაზე და იტანჯებია

Posted by: სერაფიტი 22 Feb 2023, 11:26
emiblack

ხო, მეც ნახევარ განაკვეთზე გავდივარ და გიჯერებთ - ყველაფერს შევძლებ smile.gif))

ბებიებს რაც ეხება, შენი თქმის არ იყოს, ბროლის ჭურჭელივით ეპყრობიან მართლაsmile.gif)) ნუ დედაჩემი ვიცი, როგორიცაა, ჩემი ძმიშვილი გაზარდა ფაქტიურად 6 წლამდე და ბოლომდე თვითონ აჭმევდა და აცმევდა. რო ვეუბნებოდი, არ შეიძლება ასემეთქი, მე მსიამოვნებსო. ახლა წინასწარ ვაგუებ, რომ ჩემი შვილი მასე არ იქნება და რომ უნდა მივცეთ მეტი დამოუკიდებლობა.

ისე კი თვალდახუჭული ვენდობი და ვანდობ ბავშვს. იმდენჯერ და იმდენი ხნითაც არ დავუტოვებ ხოლმე,.რომ სინდისმა მქენჯნოს. ალაგ-ალაგ დატოვება მათაც ძალიან უხარიათ და ერთი სული აქვთ და ჩვენც დავისვენებთ.


Posted by: fermina 22 Feb 2023, 12:05
emiblack
Tua
სერაფიტი

მე არასტანდარტული ბებია ვარ,თქვენ რა კატეგორიასაც აღწერთ, იმ კრიტერიუმებს უფრო დიდი ბებია, ანუ დედაჩემი შეესაბამება smile.gif

Posted by: takoo1 22 Feb 2023, 12:29
emiblack
აი მე ვარ მასე ზუსტად, სახლში მყავს დედამთილი და თუ თვითონ არ გამომართვა და დამეხმარა მე არ ვეუბნები ხოლმე არასდროს,რაღაცნაირად არ მიყვარს დავალდებულება ესე ვარ მთელი ცხოვრება ესეთი ტიპი ვარ,მირჩევნია თავზე მეყაროს საქმე და ბავშვები აკიდებული მყავდეს და მე თვითონ გავაკეთო.
ხანდახან რო მიყურებდეთ ძაან სასაცილო ვარ,
ლუკიანე თავზე რო მაზის,მე რო საჭმელს ვაკეთებ და თან ერთი ფეხით გაბრიელს ვარწევ ეტლში biggrin.gif
ახალ წელდ ეგრე ვაკეთე საჭმელები ჰააჰაჰაbiggrin.gif
ნუ დედაჩემზე ეგრე არ ვარ დედაა და ისეთი ურთიერთობა გვაქ რო არ მერიდება.
მეორეზე დედაჩემი მოდიოდა და მეხმარებოდა მაგის გაზრდილია გაბრიელი შეიძლება ითქვას. მარტო ღამე იყო ჩემთან მთელი დღე დედაჩემს ყავდა.დამხმარე გინდა მეორე როცა გყავს რთულია ისე თუ პატარა შუალედია.
თორე ერთი როცა მყავდა ყველაფერს ვასწრებდი ვაფშე..

Posted by: სერაფიტი 22 Feb 2023, 13:02
QUOTE (fermina @ 22 Feb 2023, 12:05 )
emiblack
Tua
სერაფიტი

მე არასტანდარტული ბებია ვარ,თქვენ რა კატეგორიასაც აღწერთ, იმ კრიტერიუმებს უფრო დიდი ბებია, ანუ დედაჩემი შეესაბამება smile.gif


კი, ნამდვილად არასტანდარტული ბებია ხარ - ფორუმზე პოსტავ და სოლიდსტარტს იყენებ smile.gif))

დიდი ბებია არ ჰყავს ჩემს ბაიას. რახანია აღაე მყავს არცერთი. ძალიან მიყვარდნენ დედაჩემის მშობლები და სულ ვფიქრობ, ნეტავ როგორები იქნებოდნენ ახლა ბავშვთან. მე პირველი შვილიშვილი ვიყავი და დედასგან ვიცი, როგორ მივლიდნენ პატარას და როგორ უხაროდათ.

Posted by: fermina 22 Feb 2023, 13:23
სერაფიტი
QUOTE
ძალიან მიყვარდნენ დედაჩემის მშობლები და სულ ვფიქრობ, ნეტავ როგორები იქნებოდნენ ახლა ბავშვთან.


ჭკუიდან გადავიდოდნენ ბედნიერებისა და სიხარულისგან. დედაჩემი შეურაცხადია biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 22 Feb 2023, 14:54
გოგოებო, მესამე ტრიმესტრში თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება თითქოს მენსტრუაცია უნდა დაიწყოს, აი ტკივილი არა, შეგრძნების დონეზე?

პირველზე არ მქონია ასეთი შეგრძნებები და ზოგადად ვიცი რო ნორმალურო არაა განსაკუთრებით საწყის ვადებზე და იქნებ ბოლოში ნორმალუროა აწვებათქო sad.gif

აქ ვპოსტავ მგონი მომავლებში დიდი ვადის ორსულები არ არიან ბევრი და ამიტომ.. მადლობა

Posted by: anibani18 22 Feb 2023, 16:36
Anabeli111
ყოველთვის ძალიან მინდოდა და მყოლოდა, რაღაცნაირდ ასე ამიხდა smile.gif ძალიან მინდა მეგობრობდნენ, იმედია, ასეც იქნება მომავალში.
კი, ძალიან გამიჭირდა ორი მიყოლებული ბავშვი. იქნებ გამარტივდეს რამდენიმე წლის მერე.
მე მივაჩვიე საწოლს უბრალოდ, ანი. პატარასთან არ გამიჭირდა, უფროსთან უფრო რთული იყო, მაგრამ მაინც გამოვიდა. არ მინდოდა ბავშვებთან ერთად ძილი და რა ვქნა. ბევრს უყვარს და სიამოვნებს, მე ვერ ვისნებ ამ დროს.
emiblack
მე მარტო მივაჩვიე დაძინებას, რომ დავუჯდე გვერდით, ვერაფრით დაიძინებს. უფროსიც არ დამაცდის რამე წავუკითხო ან მის გვერდით ვიყო, დაფათურებს ირტგვლივ, მერე ტირილს იწყებს და ბოლოს ორივ ერთად ტირის ბოლო ხმაზეsmile.gif
ან ეტლში ძილი კიდევ. ვხედავ ბავშვებს საათობით სძინავთ ეტლებში, ჩემი პატარა მაქსიმუმ 15 წუთით თუ დაიძინებს. ეტლი მხოლოდ შეჩვევაზე არ არის, ჩემი უფროსი 6 თვის მერე არ ჯდებოდა ეტლში, ახალი იყო პრაქტიკულად ჩემი ეტლი, ახლა რაც პატარა გადაილიცა ეს ეტლი, თვითანც ჯდება ხოლმე. დღე არ იძინებს და ჩავსვამ ხოლმე ეტლში და გავიყვან გარეთ, ხანდახან იძინებს, ხანდახან არა. მოკლედ, მწორე გააჩინე და უფროსი დაუბრყნდება ეტლსაც და აბაზანასაც და ახალ საკვებსაც სიამოვნებით გასინჯავს smile.gif) ჩემი გმოცდულებით ასეა.
ძიძაზე მეც გეთანხმები. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, პატარა დასახლებასავითაა, რამდნეიმე ათეული კორპუსია. რომ გამყავს ჩემი, სულ ვხედავ ხოლმე ძიძების ერთ “სასტავს”, სხვანაირად ვერ უწოდებ. ერთად დადიან კოლონასავით და ეს ბავშვები ყავთ ეტლებში ჩაყრილები სრულიად უხმოდ. თან იცი რამხელა ბავშვები. დადიან და დადიან, ჭორაობენ, ესენი კიდევ გამოკეტილები ამ ეტლებში. სათამაო მოედანზე რომც მიიყვანონ, მქინც არ გადმოყავთ ეტლებიდან. შემზარავია ეს მათი კოლონა და ხმამაღალო ჟრიამული, ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თუმცა არიან კიდევ სხვანაიტი ძიძებიც, სიამოვნებით რომ მივაბარებდი ჩემს შვილებს. ხანდახან მიჩნდება სურვილი, მივიდე და ვკითხო, მეტი რომ გადაგიხდოთ, არ გადმოხვალთ ჩემთან სამუშაოდ smile.gif)
სერაფიტი
სერაფიტი
გადი აუცილებლად სამსახურში, უკეთესად იგრძნობ თავს. ახალი ძალებით დაუბრუნდები ხოლმე შენს შვილს, ყკეთეს ხასიათზე იქნები, მეტი ენერგია გექნება. დამიჯერე, ძალიან მნიშვნელოვანია გახვიდე სახლიდან და განიტვირთო ბავშვისგან

Posted by: სერაფიტი 22 Feb 2023, 18:56
anibani18

თავისით რომელი ასაკიდან იძინებდნენ შენები?

სად დავუშვი შეცდომა, ვერ ვხვდებიsmile.gif) მართლა გავწყდი, დღეში ოთხჯერ სა საღამოს ძილის წინ კიდე 30 წუთი ხელში რწევით ამსიმძიმე ბავშვის.smile.gif) არადა პაწია რომ იყო, სულ ჩახუტება და სითბო უნდაო და მეც მიხუტებულს ვაძინებდი. ახლაც კი უნდა სითბო, მაგრამ მართლა გადაქცევას ვარ, არ დამივარდეს მეშინია ხოლმე.

ჩავაწვინო ,ვარწიო, გადის ნახევარი საათიიი და ისევ დაჭყეტილია. მოკლედ, გაგვიპრობლემდა ძილი ბოლო თვეა
* * *
happy-go-lucky

რამდენი კვირის ხარ?
ზოგადად მქონდა ხოლმე მასეთი ტკივილი და საშვილოსნო იზრდება მაგ დროს, მაგან იცისო. თუ ბოლოსკენ ხარ, ხომ არ გეწყება? დაწყების დროსაც იცის მოვლითი ტკივილები. სხვა დროს საშვილოსნოს გაზრდია ბრალია. თუ ექოზე ნორმაშია ყელი და ყველაფერო, არ ინერვიულო.

Posted by: happy-go-lucky 22 Feb 2023, 19:22
სერაფიტი
33 კვირის ვარ. აი არ მინახავს ბოლო პერიოდი ეხოზე და არც მივდივარ ახლა, 8 ში მაქვს გეგმიური. მადლობა

Posted by: ივლისი 22 Feb 2023, 19:54
სერაფიტი
თავის საწოლში ვერ იძინებს დიდხანს? რაღაც რომ შემოუწყო ირგვლივ , სითბოს და სიმჭიდროვის შეგრძნება რომ ჰქონდეს. ხელში დაძინებას იქნებ გადააჩვიო. ძნელია მერე უკვე 8-9კილო ბავშვის თრევა. სადღაც 2-3თვემდე დღისით კი სძინებია ჩემს ხელში. ზუსტად არ მახსოვს. გადაეჩვია თავისით. შეიძლება ძუძუს ბავშვები სხვანაირები არიან.

Posted by: anibani18 22 Feb 2023, 20:28
სერაფიტი
უფროსი სულ ხელში იყო დაახლოებით სამი თვე, აი, სულ. მერე სამი თვიდან დაახლოებით, ან ოთხიდან დავიწყე ლოგინში მისი ჩაწვენა და იქვე ვცდილიბდი დამეძინებინა, აქტიურად ვხმარობდი მატყუარას, რომელსაც ვერ იტანდა. მოკლედ ასე მივაჩვიე, ოღონდ მე იქვე ვიყავი გვერდით, მერე და მერე ხელს ჩამკიდებდა ან ტაკოზე დავადებდი ხელს. მაგრამ სულ დამოუკიდებლად ძილს წლის და ორი თვის იყო რომ შევაჩვიე, მაშინ ღამის კვებაც ამოაგდო. გადაბმულად ეძინა მთელი ღამე. მერე მეორე რომ გაჩნდა, აერია ძალიან ძილკ, მალე დალაგდა ისევ და ახლა სძინავს ისევ უფლის წყალობით. პატარას დაახლოებით ორი თვე ხელში ვაძინებდი, მერე იმასაც ვაწვენდი და საწოლშივე ვაძინებდი. პატარა უფრო მარყივად შეეჩვია, საერთოდ არ გამჭირვებია. მატყუარას შევაჩვიე ესიც, მგონი მატყუარის გარეშეც მარტივას დაიძინებდა თავისით, მაგრამ მივაჩვიე ყკვე, ახლა მეცოდება ჯერ გადაჩვევა. ღამე იღვიძებს მაინც ერთხელ და მერე დილაუთენია დაჭყეტილი აქვს თვალები. უბრალოდ ვაწვენ, ვაძლევ მატყუარას და გავდივარ. ღამეც რომ მივცემ რძეს, გავდივარ ოთახიდან, წყალს ვსვამ, ბოთლს დავდებ ხოლმე სამზარეულოში, მოვალ და სძინავს უკვე.

Posted by: სერაფიტი 22 Feb 2023, 22:05
ივლისი

ანუ ხელში უნდა დავაძინო და მერე გადავაწვინო საწოლში. დღის ძილები ბოლო დროს აურია და ხან 20 წუთში, ხან ნახევარ საათში იღბიძებს, ვუბრუნებ, და 1 საათს ვასრულებინებ მაინც. ეს შებრუნებაც ძირითადდ ხელში აყვანითააsad.gif
ღამე სძინავს კარგად, 8ის ნახევრიდან ვაძინებ, ისევ ხელში რა თქმა უნდა და ჭამებზე იღბიძებს 3-4 საათში ერთხელ, მძინარე ჭამს და იბრუნებს. თუმცა ერთხელ მაინც კუკავს ღამით მინიმუმ და სანამ გამოვუცვლი, ფხიზლდება. იიისევ ხელში ვარწევsmile.gif)). ხოდა რამდენჯერმე ვცადე, რომ მოთენთილი ჩამეწვინა, სოსკას ვიყენებთ ისედაც ჩაძინებისას. ვუმღერე, ვარწიე, ხელი დავადე თავზე, მუცელზე. ჯიუტად დაჭყეტილია. კიდე უნდა ვცადო რამდენიმე დღეში აბა ეს მეთოდი. უბრალოდ ძაან დიდხანს მომიწევს რწევა და აერევა გრაფიკითქო, ვეღარ ვიგებ რა.


anibani18

ჩათვალე ბედნიერი ხარ, ასე ადვილად თუ მიეჩვიაsmile.gif))

Posted by: takoo1 23 Feb 2023, 11:01
სერაფიტი
რო მიაჩვიო ეგრე ძილს ხო უნდა გაჩერდეს ლოგინში? ბავშვმა ხო უნდა შეგიწყოს ხელი?
ეხლა წარმოიდგინე ლოგინში რო ვაწვენ უკვე ჩაბჟირებულია თვაიდანვე აპროტესტებს რო ჩავაწვინე,არაფრით არ წყნარდება გინდა ტაკოზე მოარტყი და გინდა ყირაზე დადექი.
ინდივიდუალურია რაა,ბავშვზეა დამოკიდებული უფრო ჩემი დაკვირვებით.ლუკიანე ვაფშე ერთი დღე არ დამირწევია და ამას თუ ტვინი არ შეურყიე არ ხუჭავს თვალს,მარტო მაშინ იძინებს თავისით თუ ბოთლზე ჩამოეძინა ჭამის დროს.
ეს ზოგადად ზედმეტად გათვითცნობიერებულია
რო ეთამაშები სადმე იქეთ თუ გაიხედე ორი წამით ტირის მე მიყურეო,ძაან აუტანელია biggrin.gif
მარტო საერთოდ არ უნდა ,აი ოთახში რო დატოვო გადვიდე რაღაცაზე სანამ მეორე ოთახამდე მივალ ღნავის უმაწყალოდ smile.gif
იმედია ოდესმე დაწყნარდება

Posted by: anibani18 23 Feb 2023, 13:39
სერაფიტი
კი, ვიცი რომ ბედნიერი ვარ. მაგრმ არც თუ ისე მარტივი იყო ყველაფერი უფროსთან. ძალიან დიდი შრომა ჩავდე ორივეს ძილში, თავისით არაფერი გამოვიდოდა.

Posted by: Anabeli111 23 Feb 2023, 14:04
anibani18
რამე ჯგუფი რომ გვქონდეს, სადაც გავუზიარებდით ესე დაძინების თუ კვების გაიდებს, რა კარგი იქნებოდა. biggrin.gif უამრავ ჯგუფში ვარ და ასევე ბევრი ბლოგერის მიმდევარი, მაგრამ უშუალოდ გამოცდილი რჩევებით უფრო ბევრს ვსწავლობ.

თაიაც ჯერ ხელში იძინებს და მერე ვაწვენ. ერთი 3 ჩაწვენა მჭირდება, რომ ბოლოს და ბოლოს დაიძინოს (ისიც ჩემს საწოლში). მერე სადღაც 10 წუთში იშმუშნება და ეგრევე ძუძუს ვაძლევ, რომ არ გამოფხიზლდეს. ღამე ოდნავ თუ მივედე და რძის სუნი იგრძნო, მაშინვე თავის ქნევას და ძუძუს ძებნას იწყებს..

რაც დრო გადის, უფრო ძუძუდამოკიდებული ხდება biggrin.gif


Posted by: სერაფიტი 23 Feb 2023, 14:36
gogatakoo

ჩემს შვილს მგვანებია გაბრიელი, ზუსტად ეგრეა ესეც. გამოკვეთილი სურვილები და პრეტენზიები აქვს ქალბატონსsmile.gif)

Posted by: Iceicebaby 23 Feb 2023, 16:38
26-27 კვირაზე ყელი 31 ვისაც გქონიათ, თქვენც შეუშინებიხართ? თუ მე მყავს მარტო ისტერიული აღრიცხვის ექიმი.

ძირითადად სულ მაგხელა მაქვს, 2-3-ჯერ მქონია ოდნავ მეტი 33-34.

მარა სტაბილურად უფრო - 31.
ვამოწმებ სულ და ამან, დეკრეტი აიღე, დაწექიო და ა.შ. sleep.gif



Posted by: Natruliiiii 23 Feb 2023, 18:19
გოგოებო როგორ ხართ აბა? ვეღარ შემოვიხედე ისეთი პერიოდები მქონდა, გაჩნდა ჩემი გოგოშკა 10-ში, უბედნიერესი ვარ, რა სასწაული შეგრძნება ყოფილა მართლაც smile.gif
გოგოებო რა მინდოდა მეკითხა აღიცხვაზე ვაპირებ მიყვანას, ოჯახის ახლობელ ექიმთან და რომ არ ვთქვა ინვიტრო რომაა რამე პრობლემა იქნება? არ მინდა მოსდოს მთელს სანათესაოს, უბრალოდ ვფიქრობ ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა და მერე კითხვების დაყრისა და გამოკითხვის თავი არ მაქვს და ვიცი არამკითხე ბევრი გამოჩნდება. მგონი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი ინვიტროა თუ ბუნებრივი, აცრები იქნება, თუ სხვა ანალიზები და კვლევები. გამოცდილო დედიკოებო მითხარით რა თქვენი აზრიც.
* * *
Iceicebaby
სჯობია უფრო მოსვენებულად იყო, და კონტროლი გქონდეს, ეცადე მოფრთხილდე, ბავშვიც გაიზრდება და დააწვება ყელს, ქამარი იხმარე, ძალიან კარგად გიშველის smile.gif

Posted by: Tua 23 Feb 2023, 19:34
სერაფიტი
Anabeli111
გოგოები ბავშვის საწოლის მიჩვევას ცოტა შრომა და ნერვების წყვეტა სჭირდება 1 დღეში არაფერი არგამოდის. ხელში დაძინების გადაჩვევასაც დრო სჭორდება, ანუ სცადეთ ჯერ ეტლში ჩააწვინეთ სახლში და ეტლში დააძინეთ უბრალოდ სახლში სიარულით, 1-2 კვირა და მერე ეტლიდან ამოიყვანეთ და დააწვინეთ თქვენ საწოლზე მიუწექით გვერძე ტაკოზე უთათუნეთ უმღერეთ რამე და ისე დააძინეთ მერე გადააწვინეთ თავის საწოლში ისე რომ ტაკოზე უთათუნოთ.
3 თვემდე კოლიკები გვქონდა ჩვენ მაგრამ მაინც არასდრკს დამიძინებია ხელში და არც ჩემს საწოლში. არცერთხელ არდამზარებია ბავშვის საწოლთან დგომა და ტაკოზე თათუნი . დაბადებიდან თავის საწოლში სძინავს , 3.4 წლისაა და ახლა უკვე თავის ოთახში ცალკე სძინავს 1 წელია და ერთადერთი თუ გადაიხადა საბანი (მე ზარმაცი დედა ვარ არვიღვიძებ დასაფარებლად smile.gif)) ) დილის 6-7ისკენ და შეგრილდა მხოლოდ მაშინ მოდის ჩვენთან, შანსი -100ია საერთოდ ჩვენთან რომ დააწვინო, სიცხიანიც კი არიძინებს ჩვენგა . წვალება უნდა ცოტა მაგრამ არდაგეზაროთ ეგ წვალება რაა 5-7-10 დღე უნდა , შეუჩვეველი არაფერი არაა ნამდვილად მონდომებაა მთავარი.
* * *
Natruliiiii
სულერთია აღრიცხვაზე ინვიტროა თუ დონორის კვერცხუჯრედი, საერთოდ არაა საჭირო იცოდეს , მაგას თან არავინ გეკითხება. ინვიტროს ბავშვი არაფრით არგანსხვავდება ბუნებრივად ჩასახულისგა. .
* * *
Iceicebaby
31 საყურადღებოა ზოგადად, თამრიკომ მე 27ით და დიკატაციით პინეოში დამაწვინა, ეგეთი ტიპია, 0.01ით მქონდა გადახრა დოპლერში და დაწექი საავადმყოფოში დროზეო ამიტომ არმიკვირს lol.gif ეხლა. იწყებს ბავშვი აქტურად ზრდას და მე 28 კვირაზე უკვე სიმძიმე რომ დამაწვა მაშინ ვეეც კი მივხდი ისე დამიმოკლდა. დეკრეტი არგახსნა ჯერ, თუ გყავს ახლობელი ოჯახის ექიმი პოლიკლინიკაში სიმპტომურად შეუძლია 2 კვირიანი ბიულეტინიც გაგიცსნას მაგალითად ბრონქიტი და გეთებუ user.gif მე ეგრე გავქაჩე 34 კვირამდე ბიულეტინებით. სულ ვიწექი 8.5 თვიდან 6 თვე გაშოტილი ვიყავი. ქამარი იყიდე აუცილებლად და ეგეც იხმარე.

Posted by: takoo1 23 Feb 2023, 19:53
Tua
გოგო ეტლში უფრო იძინებს ვიდრე ჩემ ლოგინზე,ისტერიკას იმართებს არ ევასება ლოგინი არვიცი რატო.მივუწვები,ვუთათუნებ ვუმღერი რავიცი რას არ ვშვები მარა არ უნდა ლოგინი.
გაკივის იგრიხება არაფრით არ წვება რაა
ბოლოს ჩაბჟირებამდე მიდის.
ერთადერთი ღამე ძინავს თავის ლოგინში ეგეც მიღწევაა თუ მერე არ აურია,დიდი იმედი მაქ მაგისი რო ღამე მაინც იწვება იქ

Posted by: Iceicebaby 23 Feb 2023, 20:20
Tua
ჰო, მესმის რო სასურველი არაა, მარა, 13-ზეც მასე მქონდა, 18-ზეც და 22-ზეც, ჩემი ყელის სტანდარტი ეგ უფროა ვიდრე სხვა. 1 კვირაში გადავამოწმებ კიდევ, ამასობაში გამოწერილი ქამარი ჩამოვა : (

არა, არ ვაპირებ დეკრეტს, ვაკვირდები და თუ მირჩევენ სხვა ექიმები, პესარსაც ჩავიდგამ, შევხედავ მოკლედ.

Posted by: Natruliiiii 23 Feb 2023, 21:26
Tua
მადლობა, ხო უბრალოდ ისე რომ მყავდა ექიმთან იმან რომ გაიგო პირველია თან 39 წლის ასაკში ინვიგრო ხომ არააო, უარი ვუთხარი და ეხლა აქაც რომ იკითხონ, მეთქი აუცილებელი ხომ არაა იცოდნენ აცრებისთვის და კვლევებისთვისთქო, მარა ლოგიკურად რა მნიშვნელობა აქვს ჩასახვის მეთოდს, ბავშვი ბავშვია.

Posted by: ივლისი 23 Feb 2023, 21:37
Iceicebaby
რეაფემს ან მსგავსი სანთელი გაიკეთე დღეში 2 - ჯერ მაინც. ყელის სიგრძის შენარჩუნებისთვის კარგია. მე 18 კვირიდან ნაკერი მედო + წოლითი. 30-31სმ შევინარჩუნე. 28 იყო ნაკერის დადების დროს. ერთხელ ბევრი ვიარე და იმ დღეს მერე ეხოზე 22 აჩვენა. გული გამისკდა. ყურადღება უნდა მოკლედ . ინფექციები არ გაქვს ხო ?

Posted by: Tua 23 Feb 2023, 22:08
gogatakoo
ეტლშია მიჩეული და მაგიტომ, საწოვარას არცმაეობ? ჩემი მარჯვენა ხელი იყო სოსკა smile.gif) ბავშვზეცაა დამოკიდებული ძირითადდ მაგრამ ხელში ჭერა დაა ისე დაძინება უკვე დედაზეა დამოკიდებული და არა ბავშვზე.

* * *
Iceicebaby
მე არგაშინებ მაგრამ 16-18-22 კვირა ისეთი ვადაა როცა ბავშვი არც ისე დიდა, ჩემი ყელიც ეგრე იყო ხოლმე 34ს არაცდენია საერთოდ და უცებ დამოკლდა როცა ბავშვი იზრდება და სიმძიმე აწვება საშვილოსნოს უფრო სწრაფად მოკლდება ხოლმე. პროგესტერონს ვიკეთებდი მაგიტომ მე 34 კვირამდე. პესარს რაც შეეხება რომელიღაცა კვირის მერრ აღარ დგავენ როგორც ვიცჯ და თუ ძალიან დამოკლდა აღარც მაშინ აყენებენ ეგ გაარკვიე კარგად. თუ რამე გადაუდებელი მოხვდა ღუდუშაურის იქეთ ალბათ იცი რომ არუნდა წახვიდე. აუცილებლად სიარულის დროს იხმარე ქამარი ეხლა უფრო დამძიმდება 26 კვირიდა. ბავშვი და დაგაწვება საშვილოსნოზე.
* * *
Natruliiiii
49 წლის ასაკშო გააჩინა აგერ ჩემმა თანამშრომელმა ბუნებრივად , რა აუცილებელია ინვიტრო იყოს 39 წლის ასაკშიც და რანაირად იციან ასეთი უტაქტო კითხვები რა. ისე ააე ხშირად რატომ დაგყავს პედიატრთან? ჯერ ხომ 2 კვირისაც არაა. რჩევაა ამ ვირუსებში მაინვ ასე ხშირად ნუ ატარებ ხოლმე 1 თვეზე წონიან და ზომავენ ზოგადად. აღრიცხვაზე შეგიძლია 2 თვის ასაკშიც დააყენო როცა აცრა მოუწევს .

Posted by: Iceicebaby 23 Feb 2023, 22:21
ივლისი
პროგის სანთელს ვიკეთებ კი, არ მომიხსნია ბოლომდე.

თუ დამჭირდება, რამეს მიზამენ იმედია ))

Tua
ჰო, 30-31-ის მერე ერიდებიან მგონი პესარს, ასე გამიგია, იქამდე კია დრო რამე რო იყოს. ქამარი ჩამომივა ამ დღეებში და მეკეთება სულ.

ერთი კვირა მაინც მქონოდა მშვიდი, რა კაი იქნებოდა :დდდ

Posted by: Tua 23 Feb 2023, 22:29
Iceicebaby
ეჰ მესმის შენი smile.gif) საერთოდ ვერ შევირგე ორსულობა ანუ რა იყო მშვიდი ორსულობა არვიცი არმაქვს გამოცდილი, იმედია მეორე მაინც იქნება მშვიდი რამენაირად. იმას ვამბობ ვინც ნემსებს ვიკეთებდით 9 თვე, ამდენ ტაბლეტებს ვყლაპავდით, ჰემატომები , სისხლდენები, ყელის დამოკლებები გვქონდა ყველა ის ორსული გმირები ვართ თქო smile.gif)

Posted by: Anabeli111 23 Feb 2023, 22:31
Tua
არდადეგების პერიოდს გამოვიყენებ მაგისთვის.. ისე ეტლშიც იძინებს. სოსკას არ სცნობს.. მაგრამ უცნაური ისაა, რომ გარეთ როცა ვართ და სოსკას ვთავაზობ, იდებს. სახლში გულს ირევს biggrin.gif

Posted by: adeline 23 Feb 2023, 22:37
Tua
Iceicebaby
12 კვირიდან უკვე შეიძლება პესარის ჩადგმა; პრევენციისთვისაც ურჩევენ ექიმები უკვე. ნეტა ასე ადრეულ ვადაზე რომ ჩაისვას ადამიანმა, მაინც დამოკლდება?

Posted by: Tua 23 Feb 2023, 23:13
Anabeli111
მატრაკვეცა ქალია ეგ და მაგიტომ lol.gif ❤️ გასდის და ეგრე უნდა რომ იყოს lol.gif
* * *
adeline
რავი რომელიმე ექიმი თუ დაგთანხმდება მაგაზე ვერ გეტყვი, პესარს როცა დგავენ ანტიბიოტიკებიც უნდა სვა ინფექციის განვითარებჯს რისკიცაა მაგ დროს და რამდენად მიზანშეწონილოა ეგეთი პატარა ვადიდან ანტიბიოტიკოთერაპიები არვიცი. პესარის შემთხვევაშიც წოლითი უნდა დაიცვა.

Posted by: adeline 23 Feb 2023, 23:18
Tua
რგოლი იგივე პესარია ხომ? აუფ.. ანტიბიოტიკებიც თუ უნდა გესვა, არ ვიცოდი. წოლითი თუ მაინც გჭირდება, პესარს რა აზრი აქვს აბა? თუ მე ვერ გავიგე რამე?

Posted by: Iceicebaby 23 Feb 2023, 23:31
adeline
Tua
ეგეთ პატარა ვადაზე საპრევენციოდ მეც არ გამიგია, 22-24-ზე კი. ტენდენციას რომ ატყობენ, მე არ მიფიქრია პრევენციისთვის, იმიტო რო ორსულობაც ამ ყელითვდავიწყე და უმეტესად ასე მაქვს. ძაან დიდი იმედი მაქვს უპესაროდ გამოვძვრები და უბრალოდ ტყუილად დამაპანიკეს. ზოგს ქამარიც შველის, ზოგს ნაკლები დატვირთვა და აი მაგ იმედით ვაგრძელებ ჯერჯერობით :დ


Posted by: Natruliiiii 23 Feb 2023, 23:32
Tua
გაიხარე smile.gif არა არც დამყავს ერთხელ მყავდა გამოწეიდან და მერე ვაპირებ აღრიცხვაზე მიყვანას 1 თვის რომ გახდება და სანამ მივიყვან მაგიტომ ვიკითხე. უფფ უტაქტო კითხვები იცოცხლე, მაგიტომაც არ მინდა ყველამ იცოდეს მერე წამოვა უტაქტო კითხვები თუ წამოვა smile.gif

Posted by: adeline 23 Feb 2023, 23:40
Iceicebaby
სწორი მიდგომა გაქვს მგონია. პროგსაც არ შეწყვეტ და ეგაა. კი, ჩემს ახლობელს უთხრა ექიმმა 12 კვირიდან შეიძლებაო. მეც ძაან გამიკვირდა, მაგრამ ასე უთხრა ნამდვილად.

Posted by: სერაფიტი 23 Feb 2023, 23:57
Tua

ეტლის ვერსიას ვცდი. თუმცა ისტერიკა ექნება იქაც, ვიცი.
ვფიქრობ ნელ-ნელა შევამცირო ხელში ჭერის დრო. ტაკოზეც ვუთათუნებ, ნახევარი საათიც ვიდექი ხოლმე და ვარწევდი, ვუმღეროდი, ესა ისა - რაც წამიკითხავს ყველაფერი. თეთრი ხმაურიც კარგად მოქმედებდა ადრე, ახლა აღარ.
ვიცი,.რომ შრომატევადია და მიჩვევადი. მაგრამ ამის კივილს ვერ ვუძლებ.

ღამის ჭამების მერე თუ შეფხიზლდა, ჩემთან ვაწვენ, სოსკა, ტაკოზე თათუნი და ეძინება ეგრევე, და გადამყავს მერე თავისთან. დღე ვერ მივაღწიე მაგას, რო მივუწვე და თათუნით დავაძინო.

ეტლის ვარიანტი უნდა ვცადო, მართლა აღარ მივარგა ხერხემალი და მკლავები.

Posted by: Anabeli111 24 Feb 2023, 00:52
Iceicebaby
adeline
გოგოებო, ლიზა12-მა ჩაიდგა ცოტა ადრე, თუ სწორად მახსოვს. სამწუხარდო ცუდი გამოცდილება ჰქონდა და თავი დაიზღვია, რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით. კითხეთ და თავის გამოცდილებას გაგიზიარებთ ♡ ♡

Posted by: takoo1 24 Feb 2023, 01:29
Tua
კი სულ უდევს საწოვარა მარა აზრი?
ხო ალბათ მიჩვეულია ხელს.კოლიკების გამო სულ ტიროდა და ბჟირდებოდა,რო არ ეტირა ტყუილად ხო არ არწევდა ვინმე გიჟივით
დედის ბრალია თუ ბებიის ეგრეა და რანაირად უნდა გადავაჩვიო მაგას ვკითხულობ ზუსტად biggrin.gif
ეტლს არაა მიჩვეული მე მივაჩვიე რო ხელში არ მყავდეს,თუ მიჩვევა ქვია მაგას,ნუ უმეტესად იძინებს რა
ეტლს კი მარა ლოგინს არ ეჩვევა და არვიცი რა ვქნა მეტი

Posted by: Iceicebaby 24 Feb 2023, 09:01
ივლისი
QUOTE
ინფექციები არ გაქვს ხო ?

არაფრის კვლევა არ დაუნიშნავს არავის სპეციფიურად, რომელს გულისხმობ? ანუ ჩემი ინიციატივით ჰო არ გავიკეთო.

adeline
კი, იგივე რგოლია სილიკონის. ვნახოთ, რაღაც ძაან მეიმედება ქამრის ამბავი, იმიტომ რომ ბავშვი ისედაც "ქვემოთ" მყავს სულ და მგონია რომ ეგ დატვირთვაც თავისას შვრება. თავით ებჯინება ყელს სულ



Posted by: Liza12 24 Feb 2023, 12:46
მე მქონდა პესარიც და ნაკერიც მაგრამ ანტიბიოტიკი არ დამილევია მაგის გამო შარდში მქონდა ეშერეხია და მაგიტო ვსვი თერაპინი .მარტივი ანტიბიოტიკია . ძლიერი არდამილევია .არც სანთლები არ გამიკეთებია ანტიბაქტერიული არანაირი გამონადენი არ მქონია პესარის ფონზე .იცისო ისე ყვითელი და წყალივით გამონადენი მარა არმქონია . მანამდე ნაცხი უნდა იყოს სუფთა და წესით ზედმეტი წამლები არგახდება საჭირო .სულ წოლაც არარის საჭირო როცა დამოკლება არარის წასული და ისე იკეთებ.მე პრევენციისთვის მქონდა და ექიმი არ მეუბნებოდა მკაცრად წოლას

Posted by: Iceicebaby 24 Feb 2023, 12:54
Liza12
ნაცხის ანალიზის გაკეთება ისედაც მინდოდა, მარა ამდენი სანთლის ფონზე, რა ნაცხი უნდა გამიკეთდეს? :დ
მაშინ გამოდის რო პროგის სანთლები უნდა შევწყვიტო სულ მინიმუმ 5 დღე, რანაირად? :/

Posted by: ივლისი 24 Feb 2023, 13:03
Iceicebaby
ანუ ყელის უცებ დამოკლება ინფექციებმაც იცისო ჩემმა ექიმმა. სანამ ნაკერს დამადებდა ნაცხიდან ჩავაბარე პსრ მეთოდით ოღონდ. მიკოპლაზმა , ურეაპლაზმა, გარდნერელა. უარყოფითი იყო ყველა.

Posted by: Iceicebaby 24 Feb 2023, 13:22
ივლისი
პსრ მეთოდი შარდით მაგალითად? თუ როგორ? არ გამიკეთებია. ნაცხი არ იქნება ინფორმატიული, სანთლებზე ვარ :/

Posted by: ივლისი 24 Feb 2023, 14:07
Iceicebaby
სანთლების ფონზე არ ვიცი როგორ იქნება. საშოს ნაცხიდან ჩამაბარებინა.

Posted by: Liza12 24 Feb 2023, 14:11
Iceicebaby
წინა ღამეს და დილას არგავიკეთე სანთელი და ისე ამიღო ექიმმა პესარის ჩადგმისას რომ დამაძინეს მაშინ. არუშლის ხელს ეგ სანთელი თუკი კარგად აიღებს ნაცხს თურამეა გამოჩნდება

Posted by: Iceicebaby 24 Feb 2023, 15:05
Liza12
ახლა გავარკვიე ერთგან რომ შარდის მიღებაც შეუძლიათ და ვცდი აბა ეგრე, პესარზე დაიძინე ანუ? რითი დაგაძინეს?
ივლისი
ჰო, ვერ შევყვეტ შანსი არაა, მაგდენი ხანი :/

Posted by: adeline 24 Feb 2023, 15:05
Liza12
QUOTE
.სულ წოლაც არარის საჭირო

ნაწილობრივი საჭიროა? როცა დამჭირდება, სამსახურში უნდა ვიარო და თუ უნდა ვიწვე ნაწილობრივ მაინც, რად მინდა მაშინ?
QUOTE
ესარის ჩადგმისას რომ დამაძინეს მაშინ.

ანუ ნარკოზით კეთდება?
* * *
Iceicebaby
მგონი როცა არანაირი ჩვენება არ გაქვს, ზედმეტია საპრევენციოდ გაკეთება. თუ ნაწილობრივ მაინც უნდა იწვე მაგ პესარით, თუ დამოკლდა, მერე ჩაიდგავ და ეგაა რა ვიცი. დიდად ვერ მივხვდი აზრს მე რა ვიცი.
ნაცხი 900- ჯერ მაქვს გაკონტროლებული თუ რამე არსებობს ყველაფერზე. გადავრიე ინოვას ხალხი იმდენჯერ გადავაკონტროლე პისიარებით სულ.
მე საშვილოსნოს პლასტიკა მაქვს გაკეთებული და ვითომ მაგ დროს მეტი რისკია დამოკლებისო, მარა რა ვიცი. ვისაც არ აქვს ეგ გაკეთებული, იმათაც უმოკლდებათ ფაქტია smile.gif მგონი ასე წინასწარ ზედმეტად ვფეთიანობ და არაა ეგ კარგი. პირველ ორსულობაზე ჰემატომა რომ გამიჩნდა და შემიწყდა, სერგომ ისეთი სპაზმი გაქვს საშვილოსნოს ყელის და ისეა დახურული, ამას გამოტუმბვა უნდა თორე შანსი არაა თავისით გაიხსნას და ჩამოვიდესო. ასეთი ყელი გაქვს ზოგადადო და იქნება ორსულობაშიც ასეთი დარჩეს biggrin.gif

Posted by: anibani18 24 Feb 2023, 15:18
Anabeli111
თუ შექმნი ასეთ ჯგუფს, შემოგიერთდებით smile.gif მე ექსპერტი არ ვარ, მხოლოდ ჩემი შვილების მაგალითზე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება. მაგრამ ტირილის გარეშე მაინც არ გამოვა მგონი ანი. რაღაც დონეზე პტოტესტს მაინც გამოთქვამს ბავშვი, ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს. პირველზე ძალიან გამიჭირდა, ძილის დრო რომ მოდიოდა, გული ამოვარდნას მქონდა უკვე. მაგრამ რამდენიმე დღეში მიეჩვია. მის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ბავშვი თავისით იძინებს, უფრო მშვიდადაც სძინავს და მილიონჯერ არ იღვიძებს არც დღის და არც ღამის ძილის დროს. ტაკოზე თუ გულზე თათუნიც არ არის თვითჩაძინება, რამდენჯერაც გაიღვიძებს, ისევ იგივე უნდა გააკეთო რომ დაიძინოს.
ჩემმა უფროსმა თავისით დაძინება რომ დაიწყო, მაშინ წლის და ორი თვის იყო, ტაკოზე თათუნის გარეშე დაძინებას ვგულიახმობ, დილით რომ იღვიძებდა, (წიგნებს ვუდებდი ხოლმე საღამოს საწოლში) ამ წიგმებს ფურცლავდა და ათვალიერებდა.
რაც უფრო გვიან დაიწყებ, მით უფრო გაგიჭირდება, ანი. მერე ფეხზე ადგომას რომ დაიწყებს და გააქტიურდება, უფრო რთული იქნება მგონი

Posted by: Iceicebaby 24 Feb 2023, 15:34
adeline
QUOTE
მგონი როცა არანაირი ჩვენება არ გაქვს, ზედმეტია საპრევენციოდ გაკეთება. თუ ნაწილობრივ მაინც უნდა იწვე მაგ პესარით, თუ დამოკლდა, მერე ჩაიდგავ და ეგაა რა ვიცი.

არა, არ ვაპირებ საპრევენციოდ, შანსი არაა. თუ დაიწყებს დამოკლებას მარტო მაშინ, უბრალოდ ვარკვევ რას ველოდო :დ

ისტერიკაში რო არ ჩავეგდე ექიმს, ჩემმა ტვინმაც დაიჯერა რო 31 სტაბილურად ჩემი ყელია და იქნებ მიქაჩავს მართლა ბოლომდე ))



Posted by: Katerina_N 24 Feb 2023, 15:37
Anabeli111
აუ ჯგუფის იდეა ძაან კაია აქ ხშირად ვერ შწმოვრბივარ ხოლმე.. თაია მაგალითად ხელში იძინენდა და მერე ვაწვენდი მაგრამ ახლა გვერდით ვიწევარ და ისე იძინებს.. თავიდან გაგიჭირდება მაგრამ რომ მოერება ძილი აი შუაში როა მაშინ დააწვინე და მიუწექი მოეფერე და მიიხუტე .. არ დანებდე მთავარია და ნელ ნელა მიაჩვევ .. ჩემსას ფეხები უნდა ქონოდა გამოყოფილი და საძილე ტომარაზე ვიბრძოლე ეგრე 2 კვირა დამჭირდა ახლა იცი რომ ვაცმევ ძილია დროა ესე იგი ❤️

Posted by: Liza12 24 Feb 2023, 16:28
Iceicebaby
მე ნაკერიც და პესარიც მქონდა და მაგიტო დავიძინე.ისე პესარსაც ვერ ჩავიდგამდი დაძინების გარეშე ნაცხიც არავაღებინე ისეთი სტრესული იყო ჩემთვის იმპერიოდში ეგყველაფერი. მე კი ტყუილად მქონდა საბოლოოდ ყელი არგამეხსნა.მარა მშვიდად ვიყავი ტონუსი მქონდა და ტონუსის ფონზე ყელის დამოკლება ხდება .
adeline
ვერ გეტყვი ნამდვილად.ბევრი ვიცი ნაკერი დასჭირდა და 1თვეში სამსახურში დადიოდნენ. როცა დამოკკება და გახსნაა და მაგ დროს იდება ჩემი აზრით ექიმი არ მისცემს სიარულის უფლებას. მარა საპრევენციოდ როცა გაქვს და ეხოზე ყელი იდეალურია არ იქნება პრობლემა არნაირი ზომიერი ფიზზიკური აქტივობის

Posted by: Iceicebaby 24 Feb 2023, 16:33
Liza12
მეც მომინდება დაძინება, თუ საზიანო არაა. დიდი მადლობა რჩევებისთვის, არ ვიცი თუ დაწერე ზომები, რამდენი გქონდა ყელის ზომა და ტენდეცია რამდენიდან შენიშნეთ, რომ აუცილებელი იყო.

Posted by: Liza12 24 Feb 2023, 16:40
Iceicebaby
მე მქონდა 1 აბორტი ამოტუმბვა და მეორედ ტყუპზე წყლები დავღვარე 17კვირაზე მომიწია გამოძევება ორივე ნაყოფის. ყელის დამოკლება არიყო მაგრამ როცა გადავწყვიტე ორსულობა აუცილებლად მინდოდა ნაკერიც და პესარიც 2 ჩარევა რაკი მქონდა ვერ გავრისკე მესამე ორსულობა იყო და მაქსიმალურად მინდოდა დაზღვეული ვყოფილიყავი რამე რომმომხდარიყო კიდევ ალბათ ვეღარ გადავიტანდი. აღრიცხვაზე როგორც დავდექი და გავიცანი ჩემი ექიმი ვუთხარი რომ.13 კვირიდან მინდა ნაკერიც და პესარიცთქო და დამთანხმდა ორივე ერთად ათმაგად კარგ შედეგს დებსო. ყელი 34 მქონდა ძირითადად . 33-36 გააჩნია ვისთან ვიკეთებდი ეხოს შოვნაძესთან სულ 34 მქონდა აი სულ. დამოკლება არ მქონია დაგეგმილად გავიკეთე. დაძინებას რაც შეეხება არანაირად არარის საზიანო 10 წუთი მეძინა . არმოქმედებს ნაყოფზე არგადადის პლაცენტაში. ასე რომ მაგმხრივ მშვიდად ვიყავი.
* * *
რაც შეეხება იმას თუ რასაჭიროა დამოკლების მერე გავიკეთებო ჩემი აზრით არასწორი მიდგომაა იმიტომ რომ როდის დამოკლდება ყელი არავინიცის ზოგს 40 ჰქონია ყელის ზომა და 2საათში ეხოს მერე ყელი გახსნია .იმდენად უკონტროლოა. ბევრს დამოკლებულზე დაუდია და შედეგი 0. მამუკამ დაადო სოფოს დამოკლებულზე ნაკერიც და პესარიც მაგრამ 26კვირაზე მაინც დაეწყო. ანუ ჩემი დასკვნა არის ის რომ რაც კარგ ზომაზე დაიდება ნაკერი უკეთესი შედეგია. პლუს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა რომ გავიკეთე იმდენად სიმშვიდე მოვიპოვე აღარ მინდოდა ყოველდღე ეხოებზე სირბილი . და რაც მშვიდად ხარ ტონუსიც ნაკლებადაა შესაბამისად გართულებაც ნაკლებია
* * *
დამოკლებულზე კლინიკაში აწვენენ გადასხმები ის ეს და მე ნამდვილად არმინდოდა იქ წოლა. ორსული კლინიკაში.1დღეც ვერ გავათენებდი ალბათ წინა გამოცდილებიდან ბევრი ცუდი წიკი ავიკიდე. ხოდა მივედი 10წუთში დასრულდა ყველაფერი და 2საათში სახლში ვიყავი.

Posted by: Iceicebaby 24 Feb 2023, 16:57
Liza12
ძალიან დიდი მადლობა დეტალური რჩევებისთვის, რაღაცნაირად სხვანაირად დავფიქრდი ახლა მეც.

ორივე ვინ დაგადო? ვის აქვს კარგი სახელ-ხელი ახლა მაგას გამოვარკვევ ))

Posted by: Liza12 24 Feb 2023, 17:18
Iceicebaby
ზიზი გაბელაშვილმა დამადო მაგან გამიკეთა საკეისროც . ყელი ვერ გაიხსნა და საბოლოოდ საკეისრო დამჭირდა.საკეისროც უმაგრესად ჩაატარა . ძააან კმაყოფილი ვარ მაგ ექიმის ყველანაირად .ისე სოფო თამაზაშვილს აქებენ ძაან

Posted by: takoo1 24 Feb 2023, 17:26
Liza12
ლიზა როგორ ხარ?რამხელაა შენი პატარა ეხლა❤️

Posted by: Liza12 24 Feb 2023, 17:29
gogatakoo
კარგად თაკო შენ როგორხარ ? ძალიან ყოჩაღი ხარ მშვიდი 9თვე. 3თვის და 8დღის არის ჩემი გოგო.

Posted by: takoo1 24 Feb 2023, 18:07
Liza12
უიი რამხელა გოგოა უკვე❤️
წავიკითხე შენი ნაწერი სოფოზე რო წერდი,როგორაა ეხლა ხო არ იცი?
რავიცი ხან კარგად ხან უენერგიოდ ყველაფერი რო გღლის ეგრე smile.gif
გაზაფხულს ველოდები ცოტა რო ხასიათი გამომისწოროს

Posted by: Liza12 24 Feb 2023, 18:13
gogatakoo
კარგადაა სოფო გეგმავს ვიზიტს დიაკონიძესთან და იმედია მალე ვიხილავთ ისევ ორსულს.
ძალიან ყოჩაღი ხარ აი ძალიან .მეც ველოდები გაზაფხულს ძალიან დავიღალე სახლში ყოფნით

Posted by: adeline 24 Feb 2023, 18:34
Liza12
ნაკერიც და პესარიც ორივე რთულად მოსავლელი არ იყო?
მეც ზუსტად ეგრე მითხრეს, 12 კვირიდან უკვე შეიძლება დადებაო; სოფო თვითონ აკეთებს მაგ ყველაფერს თუ ეგეც სხვა ექიმთან გზავნია ნეტა ყველას დავარაშვილივით?
რამდენ რამეზე უნდა დაფიქრდე ადამიანი რა. წინასწარ მინდა მეც უმცირესი რისკებიც კი გამოვრიცხო. საკმარისად ვიტანჯე უკვე და მეტი აღარ მინდა..

Posted by: narkozeli 24 Feb 2023, 18:43
adeline

რამდენი კვირის ხარ ეხლა? 18 კვირაზე დაიდო პროფილაქტიკური ნაკერი ჩემმა ახლობელმა.

Posted by: adeline 24 Feb 2023, 18:52
narkozeli
გადატანისთვის ვემზადები, ჯერ ორსულადაც კი არ ვარ biggrin.gif წინასწარ მინდა ყველაფერი გამოვიკვლიო ბოლომდე, რომ ისევ იგივე არ განმეორდეს, რაც დამემართა. ახლა ეკას ძაან დიდი იმედი მაქვს თრომბოფილიის კუთხით და ვნახოთ. სხვა არცერთმა ჰემატოლოგმა არ გაამართლა ჩემთან.

Posted by: narkozeli 24 Feb 2023, 18:57
adeline

ზუსტად ვიცი რომ ახლა იდეალურად წავა შენთან ყველაფერი. მართლა ამაზე მეტი არ არსებობს, რაც შენ გააკეთე და რასაც აკეთებ.
ეკა გაგიყვანს ბოლოში მშვიდობიანად❤️

Posted by: Liza12 24 Feb 2023, 19:00
adeline
მახსოვს ადრე ფორუმიდან გოგოებმა დაიდეს ნაკერი სოფოსთან და ძაალიან კმაყოფილებიიყვნენ.
არანაირი მოვლა არუნდოდა ნაკერს და პესარს . არცდისკომფორტი მქონია არც ტკივილი.

Posted by: adeline 24 Feb 2023, 20:21
narkozeli
მადლობა, გაიხარე :*
Liza12
მადლობა, კარგად დამაკვალიანე. გადავიტანო ჯერ და მერე კიდე შეგაწუხებთ ალბათ გამოცდილ გოგოებს კითხვებითsmile.gif)

Posted by: emiblack 25 Feb 2023, 12:45
სერაფიტი
კი ალაგ-ალაგ დატოვება როცა გიხერხდება ძაან კაია ნამდვილად
gogatakoo
აი ზუსტად მესმის რასაც ამბობს , მეც ბავშვით ხელში ვაკეთე ახალი წლის სუფრა 15 სტუმარზე . დედა სხვა ქალაქში ცხოვრობს და როცა ჩავდივარ ან ჩამმოდის კი უფრო თავისუფლად ვარ, თუმცა მუშაობს საკმაოდ დატვირთულად და მეცოდება რო კიდე დავტვირთო, მაგრამ დედაა და თვითონაც ცდილობს მე დამასვენოს . რა ფუფუნებაა დედა <3

* * *
anibani18
ძაან მინდოდა ანი ცალკე დაძინება ესწავლა, მაგრამ ძაან მშიშარაა ჩემი და მეშინიაო იძახის ამიტო ჩემს ოთახში ვაძინებ . მეორეს იმედი მქონდეს ესე იგი კვებაზე )) ეგებ მეშველოს
* * *
Iceicebaby
ჩემი ყელი იყო 31- 33 მთელი ორსულობა .მშვიდად მივედი ბოლომდე, თუმცა ვღელავდი სიმართლე გითხრა , მგრმ აბდომინალურად იყო ნანახი დ ვაგინალურად მეტი იქნებაო . რჩევად და დამშვიდებად არ მიიღო, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და თუ გეტყვის ექიმი რა თქმა უნდა გააკეთე ყველაფერი, თუმცა მე ასეთი გამოცდილება მაქვს .

Posted by: Iceicebaby 25 Feb 2023, 12:54
emiblack
ჩემიც მაგ ფარგლებშია სულ, ოღონდ ვაგინალურად.
1 კვირაში კიდევ შევამოწმებ და მოვიფიქრებ რას ვიზამ. მეანს/ექიმს ვიცვლი და ისიც რას მეტყვის ვნახოთ, მადლობა

Posted by: emiblack 25 Feb 2023, 13:51
Iceicebaby
ძალიან კარგია რომ სხვადასხვა სპეციალისტის აზრს ისმენ, დეგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში <3 მშვიდობიანი დაგვირგვინება ამ უკარგეს ამბავს <3

Posted by: adeline 25 Feb 2023, 15:44
Iceicebaby
რომელ ექიმთან აპირებ ახლ?

Posted by: Iceicebaby 25 Feb 2023, 17:55
adeline
ქსნელაშვილი ჩაჩავაში, ბოლო წვეთი იყო ბოლოს პინეოში ისეთები გამომატარა კლინიკამაც ადმინისტრაციულად და ექიმმაც.
იმედია დავრჩები ნუკრისთან.
emiblack
იმედია, დიდი მადლობა! ^^

Posted by: takoo1 25 Feb 2023, 20:28
Liza12
აუ როგორ მიხარია აუცილებლად ვნახავთ❤️ უფალი ფარავდეს
მადლობა საყვარელო ვცდილობ რამდენად გამომდის ეგ არვიცი მარა ჩემ თავს შემოვუძახებ ხოლმე და ცოტახანი მიქაჩავსsmile.gif
emiblack
მართლაა შენც რა ყოჩაღი ყოფილხარ
აუ დედის ფასი არაფერია ეხლა დავაფასე❤️

Posted by: tako/barbi 25 Feb 2023, 22:26
გოგოებო მირჩიეთ როგორ გადავიყვანო ცალკე ოთახში 7 წლის და 4 წლის ბავშვები?ის დამავიწყდა ძალიან მშიშარა მყავს უფროსი,სძინავთ ჩემ საწოლზე მაქვს მოდგმული მათი საწოლები ისე,ოდნავ რომ გავწიო არ დაიძინებენ,მესმეს ველოდები და უკვე ძალიან მაწუხებს ეგ საკითხი,თან უჩემოთ არ იძინებენ მე ვწევარ და ვკითხულობთ რამეს ან ვუყვები მერე იძინებენ,პატარა კარგა ხანია შუადღის ძილს არ აღიარებს და ღამეც არ უნდა დაიძინოს,მაგ დროს ახსენებდება ყველაფერი,ერთ პირს აუვილებად ტირის და ისე იძინებს ყოველ ღამე…ვის რა გამოცდილება გაქვთ გამიზიარეთ❤️❤️❤️

Posted by: LazarE13 25 Feb 2023, 23:13
https://www.facebook.com/groups/877334410233796/

Posted by: Anna-Mari 27 Feb 2023, 01:22
გოგოებო როგორ ხართ? კითხვით მოვედი და იქნებ დამეხმაროთ, პატარა მყავს 1 თვის, თავიდანვე მომიწია დამატების მიცემა და მერე სულ გადავიყვანე, ჩემი ჯანმრთელობის გამო ვერ ვაჭამე ძუძუ, ხოდა ვაჭმევ ნანის სამმაგ კომფორტს, რამდენიმე დღეა (ღამე თავიდანვე ჭირვეულობს დროდადრო) ჭირვეული გახდა და თუ ღვიძავს ძალიან ტირის, ეს ორი დღეა ცოტა თან ამოაქვს ნაჭამიც, გუშინ კუჭის მოქმედება მომწვანო ფერის ქონდა, ხელოვნურზე კია მარა ზოგჯერ ორ დღეში ერთხელ აქვს კუჭის მოქმედებაც, მარა სიმაგრე არ აქვს. გაზებზეც გადის. ეხლა ტირილები რაც დაიწყო ექიმმა გვირჩია კვების შეცვლა და დაგვინიშნა პირდაპირ (არა ნელნელა კვებების დამატებით) გადავიდეთ პლასმონის ლენილაკზე 1 ნომერი. დიდად არ მხიბლავს კვებების ასე შეცვლა, მარა რა ვქნა არვიცი, მაინტერესებდა თუ აჭმევთ (აჭმევდით) ვინმე ამ კვებას და რამდენად კმაყოფილი ხართ?

Posted by: takoo1 27 Feb 2023, 02:05
Anna-Mari
ინდივიდუალურია კვების ამბავი მარა მე ისეთი შეშინებული ვარ არ გირჩევsad.gif
მაგის გამო მოვხვდით საავადმყოფოში 2 კვირის წინ.
ჩემი თან დიდია 5 თვისაა და მაინც ვერ აიტანა.
სემპერით შევუცვალე მე ჰუმანას ვაჭმევდი.
თუმცა შეიძლება ჩვეულებრივ აიტანოს მარა რავიცი მე ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს.
და რატო შეგიცვალა ისე მიზეზი?
ანუ საჭმლის ბრალია რო ჭირვეულობსო?
ძალიან პატარა და დიდი ალბათობით კოლიკები აქვს.ბევრი ბავშვი ჭირვეულობს თავიდან ძუძუსიც და ხელოვნურისაც.
დააკვირდი ეხლა ეს დღეები ლორწოზე არ უნდა გადიოდეს.
ფერს არ მგონია დიდად მნიშვნელობა ქონდეს
ზოგჯერ მომწვანოა და ზოგჯერ მოყვითალო.
გაზების წამალს ასმევ რამეს?


Posted by: Anna-Mari 27 Feb 2023, 04:31
gogatakoo
უი რას ამბობ რა ცუდია ძალიან აურია კუჭნაწლავი ცვლილებამ? sad.gif
კი ინდივიდუალურია მართლაც კვება უბრალოდ მაინტერესებდა გამოცდილება ცვლელებების დროს როფორია, როგორ მოვიქცე არვიცი, მეც არ მინდა ასე შეცვლა, ისე დამავიწყა მეთქვა სამშობიაროში სელიას აძლევდნენ დამატებას და რომ გამოვიყვანე 3-4 დღე მეც ეგ მივეცი და მერე გადავიყვანე ნანიზე პედიატრის მითითებით ნელ-ნელა ოღონდ და კარგად მიიღო.

კი ანუ რახან ტირის და ეს მომწვანო ფერის კუჭის მოქმედება აქვს ამ მიზეზით მითხრა ასე, მარა შეკრულობა არ აქვს, ცოტა პირიქით არც აშლილი მარა თხლად აქვს ხოლმე, გაზებზეც გადის, ბებიქალმს ვაძლევ ყოველი კვების წინ. ლორწო არ შემიმჩნევია, მარა მოქმედება დღეში ერთხელ ან ორ დღეში ერთხელ აქვს, იმ მომწვანოს მერე აღარ გასულა ჯერ კუჭში, უკვე მეორე დღეა. დავაკვირდებითქო ვფიქრობ ჯერ როგორ იქნება აბა ეს დღეები.ხო კიდევ ჭამის მერე ხშირას აქვს სლოკინი და კაი ხანს უგრძელდება, გადამირია ბავშვი, ეგ აღიზიანებს მერე და ატირებს.

Posted by: ივლისი 27 Feb 2023, 07:32
Anna-Mari
პირადად არ მიმიცია მაგრამ ნანი სამმაგი კომფორტი ძალიან კარგიაო წერენ. ფორუმზეც არის პოსტები. სპეციალურად კოლიკა ყაბზობისთვის ყოფილა. მომწვანი განავალი ნორმაა. 2 დღეში ერთხელ გასვლაც. ჩემიც მასე იყო. ფორმულაზეა თავიდან. სლოკინიც სულ ჰქონდა ჭამის მერე. კუჭი ეზრდებაო. და ტირილი ჭირვეულობა სადღაც 2 თვემდე საშინელი. გაუვლის აუცილებლად . ცოტა უნდა გაუძლო. კვებები მე შემიცვლია და მიიღო ჩვეულებრივად. შეკრულობა ჰქონდა ერთ-ერთზე ოღონდ. სხვა პედიატრის აზრიც მოისმინე. რასაც წერ, ამის მიხედვით საკვების შეცვლა არ სჭირდება. მატება როგორი აქვს ეგეც გააკონტროლე.

Posted by: Anna-Mari 27 Feb 2023, 09:26
ივლისი
მატება კარგი აქვს, გამოწეიდან 1 თვეში 1 კილო მოიმატა ნანის ჭამს. თან მოსწონს არ მიტოვებს და კარგად მიიღო ნანი. მეც რაც ვნაზე პოსტები კარგი გამოხმაურება აქვს ნანის და თან კარგად ჭამს. უბრალოდ ეხლა ასე ავდგე და შევცვალო, რავიცი არ მინდა მართლა.

Posted by: takoo1 27 Feb 2023, 10:06
Anna-Mari
ხოდა უკვე მეორედ შეცვლა გამოდის მითუმეტეს და არ გირჩევ მე პირადად.
შენი გადასაწყვეტია მარა მეორედ რო შევუცვალე მერე მოვხვდით საავადმყოფოში.
აურია კიარა ძალიან ცუდად გახდა.
სისხლზე გავიდა და გული ერეოდა საღამოსვე დაეწყო,ფერი დაკარგა და ცუდად გამიხდა.
მერე საავადმყოფოშიც მეორე დღეს სისხლზე გავიდა სუ გააწითლა პამპერსი იმდენი იყო, ისეთი შიში და ნერვიულობა გამოვიარე რო მესმის კვების შეცვლა აი რავი ყველას ვეუბნები რო ძაან სიფრთიხილით გადაწყვიტონ.საერთოდ ეს პერიატრები ძაან ზერელეა უდგებიან და ეგრე არ შეიძლება რაა.ვითომ არარი პრობლემაო და რანაირად აგერ ფაქტი სახეზეა.
იქ ვიყავით ერთი კვირა,გადასხმები და რავი დღემდე კუჭ-ნაწლავის წამლებს ვასმევ.
ჩემ დისშვილსაც ეგ დაემართა პატარა იყო 1 თვის
და საავადყოფოში ყავდა ჩემ დას,გაეთიშა ბავშვი სახლში.
კი არ გაშინებ უბრალოდ იცოდე რო რისკი არის და არ დაუჯერო ვინც გეტყვის რო არანაირი პრობლემა არ იქნება.
არც კვების ხარისხზეა.სემპერი საკმაოდ კარგი ბრენდია მაგრამ არ მოუხდა ჩემსას
ნანი არ არის ცუდი საჭმელი და თუ ირგებს ბავშვი ყოველთვის ჯობია შეცვლას რო ჭამოს რასაც ჭამს დამიჯერე.
თან თუ კარგი მატება აქვს და მოსწონს გემოზე არ გინდა რა.
მე დავიტანჯე ეხლა ჰუმანაზე დავბრუნდი სპეც კვებაზე ანტიალერგიულზე მყავს და ძალით ვაჭმევ ცოტას მიტოვებს სულ,არ მოსწონს.

Posted by: anibani18 27 Feb 2023, 14:33
emiblack
განვითარების ყველა ეტაპს თავიდან გადის ჩემი უფროსი smile.gif რომ მეგონა, გაუხარდება, დიდი გოგო ვარ და დედასაც დავრხმარები და ავტორიტეტიც მეტი მაქვსო, ძალიან შევცდი. ოცნებობს ისევ პამპერსი ეცვას და მატყუარა ედოს პირში smile.gif)
მაგრამ ახლა ლაპარაკი დაიწყო და იცი რა საყვარელია, ყველა სირთულეს მავიწყებს. მოფერება არ უყვარს და პატივს ვცემ ამას, არ ვაწუხებ კოცნებით და ჩახუტებებით, მაგრამ ხანდახან იცის ტკბილი სიტყვების თქმა. მაგალითად, გუშინ წინ ბროწეული გავურჩიე და იდგა თავის პატარა სამზარეულოში და ბროწეულს ჭამდა, თან აკიმენტარებდა, ვდგავარ, ბროწეულს ვჭამ და შენ გიყურებ. რატომ მიყურებ, ვეკითხები. იმიტომ რომ მიყვარხარ. იცი როგორი გადაგანცული ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ უმალ გამიარა ყველაფერმა და ცრემლები წამსკდა.
* * *
Anna-Mari
გილოცავ პატარას დაბადებას <3
მე ცუდი გამოცდილება არ მქონია კვების შეცვლის, თუმცა რატომ გიცვლის პერდიატრი კვებას ვერ ვხვდები. ამ ასაკზე ჭირვეულობა ნორმალურია, დღეგამოშვებით თუ გადის და გამაგრებული არ არის, ნორმალურია ეს. მწვანედაც გადიოდნენ ჩემები მაგ ასაკზე და საკვების ამოღებაც ცოტაოდენ, ესიც ნორმალურია, რამდენადაც ვიცი. სამმაგ კომფორტზე გავზარდე ჩემი უფროსი გოგო და ძალიან კარგია, ეხმარება კუჭის მოქმედებას ძალიან. ვინ არის პედიატრი?

Posted by: Anna-Mari 27 Feb 2023, 15:14
anibani18
მეც რაც გადავიკითხე ინფო, იგივეს ვკითხულობ რასაც პირადი გამოცდილებით მეუბნებით გოგოები, მაგიტომ არ მინდა ესე უხებ ავიღო და შევცვალო, თან ნელ-ნელა ჩანაცვლება არ უნდა ესევე გადაიყვანე და ის მიეცი პირდაპირო და ცოტა დავიძაბე ამაზე, რამე არ დავმართო ბავშვს ამის გამო. ვფიწრობ კიდევ დავაკვირდე ეს დღეები, ორი დღეა ორჯერვე მომწვანო (მოხაკისდრო) ფერის კუჭის მოქმედება ქონდა და მერე რავიცი რა ვქნა, სხვა პედიატრსაც ხომ არ ვკითხოთქო ვფიქეობ.

Posted by: Iceicebaby 27 Feb 2023, 15:15
Anna-Mari
თქვენ ჰემატომა გქონდათ ჰო? სანერვიულო ორსულობა, მახსოვს. მიხარია, რომ მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა ^_^
ვისთან და სად იმშობიარეთ?

Posted by: Anna-Mari 27 Feb 2023, 15:30
Iceicebaby
კი 12 კვირაზე და ყელის დამოკლება დამეწყო, პირადში მოდი რაა smile.gif

Posted by: fermina 27 Feb 2023, 15:41
Anna-Mari
QUOTE
გადავიდეთ პლასმონის ლენილაკზე 1 ნომერი. დიდად არ მხიბლავს კვებების ასე შეცვლა, მარა რა ვქნა არვიცი, მაინტერესებდა თუ აჭმევთ (აჭმევდით) ვინმე ამ კვებას და რამდენად კმაყოფილი ხართ?


ამით გავზარდეთ 8 თვემდე (ახლაც ამას მიირთმევს) და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილია თვითონაც და უფროსებიც smile.gif რამე გამოხატული პრობლემა არ ჰქონია, გადასარევი მატება აქვს სულ და რაც მთავარია, ძალიან უყვარს, გიჟდება თავის ფორმულაზე.

Posted by: Anna-Mari 27 Feb 2023, 16:32
fermina
მადლობა smile.gif კი პოსტები მეც ვნახე და პლაზმონს არ აქვს ცუდი გამოხმაურება, უბრალოდ იმ მიზეზების გამო რატომაც გვიცვლის ეგ ვერ გავიგე, თან ასე კვების შეცვლაც მეშინია და მაგიტომ ვიკითხე ვის რა გამოცდილება გაქვთქო, ჯერ ვაკვირდები და ვნახოთ რა იქნება ეს დღეები. მითუმეტეს არ აწუხებს არც სიმაგრე და არც სხვა რამ, ეგაა ცოტა ჭიევეულობს და მომწვანო ფერის კუჭის მოქმედება აქვს ორი დღეა და იქნებ გამოასწოროს.

Posted by: emiblack 27 Feb 2023, 17:00
anibani18
აუ როგორ მესმის . ჩემიც ლაპარაკობს და თან ძალიან მოსიყვარულეა. სულ ჩამეხუტე, მაკოცე, მომეფერეს მეუბნება . რა საყვარელი ხარ დედიკოო რომ მითხრა მეგონა ცა განათდა ))) <3 ხან მინდა სწრაფად გაიზარდოს და ხან მინდა დიდხანს გაგრძელდეს ეს სისაყვარლე <3
* * *
Anna-Mari
გილოცავ ბაჭიას <3 ჯანმრთელობა და ბედნიერება .

Posted by: fermina 27 Feb 2023, 18:26
Anna-Mari
QUOTE
fermina
მადლობა  კი პოსტები მეც ვნახე და პლაზმონს არ აქვს ცუდი გამოხმაურება, უბრალოდ იმ მიზეზების გამო რატომაც გვიცვლის ეგ ვერ გავიგე, თან ასე კვების შეცვლაც მეშინია და მაგიტომ ვიკითხე ვის რა გამოცდილება გაქვთქო, ჯერ ვაკვირდები და ვნახოთ რა იქნება ეს დღეები. მითუმეტეს არ აწუხებს არც სიმაგრე და არც სხვა რამ, ეგაა ცოტა ჭიევეულობს და მომწვანო ფერის კუჭის მოქმედება აქვს ორი დღეა და იქნებ გამოასწოროს.


ხო გამოცვლა სხვა მომენტია, ჩვენი ბაია დაბადებიდან პლაზმონზეა და თავიდანვე კარგად შეეგუა, ოღონდ ლენილაკს, მეორე სახეობა მგონი ნუტრილაკია და ის დიდად არ მოეწონა და თან თითქოს შეკრა კუჭში. ახლა ლენილაკ 2-ზეა და პლუს ყველაფერს ჭამს, რასაც ხელში ჩაიგდებს smile.gif

Posted by: Anna-Mari 27 Feb 2023, 18:51
emiblack
მადლობაა <3
fermina
საყვარელი smile.gif <3 მეც ვაკვირდები ეხლა ჯერ და მერე გადავწყვეტ როგორ ვქნა, ჯერ არ მინდა ასე შეცვლა, პედიატრს კი უნდა დავუჯეროთ მარა მაინც მგონია რომ ყოველთვის არა და ბავშვს ჩვენზე უკეთ არავინ იცნობს smile.gif

Posted by: Katerina_N 28 Feb 2023, 14:33
გოგოებო ფტორზე და რკინაზე რა აზრის ხართ? მიქელაძემ არც ერთი არ უნდაო ჯგუფები აჭრელებულია ფტორი აუცილებელია 6 თვიდან 2 წლამდეო .. ვერ ჩამოვყალიბდი რა ვქნა...
* * *
emiblack
აუუ კაი რა ჩემი ჯერ ვერ ლაპარაკობს მაგრამ სამსახურიდან მისულს ისე მაგრად ჩამეხუტება ხოლმე გულის ყველა ნაწილი ერთნაირად მიკრთის.. ეგრე რო მითხრას შევჭამ და არ იყოს მერე პრეტენზიები დდდდ

Posted by: ninunin 2 Mar 2023, 12:39
გოგოებო, ბავშვს რომელი მზის დამცავი ვუყიდო სახისთვის? და ტანისთვისაც მაინტერესებს

Posted by: narkozeli 2 Mar 2023, 13:15
Katerina_N

გირჩევ რომ აუცილებლად მისცე ფტორი 3 წლამდე (სანამ თვითონ ისწავლის კარგად გამოხეხვას) (ყოფილი სტომატოლოგი ვარ)

ninunin

ვიშს ვხმარობ ბოლო 2 წელია სახეზეც და ტანზეც ვუსმევ, უფითქინესია და ზღვაზე ლამის 1 თვეს ვატარებთ და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: Katerina_N 3 Mar 2023, 02:21
narkozeli
ხო მეც გადავწყვიტე მივცე და რომელს მირჩევ? საპროფილაქტიკო დოზა რამდენია ნეტა...

Posted by: anibani18 3 Mar 2023, 20:15
გოგონებო, შეიძლება ბავშვს რომრლსაც აქამდე ალერგია არ ჰქონია რომელიმე პროდუქტზე, ახლა, ორი წლისა და ხუთი თვის ასაკში, გაუჩნდეს უცებ?
ჩემს გოგოს ტაკოზე აქვს სიწითლე, სიმშრალე. სხვადასხვა მალამოები დროებით ულაგებს ამ სიწითლეს, მაგალითად ელოკომი, ადვენტანი, რომ ვწყვეტ, ისევ ეწყება სიწითლე. აღარ ვიცი ვისთან მივიყვანო ან რა ვქნა. არც მინდა ყველა პროდუქტის ამოღება რაციონიდან, იცით რამე მსგვსი? რა უნდა იყოს? შეიძლება საკვებზე ალერგია მხოლოდ ტაკოზე სიწითლით გამოვლინდეს?

Posted by: takoo1 3 Mar 2023, 20:22
anibani18
ვაა რამე ახალი თუ არ გაუსინჯავს რავიცი აბაა..
აი როგორ არის იცი ჩემი დის მაგალითს გეტყვი.
ჩემ დისშვილს ალერგია აქვს ბანანზე ოღონდ თუ ბევრი შეჭამა მაშინ აყრის.ანუ ცოტას თუ შეჭამს რეაქცია არ აქვს.
მარტო ტაკოზე შეიძლება კიი.აი მეორე დისშვილს უწითლებოდა ეგრე ხოლმე მარტო ტაკო,იმასაც ბანანზე ემართებოდა.
მაინც აჩვენე აბა დერმატოლოგს ესე ზეპირად რას გაიგებ რა აძლევს ალერგიას.ან დააკვირდი ეს დღეები რას ჭამს და თითო პროდუქტი ამოიღე აბა

Posted by: Tua 3 Mar 2023, 20:35
anibani18
მანდარინმა და ფორთოხალმა იცის სიწითლე ტაკოზე, ამოიღე რაციონიდან თუ აძლევ შეხედე. პამოერსებს წტანება ისევო და შეიძლება ეგეც აძლევდეს.

Posted by: anibani18 3 Mar 2023, 20:42
gogatakoo
მყქვდა დერნატოლოგთან. ავენის ქსელაკამი წაუსვი, არ გინდა ჰორმონალურებიო, მაგრამ არ აძლევს შედეგს ეს ავენი. ანუ სულ აქვს ეს სიწითლე თაკო, საერთოდ არ გასდის. გინეკოლოგმა მითხრა, იქნებ საცვლების ბრალი არისო, რადგან როგორც კი პამპერსი გავხადე მერე დაეწყო. გამოვცვლი ახლა ამ საცვლებს და ვნახავ. ვერ ვიშპვე ჯერ სრული ბამბის, შენარევის გარეშე. ერთადერთი რასაც ყოველ დღე ჭამს ალერგენებიდან, ეს რძის პრპდუქტებია. მაგრამ ამას ხომ ისედაც იღებდა სულ. დანარჩენი ყველაფერი არალეგულარულად, ანუ ვერაფერს ვუკავშირებ.
Tua
არ ხმარობს პამპერსს. ციტრუსებიც ამპვიღე, ისევ ისეთი წითელი აქვს

Posted by: ბანანი 4 Mar 2023, 01:03
anibani18
ატოპიურ დერმატიტს ჰგავს რასაც თქვენ ყვებით, ჩემს შვილსაც აქვს და ერთი პერიოდი მხოლოდ საჯდომი უწითლდებოდა, გამწვავების პერიოდში რამე ჰორმონალურს ვხმარობდი 5 დღე და მერე მუდმივი დატენიანება სეკალია ულტრათი. ავენი ძალიან კარგია,მაგრამ რატომღაც ჩემს შვილს საერთოდ არ მოუხდა. სეკალია ულტრა არის ჩვენი მშველელი.

Posted by: NatiaGull 4 Mar 2023, 14:46
გოგოებო, როგორ ხართ? ❤❤

ვისაც საკეისრო გაქვთ გაკეთებული ნაკერი გახსენებთ ხოლმე თავს?
2წელზე მეტი გავიდა და ერთ მონაკვეთზე კანი მტკივა, აი შიგნიდან არ არის ტკივილი, ზედაპირი მტკივა, ჭრილობაზე არანაირი სიწითლე ან მსგავსი არ მაქვს

Posted by: takotatuli1989 5 Mar 2023, 23:44
NatiaGull
საერთოდ არაფერი მტკიებია არც პირველი საკეისროს მერე და არც შემდეგზე ნაკერს ვგულისხმობ. მიდი ექიმთან რამე არ იყოს.

Posted by: Katerina_N 6 Mar 2023, 10:36
NatiaGull
არა არ უნდა გტკიოდეს მგონი 9 თვვე გავიდა და პირველ კვირას თუ არ ჩავთვლით ნაკერის არსებობა არც მახსოვს ... მე სისხლძარღვი მაქვს გაკვანძული თუ რაღაც და შარიკივით მაქვს მაგრამ ეგეც არ მტკივა მივიდოდი შენს ადგილზე შენს ექიმთან

Posted by: anibani18 7 Mar 2023, 20:37
ბანანი
კი, ატოპიური დერმატიტი აქვს.
რამდენად ხშირად ჰქონდა გამწვავებები? ვისთანაც მივიყვანე, იმ ექიმმაც ჰორმონალური დაუნიშნა და დასატენიანებლად თეთრი ვაზელინი. მაგრამ მეც სეკალია ულტრას და ავენს ვხმარობ. მაგრამ ამ ქალმა ასევე კვების კონტროლი გვითხრა, ალერგენების ამოღება. თქვენ როგორ იცით, ატოპიური დერმატიტი ალერგიაა? თქვენც ამოიღეთ ალერგენები კვებიდან?

* * *
NatiaGull
არ უნდა გტკიოდეს, ნათი. რას შვება მარიამი? <3

Posted by: ბანანი 7 Mar 2023, 22:54
anibani18
არა არაფერი ამომიღია საერთოდ, არ არის კვებასთან კავშირში ჩემი დაკვირვებით. კულუმბეგოვმაც იგივე მითხრა. საკმაოდ ხშირად ჰქონდა გამწვავებები, ახლა 7 წლის არის და ასაკთან ერთად ვგრძნობ როგორ მარცხდება ეს დერმატიტი. დიდი ხანია აღარ გამწვავებია. თუმცა სიცივეში ახლაც უმწვავდება ხელები. შეიძლება გაგეცინოთ და სუდო კრემი შველოდა კიდევ კარგად საჯდომზე.

Posted by: Katerina_N 8 Mar 2023, 01:57
ატოპიური დერმატიტზე მე ამომაღებინა კულიმბეგოვმა ალერგენები აგერ ჭარხალზე გაუმწვავდა ნუ ზამთარმა დამტანჯა მოვურჩენ უმწვავდება.. მგონი მაიმც აქვს რაღაც გავლენა .. სუდოკრემი ჩემსასაც შველის ყელის მიდამოში აქვს ისე ავენეს ვხვარობ და თუ უსაშველოდ გართულდა ჰორმონალურს

Posted by: Mia20 8 Mar 2023, 16:21
გამომწვარზე რას ახმართ? სუდოს და უზნაძეს ვხმარობ მაგრამ მაგრად აქვს საავადმყოფოდან ძან გამომწვარი გამომატანეს და ვერ მოურჩინა ამათმა ბოლომდე.. რამე უკეთესი ხოარ იცით?

Posted by: ივლისი 8 Mar 2023, 17:48
Mia20
სუდოკრემი დამჭირდა ახლა მეც და დიდად ვერ უშველა. მერე დღეში ორჯერ გვირილა-ორკბილას აბაზანაში ვსვამდი . და პამპერსის გამოცლსისას 10-15 წუთი ჰაერზე ყოფნა ისე უპამპერსოდ. ბოლოს ფარმადეპოში ნაყიდი ია-ს ფირმის ტალკი მივაშველა და სულ გაუქრო სიწითლე. ძალიან მოუხდა.

Posted by: takoo1 8 Mar 2023, 17:51
Mia20
აი ძალიან დამწვარი არ ქონია ჩემსას მარა დამწვარზე ველედა შველის კარგად რავიცი

Posted by: tako/barbi 8 Mar 2023, 17:58
ჩემსას ლოყებზე აქვს,საკევბი რომ დავიწყეთ 6 თვეზე მერე დაეწყო,5ის ხდება ივლისში და ვატყობ ნელ ნელა გადის ისე მძაფრად აღარ აქვს…სეკალია შველოდა ამასაც…

Posted by: Mia20 8 Mar 2023, 18:57
ივლისი
gogatakoo
აი ისე აქვს მეცოდება გამომწვარი სულ წითლად sad.gif უფრო მეტი ქონდა და კი აულაგა ცოტა სუდოკრემმა და უზნაძემ მარა მეტს ვერ შველის ხშირადაც რომ გადის კუჭში ალბათ მაგიტო. ტალკს და ცოტახნით პამპერსის გარეშე ყოფნასაც ვცდი აბა

Posted by: takoo1 8 Mar 2023, 19:45
Mia20
ტალკი ზოგადად ხუთავს ფორებს და არ გინდა,უპამპერსოდ თუ გეყოლება ყველაზე მაგარია ჰაერზე,ველედა სცადე წესით მოგეწონება საფენის ქვეშ სულ შეგიძლია წაუსვა რომც არ ქონდეს დამწვარი მაინც.

Posted by: anibani18 8 Mar 2023, 19:58
ბანანი
სუდო კრემი დუნდულებზე? ვცდი აბა. ახლა აულაგა ყველაფერი ელოკომმა. დავაკვირდები რას იზამს. ვუტენიენებ და ვუტენიენებ მთელი დღეები. ძალიან არ მინდა საკვების ამოღება. ისედაც არ იკლავს თავს ჭამით და ახლა რძის პროდუქტები რომ ამოვიღო, მშიერი დარჩება სულ.
ისე თქვენ როგორ იცით, შეიძლება ალერგია რომელიმე განსიჯულ, გამუდმებით რაციონში მყოფ საკვებზე უეცრად გაჩნდეს?
Mia20
სუდო კრემი სქლად ძალია ან ველედას საფენქვეშა. ასევე ბიოლაინს აქებენ, მე არ მიხმარია. ლაროში ციკაპლასტიც კარგია. მაგრამ სუდო კრემი სქლად და ველედა ჩემი აზრით ყველას სჯობს. ან იქნებ პამპერსი არ უხდება და შეუცვალეთ. რომელს ხმარობთ ახლა? ტალკი არ არის რეკომედირებული, პირიქითაც. სასუნთქ გზებში ხვდება და სისმსივნეს იწვევს.

Posted by: ბანანი 8 Mar 2023, 21:48
anibani18
კი დუნდულებზე.
ალერგია ისეთი ამოუცნობია, ვერ გაიგებ რა როდის მისცემს ალერგიას. ჩემი შვილიც ძალიან ალერგიულია, ანალიზით მხოლოდ კვერცხზე ამოუვიდა ალერგია, რომელსაც ისედაც არ მიირთმევდა smile.gif ჩემიც ძალიან უჭმელი იყო და ფაფა რომ ამომეღო, დარწმუნებული ვარ მშიერი დარჩებოდა, მაწონი უწითლებდა ტუჩის გარშემო და ეგ ამოვიღე, თვითონაც აღარ ჭამდა სიმართლე გითხრათ. აი კანის გამოშრობა და გაღიზიანება ვერასდროს კვებასთან ვერ დავაკავშირე. ინდივიდუალურია ალბათ ეგეც

Posted by: Mia20 8 Mar 2023, 21:57
anibani18
ჰაგისის ელიტ სოფტს ვხმარობ. საკმაოდ სქლფ ვუსმევ სუდოსაც. ხოდა მგონი მშალად შენარჩუნება უხდება ძალიან დამწვარს და ტალკზე მაგიტო ვფიქრობდი. ხვალ პედიატრს ვკითხავ აბა . ტალკზე კი მქონდა გაგონილი აღარავინ იყენებსო მარა რავი რაღა ვუშველო არვიცი

Posted by: narkozeli 8 Mar 2023, 22:32
Mia20

ტალკი არ გინდა რა, ჩაუხურებს უარესად. არ დამიჯერა თავის დროზე მაზლის ცოლმა და ძაან სანანებელი გაუხდა ტალკის ხმარება. ახშობს საოფლე ჯირკვლების ფორებს და დრო და დრო უფროდაუფრო უარესია. მაგას მართლა მშრალად ჰქონდეს ჯობია

Posted by: takoo1 8 Mar 2023, 23:11
Mia20
ისე მაგ პამპერსს ხმარობდა ჩემი და და კი მოსწონდა მარა რო ხდიდა სუ სველი ქონდა ხოლმე ტაკო ან ნამიანი.სიმშრალე მგონი არააქ მაგ პამპერსს დიდად,არ ვიცი დააკვირდი აბა

Posted by: anibani18 9 Mar 2023, 14:31
Mia20
მშრალად გყავდეს, პამპერსის გარეშე რაც შეიძლება ხშირად. სცადე მაინც პამპერსის გამოცვლა, იქნებ არ უხდება. ჩემი უფროსი მაგალითად ულტრა კომფორტს ხმარობდა თითქმია სულ, პირველი თვეების გარდა, სამაგიეროდ პატარას ულტრა კომფორტზე ტაკო უწითლდება

Posted by: Tua 9 Mar 2023, 16:24
Mia20
ველედას საფენის ქვეშ კრემი არია ყველაზეაგარი რამე. ტალკი ამოღებულკა ხმარებიდან საერთოდ თუ არმიაკარებ უკეთესია. პამპერსი შეუცვალე და ბამბის შეცველობით იხმარე, ბევრ ბავშვს აქვს ელიტ სოფტზე ალერგია. ძალიან კარგია მოლფიქსის საფენები ხარისხით და ლიბერო . ველედა წაუსვი ცოტა სქლად და აცადე 1-2 წუთი მოუშრეს მერე ჩააცვი პამპერსი. სულ
უავი რამდენჯერაც ჩაბან. ისეთები აულაგებია ჩვენს შემთხვევაში. უზნაძე და სუდოკრემი არაა ისეთი ეფექტური.

Posted by: Mia20 9 Mar 2023, 18:56
narkozeli
gogatakoo
anibani18
Tua
აჰა კარგით გოგოებო ვცდი აბა თქვენ რჩევებს

Posted by: სერაფიტი 9 Mar 2023, 19:27
Mia20

ველედა უებარია.
ასევე ყველა გამოცვლაზე 10 წთ უპამპერსოდ იყოს.
ტუამ როგორც გითხრა, სქლად უსვი.
დაბადებიდან ვუსმევ ყველა გამოცვლაზე თხლად, ოდნავ თუ შეუწითლდა - სქლად. ეფექტურია.

პამპერსები ბევრი ვცვალე, ბოლოს ის3ვ პამპერსის პამპერსს დავუბრუნდი. თხელია და იწოვს კარგად. ელიტ სოფტი მესქელა. ბამბლზე გამოაყარა, როიალ კომფორტი უაზროდ იბერებოდა...

Posted by: tako/barbi 9 Mar 2023, 19:41
გოგოებო, 5წლის ბავშვისთვის,მირჩიეთ სტომატისთვის, ყველაზე ეფექტური რა გამოგიყენებიათ?

Posted by: takoo1 9 Mar 2023, 19:45
სერაფიტი
ბამბლზე ჩემსასაც გამოაყარა აქებდნენ და გავტესტე მახსოვს ლუკიანეზე.
იაფიანებში გიგლსია ყველაზე ნორმალური.
ლიბერო მევასება ყველაზე მეტად და პამპერსი.
ჰაგისი არ მევასება არც მე

Posted by: Mia20 9 Mar 2023, 19:57
უფ არადა იმდენი მაქვს ეს ჰაგისი 2 პაჭკა :| ახლა მყავს პამპერსის გარეშე. პედიატრმა მითხრა ტუნაზოლის წასმა. ეს როგორია თუიცით?

Posted by: narkozeli 9 Mar 2023, 20:04
tako/barbi

სოლკოსერილის მალამო

Posted by: tako/barbi 9 Mar 2023, 20:14
narkozeli
მადლობა,არ მაქვს არანიარი გამოცდილება და ახლა უცებ საჭმელად რომ დაჯდა დაიწყო ტირილი,ჩაცხედე თეთრად აქვს sad.gif

Posted by: narkozeli 9 Mar 2023, 20:14
tako/barbi

სოლკოსერილი აუცილებლად უშველის❤️

Posted by: tako/barbi 9 Mar 2023, 20:18
narkozeli
ვირუსი ქონდა და სავარაუდოდ იმან გამოიწვია თქო ვფიქრობ,კი სულ ხელები აქვს პირში,ახალი წიკია ეგ sad.gif ფრჩხილის ჭამა,ტანსაცმელი რაც აცვოა იმას ჭამს,კბილიათ ხევს,ერთობა

Posted by: takoo1 9 Mar 2023, 20:19
Mia20
იხმარე ეგ ოღონდ უსვი სულ მაზი რო არ გაუღიზიანდეს და რო გახარჯავ მერე სხვაზე გადაიყვანე

Posted by: narkozeli 9 Mar 2023, 20:19
tako/barbi

კი ვირუსის მერე იცის ხოლმე, იმუნიტეტი როცა სუსტდება
(ყოფილი სტომატოლლგი ვარ)

Posted by: tako/barbi 9 Mar 2023, 20:25
narkozeli
დიდი მადლობა❤️❤️

Posted by: Anna-Mari 10 Mar 2023, 00:22
გოგოებო, ვიბუკოლის სანთელი თუ გამოგიყენებიათ? ღამით ტირის უმიზეზოდ, არ იძინებს და ექიმმა ეგ დაგვინიშნა ნახევარი სანთელი. რამდენად სასურველია ჭირვეულობასე მაგის მიც3მა ბავშვისთვის, სხვა არაფერი აწუხებს.

Posted by: ივლისი 10 Mar 2023, 00:49
Anna-Mari
აცრების შემდეგ გვქონდა დანიშნული ვიბურკოლი 1-2 სანთელი. ისე გამიგია ასე ჭირვეულობის დროსაც უკეთებენ. რა ასაკისაა ? ჩემი სადღაც 2 თვემდე საშინელი მტირალა იყო. ღამე განსაკუთრებით. ვიბურკოლი არ მიმიცია , არ ვიცი. გაუვლის შენსასაც , ცოტა გაძლება გინდა. გაზები ბევრი აქვს ?

Posted by: Anabeli111 10 Mar 2023, 01:04
Anna-Mari
აცრის დროს გავუკეთე, ტკივილგამაყუჩებელიცააო, ექიმმა.. ხოდა ესე უბრალოდ ჭირვეულობაზე რამდენად მიზანშეწონილია, არ ვიცი.

მასაჟები რომ სცადო? ფეხის გულები დაუმასაჟე, ფეხის გულიდან თითების მიმართულებით წადი, მერე რვიანი დახაზე ფეხის გულებზე, ბოლოს მსუბუქად მოახრევინე ფეხები და მუცელზე მიაწექი. თაიას შველის ხოლმე, პრუწებს შვრება მაშინვე ♡

Posted by: Tua 10 Mar 2023, 08:44
Mia20
არვიცი სოკოს საწინააღმდეგო
ჰორმონალური მაზებით რომ არდაიწყო და ჯერ ველედა რომ სცადკ არგინდა? სცასე 2-3 დღე. პედიატრი ნახე სხვა, ასეთ პატარაზე ეგეატი მალამოს დანიშვნა არმგონჯა სწორი
ე.

Posted by: Anna-Mari 10 Mar 2023, 10:15
ივლისი
აცრის შემდეგ კი ვიცი მარა ეხლა გვითხრა რამდენიმე დღე ღამით გაუკეთეო, თვენახევრისაა, დღისით ისეთი წყნარია ხმას ვერ გაიგებ და ღამით დაეწყო ერთიდაიგივე დროს ტირილი, 5-6 საათი მაინც ფხიზლობს არ იძინებს და მერე დროდადრო ტირის. არადა გაზებზე კი გადის თავისით კარგად. ძალიან ვნერვიულობ ასე რომ ტირის და მეშინია რამე არ იყოსთქო, თან ზუსტად ერთიდაიფივე დროს ეწყება და უმთავრდება ეს ტირილები.
Anabeli111
კი ვარჯიშებს ვუკეთებ და მაგ დროს ეგრევე ჩუმდება და სიამოვნებს, მაგრამ რომ გავჩერდები ცოტა ხანში ისევ აგრძელებს ტირილს.

Posted by: Tua 10 Mar 2023, 10:39
Anna-Mari
კოლიკაა ეგ მდგომარეობა და ნორმაა მაგ ასაკში. 3 თვემდე გასტანს. ვიბურკოლს მე ვუკეთებდი ოღონდ ხანდახან ვუკეთებდი ხაირად არშეიძლება მოხმარება. თბილი დაადე რამე მუცელზე დადროებით გაუყუჩებს. ჩასვი თბილ წყალში. წამალსაც აევ ალბათ გაზების და კოლიკებისას .

Posted by: Anna-Mari 10 Mar 2023, 10:47
Tua
კი მხოლოდ 3 დღე მიეცი და ვნახოთ როგორი შედეგი ექნება ამ ვიბუკოლზეო და მეტი არაფერი უნდა, ჰაერზე ასეირნე და გაზის წამლები მიეციო, მაგეებს კი ვასმევ და გამყავს გარეთაც. ანუ დრო უნდა ხო სანამ გაუვლის? ისე ვნერვიულობ მაინც ეს რომ ესე ტირის ლამის მეც ვიტირო, კი ყველაფერს ვაკეთებ, წყალში ჩასმა, ვარჯიშები, მარა სანამ თავისი დრო არ მოსდის არ ჩერდება. მერე მთელი დღე ძალიან მშვიდია. რამე ნერვული რომ იყოს, დღის მანძილზეც ხომ უნდა ტიროდესთქო მაგას ვფიქრობდი.

Posted by: Tua 10 Mar 2023, 14:04
Anna-Mari
კოლიკაა 3 თვემდე ნორმაა სრულად, მეც გამოვიარე იგივე. საღამოს ერთსა და იმავე დროს იწყებენ ხოლმე. ვიბურკოლს არ აქვს სამკურნალო ეფექტი, ანუ იმ მომენტში რაღაც პერიოდი მოქმედებს მხოლოდ. უნდა გაუძლო smile.gif

Posted by: anibani18 10 Mar 2023, 14:19
Anna-Mari
რპგპრც გითხრეს გოგონებმა, კოლიკა იქნება და პირველ თვეებში სრულებით ნორმალურია. მე არ მივცემდი წამალს. გადაუვლის თავისით.
თბილ წყალში ჩასვი როცა იტირებს, მე ვედროში ვსვამდი, მასაჟები კიდევ, თბილი დაადე მუცელზე, დაგიდებ ერთი ქამრის ლინკს, მე ვიყიდე, მაგრამ ჩემს პატარას არ ჰქონია კოლიკა და მეგობარს მივეცი, კარგად გამოიყენა. კანით კანთან კონტაქტი შველისო. თეთრი ხმაური კიდევ. მთავარია, ძალები მოიკრიბე და გაუძელი<3
Happi Tummi Colic and Gas Relief for Babies and Infants- Heated Belly Wrap for Newborns - Aromatherapy Wrap for Upset Tummy and Constipation https://a.co/d/9KjemOT

Posted by: narkozeli 10 Mar 2023, 15:19
Anna-Mari
QUOTE
. მე არ მივცემდი წამალს. გადაუვლის თავისით.


ჩემს შვილს არ ჰქონია კოლიკა და სამწუხაროდ არ ვიცი რას ვიზამდი თუმცა ვიბურკოლი საერთოდ არაა რეალურად ისეთი უსაფრთხო რომ თავისუფლად ვუკეთოთ პატარებს. ჰომეოპათიური წამალია, რომელიც რეალურად კაცმა არ იცის რას შეიცავს smile.gif ამიტომ მოვერიდებოდი მე პირადად.

კოლიკაზე ინფო დაგუგლე და დაგეხმარება 2kiss.gif

Posted by: NatiaGull 10 Mar 2023, 16:51
anibani18
გოგო ვიყავი, ნაწიბურის ენდომეტრიოზი მაქვს, საშიში არ არის, შემდეგ საკეისროზე გაისწორეო. მცირე უბანია გასქელებული და ეგ მტკიოდა. ეხლა არ მტკივა

კარგადაა მარიამი ბაღში დადის

Posted by: anibani18 10 Mar 2023, 20:17
NatiaGull
რა კარგიაა <3 როგორ შეეგუა? მე სექტემბერში უნდა მივიყვანო და ცოტა ვცქმუტავ, ვნერვიულობ. არ ვიცი როგორ გამომივა ყველაფერი. თან სამსახურშიც უნდა გავიდე და… ვნერვიულობ მოკლედ. რომელ ბაღში მიიყვანე? მოვწონს?

Posted by: Anna-Mari 10 Mar 2023, 20:54
მადლობა გოგოებო, კი მეც არ მინდა რამე მივცე და ამიტომ ციკითზე, კოლიკას რაცსჭირდება ყველაფერი შესწავლილი მაქვს და ვასრულებ ზედმიწევნით smile.gif იმედია მალე გაუვლის. აუ იცით რა მაინტერესებდა, წყალი დაუმატა ჩემი ახლობლის ბავშვს ექიმმა, ხელოვნურზე ყავს სრულად და 2 თვემდეა ბავშვი და შეიძლება ამ ვადაზე წყალი, ნუ გადადუღებულ გაციებულიო და 30 გრამამდე დღეშიო?

Posted by: ივლისი 10 Mar 2023, 21:27
Anna-Mari
სანამ მარტო რძეზეა ბავშვი წყალი არ სჭირდება როგორც ვიცი . ნუ თუ ძალიან სიცხეები არ არის. თირკმელებს დატვირთავს ზედმეტად.

Posted by: narkozeli 10 Mar 2023, 21:28
Anna-Mari

თანამედროვე გაიდლაინებით ბავშვს არ სჭირდება წყალი 6 თვემდე არც ხელოვნურზე და არც ძუძუზე. მითუმეტეს გადადუღებული წყალი საერთოდ ამოღებულია რეკომემდაციებიდან კაი ხანია

Posted by: NatiaGull 11 Mar 2023, 14:28
anibani18
20წუთიანი ხანგრძლივობით დავიწყეთ, მე უფრო ვნერვიულობდი ვიდრე ბავშვი მაგრამ ახლა უპრობლემოდ დადის და იქ იდეალურად ჭამს საჭმელს სახლისგან განსხვავებით.
Mother.ge თავისუფალი ბაღი - აქ დამყავს მასივის ფილიალში,❤არ დაიპოსტა სრულად გუშინ, შენი გოგოები როგორ არიან ?

Posted by: takoo1 11 Mar 2023, 14:54
Anna-Mari
არ გინდა ვიბურკოლი,ეგ ათასში ერთხელ შეგიძლია გაუკეთო,მაგალითად როცა აცრილია და წუხს.
კოლიკას ტყუილად ვიბურკოლი არ უშველის და მითუმეტეს 3 დღეში smile.gif
რანაირად გაუქრობს გაზებს როცა ეგ თვეების ამბავია.
კოლიკაა რასაც წერ,ჩემსასაც ქონდა ერთი და იგივე დროს ტიროდა.
რომელ წამალს აძლევ გაზებისას?
ყოველთვის არ უშველის მარა ცოტას დაეხმარება
თბილი წყალი მართლა კაია,ხელზე გადაიწვინე მუცლით და არწიე ჩემი ჩუმდებოდა ხოლმე ეგრე.
დღე მუცელზე დააწვინე როცა მარტო არაა და გვერდით იქნები.
ცოტა გაუძელი თავისი დრო აქვს სამწუხაროდ კოლიკებს და დიდად არაფერი შველის ბოლომდე მარა ცოტ ცოტას დაეხმარები ეგეთი რაღაცეებით

წყალს რაც შეეხება 2 თვემდე ბავშვს საერთოდ არ სჭირდება და მითუმეტეს გადადუღებული
საიდან მოაქვთ ეს სისულელეები ამ პედიატრებს ვგიჟდები რა.

Posted by: tako/barbi 12 Mar 2023, 13:21
ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ,ყველა მეუბნებოდა კოლიკაა გადაუვლის არაფერია,აბა როგორ გინდა,ტიროდა,მეც დდიეტაზე ვიყავი ლუკმას არ ვჭამდი ზედმეტს ძუძუზე მყავდა,იმდენაირი წამალი დავტეტე,რამდენ ექიმთან მყავდა ცნობილებთან,ხოდა ერთ დღესაც აღმოჩდა რო საზაედულის თიაქარი ჩაეჭედა გაუკეთდა 2 თვისას ოპერაცია და დასივენა გაქრა ეს “კოლიკა” ხოდა დედას თუ რამე ისე არ ეჩვენება უნდა გაადმოწმოს…ეს ჩემი გამოცდილებაა არ გაშინებთ უბრალოდ სულ ვამბობდი,არაა კოლიკა რაღაც აწუხებს თქო ოჯახშიც ისე მიყურებდნენ,ვიგონედი ეგონათ უკვე…

Posted by: Anna-Mari 13 Mar 2023, 01:05
gogatakoo
ბეიბი ქალმს ვაძლევ, პლიუს ნოვაკოლიც დაგვინიშნა ექიმმა და 10 დღე ეგრც მიეციო, მარა დიდად შეღავათი არ აქვს. ეხლა ჩემით რომ სხვა გაზგამყვანი მივცე მგონი არაფერი დაშავდება, ისე რომელს მირჩევთ, კი არ შველის დიდად მაგრამ ეს ბებიქალმი საერთოდ აღარ მოქმწდებს, თავიდან ცოტა ეხმარებოდა.
tako/barbi
რა ნიშნები ქონდა განსხვავებული? გოგო გყავს თი ბიჭი, ეს თიაქარი ალბათ ბიჭებში იქნება. ჩემდას საღამოს ეწყება და შუაღამემდე ასეა, ზუსტად ერთიდაიგივე დროს,დღის მანძილზე სსერთოდ არ ტირის, თუ არ შია. სძინავს გადასარევად და პრობლემა დღის მანძილზე არ აქვს, გვიან საღამოდან ეწყება როგორც ვთქვი შუაღამემდე. თიაქარის დროს ასეთი ერთიდაიგივე დროს არ ექნებოდა ალბათ ხო? ან რატომ ფიაეობდი რომ სხვა რამ იყო, რამე დამახასიათებელი ნიშნები ქონდა?

* * *
გოგოებო კიდევ რა მაინტერესებდა, კი ვიცი ინდივიდუალურია, მაგრამ როცა ძუძუზე არაა ბავშვი, საკეისროს მერე რამდენ ხანში დაგეწყოთ ციკლი? ან რამდენი რაოდენობის და რამდენი ხანი გაგრძეკდა? მე დამეწყო და არც ისე ბევეი მომდის, მშობიარობამდე პირველი 2-3 დღე მომეტებულად მქონდა ხოლმე და მერე ცოტცოტა და ეხლა მეგონა ბევრი წამომივიდოდა მარა არ მაწვს ბევრი, თქვენ როგოტ გქონდათ, ან ეს ნორმალურია, ბევრი რომ არ მოდის პირველ ციკლზე მშობიარობის მერე?

Posted by: takoo1 13 Mar 2023, 10:38
Anna-Mari
ეგ რაღაც ბალახებია მგონი და მაგიტო არ შველის.
მე ბობოტიკს ვაძლევდი და ასე თუ ისე შველოდა.
სიმეთიკონს შეიცავს.
ესპუმიზანიც პრინციპში ეგაა პროსტა ის სხვაობაა რო ბობოტიკი მეტს შეიცავს და უკეთესია იდეაში

Posted by: anibani18 13 Mar 2023, 20:39
NatiaGull
რა კარგია, რომ შეეგუა და მოსწონს. ნეტა, ჩემმაც იაროს…
მოგწონს ბაღი? მე ჯერ ბოლომდე ვერ გადავწყვიტე, სად მივიყვანო. სახლთან მინდა ახლოს ან სამსახურთან.
კარგად არიან, მადლობა :* პატარა დიდი ონავარა მყავს

Posted by: Anabeli111 14 Mar 2023, 01:09
Anna-Mari
ღამე ძილის წინ ოთახს ანიავებ? სასაც ბავშვს სძინავს.

ჩემს გოგოსაც უჭირდა ჩაძინება. ყველა ჩამჩიჩინებდა, შესცივდება, ისა,.ესა,.მაგრამ პედიატრმაც რადგან მითხრა, ე.წ "ფორთოჩკა" სულ ღია მაქვს. ჰაერი თუ ტრიალებს, ბევრად მარტივად იძინებენ პატარები ♡

ასევე ბოლო პერიოდია მთლიანად ვთიშავ შუქს ტექნიკას და ეგეც გვეხმარება მალე დაძინებაში.


* * *
გოგოებო, ჩვენმა პედიატრმა, ვინაიდან ყველაფერი რიგზეა, 2 კვირაში (თითქმის 6თვეს რომ უკაკუნებს) დაიწყეთ მყარი კვება ყაბაყითო. ოღონდ როგორც ფაფა ისე გაუკეთეო და შენი რძით გაუზავეო.
მე blw მეთოდით მინდა დავაწყებინო კვება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, მზადაა თუ არა თაია ამისთვის. სტატია წავიკითხე მზაობაზე და ცარიელი კოვზი მივცე ხოლმე, რომ ჩაიდოს პირში? ზოგადად ყველაფერს პირისკენ მიაქანებს ხოლმე :დ ანუ მგონია საჭმელსაც მოუძებნის დანიშნულებას, მაგრამ მაინც ვდარდობსავით. ისედაც სახლში არავინ მემხრობა ხოლმე რატომღაც ამ სიახლეებში biggrin.gif

თქვენი გამოცდილება რომ გამიზიაროთ, როგორ დაიწყეთ blw მეთოდით კვება ♡ როცა მოიცლით ♡ მადლობა ^_^

Posted by: takoo1 14 Mar 2023, 01:29
Anabeli111
მე ვითრევ ფეხს მეშინია რა ვქნა.
ჯერ არ გავრკვეულვარ ესე მარა სავარაუდოდ ალბათ თავიდან დაჭყლეტილ/დაბლენდერებულს სთავაზობ.
დაჭრილს არა მგონია არვიცი..
6 თვის ბავშვი მზად არ მგონია მაგისთვის იყოს დაჭრილი ვაშლი ან სტაფილო რო ჭამოს ან თუნდაც გახეხილი რავი.რო გადაცდეს რა ხდება მაგ დროს ეგ მაინტერესებს
დაზღვეული ხო არ ხარ და აი არვიცი რა
ნამეტანი ფრთხილი ვარ ალბათ

Posted by: Anabeli111 14 Mar 2023, 01:33
gogatakoo
იმდენად უნდა იყოს თერმულად დამუშავებული, რომ დაჭყლეტვა შეიძლებოდესო. ხელს რო მოუჭერს, უნდა გაისრისოს. მშობლის თითის სისქეზე უნდა იყოს დაჭრილიო. და გადაცდენისგან ისედაც არ ვართ დაზღვეულები :/ მაგაზე ცალკე უნდა წავიკითხო, პირველადი დახმარება როგორ გავუწიო.

არეული ვარ ჯერ, 2 კვირა მაქვს დრო..

შენ როგორ ხარ, თაკო ♡ გაბრიელი როგორაა, აცერი მეორედ? ♡

Posted by: Iceicebaby 14 Mar 2023, 11:24
პესარი ვისაც გქონიათ, ვაგინალურად ამოწმებდით ყელს, შესაძლებელია?
თუ ექიმიც ამოწმებდა თვალით? რამდენ ხანში გქონდათ პროგრესი? ვგულისხმობ 2-3 მმ მაინც იმატებს თუ უბრალოდ არსებულს ინარჩუნებს?

პ.ს. მეტნაკლებად საპროფილაქტიკოდ დადების შემთხვევაში იწექით თუ არ იყო აუცილებლობა?

Posted by: ივლისი 14 Mar 2023, 12:02
Iceicebaby
ნაკერი მქონდა. პესარი არა. თუ გამოდგება ჩემი გამოცდილება. ვაგინალურად ვამოწმებდით კი. 18 კვირაზე 26-28 მმ იყო ნაკერამდე . 30 -ზე ავიდა და მეტი აღარ. წოლითი მქონდა კი უმეტესად. დავანებე სამსახურს თავი. ბოლო თვეს აღარ ვიწექი.

Posted by: Iceicebaby 14 Mar 2023, 13:10
ივლისი
მადლობა <3 ნაკერი ვერ გამომადგება და დაველოდები აბა პესარიანებს :დ

Posted by: takoo1 14 Mar 2023, 14:02
Anabeli111
ჩემიც 2 კვირაში ხდება 6 ის და აი არვიცი რაა
ძაან აჭრილი ვარ
ამის კუჭ ნაწლავის გადამკიდე ჯერ მაგაზე ვნერვიულობ ცალკე და მერე კიდე მაგაზე)))

ვერა ვერ ავცერი ახველებს ერთი თვეა
ხვალ მიმყავს ექიმთან და ვნახოთ რას მეტყვის
შენი პატარა როგორაა?❤️

Posted by: Liza12 14 Mar 2023, 15:14
Iceicebaby
ვაგინალურად შეიძლება ჩვეულებრივად.ვერ გეტყვი რამდენხანში იმატებს.მე საპრრევენციოდ მქონდა არდამმოკლებია რაც იყო ბოლომდე ის მქონდა

Posted by: Iceicebaby 14 Mar 2023, 15:24
Liza12
30-დან საპრევენციოდ ითვლება ნეტა?
გასაგებია, მადლობა :*

სფოთინგი, დისკომფორტი გქონია ჩადგმის მერე?

Posted by: Liza12 14 Mar 2023, 18:58
Iceicebaby
30 მმ ია ყელი? ნორმაა 30
მთავარია არდაიწიოს . არაფერი დისკომფორტი არ მიგრძვნია ნაკერიც მქონდა და პესარიც

Posted by: narkozeli 14 Mar 2023, 19:11
Iceicebaby

30 მქონდა ყელი 30 კვირიდან და ნორმად ჩამითვალა ექიმმა))

Posted by: Iceicebaby 14 Mar 2023, 19:14
Liza12
narkozeli
არასტაბილურად გამოიყურებაო და მეც ძაან დამღალა მაგის დევნამ :/

Posted by: narkozeli 14 Mar 2023, 19:17
Iceicebaby

ექიმი ცდილობს არ მოგადუნოს ხო? biggrin.gif

ამასობაში მესამე ტრიმესტრში გადახვედი ხო? ❤️

Posted by: Iceicebaby 14 Mar 2023, 19:21
narkozeli
უფრო ექოსკოპისტები და მეც ვეთანხმები, ამიტომ ჩავიდგი, მაინც ვშფოთავ :/

QUOTE
ამასობაში მესამე ტრიმესტრში გადახვედი ხო? ❤️

კიი, კვირის ბოლოს 30 გავხდები <3

Posted by: adeline 14 Mar 2023, 20:24
Iceicebaby
ვისთან ჩაიდგი და რა ანალიზები ჩააბარე მანამდე? ანესთეზიით თუ ისე? რა დაჯდა? მოგაყარე კითხვები, მაგრამ მეც მაინტერესებს ეგ ამბავი

Posted by: emiblack 14 Mar 2023, 20:42
[b]Anabeli111[/
სოლიდ სტარტში ნახე Xოლმე რა Fორმით მისცე, თუმცა ძაან ინდივიდუალურია. ჩემი შრულ Nიშნებს ავლენდა მზაობის, მაგრამ წლამდე Fაქტიურად არაფერს არ ჭამდა , მერე Vცადე აფთიაქის ხილფაფები Dა ქლიავისას ჭამდა ცოტა ხანი, მერე Iსევ მაგ Mეთიდზე გადავედით. Gადაცდენით არაფერი გადასცდენია, თუმცა პირველადი Dახმარება აუცილებლად გაიარე.
ძილით ჩამქრალში უნდა Eძინოთ კი, მაგრამ ჩემსას ძაან Eშინია, აანთე მეშინიაო თირის Dა დავნებდი

Posted by: Anabeli111 15 Mar 2023, 00:06
gogatakoo
კარგად არის, დღეს ავცერი და მშვიდობით გადავიტანეთ ესეც, მგონი.. ვაკვირდები კიდევ.

ხო, მეც ამ 2 კვირაში მოვიფიქრებ კარგად ♡
* * *
emiblack
თვითონ თუ არ აწუხებს, ენთოს ♡ თაიას უჭირდა ჩაძინება და თუ შეიშმუშნებოდა ღამე, ფხილდებოდა შუქზე.. ;(

ჯერ რომ ფაფები დავაწყებინო და მერე გადავიყვანო blw-ზე არ გამოვა?

სკამ-მაგიდაზე დავუდე დღეს სათამაშოები და არ კიდებს ხელს.. ხელში თუ ჩაუდებ კი და თავისით მაგიდიდან არ იღებს რატომღაც, იატაკიდანაც იღებს :დ მაგიდას უცხოობს.

Posted by: takoo1 15 Mar 2023, 01:29
Anabeli111
აუ ეს კიდე უველაფერს პირში იტენის არ ვიცი კბილები ამოსდის და მაგიტო თუ უნდა რო გასინჯოს,გუშინ ჩემ დასთან ბლინები ჩაიტენა პირში ძლიგს მოასწრო და გამოაცალა biggrin.gif
დღეს სპაგეტს ვჭამდი და ტიროდა რო მიყურებდა არვიცი უნდა გასინჯვა თუ რატო
ისე პირთან რო მივუტან ხოლმე კოვზს კი მიღებს პირს.იმ დღეს ვაშლი გავასინჯე ცოტა კოვზით ამოვჩიჩქნე და კი ჩასანსლა

Posted by: emiblack 15 Mar 2023, 08:20
Anabeli111
კი გამოსვლით როგორ არ გამოვა, უბრალოდ ალბათ რომელ მეთოდსაც აპირებ თავიდანვე ის ჯობია რო არ დაიბნეს ბავშვი
სკამ- მაგიდას ჩემი ვერ იტანდა ((( ავიღე მერე , რომც არ ჩამესვა დანახვაზე ტიროდა უკვე .
gogatakoo
ჩემი ოცნების ბავშვი ყოფილა)) ვგიჟდები უპრობლემოდ როცა ჭამს ბავშვი .
* * *
გოგოებო, ჩუტყვავილაზე ვინმეს აცრილი გყავთ ბავშვი? სად უნდა ავცრა ხომ არ იცით?

Posted by: Katerina_N 15 Mar 2023, 10:10
Anabeli111
მეც უზომოდ მინდა blw მაგრამ სახლში არ ყოფნის გამო ვერ შევძელი ერთი ის მოვახერხე რომ არ ვაბლენდერებ ძირითადად არაფერს. კი იცი ჩემ გოგოა ჭამა როგორ უყვარს უბრალოდ ყველა მე მეჩხუბებოდა და დავნებდი ჭამას მალე ისწავლის ისედაც ისეთი პირი უჩანდა .. ბანანს, ავოკადოს და ხილს კი ჭამს თავისით

Posted by: narkozeli 15 Mar 2023, 10:14
emiblack

არ არის ბოლო რამდენიმე თვეა თბილისში ჩუტყვავილის აცრა არსად sad.gif ნეტა ამეცრა მეც დროულად, ჟორდანიას ჰქონდა შარშან.

Posted by: emiblack 15 Mar 2023, 10:37
narkozeli
მე შარშან მითხრეს 1,5 წლის მერეო. სადმე რეკავ თუ საიდან იცი რომ არ არის? ანუ სად უნდა დავრეკო ხოლმე და გავიგო?ძაან მინდა აცრილი იყოს

Posted by: anibani18 15 Mar 2023, 10:44
Anabeli111
სოლიდსტარტის აპლიკაცია გადმოიწერე და იქ ნახავ ყველაფერს თითქმის ყველა პროდუქტზრ. როგორ უნდა შესთავაზო თითოეულ ასაკზე, არის თუ არა ალერგენი და ა. შ.
იცი რა ბედნიერება მეთოდია? ერთი ის არის, რომ ბავშვი დასაბანი გყავს ყოველი ჭამის შემდეგ, მაგრამ სამაგიეროდ სწავლობს ბევრ რამეს, როგორ აკონტროლოს საკუთარი თავი რომ ზედმეტი არ ჭამოს მომავალში, თავად აარჩიოს რა უნდა და რამდენი, როდის შია და როდის არა, ძალიან კარგია სენსორული განვითარებისთვის. ჩემი გოგონები ორივე ასე ჭამდნენ, უფროსი 9 თვიდან, პატარა 6 თვიდან. პიურეებითაც შეგიძლია თვითკვება. მაგალიყად, აავსე კოვზი და გაუწოდე, ჰაერში გქონდეს კოვზია, არ შეააჩეჩო, თავად გამოგართმევს თუბმოუნდა, ან ცოტა სქელი პიურე გააკეთე და წინ დაუდე. პიურე უცურდებათ ხელიდან და ცოტა მოუხვდება პირში ასეთ შემთხვევაში.
გადაცდენით ჩემს არაფერი გადასცდენიათ.
სცადე, მგონი ღირს ნამდვილად. უბრალოდ მიეცი საკვები, ემოციებს დიდად ნუ გამოხატავ, ნურც სიხარულს, თუ ჭამა და ნურც დასევდიანდები, თუ არ დააკარა პირი.
მზაობის ნიშნებია, მყარად ჯდომა მინიმალური დახმარებით, ეს იკისთვისაა საჭირო, რომ კვების დროს ბავშვი კონცენტტირებული იყოს საკვებზე და არა იმაზე თუ როგორ გაიმაგროს თავი. ინტერესი საკვების მიმართ. დაიჭირე ბავშვი ხელში და ჭამე რამე, თუ ეცადა გამორთმევას, ესე იგი აქვს ეს ინტერესი.
წარმატებები :*

ზაზა თელიაზე რა აზრის ხართ?

Posted by: narkozeli 15 Mar 2023, 10:46
emiblack

იმუნიზაციის ცენტრში დარეკე და გეტყვიან რომ არააქვთ სახელმწიფოებში არსად და კერძოში მოიკითეო, კერძოში ევექსს და ჟორდანიას ჰქონდათ და აღარ აქვსთ ამ ეტაპზე.
* * *
QUOTE

ზაზა თელიაზე რა აზრის ხართ?


მე არ მქონია არანაირი შეხება თუმცა ასე შორიდან მომწონს, ჭკვიანი ადამიანი მგონია.

Posted by: emiblack 15 Mar 2023, 11:59
narkozeli
მადლობა, გვანცა. ეგებ შემოვიდეს ახლო მომავალში .

Posted by: ივლისი 15 Mar 2023, 12:03
anibani18
გადაცდენის მეშინია თორემ ვცდიდი მეც ამ მეთოდს. . ისე რძე ან წყალი თუ გადაცდა, ამოხველების რეფლექსი ძლიერი აქვს. 7 თვის ასაკზე მოხარშული ბოსტნეული პატარა კუბიკებად დაჭრილი თუ ცოტა დაჭყლეტილი უნდა შევთავაზო.

Posted by: fermina 15 Mar 2023, 15:38
ივლისი
QUOTE
7 თვის ასაკზე მოხარშული ბოსტნეული პატარა კუბიკებად დაჭრილი თუ ცოტა დაჭყლეტილი უნდა შევთავაზო.


ძალიან პატარები არა, უფრო მოგრძო, თითის ფორმის და ზომის ნაჭრები. ისწავლოს მოკბეჩა და ისე ჭამა.
ყველაფერი არის მოცემული სოლიდსტარტის საიტზე და აპლიკაციაში, ასევე baby-lead weaning მოძებნე.

Posted by: ბანანი 15 Mar 2023, 15:59
emiblack
დეკემბერში ჰქონდა იმუნიზაციის ცენტრს , ალბათ აღარ აქვთsad.gif

Posted by: anibani18 15 Mar 2023, 16:00
ივლისი
დიდებად უნდა შესთავაზო, პატარა ნაჭრები უფრო სახიფათოა. ნახე თითოეული ლროდუქტი როგორ უნდა მოუმზადო. მოკლედ, რაც უფრო დიდი ნაჭერია, მით უფრო უსაფრთხოა.
თუ რამეს ვერ ღეჭავს და გაეჭედასავით, აჩვენე როგორ უნდა გადმოაფურთხოს საკვები. ხელით უკიდურეს შემთხვევაში უნდა შეუძვრე პირში. იპოვე სოლოდ სტარტს ინსტაგრამე და ადევნე თვალ-ყური, ძალიან კარგი რჩევებია

narkozeli
არ იცო როოგრ უნდა ჩავწერო ბავშვი? ასე მითხრეს, ორშქბათს კლინიკაში უნდა მიხვიდე და ისე ჩაეწეროო. მართალია ნეტა

Posted by: any_body 15 Mar 2023, 16:23
ივლისი
გადაცდენის თავიდან ასაცილებლად წესების შესრუელბაა ერთ-ერთი მთავარი. თუ დახველა ან რამე მაგავსი მოხდა ჭამისას ეგ სხვა თემაა.
სოლოდსტარტს უნდა მიყვე ზედმიწევნით.
მეც გული მისკდებოდა, ჩემს შვილა რძე სულ ცდებოდა, მაგარმ 6 თვიდან თვითკვებაზეა სა არია უუზომოდ კარგი რამე.

Posted by: ივლისი 15 Mar 2023, 17:20
მადლობა გოგოებო. კი ვნახე დღეს რაღაც ინფორმაციები. დავიწყებ ცდას. მთლიან ტანზე ჩასაცმელი წინსაფარი საჭირო ყოფილა ამ მეთოდისთვის givi.gif

Posted by: narkozeli 15 Mar 2023, 17:46
anibani18
სად ჩაწერაზე ამბობ ანი?

Posted by: Katerina_N 15 Mar 2023, 18:53
გოგოებო ბავშვთა ოფთალმოლოგს ხომ ვერ გაუწევთ ვინმეს რეკომენდაციას?

Posted by: anibani18 15 Mar 2023, 19:48
ივლისი
ან შიშველი დასვი smile.gif)
narkozeli
თელიას კლინიკაში ზაზა თელიასთან. თუ სხვაგანაც მუშაობს?
Katerina_N
ხოტენაშვილი ნიუ ჰოსპიტალში

Posted by: Katerina_N 15 Mar 2023, 22:36
anibani18
მაგას იმხელა რიგი აქვს ოდესმე მომიწევს იმედია დდდ

Posted by: narkozeli 15 Mar 2023, 22:44
anibani18

უფ ზაზასთან როგორც ვიცი ძალიან ძნელია ჩაწერა sad.gif ხალხი თვეებით ადრე ეწერება (

Katerina_N

ხოტენაშვილთანაც ძაან რთულია, ამიტომ ქეთისთან მიიყვანე მამამთავრიშვილთან თუ საჩქაროა

Posted by: Meilisi 15 Mar 2023, 22:59
ზაზა თელიასთან ორჯერ ვარ კონსულტაციაზე ნამყოფი.ჩაერაზე არც იოცნებოთ. რიგი 2 თვეში მოგიწევთ. ორივეჯერ ცოცხალი რიგით შევედი. დანიშნულებიდან არ მიმიღია არცერთი მედიკამენტი.იმიტომ რომ 7 თვე ორსულობა სასტიკად არ შეიძლებოდა იმ წამლების მიღებიდან და მიღებისდროსსც თაბისთავად. ამიტომ ისევ ისე დავრჩი ჩემს აკნეებთან ერთად.ეხლა პრობისტმა მომიწესრიგა ცოტა

Posted by: takoo1 16 Mar 2023, 10:47
გოგოებო დღეს უნდა გავასინჯო გაბრიელს ბოსტნეულის პიურე,ნაყიდი მაქვს ბროკოლი გოგრა სტაფილო..რომლით დავიწყო??

Posted by: Tua 16 Mar 2023, 13:34
gogatakoo
გოგრით დავიწყებდი მე

Posted by: anibani18 16 Mar 2023, 21:16
Katerina_N
კავკასიის მედიცინის ცენტრში არიან კარგი ოფთალმოლოგები. მამა-შვილი ომიაძე. შვილთან მიდი, არასასიამოვნო ტიპია, მაგრამ მგონი ერკვევ თავსი საქმეში.
narkozeli
კი, ვიცი, მაგრამ როგორ ჩავეწერო თუნდაც თვეების მერე მომიწიოს რიგმა, ეს ვერ გავიგე.
Meilisi
ბავშვი როგორ ჩავაყენო ცოცხალ რიგში... იმავ დღეს შეხვედით ცოცხალი რიგით? მხოლოდ თელიას კლინიკაშია?

Posted by: Meilisi 16 Mar 2023, 23:52
anibani18
სხვათაშორის პატარა ბავშვებს ურიგოდ იღებდა, იქ მომიწია 4 -5 საათის ლოდინი და პატარები შეყავდა. დარეკე საინფორმაციოში ძალიან კარგი ქალი ყავს ვინც გპასუხობს
აუხსენი სიტუაცია რომ გგყავს პატარა და გჭირდება სასწრაფოდ კონსულტაცია. გეტყვის თვითონ ცოცხალი რიგში როდის მიხვიდე. ცოცხალი რიგის დღეები თვითონ მითხრეს მეც.
.
* * *
anibani18
პირადში ჩაგიგდებ თვითონ ზაზას ნომერს ვიბერში მიწერე გიპასუხებს აუცილებლად.საღამოს საათებში პასუხობს ხოლმე
* * *
ვაჟაფშაველას 36 აქვთ კლინიკა დავით თელიას კლინიკა აწერია. მტკიცებითი მედიცინის ცენტრი ასე ქვია

Posted by: Katerina_N 17 Mar 2023, 10:29
anibani18
მადლობა ანი, ავერსში გადავწყვიტე ამ ეტაპზე ბერაიასთან ვნახოთ რას მეტყვის და მერე თუ დამჭირდა მოვინიშნავ

Posted by: ივლისი 17 Mar 2023, 14:49
ეს თვითკვება ვცადე. თითისებურად დაჭრილი ბანანი მივეცი. კაი მოდიდოდ მოაკვნიტა , ვეღარ ყლაპავდა , იმხელა შიში ვნახე .

Posted by: takoo1 17 Mar 2023, 15:43
ივლისი
აი მაგის მეშინია ზუსტად,არვიცი როგორ რისკავენ მე ცოტა "გიჟი" დედა ვარ რა ვქნა((
დაჭყლეტილი მესმის მარა აი ეგრე როგორ აძლევენ რავიცი sad.gif
გაეჩხირა ყელში ვერ ჩაყლაპა?? აუ როგორ შეგეშინდებოდაა
* * *
Tua
გავასინჯე გოგრა გუშინ ერთი კოვზი.დღეს ორი
რო გითხრა მოეწონა თქო რავიი კი ჩაყლაპა მარა რაღაცნაირად იჯღანებოდა)))
თუ რამე ალერგია აქვს როდის გამოაყრის დღეს ან ხვალ ხო?

Posted by: ივლისი 17 Mar 2023, 16:44
gogatakoo
ხო თან ისე უცებ მოაკვნიტა , კარგა მოზრდილი ნაწილი აკლდა ბანანს. და დაიწყო ხროტინივით. გამოვარდი აივანზე, ზურგზე ხელი ვურტყი და ამოაგდო თუ გადაყლაპა აღარ ვიცი. ვერ ვიპოვე.
* * *
gogatakoo
გოგრა მგონი ყველაზე უწყინარია. არ მისცემს ალერგიას . თავიდან ქილის ვაძლევდი. ახლა სახლში ვუხარშავ . უყვარს საკმაოდ. ცოტა ალერგიასავით ჭარხალმა მისცა. თუ ცოტა ბევრი მივეცი მაშინ . სახეზე საფეთქელთან და შუბლზე სიწითლე.

Posted by: fermina 17 Mar 2023, 19:22
ივლისი
QUOTE
gogatakoo
ხო თან ისე უცებ მოაკვნიტა , კარგა მოზრდილი ნაწილი აკლდა ბანანს. და დაიწყო ხროტინივით. გამოვარდი აივანზე, ზურგზე ხელი ვურტყი და ამოაგდო თუ გადაყლაპა აღარ ვიცი. ვერ ვიპოვე.


ღეჭვით არ ღეჭავს საკვებს ჯერ? ვგულისხმობ ღრძილებით ღეჭვას და დამუშავებას.
ჩვენი ბავშვი 6 თვიდან მგონი ღეჭავს ყველაფერს (ნუ ყოველ შემთხვევაში, ცდილობს), ისე პირდაპირ არ ყლაპავს, ამიტომ არ შემშინებია.
გაგ რეფლექსსაც უნდა დააკვირდე, რამდენად აქვს.

მოკლედ ასე მყარი კვების დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი მზადაა.

Posted by: anibani18 17 Mar 2023, 19:50
Meilisi
მადლობა :* ვერ ვრეკავ საინფორმაციოში, ამიტომაც ვიკითხე აქ.
ივლისი
ბანანი მწიფე იყო?რბილი-რბილი ბანანი უნდა მისცე, თითისხელა ნაჭრები თხელი ძალიან 7 თბისთვის. აი ბანანის შეთავაზების წესები
user posted image
ნახევარი ბანანია ამ ასაკზე.
ჩემი გოგონაც დიდ ნაჭრებს კბეჩს და მერე ღრძილებით ამუშავებს. ხროტინით არასოდეს უხრპტინია თუმცა ხანდახან იყო ისე, თითქოს გაეჩხირასავით, თითქოს ყელს სტკენდა. ვაჩვენებ როგორ ამოიღოს ის ნაჭერი.

Posted by: ივლისი 17 Mar 2023, 20:05
fermina
anibani18
ეტყობა არ ღეჭავს ხო, არ შემიმჩნევია. ადრე თონის პურის მივუტანე პირთან, ნამცეცი მოაგლიჯა და იმის გადაყლაპვაზეც შემაშინა მახსოვს. ბანანი არ იყო მთლად რბილი. ახლა ვფიქრობ დაბლენდერებებს მოვუკლო, ჯერ დაჭყლეტილი შევაჩვიო. იქნებ აამუშავოს ცოტა ღრძილები. 2 ქვედა კბილი კი აქვს ამოწვერილი. 7 თვის არაა ჯერ. ვერ მიხვდება მგონი რომ ვაჩვენო ასე ამოიღეო. შტერუკაა ჯერ gigi.gif

Posted by: სერაფიტი 17 Mar 2023, 20:25
აუჰ, გახდა ჩემი ბავშვი 4 თუ არა, ამოუვიდა ქვედა 2 კიჭიsmile.gif)
მალე მოგვიკაკუნებს 6 თვეც და ვერც მე ვწყვეტ, რა ვქნა მყარ კვებაზე. დაწერეთ მერე თქვენი გამოცდილება, ახლა ვინც იწყებთ...

ამან ძუძუ უარყო საბოლოოდ. დღე ვიწველი, ღამე ჯერჯერობით ჭამს ძუძუს, ნაპორი მეტია ღამე და მოსწონს. დღე სანტეს ქარხნად ვიქეციsmile.gif)) სუ საწველზე ვარ მიერთებული მგონიsmile.gif)) მაგრამ მენანება განებება,იქნებ 6 თვემდე მივიდეთ, მერე შევურევ.
იმდენად ჯანსაღად და დალაგებულად, ყველაფრის აუტკივებლად და გაუციებლად მოვიდა 4 თვემდე, მგონია, რომ ბუნებრივის დამსახურებაცაა. მთელი ზამთარი ყოველდღე სეირნობდა და გაკაჟდა თან. მგონი რომ მაისიდან უკვე ნომრალური იქნება თუ 1 კვებას მივცემ ფორმულას და მერე მყარიც შემოვა 7 თვიდან.

Posted by: narkozeli 17 Mar 2023, 21:39
anibani18

ანი, ფიქრიასთან რომ დადიოდი ორსულობაში რა დანიშნულება გქონდა?

დღეს შეიცხადა ჩემთან ძაან ბევრი წამალი გაქვს დანიშნულიო, გამიკვირდა biggrin.gif

Posted by: anibani18 18 Mar 2023, 04:33
narkozeli
12 კვირამსე ნატოსთან ვიყავი ორივეჯერ და მერე მივედი ფიქრიასთან. რაც გამახსენდება, დაგიწერ, გვანც.
კარდიომაგნილი 75
კლექსანი
მეთიპრედი
ფემარინი
დ ვიტამინი
დივიგელი (პირველზე)
ფოლატი (12 კვირის მერე მოიხსნა)
ბენევრონს ვსვამდი პირველზე

მგონი ეს იყო სულ. შეიძლება გამომრჩა რამე.
არ შეხებია ნატოს დანიშნულებას. ეს ნატომ მოგიხსნას როცა ჩათვლის საჭიროდო. არ უყვარს დიდად არც წამლები და არც ანალიზები. ზომიერების გარგლებში.

* * *
ივლისი
ცომი ბავშვისთვის რთული საკვებია, პურის გული მაგალითად. გულს კიდეები ჯობია, ნაკლები საფრთხეა. მაგარ ბანანს ვერ დაღეჭავდა. ისეთი უნდა იყოს საკვები რომ ღრძილებით დაარბილოს. ღეჭვის რეფლექსი ბავშვს აქვს ისედაც ამ ასაკზე, მერე უქრება.
ინსტაგრამი თუ გაქვს, ნახე სოლიდსტარტს. უფრო მიხვდები რა მეთოდია, როგორ შესთავაზო საკვები.
ენა გადმოყავი, ააა, ააა… ასე აჩვენე როგორ გადმოიღოს საკვები. ხვდები ხო, რას ვგულისხმობ? smile.gif) სასაცილო გამოდის ძალიან, ჩემი პატარა მხიარულდება ძალიან და უკან აგდებს თუ რამეს ვერ ღეჭავს. გადაცდენით მართლა არაფერი გადასცდენია. ჩემთვის ყველაზე დიდი შიში თევზია. სულ ოფლში ვცურავ სანამ შეჭამენ . ძალიან მეშინია თევზის.

* * *
ივლისი
ნახე სტატიები choking and gagging-ზე. პირველის დროს ბავშვი ჩუმადაა, პანიკა აქვს სახეზე, ხრიალიბს, ხროტინებს, ამ დროს დახმარება სჭირდება. მეორე სრულებით ნორმალურია, სასუნთქი გზა თავისუფალი აქვს, შეიძლება იტიროს კიდევაც ამ დროს, ახველოს. ამ დროს არაფერს არ შვები, ბავშვი თავად ცდილობს მოერიოს საკვებს.
არ გეგონოს რამე მეთოდს გაძალებდე, უბრალოდ გიყვები. შენი გადასაწყვეტია ყველაფერი :*

Posted by: narkozeli 18 Mar 2023, 07:44
anibani18

ხო მეც დაახლოებით მსგავსი დანიშნულება მაქვს და ებევრა, ანუ ნატომ მოგიხსნა შენ? რა ვადაზე მოგიხსნეს რაღაცეები, გახსოვს? კლექსანა ბოლომდე იკეთებდი?
პიროვნულად ძაან ცოცხალი და ენერგიული ჩანს ფიქრია❤️

Posted by: takoo1 18 Mar 2023, 14:33
anibani18
აი მაგდენ ნერვიულობას მირჩევნია ხელით ვაჭამო რა ვქნა biggrin.gif სუსტი ნერვები მაქ ეგ რო დავინახო რაღაც გაეკვეხა ან რამე ჩვეულებრივად მოსასულიერებელი გავხდები
ზოგადად ძალიან მეშინია გადაცდენის და ალბათ მაგიტო. კარგად როცა ისწავლის ღეჭვას მერე რო შევთავაზო აღარ აიღებს თავისით?
ანუ 6 თვე მაინცდამაინც რატოა სავალდებულო ეგ მაინტერესებს

Posted by: anibani18 18 Mar 2023, 18:02
narkozeli
12 კვირიდან დაიწყო მოხსნა, ზოგი საკმაოდ დიდხანს დარჩა. კლექსანი და კარდიო ბოლომდე.
შენ გითხრა, მოგიხსნიო?
მეორეჯერ რომ დაბიწყე მასთან სიარული, ასე მეუბნებოდა სულ, პირველი ორსულობა შაბლონივით არისო.
* * *
gogatakoo
ჩემთვის არ არის ნერვიულობა, თაკო, ამიტომაც ვაძლევ ასე. კოვზით კვება ძალიან არ მომწონს, ამიტომაც ალტერნატივა ვიპოვე ჩემთვის.
არ არის სავალდებულო 6 თვიდან დაიწყო, ეს უბრალოდ კვების მეთოდია, შენ გინდა ასე აჭამე, გინდა არა. საბოლოოდ ბავშვი მაინც ისწავლის თავისით ჭამას. არც ის არის აუვილებელი მთლიანი ბანანი მისცე, შეგიძლია დაუჭყლიტო და წინ დაუდო ან კოვზი აუვსო და გადასცე. ესიც თვითკვებაა.
ჩემს გოგონებს არცერთხელ არ გადასცდენიათ. რაღაც გარკვეული წესებია, რომლების დაცვის შრმთხვევაშიც არ გადასცდება ბავშვს.

Posted by: Anabeli111 18 Mar 2023, 19:25
anibani18
მადლობა, ან ♡♡

თელიასთან იმკურნალა ჩემმა დამ და ისეთი აკნე მოურჩინა, რავიცი.. ხელები ამიწევია ♡
* * *
anibani18
სკამ-მაგიდაზე როცა ზის და ზოგადადაც, გამაგრება უჭირს. ანუ თუ არ მიეყრდნო, ისე ვერ ჩერდება ჯერ. ხოდა მიყრდნობით როცაა, წინ მაგიდას კარგად ვერ სწვდება biggrin.gif ეგ არ შემიშლის ხელს , ხო? ♡

მე პედიატრმა მითხრა ყაბაყით დაიწყეო და რატომ მაინცდამაინც ყაბაყით?

ან ახლა უსასუქო ბოსტნეული სად ვიშოვო? :/

Posted by: anibani18 18 Mar 2023, 21:56
Anabeli111
სწორად უნდა იჯდეს, ანი. გიგზავნი პოსტს ამის შესახებ.
https://www.instagram.com/p/Ci0BK4XM5Ut/?igshid=YmMyMTA2M2Y=
თუ ძალიან არ გეჩქარება, დაელოდე ცოტა ხანი, რომ კარგად დაჯდეს. გადაცდენის რისკს ამცირებს სწორი ჯდომა.
არ აქვს მნიშვნელობა რით დაიწყებ, ყაბაყი იქნება ეს თუ ქათმის ხორცი. ალბათ შენს პედიატრს ასეთი მიდგომა აქვს, თან ალერგენიც არ არის ყაბაყი და ალბათ ამიტომ. მე ავოკადო მოვეცი პირველად, მქონდა სახლში და მომზადებაც არ სჭირდებოდა, ამიტომაც მივეცი. მე სოლიდსტარტის მიხედვით ვაჭმევ და პედიატრებს არ მივყვები კვებაში. შენ ვისთან დაგყავს? ვისთანაც ვარ ნამყოფი ამ ბოლო დროს, ყველას სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს კვებასთან.
უსასუქოზე დაგიწერენ ალბათ სხვა გოგონები. მე რასაც ვშოულობ იმას ვაჭმევ, ვერ დავრბივარ აქეთ-იქით მაღაზიებში, ჩემს ახლოს ვყიდულობ.

Posted by: takoo1 18 Mar 2023, 23:11
anibani18
არა შენზე არც მითქვამს ნერვიულობთქო ვიცი რო არ ნერვიულობ მაგიტომაც აჭმევ biggrin.gif
მე რო ვნერვიულობ მაგას მირჩევნია მეთქი ვაფშე არ მივყვე მაგ მეთოდს.
ყოველ ჭამაზე თუ გული გამისკდა რა აზრი აქ.
ხოდა ეგ მაინტერესებდა რა საჩქაროა 6 თვე მაინცდამაინც,თუ არააქვს დიდი მნიშვნელობა ძალიან კარგი მოგვიანებით ვცდი როცა ასე თუ ისე გავარჯიშებული იქნება და ელემენტარული ღეჭვა ეცოდინება.
ინდივიდუალურია ზოგი 6 თვის ბავშვი ნამდვილად არაა მზად,კოვზს რო ჩაუდებენ შტერებივიზტ იყირებიან რა ქნან არ იციან.
ასე რო ყველა თავის შვილს უნდა მოერგოს.
გაბრიელი აშკარად არაა მზად ღეჭვა არ იცის აშკარად და მთლიანი ბანანის მიცემას ვერ გავრისკავ.

* * *
Anabeli111
ყველა რატომღაც გოგრა,სტაფილო და ესეთებით იწყებს შენ პედიატრს ალბათ ფეტიში აქვს ყაბაყის biggrin.gif biggrin.gif
ვერ გეტყვი რავიი ზოგი ფაფებით აწყებინებს რას გაიგებ აბა smile.gif
მე გოგრა გავასინჯე,ხვალ ვასინჯებ ალბათ ბროკოლს სტაფილოს მოვიტოვებ მგონი უფრო Aლერგიულია

Posted by: Anabeli111 18 Mar 2023, 23:28
anibani18
user posted image
ესეთი ვუყიდე მე :/ ჯერ აშკარად არ ზის ისე, რომ blw მეთოდით ჭამოს :/ მაშინ დავუჭყლეტ.. კი, ვნახე მაგ აპლიკაციაშიც და მოკლედ, დაკვირვება სჯობს ამეტაპზე.
შენი რძით შეაზავეო, ასე მითხრა..მაია სურვილაძესთან დამყავს.

gogatakoo
გოგრა და სტაფილო მე თვითონ არ მინდა ჯერ :დ ასე მგონია, რადგან ტკბილია, ასე თუ ისე ორივე, მერე ბროკოლს და სხვა ნაკლებად მოტკბო ბოსტნეულს აღარ შეჭამს :დ

მე იმდენად უჭმელი ვიყავი, არ მინდა თაიაც ესე იყოს. მწვანილებსაც კი ვარჩევ საჭმლიდან დღემდე ;( არ მინდა, მაგრამ ....ვერ მივეჩვიე.

Posted by: Tua 18 Mar 2023, 23:30
Anabeli111
დაივიწყე საქართველოში უსასუქო ბოსტნეულის ცნება საერთოდ. ეხლა ყაბაყიც შემოტანილკა და სხვა დანარჩენი .

Posted by: Anabeli111 18 Mar 2023, 23:31
Tua
ანუ იძულებული ვარ აფთიაქის ვიყიდო? ან უსასუქო და ან აფთიაქისო.

Posted by: Tua 18 Mar 2023, 23:35
Anabeli111
ჰო ქილები, მე ქილებით დავიწყე და ალექსანდრეს დროს ბარბალე და ლისის სათბურები იყო შესაბისად მერე მაგათ ბოსტნეულზე გადავედი. მე თვითკვების ნერვი არმქონდა ნამდვილად ამიტომ
ქილები მივეცი თავიდან და მერე ჩემით ვუკეთებდი ცალკე ქვაბიც კი ვუყიდე დღემდე მაგაში ვუკეთებ სუპებს. ყაბაყი პლაზმონს აქვს .

Posted by: takoo1 19 Mar 2023, 02:06
Anabeli111
მშვიდობაში ძაან საყვარელია ❤️
სემპერის გოგრა ვუყიდე დ არავიცი რო გავსინჯე არ მომეჩვენა ტკბილი ვაფშე,ფორმულა ბევრად ტკბილია.ხო რა მნიშვნელობა აქვს რას გაასინჯებ თვითონ აარჩევს გემოებს.გოგრა არ მოეწონა მგონი ჩემსას და ეხლა ვფიქრობ ბროკოლი ალბათ საერთოდ არ მოეწონება))

Posted by: anibani18 19 Mar 2023, 12:13
gogatakoo
ახლა კოვზით რომ აჭმევ გაბრიელს, ლუკიანე არ ვთხოვს, მეც კოვზით მაჭამეო?
თვითკვება ჩემთბის მისაღები მეთოდია, თაკო. დიდ სანერვიულოს მე ვერაფერს ვხედავ ამაში, პირიქით, შვებაც კი არის ჩემთვის. ორივეს დავსვამ და ცოტა ხნით დრო სიჩუმე ისადგურებს სახლში smile.gif მე კი დრო მაქვს ყავა დავლიო და ენერგია აღვიდგინო.

Anabeli111
მეც მსგავსი სკამი მაქვს, ანი. დიდია ჩემი აზრით.
არ აქვს მნიშვენელობა შრნ მისცემ კივზით თუ თვითონ შეჭამს კატლეტს, მაინც მინიმალური დახმარებით, საყრდენით უნდა იჯდეს. გადაცდენია რისკი მაშინაც არის, შენ რომ მისცემ დაჭყლეტილს.
გინდა უჭმელობაზეც დაგუწერო ცოტა? რა უნდა ქნა, რომ ბავშვი ნაკლებად წუნია მჭამელად ჩამოყალიბდეს?
* * *
gogatakoo
აუ, ბროკოლი ჩემი გოგონების საყვარელი საჭმელია smile.gif ლამის წრთი თაბი მაქვს მოსახარში ყოველ ჯერზე smile.gif
* * *
Anabeli111
არ გეგონოს ქილის საკვები 100%-ით ორგანულია. შეიძლება სემპერი უფრო. ჰიპის ზოგი პიურე შეიცავს ბრინჯს, კარტოფილს, სტაფილოს, რომლებიც ნიადაგიდან იღებენ მძიმე მეტალეს. არსებობს კვლევები რომლებიც ადასტურებენ რომ ქილის საკვებში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი

Posted by: Anabeli111 19 Mar 2023, 13:30
gogatakoo
მადლობა, თაკო ♡♡ არ დანებდე :დ კიდე შესთავაზე.

anibani18
კი, მინდა ^_^ ♡♡
თამაშის დროს უკან ბალიშს ვუდებ ხოლმე და მყარადაა მაშინ. გავითვალისწინებ რჩევებს აუცილებლად ♡

რაღაცნაირად ახალ-ახალ ეტაპზე რომ გადავდივართ, უფრო და უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება biggrin.gif ♡ ამიტომ ვცდილობ, რომ რაღაც ერთგვარი "მუღამი" დავუჭირო ამ რთულ "პროფესიას" ♡
* * *
anibani18
user posted image
აი, ეს შემხვდა ტიკ-ტოკზე და საქართველოში სადმე შეგხვედრიათ ან ხომ არ გამოგიყენებიათ? ორივე მეთოდისთვის ძალიან კარგი რამეა ♡ საოცნებო ნივთი. ტრენდიოლიდან გამოვიწერეო ამ გოგომ და წონიანად 134 ლარი დამიჯდაო.

ჭიტაში ვნახე საიტზე და
user posted image

ეს ფასი ძალიან მეძვირება.

Posted by: Katerina_N 19 Mar 2023, 14:44
მე ვერ შევძელი blw მეთოდი თუმცა დაბლენდერებულსაც არ ვაჭმევ ხილს ჭამს თავისით ბანანი კივი ავოკადო მაგრამ აი საჭმელს ვერ ვშვები ჯერ მარტო იმიტომ რომ მის კვების დროს სახლში თითქმის არ ვარ ძიძას ჩემზე მეტად ეშინია დდდ

აი მე კიდე ეს ბრონხიტი ვერ მოვაშორე , მოურჩება ისევ დაიწყება 10 თვისაა და 5ჯერ ქონდა უკვე აღარ შემიძლია გული მიღონდება ამის ხველაზე

Posted by: სერაფიტი 19 Mar 2023, 18:23
Katerina_N

შერეული მეთოდით ჭამს ანუ? ხან თავისით, ხან სხვა აჭმევს?
ვფიქრობ მასე დავაწყებინო. მართალია, იბნევიანო მაგ დროს ბავშვები, მაგრამ ვცდი.

Posted by: Liza12 19 Mar 2023, 19:50
anibani18
ანი ისეთი კარგად აყალიბებ კვებაზე ყველა დეტალს სიამოვნებით რომ ვკითხულობ და მეც მინდა გავითვალისწინო. თუარდაგეზარება გაგვიზიარე ყველაფერი რაც შეგიძლია როცა დრო გექნება.

Posted by: anibani18 19 Mar 2023, 19:59
Anabeli111
მე არ მქონია, ანი. რას აკეთებს? ორთქლზე ხარშავს და აბლენდერებს თუ კიდევ რამეს?
უნდა შესთავაზო საკვები სხვადასხვა სახით, მრავალგვარი ტექსტურის. თეფში არ უნდქ იყოს დანაყოფებით, ერთად დაუდე ერთ თეფშზე მაგალითად, კატლეტი და ვაშლის პიურე. ერთ ჯერზე შესთავაზე რამდენიმე საკვები: პროტეინები, ბოსტნეული, ხილი. აქედან ერთი უნდა უყოს ისეთი, რასაც ბავშვი სიამოვნებით ჭამს და უყვარს, გვერდით შეგიძლია დაუდო ისეთი რამ, რასაც არ აკარებს პირს, მაგრამ მაინც დაუდე და დაუდე ხოლმე, არ დანებდე მაგრამ არც დააძალო. შენ თეფშიდან არაფერი გადაუდო თუ გთხოვა ან არ ჭამს, უთხარი, გვერდზე გადადე თუ არ გინდა. მწვანილებზე - თავიდანვე შეაჩვიე წვრილად დაჭრილ მწვანილს საკვებში და არა მხოლოდ მწვანილს. რასაც მისცემ, ის მიეცი და ნუღარ შეუცვლი მერე, რაოდენ უარზეაც არ უნდა იყოს. თუ ერთი სახის რამ დაასრულა და მეორე ჯერ კიდევ თეფშზე აქვს, იმ პირველს ნუღარ დაუმატებ.
უკვე მოზრდილ ასაკში, შეგიძლია ცარიელი თეფში მისცე და მაგიდაზე დააწყო ვახშამი, სადილი თუ საუზმე. მიეცი ნება, თავისით აარჩიოს და შეავსოს თეფში. მოზრდილებზე კიდევ ბევრია მაგრამ არ არის ახლა შენთვის აქტუალური.
მთავარია, იყავი მშვიდად და ნუ აკომენტარებ ბავშვოს კვებას, არ გამხატო ემოეციები, კარგი თუ ცუდი მჭამელია, შენს გულში შრინახე და არ გააგონო მას.
ეს არის რაც გამახსენდა ახლა. მთავარია მრავალფეროვნება და არჩევანის უფლება მიაცე თავიდანვე.
არ აქვს მნიშვენელობა სტაფილოთი დაიწყებ კვებას თუ ბროკოლით, არც პირველი ნიშნავს რომ ტკბილი გემოები ეყვარება და არც მეორე- რომ ბროკოლის მოყვარული გეყოლება.

Posted by: nopiahopi 19 Mar 2023, 22:53
გოგოებო, გამარჯობა smile.gif
როგორ ხართ?
დიდი ხანია აღარ შემომიხედავს აქ smile.gif

ხომ არ იცით პატარა ზომის (2 წლის ასაკზე) კარგი სკუტერები ან ბალანს ბაიკები სად იყიდება? ნორმალურ ფასად თუ გეგულებათ შედარებით ხარისხიანი.

Posted by: takoo1 20 Mar 2023, 02:02
anibani18
აუ რა კარგია რო ეგრე ხარ არა მე ვერ შევძლებ ჯერ sad.gif ძალიან მეშინია პატარებთან რაა ზედმეტად ვფრთხილობ რა ვქნა.მართლა რო გადასცდეს მერე ვაფშე შევეშვები და მირჩევნია ცოტა გვიან დავაწყებინო და მშვიდად ვიყო.
დღეს ბროკოლი გავასინჯე ორი კოვზი)) მგონი გოგრაზე მეტად მოეწონა.ვნახოთ აბა იმედია არ იქნება წუნია

არა სხვათაშორის ლუკიანე ძალიან შეიცვალა გაგიკვირდება და.ამ ბოლო პერიოდში უცებ გაიზარდა თითქოს.ძალიან ცელქია და კი აწვალებს 24 საათი გაბრიელს
ერთადერთი მაგაზე ვკამათობთ.დალშე ძალიან კარგად იქცევა.თავისთვის თამაშობს,ჭამს კაცობს უკვე. არადა 4 თვის წინ ზუსტად შეურაცხადი იყო ჩევულებრივი ხო გახსოვს რეებს ვყვებოდი smile.gif
არვიცი იქ უშველა რო ვატარე თუ გაიზარდა ვერ გეტყვი აშკარად შეცვლილია რადიკალურად
თითქოს ერთი წელი მოემატა რო ვუყურებ.
Katerina_N
ვაიმეე აი ეგრეა გაბრიელიც დავიტანჯე 2 თვე გადის და ვერ მოვაშორე. ეს 6 ის ხდება ეხლა
ვერ ვცრი მაგის გამო მეშინია.პედიატრთან მუავდა იმ დღეს და რაღაც ამოსახველებელი დაუნიშნა ინჰალაციებთან ერთად.
წესით არ ინიშნებაო მარა არამგონია რამე დააშავოსო და 5 დღე უკეთეო და ველოდები არვიცი რას იზამს.
შენ რას გეუბნება პედიატრი ან ვინმესთან თუ გყავდა?
ვერც გავიგე იცი ბრონხიტია თუ არა.Aრი დღეები ვაფშე არაფერი თითქოს.მერე უცებ დააწყებინებს ხველას აი აშკარად სადღაც ნახველი აქ დაგროვილი ისეთ ხმაზე ახველებს.
ამ ინჰალაციებზე უფრო ისმის მერე გული მისკდება.ალბათ ულბობს და მაგიტო მარა ხო უნდა ამოახველოს და აი არვიხი რა გვეშველება რა გავაკეთო ან ვისთან მივიყვანო
ვნერვიულობ ძალიან

Posted by: Anabeli111 20 Mar 2023, 17:55
Katerina_N
ხო, შენ გასული რომ ხარ სულ, რთულია :/
მე შუადღეს სახლში ვარ და პლუს არდადეგების პერიოდსაც გამოვიყენებ, რომ ძიძას უკვე "ნასწავლი" დახვდეს :დ
ბებოს ისე უნდა კარგი მჭამელი იყოს, თანახმაა ყველანაირ მეთოდზე :დ თან მაინც მე მომიწევს გასინჯება. მოკლედ, ვნახოთ ♡


* * *
QUOTE (Liza12 @ 19 Mar 2023, 19:50 )
anibani18
ანი ისეთი კარგად აყალიბებ კვებაზე ყველა დეტალს სიამოვნებით რომ ვკითხულობ და მეც მინდა გავითვალისწინო. თუარდაგეზარება გაგვიზიარე ყველაფერი რაც შეგიძლია როცა დრო გექნება.

ვეთანხმები ლიზას ♡ მართლაც ისე კარგად აღწერ ყველაფერს ♡
* * *
anibani18
ორთქლზე ხარშავს და მერე, თუ მოგინდა, დააბლენდერებ კიდეც.

აჰა, მე კიდე დანაყოფებიანი თეფში უნდა მეყიდა. კარგია, რომ დამიწერე ♡♡

Posted by: სერაფიტი 20 Mar 2023, 19:51
anibani18

დანაყოფებიანი თეფში რატომ არა?


მადლონა გამოცდილების გაზიარებისთვის. ფბ ჯგუფშიც ვარ, ბლვ მეთოდის. წინ კიდევ დაახლოებოთ 2 თვე მაქვს.


აუ, მოვიშორეთ ბოლო აცრაც, წლამდე თავისუფლებააა!

Posted by: emiblack 20 Mar 2023, 23:05
nopiahopi
აუ პასუხი კითხვაზე არ მაქვს, მაგრმ ძაან გამიხარდი <3 როგორ არის შენი გოგო-ბიჭი ? <3

Posted by: Anabeli111 21 Mar 2023, 00:52
სერაფიტი
ადვილად გადააგორა? ♡ თაიასაც 1 დარჩა და დაისვენებს biggrin.gif ^_^

Posted by: happy-go-lucky 21 Mar 2023, 16:13
გოგოებო პილიონკებს ან მუსლინებს ადეკვატურ ფასად სად შევიზენ ხომ არ სეგიძლიათ მირჩიოთ? ონლაინ ან იყოს არაონლაინ მაღაზია?

ასევე ლაქტაციისთვის გამოსადეგი მაისურები/პიჟამოები რომ იყოს ხარისხიანი/გამოცდილი ხომ არ იცით რაიმე ონლაინ მაღაზია ?

Posted by: narkozeli 21 Mar 2023, 17:45
happy-go-lucky
QUOTE
გოგოებო პილიონკებს ან მუსლინებს ადეკვატურ ფასად სად შევიზენ ხომ არ სეგიძლიათ მირჩიოთ? ონლაინ ან იყოს არაონლაინ მაღაზია?


მაზერქეაში


Posted by: takoo1 21 Mar 2023, 18:41
narkozeli
მაზერქეარს კაი ფასები აქ?

Posted by: happy-go-lucky 21 Mar 2023, 18:47
narkozeli
არ მინახავს ბოლო თვეები სულ ვათვალოერებდი.. :/

Posted by: narkozeli 21 Mar 2023, 19:01
gogatakoo

კი მუსლინები ძაან იაფად ვიყიდე, 3 ცალი 18 ლარად მგონო და 2 ცალი ანუ ჯამში 6 მუსლინი მქონდა და ძალიან კარგად ვიხმარე, დაჟე ტაკოს გასამშრალებლად უკონკურენტოა დღემდე biggrin.gif

happy-go-lucky

ისთ პოინტში არიან მხოლოდ, გალერიაში დაიხურა((
სამაგიეროდ კარტერსი გაიხსნა

Posted by: happy-go-lucky 21 Mar 2023, 19:05
narkozeli
კი ვიცი, არაა მანდ მუსლინი, პილიონკის მსგავსი არაფერი :/

Posted by: takoo1 21 Mar 2023, 19:05
narkozeli
ვაა ესე იაფად,აუ მანდ რა გავა ჩემგან ნამეტანი შორია

Posted by: nopiahopi 21 Mar 2023, 19:09
emiblack
QUOTE
პასუხი კითხვაზე არ მაქვს, მაგრმ ძაან გამიხარდი <3 როგორ არის შენი გოგო-ბიჭი ? <3

კარგად არიან smile.gif მე ვიკითხო, როგორც სხვები, გახლეჩილი ვარ სახლი, სამსახური, სწავლას შორის ))

შენი ჭკვიანი გოგო როგორაა?
ბაღში ხომ არ აპირებ მიყვანას?
მე შემეცვალა გეგმები და იანვრიდან წავიყვან ალბათ, ცოტ-ცოტა ხნით მაინც რომ შეეჩვიოს.

narkozeli
ეეე, რა მაგარ ამბებში ხარ შენ თურმე აქ! აუ,ძალიან გამიხარდა 2kiss.gif

Posted by: narkozeli 21 Mar 2023, 19:11
happy-go-lucky

ალბათ აღარაა, 4 წლის წინ ვიყიდე და დღემდე ვხმარობ

აი ესეთებია სხვადასხვანაირი
user posted image

gogatakoo

ხოო მე მაშინ გალერიაში ვიყიდე და მერე დაიკეტა sad.gif
* * *
nopiahopi

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

Posted by: Tua 21 Mar 2023, 20:31
happy-go-lucky
ვაიკიკიში, ძალიან კარგებია მუსლინები დღემდე ვიყენებ თან ადეკვატურ ფასად, ასევე შეგიძლია გამოიწერო

Posted by: anibani18 21 Mar 2023, 22:48
Liza12
ლიზა, ჩემო საყვარელო <3
შენი პაწაწუნაც მალს მიუჯდება მაგიდას <3
* * *
nopiahopi
სკუტერი ავერსში ვიყიდე ადრე მაგრამ ჩდმმა გოგომ ვერ შეიყვარა ჯერ. ბალანსზე მეც მაინტერესებს
* * *
gogatakoo
ჩემიც ძალიან შეიცვალა და დამშვიდდა. ყყვართ ძალიან ერთმანეთი დებს, სულ კოცნის პატარა, უფროსიც ძალიან ზრუნავს მასზე.
მაგრზმ მარტო თამაში არა. თითს არ ანძრევს მარტო. რაღაც მომენტი, ვიფიქრებ, აი, იწყებს და მერე ისევ ვხვდები რომ შევცდი.
სულ კუდში დამსდევს.
Anabeli111
სერაფიტი
დასვრილ საკვებზე გსმენიათ ალბათ smile.gif) ერთ თეფშზე რომ უდებ ბავშვს ყველაფერს, ეჩვევა იმას რომ საკვები ერთმანეთს ეხება და ეს ნორმალურია.

Posted by: takoo1 22 Mar 2023, 00:55
anibani18
გოგოები სხვანაირები არიან მაინც რაც არ უნდა იყოს.ჩემი სიყვარულსაც უხეშად გამოხატავს ისე ეხუტება ლამის გაჭყლიტოს,თავიდან ვფიქრობდი რო არ უყვარდა და იმიტო აკეთებდა ესე მარა მერე რო ვაკვირდები მეც ეგრე მექცევა ხოლმე.სულ მაწვალებს რაღაცნაირი მაწაკი ბავშვია,შევეჩვიე უკვე უბრალოდ ხანდახან ჭკუიდან მშლის ზედმეტებიც მოსდის ხოლმე,არის ეგეთი დღეები რო დილიდან ნერვებს მაგლიჯავს ერთი წუთით რო ვერ ვაჩერებ.მთავარია სხვა მხრივ დაწნარდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მამშვიდევს ისაა რო ვხედავ არ განიცდის და შეეგუა და შეუყვარდა გაბრიელი.
გადალახავს მაგასაც ცოტა აცადე,შენი გოგო ხო ლუკიანეზე 2 თვით პატარაა თუ სწორად მახსოვს.
შეიძლება 2 თვეში ისე შეიცვალოს შენ თვითონ გაგიკვირდეს.უცებ იცვლებიან აი თვეც არ სჭირდებათ ისეთი ასაკი აქვთ.
ბაღში ხო მიგყავს? ძაან შეცვლის ბაღი ამოისუნთქებ:*

Posted by: ninunin 22 Mar 2023, 11:24
nopiahopi
2 წლის ბავშვისთვის მეც მაინტერესებს სკუტერი სქროლი და ველო მაგრამ ვერ გავარკვიე რომელი ჯობს და როგორი, ველო ბალანსის თუ პედლებით სქროლლიც მინდა და ვერ ავაარჩიე თორემ არჩევანი დიდია
რა ტიპის ჯობს უბრალოდ ეგ ვერ გავიგე
narkozeli
შენ გილოცავ ორსულობას და ბედნიერი 9 თვე, მზის დამცაავზე პასუხისთვის მოგვიანებით მადლობა

Posted by: narkozeli 22 Mar 2023, 11:26
ninunin

მადლობა 2kiss.gif

მიხარია რომ მოგეწონა <3

Posted by: სერაფიტი 22 Mar 2023, 12:37
QUOTE (Anabeli111 @ 21 Mar 2023, 00:52 )
სერაფიტი
ადვილად გადააგორა? ♡ თაიასაც 1 დარჩა და დაისვენებს biggrin.gif ^_^

მეორე აცრა გადააგორა კარგად, სულ ვერ გაიგებდი,რომ აიცრა.
ეს.ბოლო აცრა გაუჭირეაზ.იჭიჭყინა მთელი საღამო და ორო ღამეა ჭამას უკლო. არ ვიცი,.დროებითია თუ ახალი ზნე ჩამოიყალიბა და დაემთხვა აცრას თუ რა ხდება.
ეს ხო მარტო ღამე ჭამს ძუძის, დღე-გამოწველილს. ხოდა ღამე 3ჯერ ჭამდა ძუძუს, აცრის მერე ორი ღამეა არ იდება ძუძუს და ზოგადად არ შივდება თითქოს ღამე, ძილს აბამს.
ვერ ვხვდები, აცრის გამოა თუ ასე ერთ დღეში ამოაგდო ღამის კვებები.
თითოჯერ მაინც ვაჭამე, ღამის სამზე, ბოთლით და კი მიირთვა.


Posted by: Tua 22 Mar 2023, 13:43
სერაფიტი
შეეშვი თუ არჭამს ძალით ნუ აჭმევ, თუ თავისით ამოაგდო გიხაროდეს რომ ამოაგდო ღამის კვება. ახალშობილის ძალით გაღვიძებაც არაა რეკომენდირებული ღამე კვებისთვის.

Posted by: სერაფიტი 22 Mar 2023, 17:40
Tua

არა, დღეს აღარ გავაღვიძებ. პრინციპში არც გაღვიძებია, ისე ჭამა.
ცუდი ისაა, რომ ძაან მევსება ღამე და მაწუხებს ძუძუები. მომიწევს მსუბუქად გამოწველა.

კბილებმა ამოუჭრა, ზუსტად 4 თვეზე. მგონი ეგეც მოქმედებს. დღ3ც უცნაურად ჭამს. ხო გამოწველილს ვაძლევ და ხან 2 საათში მხოლოდ 40 გრამს ჭამს. ხან 100-ს. ნუ.ასს იშვიათად. 3 სთ ვერ ძლებს.
პირველ თვეებში იმატა 1.200-ები, ახლა 500-600 გრამი. ვიცი,რომ ნორმაა ესეც. მაგრამ თან ასე უაზროდ რომ ჭამს, მეთქი რამეს არასწორად ხო არ ვაკეთებ? პედიატრმა, ნუ უთვლი გრამებსო. დედის რძე ხო უფრო მსუბუქია არადა, რატო ჭამს ასე ცოტას, მიკვირს. კიჭებს დავაბრალებ ისევsmile.gif)

Posted by: nopiahopi 22 Mar 2023, 21:26
ninunin
პედლებიანი ველოსიპედები ადრეა ამათთვის ჯერ. სკუტერი (სამაკატკა)ან ბალანსის ველო უფრო შესაფერისია, ასე მგონია და რა ვიცი..

anibani18
ეს ჩემი ჯეკა ყველას სკუტერს ეტენება სკვერში და ამიტომ ვფიქრობ ყიდვას. აუ ავერსი არ მიყვარს ზოგადად, უკიდურეს შემთხვევაში შევდივარ ხოლმე )))) თუმცა ასეთ ნივთებზე არ მიმიქცევია ყურადღება და ნახავ აბა, იქნებ იყოს რამე შესაფერისი smile.gif მადლობა :* ფასი ხომ არ გახსოვს?

Posted by: Tua 22 Mar 2023, 22:02
სერაფიტი
უნდა გამოიწველო და შეინახო რძე . რაც შეეხება უაზროდ ჭამას და შუალედების არდაცვას იდეაში მაგაზე რეკომენდაცია აღარაა რომ დაიცვა არც ძუძუზე და არც ფორმულაზე, მაგრამ ჩწმთვის დიდი კომფორტი იყო რომ ვიცოდი როდოს ვაჭმევდი, მყარ კვებაზეც 3.4წლისაა და დღემდე ისევ იმ გრაფიკზეა რაც ჩვიობაში ჰქონდა. ანუ ჩემმაც აურია 3--4 თვისკენ ჭამდა უაზროდ დებილურად ანჯ ხან 60ს ჭამდა არყოფნიდა 3 საათი და მთხოვდა უფრო სწრაფად შესაბამისად ავდექი და ჩემით დავურეგულირე 2 საათში მთხოვდა ხოლმე და ჰიპის კამის ჩაით ისიც სადღაც 10 გრამით 30 წუთს წევდა ხოლმე და ასე 10-14 დღეში ჩავსვი გრაფიკში ჯერ 30 წუთი გადავწიე და მერე კიდევ 30 წუთი და დაიწყო სრულად ჭამა მერე იმ 150 გრამის რაც ეკუთვნოდა.
* * *
nopiahopi
ჩემიც ეგრე იყო მაგ ასაკში ყცელას სკუტერს ეტენიბა, ვუყიდეთ სკუტერკ და 1.5 წლის მერე დაიწყო კატაობა მაინვ სხვისებს ეტენებოდა smile.gif))

Posted by: emiblack 23 Mar 2023, 00:17
nopiahopi
ჩემიც კარგად )) ძაან გაიზარდა და გაუჩერებლად ლაპარაკობს კილომეტრებინ ეინადადებებს . უბნის მეგობრები დადიან ბაღში და ეს დილით იხედება აივნიდან და მთხოვს მეც წამოყვანე ბაღშიო. ვფიქრობ კი, ჩუტყვავილაზე მინდოდა მანამდე ამეცრა . მაგრამ არაა ჯერ ვაქცინა და აი ამ ყოყმანში ვარ, თუმცა ვაპირებ უკვე შევათვალიერო ბაღები

Posted by: სერაფიტი 23 Mar 2023, 07:24
Tua

საყინულეში ადგილი აღარ მაქვს, იმდენი რძე მაქვს დაპაკეტებულიsmile.gif) და კიდე ვტენი და ვტენი.
ჰო, ნუ მგონი აცრამ და კბილებმა ერთად იმოქმედა. წუხელ ისევ ჭამა ძუძუ. მაგრამ რასაც ვატყობ, ძაან კარგად სძინავს ეს 3 ღამეა, ლამის 12 სთ გამოსდის, 8-დან 8-მდე. ნეტა ასე გააგრძელოს.

ჰო, გრაფიკივით ვუყალიბებ ამასაც. 2 სთ 2.5 სთმდე გავზარდე და იქნებ სამამდე ავიდეთ.

Posted by: ივლისი 23 Mar 2023, 15:18
გოგოებო კივზე წავიკითზე 10 თვემდე არაა რეკომენდირებული და ალერგიულიაო. თქვენ რა ასაკზე მიეცით?

Posted by: სერაფიტი 23 Mar 2023, 15:43
anibani18

როცა მოიცლი,.ჭურჭელზეც გვითხარი 2 სიტყვა,რა.
რასაც ვუყურებ, ბლვ მეთოდში დამაყოფებიანი თეფშებია სულ. ამაზონზე ვათვალიერებ საბავშვო ჭურჭელს,იქაც ეგრეა უმეტესად.

სილიკონს იყენებ? აქ ყიდულობ?

სულ პირველ ეტაპზე რა დაგვჭირდება? თეფში, ღრმა ჯამი,.სილიკონის კოვზები, პატარა ზომის ჩანგალი და კოვზი სილიკონის, წყლის ჭიქა... ნიბლერიც შეიძლება. რამე გამომრჩა?

Posted by: ივლისი 23 Mar 2023, 15:52
სერაფიტი
ისეთი წინსაფრებიც საჭიროა შიგ რომ იყრება დაცვენილი საკვები . მე შეშინებული ვარ. კარგა ხანი ვერ გავბედავ თვითკვებას.
ეს ბოსტნეულის პიურეები მოკლედ ვერაფრით გავაგემრიელე. არც მოსწონს. ზეითუნუს ზეთს კი ვამატებ

Posted by: narkozeli 23 Mar 2023, 16:13
ივლისი

კივი 8 თვიდანაა დაშვებული როგორც მახსოვს. მე მგონი 1 წლისას გავასინჯე პირველად, მანამდე არ იშოვებოდა კაი კივი

Posted by: Anna-Mari 23 Mar 2023, 17:53
გოგოებო გაზებზე კარუმ კარვის სანთელი თუ გამოგიყენებიათ და რამდენად ეფექტურია და მისაღები 2 თვის ბავშვისთვის? ან რამდენი ხანი შეიძლება ხმარება? ასევე ბიოგაიაც მაინტერესებს, ფაგი რომ არია?

Posted by: Liza12 23 Mar 2023, 18:36
Anna-Mari
4თვის და 1კვირის არის ისევ აწუხებს გაზები აი დღე ნორმალური ძილი ვერ დაულაგდა ბავშვს . კოლისპასს და კოლინს ვაძლევ ცოტა აქვს შედეგი მარა დიდი არაფერი . მაგ სანთლებზე მეც მაუნტერესებს

Posted by: anibani18 23 Mar 2023, 20:42
gogatakoo
2 წლის 6 თვისაა. ძალიქნ მშვიდია ზოგადად, ოღონდ მე ვყავდე გვერდით, დამყვება სულ კუდში და ხან რას მავალებს და ხან რას. კივილ-წივილი გადავლახეთ უკვე. ისეთი სასაცილო რამ მოხდა ამ დღეებში. რომ გაჰკიოდა სულ, ვასწავლე ემოციების სხვანაირად გამოხატვა, შევთავაზე ალტერნატივები, ან კუბიკების კოშკი დაენგრია, ან ბალიში ჩაეჯმუჯნა, ან ბალიშში ჩაეყვირა, ან ეცეკვა ა. შ. მან ბალიშში ჩაყვირება აარჩია. მოკლედ გადავლახეთ ეს ეტაპი. ამას წინათ პატარა ყვიროდა და ეუბნება, თათა, ბალიშს ჩაჰყვირეო smile.gif))
ამასაც უხეშად მოსდის. ზოგადად არ არის თბილი ბავშვი ანუ არ გამოხატავს სიყვარულს, არც გეფერება არც გკოცნის, ძალუან იშვიათად. არც ის უყვარს, შენ თუ კოცნი. ძალიან კაეგად ლაპაეაკობს, მეორე ენასაც ადვილად ითვისებს, თორე ვიფიქრებდი რომ აუტისტია.
კი, მიდის ბაღში სექტემბერში. იმედია, დარჩება.

nopiahopi
ჭიამაია რომ აქვს წინ, ის სკუტერი ყავს. სხვა არ ვიცი როგორია, ამიტომ ვერ შევადარებ. საკმაოდ მყარი ჩანს. არ მახსოვს ფასი, მართალი გითხრა. დიდი ხნის წინ ვუყიდე. დასაჯდომიც აქვა, მაგრამ ჩვენ თითქმის არ გამოგვიყენებია სკუტერი. სამთვლიანი ველო აქვს და იმას დააგორებს უფრო დიდი სიამოვმებით, ამიტომ ვფიქრობ რიმ ბალანს ბაიკი უფრო მოეწონებოდა ვიდრე სკუტერი.
სერაფიტი
მე სოლიდ სტრტის რეკომენდაციას ვიყენებ და დანაყოფის გარეშე მაქვს ჭურჭელი. დანაყოგითაც მაქვს მაგრამ ეს უფრო მომწონს, ერთად ვდებ ყველაფერს.
თუ სილიკონი გინდა ezpz ნახე. აქვთ ერთიანი ჯამები. კოვზიც კარგი აქვთ თვითკვებისთვის და პაწია ჭიქა.
მე mushie-ის ჭურჭელი მაქვს. სილიკონის არ არის. მხოლოდ თეფშებს ვიყენებ. ჯამებიც აქვთ გოგონებს, მაგრამ ისე ეჩქარებათ ხოლმე ჭამა, გაცივებას ვერ ვასწრებ ჯამში, თეფშზე უფრო მალე ცივდება ხოლმე. ჭიქას საწრუპიანს ვიყენებ ორივესთან ან ღიას. საწრუპიანს მივაჩვიე 6 თვიდანვე და მალევე თავისუფლად სვამდა საწრუპიანიდან.
ნიბლერი არასოდეს გამომიყენებია. ჩანგალს არ ვხმარობ პატარასთან. უფროსიც არ ხმარობს, კოვზით ძლივს ისწავლა ჭამა ცოტა ხნის წინ, ხელით ჭამდა სულ.
ანუ ძურითადად ვიყენებ თეფშს, კოვზს და საწრუპიან და ღია ჭიქას.

Posted by: სერაფიტი 23 Mar 2023, 20:58
anibani18

მადლობა. Ezpz ვიცი, კი, მეძვირება. ცოტა სისულელე მგონია მაგდენის გადახდა საბავშვო ჭურჭელში. უსაფრთხო და შედარებით იაფიანი ალტერნატივებიც ვნახე. იგივე mushie თუნდაც. მაინტერესებდა, შენ რას იყენებდი.
წინსაფარს ვაპირებ სილიკონისასაც, ნააჭრისასაც და მთლიანად რო ეცმევა, მაგასაც. თითოს ვიყიდი და შევხედავ, რა სიტუაციაში რომელი დასჭირდება.
ცოტა ვღელავ,თუმცა იქამდე თვენახევარია.

Posted by: iratta_26 23 Mar 2023, 21:37
დედიკოებო ბეიბიდრიმი თუ გამოგიყენებიათ?

Posted by: fermina 24 Mar 2023, 09:46
ივლისი
QUOTE
გოგოებო კივზე წავიკითზე 10 თვემდე არაა რეკომენდირებული და ალერგიულიაო. თქვენ რა ასაკზე მიეცით?


კი, ნამდვილად ალერგიულია კივი, მაგრამ ჩვენ მივეცით 9 თვისას ახლა და მშვენივრად აიტანა, არანაირი ალერგია. კუჭის მოქმედებისთვის არის ძალიან კარგი. გავუთლით და თვითონვე კბეჩს და ისე ჭამს. რბილი და მწიფე უნდა იყოს ოღონდ. მაინც პროფილაქტიკისთვის ჯერ სულ ცოტა გაასინჯეთ, მე ენაზე და ტუჩებზე მოვუსვი ჯერ და ვნახე, რომ არანაირი რეაქცია არ ჰქონია.

მაინც ფრთხილად ვიყავი, ჩემ მეგობარს ისეთი ალერგია აქვს, ეგრევე შეშუპება ეწყება და სუნთქვა ეკვრება და იხრჩობა, კივი თუ შეჭამა.

Posted by: ივლისი 24 Mar 2023, 14:17
fermina
მადლობა. ჯერ 7 თვის ხდება , ინფო ვნახე და ჯერ ვერ მივცემ ანუ. ჭარხალზე აქვს საკმაოდ ალერგია. ფენკაროლი და ფენისტილის გელი დაგვინიშნეს დღეს. თქვენი რა ყოჩაღი ბაია. ყველაფერი უპრობლემოდ მიიღო. გაგიზარდოთ ბედნიერი და ჯანმრთელი

Posted by: fermina 24 Mar 2023, 20:05
QUOTE (ივლისი)
თქვენი რა ყოჩაღი ბაია. ყველაფერი უპრობლემოდ მიიღო. გაგიზარდოთ ბედნიერი და ჯანმრთელი


მადლობა, კი არ გვაწვალებს არანაირად, შემწვარი კვერცხიდან დაწყებული ყველაფერს მიირთმევს, ბარკალიც გაძიძგნა მშვენივრად იმ დღეს biggrin.gif

Posted by: nopiahopi 24 Mar 2023, 22:10
emiblack
QUOTE
ჩემიც კარგად )) ძაან გაიზარდა და გაუჩერებლად ლაპარაკობს კილომეტრებინ ეინადადებებს . უბნის მეგობრები დადიან ბაღში და ეს დილით იხედება აივნიდან და მთხოვს მეც წამოყვანე ბაღშიო. ვფიქრობ კი, ჩუტყვავილაზე მინდოდა მანამდე ამეცრა . მაგრამ არაა ჯერ ვაქცინა და აი ამ ყოყმანში ვარ, თუმცა ვაპირებ უკვე შევათვალიერო ბაღები


ყოჩაღია შენი გოგო smile.gif ეს ქონდრისკაცუნა ლაპარაკობს, მაგრამ მოკლე წინადადებებს. უფროსი იყო კილომეტრიანი წინადადებებით სახელმოხვეჭილი biggrin.gif ეს ვერ ქაჩავს მაგდენს,მაგრამ ენას არ აჩერებს.
ეგ კი არა, საფენი არ გადამიჩვევია ჯერ. ზაფხულში შვებულების დროს უნდა გადავაჩვიო. მანამდე აზრი არ აქვს მარტო შაბათ-კვირაობით რომ ვიწვალო sad.gif

anibani18
შევათვალიერებ აბა მაგ ჭიამაიებიანებს. სკამი თუ ეხსნება, ვიკითხავ იქვე.
მადლობა :*

Posted by: Tua 24 Mar 2023, 23:10
Anna-Mari
ბიოგაიას მე ვასმევდი ერთი თქვე და ძალიან კარგია, სანთლებს შეეშვი არ აქვს აზრი არანაირად, 3 თვის მერე გადაუვლის და შეუმცირდება ყველაფერი დროის ამბავია ❤️ გამოვლილკ გვაქვს აქ უმეტესობას იგივე და ვიცი რომ რთულია მაგრამ უნდა გაუძლო.

Posted by: Natruliiiii 25 Mar 2023, 12:03
გოგოებო, საკეისროს მერე ექიმმა 2 კვირაში გამსინჯა და წესრიგშია ყველაფერიო და თავისუფალი ხარ ჩემიდან აღარაფერი გჭირდებაო. მე მაინც ვფიქრობ რომ ეხო გავიკეთო საპროფილაქტიკოა და რამდენ ხანში სჯობია გაკეღება და ვის მირჩევთ ასეთ შემთხვევაში ვისთან სჯობია მისვლა ნაკეისრალის შესამოწმებლად? და კიდევ კარგი ენდოკრინოლოგი თუ იცით ვისთან შეიძლება კონსულტაციაზე მისვლა?

Posted by: lelukaa 25 Mar 2023, 14:31
გოგოებო, მეგობარს აქვს იკეას სულ ახალი სკამ-მაგიდა გასაყიდად, მოყვება ფეხის სადგამი და გამოსაკრავის ე.წ. “ჩიხოლი”, ყველაფერი ეს 170 ლარად. თუ ვინმე დაინტერესდებით დაგაკონტაქტებთ.

Posted by: NatiaGull 25 Mar 2023, 17:40
გოგოებო იშვიათად მაგრამ მაინც, მარიამმა იცის ხოლმე თავი მტკივაო, მერე რომ ვეკითხები გტკივა მეთქი? ან კის ამბობს ხან არას
მაინც ხოტა ავღელდი და რა შეიძლება ამ ასაკზე გაკეთდეს რამე კვლევა კეთდება?

Posted by: anibani18 25 Mar 2023, 18:01
სერაფიტი
კანპოლის კოვზებიც ნახე, იასამნისფერი. ორი ცალია კომპლექტში. რომელიც უფრო ფართოა, ძალიან მოსახერხებელია ბავშვისთვის.
ნაჭრის წინსაფარი არ გინდა, სულ დასვრილი და ლაქიანი გექნება და გაიტანჯები უბრალოდ. მკლავებიანი და სილიკონის წინ თეფშით ყველაზე მოსახერხებელია. მე ჯერ ვერ ვაცმევ მთლიანს, ძალიანნმოუსვენარია და ისედაც მიჭირს ტანსაცმლის ჩაცმა.
NatiaGull
ოფთალმოლოგს აჩვენე, ნათი.

Posted by: anibani18 26 Mar 2023, 20:01
გოგონებო, ორჯერ მაქვს საკეისრო გაკეთებული. პატარა 10 თვისაა. ნაკერის ზედა მხარე რაღაცნაირი მაგარი მეჩვენება, არაბუნებრივად. ასე უნდა იყოს?

Posted by: Tua 26 Mar 2023, 20:10
anibani18
ერთხელ მაქვს გაკეთებული და ხელს რომ ვიდებ ცოტა სიმაგრეები მაქვსაგრამა არც მტკივა არც მაწუხებს.

Posted by: სერაფიტი 26 Mar 2023, 20:58
anibani18

დრ.ბრაუნის პროდუქციას ფასდაკლება ჰქონდა და შემომეყიდა 2 კოვზი ათ ლარადsmile.gif)
ვნახავ კანპოლსაც.
წინსაფარზე გავითვალისწინებ.


წყლის ჭიქა აუცილებელია? პირდაპირ ღია ჭიქით ვერ დალევს? ან საბავშვო ბაკურიანის ბოთლით? თუ ზედმეტი მოვინდომე:დ

ძაან დიდი არჩევანია და დავიბენი, რა.

Posted by: adeline 26 Mar 2023, 22:14
anibani18
სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს, ისე კარგად და გასაგებად წერ ყველაფერს :*
Ezpz სად იყიდება თუ მხოლოდ გამოწერითაა?

Posted by: Anna-Mari 26 Mar 2023, 23:32
anibani18
მე ერთხელ გავიკეთე ჯერ კი ახალი ნაკეისრალი ვარ მარა ეს სიმაგრე მეც მაწვს და რომ ვიკითხე ასე იცისო.
მე იცი რა მაინტერესებდა გოგოებო, საკესიროს მერე 1 თვემდე მქონდა გამონადენი, მერე ცოტა ხანს შემიჩერდა და სადღაც 1 კვირაში ციკლი დამეწყო (ნუ ციკლი იყო ვფიქეობ, ფერი წითელი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი რაოდენობა არ მქონია) სადღაც 9-10 დღემდე მქონდა, მერე აღარ მაგრამ რამდენიმე დღის მერე ვამჩნევ, ხანდახან წვეთ-წვეთ და ხანაც შარდს მოყვება მოყავისფრო ფერი, ტრუსი იყო შეფერილი და ისიც მაგით, ისე არ ზსევუწუხებივარ, შევშინდი რაღაცნაირად, ეხოზე მინდა მისვლა მაგრამ სანამ მივალ აქ იმიტომ დავწერე რამე საშიშია თუ ბუნებრივია საკეისროს მერე და დავმშვიდდე? ეხოზეც ვერ ვახერხებ ამ დღეებში მისვლას, არ ვარ თბილისში და ცოტა გადამეწია ვიზიტი.

Posted by: happy-go-lucky 26 Mar 2023, 23:38
anibani18
ერთი მაქვს გაკეთებული და სადღაც 5-6 წელი ნამდვილად სულ გამაგრებული მქონდა. ახლა მეორეს ვიკეთებ და ამ პოსტის ემრე გადავიმოწნე და ახლა აღარაა ეს სიმაგრებიsmile.gif)

Posted by: სერაფიტი 27 Mar 2023, 11:25
adeline

ამაზონზეა,კი.
აქ მხოლოდ მომი.momy-ს აქვს, ფბზე აქვთ ფეიჯი.
მუშის ჭურჭელია ფასდაკლებით ჯიპისიში. დღეს თუ ჩამერიცხა ხელფასი, ვიყიდი თეფშებს. აპლიკაციაში რო ვუყურებ, კარგი ჩანს. იმედია კარგად ეწებება მაგიდას

Posted by: anibani18 27 Mar 2023, 14:32
Tua
Anna-Mari
happy-go-lucky
მადლობა, გოგონებო. აქამდე არ მომიკიდია ხელი. შემთხვევით მომიხვდა ხელი ამ დღეებში და ძალიან არასასიამოვნოდ მაგარი იყო.
კონტრაქტუბექსი აქქმდე არ წამისვამს, ახლა რომ წავისვა, ექნება ცოტა შედეგი?
happy-go-lucky
ბოდიში ამ კითხვისთვის, ამდენი წლის მერე როგორ გამოიყურება ნაკერი ხომ ვერ მეტყვით? ისევ ძველებურად კანი ალბათ ვეღარ იქნება მაგრამ ზედა მხარე ცოტა გადმოკიდებულივით რომ არის, ასე დარჩება სულ?
სერაფიტი
ღია ჭიქას მიეჩვევა რა თქმა უნდა. შენი ძალისხმევაა საჭირო უბრალოდ. ჭიქა ჩემი აზრით აუცილებელია, გარეთაც ხომ გაიყვან ხოლმე ან სადმე წახვალთ. ბაკურიანის ბოთლიდან ჩემი უფროსი ვერ სვამს მაგალითად. მაგრამ მე ნამდვილი გაზაფხულის ყვავილი მყავს, ასე რომ არ ვიცი smile.gif
კანპოლის კოვზი მგონი გამოგადგება, ბრაუნის არ ვიცი როგორია. სქელი და მოკლე სახელური თუ აქვს ბავშვი ადვილად დაიჭერს ხელში.
adeline
მადლობა დიდი:*
აქაც იყიდება რამდენიმე გვერდზე და ამაზონზეც არის.

Posted by: სერაფიტი 27 Mar 2023, 20:08
anibani18

ვიყიდი კანპოლსაც, კი.
ჭიქას ვერ ვწყვეტ, რომელი ავიღო. ორივე მხარეს რომ სახელური აქვს,მასეთი ალბათ. ეს მომეწონასავით. 6 თვისა კი შეძლებს მოყუდებას. ბოთლით ჭამს ახლა სულ, ჩემს რძეს

Posted by: narkozeli 27 Mar 2023, 20:40
anibani18

ან ბაღზე რა გადაწყვიტე?

პატრონუსს და ზოგადად ნიუტონის სკოლას ჩემი დიდი რეკომენდაცია. ზეკმაყოფილო ვარ ვაჩეს ბაღით.

რამდენი ვიწვალე მანდ რო მოხვედრილიყო და ერთი წამით არ მინანია, თურმე ღირდა.


ხშირად მოაქვს თავისი შემოქმედებები ბაღიდან და მთხოვს მაცივარზე გავუკრაbiggrin.gif აღარ მაქვს მეტი ადგილი, რამე იდეა ხო არ გაქვთ როგორ შევინახო რომ არ გაფუჭდეს sad.gif

user posted image
user posted image

როგორ ინახავთ ხოლმე?

Posted by: Sandra2209 27 Mar 2023, 21:15
narkozeli
ფაილებში და მერე ბაინდერში ვინახავ ხოლმე, წლების მიხედვით biggrin.gif

Posted by: narkozeli 27 Mar 2023, 22:04
Sandra2209

აჰა ბაინდერი გადასარევი იდეააა biggrin.gif ❤️❤️❤️

Posted by: Tua 27 Mar 2023, 23:02
narkozeli
ფაილებში და ბაინდერში ვინახავ ყველაფერს , ყოველ ხუთშაბათს მოაქვს ალეწსანდრესაც და შეინახეო მთხოვს smile.gif)

Posted by: სერაფიტი 28 Mar 2023, 17:41
narkozeli

უკვე მერამდენედ აქებ ჩემს სამსახურს და მიხარიაsmile.gif)
მე სკოლაში ვარ ოღონდ, მაღალკლასელებთან. ძალიან სასიამოვნო წასაკითხია კმაყოფილი მშობლის კომენტარიsmile.gif)

Posted by: happy-go-lucky 28 Mar 2023, 18:52
narkozeli
მასეთ ნახატებს შემოსასვლელ კარზე ვაკრავთ, შიდა მხრიდან. მერე სეზონის მიხედვით ვცვლით. ანუ ხოა თემატიკები გაზაფხული, ზაფხული, ახალი წელი, ჰელოუინი და ასე შემდეგ smile.gif)

მერე ვყრი, ძალიან ბევრი დაგროვდა
* * *
anibani18
დღეს სულ გადაჭიმულია ნაკერი, არც მეტყობა. მაგრამ ისე 1-2 წელი მქონდა ასე გადმოკიდებული, შემდეგ რომ დავიკელი, გასწორად ნამდვილად აღარ მქონდა გადმომიფებული. 7 წელია გასული

Posted by: anibani18 28 Mar 2023, 20:08
სერაფიტი
ესეთი არ გვქონია. პირველზე იმდენი ჭიქა გამოვიცვალეთ, ვერ წარმოიდგენ. მეორეზე პირდაპირ ღია და საწრუპიანი მივეცი. სადღაც ეეთ თვეში ისწავლა სმა. საერთოდ არ გაგვირთულდა. საწრუპიან ჭიქაზე მიჩვევა უჭირთო ბავშვებს, ასე ამბობენ და დროყლად შესთავაზეთო.
narkozeli
კი, მინდა პარუნუსი მაგრამ როგორ მოვხვდე... რა ამბავი ყოფილა ამ ბაღებზე.
მე ასეთი ღია ბარათები არ მაქვს, მაგრამ მაქვს ფეხსაცმლის ყუთი სადაც ჩემთვის ძვირფას და ღირებულ ნივთებს ვინახავ. მიყვარს იმ ყუთის გადათვალიერება ხოლმე, წერულები, ბარათები, მოგონებები.

* * *
happy-go-lucky
პირველზწ არ მახსოვს როგორ მქონდა, მგონი უფრო კოხხტად იყო. ახლა ძალიან არ მომწონს. წონა არ მაქვს დარჩენილი მაგრამ მუცელი ძველებურ ფორმაში აღარ არის. ისვამდი კონტრატუბექსს?

Posted by: სერაფიტი 28 Mar 2023, 20:41
anibani18
კონტრატუბექსი ახალი როცაა ჭრილობა, იქიდან უნდა ისვა ინტენსიურად. ასე ძველ ნაკერზე მგონი ეფექტი არ აქვს. ნახე აბა აღწერა.
რაღაცა სტიკებიცაა დასაკრავი, იარა რომ არ დარჩეს. მგონი ეგეც ახალგაკეთებულზე.

Posted by: happy-go-lucky 28 Mar 2023, 22:27
anibani18
არა, არაფერს ვისვამდი. ნაწიბური ასე ცუდად არ მეტყობოდა ნამდვილად. თან იმდენად ქვემოთაა. ერთი და იგივე ექიმმა გაკერა ?

Posted by: anibani18 29 Mar 2023, 13:12
happy-go-lucky
არა, სხვადასხვამ. ერთხელ ფირცხალავამ და მეორედ ვიღაც ბიჭმა. ვგრძნობდი რომ რაღაც ვერ მკერავდა კარგად, ყასაბივით იყო

Posted by: fermina 29 Mar 2023, 13:36
ერთი კითხვა მაქვს - ბევრგან წავიკითხე და მოვისმინე, რომ ჭოჭინა აღარ არის რეკომენდებული, უსაფრთხო არაა, კანადაში აკრძალეს, ამერიკაში არ ურჩევენ კატეგორიულად და ბლაბლაბლა

მიუხედავად ამისა, თუ გამოგიყენებიათ ბაიებისთვის? smile.gif

მე მაინც ვფიქრობ, სანამ გაივლის, ხომ არ მივაშველო ჭოჭინა, აშკარად უნდა უკვე მოძრაობა და სიარული. არადა თავისით ჯერ ვერ, 9 თვისაა.

Posted by: anibani18 29 Mar 2023, 20:28
fermina
მე არ გამომიყენებია. აღზრდის რა სტილსაც მივყვები ახლა, ამის მიხედვით, ბავშვს უნდა მისცე თვისუფლება და დრო, არ ყნდა დააძალო არც ჯდომა, არც სიარული, როცა მზად იქნება, თავისით დაჯდება და ა.შ. ამიტომ არც ჭოჭინა გამომიყენებია და არც მისწავლებია გადაბრუნება-გადმობრუნება. სხვათა შორის, მიუხედავად ამისა, ბევრად უფრო სწრაფად გააკეთ ყველაფერი ჩემმა უმცროსმა ვიდრე უფროსმა.
მაგრამ მაინც თქვენი გადასაწყვეტია. ჩემი პატარა ხან რას დაახროგიალებს და ხან რას. თავისით პოულობს ნივთებს და საშუალებებს, რაც სიარულში ეხმარება. შეიძლება ეს ერთგვარად პრობლემების გადაწყვეტის უნარსაც კი უვითარებს.

Posted by: fermina 29 Mar 2023, 21:01
anibani18
QUOTE
fermina
მე არ გამომიყენებია. აღზრდის რა სტილსაც მივყვები ახლა, ამის მიხედვით, ბავშვს უნდა მისცე თვისუფლება და დრო, არ ყნდა დააძალო არც ჯდომა, არც სიარული, როცა მზად იქნება, თავისით დაჯდება და ა.შ. ამიტომ არც ჭოჭინა გამომიყენებია და არც მისწავლებია გადაბრუნება-გადმობრუნება. სხვათა შორის, მიუხედავად ამისა, ბევრად უფრო სწრაფად გააკეთ ყველაფერი ჩემმა უმცროსმა ვიდრე უფროსმა.
მაგრამ მაინც თქვენი გადასაწყვეტია. ჩემი პატარა ხან რას დაახროგიალებს და ხან რას. თავისით პოულობს ნივთებს და საშუალებებს, რაც სიარულში ეხმარება. შეიძლება ეს ერთგვარად პრობლემების გადაწყვეტის უნარსაც კი უვითარებს.


up.gif

მადლობა, დაველოდები სხვებსაც smile.gif

Posted by: ივლისი 29 Mar 2023, 21:30
fermina
ჩემსას მსუბუქი დისპლაზია აქვს მარცხნივ სახსარში. მასაჟისტმა გვითხრა ჭოჭინა არ გამოიყენოთო. სხვა უკუჩვენება რა აქვს კიდევ არ ვიცი. დახოხავს თქვენი?. ეს 7 თვის გახდა და მცდელობასაც ვერ ვატყობ ჯერ ხოხვის.

Posted by: Tua 29 Mar 2023, 22:37
fermina
არც მე ჩამისვამს ჭოჭინაში მეც ანის აღზრდის სტილს მივყვები დაახლოებით, თავისით ქნა ყველაფერი, ოღონდ მე სულ იატაკზე მესვა ხალიჩაზე 5-6 თვიდან და თავისით დაიწყო ხოხვაც , ნივთებთან ადგომაც , თამაშითაც დღემდე დამოუკიდებლად თამაშობს და მერე თავისით მიხვდა რომ კედელ კედელ უნდა გაევლო და ასევე თვითონ დამოუკიდებლად გაუშვა კედელს ხელი.

Posted by: takoo1 30 Mar 2023, 00:53
fermina
მიუხედავად მაგ ინფოსი მე მაინც ჩავსვი ერთი თვე სადღაც და მალევე აიდგა ფეხი,არ ხოხავდა ჩემი და მაგიტო უფრო გადავწყვიტე.თუ დახოხავს მგონი ჯობია თავისით იწვალოს და ისწვალოს.
დაშავებით არაფერი დაუშავებია,თუ ქოჭინა კარგი ხარისხია და სწორადაა არჩეული მგონი არ უნდა იყოს პრობლემა არვიცი.რო არ ამოყირავდეს და ა.შ

Posted by: fermina 30 Mar 2023, 10:45
მადლობა ყველას, არა არ ხოხავს, მაგრამ ძალიან ცდილობს ფეხზე დადგომას და მოწონს, ამიტომ უფრო ვიფიქრე ჭოჭინა. 9 თვისაა უკვე და მაინცდამაინც ფიზიკურად აქტიური არაა, ნუ ხოხვას ვგულისხმობ ამაში, თორემ ხელი თუ მოკიდე და დააყენე და ახტუნავე, ჭკუაზე ვერაა სიხარულისგან.

Posted by: happy-go-lucky 30 Mar 2023, 21:02
fermina
მეც ვიცოდი რომ
არაა რეკომენდირებული მაგრქმ ჩავსვი რქმდენიმე თვე. ძალიან ერთობოდა და უხაროდა. ოღონდ თვალს არ ვაშორებდი, მარტო არ ვტივებდი, ამოყირავების მეშინოდა.

Posted by: Anabeli111 31 Mar 2023, 08:42
fermina
თუ დგება ფეხზე მყარად, ვოლქერი რომ სცადოთ? ♡

Posted by: nopiahopi 31 Mar 2023, 21:00
ჭოჭინას მე ვიყენებდი ძალიან მცირე ხნით, ამოყირავებით ნამდვილად ვერ ამოაყირავებდა ისეთი ჭოჭინა იყო, გარშემოც რეზინები ჰქონდა, რამეს თუ მიეჯახებოდა, არც ჭოჭინა ზიანდებოდა, არც მეორე ობიექტი. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია სხვანაირად. აი მარტო რომ ხარ და საჭმელი გაქვს გასაკეთებელი, მაგ ასაკში არ ჩერდებოდა ჩემი უცელქესი ბავშვი. იქვე ჩავსვამდი და ვაკეთებდი საქმეს. მერე ამომყავდა. ეგეთ გამოუვალ სიტუაციაში მშველოდა ძალიან.

ვოქერს რაც შეეხება, ისეთი კმაყოფილი ვარ, ძალიან უყვარდა ჩემსას, ხის, ძალიან კარგი ხარისხის ვუყიდე სუპერში. თან დადიოდა, თან რაღაცეებს დებდა შიგნით და დაათრევდა. მოკლედ, კარგად გამოიყენა და არ ბეზრდებოდა.
ახლა ვყიდი მაგ ვოქერს, ადგილი არ მაქვს შესანახი biggrin.gif

Posted by: fermina 1 Apr 2023, 15:01
Anabeli111
ჯერ ვერ დგება მყარად, თორემ ვოლკერი მეც ვიფიქრე.

ხალხო ქანბებეს პამპერსი ძალიან უხარისხოა თუ ალერგიულია თუ რა? პირველად ვუყიდე რატომღაც, ერთი ღამე ეცვა და დილით საშინლად გამომწვარი იყო. სუდოკრემიც არ ესვა იმ ღამეს, მაგრამ ნუ მაინც ასე რატომ უნდა ექნა ერთ ღამეში, ჰაგისს არასოდეს დაუწვავს. იაფიანია გასაგებია, მაგრამ რა ვიცი …

Posted by: takoo1 1 Apr 2023, 15:20
fermina
კანზეცაა ზოგს აცვია უპრობლემოდ.
ხარისხიანი ნამდვილად არაა ქანბებე
მე გავასინჯე ერთხელ ბამბლ თუ რაღაც,აქებდნენ ქანბებეს ჯობიაო ისაო ესაო და ისეთი ალერგია მისცა ერთ ჩაცმაზე დააყარა მთელ ტრაკზე მახსოვს.
შედარებით დაბალ ხარისხიანში გიგლსი ყველას ჯობია.პატარასაც ვუყუდე ერთხელ და არ ქონია არაფერი მსგავსი.
ისე პამპერსის პამპერსს ვაცმევ და კმაყოფილი ვარ.ჰაგისი აღარ მომწონს.ელიტ სოფტი მითუმეტეს
ულტრა კომფორტი ჯობდა მაგას

Posted by: emiblack 1 Apr 2023, 15:29
fermina
ჭოჭინას რაც დეეხება მეც არ გამომიყენებია . ვერც საჭიროებას ვხედავდი სიმართლე გითხრა და არც უსაფრთხო არაა კვლევებით . ჩემი ხოხავდა და ერთადერთი რადგან ყველაფერს პირში იდებდა აღებული მქონდა საშიში ნივთები. დანარჩენი მიშვებული იყო თავის ნებაზე

Posted by: ივლისი 1 Apr 2023, 15:50
გოგოებო ავოკადო თუ მიგიციათ წლამდე ბავშვისთვის და რა სახით. ბანანთან ერთადო ვნახე ნეტში. კიდე როგორ შეიძლება რომ ცოტა გემო მოეწონოს.
* * *
fermina
ალერგია არ აქვს ჩემს ქანბებეზე. შეწოვაც ნორმალური აქვს . უბრალოდ საკმაოდ სუნს იკიდებს ჩაცმიდან მალევე. ეს დიდი მინუსი აქვს .

Posted by: fermina 1 Apr 2023, 16:31
gogatakoo
ივლისი

არაა ზოგადად პრობლემური კანის და ალეგიული ბავშვი არანაირად და ამიტომ გამიკვირდა, ერთ ღამეში როგორ მოახერხა.

emiblack
QUOTE
ჩემი ხოხავდა და ერთადერთი რადგან ყველაფერს პირში იდებდა აღებული მქონდა საშიში ნივთები. დანარჩენი მიშვებული იყო თავის ნებაზე


ეს ძაან ბოთეა, ზარმაცი, ვერ ხოხავს და ახლა ვუყიდე ხალიჩა და დავაგდე ძირს, იქნებ ისწავლოს. სიმართლე რომ ვთქვათ, აქამდე შესაბამისი პირობები არც ჰქონია, არ დასჭირვებია ხოხვა smile.gif ჭოჭინაზე ვიცი ყველაფერი, მაგრამ ეს რაღაცნაირად მოითხოვს თითქოს სიარულს, ამ სახლში ადგილიც არ მაქვს და თავის სახლში დიდი სივრცე აქცვს და იქ ირბენს უპრობლემოდ ასე მგონია.

ივლისი
QUOTE
გოგოებო ავოკადო თუ მიგიციათ წლამდე ბავშვისთვის და რა სახით. ბანანთან ერთადო ვნახე ნეტში. კიდე როგორ შეიძლება რომ ცოტა გემო მოეწონოს.


მე მივეცი თითქმის ერთი თვეა და უპრობლემოდ, ხან ბანანთან ერთად, მაგრამ ისედაც მოეწონა და ახლა პირდაპირ გათლილს და დაჭრილს ვაძლევ და კბეჩს ჩვეულებრივად.

Posted by: narkozeli 1 Apr 2023, 17:10
biggrin.gif ჩემი რეაქციაც ასეთია ხოლმე biggrin.gif

user posted image

Posted by: fermina 1 Apr 2023, 18:19
ვაიმე გადაგვჭამა ამან givi.gif


ერთი თეფში ბოსტნეულის და ქათმის სუპ პიურე დააყუმბარა და შემდეგ პასკას დაესხა თავს. მეოთხედი პასკა დაითრია და ზემოდან ვერტიკალური მიმართულებით მიყვება, პირი პასკით აქვს გამოტენილი. პ. ს. ტკბილეულს და შაწრიანებს არ ვაჭმევთ, ეს გამონაკლისის სახით დავუშვი, მაინტერესებდა რამდენი შეუძლია biggrin.gif

მსუქანი საერთოდ არაა და ეს მამშვიდებს.

Posted by: anibani18 1 Apr 2023, 18:35
არავინ მეკითხება, მაგრამ ჩემი შვილების გამოცდილებას დავწერ ვოლქერთან დაკავშირებით. მგონია რომ ვოლერი უფრო ჩვენთვია ვიყიდეთ, ბავშვები იმას დაათრევდნენ და დაატარებენ ადრეც და ახლაც, რასაც მოსახერხებლად ჩათვლიდნენ: პუფს, პატარა სკამებს, პატარა მაგიდას დაახოხებს ჩემი უმცროსი. დიდ სკამებს ეჭიდება, უფროსს ეკიდება ველოზე და ისე დადის, კედლებს მიუყვება, მოკლედ არ მიდის მაინც და მაინც ვოლქერისკენ, როცა სიარული სჭირდება და უნდა, ნებისმიერ ხერხებს ეძებს და პოულობს. ასე რომ ჩვენს შემთხვევაში ტყუილი ფულის ყრა იყო ვოლქერი.
fermina
სავარაუდოდ ალერგიაა ქანბებეზე. ჩემი უმცროსი თავიდან ულტრა კომფორტს კარგად ხმარობდა, ახლა უწითლდება ტაკო და ელიტ სოფტზე გადავიყვანე. ძალიან კარგია, თუმცა ფასი აქვს დიდი. ადრე ასეთი კარგი არ იყო ან არ მახსოვდა როგორი იყო.
ივლისი
ავოკადოს უბრალოდ ვაძლევ ან ვჭყლიტავ და პურზე ვუსვამ ხოლმე და ისე ვაძლევ. ბანანს და მანაგოს უხდება ავოკადო.

narkozeli
საყოველთაო რისხვა დამატყდება ალბათ ახლა თავს, მაგრამ იგივე რეაქცია მაქვს როცა ერთი შვილის მშობლები რამეზე წუწუნებენ smile.gif ახლა ვფიქრობ, ნეტა რა მღლიდა, ერთი რომ მყავდა.

Posted by: fermina 1 Apr 2023, 18:43
anibani18
QUOTE
fermina
სავარაუდოდ ალერგიაა ქანბებეზე. ჩემი უმცროსი თავიდან ულტრა კომფორტს კარგად ხმარობდა, ახლა უწითლდება ტაკო და ელიტ სოფტზე გადავიყვანე. ძალიან კარგია, თუმცა ფასი აქვს დიდი. ადრე ასეთი კარგი არ იყო ან არ მახსოვდა როგორი იყო.


ელიტ სოფტს ესეც იდეალურად ხმარობს. ისევ ამას ვუყიდი, ნაღდად არ ღირს ეკონომიად ასეთი ალერგია.
რა ვიცი, ელიტ სოფტზე კარგად ვერაფერი ვიხმარეთ. ზაფხულში სულაც მინდა გადავაჩვიო.
ადრეა,1 წლისააო მაგრამ დარწმუნებული ვარ მოვახერხებ.
დედამისიც ადრე გადავაჩვიე, დაახლოებით ამ ასაკში, ანუ ჯდომა რომ ისწავლა კარგად,დავსვი ქოთანზე ნელ-ნელა და ძალიან მალე უპრობლემოდ ისწავლა.

Posted by: Tua 1 Apr 2023, 18:52
fermina
აუ თქვენნაირი ბებიაა რა კარგიააა ❤️ ალბათ ბევრი ოცნებაა smile.gif)

ივლისი
6 თვიდან შეიძლება ავოკადო, კარგად მწიფე უნდა იყოზ ოღონდ, ჩემი ისე ჭამს ვაშლივით შეუძლია ჭამოს 2 ავოკადო ერთად smile.gif))

narkozeli
არადა რამდენს ჰგონია რომ 1 წლამდე ბავშვია რთული lol.gif

Posted by: fermina 1 Apr 2023, 19:02
Tua
QUOTE
fermina
აუ თქვენნაირი ბებიაა რა კარგიააა ❤️ ალბათ ბევრი ოცნებაა )


მადლობა 2kiss.gif

მგონი რაღაცნაირად, შვილად უფრო აღვიქვამ smile.gif ყოველ შემთხვევაში მიჭირს წარმოდგენა, რომ ბებია ვარ smile.gif

თან ახლა უკვე გამოცდილება მაქვს და ბევრად სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს.
* * *
ყველაზე ეფექტური რა არის პამპერსით გამოწვეული სიწითლის/ალერგიის/ დამწვრობის შემთხვევაში? რაღაც კრემებია სახელს ვერ ვიხსენებ. სუდოკრემი და ტრიდერმი მაქვს, მაგრამ რაღაც სხვა იყო, ერთხელ ვიყიდე.

Posted by: მანანიკო 1 Apr 2023, 19:43
anibani18

მე ერთი მყავს და თან დამხმარეები სახლში და მაინც სახეახდილი ვიყავი და პოსტსამშობიარო დეპრესია და ყველაფერი გავიარე და მაშინ მოვიხარე ქედი ყველა დედის წინაშე ვისაც ერთზე მეტი შვილი ყავს pray.gif

Posted by: Tua 1 Apr 2023, 21:06
fermina
ველედას საფენის ქვეშ კრემს ვიყენებდი მე იდეალურად, ცოტა სქელი ფენა წაუსვუთ ოდნავ აცადეფ შეშროვა 1 წუთი და ამოაცვით მეტრ პამპერსი. რაც შეეხება ოამოერსს ცოტა ბიუჯეტური რბილი და ხარისხიანი მოლფიქსია ისე საკმაოდ რბილია smile.gif ტრიდერმს თუ არახმართ კარგია ჰორმონალური წამალია და არაა სასურველი.



Posted by: any_body 1 Apr 2023, 21:27
fermina
ჭოჭინის რეკომენდახიას აღარ გასცემენ მართალია, არაა უსაფრთხო ზოგადად.

პამპერსის გადაჩვებ 1,5 წლიდან
უმჯობესია, ბავშვის განვითარებიხნ გამომდინარეა ესე, 1,5 წლამდე ორალირი განვითრებაა როდესაც ბავშვი ყველაფერს პირში იდებს, ორალირი განვითრების შემდეგ უკვე შეიძლება ფიქრი პამპერსის გახდაზე.

Posted by: fermina 1 Apr 2023, 21:32
Tua
QUOTE
fermina
ველედას საფენის ქვეშ კრემს ვიყენებდი მე იდეალურად, ცოტა სქელი ფენა წაუსვუთ ოდნავ აცადეფ შეშროვა 1 წუთი და ამოაცვით მეტრ პამპერსი. რაც შეეხება ოამოერსს ცოტა ბიუჯეტური რბილი და ხარისხიანი მოლფიქსია ისე საკმაოდ რბილია  ტრიდერმს თუ არახმართ კარგია ჰორმონალური წამალია და არაა სასურველი.


არადა შველის ეს ტრიდერმი, იშვიათად მიხმარია, მაგრამ ეფექტურია, თან რცხილაძემაც, შეიძლებაო და...

any_body
QUOTE
fermina
ჭოჭინის რეკომენდახიას აღარ გასცემენ მართალია, არაა უსაფრთხო ზოგადად.

პამპერსის გადაჩვებ 1,5 წლიდან
უმჯობესია, ბავშვის განვითარებიხნ გამომდინარეა ესე, 1,5 წლამდე ორალირი განვითრებაა როდესაც ბავშვი ყველაფერს პირში იდებს, ორალირი განვითრების შემდეგ უკვე შეიძლება ფიქრი პამპერსის გახდაზე.


ვიცი, კანადაში აკრძალულია ჭოჭინა, მაგრამ რაც მე წავიკითხე სხვადასხვა წყაროებში, უფრო მეტად უსაფრთხოების, ვიდრე განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო.

ზაფხულში ერთი წლის იქნება და თან უფრო მარტივია, ნელ-ნელა დავიწყებ გაწვრთნას smile.gif

Posted by: Sandra2209 1 Apr 2023, 22:27
narkozeli
Tua
ჩემთვის მართლა ეგრე იყო, რაც უფრო იზრდებოდნენ ყველაფერი უფრო მარტივდებოდა. აი პატარა რომ 3 წლის გახდება, მერე სრულიად დასვენებული ვიქნები : D

Posted by: Tua 1 Apr 2023, 22:31
Sandra2209
რაღაცეები შეიძლება გამარტივდა კი ჩემთანაც ეგრეა , ძილი ( ის რომ ცალკე ოთახში სძინავს და მთელკ ღამე უდიდესი კომფორტია) , ჭამა ( ნუ ეს არასდროს უჭირდა) , დამოუკიდებლად რაღაცეების კეთება, მაგრამ ასაკების კრიზისებმა უკვე გადამდგა ჭკუიდან gigi.gif facepalm.gif 3 წლიდან რომ დაიწო ეხლა 3.5ისაა თითქმის ცოტა შემცირდა რა შედარებაა მაგრამ მაინც . 1.5-2 წლის და 2-3 წლამდე არის ყველაზე რთული ჩემი აზრით givi.gif

Posted by: Natruliiiii 1 Apr 2023, 22:48
გოგოებო, საკეისროს მერე სამი თვე ხდება და იმ 1 თვიანი გამონადენის მერე, გამიჩერდა 10 დღე მაინც და მერე ისევ დამეწყო და მეგონა ციკლი დამეწყო, მაგრამ ცოტ-ცოტა მომდის უკვე რამდენი ხანია, ციკლსაც ვერ დავარქმევ, ვიყავი ეხოზე და კარგად არაა ჩამოსული როვორც ჩანსო ენდომეტრიუმი გასქელებულია და ეს უნდა კარგად წამოვიდესო თუ არა მექქნიკური ჩარევა იქნება საჭიროო, თან პერსისტირებული ფოლეკული ისახებაო (ეს მგონი საშიში არაა ხო, 17მმ-ია და კისტასთვის პატარაა როგორც ვიცი) მაგრამ ეს მექანიკური ჩარევა შემეშინდა. რამ შეიძლება გამოიწვიოს წამოსვლა, რამე მივახმარო რომ ბევრი წამოვოდეს და ჩამოსუფთავდეს, არ მინდა ჩარევები sad.gif
* * *
დავამატებ, ბავშვი ძუძუზე არ მყავს. იქნებ მირჩიოთ რამ შეიძლება უშველოს წამოსვლა რომ ჩამოსუფთავდეს და არ დამჭირდეს გამოფხწკა ან რამე მსგავსი.

Posted by: narkozeli 2 Apr 2023, 17:30
anibani18
QUOTE
საყოველთაო რისხვა დამატყდება ალბათ ახლა თავს, მაგრამ იგივე რეაქცია მაქვს როცა ერთი შვილის მშობლები რამეზე წუწუნებენ  ახლა ვფიქრობ, ნეტა რა მღლიდა, ერთი რომ მყავდა.


რატო დაგატყდება საყოველთაო რიცხვა biggrin.gif მე იმ ხალხის უფრო მიკვირს ორი ბავშვი რატო გონიათ ერთივით ადვილი, ორმაგად რთული რო იქნება, რა დიდი მიხვედრა უნდა :დ

და ერთზე თუ კვდები და ფეხზე ვეღარ დგები, მეორეს რო გეგმავენ ეგრევე მიყოლებით, ეგ ვერ მესმის.

ურთულესია დარწმუნებული ვარ ორი შვილი და ერთს არც შევადარებ. მე ერთიც არ გამჭირვებია დიდად იმდენი უმარტივესი ბავშვი იყო და პლიუს დაბადებიდან ისეთი მომხმარე დამხმარე მყავდა მარა მეორეზე ორმაგად მობილიზებული ვარ ეხლა, ველოდები გართულება-სირთულეებს biggrin.gif
* * *
Sandra2209

რაღაცეები მარტივდება მარა ზოგადად, ის მოლოდინი რო ბავშვს რაც ასაკი ემატება- უფრო ადვილია, დიდად არ მაქვს biggrin.gif მითუმეტეს თინეიჯერობა გვაქვს წინ, კრიზისების კრიზისი :დ

მე ღამის თენება და მსგავსი სირთულეები არ გამომიცდია საერთოდ, შესაბამისად ფიზიკურ სირთულეებს დიდად არც ვგულისხმობ,აი ასაკობრივი განვითარება კრიზისები მერთულება ყველაზე მეტად, რაც ასაკთან ერთად არ იკლებს როგორც ვხვდები :შ ჩემთვის ეს ემოციური პასუხისმგებლობებია ყველაზე რთული მშობლობაში, ფიზიკური სირთულეები იმდენად არ მქონია.

Posted by: takoo1 2 Apr 2023, 19:01
user posted image
გოგოებო სად ვიყიდი ამას ან ასეთს მსგავსს?
არ გვაქო ამოიწურა მარაგიო

Posted by: Sandra2209 2 Apr 2023, 19:06
Tua
narkozeli
ყველაზე მეტად რაც მთრგუნავდა, ჩვილი ბავშვების უსუსურობა იყო, მთლიანად შენზე რომ არის მინდობილი, ეს ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე.
ზოგადად ჩვილი ბავშვები არასოდეს მიყვარდა, ხელშიც კი არ მჭერია სანამ შვილი მეყოლებოდა.
ეხლა დამოუკიდებელ ადამიანს რომ ვხედავ ჩემ შვილებში ძალიან მომწონს.

ისე ორი ბავშვი უფრო რთულად წარმომედგინდა, ჩემ შემთხვევაში რამე განსაკუთრებული სტრესი არ ყოფილა, მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც პატარაც წამოიზარდა.

Posted by: narkozeli 2 Apr 2023, 19:09
Sandra2209

ხო აი მაგაშიც სხვაობაა)) ჩვილების მეც სულ მეშინოდა მარა იმდენად მუთაქა იყო და მარტივი, ყველაზე მეტად ჩვილობა მემარტივებოდა ამ გადმოსახედით biggrin.gif ზუსტად იმ მიზეზით რომ სადაც გინდა დაგყავს, რასაც გინდა აცმევ biggrin.gif აბა ეხლა ყველაფერზე წინააღმდეგობები აქვს )))

Posted by: anibani18 2 Apr 2023, 20:21
gogatakoo
ასეთი ჯიპისის და ფარმადეპოს ჰქონდა. ძალიან კარგად ვიხმარე უფროსზე. პატარას არ მოეწონა. კანპოლსაც აქვს მსგავსი.
ახლა შევამოწმე აფთიაქებში და აღარ აქვთ როგორც ჩანს. ამაზონზე გამოიწერე მაშინ თუ შეგიძლია, ფრიდა ბეიბის.
narkozeli
არ ვიცი რატომ მეგონა რომ შევძლებდი. უბრალოდ არც მიფიქრია შეძლებაზე, ძალიან მინდოდა მეორე. ან მაშინვე უნდა გამეჩინა ან მერე უკვე გვიანი იქნებოდა. არც მეგონა რომ დავრჩებოდი ორსყლად მართალი რომ გითხრა.
ჩვილობას ახლავს გარკვეული სირთულეები. მე თინეიჯერობის მეშინია ძალიან.
* * *
მანანიკო
ძალიან კარგად მესმის თქვენი. ყველა ეტაპს აქვს თქვისი სირთულე, ამის თქმა მინდოდა. ხუთშვილიან დედას სიცილად არ ეყოფა ჩემი წუწუნი.
პირველი შვილი მაინც რთულია. ახლა ვხვდები, რომ არარეალისტუტი მოლოდინები მქონდა, რამაც ძალიან დამხია უკან და ბევრი რამ არასწორად გამაკეთებინა

Posted by: happy-go-lucky 3 Apr 2023, 08:01
გოგოებო, 6-7 წლის ასაკის ბავშვებში თმის ცვენას რა შეიაზლება იწვევდეს, ხომ არ გაქვთ გამოცდილება? პედიატრს უნდა მოვმართო თუ ენდოკრინოლოგს? ახლა კოვიდი მაქვს და ბავშვს სავარაუდოდ უსინპტომო, არ ვიცი ამასთან რამდენად კავშირშია, მაგრამ ბოლო დღეებია შევნიშნე ბალიშზე რჩება თმა. შეიძლება იქამდეც მაგრამ ახლა შევამჩნიე, არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება sad.gif ავღელდი ძალიან, რას მირჩევთ?

Posted by: Anna-Mari 7 Apr 2023, 10:40
გოგოებო kids 0-9 ვის გამოგიყენებიათ? პედიატრმა დაგვინიშნა ცოტა ხმა ჩაეხლიჩა და ხრუტუნებს და რამდენად ეფრქრურია, ბავვსი 2.5 თვისაა.

Posted by: takoo1 7 Apr 2023, 10:58
Anna-Mari
ჩვენ დაგვინიშნა გაციებული რო მყავდა მარა დიდი იყო ჩემი 2 წლის.
რამე გამსაკუთრებული ვერ შევნიშნე რავიცი.

* * *
happy-go-lucky
ჯერ პედიატრთან გაიარე კონსულტაცია.
შეიძლება ვიტამინის ნაკლებობა იყოს.

Posted by: Anna-Mari 7 Apr 2023, 12:14
takoo1
ანუ დიდად შედეგი არ გქონიათ, რავიცი მცენარეულიაო და არაფერია საშიშიო, მარა რა ვქნა ამ წამლების მიცემა ასე პატარაზე მაინც ვფრთხილობ, ეს ხმა კიდევ ისე აქვს შეცვლილი და თან აშკარად აწუხებს ყელიც, აღუებს ამბობდა გუშინ მთელი დღე და დღეს გაჩუმებულია და რომ ცდილობს თქმას, მერე იწყება ტირილს sad.gif ისე სიცილების ხასიათზე კი ბრძანდება, წეღან სულ მიცინა smile.gif
* * *
აუ კიდევ რა მაინტერესებდა, ორსულობამდეც და ორსულობაშიც ვსვავდი ეუთიროქს 25იანს, მერეც გავაგრძელე ჩემით არ შემიწყვეტავს, ეხლა მინდა მისვლა ენდოკრინოლოგთან, თან დ ვიტამინიც დაბალი 8 მაქვს, ტსჩ გავიკეთე მაინტერესებდა და 2.8 მაქვს, ანუ ვფიწორბ ჯერ გავაგრძელონისევ წამალი სანამ მივალ და ეს დოზა ისევთქო.

Posted by: takoo1 7 Apr 2023, 13:29
Anna-Mari
მცენარეული არის კი,თუ სიცხე არ აქვს და ისეთი არაფერი ჭირს გაუვლის აცადე ერთი ორი დღე. სულ გაციებული მყავს პატარა მთელი ზამთარი დავიტანჯე მარა არ მიმიცია წამალი
არ დამინიშნა პედიატრმა მიუხედავად იმისა რო ბრონხიტი ქონდა და იმის მერე თითქმის სულ ახველებს.
ერიდებიან ზოგადად პატარებში მედიკამენტებს,არც ამოსახველებელი შეიძლება რამდენადაც ვიცი.
თუ არ ახველებს არ გინდა არაფერი
უბრალოდ გაციებაზე
ახველებს?

Posted by: Anna-Mari 7 Apr 2023, 13:47
takoo1
არა, რამდენჯერმე წამოახველა მაგრამ უფრო მგონია ნერწყვი გადასცდა, ეს ცხვირში ხრუტუნიც სულ აქვს პატარებმა რომ იციან ისე, მაგრამ მაინც ცოტა უფრო მძაფრად, აი ხმა აქვს ოდნავ შეცვლილი და მაგან დამაფეთიანა sad.gif ხოო არ ვაძლევ ჯერ, დავაკვირდები აბა,ისე ეგ წამალი სიცხეზრც ისმევა?

Posted by: takoo1 7 Apr 2023, 13:54
Anna-Mari
რომელი გითხრა გააჩნია მაგას ბევრნაირი აქვს.
სავარუდოდ ხველა და გაციებას გეტყოდა.
არა სიცხეზე არამგონია არ ეწერა მახსოვს ტემპერატურა.მცენარეულია ჰომეოპათიური
სიცხეზე ეფერალგანს ვაძლევდი.ნუროფენი არ მახსოვს რომელი თვიდან შეიძლება.მგონი 3თვემდე მგონი არა.
ცხვირი ურეცხე ფიზიოლოგიურით არ გითხრა ეგ?
რამოდენიმეჯერ დღეში.გვერდულად დააწვინე ერთ ნესტოში ჩაასხი მიაჭირე ხელი მეორე ნესრტოდან გამოვა.თუ ამოსატუმბი გაქ მაგით გამოუღე.მე ვერ ვიშოვე და სრთი კიდე უნდა ვიკითხო სხვა ბრენდი იქნებ ვნახო.

Posted by: Anna-Mari 7 Apr 2023, 14:30
takoo1
კი ხველა-გაციების და ჯერ არ ვაძლევ დავაკვირდები აბა, იქნებ აულაგდეს თავისით მალე. ფიზიოლოგიური მე ჩავასხი ჩემითვე დილას და რომ მკითხა მაგაზე ვუთხარი და კარგია გააგრძელეო, სხვა არც არაფერს ვუკეთებ და ვნახოთ. ხმა რომ არა ისე არც ეტყობა დიდად არაფერი სხვა და იქნებ მალე გაუაროს.

Posted by: takoo1 7 Apr 2023, 14:31
Anna-Mari
კი წესით გაუვლის,მერამდენე დღეა?
ყელისგანაა ალბათ ხმა თუ შეცვლილი აქვს.
ძუძუზე გყავს?

Posted by: Anna-Mari 7 Apr 2023, 16:25
takoo1
ძუძუზე აღარ, სულ გადავედით ფორმულაზე. გუშინ საღამოს შევნიშნე ხმა, წესით თუ გაციებაა 3 დღე ხომ მაინც იცის. დავაკვირდები შაბათ-კვირას და ორშაბათა წავიყვან პედიატრთან თუ არ იყო უკეთესობა.

Posted by: takoo1 7 Apr 2023, 16:27
Anna-Mari
მაინც მიიყვანე პედიატრთან ცუდი ვირუსებია და ჯობია აჩვენო:
აა ძუძუს თუ არ ჭამს მაშინ ჩაი მიეცი შუალედებში თბილი ყელზე უშველის.
სხვას ვერაფერს მისცემ ეგრე პატარას

Posted by: Anna-Mari 7 Apr 2023, 17:56
takoo1
მადლობა ჩემო კარგო, ძაან მეხმარები ♡ კი მივიყვან აუცილებლად. რაც მთავარია ხასიათზეა მოთენთილი არაა და ეგ მაიმედებს.

Posted by: takoo1 7 Apr 2023, 19:03
Anna-Mari
აბა აქ რისთვის ვართ.
არ ინერვიულო რომც დაახველოს.
სუნთქვის სიხშირეს დააკვირდი რც მთავარია.
40-60 უნდა იყოს წუთში

Posted by: tako/barbi 8 Apr 2023, 11:17
გოგოებო 5 წლისაა,სასწაული სპაზმი აქვს ღამე მითუმეტეს დექსამეტაზონით გამოვიყვანე ორჯერ მდგომარეობიდან,გუშინ მოვასმენინე და პუროქსანი და ბულმიკორტის ინგალაციაო…ფაქტია არ შველის,რას აძლევთ ასეთ დროს კიდევ?

Posted by: takoo1 8 Apr 2023, 12:10
tako/barbi
პულმიკორტს გულისხმობ ალბათ,
ჩემსას სალბუაირი დაუნიშნა პატარას,6 თვისაა
ამას ბრონხიტისგან წონდა სპაზმი არ ვიცი რამდენად უშველის შენსას მარა ცადე აბა.

Posted by: tako/barbi 8 Apr 2023, 16:23
takoo1
ხო არ მიწერია სწორად,დავიტანჯე რა დღესაც იგივე დღეშია sad.gif აღარ მინდა ამდენი დექსა sad.gif

Posted by: happy-go-lucky 8 Apr 2023, 21:43
tako/barbi
პულმიკორტმა უნდა მოუხსნას სპაზმი. არ ხსნის საერთოდ ? დღეში რამდენჯერ აქვს დანიშნული?

ბოლოს პულმიკორტი (2*) და ბეროდუალი (2*), ორივე ჰქონდა დანიშნული დღის განმავლობაში.

Posted by: Anabeli111 8 Apr 2023, 23:11
გოგოებო, მაინტერესებს, საკეისროს მერე თუ გქონიათ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. ადრე არასდროს არაფერი მავიწყდებოდა. ახლა 2 წუთის წინ რომ მითხრეს, ეს გააკეთეო, 2წუთში თუ სხვა რამეზე გადავიტანე ყურადღება, მავიწყდება.

თუ გქონიათ, რამდენ ხანში გაივლის? მხოლოდ ვიტამინების დახმარებით, თუ რამე გზა არსებობს. უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება ეს მდგომარეობა. განსაკუთრებით სამსახურის საკითხში.

Posted by: takoo1 9 Apr 2023, 01:03
Anabeli111
ეგ არამგონია საკეისროს ბრალი იყოს biggrin.gif
მგონი ორსულობა/მAობიარობამ იცის.
მე ვარ ეგრე გაბრიელის მერე და კიდე არ გამიარა ნერვები მეშლება,არაფერი არ მავიწყდებოდა და ხანდახან უყუდადღებობასავით გამომდის,არადა მართლა მავიწყდება.
კიდე რა მჭირს იცი?ლაპარაკის დეოს ნივთს დავდებ სადღაც და არ მახსოვს მერე სად დავდე ან ვაფშე დავდე თუ არ დავდე biggrin.gif
ვამტკიცებ ხოლმე და მერე მახსენდება

Posted by: Tua 9 Apr 2023, 09:31
Anabeli111
საკეისროს ბრალი არაა ეგ ან, 1 წლისკენ გაგივლის ლოშმარია ვივი მაგრამ სხვა გზა არაა. 1 წლამდე ყველაფერი მავიწყდებოდა საერთოდ smile.gif) სადღაც 5 თვისკენ დამეწყო

Posted by: Anabeli111 9 Apr 2023, 09:42
takoo1
კი, ზუსტად. უყურადღებობასავით გამომდის.. საუბრის დროს უცებ სიტყვა მავიწყდება. ან რომ დავიწყებ სუაბარს, რისთვის დავიწყე, არ მახსოვს...
Tua
აქამდე ვფიქრობდი გამივლიდა და რაღაც უნდა გამერკვია 3 დღის წინ და ახლა გამახსენდა )))

თან გამოცდაზეც მინდა გასვლა და ამ მეხსიერებით, ძაან არ ჩავაბარო biggrin.gif

Posted by: member20 9 Apr 2023, 13:56
Anabeli111
მე კოვიდის მერეხამეწყო ეგ, ისეთ რამეზე მიწევს დაფიქრება, წამსაც რო არ ვანდომებდი :/

takoo1
მეც მგონია რო ორსულობამ და მის მერე სულ დაძაბულობა/დაღლამ იცის, კონცენტრაციას ძლივს ვახდენ ხოლმე

Posted by: tako/barbi 9 Apr 2023, 15:43
happy-go-lucky
არ მოუხსნა წუხელ იგივე კოშმარი გავიარეთ,დღეს არაუშავს,წამლიც შეუცვალა და ვნახოთ ამაღამ როგორ იქნება…Anabeli111
ეგ არაა საკესროს ბრალი,გადაღლა,ღამის თევა,ბავშვზე ხარ ორიენტიებული რა სჭირდება ასე 6 ან 7 თვეზე გაგივლის,იმდენად ვითიშებოდი მაბრალებდნენ ყურს გაკლიაო lol.gif წავედი გავესინჯე ავერსში facepalm.gif გათიშული და გადაღლილი ხარ,გაივლის❤️

Posted by: takotatuli1989 10 Apr 2023, 01:50
tako/barbi
ჩემ ტყუპებსაც ქონდათ ორი და სამი დღის წინ. არცერთს არ აქვს ბრონქიტი. დიდად არც ახველებდათ დღე, ცხვირშიც არ ქონდათ გამონადენი და ჯერ ბიჭს დაემართა ღამე გაუჩერებელი ხველა და მერე გულისრევა. ჩავასხი დექსა, ინჰალაციაც გავუკეთე და გადავიარეთ ის ღამე, მეორე ღამეს გოგოს დაემართა იგივე და მესამე ღამესაც. პულმიკორტს და ფიზიოლოგიურს ვასუნთქებდი მარა არ მგონია აზრი ქონოდა. რაღაც ვირუსია ეტყობა. არც სიცხე და არაფერი. გუშინ ღამე ახველებდა გოგო და დღეს საერთოდ არ დაუხველებია. ინჰალაციაც აღარ გამიკეთებია.

Posted by: ივლისი 11 Apr 2023, 17:14
გოგოებო, ნორდიკის ფაფები რომელი თვიდან მიგიციათ ბავშვისთვის და ხილს უმატებდით რამეს თუ ისე ?

Posted by: narkozeli 11 Apr 2023, 17:18
ივლისი

1 წლიდან ვაჭმევდი ნორდიკს, ხილის და ყველაფრის გარეშე, წყალზე უნდა მოხარშო და ბოლოს შეგიძლია რძე ჩაამატო (ოღონდ არ უნდა აადუღო რომ არ დაკარგოს რძემ ვიტამინები, პასტერიზებული რა თქმა უნდა)
* * *
დღემდე დილას ნორდიკით ვიწყებთ ჩვენ. 4 მარცვალი და წიწიბურა უყვარს ძაან

Posted by: ივლისი 11 Apr 2023, 17:29
narkozeli
ა ანუ წლამდე არაა ხო ? ახლა ვნახე ხილიანი ნორდიკებიც ყოფილა . ეგეც წლამდე არ იქნება ალბათ მიღებული.

Posted by: narkozeli 11 Apr 2023, 17:32
ივლისი

ზოგადად მოსახარში ფაფები ძირითადად წლის მერეა ხოლმე კი.

Posted by: takoo1 11 Apr 2023, 17:54
ივლისი
წლამდე შეიძლება მარა რძეს ხო ვერ უზამ წლამდე და ამიტომ წლიდან აჭმევენ.
მეც წლიდან ვაძლევდი მაგას და მილინ პარასს.

* * *
გოგოებო ხორცი რომელი თვიდან მიეცით?
7 თვეზე რას აჭმევდით დამიწერეთ თუ არ გეზარებათ მოკლედ რა :*
ფაფებზე მაინტერესებს ვისაც ალერგია ქონდა რძეზე ურძეოს როგორ აჭმევდით?
დიდად არ მოეწონა და თან არც ანაყრებს ურძეოsad.gif რანაირად შეილება მივცე

Posted by: ივლისი 11 Apr 2023, 18:06
მადლობა გოგოებო. ვიფიქრე ფორმულის რძეს შევურევდი.
-------------

Posted by: fermina 11 Apr 2023, 20:40
ივლისი
QUOTE
მადლობა გოგოებო. ვიფიქრე ფორმულის რძეს შევურევდი.


მოსახარშ ფაფებს რატომ არ შეიძლება ფორმულის რძე შეურიო? ანუ წყალზე კი მოხარშავ, მაგრამ დაუმატებ მერე ცოტა რძეს, გემოსთვისაც და ისედაც, სასარგებლოა.

10 თვისაა ჩვენი ბაია და ყველაფერს ჭამს უკვე. პასკებიც დააგემოვნა, მიუხედავად იმისა, რომ შაქრიანებს არ ვაჭმევთ, ახლა გამონაკლისის სახით მივეცით და გამოიტენა პირი smile.gif ყველს ხელიდან ართმევს საჭმელს და ეგრევე პირისკენ მიაქანებს biggrin.gif


* * *
QUOTE
გოგოებო ხორცი რომელი თვიდან მიეცით?
7 თვეზე რას აჭმევდით დამიწერეთ თუ არ გეზარებათ მოკლედ რა :*


6 თვისას ინდაურის ხორცი მივეცით ჯერ, მერე ქათამიც, მერე მგონი 8 თვიდან თევზიც.

ფაფა დილით, სადილზე ბოსტნეულის პიურე ან შიგნითვე დაბლენდერებული ხორცით ან თევზით, ან პირდაპირ პატარა ნაწილებად დაძიძგნილი. ამ პერიოდში ვასინჯებდით ცოტ-ცოტა ყველაფერს - ხილს, კვერცს, უშაქრო ორცხობილას. არაფერზე არ ჰქონია ალერგია და 8 თვიდან უკვე ყველაფერს სრულფასოვნად მიირთმევდა.

ახლა ოსპიც შევურიე ბოსტნეულში, მოხარშული. ლობიანსაც კი მიირთმევს, უყვარს.

Posted by: takotatuli1989 12 Apr 2023, 02:16
takoo1
ჩვეულებრივ მიეცი ხორცი. მე ბოსტნეულში ვურევდი. საქონელს ვაძლევდი და ინდაურს. მაგ ვადაზე სემპერის მზას ვურევდი ბოსტნეულის მიქსში და სანსლავდნენ. ჩვეულებრივიც შეგიძლია მისცე საქონელი, კურდღელი მარა ქათამი თუ სოფლის არ გაქვს თავი შეიკავე მაინც რა ვიცი. ფაფას ჭამდნენ თუ არა მაგ ვადაზე არ მახსოვს, არ მგონია, ხილს ვაძლევდი და ხორციან ბოსტნეულს, თევზსაც ოღონდ ასევე სემპერისას. დანარჩენ კვებაზე რძეს იღებდნენ. ხილს პირდაპირაც ვუწყობდი როგორც წესია მაგ ვადაზე იმ ზომებში და მიირთმევდნენ, ბროკოლსაც.

Posted by: Meilisi 16 Apr 2023, 17:12
ქრისტე აღდგა, ვისაც საკეისრო გაქვთ გაკეთებული რა ტკივილ გამაყუჩებელს იღებდით ნემსის სახით ოპერაციიზ შემდეგ სახლში ?


Posted by: ივლისი 16 Apr 2023, 23:09
fermina
ხო წესით ფორმულის შერევა მოსახარშ ფაფაში რა პრობლემაა. მართალი ხარ.
დღეს მინდოდა კვერცხის გული გამესინჯებინა მაგრამ ცოტა ალერგიული ბავშვია ვატყობ, თავი შევიკავე. ჭარხალზე და ბატატზე ტაბუ გვაქვს cry.gif

Posted by: takoo1 17 Apr 2023, 12:36
Meilisi
მომავლებში დაწერე და გეტყვიან გოგოები:*
ივლისი
რატო გაქვთ ტაბუ ბატატზე??
* * *
takotatuli1989
ხოო ეხლა ვაპირებ გავასინჯო ხორცი,თუ მოეწონა ხშირად მივცემ სუპებში გავურევ.
რძის ნაწარმი რო არ ეჭმევა მეცოდება ძაან
ფაფაც ურძეო თან.
fermina
პირველს მეც ვაძლევდი 8თვეზე ხორცსაც,ხაჭოსაც მარა ამას რო რძეზე ალერგია აქვს ვერ მივცემ ჯერ.ვერიდები რაღაცეებს მეშინია ისეთი დღეები გავიარე მაშინ smile.gif კიდე რო აერიოს კუჭ ნაწლავი არ მინდა

Posted by: ივლისი 17 Apr 2023, 12:45
takoo1
ალერგია მისცა ბატატმაც ჭარხლის მსგავსად. არადა გოგრისმსგავსია ხო. გოგრაზე არაფერი რეაქცია, უყვარს ძალიან. ცოტა ხანში კიდე ვცდი აბა და დავაკვირდები.
* * *
შენსას ლაქტოზის აუტანლობა აქვს ?
* * *
ურძეო ფაფებს მე ფორმულით ვაკეთებდი . ანუ წყალზე არა.

Posted by: takoo1 17 Apr 2023, 16:29
ივლისი
ვაა მართლა? არადა ალერგიული არ უნდა იყოს
სტაფილოზე უფრო გამიგია.
ნამდვილად მაგაზე ქონდა?
გამონაყარი ქონდა?
ნუ რას გაიგებ პრინციპში ზოგს რაზე აქვს ალერგია ზოგს რაზე.
ტკბილი კარტოფილია რავიცი გოგრას და კარტოფილს შორისაა))

რძის ცილაზე აქვს ალერგია,ლაქტოზის აუტანლობა კიდე სხვაა.
ეს ხო სპეც კვებაზეა.ანტიალერგიულს ჭამს ფორმულას და რამდენად შეიძლება ფაფაში არევა ერთი ეგ უნდა გავარკვიო.

Posted by: Anabeli111 17 Apr 2023, 20:26
user posted image
გოგოებო, ვისაც კვებასთან, ბავშვის ნივთებთან, განვითარებასთან დაკავშირებით გინდათ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ რჩევები, აქ დაემატეთ. მხოლოდ წეროების მოყვანილი ბაიების მშობლები ვიქნებით ^_^ ♡

Posted by: takoo1 17 Apr 2023, 20:35
Anabeli111
ანაა ეს FB-ა? biggrin.gif

Posted by: Anabeli111 17 Apr 2023, 20:49
takoo1
კი, თაკ biggrin.gif ♡ სხვაგან სად შეიძლენა მსგავსი სივრცია შექმნა?

Posted by: takoo1 17 Apr 2023, 21:30
Anabeli111
მე ვერ ვერკვევი ხო იცი არაფერი არ მაქ ტელეგრამის გარდა biggrin.gif

Posted by: Iris87 17 Apr 2023, 23:29
გამარჯობა გოგოებო, ლაქტაციის დროს რომელ ვიტამინებს მირჩევთ, ელევიტი თუ სოლგარი პრენატალი?

Posted by: Swan:) 18 Apr 2023, 01:01
Anabeli111
მეც ეგრე ვარ. 1 წელი გავიდა ოღონდ უკვე და მგონი უფრო მიმძაფრდება. არადა, მეხსიერება მქონდა ძალიან კარგი. ღამის ლაქტაციას და უძილობას ვაბრალებ. არავინ მიჯერებს. სამსახურშიც შენიშვნებს ვიღებ და სახლშიც (და ამ შენიშვნებს მე ძალიან განვიცდიsad.gif)

პ.ს.
მშობიარობის მერე დეპრესია არ მქონია. ახლა მეწყება ვატყობ sad.gif smile.gif


პ.პ.ს.
გოგოებო, დღის რეჟიმი როგორი გაქვთ? მართლა მაინტერესებს როგორ პოულობთ დროს საკუთარი თავისთვის? როგორ ახერხებთ? (მშვიდად ბანაობა, მშვიდად ჭამა, მშვიდად ტუალეტი იგულისხმება. ვინმე თუ თმის, ფრჩხილების, ტანსაცმლის დაუთოებას, მოწესრიგებას და ფილმის ყურებას, კიდევ მაღაზიაში გავლას ან ახლობლებთან/მეგობრებთან გასვლას ახერხებთ ყოჩაღ თქვენsmile.gif ).

ძალიან მაინტერესებს სხვები როგორ უმკლავდებით ყველაფერს. გთხოვთ, დაწეროთ. დამეხმარებოდით. მე ვერ ვახერხებ.

Posted by: takotatuli1989 18 Apr 2023, 02:48
Swan:)
აგერ მე სამი შვილი მყავს, პატარები1.5 წლის ტყუპები. დღეს ჩამოვედი სოფლიდან ტყუპისცალი ახველებდა ვერ დაიძინა მთელი დღე ჩემი მშობლები მოვიდნენ, ერთი დავაძინე, უფროსს პიცა გავუმზადე, მეორე ტყუპისცალს ინჰალაციები ვუკეთე, სასწრაფი ოედიატრიც გამოვიძახე, საჭმელი მოვუმზადე არ ჭამეს, მერე სხვა რამე შევთავაზე, მერე ის ტყუპისცალი დავაძინე რომელიც ცუდად იყო ამასობაში ყირაზე გადადიოდნენ უფროსი და მეორე ტყუპისცალი (უკვე გაღვიძებული) მამამისთან ერთად. რო დაიძინა მერე უფროსი ვაბანავე და იმ მაკაკა ტყუპისცალთან ერთად დავაძინე. მერე ტილოები შევყარე გასარეცხად, დავალაგე სახლი, გამოვწმინდე, დავუუთივე ქმარს პერანგი, შარვალი და მერე ვიბანავე, მოვიწესრიგე ფრჩხილები და თმა. ეხლა აგერ ჩამოვსქროლე ფორუმი და დავიძინებ. biggrin.gif ხვალ სამსახურში წავალ. ,,მშვიდად" ვერაფერს ვაკეთებ სულ ვადარბენაზე ვარ.

პ.ს. ნუ ბავშვების ჩაბანვები, გამოცვლები, ჭურჭლის რეფხვა და იატაკის ასჯერ დაგვა გამივტოვე. რობოტი პილასოსი მაქვს და იქამდე ვერ მივედი რო გავწმინდო და ჩავრთო, იმიტო რო ხან ერთს ძინავს, რომელიმე ოთახში, ხან მეორეს ეშინია და ა.შ. biggrin.gif

Posted by: takoo1 18 Apr 2023, 10:31
Swan:)
1 წლის მერე დეპრესია მშობიარობის ბრალი არა მგონია იყოს,უფრო რეჟიმის ბრალია.
ერთი გყავს?
დღის რეჟიმი ერთნაირია ჩემთან თითქმის ყოველდღე.
პატარა იღვიძებს 8ზე უმეტესად დიდსაც აღვიძებს.ცოტახანი ლოგინში ვკოტრიალობთ იმიტო რო ეგრევე ადგომა და გამოფხიზლება მიჭირს,ვრთავ მუსიკას გავდივარ სამზარეულოში უფროსს ვუმზადებ ფაფას,პატარა ხელში მყავს იმიტო რო იმასთან რო დავტოვო ომია biggrin.gif
მეორესაც ვაჭმევ.მერე ვიწყებ სახლის საქმეებს დილითვე ვითავებ ყველაფერს.მერე ხან ერთს ვაძინებ ხან მეორეს.სანამ ძინავთ მეც თუ არ დავიძინე აი მაშინ ვასწრებ თავის მოწესრიგებას.ყავას ვსვავ წამოვწვები ხან აქ შემოვდივარ ხან ვინმეს ვეჭორავები და ესე biggrin.gif
მთავარია რომელიმეს ეძინოს თორე საგიჟეთია
ერთად ვერ ვტოვებ მარტო,ის ძაან აწვალებს და მეშინია რამე არ ატკინოს.
ეს როცა მარტო ვარ.შაბათი კვირა ვგულაობ biggrin.gif
ქმარი სახლშია და მეხმარება მე კიდე მეტი დრო მაქ სამზარეულოშიც(მიყვარს რაღაცეების კეთება)და ჩემთვისაც პირველ რიგში.
ერთად ბევრად მარტივია ყველაფერია როცა გეხმარება.ისე ძალიან გამიჭირდებოდა ეგ 2 დგეც რო ვერ ვისვენებდე.
გასვლით ნაკლებად ვახერხებ სადმე გასვლას იმიტო რო დამტოვებელი არ მყავს ხშირად.მარა როცა შანსი მაქ გავდივარ იმიტო რო აუცილებელია განიავება.ერთი ბავშვი რო მყავდა ნეტა რა მაწუწუნებდა ალბათ ყველაფერს მოვახერხებდი ამ გადმოსახედიდანsmile.gif

Posted by: Swan:) 18 Apr 2023, 11:22
takotatuli1989
ტყუპების კვების რა რეჟიმი გაქვს? ჩემი შვილიც თითქმის მათი ტოლი გამოდის <3

3 შვილი - ყოჩაღ : )) გეხმარებიან?

takoo1
კი, ერთი მყავს <3

შენი პატარა რამხელაა?

ერთ დღეს დეი ოფი ავიღე თვეების წინ და სასეირნოდ გავედი მარტო. მეგონა სამყარო იყო შეცვლილი biggrin.gif

ორ ან მეტ ბავშვს საჭმელს როგორ აჭმევთ biggrin.gif მე 1 საათი ვაჭმევ ხოლმე და სრული კონცენტრაციით. სხვა ვერაფერს ვაკეთებ მაგ დროს.

მეც მეხმარებიან და მაინც ვერაფერს ვასწრებ smile.gif ან უმადური ვარ, ან ვერ გავიგე რა ხდება. სად ვუშვებ შეცდომას biggrin.gif დავწერ ჩემი დღის რუტინასაც მოგვიანებით (შევძლებ თუ არა)

Posted by: სერაფიტი 18 Apr 2023, 19:16
QUOTE (Iris87 @ 17 Apr 2023, 23:29 )
გამარჯობა გოგოებო, ლაქტაციის დროს რომელ ვიტამინებს მირჩევთ, ელევიტი თუ სოლგარი პრენატალი?

ელევიტს ვსვამ. გინეკოლოგის დანიშნულებით. მთელი ორსულობა ვსვამდი (მეორე, მესამე ტრიმესტრი). ახლა ვსვამ 'ელევიტი ძუძუთი კვება" - ასე ქვია. ფარმადეპოშია მხოლოდ რატომღაც.
მე მომწონს ელევიტი. კარგად ჩაიარა ორაულობამაც და ლაქტაციაც კარგად მიდის.

Posted by: NatiaGull 18 Apr 2023, 22:02
takotatuli1989
აუ შენ ყოჩაღ, გმირი დედიკო ხარ, წაკითხვამაც კი დამღალა :დ :დ

Posted by: takotatuli1989 20 Apr 2023, 02:13
Swan:)
კი, სანამ სამსახურში ვარ ძიძაა ტყუპებთან და უფროსიც თუ ვერ წავიყვანე ბაღში მამაჩემი მოდის ძიძას რომ მიეხმაროს. მამაჩემი ის კაცია ვისაც ყველაფერი შეუძლია ამ ქვეყნად <3.
ტყუპების რეჟიმი ასეთია:
დილას 7-დან 8-მდე იღვიძებენ და 9-ზე ვაჭმევ რძიან ფაფას (შვრია, წიწიბურა, 4 მარცვალი);
იძინებენ 11-ისკენ, შეიძლება ან მარილიანი ჩხირები ან ვაშლი წაიცმაცუნონ ძილამდე.
2 ზე ჭამენ ხორცს/თევზს/კვერცხს+ ორთქლზე მოთუშული ბოსტნეულის მიქსთან ერთად დაბლენდერებულ პიურეს (პიურეს ვუმატებ ან ზეითუნს ან კარაქს);
დილას თუ ვერ გავიყვანეთ გარეთ სადილის მერე გაგვყავს;
5-ისკენ იძინებეს ორივე (მარა ბოლო დროს გოგო ტოვებს ამ ძილს) და მიირთმევს ჰუმანას იოგურტს, ხან ვაშლს.
7-ისკენ ვაჭმევ ხან ორთქლზე კუბიკებად დაჭრილ და მოთუშულ კარტოფილს მერე კარაქში ორი წუთით მობრაწულს (თვითონ ჭამენ ხან ხელით ხან ჩანგლით), ან მაკარონს/ვერმიშელს. ადრე ამ დროს მხოლოდ ბოსტნეულის პიურეს ჭამდნენ მაგრამ ბოლო დროს უარს აცხადებენ, ელა ვცდილობ ბოსტნეულის კატლეტები შევთავაზო მარა უარზე არიან. ამ ბროკოლებს, ყვავილოვან კომბოსყოს, სტაფილოს და ყაბაყებს ხელით არ ჭამენ ისე რო დავუწყო :/
ვაწვენ 9-დან 10-მდე და რძეს სვამენ 210-240 გრამს (დღეს დალიეს სოფლის ნობათის რძე ფორმულას ნაცვლად და ჭკუაზე არ ვარ გემო არც კი შეუმჩნევიათ biggrin.gif).

ხან ისე ხდება რომ დილას ადრე იღვიძებე და მაგ დროსაც რძეს ვასმევ და ფაფა გადმომაქვს საღამოს. პლიუს შეატყობდი ხილის ნაკლებობას, რატომღაც ბოლო დროს ბანანზე, ავიკადოზე, კივზე უარი განმიცხადეს და ვაშლს უფრო ჭამენ - ახალი ხილი რო შემოვა იმედია მოეწონებათ.

NatiaGull
დედაჩემი მეუბნება რო გიყურებ იმდენს მოძრაობ მაგითაც ვიღლებიო biggrin.gif მაგრამ თუ დამიჯერებ ვტკბები ყველა წუთით, არ ვიცი ერთი რო მყავდა მაშინ უფრო ნერვებზე ვიყავი. ეხლა მენანება ყველა დღე რომ მთავრდება, ვიცი რომ ამხელები ხვალ აღარ იქნებიან და მალე გაიზრდებიან. ტყუპები ყოფილა საოცრება, სასწაული. პლიუს უფროსი აი არ ვიცი, უფალს მადლობას ვეუბნები ყოველ დღე. მთელი დღის განმავლობაში მარტო ის მიშლის ნერვებს ქმარი საწყალი ხმით რო მეკითხება შეძლებ პერანგი გამიუთოვოო? biggrin.gif მარტო იმიტო ვუთმენ რო საღამოს გვიან რო მოდის სახლში გასავათებული მაინც ისე ართობს ბავშვებს ყირაზე გადადის და საჭმელს და ცივ ყავას მიმზადებს biggrin.gif

Posted by: narkozeli 20 Apr 2023, 11:54
takotatuli1989

ძაან ყოჩაღი ხარ რაა! აღფრთოვანებული ვარ შენი სიყოჩაღით!! <3 თავიდან ტყუპები რომ მითხრეს, სულ შენზე და შენს სიყოჩაღეზე მეფიქრებოდა და ძალა მეძლეოდა <3

მე ორ ბავშვზე ვაპირებ ასე, რადგან მალევე ვუბრუნდები სამსახურს. ძიძა ისედაც მყავს ახლა და ის გადავა პატარასთან, უფროსი ივლის ბაღში, დილას მამიკო წაიყვანს, საღამოს მე წამოვიყვან. თუ რაიმე მიზეზით ვერ წავა ბაღში, ძიძასთან შეთანხმებულია და დავიტოვებ ასეთ დღეებში ორივეს უპრობლემოდო. ეს ჩემი უფროსი შვილი ისედაც მისი გაზრდილია ფაქტიურად. ნუ მასეთ დღეებში ცხადია თანხას დავუმატებ ხელფასზე.
ასევე ვაპირებ სექტემბრიდან ავიყვანო დამხმარე, ვინც კვირაში სამჯერ მოვა, ზედაპირულად მიალაგებს, გააკეთებს სადილს და მიხედავს სარეცხს და საუთავოს. გენ უბროკაზე ისედაც დადის კვირაში ერთხელ ჩემთან ოქრო ქალბატონი, აგერ უკვე 5 წელია და მანამდე 8 წელი მშობლების სახლშიც ეს ადამიანი დადიოდა <3

ანუ ერთადერთი ეს კვირაში სამდღიანი დამხმარე მჭირდება ეხლა რომ მოვძებნო და თქვენი აზრით რამდენი უნდა შევთავაზო ანაზღაურება? კვირაში სამი დღე, საათები თვითონ გადაწყვიტოს რა დროც ეყოფა სარეცხს, ზედაპირულ მილაგებას და სადილს. უბორკა არ მოუწევს არასდროს, რადგან როგორც ვთქვი ამას აკეთებს კვირაში ერთხელ სხვა ადამიანი. ასევე არ შეეხება ბავშვების თემა.
ძიძას ვუხდი 1000 ლარს, ყოველ დღე 10ის ნახევრიდან 7მდე და შაბათს ნახევარი დღე- ამ პირობით.

Posted by: Sandra2209 20 Apr 2023, 12:03
narkozeli
აუუუ გვანცა შეგიძლია გამიზიარო ოჯახის დამხმარე? sad.gif თუ არის რა თქმა უნდა დაინტერესებული.
ჩემი გერმანიაში წავიდა ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად და ვეღარ ვიპოვე ნორმალური sad.gif(( ძაან ვიტანჯები მაგ საკითხში

Posted by: narkozeli 20 Apr 2023, 12:05
Sandra2209

როგორ არ შემიძლია, ნომერსაც მოგწერ ფბ-ზე მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეხლა არცერთი დღე არააქვს თავისუფალი sad.gif ჩემს დაქალს უნდოდა და 1 დღეც არააქვს თავისუფალი, წარმოიდგინე კვირაში 7 დღე მუშაობს sad.gif ვგიჟდები ოჯახის წევრივით 13 წელია ეს ადამიანი ჩვენს გვერდითაა.
მაინც მოგწერ თუ გინდა ნომერს და შეეხმიანე <3

Posted by: Sandra2209 20 Apr 2023, 12:15
narkozeli
მომწერე აბა, მაინც შევეხმიანები.

ვინც კარგია, ყველა ეგეთ რეჟიმშია და ვინც უბრალოდ განცხადების საფუძველზე ან ფბის ჯგუფიდან მოვიდა, ისეთები იყვნენ, ცოტა შემეშინდა საერთოდ სახლის კარი რომ გავუღე sad.gif

Posted by: narkozeli 20 Apr 2023, 12:31
Sandra2209


მოგწერე :*

მეც ვერ ვენდობი ესე ჯგუფებიდან აყვანილ დამხმარეებს sad.gif

Posted by: fermina 21 Apr 2023, 23:00
დედებო, ჰიპის ჩაის ან რამე მსგავს სითხეებს ასმევთ ბავშვებს? ანუ ყოველგვარი სპეციალური დანიშნულების გარეშე, კოლიკის საწინააღმდეგო და ეგეთები, ისე უბრალოდ როგორც სითხეს... მგონი შაქარს შეიცავს და მაგიტომ ვკითხულობ, წყალი დიდად არ უყვარს და ვიფიქრე მოეწონებოდა, მაგრამ შაქრიანი არ მინდა მივცე.

Posted by: ივლისი 21 Apr 2023, 23:06
fermina
მე ამ ეტაპზე მხოლოდ წყალს ვასმევ. ჰიპი არ ვიცი შაქრიანია? სემპერსაც აქვს ხილის ჩაი 2-3 სახეობის. სემპერს ზოგადად ყველაფერი უშაქრო აქვს .

Posted by: adeline 21 Apr 2023, 23:12
narkozeli
კვირაში ერთხელ გენერალურ დალაგებაზე რამდენს უხდი გვანცა? მეც ძაან მინდა ეგეთი და მაგაზე ამბობ, დრო არ აქვსო?

Posted by: fermina 22 Apr 2023, 02:06
ივლისი
ჰიპი ვნახე მგონი და შაქრიანი იყო, სემპერის არ ვიცოდი, მადლობა, მოვიკითხავ

Posted by: narkozeli 22 Apr 2023, 08:21
adeline

70 ლარს იღებს გენერალურ დალაგებაზე. ხო დრო არ მაქვსო sad.gif სანდრა შეეხმიანებოდა ალბათ და დაწერს

Posted by: adeline 22 Apr 2023, 11:02
narkozeli
აბა თუ მოიცლის მერე მეც სიამოვნებით მოვიყვანდი. ყველანი გასულები ვართ მთელი დღე და ძაან მჭირდება ეგეთი

Posted by: სერაფიტი 22 Apr 2023, 12:25
fermina

მაგ ჩაიებს ხილის წვენი არ სჯობს? არ ვიცი, ჯერ არ მაქვს გამოცდილება.
ხილის წვენში წყალი რო გაურიოთ ან რამე?
სემპერი უშაქროა, კი. მაგაზე მოვიკვლიე.

Posted by: Tua 22 Apr 2023, 14:31
fermina
არაა სასურვეკი ჩაი, შაქრიანია ყველა და თან რასაჭიროა უმჯიბესია წყალი დაალევინოთ

გოგოებო ხილის წვენებიც არაა სასარგებლო და 1 წლამდე საერთოდ რეკომენდირებული კუჭში მჟავიანობას წევს და მაინც და მაინც კარგი არაა

Posted by: Anabeli111 22 Apr 2023, 16:36
Swan:)
დილას სახლიდან გავდივარ 8-ზე.. მოვრბივარ 5ის 15 წუთზე, ვიწველი გიჟივით, თან თაია მელოდება, რომ ვაჭამო :დ მერე მე ვჭამ, მერე ბავშვთან ვარ და თუ დაიძინა, ხო კაი, მეც ვიძინებ ეგრევე.. თუ ადრე დაიძინა, მაგ დროს მაქვს საკუთარი თავისთვის დრო.. ვწესრიგდები, რამეს ვკითხულობ, ვუყურებ და თან ვჭამ biggrin.gif

მეხმარება დედამთილი, ქმარიც ჩართულია ყველაფერში.. მაგრამ ხან არის, რომ დედა უნდა და მორჩა. ეგეთი დღეები რთულია. შაბათ-კვირას დედასთან გამოვდივარ, რომ დედამთილი დავასვენო ცოტა და რავიცი, ესე გადის დღეები რუტინაში..

Posted by: სერაფიტი 22 Apr 2023, 19:47
Tua

ვა,არ ვიცოდი. ჯერ რომ არც დაგვიწყია მყარი კვება, წვენებზე არაფერი მომიძიებიაsmile.gif)
მადლობა.

აუ, ძაან დილემის წინაშე ვდგავარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. 2 კვირაში ხდება 6 თვის. უკვე 2 თვეა დღე იკვებება მხოლოდ გამოწველილი რძით,ბოთლით, რადგან ძუძუს არ იდებს. ღამის 2 ჭამა+გამთენიის 1 ჭამა ძილში რადგანაა, ძუძუს ჭამს. იშვიათად რო ისე გაფხიზლდეს, არ ჩაიდოს და ვაძლევ მაშინაც ბოთლით.

რუტინა ავაწყვე რომ 3 ან 4 საათში ერთხელ ვიწველი, 10 წთ. დღისით მხოლოს. მიწევს 3 ან 4 სესია გამოწველის. ვფიქრობდი, რომ 6 თვემდე მიმეყვანა ასე,მხოლოდ ბუნებრივით, და შევძელი.

რა ვქნა ახლა, ვერ ვწყვეტ. ერთი მხრივ, მინდა, რომ იყოს ბუნებრივზე, მეორე მხრივ ცოტა მომბეზრდა ეს წველები. სადმე თუ ვარ, თან მიმაქვს. თუმცა ყველგან ხო ვერ ატარებ. ამიტო მიწევს შინ დაბრუნება რაღაც დროს. ნუ ცოტა გადაცილებაც მოჟნა უკვე, ათასში ერთხელ.
ივნისიდან სექტემბრამდე სახლში ვარ,არდადეგებია, და ვერ გამოვიკეტები სულ ამ გრაფიკის გამო. ახლა სამსახურში სიარული ძაან მეხმარება, რომ კარგად ვიყო მენტალურად.

ხოდა ვერ ვწყვეტ, დავიწყო გაშრობა ნელნელა და მყარ კვებასთან ერთად ცოტა ფორმულა შევთავაზო? მარტო ღამე რო დავუტოვოთქო ძუძუ, თუ მოხერხდება ასე და დღე 1 ან 2 გამოწველას ჩავატარებ და მაგას რასაც დალევს. დანარჩენი 1-2 კვება მოუწევს ფორმულა.

დილემა იმიტომ მაქვს, რომ 1) მყარს და ფორმულას, ორ სიახლეს, როგორ მიიღებს მისი ორგანიზმი? აქამდე აბსოლუტურად უორობლემოდ მოვედით. ხო არ გადავდო 7-8 თვემდე ეს პროცესი? 2) გულის სიღრმეში მენანება, ამდენი რძე რო უნდა გავიბრუნო. არ ვიცი, მოკლედ. დაბნეული ვარsmile.gif))

Posted by: emiblack 23 Apr 2023, 13:12
Swan:)
მე მოგიყვები ჩემს ამბავს ))) 2 წლისაა ჩემი გოგო. რომ დაიბადა 1,5-2 თვე ვიყავი დედასთან, მერე წლის და 8 თვის ისე გახდა რომ დამხმარე არ მყავდა , მარტო ვიყავით .მეუღლესაც ხშირად არ იყო სახლში, როცა სახლში იყო მაშინაც დიატანციურად მუშაობდა . მეც დისტანციურად ვმუშაობდი, მაგრამ მცირე განაკვეთით, ფაქტიურად ბავშვის ძილის დროს ან მეუღლეს როცა ეცალა . ზოგადად მარტოვი არ იყო, მაგრამ აი სრულად ჩემს განკარგულებაში და ზედამხედველობის ქვეშ რადგან იყო ყველაფერი ძალიან კარჰად ვანაწილებდი დროს . ვსეირნობდი ბევრს ბავშვთან ერთად, როცა ეძინა თუ სამსახურის საქმეები მოლეული მქონდა მეც ვისვენებდი . წესი ნომერი პირველი ჩემთვის იყო არ მეკეთებია სახლის საქმე მაშინ როცა ბავშვს ეძინა . ჩემი საქმე რადგან ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს და პლიუს ბავშვის მერე არარუტინულ საქმეზე გადართვა იყო მსიამოვნებდა . რომ გითხრა სახლი იდეალურ წესრიგში მქონდა სულ მეთქი მოგატყუებ, ბავშვის სათამაშოებს ყოველ წუთას არ ვალაგებ, მაინც რევს და მხოლოდ საღამოს ვალაგებთ ერთად , რომ დავაძინებ რო მილაგებული გარემო დამხვდეს და ჩაი ლამაზად დავლიო. რთული ამ პერიოდში იყო ის რომ ვერსად ვერ გავდიოდი ბავშვის გარეშე . თუმცა ნომეე მეორე წესად გავიხადე ყველგან წასვლა სადაც მინდა , მაგრამ ბავშვით. ანუ ადრე თუ მიმაჩდა სადმე ბავშვის წაყვანა არ იყო ან ჭკვიანური ან უხერხული იყო , დავივიწყე და მიმყავდა გველგან. დასასვენებლად წასულა ამიტევია ბავშვის ძილის რეჟიმიც, მეგობრები როცა მოდიოდნენ სტუმრად მაშინაც ვურევდი ძილის რეჟიმს . ვთვლიდი რო კი არაა სწორი, მაგრამ ჩვენც გვჭირდებოდა განტვირთვა და ღირდა მაგათ . ძალიან დიდი სირთულე რაც პურადად მე მაქვს არის ბავშვის ჭამა, წლამდე ფაქტიურად არაფერს არ იმატებდა მყარ კვებას , ახლაც ძალიან ცუდი მჭამელია და საათზე მეტი უნდა თითო ჭამას, თუმცა ვუდებ თეფშზე და მე პარალელუდ სხვ სქმეს ვაკეთებ სახლისას და ვმეთვალყურეობ ცალი თვალით. საჭმელს როცა ვამზადებ ბავშვი კალთაში მიზის . ზოგადად მე მიყვარს საჭმელების მზადება და მგონი ბავშვსაც. 4-5 თვის რომ იყო ერლში ვსვამდე მაგიდასთან და მიყურებდა ))) მოკლედ ასე გავიდა ეს დრო. დედაც სხვა ქალაქში ცხოვრობს და ძაან იშვიათად ახერხებდა ჩამოსვლას. 1 წლის და 8 თვის რომ გახდა გავედი სამსახურში, თუმცა სრული განაკვეთით მაინც არა. ბავშვი ის საათები რჩება მამასთან, საჭმელს და ყველაფერს მე ვუტოვებ მოწესრიგებულს . ჩემთვის შეიცვალა ის, რომ როცა გავდივარ ბავშვზე არ (ვერ ) ვფიქრობ, რადგან სრულ კონცენტრაციას მოითხოვს სამსახური და მენტალურად ძალიან დამეხმარა . რეალურად მიუხედავად იმისა რო სამსახური ინტენსიური მაქვს, იქ მაინც ვისვენებ. სახლში მოსულს უფრო რთული ბავშვი მხვდება , ერთი ასაკობრივი კრიზისია გამო და მეორეც მამასთან უფრო გასდის რაღაცები და გაჭირვეულებულია, პირველი 2-3 საათი ვუნდები დაძინება დამშვიდებას აჟიტირებული ბავშვის ))) მერე უკვე ძველი რუტინა უბრუნდება და კი ვიღლები, თუმცა ნაკლებად ვიდრე მაშინ როცა სახლიდან ვმუშაობდი მხოლოდ . ახლა მივადექი იმ საკითხს რატო შეიძლება თავი ჩათვალო უმადურად )) დედა როცა ჩამოდის ( ხშირად ვერ ახერხებს ) ეს არის ის დრო როცა შემიძლია სადმე გავიდეთ მე და მეუღლე მარტოები, ის დრო როცა შემიძლია პირადად მე მარტო გავიდე ჩემს საქმეებზე, შესაბამისად ვცდილობ იმ დროში ჩავატიო ყველაფერი. კი დედა მაქსიმალურად მეხმარება , თუმცა ჩემსავეთ ვერ ანაწილებს დროს , ანუ მე მაგალითად ბავშვის მოვლის პარალელურად შენიძლია სახლიც დავალაგო, საჭმელიც მოვამზადო , მერე ბავშვს ახალი რაღაცები ვასწავლო და თან რომ დაიძინებს მეც დავისვენო ( დედა ან დამხმარე რომ მყოლიდა არ მექნებოდა ეს უნარი, რადგან როცა გამოუვალ სიტიაციაში ხარ მაშინ პოულობ ხერხება ) . დედა გაართობს ბავშვს და აჭმევს საჭმელს, შესაბამისად სახლში რომ მოვდივარ უამრავი რამე მაქვს მაინც გადაკეთებელი, თან ის დრო როცა გასული ვიყავი ხომ ვერ გამოვიყენე სახლის რაღაცეებისთვის და მრჩება განცდა რო უფრო ვიღლები)) პლიუს კიდე ყველა დედა დამეთანხმე ა ალბათ ვისაც უწევს ბავშვის დატოვება , რომ ესენი ძალიან ჭკვიანები არიან . დედასთან ყოფნის დრო რაც სჭირდებათ იმას მაინც ინაზღაურებენ რომელზეც არ უნდა მოხვიდე სახლში . აი ვთქვეთ თუ გვიან დავბრუნდი ვერ დავაძინებ ვერაფრით სანამ ჩემთან არ ითამაშებს და დროს არ გაატარებს , შესაბამისად მეც უმადური მგონია ხოლმე თავი, რომ აი მეხმარება ადამიანი, გავედი , დავისვენე, გავერთე და მაინც უფრო დაღლილი ვარ ვიდრე მარტო როცა ვიყავითქო ))) საბოლოოდ რომ შევაფასო, ჩემი აზრი ასეთია , ყველა დედა იღლება , ისიც ვისაც ეხმარებიან და ისიც ვინც მთელი დღე ბავშვთანაა, თუმცა სამსახურში ვინც გადის ის მაინც უფრო პოზიტიურად დაღლილია, ამიტომ თუ როგორმე ხერხდება რაღაც საათები მაინც გასვლს ვირჩევდი ყველას ( თუმცა ჩემმა თავმა რჩევის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხა კარგა ხანს )
ახლა სახლის დამხმარეს თემასაც მინდა რომ გამოვეხმაურო . Uჩემს მეუღლეს სანამ ერთად ვიქნებოდით იქედან მოყოლებული ყავდა დამხმარე, რომელიც ულაგებდა სახლს . ძალიან კარგი გოგოა, სანდო, დალაგებითაც კარგად ალაგებს , მაგრამ აი ისე არა აქვს დრო რო სისტემატურად ჩავსვათ ერთ კონკრეტულ დღეს და ავაწყო გრაფიკი . გრაფიკიდან ამოვარდნილად კიდე ძალიან მოუხერხებელია . გარდა მაგისა დიდი სახლია ჩვენი და კი თანხას შესაბამისს ვიხდით, თუმცა მაინც ვფიქრობ ყველას პატარა სახლში მუშაობა ურჩევნია და ვინც გვირჩიეს და დრო ქონდა ყველამ უარი გვითხრა . მოკლედ ახლა ვუმკლავდები ასე პერიოდული მოყვანით, მაგრამ მეორე ბავშვთან ერთად გამიჭირდება ძალიან და მეც სიამოვნებით მოველაპარაკებიდი ვინმე სანდოს კონკრეტულ გრაფიკზე , თუმცა მართლა ყველა დაკავებულია

Posted by: Sandra2209 23 Apr 2023, 15:59
adeline
narkozeli
დედაჩემს დავარეკინე და საერთოდ არ მაქვს დროო sad.gif თუმცა დავფიქრდები იქნებ ვინმე სანდო ადამიანი გამახსენდეს სხვაო sad.gif

იმდენად რთულია სანდო და მცოდნე ადამიანის პოვნა, რომ არ ვიცი რა ვქნა ;(

Posted by: adeline 23 Apr 2023, 20:11
Sandra2209
ვახ, რა რთულია sad.gif ვერც მე ვიპოვე ვერავინ, ყველა დაკავებულია

Posted by: სერაფიტი 23 Apr 2023, 21:00
გოგოებო, კალიასკა ჯდომის პოზიციაზე შემიძლია გადავიყვანო უკვე? 6 თვეს 2 კვირა აკლია. კისერს კარგად იჭერს, მიყრდნობით კაი ხანია ვსვამ.

Posted by: fermina 23 Apr 2023, 23:34
ბავშვის კარგი, ხარისხიანი ფეხსაცმელები სად იყიდება თბილისში? ნატურინო ან მსგავსი...

გამოწერით ვიცი ასე თუ ისე თითქმის ყველა საიტი, ფბ-ზეც არის ონლაინ მაღაიზები, რამე კარგს თუ შემომაშველებთ, მადლობელი ვიქნები.

Posted by: makarena 24 Apr 2023, 15:40
fermina
ლაქი სთეფი, ესპაჩო, ბამბინო, ამ მაღაზიებში არის კარგი ხარისხის ფეხსაცმელები, თუმცა გამოწერით ბევრად იაფი ჯდება

Posted by: happy-go-lucky 24 Apr 2023, 16:15
fermina
მე ეკო და ჯეოქსით გავზარდე, შემდეგ რომ
გაიზარდა გადავედი სპორტულ ბრენდებზე. ცოტა ჰქო და მაგრამ ყოფნიდა მთელი სეზონი.


Posted by: fermina 24 Apr 2023, 18:47
makarena
happy-go-lucky

მადლობა, ონლაინ მშვენიერი ფასები აქვს მაგ. ნაიკს და ადიდასს. ნუ ჩვენთან შედარებით.
ფეხის ადგმის პერიოდში ნამდვილად საჭიროა მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი და ეგეთი კი ღირს აქ 200 ლარამდე, თუ მეტი არა smile.gif

Posted by: makarena 25 Apr 2023, 09:17
fermina
ფეხის ადგმისთვის ნაიკი და ადიდასი დიდად არაა რეკომენდირებული. ჯეოქსი და ბიომექანიკსი ნახეთ. ასევე ეკოს ფეხსაცმელები.

როცა ნაიკის და ადიდასის შეძენაზე გადახვალთ, ცოტა დიდი ზომები უნდა შეიძინოთ. მაგალითად 1 ზომით დიდი. პატარა ზომები აქვს რაც მე მინახავს.

დღემდე ჯეოქსზეა, ბიომექანიკებზე და ხანდახან სკეჩერსი. უკომფორტულესი ბოტასები აქვს. 4 წლის ხდება ზაფხულში.

Posted by: narkozeli 25 Apr 2023, 09:21
makarena

ნაიკს პირიქით დიდი ზომები აქვს და 1 ზომით პატარა უნდა იყიდოს.
ადიდასი და ნიუბალანსი ზომა ზომაზე მიდის, პუმა ერთი ზომით დიდი უნდა იყიდოს.

ვაჩეს ბოლო პერიოდში აღარ ეკომფორტულება, არადა 2 წლამდე კარგად ვიხმარეთ ჯეოქსები.

Posted by: takoo1 25 Apr 2023, 09:32

makarena
ნაიკს დიდი ზომები აქვს არ
მიდის ზომა ზომაზე.
37 რო ვიცვამ კარგად მაქ არადა 38მდე მაქ ფეხი.ბავშვებაიც ეგრეა.
და მგონი ნაიკს ეგეთი პატარა ზომები ვაფშე არააქ .ჩემი მული მოშაობს ვაჟაზე ნაიკში და არ გვაქო პატარა ზომებიო
1-2 წლის ბავშვის არააქვთ მგონი

Posted by: narkozeli 25 Apr 2023, 09:56
takoo1

სითიმოლში გოუსპორტში და ტოპსპორტში აქვთ შედარებით პატარა ზომები. მე იქ ვყიდულობ ხოლმე, თუმცა 24 ზომამდე იშვიათად აქვთ.

Posted by: takoo1 25 Apr 2023, 10:55
narkozeli
ხოო 24 ლუკიანეს აქვს ფეხი 3 წლისაა
1-2 წელზე მგონი 20-22 ზომაა

Posted by: fermina 25 Apr 2023, 11:23
QUOTE
fermina
ფეხის ადგმისთვის ნაიკი და ადიდასი დიდად არაა რეკომენდირებული. ჯეოქსი და ბიომექანიკსი ნახეთ. ასევე ეკოს ფეხსაცმელები.


კი, ეგ ვიგულისხმე შემდგომ პერიოდში, უკვე ფეხს რომ აიდგამს. ჯეოქსი და ბიომექანიკსი მომწონს, ასევე ნატურინოც. ამას ოღონდ ჯერ 18 ზომა სჭირდება, წლისაც არაა და ყველგან არც არის.
ლაქი სტეპში ვნახავ აბა.

Posted by: Anna-Mari 25 Apr 2023, 14:53
გოგოები, სილიკონის ნაკრებები რომ არის, თეფში, ჭიქა, წინსაფარი და ა.შ. თუ გამოგიყენებიათ და რამდენად კარგია, ან რომელი სჯობია? გამოწერას ვფიქრობ და თან რამდენად პრაქტიკულია მაინტერესებდა ფოტოსაც დავურთავ. ან რომელს მირჩევთ რა სჯობია ვიყიდო? მინდა რაც პრაქტიკულია და კარგად გამოვიყენებ.
user posted image

Posted by: Liza12 26 Apr 2023, 14:21
narkozeli
ვაჩე დაგყავდა ჭუპაში როგორც მახსოვს თუარდაგეზარა გამიზიარე რამდენად კმაყოფილი იყავი პირობებით და ზოგადად 6თვეზე მინდა მიყვანა

Posted by: ბანანი 26 Apr 2023, 14:36
გოგოებო ლიმანგოდან რომელი სატრანსპორტო კომპანიით იწერთ?

Posted by: narkozeli 26 Apr 2023, 14:38
Liza12

კი ჭუპაშიც დამყავდა რამდენიმე თვე და მერე ნეოშიც.

რეალურად ცურვის სწავლის შანსები მანდ ნაკლებია, უფრო საჭყუმპალაოა რა. ბავშვისთვის კარგი გასართობია. 4 წლიდან ანუ ამ შემოდგომაზე ვაპირებ უკვე ვაკის აუზზე ვატარო ოფიციალურ ცურვაზე. ვერ ვიტყვი რომ ეხლა იცის ცურვა.

Posted by: Liza12 26 Apr 2023, 15:00
narkozeli
რომელი სჯობია ჭუპა თუ ნეო? ინსტრუქტორი ნეოში აუზში ჩადის ბავშვთან ერთად როგორც ვნახე და არმინდა ეგრე ჭუპაში მომეწონა მარა კისრის კამერებზე მეფიქრება

Posted by: narkozeli 26 Apr 2023, 16:01
Liza12

ჭუპაში მე ვთხოვე და 1-2 გაკვეთილის მერე აღარ ვაკეთებინებდი კისრის კამერას.
ნეოში ჩადის ინსტრუქტორი კი.
ჭუპაში უფრო კაი გარემოა, სუფთა, ახალი. ნეოში სარდაფში ჩადიხარ და არ მოგეწონება დიდად ინფრასტრუქტურა.

Posted by: Iceicebaby 26 Apr 2023, 16:48
როგორც ბრენდი ქარსითებში კიკაბუ სჯობს თუ ჩიპოლინო?

Posted by: Liza12 26 Apr 2023, 17:10
narkozeli
ძაან დიდი მადლობა

Posted by: anibani18 26 Apr 2023, 20:30
fermina
ლაქი სტეპი და ჯეოქსი. ბრენდები - ჯეოქსი, ბიომექანიქსი, ელეფანტენი, სუპერფიტიც შეიძლება.
ფბ-ზე ეს ნახეთ
https://m.facebook.com/groups/823809568546625/?ref=share&mibextid=ykz3hl
ან ლემანგოდან გამოიწერეთ.
სერაფიტი
შეგიძლია დასვა უკვე.
Anna-Mari
არაფერში გჭირდება ამდენი ხარახურა. თეფში, ჯამი, კოვზი, წინსაფარი თეფშით და ჭიქა.
ბანანი
კამექსით ჩამოაქვთ. სხვა არ მიცდია, ასე რომ არ ვიცი. საუკუნე კი სჭირდება სანამ ჩამოვა.

Posted by: fermina 26 Apr 2023, 23:11
anibani18
QUOTE
fermina
ლაქი სტეპი და ჯეოქსი. ბრენდები - ჯეოქსი, ბიომექანიქსი, ელეფანტენი, სუპერფიტიც შეიძლება.
ფბ-ზე ეს ნახეთ
https://m.facebook.com/groups/8238095685466...mibextid=ykz3hl
ან ლემანგოდან გამოიწერეთ.


დიდი მადლობა love.gif


11 თვის ხდება და პირველად გახდა ავად, პირდაპირ 40 გრადუსამდე მისცა სიცხე, უცებ. აქამდე არც დაუცემინებია მგონი, საერთოდ უპრობლემოდ იყო.

ახლაც ჩვეულებრივად იყო, არაფერი სჭირდა და ერთ საათში უკვე გავარვარებული იყო. მშობლებმა გადასდეს, ორივეს ვირუსი ჰქონდა.

ისე დავიბენი, სახლში არც საბავშვო თერმომეტრი, არც სიცხის დამწევი, ყველაფერი უცებ კი მოვიტანე, მაგრამ მაინც შეშინებული ვარ. პანადოლი დავალევინე და იმედია, დაუწევს.

რომ დამჭირდეს სასწრაფო პედიატრის გამოძახება, ბეიბი ექსპრესი კარგია?


Posted by: ბანანი 27 Apr 2023, 00:21
anibani18

უი კამექსით არ მიცდია, დიდი მადლობა ვცდი

ადრე ფოსტალონით ვიწერდი და ახლა მისამართი შეუცვლიათ და ახალი მისამართი არაფრით არ მიიღო ლიმანგომ
ინექსითაც ვცადე, იქ ტელეფონის ნომერი არ მოეწონა

* * *
fermina
სასწრაფო პედიატრს ვიძახებ მე სულ, კმაყოფილი ვარ
16 112

Posted by: fermina 27 Apr 2023, 00:31
QUOTE
fermina
სასწრაფო პედიატრს ვიძახებ მე სულ, კმაყოფილი ვარ
16 112


მადლობა, გამოვიძახე და კოვიდი დაუდასტურდა sad.gif
სიცხე ძლივს დავუგდეთ. 40-დან 39-მდე და მერე პანადოლი დავუმატე და ცოტა დაუწია.
საშინლად იყო, ტიროდა, არადა ამის ტირილი არ გაგვიგია აქამდე.
მაინც კარგია, რომ გავიგეთ რა ჭირს.


Posted by: takoo1 27 Apr 2023, 01:05
fermina
ძალიან მოდებულია ჩემს გარშემო ლიან ბევრს აქვს,დედამთილს აქვს და გახიზნულები ვართ დედაჩემთან.
40მდე აქვს სიცხე.
არაფერი სიმპტომი არ ქონია სხვა?
ხველა ცემინება ან რამე?
პირდაპირ სიცხე მისცა?
აუ რა ცოდოა პატარა;(

Posted by: fermina 27 Apr 2023, 05:22
takoo1
აი საერთოდ არაფერი, მშვენივრად იყო და უცებ ბრახ და ავარდა სიცხე, ძლივს დავუგდეთ, კიდევ კარგი იოგურტი ჭამა, მადა მაინც შერჩა. ახლა ისევ აუწია და პარაცეტამოლის სანთელი გავუკეთე, ექიმმა დაგვიტოვა.
ფილტვები და ყელი სუფთააო, მარტო სიცხე აქვს ამ ეტაპზე მაგრამ ძალიან მაღალი და შეგვაშინა

Posted by: Tua 27 Apr 2023, 09:09
fermina
წყალი დაალევინეთ ბევრი და ნუროფენის ჯგუფის დამწევი მიეცით ხოლმე პანადოლთან მონაცვლეპბით, პანადოლი მაღალ სიცხეებზე საკმაოდ სუსტია. 4 საათში ერთხელ პარაცეტამოლის ჯგუფი და 6 საათში ერთხელ იბუპროფენის ჯგუფი შეგიძლიათ. სიცხეს ნუ აიყვანთ ძალიან მაღლა 38.5მაქსიმუმ და ეგრევე დამწევი დაალევინეთ.

Posted by: fermina 27 Apr 2023, 09:53
Tua
პანადოლმა არ იმოქმედა და მერე ნუროფენიც მოვუტანე. სანთელი მაონც ყველაზე ეფექტურია.
მადლობა

Posted by: takoo1 27 Apr 2023, 10:06
fermina
ეცადე ზემოთ არ გაგექცეს სიცხე.ძალიან უჭირს მერე ჩამოსვლა.
მე დამემართა ერთხელ მასე.რო გავუზომე 39 ქონდა მივეცი დამწევი მარა 40ს აცდა
მერე კი ჩამოვიდა ერთი საათის მერე მარა ძალიან შემეშინდა კრუნჩხვის.
თუ მაღალი ექნება დაზილე ცივი ტილოთი ეგეც ეფექტურია.ყველა ნაწილი ცხელი უნდა იყოს ოღონდ

Posted by: narkozeli 27 Apr 2023, 10:28
Iceicebaby

მაგ ორი ბრენდის ხარისხში დიდად სხვაობა არ იქნება, ორივე ნორმალურია. აისოფიქსით რომელიც იქნება, ის იყიდე :*

Posted by: fermina 27 Apr 2023, 11:06
takoo1
კი ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული ტილოთი დავუზილე კიდურები და ამანაც შვება მისცა.
მადლობა გოგოებო, პირველი ავადმყოფობაა და ცოტა დავპანიკდით, თან ეგრევე კოვიდი!

Posted by: Iceicebaby 27 Apr 2023, 11:46
narkozeli
აჰა, გასაგებია მერე 360-იანი მინდა, დიდი ზომის, სულ მანქანაში როა და კარგი მინდა, გრაკო, ოლალას ბრენდები თუ რომელი სჯობს ნეტა?

Posted by: narkozeli 27 Apr 2023, 11:52
Iceicebaby

360-იანი ძაან კაია, გრაკო კარგი ბრენდია N1-ია ქარსითებში. ბისეიფიც კაია ოლალას აქვს. მე ჰაუკის ქარსითი და CAM-ის ბუსტერი მაქვს და ორივე ძალიან კარგია.
ხშირად ატარეთ ხოლმე და ეცადე შენ არ დაუჯდე უკან რომ არ მიეჩვიოს. მერე მარტო ტარება რომ დაგჭირდეს, გაგიჭირდება.

უდიდესი კომფორტია ბავშვი უპრებლომოდ რომ დაგყავს ქარსითით, ამიტომ ეცადე თავიდანვე შეაჩვიო <3

Posted by: takoo1 27 Apr 2023, 12:47
ქარსითზე გამახსენდა გოგოებო ისეთი ეტლი მინდა ძაან პატარა აი რო დავკეცო და გადავიკიდო მხარზე ჩანთასავით))
ყელშია ამ ეტლების კეცვა და თრევა

Posted by: narkozeli 27 Apr 2023, 12:51
takoo1

ეგეთია ბეიბიზენ იოიო. მაგის მერე არცერთი ეტლისკენ გახედვა არ მოგინდება დამიჯერე biggrin.gif

Posted by: adeline 27 Apr 2023, 14:39
რადგან ეტლებზე საუბრობთ, მიმას ყიდვა უნდა ახლობელს და მართლა ასეთი კარგია - ასტრონომიული ფასი რომ ღირს?

Posted by: narkozeli 27 Apr 2023, 14:44
adeline

მე გავაკეთე არჩევანი მიმას, სტოკკეს და იოიოს შორის. ფასით სამივე ძვირიანი ეტლია.სამივეს თავის პლიუს მინუსი აქვს. გასაპრანჭი ეტლი თუ უნდა, კვირაში ერთი-ორჯერ მანქანით გასასვლელად და აქვს დიდი ლიფტი და არ მოუწევს კიბეების საფეხურები, შეუძლია იყიდოს მიმა))
მე ავირჩიე პრაქტიკულობა და მე4 წელია ვგიჟდები ამ არჩევანზე, ჩემსავით ჩემს ირგვლივ ეტლი არავის უხმარია მართლა. მაღაზიაშიც კი ეტლით ჩამყავდა, ჩანთა-ეტლი მაქვს. ბავშვი მაგან გამიზარდათქო ვამბობ))
ასევე ძაან მადგება მოგზაურობის დროს, უკომპაქტურესი და უმსუბუქესია.

Posted by: adeline 27 Apr 2023, 14:49
narkozeli
კი, უზარმაზარი ლიფტი აქვთ ორი თან კორპუსში. 4000 ჯდება, რომელიც უნდა. ეგრე ღირს ბეიბიზენიც? შიკ ბებეს აღარ ჩამოაქვს ეს ბრენდი და აქ სად შეიძლება ნახვა?
QUOTE
ასევე ძაან მადგება მოგზაურობის დროს, უკომპაქტურესი და უმსუბუქესია.

აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, მაგრამ ძაან დაბალი არაა ბეიბიზენი? ქვაფენილზე და აქაურ გზებზე როგორ მოძრაობს?

Posted by: Sandra2209 27 Apr 2023, 15:20
adeline
მიმა მაქვს და ძაან მოუხერხებელია, არ გირჩევ.
ვიზუალურად მომწონდა ძაან უბრალოდ და მაგიტომ ვიყიდე, არც იკეცება რომ ზომაში პატარა იყოს, არც მარტივად იშლება და მძიმეც არის.
მარტო მაგით ვერსად წაიყვან ბავშვს, რადგან სანამ მანქანიდან გადმოიღებ გაშლი და ა.შ. ბავშვი შეიძლება ვერ გააჩერო, თან მძიმეც არის საკმაოდ.

Posted by: narkozeli 27 Apr 2023, 15:53
adeline

ო ლალას შემოაქვს ბეიბიზენი.

გაზომილი მაქვს და ბავშვი მაინც 1 მეტრზე მაღლა იყო როცა იჯდა. ტყვიის ამბავიც კი იცი ჩემს მარჯანიშვილზე გაზრდილ შვილს რა მაჩვენებელიც ქონდა.

პლეხანოვის და ვაკის პარკ/შუმბალენდის ქვაფენილზე დამყავდა ყველაზე ხშირად, გადასარევად დადის. მეც მაშინებდა 1-2 მრჩეველი, არ გინდა, ჯანჯღარებსო, შევადარე სპეციალურად სხვა ეტლებს და ჯობდა თორე ნაკლებად არ დადიოდა არცერთზე))
მოკლედ რავი უნაკლო ნივთია ეგ ჩემთვის ისე მაგრა ვიხმარე და ვხმარობ დღემდე. მართლა თამამად ვიტყვი რომ ჩემი მარჯვენა ხელია.
* * *
3200 ჯდება ოლალაში თუ 3400. მე 3000მდე დამიჯდა 4 წლის წინ, მაშინ მიმაც ასე ღირდა, დიდი სხვაობა არ იყო ფასში.

Posted by: adeline 27 Apr 2023, 16:43
Sandra2209
უი, ეგ რა დოზანა ყოფილა biggrin.gif
narkozeli
კომპლექტი ჯდება მაგდენი? ანუ ახალშობილი + 6 თვიდან? რამდენი პოზიცია აქვს?

Posted by: narkozeli 27 Apr 2023, 19:09
adeline

კომპლექტი არაა, ორი პოზიციაა მხოლოდ და ეს ორი ერთად ჯდება ეგ ფასი. 0-6 კალათა და 6+

Posted by: takoo1 27 Apr 2023, 21:15
narkozeli
ბეიბიზენი რომელია 4000 რო ღირს? biggrin.gif

Posted by: adeline 28 Apr 2023, 15:29
takoo1
თუ ნამდვილად მსუბუქი, კომფორტული და ადვილად გამოსაყენებელია, კი ღირს 3200.

Posted by: narkozeli 28 Apr 2023, 16:25
takoo1

4000 არ ჯდება მთლად, 3200 თუ 3400ად აქვს ეხლა ო ლალას :დ

adeline

ეს არის თანხა რომელიც ნამდვილად ღირდა და დაჟე ორი და სამი ამდენის საქმე გამიკეთა, ერთი ადამიანი იყო ოჯახში biggrin.gif

Posted by: takoo1 28 Apr 2023, 16:32
adeline
narkozeli
დავიჯერო მსუბუქი ეტლი უფრო იაფი არააქ სხვა ბრენდებს 3400 რო არ გავიქნიო
სასეირნო მინდა ჩვილის არა.
narkozeli
შენ რასაც მეუბნები ეგ ტრანსფორმერია მაგიტო აქ მაგხელა ფასი? თუ სასეირნოა ჩვილზე რო ვერ იხმარ ისეთი

Posted by: narkozeli 28 Apr 2023, 16:59
takoo1

სასეირნო ცალკეა და ლულკა იყიდება ცალკე, ტრანსფორმერი არაა. ლულკის გარეშე რომ იყიდო 1800 თუ 2000მდე დაგიჯდება.

ცოტა იაფი ღირს ანექს ეარ იქსი მარა ეგ ჩანთასავით არ კეთდება, ჩემოდანივით უნდა გაახოხო))
კიდე უფრო იაფია ჰაუკის სასეირნო მარა ეგეც არ კეთდება ჩანთასავით.

Posted by: სერაფიტი 28 Apr 2023, 17:17
აუ, აქ ვიკითხავ, რა : ორთქლის უთოს თუ იყენებთ და რამდენად პრაქტიკულია? რომელი გაქვთ?

არ შემიძლია ეს ტრადიციული უთო, არადა მჭირდება, პერანგებს ვიყენებთ ორივენი sad.gif და დავდივართ დასაუთოებელით smile.gif))

Posted by: narkozeli 28 Apr 2023, 17:23
სერაფიტი

მე ვიყენებ ბოშისას, პერანგებისთვის გადასარევია)) თეთრეულზე და ცოტა დიდ რამეებზე ვერ გამოიყენებ

Posted by: სერაფიტი 28 Apr 2023, 21:02
narkozeli

პერანგებზე მინდა კი. თეთრეულსაც არ ვაუთოვებsmile.gif)
ძვირფასიანსა და იაფიანს შორის სხვაობა დიდია ნეტა? 80 ლარად ვხედავ ბოშისას ინტერნეტმაღაზიებში.

Posted by: narkozeli 28 Apr 2023, 21:21
სერაფიტი

ეგ მაქვს მე და ძაან ნორმალურია.))

Posted by: fermina 28 Apr 2023, 21:22
takoo1
QUOTE
adeline
narkozeli
დავიჯერო მსუბუქი ეტლი უფრო იაფი არააქ სხვა ბრენდებს 3400 რო არ გავიქნიო
სასეირნო მინდა ჩვილის არა.


უბრალო, არაბრენდულის ფასები 100 ლარიდან იწყება ლილოში biggrin.gif იკეცება ჩვეულებრივად.

Posted by: Tua 28 Apr 2023, 22:15
takoo1
როგორ არაა, ბეიბი ჯოგერი, ასევე ბუგაბუ ბათერფლაი ოღონდ 6 თვიდანაა, კიდე რაღაც ამერიკული ბრენდია ახალი ყველაზე სწრაფად დაკეცვადი ეტლია ბეიბიზენზე სწრაფად კეცავ ნუნა ქვია ბრენდს მემგონი , ამაზონზე ძალიან ძალიან ბევრი ვარიანტია იაფიანია და სხვათაშორის ბწიბიზენიც არღირს ისეთი ძვირი იქ, თან ეხლა ახალი ვერსია გამოვიდა გონდოლა ბევრად კარგი აქვს ვიდრე წინას მაგრამ მაინც პატარაა 5 თვის ბავშვს ვეღარ აკვეხებდა smile.gif))

Posted by: ივლისი 28 Apr 2023, 22:16
fermina
პატარა როგორ გყავთ? აღარ აქვს სიცხე იმედია.

გოგოები თვეების ბავშვს კბილებს როგორ უწმენდთ? ანუ წყალი როგორ გამოვავლებინო ჯაგრისით და პასტით გაწმენდის მერე ?

Posted by: Tua 28 Apr 2023, 22:17
ივლისი
3.5წლისააა და ჯერ ვერისწავლა ეგ რაის თვეების smile.gif) საბავშვო ასაკობრივი კბილის პასტის ჩაყლაპვა შეუძლიათ ბავშვებს ჩვეულებრივად smile.gif მე 1 წლამდე არვუხეხავდი აქტიურად ძალიან ადრე მგონია ეგეთ პატარა ასაკში 2-3 კბილის გამოხეხვა, 1 წლიდან აქტიურად ვიხეხავთ დილოთ და ძილისწინ

Posted by: ივლისი 28 Apr 2023, 22:26
Tua
წეღან ვკითხულობდი პირველივე კბილების ამოსვლისთანავე გაწმენდაო რავი :დ . თითზე დახვეული მარლით გავუწმენდ მაშინ აბა. ბავშვებს ფტორიანი პასტა უნდა ხო , ასე ეწერა ნეტში.

Posted by: adeline 28 Apr 2023, 22:27
Tua
ბეიბიზენში ვერ ატევ 5 თვისას?

Posted by: takoo1 28 Apr 2023, 22:33
fermina
კაი რა მართლა biggrin.gif 100 ლარად ეტლს კიარა შარვალს ვეღარ იყიდი დღესbiggrin.gif

Tua
ეგრე მინდა ხო ჩვილის არ მინდა. ჰაუკის კი მაქ მარა ძლივს დავათრევ რამე ძაან პატარა მინდოდა რო მარტო რო ჩავიყვან სამ ბავშვს არ გამიჭირდეს თრევა.

Posted by: adeline 28 Apr 2023, 22:37
takoo1
100 ლარი ერთ კაი ლიფს კი უნდა, დაჟე მეტი biggrin.gif 150 ვთხლიშე ამასწინათ.

Posted by: takoo1 28 Apr 2023, 22:40
ივლისი
აუ რა საყვარელი ხარ biggrin.gif
თვეებისას კიარა ლუკიანეს 2წლამდე ვერ ვასწავლე წყლის გამოვლება.
ეგრე პატარა ვერ გამოივლებს შანსი არაა,ვინმე თუ მაგას გეტყვის არ დაუჯეროsmile.gif
სისულელე მგონია ორი ცალი კბილის გახეხვა,ტყულად უნდა აყლაპო ის პასტა
ესე ფეხდაფეხ არ მივყვები მაგ გაიდლაინებს მე პირადად.
მაგ კბილის პასტის გადაყლაპვა მოჟნაო ამბობენ რავი თუ ეთანხმები გაუწმინდე
უბრალოდ ვერ გამოივლებს წყალს თავისით პატარაა

Posted by: ივლისი 28 Apr 2023, 22:44
takoo1
ხოდა დავანებებ მეც თავს gigi.gif ინტერნეტში ათასი რჩევა წერია ასე.

Posted by: Tua 28 Apr 2023, 22:59
ივლისი
პირიქით ფტორის გარეშეა ყველა ჩვილის კბილის პასტა, როქსი, კი უნდა კაგრამ მე აევუქმინდავდი 1 წლამდე მერე ჩოთქიც ვუყიდე რავი მშვენიერი კბილები აქვს 3.5ისაა და არცერატი გაშავებული , საბავშვო კბილის პასტის ჩაყლაპვა შეიძლება არაა პრობლემა ნამდვილად მაგრამ
მასე 2-3 კბილს სავიკიდებდი მე smile.gif)

adeline
არასდანტარტული ბავშვი იჭედება გონდოლაში, ჩემი დაქალის ბავშვი ძალიან დიდია სიმაღლეში და ისედაც წონაც ნორმ აქვს ანუ 5 თვის ბავშვს 9-12 ფეხიანები აცვია სიგრძეში იმხელაა შესაბამისად ვეღარ ატევდა , ჩემი ალექსანდრეც ვერ ჩაეტეოდა ბეიბიზენის გონდოლაშო არასდანდარტული ბავშვი იყო სიმაღლით დღემდე 5 წლის ბავშვის სიმაღლე აქვს შარვლება ეგრე ვყიდულობ 115სმზე მეტია, ანუ არასდანდარტული ბავშვი თუ იქნება სიმაღლით დიდი 6 თვემდე შეიძლებ არგეყოს გონდოლა, გვანცას ვაჩე არც ძალიან პუტკუნა იუო და სტანდარტული იყო სულ ამიტომ
არგაუჭირდა გვანცას, მაგრამ
ისე ჩემი დაქალიც ძალიან კმაყოფილია ულიფტო სახლში ცხოვრობს და მარტივად ააქვს ჩააქვს მარტოს

Posted by: fermina 28 Apr 2023, 23:08
ივლისი
QUOTE
fermina
პატარა როგორ გყავთ? აღარ აქვს სიცხე იმედია.


მადლობა, ორი ღამე იწვოდა მაღალი სიცხეებით, მაგრამ ექვემდებარებოდა დამწევ პრეპარატებს.
ახლა მესამე ღამეა, დღეს ზოგადად უკეთესადაა, ისედაც არ უჩიოდა განწყობას და მადას, როცა მაღალი სიცხე არ ჰქონდა.
მეგონა ადვილად გადაჰქონდათ კოვიდი ბავშვებს და რა საშინელება ყოფილა. მითუმეტეს, ასეთი იმუნიტეტის ბავშვს, საერთოდ რომ არაფერს შეუწუხებია არასოდეს, ასეთი მაღალი სიცხეებით დაემართა.

takoo1

QUOTE
fermina
კაი რა მართლა  100 ლარად ეტლს კიარა შარვალს ვეღარ იყიდი დღეს


მე ვამბობ რასაც ქვია ეზოში ჩასაყვან მსუბუქ ეტლებზე, ამომიგდო რაღაც რეკლამა ფბ-ზე ლილომოლმა, 117 ლარი ღირდა, რა ვიცი დადის და იკეცება biggrin.gif მეტი რა ქნას. ნუ ხარისხით რა თქმა უნდა ვერ დაიკვეხნის ალბათ.

ერთი ქალია კიდევ დიდ დიღომში, სახლში აქვს მეორადი და ახალი ეტლები
https://www.facebook.com/Bambito-ბამ

Posted by: ივლისი 28 Apr 2023, 23:09
Tua
გასაგებია. მადლობა. დავანებებ მეც თავს. ისე მარლით გავუწმენდ ზოგჯერ ფაფის ან ხილის ჭამის მერე , რაც შედარებით ტკბილია.

Posted by: adeline 28 Apr 2023, 23:09
fermina
ერთ თვეში დაიშლება მარტივ მამრავლებად ეგ ასლარიანი. ჩინურებია მგონი.

Posted by: fermina 28 Apr 2023, 23:13
adeline
QUOTE
fermina
ერთ თვეში დაიშლება მარტივ მამრავლებად ეგ ასლარიანი. ჩინურებია მგონი.


კი ჩინურია აბა რა იქნება smile.gif ხო ნუ ეგ ძალიან იაფიანია, საშუალო ფასიანიც უნდა არსებობდეს რაღაც, მთლად 3500 ლარი რომ არ მისცე.

დღეს ელიტ ელექტრონიქსში ახალი ბინისთვის ვიყიდე მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, გაზქურის ზედაპირი, ღუმელი, გამწოვი, უთო, მტვერსასრუტი და ელექტროჩაიდანი და ეს ყველაფერი 4500 ლარად და ცოტა მეძვირა ეტლისთვის ეგ ფასი biggrin.gif

Posted by: adeline 28 Apr 2023, 23:13
Tua
ვაჰ, საიდან უნდა იცოდე წინასწარ - ბავშვი სტანდარტული იქნება თუ არასტანდარტული?

Posted by: ივლისი 28 Apr 2023, 23:16
fermina
მალე მთლად კარგად იქნება. მთავარი გადატანილი აქვს უკვე . ღმერთმა სულ ჯანმრთელას გიმყოფოთ. სახლში გყავთ ხო? ამ ბოლოს რაც შტამები გაჩნდა, უფრო ბავშვებს ერჩისო ამბობენ. თქვენც გადმოგედოთ კოვიდი?

Posted by: adeline 28 Apr 2023, 23:17
fermina
იმდემი ბრენდია და ათასი რამ გასათვალისწინებელი, ტვინი აგერევა კაცს რა.
რა კარგი რამეები გიყიდია, მშვიდობაში მოიხმარე ყველაფერი.

Posted by: takoo1 28 Apr 2023, 23:23
fermina
კიი ვიცი პატარა სასეირნოს ვგულისსმობ მეც.
მარა 100 ნამეტანი იაფია ალბათ ძალიან ცუდი ხარისხი იქნება.
ჩემმა დამ იყიდა წითელქუდაში 300 ლარამდე მისცა სასეირნო ეტლში და ერთ თვეში ბორბალი მოერყა,იქ ნაჭერი დაერღვა და მოკლედ... biggrin.gif
მარა 2000 და 3000 ნამდვილად ვერ მივცემ
პირველი ბავშვი რო იყოს კიდე ვიფიქრებდი და მაქსიმუმ 2 წელი უნდა ვიხმარო და არ მიღირს
რამეს ვნახავ საშუალო ფასიანს.

Tua
ბათერFლაი არ ჩანს ცუდი,რაღაც მარტივად იკეცება ხო? მთლად გადასაკიდი არაა მარა ცუდი არარი,
მე მემგონი ძაან პატარას ვეძებ biggrin.gif ორ კილოიანს და სად ვნახავ მასეთს
* * *
user posted image
გავს ერთმანეთს
ჩემთვის ერთი ხრენია biggrin.gif
ფასშია დიდი სხვაობა
150$ ია ბეიბიჯოი
იოიო 500$

Posted by: Iceicebaby 28 Apr 2023, 23:50
takoo1
https://www.hauck-georgien.com/?keyword=boogy

ამ ხაზს ისე აქებს ჩემი დაქალი, ექოლოჯი აქვს მაგას მარა ნუ ზოგადადო, იქამდე ანექსი ჰქონდა და ეს არის პიროვნება, სიმსიბუქე, სინარნარე და მარტო რო ვარ ბავშვით დავატარებ ყველგანო. ამას ვაპირებდი, მაგრამ მე მინდოდა წინ შემოტრიალების ფუნქცია ჰქონოდა და საბოლოოდ გადავიფიქრე მაგის გამო

Posted by: fermina 29 Apr 2023, 00:06
ივლისი
QUOTE
fermina
მალე მთლად კარგად იქნება. მთავარი გადატანილი აქვს უკვე . ღმერთმა სულ ჯანმრთელას გიმყოფოთ. სახლში გყავთ ხო? ამ ბოლოს რაც შტამები გაჩნდა, უფრო ბავშვებს ერჩისო ამბობენ. თქვენც გადმოგედოთ კოვიდი?


სახლშია კი, ცუდად არ ყოფილა, ჭამს, სვამს და თამაშობს და არ გახდა საჭირო გადაყვანა, ფილტვებიც სუფთააო, სასწრაფომ. კი და ასე გვითხრეს ზუსტად ექიმებმა, ბავშვებშია მოდებული ახალი შტამები და სულაც არაა მარტივიო.

მე და დედაჩემი ჯერ-ჯერობით ვართ ყოჩაღად smile.gif ნუ სამჯერ აცრილი ვარ მე და შემოდგომაზე მქონდა კოვიდი და ალბათ იმუნიტეტიც მაქვს.

adeline
QUOTE
რა კარგი რამეები გიყიდია, მშვიდობაში მოიხმარე ყველაფერი.


მადლობა, მჭირდებოდა ეს ყველაფერი თან დღეს ელიტში ფასდაკლება გამოაცხადეს უცებ და გავვარდი სასწრაფოდ.

Posted by: Anabeli111 29 Apr 2023, 01:40
მე მაქვს კიკაბუს ფირმის ეტლი. 400 ლარამდე მივეცი ფასდაკლებით. adeline
გვანცას ეტლივით მსუბუქი არაა, მაგრამ მარტივად იკეცება,ლიფტშიც ეტევა და ლიფტი როცა არ მუშაობდა, ხელითაც ჩამიტანია მე6 სართულიდან. სახელური ეზრდება და ბორბლებითაც შეგიძლია ახრიგინო გარეთ. თუ დაკეცილ მდგომარრობაში გიწევს ატარო.

მე პაწუა სახლი მაქვს და ამიტომ კომფაქტური მინდოდა ყველაფერი და ბიუჯეტური. ისე, რო გაჩნდება, მერე უფრო მიხვდება, როგორი ეტლი დასჭირდება და ა.შ.

მე ეგრე დამემართა. ტანსაცმელზეც და ყველაფერზე საერთოდ. :დ
* * *
სერაფიტი
როგორი ორთქლის უთო? ფოტო რო ჩააგდო. მეც მჭირდება biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 29 Apr 2023, 08:59
Anabeli111

აი შეჩევის პროცესში ვარ ჯერ. რამე უბრალო მინდა, მხოლოდ პერანგების საუთოოდ. აი, რო დაგუგლო ორთქლიე უთო, ძაან ბევრნაირი და ბევრფასიანია.
რი ვიყიდი, დავწერ, რანაირი.იქნებაsmile.gif)

Posted by: narkozeli 29 Apr 2023, 09:25
adeline

90სმ-ია გონდოლა, გაზომილი მაქვს)) ნახე საიზ-ჩარტი დაახლოებოთ როდიდან არის ბავშვი 90სმ. მე 6 თვიდან გადავსვი სასეირნოზე და 120სმ-მდე ბავშვი შეგიძლია ჩასვა სასეირნოში.
ჩემი შვილი მსუქანი არასდროს ყოფილა მარა სიმაღლით ყოველთვის ზედა ზღვარზე ან ზემოთ იყო biggrin.gif და ფაქტია არ მქონია პრობლემა. ბოლოს რომ მყავდა 3 წელზე პედიატრთან 107სმ იყო. ეხლა ალბათ 110ზე მეტი იქნება და დღემდე გადასარევად ზის ეტლში.
ბრედლი კუპერს და ირინა შეიკს იოიოში ეჯდათ 6 წლის ბავშვი biggrin.gif ევროპაშიც როცა ვარ ლამის ჩემ სიმაღლის ბავშვები უზით ხოლმე biggrin.gif ამიტომ ეგ პრობლემა დიდი ალბათობით არ გექნება. გონდოლადან ცოტა ადრე გადაიყვან ბოლოს და ბოლოს დასაჯდომ პოზიციაზე))

ზოგადად ტუა-ს ბიჭი მთლად ეგეთი ბუთქუნაც არაა მე თუ მკითხავ, თვითონ ადრამატულებს biggrin.gif
ვაჩეს გამხდარს ვეძახი მე და ტუას ბავშვი მსუქანი ნამდვილად არ მგონია და არც გიგანტი) აჰა ფოტოები აქეთა (სათვალიანი) ჩემი ბიჭია, იქითა ტუასი biggrin.gif ტოლები არიან 2 დღიანი სხვაობით გაჩენილები
user posted image
user posted image
მე ყოველთვის ყველაფერში ვატევდი თავის ზომაში რავიცი biggrin.gif
* * *
Tua

ლოყები აქვს შენს შვილს ბუთქუჩა თორე ტანზე სულ არაა პუტკუ)) ხელები ფეხები- ყველაფერი გამხდარი აქვს,ძაან ნორმალურ რეინჯში ჯდება აშკარად )) ნუ ეხლა ბოლოს არ მინახავს კაი ხანია მარა როცა ვნახე შენგან რაც ვიცოდი გიგანტ უბუთქუნესს ბავშვს ველოდებოდი biggrin.gif

Posted by: takoo1 29 Apr 2023, 09:35
Tua
გოგო რა საყვარელი ბიჭო გყოლია ეტლი იქეთ იყოს❤️ რას ერჩი ამ ბავშვს მსუქანია ეხლა ეს? biggrin.gif
ვაიმეე ლოგოლი თავი აქ მგვალი და ცხვილიი
აუ რა საყვარელია biggrin.gif
ხორბლისფერია? შემიყვარდა❤️
narkozeli
აუ ვაჩე რა კაცია სათვალეებში
ეს კადრი გამახსენდა ჰაჰაჰა biggrin.gif
user posted image


შენც კარგად ადრამატულებ biggrin.gif
ვაჩე გამხდარია? ჩემი შვილის ფოტო რო განახოთ მიხვდებით მერე გამხდარი ბავშვი როგორია biggrin.gif
* * *
https://youtube.com/shorts/yLsirKld_tM?feature=share

Posted by: narkozeli 29 Apr 2023, 09:54
takoo1

ვაიმე ნეო lol.gif lol.gif გოგო გამხდარი და გაჩხიკული არა მარა ნუ მაინც წონით გამხდრებში გადის საიზ ჩარტებში biggrin.gif


* * *
takoo1

ეხლა რო ვუყურებ ნახე რა ბუთქუჩა ყოფილა თავიდან biggrin.gif და მაშინაც გამხდარი მეგონა :დდ

1 თვის
user posted image

4 თვის
user posted image

6 თვის:

user posted image

აი ამის მერე გამხდარია მართლა biggrin.gif
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

უი არა გამხდარიც არაა მთლად ხო? biggrin.gif არადა 18კგ-მდეა, მეტი კიარა biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 29 Apr 2023, 10:54
გოგოებო, რომელი ფორმილა ითვლება კარგი ხაროსხისად რხლა ქათულ ბაზარზე არსებულებიდან? ზოგადად მგონია ეგენი ყველა კარგი ხარისხია , მაგრამ მინდა ვუყიდო პატარას და ვერ ვხვდები რომელი ვაჭამო, ვერ ვერკვევი საერთოდ.

Posted by: fermina 29 Apr 2023, 11:15
ეს სიცხის დამწევი პრეპარატები რამე გამამხეცებელ ნივთიერებებს ან ენერგოსტიმულატორებს ხომ არ შეიცავს? biggrin.gif ყირაზე გადადის ჩვეულებრივად, ვერ ვაძინებ, არაფერი ეტყობა ამას ავადმყოფის smile.gif
* * *
happy-go-lucky
QUOTE
გოგოებო, რომელი ფორმილა ითვლება კარგი ხაროსხისად რხლა ქათულ ბაზარზე არსებულებიდან? ზოგადად მგონია ეგენი ყველა კარგი ხარისხია , მაგრამ მინდა ვუყიდო პატარას და ვერ ვხვდები რომელი ვაჭამო, ვერ ვერკვევი საერთოდ.


სხვები ალბათ უფრო გირჩევენ, ჩვენ პლასმონის ლენილაკზე გავზარდეთ და სრულიად უპრობლემოდ, ბავშვსაც მოსწონს. იტალიური ბრენდია.

Posted by: takoo1 29 Apr 2023, 11:20
narkozeli
საშუალო ტანისაა გამხდარი არ ქვია ვაჩეს.
გამხდარი ჩემი შვილია ნეკნები ეტყობა და ფეხები ისე წვრილი აქ სიგრძეში აღარ ეტევა თორე 1 წლის ბავშვის შარვალს ჩააცვამ biggrin.gif
18 კილოზე მეტი რა გინდა ეს აბა 13 და რაღაცაა 14მდე ვერ ავიდა)))

1 თვისაა,ნიუბორნი აცვია biggrin.gif
user posted image

აქ 3ისაა უცებ მოპუტკუნდა
user posted image

აქ 1 წლისაა
user posted image

ჰაჰაჰა სათვალეები biggrin.gif ეს შარშანდელი ზაფზულია,აქ კიდე არ ჩანს რა გამხდარია
user posted image

Posted by: adeline 29 Apr 2023, 11:22
narkozeli
რა სიყვარულები არიან ორივენი :* დედა, როგორ მინდა ბიჭი biggrin.gif ბოი მამა ვარ შენსავით მგონი biggrin.gif ირინაზე მთელი მსოფლიო ღადაობდა კი, არ ამოყავთ ბავშვი ეტლიდანო biggrin.gif ის ჩემი დაქალი ბეიბიზენს ყიდულობს და მეც თუ გამიმართლა ახლა, ეგ მაქვს გეგმაში <3

Posted by: takoo1 29 Apr 2023, 11:23
happy-go-lucky
პედიატრთან გაიარო ჯობია კონსულტაცია,ფორმულა ისეთი რაღაცაა ესე ვიღაცის ნათქვამზე ვერ აჭმევ,ზოგს ის უხდება ზოგს ის.
ბევრი კარგი ბრენდია ესე ერთს ვერ გამოარჩევ.
რომელი არ ვარგა ეგ შეილება გირჩიონ მარა კარგი და სანდო მართლა ბევრია.

Posted by: adeline 29 Apr 2023, 11:24
takoo1
რა სიყვარულიკია <3 გამხდრად და მსუქნად ვერ აღვიქვამ ბავშვებს, მარტო სიყვარულებად აღვიქვამ <3

Posted by: narkozeli 29 Apr 2023, 12:27
takoo1

ვაიმე რა ვიცი, მართლა ყოველთვის ზედა ზღვრებში იყო და რომ მეუბნებიან ჩემ ბავშვს ნიუბორნები არ ეცვაო ან კალიასკაში ვერ ეტეოდაო თვალები შუბლზე ამდის biggrin.gif
შენი ბიჭი არის უსიმპატიურესი❤️❤️❤️❤️❤️


adeline

ძალიან მინდა გამოსცადო❤️ მასეთი გრძნობები მქონდა მეც ბავშვამდე და ძაან დიდი კაიფია ზუსტად რომ აგიხდება ის, რაც წარმოგედგინა❤️❤️ ძალიან მალე❤️ დღეების ამბებია უკვე :*

happy-go-lucky

სიმილაკი, პლასმონი, ფრისო, ჰიპის კომბიოტოკი. ამათზე ძირითადად კარგები მსმენია.
ევროპულს გირჩევ. თუმცა რუსულ ნუტრილაკზეც ბევრი კმაყოფილი ვიცი.

Posted by: takoo1 29 Apr 2023, 12:38
narkozeli
მადლობა❤️❤️❤️
ეგ მეც მიკვირს ნიუბორნს რანაირად ვერ აცმევენ ჩემსას ერთი თვე ეცვა.
ზოგადად სიგრძეში უპატარავდება ხოლმე თორე სიგანეში კიდე ჩაეტეოდა კარგა ხანს.
ლუკიანე გრძელი დაიბადა და მაგიტო გაბრიელი 3სმ-ით პატარა იყო მარა მაგასაც ვერ გაიგებ,უცებ გაიზარდა გაბრიელი,უფრო მეტს იმატებდა თვიდან თვემდე ვიდრე ის გიჟი

adeline
მადლობა❤️ გეყოლება ბიჭი თან მალე:*
ბიჭების წელია ხო ხედავ სიაში რა ხდება biggrin.gif

Posted by: adeline 29 Apr 2023, 12:54
narkozeli
takoo1
ვაიმე როგორ ამიჩუყდა გული გოგოებო :* მადლობა ამ დადებითი ემოციებისთვის :* ბედნიერი დედიკოები გამყოფოთ ღმერთმა <3

Posted by: ივლისი 29 Apr 2023, 12:57
happy-go-lucky
მე ძალიან კმაყოფილი ვარ სიმილაკი გოლდის. კარგად იხსნება, კარგად ანაყრებს.

სიმპატიური ბიჭების დედიკოები ყოფილან აქ შეკრებილები . გაგეზარდოთ ბედნიერები და ჯანმრთელები love.gif

Posted by: happy-go-lucky 29 Apr 2023, 19:05
ივლისი
narkozeli
takoo1
მადლობა გოგოებო, ფრისო ვუყიდე, პირველი ბიჭი ამას ჭამდა და ისევ მაცნობი ფორმულა ვარჩიე. სიმილაკზე კი ვფიქრობდი. ღამე მინდა მივცე, გუშინ ჭკუიდან ავიწიე 5 საათი ჭამდა და აშკარად აღარ მქონდა რძე და ეს ფხაკუნებდა მთელი ღამე. იმედია გამომივა რომ შერეულ კვებაზე მყავდეს, ძაან მინდა ასე დავლაგდეთ.


გოგოებო, ყურის ანთება მაქვს (ან ჩირქიანი ბუსუსის მსგავსი შიგნით sad.gif ) და აბტიბიოტიკი დავიწყე ჩემით, 2 ჯერ მივიღე ჯერ აუგმენტინი და დიდად არ მაქვს ჯერ შვება, ხოდა ხო არ გაქვთ გამოცდილება, დაჩუქრებული როცა არის ქსოვილი, რამდენ დღეში უნდა იყოს უკეთესობა?


adeline
შენ ინვიტროს იკეთებ, ხო? ❤️

Posted by: სერაფიტი 29 Apr 2023, 19:22
ბუნებრივის ბავშვმა რომ ღამით ფორმულა ჭამოს,.რამე კავშირი აქვს ძილთან? დიდხანს გადააბამს უფრო?

ვისაც შერეულზე გყოლიათ, როგორი გამოცდილება გაქვთ?

ინტერნეტში წერია, არაა კავშირიო. საუბარია 6 თვის ბავშვზე.

Posted by: happy-go-lucky 29 Apr 2023, 19:33
სერაფიტი
თუ რძე არ გაქვს ბევრი ღამე, შეიძლება ჰქონდეს კავშირი, დანაყრფება უფრო ხელოვნურით და დაიძინებს. მაგრამ დიდები არ იდევენ ეგრე მარტივად ბოთლს მე რასაც ვაკვირდები.

Posted by: სერაფიტი 29 Apr 2023, 19:47
happy-go-lucky

მე სხვა სიტუაცია მაქვს. დღე ჭამს გამოწველილს ბოთლიდან, ღამით ძუძუს. ნელ-ნელა შემიმცირდება რძე, რადგან გამოწველის ინტერვალები გავზარდე. ხოდა დამატებას როცა მივცემ, ნეტა როდის ჯობია - დღის კვება თუ ღამისა ჩავუნაცვლო? თუ ძილში მიეხმარება, ღამე მივცემდი. თუ ორგანიზმი გადაეტვირთება - დღე.

Posted by: narkozeli 29 Apr 2023, 20:05
სერაფიტი

ხელოვნური საკვები უფრო კალორიულია, შესაბამისად ლოგიკურად ძუძუზე მეტად დაანაყრებს, მე ღამე ვცდიდი.
მაგრამ ერთი რამეც აუცილებლად უნდა გითხრათ,happy-go-lucky შერეულ კვებაზე გადასვლა 90% ნიშნავს ძუძუს ამოგდებას და მთლიანად ხელოვნურზე გადასვლას, ეს რომ მითხრეს თავის დროზე არ დავუჯერე მაგრამ მერე რომ მოვიძიე ინფო, მართალი აღმოჩნდა, შერეულზე გადაყვანა= ძალიან მალე ხელოვნურზე გადასვლას. სერაფიტს ცოტა დიდი ყავს და პრობლემა არ მგონია იყოს მაგრამ ჰეფი შენს შემთხვევაში, თუ ძუძუ გაქვს გადაწყვეტილი, შერეული კვება ცუდი აზრია.

Posted by: happy-go-lucky 29 Apr 2023, 21:15
narkozeli
ვითომ არ წამიკითხავს რაც დაწერე biggrin.gif

მხოლოდ მკაცრად ღამე მივცემ ხოლმე და ვნახოთ. ბევრი რძეც არ მაქვს ძააან და ისივ მაშინებს 2-3 თვის შემდეგ ბოთლო რომ
არ ჩაიდოს. ცხოვრების წეეიდან გამომდინარე (საქმიანობას ვგულისხმობ), ზაფხულიდან დამჭორდება ხოლმე დატოვება და სულ ძუძუზე ვერ მეყოლება. მაგრამ სულ ცელოვნურსე გადასვკა არ მინდა. საოცრად ამშვიდებს ძუძუ და იმხელა კომფორტია ემოციური კუთხით. პირველი ხელობნურით გავზარდე და ვთვლიდი რომ
ლაქტაციის ნერვი არ მქონდა და არ ყოფილა ეგრე.

Posted by: anibani18 29 Apr 2023, 21:27
takoo1
თაკო, შენ ხარ? smile.gif) ბავშვების სურათები რომ ვნახე, მერე მივხვდი smile.gif რას შვება პატარა წერტილუნა? რამდენის ხარ ახლა?
სუმპათიური ბიჭი გყავს <3

გოგონების სასაცავად ვიტყვი, რომ არც გოგოს დედობაა ურიგო smile.gif

სერაფიტი
არაფერ კავშირში არ არის, ჩვენს შემთხვევაში. მარტო ჭამის გამო არ იღვიძებენ ბაშვები :*

ვიბმეს რამე გამოცსილება თუ გაქვს ბავშვების ერთ ოთახში (ცალკე ოთახში) ძილზე?

თაკო, 3000 თუ არ გაქვს ეტლში გადასახდელად, ნახე ბეიბი ლაინის გვერდი. მათი ველო მაქვს და მართლა ძალუან კარგია. მსუბუქი ეტლებიც აქვთ. მე ჰაუკი მაქვს და ნამდვილი ვირია, თუმცა მსუბუქი არ არის, მაგრამ მე ცერც ვახერხებ სადმე წასვლას, გვერდით ოთახში თუ გავედი, მაგაზეც მადლობელი ვარ smile.gif). ორ ბავშვს ვსვამ შიგ და იტანს რომელია. ბორდის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ვერ ცნახე ისეთი რომელიც ჩემს ეტლზე მიდის, ასე რომ ერთად დავაგრიალებ

Posted by: narkozeli 29 Apr 2023, 21:36
happy-go-lucky

მე ხო იცი ისედაც ლაქტაციის მრჩევლად ვერ გამოვდგები biggrin.gif უბრალოდ ეგრეა რა, შანსებს ზრდი და თუ გააზრებულად შვები მაგას, ითს ოქეი. პროსტა ვისაც ძაან უნდა რომ ძუძუზე ჰყავდეს დიდხანს, იმან არ უნდა ქნას და მაგიტომ გითხარი <3 მითუმეტეს თუ გსიამოვნებს ეგ პროცესი და გინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს. ლაქტაციის ჯგუფშიც იკითხე მაინც:*


* * *
anibani18

ანი შენი ბანდაჟი სად იყიდე ხო არ გახსოვს? <3

Posted by: სერაფიტი 29 Apr 2023, 21:57
narkozeli
ფორმულა რთულად მოსანელებელი კია დედის რძესთან შედარებით, მაგრამ კორელქცია მაინც არააო ძილთან, ყველგან ეგ წერია. არადა ახალდაბადებულებს თიშავს ფორმულა.

anibani18
კი,ვიცი რომ მხოლოდ ჭამის გამო არ იღვიძებენ. ეს ჩემი ქალნატონი მგონი მაგიტომ იღვიძებს, არაა ძუძუსმოყვარული:დდ დღე ხო არ იდებს და ღამე ძილში ვერ ხვდება და ჭამს. სამჯერ ერთსა და იმავე დროს. გამოცლის მძინარე და იბრუნებსsmile.gif)

narkozeli

შემცირებას იწვევს კი, თუკი ფორმულას როცა მისცემ, მაგ დროს არ გამოიწველიმ ორგანიზმს მიუვა სიგნალი, რომ მაგ დროს წარმოქმნილი რძე არაა საჭირო და გაბრუნდება.

აი, ამოვწურავ შენახული რძის მარაგს და მერე ვცდი აბა. ღამით ბოთლების გროხინი კი მეზარება, მარა ამასობაში გახდება 7 თვისაც, მყარსაც იწყებს და ეგება ამოაგდოს შუაღამის კვება

Posted by: narkozeli 29 Apr 2023, 22:19
სერაფიტი

ხო, მეც მგონია რომ არ წერენ ამ ყველაფერს ფართომასშტაბიან კვლევებში, არ შეიძლება მაგისი დაწერა, ფორმულის წახალისება გამოვა.

ზოგადად ბევრ კარგ რამეს არ წერენ ფორმულაზე, რათა არ გამოჩნდეს ხელოვნური კვების პროპაგანდა, ჩემი დაკვირვებით.

QUOTE
ამასობაში გახდება 7 თვისაც, მყარსაც იწყებს და ეგება ამოაგდოს შუაღამის კვება


ხოო, 6 თვე კი გყოლია ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე <3

Posted by: სერაფიტი 29 Apr 2023, 22:33
narkozeli

კი, 6 თვე იყო მიზანი და 8-ში ხდება 6 თვის. მჯერა, რომ ძალიან კარგი საქმე გავუკეთე ამით. უკვე შემიძლია მეტად მოვდუნდეsmile.gif)) ნუ 7 თვემდე კვების ჩანაცვლებას არ ვიზამ ალბათ და 7 თვიდან 1 კვება მყარი ექნება უკვე. ალბათ 8 თვიდან ორჯერ შეჭამს მყარს და ასეთ დროს შერეული კვება კარგი იქნება.


ეტლზე მეც დავწერ - ჰაუკი გვაქვს, ორპოზიციანი სასეირნო. 9 კილოა ეტლი,თუმცა უადვილესად იკეცება, ერთი "კლიკით". გამძლეც არის. არც ძვირია (Rapid ჰქვია მოდელს).

Posted by: happy-go-lucky 30 Apr 2023, 00:38
narkozeli
ეხლა ეგ რომ ლაქტაცოოს ჯგუფში ვიკითხო, რას მირჩევენ შენც ზომ იცი? biggrin.gif

გავუკეთე მივეცო ადლა, აუ როგორ ეცა და გადაყლაპა. ძუძუზე დავაძინებ ცოტა ხან და ღამე დქ დვალ დღეც ძუძუს მივცემ, ვნახოთ რა გამოვა. იმედია არ ვინანებ. მაგრამ არ შენიძლია მთელი ღამე ეს ძუძუს ღეჭვა რა ვქნა sad.gif

Posted by: adeline 30 Apr 2023, 00:56
happy-go-lucky
კი, გადატანა მაქვს დაგეგმილი უკვე :*

* * *
narkozeli
ანექს ეარზე რა აზრის ხარ? ძაან გავს ბეიბიზენს, 6 კილოა და უმარტივესად იკეცებაო

Posted by: narkozeli 30 Apr 2023, 00:59
happy-go-lucky

კიი ვიცი და შენც იცი რაც უნდა ქნა biggrin.gif

მე ბოროტი ვიქნები და გეტყვი რომ გადასარევად სწორად მოიქეცი❤️

adeline

ძაან კაია ანექს ეარ იქსი, ერთი ისაა განსხვავება რომ ჩანთასავით ვერ გადაიკიდებ და კიბეებზე თუ გიწევს ატანა ჩატანა დიდი შეღავათი არაა. ამიტომ ავირჩიე ბეიბიზენი თორე რეალურად ეს ორი მართლა გავს ერთმანეთს. შენ ლიფტის პრობლემა თუ არ გაქვს, შეგიძლია ეგ ჩანთად გადაკიდებას არ გამოეკიდო და იყიდო ანექს ეარიქსი.

Posted by: anibani18 30 Apr 2023, 06:52
narkozeli
მედჰაუზში ვიყიდე, გვანცა. 300 არაგველთან და დიღომში ჰქონდათ ფილიალები. მე 300 არაგველზე ვიყიდე. ზომას შეგირჩევენ თავად. ძალიან კარგად განოვიყენე, საერთოდ არ ვიხდიდი, მხოლოდ როცა ვრეცხავდი.

Posted by: adeline 30 Apr 2023, 09:24
narkozeli
კი, გადაიკიდებო უთხრეს ჩემს მეგობარს. უბრალოდ ის ქამარი ცალკე უნდა შეიძინო, რომლითაც უნდა გადაიკიდო, არ მოყვებაო

Posted by: narkozeli 30 Apr 2023, 09:29
anibani18

მედჰაუსი მირჩია ფიქრიამ ელასტიურ წინდებზე და ბანდაჟსაც ბარემ მანდ ვნახავ :*

adeline

დაამატეს ალბათ, მე რომ ვყიდულობდი მაშინ არ ქონდა ეგ ფუნქცია, ძაან საჭირო რამეა, მარტო რომ გამყავდა ბავშვი, ცალ მხარზე ეგ მქონდა გადაკიდებული და მეორე ხელში ბავშვი)

user posted image
user posted image

Posted by: adeline 30 Apr 2023, 09:34
narkozeli
აი გუშინ გავყევი მეც, ძაან მაინტერესებს უკვე ასეთი რამეები და ვიშლისთში ასე გვითხრა იმ გოგომ. ლიფტის პრობლემა არაა, მაგრამ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ჩანთასავით გადაკიდება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მწერებისგან და წვიმისგან დამცავიც ცალკე უნდა შეიძინოთო. ნაფარეულზე გასვლა ვერ მოვასწარით და ვნახავთ აბა ბეიბიზენსაც.

Posted by: narkozeli 30 Apr 2023, 09:39
adeline

ამას მოყვა მწერების ბადე და წვიმისგან დამცავი. მე ვიყავი გუშინ ო ლალაში რაღაცეები შევათვალიერე.

ეს ვიყიდე:
user posted image

პირველ შვილზე არ მქონია ( დიდად არც დამჭირვებია იმდენად სულ კალიასკაში მყავდა), ეხლა ორი შვილის ფონზე მგონი დამჭირდება.

Posted by: adeline 30 Apr 2023, 10:04
narkozeli
აუ რა ლამაზი ფერია; მშვიდობაში და სიხარულში. ბეიბიზენის ფერების არჩევანი აქვთ იმედია. ერთი სული მაქვს მეც როდის წავალ biggrin.gif ეს რა ღირდა?

Posted by: narkozeli 30 Apr 2023, 10:07
adeline

მადლობა❤️ კი ქონდათ ბეიბიზენში შალითის ფერებში არჩევანი

480 ღირდა კენგურუ და 2 ცალი იყო დარჩენილი, ამიტომ ეგრევე ვიყიდე))

Posted by: adeline 30 Apr 2023, 10:10
narkozeli
გადასარევია <3 ნამდვილად დაგჭირდება ორ ბაიაზე :*

Posted by: Tua 30 Apr 2023, 17:14
narkozeli
ეხლა ცნახე ფოტოები რომ დადე, მსუქანია თქო არმითქვამს უბრალოდ ტანზეა რაა smile.gif)) მსუქანი იყო 6-7 თვის, ჩემი დაქალის ბეიბიზენში ჩავსვი სასეირნო პოზიციაში და ფეხებუ ასფალტზე ჰქონდა lol.gif მაღალია უბრალოდ ძალიან თავის ჯგუფში 4 წლის ვინცაა და ცოტა მეტისაც თვეებით იმათზე მაღალია ბევრად , ყველაზე დიდუა ჯგუფში სიმაღლე სიგანით facepalm.gif

takoo1
გოგო კი ხორბლისფერია პატარა კურნოსა ცხვირით და მრგვალი თავით ლამაზი ბიჭოა ❤️ დედას ქოფი ფეისთია ოღონდ მინი მე ვარ , ლოყებშიც მე მგავს lol.gif
* * *
adeline
2300ლარამდე ღირს ბეიბიზენი ჩვილის კალათით და 2100 ლარამდე ჩვილის მეორენაირი პოზიციით. მხოლოდ სასეირნკ 1600ლარამდე ღირს

Posted by: nopiahopi 30 Apr 2023, 23:54
გოგოებო, ლიმანგოდან ბავშვისთვის ბოტასის გამოწერა მინდა და 24 ევროს მიჩვენებს ფასს და კალათში რომ ვაგდებ, იქ 30-ს წერს. ხომ არ იცით მიზეზი?

Posted by: adeline 1 May 2023, 01:01
Tua
უი არ ყოფილა ძაან ძვირი. 3400-ს კი ჯობია ეგ ფასი. ანუ ჯამში მთლიანი კომპლექტი რომ აიღო, როგორ უნდა დაიანგარიშო?

Posted by: narkozeli 1 May 2023, 07:53
adeline

სრული კომპლექტი რომ აიღო 3250 ლარი გამოდის.3 დღის წინ ვიყავი ო ლალალში.
1 თვის წინ აქცია ჰქონდათ, ეხლა აღარ ქონდათ მე როცა ვიყავი.
აქ ძაან უკუღმართულად ითვლიან, კარკასს ცალკე ფასი აქვს (ანუ იმ რკინას :დ) ვინ ყიდილობს მასე არ ვიცი biggrin.gif შალითებიც ცალკე ფასი დაგვითვალა. ნუ მე ქაფჰოლდერი მინდოდა (კიდე აქვს ქოლგა და ასეთი დეტალები) და რა თქმა უნდა ცალ-ცალკეა ეგენიც.
* * *
nopiahopi

სოფო❤️ ლიმანგოზე არ მქონია ეგ შემთხვევა მაგრამ გამიხარდა შენი გამოჩენა❤️
* * *
Tua
შიკ ბებეში როგორც იყიდებოდა ისე არ იყიდება ო ლალაში, კარკასი და კალათი ერთადაა და ის ღირს 2270 ლარი. ცალკე კარკასი და სასეირნო 1568 ლარი და სრული კომპლექტი თუ გინდა 3250 ლარად გაძლევენ რადგან 2 კარკასი არ დაგჭირდება. შალითის ფასსაც ცალკე გითვლიან აქ.
შიკბებეში ჩემნაირ გონდოლას ყიდილობდი მხოლოდ ცალკე, აქ ძველებური გონდოლა საერთოდ აღარ აქვთ.

Posted by: fermina 1 May 2023, 13:34
ქარსითზე მინდა გკითხოთ, ახლა რაღაც დანჯღრეული ძველი ქარსითი გვაქვს და ახალი უნდა ვუყიდო, სულ მე მიზის მანქანაში და უკვე ორჯერ ჩამისრიალდა ქარსითიდან drug.gif

მოკლედ ყველანაირ მანქანაში მაგრდება ეს Isofix სისტემა თუ მხოლოდ ახალ მოდელებში? სადღაც წავიკითხე, რომელიღაც წლის მერე გამოშვებულ მანქანების სავარძლებზე მაგრდება მხოლოდო, ჩემი მანქანა საკმაოდ ძველია smile.gif

Posted by: takoo1 1 May 2023, 13:41
anibani18
შენ როგორ ხარ ანიი❤️ 18 კვირა დავიწყე უკვე
დღეს ვიყავი ეხოზე?ბიჭო მყავსbiggrin.gifD

Posted by: ბანანი 1 May 2023, 13:57
nopiahopi
QUOTE
გოგოებო, ლიმანგოდან ბავშვისთვის ბოტასის გამოწერა მინდა და 24 ევროს მიჩვენებს ფასს და კალათში რომ ვაგდებ, იქ 30-ს წერს. ხომ არ იცით მიზეზი?

ზომების მიხედვით ცვლის ხოლმე ფასს, ეგ შენთხვევა ხომ არ არის? რომელი გადამზიდით იწერთ?

Posted by: fermina 1 May 2023, 14:15
პატარა კოვიდდადებითი მია biggrin.gif

user posted image

დღეს კარგადაა უკვე

Posted by: ივლისი 1 May 2023, 14:25
მეც შევამჩნიე ზომების მიხედვით ემატება ფასი ლიმანგოზე .

fermina
ულამაზესი და უსაყვარლესი. რა ჭკვიანურად იყურება. love.gif

Posted by: fermina 1 May 2023, 14:27
ივლისი
QUOTE
fermina
ულამაზესი და უსაყვარლესი. რა ჭკვიანურად იყურება.


მადლობა love.gif დაუბრუნდა დღეს დილით ხალისი.

დაბალ სიცხეზე უფრო ცუდად იყო, ზუზუნებდა და წუწუნებდა, 38-39-ზე ყირაზე გადადიოდა biggrin.gif

ეცადეთ მოარიდოთ ბაიები ამ ვირუსს, საშინელება ყოფილა.

Posted by: anibani18 1 May 2023, 18:01
nopiahopi
შეიძლება შიპინგის თანხა იყოს ან ფერის და ზომის მიხესვით იცვლება ხოლმე ფასი.

გოგონებო, ვისაც ბაღში დაგყავთ პატარები, გთხოვთ, დანიწერეთ, როგორი მიდგომა აქვთ აღმზრდელებს ბავშვია ტირილთან დაკავშირებით, დამშვიდება და დაწყნარება, ნუ ტირი, არ გიხდება და ა. შ თუ let the feelings be?

Posted by: takoo1 1 May 2023, 18:32
anibani18
რომელ ბაღს გულისხმობ კერძოს?

Posted by: anibani18 1 May 2023, 18:48
takoo1
ნებისმიერა ვგულისხმობ, თაკო. შენი და რონელ ბაღში მუშაობს?
3 ბიჭი რა მაგარია <3 მე კარგად ვარ, შენ? როგორ გრძნობ თქვს?

Posted by: nopiahopi 1 May 2023, 19:15
narkozeli
ჰოო, ვეღარ ვიცლი აქაურობისთვის და ჩამოვრჩი მოვლენებს. ფოტო ვნახე და უკვე რა კარგად გეტყობა პანდა რომ გიზის მუცელში
2kiss.gif
ვაჩემ უკვე იცის სიახლეები?

ბანანი
anibani18
კამექსით ვიწერ ხოლმე, თუმცა მაგ საიტიდან არასდროს გამომიწერია. მშვენიერი ფასებია და ორიგინალი ჯეოქსია ალბათ ხო? რამე მაიმუნობას ხომ არ აქვს ადგილი ? biggrin.gif

ჰოო, ზომების ამბავი ყოფილა. პატარა ზომები უფრო იაფი ღირს.

Posted by: narkozeli 1 May 2023, 19:19
nopiahopi

კიი, ვაჩემ იცის და გახარებული ელოდება როდის გახდება ძამიკო biggrin.gif love.gif

Posted by: nopiahopi 1 May 2023, 20:07
narkozeli
საყვარელი ვაჩე :* აი რომ ვამბობდი, მეორე ორსულობა პირველზე უფრო მაგარიათქო, აბა რას ფიქრობ? არ ხარ უფრო ზე მდგომარეობაში? biggrin.gif

Posted by: takoo1 1 May 2023, 20:08
anibani18
ჩემი და საჯაროშია,ვკითხე წეღან და გააჩნია სიტუაციასო. ტანტრუმის შემთხვევაში არ ვაწყნარებთ აზრი არ აქვსო,თუ ისე ტირის რათქმაუნდა მოფერებით ვამშვიდებთო.
რავიცი ალბათ ყველას თავისი მიდგომა აქვს

მე რავიცი უკვე მივეჩვიე საგიჟეთს კივიან და წივიან მთელი დღე biggrin.gif

narkozeli
მე ლუკიანე მყავდა დღეს ეხოზე.სპარტაკი დაჩიკს მიცაცუნებდა და ლუკიანე ხელებს მიტყაპუნებდა ხან პირით აპრუწუნებდა მუცელზე biggrin.gif biggrin.gif
რო ავდექი სადაა ბაიაა მინდაო ტირილი დაიწყო.ამას ეგონა ბაიას განახებთქო რო ვუთხარი დღეს უნდა მემშობიარა biggrin.gif
იმ გოგოს დაადგა თავზე მერე და ფურცელი რო მისცეს გაოგნებული იყურებოდა biggrin.gif

Posted by: anibani18 1 May 2023, 20:33
takoo1
მაინტერესებდა უბრალოდ. რაც ამ ფსიქოლოგებს ვკითხულობ, ამბობენ, მიეცუთ ემოციებს გამოხატვის საშუალებაო და აგრძნობინეთ რომ გესმით რას გრძნობსო, მაგრამ ბაღის პირობებში ეს რამდენად შესაძლებელია, ვერ წარმომიდგენია.

ამონაშვილის აკადემიაში ვიბმეა გიტარებიათ ბავშვი?

Posted by: takoo1 1 May 2023, 20:40
anibani18
ეხლა 20მა ბავშვმა რო ტირილი დაიწყოს პირობითად და ყველას აცადონ ხო წარმოგოდგენია რა მოხდება biggrin.gif
ანუ რას გულისხმობენ რო დააიგნორონ და აცადონ რო გამოხატონ ტირილით ემოციები?

Posted by: anibani18 1 May 2023, 20:45
nopiahopi
კი, ორიგინალებია. ეს ჩვენთან ღირს მილიონი ყველაფერი.
takoo1
ხო, აი, მეც ეს ვიფიქრე, წარმოიდგინე რა საგიჟითი იქნება, დანარჩენებიც ატირდებიან.
არა, არ უნდა დააიგნორო, თავიდანვე უთხრა, მესმის რასაც გრძნობ და ვიზიარებ ამ გრძნობას მაგრა… თუ არის ეს მაგრამ და მერე ვსიო, არ ამშვიდებ და არ აიძულებ რომ გაჩუმდეს.
რა ვიცი, რა არის სწორი არ ვიცი, რომელი მიდგომა

Posted by: adeline 1 May 2023, 21:25
narkozeli
ისევ დავიბენით: anex air z განსხვავებას ვერ ვხედავთ ბეიბიზენისგან და ვართ ასე lol.gif აქეთ ქმარმა დასერჩა და რაის 3200 ლარიო, საიტებზე გაცილებით იაფი ჯდებაო. ისე მართლა რა უბედურებაა აქ ამხელა ფასები

Posted by: სერაფიტი 1 May 2023, 21:39
გოგოებო, რა მაინტერესებს: სააფთიაქო პიურეს რო გავხსნი, ვადა რამდენი აქვს გახსნილს? სემპერი მინდა ვიყიდო და ეგრევე 80 გრამს ვერ შეჭამს, თითო კოვზი უნდა გავასინჯო.
საერთოდ შეიძლება გახსნილის შენახვა? მაცივარში ალბათ აუცილებლად

Posted by: nopiahopi 1 May 2023, 21:56
სერაფიტი
როგორც წესი, ყველას აწერია რამდენი ხანი ინახება გახსნილი. უმეტესობა გახსნიდან 24 საათია ვარგისი, მაცივარში შენახული. 2 დღეზე ვუნაწილებდი, სანამ გაზრდიდა ულუფას. მაცივარში ვინახავდი გახსნილს და მეორე დღესაც ვაძლევდი.


anibani18
QUOTE

კი, ორიგინალებია. ეს ჩვენთან ღირს მილიონი ყველაფერი.

ჰოო..
ვერ დავარეგისტრირე კამექსის გერმანიის მისამართი sad.gif ნეტავ მე ვერ გავუგე თუ ამათთან არ თანამშრომლობენ. არადა სადაც დამჭირვებია, უპრობლემოდ ვრეგისტრირდებოდი აქამდე sad.gif

Posted by: სერაფიტი 1 May 2023, 22:12
nopiahopi

სულ პირველი გასინჯვისთვის 40 გრამი ბევრი არ არის? ანუ რო გავყო. ორშაბათს ხდება 6 თვის და ჯერ არაფერი გაუსინჯავს, ნახევარი ჩაისკოვზი ვაშლის გარდაsmile.gif)

Posted by: ბანანი 1 May 2023, 22:44
nopiahopi
მეც ზუსტად ორი დღის წინ ვიკითხე აქ. ადრე ხშირად ვიწერდი ფოსტალონით და უპრობლემოდ. დიდი ხანია არ გამომიწერია და ახლა რომ მუვუბრუნდი, ფოსტალონს შეუცვლია მისამართი გერმანიის და ხან ახალი მისამართი ვცადე, ხან ინექსით ვცადე და ხან კამექსით, მაგრამ ვერ დავრეგისტრირდი. sad.gif კამექსზე ბოლოს ტელეფონის ნომერს ერთი ციფრი მოვაკელი და დარეგისტრირდა ,მაგრამ გამოწერით ვერ ვრისკავ ჯერ მაინც

Posted by: nopiahopi 1 May 2023, 23:38
სერაფიტი
ესე გრამობით არ მახსოვს. ახალს ყველაფერს 2-3 ჩაის კოვზს ვაძლევდი გასასინჯად და მერე ვუზრდიდი ულუფას.

ბანანი
ტელეფონზე მეც ერთი ციფრის მოკლებას მთხოვს, მაგრამ მისამართზეც ავირიე, მარტო ასოებს ითხოვს, ნომერი არაო და სად რა ჩავწერო, ვერ გავარკვიე. არადა თითო ცალია ზომები დარჩენილი და მალევე მინდოდა გამოწერა sad.gif

Posted by: სერაფიტი 2 May 2023, 14:07
nopiahopi

მადლობა.
ათბობდი ხოლმე თუ ოთახის ტემპ?

Posted by: takoo1 2 May 2023, 14:37
სერაფიტი
პირველად ორი ჩაის კოვზი გაასინჯე,მეორე დღეს მეტი შეგიძლია.
24 საათი აქვს ვადა მაცივარში.
დღეს პირობითად ხო აჭმევ 3ზე,ხვალ 3მდე ისევ ვარგისია ანუ ნებისმიერ დროს აჭმევ 3მდე
24 საათი აქვს ვადა.
მთლიანად არ მისცე პირველივეზე.გაყავი

Posted by: სერაფიტი 2 May 2023, 20:09
takoo1

კი,კი. მადლობა.
დღეს ვუყიდე რამდენიმე ქილა.
შეათბეო, აწერია. 24 საათიც აწერია. ყველაფერი გასაგებიაsmile.gif)

Posted by: takoo1 3 May 2023, 00:58
სერაფიტი
ეგ კი არ ვიცოდი,არც წამიკითხავს პირდაპირ ვასინჯებდი ხოლმე.რათ უნდა ნეტა შეთბობა?
ხილი და ბოსტნეულია? თუ ხორცი?

Posted by: სერაფიტი 3 May 2023, 07:44
takoo1

ბოსტნეულია. სემპერზე ფასდაკლება იყო და გოგრა,ბროკოლი, ყვავილოვანი და ცუკინი წამოვიღე. კონსულტანტმა - შეათბეო. და მერე ეტიკეტზეც ვნახე. რავიცი, არამგონია არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეთბობასsmile.gif))

ჯერ მხოლოდ ვაშლი გავასინჯე. ორჯერ. პატარა სილიკონის კოვზით ზედვე დავხეხე და მივეცი კოვზი. გემო მოსწონს მგონი, მარა მეჩხუბება და ტირის. ვერ გავიგე, რატომ. კოვზს მართმევს და თვითინ ცდილობს ჩადებას. თან ტირის. მე რო ვუდებ, მაგაზეც ტირის. ვერ გავიგე, რის თქმას ცდილობსsmile.gif)) გემრიელად კი აცმაცუნა,უკან არ გადმოუყრია.

Posted by: takoo1 3 May 2023, 17:53
სერაფიტი
კიდევ უნდა შეიძლება და მაგიტო ტირის.
გაბრიელს თუ რამე არ მოსწონს ტირის მარა აფურთხებს არ ყლაპავს.
თუ მოსწონს და ვაგვიანებ მიცემას ტირის
ვერ ვასწრებ ხოლმე ამოღებას biggrin.gif

გოგოებო ვერ ვიხსენებ რომელი თვიდან უნდა იჯდეს დამოუკიდებლად ბავშვი.ჯდომით კი ზის 6თვიდან ეს მარა ვგულისხმობ აი საერთოდ რო აღარ ყირავდებიან))
ეხლა 7ისაა არ ვარდება დიდი ხანი ზის,შეიძლება 10 წუთი მეტიც და უცებ გადავარდება ხოლმე თუ ხვანცალებს ან რამის აღება უნდა ხანდახან ვარდება უკან.
ხოხვაზეც მაინტერესებს რომელი თვიდან დაიწყეს თქვენებმა.ეს ისე ფორთხავს ლოგინზე ტრიალებს
მუხლებზე არ დგება ჯერ,წელს კი წევს ბოლომდე და წინა ხელებზე დგას მარა არ ხოხავს ჯერ

Posted by: Anabeli111 4 May 2023, 01:11
takoo1
თაკ, რა მაგარია ბიჭო ბაია ♡ ერთმანეთის იმედი და ძალ იქნებიან ^_^ ♡

თაიაც მასეა. ხვალ ხდება 7ის. ზის და თამაშობს, მაგრამ უცებ შეიძლება გასაკოტრიალდეს უკან ან გვერდზე :დ ამიტო გარშემო სულ ბალიშები მიწყვია. ხოხვის სურვილიც არ აქვს. რამდენჯერაც მუცელზე დავაწვენ, ზურგზე ტრიალდება :დ

ახლა პულტითაა დაინტერესებული. ხოდა წინ დავუდებ ხოლმე. ერთი 5 წუთი მაინც ეჩალიჩება რომ მისწვდეს და მიხარია 5 წუთი მაინც რომ იბრძვის biggrin.gif

Posted by: narkozeli 4 May 2023, 09:32
takoo1

7 თვიდან იწყებენ მყარად ჯდომას, სადღაც 7.5დან. ხოხვასაც მასე 7,5-8 თვიდან.

ჩემი დახოხავდა გიჟივით, ზოგი ბავშვი არც დახოხავს და პირდაპირ იწყებს სიარულს და ეგეც არაა პრობლემა. თუმცა ორთოპედების თქმით ხოხვა არის იდეალური რამ სხეულის განსავითარებლად.
* * *
Anabeli111

რა ჭკვიანურად მოგიფიქრებია პულტზე biggrin.gif <3

Posted by: Seirēn 4 May 2023, 16:50
აქაც გამარჯობა smile.gif
ხალხო არსებობს ჩვენს ბაზარზე რძიანი ფაფები ხილით, რომელიც არ იქნება უსაშველოდ ტკბილი?

სემპერს აქვს უშაქრო, უმარილო, ურძეო და სულ მაგას ვაჭმევდი სხვადასხვა ხილის ვარიაციებით, თან ფორმულით ან ჩემი რძით ვუკეთებდი, ახლა უბრალოდ მინდა რომ არსებობდეს ისეთი რომელსაც აწერია რომ არ აქვს დამატებული შაქარი და მართლა არ ჰქონდეს არანაირი სხვა დამატკბობელი.

რომელია ეგეთი?

drug.gif

Posted by: takoo1 4 May 2023, 18:25
Anabeli111
აუ ესეც გიჟდება პულტზე არვიცი რატო.თან ამაზონის fire stick-ის პულტი უნდა biggrin.gif
ჩვეულებრივს ზედ არ უყურებს
ეს ტრიალით მიდის ლოგინის ერთი კუთხიდან მეორემდე რაღაცის აღება რო უნდა.ნეტა დაიწყოს მალე გავუშვებ და იხოხოს biggrin.gif
ლუკიანემ პირდაპირ ფეხი აიდგა,ვერ იტანდა მუცელზე რო ვაწცენდი ტიროდა

Posted by: Tua 4 May 2023, 18:42
Seirēn
სემპერს აქვს ასევე რძიანი და უშაქრო , ასევე ჰიპს, გერბერს. ხილის სიტკბო აქვს, ისე ბავშვის ასაკსაც გააჩნია რამდენის არის

Posted by: Seirēn 5 May 2023, 10:54
Tua
ვიყიდე ჰიპისაც და სემპერისაც რძიანები მაგრამ ორივე ტკბილია sad.gif გერბერი არ მინდა ადრინდელი სკანდალების გამო sad.gif 1 წლის ხდება ბავშვიკი.

Posted by: narkozeli 5 May 2023, 11:34
Seirēn

1 წლის თუ ხდება, 1 წლიდან გადადი ნორდიკზე ან 1984-ზე, წყალზე მოამზადე და ბოლოს დაუმატე პასტერიზებული რძე. მაგაზე კარგ ფაფას ვერ აჭმევ მაგ ასაკიდან.
არცერთ რძიან ფაფას არააქვს კაი შემადგენლობა, გადაჩხრეკილი მაქვს. ყველა დანამატებითაა.

3 წლინახევრის მყავს და დღემდე ნორდიკზე მყავს. ეგაა საუკეთესო შემადგენლობის, ყოველგვარი დანამატების გარეშე, ნამდვილი,სუფთა მარცვალია და რძე მირჩევნია მე დავუმატო.

Posted by: takoo1 5 May 2023, 12:20
Seirēn
შაქარი არააქვს ეგ სიტკბო ფორმულა რაცააქვს მაგისია ან ხილის და არა შაქრის.და შენ როგორს ეძებ აბა ვერ მივხვდი.
თუ სიტკბო ვაფშე არ გინდა ქონდეს მაშინ იყიდე რძე და ცალკე მარცვალი და შენ თვითონ გაუკეთე.ეგეთს ვერ ნახავ ტყუილად.
მაშინ ურძეუ უნდა იყიდო მაგას არააქ არაფრის გემო.

Posted by: Seirēn 5 May 2023, 12:35
takoo1
ფორმულას როგორც ვიცი ლაქტულოზა აქვს დამატკბობლად და არა სხვა შაქრის შემცველები. ამათ უმეტესად შაქრის შემველები, ნეკერჩხლის სიროფი და მისთანები. უბრალოდ რძით და ხილით როომ იყოს ეგეთი მინდა, არანაირი ზედმეტი დამატკბობელი.

მაგალითისთვის, ჰიპის ძილისნებისა ფაფა ვუტყიდე რძიანი ვაშლით და ისეთი ტკბილია რომ სკდება ბავშვი წყლის სმით მერე, მეც ვერ შევჭამე, ხომ შეუძლებელია ხომ მხოლოდ რძის და მხოლოდ ვაშლის სიტბოთი ეგეთი პროდუქტი მიეღოთ.
* * *
narkozeli
ანუ როგორც მივხვდი ტყუილად ვეძებ sad.gif რა გაეწყობა.

Posted by: Tua 5 May 2023, 12:49
Seirēn
1 წლიდან ნორდიკი და მილინ პარასს ვაჭმევდი მე, ძროხის რძეს ვასხავდი ბოლოს და როცა გაგრილდებოდა ზემოდან დაჭრილ ბანანს ვუწყობდი, დღემდე მაგას ვაჭმევ შაბათ -კვირას 4 მარცვალს 3.5 წლის არის და დღემდე შაქრის ან რამე ტკბილი დანამატის გარეშე ჭამს.

Posted by: takoo1 5 May 2023, 13:24
Seirēn
არა ეგეთს ვერ ნახავ ესე შემადგენლობა არვიცი ნეკერჩხალია თუ რა მარა თვითონ შაქარს რო არ შეიცავს ეგ ვიცი,მგონი ვერ ნახავ ჩემ შვილს ყველანაირი აქვს ნაჭამი და სიტკბო ყველას ქონდა რო ვსინჯავდი ხოლმე.სემპერსაც ჰიპსაც ჰუმანასაც ნუტრილაკსაც.
პატარას ვუყიდე წინაზე გერბერის ურძეო წიწიბურა და ტკბილი მომეჩვენა,ურძეო სხვა ბრენდების უგემურია რაც მაქ გასინჯული.
მე კარგი მეგონა გერბერი რავიცი თან ისეთი ფასი აქვს მგონი ყველაზე ძვირია.

წლის თუ ხდება შენ თვითონ მოუმზადო ჯობია

Posted by: სერაფიტი 5 May 2023, 15:59
წლამდე რომელ ფაფას გაუწევთ რეკომენდაციას, გოგოებო?

Posted by: happy-go-lucky 6 May 2023, 10:49
სერაფიტი
სემპერი ძალიან კარგია
* * *
გოგოებო სიმილაკი გოლდი და კომფორტს შორის რა სხვაობა არის ხომ არ იცით?

Posted by: სერაფიტი 6 May 2023, 20:22
happy-go-lucky

სემპერის ქილები დავიმარაგე. ფაფებსაც ვიყიდი მერე, მადლობა.

მაღაზიის ფაფებზე როდის გადადიან? აი შვრია, უშაქრო, იყიდება ბევრგან. ასევე ხორბალი. ფეტვი.
1 წლიდან?

Posted by: Tua 6 May 2023, 21:01
happy-go-lucky
კომფორტი არის გაზებისთვის და კოლიკებისთვის. იგივენაირად არის ფრისო გოლდი და ფრისო ვომიც. მე სიმილაკ გოლდზე მყავდა 7 თვე და დღეში ერთხელ ვაძლევდი ფრისო ვომს 5 თვე .

Posted by: Meilisi 6 May 2023, 21:12
დღეს მივეცი ნუტრილაკ კომფორტი ბევრი ფიქრის მერე როგორი ეს? ჯერ ჯერობით პრობლემა არ აქვს.თუ აწყენდა უკვე შეეტყობოდა? თავიდან 30 მივეცი მერე 60

Posted by: happy-go-lucky 6 May 2023, 22:33
Meilisi
ჩემი მეგობრის ბავშვს ალერგია დაემართა და ეგრევე დაეტყო (ჭინჭრის ციების მსგავსი).

მე მაგალითად ძილის წინ ხო ვაძლევ, ისე დღე ძუძუზეა და აი დალევს თუ არა, იკლაკნება, ეაღაცეებს აკეთებს და დავუკავშორე რო საჭმელი არ მოწონდა. მერე გული აერია. ასე დაემართა ორი დღის წინაც. ეხლა დღეს შუადღეს გავასინჯე საცდელად და ახლა ძილის წინ რომ მივცემ ვნახავ აბა როგორ იქნება, მუცელი ძაან შეაწუხებს ან როგორ მოინელწბს (ფრისოს ვაძლევდი აქამდე).

ყველა კარგია რაც ჩვენს ვაზარზეა, როგორ შეირგებს მგონი მაგაზეა რა.

Tua
მადლობა. გოლდი ვუყუდე. აუ რა ძალიან ძვირია, ძუძუებს უნდა მოვუფრთხილდე რაღაცნაირად: იქნებ გავაქაჩინო ბუნებრივი მეტწილად.

* * *
სერაფიტი
მაღაზიის ერთი წლიდანო (საერთო სუფრიდან უნდა ჭამოსო ბავშვმა წლიდან წესით). მაგრამ ინდივიდუალური მგონია, მე გვიან გადავიყვანე მაგაზეც და ჩვეულებრივ რძეზეც.

Posted by: Tua 6 May 2023, 22:58
happy-go-lucky
ღამე დაკლაკვნა საერთოდ შეიძლება არიყოს კვებასთან კავშირში, 3 კვორა ხომ გადალახა? კოლიკები იწყებააგ ვადიდან და ღამე დაკლაკვნა მაგისი ამბავია ❤️ გაზებიც მაგ დროიდან აწუხებთ. ჰო ხელოვმური ახლა უფრო ძვრია ვიდრე ჩემი შვილის სროს იყოს, თანხას ვაგრივებ მე ეხლა ნელნელა რადგან არვაპირებ ბუნებრივს იმდენად ცუდად მახსოვს წამება მაგისი მაჟრიალებს

Posted by: Anabeli111 7 May 2023, 01:10
სერაფიტი
დღეს გავასინჯე სემპერის შვრიის ფაფა. აი ცუდად გავხდი მე რომ გავსინჯე.. მაგრამ უნდა ნახო ამან როგორ ჭამა :დ ჩაძვრა თეფშში.. ცოტა ზეითუნის ზეთი გავურიე.
user posted image

Posted by: happy-go-lucky 7 May 2023, 09:14
Tua
კი, მაგრამ ვუკავშორებ, როცა ხელოვნურს ვაძლევ მაშინ წუხს. ისე როდიდან უნდა გაიაროს გაზევმა და კოლიკებმა წესით?

Posted by: Tua 7 May 2023, 11:03
happy-go-lucky
3 თვიდან გადის , სადღაც 2 თვემდე ძლიერდება და 3 თვიდან უკვე გადის. ხელოვნურის კავშირი მაინც არმფონია ისეთი ვადაა წესით უკვე უნდა დაწყევულიყო გაზები და კოლიკები, განსაკუთრებით ღამე იის ხოლმე, მაგის გამო ვაძლევდი ფრისო ვიმს მე , ძალიან შეუმცირა გაზები.

Posted by: narkozeli 7 May 2023, 11:56
Anabeli111

ვაიმე რა საყვარელიაა love.gif ჩემი გამოცდილებით კარგად მჭამელი ბავშვი არის ბედნიერება, უნდა შეირგო და დატკბე <3


Posted by: Anabeli111 7 May 2023, 12:18
narkozeli
კი, გვანც ♡♡ უზომოდ მიხარია,უბრალოდ ახლა ცოტა შეკრულობა დაეწყო sad.gif მე3 დღეა არ გასულა კუჭში. ვამასაჟებ, ბობოტიკიც დავალევინე. პრუწებს შვრება უსუნესებს :დ მაგრამ კუკუს არა sad.gif რა გავუკეთო, აღარ ვიცი.. ზეითუნის ზეთი ცალკეც დავალევინე.

Posted by: takoo1 7 May 2023, 12:42
Anabeli111
რა საყვარელია ანაა❤️ რამხელაა უკვეეე
ვაშლს არ აძლევ? გაბრიელს რო ვაჭმევ ეგრევე კუკებს შვება.

Posted by: ივლისი 7 May 2023, 12:49
Anabeli111
ეს ურძეო შვრიაა ? კარგია უგემურიც რომ კარგად ჭამა. შეარგოს war.gif უფრო პატარა ასაკში პერიოდულად ჰქონდა შეკრულობა ჩემსას. დღეში ერთხელ გლიცერინის მიკროოყნა ან გლიცერინის სანთელს ვუკეთებდი. ბოსტნეულის ჭამა რომ დაიწყო ძალიან მოუწესრიგდა ეგ ამბავი. ხილი, ბოსტნეული მოუწესრიგებს შენსასაც.

Posted by: narkozeli 7 May 2023, 13:17
Anabeli111

სემპერის შავი ქლიავი აჭამე აბა ან❤️ უშველის წესით


Posted by: სერაფიტი 7 May 2023, 13:31
Anabeli111

შეგერგოს, საყვარელო. რანაირადაა ჩამძვრალი ჯამშიsmile.gif))
იმედია, კარგი მჭამელი გეყოლება. კომფორტი ეგაა თუა.

ჩემი ბაჭია ვაშლის მერე ბროკოლის გასინჯვაზე გადავიდა. ჯერ 1 კოვზი ჭამა, დღეს.
იჯღანებოდა, მარა ჭამა. ხვალაცვამ ბროკოლს მივცემ, სემპერის.
მერენ ვფიქრობ გოგრას და ყვავილოვანს. ეს კვირა ამ 4 საჭმელს ვუტრიალებ.

ფაფებს სავარაუდოდ 7 თვემდე არ გავასინჯებ, რავი, ბუთქუნაა ისედაც და ხილ-ბოსტნეულის გასინჯვას უფრო მინდა ეს თვე დავუთმო

ეცეთი გოგო მყავს<3

Posted by: Anabeli111 7 May 2023, 16:16
takoo1
კი, ჭამს მაგრამ ვუნაცვლებ ერთმანეთს. დღეს ყაბაყი ვაჭამე. ცოტა ზეითუნის ზეთი გავურიე. ველოდები შედეგს. აპრუწუნებს biggrin.gif დანარჩენს ინახავს biggrin.gif

ივლისი
კი, ურძეოა.
როგორც ვიცი, ოყნა არააო რეკომენდებული და მაგიტო ვიკავებ თავს, მაგრამ დღესაც თუ არაფერი. ხვალ ჩავერევი უკვე...

* * *
narkozeli
აქცია რო იყო, ახლომახლო ყველგან ამოყიდულია ქლიავი. ხვალ ვნახავ ისევ.

სერაფიტი
ვაიმე, რა სიცოცხლე და სილამაზეა ♡♡♡

user posted image
ჩემი გოგოც უთმო ბაჭყატია :დ ველოდები კიკინის შებმის დროს :დ

Posted by: სერაფიტი 7 May 2023, 17:08
Anabeli111

უაიმიი <3 თვალებციმციმა.

ისე, როგორ ჭამს? მოსწონს ხილი და ბოსტნეული? მხოლოდ დაბლენდერებულს აძლევ?

Posted by: Anabeli111 7 May 2023, 21:27
სერაფიტი
ყველაფერს ჭამს, რასაც დაუდებ. მყარადაც და დაბლენდერებულსაც. უბრალოდ მოსწონს თვითონ რომ ჭამს და ხილფაფებშიც მივარდება თათუკებით :დ

ოყნა გავუკეთე, რადგან ძალიან წუხს და კიდე არ ქნაა.. გავგიჟდები... სანთელი არ გამაკეთებინა ნოტმალურად და ვერ შევუსრიალე ისეთი ჟელესავითაა sad.gif რა გავაკეთო....

Posted by: სერაფიტი 7 May 2023, 21:40
Anabeli111

დაელოდე, სხვა არ ვიცი რა გზაა. ვაშლია კიდევ საუკეთესო,.როგორც ვიცი.
რამდენი საათია არ უქნია? ავარჯიშე ბევრი, ველოსიპედები.
წყალს ხო სვამს? წყალი აუცილებელია მყარ კვებასთან ერთად,კუჭის მოქმედებისთვის მათ შორის.

Posted by: ივლისი 7 May 2023, 21:54
Anabeli111
იზამს აუცილებლად, დაელოდე. დარბილდეს უნდა . ეტყობა მყარია ძალიან. ოყნა უფრო ეფექტური და სწრაფია ვიდრე სანთელი. მე ადრე ექიმის რეკომენდაციით დუფალაკიც მიმიცია დილაობით უზმოზე 5 მლ. ერთხელ ფორმულა შევუცვალე და შეიკრა ძალიან. სხვა დროს პერიოდულ შეკრულობას გლიცერინის ოყნით უცებ ვშველოდი. წყალი აუცილებელია ხო. ჩემსას გოგრა და ვაშლი ძალიან უძლიერებს კუჭის მოქმედებას .

Posted by: takoo1 7 May 2023, 22:23
Anabeli111
ეგ გლიცერინის სანთელია ხო ჟელესავით?
მეც ვიტანჯებოდი და მერე წყლით ვავსელებდი
დაასველე წყლით და ეგრევე შესრიალდება
ძუძუზე ხო გყავს ანა შენ თუ აღარ?
ზოგადად აწუხებს შეკრულობა
არადა ძუძუს ბავშვებს კარგი კუჭის მოქმედება აქვთ

Posted by: Anabeli111 7 May 2023, 22:39
სერაფიტი
ივლისი
ქნა, გოგოებო..... იმდენი რო რავიცი :დ

takoo1
ძუძუზეა ისევ და პლუს მყარი კვება, თაკ. და ამ მყარმა აგვრია, თორე საათივით ჰქონდა აწყობილი :/

წყალს არ ვასმევდი ;( და მანდ შევცდი... გამოვასწორებ ♡♡


დავისვენეთ ორივემ ♡

Posted by: სერაფიტი 8 May 2023, 08:54
Anabeli111

ჰო, წყალი...

ისე, შეცირა რძის მიღება? ისევ იმდენჯერ და იმდენს ჭამს ძუძუს?

Posted by: Tua 8 May 2023, 08:55
Anabeli111
გოგო წყალი მყარი კვების დაწყებისთანავე უნდა მისცე აუცილებლად ❤️ თავიდან მყარ კვებაზე იციან შეკრულობა და ძალიან ხშირია, მე სემპერის ქლიავს ვაჭმევდი ხოლმე დილოთ და ეგრევე გადიოდა ან სემპერის მსხალს.

Posted by: Anabeli111 8 May 2023, 16:16
სერაფიტი
ისევ იმდენს ჭამს. ღამე უფრო ხშირად იღვიძებს ძუძუსთვის... არ შია,უბრალოდ სხვანაირი სიყვარული დაეწყო ;( ეფერება, ფხოჭნის, ჩქმეტს :დ ♡ და ვაკლივარ მთელი დღე ;( ღამე ივსებს დანაკლისს... ამიტო ვითმენ.

შენი ბაია რას შვრება?

Tua
კი, ახლა მკაცრად გავაკონტროლებ წყლის რაოდენობას ♡♡ შენი წერტილიკო როგორ გრძნობს თავს? ♡


Posted by: სერაფიტი 8 May 2023, 19:02
Anabeli111

ჩემსას ისევ გამოწველილს ვაჭმევ დღე. ღამე ძუძუ, ჯამში სამჯერ გამოსდის ძუძუ და 4 ბოთლი.
ბოლო 3 დღეა ჩაძინებისას ითხოვს ძუძუს და ისე იძინებს 8- ის ნახევარზე. მიკვირს ცოტა, ამისი პროტესტების გადამკიდეს. ესეც ეტაპია მგონი.

დღეს გახდა 6 თვის. წყალი დაიწყო. ვაშლი და ბროკოლი გასინჯა. ხვალ გოგრაა რიგში.

ისე, არაა რთული ბაია, საერთო ჯამში smile.gif)) ნუ ეს ძუძუს ამბები გააპრობლემა ერთიsmile.gif)

Posted by: Anabeli111 8 May 2023, 19:07
სერაფიტი
თითო ჭამაზე რამდენ გრამს ჭამს ბოთლით?
მშვენიერი რეჟიმი გამოგიმუშავებიათ. 8ის ნახევარზე რო იძინებს გადაბმულად სძინავს ღამის ძილით?

Posted by: Tua 8 May 2023, 19:11
Anabeli111
რავიცი კარგადაა ჯერჯერობით წერტილიკო ❤️

Posted by: fermina 8 May 2023, 22:12
ჩვენი 11 თვის გახდა და საკმაოდ შეამცირა რძის მიღება (ფორმულაზეა).

ფაქტობრივად დღე-ღამეში ერთხელ ჭამს 180 გრამს. დანარჩენი, უარს არ ამბობს არც ფაფაზე, არც ბოსტნეულზე და არც ხორცზე, არც ხილზე.

დღეს ექიმთან ყავდათ (მრჩეველში ლელა ზანგურაშვილთან) და იმან უთხრა, არაა პრობლემაო, წლისკენ თუ არ მიიღებს მეტ რძესო. უბრალოდ ცოტა ვნერვიულობდი ამ თემაზე და გაგიზიარეთ.

ნუ ხანდახან ორჯერაც ჭამს დღე-ღამეში, მაგრამ მეორედ - უხალისოდ და ცოტას.


Posted by: სერაფიტი 8 May 2023, 22:31
QUOTE (Anabeli111 @ 8 May 2023, 19:07 )
სერაფიტი
თითო ჭამაზე რამდენ გრამს ჭამს ბოთლით?
მშვენიერი რეჟიმი გამოგიმუშავებიათ. 8ის ნახევარზე რო იძინებს გადაბმულად სძინავს ღამის ძილით?

სამ საათში ერთხელ ჭამს 100-110 გრამს. ზოგჯერ 2.5 საათში ერთხელ. დღეში 3 ან 4 გამოწველა მიწევს. თუ ვერ ვეწევი, საყინულეში მაქვს და იმას ვუმატებ. ჯერ სამყოფი აქვს.

გადაბმულად ეძინა დილის 7-მდე, კი. ჭამებზებარ ფხიზლდ3ბა. მაგრამ აი 1 კვირაა ცოტა აურია და 6 თვის ამბებს ვაბრალებ - დაჯდომა, ესა ისა, ბევრი რამე ისწავლა ბოლო კვირებში. და გამთენიისას ეღვიძება ასე 4-დან 5-მდე. არ ამომყავს ლოგინიდან, 1 სთ ფუსფუსებს და მერე ვაძინებ. პლუს ვცდილობ 8-ზე გადავუწიო ღამის ძილი. ვნახოთ აბა.
დღის ძილები აქვს მაქსიმუმ საათიანიsmile.gif) იშვიათად, რო რომელიმე ერთი ძილი გავუხანგრძლივო საათნახევრამდე. 30-50 წთ წაუძინებს ხოლმე 3-4ჯერsmile.gif)) ფხიზლად 2 -2.5 სთ ძლებს.

თაიას როგორი ძილის რეჟიმი აქვს ღამის და დღის?
* * *
fermina

კარგი მჭამელი გყავთ, მგონი არაა სადარდებელი. თან მაგ პედიატრს ძალიან აქებენ და ენდეთ.

Posted by: happy-go-lucky 8 May 2023, 22:37
გოგოებო, თქვენი პატარების ღამე ტოგორ ოქცეოდნენ 0 დან 4-5 თვემდე, შეგიძლიათ გამიზიაროთ? ძილი/ჭამა/ჭირვეულობა. ან როდიდან იცვლება რაღაცეები უკეთესობისკენ?

Posted by: fermina 8 May 2023, 22:48
სერაფიტი

QUOTE
ferminaკარგი მჭამელი გყავთ, მგონი არაა სადარდებელი. თან მაგ პედიატრს ძალიან აქებენ და ენდეთ


ხო მეც ასე მგონია, უბრალოდ სულ ვკითხულობდი, რომ წლამდე ძირითადი საკვები რძე უნდა იყოსო და სხვა ყველაფერი უბრალოდ გასინჯვის და შეჩვევის მიზნითო და ეს უკვე ხინკალსაც მიირთმევს და ყველაფერი აინტერესებს რაც იჭმევა და ეტყობა რაც გაუსინჯა გემო სხვადასხვა საჭმელს, აღარ მოსწონს დიდად ის რძე smile.gif

ანუ დაახლოებით ასეთი მენიუ აქვს:
ფაფა
ბოსტნეულის პიურე ხორცთან, თევზთან ან ისე
ხილი შუალედში
ფორმულა ორცხობილით ან ცარიელი, ძილის წინ (ამაზე ცოტა ჭირვეულობს ხოლმე და იოგურტით ვუცვლით)
დილით ადრე ისევ ფორმულა

მგონი ნორმალურია.

Posted by: ივლისი 8 May 2023, 23:01
happy-go-lucky
დაბადებიდან მესამე დღეს დაეწყო და 2 თვემდე ჰქონდა ის კოლიკა თუ რაცაა
.გაუჩერებელი ტირილები. განსაკუთრებით რომ მოსაღამოვდებოდა. გარეთ გასვლა აწყნატრებდა ცოტა. 2 თვის მერე შეუმცირდა საგრძნობლად. 3 თვეზე უარი თქვა საერთოდ ფორმულაზე. ნუ ესეც სჩვევიათ თურმე ბავშვებს რაღაც პერიოდები. ძუძუზე მყოფებსაც. მერე დაიწყო ისევ დალევა. გაზები კარგა ხანს ჰქონდა 5 თვემდე ალბათ. სიმეთიკონები და მსგავსები დიდად არ შველის რა . სანამ არ ჩამოყალიბდება კარგად ნაწლავები. ნუ ზოგჯერ შეკრულობები ( ფაღარათი არასდროს ჰქონია). თავიდან ჭამა ყოველ 3 საათში..4 თვიდან გადავიდა 4 საათიანზე და მერე ამოაგდო ღამის ჭამა. მოკლედ ყველაზე რთული ამბები იყო ასე 4 თვემდე. მერე ჩადგა კალაპოტში რუტინა და რეჟიმი.

Posted by: Anabeli111 8 May 2023, 23:05
სერაფიტი
თეთრი შურით შემშურდა :დ ♡♡♡

თაიას დილას ვაჭმევ გასვლამდე და როგორც კი გავიხურავ კარს,იღვიძებს. აბრუნებინებენ ძილს და იღვიძებს 10-11ზე, ჭამს 140 გრამს. მერე თამაშობს, მერე ჭამს ხილს ნახევარ ქილას და იძინებს.. ხოდა აქ ერთი გარემოებაა.. თაიას ბებო ძილს აბრუნებინებს ხოლმე და დიდხანს სძინავს :/ 1.30 საათი ხან მეტიც.. მერე რო იღვიძებს ჭამს ისევ 140-150 გრამ რძეს. ჭამიდან 1.30 საათში მოვდივარ,ვიწველი და თან ვაჭმევ თაიას. ან ჯერ ასრულებს მეორე ნახევარ ქილას და მერე აყოლებს ძუძუს. მის მერე სულ ძუძუ, ძუძუ რამდენ ხანშიც უნდა. :3 მე რომ მოვდივარ, მერე თუ გამიმართლა, იძინებს 40 წუთი კიდე და მაგ დროც მეც ვიძინებ დაღლილი.. თუ არადა ველოდები 9 საათს. მაგ დროიდან ვწვალობთ 10 საათამდე და იძინებს. ოღონდ მალევე იშმუშნება და ძუძუ უნდა დავახვედრო. მოკლედ ძილის თემა ვერ გვაქვს რიგზე. სხვა მხრივ, გართობა, თამაში არ ეშლება :დ პირიქით, მოსწონწ როცა რამეს ასწავლი და სიახლეებს სთავაზობ.

16ივნისამდე მივიდე და მერე უკვე ვიზრუნებ რეჟიმზე. მე როცა ვარ სახლში, არასდროს ვაბრუნებინებ ძილს.. და შესაბამისად, ადრეც იძინებს ხოლმე მშვიდად .. მაგრამ ახლა სხვანაირად არ გამოდის :/ სექტემბრიდან ძიძა მეყოლება.

Posted by: სერაფიტი 9 May 2023, 10:42
Anabeli111

140 გრამამდე როგორ ადის? რამდენი ხანი აქვს შუალედი რძეებს შორის, როცა ბოთლზეა?

ძილზე ჰო, მეც დედაჩემთან ვტოვებ და ხან უბრუნებს, მარა ვერა რა, მეც მიჭირს და დედასაც ამისი შებრუნება. ამიტო დავნებდით.

ეს 7 საათზე ძილი სადღაც 3 თვიდან დავამუღამეთ. არ მინდა 8-ზე გვიან გადაეწიოს, იმიტო რო კარგია საღამოს დრო მრჩება, ბანაობა, მომზადება მეორე დღისთვის(სკოლა, მოგეხსენება, როგორი სამსახურია,წაკითხვა გინდა რამის, ესა, ისა. ჩაის მშვიდად ვსვამ და ა.შ. სადღაც 11-ზე მეც ვიძინებ:დ)
გუშინ 8ზე დავაძინე, მეთქი იქნებ არ დააჭყიტოს თვალი 4-ზე. მაინც იგივე. ნუ 5ის ნახევარზე, დიდი შეღავათიsmile.gif) ნახევარი სთ ვუბრუნებდი და მე გამოვფხიზლდიsad.gif მოკლედ, დილა გვიჭირს ამ ეტაპზე. მაგრამ მგონი ცოტა დრო უნდა და ისწავლის.

ეს ძალიან ცნობისმოყვარეა და ასეა თაიაც? აი სულ პატარობიდან აჭყიტებდა ყველაფერ ახალზე თვალს. ახლაც, ტანსაცმელიც რო გამოიცვალო, არ გაატარებს, აგათვალიერებს კარგად, გაგბურღავს თვალებით. ყველაფერს დეტალურად ათვალიერებს, ეხება, ეღუღუნება. უყვარს თავისთვის თამაშიც, მარა დიდხანს ჯერ ვერ ძლებს მარტო. ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის ყურება.


ვუკითხავ ყოველდღე აუცილებლად. მე ან მამამისი. და სადღაც 4 თვის იყო, რომ წიგნს რო დაიჭერს, იწყებს ღუღუნს:დდ ეტყობა გვბაძავს, ხმებს ბაძავს. ზოგადად, წიგნები ძაან გვიყვარს ოჯახს და ამასაც ვატყობ, სათამაშოებს რო ვაძლევ, ყველაზე კარგად წიგნებით ერთობა :დდ სულაკაურია გამომცემლობა დაილოცოს:დდ
საჩხაკუნოები თავიდანვე დაიკიდა:დდ

Posted by: Anabeli111 9 May 2023, 12:07
სერაფიტი
ერთიანად ჭამს 140ს 3 საათში ერთხელ. ზოგადად თუ ჭამა გადაუცდა, არც მაგაზე იტირებს, მიუხედავად რომ ღორმუცელაა. ურჩევნია ძუძუს დაელოდოს, ვიდრე ბოთლით ჭამოს კიდე. ერთი პერიოდი, შაბათ-კგირას ბოთლით არ ჭამდა. აპროტესტებდა :დ ანუ თავისი პაწუა ტვინით რა გრაფიკი გამოთვალა, არ ვიცი, მაგრამ არ იკარებდა იმ 2 დღეს. ახლა კიდე ბოთლით რო დავალებინე წყალი (სხვა ბოთლით), ეტყობა რძე ეგონა თავიდან და დაეწაფა. მეორედ ნამდვილად რძე რო მიაწოდეს, აღარ სვამდა, ეგონა ისევ წყალს აწვდიდნენ :დ ძაან მაიმუნია :დ

მე ფანჯრებზე ვგეგმავ მეორე დღის მასალას sad.gif ღამის ძილს ოდესმე თუ მოვაწესრიგებთ, აღარ მჯერა. მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ დილას მშვიდია და ბებოს არ აბრაზებს.

კი, ესეც ესეა. ყველაფერი აინტერესებს. რამე ნივთს რო ვაძლევ, კარგად ატრიალებს ხელში, აკვირდება დეტალებს :დ

წიგნები ამისი საყვარელი გასართობიცაა. შარშან 1+1 აქცია რომ იყო სულაკაურში, მაშინ ვუყიდე ჯერ კიდევ ორსულმა და დაბადების დღეებიდან აქვს წიგნებთან ურთიერთობა. ნაჭრის წიგნებს ვყიდულობ კიდევ რომ შრაშუნებს. შეუძლია საათობით ათვალიეროს და გისმინოს.. ყველაზე მეტად მოსწონს პაწაწინა ფისო და ერთი ციდა ბეკეკოს ამბები და კიდეგ გამომცემლობა ზებრას აქვს ჭიკ-ჭიკ წიგნი, ცხოველების ხმები უნდა თქვა ნახატებისას. გიჟდება ხოლმე. ჩვენც ფილოლოგების ოჯახი ვართ და ადრე თუ ყველგან წიგნები გველაგა, ახლა თაიას სათამაშოები და წიგნებიც შეემატა. იმედია ეს სიყვარული მერეც გაჰყვებათ ♡♡

Posted by: სერაფიტი 9 May 2023, 12:14
Anabeli111

რა ნაცნობი სიტუაციააsmile.gif)
ჰო, ნაჭრის და ჭრაჭუნა წიგნები მაგარი მოგონებაა.

აუ, მე ფანჯრები არ მაქვს. მიყოლებით მაქვს, ასე ვთხოვე, და ადრე ვამთავრებ. ფანჯრებზე დაგეგმვა არასდროს გამომდიოდა. უფრო ჭორაობა :დდ

უი, ეგ ბეკეკო დახია ზუსტად. კატა თუ ბეკეკო, რომელიღაც.
ჭიკჭიკას ვნახავ, თვის ბოლოს ფესტივალზე დავუმარაგებ ახლებს.

ძილი მოუწესრიგდება, წესით წლის მერე უფრო. ასე ამბობენ :დდ

Posted by: Anabeli111 9 May 2023, 12:18

ესე ზის :დ
* * *
სერაფიტი
მე დამრიგებელიც ვარ და 4ის ნახევრამდე ვარ სკოლაში sad.gif

Posted by: anibani18 9 May 2023, 15:09
Anabeli111
რა საყვარელია შენი ლოყუცა, ანი <3

ძილი ჩემი დაკვირვებით სადღაც ორი წლისთვის, წლინახევრისთვჯს, ოღონდ მშობლის ხელშეწყობით სტაბილურდება. ჩემი პატარა 11 თვისაა ახლა და ღამით კი სძინავს ჭამის და გაღბიძების გარეშე მაგრამ ხანდახან არის, რომ გაიღვიძებს და ორი საათი არ სძინავს ხოლმე.

წლამდე რძეს რაც შეეხება, ვერ წარმომიდგენია წლამდე როგორ უნდა იყოს რძე ძირითადი. კი ძალიან მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ თუ არ მივეცი საკმარისი მყარი საკვები, რძეს კვებად არ აღიქვამს და დადის მშიერი, ტირის და წივის. აჭმევ და მოდის მერე ხასიათზე.
სერაფიტი
რა საყვარელი გყავს <3
მეც მირჩევნია ადრე დავაწვინო და საღამო ჩემთვის მქონდეს. 12 საათი სძინვთ ღამე. პატარას 8 საათზე ვაწვენ, უფროსს ცხრია ნახევარზე და მერე თავს მოვიწეაროგებ და ვკითხულობ საღამოს. სექტემბრიდან მეც გაკვეთილების დაგეგმვას მივყოფ ხელს.

Anabeli111
გაქვთ სკოლაში მასწავლებლებისთვის სამუშაო სივრცე?

Posted by: Anabeli111 9 May 2023, 15:42
anibani18
ან.. 8ზე რო დავაწვინო,გაიღვიძებს 1 საათში და მერე პირველამდე არ დაიძინებს :/ რა გავაკეთო sad.gif სულ ძუძუს ითხოვს.. ისიც ვიფიქრე, ღამე ბოთლით ხო არ ვაჭამოთქო. მე და მეუღლემ გადავწყვიტეთ, ხუთშაბათს თავის საწოლში დავაძინოთ (ხითშაბათი იმიტომ, რომ პარასკევს ვისვენებ :დ).

კი, სამასწავლებლო გვაქვს, სადაც კომპიუტერიცაა, პრინტერი, ქსეროქსი და ა.შ. ♡
* * *
თან დიდების და პატარების ფლიგელი ცალ-ცალკეა და ვეტევით ♡ ზოგჯერ ჩემი ლეპტოპი მიმაქვს და კაფეში გადავდივარ. ჯერჯერობით ვუმკლავდები, მაგრამ მეც მინდა საღამოს ან წავიკითხო, ან ფილმს ვუყურო :/ შემშურდა ახლა, გოგოებო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 9 May 2023, 16:49
Anabeli111

ძაანაც ნუ შეგშურდება:დდ ფილმებს ვერ ვუყურებ, საქმეები იმდენი გროვდება. მარა აი არდადეგებზე ალბათ შევძლებ უფრო. პლუს სანამ თავს მოვიწესრიგებ, ანიტას რამეებს მივალაგებ, საწველს გავასტერილებ, ჩაის დავლევ ... მოკლეე კი ჩემი დრო ჰქვია, მაგრამ ბევრ დებილობას მიაქვს ხშირად:დდდ

გოგო, ძუძუს რაც ეხება, ასე წამიკითხავს, რომ უნდა შეუმცირო წოვის დრო. და ამოაგდებს ნელნეკა იმ კონკრეტულ კვებას ღამით. აბა სცადე. ვთქვათ 5 წთ თუ წოვს, 4-ზე ჩამოდი, მერე კიდე,კიდე... სოსკას თუ იდებს, მოუნაცვლე. სიმღერა თუ უყვარს, უმღერე და ასე მიაჩვიე შებრუნებას ძილის და არა ძუძუთი. დასჭირდება ალბათ დღეები, მარა ცოტას ამოისუნთქავ.

anibani18

დღე რამდენი სძინავთ?
ღამით ყოველთვის 12 სძინავთ? არ იღვიძებენ? ძაან მაგარია<3 ამასაც ეძინა წინა თვეებში 12, მარა ვეღარ. არ ვნებდები და იქნებ მიეჩვიოს.

* * *
Anabeli111

უი, შენთან სძინავს ისევ? ეგეც მიზეზია ძუძუს მოთხოვნის. სუნი, შეხება... და უნდება. მიაჩვიე ნელნელა, გადააწვინე თავისთან.

Posted by: anibani18 9 May 2023, 17:33
Anabeli111
დღისით რამდენჯერ სძინავს ანი? 7 თვისაა ხო? მაგ ასაკზე ან ორჯერ უნდა იძინებდეს ან სამჯერ. თუ სამჯერ იძინებს ასე სცადე, დილით რომ გაიღვიძებს 2,5 საათის მერე დააძინე, მერე ისევ 2,5 საათის მერე, მერეისევ 2,5 საათის მერე და ღამის ძილზე 2,5 ან 3 საათის მერე. თუ ორჯერ იძინებს, მაშინ 2,5 ან 3 საათის მერე პირველად დააძინე, მერე 3 საათის მერე და ღამის ძილზე 3 ან 3,5 საათის შემდეგ. ღამის ძიკის წინ შეიმუშავე ერთი და იგივე რუტინა რომელსაც უმეტესწილად არასოდეს გადაუხვევ და დროთა განმავლობაში მიხვდება რომ ძილის დროა.
ჩემთვის დიდი შვებაა ადრე რომ იძინებენ, მერე მაინც მაქვს დრო ჩემთვის, დავიბანო ან რამე გავაკეთო, ისე სულ ჩახუტებულები დავდივართ. ბოდიში დეტალებისთვის მაგრამ ტუალეტში რომ შევდი არ, ერთი კალთაში მიზის და მეორე ფეხებში მყავს მოკუნტული ან ქაღალდს ფლეთს smile.gif))
სერაფიტი
უფროსს, 2,7 წლისაა, აღარ სძინავს დღისით. მზადაა 5 საათზეც დაიძინოსsmile.gif
ამ ეტაპზე ძილის ჩემპიონი მყავს, საერთოდ არ იღვიძებს ღამე, ან თუ რამე დაესიზმრა, შევალ, ჩავეხუტები, დავამშვიდებ და გავდივარ. ასეა დაახლოებით წლუნახევრის მერე. მარტო სძინავს ოთახში წლიდან. ადვილი არ ყოფილა მაგრამ ახლა სძინავს.
პატარა 11 თვისაა, ორჯერ იძინებს დღის განმავლობაში, დაახლოებით 2,5 საათი სძინავს დღე. ვაწვენ სადღაც რვაზე და აღარ იღვიძებს დილამდე. ნუ ახლა ასე შვება სასღაც ერთი თვეა მაგრამ ხვალ რას იზამს არ ვიცი. სულ იცვლება ეს ძილის ამბები ხოლმე.

Posted by: სერაფიტი 9 May 2023, 18:28
anibani18

აჰა,გასაგებია.

ანის რაც ურჩიე, მაგ რუტინითაა ჩემი. სამჯერ იძინებს, ცოტაცოტა ხნით (30-50 წთ) , მაგრამ შუალედები ძილებს შორის არის 2 ან 2.5 სთ. ისე, რომ ბოლოს იღვიძებს 5 ან 5:30 საათზე და ამდენად 7ზე ითენთება.

ღამის ძილისწინა რუტინამაც უშველა - დაბანა, ჭამა, კითხვა, ცოტა რწევა ლოგინში და მოყოლა ზღაპროს. ნელნელა რომ იძინებს, უფრო კარგად იძინებს მგონი. შეიძლება 1 საათში შეფხიზლდეს, მარა 5 წუთში ვუბრუნებ.

Posted by: Anabeli111 9 May 2023, 22:32
anibani18
დილით ზუსტად მასე სძინავს, ან, როგორც თქვი, მაგრააამ საქმე იმაშია, რომ საღამოს შეუძლია 6 საათიც კი გაძლოს ძილის გარეშე და თუ დავაძინე პირობითად 8ზე, 30 წუთში გაიღვიძებს და მერე მთელი ღამე მაყურყუტებს, რადგან ენერგიას აღიდგენს...

არ ვიცი, მოსაფიქრებელი მაქვს, როგორ რას მივაჩვიო. რუტინა აქვს, თუმცა ჩვენ პატარა ბინა გვაქვს და ერთ ოთახში გვიწევს საღამოს თავმოყრა და ასე მგონია, ეგეც უფანტავს ძილის განწყობას.


* * *
ე.ი 11ის ნახევარზე დაიძინა ძლივს და 15 წუთში დააჭყიტა თვალები... იმედია, უბრალოდ ზრდის დღეებია...

Posted by: takoo1 10 May 2023, 00:46
Anabeli111
ჩემიც ეგრეა ანა,ხან 10ზე იძინებს ხან 11ზე.
9ზე რო დავაძინო ან ადრე აზრი არ აქვს იღვიძებს და მერე უფრო დიდი ხანი არ იძინებს
მთელი ღამე კი ძინავს ჯერჯერობით თუ არ აურია.
დღეც ამ ბოლო დროს მოუკლო ძილს.ჯამში ალბათ 4საათი ძინავს მთელი დღის განმავლობაში.
მარა არ ვწუწუნებ ღამე რო არ მაღვიძებს))

Posted by: fermina 10 May 2023, 13:02
ეს ბავშვები რა აუხსნელი მოვლენები არიან

ჩემთან როცა არის, დღის განმავლობაში ძინავს ხოლმე 40 -40 წუთი, დაძინებამდე მალაყებს გადადის, თავზე დგება, მთელ ლოგინში მოგზაურობს და ძლივს იძინებს. ფეხის წვერებზე დავდივართ, რომ მალე არ გაიიღვიძოს და მაინც დაჭყეტილი აქვს ხოლმე თვალები ნახევარ საათში.

თავის სახლში ეგრევე აწვენენ ლოგინში, ტოვებენ და ხუთ წუთში ძინავს, ნუ ცალკე ოთახში კი არის იქაც და ჩემთანაც, მაგრამ სახლში ტელევიზორი ღრიალებს, დარბის და ასევე ღრიალებს და გაჰკივის მისი 3 წლის ბიძა biggrin.gif და ამას ძინავს 2-2 საათი.

რა ფენომენია, ვერ ჩავწვდი rolleyes.gif

Posted by: Anabeli111 10 May 2023, 15:44
takoo1
fermina
ხო, რაღაც მაიმუნობებს აქვს ადგილი :დდდ

Posted by: anibani18 11 May 2023, 11:33
გოგონებო, ბაგების ტერიტორიაზე კარგი ბაღი ხომ არ გეგულებათ?
აგრეთვე ვაჟაზე ან ნუცუბიძეზე? ვოლდორფის გარდა, რადგან არ მიგვიღეს ვოლდორფში

Posted by: სერაფიტი 11 May 2023, 15:05
გოგოებო,
1. ქარსითი როდის უნდა მოვატრიალო, რა ხნისა იჯდება სახით მძღოლისკენ?

2. როდის შევცვალო პირველი ქარსითი?

Posted by: member20 11 May 2023, 21:45
გოგოებო გამარჯობა,

ხომ არ იცით აქ ან ფბ გვერდები/ჯგუფები ბავშვის ეტლს და მკერდის ტუმბოს გასაყიდად დადება რო შევძლო?!

Posted by: takoo1 12 May 2023, 01:01
სერაფიტი
მინიმუმ წლამდე უეჭველი უნდა იჯდეს.თუ მეტი იჯდება უკეთესია.სანამ ეტევა მაგ ქარსითში მოკლედ იქამდე შეგიძლია რო იჯდეს.
მე რო შევუცვალე წლინახევრის იყო.

member20
მე არ მაქ FB მარა ჩემმა დამ იცის,ხვალ ვკითხავ და ჩაგიგდებ აქ ლინკს:*

Posted by: სერაფიტი 12 May 2023, 11:09
takoo1

აჰა, მადლობა, თაკო.

ეჰ, ანაბელ, მგონი გიერთდები კუჭის მოქმედების სევდებშიsmile.gif)
დაბადებიდან დღემდე პირველადაა, რომ 48 საათზე მეტია არ უქნია კუკები. არადა მყარი ჯერ არ დაგვიწყია კვებად, მხოლოდ თითო კოვზს სინჯავს. გუშინ ვაშლი ჭამა 2 სადილის კოვზი (ყველაზე მეტი,რაც აქამდე უჭამია), მეტი არაფერი მივეცი, მარა მაინც არ ქნა.
თითქოს არ წუხს და ვაცდი კიდევ.

Posted by: Anabeli111 12 May 2023, 12:14
სერაფიტი
თავიდან თაიაც არ წუხდა.. მე4 დღეს შემოუტია. ხოდა ახლავე დაიჭირე თადარიგი. მუცელი უმასაჟე, ფეხები მოუკეცე-გაუშალე, ფეხის გულებზე რვიანები დაუხაზე და თითებისკენ წადი ნელ-ნელა და კიდე ზეითუნის ზეთიც დაალევინე ნახევარი ჩაის კოვზი.

Posted by: სერაფიტი 12 May 2023, 14:30
Anabeli111

გავიდა. ანუ სადღაც 55 საათი გამოუვიდა წყვეტა. რეკორდია.

შეკრული არ იყო, მარა მისთვის მაინც მოსქო იყო.
აღარაა მხოლოდ რძის ბაია <3 ეტყობა ის რამდენიმე კოვზი ხილიც უკვე მოქმედებს და გადაეწყობა ახალ რეჟიმზე.
არადა სპეციალურად არ ვასინჯებ ჯერ ბანანს და ბატატს, უფრო შემკვრელია ეგენი.

გავააქტიურებ ვარჯიშებს. წყალს მიეჩვია კარგად, ვთავაზობ დღეში რამდენჯერმე და გუშინ 80 მლ- დალია ჯამში.
ქლიავზე გადაირია, ისე მოეწონაsmile.gif)) ხვალ კიდე მივცემ.

ძალიან მინდა, კვებით მოვუწესრიგო და წამლები ნაკლებად ჩავრიო. მე თვითონ ვიტანჯები ყაბზობით მთელი ცხოვრებაა და იქნებ ავარიდო.

Posted by: takoo1 12 May 2023, 16:14
member20
https://www.facebook.com/groups/437782127144474/?ref=share&mibextid=KtfwRi


https://www.facebook.com/groups/216528025536509/?ref=share&mibextid=KtfwRi

Posted by: nopiahopi 12 May 2023, 19:36
anibani18
დიდი მოთხოვნაა და ძალიან ადრე იწყება მომლოდინეთა სიის შედგენა. ლისზეც (ავთო ვარაზის 40 ნომერთან რომ არის) არ იყო ხომ ალბათ ადგილები? თუ გინდა გავარკვევ ორშაბათს, არის თუ დარჩენილი ლისის ვალდორფში. მაგრამ, როგორც წესი, ამ დროს უკვე ჩატარებულია გასაუბრებები და შევსებულია მომოვალ წელს მისაღები ბავშვის ადგილები sad.gif

Posted by: anibani18 12 May 2023, 20:15
nopiahopi
იცი როდის ჩავეწერე? გასულ წელს, მაგრამ მაინც მომლოდინეთა სიაში ვარ. ლისზე ვერ ვატარებ, შორია ჩემთვის. სადმე ვაჟას ძეგლის მიმდებარედ მინდა ან ბაგებში. კიდევ რამდენიმეში ჩავწერე, მაგრამ მგონი არსად არ იღებენ.
შენ სად დაგყავს? ბაღმა ძალიან ჩამაგდო საგონებელში, არ ვიცი სად შევიყვანო. თან ივლის რომ საერთოდ…

Posted by: fermina 12 May 2023, 20:49
ლისზე მაწყობს ბაღი, ოღონდ ერთი წლისაა ჯერ და რას მირჩევთ, უკვე უნდა ჩავწერო?

Posted by: სერაფიტი 12 May 2023, 21:37
fermina

ჰობიტონი მიქეს ლისზე.
სხვები არ ვიცი.
აუჰ, რა თავსატეხია ბაღიsad.gif
რა ასაკიდან უნდა დავიკავო ნეტავ რიგი წესიერ ბაღშიsmile.gif)

Posted by: nopiahopi 12 May 2023, 21:48
anibani18
ლისის ვალდირფში ვაპირებ, ოღონდ ალბათ იანვრიდან. ჩაწერილი მყავს უკვე smile.gif

fermina
რეალურად ნუცუბიძის მეხუთე პლატოს ზემოთაა. ძალიან კარგი სივრცეა. ვაჟაზე რომაა, იმას ბევრად სჯობს: დიდი ეზო, გამწვანება..

აი ლინკი

https://www.facebook.com/waldorflisi?mibextid=ZbWKwL


3 წლამდე არ მიიღებენ სავარაუდოდ. და 1-ის თუა, წესით 2 წელიწადში თხინვალაში უნდა გადავიდეს ეგ ბაღი. მშენებლობაა დაგეგმილი უკვე.

მაგ საკითხს გავარკვევ და მოვიწერები და თუ რამე, ჩაეწერე ახლავე, რას კარგავ smile.gif მერე თუ აღარ მოგინდება, წაიყვან სხვაგან. ყოველწლიურად მხოლოდ ის ადგილები თავისუფლდება, რამდენი ბავშვიც სკოლაში მიდის, თორემ საკუთარი ნებით არავინ ტოვებს მაგ ბაღს. წელს დაახლოებით 15-დან 20-მდე ადგილი გამოთავისუფლდებოდა, მეტი არა.

Posted by: fermina 13 May 2023, 01:29
სერაფიტი
nopiahopi
მადლობა, გადავხედავ ორივეს

QUOTE
მაგ საკითხს გავარკვევ და მოვიწერები და თუ რამე, ჩაეწერე ახლავე, რას კარგავ  მერე თუ აღარ მოგინდება, წაიყვან სხვაგან.


ნამდვილად, ასე ვიზამ.

ახლა გადავხედე და ჰობიტონში 8 თვიდან იღებენ eek.gif

ასეთ პატარას ნამდვილად ვერ მივიყვან, მეცოდება, მაგრამ სამი წლიდან უკვე შეიძლება.

Posted by: narkozeli 13 May 2023, 01:42
მე თითქმის 2 წელი ველოდე იმ ბაღის რიგს სადაც ახლა დამყავს და 9 მთის და 9 ზღვის გადალახვა და 9 თავიანი გველეშაპის დამარცხება მოგვიწია ლამის მანდ მოსახვედრად.
მაგრამ ნამდვილად ღირდა წვალებად biggrin.gif



* * *
anibani18

ვაჟას ვალდორფი ( თოფურიაზე რაცაა) ჩათვალე გარედან არ იღებს ბავშვებს, ესე შიდა წრეში ტრიალებენ)) ლისის ფილიალში არის უფრო შანსი❤️

შენ კი იცი მე სადაც დამყავს და 3 წელი რომ ვარჩიე ამის ბაღი, მთავრდება უკვე ეს სასწავლო წელი და ზუსტად გაამართლა ის მოლოდინები და ლეგენდები :დ რაც მქონდა მათზე მოსმენილი. ჩათვალე ბავშვი დაგყავს ფსიქოლოგების გუნდში ყოველ დღე.
უბრალოდ მართლა კოშმარია აქაც და ვალდორფშიც მოხვედრა.. ძაან ჩაკეტილი წრეა რა.
ბაღია ბოლოსდაბოლოს მართლა, ჰარვარდი ხო არაა
როგორ მეყო ნერვი და არ დავნებდი, მეც არ ვიცი

Posted by: fermina 13 May 2023, 02:47
როგორ არ მიყვარს ეს სადღაც მოსახვედრად ჩალიჩები, ნაცნობების ჩარევა, რეკვები და ხალხის შეწუხება-ჩაწყობები. ამ ქვეყანაში ყველანაირად გაიძულებენ ოღონდაც, რომ ასე მოიქცეს.

უნდა იყოს first come-first served ან/და merit-based მიდგომა.

Posted by: adeline 13 May 2023, 08:20
fermina
საქართველოში ეგ არასოდეს მოიშლება; ასეთი დამპალი მენტალიტეტით მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული.

Posted by: anibani18 13 May 2023, 09:02
narkozeli
დავრეგისტრირდი და ახლა ვხვდები რომ აზრი არ ჰქონდა დარეგისტრირებას, უბრალოდ არ მიიღებენ. თან 3 წლის ხდება სექტემბრის ბოლოს და შანსი საერთოდ არ აქვს მოხვედრის. ძალიან უაზროდ ველოდე ამდენი ხანი რეგისტრაციის გამოცხადებას.
რიგში რანაირად ჩააყენე 2 წლით ადრე? ასეთი სერვისი ვერსად ვნახე მე. ეტყობა რაღაც სხვა გზები გქონდა თორე სხვანაირად არ ხდება მგონი.
nopiahopi
რამხელაა ახლა შენი ბიჭი? კარგია ლისის ვოლდორფი მაგრამ ვერ მივიყვან, ტერიტორიულად არ მაწყობს

Posted by: ninucanodo 13 May 2023, 09:23
adeline
როგორ ხარ როგორ გულშემატკივრობ როდის გიწევს ხეგე

Posted by: narkozeli 13 May 2023, 09:33
fermina

თავს ვერ დავდებ მარა ძალიან შინაურულად მითხრეს ვალდორფში რომ მხოლოდ იმავე სკოლაში ვინც სწავლობს იმათ და-ძმებს იღებენ.

anibani18

რიგში ჩაყენება არ არსებობს, უბრალოდ 2 წელი ვეხმიანებოდი ადმინისტრაციას და მეუბნებოდნენ რომ ლინკის მიღებიდან ყველაზე სწრაფად ვინც მოასწრებდა, მხოლოდ ის 20 ბავშვი ხვდებოდა.
მე მართლა წამიერად მოვასწარი. ჩემიც ოქტომბერში ხდებოდა მარა კი მოხვდა. ჯგუფში ყავს სექტემბრის ბოლოს დაბადებულებიც.
ვინც მოხვდა ჩემი ნაცნობებიდან ყველამ იმით მოახერხა რომ რეგისტრაციის ლინკიდან 2-3 წამში დაარეგისტრირა. დასწრებაზეა რა. გიორგი მელაძე ისეთი ტიპია მაგასთან ჩაწყობები არ ჭრის, პირიქითაა, რო სთხოვო უფრო გარეთ დაგიტოვებს ბავშვს, იმდენად ჭედავს მაგაზე.
ნიუტონში ასწავლის ჩემი კურსელის დედა და მეორე წელია ბავშვი ვერ მოახვეხრა ბაღში ( საკუთარი შვილიშვილიშვილი.)
მაგ კაცთან თხოვნები და ნაცნობობა არ ჭრის ეს ზუსტად ვიცი. იესემი ვისაც აქვს დამთავრებული, ყველა იგივეს დაგიდასტურებს.

რომელში დაარეგისტრირე? მთავარია რამდენი წამი დაგჭირდა დასარეგისტრირებლად ანუ სიაში მერამდენე იქნება ბავშვი.

მე ეს მარათონები მთრგუნავს, ძაან სტრესულია.

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 10:43
მოთხოვნა არის, მაგრამ ეტყობა კადრები და ინფრასტუქტურა არაა, რადგან სულ დანაკლისი მესმის - მსურველი იმაზე მეტია, ვიდრე კარგი ბაღი.

Posted by: adeline 13 May 2023, 10:44
ამ ყველაფრის წაკითხვის მერე მივხვდი, რომ ნოვოსიბირსკამდე გაცილებით ახლოა, ვიდრე ევროკავშირამდე facepalm.gif
* * *
ninucanodo
გადასარევად ვგრძნობ თავს ჯერჯერობით; არავითარი სიმპტომი არ მაქვს. გუშინ იმდენი გემრიელობა ვჭამე, კიდევ კარგი მშვენივრად შემერგო ))) ორშაბათს ვაბარებ ხეგეს და სხვა ანალიზებს.

Posted by: narkozeli 13 May 2023, 10:57
სერაფიტი

კი ზუსტად ეს თემაა. პროფესიონალი კადრების სერიოზული დეფიციტია. მოთხოვნა უდიდესი აქვთ მაგრამ ფაქტია ფილიალის გახსნას ჯერ ვერ ბედავენ, ხარისხის გაფუჭების შიშით.
* * *
adeline

ევროპაში ყველა ბაღში და სკოლაში თანაბარი ხარისხია მეტნაკლებად და შეგყავს ლოგიკურად უახლოესში, ტერიტორიულად რაც გაწყობს. ჩვენთან სკოლების და ბაღების 90% დასახურია. და იმ ნორმალურ 10%ზე მაგიტომაა მერე წყვეტა.

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 11:14
narkozeli

ნიუტონში ვმუშაობ და იგივეა სკოლაზეც. გადასახადი გაძვირდა, მაგრამ მოთხოვნა ისევ ისეთია. ფიზიკურად არ გვყოფნის კლასები, მეტი რომ მივიღოთ. მასწავლებლებსაც სანთლით ვეძებთ სულ.

და ჰო, განვითარებულ ქვეყანაში ბაღი და სკოლა ასეთი სადარდებელი არააsad.gif

Posted by: narkozeli 13 May 2023, 11:17
სერაფიტი

ვაი არ ვიცოდი ერთიდაიგივეზე თუ ვსაუბრობდით❤️ იმედია სკოლაც გამიმართლებს მოლოდონებს. ბაღზე ვარ სრულიად აღფრთოვანებული და ზეკმაყოფილი. უბრალოდ ნერვები დამაწყდა მანდ მოსახვედრად) სკოლაზე პირდაპირ მითხრეს რომ მხოლოდ თავიანთივე ბაღიდან/პრესქულიდან შეგიძლია გადასვლა და გარედან მიღების შანსი თითქმის არაა. ამიტომ ვიწვალე რომ მოხვედრილიყო ბაღში თორე ძიძა მყავს ისედაც და სულ არ მჭირდებოდა ესე ბაღი აუცილებლად. ვიცოდი მერე სკოლაში მანდ ვეღარ შევიყვანდი.
აიბი პროგრამაზე ხარ თუ ქართულზე? აიბის ვგეგმავ (მგონი აღარცაა ჩვეულებრივზე მიღება ბოლო წლებში)

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 13:54
narkozeli

9 წელია მანდ ვარ, კი. ადრე დაგირიფლაიე, პატრონუსს რომ აქებდი, მიხარია ჩემს სამსახურზე კარგი რომ მესმის-მეთქიsmile.gif) მარა ნუ მთლად ერთი არაა, ცხადია. სხვა გუნდია ბაღში.

კი, ჩათვალე სკოლაში უპრობლემოდ მოხვდებით. ეგრევე გადმოდიან, ყველა ჯგუფი ფრესქულით კომპლექტდება პირველ კლასში. თუ რამე ადგილი გამოჩნდება პირველ კლასში, არსებული მოსწების და-ძმებისაა. და ამის მერე მართლა აღარაფერი რჩება. ფიზიკურად ოთახებიც კიsmile.gif)

აიბიზე ვარ, ოღონდ მე-9-მე-10 კლასთან. ჩემი კომფორტის ზონააsmile.gif)

ჰო, მთლიანად აიბი ვხდებით. არსებული მოსწები ნელ-ნელა დაასრულებენ და მიღებით აიბიზე ვიღებთ ეგრევე უკვე შარშანდლიდან.

წესით, მოლოდინს გაგიმართლებს სკოლაც. თუმცა იდეალური ვერ ვართ, ცხადია. მაგრამ რადგან პატრონუსი მოგწონს და ეგ მიდგომები, ე.ი. ჩვენი ფილოსოფია მოგწონს.
მიხარია.

Posted by: adeline 13 May 2023, 14:29
narkozeli
რა ასაკიდან იღებენ მანდ ბავშვებს? ჯიქიაზე ხომაა ეგ პატრონუსი? მარჯანიშვილიდან არ გიჭირს მანდ გასვლა?

Posted by: narkozeli 13 May 2023, 14:41
adeline

პატრონუსი კარტოზიაზეა და არაა ჩვენგან შორს, 15 წუთში მიმყავს. აი ჯიქია კი იქნება შორს და კი ვღელავ მაგ თემაზე წინასწარ.
* * *
სერაფიტი

ხო, მაინც ერთი გუნდია, მელაძეა ორივეს დირექტორი, ნინუ- ჩვენი ხელმძღვანელი მანდაც დაწყებითების ხელმძღვანელია და მოკლედ იგივე მენეჯმენტია)
ძალიან მომწონს აიბი და ამერიკული ეიფი, თუმცა ეგ მხოლოდ მილიონიან სკოლებს აქვს, ქიუესეი 25 000$ ღირს და ძალიან ძვირია, ნიუტონის 4000 ევრო ჩემთვის სრულიად მისაღებია ფინანსურადაც.
აიბიც რეალურად ყველგან ძვირია, მთელს მსოფლიოში და ნიუტონს კიდე მისაღებ ფასად აქვს.
ძალიან მიხარია რომ კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ განათლებაში❤️ წლების წინ საოცნებო იყო აიბი საქართველოში.
* * *
adeline

3წლიდან იღებენ ბავშვებს. მომავალ წელს პრესქულში გადავა უკვე ავტომატურად და აი მერე კი მექნება სადარდებელი სიშორეზე :/

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 15:05
narkozeli

მადლობა. კი, ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ. სხვანაირად ამდენ ხანს რა გამაჩერებდაsmile.gif) პლუს პარალელურად შემიძლია ვაკეთო პატარა პროექტები, მქონდეს ლექციები და ა.შ. ეგ განცდა - მნიშვნელოვანს რომ ვაკეთებ - ენთიზიაზმს მმატებს.

ქიუესაი უაზროდ ძვირია. აიბი სკოლები სხვებიცაა თბილისში, სულ 3-4 ალბათ. ფასით ყველაზე იაფი ვართ. ზოგადად, ამით პოზიციონირებს ნიუტონი, რომ არაა ძალიან ძვირი. თუმცა იმ სხვებთან მიმართებით, თორე წლიური 4000 ევრო ამ ქვეყანაში ბევრი ოჯახისთვის ხელმიუწვდომელი და ძვირია.

პ.ს. პატრონუსის შენობაშიცაა მგონი ფრესქულის ნაწილი, იკითხე. იქნებ მოგცენ არჩევანის საშუალება.


Posted by: narkozeli 13 May 2023, 15:13
სერაფიტი
ყველაფერში გეთანხმები.
მგონი მშობლის სურვილზე არაა მაგრამ იქნებ დაგვტოვონ კიდევ ერთი წელი აქ)) მაგრამ თუ გადმოიყვანენ სკოლის შენობაში, ვატარებ სხვა რა გზაა.
კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ზოგადად სწავლებას დიდი ენთუზიაზმი სჭირდება. მეც წლებია ლექტორი ვარ უნივერსიტეტში და მაბედნიერებს ჩემი საქმე.

Posted by: anibani18 13 May 2023, 15:51
narkozeli
პატრონუსში დავრეგისტრირდი და ფელიქსში. ღია კარის დღეზე გიორგიმ გარკვევით თქვა, რომ ბავშვს 15 სეტემბრამდე უნდა შეუსრულდეს 3 წელი რომ მიიღონ ბაღში. რაღას მიწვევდნენ მაშინ ამ ღია კარის დღეზე ნეტა.
ის სია მეილების რაზეც შენ ადრე მითხარი, ადმინისტრციაში იუარეს, ასეთი არაფერი გვქონიაო. 10 წუთის იყო დადებული პოსტი ფბ-ზე რომ დავრეგისტრირდი.
ნიუტონი არ არის პირველი აიბი სკოლა. მეც აიბი სკოლაში ვმუშაობ. პირველები ნიუ სქული და ევროპული სკოლა იყო აიბი სკოლა სულ მცირე 5 წელია მაინც.

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 17:04
anibani18

არა, პირველი არაა. ევროპული იყო პირველი, როგორც ვიცი. ნიუსქულიც ჩვენზე ძველია.

ამ თემაში ბევრი მასწი ვპოსტავთ. ანაბელიც მასწია<3

Posted by: narkozeli 13 May 2023, 17:32
anibani18

ფბ-ზე ჩაგიგდებ ჩვენს მიმოწერას, ნამდვილად ინიშნავენ მეილს და მეილზევე მოგდის ლინკი, აბა სად მოგივიდა შენ? ახლახანს მომწერა მეგობარმა რომ მანაც ასე ჩაანიშნინა და რეგისტრაციისას არ გიწვს ფეიჯის კონტროლი,როდის დაიდება ზოგადად რეგისტრაციის ლინკი. ეგრევე მოგდის ლინკი მანამდე, მეილზე.
შარშან აქ რამდენიმე ფორუმელმა დავარეგისტრირეთ ერთად და ორნი მოხვდნენ (ორივემ ასე წამებში გავაგზავნეთ) ის სექტემბერშია დაბადებული, ჩემი ოქტომბერში და მიიღეს ორივე,ჯგუფელები არიან. აგვისტოში დაბადებული იყო მესამე და ის ვერ მოხვდა რატომღაც, დააგვიანა დედამ რეგისტრაცია, ლინკის მისვლიდან სადღაც ნახევარ საათში დაარეგისტრირა.
ასევე ჩემი თანამშრომლის ბავშვიც ამათთანაა და ისიც 26 სექტემბერს არის დარეგსტრირებული.
წელს შეიცვალა კანონი და 1 ნოემბრამდე დაბადებულებს (ანუ სექტემბერ-ოქტომბრისებს) უწევთ სკოლაში შესვლა, შესაბამისად ბაღიც.
გგულშემატკივრობთ <3
ფელიქსში არაა კონკურსი, მოხვდებით უპრობლემოდ. მწვანე ალუბლებიც კარგი ბაღია და მანდაც არაა დიდი კონკურსი.
ჩვენ ვალდორფში ვერ მოვხვდით და პატრონუსში კი. ვალდორფმა პასუხიც არ მითხრა დაელოდეთ ჩვენს პასუხსო 1 წელია მეუბნებიან :დ ბოლოს ვერანაირ კონტაქტზე რომ ვერ გავედი, მივედი და დამლაგებელს ჩავაწერინე, ამოგვშალეთ მომლოდინეთა სიიდანთქო. კომუნკაციაში უჭირთ.
პირველი აიბი კიარა ნიუტონის აიბი ამ წუთას მგონი ყველაზე ახალია)) ევროპული სკოლა და ნიუ სქული ჩემს ფეივორიტებშია, უბრალოდ ორივე ნიუტონზე გაცილებით ძვირია და პლიუს ტერიტორიულად ნიუ სქული ბაგებში არ მაწყობს, ჯიქიაზე შორია ჩვენგან.
ლოგოსი მომწონს (სტანდარტულ პროგრამებში) მაგრამ ეგეც ლისზე ადის და არ მაწყობს. გეგმა ცე არის ბაქსვუდი ან მწვანე სკოლა მაგრამ ამათ აიბი არააქვთ. იუჯის კემბრიჯის პროგრამაც არაა ცუდი.

მოკლედ სკოლის არჩევა იმაზე გაცილებით რთულია ვიდრე პამპერსის და საჭმელის biggrin.gif
* * *
აა ახლა ვნახე ფბ-ზე ვნახეო. რა სიგიჟეა მაგათაც გაუფრენიათ ესე არასწორად როგორ გითხრეს მეილებს არ ვიწერთო, ვიწერთ რა, შენ უნდა მიწერო რომ გამომიგზავნეთო და ინიშნავენ.
ეხლა უნდა გადავამოწმო ჩემს მეგობართან (იმასაც წელს მიყავს) მაგას როგორ უთხრეს აბა და შეგეხმიანები

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 17:42
narkozeli

ბრიტანულ-ქართულის აიბია ყვეკაზე ახალი. მარა ლისზეა,არ გაწყობს.
სტანდარტულებიდან მილენიუმს აქებენ კიდევ.

Posted by: narkozeli 13 May 2023, 17:44
სერაფიტი

ბრიტანულმა ახლა არ დაიწყო აიბი? ხოო მეც ლისის სკოლებს არ განვიხილავ თან ბრიტანული სკოლის ნაკლი სნობიზმი და შიდა ბულინგის თემებია როგორც ვიცი და მეშინია მაგის..
მილენიუმში ჩემი ბიძაშვილის ბავშვები დადიან ორნი და გადაყავს ახლა დედამისს ორივე ლოგოსში, მილენიუმით ძალიან უკმაყოფილოა.
* * *
anibani18

დავსქრინე და ჩაგიგდე ჩემი და პატრონუსის ადმინისტრაციის მიმოწერა. ნეტა აქამდე მექნა და რო გეტყოდნენ არ გვქონია ესეთი რამეო გეჩვენებინა ჩემი სქრინები და თავიანთივე მოწერილი biggrin.gif
ასევე ჩაგიგდე ჩემს მეგობართანაც მიმოწერა წელს ვინც დაარეგისტრირა,ჩვეულებრივად მეილი ჩაინიშნეს და მეილზევე მომივიდა ლინკიო.

Posted by: fermina 13 May 2023, 18:31
მონტესორის ბაღზე რა გსმენიათ?

https://www.facebook.com/MontessorikindergartenGeorgia

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 20:21
narkozeli
QUOTE
ბრიტანულმა ახლა არ დაიწყო აიბი?


მგონი, 2 წელია, ჰო.
არ ვიცი, მანდ რა სიტუაციაა. ჯასთ აიბიზე გამახსენდაsmile.gif)
მილენიუმზე ძირითადად კარგი მესმის. თუმცა რავიცი.
ყველა სკოლას ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო. ნიუტონიდანაც გადაყავთ ხოლმე. ნორმალური პროცესია.

Posted by: anibani18 13 May 2023, 20:23
სერაფიტი
ნიუ სქული 6 წელია მგონი რაც აიბია. 5 ზუსტად.
კი, ვიცი ანიზე. <3
narkozeli
მოგწერ ფბ-ზე.
რომ თქვეს ღია კარის დღეზე, ზუსტად 3 წლის უნდა იყოსო, ისე ამიცრუვდა გული, გამოვედი შეხვედრიდან საერთოდ. ვერც სივრცის სანახავად წავედი დღე ან გუშინ, ავად ვართ სამივე. მწვანე ალუბალი ვაკეშია, ხომ არ იცი სად? ვაკე საერთოდ არ მაწყობს, ვერავინ მიიყვანს იქამდე.
ვოლდორფში როგორ ხდება მიღება საერთოდ ვერ ვხვდები. ვიცი ორი ბავშვი რომლებიც იქ დადიან/დადიოდნენ მაგრამ არც ერთს არ ყავდა ვოლდოფელი და ან ძმა. როგორ მოხვდნენ გაურკვეველია ჩემთვის.
ევროპული ძალიან კარგია<3 ჩემი მეგობრები ასწავლუან იქ. მაღალი დომის სპეციალისტები. მე ნიუ სქულში ვარ. ძალიან ლამაზი სკოლა გვაქვს. ულამაზესი ეზოთი. ინგლისურ სექტორში ძირითადად უცხოელი მასწავლებლები არიან. ქართულში შერეულად. ბაგები მისადგომად რთულია. ვიწრო ქუჩა რომელიც გაჭედილია სკოლასთან გაკვეთილების დაწყების და დამთავრების დროს.
fermina
თუ თანხა გადანწყვეტი არ არის თქვენთვის, აზროვნების აკადემია ნახეთ. ძალიან კმაყოფილია ხალხი. მაგრამ ჩემთვის ძვირია.

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 20:54
anibani18

ჩვენ დაწყებითი აიბი მეხუთე წელია გვაქვს, დამამთავრებელი - მეოთხე და შუა საფეხური - მესამე.

ვალდორფით მეც ვარ დაინტერესებული, მარა ისეთები თქვით, ძაან დამეზარაsmile.gif))

ევროპული სკოლა არ ჯდება ჩემს გემოვნებაშიsmile.gif)

Posted by: narkozeli 13 May 2023, 21:16
anibani18

მოგწერე, მწვანე ალუბლებს აქვს უკვე საბურთალოს ფილიალიც❤️

ვალდორფში მიღებაზე თვითონაც ვერ ამიხსნა ადმინისტრაციამ პრიორიტეტების მინიჭება და შერჩევა როგორ ხდება. კიდე იყო რაღაც დეტალები, რის გამოც გული ამიცრუვდა, თან მათი სკოლა სასტიკად არ მინდა. ბაღი მომწონდა უბრალოდ.

ისე ფინური სკოლაც ხსნის ფილიალს თბილისში (საგურამოში რომ იყვნენ) ეგეც სუპერ სკოლაა.
ნიუ სქულის გარემო ნამდვილად კარგია და სწავლების ძალიან მაღალი ხარისხი❤️

Posted by: fermina 13 May 2023, 21:41
anibani18
QUOTE
fermina
თუ თანხა გადანწყვეტი არ არის თქვენთვის, აზროვნების აკადემია ნახეთ. ძალიან კმაყოფილია ხალხი. მაგრამ ჩემთვის ძვირია.


გადავხედე ახლა, გადამწყვეტი არ არის, მაგრამ თვეში 1150 ცოტა არ იყოს, მეძვირება smile.gif

ისე ტერიტორიულად საბურთალო მაწყობს ძალიან, მითუმეტეს ლისი და მიმდებარე ტერიტორიები, ფაქტობრივად ლისზე ვცხოვრობ smile.gif

ევროპულ სკოლაზე წერთ აქ, ვიცი რომ კარგი სკოლაა, ჩემი ნაცნობებების ბავშვებიც სწავლობენ და კმაყოფილები არიან, მაგრამ მე ერთი კონკრეტული მოვლენა გამიჯდა თავში და ვერ ვივიწყებ, წლების წინ ამ სკოლის დირექტორი ვინმე ნანას (არ ვიცი, იგივეა თუ არა) დახვედრის სცენა გავრცელდა ინტერნეტში, არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა, ეს იყო რაღაც ენით აუღწერელი biggrin.gif

ხო და ჩავიციკლე მაშინვე და გადავწყვიტე, რომ სადაც ეს ქალია, იქ არ არსებობს, ჯანსაღი გარემო შეიქმნას.

narkozeli
QUOTE
თან მათი სკოლა სასტიკად არ მინდა.

შეგიძლია დაწერო, რატომ? მეც რაღაც ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები მაქვს მათი სკოლის მიმართ.

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 21:45
fermina

ძაან სიგიჟეა 1150 smile.gif)
ოვერფრაის მაგას ჰქვია, რა.

Posted by: narkozeli 13 May 2023, 22:12
fermina

არ მაქვს ეგ ვიდეო ნანახი და დავინტერესდი.

აზროვნების აკადემიასთან მე ცუდი გამოცდილება მაქვს. დაქალის ბავშვს, ჩემს ნათლულს მასწმა აჩუქა რაღაც ნივთი რომელიც ძალიან ძალიან მოსწონდა, პატარა მანქანა თუ სწორად მახსოვს ეხლა. მეორე დღეს მეორე პედაგოგმა ნახა რომ ჩანთაში ედო ეს პაწია სათამაშო ჩემს ნათლულს და ვაიმე შენ რა მოიპარე ეს სათამაშოოო? ქურდობაა ეგო, ბაღის ნივთის სახლში წაღებაო. მოკვდა ჩემი ნათლული ტირილით არ ვარ ქურდიო.
ნუ ჩემმა დაქალმა გასცა ამ ფაქტს საკადრისი პასუხი და ბავშვი მაგ ბაღიდან გამოიყვანა. ეს იყო რამდენიმე წლის წინ. რაღაც ჯგუფში კითხულობდნენ როგორი ბაღიაო და მაშინვე დავწერე ესეთი რამე მოხდა მანდთქო და შემომივარდა ბაღის ადმინისსტრაცია გინდა თუ არა ბავშვის და მასწის სახელი და გვარი გაასაჯაროვე ან წაშალე კომენტარიო.ჩვეულებრივად არაჯანსაღი გარემო რომ აქვთ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კი როგორც მერე გავიგე ეგ მასწი იქ აღარ მუშაობს და რებრენდინგიც ჰქონდათ, მაგრამ
მანდ ჯანსაღი გარემოსი აღარ მჯერა.

ვალდორფის სკოლა სწავლაზე არაა ორიენტირებული და თანაც არც ისეთი ჯანსაღი გარემოა როგორც აღმოჩნდა.

Posted by: anibani18 13 May 2023, 22:21
სერაფიტი
აი, ტერიტორიულად იცი როგორ მაწყობდა ვოლდორგი? გზის საზრუნავს ავცდებოდი, მაგრამ ასეთი უაზრო და გაუგებარი მიღების წესი მე არ გამიგია.
რატომ არ ჯდება ევროპული? მე ვფიქრობდი გადასვლას, მაგრამ ეს ორი პაწია და კიდევ ახალი სამსახური ძალიან ბევრი მგონია. არ ვიცი დიდად არაფერი ევროპულზე, მე და რამდენიმე გოგონამ ერთად ავიღეთ სერთიფიკატი ადრე და მაგ პერიოდში გავიცანი. თავისი საქმის მცოდნეები არიან.
narkozeli
ფინური კარგი იქნება. მე ფრესქულამდე იქნებ მივუჩინო სადმე ადგილი და მერე ჩემთან გადავიყვან და ერთად ვივლით სამივე. ბაღი გვქონდა მაგრამ პანდემიის შემდეგ დაიკეტა.
ვოლდორფში რაც ყველაზე მეტად მძაბავს, ეს მათი სათამაშოებია. რაღაც სექტას მაგონებს
fermina
ნანა მგონი აღარ არის დირექტორი. თუმცა აღნიშნული ვიდეოსთვის არ მიყურებია და არ ვიცი როგორ შეხვდნენ? ალბათ როგორც ღმერთს smile.gif)
ძალიან სიგიჟე ფასია. მე მგონია რომ ხელოვნურად ზრდიან ფასს ბაღებზე.

Posted by: nopiahopi 13 May 2023, 22:22

ლისის ვალდორფში, რახან სკოლის კონტინგენტი ჯერ დიდი არაა და, შესაბამისად და-ძმა ბევრნი არ არიან, ჯერ არ დგას ეგ პრობლემა, რომ არაიქაურის ოჯახს უთხრან უარი.
მომლოდინეთა სია საკმაოდ დიდია sad.gif უბრალოდ მართლა მალე ივსება ადგილები, ამხელა მოთხოვნა რომ არის და ცოტა ადგილი თავისუფლდება ყოველდღიურად , სია ნელა მიიწევს წინ sad.gif

თუმცა სკოლაში კლასები რომ დაემატება, იმ ბავშვების და-ძმაც მომრავლდება, ვინც იქ სწავლობს და ბაღში მათი მიღებაც ალბათ პრიორიტეტული იქნება. ძალიან რთულია მშობლისთვის დილით ერთი ბავშვი სხვაგან გყავდეს მისაყვანი და მეორე და მესამე სხვაგან.

საჯარო სკოლებშიც ეგრეა, პირველ თუ მეორე ეტაპზე და-ძმები რეგისტრირდებიან და რაც რჩება, იმ ადგილებს ავსებენ გარედან მოსულები ბოლო ეტაპზე. ჩემი შვილის რეგისტრაციის ეტაპი (ბოლო) რომ დაიწყო, 21 ადგილი იყო დარჩენილი. ჯამში კი 140 პირველკლასელი მიიღეს. აი 21 ადგილი რანაირად უნდა ეყოს ერთ უბანს. უბანს კი არა, 21 მარტო 10 კორპუსში შეგროვდება.



ვინც დიღმისკენ და მცხეთისკენ ცხოვრობთ, საგურამოს საბუნებიმეტყველო ბაღს-სკოლას არ განიხილავთ? ძალიან კარგი გარემოა. იგივე ვალდორფია, ოღონდ სხვა სახელით smile.gif არც ერთი ვალდორფი არ არის ერთმანეთის ფილიალი. ყველა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, უბრალოდ ერთ პედაგოგიკას ეწევიან.

fermina
კი, გაგირკვევ მაგ საკითხს იმ კვირაში smile.gif


anibani18
QUOTE
რამხელაა ახლა შენი ბიჭი?

2 წლის გახდა აპრილში smile.gif




* * *
anibani18
QUOTE
ვოლდორფში რაც ყველაზე მეტად მძაბავს, ეს მათი სათამაშოებია. რაღაც სექტას მაგონებს

რომელი სათამაშოები? ძაან დამაინტრიგე smile.gif
მე ვქსოვ და ვკერავ smile.gif ყველაზე დიდი სიყვარულით ვაკეთებ და ვუფრთხილდები, როცა ვიცი როგორ ჩაიკრავენ ბავშვები გულში. მაგრამ სექტანტობის რა მოგახსენო smile.gif))

დანარჩენები ხისაა ყველაფერი. ვალდორფის პრიორიტეტია, რომ ბავშვს მხოლოდ ბუნებრივ და ხარისხიან სათამაშოსთან ჰქონდეს შეხება, ხე იქნება ეს, მატყლი, საღებავი თუ სხვა. რაც იქსოვება და იკერება, მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან კეთდება. მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია.

* * *
anibani18
ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე კარგი ვარიანტია ან სახლთან იყოს ბაღი და სკოლა ახლოს, ან სამსახურთან.

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 22:38
anibani18

როგორაა იცი? დასაქმებულების პოზიციიდან - ალბათ ნორმალური პირობები აქვთ, კარგი ანაზღაურება, კარგი ინფრასტრუქტურა. დარწმუნებული ვარ (და ვიცი) ,რომ კარგი სპეციალისტები-ც ჰყავთ. მაგრამ დრესკოდი მასწავლებლებისთვის, ფორმები მოსწავლეებისთვის, ზოგადი ღირებულებებით ჩემგან შორს მყოფი თანამშრომლები - მე გამიჭირდებოდა. ნუ ალბათ ხელფასში სხვაობას გააჩნია, მაგრამ გარემო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ამ პროფესიაში.

თუ სადმე გადასვლას განვიხილავ, ამ ეტაპზე მხოლოდ ზალდასტანიშვილში.

ეგ ნანას დახვედრის ვიდეოც ნანახი მაქვს და მაგათი კორპორატიულებიც. ჰოდა რავი, ნოთ მაი ქაფ ოვ თიიsmile.gif)


nopiahopi

ძალიან სწორია დედმამიშვილების პრიორიტეტი. მაგაზე მგონი არავის აქვს პრეტენზია.

პ.ს. საგურამოს ბაღი/სკოლა ძალიან კარგია, ბევრისგან ვიცი.

ჰო, და ვალდორფი მართლა ჰგავს სექტას. შტაინერის მეთოდი, რომელსაც მიჰყვებიან, სპეციფიკურია. გააჩნია რას ელი სკოლისგან. პიროვნების ჰარმონიული განვითარება, ბუნებასთან სიახლოვე, ხელოვნების სიყვარული, კრაფტი და ა.შ. - ესაა, მარტივად, მათი ორიენტირი. ზოგი ამბობს რეალური ცხოვრებისგან ციტა შორს დგანანო.

თანამედროვე სამყაროს გამოწვევები და "წარმატენაზე ორიენტირებული სკოლები" სხვა მიზნებს ისახავენ.
ამაზეც ჩემი აზრი მაქვს და მგონია ( პრაქტიკიდან გამომდინარე), რომ ხშირად ზედმეტი მოსდით მშობლებს. ბავშვებს რაღაც გრძელვადიან პროექტად აღიქვამენ და იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე შეუძლიათ. თავისუფალ დროს არ უტოვებენ. ბავშვობა არ აქვთ. კაი რაsmile.gif)
შუალედს ვემხრობი,და თავად ასე ვასწავლი. ჩემს კოლეგებშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა ამაზე. მაგრამ აკადემიური თავისუფლება მაქვს და ვერეკები ჩემსას smile.gif)

Posted by: fermina 13 May 2023, 22:47
narkozeli
anibani18

აი რა გითხრათ, ლექსები მიძღვნა, ფეხქვეშ გაგება, დითირამბები, ცეკვები, ხოტბა-დიდება. ოღონდ ახლა გამახსენდა რომ ნანა მივიდა რუსთავის სკოლაში, სადაც ადრე მუშაობდა. აი ვიპოვე. ისე მგონი მართლა უყვარდათ ეგ ქალი და გულწრფელად შეხვდნენ, მაგრამ მაინც მემარაზმება smile.gif



მადლობა ღვთისმშობელს და წმინდანებს, რომ ნანამ ინება მობრძანება facepalm.gif

Posted by: nopiahopi 13 May 2023, 22:51
სერაფიტი
QUOTE
ძაან სიგიჟეა 1150 )
ოვერფრაის მაგას ჰქვია, რა.


ალასანიას UG -ის ფასი არ იცი ალბათ - ბაღი 1200 გელა smile.gif)) და სკოლაც მინიმუმ ეგრე იქნება, თუ მეტი არა.
* * *
თან ბაღში მხოლოდ იმ პირობით იღებენ, თუ სკოლაში მანდ გააგრძელებენ.
* * *
QUOTE
საგურამოს ბაღი/სკოლა ძალიან კარგია, ბევრისგან ვიცი.


მეც მხოლოდ კარგი მესმის

Posted by: emiblack 13 May 2023, 23:02
გოგოებო, მორტი ხომ არ იცით როგორი ბაღია? ძაან რთული ყოფილა ბაღის არჩევა . ბაგები, ვაკე , ვერა ეს ტერიტორია მაწყობს .

Posted by: nopiahopi 13 May 2023, 23:09
emiblack
თითქოს ახლახან გამოვჩეკეთ ეს არსებები და უკვე ბაღს რომ ვგეგმავთ )) სექტემბრიდან აპირებ მიყვანას?

Posted by: სერაფიტი 13 May 2023, 23:13
nopiahopi
იუჯის სკოლა მასე ძვირი არაა მგონი. ნუ ვინც ვიცი, მანდ მერვე კლასშია და არ იხდის მაგდენს. მარა შეიძლება გააძვირეს მერე.
არაფერი სკოლა ეგ არაა.
როცა სკოლაში ძვირს იხდი, მინიმუმ სტანდარტული პროგრამა და სახელმძღვანელოები არ უმდა შემოგთავაზონ.
თორე არის საშუალო და შედარებით იაფიანი სკოლებიც, სადაც უფრო გარემოს გამო მივიყვანდი, ასევე გახანგრძლივებულობის გამო, და არ მოვთხოვდი მაღალ აკადემიურ სტანდარტს.

ეჰ, საბოლოოდ რომ გითხრათ, ძალიან მახინჯია და უფრო და უფრო მახინჯდება სისტემა ჩვენთან. ამხელა სხვაობა საჯარო და კერძო სკოლებს შორის არაა კარგი სოციუმისთვის. თუმცა ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმომიდგენია,რა უნდა მოხდეს, რომ საჯარო სკოლებს ენდოს ადამიანი, გინდ აკადემიურად, გინდ გარემოს მხრივ.

Posted by: emiblack 13 May 2023, 23:13
nopiahopi
აბა )) მეც ვერ ვიჯერებ . მალევე მივიყვანდი. სამსახურის დროის გაზრდა მინდა და ძაან მჭირდება, მაგრამ ვერ ავარჩიე ვერაფრით. მგონი რომ მზადაა ჩემი. ლაპარაკობს სრულფასოვნად, ბავშვებთან ითხოვს სულ კომუნიკაციას და დილით რომ ხედავს სხვები მიდიან მეუბნება მეც მინდა ბაღში ან მაშინ სკოლაშიო))) შენ როდიდან აპირებ?

Posted by: nopiahopi 13 May 2023, 23:20
emiblack
მე უფრო იანვრიდან ვფიქრობ. მეპატარავება მანამდე )) ესეც გიჟდება ბავშვებზე, ისე კარგად იცის თამაში.
* * *
QUOTE
ლაპარაკობს სრულფასოვნად

ეგ რომ აღმოჩნდა ჩემი გოგოს პრობლემა, იცი? )) 2.2 იყო და მივიყვანე ბაღში. მაგრამ ერთი თვის მერეც ვერ შეეჩვია და აპროტესტებდა წასვლას. მეთქი რატომ არ გინდათქო და ასე მიპასუხა: იქ ბავშვები ვერ ლაპარაკობენ წესიერად და არ მესმის რა უნდათო biggrin.gif

რა უნდა მექნა, ისეთი არგუმენტი მომიყვანა smile.gif ჰოდა გამოვიყვანე, დაველოდე და 3ის როგორც კი გახდა, ისევ შევიყვანე და გადასარევად შეეგუა ეგრევე.

Posted by: Anabeli111 14 May 2023, 01:14
რა საინტერესო თემაზე გიმსჯელიათ, გოგოებო ♡

საჯარო ბაღს არ განიხილავთ არანაირად?



Posted by: narkozeli 14 May 2023, 01:18
Anabeli111

ჩვენი თემის გოგოებმა (32ნი ვიყავით კი გემახსოვრება), ვინც შეიყვანა საჯაროში- ყველამ გამოიყვანა უკმაყოფილების გამო. ძაან უნდა გაგიმართლოს საჯარო ბაღში დღეს. პრინციპში კერძოშიც. მარა საჯაროში უფრო ნაკლები შანსებია.

Posted by: Anabeli111 14 May 2023, 01:24
narkozeli
დედა მუშაობს საჯაროში და თუ მისკენ გადავალ, არ შემეშინდება ♡

ეს ერთი წელი ძიძა მომიწევს და უკვე დამეწყო შფოთვა :დ

დილის 10დან 5ის ნახევრამდე რამდენს მომთხოვს ძიძა? თემქა-მუხიანის ტერიტორიაზე.

Posted by: narkozeli 14 May 2023, 01:26
Anabeli111

600-700ის ფარგლებში წესით ნახავ მაგ გრაფიკით❤️

დედასთან თუ მიიყვან, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ძაან მაგარია❤️❤️❤️

Posted by: Anabeli111 14 May 2023, 01:29
narkozeli
700ს ვფიქრობ მეც.. ძიძების ჯგუფში ვარ და იქ 1000ზე ნაკლებს არავინ ამბობს და 1000ს ნამდვილად ვერ გადავიხდი. დავჯდები მაშინ სახლში.

ხო. ვნახოთ თუ გამოგვივა ♡♡

Posted by: nopiahopi 14 May 2023, 01:51
Anabeli111
QUOTE
საჯარო ბაღს არ განიხილავთ არანაირად?

უფროსი საჯაროში დამყავდა. ამ ეტაპზე კონკრეტულად ამ ბაღში ტარება მაწყობს. თუ იანვრამდე რამე შეიცვლება ჩემს პირობებში, სხვა კერძოს არ განვიხილავ და საჯაროში წავიყვან 3ის როცა გახდება.

Posted by: takotatuli1989 14 May 2023, 03:10
მე საჯაროში მივიყვანე უფროსი 4 წლის რომ იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. მასწავლებლებმა იციან ბავშვთან მიდგომა, ინვენტარი კარგი აქვთ და რეალურად 20 ბავშვზე მეტი ჯგუფში არასოდეს ყოფილა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვს არაფერს აძალებენ და ბევრი აქტივიბები აქვთ. ეზოშიც თუ გრიგალი არ არის ყოველთვის გაყავთ. ბაგაში რა სიტუაციაა არ ვიცი, ეს პატარა რო იყო კერძოში დამყავდა სანაცნობო წრეში და შემიძლია ვთქვა, რო. კერძო ბაღის მასწავლებლებზე ბევრად დატრენინგებულები არიან საჯაროს მასწავლებლები, კვებაც საჯაროში უკეთესია ( თუმცა ჩემი შვილი მთელი დღე არაფერს ჭამს). ძალიან ძვირადღირებულ ბაღებში რა ხდება არვიცი მაგრამ საჯაროთი არ ვარ უკმაყოფილო. ნჰ მთავარი, მასწავლებელში უნდა გაგიმართლოს!

Posted by: anibani18 14 May 2023, 06:46
nopiahopi
საწყენად არ მიიღო. დარწმუნებული ვარ დიდი სიყვარულით ამზადებ სათამაშოებს. ეს გრძნობა წლების წინ გამიჩნდა, არც ვიცი რატომ.
სერაფიტი
ზალდასტანიშვილზე სულ ჩემი ერთი მოსწავლე მახსენდება. გადასვლას აპირებდა და გამოცდები უნდა ჩაებარებინა. ისე ნერვიულობდა საწყალი, ყოველ დღე მეუბნებოდა რამდენი იმეცადინა, რა მკაცრი მოთხოვნები აქვთ. მეც ვამხნევებდი, შენნაირ ჭკვიან ბიჭს ყველგან სიხარულით მიიღებენთქო. გახდა ნერვიულობისგან.
fermina
ვერ ვუყურებ ახლა ვიდეოს, პატარას სძინავს. მაგრამ ნანა ძალიან მაგარი ქალია. მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ რუსთავის გიმნაზიაში, სადაც დირექტორი იყო, ყველა, მოსწავლეების ჩათვლით, აღფრთოვანებული იყვნენ მისით. სწავლების ძალიან მაღალი დონე ჰქონდათ.


ისე საჯარო ბაღებში მართლა როგორი მდგომარეობაა ნეტა?
Anabeli111
დედა თუ იმ ბაღშია სადაც პატარა ლოყუცას მიიყვან, მგონი ძალიან კარგია <3 მე ვფიქრობ საჯაროშიც დავარეგისტრირო, ბოლოს გადავწყვეტ სად მივიყვანო. ამ მწვანე ალუბლებსაც ვნახავ.
უბრალოდ ბავშვია ისეთი, უფრო სწორად ისეთი მიჯაჭვულობა გვაქვს, მთელ დღეებს ჩახუტებულები ვატარებთ, როგორ უნდა დარჩეს რომელიმე ბაღში, ვერ წარმომიდგენია. ისეთი აღმზრდელი მინდა ვნახო, რომ შეძლოს და მიუდგეს როგორმე, დაარჩენა მოანდომოს. წამით არ მიშვებს არსად. თმის შესაღებად ან ფრჩხილების მოსაწესრიგებლად რომ დავდივარ, თვითონაც მომყვება და კალთაში მიზის.

Posted by: happy-go-lucky 14 May 2023, 07:18
Anabeli111
რა ქვია ამ ძიძების ჰგუფს, შეილია სახელი მითხრა?

საჯარო ბაღით ბევეი კმაყოფილია. განსაკუთრებით ახალგარემონტებული რაცაა, და მასწავლებელძი თუ გაგმართლა. კვებაც უკეთესი აქვთ. ასე ხელწანოსაკრავიც არაა საჯარო ბაღები, თუ გაწყობს ტომ საღამის 5-5:30 ზე გამოიყვანი. თუ სამსახურს 6 ამთავრებ პრობლემურია ნამდვილად.

სკოლები მე თუ მკითხავ; ან ძვირიან კერძო სკოლებში მთავარი პრობლემა მაინც მასწავკებლების კვალიციკაციაა. თან გადასახადისგანნგანსხვავებით,ხელფასები არც ისე მაღალია და ესეც აგდებს პერსონალის კვალიფიკაციას სამწუხაროდ. რავი აი პირადადაც ვიცნობ მასწავლებლებს, უბრალოდ მეცინება ისინი რომ აიბუ პროგრამის მასწავოენოები არიან (ინგლისურია ენის ცოდნის ჩათვლით). ძაან პეობლემაა მოკლედ სკოლები. ჩემს უფროს შვილზე ასე თუ ისე დავლაგდი, იუჯიში დადია და ბაღშიხ მანდ დადიოდა და ვაინე მეოეესე რა მეშვწლება არ ვიცი, გადასახადს ვგულისხმობ. ძიძით დაწყებული...

გოგოებო, ეხლა აი კარგ ბაღებად, ბაგაც რი ჰქონდეთ, რომელი ბაღები ითვლება?

მწვანე ალუბალი გამიგია
ვალდორფი (მე არ მომწონს)
ცნობილი სკოლების ფრესქუკებიც ვიცი, მაგრამ ბაგა რომ ჰქონდეთ ...




Posted by: emiblack 14 May 2023, 09:10
nopiahopi
მიფიქრია მაგაზე . სულ უფროს ბავშვებთან თამაშობს და . ვფიქრობ ვცადო და ისე შევხედო სიტუაციის მიხედვით მოვიქცევი მერე . თუმცა ძაან რთული ასარჩევი აღმოჩდა . რომელსაც აქებენ ან 3 წლიდანაა მიღება ან შორსაა ძალიან და ტერიტორიულად არ მაწყობს . მზად ვარ ვატარო, უბრალოდ ძალიან შორს ვერა , მგზავრობაზე გული ერევა და ვერ გავაწვალებ .
Anabeli111
განვიხილავდი ანა, ვაკის პარკში რომ ბაღია . გიჟდება იმ ბაღის ეზოზე , ავუხსენი რო ბაღია და აქ მატარეო იძახის, თუმცა არც ადგილია და თან ზაფხულში ისვენებენ . და ვერც ვერავინ ვნახე ვისაც დაყავს და რეალური რეკომენდაციის გაწევა შეუძლია . წყნეთშია კიდევ საჯარო 118 რომელსაც აქებენ და რეკომენდაციის გამწევიც მყავს , თუმცა მანდაც ადგილები არაა და თან არ ვიცი რა მაინც ვფიქრობ რომ კერძო უფრო დაიბტერესებულია თითოეული ბავშვის კმაყოფილებით .

* * *
ხო კიდევ გაცდენებზე როცხავენო და მე რომელ დღესაც სამსახური არ მექნება არ ვფიქრობ ტარებას . ზოგადად დღის ბოლომდეც ჯერ არ ვაპირებ დატოვებას. მხოლოდ ის საათები როცა მე სამსახურში ვიქნები. 3 წლიდან გადავიყვან სრულ გრაფიკზე თუ კარგად აეწყო

Posted by: სერაფიტი 14 May 2023, 09:57
საჯარო ბაღების სიტუაცია მეც მაინტერესებს. თუმცა წინასწარი განწყობა მაქვს, რომ (როგორც სკოლებში) კერძო ჯობს.
მაგრამ კერძოს გააჩნია ასევე - სადღაც სადარბაზოში გახსნილს, საეჭვო პედაგოგებით, ეზოს გარეშე კერძოს საჯარო ჯობია smile.gif)

საჯაროებზეც წყვეტაა და საქმეც ეგაა.

Posted by: narkozeli 14 May 2023, 10:19
საჯაროზე მე ასე ფბ ჯგუფებიდან ძაან კაი წარმოდგენა მქონდა, იმიტომ რომ ბევრი იყო კმაყოფილი რომ ვკითხულობდი. ამიტომაც თუ იმ ჩემს სასურველ 3 ბაღში ვერ მოხვდებოდა, საჯაროს ვაპირებდი და დავარეგისტირე კიდეც, ძალიან ძალიან ნაქებ ბაღში ( აქ ერთი ძველი ფორუმელია მაშუშა და მან მირჩია ეს ბაღი, თან ჩემს სახლთანაა და რა თქმა უნდა ძალიან მაწყობდა უფასოდ ესეთი კომფორტი)
ჩემთან ერთად ჩემმა მეგობარმაც (რომელიც ასევე ჩემი მეზობელია) დაარეგისტრირა.
რადგან მოხვდა ბავშვი იქ სადაც მინდოდა, აღარ წამიყვანია საჯაროში. ამ გოგოს დაყავდა 4 თვე და ბავშვი უკვე ისტერიკაში იყო დანახვა არ უნდოდა ბაღის. თან არც ამ გოგოს არ მოეწონა რაღაცეები და გამოიყვანა.
მოკლედ მე სულ პოზიტიურად ვიყავი საჯაროების მიმართ განწყობილი მაგრამ ჩვენი თემის გოგოებმა (მაშინ 32მდე გოგო ერთად ველოდებოდით ბავშვებს და დღემდე გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა) ვინც შეიყვანა, გამოიქცნენ ყველანი ( სხვადასხვა საჯაროებში შეიყვანეს), მარტო ერთია კმაყოფილი ნუცუბიძის ზემო პლატოზე (ლისთან ახლოს) დაყავს და თუ დაინტერესდებით ვკითხავ რომელი ნომერი ბაღია. ეგ გოგო კმაყოფილია ნამდვილად.
დანარჩენები ყველა სასტიკად უკმაყოფილოა, გამოიყვანეს და სახლში ეჯდათ ბავშვები, ეხლა სექტემბერში კერძოებში მიყავთ.

მე პირადად კერძოების 80%-ს ისევ საჯარო მირჩევნია ჩემი გადმოსახედით.
ძალიან ცოტაა ნამდვილად კარგი კერძო ბაღი და ამ ბაღებში ძირითადად რთულია მოხვედრა. ამიტომ საჯაროს არ გამოვრიცხავდი, ბანძ კერძოში მიყვანას და ვიღაცის ბიზნესის გამდიდრებას,ისევ საჯარო მირჩევნია.
* * *
happy-go-lucky

ბაგა ძაან ცოტა კარგ ბაღს აქვს სამწუხაროდ. ეკკო ქინდერგარდენს აქებენ მარა მე ჩემს ცენტრში მაგათი ორი ყოფილი თანამშრომელო ავიყვანე და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორივემ ზუსტად ერთიდაიგივე კოშმარები მომოყვა მაგ ბაღზე ( 1 გაყინული ბარკალით მზადდებოდა 20 ბავშვის სუპი. კომპოტები კეთდებოდა გათლილი ვაშლის ქერქების ნახარშზე და მსგავსი მარაზმობები)
იავნანას აქებენ და 6 თვიდან იღებენ. ფანასკერტელზეა. ვარ ნამყოფი, ჩემს დას გავყევი წლების წინ და რავიცი ნორმალური გარემოა (მანდ არ შეგვიყვანია და შიდა სამზარეულო ნამდვილად არ ვიცი, ვერ გეტყვი)
მე გირჩევ ქსელურ ბაღში (ფემილი მაგალითად) არ შეიყვანო, როგორც სხვა დანარჩენი, ქსელური და ბევრ ფილიალებიანი რაცაა (ასე ლამის ყველა უბანში როა ფილიალი) იმ ორგანიზაციებში ხარისხი ყოველთვის დაბალია.
რა უბანი გაწყობს მითხარი და იქნებ გირჩიო.

Posted by: nopiahopi 14 May 2023, 10:26
anibani18
QUOTE
საწყენად არ მიიღო. დარწმუნებული ვარ დიდი სიყვარულით ამზადებ სათამაშოებს. ეს გრძნობა წლების წინ გამიჩნდა, არც ვიცი რატომ.

უი, არა, რა საწყენად smile.gif

ალტერნატიული პედაგოგიკა ბევრ კითხვას ბადებს და არ მიკვირს smile.gif

3-ის მალე ხდება შენი გოგო, ხომ? თუ გახდა უკვე? აღარ მახსოვს.


emiblack
QUOTE
მგზავრობაზე გული ერევა და ვერ გავაწვალებ .

ხოო, გაწვალდება დიდ გზაზე.
ხოხვით ბევრს ხოხავდა?

Posted by: Anabeli111 14 May 2023, 11:20
anibani18
თაია, ჯერჯერობით, ჩერდება უპრობლემოდ სხვასთან. ოღონდ დღის საათებში. ეზოში რომ ჩამყავს, ბავშვების თამაშს უყურებს დიდი სიამოვნებით და იმედი მაქვს, მერე ასე გაგრძელდება ^_^ კრიზისები თუ არ დაეწყო biggrin.gif

happy-go-lucky
user posted image
აი, ეს ჯგუფია.

სრული განაკვეთი მირჩევნია ხელფასის მხრივ, მაგრამ სანამ პატარაა, ვერ ვიზამ :/ მერე თუ ისევ ამ სკოლაში ვიყავი, ფრესქულში ჩემთან გადმოვიყვან. ვნახოთ, ჯერ 7 თვისაა და იქამდე რამდენი რამ შეიცვლება, ვინ იცის..♡

emiblack
ძალიან ბევრი გაცდენა უნდა ჰქონდეს,რომ გარიცხონ ♡

რა თქმა უნდა,ყველა ერთნაირად კეთილსინდისიერად არ უდგება სამსახურს (გინდა საჯაროში და გინდა კერძოში), მაგრამ მე რასაც ვუყურებ დედაჩემის შრომას და ხელფასი აქვს 370ლარამდე.. რავიცი.. სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს პრობლემები.

ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არ აქვთ რესურსები, არ ჰყავთ სპეც.მასწავლებლები.. არა მშობლის ჩართულობა იმ გაგებით, რასაც ჩართულობა და თანამშრომლობა ჰქვია ... ისეთი სტრესია ამდენი ბავშვის მოვლა და აღზრდა.

Posted by: სერაფიტი 14 May 2023, 11:42
QUOTE
ხელფასი აქვს 370ლარამდე


რა უნდა მოსთხოვო... მართლა ადამიანის კეთილსინდისიერებაზეა.
ბევრ კერძოშიც ასეთი დაბალი ხელფასია, სამწუხაროდ.

სკოლამდელ განათლებას ამრეზით და არასერიოზულად უყურებენ ხშირად. ასევე დაწყებითებს.

ჩემი, როგორც თინეიჯერებთან მომუშავე მასწავლებლის დაკვირვებაა, რომ მაგ ასაკში უკვე ბევრი ისეთი რამე ფუჭდება, მერე ძნელად ან საერთოდ რომ ვერ სწორდება. ხშირად გამიგია, "დაწყებითებში ვატარებ რამე ჩვეულებრივ სკოლაში და მერე გადავიყვან კარგ კერძოში". მე რომ მქონდეს ეგ დილემა, პირიქით ვიზამდი.

ბაღიც მასე - არ მინდა, უბრალოდ საძიძაოდ დავტოვო სადღაც ბავშვი. თავი გამოუჭედონ სისულელეებით, წინა საუკუნის ფსიქოლოგიური და პედაგოგიკური მიდგომები გამოიყენონ. ბულკით და ჩაით კვებონ. მესმის, რომ ყოველდღე ორაგულიც ვერ ექნებათsmile.gif)) მაგრამ მართლა ჯანსაღი გარემო და ნორმალური კვება როგორ არ უნდა მოიძებნებოდეს გინდ კერძო, გინდ საჯარო ბაღებში?

არ ვიცი, ვღელავ წინასწარ. 2024 წლის სექტემბრიდან მინდა მივიყვანო იდეაში, წლის და 10 თვის იქნება...

Posted by: fermina 14 May 2023, 11:52
სერაფიტი

QUOTE
თანამედროვე სამყაროს გამოწვევები და "წარმატენაზე ორიენტირებული სკოლები" სხვა მიზნებს ისახავენ.
ამაზეც ჩემი აზრი მაქვს და მგონია ( პრაქტიკიდან გამომდინარე), რომ ხშირად ზედმეტი მოსდით მშობლებს. ბავშვებს რაღაც გრძელვადიან პროექტად აღიქვამენ და იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე შეუძლიათ. თავისუფალ დროს არ უტოვებენ. ბავშვობა არ აქვთ. კაი რა)
შუალედს ვემხრობი,და თავად ასე ვასწავლი. ჩემს კოლეგებშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა ამაზე. მაგრამ აკადემიური თავისუფლება მაქვს და ვერეკები ჩემსას )


++++

QUOTE
ზოგადი ღირებულებებით ჩემგან შორს მყოფი თანამშრომლები


ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ასე რომ

QUOTE
ეგ ნანას დახვედრის ვიდეოც ნანახი მაქვს და მაგათი კორპორატიულებიც. ჰოდა რავი, ნოთ მაი ქაფ ოვ თიი)


აი ვერა რა, მესმის კარგი დირექტორი იყო, უყვართ და ყველაფერი, მაგრამ მე რომ ვინმე ასე მომექცეს, რაც არ უნდა გულწრფელები იყვნენ, ალბათ მოვკვდებოდი სირცხვილით და/ან სიცილით biggrin.gif ადამიანს რომელიც ამ ყველაფერს ირგებს, არ მგონია ჯანსაღი გარემოს შექმნის უნარი ჰქონდეს. ეს ჩემი პირადი აზრია რა თქმა უნდა.

ვალდორფს რაც შეეხება, ჩვენ როგორც ყველაფერში, ამ საკითხშიც გვახასიათებს ზედაპირულობა, წამხედურობა და სპონტანურობა.

ალბათ ძალიან ცოტა ცდილობს, კარგად გაერკვეს შტაინერის ფილოსოფიის ძირითად კონცეფციაში და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მოსწონს თუ არა სწავლების ეს მეთოდოლოგია და არა მხოლოდ ბაღის ადგილმდებარეობის და ვახშამზე რა იქნება, იმის მიხედვით.

Posted by: Sandra2209 14 May 2023, 12:03
სერაფიტი
მე ვმუშაობდი ევროპულ სკოლაში და არაფერი მსგავსი არ ხდება, რაც დაწერე biggrin.gif

ნანა უკვე აღარ იყო, მაგრამ ძალიან უყვართ და მუდმივად ახსენებდნენ, ფაქტია ამ ქალბატონმა მშვენიერი სისტემის შექმნა შეძლო, რომელიც საათივით მუშაობს, ამდენი პრივილეგირებული მოსწავლა-მშობლის მოთოკვა ადვილი არ იქნებოდა, თან საწყის ეტაპზე.

ვოლდორფი ჩემთვისაც ბიგ ნოუ ნოუა, თვითონ სკოლიან შტაინერის მეთოდიანად, ასევე კურსდამთავრებულებსაც ვიცნობ და მათი მსოფლმხედველობაც ძაან შორსაა რეალობიდან.

Posted by: narkozeli 14 May 2023, 12:41
Sandra2209

შენ აურჩიე უკვე სკოლა? ❤️
* * *
მე ერთი დიდი საფიქრალი მაქვს, წავკისში ვიშენებთ სახლს და განვიხილავ რომ იქით გადავსახლდეთ და როგორ ვატარებ მაქედან საბურთალოზე არ ვიცი sad.gif ვერაზე და მთაწმინდაზე კი ხარ 10 წუთში მარა მანდ კაი სკოლები არაა.
რეალურად ამ მიზეზის გამო ვრჩებით ისევ და ისევ აქ თორემ სიამოვნებით გადავიდოდი სუფთა ჰაერზე და დიდ, ეზოიან აუზიან გემრიელ სახლში.
სკოლის გამო ისიც კი განვიხილეთ რომ მარჯანიშვილიდან საბურთალოზე გადავსახლდეთ (იქაც გვაქვს მეორე ბინა)
მარა ჯერ სკოლაზე 100% არ ვარ ჩამოყალიბებული და ვარ ასე ჰაერში.
ძალიან მინდა დროულად გადავწყვიტო სად შემყავს. ამას წინათ მელაძესაც მივწერე ფბ-ზე რატო არ ხსნით მთაწმინდისკენ კარგ სკოლებს წავკისი-ოქროყანა-ტაბახმელაში გადავიდა ნახევარი თბილისითქო და რა იცი იქნება ვაპირებთ გახსნასო მიპასუხა და დამაინტრიგა biggrin.gif
ჯეჯილი როა ვაკეში, ის აპირებს ფილიალს ჩვენს უბანში, წავკისში(შინდისში)
* * *
ამარჩევინეთ სკოლა sad.gif ნიუტონი და ევროპული მაქვს ჯერჯერობით პირველ მეორე ვარიანტებად .

Posted by: Sandra2209 14 May 2023, 12:52
narkozeli
კი, მე ევროპული გადავწყვიტე, ჩემი შვილი ეხლა მეორე წელია მაგათ ბაღშია, ჩემი ძმისშვილი პირველ კლასში და ისე მოგვწონს, ძალიან კმაყოფილები ვართ.
მე ევროპულში უფროსკლასელებს ვასწავლიდი და ისეთი ბავშვები იყვნენ, აი ვარსკვლავებს წყვეტდნენ, პიროვნულად, აკადემიურად, ყველანაირად და ვფიქრობ 80% სკოლის დამსახურება იყო, ამიტომ გადავწყვიტე ევროპული, ჯერ აიბი და მერე ამერიკული სექტორი.

აუ სხვათაშორის წავკისზე ვფიქრობთ ჩვენც biggrin.gif მაგრამ სკოლაში, შანხაიმდე მისვლას ძაან ბევრი დრო დასჭირდება

Posted by: narkozeli 14 May 2023, 13:07
Sandra2209

ხოო, ბავშვების ზოგად კონტინენტზეც მიხვდები სკოლის დონეს და ხარისხს. მეც მომწონს ევრობულის აიბი, ამერიკული პროგრამა მე9დანაა თუ აქვთ თავიდანვე?

ჩემს ირგვლივ იმდენი ახალგაზრდა წყვილი ავიდა მანდ საცხოვრებლად, ჩვენც მოგვინდა, გვაქვს თან ნაკვეთიც და პატარა სახლიც და შევეჭიდეთ ახლა დიდს)
უბრალოდ სკოლის თემა ორ ბავშვზე ძალიან ძალიან მაფიქრებს. საბურთალოზე რო ვატარო წავკისიდან 1 საათი გზაში დაეხარჯება ბავშვს მინიმუმ.
ისიც მენანება 9 თვე გამოკეტილი იყოს სახლი და 3 თვით ავდიოდეთ მარტო.
მოკლედ სკოლა რა სერიოზული თემაა)) ლამის ცხოვრება გადაგვიწყვიტა biggrin.gif

Posted by: Sandra2209 14 May 2023, 13:17
narkozeli
7 კლასიდან აქვთ ამერიკული პროგრამა და პირდაპირ შეუძლიათ ამერიკის უნივერსიტეტებში ჩაბარება, მე ვისაც ვასწავლიდი, ეხლა უმეტესობა უკვე აივი ლიგის უნივერსიტეტებში სწავლობს, ევროპაში ვინც დარჩა, ძირითადად სორბონაში არიან.

აბა წარმატებები, სახლის მშენებლობაში <3

მე ლისზე ვცხოვრობ, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ქაოსი იქმნება აქ და სადმე უფრო წყნარ ადგილას მინდა გადასვლა biggrin.gif

ისე წავკისში სუფთა ჰაერია? მაგ მხრივ კარგი ადგილია?
ხედით მოვიხიბლე ძაან და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურა ეგ მაქვსbiggrin.gif

Posted by: adeline 14 May 2023, 13:32
რუდოლფ შტაინერის ანთროფოსოპიას გულისხმობთ ხალხო? სკოლაში ასწავლიან მაგ მიმართულებით?

Posted by: narkozeli 14 May 2023, 13:34
Sandra2209

მშვენიერი. მეც არ განვიხილავ სკოლის მერე აქ რომ გააგრძელოს სწავლა მაგრამ მაგ თემაზე რომ ვიფქრობ, გონებას ვთიშავ იმდენად მეშინია მაგ დღის ეგ რომ მარტო წავა სასწავლებლად ჩემგან შორს sad.gif
ლისზე ვაშენებთ ჩვენ სახლებს და ვყიდით, ჩვენ რა ჩემი მეუღლის კომპანია და თამამად შეგვეძლო ერთერთი სახლის დატოვება მაგრამ არ მოგვწონს ზუსტად მაგ მიზეზით რაც შენ თქვი.
წავკისი (მე დასაწყისშივე ვარ, შინდისის გზაჯვარედინზე) არის ამ წუთას ჩემი აზრით იდეალური აფთაუნ თბილისი. მშვიდი, მწვანე, არახრიოკი, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ამავე დროს ყველაფერია აბსოლუტურად კარფურიდან დაწყებული ნებისმიერი ქსელური მაღაზია, აფთიაქები და რავიცი ყველაფერი რაც შეიძლება უცებ დაგჭირდეს.
ისეთი განვითარება აქვს, ვფიქრობ ქაოსური არ გახდება იქაურობა ჯერ. მართლა კარგია ყველაფრით. თან ახლოა ლისივით და მოკლედ კაია რა. სკოლის თემაა ყველაზე დიდი დისკომფორტი. მთაწმინდაზე ვეკუა და საჯაროებია მარტო. საბურთალოზეა მე რაც მომწონს ისინი და ესაა ჩემი დიდი დისკომფორტი ახლა.

Posted by: fermina 14 May 2023, 13:46
narkozeli
QUOTE
Sandra2209

ხოო, ბავშვების ზოგად კონტინენტზეც მიხვდები სკოლის დონეს და ხარისხს. მეც მომწონს ევრობულის აიბი, ამერიკული პროგრამა მე9დანაა თუ აქვთ თავიდანვე?


კონტიგენტს რაც შეეხება, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ ხანდახან მაფიქრებს, რასაც ჩვენ კარგს ვეძახით, სინამდვილეში რამდენად "კარგია".

ამ ბოლო პერიოდში მომიწია სოფელში გაჩერება გარკვეული პერიოდით, სოფელში რა, თბილისთან ახლოს აგარაკზე, მაგრამ რეალურაად სოფელია (რაც კიდევ უფრო მომწონს) და ისეთი ლაღი, ჯანსაღი და გონიერი ბავშვები არიან, ჯერ კიდევ აქვთ ჩვეულებრივი თამაშის ინტერესი და არამხოლოდ გაჯეტების, გურიაშიც ასევე, დავაკვირდი იქაურ ბავშვებს და ძალიან კარგები არიან <3

ხო და ისეთი კარგი ბაღია ჩვენს უბანში აგარაკზე, ლამის იქ შევიყვანო ბავშვი ბაღში. საერთოდ ძალიან შემეცვალა ღირებულებები ბოლო წლებში, თბილისური ქაოსი, უბნებში და სკოლებში არსებული სრულიად ამაზრზენი სიტუაცია, უკონტროლობა, ნარკოტიკები, ბულინგი და ა.შ. იმდენად მაშინებს და რეალურად მოახდინა გავლენა ჩემს ცხოვრებაზე, რომ ახლა მინდა მაქსიმალურად გავერიდო ამ ქაოსს, თუმცა მეორე უკიდურესობაშიც არ მინდა გადავვარდე biggrin.gif
* * *
narkozeli
QUOTE
andra2209

მშვენიერი. მეც არ განვიხილავ სკოლის მერე აქ რომ გააგრძელოს სწავლა მაგრამ მაგ თემაზე რომ ვიფქრობ, გონებას ვთიშავ იმდენად მეშინია მაგ დღის ეგ რომ მარტო წავა სასწავლებლად ჩემგან შორს


იმდენად სწორი და ჯანსაღია გარკვეულ ასაკში მშობლის და შვილის დისტანცირება, რომ პირიქით, ნახავ თავადაც, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის დაგრჩება მეტი დრო და ეს სულაც არაა ცუდი smile.gif

Posted by: Sandra2209 14 May 2023, 13:50
narkozeli
ძიძის საკითხი როგორაა? თქვენ აგყავთ თუ თვითონ ამოდის?
ახლო სკოლა კი კარგია, მაგრამ უცხოეთშიც მანქანით და ავტობუსით, სადღაც ნახევარი საათი შეიძლება მეტიც მიდიან ხოლმე სკოლაში, ეგ უფრო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბენეფიტია : D უბანშივე სკოლა, ამიტომ მაგაზე დიდად არ ვნერვიულობ, მთავარია ქართულმა საცობებმა ეგ ნახევარი საათის გზა არ აქციონ 1-2 საათის გზად.

ისე წავკისში არის ხოლმე დილით, ყველა რომ სამსახურში მიდის საცობები ?
* * *
fermina
გარიდება იმ სამყაროსგან, სადაც მერე მაინც მოუწევს ცხოვრება და ინტეგრირება რამდენად მართებულია?

Posted by: fermina 14 May 2023, 14:02
Sandra2209
QUOTE
ermina
გარიდება იმ სამყაროსგან, სადაც მერე მაინც მოუწევს ცხოვრება და ინტეგრირება რამდენად მართებულია?


მართალია, თუმცა ხო ახერხებენ მშვენივრად ბავშვები, ყველა თბილისში ხომ არ იზრდება? პირიქით, უფრო ბეჯითები და მონდომებულები არიან ხოლმე.

პ.ს. დიდად ნუ მომაქცევთ ყურადღებას, ჩემი პირადი გამოცდილებები და ტრავმები მალაპარაკებს, ახლა ვცდილობ გამოვასწორო, შვილიშვილზე smile.gif ჩემი შვილი უფრო კარგად იცნობს სიტუაციას და გარემოს (მე ძაან სტერილური ვარ მაგ მხრივ) თბილისის სკოლებში, უბნებში და ისეთ რაღაცეებს მიყვება, ჭკუაზე ვეღარ ვარ.

მაგრამ მე პირადად ძალიან შევცდი, შვილი საჯარო სკოლაში რომ მივიყვანე, არადა საშუალება მქონდა მაგრამ ვიმატრაკვეცე, თან არ იყო ცუდი საჯარო სკოლა, მეც ეგ დავამთავრე, პირველი ექსპერიმენტული. საბოლოო ჯამში არც მასწავლებლებმა ივარგეს, და არც გარემომ. მე-11 კლასში იყო ნიუტონი რომ გაიხსნა, ჩააბარა გამოცდები და მოხვდა, მაგრამ ის ერთი წელი რას უშველიდა დიდად.

Posted by: narkozeli 14 May 2023, 14:05
Sandra2209

ძიძა თვითონ ამოდის, გაჩერებასთანაა სახლი და 15 წუთში ამოდის თავისუფლებიდან ავტობუსით.
თუმცა ზაფხულში მაინც კოჯორში ვქირაობ აგარაკს ( ბევრად კარგი ჰაერია კოჯორში, უბრალოდ საცხოვრებლად არაპრაქტიკულია) ხოდა კოჯორში როცა უწევს მოსვლა ორშაბათს ამოდის და პარასკევამდე ჩვენთანაა, პარასკევს საღამოს მიდიოდს ხოლმე სახლში, ეზარებოდა წასვლა წამოსვლა და ასე ერჩივნა. მე და ჩემი ქმარი კი დავდიოდით სამსახურებში ყოველ დღე კოჯრიდანაც მარა მაინც მაღალზეა და წნევის ცვალებადობა გღლის. წავკისში რომ ადიხარ არ გრძნობ წნევის ცვალებადობას, ზუსტად ლისივითაა რა)
საქმე იცი რაშია? არ ამოდიან სკოლის ავტობუსები ანუ გამოდის რომ მძღოლი უნდა ვუქირავო ან სულ მე ვატარო, რაც ცოტა რთული იქნება.
წავკისში საცობი არაა არასდროს. ვერაზე შეგხვდება პირველი საცობი, ბარნოვის მიმდებარედ. ვაკეში თუ მიდიხარ ბარნოვამდე უსაცობოდ უმარტივესად წუთებში ჩამოდიხარ. ასევე მეორე გზაც ჩამოდის მთაწმინდის(ვერის) გზის გარდა, კრწანისში რაც ჩადის და იმ გზით 4-5 წუთში ხარ გორგასალზე, ვისაც იქით მხარე აწყობს.
მართლა მარტო სკოლის თემა მაფიქრებს თორე ძიძაც, სამსახურის ამბებიც მეტ ნაკლებად ისე გვაქვს დალაგებული, არანაირი პრობლემა არ მექმნება. ნაინ თუ ფაივ ჯობი არც მე მაქვს და არც ჩემს ქმარს, მოქნილი გრაფიკით ვართ ორივე)
ერთი პრობლემაა კიდე, დიდ სახლის მოვლაში ბევრი ფული იხარჯება და ახლა თუ 70 ლარად აკეთებს უბორკას დამლაგებელი, მერე 200ები მენქება სახდელი) მოკლედ ხარჯები იზრდება მარა ისეთი ბენეფიტებიც მოყვება რომ მიღირს, სკოლის თემას თუ დავალაგებ.

Posted by: Sandra2209 14 May 2023, 14:09
fermina
ახერხებენ, თუმცა გარკვეული კომპლექსები მუდამ თან სდევთ biggrin.gif no offense to anyone
მეც ექსპერიმენტულში ვსწავლობდი და მერე კომაროვში გადავედი, თუმცა სულ ვფიქრობ ევროპულ სკოლაში, რომ მესწავლა უფრო წარმატებული ვიქნებოდი დღეს და ბევრ საფეხურს გამოვტოვებდი biggrin.gif
საბურთალო თავისთავად დიდი სიგიჟეა, ეხლა რომ ვიხსენებ ჩემი მეგობრები 13-14 წლის ბავშვები იარაღით დარბოდნენ, მაგაზე რომ ვფიქრობ შოკში ვვარდები biggrin.gif

Posted by: narkozeli 14 May 2023, 14:09
fermina

ვერ ვიტან პირველ ექსპერიმენტალურს. უცუდესი გამოცდილება მაქვს მეც.

Posted by: Sandra2209 14 May 2023, 14:14
narkozeli
მეც მძღოლს ვფიქრობ, შერჩეული მაქვს ერთი კანდიდატურა biggrin.gif
მგონი წავკისი ლისზე ბევრად მაღალზეა არა? თუ წავკისს გადავწყვეტ, ალბათ მერე კოჯორშიც ვიფიქრებ აგარაკზე, იქვეა და უფრო მაწყობს.

საღამოს ვიყავით სანახავად მე და ჩემი ქმარი და ნელ-ნელა თბილისი, რომ “აინთო” ისეთი სილამაზე იყო, შემიყვარდა ეგ ადგილი biggrin.gif
* * *
narkozeli
შენც ხო არ სწავლობდი მანდ?
ჩემი დამრიგებელი იყო უშეშლილესი ქალი, ეხლა არ დავწერ, გარდაცვლილია, მაგრამ ღამე მესიზმრებოდა ხოლმე biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 14 May 2023, 14:17
narkozeli
შარშან სკოლას რომ ვარჩევდი, ისე ვინერვიულე, სუნთქვა შემეკრა ბოლო 2 დღე , სანამ თანხას გადავირიცხაბდი საბოლოოდ სკოლას biggrin.gif მე ერთი შემიძლია გირჩიო სკოლაზე რომ პრიორიტეტების ამბაბია, ყველა სკოლას ყავს იკმაყოფილო, ყველაზე გაიგებ რომ გადაიყვანეს, ან გადაყვანას აპირებენ ბავშვისას და აზრი არ აქვს მაგის გათვალისწინებას.

სკოლის განრიგი, მდებარეობა, ღირებულება და მსგავსი.. (ვგულისხმობ ერთი და იგივე რეინჯის ღირ. სკოლებს)

Posted by: სერაფიტი 14 May 2023, 14:40
Sandra2209
QUOTE
მე ვმუშაობდი ევროპულ სკოლაში და არაფერი მსგავსი არ ხდება, რაც დაწერე


ვერ შეგედავები, რადგან 1) თავად არ მიმუშავია მანდ 2) მეგობრებისგან ვიცი მოყოლით 3) გააჩნია გემოვნებას.

ნამდვილად ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავთ. ეს უდავოა.

თუმცა მე არ მივიყვანდი ჩემს შვილს ევროპულში. ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დღე და ღამე მეცადინეობის ხარჯზე, დიდი ხარკის ხარჯზე უწევთ, ასე ვთქვათ, "ათოსნებს ათოსნობა". კიდევ არის გარემოსა და ადამიანური ფაქტორები, რომლებიც ვიღაცისთვის მისაღებია, ჩემთვის არც ისე. თორე ბაზარი არაა, ტექნოლოგიური ბაზა, ლაბორატორიები, ესა ისა, ყველაფერი კარგი აქვთ და წლების გამოცდილება პლუს.




Posted by: fermina 14 May 2023, 14:46
narkozeli
QUOTE
fermina

ვერ ვიტან პირველ ექსპერიმენტალურს. უცუდესი გამოცდილება მაქვს მეც.


მე დიდი ხნის წინ ვსწავლობდი მანდ და საუკეთესო დამრიგებელი მყავდა, ნუ მაშინდელი სტანდარტებით და ისედაც, ნამდვილად ზე-პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანი იყო, რაც არცთუ ისე ხშირი იყო მაშინდელ, კომუნისტურ გარემოში.

თუმცა ჩემი შვილი რომ მივიყვანე, უსაზიზღრესი დაწყებითის დამრიგებელთან მოხვდა, ეგეც ჩემი სისულელით, ვერ ვიტანდი მაგ ქალს, მაგრამ ნუ ასე გამოვიდა რიგი მიზეზების გამო. თავისი ფულების შეგროვებებით და ოქროს ბეჭდების და სარეცხი მანქანების ყიდვებით (ეს წინა კლასში ხდებოდა, მაგ დროს მერე მთავრობა შეიცვლა და მთლად ვეღარ ბედავდა).პირადად მე ერთი შოკოლადის ფილაც არ მიმიტანია, არც იმსახურებდა და პრინციპულადაც.

Sandra2209
QUOTE
საბურთალო თავისთავად დიდი სიგიჟეა, ეხლა რომ ვიხსენებ ჩემი მეგობრები 13-14 წლის ბავშვები იარაღით დარბოდნენ, მაგაზე რომ ვფიქრობ შოკში ვვარდები


სიგიჟე ჩემ დროს იყო თუ იყო, საძმოებით და ყოველდღიური "პერესტრელკებით" და მკვლელობებით, მაგრამ! ახლა სხვა საფრთხეებია. მე არ მახსოვს მაშინ ჩემს ირგვლივ ნარკოტიკის
(თუნდაც მსუბუქის) სისტემატიურად მომხმარებელი გოგო, მაგალითად. ახლა აპლიკაციით ნებისმიერ თინეიჯერს შეუძლია იყიდოს ნებისმიერი ნარკოტიკი, პლუს ერთმანეთს ითრევენ ამ ჭაობში, მითუმეტეს თუ შეამჩნიეს, ბავშვს ორი კაპიკი ფული უდევს ჯიბეში ან შეძლებული ოჯახიდანაა.

ჩემი სიძე ცხოვრობს ვეძისში და იქ (და ზოგადად საბურთალოზე) ამბები ხდება, ყველაზე საშინელ კოშმარში ვერ წარმოვიდგენდი. ერთხელ მისი მეგობარი მოვიდა შეყვარებულთან (ანუ გოგოსთან) ერთად სტუმრად ცოტა ხნით და გოგომ გაგვძარცვა biggrin.gif ჩემი კოსმეტიკიდან ნახმარი პომადებიც კი მოიპარა lol.gif წყალწაღებული ნარკომანი აღმოჩნდა. ის ბიჭიც დაღუპა საბოლოოდ, შესვა ნარკოტიკზე და ახლა ამფეტამინშიკია უიმედო და გაბომჟებული. მოკლედ ახლა შეიძლება თქვენ ჩემი ლაპარაკი დედების და ბებიების (ზოგადად უფროსი თაობის )ჭკუის დარიგებად ჩაგესმით, მაგრამ არც ისეთი დიდი ვარ და თან ბევრი რაღაც გამოვიარე რაც არ მინდა განმეორდეს.

ვაოფებ ახლა თემას და ისე მალე გარბის დრო, მგონი დღეიდან უნდა დავიწყო სკოლის შერჩევა. ჩემი შვილი ვალდორფს იძახის, გერმანული უნდა ისწავლოს ბავშვმა და ნორმალურად ასწავლიან? მეც ცოტა მძაბავს ეს განყენებული, ანთროპოსოფიური სწავლებები. უფრო კარგად უნდა გავეცნო.
* * *
სერაფიტი
QUOTE
თუმცა მე არ მივიყვანდი ჩემს შვილს ევროპულში. ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დღე და ღამე მეცადინეობის ხარჯზე, დიდი ხარკის ხარჯზე უწევთ, ასე ვთქვათ, "ათოსნებს ათოსნობა". კიდევ არის გარემოსა და ადამიანური ფაქტორები, რომლებიც ვიღაცისთვის მისაღებია, ჩემთვის არც ისე. თორე ბაზარი არაა, ტექნოლოგიური ბაზა, ლაბორატორიები, ესა ისა, ყველაფერი კარგი აქვთ და წლების გამოცდილება პლუს.


ჩემი შვილის მული სწავლობს მანდ smile.gif კი, ეგრეა ზუსტად, მაგრამ როგორც ვფიქრობ, ბავშვსაც გააჩნია. ეს გოგოა თვითონ ბუნებით ზე-მოწესრიგებული, წესიერი, სახლში ყოფნა და მეცადინეობა უყვარს, პასუხისმგებლიანი, ბეჯითი და ბლაბლა, მოკლედ კარგად ერგება ამ რეჟიმს. ანუ თუ ბავშვის ტრავმირების და დასტრესვის ხარჯზე ხდება ყველაფერი, ვფიქრობ რომ არ ღირს.

Posted by: narkozeli 14 May 2023, 14:50
Sandra2209

გადავამოწმე ზღვის დონიდს 800 მეტრზეა დაახლოებით ლისი (თხინვალას მიმდებარედ)
900ზე წავკისი, არაა დიდი სხვაობა, ხედებია უბრალოდ უფრო ლამაზი აქედან, მთაწმინდაზე და შედარებით ლამაზ ძველ თბილისზე.

მე მხოლოდ სამსახურეობრივად მომიწია კვლევის ჩატარება სადღაც 6 წლის წინ და კოშმარად მახსენდება ბავშვების მონაყოლი და ნანახი. ბულინგი ყვავის. და მასწავლებლები კიარა რავიცი სახელს ვერ დავარქმევ ზოგიერთმა ისეთი თვისებები გამოავლინა.


happy-go-lucky

გეთანხმები, ყველასთვის საუკეთესო სკოლა ვერც იარსებებს და ჩემი პრიორიტეტები უნდა გავითვალისწინო ყველაზე მეტად.
იუჯიში (უნივერსიტეტში) ვმუშაობდი და ხარისხზე ნამდვილად საპატიო ამბიცია აქვთ და უნდა ჰქონდეთ, დამსახურებულად.
კემბრიჯის პროგრამაზეა შენი ბიჭი?



Posted by: anibani18 14 May 2023, 15:07
Sandra2209
რატომღაც მეგონა რომ ევროპულს მხოლოდ პრესქული ჰქონდა.
დავრეკავ აბა ხვალ. რამდენია ევროპულ ბაღში გადასახადი ხომ ვერ მეტყვით?
* * *
nopiahopi
სექტემბრის ბოლოს ხდება 3 წლის.
Anabeli111
შენი კონტაქტური გოგონაა <3 დარწმუნებული ვარ.
ჩემიც ასე იყო, ძალიან მიხაროდა. მაგრამ მე რე და მერე ძალუან ჩაიკეტა სახლის გარემოში, მე მომეჯაჭვა უზომოდ. არ ვიცი როგორ გადავლახავთ ბაღში შესვლის ეტაპს. სექტემბრიდან ცხოვრება საერთოდ კიდევ უფრო რთულად მეჩვენება

Posted by: emiblack 14 May 2023, 15:28
nopiahopi
კი კარგა ხანს ხოხავდა . რამე კავშირი აქვს ? მე არ ვხოხავდი, თუმცა მეც მთელი ბავშვიბა გული მერეოდა გზებზე .
მართლა ძაან ართულებს ეგ ბაღის არ არჩევას .

Posted by: Sandra2209 14 May 2023, 15:31
anibani18
კიი, აქვს და ძალიან კარგი, ორი სექტორია, ქართული და ინგლისური.
მე ინგლისურზე დამყავს, ჩემი შვილის ჯგუფში ისეთი ბავშვებიც არიან, ვინც დეკემბერშია დაბადებული იგივე წელში, რომელშიც ჩემი შვილი.
პირველი წელი 4, მეორე-4.5 და ფრესქული 5 კ ევრო, ქართული ჯგუფი ოდნავ იაფი ღირს როგორც ვიცი.

Posted by: emiblack 14 May 2023, 16:07
Anabeli111
ასე მცირე ანაზღაურება როგორ უნდა ქონდეთ მართლა არ მესმის . როცა დედაა რა თქმა უნდა გინარტივდება ეგ ამბავი რა შიდა სიტუაციაც გეცოდინება დეტალურად . 3 წლის რომ იყოს შეიძლება მეფიქრა და ახლა მიჭირს 2 წლისაა და მაინც კერძოს ავარჩევ ვფიქრობ

Posted by: Anabeli111 14 May 2023, 16:58
anibani18
კი, ამ ეტაპზე ასეა და მერე ვნახოთ, აბა. ♡

emiblack
კი, მეც მაგ ბაღში დავდიოდი და მასწავლებლებსაც ვიცნობ. თუ დედასკენ გადავალ, გამიმართლებს. ამ ეტაპზე კი ძიძის არჩევის სირთულეები მელის წინ..


გოგოებო, ძიძისთვის საჭმელს თქვენ აკეთებთ? თუ მასალას უტოვებთ და თვითონ რასაც უნდა, იმას იკეთებს?


Posted by: emiblack 14 May 2023, 17:20
Anabeli111
წარმატებები მაგ ურთულეს ამბავში <3
მე არ მყოლია და არ ვიცი ზოგადად როგორ ხდება, მაგრამ გირჩევ შენ დაუტოვო. წლის შემდეგ ბავშვთან ერთად საჭმლის მომზადება ისეთი საფრთხილოა , რომ ალბათ ჯობია მაგაზე არ გაეფანტოს ყურადღება . თუ რა თქმა უნდა ძალიან ყოჩაღი არაა . მე ოჯახის წევრთანაც როცა ვტოვებ საჭმელს ვტოვებ მისთვისაც და ბავშვისთვისაც გამზადებულს . ჩემსას ძალიან უყვარს მზადების პროცესში მონაწილეობა , მე ვაკონტროლებ და მიჯერებს რომ გაზქურასთან არ იდგეს , სხვასთან უკონტროლოა და შეიძლება აძვრეს, ხელი გაკრას, აიქაჩოს და რაიმეს ცეცხლი მოუკიდოს გაზქურადან))

Posted by: Anabeli111 14 May 2023, 17:47
emiblack
ხან ისე ვიღლები, არაფრის თავი მაქვს sad.gif ბებოებთან როცა ვტოვებ, ახერხებენ ისინი საჭმლის გაკეთებასაც და დალაგებასაც და რავიცი, ყველაფერს, მგონი :დ სკამ-მაგიდაში ზის და უყურებს ხოლმე. ჩემთანაც, ერთად ვამზადებთ, ვალაგებთ და ა.შ.. უბრალოდ ან ახლა რომ წლის ბოლოა, მაგიტომ ვარ გადამწვარი და მეჩვენება წარმოუდგენლად ამდენი რამის მოსწრება და ან არ ვიცი :დ დამერხევა :დდდ

Posted by: emiblack 14 May 2023, 18:10
Anabeli111
წლამდე მეც ან ეტლში ვსვამდი ან სკამ მაგიდაში . მერე უფრო გართულდა, მაგრამ ბავშვზეცაა და ვინც რჩება მის სიყოჩაღეზეც . მზას ყიდვა შეიძლება ალბათ. მე ზოგადად ჩვენთვის რასაც ვამზადებ ის მაქვს ხოლმე და ვინცაა სახლში ჭამს. ვისაც ძიძა ყავს უფრო დაგაკვალიანებს .
* * *
Anabeli111
დროის განაწილების ამბავია . მე დილით ვამზადებ ადრიანად სანამ ჯერ კიდევ მაქვს ენერგია . ესეც ერთობა ყურებით .თუმცა ძაან საყურადღებოა პარალელურად მას შემდეგ რც სიარული ისწავლა . მე ვისთანაც არ უნდა ვტოვებდა ვაფრთხილებ საღამაშოების ლაგებაც არ დაიწყოს , იმიტო რო ამან შეიძლება დრო იხელთოს და მაგიდაზე ასკიპდეს , ან კარადა გამოაღოს და თაროებზე აძვრეს, თან ამას ისე ჩუმად აკეთებს რო ვერ იეჭვებ )) ბავშვზეა რა ალბათ . ძიძა რომ ამყავდეს მე მოველაპარაკებოდი ისე რომ ჩემი სახლში ყოფნის დროსაც ყოფილიყო 1-2 საათი და იმ დროში შეიძლება საჭმლის და სხვა რაღაცეების მოწესრიგებაზე მოლაპარაკებაც .

Posted by: Tua 14 May 2023, 18:55
Anabeli111
მე ვუმზადებდი ან sad.gif ნუ უყო შემთხვევები როცა თვითონაც იკეთებდა ეს იშვიათად, მაგრამ გამზადებულ საჭმელს ცუტოელვებდი, ზაფხულში მინიმუმ აჯაფსანდალს და ეგეთებს, კიტრი პომიდორი პროდუქტები ხილი სულ უნდა მქონოდა, მაგიტომ დამღალა ძიძამ, მის კვებაშიც იმდენი ფული და დრო მიდიოდამაგიტომ გავუშვი ბაღშჯ ბავშვი, რომ მახსენდება ეხლა მეორეზე რომ მომიწევს მაჟრიალებს ძიძაზე უკვე, პლიუს აუცილებლად ტკბილი უნდა ჰქონოდა ყავასთან smile.gif) ყიდვა ძვირი სიამოვნება იყო და კეთება მიწრვდა ძირითადდ კექსების და დს ყელაფერი სამსახურის მერე sad.gif

Posted by: narkozeli 14 May 2023, 19:01
Anabeli111

მე ესე ცალკე ნამდვილად ვერ ვუმზადებ, პროდუქტი და ნახევარფაბრიკატები სულ არის სახლში და იკეთებს ხოლმე.
თუმცა მაინც სულ უხერხულად ვარ თუ ვერაფერი გავუმზადე, ეხლა სექტემბრიდან მომყავს დამხმარე კვირაში 3ჯერ საჭმელებსაც გაგვიკეთებს და მომეხსნება ეგ დარდი. ნუ ახლა ის მშველის რომ ნახევარ განაკვეთზეა ბავშვი რო ბაღშია და სექტემბრიდან მთელი დღე სახლში რომ იქნება პაწუკასთან ერთად, მერიდება.

Tua
შენ ნამეტანი პრეტენზიული ძიძა გყოლია biggrin.gif ზოგი ძიძა აქეთ აცხობს და ახვედრებს კექსებს დედას :დ



Posted by: Sandra2209 14 May 2023, 19:05
fermina
მაგის დაწერას ვაპირებდი ზუსტად biggrin.gif მ ერომელ საბურთალოზეც გავიზარდე, ეგ კიდევ ის საბურთალო არ იყოთქო biggrin.gif თავისი გადაცხრილვა გადმოცხრილვებით და კულინარიელ-დელისელებით biggrin.gif
გერმანულენოვანი ძალიან კარგი კერძო სკოლაა ისე ბაგებში, შენობა დავათვალიერე და ძალიან მომეწონა, მაღლივის ხიდთან არის ზუსტად.
მე და ჩემ ძმას ხშირად გვისაუბრია მაგ თემაზე, რომ საერთოდ ნორმალურები როგორ გავიზარდეთ ან როგორ გადავრჩითთქო, ჩემ თინეიჯერობაში იყო აქტუალური ფსიქოტროპული წამლები და განურჩევლად სქესისა, ყველა ბავშვი მაგას ყლაპავდა.
სერაფიტი
კი, ეგ წნეხი ნამდვილად აქვთ აკადემიური კუთხით, თუმცა მგონი არც ნიუტონშია მარტივი სწავლა, არა?

Posted by: სერაფიტი 14 May 2023, 20:28
Sandra2209

იცი როგორაა ნიუტონში? ჩემი შეფასებით - აიბიზე, მაგალითად, ბევრი აქვთ სამეცადინო, დიფიზე განსაკუთრებით. და მანდაც იგივე წნეხზე ვლაპარაკობ ხოლმე. განსაკუთრებით პედანტები და პერფექციონისტი ბავშვები იტანჯებიან. ამიტომ სულ ვცდილობ, ჩემს საგანში მაგალითად, ჰქონდეთ უდავალებო დღეები. ჰქონდეთ სახალისო აქტივობები. ეს მეხმარება საგნის მიმართ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში და მერე დავალების მიცემისას თითქმის ასპროცენტიანი შესრულება აქვთ ხოლმე.

არააიბიზე, სტანდარტულზე, მეტი თავისუფლებაა - მანდ უკვე მასწავლებელზეა, ზოგი ძაან ბევრს და რთულს აძლევს, ზოგი - არც ისე. აკადემიური მოსწრებაც შერეულია, ყველაქულოსანი მოსწავლეა კლასში. საშემოდგომოებიც ყვებათ და ა.შ. აიბიზე მეტი წნეხი აქვთ მშობლების მხრიდანაც(!) და თავადაც ისახავენ უფრო "მაღალ მიზნებს".

შეიძლება შორიდან არასწორი წარმოდგენა მაქვს ევროპულზე, რომ მგონია, მეტი სიმკაცრეა აკადემიური, დისციპლინური და ა.შ. კუთხით.

Posted by: Tua 14 May 2023, 21:06
narkozeli
პრეტენზიული არიყო მე თვითონ ვარ ეგეთი ტიპი ვაფშე არაფერი რომ არაა მაცივარში და სახლში საჭმელი ვერ ვიავენებ, თორე თვითონაც იკეთებდა ხან კარტოფილს ხან მაკარონს, კატლეტები და ეგეთები სულ მაქვს საყინულეში კი იცი smile.gif) მაგრამრამის ცხობა მაინც მიწევდა შესაბამისად ეხლა ძალიან დასვენებული ვარაგ მხრივ მიდა ვაკეთებ მინდა არა smile.gif) მეზარება და ვიძახებ smile.gif) სამსახურია მერე დაავენება და წამოწოლა მირჩევნია ძიძისთვის მეორე დღისთვის რამის კეთებას

Posted by: narkozeli 14 May 2023, 21:09
Tua

ეს ცხობა რატო იყო აუცილებელი თვითონ თუ არ გთხოვდა?)) პეჩენიები გეყიდა ერთი ნახევარი კილო ან პლიტკა შოკოლადი და კი ექნებოდა ყავაზე მისაყოლებელი))
ძიძის კიარა ჩემი თავისთვისაც მეზარება ესე რუტინულად რაღაცეების ცხობა. სამსახურის მერე დაღლილს მეც არაფრის თავი არ მაქვს


Posted by: nopiahopi 14 May 2023, 21:35
adeline
QUOTE
რუდოლფ შტაინერის ანთროფოსოპიას გულისხმობთ ხალხო? სკოლაში ასწავლიან მაგ მიმართულებით?

არა, ანტროფოსოფიას არ ასწავლიან smile.gif

ვალდორფის სკოლაა რუდოლფ შტაინერის დაარსებული. ემილ მოლტმა სთხოვა სკოლის გახსნა, რომელიც საზოგადოების დაბალი ფენის ბავშვებსაც მისცემდა საშუალებას, მიეღოთ განათლება. შტაინერიც დათანხმდა, მინისტრს შეაცვლევინა კანონი, რომ ქალ-ვაჟებს ერთად ესწავლათ (მანამდე ხომ ცალ-ცალკე სწავლიბდნენ), 12 დღის განმავლობაში გადაამზადა ლექტორები და აკადემიკოსები მასწავლებლებად და გახსნა სკოლა, რომელიც აგერ 100 წელზე მეტია არსებობს. ძალიან საინტერესოა ამ სკოლის დაარსების ისტორია და ინტერნეტში მონახავთ ინფორმაციას, ვისაც დაგაინტერესებთ.

Posted by: fermina 14 May 2023, 21:39
nopiahopi

შედარებითი დახასიათებებიც არის ვალდორფის და მონტესორის მეთოდოლოგიების.

შტაინერის შესახებ კი ვიცი ასე თუ ისე რაღაცები, მის ნააზრევსაც ვიცნობ, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთან არსებულ სკოლებში როგორ მიმდინარეობს სწავლება, ეს კიდევ ცალკე თემაა და საინტერესოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სკოლაზე უსაფრთხო გარემოა, დარწმუნებული ვარ.

Posted by: nopiahopi 14 May 2023, 21:40
emiblack
QUOTE
კარგა ხანს ხოხავდა . რამე კავშირი აქვს ? მე არ ვხოხავდი, თუმცა მეც მთელი ბავშვიბა გული მერეოდა გზებზე .
მართლა ძაან ართულებს ეგ ბაღის არ არჩევას .

ვინც ხოხავდა, ალბათობა იკლებს იმისა, რომ მგზავრობა სწყენდეს. ხოხვისას კარგად ვარჯიშდება ვესტიბულური სისტემა (შიდა ყურში რაც არის , არ ვიცი ზუსტი სახელი, წონასწორობაზე რაცაა პასუხისმგებელი). ამიტომ დამაინტერესა.



Posted by: Tua 14 May 2023, 22:01
narkozeli
ბავშვიც ეტანებოდა მერე იმ პეჩენიებს და ვაფლებს, როცა მეზარებოდა ეგრე ვაკეთებდი და ისევ ჩემი გაკეთებული ეჭამა ის 2 ლუკმა
მერჩივნა რაsmile.gif) ხშირად ნამსვილად ვერ ვაცხოვდი და ეხლა ვაფშე ქრვაცხობ ძალიან მეზარება ცხობა კი არა საჭმლის კეთებაც მეზარება და მარტივებს ვაწვები ან 2-3 დღიანებს smile.gif))

Posted by: nopiahopi 14 May 2023, 22:11
Tua
ვაიმე მე ახლა აღმოვაჩინე, შ3ნც მეორეს ელოდებიი? jump.gif

Posted by: happy-go-lucky 15 May 2023, 01:58
Anabeli111
ძიძისთვის სპეც არ ვაკეთებდი, მაგრამ სახლში რაც გვაქვს საჭმელი მას ჭამდა, სახლში კი ყოველთვის იყო რაღაც. თვითონ არ აკეთენდა სადილებს.


narkozeli
იუჯიში როგორაა იცი; ეხლა 7 კლასამდე ორივე ენაზეა სწავლა, ის კემბრიჯის პროგრამაცაა (მე ცოტა არასერიოზულად ვუყურებ ჯერ), მაგრამ მე-7 კლასოდან უ და ავიტჩიოთ კემბრიჯს გააჰრძწლებს, ქართIლმსექტორს თუ დუალინგურს. მე ორიბე მინდა, ვინც კარგად სწავლობენ, ქაჩავენ ორივეს (სკოლა აძლევს რეკომენდაცია შელება თუ არა ორივეს ერთად).

Posted by: სერაფიტი 15 May 2023, 10:17
ლირიკული გადახვევა სკოლების თემიდან:

გოგოებო, ვისაც ბუნებრივ კვებაზე გყავდათ, 6 თვიდან კუჭის მოქმედება როგორი ჰქონდათ?

6 თვემდე 24 საათში 1-3-ჯერ გადიოდა. 2 კვირაა ვასინჯებ მყარს. მხოლოდ სინჯავს, დღეში 1 ან 2 ჩაის კოვზს. ისიც არა ყოველდღე. თან ქლიავი,ვაშლი, გოგრა, ბროკოლი გასინჯა, არცერთი არაა შემკვრელი, ხო?
ხოდა 2-3 დღეში ერთხელ უმოქმედებს ახლა კუჭი. ნორმალურია? ასე მცირე პორციებმა ამდენად იმოქმედა და მერე რა იქნებაsad.gif

დედის რძესაც უკლო. საგრძნობლდად. გამიზიარეთ გამოცდილება.

ჰო, მყარ საკვებზეც არაა გადარეული, რო ვთქვა... ქლიავი მოეწონა ჯერ,რაც შევატყვე.

Posted by: Tua 15 May 2023, 13:35
nopiahopi
კი მეც მეორე წრეზე ვარ და ბოლოზე smile.gif) ❤️

Posted by: happy-go-lucky 15 May 2023, 14:10
სერაფიტი
მერე რა იქნენაზე ეგრე არ შეგეშინდეს. დაურეგულირდება. ესლა დუფალაკი შეგიძლია მისცე.

Posted by: სერაფიტი 15 May 2023, 15:14
happy-go-lucky

ჰო, მადლობა.
აი, არ მჯერა, რო მშიერი ასე ძლებს. აქტიურია და ყველაერი. მარა ფაქტიურად 3-4 საათში ერთხელ ჭამს დეეის რძეს და ისიც 40-50 გრამს.
არდა არ მინდა მიეჩვიოს ტაშფანდურით ჭამას, მარა ვუწყებ თამაშს, რომ 80 მაინც ჭამოს ხოლმე. ასეა ბოლო 4 დღეა. თუმცა ადრეც არ იყო დიდი ენთუზიასტი რძის სმაში, მარა 40 გრამი ნამეტანი ცოტა მგონია 6 თვის ბავშვისთვის,.როცა მყარსაც არ ჭამსsad.gif

Posted by: emiblack 15 May 2023, 15:41
nopiahopi
ძაან ბევრს ხოხავდა და რა ვიცი))) იმედია მალე გაუვლის . <3
Tua
ძაან საყვარლად იძახდი წინაზეც ბოლოაო ;-) ეგებ კიდე მოგინდეს ))
სერაფიტი
წყალს აძლევ? ჩემსას არ ქონი პრობლემა იმიტო რო არ შეუმცირები რძე. როცა სითხე მცირდება წყლის სახით მაინც უნდა მიიღოს და დარეგულირდება <3

Posted by: Tua 15 May 2023, 16:02
emiblack
არა არა აწი მართლა ბოლოა smile.gif) 35 წლის მერე მე გაჩენას არვაპირებ არანაირად , ვკეტავ ქარხანას , ესეც მხოლოდ ბავშვის გამო რომ და ან ძმა ყავდეს გვერდში , ძალიან მეზარება ესეც სიმართლე გითხრა user.gif 6 თვისას თუ მომიყვანენ პირდაპირ კარგი იქნება givi.gif

Posted by: emiblack 15 May 2023, 16:50
Tua
მე მინდა ძალიან აყვანა . მთელი ცხოვრება მინდოდა . მეუღლე თავს იკავებს , ვერ შევიყვარებ როგორც ჩვენს ბიოლოგიურსო და ამიტო შევეშვი მაგაზე ფიქრს

Posted by: narkozeli 15 May 2023, 16:56
emiblack
საქართველოში ძაან რთულადაა სამწუხაროდ აყვანის თემები)) მეც ვიშვილებდი ერთ ბავშვიკს მაინც და ვაჩუქებდი ბედნიერ და თბილ ოჯახს, მეუღლეც თანახმაა მარა ჩვენი კანონმდებლობა ართულებს მაგ ამბავს.
თუმცა მე ორსულობა ისე მომწონს, მენანება მაგის გამაზვა biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 15 May 2023, 17:37
emiblack

კი, სვამს წყალს. სადღაც 60 მლ დღეში, მეტს ვერა.
აუ, არ ვიცი, რა დღეს ძაან ცოტა რძე აქვს დალეული, ფაქტიურად ჯამში 200 მლ არ გამოუვა, რაც გაიღვიძა. ნუ ღამე ჭამა ჩვეულებრივ. ვფიქრობ, კუჭის მოქმედება რო არ ქონია, მაგიტო. მესამე დღე ღამდება უკვე და... ქლიავი მივეცი, გაჭირვებით 2 ჩაის კოვზის ოდენა ჭამა. ველოდები პედიატრის ზარს, რას მირჩევს. დუფალაკს ვფიქრობ. ვიცი, რომ მიკროოყნა და სანთელი არაა დიდად რეკომენდებული.

Posted by: სერაფიტი 17 May 2023, 20:10
მთელი დღეა 1 კოთხვა მაწუხებს- ეს ოხერი, ყველა გაიდლაინში რომ წერია, წლამდე/ორნწლამდე ბავშვს შაქარი არ მისცეთო და სააფთიაქო პიურეებს შაქარი აქვთ დამატებული... მწარმოებლები რას ფიქრობენ? თუ სემპერმა მოახერხა უშაქრო პიურე, სხვამ რატომ ვერა?
ვერ ვიგებ. არჩევანი დიდია თითქოს და სინამდვილეში სემპერის ფასდაკლებებს უნდა ვუჯდე. რა წესია

Posted by: Tua 17 May 2023, 20:13
სერაფიტი
ზოგს შაქრის გასწვრივ ახატია პატარა ვარსკვლავიაგალითად ჰიპპის ფაფებს და განმარტებულია მერე ქვევით რომ შაქარი კი არა ხილის სიტკბოა მაგაში გათვალისწინებული, მაგასაც დააკვირდი. მე 3 წლამდე არმიმიცია საერთოდ არც შაქრიანი და არც ტკბილი რამე, დღემდე შეუძლია ბაღში შაქრიანი ფაფა ჭამოზ და სახლში უშაქრო smile.gif

Posted by: სერაფიტი 17 May 2023, 21:14
Tua

ჰიპიც შემიძლია მივცე ესე იგი, თუ ეგ განმარტება ახლავს, ხო?
ჰეინცი, გერბერი? ესენიც ყველგანაა...

ყოჩაღ, სამ წლამდე.როგორ მოახერხე. მაგ არმიცემაში ბებიებიც იგულისხმებიან?smile.gif)

Posted by: Tua 17 May 2023, 21:28
სერაფიტი
გერბერი რომ უშაქროა გამიგია, ჩემს დროს არიყო ეგ გერბერი, ძირითადად ჰიპპს ნუტრილაკა და სემპერს ვაჭმევდი.
კი მაგ არმიცემაში ბებიაც იგულიახმება და ძიძაც smile.gif) ჩემთან შეთანხმების გარეშე არავინ არაფერს აძლევდა smile.gif დღემდე დედაჩწმთან რომ მიმყავს მე მითანხმებს რა ვაჭამოო 4 წლის ბავშვზე smile.gif) შოკოლადიც არჰქონდა ნაჭამი საერთოდ 3 წლის და თვეების იყო რომ გასინჯა პურველად ქინდერი. უკბიჩა და არმოეწონა smile.gif) ეხლაც ათასში ერთხელ ჭამს ისიც ჩემი ძმა აგზავნის ამერიკიდან და მხოლოდ მაგეება ვაჭმევ ჟელიბონებს (ხილის წვენზე დამზადებულს) და შოკოლადს . ურჩევნია სტაფილო და ვაშლი ახრამუნოს, ასევე მთელი ჯამი ხილი დაიდოს ჭამოს ვიდრე რამე ჯანქი მიირთვას smile.gif) სტუმრად თუ მოდის ვინმე ბავშვს რა მოვუტანოთო რომ მეკითხებიან სტაფილო და ვაშლი თქო. დამცინიან smile.gif)

Posted by: სერაფიტი 17 May 2023, 22:48
Tua

ძალიან მინდა სწორედ მასე გაიზარდოს და იმედი მაქვს, გამომივა. ძალიან ყოჩაღ შენsmile.gif))
ძმიშვილი იზრდებოდა ჩვენთან და დედაჩემი მურაბიან ჩაის თუ არ დაალევინებდა ხოლმე დილა-საღამოს 5 წლის ბავშვს და სადილის მერე დესერტად ბარამბინოს, არ შეიძლებოდა.
კი, უზღუდავდა ტკბილეულს, მაგრამ აი იმ დონეზე, რო ბევრი კანფეტი არ ეჭამა, რომ მხოლოდ 1 ბარამბინო ეჭამა. მარა იქვე - ლოკომოკო, ნაყინი ზაფხულში დღეგამოშვებიით, მურაბა, ესა ისა... და მე რო ვეუბნები, არ ვაპირებ-მეთქი, ცოტა არასერიოზულად იღებს.
"თქვენ ასე არ გაიზარდეთ?"- ეგ ნარატივია.

ვნახოთ..

Posted by: anibani18 18 May 2023, 12:17
სერაფიტი
ბეიბიბიო ნახე აბა. იოგურტებს ვყიდულობ გოგონებისთბის და ძალიან მოსწონთ, ლამის ქილები გალოკონ ხოლმე. პირველს ჰუმანას ვაჭმევდი, ეს მგონი ბევრად სჯობს. ფაფები არ ვიცი თუ შეიცავს შაქარს, იოგურტებს არ აქვს შაქარი

Posted by: Anabeli111 18 May 2023, 17:15
სერაფიტი
თაიას ასე გამოუმუშავდა ამ ეტაპზე, მე3 დღეს შვრება დაგროვებულს.. რა სუნებია, არნახული biggrin.gif

Posted by: takoo1 18 May 2023, 17:29
Tua
მეც ვიბრძვი რასაც ქვია რო ტკბილი არ ჭამოს.
სულ არ გამოდის ძაან მეცოდება დაბდღეზე ყველა რო ჭამს ტორტს ამას რანაირად არ ვაჭამო პატარა ნაჭერი. ისე ტოველდღიურად არ ვაძლევ არაფერს,ფაფაში რო ერთ კოვზ შაქარს ვუყრი მგონი ეგეც ბევრია smile.gif
სერაფიტი
ვაიმე როგორ ვერ ვიტან მაგ ფრაზას :|
ეგრე რო გავიზარდეთ მაინცდამაინც რაღაც უნდა გვჭირდეს?რადგან გაგვიმართლა და ჯანმრთელები ვართ ესეიგი ამათმაც უნდა ჭამონ))) იგებდნენ მაინც რო უხსნი თითქოს არ უნდათ გაგება smile.gif
რო გაიზრდებიან მერეც ეყოფათ სისულელეების ჭამა.
მე თავს იმით ვიმშვიდებ რო არაა შეჩვეული იქნებ მერეც არ მოეწონოს და შეუყვარდეს თქო
ვნახოთ იმედია შედეგს გამოიღებს.

* * *
გოგოებო ფაფაზე გამახსენდა ეხლა,გაბრიელს არ ეჭმება რძიანი ფაფა,ურძეო კიდე არ მოსწონს და რითი გავუგემრიელო?
ბანანით კი ჭამა მარა კიდე რა შეიძლება?
სულ ბანანს ხო არ გავურევ,

Posted by: Anabeli111 18 May 2023, 18:42
takoo1
ზეითუნის ზეთს ვურევ მე, თაკო. აი მაგ უგემურობას საერთოდ როგორ ჭამს კი მიკვირს.. თითქოს ზეითუნით უფრო კარგი გახდა გემოზე.

Posted by: narkozeli 18 May 2023, 18:46
Anabeli111
QUOTE
აი მაგ უგემურობას საერთოდ როგორ ჭამს კი მიკვირს..


არ იციან მაგ ასაკში გემოები და მაგიტო ♡


ჩემიც ისე გემრიელად ჭამდა ურძეო ფაფებს, არაფერს არ ვუმატებდი ხოლმე givi.gif დღემდე უყველაფროდ ვაძლევ ნორდიკის ფაფებს. ბოლოს ვუმატებ რძეს და ვსო

Posted by: სერაფიტი 18 May 2023, 19:40
anibani18

ვნახავ ბეიბიოს პიურეებს. იოგურტამდე ვერ მივედი ჯერsmile.gif)

ჯერ დიდად არაა აღფრთოვანებული მყარი კვებითsad.gif 2 კვირაა ვასინჯებ.
თავიდან კარგად აღებდა პირს ვაშლზე, ქლიავზე... მარა იმას ვაბრალებ, რო ვაშლის პიურე გადაცდასავით და მგონი მაგან შეაშინა. აღარ აღებს პირს არაფერზე.

რა ვქნა?

დღეს ავოკადო მივეცი ბლვ მეთოდით და მოწუწნა, პატარა მოაღრღნა. ნუ მაინც ოკ.
მარა იგივე ვაშლი ან გოგრა ბლვ მეთოდითად დაიკიდაsmile.gif))

ვიცი, რო დრო სჭირდება. იმედია მალე დაამუღამებს.
მე რით შევუწყო ხელი?


Anabeli111

ანუ მაინც დაულაგდა, რა.
ასმევ რამეს კუჭის მოქმედებისთვის? ნეო პეკი დაგვინიშნა პედიატრმა. მცენარეული სეროფია, ყაბზობის, აი მყარ კვებაზე გარდამავალი პერიოდისთვის. 3 დღეა ვაძლევ. ვნახოთ თუ იზამს რამეს. დაშავებით რას დაუშავებს.



takoo1

ჰო, რა. სანამ შევძლებ, ვეცდები ნორმალური კვებითი ქცევა ჩამოვუყალიბო. და მერე თავად გადაწყვეტს და ალბათ რაღაც ეტაპიდან საერთოდ აღაე შემეკითხებაsmile.gif) თან საფუძველი ბევრს ნიშნავს სამომავლო დაავადებების რისკებისთვის.

Posted by: Tua 18 May 2023, 20:06
სერაფიტი
ეგ ფრაზა ჩვენ ასე გავიზარდეთ ძალიან ცუდი ფრაზაა, აღარაა ეგ დრო დედაჩვენების დროს რომ იყო smile.gif დედაჩემი პირიქით ერთი ორჯერ ოატარა რომ იყო სადღაც 2 წლამდე 1-2 კოვზი ტორტი გავასინჯე იაიც სახლში ჩემი გაკეთებული და მაგაზე მეჩხუბა რათ უბდა ბავშვს ეხლა ეს რომ გაასინჯეო smile.gif)

takoo1
ნუ სადმე დაბ დღეზე კი ვაძლევ თუ უნდა მაგრამ ქრჭამს მაინც მაქს 1-2 კოვზი ჭამოს და ვსიო smile.gif 4 წლის ხდება და კარტოფილი ფრი ვერ ვაჭამე ეს რანაირი კარტოფილიაო ჭყავის smile.gif)) ამან პიურე და დიხოვკაში გამომცხვარი იცის უცხიმოდ smile.gif) არადა ფრი იდეაში ბავშვების საყვარელი საჭმელია
ფაფას რაც შეეხება შეგიძლჯა ბანანი უქნა დაჭყლეტილი, ეხლა ხილი შემოდის მარწყვი მალინა ლურჯი მოცვი მაგას ვუჭრიდი და ვადებდი ხოლმე ცოტას. კოდე შეგიძლია ქილის ხილი გაურიო ცოტა რამე ქლიავი მაგალითად ან მანგო ან შავი მოცვი

Anabeli111
შენ რატო სინჯავ მაგ ყველაფერს რომ არმითხრა smile.gif))❤️ ვაფშე არმაქვს არცერთი ფაფა არცერთი ხილფაფა და აი საერყოდ არაფერო გასინჯული, შენთვის რომ უგემურია მაგ ასაკში ბავშვებმა
არც მარილი იციან არც შაქარი და მაგათთვის კია გემრიელი ❤️

Posted by: anibani18 18 May 2023, 20:08
სერაფიტი
არც არაფერი არ უნდა ქნა smile.gif სიმშვიდე შეინარჩუნე. მიეცი საკვები სულ, მრავალფეროვნება აჩვენე და დაინტერესდება თავისით. ვაშლი და გოგრა თვითკვებისთვის მოხარშული უნდა იყოს ან პიურეს თუ მისცემ ისე. დასაწყისისთვის გალოკვა ნორმალურია. ყველა ბავშვს ერთნაირი ინტერესი არ აქვს საკვების მიმართ.

Posted by: სერაფიტი 18 May 2023, 20:31
anibani18

ვაშლი ორთქლზე იყო მოხარშული. გიგრა პიურე.

ანუ თავიდან პიურეებს ვაძლევდი ჩემით, კოვზით. ან კოვზს ვაჭერინებდი. ვაშლი, მსხალი, ბროკოლი, ქლიავი.

ბოლო 4 დღეა ბლვ მეთოდით ვაშლი, გოგრა, ავოკადო მივეცი.

ხოდა იმ გადაცდენას ვაბრალებ. ის პორველი გასინჯვები კარგად მიდიოდა,პიურეები. ვნახოთ რა. მოთმინებითა ჩემითა smile.gif))

Posted by: Anabeli111 19 May 2023, 00:40
narkozeli
Tua
ვიცი, გოგოებო ♡♡ უბრალოდ მაინტერესებდა გემოები, თორემ მაგიტომ ვაძლევ უშაქრო-უმარილოს, რომ ვიცი სარგებელი არ აქვს. იქნებ მიეჩვიოს და ჩემსავით 3 კოვზ შაქარს არ იყრიდეს ჩაიში ან ყავაში შემდეგ. ცოტა კი გადავეჩვიე, მარა მთლად უშაქროს ვერ ვსვამ :დ საერთოდ ყავას არ ვსვამდი და რძიან ყავაზე შევჯექი :დდ

სერაფიტი
4 დღე რო არ გავიდა, მაშინ გავუკეთე ოყნა და რო აწუხებდა პრუწები და კუკები ერთად მაშინ ვალევინებდი ბობოტიკს. თუ არ წუხს, არაფერს ვასმევ. ხშირად ვუკეთებ მასაჟებს და ეგ ძალიან ეხმარება ხოლმე თაიას ♡ მთავარია დღე არ ჩავუგდო..

ისე იჭინთება ხოლმე და წვალობს. ფაფასავით გაუხდა კუკები, ცოტა გაუსქელდა და მთელ ძალისხმევას დებს გამოსაყრელად biggrin.gif ♡ ძალიან საყვარელია ხოლმე :დ ♡

Posted by: takoo1 19 May 2023, 09:05
anibani18
აუ ანიი გუშინ ეზოში მყავდა და ბანანი პირდაპირ ვაჭამე იქ სად დავჭყლიტავდი და ისე გადასანსლა მთლიანი biggrin.gif ისეთი ბედნიერი ვიყავი,მერე სახლში პური მივეცი და ეგეც მშვენივრად მიირთვა.ბლვ მეთოდზე დავფიქრდი მგონი მზადაა რას იტყვი?
თუ არ ცდება და არ იხრჩობა აღარ დავუჭყლიტავ გავასინჯებ პირდაპირ უკვე,
ერთადერთი კიტრი მეშინია,ძაან მაგარია და არ გაეკვეხოს თქო.

სერაფიტი
აბა რაა,ეგაა ერთადერთი მიზეზი რატომაც ამდენს ვწვალობ,აბა აცრილი კი არ ვარ ტკბილზე და ისე კი არ მაქ ამოჩემებული
მაგის მეშინია სასწაულად.ისე არც მე და არც ჩემ ქმარს ტკბილი არ გვიყვარს და ნეტა ეგ ნიშმავს რამეს? გენეტიკა მუშაობს? biggrin.gif

Anabeli111
ლუკიანე იყო ეგეთი ყველაფერს ჭამდა და მიკვირდა ხოლმე.
ეს ძაან შექექილია გემოებს დიდი კაცივით სინჯავს.აი ელემენტარულს გეტყვი,ჰუმანას ანტიკოლიკს ჭამს და ჰიპოალერგიულს არა,აი რო გასინჯო ერთი და იგივეა და როგორ ანსხვავებს არვიცი.
ფაფა ვერ ვაჭამე ურძეო ბჟირდება ისე ტირის,არც სუპი მოეწონა და ბროკოლს აღარც გავასინჯებ რა აზეი აქ.ეხლა ხორცი უნდა გავასინჯო იქნებ ეგრე მაინც ჭამოს სუპი
* * *
Tua
დედაჩემიც ჩემ აზრზეა სხვათაშორის ერთადერთი დედაა ვისთანაც არ მიწევს ახსნები რა შეიძლება და რა არა biggrin.gif
ტკბილზე ოღონდ.თორე ისე იცის ხოლმე რაღაც სასწაულს წაახევს,მაწონი წლამდე რატო არ შეიძლება ვერ იგებს ვერაფრით biggrin.gif დაუჩემებია ადრე მაგით იზრდებოდნენო.ხოდა არ ვაქცევ ყურადღებასbiggrin.gif
Anabeli111
აი მეც ეგრე ვარ ანა,ტკბილი არ მიყვარს მარა ყავაში 2-3 კოვზი თუ არ ჩავყარე არ მომწონს.
ჩაი კიდე ხოო და ყავას ვერ დავლევ რო მომკლა.

Posted by: narkozeli 19 May 2023, 09:27
Anabeli111

მე გამოვცადე არაერთხელ კეთილმსურველების რეკომენდაციები, ვაიმე ამ უგემურობას როგორ აჭმევ ბავშვსო, არიქა რამით გაუგემრიელე, მე ასეთ და ისეთ გემრიელობებს ვუკეთებ და რო ჩამოთვლიან მარილ-შაქრიან ტყვიითგაძეძგილ სუნელებიან საჭმელებს 8 თვის ბავშვზე ტვინში სისხლი მაწვება biggrin.gif
მაგას მოვაყოლე რომ ეგ გემრიელობის შეგრძნება რეალურად სუბიექტურია, ჩვენთვის უგემურია იმიტომ რომ ჩვენ უკვე შეგვაჩვიეს დაშაქრულ-მარილიანებს biggrin.gif


ისე მეორეზე ბლვ-ს ვაპირებ, მინდა ეგეც მქონდეს ნაცადი და შევადარო მერე, რომელი ჯობდა biggrin.gif უბრალოდ ბლვ-ში შემწვარების კეთება რომ გიწევს ეგ არ მომწონს მარა სხვანაირად არ იქნება მრავალფეროვანი კვება სავარაუდოდ.

Posted by: fermina 19 May 2023, 12:29
QUOTE (takoo1)
რთადერთი კიტრი მეშინია,ძაან მაგარია და არ გაეკვეხოს თქო.


კიტრი, სტაფილო, ვაშლი არაფრით არ მისცეთ უმ მდგომარეობაში (ნუ კიტრი სხვანაირად არც გამოდის) მანამ, სანამ კარგად არ შეძლებენ ღეჭვას და გადაყლაპვას.

ღმერთმა ყველა დაგვიფაროს და ტრაგიკული ამბავი ვიცი ვაშლის გამო სანაცნობოში. ისედაც წერია ყველა უცხოურ გაიდლაინში, რომ გადაცდენის/დახრჩობის ყველაზე მაღალი რისკის შემცველია. კიტრიც იგივე კონსისტენციაა მგონი.


Posted by: anibani18 19 May 2023, 13:06
takoo1
გადმოწერე სოლიდსტარტის აპლუკაცი და ნახავ როგორ შესთავაზო საკვები ასაკის მიხედვით. მყარი და მაგარი რაც არის, ის აუციოებლად თერმულად უნდა დამუშავდეს, რაც მრგვალია, მაგალითად მოცვი, დანის პირით ყნდა დააპრტყელო, მოხარშული სტაფილო, გრძლად ყნდა დაჭრა. ანუ დიდი ნაჭრები და თან ბრტყელი უნდა მისცე. კიტრი გახეხე ჯერ და კიდევ დიდი ხანი. მერე შენით მიხვდები რომ დააკვირდები. ლობიო მაგალითად, დანის პირით ან ჩანგლით დაჭყლიტე, მუხუდო ასევე, ბარდა. ყურძენი სიგრძეზე უნდა დაჭრა და ისე მისცე, ახლა სხვა ვერ ვიხსენებ ვერაფერს, შენით ნახავ მერე. რასაც არ მისცემ, მთავარია რბილი იყოს.
narkozeli
შემწვარი რატომ? ღუმელში გამოაცხვე ან ორთქლზე მოამზადე კატლეტი. სუნელები კიდევ ბიო არსებობს, ამაზონიდნა ვიწერ იმ ბრენდების, რომელიც სანდოა. მართალუ ხარ, არაფრის გაგემრიელება არ არის საჭირო, მათთბის ისედაც გემრიელია, უფრო სწორად საინტერესოა ყველაფერი.

Posted by: narkozeli 19 May 2023, 13:57
anibani18

აი ომლეტები და ა.შ. ხო შემწვარი უნდა იყოს.მაგას ვგულისხმობ

ძაან მაინტერესებს როგორ გამოგვივა <3 უბრალოდ ფორმულაზე მყოფი ბავშვისთვის ცოტა რთულია. ძუძუზე როა ბავშვი ადვილია, რაც არ უნდა ჭამოს და რამდენიც, ძუძუს მიაყოლებინებ :დ

Posted by: takoo1 19 May 2023, 17:03
anibani18
გადმოწერილი მქონია გოგო biggrin.gif არც მახსოვდა
ვნახავ აბა:*
* * *
fermina
მართალი ხარ კიი,არ მივცემ ჯერ ეგეთს არაფერს სასწაულად მეშინია.
ერთი თვის წინ ბანანსაც არ ვაძლევდი აშკარად არ იყო მზად,ვუჭყლეტდი აქამდე და ეხლა ვატყობ რო შედარებით მზადაა მარა ვაკონტროლებ მაინც რო დიდი არ მოკბიჩოს

Posted by: ივლისი 19 May 2023, 18:11
გოგოებო კიტრზე გამახსენდა. წლამდე რაც იკრძალება იმათ ჩამონათვალში ვნახე ნეტში და მართალია?
user posted image

Posted by: Tua 19 May 2023, 19:20
ივლისი
ქართულ წყაროებს არენდო კვებაში smile.gif სოლიდსთართს გადმოწერე და ნახავ იქ როდის რა შეგიძლია, ახალი გაუდლაინით უკვე ყველა პროსუქტია დაშვებული 6 თვიდან ნელნელა გასინჯვით და შეყვანით, ასევე ალერგიუს გამორიცხვის მეთოდით, სოკოც კი დაშვებულია ქამა 1 წლამდე, მე ეხლა გავასინჯე 3 წლის რომ გახდა

Posted by: takoo1 19 May 2023, 20:02
ივლისი
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ყველაფერი 6 თვიდანაა რავიცი
მგონი ყველაფერი დაშვებულია უკვე)) შენ სურვილზეა რას როდის მისცემ.

Posted by: narkozeli 19 May 2023, 20:10
კიტრი გადაცდენის რისკების გამო იქნება ბლვ-ში შეზღუდული. ვაშლიც მხოლოდ თერმულად დამუშავებული შეიძლება თურმე.
მე კიტრიც მივეცი და ვაშლიც მაგრამ გახეხილს ვაჭმევდი

Posted by: სერაფიტი 19 May 2023, 20:13
fermina
სტაფილო ჰო და ვაშლი უმი,გახეხილი,ფაფის კონსისტენციის, არა?


Posted by: ივლისი 19 May 2023, 20:20
კი გოგოებო გადმოწერილი მაქვს ეგ აპლიკაცია და ვნახე მაშინ თითქმის ყველაფერს 6 თვე ეწერა.

Posted by: anibani18 19 May 2023, 20:44
ივლისი
ტყუილია ეს ინფოები.
სულ რამდენიმე პროდუქტია, რაც წლამდე არ უნდა მისცე ბავშვს.
სერაფიტი
გახეხილი შეგიძლია მისცე უმად. აზრი რაშია ახლა, ბავშვი საკვებს ღრძილებით ამოშავებს და ფაფის კონსისტენციამდე დაჰყავს. ვაშლს ვერაფრით აქცევს ღრძილებით ფაფად, ვერც სტაფილოს. სტაფილო თან მრგვალია თუ მოაკვნიტა და პირდაპირ სასუნთქ გზას ხშავს.
narkozeli
ომლეტი ორთქლზე შეგიძლია, ან ისეთ ტაფაზე, ზეთი რომ არ სჭირდება.
არც ფორმულაზეა რთული. მყარ კვებაზე იგიქრე როგორც თავგადასავალზე, უბრალოდ გააცანი ახალი სამყარო და მისი მრავალფეროვნება. დაამთავრებს რამის გასინჯვას და ცოტა ხანში მიეცი ფორმულა. აქვთ მაგალითისთბის დღია გრაფიკები თუ გადაწყვეტ მერე. ძალიან მარტივია. მე რა სირთულეც შემხვდა, გეტყვით ახლა, ვერ ნაყრდებოდა რძით და ახლც ვერ ნაყრდება და რამდენსაც ვიძახდი, წლამდე რძე ძირითადი უნდა იყოსო, სულ ტყუილი გამომივიდა. თუ არ მივცემ მყარ საკვებს, ლამის მე შემჭამოს, დადის, დაბუზღუნებს, დაბუზღუნებს, არანაირი რძე არ ყოფნის და ასეა საკმაოდ დიდი ხანია უკვე.

Posted by: სერაფიტი 19 May 2023, 21:47
anibani18

გასაგებია.
სოლიდსტარტით ვხელმძღვანელობ, შერეულად დავიწყე. პიურესებრ მასასაც ვასინჯებ და თავადაც ტიტყნის ხელებსsmile.gif)) ზოგი ასე მოსწონს,ზოგი ისე. ხან სულ არ აღებს პირს :დდ

წლამდე რძე რავი, 9 თვეზე 3 კვებაა მყარი და რამდენ რძეს დალევს, არ ვიცი,იმიტო რო უკვე უკლო ამან, თითო კოვზ მყარ კვებაზეცsmile.gif)
მივყვები ბავშვის განვითარებას. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე აქვს. დროულად.

Posted by: fermina 19 May 2023, 21:51
სერაფიტი
QUOTE
fermina
სტაფილო ჰო და ვაშლი უმი,გახეხილი,ფაფის კონსისტენციის, არა?


რა თქმა უნდა შეიძლება, მთავარია არ გადასცდეს, ისეთ მდგომარეობაში იყოს, უმი გახეხილი ან მოთუშული.

Posted by: სერაფიტი 21 May 2023, 21:05
fermina

უკვე მეორედ გადასცდა ცუდად გახეხილი უმი ვაშლი ( ბანანი, გოლდენი).
აწი სააფთიაქო ვაშლს ვცდი,ან ამას გავათხელებ წყლით,დავორთქლავ.

დღეს ბლვ სტაფილო გასინჯა არადა გადასარევად.

აუ,რა მაწუწუნებდა რძის გამოწველაზე, მყარი კვების დაწყება უფრო დიდი გამოწვევაა მ ეტაპზე.
ჰო,მგონი ამასთან ერთად ძუძუს პროტესტმა გადაუარა, ჭამს ყველა ძილის წინ დღისით. მარა ახლა საფრთხეა, სოსკად არ ვიქცეsmile.gif)) არადა უკვე შემცირებისკენ წავიყვანე რძე, გამოწველის შუალედები 4-5 საათამდე მქონდა გაზრდილი.

Posted by: fermina 21 May 2023, 23:09
სერაფიტი
QUOTE
fermina

უკვე მეორედ გადასცდა ცუდად გახეხილი უმი ვაშლი ( ბანანი, გოლდენი).
აწი სააფთიაქო ვაშლს ვცდი,ან ამას გავათხელებ წყლით,დავორთქლავ.


ვაიმე აღარ მისცე გთხოვ. ან ორთქლზე დაარბილე ან დაუბლენდერე ან სულ მთლად ფაფად რომ აქცევს, ის სახეხი გამოიყენე.
რა არის ეს ვაშლი ამისთანა, არც ვიფიქრებდი ასეთი საფრთხილო თუ იყო, რომ არ წამეკითხა შემთხვევით რომელიღაც უცხოურ გაიდლაინში და მერე საშინელი ამბავი გავიგე, უფრო სწორად ამბავი ვიცოდი, ვიცნობ იმ ოჯახს და დავაზუსტე და აღმოჩნდა ვაშლი.

ამას ერთხელ გადასცდა, მაგიდიდან დრო იხელთა და ვიჩინის ნაჭერი დაითრია და ჩაიტენა პირში, მერე ეტყობა ვერ დაღეჭა კარგად და ისე გადაყლაპა. ყველა დაპანიკდა, მე გამახსენდა ამ დროს როგორ უნდა გადამეწვინა მუხლზე ჰორიზონტალურად, პირქვე და ზურგზე მიმერტყასავით, ეგეც სადღავ ვნახე ვიდეოში და მოკლედ ვიყოჩაღე smile.gif იმ რამდენიმე წამში, სანამ კარგად ამოისუნთქებდა, ყველას ლამის ინფარქტი დაემართა.

ისე ფბ=ზე შემხვდა პირველადი დახმარების კურსი მშობლებისთვის და არ არის ურიგო აზრი გავლა. სახლშიც მოდიან და ისეგასწავლიან ან ონლაინ ვიდეო კურსია.

Posted by: სერაფიტი 21 May 2023, 23:48
fermina
არა, რაღას მივცემ. შევცდი. რატომღაც მექანიკურად ავყევი ყველას, ვაშლი გაასინჯე პირველიო. ყველა ვაშლით იწყებდო. მე მაინც ბროკოლი მივეცი, მარა მერე ვაშლი. და პირველად იმას დავაბრალე, რო მეთქი ახლა იწყებს...
მეორედ ბლვ მივეცი, მაგ მეთოდით აუცილებლად უნდა დაიორთქლოს. რაც დატოვა, დავაბლენდერე და ასე თუ ისე გასინჯა 2 კოვზი. დღეს ისევ უმი მივეცი და ისევ რომ გადასცდა, მივხვდი რომ არაა დამთხვევა.
სააფთოაქოს მივცემ, ან ორთქლზე გავატარე+გავათხელებ.

არ შემშინებია. ოჯახის წევრებს შეეშინდათ. ორივეჯერ თავად გაუმკლავდა. თუმცა მზად ვიყავი გადასაწვენად. ნანახი მაქვს ათასჯერ ეგ ვიდეოები. პლუს სკოლაში რამდენჯერმე გაგვატარეს პირველადი დახმარება.
იმედია არასდროს დამჭირდება.
გულში მაგრად მეშინია და ბნედა მეცემა, მაგრამ ორივეჯერ ყველას ვამშვიდებდი, აბა პანიკის გარეშე ამომყავს ბავშვი და არ დააშინოთთქო.
უფრო ფრთხილად ვიქნები.

Posted by: takoo1 22 May 2023, 00:49
სერაფიტი
პირველი მყავდა ეგეთი ყველაფერი ცდებოდა და ყველაფერზე გულს ირევდა თავიდან და ერთი თვე ვუბლენდერებდი ძაან შეშინებული ვიყავი, ვაშლს იცი როგორ სახეხზე ვუხეხავდი? ფაფასავით რო ხეხავს აი ძაან ძაან წვრილია.
მე დედაჩემმა მაჩუქა ძველია მგონი 30 წლის წინანდელია.დიდი დირკები აქ მარა რაღაცნაირი ხერხივით პირები აქ და წრიულად რო ვხეხავ კარგად იხეხება ფაფასავით.
აი ეგეთს თუ ნახავ თუ არადა დაუბლენდერე ჯერ ვაშლი რა მოხდა.არ გინდა ორთქლი და წვალება ეგრე არ გადაცდება.
მეორეს ჩვეულებრივად ვუხეხავ ხანდახან კი იჯღანება მარა გადაცდენით არ გადაცდენია თფუ თფუ)))
კაია რო არ იბნევი მაგ დროს,მე ვძეგლდები ხოლმე ისე მეშინია,შეიძლება ვერაფერი ვერ ვქნა მაგ დროს.
10 წლის სიცოცხლე მაკლდება მაგაზე და ჩაბჟირებაზე კიდე:/

* * *
fermina
აუ თქვენ ბაოზე მაგრად ვღადაობ biggrin.gif
რა საყვარელია ვიჩინები და კაცური საჭმელები რო უნდა ❤️ ეს პატარა მყავს ეგეთი თავისი საჭმელი კიდია და ჩვენ გვიძვრება პირში.
დღეს ლობიო ვაჭამე პატარა პურით და გაგიჟდა ისე მოეწონა პირს აღებდა პირანიასავით)))
რა ბედნიერებაა ეგეთი ბავშვი პირველმა აბა დამტანჯა ძაან წუნია გახდა

Posted by: სერაფიტი 22 May 2023, 09:05
takoo1

გოგო, ეგ სახეხი მაქვს ზუსტად. ჩვენ რითიც გვიხეხავდა დედა. თავისი ჯამი რო აქვს. დიდი ნახვრეტები აქვს, მარა წვრილი ეკლებივით და ფაფასავით ხეხავს. მარა ჰა! აი, აფთიაქის ქლიავი და მსხალი გავასინჯე და მეტად თხელი კონსისტენციაა, რა. ჰოდა შევათხელებ ამასაც.
პირველი ძუძუზე გყავდა, ხო? ზოგი ამბობს, არ ვიცი რამდენად მართალია, ძუძუს ბავშვებს ზოგადად უჭირთ მყარი კვების დაეყებაო. გემოების მხრივაც და სტრუქტურაც.

მარა ვინ დარჩენილა მარტო რძეზე, დაიწყებს რა როცა იქნება, ვცდილობ არ ვინერვიულოsmile.gif))

Posted by: fermina 22 May 2023, 09:11
takoo1
QUOTE
fermina
აუ თქვენ ბაოზე მაგრად ვღადაობ
რა საყვარელია ვიჩინები და კაცური საჭმელები რო უნდა ❤️ ეს პატარა მყავს ეგეთი თავისი საჭმელი კიდია და ჩვენ გვიძვრება პირში.


კი, ვინმე თუ ჭამს მისი თანდასწრებით და ამას არ სთავაზობს, აღიქვამს, როგორც პირად შეურაცხყოფას biggrin.gif საჭმლის ხელიდან წართმევის ოსტატია smile.gif

კიდევ კარგი, მსუქანა არ არის


user posted image

Posted by: takoo1 22 May 2023, 09:27
სერაფიტი
შენ რასაც იძახი იმას ჩვეულებრივი პირი ექნება აი გაჩვენებ მოიცა :*
user posted image
აი ესეთი კიარაა

user posted image
ნახე ხერხივითააქ ესეთია

მთლად მაგაზე არ მგონი რავიცი უფრო ალბათ ბავშვზეა,ისე კი ძუძუზე მყავდა წლამდე.
მიეჩვევა აბა რას იზამს ვინ არ მიჩვეულა.ყველსთან ინდივიდუალურია ზოგი 6თვიდან ჭამს დაჭყლეტილს ზოგი 10 თვიდან
დედამ იცის ყველაზე კარგად თავის შვილი როდისაა მზად.სხვებს რო უყურო ეხლა შეილება დაახრჩო ბავშვიsmile.gif
გაბრიელმა ეხლა დაიწყო მაგალითად
7 თვემდე უჭირდა და აღარ დავაძალე ძაან ვფრთხილობ და არ მეჩქარება ხოლმე ზოგადად არსად
არც სხვების მაგალითს ვუყურებ.
არაფერი არ გაქ სანერვიულო საერთოდ,ბავშვი ძუძუზე გაიზარდა ეგ ბევრს ნიშნავს.ზოგი წლამდე მარტო ძუძუს ჭამს ბევრი ვიცი და მშვენიერი ბავშვები არიან მაგაზე ტყუილად არ ინერვიულო თრასთმი))
ეს საწყალი რო ფორმულაზე ზის და თან რძეზეც ალერგია აქ მეცოდება ძაან და მაგიტო ვტენი ხან რას ხან რას.აღარ ყოფნის მარტო ფორმულა
* * *
fermina
ვაიმეეე მე რო ბიჭი მახსოვდა და მეგონა რატომღაც ჰაჰაჰა თან გოგოოო biggrin.gif ❤️
ჩემნაირია გურმანი ღორმუცელა biggrin.gif
არც მე ვარ მსუქანი 46 კილო ვიყავი მთელი ცხოვრება მარა რო დავჯდებოდი მამაჩემზე ბევრს ვჭამდი ხოლმე biggrin.gif

Posted by: fermina 22 May 2023, 11:36
takoo1
QUOTE
ჩემნაირია გურმანი ღორმუცელა
არც მე ვარ მსუქანი 46 კილო ვიყავი მთელი ცხოვრება მარა რო დავჯდებოდი მამაჩემზე ბევრს ვჭამდი ხოლმე


biggrin.gif
მადას არც ჩვენ ვუჩივით დედის მხრიდან, და ყველასი მშურს, ვინც ჭამს და არ იმატებს smile.gif

Posted by: სერაფიტი 22 May 2023, 15:58
takoo1

კი, ეგეთია. ორივენაირი აქვს. აი

ვერაფერი მოვაწონე ამ ბავშვს მაინცsad.gif
ცოოტა უკეთ ჭამს, თუ დედის რძეს დავაწვეთებ ბოსტნეულს.
მოცვი ვაჭამე დღეს სემპერის. პირს არ მიღებს ტიპიsmile.gif))
არადა ვცდილობ, რო არც ეძინებოდეს, არც ძაან შიოდეს, არც დანაყრებული იყოს. მოკლედ, ველოდები...


user posted image

აუ, ცოდოა, ჰო, გაბრიელი. თუ არ ანაყრებს, რა ქნას.
7 თვისამ დაიწყო კარგად ჭამა ანუ? სად მეჩქარება, სხვას რძე და იყოსsmile.gif)

Posted by: takoo1 22 May 2023, 16:53
სერაფიტი
ვაა მაგით იყო გახეხილი რო გადაცდა?
არ უნდა გადაცდენოდა წესით,ეგ ძაან წვრილად ხეხავს რავი აბა.
ცოტა მერე სცადე მაშინ თუ უჭირს ჯერ.
გაბრიელს ხილი მოსწონს ძალიან მარა ბოსტნეულის რა მოგახსენო.ფაფაც არ მოწონს ტირის პირს არ აკარებს.
ურძეო არ უნდა.
ხილით ვაჭმევ მარა ჰა და ჰააsmile.gif
მაინც არ მოსწონს მარა ნუ ჭამს რა ძლივს.
სემპერის პაუჩები მოეწონა არადა
კაშა+ ხილი როა ეგენი.
მსხალი გარგარი,მოცვი ვაშლი,ატამი
ყველა მოეწონა.
აბა ეგენი გაასინჯე წესით შეჭამს.
ნელ ნელა მიეჩვევა მერე.

Posted by: Anabeli111 22 May 2023, 16:56
სერაფიტი
ვაშლი ჩემი გახეხილი დიდად არ მოეწონა. აფთიაქისა მოსწონს.

რეალურად მე რამაც დამატორმუზა არის კვერცხის გადაცდენა..არ ვუტყდები თავს, მაგრამ მაგის მერე ვერიდები ბლვ-ს :დ მარტო პურს ვაძლევ ღრძილების ქავილისთვის, ბანანს.. გუშინ ალუჩა გავაწუწნინე და ისე მოეწონა biggrin.gif

მერე ძუძუს აყოლებს ოღონდ.

Posted by: narkozeli 22 May 2023, 16:58
მაჟრიალებს გადაცდენებზე user.gif მგონი გადამაფიქრებინებთ თქვენ ბლვ-ს biggrin.gif

არადა ინტერესი მკლავს)))

Posted by: Anabeli111 22 May 2023, 17:00
narkozeli
ბავშვი გაჩვენებს თვითონ, მოგყვება თუ არა. თაიას ყველაფრის ინტერესი აქვს. ახალ რამეს რომ სინჯავს,კმაყოფილებისგან კრუტუნებს :დ
დამეწყოს ერთი არდადეგები და მერე უფრო მრავალფეროვნად შევუტევ ♡

Posted by: takoo1 22 May 2023, 17:08
Anabeli111
ანა შენსასაც გადაცდა?
ვაახ ალბათ ცდება ყველას თავიდან უბრალოდ ჩვენ ზედმეტად ვფრთხილობთ არვიცი.
fermina-მ რაც დაწერა მაგის მერე უფრო შემეშინდა.
ჩვენც ყველაფერს ნუ დავულაგებთ და ეგ იქნება რა.რა სავალდებულოა biggrin.gif


Posted by: ივლისი 22 May 2023, 17:22
მართლა ბავშზეა დამოკიდებული. ჩემი 9 თვის ხდება და დღესაც არაა მზად ბლვ-სთვის. დაბლენდერებებიდან გადავედით დაჭყლეტვაზე . ეგეც ხეირია :დ დღეს ხბოს ხორცი კარგად დავუნაწევრე გათხელებულ ბოსტნეულში ავურიე. მაინც ბუქსაობა დაიწყო პირში. უცებ გადავატარე ბლენდერი. რა მექნა აბა. არადა ქვევით 2 კბილი აქვს. ზემოდან ახლა 3-4 ერთად მოდის როგორც ვხედავ.

Posted by: Anabeli111 22 May 2023, 17:24
takoo1
კი. ცოტა დიდი მოაკბიჩა. ახველებდა და კი ამოაგდებდა თავისით, მაგრამ ვერ მოვითმინე და უკან მსუბუქად დავარტყი ხელი და გადმოაგდო. ჩემები დაპანიკდნენ და გადმომედო მეც.. კიდე რომ გადაცდეს "ხომ გეუბნებოდი ადრეას" მოსმენის თავი ამ ეტაპზე არ მაქვს :დ

ასეთი სახეხით ბებო გვიხეხავდა ხოლმე ვაშლს ♡ ახლაც მახსოვს გემო ♡

Posted by: narkozeli 22 May 2023, 17:26
Anabeli111
ივლისი

რავიცი გოგოებო, ბლვ ჯგუფებში რასაც ვკითხულობ, არ არსებობს მასეთი ბავშვიო biggrin.gif და ჩვენ რასაც გადაცდენას ვეძახით გაგ რეფლექსია ეგო და არაფერი საშიშიო მარა მე კი დავასრულებდი ალბათ ერთ სიცოცხლეს ვიცი :დ

ჩემი ბიჭი ისეთი კაი მჭამელი იყო, ვაჭმევდი და ვაჭმევდი კოვზით biggrin.gif შიგადაშიგ მიცდია ბლვ-ც და არ გადასცდენია მაშინ, თუმცა რო მოსვრიდა ყველაფერს და თან ვერ ვიგებდი რამდენი ჭამა, ძაან არ მეკომფორტულებოდა და ამიტომ შევეშვი :დ ახლა უფრო მომზადებული მინდა შევხვდე, ძიძასაც დავატრენინგებ და ვნახოთ აბა რა გამოვა.
თუმცა დღემდე კაი მჭამელია და რატო ვატარებ ექსპერტიმენტებს ამ მეორე ბავშვზე არ ვიცი biggrin.gif უბრალოდ მინდა ისიც მქონდეს გამოცდილი და ესეც :დ


Posted by: ივლისი 22 May 2023, 17:34
narkozeli
კი თუ ამოახველა და რეფლექსურად ამოაგდო კარგია. ჩემსას ბანანი გადაცდა , არ იყო საკმარისად რბილი. აი სუნთქვას რომ აჩერებს ისეთი მოძრაობა ჰქონდა, ხველა არა. მერე ამოვაგდებინე თუ გადაყლაპა არც ვიცი. ძალიან შევშინდი. მართალი ხატ, ჩემთვის მეორე მინუსიც არის ამ მეთოდის - ვერ გაიგებ რამდენი ჭამა და რა ქნა ბოლობოლო :დ

Posted by: narkozeli 22 May 2023, 17:40
ივლისი

მაკანკალებს რომ წარმოვიდგენ. საჭმელი არასდროს გადასცდენია ჩემს შვილს მაგრამ ერთხელ მუყაოს პატარა ნაგლეჯი მოახია და ჩაიდო, სანამ მივედი უცებ ისეთი მოძრაობები გააკეთა, გული გამისკდა, მე და ძიძა ვიყავით და მე რომ თავი მაგარი მგონია, ძაან დავიბენი sad.gif ძიძამ იყოჩაღა და ამოაგდებინა.

Posted by: სერაფიტი 22 May 2023, 19:28
takoo1

აფთიაქის ვაშლს ვცდი შემდეგზე.
არაფერს დავაძალებ, მივყვები...

Anabeli111

აუ, რა კაია, რო არ წუნიაობს.
მეც არდადეგებს ველი. მაგ დროს 7 თვის იქნება.

narkozeli

არ მყავს სრულად ბლვ-ზე.
პიურე გადასცდა.
ბლვ რაც მივეცი, არ გადასცენია.
როგორც ვიცი, ინდივიდუალურია - ჯგუფში ხო წერენ, პიურეც ცდებათ და ესეც.
გაგ რეფლექსი არ იყო, თვალებზე ცრემლი მოადგა და ვერ სუნთქავდა წამით. მარა ამოახველა.

ძაან ფაქიზად ვაგრძელებ მოკლედ.

აუ, კბილებზე უნდა გკითხოთ - ქვედა ორი ამოივიდა 4 თვისას. ახლა 6 თვის და 2 კვირისაა. იქავებს ძაან, დღეს სიცხე აქვს 38.1. ვერაფერს ვუკავშირებ კბილების გარდა (ძუძუს ჭამს, პამპერსს ასველებს, განავალი ნორმალური ჰქონდა). მარა იქავებს ქვედა კბილებს ისევ, გვერდითებს.
მე როგორც ვიცი, ქვედას მერე ზედა ჩამოდის. შეიძლება რო ქვედა მეორეები უფრო სწრაფად ამოეჭრას,ვიდრე ზედა? თეთრად უჩანს...

და კიდე, ნუროფენი რამდენზე მივცე? 38-ზე მივცე?

Posted by: narkozeli 22 May 2023, 19:39
სერაფიტი

ვახ ნეტა რაზეა გადაცდენა sad.gif წარმომიდგენია როგორ ინერვიულებდი.
კბილებზე გიპასუხებ, მეცნიერულად არ დასტურდება რომ კბილების ამოჭრისას სიცხე მისცეს ბავშვა (მითუმეტეს 38) მე ვკითხე მეგობრის თხოვნით ჩვენს პედიატრს ირაკლი რცხილაძეს და ასე მიპასუხა. უბრალოდ კბილების ამოჭრის პერიოდში იმუნიტეტკ ქვეითდება, პლიუს პირში იდებენ ყველაფერს და ვირუსების დს ინფექციების ალბათობა უფრო მაღალიაო.

38ზე თუ არ წუხს შეგიძლია დაელოდო 38.5მდე.

Posted by: fermina 22 May 2023, 21:18
მე მაგალითად, დაკვირვების შედეგად, შერეული მეთოდის მომხრე ვარ, ბლვ + ისე კვება. ჩემს ხელში როცა არის ბავშვი, მე არ მეზარება, ნაწილს, მაგ სადილს კოვზით ვაჭმევ, რაც სუპ-პირესავითაა და პარალელურად თეფშზე ვუდებ ხან მოხარშულ კვერცხს, ხან ხორცს, ხან ბოსტნეულს, ხან ხილს და თავისით აყოლებს, ანუ რეალურად ეს არაა ბლვ არანაირად, უფრო სწორია რომ საკუთარი ხელით ჭამას ეჩვევა. მაგრამ ასე უფრო მეკომფორტულება, ვიცი მშიერი არაა და თან თავადაც ირჩევს და მიირთმევს რაც მოსწონს და რამდენიც უნდა.

Posted by: სერაფიტი 22 May 2023, 21:30
narkozeli

კი, მეც მასე წავიკითხე კბილებზე და სიცხეზე. უშუალო კავშირი არაა.
ძაან წუხდა, ვერ დაიძინა. სტკიოდა კიდეც მგონი. მივეცი ნუროფენი. ისეთი თემაა რა - 7 თვეა დე ვიტამინის გარდა არაფერი დაულევია და არაფეტს შეუწუხებია და ვერ ვუყურებდი, როგორ წუხდაsad.gif სძინავს კარგად, გაგრილდა შუბლი.

მარა მიკვირს, ისევ ქვედებმა რო ამოუჭრას, ძაან უცნაური იქნება.ნერწყვდენაც გაძლიერებული აქვს და თითენსაც იტენის, სოსკას აგდებს, არ სიამოვნებს ეტყობა.

იმედია რამე სერიოზული არააsad.gif და მსუბუქად გადაიტანს.

fermina

გეთანხმები. მეც მასე ვარ და მადე მეკომფორტულება. მთლიანი ბლვ-ს ნერვი, დრო, თავი არ მაქვს ამ ეტაპზე. თუ კოვზით ვაძლევ, ვცდილობ არ დავაძალო. როცა ვხედავ, რომ თავს მიატრიალებს და აღაე უნდა საერთოდ, ვანებებ თავს. იქამდე დინჯად და ნელა ცოტაცოტას ვუდებ. მარა, როგორც აღვნიშნე, ჯერ დიდად ვერ მოიხოდაsmile.gif))

Posted by: takoo1 22 May 2023, 21:47
სერაფიტი
შეიძლება კონკრეტულად ვაშლი არ მოსწონს.
ყველანაიეი ხილია და გაასინჯე ნელ ნელა.
ფაფა გაასინჯე?

ვა ამხელა სიცხე კბილებზე არ ვიცი,რამე ვირუსი ხო არაა?
წინა კვირას ქონდა ლუკიანეს 2 დღე 39მდე მერი არაფერი ვაფშე.
ნუროფენი შეგიძლია 38დან.
მე მანამდეც მიმიცია თუ წუხს უფრო დაბალზეც.
ოღონდ დოზას ვყოფ.
გაბრიელსაც 5დან დაეწყო და მალევე ამოჭრა
ეხლა ერთი თვეა თითქმის ექავება,ძაან ბევრი დორბლები აქ დღეში რამდენჯერ ვუცვლი ბოდეს არვიცი.
მეც ვერ გავიგე რომელი ამოსდის.
წესით ზედა მარა არაფერი არ ეტყობა მაღლა ჯერჯწრობით.თან ადრეა მგონი ზედა კბილები 8ის მერე ამოდის 8-12 თვეზე ესე მახსოვს.

Posted by: სერაფიტი 22 May 2023, 21:54
takoo1

ვაშლი ბანანი იყო, გოლდენიც.
ფაფებს 7 თვიდან გავასინჯებ. ხილ-ბოსტნეულში ვართ ეს თვეsmile.gif)

გოგო, ვირუსია ალბათ, რა. და დაემთხვა კბილების ქავილი. არამგონია ასე უცებ ამოიჭრას ახლებმა, ქვედა ორი უკვე 2 თვეა აქვს და რავიცი, 6 თვეზე ახლები? ზოგს 6 თვეზე ამოსდის პირველი... ვნახოთ.
გაბრიელსაც ვირუსი ქონია ეტყობა. კაია, მხოლოდ 2 დღე, და თან სიცხის გარდა არაფერი. სიცხე ბრძოლისუნარიან ორგანიზმს ნიშნავსო და მებრძოლი ბალღები გვყოლიაsmile.gif)) ამით ვიმშვიდებ თავს.smile.gif))

ისე, სტიკერი თუ შველის რამეს ნეტა სიცხეზე? აი აცრის როა, მაგას აკრავენ მგონი სიცხეზეც შუბლზე.

Posted by: takoo1 22 May 2023, 22:17
სერაფიტი
გაბრიელს არა ლუკიანეს ქონდა biggrin.gif
ეს ჭირიანია იმასთან))) ის ჯანზე მყავს თფუ თფუ.
მაგას გამაგრიელებელი ფუნქცია აქვს დამწევი არაა.
მე სულ მაქ,შუბლზე ვაკრავ ხოლმე და უგრილებს,დაბალზე არაა საჭირო მაღალზე მე კარგად ვიყენებ.

Posted by: Anabeli111 22 May 2023, 23:01
სერაფიტი
გოგრა მოეწონა თაიას კიდე და ქლიავი. გოგრა რომ შეჭამა და აღარ იყო, ტირილი დაიწყო :დ გაასინჯე, აბა :*

როგორი ყოჩაღია შენი ბაია. ეს უკბილოა ისევ :დდ კბილებს უხეხავ?

Posted by: სერაფიტი 23 May 2023, 13:07
Anabeli111

გასინჯა გოგრა. არ მოეწონა პირველად, არც მეორედ. მესამედ დედის რძე გავურიე და მოეწონა.

არ ვუხეხავ, დავუწყო უნდა უკვე ხო? კერ ძაან პაწიები იყო. ახლა უკეთ ამოიწვერნენ.

ამას კიჭები აქვს და არ ჭამს. თაია უკიჭებოა და ჭამსsmile.gif))

Posted by: takoo1 23 May 2023, 16:25
სერაფიტი
დღეს "გავასინჯე" ბოსტნეულის პიურე ხორცით
ნახევარი სტაფილო,პატარა ნაჭერი ხახვი,ყვავილოვანი კომბოსტო და მოზრდილი მწვადის ნაჭრის ხელა ხორცი,
მოვხარშე ესენი ბლენდერში ჩავყარე ცოტა წყალი დავასხი და ზეითუნი.
ბოლომდე შეჭამა გასინჯვა აღარ გამოვიდა biggrin.gif
ცოტა მომეშვა ფაფებს თუ არ შეჭამს იქნებ სუპები მაინც ვაჭამო.

Posted by: any_body 23 May 2023, 16:29
QUOTE (narkozeli @ 22 May 2023, 16:58 )
მაჟრიალებს გადაცდენებზე user.gif მგონი გადამაფიქრებინებთ თქვენ ბლვ-ს biggrin.gif

არადა ინტერესი მკლავს)))

არ გადაიფიქრო :დ
მე ბოლომდე მივყწვი, ოღონდ წესებს ვიცავდი ზედმიწევნით, ძაან მშვენივრად ჭამს ეხლა, მაგის გარდა მაგიდანსთან გვიზის და ჭამს თავისითვის, ორმაგი შრომა არ მიწევს.


ვაშლი მე პირადად მგონი ყველზე გვიან გავასინჯე, საკმაოდ რთული ხილია ბვლ-ს ამბავში. მაქსიმალურად რბილ ბოსტნეულს და ხილს ვაძლევდი თავიდან, 2-3 თვე ლამის სულ ამეებს ჭამდა. გაგ რეფლექსი არაერთხელ ჰქონია, ვცდილობდი მარტო ვყოფილიყავი სხვებს რომ არ დავეპანიკებინე და კარგადაც გავუმკლავდი საბოლოოდ.

Posted by: narkozeli 23 May 2023, 16:30
any_body

ძაან ყოჩაღი ხარ შენ <3 ურთულესი რამე მგონია ასე შორიდან რომ ვუყურებ biggrin.gif ცხადია წინასწარ უნდა მოვემზადო. გავივლი მერე კონსულტაციებს შენთანაც))

Posted by: მზე 23 May 2023, 16:39
გოგოებო სკოლებს განიხილავდით და ცოტა კი დავაგვიანე წვეულებაზე :დ მაგრამ ლოგოსზე რა აზრის ხართ დაწყებითებში?
ზედა კლასები რო კაია კი ვიცი მარა დაწყევბითებზე არ ვარ დარწმუნებული

ბარემ ბოლო თემასაც გამოვეხმაურები: 6.5 თვიდან მივეცი ბლვ მეთდით საჭმელი (რაც არ გამორიხავს პიურებიის ჭამას საერთოდ, პიურეებსაც ვაჭმევდი და სხვა რამეებსაც smile.gif) )
1 წლის ხდება 2 კვირაში და ჯერ არ გადასცდენია არც ერთხელ. თუმცა, დღემდე უზომოდ მეშინია გადაცდენის.

Posted by: makarena 23 May 2023, 16:41
მზე
ჩემს ახლობელს დაყავს ორი ბავშვი და ძაან კმაყოფილია, ერთი პირველ კლასს ამთავრებს, მეორე მეორე კლასს.

ძალიან უყვართ ბავშვებს სკოლა და მშობელი მიდგომებით არის გაოცებული, ძალიან კარგად უდგებიან ბავშვებს.

Posted by: მზე 23 May 2023, 16:43
makarena
აუ მადლობა. მიდგომებზე მაინტერესებს, რაღაც ნამეტანი თავისუფლება არ აქვთ? წესები ჩვენ არ გვაქვსო და გრძელვადიანი გეგმებიო, და რაღაც საოცრებები გავიგე.
სწავლასა და შრომასაც ასწავლიან? მხოლოდ გადასარევი გარემო სადაც ბავშვი იქნება გაბრწყინებული მაგრამ დიდად არაფერი ეცოდინება და არც შრომა ეყვარება არ მინდა sad.gif არადა თითქოს ძალიან პოპულარულია ეგ მიდგომა ეხლა

აუ და საიდან სადაო მაგრამ თავისუფალ სკოლაზე მაინტერესებს კიდევ აზრი sad.gif
იუჯის ვფიქრობდი კიდევ მაგრამ მგონი ეგ გადავიფიქრე საბოლოოდ.

Posted by: სერაფიტი 23 May 2023, 18:11
ლოგოსზე კარგი მსენია. დეტალურად არ ვიცი.

ქალბატონმა ცუკინი გასინჯა, სემპერის. და მოეწონა. ძლიიიივს! ოღონდ კოვზს მართმევდა და თვითონ ჭამდა, წოვდასავითsmile.gif)) ეგეც ბლვ-ა, დამოუკიდებელი ქალბატონია :დდ





Posted by: takoo1 23 May 2023, 19:16
სერაფიტი
ურაა))) რა მაგარია❤️მიხვდები რა მოსწონს ეტაპობრივად გაასინჯე

ამან ლობიო მიირთვა პურით ლამის თეფშში ჩახტა biggrin.gif ცოტა ვაჭამე შემეშინდა

Posted by: მზე 23 May 2023, 20:05
სერაფიტი
მადლობა ^_^

წინა გვერდზე შაქარსა და სემპერზე გეწერა და დაგიწერ მაინც. მოცვს შაქარი აქვს.
ასევე ყურძნის წვენი რასაც აქვს დამატებული უბრალოდ დასატკბობადაა და დიდად არ განსხვავდება სხვა შაქრისგან.
ჰიპის ქლიავს აქვს კიდე შაქარი.

და ბაღზეც გეწერა და მე მწვანე ალუბალში დამყავს ლისის გზაზე და ეგეთი კარგი ბაღი არ ვიცი რა <3 პატრონუსშიც მყავდა დარეგისტრირებული, ლისი ვალდორფშიც (საბოლოოდ არც ერთგან არ მივიყვანე; პატრონუსში ეზოს არარსებობის გამო და ლისი ვალდორფში მიდგომები არ მომეწონა), ფელიქსში დადიოდა და ეხლა მწვანე ალუბალშია და ჩემი მოკრძლაბეული აზრით ამათ ყველას ჯობია.

უი ეხლა ვნახე რო ნიუტონში მუშაობ. პატრონუსი თუ მოგწონს, შეიძლება მწვანე ალუბალი არ მოგეწონოს ალბათ რავიცი. მაგრამ მე გულით ვუწევ რეკომენდაცის ^^

Posted by: fermina 23 May 2023, 20:09
მზე
QUOTE
და ბაღზეც გეწერა და მე მწვანე ალუბალში დამყავს ლისის გზაზე


მწვანე ალუბალი დაახლოებით რა ადგილას არის ლისის გზაზე?

Posted by: მზე 23 May 2023, 20:11
fermina
ჩიქოვანის ქუჩა. ადრე სადაც ვალდორფი იყო სანამ ლისთან კიდევ უფრო ახლოს გადავიდოდნენ 2 წლის წინ, იმ შენობაში არიან

Posted by: fermina 23 May 2023, 20:28
მზე
QUOTE
fermina
ჩიქოვანის ქუჩა. ადრე სადაც ვალდორფი იყო სანამ ლისთან კიდევ უფრო ახლოს გადავიდოდნენ 2 წლის წინ, იმ შენობაში არიან


მადლობა up.gif

Posted by: სერაფიტი 23 May 2023, 20:30
მზე

პატრონუსის მიდგომები მომწონს, ეზო რომ არ აქვთ (სკოლასაც სტადიონი გვაქვს, ეზო - არა) ეგ არ მომწონს.
მწვანე ალუბალი არ ვიცი, მოვიძიებ.

მომავალი წლიდან ზალდასტანიშვილში გადავდივარ და ალბათ ბაღის დრო რომ მოუწევს, სახლთან ან სამსახურთან მოვძებნი. ლისზეა ზალდასტანიშვილი და ვარიანტია მანდაურობა,კი.

მადლობა გამოხმაურებისთვის.
სემპერზე აღარ ვკითხულობდი შემადგენლობას, მეგონა არცერთს ჰქონდა შაქარიsmile.gif)ქლიავიც მივეცი და მოცვიც. კიდევ მაქვს. ნუ რა ვქნა აბა? არ არსებულა უშაქრო.
ჯერ არ ჭამს 1-2 კოვზზე მეტს. მე ვუჭამ smile.gif))

Posted by: narkozeli 23 May 2023, 20:32
სერაფიტი

ძალიან საკმარისი ეზო აქვს პატრონუსს, ადრე არ ჰქონდათ, მე როცა შევიყვანე უკვე მშვენიერი შემოღობილი კოხტა ეზო აქვთ, ნუ ახლა ერთ ჰექტარზე გადაჭიმული არაა მაგრამ სრულიად საკმარისია, ამ ეზოშია სასრიალოები, საქანელები, ქვიშის მოედანი, რამდენიმე ხე და მწვანე ბალახი.
ნუ სტადიონიც თავისთავად აქვს გვერდით მაგრამ ეზოში ატარებენ დაახლოებით 2 საათს მაინც დღეში მინიმუმ
* * *
QUOTE
მომავალი წლიდან ზალდასტანიშვილში გადავდივარ და ალბათ ბაღის დრო რომ მოუწევს, სახლთან ან სამსახურთან მოვძებნი


რა მაგარია, კიდე უკეთესში გადასულხარ biggrin.gif გილოცავ <3

Posted by: სერაფიტი 23 May 2023, 20:45
takoo1

ვაიმე, ვერც წარმომიდგენია, ეს ლობიო და პურს თუ მოულხენს როდისმეsmile.gif))

ძუძუს უბრუნდება, 3 თვეა ხო ვიწველი და ახლა მოუნდა ქალბატონს წოვაsmile.gif))
არდადეგები რო დაიწყება, დილით ფაფებს გავასინჯებ. დედაჩემს ვერ ვკიდებ ყველაფერს მაინც. მიხარია,.რომ სექტემბრამდე ასე თუ ისე მივაჩვევ კვების რეჟიმს, და სეექტემბრიდან თამამად დავტოვებ. 10 თვის იქნება, 3 კვება ექნება მყარი, წესით.
* * *
narkozeli

მე არ ვარ ნამყოფი და როგორც აღმიწერეს, მეგონა არ ქონდა. ანუ თითქმის არ აქვსო,.სიმწვანეც არააო.
სკოლას არ აქვს ნამდვილად. პარკირებაა წინ. თუმცა ძალიან დიდი სტადიონი გვაქვს. დარბაზიც და საცურაო აუზიც.

მადლობა მოლოცვისთვის.
ემოციურად ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ბევრი რამე გამოვიარე ამ 9 წელში და მართლა არაა ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ფაქტობრივად შვილი-პროგრამები მაქვს, მეგობრები მყავს საუკეთესო, მიყვარს ჩემი მოსწავლეები... მაგრამ უკეთესი პირობების ძიების დრო დადგა. მით უმეტეს უკვე ბავშვი მყავს და სხვა საჭიროებები მიდგას. მიხარია, რომ ასეთი შანსი გამომიჩნდა. ძალიან ძნელია ამერიკულში მოხვედრა, მაქედან არასდროს არავინ მიდის მგონი თავისი ნებითsmile.gif))
იმედია, კარგად ვადაპტირდები. ჯერ ვღელავ.

Posted by: narkozeli 23 May 2023, 20:53
სერაფიტი

ნამდვილად ძალიან ძალიან მაგარ ადგილზე მოხვდი და დარწმუნებული ვარ ეს ის არის, რაც ამ ეტაპზე განვითარებისთვის გჭირდებოდა. მე როგორც კი კომფორტის ზონაში შევდივარ, ვცდილობ შევიცვალო სამსახური, უნივერსიტეტშიც 4-5 წელზე მეტხანს ერთში არ გავჩერდე, ასე ჯობია ჩვენი კარიერული განვითარებისთვის.

Posted by: სერაფიტი 23 May 2023, 21:01
narkozeli

მასეა. მარა აქ ისეთი პირობებია, არამგონია სადმე წავიდე სანამ მასწავლებელი ვარ.. მით უმეტეს შეთავსება შემიძლია უნის/პროექტის/გამომცემლობის და ა.შ. ზოგადად, სკოლა მაგიტომაც მომწონს, 9დან 6მდე არაა და რაღაცას ყოველთვის ვასწრებ(დი).

Posted by: narkozeli 23 May 2023, 21:03
სერაფიტი

გეთანხმები))) მე 3 წელია აღარ ვარ 9-6 სამსახურებში და ასე მგონია არც არასდროს მივუბრუნდები. მაგ დროს უბრალოდ ვეღარ ცხოვრობ ადამიანი. პანდემიამაც შეცვალა ბევრის დამოკიდებულება მაგ საკითხში და უკვე მასიურად ეძებს ხალხი მოქნილ გრაფიკებს.
ორ სამსახურში ვარ ახლა თუმცა ორივეგან რამდენიმე საათით მიწევს მისვლა, ერთში კვირაში სამჯერ და მეორეში ორჯერ.

Posted by: მზე 23 May 2023, 21:13
სერაფიტი
სემპწერის ქლიავს არ აქვს, ჰიპისას - აქვს.
სემპერის სადილებს ბევრს მარილი აქვს (თუ მაგასაც უყურებ სამომავლოდ )

ნახე მწვანე ალუბალიც ძალიან კარგია მართლა.არ მომბეზრდება ქება :დ

სერაფიტი
narkozeli
უი ეგ არ ვიცოდი. მე 2021 წლის თებერვალში დავარეგისტრირე 2021 წლის სექტემბრისთვის (ყოველი შემთხვევისთვის იყოს-თქო). მარტო ტერასა ქონდათ და ხელოვნური მწვანე საფარი იყო გადაგებული. კაია თუ ბალახი დაამატეს ❤️

Posted by: სერაფიტი 23 May 2023, 21:32
მზე

უი, ჰიპი გიწერია.
ხო, არაფერი მიმიცია ჰიპისა. მხოლოდ სემპერის - მსხალი, ქლიავი, ცუკინი, მოცვი, ბროკოლი. ვაშლს ვაპირებ კიდევ, გოგრას და ყვავილოვანს.

სტაფილო, გოგრა, ბროკოლი, ბატატი, ავოკადო - ესენი ცალკე სახლში მომზადებულიც გავასინჯე, პიურე ან ბლვ. სულ სააფთიაქოს არ ვაპირებ, მარა ვერც სულ მოვუმზადებ.
მარილს დავკვირდები,კი. წლამდე მაინც ვეცდები, რომ არ მივცე (ასეა, ხო?)

მადლობა.

Posted by: narkozeli 23 May 2023, 21:33
მზე

კიი, 2022დან აქვთ ძალიან კოკროჭინა კოხტა ეზო, თავისი ბალახით, ხეებით. ამ ხეებს ისე უვლიან ესენიც :დ ❤️
ტერასა საერთოდ აღარ ფუნქციონირებს მგონი,არცერთხელ არ ყოფილან ესენი, არადა აგერ ლამის წლის დასასრულია.
ბალახიც ბუნებრივი აქვთ, ტალახიც აქვთ biggrin.gif ❤️ თუმცა კვადრატულობაში პატარაა მაინც ეზო მაგრამ რაც ამათ სჭირდებათ ყველაფერია. ტალახიანი და ქვიშიანი მოდის ყოველ დღე biggrin.gif


Posted by: მზე 23 May 2023, 21:45
narkozeli
აუ ძაან კაია <3 რაც უფრო ამოგანგლული და ატალახებული მოდის ბაღიდან, უფრო მიხარია biggrin.gif

სერაფიტი
კი მასეა. რავი მე ვაჭმევ ხოლმე მაინც ხანდახან მაგ მარილიანსაც რო არ მოგატყუო biggrin.gif ბეიბი ბიო ნახე კიდე. ჩემი მეგობარი ძალიან აქებს.
სახლში თუ ვაკეთებ ცხადია არ ვუმატებ მარილს. რამდენისაა შენი?
ისე მეზარება საჭმელებზე ფიქრი რო აი რა გითხრა. დალოცოს ძუძუ! biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 23 May 2023, 21:49
მზე

6 თვის და 2 კვირის.
აუ, საჭმელებზე ფიქრი ძაან დებილობაა,კი.
ენთუზიაზმი უნდა, დროც.
მე ხო გამოწველილზე მყავს და რა მაწუწუნებდათქო, გამოწველე, აჭამე. აააახლა ეს გაასინჯე, ის გაასინჯე, ეს დაუბლენდერე, ის დაუორთქლე, ეს შეურიეsmile.gif)
მაგრამ ხან მაქვს ენთუზიაზმი და მეც ვთამაშობ. ხან მაგრად მეზარება. ქილები კაია, როცა გეზარებაsmile.gif)

Posted by: მზე 23 May 2023, 21:52
სერაფიტი
კი გეთანხმები ^_^ მეც პერიოდულად მივმართავ, ჩაგდება ჯობს :დ
თან დიდად კაი მჭამელი არაა ვემი და რო იწვალებ, გააკეთებ და არ ჭამს. ძაან სევდიანია

Posted by: happy-go-lucky 24 May 2023, 00:31
მზე
ლოგოსში ჩემს ორ მეგობარა დაყავს, ორივე ოჯახის აზრი ძაან გასათვალოსწინებელოა ჩემთბის და ძალიან კმაყოფილები არიან. ისე მომავალი 2 წელო შევსებულია ადგილები არაა.

Posted by: მზე 24 May 2023, 09:04
happy-go-lucky
დარეგისტრირებული მყავს biggrin.gif
წესით უნდა მოვხვდეთ, სიაში ხართო თუ რატომღაც საშუალოზე ბევრად მეტი უფროსკლასელის პირველკლასელი დედ-მამიშვილი არ იქნება წელს :დ
2024 წელს მიდის პირველ კლასში და ივნისში გეტყვით საბოლოო პასუხს თუ მოხვდითო. იუჯიმაც ეგრე, მაგრამ მანდ ცოტა გვიან დავარეგისტრირე.
ლოგოსი ლისზე რო გადმოდის ეგ მომწონს sad.gif

აუ რომელ კლასში დაყავთ?

Posted by: makarena 24 May 2023, 09:35
მზე
QUOTE
ესები ჩვენ არ გვაქვსო და გრძელვადიანი გეგმებიო, და რაღაც საოცრებები გავიგე.
სწავლასა და შრომასაც ასწავლიან?

აუ მაგდენი აღარ ვიცი სიმართლე გითხრა და თუ დაგაინტერესებს, შემიძლია გაგიგო.

Posted by: მზე 24 May 2023, 10:43
makarena
აუ კი რა sad.gif თუ არ შეგაწუხებ.
ჩვენი მთავარი მიზარი ბავშვებისთვის სტრესის შემცირებააო. რაც ცხადია კარგია მაგრამ ნუ რავი სწავლაც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. თან ყველა აქებს და მგონია რო კარგი უნდ აიყოს მაგრამ წესიერად ვერავისგან მოვისმინე რატო მოსწონთ კონკრეტულად დაბალი კლასები :/

Posted by: happy-go-lucky 24 May 2023, 11:07
მზე
1-2-3 კლასებში.
ყველა მხრივ მოსწონთ smile.gif
თუმცა ყველაფერი ინდივიდუალირია; მადე ჩემს სკოლაზედ ზოგი გიჟდება და ზოგს გადაყავს ძაან ბევრინაქვს მასალაო, და ჩრმი აზრით სულ არაა ბევრი biggrin.gif

Posted by: makarena 24 May 2023, 15:51
მზე
სწავლაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ჯერ ისეთი დატვირთული სწავლება არ აქვთო, რადგან I-II კლასებია. ძალიან ლაღი გარემოა, არასტრესული, აქვთ პიროვნული განვითარების საათები, მეცადინეობის საათებიო.

სწავლა ძირითადად არის თამაშ-თამაშით, პირველი ორი კლასი ძირითადად სკოლაში აკეთებენ დავალებებს და მხოლოდ პარასკეობით მოაქვთ, ისიც მსუბუქიო. მეხუთე კლასიდან არის ძირითადი დატვირთვაო.

5 საათზე როცა ვაკითხავ, არ მომყვებიან ბავშვები, იმდენად არ უნდათ იქიდან წამოსვლაო.

ეროვნული პროგრამით ხდება სწავლება, პლიუს დამატებითი ლიტერატურაო. თუ 2 უცხო ენა და გაძლიერებული მათემატიკა უნდა, მაშინ ლოგოსი არ გამოადგებაო.


Posted by: fermina 24 May 2023, 16:04
თქვენმა ბაიებმა ფეხი რა ასაკში აიდგეს?

ეს ბოთე ერთი წლის ხდება ივნისის პირველ კვირაში, ჯერ არ დადის და არ მგონია, რომ პრობლემაა, რა თქმა უნდა.

უბრალოდ ამ დღეებში მშობლებს ორი ამაზე პატარა მოსიარულე ბავშვი შეხვდათ ზედიზედ და ცოტა აღელდნენ biggrin.gif

Posted by: narkozeli 24 May 2023, 17:25
fermina

1 წლის და 10 დღის იყო ჩემი. ოქტომბერშია დაბადებული და ნოემბერში უკვე ისე კარგად დადიოდა, ლოპოტაზე მყავდა და შემოიარა დამოუკიდებლად.
ნორმაა საშუალოდ 1წელი-1წელი და 2-3 თვე.
ადრე გავლა უშიშარ ბავშვებს ახასიათებსო ამბობენ biggrin.gif ჩემი ნამდვილად ძაან ფრთხილი და მშიშარაა))
ჩემმა დისშვილებმა ორივემ 9 თვეზე გაიარეს და ორივე ძაან ხიფათაა biggrin.gif

Posted by: takoo1 24 May 2023, 17:56
fermina
წლისამ გაიარა ზუსტად თავის დაბდღეზე)),მანამდე ხელს არ მიშვებდა ისე დადიოდა.
ინდივიდუალურია,ზოგი წლის და თვეების იდგავს ფეხს ჯერ არ გაქვთ სანერვიულო,გაივლის აცადეთ ცოტა;*

Posted by: fermina 24 May 2023, 21:11
narkozeli
QUOTE
ადრე გავლა უშიშარ ბავშვებს ახასიათებსო ამბობენ  ჩემი ნამდვილად ძაან ფრთხილი და მშიშარაა))
ჩემმა დისშვილებმა ორივემ 9 თვეზე გაიარეს და ორივე ძაან ხიფათაა


უშიშარს მგონი კიდევ ფრთხილი და მშიშარა სჯობს. ჩემი შვილი იყო უშიში ვითარცა უხორცო და დღემდე ყოველ მეორე დღეს შარშია biggrin.gif

takoo1
QUOTE
fermina
წლისამ გაიარა ზუსტად თავის დაბდღეზე)),მანამდე ხელს არ მიშვებდა ისე დადიოდა.
ინდივიდუალურია,ზოგი წლის და თვეების იდგავს ფეხს ჯერ არ გაქვთ სანერვიულო,გაივლის აცადეთ ცოტა;*


გაივლის მალე აბა რას იზამს, ეტყობა უკვე კოჭებში smile.gif

Posted by: anibani18 24 May 2023, 21:58
მზე
შეგიძლია მწვანე ალუბალზე მიამბო უფრო დაწვრილებით?
ვეღარ გადავწყვიტე სად მივიყვანო. ახლა ერთ პაწია ბაღში დამყავს, ზაფხულში მინდა შეეჩვიოს ცოტა ჩემს გარეშე ყოფნას. სექტემბრიდან ვნახოთ სად მივიყვან.
მწვანე ალუბლის გადასახადი ცოტა სცდება ჩემს ბიუჯეტს, მაგრამ თუ ძალიან კარგია, იქნებ მივიყვანო. რაღაც ძალიან თბილი გარემო მინდა, თამაში რომ შეიყვაროს, რასაც მე ვერ ვახერხებ და ვერ ვასწავლი, უფრო მცოდნეებმა ასწავლონ, რომ უყვარდეთ.
fermina
უფროსი წლის და ორი თვის იყო, რომ დაიწყო სიარული. პატარამ - ათი თვის ასაკში.
მეც რატომღაც ბიჭი მეგონა თქვენი პატარა smile.gif

არაფერი არ არის სანერვიულო თვითკვებაში. არც ჩემებს გადასცდენიათ რამე. მეც მეშინია რაღაცწებია, მაგალითად, ბარკალს ვერაფრით დავაჭერინებ თვეების ბავშვს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავში არ ვარ დარწმუნებული, არა მგონია სწორად დავამუშავო და წვრილი ძვლები ამოვიღო. თუ წესებს მიყევი, სანერვიულო არაფერია. სოლიდსტარტს აქვს ინსტაგრამ გვერდი, გამოიწერეთ და გაეცანით ყოველდღიურად რჩევებს, უშიშარ და მვოდნე ბლვ მშობელად ჩამოყალიბდებით <3

Posted by: narkozeli 24 May 2023, 22:12
anibani18

ანი 650 ლარია მწვანე ალუბლების გადასახადი და ძალიან ძალიან კარგი ბაღია. პატრონუსს არ ჩამორჩება. ერთადერთი საბურთალოს ფილიალის ინფრასტრუატურა შეიძლება არ მოგეწონოს, ძველ სახლშია გახსნილი, სარემონტო.
მიდგომები იდეალური. ფასით პატრონუსზე იაფია.

Posted by: მზე 24 May 2023, 22:21
happy-go-lucky
makarena
დიდი მადლობა <3

fermina
1 წლის და 3 კვირის იყო.
მეორე ეხლა 11 თვისაა და არ დადის ჯერ. დამოუკიდებლადაც ვერ დგას

Posted by: anibani18 24 May 2023, 22:23
narkozeli
1000ლარი მითხრეს, გვანც.
გვერდს რომ ვათვალიერებ, ძალიან მომწონს, მინდა ასეთივე თავისუფალი და ლაღი იყოს.

Posted by: მზე 24 May 2023, 22:39
narkozeli
უკვე 700 biggrin.gif ნუ მე 650-ს ვიხდი მაგრამ მარტში მოსულებს 700 უთხრეს

anibani18
კიი მოგწერ <3
* * *
anibani18
მწვანე ალუბალი გახდა 1000 ლარი? :O

Posted by: takoo1 25 May 2023, 01:16
რა იყო ბაღია თუ უნივერსიტეტი ბლინ რა ფასებს ურახუნებენ :/
2-3 წელი რაც უნდა იაროს ბავშვმა მანდ ეგ ფული რო მოაგროვო ბაითს უყიდი biggrin.gif

Posted by: narkozeli 25 May 2023, 09:04
anibani18

ანი ხო აე გეშლება? ჩემს ორ მეგობარს დაყავს და 650-ებს იხდიან შარშან შეიყვანეს. მესამეს ახლა მიჰყავს და 700 გახდა წელსო.

პატრონუსიც 750 გახდა sad.gif

1000 მეეჭვება, დააზუსტე. თუ დაგითვალიერებია, ცოტა უსინდოსობაა მაგ ინფრასტრუქტურისთვის 1000, ძველი აყრილი კაფელი, არაადაპტირებული საპირფარეშო, ძველისძველი გაცვეთილი პარკეტი და გაურემონტებელი ოთახები და მაგაში 1000. ძაან ღორობაა.
აზროვნების აკადემია ღირს 1000



მზე
მივწერე წუხელ მეგობარს და წელს 700 მითხრესო. ანის რატომ უთხრეს ნეტა 1000.


* * *
სხვა შენობაში ხო არ გადავიდნენ გოგოებო? რაღაცნაირად მეეჭვება მაგ შენობაში მოეთხოვათ ამხელა თანხა. ისევ იქ არიან?
* * *
takoo1

მასეა კერძო ბაღები 700ზე ქვემოთ ძაან ცოტა ბაღია :/
სკოლებიც მასე 1000დან ზევით.
ყველაფერი გაძვირებულია :/

Posted by: anibani18 25 May 2023, 10:41
მზე
narkozeli
ორჯერ დავრეკე მწვანე ალუბალში და ორჯერვე 1000 ლარი მითხრეს. იქნებ სხვა მწვანე ალუბალიც არსებობს? ეს ჩიქოვანზეა, ნუცუბიძიდან ასახვევი.
takoo1
ხო, ძალიან ძვირია, მაგრამ კერძო მირჩევნია საჯაროს. ბავშვების რაოდენობა ნაკლებია ჯგუფში და იქნებ მეტი ყურადღება მიაქციონ.

Posted by: narkozeli 25 May 2023, 10:43
anibani18

არა ნამდვილად ეგაა მისამართით sad.gif

გავგიჟდი.

ფინური სკოლა ხსნის ფილიალს თბილისში, ძაან მომწონს ეგ სკოლა (აქამდე მხოლოდ საგურამოში იყვნენ)
მივედი ვნახე ახალი შენობა და გავგიჟდი, საშინელი ინფრასტრუქტურა, არც ეზო აქვს არაფერი.
და თანხა? 5500 ევრო პრესქული და 6500 ევრო სკოლა,ამ თანხაში არ შედის ტრანსპორტირება.
ძალიან გავბრაზდი. მწვანე ალუბლისა არ იყოს, ამხელა ფასებს რომ აწესებ, ცოტა ინფრასტრუქტურაზე არ უნდა შეიწუხო თავი?

Posted by: takoo1 25 May 2023, 12:24
ძაან სისულელეა ამხელა თანხის ბაღში გადახდა სკოლა გასაგებია გინდა რო განათლება მისცე ბავშვს მარა ბაღი რავიცი რა უნდა ასწავლონ ეხლა ისეთი რო წელიწადში
10 000 გადავიხადო.ან რატო უნდა გამოულაყო და დაუტვირთო ზედმეტად პატარა ბავშვს ტვინი.
ძაან მეზედმეტება მე პირადად არვიცი.
ფულს აკეთებენ მშობლებზე და აბოლებენ ესე მგონია.მაგ თანხის რა უნდა მისცენ არვიცი
დედას ვფიცავარ ბაღი+ სკოლა რა ფულიც უნდა იხადო წლები საშუალოდ რამდენი გიწევს კუშია სერიოზული.
5 და 10 წლის მერე რა იქნება ვინ იცის ამ ბანძ ქვეყანაში.შეილება აღარ გქონდეს მაგის ტრაკი რო ატარო
ეგ ფული დავაგროვო მირჩევნია და გავუშვა მერე სადმე სასწავლებლად.
ეგეთ სკოლებში არ უსწავლია ბევრს მარა ძაან წარმატებულები არიან.

Posted by: narkozeli 25 May 2023, 12:31
takoo1

ბაღში რამის სწავლის გამო არც დაგვყავს, მიდგომები, ნივთების გაზიარების სწავლა, სოცილიზაცია, როლური თამაშები, წვრილი და მსხვილი მოტორიკის განმავითარებელი აქტივობები, 4ჯერადი კვება, ფსიქოლოგის ჩართულობა- ამაში იხდი ფულს. ძიძები ღირს 900-1000 და ძიძის ფუნქციასაც ხომ უსრულებს ბევრს. თუმცა გეთანხმები მაინც ძალიან ძვირია ქართული რეალობისთვის.

Posted by: takoo1 25 May 2023, 12:57
narkozeli
მუშაობენ ჩემი ახლობლები კერძოშიც და საჯაროშიც და არ არის იმხელა განსხვავება რო 1000 და თუნდაც 700 ლარი იხადო.

Posted by: anibani18 25 May 2023, 15:13
QUOTE (narkozeli @ 25 May 2023, 10:43 )
anibani18

არა ნამდვილად ეგაა მისამართით sad.gif

გავგიჟდი.

ფინური სკოლა ხსნის ფილიალს თბილისში, ძაან მომწონს ეგ სკოლა (აქამდე მხოლოდ საგურამოში იყვნენ)
მივედი ვნახე ახალი შენობა და გავგიჟდი, საშინელი ინფრასტრუქტურა, არც ეზო აქვს არაფერი.
და თანხა? 5500 ევრო პრესქული და 6500 ევრო სკოლა,ამ თანხაში არ შედის ტრანსპორტირება.
ძალიან გავბრაზდი. მწვანე ალუბლისა არ იყოს, ამხელა ფასებს რომ აწესებ, ცოტა ინფრასტრუქტურაზე არ უნდა შეიწუხო თავი?

100%-ით გეთანხმები. თან გაძვირებ 650 ლარიდან 1000 ლარამდე მგონი მეტისმეტია.
ჩემთვის ეს თანხა ძალიან ბევრია. ერთი რომ მყავდეს უფრო შევწვდებოდით.

Posted by: მზე 25 May 2023, 15:15
anibani18
ვაი არ ვიცი, 1000 ლარი ეხლა საზაფხულო ბაღი რო ეღირებოდა ეგ ვიცი მარა საზაფხულოები ცოტა უფრო ძვირი ღირს ხოლმე ყოველთვის რასაც ვუყურებ მაგრამ ჩვეულებრივადაც 1000 აი რავიცი :| შარშან 600 ღირდა, წელს 650 გახადეს და მარტიდან ვინც მივიდა იმათ 700 უთხრეს. ეს 1000 ჩემთვისაც სიახლეა 0_0 ძაან კაი მასწევი ყავთ მაგრამ 1000?!

Posted by: anibani18 25 May 2023, 15:18
takoo1
კი არ ვიცი რა ხდება საჯაროში, არც ვარ საჯროს წინააღმდეგი, მაგრამ ჯგუფში 40 ბავშვი არისო. ჩემი გოგონა ისედაც ძალიან შებოჭილია და 40 ბავშვში საერთოდ დაიკარგება. თან კერძოში ხმა ამოგეღება, მშობელი ძალიან დიდი ძალის მფლობელია ასეთ გარემოში.

Posted by: სერაფიტი 25 May 2023, 16:53
ჰაჰ, 650 -დან 1000 რომ გახდა, ნეტა მასწებს თუ მოუმატეს რამეsmile.gif))


სხვა კითხვა მაქვს: მარცვლების თქმას როდის იწყებს პატარა? თქვენებმა როდის თქვეს პირველი სიტყვა მიზნობროვად?

Posted by: anibani18 25 May 2023, 17:51
სერაფიტი
მიზანმიმართულად დადა, მამა 9 თვიდან 13 თვემდე უნდა თქვას ბავშვმა. სამი სიტყვა გარდა დედა და მამისა წლიდან სადღაც 21 თვემდე
* * *
მზე
მოკლედ კიდევ ერთხელ დავრეკე და სექტემბრიდან სამწლიანების ჯგუფი ნამსვილად 1000 ლარი მითხრეს

Posted by: takoo1 25 May 2023, 18:53
სერაფიტი
გუშინ თქვა დედა და ჩახვეული აქ იმის მერე ისე საყვარლად ამბობს biggrin.gif დედადედა ესე იძახის ენა უვარდება გარეთ biggrin.gif
მიზანმიმართულად არ ამბობს ალბათ იმეორებს უბრალოდ.ჯერ 8 თვისაა არამგონია იცოდეს დედას მნიშვნელობა biggrin.gif
მამა ბაბა ესეთ რაღაცეებს ამბობს უკვე ალბათ ერთი თვეა ცოტა მეტი.

* * *
anibani18
მაგ მხრივ საშინელებაა საჯარო,40 ბავშვია ჩემ დასთანაც ჯგუფში საგიჟეთია.
ყველგან მაგდენი არაა მარა არც უკლია არაფერი. ყველა არ დადის ვირუსების გამო მთელი წელი ბევრი ბავშვი აკლიათ ხოლმე მარა მაინც ბევრი ბავშვია.
კერძო ბაღები ბევრია მარა კერძო ბაღიც კარგად უნდა შეარჩიო,ზოგი კერძო ბაღი საჯაროზე უარესია.
სახელი ვისაცააქვს კი ღირს აგერ 1000 და რავიცი რა გითხრა აბა smile.gif

Posted by: სერაფიტი 25 May 2023, 19:31
anibani18
takoo1

აჰა, ოკ. ანუ 6 თვენახევრისას რას ვთხოვ:დდ

კიდე რა კითხვა მაქვს- თუ დამჭირდა ფორმულას მიცემა, ეგენი ხომ ნომრებითაა? ანუ ვთქვათ ნუტრილონი. 6 თვიდან 2 ნომერი უნდა? თუნდაც იმ შემთხვევაში, 1 ნომერი არასდროს რომ არ დაულევია?
შეჩვევა ვიცი, რომ 30 გრამიდან იწყება, მარა ნომრებზე როგორაა?
აქტიურად ვიყენებ ჩემი რძის მარაგს უკვე და აღარ ვამატებ. რომ გათავდება, მივცემ შერეულად.

Posted by: ივლისი 25 May 2023, 19:45
სერაფიტი
კი 6 თვიდან 2 ნომერია ყველა ფორმულა. მიუხედავად იმისა მანამდე ჭამდა თუ არა. მე როცა შემიცვლია პირდაპირ ნორმა რაც იყო ის მიმიცია, შეჩვევის გარეშე და მიუღია. ისე თუ გაქვს ძუძუ და მარაგის საშუალებაც, რატო გინდა მერე შერეულზე? თანხები იზოგება სერიოზულად ბუნებრივი კვებით.

Posted by: takoo1 25 May 2023, 19:54
სერაფიტი
ვერ გაქაჩავ წლამდე? მერე ისედაც აღარ ჭირდება რძე და რაღა დარჩა ეს ზაფხულიც ეო მისცე თუ გაქვს რათქმაუნდა,თუ აღარ იწველი უკვე?
ეხლა უკვე ხშირად არ უნდა
user posted image
ნახე 9 თვიდან უკვე როგორ მცირდება დღიური დოზა. ეს გამოდის საშუალოდ სადღაც 500-800მლ-მდე ალბათ
2-3 ჭამაა ფორმულას თუ აძლევ.
ძუძუ მხოლოდ 2ჯერ რო მისცე საკმარისი იქნება
ერთ ჭამაზე რამდენს ჭამს ისე რძეს?

გაბრიელი 2 კვირაა უკვე 3ზე გადავიყვანე
დილით 10სკენ ჭამს ფორმულას
1ზე ჭამს ხილს(პაუჩს)
მერე 3ზე ხან ფაფას ვაჭმევ ხან სუპს
7-8მდე ისევ ფორმულას და გვიან ღამე 12დან 1მდე ისევ ფორმულას.
ჯერჯერობით ესე დავალაგე არ მინდა უცებ დავტვირთო.
მერე ორ მყარ კვებაზე გადავიყვან უკვე
ანუ ფაფასაც მივცემ და სუპსაც.

Posted by: სერაფიტი 25 May 2023, 20:35
ივლისი

მაქვს, კი. შუალედები რო გავზარდე წველის, ცოტა შემცირებას ვატყობ. თან ამ ბოლო დროს დღის ძილების წინ ჭამს ძუძუს და ვერ ვიგებ, რამდენს. მგონი, არც ისე ბევრს. მოკლედ, ავურიეთ, რა. სამსახურში ვიწველი, სახლში ვაჭმევ ძუძუს,.იშვიათადღა ვიწველი, რადგან რომ ჭამს, მსუნუქდება მკერდი. ყოველდღე 1 პაკეტს ვხსნი დამატებით, მჭირდება. ჯერ მაქვს სადღაც 25 პაკეტი კიდევ, თან 2 კვირაში არდადეგები იწყება და უფრო მივხედავ ძუძუებსაცsmile.gif) ჩემი გათვლებით, 8 თვემდე უპრობლემოდ მივალთ (წესით). მერე თუ დამჭირსება ფორმულა, ალბათ 1 კვება მხოლოდ ან დატოვებისას. მოკლედ, ბევრი არა. ფინანსურად არ იქნება უსაშველო ეს. თან ძუძუს გადაჩვევისას ფორმულა გინდა ასე თუ ისე, რა.

სექტემბრიდან აღარ ვაპირებ სამსახურში წველას და ალბათ აგვისტოში უკვე ისე უნდა ვქნა, რომ წლამდე (8 ნოემბერს ხდება წლის) დილით და ღამე დარჩეს ძუძუ. წლიდან მაგასაც გადავაჩვევ.



takoo1

კი, ეს ნანახი მაქვს. 8 თვემდე ჯერ კიდევ 700 გრამი მაინც უნდა. და ვეცდები იყოს სულ ჩემი რძე. 8 თვიდან ისედაც უნდა შევიმცირო, კვებაც ამოვუგდო და მე მინიმუმ 7 სთ წველის გარეშე გავძლო. ახლა 4 სთ ვძლებ. მაქსიმუმ 5.
მთელი მაფიაა ეს წველა:დდ

ხოდა თან ძაან პრანჭვით ჭამს, რა. დამღალა. 3-4 საათში ერთხელ 80 გრამს, ხვეწნით, მაქსიმუმ 100. სამაგიეროდ ვერ ამოვაგდებინე ღამის კვებები, ღამეც 3 საათში ერთხელ ჭამს და ეტყობა ასე ავსებს დღიურ 700 გრამს.
ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ფორმულა დალიოს მეტი?
3 თვეა ვიწველი და - არასდროს უჭამია ერთ ჭამაზე 130-150. აგერ ანაბელის თაია 140 ჭამსsmile.gif) პლუს მყარსაც აქტიურად მიირთმევსო. ეს მაგაზეც ინაზება.:დდ

ამიტო აღარ ვჩალოჩობ ღამით კვების ამოგდებას,მგონია სჭორდება ჭამა. თუმცა ვიცი, რომ ემოციური ამბავი უფროა ღამის ძუძუ. მარა აშკარად კალორაჟსაც ივსებს ეს.

საოცარი ისაა, რომ ამ ფონზე წონის არანაირი პრობლემა არ აქვს. უკაკუნებს ცხრა კილოს.


Posted by: ივლისი 26 May 2023, 04:31
სერაფიტი
ეგაა მთავარი რომ კარგი მატება და წონა აქვს. გრამობას აღარ უყუროთო გვირჩევენ :დ. ჩემი დღეს ხდება 9 თვის , 150 გრამზეა დღემდე, მეტი არ უნდა. წესით 200 ნორმა. 10 კილომდეა წონით და ცხრილებში რომ ვნახე გოგონაზე ეს ზედა ზღვარია "დაჟე". დღეში 3 კვება ფორმულა, ერთი ფაფა და ერთი ბოსტნეული ხორცით.

Posted by: Anabeli111 26 May 2023, 11:07
სერაფიტი
დილით კი ჭამს 140-ს, ხან 120ს. რამდენს დავუტოვებ გააჩნია :დ უარს არ ამბობს. მაგრამ რომ მოვდივარ მერე სულ ძუძუზე მკიდია.. ღამეც ხშირად ჭამს..

ისე მე სამსახურში არასდროს გამომიწველია. ისე დამირეგულირდა, რომ დილას ხომ ჭამს, 8ის ნახევარზე-8ზე გავდივარ და მოვსივარ სახლში 5ზე. აი, მაგ დროს მაწვება უკვე რძე,ჯერ ვიწველი მეორე დღისთვის,მერე თაიას ვაჭმევ.

შენ ძალიან ყოჩაღი ხარ, რომ მარაგი გაქვს. ახლა 2 პაკეტი მოვაგროვე,გუშინდელი გამოწველილიდან,მაგრამ დღეს მერამდენედ ჭამა ძუძუ უკვე, ვერ დავთვლი.. ამიტო მარაგის შევსებას ვერ შევძლებ და ორშაბათს გამოიყენებენ იმ გაყინულებს. დავდივარ წრეზე.. მაგრამ რადგან სამაახურში არ ვიწველი, ეგეც შვებაა ჩემთვის.

ჩვენი პრობლემა ახლა კუჭში გასვლაა.. sad.gif წყალსაც ვაძალებ, მაგრამ არ უყვარს. არ სვამს..

takoo1
ჩემმა დედამთილმა, ამბობს ხოლმეო დედასო ოღონდ მიზანმიმართულად, ალბათ, არა.. ჩემთან ერთადაც იშვიათად, დიდა :დ ესე ამბობს. კიდე ტატატატა, დადადადა და პირგაუღებლად ამბობს გოგოგოგო biggrin.gif

აცრაზე რომ მყავდა, ერთი გოგო მოეფერა და მეც ჩამერთო "დედური", დე, აბა, დაუძახე გოგო-მეთქი და ამანაც გოგოგოო biggrin.gif biggrin.gif გავაოცეთ :დ

Posted by: მზე 26 May 2023, 11:20
სერაფიტი
ჯერ ცოტა გაასინჯე ალერგიას რო დააკვირდე. ჩემსას მაგალითად რძეზე ალერგია აღმოაჩნდა sad.gif სემპერის რძიანი ფაფა მივეცი (იგივე ფორმულაა) და გაუწითლდა ლოყები sad.gif ოღონდ მე სულ ვჭამ რძის პროდუქტს და ჩემს რძეზე პრობლემა არ ქონია
* * *
სერაფიტი
5-6 თვიდან შეიძლება დაიწყონ. ჩემმა ბიჭმა სადღაც 8-ისამ დაიწყო. გოგო 7-ის ხდებოდა.
ბიჭი სიტყვებს ძააან აგვიანებს sad.gif ნიანუა კი რავი მგონი 9 თვის იყო ფორთოხალს რო "ფო"-ს ეძახდა და საათს -"სა"-ს. ეჰ :დ ინდივიდუალურია რა.

Posted by: სერაფიტი 26 May 2023, 14:22
ივლისი

ა,მართლა? გრამები დავიკიდო ანუ ხო? ჯერ მყარი რო არ დაუწყია წესიერად, მგონია დააკლდება რამეთქო და ვასხამ რძეს, რაც შემიძლიაsmile.gif)) მოვდუნდებიsmile.gif))

Anabeli111

გოგო, შანსი არაა, მაგდენხანს ვერ გავძლებდი. რადგან გრაფიკით ვიწველიდი, მასე დამირეგულირდა და სკოლაში 12-სკენ მაწვებოდა ძალიან. და მაგ დროს ვიწველი, სადღაც პირველამდე და მოვდივარ.
მე ნახევარ განაკვეთზე ვარ, ადრე ვრჩები.

ნუ აშკარად შემიცოტავდა, რაც გარფიკი შევცვალე. თაია კარგად წოვს და შეიძლება მაგიტომ გაქვს ისევ ისე. ეს არ წოვს, ხო იციsmile.gif)

მარცვლები აქა იქ შევნიშნე, მარა უფრო ხმოვნებს გაჰკივის და რავი. ყველაზე მეტად მაგს მაგის ფობია, აი არაფერზე მქონია სხვაზე. მეტყველების შეფერხების. რატომ, არ ვიცი.
სულ ველაპარაკებით, ვუკითხავთ. იმედია, ტყუილად მეშინია.


მზე

ალერგია აქამდე არაფერზე ჰქონია,.მეც ყველაფერს ვჭამ. მაგრამ კი, მართალი ხარ. სჯობს გავასინჯო და ისე მივცე. პატარა შეფუთვას ვიყიდი და პატარა დოზას მივცემ, როცა დამჭირდება.


აუ, რაღაც უნდა წავიწუწუნო კიდე და გამოცდილი დედები ალბათ დამცინებთ: მალე 7 თვის გახდება,მოგეხსენებათ და ჯერ კიდე მიჭირს ამისი სადმე ტარება,რა. ნუ პირველ თვეებში იყო ადვილი, მარა დიდად არ დამყავდა. მარა ადვილი იყო იმ კუთხით, რომ კალიასკაში იძინებდა და ძუძუს ჭამდა. მანქანაშიც იძინებდა.

ახლა ძააალიან თუ არ მოითენთა, არცერთში არ იძინებს. დღეს წიგნის ფესტზე გავიყვანეთ დილით. 2 საათზე მეტი არ აქვს ღვიძილის ფანჯარა. გლდანიდამ სანამ სადმე გავალ, 1 საათი კი მინდა. იქ ვერ დაიძინა, მერე გამოშტერდა. მერე გზაში მიეძინა, მერე სახში ზუოდა და ახლა ძლივს ჩავაძინე... ხოდა შფოთი მემართება ხოლმე რუტინა რო ერევა/ძილს მაზავს/ჭამაზე უარს ამბობს ოვერსტიმულაციის გამო.
იმდენად ვშფოთავ,რო თავი მტკივდება და გასავათებული ვარ ხოლმე მეცsmile.gif)) 10ის ნახევარზე გავედით და პირველოს ნახევარზე ვიყავი სახლში უკვე. მარა მაწუხებს, რომ გამაზა ერთი ძილი. მერე დაღლილივითაა სულ, მოთენთილი ესა.ისა.

სამსახურია და ცალკე მეხვეწებიან,მოიყვანეო. მეგობრები - ცალკე, ერთად გავასეირნოთო.
რანაირად მოვიშორო ეს შფოთი?
თუ უბრალოდ დაველოდო კიდევ რამდენიმე თვე, მოიზრდება და გადაგვივლის ორივეს?:დდდ

როდის უნდა გაძლოს ცოტა მეტხანს მღვიძარემsmile.gif))

Posted by: Anabeli111 26 May 2023, 17:04
სერაფიტი
ზოგადად ყველა ბავშვს თავისი ტემპი აქვს,კი იცი.. თაიასთან ერთად რომ დაიბადა, ის ბაია უკვე დგას ფეხზე დამოუკიდებლად რამდენიმე წამი.. კიჭიც ამოუვიდა, წელიც თაიაზე ადრე დაიჭირა..

თაიას კიდევ აქვს მომენტები, როცა არაფერს ამბობს. ხან თუთიყუშივით ჩაიხვევს ხოლმე და ტიტინებს და ხან გადის რამდენიმე დღე ხმას არ იღებს.. არც ხმამაღლა იცინის :დ ყურებამდე იღიმის და თუ ყელში მოვუღუტუნე კოცნით, მარტო მაშინ :დ

პროფესიული მგონია ეგ შიშები.. იმდენპრობლემიან ბავშვებს ვხედავთ, ყველაფერი საკუთარ შვილებზე გადმოგვაქვს..

Posted by: takoo1 26 May 2023, 17:36
სერაფიტი
მშვენიერი წონაა.გაბრიელი 240ს ჭამს ფორმულას პლიუს მყარი და 8 კილოა)) ასე რო არ ინერვიულო მაგაზე ლარგი რძე გაქვს ალბათ ნოყიერი და ყოფნის.
ლუკიანეც არ ჭამდა ბევრს ერთ ჭამაზე ძუძუს მარა არ ქონია წონის პრობლემა,პირიქიატ თვიდან თვემდე კილოდან კილონახევრამდე იმატებდა თავიდან.მერეც კარგად იმატებდა.

მზე
ჩემსასსც სემპერზე ქონდა ალერგია ოღონდ რძეზე, საავადმყოფოში მოვხვდით ისე ცუდად იყო.ცილაზე აქვსო ალერგიაო მანამდე კი ჭამდა ჰუმანას და არაფერი ქონია რავიცი
Anabeli111
საყვარელი❤️ გოგოები უფრო მალე იწყებენ ლაპარაკს ისე.ლუკიანე წლამდე ლენჩი იყო smile.gif
გაბრიელი უფრო ყოჩაღია ყველაფერში
* * *
სერაფიტი
ჩემი რჩევა იქნება მაქსიმალურად ეცადო რო დაიკიდო ეგ ამბავი,თუ არ გამოგდის ჯობია სახლში დარჩე biggrin.gif
ლუკიანეს წაყვანა მეზიზღებოდა ხოლმე ყველგან ყველაფერს გვაშხამებდა.
შარშან რაჭაში რო გვყავდა ნახევრად სასტუმროში ვიჯექით.სადაც წავედით არსად არ გაგვაჩერა,ყველგან ზმუოდა და ტიროდა.
სასტუმროშიც ნერვები დაგვაგლიჯა.
თუ ეძინებოდა ხო ვაფშე შეურაცხადი იყო ისე ჭედავდა ხოლმე.
კარფურში წავედით ერთხელ როგორ მახსოვს))
საბურთალოდან დიღომში გაავედით.იქ ძილი მოერია და ისეთი პანიკა აგვიწია ფეხი შედგმული არ გვქონდა უკან წამოვედით smile.gif
ისე ვიგრუზებოდი ხოლმე აი ხასიათში მექაქებოდა)) ძაან მოქმედებდა ჩემზე მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი ხოლმე მერე.
წელს ყველგან დავათრევ და არ მჯერა რო ესე შეიცვალა biggrin.gif
მარა მაინც გამკრავს ხოლმე აუ ეხლა რო გაჭედოსთქო და გული მიჩქარდება biggrin.gif
ისე მაქ ჩარჩენილი წარმოიდგინე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)