Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > დედების კლუბი


Posted by: სერაფიტი 14 Jun 2023, 17:00
დედებო, გადმობარგდით ახალ თემაშიlove.gif



წინა თემის https://forum.ge/?f=97&showtopic=35218462&st=0

Posted by: takoo1 15 Jun 2023, 18:47
მე ოდესმე ჩემ ბიჭებთან ერთად biggrin.gif biggrin.gif

user posted image
user posted image


გვანცა ესე გადაიღოს რა შენმა დაქალმა❤️
რა მაგრია)))
user posted image
user posted image


ეს ფოტოები შეაცდენს ვიღაცას biggrin.gif
* * *
სერაფიტი
გმირები და სუპერგმირები მომეწონა❤️

Posted by: anibani18 15 Jun 2023, 20:21
დავფიქსიედებით ჩვენც ახალ თემაში. ჩემი ცნობისმოყვარეები
user posted image
takoo1
ინსტაგრამზე ერთი გოგო ვნახე ამას წინათ, 6 ბიჭი ყავს და მეშვიდე გოგო smile.gif სცადე, როგორც ჩანს სამის მერე უკვე ბავშვთა რაოდენობას აღარ აქვს მნიშვნელობა smile.gif
Iceicebaby
წაიკითხე რა, ძალიან გულისამაჩუყებელია. პირველად რომ ვუკითხავდი, ლამის თავიდანვე ვტიროდი, გაოცებული მიყურებდა ჩემი უფროსი შვილი. მეორე დღეს მომირბენი ა თავისით ეს წიგნი და სანამ ვუკითხავდი, სულ თვალებში მიყურებდა smile.gif
მოდი კითხვებით, თუ რამე შემიძლია smile.gif :*

Posted by: takoo1 15 Jun 2023, 20:56
anibani18
ვაიმე რა საყვარლები არიან❤️❤️ეს ის კომბინიზონებია რო გამოუწერე?❤️

user posted image
ჩემი ბანდიტები biggrin.gif
ვაიმე ანიიი biggrin.gif 6 კიარა ეს გამაჩენინა თუ სეულ ჭკუაზე ვიყავი კაია biggrin.gif

Posted by: anibani18 15 Jun 2023, 21:11
takoo1
თაკოო, რა კარგები გყავს <3 როფორ ეხუტება ლუკიანე გაბრიელს <3 გული გამითბა <3 როგორ მიაღწიე ამას მითხარი რა :*
სულ მეგობრულად და ბედნიერად ყოფილიყვნენ :*
პატარას აცვია თირქეთიდან რომ გამოვწერე ის ბოდე. ტილოს ტანსაცმელი ისეთი კარგი გამოდგა. ნატალი კაბას არ იხდისsmile.gif
user posted image
user posted image
user posted image
აი, ესენი მომეწონა ძალიან

Posted by: სერაფიტი 15 Jun 2023, 22:13
takoo1
anibani18

რა კარგები არიააან <3
ძალიან ლამაზები გყავთ, თაკო, ანი <3


ასეთი ტილოსები ტრენდიოლზე ნახე? გუშინ პლედი ჩამომივიდა ეგეთი მარლის,.ოთხფენიანი. ერთფენიანები მაქვს, ძაან კარგად ვხმარობ და ეს ოთხფენიანი უფრო კაია. პლედადაც შეგიძლია და გასამშრალებლადაც.

ტანსაცმელიც კაი იქნება მარლის.

Posted by: happy-go-lucky 16 Jun 2023, 02:11
anibani18
ვაიმე, გული!
შენ ტყუპები და ერთი უფროსი გყავს?

takoo1
რა სიხარულები და სიმპატიურებია ❤️ჩემი ბიჭები ერთმანეთს რომ ეფერებიან (უფრო სწორად უფროსი უმცროსს) აი ჭკუა მეკეტება !!!


გოგოებო, ჩემს ბიჭს თმა დასცვივდა ძალიან რაც ავად იყო, ნორმა არის? ხომ არ გაქვთ გამოცდილება? გახდა და ხმა აქვს ჩახლეჩილო, აი ძაან საწყალაა რაა ჩემი მხიარულო ბაია sad.gif(

Posted by: სერაფიტი 16 Jun 2023, 06:42
happy-go-lucky

რა ხნისაა? მუცლის თმა სცვივათ პირველ თვეებში და ეგება დაემთხვა ავადობას?
სისუსტე ავადობის გამო ალბათ. მალე მოაყოჩაღებ <3
ექიმს კითხე მაინც, თუ რაღაც ისე არ გხვდება თვალში.

Posted by: happy-go-lucky 16 Jun 2023, 07:29
სერაფიტი
2 თვისაა. უფროსს არ დასცვენია და მაგიტო
შევშფოთდი sad.gif ეხლა აღარ სცხვივა ასე ძალიან და მაგიტომ არ ვურეკავ ამის ექიმს და კლინიკაში მაღალი სიცხეების დღეებში ისე სცვიოდა მაიაური მქონდა სულ თმით სავსე. იქ რომ ვეუბნებოდი პედიატებს ოკ-ო. მაგრამ ძაან თვალშისაცემია ეზლა ეს ყველაფერი, წონისდსაკლება, ხმის ჩახლეჩა და თმის დაცვენა))

Posted by: takoo1 16 Jun 2023, 08:56
anibani18
მადლობა❤️რას მივაღწიე წელიწადში ერთხელ ეხუტება ხოლმე biggrin.gif 90% რა დროს ეხუტება იცი?აი რამე რო გაუხარდება.რო ვეტყვი სასეირნოდ მივდივართ ან რამე უნდა გიყიდო biggrin.gif აჟიტირდება ხოლმე და მიახტება აკოცებს სიხარულისგან))) აფერისტია
ძაან საყვარელი რაღაცეებია მშვიდობაში:*
სერაფიტი
მადლობა❤️
აუ მეც უნდა გამოვწერო ეგ ლინკი შეგიძლია ჩამიგდო:**
happy-go-lucky
მადლობა❤️
ხმა ალბათ ტირილისგან?
თმა სცვივათ თავიდან და შეიძლება დაემთხვა უბრალოდ.უთხარი პედიატრს აბა რას გეტყვის

Posted by: anibani18 16 Jun 2023, 09:16
სერაფიტი
მადლობა :*
კი, ტრენდიოლზე ვნახე. ისეთი კარგია ამ ნაჭრის ტანსაცმელი, გახდა არ მოგინდება. სხვა ნაჭრის ტანსაცმელიც ვუყიდე, მაგრამ ეს ტილოსი ძალიან მომეწონა.
გინდა ლინკი?
ოთხფენიანი ტილოს გასამშრალებელი კარგი იქნება ალბათ. სად იყიდე? თბილოს აქვს და ნეტა კარგია. პატარას არ ვაფარებ მე პლედებს, მერე მატყუარები ებლანდება შიგნით და რომ ვერ პოულობს, განიცდის.

happy-go-lucky
ორი მყავს. 2,8 წლისაა უფროსი და წლის უმცროსი smile.gif
takoo1
მადლობა თაკო :*

Posted by: სერაფიტი 16 Jun 2023, 10:43
happy-go-lucky

ცოტა თმით დაიბადა ჩემიც და 1 თვის მერე უფრო გამელოტდაsmile.gif) ნუ თმის ამბავი არ მგონია საგანგაშო, დააკვირდი კიდე. მალევე შეუჩერდა ამასაც. და დაეწყო ზრდა.
მარა ისევ მელოტია ჯერ:დდ


გოგოებო, აი პლედის ლინკი. აქაურ ფეიჯებზე 40-50 ლარები ღირს და ისევ ტრენდიოლს მივაკითხე.
აქამდე ტომარაში იჯდა, მაგრამ რაც კარგად გამოთბა, და რაც ამანაც კარგად დაოწყო ტრიალი საწოლში, პლედს ვაფარებ.



anibani18
თუ არ დაგეზარება, ჩამიგდე ლინკი მაგ სამოსის. კი ქვეყანა ბოდე-შმოდე დაუგროვდა ამას საზაფხულოდ, მარა ერთს კიდე გამოვუწერ, რა მოხდა :დდდ



https://www.trendyol.com/zeypba/su-yesil-muslin-4katli-muslin-bebek-cocuk-muslin-ortu-100-pamuk-110x110cm-p-62266812?merchantId=193428&boutiqueId=61

Posted by: ninunin 16 Jun 2023, 11:19
anibani18
takoo1
რა მაგარი ბაიები გყავთ <3

ჩემი ბიჭი დილის ექვის ნახევარზე იღვიძებს და იმ წუთშივე ადგომა უნდა დავიტანჯე, როგორ შევაბრუნებინო ძილი ან როგორ გადავუწიო ცოტა გვიან რომ გაეღვიძოს,?
ვეღარ ვქაჩავ რო დამცხრება ხოლმე დილაუთენია, ისე ღრმად მძინავს ხოლმე გამოფხიზლებას ვერ ვახერხებ

Posted by: takoo1 16 Jun 2023, 14:33
ninunin
მადლობაა
❤️❤️
ადრე აძინებ ალბათ და ყოფნისbiggrin.gif
მე 11სკენ ვაძინებ და დილის 8-9მდე ძინავს

* * *
სერაფიტი
კაი გოგო ხარ:*
კარგი რაღაც ჩანს ადრე შემხვდა

Posted by: ninunin 16 Jun 2023, 14:42
takoo1
კი ადრე იძინებს მაგრამ დრო როგორ გადავუწიო თვითონ ითხოვს ნანა ნანაო მეძინებო ,შედის ოთახში თავს დებს ლოგინზე

Posted by: სერაფიტი 16 Jun 2023, 16:29
takoo1

ძაან კაი ხარისხია რეალურადაც, ლაივში.

ninunin
ჰუჰ, ჩემიც ეგრეა.
7ზე იძინებდა, და 6ზე იღვიძებდა. ხან 7ზე.
ახლა 8ზე გადაეწია დაძინება, მარა მაინც 6-ზე იღვიძებს. ეს 7 თვისაა ოღონდ.
ვერ ძლებს მეტს, დღისითაც ნორმალურად სძინავს. და ჩავიქნიე ხელი. ჰქონდეს, რა გრაფიკიც აქვს.

6ზე რო იღვიძებს, არ ვდგები, თავისთვის მღერის, კივის (ნუ ვეღარც ვიძინებ რა თქმა უნდა), 7ზე ჭამს და იძინებს ნახევარი საათით ან ცოტა მეტით. მეც წავუძინებ ხოლმე.
და მერე რო იღვიძებს, ვდგებით უკვეsmile.gif)


გამოცდილებო, დამარიგეთ-
როგორ ამოვუგდო 1 კვება და ფაფა ჩავუსვა? არ ჭამს იმდენს, რო კვებად ჩავუსვა. სადღაც ალბათ 50 გრამს ჭამს ალბათ. ხილითაც დავუტკბე, ესა, ისა. თავიდან იწყებს ენთუზიაზმით, მერე ასტოპებს. თითებითაც ვატიტყნავე...

ვიცი, რომ შეიძლება დრო სჭირდება. ვჩქარობ?
7 თვის და 1 კვირისაა. 1 კვირაა სინჯავს ფაფებს.
ხილს და ბოსტნეულსაც 1 ან ორ სადილის კოვზს ჭამს, რძის კვებებს შორის. ნუ არ ვჩქარობ სადილის ჩამატებას ჯერ. იქნებ ფაფა ჩავუსვა?

Posted by: takoo1 16 Jun 2023, 16:52
ninunin
ხო მიჩვეული როა რთულია გადაწყობა. მე იმაზე ვიბრძვი ლუკიანესთან რო ადრე დაიძინოს და ვერაა
შუადღისას არ ვაძინებდი იქნებ დაიძინოსთქო და მაინც არ იძინებდა .
რომელზე იძინებს საღამოს?
* * *
სერაფიტი
ვერ შევაყვარე ვერც მე.თამაშით და სიმღერით ვაჭმევ.ბანანით ჭამს მარტო თუარააქ ისტერიკას იმართებს ხანდახან ისე ტირის.
ხელებს იქნევს და ჩხავის გამწარებული.
წიწიბურა უფრო მოსწონს
სიმინდი არმოეწონა
ალბათ ურძეო როა არ მოწონს არვიცი

მიეცი რამდენსაც ჭამს და იქნებ ნელ ნელა გაზარდოს.
ძუძუს ჭამს ისე?
არც ისე დიდია არაუშავს ჯერ თუ არ ჭამს

Posted by: სერაფიტი 16 Jun 2023, 20:02
takoo1

ძუძუს ზოგჯერ, ისე რა. ნუ აი თუ დაემთხვა და შია, თან ძილის დრო აქვს, მოთენთილზე წოვს რა. სხვა დროს გამოწველილს ჭამს. მარა კარგად ჭამს, სამ საათში ერთხელ ჭამს 100 გრამს, ხან 110:))

დილით პირველი ჭამიდან 1 საათში რამე ხილს ვაძლევ, ქლიავს ხშირად, კუკების გამო. მერე 12 სკენ ფაფა, სადღაც 1.5 ან 2 საათია გასული ხოლმე რძის ჭამიდან და ისე. სადღაც 3-სკენ ბოსტნეულს, იგივენაირად შუალედში.

ბანანით მოეწონასავით, მარა მაიმც არ ჭამა კარგად. თან ხშირად ბანანი არ მინდა, კრავს.
წიწიბურა და შვრია მაქვს მონაცვლეობით. სიმინდი არ მიყიდია.
ამეებს რო მოვრჩები, ნუტრილაკს ვიყიდი,ურძეოს. და თუ იმაზეც უარს იტყვის, გადავდივარ რძიანებზე. რამე იქნებ გავარტყაsmile.gif))

თან სპეციალურად არ ვდგამ არანაირ სპექტაკლს მისი ჭამის გამო, ჩემებსაც ავუკრძალე. უბრალოდ ვთხოვ, პირი გააღოს, იმიტაციას ვაკეთებ, ველაპარაკები, ვცდილობ დავამთხვიო საერთო სუფრას ან ვინმე მაინც ჭამდეს მის გარდა. რომ უყურებს, უკეთ ჭამს თითქოს. არ მინდა მიეჩვიოს ტაშფანდურით ჭამას.
იქნებ გაზარდოს. ნუ ჯერ პატარაა, ჰო.

Posted by: anibani18 16 Jun 2023, 20:08
სერაფიტი
ეს პლედი გამოდგება გასამშრალევლად ნეტა? რაც მაქვს პილიონკები, ძალიან გაყვითლდა და არ მომწონს. ახლაც ვიყინებ აქტიურად ტაკოების, ხელების და სახის გასამშრალებლად. მინდა გამოვცვალო.
გამოწერე კი. მე ძალიან მომწონს. ამათაც ქვეყნის ტანსაცმელი აქვთ, მაგრამ ემომეყიდება ხოლმე რაღაცეები. თან ჩააცვი, სანამ გაძლევს ამის საშუალებას, ცოტა ხანში შეიძლება ერთი კაბა გაუხდელად ატაროს smile.gif
ეს ლინკები
https://ty.gl/yq2uk4p6a0
https://ty.gl/utc3jbzrxw
ზომას რაც შეეხება, ჩემი გოგონები მაღლები არიან და ერთი ზომით დიდი შევუკვეთე ესენი. ისე კარტერსია ზომა ზუსტად ერგებათ, მაგრამ კარტერსს კაი დიდი ზომები აქვს, ჩემი აზრით.
ninunin
შეიძლება ადრე რომ თენდება იმიტომ ეღვიძება ასე ადრე. რამდენისაა ახლა? თუ შეგიძლია, ჩამოაბნელე ხოლმე დილაობით. ღამის განმავლობაში 10-12 საათი ძილი ნორმაა. ჩემებიც ადრე იძინებენ. პატარა ჯერ კიდევ ტოროლაა, უფროსი გამოვიდა ტოროლობის ასაკიდან, სადღაც რვაზე ვაწვენ, გამოსავათებულია ხოლმე ისე ეძინება და პატარა დილის ღრიალით როცა არ აღვიძებს, რვის ნახევრამდე სძინავს.
* * *
სერაფიტი
მგონი შვიდი თვის ასაკში კვების ამოგდება არ გჭირდება. უბრალოდ ასინჯე სხვადასხვა რაღაცეები. შენით უკეთებ თუ ქილის საკვებს აძლევ? თავისით ჭამს თუ შენ აჭმევ?

Posted by: სერაფიტი 16 Jun 2023, 21:24
anibani18

გასამშრალებლადაც გამოდგება, კი.
მე მუსლინით ვამშრალებ დაბადებიდან. ხო იცი, თხელი როა ძაან. წარმოიდგინე 4 ფენა მუსლინია რა. ურბილესია. ცოტა დიდ ბავშვზე უკეთესია კიდე. ამას ერთფენიანიც კარგად ამშრალებს ჯერ.
ხალათიც კი ვნახე საბავშვო, მუსლინის. ძაან საყვარლობაა. გამოვწერე, საჩუქრად მინდა.


ჭამას რაც ეხება, შერეულად - ხან მე ვუკეთებ პიურეებს, ხან აფთიაქისას. გააჩნია რა მაქვს სახლში. ერთკომპონენტიან ბოსტნეულებს იშვიათადღა ვაძლევ, 2 ან სამს ვურევ.
მე ვაჭმევ პიურეს, შიგადაშიგ კოვზს ვაჭერინებ და იდებს პირში. გააჩნია ხასიათზე თუა.
ასევე რაღაც პროდუქტებს ვუდებ ხოლმე თვითკვებით - ავოკადოს (ძაან უყვარს), სტაფილოს, ბროკოლს, გარგარს. სხვებს ვერ ვბედავ, ძაან მეშინია გადაცდენის. გაგ რეფლექსზეც შინაგანი ელეთმელეთი მეწყება.
არადა ძაან მომწონს ბლვ. მაგრამ არ აღმოვჩნდი მზად.

მეორე შიში კიდე ის მაქვს, ღეჭვა რო ვერ ისწავლოს ასე:დდ რამდენჯერმე ცოტა დიდად დავუჭყლიტე და ახველა. მაშინებს რა. ამიტო ისევ ავოკადოზე ვავარჯიშებ ღეჭვას, ვუზივარ და ერთად ვიქნევთ ყბებს:დდდ

Posted by: ივლისი 16 Jun 2023, 21:43
სერაფიტი
ურძეოს რატომ აძლევ ამდენი ხანი თუ რამე პრობლემა არ აქვს კაზეინთან ან ლაქტოზასთან დაკავშირებით? რადგან ბუნებრივზეა ? მე მალევე რძიანები მივეცი. ყველა ფაფას კარგად ჭამს . ჰიპი, ნესტლე, ჰეინცი, ვინი ,ნუტრიბენი, ფრუტო .

Posted by: Tua 16 Jun 2023, 21:43
takoo1
anibani18
რა საყვარლები გყავთ გოგოებოო ❤️❤️

Posted by: სერაფიტი 16 Jun 2023, 21:49
QUOTE (ივლისი @ 16 Jun 2023, 21:43 )
სერაფიტი
ურძეოს რატომ აძლევ ამდენი ხანი თუ რამე პრობლემა არ აქვს კაზეინთან ან ლაქტოზასთან დაკავშირებით?  რადგან ბუნებრივზეა ? მე მალევე რძიანები მივეცი. ყველა ფაფას კარგად ჭამს . ჰიპი, ნესტლე, ჰეინცი, ვინი ,ნუტრიბენი, ფრუტო .

კარაქი და ბეიბიბიოს თხის რძის იოგურტი აქვს გასინჯული რძის ნაწარმიდან. ცოტაცოტა. არ მიუცია ალერგიას.
ურძეო მირჩიეს აქ გოგოებმა. რძიანები შაქრითააო.
ურძეოს უკეთესი შემადგენლობა აქვსო. ამიტომ გეგმა მაქვს რძიანი.
8 თვემდე კიდევ 3 კვირაა და მოვარგო იქნებ რომელიმეsmile.gif)

Posted by: ივლისი 16 Jun 2023, 21:54
სერაფიტი
რავი მე ესე ვიცი რომ ურძეოთი იწყებ ცოტა ხანი მარცვალზე ალერგიის გამოსარიცხად და გადადიხარ მალევე რძიანზე, ოღონდ თვეების შესაბამის ფაფებზე.

Posted by: anibani18 16 Jun 2023, 21:57
სერაფიტი
ერთფენიანი მუალინები სად იყიდე? მოგწონს? მე აქ მაქვს ნაყიდი, შექმნილია სიყვარულით რომ არის, არ არის რბილი საერთოდ.
რომ იცოდე როგორ გავიტანჯე ამათი მოვლით. პამპერსი რომ გავხადე უფროსს, იმის მერე ხან წინ უწითლდება, ხან უკან. სულ ექავება და აწუხებს, ნაცხი სუფთა აქვს. პედიატრმა ასე ამიხსნა, რომ ძალიან ნაზი კანი აქვთ ამ ასაკში და მოფრთხილება უნდაო. მოფრთხილება რას ნიშნავს, არანაირი მომდგარი ტანსაცმელი, ჯინსზე საუბარი ზედმეტია, ტრუსიც ფართო და 100 პროცენტიანი ბამბა, ღამე პერანგით ან მხოლოდ მაისურით უნდა ეძინოს, ზედმეტად არ უნდა ბანო, ტუალეტის ქაღალდი არ უნდა გამოიყენო და ა. შ. ამ პილიონკებს კიდევ ერთხელ რომ მოვუმშრალებ, მეორედ აღარ ვიყენებ და იმდენი სარეცხი მაქვს ხოლმე, ხალხი თვის განმავლობაში არ რეცხავს ამდენს.
მე ვერ ვიყენებ ხალათს. ქუდიანი პირსახოცი უფრო კომფორტულია ჩემთვის. ამოვიყვან, მოვახურებ.
ისწავლის ღეჭვას, სხვა რა გზა აქვს smile.gif
Tua
მადლობა :*

Posted by: სერაფიტი 16 Jun 2023, 22:13
anibani18

ვა, რა ნაზი გოგოები გყოლია. ძნელი იქნება ეს ყოველივე.
მუსლინები წესით დაგეხმარება. ორნაირი მაქვს და სხვაობაა ხარისხში. თურქეთისან რაც გამოვწერე, უხეშია, არ დარბილდა. დასაფენად ვიყენებ თუ მჭირდება. დანარჩენები ალიექსპრესიდან გამოვიწერე და ძაან ჰაეროვანები და რბილებია. ხმარებაში უფრო დარბილდა. არ ვუსვამ, დავადებ-ავიღებ ,დავადებ-ავიღებ და მშრალია.

ესაა ლინკი

https://m.aliexpress.ru/item/32985753343.html?sku_id=10000000252218702&spm=a2g2x.productlist.search_results.17.60eb4aa6lOCqSE&_ga=2.99133336.702286278.1686938918-103475230.1677807067&_gac=1.247005686.1683744741.CjwKCAjwge2iBhBBEiwAfXDBRy-sgqjpnDM6w0egmor7r5ugm0eL6TObhrvviNJx3FrIiR4-vuHtFxoCXBkQAvD_BwE

Posted by: fermina 16 Jun 2023, 22:46
დედებო, ფორმულაზე ვისაც გყავთ ან გყავდათ, წლის მერეც აძლევდით? რაღაცნაირად გახდა თუ არა ერთი წლის, ამოაგდო ეს ბოთლიდან რძის სმა და ადრე მგონია. ღამე-დილით ადრეც აღარ ჭამს და ერთი ჭამა ეგ ჰქონდა ფორმულა.

კიდევ, გადასარევად ჭამდა 7 თვიდან ყველანაირი შერეული ბოსტნეულის პიურეს, ხან ხორცით, ხან თევზით, ხან ისე. და ახლა ერთი წლის ასაკში შეიძულა უცებ, პირს აღარ აკარებს და თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? მგონი, ბევრი ახალი საჭმელი რომ გასინჯა, იმის ბრალია. ვფიქრობ, რა ფორმით მივცე, რომ ისევ მოეწონოს.

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2023, 11:43
ლაქტაციის დროს ყელის ტკივილზე რამე შემიძლია მოვწუწნო?

Posted by: Tua 17 Jun 2023, 12:26
Iceicebaby
იგივეები რაც ორსულობაში შეგეძლო, ისლამინტი და სპრეები ორონორმი და ოროსედალი. კიდევ სავლებები შეგიძლია იკეთი

Posted by: Iceicebaby 17 Jun 2023, 13:26
Tua
რომელია უფრო ეფექტური? მეწყება და ჩაი არ მშველის აშკარად. ფაგიო მაქვს და ჩავისხა თუ არა, ვფიქრობ

Posted by: Anabeli111 17 Jun 2023, 16:57
user posted image

ვფიქსირდებით ახალ თემაში მე და ჩემი უკბილო გოგო biggrin.gif

წინა თემას გადავავლე თვალი, ზედა კბილებზე საუბრობდით და ამას ქვედაც არ ამოსვლია :დ ვინერვიულოო? :დ

takoo1
რა სიყვარული ბიჭოა მესამე ბაია ♡ მოსკუპული ცხვირ-პირით ♡♡

anibani18
ეგ წიგნი სად უყიდე, ან? გამოუწერე? ♡ თუ ის ინგლისური მაღაზია რომ არის, იქ შეუძინე ♡

მე კიდევ იუთუბზე ვუყურებ ხოლმე, ერთი გოგოა, ნინო მარგველაშვილი, მაგის პანდემიის ვლოგებს. ინგლისურენოვან წიგნებს უკითხავდა ბავშვებს, გადმოქართულებულს. ისეთი კარგი წიგნები აღმოვაჩინე მასთან ^_^ ♡

"ძალიან მშიერი მუხლუხო", "ბუზღუნა ჭიამაია", კატა პიტი. პირველი ორი ვიყიდე და კატა პიტი ჯერ ვერ ვიშოვე.

დავითხოვეთ ბავშვები და გამოანათა :დ

გადავწყვიტე დავიწყო თაიას თავის საწოლში გადაწვენის და დაძინების მცდელობები.

Posted by: Tua 17 Jun 2023, 17:36
Anabeli111
არაა სანერვიულო კბილების თემა ნამდვილად ❤️ მე11 თვეში იყო ალექსანდრე ქვედები რომ ამოუვიდა . ზოგს 1 წლის შემდგომ ამოსდის

Posted by: anibani18 17 Jun 2023, 19:52
სერაფიტი
ჩინეთიდან კი არ გამოკიწერია აქამდე. აბა, ვნახავ, მადლობა :*
fermina
ჩემმა გოგონამ წლის და ორი თვის ასაკში დაანება თავი ფორმულად თავისი ნებით. წლამდე ხომ სვამდა და თუ თავისით დაანება, არა უშავს. ძროხის რძით არ ჩაუნაცვლოთ ფორმულა, ზუსტად ამაზე შემხვდა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოლიდსტარტზე.
* * *
Anabeli111
ლოყაყა ესა <3 რა სიყვარული გყავს, ანი <3

ჩემს ნატალის წლის და სამი თვის ასაკში ამოუვიდა პირველი ორი კბილი, ახალ წელს დაემთხვა და საახალწლო ლბილები დავარქვით, მერე სააღდგომოდაც ამოუვიდა და სააღდგომო ორი კბილი დავარქვით smile.gif
ძალიან სასაცილოდ ემთხვეოდა დღესასწაულებს.
არ ქონდა ამ ინგლისურ მაღაზიას და ამაზონზე ვუყიდე. ისეთი საოცარი წიგნია, ვერ წარმოიდგენ. ვერ ვძღები მისი კითხვით. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება. თხელი წიგნუკაა, ბროშურასავით, 4 დოლარი ღირდა.
მეც გამოვუწერე მუხლუხო და კიდევ რამდენიმე. გაგიზიარებთ მერე შთაბრჭდილებებს. მანჩქინებთან ვიყიდი კიდევ ერთი საყვარელი წიგნი, გამოიცანი, როგორ მიყვარხარ. კლასიკაა, მამა ბაჭიასა და შვილ ბაჭიას სიყვარულზე.
ნეტა, როგორ ჩაივლის მცდელობები, გამიზიარე მერე :*
* * *
მე და ჩემმა გოგონებმა ნაყინი გავაკეთეთ. გაწურული მაწონი და მწიფე ბანანი დავაბლენდერეთ და ფორმებში ჩავასხით. ფორმები აფთიაქში ვიყიდეთ, ნუბის. უფროსი გადაირია ისე მოეწონა, პატარას შეეშინდა და ხელიც არ დააკარაuser posted image

Posted by: სერაფიტი 17 Jun 2023, 20:58
Anabeli111

ღიმილაკი თაია <3


anibani18

ძროხის რძით არაო? რატომ?.
და რა არის ალტერნატივა?


Posted by: Anabeli111 17 Jun 2023, 21:17
Tua
გარშემო ყველას ამოსდის და ცოტა ავღელდი ♡ ისე მეც და ჩემს ქმარსაც გვიან ამოგვსვლია..

anibani18
შენც უსაყვარლესენი გყავს, ან ♡

რა მაგარია. დავსქრინე ყველაფერი :დ ♡

გოგოებო, პიკლერის თაღზე რა აზრის ხართ?

მანეჟი ვუყიდე და ვატყობ სულ ტყუილად.. სჯობდა სხვა რამე მეყიდა.. ხალიჩაზე თამაში ბევრად მოსწონს.

სერაფიტი

როგორაა შენი ბაია ^_^ ♡

Posted by: სერაფიტი 17 Jun 2023, 21:27
Anabeli111

სამი კბილი ერთად დაებერა და ცოტა ზუზუნებს. 3 აქვს უკვე.
გენეტიკაზეცაა, კი. მითხრა ექიმმა.
მე ამომსვლია ზუსტად ეგრე, 4 თვიდან.
თქვენ თუ გვიან ამოგივიდათ, თაიას რას ერჩითsmile.gif))


მანეჟი არ მაქვს. მარა სოფელში თუ ავალ, ვაპირებ საწოლ-მანეჟის ყიდვას. იქ საწოლად დავიდგამ,.აქ-მანეჟად.
ხალიჩა ამასაც მოსწონს,კი.

მეც გამოვფენ ბაიას ფოტოს კიდევ ერთხელ


Posted by: Anabeli111 17 Jun 2023, 22:39
სერაფიტი
როგორი ლამაზი თვალები აქვს ♡♡ სიყვარული ანიტა ^_^ ლამაზი სახელია ^_^ ♡

მე ჩემი სახელი ისე მომწონს (ნარცისიზმში არ ჩამომართვათ :დ) დავარქმევდი გოგო შვილს ანას ან ანას ვარიაციას, სიამოვნებით ) ^_^

კი, ვფიქრობ, მეც ქალაქგარეთ გამოვიყენებ უფრო.

Posted by: სერაფიტი 17 Jun 2023, 22:55
Anabeli111

მადლობა.

კი, ანა ორივეს მოგვწონდა. მაგრამ ცოტა მოდიფიკაცია გვინდოდა, რომ ძალიან გავრცელებული არ ყოფილიყო.

მე თაიაც მომწონს, ძაან უხდება პატარასაც, მერე დიდსაც. ჩემი აზრით <3

მანეჟი ადვილად ტრანსპორტირდება? იკეცება და რამე?

Posted by: fermina 17 Jun 2023, 23:03
anibani18
QUOTE
fermina
ჩემმა გოგონამ წლის და ორი თვის ასაკში დაანება თავი ფორმულად თავისი ნებით. წლამდე ხომ სვამდა და თუ თავისით დაანება, არა უშავს. ძროხის რძით არ ჩაუნაცვლოთ ფორმულა, ზუსტად ამაზე შემხვდა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოლიდსტარტზე.


რძეს როგორც ასეთს, საერთოდ აღარ იღებს, არც შეგვითავაზებია. უფრო რძის პროდუქტებს - რძიან ფაფას, ხაჭოს, არაჟანს.
შეიძლება ასე რძის გარეშე? ექიმთან სანამ გავივლით კონსულტაციას, მაინტერესებს.

Posted by: Anabeli111 18 Jun 2023, 00:56
სერაფიტი
კი, უმარტივესად იკეცება. დაკეცილი მოიტანეს და უცებ ავაწყეთ.

Posted by: takoo1 18 Jun 2023, 14:54
სერაფიტი
Anabeli111
აუ რა საყვარლები არიან მეც მინდა ერთი გოგო რაარი რა biggrin.gif ❤️


რანაირად გადავაჩვიო ყურს იწვალებს სულ.
უკვე წამოეწია მგონი.
თუ ეძინება ქაჩავს გამწარებული,ისედაც იკიდებს ხშირად
გაბრიელ ხელი გაუშვი ყურს თქო რო ვეუბნები ტირის მეჩხუბება biggrin.gif
ზაფხულია მეცოდება თორე სახლშიც გავაკრავდი ბენდენას.

Posted by: narkozeli 18 Jun 2023, 15:01
takoo1

ვაიმე რა სილამაზეა თაკო ვუყურებ და ვტკბები❤️❤️❤️❤️❤️


გოგო თუ გინდა გითხარი მე, შენ ოღონდ მოინდომე და მე გაგიშვებ ერთ სანდო ჯგუფში)))

Posted by: სერაფიტი 18 Jun 2023, 20:10
takoo1

სიცოცხლეა <3 რა მზერაა, გაბრიელ!

გოგო, ყურზე დონთ ვორი. რაც გენეტიკაა, ეგ ექნება. ჯერ ძაან კეცვადი ყურები აქვთ. ამასაც ეჩაჩება მარტივად. მარა არაფერს ვაკრავ, ეგ არ შველისო. წლის მერე უფრო გაუმაგრდება თანდათან და აღარც გადმოეჩაჩება.

ანიტა, მახსოვს, იმენა დაკეცილი ყურით დაიბადა :დდ ანუ ზემოთა ნაწილი კონერტივით იყო ჩამოკეცილი. თან ხო სიფრიფანაა ყური დაბადებისას. ფურცელივით იყო დაკეცილი.
მეთქი ეს რაარი:დდდ

Posted by: anibani18 18 Jun 2023, 20:50
სერაფიტი
თუ დაანებებს თავს, დაანებებს, მაგრამ ფორმულას ან დედის რძეს ძროხის რძით არ უნაცვლებ.
აი, ლინკი რძეზე
https://www.instagram.com/p/Ctb8d4rL_rc/?utm_source=ig_web_copy_link&igshid=MzRlODBiNWFlZA==
რა სასაცილო გოგოა <3 რა ლამაზი თვალებით თან <3
Anabeli111
მანეჟი მეც ვერ გამოვიყენე საერთოდ. პიკლერის თაღი არ მქონია.
აი, რასაც ყველას ვურჩევდი საკუთარი თავის ჩათვლით, არის უსაფრთხო ზონის შექმნა ბავშვისთვის, სადაც მისთვის ნებადართული ყველაფერი იქნება და საშიში მონაკვეთები არ იქნება. მე არ მაქვს ასეთი ზონა, სამწუხაროდ.
fermina
დაეკითხეთ მაინც პედიატრს. ჩემმა უფროსმა ადრე დაანება თავი. სცადეთ მაინც მიცემა, ხემსის ნაცვლად მაგალითად. მე ასე ვაკეთებ, სანამ პირველად დაიძIნებს დღისით, ვაძლევ ხილს, მერე სძინავს, რომ იღვიძებს, ცოტა რძეს მაინც ვაძლევ და სვამს. მეორე ძილის მერე ისევ რძეს ვაძლევ და ეს არის მეორე ხემსი მისთვის და მერე ძილის წინ კიდევ. 90-120-სს სვამს თითო მიცემაზე მაგრამ მაინც ხომ იღებს რაღაცას.

takoo1
რა კარგი გყავს, თაკო <3 ულამაზესი შვილები გყავს <3 მოიბეზრებს და დაანებებს თავს ყურს, ალბათ იკვლევს ახლა smile.gif

Posted by: სერაფიტი 18 Jun 2023, 23:16
anibani18

წავიკითხე რძეზე. გამოდის ,იგივეა დედის რძეზეც. თუ ძუძუს აღარ ჭამს წლის მერე, უბრალოდ რძის პროდუქტებით ვუნაცვლებთ.

Posted by: Meilisi 18 Jun 2023, 23:18
დედიკოებო გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ჩემი ბაია 2 თვის და რამდენიმე დღის არის. ისევ ვერ იჭერს ხელში ჯერ ვერაფერს ხმებზე აქვს რეაქცია და ყველაფერს აკვირდრბა. უყურებს ყველაფერს თუ ვერ ხედავს ჩხუბობს. უფრო აზრიანები როდიდან ხდებიან მე ცოტას ვნერვიულობ . ქვედა კბილების ადგილი დაბერილი და გათეთრებული აქვს. თუ მატყუარა აქ აქვს ორივე ხელი პირში მიაქვს.
ძალიან ლამაზი ბაიები გყავთ ჯამრთელები გაიზარდონ ❤️

Posted by: takoo1 19 Jun 2023, 01:03
narkozeli
მადლობააა❤️
აუ დიდი სიამოვნებით მარა აი ვერ
მეოთხე არ განიხილება შანსი არაა)))
help.gif
დღეს მივხვდი რო ძაან მენატრება და მჭირდება დასვენება და ა.შ biggrin.gif
alk.gif boli.gif tan.gif
* * *
სერაფიტი
აუ გაბრიელსაც მასს ქონდა ზუსტად
გადმოკეცილი ფურცელივით,თან ხო ძაან თხელი იყო სიფრიფანა)) ხო ვუსწორებდი და იიიიი ისევ იკეცებოდა ხოლმე : lol.gif lol.gif
თავიდან რო დავინახე მეთქი ეს რა ჯანდაბაა spy.gif
პატალა ბამბებს დავაგრძწლებდი და ვუტენიდი ხოლმე gigi.gif
თავისით გაუსწორდა მერე
* * *
anibani18
მადლობა ანი❤️
ხო იმედია წიკები არარი და დაანებებს თავს))
ისე ჩვენ ყურებსაც ემტერება ძაან.
მამამისისას განააკუთრებით
მე თმებს მქაჩავს და იმას რო ვერ უშვება ვერაფერს ყურებს აგლიჯავს biggrin.gif
* * *
Meilisi
ჯერ პატარაა❤️
user posted image
ნეტში ვნახულობდი ხოლმე მე თვეების მიხედვით.

Posted by: happy-go-lucky 19 Jun 2023, 13:52
Meilisi
ჩემი ბიჭი თავს იჭერს, იღიმის და თვალით კონტაქტა ამყარებს. აღუს ამბონს. სულ ესაა. ეს პირშიც ვერ იდებს ჯერ ხელებს და ხელში ესეც ვერ იკავებს ნივთებს. ნორმალურია.

Posted by: fermina 19 Jun 2023, 15:25
anibani18
QUOTE
fermina
დაეკითხეთ მაინც პედიატრს. ჩემმა უფროსმა ადრე დაანება თავი. სცადეთ მაინც მიცემა, ხემსის ნაცვლად მაგალითად. მე ასე ვაკეთებ, სანამ პირველად დაიძIნებს დღისით, ვაძლევ ხილს, მერე სძინავს, რომ იღვიძებს, ცოტა რძეს მაინც ვაძლევ და სვამს. მეორე ძილის მერე ისევ რძეს ვაძლევ და ეს არის მეორე ხემსი მისთვის და მერე ძილის წინ კიდევ. 90-120-სს სვამს თითო მიცემაზე მაგრამ მაინც ხომ იღებს რაღაცას.


კი, ამ რაოდენობაზე არ იტყვის უარს, უბრალოდ სრულ კვებად (170-200 გრამამდე) აღარ იღებს. მეც მგონია, რომ ჯობს მიცემა, თან რაღაცნაირად ამშვიდებს მაინც საწოვარა და ბოთლი.

Posted by: lesila90 19 Jun 2023, 21:22
ვაიმე გოგოებო რა სიცოცხლეები გყავთ❤️❤️❤️❤️❤️❤️ულამაზესებიაა❤️❤️ღმერთმა ჯანმრთელები გაგიზარდოთ

Posted by: takoo1 19 Jun 2023, 21:30
lesila90
როგორ არიან ტვიქსები?❤️

Posted by: lesila90 19 Jun 2023, 21:59
takoo1
უფლის წყალობით კარგად.❤️❤️ბიჭს ნამატი აქვს გოგომ 10 გრ დაიკლო. კვებას უმატებენ 120 გრ უნდა დღეში ორივეს. და ყოველ დღე უმატებენ კვებას.

ისე ასე სტაბილურად რომ
მივყვებით შეიძლება მერე გართულდეს რამე? რაღაცა შიშები და შფოთვები დამეწყო ვერც ვეუბნები ვინმეს. რაღაცა დანამატი მიგვატანინეს დედის რძეს უმატებენ 225 ლარი ღირდა ღუდუშაურის ფარმა
დეპოში იყო მარტოო და დედის რძეს უმატებენ ამის მერე კარგად წავა მატებააო. ერთი სული მაქვს კისერში როდის ვაკოცებ❤️❤️

Posted by: takoo1 19 Jun 2023, 23:41
lesila90
არა უკვე სტაბილურად არიან და ნუ გეშინია ცუდზე არ იფიქრო,ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით❤️
ყოჩაღ უკვე რამდენზე ასულან,ხო ეგ სპეც კვება იქნება
აი ნახე რა უცებ მოიმატებენ,მალე გაგატანენ ❤️
ნახულობ ხოლმე ყოველდღე მიდიხარ?
რძის ამბავი როგორ გაქვს?

Posted by: lesila90 20 Jun 2023, 12:57
takoo1
კი ყოველ დღე ვნახულობ ❤️❤️ რძეს ყოველ სამ საათში ვიწველი და და ღამე 2 რომ გამოვიწველი მერე 4 ზე ვიწველი და დილით ისევ 7 დან ვიწყებ. სანამ რძე წამოვა მტკივა ძუძუს თავი და მერე გადადის. ხანდახან ბუდილნიკს ვთიშავს ინსტინქტურად და ვითიშები იმენა და დილით გაქვავებული მაქ ძუძუები )))) ერთ გამოწველაზე 30-40 მგ ვიწველი ერთი ძუძუდან. 60-70 მიმაქვს სულ. გუშინწინ ღამე რომ გავითიშე დილით 110 მგ გამოვიწველე.ნეტა ნელ ნელა მომემატება. თუ სულ ასე მექნება? პიულატე მაქ ნაყიდი მაგრამ
არ დამილევიაა ჯერ

Posted by: narkozeli 21 Jun 2023, 00:44
გოგოებო, ვინმეს ბეიბი ბრეზზა-ს ფორმულა მეიქერი ხომ არ გქონიათ? მაინტერესებს პრაქტიკაში როგორია

https://www.youtube.com/watch?v=KVCJ-If5XSg
* * *
აუ ფასდაკლებაა და ვაპირებ გამოვწერო მარა რევიუები და რეკომენდაციები მინდა ვისაც აქვს იმათგან sad.gif

https://babybrezza.com/products/formula-pro-advanced

ეს თუ

ეს სატარებელი ვერსია?
https://babybrezza.com/products/formula-pro-mini

ეს ვაიფაით იმართება და მგონია არ მჭირდება მთლად ესეთი
https://babybrezza.com/products/formula-pro-advanced-wifi-baby-formula-dispenser?fbclid=IwAR3FLoM0ruOHzjjyvvDK_TrrsFH8LhE5_ZC2jkM1qJ3ftOC5vi8KJTK2RpE

Posted by: libertad 21 Jun 2023, 05:31
narkozeli
გვანცა მე ვაპირებ მაგის ყიდვას, რივიუები რომ ვნახე ვაიფაით რომელიც იმართება იმას არ უწევენ დიდ რეკომენდაციას, მალე ფუჭდებაო.

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 08:46
lesila90
რომელი საწველით იწველი?

Posted by: narkozeli 21 Jun 2023, 09:37
libertad

მთელი ღამე გავათენე მაგის გარჩევაში და რევიუების კითხვაში წუხელ biggrin.gif კიკი ვაიფაითი რომელიცაა ის სუსტია. ეგეთი ბაუნსერი მაქვს და ხან ჭედავს ვაიფაი და ხან რა.
ახლა იმ ორს შორის უნდა ჩამოვყალიბდე, პატარა და კომპაქტური რომელიციააა (მინი) ეგ ჯობია თუ სტანდარტი.
მინიზე ეწერა ძაან პატარა წყლის დისპანსერი აქვსო.

Posted by: მზე 21 Jun 2023, 11:40
narkozeli
გვანც შემთხვევით ხო არ დაგიტესტავს სასმელი წყალი? რომელიმე ლაბორატორიას ხომ ვერ მირჩევდი?
ეხლა ონკანის წყალს ვსვამთ და ბავშვსაც ვასმევ + სოფელში ჭა გვაქვს და იმასაც დავტესტავდი.

Posted by: libertad 21 Jun 2023, 11:49
narkozeli
მინი ვერსია არ გინდა, ბარემ ერთს იყიდი და ისეთი ზომისას რომ წლამდე კარგად გამოიყენო.
ლაქტაციაზე რო ფეხები ვაბაკუნე ხო გახსოვს? biggrin.gif
არ ვიცი რა დამემართა, რატომ შევიცვალე აზრი, მაგრამ გუშიჯ გამოვწერე ესენი:

https://www.amazon.com/dp/B0B74SJ9SB?ref_=cm_sw_r_apin_dp_AVFXVCVMRW6N5W1Y3GZ6&fbclid=IwAR1x8ofmoHjpJYEXL4g3Fn8UDzQg91_6hgxHMS6qymWlzdUOxE2EFJpnD4k_aem_th_Afb3ArmZ8kptbMPfeFrqDTnIvkmOrGt9g6Qqi3wudaQSCnk-QfgAh1ijmP6T0DJ1ECY

https://www.amazon.com/dp/B0BY26RDWQ?ref_=cm_sw_r_apin_dp_9YN8BZJ6JSRSEB2PNTR0&fbclid=IwAR2oNSOKD_3OowsAzyBFsHhFEh3hfTuC4SJ4gelP1gEHdDJc9ZnFkHGvTRE_aem_th_AfaQEs--85sqafxikqgfyp9PW78571JoAfQ6UqbvgrOEAkLKcoF3gtzjElBfruY4iNI


ვფიქრობ რომ 1-2 თვე რასაც გამოვიწველი შევინახავ პაკეტებში და გავყინავ, 6 თვის მარაგს კი გავაკეთებ სავარაუდოდ, უკვე მაისურები მისველდება ხსენით და მგონია რომ ბევრი რძე მექნება biggrin.gif ჰოდა მოკლედ ფორმულას შემრევზე გადავალ 6 თვიდან, მანამდე ამით გავაკეთებ ბეეევრ მარაგს, თან ეს ბოთლის გამათბობელი დედის რძესაც ათბობს, შეგიძლია პირდაპირ გამოიღო პაკეტი საყინულედან და ჩადო. ჰო და ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამბავი რაც იყო ისაა რომ მარტო ჩემზე არ ყოფილიყო ჩამოკიდებული და ქმარსაც შეძლებოდა გამოკვება, რასაც იდეაში ამ ორი რაღაცით მივაღწევ biggrin.gif

ბოთლი რომელი ჯობია?
Philips AVENT Anti-Colic Baby Bottles with AirFree Vent, 4oz, 4pk, Clear, SCY701/04 https://a.co/d/crFC0Nu

Philips Avent Natural Baby Bottle, Clear, 4 Oz, 4 Pack, SCF010/47 https://a.co/d/8kAqnGh


რატომ ღირს მეორე უფრო ძვირი ვერ ვხვდები

Posted by: takoo1 21 Jun 2023, 13:20
lesila90
ჯერ ხო ყოფნით? გამოწველით არ დგება მაგდენი რამდნეიც წოვის დროს.
როცა დრო გადის და მხოლოდ იწველი მერე მცირდება რძე ნელ-ნელა.
ნუ ეგეც ინდივიდუალურია შეიძლება მარა სანამ მოიყვან პატარებს დალიე პიულატე რო შეგინარჩუნდეს.
მერე აღარ დაგჭირდება უკვე წოვას რო დაიწყებენ მეტი ჩადგება.

ერთი რჩევა კიდე,ღამე ნუ გაათენებ ძაან მოქმედებს ეგ რძეზე.რო გამოიწველი 12მდე დაიძინე მერე დილის 6 მდე
არის კონკრეტული საათები როცა ჰორმონების გაკოყოფა ხდება რაც რძის გამომუშავებას ხელა უწყობს და შენ რო გერღვევა რეჟიმი უკვე ფერხდება სგ პროცესი.
ასე რო არ გინდა ღამე ყოველ 3 საათში წველა.

Posted by: სერაფიტი 21 Jun 2023, 13:41
libertad

თუ ძუძუც უნდა ჭამოს ბავშვმა და ბოთლიც, ნატურალ სერიის ავენტი აიღე, მეორე ლინკზე რაცაა. ძუძუს ფორმას იმეორებს და ბავშვი მოჭიდებას არ გააფუჭებს. 7 თვეა გადასარევად ვიყენებთ.
აქებენ კომო ტომოს ბოთლსაც. ამაზონზე ნახავ. სილიკონისაა და ასევე ძუძუს ფორმა აქვს. კარგად უნდა მოქაჩოს,რო წამოვიდეს. ჩემმა ვერ იგუა ავენტის მერე. შეიძლება თავიდანვე უნდა მიმეცა,არ ვიცი. ბოთლის ცვლილება არ უყვართ ხოლმეsmile.gif)

ისე, ავენტს აქვს აქ ოფიციალური მაღაზია, პეკინზე, ვენდისთან. არაა ცუდი ფასები.

Posted by: narkozeli 21 Jun 2023, 13:50
მზე

ბოლოს 2017-ში ჩავატარეთ კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯივიპისთან ერთად, თბილისის წყალზე და ისეთი დასკვნა დაიდო, თამამად ვიტყოდი დალიეთთქო)) უბრალოდ ერთი ნიუანსია, უშუალოდ ადგილობრივი/ ლოკალური მილებია ხოლმე დაზიანებული და სახლებამდე და ოჯახებამდე რამდენად სუფთა მივა წყალი :/ თორემ უშუალოდ ცენტრალური მომარაგებიდან აღებული სინჯებით 100% უსაფრთხოა თბილისის წყალი.
ჯივიპიდან შეგიძლია გამოითხოვო მონაცემები, ასე ლაბორატორიას ვერ გეტყვი, ვიცი რომ აკეთებენ კერძო ლაბორატორიებიც მარა არ მქონია შეხება.

libertad
QUOTE
ლაქტაციაზე რო ფეხები ვაბაკუნე ხო გახსოვს?
არ ვიცი რა დამემართა, რატომ შევიცვალე აზრი, მაგრამ გუშიჯ გამოვწერე ესენი:


გითხარი მე შენ მაშინაც, მეც რო 1 % არ ვუშვებდი ფიზიოლოგიურს და ბოლო თვეებში ტვინი გადამეკეტა, მაგის მერე მივხვდი never say never მართლა ყველაფერში რაც ბავშვს და დედობას ეხება biggrin.gif
ძაან კაი რამე გამოგიწერია, აი makarena აპირებს ზუსტად ამის ყიდვას, მომი როა ფბ გვერდი, მაგათ აქვთ დაახლოებით 500 ლარად, ადგილზე.
QUOTE

ვფიქრობ რომ 1-2 თვე რასაც გამოვიწველი შევინახავ პაკეტებში და გავყინავ, 6 თვის მარაგს კი გავაკეთებ სავარაუდოდ, უკვე მაისურები მისველდება ხსენით და მგონია რომ ბევრი რძე მექნება  ჰოდა მოკლედ ფორმულას შემრევზე გადავალ 6 თვიდან, მანამდე ამით გავაკეთებ ბეეევრ მარაგს, თან ეს ბოთლის გამათბობელი დედის რძესაც ათბობს, შეგიძლია პირდაპირ გამოიღო პაკეტი საყინულედან და ჩადო. ჰო და ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამბავი რაც იყო ისაა რომ მარტო ჩემზე არ ყოფილიყო ჩამოკიდებული და ქმარსაც შეძლებოდა გამოკვება, რასაც იდეაში ამ ორი რაღაცით მივაღწევ

გადასარევია,
ერთი რამე უნდა იცოდე ოღონდ, შერეულ კვებზე არის რისკები რომ უფრო შემცირდეს რძე, ვიდრე ბუნებრივზე.
მე მაქვს საწველი სუავინექსის ელექტრო და თავიდან მეც გამოწველილის მიცემას ვაპირებ და მერე ხელოვნურს.
მოკლედ შეხედავ და იმის მიხედვით იმოქმედებ, ძალიან კარგია რომ მოგიმარაგებია ყველაფერი <3

ბოთლების ფასში იმიტომ არის მაგხელა სხვაობა რომ პირველი პლასტმასია და მეორე შუშა. მე შუშას გირჩევ.


Posted by: სერაფიტი 21 Jun 2023, 13:51
lesila90

სპექტრათი იწველი, როგორც მახსოვს. მომატებით იმ შემთხვევაში მოგემატება, თუ წველის დროს გაზრდი (ვთქვათ, თუ 10 წთ იწველი, გადახვალ 15 წუთიან სესიაზე). 20 წუთზე მეტი არაა რეკომენდებული.
ასევე არსებობა power pump მეთოდი რძის მოსამატებლად. 10 წუთი იწველი, 10 ისვენებ, მერე კიდე 10 იწველი, 10 ისვენებ და ბოლოს 10 წთ იწველი. ჯამში 30 წთ იწველი სვენებით. დღეში ერთხელ ან ორჯერ შეგიძლია გააკეთო. შეიძლება პირველივე გაკეთებაზე ჰქონდეს შედეგი, შეიძლება 2 დღე დაგჭირდეს. მაგრამ აუცილებლად ექნება შედეგი, რადგან ბავშვის წოვის იმიტაციაა და ორგანიზმს მიაწვდი სიგნალს, რომ მეტი რძეა საჭირო.

დილის 5-დან 7 საათამდეა პროლაქტინი მაღალო და რძე მეტი. დააკვირდი შენს ორგანიზმს. იქამდე დაიძინე, როგორც თაკომ გითხრა. ძილს მნიშვნელობა აქვს.

ახლა ფიზიკურად შეიძლება თავი არ გქონდეს, მარა სამომავლოდ + სექსიც კარგია რძისთვის. სიამოვნებისას გამოიყოფა ის ჰორმონები, რაც ლაქტაციას ეხმარება.

Posted by: მზე 21 Jun 2023, 14:57
narkozeli
QUOTE
ბოლოს 2017-ში ჩავატარეთ კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯივიპისთან ერთად, თბილისის წყალზე და ისეთი დასკვნა დაიდო, თამამად ვიტყოდი დალიეთთქო)) უბრალოდ ერთი ნიუანსია, უშუალოდ ადგილობრივი/ ლოკალური მილებია ხოლმე დაზიანებული და სახლებამდე და ოჯახებამდე რამდენად სუფთა მივა წყალი :/ თორემ უშუალოდ ცენტრალური მომარაგებიდან აღებული სინჯებით 100% უსაფრთხოა თბილისის წყალი.
ჯივიპიდან შეგიძლია გამოითხოვო მონაცემები, ასე ლაბორატორიას ვერ გეტყვი, ვიცი რომ აკეთებენ კერძო ლაბორატორიებიც მარა არ მქონია შეხება.

აუ კი მეც ვიცი რო ჯივიპის რეზერვუარები მართლაც რომ სუფთაა მაგრამ ისიც ვიცი რომ რაც არ გამოუცვლიათ ამ ბოლო წლებში იმ მილებში რა ხდება აზრზე არ არიან :/
ჩემი ბიჭის ტყვია მოვიდა 10 და მაინტერესებს რატოა 10 . ონკანის წყალს ვასმევ და მაგას მივადექი

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 16:38
ესე იგო ნერვიულობა და დაღლაზე შემიმცორდა რძე. თან ციკლი დამემთხვა. აღარ იდებს ძუძუს ჩხუბობს ჩემი ბიჭი. თავისან დამატებას ვაძლევდი, მაგრამ ნუ გუშინ უკვე გადამეკეტა, მივხვდი რომ მთელი დღე ხელოვნურზე იყო და შეიძლება სულ შემიმცირდეს. თან იმხელა სხვაობაა მის ქცევაში როცა ძუძუს ჭამს უფრო მშვიდია, ნაკლებად ჭირბეული და გაზებიც ნაკლებად აწუხებს ვიდრე ფორმულას დროს. დედაჩემთან ვარ ახლა და ის მწევს ჭკუიდან , მატენინებს ფორმულას, მშიერიაო. ძაან დავისტრესე რა.
.
ისე ხომ არ იციტ, ეს მაღაზია მომი ლაქტაციის ჯგუფის მოდერებისაა? აი ისეთი უაზროდ უხეში უხეში კომუნილაცკა აქვთ , მათ მოდერებს გვანან, მართლა სურვილი დამიკარგეს საწველის ყიდვის biggrin.gif . ტელეფონზე რო დავრეკე პასუხი კი არ გამცეს, მხოლოდ
ნესენჯწრზე მომწერეთო, იქნებ რას ვეკითხწბი რა ვიცი.)) ან რას იდევთ აბა ნომერი... და მერე არჩევისასაც... თან რა ძალიან ძვირებია საწველები, მარაგების გასაკეთებლად მე არ მინდა და მენანება 400+ ლარის გადახდა sad.gif მაგათთან კომუნიმაციოს გაგრძელებახ აღარ მინდა, რომ ვკითხო ახლა მოდელებზე, გამთათხავენ ასე მგონია , რადგან ძვირიან მოდელებზე ვკითზე რაღაცეები და დამახარჯეს დრო
უკვე :დ

რამე ადამინურ ფასად ელექტრო საწველი ხო არ გეგებათ?))) სხვა მაღაიაში?))

Posted by: narkozeli 21 Jun 2023, 16:53
happy-go-lucky

კი, ლაქტაციის ჯგუფის მოდერებისაა. ქეთი თელია მართავს))


თუ ძუძუზე უფრო უკეთაა დედა ვერ ხვდება კაცო მაგას? რაღას გტენის ფორმულას biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 17:16
narkozeli
არ იდებდა ძუძუს და მე კიდე მინდა ჩაიდოს და ვატირებდიsmile.gif) დღეს ხელის საწველით ვაკეთებ გამოტუმბვას 4-5 ჯერ და მერე ვუდებ, რძე რო წამოვიდეა უფრო და რაღაცა გამოდის. დედაჩემი კი გაბუტული იყო დილიდან:დ

უიმე აი ისე უხეშად მითხრა რაღაცა... და სტილი დავუკავშორე ძალიან იქაური მოდერების smile.gif)) (გეგონენა მჩუქნიან რა).
ძაან კაო ბიზნესი კი არის ამერიკოდან საწველების ჩამოზიდვა და აქ სამმაგ ფასში გაყიდვა, ყავთ თან მომხმარებელი დარწმუნებულო ვარ. ისე ფაუვერ პამფინგის ცოტა კი მეშინია.

მაგათ ლაქტაცია "სად ისწავლეს" ხო არ იცით?

Posted by: narkozeli 21 Jun 2023, 17:32
happy-go-lucky

მაგათ ლაქტაცია სად ისწავლეს და კურსერაზე 2 კვირიანი ონლაინ კურსით და აიღეს ლაქტაციის კონსულტანტის “სერტიფიკატები” )))
კაი ფულს აკეთებენ კი, რო კითხო 6 თვე ძუძუს გარდა არანაირი სითხეო და ისევ თავისივე მაღაზიაში კამის წყალს რო ყიდიან ძაან მეცინება biggrin.gif

ეს ნახე აბა, 100 ლარი ღირს ელექტროა და კომენტარებში კმაყოფილია ხალხი
user posted image
* * *
დედაზე ვერა და დედამთილზე მახსოვს სამშობიაროდან რომ გამომწერეს ტორტი იყო სახლში და ვჭამე)) ვაიმეო გადაასხი ეხლა რძე რო გამოიწველიო, ტორტიან რძეს ხო არ აჭმევო biggrin.gif

Posted by: მზე 21 Jun 2023, 17:58
happy-go-lucky
იბეიდან გამოვწერე მე ლურჯი სპექტრა 95 დოლარად, სულ გაუხსნელი. სტიკერი დაუზინაებელი ქონდა და შიგნით ყველა ნაწილი პარკში იდო. ანუ ჯამში ჩამოტანიანად 300 ლარიც არ დაჯდა smile.gif)
ჩემმა მეგობარმა ლანსინო გამოწერა 35 დოლარად. ჩაუჯექი და ჩავარდება კაი შეთავაზებაც ^^ ანუ 100-110 ლარი დაუჯდა სულ.

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 18:11
მზე
ეხლა მაქვს კრიზისი და ახლა მჭორდება. 2 -3 კვირა რომ არ დამჭორდეს ლოდინი. მადლობა. მეორად სპექტრას მეუბნენა 350 ლარად და რავი მეორადჯ ცხოვფრბაშო არაფერი მიყიდკა და არ მიმდის გული sad.gif


narkozeli
ხო ამ მაღაზიასაც ველაპარაკე მერე, მარა ისინი ისე აწვებიან ძლიერებს და ძვირიანებს ასე მგონია სზვა არაფერი იმუშავებს. მაგრამამდ შევარჩევ ალბათ. 150-200 კიდე კანდაბას და 400-600 ლარი ძაან ბევრია რა. მართლა კურსერათი აქვთ?

აუ აი ამ დრომდე გავქაჩე, ეხლა
უკვა ძაააან ტიროდა და მივეცი გაფაყლაპა 120. მაგათი მიდგონით, თუ შარდავს ბავშვი საერთლს არ უნდა დამატება, რომც გასკდეს. ტირილით. ვეღარ ვხვდები სადაა ჯანსაღი შუალედი sad.gif



Posted by: narkozeli 21 Jun 2023, 18:17
happy-go-lucky

მე მგონია არ გიღირს მაგხელა თანხის გადახდა, თუ მარაგების კეთებას არ გეგმავ.
აგერ 600 ლარს ვიხდი ფორმულის დისპანსერში მარა მიღირს, მინიმუმ წელიწადნახევარი უნდა მემსახუროს და შენ იქნებ აღარც გჭირდება ეს საწველი. მეორადს მეც ვერ ვიყიდდი თუ გაუხსნელი და უხმარივით არაა (აი იბეიზე როგორცაა მაგალითად, ზოგი ჩათვალე გაუხსნელია)

კიი, ონლაინ კურსი აქვთ გავლილი, არ მალავენ მაგას)) არანაირი კვალიფიკაცია. ამას წინათ მაგ ქეთიმ ისეთი სისულელე დააბრეხვა საშარდეზე, თვალები შუბლზე ამივიდა, სამედიცინო სფეროსთან არანაირი შეხება არაააქვს ფაქტია.

ჯანსაღი შუალედი გითხრა სადააა? ზუსტად იქ სადაც შენ და ბავშვი ხართ კომფორტულად. აღარ ტირის? კარგადაა? სწორად მოქცეულხარ რომ მიეცი❤️ ძაან დიდი სოციალური წნეხია (უცნობებისგან თუ ნაცნობებისგან) და ამ წნეხისგან გამოწვეულ სტრესში, იმაზე ფიქრის დროც არ გაქვს იფიქრო შენ რა გინდა და შენთვის რა არის კომფორტული.
მარტო ამაზე იფიქრე ჩემი რჩევაა, მეტი არავისზე და არფერზე.

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 18:26
narkozeli
კარგი რჩევაა, დიდი მადლობა, ამის მოსმენა კი მჭირდებოდა. მეც ასე ვფიქრობ, საღამომდე ცოტა-ცოტას ჭამდა ძუძუს არ ტიროდა, ვფიქრობ კარგად იყო, მაგრამ ნუ დედა არ მელაპარკებოდა ლამის, მშიერი გყავსო. ))) ახლა, ბოლოს ძაან ატირდა და უკვე ვეღარ დავაწყნარე.

მარაგებს არ ვაპირებ, შემცირებული რძის მოსაყვანად მინდა. მაგრამ
ამ ფაუერ ფამფინგკსაც მეშინკა, მკერდკსთვის არ ვიცი რამდენად კარგია. გადაწყვეტილი მქონდა თითქმის ამ მელრადი სპექტრას ყიდვა, მაგრამ დავრეკა რაღაც მინდოდა კურიერზე მეკითხა და პასუხებს არ გავცემთ ტელეფონითო, ისე მომეშა ნერვები აღარ მინდა მაგათი არაფერიsmile.gif) იქნებ იაფიანი ავარჩიო რავი .

რამოდენომე დღის წინ ღიად დავპოსტე ჩემი პრობლემა, რჩევა მინდოდა მაგათი და უფრო ნერვებ მოშლილი დავრჩი ვიდრე რჩევა მიღებული :დ

თუმცა ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, არ დავუკარგავ, ბევრი რამ გავიგე მათგან და მადლობელი ვარ.

Posted by: სერაფიტი 21 Jun 2023, 18:41
happy-go-lucky

მენსტრუაციისას მცირდება რძე საკმაოდ. ჰორმონების თემაა.
ზოგი ვერსიით,გემოც ეცვლება. აპროტესტებენ ბავშვები შემცირებულ ნაკადს და შესაძლოა გემოსაც (ჩემი ნაკადს აპროტესტებდა).
არ უნდა ამას სერტოფიკატი,.ინტერნეტშიც გადაამოწმებ, ყველგან წერია.
რეალურად, რაც მაგ ჯგუფში იწერება, ყველგან წერია, უბრალოდ უნდა იცოდე სად რა ეძებო.

ჩემმა შვიმლა პირველად ძუძუს პროტესტი პირველი მენსტრუაციისას დაიწყო, ორ თვეში მომივიდა მშობიარობიდან.
და მაგ დღეს ნაწილს მარაგიდან ვაჭმევდი, ნაწილა ვიწველიდი. რამდენჯერაც ჭამდა, იმდენჯერ ვიწველიდი.
მე მეწყება მენნსტრუმდე 4 დღით ადრე შემცირება და მოსვლის მეორე დღისამ ისევ იმატებს. ანუ სადღაც 4-5 დღეა მცირე. ვისაც მარაგი არ აქვს, ფორმულას უმატებენ. მარა თუ გინდა ძუძუს შენარჩუნება, ჭამის დროებში იწველო უნდა.

მძლავრ საწველს აქვს მნიშვნელობა, კი. თან ორთავიანი უკეთესია ყველანაირად - სტიმულაციისთვის, რაოდენობისთვის,.დროის ეკონომიისთვის.
ახლა რომ გეჩქარება, თორე იბეიზე სპექტრას ოფენ ბოქსებია 80-100 დოლარად. ახლები აბსოლუტურად. მე მშობიარობამდე ვიყიდე. მარაგებისთვის იმდენად არა, რამდენადაც სამსახურში რო გავიდოდი, დამეტოვებინა. ასევე ჩამაგრებების მეშინოდა.
მერე შევყევი და კი გავაკეთე მარაგებიც. გამოვიწერე იბეიდან.

ასე სასწრაფოდ იქნება გექირავებინა? მასეთი სერვისიც აქვს მომის მგონი. ოღონდ ზუსტად არ ვიცი.
ხელის საწველით ძნელია.

არ დაისტრესო თავი. როგორც შეძლებ, ისე მიჰყევი.

* * *
narkozeli

კამის წყალი არაა ეგ, წვეთებია, წამალივით. გამოწერილი მქონდა ამაზონიდან რამდენიმე ცალი და გავაჩუქე.
არ მისცა შეღავათი. თუმცა ძაან აქებენ ამაზონის იუზერები.
* * *
აქვე დავამატებ, რომ საწველების ბიზნესი კიდე ცალკე ამბავია. მომის არ ვგულისხმობ. ზოგადად, სამყაროში :დდდ
იმდენი აქსესუარი იყიდება, ყველაფერი ისეა მოწყობილი - ცვეთადი ნაწილები, სასტერილიზაციო პარკები, ესა ისა - მოკლედ...
* * *
happy-go-lucky

თურქეთიდანაც შეგიძლია ლანსინოს საწველის გამოწერა.

Posted by: Tua 21 Jun 2023, 19:22
libertad
ამაზონიდან გამოწერილ ელექტრო ნივთებზე გაითვალისწინე რომ აქ ვერ შეაერთებ და მაგ რძის გამთბობებს ძალიან ძლიერი გადამყვანები უნდა სუსტები წვავს მალევე , ეგრე გამოვიწერე მეც და იმდენად ძლიერი გადამყვანი უნდოდა მთელი ტრანსფორმატორი სჭორდებოდა იმიტომ
მიდევს ეგრე გაუხსნელი წლებია ვერ გამოვიყენე საერთოდ. ბოთლები ტრენდიოლზე და აქ ფასდაკლებით ბევრად იაფი გამოდის ვიდრე გამოწერით თან შუშა უნდა იყიდო და ბევრად მეტი დაგიჯდება ტრანსპორტირება .

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 19:43
სერაფიტი
კი მეც ასე დამემართა მენსტრუაციოს დროს, თან საავადმყოფიში ვიყავით, ვინერვიულე და კატასტროფა დაემართა ჩემს რძეს.

საშუალო სიმძლავრის ორთავიანი რომ ვიყიდო?

რამდენ წუთში რამდენს იწველი ძლიერით?
* * *
ამედა როგორი საწველია ხომ არ იცით? ეგეც 350 ია ოღონდ ახალი

Posted by: emiblack 21 Jun 2023, 20:04
happy-go-lucky
მე მაქვს კანპოლის . აფთიაქში ვიყიდე . 150მდე ღირდა მგონი და მე ფასდაკლებით 80 მივეცი. სამედიცინო სიმძლავრე არა აქვს , მაგრამ მე გამომადგა . მარაგებო არ შემიგროვებია. ზოგადად საწველი მთრგუნავს და მაქსიმალურაც ვაროდებდი თავს , თუმცა რამოდენიმე გამოუვალი სიტუაციიდან კრჰად გამომაძვრინა

Posted by: anibani18 21 Jun 2023, 20:18
fermina
თქვენც ნახავდით ალბათ, მაგრამ მაინც გაჩვენებთ.
user posted image
ჩემი სვამს ცოტას ხემსად და მერე ძილის წინ. 120 ალბათ საშუალოდ თითო ჭამაზე, 2-ჯერ ან 3-ჯერ იღებს.
lesila90
გილოცავ <3 როგორ არიან პაწიები?
მზე
10 ბევრია? რა უნდა ქნა ახლა?
* * *
happy-go-lucky
პიულატე ძალიან კარგია რძის მოსაყვამად. მე ვსვამდი და მართლა მასკდებოდა მკერდი, თუ არ გამოვწველიდი, ისე ვერ ჭამდა ბავშვი.
მე ავენტის ხელის მქონდა. მარაგები არ მიკეთებია, როცა ბევრი მქონდა და ვერ წოვდა, მაშინ ვარბილებდი ავენტით ცოტას.
არ ვერკვევი საწველებში. სხვები უფრო დაგაკვალიანებენ. თუ შეძლებ რძის შენარჩუნებას, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ნერვოზს ნუ დაიმართებ :*
მაშუნაც სავწერე მაგ ჯგუფზე და ახლა არ გავიმეორებ. ახალბედა დედა ვიყავი და ერთმა ექიმმა ძალიან შემაშინა. იქ უამრავი ხალხი ირევა და ვიკითხე, ორი თვინახევრისაა და ახლა აწია თავი, ნორმაში ჯდება ეს. რომ იცოდე როგორ დამცინეს, გეგონება არ ვიცოდი რომ ბავშვი სულ მწოლიარე არ იქნება და ბოლო ბოლო ასწევს თავს. ანუ სულ შემოატრიალეს ჩემი განცდები და დამცინეს. ძალიან არ მიყვარს ის ჯგუფი. რა ისეთ ი ფორმაციას ფლოდებ, რომ წერა-კითხვის და საღი გონების ადამიანი თავისით ვერ მოიძიებს

Posted by: takoo1 21 Jun 2023, 20:35
სერაფიტი
პიკს აღწევს 2-5 საათამდე ესე ვიცი მე.
ისე 11დან 7მდე გამოიყოფა.ნუ ღამე ყველა ვარიანტში უნდა გეძინოს ჯობია

სექსებზე გეთანხმები yes.gif
მახსოვს ბევრი დგებოდა ხოლმე მაგ დროს აშკარად ვამჩნევდი და კიდე რას დავაკვირდი იცი?ორგაზმის დროს უფრო მეტი დგება აი ონკანს რო მოუშვებ ეგრე წვეთავდა ხოლმე სულ სველდებოდა ზედა.ანუ აწვება რძე როგორც ჩანს მაგ მომენტში
მოკლედ მიაწექით გოგოებო gigi.gif
narkozeli
ჰაჰაჰჰა აუ გვანცა ტორტიან რძეზე ძაან გამეცინა biggrin.gif biggrin.gif სხვათაშორის ბევრა გონია ეგ რო რო ჭამ პირდაპირ ბალღი სინჯავს lol.gif lol.gif
happy-go-lucky
:

Posted by: სერაფიტი 21 Jun 2023, 20:43
happy-go-lucky

კარგია ამედა სამედიცინო სიმძლავრისაა და კარგია, კი.
მენსტრუაციებზე ეგრე დაგემართება და იცოდე. ფაქტობროვად მინახევრდება მე.

რაც ეხება რამდენა ვიწველი - ახლა უკვე 4-5 საათში ერთხელ ვიწველი და 100-120 ჯამში.

აქტიურად წველა მოთხე თვიდან დავიწყე. მაგ დროს ორ საათში ერთხელ ჭამდა და ორ საათში ერთხელ სადღაც 90-100 ვიწველიდი. მერე გავზარდე შუალედი სამ საათამდე. ახლა 4-5 საათამდე. უკვე მერვე თვეშია. შესაბამისად რძე შემიმცირდა. ვუმატებ მარაგებს და რომ ამოიწურება, დავუმატებ ფორმულას.

ზუსტად გუშინ დამეწყო მეც მენსტრუ და წინა დღეებში მეც სანერვიულო შემხვდა ძაან დიდი. განახევრდა, 3 საათში ერთხელ ვიწველიდი ეს დღეები, რო ცოტა მეტი მომეგროვებინა. პლუს მარაგებს ვუმატებდი.

ფაუერ ფამფინგი ადრე ვცადე ერთიორჯერ. არაა საშიში არანაირად. უბრალოდ დრო და ნერვები სჭირდება. შედეგი აქვს. თუმცა მენსტრუაციის ფონზე ჰორმონები თავისას თამაშობენ და შეიძლება მყისიერად არ მოგცეს შედეგი.

მოდუნდი. მართლა. როგორც გამოცდილი ფამფერი, ისე გეუბნები. 4 თვეა დღე სრულიად გამოწველილზე მყავს და ღამე - ძუძუზე. ახლა რო ვიხსენებ ამ გზის დასაწყისს, ამ გააწყვეტილების წამებს და ყველა დისკომფორტს - მოდუნება მაკლდა. აი შენ რო ამბობ, ფორმულას რო ვაძლევ, უფრო შფოთიანია და გაზები აქვს და ძუძუ ამშვიდებსო. მეც ეგრე მქონდა განწყობა, რომ ფორმულას თუ მივცემდი, რაღაცა აირეოდა. გარისკვა არ მინდოდა და ველოდი, ძუძუს როდის დაუბრუნდებოდა. მარა მერე იმდენად დავამუღამე, რო აღარც მიცდია ძუძუს დაბრუნებოდა. ახლა, რომ გაიზარდა, უნდება ხოლმე ზოგჯერ ძილის წინ და ვაწოვებ.

ფორმულებს თავისი ხაზები აქვთ. ყველას აქვს ანტიკოლიკ ხაზი და იქნებ ეგ გეცადა. პლასმონს ლენილაკი, ნუტრილონს კომფორტი, ფრისოს ვომი. ესენი მირჩია პედიატრმა. და თუ გაზების თემაა ან მონელების, ეს დაუმატე დროებით, ნუ დაისტრესავ თავს.

უბრალოდ თუ შენარჩუნება გინდა რძის, იწველე. რაოდენობას ნუ შეხედავ. ყოველ სამ საათში იწველე, თუნდაც ცარიელი. მენსტრუ დაგიმთავრდება და მოვა ისევ რძე.

მე მაინც იმ აზრს ვაწვები, რომ ვინც ლაქტაციას ფიქრობს, წინასწარ უნდა მოიმარაგოს კარგი საწველი. ნახევარზე მეტი საქმეა მაგით გაკეთებული რა.



Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 21:07
სერაფიტი
და კარგ საწველად სამედიცინო სიმძლავრის ითვლება?

ეს ორ თავიანი, მტკივნეულო არაა? ერთდროულად იწველი?

მეორად სპექტრას, ახალი ნაწილებოთ ოღონდ სხვა ფირმის თუ ახალ
ამედას მირჩევდი?
* * *
anibani18
თაკომ მირჩია და სამჯერ დავლიე სამი დღე. რამდენი ხსნი უნდა ვსვა ან შეიძლება, ხომ
არ იცი?

Posted by: takoo1 21 Jun 2023, 21:28
happy-go-lucky
მოგნიშნე და არ დაწერილა.
ციკლის დროს მცირდება რძე.
მეც მიმცირდებოდა ხოლმე მახსოვს.
პიულატე შეგიძლია სულ სვა,ძვირია თორე კაი რაღაცაა თუ გინდა თვეობით სვი არაა პრობლემა.მე ძაან მაგრად მშველოდა მაგის იმედი მქონდა.ეგ რო არა შეიძლება ვაფშე დამენებებინა თავი,მე ცოტა განსხვავსბული და უცნაური შემთხვევა ვიყავი.
აქ მიწერდნენ გოგოწბი მახსოვს რო ჩადგებოდა თუ გამოვწველიდი ან ვაწოვებდი ხშირად.
დავიგლიჯე ძუძუები მარა მაინც არ დგებოდა.
აი პირიქით მცირდებოდა არვიცი რატო ხდებოდა ეგრე,ალბათ როცა ჰორმონების გამო ხდება არ შველის მერე გამოწველა.
ეგ პიულატე იყო ჩემი მშველელი მოკლედ.
ხოდა იწველე და სვი ყოველდღე და ნახე წესით გექნება შედეგი.

Posted by: სერაფიტი 21 Jun 2023, 21:46
happy-go-lucky

მე არ მქონია ამედა, მაგრამ აქებენ.
მეორადს გააჩნია - ვინ იხმარა და რამდენჯერ იწველიდა? აი არ ვიცი. სპექტრასი ძაან კმაყოფილი ვარ. რომ გავყიდო, თამამად გავყიდი, ძაან კარგ მდგომარეობაშია. მარა ამედაც რადგან ჰოსპიტალ გრეიდია, არ იქნება ცუდი.
მიჭირს რჩევა. ალბათ ახალს უფრო, ნაკლები რისკია.

მტკივნეული არანაირად არაა. შენი ძუძუს თავის ზომას სწორად უნდა მოარგო. თუ გტკენს, ე.ი. არასწორი ზომაა. შეიძლება თავიდან 1-2 დღე ოდნავი დისკომფორტი გქონდეს. წველას მიუჩვეველი თუ ხარ. მარა ისე უმტკივნეულოა. ზოგჯერ სასიამოვნოც, გეღუტუნებასავითsmile.gif)
ამბობენ, რომ რაც მეტადაა მიჩვეული წველას მკერდი, მეტი რძე მოდის. თავიდან თუ ცოტაა, მიუჩვეველზე, ეგეც ბუნებრივია.

სამედიცინო სიმძლავრისა იმიტომაა კაი,რო არასამედიცინო ადრე თუ გვიან, დარეგულირებულ მკერდზე, ამცირებს რძეს და მერე სულაც აქრობს. აგერ, მაგალითი ვარ , და კიდევ ბევრი, ვინც სრულიად შევინარჩუნეთ ლაქტაცია სწორი საწველის სწორი გამოყენებით.

თუმცა იცოდე, რო ბავშვს ყოველთვის ყველა საწველზე ეფექტურად გამოაქვს რძე. უფრო მალეც და ამბობენ უფრო მეტიც (ნუ რაღაც ოდენობით მეტი).

ორთავიანის უპირატესობა კიდე ისაა, რო ზოგადად როცა ერთი ძუძუ სტიმულირდება, მეორეც სტიმულირდება მაგ დროს. ხო გიგრძვნია, ბავშვი რო წოვს - მეორედანაც მოგდის. ხოდა.ორივე ერთდროულად რო სტიმულირდება, მეტი რძე გამომუშავდება მაგ დროს. პლუს დროს საგრძნობლად იგებ.

Posted by: anibani18 21 Jun 2023, 22:02
happy-go-lucky
თაკომ მირჩია მეც თავის დროზე. მთელი ყუთი მქონდა ნაყიდი და ვსვამდი ყოველ დღე. ბავშვი როცა წოვდა და პიულატე ძალიან მეხმარებოდა. საწველი არ მსიამოვნებდა და იშვითად ვიწველიდი.
კოლიკებს რაც შეეხება, ეს ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემი შვილი იყო კოლიკების დედოფალი. ვერაფერი შველოდა დიდად დროის გარდა.

Posted by: lesila90 21 Jun 2023, 22:07
takoo1
სერაფიტი
გავითვალისწინებ აუცილებლად. სექსის რა მოგახსენოთ ძლივს ვწვები და ვბრუნდები ისე მტკივა ნაკერთან შიგნით თან მუცელშიც დიაკომფორტი მაქ :/ პლიუს გამინადენიც მაქ ცოტა. ისე როდემდეა ეს გამონადენი?
დღეს ძუძუები მტკივა ძაან. 7 საათი ვერ გამოვიწველეე და ქვასავით მქონდა:/ იმის
მერე სამჯერ გამოვიწველე 15 წთ და მაინც მტკივა და მალევე მიმაგრდება. რა ვუშველოო გოგოებო
* * *
ჩემი ბაიები გამოიყვანეს ინკუპატორიდან. ჩააცვეს ტანსაცმელი და ისეთი მოცუცქნულებიაა ❤️❤️ მათი ტანსაცმელები ეცვათ ჭრელი პლედი და ათი ზომით დიდი ქუდი რომ დავინახე ცუდათ გავხდი ციგნის ბავშვებს გავდნენ ))))
ა ხო იმ ჩვენმა ნეონატოლოგმა
დღეს თქვა კარგად არიან თქვენი ბავშვებიო ))) მისი პირიდან ძლივს რაღაცა კარგი გავიგონეთ. იდიოტკა იმენა. ანტიბიოტიკი მოვხსენითო და მატებაში არიანო.

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 22:12
ყველას მადლობა გოგოებო რჩევებისთვის. რთული დრო მიდგას ლაქტაციია მხრივ, ნერვების გლეჯვია პიკზე ვარ :დ

სერაფიტი
აი ეხლა დავისტიმულირე ხელის საწველით, გამოვოდა ცოტა რძე, უცებ გამაგრდა კიდეც მაგრამ არ ჩაიდო მაინც იტირა და შევეშვი და შემრჩა ეს სავსე ძუძუები. აი ელექტრო საწველი რომ მწონდეს ამ სიტუაციაში, რას ვიზამდი? გამოვიწვეკიდი და ეხლა
ფორმულას ნაცვლად გამოწველილს მივცემდი, მაგაში დამეხმარება თუ ზოგადად მთლიანად რძის მომატებაშიც დამეხმარება?

დღეს აღარ მაქვს პიულაგე და ხვალიდან განვაახლებ ვიყიდი

Posted by: lesila90 21 Jun 2023, 22:14
anibani18
ვიზრდებით თანდათან ❤️❤️მათ წონას უბრუნდებიან და მატებაში წავლენ აწეო ექიმმა ❤️❤️ღნერთს მადლობაა
* * *
happy-go-lucky
მე მაგ სამედიცინო სიმძლავრის საწველმა
მიშველა. ჩვეულებრივით ვიწველიდი ერთ თავიანით და სულ გამაგრებული მქონდა ძუძუები და ამით ბევრად უკეთ გამოდის რძე და გამაგრებებიც არ მქონდა. შენთან რადგან ბავშვიც წოვს შეიძლება ის ჩვეულებრივი გამოგადგეს მაგრამ ყიდვით ჯობს კარგი სიმძლავრის იყიდო.

Posted by: სერაფიტი 21 Jun 2023, 22:40
lesila90

გამაგრებისკენ გაქვს მიდრეკილება ეტყობა. თუმცა ლაქტაციის დასაწყისში, სანამ დარეგულირდება რძე, ეგრე იცისsad.gif 7 საათი ბევრია, ჰო. ეცადე თან იქონიო საწველი, სადაც ხარ. თუნდაც ხელისა. ბოლობოლო გადაასხამ რძეს, მაეა გამოწველით გამოიწველი და არ შეგაწუხებს გამაგრება.

გამაგრების საწინააღმდეგიდ მშველოდა თბილი შხაპი. უფრო სწორედ, მკერდზე რაც შეიძლება ცხელი დუში საათის ისრის მიმართულებით, რასაც გაუძლებ. და რომ გამოხვალ, გამოწველა. სადინრები ფართოვდება და გამოაქვს კარგად. მსუბუქი მასაჟი, თითებით დავარცხნე ძუძუს თავიდან ზემოთ.
ცივ კომბოსტოებსაც ვიდებდი ლიფში, წველიდან წველამდე. მხურვალება გამოაქვს.

ვაიმე, ფობია მქონდა მაგ გამაგრებების, ისეთებს წერდნენ იმ ჯგუფში და ყველაფერს ერთად ვაკეთებდი. კი გადავრჩი smile.gif))


happy-go-lucky

ძალიან სტრესულია პირველი შემცირება, აი ძალიან. მახსოვს როგორ ვიყავი. თუ რამეში დაგეხმარება, კიდევ ერთხელ გეტყვი - არაა ტრაგედია, რომ ასეთ დროა უმატებ ფორმულას. მშვიდად მიჰყევი წესებს, თუ გინდა ლაქტაციის შენარჩუნება. თუ ვერ შეინარჩუნებ, ეგ არაა ცუდი დედობა. შენი მენტალური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. ჩვილს ათასი რამე სჭირდება კვების გარდა.

რაც ეხება შენს კითხვას - კი, მასეთ დროს ვიწველიდი და ბოთლით ვაძლევდი.
ასევე - ფორმულა რომხ ეჭამა, მაინც გამოვიწველიდი და დავასტიმულირებდი. რძეს შევუნახავდი და შემდეგ ჭამაზე მივცემდი.ჩემ შემთხვევაში ფორმულას მაგიერ გაყინულს ვაძლევდი და სანაცვლოდ ვიწველიდი.

რძის მომატებაში ფაუერ ფამფ დაგეხმარება. ხოლო ზოგადად სამედიცინო სიმძლავრის იმიტოა კაი, რო ბავშვის წოვის იმიტაციას უკეთ ახერხებს და როცა ბავშვი არ წოვსზ ორგანიზმს მაინც ჰგონია, რომ წოვს. შესაბამისად რძე არ მცირდება. რაც მეტს იწველი, მეტი დგება.

Posted by: lesila90 21 Jun 2023, 22:50
სერაფიტი
მეც ეგრევეე ვარ ისე მეშინიაა. დუში კაი გამახსენე მაგას ვიზავ წინაზე მაგანაც მიშველაა და კომბოსტოსაც დავიდებ.
* * *
გოგოებო ბარემ მაგასაც ვიკითხავ. რომ ვიწველი იმ ბოთლს სტერილიზაციას ვუკეთებ სულ რამდენ ხანს აჩერებთ წყალში? ადუღებული წყალი რომ ჩავასხა და ისე გამომავავლო დავაშავებ? საბავშვო ჭურჭლის სარეცხი სითხით ვრეცხავ თუ გამდინარე წყლით გარეცხვა ჯობს სითხის გარეშე?
* * *
ჭამით კი ყველაფერს ვჭამ ტკბილსაც ვეტანები ხოლმეე ასე მგონიაა ხანდახან რაღაცას ვაშავებ :/

Posted by: სერაფიტი 21 Jun 2023, 22:58
lesila90

ჯერ გარეცხე საბავშვო ჟელეთი, მერე გაავლე ადუღებულ წყალში. თასში ვასხამდი წყალს და იმაში ვავლებდი ყველა ნაწილს სადღაც ნახევარი წუთით რა.შენები რომ დღენაკლულნი არიან, სტრილიზაციას მიაქციე ყურადღება მეტად. ჟელე+თბილი წყალი და ბოლოს მდუღარე აუცილებლად. რომ მოძლიერდებიან, მერე აღარაა საჭირო ყველა წველაზე მდუღარე, ჟელეც კმარა. დამდუღრავ დღის ბოლოს. მერე და მერე უფრო იშვიათად.


მეც ყველაფერს ვჭამდი. ბევრი ვიკვლიე და პირდაპირი კავშირი არაა ნამდვილად შენს კვებასა და მის შებერილობას შორის. ნუ ბებრი ტკბილი არაა სასურველი, დიაბეტის რისკს უზრდისო. მაგრამ გინდება ლაქტაციისას ტკბილი sad.gif დღემდე ეგრე ვარ.

Posted by: happy-go-lucky 21 Jun 2023, 23:20
lesila90
სერაფიტი
აუ მეც გამაგრებების მეშინოდა გიჟურად. მაგ ჯგუფში რო წერდნენ ხოლმე მაგის გავკენის ქვეშ ვიყავი, კი გადავაგორე მშვიდად . თავები მტკიოდა და მალამინო მაჩუქეს და სასწაულო ქნა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რჩევებისთვის გოგოებო. ძაან რთულია რა. ერთხელ უკვე გავიარე ეს გზა სრული კრახით და ახლა მინდა იქნებ უფრო ვიყოჩაღო, მყარ კვებაზე გადასვლამდე მაინც. აი რო ღამდება ნევროზი მაქვს, რო მახსენდება უნდა იჩხავლოს smile.gif)

Posted by: Meilisi 22 Jun 2023, 00:59
happy-go-lucky
ნუ ნერვიულობ ასე და ნუ ისტრესები ყველა პატარა მასეა რაც არ უნდა აჭამო დღისით სულ რეჟიმს მივყვებით მოსაღამოვდება და დაიწყება ღამის 2 საათამდე გამოსვლა . მერე დაიძინებს და დილის 7-8ზე გაიღვიძებს. 3 საათიან შუალედებზეც ძლივს გადავედით. 2 კ ირაა ნანის კომფორტი მივეცი ცოტა დამშვიდდა.მანამდე ვერაფრით ვერძლებდა 3 საათი ჭამიდან ჭამამდე და სულ ტიროდა ვუმატებდი და არეული იყო რეჟიმი თან ჰუმანას გარდა არცერთ არ ჭამდა. ახლა ქვედა 2 კბილიც გამოუჩნდა და ალბათ ეგეც აწუხებს სულ კრუსუნებს. მთავარია დამშვიდდეს და აღარ დავეძებ რას შეჭამს.

Posted by: happy-go-lucky 22 Jun 2023, 02:47
Meilisi
ვაი უკვე კბილები უჩანზ? ❤️

პირველ შვილზე ვიყვი ეგრე, ისე ჭირვეულლბდა ოღონდ რამე ეჭამა და დამშვიდებული, აღარ დავეძებდი ძუძუ თუ ფორმულას.

ამაზე ცოტა სხვა რაღაცას ვდარდობ, რძე რო შემცირდა, მერე მომემატა მაგრამ მოჭიდება მაინც რო შეწყიტა მაგას. მაგრამ რავი ინდსნი იწერევბა ჯგუფში 3 თვის კრიზისზე, იმედია ეგაა, უბრალოდ 2 თვიდან დაეწყო biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 22 Jun 2023, 17:05
happy-go-lucky

დღეს როგორ ხართ? ცოტა დამშვიდდი?


რა სასიამოვნო ყოფილა პირველი მარცვლების მოსმენა. დღეს გამოკვეთილად ტიტინებს - დადადა, გაგაგა. დედას რომ იტყვის პირველად, გაცნობიერებულად, ალბათ ვიტირებsmile.gif))


აუ, კიდე ერთხელ მინდა გკითხოთ ფორმულაზე - ვაპირებ ვიყიდო. სადღაც 10 პაკეტიღა მაქვს მარაგი და მერე დღეში ერთხელ პაკეტის რძის მაგიერ ფორმულას მივცემ. უკვე 8 თვის იქნება ორ კვირაში. რადგან მყარ საკვენსაც ვსინჯავთ, კუჭის მოქმედება იდეალური არ აქვს,ხან ყოველდღე, უფრო ორ დღეში ერთხელ. თუმცა მესამე დღესაც უქნია, მესამე დღეს უკვე ნეო პეკს ვაძლევ ხოლმე. კი ვუწყობ ხელს კვებითაც, მარა მაინც რა.

ხოდა ჩვეულებრივი ფორმულა ვუყიდო თუ კომფორტ ხაზი? ანუ ვთქვათ პლასმონი თუ ლენილაკი? ნუტრილონი თუ ნუტრილონ კომფორტი? მოსანელებლად ეგენი უფრო ადვილია, როგორც ვიცი. შემადგენლობა რამე განსხვავებულია? ასევე ფრისო ვომზეც ვფიქრობ.

Posted by: narkozeli 22 Jun 2023, 17:08
სერაფიტი

მე ასე მირჩია მაშინ პედიატრმა- ჯერ ჭამოს ჩვეულებრივი ხაზიო და თუ რამე პრობლემა გამოიკვეთა მერე ვცადოთ ლენილაკი,ანტირეფლუქსი და ა.შ. ხაზებიო.

პლასმონის ნუტრი უნოს ვაჭმევდი მე. მეორე ნომერი არის 6 თვიდან და იმას ნუტრი მუნე თუ რაღაც ესე ერქვა. 1 წლიდან მესამე ნომერია.
ლენილაკი ვცადე 1-2ჯერ და რავიცი ამას არ ჰქონია არასდროს პრობლემა კუჭ-ნაწლავზე, ამიტომ დიდად სხვაობაც არ ჰქონია. დღეში ერთხელ გადიოდა სტანდარტულად სულ.


Posted by: სერაფიტი 22 Jun 2023, 17:14
narkozeli

მყარი კვების დაწყების მერეც მასე გადიოდა?
დღეში 2-3 იყო ამისი სტანდარტული კუჭის მოქმედება 6 თვემდე. პირველივე კოვზი მყარი კვებიდან აურიაsmile.gif. წესით წლამდე დაულაგდება, მაგრამ არ მინდა კიდე დამატებით "შევაწუხო" მისი კუჭ-ნაწლავი და ეგ იმიტო ვიფიქრე.
ოკ, ჩვეულებრივ ხაზს ვიყიდი მაშინ. ახალ საჭმელებს არ გავასინჯებ ფოემულას პირველად მიღების დღეებში და დავაკვირდები, როგორ იმოქმედებს.


ისე, პლასმონის გარდა, ბაზარზე რომელიმე არის ორიგინალი? თუ ყველა რუსეთში მზადდება? რუსული წარწერები აქვთ

Posted by: narkozeli 22 Jun 2023, 17:16
სერაფიტი

მყარი კვების მერე ორჯერ გადიოდა ხოლმე დილა-საღამოს, სადღაც წლინახევარი ორი წლიდან გადავიდა ერთზე.

QUOTE
ისე, პლასმონის გარდა, ბაზარზე რომელიმე არის ორიგინალი?


მე 4 ვარიანტი მაქვს შერჩეული: პლასმონი, სიმილაკ გოლდი, ჰიპის კომბიოტიკი და ფრისო გოლდი

Posted by: სერაფიტი 22 Jun 2023, 17:22
narkozeli

კი, მშვენიერი ვარიანტები გაქვს. მეც ეგენი მომწონს, პლასმონი, სიმილაკი, ფრისო და ნუტრილონი. პედიატრის აზრიც დაემთხვა. ნუტრილონს მიქებს ჩემი ქიმიის მასწავლებელი თანამშრომელიsmile.gif)) ძაან კაი ფორმულააო. ჯერ ვერ გადავწყვიტე რომლით დავიწყებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომელიმე მოეწონებაsmile.gif)

სენქ იუ<3

პ.ს. მე სიმილაკით ვარ გაზრდილი ბნელ 90-იანებში :დდდ

Posted by: narkozeli 22 Jun 2023, 17:24
სერაფიტი
QUOTE
ნუტრილონს მიქებს ჩემი ქიმიის მასწავლებელი თანამშრომელი


ჩემი და აჭმევდა ხან ნუტრილონს ხან სელიას და ორივეს საშინელი სუნი ჰქონდა, თევზის რაღაცნაირი :/ თორე შემადგენლობით ორივე ევროპულია ფრანგული და კარგი.

QUOTE
მე სიმილაკით ვარ გაზრდილი ბნელ 90-იანებში :დდდ


ჰაჰაა მეც <3

Posted by: სერაფიტი 22 Jun 2023, 17:26
narkozeli

მაშინ სხვა არც იყო მგონი. მაგასაც სადღაც საწყობებიდან ჩუმად ვყიდულობდითო :დდდ დღემდე მაქვს ცარიელი სიმილაკის ბანკა სოფელში, ღილები ყრია:დდდ 34 წლის წინანდელი <3


ჩემი ძმისშვილი 8 წლის წინ სემპერზე გაიზარდა. მაშინ ძაან აქებდნენ და ახლა არ უვარგა სემპერს რძე? ფაფები კი ვიცი, რომ ნაქებია.
* * *
narkozeli

იცი რა დამილინკე? ადრე ახსენე, ჩაიდანი მაქვს, სასურველ ტემპერატურაზე ინახავს წყალსო. აქ იყიდე?

Posted by: narkozeli 22 Jun 2023, 17:28
სერაფიტი

რძეზე რატომღაც დიდად საქებარი არაფერი წამიკითხავს, ფაფებს და ხილ-ბოსტნეულს აქტიურად ვაჭმევდი სემპერს <3

QUOTE
ღემდე მაქვს ცარიელი სიმილაკის ბანკა


დედაჩემიც ინახავს biggrin.gif


* * *
QUOTE
იცი რა დამილინკე? ადრე ახსენე, ჩაიდანი მაქვს, სასურველ ტემპერატურაზე ინახავს წყალსო. აქ იყიდე?


ჩაიდანი არა, თერმოსი მაქვს გორენიესი, და ასევე ჩაიდანიც გორენიესი, ერთად ვიყიდე ორივე.
თერმოსი შენახული მაქვს და ამ ჩაიდანს დღემდე ვიყენებთ ოჯახში ყველა. ზუსტად წამებში ადუღებს წყალს, თერმოსში ანადუღარ-გაგრილებული წყალი მქონდა ხოლმე
* * *
user posted image
თერმოსი შემოდებული მაქვს სადღაც ზემოთ
* * *
ეხლა ერთი სული მაქვს ეს ფორმულა მეიქერ-დისპანსერი ვიყიდო და არც მადუღარა დამჭირდება და არც თერმოსი

Posted by: სერაფიტი 22 Jun 2023, 17:35
narkozeli

აჰა, ოკ. თერმოსები ბევრი მაქვს. ნუ ნელნელა დავამუღამებ,რა.
თუ რამე ვერ მოვიხერხე, აგერ მასტერებს გკითხავთsmile.gif))


არ მჯერა, რომ რძით აღარ მაქვს გამოტენილი საყინულე :დდდ

მადა მოემატა თუ არ ვიცი, კარგა ბლომად სვამს რძეს ამ ბოლო დროს. ერთი პერიოდი აღარ სვამდა ასე. ჰოდა ვეღარ ვეწევი. აღარც მინდა. როგორც დალაგდება, დალაგდეს. საკმარისი ვაჭამე. ახლა მყარი კვება მინდა კარგად დავულაგო და მივაჩვიო ნელ-ნელა ჯანსაღ პროდუქტებს და კარგ გემოებს.

Posted by: happy-go-lucky 22 Jun 2023, 19:48
სერაფიტი
მე სიმილაკს ვაჭმევ.
პირველს ფრუსოს ვაჭმევდი, ყარდა.

დაწყნარების რა გითხრა. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ღამე ჭამა მაგრამ დღე არ იდებს. ძუძუს პროტესტი ხო აარაა ეს? გადავსებული არ მაქვს, მაფრამ მიხურს უკვე ერთი ძუძუ. ჩიკოს ხელის საწველი გადმოვიღე, გამოვიწველე ცოტა , მაგით მივეცი. ახლა ეს არ გამირთულდეს . ხელის საწველი
ძააბ რთულია რა, თან დიდი დრო უნდა.

შენახვა როფორ ხდება რძის, პლასტმასის ბოთლითვე რომ შევდგა მაცივარში, რამდენი წთ შეიძლება?

ეხლა თბილისში არ ვარ , ჩამოვალ და ვიყიდი ალბათ კარგ ელექტრო საწველს. ახლა უნდა გადავწყვიტო, ძვირიანი ამედა ვიყიდო თუ რამე აფთიაქის. მეორად სპექტრაზე არ მიმდის გული.

გამოწველილი რომ მივცე, მერე არის შანსი ძუძუ რომ ჩაიდოს ისევ? ძალიან ბევრი წერს ჯგუფში 3 თვის კრიზისზე. ეს ორი თვისაა ჯერ


Posted by: anibani18 22 Jun 2023, 20:14
სერაფიტი
შაომს აქვს მსგავსი ჩაიდანი. შეგიძლია აპლიკაციით მიუთითო რა დროს რა ტემპერატურის წყალი გჭირდება და დაგახვედრებს. მე ფილიპსის მაქვს, რომელიც ბევრად უფრო ძვირი ღირდა ვიდრე შაომის და იდეაში წყალი უნდა შეენახა სასურველ ტემპერატურაზე მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში ინახავს ჩემი.

Posted by: სერაფიტი 22 Jun 2023, 21:16
happy-go-lucky

შეგიძლია ბოთლით, 3 დღე მაინც ინახება მაცივარში, უკანა მხარეს. ხშირად თუ აღებთ მაცივარს და ირღვევა ტემპერატურა ხშირად, 2 დღეში მიეცი.
არის სპეციალური რძის შესანახი კონტეინერებიც. ასევე ერთჯერადი პარკებიც.

ოთახის ტემპერატურაზე 3 სთ ინახება გამოწველილი.
თუ ჭამა ბავშვმა, ნერწყვი თუ მოეცხო ანუ, მაქსიმუმ 1 სთ.

მაცივრიდან გამოღებისას შეათბე ცხელ წყალში. წყლის ტემპერატურა 50 გრადუსზე მაღალი ნუ იქნება.

რაც ეხება საწველს - სამომავლოდ რას აპირებ, გააჩნია. ამედას გირჩევდი მაინც. აფთიაქისაც 100 ლარამდე ღირს ,მეტი თუ არა. თან ერთთავიანი.

ახლა შეგიცოტავდებოდა, თუ არ წოვდა. მაგის მოყვანას ჩალიჩი დასჭირდება.

ძუძუს პროტესტია ეგ, კი. ჩემსასაც 2 თვისას დაეწყო, პირველ მენსტრუაციაზე. და 1 თვე ვეწამე - ხან ძილში ვაჭმევდი, ხან ბუქნებით, ხან სიარულით და სიმღერით. ჩამოვდნი და ჩამოვხმი. და სამი თვიდან გადავედით გამოწველილზე რა. თან 4 თვეზე სამსახურში გავდიოდი და ბარემ.

ეცადე, ჩაძინებისას მისცე ზოლმე, ან ძილში. მაგ დროს წოვენ ინსტინქტურად.

Posted by: happy-go-lucky 22 Jun 2023, 23:13
სერაფიტი
მეც ასე ვარ ზუსტად, ბუქნები, სიმღერა, ჩაძიმებისას, ასე ისე, ნუ ძალიან რთულია. და გესმის ჩემი დარწმუნებული ვარ.

ეხლა ამ ხელის საწველით ვფოთიალობ რაღაცას biggrin.gif ღამე იქნებ მოწოვოს და დამეწევა საწველიც ალბათ. კვირას ვიქნებო თბილისში .

ახალ წლამდე არ გავდივარ სამსახურში და ძალიან მენანება გაშრობა.

მადლოვა რჩევებისთვის, შენ გკითხავ ხპლ
ე საწველის მოხმარების რჩევებსაც, უფრო
დარწმუნებული ვიქნები.

Posted by: სერაფიტი 23 Jun 2023, 09:42
happy-go-lucky

გამიხარდება, თუ რამით დაგეხმარები.
კი, რთულია, მართლა კოშმარი დღეები იყო. ვერ ვიგებდი, რატომ აპროტესტებდა. ანუ უფრო ნაკადის შემცირებას აპროტესტებდა, ეზარებოდა წოვა.
მეხვეწებოდნენ დედა და დეიდა, დაუმატე ფორმულაო და არა-მეთქი, ამდენ რძეს რა ვუყოთქო, მენანებოდა.
ახლნდელი გადასახედიდან (თეოროულად რომ დავუშვა, მეორე ბავშვზე იგივე დამემართოს), არ დავიტანჯავდი თავს, გამოვიწველიდი და მივცემდი წესიერად. რაც არ ეყოფოდა, ფორმულას შევურჩევდი. სიგიჟე იყო ის 1 თვე ნამდვილიsmile.gif))

არ გაგიშრება, კვირა ზეგაა. დაიწყებ გამოწველას ინტენსიურად, პლუს აწოვებ როგორც შეძლებს და გექნება რძე იმდენი, რომ შერეულზე გეყოლება მინიმუმ. ისედაც ხომ მასე გყავდა.

Posted by: Liza12 23 Jun 2023, 11:36
happy-go-lucky
კანპოლი არიყიდო თუ მარაგის გაკეთება გინდა . მე ვიყიდე 210 ლარი მივეცი მე კი გამოვიყენე გამაგრებების დროს მარა .დარეგულირებულზე ვერ გამოიყენებ. მაგ ფასში მომში უკეთესსს ვიყიდდი

Posted by: სერაფიტი 23 Jun 2023, 19:02
ასეთი თერმოსი თუ გქონიათ? ტემპერატურას ზომავს თან.

user posted image

Posted by: happy-go-lucky 23 Jun 2023, 19:52
სერაფიტი
ანუ ის 1 თვე არ იწველიდი და რას შვებოდი რომ აპროტესტებდა? მე ვერაფერს ვშვებუ. ტირის და მორჩა. დღეს ვერაფრით ჩავადები ე. ღამე სამჯერ კი ჭამა. არ მასკდება მაგრამ მიხურს ძუძუ ისევ ეხლა..


Liza12
ამედა ვიყიდე, ორ თავიანი 350 ლარად. ცოტა დავმშვიდდი, რაღაცა იქნება რა, გამოწველს მაინც მივცემ სანამ გავუქაჩავ. ხვალ სAღამოს მომიტანენ წესით

Posted by: სერაფიტი 23 Jun 2023, 20:17
happy-go-lucky

ის 1 თვე იყო, რო ბუქნებით ვაჭმევდი ან ძილში. სხვა შემთხვევაში ვიწველიდი და იმას.
კი, სულ ვიწველიდი. თუნდაც განაყინი დამემატებინა, სანაცვლოდ ვიწველიდი იმავე რაოდენობას.

მაშინ 2 საათში ერთხელ ჭამდა და ფაქტობრივად საწველზე ვიყავი მიერთებული.

ყველაზე მეტად მთრგუნავდა გადაწყვეტილების მიუღებლობა - რა მექნა, დამემატებინა ფორმულა და ნელ-ნელა გამეშრო თუ შემენარჩუნებინა და სულ გამოწველილზე მყოლოდა. იმიტო რო ბუქნების და სიარულში ჭამის ან ძილის დროებზე დამთხვევის თავი აღარ მქონდა, სულ მაგის კვებაზე ვფიქრობდი.

ხოდა რაწამს მივიღე გადაწყვეტილება, დავმშვიდდი, მოვძებნე ყველაფერი, რაც გამოწველილზე ყოფნის დროს გამიადვილებდა ცხოვრებას და გავაგრძელეთ მასე.

ღამე ოღონდ ძუძუს ჭამდა ძილში. სამი ჭამა უწევდა დაძინებიდან საუზმემდე.

იყო რაღაც რამდენიმე ღამე, რო გაფხიზლდა და არ ჭამა, ავდექი და გამოვიწველე. ეგ ღამეები რთული იყო.

პროტესტმა გადაუარა სადღაც 5 თვე-ნახევარზე. აღარ კიოდა ძუძუს დანახვაზე. თუმცა let down სწრაფი მოსწონს, ამიტომ თუ ძუძუს ვთავაზობ, ისევ ჩაძინებისას, ფხიზელზე ნერვები არ ჰყოფნის ამის წოვის, ბოთლი ურჩევნია. ჩაძინებისას თვითონ ეძებს ხოლმე ზოგჯერ <3

მოკლედ, მთავარია გადაწყვეტილების მიღება და სტრესი მოგეხსნება. რას აპირებ, ეგ მოიფიქრე და აეწყობი მაგაზე.

Posted by: takoo1 23 Jun 2023, 21:11
სერაფიტი
happy-go-lucky
აუ ყოჩაღ თქვენ რა❤️ რესფექთ მე ალბათ ვერ შევძლებდი მიუხედავად იმისა რო ძაან მონდომებული ვიყავი ძუძუ ეჭამა და წლამდე ვაჭამე.
აი რო მახსენდება ის დღეები რძე როცა სადღაც ქრებოდა ისეთი სტრესი იყო რო წოვდა და წუწუნებდა,პიულატეთი ვიჭყიპებოდი ეგ იყო ჩემი მშველელი.
ეს ძუძუს პროტესტი არ ქონია და რა საინტერესოა რატო ხდება საერთოდ?
ანუ რძე არ მოდის ნაკადით და ეზარებათ?
happy-go-lucky
მშვიდობაში და კარგად გამოყენებაში❤️


Posted by: სერაფიტი 23 Jun 2023, 21:29
takoo1
QUOTE
ძუძუს პროტესტი არ ქონია და რა საინტერესოა რატო ხდება საერთოდ?


სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ ეგაა მიზეზი. ძაან გადავსებულ მკერდს იყო მიჩვეული 2 თვე. ასხამდა რძე იმენა. და პირველი მენსტრუ 2 თვის თავზე რო მომივიდა, მოსვლამდე დამეწყო შემცირება. ნუ მე ხო არ ვიცოდი, რა ხდებოდა, არც ვუშვებდი, რო ციკლი დამეწყებოდა, რავი. ჩაიდებდა, წოვდა და ანებებდა ნახევარ წუთში. მერე ისე იყო, რო დაიმახსოვრა ეტყობა, ეს ვიღაცა ქალი ძუძუს მაძალებსო და ჩემს დანახვაზეც ტიროდა რამდენიმე დღე smile.gif)) აქაც ვწერდი, მგონი. ეგ იყო თუ იყო სტრესი.

პიკი ახალი წლის ღამეს დაგვემართა. მთელი 31 დეკემბერი (არასრული 2 თვის იყო, 1 კვირა აკლდა) წოვდა, ანებებდა, მთელი დღე ძილად მივარდა. მეგონა, ძილის დღე აქვს ალბათ-მეთქი. როგორც ჩანს, იმდენად შემცირებული მქონდა რძე, რომ მთელი დღე მშიერი დარჩა. ოღონდ კი არ ტიროდა, ძილად მივარდა. გაიღვიძებდა და უცებ ითენთებოდა.
სადღაც საღამოს 6-ზე კიდევ ერთხელ რომ დაიძინა, აღარ გაიღვიძა 2 საათი, არადა უნდა გაეღვიძა. ვერაფრით გამოვაფხიზლეთ, რეაქცია არაფერზე ჰქონდა, მოწყვეტილი იყო ბავშვი. კინაღამ მოვკვდი.
სასწრაფოს გამოვუძახეთ. პედიატრს დავურეკე. მიზეზს დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ სავარაუდოდ გლუკოზა დაეცა. პედიატრმა, გახადეთ სულო, ბოთლით, შპრიცით ან ნებისმიერი გზით ჩაასხით რძეო. გამოვიწველე და 90 გრამი მოიყუდა. გაახილა თვალი და გეგონება არაფერი მომხდარაოsmile.gif))
სასწრაფო მაგ დროს მოვიდა, ვერ დავაჯერეთ, რო ბავშვს ვერ ვაღვიძებდით.

აი, მაგ დღეს დაიწყო ყველაფერი. გადმოვალაგე ბოთლები, საწველი, და როცა აპროტესტებდა, ვიწველიდი და ვასმევდი მასე. პროტესტმა პიკს მიაღწია 3 თვეზე. ნერვები დამეწიწკნა და მეთქი, აჰა, ჩაეხუტე ბოთლს და ჭამე რამდენიც გინდა smile.gif)

ახლა უკვე ბუნდოვნად მახსენდება ეს ყველაფერი. მაგ გზას მეორედ ვერ გავივლი. აუცილებლად სხვა გზას ავირჩევ (თუ მეორე გავაჩინე).

Posted by: happy-go-lucky 23 Jun 2023, 21:38
სერაფიტი
ერთნაირი სიტუაცია გვაქვს რასაც აღწერ. ისე იმედის მომცემი ხარ ჩემთვის.

იმდენად დიდი სხაობა არის გამოწველილ რძესა და ფორმულას შორის, როცა ჭამს და შემდეგაც (წუხს ფორმულის ჭამის მერე ყოველთვის) , მარტო მაგის გამო მიღირს გამოწველა. თან პირველ შვილზე ისე დავიტანჯე, და სულ ხინჯად მქონდა რომ ვერ ვაჭამე, ალბათ ქვეცნობიერის ამბავიცაა. ზოგადად ძააან თავდაჯერება მომმატა ძუძუს რო ჭამდა ეს ორი თვე, ანუ შემძლებია ამბავი იყო, რადგან პირველს ვერ გავუქაჩე.
ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება ჩემი ამბავი. ხვალ ნათლობის დღე გვაქვს და მთელი დღე ხელოვნურზე მოუწევს ალბათ, ღამე შეჭამს ძუძუდან და მერე ზეგიდან დავიწყებ გამოწველას. პარკებიც ვიყიდე, იქნებ იმდენი იყოს შევინახო კიდეც თქო.

უღრმესი მადლობა მოტივაციისთვის.

Posted by: სერაფიტი 23 Jun 2023, 21:49
happy-go-lucky

არაფრის. <3
ჩემი მოტივაციაც ეგ იყო. 6 თვემდე მინდოდა ბუნებრივი, რომ კუჭ-ნაწლავი ფორმირდებოდა და დედის რძეზე მიჩვეულს არ ამერია რაღაცები. არასდროს არ შეუწუხებია გაზებს ძალიან. მეთქი, ემანდ სანამ ფორმულას მოვარგებ, მოდი გავიჭირვებ. 6 თვიდან კი დავუმატებ.
მერე ისე მოხდა, რო მივეჩვიე ამ რუტინას და პლუს მარაგებით თითქმის 8 თვემდე მოვედით.
8 თვიდან დავუმატებ დღეში ერთ ფორმულას. მერე და მერე მყარიც მოიმატებს.

აუცილებლად გამოგივა. როცა ყველაფრის მექანიზმი იცი, ადვილია მოაგვარო. ადრე ამდენი ინფო არ იყო.

ნათლობისას როგორ შეძლებ, არ ვიცი. მაგრამ იქნებ ხვალიდანვე იწველო, თუნდაც არასტერილურად და გადასაქცევად. მარა სამ საათში ერთხელ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაგდებდი სესიას. სტუმრებიც მოდიოდნენ სახლში, მეც მივდიოდი (სადღაც 4 თვიდან უფრო აქტიურად და მეტი ხნით + სამსახური), მარა ყველამ იცოდა, რო 15 წთ მჭირდებოდა განმარტოება და პროცედურებიsmile.gif))
ისე დამავუღამე სამსახურში - ვიმარაგებდი წინასწარ რამე კაი პოდკასტს და სიჩუმეში ვიჯექი, ვიწველიდი, ვუსმენდი, ვისვენებდიsmile.gif)

ამ სისტემატურობის ხარჯზე არ შემმცირებია.
როგორც კი გადავედი 4-5 საათიან შუალედზე და სესიებიც 7 წუთზე დავიყვანე, შემიმცირდა.

მგონი მიხვდებოდი პრინციპს.

ჰო, შესაგროვებლად, მაცივარში დასადებად, პარკებზე მეტად პლასტმასის კონტეინერები წამადგა. აქაც იყიდება, გამოწერით უფრო იაფია. ფერადი სტიკებით ვაკრავდი, რომელი რა დროს გამოვიწველე და 24 საათის მასალას ერთად ვურევდი, რაც სჭირდებოდა 1 კვებაზე.
პარკები გასაყინად,კი.
* * *
ეს კომტეინერები, bpa free არის.



https://www.trendyol.com/babytime/baby-time-sut-saklama-kabi-p-1387281

Posted by: happy-go-lucky 23 Jun 2023, 21:57
სერაფიტი
ხვალ 19:00 შემდეგ მომიტანენ. იქამდე არ მაქვს საწველი მაინც. ხელით ვერ ვაკეთებ.

ანუ 3 სთ ში ერთხელ უნდა ვიწველო ხო ინტენსიურად? ვნახო რამდემი გამოვა და მერე გკითხავ რაღაც დეტალებს

Posted by: anibani18 23 Jun 2023, 22:08
სერაფიტი
ანუ შენ გამოწველილს აჭმევ მხოლოდ? ყოჩაღ შენ! მაგრი გოგო ხარ! რთული გზა აგირჩევია, ჩემი აზრით :*
გამოწველილ რძეზე იცი რა მაინტერესებს, ხომ ამბობენ დედის რძე ყოველთვის სხვადასხვა შემადგენლობის არისო და ზუსტად ერგება ბავშვის საჭიროებებსო. ნერწყვიდან გამომდინარე, მე როგორც ვხვდები. გამოწველილის შემთხვევაში როგორ ხდება? ყოველთვის ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს?

Posted by: სერაფიტი 23 Jun 2023, 22:42
happy-go-lucky

კი, სამ საათში ერთხელ.
რადგან ეს დღეები ჩაგივარდა, შემციეებული გექნება ალბათ. და შეგიძლია 2 საათში ერთხელ იწველო 2-3 დღე. პლუს ფაუერ ფამფი სცადო ერთხელ მაინც.
ცარიელიც რომ იყოს, ჩვეულებრივ იწველე. არ შეხედო რამდენი გამოდის. ჯასთ 10-15 წთ რამეს უსმინე ან რავი. სტიმულაციაა მანდ მთავარი და არა ის,.რომ ათივე წუთი ონკანივით მორაკრაკებდეს.
თავიდან 15 წუთიანი სესიები მქონდა. მერე მოვუკელი.
მაგეებს შენ თვითონ დაამუღამებ წესით.

მარა ოქროს წესი ეგაა, რომ 3 საათს არ უნდა გადააცილო ( მით უმეტეს ლაქტაციის პირველ თვეებში).

ინსტაგრამზე რამდენიმე ფეიჯს ვაფოლოვებ და იქიდან ვიცი, რომ დღე-ღამის განმავლობაში 120 წთ უნდა იწველოო. გადაანაწილო 10-15 წუთიანებად. 6 თვის მერე შეგიძლია 20 წუთიან 6 სესიად დაყოო.
ნუ მე ასე არასდროს დამითვლია. თან ღამე ბავშვი წოვდა. ჩემით დავარეგულირე რა.
პლუს ემერჯენსიში შენი ფორმულას ჭამს და არ გეყოლება მშიერი. ამიტომ მშვიდად მიჰყევი და დააკვირდი შენს ორგანიზმს.

მერე და მერე შეგიძლია ძუძუ შესთავაზო ისევ და ისევ და იქნებ დააბრუნო. მე აღარ მოვინდომე მაგ კუთხით. იქნება რჩევები მაგაზეც.


anibani18

კი, 4 თვეა მასე მყავს. მარა დღის კვებებზე. ღამით 3 კვება ჭამდა ძუძუს ძილში. და იმედი მაქვს, რომ მაგ დროს იღებდა სიგნალებს ჩემი ძუძუებიsmile.gif))
კი, რთული გზაა. მარა რო ვიცი/ ვიცოდი,სასრულია, არ გრძელდება სულ, გავქაჩე. თვითშეფასებაც ავიმაღლეsmile.gif)

ბოლო 1 თვეა დღეც ჭამს ზოგჯერ, მოთენთილი, ჩაძინებისას.

არასდროს მკიდებია ძუძუზე, დაბადებიდან გრაფიკით ჭამდა, ეგეთი ბავშვიაsmile.gif)


ჩემი რძალი ლაქტაციის კონსულტანტს მეძახის. რამე ბლოგი გააკეთეო. ახლა გააჩინა და მეკითხება ხოლმე რაღაცებს.
მეთქი გამანებე თავი, ერთი სული მაქვს დავასრულო ლაქტაცია popcorn.gif

Posted by: happy-go-lucky 24 Jun 2023, 01:04
სერაფიტი
მეც არ მერთულება იცი. 2 წლამდე არც ვაპირებ, და 6 თვე მალე გავა რა. პირველზე ჯანმრთწლობის პრობლემა მქონდა და ისეთ წამლებს ვსვამდი ვიწველიდი და ვღვრიდი (ოღონდ მგონი შემეძლო მეჭმია, ყბრალოდ ასე მითხრა მაშინ ექიმმა) 2 თვე, ხელის დებილი საწველით, არ ვიცი ელექტრო რატო არ მქონდა :დ მტკიოდა ხელები და ეს ორთავიანი ელექტრო ფამფი ჩემთვის სამოთხეა ზღაპარი))

ძალიან ბევრი წუხს ჯგუფში ამ პრობლემაზე, 3 თვიდან მგონი 10 დან 8 ს ემართება ესე.

Posted by: სერაფიტი 24 Jun 2023, 05:25
happy-go-lucky

კი, 3 თვეზეა რძის კრიზისი. ზუსტად სამ თვეზე დამეწყო, მაგალითად, თმის საშინელი ცვენა. ყველა სხვა სიმპტომიც ემთხვეოდა. 1 კვირა მქონდა ეგ სამი თვის კრიზისი...

ორთავიან ელექტროს რაც ეხება - კაია ძაან რა. არ უნდა დაგენანოს ფული, თუ აპირებ ლაქტაციას. 1 თვის ფორმულას ფულიც არაა, რო დათვალო და მაგით თვეები შეძლებ კვებო.


Posted by: სერაფიტი 24 Jun 2023, 09:52
გოგოებო, ნუტრილონს უწერია 6-11 თვეზე დღეში 3 კვებაო. და რანაირად უნდა გავიგო, რამდენი უნდა ჭამოს ან რა ინტერვალით?
ახლა სამ საათში ერთხელ ჭამს დედის რძეს, 100-120 გრამს. ეს რომ მივცე 150 გრამი, მერე ისევ სამი სთ არ უნდა ჭამოს თუ 4?

ან თუ არ ჭამა 150 და 90 ჭამა, უფრო მალე მოშივდება და მივცე ისევ? თუ როგორაა?
შერეულზე ვისაც გყავთ, იმათ უფრო გეცოდინებათ.



Posted by: happy-go-lucky 24 Jun 2023, 10:15
სერაფიტი
არ უნდა რეჟიმი ხელოვნურს. ახლა ეგეთი მიდგომა არის რომ როგორც ძუძუ, მოთხოვნის შესაბამოსად. რამდენსავ შეჭს და როცა უნდა. იქნებიან ექიმები ვინც რეჟიმს ურჩევენ ალბათ.

ჩათვალე გამოწველილს აძლევ ასე შეხედე. მიხვდები შენ თვითონ
* * *
takoo1
მადლობა.
როცა მონდომებული ხარ, შენც შეძლებდი.
მართლა საშინელი სტრესი არის, ვუსაც არ გამოუცდია ვერ მიხვდება. ჩემის შემთხვევაში, ძაააან გადავსებული ძუძუ უყვარს. ზოგი ხო არ ჭამს ძაან სავსეს, გამოწველე მერე მიეციო რეკომემდაცისც არის. წუხელ მასკდებოდა და აუ ისე ჩაიდო, გადაყლაპა 2 წუთში ჩაცალა. არ დამხრჩვალიყო მეშინოდა :დ

Posted by: Meilisi 24 Jun 2023, 10:21
happy-go-lucky
სერაფიტი
წარმატებები გოგოებო. ვაფასებ თქვენ ნებისყოფას ❤️ მაგდემს ვერ გავუმკლავდი მე.
სერაფიტი ჰუმანა ნუტრილონით შევუცვალე მაწვალა ძალიან. ჯერსაერთოდ არ ჭამდა მერე დაიწყო ჭამა 90 ერთ მიღებაზე ვერ ჭამდა გაგრილებას რომ დაიწყებდა რაღაცნაირად სქელდება მასა უფრო ბლანტი ხდება ისევ მშიერი იყო და ყოველ საათში ითხოვდა 30 გრამს ჭამდა . რამდენიმე კვირა ვიწვალეთ ეხლა ნანიზე გადავიყვანე ცოტა დავისვენეთ აღარ წივის და კივის 3 საათში ერთხელ მიირთმევს.

* * *
happy-go-lucky
უი მართლა დამღალეს ამ ექიმებმა რეჟიმზე ჩიჩინით. მაინც ვერ მოვარგე ეს რეჟიმი როცა უნდა მაშინ ჭამს და რამდენსაც უნდა ხან არ ჭამს 90 ნაკლებს მიირთმევს მერე მალევე შივდება და მე კიდე 3 საათი ვერ ვატირებ ვაძლევ gigi.gif

Posted by: takoo1 24 Jun 2023, 12:39
happy-go-lucky
შეიძლება ხო მარა მაინც მგონია რო დიდი მოთმინება და ნერვები სჭირდება,ასე შორიდან ძალიან რთული მეჩვენება.
ნაწილობრივ რო გამოცდილი მაქ თან ნამდვილად რთულია.
ისე თუ მაგის გამო ჭირვეულობს და აპროტესტებს პიულატე რო დაგელია არ გიცდია?მე შესამჩნევად მივსებდა მკერდს.
აი თავისით მომაწვებოდა ხოლმე უცებ გადამევსებოდა,შადრევანივით ასხანდა ხოლმე ძლივს ასწრებდა ყლაპვას.
სულ არ ვსვავდი პერიოდები მქონდა რო ქრებოდა უცებ რძე.
აი მყარი კვება რო დავიწყე მაშინ გამიმარტივდა უკვე 7 თვიდან.
9 თვიდან ძილის წინაც არ ვაძლევდი ძუძუს,ფაფას ვაჭმევდი ჰიპს ქონდა ღამის ფაფა.მაგას ჭამდა 10სკენ და დილამდე ეძინა.

* * *
სერაფიტი
ეგრე ვერ განსაზღვრავ, დედის რძეს სხვა კალორიულობა აქვს,ფორმულას სხვა.
მგონი დედის რძეს ნაკლებს ჭამენ
მიხვდები შენ თვითონ რო მოუმზადებ.
გაუკეთე ჯერ 150 ნახე აბა ბოლომდე შეჭამს თუ დატოვებს.დააკვირდი და მიხვდები
მაგ პერიოდში გაბრიელი მაგალითად 180ს ჭამდა.ზოგი ცხრილის მიხედვით ჭამს ზოგს ნაკლები უნდა.ზოგი მეტს ჭამს გააჩნია რა ბავშვს უნდა მოარგო.
საათებს რაც შეეხება 3 საათი საკმარისია შუალედი.მე 4ს ვაკეთებინებდი ხოლმე
ეხლაც 240ს ჭამს და 4-4,5 საათში ერთხელ.
იყო პერიოდი 3 საათში ტიროდა ხოლმე
ეგ უფრო პატარა როცა იყო 3-4 თვის მაშინ.
მე ჰუმანას წამომადგენელს რო ველაპარაკე მითხრა მახსოვს რო არ არია საჭირო ესე დაცვა საათების რო მაინცდამაინც 3-4 უნდა იყოს გასულიო.ისეთი შემადგენლობა აქვსო რო ადვილად ინელებს და არ იქნება პრობლემა ცოტა ადრე თუ მისცემო.
სხვა კვებებზე არვიცი როგორაა.
ნუ ყოველ 1-2 საათში ვერ მისცემ ეხლა მარა 2,5-3 საათში შეგიძლია თუკი ითხოვს.
მარა არამგონია მასე მალე მოგთხოვოს.
რამხელაა ეხლა შენი?

Posted by: სერაფიტი 24 Jun 2023, 13:02
happy-go-lucky

აჰა, მადლობა. ეგ მიდგომა მეც გამიგია, რომ აღარაა მკაცრად რეჟიმი საჭირო ხელოვნურზე.

Meilisi

უი, მართლა? ჩვეულებრივი ნახვრეტიანი ბოთლით შეჭამს თუ სქელი ნახვრეტი უნდა?

ეს თუ არა, რიგით მეორეს პლასმონს ვცდი.

takoo1

პედიატრის რჩევით, 30 გრამით უნდა დავიწყო და ყოველ დღე 30 მოვუმატო. ანუ დანარჩენს იმ კვებაზე ჩემს რძეს მივცემ. და მერე შევხედავ, რამდენზე ავა და რამდენ ხანს ეყოფა. იმედი მაქვს, 1 კვებაზე მეტის დამატება არ დამჭირდება დღეში. ვნახოთ.

ახლა 7 თვე-ნახევრისაა. 8 ივლისს გახდება 8 თვის.
ფაფის ჭამას მოუმატა და შესაბამისად მაგ დროს ინტერვალი გაზარდა რძის. 8 თვიდან ალბათ უფრო კარგად შეჭამს ერთ კვებად ფაფას.

Posted by: Meilisi 24 Jun 2023, 13:23
სერაფიტი
ჩვეულებირი ნახვრეტიანიდან შეჭამს. ახლა ნანის რომ ვუსხამ სხვანსირია უფრო თხელი წყალივით და ბოთლზე არ ედება ნადებივით.თან ჩემი პატარაა და ეტყობა არ ქონდა წოვის ძალაც და მაგიტომ ჩხუბობდა.

Posted by: სერაფიტი 24 Jun 2023, 13:45
Meilisi

წოვა იცის გადასარევად smile.gif)

ეგაა, რომ ავენტის ნატურალ სერიის პატარა ბოთლებით ჭამს დღემდე, 125 გრამიანია.
მგონი, მომიწევს დიდით შეცვლა, თუ 120-ზე მეტის ჭამა დაიწყო.
ავენტის დიდიც მაქვს, ძაან მოუხერხებელი ჩანს, საკმაოდ მძიმე და დიდია, მგონი 250 გრამიანია თუ 280. შუშის.

Posted by: takoo1 24 Jun 2023, 20:28
სერაფიტი
კიი დაიწყებს ფაფას.გაბრიელმა დაიწყო ერთი კვირაა,აღარ ჭამს ტირილით
აქამდე სულ წუწუნით ჭამდა,შეეჩვია უკვე.
სუპსაც მიირთმევს უკვე
შეგიძლია უკვე გაასინჯო ხორცი თუ გასინჯა უკვე?
ეს ერთ ჭამაზე ბოსტნეულთან ერთად ჭამს ხორცს აი მწვადის ნაჭერი რამხელაცაა ეგეთ 2 ნაჭერს.ყოველ მეორე დღეს ვაძლევ,ოღონდ
ვუბლენდერებ ჯერ ვერ დაღეჭავს.

ბატატი ვუყიდე დღეს, ქართული შემოსულა.
კარტოფილის მაგივრად ვუკეთებ ხოლმე.
წიწილა მინდოდა აგროჰაბში და არ ქონდათ(

Posted by: სერაფიტი 24 Jun 2023, 21:18
takoo1

ბატატს ვაჭმევ მე ძირითადად კარტოფილის მაგიერ. კარტო არ მიყიდია, სანამ ახალია.

ქათმი ხორცი გასინჯა, პლასმონის.
ნაყიდი მაქვს ძროხა, ინდაური, კურდღელი, თევზი და ეტაპობრივად გავასინჯებ. ყველა პლასმონის.
მერე და მერე ვუყიდი დიდ სუპერმარკეტში და მოვუმზადებ. ნუ ხან ისე, ხან ასე რა. შერეულად ვაჭმევ აფთიაქი/სახლი.

ყოჩაღ გაბრიელს! რა კარგია, აღარ გაწვალებს ჭამაზე. ღეჭვასაც ისწავლის ნელ-ნელა. ალბათ ცოტა-ცოტა უნდა შეურიო ჩაჭყლეტილი +დაბლენდერებული და მოუწევს დაღეჭვა.
იოგურტს აძლევ?
გავასინჯე ორჯერ, აფთიაქის, ბეიბიბიო და ჰუმანა. ჰუმანა მოეწონა, ბეიბიბიო ისე რა. თუმცა კიდე ვაპირებ მიცემას. ბეიბიბიო ჯობია შემადგენლობით.



Posted by: takoo1 24 Jun 2023, 21:39
სერაფიტი
წითელი კარტოფილი ვნახე აგროში დღეს ძველი და ვიყიდე რავი.
ისე სად აპირებ ბოსტნეულის ყიდვას როცა სახლში დაიწყებ მომზადებას?
ბარბალეში ვყიდულობდი ხოლმე უსასუქო ქონდათ,აღარ არიან ეგენი და სად ვიყიდო არვიცი.
ხოო ხილს ვუხეხავ მაგალითად,ბანანს პირდაპირ ვაძლევ.პურსაც ჭამს ღეჭავს უკვე.
ხორცს ვერ დაღეჭავს ჯერ შანსი არაა.

რძის ნაწარმს ვერ ვაძლევ მეsad.gif კაზეინზე აქვს ალერგია რძის ცილაზე.
მე ხო ეს სპეც კვებაზე მყავს.
წლამდე მინიმუმ არაფერი არ შეიძლება რძის ნაწარმი.
არც რძიანი ფაფა.
დამეჩაგრა ცოტა და ვცდილობ სხვა რაღაცეებით შევუვსო.

Posted by: სერაფიტი 24 Jun 2023, 22:48
takoo1

ა,უი, ხო,.გამახსენდა ალერგიული რომაა. არაუშავს, წლამდეც რაღა დარჩა.

ბოსტნეულს ვუმზადებ ხოლმე ახლაც სახლში. ბაზარში ვყიდულობ, ან კარფურში. გლდანში ვცხოვრობ და აქედან აგროჰაბი შორსაა.
შეიძლება ვაშავებ, მაგრამ რაზეც ხელი მიმიწვდება, იმას ვყიდულობ.
არასეზონურს არაფერს ვაჭმევ. ზოგადად, მეც ასე ვარ გაზრდილი - არასდროს ვჭამდი, მაგალითად, ზამთარში ბადრიჯანს ან კიტრი/პომიდორს. დღემდე ასე ვარ.
სხვა მხრივ კი რაც შემოვა სეზონზე, ბაზარში ვუყიდი ხოლმე.
ძაან სასუქ- სტერილურად ვერ გავზრდი.

Posted by: ივლისი 24 Jun 2023, 23:32
ხილ-ბოსტნეულს მეც ჩვეულებრივ ბაზარში ვყიდულობ. ძროხის და ქათმის ხორცს ახლობლებისგან მცხეთაში. თევზზე ვერ ჩამოვყალიბდი სად რა მეყიდა , თან ფხებიც რომ არ ჰქონოდა საერთოდ, და ჰიპის დავუწყე. თევზი ბროკოლით, ნაღები და ატრია. ძალიან მოეწონა. კვირაში ერთხელ ვაძლევ. წლის მერე ფორმულას 3 ნომერი მივცე თუ პასტერიზებული რძე ვეღარ გავიგე . თითქოს ისევ ფორმულაო აქ დაიწერა.

Posted by: Iceicebaby 24 Jun 2023, 23:37
ეს ნახეთ აბა, წერტიში ჩამოაქვს პროდუქტები, გამოგადგებათ

https://www.facebook.com/biosamkura?mibextid=LQQJ4d

Posted by: takoo1 25 Jun 2023, 00:21
Iceicebaby
აუ ძაან დიდი მადლობა:** არიცი როგორ გამახარე ეხლა.ბარბალეს პონტია ალბათ
ეხლა ვნახე საიტი.
თან ყაზბეგზეა ეგ წერტი ახლოსაა რა კაიაა❤️❤️❤️❤️ მომეხსნა ეგ პრობლემა მგონი)))
სერაფიტი
მე ძაან ვნერვიულობ მაგ საკითხზე მინდა რო 2 წლამდე მაინც ჭამოს უსასუქო და ა.შ
პირველი ეგრე გავზარდე და ეს ყველაფერში მეჩაგრება და ვიგრუზები))
ივლისი
თევზი აგროსააქ სანდო.ხორცი ისეთი თემაა ზოგადად ყველგან ვერ იყიდი ბავშვისთვის თუ სანდო არაა.მე ძაან მეშინია

Posted by: სერაფიტი 25 Jun 2023, 12:16
takoo1
QUOTE
მაინც ჭამოს უსასუქო და ა.შ
პირველი ეგრე გავზარდე და ეს ყველაფერში მეჩაგრება და ვიგრუზები))


კი, მართალი ხარ. ყველანაირად ჯობია.

Posted by: Tua 25 Jun 2023, 14:21
takoo1
სამყურას ჩამოაქვს წერტიში და კიდე ვაჟაზე მოდულის წინ შეაქვზ, ოღონდ გაითვალისწინე რომ ჩამოდის 1 საათშჯ არაფერი აღარ აქვს ხოლმე smile.gif) მაგის ცუკინია ვჭამ ხოლმე მე ალადებს ვიკეთებ და ხელიდან მაცლიდნენ 11ის წუთებზე რომ მივედი ისიც მეგონა ადრე მივედი თქო რადგან მანდვე ვმუშაობ ყაზბეგზე.

აგროჰაბის თევზზს არენდოთ 3 ჯერ მოვუბრუნე აყროლებული დორადო და სიბასი user.gif მაგის მერე სახეზე მცნობენ და ლაყუჩებს ვსუნავ ხოლმე smile.gif)

Posted by: takoo1 25 Jun 2023, 14:49
Tua
ვაჟაზე სად ფერმერი როა?
აუ 10 საათზე სად დავერჭო მანდ:/
წერტიში ჩამოდის ხოლმე ხო ცოტახნით როგორც მივხვდი? კვირაში ერთხელ მგონი
ამ ფერმერს მგონი სულ აქვს სხვადასხვა პროდუქცია.

სად ყიდულობ თევზს აბა?
აგროს ეგ როგორ შეეშალა მთელი მთავრობა შოუ ბიზნესი და პრეზიდენტიც კი მანდ დადის ცოტა გასაკვირია biggrin.gif


* * *
გოგოებო მოცვი ალერგიული ხო არაა?
დღეს გასინჯა გაბრიელმა კიარადა ძაან ბევრი ჭამა ვერ გამოვაცალე და მერე დავფიქრდი))

Posted by: Tua 25 Jun 2023, 15:01
takoo1
ჰოო ფერმერში, კვირაში ორჯერ ჩამოდის ნიკა წერტიში. თევზი რაც ორსულად ვქრ არმიყიდია , თუ ვყიდულობ ისევ აგროში ვყიდულობ მაგრამ შევდივარ შიგნით ვახსნევინებ ლაყუჩებს და ვსუნავ , ვერკვევი კარგად თევზეულობაში და სუნით ვხვდები ეგრევე როგორია , ბათუმის ბაზარშიც კი ვერ მატყუებენ დახლს ქვევიდან ამოაქვთ ჩემთვის თევზი ეს საშენო არ არისოsmile.gif)) ზაფხულში შარშან ბათუმიდან წამოვიღე სპეციალური გადასატანი საყინულე მაცივარი მაქვს ბაკურიანში რომ დავსივართ გაყინულო პრპდუქტების გადასატანად და მაგით წამოვიღე

მოცვიც და ყველა ხილი ალერგიულია 1-2 ცალი უნდა გაასინჯო და მერე მისცე , კუჭში კრავს მოცვი გაითვალისწინე

Posted by: adeline 25 Jun 2023, 22:27
სერაფიტი
ალიექსპრესიდან მუსლინების ლინკი რომ დადე, 1 ცალია შეფუთვაში ხომ?

Posted by: სერაფიტი 26 Jun 2023, 09:45
adeline

კი, ერთი ცალია.
სამი გამოვიწერე მე და ერთნაირი ხარისხია ყველა, ნახატებია სხვაობა.
ცოტა სქელი თუ გინდა, ტრენდიოლიდან გამოვიწერე 2 ცალი. ერთს პლედად ვიყენებ და მეორეს - გასამშრალებლად.



ჩაინიკური კითხვა - ამ ფორმულას დიდი გულმოდგინებით ვანჯღრევ, მაგრამ გინდ ნაზად ვანჯღრიო, გინდ ცოტა უხეშად, მაინც იკეთებს ქაფივით, ბუშტუკებს. და ეგ როგორ ავირიდო? კია ბავშვი უკვე დიდი, მარა მაინც არ მინდა ზედმეტი ჰაერი ყლაპოსsmile.gif)

ასევე - მითითების თანახმად, 40 გრადუსზე ვხსნი და 100 პროცენტით არ იხსნება - რამდენიმე თეთრი წერტილი (არა კორკოშელები, იმენა წერტილები,გრანულები რაცაა), კედლებზე რჩება.

რია ვქნა?smile.gif)

ჰო, გემო მიიღო, არანაირი რეაქცია არ ჰქონია. გუშინ 30 მივეცი, დღეს 60. წესით, ორგანიზმმაც მიიღო. უჩვეულო არაფერი მოჰყოლია.

Posted by: adeline 26 Jun 2023, 09:54
სერაფიტი
ტრენდიოლის ლინკი შეგიძლია დამიდო? თუ არ შეგაწუხებ :*

Posted by: სერაფიტი 26 Jun 2023, 10:35
adeline

სიამოვნებით გიზიარებ,რა შეწუხება <3
ნახე ფერები
ზოგი ფერი იაფია ოდნავ.

უი, აღარ ყოფილა სხვაობა. ახლა ვნახე.
არაუშავსsmile.gif)


https://www.trendyol.com/zeypba/yesil-ekru-cift-tarafli-muslin-4katli-muslin-bebek-cocuk-muslin-ortu-100-pamuk-110x110cm-p-63828243?from=orders&merchantId=193428&boutiqueId=61

Posted by: narkozeli 26 Jun 2023, 10:58
სერაფიტი

წრიულად უნდა ანჯღრიო და არა ზევით ქვევით და ნაკლებ ბუშტუკს იკეთება :*
კორკოშელებს რაც შეეხება, ფორმულის სტრუქტურაზეა ზოგი მარტივად იხსნება, ზოგი ცოტა რთულად. შენ რომელს აჭმევ? პლასმონი ადვილად იხსნებოდა და უგემრიელესი სუნი ჰქონდა ხოლმე ლამის მეც დამელია biggrin.gif მარა პლასმონს 70 გრადუსი უნდა ანუ მაღალ ტემპერატურაზე იხსნება შედარებით

Posted by: ივლისი 26 Jun 2023, 11:02
სერაფიტი
ზოგი ფორმულაა თვითონ ისეთი , ბუშტუკებს იკეთებს. ჩემი გამოცდილებით სემპერი იყო ასე. სიმილაკი არ იკეთებს საერთოდ. არ აჯანღრიო აბა. ხელში ატრიალე უბრალოდ ბოთლი. იქნებ ნაკლებად აქაფდეს. გახსნა თუ უჭირს, ცოტა უფრო თბილში გახსენი და მერე ცივი წყლით გააგრილე . მაჯაზე რომ დაიწვეთებ, არ უნდა გწვავდეს. კარგია ადვილად რომ მიიღო ბაიამ.

Posted by: სერაფიტი 26 Jun 2023, 11:16
narkozeli
ივლისი

მადლობა.
წრიულადაც ვქენი, მაინც გაიკეთა. ნაკლები, მაგრამ მაინც.
დაოსტატება მაკლია ან ფორმულას ბრალია.smile.gif)
ნუტრილონი მივეცი. კორკოშელები არ აქვს, მალევე იხსნება, უბრალოდ რაღაც რაოდენობა, ძაან ცოტა, ბოთლის კედლებზე წერტილებად ჩანს რა. 40 გრადუსზე ვხსნი, როგორც აწერია შეფუთვას. და ფაქტობრივად აღარ ველოდები გაციებას, რადგან რომ გაიხსნება, უკვე კაი გრილია.

ააბა 45 გრადუსზე ვცდი.

narkozeli

არ აქვს ცუდი სუნი და გემო ნუტრილონ პრემიუმის 2 ნომერს. რადგან მიიღო, აღაე შევუცვლი. მეორე ნომრად პლასმონი მქონდა, მგონი არ დასჭირდება.



Posted by: narkozeli 26 Jun 2023, 11:22
სერაფიტი

ეგ არაუშავს, არაფერია :*

მეც არ შევუცვალე და არასდროს სხვა ფორმულა არ გაუსინჯავს სამშობიაროდანვე ერთიდაიგივეზე მყავდა. თუ ბავშვი კარგად იღებს, არ შეუცვალო სწორია :*

Posted by: adeline 26 Jun 2023, 11:55
სერაფიტი
მადლობა :*
ალიექსპრესზე სამი ავარჩიე მეც და თითოეულზე ცალ-ცალკე მთხოვს მიწოდების საფასურს 13 ლარამდე. ასე გადაიხადე შენც?

Posted by: სერაფიტი 26 Jun 2023, 12:04
adeline

არა, მე უფასო შიფინგით ავარჩიე. მაშინდელი კურსით 15 თუ 17 ლარი გამოვიდა.
ზუსტად ის ლინკი ვეღარ ვიპოვე, რატომღაც ჩემი შეკვეთების ისტორია ცარიელია, ალიექსპრესი ურევს ბოლო დროს.
კიდე ვნახავ, აბა.

მანდ ბევრნაირი მუსლინებია და ყველა არ ვარგა. ზოგი უხეშია და გასამშრალებლად არ გამოდგება.


Posted by: takoo1 26 Jun 2023, 12:06
სერაფიტი
ფორმულას გააჩნია,რანაირადაც არ უნდა ანჯღრიო მაინც გაიკეთებს.
ერთი წელია მაგას ვაკეთებ თითქმის)) ვხელშიც გავხდენი თბილშიც მარა მაინც იკეთებს,ბუშტუკებს არაუშავს,ჩემი არ იხსნება რაღაცნაირი სტრუქტურა აქვს 5 წუთი მაგის ნჯღრევაში ვარ,მარჯვენა ხელი დამეკუნთა biggrin.gif
ემანდ ვინმემ რამე არ იფიქროს gigi.gif gigi.gif
შეცვლას რაც შეეხება ნუ შეუცვლი გთხოვ,შეიძლება არც არაფერი მარა ისე ვარ შეშინებული ჩემი შემთხვევის მერე ყველას ვაფრთხილებ ხოლმე.

Posted by: სერაფიტი 26 Jun 2023, 12:10
adeline


აბა, აქ ნახე. უფასო შიფინგს მიჩვენებს.

https://m.aliexpress.ru/item/32776509007.html?sku_id=12000017733801576&spm=a2g2x.productlist.search_results.7.65214aa6LSp5iH
* * *
takoo1

ჰო, მახსოვს შენი და გაბრიელის ამბები. არა, არ ვაპირებ შეცვლას. დავაკვირდები კუჭის მოქმედებას და თუ რამე, ამავე ბრენდის კომფორტ ხაზს მივცემ. თუმცა ეს უკვე დიდია და დილაობით სემპერის ქლიავს ვაჭმევ, ან მსხალს. ეხმარება მონელებაში.
დღეში 1 კვება ფორმულა დამჭირდება ამ ეტაპზე, დანარჩენს ისევ ვიწველი. და ცოტა ხანში ვნახოთ.

Posted by: takoo1 26 Jun 2023, 12:14
adeline
მოიცა თუ ვნახე დაგილინკავ:*

https://www.trendyol.com/zeypba/su-yesil-muslin-4katli-muslin-bebek-cocuk-muslin-ortu-100-pamuk-110x110cm-p-62266812

user posted image
ნახე დაბლა ფასთან free cargo აწერია.
ზედმეტი არ უნდა მოგთხოვოს.
20 ლარი გამოდის სულ.
* * *

აუ რა ნერვები გაქვთ biggrin.gif რა დაბანს ამას მთლიანად უნდა შევაგდო სკამ-მაგიდიანად აბაზანაში biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 26 Jun 2023, 17:36
takoo1

აჰაჰაჰა, ეს ნახე <3
ძალიან კმაყოფილი კია,რა გინდა.

ვაიმე, მთელი დღე ბავშვის საჭმელს და ძილს ვუნდები. გამოწველა, გარეცხვა,ჭმევა - შუალედებში მყარი,.ისევ რძე, შუალედებში ძილი. მერე თავიდან.

სამსახურში მინდაsmile.gif))

თაკო, სუპერგმირი ხარ მართლა, მარტო ორ ბავშვთან.

შემოვწუწუნდი, ბოდიში :დდდ

Posted by: Tua 26 Jun 2023, 17:51
სერაფიტი
ზოგი ფორმულა ეგეთი სტრუქტურისა უბრალოდ. მითითებულ გრადუსზე ცხელში არუნდა გახსნა თუ 40 აწერია 40ში გახსენი . ძალიან ჯღრევაარუნდა წესით რავიცი მე ჯერ წყალს ვაახავდი და მერე ვუმატებდი ფორმულად ადვილაად იხსნებოდა ფრისო ვომიც კი რომელიც ფაფასავით სქელია.

Posted by: narkozeli 26 Jun 2023, 19:24
სერაფიტი

ჩემთვისაც ყველა გოგო ვინც ბავშვთანაა მთელი დღე, გმირია ჩვეულებრივად. მე სულ ვაღიარებ ხოლმე რომ ვერ შევძლებდი. ძაან ცუდი დედა ვიქნებოდი, უხასიათო და გადაღლილ მოჩხუბარი :დ

takoo1

ვაახ მართლა ნერვები უნდა ბლვ-ს მარა მყარად ვაპირებ რომ ვცადო, ძიძას გავატარებ მანამდე ტრენინგებს და მომზადებულები დავხვდებით ორივე

Posted by: adeline 26 Jun 2023, 21:34
takoo1
სერაფიტი
ოქროს გოგოები ხართ, მადლობა :*
კარტერსის საიტიდან გადამზიდის მისამართს უთითებთ თუ საქართველოს ფოსტით ჩამოგაქვთ? იუსთუჯორჯია მაქვს და მაგითი ჩამოგიტანიათ კარტერსიდან?

Posted by: happy-go-lucky 26 Jun 2023, 21:39
adeline
გადამზიდი.
უს2ჯეო მქონსა ადრე, მერე ფოსტალონი მარა ძააან აგვიანებენ. ახლა ინექსზე გადავდივარ, მაგას აქებენ თან ბევრი ქვეყნები აქვს.

Posted by: სერაფიტი 27 Jun 2023, 00:15
Tua
მადლობა<3

narkozeli

კი, უკვე ავჯუჯღუნდი:დდდ
ველოდები ახალ სასწავლო წელს. :დდ

adeline
უსა2ჯორჯიათი ვიწერ. კარტერსზეც მათი მისამართი მაქვს დასეივებული.

happy-go-lucky
ივარგა ამედამ?smile.gif)

Posted by: happy-go-lucky 27 Jun 2023, 04:34
სერაფიტი
მე მგონი კი . ამაზე ძლიერი ვერხ წარმლმოდგენია რავი, აქაც არ ვიყენებ მაქსიმაურ სიმძლავრეს.

რძე მაქვს შემცორებული ძალოან, 40 მლს ვიღებ 15 წთში (ერთი ძუძუდან მხლლოდ 10 მლ), მაგრამ რაც არის ეს აროს, სულ არაფერს კი ჯობია. ეგ რომ არ მეყიდა შანსი არაა ვერ გავქაჩავდი, 2-3 დღეც და დოსტინექსის დალევა მომიწევდა. ახლა ღამე 2- 3 ჯერ ჭამს ძუძუს, და ნუ 150 მლ მდე იღებს დღე ბუნებრივ რძეს.. ისს, მე არ მერთულება, 3 სთში 15 წთ მართლა არაფერია რავი. თუმცა სულ ბოთლების რეცხვა სტერილიზაზოაში ვარ biggrin.gif

Posted by: takoo1 27 Jun 2023, 10:03
სერაფიტი
მიჩვევაა ყველაფერი biggrin.gif დედაჩემი რო მეხმარებოდა მაშინ უფრო ვწუწუნებდი მგონი აი მარტო რო დავრჩი ორთან მერე მივხვდი რა დარხეული მქონდაbiggrin.gif
ეხლა მესამე რო გაჩნდება ალბათ ამაზე ვიტყვი რა მაწუწუნებდა თქო biggrin.gif
user posted image
* * *
adeline
მე უსშოფით ჩამომაქ ხოლმე ყველა საიტიდან თურქულის გარდა.
7$ია კილო

Posted by: narkozeli 27 Jun 2023, 10:17
adeline

მე ვიწერ კარტერსიდან აქტიურად. უსათუ ჯორჯიათი.
ფოსტალონს საუკუნეები დასჭირდა და შევეშვი

Posted by: სერაფიტი 27 Jun 2023, 10:58
happy-go-lucky

დოსტინექსის გარეშეც გაგიშრებოდა, რამდემინე დღეც და...

ჰო, მთელი დღე მაგათ რეცხვა-სტერილიზიცას მიჰქონდა. მე 2 საათში ერთხელ ვიწველიდი პირველი თვე. +დააძინე ბავშვი ესა ისა და სხვა აქტივობებს ვეღარ ვქაჩავდი ბავშვთან, მინდოდა დასვენება ყველაფრისგან.
თუ გაქვს დრო, რამდენჯერმე ფაუერ ფამფი სცადე. ასევე 2 საათში წველაც შეგიძლია. მოსამატებლად გეუბნები. თორე შემცირებით არ შეგიმცირდება, აწი თუ ასე გააგრძწლებ.
პლუს კარგი კვება და ძილი. :*

Posted by: happy-go-lucky 27 Jun 2023, 17:44
სერაფიტი
კვებას ვერ ვახერხებ. არ ვიცი რა დამემართა, ჩემს ძალებს აღემატება, მადა არ მაქვს. და თან დროც არ მაქვს ზოგჯერ მართლა ჭამის.

ფოვერ ფამფი ვერ მოვახერხე ჯერ. ვიზამ აუცილებლად. დღეს კარგად მაქვს უფრო რძე, 70 გამოვიწველე 15 წუთში , გამიხარდაsmile.gif)
ღამიდან დილის პირველი კვების ჩათვლისთ, ჯამში 3ჯერ ჭამს. დღე არ იდებს, რა მოვლენაა ვერაფრით ვერ ვხვდები. მაინც რა. იმედიანად ვარ იქნებ ჩაიდოს ძუძუ დღეც ოდესმე. თუ არა და სულ არაფერს ღამე რო ჭამს ეგეც საქმეა და დღეც ვუგროვებ 1-2 ჭამას.

მადლობელი ვარ შენი❤️



დღეს პირველი აცრა გავიკეთეთ. პირველ შვილზე ისე ვინერვიულე მახსოვს, და ეხლა ამაზე საავადმყოფოში იმდენი ატირეს კათეტერი და ანალიზებზე, და 40 მდე სოცხე რომ გამოვცადე უკვე, ეხლა რეაქციაც არ მქონდა და არც სიცხეს რო მიაცემს მაგისი არ მეშინიაsmile.gif)


Posted by: Anabeli111 27 Jun 2023, 18:45
სერაფიტი
სკოლაში აღარ დადიხარ? ჩვენ კურიკულუმებს ვწერთ და მიწევს გასვლა. თან ბებო უკვე გავუშვით "შვებულებაში", დედა ჯერ არ დაუთხოვიათ და მიწევს თაიას წაყვანაც :დ ♡ დავიკარგე..

მართლა გმირობაა მხოლოდ ბავშვთან ყოფნა და სახლის საქმეებით დაკავება ♡

Posted by: სერაფიტი 27 Jun 2023, 20:26
happy-go-lucky

მოიმატებდა აუცილებლად სისტემატური წველით.
ძაან მიხარია <3 ყოჩაღ.
ესეც სამჯერ ჭამდა 6 თვემდე ღამე ძუძუს. ზუსტად ერთნაირი სიუაცია გვაქვს. 6 თვიდამ ამოაგდო 1 კვება. 8-ზე ჭამს ძილის წინ ბოთლით. მერე 2 ან 3-ზე ძუძუს და 7ის ნახევარზე წოვს ისევ ძუძუს. ვსო, ორჯერღა აქვს ძუძუ, დანარჩენი 4 კვებიდან 3 ისევ გამოწველილი და 1 ფორმულა. ამასობაში მყარ კვების რაოდენობას უმატებს ნელნელა და ნუ მოკლედ, ავეწყვეთ რა, აღარც ვფიქრობ ძუძუზე დავაბრუნო.

კვებას ცოტა მაინც მიხედე, ცოდო ხარ. მიახმარე რამე ვიტამინი ლაქტაციის. ელევიტს ვსვამ მე პირველი დღიდან. დაჟე ორსულობიდან.


Anabeli111

არა, გენაცვალე, კურიკულუმები და ამბები წინა ზაფხულებში ვწერეთ. მარა სიარული არ გვიწევდა, სახლიდან ვაკეთეთ, ონლაინ ვხვდებოდით. ძაან მიკვირს, პანდემიის მერე რატომ ვერ მიხვდა ხალხი, რომ ონლაინ ბევრი რამის კეთება შეიძლებაsmile.gif)

თან მე ხო გადავდივარ სხვა სკოლაში. იქაც არ მუშაობენ ზაფხულში, აგვისტოს 25-ში გადიან. ჰოოოდა ვარ ასე, ანიტას მიწებებული. ქალაქგარეთ ვერ გამყავს ჯერ, ივლისის მეორე ნახევრიდან გავალთ წესით.

როგორაა თაია? <3

Posted by: takoo1 28 Jun 2023, 00:00
user posted image
გოგოებო ეს რა ჯანდაბაა ხო არ იცით?
ერთი ცალი ქონდა და ეხლა შევამჩნიე რამოდენიმე

Posted by: Anabeli111 28 Jun 2023, 00:28
სერაფიტი
ძირითადად, ჩვენც ონლაინ ვხვდებით, მაგრამ რამდენჯერმე მისვლა გვიწევს მაინც..

თან ტრენინგიც მიწევდა და საღამოს მაგას ვესწრები..

თაია კარგად არის ♡ მაგრამ ცოტა ხასიათი აერია.. სულ ხელში უნდა და უნდა,რომ სულ ვატარო :დ ხოდა ვიცი, რომ არ უწევენ რეკომენდაციას, მაგრამ ჭოჭინაზე დავფიქრდი..

takoo1
ვარდისფერ პიტირიაზს ჰგავს, თითქოს ..

Posted by: takoo1 28 Jun 2023, 00:32
Anabeli111
user posted image
მე უფრო ამას ვამსგავსებ
ეგ პიტირიაზი რა ჯანდაბაა

Posted by: სერაფიტი 28 Jun 2023, 10:28
takoo1

პედიატრს გაუგზავნე, რა. ალერგიას აშკარად არ ჰგავს. არც ბატონებს მგონი.
ისე როგორ გრძნობს თავს ბავშვი?


Anabeli111

ხო, ხანდახან მისვლას რა უჭირს. ადრე რო იყო, მგონი ახლაც, საჯაროებში - ყოველ დღე ატარებდნენ ივნისის ბოლომდე. არაფერს აკეთებდნენ, მარა ხელს აწერდნენ რაღაცას, რო იყვნენ. დედაჩემი მუშაობს საჯაროში და მაქედან ვიცი.
ჩვენც სკოლის დაარსების პირველ წლებში მასე ვიყავით, მარა პროგრამებზე ვმუშაობდით და მართლა ბევრი საქმე გვქონდა. ახლა აღარ, დისტანციურად გავასწორე ექსტერნების ტესტებიც დაჟე.

გოგო, ხელში აყვანას ანიტაც ხშირად ითხოვს, მე ან დედაჩემს გვთხოვს. სხვებს იმდენად არა. ჩვენ ორზე აქვს მოჯაჭვულობა, როგორც ვხვდები, რადგან ყველაზე მეტ დროს ჩვენთან ატარებს. როგორც ვიცი, 7 თვიდან ეწყებათ განშორების შფოთვები ასე 2 წლამდე. შეიძლება ამიტომ. ვცდილობ, ავიყვანო, ჩავეხუტო და მერე ისევ დავსვა ხალიჩაზე. იქვე ვარ, იმავე ოთახში და ველაოარაკები. სათამაშოებით ან რაღაც ნივთებით ერთობა. თუ წუწუნს დაიწყებს, იისევ ავიყვან, ცოტას გავატარებ და ვსვამ.

ყველაფერთან ერთად, წელი ძაან მტკივა უკვე, 9 კილოს ასცდა და არაა მარტივი ამისი ხელში ჭერა. თან არ მინდა, ძალიან მიეჩვიოს ხელში.

Posted by: Anabeli111 28 Jun 2023, 10:35
სერაფიტი
საღამოს არასდროს დამიტოვებია. კურსელები შევიკრიბეთ და ძილის დრო რომ მოვიდა, ვეღარ გააჩერეს ჩემებმა.. მეუღლეც არ იყო სახლში. ხოდა ვფიქრობ, ახლა ეშინია, რომ არ დავტოვო? არ ვიცი.. დაემთხვა რაღაცნაირად, შეიძლება.

თან სახლში რომ მხედავს დღისითაც, სულ ძუძუ უნდა.. მყარ კვებას დიდად აღარ ეძალება.. წარამარა მეფხოტება მკერდზე :დ

ცერა თითები სულ ღრძილებში აქვს. მოკლედ რთული პერიოდი გვაქვს :დ

Posted by: ninunin 28 Jun 2023, 11:42
takoo1
ვარდისფერ ფიტირიასს გავს, კანის ექიმთან მიიყვანე, ქავილი იცის მაგნს და ნაძვისხის ფორმით მრავლდება აი რო შემოახვიო ნათურები ნაძვისხეს სიგრძეზე სპირლურად მასეთი ფორმა აქვს ხოლმე ლაქებს ანუ ეგრე მიყვება ერთმანეთს თანმიმდებრულად , მაგრამ დერმატოლოგი აუცლებელია, იქნებ სხვა რამეა

ხალხო, ველოსიპედი მინდა ჩემი 2 წლის ბიჭისთვის და თან მინდა რომ პედლები ქონდეს, ისეთი რომ სძვრებოდეს და ბალანად კეთდებოდეს, მხოლოდ ბალანს ველო არ მინდა და რაც ვნახე ეგეთები ყველა 3 წლიდან არის და სად ვიშოვო 2 იდან ნორმ ხარისხის რომ იყოს

Posted by: სერაფიტი 28 Jun 2023, 13:15
Anabeli111

ზუსტაად. ქორწილში ვიყავი და ღამის ძილის დრო რომ მოუვიდა, ვერ დააძინა დედაჩემმა. სულ აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებდაო და ტიროდა. მერე ცოტა ჩაიძინა და ტირილით გაიღვიძაო. მალე დავბრუნდი,დავაწყნარე, მიცინა, მეფერა და მთელი ღამე ეძინა მერე.
რანაირები არიან <3

შენი თან ძუძუს ბაიაა და კიდე მეტად უნდა ახლოს ალბათ. ჩემსას კიდია ძუძუ-შმუძუ. რაღაც პერიოდი მთხოვდა, ახლა ისევ არ იდებს.
მყარს ხან კარგად ჭამს (კარგში ვგულისხმობ 3-4 სუფრის კოვზის ოდენობას), ხან არ. რაღაცები უყვარს - გოგრა, ქლიავი, მსხალი - ამთავრებს ერთ სემპერს მთლიანად. რაღაცებს კი 2-3 ჩაის კოვზის ოდენას თუ ჭამს.

ნუ დააძალებ, კბილების თემაც აქვს ეტყობა. წესით დაუბრუნდება.

ისე ,ყოველდღე სთავაზობ ხო მყარს? ბოსტნეულს რას და როგორ აჭმევ? ხორცი და რძის ნაწარმი მიეცი ხო?

Posted by: takoo1 28 Jun 2023, 13:37
ტრიდერმი წავუსვი და დღეს გაღიავებული აქვს ძაან ბაცად ეტყობა,
მე რატომღაც ლიქენი მგონია.
user posted image
ესე ქონდა ჩემ დისშვილს ადრე და სოფომ ლიქენი უთხრა.ოღონდ უკვე სოკოშია გადასულიო პამპერსთან ქონდა და ჩაუხურდა ალბათ.
ტრიდერმი დაუნიშნა და 3 დღეში აულაგა.

გუშინ მყავდა მე პედიატრთან ბრონხიტი აქ ისევ facepalm.gif
ზეგ უნდა მივიყვანო ისევ და ამასსც ვაჩვენებ იქამდე თუ არ გაუარა

დერმატოლოგი ვინ იცით? არასდროს არ დამჭირვებია

Posted by: სერაფიტი 28 Jun 2023, 19:15
გოგოებო, ორი ფორმულას შერევა შეიძლება? ანუ ერთი ბრენდის ორი ხაზის- პრემიუმის და კომფორტის? ორივე 40 გრადუსზე იხსნება.

Posted by: iratta_26 28 Jun 2023, 20:15
სერაფიტი
მე ვურევდი ფრისო გოლდს და ვომს, პედიატრმა დაუნიშნა.

Posted by: takoo1 28 Jun 2023, 22:06
სერაფიტი
ერთი ბრენდის შერევა კი შეიძლება.
მე მაგალითად ჰუმანას რო ვაჭმევდი ხან ჩვეულებრივს ვაძლევდი ხან ანტი კოლიკს.
შეგიძლია კი

Posted by: სერაფიტი 28 Jun 2023, 22:22
აშკარად შეკრა ნუტრილონ პრემიუმმა და ნუტრილონ კომფორტი ვუყიდო მინდა.
ალბათ, სანამ გაივლის ადაპტაციას ორგანიზმი. არადა დღეში 1 კვება აქვს მხოლოდ ხელოვნური...

Posted by: Liza12 29 Jun 2023, 00:00
takoo1
სოსო კობახიძე ძლიერია ძაან

Posted by: takoo1 29 Jun 2023, 01:42
Liza12
მადლობა ლიზაა:**

Posted by: happy-go-lucky 29 Jun 2023, 10:14
სერაფიტი
შერევაში რას გულისხმობ?

takoo1
დერმატოლოგზე უფრო, მე გირჩევ ალერგოლოგთან მიიყვანო და კანის ამბებშიც ერკვევიან ძალიან კარგად. ნინო მჭედლიშვილი ან ნინო ლომიძე შემიძლოა გირჩიო ალერგიის ცენტრში. უფრო მჭედლიშვილი, პედიატრიც არის. ტრიდერმი მგონი სწორად წაუსვი, ვარდოსფერ პიტირიაზზე ინიშნება , თუმცა ბავშვებზე
არასოდეს მინახავს ეგ პიტირიაზი.


Posted by: takoo1 29 Jun 2023, 10:45
happy-go-lucky
კი ორივეზე ტრიდერმს ნიშნავენ
სოკოვანზეც ეგ ინიშნება.
მე პიტირიაზი არ მგონია უფრო ლიქენია. სახეზე ქონდა ლუკიანესაც მახსოვს პატარა რო იყო და ტრიდერმმა მოურჩინა.

ძაან გაუღიავდა უკვე მოყავისფრო გახდა. იმედია არ დამჭირდება წაყვანა ჯერ ამის ბრონხიტზე ვარ გადართული
user posted image

Posted by: happy-go-lucky 29 Jun 2023, 15:34
takoo1
ბავშვებზე არ მინახავს ეგ და ვერაფერს გეტყვი, აინტერესოა საიდან ჩნდება.

სერაფიტი
აუ დღეს მე-5 დღეა რაც ვიწველი და დღეს გამთენიიდან საშინელი წვის შერძნება მაქვს მკერდის თავი და არეოლაზე, და მიხურს. ზომაში კარგია საწველი როგორც ვნახულიბ. ემართებათ ვინმეს ესე ნეტა თუ მე გამირთულდა? ხო არ გსმენია ლაქტაციის ჯგუფიდან? sad.gif

Posted by: სერაფიტი 29 Jun 2023, 16:29
happy-go-lucky
QUOTE
შერევაში რას გულისხმობ?


ვთქვათ, 1 კოვზი პრემიუმი, 2 კოვზი კომფორტი. გემოს პონტში და სისქის, უფრო დააბალანსებსთქო. შეიძლება ეგრე ნეტა?
დღეს ვიყიდი კომფორტს, ვნახოთ, იქნებ მხოლოდ კომფორტიც მიიღოს. წერენ, ცოტა მწარეა და ცოტა სქელიო.


რაც ეხება შენს წვას - მსმენია, მარა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწველის თავი არასწორი ზომაა ან რძიანა აქვთ. რატო უნდა გეწვოდეს? მე არ გამომიცდია. ლანოლინის კრემს ისვამ წველის მერე? გიშველოს იქნებ. თუ რძიანაა - ნისტატინის კრემი.

უშუალოდ წველისას დისკომფორტი გაქვს?

Posted by: narkozeli 29 Jun 2023, 16:54
happy-go-lucky

23-ე კვირაში ვარ და ხსენი ჩამიდგა რამდენიმე დღეა. ამ დილას რომ გავიღვიძე ისე მეწვოდა ეს თავები და არეოლა. სველივით იყო უფრო სწორად მიმხმარივით და ახლაც მეწვის ლიფი რომ მაცვია და ეხება მაწუხებს. ხვალ მაქვს გინეკოლოგთან ვიზიტი და ვკითხავ აუცილებლად. თუ შეიძლება რამე წავისვა

Posted by: Liza12 29 Jun 2023, 17:18
narkozeli
მე ვისვამდი ბეპანტენს . ბიოლაინიც შეგილია თავისუფლად. ხსენი მდიოდა თავისით და თავები მისკდებოდა. ისე მეშინოდა მეგონა რომ დააიწყებდა ბავშვი წოვას სულ დამისკდებოდა მაგრამ კარგი მოჭიდება ჰქონდაა და უმტკივნეულოდ დაიწყო ჩემი ლაქტაცია

Posted by: ლიკუნა@ 29 Jun 2023, 17:24
happy-go-lucky
კი, მე მქონია მასე პირველ ბავშვზე (სხვათაშორის ჩვენ აქ ერთად გავაჩინეთ პირველი, ახლა სხვა ნიკით ვარ..) და თაფლიანმა კაკლებმა მიშველეს.. თავიდან მქონდა ეს პრობლემა, მერე აღარ, კაკლებიც აღარ დამჭირვებია
სერაფიტი
მახსოვს 5 წლის წინ იგივე როკ ვკითხე პედიატრს არაო, მარა წამდაუწუმ ცვლიან ყველაფერს და ახლა არ ვიცი რამდენად რეკომენდებულია მასე შერევა

Posted by: takoo1 29 Jun 2023, 18:01
სერაფიტი
ეგრე შერევა ერთმანეთში არვიცი არამგონია.
და რატო ურევ ეგრე?
ერთი მიცემა ის მიეცი და მეორე ის.
ცალცალკე გაუკეთე.
* * *
happy-go-lucky
გაგიღიზიანა უეჭველი,ალბათ მიჩვევა უნდა
რამე წაისვი რო არ გაგირთულდეს

Posted by: სერაფიტი 29 Jun 2023, 18:53
takoo1

გემოს გამო. კომფორტი მწარეა ცოტა,სქელიც. თუ არ მიიღოთქო, პრემიუმს შევურევდი. ვნახავ აბა,იქნებ მიიღოს.
ისედაც დღეში 1-ხელ ჭამს მაგას და თუ მიიღო, კომფორტს მივცემ მაგ ერთხელ

Posted by: Meilisi 29 Jun 2023, 19:13
სერაფიტი
ნურტილონ კომფოტრს ვაძლევდი დამღალა თავიდან სანამ თბილი იყო იწყებდა ჭამას, რომ გრილდებოდა თან სქელდებოდა მერე აღარ ჭამდა ტირპდა ბრაზობდა. ნანის კომფოტრი მივეცი. ეხლა სულ შეკრულობა აქვს და პედიატრმა მითხრა პლასმონის ლენილაკი მივცეთო. ხვალ ვიყოდი . ისე არც იმ ნუტრინოლზე ჰქონდაკუჭის მოქმედება ბრწყინვალედ

Posted by: სერაფიტი 29 Jun 2023, 21:25
Meilisi

წეღან ვაჭამე ძილის წინ, 120 გრამი დაცალა ერთი მოყუდებით, სად აცადა გაგრილება. მეტს არ შეჭამდა ახლა. ნუ მე ერთი კვება მჭირდება ამ ეტაპზე და დანარჩენი დედის რძე აქვს ისევ. შევხედავ ახლა 1 კვირა, ვაცდი. ნეო პეკესაც მივცემ დილაობით, ქლიავსაც, ესა ისა. ხელის შეწყობა ისედაც სჭირდებოდა ამის კუჭის მოქმედებას მას შემდეგ, რაც 6 თვისა გახდა და მყარკ დაიწყო. იქამდე არასდროს შეკრულა, დედის რძეზე იყო და დღეში 2-3-ჯერ კუკავდა <3

მოკლედ, ვაცდი ახლა. თუ არადა ლენილაკზე გადავალ მეც, აქებენ ლენილაკს ძალიან. დაწერე აბა, რას იზამს შენი ლენილაკზე.

Posted by: happy-go-lucky 30 Jun 2023, 01:25
სერაფიტი
ეგრე შერევა არა მგონია, არ გამიგია ნამდვილად.

takoo1
ლიკუნა@
narkozeli
სერაფიტი
მოკლედ, ამერიკულ ჯგუფში გავწევრიანდი ლაქტაციის, რამდენიმე დღის წინ. ხოდა იქ დავწერე ჩემს პრობლემაზე, ლაქტაციის სპეციალისტები არიან. ფოტო გამაგზავნინეს ტუმბოში როგორცაა ძუძუს თავი, და თავი გაიგიჟეს თუ მაჩ დიდიაო. არც მიფიქრია რომ დიდია ზომით ეს საწველის თავი. ხოდა რა ზომაც მითხრა ის შევუკვეთე, ხვალ მომიტამენ. მომი პირიქით მეიბნება დიდი გინდაო, მაგრამ რავიცი იმ ქალებს უფრო ვენდობი. მე მგონი ცალლე პროფესიაა ეს ლაქტაციის კონაულტანტი იქsmile.gif)
იმედია ზომის ბრალია.

ლამის თბილისში ჩამოვიდნენ ისე მწერენ და იმდენი რჩება მომცეს, და ჩვენთან დავწერე და .. ეს ტონი არ შემიძლია რაsmile.gif)


ბიოლაინის ბალმი წავისვი, თუ მიშველა.
ვაზოსპაზმი მაქვს მე მგონი. მე-5 დღეს დAმეწყო. არ ვიცი რა. მეშინია ცოტა. ესე ვერ გავაგრძელებ. ხო იმათ მითხრეს შეცვალე
თავის ზომა, თორე დავემართება მასტიტი გამაგრებები და რძეც ჩემცირდებაო. უფრო მაგიტო შევუკვეთე სასწრაფოდ..

ეს ბოლო ცდაა, თუ ვერ წავიდა ეა პროცესი კარგად, გავიშრობ ალბათ. 2.5 თვე მაინც ხომ შევძელი....,.

სერაფიტი
წველის შემდეგ უფრო მეწვის და მტკივა.



ლიკუნა@
რა ნიკით იყავი?

Posted by: სერაფიტი 30 Jun 2023, 02:18
happy-go-lucky

ვაზოსპაზმი რამდენჯერმე მქონდა მე, როცა წოვდა ბავშვი. საწველზე არ დამმართნია. 2-3 დღეში თავისით გაიარა, არაა საშიში. ნახე ვაზოსპაზმზე ჯგუფში,შეილება ეგაა. სითბო უნდა და გავა. არ შემიწყვეტია წოვა მაგ დროს. კი, იცის უშუალოდ წოვისას ტკივილი ვაზოსოაზმმა და წოვის მერე, გაელვებითი ტკივილები და წვა. სისხლძარღვის თემაა - ვიწროვდება და ფართოვდება, სისხლის მიწოდება ფერხდება ძუძუს თავში. არ სჭირდება დიდი მკურნალობა, ცოტა სიფრთხილე, სითბო სჭირდება. თუ ეგაა.

მე მაინც საწველის თავზეც ვეჭვობ.გაიზომე კარგად?
მე სილიკონის ინსერტებს ვიყენებ.24 მმ თავები 19- მდე მაქვს დაპატარავებული. თან არბილებს სილიკონი საწველს. ხო არაფერი 5 მმ, მარა ნამდვილად უფრო კომფორტულად ვიწველი ამ ზომით. გაიზომე თავი მილიმეტრით?

აი,ესაა ინსერტი.

https://www.amazon.com/dp/B09KXGR7CV/ref=sspa_mw_detail_3?ie=UTF8&psc=1&sp_csd=d2lkZ2V0TmFtZT1zcF9waG9uZV9kZXRhaWw

ნახე ეს ფოტოც, შენს ზომას ამატებ 2-3 მმ-ს, რადგან წველისას/ წივისას დიდდება. ანუ მაქვს 16-17 მმ, ასე გაზომვით და 19 მნ ვიყენებ თავებს,სილიკონით. 24 მმ მეგონა კარგად მქონდა არადა. ვიზუალარად მასე ჩანდა.

Posted by: happy-go-lucky 30 Jun 2023, 04:48
სერაფიტი
უკვე შეშუპებულია როცა გავიზომე და ვეღარ გავიგე. 25 მაქვს ეხლა და იმ ამერიკელმა ქალმა ძაან დიდიაო. ასე მომწერა those flanges are much much too large for your nipples and that is likely the cause of any discomfort or redness and also may cause clogs/mastitis/decreased supply. არადა კარგი ზომა მეგონა.

21 მირჩია ასე შორიდან. 23 მაინც არ ჰქონდა მომის და 21 ვიყიდე. ეგენი პირიქით მეუბნებოდნენ , უფრო დიდი უნდა აიღოო, გადავირიე. მგონია პირიქით ოატარა მინდა, არაა დიდი მკერდი და კერტი რავი.

აუ ეგ ინსერტები რა კაია, 69 ლარი ვთხლიშე ასლა წყვილ Aხალ თავში. მარა სხვა გზა არ მქონდა. მაშინ უნდა გავიშრო. იწერ ამ ინსერტებს? თუ სადმე აროს ?

ხო ევ ვაზოსპაზმი არასოწეი ზომის გამპ მგონია და თუ არ შევცვალე მეეჭვება მეშველოს.

ბრძოლაა რა.....

Posted by: სერაფიტი 30 Jun 2023, 07:02
happy-go-lucky


ვაზოსპაზმს არასწორი მოჭიდება აჩენს. შესაბამისად არასწორი ფლანჯით წველაც გააჩენდა.

კი, ვიწერ ინსერტებს. იბეიზეცაა, ამაზონზეც.

აუჰ, როგორ გაწვალდი და რო არ ნებდები <3 იქნებ გიშველოს ზომის შეცვლამ?

გაიზომე, ფლზ, რომ ჩაცხრება <3 რამდენი გქონდა შეშუპებულზე?

Posted by: ლიკუნა@ 30 Jun 2023, 07:19
happy-go-lucky
იმდენჯერ გამოვცვალე, ვერ გავიხსენე, მოვძებნე და დავსქრინე

Posted by: happy-go-lucky 30 Jun 2023, 08:29
სერაფიტი
ვერტიკალირად რომ ვიზომავდი 1.5 ჰორიზონტალურად 2.5. უცნაურია. თვალით რომ ვუყურევ, თუ მეუბნებიან რომ ეს დიდია, 21 წესით კარგი უნდა იყოს. შენ 19 მდე რომ გაქვს, ძალიან პაწაწინა თავები გაქვს? მე ვფოქრობ აი არაორსულობაში როგორიცაა ნორმა ეგეთი მაქვს ისევ. ზოგს გაცილებით დიდი აქვს ხოლმე ლაქტაციისაას.

არ ვნებდები, არ მინდა ვინანო . მინდა ვიცოდე რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. ან/და იქნებ ეხლა კრიზისული პერიოდია და გადაიაროს. მაგრამ ამ ყველაფერს მაკეთევინებს ის რომ ვხედავ სხვაობას, ფორმულა/დედის რძის ჭამისას/შემდეგ როგორ გრძნობს თავს. თან ჯერ მაინც დეჯრეტში ვარ და მთავარი ჩემი 24/7 საქმე ამაზე ზრუნვაა, და ვთვლი ვალდებული ვარ.

ლიკუნა@
უფ ეს პოსტიც ჩემი ბიჭის აუტანელ გაზებზე და ღებინებებზეაsmile.gif)

❤️

ძალიან ახლო მეგობრები და უძვირფასეაი ადამიანები მაჩუქა მაგ დროის ფორუმმა. ისე მიყვარს ეგ დრო. გამიხარდა რომ
მომწერე

Posted by: anibani18 30 Jun 2023, 09:16
happy-go-lucky
გამოწველა რომ მახსენდება, ძუძუს თავები მეწვის და მტკივა. ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის გამოწველის პროცესი. ეს მშველოდა ძალიან, ნახე რა შენც. საოცრად მიამებდა გაღიზიანებას და ტკივილს. აქ მგონი მაზერქეარს აქვს
Lansinoh Hpa Lanolin for Breastfeeding Mothers, 1.41 Oz (Pack of 3) https://a.co/d/aoZx1GE
user posted image

Posted by: სერაფიტი 30 Jun 2023, 12:16
happy-go-lucky

უი, არ ვიცი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სხვადასხვა გაზომვაა? სხვაობა დიდია 25 და 15 შორის. მე როგოეც მაგ სქრინზეა, ეგრე ვქენი, ამოვჭერი ფურცელი და მერე ის ამოჭრილი გავზომე. კი, მე პატარა თავები მაქვს, ნუ არაორსულს რაც მქონდა, იგივე. მკერდიც არ გამზრდია ლაქტაციისას, არც თავები.

მესმის შენი. კი, სცადე. მეც მაგ ცდების გამო ვიცი ამდენი და მთელი ლოჯისტიკა მაქვს დალაგებულიsmile.gif))

აი,ანიბანის მიერ დასქრინულ მალამოსაც აქებენ. ტრენდიოლზე იაფადაა უფრო, ვიდრე ამაზონზე.

Posted by: happy-go-lucky 30 Jun 2023, 20:38
anibani18
მადლობა. ბიოლაინის ლანოლინოს ბალმი მაქვს და ეგ წავისვი გუშინ. დღეს ისეთი ცანძარი აღარ მაქვს.

სერაფიტი
მომიტამეს პატარა ზომა და აშკარად უკეთესია თვალითაც კარგადაა. გამპწველითაც მეტი რძე გამპვიდა იცი? არ ვიცი დაემთხვა თუ თავის ბრალია

Posted by: narkozeli 30 Jun 2023, 23:09
გოგოებო მამქოზის საწველი გაქვთ ვინმეს? ღირს შეძენა? ერთთავიანი თუ ორთავიანი?

დიდხანს არ ვაპირებ მაგრამ რამდენ ხანსაც გავქაჩავ რომ გამოვიწველო. ავენტის ელექტროთი უკმაყოფილოა ჩემი დაქალი. სუავინექსის მექანიკური მაქვს მე, ელექტრო არც დამჭირვებია წინაზე.
რას ფიქრობთ, ღირს ყიდვა? მაქს 2-3 თვისთვის

Posted by: სერაფიტი 30 Jun 2023, 23:27
happy-go-lucky
QUOTE
გამპწველითაც მეტი რძე გამპვიდა იცი? არ ვიცი დაემთხვა თუ თავის ბრალია


არ დაემთხვა. ეგრეა. სწორი ზომა - უკეთესი მიბაძვა წოვისა - მეტი რძე.
კარგი იქნება, თუ ცვეთად ნაწილებსაც დროულად შეცვლი. ამედასი არ ვიცი, სპექტრაზე ვიცი რა როდის იცვლება. დაგუგლე აბა ამედასი. ეგეც მოქმედებს. ანუ ვაკუუმი უნდა იყოს იდეალური, რა. ეგაა მთელი სისტემა. მაგიტოა მძლავრები კარგი. და მერე მოდის უკვე თავის სწორი ზომის მნიშვნელობა +ცვეთადი ნაწილების მოვლა/ცვლა. სილიკონის ნაწილებია ცვეთადი რეალურად.

narkozeli

მამქოზი მძლავრი არაა და როგორც არამძლავრი, დაახლოებით ერთია ყველა. თავიდან გადავსებულ ძუძუზე გამოიტანს. რომ დარეგულირდება - ვეღარ. ზოგს 2 კვირაში ურეგულირდება, ზოგს 2 თვეში.
მე გირჩევ იბეიდან ოფენ ბოქსი გამოწერო რომელიმე მძლავრი, მაგრამ იაფიანი შედარებით. აი ამედა, ან ლანსინო. ლანსინო 50.დოლარად მოგივა. თუ 70-80 დოლარს გაქაჩავ, სპექტრაც მოგივა თავისუფლად. თუ ხშირად არ იხმარ, ცვეთადი ნაწილების გამოცვლაც არ დაგჭირდება ხოლმე. მარა დროსაც დაგიზოგავს 2 -თავიანი და შედეგსაც.
10, მაქს. 15 წუთში 1 კვებას იწველი და უტოვებ. ამას ერთთავიანით ვერ იზამ.


P.s. მამქოზი მგონი ერთ ჩინურ ბრენდში ამერია და სამეეიცინო სიმძლავრისაა ეგ? ახლა დავგუგლე და მგონი მძლავრია. ასეთ შემთხვევაში why not. კაი არჩევანია. თუნდაც ის 3 თვე რატო უნდა იწვალო და იჯახირო. იყიდე ნორმალური <3

Posted by: narkozeli 30 Jun 2023, 23:37
სერაფიტი

დიდი მადლობა, დავსერჩე ეხლა ის ბრენდები რაც მითხარი.

მამქოზი კი საკმაოდ ძვირიანია მარა მგონი მაინც არაა სამედიცინო სიმძლავრის.
ისე ავენტი მე მძლავრი მეგონა და ვერ მოერია ჩემი დაქალის მკერდს

Posted by: სერაფიტი 30 Jun 2023, 23:45
narkozeli

ავენტი ოვერფრაის არის. არანაირი სიმძლავრე არ აქვს, მარა სპექტრაზე ძვირიაsmile.gif))
მამქოზი მოსახერხებელია, ლიფში იდება, მარა ნუ ისეთი მძლავრი არაა, როგორც ამედა ან სპექტრა. ავენტს და სუავინექსს აჯობებს ცოტათი.

აი 1 თვის წინ გამოიწერა ჩემმა რძალმა 80 დოლარად ცისფერი, უსადენო სპექტრა. იბეიდან, ახალი. ანუ ძაან კაი ფასია, აი ძაან. მე სადენიანი მაქვს, ეგეც ეგრე ღირდა. ძაან ვირია სპექტრა მართლა რა. გამქრალ რძეს აჩენს smile.gif)) პროსტა მე მომბეზრდა და აღარ ვიწველი ხშირად და შემიმცირდა, თორე აი 3 დღე უნდა და თუ ხშირად ვიწველე, ეგრევე იზრდება რაოდენობა, აგერ გადია 8 თვე მშობიარობიდან.

ლანსინო და ამედა 50 დოლარად ასევე კაი ფასია. აქებენ ორივეს.

ანუ მომიში რომ ფასები აქვს საწველებს, ეგ არ აიღო ორიენტირად, ძვირად ყიდიან ეგენი. 1 კვირა სტალკე იბეი, ცოტა შეევაჭრე და კარგს იშოვი კარგ ფასად.

აფთიაქის საწველები, 100-150 ღირს ერთთავიანი. რავი. გადაყრაა ფულის. ორსულობაშივე ჩავატარე ეგ რისერჩი.

Posted by: happy-go-lucky 30 Jun 2023, 23:57
narkozeli
მე მგონი ამ მომის აქვს ამერიკულები კარგები რაცაა მხოლოდ. ამერიკულ მგუფებშიც მხოლოდ ამ საწველებს ახსენებენ. 350-550 ლარის ფარგლებშია.

სხვა მაღაზოებს ჩინურები აქვს მგონი.

ლანსონოE მითხრა მომიმ ეგ არაა მძლავრიო. დარეგულირებულზე ანუ. თორე თავიდა თუ ჩამაგრენა არაა, წესკთ ყველა მოერევა.

ორთავიანს გირჩევ.


სერაფიტი
აუ ძალიან აჭრილი ვარ და მხოლორ ერთ კითხვაზე მინდა პასუხი რომ დავმშვიდდე. შეიძლება ასე შერეულ კვებაზე რომ მყავს? ხან ჩემი, ხან ფორმულა.. ამ ფორმულასაც არ ჭამს დიდად ბევრს. გაზები აწუხებს კატასტროფულად. ჩემი კიდე იმდენი არ მაქვს რომ სულ მივცე, 40-60 ვიწველი 3 სთში და ვერ ვაგროვებ რა.

როგორ მივხვდე რომ გაცვდა ნაწილი?

Posted by: სერაფიტი 1 Jul 2023, 00:12
happy-go-lucky
შერეულ კვებაზე გყავს, რატომაა ცუდი? პედიატრსაც დაეკითხე. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ცუდი არაა. შენი რძიდან ანტისხეულებს იღებს. ღამე ძუძუზეა თან. დღეც 1 ან 2 კვება გამოსდის ბუნებრივი. ხელოვნური აბალანსებს დანაკლისს.
რაღაც რეჟიმი გაუკეთე - დამატება დღის პირველ ნახევარში ხო არ ჯობს და მეორე ნახევარში, საღამოსკენ შენი რძე? რომ ღამე თუ წუხს, უფრო ადვილად მოინელებს დედის რძეს. რადგან ამბობ, ფორმულაზე წუხსო.
ან იქნებ არასწორი ფორმულაა?
მაგრამ ჯერ 3 თვისა გახდეს, გადალახოს გაზები.
მოკლედ, mix feeding ნახე აბა, იქნება ინფორმაცია. მე ძირითადად მასე ვშვრები, ვატარებ ხოლმე კვლევას, როცა რაღაც ძაან მაწუხებს. ინფორმაცია არის შვება ჩემთვის.


აი, ნაწილების შეცვლა. წერია დღეში რამდენჯერ იწველი და რა შემთხვევაში რას ცვლი.
ყველაზე ცვეთადი და ნაზია აი პატარა თეთრი სილიკონი რომაა. ეგ რომ პირს ოდნავ დააღებს, ვაკუუმი ირღვევა. ამიტომ მე თვეში ერთხელ ვცვლი. წერია კიდეც, 3+ ვინც იწველის დღეში, მასეა რეკომენდებული. ნუ ხან 2 თვეში ერთხელ. გარეცხვა-გაშრობისასაც დაინდე ეგ ნაწილი. პირი არ დააღებინო.
3 თვეში ერთხელ ვცვლი აი მრგვალი დისკივით რომ სილიკონია.
ფლანჯებს და პლასტმასის ნაწილებს, მე თუ მკითხავ, არ უნდა გამოცვლა, თუ არ დაზიანდა.

Posted by: Iceicebaby 1 Jul 2023, 00:50
narkozeli
ლანსინოს საწველს ვიყენებ გადასარევად, ორიანია თან და მშვენიერ ფასად

https://ty.gl/vgi0nnkn0g

Posted by: takoo1 1 Jul 2023, 01:16
სერაფიტი
https://www.trendyol.com/ameda/mya-joy-tekli-hastane-tipi-tasinabilir-elektrikli-pilli-gogus-sut-pompasi-p-322572545?boutiqueId=61&merchantId=188142

ესაა ამედა?

Posted by: სერაფიტი 1 Jul 2023, 02:19
takoo1
კი. ეს ერთთავიანია მგონი. ვერ ვერკვევი ამედაში. Hapoy go lucky იყენებს აგერ. ორთავიანი ჯობია.
იბეიზე უფრო იფია, აქ ძვირი ჩანს...

Posted by: Tua 1 Jul 2023, 10:20
happy-go-lucky
ლანსინოს და მადელას იყენებენ ამერიკაში სამშობიაროებში სამედიცინო სიძლიერის საქველად ითვლება და საკმაოდ კარგია ლანსინოც. უბრალოდ მომის უდევს ცეცხლის ფასი.

შერეულზე ბავშვის ყოლა ნორმაა არანაირი პრობლემა არაა უბრალოდ რთულია ძალიან , ცალკე რომ უნდა იწველო საწველით , ღამეც რომ უნდა იწველო სანამ ბავშვს სძინავს იმის ნაცვლად რომ შენ დაიძინო მე ეგ გამიჭირდა ყველაზე მეტად

Posted by: lilythedall 1 Jul 2023, 10:34
გამარჯობა

Posted by: სერაფიტი 1 Jul 2023, 12:26
Tua


საოცარი ფასი ადევს მომიში საწველებს. და ამიტომ ხალხს ჰგონია, ძვირი ღირს კარგი საწველი. აფთიაქში კანპოლის ბანძ ერთთავიან საწველში 200 ლარს აძლევენ. ვინც მეკითხება, ყველას ვურჩევ იბეიზე ნახონ. 200 ლარად გადასარევ ორთავიან მძლავრ საწველს იყიდიან.
მესმის, შეიძლება არც დაგჭირდეს, მაგრამ ათას სისულელეში რომ ხარჯავენ, ათას ფინტიკრუშკაში ფულს, მართლა აუცილებელი რაცაა, იმისი ყიდვა სჯობს.

მეც ვფიქრობდი, არ დამჭირდებათქო. ბოლობოლო გავყიდდი ცოტა იაფად და ეგ იქნებოდა. ან ვათხოვებდი ვინმეს. მაგრამ დამჭირდა. საწველში ინვესტიცია გამართლებული მგონია.

რაც ეხება შერეულ კვებას - ახლა რასაც უცებ გადავხედე, ყველაზე დიდ "რისკად" ამგვარი კვებისა რძის შემცირება სახელდება. ბევრმა არ იცის, რომ როცა ხელოვნურს უმატებ, სანაცვლოდ იმ დროს უნდა გამოიწველო, თორე, ცხადია, ნელ-ნელა გაბრუნდება რძე. ჯერ რო დღეში ერთს უმატებ, მერე ორის დამატება მოგიწევს და ასე. ამიტომ გადადიან მალევე შერეულიდან სულ ხელოვნურზე.

მაგრამ თუ ეს იცი, საფრთხე არაა. მაგალითად, მე დღეში 4-ჯერ ვიწველი, ანიტა ჭამს 5-ჯერ. ანუ ზუსტად ვიცი, რომ 1 დამატება უნდა მივცე და 4 - დედის რძე + 1 ღამის ჭამა ძუძუ. თუ გადავალ დღეში 3 გამოწველაზე, მომიწევს 2 დამატება მივცე და 3 - ჩემი რძე.
მკაცრად უნდა იქნეს დაცული გრაფიკი და შერეული კვებაც შეიძლება თვეები, კი.
ღამე წველას რაც ეხება - ზოგი ჭამს ღამე ძუძუს, happy go lucky-ს ბავშვიც ჭამს ღამე ძუძუს. ვფიქრობ, არაა აუცილებელი ღამე წველა. შეიძლება ისე დაალაგო გრაფიკი, რომ ძილის წინ გამოიწველო და მერე გაღვიძებისას. რამდენიმე ღამეში რძე აღარ შეგაწუხებს ძილში და თუ ბავშვი გაცდის, გამოიძინებ. ხოლო თუ არ გაცდის და შია, უბრალოდ ხელოვნურს მისცემ. დღე კი კვლავ გრაფიკს მიჰყვები.

happy-go-lucky

Posted by: happy-go-lucky 1 Jul 2023, 12:48
Tua
სპექტრა, მოტოფ ლუნა , მედელა . ამას იყენენემ ძირითადად რაც მესმის 8/10. ამედა და ლანსონოც.

takoo1
ამედა ფინესსე მაქვს მე. ამაზე მძლავრი არ ვიცი რას აკეთევს. მე მძლავრზე ვერც ვრთავ. ისე ამედას საიტზე ეს მოდელი აღარცა, შეიძლება აუთლეტში ყიდულობენ smile.gif))) და ცეცხლის ფასად ყიდიან .


გოგოები, ჩემი ბიჭი ტირილს კლავბას იწყებს ჭამის დროს, მაგ დროს აქვს აირები და კუჭის მოქმედებაც. ნორმა აროს ნეტა ეს? ახლახანს შევნიშნეთ, რაც გაჭირვეულდა.

Posted by: Tua 1 Jul 2023, 16:58
happy-go-lucky
სიმილაკ გოლდზე გყავს როგორც მახსოვს, ცოტა რთული და მძიმე კვებაა ეგ, მეც სიმილაკზე მყავდა და ეგრე რომ იკლაკნებოდა პედიატრმა 1-2 კვება ფრისო ვომი დაგვინიშნა შუალედებში, ანტიკოლიკურჯ და გაზების საწუნააღდეგო კვებაა თან ადვილად მონელებადი, აულაგა ეგ სიმპტომები სულ. მერე სადღაც 4 თვისკენ 1ხელ ვუმატებდი მხოლოდ ფრისოს და სხვათაშორის ფრისოს მიცემის მერე აღარც კოლიკებისგან და აღარც გაზებისგან აღარ იკაკნებოდა.

Posted by: takoo1 1 Jul 2023, 17:27
სერაფიტი
ოდესმე თუ დამჭირდა გამოწველა და მაგ რეჟიმში კვება შენთან გავივლი მერე დეტალებს biggrin.gif ნამეტანი გაერკვიე შენ აშკარად❤️
მეც ვფიქრობ ვიყიდო საწველი.არ დამჭირვებია პირველ ორზე მარა რაიცი რა ხდება.ჩემ დას კი ქონდა ვიშლისტში ნაყიდი მგონი კენგურუსი.
ძაან მალე გაუფუჭდა.მდუღარეში ჩავაგდეო თუ გამოვხარშეო და ვაკუუმს აღარ აკეთებდა.
ძაან გაბერილი ფასებია აქ და არ ვარგა 90%

ლანსინო ტრენდიოლზე კაი ფასია თუ ღირს ყიდვა არ ვიცი.


Posted by: სერაფიტი 1 Jul 2023, 17:32
takoo1

მომიწია გარკვევა, რა გაეწყობოდაsmile.gif)
კი, ჯობია იქონიო. ნახევარი თვის ფორმულას ფასია რეალურად, სულაც არაა მაგ ჭრილში თუ შეხედავ ძვირი.
ლანსინოს სპექტრა და მედელა ჯობს. თუმცა ლანსინო აქაურ სააფთიაქოს ყველას ჯობს. ტრენდიოლიდან რო დალინკე, 200 ლარამდე გამოდის, ხო?
იბეიზე 50 დოლარადაა ლანსინო,.ახალი.

თუმცა იმედია შენი მესამე ბიჭი ძუძუს უპრობლემოდ მოწოვს <3

Posted by: happy-go-lucky 1 Jul 2023, 20:44
Tua
ახლა მინდა ვუყიდო, თუ უშველის. სიმილაკ კომფორტი ხომ არ ჯობია? ასე სხვადასხვა ბრენდი შეიძლება?

თუა თუ ვერ მიპასუხებს მალე, სხვებმა თუ იცით. სხვადასხვა ბრენდის შერევა რამდენად შეიძლება? ვიმს ვაჭმებდი პირველს მარა ისე ფრისო გოლდს

Posted by: Tua 1 Jul 2023, 21:56
happy-go-lucky
ჩვენ პედიატრმა დაგვინიშნა, ანუ სიმილაკში არვყრიდი ვომს, ვომს ცალკე ვუკეთებდი კვებად. ისე ფრისო გოლდში ვომის შერევითაც აჭმევს ზოგი. 8 თვე ვაჭამე ასე 2 კვება ვომი ცალკე . უვრალოდ ვომი სქელია და დიდი თავი უნდა პატარიდან არგადმოდის ისე პედიატრი არგყავთ ჯერ რომ დაურეკო და კითხო? სიმილაკ კომფორტი არმისინჯავს არვიცი ნამდვილად როგორია .

Posted by: happy-go-lucky 1 Jul 2023, 22:36
Tua
კი პედიატრი როგორ არ გვყავს, მაგრამ არა მგონია რამე მითხრას მაგაზე. ხო იცი, შებერულობა და გაზებზე ყველა ამბობს რომ ამ ასაკში ოკ-ა.

ბევრი წერს კომფორტზე რო მწვანედ გადის, ასე ისაო და ნერვი არ მაქვს მაგისიც. გდავიფიქრე, ცოტას დაველოდები. ზოგადად ანტობიოტიკის მიღების შემდეგ, ძუძუზე უაროს და შერეულზე გადასვლის და აცრის მერე ძალიან აწუხებს კუჭ-ნაწლავის ამბები.


Posted by: სერაფიტი 1 Jul 2023, 23:04
happy-go-lucky

თბილ კომპრესებს ადებ? ველოსიპედებს ხშირად უჯეთებ? ყოველი პამპერსის გამოცვლისას მაგალითად.
მუცელზე აწვენ როცა ღვიძავს?
ეხმარება ეს ყველაფერი ნაწლავებს,ააქტიურებს, აყოჩაღებს ასე ვთქვათ.

Posted by: narkozeli 1 Jul 2023, 23:20
happy-go-lucky

ოდნავ მომწვანო ფერზე გადიოდა პლასმონზე ჩემი ბიჭი სულ და ნორმააო ექიმმა, პლასმონზე მასე გადიანო.

არასდროს არანაირი პრობლემა არ ჰქონია კუჭნაწლავის მრივ დაბადებიდან დღემდე. ამიტომ მე ძაან კმაყოფილი ვარ მაგ კვებით. ალბათ მეორესაც ან ისევ პლასმონით გავზრდი ან სიმილაკით (თავის დროზე სიმილაკს ვაპირებდი მარა სამშობიაროში მისცეს პლაზმონი და აღარ შევუცვალე, იგივე გავუგრძელე და სხვა ფორმულა არც გაუსინჯავს)

Posted by: happy-go-lucky 1 Jul 2023, 23:59
სერაფიტი
narkozeli
კი ვუკეთებ ამ ყველაგერს. ჭამის დროს ეწყება ნაწლავებშო ხმა, კუჭის მოქმედება, ტირის იკლაკნება.

ისე ნეტა აცრასთან რამე კავშირში ხომ
არაა? ისე ზოგადად აი ავად რომ
გახდა იმ დღიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ჩვენკენ. მისი ხასიათი, ძუძუს ამბები და ასე შემდეგ sad.gif

Posted by: Anabeli111 2 Jul 2023, 01:57
სერაფიტი
კი, მყარს ყოველ დღე ვთავაზობ (გამონაკლისი მქონდა, როცა გარეთ მყავდა ტრენინგზე და აღარ გავირთულე ხილფაფების წაღებით საქმე..). დილით ჯერ ძუძუს ჭამს, მერე იძინებს და რომ იღვიძებს ფაფას ვაჭმევ ან სუპს, ბოსტნეულს და მერე ვთავაზობ ხილს. ან ჯერ ხილს და მერე ფაფას/ბოსტნეულს/ხორცს.. ძირითადად მაინც სულ ძუძუს ჭამს და დანარჩენებს აგემოვნებს უბრალოდ. ხორციც გასინჯა და რძის ნაწარმი ჯერ -არა. ხაჭო შენით გაუკეთეო და ვერ ვუკეთებ :დ არ გამომდის. ხოდა რომელი შეიძლება ვაჭამო?

რკინის დალევა შეძულდა.. ზედ მასხამს და მილაქავებს და ილაქაცებს ტანსაცნელს sad.gif

ღრძილები აქვს დაბერილი და საშინლად ექავება. გამოკერებული მყავს, ფაქტობრივად. არასდროს პრობლემა რო. არ ჰქონია ჩემ გარეშე ყოფნაზე, ახლა ისტერიკებს აწყობს.. ვეღარ ვცნობ ... მეცოდება sad.gif

პ.ს: დღეს ჭოჭინა ვუყიდე, რომელიც ვოლქერივითაც შეუძლია იხმაროს. გარედან დადგეს და ხელი მოკიდოს. მოეწონა სიახლე. დაბრაცუნობს ♡
* * *
happy-go-lucky
აუცილებლად გაივლის ეს სირთულეები. რომ მახსენდება, როგორი ცხარე ცრემლებით ვტიროდი, მეგონა, არასდროს მომირჩებოდა ეს თავები და ერთ დღეს, ჰოი საოცრებავ, მივხვდი, რომ აღარ მტკივა ♡ შენთანაც მალე დადგება ეგ დღე.

***
საწველს რაც შეეხება, მე სპექტრა მაქვს და კარგად ვიყენებ ძალიან. თანაც დილის 8დან 5მდე არ ვიწველიდი და ამის ფონზეც კი შემინარჩუნდა რძე.

ახლა კიდევ იმდენი ჩამიდგა, ერთიდან რომ წოვს, მეორედან მომდის:დ არ ვყოფილვარ ასე არასდროს.

ერთადერთი ისაა გასათვალისწინებელი, რომ რეზინები მალე ცვდება და თუ მოსლაბდა, მერე დროც იზრდება გამოწველის.

Posted by: happy-go-lucky 2 Jul 2023, 07:02
Anabeli111
შენ ძუძუს თუ აჭმევდი, რატომ იწველიდი თან?
კი ტკივილმა გამიარა, არასწორი ზომის გამო იყო. ვერც ვიფიქრებდი. ახლა უნდა გადავლახო რომ არ ეჭიდება, და სულ შეწყვეტას, ისევ გამოწველილოს მიცემა ჯობია. ამას რომმლარგად გავიაზრდებ მგონი დავწყანრები. ვერაფრით ვეგუები რომ რძე მაქვს და არ ეჭიდება, ძალიან ცუდი გრძნობაა

Posted by: Anabeli111 2 Jul 2023, 10:01
happy-go-lucky
სამსახურში გავედი და ამიტომ. ცოტა მოძლიერდება და მოეჭიდება მალე♡

Posted by: Tua 2 Jul 2023, 11:27
happy-go-lucky
მწვანედ რომ გადის ნორმაა ჩვილებში რავიცი. ზოგადად ნაწერებიდან ჩანს რომ ემოციურად ხარ განწყობილი , იცოდე რონ შენი ემოცია გადადის ბავშვზე განსაკუთრებით კოლიკებს ამძაფრებს , შეეცადე დაწნარდე და დამშვიდდე, მიყვე დინებას და ბავშვს. ჩემსასაც ჰქონდა ძალიან კოლიკები და გაზები 1 თვიდან დაეწყო ეგ საავადმყოფოს ამბავიც არაა მთლად, პლიუს ალბათ შენც ემოციური ხარ რძის გამო ( რჩ ნამდვილად არ ღირს ნერვიულობად) და ეს ემოციებიც გადადის ბავშვზე, რაც უფრო მშვიდად იქნები ბავშვიც ბევრად მშვიდად იქნება.

Posted by: სერაფიტი 2 Jul 2023, 11:27
happy-go-lucky

QUOTE
ვერაფრით ვეგუები რომ რძე მაქვს და არ ეჭიდება, ძალიან ცუდი გრძნობაა


სთავაზობ ხოლმე ძუძუს, ხო? იქნებ დაუბრუნდეს.
ნუ დაითრგუნავ თავს. ყველაფერს აკეთებ ნამდვილად. გამოწველილ რძეს მაინც უკეთ ირგებს, ვიდრე ფორმულას და ამაზე იფიქრე.


Anabeli111

ხორცები ამანაც გასინჯა, პლაზმონის ძროხა, ქათამი, ინდაური. არ მოიხიბლა ასე ერთი ჭამითsmile.gif) მეტჯერ არ მიმიცია.
ფაფები ისევ არ ევასება. ერთიორჯერ სიმინდი გემრიელად ჭამა, მეთქი ვსო. მარა ახლა ისევ 3-4 კოვზს ჭამს. რძიდან 2 საათში ვთავაზობ ფაფას. კვების ჩანაცვლება ისევ არ გამომდისsmile.gif))

არადა მეგონა, გახდება 6 თვის და შეამცირებს რძესთქო. 1 კვირაში 8 თვის ხდება, მარა მყარ საკვებს ცმუცნის მხოლოდ.
ვიცი, რომ წლამდე რძეა წამყვანი. ნუ 9 თვემდე მაინც შეიძლება, რომ არ ამოაგდოს კვება და ჩემი კომფორტი აქ მეორეხარისხოვანიაsmile.gif))
თან კაი ბუთქუნაა და ფაფებს თუ ბევრს არ შეჭამს, მგონი არაფერი დაშავდება.

რკინას რაც ეხება - არ სვამს, სუ მაინტერესებს როგორ აქვს. ვიცი, რომ უნიშნავენ 4 თვიდამ 6 თვემდე ძუძუს ბავშვებს. ზოგი მერეც. სისხლის საერთოს რო ავუღებ, შევხედავ.

Posted by: takoo1 2 Jul 2023, 13:02
happy-go-lucky
ნუ დაითრგუნავ თავს,ცოტა რთულია ვიცი მეც მქონდა ეგ სტრესული პერიოდი ძუძუსთან დაკავშირებით.რო გამიშრა რძე და ვერ ჭამდა ძალიან დავითრგუნე.ძალიან მინდოდა რო ეჭამა და ალბათ მაგან იქონია გავლენა.დრო დამჭირდა რო შევგუებოდი,პატარა იყო 2 თვის და ალბათ ისედაც ის პერიოდი დაემთხვა როცა ემოციური ხარ ჯერ კიდევ.
ვისთვისაც სულერთია ალბათ ჩვეულებრივ ეგუებიან მარა მე გამიჭირდა.
ისედაც ერთ ძუძუში მიდგებოდა ის ერთი თვე და იმაშიც ჰოპ და ორ დღეში გაიპარა smile.gif
სულ რო გაქრა და პირდაპირ ფორმულაზე დავსვი წარმოიდგინე რა საშინელებაა.
შენ გაქ მაინც რძე მაგაზე იფიქრე.თუ არ წოვს იწველი და შენსას ჭამს:* შენ ცოტა კი გაწვალდი მარა მაგასაც მალე მიეჩვევი.რას არ ეჩვევა ადამიანი გამოწველას კიარა smile.gif
თან იქნებ ცოტა რო მოყოჩაღდება დაიწყოს წოვა.შიგადაშიგ მაინც ჩაუდე ხოლმე რო არ მიავიწყდეს ძუძუ❤️ დალაგდები ნუ გეშინია ცოტა გაიჭირვე და..
* * *
Anabeli111
მე სანტინოს ხაჭოს ვაჭმევდი 8 თვიდან ანა..
პედიატრმა ეგ მითხრა რავიცი კარგად ინელებდა და დღემდე ისე უყვარს ლუკიანეს ყოველდღე შეუძლია ჭამოს ბანანთან ერთად.

გაბრიელს ვერ ვაჭმევ რძის ნაწარმს და ცოტა ვიჭედები ამის კვებაზე.
11:00 დილით ფორმულა,მერე ხილს ვაჭმევ შუალედში სანამ 15:00 სუპს შეჭამს საღამოსკენ ესე 19:00 ფაფას ჭამს და ძილის წინ რძეს სვამს ისევ.
ცოტა ხო არაათქო ვფიქრობ მარა ვერ დავალაგე სხვანაირად. ადრე აღარ იღვიძებს ეს ბოლო პერიოდია და ამოაგდო კვება ერთი თავისთავად.
ესეც ძალიან შეიცვალა სულ ჩემთან უნდა ისე მომეკრო უკვე,სახლში რო ვარ უფრო ჭირვეულობს თუ ვტოვებ ჩერდება უფრო (ნუ ვისთან გააჩნია) ზოგადად ყურადღება უყვარს და თამაში და არ ჩერდება.

Posted by: happy-go-lucky 2 Jul 2023, 13:42
Tua
ემოციურად ვარ რა თქმა უნდა, ვისაც არ გამოუცდოა ვერ მიხვდება. აი პირდაპირ ნერვებზე ურტყამდა ეს ძუძუს არ ჩადება და ტირილი. როცა არც საწველი მქონდა და
სავსე ძუძუები. ახლა კიდე მუდამ იმაზე ფიქრი რომ საკმარისი მიიღოს. ტირის ჭამკსას, 30-40 მლ ჭამს ერთ ჭამაზე ძლივს ძლივს, არაა ნორმა.

რძეზე არ ღირს ნერვოულობაო, ასე შენ ფიქრობ, რადგან ვიცი შენი დამოკოდებულება. მე ასე არ ვფიქრობ. სრულად უნიკალური მგონია ძუძუთი კვების ამბავი და მეც მინდა ამის ცოტა ხანგრძლივი გამოცდილება.

სერაფიტი
კიკი ვთავაზობ. არა მგონია დაუბრუნდეს, არა უშავს. ზაფხულში მინდა ჭამოს და
მერე უკვე დიდი ბიჭი იქნენა. ტკივილიც აღარ მაქვს და მთავარია ცოტა კიდე მომემატოს . თუმცა იცი ამერიკელი ლაქტაციის სკონსულტანტები ამტკიცებენ რო რამდენი რძეც გაქვს იმდენი ყოფნის ბავშვსო (ფამფერებს წერენ). გუშინ
დავითვალე და 410 ჩემი 220 ფორმულა.

შენ ერთ კვებაზე რამდენს აძლევდი? სულ მინდოდა მეკითხა. და კიდევ, გამოწველისას ინფექცია და გამაგრება მასტიტებისგან თავის დასაცავად, რამე
რეკომემდაციები არსებობს თუ იცი?


აუ წუხელ ძაან რო ტიროდა, ძაან ცოტა ჭამა
მთელი ღამე და პამპერსი არ
დაუსველებია 1:00 საათის შემდეგ. აი როგორ
გინდა არ იყო ემოციური.


* * *
takoo1
დიდი მადლობა, დამამშვიდე❤️

Posted by: narkozeli 2 Jul 2023, 15:09
happy-go-lucky

ჩემი ბიჭი არ იდებდა საერთოდ ძუძუს, ძალით ვუდებდით ცალკე მე ცალკე ექთნები და მერე სახლში მასაჟისტი მარა ვერაფერს გავხდით.
ნუ მე ჩემი თავიც საკმაოდ ემოციური მგონია მარა შენ რომ გიყურებ რაღაც მხრივ მგონია რომ ზედმეტად ბევრს სთხოვ შენს თავს და ასე გგონია ხუთოსანი არ იქნები რაღაცას თუ იდეალურად ვერ გააკეთებ.
თავს დავდებ 5-6 თვეში სულ სხვანაირად იქნები, ჰორმონები გალაპარაკებს ეხლა.
ყველაფერს კარგად აკეთებ და იმაზე ბევრ მოთხოვნას ნუ დაუწესებ შენს თავს, რაც შენს შესაძლებლობებს აღემატება. არ დაგავიწყდეს კიდევ რამდენი წელი უნდა იყო შენი შვილებისთვის ფსიქიკურად ჯანმრთელი და ყოჩაღი დედა. მგონია რომ პოსტპარტუმ პერიოდში მაინც მოკლევადიანად ვუყურებთ ბევრ რამეს.
ძალიან ყოჩაღი ხარ რომ ყველაფერს ცდილობ, თუ რაღაც იდეალურად ვერ წავიდა, ამის გამო თავს ნუ დაიდანაშაულებ რამეში.
კიდევ ერთხელ, ძუძუზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შენი ემოციური განწყობა, ახლა უნდა იყო ლაღად და ბედნიერად რომ ეგ განწყობა გადავიდეს შენ ბაიაზე და მთელი ცხოვრების არანაკლებ დიდი ინვესტიცია იქნება ეგ.
დარწმუნებული ვარ გადალახავთ ამ სირთულეებს და იამაყებ შენი თავით ნებისმიერ შემთხვევაში.

Posted by: happy-go-lucky 2 Jul 2023, 15:22
narkozeli
მადლობა რჩევებისთვის❤️❤️❤️ გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ ნახე როგორი მდგომარეობა მაქვს.
- იანვრამდე სახლში ვარ;
- ბავშვი საოცრად კარგად ინელებს
ძუძუს რძეს; და ბედნიერია დედის რძის შემდეგ (ალბათ არ სტკივა ძაან);
- რძე მაქვს ასე თუ ისე.

გარდა ამისა, აი ისეთი მშვიდი იყო როცა ძუძუს ჭამდა, ემოციურ ამბავიც ხოა, და მას შემდეგ ისე შეიცვალა და ნერვიულობს. ძუძუ იყო დამამშვიდებელი ამისი.

ამ ყველაგროს გათვალოსწინებუთ ვფიქრობ უბრალოდ არ მაქვს უფლება რომ გავიშრო. ამიტომ გამიწველით ვცდილობ...

გამოწველა ნამდვილად არ მსტრესავს და არც მეზარება. ის 10 წთ არაფერია ჩემთვის არც დღე და არც ღამე. უცებ გადის 10-15 წთ. გოგოები წერდნენ ღამე ძაან რთულოაო და რავი მე მაინც ვიღვიძებ ღამე და არ მერთულება საერთოდ.'რო ამტკივდა მაშინ კი შემეშინდა.

თუმცა ძუძუს არ ჩადებას შევეგუე უკვე. ეხლა რაღაცა საოცარი ჭორვეულობები აქვს ჭამის დროს და მაგაზე ვფორიაქობ. დალაგდება იმედია.

Posted by: narkozeli 2 Jul 2023, 15:23
აისაის ბეიბის რჩევით ლანსინოს საწველს ვიწერ ახლა თავისი კრემებით და საფენებით.
ვნახოთ აბა. ფორმულის დისპანსერით და საწველით აღჭურვილი შევხვდები ბავშვს და ასე მგონია რაღაცნაირად დავალაგებ რა. თუმცა ჯერ მაინც ვღელავ რა და როგორ იქნება.
ამ წუთას პრიორიტეტად მაინც ჩემი თავი მიყენია მე პირადად და ჩემი კარგად ყოფნა. მაქსიმალურად მინდა ავცდე სირთულეებს და მშვიდი და კმაყოფილი დედა ვყავდე შვილებს, მე სხვა შემთხვევაში კარგ დედობას ვერ შევძლებ, როცა ცუდად ვარ, როგორც დედაც არც ისე კარგი ვარ ხოლმე biggrin.gif
* * *
happy-go-lucky

მესმის რასაც ამბობ და აბსოლუტურად სწორი ხარ. ძუძუ და წოვა ცხადია ამშვიდებს ბავშვს. სოსკას არ წოვს? იქნებ ეს დაგეხმაროთ ცოტა

Posted by: happy-go-lucky 2 Jul 2023, 15:35
narkozeli
კი სოსკას წოვს.

ფორმულის დისპანსერს თუ ყიდულობ ძუძუთი კვება მგონი ვერ გამოვა კარგად. გახსოვს შენ მითხარი, ერთი ბოთლის დამატება მალე სრულად ბოთლზე გადასვლას ნიშნავსო. ასე ყოფილა რა.

ისე რა არის ეგ ფორმულის დისპანსერი?

Posted by: emiblack 2 Jul 2023, 15:46
happy-go-lucky
სოსკას თუ წოვს დაცულობის განცდას სოსკიდანაც ღებულობს . თვითონ წოვის რეფლექსი ამშვიდებს . მე ვფიქრობ ეს ჭირვეულობა უფრო ასაკობრივად კოლიკებია და ძუძუს რომ არ ჭამს ინიტო კი არ აქვს, პირიქით ძუძუს არ ჭამს იმიტო რო ჭირვეულობს . ღამის საათებში, ძილში შესთავაზე ხოლმე . გაიხადე შენც წელს ზემოთ, პატარასაც გხადე და მოიხუტე და ეგებ ძილში შეჭამოს და მერე ნელ-ნელა დაუბრუნდეს ძუძუს .
ჩემი ძალიან ხანგრძლივი გამოცდილებით, სხვადასხვა პერიოდში სულ სხვადასხვა რაოდენობით ჭამდა რძეს . ანუ იყო კვირები ხშირად ჭამდა და ძალიან ცოტ-ცოტას, იყო პერიოდები 3-4 საათში ერთხელ და ბევრს, ყოფილა პერიოდევი რო ზოგადად ხოტა გამოდიოდა რამოდენინე დღე ნაჭამი და პამპერსსაც იშვიათად ასველებდა . ზპგადად 1 თვის ნამატით ფასდება, თუნცა საკუთარი სიმშვიდისთვის 10 დღეში ერთხელ ნახე ხოლმე წონა და ეცადე კიდე წველის დროს ბავშვს ეფერო, მეტი რძე წამოვა .

Posted by: სერაფიტი 2 Jul 2023, 15:56
happy-go-lucky

ცოტა გრძელი პოსტი გამომივა ალბათ, მაგრამ რადგან ყველა სიტყვა ძალიან ნაცნობი და ჩემ მიერ განცდილია, გამოგეხმაურები:
1. აცრის შემდეგ 1 ან 2 დღით ცოტა ცვლილებას მეც ვატყობდი ბავშვსვ. თუმცა მერე უბრუნდებოდა რეჟიმს;

2. 3 თვემდე ძალიან ბევრი კრიზისული დღეა. ძალიან. ძუძუ ამშვიდებდა, კი, მაგრამ შეიძლება მაინც მასე ყოფილიყო. 4 თვეზეც არის კრიზისული დღეები, ძილის რეგრესიც - რამდენიმე დღე ძილს ისე ეჩხუბებოდა, ნახევარი სთ უნდებოდა ჩაძინებას, თან ტიროდა. მაგრამ მერე ერთ დღეში ისე გადაუარა, გეგონება სხვა ბავშვი იყო.
მოკლედ, კრიზისული დღეები ფორმუჯლას და ძძს ბავშვებს ერთნაირად აქვთ. ინდივიდუალურად. სცადე სიმღერა, სეირნობა ყოველდღე, მოარიდე ბევრ ხალხს და ხმაურს სამ-ოთხ თვემდე. უჭირთ შთაბეჭდილებების გადამუშავება. პლუს კუჭ-ნაწლავი ჩამოუყალიბებელია და ეგ დისკომფორტიც აქვს. ზამთარი იყო, მაგრამ დღეში რამდენჯერმე ვხდიდი და ვსვამდი თბილ წყალში, ვედროში. და იყო ძალიან მშვიდად.

3. ეცადე კარგად ეძინოს, დღე-ღამეში საკმარისი. დაეხმარება ეგეც.

4. გოგოებმა სწორი გითხრეს - პოსტპარტუმ ჰორმონები და ემოციურობაც გაქვს მოჭარბებული. მხოლოდ იმიტომ ვაძლევ თავს უფლებას ეს გითხრა, რომ მეც იგივენაირად ვიყავი: ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ცოტას ვაზვიადებდი. უფრო სწორედ-ზედმეტად განვიცდიდი.
მეც ეგ მქონდა ჩაბეჭდილი, რომ დეკრეტში ვარ, რძე ბევრი მაქვს, რა კარგად იმატებს/ინელებს, როგორ შევუწყვიტო? როგორ დავუმატო ფორმულა, სულ არ ავურიო ყველაფერი. შედეგად მივიღე ის, რომ ჩავიციკლე ამის კვებაზე და ემოციური რესურსი, არც დრო აღარ მქონდა სხვანაირი ბონდინგი დამემყარებინა მეტად ხშირად - მეთამაშა, მოვფერებოდი. მეც მასე ვიყავი გრამებზე ჩასაფრებული და სველ პამპერსებზე. რამდენჯერმე ეგრე მშრალი პამპერსით გაიღვიძა და მეც დავპანიკდი.
ამ გადასახედიდან ვიცი, რომ ბავშვს თუ შია, ჭამს. თუ არ შია-არ უნდა ჩატენო არც ის რძე. იმატებს? კი. თან საკაიფოდ იმატებდა ყოველთვის. ღრმა ძილში ფისებს არ შვრებიან. ხო, ხოგი დღე შეიძლება არ ჭამოს ნორმა, მერე რა?

5. ნორმა რა არის? საათზე 20-30 მლ უნდა იანგარიშოო. კიბატონო, მასე ვაძლევდი ამასაც, თავიდან 2 საათში ერთხელ ითხოვდა 50-60 მლს. ხან ტოვებდა, ხან ამთავრებდა. ხშრად იწყებდა, ნახევარს დალევდა. მერე ვაცდიდი 20-30 წუთი და დაამთავრებდა (დედის რძეზე ადვილია ეს, აქვს "ვადა".
მერე სამ საათიანზე გადავიდა და 70-მლდან 120-მლდე ჭამს დღემდე, გააჩნია რა ხასიათზეაsmile.gif). აგერ ანაბელის ბაია 150-მდე ადის, მერე რა? დედის რძეზე ეგრეა, რო ვერ გაარკვევ რამდენია რეალურად ნორმა. დღე-რამეში 720 მლ არისო მინიმუმი. სავარაუდოდ, მაგდენს იღებდა ჩემი ყოველთვის, არც ბევრად ნაკლებს მაგაზე, არც ბევრად მეტს. 8 თვისაა და 9 კილოზე ცოტა მეტია. ყველაფერს აკეთებს ასაკის შესაბამისად.

6. ბავშვებს აქვთ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტინქტი. მოდუნდი, ახლა კრიზიები აქვს და ეს არაა შენი ბრალი. არც უძუძუობის მაინცდამაინც.
არ გამშვიდებ. მხოლოდ გამოცდილება და მაგ პერიოდზე ჩემი რეფლექსია მალაპარაკებს.
ვისურვებდი, ვინმეს ეს ყველაფერი მაშინვე ეთქვე (მეც ეგეთი ფრიადოსანი დედის სინდრომი მაქვს, სამწუხაროდ).

გვანცას ვეთანხმები - დასტრესილ დედაზე ცუდი არაფერია. ეგ ნერვები სჯობს ბავშვის დაწყნარების, კრიზისის შემსუბუქების სტრატეგიებს მოახმარო და არა გრამების თვლას მაინცდამაინც.

7.ამერიკელი ფამფერებიც სწორად ამბობენ. მეც შევამჩნიე ეგ ჩემზე - აი უიშვიათესად ყოფილა, რომ გამოწველილი რძე არ ყოფნოდა. რამდენსაც ვიწველიდი, იმდენს სვამდა ან 10-15 გრამს ტოვებდა. სუ მეგონა, რომაი ახლა 100 კი არა 80 გამოვიწველე და 100 რო უნდოდეს? მარა აი იმ ჭამაზე 70-80-ს ჭამდა. ბოლო ყლუპებზე რო ბუქსაობს, ხვდები, რო აღარ უნდა მეტი რა.

8. გამაგრებები გაქვს? გრაფიკით თუ იწველი, არ გაგიმაგრდება წესით. თუ სესიიდან სესიამდე ძალიან გევსება ძუძუ, ჰააკა მიიმაგრე, არ ასტიმულირებს ძუძუს და უბრალოდ ზედმეტს გამოიტანს, რო არ ჩაგიმაგრდეს.
საპრევენციოდ 2 კვირა მზესუმზირის ლეციტინი ვსვი მე. არის ასეთი საკვები დანამატი. მომიში ვიყიდე, ამაზონზეც არის. დამრჩა-შემიძლია მოგაწოდო, თუ შეატყვე რომ ვერ ერევი გამაგრებებს. ათხელებს რძეს, ასე ვთქვათ (ხალხურად) და სადინრებში ადვილად გამოდის და დღეში 1 აბი საპრევენციაო რა. მე მალევე გავუმკლავდი და ავუღე ალღო გამაგრებების ამბებს და გადავრჩი. უკვე შორს წასულ პროცესზე 2-3 აბს სვამენ მგონი.
პრევენცია ეგაა - გრაფიკით წველა (ორგანიზმი მიხვდება, რომ ამდენი უნდა და მეტი არა), თუ წველამდე გადაგევსო, ჰააკა (და არა ისევ წველა). თუ ოდნავ საეჭვო სიმაგრეს (ხშირად იმოწმე) თბილი კომპრესი/შხაპი+წველა. ეს უფრო პირველ და მეორე თვეს მშობიარობიდან. წესით მერე ნაკლებადაა საფრთხე, დარეგულირებულია და მიდის რიხინით.

კიდევ ერთხელ ბოდიში ვრცელი ტექსტისთვის :*


* * *
Anabeli111

რძის ნაწარმზე დამავიწყდა - ხაჭო არ მიმიცია. სანტინოს აძლევენ, 6%-იანს მგონი.
ბეიბიბიოს ოიგურტი გავასინჯე. ასევე ერთხელ ჰუმანასი.
კარაქი გავასინჯე კიდევ. ლაბნე.
სანებო მაქვს ნაყიდი და მივცემ ამ დღეებში.

მაცივარზე მაქვს სია გაკრული, რაები გავასინჯე და კიდევ რას ვაპირებ :დ

Posted by: happy-go-lucky 2 Jul 2023, 16:22
სერაფიტი
emiblack
როგორი არაჩვეულებრივები ხართ❤️❤️❤️
კი რაც ვიცი და არ ვიცი ყველაფერს ვცდილობ smile.gif) ამ რჩევბს კიდევ ერთხელ გავითვალისწინებ.


სერაფიტი
ხომ იცი, მაინც რთულოა ძალიან როცა არ ჭამს, გინდა არ გინდა დასდევ რა გრამებს.

არ მაქვს გამაგრებები, ისე ვიკითხე.

ბავშვმა გადამირია მაცივრიდამ 15-20 წთ გამოღებული და ახალგამოწველილი რძე. ძლივს შეგროვებული sad.gif რა ვქნა, გადავღვარო?

Posted by: Tua 2 Jul 2023, 16:23
happy-go-lucky
მაქვს გამოცდილება სამწუხაროდ პირველ ბავშვზე და მაგიტომ გითხარი . ემოციურად გაწონასწორებული დედა = ემოციურად გაწონასწორებულ და მშვიდ ბავშვს, ზრდის დღეები, ძილის რეგრესი, საჭმლის პროტესტი, 4 თვისკენ შეიძლება ის ფორმულაც შეიძულოს რასაც ეხლა ჭამს, ხან 50 გრამის ჭამა 2 საათში ერთხელ და ხან 20 გრამის 1 საათში ყველა ბავშვს აქვს , არ აქვს მნიშვნელობა ძუძუსია თუ ფორმულის. შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ რძე შეინარჩუნო , ბევრი ალბათ ვერ შეძლებდა ემოციურად მაგდენს

გვანცას ნამდვილად ვეთანხმები ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ და გაწონასწორებულ დედაზე . დაგიწერეს გოგოებმაც ბევრი რჩევა .

Posted by: სერაფიტი 2 Jul 2023, 16:47
happy-go-lucky

არა, რა გადაღვარო. მიეცი smile.gif) მიმიცია ეგრე. ზოგი ახალი რეკომენდაციით ოქეია სხვადასხვა ტემპერატურის რძის გადარევა.

სტრესულია, აბა რა. ოთახში რო შევდიოდი, მამამისს რომ ეჭირა და მხედავდა, ტირილს იწყებდა. იმიტო რო ვასოცირდებოდი ძუძუს დამძალებელ ქალატან. ვატენიდი ამ ძუძუს, რო იქნებ ჩაედო და ეჭამა.
ხოდა აი ჩემს დანახვაზე რო ატირდა რამდენჯერმე, მეც უკვე რო აღარ მქონდა ნერვი ბუქნებით და მოშვებულ ონკანთან მდგიმარეს ჭამით, გადავედი წველაზე რა. და ნერვებიც დამილაგდა. ბავშვსაც უკეთ მივხედე და მოვხოდეsmile.gif)


Posted by: narkozeli 2 Jul 2023, 18:46
happy-go-lucky

https://fb.watch/lxhO963F4q/?mibextid=YCRy0i

ეს არის ფორმულის დისპანსერი, ფხვნილს და წყალს ასხამ და ყავის აპარატივით როცა გინდა ჩამოგისხამს მზა ფორმულას

Posted by: Tua 2 Jul 2023, 20:16
narkozeli
ლანსინოს ფედები ძალიან კარგია , ჩემი მეგობარი იყენებდა ძალიან კარგად თან ბიუჯეტურია აქ არსებული ყველა ბრენდისგან განსხვავებით.

Posted by: anibani18 2 Jul 2023, 20:33
არასოდეს მეგონა, რომ ბავშვმა შეიძლება ძუძუზე უარი თქვას. ჩემი უფროსი შვილი გამოწველილს არ ჭამდა, მაგალითად. ორ ბოთლში მქონდა ხოლმე, ერთში გამოწველილი, მეორეში - ფორმულას. გამოწველილს აფურთხებდა, ფორმულას - არა. ძუძუს იდებდა ჩვეულებრივ.
happy-go-lucky
როგორ ხართ დღეს? <3

Posted by: Tua 2 Jul 2023, 21:30
ისე გოგოებო ვუსაც თავები საერთოდ არ გაქვთ ანუ მე ძუძუს თავები არ მაქვს გადასწორებული მაქვს მთელ სუბრტყეზე არეოლა და ძუძუს თავი ერთიანი სუბრტყეა , არც არასდროს მაქვს ამოწეული, მაგის გამო პირველ ბავშვს ფაქტიურად ვერ ვაჭამე ვერ წოვდა ბრტყელი თავიდა , ვერ იდებდა ძუძუს . რძე რომ მომივიდა მაშინაც არმქონია თავი , ხართ აქ ვინმე ეგეთი? ვინც აჭამეთ გადასწორებული უთავო მკერდიდან?

anibani18
ძუძუზე უარნათქვამი ბავშვები ძალიან ბევრია, ზოგი ისეთია საერთოდ 5-6 თვემდე წოვენ და მერრ საერთოდ უარს ამბობენ ძუძუზე, მყარი კვების დაწყებისთანავე.

Posted by: სერაფიტი 2 Jul 2023, 21:44
Tua
narkozeli

ლანსინოს მკერდის საფენები სასტიკად არ მომეწონა. სქელიაsad.gif
ყველაზე კარგად ბეიბოს საფენები ვიხმარე, არც ძვირია, თხელიცაა და საკაიფოდ იწოვს. ავერსს აქვს ეგ ბრენდი, გეცოდინება.


Tua

მგონი მაგ დროს სილიკონის თავებით აჭმევენ თავიდან. და მერე და მერე ბავშვმა უნდა "ამოიყვანოს" თავები.
თეორიულად ვიცი მხოლოდ.


anibani18

რამდენი ბავშვიცაა, იმდენი ზნეა - ამაში დავრწმუნდიsmile.gif))
რაღაცა საერთო პატერნი შეიძლება მოიხელთო, მარა შეიძლება ვერც.



* * *
happy-go-lucky

ისე, მზად იყავი, რომ კიდევ მოგივია მენსტრუ და იმ დღეებში კიდე შეგიმცირდება. ან წინა დღეებში. ჩვეულებრივ განაგრძე წველა და ისევ აღდგება რაოდენობა რამდენიმე დღეში.

Posted by: Liza12 2 Jul 2023, 21:55
Tua
თავები არასდროს მქონია არც ახლა მაქვს . წოვის დროს რძე რომ მოდის მაშინ იკვეთება და იზრდება ჩემთან. თავი არაფერ შუაშია წოცასთან მთლიანი არეოლა უნდა ჩაიდოს . თავს რო მოეჭიდოს რძე ვერ წამოვა და დასკდება თავები.

Posted by: Tua 2 Jul 2023, 22:06
Liza12
ვიცი კი რომ არეოლა უნდა ჩაიდოს, ვერც მაგას იდებდა და წოვის დროსაც ვერ ,"გამოყავდა" თავები აი საერთოდ ბრტყელი იყო სულ, რძეც რომ მოდიოდა თავი არიყო sad.gif
სერაფიტი
სილიკონის თავებიდან იმდენად რთულია და დიდი ძალისხმევა უნდა რომ მოწოვოს ბავშვმა , ახალდაბადებული ყველა ზარმაცია მაინც და იზარებათ წოვა, უნდა მოვაგროვო ინფო ერთი , მაგ დროს რა ხდება.

Posted by: Liza12 2 Jul 2023, 22:13
Tua
კი
სილიკონით არარის რეკომნდირებული დიდი ძალისხმევა სჭირდებათ და ახლობლის ბავშვს ყურები აატკია.ძლიერმა ქაჩვამ დაუძქბა როგორც ჩანს. ალბათ ბავშვზეა დამოკიდებული რამდენად სწორად ეჭიდება. მარა თავების არქონა ლაქტაციაში ხელს არუშლის ეგ ვიცი . მთავარია სწორი მოჭიდება .

Posted by: happy-go-lucky 2 Jul 2023, 22:37
anibani18
რაც მაქს ცოტა მაგას ვაძლევს რძეს და აღარ ვიშლი ნერვებს. შესაბამოსად ნაკლებად ტირის ამ რძეს რომ ჭამს, თუმცა მაინც ჭორვეულობს. მადლობა.

Tua
თავება არ წოვს საერთოდ. სამშობიაროში, როცა წოვას იწყენა სა სწავლობს არეოლას უტენი ღრმად მაინც. ვიცი რომ არ უშლის ხელს დიდად.

narkozeli
ეგ საფენები მეც არ მომეწონა. ბევრი არ იყიდო. ავენტიდა ჩიკო მომწონს მე პირადად ყველაზე მეტად.

* * *
სერაფიტი
აი მაგ ადრეულმა მენსტრუაცოამ
ქნა ყველაფერი რაააა. როგორ მენატრება ის დრო sad.gif biggrin.gif

Posted by: takoo1 2 Jul 2023, 23:26
happy-go-lucky
თუ ციკლს აბრალებ ანუ თუ გგონია რო მაგანაც იქონია გავლენა იყიდე პიულატე აბა და კურსი ჩაიტარე 2 კვირიანი.
თუ ჰორმონული ფონია და მაგის ბრალია მოგემატება რძე.მე პირველზე მაგან გადამარჩინა და მიყვარს))
ეხლა უნდა მოვიმარაგო როგორც კი გავაჩენ ეგრევე დავიწყებ დალევას.უკვე შიშები მაქ რო კიდე გამიშრება.სტრესი,გადაღლა,უძილობა მოქმედებს ყველაფერი რძეზე.
ხოდა ეგ ყველაფერი ბლომად მექნება საქტემბრიდან smile.gif 3 პატარა ბავშვი ერთად ცოტა მაშინებს.

Posted by: happy-go-lucky 3 Jul 2023, 00:08
takoo1
ნაყიდი მაქვა და ვსვამ ქალო, ვსვაამ biggrin.gif თან სულ შენ მახსენდები ხოლმეsmile.gif))

შენ მეორეზე გაგიშრა?
კი , ძალიან მალე მომივიდა, თან 2 კვირაში ერღხელ მომდის და მაგ დროსაგრქდ მცორდება.

პირველ ბავშვია დროა იმდენი დამხმარე მყავდა, ვინმეა რომ
ეთქვა 7 წლის მერე ორი მარტო გეყოლება ერთად დღეც და ზოგჯერ ღამეცო , არც დავუშვებდი. აი ამ დროს ისეთი დაღლილი ვარ მოკანკალებს ფეხები.

შენი მეორე ბიჭი რამდენის იქნება რომ
გააჩრნ? ბოდიში სახელები არ ვიცი რომელი ლუკიანეა და რომელი გაბრიელი❤️

Posted by: narkozeli 3 Jul 2023, 01:12
სერაფიტი
Tua
happy-go-lucky
მადლობა გოგოებო❤️ მაზერქეას 100 ცალიანი შეფუთვა გავაჩუქე გაუხსნელი პირველ ორსულობაზე, არც დამჭირვებია და არ ვიცი. ახლა უკვე ორსულობაშივე მდის ხსენი და ველი რომ უფრო მექნება რძე ( თუმცა ვიცი რომ მაგაზეც არაა) იმედია ჩემი მეორე ბიჭი მაინც ჩაიდებს ძუძუს


Posted by: anibani18 3 Jul 2023, 09:08
happy-go-lucky
პიულატე არ გშველის მერე? ძილის წინ დალიე და ჭამე რამე, როცა დააწვენ უკვე ბავშვებს.
ორი ისე გამიჭირდქ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ისეთ დღეში ვიყავი ლამის პირველი დღეებიდანვე, რძე კი არა, აღარაფერი მახსოვდა საერთოდ. მოუფრთხილდი თავს, როგორც შეძლებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია <3

ავენტის საფენი მეც მომწონდა. სუავენიქსის არ ვარგა. დანარჩენები არ მახსოვს უკვე

Posted by: takoo1 3 Jul 2023, 10:04
happy-go-lucky
ჰაჰა biggrin.gif biggrin.gif სვი სვიი არ ჩააგდო ოღონდ დღე.
წესი ხო იცი მაგისი? ძილის წინ უნდა 2საათით ადრე ჭამე ახალ ნაჭამზე ნაკლებად მოქმედებს
კიდე იცი რა წავიკითხე რუსულ ფორუმზე შარშან? კაი ეფექტი აქვს პირში რო იყრი პირდაპირ და ცოტა წყალს აყოლებ.ღლუღლუ-ს გააკეთებ და ჩაყლაპავ biggrin.gif
ეგრე ვსვავდი ხოლმე.

მეორეზე გამიშრა კიი,იმდენი მქონდა თავიდან ასხამდა შადრევანივით.უცებ გაშპა smile.gif
ლუკიანემ (უფროსმა) ძაან მანერვიულა და დამსტრესა მაშინ.ერთი თვე ჯოჯოხეთი გამომატარა რასაც ქვია.ყოველ ღამე ბავშვს რო ვაჭმევდი ბოლო ხმაზე ღნაოდა შეურაცხადივით.ჯერ ერთში გაშრა
მერე დავიწყე პიულატე და 2-3 კვირა გაქაჩა მეტი ვერა.ერთ ღამეს ისე მანერვიულა ისე რო დილით გამშრალი დამხვდა იმ მეორეშიც.
აღარ ჩადგა რა.წვეთები გამოდიოდა

ზუსტად რამდენის იქნება არვიცი გაბრიელი მარა biggrin.gif ერთი წლის მაქსიმუმ. იგივე რიცხვს მიწერს ეხო ზუსტად.25 სექტემბერსაა დაბადებული გაბრიელი და ისევ მაგ დღეებში მიწევს)))

Posted by: happy-go-lucky 3 Jul 2023, 11:32
anibani18
არ ვიცი, ისე გამშრალი აღარ მაქვს, თუმცა მთლად პიულატესსაც ვერ დავაბრალებ. წველა რაც დავიწყე მომემატა მას შემდეგ. 40 ვაგროვენ დღის განმავლობაში ორივედან საწყლად, ღამე და დილით 90-10.

ხო ძალიან რთულოა, უბრალოდ მე არ ვიცი ასაკის ბრალია, დიდი შუალედის თუ რა.. იმხელა ბედნიერებქ მომიტანა მეორეს დაბადებამ, თან როხა არ ჭირვეულობს ისე მხიარულაა (პირველი ძაან კოპიანი და მტირალა მყავდა) ეგ მატანიმებს კოდე ამ
დაღლას.

takoo1
ხო მეც ერთ ძუძუში წვეთები მაქვს, 10 გრამამდე ვაგროვებ ხოლმე. ღამე 30 მაქსიმუმ.

სამი ლამის ერთო ასაკოს ბავშვი , არ ვიცი დაო. მარა რაღაცას იზამ რა biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 3 Jul 2023, 12:53
happy-go-lucky

ფაუერ ფამფი ხო არ გიცდია?

Posted by: anibani18 3 Jul 2023, 14:06
happy-go-lucky
ორი სულ სხვა განზომილებაა. დაღლის სხვა ეტაპზე ადიხარ. ახლა ვფიქრობ ხოლმე, ნეტა რა მღლიდა, ერთი რომ მყავდა. პატარაც გაიზარდა და მგონი დროზე ადრე დაეწყო კრიზისული ასაკი. მთელი დღე წივიან, კივიქნ და დამსდევენ ამ წივილ-კივილით. ერთმანეთს ურტყავენ, თუ ერთს ვიხუტებ, მეორე ტირილით მორბის და მირტყავს. ვცდილობ სადმე დავემალო ხოლმე, მაგრამ მაინც მპოულობენ smile.gif
ჩვილობა რთულია თავისებურად. ცოტაც დაიცადე და დამშვიდდება. თბილი პილიონკები მუცელზე სცადე? წყალში ჩასვი ხოლმე, ჩემს კაპასას ეძინებოდა ხოლმე აბაზანაში

Posted by: happy-go-lucky 3 Jul 2023, 14:21
anibani18
წყალში ვსვამ როგორ იცი? ხელში მიჭირავს და ასე ვავსებ ტამი ტაბს წყლით და ვსვამ, თან ამ დროს განწორულო ტორის ხოლმე, ვერ ვაწვენ biggrin.gif სუპერ ძალას ვფლობ მაგ დროს.

მე უფროსი ბიჭი თან მეხმარება, თან ძალიან მაბრზებს , 5 ჯერ ვამბობ ერთი და იგივეს და ეგ ცალკე მაცლის ძალასsmile.gif))



სერაფიტი
თავები და არეოლა რომ ამტკივდა ვეღარ ვექენი, ვასვენებდი. ახლა კარგად მაქვა მაგრამ დრო არ მაქვს. ხვალ დედაჩემთან მივდივარ და იქ შევძლებ უფრო. 10 -10 წთ ასე ვერ ვახერხებ მარტო როცა ვარ.

Posted by: narkozeli 3 Jul 2023, 14:22
anibani18
QUOTE
ახლა ვფიქრობ ხოლმე, ნეტა რა მღლიდა, ერთი რომ მყავდა.


ამერიკულ ფორუმებზე რომ ვკითხულობ 0დან 1 ბავშვზე თრანზიშენი ბევრად რთულიაო უმრავლესობა წერს, ვიდრე 1-დან 2ზეო. მეც მგონია 0-1 უფრო რთული იქნება ვიდრე 1-დან 2ზე გადასვლა. ჯერ მარტო ფსიქო-ემოციურად ხარ მშვიდად, იცი როდის რა გელოდება.
შენ ურთულესი შუალედი გქონდა უბრალოდ ბავშვებს შორის და ეგ მგონია მიზეზი.


Posted by: სერაფიტი 3 Jul 2023, 18:34
ნუტრილონი და აპტამილი ერთი და იგივეა, თუ იცით?
ტრენდიოლზე აპტამილი იაფია, ორივეს ერთნაირი შეფუთვა აქვს და ერთი ბრენდისაა, ნუტრიციასი.
ხომ არ იცით?

Posted by: anibani18 3 Jul 2023, 20:31
happy-go-lucky
კოლიკები აქვს შენს პატარას <3 ვოტა მოითმინე, გაუვლის თავისით. წყალი არ უყვარს ანუ, სწორად გავიგე? წყლის ხმაც არ ამშვიდებს?
აბა ეს მეთოდი ნახე თუ მოგეწონება. https://www.instagram.com/reel/CdgRlhHg4R9/?igshid=YzcxN2Q2NzY0OA==
მე ძალიან კაპარჩხანა მყავდა უფროსი, გახვევამ გვიშველა ყველაზე კარგად. მაშინ დიდად არ ვფლობდი ინფორმაციას და უბრალოდ დაბნეული ქათამივით დავრბოდი წინ და უკან smile.gif ჩაიხუტე, კანით კანთან კონტაქტი სასწაული არისო, ამბობენ. წყალი თუ არ გშველით, მაშინ მასაჟები, ველოსიპედი ფეხებით და თბილი პილიონკა სცადე. მაგრამ ყველაზე მთავარია, ძალები მოიკრიბე და გაუძელი. მალე გაივლის ეს პერიოდი <3
narkozeli
რა თქმა უნდა, 0-დან 1-ზე რთულია, არ ხარ არაფრისთვის მზად. რომ ვადარებ ჩემს თავს ნატალის ჩვილობისას და ახლა, მეცინება. ხელში მეჭირა და ველოდებოდი, როდია მოვიდოდა ჩემი ქმარი, აბაზანა რომ აევსო smile.gif)) ახლა კიდევ ცალი ხელით აბაზანას ვავსებ, ცალით რძეს ვანჯღრევ, ცალი ფეცით უნიტაზზე ვსვამ უფროსს და მეორე ფეხით კიდევ ვბან პატარას, სანამ ორივე განწირულები კივიან smile.gif)
ორზე გადასვლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯერ ერთი ყველა ბავშვი ინდუვუდუალურია და რა გამოცდილებაც პირველზე გქონდა, შეიძლება სულ არ დაგჭირდეს მეორესთან. მეორე კიდევ, ხდება ორი სრულებით განსხვავებული ადამიანის შეხვედრა, ერთ ასპარეზზე მათი ჭიდილი, ყველაფრის გაყოფა და გამარჯვებისკენ სწრაფვა. ის რომ დედ-მამიშვილს აუცილებლად ერთმანეთი ეყვარება და გაუგებს ერთმანეთს - ეს შეიძლება რეალობა სულაც არ იყოს. თავიდან თუ რთული იყო, იმიტომ რომ უფროსი იყო კრიზისულ ასაკში, ახლა უმცროსი უახლოვდება იმ ასაკს და ბევრ რამეს იაზრებს, ახლა მისი მხრიდან დაემატა სირთულეები.
კიდევ დიდი მნიშვენელობა აქვს, რამდენ დროს ატარებ ბავშვებთან ერთად, დამატებით რა ვალდებულებები გაქვს და ა.შ. მოკლედ, ორი ბავშვის გაზრდა ურთულესი ეტაპი გამოდგა ჩემთვის

Posted by: Tua 3 Jul 2023, 21:02
სერაფიტი
კი ოღონდ სხვადასხვა ქვეყბის წარმოება და ხლხი აქტიურად იწერს თურქეთიდან ფორმულებს უკვე . სიმილაკის ფასში 20 ლარამდე გამოდის სხვაობა smile.gif
* * *
anibani18
შენ მოგიწია პირველის ყველაზე რთულ პერიოდში მეორეს გაჩენა და ამიტომ იყო ალბათ უფრო რთული , 2-3 წლამდე რომ პერიოდი გამოვიარე მე გახსენება არმინდა წივილი კივილი, ისტერიკა, ტაბტრუმი , 3 წელს გადავცდით თუ არა მგონია ბავშვი შემიცვალეს სულ სხვანაირი გახდა, ალბათ მაგიტომ უფრო გადავწყვიტე მეორეს გაჩენა, ის 3 წელი მეორეს გაგონება არმინდოდა საერთოდ

Posted by: happy-go-lucky 3 Jul 2023, 21:09
anibani18
მოწონს წყალი. ძააან რო ტირის ხოლმე, ცალი ხელი5 ბავAვი მყავს და მეორეთო ვავსებ წყალსთქო biggrin.gif და მერე ჩერდება.

დღეა საოცარი იდილიაში ვართ, რეჟომოთ ჭამა და სძინავს smile.gif))

გოგოებო, თმოს ცვემა დაეწყო ძალიან ძალიან? აი შესამჩნევად ბევრი. ოკ ა?

Posted by: Meilisi 3 Jul 2023, 21:14
სერაფიტი
დავიწყეთ ლენილაკი შეკრულობას არ ეშველა არაფერი. თვითონ ეტყობა რომ მოსწონს სხვა რძეებზე თუ გაწყვეტდა ჭამას აღარ აგრძელებდა ამას სანამ ბოლომდე არ დაცლის არ ჩერდება. მაგრამ ცოტა მეძნელება ამის მომზადება 70 გრადუსზე უნდა გახსნა ძალიან ცუდად იხსნენა ან რჩება გაუხსნელი და იჭედება ღამე მიჭირს ამის მზადება გადაცივებას დრო მიაქვა. ძილი მოგვიწესრიგა და არც კოლიკები აწუხება აღა ტირის უმიზეზოდ. დამშვიდდა და ღიმილებისთვისაც მოიცალა,აქამდე არ მიცინოდა სულ ტიროდა და ცუდ ხასიათზე იყო
* * *
happy-go-lucky მერე რა ნორმალურია. ჩემს პირველს სულ გასცვივდა ამოუვიდა მერე თავიდან თავის კანი სულ მოპრიალებული ქონდა.ამაზეც ველოდებოდი და არ სცვივა შიდა ფენა ამოსდის ახალი.

Posted by: narkozeli 3 Jul 2023, 21:22
anibani18
კი, ძალიან ბევრია ბავშვის ტიპაჟზეც მარა გულახდილად გითხრა მაგ სხვაობით მე ჯერ არავინ მინახავს რომ ძალიან არ გასჭირვებოდა, ამიტომ ვფიქრობ ყველასთვის რთული იქნებოდა.
ჩემთვისაც 18 თვიდან 2 წლიდან იყო ნამდვილი კრიზისული პერიოდი თავისი სიჯიუტეებით და ტანტრუმებით, 3 წლიდან მართლა რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. ამიტომ ვფიქრობ მესამეს თუ გავაჩენ ოდესმე, 3 წლიანი შუალედია იდეალური. შენ გამორიცხავ მესამეს?

Posted by: happy-go-lucky 3 Jul 2023, 21:59
Meilisi
ჩემს პირველ შვილს ღერი არ ჩამოვარდნოა და შევშინდი. დღეს განსაკუთრევით, სავსე იყო აბაზანა.

აუ ესეც სულ იცინის თუ არ სტკივა მუცელო. ისეთი ბედნიერი ვაარ მაგ დროს❤️

Posted by: სერაფიტი 3 Jul 2023, 21:59
Tua

კი,.იწერენ, ვიცი. ჰოდა გამოვიწერ მეც. ნუტრილონს და აპტამს ვწერ სხვადასხვა ფეიჯზე მთელი დღეა და ინსტაგრამზე მომივიდა პასუხი, როგორც იქნა.ნამდვილად ერთი და იგივეა. 17 ლარი ღირს 300 გრამიანი კომფორტი ტრენდიოლზე, აქ-44 ლარი ღირს 400 გრამიანი. საბითუმოდაც იქნება ტრენდიოლზე, ვნახავ. ჯერ ერთ ცალს გამოვწერ.
რა დამპალი აფთიაქებკ გვყავსsad.gif რამხელა მარჟაზე მუშაობენ.
რანაირად შეიძლება 65 ლარი ღირდეს პამპერსი და ფასდაკლებაზე - 33? არანორმალურია. ამიტო არაფერს არ ვყიდულობ, რასაც მაგდემკ აკლდება სეილებზე. არარეალურ ფასებს არ გადავიხდი.
მუსტელას პროდუქციასავ ტრენდიოლიდან ვიწერ და მშვენიერია.


Meilisi

აუ, ვაცდი მე ამ კომფორტ ხაზს, რავიცი. დღეში ერთხელ უწევს და ასე მოქმედებს?sad.gif დავაწყებინე ნეო პეკე ყაბზობის სმაც. გუშინ და დღეს არ გასულა. ხვალ ალბათ გავა. დილიდან სემპერის ქლიავს ვაჯახებ. წყალს ვასმევ. შემკვრელს არაფერს ვაძლევ - კარტოფილს მაგალითად.დილით ხილით იწყებს, მანგო, გარგარი,მსხალი, ვაშლი, ქლიავი. ყველა უჯრედისითაა გატენილი. ფაფასაც ბევრს არ ჭამს, მაგას რო დავაბრალო. ეტყობა მაინც გარდამავალი პერიოდის ამბავია რა. და რო ნახა ერთიორჯერ, წვალება იყო კუჭში გასვლა, თავს ხო არ იკავებსთქო ახლა.
ფეხები მოუძლიერდა და ველოსიპედებს აღრ მაკეთებინებსsad.gif
ძაან მინდა დაულაგდეს, რა. მე მთელი ცხოვრებაა მტანჯავს ყაბზობა და რაღა ეს გამოყვა ჩემიsmile.gif)

ლანილაკს აგერ ნარკოზელი და ფერმინა აჭმევდნენ. აქებდნენ ძალიან.

Posted by: Meilisi 3 Jul 2023, 22:25
სერაფიტი
მე ცუდია თქო ეს არ მითქვამს ჭამს მოსწონს მშვიდად არის კუჭის მოქმედება არ აქვს. ჩემი პატარაა და მაგეებს ვერ მივცემ წყალსაც ძალით ვაწვეთებ. მიკრო ოყნებს ვახმარებ ხოლმე. ლაქტოჯსაც ვაძლევ მოკლედ რავიცი რა. აღარ ვამბობ არაფერს მთავარია აღარ ტირის დაუსრულენლად .

Posted by: narkozeli 3 Jul 2023, 22:27
სერაფიტი

მე არ ვაჭმევდი ლენილაკს, ჩვეულებრივ პლასმონს ვაჭმევდი, ლენილაკი სპეც კვებაა. საცდელად მივეცი რამდენიმეჯერ და ძაან სქელი მომეჩვენა. ჩემსას გაზები და კოლიკები არ ქონდა, არც შეკრულობა, ამიტომ ჩვეულევრივ პლასმონზე მყავდა მე დაბადებიდან 18 თვემდე დაახლოებით.


* * *
Meilisi

ბიოგაია არ დაუნიშნა პედიატრმა? ეგეც ეფექტურია საკმაოდ

Posted by: სერაფიტი 3 Jul 2023, 22:48
Meilisi

რამხელაა ახლა? რომ აღარ წუხს, ეგ მთავარია <3
როგც ბევრჯერ დავწერეთ,3 თვე უნდა რა. დაალაგებს. ჰადაჰა 4. გააჩნია. ჩემმა 2 თვეზე გადალახა გაზები. ბუნებრივ კვებას ვაბრალებ, რძე მეგობარ ბაქტერიებს ადვილად აჩენს. წამალი არც მიმიცია. ხელოვნურის ბავშვებს უფრო უნიშნავენ ხოლმე რაღაცებს, აი ბიოგაია კარგია მეგობარი ბაქტერიების გასაჩენად.

ისე, არც ეს წუხს მუცლის გამო. მე უფრო ვწუხვარ, რო ვერ გადის. თან 6 თვე მიჩვეული ვიყავი, დღეში რამდენჯერმე რო კუკავდა.


Posted by: Meilisi 3 Jul 2023, 23:02
სერაფიტი
3 თვის გახდება 1 კვირაში.იმედი მაქვს დალაგდება ეს ამბებიც მალე
* * *
სერაფიტი
მეც ხშირად მაწუხებს ეგ პრობლემა და ამ საკეისრომ ხომ საერთოდ ამირია ყველაფერი. სინამაქის ფოთლების ჩაის ვყიდულობ და ძალიან კარგად მეხმარება.
happy-go-lucky
უფ ეს დღეებიც გაივლის ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.
narkozeli არა ეს არ დაუნიშნავს.ლაქტოჯი ქიდსი და არ შველის.ხვალ დაველაპარაკები პედიატრს.მადლობა

Posted by: Anabeli111 4 Jul 2023, 00:30
გოგოებო ♡ აქ რომ შემოვდივარ, რაღაცნაირად ვმშვიდდები ხოლმე, რომ მარტო არ ვარ biggrin.gif

anibani18
სადმე დავიმალოზე გამახსენდა შარლოტა ("სექ@სი დიდ ქალაქში"). ჩვენსავით რომ წვალობდა დედობისთვის და მერე ორი ბავშვი რომ ეყოლა, საკუჭნაოში იმალებოდა. მრცხცენია ჩემი გრძნობებისო.. მაგრამ რეალურად ყველა ქალისთვის ბუნებრივია ეს განცდები, ასე მგონია... ♡

გოგოებო, ზრდის დღეების კალენდარი ხო არ გაქვთ?

ისეთი განერვიულებულია თაია. საღამოს განსაკუთრებით, აღარავისთან მიდის.. მე რომ მხედავს, ან ხმა ესმის, ჩემთან უნდა იყოს. დედასთან ვარ, მაგრამ მე თუ სახლში ვარ, არც დედას ეთამაშება, არც ჩემს დას.. იქავებს ამ ღრძილებს, მაგრამ ეს კბილებიც არ ჩანს.. მოკლედ ვწვალობთ. როდის გადაუვლის ნეტა.. ;(

Posted by: takoo1 4 Jul 2023, 01:18
anibani18
გეთანხმები ანი ორი ბავშვი უფრო რთულია 2 წლიანი სხვაობაა თუ 3 წლიანი რთულია ბევრად ვიდრე ერთი ბავშვი.
მეცინება ამ გადმოსახედიდან ლუკიანე რო მყავდა მარტო რა მერთულებოდა.
ეხლა ვიხსენებ რამდენ რამეს ვაკეთებდი და ვასწრებდი.ეხლა უკვე ძაან გაჭედილი ვარ.
ბოლო 6 თვეში სხვანაირი გახდა და მაგ მხრივ გამარტივდა ბევრი რამე,თუმცა რთული მაინცაა

80% ბავშვზეა დამოკიდებული,ბავშვის ხასიათზე.ესე ვერ იტყვი რო 3 წელი იდეალური შუალედია.ზოგი 3 წლის მერე უარესია,ზოგი 3ისაც და 5ისაც წყნარია.მაგალითად ჩემი სამივე დისშვილი biggrin.gif მაგათი ტანტრუმები და გაჭედვები არ გვახსოვს არავის.ისე გაზარდა ჩემმა დამ თავიდანვე წყნარად იჯდნენ თამაშობდნენ,ტირილი რა იყო არ იცოდნენ.
ყველაფერს ასწრებდა ჩემი და რაც ყველაზე მთავარია ნერვებიც არ დაგლეჯვია.ეს ნამდვილად ბავშვების დამსახურებაა..
ზოგს ერთი ყავს მარა ისეთი რო ცხოვრებას უმწარებს მშობლებს.
რამდენ შემთხვევას შევსწრებულვარ ეზოშიც და ბევრგან კიდე.
დღეს თუნდაც,ჩემ დასთან მყავდა ბავშვები და იქ ეზოში 5 წლის გოგო ისეთ ისტერიკებს აწყობდა და ისე ტიროდა და კიოდა მე დამაწყდა ნერვები დედამისის მაგივრად.
დიდი ძმა ყავდა იქვე biggrin.gif ეხლა დედამისს რო კითხო ერთი ბავშვი გაგირთულდა თუ ორი თან დიდი შუალედითთქო ვიცი რა პასუხიც ექნება ისედაც biggrin.gif
ესე ვერ იტყვი მოკლედ რა. ზოგს 2 და 3 ყავს და არ უჭირს.ზოგს ერთი ყავს და ბაწარში თავი აქ გაყრილი smile.gif
ერთი პლიუსი ის აქვს მეორე ბავშვს რო მომზადებული ხარ და გამოცდილი რაღაცეებში
დალშე რავიცი რა გითხრათ აბა biggrin.gif
happy-go-lucky
სცვივათ პატარებს მაგ პერიოდში,ჩემებს უკან მელოტივით ქონდათ გაცვენილი.ესენი ქერები არიან და ვერ ვამჩნევდი თვალით უბრალოდ სად ეყარა)))მალევე ამოუვიდათ რაც დასცვივდათ.
* * *
Anabeli111
ანა აი ესაა. ინდივიდუალურია ალბათ მარა ზოგადად ასეა რავიცი.
user posted image

ჩემიც ეგრეა სულ ჩემთან უნდა რო მხედავს არ უჩერდება არავის.ლამის გადმოხტეს იქაჩება რო ავიყვანო.
ლოგინზე დავაწვენ ხოლმე მივუწვები და მეფათურება სახეზე და იკრიჭება სულელივით biggrin.gif თვალები უციმციმებს უნდა ნახო რა ბედნიერია რო განმარტოვდება ხოლმე ჩემთან biggrin.gif (რსაც ხშირად ვერ ვახერხებ)

შეიLზება კბილების ამბავია.90% ეგ იქნება
ძაან გაღიზიანებული იყო გაბრიელი ეგ პერიოდი
ღამეც იღვიძებდა,ტიროდა მომენტებში ისტერიულად აშკარად ტკიოდა,აწუხებდა.
აი ამოჭრის და თუ დამშვიდდა მიხვდები რო მაგის ბრალია.

Posted by: Anabeli111 4 Jul 2023, 07:10
takoo1
ჩემს ბიძაშვილს 4 ჰყავს და ახლა უფრო ვხვდები, რა დღეშია ხოლმე :დ ერთადერთი ის ეხმარება, რომ უფროსები უვლიან პატარებს :დ პირველი-ორი ჰყავს მიყოლებით, მერე შუალედი და მერე მე3-მე4.. მეოთხეზე რომ გაიგო, ისე ნერვიულობდა, მაგრამ მაგან გადარია ჭკუიდან ყველა და სხვა ენერგიქ შემატა ოჯახს ♡

თაია რომ 6თვემდე იყო, მეორე ბავშვის გაგომება არ მინდოდა :დ ახლა უკვე მენატრება ციცქნა რო იყოოო.. დავყურებ ხოლმე ფოტოებს და ვიდეოებს ♡

დღეს გახდა 9 თვის და ალბათ 9 თვის კრიზისია sad.gif

თაკო, გაბრიელს როგორ აქვს გამონაყარი? გაუარა?

Posted by: anibani18 4 Jul 2023, 09:36
Tua
narkozeli
თქვენი ნაწერებიდან ჩანს, რომ სირთულეს მხოლოდ უფროსს ბავშვში ხედავთ, მის ისტერიკებში. თავიდან შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ახლა სხვა ეტაპი გვაქვს ჩვენ. ახლა უმცროსი გახდა საზრიანი და წივილ-კივილი გაორმაგდა. იმედი მაქვს, ეს სირთულეები მხოლოდ ჩემს ოჯახშია და თქვენ აგცდებათ <3
არა მგონია ახლა რომ გამეჩინა პატარა, ნატალის არ ენერვიულა და სხვანაირად მიეღო. მგონია, რომ კიდევ უფრო გაუჭირდებოდა.
ერთთან რომ ვარ ხოლმე, ბაღში როცაა უფროსი ან პატარას სძინავს, სრული რელაქსი მაქვს. ერთად ორივე არის ძალიან მძიმე.
narkozeli
მესამე გამორიცხულია. ასაკიც არ გვიწყობს ხელს, აღარც ძალა მაქვს და მეანმაც ამიკრძალა მესამე.
happy-go-lucky
არასწორად გავიგე. რა კარგია წყალი რომ უყვარს. წყლის ხმაზე არ მშვიდდება ხოლმე?
გახვევა არ გიცდია? ღამე სძინავს?
Anabeli111
მცხვენია რომელია. მერე დედას ვურეკავ და ვჩივი, რა ცუდი დედა ვარ. მაგრამ ისეთ დღეში მაგდებენ ხოლმე. მარტო ვერ ვუმკლავდები ორივეს ერთად.
ჩემიც ასეა, ანი. სულ ჩემთან უნდა, ნაბიჯს თუ გადავდგამ, ტირილით მომსდევს. ალბათ განშორების შფოთვებია.
takoo1
ზუსტად, თაკო. ნეტა რა მაწუწუნებდა საერთოდ, რა მღლიდა.
ბავშვის ასაკს ალბათ აქვს მნიშვნელობა, არ ვიცი. დიდი შუალედით მე ვეღარ გავაჩენ შვილს. ისე ვისაც ვკითხე, ყბრლას სირთულის გარეშე გაუზრდია შვილები. ერთი შენ ამბობ, რომ რთული არისო. ასე რომ ხანდახან ვფიქრობ, იქნებ მხოლოდ მე მყავს ასეთი უზნეო ბავშვები smile.gif

Posted by: Tua 4 Jul 2023, 09:39
სერაფიტი
კიი საოცარი მარჟა აქვთ sad.gif თან აი სხვადასხვა მომხმარებელთან სხვადასხვა ფასია, წამლებიც იგივე ზუსტად. მე ხომ კლინიკაში ვკუშაობ და ჰიპპს ვყიდულობთ ფორმულად ბევრად უაფად ვყიდულობთ ვიდრე აფატიაქშია smile.gif პამპერსებსაც ეგრე. მე მოლფიქსის პამოერსზე ვიყავი გადასული ბოლოსკენ სანამ გადავაჩვევდი , ბაზრობაზე ვყიდულობდი საკმაოდ კარგი იყო რბილი და უსუნო . 29-30 ლარად შეკვრას .

Posted by: takoo1 4 Jul 2023, 09:50
Anabeli111
იცი რაა დიდები როცა გყავს ძალიან ძალია მარტივია.მესამე ყველაზე მარტივი აღმოჩნდა ჩემი დისთვის იმიტო რო უფროსები დისწბი ყავდა და ეხმარწბოდნენ.პატარები რომც ყოლოდა მაინც არ გაუჭირდებოდა იმიტო რო თავიდანვე ისეთები იყვნენ ყველანი მშვიდები და თავისთვის.
გვიან როცა აჩენ ანუ დიდ შუალედს აკეთებ გამიგია რო სხვა შემართებით ხარ და სხვა ენერგიით.
ალბათ დროის ამბავია.დავიწყებული გაქვს ყველა სირთულე და თან გენატრება პატარა.

მესმის შენი.პედიატრთან მყავდა წინა კვირას გაბრიელი და ერთი თვის პაწაწო რო დავინახე ისე მომინდა biggrin.gifგაბრიელი დიდი მომეჩვენა იმასთან❤️
გაუარა კიი ტრიდერმმა აულაგა,კეტოტიფენსაც ვასმევდი ის დღეები და ალერგიული ფონიც აულაგა.ეხლა გუშინ ისევ შევამჩნიე ფეხზე პატარა წერტილები და მგონი რო ბატატი აძლევს ალერგიას და აღარ მივცემ ცოტახანი.

Posted by: narkozeli 4 Jul 2023, 09:58
anibani18
კი მართალი ხარ ჩვენ სუბიექტურები ვართ ჯერ, ერთნახევარი ბავშვით biggrin.gif

მე 2 წლამდე საერთოდ არანაირი სირთულე არ მქონია, ამიტომაც რო არ გამომიცდია ეხლაც დიდად არ ველოდები აღუობის სირთულეებს მარა რომ ვუყურებ აშკარად მე ვარ გამონაკლისი biggrin.gif იშვიათობაა მასეთი მუთაქა ბავშვი მე როგორიც მყავდა))
მე და ჩემი ქმარი ვიხსენებდით ზუსტად გუშინ, იცი რამდენდჯერ დაგვიწყებია საერთოდ ბავშვი რო იყო ოჯახში? biggrin.gif ოღონდ ლითერალი დაგვიწყებია :დ უბრალოდ მერე გახდა ცელქი სადღაც წლინახევარ ორი წლიდან და მერე გავიგე მე პირადად თორე მანამდე ვფიქრობდი ნეტა საერთოდ რატო ერთულებათ ბავშვითქო biggrin.gif
კიდევ მეორე მომენტიცაა, მე სამშობიაროდანვე ძიძა მყავდა და მთელი დღე მას ყავდა ბავშვი, ალაბთ შენსავით მარტო რომ გამეზარდა კიდევ სხვანაირი გამოცდილება მექნებოდა. კი ყველას ეხმარებიან დედები, დედამთილები და ა.შ მარა ეგეც მაქვს და სულ სხვაა ეგეთი მოხმარება და ძიძა რომ ზრდის ვაბშე სხვა. ბევრად გიმარტივებს ვიდრე უბრალოდ ვიღაცის მოხმარება.
შეიძლება მეორე ბავშვი სულ სხვანაირი აღმოჩნდეს, დაბადებიდან ჭირვეული მაგალითად biggrin.gif მასეთ შემთხვევაში ღამის ძიძას ვაპირებ და მყავს ერთი კანდიდატურა უკვე.
აი ჩემს პირველ შვილს 4 წლის მანძილზე ღამე არასდროს გაუღვიძია დაიჯერებ? შესაბამისად ღამის 10-11დან დილის 8-9მდე ტყუილად უნდა მჯდარიყო ძიძა და არც ამიყვანია ღამის ცვლაში, არ იყო საჭიროება, ეხლა თუ იქნება- აუცილებლად ავიყვან.

შენ რაც მირჩიე მოვრჩი უკვე მაგ წიგნს და კიდევ სხვანაირად ვაპირებ დავალაგო. უფროსთან მეტი დრო, პატარასთან თავიდან შედარებით ნაკლები. უფროსს აღარ ეყოლება ძიძა, იქნება ბაღში დილიდან 7მდე, მერე გამოვიყვან მე წავიყვან ცურვაზე ან ციგურებზე ( ამ ორზე დამყავს) და 8 საათიდან მეყოლება ორი ბავშვი. უფროსი 9ზე იძინებს, პატარა რას იზამს ჯერ არ ვიცი.
მე ხო გეუბნები ჩემი გამოცდილებით 1.5-2 წლის ასაკის მეშინია ყველაზე მეტად და მაგ დროს ვაჩე იქნება 7 წლის და იმედი მაქვს პირიქით ხელს შემოწყობს და მომეხმარება.
7 წლის ჩემი ორივე დისშვილი და ნათლული რავი მარტივია საკმაოდ და მეეჭვება ვაჩესთანაც აწი რამე განსაკუთრებული სირთულეები შემხვდეს გარდატეხის ასაკამდე biggrin.gif

მოკლედ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ და ვნახოთ რეალობა როგორი იქნება. მე ერთი შვილი ოდნავადაც არ გამჭირვებია (2 წლის კრიზისი გამიჭირდა ერთადერთი ფსიქოლოგიურად, წინააღმდეგობებს რომ მიწევდა)
მარა სულ ვამბობ რომ მე ცუდი მაგალითი ვარ, უძიძოდ არ ვყოფილვარ არასდროს. ასევე ზამთარში 1 თვე და ზაფხულში 2 თვე 24 საათით მყავს ძიძა რომ მე სრულად დავისვენო. ანუ არდადეგების პერიოდში.
მე შენსავით და აქ გოგოებს რომ ვუყურებ თქვენსავით გმირობას ვერ შევძლებდი, ვერ ვარ ყოჩაღი მართლა. კარგად გამომდის დაგეგმვა, ლოჯისტიკა და ა.შ ყველაფერი რაც ბავშვს ეხება. 24/7ზე ბავშვთან რომ ვიყო შეურაცხადი გავხდები, იმდენად რთული იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ბავშვის საჭიროებებზე მორგება.
ფინანსურად რადგან მაქვს საშუალება ავიყვანო ერთდროულად ორი ძიძა, მაგიტომ ვჭიკჭიკებ ეხლა მესამეზე თორე საერთოდ არ გამოვრიცხავ ორის მერე ისე დავეცე ბეჭებზე, მეტი ბავშვის გაგონება არ მინდათქო ვიძახდე biggrin.gif
ჩემს მეუღლესაც უნდა 3 შვილი, მე არასდროს მინდოდა ორზე მეტი მაგრამ თავიდან ამაზე ტყუპები რომ
გვითხრეს ისე გადავეწყე 3-ზე ეხლა ვერ ვეგუები ფსიქოლოგიურად sad.gif

This is us ვისაც გაქვთ ნანახი, რებეკა და ჯეკს რაც დაემართათ ტყუპებზე, ზუსტად ის გვჭირს მე და ჩემს ქმარს sad.gif შეიძლება გამიაროს მეორე ბავშვის მერე, არ ვიცი.

Posted by: takoo1 4 Jul 2023, 10:01
anibani18
შენს გარშემო იღბლიანი ხალხი შეკრებილა smile.gif
biggrin.gif
მეზობელი მყავს 4 გოგო ყავს მიყოლებული
უფროსი და მეორე 4 წლიანი შუალედით მერე 2-3 წლიანი შუალედებით
მოსიარულე გიჟია biggrin.gif სუ წივილ კივილია სახლში
მიუხედავად იმისა რო სკოლაში და ბაღში დადიან,მამამთილიც ეხმარება სულ აი ძაან რთულია,შენ როცა ზრდი აქ ამაზეა ლაპარაკი.თორე ძიძა თუ გყავს,დამხმარე და კაი ცხოვრება დიდად არ მგონია შუალედს მნიშვნელობა ქონდეს,გასული თუ ხარ სახლიდან მთელი დღე ნაკლებად გამოივლი ამ სირთულეებს.
რაც მთელი დღიე განმავლობაში გვხვდება ჩვენ ვინც ჩვენ თვითონ ვზრდით და 24 საათი ბავშვებთან ვართ,კი მიხვდები რამდენი დეტალი და ნიუანსია დღის განმავლობაში.
თუ რთული ბავშვი გყავს საერთოდ პიზდეც biggrin.gif
მერე შენ ტიპაჟსაც გააჩნია,ზოგი ემოციურია ყველაფერს ისე აღიქვამს მძაფრად.
ისეთი პოხუისტი და ოპტიმისტი ვიყავი ყოველთვის,ალბათ ცოტა ეგ მეხმარება რო არ დავხოცო ესენი biggrin.gif
რკინის ნერვები უნდა მოკლედ რა.
გაძლება დაო smile.gif იმედია მალე გაიზრდებიან და ცოტა დაჭკვიანდებიან


Posted by: narkozeli 4 Jul 2023, 10:06
takoo1
გეთანხმები. ასაკი რომ მქონდეს უფრო პატარა და 30 წლამდე რომ ვიყო ეხლა, უფრო თამამად ვილაპარაკებდი მაგრამ თუ მესამეს გავაჩენ 35-ზე ზემოთ ალბათ არა. არც ჩემი ფოლიკულური რეზერვი არ მიწყობს ხელს, კი იცი 0.56 მქონდა ბოლოს ანტიმიულერი. რაც საშუალოდ კიდევ 3 ჰაჰა 4 წლის მარაგია ისიც თუ ისევ გამიმართლა და დავვორსულდი საერთოდ.
მე რომ შენსავით ან ანიბანივით ვიყო, ერთ შვილზე გამასვენებდნენ მიუხედავად მარტივი ბავშვისა biggrin.gif
თქვენ ხართ უყოჩაღესები მართლა❤️
მე ძიძის გარეშე ერთ შვილზე გავჩერდებოდი.


* * *
ეს მოტივაციისთვის:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0kPP2gWz6dBkDDHViR4FKuuZt2WsiwjkuXC9zuwSKx13MNz78FyEB48vUeULKn3Fhl&id=1426819857580548&mibextid=qC1gEa

4 შვილიანებიო და რა ფორმაში არიან, არც კარიერული წარმატება აკლიათ და არაფერი.

ჩემი ოცნების დილა ასე გამოიყურება:
https://vt.tiktok.com/ZSLD2tcXG/
დილით საუზმის მომზადება ეზოში ჩემი შვილებისთვის, სამსახურში წავსლამდე ერთად გატარებული ფემილი დილები და საღამოები, დიდი ეზო და ბავშვები.
ყველაფერს ვაკეთებთ მე და ჩემი ქმარი ამ ოცნების ასასრულებლად. თუ ოდესმე გამოგვივა, ძალიან ვიამაყებთ ჩვენი თავებით. ბევრი რამე შევქმენით უკვე ერთად, მაგრამ ბავშვებზე კარგი და საოცარი არაფერი შეგვიქმნია და ალბათ ვერც შევქმნით.
მე თუ ამას ვიტყოდი ოდესმე არ მეგონა, იმდენად კარიერისტი და არადედური ტიპაჟი ვიყავი biggrin.gif მაგრამ ღმერთი თუ მაჩუქებს კიდევ ჯანმრთელ შვილებს და მექნება ფინანსური საშუალება, ამაზე კარგს სხვას რას გავაკეთებ არ ვიცი.
მოკლედ ეს ახლაა ჩემი აზრი, სპეციალურად ვაფიქსირებ ღიად რომ წლების მერე გადავამოწმო ისევ იგივე აზრზე ვიქნები თუ შემეცვლება აზრი.
მოკლედ დავუბრუნდები ამ თემას ერთი 5 წელშიც თუ იგივე აზრზე ვიქნები biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 4 Jul 2023, 11:29
Tua

მოლფიქსი არ მიცდია. პამპერსის პამპერსს ვაცმევ დაბადებიდან. სამჯერ ვცადე შეცვლა - ელიტ სოფტი, როიქლ კომფორტი და გიგლს თუ რაღაც ბიუჯეტური იყო. ელიტ სოფტი ჟონავდა და სქელი იყო თან. როიალ კომფორტი ოვერფრაის მეჩვენა - იაფი არაა და ვიტა უხარისხოა. გიგლსმა გამოაყარა და ძლივს ავულაგე. დავუბრუნდი პამპერსს - თხელია, კარგად იწოვს. პროსტა რაღაცა სუნი აქვსsmile.gif) მარა დავიკიდე.
50 პროცენტიან ფასდაკლებებზე რამდენიმე ჯამბო პაკს ვყიდულობ და ყოფნის შემდეგ ფასდაკლებამდე.



ჩემს ძმას ეყოლა ახლა ბაია. რო ვუყურებ, ეგეთი თუ იყო ანიტა, აღარ მახსოვს თითქოს. არადა იგივე წონაა ზუსტად. ქარივითაა. ნეკა თითით ამყავსsmile.gif) და რო ვუყურებ, გაცილებით გამიადვილდება, ახლა რო ეგეთი მყავდეს მეორე, იმიტო რო მართლა ყველაფერი ვიცი უკვე თეორიულად და პრაქტიკულად. ოღონდ იმენა ჩვილობას ვგულისხმობ. მაგრამ ნამდვილად არ ვარ ჯერ მენტალურად მზად, ეს ყველაფერი კიდევ გავიარო. მით უმეტეს ანიტა რაც იზრდება, მეტი ჩელენჯი ჩნდება.smile.gif)

Posted by: takoo1 4 Jul 2023, 13:18
სერაფიტი
პამპერსი კარგია კი მაგას ვყიდულობ ხოლმე გაბრიელს
ულტრა კომფორტს რატო არ აცმევ ჰაგისს? მე კარგურში ვუყიდე ფასდაკლება იყო წინა კვირას და მომეწონა
რაღაცა თხელი მომეჩვენა
ადრე რო ვყიდულობდი ლუკიანეს უფრო სქელი იყო ხოლმე თითქოს.
როიალ კომფორტი არც მე მომეწონა ძაან ბანძია ჩემთვის.და რატო ღირს ესე ძვირი ვერ გავარკვიე))

Posted by: narkozeli 4 Jul 2023, 13:20
anibani18
QUOTE
მესამე გამორიცხულია. ასაკიც არ გვიწყობს ხელს, აღარც ძალა მაქვს და მეანმაც ამიკრძალა მესამე.


ეს რა მიზეზით ანი თუ საიდუმლო არაა? ორი საკეისროს გამო?

QUOTE
ისე ვისაც ვკითხე, ყბრლას სირთულის გარეშე გაუზრდია შვილები. ერთი შენ ამბობ, რომ რთული არისო. ასე რომ ხანდახან ვფიქრობ, იქნებ მხოლოდ მე მყავს ასეთი უზნეო ბავშვები


ვაიმე ეს არ დაიჯერო biggrin.gif ხალხს არ უყვარს გულწრფელობა)))
ჩემი და, რომელიც უყოჩაღესია და ზუსტად შენნაირი შუალედით გააჩინა ორი შვილი, ფსიქიკურად შეიშალა ლამის. დამხმარის გარეშე ზრდიდა ფაქტიურად. რომ ვუყურებდი, ზუსტად ვიცოდი რომ მე ამას ვერ შევძლებდი.
ასევე ირგვლივ მე ვინც მყავს, აგერ ჩვენი თაობის გოგოები, ტუაც დამეთანხმება, ვინც მიაყოლა- ყველა ზუსტად შენსავით იყო, 30 გოგოდან 10მა მაინც მიაყოლა და რავიცი, გამონაკლისი ნამდვილად არ ხარ, პირიქით, ყველას უჭირს აბსოლუტურად ეგ შუალედი.
აი დიდ შუალედზე ბევრს ვხედავ რომ ნამდვიალად არ უჭირთ, იმიტომ რომ უფროსი უკვე აზრზე მოსულია და ტოდლერობა გადავლილი აქვს.

Posted by: takoo1 4 Jul 2023, 13:55
narkozeli
აუ სიჭინავამ ბოლოს ჩააბანძა biggrin.gif არ მევასება ეგ ქალი disgust.gif
ისე ძიძები რო არ არსებობდნენ ამ დროში ქალებს რა დარხეული ექნებოდათ,იმას ვგულისხმობ ყველა სახლში რო იჯდეს ჩემსავით ეხლა biggrin.gif
რა აზრები მაწუხებს givi.gif

ავიღე ანალიზები დიაბეტზე biggrin.gif
იმედია წესრიგში მაქ ამ ბოლო დროს ძააან ბევრ ტკბილს ვჭამ და წონას ვერ გაარტყამთ რამდენი ვარ biggrin.gif
61 facepalm.gif facepalm.gif
წუწუნით ავიკელი მთელი ჰერა
ჩემ ძმას შევუარე სამსახურში და აქ ვწუწუნებ ეხლა.
რამდენი კილო ვიქნები თქო და რავი 70იო? lol.gif დეგენერატია დამგრუზა რა მეტყობა 70 კილოსი 61 ვარ მეთქი
უი მასე ცოტაო givi.gif

* * *
ვსოო მორჩა ჩემი ტკბილი და ცომი chups.gif
user posted image
ღამის 11 საათზე გამოვაცხვე და ვხეთქე biggrin.gif არაქალი ვარ gigi.gif

Posted by: narkozeli 4 Jul 2023, 14:54
takoo1
QUOTE
ისე ძიძები რო არ არსებობდნენ ამ დროში ქალებს რა დარხეული ექნებოდათ


არადა ძიძები და გაძიძავება საუკუნეებს ითვლის biggrin.gif მაშინ იყო თუ იყო, ვაბშე სხვა სოფელში რო აგზავნიდნენ ძიძებთან და ისინი რომ ზრდიდნენ აკაკი წერეთელი მაგალითად biggrin.gif


ისე კი, მაშინ მეტნაკლებად ისედაც სახლში იყო ქალი, ამიტომ არის რომ ბლატაობენ კაცები წარმატებული მეცნიერები, გამომგონებლები და ა.შ ძირითადად კაცები იყოო, იქნებოდნენ გენაცვალე, ქალები სახლში იჯდნენ ბავშვებს ზრდიდნენ და ვერ ვითარდებოდნენ ვერც კარიერულად და ვერც განათლებას იღებდნენ საკმარისს, ხელშეწყობაც არ ქონდათ და იყვნენ ასე შვილების გამზრდელებად და ეზო-კარის მიმხედავები :დ

ძაან მიხარია რომ დასრულდა ეგ ეპოქა givi.gif

აუ ძაან მადისაღმძვრელად გამოიყურება <3 ლობიანებია ხო? იფფ <3

Posted by: სერაფიტი 4 Jul 2023, 15:15
takoo1
QUOTE
ულტრა კომფორტს რატო არ აცმევ ჰაგისს?


ახლა მე ამის პამპერსის შემცვლელი აღარ ვარ, კიდე რო გამოაყაროს, მეზარება.
კაი ფასია პამპერსის პამპერსი ფასდაკლებაზე. თორე ნუ 65 ლარი როცა ღირს, არც მიყიდიაsmile.gif)

ძიძებს როგორ პოულობთ ისე, ვისაც გყავთ/გყოლიათ? სათანადო კვალიფიკაციის ხალხი სადმე არის? თუ უბრალოდ ბუნჩულა და საყვარელი დეიდა უნდა იყოს?
რაღაც პლატფორმები რომაა და ძიძების "ბაზა" აქვთ (როგორც საზღვარგარეთ ზოგიერთგან), ეგენი სანდოა?

Posted by: takoo1 4 Jul 2023, 15:22
narkozeli
არა ადრე არ იყოთქო კი არ ვამბობ
ეხლა რო არ იყვნენ მეთქი biggrin.gif
ხოო ადრე სახლში იყვნენ უმეტესად ეგ ვიგულისხმე ეხლა ყველა რო მუშაობს და ყველა კარიერაზეა გადართული უძიძობა იქნებოდა პიზდეცი biggrin.gif
ხოო ლობიანია თან ლორიანი biggrin.gif
აუ ძაან მადაზე ვარ და ცოტა უნდა დავასტოპო

Posted by: anibani18 4 Jul 2023, 15:55
narkozeli
დამხმარეები თუ გყავს, რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და დიდი ჭკუა smile.gif
მე ხშირად ვარ ორივესთან მარტო, მარტო გამყავს სასეირნოდ, რაც თვითმკვლელობის ტოლფასია ახლა უკვე. დღეს, მაგალითად, შვიდ საათზე გაიქცა ჩემი ქმარი სახლიდან, რადგან ტირილსა და წუწუნს ვერ უძლებს.
არ მიკითხავს, მართალი გითხრა. თაბიდან, სანამ ოპერაციას გამიკეთებდა, მითხრა, რომ მესამე წლების მერეო. რომ გამიკეთა და მოვიდა მერე, მითხრა, მესამეა აღარო რა. აღარც ვაპირებდი მაშინ მესამეს, მე 37 წლის ვარ, ჩემი ქმარი 50. ნეტა ესენი გაგვაზრდევინა და დაგვაყენებინა როგორმე. ამიტომ არც მიკითხავს, რაოდენ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს.

* * *
narkozeli
აუ, გვანცა, ასე ვერ იტყვი რა. ჩემი დამლაგებელი მიყვებოდა, ერთ ოჯახში უფროსი უნივერსიტეტში დადის და მეორე პატარა ყავთ, ეს უფროსი თურმე ისეთ სცენებს მართავს, ეჭვიანობს საშინლად. რა თქმა უნდა, იმას შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა და ორი წლის ბავშვს მაგაში ვერ შეედრება, მაგრამ ყველანაირი მაგალითები არსებობს. და სიტყვა”არ უჭირს” მხოლოდ რაღაც ეტაპზე შეიძლება იყოს მართებული. რადგან ორი ბავშვი იზრდება და გამუდმებით იცვლება.
* * *
takoo1
ნამდბილად, თაკო, გეთანხმები. თუ არის საშუალება, თავს უნდა სცე პატივი და აიყვანო ძიძაც და ვინც შეგიძლია ისიც, რომ გაუმარტივო ცხოვრება. ეს ბავშვები მაინც გაიზრდებიან, ახლა რა სირთულეებიც გვიდგას წინ, ეს მხოლოდ ჩვენი სირთულეა, მათ ეს არ ემახსოვრებათ.
შაბათი-კვირა მქონდა საოხრად საშინელი და ხმამაღლა ვთქვი, დავიტანჯეთქო. მერე გარეთ გავედით და იძახის ნატალი, დავიტაბჯე, დავიტანჯეო. კინაღამ ცრემლები წამსკდა, რატომ უნდა ვასწავლო ეს სიტყვები. ავუკრძალე კიდევ ბევრი რამ საკუთარ თავს ამ უიქენდის მერე. მეც ვსწავლობ საკუთარი თავის კონტროლს მათთან ერთად

Posted by: narkozeli 4 Jul 2023, 16:20
სერაფიტი
QUOTE
ძიძებს როგორ პოულობთ ისე, ვისაც გყავთ/გყოლიათ? სათანადო კვალიფიკაციის ხალხი სადმე არის? თუ უბრალოდ ბუნჩულა და საყვარელი დეიდა უნდა იყოს?
რაღაც პლატფორმები რომაა და ძიძების "ბაზა" აქვთ (როგორც საზღვარგარეთ ზოგიერთგან), ეგენი სანდოა?


აუ ძიძის პოვნაზე ღადაობაცაა, ქმრის მერე ყველაზე რთული ასარჩევი ძიძააო რო ამბობენ givi.gif

მე გავიგე თუ არა ორსულობა, იქიდანვე დავიწყე მოძიება, თვეები დამჭირდა, ასე უცხო ან სააგენტოებიდან არ მინდოდა. ისეთი მყავს, ვინც ჩვენი ორი ძალიან ახლობელი ბავშვი გაზარდა და ვიცნობდი შორიდან.

takoo1

აუ ჩემს მადასაც რა ეშველება აღარ ვიცი უკვე, მეც მასე ვარ გოგო 24/7ზე მშია და ვჭამ, ღამეც ვჭამ, საწოლთან მიდევს რაღაცეები sad.gif

anibani18
QUOTE
დამხმარეები თუ გყავს, რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და დიდი ჭკუა
მე ხშირად ვარ ორივესთან მარტო, მარტო გამყავს სასეირნოდ, რაც თვითმკვლელობის ტოლფასია ახლა უკვე. დღეს, მაგალითად, შვიდ საათზე გაიქცა ჩემი ქმარი სახლიდან, რადგან ტირილსა და წუწუნს ვერ უძლებს.


ხო, ბევრია ასე და ნამდვილად არ ხარ შენ გამონაკლისი. sad.gif
მარა ქმრის გაქცევაც ალბათ ნერვებზე უარესად ურტყამს biggrin.gif ბავშვი რომ ტირის და ეგ სახლიდან წავიდეს მაგ დროს და მარტო შემატოვოს ორი ბავშვი, იქვე მივასიკვდილებ givi.gif
უქენდები ყველაზე რთულია კი. კვირაობით არ მყავს ხოლმე ძიძა და ეგ დღე მაქვს მეც ყველაზე რთული, თუმცა შოპინგზე, მაღაზიებში პროდუქტებზე და ა.შ. დამყავს, ასევე გასართობ ადგილებში და ასე გამყავს დრო. სახლში რომ მყავდეს, ძალიან გამიჭირდებოდა.

QUOTE
არ მიკითხავს, მართალი გითხრა. თაბიდან, სანამ ოპერაციას გამიკეთებდა, მითხრა, რომ მესამე წლების მერეო. რომ გამიკეთა და მოვიდა მერე, მითხრა, მესამეა აღარო რა. აღარც ვაპირებდი მაშინ მესამეს, მე 37 წლის ვარ, ჩემი ქმარი 50. ნეტა ესენი გაგვაზრდევინა და დაგვაყენებინა როგორმე. ამიტომ არც მიკითხავს, რაოდენ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს.


ჩემი დაც მასე, ოღონდ ამას ძაან უნდოდა მესამე, ცოტა სული რომ მოითქვა, 8 წლის და 7 წლის ყავს ეხლა. სამწუხაროდ საშვილოსნოზე კიდევ დაჭირდა ოპერაციები და აწი ვეღარ იყოლიებს მეტ შვილს, ძაან განიცდის, უნდოდა კიდე. თუმცა 3-4 წლის წინ მეტი ბავშვის გაგონება აღარ უნდოდა biggrin.gif

QUOTE
აუ, გვანცა, ასე ვერ იტყვი რა. ჩემი დამლაგებელი მიყვებოდა, ერთ ოჯახში უფროსი უნივერსიტეტში დადის და მეორე პატარა ყავთ, ეს უფროსი თურმე ისეთ სცენებს მართავს, ეჭვიანობს საშინლად. რა თქმა უნდა, იმას შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა და ორი წლის ბავშვს მაგაში ვერ შეედრება, მაგრამ ყველანაირი მაგალითები არსებობს. და სიტყვა”არ უჭირს” მხოლოდ რაღაც ეტაპზე შეიძლება იყოს მართებული. რადგან ორი ბავშვი იზრდება და გამუდმებით იცვლება.


ზოგადად შვილი რომ გყავს იქ უკვე პრობლემები რომ მატულობს რად უნდა თქმა biggrin.gif ორი ბავშვი= ორი პრობლემა. მე შედარება მოვიყვანე უბრალოდ რომ მიყოლებული ბავშვების სირთულეები და ასაკობრივი შუალედის ბევრად განსხვავდება მაინც. . ისევე როგორც ტყუპი ბავშვის სირთულეები გაცილებით მეტია ვიდრე ერთ ბავშვიანების. თორე პრობლემა სულ არის, რამდენს უთქვამს დაიცადე გახდეს 15 წლის, ისეთი რთულია ეგ ეტაპი, გაგეცინება 2 წლის კრიზისზეო biggrin.gif
დიდი ბავშვი= დიდი პრობლემებიო :დ
თუმცა მერე მგონი ბევრად მეტი ბენეფიტი აქვს ასაკით ახლო-ახლოს რომ არიან, უფრო მეტად არიან ერთმანეთის მეგობრები. ჩემი დისშვილები სუპერ მეგობრები არიან უკვე ერთმანეთისთვის და ახლა ძაან კმაყოფილია ჩემი და 1 წლიანი შუალედით მარა 3-4 წელი საგიჟეთი ქონდა biggrin.gif
მოკლედ დარწმუნებული ვარ შენც წლების მერე კმაყოფილი იქნები შენი გადაწყვეტილებით. ეჭვიც არ მეპარება ამაში რატომღაც.
მე მაინც ძაან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ biggrin.gif მგონია რომ იმდენად მალე გადის ეს ეტაპები, თვალებს დავახამხამებთ და ზრდასრული ადამიანები, ნამდვილი მეგობრები და ჩამოყალიბებული პიროვნებები გვეყოლებიან გვერდით.
როგორც კარგი, ისევე სირთულეებიც საკმაოდ სწრაფად წარმავალი მგონია რატომღაც, ამიტომ კარგზე კონცენტრირება დაგვეხმარება ყველას <3

Posted by: anibani18 4 Jul 2023, 20:37
narkozeli
რა თქმა უნდა, ურტყავს ნერვებზე, მაგრამ სამი ემოციებს აყოლილი ადამიანი ერთდროულად, ერთ სივრცეში ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად ორი მირჩევნია, თან თუ მესამე მაინც ვერ ინარჩუნებს სიმშვიდეს და წუწუნებს.
ორთან ერთად მარტო გარეთ გასვლა ძალუან რთულია. პატარაც დარბის უკვე და გარბი-გამორბიან წინ და უკან.
სეირნობაზე გამახსენდა. ეს გაქვს ნანახი? მგონი კარგი რამ უნდა იყოს, ჩემს ეტლზე არ მიდის უბრალოდ.
https://a.co/d/2dWpruQ
მართალი ხარ, პოზიტიურად უნდა შევხედო ყველაფერს. სექტემბრიდან ცვლილებებს ვაპირებ და მერე იქნებ მომემატოს დადებითი ენერგია <3
წაემატებები შენ და შენს ბიჭებს <3

Posted by: სერაფიტი 4 Jul 2023, 20:54
anibani18

შოროდან გეტრფი და დიდ პატივს გცემ. ყველა შენი პოსტიდან გამოსჭვივის ცოდნა, სიდინჯე, თვითრეფლექსია, ემპათია, საკუთარ თავზე მუშაობა, ადამიანურობა და ემოციურობა.
მოკლედ, ნამდვილი მასწავლებელი ხარ და დარწმუნებული ვარ, უმაგრეს გოგოებს აღზრდი. ძალისხმევის ფასად, მაგრამ ღირს.

Posted by: narkozeli 4 Jul 2023, 23:57
anibani18

კი ეს ჩემს ეტლზე მიდის მარა ერთი ნაკლი აქვს, ხელის მოსაკიდებთან ძაან ახლოსაა და შენ თვითონ წვალობ, ფეხებში გედება, ნახე როგორაა:
user posted image

მადლობა❤️ შენ და შენ გოგოებსაც აუცილებლად ყველაფერი ისე გექნებათ, როგორც შენ გინდა რომ იყოს❤️❤️❤️

Posted by: happy-go-lucky 5 Jul 2023, 00:39

მეც ვამბობ რომ ძალიან რთული აროს ორი ბავშვი. თუმცა ჩემთვის ერთიც ძალიან რთული იყო, ცოტა განსხვავებული ქცევის ბავშვი იყო ჩემი (ახლაც გამოხატული ხასიათი აქვს). არ ეძინა 2 წელი სრულად ხელში მეჭირა, და 2-დან 4 წლამდე ბოთლისთვის მაღვიძებდა ღამეში 2-3 ჯერ. და სანამ მეორე არ დაიბადა, იქამდე (ანუ 7 წლამდე ) ღამეში ერთხელ იღვიძებდა და მეძახდა მოდიო. დღე არ მახსოვს რომ
აი ეხლა როგორც ვარ, დაეძინა ჩვილს და მე მშვიდად რამე გამეკეთებინა. უბრალოდ სულ ეღვიძა ზუოდა ან ხელში ეძინა.
ამას დამატებული კვებითი დარღვევები, გახსსნებაც არ მინდა და ნუ უმძიმესი ხასიათი biggrin.gif ბოლო 7 წელია ყველა კუნთი და ნერვი ტონუსში მაქვს მოკლედsmile.gif))

ისე, მეორე ბავშვის დაბადებამ საოცრად თვითშეფასება მომიმატა. რაღაცნაორად არ ვიცი , სულ ჩემს თავს ვადანაშაულებდი მის ამ ქცევაში. და მგონი გარშემომყოფებიც ირიბად მე მადამაშაულებდნენ.

ეხლა ყოველო წუთით ვტკბები მეორესთან, როცა მშვიდადაა. ეს უაზრო ტირი ანადგურებს ფსიქიკას რა მართლა. ჩემს ბაიას, ხალხო , ორი ღამე 6 მდე სძინავს, აი წარმოუდგენელი ამბავი ხდება ჩემს თავს))

ძიძის თემასაც გამოვეხმაურები, აი მე არ ვიცი რა, უკვე ვფიქრობ ასე ტანჯვა მირჩევნია და სამსახურში არ გასვლა, იმდენად მეშინია/მეცოდება უცხო ადამიანს რომ უნდა დავუტოვო ბავშვი. იქნებ ბაღამდე მივიდე მეთქი, ზოგჯერ ვფოქრობ. პირველი ნაცნობობით მყავდა და ძალიან ცუდად დასრულდა ჩვენი ურთიერთობა , აქ არ მინდა დაწერა დეტალების, სხვათაშორის , კიდე კაი მისმა შვოლმა წაიკითხა ფორუმზე ჩემი წუწუნები და მიუტანა ენა და ასე დავშორდით, თორე პირდაპირ ვერ ვეუბნებოდით საყვედურებს smile.gif)) (არ ვიცი რა იდიოტობა მჭირდა), და მეორე ძიძა უცხო იყო და ძალიან კარგი იყო და სანდო. აწი რა იქნება არ ვიცი.

ნუ დაბადებიდან ძიძა ვისაც ყავს, და ვინც ბავშვთან მარტო ვართ, წარმოუდგენელია შეადარო მდგომარეობა. მე 6 თვიდან 3 წლამდე მყადა , მაგრამ როცა სამსახურში ვიყავი , მოვდიოდი ისევ მე ვიყავი ბავშთან, ამიტომ მე არ მაქვს გამოცდილი რეალური დახმარება ძიძის, სამოთხეა ალბათsmile.gif)) მხოლოდ ეთაშები და ეფერები)). ბებოები კიდე ისე მაინც ვერ გეხმარებიან რა, დროებითია მაინც.

Posted by: adeline 5 Jul 2023, 09:47
takoo1
შენ შესანიშნავი კულინარიც ყოფილხარ <3. სასწაულად გამოიყურება.
ხატია სიჭინავა ისეთი სელებრითია, თვალს მჭრის მაგის სიკაშკაშე biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 10:19
ბრახ! ჩემი საწოლიდან გადმოვარდა დღეს ბავშვი. სანამ საჭმელს ვუმზადებ ხოლმე, ჩვენს ლოგინში კოტრიალობს და აკეთებს ილეთებს. ეტყობა მამამისი წამიერად ძილმა წაიღო და გავიგონე ბრახვანი. 2 წუთიც არ უტირია, აივანზე გავიყვანე და გაჩუმდა. საჭმელიც ჩაცალა, მერე ითამაშა და დაიძინა.. არაფერი ესინჯება კოპი ან რამე.
ვინერვიულო? რას დავაკვირდე დღეს?

Posted by: narkozeli 5 Jul 2023, 10:44
სერაფიტი

არ უნდა ინერვიულო არანაირად❤️ ძილიანობა/გულისრევა თუ არააქვს ბავშვს ჩამოვარდნის მერე, არანაირი პრობლემა არაა :*

happy-go-lucky

თვითშეფასების მომატებაზე უარს არ ვიტყოდი)) მეც მჭირდება. მახსოვს პირველზე სულ იმის მოლოდინში ვიყავი რომ აი რაღაცა შეცდომას ხო არ ვუშვებ, აი ეხლა შეიცვლის ზნესო, აი გახდება 6 თვის და დაიწყება უძილობა, აი ბაღში მიიყვან და სულ ვირუსიანი გეჯდება სახლშიო და ათასი მითი კიდე, რაც ჩვენს შემთხვევაში სულ არ გამართლდა.
ამიტომ ამჯერად უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად ვაპირებ დედობით ტკბობას. მაშინ მაინც ათასი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი.
მოკლედ უკვე მომწონს ორსულობიდანვე მეტი მაქვს თავდაჯერება და იმედია მეც შენსავით ვიქნები, მეტად თავდაჯერებული მეორე შვილზე. ყველას ნამდვილად არ მოვუსმენ და არც მითებს და ლეგენდებს არ დავიჯერებ biggrin.gif დავეყრდნობი მეცნიერებას და ჩემს პირად გამოცდილებას, ესაა ამ წუთას ჩემი გეგმა ))

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 10:58
სერაფიტი
ნუ გეშინია თუ გულის რევა არ აქვს არაფერია.
მე გადმომივატდა ლუკიანე თვეების მყავდა და საკმაოდ მაღალი ლოგინი იყო.
ციციშბილაი გავაქანეთ და უკან გამოგვაბუნძულეს biggrin.gif
გაბრიელიც დაებრეხვა წინა კვირას.
აი მივბრუნდი პამპერსს ავიღებ თქო იქვე დგას კომოდი და რო მოვტრიალდი ჰაერში დავინახე უკვე biggrin.gif კოპი არ ქონია ოდნავ გაუწითლდა შუბლი biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 11:30
narkozeli
takoo1

ციციშვილიდან გამოგაბუნძულეს, კაი იყოsmile.gif) გადაუღეს რამე?

მადლობა, გოგოებო. კი მშვიდად ვარ, მარა აი ეჭვით ვუყურებ ყველაფერს მაინც - ძილიანობა არ აქვს, აქტიურიც არის. ფაფაც ჭამა, ასე თუ ისე, გული ნამდვილად არ ერევა. კოპი ისევ ვერ ვუპოვე, არც სიწითლე ჰქონდა მგონი.

ცოტა რო მიინაბება, მგონია, ხო არაფერი ჭირსთქოsmile.gif))

ახლაც ყურებში მიდგას ბრახუნის ხმა.

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 12:14
სერაფიტი
არა რა გადაუღეს არ ჭირდებაო,ნერვოპათოლოგთან გავაფორმე ვიზიტი ეგრევე და შევქანდი biggrin.gif ჩიქვინიძე თუ რა გვარი იყო არ მახსოვს ის კაცი
არ ჭირდებაო თუ გულის რევა წამოვიდა აი მერე მოიყვანეო,
მგონი 3 საათი ახსენა.3 საათის განმავლობაში თუ არაფერი იყო არ გინდაო.
იქვე ვტრიალებდით ერთი ორი საათი და წავედით სახლში მერე.
ნუ გეშინია ხმა აქ ცუდი biggrin.gif ისე არაფერი მოსდით 90% შემთხვევაში,ნაკლებად ემართენათ მაგ ასაკში ტვინის შერყევა ჯვარი სწერია.
ვაიმე ლუკიანე ისე ცუდად დაეცა თავით ჩაერჭო თავისი და ჩვენი ლოგინის შუაში.მატრასი მაღლა პოზიციაზე მეყენა ჯერ არ იცოდა ადგომა ფეხზე,ტუალეტში გავედი და ალბათ "გამომეკიდა" biggrin.gif მაგ დღეს ადგა პირველად და რო გადმოიწია გადმოვარდა,ჩვენი ლოგინი კი იყო მიდგმული მარა რო ჩამოვარდა გაიწია ალბათ და იქ ჩაერჭო თავით აი ისეთი ხმა გავიგე მეგონა რაღაცა დიდი გადმოყირავდა biggrin.gif ერთი კვირა სტრესი მქონდა სულ ის ხმა ჩამესმოდა ყურებში.ჩემ ქმარს ეძინა და თვალი რო გავახილე უკვე ვარდებოდა და უცებ მივარდნილა მარა ვეღარ მოასწრო
როგორ ვერ მივასწარიო და ისე ნერვიულობდა დაისტრესა საწყალი ერთი თვე მაგაზე ლაპარაკობდა biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 5 Jul 2023, 12:20
სერაფიტი
ჩემს ბიჭს ძილში დაეწყო გულისრევა 6 სთ შემდეგ და აი სახეზეც ვერ იყო რაა. თუ სიმპტომი არაა მშვიდად უნდა იყო.

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 12:21
adeline
კურო ვარ აბა სხვანაირად როგორ იქნება ეგ ამბავი wink.gif
მიყვარს სმა და ჭამა)))
უფრო მზადება და სხვების გახარება alk.gif
* * *
happy-go-lucky
ვაიმე მართლაა ძაან მაღლიდან ჩამოვარდა?
მერე გადაუღეთ თავზე?

Posted by: Tua 5 Jul 2023, 12:28
სერაფიტი
არაფერი არაა თუ სიმპტომი არ აქვს, ეგეთები წინ კიდევ ბევრი გელის ❤️ პირველი ჩამოვარდნაა რთული დედისთვის smile.gif)

Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 12:50
takoo1

ჩემი ქმარიც დასტრესილი ივლის მთელი კვირა, ხო ვიცი.
აუ, ეგ პირველი წამოდგომა კიდე რა დროს იქნება, ვინ იცის. თავისი საწოლი რა თქმა უნდა უფრო მაღალია და იმედია იქიდან არ ჩამოებრეხვება.

Tua
4 საათი გავიდა ინციდენტიდან. ახლა მშვიდად სძინავს. დღის ბოლომდე მაინც დავაკვირდები, მაგრამ წესით კრიტიკული თუ იყო რამე, გამოვლინდებოდა.

აუ, თან მე გავდივარ 3-ზე და დედაჩემს ვუტოვებ. რაღაცა პრეზენტაცია მაქვს და ახლა გული როგორმე უნდა დავუდო სფიჩის დაწერასsad.gif მშვიდად კი ვარ გარეგნულად, მარა მაინც მიჩიჩხინებს რაღაც.





happy-go-lucky
ვაჰ. გავქანდი ახლა, შევხედე ძილში.
რამსიმაღლედან ჩამოვარდა? მერე როგორ განვითარდა?

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 13:04
სერაფიტი
3 საათზე უკვე გასული იქნება 6 საათი ნუ ნერვიულობ არაფერი არ იქნება.
თან თუ ვიზუალურადაც არ ეტყობოდა წესით არ დაარტყამდა ძაან.როგორ დაეცა ისე?

Posted by: happy-go-lucky 5 Jul 2023, 13:10
takoo1
სერაფიტი
არ ჩამოვარდნილა ძალიან მაღლიდან. საერთოდ არ ჩამოვარდნილა, წაიქცა დახურულ სივრცეში და ცუდად დაარტყა ტუჩის ზედა ნაწილი და თავიც. მე მივხბდი ეგრევე, იმ საღამოდა რომ ვერ იყო რაღაც რიგზე, სახე ჰქონდა რაღაცნაირად. მერე გულოც აერია.

გია მელიქიშვილთან მყავდა მეორე დღეს, ეგ კაცი არაფეროაო ყველაგერზე გაიძახის და ამაზე თქვა მრი უნდაო (თუ კტ). არ მახსოვრს რომელი, ნარკოზი დაჭირდა. თავის ტრავმა რო გამოვრიცხოთ მაინცო. ისე როგორც მივხვდი ტვინის შერყებაჰქონდა, მკურნალობა არაფერი.

თუ სიმპტომი არაფერო არაა (გამორიცხულია გაგეპაროს) არაფერი არ უნდა. არ ინერვიულო.

ძააან მეშინია ლოგინიდან გადმოვარდნის , ისტერიულად. და არ ვტოვებდი 5 წმითაც კი მარტო.

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 13:28
happy-go-lucky
გია მართლა ეგეთია biggrin.gif მედიქლაბში როა ხო მაგაზე ამბობ?
ლუკიანე მყავდა მაგასთან ისეთი ვიდეოთი მივედი მეგონა გიჟად შერაცხავდა და მე გამომიყვანა გიჟი biggrin.gif
ვინ გაგიჟებს შენო ერთი ამოიყვანე მაღლაო ეგ შენი დედამთილიო უნდა დაველაპარაკოო biggrin.gif

ხოო ნარკოზით კეთდება და ამიტო თუ სიმპტომი არააქ არ უკეთებენ ისე,ეგრე მითხრა იმ კაცმა ცოციშვილში რად გინდა ნარკოზიო ცოდოაო პატარაა და ტყუილად თუ არაფერი სიმპტომი აქ არ გავუკეთებო.
გადავრჩით მადლობა ღმერთს ისე კი ძაან დაებრეხვა გული მისკდებოდა.
მეც ისე მეშინია გაბრიელი რანაირად გადმომივარდა არვიცი.ისე დავსვი შუაში და ორი წამი მივტრიალდი როგორ მოხოხდა არვიცი,იცის ხოლმე პრიჟოკები და ალბათ ისკუპა biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 13:39
takoo1

არ ვიცი. რო შევედი, ხელში ჰყავდა მამამისს და მიმტკიცებს, ტაკოთი ჩაცურდაო და მერე თავი გადაუვარდაო უკვე დამჯდარს. მარა მაგას ეძინა და რა იცის, თავს იმშვიდებს ეგრე მგონი. ხმა იმხელა ქონდა, არ გავდა ტაკოთი ჩაცურებულს. სუ ტრიალებს ეს და ეტყობა კიდემდე მოვიდა და გადაკოტრიალდა, რავიცი.

ჰო, 6 სთ გავა მალე და ვსო, დავივიწყებsmile.gif))
* * *
happy-go-lucky

როგორ მიხვდი რო ხოდზე არ იყო? მოთენთილი იყო? ნუ გულოსრევა ცხადია ყურადღებამისაქცევია ეგრევე.
ემერაიზე რა გამოჩნდა?

Posted by: happy-go-lucky 5 Jul 2023, 13:47
სერაფიტი
24 საათი უნდა დააკვირდე❤️

takoo1
ესე იგი, 1 თვის წინ ჩემს უფროს ბიჭს ემართებოდა შეტევები ჰაერის უკმარისობის. პირველ დღეს რო დაემართა ღამე, სასწრაფო რო გამოვიძახე, ეგრევე ჟანგნადი მიურთეს მოვიდნენ თუ არა smile.gif) და ემერჯენსოშო გადაგვიყვანეს მერე. 3 ჯერ გაუმეორა და აი რა აღქრ ვიფიქრეთ, ვერ აღვწერ ეხლა აქ, გულიდან დაწყებული, უფრო რთული ამბებით.

მოკლედ , მივედით გიასთან. შეამოწმა და არაფერო უნდა, არც გამოკვლევა არაფერიო. წადი ერთად ნაყინი ჭამეთ ეხლა მთელმა
ოჯახმაო. და რაღაცა მითხრა რის გამოც განერვიულდა და ასე დაემართაო. დიაზეპამი გამოუწერა მარა არ დაჭირდება იცოდეო. ვიყიდე და არც დაჭირდა მართლაც. biggrin.gif სასოწარკვეთილი შევედი არადა))

* * *
სერაფიტი
ემერაიE არაფერი. ტვინის ტრავმის გამორიცხვა უნდოდა მაინც.

მოთენთილი იყო მეორე დღეს და თვალები ჰქონდა რაღაცნაირო. არ ვიცი როგორ ვთქვა, აი არა დალაგებული და აზრიანი რა.

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 14:01
სერაფიტი
შეიძლება კიი ჯერ ტაკოთი დაეცა.
გაბრიელი რო გადმოვარდა თავი არ დაურტყამს ტანით დაეცა და მერე დაარტყა შუბლი მარა ისეთი ხმა ქონდა მეთქი გასკდა კვახივითთქო biggrin.gif
არადა ძაან დაბალია ჩვენი ლოგინი რომც დაცემულიყო თავით მაინც არაფერი მოუვიდოდა მარა ხმა ქონდა საშინელი.

happy-go-lucky
აა ხოო მახსოვს რო წერდი,რაღაც სპექტაკლზე ინერვიულა ალბათო ამბობდი ხო?თუ მეშლება?
როგორაა ეხლა? კიდე ხო არ გამეორებია?

ალბათ მსუბუქი ტვინის შერყევა იყო? რა გითხრეს? ისე ხო შეიძლება სტრესმაც გამოიწვიოს ეგ ყველაფერი? თუ გულიც აერია


Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 14:45
happy-go-lucky

ოკ, 24 სთ დავაკვირდები.
ახლა რომ გაიღვიძა, რაღაცნაირად ცოტა პასიურია. აუ არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება.
როგორც ვხვდები, მოსვენებულად უნდა იყოს, ხო?
ახლა რა შეიძლება სხვა გაკეთდეს, სანამ 24 სთ გავა. მშვიდად იყოს, ჭამოს და ეძინოს, რავი.

Posted by: anibani18 5 Jul 2023, 15:46
სერაფიტი
დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის <3 ძალიან ბევრს ნიშნავს ეს <3
როგორ არის ახლა პატარა?
ამას წინათ იცი როგორ ჩამოვარდა ჩემი უმცროსი გოგო? იდგა ტახტზე პირით საზურგისკენ და უცებ გადაყირავდა და დაებრეხვა ასე, კეფა დაარტყა. იტირა, იტირა, წამოხტა და ისევ ახტა ტახტზე smile.gif
დააკვირდი როგორ იქნება.
narkozeli
მეც ასე ვიფიქრე სახელურზე.
მადლობა <3
happy-go-lucky
დედაჩემი ისე მეხმარება, არა მგონია ვინმე ძიძა ასე ამომდგომოდა მხარში. ცხოვრების ბოლომდე ვერ ამოვალ მისი ვალიდან. ქვეყნად მოვლენილი ანგელოზიქ ჩემთვის.

Posted by: fermina 5 Jul 2023, 16:12
სერაფიტი
QUOTE
ბრახ! ჩემი საწოლიდან გადმოვარდა დღეს ბავშვი. სანამ საჭმელს ვუმზადებ ხოლმე, ჩვენს ლოგინში კოტრიალობს და აკეთებს ილეთებს. ეტყობა მამამისი წამიერად ძილმა წაიღო და გავიგონე ბრახვანი. 2 წუთიც არ უტირია, აივანზე გავიყვანე და გაჩუმდა. საჭმელიც ჩაცალა, მერე ითამაშა და დაიძინა.. არაფერი ესინჯება კოპი ან რამე.
ვინერვიულო? რას დავაკვირდე დღეს?


რამდენჯერმე გადმოვარდა ჩვენიც, ავიყვანე თუ არა ეგრევე გაჩერდა, არც უტირია ფაქტობრივად. ჩემთან როცა რჩება, ბარიერი არ აქვს საწოლს და კი ვუშენებ ბარიკადებს, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებს. ბოლოს მოვიფიქრე და ძილის დროს იატაკზე რბილ და სქელ საბანს ვაფენ. ბოლო ეგეთი გადმოვარდნა წუხელ ღამე იყო.

მეც როგორც ვიცი, ელასტიური კეფის ძვლები აქვთ ასეთ პატარებს და ამორტიზატორის ფუნქციასავით ასრულებს smile.gif

ვაიმე ეს იქნება საბოლოო გადმოვარდნა, აწი ყველანაირად უნდა ვეცადო აღარ განმეორდეს.

Posted by: happy-go-lucky 5 Jul 2023, 16:13
anibani18
❤️ რა კარგია. მე ასე ვერ ვაკეთენლბ როლ
ბებოს მივცე და მაგ დროა დავჯდე , დავწვე , დავისვენო. სხვა საქმეებს ვაკეთებ მაგ დროს ან ვჭამsmile.gif)

სერაფიტი
მართლა არაფერი გაკეთდება. მკურნალობაც არ ინიშნევა, ხომ გითხარი, შერყევა ჰქონდა და არაფერო დაუნიშნა. ახლა ასე, თავზე ხომ არ გადაუღებ ნარკოზით, რა თქმა უნდა არა. თუ ძალიან ინერვოულებ, ხვალ მიიყვანე მაინც ნევროლოგთან ან პედიატრთან შენი სიმშვიდისთ ის თუ გინდა. თუმცა, გამოროცხულია რამე გაგეპაროს რა.

takoo1
აღარ გამეორებია, კარგადაა მას შემდეგ. თუმცა სიგნალი იყო ჩემთვის, სკოლა რომ
განახლდება ვაპიდებ დაველაპარაკო მასწავლებლებს.

* * *
fermina
ძილის დროს გივარდებათ თუ როგორ?

Posted by: Tua 5 Jul 2023, 16:25
სერაფიტი
ზოგადად ტვინის შერყევა ან რამე თუა 3-4 საათში არის უკვე ოირღებინება და სიმპტომები, საავადმყოფოშიც კი 3 სთ ტოვებენ, აწი თუ არაფერია აღარ შეგეშინდეს smile.gif) ყველა ეგრევე ვართ პირველი გადმოვარდნის მერე , მერე ტრუხდება ხოლმე smile.gif)

anibani18
მეც დედაჩემი რო. არმყავს რა მეშველებოდა არვიცი, აგერ 3 დღეა წაყვანილი ყავს, პარასკევი შაბათ კვირაც იქ იყო, ახლა ბაკურიანშიც კიყავს 3 კვირით, ძალიან მეხმარება. ყველაფერში, ძიძა უფრო მაწიწკნიდა ნრვებს და არაკინფორტული იყო.

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 16:34
anibani18
რა საყვარელი დედიკო გყავს ❤️
დედაჩემიც ეგეთია გულს ამოიღებს და მოგცემს
4 თვემდე სულ ჩემთან იყო და მაგასთან მყავდა გაბრიელი.
ლუკიანე რო ესეთი ყოფილიყო მაშინ ალბათ ძალიან გამიმარტივდებოდა ყველაფერი.
გამიჭირდა იმიტო რო იმ გიჟს დავსდევდი ეგ 3 თვე)))

Posted by: fermina 5 Jul 2023, 17:10
happy-go-lucky
QUOTE
fermina
ძილის დროს გივარდებათ თუ როგორ?


კი, ღამე, მთელ საწოლზე დაგორავს და ეტყობა მაგ მომენტში

ბრახვანი მაღვიძებს ხოლმე facepalm.gif დაბალი საწოლი კი არის და არც უტირია დიდად, ზოგადად ტირილს ვერ იტანს ეს ბავშვი smile.gif ბალიშები და რა არ აქვს შემოწყობილი, მაგრამ მაინც ახერხებს.

Posted by: anibani18 5 Jul 2023, 19:04
happy-go-lucky
მეც ასე ვარ, მაგრამ მაინც უზომო დახმარებაა ჩემთვის. თან ჩემი უკვე წლისაა და სად დავემალები, სულ კუდში დამსდევს. თან ახლა ყველაფერს დედას ვერ შევაჩეჩებ.

Tua
ეზოში ძიძებს რომ ვუყურებ, ვერ წარმომიდგენია ასეთი სახლში. თან ამდენს ვერავინ გამიკეთებდა.
takoo1
კიიი. ძალიან კარგი მყავს <3 დიდი საჩუქარი გამიკეთა უფალმა მისი სახით

Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 20:21
გოგოებო, მადლობა ყველას.
არაფერი საეჭვო, ყოჩაღად ყოფილა მთელი საღამო. რაც მოვედი, ითამაშა, ჭამა, დავაძინე.
იმედია, მეტჯერ აღარ ჩამობრახუნდება.
თუმცა როგორც თქვენ ამბობთ, ერთი ჭირს, პირველი ნერვიულობა, მერე მიდის რიხინითsmile.gif)

Posted by: narkozeli 5 Jul 2023, 22:12
anibani18

ყველა ძიძა ეგეთი ნამდვილად არაა. ჩემთვის ორივე ძიძა იყო და არის ჩვეულებრივად ოჯახის წევრი, ყველაზე ძვირფასს რომ ანდობ. დედაჩემს ვერ ვეუბნები ხოლმე ასე ქენი ისე ქენი, მე მერიდება. ძიძასთან ბევრად ადვილი იყო ჩემთვის კომუნიკაცია. უფრო თავისუფლად ვავალდებულებდი ყველაფერში.
დედამთილი მყავს ახალგაზრდა და ზეენერგიული, არ მუშაობს და ძალიან ხშირად მოდის ხოლმე, რჩება და ა.შ მარა ძიძას ვერც შევადარებ, ბევრად კომფორტულად ვარ ძიძასთან. დედამთილთანაც სულ ბოდიშებში ვარ და რაღაცნაირად მერიდებასავით რა. არადა ვიცი სიხარულით და სიყვარულით აკეთებს მარა მე მაინც დავალებულად ვგრძნობ თავს. დედასთან კიდე ის მომენტი მაქვს რომ სხვანაირად ვუფრთხილდები თითქოს და ხელებში ვეცემი ხოლმე
მე ვიზამთქო biggrin.gif
ძიძასთან ბევრად თავისუფლად ვარ.
ჩემი მარჯვენა ხელია ძიძა, სადაც მივდივარ დასასვენებლადაც ყველგან მასთან ერთად მივდივარ, იმდენად კომფორტული ადამიანია, მარტო ბავშვზე კიარა ჩემზე და ჩემს მეუღლეზეც ზრუნავს ხოლმე.

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 22:14
სერაფიტი
არა რა რიხინით მიდის smile.gif biggrin.gif აღარ ჩამოგივარდება მე იმის მერე აღარ ჩამომვარდნია ისეთი შიში ვჭამე biggrin.gif

გოგოებო ჩემი ბავშვი არავისთან აღარ იძინებს ერთი საათი აძინებდა ბებიამისი და არ დაიძინა.ეხლა წევს აგერ ლოგინში და მეფერება და იკრიჭება რა მეშველება facepalm.gif facepalm.gif

Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 22:16
takoo1
QUOTE
ეხლა წევს აგერ ლოგინში და მეფერება და იკრიჭება რა მეშველება


ბოდიში, ძაან გამეცინაsmile.gif)

Separation anxiety დაეწყო ბიჭს ეტყობაsmile.gif)

Posted by: fermina 5 Jul 2023, 23:32
takoo1
QUOTE
სერაფიტი
არა რა რიხინით მიდის  აღარ ჩამოგივარდება მე იმის მერე აღარ ჩამომვარდნია ისეთი შიში ვჭამე


ჩემს შემთხვევაში კიდევ დედაჩემი ფიგურირებს, ანუ დიდი ბებია smile.gif რომელიც აქტიურად არის ბავშვის აღზრდაში ჩართული და მზრ და მთვარე ამოსდის ამაზე, ანუ სრულიად შეირყა მგონი.

ხო და პირველად რომ გადმოვარდა ღამე, მეორე ოთახში გაიგო ბრახვანის ხმა და შემოვიდა, მაგრამ ამასობაში მე მოვასწარი აყვანა, გაჩუმება და ხელში მიძინება. ჰო და მეკითხება შეშფოთებული, რა მოხდა, გადმოვარდაო? მეთქი არააა, საიდან მოიტანე biggrin.gif

მერე მეორედაც რომ გადმოვარდა, უკვე ვეღარ დავმალე, ვერ მოვასწარი საწყის პოზიციას დავბრუნებოდით და ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს მე ვკარი წიხლი ძალით ამ ბავშვს და გადავაგდე biggrin.gif გამომიცხადა, აწი ჩემთან დავიწვენო.

მერე ავაგეთ ბარიკადები, მაგრამ მაინც არ შველის, არადა საკმაოდ დიდი საწოლია. ძირს საბნები და ბალიშები ყრია მთელი საწოლის ირგვლივ smile.gif


Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 23:45
fermina

ვააჰsmile.gif))
დიდი ბებო <3

უი, ფბზე მინახავს, საწოლის ბარიკადი, ეგ რომ სცადო? ემაგრება საწოლის კიდეს ბადესავით.

Posted by: fermina 5 Jul 2023, 23:49
სერაფიტი
QUOTE
უი, ფბზე მინახავს, საწოლის ბარიკადი, ეგ რომ სცადო? ემაგრება საწოლის კიდეს ბადესავით


კი კი ეგ მეც შემხვდა და აუცილებლად უნდა დავაყენო. ან ვუყიდი აქაც საწოლს, უბრალოდ არ ჩერდება smile.gif სრულიად გაფუჭებული არსებაა.

Posted by: სერაფიტი 5 Jul 2023, 23:49
fermina

რა ქნას, ტრიუკები ყვარებია <3

საწოლ მანეჟი უყიდე,აქებენ

Posted by: takoo1 5 Jul 2023, 23:56
სერაფიტი
მეც გამეცინა მარა სასაცილოდ არ მაქ საქმე biggrin.gif biggrin.gif
ხოო მემგონი ეგაა მარა ძაან ზედმეტი მოსდის ამას.არსად არ მიჩერდება.სანამ ოთახიდან ფეხს გადავდგამ უკვე ტირის.თვალს თუ მოვეფარე იფხრიწება შუაზე
აი ძაან იშვიათად რო გაჩერდეს მარტო ისიც ცოტახანი.ანუ სუ კუდში დამსდევს.ჭოჭინით ან ხოხვით, თან ტირილ ტირილით ხოხავს,
ძლივს მოფორთხავს ოღონდ biggrin.gif მუხლებზე კი არ დგას,ძაღლივით მოდის ანუ ფეხებიც ჰაერში აქ აფშეკილი ისე დადის.სვენებ სვენებით biggrin.gif დაჯდება ისევ გამოფოფხდება და თან უმოწყალოდ ტირის მეძებს.

fermina
ჰაჰაა რა საყვარელია❤️ მე ვიქნები ეგეთი ბებო
ალბათ biggrin.gif
რამე რო მიადგათ ლოგინს? მე დღემდე მიდგმული მაქვს ბავშვის საწოლი.ან
კედელზე რო მიადგათ თვითონ ლოგინი თუ არარი მაგის საშუალება.

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 00:10
takoo1

აუ ბებოობაზე გამახსენდა biggrin.gif სერგომ რა მითხრა ბოლო ეხოზე არ მითქვამს შენთვის biggrin.gif სქესი იცითო? მეთქი კი ხო ბიჭია, კიო ბიჭიაო, პირველი ვინ გყავსო? მეთქი პირველიც ბიჭია და ოჰ აბა შენ მესამეს აღარ გააჩენ, სამი რძალი ნამეტანიაო lol.gif lol.gif მეთქი აბა კიი, მესამეც უნდა გავაჩინოთქო და ჩემ ქმარს ეუბნება ოჰოო უყურე ამას რამხელა ამბიციები ქონია სამი ბიჭის დედობაზეო biggrin.gif მიყვარს გაბედული გოგოებიო lol.gif
შენ გამახსენდი :დ


Posted by: fermina 6 Jul 2023, 00:21
სერაფიტი
QUOTE
საწოლ მანეჟი უყიდე,აქებენ


მშვენიერი საწოლ მანეჟი აქვს თავის სახლში და არ იძინებს ცოცხალი თავით იმაში smile.gif

რაც არ უნდა ღრმად ეძინოს, როგორც კი გადააწვენენ, ეგრევე თვალებს ჭყეტს ხოლმე biggrin.gif

takoo1
QUOTE
fermina
ჰაჰაა რა საყვარელია❤️ მე ვიქნები ეგეთი ბებო
ალბათ
რამე რო მიადგათ ლოგინს? მე დღემდე მიდგმული მაქვს ბავშვის საწოლი.ან
კედელზე რო მიადგათ თვითონ ლოგინი თუ არარი მაგის საშუალება.


აი კედელზე უნდა მივადგა რამენაირად ცალი მხარე, ცოტა საჩალიჩოა, მაგრამ თავის ბრახა-ბრუხს ყოველ ღამე კი ჯობს smile.gif

ამასობაში ფეხიც აიდგა მიამ, დამოუკიდებლად დგება და რამდენიმე ნაბიჯს დგამს smile.gif და შესაბამისად ყველას დაგვერხა, სახლსაც და ადამიანებსაც biggrin.gif
* * *
სერაფიტი
QUOTE
ვააჰ))
დიდი ბებო <3


დიდი ბებო ეძახე და ჩემზე კარგად გამოიყურება ლამის, სამსახურშიც დადის აქტიურად და ყველაფერს ეგ გვიკეთებს. მიას გაუმართლა ბებიებში და დიდ ბებიებში ორივე მხარეს smile.gif

Posted by: takoo1 6 Jul 2023, 00:47
narkozeli
მე და სპარტაკაც მაგაზე ვღადაობდით biggrin.gif
სამი ბიჭი ღადაობ სამი რძალი მეთქი biggrin.gif
აღარ მინდა ამდენი საოხრის ყურება ერთი კაბიანი რა გახდა სახლში თქო
სპარტაკასთან შუტკა მაქ უკვე biggrin.gif
რო შევდივარ ნახევარი საათი იქ ვარ ბოლო ხმაზე ვიცინი ხოლმე ხალხი გარეთ მაგინებს უეჭველი biggrin.gif

* * *
fermina
მაგაზე ბედნიერება არაფერი არაა.
ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ ეგეთ ბებიებს
თეთრი შურით მშურს შენი რძლის biggrin.gif
თუ შენი გოგოს შვილია აღარ მახსოვს

Posted by: fermina 6 Jul 2023, 01:00
QUOTE (takoo1)
fermina
მაგაზე ბედნიერება არაფერი არაა.
ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ ეგეთ ბებიებს
თეთრი შურით მშურს შენი რძლის
თუ შენი გოგოს შვილია აღარ მახსოვს


ჩემი შვილია ბავშვის დედა, შეგიძლია მაგისიც გშურდეს ყველანაირი ფერის შურით, რაც მაგას ხელშეწყობა აქვს ბავშვის გაზრდაში biggrin.gif

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 01:01
takoo1

წამო წამო კაბიანი ვქნათ შენ მეოთხე და მე მესამე. უჩემოდ არ გაბედო არაფერი, გეუბნები დამიჯერე და გასწავლი გოგოს რეცეპტს, ფაიზაღია givi.gif აგერ მეორე დაქალი გავაბედნიერე (ერთი გოგოთი, მეორე ბიჭით givi.gif) მივასწავლე სქესის დაგეგმვის ფორუმი givi.gif

happy-go-lucky

შენ გინდოდა კიდე გოგო მახსოვს,

ხოდა ჩავუყრი საფუძველს მე BDM-ს ქართულ ვარიანტს givi.gif თუ კიდე მომინდა მართლა მესამე ორი შვილის მერე, ჩავუდგები ამ კაი ამბავს სათავეში, ჯენდერ სელექშენის ქალღმერთად givi.gif lol.gif საქართველოში არ აქვს ჯერ ფეხი მოკიდებული :დ
ჯენდერ სელექშენ სექტაა givi.gif მონაგონი იქნება ლაქტაციის კონსულტანტები :დ სექს კონსულტანტად რო გავიჩითები lol.gif lol.gif ბიზნესად ოვულაციის ტესტ ჩხირებს გავყიდი და PH-ის სტიკებს კიდე. მომის მაღაზიასავით :დ
კიდე დაიცა, ლავანდის ზეთი, კალციუმის ოქსალატი, მაგნიუმი, ქრენბერი (ქართულად მგონი შტოში), დიეტური კოკა კოლა, ბანანის პამიდორის და კარტოფილის აკრძალვა და მრავალი სხვა რეკომენდაცია.
რეფრეშის ვაგინალური გელი კიდე
ვაიმე ხალხო რეებს აკეთებენ რო იცოდეთ გამოშტერდებით givi.gif

Posted by: takoo1 6 Jul 2023, 01:34
narkozeli
მეოთხე შანსი არაა ძაან მიგვიანდება თორე კი ვიზამდი biggrin.gif ეხლა მე რო კიდე მივაყოლო გოგო მეღადავები შენ გავაფრთხობ სულს ოღონდ მართლა.
ჯენდერ სელექშენი არვიცი და რეფრეშის ვაგინალური გელი რაარი დედას გაფიცებ biggrin.gif
მე ხო იცი მარსზე ვარ biggrin.gif

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 01:37
takoo1

მასე ჭიკჭიკებდი შენ მესამეზეც, არ მჯერა უკვე biggrin.gif ტუა მეორეზე თავს იკლავდა აღარ უნდოდა გაგონება :დ
მოკლედ კაცმა არ იცის 1 წელში როგორ იჭიკჭიკებთ biggrin.gif
გოგო ვაგინალური გელია rephresh ქვია, ამაზონზე იყიდება. PH-ის დასაწევად იყენებენ რო დაიბრიდოს Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები და მხოლოდ X-იანები გადარჩეს biggrin.gif

Posted by: takoo1 6 Jul 2023, 01:51
narkozeli
ვაიმეე ჰაჰაა biggrin.gif პირველად გავიგე მართლა ოღონდ. ანუ ჩვენ ენაზე "კაცების სინსილა გაწყდა "
ლუბრიკანტია lol.gif lol.gif mg.gif
სად იყავი გოგო აქამდე შენ კიდე ცოტა ადრე ვერ მითხარი ეგა gigi.gif

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 01:56
takoo1

რა ვიცოდი შე ქალო შენ თუ მესამეს აპირებდი თორე ხო გეტყოდი :დ მარა მე კიარა შენც არ იცოდი ხო? lol.gif lol.gif
მე კი დიდიხანია ვარ მაგ ფორუმებზე მარა მე რა მეჯენდერსელექშენებოდა, ლიჟ ბი ორსულად დავრჩენილიყავი, სქესს დავეძებდი? :დდ

Posted by: takoo1 6 Jul 2023, 01:58
narkozeli
ეჰ მეც არ ვიცოდი რაის ჯენდერი და რაის გელი და ოხრობა biggrin.gif აი შენ რო ცდი მესამეს გოგოს თუ გაამართლა შეილება მერე დავფიქრდე მანამდე შანსი არაა biggrin.gif

Posted by: Anabeli111 6 Jul 2023, 02:10
სერაფიტი
თაიაც მოინათლა გადმოვარდნაში.. biggrin.gif

ზუსტად წინა დღეს ვსაუბრობდით მე და დედამთილი ლოგინიდან გადმოვარდნაზე.. როგორი ყურადღება უნდა და ა.შ. იქვე ვიდექი, ვალაგებდი გარდერობს. შევტრიალდი მაისურის ასაღებად და რომ მობბრუნდი, საწოლსა და გარდერობს შორის ვარდებოდა. ხელი კი გავიშვირე, მაგრამ დავარდნა მაინც მოასწრო. უფრო ეწყინა, ვიდრე ეტკინა.. მეც ვაკვირდებოდი და ღებინება, უხასიათობა არ ჰქონია..

მგონი ეს სეზონის გახსნა იყო ...
***
ძიძა მომიწევს სექტემბრიდან, ძალიან ვღელავ. ჩემი თანამშრომელი უშვებს ბაღში ბავშვს და იქნებ ჩემი პირობები მოეწონოს მის ძიძას. ველოდები პასუხს.

ძალიან რთულია სულ უცხო მიიღო sad.gif

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 02:20
takoo1

აჰა ვსო, ნახევარი საქმე გაკეთებული, დაკერილი ხარ biggrin.gif ეხლა მთავარია მე
მეორეზე და შენ მესამეზე არ გავგიჟდეთ biggrin.gif თუ ამოვიკერეთ ყველაფერი, რაის მეტი შვილიო, ის თქვი შენ lol.gif lol.gif

Anabeli111

ძნელია კი, განსაკუთრებით თავიდან, სანამ გაიცნობ, შეეჩვევი, სანამ ბავშვი შეეჩვევა და ა.შ მარა თუ კარგი ძიძა აღმოჩნდება, მერე უკვე დიდი კომფორტია რა.
ისე ახლა ბევრი შვება ისე რომ ძიძას ვერ შოულობს და ბაღში მიყავთ თვეების ბავშვი. ჩემმა მაზლმა ტყუპები 11 თვისა მიიყვანა ბაგაში. ყავდა რამდენიმე ძიძა და ვერცერთს ვერ შეეგუა თვითონ, ვერ ენდობოდა. მე კი ვეხუმრები ბაღს როგორ ანდეთქო (სახლში კამერები ქონდა და ბაღში არ იყო ლაივ კამერები) და 2 ქალს ყავდა 5 თოთო ბავშვი.
ნუ თვითონ კმაყოფილი იყო და არის სხვათშორის დღემდე. ისევ იქ დაყავს ბავშვები,3 წლის ხდებიან.

Posted by: Anabeli111 6 Jul 2023, 02:25
narkozeli
ბაღზე მიფიქრია, იცი.. მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, სჯობს, რომ 2 წლამდე ბავშვს ჰყავდეს ის ადამიანი, ვისზეც მინდობილი იქნება. სჭირდება ეს მიჯაჭვულობაო. ხოდა მაგან გადამაფიქრა.

თან ახლა განშორების შფოთვა აქვს აშკარად. გულსაკლავად ტირის, როცა ოთახიდან გავდივარ, ან ოთახში ვარ და უცებ არ ავიყვანე ხელში. ბებოს მიჩვეული იყო და ისე რომ არ მოეფეროს ის ძიძა, ან არ ვიცი.. ყველახე ცუდ სვენარებს წარმოგიდგენ ხოლმე.. sad.gif

Posted by: happy-go-lucky 6 Jul 2023, 08:33
narkozeli
უიმე გამორიცხულოა მე ჯენდერ სელექშენზე რამე გავაკეთო კიდე. ვცადე კალენდრები ვითომ და ჯანდაბები, ყველაფრით გოგო გამოდიოდა და დავიჯერე კიდეც , ისე მრცხვენია. ეხლა ჩემი ბიჭი მთელი პლანეტის ყველა გოგოს ერთად მირჩევნია biggrin.gif
* * *
Anabeli111
მარტო იქნება ძიძა სახლში?
თუ საიდუმლო არაა რა პირობებს სთავაზობ და რომელ უბანში ცხოვრობ?

ბაღში მივიყვანდი სიამოვნებით, უბრალოფ ავად რომ გახდება, მაგ დროს მაინც მჭორდება დახმარე და აი მხოლოდ ეგ მაკავებს მე პირადად.

სად ვიპოვო ძიძა არც ვიცი, სასოწარკვეთილო ვარ sad.gif

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 10:25
Anabeli111

კი ვეთანხმები ფსიქოლოგებს. მაგრამ ერთი ფაქტორიცაა, რასაც ვაკვირდები ძალიან პატარები რომ შეყავთ, ისინი ვერც იგებენ ვერც პროტესტს გამოხატავენ და მოკლედ რაღაც მხრივ ადაპტაცია უფრო უადვილდებათ. 2 წლის ბავშვი უფრო გიწევს წინააღმდეგობას.

მე 3 წლის რომ გახდა მაშინ მივიყვანე და ძალიან ადვილად შეეჩვია, არადა საშინლად ვნერვიულობდი, ლეგენდები დადიოდა ჩემი და ბაღის შიშებზე biggrin.gif

happy-go-lucky
რა კალენდრები და მჩხივობები გოგო, საიენს გთავაზობ მე givi.gif მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებაზე და მედიცინაზე დაფუძნებულს :დ
კალენდრებიო, რა მაკადრა givi.gif


QUOTE
სად ვიპოვო ძიძა არც ვიცი, სასოწარკვეთილო ვარ

დაქალებში არავინ უშვებს?

Posted by: Anabeli111 6 Jul 2023, 12:31
happy-go-lucky
ვისთანაც იყო 750ს უხდიდა 9-ის ნახევრიდან 5-მდე. მე 10-დან 5-მდე დამჭირდება და 700-ს ვფიქრობ (ზღვის უბანი). ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტია.. შაბათ-კვირას დასვენება და ყველა ოფიციალური დასვენების დღეს.

ზამთარში ჩემი არდადეგების დროს სრულ ხელფასს გადავუხდი.

narkozeli
2 წლიდან ვფიქრობ ბაღს. უბრალოდ ოქტომბრამდე ვერ დავარეგისტრირებ და მერე ან გამოჩნდება ადგილი და ან -- არა (საჯაროში). მოკლედ, დიდი ამბები მელის წინ biggrin.gif


აქვე, ზაფხულში სად მიგყავთ დასასვენებლად ბაიები, გოგოებო. ბიუჯეტურად ^_^

კახეთში კი ვიქნებით მშვენიერ ადგილას უფასოდ.. მაგრამ ცოტა სიტუაცია რომ შევიცვალოთ ჩვენც და თაიამაც.

Posted by: anibani18 6 Jul 2023, 13:39
narkozeli
takoo1
ერთი სქესის ბავშვები ძალიან მესიყვარულება. მესამეს რომ ვაჩენდე, ისევ გოგოს ვისურვებდი, ან ბიჭები რომ მყოლოდა, კიდევ ბიჭს <3
* * *
Anabeli111
ჩვენ ბორჯომში მივდივართ. პატარა სახლუნა ვიქირავეთ ეზოთი და იქ ვიქნებით. შარშანწინ ბაკურიანში ვიყავით ბინაში და, მართალი გითხრა, ძალიან დავიტანჯე ბავშვის კიბეებზე თრევით, ამიტომ სახლი გადავწვიტეთ ეზოთი.

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 15:03
Anabeli111
QUOTE
2 წლიდან ვფიქრობ ბაღს. უბრალოდ ოქტომბრამდე ვერ დავარეგისტრირებ და მერე ან გამოჩნდება ადგილი და ან -- არა (საჯაროში). მოკლედ, დიდი ამბები მელის წინ  ♡


ბაღი, მერე სკოლა და მოკლედ გამოწვევები არ ილევა <3

QUOTE
ზაფხულში სად მიგყავთ დასასვენებლად ბაიები, გოგოებო. ბიუჯეტურად ^_^


ბიუჯეტურებში მანგლისი მომწონს ყველაზე მეტად. პირველ წელს მყავდა და გადასარევი ჰაერია.

ეხლა ზედიზედ მესამე წელია დამყავს კოჯორში, რადგან მე იქიდან დავდივარ სამსახურში, მეც და ქმარიც, ბიუჯეტური არაა ოღონდ, ძალიან ძვირია.

მანგლისი ჩემი ფავორიტია, უბრალოდ იქიდან ყოველ დღე ვერ ვივლიდით.

anibani18


QUOTE
ერთი სქესის ბავშვები ძალიან მესიყვარულება. მესამეს რომ ვაჩენდე, ისევ გოგოს ვისურვებდი, ან ბიჭები რომ მყოლოდა, კიდევ ბიჭს <3


მეცც და თუ დამიჯერებ გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მეც მასე ერთი სქესის მყოლოდა. ვაჩეს ძალიან მინდოდა ძმა ყოლოდა. თუმცა ინტერესისთვის გოგოც მაინტერესებს რა თქმა უნდა. <3

Posted by: Anabeli111 6 Jul 2023, 15:39
anibani18
რა კარგია ♡ რა ჯდება ერთი დღე-ღამე ♡

narkozeli
მაგნლისიც ძალიან კარგია ♡

Posted by: anibani18 6 Jul 2023, 15:59
narkozeli
შენ ისეთ განწყობაზე ხარ, მესამეს მგონი აუცილებლად გააჩენ <3 გოგო დიდი სიყვარულია <3 თუმცა არა მგონია, ბიჭი ნაკლები იყოს <3
Anabeli111
120-ად ვქირაობთ ჩვენ. ორი საძინებელია და მისაღები სამზარეულოთი, ეზო დიდი და იქ სხვადასხვა გსართობი ბავშვებისთვის. ბაკურიანში 60-ს ვიხდიდით თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ბინაში ვიყავით მაშინ.

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 16:07
anibani18

ეეჰ ანი ვნახოთ 3 წელში როგორ ვიჭიკჭიკებ biggrin.gif თუ დამცა ბეჭებზე ორმა შვილმა და ლამის ის მეორეც უკან შევაბრუნე givi.gif

QUOTE
გოგო დიდი სიყვარულია <3 თუმცა არა მგონია, ბიჭი ნაკლები იყოს <3


კიი, შენს გოგოებს რომ ვუყურებ, როგორ შეიძლება გოგო არ მომინდეს? love.gif


Posted by: takoo1 6 Jul 2023, 17:31
anibani18
აი პატარა ასაკში ბიჭები უფრო მესაყვარლებოდა და ეხლა დავრწმუნდი მაგაში
რაღაცნაირები არიან რა,ნუ ჩემთვის ასეა მიყვარს ბიჭებთან ურთიერთობა რაღაცნაირად ვიწყენ გოგოებთან biggrin.gif
მარა რო დავფიქრდები 15 წლის ან მეტის რო იქნებიან ალბათ მაგ ასაკში გოგო უფრო კარგია დედისთვის,ეხლა ჩემ დისშვილებს რო ვუყურებ ეგრე მგონია არვიცი რატო smile.gif
ორივე კარგები არიან მარა მაინც გოგოსთან უფრო სასიამოვნო და სინტერესოა ურთიერთობა.
მე ალბათ და რო მყავს და გოგო დისშვილები რო მყავს მაგით ვივსებ და დიდად არ ვარ გაგიჟებული გოგოზე


Posted by: anibani18 6 Jul 2023, 19:35
narkozeli
<3 ყველაფერი ისე გექნება, როგორც ოცნებებში გაქვს, დარწმუნებული ვარ <3
takoo1
ჩემთვის სულ ერთი იყო გოგო მეყოლებიდა თუ ბიჭი. მაგრამ ყოველთვის ერთი სქესის შვილები მინდოდა. ვერ იტყვი რიმ გოგონებს ერთნაიტი ხასიათი აქვთ. უფროსი ჩაკეტილი და დამჯდარი ხასიათისაა, პატარა კიდევ ნამდვილი კლოუნია, ენერგობატონჩიკი, მთელი დღე დარბის, დარბის, გეთამაშება, კისკისებს და გეხუტება, გკოცნის უამრავს. ნატალის მერე ძალიან მეუცხოება ამდენი კოცნა და ალერსი. დაწვება ხოლმე იატაკზე, ფეხებს აპლაკავს და გიყურებს, რომ მიხვიდე და უღიტინო და კოცნო, მერე კი კისკისებს და კისკისებს.

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 19:59
anibani18

ღმერთმა გისმინოს❤️ ძალიან დადებითი აურა გაქვს, სულ მინდა გელაპარაკო ბავშვებზე))

Posted by: ივლისი 6 Jul 2023, 20:31
narkozeli
11 თვისებს ბაღში რომ მიიყვანა , ფეხი ადგმული ჰქონდათ? მე ჩემს უბანში კერძო ბაღები რაც ვიკითხე ან 18 თვემდე არ იღებენ, ან ასაკზე არაა პრობლემა ოღონდ უნდა დადიოდესო.

Posted by: narkozeli 6 Jul 2023, 20:37
ივლისი

დამოუკიდებლად ვერ დადიოდნენ ჯერ, იქ აიდგეს ფეხი. ისე არის რამდენიმე ბაღი თბილისში 6 თვიდანაც რომ იღებს


Posted by: სერაფიტი 6 Jul 2023, 22:08
ეს ვნახე ტრენდიოლზე, შეფასებებიც კარგი აქვს.

https://www.trendyol.com/realbaby/portatif-katlanabilir-tasinabilir-mama-sandalyesi-6ay-24ay-p-121684201

Posted by: Anabeli111 7 Jul 2023, 00:27
anibani18
ჩემი და და მე :დ ჩემი და სერიოზული, დინჯი, მე -ცანცარა, მაიმუნი.. ესე ვიყავით, მაგრამ დროსთან ერთად მეც დავბრძენდი და ჩემი და კიდევ გაიხსნა, გართობა ისწავლა ^_^

3 წელია სხვაობა.. სულ მემალებოდა, ვერ იტანდა, ჩემს თავს რომ აბარებდნენ :დ სოფელში რომ გავიდოდა ხოლმე თავის მეგობრებში, მე ვიდექი და კარდაკარ ვეძებდი :დ დღეს კიდე ყველგან ერთად დავდივართ ♡ შენი გოგოებიც ისწავლიან ერთად თამაშს.

კიდე რას მაკეთებინებდა ხოლმე. ვეტყოდი, ვითამაშოთ. მოიტანე სათამაშოებიო. მოვზიდავდი, გავაწყობდი და მერე მეტყოდა, აღარ მინდა თამაშიო biggrin.gif


Posted by: takoo1 7 Jul 2023, 01:15
Anabeli111
აუ ჩემი და გამახსენდა biggrin.gif
8 წელია სხვაობა და ხო წარმოგიდგენია ეხლა
როგორ იქნებოდა სანამ გათხოვდებოდა.
დაქალები რო მოვიდოდნენ ოთახიდან მაგდებდა არადა ისე მინდოდა იქ ჯდომა biggrin.gif
მაგის გაზრდილი ვარ ისე დედასავით მყავდა მარა ნერვებს მიშლიდა.რო გავიგე თხოვდებოდა მაგრად გამიხარდა.12 წლის ვიყავი.მაგისი დიდი კარადა და ოთახი ჩემი იქნებოდა ვიცოდი და ეგ მახარებდა biggrin.gif
ჩემი დაც სერიოზული იყო თან ნამეტანი
19 წლის 30 წლის გოგოსავით იყო.
მე ვიყავი გიჟი მაწანწალა ქალბიჭა,ის ძაან დინჯი სულ სახლში იყო ან სამსახურში biggrin.gif
ეხლა ერთი ჭკუის ვართ სიბერეში გაგიჟდა ის biggrin.gif
18 წლამდე ვერ ვუგებდი დედასავით რო მარიგებდა ჭკუას და პატარასავით მიყურებდა ნერვები მეშლებოდა მერე უცებ გავიზარდე თითქოს smile.gif მაგის მერე ტოლებივით ვართ
ვერ წარმომიდგენია დის გარეშე ტყუპივით მყავს დედასავით მიყვარს ჩემი და❤️

Posted by: Anabeli111 7 Jul 2023, 01:24
takoo1
ჩვენც მასე ზუსტად ♡ ერთმანეთის ტანსაცმლის ჩაცმის დრამებს აღარ დავწერ :დ სხვათაშორის, რომ დავოჯახდი, მერე კიდე უფრო სხვანაირად დავახლოვდით ♡ დრომ კიდე მაჩვენა, რომ დაზე(დედმამიშვილზე) ძვირფასი და ახლობელი, სიხარულის, დარდის გამზიარებელი, გულშემატკივარი არავი არ არის ♡

Posted by: narkozeli 7 Jul 2023, 01:31
takoo1

ჩემსა და ჩემს უფროსს დას შორისაც 8 წელია შუალედი და ასე მგონია მე დავწერე ყველაფერი რაც დაწერე biggrin.gif

Posted by: takoo1 7 Jul 2023, 01:40
Anabeli111
100% გეთანხმები ეგრეა კი❤️
ვერანაირი მეგობარი დაქალი და ა.შ ვერ შეედრება და ჩაგინაცვლებს იმ ურთიერთობას რაც დედმამიშვილთან გაქვს,
არიან გამონაკლისები მარა მე ჯანსაღ ურთიერთობას და დობას ვგულისხმობ.
სულ სხვა სიყვარულია რას ამბობ❤️
narkozeli
ყველა უფროსი და ერთნაირად საზიზღარია თავიდან მგონი biggrin.gif
სამაგიეროდ ეხლა ხოა ტკბილი❤️

Posted by: narkozeli 7 Jul 2023, 01:45
takoo1

კი ნამდვილად, ჩემი და ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარულია, მე იმის ნახევარი ვერ ვარ როგორი დაც თვითონააა ჩემთვის.
მართალია თავიდან დედასავით იყო მარა ეხლა მე უფრო ვუგეგმავ ხოლმე რაღაცეებს biggrin.gif
დობა მაინც სხვა ფენომენია რა❤️ იმედია ჩვენი ბიჭებიც ეგეთი მაგარი ძმები იქნებიან ერთმანეთისთვის)) ნუ ახლა დაჭამონ ერთმანეთი :დ მერე ვამბობ, ზრდასრულობაში biggrin.gif

Posted by: anibani18 7 Jul 2023, 13:46
Anabeli111
რა საყვარლები ხართ <3 დის ყოლა ჩემი ოცნება იყო ყოველთვის. ჯლასელები მყავდა დები, ერთი წელი იყო მათ შორის განსხვავება. ისე კარგად მახსოვს ის გოგონები, ისე მინდოდა მეც და მყოლოდა <3
დღეს კარგი რჩევები წავიკითხე კონფლიტების მოგვარებაზე. ვეცდები მივსდიო, იქნებ უკეთესი შედწგი გვქონდეს.

Posted by: adeline 7 Jul 2023, 16:00
narkozeli
გვანცა, კოჯორში რამდენს იხდით, რა პირობებია და რამდენი ხნით გაქვთ ნაქირავები?

Posted by: narkozeli 7 Jul 2023, 16:19
adeline

აი ამ სასტუმროს კოტეჯს ვქირაობ მესამე წელია
https://www.facebook.com/theresidencekojori

ადრე ვორონცოვები ერქვა, შეიძლება გაგიგია კიდეც.

4000 ლარია 2 საძინებლიანი 1 თვე.
4500 ლარია 3 საძინებლიანი 1 თვე.

ზედ ცენტრშია, ცენტრალური პარკის შესასვლელის გვერდზევე, ლოკაციურად იდეალურია. კარგი ის აქვს რომ სასტუმროს სერვისებითაც შეგიძლია სარგებლობა (თანხას იხდი ამაში დამატებით რა თქმა უნდა) ანუ კვება, აუზი და ა.შ
თბილისში ჩამოსასვლელად (მეუღლის სამსახური ვაკეშია და წყნეთით დადის 15 წუთი სჭირდება ხოლმე)
მე დაახლოებით 20-25 წუთი მჭირდება საბურთალომდე.

თუ დაგაინტერესებს მერე კოტეჯის ფოტოები და ვიდეო (შიდა/გარე სივრცე) მაქვს და გაგიზიარებ.

Posted by: adeline 7 Jul 2023, 16:29
narkozeli
მშვენიერი სასტუმროა, მაგრამ აუზი არ შედის მაგ თანხაში? რა ჯდება დამატებით კვება და აუზი?

Posted by: narkozeli 7 Jul 2023, 19:20
adeline

არა, არ შედის აუზი. ინდივიდუალურად იხდი 30 ლარს შესვლაზე. კვება რასაც აიღებ- იმას იხდი.
სასტუმროს ნომერს თუ აიღებ შედის აუზი და საუზმე მარა 230 ლარი ღირს დღე, ამიტომ კოტეჯის აღება ბევრად ბიუჯეტურია როცა დიდი ხნით გინდა.
თან მე დამატებით მეორე საძინებელი მჭირდება ძიძისთვის და ორი ნომრის აღება 1 თვეზე რა ფასზე ავა წარმოიდგინე

Posted by: takoo1 7 Jul 2023, 21:12
narkozeli
შევედი საიტზე და ეგრევე ვიღაცის გამხმარი ტრაკი შემეფეთა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რაარი მოდაშია ეს ტრაკების გამოშრიალება?
სასტუმრო მშვენიერ ❤️
ისე ქართველები ძალიან ტუტუცები არიან smile.gif
ამხელა თანხას ვიხდი და აუზი 30 ლარიო.
ანუ ერთი თვე რო ვისარგებლო აუზით ყოველდღიურად 4000 კიარა 5000 ვიხდი ხო?
და კაცის ფასია ეგ 30 ლარი აუზი?
თუ ორნი ვართ 6000?

Posted by: NatiaGull 8 Jul 2023, 00:24
გოგოებო, როგორ ხართ??
კითხვით ვარ :დ
სანდო მძღოლი ხომ არ გგეგულებათ? ბალღით რომ წამიყვანოს სურამში?

Posted by: adeline 8 Jul 2023, 11:48
narkozeli
აუზზე შესვლა 30 ლარი ძალიან ღორობაა…

Posted by: narkozeli 8 Jul 2023, 13:12
takoo1
adeline

კი ძალიან ძვირია და თან არც ისეთი აუზი არაა რომ ღირდეს, სასრიალოები და რამე არც აქვს. 30 ლარად მთელი დღე შედიხარ ულიმიტოდ რამდენჯერაც გინდა. 12 წლამდე ბავშვი უფასოა.
მე ეგეთ აუზებს დიდად ვერც ვენდობი სიმართლე გითხრათ



* * *
ჩემი ბიჭი ძაან კმაყოფილია ჯერჯერობით, მოეწონა იტალიური საჭმელები

user posted image

Posted by: adeline 8 Jul 2023, 14:23
narkozeli
საყვარელი <3 სახეზე ეტყობა კმაყოფილება :*
* * *
ბავშვის საწოლს სად ყიდულობთ და რა არის გასათვალისწინებელი ყიდვისას?

Posted by: anibani18 8 Jul 2023, 20:01
narkozeli
ვიყიდე სავაფლე <3 მოვამზადე შვრიის ვაფლები ბანანით და მოცვით. ძალიან ფუმფულა არ გამომივიდა. ბევრი უნდა დავასხა ნეტა ცომი თუ აპარატი არ ვარგა ნელლ. პატარას კი მოეწონა, გადასანსლა.
adeline
ბევრი ადგილია სადაც შეგიძლია იყიდო. შენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული. საბაში შეგიძლია ნახო, ლაბებეში, მაგრამ ფასები მაღალი აქვთ, საწოლებოც კარგი. ბეიბი ლაინი მომწონს მე კიდევ. საბაში მაინც ყველაზე დიდი არჩევანია.
ქვემოთ უჯრებიანი საწოლი არ იყიდო, რომ დადგება ფეხზე, ქვემოთ გექნება ჩასაწევი მატრასი. უჯრებიანს ძალიან დაბლა არ ეწევა მატრასი და უსაფრთხო არ იქნება. იყიდე დიდი საწოლი, განიერი და გრძელი, პატარებს გარდიგარდმო უყვართ ძილი და სტანდარტული საწოლში შეიძლება ვერ დაეტიოს ოდნავ რომ წამოიზრდება, თვეების ბავშვს ვგულისხმობ. წიფლის საწოლი, თუ არ ვცდები, ყველაზე გამძლე და მყარი იქნება. არყის ხის საწოლი ცოტა მსუბუქია.
ესაა რაც მახსენდება ახლა <3

Posted by: happy-go-lucky 8 Jul 2023, 20:35
adeline

anibani18-ს ვეთანხმები ყველა სიტყვაში smile.gif

საბა არ ვიცი, მაღაზიებში ბიუჯეტის მიხედვით.
მე პრენატალიში ვიყიდე, ხის მასალა. 5 წლამდე იწვა. არ ირწევა ჩემი. ვითომ არ
არაა კაო რწევაო, მაგრამ ჯობდა რო ირწევა ეგ მეყიდა (პირველ შვილზე). ეხლა ამას არ უნდა დიდად რწევა, მაგრამ ახლა თბოლისში არ ვართ და საწოლ მანეჟშო წევს და ზოგჯერ ვარწევ ხოლმე, ძაან კაია, ბევრჯერ გადამარჩინა რო არ ამოვიყვანე და ისე გააგრძელა ძილიsmile.gif).

Posted by: adeline 8 Jul 2023, 21:15
anibani18
ბეიბილაინი სად არის ანი? გვერდზე რომ აქვს უჯრები ეგენი როგორია? კიდევ როგორი მომწონს იცი, თაროც რომ
მოყვება პამპერსის გამოსაცვლელად. შენსას აქვს ეგეთი?
წიფლის ხის ვნახო ესე იგი.
happy-go-lucky
პრენატალი სადაა ტერიტორიულად? რომ
ირწევა, ისეთი მინდა კი

Posted by: anibani18 8 Jul 2023, 21:36
adeline
გვერდზე უჯრები შეგიძლია ალბათ, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ ზემოდან არ დატოვო მერე რაღაცეები, თორე გადმოგიყრის, უჯრებიც შეუძლია გააღოს ცოტა რომ წამოიზრდება და ასე გაერთობა დაძინების ნაცვლად. ჩემი პატარა ბანდიტი იცი რას შვებოდა, საწოლის გვერდით სკამი მედგა, ერთხელ უცნაური ხმები გავიგონეთ, მეგონა მეზობლები ზემოთ ავეჯს გადაადგილებდნენ, თურმე ამ მაიმუნს ჩაუჭიდია ხელი სკამზე და დაახროგიალებდა წინ და უკან smile.gif მე კი მეგონა, ეძინა.
ჩემს გოგონებს ასეთი საწოლი აქვთ
user posted image
დიდი საწოლი მართლა კომფორტია ბავშვისთვის, თუ ადგილი გაქვს.
გამოსაცვლელი დაფა რაც მქონდა, იმას მოყვებოდა რაღაც მოსაჭერები და მგონი შეგეძლო საწოლზე დაგემაგრებინა, მაგრამ მე ცალკე მედო მაგიდაზე და იქ ვუცვლიდი.
ეს არის ბეიბი ლაინი.
https://baby-line.ge/ka/
ბახტრიო ზე აქვთ მაღაზია. მე ონლაინ მაქვს ნაყიდი მათთან ველო ეტლი. ისეთი კარგი ხარისხია, მსგავსი ხარისხის ველო ეტლი არ მინახია.
კი, წიფლის ხის საწოლი ეძებე.
happy-go-lucky
რწევა უფროსთან არ ჭრიდა, პატარასთან არც მიცდია, თავისით იძინებს, მაგრამ მართალი ხარ, არ არის ცუდი ფუნქცია. უბრალოდ ზომიერების ფარგლებში უნდა გამოიყენო ადამიანმა

Posted by: adeline 8 Jul 2023, 21:43
anibani18
ვაიმე სკამზე როგორ გამეცინა biggrin.gif ეს საწოლი ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზიცაა და დიდიც <3 მადლობა :* შეგაწუხებ ხოლმე ზიგჯერ, რომ მირჩიო რაღაცეები.

Posted by: სერაფიტი 8 Jul 2023, 23:12
adeline

რწევაზე თავს ვიგიჟებდი, არ ვარწევ მაინც და რად მინდა-მეთქი. თავიდამ არც სჭირდებოდა, ჩაკეტილო მქონდა მექანიზმი. მაგრამ სადღაც 2 ან 3 თვიდამ დღემდე მჭირდება
ნუ გიჟივით არ ვაქნევ, მაგრამ ღამე მართლა გადავურჩენივარ ადგომას, ხელს გადავყოფ, ცოტას დავარწევ და იბრუნებს (კარგ ვარიანტში).

მე არყის ხის მაქვს, უსაფრთხო ლაქით გალაქულია, ქვემოთ ორო გრძელი დაბალი უჯრა აქვს, თეთრეულს ვინახავ. მატრასის ჩაწევა შეიძლება. თუმცა ანიბანიმ რაც თქვს, ეგ არ ვიცი. მე ვიფიქრე, როცა ჩავწევდი,.უსაფრთხო იქნებოდა (ჯერ არ სჭირდება ჩაწევა). საბაში ვიყიდე. იტალიური ბრენდია, რუსეთში აწყობილი. არ ღირდა ძვირი, 360 მგონი. ძალიან სადა და ლამაზია. 5 წლამდე შეუძლია გამოიყენოსო. წინა მხარე ეხსნება მერე. საბაში არის კარგი არჩევანი, რამდენიმე განყოფილებაში. თუ ბიუჯეტურებს ეძებ.
ოლალაში, ლაბებეში და მსგავს ბუტიკებშიც კარგებია, მეტი ღირს ოღონდ.

მატრასს გირჩევ ორმხრივს - ქოქოსის ზედაპირიანს და მეორე მხარეს ორთოპედულს. ქოქოსზე პირველი წელი იწვება, ორი ელიდან ამოაბრუნებ. საბაში ვიყიდე ეგეც. აქ მირჩიეს გოგოებმა. მშვენიერია. კარგი ხარისხი აარჩიე, სხვაობებია. მიხვდები ხელითაც.
ანიბანის რჩევები გაითვალისწინე.

Posted by: adeline 8 Jul 2023, 23:27
სერაფიტი
დიდი მადლობა :* აი ანიბანის საწოლი მომეწონა ძალიან. ეგეთი თუ ვნახე საბაში, ვიყიდი აუცილებლად.

Posted by: happy-go-lucky 9 Jul 2023, 00:53
adeline
პავლოვზე იყო, აქსისი თუ რაღაცა შენობა რომაა, მანდ. მგონი აღარაა დაიკეტა.

ასეთი აქვს ჩემს ბიჭებს, საკმაოდ დაბლაა მატრასი. ეხლა ორო მიდევს და მაღალია. მაგას დააკვირდი რომ ჩადიოდეს კარგად ქვემოთ, რომ გაიზრდება და წამოდგომას ისწავლის..

ის გამოსაცვლელი ცალკე მედო ხოლმე მე, ისე საწოლზე კი მაგრდებოდა, user posted imageმაგრამ
ვერა რა. მეორე ბავშვზე არც გამომიღიაsmile.gif))

Posted by: სერაფიტი 9 Jul 2023, 01:08
adeline

აი, მსგავსი happy go lucky საწოლისაა ჩემი, ოღონდ კარაქისფერი და ქვემოთ რაც სივრცეა, მანდ თხელი უჯრაა ჩასმული, სულ ქვემოთ. მატრასიც მაქამდე ჩადის.
გამოსაცვლელები ცალკე იყიდება ნაირნაირი, ზედ მაგრდება საწოლზე. ფეხების მხარეა მედო კაი ხანს. მაინც ყოფნისა აქეთ ადგილი. სადღაც 5 თვიდან უკვე ფეხს მაღლა.რომ წევდა, აწვდენდა. ავიღე და გამოცვლისას ვდებდი მხოლოს.7 თვიდამ სულ ავიღე, რადგან ზედ რომ ვაწვებ, იმისთანა ფართხალა იწყებს, საწოლი გვარიანად ზანზარებს და მეშინია არ დაიზიანოს რამე smile.gif)) მოკლედ, დაგვიპატარავდა. ჩემს ლოგინზე მიფენია დასაფენი და იმაზე ვუცვლი 1 თვეა.
მაგრამ აუცილებლად გჭირდება ეგ დასადები რა. წელი მომწყდებოდა ალბათ სხვანაირად.

Posted by: Anabeli111 9 Jul 2023, 01:29
adeline
აბა, როგორ ხარ ♡ იბერები ნელ-ნელა? ^_^ რამდენი თვის ხარ ახლა?

user posted image
ეს არის თაიას საწოლი. საბაში ვიყიდეთ და თავისი მატრასით 600 დაჯდა. ირწევა და რწევის მექანიზმის მოხსნაც შეიძლება.

ჯერჯერობით მარტო დღის ძილი სძინავს მანდ. გამოსავვლელადაც მაგას ვიყენებ. გავუშლი ხოლმე წყალგაუმტარ დასაფენს და ძალიან მოხრაც არ მჭირდება. კამოდს მოჰყვა გამოსაცვლელი, მაგრამ მოუხერხებელი იყო ჩემთვის. გონს რომ მოდის და იწყებს მოძრაობას, მობრუნების შესაძლებლობაც არ გაქვს. საწოლში კიდე დაცულია.

მოკლედ, ვის რა ეკომფორტულება ^_^

Posted by: narkozeli 9 Jul 2023, 02:12
ამაში გავზარდე ჩემი ბიჭი მე, დაბადებიდან თავის საწოლში იწვა და მგონი ძაან ეკომფორტულებოდა რადგან არასოდეს გაუპროტესტებია.
user posted image

საკმაოდ დიდი საწოლი იყო, სიგანეც დიდი ჰქონდა და კომფორტულად ტრიალებდა ხოლმე ბავშვი და უცნაურ პოზებშიც ეძინა ხოლმე biggrin.gif

user posted image

2 წლიდან თავის საძინებელში გადავიყვანე და ის შევინახე, მეორეზე გამომადგება.
user posted image
user posted image

Posted by: anibani18 9 Jul 2023, 09:15
სერაფიტი
ოლალა დამავიწყდა, ძალიან კარგი საწოლები აქვთ, მაგრამ ფასები ჩვენთვის ძალიან მაღალი იყო. მაზერქეარსაც კარგი საწოლები ჰქონდა, მაგრამ როგორც მახსოვს, 60 სმ იყო სიგანეში, მე კი უფრო ფართო მინდოდა.

ჩემს უფროს გოგოა დიდხანს არ ეძინა თავის საწოლში. წლინახევრისაც არ იყო, თაბის საწოლში რომ აღარ წვებოდა და გვანცამ რომ გვაჩვენა, დაახლოებით ისეთი ვუყიდეთ და მას შემდეგ სძინავს ისეთ საწოლში. სკმებს ვუდგავდი, ლეიბება ვუფენდი საწოლის ქვეშ, ისე მეშინოდა, რომ არ გადმოვარდნილიყო, მაგრამ გონიერი ბავშვია და მიხვდა რომ არ უნდა ამდგარიყო საწოლში.
სერაფიტი
ჩემს საწოლს სამი დონე აქვს, მეორეზე რომ ვიყავით, ადგომა დაიწყო უმცროსმა და სანამ სულ ბოლომდე არ ჩავწიე, ვერ იძინებდა. ის დღე ისე ცუდად მახსოვს, მშობლებს დავურეკე, მოდით, დამეხმარეთ საწოლის სიმაღლე დავწიოთქო, თორე შუადღე იყო და ბავშვს არ სძინებია ჯერ. ჩავწიეთ და დაწყნარდა, დაიძინა

Posted by: სერაფიტი 9 Jul 2023, 11:04


ხო, ოლალა ძვირია.

ვა, რანაირები არიან ბავშვები ისე. smile.gif) მეც მალე ჩავწევ ალბათმ ჯერ ვერ დგება, მაგრამ 9-10 თვეზე დგებიანო, მგონი.

აი უჯრებამდე ჩადის ქვედა დონე, სულ ორი დონე აქვს ამას.

გამოსაკრავებს არ ვუკეთებდი 7 თვემდე. თავისით აქტიურად ბრუნვა სანამ არბდაიწყო. მერე სოსკას ისროდა აქეთ-იქით, დავიტანჯე და კედლის მხარეს გამოვუკარიsmile.gif) აწეწილს არ ვიმჩნევთ, ახლა გადავიღე სახელდახელოდ.

წინა მხარე ეხსნება და დიდი გოგო რომ იქნება, ისე დაწვება. მარა ალბათ მეც ბალიშებს და სკამებს მივადგამsmile.gif)


Posted by: takoo1 9 Jul 2023, 11:17
სერაფიტი
აუ ესეთი ლოგინი მაქ მეც ზუსტად, ეხსნება წინა მხარე? არც ვიცოდი მე.
მაღალ ფეხებზე რო დგას? თან აკვანივით ფეხები აქ თითქოს და ეგ მაფიქრებს.
narkozeli
გვანცა მეორე საწოლი სად იყიდე?
საყვარელია

Posted by: Anabeli111 9 Jul 2023, 11:19
narkozeli
რა საყვარელი ოთახი აქვს ვაჩეს ♡ ძალიან მინდა მეც ცალკე ოთახი ჰქონდეს ჩემს გოგოს ♡♡ და ესე ტკბილად მოწყობილი ^_^

Posted by: narkozeli 9 Jul 2023, 12:35
takoo1

ორივე საბაშია ნაყიდი, პირველი თურქული არყის ხეა ტაჰტრევალი ესე ერქვა ბრენდს, ონლაინაც შეგიძლია შეკვეთა თურქულ საიტზე. თავისი უსაფრთხოების სერტიფიკატი მოყვა ხის ხარისხს ტყვიაზე და საღებავს ტყვია/კობალტზე.
მეორე ნოე კიდს ასე აქვია ფბ-ზეც ნახავ.

ძაან ძვირი არ გადამიხდია. პირველი საწოლი 1200 ლარი ღირდა თავისი ქოქოსი/ლატექსის ორმხრივი ორთოპედიულ-ანატომიური მატრასით, ორი წყვილი გამოსაცვლელი თეთრეულით, მწერების ბადით და მობაილით.

ის მეორე მთლიანად ნოე ქიდს დავამზადებინე (მთლიანი საძინებლის კომპლექტი) და 2000 ლარამდე დაჯდა საწოლი+ კომოდი+ კარადა და ტუმბოები

Posted by: takoo1 9 Jul 2023, 12:39
გოგოებო ჩაწიეთ აუცილებლად დროულად მატრასი.მეც მეგონა ადრე იყო და 7თვისაც არ იყო მგონი რო გადმოვარდა იმ სიმაღლიდან.
გაბრიელზე ვაფშე აღარც ავწიე ისევ ისე დავტოვე დაბლა.
გაბრიელი ისეთი შექექილია მაინც მეშინია არ გადმოიწიოს,პატარა მაკაკასავით ეპორწიალება ამ რეშოტკებს თითქოს აწევა უნდა და გადმოსვლა biggrin.gif
მეტი დაბლა აღარ იწევა ეს მატრასი და რავიცი რა ვქნა.

ხოხვა დაიწყო და რა ბედნიერებაა,ერთობა თითქოს ცოტა და აღარ დამსდევს გამუდმებით მარა სულ ყვავილებთან მიდის და პუტავს biggrin.gif
კარადებთან უჯრებს აღებს,ხელიც მოიყოლა რამოდენიმეჯერ უკვე biggrin.gif
გადმოყრის ტანსაცმელებს და დაათრევს.
ძაან საყვარელია მარა სუ სახლის ლაგებაში ვარ.

Posted by: narkozeli 9 Jul 2023, 12:39
Anabeli111

მადლობა ანნ❤️❤️❤️ თავის ოთახში რო გადავიყვანე, რაღაცნაირად დამოუკიდებლობის ხარისხი გაეზარდა თვითონაც და ძაან უყვარს თავისი სივრცე❤️


Posted by: takoo1 9 Jul 2023, 12:51
narkozeli
უიი რა იაფია,მეც საბაში მაქ ნაყიდი ჩემიც არყის ხეა. ოღონდ თურქული არაა რუსულია თუ იქ აწყობილი.
ლუკისთვის მინდა და ეგეთები მომწონს ძაან.
user posted image
user posted image
user posted image
ეს ხო მანქანაზე გადაფსიხებულია მარა ეგ მგონი ძვირია ძაან თან აქ არ მგონია ვნახო

Posted by: narkozeli 9 Jul 2023, 12:58
ძირითადად ყველას ბეიბიზენი აქვს ევროპაში ტურისტებს რასაც ვუყურებ რა. ფაქტიურად 10 კაციდან 7-8ს ბეიბიზენში ყავს ბავშვი. ფაქტია დღემდე ძაან კარგად იყენებენ
user posted image


takoo1

სამ ბავშვიანი ოჯახი შემხვდა ორი იოიო ქონდათ და ერთხე გადამყვანი ჰქონდათ დამაგრებული ძაან საყვარლად მოყავდათ სამი ბავშვი
user posted image

ნახე იმ მწვანე ეტლის დასაჯდომზე ეჯდათ უფროსი ბიჭი და იმავე კალიასკაში იჯდა პატარა შვილი, მეორე ეტლში მესამე შვილი
* * *
takoo1

აუ რა საყვარელია❤️ გოგო მანქანის ფორმისებიც არი საბაში, ისე ჩილექი როა ხო იცი? მანდ აქვთ მარა ძვირია.
მეც გირჩევ ესე შეკვეთით გააკეთებინო აი პირველი და მესამე რაც დადე მაგ სტილში, მარტივიც არის და ძვირიც არ ჯდება რა.

Posted by: სერაფიტი 9 Jul 2023, 13:24
takoo1
QUOTE
ეხსნება წინა მხარე? არც ვიცოდი მე.
მაღალ ფეხებზე რო დგას?


ეხსნებაო, ასე მითხრეს. აწყობისასაც ცალკე-ცალკე იყო ყველაფერი.
არ დგას მაღალ ფეხებზე. რაც ჩანს, სულ ეგაა. კი,.ირწევა. და ჩამკეტი აქვს სარწევს, თუ არ გინდა.

ცალკე ოთახში როდის გადავიყვან <3 მეც ვაპირებ შევუკვეთო კომოდი,.მაგიდა-სკამი, წიგნების და ტანსაცმლის კარადა ერთ სტილში, ხის.
მარა ჯერ ბინა უნდა ვიყიდო ორსაძინებლიანი და იიიმედი მაქვს, მოვახერხებთ ახალ წლამდე.

Posted by: happy-go-lucky 9 Jul 2023, 16:26
narkozeli
მათთვის შაკმაოდ დაბალი ფასოა ეგ ბებიზენი, და ხარისხიანი ეტლია . რატო არ ექნებათsmile.gif)

ჩვილებსაც დაატარებენ? მაინც დიდების სასეირნო ეტლი მგონია რა.

Posted by: narkozeli 9 Jul 2023, 17:03
happy-go-lucky

კი ჩვილებსაც მარა უფრო დიდები დაყავთ, კი.სადღაც 5 წლამდე ბავშვებიც კი ამაში უზით.
აბა თბილისში რამდენს უკითხავა ჩემს 3 წლის ბავშვზე უი კიდე კალიასკით რატო დაგყავსო :/


Posted by: anibani18 9 Jul 2023, 18:21
სერაფიტი
ჩადია ხო ამაზე ქვემოთ? 10 თვის იყო სიარული რომ დაიწყო, იქამდე აქტიურად დგებოდა ფეხზე.
სკამწბს თავიდან ვუდგამდი. პატარაც იყო მაშინ. წლის და რამდენიმე თვის,3-4 თვის. მერე რომ მივხვდი, უსაფრთხო იყო, აღარ ვუდგანდი. რბილ თოჯინაზე ვაჩვენე, როგორ დგებოდა ფეხზე საწოლში და დაბლა ვარდებოდა და მერე თავი ატკიოდა. ამ მაგალითმა ძალიან იმოქმედა, არც ერთხელ არ დამდგარა ფეხზე.
მეც მაგიტომ გავუკეთე ნაწნავი საწოლს, ყრიდა აქეთ-იქით მატყუარებს და მთელი ღამე მათ რეცხვაში ვიყავი.
takoo1
დადის მაგრამ მაინც მთელი დღე კუდში დამადევს ტირილით. მხოლოდ მაშინ არის ჩუმად თუუ ვზივარ მის გვერდით
* * *
narkozeli
რა ყოჩაღები არიან რა <3 სურვილი და ენერგია რომ აქვთ ასე ბავშვებით სამოგზაუროდ. ჩემი უმცროსი ცოტა რომ გაიზრდება, ვფიქრობ წავიყვანო ორივე სადმე. ჩემი ქმარი ვერ იტანს მოგზაურობას და იქნებ ჩვენ სამნი წავიდეთ სადმე

Posted by: სერაფიტი 9 Jul 2023, 20:33
narkozeli

უსაფრთხოების გამო დაჰყავთ. და ნუ ხელში აყვანას, სიმძიმის პონტში, კალიასკა არ ჯობს? ნეტა ისევ იჯდეს მაგხელა ჩემი და ჩავსვამ. თორე ხერხემლის თიაქარი დამემართება მართლა. აქამდე უპრიბლემოდ ჯდება ქარსითიშიც, კალიასკაშიც.


anibani18
კი, აი სულ დაბლამდე ჩადის, მეორე დონე ფაქტიურად უჯრაზე იდება, ნუ არ ეხება უჯრას, მარა სივრცე ძაან ცოტა რჩება უჯრამდე. კაი მაღალი გამოდის, ვერ გადმოვა(რდება).

Posted by: Tua 9 Jul 2023, 21:56
საწოლზე რაც უფრო განიერი და გრძელია ყველას გეთანხმებით, 60იან საწოლში ასე მგონია მიარტყავს და მოარტყავს თავს წარამარა, 75ია ჩემი და 130 სიგრძე 2.5 წლამდე იდეალურად იწვა , კიდევ იწვებოდა მაგრამ მერა მოუწია ცალკე ითახში გადასვლა smile.gif) გადმოვარდნისგან ჩვენ ეს გვშველის ძალიან , ჯერ არცერთხელ არგადმოვარდნილა სძინავს მეფესავით, წინა კვირაში ავად იყო და ცოცხალი თავით ჩემთან არდაწვა საწოლში კიდევ კარგი ეს საწოლი 1.40ია პატარა რომ იყოს იატაკზრ მომიწევდა დაწოლა სიცხის სასინჯად smile.gif) შარვალი არშეიმჩნიოთ ძველია სურათი 4 თვის წინანდელი და მე როგორც ზარმაც დედას მეზარება ადგომა დაფარება შესაბამისად ზამთარში ასე ვაცმევ რომ არგაეღვიძოს რომ გადაიხდის gigi.gif
user posted image :

Posted by: სერაფიტი 9 Jul 2023, 22:06
Tua

აი, ამას ვეუბნებოდი fermina-ს, ამგვარ ღობეზე ვსაუბრობდი. კარგი რამეა მართლაც.

Posted by: fermina 9 Jul 2023, 23:54
Tua
სერაფიტი

კი, სადღაც შემხვედრია ფბ-ზე და აუცილებლად შევიძენ.
თუ გახსოვთ და მეტყვით, სად იყიდება, მთლად უკეთესი.

Posted by: happy-go-lucky 10 Jul 2023, 00:44
narkozeli
ჩემი და მოდის ეხლა და 6 წლის ბავშვის
რვის ეტლი მოაქვსsmile.gif)

ისე მეც 5 წლამდე ეტლში მყავდა ხოლმე ბათუმში .



სერაფიტი
ჩემი ბიჭი დოდო ჩაჯდა, ეზარებოდა სიარული))

Posted by: narkozeli 10 Jul 2023, 02:17
happy-go-lucky
იტალიაში მოდის?
ეტლი ნამდვილად საჭირო ნივთია რა

Posted by: სერაფიტი 10 Jul 2023, 03:39
fermina

უცებ რაც ვნახე, ამათ აქვთ.
საბაში შეიძლება იყის ასევე

https://baby-line.ge/ka/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/playpen/lionelo-eva-beige-melange-safety-railing-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/
* * *
ვეძებ ფორმულას შესანახ კონტეინერებს. აი გაზომილს რო ჩაყრი და წაიღებ ასე. ალიექსორესიდან გამოვიწერე,აგვიანებს..

Posted by: takoo1 10 Jul 2023, 10:34
სერაფიტი
მე აქ ვერ ვნახე და ტრენდიოლიდან გამოვწერე.
ისე სუავინექსს უნდა ქონდეს და მოიკითხე აბა აფთიაქებში

ეს ავენტია,ესეთი გამოვწერე ტრენდიოლიდან ოღონს სხვა ბრენდია რაღაცა
user posted image

ეს კანპოლისაა,ეს მინდოდა მარა ვერ ვნახე მაშინ
user posted image
* * *
user posted image
კი უდევს პსპ-ს მარა აქვთ თუარა არვიცი,აბა იკითხე გადაამოწმებინე ბაზაში

Posted by: სერაფიტი 10 Jul 2023, 11:26
takoo1

ავენტისა 40 ლარამდეა, ვერ არიან.
ეს კანპოლი კაია.
ტრენდიოლზე ვერ მივაგენი და ლინკს ხო ვერ დადებ აბა?

Posted by: anibani18 10 Jul 2023, 12:14
სერაფიტი
ავენტისაც მაქვს და დოქტორ ბრაუნის. ბრაუნის სჯობს. მოგცემ ამაზონის ლინკს საიდანაც ვიყიდე

Dr. Brown's Travel Formula Dispenser with Lid, BPA Free - Blue https://a.co/d/fZuQk5B

Posted by: marrriam 10 Jul 2023, 12:18
გამარჯობა
თქვენი გამოცდილებით, ორსულობის სამართავად ექიმი რომ მირჩიოთ

Posted by: takoo1 10 Jul 2023, 14:16
სერაფიტი
კი აი ეს გამოვწერე მე
https://www.trendyol.com/mycey/toz-mama-kabi-mavi-p-140871901

ავენტის იქ 21 ლარია smile.gif აი მაგის ლინკიც

https://www.trendyol.com/philips-avent/mama-olcek-kabi-scf135-06-p-1122639



Posted by: adeline 10 Jul 2023, 14:49
narkozeli
გვანცა, მანდ რა ღირს ბეიბიზენი მთლიანი კომპლექტი?

Posted by: anibani18 10 Jul 2023, 16:30
adeline
შენ კარგად გაერკვიე ბეიბიზეინსა და ანრქსში. დამიწერე რა მათი წონა და ფასები, უპირატესობები და მინუსები.
დღეს ვნახულობდი ბეიბიზენს იბეიზე და მეორადიც კი 300-400 დოლარი ღირს. აქ რა ფასი აქვს? გონდოლის გარეშე ვერ ვიყიდი?
სერაფიტი
არ იყიდო რა ავენტი. ბოლომდრ არ იყრება ფხვნილი, სხვა დანაყოფებიდან გადმოდის ფხვნილი. ბრაუნი ბევრად სჯობს და ამ ორს კიდევ მანჩქინის დისპენსერი.
* * *
marrriam
ჩემთვის ფიქრია კამლაძე ძალიან კარგია

Posted by: სერაფიტი 10 Jul 2023, 17:29
takoo1
anibani18

მადლობა, მადლობა.
ბრაუნს გამოვწერ.

marrriam
მაკა ჩიქოვანის კმაყოფილი ვარ.
უბრალოდ უუუსაშველო რიგი აქვსsmile.gif) ადრე უნდა ჩაეწერო.

Posted by: Anna-Mari 10 Jul 2023, 18:17
გოგოებო როგორ ხართ? ვეღარ შემოვდიოდი, არ მაცდია ჩემი პატარა smile.gif დღეს ცოტა შემაშინა და თქვენ ხომ არ იცით რა შეიძლება იყოს? კუჭის მოქმედება ქონდა და ჩავანე და რომ ვამშრალებდი უცებ თითქოს ვეღარ ჩაისუნთქაო და წამოვაყენე იმ წამსვე და ესევე ამოისუნთქა და ტირილი დაიწყო, მავრამ მაშინვე გაჩერდა, მერე ჭამაც უწევდა და ვაჭამე და დაეძინა ჭამაზე. მას მერე ვაკვირდები და არაფერი აღარ შემინიშნავს. ხასიათზეც იყო და თამაშობდა, ექიმმა დააკვირდი, მე მგონია სპაზმივით ხომ არ ქონდაო. თქვენ რამე გამოცდილება ხომ არ გაქვთ? აქამდე ესე არ მოსვლია მე-7 თვეშია უკვე.

Posted by: fermina 10 Jul 2023, 20:20
სერაფიტი
QUOTE
fermina

უცებ რაც ვნახე, ამათ აქვთ.
საბაში შეიძლება იყის ასევე

საწოლის ბარიერი


დიდი მადლობა love.gif

Posted by: Tua 10 Jul 2023, 21:49
fermina
მე შარშან ვიყიდე რიზეში ებებეკის მაღაზიაში 60ლარად, აქ ვიშლისტსაც აქვთ , ბეიბილაინსაც აქვს და საბაშიც აქვთ 120-150ლარამდეა ფასი სადღაც .

Posted by: სერაფიტი 10 Jul 2023, 23:13
ლეგენდარული დალი მასაჟისტის.კოორდინატები ვის გაქვთ? იქნებ აქ ან პმ მომწეროთ. სასწრაფოა

Posted by: takoo1 10 Jul 2023, 23:19
სერაფიტი
მოგწერ მოიცა ვნახავ

571 064 466
აი

Posted by: სერაფიტი 10 Jul 2023, 23:37
takoo1

მადლობა ძაან დიდი<3

Posted by: takoo1 10 Jul 2023, 23:42
სერაფიტი
ხო მშვიდობაა? შეიძლება გკითხოს საიდან გაქვს ჩემი ნომერიო და ფორუმზე ვნახეო არ უთხრა თორე ჭედავს biggrin.gif
ჩემს მეგობარს გაუკეთეთ ადრე მასაჟი და იმან მომცა ნომ თქო ესე უთხარითbiggrin.gif

Posted by: სერაფიტი 10 Jul 2023, 23:46
takoo1

დავარიგებ. ჩემს რძალს ჩაუმაგრდა..ის აქვს, თეთრი წერტილი, თუ იცი. სადინარი დაეხშო ანუ. იშლება ჭკუიდან ტკივილისგან. მე გვიან გავიგე და ნუ ყველაფერი ვურჩიე, რაც ვიცი და არ ვიცი, ჯგუფში რაც ვნახე. მარა ასე 1 საღამოში არაფერი შველის და იქნებ ხვალ მიიყვანონ დალი. აქ ისე აქებთ...


Posted by: Liza12 10 Jul 2023, 23:51
სერაფიტი
მეც მაქვს უსაყვარლესი მასაჟისტის ნომერი თუ გენდომება .უმტკივნრულოდ აკეთებს. მეც დამჭირდა 2ჯერ. თეთრ წერტილზე ბიოლაინის მაზი წაისვას ცელოფანი დაიდოს 2საათი დალბება და მერრ შპრიცით შეეცადოს ამოტუმბოს. მე ესე მოვარბილე და შპროცითაც ამოვწიე მერე ფრჩხილებით ამოვიღე უმარტივესად

Posted by: takoo1 10 Jul 2023, 23:51
სერაფიტი
თუ მივიდა უშველის კიი მაგაზე უკეთესი მართლა არვიცი არავინ.ცოტა ზაიობები აქ ეგაა smile.gif

* * *
Liza12
აუ რა ჯანდაბაა ეგ წერტილი? ან რატო ჩნდება
რო ვიცოდე იქნებ მეც დამჭირდეს

Posted by: Liza12 10 Jul 2023, 23:57
takoo1
არასწორმა მოჭიდრბამ იცის.ჩემი ერთ მკერდს ჭამდა თავიდანვე მეორე არუყვარდა და მეორეზე სულ.თამაშობდა რამდენჯერმე.არასწორად მოეჭიდა.და 2ჯერ გამიჩნდა.

Posted by: სერაფიტი 11 Jul 2023, 00:11
Liza12

კი, დავარიგე ესენი. ლაქტაციის ჯგუფშიც წავიკითხე ყველაფერი.
მადლობა. მოგწერ, თუ დაგვჭირდა <3

takoo1

ცუდი მოჭიდება, ძირითადადsad.gif

Posted by: takoo1 11 Jul 2023, 12:21
გოგოებო როგორი ფეხსაცმელი შეიძლება ვუყიდო გაბრიელს,ზაფხულია და დაკეტილში ცოდოა.
მყარი ძირი უნდა ქონდეს უეჭველი?
user posted image
user posted image

უფრო პირველს ვფიქრობ ეგეთ სტილში ვუყიდი თქო.ჯერ კი არ დადის მარა იქნებ დაიწყოს ერთ თვეში

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 11 Jul 2023, 12:22
takoo1
პირიქით, დრეკადი ძირი უნდა ჰქონდეს, მე როგორც ვიცი
ღია თითებიანს გირჩევ, მარტივად ჩაცმადია და უფრო გრილიცაა smile.gif

Posted by: takoo1 11 Jul 2023, 12:41
Watermelon_Sugar_Hi
სიარულს რო სწავლობენ პირიქით დრეკადი უნდა? მე პირიქით მახსოვდა მყარი უნდა იყოსო

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 11 Jul 2023, 13:07
takoo1
მთავარია ხარიწხიანი იყოს, ეგ ძველი რეკომწნდაციაა
Soft, flexible sole (You should be able to bend the shoe in half, touching toe to heel, but the sole should still be thick enough to protect against rocks and sharp objects.)

Posted by: takoo1 11 Jul 2023, 13:41
Watermelon_Sugar_Hi
ხო ისე ვერ ვნახე ვერსად ინფო რო ვქექავდი
ანუ რეზინიანი შეიძლება აი კაუჩუკივით როა რბილი,მეცოდება მძიმე ფეხსაცმელში

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 11 Jul 2023, 13:53
takoo1
უმჯობესია რეზინიანი და კაუჩუკიანი, მოჭიდება უნდა ჰქონდეს კარგი იატაკზე რომ მოსრიალება და დაცემა ხშირი აირიდოს.
მძიმე ფეხსაცმელი არაფერში სჭირდება ახლა <3

Posted by: anibani18 11 Jul 2023, 19:18
თაკო, მყარ ძირზე არა, დრკადზე უნდა იყოს ფეხსაცმელი. გახსნულ თითებიანს მე არ ჩავაცმევდი პატარას,ძლივს დადია და ყველაფერს წამოკრავს ხოლმე ფეხს, ფრჩხილებს და თითებს დაიზიანებს

Posted by: takoo1 11 Jul 2023, 19:24
anibani18
ხო მეც ვფიქრობ დახურული ვუყიდო აი რო დავდე მსგავსი,სულ ღია რავიცი

Posted by: Tua 11 Jul 2023, 21:29
takoo1
უკან ქუსლს უნდა იჭერდეს ფეხააცმელი, უნდა იყოს დრეკადი ძირით და თითები სახურულჯ , მე ბიომექანიკს გირჩევდი მსგავსს ან Nატურინოს , სახლშკ საერთოდ არაფერჯ ჩააცვა არც წინდები
user posted image

Posted by: სერაფიტი 11 Jul 2023, 21:42
აუჰ, ეს ათასნაირ რეცეპტს რო დებენ ჯგუფებში,.ინსტაგრამზე, პატარებისთვის...
ასე მგონია, ძაან ზარმაცი დედა ვარ და რაღაცას ვაკლებ ბავშვს, რო ამდენს არ ვექსპერიმენტობ. თან პატარაა ჯერ მგონი 8 თვისა ბევრი რამისთვის.
აფთიაქში ვუყურებდი პლასმონის პასტას და ორცხობილას. ორივე შემიძლია მივცე ამ ასაკზე. მარა არ მიმიცია. ბანალურად ფაფით და ხილ-ბოსტნეულით ვართ ისევ. კვირაში ერთი-ორჯერ იოგურტი. ხორცსაც არ ვაძლევ მგონი სათანადოდ ხშირად, კვირაში 3-4 ჯერ სადღაც. ოღონდ ამაში იგულისხმება ქათამი, კურდღელი, ძროხა. ჯამში ამდენჯერ, ხან ერთს ხან მეორეს. თევზი არ მიმიცია ჯერ. ყველიც რამდენჯერმე მივეცი, დავუჭერი და ღუღნა სანებოს ყველი. მარა ბოლოს სულ მეშინია და ვართმევ, დიდებს რო კბეჩს. და ტირის რო ვართმევsmile.gif))
ამისი კუჭის მოქმედების გამო ხშირად მიწევს სემპერის ქლიავის, ასევე ავოკადოს, მანგოს, გარგარის მიცემა. და მგონი სათანადოდ ბევრ სახეობა ხილს ვერ ვაჭმევთქო. ალუბალი სულ ერთხელ ჭამა სეზონზე. მარწყვიც ერთხელ.

ბოსტნეულს ვატრიალებ ყაბაყს, გოგრას, ბატატს, სტაფილოს, ბროკოლს და ყვავილოვანს.. ვცდილობ 2, მააქსიმუმ 3 შევურიო, რო ადვილად გადაამუშაოს.

მოკლედ, არ ვიცი, როგორ ჩამოვაყალიბე. მარა მგონია, რო რაღაცას ვაკლებ ბავშვს.

ჰო, ნუ 3-4 საათში ერთხელ რძეს სვამს ისევ, 100-120 გრამს

Posted by: narkozeli 11 Jul 2023, 22:00
სერაფიტი

მე ვიყავი მასეთი დედა, წლამდე მასე პრიმიტიულად ვაჭმევდი, არც წლის მერე მომიკლია თავი და გაგეცინება და დღემდე (4ის ხდება) დილას ფაფით იწყებს და შუადღეს აუცილებლად ჭამს ხორციან ბოსტნეულს. საღამოს ხაჭო მაწვნით. ხემსი: დილას ხილი, საღამოს იოგურტი.
მოკლედ არაფერი ისეთი, 4 წელია ერთნაირად ვკვებაბ, ჯანსაღად რაც მთავარია. შემწვარ მოხრაკულები ეხლაც არ აქვს ესე ყოველდღიურად.
ტრადიციულ კვებაზე მასე გამოდის რა შენ რასაც წერ, ახალ ამერიკას ვერ აღმოაჩენ.
აი ბლვ-ზე გიწევს ეგ მრავალფეროვნება. არაა ადვილო, კრეატიულობა სჭირდება. მე ვაპირევ ვცადო, ვნახოთ თუ გამოვა.

Posted by: სერაფიტი 11 Jul 2023, 22:45
narkozeli

ნუ ცოტა მერე რაღაცებს გამოვუცხობ, ჯანსაღებს. ბოსტნეულსაც და ორცხობილებსაც. მარა ჰო, სამზარეულოში დიდ ხანს ვერ დავყოფ ალბათ.
მიყვარს კეთება, მარა დრო არასდროს მაქვს საკმარისი. სწრაფად რაც მზადდება, იმაზე ვარ ორიენტირებული. კვირაში ერთიორჯერ შეიძლება ალოი ფუდიც მივცხო. მარა სხვა დროს - წიწიბურა, პასტა, კარტოფილი, სალათები და ა.შ.
რადგან ხორცისტი ქმარი მყავს, ხორციანსაც შედარებით სწრაფებს ვაკეთებ - ჩახოხბილი და მსგავსი, კვირაში იმ ერთიორჯერ სწორედ მაგათsmile.gif))

ეს ცალკე და ცალკე ბავშვისთვის ფანტაზიორობა, არ მეადვილება. ბლვ იმითაა კაი, რო დიდების სუფრიდან აძლევ რაღაცებს.
მარა სამწუხაროდ ჩვენს სუფრაზე არაა იმ სიხშირით ბროკოლ-ყაბაყები, და 8 თვის ასაკში ბლვ იქნებოდა თუ პიურე, ალბათ მაინც ცალკე მომიწევდა ბავშვისთვის კეთება.

განა ვწუწუნებ, ფაქტს ვამბობ. ჩემი კითხვა ის იყო, რომ ხომ არაფერს ვაკლებ ნეტა-მეთქი. და ასევე - ხომ არ ვაყალიბებ ცუდ მჭამელად-მეთქიsmile.gif)
იმედია არა.

Posted by: adeline 12 Jul 2023, 01:05
anibani18
ბეიბიზენის ყიდვა სიგიჟეა მაშინ, როდესაც ეარ ზეტი არსებობს. ჩემმა მეგობარმა შეიძინა ეარ ზეტი და წონა და მახასიათებლები იდენტურია ბეიბიზენის. ჩანთასავით იკეცება ანექსიც და ბეიბიზენივით შეგიძლია მხარზე გადაიკიდო. ქამარი ცალკე იყიდება ოღონდ, რითიც მხარზე იკიდებ და 50 ლარი ღირს. თვითმფრინავის ხელბარგში თავსდება ანექსიც უპრობლემოდ. პლიუსი ის აქვს ბეიბიზენთან შედარებით, რომ ტრანსფორმერია- ჩვილობიდან 22 კილომდე შეგიძლია გამოიყენო. ჩვილის პოზიცია თუ გინდა, მოხსნი შალითას, შემოაბრუნებ შენსკენ დასაფენს და ეგაა. ცალკე იყიდება მატრასი კიდევ დამატებით თუ გინდა, თუმცა არაა საჭირო. ბეიბიზენზე ცალ-ცალკე ყიდულობ ყველაფერს და არაადეკვატურად უაზრო ფასია. არავითარი უპირატესობა არ აქვს ანექსთან შედარებით. ამორტიზაციაც გადასარევი აქვს ანექსს. მე ანექსს ვყიდულობ.

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 01:23
adeline

700 ევრომდე (680€) ჯდება ორივე პოზიცია, დღეს ვიყავი აქაურ ბეიბიზენში.
ანიბანის დიდი შვილები ყავს რაღად უნდა ჩვილების პოზიცია საერთოდ ან ტრანსფორმერი.
ხარისხზე არ ვიცი თავს ვერ დავდებ, როგორც ბრენდი ევროპაში ანექსი არაა იმდენად პოპულარული, ზოგადად დიდად არ იცნობენ არც მაგ ბრენდს არც კიკაბუს. ქართული ბაზარი კი კარგად აითვისეს ნამდვილად და ამ წუთას მგონი თბილისში ყველაზე მეტი ანექსი და კიკაბუა.
ევროპა მიაქვს ბეიბიზენს, დღეში მილიონს შეხვდები. ამათთვის ძაან ხელმისაწვდომია ბეიბიზენის ფასი, ჩვენთან გამოდის შედარებით არაბიუჯეტური. თუმცა საიბექსის 7000 ლარიანი და სტოკკე და მიმას 4500ების მერე, მე თუ მკითხავ კიდე კაი ფასია :დ
დღეს ასეთი ვენტილატორებიანი იოიო შემხვდა lol.gif lol.gif
user posted image
ვიღაცა რა კრეატიულია biggrin.gif ❤️



anibani18

ორი ნაწილი აქვს ბეიბიენს სულ, ერთი ბესინეთი ანუ გონდოლა 6 თვემდე და 6 თვის ზემოთ სასეირნო. შენ მხოლოდ სასეირნო გჭირდება უკვე. 1450 ლარი ღირს როგორც მახსოვს ჩვენთან მხოლოდ სასეირნო პოზიცია.

* * *
სერაფიტი

გააჩნია რა მხრივ გაფიქრებს ეგ თემა. ჯანმრთელობის მხრივ თუ გაფიქრებს, პირიქით ძაან სასარგებლო ინვესტიციას დებ. აი სოციალური კულტურის მხრივ მე გირჩევდი ეგ დიდურებიც სცადო.
არ ვამბობ რომ ვერ ისწავლის ჭამას ან გაუჭირდება რამე, მაგრამ შენთვისვე იქნება კომფორტული 1 წლის ბავშვს სასტუმროში რომ წაიყვან და ქილის საჭმელების წაღება არ მოგიწევს.
მოკლედ ნელნელა ჩართე მრავალფეროვნება. მე როგორც ტრადიციულ მეთოდ გამოცდილი ორივეს პლიუს მინუსებს ვხედავ. ცალსახად ვერ ვიტყვი რომ ცუდია მასე კვება შენ როგორც აკეთებ, მაგრამ აი მეორენაირსაც რომ ვცდი, მერე გეტყვი უფრო ობიექტურად რა ჯობდა biggrin.gif

user posted image

Posted by: adeline 12 Jul 2023, 01:31
narkozeli
ევროპაში რაა პოპულარული, დიდად მნიშვნელოვანი არაა, მთავარია ხარისხი და მახასიათებლები. ანიბანის არ სჭირდება ჩვილის პოზიცია კი, მე ჩამოვწერე განსხვავებები მთლიანად. მასე სასეირნო ეტლებში ბუგაბუ ბატერფლაის ვერცერთი ვერ შეედრება. ულამაზესიაა, ძლიერიც, მაღალიც და ყველანაირად კარგი. მე არ მივცემ ბეიბიზენში მასეთ უაზრო ფასს, რადგან მართლა არაფრით ჯობს ანექსს. ლევან ქარაზანაშვილს არც ფული უჭირს და არც პროფესიონალიზმი აკლია, თუმცა ანექსი აქვს მასაც. ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ბეინიზენის ყიდვა, მაგრამ როდესაც ზუსტად იგივე ანალოგი გაქვს გაცილებით ნორმალურ ფასად, მაინც უაზრო ფულის ყრა რა ვიცი.

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 01:37
adeline

ცნობილ პირებს არ უწევთ ეტლების ყიდვა ზოგადად, ბრენდები ჩუქნიან თვითონვე. კალაძეს და ანუკის ჰქონდა იოიო და ანექსმა ეარ იქსი აჩუქა, ასევე რუსკას, მარიამ სანოგოს და ა.შ ვიშლისტი ჩუქნის ხოლმე ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით. ქარაზანაშვილსაც აჩუქეს.
ამიტომ სელებრითებს ნუ დაეყრდნობი biggrin.gif მიღებული პრაქტიკაა აქაც და საზღვარგარეთაც.


Posted by: adeline 12 Jul 2023, 01:48
narkozeli
კი, მაგრამ იტალია ზუსტად მაგ ანექსით მოიარეს გვანცა; ვიცი, რასაც ვამბობ. არ ქონიათ ის კომპლექსი, რომ ევროპაში ანექსი არ იციან. ეგრე უამრავი რამ არ არის ევროპაში, რაც ჩვენთანაა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რაც აქაა გაყიდვაში, არ ვარგა. ბეიბიზენი იმით ჯობს ანექსს ანუ, რომ ევროპაშია პოპულარული?! რაში მადარდებს იქ რაა პოპულარული, როდესაც აბსოლუტურად იგივე ხარისხის პროდუქტის ყიდვა შემიძლია გაცილებით ნაკლებ ფასად? ევროპელებს არ ახასიათებთ ზედმეტი ფულის ყრა ზუსტად. ვისაც უნდა გადაყაროს კაცო, რა პრობლემაა?! არის პროდუქცია, რომელიც არ გადის ევროპის ბაზარზე მასიურად და ამას უამრავი მიზეზი აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე ნაკლი აქვს სხვა, მასიურად გასატან პროდუქტთან შედარებით.
ციდან არ ჩამოვფრენილვარ და ვიცი, რასაც ჩუქნიან სელებრითებს;

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 01:56
adeline

მე ბრენდებს ვადარებ ერთმანეთს ისე როგორც სამსუნგი და აიფონი. ხალხი ბრენდში იხდის ზოგადად ფულს ეგ კი იცი.
ისე ღადაობა ისაა რომ ბეიბიზენი ძაან ევერიჯ ბრენდია, ბევრად მაგარი ბრენდები ნუნა, უპპაბეიბი, უპპა ვისტა, ურბან გლაიდი,ბეიბი ჯოგგერი და ა.შ საერთოდ არ შემოდის ჩვენთან.
ცოტა მეცინება ბეიბიზენი რომ ჩვენთან ძვირიანებში გადის. მეცინება რა, უფრო მეტირება. რაც ჩამოვთვალე იმათზე ბევრად იაფია. და ისინი ბეიბიზენზე პოპულარულია, ნუ ათეული ჩამოვთვალე რა.
საიბექსია ისე პოპულარობით პირველ ადგილზე მაინც და უძვირესი ბრენდია. ათეულში შედის ბუგაბუც.
* * *
მე და ჩემს ქმარს დისერტაცია გვაქვს დაცული ეტლებში, რაც კი არსებობდა მაგ დროისთვის ყველა რევიუ გვაქვს ნანახი/წაკითხული. ყველა ეტლის პლიუს მინუსები ვიცოდით.
რამდენიმე ეტლი ( ნუნნა და უპპა მაგალითად) მოგვწონდა მაგრამ უძვირესი გამოდიოდა მაგის ჩამოტანა.
ნუ მერე სტოკკე და მიმა მქონდა აქაურ ბაზარზე რაც შემოდის იმათთში შერჩეული და ბოლოს მაინც ბეიბიზენმა გადაწონა რადგან პრაქტიკული მინდოდა და დავიკიდე მოდა და სილამაზე.
ანექსსის ფრენჩაიზი პირველად 2018 წელს ჩემი მეუღლის მეგობარმა და ახლო ნათესავმა მოიპოვა და მათვე გახსნეს ანექსის პირველი ოფიციალური მაღაზია თბილისი მოლში. მერე მიჰყიდეს ფრენჩაიზი ვიშლისტს და საკმაოდ წარმატებულადაც. მოკლედ ანექსთან მეგობრულ- ნათესაური კავშირი მაქვს, არ გეგონოს რომ რამეს ვერჩი biggrin.gif ობიექტურ რეალობას ვამბობ უბრალოდ.


Posted by: adeline 12 Jul 2023, 02:05
narkozeli
ჩემთვის მთავარია სიმსუბუქე (მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სადარბაზოს 3 ლიფტი აქვს), ხარისხი, კომფორტი. იდეალურად აკმაყოფილებს ანექსი ჩემს მოთხოვნებს. არც ქამარში მენანება 50 ლარის გადახდა, რომ მხარზე გადავიკიდო. ბეიბიზენზე მაღალიცაა რეალში ერთმანეთთან დატოლებით. სახელი რა ერქმევა, ეგ სულ არ მადარდებს. მთავარია კარგად გამოვიყენო და ბავშვი იყოს კომფორტულად. ვინმე რომ მთხოვნიდეს 6 თვემდე ეტლს, არც დავფიქრდებოდი ისე ვიყიდდი ბუგაბუ ბატერფლაის, მაგრამ ყველა ახლაა ორსულად, ვინც შეიძლება მათხოვოს smile.gif))
* * *
ჩვენთან 2 ევროიანი ბალეას შამპუნიც ძვირიანებში გადის. არადა წლები ვისწავლე საზღვარგარეთ და ყველაფრის ფასი ვიცი, რაც აქ ფოეფოედ ითვლება biggrin.gif

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 02:12
adeline

ეტლის თხოვების ნაკლი ისაა რომ მეორე ბავშვსაც ხო აპირებ და ასე სულ თხოვნებში ვერ იქნები, გირჩევნია უფეო ბიუჯეტური იყიდო და შენი იყოს, წლები გჭირდება ეტლი და ესე წლები თხოვება ძნელია.

ჩემთვისაც პრიორიტეტი იყო სიმსუბუქე, პრაქტიკულობა და ხარისხი.
ნუ მოვლის სიმარტივე კიდე, რადგან ხშირად ვრეცხავდი ტყე-ღრეში რო დამქონდა 24/7ზე ძაან ისვრებოდა ხოლმე. შევაგდებდი მანქანაში ეგრევე და იყო გაწკრიალებული. ეგეც დიდი პლიუსია.
ერთადერთი რაც დამაკლდა ეგ იყო ქაფჰოლდერი, ეგეც საჭირო აქსესუარია, მე მჭირდებოდა ხოლმე და მომიწია ყიდვა.

Posted by: adeline 12 Jul 2023, 02:15
4 წლის წინ არ იყო ეარ ზეტი და მაშინ რომ გამეჩინა, მეც ბეიბიზენს ვიყიდდი ამ გადმოსახედიდან. დიდი რაღაცეების თრევას ვერ ვიტან ორგანულად; არ ვარ ძლიერი და ყველანაირად მოხერხებული ტიპი. ევროპაში 9 თვის ორსულები ლაშქრობებში დადიან უზარმაზარი, სამთო ნორთ ფეისის ზურგჩანთებით. ეგ რომ მე მოვიკიდო ზურგზე, ვერც გადავრჩები. რა პრიორიტეტებიც მაქვს, იმის მიხედვით ვარჩევ ყველაფერს. ახალ სახლს ვაწყობთ ახლა და იქაც ამ
პრინციპით ვაკეთებთ ყველაფერს. თუ მეტყვის ვინმე, ერთი დივანი რითი ჯობს მეორეს და არგუმენტი დამაჯერებელი იქნება, რა თქმა უნდა გადავიხდი იმ ფასს, რაც ღირს. თუ ვერ დამისახელებს პრინციპულ უპირატესობას მეორე, შედარებით დაბალფასიანთან მიმართებით - მეორეს. გარეგნულადაც უნდა მომეწონოს ნივთი. მართლა ,,ჩაკმეჩილი ვაშლის” ლოგოს გამო ვერ გადავირევი biggrin.gif
* * *
narkozeli
აი რეცხვა მართლა უმნიშვნელოვანესია გეთანხმები. ანექსის შალითა უმარტივესად იხსნება და ირეცხება.
ქაფჰოლდერები ძალიან იაფია. არც ანექსს არ მოყვება და მე ცალკე ვაპირებ მაგის გამოწერას. ყრია ალიექსპრესზეც და ამაზინზეც კაპიკებში.
ზოგადად, არაფრის თხოვნა არ მიყცარს და მირჩევნია, ყველაფერი საკუთარი მქონდეს, მაგრამ ბატერფლაი ისე მომწონს, გადავაბიჯებდი ამ პრინციპს biggrin.gif 6 თვემდე ხომ უნდა გავიყვანო ბავშვი გარეთ?! 1800-მდე ღირს, მაგრამ ისე მომწონს, ეგ რომ ნოლი თვიდან იყოს, ორმაგს გადავიხდიდი დაუფიქრებლად.

Posted by: libertad 12 Jul 2023, 02:34
ვახ, გკითხულობთ და ყველაფერში რა გათვიცნობიერებულები ხართ, მე ჯერ ტყემალზე ვზივარ.
Hot Mom Baby Stroller: Baby Carriage with Adjustable Seat Height Angle and Four-Wheel Shock Absorption,Reversible,High Landscape and Fashional Pram (Black) https://a.co/d/4p9AHQf

ეს ეტლი მაქვს მე, ახლა ვხვდები რომ არ ყოფილა მსუბუქი biggrin.gif

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 02:54
adeline

ბუგაბუ ბატერფლაიზე პირველივეს ამ სტატიას გიგდებს ნახე ძაან დეტალურად არის ახსნილი ყველაფერი:
https://strolleria.com/blogs/news/bugaboo-butterfly-vs-babyzen-yoyo-stroller-comparison

შეგიძლია 0 თვიდანაც გამოიყენო, ქარსითი უმაგრდება. ბეიბიზენზე ოდნავ მძიმეა და ოდნავ იაფიო. ჩვენთან იოიოზე ძვირია?

Posted by: adeline 12 Jul 2023, 02:59
narkozeli
ქარსითი უმაგრდება კი, ჩვილის პოზიცია არ აქვს და ქარსითით ხომ არ ატარებ ყველგან? ოლალაში გვითხრეს, რომ მხოლოდ 6 თვიდან გამოიყენება. 1800 ღირს მხოლოდ ეტლი და ქარსითის ფასი არ მიკითხავს.
აი მაგ ლინკზეც ეგ წერია, რომ ნოლი თვიდან მხოლოდ ქარსითით იყენებ. ეგ ვიცი კი.

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 03:24
adeline

კი ჩვილის ქარსითი უმაგრდება ზუსტად, ანუ 0 თვიდან იყენებ ჩვეულებრივად.
1800 მხოლოდ ეტლიო- 440$ ღირს ისე, პრინციპში ჩამოტანიანად 1500 მაინც დაჯდება რა. ძაანაც არ უმატებენ თურმე ფასს. ქარსითიანად სავარაუდოდ ავა 2500-ზე.
იუთუბზე ჩავუჯექი ეხლა და ძაან 1:1ში იოიოა რა ეგ ბათერფლაი, როგორც კი ჩაწერ ბუგაბუ ბათერფლაის ეგრევე იოიოსთან შედარებას გიგდებს იუთუბზე, კი ნახავდი ალბათ შენც.
ბუგაბუ დრაგონფლაია ოდნავ განსხვავებული.
ჩემ დროს ძაან დიდი ბუგაბუები შემოჰქონდა ო ლალას და ძაან არ მეპრაქტიკულა მაშინ, ბუგაბუ ბიი ჰქონდათ ერთადერთი მსუბიქი და ფასითაც იაფი იყო, თუმცა არ მომეწონა ეგ. ბათერფლაისთან არ მქონია რეალური შეხება ამიტომ ვერ გეუბნები დიდად ვერაფერს.

Posted by: happy-go-lucky 12 Jul 2023, 06:02
anibani18
შენ ანექს ეარ იქსი გეყოფა კი არა და უკეთესია შენთვის. ზ უფრო ახალი მოდელი კია , მაგრამ იქსს საზურგე მაღალი აქვს უფრო და მე მომწონს , დიდო ბავშისთვის მით უფრო.ზეტზე იაფია თან. მე პირადად და ყველა არის უუუუუკმაყოფილესი, ჩემს ირგვლივ ვისაც ჰქონდა ანექსი. ერთი მეგობარი მყავს, 4 ეტლი ჰქონდა 2 შვილზე, ძვირიანი ბრენდები და ეს იყო საუკეთესოო სუ მაგას გაიძახის.

ისე ჩემი სხვა მეგობარი ყიდის გამოყენებულს იქსს, ოღონდ ბავში არ ჯდებოდა ნორმალურად, აი ეგეთი ნახმარია და ლამის ნახევარ ფასად. მე მინდოდა ყიდვა ისეთ მდგომარეობაშია და მერე ზეტი გადავწყვიტე რადგან ჩვილისGვის მინდოდა სექტბრამდე ვეღარ მოვიცდიდი. მაინც გითხარი რავი.

ანექსი ტოპ ბრენდად ითვლება მე რაც გავიკითხე კომფორტის კუთხით რა ვიცი. ევროპაში ანექსებიც იქნება biggrin.gif .

adeline
მე ნაყიდი მაქვს ეგ მატრასი. ძაან თხელია, მაგრამ მაინც ოკა )).
* * *
adeline
პირვ თვეებში ქარსითი რომ უმაგრდება ან მყარი ნამდვილი გონდოლა ეგაა ყველაზე კარგი ბაიებისთვის. ბევრჯეტ დავწერე და ისევ მაგ აზრზე ვარ, აი ახალშობილისთვის გარეთ ეს მსუბიქი ანექსი ან იო ვერ წარმომიდგენია, რავი რა. გააჩNია სად ცხოვრობ მაგრამ თბილისი თბილისია რა. 3 თვიდან გადასარევია

Posted by: adeline 12 Jul 2023, 07:19
happy-go-lucky
მთელი რუსეთი, პოლონეთი და უკრაინა აწვენს ჩვილს და არ შექმნიათ პრობლემა. ღამეები მაქვს ნათევი მაგის რივიუების ნახვაში. ადგილი ჩემთან სულ ასფალტია, კორპუსს უზარმაზარი პანდუსი აქვს და სამ თვემდე ახლა სად უნდა წავიყვანო ისედაც რა ვიცი.
იქსი 7 კილო და რაღაცაა.
narkozeli
რავი, მე ქარსითით ვერ ვასეირნებ გარეთ ჩვილს. რაღაც ძაან მოცუცქნული და შეწუხებული მეჩვენება.
იოიოსთან ბატერფლაი 1:1-ში არაა. ეს ბევრად მაღალი, ძლიერი და ლამაზია. 1 ღილაკის დაჭერით იკეცება, იოიოს ჩაკეცვა უნდა რაღაცეების. ოლალაში გვაჩვენეს ჩვენ და გვითხრეს, სასეირნო ეტლებში ეს საუკეთესოაო; ქარსითის დამაგრება არავის არ უხსენებია იქ რა ვიცი. ხაზგასმით თქვეს 6 თვიდან გამოიყენებაო და მორჩა.
* * *
საწოლებზე მაინტერესებს გოგოებო, რუსულ არყის ხეს თურქული ჯობს?

Posted by: anibani18 12 Jul 2023, 09:23
happy-go-lucky
რამდენს იწონის იქსი?
გუშინ ვათვალიერებდი და ჰაუკსაც ჰქონია 6,1 კოლიიანი მარტივად დასაკეცი ეტლი, ჰადასაკიდით. დღეს გავალ და ჰაუკსაც ვნახავ და იქსაც. იქსი არ ვიცი და ჰაუკი წარმომიდგენია რა ვირუკელა ეტლი იქნება, ზუსტად ისეთი, მე რომ მჭირდება.
adeline
ბატერფლაი საოცრად მომწონს <3 მაგდენს ვერ გადავიხდი და არც მიღირს ახლა.
შენ გონდოლაში გინდა დააწვინო თავიდან?
რამდენს იწონის იქსი და იოიო?
happy-go-lucky
რამდენად ყიდის იქსს? მე ვიყიდიდი მეორად, არ მიმაჩნია პრობლემად დანგრეული თუ არ არის ეტლი.
* * *
narkozeli
ჩემი შვილი ბეიბი ლედ ვინინგზეა. გუშინ ჭამა დილით ფაფა და მერე მოცბი დააყოლა, სადილზე - მოხარშული ბროკოლი და უცხიმოდ ტაფაზე შემწვარი თევზი, საღამოს ვახშმად ვაშლიანი ბლინები და ხაჭო იოგურტით. მგონი არაფერია არაჯანსაღი

Posted by: adeline 12 Jul 2023, 09:33
anibani18
არა რა გონდოლაში; ეარ ზეტი ტრანსფორმერია და კეთდება ჩვილის პოზიციადაც. მაგაში ჩავაწვენ. სხვების შვილებს თუ არაფერი მოსდის, არც ჩემსას მოუვა.
ეარ იქსი 8.1 კგ ყოფილა. ეარ ზეტი 6 კილოა და ეგ რომ ავწიე, მაგაზე მომწყდა წელი ლამის რა ვიცი. ამაზე მძიმე რა უნდა იყოს - თქო ვთქვი biggrin.gif
https://anexbaby.com/ge-ka/strollers/air-x#dimentions-menu
ზოგს არ აქვს პრობლემა: უამრავ ძლიერ გოგოს ვიცნობ ჩემს გარშემო და ძალიან ყოჩაღს; უპრობლემოდ წევს 8 კილოსაც და მეტსაც. მე ვერა ვერ ეგეთი რა ვქნა.
იოიოს და ეარ ზეტს ერთი წონა აქვს ორივეს თითქმის: იოიო 6.200 კგ, ეარ ზეტი - 6კგ; დაჟე ეარზეტი 200 გრამით მსუბუქია იოიოზე.
ჰაუკის ნახვა გვინდოდა ჩვენც, მაგრამ
გადავიფიქრეთ. იმდენმა მიქო ეარ ზეტი, შევეშვი სხვების ძებნას. შენ გადი მაინც და ნახე. ეარ ზეტის ნახევარი ფასი და ბევრად იაფი ღირს.
* * *
ვიშლისთში ეს საწოლი მომწონს საოცრად. მახსოვს, აქ აქებდა ამ ბრენდს ვიღაც და იქნებ გამომეხმაუროს:
https://wishlist.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/tahterevаlli-ivy-knitted-cream-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98/
* * *
ბატერფლაი მართლა საოცრებაა <3 რეალში ბევრად ლამაზია, ვიდრე ვიდეოებში. თან კომფორტულიააა აი სუპერ! კი არ დადის, დასრიალებს biggrin.gif ჩემმა ქმარმა ახლავე ვიყიდოთო, მაგრამ კონსულტანტმა 6 თვიდანააო და შევეშვით. ქარსითის მანქანიდან მოხსნა და დამაგრებები არ შემიძლია რა. მაქსიმალურად მინდა ცხოვრება გავიმარტივო biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 12 Jul 2023, 09:43
adeline
მთელი რუსეთი რო აწვენს ეგ ვერ შემიცვლის შეხედულებას ნამდვილად biggrin.gif გუგლში რო კითხვა ჩაწერო, იქაც იპოვნი პასუხს რომ მსუბუქ წონიანი ეტლები 6+ თვიდანაა ზოგადად და ის ვისაც 0 თვიდან პოზიცია აქვს, ეგ "გაჭორვებისაა" - რაშიც იგისხმება, მაგალოთად , მოგზაურობა, ან ლიფტში რო ვერ გეტევა ჩემსავით და გარეG დამხმარის გარეშე არ გიწევს გასვლა და ლიფტიც არ გაქვს და ასე შემდეგ. მეც მიწევა 2 თვიდან და 2 თვისაც ჩვილად ითვლება და არც პრობლემა შექმნია ცხადია და ძალიან კმაყლფილიც ვარ.
მაგრამ დიდ გონდოლაში რომ არის, სულ სხვა არის , რად უნდა მაგას ლაპარაკი. ისე კარგი ასფალტი თუ გაქვს, პანდუსები, დიდი ლოფტები, როგორც აღწერე, სიმარე გითხრა მიკვირს მართლა ამ ეტლს ახლა რომ ყიდულობ და არა 3:1 ს. თუ საჭესთან ზიხარ და მანქანკთ მოძრაობ მით უფრო. შორს პარკშო წაყვანის ამბებში.

ისე კი, მე რასაც ვამბობ აროს ის რომ თბილოსის ტროტუარებზე მაინც თახთხებს. მე თან ცოტა ფეთიანი დედა ვარ, და ახალშობილის , ეს ქანქარი არ მომწონს)) .

კი სხვაობა ზ და იქს 1 კგ არის, ეგეც მსუბუქ ეტლად ითვლება მაინც. ზოგადად 9-13 კგ არის ეტლის კარგი წონა და 6-7 მსუბუქონიანი ეტლებია. ხოდა ზ და იქს წონაში სხვაონს 1 ია, ფასში კი დიდი საკმაოდ . საზურგეც ის უკეთესოა.

მე სულ ქარსითოთ ვასეორნებდი თავიდან.
ახლაც დამყავს ხოლმე, იცი რა კომფორტულია, ზოგჯერ ეგრევე გადმოსვამ ჩაამაგრებ, როცა სძინავს განსაკუთრებით. ნუ გააჩნია სად მიდიხარ.
* * *
anibani18
მე პირადად მინდოდა ჩემთვის ყიდვა, ისეთ მდგომარეობაშოა, ამიტომ შემოგთავაზე. თან არ იჯდა ბავშვი, არ ჩაჯდა ზოგადად ეტლში. ანუ ნაჯლაგუმევი არაა რა.
მე იაფი მითხრა ძაან მარა ვეტყვი ჩემს მეგობარს უნდათქო და იგივედ იქნებ მომცეს. 650 მითხრა მე. ზუსტად ეს მოდელი

https://wishlist.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/anex-air-x-yellow-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%98/?fbclid=IwAR0T7bqC3GyclzQEAn-hNmTBEPtZWcZz0lb5c_xcp-sz1TcHeJSwdulyKgo_aem_AfA0XBLLdZS2Ema-21f9VZUnOxlB185rckm_-m47-7_tLLDzkMuju3g7Cx81R8fsb5s

თუ მისაღებია ეგ ფასი ვკითხავ . ვიდეო მაქვს ზუსტად როგორ მდგომარეობაშიცაა.


adeline
9-10 თვემდე ბავშვს რომ დაიჭერ ხელში, მერე 7 კგ აღარაფრად მოგეჩვენება biggrin.gif

Posted by: adeline 12 Jul 2023, 09:58
happy-go-lucky
მოგზაურობა გვიყვარს ოჯახში და ვერ ვათრევთ სხვა ეტლს. ხელბარგში გვინდა ჩავდოთ და ეგაა. მეც და მეუღლესაც ხშირად გვიწევს მივლინებები და გვინდა ყველგან თან წავიყვანოთ თავიდანვე. არცერთი არ ვართ ის ტიპი, რომ ბავშვი სხვას დავუტოვოთ და ჩვენ ისე გავიგუალოთ biggrin.gif პირიქით, ეს გაზაფხულზე ყიდულობდა უკვე ბილეთებს და ძლივს გავაჩერე, მეთქი 3 თვის ბალღით სად წავიდეთ?! biggrin.gif
ქარსითი მინდა დავამაგრო მანქანაში და იყოს იქ. არ შემიძლია მაგის მოხსნა-დამაგრებები.
მესმის, რომ გონდოლა უკეთესია, მაგრამ მთავარია ბავშვმა არ იჯაყჯაღოს ისე, რომ რამე მოუვიდეს ან შეწუხდეს. არსად არ მაქვს ახლოს ეგეთი გზა. შორს კიდე მანქანით წავალთ და ეგაა. მე 8 კილოს ვერ ვათრევ რა ვიცი, შეიძლება შენთვის მსუბუქია და სხვებისთვისაც, მაგრამ მოგზაურობის დროს რომ დამჭირდეს ხელში დაჭერა, 8 კილო ეგ, ცალკე კიდე სხვა რამეც ხომ მექნება და გამძვრება სული biggrin.gif ყველაფერი ინდივიდუალურია რა, რაღაცა სტანდარტი კი არსებობს, მაგრამ ჩვენ შეიძლება სულ არ მოვერგოთ მას.
ჰოდა ცალკე ბავშვის წონა და ცალკე კიდე ეტლის, ჩემთვის ძაან ბევრია.

Posted by: happy-go-lucky 12 Jul 2023, 10:08
adeline
მოგზაურობა გქონია პრიორიტეტი და მოგზაურობისთვის რა თქმა უნდა მსუბუქი ეტლით უნდა იარო, აბა იმ მყარს სად აიტან თვითმფრინავში . მით უფრო , თუ დაბადებიდან მოგზაურობას გეგმავ.

ქარსითი მანქანაში დამაგრებული ახალშობილზე ნაკლებად კომფორტულია ზოგადად, რომ იცოდე. სახლიდან (ან სადაც ხარ) ხელით გაგყავს, სძინავს მაგ დროს, ცუდი ამინდი, წვიმა ქარი, სანამ ჩააწვენ რაღაც დისკომფორტოა. ასევე შეიძლება იტოროს ჩაწვენის დროს. ეგ მინუსები აქვს ფიქსირებულ ქარსითს ახალშობილზე . სახლში (ან სადაც ხარ) იქ რო ჩააწვენ და
გამოიყვან და იმითვე ჩაამაგრებ უფრო კომფორტულია.

დიდი პანდუსები და ლიფტები თუ გაქვს, რატო გგონია რომ ხელით უნდა ატარო ეგ ვერ გავიგე ოღონდsmile.gif)

Posted by: სერაფიტი 12 Jul 2023, 10:08
happy-go-lucky

9 კილოა ჩემი ეტლი, ჰაუკის. 2 კვირიდან მეწვინა, ლეიბი ჩავუდე, შევაკერინე სპეციალურად, სითბოსთვისაც და მეტი კომფორტულობისთვისაც. არც ძაან დანგრეულ გზებზე გვივლია. ბორბლებიც არ აქვს პატარა ამ ეტლს. მაინც თახთახებდა ხოლმე ბავშვიsmile.gif) აი, სკვერში, პატარა ქვაფენილებივით როა, ეგეთ ადგილებში ძაან ნელა დამყავდა.
იმედია, მის თავს არაფერი დავუზიანე <3

Posted by: happy-go-lucky 12 Jul 2023, 10:26
სერაფიტი
ეგ 9 კგანი ჰაუკები უფრო სხვა ტიპებია. ვიცი.

რა თქმა უნდა თავი არც ერთ ეტლში არ დაზიანდება, მით უფრო ასეთი ბრენდენის ეტლებში

Posted by: adeline 12 Jul 2023, 10:30
happy-go-lucky
1. ახალაშენებულში უნდა გადავიდე, მუდმივად რაღაც კეთდება ჯერ და შუქი ხშირად ითიშება. ეზო არაა დასრულებული. 2. მოგზაურობის დროს მომიწევს ხელით ტარება; ყველას მოუწია გარკვეულ სიტუაციებში ახლობლებს. ჩემს მეგობარს დააკეცინეს და ისე გაატარებინეს კონტროლი. საბერძნეთში იყო და იყო ისეთი ადგილები, სადაც ვერცერთი ეტლი ვერ გაივლიდაო.
ქარსითზე დავფიქრდები როგორი. მაგრამ ბატერფლაიზე ვამაგრო და ისე ვიარო, არ მინდა. სამმაგაფ მოხსნა-დამაგრებები მომიწევს ამ შემთხვევაში.

Posted by: სერაფიტი 12 Jul 2023, 10:37
happy-go-lucky

ხო, ეგ არაა სამგზავრო და მსუბუქი. ეზოში სადრაგუნოდ მინდოდა. ეგ იყო პრიორიტეტი და ფასი.
მოგზაურობით კი ხშირად არ ვმოგზაურობ, წელიწადში ერთხელ ზაფხულობით მივფრინავდი ხოლმე ბავშვამდე. ბავშვით როდის წავალ, ეგ არ ვიცი.
ამ ზამთარს მინდა გაქროლება, ძაან მომენატრა. მარა ბავშვს დავტოვებ <3

მე პირადად, აქ რასაც წერთ, სამივე ეტლი ძალიან მომწონს, ანექსით, ბუგაბუცა და იოიოც. კარქებია, ნიუანსებშია სხვაობა რა. და ფასებში.

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 10:56
anibani18

შენი დიდია უკვე ანი❤️ ლედ ვინინგზე თავიდან ფაფას ხო ვერ მივცემ? თავიდანვე თავისი ხელით მინდა ჭამოს. რასაც ვუყურებ მომიწევს კრეატიულობის ჩართვა და ცხობა და მომზადება ნაირნაირო გემრიელობების მარა მუღამზე ვარ ძაან biggrin.gif ძიძა მყავს ერთი დასატრენინგებელი + გადაუდებელი დახმარების კურსი უნდა გავატარო გადაცდენაზე.
* * *
სერაფიტი
კაი რა,, საიბექსი და სტოკკეც კი ჯანჯღარებს, სხვებზე აღარ ვამბობ. არაფერს დაუშავებს რა თქმა უნდა ❤️
აი ლეიბზე თავისივეში უნდა იწვესო მე რაც ამოვიკითხე რევიუებში. დამატებით ლეიბები არ ჩაუფინოთო ( ანუ მყარზე რო იწვეს ალბათ)

Posted by: anibani18 12 Jul 2023, 11:16
happy-go-lucky
8 ბევრია ჩემთვია იმისთვის, რისთვისაც მინდა.
ძალიან კომფაქტური მინდა რამე და თან მსუბუქი. ამაზონზე ვნახე რაღაც ისეთი პაწაწუნა იყო, ჩანთაში რომ ჩაეტევა, მაგრამ იმას განბაჟება, წონა მოუწევს და ამდენის გადახდა არ მინდა.
adeline
ვნახე ახლა ჰაუკის ბუგი. შალითა არ ეხსნება. 6,2-ია წონა. დინოზავრებით ძალიან მომეწონა. რომ იკეცება, მაინც ცოტა დიდია ჩემი აზრით. 6 კილო მეც მემძიმა, თუმცა ამ ორი ბავშვის ხელში იმდენს ვიტან, წარმოდგენა გაგიჭირდება.
ზეტი რა ღირს? ნეტა დაკეცილი როგორია უნდა ვნახო დღეს

* * *
narkozeli
თქვიდანცე ფაფას ჭამდა გვანც. სქლად მომზადებულს უბრალოდ.
თუმცა შვტიის ბლინები შეგიძლია გააკეთო ხოლმე. მარტივია ძალიან

Posted by: Tua 12 Jul 2023, 11:28
adeline
ბათერფლაიზე ქარსითის დასამაგრებელი ცალკე იყიდება თუ მოყვება? იდეაში ანექსის და ბატერფლაის ფასი ერთი და იგივე გამოდის , ნუ მე ქარსითი მაქვს ოლალაში ნაყიდი ბი სეიფის 1100 ლარი ღირდა მაშინ მაჩუქეს 13კგმდე არის , ალექსანდრე კი ვეღარ ეტეოდა უკვე 4 თვია რომ იყო, მაგრამ მეც საოცრად მომწონს ბათერფლაი 1700მდე ღირს და მე 30%იანი ფასდაკლება მაქვს კიდევ ოლალაში ყველაფერზე, ზურგი რამდენზე გადასდის ნანახი გექნება 4 თვისას ვერ გავაგორებ ნეტა?
* * *
anibani18
მე შენს ადგილას ძვირიანს არვიყიდიდი ეტლს, არის 200-300ლარიანებიც მსუბუქები წითელქუდაში და ეგეთ მაღაზიებში ნახე , იდეაში მალე სიარულით აღარ დაიღლება და საერთოდ აღარ დაგჭირდება, იმისთვის რისთვისაც შენ გჭირდება ამ ეტაპზე მე 1800 ლარს არგადავიხდიდი ნამდვილად .

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 11:37
anibani18

რა ყოჩაღი გყოლია❤️ 6 თვიდან დაუწყე ფაფა? თვითონ კოვზით ჭამდა თუ ეხმარებოდი?
ამ სისქსის თემებს სოლიდ სტარტზე ვნახავ ალბათ ხო?




* * *
happy-go-lucky

ქარსითზე სრულიად გეთანხმები. ჯერ მარტო ახალშობილი იმდენჯერ მიგყავს ხან პედიატრთან ზომა წონაზე, ხან აცრებზე ლამის თვეში ერთხელ.
მეც ქარსითით დამყავდა ხოლმე და აისოფიქსიანი რომ იყო მარტივად ვხსნიდი და ვდგამდი, ღვედებით ვერ დავამაგრებდი ნაღდად, თან მე ძირითადად ან ძიძასთან ერთას მივდიოდი ან მარტო მიმყავდა საერთოდ და რავი მართლა ქარსითის ტარებაც გიწევს ადამიანს.
მაგ მხრივ დოონა არის ძაან პრაქტიკული რამე
ფეხებიანი ქარსითი
user posted image
ქარსითიც მაქვს, ეტლიც და მენანება იმათ ხო არ გადავაგდებ თორემ 6-7 თვემდე ამას გამოვიყენებდი გადასარევად დარწმუნებული ვარ.

Posted by: takoo1 12 Jul 2023, 11:45
narkozeli
სერაფიტი
საერთო სუფრიდან რო ჭამს ბავშვი ეგაა ჩემთვის ყველაზე კომფორტული.ხოდა ნელ ნელა გაბრიელს ვაჩვევ,
რა ვქნა არც დრო მაქვს 3 ბავშვს ცალ ცალკე ვუკეთო ცალკე ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის კიდე.
ოღონდ ისე ვაკეთებ რო სუნელები,სიმწარე და ა.შ არ ქონდეს.
აი მაგალითად გუშინწინ ვაჭამე გაგიკვირდებათ და ოსტრი biggrin.gif
პომიდორი ეჭმება,ხახვი,მევანილები,ხორცი
ერთად რა პრობლემაა რო მიმეცა
მშვენივრად შესანსლა და მოინელა.
ლობიოც გავასინჯე ძაან მოწონს იმხელა პირს აღებს biggrin.gif
დავიტანჯე რა ეს ბავშვური სუპები და საჭმელენი არ ევასება და თეფშით ვზივარ ნახევარი საათი.
ჩვეულებრივი სუპი გავუკეთე გუშინ.
კარაქში მოვთუშე ხახვი და მერე რაცაა ყველაფერი,აგროს ვარიით გავუკეთე.
ერთი დიდი ჯამი შეჭამა.არ ვუბლენდერებ არაფერს.
ეგ გაითვალისწინეთ არ დაუბლენდეროთ.
ერთხელ,ორჯერ,10ჯერ შეილება იწვალოს და ისე ჭამოს მარა მიეჩვევა მალევე.

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 11:55
takoo1
გეთანხმები 100%. პირველზე არიქა დავფოფინებდით აუცილებლად ბიო საჭმელი და რას ქვია მე რასაც ვჭამდი იმას ვერ ვაჭმევთქო, 1 წელი მარტო ქილისაზე მყავდა და მერე დღემდე მაინც ყოველდღე ცალკე უმზადებს ძიძა.
მეორე უფრო “პრაქტიკულად” მინდა გავზარდო. ამიტომ ავირვიე ბლვ და ვნახოთ აბა.

ზოგადად ვისაც ბევრი ბავშვები გვინდა, მგონი ყველამ ეგ გზა უნდა ავირჩიოთ, ერთზე მეტი რომ გყავს სადაა იმის დრო ასე სათითაოდ დაუჯდე და უკეთო და აჭამო.
მოკლედ ჩემი ხმაც მაგას, პრაქტიკულ კვებას რა.
კი უკმაყოფილო არხ ტრადიციული კვებით ვყოფილვარ, გადასარევი მჭამელია მარა დედისთვის არაა კომფორტული რა. დიდი ეტლივითაა biggrin.gif შეიძლება კარგია მაგრამ არაპრაქტიკულია.

Posted by: takoo1 12 Jul 2023, 11:59
გოგოებო თუ მსუბუქი გინდათ და ბიუჯეტური რო გამოწეროთ არ გიფიქრიათ?
რასაც განბაჟება არ ჭირდება მგონი გამოწერა ჯობია.აქ რო ორმაგი და სამმაგი არ გადაიხადოთ.
მე ზოგადად ძაან ეკონომიური ტიპი ვარ ყველაფერში და მენანება ხოლმე ზედმეტის გადაყრა თუ არის საშუალება რო სადმე უფრო იაფად ვნახო.
კარგად უნდა მოვქექო კიდე სექტემბრამდე და გამოვწერ.
* * *
narkozeli
მეც ეგრე მყავდა ლუკიანე კი გემახსოვრება
ბარბალეში ვიყავი ყოველ კვირა დაყუდებული
არიქა ბიო და ვაიმე ერთხელაც არ გამიკარებია სხვაგან ნაყიდი არაფერი.
დღეს მაინც ისე ჭამს როგორც ჩვენ და აზრს დიდად ვერ ვხვდები რო დავფიქრდი რაა.
ბაზარში არ ვყიდულობ ეხლა ხორცს და თევზს ისედაც,არც ჩვენთვის და მითუმეტეს ბავშვისთვის.ბოსტნეული ყველგან ერთია აგროშიც იგივე დევს რაც სხვაგან ასე რო დიდად მგონი არააქ მნიშვნელობა.
პლანტას ვყიდულობ ჩემი ჭკუით უსასუქოა თქო მარა რიავიცი biggrin.gif სეზონზე კი მიგზავნიან სოფლიდან ყველაფერს მარა მთელი წელი რა ვქნა როცა არარი? ასე რო ჯობია ცოტ ცოტა ისიც შეაპარო მგონი.

ისე სადმე დაჩა რო მქონდეს ახლოს თბილისთან დიდი სიამოვნებით გადავიდოდი
ჩემ პატარა ბოსტანს გავაკეთებდი
პატარა ქათმუკები და კურდღლები მეყოლებოდა❤️❤️ იცით ეოგორ მინდა?
ბუნება მიხმობს biggrin.gif დავბერდი

user posted image

Posted by: adeline 12 Jul 2023, 12:14
anibani18
ანი, 1300 ღირს ეარ ზეტი ახლა. ფასდაკლება აქვს

Posted by: happy-go-lucky 12 Jul 2023, 12:39
anibani18
ზეტა დაკეცილს ფოტოს გადავუღებ და გამპგიგზავნი თუ გინდა. თუ გინდა ვიდეოსაც, როგორც იკეცება)) 6 კგს, მაგაზე მსუბუქი მართლა აღარაა უსაფრთხო
* * *
მე ეხლა ისე გამომივიდა რო რაღაცას ვამტკიცებ. მე 3:1 ც მაქვს და მსუბუქიც. და ვთვლო რომ მსუბუქს თავისი დანიშ ულება აქვს და ვერაფრით შეცვლის 3:1 ს. რაც არ უნდ ავაჯიბროთ იოიო და ზეტები biggrin.gif

takoo1
აუ მეც ეგრე ვარ. კარგი სახლის აშენების საშუალება რომ არ მაქვს, უკვე ვფიქრონ სოფლის სახლი ვიყიდო 3 ოთახი როა სადმე იაფად biggrin.gif


* * *
narkozeli
ახალშობილო ნახე რამდენკერ მოგყავს:
პედიატრი, აცრა, ეხოები. მარტო სეირნობა ხო არაა. რამდენკერ ქარი და წვიმა უბედურრბა ყოფილა. სახლში დახურული პარკინგი მაქვს მაგრამ რო მპდიხარ მაშინ ხელოთ ტარება ძაან რთულოა. ისედაც სადაც ხარ, იქ ხომ
კალათით გყავს. შენს იოიოს ხო ვერ გააძრობ ყველგან biggrin.gif

Posted by: narkozeli 12 Jul 2023, 13:12
happy-go-lucky

ხო ეგ დავწერე მეც. თავიდან ქარსითით დაგყავს მაინც ამ ვიზიტებზე. ნუ მე ასე დამყავდა, ხელით ტარება კოშმარია საერთოდ, მაგას ყველაფერი ჯობია, კენგურუ, ქარსითი ეტლი, სლინგი biggrin.gif

Posted by: ივლისი 12 Jul 2023, 13:31
მე გონდოლა ძალიან კარგად გამოვიყენე ლამის 6 თვე. user posted image სახლში დღის განმავლობაში დასაწვენად, დასაძინებლად, აივანზე , ოთახებში სატარებლად. ქარსითი ქვემოთ სასეირნოდ მშვენივრად. ახლა დასაჯდომი პოზიცია მაქვს . დადის ნორმალურად მუხიანის დანგრეულ გზებზე. არც გამეგო რა ფირმაა. მეორადი ვიყიდე მაი მარკეტზე 600 ლარად. გაამართლა :დ

Posted by: anibani18 12 Jul 2023, 14:02
Tua
1800-ის გადახდას არ ვაპირებ, თეო. მაგრამ ისეთიც მინდა, რომ ორი/სამი წელი კიდევ გამიძლოს.
narkozeli
ზუსტად როდის მივევი ფაფა აღარ მახსოვს. თაბიდან უფროსი აპროტესტებდა ამის ჭამას და ცოტა არეულები ვიყავით. მაგრამ მალევე მივევი. კი, ყველაფერს ნახავ. ფაიქოლოგიურ მიდგომებსაც ნახავ.
კოვზით არააოდეს მიმიცია. თავისით ჭამს, უმეტესად ხელით, ცანდახან კოვზს მთხოვს და ცდილობა ჭამოს კოვზით.
მადლობელი ვარ ვაფლის მანქანა რომ მაჩვენე იმ დღეს. ეს დღევანდელი სადილი, ოსპის ვაფლი. ამაზე მარტივი რა უნდა მომემზადებინა?
user posted image
takoo1
გეთანხმები, სხვადასხვა საკვების მზადება ყველასთვის, წარმოუდგენელია.
happy-go-lucky
არ გინდა, არ შეგაწუხებ ;* მე და ჩემი გოგო სითი მოლში მივდივართ დღეს და ვნახავთ.

Posted by: adeline 12 Jul 2023, 14:10
Tua
ცალკე იყიდება ქარსითი და ფასი არ ვიცი, ძვირი იქნება სავარაუდოდ

Posted by: takoo1 12 Jul 2023, 14:11
anibani18
აუ ანი შენ პოსტებს რო ვნახულობ ვხვდები რო ძაან ზარმაცი დედა ვარ მაგ კუთხით biggrin.gif
რესფექთ! მაგარი გოგო ხარ რა love.gif
ისე გემრიელად და ლამაზად გამოიყურება ხოლმე მეც გადავსანსლავდი ❤️
რა კარგია შენნაირი დედიკო ბედნიერებაა.წარმოგიდგენ ხოლმე უკვე დიდი გოგოები რო გყავს და შენ გემრიელ ნამცხვრებს და რაღაცეებს რო უცხობ,რო ტრიალებ სამზარეულოში.

ოსპი არც მახსოვდა, რო მივცე გაბრიელს დროა უკვე მგონი.
მე ლობიოსავით ვუკეთებდი ხოლმე ლუკიანეს ხახვთან და მწვანილებთან ერთად და ძაან გემრიელი იყო,მეც მივირთმევდი

Posted by: Tua 12 Jul 2023, 14:42
adeline
ქარსითის სამაგრი იყიდება ცალკე მაგრამ
ეხლა რომ შევხედე ძალიან არაპრაქტიკული რამეა თპრე ბათერფლაი პრაქტიკულია საკმაოდ.

ხანდახან იმაააც ვფიქრობ ბეიბიზენის 6 თვიდან პოზიცია ვიყიდო და ბასინეტი ჩემს დაქალს გამოვართვა დროებით თქო რაჯანდაბად მინდა ბასინეტი მესამეს არვაპირებ და 1500გამოდის ბეიბიზენი smile.gif მეც ცოტა არეულობაში ვარ ალბათ შემოდგომქზე დავივლი ყვეაფეტს და მერე ისე გადავწყვეტ, შეიძლება საერთოდაც ამერიკიდან გქმოვაგზავნინო ჩემს ძმას და რამე უკეთესი ვნახო იქაური ბრენდებიდან . ნუნა ან უპაბეიბი

Posted by: anibani18 12 Jul 2023, 14:48
takoo1
რა კარგი დედა, თაკო… გუშინ უნდა გენახა რა ამბავი გვქონდა, რომ დაწვნენ, გავედი გარეთ, დავდიიდი და ვტიროდი.
მერე ანაბელს მივწერე და ცოტა დავმშვიდდი. ასეთი არაფერი გვქონია აქამდე. ბაღიდან რომ მოვიყვანე, სახლაი შემოსვლა არ უნდოდა, დადგა სადარბაზოში. ცალკე მეორე მახტებოდა და ტირპდა, ცალკე ჩემი ქმარი ვიშვიშებდა ბაღია ცუდ გავლენაზე და მოკლედ აეაფერი არ გავაკეთე სწორად და ძალით შმეოვიყვანე სახლში. გაველურდა ისე, ხამ კარებს ეცემოდა, ხან ფანჯარაზე ფორთხდებოდა, ბოლოს დადგა გაწითლებული, თვალებგადმოკარკლული და არაადქმიანურად დაიწყო ყვირილი. როგორღქც ჩქვიკარი გულში და გავეყვანე გარეთ დქ დამავიდდა მერე. იქნებ ჩიქვინიძესთან მივოყვანო ქნ სად წქვიდე აღარ ვიცი

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 12 Jul 2023, 14:52
anibani18
რა ასაკის ბავშვზეა ლაპარაკი? ჩემს შვილს 2-3 წლის ასაკში ჰქონდა ტანტრუმების ბუმი.
თუ დაღლილი ან მშიერი იყო გაჭედავდა რაღაც სისულელეზე, ღრიალი, ძირს გაწოლა, ტირილი გაწითლებამდე... ძალიან ჰგავს, რასაც აღწერ.

ამ დროს უბრალოდ მის გვერდით ვიყავი, ჩუმად, არც ველაპარაკებოდი, არ ვცდილობდი ხელში აყვანას. მხრზე დავადებდი პერიოდულად ხელს, რომ ეგრძნო რომ მის გვერდით ვიყავი. აი ასე მოთმინებით ველოდი ტანტრუმის გადავლას. ძალიან, ძალიან რთული იყო. მიყვირია, მიტირია, მიღრიალია, მისი ხმა მაინც ვერ გადამიფარავს. სამკურნალო არაფერი სჭირთ ამდ როს ბავშვებს, თავიანთი ემოციების რეგულირებას სწავლობენ.

Posted by: Tua 12 Jul 2023, 14:53
anibani18
ანიიი ასაკია ეგეთი , ბაღის ამბავიცაა პლიუს ❤️ დამშვუდდება და დაწყნარდება არიდარდო აქვთ პერიოდები, მაგ პერიოდში ჩემი შვილი რომ მახაენდება სადარბაზოში იწვა ხოლმე ხანდახან გაჩაჩხული, სადარბაზოს ვინ ჩივის ერთხელ შუა სამანქანო გზაზე დაწვა smile.gif) 2.8ის იქნებოდა სადღაც, დავტოვე წავედი იგნორი გავუკეთე და მაგის მერე აღარ უქნია იგივე . უნდა გადააგორო ეგ პერიოდები 3ის მერე სადღაც 3.3 წლიდან დამშვიდდება და ისე შეიცვლება ნახავ, ბაღში მისულსაც ხომ იცი სხვის ცუდსაც სწავლობენ, ჩემი ისეთებს აკეთებდა ხანდახან სხვა ბავშვზე რომ ვუყურე, ზოგი კივის ზოგი წივის ზოგი არიქცევა კარგად და ამათაც გონიათ რომ ნორმაა ეგრე მოქცევა შესაბამისად ბაძავენ იმ სხვას .

Posted by: anibani18 12 Jul 2023, 14:55
takoo1
ეს ვაფლები უმარტივესია. ღამე ოსპი ჩავალბე რძეში, დღისით დავაბლენდერე ყველთან ერთად და ვაფლის მანქანაში ჩავდე. გამოცხვა თავისით. სტაფილო ღუმელში. ესიც მარტივია

Posted by: სერაფიტი 12 Jul 2023, 15:17
narkozeli
QUOTE
ლეიბზე თავისივეში უნდა იწვესო მე რაც ამოვიკითხე რევიუებში. დამატებით ლეიბები არ ჩაუფინოთო ( ანუ მყარზე რო იწვეს ალბათ)


უი, ეს არ ვიცოდი.
რადგან ტრანსფორმერია, თხელი დასაწვენი აქვს. მაღაზიაშივე მითხრეს, შეგიძლია დაუთბუნოო. ჰაუკივე ყიდის თავის ლეიბებს. იგივე ზომებში შევაკერინე უბრალოდ.
რაც არ უნდა "მედვეჟონკაში" ჩამესვა, კვირების ბავშვისთვის ზამთრის ტემპერატურისას სიარული მხოლოდ იმ თხელი კალიასკის "ძირით" არ გამოვიდოდა.


takoo1

მე ვუბლენდერებsad.gif ხელშიც ვაჭერინებ რაღაცებს, რო ღეჭოს - გარგარს, ავოკადოს, ყველს და ეგეთებს. მარა ბოსტნეულს ვუბლენდერებ. ნელნელა ვფიქრობ შევაპარო უხეშად დაბლენდერებულ/დაჭყლეტილიც, რას იზამს. ვფიქრიბდი, 9 თვიდან უფრო გადავალთქო ჩაჭყლეტილებზე ,მარა ჩემი თავისა რო ვიცი, 9 თვეზეც შემეშინდება გადაცდენის და ჯობია მეტად ჩავრთო დაჭყლეტილები.

რო მოაგლიჯავს ხოლმე ავოკადოს დიდ ლუკმას, სანამ გადაყლაპავს ან გადმოაგდებს, სუნთქვა მეკვრებაsmile.gif) ნუ არ ვიმჩნევ მასთან ოღონდ smile.gif)

* * *
anibani18

აუჰ, რა ძნელია. მაგრამ ეგეთი დღეები კიდევ იქნება და გოგოები სწორს გეუბნებიან. ისწავლიან საკუთარი ემოციების და თავის მართვას. შენც ამასობაში ეცადე არ დაკარგო ის ხაზი, რომელსაც მიჰყვები. და არ დაკარგო ფსიქიკური მდგრადობა <3 თუ საჭირო გახდა, ჩართე ბავჭვთა ფქისოლოგი. ვგულისხმობ - შენ მიდი რჩევის საკითხავად.

Posted by: takoo1 12 Jul 2023, 15:45
anibani18
აუ კარგი რა ანი smile.gif რა ჩიქვინიძე შენ მგონი დაგავიწყდა ლუკიანეზე რასაც ვწერდი აქ.
ეგ ყველაფერი ყოველდღე ხდებოდა ჩვენთან, ხო წარმოგიდგენია რა დღეში ვიყავი.
ტირილის თავიც არ მქონდა ზოგჯერ სიცოცხლე აღარ მინდოდა.ჩვილი ბავშვით ვუყურე მაგ ყველაფერს ერთი თვე,ოღონდ გადაბმულად.
გითხარი მე მაშინ მიიყვანე იქ სადაც მე მყავდა
არამგონია დამთხვეოდა,აშკარად უშველა თერაპიებმა,1 თვეში ვერ დალაგდებოდა ყავისით ისეთ დღეში ქონდა ნერვები.
ტატასთან მიდი გაესაუბრე და გეტყვის რა უნდა ქნა.თავისით გადაუვლის ცოტა არასწორი მიდგომაა.ასე არ ფიქრობენ ფაიქოლოგები ნამდვილად.თვითონაც განიცდის და ცოდოა ბავშვი.მე არ ვნანობ ერთი წამით რო მივიყვანე იმ გოგომ მთხოვა იქნებ ერთი თვეც ატაროო რო ბაღისთვის მოვამზადებთო და არ გაუჭირდებაო,ვეღარ მოვახერხე მერე,თან ჯერ არ მიმყავდა ბაღში და მეთქი მერე მოგიყვან თქო.ამასობაში კი დალაგდა და აღარც დამჭირდა მიყვანა.
თუ მოიფიქრებ დაგაკვალიანებ ვისთან და როგორ მიხვიდე:*
* * *
Tua
ეგ მიდგომა ყველა ბავშვზე არ ჭრის.ლუკიანეზე დღემდე არ ჭრის იგნორი,უარესად იქცევა.
იმ დღეს მარტო იწვა ოთახში გაეღვიძა და ერთი საათი ზმუოდა მოდიო მეძახდა. იგნორში იყო ერთი საათი და რო არ შევედი უფრო მოუმატა და ბოლოს ჩხაოდა ისე ტიროდა.სანამ არ შევედი არ გაჩერდა.
ეხლა მაგას თუ ელოდე 4 საათი ბავშვი ატირე და ჩააბჟირე ეგეთ იგნორს გამართლება არააქვს.
ტანტრუმებსაც გააჩნია,ჩვენთვის ყველა ეგეთი ქცევა ტანტრუმია მარა რეალურად შეიძლება ქცევითი აშლილობა იყოს და დროულად თუ არ მიხედავ კი არ შემსუბუქდება უფრო გაუარესდება მდგომარეობა.
მე ვფიქრობ ერთი ვიზიტი მაგ ასაკში ყველა ბავშვს ჭირდება რო იცოდე რა გზას დაადგე და დარწმუნებული იყო რო სწორად იქცევი მერე რო თავში ხელი არ შემოირტყა.


Posted by: Tua 12 Jul 2023, 15:52
takoo1
გააჩნია ბავშვს და მშობელს თაკო, ფსიქოლოგთან დედა უნდა მივიდეს ზოგადად, ლუკიანეს სხვა რამე სჭორდა, ძმა რომ მოუყვანე მაგის გამო იყო ეგეთი,სულ არმყოლია არც თერაპიაზე არც სხვა რამეზე , ჩვეუკებრივი 2-3 წლამდე ტანტრუმი ჰქონდა ბავშვს, შესაბამისად დავძლიეთ, მაგრამ ჯერ 3 წლის ხომ არაა და წინ გაქვს პლიუს ბაღში თუ ატარებ კიდე ბაღზეც აქვთ უამრავი სახის პროტესტი ზოგ ბავშვს , ცუდი საქციელის გამეორება და ყველაფერზე თერაპიაზე ხომ ვერ დასვავ ბავშვს შენ უნდა მიუდგე სხვანაირად და ისე როგორც ფსიქოლოგები გირჩევენ.

ჩვენთან 4 საათიანი ჩხავილი არყოფილა საბედნიეროდ ეგრევე მომყვებოდა როცა ვაიგნორებდი , 1 წელია დასვენებული ვარ ბავშვის ხმა არმესმის, ნუ მეორესთან როგორ მოიქცევა ნამდვილად არვიცი მაგრამ ამ მომენტში ძალიან კარგი ბიჭია , ყველაფერს ქცევუთ აშლილობას ვერ მივაწერთ, ყველა ბავშვი გადის მაგას .

Posted by: takoo1 12 Jul 2023, 15:53
სერაფიტი
ერთი ორჯერ რო არ შეჭამა მეც დავუბლენდერე მარა მალევე გადავიყვანე დაჭყლეტილზე.
პირდაპირ კი არ ვაძლევ,ვუსრისავ რა და ისე.ეგ არ გადაცდება შეიძლება უბრალოდ გულის რევის შეგრძნებასავით ქონდეს დაიჯღანოს, მიეჩვევა ეხლავე ჯობია თორე მერე უჭირთ ძალიან
* * *
Tua
არა მანამდეც ქონდა ლუკიანეს ტანტრუმები,ძმის მერე გაუმძაფრდა უბრალოდ.
მე გავესაუბრე ფსიქოლოგს ხო აბა ლუკიანემ სად იცოდა ლაპარაკი.მითხრეს რო ქცევითი დარღვევა ქონდა და ჭირდებოდა თერაპია.
ყველას უბრალო ტანტრუმი გვეგონა მარა არ აღმოჩნდა ეგრე.
ცუდი საქციელის გამეორება და რაღაცის გაპროტესტება სხვაა და ისტერიკები და არაადეკვატური ქცევა სხვაა.

Posted by: Tua 12 Jul 2023, 16:00
takoo1
ქცევით დარღვევას 1 თვე თერაპიაზე სიარულით ვერ მოაგვარებდი თაკო, მაგას 2-3 და მეტი თვე. სჭორდება რომ დალაგდეს ან მეტიც კი , აგერ ყავთ ჩემს ახლობლებს ქცევითი დარღვევით და 6 თვეზე მეტია თერაპიებზე დადიან ბოლომდე ვერ გამოასწორეს. ლუკიანეს პროტესტი ჰქონდა ძმაზე უბრალოდ მეტი არაფერი, უნრავლესობას ლუკიანეს ასაკში აქვს ეგ, კითუმეტეს თუ ლაპარაკი არიციან ნორმალურად ემოციას ვერ გამოხატავენ და მაგის გამო უარეს ისტერიკაში ვარდებიან
* * *
სერაფიტი
1 წლამდე ვუბლენდერებდი თითქმის ამიტომ
არიდარდო smile.gif) 1 წლიდან იმხელა ლუკმებს იდებდა, მერე წვრილ კუბებად დაჭრილზე გადავიყვანე ეგრევე 1.4 თვიდან , არანაირი ყლაპვის და ღეჭვის პრობლემა არგვქონია, 1 წლიდან საერთო სუფრაზე მყავს , 1 წლამდე პლაზმონის ყველი და მაკარონიც ნაჭამი ჰქონდა, სულგუნიც, ალადებსაც. სახლში ხომ ხარ ალიან ბევრი კარგი იდეაა, ჩემი აჯაფსანდალსაც კი ჭამდა მაგ ასაკში, ოღონდ რათქმაუნდა მარილის და სუნელების გარეშე, თუმცაღა ცოტა პილპილს ვუშვებოდი სულ საკვებში ახლად დაღერღილს, მარილი 2.5 წლიდან მივეცი

Posted by: takoo1 12 Jul 2023, 17:14
Tua
ქცევით დარღვევასაც გააჩნია,ყველას ერთნაირად გამოხატული ხო არ აქვს?
რატო ვერ მოვაგვარებდი პირდაპირ მითხრეს რო მაქსიმუმ 1-2 თვე დასჭირდებოდა მეტი არა.
მგონი ჩვენზე მეტი იციან და ჩვენზე კომპეტენტურებიც არიან. რამოდენიმე ვიზიტში შევატყვე ცვლილება ბავშვს და მაგიტომაც ვატარე ბოლომდე.ესე ვერ ვიჯდებოდი ნამდვილად სახლში და ვერ დაველოდებოდი როდის გაუვლიდა თავისით.მიზეზს მაგ დროს მნიშვნელობა არამგონია ქონდეს ძმის გამოა თუ სხვა რამის გამო,
მოკლედ მიყვანა და აზრის მოსმენა მგონი ჯობია მაგ დროს.არავის დააქცევს ეგ 80 თუ 100 ლარი

Posted by: სერაფიტი 12 Jul 2023, 17:22
Tua

როგორ გადაიყვანე დაბლენდერებულიდან და ზუსტად როდის?
ალადები 8 თვისამ როგორ ჭამა? ნამცეცების პონტში. ან პასტა?
პურიც არ მიმიცია ჯერ.
სრულად ბლვ ვინცაა, თამამად აძლევს უფრო. მე ვერა.

წლიდან მეც ეგრე ვგეგმავ, საერთო სუფრაზე იქნება ძირითადად,მოდიფიკაციებით.
იქამდე მაინც უმწიფარია შინაგანი ორგანოები და მომნელებელი სისტემა. ამიტომ არაფერია, თუ ცალკე მოვუმზადებ.


Posted by: Tua 12 Jul 2023, 17:42
takoo1
მიყვანით მეც მყავდა მიყვანილი და ტიპიური ტანტრუმი იყო ჩვენს შემთხვევაში რომელმაც თავისით გადაუარა სწორი მიდგომებით მშობლის მხრიდან .

სერაფიტი
პლაზმონის პასტა არაა მსხილი 4 თვეზე რაც იყო და მემგონი 6ზეც, წვრილებია და ისე იხარშება რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ღეჭვის და ყლაპვის, ალადებს ვუდებდი და ჭამდა მერე თავისით არანაირი ნამცეცები, მე ბლვზე არმყავდა მაგრამ შიგადა -შიგ ვაძლევდი ჩვეულებრივად რაღაცეებს, მაგალითად ოეჩენიას ვაძლევდი კვირაში 1 ცალს რომელიც სწრაფად დნება ჰეინცისაა ეგეთი და ლოღნიდა საბოლოოდ პირში ადნებოდა, პური გვიან მივეცი მე ეხლაც უპუროდ ჭამს ძირითადად სახლში და ნუ ბაღებში მაინც აძლევენ პურს. კიდევ ვუკეთებდი ყაბაყის ალადებს უზეთოდ გაკეთებულს ტაფაზე, ვუდებდი და ლოღნიდა ხოლმე , ნელნელაგადავიყვანე მერე 1 წლიდან, 1 წელზე უკვე ყველა კვება ჩანაცვლებული მქონდა ოღონდ , მხოლოდ ძილისწინ და დილით ჭამდა რძეს , შუალედებში არჭამდა მყარი კვების გარდა არაფერს , მერე 1-2ჯერ დავუჭყოიტე მერე სუპებში და წვნიანებში პატარა კუბებად დაჭრიკს ვუკეთებდი ხოლმე და მერე ნელნელა მსხვილ
კუბებად გადავედი, გადაცდენა ჩემი ღამის კოშმარი იყო სულ smile.gif) მაგრამ ერთი 2-3 რომ გადაცდა პანიკაში არ ჩავვარდნილვარ ვაცადე თვითონ ამოეხველებინა და ისწავლა
მერე ნელნელა.

Posted by: lesila90 12 Jul 2023, 18:59
გოგოებო ყელზე რა შეიძლება მეძუძურმა მივიღო? ისლა მინთი შეიძლება? ორსულაბაში მშველოდა

Posted by: Liza12 12 Jul 2023, 19:09
lesila90
ტანტუმ ვერდე შეგიძლია

Posted by: Tua 12 Jul 2023, 19:15
lesila90
რაც ორსულობაში შეიძლება ეგენი შეიძლება ლაქტაციის დროსაც მემგონი, ორონორმო ტანტუმ ვერდე ისლამინთიც კი შეიძლება სავარაუდოდ.

Posted by: anibani18 12 Jul 2023, 19:19
Watermelon_Sugar_Hi
Tua
მესმის რასაც ამბობთ, გოგონებო, ვიცი რაც არის ტანტრუმი. ვიცი იგნორზეც და ყველანაირ მიდგომაზე. მაგრამ გუშინ სულ სხვა რამ ხდებოდა. მხეცი რომ დაამწყვდიო აი ისე იყო. ფანჯრიდან ბავშვი ხტებოდეს, როგორ უნდა დავაიგნორო ეს? ჩემი ბრალი იყო, ვხვდები, არ უნდა შემომეყვანა სახლში. რუტინაც დავარღვიე და ტაქსით მივედი, ხელით ტარების ძალა არ მქონდა გუშინ. ასე მგონია ამ ყველაფერმა გამოიწვია. მაგრამ არც მე ვარ რობოტი.
takoo1
მახსოვს ძალიან კარგად, თაკო. მეც არანაკლები დღე გამოვიარე მაშინ. არც ახლა მიდგას უკეთესი პერიოდი. ახლა ორივე ჯღავის, თან ერთმანეთს ყვებიან ტირილში. დღეს პირს ვიბანდი, ორივე ფეხებში იდგა, გაჰკიოდა ბოლო ხმაზე და აქეთ-იქით მექაჩებოდა. ლამის თვითმკვლელობამდე მიმიყვანონ ხოლმე ისეთ დღეში მაგდებენ.
* * *
adeline
happy-go-lucky
ვნახე დღეს ეარ ზეტი და იქსიც. იქსს მოყვება ჩანთა. ზეტს შეგიძლია გადასაკიდი უყიდო. მაგრამ ისეთი არაკომფორტული მომეჩვენა გადაკიდებისას. ერთ მხარეს ბორბლები, მეორე მხარეს ჭიქის სადგამი. ისევ ფიქრებში ვარ. ნეტა ბეიბოზენი როგორი გადაკიდებისას. მაგრამ ამდენი ფული მენანება ახლა გაზრდილ ბავშვებზე
* * *
Tua
თუ შენს ძმას გინდა გამოაგზავნინო ეტლი, ნახე საიბექს კოია და ჯულზ ეარ პლიუსი

Posted by: lesila90 12 Jul 2023, 20:07
ივლისი
anibani18
რეკლამა ამომიგდო წითელქუდაში იყიდება ასეთი მომეწონა მაგრამ ნეტა როგორი ხარისხი აქვს თვითონ ნაჭერს
* * *
user posted image

აი ესეთი და ნეტა როგირია რეალურად

Posted by: Tua 12 Jul 2023, 20:30
anibani18
რუტინის დარღვევა ხანდახან ნორმაა, ისე ცოტახანი რომ დაიავენო 2 დღე მათ გარეშე ალბათ შენი ფსიქიკისთვის უმჯობესი იქნებოდა , მაგრამ ეგ ამბებიც მალე გაადაივლის 3.5იდან სადღაც.

მადლობა ეტლებს ვნახავ საიბექსი ნანახი მაქვს კი , მე მგონია რომ იქიდან გოგზავნა ბევრად იაფია თან პურადზე განბაჟება არგიწევს .


ეს ეტლი შემხვდა დღეს 7 კგა სულ ლუკიან ყველაფრიანად smile.gif თან ლუკაცაა და თან სასეირნოც
user posted image

Posted by: ივლისი 12 Jul 2023, 20:45
lesila90
ამ ფირმის მაქვს მე. სხვა მოდელი, წინა გვერდზე დავდე. ეს უფრო უკეთესი ჩანს. ჩემს საკმაოდ მყარი , ადვილად წმენდადი მატერია აქვს. ნამდვილად არაა ესენი უხარისხო ეტლები როგორც ჩანს. არც ადვილად ეტყობა ნახმარობა. ქარსითი და გონდოლა პირით შენსკენ მაგრდება. სასეირნო შალითა პირით ქუჩისკენ. სახელური არ ტრიალდება. ფასი რა ეწერა ამას ?

Posted by: adeline 12 Jul 2023, 20:50
დღეს ისე გაგვიხარდა კარგი ექო, წავედით და ჩვენს ბაიას ვუყიდეთ ეტლიც და საწოლიც. საწოლი ზუსტად ისეთი შევარჩიეთ, როგორიც მინდოდა და როგორიც შენ დამიდე anibani18 მადლობა ასეთი კარგი რჩევისთვის :* 2 ცალი ქოქოსის მატრასიც ვიყიდეთ. ძალიან კი დავიქანცეთ მე და მეუღლე, მაგრამ ღირდა.
ბეიბიზენიც იგივეა გადაკიდებისას ანი. ორივე მოვსინჯე მე. ეარ იქსის ჩანთით დიდად არ აღვფრთოვანდი.
შენ ძალიან მაგარი დედიკო ხარ დამიჯერე :*

Posted by: takoo1 12 Jul 2023, 21:01
anibani18
უფ ეგეთი დღეებიც გვაქ ხანდახან.გუშინ მეზობელი იყო შემოსული ყავა დავლიოთო
უნდა გენახა ლუკიანე ხო თავზე მახტებოდა მაგიდაზე რაც ელაგა ყველაფერს იღებდა ჩამოვსვი და კიოდა მერე .გაბრიელი ჭოჭინით შმეოვარდა და აყვა ამას ტირილი დაიწყო.ბოლო ცმაზე ტიროდნენ და მე ვკიოდი biggrin.gif
მეზობელი ლამის გაიქცა წავედი მე აღარ მინდა ყავაო )))
სანამ ტელევიზორი არ ჩავურთე ვერ მოვაშორე იქედან ვერცერთი.
გაბრიელი არი საშინელი მტირალა,ყველაფერზე ტირის და წუწუნებს.
ერთი საათია ეხლა ამის ტირილს ვისმენ.საჭმელს ვაკეთებ და ეს ღნავის ჭოჭინაში smile.gif ხანდახან ისე მინდა ჯადოსნური ჯოხი რო გავაქრო ორივე ცოტახნით biggrin.gif

* * *
adeline
მშვიდობაში ყველაფერი და ბედნიერებაში❤️
რომელი ეტლი იყიდე ზეტი?

Posted by: adeline 12 Jul 2023, 21:04
takoo1
მადლობა საყვარელო :* კი, კი ზეტი. მეუღლესაც ძალიან მოეწონა.

Posted by: Tua 12 Jul 2023, 21:59

adeline
მშვისობაში ❤️ მატრასი 2 ცალი რატომ იყიდე? ქოქოსზე მხოლოდ 1 წლამდე წვანან მეორე
მხარე უნდა იყოს ორთოპედიული რომ ამოაბრუნო წლიდან .

Posted by: lesila90 12 Jul 2023, 22:21
ივლისი
აქცია გვაქვსოო და 900 ლარი მითხრეს. შენ რამდენი გადაიხადე? ფასი მედაბლა და მაგიტო ვფიქრობ მატერია როგორია აქვს ნეტა თქო
* * *
adeline
მშვიდობაში ყველაფერი❤️❤️მეც მატრასი ხვალ უნდა ვიყიდო. მატრასი სად იყიდე და რა დაგიჯდა?

Posted by: adeline 12 Jul 2023, 22:24
Tua
მადლობა :* ორმხრივია - ქოქოსია 1 მხარე და მეორე - ორთოპედიული. ერთი მრგვალია, მეორე - ოვალური. სადღაც 6 თვემდე მრგვალ პოზიციაზე დავაწვენ და მერე ოვალურზე. ტრანსფორმერი საწოლია. თან 70 ლარში იყო სხვაობა საწოლთან ერთად თუ ავიღებდით და აღარ გავაკეთეთ მაგის ეკონომია.
* * *
lesila90
საბაში ვიყიდეთ ტრანსფორმერი საწოლი, ულამაზესი. 2 ცალ მატრასთან ერთად 890 ლარი.

Posted by: fermina 12 Jul 2023, 22:31
გოგოებო, გუშინ ავცერით ბავშვი წლის გეგმიურ აცრებზე, ანუ პნევმოკოკური ინფექცია და წითელა-წითურა-ყბაყურა და ფეხზე რომელსაც უკეთებენ, უფრო მწარე და მტკივნეული მგონი პნევმოკოკური, ცოტა შემაგრებული და შეწითლებული აქვს ის ადგილი და სანამ ხვალ ექიმს დავეკითხებით, გქონიათ ასეთი შემთხვევა? რამე ხომ არ სჭირდება, ან წასმა, ან კომპრესი?

Posted by: Tua 12 Jul 2023, 22:49
adeline
აა ეგრე ხომ , მეგონა მხოლოდ
ოვალური პოზიცია იყიდე ❤️ ის ეგ მრგვალი მთლად 6 თვემდე არაა გაითვალისწინე , 3-4 თვემდე მაქსიმუმ გეყოს იაიც ალბათ გაჭირვებით
* * *
fermina
ჩვენ გვშველოდა გამაგრილებელი პლასტერები და კიდევ იოდის კლეტკებს ვუკეთებდი გარშემო ნანემსარის

Posted by: fermina 12 Jul 2023, 22:51
Tua
QUOTE
fermina
ჩვენ გვშველოდა გამაგრილებელი პლასტერები და კიდევ იოდის კლეტკებს ვუკეთებდი გარშემო ნანემსარის


up.gif მადლობა

Posted by: adeline 12 Jul 2023, 22:52
Tua
უჰ, შენ გაიხარე <3 გადავიყვან მაშინ 4 თვიდან ოვალურზე. ძალიან კარგი ხარისხისაა, რუსულებია. საწოლიც რუსულია. ოვალური იმხელა ხდება - ინავარდებს შიგნით თავისუფლად ჩემი ნანატრი ბაია <3 ცრემლები წამომივიდა დღეს კარგი პასუხით რომ გამოვედით.
მატრასის წყალგაუმტარი დამცავი დაგვჭირდება ხომ?

Posted by: Tua 12 Jul 2023, 22:56
adeline
მშვიდობაში კიდევ ერთხელ ❤️❤️ კი მატრასის დამცავი აუცილებელია, მე ამაზონიდან გამოვწერე ჩემი საწოლი მართკუთხედია და კიდევ რეზინიანი ზეწრები იყიდე აუცილებლად, ურეზინო არის ტანჯვა.

Posted by: adeline 12 Jul 2023, 23:04
Tua
გაიხარე შენ :* შენც სულ კარგი პასუხები გქონოდეს ბოლომდე :*
60 ლარი გვითხრეს წყალგაუმტარი დამცავი და მგონი ნორმალური ფასია ხომ? მაღაზიებში სიგიჟე ხდება ნამდვილი.

Posted by: სერაფიტი 12 Jul 2023, 23:13
adeline

მე არ მაქვს წყალგაუმტარი დამცავი. მეგონა პამპერსის გადაჩვევის პროცესის დროს ვიყიდდი, არა? არ დაუსველებია აქამდე.

რეზინიანი ზეწრები მზეუკა რომაა, ფბ გვერდი, მაგათ შევაკერინე. საძილე ტომარაც. ზეწრები ბამბის. თან დიდი არჩევანი აქვთ დიზაინების.

Posted by: ივლისი 12 Jul 2023, 23:23
lesila90
მე მეორადი ვიყიდე მაი მარკეტზე. ოღონდ ახალივით იყო. გონდოლა სულ უხმარი . 600 ლარი. შენი მოდელი ბევრად ლამაზია ჩემსაზე რომ ვუყურებ. მატერია მტკიცე აქვს . კორპუსი და ბორბლებიც გამძლეა ნამდვილად . 11 თვეა ვიყენებ . კმაყოფილი ვარ

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 00:47
fermina
კი წლის აცრაზე ქონდა ზუსტად.გაუმაგრდა და გაუწითლდა.
არაფერი არ წამისვამს თავისით გაუარა

Posted by: happy-go-lucky 13 Jul 2023, 08:36
anibani18
ზოგადად დედა ყოველთვის ხდება როცა რაღაცა ისე ვერაა ბავშვთან. ფანჯრიდან ხტებოდაო, როგორ შეიძლება დააინორო. გყავდა სპეციალისტთან თუ გოჩა პირველია. ვისთანაც გინდა მიყვანა?


adeline
გილლცავ და მშვიდობაშიი შენაძენები. რა მალე გიყიდია, რა მოითმენს 5 თვე biggrin.gif ❤️ რა ბედნიერებაა

მატრასის დამცავი არ მაქვს არც ერთზე, ეგ ხო რაღაცნაირო მასალა არის, ხუთავს. პამპერსოს გადაჩვევის დროს, 2 წლკს შემდეგ, დასაფენები რომაა აფთიაქის, მაგას ვუფენდი. ისე პამპერსს არც ერთხელ გაუჟონია ეგრე ძალიან მატრასამდე. არც ამაზე , არც უფროსზე.

Posted by: anibani18 13 Jul 2023, 09:20
Tuaსაიბექსის ნიკელის თუ რა ფერისაცაა, მოპირკეთება არ მომწონს. ჯულსი კიდევ ძალიან კარგია, ჩემი აზრით.

adeline
როგორ გამიხარდა შენი კარგი ამბები <3
რამდენინკვირისს ხარ ახლა? სქესი არ უთქვამთ? რატომღაც მგონია რომ ბიჭი გეყოლება <3
ჩვენს დაახლოებით ამ ფასში ვიყიდეთ სამი წლის წინ. ნახე რა გემრიელად იხმარს შენი პატარა ამ საწოლს.
ბეინიზენიც თუ ისევე იკეცება როოგრც ანექსი, მაშინ ჰაუკს ვიყიდი. ისიც ზუსტად ისე იკეცება და ფასიც ნაკლები აქვს.
takoo1
ჩემიც სასინელი წუწუნა გახდა. საჭმელის კეთება კიდევ ჩემი საძულველი საქმიანობაა. ნატალიც ასე იყო და ახლა თათაც. დგას ამოშვერილი ხელებით და ტირის, თან მეშინია ხელები ქურაზე არ შემოდოს. ძალიან ტანჯვაა.
მეც მინდა ეს ჯადპსნური ჯოხი, ოღონდ მე თვითონ მინდა გავიქრო თავი ხოლმე.

* * *
adeline
მე არ მაქვს წყლგაუმტარი. სწოტი ზომის პამპერსი თუ ეცმევა არც გაჟონავს ისე რომ დამცავი დაგჭირდეს. ჰეფიმ რაც თქვა ჩახუთვაზე, მეც ვეთანხმები. პამპერსის გადაჩვევისას კიდევ დასაფენ პამპერსებს იყიდი.
ზეწრები შექმნილია სიყვარულით რომ არსი იქ შევუკვეთე და ქრასწორი ზომის გამიკეთეს. ახლა მატრასი გამოვცვალეთ და საერთოდ პატარა გაქდა. რეზინიანი სჯობს ჩვეულებრივს. მე ახლა ჩვეულებრივი მაქვს ტაჩის. გვაჩუქეს.
happy-go-lucky
გოჩასთან ჩვილობისას ვიყავით. ერთმა პედიატრმა საშინელი შიში გვაჭამა და გოჩამ დაგვამშვიდა. მართალიც გამოდგა, უფალმა ბედნიერება მისცეს, ისეთი კაცია.
ფსიქოლოგთან ვიყავი ადრე მაგრამ ბლა ბლა ბლა. მაგ ყველაფერს ქიგნებიდანაც წავიკითხავ.
ვისთან მივიდე როგორ ფიქრობ? ნეიროფსიქოლოგები თუ ვინც არიან, ნეტა მათთან ხომ არა.

Posted by: adeline 13 Jul 2023, 09:34
anibani18
ანი :* მე-13 კვირაში ვარ. 12 კვირის ექო მქონდა გუშინ და ორმაგი ტესტი. ორივე ძალიან კარგია და ამოვისუნთქე.
რაც შენ დამიდე, ეგეთი საწოლი გვირჩია ყველამ. სივრცე დიდი ექნებაო. თავიდან მრგვალი პოზიცია ლამაზია ფოტოების გადასაღებად და ამიტო ავუღეთ ორივე მატრასი. სქესს 14 კვირაზე მეტყვის ალბათ თამარი <3.
მალე გადაუვლის ეგ ჭირვეულობები შენს პრინცესებს და მერე დაქალებივით ივლით ყველგან. ჩემს მეგობარს საოცრებები ყავდა, მაგრამ ახლა ისეთი ტკბილები არიან რომ გაიზარდნენ <3. happy-go-lucky
ჰოო, ვეღარ მოვითმინეთ, თან მაგაზე საფიქრალი რომ აღარაა, მშვიდად ვარ.
სერაფიტი
მოვინიშნე მზეუკა :* დავათვალიერე და მართლა ძალიან კარგი რამეები აქვთ.

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 09:40
anibani18
ანი ნეიროგანვითარების ცენტრია სადაც მე მყავდა.
https://m.facebook.com/ndc.ge
ესაა მაგათი გვერდი.

მეზობელი მყავს მაგ სფეროში მოკლედ და მაგან მირჩია.თვითონაც მანდ დაყავდა ბავშვი.
გაგოშიძესთან ყავდა ჯერ და უკმაყოფილო წამოვიდა ძაან ზერელედ მომიდგნენო
ტატასთან მიიყვანა მერე და ძალიან მოეწონა.
ერთი საათი ვიყავი მეც შესული,ძალიან კარგი ქალია.დაგამშვიდებს ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს დ აყველაფერს აგიხსნის დეტალურად.

* * *
adeline
ეგ მზეუკა ვიშლისტში ხო არააქვთ?

Posted by: happy-go-lucky 13 Jul 2023, 10:01
adeline
ეგრეა კი, მეც რომ ვიყიდე ამოვისუთქე, ოღონდ ვეღარ ვითმენდი მერე, გამეწელა დრო smile.gif)

anibani18
აუ ჩემს ბიჭსახ პრობლემები ჰქონდა და ვეღარ ვიგებდი სად მიმეყვანა. ახლაც სექტემბრიდან მინდა მიყვანა ან მე მივიდეთქო სადმე ვფიქეობ.

მე რომ შენს ადგილას ვიყო მაინც კარგი ნევროლოგით დავიწყებდი (გოჩა ძალიან ადეკვატუროია), და ის გეტყვის უნდა ნეირო სპეციალისტი თუ არა. მანდაც სხვადასზვა მიმართულებებია და უნდა ერკვეოდა. ეს ნეიროგანვითარების ცენტრო ძაან კაია რაც თაკომ დაგიდო . მარა ვისთან უნდა მოხვიდე ვერ ვერკვევი. სხვადასხვა მომართულებწბი აქვთ მაინც.

არჩემი ბიჭი ასე გამოხატული იყო თქვენს ასაკში, და ახლაც დიდია უკვე და ისევ ასეთია რა . კოდეც იფრო რო გაიზრდება არ ვიცი რა მეშველება. ეს ხმას არ ამოიღება ფსიქოლოგთან და მე მინდა მივიდე.


Posted by: takoo1 13 Jul 2023, 10:28
happy-go-lucky
გოჩასთანაც მყავდა და მედიქლაბშიც მყავდა მელიქიშვილთან.არ არის ეგ მაგათი კომპეტენცია ვაფშე სხვა მიმართულებაა ნევროლოგია და ნეიროფსიქოლოგია.
თუ რაიმე პრობლემა აქვს ბავშვს და დარღვევა გეტყვის მარა დალშე ეგენი ვერ ამბობენ.
მაგ ცენტრში ტატაა ბაზღაძე ხელმძღვანელი.
ეგ გიღებს პირველ ვიზიტზე და მერე მიგაბავს უშუალოდ იმას ვისთანაც უნდა ატარო თერაპიებზე.
მე სოფოსთან დამყავდა გვარი არ მახსოვს ჯაფარიძე იყო მგონი.მაგასთან დაყავდა მეზობელსაც კაი გოგოა ძაან.

გაგოშიძის ცენტრში ვაპირებდი თავიდან ახლობელი მუშაობს იქ მარა საბოლოოდ ეს გადავწყვიტე.
იქ უფრო პრობლემურ ბავშვებზე არიან გადართულები და ესე არ ცალიათ შენთვის გიღეჭონ და ყურადღება მოგაქციონ

Posted by: lesila90 13 Jul 2023, 10:49
adeline
რა კარგი ფასიაა. აქ იმენა ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს. 320 ლარი მარტო მატრასი მითხრეს)))) დღეს უნდა ვიყიდო თუ მოვახერხე გასვლა
* * *
ივლისი
დღეს მივა მეუღლის ძმაკაცი და გვანახებს და მერე მეუღლე
მივა თუ მოგვეწონა და იყიდის. ფოტოებში ძალიან მომწონს

Posted by: anibani18 13 Jul 2023, 11:18
adeline
ოგორ მიხარი, ვერ წარმოიდგენ <3 სულ, სულ ბედნიწრი ამბები გაგეოს ექოებზეც და მერეც <3
ძალიან მიყვარს უფროსთან ერთად დროის გატარება, მაგრამ იშვიათად გვაქვს ამის შესაძლებლობა. კვირას ბალეტზე ვიყავით. ისეთი აღფრთოვანებული იყო, ჯერ მხოლოდ დარბაზმა უდიდესი შთაბეჭდილება მოაცდინა, ცეკვაზე დიდად არ გადაირია, ძალიან ჩამუქებული იყო ყველაფერი და იქნებ იმიტომ. მერე ბუშტები გადმოუშვეს ჭერიდან და ეს იყო სიხარულის პიკი
user posted image
takoo1
ვცდი, თაკო. დის ამბავი ჯერ კიდევ ვერ გადახარშა ასე მგონია
happy-go-lucky
უნდა იცოდე ვისთან მიხვიდე, თორე მოგცემენ ზოგად რჩევებს, დააგნორე ან რამე მსგავსს. ამას ისედაც ამოიკითხავ ნებისმიერ წიგნში. მართლა დახმარება და რეალური დაკვალიანება არ ვიცი სად ხდება. იქნებ რაც თაკომ დაწერა იქ.
ზოგადად ძალიან მშვიდია, ზედმეტადაც, ჩაკეტილია და ეს მაფიქრებს. დის დაბადება რთულად გადაიტანა, ახლაც ამბობს მე თათა მქვია და ერთი წლის ვარ. მაგრამ ყურადღება არასოდეს მომიკლია, უმცროსმაც მომცა ამის საშუალება ისეთი მშვიდი იყო თავიდან. რაც დავწერე ეს იყო მართლა საშინელება, თორე უბრალოდ რომ გაწოლილიყო და ეტირა, მე გავბრუნებულიყავი და უკან დამდევნებოდა, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ჩემი ბრალიც იყო, ძალა არ უნდა დამეტნია, არ უნდა შემომეყვანა სახლში, არ მივეცი საშუალება თავისო გრძნობები გამოემჟღავნებინა

Posted by: Tua 13 Jul 2023, 11:20
adeline
მე მატრასის დამცავი გამოწერილი მაქვს ამაზონიდან, ვაფშე არ აქვს პარკები ქვევიდან რაღაცნაირია თხელი და ბამბის ზედაპირის, რქც არუნდა სწორი ზომის პამოერსი ეცვას მაი ც ხდება ჩეპეები, მე ჩემს საწოლზეცაქვს გადაკრული დამცავი წლებია. მე ზარმაცი დედა ვარ და შესაბამისად ღამე ნამდვილად არვდგებოდი პამპერსის ხშირად საცვლელად ამიტომ ასე უფრო დაცულად ვუყავი, 20$ გქდავიხადე დამცავში და არც დახუთულა ბავშვი. პამოერსი რომ გავხადე იმ დროს გავხადე როცა უკვე ღამე ფისებს არშვებოდა და არასდროს ამიყენებია ფისებზე ( მერე ვუსმინე ფსიქოლოგებს რომ 1-2 ჯერ მაინც თუ გადააყენებთ კიეჩვევაო, ამიტომ არც გადამიყენებია) მაგრად მეზარებოდა ეგ პროცესები, მთელი ღამე მშრალად სძინავს მაგრამ მის დიდ საწოლზე დამცავი მაინც მაქვა გადაკრული ბამბის ზედაპირით.
* * *
lesila90
გოგო თბილისიდან თურქესი მოვდივართ რაღაცეეების საყიდლად ხოლმე, მანდვე რომ ვცხოვრობდე ყველაფერს იქეთ ვიყიდიდი, მანდვეა თან ყცებ გადახვალ გადმოხვალ ტრაბზონამდე 2.5 სთ გინდქ , სანამ ბავშვები იქ გყავს. წგ ეტლი ტტუპებისთვის ძალია. მძიმე იქნება თან 2 ცალი უნდა იყიდო და ბარემ
ტტუპების ეტლი რომ გეყიდა? ისიც გაითვალისწინე რომ მანქანის საბარგულში უნდა ჩადო სადმე რომ წაიყვან, ბაკურიანი სურამი, და მაგათთან ერთად უნდა ჩადო კიდევ უამრავი რამე , მხოლოდ ეგ ეტლები დაიკავებს მთელ საბარგულს .

Posted by: narkozeli 13 Jul 2023, 11:38
anibani18

ვკითხულობ შენ ამბებს და იცი რისი იმედი მაქვს? შენივე თავის. ზუსტად ვიცი იპოვი გამოსავალს.
განა ისე არ გაივლის ეს ყველაფერი, უბრალოდ შენ რომ ჩაერევი და დაალაგებ, უფრო მალე გაივლოს და დალგდება. ❤️ მეც სპეციალისტის ჩართვას გირჩევ, რაც არ უნდა ამოვიკითხოთ წიგნებში და მოვისმინოთ ვიდეოებში, სპეციალისტი მაინც სულ სხვაა ( კი იცი ამ მიმართულებით მქონდა ბავშვთა განვითარების ცენტრი და ჩემივე თვალით ვხედავდი შედეგებს)

ეტლის გადაკიდების ვიდეოებს ჩაგიყრი ფბ მესენჯერში, ამას წინათ მეგობარმა მთხოვა და იმისთვის გადავიღე ამ ორსულობაში ))❤️

adeline
ოვალური საწოლი გადასარევია, მე ისე ვიხმარე, ერთი ნაკლი ვერ მოვუძებნე. დიდი ფართობი აქვთ შიგნით და გემრიელად გამოიყენებ რა. მთავარია შენთან არ გადმოიწვინო თორემ აღარ ჩაგიწვება მერე თავის საწოლში.
მატრასი მეც ქოქოსი ლატექსი მქონდა, ეგაა ხერხემლისთვის ძაან კარგი.
მატრასის დამცავი არ მქონია და არც დამჭირვებია. ისე როგორ უნდა გამოუჟონოს რო მატრასიც დასველდეს არ ვიცი. პამპერსის გადაჩვევის დროს ვიყიდე და 2 კვირა ვუფენდი თუმცა არც მაშინ არ დამჭირვებია, ამიტომ ჯერ ადრე მგონია მაგის ყიდვა. ისე საბაში აქვთ 80-100 ლარად უკარგესი ხარისხის, სახელი დამავიწყდა რა ერქვა ((

Posted by: happy-go-lucky 13 Jul 2023, 11:52
takoo1
ტატა ბაზღაზე ბავშვთა ფსიქიატრია და შესაბამისად გადასარევია ეგ თუ იღებს ჯერ. პირდაპორ ფსიქოლოგს, ექიმის აზრკს მოსმემა ჯობიათქო, მაგის თქმა მინდოდა. გოჩასაც და გიასაც გადასარევას გაეგებათ ფსიქოატრიის ნაწილი და მინიმუმ მიმართულებას გაძლევენ რა. სახლშო დაჯდე თუ სხვა სპეციალისტს აჩვენო. ტატა კაი ვაროანტია მოკლედ (თუმცა მისი ლანძღვაც მსმენია).

ისე მეც მაგასთან ხო არ მივიდე, კაი გამახსენე. დავრრკავ სექტემბროსთვის ჩაბეწერები. ბავში რო არ მივიყვანო და მე მობიდე რა უშავს?

ტატა ამ ცენტრის ხელმძღვანელია თუ რა?

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2023, 12:10
takoo1

შემოვიჭრები სხვა თემით უცებ და, თაკო, გაბრიელი ფაფების ჭამას თუ მიეჩვია? მახსოვს, რო არ მოსწონდა ანიტასავით არც გაბრიელს.
8 თვისაა და ისევ ბუქსაობს. სემპერს და ნუტრილაკს ვაჭმევ, ურძეოსაც, ხილით ვუტკბობ, რძიანსაც. მინდა 1 კვება ჩაანაცვლოს. რძიდან ასე 3 საათში ვაძლევ, ხამ 3.5 საათში. მარა აი ჰადაჰა 80 გრამი ჭამოს, ან 100. ეგეც ნუ ძაან ბუქსაობით.

Posted by: adeline 13 Jul 2023, 12:26
lesila90
ეგეთი ფასი გვითხრეს ჩვენც ლაბებეში და ძაან უაზრობაა. ისე ვიშლისთის გარდა მგონი დიდი საბავშვო მაღაზია არ გვაქვს. დანარჩენები პატარა ბუწიკებია biggrin.gif
happy-go-lucky
ისე მალე გადის დრო, გავგიჟდი. როდის გავიდა ეს 12 კვირა, აზრზე არ ვარ.

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 12:46
anibani18
თუ არ ჭირდება იქ ტარება გეტყვიან ანი არ იფიქრო რო ტყუილად გაგწეწავენ ან მსგავსი.
ესე ზეპირად არავინ იძლევა მითითებას დააიგნორო თუ რა.ძალიან სისულელეა ზეპირად ილაპარაკო ბავშვზე როცა არ იცი რა უჭირს,როგორი მიდგომა ჭირდება.ყველა ბავშვი ერთნაირი ხო არაა?
იმათმაც არ იციან როგორი მიდგომა გაჭრის.ამისთვისაა თერაპია.
თამაშით და ა.შ არკვევენ შენ შვილს როგორი მიდგომა სჭირდება,ამისთვის საჭიროა რამოდენიმე ვიზიტი.ლუკიანეზე 2 მიყვანაში მითხრეს როგორი ტიპაჟიც იყო და რა დეოც დასჭირდებოდა დაახლოებით.ნუ ტატამ თავიდანვე მითხრა რო 8 თერაპია ან შეიპება ცოტა მეტი დაჭირდებოდა.
უნდა დაკვირდნენ და გამოსცადონ სხვადასდვა სიტუაციებში.მერე უკვე შენ,დედას გადაგაქვს ეს მოდელი სახლში.
მიდი გაესაუბრე იქნებ რას გეუბნება,შენც ცოდო ხარ და ბავშვიც განიცდის თან უფრო მეტად,მე ასე ამიხსნეს.
რო ვერ გამოხატავს ემოციებს და ჯერ კომუნიკაციის დონეზე ისე ვერ არიან განვითარებულები რო აზრი ჩამოაყალიბონ ეგ იმას არ ნიშნავს რო არ განიცდიან.
მაგაზე უკეთესს მე ვერაფერს გირჩევ.
* * *
happy-go-lucky
რავიცი არცერთს უთქვამს წაიყვანეო და მეც ვიჯექი სახლში მშვიდად და უარესობისკენ რო წავედით ავდექი და ჩემით მივიყვანე,თურმე არ მქონდა სახლში დასაჯდომად საქმე.
კი ტატა იღებს,ბავშვთან ერთად შედიხარ და აი რა გითხრა ერთი საათი Aიგნით ვიყავით.შენ გესაუბრება და ბავშვს აკვირდება,რაღაც აქტივობებს აკეთებინებს.ძალიან ყურადღებიანი ქალია და სასიამოვნო.ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და მენტალური ჯანმრთელობის
დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ჯერ შედიხარ მაგასთან და მერე უკვე სხვას მიგაბარებს.
მგონი ბავშვი უნდა მიიყვანო მარტო შენს მისვლას რა აზრი აქ? იქ დო ბავშვი დაგყავს შენ ხო არ უნდა იარო.



სერაფიტი
აი ეხლა დაიწყო 9 თვიდან.ძალით ვაჭმევდი ხოლმე.ეხლა უკვე სუპზე მეტად უყვარს ფაფა.
მე თავის რძეში ვუხსნი და ხანდახან ხილსაც ვუმატებ,ისე ვცდილობ ხილით ვიყიდო ხოლმე რო ცოტა გემო ქონდეს.
მარა ძაან ვიტანჯები სუ რძიანი დევს ყველგან და ვეძებ ხოლმე ურძეოს + ხილით
გერბერი აღმოვაჩინე ეხლა ქლიავი,ვაშლი და მეორე გარგარი+გოგრა
მანამდე ჰიპი მქონდა და სემპერი

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2023, 13:31
takoo1

ფორმულაშიც ვუხსნი, კი.
სემპერის და ნუტრილაკის რძიანებს არ აქვს შაქარი მაგიტომ ვყიდულობ. გერბერს აქვს შაქარი?

შენ რძიანს ვერ აჭმევ თანsad.gif



Posted by: adeline 13 Jul 2023, 13:36
narkozeli
კი, ქოქოსი ლატექსია ჩემებიც.
მერე ვიყიდი მაშინ მაგ დამცავებს. სახელი თუ გაგახსენდება, მითხარი რა :*
ქარსითზე ჩამოვყალიბდით, სატარებელს ვუყიდით ეტლივით პედიატრისთვის და ეგეთი რამეებისთვის. რომელია კარგი ამ კუთხით და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 13:37
სერაფიტი
აუ სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რომელს აქვს და ეომელს არა.
ყუთზე აწერია გერბერს არ შეიცავს შაქარსო და რავიცი biggrin.gif
user posted image
user posted image

Posted by: adeline 13 Jul 2023, 14:25
anibani18
ანი <3 როგორ უხდება შენი პრინცესა მაგ გარემოს love.gif უსაყვარლესია და კაბა მომეწონა ძალიან love.gif
* * *
Tua
QUOTE
ვაფშე არ აქვს პარკები ქვევიდან რაღაცნაირია თხელი და ბამბის ზედაპირის,

ზუსტად ეგეთი გვაჩვენეს საბაში ჩვენც.
QUOTE
ე მატრასის დამცავი გამოწერილი მაქვს ამაზონიდან,

ლინკი დამიდე აბა როცა შეძლებ :*

Posted by: narkozeli 13 Jul 2023, 14:31
adeline

ფოტოს ჩაგიგდებ თბილისში რომ ვიქნები :* პლაშოვკისნაირი ქსოვილი არაა, სუნთქავს და კაია.

ბორბლებიან ქარსითებში დიდი არჩევანო არაა სამწუხაროდ doona-ს ქარსითი აქვს შიკბებეს და 1500 ლარი ღირს
user posted image


ილო ბეროშვილს და ანი ბებიას ვხედავ ხოლმე პარკში სულ ამით დაყავთ პატარა. მომწონს მარა მეძვირება, 6-7 თვის მერე მეეჭვება მანდ ბავშვი ჩაეტიოს

Posted by: anibani18 13 Jul 2023, 15:58
narkozeli
მადლობა, გვანცა, ძვირფასო <3 ორ ბავშვთან რთულინის არის, რომ შეიძლება ბევრი რამ გამოგრჩეს და სათანადო ყურადღებას ვერ უთმომ ორივეს.
ვინ სპეციალისტს მირჩევდი შენ?
ვნახავ ახლა გვანც, მაგრამ ვიყიდე უივე ეტლი <3
takoo1
მადლობა, თაკო. დავრეკავ ახლა და ჩავეწერები თუ მუშაობენ.
adeline
მადლობა <3

მეც ვიყიდე ეტლი, გოგონებო. ჰაუკში ვიყიდე ოსანის. ისეთი მსუბუქი სატარებელიაა <3 ვნახოთ როგორ გამომადგება user posted image

Posted by: adeline 13 Jul 2023, 16:21
anibani18
მშვიდობაში ანი და სიხარულში :* მშვენიერი ეტლია, გადასარევად გეყოფა ამ ეტაპზე.

Posted by: happy-go-lucky 13 Jul 2023, 17:52
anibani18
მშვიდობაში ანი.

ტატასთან მეც ჩავეწერები. პირველ ეტაპზე მარტო მირჩევნია მივიდე, ჩემი დიდო ბიჭია უკვე. მადლობა რჩევებისთვის. takoo1


adeline
ძალიან სწრაფად გადის, თითქოდ გუშინ იყო გადატანა რომ გაიკეთე. ახალ დაბადებული ყოფილა ჩემი ბიჭი მაგ დროსც ან არც იყო დაბადებული :დ

Posted by: Alisaka 13 Jul 2023, 18:13
გამარჯობათ,გოგოებო,ვაპირებ რძის საწველის ყიდვას,მირჩიეს ეს და ასე აიფი რატოა?
თქვენ რომელს მირჩევთ>
https://www.trendyol.com/mochi/gogus-pompasi-anne-sutu-saklama-poseti-25-adet-p-107236717

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 18:23
Alisaka
ეს ელექტრო არაა ხელისაა და იმიტოა იაფი
* * *
anibani18
ნანახი მაქ ოსანის ჩემთან პარკში ყავდა ერთ გოგოს ცოტა სხვანაირი იყო ოღონდ
რავი კმაყოფილი იყო თვითონ იაფია მარა მშვენივრად ვიხმარეო.3 წლის ბავშვი უზის და აშკარად არააქ პატარა biggrin.gif
ზოგ ეტლში ისე სასაცილოდ არიან ხოლმე გაკვეხებულები

Posted by: Alisaka 13 Jul 2023, 18:26
takoo1
აჰაა,ელექტრო სჯობს,რა თქმა უნდა,რომელს მირჩევ

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 18:31
მე არ მიხმარია აი აქ არიან ექსპერტები გოგოები და დაგიწერენ ❤️

Posted by: Tua 13 Jul 2023, 18:32
anibani18
მშვიდობაში ანი, იმისთვის რისთვისაც შენ გჭირდება სრულად საკმარისია ❤️

Alisaka
ეგ არ არის საწველი ეგ არის ჰააკა, მაგითი უბრალოდ ჩამაგრებები გამოაქვთ და კიდევ როცა ბავშვს აჭმევ და მეორე ძუძუდან რძე მოგდის შეგიძლია შეაგროვო მაგაში. ლანსინოს ორიან საწველს აქებენ ცოტა ბიუჯეტურებში 200ლარამდე გამოდის ტრენდიოლიდან თუ იწერ.

Posted by: Alisaka 13 Jul 2023, 18:52
Tua
ოქეიი,ეს ჰააკაც ხო დამჭირდება რეალურად?

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2023, 18:57
Alisaka

ეს ჰააკაა, არაა საწველი. გადავსებული ძუძუდან "ზედმეტი" რძე გამოაქვს და ამსუბიქებს/გამაგრებებისგან დაგიცავს. ასევე შეგიძლოა ერთ მხარეს რო აწოვებ, მეორეზე მიიმაგრო და შეაგროვო. ოღონდ მხოლოდ იქამდე "მუშაობს" ჰააკა, სანამ რძე დარეგულირდება. როცა დარეგულირდება და ჩაიჩუტება ძუძუები, ვსო.
ზოგს 2 კვირაში,.ზოგს 2 თვეში ურეგულირდება, ვერ გაიგებ.
მე პირადად ჰააკა ძაან კარგად გამოვიყენე პირველი 2 თვე. საწველი არ დამჭირვებია საერთოდ მაგ პერიოდში. ღამე ძაან მევსებოდა და მივიმაგრებდო ხოლმე. ასევე დღეც - ძაან მევსებოდა და ვერ ეჭიდებოდა კარგად. ჭამამდე 3-5 წთ მივიმაგრებდი და მერე ჭამდა ძუძუს წესიერად.

უი, დაუწერია ტუას.


ანი, გილოცავ, ძალიან სიმპატიური ეტლია ნამდვილად.

დღეს ვიყავი ვიშლისთში და გრაკოს ქარსითი გადავწყვიტე საბოლოოდ. უბრალოდ იმას ვერ ვწყვეტ, 0-18 ავიღო, 350 ლარად თუ 0-25 600 ლარად.
რამდენ წლამდე ეყოფა 0-18 ნეტა? რა გამოცდილება გაქვთ?
ან 0-25?

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 19:10
სერაფიტი
კალათი მქონდა წლამდე.პირიქით მაგრდება 0 თვიდან მე ესე ვიცი user posted image

მერე უკვე ჩვეულებრივი სკამი აი ესეთი
user posted image

ის გრაკო როგორია?

Posted by: happy-go-lucky 13 Jul 2023, 19:44
სერაფიტი
თაკომ რაც დადო ზუსტად ეგ მაქვს, მაზეროს, წლიდან ჩავსვი. უნდა გადადიოდეს რო დაიძინებს თავი რო არ ჩამოუვარდეს. მე 0-18 გირჩევ.

Posted by: Tua 13 Jul 2023, 19:49
სერაფიტი
0-18 კგმდე ჩემსას ეყო 4 თვიდან- 2.8 წლამდე სადღაც , ბოლოს ისე ვსვავდი ნახევრად გარეთ იყო. 3წლიდან ბუსტერში მყავს, ბავშვის გაბარიტებს და სიმაღლეს გააჩნია ისე . მაგრამ
აუცილებელია რომ გადაწოლილი იყოს ძილის დროს რადგან პატარაა შენი.

Posted by: anibani18 13 Jul 2023, 19:56
adeline
happy-go-lucky
მადლობა გოგონებო :*
takoo1
მეც მომეწონა, თან ისე მსუბუქად დადის. არც თუ ისე იაფი იყო ჩემთვის პირადად, 900 ლარამდე მივეცი, მაგრამ ჩინურს გერმანული ვარჩიე.
22 კგ-მდეა. ვნახოთ ხვალ როგორ გამომადგება

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 19:58
სერაფიტი
user posted image
აი სურათს გიტვირთავ მარტივად რო მიხვდე.
წლამდე უკუღმა იდება ქარსითი ნახე.
წლიდან შეგიძლია ისეთი ჩვეულებრივი იყიდო და დაამაგრო რაც ავტვირთე მაზერქეარის.
0-15 კილო იყო მგონი ის კალათი რაც მქონდა და წლამდე ეტეოდა.

Posted by: anibani18 13 Jul 2023, 19:59
Tua
მადლობა თეო:*
სერაფიტი
მადლობა :*
0-18 კილომდე ჩემი აზრით პატარაა. გიგანტი ბავშვი არ მყავს, აცლაც 15 კილოა, მაგრამ დიდი ხანია დაუპატარავდა ის ქარსითი და ვერ ეტევა. გამოვარდნილივით იყო და სულ წრიალებდა, ვერ იჯდა კარგად

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 20:03
anibani18
0-18 პატარაა ალბათ 2 წლამდე იხმარს მერე ვეღარ.
უბრალოდ რა მაინტერესებს იციი 0-25 როგორია? რანაირად მაგრდება გზისკენ იყურება თუ პირიქით?
ეგეთში ხო არ სვავ წლამდე და ცოტა ავირიე

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2023, 20:34
მადლობა, გოგოებო.
ორივე მათგანი მაგრდება ორივე მხარეს - საპირისპიროდაც და გზისკენაც. ასევე გადაწოლილი პოზიცია აქვთ, რა თქმა უნდა, რადგან ნულიდანაა.
წლამდე იჯდება უკუღმა. კი.
ახლა რაც მიდევს, 0-12 კილოა და უკვე ვეღარ ეტევა წესიერად. თან არაკომფორტული ქარსითია, მაქსი-კოზის ძველი მოდელია.
ასაკები მაინტერესებდა, ჰო.
ერთი ესაა :

https://wishlist.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/graco-extend-iron-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98/

მეორე ეს:

https://wishlist.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/graco-car-seat-enhance-iron-black-grey-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98/

ისე მინდა,.რომ ამის მერე ან ბუსტერი იყოს საკმარისი ან რამე თხელი ჩასადები. ხოდა 0-18-ის მერე.კოდე ახალი ქარსითის ყიდვა მომიწევს თუ უკვე გადავა ბუსტერზე, ვერ ვხდები.
თან ეს 18 პირობითია მგონი. შეიძლება 16 კილო აღარ ჩაჯდეს წესიერად ხო?
მოკლედ, 0-18-ის მერე ბუსტერი წავა?
თუ ვერა, მაშინ ავიღებ 0-25.

მაგრდება ღვედით მშვენივრად, გადაწოლაც აქვს და ძაან სანდოა, აშკარად. მომეწონა.
კანგურუები და კიკაბუები ამ ფასად 360 გრადუსით რო ტრიალდება,ისეთები იყო. მარა რაღაცნაირად მომეჩვენა,.რომ დიზაინზე უფრო იყო აქცენტი, ვიდრე უსაფრთხოებაზე. თუმცა ნუ ცუდებიც არაა.
ეს გრაკო ვირი ჩანს.smile.gif) ნუ თან წამყვანი ბრენდია ქარსითებში.
* * *
ერთხელ ისე შემეშინდა - ჩაეძინა და ცუდად იჯდა თუ არ ვიცი, ცუდად მედო შეიძლება ეს ქარსითი. გაბიხედე უკან და თავი გადმოვარდნილი აქვს. ვეძახი, არ მცემს ხმას. გავაჩერე შუა გზაზე ავარიულებით და გადავქანდი გულგახეთქილი. ისე ღრმად ეძინა, კაი ხანს ვერ გამოვაფხიზლე. გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. მერე გაიღვიძა და გამიცინა <3
ის 2 წუთი ისე გაიწელა....

დაბადებიდან ჰქონდა ერთ მხარეს გადახრილი თავი, ნუ მე ვამჩნევდი, სხვები იმდენად ვერა. მუცლის პოზააო, და გაუვლისო. მართლაც 6 თბისა იყო , ჩვეულწბრივად გაასწორა კისერი, მუცელზე ვავარჯიშებდო ხოლმე, ოროვე მხარეს ვეთამაშებოდი და მოკლეე გაასწორა. ხოდა მაგ ინციდენტის მერე ისევ გადაეხარა. ვვარაუდკბ, რომ დაეჭმია მყესი ან კუნთი ცალ მხარეს. ოსევ გავაქანე ორთოპედთან. სიმშვიდისთვის ექო გადაგვაღებინა, კისერმრუდობის გამოსარიცხად. სიმეტრიულია კუნთებიო. გავიდა იმის მერე თვე-ნახევარი და ახლა გამოასწორა კვლავ. ხოდა სასწრაფოდ უნდა შევცვალო ქარსითი წესიერითsmile.gif)

Posted by: takoo1 13 Jul 2023, 20:44
სერაფიტი
ბუსტერი წესით 4 წლამდე არაა რეკომენდებული და 0-18 დან რავიცი აბა შეიძლება კი გეყოს, 18 კილომდეა ჩემი ქარსითიც.რავი კი ეტევა ჯერ 3 წლისაა.

Posted by: lesila90 13 Jul 2023, 20:46
Tua
ტყუპების ეტლი იყიდა მეგობარმა და ვერ გამოიყენა ერთინწვებოდა სულ მეორრ არაა და დადიოდა ასე ორიანი ეტლით )) ბოლოს გაყიდა და იყიდა ცალცალკე და გადასაერთებელი. თურქეთში რომ ვიყაბი ვერ ვნახე ანუ არ მომეწონა. მაღაზიები უნდა იცოდე რა ჩვენ ებებკში და ჟივილში ვიყავით

Posted by: narkozeli 13 Jul 2023, 20:56
anibani18

კი ნამდვილად, ორი ბავშვი + ოჯახი + კარიერა- რთულია ამ ყველაფრის ფონზე იდეალურად მოასწრო ყველაფერი, რთული კიარა შეუძლებელი.
მშვიდობაში ახალი ეტლი❤️❤️ ოსანის ქარსითი მე-4 წელია ემსახურება ჩემს ბიჭს გადასარევად, მეუღლის მანქანაში ბუსტერი მიდევს და ჩემსაში ეგ ქარსითი, მიუხედავად იმისა რომ
ბუსტერს CAM-ში საკმაოდ ძვირი მივეცი, ეს უფრო მარტივი მოსავლელი აღმოჩნდა.
მაგიტო ვცემ ჰაუკს დიდ პატივს, გერმანული ხარისხი ჩანს ყველა დეტალში.
ბევრ მოგზაურობაში და საქმეების შემსუბუქებაში :*
user posted image
user posted image

Your car seat- როა არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგათ ვთხოვე შერჩევაში დახმარება და მათვე ამარჩევინეს და ამ ბრენდსაც გაუწიეს რეკომენდაცია.
მოკლედ ხარისხიანია და კარგი არჩევანია :*
* * *
3წლიდან გადავსვი ბუსტერზე (გრძელ გზებზე ისევ ქარსითში მიზის)
16 კგ და 105სმ-დან შეიძლება ჩასმა.
user posted image

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2023, 21:14
narkozeli
ჰაუკის რაც ვნახე, 0 თვიდან არცაა და მხოლოდ გზის მიმართულებითაა. თან უფრო ძვირია, ვიდრე გრაკოს ეს მოდელები. წლამდე უკუღმა მინდა იჯდეს. Your car seat-მა, 2 წლამდე უნდა იჯდეს უკუღმაო.
ახლა აღარ პასუხობს ეგ ფეიჯი, რაღაც ჭირთsad.gif
თუმცა წესით გრაკოზე ცუდს არ მეტყოდნენ.

მოკლედ, ალბათ ვიყიდი 0-25 და მერე გადავსვამ ბუსტერზე. როგორც შენ წერ, კი იქნება საბუსტერო უკვე მაგ დროსsmile.gif)

Posted by: narkozeli 13 Jul 2023, 21:27
სერაფიტი

0-6 თვე როა იმაში უნდა იჯდეს წესით სახით უკან და ესენი (9 თვიდან რაცაა) საკმაოდ რთულია სახით უკანა პოზიციით რომ ნახო.
9 თვემდე მეჯდა მე სახით უკან, მეტი ვერ გავქაჩე, მერე ამ ქარსითზე გადავიყვანე უკვე.
გრაკოზე კარგი ბრენდი ქარსითებში არ არსებობს, ამიტომ ცუდს ვერაფერს გეტყოდნენ, გამორიცხულია.
ერთი რჩევა, რაც ჩემთვის არავის მოუცია სამწუხაროდ სანამ ვიყიდდი. ქაფ ჰოლდერიანი იყიდე, გრაკოს აქვს ეგეთი მოდელები. ძაან ძვირი თუ არაა ეგ ფუნქცია საჭირო რამეა რა. გზაზე სულ უნდათ წყალი და ხელში ხო ვერ ეჭირება, ხან გვერდზე იდებს, მერე ეღვრება და არის ერთი ამბავი)) ძაან მაკლია ეგ მე პირადად.

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2023, 21:41
narkozeli

ზუსტად გრაკოს ეს მოდელებია ეგეთი, რომ 0 თვიდან ზის და უკუღმა მაგრდება. 9 კილოდან რასაც უწერია, ასაკიც უნდა უწყობდეს ხელსო. 9 კილო კია ახლა ანიტა, მაგრ ვერ დავსვამ სახით წინ. ამიტომ მინდოდა ისეთი, რომელიც უკუღმა დაიდება ჯერ კიდევ და წლიდამ მოვატრიალებ. და პახოდუ კიდევ ეყოფა 3-4 წლამდე თავისუფლად.
როგორც ვხვდები, სწორედ ასეთი მოდელი მჭირდებოდა.

კი, აქვს ჭიქიანები, თუმცა უფრო ძვირიან მოდელებს და თან ისინი არაა 0 თვიდან.
ქაფჰოლდერის პრობლემა არ მექნება, შევროლეტ ვოლტი მყავს და მაგას უკან ორი სავარძელი აქვს, მოგეხსენება, თავისი 2 ქაფჰოლდერითsmile.gif)

Posted by: narkozeli 13 Jul 2023, 21:55
სერაფიტი

ვიშლისტში ნახე გრაკოები ხო? კიდე შიკ ბებეშიც ნახე აბა, იქნებ მანდ იყოს. წითელქუდაში შეიძლება კიდე, ჰაუკში მგონი არააქვთ ეგეთი მოდელი.
ისე 360გრადუსიანები არ მოგწონს? გინდა შემოატრიალებ გინდ სწორად დასვამ.
ჭიქის ჩასადებზე გადასარევი, ცოტა წამოზრდილ ბავშვზე ნახავ რამხელა კომფორტი იქნება❤️

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2023, 23:13
narkozeli

კი, ვიშლისთში მოვხვდი დღეს და ბარემ. ონლაინ მქონდა შეთვალიერებული და ადგილზეც ვნახე. ხვალ გამოვწერ ბარემ.
გრაკო მგონი არ აქვთ სხვაგან.

360 კი კაია, რა თქმა უნდა. მარა არ აქვს ამ ბრენდს (ნუ აქ რაცაა,იმ მოდელებს. ზოგადად, ცოტა მოდელი აქვთ) და დავიკიდე. ჯერ კი ზის კოხტად უკუღმა. სათამაშოს რო დავუდებ, ხმას არ იღებს მთელი გზა. ან სულაც ეძინება.
და მერე კი მოვატრიალებ გზისკან.
შიკ ბებეში რანაირი უაზრო ფასები ყოფილა, ახლა გადავხედეsmile.gif) გრაკო არ აქვთ.
არც წითელქუდას.

ერყ ჯგუფში წავიკითხე, რო ყველა ქარსითი არაა დატესტილი შეჯახებაზე. ანუ კი,.უსაფრთხოების სერტიფიკატები აქვთ, მარა იმენა ავარიის ტესტები სხვა არისო. წინიდან, გვერდიდან, უკნიდან დარტყმის შემთხვევების ტესტი. გრაკოს გავლილი აქვს.
თუ უსაფრთხოებაა, უსაფრთხოება იყოს. ღმერთმა დაგვიფაროს, ერთხელ ხდება შემთხვევა. იმედია, არასდრლს დაგვჭორდება ტესტის რეალურ ცხოვრებაში გავლა.

უი, ხო,.ის პატარა სკამ-მაგიდა ვიყიდე სოფლისთვის. კიარადა სატარებლად ზოგადად. ვენდუს აქვს ახლა შეთავაზება, 90 ლარი ღირს, ლორელის. ცოტა მძიმე სკამზე მოუწევს დამაგრება, მსუბუქ სკამზე ვაითუ გადაყირავდეს. ისე საკაიფოა.

Posted by: takoo1 14 Jul 2023, 00:28
სერაფიტი
რაის 2 წლამდეო მე ვიცი რო წლამდე ზის უკუღმა მერე სვავ გზისკენ.
9 კილომდეა გაბრიელიც მარა ისევ უკუღმა მიზის.მგონი წონას დიდად მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს როცა ასაკია განსაზEვრული.
ზოგი 5 თვისაა 9 კილო და რანაირად ჩასვამ
სახით წინ.

* * *
სერაფიტი
კიი მე ეს ვიდეო რო ვნახე მაგიტო ვიყიდე ის ქარსითი. მე თუ მკითხავ ვიდი და ა.შ უნდა დაიკიდო მაგის დნაიშნულება არი უსაფრთხოება.ისე ვიშლისტს რო ის იაფიანი ქარსითები აქ ხელში რო აწევ და ფურცელივითაა მგონია რო არაფერს არ შვება,ჩემმა დამ იყიდა ადრე და ხელში რო ავწიე მგონი ერთი კილო იყო რა უბედურებაა
https://youtu.be/LOfppW3k0Bo

Posted by: სერაფიტი 14 Jul 2023, 02:07
takoo1
QUOTE
რაის 2 წლამდეო


კიი, მას3ე ყოფილა. მერე რამდენიმე უცხოურ საიტზეც შემხვდა იგივე ინფო.
2 წლამდე კისრის კუნთები ჯერ კიდევ არაა ისე მომაგრებული, რომ მკვეთრი მუხრუჭის დროს სრულფასოვნად მოხდეს დაცვაო.
სადამდეც გამიჩერდება,ჩავსვამ უკუღმა,რავი.

Posted by: Anabeli111 14 Jul 2023, 02:28
გოგოებო, მანქანა არ გვყავს ჯერ. დიდ გზებზწ ტაქსით ვმოძრაობთ,მეც მიწევს ქარსითის გამოცვლა და ამ შემთხვევაში რომელი სჯობს?

და კიდევ ერთი კითხვა. მყარი კვების შემდეგ, ნებისმიერ საჭმელს აყოლებს ძუძუს. ისტერიკას იმართებს, თუ არ ვაჭამე. მოსთქვამს.. უკვე ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იქნება გადაჩვევა ;( ქალაქგარეთ ვართ, ცალკე დავაწვინე, მაგრამ ძუძუსთვის მაინც ბევრჯერ იღვიძებს (ნუ ითხოვს, არ ფხიზლდება). გუშინ 4ჯერ გაიღვიძა. ასე დავთვალე sad.gif აქამდე არ ვფიქრობდი ამაზე და ახლა ვხვდები, რომ ძალიან ძუძუდამოკიდებულია biggrin.gif

Posted by: Tua 14 Jul 2023, 08:27
სერაფიტი
ბავშვს გააჩნაი რა ზომა წონას, 0-18იდან პირდაპირ ბუსტერზე გადავედი მე 2 წლის იყო
20-21 კგ და 115 სმზე მეტი , იორ ქარსითი რომაა იმას მივწერე და დაშვებულიაო . 0.18ში 18 კგს ვერ ჩასვავ, ისევე ეოფორც 0.13ში 13კგიან ბავშვს .

takoo1
ბავშვის ზომა წონას გააჩნია 4 წლამდე არაა ბუსტერის ამბავი წონებზე და სიმაღლეებზეა გათვლილი , თუ იმას ვერ აკმაუოფილებს ვერ ჩასვავ ბუსტერში. 2 წლამდე უკუღმა უნდა გეჯდეს ბავშვი ისევ , 1 წლამდე ძალიან ცოტაა როგორც წესი

Posted by: სერაფიტი 14 Jul 2023, 10:16
Anabeli111

აუ, რა ტიპიაsmile.gif))
რანაირი განსხვავებულები არიან. ჩემმა დაანება საბოლოოდ. ღამეც აღარ იდებს 1 კვირააsmile.gif) ორჯერ ჭამს არადა ღამე, მარა 1 ჩემს რძეს ვაძლევ, ძილის წინ გამოწველილს და მეორეს ფორმულას.
როგორც ვიცი, ღამე უნდა შეუბრუნო ძილი ძუძუს გარეშე. ახლა მაგას ჭამის გამო არ ეღვიძება ღამე. ერთიორი დღე გაგიჭირდება და მერე ამოაგდებინებ ნელ-ნელა. თუმცა როგორც ვკითხულობ, დღის კვებების ამოგდებით იწყებენ და მერე ღამის. არ ვიცი, რამდენად სწორია.
ადრე ვკითხულობდი მაგ ინფოებს და რადგან არ დამჭირდა, დავივიწყეsmile.gif)

ქარსითები არ აქვთ ბოლტებს, ხო? სხვა კომპანიებს არ ექნებათ ალბათ. თუ ექნება, ისევ მას.
არ ვიცი, ასე ძნელია, დიდია უკვე დიდი ბავშვის ქარსითი, კალათი აღარაა და როგორ უნდა ათრიო ტაქსით, ძნელი იქნება. sad.gif


* * *
Tua

ჰო, პრინციპი გასაგებია.
ნუ 0-25 ავიღებ და მაგის მერე ბუსტერზე გადავა და ეგ იქნება.

Posted by: Anabeli111 14 Jul 2023, 11:52
სერაფიტი
უბრალოდ ქარსითის გარეშე როცა ვმგაზვრობთ, ათასი საშინელება მიდგენა თვალწინ sad.gif ეჰ.. აქამდე 10 მანქანას ვიყიდდით, მაგრამ თაია-ბაიას ყოლა ბევრად ბევრად მნიშვნელობანია ♡♡♡

ხო, ახლა ვერ გადავაჩვევ დილის კვებას.. რომ მხედავს ძუძუ ვგონივარ )))

ძიძა ვიშოვე, გოგონებო ♡ იმედია, გაამართლებს მოლოდინებს ^_^

Posted by: narkozeli 14 Jul 2023, 12:29
Anabeli111

ძუძუს გოჭი❤️❤️
გილოცავ ან ძიძის მოძებნას❤️ როდიდან იწყებს?

სერაფიტი

კიი, სწორად გინახავს, ქარ ქრაშ ტესტის ცნობაც უნდა მოყვეს აუცილებლად.
კარგი არჩევანია გრაკო.

ეს სკამიც პრაქტიკული რამე ჩანს, მშვიდობაში შენ გოგოს❤️

Posted by: takoo1 14 Jul 2023, 12:38
Anabeli111
რა საყვარელი გყავს❤️
ეს ფოტო გამახსენდა შენ გოგოზე biggrin.gif
user posted image


Posted by: სერაფიტი 14 Jul 2023, 12:40
narkozeli

მადლობა.

აუ, რა ძაან ღადაობები არიან ვიშლისთში - მივწერე, რომ გუშინ ეს მოდელი ვნახე და გამოწერა მინდა-მეთქი. და ონლაინ კონსულტანტი მიმტკიცებს, 0-25 გრაკოებო აღარ გვაქვსო. 2 კვირაში შეივსება მარაგიო.
მეთქო, გუშინ ვნახე ჩემი ორი თვალით. დაჟე მარაგი გადავამოწმებინეთქო.
და იყო ერთზე მეტი (ვთქვათ, რომ გაყიდულიყო ის ერთი).
ვერ გავიგე, რად ბოდიალობენsmile.gif))

Anabeli111

ჰო, ძნელია ქარსითის გარეშე. მაგრამ სამწუხაროდ არაა მორგებული ბავშვზე ეს ქვეყანაsad.gif ტაქსის უნდა ედოს საბარგულში და საჭიროების შემთხვევაში დაამაგრებდა კლიენტი.

Posted by: Anabeli111 14 Jul 2023, 13:35
narkozeli
სექტემბრიდან, ჩემს დედამთილს ვთხოვ ცოტა ხანს ისიც ჩამოვიდეს, რომ მასთან ერთად იყოს სახლში. ♡ სანამ ერთმანეთს მიეჩვევიან. მეც 2 კვირა ვიქნები სახლში ^_^ ვნახოთ, რა გამოვა ♡

takoo1
ვაიმე biggrin.gif ისე კარგად ვიყავით, არადა.. დილას გამოწველილს ჭამდა და საღამოს ძუძუს. ჩემი ბრალიცაა, აღარ ვიწველი, მაგრამ რომ მხედავს და სისხლოვწს ვარ,.არც უნდა ბოთლი..

რო დავიჩივლებ ხოლმე, დედაჩემმა, რა გიკვირს შენი შვილიაო :დ

თან ამ კბილებმაც ვეღარ ამოჭრა, რა.. ჩამდგარია ღრძილში და აწუხებს პერიოდულად sad.gif

Posted by: სერაფიტი 14 Jul 2023, 13:57
Anabeli111

როგორ იშოვე ძიძა და თუ საიდუმლო არაა, გრაფიკი და ანაზღაურება როგორი შესთავაზე?

Posted by: takoo1 14 Jul 2023, 14:16
Anabeli111
user posted image
biggrin.gif biggrin.gif
ისე მენატრება ეგ პროცესი არ ვიტყოდი უარს ❤️ ღამე არ მინდა ოღონდ გაღვიძება biggrin.gif

Posted by: Anabeli111 14 Jul 2023, 14:59
სერაფიტი
ჩემმა თანამშრომელმა გაუწია რეკომენდაცია. თავად ბაღში მიჰყავს ბავშვი. 10-დან 5-მდე იქნება, 700 ლარი+სამგზავრო.

შაბათ-კვირას და სხვა ყველა ოფიციალური დასვენების დღეს დაისვენებს. ზამთარშიც, როცა შვებულება მექნება, სრულად მივცემ ხელფასს. დაევალება მხოლოდ თაიას ჭამა, გართობა,თამაში, წიგნების წაკითხვა. მხოლოდ თაიას ამბები მოკლედ, სარეცხის გარეშე.

takoo1
ძალიან მომწონს თვითონ პროცესი და ამის კრუტუნი. ახლა არც ვწუხდები. მომავალზე ვფიქრობ :დ სამსახურში უძილო ვერ წავალ ;დ

Posted by: anibani18 14 Jul 2023, 16:29
narkozeli
მადლობა, გვანც <3
რა კარგი ქარსითი და ბუსტერი გაქვთ<3 ვაჩეც ეტყობა კომფორტულად გრძნობს თავს ორივეში.

Anabeli111
takoo1
რა ბედნიერებაა ლაქტაცია <3 როგორ მწყდება გული, რომ არცერთხელ არ გამომივოდა ჯეროვნად.
გილოცავ ძიძის პოვნას, ანი! იმედია თაიას მოეწონება და კარფად შეეწყობიან ერთმანეთს <3

Posted by: takoo1 14 Jul 2023, 17:29
anibani18
ანიი შენ ამბობდი ლუპილუ კაი ხარისხიაო? თუ მეშლება ბრენდი?

Posted by: anibani18 14 Jul 2023, 19:17
takoo1
მე მომეწონა, თაკო. ლუპილუს ბოდეები მქონდა ძალიან კარგი და ლუპილუს განსავითარებელი ხალიჩა არაჩვეულებრივი. გინდა იყიდო?

Posted by: takoo1 14 Jul 2023, 19:59
anibani18
აუთლეტში ნახა ჩემმა ქმარმა ლუპილუს ბასანოჩკები და ვიდზე მომეწონა,ხოდა ვფიქრობ ვიყიდო თუ არა??
მოიცა გაჩვენებ ფოტოს აბა
user posted image
user posted image
თან იაფია ძალიან 45 ლარი რა არის

Posted by: anibani18 14 Jul 2023, 20:35
takoo1
კარგი ჩანს მგონი. თუმცა ძირს აქვს მნიშვნელობა.
მეორეს მე არ ჩავაცმევდი ჩემს გოგონებს, თაკო. ისედაც სულ არტყავენ რაღაცეებს ფეხებს და ფრჩხილებიც დამტვრეული აქვთ. დახურულს ვამჯობინებდი.
აიდგა უკვე ფეხი გაბრიელმა?

Posted by: takoo1 14 Jul 2023, 20:55
anibani18
არა გაბრიელისთვის არა ლუკიანესთვის მინდა ზაფხულისთვის.
გაბრიელი ხოხავს და დგება,ხელს მოკიდებს და მიყვება ლოგინს,ტახტს)) იმედია მალე აიდგამს.

Posted by: emiblack 14 Jul 2023, 21:15
takoo1
ამ თემაში დაგიწერ თაკო რკი ის პრეპარატზე . მე პუტველივე კვირებში დამჭირდა და პურველი 2 თუ 3 მიღება სრული კოშმარი იყო(( 20 წთში მეწყებოდა გულისრევა , ფაღარათი, კანკალი ისეთი რო კბილებს ვურტყამდი ერთმანეთს. სორბიფერ დურულესს ვსვამდი მე . მერე გამიარა და აღარანაირი რეაქცია აღარ მქონდა
* * *
რაღაცნაირი დღეა დღეს ფორუმზე, მაგრამ გამოცდილების გასაზიარებლად შემოვედი და დაგიწერთ ვინც ლაქტაციის შეწყვეტაზე ფიქრს უკვე იწყებთ ან ვინც აგრძელებთ .
დასრულდა ჩვენი 27 თვიანი ლაქტაციის პერიოდი , ისეთივე უპრობლემოდ როგორც დავიწყეთ და როგორც მიდიოდა . ნელ-ნელა ამოვაგდე კვებები, სულ დაგვჭირდა 14-21 დღე სადღაც . ახლა კონკრეტულ პუნქტებად ჩამოგიწერთ იმას რაც მე არ ვიცოდი და კარგი ოქნებოდა ვინმესგან მომესმინა
1) სრულიად შესაძლებელი ყოფილა ღამის კვებების სრულად ამოგდება . წლიდან ასე ვიზამდი ახლა რომ ვიწყებდე . თავიდან ამოვგადე ღამის წინა კვება და ბოლოს ვაჭმევდი 7 საათზე საღამის და მერეგამთენიისას. მალევე შეეგუა ზედნეტი ისტერიკის გარეშე. ჩახუტებით ვუნაცვლებდი და ფერებით . მეცვა დახურული ზედა. მერე ამოვაგდე გამთენიის კვებაც და გადავიტანე დღის 10 საათზე პირველი კვება . შემდეგ უკვე დავტოვე მხოლოდ საღამოს 7ზე . ანუ იმის თქმა მინდა, რომ წლიდან შემეძლი ღამის კვებები ამომეგდო და დამეტოვებია დღის რამოდენიმე კვება მხოლოდ
2) წყლის მიღების შემცირება დამეხმარა პირველ კვირებშიც ჰიპერლაქტაცია რომ არ გამომეწვია და ახლაც რომ არ ჩამმაგრებოდა . ვზღუდავდი სითხეს. რამოდენიმეჯერ გამოვიწურე ხელით უცოტავესი. ნელ-ნელა თვიყონ შემცირდა. ცალში მეტი მქონდა და პიტნის ნაყენი წავისვი 2ჯერ, მაინტერესებდა უბრალიდ და მართლა ეფექტურია. მე დოსტონექსის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალიდ არ დამჭირდა რეალურად, თორე წამალი გამოკვლეულია და ნამდვილად არ არის ისეთი კოშმარი როგორ მითებსაც ავრცელებენ.
3) ფსიქოლოგიურად მიჭირდა ბოლო ძუძუთი კვებოს გაფიქრებაზე, ანუ რომ გავიფიქრებდი აი ამის მერე ვსიო აღარ ვაჭმევ. გული მიჩქარდებოდა და ამიტო კარგა ხანს ვერ ვწყვეტდი დასრულებას, ბოლოა მივხვდი რო არ უნდა დამეთქვა ასე. ბოლოს რომ ვაჭამე არ ვიხოდი რომ ბოლო იყო, უბრალოდ მეორე დღეს ცოტა დრო გადავწიე, მერე დილამდე რო გაძლო სამსახურში წავედი მერე მოითხოვა და ჩემს თავს ვუთხარი ცოტა მერე ვაჭმევთქო და ასე გადაწევა გადაწევით ბავშვიც მოვატყუე და ჩემი თავიც)) ძაან გამიმარტივა ამან .
4) რაც ყოფილა უმნიშვნელოვანესი( ჩემთვის ყოველ შემთხვევაში). ფერებით ჩავანაცვლე ძუძუს წოვების აქტი. მეც ამით გადავიტანე და მანაც
5) გარკვეული პერიოდი დახურული ზედით დავდიოდი და არ ვახსენებდი ამ პროცესს, ახლა უკვე პურიქით ვახსენებ და ზღაპრებშიც ჩართული მაქვს როგორ აჭმევენ დედები შვილებს სანამ პატარები არიან . მერე რომ იზრდებია. და დამოუკიდებლად იწყებენ კვებას , მერე უკვე დიდები ხდებიან და თვითონ აჭმევენ თავიანთ შვილებს. ახლა მეფერევა და მეუბნება თვითონ როგორ ჭამდა ძუძუს და როგორ გაიზარდა და ახლა საჭმელებს ჭამს . ვფიქრობ ამით ჯანსაღად ჩარჩება ზოგადად ლაქტაციის თემა .
ჩვენ მთელი ლაქტაციის პერიოდი გვქონდა ურეჟიმო კვება, ჭამდა მაშინ როცა უნდოდა, იძინებდა ძუძუზე. შიშს , ბრაზს და ყველაფერს ერეოდა ძუძუთი. ( სრულიად შეგნებულად ჩემი მხრიდან) მეგონა ხასიათი გაუფუჭდებოდა, მაგრამ არა . ჩაანაცვლ ჩახუტებით და ტკბილი სიტყვების თქმით <3
6) ლაქტაციის დროს მქონდა სასწაულად მომატებული მადა, წონაში არ ვიმატებდი. მეგონა შეწყვეტის ნერე მადა გაქრებოდა. მადა დამრჩა ))) წონაში მატება დავიწყე ))) 2 კილო მოვიმატე უმოკლეს დროში. ახლა ვიწყებ ზრუნვას კლებაზე

Posted by: სერაფიტი 14 Jul 2023, 23:11
Anabeli111
მშვენიერია.
იმედია გაუგებენ ერთმანეთს და კმაყოფილი იქნებით. უმნიშვნელოვანესი თემაა ძიძა, რა.

emiblack
რა ბედნიერებაა ასეთი კარგი ლაქტაცია, ასეთი კარგი მოგონებები, ასეთი უპრობლემო დასასრული.

<3

ეჰ, რამდენს ვკითხულობდი, როგორ დამენებებინა თავი ძუძუზე და სულ არაფერში დამჭირდაsmile.gif)) ღამე მაინც ჭამდა და 1 კვირაა აღარც ღამე ჭამს ძუძუს, მივეცი ღამეც ბოთლით. ასე რომ, სულ თავისით ქნა ბავშვმა და რა მოვუყვე ამას ზღაპრებში?:დდდ

"ძილისპირული ამბები მეამბიხე გოგონებისთვის" - ასეთი წიგნი ვუყიდე და მაგას წავუკითხავ ხოლმე. იქ ქალთა ემანსიპაციაზეა, როგორ აპროტესტებდნენ სხვადასხვა რამეს, როგორ ქმნიდნენ თავის ისტორიას დიდი ქალები. და ვეტყვი, აი, შვილო, შენ სამი თვისამ დაიწყე ძუძუს ამბოხი და მამაძღლობებიი:დდდ აპროტესტებდი ძუძუთო კვებას და მე არ ვნებდებოდი:დდ



Posted by: emiblack 15 Jul 2023, 00:04
სერაფიტი
მშვენიერი ძილისპირული ამბავია <3
მე ზოგადად მივყვები ბავშვს . რა თქმა უნდა ზოგად პრინციპებს უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ვცდილობ არ გადავუხვიო, მაგრამ რეჟიმი როგორც ასეთი არა აქვს . საჭმელზე ვეკითხები რა უნდა და იმას ვუმზადებ, ძილზე ვეკითხრბი როდის ეძინება , დახმარება თუ ჭირდება და იმის მიხედვით ვიქცევი. ჭამაზეც ვთავაზობ დახმარებას, თუ თავისით ურჩევნია თავისით ჭამს . ტანსაცმელს თვითონ ირჩევს . არის ამ ურეჟიმობაში რაღაც წვრილმანი უსიამოვნებები. მაგალითად არ ვიცი შუადღის ძილი როდის ექნება და როდის გაიღვიძებს, ამიტომ მეგობრებთან რთულად ვგეგმავ გასვლას და დაუგეგმავად მივდივარ. მე ზოგადად ძალინ გეგმიანი ვარ შინაგანად მიყვარს ყველაფრის წინასწარ გათვლა, მაგრამ ჩემი შვილი რადიკალურად განსხვავებულია და ვცდილობ არ მოვახვიო, რომ არ იტანჯებოდის ჩემი განაწესით . არ ვიცი რა და როგორ იქნება , მაგრამ ჩემი აზრით ბავშვი რომ არჩევანს სწავლობს ეგაა მთავარი .
აირჩია ბოთლი? დაე იყოს ბოთლი))). შენ მაქსიმალურად შეუწყვე ხელი და დანარჩენი ბავშვზეა <3
მეამბოხე გოგონების ზღაპრები ჩვენც გვაქვს . სინართლე გითხრა, თუ ჩემს სურვილზეა , მინდა. იმ ხარისხის თავისუფლება ქპნდეს რომ ამბოხიც არ ჭირდებოდეს . უპირობო ჰარმონია მინდა ქონდეს საკუთარ თავთან და მესთან <3 ვნახოთ )))

Posted by: სერაფიტი 15 Jul 2023, 00:23
emiblack

მეც ძალიან მინდა, იყოს ის, რაც თავად უნდა, რიმ იყოს. მაგრამ არ ვიცი, თუ მოვახერხებ. როგორც მასწავლებელმა, კი ვიცი თეორიები, გიყვარდეს. მოსწავლეებთან მადგება. შვილთან - არ ვიცი.
ეს ჯერ 8 თვისაა. რეჟიმი აქვს თავისი, კიბატონო. ნეტა მერე რა იქნება?
რაღაც შეზღუდვები ექნება, მაგალითად ეკრანის. ვეცდები სანაცვლო აქტივობები ჰქონდეს და არა უბრალიდ აკრძალვა.
ტანსაცმელიც ოკ, აირჩიოს.
მეორე მხროვ, რამდენი არჩევანიც არ უნდა მივცე, ზუსტად ვიცი, რომ პროტესტის და ამბოხის ეტაპი ამა თუ იმ ფორმით მაინც ექნება. რაც ნორმა მგონია. ნუ იმედია, მალე და ადვილად გადალახავს

Posted by: lesila90 15 Jul 2023, 07:55
გოგოებო ლქტაციის ბალიშს რონელს უფრო გამოვიყენებ?
https://ty.gl/v8ij8rb3be
https://ty.gl/a8f9lnvae5

Posted by: emiblack 15 Jul 2023, 08:52
სერაფიტი
ეკრანთან 2 წლამდე საერთოდ არ ყოფილა . ახლა შიგადაშიგ საინტერესო რაღაცეებს უყურებს 10-15 წთ. თუმცა გადართვით სხვა აქტივობაზე ვუზღუდავ რა თქმა უნდა . ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივა . ძალიან საინტერესო ეტაპებია წინ <3
lesila90
მე არ მქონია ლაქტაციის ბალიში და ვერ გეტყვი, მაგრამ ალბათ ბავშვებს რომ მოიყვან მერე უკეთ მიხვდები

Posted by: სერაფიტი 15 Jul 2023, 09:16
lesila90

მეორე ძაან ჩახლართულია. ბავშვი რო ტირის, მაგის კეთების ნერვი სადააsmile.gif)
პირველი მქონდა მე და ვიყენებდი. ყველა ჭამაზე არა, მარა როცა ვიყენებდი, ნამდვილად კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

emiblack

მადლობა <3
კი, მასე ვაპირებ, 2 წლიდან ცოტაცოტას შევაპარებ ეკრანს, სათბურში ვერ გავზრდი, პირიქით - უნდა იცოდეს გონივრული მოხმარება ტექნიკისა.

Posted by: Anabeli111 15 Jul 2023, 12:15
emiblack
გამოვიყენებ ამ გამოცდილებას ♡

Posted by: lesila90 15 Jul 2023, 15:13
სერაფიტი
ხო მართალი ხარ❤️❤️
* * *
გოგოებო ჩემს მეგობარს სტკივა თითები. ანუ დილით რომ იღვიძებს ხელის თითებს ვერ ხრის საერთოდ და სტკივა. ასევე კოჭთან ოღონდ ქუსლის უკანა ძვალი. ვისთან შეიძლება რომ მივიდეს ან რისი ბრალია? მეძუძური დედაა. დედიმერი კოაგულოგრამა ნორმაში აქვს

Posted by: სერაფიტი 15 Jul 2023, 18:54
lesila90

მეც მტკივა, მარა სახსრებს ვაბრალებ. მძიმეა ბავშვი უკვე და ამის ხელში ჭერას. თუ მეძუძურია თან, აიყვანე, დასვი...
ექიმი არ ვიცი. სავარაუდოდ, ჯერ ოჯახის ექიმთან უნდა მივიდეს და გადაამისამართებს ზუსტად.

ისე მტკივა ხოლმე, აი მანქანაზე ციმციმას რო ვრთავ, მაშინაც კი,იმ მსუბუქ მოძრაობაზე, საკმაოდ მტკივაsad.gif

Posted by: anibani18 15 Jul 2023, 19:40
takoo1
აიდგამს მალე <3
იყიდეთ? მოგეწონათ?
ჩემს პატარას ბიომექანიქსი აცვია. ნატალის ეცვა ერთხელ და მას შემდეგ არც სცმია, ამიტომ ჩავაცვი.


Posted by: takoo1 15 Jul 2023, 21:55
anibani18
გოგო როგორ დახოხავს იცი? აი როგორ გითხრა გვერდულად.
მოიცა ფოტო ვნახო და განახებ
user posted image
აი ესე,ჩვეულებრივადაც მარა უფრო ესე დახოხავს ხოლმე.რამე პრობლემა ხო არაა ნეტა.
მთლად ეგრეც არა,ტრაკზე არ ზის ფეხებით მიხოხავს მარა რაღაც ეგეთ პონტში ხოხავს

არა ანი ვერ მოვახერხე გასვლა საგიჟეთი მაქ ეს ორი დღეა.

Posted by: takotatuli1989 16 Jul 2023, 02:16
takoo1
ჩემი ტყუპებიდან ბიჭი დახოხავდა მასე და გოგოს რო მისდევდა ვღადაობდით ჩორთით მოყვებაო biggrin.gif, e
გოგო მიქროდა და ეს ასე მისდევდა biggrin.gif 11 თვის იყო რომ დამოუკიდებლად გაიარა. გოგო ძაან სწრაფად დახოხავდა პირველ პოზიციაში რომ ხატია მასე და 9 თვის და 3 კვირისამ დამოუკიდებლად გაიარა და მასე მერე არ გაჩერებულა biggrin.gif
უფროსს არ უხოხია, მხოლოდ დაგორავდა და წლის და ორი კვირისამ დამოუკიდებლად გაიარა. ასე რომ ჩემი ბავშვების მაგალითზე პრობლემას ვერ ვხედავ.
* * *
lesila90
რა ქენი ეტლზე? ტყუპებისას გირჩევდი, ერთი ადამიანი შეძლებს ორივეს გასეირნებას. რაც შეეხება ქარ სითს მე კი მქონდა ორი მარა 8 თვის მერე ძირითადად ერთს ვხმარობდი, ხან ერთი მეჯდა და ხან მეორე. თან ასე არ შემეძლო ჩამესვა და მე წინ დავმჯდარიყავი, პლიუს უფროსიც ხო მყავს და იმასაც დედასთან უნდოდა ჯდომა და უკან ოთხი ვერ ვეტეოდით ვწრანაირად, ამიტომ ერთი ხელში მეჭირა და დაბმული ვიყავი.

ჩემი ტყუპების ეტლი ერთიანადაც კეთდება ეხსნება მეორე და ერთიანი ხდება. ნახე აბა მასეთები, უბრალოდ ჩემსას ქარ სითები არ მოყვებოდა, კალათებია რომელიც სასეირნო ვარიანტად კეთდება. მე იმისთვისაც ვერ მოვიცალე რო გავრეცხო და გასაყიდად დავდო ფოტოები. ისიც გაითვალისწინე, რომ ფეხს რო კარგად აიდგამენ ეტლში ჯდომა აღარ მოუნდებათ, ეხლა ბიჭს ველოსიპედით დავასეირნებთ (უზარმაცრსია) და გოგოს უბრალოდ მივსდევთ რომ დავეწიოთ biggrin.gif 1.3 წლამდე გვასიამოვმა ეტლმა ძიძა ორივეს ასეირნებდა მარტივად.

Posted by: takoo1 16 Jul 2023, 03:03
takotatuli1989
აუ წარმოვიდგინე ეხლა რა საყვარლები იქნებოდნენ smile.gif
ჩემიც დასდევს ლუკიანეს თავის ჭკუით სანამ იქ გავა იმას უკვე 3 წრე აქ მორტყმული.
არც ლუკიანეს უხოხია და წლისამ გაიარა.
ვფიქრობ ეს ცოტათი დაასწრებს.
10 თვის არაა ჯერ და ვნახოთ აბა.
ისე რომელი თვიდან დაიწყეს შენებმა ხოხვა? ანუ მაინტერესებს დაახლოებით რამდენ ხანში იდგენ ფეხს,თუ მაგაზე არაა დამოკიდებული ნეტა.

Posted by: lesila90 16 Jul 2023, 04:00
takotatuli1989
კი აი ეგეთს ბყიდულობ რომ ცალცალკეც ვიხმარო და პლიუს ერთიანად გადავაკეთო მარტო ორმ შევძლო გასეირნება. შემაერთებელი ვიყიდე მაგის გამო. გოგოები ზოგადად უფრო სწრაფად ვითრდებიან და აქტიურები არიან. ჩემსას უკვე ეტყობა დაცეცილი აქვს თვალები რა გააფუჭოს არ იცის))) ბიჭი კია გატრუსული ჭამს და ძინავს ))) გამოგვხედავს თვალებს დაატრიალებს და ისევ იძინებს )))
თვის ბოლომდე გამოვიყვანთ კლინიკიდან და მერე დამეწყება არ დავიწყება. ისე ვდარდობ აი ძაან არაფრის აზრზე არ ვარ ))) ვისწავლი მათთან ერთად

Posted by: adeline 16 Jul 2023, 14:09
გოგოებო, take me home/hospital outfit სეტები სად იყიდეთ? ძალიან მაინტერესებს გადავხედო მაგეებს, როგორებია ერთი smile.gif

Posted by: სერაფიტი 16 Jul 2023, 19:40
adeline

მე არ მიყვარს ეგ სეტები, რაღაცნაირად.
ნოემბერში დაიბადა, მატალანის მთლიანი ლამაზი ბიდე ეცვა, ლამაზო ნაქარგებით და ზემოდან ჩემი მოქსოვილი კაპიუშონიანი მთლიანი რომპერი, ასევე ჩემი ნაქსოვი ქუდი და წინდებინეცვა <3

ჩემი აზრით, შეგიძლია უბრალოდ ლამაზი სამოსი აუწყო შენით.

ეს გამოსაყვანები რაც ვნახე, არაფერი მომწონდა, რავი.
user posted image

Posted by: anibani18 16 Jul 2023, 20:50
takoo1
ჩემი ნატალიც ზუსტად ასე ხოხავდა smile.gif) ძალიან სასაცილო იყი, მაგრამ თან ვნერვიულობდი, მეთქი ფეხები სხვადასხვანაირად არ განუვითარდესთქო smile.gif
იყიდე ფეხსაცმელი? სეზონზე რამდენ წყვილს ყიდულობ ხოლმე?
ჩემმა უმცროსმა 6 თვის ასაკში დაიწყო ხოხვა/ფორთხვა, გადაადგილდებოდა მუცელზე. 10 თვის იყო რომ გაიარა, ახლა დარბის. უფროსმა 10 თვის ასაკში დაიწყო ხოხვა და წლის და ორის იყო რომ აიდგა ფეხი.

* * *
სერაფიტი
როგორ ჩაღუნღულებულა <3
ხელსაქმე როგორ მიყვარს, მაგრამ ახლა ვერ ვიჯერებ, რომ ოდესმე ამის დრო მქონდა smile.gif

Posted by: სერაფიტი 16 Jul 2023, 22:29
anibani18

ზუსტად 2ჯერ ეცვა ეს რომპერიsad.gif ისე დენანა. მაგრამ შევუნახავ smile.gif)
რაღაცნაირად მალევე აცივდა და ამით ვერ გამყავდა. მეორედ ექიმთან რო მყავდა, 2 კვირისა, იქ ჩავაცვი და მერე დაუპატარავდა კიდეც.

მეც მიყვარს. სათამაშოების ქსოვა ორსულობაში დავამუღამე. ტამსაცმელს და ქუდებს, კაშნეებს, ბავშვობიდან ვქსოვდი.

ორსულობაში გავიხსენე ეს ჰობი. და რაც გავაჩინე, ისევ მივივიწყე..სადღაა დროsmile.gif) ნერვიც:დდ

Posted by: takoo1 16 Jul 2023, 22:34
anibani18
კი ანი დღეს ვიყიდე,მომეწონა კარგი ხარისხი ჩანს,რაც მთავარია ჩაიცვა ლუკიანემ იქვე და აღარც გაიხადა.არ უყვარს ბასანოჩკები და ეს მგონი მოეწონა,ალბათ კომფორტულად აქვს ფეხზე.
ორ წყვილს ვყიდულობ მეტს არა.მალე უპატარავდება და თან სულ სახლშია უმეტესად და ტყუილად რატო ვიყიდო და დავდო.
ეხლა ორი თვის წინ ბოტასი ვუყიდე ოვსში ჯოგერის სტილია საზაფხულო,კეტები ვუყიდე ეზოსთვის და ეხლა ვუყიდე ეს ბასანოჩკები.

Posted by: happy-go-lucky 17 Jul 2023, 05:35
adeline
მე ეგეთი სეტი არ მქონია. ლამაზი რომპერი ჩავაცვი და ნუ ქარსითის კალათOთ გამოვიყვანე. იმ კონვერტების დანიშნულებას ცოტა ვერ ვხვდები, ხო ქარსითშო სვამ მაინც.

Posted by: სერაფიტი 17 Jul 2023, 13:06
happy-go-lucky

ჰო, მეც ქარსითით გამოვიყვანე, ის ბანტიანი რაღაცები ისედაც არ შემიძლიაsmile.gif)
ნუ გემოვნების ამბავია, რა. მე არ მომწონს, ვიღაცას მოსწონს.
მარა ქარსითი არაა გემოვნების ამბავი, ბოლოს იქ უნდაა ჩასვა მაინც.



აუ, ბოდიში, რომ ჩავლილ თემას ვაციცხლებ. საკამათოდ არ დავწერ, ჯასთ ახალ გამოცდილება ვაზიარებ - ღამე ხელოვნურის ჭმევა ძუძუზე ადვილი რანაირადაა, მასწავლეთsmile.gif))
1 კვირაა ღამე ვუმატებ ფორმულას. ასე 1-2 საათის შუალედში და მერე 4-5 საათისკენ კიდე ჭამს. ნუ სადღაც 4-4.5 სთ სძინავს გადაბმულად და შივდება გამთენიისას მაინც. 120 გრამს ვუკეთებ ორივეჯერ, ხან ამთავრებს, ხან ტოვებს 40-50.
მაააგრამ, აი როგორ არ ვცადე, მაინც ფხიზლდება იმ რამდენიმე წუთში, სანამ ვამზადებ. და რომ შეჭამს, ნახევარი სთ მაინც უნდა, სანამ ღრმად ჩაეძინება.
მე საწყალს კიდევ დამატებით 15-20 წუთი მინდა, შევიბრუნო დამფრთხალი ძილი და მალევე ისევ იგივე :დდდ

ვცადე :
შემენახა 40 გრადუსიანი წყალი თერმოსში. პირველ გაკეთებაზე ინარჩუნებს, მერე რადგან ჰაერი ჩადის მოხსნისას, მეორე გაკეთებაზე უფრლ გრილდება წყალი, მიწევს გადანელება.
ასევე ვცადე ცივი და ცხელის შერევა, ფორმულა წინასწარ ჩაყრილი მაქვს ბოთლში. ცალკე ბითლში ვურევ წყალს, ტემპერატურას ვზომავ, ვასხამ და ვანჯღრევ.

ძუძუს ისე ჭამდა, არ ფხიზლდებოდაsad.gif პირიქით, ეხმარებოდა ჩაძინებაში საკაიფოდ.

მოკლედ, ესაა 1 კვირის გამოცდილება. იმედია მიეჩვევა ბავშვი, მეც. ან იმედია ერთ კვებას მაინც ამოაგდებსsmile.gif))

ბოლო ჭამა 8ზე აქვს, 150-ს ჭამს და იძინებს.

ფორმულაზე რო მყოლოდა სულ და 9 თვის არ ხდებოდეს, ფორმულას დისპანსერს ვიყიდდი აუცილებლად თავიდანვე.

Posted by: takoo1 17 Jul 2023, 13:42
სერაფიტი
თუ შეფხიზლდა და მერე დაიწყე კეთება რთულია მეც დამტანჯა მაგან.მე სანამ გაიღვიძებდა მანამდე ვუმზადებდი და ძილში ვაჭმევდი.ჩემი 2სკენ ჭამდა და წინასწარ ვამზადებდი და რო შეგრილდებოდა ვაძლევდი.
თერმოსში მე ადუღებულ წყალს ვინახავდი დილისკენ 5-6სკწნ რო მეხმარა აბა ისე მიცივდებოდა.ორი თერმოსი ვიყიდე და ორივეგან მიცივდებოდა არვიცი.
მე ბოთლში ვასხამდი ცივ წყალს(ადუღებულს)
და მერე ვაზავებდი დილისკენ თერმოსიდან ვასხამდი,მაინც კი ვწვალობდი მარა სხვანაირად ვერ ვქენი არვიცი.

გამახსენე შენი რამხელაა ეხლა? 8 თვის?

Posted by: narkozeli 17 Jul 2023, 13:51
სერაფიტი
QUOTE
ფორმულაზე რო მყოლოდა სულ და 9 თვის არ ხდებოდეს, ფორმულას დისპანსერს ვიყიდდი აუცილებლად თავიდანვე.


თავიდანვე ლაქტაციასაც ვაპირებ მარა ვინაიდან ფაქტიურად უდეკრეტოდ ვარ, სავარაუდოდ მალევე მომიწევს შერეულზე გადაყვანა, ამიტომ ფორმულის დისპანსერის ყიდვას აუცილებლად ვაპირებ, გამოვწერ სექტემბერშივე.

რაც შეეხება ღამე ჭამას, არ ვიცი რა გითხრა, მე ვაჭმევდი ესე: 9 საათისკენ საღამოს და იძინებდა. მერე ძილში ვაჭმევდი 1ზე და არ ფხიზლდებოდა. მეც მაგ დროს ვიძინებდი როგორც კი ვაჭმევდი, ვწვებოდი ვიძინებდი. მანამდე რამე ფილმს ვუყურებდით ხოლმე მე და ჩემი ქმარი, ვტკბებოდით მარტო ყოფნით სადღაც 9დან 1მდე :დ მერე ვიძინებდით სამივე და ბავშვი იღვიძებდა დაახლოებით 8ზე და მაგ დროს ითხოვდა ჭამას, წამოიწკმუტუნებდა ხოლმე და ვდგებოდი და ვუმზადებდი.
შუა ღამე ჭამა ასე შორიდან ძაან მერთულება სიმართლე გითხრა, გინდა ძუძუ იყოს გინდა ფორმულა sad.gif იქნებ ამოაგდოს ის შუა ჭამა.

Posted by: სერაფიტი 17 Jul 2023, 14:19
takoo1

მასე ვაზავებ, კი. თან ტელეფონის ფანარს ვანთებ დაბალზე, რო არ გაეღვიძოს. ფუთფუთს რო იწყებს, ვიწყებ კეთებას. სანამ დავაყენებ 40 გრადუსს, ავანჯღრევ, ნუ 3-4 წთ ხო გინდა. კი, 8 თვისაა და აღარაა ისე პატარა,.რო უცებ შეიბრუნოს. იწყებს ყველაფრის თვალიერებას smile.gif))

narkozeli

დისპანსერი კაი რამე მგონია ასე შორიდან.
ღამე ძუძუ მიჩვევაზეა, არ მიჭირდა ასე ძაან. ახლა სანამ შევუბრუნებ, ვფხიზლდები,.ძუძუთი არ ვფხიზლდებოდი ასე. ჩავაწვენდი, მეც ვწვებოდი და მეძინებოდა 10 წუთში ჰა.

ხო, მეც მაგ პირველი კვების მერე ვიძინებ, რომელიც 1 ან 2 საათზე აქვს ხოლმე. იქამდე ვწვები, თუ დაღლილი ვარ, ვკითხულობ ან რამე. და ეგარი, 2სკენ ჩამეძინება და მაქსიმუმ 5ზე ისევ უნდა ვაჭამო. აი ეგ 5-იანი უნდა ამოვაგდებინო რა.
დღე მინდა მიიღოს ბევრი კალორია და არ შვრება ეს მაიმუნი. მყარ კვებას დიდად ვერ იმატებს ჯერ. არც ვაძალებ, ცხადია.
9 თვიდან კიდე გავუზრდი მყარის ჯერადობას და ცოტაცოტაც რო მიამატოს დღიურ კალორაჟს, იქნებ ამოაგდოს ეგ გამთენიის კვება.
გამთენიას ძილი აროს ყველაზე ტკბილი არადა,.ისე მენატრება smile.gif) თან ახლა არდადეგებია , ასადგომი არ ვარ ადრე და არაფერი.

მერე 7ზე.იღვიძებს , მაქს 8-ის ნახევარზე. არ ამომყავს, არი,.მღერის ესა ისა, 8ზე ამომყავს და საუზმობს. ისრვ რძით ან ფაფით და ხილით.
აი პირველიდან 7მდე რო მაცადოს ძილი,.კაი გოგო იქნებაsmile.gif)

* * *
takoo1

აბა ერთი დღეს მის გაღვიძებამდე გავაკეთებ და იქნებ ძილშივე ვაჭამო? ძაან პრეტენზიულია, თუ ნება არ აქვს , პირს არ გააღებსsmile.gif)

Posted by: takoo1 17 Jul 2023, 15:38
სერაფიტი
აუ ძაან გამაწამა მე ღამეების თენებამ 5 თვემდე ეგრე იღვიძებდა სულ გამოუძინებელი ვიყავი.მერე ხო ამოაგდო ეგ 5საათიანი და ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ გეტყვი.
2ზე ვაჭმევდი და მერე დილით კი აღარ მახსოვს მგონი 7-8ზე.მერე 1ზე ვაჭმევდი უკვე და დილის ჭამას გადაწია.
ეხლა ერთი კვირაა გადმოვუწიე კიდე და 12მდე ვაჭმევ.დილით კი ძინავს 9-10მდე
ხანდახან 8ზე ეღვიძება მამამისი თუ ხმაურობს მარა მაინც შეცვალა გრაფიკი და ცოტა ამოვისუნთქე.10 თვის გახდება თვის ბოლოს.

Posted by: სერაფიტი 17 Jul 2023, 15:42
takoo1

მყარის ჭამას მოუმატა ალბათ თან და დღისით ინაზღაურებს.
ხო, მეც იმედი მაქვს, შემოდგომაზე მაონც ამოაგდებს 5-საათიანსsmile.gif)
წონა როგორი აქვს გაბის?
ეს 9.300.
სუ მგონია, რაღაცას ვაკლებ. რძესაც აღარ სვამს თითქოს ენთუზიაზმით, ნაკლებს სვამს ეს კვირაა. პლუს მყარს ისევ აქა-იქ, ცოტას. წონა კარგი აქვს, მარა იმედია ანემია არ ექნებაsmile.gif) დაძალებით ნამდვილად არ ვაძალებ არც ერთ კოვზს. ცოტას შევასვენებ ხოლმე და თუ ისევ პირს კუმავს, აღარ ვაგრძელებ ჭამას.

Posted by: takoo1 17 Jul 2023, 16:51
სერაფიტი
გაბრიელი 9 კილომდეა 9 არ იქნება, ალბათ აკრიფავს უკვე ერთი თვეა დაიწყო კარგად ჭამა.ამ ერთ თვეში დამძიმდა ხელში ვატყობ.
არა არ დააძალო თუ არ უნდა მაინც არ შეჭამს.მთავარია რძეს სვამს,ეს ძუძუს რო ჭამდეს არც ვინერვიულებდი მყარზე,ხწლოვნურზე როა იმიტო ვატენი ყველაფერს smile.gif
ქათმის ხორცი მოეწონა სუპთან ერთად კარგად ჭამს მთლიან ჯამს.დაჭყლეტილსაც უკვე კარგად მიეჩვია ყლაპავს ეგრევე და რავიცი მოკლედ მგონი პროგრესი გვაქ.

Posted by: სერაფიტი 17 Jul 2023, 19:01
takoo1

მშვენიერი წონაა. ესაა მეტი უბრალოდ.
8 თვემდე ჭამა ჩემი რძე და ახლაც შერეულად ვაჭმევ, სადღაც ნახევარი ჩემი რძე აქვს, ნახევარი- ნუტრილონი.
* * *
takoo1

ინტერნეტში წერია, რომ ფორმულას გაკეთებიდან 2 სთ აქვს ვადა, თუ არ ჭამა.
ხოდა 12 ზე რო გავაკეთო? და.ორამდე გაიღვიძებს რომელიმე საათზე და ვაჭმევ. ან ძილშივე.
ეგრე გიქნია?

Posted by: takoo1 17 Jul 2023, 19:32
სერაფიტი
არა არ მიქნია მარა გამიგია რო ოთახის ტემპერატურაზე 2 საათი ინახება თუ არ ვცდები,მთავარია ნერწყვი არ მოხვდეს.
მაცივარში მგონი 24 საათია.
ღამე არა მარა ისე კი რამოდენიმეჯერ ვაჭამე მახსოვს
ცხელ წყალში ჩავდე ბოთლი და შევუთბე.
ეხლა ზაფხული როა და ცხელა რამდენად შეინახება არვიცი

Posted by: anibani18 17 Jul 2023, 19:57
სერაფიტი
შენ კი უკეთ იცნობ შენს პატარას, მაგრამ თუ ამდენს გიტოვებს მომზადებული კვებიდან, სავარაუდოდ არ შია და უბრალოდ ჩვევაა ღამე რძე. ჩემიც ასე შვებოდა და აღარ ვაძლევდი მერე საერთოდ. ვიწვალეთ ასე და სადღაც ათი თვიდან სძინავს გადაბმულად ახლა.
რომც შეინახო მომზადებყლი ფორმულა, ორ საათში ხომ ცივი იქნება, უნდა შეათბო რაღაცნაირად

Posted by: სერაფიტი 17 Jul 2023, 20:05
anibani18
ოთახის ტემპერატურის ჩემს რძეს სვამს ხოლმე. იქნებ ესეც დალიოს. მარა შებერავს ხო? დედის რძე არ ბერავს ცივი(უმეტეასად).
აი უნდა ვცადო, ის გამთენიის კვება ამოვუგდო მასე, როგორც შენ ამბობ. მარა საღამოს 8-დან დილის 7-მდე უჭმელი მეცოდება ჯერ. არ ჭამს დღე ბევრს. ბევრს კი არა, ცოტას ჭამს რეალუარად. ჰოდა პირველ- ორზე რო ვაჭამო ბოლო და მერე საუზმემედე გვაძლებინო. თუ გამომყვა, მასე ვიზამ.
იქნებ დღეც მეტი კალორია მიიღოს მერე.
ეს წონა დედის რძის დამსახურებაა მთლიანად. კარგად კრეფდა.

Posted by: anibani18 17 Jul 2023, 20:30
სერაფიტი
შებეევაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ასეთი ციცი რძე ალბათ არ ესიამოვნება, თან ახლა, ზაფხულში რამდენად შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე დატოვო ორი საათი, არ ვიცი.
5 საათიანი კვებისთვის გინდა ასე გაუკეთო?
* * *
ზოგადად შეიძლება მოყმატოს დღე ჭამას, თუ მიხვდება რომ ღამე აღარ აჭმევ, მაგრამ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. სცადე და მიხვდები შენით რა გზით წახვიდე. ამ დისპენსერის ყიდვა სისულელე მგონია მე ახლა. დიდია ისედაც და ისე მარტივად ვეღარ იბრუნებს ძილს. ძუძუ მაინც სხვაა, ბოთლი სულ სხვა.
ჩემა გოგოა მაგალითს მოგიყვები. თავიდან მივცემდი ხოლმე ბოთლს ღამე, ლოგინშივე, შეჭამდა. მერე მე გავდიოდი ბოთლიანად, უფროსს ქოთანზე დავსვამდი, ბოთლს სამზარეულოში დავტოვებდი, მოვიდოდი და უკვე ეძინა. არანაირი ტირილი, არაფერი. წამოიზარდა, რძეც შეამცირა და ვეღარც იძინებდა, დადგებოდა და ღღიალებდა ორი-სამი საათი. აი, ვერაფრით დააძინებ ახლაც თუ გაიღვიძა. ხელში რომ ავიყვანო, თამაშს იწყებს ეგრევე. ამოვუგდე მოჯლედ ეს რძე სრულად, დავწვალდი, მაგრამ ახლა სძინავს 10-12 საათი გადაბმულად. ერთი ისაა რომ ადრე იძინება ორივე და ადრე იღვიძებენ.

Posted by: სერაფიტი 17 Jul 2023, 22:17
anibani18

არა, 2 სთ არ გავაჩერებ. ნუ აი სადღაც პირველისკენ მოვამზადებ და 2-მდე შეჭამს. თუ არადა მე ვაჭმევ ძილში. და.იქნებ მერე 7მდე გადავაბმევინო.
ჰო,.აი ვნახოთ რა. მოვსინჯავ რაღაც ვარიანტებს.

აუ, ეს ვერ იჭერს ბოთლსsad.gif უფრო სწორედ, იჭერს, მარა ვერ სვამს წესიერად თავისით. ვიცი, რო ეგ სქილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ სულ მე ვაჭმევ, ვაწვენ ბალიშზე ან ხელში მიკავია და ვაჭმევ ეგრე. შესაბამისად ეგ უნარი არ აქვს. თუ ბოთლს მივცემ,.უწყებს თამაშსsmile.gif)

არა, დისპანსერს არ ვაპირებ. მარა რო ვიწყებდე ახლათქო, ვიყიდდი.

მახსოვს,წერდი,რომ მიუხედავად იმისა, წლამდე რძეა წამყვანიო, ჩემმა გიგომ საგრძნობლად შეამცირა სმაო.
რომელ თვეზე შეამცირა? მყარ კვებას რამდენს იღებდა? რამდენ გრამ რძეს სვამდა 24 საათში დაახლოებით?
700-800 სვამდა ეს ( ნუ რადგან ვიწველიდი,ვიცი). ახკა სადღაც 500 სვამს.
სადღაც 2-3 სადილის კოვზი ფაფა, რამე ხილი (ხილფაფის ან ბლვ მეთოდით,.ხილს გააჩნია) 1 ,ზოგჯერ 2 სადილის კოვზი ბოსტნეული და 2-3 დღეში ერთხელ იოგურტი - ესაა ამისი სოლიდი :დდ და 500 გრამი რძე 24 საათში

* * *
თან წავიკითხე, რძე თუ შეამცირა, ე.ი. მყარს აძლევ მეტსო.
რაღა მოვაკლო ამ ორ -სამ კოვზს. სადაცაა 9 თვისა გახდება, მგონი უნდა.ისწავლოს ჭამა ნელნელა. :დ კი ადვილია რძე, მარა ნუ მირჩევნია ადამიანურად დღეში სამჯერ ვაჭამო და შიგადაშინ წავახემსო (წლიდან) და იქამდე ხო უნდა 'ივარჯიშოს" :დდ

მაგრამ ეგაა ბატონი, მე მხოლოდ მივყვები. არ უნდა, ნუ უნდა. ნარჩენებს დედიკო მიირთმევს :დდ

Posted by: happy-go-lucky 18 Jul 2023, 00:23
გოგოებო ძილში რანაირად აჭმევთ? მოძრაობას რო დაიწყებს უდებთ ბოთლს ეგრეცე? პამპრრსოს გამოცვლა ან ამოქარვება?

მაგალითად 22:00 ზე რო იძინებს, მერე 1 ზე იღვიძებს და ფხიზლობს 1.5 საათი. მოძრაობას რო დაიწყებს ეგრევე ჩავუდო ბოთლი თუ რა ვქნა?

სერაფიტი
მეხ ეგრე ვარ ტელეფონის განათებით :დ ბოთლში ვასხამ მდუღარე წყალს ძილის წინ. 4-5 სათზე გრილია უკვე და მაგას ვამატებ თერმოსიდან 40-50ს. ისე თერმოსში ვერ ვაყენებ ტემპერატურას.

ფხიზლდება, ჭამს, ამოაბოყინებს, პამპერსს გამოვიცვლი. მერე მე ვიწველი და 1 სთ ყველა ვარიანტში მღვიძავს. მერე მიჭირს ჩაძინებაც. ეს კდეალუროა, ხან მათენებინებს ხოლმე, 2 სთ ში ერთხელ იღვიძებს .

Posted by: takotatuli1989 18 Jul 2023, 00:24
takoo1
ძაან სასაცილოები იყვნენ biggrin.gif და დღესაც მაგარი სასაცილოები არიან biggrin.gif. 8 თვის იყო ელენე რომ ხოხვა დაიწყო (რომ მიხოხდებოდა კონკრეტულ ადგილზე, რაიმე ნივთზე დაყრდნობით დგებოდა კიდეც) და 10 თვის არ იყო ჯერ ელენე რომ გაიარა . დემე 9 თვის ხდებოდა რომ გაიარა (ესეც დგებოდა კონკრეტულ ავეჯს თუ იპოვიდა დასაყრდნობად) და 11 თვისამ გაიარა. უფროსს არ უხოხია და ზუსტად 8 თვის რო გახდა იმ დღეს წამოდგა მანეჟში და დაყვებოდა კედლებს, გორავდა დაბლა და წლის და 2 კვირისამ გაიარა.

lesila90
ძალიან დიდი ბედნიერება გაქვს წინ. საოცრებაა ტყუპიჩების ყურება. მე მენანება რო იზრდებიან ისეთი სასაცილოები არიან აი უკიდურესად biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 18 Jul 2023, 00:28
takoo1
მე მამიდაშენის ქმარივით ვარ, 3 საათუ თუ გადაბმულა დმძინავდ ძააან ყიჩაღად ვარ. აქამდე სულ ვათემებდი, ახლა მხოლოდ ერღხელ რო იღვიძებს ეგეც მომწონსsmile.gif)

მაგრამ
აი დაძინებით 1-2 მდე ვერ ვიძინებთ რა sad.gif

აუ სკოლა რო დაიწყება და 7 ზე ადგომა, ღმერთო

Posted by: სერაფიტი 18 Jul 2023, 09:02
happy-go-lucky

გოგო, შენი პატარაა. მაგ ასაკში ეს სამ საათში ერთხელ ჭამდა ღამე. ძუძუს. ღამეც აღარ ჭამს შენი ბაია ძუძუს?sad.gif ფორმულა რატო გიწევს ღამე.

წუხელ შევუბრუნე ორჯერ და 8საათიდან 5მდე არ უჭამია. 5ზე გამოცალა 100 გრამი, კიდე შეჭამდა რო რამე. მარა შევუბრუნე და მერე 7ის ნახევრიდან ღვიძავს :დს

ნუ მე მირჩევნია ადრე დაიძინოს და ადრე გაიღვიძოს. ჩვენი სამსახურებიათვის ეგრეა მოსახერხებელი. ბავშვისთვისაც.

ახლა არდადეგებზე კია ძნელი, მარა არაუშავს.

Posted by: takoo1 18 Jul 2023, 10:31
happy-go-lucky
პამპერსის გამოცვლაზე ეღვიძება ამას.ნუ კი იბრუნებს არ ფხიზლდება მარა. არც სჭირდება გამოცვლა ამას უკვე დიდია. ძილის წინ რო გამოვუცვლი 10-11სკენ დილამდე აცვია და არც სავსეა.არვიცი ჩემი შვილები არიან ეგრე თუ ამ ასაკში უკვე ეგრეა დიდად არ შვებიან ფისებს ღამე.
ძილში როგორ და როგორც კი შევატყობ წრიალებს არ ვაცდი მზად მაქ და ეგრევე ვაჭმევ.ნუ გააჩნია რატო წრიალებს
ეს ერთი და იგივე დროს იწყებს შეფხიზლწბას ეგრეა მიჩვეული ჭამის დრო რო აქ და მაგიტო 1სკენ ფართხალებს ხოლმე.დააკვირდი თუ იცი რომლისკენ ფხიზლდება მარტივია.15-20 წუთით ადრეც შეგიძლია აჭამო სანამ დაიწყებს ფართხალს. თუ სხვადასხვა დეოს იღვიძებს ალბათ მაგ დეოა ცოტა რთულია მარა თუ მზად გაქვს ბოთლი უცებ გაუმზადებ რა.

* * *
takotatuli1989
ესეც ეგრე დაყვება უკვე.მიხოხდება ტახტთან და მერე მიყვება იმას.აუ ძაან რთული კია ისე ყველგან ცოცავს ხან მაგიდის ქვეშაა ხან სკამის ვირთხასავით ძვრება ყველგან,თან ისეთი ოხერია გამოდის უკან არსად არ იჭედება biggrin.gif
მე ხანდახან ჭოჭინაში ვსვამ როცა არ მცალია იმედია არ შეაფრხებს ეგ და მალე აიდგამა ფეხს.

Posted by: lesila90 18 Jul 2023, 12:21
takotatuli1989
ისე მეშინიაა აი ძაან )) ყველაზე მეტად ჭამის პროცესის მეშინია როგორ მოვამზადებ რომ
მოვასწრო სანამ ორივე კივილს დაიწყებს )))

Posted by: adeline 18 Jul 2023, 12:49
მართალი ხართ გოგოებო, ქარსითით გამოგყავს მაინც. ანექსის ქარსითი კალათა გადავწყვიტეთ, უპრობლემოდ მაგრდება თან ეარზეტზე. ამით ის პრობლემაც გადაიჭრება პირველი 3 თვე ტრანსფორმერი მაინც ნიტოაო რომ ამბობდით smile.gif

Posted by: სერაფიტი 18 Jul 2023, 12:51
takoo1

პამპერსს აღარც მე ვუცვლი, აცვია საღამოს 8დან დილის 7მდე. სავსეა ხოლმე, მარა ისე არა, რო გაჟონოს ან რამე.
ამობოყინებაც აღარ უნდა საგანგებოდ, თავისით შვრება ჭამის მერე მალევეsmile.gif)

რაღაცა ორი უპირატესობა მოვძებნეთ გაზრდილი ბავშვის, აჰაsmile.gif))

ეს ჯერ არც ფეხზე დგება, არც აქტოურად ხოხავს. ნელა ნელა მიდის ხოლმე, თუ წინ დავუდე სათამაშო. ეზარება თუ რავი, ურჩევნია შორიდან უყურლს:დდ
უკან უკან ხოხვაც გამოსდის და საათის ისრის საწინააღმდეგოდაც ბრუნავს სასაცილოდ :დ

რაღაცას რო ეჭიდება, თითქოს უნდა, რო ფეხებს დაეყრდნოს და წამოდგეს, მარა თითქოს ტაკო სძალავს და ეგეც ეზარებაო. არადა ძაამ აქტიური ბავშვია, სუ ხვანცალებს, სუ რაღაცას ეტანება და ხელში უნდა დაკავება, შეხება, სუ მოქმედებაშია.
ვფიქრობ, მეტი დრო უნდა გაატაროს ძირს, ხალიჩაზე. ხან დღე ისე გავა, არ სვამს იქ დედაჩემი. დივანზე უზის ან სკამში და იქ თამაშობს. მე როცა გასული ვარ, ხალიჩაზე "ეცოდებათ", ძირს ნუ აგდებ ბავშვსო :დდ
ნუ ყველას თავისი ტემპი აქვს განვითარების და მივყვები, როცა იქნება წამოდგება რა. ჯერ 9 თვისაც არაა.

Posted by: Anabeli111 18 Jul 2023, 13:23
takoo1
თაკო, გამოცდილო :დ თავი სად გაქვს, თვალები და ეგეთები როდიდან ისწავლა ლუკიანემ?
ესეც დგება და ხელმოკიდებული დადის, ისე -არა.. ხოხვაც თავისებურად იცის. წინ გადაიწევა,მუხლებზე დგება, მერე ჯდება,.კოტრიალდენა და აი ესე მიდის მიზნამდე ;დ სულ მუხლებით არ ხოხავს, ეშინია..

ღამე აღარც თაიას სჭირდება გამოცვლა.. ძილის წინ რომ ვუცვლი, დილამდე ჰყოფნის.

გუშინ მშვენივრად ეძინა თავის საწოლში და შემეცოდა... გადმოვაწვინე.აი, გრძნობას რა ეშველება, არ ვიცი.. მე დამეწყო წიკები smile.gif)

ამასობაში 1 წლისა და 8 თვის შემდეგ, ციკლი დამეწყო :/ მეზარებოდა ჯერ, რა..
* * *
takoo1
თაკო, გამოცდილო :დ თავი სად გაქვს, თვალები და ეგეთები როდიდან ისწავლა ლუკიანემ?
ესეც დგება და ხელმოკიდებული დადის, ისე -არა.. ხოხვაც თავისებურად იცის. წინ გადაიწევა,მუხლებზე დგება, მერე ჯდება,.კოტრიალდენა და აი ესე მიდის მიზნამდე ;დ სულ მუხლებით არ ხოხავს, ეშინია..

ღამე აღარც თაიას სჭირდება გამოცვლა.. ძილის წინ რომ ვუცვლი, დილამდე ჰყოფნის.

გუშინ მშვენივრად ეძინა თავის საწოლში და შემეცოდა... გადმოვაწვინე.აი, გრძნობას რა ეშველება, არ ვიცი.. მე დამეწყო წიკები smile.gif)

ამასობაში 1 წლისა და 8 თვის შემდეგ, ციკლი დამეწყო :/ მეზარებოდა ჯერ, რა..

Posted by: takoo1 18 Jul 2023, 13:48
სერაფიტი
ლუკიანე იყო მასე ვაფშე არ უხოხია ისე აიდგა ფეხი,ეზარებოდა ხოლმე ხოხვა ისე კი იყო ხვანცალა,იდგა ხოლმე ფეხზე ხელკოკიდებული მარა ხოხვით არა ვაფშე არ უხოხოა.
Anabeli111
აუ ანი კი არ მახსოვს biggrin.gif ამ ორსულობაში ძაან სკლეროზი მაქ.ვიდეოებით ვიხსენებ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს არაფერი აღარ მახსოვს.
შენი რამხელაა ეხლა? წლინახევრიდან ალბათ? შეილება უფრო ადრე და მეშლება თუ გავიხსენე გეტყვი))
ეგრე ხოხავდა თავიდან გაბრიელიც და მალე დაამუღამა.ხალიჩაზე დასვი და დაუყარე რათაცეები წინ.მე პულტს ვუდებდი biggrin.gif გიჟდება პულტზე და თავს იკლავდა ხოლმე იფხრიწებოდა ოღონდ აეღო))
თუ იძინებს თავის საწოლში აი გირჩევ რო არ გადმოაწვინო თორე დაიტანჯები.
ვეღარ გადააჩვევ მერე უკვე,მერე მართლა ცოდოა უფრო განიცდის.
არ ვაწვენ ჩემთან გაბრიელს. რო წკმუტუნებს მაინც არ გადმომყავს, ხელს შევყოფ ხოლმე და მიცაცუნებს)))

Posted by: სერაფიტი 18 Jul 2023, 14:37
takoo1
QUOTE
ხელს შევყოფ ხოლმე და მიცაცუნებს))

ჰაჰა, მეც ეგრე. დილით რო იღვიძებს, მაშინ გადმომყავს საკოტრიალოდ ჩვენთან. მამამისი სანამ წავა სამსახურში, ეთამაშება :დდ


Anabeli111

ეჰ, მე აბა მშობიარობისან მეორე თვეს რად მომივიდა და ყოველთვე მომდის?sad.gif დებილობაა, გეთანხმები.
ისე, გუშინწინ უნდა მომსვლოდა, მართლა საათივით მაქვს 6 თვეა და ნეტა რა ეტაკა. ორსულობა გამორიცხულიაsmile.gif)

Posted by: Anabeli111 18 Jul 2023, 15:07
takoo1
ანუ ჯერ ადრე და ტყუილად ვაწვალებ :დ კი, ხალიჩაზე ვსვამ და მასე უფრო მოსწონს. ჭოჭინასაც ძალიან კარგად ვიყენებ ♡ აი, მანეჟში კი ტყუილად გადავყარე ფული.

რა შევამჩნიე, იცი? ლურჯი ნივთები მოსწონს :დ ფიგურები აქვს და ჯერ მაგაზე დაცაკვირდი, რომ სულ ლურჯს იღებდა, რა ფორმითაც არ უნდა მეკითხა ან მიმეცა. მერე ბურთებზე და რგოლებზე ვცადე და სულ ლურჯს ირჩევდა :დ რატო ნეტა?

სერაფიტი
ხო არ გაცივდი? ისე ამ პერიოდში არეული ციკლი იცის, მგონი. ჰაჰა, ვინ გაცდის დაორსულებას, ხო? :დ თუ მარტო მე ვარ ლიბიდოდავეითებული sleep.gif

Posted by: takotatuli1989 18 Jul 2023, 15:21
lesila90
შიშით ნუ უყურებ ნურაფერს, ორი წუთი არაფერი უჭირთ. თერმოსში გქონდეს გამთბარი წყალი თუ ხელოვნურზე გყავს და უცებ გაუმზადებ. თU ბუნებრივზე ერთს ძუძUს აჭმევ მეორე საწოვარათი გაართე, ან ორივეს ერთად აჭამე, ნახე ვიდეოები იუთუბზე. დაჯექი ფეხმორთხმით, აქეთ-იქით ბალიშები დაილაგე, დააწვინე ორივე და ამოიიღლიავე ისე აჭამე biggrin.gif. თუ შენ რძეს უთბობ მაცივარში შენახულს შუშის ბოთლს გირჩევ უცებ თბება. გამათბობელიც მქონდა ბოთლების მაგ მიზნით. ჩემ რძეს ვათბობდი მშვენივრად. ქიფ ქელმ. მე გამომივიდა, სხვას გამოუვიდა და შენც გამოგივა. პანიკაში ნუ იქნები თორე ბბავშვებზე გადადის განწყობა.

Posted by: სერაფიტი 18 Jul 2023, 15:31
Anabeli111

არა,გაციება არაა.
მოვა,სად წავა.

გოგო, ლიბიდო და კაი ცხოვრება ჩაბარდა წარსულს. :დდ ლაქტაციისას ლიბიდოს ღრმა ძილით სძინავს, ხო იცი. ჰორმონების ამბებია.
ეგეც დაბრუნდება, სად წავა.


Posted by: anibani18 18 Jul 2023, 15:50
სერაფიტი
ჩემს კვებას შენ ნუ დაეყრდნობი. მე უფტოსოც მყავდა გვერდით, რომელიც ცდილობდა თავის ნებაზე წაეყვანა მთელი კვების პროცესი. შეიძლება ამანაც განაპირობა. სოლოდსტარტს რაც აქვს ასაკით განსაზღვრული, იმის ქვედა ზღვარს ღებულობდა სადღაც ცხრა თვემდე და მერე კიდევ უფრო ცოტას. ძალიან ბევრს არც მყარს ჭამს, უბრალოდ მადიანად იცის ჭამა, ხმებით და მთელი ამბებით. რძე ღამე ათ თვეზე ამოაგდო საბოლოოდ. ახლა დღეში ორჯერ სვამს, მეორე ხემსის დროს და ღამის ძილის წინ. ამ ასაკში უფროსს სულ გადაგდებული ჰქონდა უკვე რძე.
რამდენი თვისაა ახლა?
happy-go-lucky
შეგიძლია ეგრევე ჩაუდო და ალბათ ჩაეძინება მაშინვე

Posted by: სერაფიტი 18 Jul 2023, 16:00
anibani18

ახლა არის 8 თვის და 10 დღის.
ჰო, უფროსი ბავშვი ცალკე ფაქტორია, გეთანხმები.
შევხედავ, არ ვიცი, დღე-ღამეში 5-ჯერ სვამს და 100-110 გრამს დაახლოებით ჯერზე. ამაზე მეტს ვეღარ სვამს და ძალით ვერ ჩავასხამsmile.gif)

დღეს პირველად მივეცი მზა სადილი, სემპერის. ცალკე პიურე მიმიცია, ერთო სახეობის რამე. მარა შერეულად მე ვუკეთებ ხოლმე ბოსტნეულს. დღეს ვერ ვარ კარგად და ვეცი მარაგს. ყაბაყი-სტაფილო-კარტოფილი მივეცი და 80 გრამი სულ წკაპა-წკუპით დაამთავრა. ფაქტია, გემოებს არჩევს. ყაბაყი მოსწონს ზოგადად. ვატყობ, აფთიაქის პიურეებიც უფრო მეტად მოსწონს, ვიდრე სახლის smile.gif
სოფელში მივდივარ და იქ ყოველ დღე ვერ ვიყიდი ბროკოლებს და ყაბაყებს. რაც გვექნება, იმას ვაჭმევ, მოდიფიკაციით. მარა ვატყობ, მზა სადილებსაც წავიღებ რაღაც მარაგს. რადგან ასე მოეწონა. ბეიბიბიოს სადილები მაქვს რამდენიმე, ყველაზე კარგი ეგააო. დავამატებ კიდე.
ოთუზბირი კი ღირს :დდ

Posted by: anibani18 18 Jul 2023, 20:11
სერაფიტი
იქნებ მობეზრდა ერთკომპონენტიანი? თუ გრძნობ, რომ უფრო მოსწონს, გაურიე რაღაცეები. ხორცი ჯერ არ მიგიცია? იქნებ ხორცით უფრო მოეწონოს.
რთულია რა კვების საკითხი. ჭამს-არ ჭამს. მაინც გედარდება კაცს რაღაცნაირად.

Posted by: სერაფიტი 18 Jul 2023, 20:39
anibani18

ვურევ რახანია. ორიანი აქვს, ხან სამიანიც. ხორცს ვაძლევ კვირაში ორჯერ მაინც.
აი ვერ გაიგებ რა, ერთი დღე შეიძლება რაღაცა ჭამოს გემრიელად და მეორედ იგივე 1 კოვზი მხოლოდ. რო გგონია მოეწონა, არაა, უბრალოდ ხასიათზე იყო ეგეთზე smile.gif))

თუმცა ფავოროტები აქვს მაინც და მაგეენს ვაწვები, ბროკოლი, ყაბაყი, ავოკადო მოსწონს,. მწვანეები რა :დდ ხორცზე ვერ გავიგე, მოსწონს თუ არა. ხან კი, ხან არა :დდ

ხო, გენერვიულება სადღაც. მართალია. მაქსიმალურად შევუწყობ ხელს და რაც გამოვა, გამოვა. შედარება არაა, უფრო რთული პერიოდები გადავაგორე და ახლა რა დავიჩივლო, გაიზარდა ბალღი :დდ

Posted by: tako/barbi 18 Jul 2023, 21:58
გოგოებო ვის გაქვთ გამოცდილება,ნაკერის გათხელების ნაკესრალის,რამდენზე იყო გათხელებული და რა ვადამდე მიხვედით თუ გახსოვთ?

Posted by: happy-go-lucky 18 Jul 2023, 23:01
სერაფიტი
აღარ იდებს ძუძუს და აღარც ვცდილობ. არ მინდა დავისტრესო. ღამე რომ ვცადე ისეთი ამბავი ატეხა , თან ისე იჯღანება რო ვუდებ, სანამ ტირილა დაიწყებს, ნერვები მეშლება biggrin.gif მინდა ისევ ისეთი მახსოვდეს ძუძუები რომ უყვარდა))

დღეს ვაპირებ ეხლა დავწვე მეც და
რო დაიწყებს ფორთხიალს ჩავუდო საჭმელი. საწოლიდანაც არ ამოგყავთ ძილში როცა აჭმევთ გიგოებო?

tako/barbi
ბადრი ამბობს არ არის თხელი ნაკერი პრობლემაო. ჩემს პრაქტიკაშკ თითზე ჩამოსათვლელად მქონდა შემთხვევბი რო თხელი ნაკერი გაპრობლემდაო. ასე მითხრა., რა ვიცი აბა..

Posted by: lesila90 18 Jul 2023, 23:21
takotatuli1989
ბუნებრივზე არ მეყოლება არ მაქ მაგდებინრძე სამწუხაროდ ))) ხელივნურზე მეყოლება დიდი ალბათობით და ეგ ხრიკები მასწავლეთ როგორ ჯობია რომ სწრაფად ვაჭამო სანამ იჩხავლებენ თორე იმ სტრესიდან ჯერ კიდე არ ვარ გამოსული და ბავშვის ტირილზე სულ გული წამივაა lol.gif ორი თერმოსი მაქვს ნაყიდი წინასწარ მოვემზადე gigi.gif

Posted by: narkozeli 19 Jul 2023, 00:28
tako/barbi

21კვირაზე გაუთხელდა ჩემს დას და 7 კვირა გააქაჩინეს ღუდუშაურში. 28ზე გაუკეთდა საკეისრო. ყველაფერი კარგად დასრულდა❤️ 6 წლისაა ჩემი დისშვილი უკვე.

Posted by: სერაფიტი 19 Jul 2023, 01:30
happy-go-lucky
QUOTE
ფორთხიალს ჩავუდო საჭმელი. საწოლიდანაც არ ამოგყავთ ძილში როცა აჭმევთ გიგოებო?


საწოლში არასდროს მიჭმევია, ამომყავს. სანამ პატარა იყო, არაეთხელ უჭამია ძილში. ნუ ძუძუს ჭამდა ღამე და თვალს არ ახელდა, ცოტას წაიწუწუნებდა, ამყავდა, ვაჭმევდი. წოვა და საჭმელი ეხმრებოდა და მალევე ითიშებოდა, ვაწვენდი.

ახლა უნდა მივუსწრო, რო აი ძილ-ღვიძილშივე ჭამოს ბოთლი, ითენთება წოვაში და მალევე იძინებს. თუ ცოტა შეფხიზლდა,.და ისე ჭამა, უკვე უჭირს შებრუნება.
ლოგინშივე არ ვიცი, როგოე ვაჭამო. შეილება უფრო დიდმა მოაერხოს.

ძუძუ იმენა მძინარეზეც მიჭმევია - აი რო სძინავს, ამომიყვანია, უჭამია და ჩამიწვენია. როცა მიმაგრდებოდა და დაახლოებით 3 სთ გასული იყო, არ ვაცდიდი როდის შივდებოდა, ვაწოვებდი, რო არ ჩამმაგრებოდაsmile.gif) ნუ ესეც პირველ თვეებში.

Posted by: takotatuli1989 19 Jul 2023, 02:07
lesila90
ღამე საწოლთან ტუმბოზე გედოს 4 ბოთლი, ორივე თერმოსი და ფორმულა. რძე მაინც არ გაიშრო იქნებ ორივე ჭამონ მაგ დროს ერთს ძუძუს აჭმევ და მეორეს გაუმზადებ ან ერთად აჭმევ არც ეგაა პრობლემა. მე ვინც ვიცი ვინც ტყუპები ხელოვნურზე გაზარდა მე რო ღამე თითქმის არ მეძინა ხელოვნურით ნაკვებ ბავშვებს მშვენივრად ეძინათ <3 მე ორივეს ერთად ვერ ვაჭმევდი ღამე ძუძუს, ერთს ვაჭმევდი და მეორეს საწოვარით ვართობდი, მერე იმ პირველს ვატანდი დედამთილს რო გამოეცვალა და დაეძინებინა (ბიჭი იოლად იძინებდა, შენიც ხო მასეაsmile.gif) და მეორეს ვაჭმევდი და მერე ვუცვლიდი და ვიძინებდი. ამასობაში პირველს შივდებოდა biggrin.gif და ასე. 3 საათი თუ გამომდიოდა ძილი მეორე დღეს ჯანზე ვიყავი მარა ძირითადად ვერ გამომდიოდა პირველ ორ თვეში რადგან ღამე ისვრიდნენ ჭამის მერე და ხო უნდა გამოცვლა, ჩაბანა (სველ სალფეტკს თუ იხმარ არ დაიქცევა ქვეყანა, ნუ მოიკლავ ჩემსავით თავს), ამასობაში ფხიზლდება და დაიძინებაც უნდა, მერე მეორეს იგივე და ასე .... პლიუს ჭამებს შორის შუალედში დილის 5-ზე მიდგებოდა რძე და ვიწველიდი რო მარაგიც მქონოდა. ეხლა რო ვწერ კი არ მჯერა რო ამ ყველაფერს ვაკეთებდი მარა ფაქტია შევძელი. ყველაზე ცუდი იყო მონაცვლეობით რო იღვიძებდნენ ანუ მაგ დროს მერიდებოდა ვინმეს გაღვიძება მეორე დღეს რო მუშაობდნენ და ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე ისევ პირველი და ა.შ. biggrin.gif მაგ დროს ძიძაზე და მამაჩემე მეტად არავინ მიყვარდა biggrin.gif დილას მოდიოდნენ და ვიძინებდი 2 საათით <3

Posted by: tako/barbi 19 Jul 2023, 09:03
happy-go-luckyიმედია არც ჩემთან იქნება
narkozeli
❤️

Posted by: narkozeli 19 Jul 2023, 10:05
takotatuli1989

ვაიმე რა დაწერე, წაკითხვაზეც გამაჟრიალა biggrin.gif და შენ მეუბნებოდი მარტივია კაცო, არ მიჭირსო :დ მაგ დროს მართლა სხვანაირი ძალა გაქვს ალბათ ადამიანს რა. უყოჩაღესი ხარ, გმირი დედა ჩემს თვალში❤️

Posted by: ლიკუნა@ 19 Jul 2023, 11:17
takotatuli1989
narkozeli
მეც ისე გადავიკითხე, გული შემიქანდა, ძაალიან რთული მომეჩვენა, ჩემთვის შეუძლებელიც კი.. ერთი ეგაა, საწყის ეტაპზე (1-ზე და 2 ბავშვზე მითუმეტეს) ისე მალე გადის დრო, დღე და ღამე რომ არეულია და თან სულ ჭამა-გამოცვლაში ხარ, ჰოპ და 3 თვისაა ბავშვი biggrin.gif

Posted by: takoo1 19 Jul 2023, 11:43
takotatuli1989
ღმერთო არაფერზე აღარ დავიწუწუნებ!
biggrin.gif რო წარმოვიდგინე ძაან რთულია აი ძაან
გაბრიელზე გამოვცადე ღამის თენება და ზომბი ვიყავი ის 3 თვე,ეხლა მეორე ეო მყოლოდა კიდე ვაიმეეე გასასვენებელი ვიქნებოდი ალბათ.
ყოჩაღ შენ!
ვინმემ ყოჩაღი აღარ დამიძახოთ ტეხავს biggrin.gif

Posted by: lesila90 19 Jul 2023, 13:17
takotatuli1989
მდაა გამაჟრიალაა ))) იმედია გავართმევ თავს))) ანუ ოთხი თერმოსი მინდა? ორში ცხეკი წყალი ადუღებული ჩავასხა და ორში ადუღებული გაგეილებული ხო და ჭამის დრო რომ მოვა ორივედან ჩავასხამ უკვე მათ ბოთლსლში და მოვამზადებ ფორმულას სწორად გავიგე იმედია)))

Posted by: anibani18 19 Jul 2023, 14:14
takotatuli1989
ყოჩაღ შენ! თან რა დადებითად წერა ყველაფერს, გეტყობა ჩემსავით ნერვებმოშლილი არ ხარsmile.gif)
ბედნიერება შენ და შენს პატარებს <3
lesila90
ოთხი თერმოსი არა მგონია იყოს საჭირო. ერთი დიდი თერმოსი და ბოთლში გაგრილებული ადუღებული წყალი და ალბათ ოთხი ბოთლი. მე ასე მგონია, თუმცა ტყუპების დედა უკეთ დაგიწერს <3
* * *
tako/barbi
რამდენი მმ გაქვს ახლა?

Posted by: takoo1 19 Jul 2023, 15:45
lesila90
არა თერმოსი რად გინდა 4 biggrin.gif
4 ბოთლი ალბათ.
ისე ფორმულია დისპანსერი გამოგადგებოდა შენ კარგად კიარადა მგონი მაგის გარეშე არ უნდა იყოს დედა თუ ფორმულაზე ყავს ბავშვი.

Posted by: lesila90 19 Jul 2023, 21:54
takoo1
სად ვნახავ მაგას შეღავათიან ფასად))

Posted by: fermina 20 Jul 2023, 12:58
lesila90
QUOTE
takotatuli1989
ბუნებრივზე არ მეყოლება არ მაქ მაგდებინრძე სამწუხაროდ ))) ხელივნურზე მეყოლება დიდი ალბათობით და ეგ ხრიკები მასწავლეთ როგორ ჯობია რომ სწრაფად ვაჭამო სანამ იჩხავლებენ თორე იმ სტრესიდან ჯერ კიდე არ ვარ გამოსული და ბავშვის ტირილზე სულ გული წამივაა  ორი თერმოსი მაქვს ნაყიდი წინასწარ მოვემზადე


ხელოვნურის გამოცდილებას გეტყვი, ოღონდ არამტირალა ბავშვის smile.gif

როცა ჩემთან რჩებოდა, გვერდით იწვა, ასე თუ ისე ფხიზლად მეძინა და ეგრევე მეღვიძებოდა მისი ჭამის დროს. ნუ ეს ისეთი ბავშვია, ჯერ იკრიჭება და თვალს მერე ახელს ახლაც smile.gif ეგრევე ვდგებოდი, სამზარეულოში ჩაიდანში იყო ანადუღარი წყალი და მაღალ გაზზე მართლა წამებში თბებოდა საჭირო ტემპერატურაზე. მე თერმომეტრით უკვე აღარ ვზომავდი, ისე დავამუღამე და ახლა ზუსტად რამდენი გრადუსის ცდომილება არ მაღელვებდა. ეგრევე ბოთლში ვუხსნიდი ფორმულას და ეგაა. მაქსიმუმ 2 წუთი უნდა ამ ყველაფერს. შეჭამდა-დაიძინებდა.

ადგომის გარეშე მეთოდები მგონი დაგიწერეს სხვებმა ან დაგიწერენ smile.gif

Posted by: სერაფიტი 20 Jul 2023, 14:07
fermina
QUOTE
ეს ისეთი ბავშვია, ჯერ იკრიჭება და თვალს მერე ახელს ახლაც


ჰაჰა, ჩემიც მასეა ზუსტად.
ხანდახან სძინავს, უცებ აწევს თავს, გაახწლს თვალს, გამეკრიჭება, მგონია რო ვაიმე, გაიღვიძა, და ისევ დადებს და აგრძელებს ძილს. ძაან კრეჭიაა:დ

Posted by: Tua 20 Jul 2023, 15:32
lesila90
მე ასე ვაკეთებდი, ფორმულის დისპენსერი მქონდა სადაც უკვე გადაზომილი იყო კოვზების რაოდენობა და მქონდა 2 ბოთლი, ასევე თერმოსი სადაც ვაახავდი ქაფქაფა ადუღებულ წყალს. ფორმულა სპეციალურად ისეატი მქონდა არჩეული რომ გაციება არსჭირდებოდა. ამ ჩემს 2 ბოთლში ვააზავდი აად ადუღებულ წყალ სადღაც 60-90 მლ ორივეში და ცალკე ცხელს და ქაფქაფას თერმოსში, სანამ დავწვებოდი ვილაგებდი ამ ყველაფერს საწოკთან ტუმბოზე. როცა დაიწყებდა წკმუტუნს ამ უკვე გაციებულ წყალში ვაზავებდი იმ ცხელ ქაფქაფა წყალს , გავხსნიდი დისპენსერს ეგრევე ჩავუშვებდი ფორმულას ფხვნილს მოვურევდი და საწოლიდან ამოყვანის გარეშე ვაჭმევდი ეგრევე. დავდებდი ტუმბოზე ამ
ბოთლს და ვწვებოდი ვაგრძელებდი ძილს. ღამე ძილში არასდროს იკუკავდა ეს და პამპერსსაც არვუცვლიდი ღამე 2 თვია რომ იყო მაგის მერე . შენები ახლა რეჟიმში იქნებიან როგორც წესია და მაინც ნუ აურევ რეჟიმს, შეიება საერთოდაც გადაჩვეულები იყვნე. ღამე ჭამას საავადმყოფოს პონტში დქ თუ არმოგთხოვენ არც უნდა აჭამო შენთვია უკეთესი.

Posted by: სერაფიტი 20 Jul 2023, 19:15
Tua
QUOTE
ფორმულა სპეციალურად ისეატი მქონდა არჩეული რომ გაციება არსჭირდებოდა.

ანუ?
40 გრადუსზე იხსნება ჩვენი და დიდად აღარ ვაციებ ცალკე. მაგას გულისხმობ?

Posted by: Tua 20 Jul 2023, 20:34
სერაფიტი
კი , 75 გრადუსზე რომ იხსნება მაგ ფორმულასაც ვაჭმევდი დღეში 1 ხელ სად იყო ღამე ადექი გააციე კიდე ეგ 75 გრადუაიანი, 40 გრადუსიანს სანამ გახსნი გააზავებ უკვე გრილია 37მდე მაინც.

Posted by: lesila90 20 Jul 2023, 20:48
Tua
fermina
მადლობა გოგოებო. იქ სიმილაქტს აჭკევენ და ალბათ მაგას გაუგრძელებს პედიატრი მერეც ვნახოგ. თვალზე ისევ იგივე პასუხი მოვიდა 2 ხარის ასტიგმატიზმი ისე ვდარდობ კი წერს ბევრი რომ დღენაკლუკებში ხშირიაო მაგრამ რავიცი მეშინია არ გაუარესდეს :/ თუ რამე თბილისში ჩამოვალ მანდ აბულაძეს აქებენ ნიუ ჰოსპიტალში. აქაც ამათმა
პედიტრმა მითხრა ბათუმში ყოველ კვირა დაგიბარებსო აქაური თვალის ექიმი და აქ ყოველ კვირა სირბილს ერთხელ თბილისში ჩახვიდე კარგი იქნებაო მაგ ირაკლისთანო

Posted by: Tua 20 Jul 2023, 20:51
lesila90
ზაზა ხოტენაშვილია ყველაზე კარგი თბილისში ბავშვთა ოფთალმოლოგებს შორის რომ იცოდე , 3-4 თვით ადრე ეწერებიან ხოლმე ამიტომ გაითვალისწინე წინასწარ.

Posted by: სერაფიტი 20 Jul 2023, 20:51
lesila90

არ იდარდო, თუ ხშირია. ასტიგმატიზმი ისაა ხო, ერთ თვალში მინუსი, მეორეში პლუსი?
მგონი მოგვარებადია, თუნდაც აღმოჩნდეს. სხვა მხრივ იყვნე ყოჩაღად მთავარია <3
* * *
Tua

ჰო, ფრისო ვომს აჭმევდი ერთხელ, ისაა 75 გრადუსიანი. მგონი სიმილაკზე გყავდა ისე. ასე მახსოვს, ადრე წერდი.

მეც მასე დავიწყე მდღუღარესა და ცივის გადარევა, რა. მარა საზომს ვდებ, ვერ ვენდობი ჩემს თავს, ცივი ან ცხელი არ მომივიდეს.

რძეს როცა ვათბობ ჩემსას, იქ აღარ ვდებ, ვიცი, როგორია 60 გრადუსამდე ცხელი.smile.gif)

Posted by: lesila90 20 Jul 2023, 21:44
Tua
დღენაკლულებში რეტინოპათიებს ირაკლი მართავსო და თუ რაიმე სხვა აღმოაჩინა და ირაკლის არ მოეწონა მერე უშვებს ზაზასთანო ფაცეზე წერდნენ გოგოები.
სერაფიტი
რეტინოპათია უნდა დამეწერა შემეშალა.დღენაკლუკებშიაა ეგ პრობლემა დროუკი დიაგნოსტიკაა საჭირო რომ
არ მოხდეს სამომავლოდ ბადურის ჩამოშლა და სიბრმავე. ესენი აკონტროლებენ რომ
3-4 ხარისხში არ გადავიდეს მერე რაღაცა ნემსს უკეთებენ რომ დაიცვან ბადურა

Posted by: Tua 20 Jul 2023, 21:58
სერაფიტი
კი სიმილაკ გოლდზე და 8 თვიდან ნუტრიბენზე გადავიყვანე ეგეც საკმაოდ კარგი იყო და 40ზე იხსნებოდა. ამერიკაში რასაც ვუყურებ ააერთოდ ტიპები წინასწარ აკეთებენ ფორმულებს ბოთლის წყალს იყენებენ და არა ანადუღარს და მაცივარშჯ ინახავენ მთელი დღისას smile.gif)) მე ათბობენ ბოთლ ვორმერში და ეგაა. მე საზომი არგამომიყენებია 1 თვის რომ იყო იმის მერე შევეჩვიე , 1-2 გრაფუსით აცდენა არაფერია
* * *
lesila90
ეა წავიკითხე და 90%ში მეორე ხარისხის რეტინოპათია ალაგებადიაო და აულაგდებათ აუცილებლად ❤️

Posted by: lesila90 20 Jul 2023, 22:27
Tua
ღმერთით ❤️❤️მეც წავიკითხე მაგრამ
მაინც ვნერვიულობ. ვფიქრობ თბილისში ჩამოვიყვანო მაგრამ ამხელა გზაზე მეცოდება პაწუკები

Posted by: სერაფიტი 20 Jul 2023, 22:42
Tua

კი, მეც ვნახე ვიდეოები, ამერიკაში როგორ აკეთებენ. გრაფინში მოთქვეფენ მთელი დღისას, ასხამენ ბოთლებში და მიდიიიsmile.gif))
ბოთლ ვარმერი აბა რატოა საჭირო, მიკვირდა სულ. ხელოვნურის ხალხს რაში სჭირდებათქო. არ ვიცოდი, რომ ასე ინახებოდა ფორმულა.

მეც მივეჩვევი უთერმომეტროდ იმედია. ნუ ზუსტად 40-ზე ისედაც არ ვსვამ, 38-43 ვმერყეობ ხოლმე, გააჩნია რამდენად მეჩქარება :დ

Posted by: takotatuli1989 20 Jul 2023, 23:38
anibani18
ვაიმე რა ქება-დიდებით ამავსეთ biggrin.gif უბედნიერესი ადამიანი ვარ. ყველა დედა გმირია ჩემი აზრით <3.

შესაშინებლად არ დამიწერია არადა biggrin.gif. მარა რო ვწერდი მეც მიჭირდა დაჯერება როგორ გავართვი თავითქო მარა მაგ დროს სხვა ,,დრაივით" ხარ ადამიანი.
lesila90
ორი თერმოსი გეყოფა, 450 გრამი ჩადის ასე მახსოვს და ერთით ორივეს მოუმზადებ ერთ კვებას. გასაზავებელ ტემპერატურაზე ცოტა ცხელი გქონდეს და გაზავებისას კარგ ტემოერატურაზე დავა. წამებში იზავხოლმე დაამუღამებ. ხელზე გასიჯე რძის ტემოერატურა რო გააკეთებ ან არ უნდა იგრძნობოდეს ან ოდნავ თბილი უნდა იყოს.

Posted by: happy-go-lucky 20 Jul 2023, 23:41
ტუამ რაც დაწერა მეც ასე ვაკეთებ. ოღონდ ეს არ აგრძელებს ამოქარვება და გასეორნება უნდა

Posted by: anibani18 21 Jul 2023, 19:46
lesila90
მიხვდები შენით გაზავება როგორ გჭირდება. პირველ კვებაზე ვიცოდი სიტყვაზე, 30 ცხელი მჭირდებოდა, დანარჩენი ვიცი. მეორე კვებაზე წყალი გრილდებოდა უკვე თერმოსში და თბილს მეტს ვუკეთებდი და ცივს ნაკლებს. შენ თვითონ მიხვდები. მე კიდევ თერმომეტრი მაქვს კონტაქტური, ობიექტის ტემპერატურასაც ზომავს და თუ მოჰინდება ასეთიც შეგიძლია გამოიყენო, თუმცა არ არის დიდად საჭირო.


Posted by: ივლისი 21 Jul 2023, 20:11
გოგოებო 1 წლიდან მერე რომელი პასტერიზებული რძე გამოიყენეთ, რომელია კარგი? ის უნდა შევუთბო ალბათ ხო დალევის წინ ?
* * *
მზა ფორმულას ყოველთვის გამდინარე წყლით ვაგრილებდი მერე . ეს ცხელი-ცივის შერევები თითქოს უფრო რთული მეჩვენება .

Posted by: anibani18 21 Jul 2023, 20:57
ივლისი
არ შეიძლება ფორმულის გახსნა იმაზე ცხელ და მით უმეტეს ახალადუღებულ წყალში. ყველა სასაეგებლო ნივთიერება კვდება ამ დროს.
წლიდან გრძელდება ფორმულის სამი ნომერი. პასტერიზებული რძე არ ანაცვლებს არც დედის რძეს და არც ფორმულას. პასტერიზებული რძე დასალევად საერთოდ ძალიან ცოტა უნდა მიეცეზ ბავშვს და არც ერთ შემთხვევაში საწოვრიანი ბოთლიდან.

Posted by: ივლისი 21 Jul 2023, 21:04
anibani18
არა ძალიან ცხელში არ ვხსნიდი. რაც საჭიროა იმ ტემპერატურაზე მაგრამ მერე შეგრილება მაინც ხო უნდოდა. წლიდან ანუ ძროხის რძე არ მივცე? წლინახევრიდან ?

Posted by: takoo1 21 Jul 2023, 21:20
ივლისი
წლიდან აძლევ ძროხის რძეს ოღონდ ფაფებში ესე პროსტა არ სვამენ

Posted by: ივლისი 21 Jul 2023, 21:25
takoo1
და ისე დასალევად ესეიგი ფორმულის 3 ნომერი ? დღეში 1-2 კვება აუცილებელია ხო ფორმულა თუ ბავშვზეა დამოკიდებული

Posted by: სერაფიტი 21 Jul 2023, 22:36
წლიდან აუცილებელია ფორმულა? ვეღარ გავიგე, ზოგი ამბობს, აღარაა აუცილებელიო. რძის ნაწარმით ნაცვლდებაო.
* * *
6 თვიდამ ნელნელა ჭიქაში ჩაუსხით ფორმულო და მიაჩვიეთ ჭიქითო. ასე ქენით?

წყალს კი ვთავაზობ პატარა შუშის ჭიქით და მოსწონს, სვამს.

Posted by: narkozeli 22 Jul 2023, 00:01
რცხილაძესთან გავიარე მაგ თემაზე კონსულტაცია და მითხრა რომ N3 ფორმულა (ანუ წლის მერე რაც ინიშნება) ძროხის რძეა ფაქტიურად და არანაირი მნიშვნელობა არააქვს მესამე ნომერ ფორმულას მისცემ თუ ძროხის რძესო.
ჩემი ბიჭი წლის და 4 თვიდან აღარ სვამს ფორმულას. მანამდე ვაჭმევდი. მერე უკვე აღარც ფორმულა
მიმიცია და არც ძროხის რძით ჩამინაცვლებია.

Posted by: takotatuli1989 22 Jul 2023, 07:36
anibani18
აუ შემაშინე პასტერიზებულ რძეზე, ჩემები წლის და 6 თვის მერე მაგას სვამენ (მანამდე სემპერის 2 ნომერს მიირთმევდნენ წლის მერე დილა-საღამოს) ანუ ფორმულას ბოთლიდან მიეჩვივნენ და რძეც მასე გავასინჯე. წყალს ჭიქიდან სვამენ ჩვეულებრივ, საჭმელსაც სანსლავენ კარგად და პასტერიზებულ რძეზე არავის გავუფრთხილებივარ რომ არ შეიძლება. წლიდან შეიძლებაო მარა წლინახევრამდე არ მიმიცია მაინც. გთხოვ, არ დაიზარო მომწერე. უფროსთან ბოთლით კვების გამოცდილება საერთოდ არ მქონია და არ ვიცოდი რაიმე შეზეუდვა თუ იყო.

Posted by: happy-go-lucky 22 Jul 2023, 11:53
გოგოებო რძე დასაკევად რატონარ შეიძლევა? 1.5 დან 5 წლამდე მდე სცამდე ჩემი ბიჭი, მგონია რო ძაან ბე რ სასარგებლოს იღებდა . პირველად გავიგე ეხლა თქცენგან რო არ შეიძლება დალევა

Posted by: lesila90 22 Jul 2023, 12:17
გოგოებო ტყუოების ტორტის იდეა მომაწოდეთ რომ გამოვიყვან და დავახვედრებ ერთი ორი კი ავარჩიე მაგრამ დიდად არ მომწონს

Posted by: takoo1 23 Jul 2023, 02:42
ივლისი
სერაფიტი
აღარ არის საჭირო წლის მერე ფორმულა.
ანუ ესე ჩანაცვლება ფორმულის ძეოხის რძით არ ხდება. წლიდან შეგიძლიათ რომ გაასინჯოთ
თუ გინდათ დაალევინეთ აკრძალული კი არაა მარა რძის სხვა ნაწარმიდანაც იღებს იგივეს და არაა საჭირო მაინცდამაინც რძე. ანუ წლამდე ხო ამბობენ რო დღეში ორჯერ მაინც უნდა დალიოს,მერე უკვე აღარაა სავალდებულო.
მაწონსაც ჭამენ,ხაჭოს,ყველს რავიცი
ფაფაში შეგიძლიათ გაუკეთოთ რძე.
მოკლედ მთავარია მიიღოს კალციუმი და ვიტამინები და საიდან მიიღებს არააქვს არსებითი მნიშვნელობა.
თუ გადაწყვეტთ მიცემას დააკვირდით შეიძლება ალერგია ქონდეთ,ზოგს აქვს რძეზე(რძის ნაწარმზე არა) მაინც ზუსტად 12 და 13 თვეზე ნუ აჯახებთ ესე ერთიანად და დიდი რაოდენობით.

Posted by: სერაფიტი 23 Jul 2023, 02:47
takoo1

აჰა, ჰო, მასე ვიცი მეც.
ადრე აქ დაიწერა და მახსოვდა.

აუ, ახლა ვფიქრობ, რამე მსუბუქი ეტლი ვიყიდო, ამ ჰაუკთან ერთად დამატებით მექნება. ეს 9 ეტლი 9 კილოა და რამე 3-4 კგ ეტლი, მარტო უბანში სასეირნოდ და სწორ ადგილებზე. სადღაც 300 ლარის ფარგლებში ხო ვიყიდი?
ვერ გადავწყვიყე ავერსის ბრენდო როა, ჩიპოლინო, ეგ ვიყიდო, ვიშლისთში ავარჩიო თუ საბაში გავიდე.
თუ ვინმეს გქონიათ ეგ გამოცდილება, მოიწერეთ.

ვიშლისთში გრაკოს ეტლები ვნახე, და კიკაბუსი. არაუშავდათ თითქოს.

Posted by: takoo1 23 Jul 2023, 03:03
სერაფიტი
აუ მე ვიყიდე ჩიპოლინოს სასეირნო ეტლი ძაან მსუბუქია და ძაან პატარა მარა რაღაცნაირად მოუხერხებელია
თუ გადაწყვეტ სასეირნოს ყიდვას აუცილებლად ისეთი იყიდე რო გადადიოდეს ბოლომდე,რო ჩაეძინოს რო გადაწიო.კიდე სათავსო ქონდეს ნორმალური ზომის.მე ვერ ვდებ ვერაფერს ამაში.
კიკაბუს პატარა ეტლებს ვხედავ ხოლმე არაა ცუდი ესე ერთი შეხედვით,რამდენად გამძლეა არვიცი.

Posted by: სერაფიტი 23 Jul 2023, 06:17
takoo1

აჰა,ოკ.
კი, სათავსო და დასაწვენი პოზიცია მინდა აუცილებლად. აღარ იძინებს სეირნობისას, მარა ენივეი, რა იცი რა ხდება.

იქნებ საბაში ან წითელქუდაშიც გავიდე...

Posted by: anibani18 23 Jul 2023, 14:34
takotatuli1989
happy-go-lucky
ივლისი
ძროხის რძე არ ანაცვლებს ფორმულას და დედის რძეს, მე ასე ვიცი. ახლა ვერ მოვიძიებ ლინკს, ადრე დავდე. რძის პროდუქტებიდან ისედაც იღებს საჭირო ვიტამინებს. ბოთლით იმიტომ არ არის რეკომენდირებული, რომ შეუძლიათ დიდი რაოდენობით რძის დალევა ამ ასაკიდან და მყარ საკვებს სხვას აღარ მიიღებენ. ანუ მარტივ გზას იპოვიან. სხვათა შორის, იგივეა სმუზებზე. სმუზის, წვენებს სჯობია მყარი საკვები მისცე. ვისაც უკვე მოზრდილი ბავშვი ყავს კი მიხვდება რასაც ვამბობ. წვენით, რძით გამოიტენის მუცელს ბავშვი და დამთავრდება ამით ყველაფერი. რა თქმა უნდა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ზოგი გიჟდება ჭამაზე და ყველაფერს შეჭამს, ოღონდ აჭამე.


ჩემმა შვილმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანოს დღეს. დამსდევს ტირილით, არ ჭამო, დედა არ დალიო, არ დაჯდე, არ დაწვე…

Posted by: takoo1 23 Jul 2023, 15:59
სერაფიტი
დიდი სხვაობა ფასში არ იქნება და ისევ ვიშლისტი ჯობია მაშინ ჩემი აზრით.
ჩემმა დამ იყიდა წითელქუდაში სასეირნო ეტლი. 2 წლის წინ მისცა 300ლარი დაახლოებით ნაკლები არ მიუცია.ერთ თვეში გაუბედურდა.
იქ ნაჭერს ძაფები ძვრებოდა biggrin.gif
იქ ბორბალი გაეღუნა მოიჩლაჩა საკაიფოდ)))
უნდა იცოდე მაშინ რა ბრენდია ნორმალური ესე ვიზუალით ნუ იყიდი.იაფი არ იქნება და მაგ ფასად 300-400 ლარად მეეჭვება კმაყოფილი დარჩე.

* * *
anibani18
აქვთ ეგეთი დღეები.ლუკიანე ერთი კვირაა ნერვებს მაგლიჯავს ლამისაა ფანჯრიდან გადავხტე ან გადავაგდო.
თუ რამის გაფუჭება შეიძლებოდა სახლში ყველაფერს აფუჭებს.გაბრიელს სახე აქ დაკაწრული,მივარდება ხან ჩაარტყამს ხან უპწკენს,ხან თვალში თითს თხრის.დაუყვირებ მოვა მეც ჩამარტყამს.თუ წყნარად ეტყვი აზრი არააქ უარესს შვება.ვერაფერი ვერ გავაგებინე ისე მიტლიკინებს ენას.ეზოში ჩამყავს იქ წყნარდება ბავშვებთან ერთობა და აი იქ ვისვენებ რა,დილით და საღამოს.

Posted by: anibani18 23 Jul 2023, 19:47
takoo1
მთელი დღე ტირის. მერე მეორე იწყებს ამის შემყურე. ბღავილის, კივილის და ტირილის გარდა არაფერი მესმის საერთოდ. ბაღში რომ დადიოდა, გადავეჩვიე თუ იქ გაველურდა, არ ვიცი. ვერ ვუძლებ.

Posted by: სერაფიტი 23 Jul 2023, 23:39
anibani18

აუ, იციან ბაღიდან მოტანა ცუდი ჩვევებისsad.gif მარტო ხარ ,ხო? რომელიმე ბებო არ დაიტოვებს უფროსს რამდენიმე დღით? იქნებ ცოტა ჩაწყნარდესsad.gif

წარმომიდგენია რა ძნელიაsad.gif
ახლა სოფელში ვართ. ჩემი 8 თვის შვილი, და 1 თვის, 8 წლის და 11 წლის ძმიშვილები. პიზდეცო ქვია იმას, რაც აქ მთელი დღე ხდებაsmile.gif)

ეს ჩემი ქალბატონი თუ დაინახავს, დედაჩემს ჩემი ძმიშვილი უკავია, იმხელას იივის და ტირის... 8 თვისა რო ასეთი ეჭვიანია, რა მელის მერე?


Posted by: takoo1 24 Jul 2023, 01:16
anibani18
ეგეთ სიტუაციას ანი ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანიც ვერ გაუძლებს დამიჯერე smile.gif ერთი რო ტირის და მეორე ყვება და ორივე ერთად ყვირის და ტირის
შენ რო არაფერი არ გესმის ვაიმეეე.. ხანდახან მეშინია ხოლმე არ შევიშალო,მე ცალკე ვკივივარ გაჩუმდითთქო მარა აზრი არააქ. facepalm.gif

ნაუშნიკები არ გაქ? აქამდე რატო ვერ მოვიფიქრე არვიცი.სონის ნაუშნიკები მიყიდა ქმარმა შარშან.ძაან რო გადამეკეტა გამახსენდა და გავირჭე გუშინწინ ყურებში.არაფერი არ მესმოდა biggrin.gif
ბოლო ხმაზე ვუსმენდი მუსიკას.
ბოლოს ცეკვა დავიწყე biggrin.gif biggrin.gif
კი გაჩუმდნენ მერე რო არ მივაქციე ყურადღება
ხოდა ეგეთ "გამოსავალს" მივაგენი რა
ეგრე ვიზამ ხოლმე.
მთავარია დატენილი იყოს ნაუშნიკი ხოდზე)))
gigi.gif
* * *
ჩვენთან ხშირად არ ხდება ვერ ვიტყვი რო ყოველდღე და მთელი დღე ეგრეა,არიან ზოგჯერ წყნარად მარა ტირილის გარდა იმდენ რამეს აფუჭებს ლუკიანე.ეხლა ისწავლა ბოლო პერიოდია ათას კითხვას გისვამს აი უაზროს.
ან პროსტა მეძახის დედას.
დედაო იტყვის რაიყო თქო რო ვეკითხები და ჩუმდება..დედაა ისევ მეტყვის..ჰმ?? გაივლის გამოივლის..პროსტა უაზროდ იძახის ესე

აი ესეთ დღეში აქ სახე სულ გაბრიელს))

Posted by: anibani18 24 Jul 2023, 05:07
takoo1
რა ლამაზი გყავს, თაკო <3
თვალები სასწაული <3

ნაუშნიკებზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ველური კატებივით მახტებიან ზედ ან ფეხებში დამიდგებიან, მქაჩავენ აქეთ-იქით, დამსდევენ ტირილით. ძალიან ცუდად ვარ უკვე. ჯიბეებში ვალერიანები მიწყვია. ღამე უფროსმა დაიწყო გაღვიძება და მოკლედ მოსვენება არ მაქვს საერთოდ. პატარას მგობი უფროსის ტირილის ეშინია ხოლმე და ბოლო ხმაზე მოსთქვამს.
ჩემი ყვირილი კიდევ უფრო აშინებთ და უფრო ტირიან. მშვიდად ნათქვამი არაფერი ჭრის.
წყნარად იცი როდოს არიან? თუ დავჯდები ხალიჩაზე და ერთი თავს კალთაში ჩამირგავს და მეორე იქვე თამაშობს რამეს. თუ გავინძერი, მომსდევენ ტირილით და მოთქმით. უფროსს საერთოდ არანაირი სათამაშო არ აინტერესებს, მხოლოდ ეზოში ერთობა.
სერაფიტი
არ დარჩება ბებოსთან ღამე ჩემს გარეშე. აი, დაიჯერებ, მთელი დღე შეუძლია კალთაში თავჩარგულმა გაატაროს, ოღონდ მე იქვე ვყავდე.
ოთხი ბავშვი… წარმომიდგენია რა ხდება. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ალბათ სამ წელიწადში მეშველება, მაგრამ ამ სამი წლის გაძლება არ გინდა.

Posted by: ლიკუნა@ 24 Jul 2023, 09:27
anibani18
მასეთ სიტუაციაში მოთმინებას რომ
შევინარჩუნებდი ისე ამაყი ვიყავი მერე ჩემს თავზე, თუ ვერ შევინარჩუნებდი და ხმამაღალ ხმაზე გადავიდოდი, თავი ყველაზე ცუდი დედა მეგონა მსოფლიოში sad.gif უცხოელი დედები ვლოგებს ვუყურებ და იცი რისი მშურს, ვისაც დამხმარე ყავს, იმას სახლიც დალაგებული აქვს და ბავშვების თემაც, მარა ვინც მარტო ზრდის ბავშვებს, სულ არ აწუხებთ რომ მაგალითად ან ფანჯარა გასაწმენდია, იატაკი არც ისე სუფთა, ან ბავშვი დარბის მოწუწული მაისურით, მთავარია ბავშვი ნაჭამია, თამაშობს ბედნიერად და დედაც იქვეა იმის მაგივრად რომ
გიჟივით ირბინოს იატაკის ან ფანჯრის ნოსაწესრიგებლად და კმაყოფილია ❤️ მე პირველ შვილზე ყველაფერს ღამით ვაკეთებდი ძილის ხარჯზე (არ არის ჭკვიანური) დღის განმავლობაში ვიყავი ბავშვთან, კაი დიდი ხნის მერე გაიგო ჩემმა შვილმა რომ თამაშის გარდა სხვა საქმეც შეიძლებოდა ქონოდა დედამისს biggrin.gif

Posted by: takoo1 24 Jul 2023, 13:27
anibani18
მადლობა❤️
გაიკეთე გაიკეთე დამიჯერე.ტირილს მაინც ვერ გაიგებ ცოტას დაგეხმარება ხანდახან.
უფროსი რატო იღვიძებს ღამე ხო კარგად ეძინა ხოლმე,თან ცალკე ძინავს ხო?
პატარას სად ძინავს?
ლუკიანე ისევ ჩემ ლოგინშია,ერთი პლიუსი ისაა მამამისთან ერთად იძინებს მე არ მეძახის მომიწექიო.არა ხანდახან იცის გაჭედავს მაინც.
მაგაზე მარტივი რაარის დაჯდე და ეთამაშო თუ წყნარად არიან,მაგრამ სხვა საქმეც ხო გაქ სახლში.
სექტემბერში ხო მიგყავს ბაღში და დაისვენებ ცოტა მოითმინე.სადმე არ გაგყავს ზაფხულში დასასვენებლად?

* * *
ლიკუნა@
აი ერთზე უფრო მარტივია რო შეინარჩუნო და მოთოკო ნერვები მარა აიი ორივე ერთმანეთზე უარესად რო კივის,ტირის და პანიკაშია საAინელებაა.
მე თუ მკითხავ ჭკვიანები არიან რა.
80% მაგიტო ტირიან და Aირვეულობენ ბავშვები რო არ გვცალია დღის განმავლობაში და ათას საქმეს ვაკეთებთ.
შაბათ-კვირა სვიყავი ხოლმე ეგრე ქმარი სახლში რო იყო ბავშვებს მივუყრიდი მე სახლს ვალაგებდი,მერე მივხვდი ისედაც მთელი კვირა მუშაობს და ის ორი დღეც ნახევრად საქმეს ვაკეთებ მეთქი.ხოდა დავიკიდე

Posted by: ლიკუნა@ 24 Jul 2023, 13:55
takoo1
კი, ზუსტად ეგ ვიგულისხმე რომ ერთზე ადვილია და მაშინაც კი არ ვიქცეოდი სწორად, ძილის ხარჯზე საქმის კეთება დიდი უაზრობაა და ერთ დღეს გამოავლენს შედეგს და ორზე ხომ
საერთოდ, მე მეორე ორწლიანი შუალედით მყავს და მესმის ძალიან კარგად რასაც ამბობთ

Posted by: takoo1 24 Jul 2023, 14:10
ლიკუნა@
აი ყველაზე რთული მგონია ეგ სხვაობა როცაა
3 წლიანი მინიმუმ უნდა დაიჭირო.
ეხლა მესამე ერთ წლიანით გამომდის და იმედია ეს მაინც იქნება ცოტა მარტივი
მე ამათ რო დავაძინებ შუადღისას ვიწყობ რელაქსს biggrin.gif ის 2-2,5 საათი
გავიკეთებ ცივ ყავას მუსიკას ჩავრთავ დავჯდები და ვისვენებ.
ცოტა ტვინი თუ არ დაასვენე რობოტი უნდა იყო რო არ გადაიწვა.

Posted by: narkozeli 24 Jul 2023, 14:58
2 კვირა ვიყავი ძიძის გარეშე და იმის მიუხედავად რომ გადასარევი დრო გავატარე ბავშვთან ერთად, ამ დილას ძიძა რომ მოვიდა ხელებს ვუკოცნიდი ლამის givi.gif მივხვდი რომ სიგიჟემდე მჭირდებოდა)))))
ეს ერთ ბავშვზე და ორი არ ვიცი. ეხლა ქობულეთში დედამთილს ყავდა ბავშვი სულ მარა მაინც შენზე როა პასუხისმგებლობა, დაძაბული ხარ რა.
გმირები ხართ გოგოებო, მართლა!
არ ვიცი ამას ხშირად რატომ არ ეუბნებიან დედებს. არ არსებობს შვილის გაზრდაზე უფრო რთული რამე.


თუმცა აქვე ჩემი გულწრფელი აღიარება,
როდის ვარ ყველაზე ბედნიერი, როგორც დედა:
1. როცა დროს ჩემს შვილთან ერთად ვატარებ
2. როცა დროს შვილის გარეშე ვატარებ ))

პარადოქსულად და ალბათ ცოტა უხეშად ჟღერს მაგრამ ასეა. ორივე აუცილებელია ქალის ბედნიერებისთვის.

Posted by: Clue 24 Jul 2023, 15:35
მოგესალმებით გოგოებო, ბაღებზე ცალკე ჯგუფი-თემაა?
ვეძებ დიდი დიღმის ტერიტორიაზე, კერძო მინდა იმიტომ, რომ საათები უფრო მეტად მაწყობს, საჯარო მინდა იმიტომ, რომ ვფიქრობ კონტროლის მაღალი დონეა.
ორი კერძო ბაღი მაქვს არჩეული- ნიუ ეიჯი და ქართულ-ევროპული
საჯარო ბაღებიდანვფიქრობ - ხუთკუნჭულას, 73-ე ან 197-ე
გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება

Posted by: ლიკუნა@ 24 Jul 2023, 15:42
takoo1
ვაა შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ ❤️ ერთლიანი სხვაობა ისე აღწერე.. ახლა რომ მე ერთი წლის ბავშვი მყავდეს მოსავლელი ასეთ მდგომარეობაში, ვერ შევძლებდი ან ისე შევძლებდი რომ ადამიანად აღარ ვივარგებდი.. ორწლიან სხვაობაზე მქონდა რთული მომენტები, მე 5 და მეტწლიან სხვაობას ვურჩევ ყველას ვისაც დამხმარე არ ყავს, ვისაც ყავს, ორ და ერთწლიანსაც არა უშავს, მერე გაადვილდება უფრო..
narkozeli
გეთანხმები ნამდვილად.. ბედნიერი ვარ ჩემ
შვილებთან და ბედნიერი ვარ ჩემი შვილები რომ სანდო ხელში მეგულება, მე მოწყვეტილი ვარ ყოველდღიურობას და ვისვენებ რაიმე ფორმით

Posted by: takoo1 24 Jul 2023, 16:29
Clue
197 ბაგა ბაღში ჩემი და მუშაობს.ბრწყინვალეზე როა მაგაზე ამბობ ხო? წყვეტაა მაგ საჯარო ბაღზე.სხვა უბნებიდან დაყავთ ისეთი ამბავია და ვერ გავიგე რა ხდება.
დიდი ალბათობით ვერ ჩარიცხავ.
მე ვერ დავარეგისტრირე ლუკიანე გარეთ დამრჩა.
17 გაიხსნა ბაზა შევედი და უკვე გადავსებული იყო,რო დავრეკე ზუსტად 5 წუთში შეივსოო
მანდ ისეთი ამბავია დედმამიშვილები ვერ ხვდებიან ხოლმე.ჯგუფში 35-40 ბავშვი ზის.

Posted by: Clue 24 Jul 2023, 16:34
QUOTE (takoo1 @ 24 Jul 2023, 16:29 )
Clue
197 ბაგა ბაღში ჩემი და მუშაობს.ბრწყინვალეზე როა მაგაზე ამბობ ხო? წყვეტაა მაგ საჯარო ბაღზე.სხვა უბნებიდან დაყავთ ისეთი ამბავია და ვერ გავიგე რა ხდება.
დიდი ალბათობით ვერ ჩარიცხავ.
მე ვერ დავარეგისტრირე ლუკიანე გარეთ დამრჩა.
17 გაიხსნა ბაზა შევედი და უკვე გადავსებული იყო,რო დავრეკე ზუსტად 5 წუთში შეივსოო
მანდ ისეთი ამბავია დედმამიშვილები ვერ ხვდებიან ხოლმე.ჯგუფში 35-40 ბავშვი ზის.

კი კი მაგ ბაღს ვგულისხმობ,
ისე რას ამბობს შენი და, რამდენად კარგი პირობებია მოომავლისთვის რომ გავითავლისწინო.
აუ 35-40 ბავშვი ნამეტანია რა ჯგუფში

Posted by: takoo1 24 Jul 2023, 16:38
narkozeli
გმირი ხარო? მოიცა ერთი ეგ დიდ თაობას უთხარი აბა დედებს დედამთილებს და ა.შ
დაიწყებენ სამი შვილი გავზარდე,ყველაფერს ვასწრებდი,ვმუშაობდი biggrin.gif
სარეცხის მანქანა ჩვენ არ გვქონდა და პილასოსიო biggrin.gif
მარტივი გონია რატომღაც ყველას,თუ დაიწუწუნე რას ააჩენდი თუ ნერვი არ გქონდაო გეტყვიან smile.gif

ეგრეა სად უნდა ვიყო უკეთეს ადგილას ამათთან თუ არა,ქვეყანას მირჩევნია ეს ორი გადარეული,მთელი დღე თუ სადმე გავედით ისე მენატრება და ისე მაკლია რაღაც,ჩემი გული ამათთანაა.
მარა როცა ამათ გარეშე ვარ ქმართან ერთად სადმე ის ძველი შეგრძნებები მეუფლება და სულ სხვა ბედნიერება და მუხტია.
არცერთის გარეშე არ შეგვიძლია ეგრეა.
სანამ პატარები არიან ცოტა რთულია მარა მერე რო წამოიზრდებიან დავლაგდებით,დროც მეტი გვექნება❤️
ლიკუნა@
ჯერ რა აღვწერე smile.gif ეგ რო გაჩნდება სექტემბერში მერე აღვწერ biggrin.gif
დიდი ალბათობით მეც ეგ მემუქრება

* * *
Clue
მაგ ბაღში ვართ გაზრდილები ჩვენც)) წლებია მანდაა ჩემი და,არვიცი სხვა ბაღებში რა ხდება რო შედარება გავაკეთო.ზოგადად სახელმწიფო ბაღის კვალობაზე მშვენიერი ბაღია.
ჩანს კიდეც მოთხოვნიდან გამომდინარე.
ხო ძაან ბევრი მსურველია და გადაჭედილია ჯგუფები.თუ ვინმე არ გაირიცხა თავისით არავინ მიდის.

Posted by: Clue 24 Jul 2023, 16:50
დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ

Posted by: ლიკუნა@ 24 Jul 2023, 17:06
Clue
მე დამყავს მაგ ბაღში, მანამდე ორ კერძო ბაღთან მქონდა შეხება დიდ დიღომში არა ოღონდ და ამ საჯარომ ყველას აჯობა.. უბრალოდ რაოდენობა რომ ბევრია ბავშვების 2 წლის ასაკში მოვერიდებოდი მაინც საჯარო ბაღს, გამოცვლა-ჭამას ვერ აუდიან პატარა ბარტყების, 3+ კი იდეალურია

Posted by: Panda-008 24 Jul 2023, 18:38
დედებო, სტოკეს tripp trapp სკამი ხომ არ გამოგიყენებიათ ვინმეს? ხის ყიდვას ვაპირებ აუცილებლად და დამჭერისაც, მაგრამ ჩვილისთვის ეს ნაცრისფერი ნაწილი მინდა თუ არა, ვერ გადავწყვიტე.
user posted image

Posted by: Clue 25 Jul 2023, 13:18
QUOTE (ლიკუნა@ @ 24 Jul 2023, 17:06 )
Clue
მე დამყავს მაგ ბაღში, მანამდე ორ კერძო ბაღთან მქონდა შეხება დიდ დიღომში არა ოღონდ და ამ საჯარომ ყველას აჯობა.. უბრალოდ რაოდენობა რომ ბევრია ბავშვების 2 წლის ასაკში მოვერიდებოდი მაინც საჯარო ბაღს, გამოცვლა-ჭამას ვერ აუდიან პატარა ბარტყების, 3+ კი იდეალურია

აუ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
ზუსტად ასე დავლაგდი ჩემ თავში, ეს 1 წელი ანუ 3 წლამდე ივლის კერძო ბაღში და მერე საჯაროში გადავიყვან.
იმედია, ბაღის გამოცვლა დიდი სტრესი არ იქნება

Posted by: takotatuli1989 25 Jul 2023, 15:55
anibani18
გასაგებია. ამათთან ჭამის გვეშინია, გვეცემიანხოლმე პირში ახალი ნაჭამებიც biggrin.gif

Posted by: anibani18 25 Jul 2023, 19:52
ლიკუნა@
გარდა სახლის საქმეებისა, ადამიანს ალბათ საკუთარი თავის მოწესრიგებაც უნდა, დაბანა, ჩაცმა, სულ ოდნავი დასვენება დღის განმავლობაში. თუნდაც ვიღაცა გილაგებდეს და სადილს გიკეთებდეს, სულ ბავშვთან ხომ ვერ ითამაშებ. მგონი უნდა არსებობდეს ზღვარი. დედას არასოდეს უთამაშია ჩვენთან ერთად, მაგრამ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.
მგონია რომ ბავშვი დამოუკიდებლად უნდა თამაშობდეს და აკეთებდეს აღმოჩენებს.
takoo1
ძალიან კარგად ეძინა, ახლა იღვიძებს, რატომ დამტოვე მარტოო. იმედია, გადაუვლის.
პატარასაც მარტო სძინავს. მე და ჩემს ქმარს ტახტზე მისაღებში smile.gif) მე რომ პატარასთან მეძინა, იღვიძებდა ბევრჯერ ღამის განმავლიბაში და საათობით არ ეძინა.
სადგერში ვართ. ისეთი საოცარი ადგილია <3 თქვენ რას აპირებთ?
კი, მიდის ბაღში სექტემბერში.

Posted by: emiblack 25 Jul 2023, 21:01
anibani18
ანი, მე ერთის გამოცდილება მაქვს და შეიძლევა შენ სულ არ გამოგადეს, მაგრამ გეტყვი რას ვაკეთებ რომ დამოუკიდებლად ითამაშოს .
1) დილით ძალიან ბევრს ვკოცნი, ვეფერები, ვეკონტაქტები ( ადრე ვიღვიძებ მეც და ისიც), რომ ვიგრძნობ მეტი აღარ უნდა ფერება ერთ ინიციატივას კიდე ვიჩენ , რომ უარი თვითონ თქვას ))))
2) ვუყიდე აუზი პატარა , ტერასაზე ვუდგამ, თუ ცუდი ამინდია აბაზანაში , ცოტა წყალს ვუსხამ, ძალიან ცოტას რო უსაფრთცოდ იყოს უმეთვალყურეოდაც .
3) სამზარეულო ვუყუდე და წყალს ვუსხამ ნიჟარაში , ასევე ჭიქები არამსხვრევადი, იმაშიც წყალს ვუსხამ ნახევრებამდრ რო მერე თვითონ გადაასხას-გადმოსხას ( სადაც ფილები მაქვს იატაკზე იქ ვუდგამ და წუწავს თავისით ყველაფერს )
4) მჭადის ფქვილს ვუყრი ყუთში და ვაძლევ მშრალ ფუნჯს რო რაც უნდა ფქვილზე დახატოს. ფუ დამიძახებს მივდივარ და იმას ვუხატავ რაც არ უნდა , თუ პრეტენზიას გამოთქვამს ვეუბნები რო რაც თვითონ უნდა თვითონ უნდა დახატოს და მე იმას დავხატავ რაც მე
მინდა . მე ჩემი სურვილები მაქვს მეთქი და მეუბნება “წადი, წადი დე , მე დავხატავ ჩემით “)))
5) ვუყიდე პატარა ფიგურები მულტფილმის გმირები , ვასწავლე სახელები და ვუთხარო გააცანი ერთმანეთს მეთქი და მოუყევი ერთმანეთზეთქო. როცა მწ მთხოვს მოყოლს ვუყვები შეცდომუთ ყველაფერს, რონ აპროტესტებს ვპასუხობ რო მაშინ შენ მოუყევი თუ სიმართლე შენ იცითქო და მანებებს თავს.
6) ვყიდულობ ნაკლეიკებს და როცა მე შემიძლი შორიდან ვუყურო ( რადგან მთლდ უსაფრთხო არაა და პირში ჩადება-გადაცდენის რისკია ყოველთვის ვუყურებ შორიდან) ვაძელვ და მოძრობა დაწეპებით ძალიან ერთობა .
ვუმეორებ სულ რომ თუ დახმარება დასჭირხება შეუძლია დამიძახოს და მთხოვოს რო დახმარევა ჭირდება . მე ახლა საქმეს ვაკეთებ და თუ მეც დამჭირდება დახმარება ი და მომეხმარე მეთქი. მართლა ვეძახი ზოგჯერ )))
ამ პატარ პატარა მეთოდებით გამომიჩდა დღეში ერთი ფილმის ყურების და კიდევ რაიმეს წაკითხვის დრო ასე 1 სთ . ოღონდ წიგნის არა ( წიგნი გონია რო მაგას უნდა წავუკითხო და მორბის ) , კომპიუტერში ან ტელეფონში მაქვს კითხვის უფლება მხოლოდ)))
სეირნობას რაც შეეხება ჩვენი პრობლემა ისაა რო ეტლში არაფრით არ ჯდება რაც სიარული ისწავლა . ეტლამდე ძაან ვერთობოდი ამის სეირნობით, ახლა სანამ სკვერამდე მივალთ არ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს . კი იცი ჩვენი გზაბია ამბავი, ფაქტიურად უტროტუარო და ეტლი ძალიან გამოსადეგი იქნებოდა . ველო ეტლშიც არ ჯდება . მოდის ფეხით, თუმცა სადაც მივალთ და ბავშვებს ნახავს მე მანებებს თავს . ამიტომ იქაც კი ვმეთვალყურეობ უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ მაინც ვისვენებ .
ეგებ რომელიმე რჩევა გამოგადგეს და ცოტა შეგიმსუბუქდეს.
ააა, კიდევ წიგნები გამოსაღები ნახატებით, ფანჯრებივიით რომ იღება, ეგეც კარგად ართობს და ცარცი ( ტერასაზე ვაძლევ და ხატავს იატაკზე ( ხატავს რა ხაზებს ავლებს ), სახლშიც ითხოვს და. პატარა დაფასავეთ აქვს და იმაზე ავლებს ( ცარცსაც უნდა შორიდან მეთვალყურეობა, რომ არ მოკბიჩოს )
რაც ლაქტაცია შევწყვიტეთ შეამცირა პირში ყველაფრის ჩადება, მაგრამ მაინც მაგ
მხრივ არასანდოა ჩემი
ძილით ჩემს ოთახში ძინავს ( თავის საწოლში თავიდანვე ) და ჯერ არ მგონია ქონდეს ცალკე გადასვლის მზაობა . ასე მგონია თუ გადავიყვან მერე დღე უფრო მეტად მომითხოვს მეთქო. ღამე რამოდენიმეჯერ მეძახის რო შეამოწმოს ვარ თუ არა ოთახში, როგორც კი ვუპასუხებ იბრუნებს .

Posted by: ლიკუნა@ 25 Jul 2023, 21:05
anibani18
ვიღაც რომ ულაგებდეს და საჭმელს უკეთებდეს, ერთი ბავშვის აღზრდა-გაზრდის დროს, დედა, ვფიქრობ, თავის მოწესრიგების და განტვირთვის დროსაც იპოვის, თუ ბავშვი ძალიან ჭირვეული არაა..თამაშს რაც შეეხება აქაც განსხვავებულები არიან ბავშვები, ზოგს სულაც არ მოსწონს მარტო თამაში, ზოგს პირიქით., და ძველ დროს რაც შეეხება, არც იცოდნენ შვილებთან თამაში, ნორმა იყო ასე, მეც არ მეთამაშებოდა დედა და რა თქმა უნდა ურთიერთობაზე არ ასახულა, მარა ეს არ ნიშნავს რომ სწორი მიდგომა იყო

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 02:27
როდის დადგება ის ღამე, რომ დავწვები, დავიძინებ თუნდაც 12ზე და დილის თუნდაც 6 საათამდე გადაბმულად მეძინებაsad.gif
ყველასი მშურს, ვისი შვილიც ღამე არ ჭამს.
9 თვოა ხდება და ისევ იღვიძებს შუაღამეს 1-2-სკენ. მერე 5-სკენ.
დღე ვცდილობ ვაჭამო საკმარისი. ღამე ვცდილობ შევუბრუნო ჭამის გარეშე. მარა არა, არ გამოდის
ახლაც პირველზე გაიღვიძა და საათი და 20 წუთია არ ვნებდები, მეთქი არ მივცემ ბოთლს. წყალიც ვცადე. რწევა. ხელში აყვანა. მარა არა. 60 გრამი მივეცი და დაიძინა. ამასობაში მე სულ გამოვფხიზლდი.
ნერვები აღარ მაქვსsad.gif
140-ს ჭამდა, 60 მივეცი და ფაქტია დამშვიდდა. ასე ნელნელა რო მოვუკლო?
რაღაცა არასწორად ვქენი, ასე მგონია. სადღაც შემეშალა, რომ ამან ახლა არ იცია წესიერი, გადაბმული ღამის ძილიsad.gif
არადა რო იძინებს 8-8:30-ზე, გათიშულია პირველ-ორამდე. ყოველდღე ველოდები, რომ იქნებ ამოაგდოს კვება. ადრე ძუძუს ვაბრალებდი. მეთქი მალე ინელებს დედის რძეს. ახლა ხო ფორმულას ჭამს? რატო არ ყოფნისsad.gif

Posted by: Tua 26 Jul 2023, 07:52
სერაფიტი
ჩვევაში აქვს გადასული, ჩემიც ეგრე იყო 1 წლიდან კიდევ უფრო მოუმატა მაგ ჩვევას, სადღაც 4-5 დღე უნდა ისტერიკებს რომ გადაეჩვიოს და უნდა მოითმინო, საღამოს რას აჭმევ ძილისწინ სადღაც 7ისკენ სანამ დასაძინებლად დააწვენ? სემპერის ველინგი ან ღამია ფაფა გეცადა უფრო ნოყიერია , როგორც ვიცი სრულფააოვნად არაჭმევ ხო? ანუ აქა იქ ჭამს და არ გაქვს თუნსაც 2 კვება ჩანაცვლებული? . არ გაბედო წყლით ჩანაცვლება რძის საერთოდ არაფრით არჩაანაცვლო. თორე მერე რძის ნაცვლად იგივე დროს წყალს მიგთხოვს და აზრი? უბრალოდ უნდა გაუძლო ფიზიკურად და გონებრივასცოტა ტირილებს , წუწუნააც.

Posted by: ლიკუნა@ 26 Jul 2023, 09:15
სერაფიტი
ჩემს ირგვლივ ძალიან ცოტას ვიცნობ მაგ ასაკში რომ ღამით არ ჭამს, დაგამშვიდე კარგად biggrin.gif ჩემებმა პირველი შუალედი 12-დან 6-მდე გააკეთეს ზუსტად აღარ მახსოვს ასაკი ოღონდ, სავარაუდოდ 8-9 თვე და უბედნიერესი ვიყავი მაგ დროს

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 09:36
Tua

სრულფასოვნად კვებას ვერ ვანაცვლებ, რადგან მაგდენ მყარს არ ჭამს. და ჯერ არც მინდა.
ახლა 9 თვის რო გახდება, უფრო მოვუკლებ რძეს.

დილით 7-ზე რძე, 140 გრ.
9-ზე ფაფა - სადღაც ალბათ 3-4 სადილის კოვზი. ცოტა ხილის პიურეც.
12-ზე რძე - 120-140.
პირველზე - ხილი, პიურე ან მთლიანი.
3-დან 4-მდე ბოსტნეული ხან ხორცით, ხან უხორცოდ, ზეითუნით. სადღაც 4-5 სადილის კოვზი.
5-სკენ რძე- 120-140.
და ძილის წინ 8-ზე ისევ რძე-140. 5-დან 8-მდე შუალედში იოგურტი, დღეგამოშვებით.

ჩემს რძეს დღის პირველ ნახევარში ვაძლევ. ერთი კვებაღა აქვს ეს. მერე სუ ფორმულას.

წყლით არ ჩავანაცვლებ, ჰო, უბრალოდ მაინტერესებდა, რამდენად "ჩაინაცვლებდა", ანუ შიოდა თუ სწყუროდა თუ რა.

ველინგის ფაფა ბოთლით ისმევა? ხო არ დაუტვირთავს კუჭს?
ძლივს ავაწყეთ და ისე კარგად გადის, ყოველდღე ან 2 დღეში ერთხელ. ნუტრილონ კომფორტი მიიღო კარგად.

მეორე ვერსია მაქვს, რო რადგან ბოლო კვება 8-ზე აქვს, 12-სკენ ძილში ხო არ ვაჭამოთქო ცოტა ფორმულა და იქნებ დილამდე გაქაჩოს. ასე გამოვა ნეტა? იქნებ ვცადო დღეს...




QUOTE
1 წლიდან კიდევ უფრო მოუმატა


ეუჰ:დდ
თან შენ ხო წლამდე გადაიყვანე მყარზე?

გუშინ 2 ნაჭერი სულგუნი დააყოლა ბოსტნეულს და მეთქი იეეე, დღეს ძაან დანაყრდა. მარა ნუ ჩვევა ჩვევაა. საათ-ნახევარი ვარწიე, ვუმღერე და ვატარე. ზუსტად საათნახევარი. და ბოლოს მაინც რძემ გათიშა.
თან სოფელში ვარ, აქ გვერდზე ოთახებში ყველგან ვიღაცას სძინავს და ამისი ყვირილი მეუხერხულება შუაღამეს.

თუ მოვუკლებთქო ღამით რძეს, იქნებ დღე უფრო მოშივდეს. კალორაჟს ღამის ხარჯზე არ შეივსებს.


ლიკუნა@

მართლა? მე კიდე პირიქით. ძირითადად აღარ ჭამენო. მით უმეტეს ვინც ფორმულაზეა. ძუძუს ბავშვები ძუძუს ითხოვენ.

კაი, მაგ 2 საათზე კვებას რაღაცნაირად გავქაჩავ, მარა მერე ისეც 5-6 საათზე შუალედში უნდება. და კიდე უნდა შევუბრუნო და მერე 7-სკენ იღვიძებს. უკვე ძაან მყარი პატერნი აქვს. 2 საათიდან 7-მდე უწყვეტად რო ეძინოს, მაგაზეც თანახმა ვარ. კიდე ერთი გაღვიძება შუალედში სულ მიფრთხობს ძილს. დამეწყო თავის ტკივილები. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძილი როგოროა, კი იცით.

სოფლიდან რო ჩამოვალ, ველინგსაც ვცდი, იქამდე კი ვეცდები, დავუკლო რაოდენობას ღამის ჭამის, მეტად სხვა ხერხებით შევუბრუნო და დღე მოვუმატო კალორაჟს.
ისე, ერთიორჯერ შევუბრუნე ამასწინათ და გადააბა. მარა ვერ ვიხსენებ, რამე სხვანაირად ვქენი იმ დღისით მენიუში თუ რატო გამიმართლა :დდ

Posted by: takoo1 26 Jul 2023, 09:53
სერაფიტი
არარი ძუძუზე და ფორმულაზე.ძუძუს ჭამდა ლუკიანე მარა დილამდე ეძინა 3-4 თვის რო იყო უკვე.გაბრიელი ფორმულას ჭამდა მარა 5ზე იღვიძებდა 4თვემდე
ეგრე იყო ჩემი დისშვილიც წლამდე.ზუსტად 5ზე იღვიძებდა ოღონდ რო ჭამდა თამაშობდა მერე biggrin.gif
დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ჭამდა ყველაფერს მარა ღამე მაინც იღვიძებდა ერთი და იგივე დროს.
ცოტა რთულია გადაჩვევა ალბათ როცა ბავშვს თვითონ არ უნდა.2 ზე თუ აჭმევ წესით 5ზე აღარ უნდა იღვიძებდეს.
1-2ზე რამდენს აჭმევ?
მე 1-2ზე რო ვაჭმევდი 8-9მდე ეძინა.
ეხლა 11-12მდე ვაჭმევ 240ს და ძინავს დილის 10მდე.
* * *
anibani18
გადაუვლის რას იზამს აბა,შენ უნდა გაუძლო smile.gif
ვიცი მაგარი ადგილია,რა კაია❤️
მე აქ ვარ აგვისტომდე მერე გურიისკენ მეტი ჯერ არვიცი.დაუგეგმავად ვიცი ხოლმე სადმე წასვლა დაგეგმილი ეგ მაქ ჯერჯერობით

Posted by: narkozeli 26 Jul 2023, 10:09
სერაფიტი

მე, როგორც დედა რომელსაც ღამე არასდრის გაუღვიძია ( მეც ვერ ვიჯერებ ზოგჯერ ამ დონეზე რომ გამიმართლა :დ) გეტყვი ერთ რჩევას, რომელიც ჯერ კიდევ ორსულობიდან დამამახსოვრდა, ერთი გამოცდილი დედის ფრაზა. ვიღაცეები შემეწინააღმდეგებიან ალბათ მაგრამ მე მეორეზეც იგივეს ვაპირებ.
პირველ რიგში, ბავშვი ღამე თავიდან აღუობაში იღვიძებს შიმშილის გამო ძირითადად. დედის რძე მსუბუქი და მარტივად მოსანელებელია, შესაბამისად ამ მხრივ ღამე მე ისედაც ბოლო კვებას თავიდანვე ფორმულის მიცემას ვუპირებ.
ახლა რატომ ვახსენე აღუობა და თავიდანვეთქო, რამდენიმე თვეში ეს ღამე ჭამა უკვე ჩვევაში გადასდის ბავშვს, ანუ აღარ შია მაგრამ ეღვიძება რადგან ჩვევაში აქვს ღამე რაღაცის მიღება- პირობითი რეფლექსია რა.
შენი ბაია იმხელაა- ახლა ეგ ნამდვილად ჩვევაა უკვე, რომელსაც როგორც ტუამ დაწერა- უნდა გადააჩვიო. ძუძუზე რომ
არ გყავს ადვილია, იმ მხრივ რომ ძუძუზე ვისაც ჰყავთ უცებ უცებ მაინც უდებენ ამ ძუძუს ( მესმის ზედმეტი 2 საათით ძილისთვის ან ძილის გასაგრძელებლად რას არ ვიზამთ, ნახევრად ჩაძინებულები. მაგრამ ეს მე უდიდესი შეცდომა მგონია. თუ ბავშვი დღისით საკმარის კალორიას იღებს, ღამე ჩვევის გამო, მის ჭკუაზე არ გავივლიდი და ტუას რჩევის არ იყოს, რამდენიმეჯერ იტიროს და გადაეჩვიოს, ჯობია.
ძილის წინ ძილინებისა ფაფა ან ველინგი კარგი აზრია. თუ ადრიანად იძინებს დაუშვათ 8ზე დს 8-დან 8მდე გაუჭირდება უსაკვებოდ გაძლება, ძილში მიეცი 12ზე მაგალითად ბოთლით რძე (მაგ დროს ხო შენც ფეხზე ხარ) და როცა დაწვები, შენ რომ გეძინრბა, იმ დროში ეძინება მასაც, ანუ შენს რეჟიმზე მოარგე.
მე გვიან ვიძინებდი ხოლმე და ბოლო კვებას 1ზე ვაჭმევდი ძილშივე ბოთლით. დილის 8-9-მდე ეძინა.
ვფიქრობ სწორი მენეჯმენტი უნდა და მოგვარებადია. არის რაღაც პატარა შეცდომები რასაც ვუშვებთ და მერე წლები გვიჯდება. იგივეა ღამის კვების თემაც, იგივეა ბავშვის ჩვენს საწოლში გადმოწვენის თემა ( ეს ერთხელ აქ დაიძინოს რა უჭირს) და ა.შ
მოკლედ შენ ისეთი ხარ, ზუსტად ვიცი გამოგივა სწორად დამენეჯება და გამხნევებ შორიდან რომ არ შეგეშინდეს და შენებურად დაალაგებ აუცილებლად.

Posted by: Tua 26 Jul 2023, 10:10
სერაფიტი
3 საათში ერთხელ აჭმევ ისევ? 6 თვიდან წესოთ 4 საათში ერთხელ უნდა ჭამდეს. მე ასე ვაჭმევდი დილით 10ზე იღვიძებდა . 6ზე რძე, მერე 10ისკენ ფაფა, 2ისკენ კიდევ ერთი კვება ჰქონდა ლაითად +ხილი, მერე იძინებდა 5მდე და 5ზე სადილი ხორციანი კვირაში 5 დღე სხვადასხვა ხორცი, 1ხელ კვერცხი და ერთხელ ან მხოლოდ ბოსტნეული ან ოსპის სუპი, 8ზე 10 თვიდან ჩავუსვი ღამის ფაფა ჰიპის და მერე 1 წლიდან ჩავანაცვლე მაწონი პეჩენია ან/და ნორდიკის ფაფა. 09:30ზე რძე ჰქონდა სადღაც 1.5 წლამდე , მე 1 წლამდე სრულფასოვნად ჩავუნაცვლე კვებები რადგან ფორმულა მსუბუქი იყო და არც ანაყრებდა, მაგრამ 1.9 წლის იყო სრულად რომ ამოვუღე ღამე ფორმულა დღე საერთოდ აღარ ვაძლევდი 1 წლიდან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ღამე ჭამა უბრალოდ ჩვევა იყო 4 ღამე გაგვიჭირდა და მერე ვსიო, ფორმულა
რომ ჩავცალე ქილა აღარც მიყიდია საერთოდ. 4 წლის ხდება დღემდე იგივე რეჟიმზე ვართ როცა ბაღში არაა , ძილის რეჟიმიც იგივე გვაქვს, 1.9 თვის მერე ღამე არცერთხელ არგაუღვიძია, სოსკა 2.5ის იყო ზუსტად 1 ღამეში თქვა უარი და ეგრევე ნაგავში მოვისროლე, სანამ
არდადეგები გაქვს იქნებ 1 კვება მაინც ამოუგდო.

Posted by: narkozeli 26 Jul 2023, 10:15
takoo1

რაც სერაფიტს ვუთხარი ეგ ვურჩიე ერთ მეგობარსაც, მეორე ბავშვი ყავს და უკვე მეორესთანაც ღამეებს ათენებს და მირჩიე რამეო.
ფორმულაზე მყავს და მაინც იღვიძებს 2 საათში ერთხელო, ანუ არაა ძუძუ და ფორმულაზეო.
კარგად ჩავეძიე და მეუბნება 40-50 გრამს ჭამსო 120-ს რომ ვუკეთებო.
აჰა მიზეზი, ძუძუა თუ ფორმულა 40 გრამს რო შეჭამს 5 თვის ბავშვი, რად უნდა თქმა რომ არ ეყოფა და გაიღვიძებს ისევ.
ამიტომ რაც ეკუთვნის ის უნდა მიიღოს ბოლომდე, ბოლო კვებად.
გამორიცხულია 150-180 ჭამოს 5 თვის ბავშვმა და იმას 2 საათში მოშივდეს, აი 1% არაა მაგის შანსი. თუ გაიღვიძა ესეიგი ჩვევის გამო, რომელსაც უნდა გადააჩვიო და არა შიმშილის გამო.
აბა ბავშვს თუ შია, ხო არ აშიმშილებ.
დანაყრებული ბავშვი ღამე არ უნდა იღვიძებდეს ლოგიკურად და ზუსტად დანაყრებაშია მთავარი გასაღები ჩემი აზრით.

* * *
ასევე აქაც და მეგობრებისგანაც ხშირად მომისმენია ფრაზა:
ძუძუს ღამე ჭამა რა პრობლემაა, არც მე ვფხიზლდები და არც ბავშვი ისე ჭამსო და ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი რჩევაა.
ნახევრად რომ გძინავს ისე არ უნდა აჭამო ბავშვს, უამრავი ფატალური შემთხვევა ხდება და მაგას ქადაგებს ჯანმოც რომ არც საწოლში უნდა გეწვეს შენთან და ჭამის დროსაც ფხიზლად უნდა იყო.
ამიტომ, კი ღამე ჭამა უდიდესი პრობლემა მგონია მე პირადად და მეორეზეც ვეცდები არ ვაჭამო.

Posted by: Tua 26 Jul 2023, 10:26
იმ დღეს შემხვდა ზუსტად რაღაც ვიდეო ჩვევებზე, ანუ იმაზე ბავშვს რომ მშობლებთან სძინავთ და ასევე კვებაზეც, სეულად საკმარისია 3 ჯერ გაიმეორო ერთი და იგივე, აი მაგალითად 3ჯერ ხელში დაარწიო ბავშვი ვსიო მეოთხედ უკვე თავისით ვეღარ დაიძინება, ზოგადად ჩვევები და რუტინა გამომუშავებადია რა 1-2-3-4 დღე და ვსიო, უბრალოდ რატომღაც ქართველი
მშობლების უმრავლეაობას მაგ ამბებში ცოტა არ აქვთ მყარი ნერვები, რამდენჯერ ყოფილა განშორების აფოთვების დროს ჩემთან რომ უნდოდა გადმოწოლა 1-2 საათზე დგებოდა საწოლში წამიყვანეო, გადმომყავდა საწოლიდან და ზუსტად 10 წუთში უკან ვაბრუნებდი თავისივე საწოლში. 4 წლის განმავლობაში ალბათ სულ 3-4 ღამე იყო ჩემთან ისიც დიდობაში უკვე როცა ბაღში მივიყვანე სიცხეების გამო, ეხლა საერთოდ არც წვება ჩემს საწოლში, მე მანდ რამინდა მე ჩემი საწოლი მაქვსო, იმიტომ რომ ჩვევა აქვს უკვე და იცის რომ ეს მისი სივრცეა, იგივეა ალბათ დამოუკიდებლად თამაშის კიჩვევაზეც, ძალიან იშვიათად ვზივარ ბავშვთან სათამაშოდ როცა ვხატავთ ერთად ან რამე ისეთ განმავითარებელს ვაკეთებგ მხოლოდ მაშინ. 5 თვიდან დამოუკიდებელია ხალიჩაზე გორაობით და თამაშით, მე რომ იქ ვმჯდარიყავი მთელი დღე სადაც ბავშვია რათქმაუნდა ვერისწავლიდა დამოუკიდებლად თამაშს., ფორმულაც იგივეა რასაც მიაჩვევ ეგაა რა, 9-10 თვიდან უკვე ღამე ჭამა ჩვევაა და არა შიმშილი , აჭამეთ დღია განმავლობაში ბევრად კალორიული რაღაცეები და ბევრად გაუმარტივდება მერე ფორმულის გადაგდება, უბრალოდ მშობელა უნდა მყარი ნეევები 3-4 დღე .
თუნდაც დალაგების თემაზე მე
მაგალითად ისეთ დღეებში როცა დამლაგებელი არმყოლოა ის კვორა შაბათს ვალაგებ ლაოთად და ბავშვსაც ვიხმარ რომ მომეხმაროს შესაბამისად სახლის საეებშიც ვრთავ, ვაძლევ პატღა ტილოს და მტვერს წმენდს თავისებურად რათქმაუნდა მაგრამ უხღია რომ მეხმარება, მტვერსასრუტსაც ვაძლევ რომ დამეხმაროს ხანდახან, ბლინების და ალადების კეთებაშიც ჩართულია . ასე ბავშვთანაც ვარ და დამატებით რაღაც საქმესაც ვაკეთებ.

Posted by: narkozeli 26 Jul 2023, 10:34
Tua

გეთანხმები, ამ 4-მა წელმა ძაან ნათლად დამანახა რომ “უბრალოდ ასეთია” “შენსას ასეთი ხასიათი აქვს” “ იმას გაუმართლა, ისეთი ბავშვი ყავს” და ა.შ ამ ყველაფრის წილი რეალურად საშუალოდ 100დან 5 პროცენტია )) დანარჩენი 95% არის გამომუშავებული ქცევა.
ბავშვთა ფსიქოლოგები კი მყავს ირგვლივ ბლომად და ყველა მეთანხმება იმაში რომ ბავშვის ტემპერამენტი (რაც მას აქვს დაბადებიდან და გენეტიკურად) ძალიან მცირედით განსაზღვრავს პრაქტიკაში ბავშვის ხასიათს, საქციელებს და ჩვევებს. რეალურად გარეგანი ფაქტორები ( როგორ მივუდგებით ჩვენ მათ) განსაზღვრას თითქმის ყველაფერს.
3 წლის წინ ეს რომ წამეკითხა მეც არ დავიჯერებდი, მაგრამ დრომ, გამოცდილებამ, პრაქტიკამ და ბევრი ინფორმაციის გაცნობამ დამარწმუნა რომ ნამდვილად ასეა.

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 10:42
takoo1

ჰო, არც მთლად მაგაზეა, ვიცი. ძუძუს ბავშვებიც აბამენ ღამე.
მარა აქ ნახე რა თემაა - ეს ხო ღამით 7 თვე ძუძის ჭამდა (დღე არ ჭამდა, თორე ღამე კი). და ზუსტად იმ დროებში ეღვიძება, როცა ძუძუს ჭამდა. ანუ ორჯერ. ძუძუზე მარტივი იყო, არც ფხიზლდებოდა. მეც მალე მეძინებოდა მერე ასე თუ ისე. ხოდა ახლა იმენა ვფხიზლდები ამ ფორმულის კეთებისას. ესეც უფრო ძნელად იძინებს, უფრო მეტად ფხიზლდება, სანამ ვაკეთებ. ხოდა დავფიქრდი - კი, აქამდე ვითომ ვუყრუე ყური, რო აი დღე მოუკლო რძეს და მოდი ღამე მივცემ, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია რძე ჭამოს, ჯერ პატარაა ისევთქო. მარა მერე გავაცნობიერე, რო ამით რეალურად ჩვევას ვუნტკიცებდი და პლუს ღამე კალორაჟს ვუნატებდი უაზროდ, როცა დღე მირჩევნია ჭამოს იგივე კალორაჟი.
გაბრიელი აღარ იღვიძებს ღამე ხო? ბოლო ჭამა როდის აქვს და რომლამდე ყოფნის?


narkozeli
კი,ჩვევაა, განშორების შფოთიც ალბათ. ძუძუს პონტში მიეჩვია, რო აი მაგ დროებში ამომყავდა, ვეხუტებოდი და ჭამდა თან. ამას თვითჩაძინება ზოგადად უჭირს. თამაშს იწყებს და კოტრიალს.
ველინგზე წავიკითხე ახლა 11 თვიდანააო. უფრო ოპტიმალურ ვარიანტად მესახება 12-ზე ძილში მიცემა რძის.
ანუ 8-ზე ხო ჭამს და მერე 12-ზე კაი შუალედია. რამდენიმე დღე ვეცდები შევუბრუნო, თუ გაეღვიძა ისევ იმ დროებში. ავიტანო ამისი ზუზუნი.
ვნახოთ რა გამოვა.

ძილის დროის გადაწევა არც მინდა და არც გამოსდის. ჩემთვისაც და მისთვისაც იდეალურია, რომ 8-დან 9-ის ნახევრამდე შუალედში იძინებს. არც დილის 7-ზე გაღვიძების პრობლემა მაქვს, მით უმეტეს სამსახური რო დამეწყება. მარაა ღამე გადაბმულად 6 სთ ძილი გაასწორებდა რა <3

მადლობა რჩევებისთვის, გოგოებო.
ამაღამ დავიწყებ ბრძოლ'ას :დდ
* * *
Tua
QUOTE
3 საათში ერთხელ აჭმევ ისევ? 6 თვიდან წესოთ 4 საათში ერთხელ უნდა ჭამდეს.


რძე გამოსდის 4 საათში ერთხელ, ხან 5 საათში ერთხელ და შუალედში მყარები.
სოლიდ სტარტსს მივყვები საორიენტაციოდ.
9 თვიდან ხო ახალი მაილსთოუნია და ცოტა მეტად ვაპირებ მყარის შეტანას კიდევ.

user posted image

Posted by: Tua 26 Jul 2023, 10:55
სერაფიტი
ჩემი მოკრძალებული აზრით ბავშვს რომ მიყვე და არა სოლიდსტარტის ცხრილს უკეთესია, ანუ შენ შექმენი ბავშვის რუტინა შენ თვიყონ ბავშვიდან გამომდინარე, უკვე დიდია და წესით მაგ ასაკში უკვე ამ დაწერილ ცხრილებს აღარ უნდა სდიიო, 1 წლამდე კვეეცხის ცილაც აუცილებლად უნდა გაასინჯო თუ არმიგიცია.


narkozeli
კიი , ზუსტად აი რამდენია რომ მაგ სიტყვებს იმეორებს და მერე 3-4 წლის ასაკში თავში იხლის ხელებს ნეტა მაშინ ასე მექნა მაშინ ისე მექნაო, მაგრამ მერე უკვე გვიანია ხოლმე ხშირ შემთხვევაში, სულაც არვნანობ რომ რეჟიმში ჩავაყენე ბავშვი, სულაც აევნანობ რომ დამოულიდებელია თან ცოტა ზედმეტად დამოულიდებელიც მაგრამ ალბათ ასე ჯობია რაღაც მხრივ smile.gif არც იმას ვნანობ რომ ტრადიციულად ვკვებავდი , რასაც ვუყურებ თვითკვების ბავშვებს ეხლა მაგისი ალიან დიდი ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს და კიდევ წმენდა ხეხვის ნერვი ყოველი კვების მერე ცალკე ბავშვი ხეხე ცალკე სკამი და ცალკე იატაკი smile.gif) ერთი რასაც ვნანობ დაბადებიდან ღამე
რომ ვაჭამე ეგააა და ალბათ მეორეს რომ ვაჩენდე აღარ დავუშვებდი მაგ შეცდომას smile.gif

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 11:00
გოგოებო, ჩვევებზე გეთანხმებით ჩემი შვილიდან გამოდმონარე.
სხვებზე ვერ დავდებ თავს და ეს ნამდვილად მიჩვეულია რაღაც რუტინებს, თამაშს, ძილს (საათობროვად სძინავს დღეც უკვე რამდენიმე თვეა. მე თვითონ გვიან აღვიქვი, პატერნი რომ ჰქონდა დღეც, თავისით დაალაგა და ეგრევე შევუწყე ხელი, ერთსა და იმავე დროს დაძინებით. )ანუ მკარნახობს რაღაცნაირად და მერე ამას ვუმტკიცებ მე. არაფრით ვარ უკმაყოფილო, არც იმ მყარის ცოტა ჭამით. წონა არ აკლია და განვითარება. 9 თვის არაა და 6 კბილი აქვს. უჯანმრთელესი და უყოჩაღესია. მარა ნუ ეს ღამის ჩვევაც აშკარად გამომრჩა/დავიკიდე თუ რაცაა და განვუმტკიცე და შევუწყე ხელი. მარა მე თვითინ გამიჭირდა უკვე.

მადლობა თქვენ <3

Posted by: anibani18 26 Jul 2023, 11:09
emiblack
რა კარგი რჩევებია <3 ფქვილს მეც ვაძლევ, ოღონდ ხორბლის და ნერე დათოვლილია მთელი ოთახი. რა კარგად შემახსენე სიმინდის ფქვილზე. ღერღილი კიდევ უკეთესი იქნება მგონი.
დილით არ გამომდის ასეთი კონტაქტი. პატარას უკვე სძინავს, უფროსი რომ იღვიძებს და გვაქვს ერთი რია-რია. ისე კი ძალიან მინდა მარტოები ვიყოთ ხოლმე დილაობით ცოტა ხანი მაინც.
ვცსი აბა შენს რჩევებს. მადლობა დიდი <3
ჩემსას დიდი ხანია რაც ცალკე სძინავს, წლისაც არ იყო და ზოგადად კარგად სძინავს მაგრამ ეს ორი კვირაა აურია ძალიან.
ლიკუნა@
ერთ ბავშვს ადვილად გაუმკლავდები ადამიანი. თან რაც უფრო იზრდება, მით უფრო მარტივდება ზოგი რამ თამაშის მხრივ მაგალითად.
რატომ არ იყო სწორი მიდგომა?
მე ზოგადად დამოუკიდებელი თამაშის მომხრე ვარ. მგონია, მე რომ სავუჯდე და სულ ვეთამაშო, შევზღუდავ ბავშვს და ყველაფერს ჩემი თვალთახედვით ვაჩვენებ. დამოუკიდებელი თამაშისას კი ფანტაზია უვითარდება ბავშვს. კი, ერთობლივი თამაში ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას ამტარებს, მაგრამ ინიციატორი უნდა იყოს ბავშვი, შენ კი დამკვირვებელი. მე ასე მგონია. ჩვენი ერთობლივი თამაშია ასეთია ხოლმე:დედა, წამო ფაზლები ავაწყოთ და მერე მომაჩეჩებს ამ ფზლებს და მიკივის, დედა, ააწყვე, დედა, ააწყვე.

Posted by: Tua 26 Jul 2023, 11:12
სერაფიტი
ადვილად გადააჩვევ უბრალოდ
მტკიცე ნერვები და ცივი გონება გინდა 4-5 დღე ❤️ დღია რუტინა ძალიან კარგია ღამეა რთული ჩვევა უბრალოდ. მე როგორც მახსოვს შენ დაბადებიდანვე გინდა თუ არა ითხოვს არითხოვს 3 საათში ერთხელ აჭმევდი , ეგ შეცდომა დავუშვი მე და ალბათ მეორეზე არგავიმეორებდი ნამდვილად. ალბათ თვითდაძინების ჩვევაც არ აქვს გამომუშავებული და მაგიტომ არიბრუნებს ძილს , იქნებ ეგეც გამოიმუშაოს რამენაირად, ხელში რწევით აძინებ? იქნებ გეცადა სხვა მეთოდებით დაძინება, მაგალითად დააწვინე დიდ საწოლზე მიუწექი უბრალოდ გვერძე 3-4 დღეში გადაეჩვევა ხელში რწევას, 5 დღეში რომ ჩაეძიენება თავის საწოლში გადააწვინე ჩაძინებული მერე ნელნელა უკვე თავის საწოლში ჩააწვინე და გვერძე დაჯექი ან დაწექი სადმე.

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 11:16
Tua

ანუ საორიენტაციოდთქო, მაგიტო ვთქვიsmile.gif) ბავშვს მივყები ძირითადად. მარა რაღაცა ორიენტირი მჭირდება კვებაში, რო ვიცოდე, რამე არ დავაკლო.
ყველაფერი გასინჯული აქვს, კვერცხის გულიც, ცილაც, ხორციც. კვირაში ორჯერ ან სამჯერ აქვს ხორცი, კვერცხი ერთხელ.

შენ როგორც დამიწერე, მაგ შემთხვევაში 10-დან 5-მდე ხილის გარდა არაფერს აჭმევდი?

ერთადერთი, რაც მინდა ისაა, რომ ცოტა ხანი კიდევ სვას რძე. მაგისი მჯერა და წაკითხულიც ბევრგან მაქვს, რომ წლამდე რძე მნიშვნელოვანია.
* * *
Tua

ჰო, დღის რუტინა და ძილისწინაც საკაიფო აქვს.
ჰო, სამ საათში ერთხელ ვაჭმევდი ხოლმე პირველი თვე სადღაც. მერე უკვე თავისით მთხოვდა. ანუ შეიძლება მე გავაფუჭე :დდდ

კი, ხელში გადავიწვენ, ვზივარ, ვუმღერი და იძინებს. რწევა ზოგჯერ. თუ კარგადაა მოთენთილი, არ უნდა რწევა, 2 წუთში იძინებს..თუ არადა - უნდა.
ნუ ენივეი ხელში იძინებს.
ამ ბოლო დროს ვცდილობ ზოგჯერ მოთენთილი ჩავაწვინო და არა მძინარე. ლოგინში ჩაიძინა ხოლმე.

ჰო, ეს ჩაძინებია თემაც მოსაგვარებელი მაქვს და რაღაც პონტში კავშირშია ღამის კვებასთან, თვითჩაძინება.

Posted by: takoo1 26 Jul 2023, 12:00
გოგოებო კვებაზე უნდა გკითხოთ.
10 თვის გახდა გაბრიელი.ხოდა საერთო სუფრიდან რო ვაჭმევ ადრე ხო არაა? კი ინელებს და პრობლემა არაქვს მაგ მხრივ მარა ხო არ შევუქმნი პრობლემას სამომავლოდ თქო.
წლამდე მაწონი არ შეილებაო და მე ხან ლობიოს ვაჭმევ ხან ოსტრს და ხნ ტოლმას biggrin.gif
ისე უხარია ხოლმე.კიდე პურზე მაინტერესებს ძაან უყვარს და ყოველდღე რო ვაძლევ მეფიქრება,მე თვითონ არ ვჭამ ერთი ნაჭერი დღეში და ამას 3-4 რო მისცე შეჭამს.ისე იტენის გამწარებული.არადა ნაჭამია ხოლმე ჭამის მერეც უნდა.

Posted by: Tua 26 Jul 2023, 12:06
სერაფიტი
ვაჭმევდი 10-5მდე, 2ის ნახევრიდან 2მდე ვაჭმევდი ხან ხაჭოს და იოგურტს, ხან ხოეცის ბლინს და იოგურტს, ხანდახან ყაბაყის ალადიკებს გამომცხვარს , ხანდახან კვეეცხის და ბოსტნეულის მაფინებს გამომცხვარს ღუმელში, ანუ მაგ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვნება გვქონდა დღემდე გიჟდება, ამ ყველაფერზე, ხანდახან წიწიბურის კატლეტს ვუკეთებდი ღუმელში ესეც გამომრჩა ზევით .

ძილიც ისე ქენი როგორც დაგუწერე ძალიან ამართლებს, ხელის ნაცვლად საწოლზე დააწვინე და ჩაძინებული გადააწვინე მიეჩვევა მალევე და მერე უკვე თავის საწოლში დაწვენა დაიწყე, მე მერე ეგრევე გავდიოდი ოთახიდან და დღემდე 3 წელზე მეტია თავისით იძინებს .
* * *
takoo1
პურს დღემდე არჭამს ალექსანდრე საჭმელთან ერთად და ზოგადად არგიჟდება პურზე იშვიათად ჭამა, სუპებში რომ პურს უყრიან ეგრეც არჭამს საერთოდ . ტოლმა მაგ ასაკში აეიძლება უბრალოდ ტომატის პასტა რომაა ეგ არშეიძლება, ოატრიც მოსულა, ლპბიოც მოსულა, მე 7-8 თვიდან ორეგანოსაც ვუკეთებდი საკვებში ახალდაღერღილ პილპილსაც, ერთადერთი უმარილოს და უშაქროს ვაჭმევდი სულ, დღემდე უმარილო და უშაქრო ფაფას ჭამს და სუპებსაც. მჭადსაც კი ვაძლევდი ხანდახან, ნუ კიტრს და პომიდორს სადღაც 9-10 თვიდან ჭამს

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 12:19
Tua

ოკ, მადლობა, გავითვალისწინებ რჩევებს. <3
მეც მინდა იყოს დამოუკიდებელო და ბედნიერი :დდ ყველანაირად ვეცდები, რომ თავისუფლად იგრძნოს თავი სახლშიც, გარეთაც. ვხედავ, რა "შეცდომები" დაუშვეს მაგალითად ჩემს გაზრდაში და ძაან მინდა, ოქროს შუალედი მქონდეს მასთან მისი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ბალანსით.

რაც ეხება რეჟიმს - მეც რეჟიმის ადამიანი ვარ, მაგრამ პრინციპად ავიღე ის, რომ თვითონ ბავშვს დავაკვირდი, როდის იყო კომფორტულად და შევუწყვე ხელი, ჰქონოდა რეჟიმი. ადრეც დავწერე, დაბადებიდან ეგეთი ტიპი იყო, რო ძუძუც არ უჭამია ურეჟიმოდ. 2 საათში ერთხელ ჭამდა დღე. ან 3. მერე გამოწველილზე გამიადვილდა, ვიცოდი, არ შივდებოდა შუალედებში. ძილზეც მასე, რაღაც მომენტში შევამჩნიე, რო კონკრეტულ დროებზე ითენთებოდა. ეგრევე "წავახალისე".

ეგ მიწოლით ძილი მირჩიეს სხვებმაც და უნდა ვცადო აუცილებლად. თუ უკვე ძაან გარყვნილი არ მყავს :დდ
* * *
takoo1

პურა არ ვაძლევ მე. ერთიორჯერ ყუა გაღეჭა, ცეხვილი პურის.
უმარილო/უშაქროზეა ესეც. ალბათ ცალკე უღებ უმარილოს,.ხო?
მე ვერ ვრისკავ საერთო სუფრას ჯერ, წლამდე მაინც. ანუ მოდიფიკაციებით რა - ხორციანი სოუსი თუა ვთქვათ, ხორცს ამას ცალკე ვუღებ და კარტოფილში ვუკეთებ ვთქვათ. ან აფთიაქის ბროკოლს ვუმატებ, თუ მეჩქარება უცებ. ხან სულ არ ვიყენებ სახლის საჭმელებს და ცალკე ვუმზადებ. წლამდე ასე ვაპირებ დაახლოებით, რაოდენობას მოვუმატებ უბრალოდ. პური და ორცხობილები არ მინდა, მიეჩვევა და მოითხოვს მერე. ზოგადად, ჯანქ ფუდზე მაქ ეგეთი მიდგომა, რო ადრე თუ გვიან გასინჯავს ალბათ და რაც გვიან, მით უკეთესი. ამიტო არ ვახალისებ. პური არაა ჯანქი, მარა რავი, მარცვლეულს ფაფას ხო ჭამს და აღარ ვუმატებ ამიტომ.

კვების მრჩეველად ვერ გამოვდგები. აქ უფრო გეტყვიან გოგოები. ისე, ზოგს.7-8 თვიდანაც გადაჰყავს სამჯერად მყარ კვებაზე და საერთო სუფრის საკვებზე. მე დაშინებული ვარ, გენეტიკურად მეც, დედასაც ძაან ცუდი კუწ-ნაწლავი გვაქვს, ყაბზობები, ბუასილები და ა.შ. ამიტომ მაინც სიფრთხილით ვეკიდები ანიტას კვებას, სანამ უმწიფარია მისი მომნელებელი სისტემა. უნდა ვიცოდე,.რომ ყველაფერი ვცადე და თან ვიმედოვნებ, რომ დაეხმარება სამომავლოდ - გენეტიკური ფაქტორის გვერდით ჯანსაღი კვების ჩვევა და რძიდან მყარზე ნელი გადდასვლა...


* * *
ახოხდა ქალბატონი. აქამდე მცდელობები ჰქონდა, ცოტას გახოხდებოდა და იყურებოდა აქეთ-იქით. დღეს გაინავარდა:


https://youtu.be/M0NItkJYoIg

Posted by: anibani18 26 Jul 2023, 13:01
Tua
შენ რომ ყვერდით დაუჯდები და დაიძინებს ბავშვი, ეს თვითჩაძინებად არ ითვლება.

narkozeli
მე ჩემს უფროსს არც გვერდით ვუწვები, არც ვუჯდები, თავისით იძინებდა და ღამეც ეძინა. ახლა რატომღა იღვიძებს მაშინ?


არამგონია ძილი მხოლოდ ჩვევა იყოს. ბევრი რამის გამო იღვიძებენ ბავშვები ღამე.


სერაფიტი
ჩენი უფროსი გოგონა წლის და ორი თვის იყო რძეზე რომ უარი თქვა. იქამდე მეგონა, თუ აღარ მოუნდებოდა ღამე ჭამა, აღარც გაიღვიძებდა. რომ დაანება რძეს თავი, კიდევ უფრო ხშირად დაიწყო გაღვიძება. რთულია რა ბავშვის ძილი. ცოტა წუწუნს და ტირილს უნდა გაუძლო, თუ გინდა რომ მთელი ღამე ეძინოს.

Posted by: narkozeli 26 Jul 2023, 13:04
anibani18

სავარაუდოდ ღამის ტერორია ან, მაგ ასაკში სიზმრების გამო ეღვიძებათ ხოლმე. ჭამას ხო არ ითხოვს? ❤️
ძილი კომპლექსური თემაა, ძილის წინა რუტინა, გაჯეტების არიდება ძილამდე 2-3 საათით ადრე, დანაყრებულად ყოფნა, მშვიდი ემოციები და ა.შ
ბევრი მიზეზია რის გამოც ბავშვს ძილში შეიძლება შეეშალოს ხელი

Posted by: happy-go-lucky 26 Jul 2023, 13:07
ძალიან რთულია სხვას ურჩიო რამე როცა არ გამოგიცდია. ჩემი შვილს 0 დღიდან 1.5 წლამდე უბრალოდ არ ეძინა, შემდეგ 4 წლამდე 2-3 ჯერ იღვიძებდა და 6 წლამდე
მარტო რომ იწვა ერთხელ მაინც და მეძახდა.

მეორე შვილი, გაზებმა გაუარა თუ არა ღამე ან სულ არ იღვიძებს ან იღვიძებს, ჭამს და იძინებს ეგრევე. ისე სხვათაშორის 120 ჭამს და 3 საათში მაინც იღვიძებს ზოგჯერ.

ვერავინ დამაჯერებს ამ მიდგომებზე, ყველაფერი ბავშვის ზნე და ხასიათზეა და სულ რო შუაზე გაიხე, მაგ ფსიქოლოგების რჩევებით შვერაფერო ქნა შეიძლება. მერე მოდის ზუსტად ეს არასაკმაიროსიბის განცდა დედებში, რო მას თუ გამოსდის, ნ
მე რატომ ვერა; რაღაცას ვერ ვაკეთებ ისე სწორად და ასე შემედეგ. ეს საკუღარ თავზე მაქვს გამოცდილი.

Posted by: narkozeli 26 Jul 2023, 13:07
სერაფიტი

მეც დაახლოებით შენს აზრზე ვარ, ბავშვი გაძლევს მიმართულებას და მერე ცდილობ ეს მიმართულება შენს რეჟიმზე მოირგო.

* * *
happy-go-lucky

მე ვფიქრობდი მასე შენსავით, აგერ ტუამ იცის რამდენჯერ მიკამათია მასთანაც, ზნე ზნეა და მორჩათქო.
მერე და მერე გავიაზრე რომ მასე უფრო უსუსური ხარ, ვსო ესეთი ზნე აქვს ბავშვს და რა ვქნა, გავათენებ.
რა ვქნა ჯიუტია და ტანტრუმები აქვს, გავუძლებ.
რეალურად უამრავი რამე ბავშვთან არის მართვადი, სწავლადი, მიჩვევადი.
რეჟიმი და რუტინა რთული გამოსამუშავებელია, უდიდესი ნებისყოფა უნდა, ამად ვერ ვუძლებთ უბრალოდ. სპეციალისტის დახმარება არის უმნიშვნელოვანესი, რასაც მე ვუყურებ, დედების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ფსიქოლოგების რეკომენდაციებს, ქცევის თერსპევტების ჩართვას და ა.შ
ამ დროს კარგი სპეციალისტი, ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი უამრავი ქეისი. ბავშვთა განვითარების ცენტრი მქონდა თავისი ფსიქოლოგების გუნდით. მოდიოდნენ მშობლები აი ისეთი უიმედოები, ყველაფერი ვცადეთო და მერე სასწაული შედეგები ჰქონდათ.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზეც დაუჯერებელ შედეგებს ვხედავდი ჩემი თვალით. მასე დასწავლით და სწორი მართვით.
“ასეთი ბავშვია და რა ვქნა” რეალურად არ არის მყარი არგუმენტი. ყველანაირი ბავშვის ქცევის ცვლილებაა შესაძლებელი მეტნაკლებად.

Posted by: Tua 26 Jul 2023, 13:20
anibani18
4 დღე და მერე გავედი ოთახიდან დღემდე მარტო იძინებს არაის მიწოლა და ჩამოჯდომა 3 წელზე მეტია თვითონ იძინებს . ძილის ტერორი და განშორების შფოთვა ზოგ ბავშვს 6 წლის ასაკამდეც აქვს .




Posted by: happy-go-lucky 26 Jul 2023, 13:22
ორი ბავშვს ვადარევ ერთმანეთს გვანცა. არაფერი გამიკეთებია მეორეს შემთხვევაში, ასეთია თვითონ.

პირველზე ყველაფერი მაქვს აბსოლიტურად ნაცადი რაც დაწერეთ. ველინგით დაწყებული, უსტერიკების მოთმენით დამთავრებული. არაა ეგრე მარტივად. და მერე მაგ რჩევებს რო მიყვებუ და არ გამოდის ძალიან ცუდი შეგრძნებები გაქვს დედას. რომ არ დარ საკმარისად "კარგი" და რაღაცას ვერ აკეთებ ისე როგორც საჭიროა მაინც.

აუტისტურუ სპექტრის ბავშვებზწ თერაპიებიბს რა ღქმა უნდა შედეგი აქვს კაცო. და საჯუთარი თვალით მქცს მეც ნანახი
* * *
Tua
ჩემი ბიჭი დღემდე თუ არ მიუწექო არ იძინებს. მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ამისღვის, უამრავი რამ ვცადე. ძალიან ნერვიულობს. მხოლოდ იმის იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო გაიზრდება მალე.

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 13:31
anibani18

მართალი ხარ იმაში, რომ მხოლოდ ჭამის გამო არ იღვიძებენ. მაგრამ სისტემატურად ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს გაღვიძება ან შიმშილია, ან ჩვევა. მე უფრო ჩვევა მგონია ამის შემთხვევაში.

ჰო, რძეს რო დაანებებს თავს, ალბათ მაინც გაიღვიძებს ზოგჯერ. პერიოდები ექნება, კი. მესმის, რომ ბევრ ფაქტორზეა ძილი დამოკიდებული და ჯერ პატარები არიან. მაგრამ აი ყოველღამე გაღვიძებას რო გადაეჩვევა, კიდე ასატანი იქნება რა. ახლა ჰო, მარა სექტემბრიდან უფრო გამიჭირდება, სამსახური დამეწყება.
თან მე დღისით ვერ ვიძინებsad.gif

შენმა უფროსმა გაღვიძება რომ დაიწყო, ამისი მიზეზი ალბათ რაღაცა იქნება. რა გგონია? სავარაუდოდ, პერიოდი აქვს ასევე, რაღაცა ეტაპი. ნეტა რამდენ ხანს გასტანს ეს ეტაპი?

თვითჩაძინება არის სააააერთოდ ყველაფრის გარეშე ჩაძინება, ასე ვიცი მეც. აი როგორც ჩვენ ვიძინებთ. და შენ ადრე ტრენინგიც მასწავლე, სკამის. მაგრამ მე ვერ ვიზამ მაგას, არ მეყოფა ნერვები.

აი, ამ წუთას დავაძინე ნაწილობრივ თეოს რჩევით, ნაწილი - ჩემი ჩვევით. დიდ საწოლზე მოვიწვინე სოსკით, ვუმღერე, ცოტა იწრიალა, გაიოფლა და წუწუნი დაიწყო. გადავაწვინე თავის ლოგინში, და ზუსტას 30 წამში დაეძინა. ჯამში 5 წთ დამჭირდა. ამაზეც ყაბულს ვარ ამ ეტაპზე. ზოგადად, ვატყობ, რომ ჩემ გვერდით მოუსვენრადაა, არ მოსწონს, იოფლება სიახლოვისგან, ფეხებს ვერ შლის კარგად, და ა.შ. ამიტო ჩემს ლოგინში კაი ხანია არ სძინავს. მხოლოდ დაბადებიდან პირველი 1 თვე ვიწვენდი. რაც გაიზარდა, გამოეკვეთა სივრცის წყურვილი :დდ ახლა უნდა წავახალისო ეს ამბავი და იმედი მაქვს, მერე იმასაც მიეჩვევა, რომ ჩავაწვენ და დაიძინოს.

სექტემბროდან დეიდაჩემი დამეხმარება, სანამ სკოლაში ვიქნები. ეს ფაქტი კი რაღაცებს შეცვლის. ალბათ ახალ უნარებს და თვისებებს შეიძენს. მათ შორის ჩაძინების და ჭამის. იქამდე ვეცდები გავუმართო "რუტინები" :დდ
* * *
happy-go-lucky

ყველა ადამიანი განსხვავებული ტემპერამენტისაა. ბავშვიც ასეა, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვევებზეც მოდის დიდი წილი.
ზოგს ჯანმრთელობის პრობლემაც ერთვის, ვთქვათ რეფლუქსი ან რამე სხვა. ესეც თავისას შვრება. ძილის და ღვიძლისას შფოთავენ, ტირიან.

ასიდან ას შემთხვევაში არ გაამართლებს მიდგომები, ალბათ, მაგრამ ძალიან დიდ წილში გაამართლებს.

შენ აღნიშნე დაკომპლექსება დედისა - ეგეც ხასიათზეა. ზოგი დედა მეტად ემოციურია, ზოგს კიდია რამდენს იტირებს ბავშვი ან რა არის ფსიქოლოგის რჩევა. ყველანაირ დედას ვიცნობ.

მე მაგალითად ვხვდები, პირველი რომაა, მეტად დაძაბული და წვრილმანებს გამოკიდებული ვარ, ხასიათიც ეგეთი მაქვს. მარა მეორე თუ მეყოლა, უფრო თავისუფლად ვიქნები.

ახლა ერთად ვართ სოფელში მე და ჩემი რძალი, 2 თვისაც არაა ჩემი ძმიშვილი. ვუყურებ ჩემს რძალს, როგორი ემოციურია მის ყველა ტირილზე და ა.შ. მახსენდება ჩემი თავი. და თან ძაან ადვილად ვხედავ ამ გადასახედიდან მაგ ასაკის ბავშვის ყველაფერს - ძნელია, კი, ღამის გატეხვაც უწევს და დღეც ცოტა დრო თუ რჩება რამისთვის, მარა მე ეს ყველაფერი რო გავიარე, მარტივად ვუდგები და ველაპარაკები ხოლმე, ცოტას ვეხმარები ზოგჯერ. თავისუფლად ამყავს, ვაძინებ, ესა ისა. ტირილზე არ მაქვს დიდი რეაქცია. მოკლედ, მეორედ დედობა კიდე სხვა რამეა, ასე მგონია.

თუმცა მე ძაან მეშინია, მით უმეტეს მიყოლების.

Posted by: Tua 26 Jul 2023, 15:24
happy-go-lucky
მე მყავს ძმისშვილი 9 წლისაა 10ის ხდება, დღემდე ვიღაცასთან ერთად სძინავს, მარტო არიძინებს რადგან ასეა დაჩვეული, სულ დაბადებიდან 3-4 ჯერ ეძინა თავის საწოლში, განა იმიტომ რომ გაზები ჰქონდა ან ტიროდა ან ჭორვეულობდა ასე აარჩია დედამისმა, ჩვევაში აქვს დღემდე მიუხედავად ცალკე ოთახის შესაძლებლობისა, როცა მე სხვა გზა ვარჩიე და 2.5 წლიდან საკუთარი ოთახი და საწოლი აქვს , ჩემსასაც ჰქონდა კოლიკები, გაზები, ტიროდა პირველი 3-4 თვე, ძველმა გოგოებმა
ძალიან კარგად იციან რაც გავიარე , მაგრამ მე რომ ავყოლოდი ამ ყველაფერს და არმემოქმედა მივყოლოდი ზნე აქვს ასეთი რავქნა თქო , არიქნებოდა ისეთი ბავშვი როგოგორიც ახლაა, ყოველთვის აუცილებელია ხელის შეწყობა ხასიათის და ზნის ჩამოყალიბებაში, ძალიან დიდი წვლილი აქვს იმ ფაქტს რომ უბრალოდ დინებას არუნდა მოყვე ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბების დროს და რაღაცა ისე უნდა წაიყვანო ხანდახან როგორც მშობელს გინდა რომ
იყოს. მე ისე წავიყვანე ყველაფერი რპფორც ჩემთვის და ბავშვისთვისაც იქნებოდა კომფორტული, ტირილით ისტერიკოთ და ძალით ნამდვილად არუნდა გააკეთებინო ეგ სოსულელეა მაგრამ ნელნელა თუნსაც თვითჩაძინების თემაზე 2 კვირამდე დამჭირდა, ახლა 3 წელზე
მეტია ვაწვენ კარებს მოვხურავ ცოტა და იძინებს თვითონ , კი ვიწვალე, კი ხამდახან ნერვი არმყოფნიდა მაგრამ შევძელი ჩემი ნეევების ხარჯზე, სამაგიეროდ ახლა ვიაზრებ რომ
ის ჩემი წვალება ამად ღირდა smile.gif მე და გვანცას ბევრჯერ გვიკამათია მაგაზე წლების წინ და რეალურად არაა ეგ მხოლოდ ბავშვის ზნეზე და ხასიათზე თუ მშობელმა ხელი არშეუწყვე რაღაც რაღაცეებში, ჩემი ახლობელკ
მეუბმევა იმ დღეს ფორთხავს იატაკზეა ( ტანტრუმი აქვზ) , რავქნა კახელია და მაგისი ბრალიაო, არაა ეს ნორმალური რავიცი smile.gif

Posted by: anibani18 26 Jul 2023, 15:30
სერაფიტი
შენ უკეთ იცნობ შენს შვილს, მაგრამ თუ დღის განმავლობაში კარგად არ ჭამს, მაშინ მიზეზი შეიძლება ორივე იყოს.
ძილზე დისერტაციას დავიცავ smile.gif როგორც დაიძინებს ბავშვი, ზუსტად ისევე შეიბრუნებს ძილს. თუ დაძინებისას ძუძუს მოაწოვებ, ყოველი მომდევნო გაღვიძებისას, ძილი რომ გააგღზელოს ისევ ძუძუ დასჭირდება, თუ დაარწევ -რწევა, თუ მატყუარას წოვს - მატყუარა.
თვითდაძუნების სწავლების მხოლოდ სამიოდე ნეთოდი არსებობს, დანარჩენი მათი მოდიფიკაციაა. ან აწვენ ბავშვს და გადიხარ, ტირის თუ რასაც შვება, ოღონდ უსაფრთხოდაა, აიგნორებ, როგორც ტანტრუმისას და საკმაოდ სწრაფად სწავლობს გადაბმულად ძილს. მეორე მოდიფიცირებული ტირილის მეთოდია. აწვენ და გარკვეული წუთების ინტერვალებით შედიხარ მასთან. მერე სკამის მეთოდი, კიდევ აყვანა- დაწვენის მეთოდი. ეს ბოლო კოშმარია სრული.
რაც შენთან ახლოსაა, ის შეარჩიე.
ამბობს, შენი ნახვა მინდა ხოლმეო. ჩუმად გამოდის ოთახიდან და მოდის ჩემთან, ამყავს და უკან ვაწვენ. ასე რამდენჯერმე ღამის განმავლობაში. ალბათ განშორების შფოთვები აქვს, არ ვიცი.

* * *
narkozeli
არა, არ ითხოვს ჭამას, არც ტირის. ჩუმად დგება და მოდის ჩემთან, რატომ ვარ მარტოო. დავაწვენ უკან და უმალ იძინებს.
ნეტა პატარა რომ დავუწვინო გვერდით, რა გამოვა

Posted by: takoo1 26 Jul 2023, 15:38
სერაფიტი
happy-go-lucky
ბავშვზეცაა გეთანხმებით ნამდვილად. ჩემ შვილზე რო რაღაცამ გაჭრა სხვისაზე შეიძლება არ იმუშაოს.ასე რო ვერ ეტყვი ადამიანს ასე და ისე მიუდექიო.საერთოდ როცა რაღაც გამოგდის და მუშაობს შენსასთან გგონია რო სხვაზეც იმუშავებს და თან როცა მხოლოდ ერთ შვილთან გაქ გამოცდილება. ერთნაირად ვზრდი ორივეს მარა რაღაცეებში გამსხვავდებიან.თუნდაც ღამე გაღვიძებაში.
გაბრიელიც იღვიძებდა 5ზე საჭმელად მარა ნელ ნელა თვითონ გადაწია დრო.მე ნამდვილად ვერ შევძლებდი რო ამომეგდო კვება.რო დაიწყებდა ტირილს რა უნდა მექნა?
მიუხედავად იმისა რო მერე უკვე აღარ ვაჭმევდი 5ზე მაინც წრიალებდა ხოლმე.ჩვევაში ქონდა რო უნდა გაეღვიძა. თავისით გადაწია მერე მე არაფერი გამიკეთებია ან რა უნდა ქნა 5საათზე რო ჭამის გამო კიარა ისე იღვიძებს.
ჩემი დისშვილი სათამაშოდ იღვიძწბდა მაგ დროს თან უკვე დიდი იყო წლის და სამი თვის
ძილი ცოტა რთული ამბავია რაა.

დაწვენაზე გეთანხმებით არ დაიწვინოთ თქვენთან ძალიან გაგიჭირდებათ გადაჩვევა.
ისევე როგორც რწევა.ძლივს გადავაჩვიე გაბრიელი და 4-5 დღე ნამდბილად არ ყოფნის მაგ ამბავს დამიჯერეთ.
თვეები დამჭირდა რო მიმეჩვია და ბოლომდე მაინც ვერ მივაჩვიე.ეხლა ლოგინზე მივუწვები ისე იძინებს და გადამყავს მერე. თუ წრიალებს და არ გამოფხიზლდა წამოიტირა ლოგინშივე ვუბრუნებ ძილს არ ამომყავს.
დილით რო იღვიძებს დგება და იყურება იქედან იცინის არ ტირის.მგონია რო ცოტა მიეჩვია.ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ მერე რა იქნება.
ჩემი შვილები ცოტა ფსიხები და ჯიუტები არიან
რთულია ამათთან ენის გამონახვა.
რაღაც რო გამომდის ხოლმე მგონია გმირობა ჩავიდინე

Posted by: სერაფიტი 26 Jul 2023, 17:13
anibani18

კი, დღე არ ჭამს ნორმალურად. თითო ულუფას ვერ დავარქმევ ვერც ფაფას, ვერც ბოსტნეულს. მიუხედავად იმისა,.რომ რძიდან 3 საათს ვაკეთებინებ შუალედს, მაინც იშვიათად, რომ სრული ულუფა ჭამოს. და ჰო, მაგიტომ ვუყრუებდი აქამდე, რო მეთქი შივდება და მიიღოს რძე ღამეც. ამიტომ ასე ვიზამ - უბრალოდ გადმოვუწევ მაგ კვებას 2 საათის მაგიერ 12-სკენ ვაჭმევ ძილში და შეიძლება გამთენიამდე აღარ გაიღვიძოს. მარა თუ მაინც გაიღვიძა ორზე, ნამდვილად ჩვევა ყოფილა და არა შიმშილი.
მომიწევს გადამოწმება.
რაოდენობრივად ვერ ვხვდები, მაგ დროა ხან 140-ს სვამს, ხან მაგის ნახევარს. ანუ მაგით ვერ გავიგე, ჩვევაა თუ შია smile.gif)

შენ მართლა ძილის ექსპერტი ხარ <3
აშკარად განშორების თემები აქვს შენს გოგოს, მაგ ტექსტით თუ მოდის.

takoo1

ჰო, ძილის თემა მართლა რა ფილოსოფიაა რა.



* * *
Tua
QUOTE
მყავს ძმისშვილი 9 წლისაა 10ის ხდება, დღემდე ვიღაცასთან ერთად სძინავს,


იუუუუ, 9 წლისა რო ვერ იძინებს მარტო, პრობლემაა, ჩემი აზრით.


თაკო, ისე გაბრიელს დღე რამდენჯერ სძინავს? ალბათ 2-ჯერ, ხო?
ამას ჯერ ისევ სამჯერ სძინავს. დილით 9:30-11:00, მერე 13:30-15:00 და cat nap 17:30-18:00.

20:30-ზე იწყებს ღამის ძილს.
კი მინდა, ორ ძილზე გადავიდეს, მარა ასე მოსწონს თვითონ და რავი, ამოაგდებს ალბათ ამ ბოლო ნახევარსაათიანს როდისმე :დდ

Posted by: ლიკუნა@ 26 Jul 2023, 21:22
მეც ვფიქრობ რომ ბავშვის ხასიათმა უნდა შეგიწყოს ხელი, წვრთნა შველის რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას დრო და მოთმინება ჭირდება რაც უმეტესად არ აქვს მშობელს,მე მაგალითად 3-4 დღე ვერ ვატირებ ბავშვს რამე ჩვევის ჩამოსაყალიბებლად და არც დამჭირვებია, ძილის, კვების, სოსკის თუ პამპერსის გადაჩვევა მოხდა სტრესის გარეშე , ზოგისთვის შეიძლება დავაგვიანე, მაგრამ მაინც ასე მერჩივნა, სოსკას 3 წლამდე წოვდა, პამპერსი 2 წლამდე ეკეთა.. ძილს რაც შეეხება არ გაჭირვებიათ პატარა ასაკში 2-3 წლიდან მარტო, ასაკი რომ მოემატა მერე უფრო დაეწყო შიშები უფროსს, რაც ნორმალურიაო მითხრეს, 6 წლისამ დაიწყო ღამის მეორე ნახევარში ჩვენთან გადმოსვლა ან სულაც ურჩევნია მთელი ღამე ჩვენთან ეძინოს,( ამბობსცპირდაპირ რომ ეშინია მარტო ძილი) პატარა პირიქით მაფრთხილებს თუ თქვენთან ჩამეძინა მერე ხომ გადამიყვან ჩემს ლოგინშიო, მე სხვა რაღაცეები უფრო მაფიქრებს უკვევდიდობაში, ჩემს ცუდ ჩვევებს და შეცდომებს ვხედავ მათში, დიდად არ შველის ახსნა რომ ცუდია, მე ვაკეთებ ისინი აკოპირებენ ანუ თუ კაი ბავშვები მინდა გამომივიდეს ჯერ ჩემი თავი უნდა აღვზარდო კარგად და უკვე საკმარისია biggrin.gif პ.ს რომ ამბობენ ორივე ბავშვი ერთნაირად გავზარდეო, არ გამოდის ასე, მეორე ბავშვს სხვა გარემო ხვდება ავტომატურად პირველის მერე

Posted by: takoo1 26 Jul 2023, 21:44
სერაფიტი
გაბრიელს ორჯერ ძინავს.
იღვიძებს 9:00-10:00 ამ საათებში.
მერე იძინებს 13:00 დაახლოებით
ოღონდ ხან ერთი საათით ხან ორით.
თუ ერთი საათი დაიძინა მერე 16:00-18:00 ძინავს
თუ ორი საათით დაიძინა ნაკლები ძინავს 4საათზე რო დაიძინებს.
მერე გვიანამდე აღარ იძინებს 22:00 მდე ღვიძავს სულ.
და რო დავაძინებ გვიან ვსო დილამდე ძინავს.
ძილში ვაჭმევ 23:00-00:00 აი ამ შუალედში

Posted by: tako/barbi 27 Jul 2023, 07:58
ლიკუნა@
იგივე პრობლემა მაქვს მე,7ის და 5ის მყავს და რეჟიმი აქვთ მარა მე უნდა დავწვე რომ დაიძინოს,თავის საწოლში სძინავთ მარა ჩემ ოთახში,ვერ გადავიყვანე ვერაფრით (მაქვს ოთახი ცალკე)უფროსი ამბობს რომ ეშინია,ზოგადად ძალიან მშიშარაა,ახლაც სოფელში ვართ ხან ოთახში ვერ შევა,მაგის გამო შაქარს ვერ დავმართებ,ვდგები მივყვები და ის 10წუთიც ვწვები რო დაიძინონ.ამიტომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ზემოთ რაც დაიწერა ყველაფერი ნაცადი მაქვს და არ გაჭრა,ძალიანაც მინდა ცალკე ეძნოთ და დამოუკიდებლებიც იყვნენ მარა ხანდახან ასე არ გამოდის როგორც ჩვენ გვინდა.

Posted by: takotatuli1989 27 Jul 2023, 10:25
ძილი ჩემი სამი შვილის მაგალითზე.

უფროსი (უსოსკო უბოთლო ბავშვი ძუძუზე იყო წლამდე) ხელში უნდა მერწია ზუსტად 40 წუთი, რომ მერე სრული ძილით ძინებოდა (დღე ძილს ვგულისხმობ და 3 თვემდე ჩვილობაში ღამე ძილსაც, 3 თვიდან ძუძუთი უბრუნებდა ძილს თუმცა ღამის ძილით ძუძუზე არასოდეს დაუძინია) უფრო ნაკლები რომ მერწია 10 წუთში ეღვიძა ზუსტად. წლის რო გახდა ამომასხა ყელში და დავწექი და გვერდით მოვიწვინე ღამე ძილზე, დაგვანგრია მე და ჩემი ქმარი ხტოდა საწოლზე ანგრევდა და კიოდა, ტირილით დიდად არა. მერე ჩაგვეძინა და როდის დაიძინა არ მახსოვს. საათზე მეტი აპროტესტებდა, მეორე დღეს უფრო ნაკლები მარა ვერ იტანდა ზღაპარს ან რამეს თუ ვუყვებოდი ან ვუმღერდი, სიჩუმეში იძინებდა ასე 40 წუთის მერე წლიდან 3.5 წლამდე. 2 წლიდან ბაღში რო მივიდა იქ დააწვენდნენ თუ არა ეძინა კარგა ხანს (ასევე ძიძასთან წლის მერე დღე ძილი,ჩემთან ისევ ხელში 40 წუთი ქანაობის მერე) სახლში ისევ ხელში და პლიუს ღამე იღვიძებდა 2-2.5 წლის ასაკში სანამ ბაგაში დადიოდა და ხელში უნდა მეტარებინა საათზე მეტი ყოველ ღამე ღამის სამის ნახევრიდან 4-მდე. 3.5 წლიდან დღე ძილი ამოაგდო და ღამე ზღაპრის მოყოლას მთხოვს და 5 წუთში იძინებს.<3

ტყუპები

ხელში იძინებდა ორივე, გარეთ სეირნობისას ეტლში, ხან ყოველ 5 წუთში იღვიძებდნენ აბოყინებდნენ და ეგ აღვიძებდათ, მოკლედ სადღაც 8 თვემდე ძირითადად ხელში და მერე ღამე ძილს ძუძუთი იბრუნებდნენ ან ბოთლით ჩემ რძეს რო ჭამდნენ, სოსკას ორივე მოიხმარდა ძილის წინ. გოგოს სადღაც 10 თვიდან აღარ სიამოვნებდა ხელში ჭერა იჭიმებოდა და საწოლზე დაწვენით და ტრაკოზე ხელის მირტყმით ისწავლა ძილი, 11 თვიდან ბიჭმაც მიბაძა და ორივე ერთდროულად იძინებს სოსკებით ჩემ გვერდით ზღაპარზე. დასკვნა ვერ გამომაქვს და ვერც ლოგიკა. ბიჭი მაინც რო ერყვი დავიძინოთო უკვე ამთქნარებს და დაწოლიდან 5 წუთში ძინავს, გოგოს ხან ნახევარი საათი ჭირდება დასაძინებლად და ხან მეტი. ბავშვზეა დამოკიდებული დიდწილად ასე მგონია.


Posted by: anibani18 27 Jul 2023, 12:21
მოკლედ დავაწვინე დღეს ორივე ერთად სადღაც რვა საათზე. ადრე ეძინებათ და ვაწვენ, მეც მთელი საღამო მაქვს ჩემთვის. უფროსს ვუთხარი, რომ დაიკო ეყოლებოდა გვერდით და თუ რამე დასჭირდებოდა, ვუმად მოსულიყო ჩემთან. გაუხარდა სხვათა შორის. მთელი ღამე ეძინა ორივეს, დაახლოებით ექვსზე გაეღვიძა პატარას და ყველა წამოგვყარა.
საზურგიანი სკამები დავდგი საწოლებს შორის, რადგან არ ვიცი პატარას როგორი რეაქცია ექნება თუ ვინმეს დაინახავს ოთახში. მერე ალბათ მიეჩვევა. საწოლებს შორის თეთრი ხმაური ჩავრთე, პატარა შუქიც იყო, უმნიშვნელო, რადგან უფროსს ასე უყვარს, არც პატარას უშლის ხელს.

ალბათ მონსტრი დედა გქმოვჩნდები, მაგრამ მე ასე ვაკეთებ და იქნებ ვინმეს გამოადგეს. ჩემს უფროსს მანქანების ეშინია. ჩავასხი ბოთლში წყალი და ვუთხატი რომ ეს ჯადოსნური სითხეა რომელიც მანქანებს აძინებს. ძილის წინ ვასხამთ ამ სითხეს, პატარა შელოცვასთან ერთად “ მანქანებო დაიძინეთ!” ძალიან კარგად მოქმედებს. კიდევ თუ მეუბნება რომ არ უნდა დაძინება, ვეტყვი ხოლმე რომ ძილში შევხვდებით და მთელ ღამეს ერთად გავატარებთ, ვიგონებთ სიზმარს და რას გავაკეთებთ ამ სიზმარში. ეს მეთოდიც ძალიან კარგად მუშაობს ჯერ.

Posted by: სერაფიტი 27 Jul 2023, 12:54
გუშინ კი ვიქადნებოდი, 12-ზე ვაჭმევ ძილში და ისე დავიძინებთქო, მარა ძაან გამთიშა მთელი დღე და ჩამეძინა 11-ზე :დდ
ფუთფუთის ხმა გავიგე 2-ის ნახევრისკენ, სასწრაფოდ გავუმზადე 60 გრამი და ეგრევე საწოლში თვალდახუჭულმა ჭამა. გააგრძელა სოსკით, მეც ისევ გავითიშე და დილის 7-მდე გვეძინა.


რამდენი ფოკუსი უნდა ვუტაროთ ბავშვებს :დდ
და ოდესღაც ჩვენც ასე ვაწვალებდით დედებს, ამაზე მეცინება ხოლმე. მე პირადად ძაან ვაწვალებდი თურმე ძილზე :დ

Posted by: ლიკუნა@ 27 Jul 2023, 14:45
tako/barbi
ხო ტოლები არიან თითქმის ჩვენი ბსრტყები ❤️ მმეც მახსოვს ბავშვობაში მეშინოდა, არ მიკვირს მისი შიშები, მარა დაძლევისთვის დიდად არაფერს ვაკეთებ და ვფიქრობ ასაკთან ერთად დაძლევს როგორც სხვა ბევრი რამე დაძლია.. ისე, ამ ორსულობაში ვერავის მოკარებას ვერ ვიტან (ბავშვებსაც ვერ ვეფერები ნორმალურად რა გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს) ისე არ მომწონს ხოლმე რომ გადმოდის ღამით, ვეწუწუნები ხოლმე, მარა არ ნებდება biggrin.gif
anibani18
ძალიან საყვარელი ხერხები გაქვს, ჩემს დიდებთან აღარ გაჭრის, მარა მესამესთან გამოვიყენებ საჭიროების დროს biggrin.gif

Posted by: tako/barbi 27 Jul 2023, 18:12
ლიკუნა@
მეც მეშინოდა და ცოტა ხანს კი არა,ძალიან მშიშარა ვარ დღემდე,ცალკე რომ მეძინა და ჩემი განცდები მახსენდება,ვნებდები რომ არ გადის სხვა ოთახში…

Posted by: anibani18 27 Jul 2023, 20:27
სერაფიტი
ძალიან რომ დამღლიან, ვამბობ ხოლმე, ჩემო საყვარელო დედიკო, ეს რა დღეები გამოგივლია, მაპატიე.
ახლა ვხვდები მხოლოდ.
* * *
ლიკუნა@
რამხელები გყავს?
ღამე ძილე მინდა და რა ვქნა smile.gif ვიგონებ რაღაცეებს ან წიგნებში ამოვიკითხავ ხოლმე და ვნერგავ. რაღაც ჭრის, რაღაც არა.

მე და ჩემი ძმა კიდევ ისე ვოცნებობდით საკუთარ ოთახზე. მშობლები კიდევ არ გვიშვებდნენ ცალკე. მზად ვიყავით შემოსასვლელში დაგვეძინა, ოღონდ საკუთარი კუთხე გვქონოდა.

Posted by: ლიკუნა@ 28 Jul 2023, 09:18
anibani18
ბიჭი 7 წლისაა გოგო ოქტომბერში 5-ის ხდება.. მე ბევრ რამეს ძილის ხარჯზე ვაკეთებ და კვირაში ორჯერ ისე მივითიშები ხოლმე ძალების აღსადგენად.. ამათთან აღარ მიჭირს, მარა როცა ვაძინებ ჩემს გემოზე ჩამოჯდომა მომწინს, ხან საქმე, ხან თავის მოწესრიგება და ისე მათენდება
ხოლმე.. ნუ ახლა არა, ახლა ორსულად ვარ და ვლოცულობ გადავრჩე ისე ვარ..


მეც სულ ჩემს ოთახზე ვოცნებობდი..ამათთვის ვიცი ხოლმე თქმა, თქვენი დედიკოს პატარაობას რომ აქ შემოახედა, თქვენს სახლში, გაგიჟდებოდათქო..ამათ ყველაფერი აქვთ, რაზეც მე ამათ ასაკში ვოცნებობდი, უბრალოდ ვერ აფასებენ, არ იცნობენ სხვა სიტუაციას.. ის კი არა, ხან რაზეც მიფიქრია, მე ამათ ასაკში გაცილებით მეტი თანაგრძნობის გამოხატვა შემეძლო სხვა ადამიანის გაჭირვებაზე თუ ცუდად ყოფნაზე, ამათთან დიდად ვერ ვამჩნევ იგივეს, ხან ჩემ თავს ვაბრალებ, იმდენად არ მინდა ჩემნაირები იყვნენ (მე სხვის კეთილდღეობას ჩემსაზე წინ ვაყენებდი) ზედმეტი ხომ არ მომდისთქო


Posted by: anibani18 28 Jul 2023, 15:09
ლიკუნა@
შენც როგორი მიყოლებული გყოლია. ჩემს გოგონებს შორის წელიწადი და რვა თვეა განსხვავება. ძალიან სასაცილოები არიან, მაგრამ ძალიან მიჭირს მაინც.
ძილის ხარჯზე არაფერს ვაკეთებ, მართალი გითხრა. რომ სძინავთ ის დრო ჩემია და მორჩა. ან თავს ვიწესრიგებ ან ვკითხულობ, სექტემბრიდან სამუშაოს დავუბრუნდები და მერე არ ვიცი როგორ იქნება ყველაფერი.
ემპათია კი გვიან ჩნდება მაგრამ არ ვიცი ზუსტად რა ასაკში.

Posted by: სერაფიტი 28 Jul 2023, 15:46
anibani18

სამსახური მაგრად დაგეხმარება ტვინის და ემოციების განიავებაში, ასე მგონია. რაღაცნაირად დალაგდებიან გოგოები, მიეჩვევიან ახალ ყოფას. მთელი დღე რო არ იქნები მათთან, შენც მეტი ენერგია გექნება.
ძაან ველოდები მეც სექტემბერს.

Posted by: takoo1 28 Jul 2023, 16:54
anibani18
აი სწორი დაგიწერა შენს გარეშე ეო იქნებიან უკეთესად იქნებიან.ეგრე არიან ჩემები მე რო არ ვარ უფრო კარგად იქცევიან,ჩემთან გადადიან ყირაზე.
არც ეგეთი მოწეპებული აღარ გეყოლება ცოტა გადაგეჩვევა,90% უკეთესობა გელოდება❤️
აი მე სად გავიქცე ხალხოოოო biggrin.gif რას ვეცეე

Posted by: lesila90 28 Jul 2023, 21:06
მე აბა როდის გავალ
სამსახურში არ ვიცი. ასე მგონია ბავშვებს ვერავის ვანდობ )))

Posted by: Anabeli111 28 Jul 2023, 23:00
takoo1
შენც წამოიწყე შენი საქმე ♡ არაჩვეულებრივად ქსოვ და რატომ არ უნდა გაუკეთო რეალიზება? სწორად მახსოვს, მგონი, რომ ქსოვ ^_^
* * *
lesila90
როცა გიწევს და სხვა გზა არ გაქვს, სამწუხაროდ ანდობ. თუ შეგიძლია და ხელს გიწყობს ფინანსებიც, რომ პატარებთან იყო, მაგას რა სჯობს ♡

Posted by: narkozeli 28 Jul 2023, 23:03
Anabeli111

მარტო ფინანსებზეც არაა, მე არ მაქვს ფინანსურად აუცილებლობა რომ ვიმუშავო მარა პირველზეც ასე ვქენი და მეორეზეც მალევე ვაპირებ სამსახურში გასვლას. გონებას სჭირდება განიავება რა. პამპერსიდან და რძიდან სხვა თემაზე გადართვაც. ნუ მე მჭირდებოდა

Posted by: Anabeli111 29 Jul 2023, 01:23
narkozeli
ეგ თავისთავად. უბრალოდ როცა გინდა დარჩენა და ვერ რჩები, ეგ კიდე სხვა ამბავია..

Posted by: anibani18 29 Jul 2023, 08:19
სერაფიტი
takoo1
მეც ასე მგონია, გოგონებო. უბრალოდ არ ვიცი როგორ დავალაგებ ყველაფერს. დილით როგორ გვემზადო ვერ წარმომიდგენია. თვალს რომ გაახელენ, ფეხებში მყავს ორივე და ვერ ავუდივარ მათ საჭიროებებსა და ბრძანებებს.
takoo1
თაკო, ბაღში გაუშვი ლუკიანე. მგონი ასე ცოტა გაგიმარტივდება. ტყუპების ეტლი და კენგურუ მგონი ოტივე გამოგადგებოდა. ისე ვნანობ ხანდახან ტყუპების ეტლი რომ არ მაქვს

Posted by: ლიკუნა@ 29 Jul 2023, 08:57
anibani18
რა პატარა სხვაობა გქონიათ ❤️ თან გოგოები ცოტა უფრო პრეტენზიულები და წუწუნები არიან, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი დაძლეული გაქვს მგონი და აწი და აწი გაადვილდება, იმხელა ბედნიერებაა ერთ დღეს რომ გაიღვიძებ და იმდენი დევნა აღარ ჭირდებათ, ერთადაც უფრო თამაშობენ (ჩხუბის გამოსწორების იმედი არ გქონდეს, უფრო უარესად იჩხუბებენ biggrin.gif ) და უცებ შრნც რომ ადამიანად გრხნობ თავს, ჩაცმის, თავის მოწესრიგების სურვილი გიჩნდება, მათთან თამაშიც ყფრო სასუამოვნოა, მოკლედ უყურებ ამ ყვრლაფერს და ტკბები ❤️

Posted by: სერაფიტი 29 Jul 2023, 09:59
anibani18
QUOTE
დილით როგორ გვემზადო ვერ წარმომიდგენია. თვალს რომ გაახელენ, ფეხებში მყავს ორივე და ვერ ავუდივარ მათ საჭიროებებსა და ბრძანებებს.


თავიდან გაგიჭირდებათ სამივეს, მაგრამ ახალ რუტინას მიეჩვევიან. ძიძა გეყოლება უმცროსთან?
დილით მეუღკეც ხომ გადის სახლიდან და აქტიურად ჩართე ისიც მზადებაში, გადაინაწილეთ საუზმე, ესა ისა.
მახსოვს, როგორ ვღელავდი სამსახურში გასვლის წინ, პირველად რომ გავედი. ნუ კერეც სულ მესიჯებზე ვიყავი, წამდაუწუმ ვწერდი დედაჩემს, რა ქნა, ჭამა, ეძინა? ითამაშა? მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მიხაროდა სამსახურში წასვლა და მერე უკან დაბრუნება მიხაროდა. ღამე წესიერად, გადაბმულად არ მეძინა, ხან დილის 5-6-დან მეღვიძებოდა, მარა მაინც ენერგიული ვიყავი სამსახურში. არ ვიცი, მართლა აუხსნელი ფენომენია ჩემთვის, ჩემს თავზე. მიყვარს ძილი, დილის ძილი. ბავშვამდე ისე მიჭირდა დილით ადგომა და სამსახური. ნუ გამოუძინებელი თუ ვყოფილვარ, მთელი დღე ლანდივით მივლია.
რაღაცნაირად ადაპტირდა სხეული ალბათ.
ზოგადად, ადამიანი ადაპტირებადი არსებაა, ასე რომ, დონთ ვორი <3

Posted by: Anabeli111 29 Jul 2023, 11:08
სერაფიტი
ძილს თუ შეველეოდი, არ მეგონა.. მაგრამ ახლაც შუადღეს როცა სძინავს, მირჩევნია სცვა რამე ვაკეთო. არადა იყო დრო, სულ ვიძინებდი თაიასთან ერთად :დ

Posted by: narkozeli 29 Jul 2023, 11:11
Anabeli111
anibani18

მე ერთ რამეს დავაკვირდი იმდენი ახალბედა დედა მყავს ირგვლივ, აი სანამ გახვალ უფრო რთულად უყურებ, ფიქრობ რომ ვერ შევძლებ, ბავშვის მიმართაც რაღაცნაირად შეგრძნება გაქვს რამე ცუდს ხომ არ ვაკეთებ და ხარ ასე თავდაუჯერებლად.
აი რომ გახვალ ( და ალბათ ვინც გავიდა სამსახურში ბავშვის მერე, უმრავლესობა დამეთანხმდება) თითქოს ბევრად ადვილად ლაგდება ყველაფერი. ბავშვიც მშვენივრად ეგუება, შენც თითქოს უფრო მეტს ასწრებ ვიდრე სახლში რომ იყავი მთელი დღე. არ ვიცი პარადოქსია მარა უმრავლესობასთან ასეა ჩემი დაკვირვებით.

Posted by: takoo1 29 Jul 2023, 14:05
anibani18
ვერ ჩავრიცხე ანი სადაც მინდოდაsad.gif 5 წუთში შეივსო ადგილები და დავრჩი ესე არვიცი რა უნდა ვქნა.სადაც ჩემი და მიშაპბს ეგ მაწყობდა რო ჩემ ქმარს წაეყვანა იქააქ ოფისი და გაიყოლებდა დილით.
მე ვერ ვატარებ ორი ბავშვით ოქტომბერში შანსი 0
კენგურუს ვიყიდი კი დამჭირდება უეჭველი.
ტყუპების ეტლის თრევის თავი არ მაქ და არც დამჭირდება გაბრიელს ჩავსვავ ეტლში პატარას ჩამოვიკიდებ და ეგაა.
იმდენი ნივთი მაქ უივე სახლში ადგილი აღარაა
ეტლი,ჭოჭინა,ქარსითი,სკამ მაგიდა
ლუკიანეს მანქანა,ველოსიპედი,სკუტერი
პლიუს სათამაშოები.ეხლა კიდე ტყუპების ეტლი აქ რო დავდო არვიცი)))

Posted by: Anabeli111 29 Jul 2023, 14:06
narkozeli
მეც მასე ვფიქრობ, გვანც.. უბრალოდ, ალბათ, რომ შემძლებოდა, 6 თვეზე ადრე არ გავიდოდი.. თუმცა რასაც ამბობ ჩემს შემთხვევქში 100% ეგრე იყო.

Posted by: takoo1 29 Jul 2023, 14:50
ეზოში ვწუწუნებდი იმ დღეს ძიძებთან))
მუცლის დანახვა ესე თუ გამაღიზიანებდა ვერ წარმოვიდგენდი მეთქი,ერთი სული მაქ როდის გავაჩენ მართლა ძაან ვიგრუზები 4 წელში 3 ორსულობა ნამეტანია რა,ძაან მომაბეზრებელია.ისე დავიღალე ისე სახლში მეთქი ნეტა ეხლა სამსახურში ვიჯდე თქო)))
მერე იქ ერთი ახალგაზრდა ქალი იჯდა გაბრიელის ხელა ყავს და ძიძებმა ამას მაგაზე ნუ ეწუწუნები 6 შვილი ყავსო biggrin.gif
ძაან კარგად მესმის შენიო. უფროსი მყავს 20 წლისო,აი დიდები რომლებიც მყავსო მაშინ მეც შენსავით მივაყოლე 3 ერთადო
1,5 წლიანი შუალედებიაო და ეგრე ვიყავიო 24 საათი სახლში ამდენი წელი თანო,ძაან რთულიაო.ეხლა 10 წლიანი სხვაობა აქვს 5 და 6 ბავშვს შორის და ისეთი ბედნიერია.თან 5 შვილი რო გეხმარება გაზრდაში.

უნდა მუშაობდეს ქალი აუცილებლად,თუნდაც ნახევარ განაკვეთზე.თუ ძიძამ არ გინდა გაზარდოს როგორც მე არ მინდოდა თავის დროზწ და მე მინდოდა ჩემ შვილებთან ვყოფილიყავი ეგ სხვაა მარა რაღაც ეტაპზე უნდა გახვიდე რა. წამოზარდო და მიიყვანო ბაღში.ესე სახლში ჩაჯდომა ძალიან ცუდია.
ნუ მე რაღაცნაირად შინაგანად დისკომფორტი მაქვს.კი სულ მოწესრიგებული ვარ სულ რო ფეხზე ვერ ვდგებოდე და ვკვდებოდე მაგას ყოველთვის ვახერხებ იმიტო რო თუ ჩემი თავი არ მომწონს დეპრესია შეიძლება დამემართოს
ძაან წიკები მაქ ეგეთ რაღაცეებზე,მარა ნუ მაინც სახლში რო ვარ ამდენი წელი სულ კონკია მგონია თავი.იმას აღარ ვამბობ ეხლა სახლში ზოოპარკი რო მაქ და ჯუნგლებიდან გამოვარდნილი შვილები რო მყავს, 24 საათი რო წივილ კივილია biggrin.gif


Posted by: anibani18 29 Jul 2023, 15:00
ლიკუნა@
ჩხუბის შემცირებას არც ველოდები ჯერ smile.gif) ყმცროსი დიდი ჩხუბისთავი ყოფილა, ახლა თავად იწყებს ჩხუბს, მივარდება უფროსს და ურტყავს ან კბენს. კბენა აქამდე რა იყო მე არ ვიცოდი.
ერთი წლის იყო ჩემი უფროსი, როცა გადავწყვიტე მეორე გამეჩინა. რა მოსვენებული ვიყავი ახლა ვხვდები smile.gif
სერაფიტი
დედა დამეხმარება ამ ეტაპზე, მერე ვნახოთ. უფროსი ბაღში წავა. აი, დილით ადრე გამზადება მგონი რთული იქნება. თან ესენი ხო ტორილები მყავს, დილაუთენია ფეხზე არიან უკვე.
ვნახოთ რა, დავლაგდები ალბათ. Anabeli111
narkozeli
როგორ მახსოვს, სანამ გავთხოვდებოდი, ჩემს ძველ თანამშრომელს ვეუბნებოდი, ძალუან მინდა ბავშვი მე გავზარდოთქო, რომ ყველა ეტაპზე მის გვერდით ვიყო და არაფერი გამპვტოვოთქო. თითქმის ასეც გამომივიდა, მაგრამ გადაღლის ფონზე მეტი გამოვტოვე და მეტს არ მივაქციე ყურადღება, ვიდრე მაშუნ, გასული რკმ ვყოფილიყავი სახლიდან. 24 საათი ბავშვთან და ბავშვების საქმეში უზომოდ დამთრგუნველი და დამღლელი გამოდგა ჩემთვის. მცხვენია ამას რომ ვწერ, მაგრამ ასე ვგრძნობ.
* * *
takoo1
რეზერვში არ ჩასვი?
ისე მომინდება ხოლმე ტყუპების ეტლი, ჩავსვა ორივე და ვატარო ცოტა ხანი, ყურებმა რომ დაისვენოს smile.gif)
კენგურუ ამჯერად ვერ გამოვიყენე რაღაც. პირველზე უფრო კარგად ვიყენებდი.
ჩემი სახლიც სავსეა უკვე. ჩვენი ადგილი აღარ არის smile.gif

Posted by: სერაფიტი 29 Jul 2023, 15:00
QUOTE (Anabeli111 @ 29 Jul 2023, 11:08 )
სერაფიტი
ძილს თუ შეველეოდი, არ მეგონა.. მაგრამ ახლაც შუადღეს როცა სძინავს, მირჩევნია სცვა რამე ვაკეთო. არადა იყო დრო, სულ ვიძინებდი თაიასთან ერთად :დ

ეჰ, დღე ძილი არასდროს გამომდიოდა.
შეველიეთ, გამოდის :დდ

აუ, 3 დღეა გვერდზე მოწვენით ვაძინებ, როგორც აქ მირჩიეს, ხელში აღარ მიჭირავს. ხერხემალმა დამისვენა რასაც ქვია!
შეუძლებელი მეგონა, მარა არ დავნებდი და სამივე დღედ დღისითაც და ღამის ძილის წინაც გვერდზე ვიწვენ, ვუმღერი და იძინებს სოსკით. მერე გადამყავს თავისთან.
მადლობა, ხალხო! :დდ პროგრესია.
შემდეგ ეტაპზე გადავალ როდისმე და საეოლშივე ძილს მივაჩვევ :დ მარა ჯერ ესეც მომწონს, საყვარლობაა ძაან

Posted by: სერაფიტი 29 Jul 2023, 15:57
anibani18

ტოროლები რომ არიან, საშემოდ გამოიყენე. თან ასაუზმებ, თან მოემზადები. ყველაფერი გამოგივა. დილით ვბანდი, ვუცვლიდი, ვაჭმევდი ან ვიწველიდი (უფრო ხშირად ვიწველიდი და ვრეცხავდი) ,ვალაგებდი საწველს, ნივთებს, ვსაუზმობდი, ზოგჯერ ძილსაც ვუბრუნებდი. ფბ-საც ვსქროლავდი ჩაის სმის დროს და მთელი 4 თვე ერთი წუთიც არ დამიგვიანია სკოლაში. მართლა მიკვირდა, რანაირად აეწყო ასე. ნამდვილად უარესად წარმომედგინა ყველაფერი.

თავიდან თუ ერთხელ ვიწველიდი, მერე ორი სესია მქონდა სამსახურში - მისვლისას და წამოსვლისას. 9-ის ნახევარზე სკოლაში ვიყავი(გლდანიდან ჯიქიაზე) და 9-მდე ვასწრებდი გამოწველასაც და თუ რამის ამობეჭდვა მინდოდა, იმასაც.

თერიულად კი სულ მეგონა,.რომ ლაქტაციას ვერ შევინარჩუნებდი, მეგონა სულ დამაგვიანდებიდა ხოლმე დილის ფაციფუცის გამო, მოკლედ ბევრინრამე მეგონა. და რაღაც 2 კვირაში სულ უფრო დავლაგდი.

მესმის, სხვა ასაკისანი გყავს. მაგრამ პრინციპი ერთია - გადაეწყობით და მგონი უკეთ იქნებით. აბა, ვნახოთ როგორ გამართლდება ეს პროგნოზი.

Posted by: Anabeli111 29 Jul 2023, 21:16
სერაფიტი
ეს ჯერ გამოსკდება ძუძუთი და მერე გულზე ვიწვენ. ვუცაცუნებ ტაკოზე, ვუმღერი და ისე იძინებს. მერე მარტივად ვაწვენ თავის საწოლში, მაგრამ სადღაც 4-5 საათისკენ მობობღავს ჩვენკენ biggrin.gif

anibani18
რომ ამბობენ, მეო ვერ დავტოვებო, არ შემიძლიაო, რაღაცნაირად მხვდება გულზე.. რომ მე შევძელი და დავტოვე sad.gif თუმცა ნამდვილად მასეა, რასაც ამბობ. ბევრად პროდუქტიული ვარ, როცა სხცა საქმითაც ვარ დაკავებული.

ახლა ზაფხულია, მაგრამ ოჯახის წევრები ვინაწილებთ თაიასთან ყოფნის და აქტიურობის დროს. მარტო რომ ვყოფილიყავი, არაქათგამოცლილი ვიქნებოდი და თამაშის თავიც არ მექნებოდა sad.gif

Posted by: NatiaGull 30 Jul 2023, 16:07
გოგოებო , მომენატრეთ ❤
მეორე და მესამე წრეებზე ხართ უკვე წასული, მატება გვაქვს :დ ❤

Posted by: happy-go-lucky 30 Jul 2023, 17:39
ყოველ დილას 6 საათზე ვდგები, ფრილანსერად ვმუშაობ ალქაჯივით, ოღონდ შეცძლო ფინანსურად რომ არ გავიდე ჩემს ფულ თაიმ სამსახურში და არ დავყოვო ბავშვი ძიძასთან.

არ ვიცი რა სამსახურები გაქვთ ,რო სამსახურში გასვლით ტვინს ანიავებთ კაცო. თუ ფინანსურად არ გჭირდება, მაგას არ ჯობია ძიძა გყავდეს და ისე გახვიდე გაანიავო ტვინი, რამე ჰობით დაკავდე მაგალითად, რამე ისწავლო, რავი. თან აი 6 თვე მართლა მინიმუმია ქალს რეაბილიტაციოსთვის. ჩემი აზრით. აუ ოცნებად მაქვს ფინანსურად შემეძლოს ძიძა მყავდეს და მეც სახლში ვიყო; და როცა მინდა გავიდე სადაც მიბდა საქმეებზე. არ ვიცი რა გამომივა, იანვრამდე ვაძლევ ჩემს თავს დროს, იქნებ შევძლო...

ძააან რთულია ან ბავშვზე ჩემთცვუს ეს დატოვების თემა რა, პირველზე ასე არ ვიყავი. ინდივიფუალურია ფაქტია,სხვადასხვაგვარად ვუყურებთ.
მეცოდება ეს ძააან, არაფრად არ მიღირს, ჯანდაბა. sad.gif

Posted by: სერაფიტი 30 Jul 2023, 20:31
happy-go-lucky

მე მასწავლებელი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. მენატრებოდა გაკვეთილის ჩატარება.
ზამთარ-ზაფხული არდადეგები და თან ნახევარ განაკვეთზე ვიყავი სპეციალურად ორსულობა-პოსტორსულობა, რაც ნიშნავდა 9-დან 13:00 საათამდე მუშაობას.
ძიძასთან გამიჭირდებოდა დატივება. ისე აეწყო, რომ მაგ დროს დედა იტოვებდა. ახლა სექტემბრიდან კი დეიდა დაიტოვებს.
ზოგადად, ადრეც დავწერე, 9-დან 6-მდე სამსახური არ მქონია კაი ხანია და აღარც მინდა ბავშვის გამო და ჩემ გამოც.
ხოლო აი დღის ეგ მონაკვეთი, ჩემს მოსწავლეებთან, კოლეგებთან ურთიერთობა, შემოქმედებითად დახარჯვა, ინტელექტუალურად დახარჯვა ნამდვილად მჭირდება მე პირადად. საძინებელი-აბაზანა-სამზარეულო, რძე-პამპერსი ვიყავი ის 4 თვე და ნუ ცოტა გავაფრინე, კი, ვაღიარებsmile.gif))
თორე რასაც შენ ამბობ, მესმის ეგეც გადასარევად <3

Posted by: anibani18 30 Jul 2023, 20:31
სერაფიტი
მესმის რასაც ამბობ, უნდა შევაჩვიო ახალ რეჟიმს. ახლა იცი როგორ არიან, ჩემი ბრალია ალბათ, არაფერს დაგაცლიან, მინიმალურს ვგულისხმობ, პირის დაბანას, საუზმეს. სრულფასოვნად რამდენი ხანია არ მიჭამია, სულ გადარბენაში, ჩაბანასა და გამოცვლას შორის. ამიტომ წარმოუდგენელი მგონია დილით მომზადება. ახლა ხუთზე ვდგები ხოლმე, რომ მოწესრიგება მოვასწრო smile.gif რა ვიცი, მე ვარ ალბათ ასეთი, დილით სანამ დღე დაიწყება, ცოტა დრო მჭირდება მარტო რომ ვიყო და აზრები დავალაგო.
ადრე რომ იძინებენ ძალიან მაწყობს, საღამოს მუშაობას შევძლებ. მოკლედ, ვნახოთ რა გამოვა.
მადლობა დიდი <3
Anabeli111
ანი, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ზუსტად ასე მხვდება ყურში სხვა სიტყვები, მაგრამ კაცია და გუნება და თან ყველას სხვადასხვანაირი ცხოვრება, მდგომარეობა, შეძლება და ხასიათი აქვს.
NatiaGull
როგორ ხარ, ნათი? მარიამი როგორ გყავს?

Posted by: takoo1 30 Jul 2023, 22:13
გოგოებო კენგურუ ვისაც გაქვთ რა გავითვალისწინო?
user posted image
ესეთი როგორია ღირს ყიდვა? დამაინტერესა ამან

Posted by: narkozeli 31 Jul 2023, 01:29
Anabeli111
კარგი რა ან, ეგეთი ფრაზები გულზე არ მოგხვდეს არანაირად❤️
შეიძლება ბოროტული სარჩული არც ჰქონდეს მასეთ ნათქვამს, უბრალოდ თავისი რეალობიდან და მოცემულობიდან აფასებს. ყველა ხომ განსხვავებულ რეალობაში და მოცემულობაში ვცხოვრობთ.

სხვისი არ ვიცი მე ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე- ლექციას რომ ვკითხულობ იმ ორ საათში ერთდროულად ვიცლები და ვივსები ენერგიით. მეც სტუდენტების ტოლი ვხდები, საოცრებაა მათთან ურთიერთობა. ალბათ შენც ასე ხარ ბავშვებთან.
მეორე სამსახური კრეატიული და შემოქმედებითი მაქვს. ხალხთან კომუნიკაცია მიწევს გარემოში რომლის შექმნას ჩემმა მეუღლემ 9 წელი შეალია და ჩემი გერიათქო ვხუმრობ biggrin.gif შესაბამისად მე არ მაქვს საქმესთან სტანდარტული დამოკიდებულება. ორივე პროფესია ენდორფინებს მაძლევს ბლომად ))) 6-7 წლის წინ სადაც ვიყავი, იქ რომ დავრჩენილიყავი- ალბათ ახლა სხვა გამოცდილება მექნებოდა რადგან 5 წელზე მეტი ძალიან მძიმე საქმეების კეთებამ მომიწია და პარალელურად 12 წლის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში არ შემიწყვეტია სწავლა.
მაგ ეტაპზე რომ დედა გავმხდარიყავი წარმოდგენაც არ მინდა რა რეჟიმში მომიწევდა ცხოვრება და დედობა.
ახლა შორიდან რომ ლამაზად ჩანს ყველაფერი და ხალხს ჰგონია ყველაფერი ასე ლამაზად თავისით დალაგდა, რეალურად ურთულესი გზა მაქვს გავლილი, მუშაობაში 2-3 ღამეც გადამიბავს და მერე მედიკამენტის საშუალებით დამიძინია და უცხო ქვეყნის მიწაზე ბლომად ცრემლებიც მიღვარღვარებია იმ სირთულეების გამო, რასაც გავდიოდი. დღეს ყველა იმ ჯოჯოხეთური დღის მადლობელი ვარ, ზუსტად იმან შემქნა იმად, რაც ახლა ვარ.

ზოგადად, ყველა ადამიანი განსხვავებული ენერგიით იკვებება. ვიღაცა სადილებით, დიასახლისობით ოჯახში ბზრიალით რეალიზდება გადასარევად. არაჩვეულებრივადაც გამოიყურება და ყველაფერს ახერხებს დედობის გარეთ ქალად ყოფნასაც და სოციალიზაციასაც.
აბა მე სახლში რომ ვზივარ ზოგჯერ თმის დავარცხნაც მეზარება biggrin.gif არავინ არავის არ ჯობია იმის გამო რომ გარეთ გადის, ან პირიქით სახლში რჩება. ვერც როგორც მეუღლე და ვერც როგორც დედა. რადგან არსებობენ 24/7ზე სახლში მყოფი არც ისე კარგი დედები და პირიქითაც.
მე პირადად სულ სხვა ენთუზიაზმით ვარ როცა დილას ვდგები, ვიპრანჭები, ვჯდები საჭესთან და გავდივარ. მაგ დროს ვარ ყველაზე კომფორტულად როცა ვრჩები საკუთარ თავთან მარტო და მაქვს ფიქრის დრო. სახლში როცა ვარ, თუნდაც ძიძა მყავდეს მე ვერ ვახდენ საქმეზე სრულად კონცენტრირებას ბავშვისგან იზოლირებულად, მაინც ბავშვთან ვარ ფიქრებით მისი ხმა რომ მესმის და იმასაც მე ვუნდივარ როცა მხედავს))
გონების “სვიჩში” ზუსტად მაგას ვგულისხმობ, ის დრო, როცა ვარ სამსახურში მე ვცდილობ ვკონცენტირდე მხოლოდ საქმეზე. როცა მოვდივარ სახლში- ვკონცენტრირდები ბავშვზე და ოჯახზე.
ჩემთვის ეს არის ჩემი გონების იდეალური ბალანსი. დამმართნია ბავშვის თემებით “ობსსეშენი” და იქ აღარ მინდა ოდესმე დავბრუნდე, რადგან საკუთარი თავი დავკარგე მაგ მდგომარეობაში. ჩემს თავში ბავშვამდელი მეც მიყვარს და ის გვანცაც მინდა სულ ჩემთან ერთად იყოსsmile.gif
ვიღაცა ოჯახში სრულად რეალიზდება, მე ვერა.
პრობლემას ვერც ერთში ვხედავ და ვერც მეორეში.
რთული და დამღლელი ორივე ერთნაირადაა, გააჩნია ადამიანის ტიპაჟს, რომელში უფრო კომფორტულადაა.
მე ბალანსის დაცვისას ვარ ბედნიერად. უკიდურესობები არ მიყვარს, არ ვარ კომფორტულად.
თუ შენ მხოლოდ ბავშვთან ყოფნითაც სრულად რეალიზდები, მაშინ მესმის შენი დისკომფორტის მიზეზი და გამხნევდი sad.gif ❤️
და თუ ასეც კარგად გრძნობ თავს (სამსახური + ბავშვი) მაშინ თავს რაში იდანაშაულებ? ძალიან კარგად და სწორად აკეთებ რასაც შვები და როგორც შვები. შენ ძალიან მაგარი დედა ხარ მართლა! ძალიან გაუმართლა თაიას❤️
თუ შენც კარგად ხარ და ბავშვიც- ესეიგი სწორ ადგილას ხარ❤️
სხვისი ცხოვრებით შენს ბედნიერების დონეს ვერასდროს შეაფასებ.
არც შენ გადიხარ მათ გზას და არც ისინი შენსას.
ძალიან მიყვარხარ ასე შორიდან (რაღა შორიდან :დ) უკარგესი ადამიანი ხარ პირველ რიგში და საოცარი დედა ❤️
* * *
ვაააჰ რამდენი მიწერია biggrin.gif
უბრალოდ ძალიან მინდოდა ეს სიტყვები მოგესმინა იმ ადამიანებისგან, ვისაც ესმის შენი. დედების უმრავლესობას გავლილი აქვს ეს რთული და ეჭვებით სავსე გზა ❤️

Posted by: happy-go-lucky 31 Jul 2023, 05:19
narkozeli
სერაფიტი
გოგოებო❤️, თქვენ რასაც წერთ, მასწავლებობა და ლექტორობა, არა ფულ თაიმ გრაფიკი, ფანტასტიური არის. ახლა მე 2 თვიდან გავედი ასე, არა აკადემიური კუთხით, მაგრამ ტრენერად, სხვადასხვა პროექტებში ვარ. ნახევარი დღე ან მთელი დღე ოღონდ კვირაში რამდენჯერმე , მათ შორის ქალაქგარეთ გასვლებით (ეს არის მიზეზიც იმის რო ბოთლს / ფორმულად მივაჩვიე დაბადებიდან, ვიცოდი უნდა დამეტოვებინა), მაგრამ სსახურში გასვლის ნამდვილი ჰორორი არის 8:30 ზე
რო გადიხარ სახლიდან და 6 ზე დამთავრებული საცობების გათვალისწინებით როდის მიხვალ სახლში . და მერე მალე იძინებს კიდეც ბავშვი - აი ეს ძალიან მტკივნეული არის. ვგკჟდები იმ სფეროზეც, რასაც ვაკეთებ 9-6 სამსახურში, მაგრამ ნუ სხვა ზრდის პრაქტიკულად ბავშვს მთელი დღე, რავი. რეალობა ესაა.

ნუ ასე გაიზარდა ჩრმი პირველი ბიჭი და არც ახსოვს ახლა, რა თქმა უნდა)) ძიძაც კი არ ახსოვს, არადა თითქმის 3 წლამდე ჰყავდა. მაგრამ მე ხომ მახსოვს ატირებულს რომ ვტოვებდი დილით, განსაკუთრებუთ ავადმყოფობების დროს ან უკან რომ ვბრუნდებოდი 7 ზე, მისი სიხარულები❤️ ხოდა ფინანსური საჭიროების გარდა, მე ვერ წარმომიდგენია ეს მომეწონოს, განიავების ამბავში. სხვათაშორის 27 წლის ასაკში, და 7 წლის წინ, ასე დრამატულად არ აღვიქვამდი. მაშინ არც სხგა გზა მქონდა.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 31 Jul 2023, 10:23
happy-go-lucky
მესმის, რასაც ამბობ. ცხრიდან ექვსამდე სამსახური და დედობა ურთულესი რამეა და ძალიან მოუხერხებელი, რადგან გრაფიკს შენ ვერ ირგებ შენს გემოზე და გიწევს მუდმივი სტრესი - ცალკე შვილთან რომ გინდა და ცალკე იქ ვირუსი, იქ ექიმი, იქ ბაღი, იქ სკოლა და ამდენი გამიშვი-გამათავისუფლეც ხასიათზე მოქმედებს sad.gif

Posted by: narkozeli 31 Jul 2023, 10:39
happy-go-lucky

მესმის რასაც ამბობ sad.gif 9-დან 6მდე კიარა, დილას 9ის ნახევარზე გასული 10ზე ვბრუნდებოდი 5 წლის მანძილზე ისეთი გრაფიკით მიწევდა მუშაობდა. რა თქმა უნდა ვერ შევძლებდი მაგ გრაფიკით შვილის გაზრდას ( თუმცა არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ვიცი რომ დღესაც უამრავი გოგო ცხოვრობს ასეთი რეჟიმით და ახერხებენ შვილების გაზრდას ( დედების/ძიძების დახმარებით)
ნუ შეძლებით აბა სხვა რა გზა მექნებოდა ჩემზე თუ იქნებოდა ოჯახის მთელი ფინანსური პასუხისმგებლობები. ზოგი საერთოდ ემიგრანტად მიდის და თვეების ბავშვებს ტოვებს sad.gif რას იზამ, ყველას სხვადასხვა საჭიროებები და მოცემულობები აქვს ცხოვრებაში, როგორც ზემოთ ვთქვი.
ბალანსის დაჭერა ურთულესი რამეა. როცა ცდილობ კარგი დედაც იყო და რამე ღირებულიც შექმნა კარიერულად.
სამწუხაროდ საქართველოში სახლში თუნდაც 2-3 წელი ყოფნა= კარიერულად უკან დახევას, იმდენად სწრაფად იცვლება რაღაცეები. ესეც გასათვალისწინებელია.
მოკლედ ურთულესი თემაა.
სერაფიტის არ იყოს, მეც არ მინდა ესე სრული გრაფიკით ვიმუშავო ( მითუმეტეს ლექტორობითაც საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება მაქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ და აქ უცხოენოვან ჯგუფებთან ვკითხულობ) რაც შედარებით დაფასებულია ფინანსურად.
რომ გამიჭირდეს ალბათ ყველანაირ გრაფიკზე გავალ და ღამეებსაც გავათენებ შვილების მატერიალური უზრუნველყოფისთვის.
მოკლედ რა მოცემულობაც გაქვს, იმას ერგები რა, ეგრეა ეს ცხოვრება.
ჩვენ კი ისეთ სამსახურში ვართ რომ გვსიამოვნებს და “ვნიავდებით” მაგრამ ყველას არ უმართლებს ასე და გეთანხმები ეგ ვარიანტი მართლა რთულია.
მარა რომ ამბობენ მილიონერი რომ ვიყო სახლში დავჯდებოდი, ძიძებს ავიყვანდი და არაფერს გავაკეთებდიო, მე ეგ არ მესმის, ჩემს ხასიათში არ ჯდება არაფრის კეთება და მარტო ტაშ-ფანდურა სალონებში და დაქალებთან ჭორაობა. ამდენი იმისთვის ვისწავლე და ვიწვალე რომ რამე ღირებულიც შევქმნა. სახლში თუ დავჯექი, გადავყვები ბავშვზე ფიქრებს და ობსეშენებს biggrin.gif
ძაან მოსაწყენი და არაკომფორტულია ჩემი ხასიათის ადამიანისთვის ან მთელი დღე სახლის საქმეებით დაკავება ან გონების ინტელექტუალური მუშაობის მდგომარეობაში არ ყოფნა.
ასე მგონია მაშინვე დეპრესია დამეწყება.
ანუ რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს- მე მაინც გავიდოდი სახლიდან და ვიმუშავებდი, მოქნილი გრაფიკით, ბავშვის ასაკის მიუხედავად.
ვიღაცა ჩემს ადგილას არ იმუშავებდა და მაინც გადასარევად კომფორტულად იქნებოდა.
მაგიტომ ვამბობ: ადამიანის მოცემულობები რაცაა , პლიუს ხასიათი და ტიპაჟი. ეგ წყვეტს რეალურად მაგ ამბავს რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

ისე ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამომიგდო პოსტი დედების კლუბში ფრისბუქზე ვიღაც რო ამუნათებდა დედებს, 1500 ლარიან სამსახურებში გადიხართ და 1000 ლარს ძიძებს უხდითო და ის 500 ალბათ გზაში და საჭმელში გეხარჯებათ და არ ჯობია დაჯდეთ და თქვენ თვითონ გაზარდოთ ეგ შვილებიო?
ასეთი ხალხი მარტო თავისი მოცემულობით/ტიპაჟით მსჯელობს და კამათიც მეზარება ხოლმე.

Posted by: adeline 31 Jul 2023, 11:23
narkozeli
მაგ რაღაცას ხშირად წერენ დედების ჯგუფში და საშემოსავლო დეკლარაციები შეისწავლეს თუ საიდან ასკვნიან, რომ უმრავლესობას 1500 ლარი აქვს ხელფასი?!

Posted by: სერაფიტი 31 Jul 2023, 11:35
happy-go-lucky

რა სიტუაციასაც აღწერ, ეგ მეც ძალიან გამიჭირდებოდა. შეიძლება ეჩვევი, არ ვიცი. ამ მოცემულობით, რანაირი გამოცდილებაც ახლა მაქვს და როგორც ახლა გამოვცადე, ეგ შენი აღწერილი წარმოუდგენლად მეჩვენება, რთულია sad.gif თუმცა ნახევარი ქვეყანა მასე იზრდება. მაგის მეტი რა ვიცი ჩემი მოსწავლეების მშობლების მაგალითზე. მაგრამ აი რა უნდა ქნა? სამსახურს ვერ დაანებებ თავს და რჩები ასე განერვიულებულიsad.gif გამოკიდებული ვალდებულებებსა და ემოციებს შორის.
ყველა ვერ იქნება ფართ-თაიმ, ფრილანს, ან დისტანციურ რეჟიმში.


ამ ზაფხულს ისე მომეწება ჩემი შვილი, რა უნდა ქნას სექტემბრიდან, არ ვიციsmile.gif) მეც სულ ამისკენ მექნება გონება, თავიდან მაინც. თან უკვე ფულ თაიმ ვიქნები და 8-ზე გავალ, 3_4ზე დავბრუნდები ალბათ.

takoo1
კენგურუ არ მაქვს..მარა ვიცი, რომ ერგონომიული უნდა იყოს. W პოზიციაში უნდა ხვდებოდეს ფეხები.

Posted by: narkozeli 31 Jul 2023, 13:53
adeline

ვაიმე არ ვიცი, უსაქმური მგონია მასეთი ხალხი სხვის ფულებს რომ ითვლის და სხვას ულაგებს ცხოვრებას.
ისე საქ სტატის მონაცემებით 1590 ლარია საშუალო ხელფასი მარა ეგეც ვისი რა საქმეა ვის რამდენი აქვს.
საშუალო ხელფასზე სამჯერ მეტი ხელფასი მაქვს მარა სულ რომ საშუალოზე დაბალი მქონდეს, სხვა რატო უნდა მიწყვეტდეს ჩემთვის რა და როგორ ჯობია :|

Posted by: anibani18 31 Jul 2023, 20:26
takoo1
თაკო, რამდენადაც ვიცი ასეთი არ არის ერგონომიული კენგურუ. ჩვილი ამ დასაჯდომზე არ უნდა იჯდეს, რა სურათებიცაა, იქიდან ჩანს რომ ქამრის გარეშეც ბავშვს ჩამოკიდებული აქვს ფეხები. ერგონომიულ კენგურუში რომ ჩასვამ ბავშვს, ლათინური ემის ფორმა უნდა მიიღოს ტაკომ და ფეხებმა. ანუ ტაკო ჩავა ქვემოთ და ფეხები მუხლებში ისე მოიხრება რომ ტაკოზე ზემოთ აღმოჩნდება. ერგობეიბი ნახე, ბეიბიბიორნი. თუ გინდა ერგობეიბის გაჩუქებ

Posted by: adeline 31 Jul 2023, 20:38
narkozeli
ძალიან მაღიზიანებს ეგეთი ხალხი სხვის შემოსავლებს რომ ითვლის. თან რომ ჰგონიათ, ადვილად მიაღწიე ამ ყველაფერს. საშინელებაა მასეთებთან ურთიერთობა.
anibani18
გადაცემა ექიმებში ქონდათ სიუჟეტი კენგურუს შერჩევაზე და ვერ მივაგენი ვერაფრით.
QUOTE
ერგონომიულ კენგურუში რომ ჩასვამ ბავშვს, ლათინური ემის ფორმა უნდა მიიღოს ტაკომ და ფეხებმა

კი, ამას გაუსვეს ხაზი გადაცემაშიც.
QUOTE
თუ გინდა ერგობეიბის გაჩუქებ

ანი, რა საყვარელი ხარ love.gif

Posted by: takoo1 31 Jul 2023, 20:56
anibani18
ანი კი ვიცი როგორიცაა ეგ ერგონომიული ბევრი ფოტო მაქვს ნანახი,ამასაც ეგ ეწერა და მაგიტო მაინტერესებდა.
მადლობა❤️
არა ეს მინდოდა ჩამოსაჯდომიანი რო მეყიდა ისენი ვიცი როგორებიცაა.
აი ამაზონის ლინკი რო დავდე ეგ არარი ერგონომიული?
აბა ტყუილად აწერენ ვერ გავიგე.

აი ერგობეიბის საიტზეც დევს,ესეთზე ვამბობ
user posted image

Posted by: სერაფიტი 31 Jul 2023, 21:48
გოგოებო, არ გაგეცინოთ და, ხომ არ გამოგიწერიათ მარცვლეულის ფაფები? ამაზონიდან ან ტრენდიოლიდან? ამაზონზე გერბერის ფაფები ლიდერობს. ტრენდიოლზე არ გადამიხედავს ჯერ.
ფასის გამო იმდენად არა, რამდენადაც იქნებ მივაგნო ფაფას, რომელსაც აქვს კარგი შემადგენლობა და თან ჩემს შვილს მოვაწონებ.

აქაურებიდან სემპერის და ნუტრილაკის შემადგენლობა მომწონს, რძიანიც და ურძეოც ვაჭამე. არ ჭამს 2-3 კოვზზე მეტს.
გერბერისა აქ რაც ვნახე, არაა მთლად სუფთად მხოლოდ მარცვალი. არც ჰიპი და ნესტლე.

ფორმულას იწერენ, ვიცი, ტრენდიოლიდან. იქნებ ფაფებზეც იცოდეთ? <3

Posted by: anibani18 1 Aug 2023, 08:21
takoo1
ერგობეიბის თუ ჰქონდა ასეთი, არ ვიცოდი. თუ მათ აქვთ, ესე იგი უსაფრთხოა ეს დასაჯდომი. თუმცა უწერიათ, რომ ამ კენგურუს 0 თვიდან ვერ გამოიყენებ
user posted image
ეს რაც შენ დადე ისაა. ნახე ამ პოზიციაში როგორ აქვს ჩამოკიდებული ფეხები ბავშვს. ასე არ უნდა ჰქონდეს, რქმდენადაც ვიცი. მუხლები ტაკოზე ზემოთ უნდა ჰქონდეს.
user posted image
adeline
კენგური იცი რა ტკბილი რამაა <3 განსაკუთრებით პირველ ბავშვთან, რადგან მაგ დროს ყველაფერი უფრო ნელია, უფრო შეგიძლია კონცენტრირდე ერთ რამეზე და უბრალოდ დატკბე ბავშვთან ყოფნით.
დასაჯდომი არ ვიცი როგორია. ჩემებმა სიარული რომ დაიწყეს, არც გამომიყენებია. მეორესთანაც ნაკლებად გამოვიყენე, სულ რამდენჯერმეჯერ ჩავსვი. თან უკვე მძიმე და ძალიან მოძრავ ბავშვთან, მოუხერხებელი იყო ჩემთვის. ერგობეიბი ომნი მაქვს.

Posted by: narkozeli 1 Aug 2023, 10:19
anibani18

მე არ მქონია კენგურუ პირველ შვილზე, არც დამჭირდა სიმართლე გითხრა იმდენად სულ კალიასკაში მყავდა)) ეს ხო მუთაქა იყო, ხმას არ იღებდა და არც იყო კენგურუს საჭიროება.
ხოდა რომ ჩაიარა კენგურუს ასაკმა, მერე გული დამწყდა რაღაცნაირად რომ არასდროს მიხმარია. 12 კვირის ეხოზე რომ კარგი პასუხები გვითხრეს გავვარდი და პირველი კენგურუ ვიყიდე ეხლა და ძალიან ველოდები რომ გავტესტო, მაინტერესებს❤️
ეს მირჩია მეგობარმა და ვიყიდე ო ლალაში
user posted image

ერგონომიულია, ასე უწერია საბუთებში

Posted by: takoo1 1 Aug 2023, 10:58
anibani18
მაგათ საიტზე 5კილოდან წერია ხო ვნახე,ამაზონზე 0 თვე ეწერა ეგ ვერ გავიგე
მე უფრო გაბრიელისთვის მინდოდა ჩემი ქმარი შემოიჯენდა და მერეც ვიხმარ მესამეზე თქო)))

Posted by: narkozeli 1 Aug 2023, 11:06
სერაფიტი

ისე რატომაც არა? მშვენიერი აზრია. ფორმულასაც თუ იწერდნენ არ ვიცოდი.
მე ხო პლასმონს ვაჭმევდი და 5 თვის იყო იტალიაში წავედით მე და მეუღლე რამდენიმე დღით დასასვენებლად და იქიდან გადავწყვიტე ჩამომეტანა პლასმონის ფორმულები და სულ სხვანაირები ქონდათ იქაურ აფთიაქში, პირდაპირ მზა რძეები, ფხვნილზე წინასწარ უნდა შეგვიკვეთოო და შევეშვი მერე. თუ ზუსტად იგივეა, რატომაც არა? მშვენიერი აზრია ფაფის გამოწერაც და ფორმულისაც.

Posted by: ლიკუნა@ 1 Aug 2023, 11:52
narkozeli
კენგურუ რაც იყიდე მალევე შეიძლება ჩასმა? მე ორზე არ მიყიდია, მარა მესამეზე ისე აქტიური ცხოვრებით უნდა ვიყო, სახლში საქმე, სკოლა-ბაღი, წრეები, რომ მგონი დამჭირდება თან ისეთი ზუსტად რომ მეცოდინება რომ ბავშვი კომფორტილადაა

Posted by: სერაფიტი 1 Aug 2023, 11:56
narkozeli

ჩემ გარშემო იწერენ სიმილაკს და ჰიპს ტრენდიოლიდან.
არაა დიდი არჩევანი. ეს ორია ცნობილი ბრენდებიდან და აპტამილი, რომელუც ნუტრილონია იგივე. 1 კოლოფი გამოვიწერე და არ გამიხსნია, მე ხო ნუტრილონს ვაჭმევ.
შენახვის პირობები უნდა იყოს დაცული, ეგაა მთავარი. რაღაცნაირად ვერ გავბედე ჯერ გახსნაsmile.gif)) არადა კაი კვებაა აპტამილი.

ტრენდიოლზე ფაფებს გადავხედე. დიდი ვერაფერი. არ ივარგებს.
ამაზონის გერბერი შეიძლება ვცადო.

ეგ თხევადი ფორმულები რა კაი იქნება ისე. მგონი არაა ჩვენთან.

Posted by: takoo1 1 Aug 2023, 14:55
სერაფიტი
ამაზონზე რა ღირს გერბერი? ღირს გამოწერა?
წონისაც ხო ემატება და
მე აქ ვყიდულობ პსპ არის შემომტანი და აქციები აქვთ ხოლმე ხშირად,იმ დღეს ვიყიდე 30% ქონდათ,

Posted by: anibani18 1 Aug 2023, 15:01
narkozeli
იცი რა ტკბილია კენგურუ, განსაკუთრებით სახით შენსკენ პოზიცია <3 მეც მერე ვიყიდე, ოთხი თუ ხუთი თვის იყო. ნეტა იქამდე მეყიდა.
მეორეზე არ გამომიყენებია საერთოდ. შეუძლებელიც იყო. რასაც პატარას ვუკეთებ ან ვაცმევ, უფროსსაც იგივე უნდა. ორივეს კიდევ ერთდროულად კენგურუში ვერ ჩავისვამდი. თუმცა კი მინახია ტყუპის დედებს ორი კენგურუ რომ აქვთ და ორივეს ისვამენ ერთდროულად, ერთს წინ, მეორეს უკან. ეს ჩემთვის ძალიან ბევრია, არა მგონია შემძლოს ამდენი.
ახლა იცი რა დაიჩემა, თათა მქვია ამბობს, მე ნატალი არ ვარო. ნეტა რა არის ეს? როდის დამთავრდება, ან მე რა უნდა ვქნა

Posted by: takoo1 1 Aug 2023, 15:39
anibani18
ლუკიანემ ხოხვა ეხლა დაიწყო 3 წლის ასაკში smile.gif
გაბრიელთან ერთად დახოხავს და თან აწვალებს,სადღაც შეიყვანს მაგიდის ქვეშ და იქ ატირებს.მანქანები გავუყარე სახლიდან,გამოექანებოდა და ხან ფეხზე გადაუვლიდა ხან ხელზე.

Posted by: სერაფიტი 1 Aug 2023, 16:05
takoo1

გოგო, ფასის გამო მგონი არ ღირს. მარა თითქოს მომეჩვენა, რომ აქაურ გერბერს ასეთი "სუფთა" შემადგენლობა არ აქვს. აბა, თუ არ დაგეზარება, რადგან მაგ ბრენდის მომხმარებელი ხარ, შეადარე შემადგენლობები. ესაა ამაზონის:
user posted image

16.50 დოლარი აწერია 6 ცალიან შეკვრას. თითოში 240 გრამია.

Posted by: takoo1 1 Aug 2023, 16:34
სერაფიტი
180 გრამია აქ რო ვყიდულობ.12 ლარია
8 ლარამდე გამოდის ეგ ანუ(წონის გარეშე) მარა 240 გრამია.

user posted image

შემადგენლობა არამგონია სხვადასხვა იყოს,ეს ხო პატენტი არაა იგივეა რავიცი.
გააჩნია ფაფას თვითონ რისია იმის მიხედვით აწერია ალბათ.

Posted by: სერაფიტი 1 Aug 2023, 16:39
takoo1

აი თვითონ მარცვლეულის შემადგენლონას გადაუღე აბა. მარცვლეულის გარდა (შვრიაა თუ რაცაა, არ აქვს მნიშვნელობა), რამე მინარევი თუ აქვს.

ვა, ფასიც კაი გამოდის აბა ამაზონის. ნეტა გადამზიდი რას დაამატებს.

Posted by: NatiaGull 1 Aug 2023, 17:44
anibani18
მადლობა ან, კარგადაა, ვაიმე არ ვიცი ბაღის ბრალია თუ რა მაგრამ ჩემს სრულფასოვან მეგობრად ვთვლი, გამგებიანია ძალიან :დ
უცებ გაიზარდა...
შენები როოგორ არიან? გოგოშკები ❤

Posted by: anibani18 2 Aug 2023, 02:21
სერაფიტი
მამაკოს ფაფა არ გიცდია? მე მზა ფაფას იოგურტს ვურევდი ხოლმე. ძალიან გემრიელი გამოდიოდა
NatiaGull
რა ბედნიერებაა <3 სულ ასე მეგობრულად იყავით!
ჩემები კარგად არიან, იზრდებიან <3 ხანდახან სიყვარული შემოაწვებათ, ხანდახან ჩხუბობენ. უფროსი ცდილობა მოუაროს პატარას, გამოუტანს ხოლმე იოგურტს და დასდევს მერე კოვზით, რომ აჭამოს. საქმე მაშინ რთულდება, თუ პატარა უარს ამბობს. შეიძლება ზედ გადაასხას იოგურტი

Posted by: სერაფიტი 2 Aug 2023, 10:36
anibani18

მამაკო არ მიცდია. კარგია? მამაკო მარტო ფორმულა ვიცოდი. ვნახავ აბა.
დღეს ცოტა პაუჩი გავურიე, მარწყვის. არაუშავდა რა, ცოტა ნორმალურად ჭამა.


სადღაც შემხვდა, კვერცხს,ბანანს და შვრიას თქვეფენ და აცხობენ ტაფაზე მომცრო ორცხობილასავით. მაგასაც ვცდი, მაგ ფორმით იქნებ მიიღოს შვრია.

Posted by: anibani18 2 Aug 2023, 11:14
სერაფიტი
ადრე ვყიდულობდი და როგორც მახსოვს, კარგი იყო. მაგას კიდევ ჰუმანას იოგურტს ვურევდი და ძალიან გემრიელი გამოდიოდა.
მე ამას ვაკეთებ და ძალიან გემრიელია. ბანანი მწიფე უნდა იყოს და უფრო გემრიელი გამოდის მაშინ
https://youtu.be/f4AN--ON4oo

Posted by: Iceicebaby 2 Aug 2023, 11:56
გოგონებო,

სკამ-მაგიდამდე შორია ჯერ, მაგრამ მინდა ვიცოდე მაინც:

1. ისეთი მირჩიეთ, რომელსაც უსაფრთხოებია ნორმები აქვს დაცული, ჯდომის პოზიცია შესაბამისია და ა.შ. მოკლედ ამ მხრივ არ იყოს ეჭვი შესატანი

2. თუ მარტივად დაშლად-ასაწყობი იქნება, კარგია, იმიტომ რომ
თვითკვებას ვგეგმავ მთელი გულით და მონდომებით.

3. იკეას ანტილოპ სკამზე რას იტყოდით? ხომ არ გქონიათ ვინმეს?


Posted by: lesila90 2 Aug 2023, 13:59
გოგოებო ჩემი ბარტყები სახლშია.
ხან სიმილაკს ხან ჩემს რძეს ვაძოევ მონაცვლეობით. ჭამისთვის არ ვაღვიძებ ეხლა 4 საათია სძინავთ აწე გაიღვიძებენ. ბიჭს კაკებს შობა აი თხის კურკლებივით ერთ კრკლას გამოგდებს და ვსო ლინექსი უნდა მივცე და საჭმელში გავურიო ხო? რკინას სვავს ორთქვე გოგოს არ უჭირს შვებაა ჩვეულებრივ

Posted by: takoo1 2 Aug 2023, 14:57
lesila90
გილოცაავ რა მაგარიააა❤️❤️❤️აუ რა ემოცისბში და ამბებში იქნებიი წარმომიდგენიააა❤️
ყოჩაღ ბარტყებიი ძილისგუდები არიან
შეიძლება რკინის ბრალია შეკრულობა?
კი რძეში გაუხსენი და მიეცი, ჭამის დროს უნდა მგონი

Posted by: სერაფიტი 2 Aug 2023, 15:39
anibani18

მადლობა. რა გემრიელი ფენქეიქი ჩანს ეს. აუცილებლად ვცდი. ჩვეულებრივი შვრია სულ მაქვს სახლში და იმას დავფქვავ ხელის ბლენდერით. მე ვაპირებდი, რო ეს სემპერის შვრია გამომეყენებინა. მარა რავი, რატო არა?

Iceicebaby
თვითკვების ჯგუფში უმეტესობა აქებს იკეას. ბლვ მეეთოდზეა მორგებული. ფეხის დასადები უნდა უყიდო, თუ არ ექნა.
ჩიპოლინოსაც აქებენ. სხვები არ ვიცი. მე ჩემი ძმიშვილის სკამს ვიყენებ, 9 წლის წინაა ნაყიდი. უსაფრთხო კია, მარა ფეხის დასადები არ აქვს და არც სამგზავროდ გამომადგა. პატარა სკამი ვიყიდე სამგზავროდ.

თვითკვებაში წარმატებები <3 მე არ გამივიდა. როცა 6 თვის გახდა ,დედაჩემი იტოვებდა. იმას შეეშინდა, მეც ვერ ვანდე. ერთიორჯერ ვცადე და ცოტა შემეშინდა გადაცდენის. ამიტომ შერეულად ვაჭმევ. პიურეებს და ფაფებს მე ვაჭმევ, დასაღეჭად კი ვუდებ ავოკადოს, სულგუნს, გარგარს, ბროკოლს და ა.შ. ახლა 9 თვისაა და ღეჭვა იცის. დღეში 2 ან სამ მყარ კვებას ვაძლევ და აქედან ერთია რამე საღეჭი.

სიმართლე გითხრა, წარამარა ყველაფრის რეცხვა-ლაგების ნერვიც არ მქონდა. თუმცა იმას ვატყობ, რომ თავისი ხელით როცა ჭამს, მეტად სიამოვნებს.
ამიტომ ნამდვილად კარგი მეთოდი მგონია ბლვ.


lesila90

გილოცავ <3 რა კარგია!
მოუწესროგდება, შეუწყე ხელი. რკინამ იცი მგონი. ჰკითხე პედიატრს. იქნებ სიმილაკ კომფორტი აჭამო? ანუ ისეთი ხაზი სიმილაკის, რაც მონელებაში შეუწყობს ხელს. დროებით მაინც? ჩვენს შემთხვევაში ნუტრილონ კომფორტი აღმოჩნდა ეფექტური, ჩვეულებრივმა ნუტრილონმა შეკრა დედის რძის მერე.

Posted by: lesila90 2 Aug 2023, 15:48
takoo1
არ მკითხოო))) პირველ დღეს ძალიქნ შემაშინა ცვირიდან პირიდან ამოაქარვა. მერე ძაან ამოქარვაა და წამი თვალი არ მომიხუჭავს გუშინაც ნახევარი საათი მეძინანდა ისიც ბავშვის ხმა მესმოდა წამოვხტებოდი შევხედავდი ჩუმათ ეძინათ)) გოგოებო ხელოვნურს რომ ვხსნი ცოტქ კურკუტები რჩება და ქაფებიაა. კარგად თუ არ ვანჟღრიე არ იხსნება

Posted by: narkozeli 2 Aug 2023, 15:56
lesila90

ვაიმე ლესს რა ამბებში ყოფილხართ❤️❤️❤️ გილოცავთ❤️❤️❤️❤️❤️

გოგოებო ვაფლის გასაკეთებლებში ამას ვუწევ რეკომენდაციას, ძააან ფუმფულა მარტივი და გემრიელი ვაფლები გამომდის ამ აპარატით
user posted image

Posted by: takoo1 2 Aug 2023, 16:28
lesila90
ეჰ მესმის ეგრე ვიყავი პირველზე დაფეთებული smile.gif
ისე ვინერვიულე პირველად რო ცხვირიდან ამოასხა სტრესი მქონდა ერთი კვირა.
ღამე ვდგებოდი ხოლმე და ცხირზე თითს ვადებდი ხო სუნთქავს თქო)))
რაზე აქარვებს შენ რძეზე თუ სიმილაკზე?

ზოგ ფორმულას აქვს ეგრე ხო,მეც ვიტანჯები 5 წუთი ვანჯღრევ ხოლმე.

Posted by: lesila90 3 Aug 2023, 02:19
takoo1
ხო რა მაგრამ
პატარა ბურთები მაინც რჩება. და ქაფია ძაან. ვუდეოებს ვუყურებსი როგორ უნდა გახსნა ფორმულა მაგრამ ეგრე ეს არ იხსნება უფრო ბევრი ბურთულა რჩება ხოლმე ))
რომ ვუყურებ არ მჯერა გოგოებო ოცნებებშიც კი ვერ ვოცნებობდი❤️დღეს ექთანი მყავდა დაამასაჟა კარგად დაბანა აი არვიცი ჰაერში ატრიალა ლამის ვარჯიშებით.
* * *
ჭამის მერე ბიჭმა პირველ დღეს ამოაქარვა ძაან. ეხლა გოგომ ნეტა რატო შვება ეგრე

Posted by: ლიკუნა@ 3 Aug 2023, 08:28
lesila90
ცოტა ქაფი შეიძლება ქონდეს მარა ბურთები არა, ხომ სწორ ტემპერატურას არჩევ? ამოღებაც ნორმალურია, უბრალოდ დააკვირდი ყველას არ უნდა იღებდეს.. სასწორი ხომ არ გაქვს შემთხვევით? ჩემიც იღებდა თავიდან, ხშირად ვწონიდი ჩემი სიმშვიდისთვის

Posted by: lesila90 3 Aug 2023, 12:14
გოგოებო ხელოვნურს რომ
ჭამს ნაწილს ტოვებს მერე ისევ უნდება და შეიძლება ის დატოვებული გავაგრძელებინო? რამდენი აქვს ვადა

Posted by: narkozeli 3 Aug 2023, 12:29
lesila90

არა დატოვებულის მიცემა შეციების მერე აღარ შეიძლება❤️

Posted by: anibani18 3 Aug 2023, 12:33
lesila90
რომელ ხელივნურს აჭმევ? ძალიან თუ ანჯღრიე, ბუშტუკებს გაიკეთებს და მუცელს აატკივებს პატარებს. ჩემი უმცროსი ვერ ჭამდა ბევრს და ტიროდა ჭამის დროს. დავაკვირდი და ეს ყოფილა მიზეზი. იცი რა ქენი, ჯერ ხელის გულებს შორის დაატრიალე ბოთლი და მერე ზემოთ-ქვემოთ კი არ ანჯღრიო, არამედ აქეთ-იქით, როგორც საქანელაზე რწევისას smile.gif) ახლა ვიქანავეთ საქანელაზე მე და გოგონებმა და ეს ასოციაცია გამიჩნდა უცებ smile.gif))
ბევრი ამოქარვება, შადრევანივით არ არის ნოტმა, მაგრამ ამოქაევება ზოგადად ნორმალურია. რამდენ ხანში გთხოვენ გაგრძელებას? იცი რა არის, პირში ნადებ ბოთლზე უკვე ჩნდება ბაქტერიები და შეიძლება მუცელი აატკიოს, თუ ჯერ არ ჩაუდია ბოთლი პირში, მაშინ ცოტა ხანი შეგიძლია შეინახო.

* * *
სერაფიტი
სემპერის შვრია არ ვიცი. მე ჩვეულებრივჯთ ვაკეთებ, ოღონდ მიკიან ოარასის ან ნორდიკის. მალე რაც მზადდება ისეთი გინდა შენ.
გინდა ჩემი საყვარელი ბლინების რეცეპტები?

Posted by: lesila90 3 Aug 2023, 13:14
anibani18 სიმილაკი ნეუშური. 8ში პედიატრთან ვართ დაბარებული და ვნახოთ რას გვეტყვის
narkozeli

Posted by: სერაფიტი 3 Aug 2023, 14:30
lesila90

ნახევარი სთ აქვს ვადა, როგორც ვიცი. 15 წთ-ზე მეტს არ ვაჩერებ მაინც ამ სიცხეში.

anibani18

9 თვეზე ხო შემიძლია ნორდიკიც და მილინ პარასიც თუ იცი? ნუ ფანქეიქში რა მნიშვნელობა აქვს მამენტ.

აბა ბლინი? <3

Posted by: takoo1 3 Aug 2023, 14:55
lesila90
ალბათ სპეც კვება როა ეგეთი სტრუქტურისაა.
მეც ჰუმანას ანტიკოლიკს ვაჭმევ და დავიტანჯე იცი რამდენი ხანი ვანჯღრევ რო გაიხსნას?
ოღონდ ამას ის პლიუსი აქვს რო არ ქაფდება და ვდგავარ და ვანჯღრევ უსასრულოდ
უკვე თინეიჯერი ბიჭივით მაქ მარჯვენა ხელი biggrin.gif biggrin.gif

ნახევარი საათი შეგიძლია გააჩერო და აჭამო მერე,მეტი არა ოღონდ.ნერწყვი რო ხვდება საშიშია ბაქტერიები მრავლდება და თან პატარასთან ცოტა საფრთხილოა.

Posted by: anibani18 3 Aug 2023, 18:00
lesila90
ნეოშურს ჭამდა ჩემი უფროსი გოგონაც. ვერ ვიტანდი მაგ კვებას, სულ უკან იღებდა. და კირკოშელებსაც იკეთებდა. მერე შევუცვალე სხვათი.
სერაფიტი
ამერიკელი და ბრიტანელი დედები აჭმევენ ჩვეულებრივ მარცვლებს, მე რასაც ვუყურებ. უმზადებენ თავისით სახლში.
დაიცა, ჩაგიყრი რაც ჩვენ გვიყვარს. შაქარს მე არ ვჭამ და არც ბავშვებს ვაჭმევ. თუ სადმე შაქარია, არ ვუშვები უბრალოდ
https://natashaskitchen.com/apple-pancakes/
https://natashaskitchen.com/banana-pancakes/#wprm-recipe-video-container-72241
https://www.healthylittlefoodies.com/apple-pancakes/
https://youtu.be/u55tMD2g4VQ
ეს ბლინი არ არის მაგრამ კარგია
https://www.instagram.com/reel/CuMQE20JA31/?igshid=MzRlODBiNWFlZA==

https://www.mealtimewithmummy.com/post/blueberry-and-banana-pancakes

ზეთზე არ ვწვავ. ან შეიძლება სულ ოდნავ მოვუსვა ტაფას პირველ ჯერზე

Posted by: lesila90 3 Aug 2023, 20:33
anibani18
ამ დღეებში პედიატრთან მივალ და ვნახოთ რას მეტყბის. ისე გოგოებო კუჭში ყოველ დღე უნდა გავიდეს?

Posted by: Tua 3 Aug 2023, 20:41
lesila90
გილოცავ ❤️ აბა როგორია მოყევი ერთი. ❤️. კუჭში გასვლაზე ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს ყოველდღე უნდა გავიდნენ წესით მაგ ასაკში ნუ 2ჯერაც სასურველია, მაგრამ არც ისააო პრობლემა ფორმულოს ბავშვები ყოველ 2 დღეში გავიდნენო, ძუძუზე 5 დღემდეც ნორმააო გასვლა. რაც შეხება ცხვრის კურკლების ამბავს სიმილაკს როცა ვაჭმევდი ჩემს ბიჭს ეგრე შვებოდა სანამ ფრისო ვომი არდავუმატე.
საწოლის თავის ოდნავ ამაღლებაზე არვიცი იცი თუ არა მაგრამ თუ რეფლუქსურად ასხავენ ან თუნდაც არარეფლუქსურად. ხანდახან იციან ამოსხმა საჭმლის, მე მქონდა საწოლის მატრასი 2 წიგნით ამაღლებული რომ დახრა ჰქონოდა იქ სადაც თავი ედო ბავშვს . ასევე ცხვირში იციან ამოსხმა და მაგ დტოს აუვილებლად ფიზიოლოგიურით უნდა ჩაუწმინდო თორე მოუხმება შიგნით და მერე ხრუტუნებენ

Posted by: სერაფიტი 3 Aug 2023, 22:37
anibani18

დიდი მადლობა <3
თბილისში რო ჩავალ, ვცდი რაღაცებს.
შაქარს მეც არ ვაძლევ ჯერ, რა თქმა უნდა. 2 წლამდე არ მივცემ და მერეც მინილამურად. მეც თვითონ უშაქრო ყავა-ჩაიზე ვარ წლებია. თუმცა შაქრიან რაღაცებს - ნამცხვარს და შოკოლადს მაგალითად- ვჭამ ხოლმე აქა-იქ.

ისე, შაქარი ყველაზე მავნე რაღაცაა მართლა. წლიდან წლამდე მატულობს მსოფლიოში მისით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები. უკვე იმდენ პროდუქტშია...
იქნებ ჩამოუყალიბდეს ანიტას სწორი დამოკიდებულება არაჯანსაღი საკვების მიმართ. მე ძალიან შევუწყობ ხელს.

Posted by: adeline 3 Aug 2023, 22:55
Tua
ფიზიოლოგიურით როგორ უწმენდ - ასპირატორით თუ როგორ?

Posted by: anibani18 3 Aug 2023, 23:23
adeline
თუ ნებულებით გექნება ფიზიო, ნებულით ჩაუწვეთავ, თუ დიდს იყიდი, შპრიცით ამოიღებ და ჩაასხავ. ბავშვი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, მე ასე ვაკეთრბ, ან თუ წევს, მაშინ თავი უნდა გდაუწიო ერთ მხარეს, ჩაასხა და მერე მეორე მხარეს.
მერე გაუწმინდავ ასპირატორით. მე ამ ჯერად ვიყიდე ეს რაღაც და ფიზოს გარეშე ვუწმენდდი სულ. ფიზო მხოლოდ სურდოს დროს
https://a.co/d/bQ1wev1
ესიც კარგია, ოღონდ ფიზიო გჭირდება
user posted image
ან იმპექსში ნახე ოყნის ფორმის, wee ფირმის

Posted by: ნიაკო12 3 Aug 2023, 23:38
lesila90
გილოცავ პატარების წაცუნცულებას სახლში ❤️❤️❤️

Posted by: adeline 4 Aug 2023, 00:41
anibani18
ანი, ამაზე ამბობ?
https://www.facebook.com/ImpexPharmacy/photos/a.1586471391627166/2637716463169315/?type=3&locale=hi_IN

Posted by: takoo1 4 Aug 2023, 01:27
adeline
https://www.trendyol.com/wee-baby/burun-aspiratoru-ve-10-adet-yedek-uc-p-151527317

ალბათ ესაა იმპექსში,რაც შენ დადე ეგენი არ წმენდს კარგად.


https://www.trendyol.com/chicco/physioclean-burun-aspiratoru-p-1836842?boutiqueId=61

ეს უნდა გამოვწერო მე.

აქ ვერ ვიშოვე რამდენი თვეა მაგას ვეძებ,
შემოვიარე აფთიაქები.
რაც ანიმ დაგიდო სუავინექსი ეგ ქონდა ფარმადეპოს და აღარ გვაქო და არც გვექნებაო არსად არაა.
კანპოლის ვიყიდე მერე უცებ დამჭირდა და რაღაც არ მომეწონა.

Posted by: anibani18 4 Aug 2023, 03:39
adeline
კი, ეს არის. თხელი ცხვიტი აქვს და კარგად შედის ცხვირში, კარგად ტუმბავს.
takoo1
თაკო, აქვთ უკვე ეს სატუმბი.
რაც მე დავდე იმპექსის, კარგია. მეც ვერ ვიტანდი ამ ოყნა ასპირატორებს, მაგრამ ეს კარგია.

Posted by: takoo1 4 Aug 2023, 10:02
anibani18
არა იმპექსისაზე არ ვიძახი სუავინექსი ვერ ვნახე.აღარ გვაქო

Posted by: anibani18 4 Aug 2023, 10:22
takoo1
თაკო, აქვს უკვე ფარმადეპოს. შეუკვეთე და მოგიტანენ <3
ახლა შევამოწმე აპლიკაციაში

Posted by: takoo1 4 Aug 2023, 10:26
anibani18
აუ გამეცინა ეხლა smile.gif იანვრიდან ვეძებ იცი? მთელი ზამთარი ველოდე გაბრიელისთვის მინდოდა და რო ვიყიდე ერთი თვის წინ ეხლა შემოიტანეს))) რანაირი ბედი მაქ რა biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 4 Aug 2023, 11:03
მე არ მიხმარია ეს ასპირატორები ისე. სულ ორი ცალი ნებულა გავხარჯე პირველ თვეებში, რამდენჯერმე ჩავაწვეთე და ეგ იყო. აწი დამჭირდება? ინჰალატორი უნდა ვიყიდო, ეგ ვიცი. არ დამჭირვებია , მარა ეგ დამჭირდება უეჭველად. ასპირატორი დამჭირდება ცოტა მოზრდილზე?

Posted by: adeline 4 Aug 2023, 11:11
anibani18
ანი, ეს გამოვწერე რაც შენ დადე. მახსოვს, ადრეც აქებდი და ამასთან ერთად კიდევ რომელი გამოვწერო?
Frida Baby 3-in-1 Nose, Nail + Ear Picker by Frida Baby the Makers of NoseFrida the SnotSucker, Safely Clean Baby's Boogers, Ear Wax & More https://a.co/d/fAwF8x5
თაკომ რაც დადო ჩიკო ტრენდიოლიდან, ძაან კარგი ჩანს და ეგ ჯობს გამოვწერო
თუ სუავინექსი რაც შენ დადე?takoo1
თაკო, შენც მირჩიე რა :*
* * *
სერაფიტი
ინჰალატორი როსმაქსის მაქვს საოჯახო, გაუხსნელი, მაგრამ ალბათ ომრონის პორტატული ჯობს ხომ?

Posted by: happy-go-lucky 4 Aug 2023, 11:25
ასპირატორი ატ მიხმარია არც უფროსე და არც ამაზე.

ინჰალატორი დაიწყება ახლა ვირუსები 8 თვის მერე და ყველას სჭირდება. მე დიდი მაქვს და პირტატული მინდა, ძვირებია ოღონდ რა sad.gif

Posted by: საბისაბი85 4 Aug 2023, 11:29
lesila90
ლეს გილოცავ ❤️❤️ ჯანმრთელი ბაიების ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა❤️❤️

Posted by: anibani18 4 Aug 2023, 11:31
adeline
ჩიკოსი არ მქონია, ასე რომ ვერაფერს გეტყვი. სუავენიქსი კარგი იყო, მაგრამ ფიზიო უნდა ჩაასხა, რომ გაუწმინდო ცხვირი, მიმხმარებს ვერ ამოიღებს ფიზიოს გარეშე. ფრიდათი კარგად გაუწმინდავ ფიზიოს გარეშეც. ფიზიო მაინც საფრთხილოა, არ გადასცდეს ან ყურში არ გადაუვიდეს, ყურადღებით უნდა ჩაასხა. სურდოს დროს ვიყენებ მე ფიზიოს, სხვანაირად ვერ ვურჩენ სურდოს.
ომრონი მაქვს მე, პორტატული. ძაააალიან კარგია. ესენი ფხიზლად რომ არიან, არ იკეთებენ ინჰალაციას. ომრონს საერთოდ არ აქვს ხმა, როცა სძინავთ, მაშინ ვუკეთებ. გუშინაც გავათენეთ მე და ინჰალატორმა ღამე.
როსმაქსის თერმომეტრი მაქვს. ელექტრო. ზუსტია ჩემი დაკვურვებით, ომრონს ბევრად სჯობს. ჩვეულებრივით მე ვერ ვუზომაც სიცხეს, არ მიჩერდებიან

Posted by: narkozeli 4 Aug 2023, 11:43
happy-go-lucky

ჩემი ასპირატორის მდგომარეობა ამ წუთას:
user posted image

ახალთახალივითაა biggrin.gif 4 წლის წინ ვიყიდე არადა) რავი არც გამიხსნია, არ დამჭირვებია.
ჩვილობაში ყურის ჩხირით ნაზად ვუწმენდდი ხოლმე.
იმედი მაქვს არც მეორეზე დამჭირდება.

ინჰალატორიც ბავშვთან არ დამჭირვებია, უხმო მაქვს მიკროლაიფის და ძაან კარგი რამე ჩანს თუმცა არ გამიტესტავს ბავშვთან

Posted by: ლიკუნა@ 4 Aug 2023, 11:49
anibani18
happy-go-lucky
ცხვირში სულ პატარები რომ იყვნენ ზეთს ვუსვამდი, არ უხმობდა და ყოველ დაცემინებაზე უსუფთავდებოდა..ფიზიოლოგიურის გამოყენება საკმაოდ გვიან გაციების დროს დავიწყე ისიც ინჰალატორით

Posted by: სერაფიტი 4 Aug 2023, 12:34
adeline

საოჯახოს პორტატული სჯობს. პორტატული მინდა მეც. თუმცა საოჯახოთიც გადიან ფონს, თუკი ბავშვი იკეთებს ღვიძილისას. ასაკს გააჩნიაsmile.gif)) აი,.ომრონს აქებს ანიბანი, ადრეც დაწერა. აგუ ბებიბისაც კარგი აქვს მგონი. ვიღაცამ აქო აქ. რომელიმეს ვიყიდი, სამაგისო ბიუჯეტი არ გამომიყვია ჯერ, მგონი 200 ლარზე ცოტა მეტი ღირს (?).

Posted by: narkozeli 4 Aug 2023, 13:10
ბავშვების 80% ასე მგონია გააპროტესტებს მაგ ხმას რაც საოჯახო ინჰალატორებს აქვთ და გაწვალდებით.

მიკროლაიფის უხმო იყიდეთ, ორი თავი აქვს დიდისთვისაც და პატარისთვისაც. პორტატული, კომპაქტური, პრაქტიკული.

user posted image
ელემენტებზეა და იმდენად პატარაა ჩანთაში მიგდია სადმე რომ მიმყავს ბავშვი ჩემი სიმშვიდისთვის

Posted by: Tua 4 Aug 2023, 13:32
adeline
მე პიპეტით ვაწვეთებდი ფიზიოლოგიურს და ყურის ჩხრირით ნაზად ვუწმენდდი, არც რამე მოწყობილობა მქონია და არც სატუმბი smile.gif ერთადერთი 1 ხელ ჰქონდა გაჭედილი ცხვირი და ამოსატუმბის ნაცვლად 0 ზომა ლატეწსის ოყნა ვიყიდე პაწაწინა და იდეალურად ამოტუმბა smile.gif)

Posted by: adeline 4 Aug 2023, 15:20
Tua
შენ ძაან ჭკვიანი დედიკო ხარ და გამოცდილი და მე თავიდან ვერ გავქაჩავ მაგდენს.
narkozeli
სერაფიტი
მიკროლაიფის მაქვს ყველაფერი. წნევის აპარატი ხო ცხონებაა საერთოდ. თერმომეტრიც მაგის მაქვს, პულსოქსიმეტრიც. ეს როსმაქსი ფარმადეპოს ბეჭდებით ვიყიდე 50% ფასდაკლებით ადრე და კი მაქვს გაუხსნელი.

Posted by: lesila90 4 Aug 2023, 17:21
Tua
ესეიგი პირველ დღეს პანიკა
მქონდა ვტიროდი როგორ გავართმევ თავს თქო თან ამოაქარვა ცხვირიდან და ძკივს ამოისუნთქა და პანიკა დამემართა თვალი არ მომიხუჭავს თავზე ვედექი ბავშვებს. მეორე დღიდან დავმშვიდდი ყავი ხელში ავიყვანე. რთულია ნამდვილად ერთს გამიუცვალე აჭამე ამოაქარვებიე მერე მეორეს იგივე ამასობაში პირველის ჯერი დგება ისევ და ასე ვარ )))) დღისით დღეს სძინავს კარგად ჭამისთვის აღარ გავაღვიძე. აი თუ ჭმაა უნდათ ვსო ბოლო ხმაზე გაკივიან სანამ არ შეჭამენ)))

Posted by: Tua 4 Aug 2023, 18:56
adeline
ინჰალატორი მე ომრონის საოჯახო მაქვს და მშვენივრად ვიყენებ, ერთი მინუსი აქვს რომ დიდია რა და აი მაგალითად ბაკურიანში წასაღებად პორტატული უკეთრდია, შეიძლება საერთოდ არგამოიყენო მაგრამ სულ დამაქვს მე . ტრრნდიოლზე დევს ბევრნაირი პორტატულები და უნდა გამოვწერო ზამთრამდე .

არც მე მქონია ბავშვის გამოვდილება რომ გავაჩინე და ნელნელა დავამუღამე ავეწყვე smile.gif))

lesila90
დამხმარე აუვილებელია ტყუპებზე, აუვილებელი კი არა სავდებულო ალბათ smile.gif) ძილის ამბავში ნელნელა დალაგდები . მე 2 კვორა ღამე არმეძინა ცომ სუნთქავს თქო თან ცალკრ საწოლში იწვა ეს ვდგებოდი ხშორ ხშირად სუნთქვას ვუმოწმებდი smile.gif)

Posted by: lesila90 4 Aug 2023, 19:03
Tua
მეც ეგრე ვარ და სამზარეულოში თუ გავედი მესმის ბავშვის ხმა და დაფეთებული გამოვრბივარ და სძინავთ))) ან ღამე წამოვხტები მგონია რომ ტირიან და სძინავთ))) ძუძუს ვაჭმევდი და ჩამეძინა წამით. რთულიაა ძალიან მაგრამ ისეთი ტკბილებია რავა ვიწუწუნებ❤️❤️
* * *
ლები მეც წამოვწიევდამრეცად არის მგონი ეგრე უფრო უსაგრთხოა

Posted by: narkozeli 4 Aug 2023, 19:29
lesila90

მონიტორი/კამერა ვიდეო ძიძა იყიდე და დაისვებებ მაგ მხრივ❤️ სულ უყურებ ბავშვს და არ გიწევს ყოველ წუთას ოთახში შესვლა და შემოწმება. საჭირო რამეა

Posted by: Tua 4 Aug 2023, 19:56
lesila90
არა მე მხოლოდ ღამე მჭირდა დღე ეტლით დამყავდქ ყველა ოთახში, ისე კამერა კარგი რამეა ნამდვილად გაიმარტივებ ცხოვრებას .

Posted by: სერაფიტი 4 Aug 2023, 20:29
Tua

რა კაი გამახსენე - მეც ტრენდიოლიდან გამოვიწერ ნებულაიზერს. ხომ არ გაქვს შეგულიანებული რომელიმე? პორტატული მინდა მეც.

Posted by: Tua 4 Aug 2023, 22:08
სერაფიტი
ჯერ არაა ძებნის პრპცესში ვარ, ისე ფბზე ვნახე რაღაც სამედიცინო ტექნიკა ევროპიდანო 200 ლარად ჰქონდათ საყვარლობა კარგად უშვებდა ორთქლსაც.Taşınabilir Nebülizatör ესეა ტრენდიოლზე ეგ ნაბულაიზერები 80-100ლარად მშვენიერები დევს smile.gif

Posted by: lesila90 5 Aug 2023, 01:18
narkozeli
მაქვს ნაყიდი მაგრამ
ჯერ რატომღაც არ გამიხსნია. მაინც არ გავდივარ დიდი ხნით სულ ოთახში ვარ. გოგოებო ძალიან მოვიხარე აი ძაან და საშინლად მტკივა ხერხემალი :/ გოგოებო ამ ნეუშურის მლნგაზრდა შემიძლია? თუბექიმმამუნდა გაზარდოს? 69 გრ ვაჭმევ და შიგადაშიიგ ჩემს რძეს . დღეს ავწონეთ და 200-200 გრ აქვთ მომატებული 5 დღეში

Posted by: adeline 5 Aug 2023, 17:11
lesila90
გილოცავ ლეს ბარტყების სახლში მობრძანებას. ყოჩაღი ხარ ძალიან და ყველაფერს კარგად გაართმევ თავს :*

გოგოებო, რადიოძიძა ტრენდიოლზე არაა იაფად?

Posted by: anibani18 5 Aug 2023, 19:45
adeline
იბეიზე ნახე. ასე მგონია უკეთეს ფასად იყიდი. მე იბეიზე მაქვს ნაყიდი ავენტის რადიოძიძა. აუდიო გინდა თუ მონიტორი?

გოგონებო, აღუ ბებიბი სანდო ფირმაა?

Posted by: narkozeli 5 Aug 2023, 19:50
anibani18

კი ან, სანდოა. პსპ-შიც აქვთ აგუ ბეიბის პროდუქცია (აღმაშენებელზე, მარჯანიშვილის მეტროსთან რომ
პსპ-ა იქ აქვთ ბევრი რამე მაგათი)
მე საჭმლის კომბაინი მომწონს მაგათი და ვიყიდი ალბათ მარა ნეტა ლედ ვინინგზე თუ გამომადგება

Posted by: სერაფიტი 5 Aug 2023, 20:53
narkozeli

BLW-ზე თუ გეყოლება, ხო უნდა დაუორთქლო რაღაცები, დაურბილო და ისე მისცე. მგონი გამოგადგება.

აგუ ბეიბი კაი ფირმა ჩანს, ჰოლანდიურია მგონი.

Posted by: narkozeli 6 Aug 2023, 09:47
სერაფიტი

ხო, ბლენდერიც აქვს მარა ეგ არ დამჭირდება ალბათ და უბრალოდ ორთქლზე მოვამზადებ.

პსპ-ს კონსულტანტმა მითხრა ისეთი კაი ფასდაკლებები აქვს ხოლმეო, მე პირადად 200 ლარამდე მივეცი ფასდაკლებაზეო და ფასიც ძაან კაი გამოდის მსგავსი ნივთისთვის.
მოკლედ მეც ჩავუჯდები რომ გავაჩენ, 6 თვემდე პერიოდში კი ექნებათ სეილიც

Posted by: სერაფიტი 6 Aug 2023, 10:00
narkozeli

კოვზის მოხმარებას თუ ასწავლი თავიდანვე (სპეციალური pre -spoon_ები არის), შეგიძლია ზოგჯერ დაუბლენდერო კიდეც. პიურე არაა აკრძალული ბლვ-ს დროს. უბრალოდ არც წამყვანია.



აუ, 9 თვის ხდება 2 დღეში და მთელი კვირაა, იმდენს წივის და კივის... დილა გათენდებაბდა წივის (ხმას იყენებს, გეგონება. თამაშობს ხმით). რამეს არ მიაწოდებ - წივის. რამე უხარია - წივის. ძილის წინ წივის. დავყრუვდით. მთელი სოფელი ააწიოკა:დდ 9 თვეზე ზრდის დღეებიაო და ასე რთულად გადიან მაგ მაილსთოუნს? sleep.gif

Posted by: adeline 6 Aug 2023, 10:30
აგუ ბეიბი შვეიცარიულია გოგოებო. ჩემი მამიდაშვილი იყენებს იდეალურად მაგის რაღაცეებს. იქ იყიდა ოღონდ. შვეიცარია ჩემი სიყვარულია ყველა კუთხით love.gif

Posted by: Tua 6 Aug 2023, 13:45
სერაფიტი
აწი ჯერ სად ხარ კივილ წივილში smile.gif)) lol.gif ყურებს მიხვრიტავდა ხოლმე gigi.gif

Posted by: anibani18 6 Aug 2023, 14:43
Tua
აუ, თეო, რა ტიპი ხარ smile.gif როგორ დაამშვიდე smile.gif

სერაფიტი
ადელ ფერბერის წიგნიდან გამახსენდა, ავტორი პირველ ბავშვთან ერთად მაღაზიაში იყო მისული. ბავშვი რამდენიმე თვის იყო. შევიდნენ მაღაზიაში ტიტინის და საბავშვო სიმღერების ფონზე. გამყიდველმა უყურა, უყურა და ეუბნება, დაიცა გაიზარდოს, ენა ამოიდგას და საკუთარი იდეების წამოყენება დაიწყოსო smile.gif))

Posted by: სერაფიტი 6 Aug 2023, 15:51
Tua

ჰაჰა. ვაიმე, დროზე დაიწყოს ლაპარაკი. მერე ხო მორჩება წივილს?:დდ

anibani18

კიბატონო, მამამისი განსაკუთრებით ელოდება - თავის აზრებს რო იტყვისო, ნეტა რანაირი იქნებაო. მივუსვამ და გაერთონ :დდ

Posted by: anibani18 6 Aug 2023, 16:04
სერაფიტი
მეც მაგის იმედი მქონდა, დაიწყებს ლაპარაკს და აღარ იკიბლებსთქო. ჩვენს შემთხვევაში, იმატა წივილ-კივილმა. ახლა სადაც ვისვემებთ, ჩვენი კოტეჯის გვერდით ერთი სახლია კიდევ. გაიღვიძებენ ჩემი ოპერის მომღერლები და იმ სახლის გულგაწყალებული მეპატროეები კეტავენ ფანჯრებს.

Posted by: adeline 6 Aug 2023, 16:13
anibani18
ანი გამომრჩა შენი პოსტი :* რადიოძიძა კამერით ხომ უმჯობესია?

Posted by: სერაფიტი 6 Aug 2023, 16:14
anibani18

აუჰ, წარმომიდგენია.
ჩვენ ძაან ტოროლები გვყავს თან :დდ
სადაა ხსნა, რამდენ ხანში გვიწევს ამნისტია ნეტა:დ

Posted by: narkozeli 6 Aug 2023, 16:15
anibani18

ადელის გამოცდილებები ყოველ დღე მადგება)) შენ ის თუ იცი მეორეჯერ რომ ვკითხულობ შენ რაც მირჩიე იმ წიგნს და მეუღლე მეხუმრება რომ გაჩნდება მერე კიდე რამდენჯერ წაიკითხავ ნეტაო biggrin.gif

სერაფიტი

წივილ-კივილი ლაპარაკის წინა სტადიაა biggrin.gif სრულიად ბუნებრივი. როგორც კი დაიწყებს ლაპარაკს ეგ წივილი გადაუვლის ნამდვილად. მერე სხვანაირი გაჭედვები აქვთ უკვე biggrin.gif




ესეიგი დღეს დილას კოჯრიდან ორთაჭალაში ჩამოვიყვანე თმების შესაჭრელად, უკვე ძაან გრძელი ქონდა და იქ ყოველ მეორე დღეს თავია დაბანა- გაშრობა (ეს განსაკუთრებით, რადგან ფენი არ უყვარს) რთული იყო.
გადავწყვიტე შემეჭრა და ჩავწერე სალონში. მთელი გზა ველაპარაკებოდა სად მიმყავდა. არ მინდა შეჭრაო, ამიხსენი რატოა აუცილებელი შეჭრაო. ნუ მიზეზები ჩამოვუთვალე. მე თუ შენს აზრს ვითვალისწინებ, ახლა შენც გაითვალისწინე ჩემითქო. სად ითვალისწინებ აბაო? გეუბნები არ მინდა შეჭრა ასე მომწონს და მაინც მჭრიო. ენა ჩამაგდებინა smile.gif
ნუ ავუხსენი ძაან მშვიდად, ვაჩე იმიტომ გჭრი რომ ფენით არ იშრობ, სველი თავით აქ სიცივეში დიდხანს გიწევს ყოფნა ბლაბლა. გასაგებია მაგრამ მაინც არ მინდაო.
სხვა გზა არ გვქონდა, მივედით და შევჭერით, თავიდან მამამისს კერავდა. შენ ხომ ხარ ჩემი საყვარელი მამიკოო, შენ ხომ არ გინდა რომ შევიჭრაო biggrin.gif
user posted image

ნუ ცოტა იტირა მარა რაღაცნაირად შეაჭრა ამ გოგომ, სარკეში რომ დაინახა თავი მოეწონა თვითონაც მარა პრინციპულად არ გატყდა. როგორ გიხდებაო უთხრეს გოგოებმა სალონში და ისიც კარგად მიხდებოდა რაც მქონდაო.
ბოლოს კი წამოცდა ასეც მომწონსო მარა ახლა თქვენ შემისრულეთ სურვილიო და გვაყიდინა რაღაცა მანქანა.
ენა აქვს ორმეტრიანი. არ არსებობს რამეზე არ შემოგეპასუხოს და მტრისას მყარი არგუმენტები თუ არ გაქვს დაგტოვებს პირდაღებული.

როდის გაიზარდა ასე, მეც არ ვიცი. ურთულესი გზა, თინეიჯერობა და ბევრი გამოწვევა რომ გვაქვს ერთად გადასალახი ვიცი.

Posted by: სერაფიტი 6 Aug 2023, 16:16
adeline

კი. ბავშვის მოძრაობას რო აღიქვამს და გატყობინებს, ეგეთებიცაა. კამერა-ძიძა, სმარტფონში ინსტალაციით+ ცალკე ეკრანით.

Posted by: Tua 6 Aug 2023, 16:22
anibani18
რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ ხანდახან რას ვიზავთ, უმრავლესობას გამოვლილი გვაქვს ეგ გზა და ლივილიდან მერე დაუსრულებლად ენას რომ არაჩერებენ და თან კივიან თან არასდროს არჩერდებიან smile.gif) , ჩემი დილის 8ზე რომ ადგება სპეციალურად კივის მეზობლებო გაიღვიძეთო lol.gif ვითომ მე და მამამისს არგვაღვიძებს facepalm.gif

Posted by: სერაფიტი 6 Aug 2023, 16:24
narkozeli

ძაან სასაცილო ისტორიაა :დ ცამდე მართალია ბავშვი, მოძებნეთ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები :დდდ

ეჰ, თინეიჯერებისა არ თქვა. თან ნიუტონში "ტლიკინს" მიჩვეულო ვარ, ვხალისობდი კიდეც, უკეთაც მესმოდა მათი, როცა გულწრფელად ლაპარაკობდნენ, თუნდაც სისულელეებს და თუნდაც მხოლოდ "სათავისო სიმართლეებს".

უნდა გავიაზრო(თ) ,რომ უშეცდომო მშობელი არ არსებობს და მეც შემეშლება, ვიცი. ზოგჯერ ნერვი და რესურსი არ მეყოფა. ზოგჯერ მომიწევს მისი სურვილების არგათვალისწინებაც. იმედია, დავაბალანსებთ ასეთ მომენტებს

Posted by: Tua 6 Aug 2023, 16:25
სერაფიტი
ვერ დაგაიმედებ წივილის მორჩენის ამბავში smile.gif) დღემდე წივის ჩემი ხანდახან smile.gif)) 1 წლიდან კიდევ სხვა ეპოქა იწყება ბავშვის აზრდაში.

narkozeli
ორმეტრიან ენას და შემოპასუხებას ნუ იტყვი, თითებს ნუ იდებ პირში თქო იმ დღეს ვეუბნები და ამიცხსენი რატომ არუნდა ჩავიდოო , ავუხსენი რომ ჭიები გაგიჩნდება მუცელში, ისედაც ელენთა გაქვს დიდი ( მონონუკლეოზი აქვს უსიმპტომო) მერრ უფრო გაგიდიდდება და ხომ არგინდა რომ ექიმი დაგჭირდეს თქო და მე მსიამოვნე შენ რაგინდაო facepalm.gif
თმაზე 1-2 ჯერ მე გადავპარსე და ეხლა ისე მიეჩვია რო გაეზრდება ჯდება ამოიღებს საჭრელს მოდის გადამპარსეო smile.gif))

Posted by: სერაფიტი 6 Aug 2023, 16:25
Tua

მარცვლებს ამბობს, მარა აქტიურად არა. უფრო ხმოვნებს გაჰკივის, ძირითადად ა-ს :დდდ ეს თუ ლაპარაკის დაწყების წინაპირობაა, არ ვიცი :დ
* * *
QUOTE
მე მსიამოვნე შენ რაგინდაო


:დდდდ

Posted by: narkozeli 6 Aug 2023, 16:30
adeline

ორივე მაქვს რადიო ძიძაც და კამერაც. თავიდან კამერა ჯობს რომ დახედო ხოლმე რას შვება. ახლა მარტო რადიო ძიძას ვრთავ ძირითადად.

სერაფიტი

როგორი სწორი მოლოდინები გაქვს. როგორ გეტყობა ბავშვევთან ნამუშევარი რომ ხარ))
ჩემი მთავარი ამოცანაა პირველ რიგში მენდოს და მეგობრად აღმიქვას თუმცა არის მომენტები როცა მიწევს რაღაცეები არ დავუთმო. მართლა რთულია ამ ბალანსის დაჭერა რა

Posted by: Tua 6 Aug 2023, 16:34
adeline
ვიტეკის ვიდეოძიძას აქრბენ ძალიან, ამაზონზე დევს . ძალიან სასწაული ფასიც არღირს .

Posted by: narkozeli 6 Aug 2023, 16:34
Tua

აჰაჰაა lol.gif lol.gif მიდი და არ გაიცინო ეგეთ დროს.

ყველაფერზე ახსნას ითხოვს, რატომ ვიძინებთ რა საჭიროა, რატომ ვჭამთ, რატომ დავდივართ ტუალეტში, მოსიარულე პატარა “რატომ”-ები არიან მართლა biggrin.gif

ერთი რაც ძაან მახარებს, ხშირად მეკითხება ხოლმე თუ რაღაც ვერ ვარ, დედიკო რატომ გაქვს მოწყენილო თვალები? რამე გტკივა? ვინმემ გაგაბრაზა? და ამ დროს გული მითბება, ვხედავ რომ ემოციების ამოცნობა და თანაგრძნობა შეუძლია.

პ.ს მონონუკლეოზი ძაან მოდებულია ეხლა. კარგია ბავშვობაში რომ მოისტუმრებს, დიდობაში გადავიტანე და რთულია, ბავშვებს უმარტივესად გადააქვთ.

Posted by: Tua 6 Aug 2023, 16:38
narkozeli
ჰოო ეს ,რატომ? რისთვის? თან რომ არჩუმდებიან და ყველაფერი აინტერესებთ smile.gif)

ჰო ძალიან მოდებულია მონონუკლეოზიც და მენინგიტიც სხვათაშორის , ნეისერიების ( მენიმგიტის გამომწვევი ) ჩხირიც აღმოაჩნდა ყელში ( რომ არგამეკეთებინა ვერც მივხვდებოდი გადასდებდა ვინმეს მენინგიტს) თვითონ არდაემართა . მონონუკლეოზი დავამარცხეთ უკვე უსიცხოდ ჰქონდა მხოლოდ ელენთაა გადიდებული და ეგეც ჩადგებაო .

Posted by: anibani18 6 Aug 2023, 18:04
adeline
მე რადიო ძიძა მაქვს, კამერიანი არ დამჭირვებია მიუხედავად იკისა, რომ ერთი წლის მერე ცალკე ოთახში წევს. ჩვილისთვის კამერა სჯობს ალბათ.
სერაფიტი
მე სამ წელს ვვარაუდობ კიდევ. ნეტა თუ გავუძლებ კიდევ სამ წელს…
narkozeli
ისეთი წიგბია, ხშირად უნდა დაუბრყნდე, როგორც სხვა მისი წიგნები (და სხვა ფსიქოლოგებისაც).
უყურე ერთი რა ენატლიკინაა <3
ჩემი მგონი სპეციალურად მაბრაზებს ხოლმე. გუშინ ბევრი ეცადა ნერვები მოეშალა ჩემთვის, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, რეაქციაც არ მქონდა. და მეკითხება, დედა, რატომ არ ხარ გაბრაზებულიო.

ცხვირებს არ იქექავენ თქვენები? რა უნდა ვქნა ამაზე? მთელი დღეები არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს

Posted by: სერაფიტი 6 Aug 2023, 22:23
ძაან რო ცხელა, მადას უქვეითებს ეგ ბავშვს, ხო? აშკარად ნაკლებს ჭამს, როცა ცხელა, იმ დღეებში.

Posted by: takoo1 6 Aug 2023, 22:31
სერაფიტი
აუ გაბრიელიც გაკივის ბოლო ხმაზე,უხარია კივის,თამაშობს კივის,რამე უნდა კივის
მე ვფიქრობდი იმ გიჟისგან ისწავლა თქო)))
აუ ოღონდ არ იტირონ და კივილზე რეაქცია მაქ 0 biggrin.gif
narkozeli
აუ რა მაგარი კაცია biggrin.gif როდის გაიზარდნენ ვერ გავიგე მეც smile.gif ხანდახან ისეთს იტყვის ხოლმე ლუკიანეც მგონია დიდი კაცია.
მეც შევჭერი სახლში იმ დღეს წინ შუბლთან და ძაან მომივიდა ჩოლკებივით ააქ biggrin.gif ჩემმა ამარმა მომკლა კინაღამ biggrin.gif
ვინ შეგჭრაო და დედამო და მერე უნიტაზში ჩარეცხაო ჩამიშვა biggrin.gif



* * *
anibani18
აუ ანი ჩემიც იქექავს და ვერაფრით ვერ გადავაჩვიე,ჩემი დისშვილისგან ისწავლა.
პირშიც იდებს ხელებს რა უბედურებაა ეს თითების ლოკვა ლენჩი ბავშვივით დადის ხანდახან.
რო ვეუბნები არ ქნა თქო უფრო შვება
ჭიები და ეგეთები კიდია biggrin.gif

Posted by: narkozeli 7 Aug 2023, 10:12
Tua

ხოო, რამდენიმე თვეში გადაუმოწმე ეხო.
ისე ბაღში დადის ეხლაც? სად აიკიდა?


anibani18

კი ნამდვილად ასეა.

კი ან, ბავშვები არიან საუკეთესო მანიპულატორები.ჩვენს ემოციებს ხვდებიან და მაგის მიხედვით მოქმედებენ.
ცხვირზე მგონი ერთხელ რო ეტყვი მერე ჯობია აღარ გაუმახვილო ყურადღება.
ესეც შვება ხოლმე.

სერაფიტი

კი, სიცხეში მადა ქვეითდება, ასევე ვირუსის დროსაც იცის უმადობა.

takoo1

აჰაჰაა, თვალები დავახამხამეთ და პიროვნებები არიამ უკვე❤️

Posted by: სერაფიტი 7 Aug 2023, 11:22
narkozeli

ვირუსი ნამდვილად არ აქვს, თვითონაა ვირუსი :დდ ნუ რა ვქნა, რასაც ჭამს, ჭამს. ეტყობა, ჰყოფნის. გადართულია ხვანცალზე, ნივთების გადაყრაზე, ხოხვაზე და კივილზე. ჭამისთვის არ სცალია. :დდ

Posted by: narkozeli 7 Aug 2023, 12:14
სერაფიტი
QUOTE
თვითონაა ვირუსი :დ


lol.gif lol.gif

სიცხის ბრალია კი. ვაჩესაც მასე უქვეითდება ძაან როცა ცხელა მადა მარა როგორც კი გამყავს სიგრილეში ქალაქგარეთ, ლამიზ მეც მომაჭამოს ხოლმე თავი :დდ
ასევე, ზრდის ფაზები როცა აქვთ, აქტიური ზრდის- აი მაშინაც აღარ ჭამენ ხოლმე ხშირად სრულყოფილად.

Posted by: lesila90 7 Aug 2023, 13:35
გოგოებო ენაზე თეთრი ნადები რომმაქვთ ჩვილებს რამე უნდა ვქნა რომ მოშორდეს თუ ბუნებრივია. გოგოს აქვს ბიჭს ოდნავ აქვს

Posted by: Tua 7 Aug 2023, 14:32
anibani18
ცხვირს ნუ იტყვი, რომ ვუმახვილებდი ყურადღებას უარესს შვებოდა, ეხლა არვუახვილებ და აღარ შვება ისე ხშირად.

narkozeli
ბაღში დადიოდა ივლისის ბოლომდე სავარაუდოდ აიკიდა და მერე გამოუვლინდა smile.gif კი 1 თვეში გადამოწმებაო და გაიდლაინით 6 თვეშიცო და მერე ამოსაჭრელია გლანდებიო პროტოკოლითო smile.gif)

Posted by: სერაფიტი 7 Aug 2023, 17:15
lesila90

ენაზე თეთრი ნადები დამცავია, არაფერი უყო. თუ თეთრი წერტილები დაემატა სასაზე ან ლოყის შიგნით, მაგას მიაქციე ყურადღება, ეგ რძიანაა და ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობას.

narkozeli

9 თვეზე ზრდის დღეებია (ხვალ ხდება) , პლუს ეს საშინელი სიცხე (სოფელში ვართ და დღე ცხელა მაინც, საღამოს არაუშავს).ჰოდა რა მიკვირს, რო კარგავს მადას. არაუშავს, ცოტა დიეტა არ აწყენს :დდ

Posted by: Tua 7 Aug 2023, 17:27
lesila90
რძიანაა ბევრს აქვს და არაფერი არუნდა ჩემსას თავისით გადაუვიდა, როცა რთულდება მერე უჭმელობა და წერტილებიც იციან მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხელი არუნდა ახლო, ადრე იცოდნენ გამოუწმიმდეთი დოლბამდით და მაგის გაკეთებაც არშეიძლება

Posted by: lesila90 7 Aug 2023, 20:27
Tua
სერაფიტი
მადლობა გოგოებო გავითვალისწინებ.

Posted by: სერაფიტი 9 Aug 2023, 13:06
როდის გადავა ეს სიცხეები, დამეტანჯა ბალღი, ჩემს თავს აღარ ვჩივი. სოფელში კონდიციონერი არაა, 2 ვინტილატორი მთელი დღე გუგუნებს, ღამეც. ხშირად ვავლებ წყალს, ვასმევ კიდეც. მარა მაინც მადქც დაუქვეითდა, რძესაც მოუკლო. ფისებსაც ცოტას შვრება.
ხვალ ჩამოვალ თბილისში და დავჯდები კონდიციონერთან. წელს არ დავგეგმე მთა, მეთქი სოფელში მოვჯდები მყუდროდ, ჯერ პატარაათქო. გაისად აგვისტოს დასაწისში ავორთქლდები სადმე მთაში.

Posted by: narkozeli 9 Aug 2023, 14:31
სერაფიტი

მთას და სიცივეს ჩემი დიდი რეკომენდაცია, გეტყვი რატომ.

ტრადიციულად დაბადების პირველივე წლიდან გამყავდა 1 თვე მთაში, 1 ზღვაზე. მთაში ყოველთვის მადიანადაა, იმატებს წონაში, სიმაღლეში, რაღაცნაირი ხდება როგორ გითხრა :დ ზღვაზე რომ ვართ ცხელა, მადაც უქვეითდება და მოკლედ რა, მთას მართლა დიდი რეკომენდაცია ჩემგან. 10 დღეა ბავშვს ვერ ვცნობ სულ მშია მშიას გაიძახის, ისეთ ჯანზე და ენერგიაზეა, არ წუხს, ლაღადაა.
მოკლედ ვიცი რომ სასწაულებს არ ახდენს მთა მარა ვეცდები ჩემს შვილებს არ მოვაკლო არცერთ ზაფხულს ეგ ტრადიცია და გავიყვანო ყოველთვის სიგრილეში, მთაში. ჩვენს პრაქტიკაში აშკარად ძალიან კარგად მუშაობს.

Posted by: სერაფიტი 9 Aug 2023, 19:43
narkozeli

ჰო,ეგ მეც მსმენია მთაზე.
ზღვა 1 თვე ბევრია, მე თვითონ ვერ გავჩერდები და მაგდენი დროც არ მაქვს ხოლმე, 2 თვე გავიყვანო, მიუხედავად არდსეგებისა. მაგრამ 1 თვე სადმე მანგლისი/ბაკურიანი/ბორჯომ-ლიკანი-აბასთუმანი - გაასწორებს. სუ რო არაფერი, გრილად იქნება ბავშვი და ამას მოყვება მადაც და ძილიც წესიერი.

Posted by: ივლისი 9 Aug 2023, 21:13
ჩემიც მასეა, მადა დაუქვეითდა. ცივი ხილი სიამოვნებს მარტო. რაღაცეები რომ გავასინჯე უკვე საერთო სუფრიდან იმიტომ აღარ მოსწონს თავისი შედარებით უგემური სადილები თქო ვიფიქრე , მაგრამ მგონი სიცხის ბრალია. კონდიციონერისაც მეშინია არ გაცივდეს. თან მე თავს მატკივებს. გამორთავ და ეგრევე ცხელა ისევ :დ ცოტა უნდა გავუძლოთ. .

Posted by: სერაფიტი 9 Aug 2023, 22:05
ივლისი

რძესაც ვუციებ, თბილს არ ვაძლევ.
ხო, პატარა ადამიანები არიან, უარესად სცხელათ მაგათ.
ცოტაც, ჰოო. 1 კვირა ალბათ.
უმოქმედო ვარ.

Posted by: სერაფიტი 12 Aug 2023, 20:22
როგორ გადავიყვანო დაბლენდერებულიდან დაჭყლეტილზე?
ღეჭვა იცის, ასე ფინგერ ფუდს რო ვაძლევ, ღეჭავს, მარა ბოსტნეული თუ დავუჭყლიტე, ერთ კოვზაც არ ჭამს.
ნუ არც დაენდერებულს ჭამს ბევრს, მარა იმას რამდენიმე კოვზს მაინც ჭამს.

Tua

ვერაფრით ვუნაცვლებ კვებასsad.gif 1 კვირაა 4 საათიან შუალედს ვაკეთებინებ. დილის 8ზე რძეს ხო დალევს და მერე 12-მდე არაფერს ვაძლევ. მარა 12-ზე ფაფას 50 გრამს თუ შეჭამს და ერთი 20-30 გრამ ხილს ან იოგურტს. ამიტო 100-120 გრამ რძეს ვასმევ მალევე. მერეც 4-4:30-მდე აღარაფერს ვაძლევ და ბოსტნეულს ან ბოსტნეულს+ხორცს მაინც რამდენიმწ კოვზს ჭამს. ისევ 120 გრამ რძეს ვაძლევ ნახ.საათში. და ბოლოს 8ზე რძე (ნუ დილა საღამოს რვაზე 200 გრამ რძეს სვამს, ან 180).

რანაირად ჩავუსვა 1 კვება მაინც, ვერ ვხვდები. მესმის, რომ ძირითადი საკვები რძეა, მარა თან მინდა ჭამა ისწავლოს. ადრეა ჯერ?
არაფერს ვაძალებ, რა თქმა უნდა. რო მოკუმავს პირა, ერთიორს ვცდი და ვანებებ. არც გაჯეტს ვრთავ, არც ვართობ (ამეების წინააღმდეგი ვარ). და იმედი ბჟიტავს, რომ ოდესმე შეჭამს. წლამდე კიდე 3 თვე გვაქვს...

ვათ ქენ აი დუ :დდ

ჯანზეა, ყოჩაღადაა, ძალიან ძალიან დიდი გარდატეხები მოხეა 9 თვეზე მის თავს, ბოლო 1 კვირაში ძალიან ბევრი რამე ისწავლა. წყალსაც ჩვეულებრივი ჭიქით ან სიფ ქაფით სვამს (360 გრადუსი როა).

სუ მგონია, რაღაცას ვერ ვაკეთებ სწორად. დაბადებიდან ჯერ ძუძუს ამბები, ახლა მყარის.

Posted by: ივლისი 12 Aug 2023, 21:35
სერაფიტი
შენ რომ სინჯავ იმ ფაფას ან ბოსტნეულს ძალიან უგემურია ? რამდენად სწორი რჩევაა არ ვიცი მაგრამ მოსინჯვად ღირს. ბოსტნეულ-ხორცს ცოტა მარილი და ცხიმი დაუმატე ( კარაქი ან ზეითუნის ზეთი) და ფაფებს ცოტა სიტკბო რომ ჰქონდეს ბანანით ან სხვა ხილით გაჯერებული იყოს. შენ რომ გასინჯავ რომ გესიამოვნოს ჭამა ისე რომ იყოს. ნეტა მეტს შეჭამს ასე უფრო მეტს?

Posted by: სერაფიტი 12 Aug 2023, 21:55
ივლისი

უცნაური ისაა, რაც მე მომწონს, მეგემრიელება, იმას უფრო არ ჭამს (მაგალითად რძიან ფაფას. ხილს ვუხეხავ პლუს, ბანანსაც, გარგარსაც, ატამსაც, ყველაფერი მაქვს ნაცადი. ცოტა უკეთ ჭამს იოგურტს თუ დავასხამ, ანიბანიმ მასწავლა). ჭამა ურძეო, ფორმულაში გახსნილი.
მეორე დღეს აღარც ეგ ჭამა. მერე სემპერის ქლიავით ჭამა, მერე აღარც ის. ჩემი გემოვნებით, ურძეო არ მომწონს smile.gif)

ბოსტნეულს ზეითუნის ზეთს ვუშვრები ან კარაქს. უგემურს ვერ დავარქმევ მთლად. აი მე თუ ბატატი+სტაფილო+კარაქი მეგემრიელება, ამას ბროკოლი+ხორცის პიურე უფრო უჭამია, რაც ჩემთვის ძალიან უგემურია.
მარა ნუ ამ ბოლოს ეგენიც მიატოვა, რასაც ცოტას მაინც ჭამდა.
დღეს არ ვაგდებ მაინც, ყოველდღე სხვადახვას ვთავაზობ და იქნებ გადაუტრიალდეს ჭკუა და გემოვნება.

თუ არადა ბავშვთა კვების თერაპევტი ალბათ არ გვყავს, ხო?
წლამდე ვაცდი, იქნებ ისწავლოს.

Posted by: lesila90 13 Aug 2023, 07:42
გოგოებო როგორ ხართ? ვერ შემოვდივარ აქ ფუტები ამდის ჯერ )))))) რთული და სასიამოვნო ყოფილა ორი ბავშვის გაზრდა smile.gif
რა მაინტერესებს ბავშვებს ნერწყვი ცდება თუ ლორწო აქ ვერ გავიგე წამებში ამყავს და ამოისუნთქებს. გადმოსდის ცხვირიდანაც. ოყნით ვუტუმბავ მაგრამ რა შეილება ვქნა რომ არ ჰქომდეს მასე.
კიდე მაინტერესება ნეუშურა ხო ვაჭმევ ჭამენ მერე იღლებიანნდა 10-15 წთ მერე ისევ უნდათ და იგივე რომ გავუგრძელო თუ შეიძლება
* * *
ეხლა გავაკეთე 120 მგ და 30
მეტი არ შემიჭამა მანამდე ძუძუ ჭამაა ცოტა. ეს დარჩენი ბოთლით საჭმელი მეორე ტყუპს რომ
გავაგრძელებიო არ შეიძლება?

Posted by: სერაფიტი 13 Aug 2023, 12:22
lesila90

15-20 წუთის მერე შეგიძლია გააგრძელებინო, მეტს ნუ დააყოვნებ უკვე ნაჭამს.

მეორე ტყუპს ალბათ არა, თუმცა არ ვიცი ტყუპებზე როგორაა. შეიძლება სხვებმა უფრო იცოდნენ.

ეგრე გადაცდენაზე, თუ ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ, მე არაფერს ვშვრებოდი. ნერწყვი რო დაეწყო, 3 თუ 4 თვეზე, მაშინ სცდებოდა, არ იცოდა,.რომ ჩაეყლაპა. მერე ისწავლა. აი ცხვირიდან, არ ვიცი...

Posted by: lesila90 13 Aug 2023, 13:09
სერაფიტი
ისე მეშინიაა ვერ ისვენებს ხოლმე და ცდება ამოსუნთქვა უჭირს მერე ისეთი უსუსური თვალებით მიყურებდა გული მომიკვდა. კარტანს ასმევდით თქვენს შვილებს? პედიატრმა დაგვინიშნა

Posted by: სერაფიტი 13 Aug 2023, 13:31
lesila90

ყველაფერზე გული გისკდება, როგორც ახალ დედას <3 ბუნებრივია. ყურადღებით კი იქნები და დანარჩენი - ცოტა მოდუნდი. თვითგადარჩენის ინსტინქტი ძლიერია, ხომ იცი. მიეჩვევა ნერწყვის ყლაპვას ნელნელა.

არ ვიცი ეგ წამალი.

Posted by: lesila90 13 Aug 2023, 14:14
სერაფიტი
ეხლა ვკითხულობდი და კარგი მოქმედება აქვს დღენაკლულებისთვის განსაკუთრებითuser posted image

Posted by: NatiaGull 13 Aug 2023, 15:38
გოგოებო, ვისაც მტჰფრ 677 მუტაცია გაქვთ, ფოლატის გარდა რამეს იღებდით ორსულობაში?

Posted by: narkozeli 13 Aug 2023, 18:08
NatiaGull

მე მაქვს ნათი და ვიღებდი ფოლატს თავიდან 800იანს, მერე 400-ს, ასევე ელევიტს რომელშიც შედის 400 ფოლატი/ 400 ფოლიუმი.

Posted by: NatiaGull 13 Aug 2023, 18:22
narkozeli
უი შენც ჰომო გაქ ? თუ ჰეტერო?
ანუ თავდაპირველად 800+400სვამდი ჯამში ხო?
ფოლატის გარდა არაფერს ესეიგი
ომეგაც არა ?
ბ12 ვიტამინი ნორმაში გაქვს ხო?
მე ჰააკას ვიწერ ტრენდიოლიდან ახლა, ლიფებს და ტრუსებს
ისეთ საწველს ვეძებ დაშლა-აწყობა რომ არ იყოს დამღლელი რაა

Posted by: narkozeli 13 Aug 2023, 18:25
NatiaGull

მე მაქვს ნათი ორივე მტჰფრ-ები ოღონდ ჰეტეროები.

კი, სანამ ორი სანაყოფე იყო 800იანი მქონდა დანიშნული, მერე ერთი განვითარდა ჩემთან და 400იან ფოლატზე გადამიყვანეს.
უფ როგორ არა, თავიდან იმდენ რამეს ვსვამდი ნათი.

ომესამი D3-ს ვსვამდი (ამათში ერთადაა ომეგა და D ვიტამინი), ბ12-ს დაორსულებამდე ვსვამდი სოლგარისას და რო ამეწია, შემაწყვეტინა ექიმმა, დღემდე ნორმაში მაქვს, 26 კვირაზე გადავიმოწმე ბოლოს.

Posted by: სერაფიტი 14 Aug 2023, 13:35
პმს მაქვს.
2 დღე გადამიცსა.
ალბათ ლაქტაციის შეწყვეტის გამო აგვიანებს, ჰორმონები ლაგდება. პროლაქტინი.
ნერვებზე ვზივარ იმდენად, რომ დილასაც რომ არ ჭამა არც ფაფა, არც ხილი და იოგურტი (რასაც გადასარევად ჭამდა ხოლმე), ამეტირა.
ამას რომ ვწერ ახლა, ამაზეც ამეტირა.
დროზე დავიწყო სამსახური. მე ასე ვერ...


ჰოდა, რაზე შემოვედი - კუჭში თხლადაა 2 დღეა. დღეში ორჯერ გადის, ხშირად არა. წყალს სვამს და ფორმულასაც. ელექტროლიტი სჭირდება ამ დროს? თუ უფრო მეტჯერ რო გადიან, მაშინ?
სავარაუდოდ, ხოხვა რომ დაიწყო და ყველაფერს პირში მიაქანებს, ეგ თემაა. ხოდზეა, ჯანზეა, არაფერი ეტყობა პასიურობის.
ექიმს მივწერო? შვებულებაშია და ჯერ აქ ვიკითხავ-მეთქი.

Posted by: ლიკუნა@ 14 Aug 2023, 14:00
სერაფიტი
მენზის დროს სხვა ადამიანი ვარ, ნორმალურია რაც აღწერე სრულიად..

2-ჯერ კუჭში გასვლა თხლად, არაა პრობლემა, წყალივით ვერ იქნება, მაშინ მეტჯერ გავიდოდა.. ასეთ დროს რომ მიკითხავს ცოტნესთვის (ბესელია) არ უნდა ელექტროლიტიო, ანუ მე როგორც მივხვდი ელექტროლიტსაც ერიდებიან თუ საჭირო არაა, ანუ შენს ადგილზე არ მივცემდი

Posted by: narkozeli 14 Aug 2023, 14:10
სერაფიტი

მე ვიტირე ერთხელ, ოღონდ როგორ იცი? აი დრამა დავდგი თავისი ხმამაღალი ქვითინებით, 2 დღე რომ არ ჭამა, მესამე დღეს დავრეკე ექიმთან და ტირილით ველაპარაკე, ისე შეეშინდა მოდი სასწრაფოში დარეკე და გადავიყვანოთო.
აქაც დავწერე, დაქალებთანაც ჩატში ასე და ასე ვართქო.
ერთი ჭკვიანი დაქალი გამომეხმაურა მოდი აბა ჩამოთვალე ეხლა მშვიდად რა აქვს ბავშვს ნაჭამიო, ბულკი, მაწონი, წყალი,ხილი და რაც ჩამოვთვალე, მოდი ახლა ეს მიწერე პედიატრსო და მივწერე. გაგიჟდა პედიატრი ისე მოთქვამდი მე მეგონა 2 დღე ბავშვს ლუკმა არ ქონდა ნაჭამიო. არ ვიცი რატომ შევხედე ასე დრამატულად. ვირუსი ჰქონდა მაგ დროს და მეგონა იმ ყველაფერს თუ არ ჭამდა, რასაც ზოგადად ჭამს ხოლმე, ქვეყანა თავზე მენგრეოდა.
ვიცი ახლა რასაც გრძნობ, გახსოვდეს რომ ბავშვები ჭკვიანი არსებები არიან, იციან როდის რა უნდა ჭამონ, ახლა მისი როგანიზმისთვის სავარაუდოდ მასე ჯობია ♡

ელექტროლიტი არ სჭირდება, მხოლოდ სითხე.

დიარეად ითვლება 5 დღე დღეში 4ჯერ მეტად თუ გადის თხლად (წყალივით) მხოლოდ მაშინ, მანამდე არ არის ელექტროლიტების მიხმარების საჭიროება, მთავარია სითხე მიიღოს საკმარისად.

პ.ს პმს-ს დროს მე ძაან მიჭირს ფსიქოლოგიურად. ყველა ციკლზე არა მარა ზოგჯერ ძაან არაადეკვატური ვხდები. ორსულობის მოლოდინში ტესტზე 1 ხაზის დანახვისას რაც მემართებოდა ეგ აქაც ბევრჯერ მიხსენებია და გახსენებაც არ მინდა ახლა. საშინელი ფიქრები მომდიოდა თავში და ამ დროს კიდევ ბავშვის უჭმელობა რომ დამმატებოდა- მასე ვიქნებოდი მეც.
მოკლედ მართლა ძალიან ნორმალური ამბავია ყველაფერი, რასაც წერ, მარტო იმაზე იფიქრე რომ ბავშვის ჯანმრთელობას არანაირად არ ემუქრება საფრთხე ♡

Posted by: სერაფიტი 14 Aug 2023, 14:24
ლიკუნა@

გასაგებია, ჰო, არ მივცემ. მადლობა <3

narkozeli
QUOTE
დიარეად ითვლება 5 დღე დღეში 4ჯერ მეტად თუ გადის თხლად


აჰა, დავიმახსოვრებ.

QUOTE
ბულკი, მაწონი, წყალი,ხილი და რაც ჩამოვთვალე, მოდი ახლა ეს მიწერე პედიატრს


ფორმულას სვამს და ამიტო არ ვტეხ განგაშს, ნორმალურად სვამს. ჩამოსათვლელი სხვა არაფერი მაქვს უკვე 1 კვირაა. ერთ კოვზ იოგურტს, ერთ კოვზ ფაფას და ერთ კოვზ ბოსტნეულს არ ვთვლი, რავი smile.gif)


QUOTE
გახსოვდეს რომ ბავშვები ჭკვიანი არსებები არიან,


ამას ვუმეორებ ჩემს თავს ყოველი საჭმლის გადაყრის მერე. გუშინ მთელი გულით მოვუხარშე ბოსტნეული (რაც იდეაში უყვარს, ყაბაყი და ბროკოლი), დავუმატე ხორცი,კარაქი. ისეთი კარგი იყო. და ერთი კოვზი ჭამა, ერთი.

მაგრამ ვუმეორებ თავს, რომ დროებითია, რომ რაღაცა ხდება მის ტვინში და უნდა ვაცადო. რომ არავინ დარჩენილა მხოლოდ რძეზე.

QUOTE
სითხე მიიღოს საკმარისად.


კი,იღებს.
მადლობა დიდი <3

Posted by: narkozeli 14 Aug 2023, 14:55
სერაფიტი
QUOTE
ფორმულას სვამს და ამიტო არ ვტეხ განგაშს


აჰა, მშვენიერი. ხომ გახსოვს რომ წლამდე ბავშვისთვის მთავარი საკვებია რძე (ძუძუ ან ფორმულა, სულერთია). ამას თუ იღებს, დანარჩენს შეხედე როგორც დესერტი. ანუ ჩათვალე არ ჭამს დესერტს )))

QUOTE
ერთ კოვზ იოგურტს, ერთ კოვზ ფაფას და ერთ კოვზ ბოსტნეულს არ ვთვლი, რავი


ესეც უნდა ჩათვალო

QUOTE
ამას ვუმეორებ ჩემს თავს ყოველი საჭმლის გადაყრის მერე. გუშინ მთელი გულით მოვუხარშე ბოსტნეული (რაც იდეაში უყვარს, ყაბაყი და ბროკოლი), დავუმატე ხორცი,კარაქი. ისეთი კარგი იყო. და ერთი კოვზი ჭამა, ერთი.

მაგრამ ვუმეორებ თავს, რომ დროებითია, რომ რაღაცა ხდება მის ტვინში და უნდა ვაცადო. რომ არავინ დარჩენილა მხოლოდ რძეზე.


ზოგადად იმდენად მტკივნეული პროცესია ეს გეგმებიდან აცდენა, საჭმლის გადაყრა- ცალკე ესეც გვიმატებს დრამას. მოკლედ, ძაან კარგად მესმის რომ რთულია ძალიან მაგრამ დამტკიცებულია ჩვენზე ჭკვიანი ხალხისგან რომ წლამდე ბავშვი სულ რომ მარტო რძეზე იყოს- საკმარისია მისი ჯანმრთელობისთვის. მითუმეტეს როცა ეს დროებითია. აგრილდება ცოტა და დაუბრუნდება მადა <3

Posted by: სერაფიტი 14 Aug 2023, 15:10
narkozeli

მადლობა, სხვა რომ გეყტყვის, თუნდაც იმას, რაც ისედაც იცი, ეფექტი აქვს ნამდვილად smile.gif)

ისე, გამომრჩენია და, ზედა მეორე კბილებს ამოუჭრია ორივეს. არადა არ ველოდი ასე მალე, 3 კვირის წინ ჩამოვიდა ზედა ორი კბილი პირველები. არც დიდად იქავებდა. რა ტემპით ამოსდის კბილები, გადავირიე, ანუ უკვე 8 კბილი აქვს 9 თვისიას.
შეიძლება მაგის ბრალიცაა უმადობა. მინიმუმ კუჭში თხლად გასვლა ნამდვილად მაგის ბრალია.

მივაწვები ფორმულას<3

Posted by: narkozeli 14 Aug 2023, 15:59
სერაფიტი

აჰა კიდევ ერთი მიზეზი დაგვმატებია- კბილების ამოსვლის დროსაც ქვეითდება მადა. კუჭის ამბავიც დიდი ალბათობით ზუსტად მაგის ბრალია.

ფორმულა ჭამოს და ყველანაირ ვიტამინს მიიღებს მაქედან <3

Posted by: tako/barbi 15 Aug 2023, 15:17
გოგოებო მირჩიეთ უცებ ვინც აქ ხართ,პამპერსისი ქვეშ ყოველდღიური მოვილითვის რას იყენებთ,დასაბანად თავი და ტანი ახალშობილის და დამატენიანებელი?????(ბიოლაინის გარდა)

Posted by: narkozeli 15 Aug 2023, 15:48
tako/barbi

პამპერსის ქვეშ ველედას კრემი.

დასაბანი თავი და ტანი- ტოპიკრემი (ცხვარი რომ ახატია)

Posted by: tako/barbi 15 Aug 2023, 15:51
narkozeli
სადაც ვიყავი არსად არაა ეს ცხვარი რომ ახატია sad.gif სადაც ფასდაკლებაა მოწურულია…გვანცა პამერსი 3 კილოზე რა ზომას იყენებდი ხო არ გახსოვს?ან რომელს?პამპერსის პამპერსი ვახმარე მე ორივეს და ეხლა ვფიქრობ ჩვილისთვის ჰაფისი ხო არ ვიყიდო.

Posted by: narkozeli 15 Aug 2023, 16:01
tako/barbi

არ იდარდო, ცხვარიანი თუ არაა, ესეც იგივენაირად შეგიძლია, თითქმის არაა სხვაობა:

https://psp.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-500%E1%83%9B%E1%83%9A-2415-laboratoires-nigy-52282.html


პამპერსს 3 კილოზე ელიტ სოფტს ვიყენებდი ჰაგისისას, სამშობიაროშიც ეგ ჰქონდათ და სახლშიც ეგ გავუგრძელე 1 ზომა
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=84564

Posted by: tako/barbi 15 Aug 2023, 16:04
narkozeli
მადლობა ეხლ ვნახე ელიტ დიფტს ავერსში აქვს აქცია,გავალ ვიყიდი❤️

Posted by: narkozeli 15 Aug 2023, 16:11
tako/barbi

არაფრის ❤️ დღეს და ხვალ მოიმარაგე ყველაფერი, ზეგ მობრძანდება პატარა მაკაკა, ამდენი რომ გვანერვიულა biggrin.gif love.gif


ვახ რა ჰოთ აგვისტო გვაქვს)))

Posted by: tako/barbi 15 Aug 2023, 16:13
narkozeli
ხო დღეს რაც შევძელი ვიარე,ხვალ კიდე და გავედი მგონი ბოლოში smile.gifმაკრატელი მქონდა ჩიკო და არც ეგ იყო არსად,სხვა რა შეიძლება ვუყიდოო?ახალი მინდა მაინც ამათვის.

Posted by: სერაფიტი 15 Aug 2023, 17:54
tako/barbi

დასაბანი მუსტელაც ძაან კაია, ავოკადოსია, არ აშრობს კანს და სურნელიც ძაან კაი აქვს.

პამპერსის პამპერსი ძაან მომწონს მე. თხელია. ელიტ სოფტი უფრო სქელია.

ფრჩხილებისთვის დრ. ბრაუნის ნაკრები შეიძლება.
მე ლორელის ნაკრები მაქვს, მგონი ვენდუდან ან ველისთორიდან გამოვიწერე.

Posted by: fermina 15 Aug 2023, 23:58
წლის და ორი თვის ბავშვები დღეში ორჯერ იძინებენ თუ გადადიან ერთხელ ძილზე? მესმის, რომ ინდივიდუალურიცაა, მაგრამ ძირითადად? ეს ორჯერ იძინებს და თითქოს საღამოს ძილის მერე უჭირს ღამის ძილის დროს დაძინება, ძალიან გადაწია დროც და აშკარად არ უნდა ხოლმე გვიანობამდე ძილი, ჭიჭყინებს დაძინების დროს.

ისე სადღაც წავიკითხე და მართალია, რა უსამართლობაა, რომ იმან ვისაც ძალიან უნდა ძილი, უნდა დააძინოს ის, ვისაც ძალიან არ უნდა დაძინებაო biggrin.gif

Posted by: takoo1 16 Aug 2023, 02:22
სერაფიტი
კბილების ამბავია 90%
ორი დღეა არ ჭამს ბოლომდე ფაფას გაბრიელი,სულ ტირის
კუჭიც აეშალა (ამბობენ კბილებთან კავშირში არ არისო) მაგრამ ფაქტია დაემთხვა
ალბათ პირში რო იდებენ ყველაფერს მაგიტო.
ზედა მეორე ჭრის უკვე ისეაქ 2-3 დღეში გაჭრის.ამას 7 გამოსდის biggrin.gif
მერვე არ ჩანს,კენტად ამოჭრის ალბათ.

აუ ეგრე იყო თავიდან არაფერი არ მოსწონდა და ნერვები მაწყდებოდა.
მისმინე კარაქით და ხორცით თუ არ მოსწონს აბა მარტო კარაქით გაუკეთე ჯერ,თუ არ გიცდია
ოდნავ მარილი უქენი ცოტა
რძის ნაწარმი თუ ეჭმევა ყველი ან ხაჭო რო გასინჯო? გაბრიელს არ ეჭმება არაფერი ეგეთი
ცოტა გავასინჯე რმაოდენიმეჯერ და დყარა ტანზე წვრილად, მეეჭვება წლიდან აიტანოს smile.gif
სავარაუდოდ გაყვება მეტიც ეს ალერგია რძეზე

Posted by: სერაფიტი 16 Aug 2023, 12:17
takoo1

კი, კი, კბილი იქნება. კუჭის აშლაზეც გეთანხმები.

დღეს პაუჩი ჭამა პირველად, აქამდე უარობდა მაგასაც. ძაან ცოტა დატოვა. ერთ კვებად ჩავუთვალო ხო?

აუ, რავი, არ მინდა მარილის მიცემა ჯერ, წლამდე მაინც. არამგონია მარილის ამბავი იყოს. უბრალოდ რაღაც გემოები არ მოსწონს ეტყობა, ან გემოებში არაა საქმე და უბრალოდ ხასიათია. ერთი და იგივე საჭმელს ხან ჭამს, ხან რამდენიმე დღეში - არა.

რძის ნაწარმს ვაძლევ ყველა. ხაჭო და გაწურული მაწონი ვიყიდე გუშინ და ვაპირებ იოგურტივით ავუთქვიფო ხილთან.
კარაქზე მეტად მგონი ზეითუნის ზეთი მოსწონს. ვერ ვხვდები რა :დდ


fermina

აუ ძაან ინდივიდუალურია მგონი ძილის ამბავი და ბავშვს მიყევი, ჯობია.თუ ეძინება და ვერ ძლებს, რას იზამ. 9 თვეზეც წესით ამას დღეში 2 ძილი უწევს მარა ხანდახან მესამესაც ითხოვს, ვერ ძლებს ხოლმე ღამის ძილამდე და ვაძინებ, ერთი ნახევარი საათით.

თავისით ამოაგდებს,როცა სიფხილის ფანჯარას გაზრდის.

Posted by: takoo1 16 Aug 2023, 14:38
სერაფიტი
პაუჩი ხილის თუ ბოსტნეულის?
ალბათ ითვლება კვრბად კი.
აი არც მე არ მინდოდა მიცემა მარა სხვა გზა არ მქონდა არ ჭამდა და ცოტა დავუმატე,არამგონია რამე დააშავოს რავიცი აი Xაან ოდნავ ვუშვები რა.
ეს არჩევს გემოებს ძალიან,
ბრინჯიანი მოსწონს სუპი და სულ მაგას ვუკეთებ.ბროკოლი და ეგეთები არ ევასება.

Posted by: სერაფიტი 16 Aug 2023, 16:05
takoo1
ანუ შენი დაკვირვებით, რაც ოდნავ მარილი დაუმატე, უფრო ჭამს?
ახლა მწვანე ლობიო მაქვს, ამოვიღე უმარილოდ და მწიკვს მოვაყრი აბა.

ბროკოლი უყვარს ამას. ნუ აქამდე უყვარდა ძალიან. ასევე ყაბაყი, ავოკადო. აი მწვანე რაღაცეები. წითლები არ მოსწონს, სტაფილო, ბატატი დიდად არ. გოგრაზე გიჟდება, ნებისმიეტ დროს ჭამს გოგრას, ეგ ერთადერთია,რაც არ მოსძულდა :დდ

პაუჩი ფაფას პლუს ხილი რო აწერია, ეგ მივეცი. და ნახევარ საათში 90 გრამი რძეც მიაყოლა. კი გამოვიდა კვება. ახლა ველოდები, გაიღვიძოს, მწვანე ლობიო უნდა გავასინჯო, პირველად :დდ გუშინ ჩიჟიპიჟი გავასინჯე და მოეწონა.

QUOTE
არჩევს გემოებს ძალიან,
ბრინჯიანი მოსწონს სუპი

როგორხ ჩანს, ესეც არჩევს გემოებს. პირველ ლუკმას ყოველთვის ძალიან ფრთხილად იდებს და აცმაცუნებს პირს დაჯღანული :დდდ მეორეზე უკვე თუ მოკუმააა, ვსო, აღარ გაქ შანსი. პროფილში იყურება პირმოკუმული და სრულიად გაიგნორებს, ძაან სასაცილოა ხოლმე :დდდ

შენ აღმოგიჩენია რაც მოსწონს. მე მეგონა ვიცოდი, და ბოლო 1-2 კვირაა აურია, აღარც ის მოსწონს, რაც ვიცოდი :დდდ ხან სიცხეს ვაბრალებ, ხან კბილს. ჯღანი ესა :დდ

აგერ ფერმინას შვილიშვილი ყოვლისმჭამელი იყო ამ ასაკზე.

სადღაც წავიკითხე, მგონი თემური მიქელაძე წერდა, რო ძუძუს ბავშვებიო კარგი მჭამელები არიანო მერე, რადგან რძიდან იღებენ გემოებს, რასაც დედა ჭამსო და ნაცნობია მერე მათთვისო. იმდენი მაგას რა ვუთხარი :დდს


Update: მწვანე ლობიოც არ მოეწონა :დდ

Posted by: anibani18 16 Aug 2023, 19:31
fermina
13თვიდან შეიძლება გადავიდეს ერთ ძილზე. ჩემი უმცროსი წლის და სამი თვის ხდება თვის ბოლოს და მეც მგონია, რომ ერთ ძილზე უნდა გადასვლა. დღეს ერთხელ დავაძინე. თავიდან ალბათ გაუჭირდება და მერე შეეჩვევა ნელ-ნელა.

მე კიდევ აი რა კითხრა მიტრიალებს თავში, ნეტა ბავშვებს რა ასაკიდან გამოეკვეთებათ ხასიათის ესა თუ ის ნიშნები? ანუ თუ ბუნებით კეთილია, ეს თვისება რა ასაკიდან შეეტყობა?

Posted by: სერაფიტი 16 Aug 2023, 22:11
anibani18

ხასიათზე მეც მაინტერესებს.
ვფიქრობ, ლაპარაკს რომ იწყებენ, უკვე რაღაცის შემჩნევა შესაძლებელია. და კორექციაც. არა? სათამაშოების გაზიარება, ესა ისა... თან მასე პატარასთან აზრი არ აქვს უბრალოდ მექანიკურად იმის თქმას, რომ აუცილებლად უნდა გაუყო რაღაც ვიღაცას. ნუ კი ეტყვი, მარა ალბათ მაგალითით და მიბაძვით უფრო სწავლობენ. მათ დასანახად როგორც იქცევა მშობელი, იმას ითვისებს. მარა კიდევ არის რაღაც, რასაც "წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა". რაღაცას ვერ შეცვლი.


და ასევე კვებით ქცევაზე მაინტერესებს - ადრე დაწერე, ჯერ პატარაა და არ იცი, როგორი მჭამელი იქნება, ახლა როგორც არ უნდა ჭამდესო.
რაღაც ასაკიდან ხო ეტყობათ უკვ ე? თუ იცვლებიან მერე?

Posted by: adeline 16 Aug 2023, 22:40
გოგოებო, სუავინექსის ჰიგიენური ნაკრები როგორია? მაკრატელი, ქლიბი, სავარცხელი და ეგეთები რომ დევს?

Posted by: lesila90 16 Aug 2023, 22:59
გოგოებო როგორ ხართ? ექიმმა ტყუპებს კარტანი დაუნიშნა თქო ზემოთ დავწერე და ეს კარტანი 2,5 უნდა გავხსნა 7,5 მლ წყალში და უნდა დავალევინო დილას და საღამოს.
წყალი არ შეიძლება ჩვილებშიო და როგორ მოვიქცე. გუშინ და დღეს ვასმევ და მერე გამახსენდა წყალზე. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ? ასევე ბიფიდუმბაქტერინში უნდა გავხსნა წყალი და ეგეც მივცე

Posted by: სერაფიტი 16 Aug 2023, 23:09
lesila90

რძეში რომ გახსნა? წაიკითხე ინსტრუქცია, რა უწერია ჩვილებზე?

Posted by: fermina 16 Aug 2023, 23:38
სერაფიტი
QUOTE
აუ ძაან ინდივიდუალურია მგონი ძილის ამბავი და ბავშვს მიყევი, ჯობია.თუ ეძინება და ვერ ძლებს, რას იზამ. 9 თვეზეც წესით ამას დღეში 2 ძილი უწევს მარა ხანდახან მესამესაც ითხოვს, ვერ ძლებს ხოლმე ღამის ძილამდე და ვაძინებ, ერთი ნახევარი საათით.

თავისით ამოაგდებს,როცა სიფხილის ფანჯარას გაზრდის.


კი, აშკარად საღამოს დიდხანს თუ ეძინა, მერე მალაყებს გადადის ღამის 12-1 საათამდე. ისე შედარებით ადრე იძინებს.

anibani18
QUOTE
fermina
13თვიდან შეიძლება გადავიდეს ერთ ძილზე. ჩემი უმცროსი წლის და სამი თვის ხდება თვის ბოლოს და მეც მგონია, რომ ერთ ძილზე უნდა გადასვლა. დღეს ერთხელ დავაძინე. თავიდან ალბათ გაუჭირდება და მერე შეეჩვევა ნელ-ნელა.


წლის და სამი თვის გახდება ესეც მაგ პერიოდში დაახლოებით, ტოლები არიან ესე იგი და ამანაც რამდენჯერმე ერთხელ დაიძინა დღეში, ოღონდ კარგად - 2.5-3 საათი და ყოფნის აშკარად.
* * *
QUOTE (სერაფიტი)
აგერ ფერმინას შვილიშვილი ყოვლისმჭამელი იყო ამ ასაკზე.


სხვათა შორის, ახლაც არ უჩივის მადას, მაგრამ რაღაცები, რაც ადრე მოსწონდა მაინცდამაინც აღარ მოსწონს, მაგ. ბოსტნეულის პიურე და მოხარშული კვერცხი. სამაგიეროდ ხაჭაპურზე და შემწვარ კარტოფილზე გიჟდება biggrin.gif ფაფაც ძალიან უყვარს და ეგ ამარტივებს ბევრად კვებას.

Posted by: lesila90 16 Aug 2023, 23:44
სერაფიტი
ანოტაციაში ხილის წვენში ან წყალში უწერია :/

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2023, 07:37
lesila90

მაშინ სხვა რა გზაა. არაფერს დაუშავებს ეგ ცოტა წყალი წესით.

fermina

ღამის ძილის წინ საღამოს ძილი თუ კარგად სძინავს, არ დაიძინებს გვიანობამდე, კი. ჩემსას თუ მოუწია ხოლმე მესამე წაძინება და ვერ ძლებს, ნახევარ საათში ფრთხილად ვაღვიძებ. ანუ ვთქვათ 6-ზე თუ წაუძინა, 7-ის ნახევარზე ვაღვიძებ, რო მერე 9-სკენ დავააძინო.
9-ის ნახევარზე იძინებს ისე. მარა შუადღით ხან 3-ზე იღვიძებს და დიდი დროა მაქესან 9-მდე. ერთი cat nap სჭირდება ხოლმე.
სუფთად 2 ძილზე როდის გადავა, არ ვიცი. ხან გამოსდის, ხან არა.

Posted by: anibani18 17 Aug 2023, 08:18
სერაფიტი
იცი რატომ ამეკვიატა ეს კითხვა, ინსტაგრამზე ერთ გოგოს ვკითხულობ ხოლმე, უფროსი გოგო ხუთი წლის ყავს. ერთ პოსტში რაღაცას ყვებოდა უფროსს გოგოზე და თქვა, მოსიყვარულე ბავშვი არისო. როგორ ჩამრჩა ეს გულში იცი? ორი წელი კი ძალიან ბევრს ნიშნავს ამ ასაკში, მაგრამ ჩემს შვილს ეგოიზმის გარდა სხვა ვერაფერს ვატყობ. ამბობენ, ეს ასაკი ეგოიზმის არისო, იმედია, მართლაც ასეა.
გაყოფა , გაზიარებაარ უნდა ასწავლოო, ასე ამბობენ ფსიქოლოგები. საკუთარი ინტერესების უკანა პლანზე გადატანას სწავლობენ ასე ბავშვებიო. ერთი ფსიქოლოგის რჩევებს ვკითხულობ და მას ეწერა, როცა უფროსი პატარას ხელიდან სათამაშოებს ართმევსო, მიეცით ამის უფლებაო. სხვათა შორის, მივეცი, არ ვუბრაზდებოდი და მისმა აგრესიულმა დამოკიდებულებამაც იკლო ბავშვის მიმართ. ახლა როცა გაიზარდა პატარა, მის სხვა რჩევას ვითვალისწინებ (თუ მეყო ნერვები იმ ეტაპზე) ადევნებ თვალყყურს ბავვსების თამაშს, ერთადერთი წესია, ხელი არ დაარტყან ერთმანეთს. ხედავ უფროსი იღებს სათამაშოს რომლითაც უმცროსი თამაშობს, აკომენტარებ: თათუნა თამაშობდა ამ ბურთით, ახლა ნატალიმ აიღო. სხვათა შორის, ეს მიდგომაც კარგად მუშაობს აგრესიული ქცევის შესამცირებლად. ტირილს მაინც ვერ აუხვალ ვერცერთ შემთხვევაში, მაგრამ ბავშვები სწავლობენ თავად მოაგვარონ საკუთარი პრობლემები.
adeline
ნაჯრები არ მქონია. სუავენიქსის მაკრატელი მქონდა და დღემდე ვიყენებ. კიკოს აქვს ძალიან კარგი თმის ჯაგრისი და იმით ვუვარცნიდი სანამ პატარები იყვნენ. ქლიბი არ გამომიყენებია. ცხვირის სატუმბებზე დავწერე ზემოთ უკვე <3
ახლა ელექტრო ასპირატორი ვიყიდე, რადგან პატარას სურდოს დროს ძალიან ბევრი აქვს გამონადენი და ხანგრძლივად.
fermina
გადაიყვანე მაშინ ერთ ძილზე, თან თუ თვითონაც იძინებს ხოლმე ერთხელ. სამი საათი თუ სძუნავს რა ბედნიერებაა <3

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2023, 11:44
anibani18

მგონი, განვითარების ეტაპია ეგოიზმი. მესმის, ძალიან ძნელია. წარმომიდგენია,.როგორ ვიდარდებ, როცა ხასიათის ისეთ თვისებებს შევატყობ, რომლებიც კარგი იქნება არ ჰქონდეს smile.gif))
მაგრამ მეორე მხრივ მართლა დროა 5 წლამდე.
და სკოლა ძალიან ცვლის კიდე, ხომ იცი. 6 წელი ერთერთი რთული გარდამტეხი წელია ფსიქოლოგების აზრით.

Posted by: narkozeli 17 Aug 2023, 11:52
anibani18

მოსიყვარულე ბავშვი ეგოიზმს რატომ გამორიცხავს? ჩემი ბიჭია ზეთბილი და მოსიყვარულე მარა ამავე დროს ეგოისტია. აწუხებს კითხვები- რა საჭიაოა დამატებით კიდევ ერთი ბავშვი (თავის ძამიკოს გულისხმობს) ოჯახში? კოჭებში ეტყობა რა ეგოისტიც იქნება.
სერაფიტს ვეთანხმები ამაში:
QUOTE
სკოლა ძალიან ცვლის კიდე, ხომ იცი. 6 წელი ერთერთი რთული გარდამტეხი წელია ფსიქოლოგების აზრით.

5-6 წლის ბავშვები ძალიან იცვლებიან ხოლმე ძირითადად.

ახლა გეტყვით მე რა გადამხდა. მოკლედ ჩემი შვილი 1-2 წლის ასაკიდან, ანუ როგორც კი კომუნიკაციის სქილები გამოუმუშავდა, იყო საოცრად კომუნიკაბეული, სოციალური, გიჟდებოდა ბავშვებზე, უცხო ბავშვებთანაც წამებში შედიოდა კონტაქტში (თავისივე ინიციატივით), მოკლედ აი 4 ბავშვი თუ შეიკრიბებოდა სათამაშოდ, მთავარი ინიციატორი ძირითადად ეს იყო ხოლმე.
4 წლის ხდება და გახდა საშინლად მორცხვი, მორიდებული, ერიდება უცხო ბავშვებთან თამაშს და მათთან კომუნიკაცია. ჩვენ (დიდებს) გვთხოვს ერთად მივიდეთ გასაცნობად. თუ საშუალებაა მხოლოდ ნაცნობ ბავშვებთან მიდის სათამაშოდ.
ესეც მგონი განვითარების ეტაპია. საოცრაოდ მორიდებული გახდა ბავშვი რომელიც ძალიან თამამი იყო.

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2023, 13:15
narkozeli

ეგოიზმი არც ჩემი აზრით გამორიცხავს მოსიყვარულეს. თუმცა ანიბანი არ ვიცი ეგოიზმში რას გულისხმობს.
საერთოდ, რაც მალე ისწავლის თავის თავის სიყვარულს ბავშვი, კარგი იქნება. სამომავლოდაც გამოადგება.

რაც ეხება სოციალიზაციას - მანდაც განვითარების ეტპებია ალბათ. სკოლაში რომ მივა, მერე კიდევ შეიცვლება და მერე კიდევ...

ისე, პირდაპირ არ უკავშირდება თემას, ირიბად - მაგრამ აი რო ამბობენ ხოლმე, ლიდერული უნარებიი, ლიდერობა ვასწავლოთ ბავშვებსო, პედაგოგიკაში იციან ამაზე ყურადღების გამახვილება, მე არ მგონია სწორი. ლიდერობა არაა ის თვისება, რაც მაინცდამაინც უნდა გამოუმუშავო ბავშვს. კი, თუ ეტყობა, წაახალისებ, მაგრამ რამდენი მოსწავლე მყოლია, სულ არ მოსწონდა ლიდერობა და ჩემი მასწავლებლობის დასაწყისში ჯგუფში სპეციალურად ვსვამდი ლიდერად, რომ აი იქნებ აღმოაჩინოს თავისი თავი, იქნებ მოეწონოს. უმეტეს შემთხვევაში ამას შედეგი არ ჰქონია. პირიქით, უხერხულად იყვნენ ან მაინც სხვა ლიდერობდა ფაქტობრივად.

მოკლედ, მთავარია ადევნებ თვალს და ჩართული ხარ. მის პიროვნებას ეცი პატივი. მორცხვობს? არაუშავს. სავარაუდოდ ისევ შეიცვლება.



Posted by: anibani18 17 Aug 2023, 13:32
სერაფიტი
როგორ გამოიხატება ნეტა 6 წლის კრიზისი. გადავლახო ახლანდელი ეტაპი და მერე შემდეგზე ვიფიქრებ <3
narkozeli
არ მითქვამს, რომ გამორიცხავს. უბრალოდ იმ გოგოს მონაყოლმა და სიტყვებმა დამაფიქრეა ჩემი შვილის ხასიათზე. მისთვის ამოსავალი წერტილი არის “მე”, მის გარშემო უნდა იტრიალოს ყველაფერმა. ვერასოდეს გაგიგებს, რომ უთხრა, დავიღალე და ახლა არ შემიძლია, ცუდად ვარ, ავად ვარ, თვალები თუ გეცუჭება, მოვა და ძალით გაგიხელს, ზედ დაგახტება, არაფრის გაკეთების საშუალებას არ გიტოვებს, რაც მასთან არ არის კავშირში. ეს არის ხასიათის ის თვისება, რომელიც ყველაზე ნათლად ჩანს ახლა. არც მოგეფერება თავისი ნებით, პატარა უფრო ალერსიანია დ მისი შემხედვარე, ახლა დაიწყო უფრო კოცნა და მოფერება, ისიც მხოლოდ მაშინ თუ პატარა გკოცნის. ერთადერთი ღამე როცა ვაწვენ, ხელზე მეფერება ხოლმე.
სერაფიტი
არ მესმის ლიდერობა როგორ უნდა ასწავლო ბავშვს. ლიდერი მესმის როგორც ადამიანი, რომელიც თავისი ენერგიით, პიროვნებით, ქმედებებით სხვას შთააგონებს. ჩვენს ქვეყანაში ლიდერად მოიაზრება ადანიანი, რომელიც სხვებს ვირებივით ამუშავებს და ბრძანებებს გასცემს, მაგრქმ აეა მგონია ეს იყოს ჭეშმარიტი ლიდერი. ინგლისური სიტყვა აღწერს ყველაზე კარგად ლიდერს inspiring

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2023, 14:18
anibani18
როგორი განსხვავებული გოგოები გყავს (ლამისაა ზოდიაქოთი ახსნას მივადგე უკვე :დდ) .
ეგეც ადასტურებს, რომ რაღაცა არის ,რაც ხასიათია უკვე მაგ ასაკში. თორე ერთსა და იმავე ოჯახში იზრდებიან.
"მეს" წინ წამოწევა ზუსტად ვიცი, რომ განვითარების ეტაპია. კოლბერგის მორალური განვითარების საფეხირებიც გეცოდინება. უბრალოდ მანდ საკითხავი ისაა, მერე როგირ განვითარდება. არ უნდა ჩარჩეს რაღაც ეტაპზე (ვთქვათ პრეკონვენციურზე). სითბოს გამოხატვაც სხვადასხვანაირად ახასიათებთ ბავშვებს.
მოთმინების გარდა არაფერი დაგვრჩენია. და ყურადღების, როგორც ვთქვი.
დედობა, ჩემი აზრით, ბედნიერებასთან ერთად იმედგაცრუებებისგანაც შედგება, დიდი თუ მცირე.
სულ ვატრენინგებ თავს, რომ საკუთარი სურვილები ნაკლებად მოვახვიო და მეტად მივყვე მის განვითარებას. მიჭირს ზოგჯერ, მერე უფრო გამიჭირდება, რომ გაიზრდება, მაგრამ უნდა შევძლო.

ლიდერობაზე გეთანხმები.

Posted by: narkozeli 17 Aug 2023, 15:54
სერაფიტი
QUOTE
მეს" წინ წამოწევა ზუსტად ვიცი, რომ განვითარების ეტაპია. კოლბერგის მორალური განვითარების საფეხირებიც გეცოდინება. უბრალოდ მანდ საკითხავი ისაა, მერე როგირ განვითარდება. არ უნდა ჩარჩეს რაღაც ეტაპზე (ვთქვათ პრეკონვენციურზე). სითბოს გამოხატვაც სხვადასხვანაირად ახასიათებთ ბავშვებს.
მოთმინების გარდა არაფერი დაგვრჩენია. და ყურადღების, როგორც ვთქვი.
დედობა, ჩემი აზრით, ბედნიერებასთან ერთად იმედგაცრუებებისგანაც შედგება, დიდი თუ მცირე.
სულ ვატრენინგებ თავს, რომ საკუთარი სურვილები ნაკლებად მოვახვიო და მეტად მივყვე მის განვითარებას. მიჭირს ზოგჯერ, მერე უფრო გამიჭირდება, რომ გაიზრდება, მაგრამ უნდა შევძლო.


ისეთ საინტერესო რამეებს ამბობ ხოლმე, სულ მინდა რომ ილაპარაკო და გისმინო biggrin.gif ზოგჯერ მგონია ათასი შვილი გყავს გაზრდილი, ისეთ სწორ აქცენტებს სვამ.



სერაფიტი
anibani18

ლიდერობაზე გეთანხმებით, ეგ შინაგანი ქარიზმაა, რაც ეხმარება ადამიანს სხვების ინსპირაცია მოახდინოს, როგორც ანიბანიმ თქვა.

ანი, რაც შეეხება შენს მონაყოლს, ემპათიის უნარი საშუალოდ 3-4 წლიდან უმუშავდებათ ბავშვებს, შესაბამისად ზუსტად ახლა ეწყება შენს გოგოს ის დრო, როცა შეძლებს ნელნელა გაიაზროს დედიკო რომ დაღლილია.
ემოციური ბარათებით ათამაშებ ალბათ ხომ? მე ფსიქოლოგმა მირჩია და ისე მომწონს, ლამის ყოველ საღამოს მაგით ვავარჯიშებ ხოლმე ძილის წინ.
ფოტოებია, სადაც ხატია სხვადასხვა ემოციები- სევდა, მოწყენილობა, ბრაზი, სიხარული და ა.შ
ვეკითხები აბა ეს რა ემოციაა? რომ მპასუხობს მერე ვეკითხები- შენ როდის გრძნობ თავს ასე? მპასუხობს მაგალითად ასე: იცი შენ რომ სამსახურში მიდიხარ მე მოწყენილი ვარ. ბრაზზე მითხრა გუშინ შენ რომ ტელეფონი გიჭირავს და მე არ მეთამაშები- მაშინ ვბრაზობო. ისე სწორად ისწავლა გამოხატვა თავისი ემოციების, ეგ მახარებს. მგონია შენს გოგოსთანაც ამ მიმართულებით უნდა იმუშავო.
ასევე ზღაპრებს ვიგონებთ მერე ამ ემოციებზე- რატომ იყო ეს გოგო გაბრაზებული? და შევთხზავ ხოლმე რამე ისტორიას.
უდიდესი შრომის ჩადება მომიწია მის ემოციურ რეგულაციაში. ძალიან უჭირდა ემოციების გამოხატვა, ყველაფერს ბრაზით გამოხატავდა 2-3 წლის ასაკში.
ახლა რაც მაშფოთებს, მისი ურეაქციობაა ძმის თემაზე, დიდად სიყვარულს არ იჩენდა, აი რომ მიდიან მუცელზე ეფერებიან დედიკოებს, ასე არ იყო ეს. ამან ცოტა ამანერვიულა. ყოველ დღე ვესაუბრები რა გველოდება, ვინ ზის ჩემს მუცელში, როგორი იქნება და ა.შ. მისმენს ხოლმე მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ბევრს ლაპარაკობს, ამ თემაზე დიდად კომენტარს არ აკეთებს.
ახლახანს წამოცდა რომ ვუხსენე შემდეგ მოგზაურობაში ძამიკოსაც წავიყვანთთქო, რა საჭიროაო? დავტოვოთ და ისევ ჩვენ ვიაროთო.
ასევე ეტლზე გაუკვირდა ჩემი ეტლით უნდა ასეირნოო? სხვა რომ ვუყიდოთო?

ხოდა გუშინწინ საღამოს მეუღლეს ვთხოვე რაღაც ვიდეოს უსმენდა და ცოტა დაუწიეთქო, ეს მეორე ოთახში ძიძასთან იყო, უცებ გამორბის და მამამისს ეუბნება : მამიკო დაუწიე, ვერ ხედავ დედა წამოწოლილია და ალბათ სძინავს ჩემს პატარა ძამიკოს, არ გააღვიძოო.
პირველად გამოხატა რაღაც მზრუნველობის მსგავსი თავისი ძამიკოს მიმართ. ჩემს მიმართ დაახლოებით 1 წელია გამოხატავს ემპათიას და მზურნველობას.
იმდენს ვფიქრობ ამ თემაზე, ძალიან ძალიან მეშინია. შენი არ იყოს მეც მეშინია იმ სირთულეების რაც სიბლინგებს შორის შეიძლება იყოს.

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2023, 17:01
narkozeli

მადლობა <3 ეჰ, ლაპარაკი ადვილია, საქმე - ძნელი. თეორიულად ვიცითქი, ადრე ხო ვწერდი :დდ
პირველივე სირთულეზე გავიჭედო ლამისაა აგერ, ჯერ სადაა ამისი ემოციები და მე კიდე ჭამა-ძილმა გამჭედა. სუ ვამბობ, რომ არ ვინერვიულებ, თუ არ შეჭამსთქო, რძეა მთავარითქო, მაგრამ მერე რა უნდა ქნას? მგონია, რომ მის განვითარებას რაღაცა მოაკლდება, თუ წესიერად არ მიირთმევს. შინაგანად შფოთი მაქვს, თან ბებიებს ვუკითხავ ლექციებს თანამედროვე კვების პრინციოებზე (ისინი, ტრადიციულად, "ამ უგემურს როგორ შეჭამს", "ვათამაშებ და პირს რო გააღებს, უცებ ჩაუდე", რაღა დროს ამისი რძეა" და ეგეთები).

ძალიან სწორად შვრები, ემოციის ბარათები კარგი რამეა ძალიან. თან როგორ კარგად იყენებს თვითინაც, კარგად გადმოსცემს.

დედმამიშვილისადმი ეგეთი დამოკიდებულებაც ბუნებრივია. ხშირად ესაუბრე და მერეც, რომ გაჩნდება მეორე, ისე ქენი, რომ მხოლოდ ვაჩესთამაც გაატარო დრო, ცალკე. და ყველა ერთადაც. რომ არ ეგონოს, დედა წაართვეს :დდ

ეს 9 თვის მაიმუნი მყავს აგერ უკვე ეჭვიანი - ჩემი ძმიშვილი 2 თვისაა და რომ ხედავს, დედაჩემს ან მე მიჭირავს, ტირის. გვეგონა, მოგვეჩვენა, მაგრამ რამდენჯერმე განმეორდა. 1 კვირა დასჭირდა და მიეჩვია (ერთად ვიყავით ყველანი სოფელში). ნუ ეს პატარაა, მარა ინსტინქტია თუ რავი, რაცაა. გამოხატა ასე :დდ
საბოლოდ მაინც კარგი დეემამიშვილობა ექნებათ, ხომ იცი. თუმცა მუშაობა დასჭირდება, კი. ასე თავისით ზოგჯერ არ ლაგდება.

Posted by: anibani18 17 Aug 2023, 20:13
სერაფიტი
ამ ორი სხვადასხვა ასაკის ბავშვს ერთმანეთს ვერ შეადარებ. პატარა რომ იყო ნატალი, სადღაც წლის, იყოს ძალიან კონტაქტური, იწევდა ადგილებისკენ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყო. მერე უფრო ჩაკეტილი გახდა, სადაც ვინმეს ხედავდა, გარბოდა იქიდან.
ეგოიზმი და ემპათიის არქონა რომ ასაკობრივია - ეს კი ვიცი, მაგრამ ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, ხასიათის ნიშანი თუ ჩანს ამ ასაკში. ეს ჩაკეტილობა მაგალითად, ასაკობრივია თუ მისი ხასიათის ნაწილია. რომ უთხრა, დედიკო, გთხოვ აიღე რაც დაგივარდა, თითს არ გაანძრევს თუ არ მოუნდა. ესიც ხომ ასაკობრივია, მაგრამ იქნებ სიზარმაცისკენაც მიუთითებს? მოკლედ, ისღა დამრჩენია დაველოდო.
narkozeli
კი, გვანც, ვიცი რომ ასაკობრივია. მოკლედ, ცოტა დაბნეული ვარ, ვაკვირდები, ვსწავლობ ბევრ რამეს. მახსოვს, მე და ჩემს ძმას გვქონდა საოცარი სითბოს, სიყვარულის, ზრუნვის განცდა დედას მიმართ. მახსოვს ეს გრძნობა, ყველა ფიქრი დედაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად უფროსები ვიყავით ნატალიზე, მაგრამ ნუთუ რაღაც ნატამალი მაინც არ უნდა ჩანდეს ახლა მისი მომავალი ხასიათისა.
ახლა რომ არ გამოხატავს ემოციებს, ეს არ ნიშნავს არაფერს, გვანც. ჯერ კარგად ვერც იაზრებს და ხვდება ყველაფერს. თან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ისევე როგორც ჩვენ ყველა. რა თქმა უნდა, იეჭვიანებს. ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მერე როგორ გაუმკლავდება ამ ეჭვიანობას - ეს არის მნიშვნელოვანი. მე უზომოდ ვეჭვიანობდი ჩემს ძმაზე. დედა მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა რიგი მიზეზების გამო. ახლაც ძალიან ეჭვიანი ვარ და მგონია რომ სწორედ ამის გამო. თუმცა დედას ჰკითხე? არ ახსოვს ჩემი ეჭვიანობა, თურმე არაფერი მიკეთებია ისეთი, როგორიც ჩემს შვილს, ჩემი გრძნობები არ გამომიაშკარავებია. მაგრამ, მგონია, რომ არც ეს არის სწორი. უნდა გაგიზიაროს თავისი გრძნობები - ესე იგი თავს დაცულად გრძნობს ურთიერთობაში. მე ასე მგონია.
რა კარგი ბარათებია <3 მაჩვენე რა. არ მაქვს ასეთი.
ბევრი აქტივობა მინდა გავაკეთო და მაქვს თავში, მაგრამ ბავშვი არ მიწყობს ხელს. ახალ წელს ხომ ძლივს დაიწყო ლაპარაკი და ახლა ისევ უმცროსივით ლაპარაკობს. გა-გა, ბა-ბა. რამეს ჰქკითხავ და გა - პასუხად. ხანდახან სასოწარკვეთილებამდე მივდივარ. მარტოები თუ ვართ, ისევ ნორმალურად იწყებს ლაპარაკს. ყველა ლექსი, ყველა ზღაპარი, ყველაფერი დაივიწყა. ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ვხვდები რამხელა სტრესია დედ-მამიშვილი ბავშვისთვის. თუმცა არის კარგი მომენტებიც და უკვე საკმაოდ ხშირადაც. ჩაკიდებენ ერთმანეთშ ხელს და მიდიან სადმე, ვითომ საქმეებზე, გამოიტანს მაცივრიდან იოგურტებს და აჭმევს პატარა დაიკოს, ლაპარაკს ასწავლის, რჩევა-დარიგებებს აძლევს, აქ ნახე საფეხურია, არ გადმოვარდე, საქანელაზე აქანავებს, აცინებს და ა.შ. მაგრამ აქამდე რომ მოვსულიყავით ჩვენ წელიწადი და ორი თვე დაგვჭირდა.

Posted by: სერაფიტი 17 Aug 2023, 20:56
anibani18

მართლა როგორი რთულია დედმამიშვილი. მანდ სხვაობასაც გააჩნია ალბათ ხო? მე ჩემს ძმაზე ზუსტად 1 წლით დიდი ვარ და ტოლებივით გავიზარდეთ. რაც გონება მაქვს, კი ვჩხუბობდით, მაგრამ ძირითადად ერთად ვთამაშობდით. არასდროს მიეჭვიანია, არც იმას. არც პატარობაში, არც მერე. მშობლებიც თანაბრად გვექცეოდნენ, არ მოუციათ საბაბი. რაც ჩემი თავი მახსოვს, ნიკაც მახსოვს. არ ვიცი, სხვანაირი ასაკობრივი სხვაობის შემთხვევაში რა იქნებოდა. შეიძლება ხასიათიც ეგეთი მაქვს, არ ვარ კონფლიქტური.

ანი, აბა ეს ინსტა გვერდი ნახე, ქარდებსაც ამზადებს ეს გოგო და საინტერესო რჩევები ჰქინდა ხოლმე, ადტე მიგდებდა: takoforkids - ასე ჩაწერე ინსტაზე.

Posted by: fermina 18 Aug 2023, 00:16
სერაფიტი
QUOTE
fermina

ღამის ძილის წინ საღამოს ძილი თუ კარგად სძინავს, არ დაიძინებს გვიანობამდე, კი. ჩემსას თუ მოუწია ხოლმე მესამე წაძინება და ვერ ძლებს, ნახევარ საათში ფრთხილად ვაღვიძებ. ანუ ვთქვათ 6-ზე თუ წაუძინა, 7-ის ნახევარზე ვაღვიძებ, რო მერე 9-სკენ დავააძინო.
9-ის ნახევარზე იძინებს ისე. მარა შუადღით ხან 3-ზე იღვიძებს და დიდი დროა მაქესან 9-მდე. ერთი cat nap სჭირდება ხოლმე.
სუფთად 2 ძილზე როდის გადავა, არ ვიცი. ხან გამოსდის, ხან არა.


აი გაღვიძებით არასოდეს გამიღვიძებია რატომღაც, საერთოდ დღე ჩემთან როცა იყო ხოლმე, სულ ცოტა ხანი ეძინა და ოღონდ არ გაღვიძებოდა, ხმას არ ვიღებდი. თავის სახლში კი რატომღაც დიდხნიანი ძილი ჰქონდა სულ. ახლა შეიცვალა, სოფელში ვიყავით ორი კვირა და იქ ისწავლა შუადღეზე ხანგრძლივი ძილი და მერე საღამოსაც თუ დაიძინებდა, გვიანობამდე უკვე ყირაზე გადადიოდა. მოკლედ თავად დაარეგულირებს ასე გამოდის და ისე შეღვიძებაც შეიძლება ხოლმე, კარგი იდეაა, რომ მერე არ გადაეწიოს ღამის ძილი.

anibani18
QUOTE
fermina
გადაიყვანე მაშინ ერთ ძილზე, თან თუ თვითონაც იძინებს ხოლმე ერთხელ. სამი საათი თუ სძუნავს რა ბედნიერებაა <3


ხო ეს წლიდან მოუმატა შუადღის ძილს, უფრო სწორად როგორც დავწერე, სოფელში და აგარაკზეც. ეტყობა ბუნებრივად გადადის ერთ ძილზე ასაკობრივადაც.

Posted by: NatiaGull 18 Aug 2023, 13:22
გოგოებო, გულისცემაზე რამდენი კვირის მიხვედით?

Posted by: Anabeli111 18 Aug 2023, 16:59
გამარჯობა, გოგოებო, როგორ ხართ? ♡♡ როგორ ისვენებთ♡

სერაფიტი
ამ სიცხეში რომ არ ჭამს, გასაკვირი საერთოდ არაა. ისე ცხელა, დიდებსაც არ გვინდება ხშირად საჭმელი და პარარებიც ასე არიან. წყურვილს კი რძით იკლავენ.

თაია კარგად ჭამდა ყველაფერს, მაგრამ ახლა ძირითადად რძეზეა, უარს ამბობს სხვა საჭმელზე. ამიტომ უბრალოდ ვთავაზობ კიტრს, ვაშლს, ქლიავს, ბანანს, პურს (ღრძილებს იქავებს).. მოკლედ ისეთ რამეს, რასაც მოლოღნის და მიაგდებს. ხან ჭამს ფაფას და ხან - არა. ხასიათის და სიცხის მიხედვით..


როგორც იქნა, ორმა კიჭმა ჩამოჭრა ერთდროულად. ♡ 10 თვის და ორკიჭაა biggrin.gif

ადრე ვიკითხე, მგონი, ზუსტად არ მახსოვს. როგორ ვუვლით პაწია კიჭებს? სადღაც მაქვს წაკითხული, ამოჭრისთანავე უნდა მოვუაროთო და რანაირად ხდება ეს პროცესი? ♡

anibani18
მგონია, რომ ასაკობრივი კრიზისი აქვს, ან.. და მგონია, რომ ერთი კარგი დასვენება გჭირდება ემოციების აღსადგენად. თუნდაც მარტო გასეირნება.



Posted by: სერაფიტი 18 Aug 2023, 18:53
Anabeli111

ვაჰ, გილოცავთ პირველ კიჭუნიებს <3 კბილის ამოსვლამაც იცის უმადობა ისე.
კარგია რძეს რო სვამს, თან დედის რძეზეა თაია (რა კარგად წავიდა შენი ლაქტაცია <3).
იმედია, ისწავლიან ადამიანურ ჭამასაც. სექტემბრიდან დამტოვებელი არ გააწვალოს ჭამაში, ეგ ცალკე მედარდება. მარა ნუ რაცაა ესაა.
ამას უნდა მაიმუნობა, თავისი ხელენით ტიტყვნა. ოღონდ არ ჭამს, იტიტყნება უაზროდ. და 3 დღეა ვატიტყნავებ ხან პიურეებში, ხან ისე ფინგერ ფუდებში. მაქსიმალურად ვცდილობ, სკამ-მაგიდასთან და ზოგადად ჭამასთან დადებითი ასოციაციები ჰქონდეს.

მოგეხსენება, ამას ქვეყანა კბილი აქვს (8), ჯაგრისიც ვიყიდე, მაგრამ პასტა არა. მხოლოდ ჯაგრისით ვუწმენდდ ხოლმე. თუმცა მავიწყდება ყოველდღე. ვუწმენდდ რა, რავი, ვუხახუნებ უაზროდ მგონი, ამას უნდა რო დაღეჭოს,.როცა ვუდებ და.

უფრო ჩვევის ჩამოყალიბების გამო ალბათ, თორე რეალურად ვერ ვუწმენდ.



Posted by: lesila90 18 Aug 2023, 20:20
გოგოებო როგორ ხართ? მაინტერესებს ხელოვნურს ცოტ ცოტას რომ
ჭამს 40-50 გრ და სადღაც ერთ საათში ისევ ითხოვს და მივცე? ექიმს
ვკითხე ხე და კი მიეციო ცოტას თუ ჭამს ნუ ელოდები სამი საათის გავლასო

Posted by: Anabeli111 18 Aug 2023, 20:27
სერაფიტი
ჩვენ რომ ვერ დაგვინახავენ, უფრო შეჭამენ, ასე მგონია :დ ♡

წლიდან უკვე ძუძუს გადაჩვევაზე უნდა დავიწყო ბრძოლა. ეს უკვე გაგიჟებულია და დაბრმავებული სიყვარულისგან. სერიოზული დრამები მელის წინ....

რომელი ჯაგრისი უყიდე? ფოტო რომ მაჩვენო ♡

Posted by: anibani18 18 Aug 2023, 21:17
სერაფიტი
მადლობა დიდი <3 რა საინტერესო რაღაცეები ჩანს.
ასაკს გააჩნია, მართალი ხარ და ზნესაც ალბათ. ახლა რომ დაბადებულიყო ჩემი პატარა, მგონია, მაინც ძალიან გაუჭირდებოდა შეჩვევა და მიღება. პატარა სხვაობის დროს იქნებ უფრო მარტივია. ნეტა ტყუპები ეჭვიანობენ ხოლმე?
Anabeli111
დასვენება კარგი იქნებოდა ნამდვილად <3
მე ვუხეხავდი პირველი კიჭის ამოსვლისთანავე. 8 თვის იყო რომ ამოუვიდა მგონი, აღარ მახსოვს ზუსტად. უფროსს წლის და ორი თვის ასაკში. პასტას ვხმარობდი თავიდანვე. არის პასტები 0 თვიდან, როქსი, ბიორეპეარი. არ უნდა შეიცავდეს ფტორს თუ ფტორს ცალკე დაალევინებ. მიაჩვიე თქვიდანვე გახერხვას, მერე შეიძლება გაუჭირდეს შეგუება. მე ძალით ვუხეხავ პატარას, ვერაფრით შეეჩვია. უფროსი გიჟდება ლბილების ხეხვაზე, შეუძლია მთელი დღე იხეხოს smile.gif რამდენიმე პასტას ვყიდულობ და ასე უფრო სახალისოა ხოლმე, აქვთ ერთუ ამბავი, მე ის მინდა, მე ეს მი და, მარწყვის ხასიათზე ვარ, ყურძნის smile.gif). კბილის ჯაგრისი მაქვს სამ გვერდიანი, ძალიან კომფორტულია, კბილის სამივე მხარეს ხეხავს.
* * *
lesila90
კი, შეგიძლია მისცე ერთ საათში ოღონდ ახალი მომზადებული. ბუშტუკებს ხომ არ იკეთებს რძე, იქნებ ბუშტუკების გამო ვერ ჭამენ მეტს? ჩემს პატარას ასე ემართებოდა

Posted by: სერაფიტი 18 Aug 2023, 21:29
lesila90

კი, მიეცი. აღარ არისო დღეს მასე მკაცრად საათების დაცვა. ძუძუსავითაა, მოთხოვნითო.

Anabeli111

როქსის ვუყიდე. ჯიპისიშია,ალბათ სხვაგანაც. ასაკები აწერია და ნახე, მგონი 0 თვიდან ეწერა. ისე ველედასაც უნდა ჰქონდეს საბავშვო, მომიკრავს თვალი. არჩევანი არის მოკლედ და რონელს მოიხერხებ, ადგილზე ნახო ჯობია.

უნდა დავუწყო გახეხვა ამას, კარგი გამახსენე. მარა როგორ- არ ვიცი. ეგრევე ღეჭავს,რო ვუდებ ჯაგრისს:დდ


ოო,ძუძუზე გადაჩვევა რთული იქნება კიი, ახლა უკვე რთული იქნება. მაგრამ არა შეუძლებელი.
გამაგრდიsmile.gif)

Posted by: Anabeli111 18 Aug 2023, 23:03
anibani18
სერაფიტი
მადლობა, გოგოებო ♡♡♡

Posted by: Alisaka 19 Aug 2023, 21:55
გამარჯობათ
პატარა ხელოვურზეა 3 დღეარაც ჭამს ახალს მანადე სხვას ჭამდა
ჭამს ცოტა ძუძუსაც და კუჭის მოქნედება გუშინ ჰქონდა 1 ხელ და უმცირესი და ვსო..დღეს ძუძუც ჭამა და მაინფ არ აქვს
პედიატრს დავურეკე და 72 სთ ნორმააო და რავქნა ვნერვიულობ

Posted by: tako/barbi 20 Aug 2023, 13:17
გოგოებო ახალშობილის,ჭიპს რითი ამუშავებთ?

Posted by: Tua 20 Aug 2023, 13:51
tako/barbi
აღარ არის რეკომენდირებული რაკით დამუშავება საერთოდ მთავარია მშრალად ჰქონდესო . მე ბეტადინით ვუმუაავებდი 4 წლის წინ რომ მოძვრა პატარაზე გაურთულდა 1 ხელ წავუსვი ბრილიანტის მწვანე მეტჯერ არდამჭირდა.
* * *
Alisaka
იქეთაც დაგიწერე თუ ცხვრის კურკლივით შვება კვების ბრალი იქნება სავარაუდოდ კრავს. კვება რა მიზეზით აეუცვალე ხომ იცი ფორმულის შეცვლა ხშირად არაა რეკომენდირებული. თან თუ შეცვლი ნელნელა უნდა შეუყვანო ახალი ფორმულა

Posted by: Alisaka 20 Aug 2023, 15:31
Tua
მე არ შემიცვლია პედიატრმა დაუნიშნა ეგ
ვკითხავ იქნება იგივე გაუგრძელოს ხვალ მიმყავს..




თბილისში ვინაა უძლიერესი მამოლოგი?

Posted by: Tua 20 Aug 2023, 16:27
Alisaka
რა მიზნით შეუცვალა? გაგუაში პლაზმონზ აჭმევენ როგორც ვიცი , ეგ ნუტრილკი არმესიმპატიურება რუსული წარმოებიზ გამო

ძაგნიძეა კარგი მაგრამ ბოლო დროს გააფრინ , ამიტომ ირაკლი სიხარულიძეს გირჩევ მე

Posted by: სერაფიტი 20 Aug 2023, 18:07
Tua

ჯგუფებში წერენ, რომ პლაზმონი აღარ შემოდისო. შეიძლება მაგიტომ (?)

Posted by: narkozeli 20 Aug 2023, 18:10
სერაფიტი

ყველა აფთიაქშია პლასმონი, გუშინაც შემხვდა და 2-3 დღის წინაც. ანუ შემოსვლით კი შემოდის, ნუტრი უნო (პირველი ნომერი) ლენილაკი და არ (ანტირეფლუქსი) ესენი ქონდათ ნამდვილად

Posted by: Tua 20 Aug 2023, 18:24
სერაფიტი
მეც ვნახე აფთიაქში, როგორც ვიცი 2 ნომერზე იყო შეფერხება და არა პირველზე

Posted by: სერაფიტი 20 Aug 2023, 19:05
ჰო, არ ვიცი, არ გადამიმოწმებია. პერიოდულად ეტყობა დეფიციტივითაა, ან შეიძლება რაიონებში ფერხდება მიწოდება. ნუტრილონ კომფორტზეც ამბობდნენ მასე, მაგრამ ჩვეულებრივ ვყიდულობ.
ახლა გადამყავს ნელნელა პრემიუმზე. აღარ მგონია შეკრას. თავიდან ფორულას მიუჩვეველი იყო და იმიტო შეკრა სავარაუდოდ. ყოველდღე აქვს კუჭის მოქმედება, მაგას მივაღწიე :დდ

Posted by: narkozeli 21 Aug 2023, 13:00
გოგოებო მყარი კვებისთვის (ბლვ-ს ვგეგმავ) ამათგან რომელიმე თუ გამოგიყენებიათ?

https://veli.store/details/agu-baby-fp8-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/?sku=7640187394047


https://vendoo.ge/details/deda%20da%20bavshvi/kveba/kvebis-aqsesuarebi/miniland-chefy-6-in-1-samzareulos-motsyobiloba-292044/?fbclid=IwAR0BvEwCYEhcXRnYWsKQE-Hf-Ze1YmtOZdpQ9MxIJg-NlEr9MKXOeDv4ukU

Posted by: tako/barbi 21 Aug 2023, 18:30
Tua
ბეტადინით არ დამიმუშავებია არც ადრე და ბრილიანტის მწავნეს თუ ხმარობთ ისევ მაინტერესებდა…

Posted by: Tua 21 Aug 2023, 21:17
tako/barbi
ბრილიანტის მწვანე ამოღებულია ხმარებიდან 10 წელია ალბათ, ჩემს ძმის შვილზეც ამოღებულკ იყო და ჩემს შვილზეც 4 წლის წინ . ეხლა საერთოდ აღარ იყენებენ ჭიპზე არაფერს აღარც ბეტადინს.
* * *
narkozeli
40% ჰქონდა ფასდაკლება იმ დღეს აგუ ბეიბის პსპში. ისე ამდენი ფული რომ აეიხადო ჩვეულებრივად ორქლზე მომზადწბულსა და ამას შოროს რა ახვაობაა? smile.gif) მე
მგონია რომ შენ ვაჩეს მერე ბლვზე ნეევები არგეყოფა givi.gif ძალიან ტანჯვააა თან რაააც ვუყურებ 10იდან მაქსიმუმ ერთია მაგ მეთოდით მჭამელი დანარჩენი ძირს ყრია

Posted by: სერაფიტი 21 Aug 2023, 22:01
Tua

ძაან ტანჯვაა, კი. მე ხო დღეში ერთხელ მაინც ვაძლევ რამეს საღეჭად, ავოკადოა, ან სულგუნს, ან ბროკოლის, გააჩნია...
იქ ამბავი ხდებააა:დდდ ნახევარს ყრის, მეტსაც ზოგჯერ.
ნუ დღეში ერთხელ ვიტან. მარა ორჯერ და სამჯერ მართლა ნერვები არ მეყოფა,.თან ტრავმული ლაქტაციის მერე :დდდ
პლუს ვერ ვაცხობ, ახლა დედაჩემთან ვარ დროებით და ამ გაზის ღუმელი საშინელებაა. ამ სიცხეში მითუმტეს. არადა ბოსტნეული გამომცხვარი კაია. ორთქლზე ვუკეთებ. შემწვრებიც არ მინდა ხშირად. დაილოცოს პიურეები. რა ვქნა, დიდად არც იმას ჭამს და არც იმას. მთავარია სხვადასხვა გემოს და ტექსტურას სინჯავს, ჭამასთან და სკამთან ცუდი ასოციაცია არ აქვს და არაფერს ვაძალებ. ვატიტყნინებ ხელებსაც და მოკლედ რაღაცა გამოდის.

იმედი მაქვს, უკეთ და უკეთ გამოუვა. ჯერ კიდევ ვერ დავამუღამე, რა მოსწონს. ერთი დღე რო გემრელად ჭამს რაღაცას, მეორე დღეს აღარ მოსწონს.
კი მიფიქრია, მთლიანად რომ ბლვზე მყოლოდა, ნეტა რა იქნებოდათქო. მარა დედაჩემს ვუტოვებდი თან სამსახურის დროს და დედაჩემი გაგიჟდებოდა ნამდვილად.

მოკლედ, ძალიან ინდივიდუალურია და მართლა დიდად პატივსაცემია, ვინც ბლვს "უძლებს".

Posted by: Tua 22 Aug 2023, 09:21
სერაფიტი
კიი დიდად პატივააცემია ნამხვილად დღეში რამოდენიმეჯერ იატაკის მოწმენდა და ბავშვის დაბანა, პლიუზ ბლმ მხოლოხ გამომცხვარი და ორთქლზე მოხარაული საკვები არაა იდეაში თავიდან გააინჯვაა მხოლოდ ეგეთი საკვები მერე ფაქტიურად სულ უნდა უკეთო, უცხო და სზარეულოში იდგე ნახსვარი დღე თუ მეტი არა. საღეჭად მე ჩემსასაც ვაძლევდი არიყო ბლვზე მაგრამ ეგ ისედაც აუცილებელი ამბავია რომ მხოლოდ დაბლენდერებულზე აეგყავდეს 98% მყავდა მე დაბლენდერებულზე , მშვენივრად ჭამს ისედაც, მე ბლვში რასაც უკეთებნენ მაგასაც ვუკეთებდი, მაგრამ ეს მიყრილ მოყრილი ყველაფერი იატაკზე ,სკამზე, ბავშვზე , რომ წარმოვიდგენ მაჟრიალებს smile.gif)))

Posted by: adeline 22 Aug 2023, 09:49
narkozeli
გვანცა, რცხილაძესთან რამდენი ხნით ადრე ეწერები? ჩემი მეგობარი ელოდება პატარას სექტემბერში და თავიდანვე უნდა, მიიყვანოს და მერე ყოველ 6 თვეში.

Posted by: სერაფიტი 22 Aug 2023, 10:31
Tua

ჰო. ანუ სწორად ვშვრები. ტრადიციული მეთოდიც მეთოდია:დდ
გადაცდენის შიში ვერ დავძლიე თან, რამეს რო მივცემ, თან გულისკანკალით შეცქერი. ჰოდა ეგ სტრესიც არ შემეძლო დღეში რამდენჯერმე. სხვასთან დატოვებისასაც უფრო მშვიდად ვარ, რომ პიურეს მისცემენ. პიურეც სცდებაო, კი, მაგრამ უკვე აღარ მგონია გადასცდეს, კარგად დაამუღამა ეგ ტექსტურა.

ხვალ მიმყავს პედიატრთან. მერე წლამდე ვეღარ მივიყვან და სანამ მცალია, ვანახებ.

Posted by: narkozeli 22 Aug 2023, 10:55
adeline

დაურეკოს უკვე და ჩაეწეროს)) ეტყვიან როდის დაეწყება ჩაწერები (სავარაუდოდ სექტემბრის პირველ კვირაში დაიწყება ჩაწერა და ოქტომბერში მოუწევს).

აგერ მაკარენამ გააჩინა ივნისში და ორჯერ ყავდა უკვე რცხილაძესთან. ესეც ორსულობისას ჩაეწერა. მოკლედ შეუძლებელი არაა მარა საწვალებელია ცოტა, წინასწარ უნდა თადარიგის დაჭერა.

მეც ვაპირებ ოქტომბერში დავრეკო და ჩავწერო ბავშვი ნოემბრისთვის.


Tua
QUOTE
მე
მგონია რომ შენ ვაჩეს მერე ბლვზე ნეევები არგეყოფა

აჰაჰა არ ვიცი, არ გამოვრიცხავ biggrin.gif ამ ორსულობაზე ყველაფერი ის მინდა ვცადო, რაც ვაჩეზე არ მიცდია (ანუ ლაქტაცია, ბლვ და ა.შ) თუ არ გამომივა არ ვიდარდებ პრინციპში.
ძიძა ნერვიულობს ძაან, მეშინიაო და უნდა დავატრენინგო იმ 6 თვეში biggrin.gif დღის მანძილზე სულ ძიძას ეყოლება, მე დილა საღამოს ვიქნები ბავშვთან და რძე მომიწევს givi.gif ნუ კვირაობით მეყოლება კიდე მთელი დღე და ერთი ეგაა. ასე რომ ძიძას ვუსურვოთ გამძლე ნერვები givi.gif
მოკლედ გული არც იმაზე დამწყდება თუ არ გამოვიდა, მეცოდინება რომ ვცადე. ხო იცი არ ვარ დრამატული ტიპი, მალე ვვადაპტირდები ხოლმე ცვლილებებისკენ.


QUOTE
ისე ამდენი ფული რომ აეიხადო ჩვეულებრივად ორქლზე მომზადწბულსა და ამას შოროს რა ახვაობაა?


სხვაობა ის იქნება რაც ფორმულა მეიქერსა და თერმოსით მომზადებულს შორის, ანუ სიმარტივე რა biggrin.gif თორე შინაარსით იგივეა, უბრალოდ გაკეთებით უფრო კომპაქტური ნივთია უბრალოდ, არაფერი სასწაული.
თუმცა რამდენიმე ფუნქცია ერთადაა (თან ორთქლზე ხარშავს. თუ საჭიროა აბლენდერებს ან ჭყლეტს ან აქუცმაცებს, სტერილიზაციასაც უკეთებს ბოთლს და ტემპერატურას ინარჩუნებს დიდხანს, პლიუს აგუ ბეიბი ჩაიდანიცაა) მოკლედ მულტიფუნქციური და კომპაქტური ნივთი ჩანს, ჩვენნაირ მაწანწალა ხალხს გამოადგება წესით, არ შემიძლია ეს ქვაბებით და ტაფებით აჩონჩხლილი სიარული, მაგიტომ დამქონდა სულ ქილები ყველგან givi.gif

Posted by: adeline 22 Aug 2023, 12:00
narkozeli
დარეკა და სექტემბრის დასაწყისში დაგვირეკეთო უთხრეს. 1 თვის იქნება ალბათ ბაია რომ მოუწევს მისვლა. მეც ეგრე უნდა დავიჭირო თადარიგი. ჩემს ენდოკრინოლოგთან მიჩვეული ვარ ეგეთ რამეებს biggrin.gif
* * *
მრჩეველის ცენტრალური, 4 სართულიანი ფილიალი ჩემთან ახლოს იხსნება დიღომში და ძაან მიხარია. ანალიზები ახლაც იქ იგზავნება ყველაფერი და იქ კეთდება და სექტემბრიდან უკვე აღებაც იქნება შესაძლებელი. ყაზბეგზე რაცაა ის გადაკეთდება ერთ-ერთ ფილიალად.

Posted by: narkozeli 22 Aug 2023, 16:18
adeline

მშვენიერი. ნადმვილად შეუძლებელი არაა, ცოტა მონდომება უნდა. 4 წელია ვახერხებ ყველა გეგმიურ ვიზიტზე რცხილაძესთან მიყვანას. ამომწურავ პასუხს მცემს ყველაფერზე, რომ გამოვდივარ, შეგრძნება მაქვს რომ მხოლოდ ჩემი შვილია მისი პაციენტი, იმდენად მშვიდად, წყნარად და დეტალურად უდგება ყველაფერს. წინასწარ მახვედრებს ხოლმე ამობეჭდილ ინფოებს და ა.შ.
ირაკლისთან გეგმიურებზე რომ დამყავდა, არაგეგმიურ შემთხვევებზე უბნის უფასო პედიატრიც მყოფნიდა ხოლმე (აწონვა-გაზომვები, აცრები და ა.შ)


მთაწმინდაზე იხსნება ამაღლების ქუჩაზე ფილიალი, არადა ხო იყო ბარნოვზე და ჭონქაძეზე, რას მიაკვდნენ ამ ვერასთქო გავიფიქრე givi.gif 2 წელში კი გადავალ მთაწმინდაზე და მერე იქით უფრო მაწყობს ფილიალები))



Posted by: adeline 22 Aug 2023, 18:00
narkozeli
ამობეჭდილი ყველაფრის დახვედრება გერმანული მიდგომაა.
ექიმები დიღომში გადავლენ სავარაუდოდ, როგორც მითხრეს. სუპერთანამედროვე კლინიკა იქნება ეს ცენტრალური ფილიალიო და ვნახოთ აბა. ახლა აწყობენ რაღაცეებს.

Posted by: narkozeli 22 Aug 2023, 19:12
adeline

რა ადგილას? ლუბლიანაზე?

Posted by: adeline 22 Aug 2023, 20:36
narkozeli
კი, ლუბლიანადან გადადიხარ აღმაშენებელზე და მანდაა.
სამედიცინო ჰაბი ხო ძირითადად მანდაა და როგორც ვიცი, კიდევ ბევრი კლინიკა უნდა გაიხსნას მანდ.

Posted by: Tua 22 Aug 2023, 21:47
adeline
ჩვენც მანდ გადმოვდივართ ინფექციური და უკვე ცუდად ვარ არ მინდა საშინლად sad.gif სამსახური სახლთან ამაზე დიდი კომფორტი არარსებობს მემგონი .

Posted by: სერაფიტი 22 Aug 2023, 23:08
narkozeli

აუ, ახლა შევიხედე ბლვ ქართულ ჯგუფში (ხარ?). რაღაც დავსერჩე და შევყევი მერე პოსტებს.
ძალიან დამეწია ყველანაირი თვითშეფასება. რაებს აკეთებენ, რა ისპანახის პასტა და ჭარხლის ფენქეიქი და ქოქოსის კარაქის მობრაწულა. იუუუუ. ძალიან დავკომპლექსდი, რომ მე ბროკოლს და ყაბაყს ვაბლენდერებ ხორცთან ერთად და საჭმელს ვეძახი:დდ

ძიძა მაგეებს შეძლებს? ნუ თავიდან თითოთითოს ასინჯებს, მაგრამ სადღაც 8-9 თვიდან მიდის ქეიფიიი:დ

Posted by: adeline 22 Aug 2023, 23:08
Tua
მე მაქვს სახლთან ახლოს და გეთანხმები; წლები ვიტანჯებოდი გზაში სანამ ასე ავეწყობოდი და ძაან მწარედ მახსოვს.

თავის დროზე ლუბლიანაზე იმიტო გადავიდა ბევრი კლინიკა, რომ საერთო სამედიცინო ჰაბი შექმნილიყო. დათოც მაგის გამო გადავიდა - ღუდუშაური და იაშვილი რომ იქვეა. ჩაჩავა მე არ მირჩიეს მაგ მთავარი მიზეზის გამო, ძალიან მოწყვეტილი ხარ სამედიცინო ჰაბს და რომ გართულდეს უცებ რამე, არ გინდაო. სავსებით ლოგიკურია რომ დავფიქრდი მერე.
* * *
სერაფიტი
ძიძა ვერ შეძლებს მაგდენს და მაგ ჯგუფშიც დიასახლისებია 90% .

Posted by: სერაფიტი 22 Aug 2023, 23:27
adeline
კი დიასახლისია, მარა ვერც დიასახლისობის შემთხვევაში შევძლებდიsad.gif
კეთება მიყვარს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მომეხასიათება და დრო მაქვს.
სამშაბათიდან გავდივარ სამსახურში, მორჩა არდადეგები. ეს 2 თვე კი ვიყავი ბავშვთან, მაგრამ ვერ ვივარგე მასეთ დიასახლისადsmile.gif)
ნუ არაუშავს, ვეცდები სულიერი საზრდო მივცე საუკეთესო :დდდ

Posted by: adeline 22 Aug 2023, 23:43
სერაფიტი
კარგი რა, არ გავზრდილვართ მაგ მეთოდით, მაგრამ მე მგონი მშვენივრად ვართ განვითარებულები. მაგის მეტი დარდი არ მოგცეს ღმერთმა.

Posted by: სერაფიტი 22 Aug 2023, 23:58
adeline

ჰო, ეგ კი. მაგრამ დიდ პატივს ვცემ ეგეთ დედებს <3

შენ როგორი დედიკო იქნები, გაჩნდეს ერთი, ვნახოთ smile.gif))
იმდენი რამე ვისწავლე ბოლო 18 თვეში(ორსულობა+ ბავშვი)... არადა ძალიან შორს ვიყავი ყველა ამ თემიდან.

ახლა ის უფრო მიკვირს, როგირ ზრდიან ისე, რო არაფერს კითხულობენ,ეცნობიან. ძაან ჩხრეკია ვარ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ( ბავშვობიდან).

Posted by: adeline 23 Aug 2023, 00:07
სერაფიტი
მეც პატივს ვცემ, მაგრამ რა ვქნა: არ ვარ ეგეთი და ვერც ვიქნები ალბათ.
მე ძაან ვნერვიულობ ბევრ რამეზე - გადაცდენაზე, ბანაობაზე, ღამით ძილზე. იმედია გავართმევ თავს. აქეთ თქვენ გკითხულობთ, აქეთ უამრავი წიგნი მაქვს, მაგრამ პრაქტიკა რომ სულ სხვაა, ვიცი. თანაც როგორი ნანატრი ბაიაა და არ მინდა რამე დავაკლო. აქედანვე ვუყიდეთ თითქოს ბევრი რამ, მაგრამ ასე მგონია რაღაცას ვაკლებთ მაინც და ძაან მტანჯავს ეს ფიქრი sad.gif

Posted by: takoo1 23 Aug 2023, 10:11
გოგოებო ერიუსი წლამდე მიგიციათ?
ალერგიაზე რა მივცე?

Posted by: narkozeli 23 Aug 2023, 11:36
სერაფიტი

კიი, ვარ მაგ ჯგუფში და რაღაცეები მთლად ბოლომდე არ მომწონს, ზოგი მგონია უბრალოდ რაღაცის დასამტკიცებლად დებს. მოკლედ ცოტა ქართული გავლენა და არაგულწრფელობა იგრძნობა)) სულ მგონია ვიღაცას რაღაცას უმტკიცებენ.
ამიტომ მაინც არაქართულებს ვადევნო თვალი მირჩევნია.

QUOTE
ძიძა მაგეებს შეძლებს? ნუ თავიდან თითოთითოს ასინჯებს, მაგრამ სადღაც 8-9 თვიდან მიდის ქეიფიიი:დ


მთავარია რამდენიმე თვე გაქაჩოს და მერე უკვე ისედაც ოფიციალურად 1 წლიდანაც ხომ საერთო სუფრაზე გადაგვყავს და მაგაში დამხმარე შეეშველება. სადილებს ჩვენც სხვა გვიკეთებს, ფულს ვუხდით მაგაში და თუ მოველაპარაკები, ბავშვსაც მოარგებს.


Posted by: სერაფიტი 23 Aug 2023, 12:04
adeline
QUOTE
იმედია გავართმევ თავს


გადასარევად გაართმევ, დარწმუნებული ვარ. ისეთი ტიპი ხარ, ნამდვილად ყოჩაღი დედიკო იქნები <3

narkozeli

კი, კოკობზიკობა გვახასიათებს ნამდვილად. ამერიკულ ბლვ ჯგუფში ამდენ კოკობზიკობას ვერ ნახავ, მაგალითადsmile.gif)


takoo1
ჩემი ძმისშვილი სულ ერიუსს სვამდა, მაგრამ ეგ არ მახსივს, წლამდე თუ იყენებდნენ. ანიტაციაში უწერია წლიდანო. მაინც კითხე პედიატრს რა.
რამ მისცა ალერგია?

ჩემსას ლოყები დაებრაწა. ერთიორჯერ ზამთარში მოუვიდა ასე. ატოპიური დერმატიტივით ჰქონდა, მგონი სიცივეზე. და ახლა ვერ ვხვდები რაზე. მუსტელას სტელატოპიათი ვუტენიანებ, წესით მალე აულაგდება. ძალიან არ აქვს, მაგრამ მე ვამჩნევsmile.gif)) კვებითი არამგონია, ახალი არაფერი მიუღია.

Posted by: narkozeli 23 Aug 2023, 12:10
სერაფიტი

ხო,ჯგუფებში თავის გამოჩენა და კუდაბზიკობა რომ იციან არ შემიძლიან ამიტომ ძაან ვერიდები ქართულ ჯგუფებს, ერთი ფორუმი მიყვარს, ანონიმური როა აქაც ბევრი გულწრფელი პოსტია ხოლმე.



* * *
ისე რამდენიმე ელექტრონულ წიგნს წავაწყდი, ბლვ რეცეპტები რომლებიც 5-10 წუთში მზადდება და უამრავი რამეა.

ანუ მთლად ისეც არაა რომ რამე შეუძლებელი იყოს.
ერთი რაც მომწონს მაგ მეთოდის და რატომაც მინდა ვცადო, არის ის ინვესტიცია რომ მერე და მერე 1-1.5წლიდან ბავშვი დამოუკიდებლად ჭამს და აღარ გაწუხებს რა.

გადასარევი მჭამელია ჩემი ბიჭი მარა რომ მიუშვა გეტყვის შენ მაჭამეო, ისე ეზარება დამოუკიდებელი კვება. ბაღშიც შენიშვნა მოგვცეს რამდენიმე მშობელს რომ გადასარევად ჭამენ მარა ითხოვენ რომ ჩვენ ვაჭამოთო.
მინდა დამოუკიდებლობას მივაჩვიო. თორემ გულის სიღრმეში იმედიანად ვარ რომ picky eater არც ეს არ იქნება. აი პიქი ითერებისთვის/უჭმელებისთვის ეგ მეთოდი მისწრება მგონია.

Posted by: სერაფიტი 23 Aug 2023, 12:22
narkozeli

კი, ეგრეა. უჭმელები ნაკლებად "გამოდიან" მაგ მეთოდის მერე. და ეგ დამოუკიდებლობაც ძალიან კარგია, ნამდვილად. ვისურვებდი, შემძლებოდა. მაგრამ რაცაა ესაა. ისედაც ბევრ რამეს ვთხოვ ჩემს თავს და ეს ერთი რაღაცა გავატარე :დდ

მაგრამ ბლვ რჩევებს ვითვალისწინებ, ტექსტურებზე, შეხებაზე - დღეს თან ხელები ჰქონდა ჩაწყობილი საჭმელში, თან ვაჭმევდი. თავისით აღებდა პირს. სხვადასხვა პროდუქტის მიღების რეკომენდაციებს (სოლიდ სტარტის მიხედვით) და დღეში ერთხელ ვუდებ რამეს თავისით საჭმელად 6 თვიდან.

კი, არის მოსაზრება, რომ ასე იბნევა ბავშვი, კოვზითაც რომ კვებავ და ისეც. მაგრამ არაუშავს, როცა იქნება, მიხვდება, ჭკვიანი ჩანს ეს ჩემი შვილი. :დდ
ღია ჭიქიდანაც და საწრუპიანიდანაც პირველივე დალევაზე მიხვდა, რა ინდა ექნა და სვამს დიდივით :დდ არ ველოდი.

მოკლედ, თუ გამოგივათ, კარგი იქნება. მეც რო მყოლოდა ვინმე, ვინც ამის ბლვს მიხედავდა, მივანდობდი სიამოვნებით :დდ

Posted by: takoo1 23 Aug 2023, 18:36
narkozeli
სერაფიტი
მეც ნაწილობრივ მყავს ვერ ვახერხებ სრულად ბლვ-ს რა ვქნა,მაგის დროც აღარ მექნება ცოტახანში.არადა მინდა რო დამოუკიდებლად იყოს.სუპს ფაფას ვერ ვაძლევ რას შეჭამს თვითონ თავზე გადაისხამს smile.gif
ხილს და მყარ რაღაცეებს კი ვუწყიბ და თვითონ ჭამს ხოლმე.
წყლის ბოთლი ტყუილად ვარჩიე ამდენი ხანი ჩვეულებრივი ციდას ბოთლიდან სვამს და ჭიქიდანაც სვამს ორ დალევაში ისწავლა.
იმან აბა დამტანჯა მგონი 2 წლის იყო ჭიქიდან რო დალია biggrin.gif
ჭამითაც ეხლა მიეჩვია ცოტახანია თავისით ჭამას თორე ხელს არ აკარებდა კოვზს,შენ მაჭამეო.
სერაფიტი
აუ არვიცი ბახმაროში მგონი გამიცივდა და მაღალი სიცხე ქონდა 2 დღე რო ჩამოვიყვანე, რამე ვირუსული ხო არაა და აიცხის მერე რო იცის გამოაყარა?
გუშინ კიდე პომიდორი მოიპარა და უჭამია ნახევარი და მაგასაც ვაბრალებ,არ მქონდა მიცემული.მარა ძაან სტრანნად აქვს აი წერტილებივით კიარა აჭრელებუკივით ზურგზე და მუცელზე.
user posted image
დავალევინე ერიუსი და შევხედავ აბა ხვალამდე და ჩავიყვან პედიატრთან.
ხვალამდე ხო უნდა აულაგოს ცოტა თუ ალერგიაა?

Posted by: lesila90 23 Aug 2023, 18:56
სერაფიტი
მაგ ჯგუფის ლინკს მეტყვი❤️

Posted by: Tua 23 Aug 2023, 19:11
takoo1
ვირუსის მერე მაღალი სიცხის დროს იცის გამოყრა მაგრამ ბატონები გამორიცხე, მხოლოდ ზურგზე აქვს?

Posted by: takoo1 23 Aug 2023, 19:57
Tua
მუცელზე და ზურგზე,
მაღალი ქონდა კი 39,2
ბატონები ესე შეილება პროსტა დაემართოს?
შეხება არავისთან არ ქონია საერთოდ.სოფელში ვიყავით ეხლა ჩამოვედით თბილისში.
ტყეში ვიყავით იქ ვაფშე არავისთან არ გვქონია კონტაქტი.

Posted by: სერაფიტი 23 Aug 2023, 20:51
takoo1

ვა, ბატონებია გამოსარიცხი - სიცხე, გამონაყარი. შეხედე ხვალამდე და ანახე პედიატრს კი.

lesila90

ცმაცუნები ჰქვია მაგ ჯგუფს. არ ვიცი, თუ ჩანს საძიებოში..მგონი დახურული ჯგუფია. ნახე, აბა. თუ არადა დაგამატებ <3


გოგოებო,.როგორც ვიცი, წლამდე კალცი არ ინიშნება, მით უმეტეს ანალიზის გარეშე.
რადგან 9 თვისას 8 კბილი აქვს, საპროფილაქტიკო დოზა მივცეთო, ექიმმა.
როგორ ფიქრობთ, დავიცადო და წელზე ანალიზი გავუკეთო? თუ ახლავე ავუღო ანალიზი?
ფორმულას სვამს, იოგურტს ჭამს, ხაჭოც გავასინჯე, ყველიც.
ორთოპედმა, არ უნდა კალციო. ნეკნების ოდნავი ასიმეტრია აქვს და ეგ ნორმააო.

მოკლედ, დავიცადო წლამდე, რას იტყვით? ზედმეტი კალცი.არ ვარგა, ვიცი.
თან ვფიქრობ, კალცი რო აკლდეს, ამდენი კბილი ექნებოდა? ან კალცი კბილთან კავშირშია ვაფშე? მგონი გენეტიკა უფროა.

Posted by: Alisaka 23 Aug 2023, 20:52
დედიკოებო…
რწყილებმა დამგლიჯეს რაც არ უნდა გაგიკვირდეთ..როგორ დაგიცვა პატარა? ფენისტილის გელი მაქვს
ყველაფერი დავრეცხე
ეგ გელი პედიატრმა მირჩია ძაან მეშინია

Posted by: Anabeli111 23 Aug 2023, 22:54
სერაფიტი
ერთი გოგოა ტიკ ტოკზე (kverna) ასე უწერია, მგონი. ვითომ ბაიას ახმოვანებინებს ვიდეოებს. ისეთ რამეებს უკეთებს ხოლმე, რავიცი.. მაგის მეტი საქმე არ უნდა გქონდეს მაშინ ადამიანს.. დილას ერთი უკეთო, მერე - მეორე, მესამე.. ვვდილობ არ დავისტრესო ამაზე. აფთიაქებისაც მაქვს ნაყიდი და ჩემითაც ვუკეთებ. ფაფებს ჩემით ვაჭმევ, მყარი სტრუქტურის რაღაცებს თავად ვაძლევ და მეც ვცდილობ ვაჭამო ცოტა, თუ ძალიან იტიტყნავა :დ უბრალოდ ბლვ ჯგუფში იმდენად ამბობენ, რომ თითქოს საერთოდ არ უნდა გასინჯოს ბავშვმა ტრადიციული მეთოდით საკვები, რომ თავიდან მეც განცდებში ვიყავი..

ჩემმა ნაპოვნმა ძიძამ მოულოდნელად უარი მითხრა.. ისე ვინერვიულე, მეგონა სამყარო დამემხო თავზე..

მერე ხან ვის მივწერე, ჩვენი გოგოებიც შევაწუხე და ბოლოს ვიპოვე ერთი გოგო. საერთო ნაცნობიც გამოვჩხრიკე და მგონი, შევუთანხმდი..

ყოველ ღამე სისულელეებს წარმოვიდგენ ძიძასთან დაკავშირებით, ჰორორებს.. მერე ამ ჩაძინებულ ბავშვს ვეხუტები, ჩემთან გადმომყავს და ძუძუს ვთავაზობ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, რომ ძიძასთან ვტოვებ :დ

მითხარით, რომ გადამივლის ეს ყველაფერი...

პლუს, მგონი, ზრდის დღეები აქვს ან განშორების შფოთვა.. ჩემს გარდა არავისთან უნდა.. ტირის ბოლო ხმაზე. ბებოსთან კიდევ მიდის და ჩემს ქმარს ზედ აღარ უყურებს, ხელს კრავს, არც ეღუღუნება. დეპრესიაში ვარდება მამიკო, რა დავუშავეო.. ესე იციან ბავშვებმა?

* * *
narkozeli
მე ვაპირებდი ამის ყიდვას და გადავიფიქრე, გვანც.. ძველებური ორთქლზე მოსახარში მაქვა და მშვენივრად ვიყენებ. ბლვ-ს თუ აპირებ დაბლენდერება ნაკლებად დაგჭირდება და რავიცი.. მე თანხა დავზოგე არ ყიდვით. თუ ზედმეტად მოგივარდება ფული, რატომაც არა.. კომფორტია ♡

Posted by: Tua 23 Aug 2023, 23:27
takoo1
მაშინ ნასცხი უფროა სიცხისგან, დააკვირდი მაინც.

Posted by: სერაფიტი 23 Aug 2023, 23:54
Anabeli111
რას ქვია უარი გითხრაsad.gif რა ძნელია ძიძის შოვნაsad.gif კიდევ კარგი, რომ მალე მონახეთ.
გოგო, ნუ ხარ ეგრე, ნუ დეპრესიობ. მიიჩვიე, დააწყებინე უკვე ძიძას და შეხედე. ინტუიციურად მიხვდები, როგორი ტიპია და თან ბავშვსაც შეეტყობა ემოციები. ძალიან ძნელი კია უცხოსთან დატოვება, მესმის.
მე ეგ თემა იცი როგორ მოვაგვარე? დეიდაჩემი ამყავს ძიძადsmile.gif) არ მუშაობს, ახლოა ცხოვრობს. ხშირად მოდის ისედაც და კარგად იცის რა როდის უნდა ბავშვს. ანიტაც მიჩვეულია მასთან. კიდევ მეტად მიეჩვევა, მარტოები რო იქნებიან. თანხის გარეშე არ მინდათქო და სიმბოლურ თანხასაც გადავუხდი, რასაც შევძლებ (იპოთეკის წამოკიდებას ვაპირებთ და მაგის მიხედვით). მოკლედ, გულმშვიდად ვარ ეს წელი. მერე ვნახოთ.

მამიკოს რატომ უბღვერს? უცნაურია. ისე, მიჯაჭვულობა ერთ ან ორ ადამიანთან უყალიბდებათო. ჩემი შვილი ჩემზე და დედაჩემზეა. ნუ ვისთანაც ხშირად იყო ეს 9 თვე. მამას ხედავს ხოლმე ხშირად? მეტი დრო გაატაროს მასთან, ეთამაშოს, ასეირნოს.

Posted by: takoo1 24 Aug 2023, 01:00
QUOTE (Anabeli111 @ 23 Aug 2023, 22:54 )
ყოველ ღამე სისულელეებს წარმოვიდგენ ძიძასთან დაკავშირებით, ჰორორებს.. მერე ამ ჩაძინებულ ბავშვს ვეხუტები, ჩემთან გადმომყავს და ძუძუს ვთავაზობ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, რომ ძიძასთან ვტოვებ :დ

აუ რა საყვარელი ხარ givi.gif 2kiss.gif

* * *
გადაგივლის თავიდან გაგიჭირდება უბრალოდ.
ძიძა თუ კარგი შეგხვდა არაფერია სანერვიულო.მესმის რთულია ჰოპ და ერთ დღეს სრულიად უცხო ადამიანს დაუტოვო(
მარა მთლად უცხო ხო არაა?? ენდობოდე მთავარია.

მამიკო რატო ამოიჩემა biggrin.gif
ჩემი შვილი მთელი დღე ვერ ნახულობს მარა რო ხედავს ისეთ ემოციებშია გიჟდება მამამისზე(ჯერჯერობით)
ისე მეც ვატყობ რო მომეკრო ძაან ბოლო პერიოდია.ოთახში მარტო კი არ რჩება,ხოხვით მომყცება სადაც დავდივარ თან ტირის.
პატარა ლეკვივით სულ დაბლა ფეხებთანაა ხოლმე რო ვიყურები biggrin.gif
რჩება სხვასთან მე თუ არ ვარ იქ.თუ დამინახა გავიარე წუწუნებს ეგრევე.
* * *
Tua
ისე ხშირად აქვს ხოლმე ნასიცხივით მთელ ზურგზე და მუცელზე,მარა ეხლა ძაან თვალში მომხვდა ესე არ ქონია
ქუნთრუშას გამონაყარის გარდა სხვა სიმპტომი არ უნდა ქონდეს?

Posted by: Alisaka 24 Aug 2023, 08:17
გოგოებო
ექიმმა საკეისროდამ 45 დღე არ შეიძლება ალკოჰოლიო
არაა პრობლემა მაგრამ დავფიქრდი უბრალოდ მიზეზი რა არის?

Posted by: takotatuli1989 24 Aug 2023, 10:23
Anabeli111
მეც მაქვს ეგ გრძნობა გამოცდილი და მინდა გითხრა, რომ გადარჩი ბევრ სირთულეს და დაბრკოლებას. მასეთი ადამიანი ვინც არაადეკვატურად იქცევა (მოულოდნელი უარი) უფრო მოგიშლიდა ნერვებს უკვე რომ იმუშავებდა შენთან. ამიტომ ჩათვალე, რომ შენ სასიკეთოდ მოხდა ეგ ამბავი და უკეთესი ძიძა გეყოლებათ.

აუ ტყუპების ახალბედა დედიკოები სად ხართ? რომლები ხართ აღარ მახსოვს. როგორ ხართ დაწერეთ, თუ არ გცალიათ საწუწუნოდაც? ;D
* * *
lesila90
შენ კი მახსოვხარ, ძალიან ყოჩაღი ხარ <3 დატკბი ყველა წამით, სამსახურში დავდივარ და ყველა წუთი მენანება რასაც ბავშვებთან არ ვატარებ, მარა რა ვქნა ამასაც თავისი პლიუსები აქვს. სახლში რო ვიჯდე შეიძლება ასე ვერ დავმტკბარიყავი.

Posted by: Iceicebaby 24 Aug 2023, 11:23
გოგონებო, ჰერაში ვინც დადიოდით ორსულობისას, რომელ ექიმს გაუწევთ რეკომენდაციას ორსულობა რომ კარგად მართოს?

Posted by: Anabeli111 24 Aug 2023, 14:34
სერაფიტი
მამაზე გიჟდება ახლაც და ლევანიც აბსოლიტურად ყველაფერში ჩართულია ყოველდღიურად, ჭამა-გამოცვლა-დაბანა-დაძინება-თამაში-გასეირნება. ამიტომ ვართ შოკში. თან რა არის, იცი, მაგალითად მე რასაც უპირობოდ მპატიობს, სხვებს - არა :დ ცხვირის გამოწმენდა, თავზე წყლის დასხმა არ სიამოვნებს და მე არ მეჩხუბება და თუ სხვამ გაუკეთა იგივე, აღარ მიდის მასთან :დ გუშინ აპატია, მგონი ♡ მამამ დააძინა ♡

სამწუხაროდ მასეთი ამბავი არ გამომივიდა ;( დედა ბაღის პედაგოგია, მაგრამ ჯერ პენსიაზეც არაა.. ახლა რომ სამსახურიდან წამოვიყვანო, მერე ეს ბაღში რომ მივა, ვინღა მიიღებს.. მომავალი წლიდან კი, ვფიქრობ, ცოტა ხანს დედასთან გადავალ(თუ მანამდე ვერ გადავედით მასთან ახლოს) და დედას ბაღში მივიყვან.
ეს ერთი წელი მიჭირს :დ ♡

takoo1
თაიას და მამამისის ურთიერთობაზე ვგიჟდები, მართლა ისე და იმდენად ჩართულია ლევანი. იშვიათად მინახავს მსგავსი მამა გარშემო (გადაჭარბების გარეშე). მაგიტომ განიცდის, მე რა დავუშავეო. არაფერი მიქნია ცუდიო :დდ

ვაიმე, კნუტიკი ♡ ესეც ეგრეა. როცა ვერ მხედავს, მშვენივრად არის. თუ დამინახა, წრუწუნებს..

takotatuli1989
მადლობა ♡ მაგაზე ვიფიქრე მეც,კი.. ♡

Posted by: Alisaka 25 Aug 2023, 13:49
დედიკოებო,პატარა არ მყავს ლაქტაციაზე,გაშრობის პროცესში ვარ,საკეისროს შემდგომ გამონადენი ისევ მაქვს და არ ღირს ეპილაცია ხო?

Posted by: სერაფიტი 25 Aug 2023, 15:44
Alisaka

ცოტა ხანი აცადე ჰორმონებს დალაგება. შეიძლება არ იყოს ეფექტური. ასე მგონია.

Posted by: Alisaka 25 Aug 2023, 18:13
სერაფიტი
მართალი ხარ
შევიკავებ თავს
ლაქტაციაზე უნდა შეჰაწუხო კიდე
დღეს გამომიწველეს(ლაქტაციის სპეციალისტმა) არც მტკენია,ამ შარიკს რას ერჩოდიო რატო იჟეჟე ხელი აღარ მოკიდვო sad.gif
მკერდი ის ზომა მაქვს,რახ მანამდე მქონდა
ხოდა გამოიწველეო რო წამოიღოს ეგეცო და ვერ ვბედავ კიდე რამე არ ჩადგეს
ჰააკაზე ზოგი კოშმარს წერს მოკლედ არ ვცი ამ შარიკს რა ვუყო ვიტირებ ახლა მეშინკა

Posted by: lesila90 25 Aug 2023, 18:20
გოგოებო ჩემს გოგოს კუჭი აქვს აშლილი. ბიფიდუმბაქტერინს ვასმევ და ეგ ხომ არ იზავდა. ხვალ დავურეკავ პედიატრს. რამე ხომმარ მივცე ჩემით

Posted by: takoo1 25 Aug 2023, 19:03
lesila90
ეგ მოსაწესრიგებელია და წესით არა,
რამდენჯერ გავიდა კუჭში?
ძალიან თხელია?

Posted by: lesila90 25 Aug 2023, 19:57
takoo1
დილით მე დავეხმარე გაზ გამყვანით მთელი ღამე იჭინთებოდა და საღამოს თავისით ქნა თხლად გავიდა. კი მოსაწესრიგებელია

Posted by: სერაფიტი 25 Aug 2023, 20:57
Alisaka

მკერდის ზომაზე მთლად ვერ მიხვდები. სირბილეზე უფრო. დარბილებულია კარგად? რა ინტერვალით იწველი და რამდენ ხანს?

შარიკს რას ეძახი, რამხელაა? შეიძლება სიმაგრე არაა. გტკივა? თუ არ გტკივა, შეიძლება უბრალოდ რძე რომ ჯერ არ დამშრალა, სადინარში არის და გამოწველისას გამოიტანს.

ნუ გეშინია გამოწველის. ახლა ალბათ დღეში 2-ჯერ მაინც მოგიწევს ხო? დილით და საღამოს ვთქვათ.

შიშს რაც ეხება - რამდენიმე თვეში ექო უნდა გაიკეთო მაინც და იქ გამოჩნდება ყველაფერი.
თუ არ გტკივა, არ გაწუხებს, სიცხე არ გაქვს, წესით რძის გაშრობასთან ერთად გაიწოვს. მქონდა ერთიორი პატარა, თხილისოდენა ეგეთი. არ მაწუხებდა. რომ გამოვიწვრლიდი ან ჭამდა, ქრებოდა, მალევე ჩნდებოდა.
* * *
lesila90

კუჭი რომ აშლილია, რა იცი? დღეში ორჯერ, სამჯერ გასვკა ნორმაა ახალშობიკებში. თხლად გავა, რძეზეა და სქელი ვერ ექნება. ვფიქრობ, არ სჭირდება არაფერი. კუჭოს აშლად როგორც ვიცი 10 და მეტი კუჭის მოქმედება ითვლება დღეში, ახალშობილზე ოღონდ.

გაზგამყვანს არ გირჩევ, აღარ გამოიყენება, რადგან ნაწლავის დაზიანების/გაფხაჭვნის რისკია, რაც სამომავლოდ შეიძლება ბუასილად ან რავიცი რად მოგევლინოთ. მაგას ჯობია რაიმე წამალი მისცე, რაც დაშვებულია (ექიმს კითხე. დუფალაკი ან ნეოპეკე). უუუკიდურეს შემთხვევაში ისევ გლიცერინის სანთელი, საბავშვო ჯობია გაზგამყვანს.

Posted by: fermina 25 Aug 2023, 21:15
საღამო მშვიდობის, ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, დედებო <3

მოკლედ ძიძის საჭიროება დადგა და დავითანხმეთ ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, რომლის 100 % ნდობა გვაქვს, ისედაც ხშირი კონტაქტი აქვს ამ ბავშვთან და გიჟდება ისე უყვარს, თან დედამისიც მან გაზარდა smile.gif

ანაზღაურებაზე ჯერ არ გვილაპარაკია, ცოტა უხერხული თემაა და კვირაში 4 დღე რა შეიძლება შევთავაზოთ, ადეკვატური რომ იყოს? შეიძლება ხანდახან იქითაც მივუყვანოთ ხოლმე სახლში ბავშვი, მაგრამ ნუ ძირითადად ჩვენთან ივლის. მეტი არაფერი დაევალება ბავშვის მოვლის გარდა. დიდი ალბათობით სულ მარტოც არ იქნება მთელი დღე ბავშვთან. ასე 10-დან 6-მდე ვვარაუდობთ და ხან მეც ვიქნები სახლში, ხან დედაჩემი და ასე.

Posted by: narkozeli 25 Aug 2023, 21:27
fermina
QUOTE
ასე 10-დან 6-მდე ვვარაუდობთ


ამ გრაფიკით 5 დღე კვირაში დღეს საშუალო ხელფასი არის 800-900 ლარი დაახლოებით ♡
მე მყავს 10ის ნახევრიდან 19:00მდე ორშ-პარასკევი და შაბათს 14:00-მდე და ვუხდი 1000 ლარს + ულიმიტო სამგზავრო ბარათი

Posted by: Alisaka 25 Aug 2023, 21:41
სერაფიტი
მადლობა დიდი ამომწურავი ოასუხისთვის
1-2 ჯერ მეტჯერ ვერ გსმოწველი, 3 წვეთი მოდის ისედაც სამედიცინო აპარატით წველისას ეს ქალი ნეკითხებოდა დღეს როდის გამოიწველეო და 4 დღის წინ თქო და რაოოო? ანუ ძაან ცოტაა
მგონი სტრესმა დედა უტირა..









ხალხნო მიშველეთ
მარცხბიც საკვერცხესთან მტკივა(ან საკვერცხე??) საკეისროსთსნ კავშირშია? აი რო დავაცემინე ეგ მეტკინა და არა ნაკერი
ექინს მივწერე უკვე და საკეისროს გოგოებმა შემომეშველეთ sad.gif

Posted by: fermina 25 Aug 2023, 21:47
narkozeli
QUOTE
ამ გრაფიკით დღეს საშუალო ხელფასი არის 800-900 ლარი დაახლოებით ♡
მე მყავს 10ის ნახევრიდან 19:00 მდე და შაბათს 14:00-მდე და ვუხდი 1000 ლარს + ულიმიტო სამგზავრო ბარათი


გასაგებია, მადლობა, რადგან კვირაში 4 დღეზეა ლაპარაკი და ძალიან ახლობელ ადამიანზე, ალბათ 700-800 ლარი ნორმალურია, ასეც ვვარაუდობდი...

Posted by: სერაფიტი 25 Aug 2023, 23:46
4 დღის წინ?
აღარ გამოიწველო აბა, გაგქრობია და ეგაა.smile.gif)

დააკვირდი 2-3 დღე, წესით აღარაფრი შეგაწუხებს. თუ ეჭვობ, დალიე წამალი, ნახევარი აბი ორჯერ. მაგრამ მგონი არ გჭირდება.
* * *
fermina

კი, 700-800 ნორმალურია.

Posted by: Panda-008 26 Aug 2023, 05:49
5 დღის ბავშვს ერთ ჭამაზე რამდენ მლ-ს აძლევთ და დღე-ღამეში რამდენჯერ, მითხარით, სანამ გავაფრინე cry.gif
ძუძუს ჭამს, ჯერ კარგად არ მომსვლია და ხელოვნურს აყოლებს და მაინც პირს აწკლაპუნებს, ხელებს ღეჭავს და ტირის. ჩემთან რომ გადმოვიწვენ და ძუძუს ვაძლევ, წყნარდება და იძინებს, მაგრამ მე ვარ ფხიზლად, მეშინია, არ შემომეჭყლიტოს ან რამე sad.gif დიდხანს ვერ გავძლებ ასე


ჰელფ

Posted by: სერაფიტი 26 Aug 2023, 10:30
Panda-008

1. ტირილი და ხელების ღეჭვა არ ნიშნავს, რომ შია.
2. რაც მეტად დაუმატებ ხელოვნურს, მეტად შეგიმცირდება რძე. ან რამდენსაც დაუმატებ, იმდენი უნდა გამოიწველო. თორე ორგანიზმს ეუბნები, რომ, პირიბითად, 20 გრამი სჭირდება 3 საათში ერთხელ და შესაბამისად "აწარმოებს" ოცს. თუ ლაქტაციის შეწყვეტას აპირებ, მაშინ პირიქით, ნაკლებად მოაწოვე. თუ გაგრძელებას - ორი-სამი დღე მთლიანად "ჩამოიკიდე" ძუძუზე და სულ აწოვე. დასტიმულირდება და მეტი წამოვა.

3. თავის ლოგინში ბევრი ახალდაბადებული არ იძინებს. ჩემსასაც უჭირდა ასე 2 თვე. უფრო სწორედ, სიახლოვე უნდა ადამიანთან და ან გულზე გვეწვინა დღისით, ან ახლოს ვეწექი. ღამითაც გვერდით მეწვა და ნახევრად მეღვიძა შესაბამისად. მაგ ნაწილში ვერ დაგამშვიდებ. პირველ 3 თვეს რძახიან მეოთხე ტრიმესტრს,იმიტომ რომ ბავშვი ჯერ ისევ "მუცელშია" და ვერ ეგუება ასე ადვილად სამყაროს, სივრცეს, ხმებს. იმიტომ ამშვიდებს წოვა, სიახლოვე, თან დედის. ძუძუს მხოლოდ ჭამის და შიმშილის გამო არ წოვს, თავს იმშვიდებს. ვალერიანია ჩათვალე მაგისი smile.gif))

მხოლოდ მოთმინებას გირჩევ. და ცდას, რომ ჩააწვინო თავისთან (შეგიძლია გაუთბო პილიონკა და იმაზე დააწვინო, თბილი სიამოვნებთ). თუ არ ჩაწვება, ნუ გაწყრები - საბოლოოდ მაინც მიეჩვევა ამას. სცადე მიუხედავად იმედგაცრუებისა, ხშირად სცადე და როდისმე გამოვაsmile.gif))

სოსკასაც მიაჩვიე ნელნელა, ეგეც დაეხმარება.

რაოდენობა არ ვიცი რძის, მგონი 60 გრამია მაგ ასაკზე, 3 საათში ერთხელ.

Posted by: Panda-008 26 Aug 2023, 13:25
სერაფიტი
მადლობა. კი, ვიწველი.
ჯერ ვაძლევ ძუძუს, მაგრამ არ ყოფნის აშკარად. სამშობიაროში მითხრეს, 30 წუთზე მეტხანს არ მივცე ცალი ძუძუ. ამის მერე ისევ თუ გაგიჟებულია, მერე ვაძლევ დამატებას. პლიუს, ვიწველი კიდეც, რომ ვნახო, რამე თუ ჩატოვა და ლაქტაციის კონსულტანტმა მითხრა, ცარიელი რომც იყოს, ტვინს აწვდი ინფორმაციას, რომ ბავშვს არ ეყო და მეტი უნდა გამოიმუშავოსო.
მოკლედ, ვნახოთ.

ჩვენს საწოლში ჩაწვენა მოგვიწევს ალბათ რაღაც პერიოდი..

Posted by: narkozeli 26 Aug 2023, 13:32
Panda-008

საწოლს გვერდი არ ეხსნება? მოუხსენი და მოიდგი შენს საწოლთან.
გაგიჭირდება მერე მიჩვეულის გადაჩვევა და ჩემი რჩევაა არ ჩაიწვინო ხოლმე. არც უსაფრთხოა ჩვილობაში და შენც გაწვალდები. იქნებ ამ მეთოდმა გაამართლოს, ახლოს მოიწიე მისი საწოლი.

Posted by: Panda-008 26 Aug 2023, 16:50
narkozeli
კი, ბედსაიდ ქრიბი გვაქვს და არ ჩერდება. დღისით კი სძინავს გაგუდულს და ღამით არ ისვენებს. მუცელშიც ამ რეჟიმში იყო. დიდი ეშმაკი ვინმეა, იცის როგორ აგვიჩუყოს გული biggrin.gif

აუ, საწველით ძალიან კმაყოფილი ვარ! ზუსტად ვიცი ახლა, რამდენი მაქვს და რამდენს შეჭამს.

Posted by: fermina 26 Aug 2023, 17:43
წლიდან ბავშვებს წვნიანებიდან რას სთავაზობთ? სუპპიურეებს არ ვგულისმობ, ხორცის ნახარშიც ვიცი, რომ არ შეიძლება.
ჩვეულებრივი ბოსტნეულის “ტყუილი” სუპი გასაგებია, რამე მინდა სხვაც, მრავალფეროვნებისთვის.

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2023, 00:17
Panda-008

30.წთ ჭამს? ყოჩაღ მაგას smile.gif) მოუნაცვლე ძუძუ,.ორივე აჭამე, თუ არ ჰყოფნის ერთი. და მერე თუ კიდე უმატებ ფორმულას,.იწველე. შეიძლება გრამი არ გადმოვიდეა, მარა კი, სიგნალი მიდის, რო ააბა აწარმოე რძე,.შია ბავშვსsmile.gif)) და სადღაც 2-3 დღე უნდა გადაწყობას ახალ რაოდენობაზე.

მე მენსტრუს დღეებში, ასევე მშობიარობიდან 3 თვის თავზე შემიმცირდა (რძის კრიზისი იცის 3 თვეზე). მე მარაგები მქონდა, არ დამიმატებია ფორმულა და ვაძლევდი ჩემს რძეს,გაყინულს. მარა თან ვიწველიდი ,როცა ის ბოთლით ჭამდა. 2-3 დღეში ისევ იმდენი მქონდა.
ეს ინფო რო არ მქონოდა, ნამდვილად მეგონებოდა, რომ რძე შემიმცირდა და დამატწბას მივცემდი, არც გამოვიწველიდი და უფრო შემცირდებოდა.
ყოფილა სესია, რო აი 40 გრამი წამოსულა 15 წუთის განმავლობაში. მარა, ხო გეუბნები, 2-3 დღე და ჰოოპ, ისევ არსაიდან მოდიოდა რძე. სპექტრა მაქვს, მართლა უმაგრესი საწველია.

აბა, წარმატებები. და იცოდე, მალე გაადვილდება, აუღებ ალღოს. ახლა ძნელი ჩანს ალბათ.
* * *
narkozeli

აი, გვანცა, ჩიკიტაის სათამაშო გიყიდია, წეღან რომ დაწერე. და კაია ხო? შოურუმში ვერ გავედი და ფბზე ძაან მომწონს! გამოვწერო? ხარისხი როგორია, ირეცხება? ხმა კაი აქვს? ელემენტზეა?
იაფი არაა, მარა თუ ხარისხიანია და ოვერფრაისი არაა, უნდა ვუყიდო აუცილებლად <3

Posted by: Panda-008 27 Aug 2023, 00:34
სერაფიტი
გუშინდელამდე ვუნაცვლებდი და ცალ მხარეს დამსისხლიანა (კი, ვიცი სწორი მოჭიდება და ა.შ.), ამიტომ ჯერჯერობით ამას ვიწველი სანამ მოშუშდება და მეორეს ვაჭმევ. ლანოლინის კრემს ვიყენებ. თითო ძუძუდან ერთ გამოწველაზე მაქს 15 მლ ვიღებ ჯერჯერობით და არ ყოფნის, რა თქმა უნდა :-/ ღორმუცელაა. ახლა გადავედი ყოველ 2 საათში წველაზე და 1 კვირა მივცემ შანსს, იქნებ მომემატოს. თუ არა და მეყოლება შერეულზე, არც ეგაა ტრაგედია.

Posted by: narkozeli 27 Aug 2023, 00:39
სერაფიტი

ხარისხი კარგია კი, ნატურალური ქსოვილია ხელითაც ეტყობა. ხმა უმშვიდესი უნაზესი.
ცოტა ოვერფრაისდ არის მაგრამ ხელნაკეთი ნივთები ხომ იცი)) დაქოქვის მექანიზმი აქვს, მექანიკურია ანუ.
რეცხვით მხოლოდ ხელით შეგიძლია გარეცხოო.
მე იცი რას გირჩევ? შენი გოგოსთვის უამრავი ხელნაკეთი სათამაშო აქვთ იგივე მელოდიებით. ასევე ერთი სპილო აქვთ საგორიალებელი და ეგეც ძაან მომეწონა სადღაც 1-1.5 წლის ბავშვისთვის, ეგ არ არის ოღონდ მუსიკალური.
ამ სათამაშოებს არააქვთ სხვათაშორის მაგხელა ფასი, მობაილია ყველაზე ძვირი (210-250 ლარი) იმიტომ რომ ხის დიდი მექანიზმები მოყვება (საწოლზე დასამაგრებელი ჯოხები და ამბები)
სათამაშოები 80-100 ლარის ფარგლებშია და იგივე მელოდიები აქვს. მოკლედ მაგათ გირჩევ, ღირს ჩემი აზრით რომ უყიდო <3 ფლამენგო მომეწონა ერთი და კიდევ რამდენიმე რბილი სათამაშო. ნაჭერი და შემდგენლობა 100% უსაფრთხო ეკოლოგიურად.


* * *
Panda-008
QUOTE
დიდი ეშმაკი ვინმეა, იცის როგორ აგვიჩუყოს გული


ჰაჰაა biggrin.gif პატარა მაიმუნები love.gif

რომელი საწველი გაქვს?

Posted by: Panda-008 27 Aug 2023, 03:34
narkozeli
Medela Swing Maxi

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2023, 06:11
Panda-008

კი, სწორად იცი და სწორს შვრები <3
1 კვირა 2 საათში ერთხელ წველა მოგიმატებს 90 პროცენტით. მით უმეტეს პარალელურად თუ აწოვებ.

narkozeli

ხო, მე მინდა ყვითელ ფოთლებს რო უკრავდეს და აბა კიდე გადავხედავ არჩევანს. ნუ ხელნაკეთი ძვირია, რა თქმა უნდა,მელოდიური თან.

იმდენი სათამაშო მოვიქსოვე ამას ორსულობაში და არ ეკარება smile.gif)) არ მოსწონს ნაქსოვი. არ ვიცი, მერე თუ მოეწონება. ძირითადად ხის სათამაშოებს ვყიდულობთ, ან ნაჭრის.

Posted by: narkozeli 27 Aug 2023, 10:31
სერაფიტი

მეც ყვითელი ფოთლები ავიღე, აი რამდენიმე წუთით გაჩვენებ რეალურად როგორი ხმა აქვს, ავტვირთავ ვიდეოს:
https://youtube.com/shorts/Nomo0L1ujNo?si=xOwLYca9xKOJobj4

მოქსოვილი ნივთები ჩემს ბიჭსაც არ უყვარს, მგონი არ სიამოვნებს შეხება.
შენი გამოსაყვანი პოლზუნკა მახსოვს რომ მოუქსოვე და ამას წინათ ვნატრობდი ნეტა ვიცოდე ქსოვათქო, ისე მომინდა მე გავუკეთო რამე)) ❤️

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2023, 11:22
narkozeli

ძალიან საყვარელი მობაილია <3
ლამაზიცაა და ეგ მელოდია <3

მოქსოვილები - ჰოო, აშკარად არ მოსწონს ფაქტურა. ერთი საჩხაკუნო იუნიქორნია და იმით უფრო ითამაშა ხოლმე, მაგრამ დიდა ვერ ამუღამებს. შეიძლება ცოტა რო მოიზარდოს, უფრო მოეწონოს. Sleepyhead დიდი ამბით მოვქსოვე, ძილის დროს დაეხმარებათქო, რო იციან მიწვენა თოჯინის. ჯერ ადრეა მგონი. ჩავუდე საწოლში იმდღეს და ყურადღება 0. smile.gif))
დაახლოებით იმას ჰგავს, რაღაცა განსაკუთრებულ კერძს რო მოუმზადებ და 1 კოვზის მერე რო პირს კუმავსsmile.gif)) ეგრე ვუმზადე ეს სათამაშოები და აბა ჰა smile.gif))


პ.ს. თვალი არ ეცეს, 4 დღეა წესიერად ჭამა დაიწყო და ენთუზიაზმიც მომეცა საჭმლის კეთების :დდდ

user posted image

Posted by: lesila90 27 Aug 2023, 17:33
გოგოებო ლაქტაციის დროს დაორსულების შანსი არის? მე ხო ყველაფერი სასწაული მემართება ამიტომ
მეშინიაა))) ციკლი ლაქტაციის დროს არ მექნება ხო

Posted by: takoo1 27 Aug 2023, 17:41
narkozeli
fermina
მშვენიერი ფასია 1000 ლარი.
ისეა გაძვირებული ეზოში რო ლაპარაკობენ ხოლმე ძიძები 9-10დან 19:00 საათამდე 1200-1300 ლარი გახდა.
700-800 ლარს 4საათამდე უხდიან უკვე მგონი.


* * *
lesila90
კიიი არის და არ დაიჯერო რო ამბობენ არ ორსულდებიო biggrin.gif
ასე რო თავი დაიცავი. არ გარისკო

Posted by: narkozeli 27 Aug 2023, 17:47
სერაფიტი

რა საყვარელია❤️❤️ ნეტა მე მიქსოვდეს ვინმე ან მე მეხერხებოდეს)) ასე მგონია საუკეთესო თერაპიაა.

ჭამის ამბებს გილოცავთ, აგრილდა და ამოისუნთქა ბავშვმა❤️

lesila90
არის და მერე როგორ biggrin.gif მიყოლებული ბავშვები ძირითადად ლაქტაციის დროს ჩასახულები არიან))



Posted by: სერაფიტი 27 Aug 2023, 18:04
lesila90
როგორც დაგიწერეს, შანსი არის.
მემსრუაციაც შეიძლება აღგიდგეს. მე აღმიდგა 2 თვეში გაჩენიდან და ყოველ თვე მომდიოდა.

Posted by: lesila90 27 Aug 2023, 18:10
takoo1
narkozeli
სერაფიტი
ძალიან მეშინიაა ამ პრეზერვატივს ვერ ვეგუები და მეუღლე იცინის იმპოტენტი უნდა გამხადოო)))

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2023, 19:59
lesila90

იმპოტენტი არ გახდება მასე :დდ
მინუსებში მქონდა მე პირადად ლიბიდო ლაქტაციისას. არანაირი სურვილიsad.gif როგორც კი შევწყვიტე, მაშინვე დამიბრუნდა ძველი სურვილები <3
ისე, ჩემი გინეკოლოგისგან ვიცო, რომ ერთადერთი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არსებობს, რომელიღაცა, რომელიც ლაქტაციისას ინიშნება. სხვა კონტრაცეპტივი არ შეიძლება. ეგ რომ იკითხო გინეკოლოგთან?

ან ძალიან თხელი პრეზერვატივები იყიდეთ და რამენაირად შეეგუე. მიყოლებული ბავშვი გირჩევნია თუ პრეზერვატივის დისკომფორტი?smile.gif)


გოგოებო, ცოტა ოფტოპიკ ვიკითხავ აქვე: დაახლოებით ფასი ხომ არ იცით შემთხვევით სახლის/ინტერიერის დიზაინერის მომსახურების? ასე 60-70 კვადრატული მეტრი ფართის ბინისთვის?

Posted by: takoo1 27 Aug 2023, 21:48
lesila90
ეგ არავის არ გვიყვარს მარა რას იზამ სანამ ძუძუზე გყავს როგორმე გაუძელი
ჩემსავით არ დაგემართოს დაოbiggrin.gif
მე უკვე ძუძუზე აღარ მყავდა ერთი თვის დანებებული ქონდა მარა მაინც


ისე გოგოებო ჩამოვარდა თემა და რა მაინტერესებს იცით,აი როგორ უნდა დაიცვა თავი კონტრაცეპტივი არც ისე კარგია როგორც ვიცი ჰორმონულ ამბავში.თან წლობით რო ზიხარ.
როცა აღარ აპირებ გაჩენას აი საერთოდ გადაკეტილი რო გაქ.მთელი ცხოვრება ეხლა 20 წელი პირობითად პრეზერვატივი მართლა რა უბედურებაა biggrin.gif
სპირალი ალბათ? თუ რა არის ვამოსავალი?

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2023, 22:08
takoo1

ისე, შენ შეგიძლია მილები გადაიკეტო. გამიგია, რომ აკეთებენ ასე,.როცა საბოლოო გააწყვეტილებაა (ნუ, თუ ნამდვილად აღარ აპირებ).
ჩემი მეგობრის ქმარმა სამი ბავშვის მერე სტერილიზაცია ჩაიტარა, კაცებში ეგ თემაცაა, მარა ის გერმანიაშია და არ ვიცი, საქართველოში კეთდება? სრულიად უსაფრთხოაო და მე თუ მკითხავ, კეთილი ინებონ და მაგათ იწვალონ ცოტა, არაუშავს. ჩვენ სპირალეებს და ჰორმონებს ეგ ჯობია. როცა დამჭირდება, ვაპირებ, მოვიკითხო, თუ კეთდება საქართველოში.

სპირალსაც აქებენ, თუ არ გინდა კონტრაცეპტივი.
კონტრაცეპტივი საშინლად მიქვეითებს ლიბიდოს (ნუ იარინას მეტი არ დამილევია, შეიძლება სხვამ არ იმოქმედოს ასე, არ ვიცი). სპირალს მუდმივად კონტროლი უნდა ოღონდ მგონი.

რაღაცაა კიდე, მკლავში რო დგამენ, მაგაზე არ მაქვს სრული ინფო.

Posted by: narkozeli 27 Aug 2023, 22:18
ამ პრეზოს თქვენ ერჩით თუ ქმრები? biggrin.gif

კარგი ხარისხის პრეზერვატივი, ულტრა თხელები რაცაა მე ვაბშე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით დაჟე ძაან მიყვარს :დ
არც ქმარს არ გამოუთქვამს პრეტენზია, დამატებითი ლოჯისტიკური და კაი დიდი ფინანსური ხარჯია უბრალოდ :დ


მე წლები ვიცავდი თავს კონდომით და ნამბერ უანი, ყველაზე სანდო და უსაფრთხო ჩემთვის ეგაა. ( რა ვიცოდი ფერთილიტი პრობლემები თუ მქონდა :დ)
ლაქტაციის დროს ორალურ კონტრაცეპტივებში ლაქტინეტია დაშვებული.
ასევე გაჩენიდან 40 დღის მერე სპირალი. ( მე 3 თვეშიო მირჩია მაშინ გინეკოლოგმა)


* * *
takoo1
სერაფიტი

თუ მეტი შვილი აღარ გინდა ვაზექტომია (კაცებში) ან მილების გადაკეტვა ქალებში. 3 შვილის მერე კეთდება.
სპირალი 3-5 წელი შეგიძლია მშვიდად გქონდეს უბრალოდ წელიწადში ერთხელ უნდა კონტროლი ეხოთი და ეგ არც მგონია დიდი პრობლემა.

Posted by: სერაფიტი 27 Aug 2023, 23:04
narkozeli

ტრენდიოლიდან იწერს ხალხი იეფად პრეზოებს. ხო არ გიცდია?smile.gif)
მე ჯერ არა.

Posted by: lesila90 28 Aug 2023, 09:07
სერაფიტი
takoo1
მეც ეგრევე ვარ ნული სურვილი და ვნერვიულობ რა მჭირს თქო. ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი პრეზერვატივით სექსზე ვოცნებობდი და ეხლა რა მჭირს თქო)))ანუ სიმშრალე მაქ და დურექსი იყიდა სისველე არ ჰქონდა დიდად და ამიტო მაქ დისკომფორტი მტკივნეულია პლიუს ვიწრო შესასვლელი მაქ თუ რაცაა ეხოსკოპიასაც რომ
ვიკეთებდი შესვლის პროცესი ძალიან
მტკიოდა მერე აღარ. რომელ
პრეზერვატივს მირჩევთ რომელიც კარგად სველი იქნება.
ისე ციკლი თუ არაა როგორ დაორსულდები ოვულაციაც ხომ არაა მაგ დროს

Posted by: narkozeli 28 Aug 2023, 10:25
სერაფიტი

ვაა სულ არ მიფიქრია)) რატომაც არა ისე, აუცილებლად ვცდი) ამაზონიდან ვიწერდით ხოლმე წლების მანძილზე სხვადასხვა არომატ-ფორმებიანებს და კაი გასართობი იყო ცალკე ეს არჩევა განხილვების პროცესები მერე biggrin.gif

lesila90

სიმშრალე იწვევს ტკივილს თორე ანატომიურად მასეთი სივიწროვე არ არსებობს, კუნთია ვაგინა და 4 კილო ბავშვი ეტევა :დ შესაბამისად მაგ დისკომფორტის მიზეზი არის ლიბიდოს დაქვეითება და საკმარისი სისველის არ ქონა. არსებობს ლუბრიკანტიანი პრეზოები და ცალკე ლუბრიკანტიც შეგიძლია მიიხმარო, პრელუდია გაზარდეთ, რამე რომანწიული ფილმი ნახეთ, ღვინოს ვერ მოწრუპავ თორე ეგეც დაგეხმარებოდა მოდუნებაში❤️
ისე საკეისრო კვეთის მერე პირველი სექსი როგორც ამბობენ მტკივნეულია ხოლმე, აქაც ბევრჯერ წამიკითხავს პირველ ღამეს გავსო))
ამიტომ, დიიიდი პრელუდია, ლუბრიკანტი, მოდუნება და ყველაფერი კარგად იქნება❤️
ციკლს რაც შეეხება, ჯერ ოვულაცია ხდება და მერე 2 კვირაში იწყება ციკლი და წინასწარ ხომ არ იცი რომელი 2 კვირის მერე დაგეწყება))
უციკლოდ დარჩა ჩემი დაქალი, 4 თვის პატარა ყავდა მხოლოდ ძუძუზე თან. ეხოზე იმიტომ მივიდა რომ მუცელი გაეზარდა biggrin.gif და 15 კვირის ორსული აღმოჩნდა) ციკლმა ვერც მოასწრო აღდგენა.
რაღა დაქალი აგერ დედაჩემიც მასე დარჩა ორსულად პირველი შვილის მერე 2 თვეში biggrin.gif 11 თვეა ჩემს დებს შორის სხვაობა. ღადაობა ისაა რომ მეორე ბავშვის მერეც იგივე დაემართა 3 თვეში ისევ ორსულად დარჩა და სამი მიყოლებული ბავშვი ყავდა, ჩემი დებს შორის ასეთი სხვაობაა)) მე გავჩნდი 8 წლის მერე.
და კიდევ უფრო დიდი ღადაობა ისაა რომ ვერ წარმოედგინა ასეთი რამე თუ გადახდებოდა, იმიტომ რომ 5 წელი დაოჯახების მერე შვილი არ უჩნდებოდათ, მერე ორი მოშლა ქონდა და ერთი შვილიც სანატრელი ყავდა. რას იფიქრებდა ასე რომ გადაირეოდა მისი ორგანიზმი biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 28 Aug 2023, 11:07
lesila90

ლუბრიკანტი იყიდეთ/ან გამოიწერეთ. დაისვენებsmile.gif)
სურვილი რომ არ გაქვს,ლაქტაციის და ცადი გაფრენილი ჰორმონების ბრალია. მორჩები ლაქტაციას და აღგიდგება.

Posted by: Panda-008 28 Aug 2023, 11:56
მშობიარობის მერე შეშუპებული ფეხები ვის დაგრჩათ და რამდენ ხანში გაიარა? დედაჩემის შლოპანცებით ვარ გამოსული, სხვა არაფერი მომერგო user.gif

Posted by: adeline 28 Aug 2023, 12:04
გოგოებო, ბავშვის თბილ, ღუნღულა პლედებს სად ყიდულობთ, ეტლზეც რომ გადავაფარებ ისეთს?

Posted by: narkozeli 28 Aug 2023, 12:07
adeline

ოკაიდის მაქვს მე, იანვრიდან სულ მაგას ვაფარებდი ხოლმე სანამ გადაძრობას დაიწყებდა))

კარგი ხარისხია.
user posted image

Posted by: adeline 28 Aug 2023, 12:09
narkozeli
ვაჰ, გუშინწინ ვიყავი მანდ, რაღაცეები ვიყიდე და პლედი საერთოდ არ გამხსენებია. მადლობა :* შევივლი ისევ

Posted by: takoo1 28 Aug 2023, 12:55
სერაფიტი
მე კი ვსვავდი კონტრაცეპტივს ადრე (იარინას)ცოტა ხანი ერთი წელი არც კი.
ჩემზე არააქვს რეაქცია მშვენივრად ვიყავი მარა არ მინდა რა ჰორმონების არევ დარევა.
წლობით ვერ დავჯდები ნამდვილად მეშინია.
მილების გადაკეტვაც რაღაც ცუდად მხვდება ყურში ეგეთი ჩარევაც არ მინდა.
სპირალზე ვფიქრობ და გავივლი კონსულტაციას აბა რას მეტყვის.კი შემომთავაზა თამარმა რო გააჩენ მოდი ჩაგიდგავო,მოვიფიქრებ მოკლედ.
narkozeli
ორივე ვერჩით გვანც biggrin.gif
ყველანაირი მაქ გამოცდილი. წლები ვხმარობდით და ვერა რა.
ათასში ერთხელ მოჟნა მარა სულ ტეხავს რა.
ხო სპირალი მგონი უსაფრთხოა.
წელიწადში ერთხელ კი უნდა გადაამოწმო.
უბრალოდ მაინტერესებს შანსი ხო არ არის რამე გაიპაროს მაინც?


lesila90
პრეზერვატივი არაფერ შუაშია,თუ სიმშრალე გაქვს მაგის გარეშეც დისკომფორტი გექნება.
ლუბრიკანტები არის და ეგ უნდა იხმარო.
მე ისედაც ვხმარობ ხოლმე კაი რაღაცაა.
ამაზონზე შეგიძლია გამოწერო მე ადრე ვნახე ორსულებისთვისაც იყო დაჟე ცალკე.
აქ ჩვენთან აფთიაქებში მგონი მარტო დურექსი და ვან თაჩია თუ რაღაც.
ეგენი ცოტა მიღიზიანებს თითქოს აი შეილება ქავილივით გქონდეს რა.
მე ფაბერლიკიდან ვიწერდი წლების წინ კიდე და მომწონდა ეხლახანს გამოვწერე კიდე
მოიცა განახებ სურათს.
user posted image

user posted image
ეს მეორე ახალია რაღაც უფრო ძვირია მარა პირველი ჯობია ძველი რომელიცაა.
ეს მეორე არ მომეწონა წებოვანივითაა




Posted by: lesila90 28 Aug 2023, 18:27
takoo1
უნდა ვიყიდო ვცადო მაგით.
* * *
სერაფიტი
ამასობაში ქე წავა გემზე ეს საწყალი)))ღადაობს 7 თვე არა ახლა კიდე არაა ბარემ
მომაჭერიო )))
* * *
narkozeli
ასე ძაან თუ მოქმედებდა ლაქტაცია არ მეგონაა. მე მეგონა რაღაცა მჭირს თქო. ტკივილის კი მეშინიაა. ლუბლიკქნტს ავიღებ მაინც
* * *
takoo1
გამოვიწერ მაგას და ვნახოთ თუ მიშველა

Posted by: anibani18 28 Aug 2023, 19:58
გოგონებო, როგორ ხართ? ვეღარ გკითხულობთ.
დავაწვინე ჩემი გოგონები ერთ ოთახში და მშვენივრად სძინავთ. ძალიქნ ლამაზი ოთახი გამოუვიდათ, მერე ერთნაირ საწოლებს ვუყიდით და ერთ კარადას გავაკეთებთ, რომ გაიზრდებიან.
ქიჩენ ჰელფერი ვინმეს გამოგიყენებიათ? მართლა კარგი რამ არის? ვფიქრობ დავამზადებინო ისეთი, რომ ორივე ბავშვი ჩავატიო.
დღეს გრაკოს მანქანის სავარძელი ვუყიდეთ უფროსს, დავამაგრეთ და ჩემი ადგილი აღარაა უკან, ანუ კი დავჯდები, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია. ნეტა გაჩერდებიან ჩემს გარეშე მარტოები

Posted by: სერაფიტი 28 Aug 2023, 20:42
anibani18

როგორ ხართრ, როგორ დაისვენეთ?
ოთაში დაბრუნებას გილოცავთ /<3
უფროსი როგორაა, ისევ ჭედავს თავისებურად?smile.gif))

გრაკოთი ძალიან კმაყოფილი ვარ მე. ჩემთან უკან 2 ცალ-ცალკე სავარძელია. მთლიანი არაა. ამიტო ოდესმე მეორე თუ გავაჩინე, მოუწევთ ერთმანეთის გართობა :დდ

ერთ ვლოგერს ედო, ბავშვისთვის დიდი ლამაზი ნახატ-სტიკერები ჰქონდა გაკრული უკანა კარის ფანჯარაზე, ჭერზე. სათამაშოები თავისთავად. და ჩერდებაო. გზაში ამ ნახატებზე ამბებს ვიგონებთო.

Posted by: takoo1 28 Aug 2023, 21:46
lesila90
კიკი გიშველის ეომელია smile.gif
მოასწარი ჰე ეხლა ცოდოა ეგ ბიჭი biggrin.gif biggrin.gif
anibani18
ანიი რა კარგია რო კარგად შეეგუა ორივე.
ოთახში თუ უშენოდ ჩერდებიან
მანქანაშიც გაჩერდებიან წესით,ისე არ გიცდია მარტო ჩასმა უკან?
მე თავიდანვე ეგრე ჩავავი ორივე,არასდროს არ ვზივარ უკან.ეომც ტიროდეს პატარა წინიდან რათაცნაირად ვართობ.
ეხლა სამი როგორ ჩავაჯინო ეგ თავსატეხი მაქbiggrin.gif
მესამე ქარსითი აღარ ეტევა და ლუკიანეს მოუწევს შუაში ბუსტერზე გადაჯდომა.ღვედი შუაში კი ჩამოდის ჭერიდან უმაგრდება ჩვეულებრივად.
იმედია შეელევა თავის ქარსითს,უყვარს ისე არ ჯდება მანქანაში გაკივის დამაბიო))

Posted by: anibani18 28 Aug 2023, 22:05
სერაფიტი
კარგად დავისვენეთ, ცხელოდა უბრალოდ ძალიან. თქვენ? <3
სამსახურში გავედი, ბავშვები ორშაბათს მოვლენ და მერე ვნახოთ როგორ ვიქნები smile.gif
სტიკერები კარგი აზრია. ვცდი აბა. პატარა უპრობლემოდ ჩერდება, ზის თავისთვის და ფიქრობს და თვლემა ერევა. მეშინია, უფროსს არ მოეშალოს ნერვები და რამე არ ჩაარტყას უცებ.
ჭედავს კი. ძალიან მხოლოდ მაშინ, თუ მე შემეშალა რამე, ანუ თუ დავაძალე რამე. ისე, ლაითად, ჩვეულებრივი ტანტრუმის დონეზე კი ივოხლე, სულ. წავიკითხე, რომ ტანტრუმებშიც განსხვავებაა. არსებობს ტანტტუმი და მელთდაუნი. აი, ეს მელთდაუნი აქვს ხოლმე და ძალია რთულია. დაიკოს კარგად ექცევა უმეტესად, მაგრამ თუ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა, ან არ მოყვება პატარა სადმე, ან მის ჭკუაზე არ იქცევა, მაშინ ბრაზობს ურტყავს. პატარას ვალში არ რჩება და კბენაზე გადადის. მერე მე ვერევი და ყველა კბენა მე მხვდება.

takoo1
არ მიცდია აქამდე. ახლა უნდა ვცადო.
ეს გრაკო იმხელაა, არ დარჩა მანქანაში ადგილი.
ისე, რა წესსაც ჩამოუყალიბებ, ის წესი იქნება სულ. მანქანაში ჯდომაც იგივეა, თუ ჩაუჯექი შუაში, მერე სულ იქ დარჩები, სანამ თვითონ არ გამოგაგდებენ.

Posted by: Alisaka 28 Aug 2023, 23:11
სალამი დედიკოებს
პატარას ეწირპლება თვალი,მითხრა პედიატრმა მასაჟი, ფიზიოლოგიურით ვწმენდდდი ჯსედაც,მაგრამ მასაჟის გაკეთების მეშინია,არაფერი დავუზიანო თქო და რას მირჩევთ sad.gif არასწორად არ დავადო სადმე რამე…

გამოწერის წონაა გოგოებო მნიშვნელოვანი როცა წონიან წონის კონტროლზე თუ დაბადების?

Posted by: სერაფიტი 29 Aug 2023, 10:53
anibani18

ჩვენც მოვრჩით დასვენებას. ანიტა 10 თვის ხდება, ცოტა-ცოტა ჭამის და ძილის ამბები პროგნოზირებადი გახდა და მიხარია. ადვილად ჩაძინებაც ისწავლა, ხელში აღარ უნდა. მთლად მარტო ვერ იძინებს, 3-5 წთ უნდა ვარწიო, მაგრამ რა შედარებაა, სამოთხეა. ღამე აბამს ძილს 1 კვირაა, 9-ის ნახევროდან ასე 5 საათამდე და მერე რო ვუბრუნებ, თან ადვილად, 7, 8-ის ნახევრამდე ისევ იძინებს. პირველად ვარ გამოძინებული მას მერე, რაც გაჩნდა. ძალიან ვღელავდი, სკოლაში როგორ ვივლითქო ასე გამოუძინებელი და გამიკეთა საჩუქარიsmile.gif)) 6 სთ გამომდის ძილი, რაც დიიიდი შვებაა. მგონია,.რომ მალე ამოაგდებს იმ 5 საათიან გაღვიძებასაც. არც ჭამს, არაფერი, უბრალოდ ფხიზლდება. და მალევე უნდა მივუსწრო, რო შევუბრუნო.

მე ხვალ გავდივარ სკოლაში და 4-დან მოვლენ ბავშვები.

ისე, მოგნატრებია სამსახური? როგორ დალაგდნენ უშენიდ გოგოები? როგორ ფიქრობ, უკეთ იქნებით, თუ ნახევარ დღეს ცალ-ცალკე გაატარებთ?smile.gif)

თავის ოთახში გადასვლა და შენი სამსახურში გასვლა მგონია, რომ კიდევ მეტად "გაზრდის" ორივეს.
* * *
Alisaka

გამოწერიდან ითვლება.
როგორ ხართ აბა? ძუძუები როგორ არიან smile.gif)

Posted by: Alisaka 29 Aug 2023, 11:44
სერაფიტი
რო ჭამს ვიჭერ ხელში რო ამოაქარვოს და ზეზეულად ძინავს
მასე დავატარწბ ხელში ნახევარი საათი და სადამდე მყავდეა?დაწოლილს უტირია ამიყვანია და მერე ამოუქარვებია და მეაინია
ძუძუები პაწუკაა ძაან ერთ მხარე შარიკი შემჩნველადაა ოდნავ დაპატარავდა
მგონი მეშველენა
პტოლაქტინის ანალიზს აქვს ახრი?

Posted by: სერაფიტი 29 Aug 2023, 13:33
Alisaka

არა, პროლაქრინის ანალიზით ჯერ ვერაფერს მიხვდები. უბრალოდ იყავი ყურადღებით. ზოგადად, ლაქტაციის დასრულებიდან 6 თვეში კეთდება ექო. ჰორმონალური ამბებიც სადღაც სამი თვიდან ლაგდებაო, ამბობენ. გინეკოლოგს კითხე მაინც, რამდენ ხანში მოგცემს სწორ შედეგს ჰირმონის ანალიზი.

ჭამის მერე ამოაქარვებინე, სწორია. კი, ეგრე ეძინებათ ხოლმე, ნორმალურიაsmile.gif) და დაწოლისას ეღვიძებათ, გრძნობენ ადვილად, ხელში რო აღარ არიანsmile.gif)) 3 თვემდე ძირითადად მოწებებულია ბავშვი, სიახლოვე უნდა.

Posted by: anibani18 29 Aug 2023, 16:13
სერაფიტი
რა კარგი სიახლეები გქონიათ შენ და ანიტას <3
ძილის ამბავი ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, რომ დალაგდით ამ მხივ <3 ჩემი პატარაც ადრე იღვიძებს, ექვსზე თუ გაიღვიძა, ზეიმი მაქვს, მაგრამ ადრე იძინებს, სადღაც რვაზე და კი გამოსდის 10 საათი უწყვეტი ძილის. ნორმალურია მგონი.უფრო გვიანობამდე ვერ ძლებს.
მომენატრა ცალკე ყოფნა, ჩემი საქმე, ფიქრების მოკრება, გონების მუშაობა. ერთადერთი რაც მაშინებს, ეს ზღვა ქაღალდებია, რაც უნდა ვავსოთ და ვადგინოთ ყოველკვირეულად. იმედია, გავუმკლავდები ყველაფერს.
ახლა დედა და ჩემი ქმარი არიან ბავშვებთან. ოთხში ნატალი ბაღში წავა. დილის საათები არ მაქვს და მე მივიყვან ბაღში, რაც ძალიან მიხარია, თორე სხვას შეიძლება არც დაეტოვა და ამერეოდა მერე ყველაფერი. პატარა დედასთან იქნება. მე ალბათ სადღაც ხუთამდე ვიქნები, მერე წამოვიყვან ნატალის და მივალთ ერთად სახლში. არ უხარიათ დილით რომ მივდივარ, მაგრამ მიეჩვევიან ნელ-ნელა. ალბათ მეჩქარება მათი გაზრდა, მაგრამ ახლა უფრო კარფად ვგრძნობ თავს. რამდენიმე დღის წინ გოგონების ოთახში ვიყავი დილის ხუთ საათზე, პატარას რომ გაეღვიძა და ჩემთვის ვფიქრობდი, სხვაგან არც მინდა ახლა ყოფნათქო, თუნდაც შუა ძილში, ჩემს საწოლში.ისეთი სიმშვიდე იყო მათ ოთახში, ფშვინავდნენ თავისთვის <3

Posted by: NatiaGull 29 Aug 2023, 17:20
anibani18
ან, აურჩიე ბაღი ქალბატონს?
რა კარგია რომ ცალკე გყავს, პატარა დამოუკიდებელი ხალხია :დ

Posted by: Alisaka 29 Aug 2023, 17:55
სერაფიტი
ლამისაა ის წამალი დავლიო,1 აბი გეყოფაო,დაჟდ 4 ჯერ რო გაყოვო მეოთხედიო
პროსტა წნევის გამო და ბრვრი რამის გამო მაკანკალებს
წონაზეც მოქმედებს?
ხოდა გამაგრებას მაინც არ უშველის დოსტინრქსი არა? ეს ხო უნდა დაიშალოს ეს შარიკი ჯერ
ლაქტაციის სპეციალისტთან ვიყავი,ცოტა დაგრჩა რძეო,ვბრძბოლობ ბოლომდე
კომბოსტო პიტნა ჰააკა


კიკი,უბრალოდ რო ეძინებათ ხან ხო ვერ ასწრებენ ამ ამოქარვებას,ხოდა მთელი ღამე დაშინებულს მრვიძავს sad.gif

Posted by: სერაფიტი 29 Aug 2023, 20:58
anibani18

კარგი წასაკითხი იყო შენი პოსტის დასასრული <3 ველოდები მოვლენების განვითარებას.
მე ჯერ არ ვიცი რა დამხვდება ახალ სამსახურში. იმედი მაქვს ,ნაკლები ფეიფერვორქი :დდ აიბიზე შეკლული ვიყავი ფეიფერვორქით და ზალდასტანიშვილში წესით არ იქნება მაგდენი.


Alisaka

1 აბი საერთოდ არაფერს უზამს წონას. პროლაქტინს კი დაწევს. ჩამაგრებისა რა გითხრა, ასე ზეპირად არ ვიქნები მართალი. მით უმეტეს, არ მაქვს კომპეტენცია. არ ვიცი რა შარიკია. თუ ლაქტაციის მრჩეველმა გითხრა, დაგარიგოს კიდეც, როგორ დაიშალო ეგ გამაგრება. არ გირჩია?
ჰააკა რძეს ვეღარ გამოიტანს უკვე, თუ საწველს წვეთები მოაქვს.

რაც ეხება ამოქარვებას - მასე ძაანაც ნუ გეშინია. smile.gif) ამოქარვების მუღამია ის, რომ ზედმეტმა ჰაერმა არ შებეროს ოატარას ნაწლავები, რაც დისკომფორტს და ტკივილს იწვევს, სანამ გააპრუწუნებს. თუ ჰაერი ვერ ამოაქარვა, ძილში პუწებს იზამს და ეგაა. უბრალოდ შეიძლება ამან შეაღვიძოს, შეიძლება არც.
მოკლედ, ჭამის მერე სცადე მუხლზე დასმით ამოაქარვებინო, ზოგადად, სხვადასხვა მეთოდია კარგი და ყველა ბავშვზე მოქმედებს რომელიმე ეფექტურად. Burp baby - ნახე იუთუბზე ვიდეოები. ხოდა თი არ ამოაქარვა, ჩათვალე გააპრუწუნებს როდისმე და ეგაა. ანუ ღამეს ნუ გაუთევ


Posted by: Alisaka 29 Aug 2023, 21:45
სერაფიტი
მადლობა დიდი შენ ამომწურავ პასუხებზე ვგიჟდები
<3
პრუწის შვრება და კოლოკა დაეწყო დღეს
კოლიკის ყველაზე მეტად მეშუნოდა უძლური მგონია თავი იტირა ვიტირე და ასე…
მაგ ქალმა შარიკზე ცივი საფენებიო,წველაო და აშ,თითქმის წავიდაო და ეს შარიკი რავი ხო არ დაპატარავდებოდა რამე საშიში რო იყოს


ძაან ბევრი სტრესი მივიღე(მკერდის გამო) ,1 ქილა ლუდი მიშველიდა და ექიმმა ოპერაციიდან 45 დღე უნდა იყოს გასულიო,არაფერს ვიღებ არაფერს ვსვამ და არაფერი მაწუხებს და რა გართულება შეიძლება? საკეისროს დედიკოებმა იქნება იცოდნენ

Posted by: სერაფიტი 29 Aug 2023, 21:55
Alisaka

მიხარია, თუ გეხმარები რამით <3
გაიწოვს ეგ შარიკიც, არ იდარდო.

კოლიკას კიდე ასე მიუდექი - ძალიან ბუნებრივი რამეა და უბრალოდ ეცადე, მაგ დროს შენც არ დაითრგუნო. მოეფერე, ჩასვი თბილ წყალში, ვედროში, ჩაურთე თეთრი ხმაური, უმღერე, ასეირნე კალიასკით, არწიე - ამათგან რომელიმე გაჭრის. ჩემსას ონკანთან რწევა და წყლის ჩხრიალი ამშვიდებდა. წყალი რომ დამეზოგა, ტელეფონში ვურთავდი მერე წყლის ჩხრიალს და დღემდე ჩხრიალით იძინებსsmile.gif)

დამშვიდდი, სულ მალე ბევრი რამე აღარც გაგახსენდება, იმდემად სწრაფად იცვლება პატარა. 2 - 2.5 თვისა უკვე კომუნიკაციაში შემოვა, გაგიცინებს, აღუს იტყვის <3
პ.ს. უალკოჰოლო ლუდი რო დალიო?

Posted by: Alisaka 29 Aug 2023, 22:29
სერაფიტი
ანტიდეპრესანტი ანუ რასავ ვსვამდი ხო არ დავიწუო იმას ვფიქრონ მაინც ჩავარდა ლაქტაცია იქნება დროულად გამომიყვანოს? :/
უალკოჰოლო იმდენო ვსვი ორსულონაშიც sad.gif უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს ვინხ იცის თორე ამდენიხანი ვითმინე
სიმღერა მოსწონს პატარას )) წვიმის ხმაც,მე როცა წამლებს ვსვამდი,ხმები მესმოდა :დ ხოდა მაგ პერიოდში ანუ 3 წლის წინ რო დავიწყე ორსულონის ბოლო დღემდე ნაუშნიკით მეძინა თეთრ ხმაურზე ისე ვერ ვიძინებდი
ხოდა ახლა პაწუკასაც მოსწონს
შიშინზე მეც კი ვმშვიდდები
უბრალოდ მეშინია ჩაბჟირების ,ისედაც მგონია ცუდი დედა ვარ რო თვალი ეწირპლება და ვერ ვშველი,ან რო არ ვხედავ როდის იფსავს რო იმწამსვე შევცვალო პამპერსი და ლოდინი რო უწევს თუნდა 10 წუთი და ეგ დეტალები
შიში არ მაქვს რისაც მეშინოდა
უბრალოდ მგონია ბავშვს ყველაფერს არ ვუკეთებ

Posted by: ივლისი 29 Aug 2023, 22:37
Alisaka
ყოველ მოშარდვაზე პამპერსი რატომ უნდა ცვალო? არაა საჭირო

Posted by: tako/barbi 29 Aug 2023, 22:46
Alisaka
დეპრესია დაგეწყო თუ მეჩვენება?რა მოფსმის მერე პამპერსი smile.gif ან რატო ხარ ცუდი დედა,ლუდი კიდე დალიე smile.gif მე ძუძუზე მყავს
სამივე და ისედაც დასანახად არ მინდა ალკოჰოლი,მახსოვს მთელი ორსულობა გინდოდა თან.ყვლაფერი კარგად იქნება ნუ ითრგუნები და არ თქვა რომ ცუდი დედა ხარ ❤️

Posted by: Alisaka 29 Aug 2023, 23:04
ივლისი
არა ყოველ მოშარდვაზე არა,რო ვუცვლი და მოშარდული აქვს ეგ ფიქრები მიპყრობს,თან ვიცი რო უაზეო ფიქრებია მარა თავს ვერ ვუხერხებ ვერაფერს :/
tako/barbi
როდის არ მქონია დეპრესია ;( აი მკერდმა დამაგდო თორე სხვა მხრივ უფრო რთულს ველოდი,ახლაც რაღაცები მისვლია ზედ და პატარა არ ამყავს ხოლმე მაგ დროს,ვერიდები და მაგ დროს მაქვს კიდე ეგ ფიქრები.
200 მლმ რა უნდა მიქნას ნეტა ,ისე გადამითვალ 45 დღე ექიმმა რო biggrin.gif დავლევ ხვალ /ზეგ ძაან მომენატრა
მაგას ისე 1 ჭიქა ბეილისი სჯობს biggrin.gif მერე შევაპარებ რო გავა 45 დღე მაგას biggrin.gif

Posted by: tako/barbi 29 Aug 2023, 23:12
Alisaka

მაგ წერტილს სჭირდება ძლიერი დედიკო და ნუ ფიქრობ მასეთ რააცეებს❤️საკმარისი დრო გავიდა რაც გაბედნიერებს გააკეთე ის ❤️ახლა ისე მეძინება,ვაძინებ ჩავაწვენ ორ წამში იღვიძებს,ამ პერიოდში ნერვები მიმტყუნებს ხოლმე და დედაჩემს დაუძახე ეხლა გაიყვანე ცოტა ხანს თქო რო ცოტა განვიტვირთო,ცოტა ხანში უფრო მშვიდი ნერვებით დავაძინებ smile.gif

Posted by: Anabeli111 30 Aug 2023, 01:24
NatiaGull
გილოცავ ♡♡ ძალიან გამიხარდა ^_^ ♡

anibani18
რა კარგია ცალკე რომ სძინავთ ♡ ჩემი და ჩემი დის ოცნება იყო ცლკე ოთახი გვქონოდა ♡ ცოტა ხანში უბედნიერესები იქნებიან თავიანთი ბუდით ♡

მეც 4ში გავდივარ ოფიციალურად. 2ში უნდა მივიდე წინასწარ, კლასი მივალაგო, გაფორმებაზე დავიწყო ზრუნვა..

არ მეთმობა დასვენება.. თან ეზოიან სახლში ისე კარგად გრძნობს თაია თავს.. კორპუსის ბინაში გამოკეტილი მეცოდება. ხან ისიც მიფიწრია, აქ ხო არ გადმოვბარდგე ცოტა ხნით-მეთქი :დ ♡

ზეგ ვბრუნდებით თბილისში.

სერაფიტი
რა მალე გადის დრო.. უკვე წლისები უნდა გახდნენ სადაცაა ♡ თაიამაც ისწავლა ,შედარებით, ღამე ძილი ..

9ზე ამყავს დასაძინებლად. ჯერ ჭამს, მერე დადის , დადის ლოგინში... და ბოლოს ჩემი და მისი ლოგინის გასაყარზე, ღრიჭოში იძინებს biggrin.gif
მაგრამ ჭამისთვის 2ჯერ მაინც იღვიძებს ღამე. 7-8 საათამდე სძინავს.. მე როგორც დილის ძილის მოყვარულს,არ მყოფნის, მაგრამ სკოლის გრაფიკს ერგება ♡ თუ ასე გააგრძელა ... :დ

ქვემოდანაც ამოსდის კბილები. ერთნაირად მოასკდა და იქავებს სულ.

რამე სიტყვებს ან მატცვლებს ამბობს შენი გოგო?

Posted by: anibani18 30 Aug 2023, 10:56
NatiaGull
კი, კი, ავურჩიე. გაზაფხულზეც ვატარე ორი თვე. ვნახოთ ახლა როგორ შეეგუება.
წავიკითხე შენი კარგი ამბავი <3 ჯანმრთელად და ბედნიერად იყავით! მარიამი როგორ გყავს?
დამოუკიდებლობის არაფერი სცხია უფროსს, ჩემი პატარა კუდია, სულ ერთად ვართ ხოლმე <3 მარტო არაფრის გაკეთებ არ უნდა ხოლმე smile.gif
სერაფიტი
წელს კიდევ უფრო მეტი ქაღალდობანა გვაქვს.
წარმატებები ახალ სამსახურში <3
Anabeli111
ეზო ბედნიერებაა ბავშვისთვის<3
როგორ მინდა კერძო სახლი, მაგრამ ეს ოცნებების სფეროდანაა ჩვენთვის.
მე და ჩემი ძმაც ვოცნებობდით საკუთარ ოთახზე, სულ ამაზე ვლაპარაკობდით. საკმაოდ დიდები ვიყავით, როცა ბოლოს და ბოლოს საკუთარი კუთხე გვეღირსა. შემოსასვლელშიც დავიძინებდით, მაგრამ მშობლები არ გვიშვებდნენ თავისი ოთახიდან. მე რომ ჩემი უფროსი ცალკე დავაწვინე, იცი როგორ შეიცხადა მამამ და მამიდამ, ვერ წარმოედგინათ ერთი წლის ბავშვი ცალკე ოთახში. არც ვამბობ რომ სწორია. აი, შენ ხომ შენი სი დისის ქენჯნები გაქვს, მე კიდევ ჩემი smile.gif რომ ვკითხულობ ხოლმე ისტორიებს წლობით ჩახუტებულებს რომ სძინვთ ბავშვებს დედებთან, ღამით რომ ეფერებიან და ერთმანეთს ეუბნებიან როგორ უყვართ, რომ ეს ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია, ლამის ტირილი დავიწყო ხოლმე, შევრბივარ ოთახში და მძინარეებს ვუკოცნი ფეხებს და ხელებს, რასაც მივწვდები ხოლმე და არ გავაღვიძებ. სულ ვფიქრობ, იქნებ სიყვარულს ვაკლებ ცალკე რომ წვანან. ამონაშვილის სიტყვები შემხვდა ამას წინათ, ნუ გამორბიხართ ოთახიდან, ესაუბრეთ და ერთად დაიძინეთო. ამანაც ცალკე ცუდად გამხადა, მაგრამ ლოგინზე რომ დავუჯდე და ლაპარაკი დავუწყო, საერთოდ ვეღარ დაიძინებენ… ისევ შევრბივარ ოთახში და ვკოცნი ჩემს პატარებს.

Posted by: Anabeli111 30 Aug 2023, 11:58
anibani18
მესმის შენი, ან.. ♡♡ მაგრამ ძილის წინ რომ კოცნი, ან მანამდე რიტუალი რომ გაქვთ და იმას ასრულებთ, მაგასაც იმახსოვრებენ ბავშვები ♡ და მერე უფრო რთულია შეჩვევა ბავშვებისთვის.. მე არ მინდა ჩემნაირად ჩამოკიდებული იყოს დედაზე.. ცოტა მედი დამოუკიდებლობა მინდა ჰქონდეს.. არ ვიცი, შეიძლება ვცდები.. დრო გვიჩვენებს ამას. ამ ეტაპზე ცალკე გაყვანაც არ გამომივა, რადგან ფართი არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, ვეცდები თავისი ბუდე მოვუწყო. ასე რომ ძალიან კარგად მოიქეცი, რომ ცალკე გაუშვი ბაიები ♡ უფრო და უფრო დააფასებენ, რაც ასაკში შ3ვლენ♡

Posted by: NatiaGull 30 Aug 2023, 16:03
anibani18
გაიხარე, ძვირფასო ❤
მარიამი კარგადაა პატარა ბალღზე ვიწყებ ინფორმაციების მიწოდებას ნელნელა. შენ როგორ შეაგუე უფროსი?

Anabeli111
მადლობა, ჩემო კარგო ❤❤❤

Posted by: Alisaka 30 Aug 2023, 17:08
tako/barbi
მადლობა,დიდი <3 დღეს უკეთ ვარ,მომენტებში წავუფშლუკუნებ ხოლმე,ვიდეოებზე ქმარი რო ცოლს ეხუტება და biggrin.gif biggrin.gif
შენ როგორ ხარ,ააბა? <3




ხალხნო,ჰააკას წვეთიც არ მოაქ,რაც გამოაქ, (თეთრად და არც წვეთავს წინწკალი მრჩება თავზე)
რძე გაშრა? აბა რატოღა მაქვს აი რო შეხედავ თავს სარკეში ვენებივით მკერდთან,

Posted by: tako/barbi 30 Aug 2023, 17:52
Alisaka
არამიშავს მეც,ცოტა მძინავს დღე ერთი საათი მაინც და მშველის მერე ღამის თენებისას…ჯერ ჯერობით ვგულაობ სანამ სკოლა და ამათი აქტივიბები დაიწყება და მერე ვნახოთ smile.gif ბეიბი ქალმი მოგეწონა?ჯერ არ გამომიყენებია კი ვიყიდე.

Posted by: სერაფიტი 30 Aug 2023, 18:55
Anabeli111

ჰო, 10 თვის გახდება 8 სექტემბერს. მალე გავიდათქო, ვერ ვიტყვი, ცოტა გაიწელა ჩემთვის:დდ მაგრამ ახლა უფრო და უფრო ვამუღამებ და მეტად ვერთობი :დდდ

კი, მარცვლებს ამბობს ასე 8 თვიდან აქტიურად. მამამა, ვავავა. პირველი სიტყვა "არა" თქვა და ხშირად იმეორებს :დდ ოღონდ უმიზნოდ. მაგრამ რაღაცის თქმა თუ უნდა, არას ამბობს :დდ ტაშს უკრავს, ხელით "მოდი მოდის" აკეთებს, თუ ეტყვი გააკეთეო და კიდე იცის მუშტების შეკვრა და გაბრაზება, რო ეტყვი, აბა გამიბრაზდიო :დდ ხოხვა უყვარს ძალიან. მე როცა ვარ, ვახოხებ. დედაჩემი - არა. და აღარ შემიძლია მასთან დავაsmile.gif) სიარული არ აინტერესებს. ფეხზე წამოდგომას ცდილობს საწოლში და ერთხელ გამოუვიდა კიდეც.
ძალიან საყვარელი გახდა, რა ვუყო?:დ

user posted image

Posted by: narkozeli 30 Aug 2023, 19:06
სერაფიტი

მართლა რა სიცოცხლე და სილამაზეა love.gif

Posted by: სერაფიტი 30 Aug 2023, 19:14
narkozeli

მადლობა <3
მთელი ჩემი სმარტფომის ალბომი ამას უკავია. თან ყველა ფოტოში საყვარელია და ვერ ვშლი. ახლაც ძლივს გადავწყვიტე, რომელი ამეტვირთა :დდდ

ისე მიხარია, კომუნიკაციაში რო შემოდის ნელნელა. <3 იმეორებს რაღაცებს და გვაჯავრებს ხველებაში, სიმღერას აყვება ხოლმე კიდე. ძაან კაქი ბაიაა. <3

Posted by: Alisaka 30 Aug 2023, 19:16
სერაფიტი
ძალიან ცხოვრება ბაიააა მინდა გითხრა <3 <3
tako/barbi
არაუშავს მაგ წამალს,კუჭში მალევე გავვიდა,ჩვენებაში ეგეც აქვს,დღრში 1 ხელ გადიოდა ხოლმე
აუ როგორ ახერხებ დღიდით ძილს? იმის მაგივრად მეც დავიძინო,ყავას ვსვამ ხოლმე ::

Posted by: narkozeli 30 Aug 2023, 19:17
სერაფიტი

მეც ბავშვის მერე ვიყიდე ულიმიტო აიქლაუდ სფეისი biggrin.gif

QUOTE
ისე მიხარია, კომუნიკაციაში რო შემოდის ნელნელა. <3 იმეორებს რაღაცებს და გვაჯავრებს ხველებაში, სიმღერას აყვება ხოლმე კიდე. ძაან კაქი ბაიაა. <3


აი ეს კიდე ცალკე ბედნიერებაა, ჩვეულებრივი პიროვნებები ხდებიან ნელნელა, ჩვენი მეგობრები ♡ დედა-შვილობის ვაბშე სხვა ლეველია

Posted by: სერაფიტი 30 Aug 2023, 19:57
narkozeli

ჰოო <3

Alisaka

მადლობა <3
შენი პოსტი წავიკითხე.
იქნებ იფიქრო პროფესიონალის დახმარებაზე. თუ ადრე გქომდა დეპრესია, შანსია, რომ ახლა გამძაფრდეს და დროულად რომ მიხედო...

Posted by: Alisaka 30 Aug 2023, 21:22
სერაფიტი
ამ არეული ჰორმონებისას ცოტა ვერიდები წამალსsad.gif თავიდან გამძაფრება იცის ასე 2 კვირაში დავიწყო თქ ვფიქრობ…ეგ კიდე ლაითი დავწერე მანდ და ხსლხი რო კატაბალახას მირჩევდა..ნეტა მშველოდეს biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 30 Aug 2023, 21:54
Alisaka

ჰო, მესმის. წამალი აუცილებელია ალბათ. თერაპია? ფსიქიატრი? მხოლოდ წამლის იმედად იქნები? არ ვიცი, როგორ ხდება...

Posted by: tako/barbi 30 Aug 2023, 23:25
Alisaka
ვახერხებ კი არა ვითიშები ხილმე ისე ვარ,დედასთნ ერთად ყველაფერი მარტივია ხო იცი❤️როგორ ხარ აბა დღეს?

Posted by: Anabeli111 31 Aug 2023, 01:05
სერაფიტი
ვაიმე, სიყვარულიი ♡♡♡

Posted by: Alisaka 31 Aug 2023, 02:16
სერაფიტი
თერაპიები დიდად არა,რო არ მოგატყუო
ფსიქიატრი კარგი პლუს კარგი დანიშნულება და შველის,თერაპიები აი არ ვიცი მარა ჩემზე ფულის ყრა გამოდგა
tako/barbi
დედსსთან ვარ მეც,ახლა კვირას ვბრუნდები თბილისში,ხან აქ მეძინება ხოლმე და ტირილს ვერ ვიგებ ,ჭიეყინს უფრო და რანაირად ხდება ეგ? როცა მარტოს მყავდა ფაჩიფუჩიც მესმოდა :დ ეტყობა მოვდუნდი აქ
ხვალიდან როცს დაიძინებს მეც იგივეს ვაპირებ თორე ახლა ისე მეძინება..
როდის ამოაქარვებს ველოდები და მგონი იძინებს biggrin.gif

Posted by: anibani18 31 Aug 2023, 10:19
Anabeli111
როგორ არ გვაქვს რიტუალი და ბევრსაც ვლაპარაკობთ ძილის წინ, როგორი დღე გვქონდა და ხვალ რა გავაკეთოთ. როცა ვაევენ უფრპსს, პატარას უკვე სძინავს და რომ ჩამპვჯდე და კიდევ კითხვა დავუწყო ან ლაპარაკი, არ გამოვა. თვითონაც ეძინება უკვე. კიდევ შევამჩნიე, რაც უფრო ჩავერევი ხოლმე ჩაძინების პროცესში, გვერდით დავუჯდები ან კოდევ რამე, მით უფრო ხშირად იღვიძებს ღამე.
NatiaGull
შეგუების პროცესი ხანგრძლოვია, ჩვენს შემთხვევაში. უმცროსიც რაც უფრო აქტიურდება, მით უფრო რთულდება ხოლმე. ასე რომ ვერაფერს გირჩევ <3
სერაფიტი
რა საყვარელო გყავს <3


Posted by: takoo1 1 Sep 2023, 11:36
anibani18
ანი რა საყვარელი ხარ გოგო:* არ მაქ ცალკე ოთახი ამათთვის ამ ეტაპზე თორე ნამდვილად გადავიყვანდი და არ ვინერვიულებდი მაგაზე.
მეც მაგ აზრზე ვიყავი რო ჩემთან უნდა ყოფილიყო.ეგ კიარა ჩემ ლოგინში იწვა ლუკიანე, ეხლა ვნანობ.
გაბრიელზე ვცდილობ რო ცოტა დამოუკიდებლობას მივაჩვიო,სხვანაირად ვერც ვიზამ ვიცი რო მესამეს მერე გამიჭირდება და ვამზადებ წინასწარ.
მთავარია თავს კარგად გრძნობენ ანი.თან ორივე ერთად წევს❤️ ტყუილად განიცდი ესე
კაი დედიკო ხარ ძალიან შენ:*
* * *
Alisaka
როგორ ხარ აბა:*
სერაფიტი
აუ ამ ბავშვის ყურებაზე ვჭედავ biggrin.gif რა მაგარი ქალია რაღაცნაირი მკაცრი ვზგლიადები რო აქ სერიოზული❤️ ლურჯთვალა
ჩაგპწკენდი ეხლა

Posted by: anibani18 1 Sep 2023, 21:06
Alisaka
როგორ ხარ? <3 პატარა როგორ გყავს?
შენი დაწერილი რომ წავიკითხე, მერე სულ შენზე მეფიქრებოდა. დედობა რთულია, ხშირად დეპრესიამდე მიდიხარ ხოლმე ამ გზაზე. მიხედე თავს, დამხმარეებზე, დახმარებაზე ნუ იტყვი უარს. თუ აქამდეც გქონდა რთული პერიოდები, მით უმეტეს ყურადღებით იყავი. ბოდიში ამ ყოველივეს რომ ვბედავ და გწერ. ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ!
takoo1
თაკო, მადლობა :* მადლობა გამხნევებისთვის :* ბავშვთან ერთად ძილი არასოდეს განმიხილავს, თან ღამე დასვენებაც მინდოდა. ამონაშვილი სიყვარულის მქადაგებელივითაა, ამიტომაც მომხვდა ყურში მისი სიტყვები.
პატარას როდის ელოდები?

Posted by: სერაფიტი 1 Sep 2023, 23:14
takoo1
QUOTE
ამ ბავშვის ყურებაზე ვჭედავ


რო ეჩაჩება ხოლმე და ვუსწორებ, სასაცილოა :დდდ ძაან უყვარს ყურებთან თამაში ისე. ამასწინათ პატარა მუწუკიც გაიჩინა, იმდენი იჩიჩქნა :დდდ

ეს სერიოზული სახე "საგარეოა". სეირნობისა. სახლში სულ იკრიჭება :დდ

აუუ, სამი დღეა გავედი სამსახურში, 4-5-ზე ვბრუნდები. და როგორ ფართხალებს და გული ამოვარდნაზე აქვს ემოციებისგან, გავგიჟდიიი. ამ ზაფხულს მომეჯაჭვა. 1-2 საათით , იშვიათად თუ გავდიოდი. ხოდა აშკარად გრძნობს, რომ უფრო დიდი ხნით მივდივარ ხოლმე.
ვაჰ, ეს რა ყოფილა :დდ

მეც გიჟივით მოვრბოდი, რო მეთქო ცოტა თამაში მოვასწრო და დავაძინო გემრიელად.

აჰა შენ, მკაცრი ვზგლიადი 2 :დდ

user posted image

გთხოვთ, შეიმჩნიოთ ქარვის ყელსაბამი, რომელიც გერმანელმა მეგობარმა მაჩუქა (აჩუქა) - იქაური ტრადიციული სამკაულია პატარა ბავშვისთვისო და სჯერათ, რომ კბილის ამოსვლის ტკივილს აყუჩებსო <3 ისეა აწყიბილი, არ წყდება. რომც გაწყდეს, არ დაიბნევა მძივები. მგონი მართლა შველისთქო, ვღადაობ. ყოველ შემთხვევაში, კარგად ღეჭავს ხოლმე, როცა მოხსნილი აქვს 'დ

Posted by: Swan:) 2 Sep 2023, 08:38
გამარჯობა, გოგოებო.
ატოპოიური დერმატიტი (სიმშრალე და სიწითლე ხელებისა და ფეხების საკეცებში, ასევე, ყელზე) აქვს ჩემს შვილს. თითქმის 2 წლისაა და თვეების იყო როცა გაუჩნდა ნელ-ნელა. პედიატრმა ადვანტანი გამოვიყენოთო. დამატენიანებელს ავენის ქსერაქალმს და სეკალია ულტრას (მონაცვლეობით) სულ ვხმარობთ. ქავილი მაინც აქვსsad.gif

თქვენ რა გამოცდილება გაქვთ? ადვანტანი ხანგრძლივად არ შეიძლება. ვინმეს შემთხვევაში მკურნალობამ ეფექტი გამოიღო?

Posted by: Alisaka 2 Sep 2023, 09:52
anibani18
მადლობა დიდი, არაგვიშავს :*:* მკერდი მაწუხებს მე და ვცდილონ არ ვიფიქრო ,სხვა მხრიბ რა მიჭირს
კი,რთულია საკმაოდ,აი ჩემი დეპრესია მაშინელს ვაბრალებ ჰორმონს,ჰორმონი მივიღე და 2 დღეში დამეწყო,ბერვმა თქვა იწვევსო,ბევრმა არცო ის წამალი კი მომიხსნეს მარა სამკურბალო გავხდი
ხოდა მაგიტო არ მინდა მკერდზე ამ დოსტინექსის დალევა :/
დახმარებაზე უარს არ ვამბობ,მაგრამ ცოტა ეგოისტი ვარ sad.gif ასეა ყველა ნეტა? biggrin.gif ყველანაირი დეპრესია მივლის პატარასთან რო ვარ,რო გავალ 2 წუთი ჰარეთ ისტრრიკა მაქვს ხოლმე რო ვერ ვხედავ
ესენი მგონი ნორმაა და გამივლის,აი ორსულობამ და მშობიარობამ არა,მკერდმა დამაგდო biggrin.gif

Posted by: tako/barbi 2 Sep 2023, 15:32
გოგოებო 2 კვირისაა ჩემი პატარა და ცოტა შუბლზე გამოაყარა,ბუნებრივ კვებაზეა,ასე პატარას ქონია თქვენს პატარებს?

Posted by: Alisaka 2 Sep 2023, 16:08
tako/barbi
ჩემსასაც აქვს,თაკო,ლოყებზე,სავარაუდოდ,ახალშობილთა აკნეა
ხო არ აკოცეს ისე მანდ

Posted by: tako/barbi 2 Sep 2023, 16:12
Alisaka
შუბლზე აქვს უფრო და კოცნით ბავშვები კოცნიან, ვერ ვუშლი არ ესმით მერე ჩუმათ კოცნიან smile.gif

Posted by: takoo1 2 Sep 2023, 19:37
anibani18
დაიკიდე ყველას სიტყვები ეგრე თუ უსმინე ყველას გაგაჭედინებენ.შენ უკეთ იცი შენ შვილებთან როგორ მოიქცე:*
ყველაფერში არაა საჭირო ერთ აზრზე ვიყოთ ადამიანები.
თვის ბოლოს ველოდები 20ის მერე ალბათ.
როგორც გაბრიელზე ისევ იმ დღეებში ველოდები თუ ადრე არ მოუნდა გამობრძანება.
რაღა დამრჩა 3-4 კვირა
არ მჯერა))

სერაფიტი
რა ყურები ყურებაზე ვჭედავ თქო biggrin.gif
ყურებზე კი არა ჰაჰაჰაჰა biggrin.gif რა გიჟი ხარ
აუ ძაან საყვარელია როგორ იყურება აქაც❤️
ყელსაბამი არ შემილია
love.gif
მოსწონს არ იხსნის? biggrin.gif
აუ მართლა რო შველოდეს გაბრიელს ჩამოვკიდებდი biggrin.gif lol.gif

Posted by: სერაფიტი 2 Sep 2023, 19:57
takoo1

ყურები, ყურება - მეც კარგად ვარ :დდ
მოსწონს, კი. არ ცდილობს ხოლმე მოხსნას.

წვალობს კბილებზე გაბრიელი? ეს ერთი დღე გადაირევა ხოლმე, იქექავს, ღეჭავს ყველაფერს და მეორე დღეს ვსო. წამალი არ მიხმარია. ისე ნუროფენს უსმევენ მგონი ღრძილებზე, თუ ძაალიან წუხს ბაია.

აუუ, სულ ცოტაც და სამი მუშკეტერის დედა იქნები <3

Posted by: tako/barbi 2 Sep 2023, 20:41
სერაფიტი
ძალიან საყვარელიაა❤️სასწაული თვალები აქვს ❤️


აქაც დავწერ ქარ სითს ხომ არ ყიდით?

Posted by: Anabeli111 3 Sep 2023, 01:21
გოგოებო, თაია ძილის წინ (თუმცა ზოგჯერ სხვს დროდაც) ხელებს იჭერს თვალებზე. ჯერ ისრესავს და მერე თითქოს იჭერს. ჭიტასაც თამაშობს, მაგრამ ესე მჭიდროდ მიჭერა ხელების თვალებზე მაშინებს. შეიძლება სტკიოდეს?

პედიატრთან მივალთ ამ დღეებში და ვეტყვი გადაგვამისამართოს ოფთალმოლოგთან.

სერაფიტი

წიწილა გოგო ეს ♡♡

მეც დღეს გავედი, დედასთან დავტოვე და ბოლოს უკვე აწმუკუნდაო, ესე 5სკენ.

ჯერ სახლი დაუვლია, ამოწმებდა სადმე ხო არ ვიყავი და მერე წიგნს ათვალიერებდა და დაემხო ზედ, აქვითინდაო :დ ♡

იმედია, მიეჩვევა ისევ ♡

takoo1
ეს დრო რა მალ-მალე გადის ♡ რას არქმევ, მოიფიქრე? ♡

Posted by: takoo1 3 Sep 2023, 13:43
სერაფიტი
8 ამოუვიდა და ვერ ვიტყვი რო ძაან აწუხებდა.
ბოლოებზე უფრო წუწუნებდა თითქოს.რამოდენიმე დღე,სანამ გაჭრის ტკივა ალბათ და ცუდად თუ მოხვდა ღრძილზე ისტერიულად ტირის(ძალიან ბრაზიანია) მერე უკვე იქავებს ხოლმე,მოდის ხასიათზე.
ერთი ორჯერ მივეცი ნუროფენი,დავალევინე ცოტა.

ხოო რაღა დარჩა ავნერვიულდი უკვე რო მოვიდა დრო.პირველი 2 თვე ძალიან მეზარება თან რო ვიცი თავიდან რა მელოდება,ეს ხასითის ცვლილება დეპრესიასავით არ მინდა.
რაღაცნაირად იქნებ თავიდანვე ავიყვანო თავი ხელში არ დაველოდო თორე მერე ძალიან რთულად ვუმკლავდები.

Anabeli111
ალბათ უფრო ჩვევასავითაა,არა? იციან ბავშვებმა ამოჩემება რაღაცეების.გადაუვლის ალბათ.მაინც უთხარი პედიატრს მარა არამგონია ტკიოდეს:*
ვაიმე რა საყვარელია❤️გეძებდა ალბათ.ეგრე მეძებს ხოლმე გაბრიელი ჯერ თითქოს პატარაა ვერ უნდა ხვდებოდეს მიკვირს ხოლმე)) აბაზანაში ვიყავი იმ დღეს,არც დაუნახივარ ისე შევედი და ცოტახანში მესმის ტირილი კართან მიბრახუნებდა გამოდიო.
შემოუვლია ოთახები ხოხვით და აბაზანის კარი რო დაკეტილი იყო მიხვდა იქ რო ვიყავი biggrin.gif
სახელი ვერაფრით ვერ მოვიფიქრე რამე უცხო მინდოდა მარა ვერ გადავწყვიტეთ
საბას ვფიქრობ❤️მომწონდა ეგ სახელი უცხო არ არის მარა ლამაზი სახელია მგონი რავიცი.
ალბათ არ გადავიფიქრებ ვნახოთsmile.gif

Posted by: lelukaa 3 Sep 2023, 14:05
გოგოებო გამარჯობა.
გოგოებო გამარჯობა
მეტს არ პოსტავს, რა უნდაა?

Posted by: lesila90 4 Sep 2023, 04:40
სერაფიტი
ვაიმე რა სიცოცხლეაა❤️❤️❤️

* * *
გოგოებო დღეს გახდა ჩემი ბაიები 3 თვის. სიმილაქტ 1 გოლდს ვაძლევ 120 მგ მაგრამ
ქალბატონს არ ყოფნის ტირის და ჩემით დავუმატე ჯამში 150 მივეცი და ასე შეიძლება რომ მე გავუზარდო ? თუ პედიატრმა
უნდა მითხრას?

Posted by: anibani18 4 Sep 2023, 09:33
სერაფიტი
რა საყვარელი გყავს <3 როგორ იყურება, არაფერი შეგეშალოთო smile.gif
Swan:)
სჯობს დერმატოლოგს მიმართოთ, პედიატრები დიდად ვერ ერკვევიან ამაში. ადვანტანი არ შეიძლება ხანგრძლივად. ავენმა წესით უნდა აალაგოს ქავილი. ალერგიის საწინააღმდწგო არაფერი დაგინიშნეს? ჩემს გოგონას სეკალია ულტრა და ლაროშის ლიპიკატი უხდება ყველაზე მეტად.
სავარაუდოდ კვებიდან მოდის და კვებაა დასარეგულირებელი.
takoo1
რა მალე გვიდა დრო <3
ღმერთმა მავიდობა მოგცეთ შენ და შენს ბიჭებს <3
Anabeli111
რა საყვარელია ანი <3
lesila90
შეგიძლია შენით მოუმატო. მე ვუმატებდი ყოველ შემთხვევაში

Posted by: ninunin 4 Sep 2023, 11:24
გამარჯობა გოგოებო ბავშვს მინდა ვუყიდო საწოლი არის 2 წლის და მაინტრესებს ნორმალურ საწოლს სად შევურჩევ და ასევე ამ ასაკის ბავშვისთვის რომელი მატრასი უნდა ვიყიდო ორთოპედიული?

Posted by: Tua 4 Sep 2023, 13:43
lesila90
კი შეგიძლია შენით უმატო რაოდენობა, ზოგადაფ ბავშვი როგორც მოგთხოვს ისე უნდა ქნა.
* * *
ninunin
მე ლატექსის ორთოპედიული მატრასი ვუყიდე უზამბარო , საწოლები საბაში შეგიძლია ნახო .

Posted by: ninunin 4 Sep 2023, 13:48
Tua
QUOTE
მე ლატექსის ორთოპედიული მატრასი ვუყიდე უზამბარო , საწოლები საბაში შეგიძლია ნახო .

მადლობა smile.gif

Posted by: nino84 4 Sep 2023, 13:56
გოგოებო, როგორ ხართ?
რამდენი ხანია არ შემომიხედია smile.gif

ხომ არ გქონიათ გამოცდილება, ბავშვის საკვებ სკამზე გადასაკრავი ძაან შეილახა და გამოცვლა მინდა. ვინმე მკერავი ხომ არ იცით, ახალი რომ შემიკეროს?

Posted by: takoo1 4 Sep 2023, 14:57
lesila90
თუ არ ყოფნის ისედაც მოუმატებს პედიატრი,ასე რო შეგიძლია მოუმატო პრობლემა არაა.
anibani18
მადლობა ანი❤️
* * *
nino84
აუ თუ გაარკვიე რამე მეც მითხარი რა:*
გამოწერა შეიძლება მარა ნაჭერია რაც ვნახე და არ მაწყობს ნაჭერი

Posted by: anibani18 4 Sep 2023, 20:38
nino84
ნინ, როგორ ხართ? როგორ არიან პატარები? <3

Posted by: adeline 6 Sep 2023, 13:37
გოგოებო, ჩემს მეგობარს უნდა მენჯ-ბარძაყის გადაღება ბაიასთვის. ქაჯაიას დეკემბრამდე არ აქვს ადგილი და მაგ დროს უკვე 4 თვის იქნება ბაია, აგვისტოში დაიბადა. ვინმეს ხომ არ გვირჩევთ სხვას?

Posted by: tako/barbi 6 Sep 2023, 14:31
adeline
მრჩეველში გაგვიშა ჩვენ პედიატრმა და ძალიან კარგად გადაუღო.ახლაც ისევ მანდ ვაპირებ მიყვანას.

Posted by: takoo1 6 Sep 2023, 14:38
adeline
რენტგენი თუ ეხოსკოპია?

Posted by: adeline 6 Sep 2023, 14:49
takoo1
მენჯ-ბარძაყის ექო უწერია ფორმა ასში და ეგ უნდა გადაუღოს.
tako/barbi
მრჩეველში ვისთან, გვარი ხომ არ გახსოვს?

Posted by: tako/barbi 6 Sep 2023, 14:57
adeline
თუ სწორად მახსოვს ელენე გოცირიძე.არ ვარ სახლში თორე ვნახავდი ზუსტად.

Posted by: adeline 6 Sep 2023, 15:13
tako/barbi
მადლობა :* ისე რა ვადაზეა უმჯობესი მაგის გაკეთება?

Posted by: narkozeli 6 Sep 2023, 15:20
adeline

იქაც დაგიწერე, ნინო დუმბაძეა მედიქლაბში მაგის პროფი. მთელი საქართველოს ბალღობის მენჯ-ბარძაყის მაგის გადაღებულია ჩათვალე biggrin.gif მეც ნინოსთან მყავდა და აქაური გოგოების 99%-ს ნინოსთან გვყავდა მაგ ვადაზე.

Posted by: anibani18 6 Sep 2023, 16:19
adeline
ნინო დუმბაძე მედიქლაბში, უსაყვარლესი ადამიანია

Posted by: takoo1 6 Sep 2023, 16:35
adeline
ეხოზე დუმბაძესთან მედიქლაბში.უკეთესი არ ვიცი

Posted by: tako/barbi 6 Sep 2023, 16:44
adeline
12 კვირამდე უნდა მიიყვანო თუ არ მიიყვანე და რამე საეჭვო იყო მერე რენდგენი უნდა და ჯობია 3 თვეზე გამორიცხო მერე დასხივებას,დუმბაძეს ადგილი როც მე მინდოდა არსოდეს ქონდა და ვადის გადაცილებას ისევ მრჩეველში მიმყავს,ცუდი მანდ არავინ ჰყავთ რატომაღაც ასე მგონია smile.gif ეხოს აპარატზე მითხრეს ბოლო მოდელი აქვთო ჯერ 5 წლის წინ და ახლა რა ხდება არ ვიცი,მეც უნდა ვიკითხო ერთ თვეში უნდა გადავუღო…

Posted by: adeline 6 Sep 2023, 17:26
narkozeli
anibani18
takoo1
tako/barbi
გოგოებო, დარეკა მედიქლაბში და სამ თვემდე ბავშვებს ურიგოდ ვიღებთ, არ ვწერთო და ასეა მართლა?

Posted by: Tua 6 Sep 2023, 20:48
adeline
იქაც დაგიწერე კი მასეა სულ მასე იყო ურიგოდ იღებდა 4 წლის წინაც.

Posted by: სერაფიტი 6 Sep 2023, 20:53
adeline

იდეალურად ჩანს 6-8 კვიროს პერიოდში. ისე სამ თვემდე ექო, მერე რენდგენი უკვე.
მრჩეველში ელენე გოცირიძესთან მყავდა. ორჯერ მომიწია მასთან შეხება. ყურადღებიანია, პროფესიონალი. ჩავეწერე, დროულად შევედი.

აქებენ ნინო დუმბაძესაც მედიქლაბში.

Posted by: tako/barbi 7 Sep 2023, 10:54
გოგოებო ბავშვთა ჰემატოლოგი მირჩიეთ რა,სიყვითლე აქვს და აჩვენე ჰემატოლოგსო და კარგი ვინააა დამეხმარეთ❤️კვეზერელი შვებულებაშია

Posted by: სერაფიტი 7 Sep 2023, 19:16
გოგოებო, მაიმარკეტის გარდა, სად დავდო საწველი გადასყიდად? კონრკეტული ფბ ჯგუფი თუ იცით? ბევრგან აკრძალულია ყიდვა-გაყიდვა.

Posted by: takotatuli1989 8 Sep 2023, 00:38
ჩემ გოგოს (ტყუპისცალს) ბარძაყებზე აქვს ე.წ. ამცდარი ნაოჭები. ელენესთან გადავუღე ეხო 3 თვემდე და ნორმაში აქვს ყველაფერიო. რადგან ეხო გადაღებული იყო მრჩეველის პედიატრმა ე.ი. სიმსუქნის ამბავიაო. ეხლა გაიზარდა გახდა და ისევ მასე აქვს სხვადასხვა სიმაღლეზე ეს ბარძაყის ნაოჭები და მეფიქრება ცოტა. სიარულში და სირბილში ყველაზე სწრაფია და-ძმებში. ფეხიც 9 თვის იყო ჯერ რო აიდგა. ექიმი თუ ენდობა ეხოს მატრაკვეცობა ხომ არ იქნება რენდგენზე გადამოწმება?

Posted by: takoo1 8 Sep 2023, 01:30
takotatuli1989
ჩემსასაც ქონდა ეგ ამცდარი ნაოჭი და რავი არ გვქონია პრობლემა.
გადაუღე შენი სიმშვიდისთვის
* * *
სერაფიტი
ჩემ დას ვკითხავ მაგან იცის მგონი
მე არ მაქ FB და სახელი არ მახსოვს

Posted by: nino84 8 Sep 2023, 12:10
anibani18
კარგად არიან, ანი, მადლობა. რაც სამსახურში გავედი ვერაფრისთვის ვიცლი. პატარა ძიძას შეეჩვია მშვენივრად, დიდი ბაღში დავარეგისტრირე და იმედია მოეწონება. შენები როგორ არიან?

takoo1
ისე დაგვეხა, რომ ნაჭერზეც თანახმა ვარ smile.gif საიდან შეიძლება გამოწერა, ლინკი ხომ არ გაქვს?

adeline
მზიური მედ-ში დამყავდა ჩემები შალვა წინწკალაძესთან, მემგონი ჟვანიაშიც მუშაობს

Posted by: tako/barbi 8 Sep 2023, 22:44
takotatuli1989
ჩემ გოგოს ქონდა და 5წლისაა ეხლა აღარ ეტყობა,მრჩეველში გადაუღე არაფერიაო და კია მოუსვენარი ესეც და არაფერი არ აქვს.

Posted by: Alisaka 9 Sep 2023, 12:38
სალამი გოგოებო
ხიმორალი დაუნიშნიათ თქვემთვის მკერდის პრპბლემაზე? რპგპრც გამწოვი

მაქვს ცისტები პლუს რძე ჩამჩა და დამენიშნა დოსტინექსი




ცისტას როგორ მკურნალობენ დიდი ზომისები მაქვს

Posted by: სერაფიტი 9 Sep 2023, 22:13
Alisaka

ზუსტად არ ვიცი, როგორ მკურნალობენ. შეგიძლია, მითხრა, რა სიმპტომები გაქვს და როგორ მიხვდი, რომ ცისტა იყო? ხელით გესინჯება? ტკივილი გაქვს?

მარცხენა ძუძუს ვატყობ 2 კვირაა რაღაცნაირად მომენტში ყრუდ ტკივილი გამკრავს ხოლმე. ხელით არაფერი მესინჯება და მინდა ექოზე მივიდე. ლაქტაცია თვეზე მეტია დავასრულე. ორსულობოსას გადაღებულ ექოზე მაგ ძუძუში რაღაც არასაშიში კისტასავით კი იყო, მარა ალბათ გაიწოვს ლაქტაციაშიო და ან არ გაიწოვა (მარა არ მტკიოდა მაშინ), ან რაღაც ახალია.

ნუ გეშინია, არამგონია რთული მოსაგვარებელი იყოს <3

Posted by: Tua 9 Sep 2023, 22:18
Alisaka
ხიმორალი არა დოსტინექსი დავლიე მე კი იცი 2 აბი. ტისტა შეიძლება დარჩეს ( არაა გამოროცხული რომ მანამდე გქონდა და არიცოდი ანუ ორსულობამდე) უვრალოდ ზომევი უნდა აკონტროლო ხოლმე ექოთიხანდახან. რძე რაცაა დარჩენილი მაგას დაშლის დოსტინექსი წესით, არასწორი მასაჟების და გამოწველების ბრალი იქნება უვრალოდ.

Posted by: სერაფიტი 9 Sep 2023, 22:19
Tua

ისე, კისტამ ტკივილი იცის? ე.წ. კეთილთვისებიანმა.

ასევე გამიგია, რომ ლაქტაცოის მერე 3 თვე მაინც აზრი არ აქვს ექოსო და მართალია ნეტა?

Posted by: Tua 9 Sep 2023, 22:51
სერაფიტი
ზუსტად არვიცი ტკივილის ამბავზე sad.gif ჩემს მეგობარს ჰქონდა პერიოდულად. 3-6 თვე მაინცაა ლაქტაციის მერე ექო, აზრი არ აქვს მანამდე. მე 1 თვეში გავიკეთე ძალიან დიდი მკერდი მაქვს 5 ზომა და შემეშინდა რამე არჩარჩებილიყო შიგნით, თუმცაღა სწორად დაშრობით და კარგი სპეციალისტით იშვიათად რჩება ხოლმე რამე.

Posted by: Alisaka 9 Sep 2023, 23:21
სერაფიტი
კი,ხელით მესინჯება,ხელს რო აატარებ მკერდს ვგრძნობ,ასევე როცა ზოგი დაპატარავდა გამოწველისას,ესენი დარჩნენ ადგილზს,თხილისავითაა.ხან მტკიოდა
ხელით გამსინჯა და ექოზეც გამოჩნდა
ქიმორალი ამ ცისტების გამწობად და დოსტნექსი რძეზე დანიშნა დავდებ ახლა ექოს ცისტები დიდი მქვს და მაგიტო დამიწერა მკურბალობა
Tua
ხელები უნდა მოვატეხო იმ მასაჟისტს იმიტო რო მაგის მერს დამრჩ ეს…

Posted by: adeline 10 Sep 2023, 14:14
მოკლედ, მედიქლაბში მიიყვანს მენჯ-ბარძაყის ექოზე და ნეიროსონოსკოპია სად კეთდება კარგად გოგოებო?
კიდევ, იმ ცნობილი მასაჟისტის ნომერი დამიწერეთ რა, მკერდზე რომაა. ეგეც უნდა

Posted by: Tua 10 Sep 2023, 20:37
adeline
ნეიროსონოსკოპია ჩვენებით კეთდება ყველა ბავშვს არუკეთებენ, ეგ პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს smile.gif ჩემს გარშემო მცოლოდ დღენაკლულებს დასჭირდათ მაგის გაკეთება. როგორც ვიცი ჩენი დაქალი დროულად აჩენს .

დალი ქვია 571 064 466 მაგრამ თუ ვინმეს ძალიან ახლობელი არ ხარ ბევრს უარს ეუბნევა მთლად იმედი ნუ ექნება , სამშობიაროებშიც არდადის და წაყვანა მოყვანა სჭირდება კიდევ მე ჩემი ბიძაშვილის ცოლის ხათრით არმეუბნევა ხოლმე უარს ვიზეც დამჭირდა ყველასთან მივიდა.

Posted by: სერაფიტი 10 Sep 2023, 22:03
გოგოებო, ფ3მეხსაცმელს საიდან იწერთ? ნატურინო და ეგეთები, პირველი ნაბიჯების. აქ 150 ლარზე ნაკლები არაა,ფბ გვერდებზე. ამაზონზეც ვერ ვნახე.

Posted by: Tua 10 Sep 2023, 22:08
სერაფიტი
მე ვიწერ გერმნიიდან , ნატურინოები და ეგეთები არმიყიდია ამისთვის არასდროს უმჯობესია ზოგადად თუ ბავშვი ფეხშიშველი აიდგავს ფეხს. დიდობაში უკვე ვუწერ ხან ადიდასის ბერძნული აუთლეთიდან ( აქ რომ 250 ღირდა მე 90 ლარად გამოვუწერე) ხან ლიმანგო.დე- დან , ეხლა ფასდაკლებები აქვთ ჯეოქსები და ეგეთები მეოთხედ ფასადაა smile.gif). https://www.limango.de/campaigns

კოდევ ტრენდიოლზეა ბიომექანიკსები უიაფესად ეგეც შეგიძლია ნახო

Posted by: adeline 10 Sep 2023, 22:24
Tua
ცდის აბა. საწველი მივიდწ და არაფერს არ შვებაო. თავები ბოლომდე არ ჩადისო და სადამდე უნდა ჩავიდეს?

Posted by: Tua 10 Sep 2023, 22:32
adeline
საწველით ვერაფერს იზავს ჯერ სანამ
რძე არწამოვა, მაქსიმუმ სტიმულაცია გაუკეთოს მკერდს, თავი სად უნდა ჩავიდეს? უბრალოდ მიიდოს საწველის თავები თავებზე და ვაკუუმი თვითონ იზავს ყველაფერს, ის ტუბი რაცაა მანდ ბოლომდე არუნდა ჩავიდეს თავი . იუთუბზე ნახოს ვიდეოები მიხვდება უფრო.

Posted by: adeline 10 Sep 2023, 22:38
Tua
გამაგრებები დაეწყო და შეიძლება სადინარებია გასახსნელი? მე-4 დღეა საკეისროდან. რომ ვუყურებ, ლაქტაციის შიში გამიჩნდა მეც. ბავშვს სულ ეძინება და აქტიურად ვერ აწოვებს.

Posted by: Tua 10 Sep 2023, 22:45
adeline
პირველ ბავშვზე როცა გამოუცდელი ხარ პლიუს ბავშვზეც გამოუცდელი და ძუძუზეც აი ურთულესია ფსიქოლოგიურად ეგ ყველაფერი პლიუს ბავშვები არჭამენ თავიდან საერთოდ ბევრს 5 წუთში ზედ ეძინებათ, 2-3 კვირიდან იწყება კოლიკები 90%ში ცალკე ძუძუებს დასდევ ცალკე ბავშვს და კოლიკებს smile.gif) მეც რომ ლაღად და ბედნიერად ვიყავი მომზადებული და სხვა წარმოდგენა მქონდა ლაქტაციაზე კი დავიშრე 3 კვირის მერე ფსიქოლოგიირად დამანგრია. გამაგრებები თუ დაეწყო გამოიწველოს და ცოტა ხელი მიაყოლოს სავარცხლისებურად დამიასაჟოს ზევიდან ძუძუსთავისკენ ხელით სათუთად, ასევე ცხელი დუშს შეუშვიროს მკერდი და მერე გამოიწველოს, კომბოსტოს ფურცელი დაიდოს თუ გამაგრებები გაუწითლდება და გაუხურდება. კიდევ თუ ვინიცობაა და დალი მოვა მაგასთან აუცილებლად უყუროს როგორ ხელის მოძრაობებს აკეთებს გამოწველისას მე ვუყურე და ჩემით ვისწავლე სულ აღარ მჭორდებოდა მერე დალი.

Posted by: adeline 10 Sep 2023, 22:53
Tua
ვახ, მართლა რა რთული ყოფილა. ლამისაა მეც გადავიფიქრო უკვე. საწველი მიიდო და არაფერს არ შვება საერთოდო. ლანსინოს სამედიცინო საწველი აქვს, ორთავიანი. ცხელ დუშს ცდის აბა. ისე ჰააკა ხომ არ გამოწეროს?

Posted by: Tua 10 Sep 2023, 23:13
adeline
საწველი არქაჩავს? ანუ საწველმა შეიძლება ვერ გამოიტანოს თუ დახშობილია სადინარი, ცხელი დუშის მერე ცადოს ისევ საწველით, ვაკუუმს არქმნის თუ რატო ვერ შვება?

Posted by: narkozeli 11 Sep 2023, 09:34
adeline

არ გადაიფიქრო, უბრალოდ ჩაციკლული არ იყო ლაქტაციაზე. ეცადე ასე შეხედო: ბუნებრივად როცა არ გამოდის დაორსულება/შენარჩუნება- ხომ მიდიხარ რეპროდუქტოლოგთან და იწყებ ხელოვნურად წახმარებას, ისეა ეგ კვების თემაც. გეგმა ბ არსებობს საბედნიეროდ. ნერვების გლეჯად ლაქტაცია კიარა არაფერი არ ღირს ამ სამყაროში.
აუცილებლად უნდა სცადო, შენ თავთან მერე უფრო მშვიდად იქნები რომ სცადე ყველაფერი. უბრალოდ მზად იყავი, შეიძლება არ გამოვიდეს და სულ გახსოვდეს რომ ეს ტრაგედია არ არის❤️

Posted by: tako/barbi 11 Sep 2023, 11:44
adeline
არაფერი არაა რთული და შეუძლებელი,იქ სადაც ინ ვიტროს ამბებს უძლებთ და გაუძელით,შეუძლებელი არაფერია…გვანცა მართალია არ ჩაიციკლო მაგაზე,მე ვიბრძლე ისე მტკიოდა საწოლს ფეხს ვურყავდი,მაინც ვაჭამე…შენ შეძლება ისეთი უმტკივნეულო ლაქტაცია გქონდეს,ძლიერი გოგო ჩანხარ და რახან შენ მეგობარს გაუჭირდა არ ნიშნავს რომ შენც გაგიჭირდება❤️

Posted by: takoo1 11 Sep 2023, 12:16
adeline
წინასწარ ნუ ინერვიულებ ჩემი რჩევა იქნება და ცუდისთვის ნუ განეწყობი ეგეც მოქმედებს,ნუ უსმენ სხვა რას გეტყვის შეიძლება არ გაგიჭირდეს და პირიქით მარტივად ჩაიაროს.
მე არ გამჭირვებია არცერთზე ჩვენი მაგალითებიც გაითვალისწინე:*
თუ გაგიჭირდება და ალტერნატიული გზაც არსებობს ასე რო ტყუილად თავს ნუ დაიგრუზავ.

Posted by: Liza12 11 Sep 2023, 13:49
ბავშვზეა დამოკიდებული სრულად რამდენად უმტკივნეულოდ წარიმართება ლაქტაცია. გამაგრებები კი თავიდან ყველას აქვს და საწველი აპარატია მაგ დროს ყველაზე კარგი მასაჟი არაა საჭირო. მთავარია საწველი აპარატი იყოს მძლავრი და სწორად შერჩეული. მე 5თვემდე მაწუხებდა გამაგრებები და კაანპოლის ბანძ საწველს ვიყენებდი მშვენივრად . მთავარია თავიდანვე ბავშვი სწორად მოეჭიდოს მე არ დავხმარებივარ თვითონ ჩემმა სწორად ჩაიდო და ვისაც უჭირს დედა უნდა დაეხმაროს სწორად მოჭიდებაში. არც ერთი წამით არმქონია ტკივილი გამაგრებებს თუარჩავთვლით ლაქტაცია ყველაზე მარტივად და ბედნიერად მიდისს ჩემთან უკვე 10თვეა. ამაზე მაგარი თუ რამე არსებობს ვერ წარმომიდგენია. საოცარი კავშირი სითბო ბედნიერება და ყველაზე დიდი კომფორტი . სრულად ძუძუზეა და წლიდან უკვე წინასწარ მეზარება რომ ვფიქრობ საჭმელების მზადებაზე. წარმატებები აუცილებბლად გამოგივათ თქვენ თუიქნებით მშვიდად და ბედნიერებას მოგგვრით . თუ თავიდანვე დაძაბული ხართ და დისკომფორტი გაქვთ მაშინ ხელოვნური დაუწყეთ არ დაიტანჯოთ თავი. წარმატებები

Posted by: takoo1 11 Sep 2023, 15:16
https://www.facebook.com/groups/325373359004842/?ref=share&mibextid=NSMWBT

გოგოებო ვის გაინტერესებდათ ფბზე ნივთების ყიდვა გაყიდვა.
სწორად ვლინკას თუ არა არვიცი მე არ მაქ ფბ და ჩამიგდეს ლინკი

Posted by: anibani18 11 Sep 2023, 15:20
nino84
მეც გავედი სამსახურში. უფროსი ბაღში გავუშვი, პატარა დედასთან რჩება.
ძქლუქნ მქინტერესებდა შენი ამბები <3
სერაფიტი
იპოვე ფბ ჯგუფები? დქგილინკავ თუ გინდა.
ლიმანგოდქნ ვუწერ მე ხოლმე. პირველ ფეხსაცმელს არ გირჩევდი გამოწერით, ან აქ მიდი მაღაზიაში, კარგად მოარგე და ისე გამოუწერე. ჩემს პატარას ისეთი ფეხი აღმოაჩნდა, ძლივს ვაეგებ ფეხსაცმელებს, ფუმფულაა თუ რა ვერ ვხვდები. ბიოს საერთოდ ვერ იცმევს, ვიწრო აქვს.

* * *
adeline
არ გადაიფიქრო <3 მშვიდად იყავი და შენი მაქსიმუმი სცადე. თავიდან ალბათ რთული იქნება, მაგრამ სცადე მაინც. სხვისი გამოცდილება, ეს უბრალოდ ამ პიროვნების გამოცდილებაა და არ ნიშნავს, რომ შენც ასევე დაგემართება. უამრავი ადამიანი ბედნიერად აჭმევს ძუძუს <3

Posted by: takotatuli1989 11 Sep 2023, 17:39
adeline
სპექტრა მქონდა მე და გამომიტანა გამაგრებები, ჩემ მეზობელ გოგოსაც ვათხოვე აი გაბერილი ბუშტებივით ქონდა მკერდი ქვასავით და მასაჟის რეჟიმით იმასაც გამოუტანა, ცუდია რომ ვერ გამოაქვს საწველს. აი თითქოს სულ ოდნავ მეცაცუნებოდა ის მასაჟის ფუნქციის რეჟიმი და კი დაშალა და გამოიტანა ყველაფერი. პირველ ბავშვზე გაშრობისთვის აქაური ცნობილი ასაკიანი ქალბატონი მყავდა გამაგრებები რო გამომიტანა და იმანაც არაფერი მატკინა ისე გამომიღო ბოლო წვეთამდე. ტყუპებზე ამ საწველით გავიშრე. იქნებ ჭამოს ბავშვმაც და დაისვენებს.

Posted by: Iceicebaby 11 Sep 2023, 18:23
ნუტრილონ კომფორტის მიცემას ვგეგმავ, სამსახურში გავდივარ მალე და ძუძუს ჩანაცვლება მოუწევს.
ვინც იყენებდით, კმაყოფილები ხართ?

Posted by: სერაფიტი 11 Sep 2023, 20:30
QUOTE (Tua @ 10 Sep 2023, 22:08 )
სერაფიტი
მე ვიწერ გერმნიიდან , ნატურინოები და ეგეთები არმიყიდია ამისთვის არასდროს უმჯობესია ზოგადად თუ ბავშვი ფეხშიშველი აიდგავს ფეხს. დიდობაში უკვე ვუწერ ხან ადიდასის ბერძნული აუთლეთიდან ( აქ რომ 250 ღირდა მე 90 ლარად გამოვუწერე) ხან ლიმანგო.დე- დან , ეხლა ფასდაკლებები აქვთ ჯეოქსები და ეგეთები მეოთხედ ფასადაა smile.gif). https://www.limango.de/campaigns

კოდევ ტრენდიოლზეა ბიომექანიკსები უიაფესად ეგეც შეგიძლია ნახო

100 ლარებადაა ბიომექანიქსი ტრენდიზე, ვნახე,კი. ღირს ზოგადად გამოწერით? მოსარგებად როგორია გამოწერილი, ხო არ გამიჭირდება მორგება?

ადგმით კი აიდგამს ფეხშიშველი, მარა გარეთ ხო უნდა ხავაცვა რამე, აწი მოუწევს, ზამთრისა მინდა ვუყიდო. ნუ ჯერ არა, მარა მალე ალბათ.
ჯერ ხოხავს და საწოლში დგება ფეხზე. საწერ მაგიდასაც ეტანება, მარა ეკეცება ფეხები. აქამდე ფეხშველა იყო. ეს ორი დღე რაც აგრილდა, წინდა ამოვაცვი, აი რეზინის ბურთებიანი ძირებით. ფეხები ძაან ეყინება სულ იატაკზე როა (თავის ხალიჩა დაიკიდა კაი ხანია). ხოდა რო აიდგამს, გავატარებ ხოლმე ფეხშველი, მარა ცოტა ხნით. ზამთარში მეცოდება შიშველი ფეხით. წინდებს ვახმარ სახლში რეზინიანს და გარეთ ფეხსაცმელს, ვფიქრობ.


* * *
anibani18

აი, თაკომ რაც დალინკა, ეგ ვიცი ჯერ მხოლოდ. თუ იცი რამე მუშა ჯგუფი, ჩააგდე აბა.

აქ სად მივიდე ფეხსაცმელზე? სად აქვთ კარგი რბილი ფეხსაცმელები? მირჩევნია მოვარგო, კი. პირველი მაინც...
* * *
takoo1
მადლობა, თაკო. შევალ აბა
* * *
Iceicebaby

კი, მე ვარ კმაყოფილი ნუტრილონ კომფორტით. 8 თვისას მივეცი პირველად და 9 თვიდან სრულად გადავიდა. კუჭის მოქმედქმედება მოუწესრიგა ძაან მალე, მყარი საკვების დაწყებისას ცოტა არეული ჰქონდა. ახლა 10 თვისაა და დღეაი ერთხელ დილით კომფოეტს სვამს, შუადღით და ძილის წინ პრემიუმს. უფრო სწორედ - აპტამილ პრემიუმს ( ვუწერ ტრენდიოლიდან. იგივეა და იაფია უფრო).
ვაპირებ მალე სამივე კვება პრემიუმი მივცე, წლამდე. მერე - ნელნელა ამოვუგდებ.

მოკლედ, კარგია კომფორტი. პირველ ხანებში მცირე დოზით მიეცი მაინც, დედის რძეზე მიჩვეულს შეიძლება დასჭირდეს შეგუება გემოზე, ასევე კუჭ-ნაწლავსაც. თავიდან მე პრემიუმი მივეცი და შეკრა. კომფორტი წესით არ შეკრავს. მარა თუ შეკრა, არ შეუცვალო, 1 კვირა მაინც აცადე მინიმუმ.
ცოტა თევზოს სუნი წაკრავს პრემიუმს, თურმე იმიტო რო თევზის ქონს შეიცავს ბლომად :დდდ არ შეგეშინდეს,არაა გაფუჭებული.

Posted by: Iceicebaby 11 Sep 2023, 20:40
სერაფიტი
მადლობა ძალიან დიდი დეტალური ინფოსთვის. მეც ვფიქრობდი თურქეთის მაგ ვარიანტზე, ანალოგია ნამდვილად? მაგასაც ჰო აქვს კომფორტი, ეგ რომ შევიძინო ბარემ?
ჩემი 4 თვის ხდება და 5 თვემდე მოუწევს შერეული და მერე სრულად ფორმულა. ეს თუ რამეს ცვლის, მაინც დავწერე

Posted by: სერაფიტი 11 Sep 2023, 20:43
გოგოებო, ლიმანგოს გადავხედე. რა კარგი ფასებია. რომელი გადამზიდით იწერთ გერმანიიდან?
* * *
Iceicebaby

კომფორტიც გამომიწერია მაქედან, conformil ჰქვია. მთავარია, ვადა ჰქონდეს.
ისეთი სელერი აარჩიე, ეომ.სულ დადებითი კომენტარები ჰქონდეს და 5 ვარსკვლავი. უკვე 6 ყუთი გამოვიწერე და არცერთი ჩავარდნა.პრემიუმები აქ მაქსიმუმ 600 გრამიანია და იქ 1200 გრამიანიცაა, მგონი მეტიც. ეკონომ შეფუთვები.

კი ,იგივეა, მივწერე აპტამილის ოფიციალურ საიტს ევროპაში. სხვადასხვა სახელით გამოდისო უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანაშიო.

ჯგუფებშიც წერენ, რომ ვინც აქ ნუტრილონს აჭმევს, ევროპაში არაა ნუტრილონი და აპტამილზე გადაყავთ, იქ მაგ სახელითააო.

მოკლედ, თამამად შეგიძლია გამოიწერო.

Posted by: Iceicebaby 11 Sep 2023, 21:05
სერაფიტი
დიდი მადლობა, თუ არ შეწუხდები გამიზიარე ლინკი საიდანაც გამოწერე, ბარემ მაგას ვცდიდი. ვადიანი რომ ჩამოვიდეს ანუ სელერის შეფასებებზე ჰო? სხვანაირად როგორ შევამოწმებ :/

Posted by: Tua 11 Sep 2023, 22:14
სერაფიტიინექს გრუპით ვიწერ მე ლკმინგოდან და ძალიან კარგი ხარისხებია არამხოლოდ ფეხსაცმელი ტანსაცმელიც აქვთ და ბევრი რამ დიდებისთვისაც. . აქ ლაქი სთეფში შეგიძლია მიხვიდე მოარგო და ნახო ზომა, 1 სმ მდე დიდი მაინც უნდა იყოს ფეხსაცმელი სიგრძეში.

ფბ ჯგუფი ესაა სადაც ეგეთი ფეხააცმელი იდება მაგრამ მაინც უნდა მოარგო ჯერ და ნახო რა ზომა აქვს ფეხი , ყველა ბრენდს სხვადასხვა ზომის ფეხააცმელკ აქვს იგივე ზომები ანუ ნატურინოს 20 ზომა შეიძლება ბიომექანიკსის 20ზე პატარა იყოს ან დიდი

user posted image

Posted by: სერაფიტი 11 Sep 2023, 22:30
Iceicebaby

კომფორტი 2 ნომერი სჭირდებოდა და აქედან:
https://www.trendyol.com/aptamil/conformil-2-devam-sutu-300-gr-p-2645330

საქართველოში აღარაა ნომრები, 0-12 თვეზეა აქ კომფორტი. შეფუთვაა რა სხვა.

პრემიუმი აქედან:

https://www.trendyol.com/hesabim/siparislerim/2194472086
* * *
Tua

მადლობა. გავწევრიანებულვარ აქ ოდესღაც ეტყობა, ვყოფილვარ, გადავხედავ.

Posted by: adeline 12 Sep 2023, 02:11
მართალი ხართ გოგოებო, სხვისი გამოცდილებით არ უნდა იმსჯელო. ისე დალის მომსახურება რა ჯდება?

Posted by: anibani18 12 Sep 2023, 08:16
სერაფიტი
ლაქისტეპი და ჯეოქსი - აქ ნახე. თავიდან ბიოს ვაცმევდი, მაგრამ ჯეოქსები ახლა უფრო მომწონს, თან ზომაც ვიცი უკვე. მაგრამ ბიომექანიქსი რაღაცნაირია, ვიწრო თუ რა ვერ გავიგე, თუ ოდნავ ფუმფულა ფეხი აქვს, ვერ მოარგებ მგონი.
ელეფანტენი არ ვიცი აქ თუ იყიდება, კარგია ძალიან.
ტრენდიილზე ნახე კიდევ ბიო და სხვებიც.

თაკომ რაც ჩაგიგდო კარგი ჯგუფია. იქ გავყიდე რაღაცეები რაც სახლში აღარ მეტეოდა.

გოგონებო, სად შევიძუნო ხელზე ჩამოსაცმელი სათამაშოები თეატრისთვის? ვერსად ვიპოვე

Posted by: narkozeli 12 Sep 2023, 09:03
adeline

60 ლარი ღირს დალი, ახლახანს ჰყავდა ჩემს დაქალს, 83 წლისაა ისე)

სერაფიტი
Iceicebaby

ჯეოქსებით აიდგა ფეხი ვაჩემ და ძალიან კმაყოფილი ვარ გოგოებო, ერთი წუთი არ გაუვლია ცუდად, ცერებზე ამ რამე მსგავსი. 2 წლამდე ძირითადად ჯეოქსებს ვყიდულობდი ხოლმე სულ, მერე გადავიყვანე ადიდასი, პუმა, ნაიკი, ნიუბალანსებზე.
ორთოპედთან რომ მყავდა მოეწონა ძალიან, სწორი ფეხსაცმელებით აქვს ფეხი ადგმული და ახლაც მომწონს რაც აცვიაო, ტერფი ყველაფერი კარგად არის განვითარებულიო. არადა მეც და მამამისიც ბრტყელტერფიანები ვართ და ამას გადასარევი თაღი აქვს.

სახლში სულ ფეხშიშველი იყო ფეხის ადგმის წუთიდან დღემდე. გარეთ აცვია ფეხსაცმელი მხოლოდ. ხერხემალიც შეუმოწმა (ესეც არის ფეხსაცმელებთან კავშირშიო) და აი ეს არის სწორად აღზრდა და იდეალური აღნაგობაო biggrin.gif
ლევან ქაჯაიასთან მყავდა. სპორტზე მქონდა კითხვა სად ვატაროთქო და 4 წლამდე არაფერზე და 4დან ციგურები და ცურვაო. დამყავს ორივეზე ამ ზაფხულიდან.

Posted by: Iceicebaby 12 Sep 2023, 11:05
სერაფიტი
https://ty.gl/35v6juf8dk

ეს ვიპოვე კომფორტი 1 ნომერი, სწორად მივაგენი?

Posted by: სერაფიტი 12 Sep 2023, 17:02
Iceicebaby

კი, ეგაა. აქ უნომროა კომფორტი.


Posted by: Alisaka 12 Sep 2023, 17:48
სალამი,გოგოებო
კი შეგაწუხეთ ამ ჩმეი დოსტინექსით ,,,,
ვინც სვამდით,მოკლედ საკეისროს შემდგონი გამონადენიკიდე მაქ
ცოტა მქნდ ყავისფერი
დღეს შევნიშნე ხასხასა ვარდისფერი,იცის ამ წამალმა/
??
ექიმმა 4 დამინიშნა (2 ვსვამ მე მხოოლოდ,დღესი ორჯერ მეოთხედებს)

Posted by: სერაფიტი 12 Sep 2023, 18:18
Alisaka
მე არ მქონია,.როცა დამილევია.
მენსტრუაცია ხო არ მოგივიდა?

Posted by: narkozeli 12 Sep 2023, 18:25
Alisaka

არა დოსტინექსს ციკლთან კავშირი არააქვს, მენსტრუ დაგეწყო სავარაუდოდ.
ზუსტად მე-40 დღეს დამეწყო მე, ბავშვის ნათლობის დღეს :/

Posted by: Alisaka 12 Sep 2023, 18:47
სერაფიტი
narkozeli
წელო მტკივა ისე როგორც პერიოდისას
ხოდა ხასხასა ვარსიფერია ასეთი არაფეი მქონია
უცხობფერია ანუ
ჩვენებაში არ აქვს მაგ წამალს?
1 თვე გავა 14 ში
ის გამონადენი რაც მაქვს რა არის ანუ? მშობიარობის მერე რაც მაქ

Posted by: სერაფიტი 12 Sep 2023, 18:50
Alisaka

მე 1 თვე მქონდა მშობიარობის მერე გამონადენი. თავიდან ყავისფერი. მერე რაღაც პერუოდი ალისფერიც იყო. შეიძლება ეგაა.
წამლის ანოტაცია ნახე მაინც აბა დეტალურად. გვერდით მოვლენაში უწერია? არამგონია.
ციკლი მე 2 თვის მერე აღმიდგა.

Posted by: Tua 12 Sep 2023, 18:54
Alisaka
დოსტინექსმა დაწოა პროლაქტინი და სავარაუდოდ მენსტრუაცოა დაგეწყო.

Posted by: Panda-008 12 Sep 2023, 19:21
ლაქტაციის გურუებო, როგორ მივხვდე, ბავშვი ე.წ. უკანა რძეს იღებს თუ არა? ვითომ ფერით განსხვავდება წინა და უკანაო, სპეციალურად ცალ-ცალკე ბოთლებში გამოვიწველე ერთ სესიაში, რომ შემედარებინა პირველი და მომდევნო ნაკადები. სინათლეზეც გავხედე, ფანარიც ვანათე და ვერანაირი განსხვავება ვერ დავინახე :|
არადა აშკარად ვერ ძღება ბავშვი ჩემი რძით. ძუძუდან ძალიან ხშირად ითხოვს, გამოწველილს კი 120-ს ჭამს და ერთ საათში ისევ შია. ხელოვნური 90 აკმაყოფილებს ყოველ 3 საათში.

იმ ფბ ჯგუფში არ მაკითხინოთ, გთხოვთ :-შ

Posted by: narkozeli 12 Sep 2023, 19:23
Alisaka

გამონადენი 12 დღე მქონდა მე გაჩენიდან და ვსო მერე არაფერი, 40 დრეს ეგრევე კვასკვასა წითელით მენსტრუ დამეწყო და ონკანივით ჩქეფდა, ბავშვის ნათლობაში ფეხზე ვერ ვიდექი, ტამპონმაც ვერ გამიძლო.

ტუამ სწორად დაგიწერა, პროლაქტინი რომ დაგეწია, დაიწყო ციკლი.

Posted by: Alisaka 12 Sep 2023, 19:49
Tua
ანუ ახლა შეიძლება სარრთოდ პერიოდი ამერიოს??
კიდრ მიწევს 1/4 და 1/2 დალევა
narkozeli
რამე მომივა ახლ ? sad.gif
* * *
სერაფიტი
აუ მაგ წამლის ანოტახია რო ვნახო კიდე ყველაფერი დამეწყება biggrin.gif ამიტომ ვერიდები
ხიმორალი მაქ კისტებზე დანიშნული
ხო არ გაგიგაი?

Posted by: takoo1 12 Sep 2023, 20:37
Alisaka
მომისმინე,დაწყნარდი ეხლა დამშვიდდი biggrin.gif
ეგ წამალი არაფერ შუაშია ციკლი ისედაც ირევა იმშობიარე ადამიანო კბილი კი არ ამოგიღია რა დაგმართნია biggrin.gif
რაც გითხრა ექიმმა ეგრე გააკეთე,მკერდს მიხედე,ციკლი თავისით დაგილაგდება აცალე ერთი ორი თვეsmile.gif
ყველას ერევა ციკლი ეგ კიარა მშობიარობის მერე ზოგს 3 დღიანი 5 დღიანი უხდება.
ან პირიქით.

Posted by: narkozeli 12 Sep 2023, 20:47
Alisaka

ადამიანი გააჩინე შენი სხეულიდან, ერთი მთლიანი ნამდვილი ადამიანი, სულიერი არსება biggrin.gif რა თქმა უნდა იცვლება რაღაცეები, არაფერი მოგივა, ზოგს 1 წელი ციკლი არ აქვს, ზოგს მეორე თვესვე აღუდგება ხოლმე. მოკლედ არ გაქვს სანერვიულო არაფერი.
ხიმორალს მე ვსვამდი 1 თვე ოღონდ ანთების გამო

Posted by: Alisaka 12 Sep 2023, 21:00
narkozeli
takoo1
ვგიჟდები თქვენზე :დდ
ანუ წამალმა ხო არ დამმართა რამე თქო ეგ იყო თორე ციკლზე ვიცი :დდ ხიმორალო კოსტაზე მაქვს მე გვანც,უდოდესო ზომები მიწერია,თი არ გაიწობა სხბა მკურნალობაო..შეიძლება ეს 5 კისტა მასაჟს გაეჩინა? თუ უშუალოდ ლაქტაციის მერე..
რო მიმასაჟა მერე შევნიშნე

Posted by: სერაფიტი 12 Sep 2023, 21:32
Panda-008

ეგრე ვერ მიხვდები წინა და უკანა რძეზე. წინა რძე კია ცოტა ღია ფერის, "წყალწყალასავით", მარა აუცილებელია, ანტისხეულები მანდაა. უკანა რძე უფრო მოთეთრო-მოყვითალოა.
ჰოდა ერთი ძუძუ დაცალოს, მასე მიიღებს უკანასაც. მერე მიისვი მეორეზე, თუკი ისევ შია. ასევე შეგიძლია, იმ ძუძუთი დააწყებინო კვება, რომლითაც წინა ჯერზე დაასრულა.

საერთოდ კი თანამედროვე კვლევების თანახმად, ასე განსაკუთრებული ყურადღება აღარ ექცევა წინა და უკანა რძის ამბებს. იმდენად მალევე იწყება წოვისას უკანა რძე, არაა სადარდებელი.

რძის ცხიმიანობის ამბები მითია, ყველგან წაიკითხავ ამას.
უბრალოდ შენს რძეა მალე ამუშავებს და ფორმულას ცოტა დიდი ხანი სჭირდება მოსანელებლად. ამიტომაა რომ საათობროვ შუალედს ფორმულაზე აწესებენ და დედის რძეზე - არა (თუმცა ახლა ფორმულაზეც აღარააო, როცა ითხოვს, მიეციო).

რამდენი თვისაა? სამი რძის კრიზისი ხო არ დაგეწყო? ანუ ხო არ შეგიმცირდა?

მარა გამოწველილს 120 რომ ჭამს, 1 სთ ცოტაა შუალედი, წესით. სისტემატურად ასე თუა. ერთიორჯერ - არაფერია.
შია კი? მაგიტო წუწუნებს?

სადღაც სხვაგანაა ძაღლის თავი ჩამარხული. ლაქტაცია დიდი გამოცანაა, მოკლედ.
ფორმულას როცა დაუმატებ, მაგ დროს რძე შეგიმცირდება, ხომ იცი. მაგ დროს უნდა გამოიწველო, თუ აპირებ, რომ განაგრძო ლაქტაცია.

Posted by: Iceicebaby 12 Sep 2023, 22:14
სერაფიტი
ნუტრილონი ეგრევე მიიღო ჰო ანიტამ? დღეს გავასინჯე კომფორტი, დაიჯღანა, გულის რევის იმიტაცია დადგა, იფურთხა. რა არ ვცადე, სიარულით ჭამა, გართობით, სხვა ბოთლით, წამომჯარი, ბოლოს ძაან გაღიზიანდა. შიშით მერე გამოწველილი რძეც აღარ უნდოდა, გემო რო ნახა, ჭამა ეგრევე. რა გავაკეთო sad.gif ყველაზე პაპსა რომელინფორმულაა, ყველას ბავშვს რო მოსწონებია :დდ სასო წარმეკვეთა

Posted by: სერაფიტი 12 Sep 2023, 22:21
Iceicebaby

ამან პირველი პრემიუმი გასინჯა და არა კომფორტი. მე არ გამისინჯავს, წამიკითხავს, რომ კომფორტი მომწაროა, პრემიუმი - არა.
მოდი, პრემიუმი სცადე.

ერთი გზაა, რომ შენს რძეში შეურიო და ნელნელა მოუმატო ფორმულას წილი. ანუ ცალკე აკეთებ და ამატებ შენს რძეს, ვთქვათ 60/60-ზე. მერე 90/30 და ასე.

ამან იცი როგორ მოიყუდა პირველივეზე? გეგონება დაბადებიდან ნუტრილონს სვამდა. ქალმა 5 თვე ვიწველე და ჰაიდააა :დდდ

პირველ დღეს 30 მ8ვეცი, მეორე დღეს 60, მესამე დღეს 90. ასე ავედი. შერეულზე იყო 1 თვე

Posted by: Iceicebaby 12 Sep 2023, 22:28
სერაფიტი
4 თვის არაა ჯერ და დიდი ადამიანივით დრამა დამიდგა, გამორიცხულია რო გაეკაროს. გავსინჯე მეც და საშინელებაა :/ ვერ გავამტყუნებ :დ

ხვალ პედიატრს დავეკითხები კიდე პრემიუმზე sad.gif პლაზმონს ურჩევდნენ გრუფებში ვინც წუწუნებდა.

ბოთლის შიში არ აიკიდოს მეშინია, ჩემი რძეც არ დალია ბოთლი რო მივეცით, სანამ გემოზე არ მოუხვდა, ტიროდა. ამიტომ ამ შერევის თემაც არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება (

Posted by: narkozeli 12 Sep 2023, 23:14
Iceicebaby

პლაზმონზე მყავდა მე დაბადებიდანვე ოღონდ. სუნი და გემო ისეთი აქვს, შენც დალევ biggrin.gif
ახლა მოერეზე რას ვიზამ არ ვიცი ჯერ

Posted by: Panda-008 13 Sep 2023, 00:02
სერაფიტი
მადლობა დეტალური პასუხისთვის.
3 კვირისაა ჯერ. კი, ვიწველი, მაგრამ ყოველ 3 საათში ვერ ვახერხებ. იმით ვაკომპენსირებ, რომ ხანდახან ფორმულაზე ვაყოლებინებ, რომ მიეძინოს.

დილით რომ ვიღვიძებ, მასკდება ძუძუები, საწოლში ვერ ვტრიალდები, ისე მტკივა და ამ დროს ვიწველი 120-ს. მერე დღის განმავლობაში ცოტავდება. მოკლედ, ბოლომდე ვერ დავუმუღამე ლაქტაციას.

დღეს გადავწყვიტე, შანსი მიმეცა მარტო ძუძუსთვის. ერთი კვება თითქოს ეყო, ავწონე კიდეც ჭამამდე და მერე და 15-20 წუთში მინიმუმ 100 გრამი ჰქონდა ძუძუდან ნაჭამი. მერე კიდევ გააგრძელა და თითქოს კმაყოფილი იყო, მაგრამ ცოტა ხანში მაინც ატეხა კივილი და ფორმულას ეცა სვავივით user.gif

Posted by: სერაფიტი 13 Sep 2023, 08:07
Iceicebaby

ზოგადად ხშირად უჭირთ ძუძუდან ფორმულაზე გადასვლა, ამაზე ბევრი წავიკითხე. ბოთლს მიჩვეული იყო, გემოზე ვამბობ (ბევრს ბოთლიც უჭირს). ხოდა მზად ვიყავი, რო თუ არ მიიღებდა, გეგმა ბ მქონდა პლაზმონი და გეგმა გ - ფრისო.
ბოლოს - სიმილაკი. ძაან მეშინოდა, რო ცვლა არ დამჭირდეს წარამარა-მეთქი. დღემდე მიკვირს, ასე მარტივად როგორ მოხდა. კომფორრიც როცა გასინჯა, პრემიუმის მერე, აი არაფერი რეაქცია არ ჰქონია.არადა ესაა ტიპი, რომელიც მყარი საკვების გემოებს სასწაულად არჩევს და პირველ ლუკმაზე თუ არ დაევასა, პირს აღარ აღებს, შიმშილით რო კვდებოდეს :დდ

სცადე პრემიუმიც, ოღინდ გავიდეს 1-2 დღე, დაავიწყდეს. და მერე პლაზმონი.
ისე, ინდივიდუალურია, ზოგს რა მოსწონს, ზოგს რა, ვერ გაუგებ მგონი ამათ გემოვნებას. ძუძუს მერე მით უმეტეს...
* * *
Panda-008

ხო, მესმის.
ნუ ჩაიციკლები ასე ძალიან. აწონვა და რაღაცეები არ გინდა.
დააკვირდი, ფისებს შვრებოდეს ნორმალურად, დღეში 4 კარგი სავსე პამპერსი თუ აქვს, წონაშიც მოიმატებს. დაუმატე ფორმულა, თუ შიმშილის გამო იტირებს და ეგაამ

Posted by: Iceicebaby 13 Sep 2023, 10:31
narkozeli
ვკითხე პლაზმონზე პედიატრს და ვნახოთ რას მეტყვის sad.gif იქნებ გემოს მხრივ ეგ მირჩიოს. ეს მართლა საშინელებაა, თევზის გემოთი

სერაფიტი
რა ბედნიერება ყოფილა :დ თან ჩემი რძე მგონი აღარ ჰყოფნის, ვერც ვიწველი საკმარისს და ნერვებს ავყევი, საერთოდ რო არ ჭამოს არც ერთი (

Posted by: Liza12 13 Sep 2023, 13:32
user posted image
user posted image
ანტიალერგიული საბავშვო ძაფით იქსოვებაა ღუნღულა და ლამაზი რამეები გადახედეთ გოგოებო

https://www.facebook.com/profile.php?id=100088513984970&mibextid=ZbWKwL

Posted by: სერაფიტი 13 Sep 2023, 22:51
მამაკოს კრემსუპები გიჭმევიათ? ველიზე მხვდება, ისპანახის მაგალითად. ყუთშია, ფაფასავით მზადდება ალბათ. ნეტა როგორია

Posted by: Tua 14 Sep 2023, 08:16
სერაფიტი
შენი გოგოშკა დიდია უკვე სახლში რატომ არუ
ზადებ? 1 წლიდან საერთო სუფრაზე გადაყვანას რომ ამბობენ მაინც გიწევს ცალკე მზადება ბავშვისთვის ისევ ქილებს ხომ არ აჭმევ?

Posted by: სერაფიტი 14 Sep 2023, 16:09
QUOTE (Tua @ 14 Sep 2023, 08:16 )
სერაფიტი
შენი გოგოშკა დიდია უკვე სახლში რატომ არუ
ზადებ? 1 წლიდან საერთო სუფრაზე გადაყვანას რომ ამბობენ მაინც გიწევს ცალკე მზადება ბავშვისთვის ისევ ქილებს ხომ არ აჭმევ?

გოგო, კი, ვუმზადებ სახლში. ზუსტად მაგისი სადილის დროს, 4-5-სკენ ვბრუნდები ხოლმე და ეგრევე ვიწყებ მზადებას. ჯერ ისევ ორთქლზე ვუხარშავ ბისტნეულს (ხორცით ან უხორცოდ) და ვუბლენდერებ. თუმცა რაღაც მთლიან ნაწილსაც ვაჭმევ. ანუ ბროკოლის ნაწილს თუ სხვა ბოსტნეულთან ვუბლემდერებ, რამდენიმე ყვავილედს ვტოვებ და თავისით ღეჭავს.
ჰოდა მოკლედ დაღლილი რო მოვეხეთქები ხოლმე, ხან სწრაფი მინდა რამე რა. და პლასმონის მაკარონს ვაჭმევ ხოლმე. მარა კვირაში ერთხელ. იქნებ რამე ალტერნატივა იყოსთქო, უფრო ჯანსაღი, კვირაში მეორედ იმას ვაჭმევდი :დდ
ქილებს მაშინ ვაჭმევ, სადმე თუ გვიწევს გასვლა.

საერთო სუფრაზე გადაყვანის თემას ჯერ ჰიპოთეტურად ვუყურებsad.gif ერთი იმიტო, რო ხშირად არ გვაქვს სახლში ჯანსაღი და წესიერი საკვები. არ მინდა ერთი წლის ბავშვს ნაყიდი პელმენები და სოსისები ვაჭამო:დდ მეორე კიდე - აი არ ვიცი, რა ფორმით უნდა მივცე და როგორ შეჭამს ჩვეულებრივ საჭმელებს, მგონია რო გადასცდება :დ აი, ჩახოხბილი და ეგეთები რა.
.
არადა 10 თვისაა. აგერაა წელიც.

Posted by: adeline 15 Sep 2023, 00:00
გოგოებო, დიდი დიღმის ტეროტორიაზე კარგ კლინიკას ხომ არ ვურჩევთ ჩემს მეგობარს სახელმწიფო აღრიცხვის ფარგლებში? პედიატრიც რომ კარგი იყოს, ისეთს?

Posted by: Alisaka 16 Sep 2023, 11:46
დღეე ვიყავი მამოლოგზტამ გადამოწმებაზე
2 აბი დოსტინექსი მაქ დალეული
რძე არ ვაჭამე ბავშვს ანუ არ წოვდა და შესაბამიაად ნევრი ვერ მექნებოდა
დღეს მომიჭირა ხელი და 1 აბი დაამატეო რძე რო იყო
არ მჯერა რო მეტი მჭირდება რავქნა ეს რძე რო წამოვიდა დავიჯერო არ გაშრა?


ანუ დოსტინექსის დალევის მერე ხელოს მოჭერაზე რძე არ უნდა მოდიოდეს? მე ვიცი რო ეს წვეთები დიდხამს რჩება აღარ ვიცი უკბე რა ვქნა
1 თვეზე მეტი გავიდა მშობიარობიდამ აზრი აქვა ამის სმას?

Posted by: narkozeli 16 Sep 2023, 13:47
Alisaka

მე არ მომდიოდა ხელის დაჭერაზე რძე დოსტინექსის მერე. ბუნებრივად როცა იშრობ წვეთების დარჩენა ნორმაა მაგრამ მგონი დოსტინექსზე სრულად უნდა დაშრეს და მართალს გეუბნება ექიმი.

Posted by: takoo1 16 Sep 2023, 13:56
Alisaka
მე არ დამილევია არვიცი ისე გავიშრე,რო ვიჭერდი გამომდიოდა მეც თან კაი ხანი გამიგრძელდა.დოსტინექსზე არვიცი ალბათ ბოლომდე არაა გამშრალი და დაამატე ერთიც:*

Posted by: Alisaka 16 Sep 2023, 17:37
narkozeli
takoo1
დალევიდან რამდენხანში შრება?
მეაინია იმოს რო 1 თვის წინ დამეწყო
2 აბმა რო არ მიშველა ეფ მიკვირს
სოფოსთან გამოჩნდა ადგილი მახარაძესთან და იქაც გქსავამოწმებ..
დაჟე ლაქტაციის სპეციალისტი მეუბნებოდა 1 იც გეყოფაო
ხოდა რა ვქნა არ ვიცი დავლევ 1 საც

Posted by: Alisaka 18 Sep 2023, 13:57
მოკლედ გოგოებო უფრო მეტი კისტა გამიჩნდა ორუსლობის მერე,კიარად ამ წამლის,ხოდა სოს სანიკიძეზე რას იტყვით?
ხუთშაბათს მივდვიატ
მეორე მკერდიდან მაქ ხელის მოჭEრით ყავისფერი გამონადენი,რაც ჩირქია თუ რა ჯანდაბა? თუ გქონიათ

Posted by: Tua 18 Sep 2023, 14:48
Alisaka
ირაკლი სიხარულიძე არის ძალიან კარგი მამოლოგი. წვეთები არც მე არმომდიოდა რადგან სწორად დავიშრე, ანუ დავიბარრ მასაჟისტი გამოვიეველე რაც კი მქონდა სადინარებში წვეთებიც კი და მასაჟიდან ეგრევე დავლიე დოსტინექსის ნახევარი აბი , მასაჟისტის მოსვლამდე კარგად შევჭამდი ხოლმე და მერე დაარულებისას ეგრევე ვსვავდი დოსტინექსს. ის გამაგრებები რომ გქონდა დაიშალე?

Posted by: Alisaka 18 Sep 2023, 16:11
Tua
Tua
არა ეგ გამაგრებები მაქ ისევ და მაგეებზე თქცა კისტააო'
მგონი დარხეული მაქ 2 აბი მაქ დალეული რანაირად არ გაშრებოდა sad.gif

Posted by: Tua 18 Sep 2023, 16:20
Alisaka
გააჩნია რძის რაოდენობას ეგრე არაა, მე მყავს ნაცნობი 5 აბი დასჭირდა მეორეს 7. როცა რძე აღარაა თითქმის და წვეთებია მაგ წვეთებზე სვავენ 2 აბს და როცა დგება რძე 2 აბი არშველის მითუმეტეს მეოთხედები თუ დალიე.

Posted by: Alisaka 18 Sep 2023, 16:40
Tua
არ უჭამია ბავშვს და წვეთები მქონდა,დაჟე ვინც მიწველიდა მეხვეწებოდა დალიე 1 აბიც გეყოფაო
აუ ირაკლის მგონი ძაან დიდი რიგი ექნება
მკერდი არ მომაჭრან
უარეს შემთხვევაში რა მელოდება ნეტა

Posted by: Tua 18 Sep 2023, 17:03
Alisaka
რაუნდა მოგაჭრან კაცო მაგის გამო ვინ რას შვება, უბრალოდ კარგი მასაჟისტი გჭორდებოდა ყველამ არიცის მასაჟის კეთება, იქ ბურთულა თუა სადინარში ჩაჭედილი მაგას დაშლა უნდოდა , შემოგიტია ისევ შფოთვითმა აშლილობამ და შიშებმა? ცუდზე ნუ ფიქრობ

Posted by: takoo1 18 Sep 2023, 17:13
Alisaka
ვაიმეეე რეებს ამბობ გოგო smile.gif რა უნდა მოგაჭრან გააგიჟდიი biggrin.gif biggrin.gif
შენ მამოლოგი კიარა ფსიქოლოგი უფრო გინდა ეხლა biggrin.gif biggrin.gif
ნორმალურ მამოლოგთან მიდი და მოგხედავს არაფერი არ გჭირს კატასტროფა.

Posted by: Alisaka 18 Sep 2023, 18:08
Tua
QUOTE
რაუნდა მოგაჭრან კაცო მაგის გამო ვინ რას შვება, უბრალოდ კარგი მასაჟისტი გჭორდებოდა ყველამ არიცის მასაჟის კეთება, იქ ბურთულა თუა სადინარში ჩაჭედილი მაგას დაშლა უნდოდა , შემოგიტია ისევ შფოთვითმა აშლილობამ და შიშებმა? ცუდზე ნუ ფიქრობ

ოკა მაქ რო რაღაც მჭირს L(
takoo1
აბა ის რაღაცები არ დაიშალა და თუ არ დაიშალა გაჭრის იქთ რას მიზავენ? biggrin.gif



მე უკვე ვიტირე,რომ მკერდმა მომკლა,რომ ჩემ შვილს ძაან ვჭირდები facepalm.gif user.gif
biggrin.gif
სიხარულიძესა და სანიკიძეს შორის რომელია მაგარი გოგოებო?
ანუ იქვე რო რადიოლოგიც კარგი იყოს

Posted by: Tua 18 Sep 2023, 18:55
Alisaka
ძალიან შემოგოტიეს შენ მიკრობებმა ანუ smile.gif)) იდეაში ჩვენნაირი მანამდე ეგეთი სინდრომის
მქონე ხალხისთვის ძალიან ნორმაა მაგრამ დროულად დაიწყმკურნალობა + პოატ მშობიარობის დეპრესიაც გაქვს . სანიკიძე არც გამიგია საერთოდ.
* * *

Posted by: Iceicebaby 18 Sep 2023, 21:14
ყველას ბავშვმა უპრობლემოდ მიიღო ფორმულა? არავინაა ჩემი გამოცდილებით ?

Posted by: Tua 18 Sep 2023, 21:27
Iceicebaby
მე მე მყავს დაქალის ბავშვი დედის რძესაც არ ჭამს ბოთლიდან, გვიან მისცა ბოთლი, უფრო სწორად თავიდან აძლევდა კვირაში 3-4 ჯერ ხან ყოველდღე დღეში ერთხელ, მერე დაეზარა გამოწველილის მიცემა სულ ძუძუს აჭმევდა 1 კვირა არაჭამა და ვსიო 1 წლისაა და 3.5 თვის იყო სამსაზურში რომ გავიდა არც ფორმულას და არც დედის რძეს არიკარებს იმ
მომენტიდან როცა ბოთლი აღარ მისცა დედამ , რა ბოთლები არსცადა ყველა მემგონჯ დააინც არიკარებს, მე კი გავაფრთხილე რომ ბოთლი აუცილებლად მიეცა რადგან 3 თვეში გადიოდა არდამიჯერა დამეზარაო და არის ახლა ასე არც რძეს ჭამს და არც მყარს დიდად . ზოგადად ის დედა რომელიც სამსახურში აპირებს გასვლას არავითარ შემთხვევაში არუნდა დაავიწყოს ბოთლი. ფორმულაზე სიმილაკი რომ გეცადა? გოლდი? იქნებ ეგ დალიოს?

Posted by: ninunin 18 Sep 2023, 23:47
Iceicebaby
ჩემმა მიიღო უპრობლემოდ და სვამდა ფრისო გოლდს 1 და 6 იყო დაახლოებით საბავშვო რძეზე გადავიყვანე და დღემდე სვამს უკვე ჭიქით აი ვერ ამოვიღე კვებიდან სულ მთხოვს დილა საღამოს2 წლის და 3 თვისაა და ძნ დამღალა მაგის რძის სმამ უყვარს ძალიან , ინდივიდუალურია მაინც ზოგი 2 წლამდე ანებებს თავს , ეს ვერ გსდავაჩვიე ძილის წინთუ არ დალია ისე არ იძინებს

Posted by: Iceicebaby 19 Sep 2023, 00:13
Tua
ბოთლის პრობლემა არ გვაქვს, დაბადებიდან ვთავაზობ, ჩემს რძეს გადასარევად სვამს ყველანაირი ბოთლიდან. ფორმულა არ უნდა, მაქსიმუმ 70-80 გრ ჭამოს, ისიც კონცერტებით

ninunin
ორი ვცადეთ, მესამე აღარო პედიატრმა, რახან ცოტას რაღაცნაირად ჭამს, გემოში არაა პრობლემა, უბრალოდ არ უნდა

მეც მინდოდა ფრისოს ცდა მესამე ვარიანტად ))

Posted by: adeline 19 Sep 2023, 10:37
გოგოებო, ბაუნსერის ყიდვა მინდა და ელექტრო ჯობს თუ მექანიკური?

Posted by: narkozeli 19 Sep 2023, 11:07
adeline

მექანიკურს ელექტრო ჯობია თუმცა ჩემი რჩევაა ძაან ძვირი არ გადაიხადო))
850 ლარიან ბაუნსერში 8-ჯერ არ მჯდარა სულ biggrin.gif დიდად რწევა არ სჭირდებოდა (საბედნიეროდ) და რატო მერწია. იქნებ არც შენსას სჭირდებოდეს ისეთი წყნარი იყოს.
ვისაც რწევა სიამოვნებს შეიძლება გამოადგეს, ჩემსას საწოლშიც არ ვარწევდი დიდად.
* * *
ბევრს უთქვამს ჩავსვამდი და მოვიდგამდი სადაც მინდოდაო (რწევის გარეშე) და მაგ ფუნქციით ეტლიც გადასარევად გამოგადგება. მსუბუქი ეტლი გაქვს არ დაეგზარება მოიგორებ სადაც გინდა))

Posted by: ბანანი 19 Sep 2023, 11:35
narkozeli
მრჩეველში რომ აქებდი ბავშვთა ფსიქოლოგს, გთხოვ გვარი გამახსენე რაა <3

Posted by: narkozeli 19 Sep 2023, 13:11
ბანანი
ქეთი მესტვირიშვილი)

Posted by: ბანანი 19 Sep 2023, 14:08
narkozeli
QUOTE
ქეთი მესტვირიშვილი)

დიდი მადლობა <3

Posted by: takoo1 19 Sep 2023, 14:50
Iceicebaby
ორჯერ თუ შეუცვალე მესამედ არ გარისკო
კუჭ ნაწლავი თუ აერია ძაან რთულია მერე დაულაგო,ჩემ შეცდომას ნუ გაიმეორებ.
მიეცი ცოტ ცოტა და მიეჩვევა ნელ ნელა.ეცადე მოშიებულზე აჭამო ფორმულა.არაფერი არ მოუვა ერთი დღე თუ ცოტას აწუწუნებ.
ძუძუს მერე ნაკლებად შეგიჭამს. აბა ეგრე სცადე
ჩეკიც არ სვამდა თავიდან 40-60 ძლივს და მერე ერთ დღესაც მოუმატა და მოუმატა.
adeline
ელექტრო რათქმაუნდა.

აი ესეთებს აქებენ,რაღაც სხვანაირი რწევის ფუნქცია აქვსო,საქანელასავით კიარა უფრო ხელით რწევის პონტიაო და მოსწონთო.

https://wishlist.ge/ბავშვთა-
* * *
აუ რამდნეი ვწერე და არ დაპოსტააა smile.gif
* * *
adeline
ბავშვზეა დამოკიდებული თქო მაგს ვწერდი.
ლუკიანე არ გაჩერდა და გავყიდე ეგრევე.
არ მოსწონდა.მე ელექტრო მქონდა
საქანელასავით რო ქანაობს.
ად უყვარდა ხელში არ იყო მიჩვეული და ალბათ მაგიტო არ მოსწონდა არვიცი.
გაბრიელს მოსწონდა რწევა და ნჯღრევა.
ვერ გაიგებ წინასწარ მოკლედ.

Posted by: Panda-008 19 Sep 2023, 21:43
2 შეკითხვა ახალბედა დედისგან biggrin.gif

4 კვირისაა და 90 მგ აშკარად აღარ ყოფნის. შუალედში ძუძუს ვაძლევდი, მაგრამ დღეს ჩემდა ჭირად სუპრასტინი დავლიე და 12 სთ არ აჭამოო. გაგიჟდა ბავშვი, შუალედში 30 მგ დავუმატე და მაინც ბრაზობს :| 120-ზე გადაყვანა ამ ვადაზე ადრეა? წონაში დიდი მატება აქვს, დღეში 50 გ-ზე მეტი :| ვიზუალურად ძაან მსუქანი არაა, უფრო გრძელია.
შეიძლება მითხრათ, მარტო შიმშილის გამო არ იქცევა ასეო, მაგრამ სხვა რა ვიცი. კუჭში გასულია, კოლიკა არ აქუხებს, რწევა, ჩახუტება, გახვევა და ყირაზე დადგომა არ აწყნარებს. საწოვარას აფურთხებს როგორც კი ხვდება, რომ რძე არ მოდის იქიდან smile.gif)ნეკა თითს რომ ვაძლევ, გამწარებული წოვს. პედიატრთან ვიზიტი 28-ში გვაქვს. რა ვქნა, მოვცე 120? არ მინდა, იმაე მეტი ჭამოს, ვიდრე სჭირდება.



მეორე:
ჰააკასებრი ჭიქა ვიყიდე (medela) და კინაღამ ძუძუ მომაგლიჯა, რამე რჩევები ხომ არ გაქვთ, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს?


Posted by: Tua 19 Sep 2023, 22:47
Panda-008
120ს უნდა ჭამდეს წესით აწი აღარაა ეგეთი მკაცრი რეკომენდაციებიც ფორმულაზე. მაგრამ ისიც იცოდე რომ კოლიკები 3-4 კვირის მერე იწყება, თავიდანვე არეწყება ზოგს, ჩემსას მე4 კვირაში დაეწყო მანამდე იყო ბუნჩულა.

Posted by: adeline 19 Sep 2023, 23:29
takoo1
narkozeli
მადლობა გოგოებო :*

Posted by: emiblack 21 Sep 2023, 00:04
გოგოებო, ირაკლი რცხილაძესთან ვცდილობ ჩაწერას თითქმის ნახევარი წელია და ვერაფრით ჩავწერე . მე ვრელავ არასწორ დროს თუ კიდევ უფრო გართულდა ჩაწერა ?

Posted by: narkozeli 21 Sep 2023, 01:39
emiblack

ივნისში დაბადებული ბავშვი მესამეჯერ მიყავს ხვალ ჩემს დაქალს ირაკლისთან. ამ თვეში 8-9 რიცხვში იყო ჩაწერები. რომ დარეკავ მრჩეველში, კითხე როდის არის ჩაწერებითქო და იმ კონკრეტულ დღეს დარეკე❤️

Posted by: emiblack 21 Sep 2023, 07:22
narkozeli
9ში რომ დავრეკე შევსებული დამხვდა . ესე იგი უბრალიდ მე ვაგვიანებ დარეკვას . 25 მითხრეს ამჯერად და ვნახოთ აბა . მადლობა <3

Posted by: narkozeli 21 Sep 2023, 08:53
emiblack
დილას 10ზევე დარეკე და ჩაწერ უპრობლემოდ❤️

Posted by: adeline 21 Sep 2023, 11:39
narkozeli
ყავდა ჩემს მეგობარს ირაკლისთან და ძალიან მოეწონა. მაგასთან ატარებს სულ.
ირაკლიმ უთხრა, საჭმელად არ გააღვიძოო, თავისით გაიღვიძებს და დაარეგულირებს დროსო. ეს ყოველ 3 საათში აჭმევდა ჯერ ძუძუს და მერე ხელოვნურს. ასე აჭმევდი შენც, როცა გაიღვიძებდა თვითონ?

Posted by: narkozeli 21 Sep 2023, 12:04
adeline

ირაკლი საოცარი ადამიანი და საოცარი პედიატრია❤️ ექიმებზე რეკომენდაციის გაწევა სულ მეშინია ხოლმე კი იცი მარა ირაკლიზე თამამად შემიძლია ვთქვა რომ მართლა სუპერ ბუპერ მაგარია.

უჭკვიანეაი, უმშვიდესი, გამოცდილი და თან თანამედროვე ერთად.
ასე რომ 100% დარწმუნებული ვარ შენც მოგეწონება.

კიკი მეც მასე, ჭამისთვის არ ვაღვიძებდი ( ეს ჩაჩავაში მითხრეს მშობელთა სკოლაში და ასეც ვაპირებდი) თუმცა იყო კეთილის მსურველების “რჩევები” რომ აი ბავშვს გლუკოზა დაუვარდება და დააყენე მაღვიძარა, გააღვიძე და ა.შ
ჩემმაც თვითონ შეიმუშავა ის გრაფიკი რაც ჰქონდა.
ირაკლის ენდოს და მიყვეს. მაგაზე სწორად ვერავინ ურჩევს.❤️

Posted by: Tua 21 Sep 2023, 12:06
adeline
უმეტესობა ასე ვაჭმევდით როცა ბავშვი მოითხივდა, დიდი შეცდომაა ბავშვის ღამე კვებისთვის გაღვიძება სანამ არმოგთხოვს დქ არმოშივდება აღარაა აუცილებელი წუთრბის და წამების თვლა. ისედაც მიხვდები როდის მოშივდება ბავშვს.

Posted by: tako/barbi 21 Sep 2023, 13:04
გოგოებო აქაც დავწერ,ბავშვს გაუგრძელდა სიყვითლე,დღეს მოვიდა ჩემი რძის პასუხი და 72 საათი უნდა შევიწყვიტო ძუძუ ან მივცე ფორმულა ან ჩემი რძეს გავუკეთო პასტერიზაცია და ისე მივცე,საწველი მჭირდება 72 საათი მხოლოდ,რომელია შედარებით ბიუჯეტური და ნორმალური ან ხომ არ ყიდით ვინმე?მომის და სასწაულ ფასებს ვერ მივცემ სამი დღის გამო.

Posted by: adeline 21 Sep 2023, 22:05
narkozeli
Tua
ამან არ იცოდა და აღვიძებდა ყოველ სამ საათში. თვითონაც გამოიფიტა სასწაულად. ირაკლისთან რომ არ მისულიყო, არ ვიცი როდემდე გაძლებდა ასე.

ტემპერატურას რომ ინარჩუნებს, ეგეთ თერმოსს სად ვიყიდი გოგოებო?

Posted by: Iceicebaby 22 Sep 2023, 11:27
takoo1
მადლობა, მამშვიდებს ეგეთი ისტორიები. სანამ ძუძუ აქვს პარალელურად კი იმატებს გოჭივით )) და მერე სულ იმაზე რო გადავა მეშინია რომ გახდება, მერე მგონია ფაფაც არ მოეწონება თქო, მოკლედ ისე უყვარს ძუძუ და ისეთი ფუნთუშაა, სულ მეგონა რო ყველაფერს უპრობლემოდ შეჭამდა sad.gif

Posted by: takoo1 23 Sep 2023, 12:05
Iceicebaby
არა რა გახდება smile.gif პირიქით ხწლოვნურზე ვისაც ყავს წონის პრობლემა ნამდვილად არ აქვს.
ძუძუზე მყავდა პირველი წლამდე და უპრობლემოდ ჭამდა ფაფასაც(უშაქროს)
ბოსტნეულსაც და ყველაფერს საერთოდ.
მეორე ფორმულაზე მყავდა და ძლივს შევაყვარე ფაფა,ბოსტნეული ეხლაც არ უყვარს(ბროკოლი და ა.შ)
ხორცს ჭამს ჯერჯერობით კიდე კაი.
ასე რო ნუ გეშინია.თავიდან რომც არ შეჭამოს ნელ ნელა დაიწყებს.

Posted by: happy-go-lucky 24 Sep 2023, 10:13
გოგოებო იმედია ყველა კარგად ხართ❤️❤️❤️❤️ მომენატრეთ

5.5 ისაა და ახლა ვიწყებთ ფაფებს. ვეძებ გემრიელ ფაფას smile.gif) სემპერს ვაჭმევდი პირველს და არ ჭამდა და რომელომე
ხომ არ იცით უფრო ტკბილი რომ
იყოს? ან რა ბრენდებია ახლა კარგი?

ბოსტნულს და ხილა ქილისას ვაპირებ ჯერ, პლასმონი, ბაბი ბიო , გერბერი მინდა შევურიო და ეგენი ვაჭამო. პირველზე მხოლოდ ერთი ბრენდი მქონდა ამოჩემებული სხვა ბრენდს არ ვურევდი, მეცინებაsmile.gif)

თქვენს რას აჭმევთ, რძიან ფაფებს?



emiblack
25 ში არის ჩაწერები ირაკლისთან? რამდენჯერმე ვცადე და არ ჩამწერეს არაა აქ და არ ვწერთო. ანუ ხვალ დავრეკო?

ჩემი პატარს ლინფური კვანძის ამბებში მინდა მივიყვანო, თურქეთში მინდა გავაგზავმო ამის ფორმა ასი და ეხოცები და ეგ ირაკლი აროს ჩემო ბოლო იმედი. აი ეგეც თუ მეტყვის ოკ აო, დავიწყებ სუნთქვას ძველებურად ალბათ.

Posted by: Anabeli111 24 Sep 2023, 20:55
გოგოებო, ხომ კარგად ხართ ყველა ♡ სანამ ჩაგიკითხავთ, კითხვით მოვედი... რამდენიმე დღეა მიჩნდება ესეთი ნაკბენი
user posted image
ნუ ნაკბენია თუ რაცაა. აქამდე არ მექავებოდა და დღეს ამიტანა ქავილმა.
რომ გადადის ეს ნაკბენი, ხდება ასეთი:
user posted image

დავათვალიერე მატრასი და ვერაფერი ვიპოვე. თანაც მარტო მე მკბენს. ჩემს მეუღლეს - არა.

დღეს უფრო მომრავლდა. აუტანლად მეშინია იმის წარმოდგენის, რომ შეიძლება ბაღლინჯო ან რამე ეგეთი იყოს.

კოღოს წუილის ხმაც გავიგე ოთახში გუშინწინ. გუშინ და დღეს არ გამიგია ხმა. არ ვიცი, კოღოს ნაკბენი თან ასე დიდხანს ხო არ რჩება. ვინმეს რამე გამოცდილება ხო არ გაქვთ?

Posted by: ნიაკო12 24 Sep 2023, 21:18
Anabeli111
ჩემს მეუღლეს კბენდა ბაღლინჯო, მე არა, ოღონდ ქავილი არ ჰქონია. თან მგონი მაგაზე ცოტა დიდი ნაკბენები ჰქონდა ამას. საყურადრებოა მაგრამ იქნებ ეგ არ იყოს. თუ მაინცდამაინც და ღამით იციან გამოსვლა მაგათ და შუაღამისას თუ გაგეღვიძება მაშინ დაათვალიერე საწოლი, მატრასი კარგად ნაკეცებში.

დიდი ალბათობით ეგ არუნდა იყოს და რამე ფუმფლა ან ეგეთი ხოარ გკბენს ნეტაა
* * *
მე მკბენდა რაღაცა სოფელში რომ ვიყავი, კოღო არ იყო ორონდ პატარა კოღოებზე ცოტა დიდი იყო მარა ნაკბენი მრჩებოდა მაინც და მილაქავდებოდა მერე ცოტახან. ნუ მაინც დააკვირდი რა იქნებ ის გადასაშენებელი არიყოს და ტყუილად არინერვიულო :* :*

Posted by: სერაფიტი 24 Sep 2023, 21:23
happy-go-lucky

ახალი რეკომენდაციებით, 6 თვიდან იწყება მყარი კვება და უმჯობესოა ჯერ ბოსტნეული, მერე ხილი გაასინჯო და ბოლოს ფაფები. მე 7.5 თვიდან დავიწყე ფაფები.

რაც ეხება გემრიელს - ურძეო სემპერი არც ამან ჭამა. მაგრამ რძიანები მოსწონს (არის რძიანი და ხილიანი, გემრიელია). ასევე ნუტრილაკის ფაფებს ვაჭმევ, რძიანს,გემრიელია.
ისე, კაი ხანს არ ჭამდა ფაფას, 7.5 თვიდან თითოოროლა კოვზს თუ შეჭამდა. მიუხედავად ამისა, მჯეროდა, რომ ბრენდში არ იყო საქმე, რაღაცნაირად სტრუქტურა არ მოსწონდა თუ რავი. სადღაც 9 თვიდან ოდნავ მოუმატა და 3-4 სადილის კოვზს ჭამდა. ახლა 10.5 თვისაა და ნორმალურად ჭამს, ნუ კვებად აქვს 12-ზე.
ზოგადად ეს არაა დიდი ულუფების მუშტარი. 100-120 გრამი მყარი საკვები ერთი კვებაა ამისი და 3-4 სთ არ შივდება. აი უზარმაზარ ჯამებს რო ჭამენ ამხელები, ეს ასე არაა.

განსაკუთრებით მოსწონს სემპერის იოგურტიანი ფაფა. ღამისააო აწერია, მარა 12ზე ვაჭმევsmile.gif)

Posted by: happy-go-lucky 24 Sep 2023, 22:29
სერაფიტი
მადლობაა, ქილის ბოატნეულებს ვიყიდი მაშინ.. და მაგით დავიწყებ...
5.5 ისაა და ვღელავ ხომ
არ დავიგვიანეთქო.

ქილისას ხომ არ აჭმევდი და თუ კი, რომელს?



Posted by: Anabeli111 24 Sep 2023, 22:56
ნიაკო12
მადლობა, იქნებ გადავრჩე. დღეს უფრო ყურადღებით ვიქნები ♡

სერაფიტი
თაიას ძალიან უცნაურად ამოსდის კბილები და ჭამასაც ისე მოუკლო. დეპრესია მეწყება.. თან სკოლის აუარებელი საქმე და უკვე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ესე იგი ზემოდან ხო ჩამოუვიდა 10 თვეზე 2 კბილი. მერე 11თვისას ქვედა 1 კბილი და ახლა მაღლიდან ჩამოსდის კიდე ერთი კბილი. ეშვი არა და ეშვის წინა..

ღამე ნორმალურად არ სძინავს. ფაფას 2-3 სუფრის კოვზი კი არა, 1 სუფრის კოვზს ვუკეთებ და მაგასაც მიტოვებს 2 პატარა კოვზს მაინც. წვნიანებს აფურთხებს. არც ჩემი გაკეთებული უნდა და არც აფთიაქის. მარტო პური, ხილი უნდა რო ლოღნოს და აფთიაქის ხილფაფები ჭამოს. ნუ ძუძუზე აღარაფერს ვამბობ.. გაგდებული აქვს , როცა სახლში ვარ.

8.700 გრამი იყო 11 თვის ვიზიტზე. 1 წლის ხდება 4ში და გასამმაგებული არ აქვს წონა..ვიზუალურად არ ეტყობა ასე, საკმაოდ ბარკალა და ლოყაა, მაგრამ მაინც დამეწყო შიშები. (სიმაღლეში მოიმატა 2 სმ და ვითომ ამის გამო არ მოუმატია წონაო).

ამ ნერვიულობას დამატებული ეს ნაკბენები+სახლის საქმე+სკოლის საქმე და ცოტა ნერვული შემოტევა მაქვს :დდ

მიშველეთ biggrin.gif

Posted by: takoo1 24 Sep 2023, 23:31
Anabeli111
ანაა დაგამშვიდებ ეხლა მოიცაა 2kiss.gif
კბილებით დავიწყებ.გაბრიელი ისევ 7 კბილაა givi.gif ესეიგი ერთიანად ამოუვიდა ეს 7 კბილი და 8ზე გაიჭედა.უკვე იმხელაზე აქვს ჩამოსული ეს ზედა კბილი და 8 არ ჩანს კიდე,ვერადა ვერ ამოჭრა,წვალობს.
პერიოდები აქ მერე,შეიძლება 2 დღე იჭირვეულოს მერე გაუვლის და ესე.
დაიწყებს ჭამას არ ინერვიულო მაგაზე.არც დააძალო თუ არ უნდა.
გაბრიელი წლის ხდება ხვალ და რო ავწონე ერთი კვირის წინ 9 კილომდე იყო მეტი არაა.ვიზუალურად არ არის გამხდარი და რავიცი,ალბათ აღნაგობაზეა.ჭამით ჭამს და არც პედიატრს უთქვამს რამე და აღარ ვუკირკიტებ.მთავარია დეფიციტი არააქვს წონის.
ზოგადად რაც იზრდებიან ესე მალ მალე არ იმატებენ უკვე.ეგ წლამდეა რო ბევრს იმატებენ თვიდან თვემდე.
ლუკიანე 3,5 წლისაა და 14 კილოა ბოლო ორი წელია :დ


ნაკბენებზე დამავიწყდა.სურათში არ ჩანს კარგად მარა გეტყვი გაბრიელს როგორ ქონდა.კოღოებმა დაკბინეს სოფელში და მერე დაპატარავდა ეს ნაკბენები და ამობურცულივით ქონდა თითქოს შიგნით რაღაც იყო აი ისე,მუწუკებივით. და აი ეხლა გაუარა ერთი თვე ეგრე ქონდა ზუსტად მეტი თუ არა.

Posted by: Anabeli111 25 Sep 2023, 00:08
takoo1
თაკო ♡♡♡♡ მადლობა დიდი ♡♡♡ პედიატრზეც ამიცრუვდა გული.. სკოლაში გასვლის წინა 2 დღე 39ამდე ჰქონდა სიცხე თაიას.. ესე ცა მოწმენდილზე. ვწერ, ვურეკავ და არ მიპასუხა. ვიღაც ნაცნობები გამოვჩხრიკეთ და მათმა დანიშნულებამ გვიშველა.. ისე მეწყინა.. მესმის, რომ შაბათი იყო, მაგრამ მესიჯის მოწერას რა უნდოდა. 2 დღე არ მწერდა..

Posted by: takoo1 25 Sep 2023, 00:23
Anabeli111
რო მჭირდება შაბათს უნდა მიპასუხოს აბა კვირის დღეებში მივალ კლინიკაში ბოლობოლო.რაღაც ადრე დაიწყო ეს ვირუსების სეზონი მგონი.ერთი კვირაა ბაღი დაიწყო და ჩემმა დამ უკვე 15 ბავშვი არ მოვიდაო.
ლუკიანე და გაბრიელიც გაციებული მყავდა.ლუკიანე როგორც ყოველთვის 2 დღეში მოკეთდა და გაბრიელი საავადმყოფოში მყავდა 3 დღე ბრონხიოლიტით ისევ smile.gif
ჯერ ბაღშიც ვერ მივიყვანე ხვალ მიმყავს პირველად.
თან ისე მეშინია არც მინდა მარა რა ვქნა,
ნახევრად ალბათ გაციებული და სიცხიანი მეყოლება სახლში მთელი სეზონი.

Posted by: emiblack 25 Sep 2023, 11:27
happy-go-lucky
იმედია ძაან არ დავაგვიანე მოწერა. კი დღესაა. ჩავწერე მე , თუმცა დილის 10დან ვრეკე 40 წთ მოცდით რეჟიმზე ვიყავი და უკვე სასურველი დრო არ ქონდათ და ისეთ დროს ჩავწერე ბავშვს რო ეძინება და უნდა დავამენეჯმენტო რა .
კი კი ეცადე რო ჩაწერო, თურქეთზე ბევრად კომპეტენტურია ჩემი აზრით

Posted by: narkozeli 25 Sep 2023, 12:14
emiblack

რომელი რიცხვისთვის ჩაგწერეს? ოქტომბრის თვეში ხო?

შემდეგ ჩაწერაზე უნდა ჩავწერო მეც თუ ნოემბრის თვისთვის იქნება ჩაწერა.

Posted by: emiblack 25 Sep 2023, 12:44
narkozeli
ოქტომბერში კი. სინართლე გითხრა ისე მომაყარა პასუხები რო ამ დღრებში უნდა გადავამოწმო 3 მითხრა თუ 4, მემგონი 3))) რომელ ფილიალშის კითხვა ვერ მოვასწარი, ჩაწერილიაო თქვა და გათიშა )) მეცინება ))) კი მალე მოვა სავარაუდოდ ნოემბრის ჩაწერებიც .
Anabeli111
ანი, ახლა წავიკითხე შენი პოსტი. ეცადე მშვიდად იყო. ახლა აქვს ჭირვეულობის ასაკი. ჩამსას ძაან რთული ქონდა 11თვუდან 1,3 თვემდე . კბილებზე რატო ნერვიულობ? ნორმაა წესით. მატებაზე მიჭირს რამის თქმა , ჩემი გამოცდილება ასეთია . 11 კილომდე ძაან სწრაფად ავიდა და მას მერე ძალიან ნელა იმატებს .10 თვიდან წლამდე საერღოდ გრამი არ ქონდა მატრბა და ნორმაა მრჩეველში ასე მითხრეს . ძუძუს რაც შეეხება ეცადე ღამის კვებები ამოუგდო. მე რომ დავანებებია ღამის კვებების ამოგდრბით დავიწყე და ვინმეს რომ ეთქვა მხოლოდ პირველი 1-2 დღეა რთული და მერე მარტივად ეჩვევაო დიდი შვება იქნებოდა . ღამე გამოიხინებ და ყველაფრის დამენეჯმენტებას უკეთ შეძლებ .

Posted by: ივლისი 25 Sep 2023, 12:51
გოგოებო მეც ამ ვირუსების ამბით მოვედი. 13 თვისაა და პირველად გაცივდა. 1 წლის აცრაზე მყავდა, ეტყობა კლინიკაში ავიკიდეთ. 1 კვირაა სურდო აქვს საშინელი. ცოტა ცემინება. ჯერჯერობით მარტო ანტიჰისტამინი, ნელადექსი და ოტრივინი გვაქვს დამიშნული. დიდად უკეთესობას ვერ ვატყობ და ვაცალო ჯერ? არც უარესობაა. ანტიბიოტიკის მიშველება როდისაა რეკომენდირებული?

Posted by: takoo1 25 Sep 2023, 14:52
ივლისი
ანტიბიოტიკი თუ სიცხეები არ გაუგრძელდა ან არ გაურთულდა არ ჭირდება,
უბრალოდ სურდოზე არავინ ნიშნავს.
ინჰალაციებს უკეთებ?
აცრას თუ დაემთხვა მაინც ყურადღებით იყავი ერიდებიან ხოლმე მაგ დროს გაციებას.

Posted by: Tua 25 Sep 2023, 15:10
ივლისი
ანტიბიოტიკს არაძლევ მანამდე სანამ ანალიზება არგქდაამოწმებ, სისხლოს საერთოს და ც რეაქტიულს. ზოგადად ბავშვებში სურდო დიდ ხან გრძელდება ხოლმე . ნალადექსი 2.5 წლამდე არაა რეკომენდირებულია, ჩვენ სურდოზე კარგად გვშველის სინუპრეტის წვეთები ბალახეულია და ვასმევ ხოლმე ოღონდ ნალადექსის მსგავსად არც ეგაა რეკომენდირებული 2 წლამდე, პედიატრს კითხე მაინც. ეგეთი სიმპტომით კოვიდი გვქონდა ჩვენ 2 კვირის წინ.

Posted by: takoo1 25 Sep 2023, 15:53
happy-go-lucky
გემრიელი ფაფებით თუ დაიწყებ შეიLზება ბოსტნეული აღარ მოეწონოს.
ჯერ ბოსტნეული გაასინჯე და
მერე გადადი ფაფებზე.
თუ სემპერი არ მოეწონა ჰიპი,ნუტრილაკი უფრო მოეწონება ჩემი აზრით.ლუკიანეს მაგ სამს ვაჭმევდი.
ჰეინცი,ვინი,ნესტლე და ეგეთი ფაფები შაქრიანია და არ გინდა.
ძაან ბევრნაირი აქვს ჰიპს რძიანი,ხილით და ორცხობილით რავიცი.რამოდენიმე უყიდე და შეხედე რომელი უფრო მოსწონს.
რძიანს და ხილიანს საკმაოდ აქვს სიტკბო და შეჭამს:*

Posted by: Iceicebaby 25 Sep 2023, 16:12
takoo1
დიდი მადლობა, თაკო! ^_^

ისეთი ჩაიდანი სად ვიყიდო, გრადუსები ქონდეს მითითებული, ფორმულასთვის რომ გამოვიყენო მოკლედ.

ან ამდაგვარი თუ გქონიათ? რომელს მირჩევთ?

user posted image

Posted by: takoo1 25 Sep 2023, 16:36
Iceicebaby
აგუ ბეიბიზე კარფურს აქვს 40% იანი ფასდაკლება

Posted by: Iceicebaby 25 Sep 2023, 17:26
takoo1
კი თაკო, ვნახე, მარა ეს აღარ აქვთ sad.gif თორემ ვცდიდი, კარგი ფასდაკლებაა

Posted by: adeline 25 Sep 2023, 20:54
takoo1
არსად აღარაა აგუ ბეიბი

Posted by: ივლისი 25 Sep 2023, 21:33
takoo1
კი ყველამ მასე მითხრა. სიცხე არ ჰქონია საერთოდ, ანტიბიოტიკი არ უნდაო. აი ინჰალატორი არ მაქვს სამწუხაროდ და იქნებ ვიყიდო ამ დღეებდი. მადლობა.

Tua
პედიატრმა დაუნიშნა ეს ნელადექსიც. მაგრამ დიდად შედეგს ვერ ვატყობ. ხან კარგადაა, ხან მოსდოს წყალივით და არის საშინელ ხასიათზე. ხო დიდხანს გრძელდებაო სურდო, მითხრეს. ვცდი აბა მეც ხვალიდან სინუპრეტის წვეთებს .

გახანგრძლივებულ ფაღარათზე რა არის ეფექტური? მანამდეც ჰქონდა მაგრამ ამ გაციებამ გაუმწვავა კიდევ. რომ დახოხავს, თუ რამე წერტილი ნახა სადმე, მიაქანებს პირში. ამიტომა აქვს მგონი. პედიატრის დანიშნული პროლაიფი საბავშვო არ მაძლევს ეფექტს ვატყობ.

Posted by: narkozeli 25 Sep 2023, 21:34
3 დღის წინ ვნახე ჩემს უბანში მარჯანიშვილზე პსპ-ში აგუ ბეიბის უამრავი რამ, მათ შორის ნებულაიზერიც.
აგერ გლოვოზეც იძებნება
user posted image

ფასდაკლება არ ეხება უბრალოდ

Posted by: სერაფიტი 25 Sep 2023, 21:57
happy-go-lucky

აგვიანებ? არა, რატო. ნუ ჩქარობ, წლამდე რძე მაინც უნდა სვას და თან არც ისე ცოტა. 9 თვემდე ჯობია რძეები დატოვო თავის ადგილზე და რძის მერე ერთ საათში მისცე მყარი კვება. ჯერ დღეში ერთხელ, მერე ორჯერ. შეატყობ ბავშვს რა. სადღაც 9 თვიდან ჩავუნაცვლე 1 კვება მთლიანად (ფაფით) და ფაფის მერე ერთ საათში 120-150 მლ რძე ისევ. მალევე მეორე კვება -სადილი , ბოსტნეული ანუ, ხორცით,უხორცოდ, ჩავუსვი და მაგას რძეს აღარ ვაყოლებინებ.
იმის თქმა მინდა, რომ საჩქარო არაა, ნელ-ნელა მიაჩვიე, ყოველდღე სხვადასხვა გემო გაასინჯე (3 დღის წესს აღარ იცავენ ახლა). გირჩევ 7 თვემდე 1 კომპონენტიანი ხილი და ბოსტნეული აჭამო (ანუ არ შეურიო არაფერი ერთმანეთს).
მე მხოლოდ სემპერს ვაძლევდი (დღემდე, თუ დამჭირდა). თავიდან ქილებს ჭამდა, რამდენიმე კვირა. მერე - ხან ქილა, ხან სახლში. პირველად ქილის ბროკოლი, მერე - გოგრა, მერე - ყვავილოვანი , მერე ცუკინი (ყაბაყი) გასინჯა. არ ვიცი, დამთხვევაა თუ არა, დღემდე გიჟდება ოთხივე პროდუქტზე. მალევე გავასინჯე ავოკადო, ასევე მოსწონს. მერე ხილი- ქლიავი, მსხალი, ვაშლი. კარგები აქვს სემპერს.
ხილი სანამ სეზონია, ცოცხალიც გააღუღნინე.


Anabeli111

მესმის შენი. სკოლა და პატარა ბავშვი ერთად რთულია ძალიან. უჩემოდ როცაა, მგონია რაღაცა ვერაა ისე. ზრდა-განვითარება მარტო წონა არაა, სხვა მხროვ აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს ამ ასაკზე? თუ პედიატრი გეეჭვრბა, მრჩეველში მიიყვანე ვიზიტზე, აქებენ ძალიან მანდაურ პედიატრებს. მეც ასე ვიცი, რო სადღაც წლიდან უკვე აღარაა ნამატი ბევრი. ანიტა 9 თვის იყო 9.500, ახლა არ ვიცი, ბოლო 1 თვეში რამე თუ მოიმატა. სიგრძეში კია წასული. მაგრამ მეც სულ ეჭვებში ვარ, ხან რას ვეჭვობ, ხან რას. ბოლო აკვიატებაა გლუტენის აუტანლობა. სადღაც 10 დღეა კუჭის მოქმედება აერია. არადა ბოლო სამი თვეა ყოველდღიურად ჰქონდა. ხილსაც ჭამს, ბოსტნეულსაც, წყალიც უყვარს. არაფერი შემიცვლია მის კვებაში. რამდენჯერმე ყიყლიყო ჭამა. და მაკარონი. ადრე არ ჭამდა ამათ. გასინჯული ჰქონდა, მარა ნუ ასე არ ჭამდა, მენიუში არ ჰქონია. ჰოდა მეთქი ეგ ხო არ კრავს, გლუტენი ხოა პურში და მაკრონში. წავიკითხე გლუტენის აუტანლობას ცელიაკი ჰქვიაო და ათასი რაღაცა სიმპტიმია. ვდგავარ და "ვარგებ" ანიტასsad.gif

კბილები მასეთი თანმიმდევრობით არაა საშიში, მგონი. მთავარია ამოსდის. კბილებიც ინდივიდუალურია რა. ჩემსას ხო იცი ადრე დაეწყო და 8 კბილი აქვს, მარა ეგ არ ნიშნავს, რო ყველა ამ ასაკისას 8 კბილი უნდა ჰქონდეს. პირიქით, ამას აქვს ბევრი.

ხოლო ღამით ჭამას რაც ეხება - მეც გრჩევ, ამოუგდო ნელნელა. რევერსული კვება ჰქვია, როცა ბავშვი დღე არ ჭამს და ღამე ინაზღაურებს კალორაჟს. ერთი პერიოდი ამას ჰქონდა ეგ. ზოგაადაც ვატყობ, რაც ღამის კვება ამოვუგდე (აგვისტოში), უფრო ისწავლა ჭამა (ისე, აქვს დღები, როცა კარგად ჭამს, ზოგ დღეს კი არაა ხასიათზე და ცოტას ჭამს. აქლემივითააsmile.gif))
ხოდა იქნებ ნელნელა ამოუგდო ღამის კვება და დღისით მოუმატებს წესით.
ძუძუს ბავშვების პრობლემაა ხოლმეო მყარ კვებაზე გადასვლა (ბევრის, არა ყველასი) და შეიძლება თაიასაც ეგ სენტიმენტები აქვს.smile.gif))
ეს ჩემიც არაა დიდად ღორმუცელა, 100-120 გრამი მყარი საკვები უმეტესად ჰყოფნის და ანაყრებს 3, ხან 4 საათითაც. დილით და ძილის წინ 200 მლ ფორმულას სვამს, ცალკე კვებად. შუადღითაც ერთხელ სვამს 120 გრამს ხემსად.

Posted by: lesila90 25 Sep 2023, 22:59
გოგოებო როგორ ხართ? ხშირად ვერ შემოვდივარ ჩემი ტყუპჩიკების გადამკიდე)))
რა მაინტერესებს მენჯ ბარძაყის ეხოსკოპია როდის უწევს დღენაკლულებს? ვიცი რომ სამ თვემდეა მაგრამ დღენაკლულებში რა ხდება?
ნევროლოგმა გადაიღე სექტემბრის ბოლოსო( 3 თვის არის ჩემები) პედიატრმა რა დროს მენჯ ბარძაყიაო ჯერ ადრეა ნევროლოგმა
მის საქმეს მიხედოსო)) ვერ გავიგე რა ვქნა

Posted by: Anabeli111 27 Sep 2023, 18:27
emiblack
სერაფიტი
მადლობა, გოგოებო ♡♡ ცოტა დავმშვიდდი ♡ ხანდახან მაქვს ხოლმე ესე შემოტევები ..

Posted by: სერაფიტი 27 Sep 2023, 19:43
Anabeli111

ანი, ლაპარაკით? რამე.სიტყვას ამბობს? მარცვლებს?

ეს 'არას' ამბობს მხოლოდ. ოღონდ რამეს რო უარყოფს, მაშინ არა. ისე, თავისთვის იმეორებს ხოლმე. უფრო მაშინ, როცა იმ ნივთს იღებს ან აფუჭებს, რაზეც "არა არა" ესმის.

მარცვლებს კი ამბობს რამდენიმეს კარგად, მამამა, ნანანა, ბაბაბა და ეგრე.

Posted by: Anabeli111 27 Sep 2023, 23:31
სერაფიტი
ზუსტად მასე ამბობს არას თაიაც. კიც არაა biggrin.gif დედას ამბობს, თუ ვერ დამინახა და მეძებს. მამამამა ესე, ბაბაბაბა. კიდე "აბას". მისის რეიჩელის სიმღერა გადავაკეთე და ესე ვუმღეროდი "აბა, თქვი დედაა" biggrin.gif ხოდა "აბა" მოეწონა biggrin.gif

კოცნას მიგზავნის, რომ ვეუბნები რამდენი წლის ხდები-მეთქი 1 თითს მაჩვენებს. "კარგად" რო ეტყვი, ხელს გიქნევს. რო ვეტყვი, აჭამე თოჯინას, კოვზი მიაქვს პირთან.
ვასწავლი თავი სად აქვს, ცხვირი, ენა, მაგრამ ხან ამბობს და ხან-არა, ჯერ არ აქვს გამჯდარი. მითითებებსაც ეს მომიტანე, ის წაიღე, ხან ასრულებს და ხან-არა.

ფეხზე ვერ დგას ხელგაშვებული. არაფრით მიშვებს. ეშინია.. მიყვება დივანს, კედლებს და ეგრე დადის. ამაზე ვღელავ ცოტა არ იყოს..

Posted by: tako/barbi 28 Sep 2023, 07:34
გოგოებო თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა,7 წლისა და უკვე დიდი ხანია ამბობს დილით გული მერევაო,(შეგრძნება აქვს არ ერევა)ადრე ჭია მითხრეს მართლაც ყავდა,ვუმკურნალე და მარა მაინც ამბობდა,ახლა კიდეც დაიწყო სკოლაშიც იძახის გამოდის გაკვეთილიდან 08:30ზე ეწყება,დილის კვებას ვატან ვერ ასწრებს სახლში ჭამას,ერთი ვუკავშირებ მაგას საუზმეს ვერ ასწრებს,მეორე ვარიანტი სტრესი,სკოლაში,ხალიან ემოციურია ზოგადად,უკვე აღარ ვიცი რავქნა,გატროენტეროლგთან მინდა წავიყვანო მირჩიეს დავით მახათაძე,ხო არ გყოლიათ ვინმეს?სუნებზე აქვს რეაქცია კიდე ალბათ ორი წლის იყო მას მერე,საჭმელსაც რომ აკეთებ შეძლევა გააიქცეს სახლიდან.

Posted by: სერაფიტი 28 Sep 2023, 18:01
Anabeli111

სადღაც მანდაა ანიტაც, რა. ოღონდ ვერ დაყვება კედელს. უბრალოდ დგება საწოლში ან დივანზე და დგას მოჭიდებითsmile.gif) რავი, 11 თვის ხდება, არამგონია აგვიანებდეს გავლას. მგონი 1.5 წლამდე უნდა აიდგას ფეხი.
ყველაზე მეტად ლაპარაკზე მაქვს ფობია, იმდენნაირ შემთხვევას ვაწყდები ირგვლივ, სუ მეშინია, რო შეფერხება ან რამე პრობლემა არ ჰქონდეს-მექი.


tako/barbi

ვა, უცნაურია. ექიმი იმედია ახსნის. არ ვიცი მახათაძე. რას გეტყვის, დაწერე რა.
<3

Posted by: fermina 28 Sep 2023, 19:42
სერაფიტი
QUOTE
ყველაზე მეტად ლაპარაკზე მაქვს ფობია, იმდენნაირ შემთხვევას ვაწყდები ირგვლივ, სუ მეშინია, რო შეფერხება ან რამე პრობლემა არ ჰქონდეს-მექი.


++

წლის და ორი თვისამ გაიარა მიამ, ერთი თვის წინ.

ლაპარაკს რაც შეეხება, მართლა იმდენი შემთხვევაა ირგვლივ, პრაქტიკულად სამ წლამდე ბავშვები მუნჯები არიან.

აქეთ დედაჩემი გაიძახის, რომ მე ამ ასაკში ზღაპრებს ვყვებოდი biggrin.gif

ბიძამისი (მამის ძმა), რომელიც ახლა სამი წლისაა, ზუსტად ლაპარაკის დაწყების ასაკი არ მახსოვს, მაგრამ ორი წლისა უკვე რთული ქვეწყობილი წინადადებებით ლაპარაკობდა, შორისდებულებით და კავშირებით smile.gif

დედამისმა არ მახსოვს სიმართლე რომ ვთქვათ, როდის დაიწყო ლაპარაკი.

ეს მთელი დღე ლაპარაკობს, ოღონდ თავის ენაზე, და ცალკეულ სიტყვებს კი იმეორებს და ყველაფერს გვაგებინებს. ისე გაუჩერებლად ტიტყინებს რაღაცას, თავის სახელიც იცის წლიდან, ანუ რომ კითხავ, გპასუხობს. სახელზე 4 თვიდან ჰქონდა რეაქცია, დამახსოვრებული მაქვს, იხედებოდა. ზოგადად კი იმდენად კონტაქტურია, რომ დიდად არ ვნერვიულობ. ჯერ წლის და სამი თვისაა მაინც.

Posted by: anibani18 28 Sep 2023, 20:47
fermina
სერაფიტი
ლაპარაკზე მეც ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. ჩემმა უფროსმა გოგონამ ორი წლის და სამი თვის ასაკში დაიწყო წინადადებებით ლაპარაკი სა ზუსტად მაშინ ამოვისყნთქე, ახლა ისევ ჩასუნთქული მაქვს შიშისგან.
ჩემ მეზობელი მიყვებოდა, წლის და ერთი თუ ორი თვის ყავს, საერთოდ არაფერს ამბობს, არც დადა, არც მამა, საერთოდ არაფერი. საშიშია ნეტა?
ვანო ჩხაიძის სტატია ვნახე საუბართან დაკავშირებით, ტყვიის მაღალი შემცველობა ორგანიზმში აფერხებს მეტყველების დროულ განვითარებასო.

Posted by: fermina 28 Sep 2023, 21:11
anibani18
QUOTE
ლაპარაკზე მეც ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. ჩემმა უფროსმა გოგონამ ორი წლის და სამი თვის ასაკში დაიწყო წინადადებებით ლაპარაკი სა ზუსტად მაშინ ამოვისყნთქე, ახლა ისევ ჩასუნთქული მაქვს შიშისგან.
ჩემ მეზობელი მიყვებოდა, წლის და ერთი თუ ორი თვის ყავს, საერთოდ არაფერს ამბობს, არც დადა, არც მამა, საერთოდ არაფერი. საშიშია ნეტა?
ვანო ჩხაიძის სტატია ვნახე საუბართან დაკავშირებით, ტყვიის მაღალი შემცველობა ორგანიზმში აფერხებს მეტყველების დროულ განვითარებასო.


ვერ გაიგებ რა, უმეტესობა ვინც 3 წლამდე არ ლაპარაკობს, მერე ჩვეულებრივად იწყებს ლაპარაკს თითქოს.

ეკრანი აშკარად ახდენს გავლენას და ესეც დიდ დროს ატარებს ეკრანთან სამწუხაროდ. არ გამოდის სხვანაირად. ვფიქრობ, რომ არა ეს ფაქტორი, უკვე ალაპარაკებული იქნებოდა. ზაფხულში ორი კვირა იყო გურიაში და იმის მერე ენა არ გაუჩერებია biggrin.gif მართალია თავის ენაზე, მაგრამ მაინც.

Posted by: სერაფიტი 28 Sep 2023, 21:59
anibani18

პატარა რას შვრება ლაპარაკის კუთხით?
აუ, რა შვება იქნებოდა, წარმომიდგენია.smile.gif))

fermina

ეკრანი არ აქვს ამას და არ ექნება კაი ხანს. მთელი დღე ეკონტაქტებიან. მეც როცა მასთან ვარ, სულ ველაპარაკები, ან ვუმღერი, ან ვუყვები რამეს, ხან ვუკითხავ. ძალიან კომუნიკაბელურია, სახელზე ესეც სადღაც 4-5 თვიდან რეაგირებდა. მაგრამ მაინც ვღელავ. მართლა არ ვიცი, კიდევ როგორ უნდა "მივეხმარო" smile.gif)


აუ, გოგოებო, არაფერი შემიცვლია მის კვებაში და 2 კვირაა კუჭის მოქმედება აერიაsad.gif ყოველდღე გადიოდა ძაან რბილად და ახლა 3 დღეში ერთხელ მშრალად, ისიც წამლის ფონზე, დილის სემპერის ქლიავით, მსხალი, ბოსტნეული მენიუში, წყალიც ნორმალურად, მუცლის მასაჟები. და ამ ფონზე 3 დღეში ერთხელ მშრალი კუკები რატო უნდა ქნას?sad.gif
პედიატრმა ლეგკოლაქსი მიეციო.
შეიძლება,.რომ იკავებდეს? 2 კვირის წინ, როცა პირველად შეიკრა, ძაან მტკივნეულად ქნა, იტირა. და იმის მერე გადის მასე 3 დღეში ერთხელ. გქონიათ შთხვევა ასე ცამოწმენდილზე შეკრულობის, როცა მენიუ იგივეა?

მე მაწუხებს, დედაჩემსაც და სასტიკად არ მინდა ჩემი შვილიც მთელი ცხოვრება ყაბზობით იტანჯებოდეს smile.gif)) იმედია გენეტიკური ამბები არაა.

Posted by: fermina 28 Sep 2023, 23:33
სერაფიტი
QUOTE
fermina

ეკრანი არ აქვს ამას და არ ექნება კაი ხანს. მთელი დღე ეკონტაქტებიან. მეც როცა მასთან ვარ, სულ ველაპარაკები, ან ვუმღერი, ან ვუყვები რამეს, ხან ვუკითხავ. ძალიან კომუნიკაბელურია, სახელზე ესეც სადღაც 4-5 თვიდან რეაგირებდა. მაგრამ მაინც ვღელავ. მართლა არ ვიცი, კიდევ როგორ უნდა "მივეხმარო" )


ძალიან კარგი, რომ ახერხებ ეკრანის გარეშე. ეს ბავშვი იმდენ ადგილას იზრდება, რომ აზრი არ აქვს, ყველა მაინც თავისას აკეთებს. მეც ხანდახან მარტო რომ ვარ, სხვა გზა არ მაქვს, ან საჭმელი უნდა გავუმზადო, ან გავრეცხო, ან რაღაც გავაკეთო, იძულებული ვარ ცოტა ხნით მაინც დავაკავო რაიმე საბავშვო მუსიკით ან ვიდეოთი. მეორე სახლშიც ტელევიზორი სულ ჩართულია, დედაჩემთანაც რაღაც საშინელი არხია ენკი-ბენკი თუ ბასტი ბუბუ და ისიც ურთავს ხოლმე, რომ ცოტა ხნით დაისვენოს, მოკლედ კიდევ კარგად ვითარდება ეს ბავშვი რომ ვაკვირდები.

Posted by: სერაფიტი 29 Sep 2023, 12:23
fermina

მასე აქა-იქ სვლით იზრდებოდა ჩემი ძმიშვილი, და მესმის, კი. ეკრანზე მიჯაჭვულია დღემდე, 9 წლისაა. მეტყველების შეფერხება არ ჰქონია, თუმცა საკმაოდ მწირი ლექსიკა ჰქონდა ასაკთან შედარებით. ინდივიდუალურია მაინც და რაღაცით შეგიძლიათ დააბალანსოთ ის ეკრანის დრო. ვთქვათ, რაღაც წაუკოთხოთ, ელაპარაკოთ დღეში რამდენჯერმე.


Posted by: anibani18 29 Sep 2023, 13:21
fermina
ჩემები ეკრანთან დროს არ ატარებენ. უფროსს ძალით ვერ დასვამ ეკრანთან. თუმცა მქინც ოტი წლის მერე დაიწყო ლაპარაკი.

თქვენ ტყვიაზე ანალიზი გაუკეთეთ ბავშვს, გოგონებო? მე არ გამიკეთებია და ვფიქრობ, გავუკეთო.

სერაფიტი
პატარა მიზნობრივად ამბობს: დედა, მამა, ბაბა, ნანა (დაიკოს ასე ეძახის), ეს, აქ, ავავ ძაღლზე

Posted by: სერაფიტი 29 Sep 2023, 19:13
anibani18

მაგ ასაკოსთვის ცოტაა ეგ სიტყვები? მგონი, არა.

არ გამიკეთებია ტყვიაზე ანალიზი. მკურნალობა არ არსებობსო მაინც და რეკომენდაციებია, რომ სათამაშოები და ა.შ. ჰქონდეს უსაფრთხო, სუფთა ჰაერი და ა.შ.
ვცდილობ დავიცვა ეგენი. ნუ ჰაერის რა გითხრა ამ ქალაქში, მარა გლდანში არაუშავს და უმანქანო ქუჩებზე ვცდილობ ვატარო. სათამაშოებიც უსაფრთხო აქვს.

ისე, ცუდი აზრი არაა გაკეთება ანალიზის. მარა მაღალი რო მოვიდეს ძალიან, ვინერვიულებ :დდს მგონი სირაქლემასავით ვიქცევი ამ ამბავში. :დდ


ისე, იმდენი რაღაც შეიცვალა, ევოლუციის სხვა ეტაპი იწყება მგონი და არ გამოვრივხავ, რაღაც დროის მერე ნორმა გახდეს "გვიან" ალაპარაკება. ისე როგორც პუბერტიტის ასაკმა დაიწია და ა.შ. რაღაცები ხო იცვლება ჩვენში თაობიდამ თაობამდე.

Posted by: anibani18 30 Sep 2023, 11:06
სერაფიტი
არ ვიცი ცოტაა თუ არა, ზოგი წლინახევრის ასაკში თავისუფლად ლაპარაკობს.
მეც იმიტომ არ ვუკეთებ. გარემო უნდა შეცვალო და ყველაფერი რაც გაქვს სახლში თუ მაღალი მოვიდა და გარემო როგორ შევცვალო. სადღაც გეპეის კორპუსში მიგაქვს სახლის ნივთები და უკეთებენ იქ ანალიზს, თუ შეიცავს ტყვიას.

ჩემი გოგონების საძინებელი <3
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Liza12 30 Sep 2023, 14:47
anibani18
საოცნებო საძინებელი .შემშურდაა შენი პრინცესების . უსაყვარლესო უკარგესო და მისაბააძო დედიკო.

Posted by: adeline 30 Sep 2023, 15:42
Liza12
რა სილამაზეა ანი <3 ავეჯი დაგვრჩა მხოლოდ ახალ სახლში და მეც ერთი სული მაქვს როდის მოვაწყობ ჩემს საძინებელს. ჯერ ჩემთან მეყოლება ბაია. კედელზე მისაკრავები მომეწონა და სად შეიძინე ეგენი?

Posted by: სერაფიტი 30 Sep 2023, 16:06
anibani18

რა ლამაზი ოთახია, როგორ მომწოონს <3

Posted by: narkozeli 30 Sep 2023, 17:19
anibani18

ულამაზესი ოთახი აქვს შენს დახატულ გოგონებს❤️❤️❤️

ტყვიაზე რცხილაძე ერთ წელზე ყველას აკეთებინებს გოგოებო ანალიზს, ულლებლივ ყველა მის პაციენტს.
მკურნალობა არ არსებობს ასე მედიკამენტოზური მაგრამ თუ პრობლემა გამოიკვეთა ( ასე მოხდა ერთ ჩემს ახლობელთან), მერე არსებობს საშუალებები რომ დროულად შემცირდეს რისკები.

Posted by: anibani18 30 Sep 2023, 20:22
Liza12
მეც ძალიან მომწონს, ლიზა. ასეთზე ვერც კი ვიოცნებებდი ბავშვობაში. მათი ოთახი ძილისკენ განმაწყობს ხოლმე, მაგრამ ჩემები მაინც ხუთზე ხტებიან ლოგინიდან smile.gif
აეაფერი მჭირს მისაბაძი, ბევრად უკეთესი დედები არსებობენ :* შენი ჩათვლით :*
adeline
ისეთი რუდუნებით მოვრთეთ სახლი. მახსოვს, ზედმეტად ჭიკარტს არ ვარჭობდი კედელში, ისე მქონდა ყველა დეტალი გათვლილი. ახლა ამ ყველაფერმა თავისი აქტუალობა დაკარგა, მთელი დღეები ყირაზეა სახლი, მაგიდები მოხატული, იატაკზე ხან რა არის მოფანტული, ხან რა, ფანჯრები, სარკეები მოდუდდღნული და მოხატული.
სპილოს და ბუშტებს გულისხმობ თუ გულის და ვარსკვლავის სტიკერებს? ორივე ტრენდიოლზე ვიყიდე. მაგიდასთან რა სტიკერებიცაა ეტსიზე დიდი ხნის წინ.
სერაფიტი
narkozeli
მადლობა :*
narkozeli
მარტო რცხილაძე არა. მედიქლაბის პედიატრებიც და სხვებიც.
როგორ მცირდება რისკები? მე გარემოს ცვლილება და ნივთების შეცვლა ვიცი. მიქელაძემ სიმინდის ქატოო. კიდევ რა არსებობს?

Posted by: სერაფიტი 1 Oct 2023, 14:00
გოგოებო, ჭოჭინა აღარო და ვოლქერი რამეში დაეხმარება? არ აპირებს სიარულს ჯერ. დგება, როცა რამეს ეჭიდება. ერთიორ ნაბიჯს ადგამს, თუ იღლიებით გვიჭირავს. მარა მერე მალევე ჯდება smile.gif)) ვუყიდო ვოლქერი? თუ უბრალოდ ვავარჯიშო სიარულში?

Posted by: anibani18 1 Oct 2023, 17:03
სერაფიტი
ფულის ყრაა ვოლქერი, დამიჯერე. ისედაც აიდგამს ფეხს. პუფი გაქვს სახლში რამე? ის გაუწევს ვოლქერის მაგივრობას

Posted by: narkozeli 1 Oct 2023, 17:34
anibani18

ვაჩე როცა ერთი წლის ხდებოდა, მაშინ ნამდვილად არ ნიშნავდნენ მედიქლაბის პედიატრები სავალდებულოდ ტყვიის ანალიზს. არც საპროფილაქტიკოდ ფტორს. კარგია რომ დაიწყეს სხვებმაც)

კი გარემოს კვლევა პირველ რიგში, მშობლებიც იკეთებენ და თუ მშობლებსაც მომატებული აქვს, მერე იწყება გარემოს კვლევა, შეცვლა და ა.შ

Posted by: სერაფიტი 1 Oct 2023, 22:31
anibani18

კი, მარა მსუბუქი პუფია, გაუსრიალდება.
ოკ,დავიკიდევ ვოლქერს.

კიდე პამპერს ტრუსზე მინდა გკითხო - როდიდან იყენებ? მხოლოდ ღამე? რა უპირატესობა აქვს? მოკლედ, ჩვეულებრივი პამპერსი თუ ეგ? არ მიხმარია.

Posted by: Anabeli111 2 Oct 2023, 00:03
სერაფიტი
ჭოჭინაც და ვოლქერიც ვერაფერში დაეხმარება,თუ თავად არ მოიწადინა, შე მგონია. თაიას ხოხვა ისე მოსწონს, არც კი ცდილობს იაროს.. მარტო გარეთ ყოფნისას აქვს სიარულის ენთუზიაზმი, ისიც სანამ დაიღლება. არც ჭოჭინაში ჯდება. ჭოჭინას გარედან აქვს ხელების მოსაკიდი და ეგეც ჰკიდია :დ ამიტომ.წავაცუნცულეთ თელავში. მანეჟიც ესე დაშლილი მიდევს. რაში გადავყარე ფული.. biggrin.gif ისე, როდიდან "ვერ გავლა" არის სანერვიულო? ჯერ მაინც ვიკავებ თავს შფოთვისგან..


Posted by: anibani18 2 Oct 2023, 10:18
სერაფიტი
შეიძლება არც დაგჭირდეს ტრუსი. როცა ვეღარ დააწვენ და ვეღარ დააკავებ შენს ცისფერთვალებას პამპერსის ჩაცმისას, ესე იგი ტრუსი გაგიადვილებს ცხოვრებას. ჩემი ძალიან მოუსვენარია, სულ საქმეები აქვს და გარბის სადღაც. ჩვეულებრივ საფენებს ვერაფრით ჩავაცმევ. ღამეც ვხმარობ და დღისითაც. თუმცა ძილის წინ, აბაზანის შემდეგ მშვიდადაა და საფენსაც ჩავაცმევდი, მაგრამ ორივეს ყიდვა მეზარება, მართალი გითხრა.

ანიმ რაც გითხრა, სწორია სიარულზე. და კიდევ, შენ ნუ მოუგვარებ ყველა პრობლემას, თავად იპოვოს გადაადგილების გზები. ასე უფრო ძლიერი გაიზრდება როგორც ფიქიკურად, ისე სულიერად.

Anabeli111
წლის შემდეგაც, სადღაც 1,2 ასაკშიც ნორმაა გავლა

Posted by: takoo1 2 Oct 2023, 12:25
Anabeli111
ანა 1,2 წლისამ გაიარა ვინც ხოხავდა უმეტესად
ყველაზე არ ვამბობ მაგრამ უმეტესად ეგრეა
ნუ ვისაც ვკითხე ყველამ იგივე ასაკი მითხრა არვიცი რატო.ჩემი უკვე წლის გახდა 25ში.
ერთადერთი დადის ანუ დგამს ნაბიჯებს ეტლთან ერთად.მსუბუქია ძაან ის ეტლი და რო მოკიდებს ხელს ის ხო წინ მოგორავს და ესეც მიყვება biggrin.gif სულ ხოხავს,მიხოხდება ლოგინთან,ტახტთან,სკამთან.ადგება ფეხზე სა დგას ესე. შეილება ლოგინს გაყვეს და ეგაა ამისი სიარული.ხელს თუ მოკიდებ მოჩანჩალებს მარა ნელა ძაან გამართულად არა. იმედია მალე დაიწყებს

Posted by: fermina 2 Oct 2023, 13:08
takoo1
QUOTE
ანა 1,2 წლისამ გაიარა ვინც ხოხავდა უმეტესად
ყველაზე არ ვამბობ მაგრამ უმეტესად ეგრეა
ნუ ვისაც ვკითხე ყველამ იგივე ასაკი მითხრა არვიცი რატო


++ ზუსტად ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც.

ასეთი კითხვა მაქვს უფრო დიდი ბაიების მშობლებთან - მომავალი წლის სექტემბრიდან თუ მინდა ბავშვის ბაღში მიყვანა (კერძო იგულისხმება) - ახლავე უნდა დავიჭირო თადარიგი? smile.gif



Posted by: სერაფიტი 2 Oct 2023, 18:25
fermina

ისეთი წყვეტაა კარგ ბაღებზე, რაც ადრე გაარკვევთ, უკეთესი. მინიმუმ თვითონ ბაღთან, ბაღებთან დააზუსტეთ, როდის იწყებენ მიღებას, რეგისტრაციას.


anibani18

ჰო, ვცდილობ, რომ "მივაგდო" ხოლმე, თავად მოაგვაროს პრობლემები. მარა აი დამტოვებლები (დედა და დეიდა) არ მიჯერებენ. ამიტომ ვართ ასე, სხვადასხვანაირი მეთოდით კვირის დღეებში 4 საათიდან და შაბათ-კვირას მე ვწვრთნი, დანარჩენი დრო - ესენი. :დდდ


რამდენიმე კვირაა უცნაური სტილით ხოხვა დაიწყო. მარჯვენა ფეხს ასწორებს და ხრის,.აბიჯებს თითქოს, მარცხენას მიათრევს. არ მიკარებს, რომ გავუსწორო და ასე დატყაპუნობს. მარცხენასაც ასწორებს ზოგჯერ, მარა მაგ დროს უბრალოდ ჩერდება.

ზოგადად, არასწორი ხოხვა არსებობს?
აი,.ფოტოზე თუ ჩანს... ასეა.

სიარულში ვავარჯიშებთ ხოლმე, ვკიდებ ხელს იღლიებში და ვატარებ ცოტას.
user posted image

Posted by: shoAbb 2 Oct 2023, 19:00
გოგოებო, ცალი მკერდი დამეჩუტა , რძეც წვეთებით მაქ ;( რავქნა?

Posted by: Panda-008 2 Oct 2023, 19:17
shoAbb
6 კვირისკენ ნორმაა მკერდის დარბილება და მხოლოდ ეგ რძის რაოდენობასთან არაა კავშირში.
რაც შეეხება წვეთებს, რა გრაფიკით აჭმევ ძუძუს? იწველი?

Posted by: shoAbb 2 Oct 2023, 20:11
Panda-008
3 საათში ერთხელ, ფორმულას აყოლებს, ცალი მკერდი მაქ დიდი , ცალი პატარა sad.gif რომელსაც ჭამს ის დიდია და რძეც არის, პატარაში აღარ sad.gif

Posted by: takoo1 2 Oct 2023, 20:28
shoAbb
დაელოდე აბა ხვალამდე იქნებ ჩადგეს.
მე დამემართა ეგრე შარშან,გაშრა უცებ და აღარ დგებოდა ვაფშე.
მეორე ძუძუმ გაქაჩა სადღაც 2-3 კვირა ალბათ
მანამდე ეგრე დავდიოდი ერთი ზომით დიდი იყო ცალი მკერდი.
მაინც დალიე პიულატე დღესვე იქნებ გიშველოს.3-4 დღე დალიე დააკვირდი.

* * *
სერაფიტი
ცალი ფეხით ხოხავდა გაბრიელი ერთი მოკეცილი ქონდა მეორეს მიათრევდა,მერე გამოასწორა და ეხლა უბერავს ისე რო ვერ დაეწევი)))

აი ნახე ამ ფოტოზე
user posted image

Posted by: anibani18 2 Oct 2023, 21:18
fermina
გააჩნია რომელ კერძოს გულისხმობთ. არა მგონია ახლა სადმე რიგში ჩაწერონ, მაგრამ მაინც უნდა დაიწყოთ მზადება, შერჩევა. საკმაოდ რთული პროცესია.
რომელ ბაღს ფიქრობთ?

სერაფიტი
არასწორი ხოხვის სტილი არ არსებობს smile.gif ვისაც როგორ უნდა, თუ საერთოდ უნდა, ისე ხოხავს. ჩემი უფროსი გოგონაც ასე ხოხავდა, სულ მეშინოდა ფეხები სხვადასხცანაირად არ განვითარებოდა და კოჭლი არ ყოფილიყო smile.gif) ფუჭი აღმოჩნდა ჩემი შიშები smile.gif
დაანებე თავი, თავისით გააკეთებს ყველაფერს.
აღზრდის ერთი მეთოდი არსებობს, მაგდა გერბერის მეთოდია, აღზარდე პატივისცემით. ეს ქალი ერთ სიტყვას უსვამს სულ ხაზს, დაელოდეთ, ვეით. უთხარი, ახლა ხელში აგიყვან და მერე შეჩერდი და დაელოდე, რომ გაიაზროს შენი სიტყვები, დაელოდე სანამ თავად გააკეთებს პირველ ნაბიჯს, დაჯდება, გადაბრუნდება, პატივი ეცი მის ტემპს, მის ძალებს. ასე ასწავლის მშობლებს. მართლაც ასეა, ახლა უფრო ვრწმუნდები ამაში

Posted by: fermina 2 Oct 2023, 21:59
anibani18
QUOTE
fermina
გააჩნია რომელ კერძოს გულისხმობთ. არა მგონია ახლა სადმე რიგში ჩაწერონ, მაგრამ მაინც უნდა დაიწყოთ მზადება, შერჩევა. საკმაოდ რთული პროცესია.
რომელ ბაღს ფიქრობთ?


არ ვიცი, ტერიტორიულად მაწყობს ნუცუბიძე-ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ამ ბაღზე ხომ არ გსმენიათ რამე?
https://www.facebook.com/KindergartenHobbiton

Posted by: სერაფიტი 3 Oct 2023, 10:33
fermina

მსმენია ამ ბაღზე ერთი ქალბატონისგან. მირჩია, თანამშრომლის შვილი დადისო და ძალიან აქებსო, აქტივობებს, გარემოს და ყველაფერსო. ანუ მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი, პირადად შეხება არ მქონია.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 3 Oct 2023, 10:44
fermina
ნუცუბიძე-ლისის ტნის ტერიტორიაზე მწვანე ალუბალს გირჩევთ, ჩიქოვანის ქუჩაზეა

Posted by: anibani18 3 Oct 2023, 10:48
fermina
მე ჯიქიას პარალელურ ქუჩაზე დამყავს, იოსელიანზე. ძალიან უყვარს ჩემს გოგოს თავისი ბაღი, სუამოვნებით მირბის და რჩება იქ. საღამოობით სულ მეკითხება, დედა, ხვალ ბაღში მივდივართ. არადა ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ შეუყვარდებოდა და მიიღებდა.
ჰობიტონზე არაფერი ვიცი. ნახეთ თქვენით, იქნებ რამდენიმე დღე იყოთ იქ ბავშვთან ერთად და უფრო მიხვდებით მისაღებია თუ არა თქვენთვის. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი იდეალურია ჩვენს ბაღში მაგრამ უთბილესი აღმზრდელები და დირექტორი ყავთ.

Posted by: fermina 3 Oct 2023, 10:57
სერაფიტი
QUOTE
მსმენია ამ ბაღზე ერთი ქალბატონისგან. მირჩია, თანამშრომლის შვილი დადისო და ძალიან აქებსო, აქტივობებს, გარემოს და ყველაფერსო. ანუ მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი, პირადად შეხება არ მქონია.


მადლობა <3

Watermelon_Sugar_Hi
QUOTE
fermina
ნუცუბიძე-ლისის ტნის ტერიტორიაზე მწვანე ალუბალს გირჩევთ, ჩიქოვანის ქუჩაზეა

მწვანე ალუბალიც გამიგია, აქებენ.

anibani18
QUOTE
fermina
მე ჯიქიას პარალელურ ქუჩაზე დამყავს, იოსელიანზე. ძალიან უყვარს ჩემს გოგოს თავისი ბაღი, სუამოვნებით მირბის და რჩება იქ. საღამოობით სულ მეკითხება, დედა, ხვალ ბაღში მივდივართ. არადა ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ შეუყვარდებოდა და მიიღებდა.
ჰობიტონზე არაფერი ვიცი. ნახეთ თქვენით, იქნებ რამდენიმე დღე იყოთ იქ ბავშვთან ერთად და უფრო მიხვდებით მისაღებია თუ არა თქვენთვის. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი იდეალურია ჩვენს ბაღში მაგრამ უთბილესი აღმზრდელები და დირექტორი ყავთ.


რა ქვია თქვენს ბაღს?


ასევე ვალდოფსაც აქვს როგორც ვიცი სადღაც ამ ტერიტორიაზე ფილიალი.

ამ ვალდორფზე მაინც ვერ ჩამოვყალიბდი. ძალიან განსხვავებული შეფასებები მესმის.

Posted by: narkozeli 3 Oct 2023, 11:36
უჰ ბაღზე 3 წელი ვარჩევდი და ხარისხს დავიცავ ჩვეულებრივად.
ჰობიტონზე ვერ გადავირიე. მწვანე ალუბლები კარგია მაგრამ ადაპტაციაში ჩემს ორ ნაცნობთან ვერ გაქაჩეს, ადმინისტრაციასთან კონტაქტზე გასვლაც ტანჯვა იყო. და პახოდუ ფასი 650 ლარიდან 1000 ლარამდე გაზარდეს წელს, რაც ძაან უნამუსობა მგონია.

ვალდორფში არ მიიღეს ჩემი შვილი შარშან, თოფურიას ფილიალში (ლისი არ მაწყობდა თორე ლისზე იყო ადგილი)
წელს დაგვირეკეს თოფურიას ფილიალიდან და წელს მიიღეს მაგრამ უკვე მე აღარ მინდოდა.
მეორე წელია დამყავს ნიუტონის სკოლის ბაღში- პატრონუსში და არ დავიღლები მაგათი ქებით. სასწაული ბაღია. უჯანსაღესი მიდგომებით.

Posted by: fermina 3 Oct 2023, 11:58
narkozeli
QUOTE
მეორე წელია დამყავს ნიუტონის სკოლის ბაღში- პატრონუსში და არ დავიღლები მაგათი ქებით. სასწაული ბაღია. უჯანსაღესი მიდგომებით.


მახსოვს თქვენგან ამ ბაღის ქება, ტერიტორიულად სად არის, კარტოზიაზე? ოღონდ ახლა გამახსენდა, მანდ 3 წლიდან იღებენ და ჩვენი 2 წლის იქნება შემდეგ სექტემბერს.
* * *
QUOTE (narkozeli)
ჰობიტონზე ვერ გადავირიე.


რა მიზეზით?

აქ 8 თვიდან იღებენ ბავშვებს, ანუ პატარებთანაც უნდა ჰქონდეთ გამოცდილება.

Posted by: narkozeli 3 Oct 2023, 16:16
fermina
აღმზრდელების კვალიფიკაციით ვერ მოვიხიბლე მაშინ, ტრენინგები, გადამზადებები- ესენი არ ჰქონდათ გავლილი.


QUOTE
ტერიტორიულად სად არის, კარტოზიაზე? ოღონდ ახლა გამახსენდა, მანდ 3 წლიდან იღებენ და ჩვენი 2 წლის იქნება შემდეგ სექტემბერს.


კიი, კარტოზიაზეა და 3 წლიდან იღებენ.

აზროვნების აკადემიის ბაღი ნახეთ აბა, ეგ იღებს 2 წლიდან. ასევე მაზერ.ჯი-ც

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 3 Oct 2023, 16:35
fermina
ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომები აქვთ ბავშვებთან. გვანცამაც დაწერა ზემოთ, კომუნიკაცია უჭირთ მშობლებთან, მაგრამ აი არ ვიცი, ახლა რომ შემყავდეს ისევ მანდ შევიყვანდი

Posted by: fermina 3 Oct 2023, 17:32
narkozeli
QUOTE
ასევე მაზერ.ჯი-ც


ეს ალბათ:

https://www.facebook.com/mother.geSABURTALO

მთლად ამის სახლთან ყოფილა, ნუ მართალია ძირითადად ჩემთან არის ხოლმე, მაგრამ მაინც მაწყობს smile.gif

Watermelon_Sugar_Hi
QUOTE
fermina
ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომები აქვთ ბავშვებთან. გვანცამაც დაწერა ზემოთ, კომუნიკაცია უჭირთ მშობლებთან, მაგრამ აი არ ვიცი, ახლა რომ შემყავდეს ისევ მანდ შევიყვანდი


საბურთალოს ფილიალი კი მაწყობს და მართლა 1000 ლარია გადასახადი? პრინციპში სხვაგანაც არაა მგონი ნაკლები.

Posted by: Panda-008 3 Oct 2023, 20:51
საწოვარა როგორ მოვაწონო ბავშვს? 6 სხვადასხვა ვცადე და გულს ირევს ყველაზე. მე მღეჭავს კვებებს შორის facepalm.gif

Posted by: adeline 3 Oct 2023, 23:17
narkozeli
გვანცა, პატრონუსში რამდენია გადასახადი და თადარიგი რამდენი ხნით ადრე დაიჭირე შეყვანამდე?

Posted by: takoo1 3 Oct 2023, 23:40
Panda-008
ავენტი არ ჩაიდო?

Posted by: Panda-008 4 Oct 2023, 05:13
takoo1
ავენტი მოსწონს სხვებთან შედარებით, მაგრამ მაინც არ იჩერებს.

Posted by: takoo1 4 Oct 2023, 10:05
Panda-008
ხშირ ხშირად ჩაუდე და იქნებ მიეჩვიოს.
ჩემებმა ყველამ ეგ ჩაიდო,ზოგადად ყველა იდებს ავენტს მაგაზე უკეთესი არვიცი ნამდვილად.

Posted by: anibani18 4 Oct 2023, 11:40
Panda-008
ხშირად უნდა მისცე. მე ასე ვაკეთებდი, ყოველ შემთხვევაში.
ამაზე შევჩერდი მე:
https://a.co/d/gywm5Yy
ძალიან მსუბუქია და ჩვილობი დროს პირიდან არ უვარდებოდა.

Posted by: narkozeli 4 Oct 2023, 17:06
fermina

კი, ეგაა))

Panda-008
ესპუმისანი რომ დაუწვეთო?

adeline

750 ლარია გადასახადი და 1 წლით ადრე მინიმუმ უნდა დაიჭირო თადარიგი.


Posted by: Panda-008 4 Oct 2023, 17:28
narkozeli
კარგი გემო აქვს? biggrin.gif

Posted by: narkozeli 4 Oct 2023, 17:45
Panda-008

ჩვილებს მოსწონთ კი, ჩემიც არ იდებდა თავიდან და ჩაჩავაში ექთანმა მირჩია კოლინი (იგივეს აკეთებს რასაც ესპუმიზანი, კოლინი ქონდათ ჩაჩავაში) დაუწვეთე და ისე ჩაუდეო და მართლა ჩაიდო.

Posted by: fermina 4 Oct 2023, 20:31
narkozeli
QUOTE
750 ლარია გადასახადი და 1 წლით ადრე მინიმუმ უნდა დაიჭირო თადარიგი.


ჩემთვის მისაღები თანხაა, მგონი სხვები უფრო ძვირიც კი ღირს.

Posted by: adeline 4 Oct 2023, 22:44
narkozeli
თანხა ნორმალურია, მაგრამ დიღმიდან მანდ ვერ ვატარებ სავარაუდოდ.

Posted by: narkozeli 5 Oct 2023, 10:01
fermina
adeline

პატრონუსს 4 წელია ეგ ფასი აქვს და არ გაუძვირებია, რაც უდიდესი პლიუსია, აი მომავალ წელს კი ძვირდება 300 ევროა პრესქული.

დიღმიდან ისე ფინურში (SISU) შეგიძლია ატარო, საგურამოში. ძაან მომწონს ეგ ბაღი, მარა მანდაც 3 წლიდან იღებენ. ფილიალს მომავალ წელს ხსნიან წერეთელზე. ფასი მანდაც 300 ევროა თვე.
* * *
მეც საფიქრალი მაქვს გოგოებო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ ნიუტონის/პატრონუსის და ნიუტონის სკოლას განვიხილავდი, ჩვენ წავკისში ვგეგმავთ გადაცხოვრებას და იქიდან ჯიქიაზე ტარება არის ურთულესი ამბავი.
ვერა-ვაკის და მთაწმინდის ტერიტორიაზე მაწყობს მაგრამ ვერაფერს ისეთს ვერ მივაგენი მანდ, რაც მე მომწონს sad.gif
მოკლედ დიდი საფიქრალი გამიჩნდა სკოლის არჩევაზე. ნუ გავიჭირებ, მძღოლს ავუყვან და ვატარებ მაგრამ გზაში მეცოდება ბავშვი 1 საათზე მეტი რომ მოუწევს საცობებში. დაჟე არც ეყოფა 1 საათი

Posted by: anibani18 5 Oct 2023, 13:21
narkozeli
გუშინ ვეცმობოდით განათლების სისტემას შვედეთში. როგორც ადრე იყო შრომის გაკვეთილები, ჩემს დროს ყოველ შემთხვევაში, ახლა იქაც არის ასე. ჭრა-კერვა, სადურგლო სამუშაოები, ბავშვები თავად იმზადებელ საკვებს და მერე ალაგებენ სამზარეულოს. ამასთან მიმართებაში სხვა მასწავლებლებმა ვასაძის სკოლა ახსენეს. კარგია, ხომ არ იცი? ეს ვასაძე ცოტა უცნაური კაცი მგონია და ნეტა სკოლა როგორი შექმნა?

Posted by: adeline 5 Oct 2023, 20:30
narkozeli
გვანცა, ფბ -ზე როგორ ვნახო ეგ ბაღი საგურამოში?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 6 Oct 2023, 10:10
narkozeli
გამორიცხე ეგ, აქცენტი ახლოს მდებარე სკოლაზე აიღე. ჯერ ისედაც მთელი დღე სკოლაში და მერე საცობში ძალიან ცოდოები არიან sad.gif

Posted by: narkozeli 6 Oct 2023, 10:28
anibani18

ვასაძის სკოლა კიკეთშია და წავკისიდან საკმაოდ ახლოა, თუმცა თვითონ მაგ კაცის მიდგომები იმდენად მიუღებელია ჩემთვის რომ მანდ ვერ შევიყვანდი sad.gif

ისე კი, ძალიან მომწონს სწავლების ეგ მოდელიც.

adeline
https://www.facebook.com/fisgeorgia

აი ესაა. ერთი ისაა რომ სრულიად ინგლისურენოვანია პირველივე კლასიდან, ანუ გამოდის რომ ბავშვმა უნდა იცოდეს ინგლისური, ჩემმა არ იცის ჯერ sad.gif

Watermelon_Sugar_Hi

ხოო, ძაან მეცოდება მაგისთვის რა. ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ ნიუტონის მაგრამ ფილიალების გახსნას არ გეგმავს ჯერ sad.gif
შენ რომელში შეიყვანე? ჯეჯილში მგონი ხო? თუ CEA-ში, კმაყოფილი ხარ? ვაკის ტერიტორია კი მაწყობს

Posted by: adeline 6 Oct 2023, 11:47
narkozeli
ეგ სკოლაა? ბაღი მაინტერესებს ჯერ smile.gif)
პირველივე კლასიდან ინგლისური რა ჯანდაბაა biggrin.gif

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 6 Oct 2023, 13:44
narkozeli
კი კმაყოფილი ვარ სეასი. მაგრამ პატარა სკოლაა, ინფრასტრუქტურა და მინდორ ველი არ აქვთ smile.gif)

Posted by: narkozeli 6 Oct 2023, 14:09
adeline

ერთადაა სკოლა და ბაღი yes.gif


Watermelon_Sugar_Hi

ხოო, ეგ არ მოეწონა ჩემს მეგობარსაც და ყიფშიძიდან (არადა იქვე აქვთ სეა) ჯეჯილში შეიყვანა მარა ჯეჯილი რომ ვნახე არც მაგათი ინფრასტრუქტურაა უკეთესი და მინდორ ველებიანი biggrin.gif

Posted by: adeline 6 Oct 2023, 14:14
Watermelon_Sugar_Hi
საგურამოშია და მინდორ-ველის ნაკლებობაა? biggrin.gif მართლა გრუზინული ამბავია რა.


Posted by: narkozeli 6 Oct 2023, 14:15
adeline

არა არა სეა შუაგულ ჭავჭავაძეზეა, ვაკის სამების გვერდით.

საგურამოში ფინურია))

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 6 Oct 2023, 14:17
narkozeli
ვაკეში მინდორ-ველი არც უნდა გქონდეს პრიორიტეტად smile.gif)

Posted by: fermina 6 Oct 2023, 15:59
anibani18
QUOTE
ეს ვასაძე ცოტა უცნაური კაცი მგონია


მხოლოდ? smile.gif

QUOTE
და ნეტა სკოლა როგორი შექმნა?

მე პირადად ახლოს არ გავეკარებოდი არაფერს, რაც ამ კაცთანაა კავშირში, მითუმეტეს ბავშვს არ მივაკარებდი ზუსტად ვიცი, მაგრამ ეს ჩემი სუბ. აზრია. გაიძვერა, ბნელი და ამავდროულად, კომიკური პერსონაჟია.

Posted by: სერაფიტი 7 Oct 2023, 10:36
ვასაძოს სკოლაში ნამეტანია, ნუ გაიმეტებთ ბავშვებსsmile.gif) ძირითადად თავისი საძმაკაცოს შვილები დადიან. ლოცვით სწავლის დაწყება, მართლმადიდებლური პროპაგანდა და ნაციონალიზმი - ამეების და ამგვარების პრობლემა თუ არ გაქვთ, მაშინ კი, ღირსsmile.gif)

პირველი კლასიდან ინგლისურად სწავლა სისულელეა, თუ საზღვარგარეთ არ აპირებ წასვლას უახლოეს მომავალში.


აუ, და ჩემი სატკივარით მოვედი - ხვალ 11 თვის ხდება. ისევ არაფეტს ამბობსsad.gif აქამდე მარცვლებს კარგად ამბობდა, "არასაც". საერთოდ დამუნჯდა, მხოლოდნ ზმუის, როცა რამის თქმა უნდა "მმმმმ". უკეთედად ესმის, რასაც ვეუბნებით, ვიდრე ადრე - "აანთე, ჩააქრე, ბურთი სადაა, მომიტანე, მომეცი"- ესმის და აკეთებს. ხოდა ადრეა ხო? ანიბანიმ კი დაპოსტა იმდღეს, იგივე ფობია რომ აქვს. მე ვერ ვხვდები, როდიდან რა არის ნომრა ამ ლაპარაკზე და სიტყვებზე. სუ სხვადასხვა წერია და კიდევ ირგვლივაც სულ სხვადასხვა მესმის.

Posted by: anibani18 7 Oct 2023, 12:22
სერაფიტი
fermina
ზუსტად ასეთი წარმოდგენა მაქვს ვასაძეზე. გამიკვირდა, რომ ახსენეს, ამიტომაც ვიკითხე

Posted by: Liza12 7 Oct 2023, 14:36
სერაფიტი
ჩემი 16ში ხდება 11 თვის . იცის მამა ბაბა აბა. დედას ამბობს ძალიან იშვიათად თავისთვის დუდღუნებს. იცის არას რო ვეტყვი ფუუ თავად ამბობს .ტაში დაუკარი იცეკვე დაემშვიდობე გამარჯობა ფაფუ რამდენი წლის უნდა გახდე 1თითს გაჩვენებს. ოთახში თუვერ ვხედავ ვეძახი ლიზა სად ხართქო და წამში ჩემთანაა დამინახავს გამიცინებს წავა.მოკლედ რასაც ვეუბნები იგებს და არვთვლი საგანგაშოდ ამეტაპზე სიტყვებს თუვერ ამბობს. მთავარია ბავშვს ესმის მითითებები და 2წლამდეც რომ ვერ ილაპარაკოს სრულიად ნორმაა დღესდღეობით. ჩემი ძმისშვილი 2წლამდეე ბგერებსაც კიარამბობდა და 2წლიდან სიტყვები დაიწყო და მალე წწინადადებები

Posted by: სერაფიტი 7 Oct 2023, 15:57
Liza12

აჰა, გასაგებია. ჰო, მითითებები ესმის, ასრულებს, დახოხავს, სიარულით არაა დაინტერესებული :დდ ანუ კიდევ აქვს 1 წელი სიტყვებისთვის:დდ

Posted by: Liza12 7 Oct 2023, 16:07
სერაფიტი
ჩემიც არაა სიარულით დაინტერესებული სულ ხოხავს და დგება ხელს თუ კიდებს დივანს და გაყვება ნაბიჯებით მე რომ ვატარო არმოსწონს არც მენდობა თითქოს ისეთი ფრთხილია .

Posted by: Anabeli111 7 Oct 2023, 21:04
Liza12
ზუსტად ეგრეა თაიაც. ხოხავს და დივანს მიყვება და სხვა მყარ საგნებს. მე ორივე ხელით თუ ჩამეჭიდება, მაშინ კიდე ჰო.. მაგრამ ძირითადად ხოხვა ურჩევნია

კიდე დავაკვირდი. რაღაცას რომ ვასწავლი, თითქოს არც ესმის.. 2-3 დღეში ძალისხმევის გარეშე იმეორებს. ალბათ, ყველაფრისთვის თავისი დრო აქვთ..

სერაფიტი
ხან მეც შემიპყრობს შფოთვა და მერე აქაური პოსტები მაწყნარებს..

Posted by: fermina 7 Oct 2023, 21:11
სერაფიტი
QUOTE
ლოცვით სწავლის დაწყება, მართლმადიდებლური პროპაგანდა და ნაციონალიზმი -


ესეც ყველაფერი ფარისევლური და ყალბი, არც ნამდვილ ქრისტიანობასთან რომ არ აქვს საერთო არაფრი და არც ნამდვილ პატრიოტიზმთან.

Posted by: lesila90 7 Oct 2023, 21:19
გოგოებო უფრო სწორედ ბიჭების დედებო ჰიდროცლეე სათელსლეს წყალმანკი ვინმეს ხომ არ გქონიათ და გადაუვიდა? პედიატრს რაღაცა არ მოეწონა კუტუებთან შეიძლება თიაქარიაო გაგვიშვა ქირურგთან და თიაქარი არა წყალმანკიაო და წესით გადავა 1 წლამდეო. თუ არადა ქირურგიული ჩარევაო და ძაან ვდარდობ.
გოგოების დედიკოებო ცოტა გამონადენი ხომ
არ ჰქონია საშოდან ბავშვს? ექიმმა ეგ არაფერიაო ჰორმონებიაო

Posted by: shoAbb 8 Oct 2023, 09:25
lesila90
მე მითხრეს და ამ თვის ბოლოს ჩიტაიასთან მიმყავს

Posted by: Tua 8 Oct 2023, 10:01
lesila90
ჰიდროცელეს 1.5 წლა
დე არმკურნალობენ რადგან შეიძლება თავისით გაიწოვოს ❤️

shoAbb
შენ სხვა რამე გითხრეს თირკმლის დილატაცია არ აქვზ? თუ ეგეც გითხრეს?
* * *
lesila90
გოგოს ხომ სწორად ბან? ბიჭივით არუნდა ჩაბანო, წინიდან უკან და კოდევ ღრმად არუნდა ჩაბანო ანუ როცა ბან თითები ბაგეებს შორის არუნდა მოგიხვდეს

Posted by: shoAbb 8 Oct 2023, 10:23
Tua
ორივე, ჰიდროცელე უმნიშვნელოდ აავსო
* * *
გოგოებო, ჩემი ბიჭი არის შერეულ კვაბაზე , ჭამდა სიმილაკს 90 გრამს ეს სამი დღეა 40 გრამზე მეტს არ ჭამს sad.gif რა ვუყო არვიცი

Posted by: Tua 8 Oct 2023, 10:49
shoAbb
ზრდის დღეები აქვთ ბავშვებს, რასაც ჭამს აჭამე , იციან ეგრე ხანდახან და მერე სწორდებიან, წინ ბევრი ეგეთი დღეები გაქვს და არაა სანერვიულო ❤️ ძუძუ აჭამე თუ უარს არ ამბობს .

Posted by: Liza12 8 Oct 2023, 11:43
lesila90
ნორმაა გოგოებში გამონადენი

Posted by: ივლისი 8 Oct 2023, 14:27
გოგოებო კარგი პედიატრი კუჭნაწლავია მხრივ ვინ არის ? 1 წლისაა ჩემი და ხშირად აქვს ფაღარათი . ბაქტერიული ამბავია ჩემი აზრით. სად უნდა მივიტანო მასალა გამოსაკვლევად და მერე კარგი დანიშნულებაც მინდა. ჩვენი პედიატრის დანიშნული პროლაიფი არ შველის.

Posted by: სერაფიტი 8 Oct 2023, 14:59
Anabeli111

ანი, მასე სწავლობენ, ეტყობა, ამ ასაკში. ანიტაც მასეა - ჯერ არ აკეთებს და უცებ თავისით იზამს ხოლმე, რასაც 2-3 დღე ვუმეორებთ. შიგადაშიგ ზოგი რამრ ავიწყდება, ადრე ნასწავლი.

დღეს გახდა 11 თვის, ცოტაც და წლის გახდება. თან ხო სწრაფად გავიდა, მარა მაინც საერთო ჯამში გაწელილად მეჩვენება ეს წელი.

პირველი ვირუსი ჰქონდა, 1 ღამე სიცხე, სურდო 3 დღე (ცოტა ახლაც აქვს). უწამლოდ გაიარა. ძალიან იყოჩაღამ მადა ვერ აქვს წესრიგში, ეტყობა იციან მასე.

მარა თან ღეჭვაზე ამბობს უარს, ნეტა ყელი ხო არ სტკივათქო. მილინ ოარასის წიწიბურას და ფეტვს ,ფანტელებს, კარგად ჭამდა, ახლა უკან გამოაქვს ენით. თავისი სემპერის ფაფა ურჩევნია. ის კი არა, გახეხილი მსხალი არ მიიკარა, სანამ არ დავუბლენდერე. არადა ვირუსამდე ჩვეულებრივად კუბიკებად დაჭრილს ჭამდა ხილს ყველაფერს sad.gif




Posted by: Tua 8 Oct 2023, 15:24
ივლისი
გაატროებტეროლოგია მაგისი ექიმი მარიამ ღუღუბიშვილია ჟვანიაში ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ლაქტოზის აუტანლობა ხომ არ აქვს?

Posted by: lesila90 8 Oct 2023, 17:04
shoAbb
შენი რამხელაა? მოიწერე რას გეტყვის კაი❤️Tua
კი კი ეგრე ვბან.Liza12
მეც ეგრე მითხრეს და რავი ვინერვიულე

Posted by: ივლისი 8 Oct 2023, 18:19
Tua
ლაქტოზის ამბები არაა ნამდვილად. რაც ხოხვა დაიწყო და ყველაფერს რასაც ნახავს ნამცეცს პირში იდებს , მის მერეა რა. რაღაცაზე ანტიბიოტიკი დასჭირდა, იმ პერიოდში შეუჩერდა ფაღარათი. მერე ისევ დაეწყო. აქ წავიკითხე ბაქტერიოფაგში თუ ინფექციურში განავლის ანალიზი უნდა გაკეთდეს და დიაგნოზის მერე მინდა ზუსტი და კარგი დანიშნულება რა. დუსბაქტერიოზია თუ რა არის. ეს ღუღუბიშვილია კარგია ხო? მრჩეველს ახსენებთ ხშირად და იქ ხომ არ არის ვინმე ბავშვთა გასტროენტეროლოგი ?

Posted by: shoAbb 8 Oct 2023, 21:12
Tua
მადლობა , მამშვიდებს შენი პასუხები ❤️lesila90
კი , აუცილებლად

Posted by: adeline 9 Oct 2023, 10:38
ვასაძის ბაღი კი არა, მაგ კაცს რომ სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს, მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდება, თუ მთლად შეურაცხადობა არა.

Posted by: anibani18 9 Oct 2023, 11:02
Watermelon_Sugar_Hi
რამდენი ბავშვია კლასში?
პატარა მყუდრო სკოლა მინდა ვიპოვო.

* * *
shoAbb
ჩემი გამოცდილებით ნორმაა. მოუმატებს მერე.

Posted by: takoo1 9 Oct 2023, 11:57
QUOTE (სერაფიტი @ 7 Oct 2023, 10:36 )
ლოცვით სწავლის დაწყება, მართლმადიდებლური პროპაგანდა და ნაციონალიზმი - ამეების და ამგვარების პრობლემა თუ არ გაქვთ, მაშინ კი, ღირსsmile.gif


აუ კაი რააა biggrin.gif ღადაობ თუ მართლა ეგრე იწყებენ eek.gif eek.gif
აუ ეგ კაცი მგონი ცოტა მანიაკია
* * *
სერაფიტი
ტყუილად ნერვიულობ,არც პირველი იკლავდა მაგ ასაკში თავს სიტყვების თქმით და არც ეს.
მშვენივრად აზროვნებს და საუბრობს 3 წლიდან გამართულად.
გაბრიელი ამბობს ერთი და იგივე სიტყვებს.
დედას ათასში ერთხელ.მამას ამბობს,აბას, და სისულელებს ადადა,დადა,რავიცი სუ დდ დდ და ბბ-ები ისმის biggrin.gif
ტაშის დაკვრა ისწავლა ეგრევე სხვათაშორის ორჯერ ვუთხარი და დაუკეა ეგრევე.
წყალი რო უნდა ნტას იძახის,ლაპარაკით დიდად არა უფრო მითითებებს ასრულებს.
პატარას საბას ქუდს აიღებს და თავზე ადებს აფარებს biggrin.gif ძაან სასაცილოა
lesila90
ბიჭებზე არვიცი არ მქონია ეგ შემთხვევა
გოგოებში ნორმაა,ჩემ დისშვილსაც ქონდა მახსოვს.

Posted by: სერაფიტი 9 Oct 2023, 18:34
takoo1

ხო არა? ნუ ესეც ადვილად სწავლობს ტაში-ტუშებს და ეგეთებს :დ

ფორმულას მიპროტესტებს ორი დღეა. დილა-საღამოს სვამდა 210-ს. ნახევარს ტოვებს. არ ვიცი, აღარ უნდა თუ ვირუსის გამოა. რამდენიმე დღე კიდე ვაცდი (სურდო დარჩა და შეიძლება კომფორტული არაა, რომ წოვს ბოთლიდან), სურდოს გადავლამდე. თუ არ მოუმატა, ჩავუსვამ მყარ კვებას. ცოტა გადალაგება მოუწევს ჭამის დროებს, ძილით იმენა ერთ დროს იძინებს დღეც და ღამეც. აუცილებლად 10-ზე და 3-ზე, საათ-ნახევრებით :დდ და მერე რვაზე ღამის ძილით. სად ჩავაკვეხო ხოლმე ეს საჭმელები აღარ ვიცი :დ
ვირუსმა მაგრად არია ჭამაზეsad.gif ძილზეც უშლიდა სურდო. რა ძნელია. თან ინჰალაციასაც არ მაკეთებინებს, ძილში თუ გავუკეთებ, ეგაა.

რამე ეფექტური არ იცით ამ ასაკზე სურდოზე? ხალხური მედიცინა, მეცნიერება, სულ ერთია. დავიღალე ამისი ცინგლებით :დ ფიზიოლოგიურსაც ვასხამ თითო წვეთს

Posted by: ივლისი 9 Oct 2023, 20:40
სერაფიტი
ახლახანს გადავიტანეთ ძლიერი სურდოს ამბები. 2 კვირა გაგრძელდა, თუ დასრულდებოდა აღარ მეგონა. პირველი 5 დღე ნელადექსი და სნუპი. არაფერი შედეგი იყო დიდად. მერე სულ ინჰალაციები ფიზიოლოგიურს + პულმიკორტი და ფიზიოლოგიური+ ცოტა სოდა. დღეში 2-3 ჯერ. ნიღაბი რაც შეიძლება ახლოს მიუტანე , თავის საქმეს მაინც აკეთებს . არაა აუცილებელი მჭიდროდ მიდება. ფორმულა ჩემმაც მოიბეზრა წლის რომ გახდა . აღარ სვამს. ვირუსებმა ჭამა აურია ამასაც, დღემდე მიზეზობს და მაწვალებს.

Posted by: anibani18 9 Oct 2023, 21:26
სერაფიტი
მოუშორებელი ჭირია სურდო პატარასთან. ჩემს გოგონებს ლამის ერთ თვემდე უგრძელდებათ ხოლმე. სჯობს დროულად მოიშორო ყურზე რომ არ გადავიდეს.
მე ვიყიდე ცხვირის ელექტრო სატუმბი. მთელი დღე ვუტუმბავ და ამ ბოლო ორჯერ ძალიან მარტივად სულ რამოდენუმე დღეში სავამარცხეთ სურდო. თან ფიზიოლოგიურს ვასხამდი, ლითელ რემიდის რომ არის ამაზონზე აი იმით და ძალიან მარტივად მოვრჩით.

* * *
ინჰალაციას მე მხოლოდ ძილში ვახერხებ, ისე არ გამომდის. პულმიკორტი პატარასთან არ მიხმარია. მე ვიცი რიმ სპაზმური ხველის დროს ინიშნება. ანტროვენტი უფრო მაუბუქია და მისაღები პატარა ასაკში, მაგრამ ხველის დროს.
წამლებს მაინც ერიდე დანიშნულების გარეშე. ძლიერ ჰორმონებს მით უმეტეს.

აი, ასეთი მაქვს. უზომოდ კმაყოფილი ვარ

Posted by: takoo1 9 Oct 2023, 21:48
სერაფიტი
აუ სურდოზე არვიცი ჩემებს მალე გასდით ხოლმე,სამაგიეროდ ხველა უგრძელდება პატარას ნუ არვიცი გული მისკდება ეს დო ცივდება.ეხლაც რაღაც მოათრია ლუკიანემ ბაღიდან უკვე.3 დღე აცემინებდნენ აი როგორ იცი?ალერგია მეგონა,გუშინ ღამე ორჯერ ისე ჩაახველა უფროსმა აი გეგონება ძაღლმა დაიყეფა.არადა მაგისგან ძაან გასაკვირია
დღეს არ ახველებს უფრო მშრალად ჩაახველა რამოდენიმეჯერ.პატარასაც სურდო აქვს და ინჰალაციები დავუწყე უკვე ორივეს მეშინია არ გაურთულდეს.იმედია გამოვძვრებით.
სულ პატარას არ შეხვდეს ძუძუს იმედი მაქ რავიცი ეხმარებაო და ვნახოთ აბა.

ხველაზე პულმიკორტი,სალბუაირი,კორტაირი
ესენი მიხმარია პატარასთან.
სურდოზე მგონი მხოლოდ ფიზიო უნდა.
ერთი წვეთი რატო მეტი შეგიძლია ფიზიო ჩააწვეთო. ერთი წვეთი რას უშველის.
anibani18
ანი ეს რა არის ფოტოზე?

Posted by: Tua 9 Oct 2023, 21:54
სერაფიტი
ვიბროცილი მაგ ასაკზე სურდოზე, ფიზიოლოგიური რას უშველის ერთი წვეთი , შპრიცი აიღე 10მლიანი და გამოურეცხე ცხვირი , ან აქვალორი იყიდე ბეიბი და იმითი გამოურეცხე მშვენიერია. ინჰალაცია გაუკეთე ფიზიოლოგიურით, 3მლ ჩაასხი და დღეში 2 ჯერ გაუკეთე. სურდო კბილების ამოსვლამაც იცის ისე

Posted by: happy-go-lucky 9 Oct 2023, 23:38
გოგოებო ბურუნაჩის წვეთები დაუნიშნწს ჩემს პატარას ბოლოს პედიატრმაც და ფარნა ხოხაშვილმაც. ძაან კარგად უხსნის. და ცხვირი მაგრად ურეცხეთ ფიზიოთი, არ "შეგეცოდოთ", შპრიცით. smile.gif ვიბროცილიც ძაან კაია მარა დეფოცოტშია მგონი

Posted by: takoo1 10 Oct 2023, 00:22
Tua
ვიბროცილი მე კი მაქ სახლში მარა 2 წლამდე არ შეიძლებაო რო უწერია? sad.gif

* * *
happy-go-lucky
ჩვილზე შეიძლება ეგ ბურუნაჩი? რამე რო იყოს რო ვიცოდე

Posted by: სერაფიტი 10 Oct 2023, 09:31
მადლობა, გოგოებო. გავითვალისწინებ.

anibani18

ეს აქ იყიდე თუ გამოიწერე? ელექტროსატუმბი
* * *
შპრიცით გამორეცხვაზე კიდე ვერ გავიგე, ჰაიმორიტი შეიძლება გამოიწვუოს ჭავლით რეცხვამო და შემეშინდა.
ვაწვენ გვრრდზე და ისე ვასხამ ფიზიოს, აი 5 მილიგრამიანი რომაა, პირდაპირ მაგით, ნახევარს ერთში, ნახევარს მეორეში.
ინჰალაციას ძილში ვუკეთებ, ისე ვერ. ხველა არ აქვს.
ვირუსია ნამდვულად. მამამისს ჰქონდა, მერე ანიტას, ახლა მეც დამეწყო სურდოsad.gif
* * *
ექიმმა პურინაზინი დაუნიშნა, გაჭედვის დროს.

Posted by: Anna-Mari 10 Oct 2023, 11:47
გოგოებო ამილამი თუ მიგიციათ ბავშვისთვის და რამდენად კარგია? ძილის პრობლემები აქვს ტირის ძალიან დაძინებისას და ისედაც ცოტა ემოციური ბავშვია. მაგიტომ დაგვინიშნეს და არვიცი მივცე თუ არა.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 10 Oct 2023, 12:05
QUOTE (anibani18 @ 9 Oct 2023, 11:02 )
Watermelon_Sugar_Hi
რამდენი ბავშვია კლასში?
პატარა მყუდრო სკოლა მინდა ვიპოვო.

19 არიან კლასში
ეს ერთი წელი გავიდეს და რეკომენდაციებს მერე გავცემ თამამად smile.gif

Posted by: takoo1 10 Oct 2023, 14:03
Anna-Mari
მე ვასმევდი ერთი თვე.ტატა ბაზღაძემ დაგვინიშნა თერაპიებზე რო დამყავდა მაშინ
ვერ გეტყვი წამლის დამსახურება იყო რო დაწყნარდა თქო
ნუ ყოველშემთხვევაში ალბათ უსაფრთხოა.

Posted by: anibani18 10 Oct 2023, 14:06
takoo1
ცხვირის ელექტრო ასპირატორია, თაკო
* * *
სერაფიტი
გამოვწერე. აქაც აქვს აღუბაიბის, მაგრამ ამაზონზე არ ჰქონდა კარგი გამოხმაურება და ეს ვიყიდე. 4 სიჩქარე აქვს, სრულიად საკმარისია. არ დამჭირვებია წამალი, ამით ვუტუმბავ მთელი დღეები და სულ რმდენიმე დღეში აულაგდა. მეც მეშინია ჭავლით გაწმენდა. ლითელ რემიდის მომეწონა, უსხურებ ცხვირში და სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩვენთვის. აქაც არის რაღაც, თეომ რაც დაგიწერა ის, მაგრამ მე ამას უფრო მარტივად ვხმარობ.
ექიმმა მითხრა, დაწვენილს არ უნდა ჩაასხაო, შეიძლება გადასცდესო. ან თავი უნდა გადააწევინო ცალ მხარეს. ისედაც ძალით ვურეცხავდი და თავი სადაც მოუხვდებოდა იქ ჰქონდა ხოლმე.
ელექტრო სატუმბი არის საოცრება <3 ნეტა აქამდე მეყიდა.
Watermelon_Sugar_Hi
რა კარგია ცოტა ბავშვი. პატარა, მყუდრო სკოლა მინდა ვიპოვო.
Anna-Mari
რამდენისაა? პედიატრმა დაგინიშნა თუ ნევროლოგმა?

Posted by: narkozeli 10 Oct 2023, 16:20
anibani18

ფინურში 10 ბავშვია ჯგუფში და თითო ჯგუფია სულ ყველა კლასში, რა მაგარია წარმოიდგინე biggrin.gif ძაან შემშურდა )) მარა მაგის ილუზია არ მაქვს რომ თბილისში ვნახავ სადმე მასეთ სკოლას user.gif

Posted by: shoAbb 10 Oct 2023, 16:25
takoo1
კი, ჩემ 1თვის ბაიას ვასხამდი <3 თითო წვეთი დილით და ღამით❤️

Posted by: adeline 10 Oct 2023, 16:26
narkozeli
ბაღზე ალბათ ფინურზე შევაჩერებ არჩევანს. მართლა ახლოსაა ჩემგან საგურამო. გადასახადია რამდენია ნეტა?
* * *
anibani18
ანი ლინკი დაგვიდე რა ამ ასპირატორის :*

Posted by: Anna-Mari 10 Oct 2023, 16:35
takoo1
ხოო, რაც ვნახე ვიტამინებია და ძილის მოსაწესრიგრბლად კარგიაო. თქვენ რაზე გქონდათ დანიშნული?
anibani18
თერაპევტმა, მაგრამ პლიუს ნერვოპათოლოგიცაა ეს ექიმი. 9 თვისაა ბავშვი.
* * *
takoo1
რის თერაპიებზე დადიოდით?
არანაირი პრობლემა არ აქვს, ძალიან ადეკვატურია ყველაფერზე ამ ასაკის შესაფერისად. სახელზეც და სხვა რამეებზეც. მაგრამ ემოციურია ცოტა და ძილსაც მოუწესრიგებსო და ამიტომ დაგვინიშნა.

Posted by: narkozeli 10 Oct 2023, 16:46
adeline
QUOTE
გადასახადია რამდენია ნეტა?


300 ევროა მარა 4ზე ამთავრებენ და ეგაა ცუდი. 3 წლიდან იღებენ.

საშინლად გაძვირებულია ხალხო ყველაფერი. დაქალი ძიძას ეძებს და 1000 ლარად ვერ შოულობს.


Posted by: Watermelon_Sugar_Hi 10 Oct 2023, 17:03
anibani18
რაც მთავარია-სახლთან ახლოს მონახე. ცოდოები არიან გზაში ბავშვები <3

იმ დღეს მომასწრო საჯარო სერვისები ისე იყოს გამართული საქ-ში, რომ ამდენ ფულს იმაში არ ვიხდიდეთ რაც უფასოდ გვეკუთვნის sad.gif

Posted by: სერაფიტი 10 Oct 2023, 18:53
anibani18

გვერდზე ვაწვენ და საპირისპირო ნესტოში ვასხამ ფიზიოს. არასწორია? ზურგზე დაწვენილს არ ვასხამ. არც ბევრს ვასხამ. ერთ 5 მილიგრამიანს ვყოფ ორად, ერთ ნესტოში ნახევარი, მეორეშიც ეგრე.

აუ გამოვწერ მაგას, ლინკი გექნება...

ინჰალაციასაც ვუკეთებ სამჯერ დღეში, ძილში.

Posted by: takoo1 10 Oct 2023, 18:54
narkozeli
გვანცა 15დან იქნება ვაქცინაო და რამე ხო არ გაგირკვევია? ამ კვირაში მეგონა მე
* * *
სერაფიტი
კიი გვერდზე უნდა დააწვინო ზურგზე არა.
როგორაა? ცოტა უკეთ არ არის?
ჩემები ძაან ხრუტუნებენ და გამობმული მაქ ინჰალაციის აპარატი მთელი დღე

Posted by: სერაფიტი 10 Oct 2023, 21:04
takoo1

მგონი უკეთაა. შედარებით. რძეც დალია ამ საღამოს ნორმალურად, სადილიც ჭამა, აჯაფსანდალი :დდ

ახლა მე ვარ სასტიკად გაგუდული, თავის ტკივულამდე.

მარა ბავშვები ცოდოები არიან რა sad.gif

Posted by: anibani18 10 Oct 2023, 21:37
narkozeli
საგურამოში ვერ ვატარებ ნამდვილად.
adeline
სერაფიტი
https://a.co/d/fUQkXAJ
აი, ეს არის გოგონებო. უზომოდ კმაყოგილი ვარ. ბოლოს სურდომ ერთ თვეზე მეტი გასტანა და ყურზე გდაუვიდა ორივეს. მეთქი, რა გაუძლებს ზამთარს და ვიყიდე. დღეს პარიმის დღეა და თუ გაქვთ პრაიმი უფრო იაფად შეიძლება ყიდვა. ომრონის ნებულაიზერებზეც ფასდკლებაა ჯიპისიში დღეს.
Anna-Mari
ნევროლოგს გოჩა ჩიქვინიძეს გირჩევდით.

narkozeli
ევროპულის ფასები ნახე? გული შემიწუხდა.
Watermelon_Sugar_Hi
სახლთან ახლოს ნიუტონი გვაქვს მაგრამ უფრო მოკრძალებული და პატარა სკოლა მინდა.
შვედეთში თურმე კერძოს სკოლებიც უფასოა, მხოლოდ აიბი სკოლებია ფასიანი. ჩვენ ამ დონემდე მივალთ ნეტა ოდესმე….
Watermelon_Sugar_Hi
narkozeli
ედუ არის ჯი-ზე რა სკოლებიცაა რეგისტრირებული, სხვა არის კიდევ რამე? გავფილტრე უბნის მიხედვით და უნდა დავიწყო ინფორმაციის შეგროვება.
სერაფიტი
კი, სწორად უკეთებ. მაგრამ მე მაინც ძალიან მეშინია ხოლმე ამ გამორეცხვების.
ზალდასტანიშვილში მეშვიდე კლასის მერე იღებენ?

Posted by: სერაფიტი 10 Oct 2023, 21:58
anibani18

მადლობა, ანი.

ზალდასტანში 6 წელია დაამატეს მერვე კლასი. იქამდე მხოლოდ 9-12 კლასები იყო. ძალიან მყუდრო სკოლაა, ჰაი სქულია რა. მერვე დაამატეს, რომ მოამზადონ აკადემიისთვის. უჭირდათო რაღაცები გარედან მოსულებს ეგრევე მეცხრეშიო. რავი, ცუდი არაა. სადღაც 380 ბავშვია მგონი ჯამში. ნიუტონის მერე ძაან მეცოტავება. მესამედია იქაური კონტიგენტისა smile.gif)

Posted by: adeline 10 Oct 2023, 22:08
narkozeli
სიდებილეა 4 საათამდე ბაღი. 4-ზე არ ვამთავრებ სამსახურს და რა შაშაკოლად მინდა ეგეთი ბაღი?!
* * *
anibani18
მადლობა ანი :*

Posted by: narkozeli 10 Oct 2023, 23:01
anibani18
ვიყავი ევროპულში, ინგლისური სექტორი მაინტერესებდა და პრესქული 6000 ევროო და სკოლა
პირველი კლასი 9000 ევროო, ძააან ბევრია მართლა რა, ორი ბავშვი უნდა ვატარო, სიგიჟე ფასია. თუმცა სიმპატიებით ვარ ამ სკოლის მიმართ. მეგობრის ბავშვები და მეუღლის ნათლული დადის და ძაან კმაყოფილები არიან.

თბილისის კერძო სკოლების ჯგუფში დაემატე აბა.
ნიუ სქულს ან ნიუტონს არ განიხილავ? ბაქსვუდს?
ხელმისაწვდომ სკოლებში მწვანე სკოლა რეალური ოფშენი
* * *
adeline

სიგიჟეა კი, მე არ მაწყობს არც ტერიტორიულად, არც დროებით. ნუ პროგრამა და მოდგომები კი აქვთ ძაან კარგი მარა სხვა რამის რა გითხრა.
* * *
ზალდასტანიშვილი 18 000 ლარია წელიწადი ხო?


Posted by: Anna-Mari 11 Oct 2023, 00:00
პირადში მქონდა შეტყობინება მგონი, მაგრამ ფორუმმა რატომ არ მაჩვენა არვიცი, დამიკარგა გაუხსნელად, ვერ ვნახე და თუ ვინმემ მომწერეთ არ მინახავს და ხელახლა გამომიგზავნეთ რა.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 11 Oct 2023, 09:56

narkozeli
ევროპულს ვერ გავწვდები მე, ვერც 1 ბავშვით დაჟე. 25 000 ლარია ლამის წელიწადში და აი არანორმალური თანხაა
anibani18
ნიუტონს არ გირჩევ, ჩემი დაქალების გამოცდილებით

Posted by: Tua 11 Oct 2023, 11:53
სერაფიტი
კოვიდი მქონდა მე მაგ სიმპტომებით რაც შენ თქვი ეხლა მხოლოდ ცხვირჯ ხველისა და სიცხის გარეშე. გამორიცხე მაინც, კი არუნდა არაბაირი მკურნალობა დიდად.


* * *
ევროპული სკოლის ბავშვების უმრავლესობა კიდე ცალკე მასწავლებლებთან დადის მოსამზადებლად და ნამდვულად სიგიჟეა 9000 ევრო იხადო სკოლაში რომლიდანაც რომ გამოხვალ კიდევ უნდა წახვიდე მასწავლებელთან smile.gif)) ზალდასტანიშვილების ბავშვების ნახწვარი მათემათიკაში ემზადება თურმე და ეგ ცალკე საოცრებაა 18000$ია მემგონი ფასი.

Posted by: სერაფიტი 11 Oct 2023, 16:34
ზუსტად კი აე ვიცი, მარა მგონი 25000 ლარია ზალდასტანიშვილი. ოღონდ ყოველ მესამეს აქვს ნაწილობრივი გრანტი, აკადემიური მოსწრების პონტში.
* * *
Tua

შეიძლება იყო კოვიდი. აწი მეზარება ტესტი, გავდივართ ბოლოში.

Posted by: takoo1 11 Oct 2023, 17:51
Anna-Mari
ქცევით თერაპიებზე დამყავდა ერთი თვე მანდ ბაზღაძესთან.
ქცევითი დარღვევა ქონდა და მაგაზე ქონდა დანიშნული.

* * *
სერაფიტი
ხველა ქონდა? აუ ესენი საშინლად ახველებენ მთელი დღე

Posted by: სერაფიტი 11 Oct 2023, 21:07
takoo1

არა, სიცხე 1 დღე და ღამე. სადღაც 38-მდე. არ მიმიცია წამალი. და სურდო დღემდე. მარა შეუცოტავდა. იმედია არ გადაუვა ხველაში.

Posted by: anibani18 11 Oct 2023, 21:24
narkozeli
მომიწვიე რა იმ ჯგუფში, ვერ ვიპოვე.

Watermelon_Sugar_Hi
რატომ არ მოეწონათ შენს მეგობრებს, ხომ ვერ მეტყვი?
Tua
გეთანხმები, თეო. მგონია, რომ ხშირად კერძო სკოლებში გარემოსა და უსაფრთხოების გამოც მიჰყავთ.
* * *
takoo1
პულმიკორტი დანიშნულების გარეშე შეიძლება გამოვიყენო, თაკო? გაბრიელთან ხმარობ ხოომე?

Posted by: takoo1 11 Oct 2023, 21:39
anibani18
კიი გაბრიელთან ვხმარობ ყველაფერს ანი, უფროსს იშვიათად ჭირდება.
სპაზმის დროს ვუკეთებ ხოლმე ხშირად არა.

სერაფიტი
თუ დიდი დრო გავიდა არამგონია.
ამათ მალევე დაეწყოთ ხველა.

* * *
გოგოებო საღეჭები წელზე ადრე არარი?
გაბრიელს ზედა და ქვედა საღეჭები ამოსდის
4 ერთად :/ ზედა გვერდით რო ქონდა დარჩენილი იმანაც ამოჭრა და საგიჟეთია 5 ერთად,დღეში ცხრაჯერ ვუცვლი ზედას იმდენი დორბლები აქ.
* * *
დღეს გაბრიელმა გაიარა გოგოებოო ❤️
ვწუწუნებდი ერთ თვეში ნეტა გაიაროს თქო და ადგა და გაიარა არ მჯერა))) ეგრევე 10 ნაბიჯი გადადგა.

Posted by: სერაფიტი 12 Oct 2023, 15:54
takoo1

ვაიმეე, ასე უცებ გაიარა? რა მაგარია. ყოჩაღი <3
კბილებს კი რას გაუგებsmile.gif)) ცოდოა, 5 ერთად. მარა მოიშორებს.

Posted by: happy-go-lucky 12 Oct 2023, 19:46
takoo1
4 თვოსას დაუნიშნეს პირველად და უფრო პატარაზე არ ვიცი, ალბათ კი.

3 ბავშვთან მარტო ხარ თაკო?

Posted by: takoo1 12 Oct 2023, 22:07
happy-go-lucky
არა დედაჩემთან ვარ მეხმარება.
მარტო ძაან რთულია სამი პატარა
თავიდან ყოველშემთხვევაში
* * *
გოგოებო ხველაზე რას ასმევთ? ეს ინჰალაციები არ შველის არცერთს დავიღალე ((
ერთი მთელი დღე ახველებს მეორე ღამე ძილში.

Posted by: happy-go-lucky 12 Oct 2023, 22:12
takoo1
ინჰალაცია და ანტიჰისტამინი (ერიუსი, ესლოტინი)

ეხლა. ვიფიქრე სამივე მარტო თუ ჰყავსთქო და ხმას აღარ ამოვიღებდიი.

Posted by: takoo1 13 Oct 2023, 04:32
ისეთი სპაზმი ქონდა დექსა მივეცი და მაინც ახველებს ესეთი არ მინახავს არაფერი
რა ვირუსია ეს რაარი ხალხო:/

Posted by: სერაფიტი 13 Oct 2023, 10:43
takoo1

დექსათი რო გაუკეთო ინჰალაცია?ერიუსიც კარგია, როგორც ვიცი.

Posted by: Tua 13 Oct 2023, 10:53
takoo1
ატროვენტის ინჰალაცია თაკო და ძილისწინ დაალევინე ერიუსი ან ესლოტინის სეროფი რომ სპაზმი მოუხსნას.

Posted by: takoo1 13 Oct 2023, 11:57
სერაფიტი
Tua
დექსა ჩავასხი ღამე და კიდე გავუკეთო ინჰალაცია? ვერიდები ამ დექსას რაsad.gif

თეო პულმიკორტით ვუკეთებდი ძილის წინ მარა არ შველია რავი.დღე ვუკეთებ მუკონებით და სალბუაირით.
პედიატრს დავურეკე ეხლა და ძილის წინ კეტოტიფენიო.ერიუსი ჯობია?
ამოსახველებელი სოლტუქსი დაუნიშნა სიროფია.

Posted by: anibani18 13 Oct 2023, 12:39
takoo1
დღის განმავლობაში გაუკეთე 8 ანტროვერტი და 2,5 ფიზიო. უკეთე სადღაც ოთხ საათიანი ინტერვალებით, კვებებს შორის. პულმიკორტი ძილის წინ. ან ანტიჰისტამინური მაგრამ კეტოტიფენი მე ისე მაბრუებს, ბავშვთან ვერ გავრისკავდი

Posted by: takoo1 13 Oct 2023, 12:54
anibani18
ანი 0.25იანი ხო ანტროვენტი?
არა მე კი მიმიცია კეტოტიფენი და შველის მეოთხედს ვაძლევდი ხოლმე.
რავი ერიუსს მივცემ იქნებ უშველოს.

ბეროდუალი გიხმარიათ?

Posted by: happy-go-lucky 13 Oct 2023, 13:05
takoo1
ამოსახველებელი სიროფები არ ინიშნება როგორც წესი , შენი ასაკოს ბავშებზე.

ბეროდუალი და ატროვენტი ერთი და იგივეა. დოზებია მანდ მნიშვნელოვანი თაკო, წონა და ასაკის მიხედვით. ასაკი არ ვიცი ზუსტად შენი ბიჭების, მაგრამ 15 წვეთი მაინც უნდა უფროსს , ანოტაციაში ნახე ზუსტად.

პულმიკორტი 0.25 ჩვილზე დამინიშნეს 3 თვისაზს და წესით შენებს დიდი დოზა უნდა უფრო. მე არასოდეს ვუკეთებ პულმიკორტს ექიმის მოსმენის გარეშე რადგან ჰორმონია და ასე ვერ გირჩევ.

ერიუსი ძილის წინ ან დილა-საღამოს შეგიძლოა გადაანაწილო დოზა.

Posted by: takoo1 13 Oct 2023, 13:43
happy-go-lucky
უფროსი 3,5 წლისაა და ინიშნება გვინიშნავს ხოლმე,იშვიათად გვჭირდება ზოგადად
პატარაზე არ ნიშნავს.
პულმიკორტს 0.25 იანს გვინუშნავს
აფთიაქშიც ეგ დოზა მითხრეს

Posted by: Tua 13 Oct 2023, 22:27
takoo1
ბერპდუალიც კარგია, ატროვენტი და ბეროდუალი ერთი იგივე ჯენერიკია უბრალოდ მწაოებელი ქვეყანაა სხვადასხვა, კიდევ პულმიკორტი და ბენოდილიც იგივეა ზუსტად და პულმიკორტი 2ჯერ ძვირი ღირს ვიდრე ბენოდილი და ეფექტი აქვს ერთი და იგივე ზუსტად , იმდენი წვეთი უნდა ატროვენტი და ბეროდუალი რამდენი კილოცაა ბავშვი , ალექსანდრე 22 კილოა და 22 წვეთს ვასხავ. პულმიკორტი 0.25იანია საბავშვო დოზა რომელოც 1მლ ფიზიოლოგიურში უნდა გახსნა მეტში არა არა ბევრად ეფექტურია ეგრე. ანტიჰისტამინკ ხსნის სპაზმურ ხველას და კიდე პაიდოტერინის სეროფი დაგვინიშნა ადრე სულავამ ნახველიან ხველაზე . დექსას ინჰალაცია არგინდა კაცო . მუკონები იგივე ფიზიოლოგიურია ტყუილად აძლევ მაგხელა თანხას, თუმცა ფიზიოლოგიურჯ ხსნარი დეფიციტშია sad.gif 24 საათი აქვს ვადა ნემსის ჩარჭობიდან ფიზიოლოგიურს და ეგ გაითვალისწინე მე 100მლიანება ვყიდულობდი ეხლა ვერ ვიშოვე და წამოვიღე სამსახურიდან. ამასაც რაღაც ჰქონდა უსიცხო ვირუსი 10 დღე ვერ გამოვუშრე ცხვირი ბავშვს რა არვიხმარე და ეს რომ ჩასდიოდა ნახველი უგროვდებოდა პერიოდულად, მე ბიმაქსის მიცემა მომიწია რადგან 7 დღეზე მეტი გაგრძელდა ეგ ამბებჯ თან სახლშიც ვერ ვტოვებ 3-4 დღეზე მეტი არმყავს დამტოვებელი და ვართ ასე smile.gif) ინჰალატპრიც ნერვებს მაწიწკნის ამხელა რომაა და ხრიალებს ეს კი უპრობლემოდ იკეთებს მაგრამ ზარმაცი მშობლების კატეგორიას მივეკუთვნები მერე რომ ნაწილებია გასარეცხი და შესანახი, გამოვწერე ეხლა ტრენდიოლიდან პაწუწუ ინჰალატორი 80 ლარად ყველა აქებს. შემდეგ კვირაში ავცრი და დავისვენებ 4-5 თვე მაინც smile.gif)

Posted by: takoo1 14 Oct 2023, 02:13
Tua
ბეროდუალი ცოტა ძლიერია და ტახიკარდიას იწვევსო და შემეშინდა.ატროვენტი ვიყიდე მუკონები იგივე ფიზიოა კი ვიცი, პროსტა 3% როა მეთქი უკეთესად იმპქმედებს თქო.
ფიზიო ხო 0,9 იანია.
ვადა აქ 24 საათი?? აუ ღადაობ ეგ არ ვიცოდი პირველად გავიგე.აუ რამხელა მიყიდა ჩემმა ქმარმა 500იანი მგონი :/
ვერ იშოვა ეგ პატარები.
ეს უნდა გადავაგდო ანუ? biggrin.gif
ეგ სიროფი დაუნიშნა ადრე ჩემ დისშვილსაც.
კაია? მაინცდამაკნც ნახველიანი ხველა არააქვთ მარა ამოხველება უჭირთ მაინც.

Posted by: ივლისი 14 Oct 2023, 13:14
Tua
ფიზიო დეფიციტშია კი კარგა ხანია. სახლში გავაკეთე, სხვა გზა არ მქონდა რომ მჭირდებოდა ინჰალაციისთვის:დ. 500 მლ გადადუღებული წყალი და 1 ჩკ მარილი.
რომელი ინჰალატორი გამოწერე ტრენდიოლიდან ლინკი რომ დადო თუ შეიძლება.

Posted by: Tua 14 Oct 2023, 14:29
takoo1
ისე რა პროსტა პაიდოტერინთან ერთად ანტიჰისტამინჯ აღარ შეიძლება. ისევ ინჰააციები უკეთე უკეთესია მალე აულაგებს. კიი მეც არვიცოდი 24 სთ რომ ჰქონდა ვადა smile.gif)) დაჟე ეგ დიდები თვეები მედო ხოლმე smile.gif)

ივლისი
ჰოო ამ ქვეყანაში ყველაფეტი დეფიციტშია სამწუხაროდ. მე სამსახურიდან გამომატანეს 100იანები დავიმარაგე რამოდენიმე ზამთარია წინ.

https://ty.gl/5mf0lxe6jc

ეს გამოვწერე თავისი ჩანთაც მოყვება და თავები რეზინებზე , ყველაზე კარგი გამოხმაურება ამას აქვს და მეორე ტოდორექსი თუ რაღაც.

Posted by: ივლისი 14 Oct 2023, 17:23
Tua
მადლობა დიდი
;;;;;;,

Posted by: narkozeli 14 Oct 2023, 17:41
ჩინურივითაა ჩემთვის ინჰალაცია და ფიზიო პულმიკორტ დექსები))
არ ვიცი რაზეა მაგრამ 4 წლის მანძილზე არ დამჭირვებია ჩემს ბიჭთან არაფერი მსგავსი. ნეტა მეორე როგორ იქნება, ალბათ მთლად ასეც არ გამიმართლებს და მომიწევს მეორეზე მაინც biggrin.gif



Posted by: Tua 14 Oct 2023, 20:06
narkozeli
დექსა მეც არასდროს გამომიყენებია ბავშვზე საერთოდ, ძალიან ვერიდები ზოგადად დექსას უმიზეზოდ გამოყენებას ყველა მხრივ. ინჰალაციაც ალბათ 3 ჯერ გამოვიყენე 4 წელიწადში ისიც სანამ გრიპზე აცრას დავიწყებდი , მაგრამ ზოგადად საჭიროა გამოუვალ სიტუაციაში იცოდე რა როგორ უნდა ქნა , მერე გამოცდილებაააც მოაქვს ყველაფერი smile.gif)

Posted by: anibani18 14 Oct 2023, 21:03
Tua
takoo1
ძალიან გახანგრძლივებულ სურდოზე ექიმმა ბუდოსენიდას სპრეი დაუნიშნა ჩემებს. ძალიან კარგად აულაგა სურდო. საფრთხილო წამალია, ხომ არ იცით?

Posted by: Tua 14 Oct 2023, 22:01
anibani18
არმიხმარია აბი ეგ არრვიცი, სულ ერთხელ ვიხმარე ჰორმონალური სპრეი ვირუსმა სიმშრალე და ნიჟარების შეშუპება დაუტოვა და ყელყურმა დაგვინიშნა მეტრონიდაზოლი 1 თვე და რაღაც ზეთოვანი ვიტამინებით ჩასაწვეთებელი. მე ძირითადად ვიყენებ ხოლმე ვიბროცილს, საბავშვო სნუპს და კიდევ გამოსარეცხი რომაა აკვალორის საბავშვო იმას . ამას უბრალოდ სიმშრალე რჩება ძალიან დიდი ხანი თორე ცხვირი მალევე ულაგდება .

Posted by: narkozeli 15 Oct 2023, 09:49
Tua

რა თქმა უნდა ცოდნით ყველაფერი უნდა იცოდე ბავშვის პატრონმა, როდის რა დაგჭირდება არავინ იცის

Posted by: ninucanodo 15 Oct 2023, 09:57
anibani18
მე მიხმარია და ძალუან მომეწონა ეგ სპრეი მარტივად აულაგა

Posted by: takoo1 15 Oct 2023, 14:46
anibani18
ანი ჩვენ დაგვინიშნა ადრე აღარ დამჭირდა პროსტა.წესით უსაფრთხოა რავი ჩემი პრდიატრი ერიდება ხოლმე ზედმეტ წამლებს,ანტიბიოტიკებს და ა.შ
ვიბროცილს ვაწვეთებ ხოლმე სურდოზე.
Tua
მეც პირველად ვიხმარე ლუკიანეზე დექსა
არაფერი არ მქონდა პროსტა არც კეტოტიფენი და შუაღამისას ავხტი თავი მოვატეხე და ჩავასხი,აი ერთი საათი გადაბმულად ახველა უკვე გული ერეოდა ისე იყო და ძაან შემეცოდა.
ზოგადად ამან ხველა არ იცის,გამიკვირდა რო ამდენი დღეა ესე სააინლად ახველა.
ეს ორი დღე უკეთ არიან რავიცი.იმედია გაუვლით.
საშინელი ვირუსია რაღაც ამის მასწავლებელი იხრჩიბა თურმე ისე ცუდადაა

Posted by: happy-go-lucky 15 Oct 2023, 19:45
გოგოებო ეტლის თემას ხშირად განვიხილავდით ხოლმე და ჩვენი ნაქები ანექსის ბორბლენი 3.5 თვეში გაფუჭდა. იმედია შეაკეთებენ გარანტიით, კიდე კაი 6 თვე არაა გასული ჯერ. არ გირჩევთ წინასწარ ყიდვას, გარანტიუს მოქმედების ამბავში.

6 თვიდან წლამდე ასაკის ბავშვებს რომელ საათზე აძინებთ ბოლო ძილით?

Posted by: Tua 15 Oct 2023, 20:33
happy-go-lucky
დაბადებიდან -4 წლის ხდება 27ში 09:30ზე იძინებდა , 9ზე შემყავდა ააბანაოდ და როგორც პირველი დღიდანაა მიჩვეული ისევ ისე იძინებს აგერ უკვე 4 წელია . თუ გადააცილე 15 წუთით თავი წყდება თავისით . ნუ მე რეჟიმის ბავშვი მყავდა თითქმის თავიდანვე რომ ჩემთვის დრო დამრჩენოდა ჩემს დაძინებამდე , პრიორიტეტი იყო ჩემთვის რეჟიმი

Posted by: happy-go-lucky 15 Oct 2023, 21:24
Tua
დაბადევიდ. თუ ასე დალაგებულად 9:30 ზე იძინებდა, მე მგონი გამონაკლია, საუკეთესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე biggrin.gif

Posted by: takoo1 15 Oct 2023, 22:02
happy-go-lucky
ღამის ძილს გულისხმობ?
რავი 10ზე ან ცოტა გვიან იძინებდა და ეხლა გადმოწია თავისით ეს თვე 9ზე იძინებს.
მარა დილით ეღვიძება მერე ადრე და საერთოდ არ მომწონს რო ესე ადრე ეძინება.
ვცდილობ ხოლმე რო 10მდე გავაქაჩინო მარა ძალიან ჭირვეულობს.

Posted by: happy-go-lucky 15 Oct 2023, 22:03
takoo1
კი ღაკის ძილი.
რომელ ნომერ ბავშვზე ამბობ მაგას? :დ

Posted by: Tua 15 Oct 2023, 22:07
happy-go-lucky
მივაჩვიე ეგრე უბრალოდ, რეალურად რეჟიმის გამომუშავებაზე და შეჩვევაზეა ყველაფერი დედის სურვილზეც. 3-4 ჯერ რომ ერთსა და იმავე დროს იზავ ყველაფერს დგება რეჟიმში, მხოლოდ ჩემი არაა გამონაკლისი . 1 კვირა ზუსტად ერთსა და იმავე დროს ვბანდი ვაძინებდი და რავიცი აგერ გადის 4 წელი არშემიცვლია არაფერი და ბავშვიც კომფორრულადაა

Posted by: takoo1 15 Oct 2023, 22:07
happy-go-lucky
ჰაჰა კაი იყო)))
ნამბერ 2 biggrin.gif
აბა პირველი ტაშფანდურა ხან როდის იძინებს ხან როდის smile.gif შუადღისას თუ არ დავაძინე ადრე ეძინება ისე 11მდე იშვიათად.
ადრე უფრო გვიანაც იძინებდა ხოლმე.

Posted by: სერაფიტი 15 Oct 2023, 22:18
happy-go-lucky

ჩემი 11 თვისაა და სადღაც 4 თვიდან დღემდე 8 საათზე შემყავს და 9-ის 15 წუთზე სძინავს. ვერ ძლებს და არც მინდა. მერე ჩემი დრო მინდა.
დილის 7-ზე ორივე ერთად ვდგებით. შაბათ-კვირას ძნელია შვიდზე, მარა არ ვდგები, ჩემთან გადმომყავს და კოტრიალობსsmile.gif)

ისე, რაც 11-სე ვიძინებ, მეც მივეჩვიე და გამოძინებასაც ვასწრებ ხოლმე გადასარევად, თუ ღამე არ შეფხიზლდა.

ბოლო რამდენიმე (ალბათ 3) თვეა დღისითაც აუცილებლად 10-ზე და მერე 3-ზე იძინებს საათ-ნახევრებით. 3 საათი ქაჩავს მღვიძარე, ზოგადად.
რაღაცნაირი ბავშვია, თავისით ააწყო ასე, ბუნებრივად. ღამის გაღვიძებები 2-3 ჰქონდა, ახლა ხან 1, ხან არცერთი.

Posted by: narkozeli 16 Oct 2023, 02:32
happy-go-lucky

ვახ ანექსზე გამიკვირდა, adeline-ს აქვს ნაყიდი და გატესტოს უბავშვოდ სანამ გავა 6 თვე)

ძილს რაც შეეხება, მანდ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, შენი გრაფიკი, ანუ შენ როგორ ხარ კომფორტულად. მე პირადად დილას ძილი ყველაფერს მირჩევნია და მთავარი იყო მთელი ღამე დაეიძინა და დილას ადრე არ გაეღვიძა, ამიტომ 10ის მერე ვაძინებდი ხოლმე, სადღაც 11მდე.
ბაღში რაც შევიყვანი მაგის მერე თვითონვე ვეღარ ძლებს და იძინებს დღემდე 8ზე-9ის ნახევარზე თორე აღუობაში ისე ვგეგმავდი რომ მაგ დროისთვის არ დაეძინა, მერე გაიღვიძებდა ალბათ 6ზე და 7ზე რაც ძაან არ მაწყობდა)

Posted by: happy-go-lucky 16 Oct 2023, 09:35
Tua
ზოგადად ყველა წყაროში იკითხება და ისმინება რომ 6 თვემდე ბავშვს არ აქვს რეჟიმი და ვერც შეუქმნიო და მართლაც 2 კვირის ბავAვი ვერ წარმლმოდჰენია როცა მინდოდა დამეძინებინა, ამიტომ გითხარი გამონაკლოსი, გადასარვად კარგი შემთხვევაა შენითქო..❤️

takoo1
უი ძაან გვიან აძინებ მგონი, საგიჟეთი გექნება ასე საღამოს, არა? ნამბერ ვანი ბაღში არ დადის?

სერაფიტი
5 თვიდან 20:30 დან 21:00 მდე შემყავდა, უფროსთამ ერთად და იძინებდა. დღეში 4 ძილზე იყო. ახლა არ ვიცი რა დაემართა, მე-4 ძილი ამოვუგდე, ეძინება, შემყავს 8 დან 8:30 მდე და 2 საათი არ იძინებს ისე ვწვალობთ. რამე ფაზა ხო არაა 6 თვეზე, ეს უძილობის? ღამეც მაღვიძებს 1-2-3 ჯერ. დღე მარტივად იძინებს არადა, ხელში,3-5 წთში მზადაა.

ხორცო როდიდან მიეცი? 6 თვის გახდა 1 კვირის წინ. ფაფებს და ბოსტნეულს ჭამს
სადღაც 2 კვირაა, მივცე უკვე ხორცი? და ყოველ დღე უნდა ? დამავიწყდა ეგ ამბები


narkozeli
მე მინდა მალე დაიძინოს რომ თაფისუფალი ვიყო საღამოს. ისედაცარტპ ჩემზე არაა მგონი, რაღაცა საათის მერე ხო უნდა ეძინოს ბავშვს. თუმცა ჩემს უფროსს 12:00 მდე ძლივს ვაძინებდი, ახლა ამასთან ერთად დაიწყო 21:00 ზე ძილი 7 წლის ასაკში :დ მე დილით ვუღვიძებ, ვმუშაოვ მშვიდად მაგ დროს და ისედაც სკოლის გამო ადრე მიწევს. ნუ ბოლო 2 კვირაა ძაან მიჭირს ეს ღამე ხშირად მაღვიძებს.

ანეასმა ძაან ნერვები მონიშალა, დღეს გადავუგზავნი ფბ ზე და ვნახოთ რას მეტყვიან. რო მივიტანე მაღაზოაში ფბ ზე გამოგვუგზავნეთოsmile.gif) საერთაშორისო გარანტიისთვის ანექსზე უნდა დარეგისტრრებულიყავიო და არ დავრეგისტრრებულვარ (ვებ გვერდზე). და იმედია ვიშლისტის გარანტია იმოქმედებს. აი ეს ის შემთხვევაა მექანიკურად არ გაგვიფყჭებია, თავად რო გაფუჭდა რა (არ ტრიალებს, ზურდება და ხმა აქვს ძაააან, მაინც რო ვატარებ).

Posted by: narkozeli 16 Oct 2023, 10:46
happy-go-lucky

აუ კი, საღამოს თავისუფალი დრო არის ცხონება biggrin.gif 8დან 12-1მდე იმდენ რამეს ვასწრებ, 12ზე რო იძინებდეს გავგიჟდებოდი მარა ჩვილ ბავშვზე შენი თქმის არ იყოს ცოტა ძნელია ესე შენს გემოზე რეჟიმი, ამიტომ რაღაცნაირად ეგ იყო ოპტიმალური ჩვენთვის. მაშინ გვიან ვიძინებდით მე და ჩემი ქმარი სადღაც 2ისკენ, 1ზე ვაჭმევდი ხოლმე ძილშივე რძეს და მერე 9-10მდე რომ გვეძინა- მე ეგ მერჩივნა, ვიდრე დაუშვათ 8ზე დამეძინებინა, მერე ალბათ 3-4ისკენ გაიღვიძებდა და ეგ არ მაწყობდა მოკლედ მე) იმის თქმა მინდა რომ 6 თვის რადგანაა აწი ნელნელა შენ რა რეჟიმიც გსიამოვნებს, იმაზე გადაიყვანე ნელნელა. თუ უფროსიც 9ისკენ იძინებს, მეორეც მასე აბანავე და დააწვინე თუ გამოვა) იქნებ გაქაჩოს დილამდე.

ანექსზე მეც გამიტყდა მარა ვიშლისტისგან არ მიკვირს, კაი კანტორაა ეგ.
წესით ბოდიში უნდა მოგიხადონ და უსიტყვოდ შეცვალონ, დიდი დარტყმა იქნება მაგათ იმიჯზე. ასე მალე მექანიკურადაც არ უნდა გაფუჭებულიყო დაჟე და ეგ ხო საერთოდ, გამოდის ქარხნული წუნია.
* * *
P.S ხორცი შეგიძლია მისცე 6 თვიდან, ყოველდღე შეგიძლია სხვადასხვა სახეობა : ერთ დღეს ხბო, მეორე დღეს ინდაური, მესამე დღეს თევზი, მეოთხე დღეს ქათამი, მეხუთე დღეს კურდღელი და ა.შ ასევე კვირაში ერთი დღე მცენარეული ცილა მიეცი (ოსპი მაგალითად) და იმ დღეს ხორცი არ უნდა. მე კვერცხის დღესაც ხორცს არ ვაჭმევდი.
გასინჯვას რაც შეეხება, თეთრი ხორცით დაიწყე, ინდაური ან ქათამი გაასინჯე ჯერ.

Posted by: takoo1 16 Oct 2023, 11:00
happy-go-lucky
არა სახლშია ეს კვირა გაციებულები არიან ძმებიsmile.gif
ისე დამყავს კი.
არ არის საგიჟეთი შენ წარმოიდგინე.ისე მაქ დალაგებული მირჩევნია ნელ ნელა დავაძინო ყველას ერთად ვერ ვაძინებ biggrin.gif
N2-ს ვაძინებ 9ზე და მერე 10ზე ვაწვენ N1-ს))
N3-ს ისედაც სულ ძინავს ჯერ biggrin.gif
აი გვანცასავით ეგრე მერჩივნა მეც რო გვიან დამეძინებინა იმიტო რო დილის ძილის გარეშე არ შემიძლია,მთელი დღე ცუდად ვარ ადრე რო ვდგები.არასდროს დამიწვენია 8ზე და 9ზე.
ეხლა უკვე მივეჩვიე რაც გაბრიელი მყავს ცოტა ადრე ადგომას და ამიტო 10სკენ გადმოვუწიე უფროსსაც.

Posted by: Tua 16 Oct 2023, 11:14
happy-go-lucky
როცა ერთი და იგივე დროსაა მიჩვეული ბავშვი ძალიან კარგადაც ეჩვევა იმ რეჟიმს რა რეჟიმიც შენ გაწყობს ასაკს და თვეებს მნიშვნელობა არ აქვს , რუტინა რუტინაა და ამას მშობელი ავითარებს, თუნდაც ძილისწინ აუვილებელი ბანაობაც რუტინაა ერთსა და იმავე დროს. შუადღის ძილიც სადღაც 3-4 თვიდან დავულაგე, მერე 6 თვიდანაც შუადღეს ერთსა და იმავე დროს ვაძინებდი.ვცდილობდი სულ ერთი და იგუვე დროს დამეძინებინა, ღამე კვებისთვის კი იღვიძებდა მაგრამ 9-10 საათამდე ეძინა ხოლმე , დღემდე 9-9:30ზე იღვიძებს თუ ბაღის დღეები არგვაქვს და უბრალოდ სხვა გზა არმაქვს ომი გვაქვს გაღვიძებაზე . 8ზე მეც ვერ დავაძინებ ნამდვილად კოშმარია ჩემთვის 7ზე ადგომა თუმცა 10 საათი ყველაზე ოპტიმალურია.

Posted by: Iceicebaby 16 Oct 2023, 13:45
გამარჯობა

ეტლის მატრასი, ქამრის ნასვრეტებიც რომ ქონდეს, სად შეიძლება ვიყიდო?
აქამდე რაც მქონდა თხელია, ახლა უფრო სქელი ვარიანტი მინდა

Posted by: anibani18 16 Oct 2023, 14:23
Iceicebaby
ვიშლისტზე მქონდა ნაყიდი. ძალიან მომწონდა ის მატრასი
* * *
happy-go-lucky
შეგიძლია მისცე ხორვი ოღონდ ყოველ დღე არა. ახლა გასინჯვის პროცესში ხარ, ასე რომ არ დაისტრესო თავი, უბრალოდ გაასინჯე სხვადასხვა საკვები.
ნელ-ნელა გამოუმუშავე რუტინა და რეჟიმი. შეეჩვევა და დაიძინებს მერე ერთსა და იმავე დროს. ცხრა ნორმალური დრო მგონია მე. უფრო გვიან მე ვერ შევძლებდი პირადად

Posted by: Iceicebaby 16 Oct 2023, 14:35
anibani18
რასაც ვნახულობ, მეთხელება და აბა ლაივში ვნახავ.
კიკაბუ იყო?

Posted by: anibani18 16 Oct 2023, 15:11
Iceicebaby
კი, კიკაბუ. მე რაც მქონდა კარგი იყო, სქელი. ცალი მხარე ჩვეულებრივი ნაჭრის, მეორე ხავერდივით, ძალიან სასიამოვნო ხელის შეხებისას

Posted by: happy-go-lucky 16 Oct 2023, 17:05
მეც ეგ მატრასი მიფენია. კიკაბუ. ნუ მატრასს ბაკლებად დავარქმევდიsmile.gif)

Posted by: Panda-008 16 Oct 2023, 17:11
ლაქტაციაში გარკვეულებო, რატომ ეჩხუბება ბავშვი ძუძუს? biggrin.gif მეგონა, აღარ მოდიოდა და ხელი რომ მოვუჭირე, ხუთი სადინრიდან გადმოვასხი შადრევანივით და გავწუწე ბავშვი, მაგრამ ვზივართ ახლა ხელოვნურის ბოთლით ხელში, იმიტომ, რომ არ მოისვენა ძუძუზე და ვერ დაკმაყოფილდა.

Posted by: happy-go-lucky 16 Oct 2023, 18:47
Panda-008
კარგად ვერ უდებო, ასე გეტყვიან ლაქტაციის მრჩევლები. არ ვიცი , ჩემიც ასე იყო და დავნებდი sad.gif


Posted by: სერაფიტი 16 Oct 2023, 19:06
happy-go-lucky

ძილზე ის წამიკითხავს, რომ 8-დან 9-მდე ყველაზე მეტი სეროტონინი გამოიყოფა და კარგია, თუ მაგ დროს დაამთხვევ რუტინას.
3-6-9-12 თვეზე იცია გარდატეხები,კი. ჩემსას 9 თვეზე ჰქონდა ყვეელაზე გამოკვეთილი ძილის რეგრესი, ასე 10 დღე. ღამით ეღვიძებოდა წარამარა. აურია რეჟიმს. მაგრამ უბრალოდ იმავეს ვაკეთებდი, რასაც იქამდე და დალაგდა. საღამოს ქეთ ნეფი ამოაგდო და გადავიდა 10 თვიდან 2 ძილზე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ დღე 3 საათი როცა სძინავს ( საათ-ნახევრები), ღამით კარგად იძინებს 11 საათით (20:00დან 7-მდე). მარა დღე თუ ცოტა მეტი დაიძინა, ვთქვათ 4, ღამე იღვიძებს და უჭირს შებრუნება. ამიტო საათნახევარი რო გავა ხოლმე, სახლში სიჩუმეს აღარ ვიცავთ და ეღვიძება ნაზად:დდდ მე წვიმის ხმას ვიყენებ დღემდე ძაალიან დაბალ ხმაზე ძილისას. მგონია, რო მაგანაც ასწავლა ძილი. თანდათან უფრო ჩავაჩუმე და რაღაც ეტაპზე ნელნელა გადავაჩვევ.

ეჰ, დილის ძილზე მეტად არაფერი მიყვარს, მარა რაც სკოლაში ვმუშაობ, 7-ზე ვდგები :დდდ
ახლა, ნოემბერში, პატარა არდადეგები გვაქვს და თუ მშვიდობა იქნა, სტამბოლში წავალთ, უბავშვოდ. და მგონი დათვალიერებაზე მეტად გამოძინება გამომივა. თან ნამყოფი ვარ, შეიძლება სულ დავიკიდო დილის სეირნობა :დდ

ხორცს რაც ეხება, გასინჯვის ეტაპზე, რავი, სამ დღეში ერთხელ ვაძლევდი ხოლმე. პლასმონის ხორცეული მედო, ყველა სახის და სხვადასხვას ვასინჯებდი. სადღაც 8 თვიდან დავუწყე ბისტნეულში შერევა და ორკომპონენტიანი კერძები. და 8 თვიდან სამკომპონენტიანი (ხან ისევ ორი). ახლა 11 თვისაა და კვირაში სადღაც 4-ჯერ ვაძლევ ხორცს, ზოგჯერ 5-ჯერ. თუ ლობიო, ოსპი ან კვერცხი აქვს, იმ დღეს ხორცს აღარ ვაძლევ. გვანცამ რაც დაგიწერა, მასე ვარ დაახლოებით.

Posted by: takoo1 16 Oct 2023, 19:30
Panda-008
უფრო იმიტო ტირიან ხოლმე როცა არ გამოდის რძე ნაკადით,ეზარებათ წოვა.
თავიდანვე ჭირვეულობს სავსე ძუძუზე?

happy-go-lucky
აუ მაგათმა ხო ტვინი გაღუნეს ამ ვერ უდებ-ით)))

Posted by: adeline 16 Oct 2023, 20:16
narkozeli
happy-go-lucky
ვახ, გამიტყდა ანექსზე :დ ჩემი მეგობარი მშვენივრად იყენებს ჯერჯერობით. ბორბალი გატყდა თუ რა მოუვიდა? ხომ არ მიგიტანია შესაკეთებლად? 6 თვე რატომ? ერთწლიანი გარანტია აქვს ჩემსას
* * *
ახლა წავიკითხე შენი პოსტიhappy-go-lucky კი, მე დავრეგისტრირდი საიტზე საერთაშორისო გარანტიისთვის. ყუთზე აწერია კოდი და მაგ კოდით რეგისტრირდები. მგონი საერთაშორისო გარანტიით ვრცელდება 1 წელი კი.

Posted by: happy-go-lucky 16 Oct 2023, 22:48
adeline
ახლა დავაძინებ და დავრეგისტრორდები
მეც და ვნახოთ. ეს ვიშლისტი არაფერს აკეთევს მგონი; დარეგისტრირდიო მომწერეს. შენ რო გამოყემებას დაოწყებ ნახევარი წელი გასული გექნება ყიდვიდან და ცუდია მაინც. წინა ბორბალო არ მოძრაობს რბილად, ხელს რპ მოჰკრავ ხო უნდა ტრიალებდეს და გაჭედილია. და სიარულისას ძააან ხმა აქვს და ხურდება. მთელი ზაფხული ბათუმში ვიხმარე მხოლოდ აქრიურად მაქსიმუმ 3 კვირა, დანარჩენი 1-1 საათი ყოველ დღე არც და რავი აბა.


takoo1
ტრავმება მაყენებს ეგ ვერ ან არასწორად უდებ ი :დ


სერაფიტი
ქილისას აჭმევდი ხორცს? ისე ბოსტნეულსაც? ახლა?

ქეთ ნეფი რომელოა, თვალს რო მოხუჭავს ცოტა ხნით? :დ

Posted by: NatiaGull 16 Oct 2023, 23:59
Panda-008
ძუძუს პროტესტია ეგ, როგორც ვიცი და ზრდის დღეებში იციან, 6 კვირაზე 9კვირაზე, კიდევ სამთვეზე და აშ :დ

Posted by: narkozeli 17 Oct 2023, 08:03
ეს პედიატრი ძმები სანდოა ხალხო?

ხორცით უნდა დაიწყოთ მყარი კვებაო
https://www.facebook.com/reel/1002909777491567?fs=e&s=TIeQ9V&mibextid=3iQHzw

Posted by: happy-go-lucky 17 Oct 2023, 08:50
narkozeli
სანდო იქნებაsmile.gif)

რავი რაღაც ახალი მოდგომა არის მეტწილად რძეო, თუმცა მე არ ვემხრობი. ჩემს ბიჭს აშკარად არ ყოფნის რძე მხოლოდ.

ქილის ხორცებზე რას ფიქრობთ? ძაან მეზარება ეხლა ერთი კოვზის გამო წიწლების ყიდვა და ჭრა.

Posted by: takoo1 17 Oct 2023, 09:09
narkozeli
აუ ხმა არააქ ვინ არიან? biggrin.gif
მე იმაზს ვიღადავე ვაფშე რო არ გვანან lol.gif lol.gif მართლა ძმები არიან?

Posted by: anibani18 17 Oct 2023, 09:28
narkozeli
სოლიდ სტარტსი ამბობს რითაც გინდა იმით დაიწყეო. მაინც ხომ უნდა გაასინჯო ჯერ, გააცნო საკვები. სოლიდ სტარტსის გუნდის ერთი წევრია, რომელმაც თავის შვილს მყარი კვება მიწისთხილის კარაქით დააწყებინა smile.gif) ძალიან ექსტრიმია ჩემი აზრით, მაგრამ მისი გადაწყვეტილებაა.

Posted by: narkozeli 17 Oct 2023, 09:46
happy-go-lucky

მე ქილის ხორცებზე მყავდა თითქმის წლამდე)) გადასარევად კმაყოფილი ვიყავი.

takoo1

აჰაჰა ძაან პოპულარული პედიატრები არიან ამ ბოლო დროს, მგონი არც არიან მართლა ძმები, აზრზე არ ვარ biggrin.gif

anibani18

ვაახ მიწისთხილის კარაქითო)) მართლა რა ექსტრემალი ყოფილა.
მეც სოლიდ სტარტს უნდა მივყვე

Posted by: happy-go-lucky 17 Oct 2023, 12:27
anibani18
ამერიკულ ქომუნითოში ვარ ტოლი შვილები გყვაბს ყველას და ყველა მიწისთხილოა კარაქით აწყებინებს, უიიი. აზრი იდება რაღაცა მანდ.

narkozeli
მერე სახლში მომზადებულზე მარტივად გადავიდა?

Posted by: სერაფიტი 17 Oct 2023, 18:36
happy-go-lucky

პირველი თვე ვაჭამე ქილის ბოსტნეული. თუმცა იშვიათად სახლშიც ვუორთქლავდი. მერე და მერე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, თუ დრო არ მქონდა ან სადმე ვიყავით, ქილა მაშინ.
ახლა ქილებში მხოლოდ სემპერის ქლიავი გვაქვს, და ერთიორი ხილი სამგზავროდ. სახლში ვუორთქლავ ბოსტნეულს. პლუს თუ ჩვენ ისეთი რამე გვაქვს, ჯანსაღი, უმარილო ვარიანტს ვიღებ და მაგ დღეს ცალკე აღარ ვუმზადებ (ლობიო, გუფთა, აჯაფსანდალი...). ოღონდ დღემდე ვუბლენდერებ სადილებს. ხილს, ყველს ჭამს დაჭრილს.

ხორცი კაი ხანს გვქონდა ქილებია და ახლაც ვიყენებ ხოლმე კურდღელს, ინდაურს.
სადღაც 9 თვიდან ჩვეულებროვი, კარფური/აგროჰაბის ძროხა/ხბოც შევიტანე. ვიყიდე, დავჭერი კუბიკებად და გავყინე. კაი ხანს ყოფნის 1 კილო. ქილები ძაან მოსახერხებელია თავიდან და მერეც, რავი. ბოსტნეულში უცებ ურევ 1 ქილას და ჰოპ, მზადაა. ხარშვა და ბლაბლა არ სჭირდება. მოკლედ, დღემდე ვიყენებ, თუმცა ადვილად გადავიდა სახლურზეც.

ჰო, ჩემი შვილი ეგეთია, რო რაღაც მოსწონს პირველოვე გასინჯვაზე, რაღაც კო სამი-ოთხი გასინჯვის მერე. ასევე ზოგჯერ თუ დიდხანს არ ვაჭამე რამე, ავიწყდება და ისე სინჯავს, როგორც ახალს, ფრთხილად და უნდობლად. შეიძლება ყველა ასეა, არ ვიცი. საბოლოოდ მგონია, რომ ცუდ მჭამელად არ ჩამოყალიბებულა. აქაც ბევრი მიწუწუნია, მარა თურმრ თავისი დრო და დოზა იცოდა. რძე სვა კაი ხანს აქტიურად და ცმუცნიდა მყარს. სადღაც 1 თვეზე მეტია, რძე შეაკცირა და მყარს ეტანება, გემრიელად ჭამს. მცირე ულიფას, მარა მრავალფეროვანს. საათობრიბადაც ჩაჯდა, ძილის გრაფილიდან გამომდინარე ერთსა და იმავე დროებში ჭამს და ეგეც კაია. დამტივებელს უადვილდება. ამ ეტაოზე დილა საღამოს 8:00 საათზე სვამს 180-210 გრამ ფორმულას. დანარჩენი ორი ხემსი და ორი სრულფასოვანი მყარი კვება აქვს. წლიდან ნელნელა ამოვუგდებ ფორმულასაც.

Posted by: fermina 18 Oct 2023, 11:39
ბავშვებს ხველების დროს რას აძლევთ ხოლმე?

მესმის, რომ პედიატრმა უნდა დანიშნოს, მაგრამ მსუბუქად ახველებს და პირველად. სანამ პედიატრს დავუკავშირდებით (აქამდე არც დამჭირვებია ისე გაიზარდა), რჩევებს მაინც მოვისმენდი გამოცდილი დედებისგან smile.gif

Posted by: Tua 18 Oct 2023, 11:55
fermina
მხოლოდ ფიიოლოგიურის ინჰალაცია მსუბუქზე, დღეში 3ჯერ მაინც 3-4 მლით.

Posted by: narkozeli 18 Oct 2023, 11:59
fermina

მე არაფერს მივცემდი და გეტყვი რატომ. ამ ფიზიოს და ინჰალაციას რომ გაიძახის ყველა, სინამდვილეში თურმე მხოლოდ ნახველიან ხველაზე შეიძლება, მშრალზე არც ისე სასურველი ყოფილა ეს ინჰალაციები.
გაუაროს თავისით თუ მსუბუქია :*

Posted by: fermina 18 Oct 2023, 12:37
Tua
narkozeli

მადლობა, ფიზიოლოგიურს ცხვირში კი ვაწვეთებ, ძალიან ოდნავ მაგრამ სურდოც აქვს და ამ ეტაპზე შევხედავ, იმედია თავისით გაუვლის, არც სიცხე აქვს, არც ძალიან შემაწუხებელი ხველა. წლის და ოთხი თვისაა და ჯერ არ დაუხველებია და არც სურდო ჰქონია.

ერთხელ დაემართა კოვიდი, ერთი წლის ასაკში, ორდღიანი მაღალი სიცხით, სხვა არანაირი სიმპტომი და მალევე გაუარა.

Posted by: Tua 18 Oct 2023, 13:14
fermina
ცხვირსაც კარგად აშრობს ინჰალაცია რომ არგადაუვიდეს ნახველში ის რაც ჩასდის რადგან მოხოცვით არიხოცავენ ხოლმე .

Posted by: fermina 18 Oct 2023, 13:16
Tua
QUOTE
fermina
ცხვირსაც კარგად აშრობს ინჰალაცია რომ არგადაუვიდეს ნახველში ის რაც ჩასდის რადგან მოხოცვით არიხოცავენ ხოლმე .


მართალია. ისე ეგ ინჰალაციის აპარატი საჭირო რამეა, უნდა შევიძინო, მგონი აქ გიდევთ წინა გვერდებზე, რომელია პრაქტიკული და გამომდგარი.

Posted by: takoo1 18 Oct 2023, 13:30
Tua
ჩვენ რო ეგ ინჰალაციაც არ გვშველის რა ჯანდაბა გავაკეთო.დავიღალე უკვე კვირაზე მეტია ახველებენ,გამობმული მაქ აპარატი
ატეოვენტით ვუკეთებ ეს დღეები მარა მაინც ვერ მოიხოდნენ.
პედიატრს დავურეკე და იქეთ კვირაში აცერი თუ ახველებენო:/ ამდენი როგორ გავაცდენინო ბაღი 2 კვირაა არ დადის

Posted by: happy-go-lucky 19 Oct 2023, 14:05
გოგოებო უკვე მესამედ გადამყავს საავამდყოფოში, ისევ ვეღარ ვმართავ სახლში 40+ აქვს. მედიქლაბშო ვიწექოტ ორჯერ და ახლა გადავწყვუტე იაშვილში წავიყვანო. ანალოზები დილით ჩავაბარე ისე ლიმბახში, ვოდები ცრპ პასუხს, მაგრამ ასე ნუთუ შეიძლება, უფროსს ჰქონდა 1 კვირის წინ სიცხე დაბალი, და 1 დღე იყო სახლში, მერე დედაჩეთან გავუშვი. ვითომ 6 დღის შემდეგ ეს ვირუსი გამოჩმდა? და ასეთი სიცხე რატო აქვს ვერ ვხვდები რააა sad.gif რა შეიძლება იყოს

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 19 Oct 2023, 14:46
happy-go-lucky
კი, შეიძლება ის ვირუსი იყოს და რახან ასე პატარაა ამხელა სიცხით იმიტომ წამოვიდა
არ ინერვიულო :*

Posted by: Panda-008 19 Oct 2023, 15:26
2 თვეზე ვირუსი ვის გადაგიტანიათ? user.gif
ბავშვს არაფერი ეტყობა ჯერ, მაგრამ მე მაქვს რაღაც მსუბუქი ვირუსი უსიცხოდ. წყაროებში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფოები მხვდება:
ა. 6 თვემდე ბავშვებს იშვიათად გადაედებათ, რადგან ანტისხეულები იცავთ, განსაკუთრებით თუ ძუძუზეა.
ბ. ამ ასაკის ბავშვებს უფრო ადვილად გადაედებათ, რადგან იმუნიტეტი არ აქვთ ჩამოყალიბებული.
რომელია სწორი? biggrin.gif

Posted by: takoo1 19 Oct 2023, 15:47
happy-go-lucky
უიsad.gif ამ ერთ კვირაში იყავით ორჯერ??
სიცხის გარდა რა სიმპტომები აქვს კიდე?
სიცხე რამდენი ხანია აქვს?

Posted by: Tua 19 Oct 2023, 15:51
fermina
მე გეტყვი ჩემს გამოცდილებას აპარატზე, მაქვს დიდი საოჯახო ომრონის უკვე 7 ეელს ითვლის და მძლავრია, მაგრამ სანან პატარა იყო ჯანდაბას თქო, უბრალოდ მერე 1ხრლაც რომ უნდა ჩაასხა ფიზიოლოგიური ყოველ ჯერზე უნდა გარეცხო გააშრო კარგად დასტერილო და ისე შეინახო, ფიზიოლოგიური შრება შიგნით და გააფუჭრბს. სამგზავროდ ან წასაღებას ძალიან არაპრაქტიკულია მიუხრდავად ჩანთისა მაინც , მძიმეა და ხმაურიანი. ეხლა გამოვიწერე თურქეთიდან ველოდები, პორტატულოა და აამგზავრო მოყვება თავები. მიკროლაიფს აქვს 150 ლარად პორტატული ფასდაკლებაში შემხვდა ფბზე.

takoo1
მეც ვერ ავცერი თაკო დღეს მიმყქვდა გამზადებულ ვაქცინაზრ და გაეჭედა ცხვირი ღამე ოღონდ არც ახველებს არც სიცხე აქვს , რაჯანდაბა უნდა ვერ გავიგე. მე ვცდილობ წამლებით არგავუკეთო წინაზე ატროვენტით გავუკეთე და უფრო გაუძლიერა ხველა შევეშვი და ვაფშე აღარ დაუხველებია მერე.
* * *
happy-go-lucky
შეიძლება მატარებელი იყო სახლში ვინმე ვინც სამსახურში და ხალხმრავლობაში დადის და უფროსისგან არგადასდებოდა 3 დღე მაინცაა ინკუბაციის პერიოდი და მაგ პერიოდში უნდა გამოხატულიყო წესით, ასაკი აქვს პატარა და მაგიტო ასდის ალბათ სიცხეები, მახსოვს საშარდე გზების ინფექციაც ჰქონდა ხომ პატარა რომ იყო, მაინც ეგეც გამორიცხე გამეორება იცის ხოლმე ხანდახან.

Posted by: takoo1 19 Oct 2023, 19:01
Tua
აუ მე კიდე 4 დღეა მაგით ვუკეთებ(
დღეს მარრო ფიზიოთი გავუკეთე.
აუ არვიცი ეს რა ვირუსია. ერთი დღე კარგად არიან მეორე დღეს იხრჩობიან.ესეთი შემთხვევა პირველად მაქ ვერ მოვუხერხე ვერაფერი ამ ხველას. ხან ერთი ახველებს ღამე ძილში ხან მეორე. ერთი კვირაა არ მძინავს ღამე ზომბივით ვარ.

* * *
Tua
აუ მე კიდე 4 დღეა მაგით ვუკეთებ(
დღეს მარრო ფიზიოთი გავუკეთე.
აუ არვიცი ეს რა ვირუსია. ერთი დღე კარგად არიან მეორე დღეს იხრჩობიან.ესეთი შემთხვევა პირველად მაქ ვერ მოვუხერხე ვერაფერი ამ ხველას. ხან ერთი ახველებს ღამე ძილში ხან მეორე. ერთი კვირაა არ მძინავს ღამე ზომბივით ვარ.

Posted by: Tua 19 Oct 2023, 20:02
takoo1
უფ ეს არმიკარებს ღამე ვერმიუწვები სიცხის დროსაც აქეთ იქეთ დავდივარ . ეგეთ განახრგრძლივებულ ხველებაზე ვანსეარის საშეტებია საოცრება 28 დღიანი კურსი დღეში ერთხელ ძილისწინ მყარ კვებაზე
ოყრილკ, არაფერი სხვა არუნდა კითხე პედიატრს და შეეშვი ინჰალაციას, 3-4 დღეზე მეტი ინჰალაცია არშეიძლება ისედაც გულის უკმარისობას იწვევს ხშირი გამოყენება .

Posted by: takoo1 19 Oct 2023, 23:16
Tua
უკვე არ მგონია რამე თუ უშველით რაა,
მგონი თავისი დრო აქვს ამ ხველასაც და ტყუილად ვუკეთებ ამ ინჰალაციებს და ვასმევ ერიუსებს და კეტოტიფენებს რაა.
რო ვერ ვცრი ხვალე მაგაზე მეშლება ნერვები,
ნეტა ორშაბათამდე მაინც გაუაროთ მაგაზეც თანახმა ვარ უკვე.

Posted by: happy-go-lucky 20 Oct 2023, 07:09
იაშვილში წამოვუყვანე ამჯერად ბავშვთა კლინიკა ვარჩიე და სწორადაც მგონი.

ფილტვების ანთება აქვს ორმხროვი, გავგიჟდი!

ასე როგორ შეიძლება კი მაგრამ, არანაირი სიმპტომი ხველა ან რამე. პირველ დღესვე წავიყვანე ექიმთან და არაფერი იყო სოსხლოს საერთოში, ვირუსულს ჰგავსო, მეორე დილით (გუშინ) ჩემით გავუკეYე სარრთო და ცრპ და ძაან ცუდი პასუხები მოვიდა და აქ კიდე გაუკეYეს კიდე გაუარესებული იყო.

უფროს ბიჭს ჰქონდა ვირუსი 8-9 დღიდ წონ, დაბალი სიცხით 2 დღე, ნუთუ ესაა?

takoo1
ამ კვირაში არა, სულ 6 თვისაა და ბოლო 4 თვეში ორჯერ იწვა კლინიკაში. ნუ არაა ეს ნორმა რაა, მაგრამ ხდება ხოლმე ბავშვებშიო მეუბნენიან აქ. რაე ღრმა კვლევები თუ არსებობს, უნდა ვკითხო დღეს ექიმს.

არა სიმპტომი არაფერი აავს და 41 ს გადასცდა მგონი სიცხე, არ ვიცი. 41 მდე ჰქონდა დაფიქსირებულად და იყო კიდევ უფრო კრიტიკული მომენტებიც.



აქვე,

Posted by: Tua 20 Oct 2023, 09:21
happy-go-lucky
ზოგადად პირველ და მეორე დღესვე აღებული ანალიზია შეცდომაში რომ შეყავს ყველა, როცა ვირუსს თან სდევს რამე გართულება, მაგალითად ბრონქიტი ან ანთება 3-4 დღეს ჩანს ხოლმე ანალიზებში, ტყუილად ფულის ხქრჯვაა ვირუსის პირველ დღეს ანალიზის კეთება და ექიმთან წაყვანა , 3-5 დღემდეა ვირუსის პერიოდი სადაც ანალიზებში შეიძლება არაფერი გამოჩნდეს საერთოდ

Posted by: libertad 20 Oct 2023, 11:04
მეც ძალიან, ძალიან ცუდად ვარ ამ ვირუსის გამო. საშინლად მახველებს და რა ვქნა, ვერანაირად ვერ ვიჭერ დისტანციას ბავშვთან. მადლობა ღმერთს, ჯერ არაფერი გადადებია, შიგადაშიგბკი აცემინებს მაგრამ ვნახოთ. ეხლა აცრა უწევდა 2 თვეზე და რავიცი თითქოს ამ ვირუსის გამო ვწელავ, დავრწმუნდე რომ არ გადადებიათქო, ზოგადად როგორ ხდება აცრაზე უნდა ჩავწერო თუ მივიდე ევექსში პირდაპირ?

Posted by: Хельга 20 Oct 2023, 13:02



გოგოებოოოო! კერძო ბაღი არის დოლიძე-ხილიანზე?






Posted by: takoo1 21 Oct 2023, 02:19
Tua
თეო ბიმაქსი შენით მიეცი თუ დაგინიშნა ექიმმა?
ვფიქრობ მივცე ამათ რო არ გაურთულდეთ,პატარას დიდი ხანია ახველებს უკვე,ეს ინგალაციები არ შველით
პატარას უფრო მეტად ახველებს ეს ორი დღეა
პროსტა დოზა ვერ ცნახე 1 წელზე მაგ ბიმაქსის არ წერია. 2-4 წელზე წერია 5მლ

Posted by: happy-go-lucky 21 Oct 2023, 07:15
takoo1
ბიმაქსი 2 მლ ჰქონდა დანიშნული 2 თვის რომ იუო (5 კგ); 2.5 მლ 5 თვის რომ იყო 7 კგ.

ანალიზი გაუკეთე თაკო, ასე არ მისცე. შესაძლპა ალერგიულ ხბელაში აქვთ გადასული უბრალოდ.

Posted by: narkozeli 21 Oct 2023, 08:26
happy-go-lucky

ანექსის ეტლზე მარტო არ ყოფილხარ
user posted image

takoo1

თაკო პედიატრთან არ გყავდა? თუ ფილტვები სუფთაა და სხვა რამე სიმპტომი არააქვს (ტემპერატურა და ა.შ) რად უნდა ვაბშე წამალი? ირაკლი სულ ამბობს ხოლმე რცხილაძე რომ ხველა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს და არაა საშიშიო.
ისე მიქელაძე კოკლუსადინის სანთელს ნიშნავს მაგალითად

Posted by: takoo1 21 Oct 2023, 10:09
happy-go-lucky
narkozeli
აუ აღარ ვიცი უკვე გოგოებო,რა აღარ ვუკეთე სახლში,ატროვენტი,პულმიკორტის ინჰალაციები,ანტიჰისტამინები
და ამდენი ინჰალაციის ფონზე ცოტა უკეთ ხო უნდა იყვნენ,
გაბრიელი იხრჩობა ძილში,ნახველიანი ხველა აქვს.გუშინ გავათენე სამჯერ აერია გული
სუ ლორწო ამოიღო.
რა ანალიზი გავუკეთო?? სისხლის სარრთოში მგონი არ ჩანს ხო?
პედიატრთან აზრი არააქ მიყვანას მაინც ერთი და იგივეს ნიშნავს და არასდროს ანტიბიოტიკს
მერე ურთულდება და საავადმყოფოში ვხვდებით,იქ კიდე ანტიბიოტიკს აძლევენ და აზრს ვერ ვხვდები რატო ვწელავ დროს.

Posted by: narkozeli 21 Oct 2023, 10:16
takoo1

თუ ვირუსი ანთებით ურთულდება ანუ იმუნიტეტის ამბავია ყველა ვარიანტში თორე ვირუსები ხშირადაც რომ ჰქონდეს და მაგის გამო ჰქონდეს ხველა და სხვა სიმპტომები, ეგ არ იქნებოდა საყურადღებო.
მრჩეველში მიდი, ნებისმიერ პედიატრთან, არ გინდა სხვები.
ანალიზები: სისხლის საერთო და ც რეაქტიული.
ლეიკოციტი და ც რეაქტიული ორივე თუ მაღალია მაშინ ანტიბიოტიკების დროა ყველა ვარიანტში.
თუ მარტო ც რეაქტიული და ედსია მაღალი და ლეიკოციტი ნორმა- მაშინ ვირუსია და ანტიბიოტიკის მიცემით პირიქით იმუნიტეტს დაუქვეითებ და მერე კიდე უფრო მარტივად შეხვდება ვირუსი.
მოკლედ კაი პედიატრი პირველ რიგში, ანალიზები და მერე მიყვები.
შეიძლება სულაც ალერგიული ხველაა და ამაზეც პედიატრი დაგაკვალიანებს.
გაგიჟდები მასე, წარმომიდგენია რა რთულია.

Posted by: takoo1 21 Oct 2023, 12:16
narkozeli
არა ალერგიული არ არის ვირუსია და გაურთულდათ,სიცხე არ ქონიათ ისე,
უბრალოდ ძალიან ახველებენ
პატარას ვერ ამოაქ ნახველი წვალობს და ამ ინჰალაციებმა არ უნდა ამოახველებინოს??
ავუღებ ანალიზებს და ვნახოთ.
რამდენ ხანშია ც რეაქტიულის პასუხი?
მე მეშინია კიდე არ გაურთულდეს და დრო არ დავკარგო ეხლა ორშაბათამდე.
წინაზე უცებ ერთ ღამეში გახდა ცუდად პატარა.
მეორე დილით უკვე სუნთქვა ქონდა გახშირებული,მაგიტო ვარ ესე არეული რა ვქნა არვიცი,საავადმყოფოში არ მოხვდეს რა გავაკეთო ჩვილით მაგას ვფიქრობ.

Posted by: Liza12 21 Oct 2023, 14:17
takoo1
თაკო არვიცცი გჯერა თუარა ხალხური მეთოდების მაგრამ მაუგლებში ქეთინო ექიმის წყალობით უამრავი ბავშვი უწამლოდ ამარცხებს ყველანაირ გაციებას თუ ვირუსს. შეგიძლია დაურეკო ქეთი ექიმს მესენჯერით და მოასმენინო ხველა და მოგცემს რჩევებს . ეს კი ერთერთი მშობლის კომენტარი დაგისქრინე როგორ არჩენს ხველას ქეთი ექიმის რეკომენდაციითuser posted image

Posted by: happy-go-lucky 21 Oct 2023, 14:51

ახლა ორშაბათამდე ვეღარ მოასწრებ ცრპს. ფიქრობ რომ ბრონხიტია?ასე თუ არაფერ შველის ალბათ ბრონხიტია და მაგას ანტობოოტიკი კი უნდა. takoo1

დილის 8:10 ზე ჩაბარებულო, სასწრაფო სტატუსით, ლიმბახიდან 4 საათზე იყო პასუხი. საშუალოდ 1 დღე უნდა სრული.


გოგოებო, კარგი იმინოლოგი ვინმე ხომ არ იცით თბილისში? ჩვენსკენ არც ისე კარგი ამბებია, იმუნოდეფიციტური დაავადებებოს გამოროცხვა უმდა გავაკეთოთ, ლამის გული გამოსკდეს თუ გამსკდარი მაქვს უკვე... იაშვილში არ აკეთებენ, მეოთხედაც ინდა დარმართოსო რომ გავაკეთოთო, მეოთხეს ვერ დაველოდები რა თქა უნდა და რომ გაგვწერენ ჩემით უნდა გავაკეთო. პედიტრმა მითხტა რაც უნდა ჩავაბარო, მაგრამ იმუნოლოგიც მინდა.
* * *
Liza12
ძალიან საშიშია რადაც წერ, ეგ ქეთინო "ექიმი" კიდე იმედია მესენჯეროთ მოსმენილი ხველით არ "მკურნალობს". თუმცა არ გამიკვირდება

Posted by: Liza12 21 Oct 2023, 15:06
happy-go-lucky
საშიში მგონია რომ არაფერი დამიწერია . უკუჩვენება არაქვს ყოველშემთხვევაში რავიიცი . ანტიბიოტიკები უფრო საშიში და იმუნიტეტის დამთრგუნველი მგონია ვიდრე კომბოსტო თაფლიანი. ჩემს ძმისშვილებს შველის მე პირადად არ გამომიცდია მარა თუ დამჭირდა ვთვლი რო არაა საშიიში . მესენჯერით ფილტვებს ხომ არ მოუსმენს რა ტიპის ხველაა ალერგიული სპაზმური ნახველიანი ამას უსმენს რომ შესაბამისი რჩევები მისცეს . თუ ნახავთ მის ჯგუფს შეგეცვლებათ წარმოდგენა უსაზღვროდ ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავს .

Posted by: happy-go-lucky 21 Oct 2023, 15:42
Liza12
აი ახლა ვწევარ რესპირაციულ განყოფილებაში. ამ სართულზე არის დაახლოებით 30 მდე პალატა, თითქმის სავსე. და 90% ფილტვების ანთების დიაგნოზით და ყველა ძალიან უცნაური მიმიდნარეობით.

ჩემს შვილს მაგალითად არ ესმინებოდა სერთოდ, 3-ა პედიატრმა მოუსმინა ერთი და იგივე დღეს. არც კია ხველებდა ეგ კი არა. ასევე მსგავს ისტორიებს ყვებიან სხვა პაციენტის დედები, რომ ვერც იფიქრებდნენ ანთებას.

ხო და ასე ეგ ქეთინო ექიმიც მოუსმენდა ასეთ ბავშვებს მესენჯერით და დანიშავდა თაფლი და კომბოსტოს და პლევმონიას ეგ უშველის? ან როგორ აძლევს თავს უფლებას მეენჯერით რაიმე დანიშნოს.

ფილტვების ანთება რამდენად საშიში არის ხომ იცით? ხოდა ამიტომაა ძალიან საშიში რაც დაწერეთ.

Posted by: fermina 21 Oct 2023, 15:49
Tua
QUOTE
fermina
მე გეტყვი ჩემს გამოცდილებას აპარატზე, მაქვს დიდი საოჯახო ომრონის უკვე 7 ეელს ითვლის და მძლავრია, მაგრამ სანან პატარა იყო ჯანდაბას თქო, უბრალოდ მერე 1ხრლაც რომ უნდა ჩაასხა ფიზიოლოგიური ყოველ ჯერზე უნდა გარეცხო გააშრო კარგად დასტერილო და ისე შეინახო, ფიზიოლოგიური შრება შიგნით და გააფუჭრბს. სამგზავროდ ან წასაღებას ძალიან არაპრაქტიკულია მიუხრდავად ჩანთისა მაინც , მძიმეა და ხმაურიანი. ეხლა გამოვიწერე თურქეთიდან ველოდები, პორტატულოა და აამგზავრო მოყვება თავები. მიკროლაიფს აქვს 150 ლარად პორტატული ფასდაკლებაში შემხვდა ფბზე.


ეგეთი დიდი საოჯახო აქვთ სახლში და ძაან ხმაურიანია, ნუ თავის საქმეს აკეტებს ალბათ, მაგრამ მომავალში კომპაქტური და პატარა მირჩევნია ყველა ვარიანტში.

takoo1

მოკლედ ჩვენსკენ ასე იყო, სურდო და ხველა ჰქონდა სამი დღე, სიცხე არა, მაგრამ ბავშვმა ზნე შეიცვალა, ორი ღამე ტიროდა და არ უძინია, ანუ ან ტიროდა განწირულად ან დარბოდა და ფეხბურთს თამაშობდა ბედნიერად, ან რაღაცას მაიმუნობდა. ისე მწარედ ტიროდა ხოლმე პერიოდულად, რომ უკვე შეგვეშინდა და ბეიბი ექსპრესი გამოვიძახეთ. არაადეკვატური გახდა აშკარად ბავშვი, რომლის გამოც 1.4 თვე ერთი ღამე არ გაგვითევია, მხატვრულად არ ვამბობ, მართლა რეალურად, და ამის ტირილი რასაც ქვია არ გაგვიგია და ახლა ჩაბჟირებამდე ტიროდა ხოლმე, ძალიან გაღიზიანებული იყო ან პირიქით, ძალიან აჟიტირებული.

მოკლედ გასინჯეს და ანალიზებიც აუღეს, რამდენიმე საათში იყო პასუხები, ლეიკოციტები და ცე რეაქტიული მომატებული და ეგრევე დაუნიშნეს ანტიბიოტიკი ბიმაქსი, ერიუსი, სპრეები და ა.შ.

იმავე საღამოს ისევ კონცერტები რომ დაიწყო და ვერაფრით ვერ დავაძინეთ, კარგად დავაკვირდი და თავს უკან აქნევდა ტირილისას, მერე გულზე მადებდა მარჯვენა ლოყას და შედარებით წყნარად იყო, მერე უკვე შევამჩნიე ყურში თითს იდებდა და ასე მივხვდი, რომ ყური ტკივა.

ოტიპაქსი ჩავაწვეთე, ცოტა ნუროფენიც მივეცი, დაიძინა თხუთმეტ წუთში და მთელი ღამე მშვიდად ეძინა. დილით უკვე ბევრად უკეთესად არის.

ნუ ყურის ტკივილი ცალკე თემაა და ანტიბიოტიკი როცა საჭიროა, საჭიროა რა. პლუს პრობიოტიკებიც დაუნიშნა, ერიუსი ცალკე და მოკლედ ამ ფონზე ბევრად უკეთესადაა. თავიდანვე გასინჯა თუ არა, ყელი წითელი აქვს და დიდი ალბათობით ბრონქიტია, და შეიძლება ყურზეც გადავიდესო და მართლაც ასე მოხდა. ბაბუა ჰყავს ყელ-ყურის ექიმი და იმანაც, ცხვირი ამოუშრეს მთავარიაო, ყურის ანთება როგორც უცებ შეიძლება დაიწყოს, ისე უცებვე ქრება ბავშვებში თუ ცხვირი მშრალიაო.

Posted by: Liza12 21 Oct 2023, 15:50
happy-go-lucky
კი მესმის აბსოლიტურად რასაც წერთ თუმცა ფილტვების ანთებას სიცხეც ხომ ახლავს . მე პირადად სულ ვასმენინებ პედიატრს ფილტვებზე ჩემი სიმშვიდისთვის ოდნავ გაციებაზეც. მაგრამ როცა სუფთაა არც სიცხეა და ხველა გრძელდება სპაზმურად და იტანჯება ბავშვი ანტიბიოტიკის მიცემას მე ისევ ასეთ ხერხს ვამჯობინებდი. ყველას თავისი არჩევანი აქვს რათქმაუნდა.

Posted by: takoo1 21 Oct 2023, 17:47
Liza12
ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ლიზა
არ მჯერა დიდად ხალხური მედიცინის,
გააჩნია სიტუაციასაც.როცა ესე რთულადაა საქმე ამ დროს კომბოსტო და თაფლი ვერ უშველის მგონია.ინჰალაციები და წამლები რო ვერ შველის წარმოიდგინე.
happy-go-lucky
ავუღე სინევოში და იმედია დღეს მოასწრებენ და გადმომიგზავნიან მაილზე.
სიცხე აქვს 37,3 ხან 37.
შეიძლება სხვა ვირუსი შეხვდა ან გაურთულდა არვიცი,ნუ ფაქტია რო არ შველის არაფერი უფრო ცუდადაა.

თქვენ როგორ ხართ რასშვება პატარა? იაშვილში ხართ? იმუნოდეფიციტური დაავადება რომელია?

fermina
ვაიმე რა საშინელი ვირუსებია გავგიჟდი;( პატარა როგორ გაწვალდებოდაsad.gif
ყველა ცუდადაა ჩემს გარშემო აი ყველა.
უკეთაა მთავარია და სწორი დანიშნულება აქვს
მე გაურკვევლობაში ვარ ყოველთვის და დავიღალე ამ საავადმყოფოსბში წოწიალით უკვე.
ბიმაქსს რამდენ მლ-ს აძლევდით?


Posted by: Liza12 21 Oct 2023, 18:19
takoo1
ინგალაცია არც ჩვენს შემთხვევაში ამართლებს. კიდევ კაი მაჩუქეს აპატატი ყიდვას ვაპირებდი და ტყუილად გადავყრიდი ფულს.სურდოზე აი ვერაფერი ქნა სანამ თავისით არგადაუარა რაღაც დრლის მერე

Posted by: adeline 21 Oct 2023, 18:24
happy-go-lucky
როგორ ხარ? როგორაა ბავშვი?
მედიქლაბით უკმაყოფილო ხარ? ჩემი სადაზღვევო პაკეტის პროვაიდერია და ერთ-ერთი ფაქტორია ჩემთვის, რის გამოც ბავშვს უნდა გავუკეთო დაზღვევა.
კულუმბეგოვია იმუნოლოგი.
ეტლზე რა ქენი?
narkozeli
ვაა, ანექსზე გამიკვირდა. ჩემმა მეგობარმაც ხომ შეიძინა და რასაც ეგ მაგ ეტლს დაატარებს რა ვიცი. ვნახოთ აბა თუ მოუვა რამე. 1 წელი აქვს გარანტია ბოლობოლო და ან შეუცვლიან ან შეაკეთებენ. აგერ ხატია ბუნიათიშვილიც მაგ ეტლით დადის ბელგიაში smile.gif)) არა მგონია იქ რეკლამის გამო დაატარებდეს smile.gif)
* * *
takoo1
აუ სEნც როგორ გაწვალდი რა sad.gif(( მე რომ ვაბარებ სისხლის საერთოს და ცე რეაქტიულს მრჩეველში, იმავე დღეს მომდის პასუხები

Posted by: fermina 21 Oct 2023, 18:30
takoo1
ბიმაქსი დაუნიშნეს 2.5 მლ. 5 დღე

Posted by: adeline 21 Oct 2023, 18:31
Liza12
ეგ მაუგლის მეთოდი ხომ აკრძალეს კაცო? კიდე არიან ეგენი? აუ ჩემი ბავშვობა გამახსენდა და შემზარა ახლა - თხის ქონს მატიტყნიდნენ გულზე და მაგ ხახვის წვენს მასმევდნენ - მსგავსი საზიზღრობა იშვიათია ალბათ.

Posted by: Tua 21 Oct 2023, 18:32
takoo1
თაკო აბალიზები გაუკეთე ორაბათს უკვე დიდი ხანია ფრძელდება და როცა ეგრე გრძელდება სისხლის საერთო და ც რეაქტიული აუვილებლად ორივეს . 7 დღეზე მეტ ხანს თუ გრძელდება ხოლმე უკვე ანალიზის ფონზე ანტიბიოტიკს ნიშნავენ. ბიმაქსი ასაკის მოხედვითაა თაკო და კურსი 7 დღეა, იგივე აუგმენტინია ეგ და ანალიზით ინიშნება . საავადმყოფოები უარესია არადა უარესი ვირუსების ბუდეა და ინფექციების, ნორმალური პედიატრი გჭირდება რომელიც ერთსა და იმავეს არნიშნავს სულ და აქვს ლავირების საშუალება, ეგრევე რომ მიიყვანო ან დაურეკო. დაზღვევა არგაქვს? მე ჩემი სიმშვიდისთვის სასწრაფო ოედიატრს ვიძახებ ხოლმე და სახლშიც უღებენ ზოგჯერ ანალიზებს
Liza12
ხალხურებია ბევრს რომ ღუპავს სამწუხაროდ. რაც შეეხება ფილტვების ანთებას და სიცხეს პირიქით ფილტვების ანთებაა ზოგჯერ მწვავედ რომ მიდის და სიცხის გარეშე , უფრო ხშირად არც ისმინება ფილტვებში ეგეთ დროს , რენტგენით და ანალიზით იგებენ.
* * *
adeline
არსებობენ რომელია ბავშვებს რომ სიცხეზე წამალს არასმევენ და კომბისტოს ფითლებით ფუთავენ, ვინიცის რამდენია ჩავარდნილი კრუნჩხვაში

Posted by: adeline 21 Oct 2023, 18:45
Tua
QUOTE
არსებობენ რომელია ბავშვებს რომ სიცხეზე წამალს არასმევენ და კომბისტოს ფითლებით ფუთავენ, ვინიცის რამდენია ჩავარდნილი კრუნჩხვაში

ჰა? მართლა ამბობ??? ჩემს ირგვლივ არავინ გამიგია ეგეთი და მაგიტო გამიკვირდა.

Posted by: takoo1 21 Oct 2023, 19:24
გოგოებო საერთო მოვიდა ლუკიანესი.
ლეიკოციტები ნორმაშია
ედსი < 10 ია ნორმა და ზუსტად 10 აქვს.
ყველაფერი ნორმაა სხვა.
მგონი არაა ხო საგანგაშო.

Posted by: happy-go-lucky 21 Oct 2023, 19:43
takoo1
ც რეაქტიული მოვიდა? ედსი რა არის მე არ ვიცი. ლეიკოციტები რომ არაა მაღალი კარგია.
* * *
QUOTE (takoo1 @ 21 Oct 2023, 17:47 )

happy-go-lucky

თქვენ როგორ ხართ რასშვება პატარა? იაშვილში ხართ? იმუნოდეფიციტური დაავადება რომელია?

უკეთაა, ნორმალურადაა. სიცხე არარ აქვს. იმედია ორსაბათს გაგვწერენ.

იმუნოები კარგი არაფერია და არ მინდა აქ ჩაშლა <3 ძალიან ვნერვიულობ.

Posted by: Tua 21 Oct 2023, 19:50
adeline
უფ კი კაცოო smile.gif)) ჯგუფიც აქვთ ცალკე როგორც ანტივაქსერებს აქვთ ისეატებს შვებიან smile.gif)

takoo1
ნორმაა თაკო, გაანებე ინჰალაციებს ნუღა უკეთებ ბავშვებს ამდენჯ არშეიძლება ზედმეტია ხოლმე 3 დღეზე მეტი და ზოგადად დედაჩემის მეგობარია პედიატრ ალერგოლოგი და არასდროს ნიშნავა ინჰალაციას ეს ქალი სულ სემინარებზე დადის და უქრზეა ინჰალაციების ასთმისკენ მიდრეკილებას იწვევს და გულის უკმარისობასაცო, მაგან დაგვინიშნა განახრგრძლივებულ ხველაზე ვანსეარის საშეტი 28 დღიანი კურსი და ბრონხომუნალის 3 კურსი გავიქრეთ მთლიანად 2 წელზე მეტია ხველა რა არის ვირუსების დროს არვიცით, ამისი პრობლემა ცხვირკა და მაგან დამტანჯა ცოცხალი თავით ვერ ვასწავლე მოხოცვა

Posted by: happy-go-lucky 21 Oct 2023, 19:55
QUOTE (adeline @ 21 Oct 2023, 18:24 )
happy-go-lucky
როგორ ხარ? როგორაა ბავშვი?
მედიქლაბით უკმაყოფილო ხარ? ჩემი სადაზღვევო პაკეტის პროვაიდერია და ერთ-ერთი ფაქტორია ჩემთვის, რის გამოც ბავშვს უნდა გავუკეთო დაზღვევა.
კულუმბეგოვია იმუნოლოგი.
ეტლზე რა ქენი?

adeline

როგორ ვარ და გამოთქმა რომაა, დანა რომ დამარტყა სისხლი არ წამომივაო, ასე smile.gif) დაღლილი გაუბედურებული. ბავში უკეთაა.

მედიქლაბით ძალიან კმაყოფილი ვარ, პედიატრებიც კარგია და სერვისიც. მაგრამ უკვე ორჯერ ვიყავით და ახლა მინდოდა ბავშვთა პროფილის კლინიკაში მოსვლა, ამათ მაინც სხვა გამოცდილება აქვთ. ეს უკვე უბრალოდ ვირუსი აღარ იყო მივხვდი.. ნუ ბავშვთა საავადმყოფოა რა ეს მაინც ყველაზე დიდი და ვანიკო ჩხაიძე თუ ცხეიძე, დირექტორი ვინცაა, ეგ გადის პაციენტების ისტორიებს პირადად. ჩვენს ამბავზეც ვიცი საქმის კურსშია, ამიტონ აქ მინდოდა ამ ეტაპზე ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური ექიმის აზრის მოსმენა. 3 კვირის წინ გამოვედით მედი ქლაბიდანsmile.gif)

თუმცა უნდ ითქვას, კათეტერებს აქ უეთ დგამენ და ანალიზებსაც უკეთ იღებენ. ჭკუიდან ამწიეს იქ, გავნადგურდი მორალურად, არ ვიცი როგორ დავუშვი, საათობით ტიროდა ბავშვი და ამის ვენებს აბრალებდნენ. და დღეში ორჯერ უდგამდნენ, იძრობდა და აქ რატო ვერ გაუსკდა და გაუფუწდა კათეტერი არ ვიცი. ნუ სინამდვილეში პატარა გოგო ბიჭები ვერ აკეთებენ ვენაში პაწიებზე ისე როგორც საჭროა, გამოცდილებაც თავისას შვება. იაშვილი გარემონტებუია და ძაან კარგი პირობებია, ღმერთმა არავის დგაჭირვოთ. მხოლოდ ერთ ადგილიანი პალატებია. სერვისიც ძალიან კარგი და ლბათ გაცილებიტ იაფიცაა, არ ვიცი ფასები .

ანექსის ეტლი დავარეგისტრირე საიტზე, გავაგზავნე საჩვარი და ფოტო. და დამიკავშირდნენ ვიშლისტიდან, მოტანე და ბორბალს შეგიცვლიო. აქ მაქვს წამოღებული ეტლი და ჯერ ვერ მივიტანე.



Posted by: adeline 21 Oct 2023, 20:34
happy-go-lucky
ნუ გეშინია, არავითარი იმუნოდეფიციტური დაავადება არ ექნება, მაგაზე არც იფიქრო. აი ნახავ თუ არადა.
ბიძინას რომ მიწერო ვაიბერში ან მესინჯერში, გიპასუხებს აუცილებლად; ძალიან გულისხმიერია - მით უფრო ბავშვებთან. იაშვილში არ ყავთ იმუნოლოგი?
დავარაშვილიც მანდ აგზავნის ახალშობილების ანალიზებს. ძალიან კარგი ლაბი ქონიათ.
გამიხარდა ეტლზე <3
ვიშლისთს რაც შეეხება, მობაილი გაუფუჭდა ახლობელს და უპრობლემოდ შეუცვალეს ახლით რა ვიცი. უყურადღებოები ნამდვილად არ არიან.
ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif
რა მაინტერესებს: სახელმწიფო მხოლოდ აცრებს აფინანსებს? აი მაგალითად, ეგეთი პაწია რომ მკურნალობს სტაციონარში, ეგ არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან?

Posted by: Tua 21 Oct 2023, 20:50
adeline
80% ფინანსდება და 90% გააჩნია დიაგნოზს და დრჯ რომელ კოდშია . მე დაზღვეული მყავს მაგიტომ ბავშვი დაბადებიდან , საწოლ დღე მედიქლაბია ტველაზე ძვირიანჯ და ართანამშრომლობს არფერთან დედამიწის. ზურგზე . ისე 150-200ლარამდეა საწოლდღე ევექსის ჰოსპიტლებში. ვირუსის დროს 80% ანაზღაურებენ, გადაუდებელში კიდევ სხვა პროცენტებია ეხლა შეიცვალა სრულად ეგ სისტემა და ყველა დაავადებას თავისი თანხის ლიმიტები აქვს სამწუხაროდ. 19-59 წლამდე მოსახლეობას კიდევ არაფერი გვეხება კერძო დაზღვევის იმედზე უნდა ვიყოთ.
* * *
happy-go-lucky
კვება არ აქვს იაშვილს ხომ? ციციშვილს არ აქვს კვება დამატებით უნდა გადაიხადო და იაშვილში როგორაა ეხლა?


Posted by: adeline 21 Oct 2023, 21:20
Tua
ანუ ღირს რომ დავაზღვიო ხომ? ჩემი პროვაიდერი არის მედიქლაბი. გარკვეული თანხის დამატება მომიწევს კორპორატიულზე და ვფიქრობ მაინც. 80% თუ ფინანსდება ზოგადად, განა რა ინტენსივობით დასჭირდება თქო მეფიქრება მაინც. იმასაც ვფიქრობ, ვინ იცის რა ხდება და მაინც ქონდეს კერძო დაზღვევა. პაკეტი ძალიან კარგი მაქვს თან

Posted by: Tua 21 Oct 2023, 21:55
adeline
ქრც მე მჭორდება ეგეატი ინტენსივობით ნამდვილად, განსაკუთრებით 1 წლამდე დამჭორდა რადგან იქ მენჯის ექო გინდა, მერე 2-3 თვეში ერთხელ უნდა ატარო პედიატრთან მე 1-2-3-6-9-12 ზე მყავდა, შუალედში დაგვჭირდა კიდევ თრიკმლის ექოს გადამოწმება, კიდევ გულის ექო 1 წლამდე 2ჯერ გავიკეთეთ. ანალიზები 3-6-9-12 თვეზე გავუკეთე , რკინადეფიციტი ჰქონდა 5-6 თვემდე და 6 მდე რკინასაც ვუღებდი ხშირად და დ ვიტამინიც გავუკეთე ვიტაფრროლო არყოფნიდა და რახიტი ეწყებოდა . ამ ყველაფერს სახელმწიფო არგიფინანსებს , მე ზოგადად წლებია კერძო დაზღვევა მაქვს და არვიცი ვერ წარმომიდგენია არმქონდეს. ეხლაც დიდობაში კარგად ვიყენებ თუნდაც წამლებზე, ასევე წელიწადში ერთხელ პროფილაკქტიკა ხომაა და მაგასაც ვუკეთებ აუცილებლად , ორთოპედთან მყავდა ეხლა პროფილქტიკის მიზნით რამე არგამომპარვოდა და ეგეც არშრდის სახელმწიფო დაზღვევაში. საბავშვო წამლები ისეთი ძვირია ელემენტარულად გაზის წამლები და ლაქტობაცილები რომ რავიცი, სულ რომ50% იყოს უკვე დიდი შეღავათია.

Posted by: shoAbb 21 Oct 2023, 22:01
Tua
თირკმელზე მენჯი ქონდა დილატირებული? ჩემაას ისევ აქ, არ გაუარა დაბადებისას ..

Posted by: adeline 21 Oct 2023, 22:08
Tua
კარგი გოგო ხარ, ასე კარგად რომ ამიხსენი. გავუკეთებ აუცილებლად, მით უმეტეს 100%~იანი მაქვს და ბადების ლიმიტიც მაქვს ცალკე. კერძო დაზღვევის გარეშე ვერც მე წარმომიდგენია; მაგის გარეშე ალბათ ვერც ორსულობას მივიღებდი ისეთი ფასი აქვს ანალიზებს. ენდოკრინოლოგთან რომ ვიყავი ახლა, 500 ლარის ანალიზები მქონია გამოწერილი რომ გადავამოწმე მერე. ჩემი ფულით ნამდვილად ვერ გადავიხდიდი მაგათ.

Posted by: Tua 21 Oct 2023, 22:42
shoAbb
კი ექოზე ჩანდა ორსულობაში და მზად ვიყავი ვიცოდი რომ უნდა გადამეარო ექო ოღონდ მე 1 თვეზე გადავუღე. აქ გვყავდა კიდევ ფორუმელი ვის ბავშვსაც არდაუპატარავდა მაგალითად ანუ მოშარდვის მერე დარჩა. ყბრალოდ დაკვირვება უნდა რაღქც ასაკამდე ეგ და გულის ოვალური ხვრელის ამბები ყველაზე ხშირია და სიცოცხლესთან თავსებადია ნამდვილად. ჩემს შვილს 4 წლისაა და ოვალური ხვრელი ისევ ღია აქვს მაგალითად.

adeline
არაფრის ❤️ თუ შესაძლებლობაა აუვილებლად დააზღვიე სახელმწიფოს იმედზე ვერვიქნებით ნამდვილად ისე მიდის საქმე რომ ვინც მუშაობს აწი ალბაატ იმას არავინ არაფერს აღარ დაუფინანსებს .

Posted by: adeline 22 Oct 2023, 00:05
Tua
აბსოლუტურად გეთანხმები. თან როგორ კატასტროფულად ძვირდება ყველაფერი, გავგიჟდი sad.gif

Posted by: shoAbb 22 Oct 2023, 02:26
Tua
17 მმდე აქვს, შარდის ანალიზი
ნორმაში იყო და შეგუბება ქონდა მარცხენა თირკმელში 2 მლ sad.gif ისე ვნერვიულობ ... ხვალ მიმყავს ნეფროლოგთან

Posted by: happy-go-lucky 22 Oct 2023, 09:07
adeline
მე არ მიკითხავს ფინანსების ამბები რომ შემოვედით. გუშინ ექთნებს ვკითხე ღამე და 20% გადახდა მოგიწევსო. საწოლ დღე რა ღირს მეთქი და დიაგნოზითაა ღირებილება, კოდი აქვს დიაგნოზს და გინდა 3 , ან 23 დღე იყაბი ერთი და იგივე თანხაალ. კარგია ასე თუ არის, ყველას არ აქვა დაზღვევა და ძვირის გადახდის საშუალება.

მედიალაბშო 440 ღორდა დღე და კვლევები და ექიმის კონაულტაციებით კიდე 800 ლარამდე ავედით ორჯერვე (პედიატრი, სხვა სპეციალისტი, ანალოზები, ეხპოები, რენდგენი).

კი ვერ მივხვდი რას კითხულობ, ანუ ზოგაფად ბავში დააზღვიო თუ არა? აუცილებლად. იმდენი გეგმიურია ერთ წლამდე; ყოველ თვე თითქმის თავიდან პედიატრი, ეხოები, მერე 6-7 თვის მერე ბირუსებიც ემართებათ. წამლები ანალოზე ი რავი, ისეთი ძვირია. ჰოსპიტალიზაცოა სულ არაა აუცილებელი, უფროსი სულ არ მყოლია საავადმყოფოში არასოდეს.

Tua
არ ვიცი კვების ამბავი. 1 წლის ზემოთ ბავშვებს აჭმევენ ვიცი და აღარ დავინტერესებულვარ შემიძლია თუ არა დამატება. მგონი კი. მე გლოვოს ვიძახებ დღეში ერთხელ.

Posted by: adeline 22 Oct 2023, 11:52
happy-go-lucky
კი, ზოგადად მაინტერესებდა დაზღვევის ამბავი და გადავწყვიტე უკვე, მადლობა :* ველაპარაკე დაზღვევის მენეჯერსაც. იამვარში ველოდები და 1 თებერვლიდან დააზღვევენ.
დღეს როგორაა ბავშვი? როდის ეწერებით?

Posted by: happy-go-lucky 22 Oct 2023, 12:07
adeline
კარგადაა დღეს მხიარულობს უკვე. ხვალ ან ზეგო. ანალიზებს ხვალ გაუკეთებენ ისევ და შესაბამისადო.

Posted by: adeline 22 Oct 2023, 12:09
happy-go-lucky
სიყვარული love.gif
იმუნოლოგზე რას გაარკვევ, გვითხარი მერე.

Posted by: Tua 22 Oct 2023, 12:44
shoAbb
მანდ მთავარია შარდის ანალიზის კონტროლი როგორც ვიცი ინფექცია რომ არწავიდეს უბრალოდ საშიში არაფერია ნამდვილად .❤️

Posted by: shoAbb 22 Oct 2023, 14:30
Tua
ახლა ვიყავი ჭანტურაიასთან და ნებისმიერ სიცხეზე შარდის ანალიზი და კონტროლი 6 თვეზეო

Posted by: takoo1 22 Oct 2023, 14:36
user posted image
მოვიდა გაბრიელის პასუხი გოგოებო.
ანტიბიოტიკი დაგვინიშნა პედიატრმა.
მე ჩემით მივეცი გუშინ ისედაც.
3 მლ მივეცი პროსტა
ექიმმა 4იო
7 დღე.

Posted by: happy-go-lucky 22 Oct 2023, 15:27
adeline
დავწერ აუცილებლად. აქაც დამაკვალიანებენ ალბათ და მეც ჩემი გეგმა მაქვს. იქით კვირაში ჩამოვყალიბდები, გამოვაღწიო აქედან.

takoo1
აჰა ანუ შეიძლება ლეიკოციტები ასე მათალო და ცრპ საერთოდ არა ცვლილებები ხო.


Posted by: Tua 22 Oct 2023, 15:55
shoAbb
მშვენიერია, გითხარი არაა საგანგაშო 6 თვეზე კო ტროლი და შარდის კონტროლი, მერე 1 წელზეა კონტროლი და .შ.

takoo1
ამდენ წვალებას ჯობია ნამდვილად ანტიბიოტიკი,10 დღეა ავად გყავს ნეტა მანამდე გაგეკეთებინა ანალიზები.

happy-go-lucky
ცრპ შეიძლება არშეიცვალოს საერთოდ და ლეიკოციტები მაღალი იყოს , მარტო ცრპ მაჩვენებელი არაა ისევე როგორც დ დიმერს რომ იკეთებენ მხოლოდ , არაფრრი არაა ცალკე ანალიზად .

Posted by: fermina 22 Oct 2023, 18:27
მიას ასეთ პასუხებზე ნამდვილად სჭირდებოდა ანტიბიოტიკი

user posted image

user posted image

Posted by: happy-go-lucky 22 Oct 2023, 20:07
ჩემს ბიჭს 100+ ასდის ცრეაქტიული sad.gif

Posted by: narkozeli 22 Oct 2023, 20:52
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ,
მხოლოდ ც რეაქტიული თუა მომატებული და ედსი ( და სხვა მაჩვენებლები ნორმაშია ან უმნიშვნელოდ მომატებული/ზედა ზღვარზე) ამას ქვია გოგოებო ვირუსის ტიპიური სურათი და ასეთ დროს სითხეები (სიმპტომურად სიცხის დამწევები) ვსო მეტი არანაირი წამალი არ უნდა, ამას გეტყვის მრჩეველში ყველა ექიმი.
თუნდაც 100-ზე ზემოთ იყოს ც რეაქტიული, ლეიკოციტი თუ ნორმაშია, არაა სანერვიულო.


აი როცა ც რეაქტიულიც მომატებულია და სისხლის საერთოში ლეიკოციტიც ( ან ნეიტროფილი ან ლეიკოციტის რომელიმე სახეობა) მაშინ გვაქვს ანთების სურათი და სჭირდება ანტიბიოტიკი.

ვირუსის სურათი როცაა, მხოლოდ მოთმინება და მოთმინება, მეტი არაფერი სჭირდება საერთოდ.
მესმის ძნელია მაგრამ ასეა. არასდროს ენდოთ იმ პედიატრს ვინც ყელში ჩახედავს და უი წითელიაო და სიცხეების გამო ანტიბიოტიკს დანიშნავს ანალიზების გარეშე. მოიშორეთ ეგეთი პედიატრი. გაუნადგურებს ბავშვს იმუნიტეტს.

Posted by: anibani18 22 Oct 2023, 21:07
takoo1
თაკო, გამომრჩა. რა სჭირს გაბრიელს?
narkozeli
ყურის ანთება ანალიზებით დგინდება?

Posted by: fermina 22 Oct 2023, 21:20
anibani18
მე უბრალოდ მივხვდი რომ ყური სტკიოდა, თანაც ასეთი სურდოს ფონზე სრულიად მოსალოდნელი იყო მსგავსი გართულება. რაც ოტიპაქსის ჩასხმა დავუწყე, გაცილებით უკეთ და მშვიდადაა, აღარ ტირის. უცნაური ისაა სიცხე საერთოდ არ ჰქონია არცერთი დღე.

ისე კი ყურის ანთება ჩახედვითაც ჩანს ხოლმე მგონი პლუს ტკივილი.

Posted by: anibani18 22 Oct 2023, 21:35
fermina
ჩემებს ძალიან დიდხანს ჰქონდათ სურდო და ყურზე გადაუვიდათ. წითელი ყური ავტომატურად ყურის ანთებას ნიშნავს? ანტიბიოტიკის გარეშე არ ლაგდება?

Posted by: narkozeli 22 Oct 2023, 21:53
anibani18
fermina

მხოლოდ ჩახედვით არაფერი არ დგინდება რეალურად, არც ყური თუ მთლად ჩირქი არ ასხამს გარეთ, თანამედროვე მედიცინა არ აღიარებს ასე თვალით დიაგნოზის დასმას და მეც ვეთანხმები.
ყურიც შეიძლება სხვა მიზეზის გამო იყოს წითელი, ასევე გადაცემითი ტკივილი ჰქონდეს ყელიდან ყურში ვირუსის გამო და საერთოდ არ იყოს ანთება.
ამიტომ, ანალიზის გარეშე ანთების დიაგნოზის დასმა მგონია არაპროფესიონალიზმი.
რაც შეეხება ყურის წვეთებს, რცხილაძემ როგორც აღნიშნა, ანტიბიოტიკის შემცველია უმრავლესობა თუმცა რეალურად გამორეცხვის ფუნქცია აქვს და სისხლში და ორგანიზმში არ შედის ყურში ჩაწვეთებული წამალიო.

Posted by: fermina 22 Oct 2023, 22:10
anibani18
narkozeli
არ ვიცი ზუსტად, ამის დიდი ბაბუაა ოტოლარონგოლოგი და მახსოვს რომ ყურში სპეციალური მოწყობილობით იხედება smile.gif მაგრამ თავისიანზე ხო ყველა ექიმი უმოქმედო ხდება, ბავშვი მთელი ღამე ტიროდა და ეგ ვერ მოიფიქრა, რომ შეიძლება ყური ტკიებოდა.
ამას უბრალოდ ანალიზებიც შეცვლილი ჰქონდა და პლუს აშკარად ძალიან სტკიოდა რაღაც, ისე არ არსებობს იტიროს ასე მწარედ. მერე ყელიც რომ წითელი ჰქონდა და საშინელი სურდო, და თავს იქნევდა და თითს ყურში იდებდა ერთი სიტყვიერად არ უთქვამს მტკივაო, თორემ სხვა ყველანაირად მიგვანიშნა.
უფროსი თაობის ექიმებს უყვართ ანტიბიოტიკები ზოგადად. თუმცა ამ შემთხვევაში პედიატრმა დაგვინიშნა და ბაბუამისიც დაეთანხმა. მარტო ყურის ამბავი არ იყო აქ, ცოტა ხიხინივით ისმოდა ფილტვებშიც და ყელიც ძალიან წითელი იყო.

Posted by: Tua 22 Oct 2023, 22:31
anibani18
ყურის ანთების ანალიზი არარსებობს სისხლით ნამდვილად , ყურის ტკივილი იცის ასევე ცხვირიდანაც ანუ გაჭედილი როცაა ცხვირი გადადის ყურშიც. . წინა ვირუსი რომ ჰქონდა ალექსანდრეს 3 კვირის წინ ვირუსი ჰქონდა ზუატად ცხვირიდან გადასცემდა ტკივილს ყურში და წითელი ჰქონდა ყური ყელყურთან რომ მივიყვანე. დაგვინიშნეს წვეთები და ნუროფენი.


Posted by: takoo1 22 Oct 2023, 22:39
anibani18
ვირუსი შეხვდათ ანი და გაბრიელს როგორც ტოველთვის გაურთულდა,მე ეგრევე დავუწყე ინჰალაციები ვიცოდი საავადმყოფო არ აგვცდებოდა smile.gif მარა მაინც გაურთულდა 10 დღის მერე, სიცხემ აუწია გუშინ და აი იცი ეოგორ ახველა ეს 2 დღე?
რამდენჯერაც ამოიაუნთქებდა ლამის ყველა ამოსუნთქვაზე ახველებდა,არც კი მინახავს ეგეთი რაღაც.ყოველ 2 წუთში ახველებდა ბავშვი.ანტიბიოტიკი მივეცი გუშინ და ღამე უკვე მშვიდად ეძინა,ეგრევე იმოქმედა.

მე არ ვარ მომხრე ანტიბიოტიკის,არც ჩემი პედიატრი სხვათაშორის მარა მეორე უკიდურესობაშია ეგ.ზოგჯერ ზერელე მეჩვენება
თუნდაც ეს შემთხვევა.რო იცი ბავშვს სუსტი ბრონხწბი აქვს და ამდენჯერ საავადმყოფოში მოხვდა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინო.
არ დაელოდოთ პედიატრს თქვენ თვითონ აუღეთ და აკონტროლეთ ანალიზები.

გოგოებო რა უნდა გკითხოთ იცით,უკვე ნახველიანი სველი ხველა აქვს,ოღონდ ვერ იღებს აშკარად უჭირს თითქოს ეჭედება ხოლმე.
ხოდა პედიატრმა რამე ამოსახველებელი უნდაო და ვეღარ გავიგე,უფრო მეტი არ დაუგროვდება მივცე თუ არა ვერ გავიგე

Posted by: Tua 22 Oct 2023, 22:43
fermina
ჩემს შვილს ჰქონდა ეგ ვირუსი, საერთოდ არაფერი სიმპტომკ არჰქონდა სურდოს გარდა, უცებ ღამე 12ზე წამოხტა ისტერიკით , ბავასვს რომელსაც 3 წელია ღამე არგაუღვიძია ისე ტიროდა და ისე ჩხუბობდა 3მდე ეღვიძა და მერე თქვა როგორც იქნა ყური მტკივაო . აღმოჩნდა სურდოს ბრალი.
* * *
takoo1
შენ პედიატრა ელოდები ხოლმე როდის გეტყვის აუღე ანალიზიო? მე სულ ჩემით ვუღებ 3-4 დღეს თუ რამე არმომეწონა. ბრონხებზე გაბრიელისთვის ბრონხომუნალია მისწრება თავისი სქემით სასწაულს შვება ეგ წამალი ვისაც სუსტი ბრონქები აქვს, მე მაქვს გავლოლი მაგისი 2 კურსი სულ ბრონხიტი მქონდა ხოლმე უბრალოდ გაციებაზეც, არმქონიააგის მერრ მხოლოდ პირველ კოვიდზე ისიც 3 დღიანი ანტიბიოტიკი დამჭირდა. ამოსახველებელი როგორც ვიცი პატარა ასაკში არინიშნება რამდენისაა გაბრიელი? პუროქსანს გეტყოდა დიდი ალბქთობით ამოხველებაზე სეროფს ან ბროვინს , ცოტახანი რომ შეეშვა 1-2 დღე სანამ
ანტიბიოტიკი არიმოქმედებს კქრგად არგინდა? თუ აწუხებს ძალიან? გულს რომ ირევს და ნახველი ამოაქვს ეგეც არაა ცუდი . ამოსახველებლით პირიქით არდაუგრივდებქ დაათხელებს იმ ნახველს რაც ჩასქელებულია და უკეთ ამოვა, მთავარია ამოხველება იცოდეს .

Posted by: takoo1 23 Oct 2023, 01:34
Tua
ანალიზამდე სად მივდივარ ეგრევე საავადმყოფოში ვხვდებით.3-4 დღე კიარა წინაზე ერთ დღეში გაურთულდა.
შევცდი აქამდე რო არ ავუღე,მარა არც იყო ესე ცუდად ალბათ ინჰალაციები შველოდა მაინც მარა ვერ მოერია რა.
არ მახსოვს სახელი პუროქსანი არ უთქვამს.
სოლტუქსი მაქ სახლში მგონი ეგეც ამოსახველებელია მარა მეშინია უკვე ყველაფრის.
ერთი წლისაა გაბრიელი.აი ძაან წვალობს ხოლმე რო ახველებს სუ გული მისკდება სადმე არ გაეკვეხოს ისეთ ხმებს გამოსცემს.აშკარად უჭირს ვერ ამოაქ.
დასათხელებელია ხოო და ინჰალაცია დაათხელებს?

Posted by: fermina 23 Oct 2023, 12:45
Tua
QUOTE
და მერე თქვა როგორც იქნა ყური მტკივაო


თქმა როცა შეუძლიათ, ეგ უკვე ბედნიერებაა, მუნჯებს რა აწუხებთ, ჩვენით უნდა მივხვდეთ baby.gif

Posted by: Tua 23 Oct 2023, 14:52
takoo1
ექიმს კითხე წამალზე თაკო, არგინდა ამდენი ინჰალაცია რა 10 დღეა მემგონი ინჰალაციებს უკეთებ და კი არაა ეგ კარგი დიდად . ისევ სეროფი მისცე ამდენ ინჰალაციას ჯობია

Posted by: takoo1 23 Oct 2023, 15:27
Tua
ვაიმე არვიცი რაააა ფეტიში აქ ჩემ პედიატრს ამ ინჰალაციაზე, ამოსახველებელიო და ინჰალაციაც უნდა თქო? და კი აბააო?!!
დავუწყე დღეს წამალი და ვნახოთ
ცოტა უკეთ კი არის

Posted by: Anabeli111 23 Oct 2023, 19:44
takoo1
ახლა როგორაა თაკო? ♡

გოგოებო, თაიას 1 თვის წინ ჰქონდა სიცხე მაღალი 2დღე და მალევე გამოკეთდა.. მერე მშობლებს დაგვერია. ახლა ვიყავით პედიატეთან 1 წლის ვიზიტზე. და ზუსტად ვიზიტის წინ დაეწყო სურდო (თან კბილები ჩამოსდის...).

გავუკეთეთ სისხლის საერთო . პასუხი ასეთია.. ახალ პედიატრთან ვიყავით და პასუხები რომ გადავუგზავნე, მითხრა რომ ანემიაოო..

იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება..

user posted image

user posted image

Posted by: adeline 23 Oct 2023, 20:26
გოგოებო, ბავშვის აღრიცხვაზე დადგომა აუცილებელია? თუკი კერძო კლინიკაში ვივლით პედიატრთან, სადაც აცრებიც ჩაუტარდება და თან კერძო დაზღვევაც ექნება, მაინც უნდა დავაყენო აღრიცხვაზე?

Posted by: Anabeli111 23 Oct 2023, 20:35
adeline
მე დამყავდა ესე კერძოდ და არ იყო აღრიცხვაზე დაყენებული, მაგრამ ვაპირებ დავაყენო.

პედიატრის სწორად შერჩევა ერთი დიდი ფილოსოფია ყოფილა კიგენოლოგის არჩევის შემდეგ.

Posted by: Tua 23 Oct 2023, 20:52
Anabeli111
ძუძუზე მყოფ ბავშვებში ნორმაა რკინადეფიციტური ანემია და კალციუმის დეფიციტი აქვს კიდევ ბევრს თან თუ უჭმელია, არაა ეგ სადარდებელი ❤️ დაალევინებ რკინას და აუწევს. პედიატრები 4-9 თვემდე შუალედში თუ სწორად მახსოვს იმ ბავშვებში ვინც ძუძუზეა ნიშნავენ ხოლმე რკინას საპროფილაქტიკოდ, 6 თვიდან მაგიტომაა მყარი კვება რომ ვეღარ იღებენ დედის რძიდან იმდენ ვიტამინს, ხორცი აჭამე განსაკუთრებით ძროხა , ხბოს ხორცი არა ჩვეულებრივი ძროხა.

adeline
კი მე მყავს აღრიცხვაზე მიუხედავად იმისა რომ დაბადებიდან დაზღვეული მყავს, უფასო აცრები ევროპულები ეკუთვნის მაინც და რატომ უნდაბიხადო იმ აცრაში ფული რაც უფასოდ გეკუთვნის . მარტო აცრებზე დამყავს მე და კიდევ სისხლის საერთო ან რამე თუ მინდა უცებ უცებ უფასოა საერთო იქ ვუღებ. სხვა დანარჩენზე კერძოდ დავდივართ.

Posted by: happy-go-lucky 23 Oct 2023, 21:14
adeline
მე არ მყავს აღრიცხვაზე. აზრი? მირჩევნია ერთთან ჰქონდეს ისტორია და აღრიცხვაც ევაა რაsmile.gif) ორსულობისასაც არ ვიყავი უფასო აღრიცხვაზე.

აცროსას მხოლოდ 10 ლარს ვიხდი ხოლმე, სავალდებულო ვაქცინა ყველგან უფასოა.

Posted by: Anabeli111 23 Oct 2023, 21:19
Tua
იცი, რა ვერ გავიგე.. მივიყვანე, ანალიზები ჩავაბარეთ და ხო შეუძლია რკინა ტელეფონითაც დაუნიშნოს. მაგიტომ მინდოდა შეცვლა, რომ არც ზარზე მპასუხობდა ნორმალურად პედიატრი და სიცხეც ჩემით დავუწიე შაბათ დღეს..

სამსახურიდან ვერ ვეთავისუფლები წარამარა.. sad.gif

Posted by: happy-go-lucky 23 Oct 2023, 21:26
Anabeli111
10 და რაღაც აქვს ჩემს ბიჭსაც და დაბალიაო.

Posted by: Tua 23 Oct 2023, 21:42
Anabeli111
კი რავი ტელეფონით რკინის პრეპარატის დანიშნვნას და დოზას რაუნდა , არდაგინიშნავო?ასე ყველას არგვცალია ნამდვილად რომ სამსახურიდან გავენთავისუფლოთ , მაგრამ სამწუხაროდ იშვიათად თუ ესმით ეგ ექიმებს sad.gif პირველი სიცხე რთულია ყოველთვის ❤️ მერე ნელნელა ეჩვევი და იცი რაც უნდა ქნა ❤️ მთავარია ეხლა კარგადაა .

Posted by: Anabeli111 23 Oct 2023, 22:02
happy-go-lucky
რამე დაუნიშნეს?
Tua
მოდი, რომ დავნიშნოთ მკურნალობაო ...

Posted by: Tua 23 Oct 2023, 22:20
Anabeli111
რომ უთხრა ფიზიკურად სამსახურიდან ვერ გამოვდივარ და იქნებ ისე მომცეთ დანიშნულება თქო? არჭრის? ან შაბათს არმუშაობს?

Posted by: takoo1 23 Oct 2023, 22:42
Anabeli111
ლუკიანესაც ქონდა დაბალი ზუსტად ასაკი არ მახსოვს მარა პატარა იყო წლამდე,მგონი 2 თვე ვასმევდი რკინის პრეპარატს და აღარც დაჭირვებია.
ძუძუს ბავშვებს ზოგადად უმეტესად დეფიციტი აქვთ,მე კურდღელს ვაჭმევდი და თურმე არ შეიძლება თუ რკინადეფიციტია.
საქონლის ხორცი აჭამე ხშირად,

Posted by: happy-go-lucky 24 Oct 2023, 08:58
Anabeli111
იაშვილში არა. გადაამოწმე რო გამოჯანმრთელდებაო. ვირუსის ფონზე იცისო.

რცხილაძესთან მიმყავს, მოვისმენ მის აზრს და ჩემს პედიტრასაც ვკითხავ. ინუნოლოგთან მივდივარ ზეგ, მასაც ვკითხავ.

Posted by: takoo1 24 Oct 2023, 10:42
happy-go-lucky
როგორ ხართ? გაგწერეს სახლში?
დაწერე და დამავიწყდა შეიძლება ტვინი მაქ გათიშული
* * *
adeline
შეგიძლია არ დააყენო არაა სავალდებულო.
თუ ახლოს გაქვს კლინიკა(თუ ენდობი) მაგ შემთხვევაში კი,უცებ რო დაგჭირდეს ანალიზი ან უბრალოდ ელემენტარული რაღაც, ან აცრა
ეგ ხო უფასოა.
კერძოში არაფერი არ ფინანსდება მარა თუ დაზღვევა გიფარავს და ტერიტორიულადაც ახლოსაა მგონი არააქ მნიშვნელობა მაგ შემთხვევაში.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 24 Oct 2023, 11:13
takoo1
ჩემმა მულმა დააყენა აღრიცხვაზე ირაკლი ბეგოიძესთან ბავშვი ჯანმრთელობის ცენტრში და ისე დაყავდა მრჩეველში, ხოდა საბოლოოდ ირაკლი მეტად მოეწონა და ასე შერჩა აღრიცხვის ექიმს კოხტად უფასოდ ))

Posted by: takoo1 24 Oct 2023, 12:00
Watermelon_Sugar_Hi
როცა მოგწონს კი ბატონო რა მნიშვნელობა აქვს სად ატარებ,თუ გაგიმართლა კარგია მარა 90% უკმაყოფილოა აღრიცხვის ექიმებით მათ რიცხვში ვარ მეც.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 24 Oct 2023, 12:03
takoo1
ხო გამართლებაა, მაგრამ ეს ექიმი მართლა კარგია ეტყობა smile.gif
ნეტა მალე გვქონდეს ისეთი ქვეყანა, რომ რაც გვეკუთვნის უფასოდ იმაში ფული არ ვიხადოთ უკეთესი სერვისის გამო sad.gif

Posted by: happy-go-lucky 24 Oct 2023, 12:07
Watermelon_Sugar_Hi
ზუსტად ასე დამემართა. შემდეგ მომეხსნა საყოველთაო, რაღაც მიზეზით და ფულს ვიხდი მასთან ისე დავდივარ, აგერ 8 წელი დაიწყო (ბეგოიძესთან).

takoo1
კარგადაა, გუშინ საღამოს გამოვედით.
მადლობა❤️

Anabeli111
ახლა დავურეკე ჩემს პედიატრს და 10.4 აქვს და არ უნდა არაფერიო. ავადმყოფობის მერე კიდდ კარგად აქვსო, ასე მითხრა. ვენდობი მას .

Posted by: Tua 24 Oct 2023, 12:14
Watermelon_Sugar_Hi
მე მინდოდა აღრიცხვაზე ბეგპიძესთან და ადგილები არჰქონდა იმ მომენტში როცა მინდოდა, ნეტა ეხლა თუ აქვს ხომ არიცი?

Posted by: takoo1 24 Oct 2023, 12:36
სადაა ეგ ბეგოიძე გოგოებო?
მარა ეხლა როგორ დავდგები აღრიცხვაზე შემიძლია გადაყვანა?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 24 Oct 2023, 13:30
takoo1
ჯანმრთელობის ცენტრშია. პეკინზე
Tua
გაუბაზრდა კაი როა და ამოეწურა ადგილები smile.gif

Posted by: adeline 24 Oct 2023, 13:41
კერძო დაზღვევას ვუკეთებ, კორპორატიულს. ეგ გადავწყვიტე უკვე. მრჩეველში უნდა ვატარო რცხილაძესთან და სახლთან ახლოსაც არის ჩემთან კარგი კერძო კლინიკა, სადაც მირჩიეს კარგი პედიატრი და აცრებიც უფასოდ ტარდება. სხვა რაღაში დამჭირდება აღრიცხვა, რა ვიცი. ახლაც ფორმალურად ვარ აღრიცხვაზე, როგორც ორსული, სახლთან ახლოს; ისიც იმიტომ, რომ დეკრეტს ვერ მიხსნის ინოვა, თორე თავიდან ბოლომდე ჩემს ორსულობას ოსიძე, კორკოტაშვილი და ჭუმბურიძე მართავს.

Posted by: Tua 24 Oct 2023, 13:42
takoo1
პავლოვზეა 14 ნომერში ჯაბმრთელობის ცენტრში.

Watermelon_Sugar_Hi
4 წლის წინ იყო ეგ ამბავი ეხლა არცმიცდია მისვლა. ერთი უნდა ჩავიარო ვიკითხო და გადმოვოყვანო თუ ექნება

Posted by: basti-bubuuu 24 Oct 2023, 15:12
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან- სყლ ალბათ 1 თვით ავიღებ დეკრეტულ შ ებულებას ბავშვის გაჩენის შემდეგ და ის თანხა- 2000 ლარი მეკუთბნის მაიმც?

Posted by: happy-go-lucky 24 Oct 2023, 15:56
takoo1
ირაკლის აღარ აჰყავს, ძალიან ბევტი ბავAვუ ჰყავს და მხოლოდ და ძმებს არეგისტრირებენ მასთან როგორც ბიცი. წა რაც გამიგია .

adeline
ჩავწერე ირაკლისთან 2 ში.
ისე წარმოუდგენელია მასთან ატარო, უფროსი დამყავდა და მერე მივხბდო ვერ ჰამომდიოდა. ანუ ჩექაფებს დაამთხვევ მარა მერე ავადობები რომ იწყება ვეღარ მიგყავს მასთან.

დეკრეტს სამშობიაროშიც გახსნი რომ იცოდე

Posted by: Anabeli111 24 Oct 2023, 16:12
happy-go-lucky
ზუსტას მაგდენი აქვს ჩემს გოგოსაც... მადლობა ♡ დავმშვიდდი ცოტა.

Posted by: narkozeli 24 Oct 2023, 16:30
ირაკლი ბეგოიძესთან 5 წელია აღარ ხდება დარეგისტრირება გოგოებო, ისე გადასარევი პედიატრია. ჩემს დაქალსაც მანდ დაყავდა ჩემი ნათლული და რამდენიმე ვიზიტზე გავყევი, ყურადღებიანი ექიმია ნამდვილად.


* * *
basti-bubuuu

კი გეკუთვნის, მეც ფაქტიურად გაჩენიდან რამდენიმე კვირაში გავდივარ სამსახურში მარა ეგ თანხა მაინც გვერიცხება. მე სამშობიაროდან ავიღებ იმ მწვანე ფურცელს, არ გამიხსნია ჯერ დეკრეტი

happy-go-lucky

გეთანხმები, ირაკლისთან გეგმიურებზე უნდა ატარო რა. თუმცა რამდენჯერაც დამჭირდა ემერჯენსად, დარეკილზეც მიპასუხა და ვაიბერშიც ( ნუ 1-2ჯერ დამჭირდა კორონას დროს)

Posted by: takoo1 24 Oct 2023, 16:33
რაიყო კი მარა ყველასთან ხდება და რა ყავს ამდენი პაციენტი:|

Posted by: narkozeli 24 Oct 2023, 16:35
adeline

აღრიცხვა გჭირდება გეტყვი რაში, აცრების დროს რომ მიგყავს ლამის თვეში ერთხელ პირველ თვეებში მაგაზე ირაკლის შეწუხება ნაღდად არ ღირს))

Posted by: happy-go-lucky 24 Oct 2023, 16:43
narkozeli
ჩემი აზრით კი, თუ ჯანმრთელია ბავშვი, საერთოდ არ ღირს შეწუხება, ადგილს იკავებ ტყუილად, ჩექაფებისთვის :დ

მე ეხლა ვკვდები ინტერესით რას იტყვის. და უფროსს დავატარებდი ხოლმე სულ ტყუილადsmile.gif)

როგორ გრძნობ თავს?



Anabeli111
გადაუმოწმე 2 კვირაში, ახლახანს ვირუსი ხომ ჰქპნდა? კარგად ჯანმრთელად რომ იქნებA, გადაუმოწმე

Posted by: narkozeli 24 Oct 2023, 16:58
happy-go-lucky

ჰაჰა კი, იცი რა მიყვარდა? 100 კითხვა ჩამოწერილი რომ მივდიოდი მყარ კვებაზე, ზრდა განვითარებაზე და ისიც მშვიდად მზა პასუხებს რო გახვედრებს თავისი ფოტოებით და ამბებით. ასევე შკალას რომ გაჩვენებს ზომა წონის და მთელი ამბები))

კარგად ვგრძნობ ჯერჯერობით, მყარად : 39 კვირა 2 დღე)) ხვალ მივდივარ ზურასთან, ხვალ ჩემი უფროსი ბიჭის დაბ დღეა.
ნუკრის ამბები არ ვიცი იცი თუ არა, აყვანილი მყავდა და მოულოდნელად ცუდად გახდა და საზღვარგარეთ წავიდა სამკურნალოდ, მინიმუმ 1 თვე ვერ ჩამოვაო.


Posted by: happy-go-lucky 24 Oct 2023, 17:11
narkozeli
რა დაემართა?
აქ აღარ დავწერე რადგან შენ აყვანილი გყავდა და ახლახანს ძალიან რთული მშობიარე ჰყავდა და ეძინა არ გადიოდაო და ნეტა ცუდად ხო არ იყო? ყველა გაგიჟებული იყო ვინც იცნობს.
ცუდი ამბავია მაინც.

რას არქმევ პატარას?

Posted by: narkozeli 24 Oct 2023, 17:23
happy-go-lucky

სიმსივნე ქონია ღვიძლის თუ პანკრეასის და ქიმიებზე წავიდაო sad.gif ხოო ბევრმა მითხრა ბოლო დროს ძაან გაშტერებული იყოო საწყალი ( ისე ზურასაც სიმსივნე აქვს.


ჩემს ბიჭს ნოას ვარქმევ❤️ Noah

Posted by: Tua 24 Oct 2023, 18:36
გოგოებო ვუსაც გაინტერესებდათ ის ინჰალატორი რომ გამოვწერე 86 ლარი დაჯდა 3.70 ტრანსპორტირება, არის უპაწაწავესი უკარგესი, უსბიზე იტენება და ძლიან კარგად გამოაქვს ორთქლი, 4მლ სადღაც 3-4 წუთის შუალედში დაასრულა. მოყვება ორი თავი პატარების და დიდების თავისი რეზინებით და ერთი პლასტმასის გრძელი , მეორე სურათში გავუკეთე ჩემს ბიჭს თვალსაჩინოებისთვის

user posted image

user posted image

Posted by: fermina 24 Oct 2023, 21:34
Tua

მშვენივრად და კომფორტულად გამოიყურება, ნამდვილად ღირს გამოწერა.

პ.ს. ამ სურდოს არაფერი ეშველება არასდროს? ერთი კვირაა ვერ ამოვუშრე ცხვირი ბავშვს. ფიზიოლოგიურს ლიტრობით ვასხამ უკვე. პლუს ანტიბიოტიკი და რაღაც სპრეი და მაინც არ ჩერდება.

ხველებამ ცალკე მე დამტანჯა, რამე ეფექტური საშუალება ხომ არ იცით მშრალი ხველების, რომ ერთი ღამე მაინც დავიძინო ადამიანურად?

Posted by: adeline 24 Oct 2023, 23:07
Tua
რა ლამაზი და საყვარელია შენი ბიჭო love.gif ძალიან ტკბილია. როგორ უძლებ ამის სიყვარულს? ასე მგონია ჩემი შვილის სიყვარულს ვერ გავუძლებ და გავგიჟდები )))
მეც გამოვწერ მაგ ინჰალატორს. 150 ლარის გადახდაც მენანება ფასდაკლებით მიკროლაიფში. ომრონს ვაფშე გაფრენილი ფასი აქვს. საოჯახო მაქვს როსმაქსის გაუხსნელი, მაგრამ ვერ გამოვიყენებ ალბათ.
* * *
happy-go-lucky
narkozeli
კარგია რომ ჩაეწერეhappy-go-lucky
მე ყველა ვარიანტში ვატარებ მაგასთან გეგმიურებზე; ჩემს მეგობარს მოწონს ძალიან და მინდა ძირითად რაღაცეებში მის რეკომენდაციებს მივყვე. ემერჯენს სიტუაციებში სხვა, კარგი პედიატრი მითხრეს სახლთან ახლოს და მასთან მივიყვან.

Posted by: takoo1 25 Oct 2023, 00:06
Tua
რამხელა წამწამები აქ ვგიჟდები ლუკიანესაც ესეაქ ტუშივით❤️ ძაან საყვარელია თავი რატო არ გამოუჩინე ლამაზი თავუკა რო აქ)
adeline
ომრონი მაქ მე რაღაც ჯაბახანა როა დიდი.
იმხელა ხმა აქ კიდე კაი მაჩუქეს არ მიყიდია თორე ძაან მომეშლებოდა ნერვები.
* * *
adeline
მე სიყვარულისგან არვიცი და ისე კი მაგიჟებენ ყველანაირად
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Tua 25 Oct 2023, 08:55
adeline
მადლობა ❤️ ისეთი ტკბილია და თბილია, მაგრამ გაიზარდა და ვეღარ ვჯუჯღნი ისე აღარ მაძლევს უფლებას givi.gif
ძალიან მომეწონა ეს ინჰალატორი თავისი პატარა ჩანთა მოყვება და საერთოდ არაა ძვირი

* * *
takoo1
ქო გრძელი წამწამები აქვს . ჰაჰა სურათებზე გამეცინა ტუალეტში არდაყვებიან ?smile.gif) მე რამდენი თვალს მოვეფარები დარბის დედა დედას ძახილით თავზე მადგას ყველგან .

Posted by: სერაფიტი 25 Oct 2023, 10:11
takoo1

აუ, როგორ გძინავთ ღამე მართლა? სამივე თქვენს ოთახში ვერ იქნება ალბათ? ორი ხომაა?

ახლა რომ წარმოვიდგინო, ახალშობილი მყავდეს, ღამე ჭამდეს..ანიტა ყველა გაფაჩუნებაზე იღვიძებს და ორო ბავშვის დაძინება ღამეში რამდენჯერმე,იუუუ. ისედაც ესეც იღვიძებს ხოლმე ღამე.

მოკლედ, სუპერ გოგო ხარზ მართლა! <3

Posted by: happy-go-lucky 25 Oct 2023, 11:29
narkozeli
უი როგორ შემეცოდა.. არ ვიცოდი

ნოა ლამაზი სახელია და ამ ბოლო დროს ძალიან მოდური, ძალიან ბევრმა დაარქვა❤️❤️❤️

ეა პატარა ინჰალატორები ძააან კაია, აღუ ბეიბის აქვს, სეილზე 80 ლარი გამოვიდა, მითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

takoo1
ვაიმე ძაან მაგარი ხარ!!!

Posted by: takoo1 25 Oct 2023, 11:53
Tua
ეხლა აღარ რამოდენიმე თვეა გადაეჩვია ლუკიანე, დამყვებოდა და თუ კარს დვუკეტავდი კართან იდგა biggrin.gif ბლიც ინტერვიუ გვქონდა ხოლმე smile.gif
ეხლა პატარას აქვს მცდელობა და ჩუმად ვიპარები ხოლმე))
* * *
სერაფიტი
ეხლა დედაჩემთან ვარ,შაბათ კვირას მივდივარ და სამივეს ჩვენთან ძინავს კი biggrin.gif
ღამე არ ეღვიძებათ ჯერჯერობით,ის კი არ ტირის კნავის.
ლუკიანეს ღრმად ძინავს უკვე,გაბრიელსაც არ ეღვიძება,ერთხელ ჭამს ღამე საბა და 5-6სკენ ღრმად ძინავს გაბრიელსაც biggrin.gif
სიმაღლის მიხედვით ვაძინებთ)))
ჯერ საბას,მერე გაბის და ბოლოს ლუკის biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 25 Oct 2023, 13:39
takoo1
თაკო რამდენი წლის ხარ?

Posted by: takoo1 25 Oct 2023, 15:18
happy-go-lucky
ამ ბოლო დროს რო მერევა იცი რატომღაც 32 მახსოვს.
ტრიტრი biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 25 Oct 2023, 16:10
takoo1
ვიფიქრე პატარაა და უფრო მეტი ენერგია ხო არ აავსთაო :დ მე ძაან მოჩლახული ვარ ამაზე, არადა პირველი აუტანელი გასაზრდელი იყოsmile.gif)

Posted by: basti-bubuuu 25 Oct 2023, 16:26
Tua

საიდან გამოიწერე ინჰალატორი? და ხმა აქვს? კიდევ იცი რა მაინტერესებს- ჰორიზონტალურად თუ მუშაობს?

Posted by: adeline 25 Oct 2023, 16:26
takoo1
აუ სალიამზე ცუდად ვარ biggrin.gif

გოგოებო, კენგურუში ბავშვის ჩასმა რამდენი საათითაა მიზანშეწონილი მაქსიმუმ?

Posted by: basti-bubuuu 25 Oct 2023, 16:32
ესე იგი გადავხედე მშობიარობის მოგონებებს და სამშ9ბიაროებს და დავარაშვილის კლინიკაზე მხოლოდ ძველი რევიუებია რომელშიც ყველა უკმაყოფილებას გამოთქვამს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით.
ვინმეს ხომ არ გაქვთ შედარებუთ ახალი გამოცდილება ამ კლინიკასთან დაკავშირებით რომ გამიზიაროთ?

Posted by: სერაფიტი 25 Oct 2023, 19:03
takoo1

ღრმა ძილით რომ სძინავთ, ალბათ რა ბედნიერებაა. იმედია,.ოდესმე ჩემიც ისწავლის.

adeline

მე ასე ვიცი, 1 სთ. ქარსითიშიიც, კალიასკაშიც, კენგურუშიც. ძვალსახსროვანი სისტემა პატარასი ერთ პოზაში შეზღუდულად არ უნდა იყოს საათზე მეტი. მერე უნდა ამოიყვანო რაღაც ცოტა ხანი, ხელში აიყვანო, ესა ისა, ცოტა პოზა შეიცვალოს, დაასვენო. და ისევ ჩასვა

Posted by: Tua 25 Oct 2023, 19:05
basti-bubuuu
ტრენდიოლიდან გამოვწერე კი უხმოა, ისეთუ პაწუწუა ჰორიზონტალურად სულ არგჭირდება თუ დაძინებულ ბავშვს უნდა მიადო ძილში პლასტმასის თავი მოყვება და ისე უნდა ასუნთქო, ინჰალაციის კეთება ჰორიზონტალურად ისედაც არაა რეკომენდირებული

Posted by: takoo1 25 Oct 2023, 20:21
adeline
user posted image
* * *
happy-go-lucky
მე ეხლა უფრო ენერგიაზე ვარ ვიდრე ადრე რავიცი.
სერაფიტი
ისწავლის კიი ჯერ პატარაა

Posted by: nopiahopi 25 Oct 2023, 23:04
გოგოებო, ხომ არავის გჭირდებათ, ვყიდი ხის მასიურ, ძალიან კარგი ხარისხის ვოქერს. ადგილი აღარ მაქვს, ყუთით მიდევს.
ძალიან, ძალიან კარგად გამოიყენა ჩემმა ბიჭმა და მაინც ვერაფერი დააკლო smile.gif
ამერიკის და ევროპის უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს, სერთიფიცირებულია. სუპერში 300 ლარი ღირდა.
გავყიდი 140 ლარად.

ფოტოები დაბლა, აღწერილობითურთ

user posted image
user posted image
user posted image
user posted image


ასევე "ბაგანას" სლინგიც მაქვს, ეს მოდელი, ძალიან კომფორტული და "გემრიელი" გამოსაყენებელი smile.gif

ფასი: 35 ლარი

user posted image


* * *
narkozeli
ახლა შემოვიჭყიტე და რა ამბებია, რა დრო გავიდაა! პირველ რიგში, გილოცავ ვაჩეა დაბადების დღეს! გახარებული და ბედნიერი ყოფილიყოს! ჰოდა, მეორე რიგში, რანაირად გაირბინა 9 თვემ, უკვე დღედღეზე რომ ელოდებიი jump.gif

Posted by: ნიაკო12 26 Oct 2023, 15:54
დედიკოებო სალამი wink.gif ჩიპოლინოს ჩვილის ეტლები თუ გამოგიყენებიათ და რამდენად კომფორტულია?

Posted by: takoo1 26 Oct 2023, 17:08
გოგოებო გაბრიელს აცემინებს და სურდოსავით აქვს დღეს.
შეიძლება გავგიჟდე უკვე :| ვეღარ ვიგებ რა ხდება მართლა.
ანტიბიოტიკს სვამს და ეხლა კიდე რა შეხვდა ვერ გავიგე,რო გაურთულდეს რა გავაკეთო
ვერც ვცრი ვერცერთს და ერთ წრეზე დავდივართ რააა

Posted by: Tua 26 Oct 2023, 18:10
takoo1
ალერგია ხომ არაა თაკო? იმუნიგლობულინი ე-ს ანალიზი გაკეთებული გაქვს ოდესმე? ცემინება და სურდო კიდევ კბილებმაც იცის ეგეც ნახე. ლუკიანე ბაღში დაგყავს? მე მქონდა ეხლა ეგ ვირუსი 3 დღე სურდო და ცემინება . ჯერ ვერ ვიცრები და ავიკიდე ყველაფერი smile.gif)

Posted by: happy-go-lucky 26 Oct 2023, 19:19
takoo1
ანტიბიოტიკა რომ სვამს არ გაურთულდება.
ჩემი ბიჭიც ანტობიოტიკს ხომ სვამს ისევ და აცემინებს ამასაც მაინც. :/

Posted by: takoo1 26 Oct 2023, 19:45
Tua
არამგონია თეო.გაციებულია აშკარად
მე ვიყავი გაციებული შაბათს ვიგრძენი რო ვერ ვიყავი.მე ვიფიქრე ამათგან შემხვდა თქო და მგონი ჩემგან გადაედო facepalm.gif
ოღონდ მე ვისგან არვიცი biggrin.gif
არ დამყავს გოგო რამდენი ხანია,2 კვირაა მეტი არ დადის და ვსრ ვხვდები რა ხდება.
* * *
happy-go-lucky
მეც მაგის იმედი მაქვს რო კიდე არ გაურთულდება, რაღაც საშინელი ვირუსებია.
ერთი კვირა მტკიოდა მეც ყელი,ეხლაც ლაითად მტკივა თითქოს

Posted by: Tua 26 Oct 2023, 20:08
takoo1
ვირუსია თაკო, მეც ეგრე ვიყავი ცხვირიდან მომდიოდა და მაცემინებდა, ალექსანდრემ გადმომდო წინა კვირაში,8 დღე გადის და ცხვირიდან არაფერი მოსდის მაგრამ გაგუდულივითაა თან სუნთქავს არაწუხებს. დავიკიდე უკვე რამდენი რამე ვაწვეთო და ვასხა smile.gif) ანტიბიოტიკს თუ ასმევ აღარ გართულდება უბრალოდ ცხვირში აატაკე რამე რომ აულაგდეს.

Posted by: takoo1 26 Oct 2023, 20:13
Tua
ხოო მეც მომდიოდა და გაჭედილი მქონდა ცხვირი 3 დღე,მე ზოგადად მაქს 2-3 დღე და კარგად ვარ ხოლმე.პროსტა ეს ყელის ტკივილი რაარი არვიცი ამდენი ხანი თითქოს გამომშრალი მაქ.წელს კატასტროფა ხდება
თვალიც წითელი აქ ერთი და ვირუსულია ხო?
ტობრექსი ჩავაწვეთე კიდე რა შეიძლება?
* * *
Tua
7 დღე აქ დანიშნული ანტიბიოტიკი და კიდე ხო არ გავუგრძელო 2 დღე :/

Posted by: Tua 26 Oct 2023, 22:08
takoo1
მეც ეგრე მტკიოდა მტკიოდას ვერ დავარევ დილოთ ვიღვიძებდი თითქოს ჯირკვლები მტკიოდა ყელსაც ვერ დავარქმევ, მეც 3 დღე ვიყავი ცუდად . კონუქტივიტი იცის მაგ ვირუსმა ცხვირიდან მოდის, ტობრექსი კაია

არა ანტიბიოტიკი არგააგრძელო, ეგ ანტიბიოტიკი ზუსტად 7 დღის საკმარია მაგ ბოთლში ( მე 5 მლ ვასმევდი) და ისმევა 7 დღე . 8-9 და ასე შემდეგ არაშეიძლება თავისი წესი აქვს. ბიმაქსი 7 დღეა, აზიმაკი 3 ან 6.

Posted by: takoo1 26 Oct 2023, 23:01
Tua
აი ეგრე ვიყავი ზუსტად,კედლები მტკიოდა თუ ჯირკვლები ვერ გავიგე.
მე 4მლ ს ვასმევ.
შენ კიდე ვერ აცერი ბავშვი?

Posted by: takotatuli1989 27 Oct 2023, 03:46
გოგოებო, ცხვირის ასპირატორი ჩვილისთვის ადგილობრივ ბაზარზე რომელია კარგი? გამოწერა რომ არ დაჭირდეს ადამიანს.

Posted by: takoo1 27 Oct 2023, 09:22
გოგოებო ანტიბიოტიკის ფონზე სიცხე შეიძლება მისცეს?? ღამე სიცხე ქონდა გაბრიელს 38მდე.
ნუროფენმა კი მალევე ჩამოუგდო მარა მეგონა ანტიბიოტიკის ფონზე არ ექნებოდა

Posted by: narkozeli 27 Oct 2023, 09:25
takoo1

ანტიბიოტიკის მიცემიდან 48 საათში წესით სიცხე აღარ უნდა მისცეს, გასულია ეგ დრო?

Posted by: takoo1 27 Oct 2023, 09:27
narkozeli
6 დღეა სვავს.არ ქონდა სიცხე ეხლა მისცა ღამე თავიდან შეხვდა რაღაც ვირუსი

Posted by: narkozeli 27 Oct 2023, 09:49
takoo1

შეიძლება ახალო ვირუსია რაღაცა sad.gif ვაახ რა ჯანდაბაა.

Posted by: fermina 27 Oct 2023, 11:54
takoo1

ხალხო ეს არის რაღაც დაუმთავრებელი და საშინელი ვირუსი. 5 დღე ბიმაქსი ვასვით, ყურში ცხვირში ყველანაირი წვეთები ვასხით, და ყელი მაინც წითელი აქვს და სურდო ვერ მოვურჩინეთ. მგონი ყურიც ისე სტკივა. სიცხე არ ჰქონია ოღონდ არცერთი დღე.

აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო. ახლა ყელ-ყურთან მინდა ისევ ჩავიყვანო, მაინც ჩახედოს. გუშინ პედიატრმა, ყელი ისევ აქვს ცოტა წითელიო.

Posted by: takoo1 27 Oct 2023, 13:46
რა ხდება გოგოებო მართლა ვერ გავიგე,
ჩემმა დამ ბაღში კატასტროფა ხდება ნახევარი მაკლიაო ბავშვები.
თანამშრომელზე მეუბნებოდა ანტიბიოტიკს სვამს 5 დღეა და გუშინ ისევ სიცხე მისცაო
რა ხდება კი მარა :|
გული მისკდება არ გაურთულდეს მერე რაღა დავალევინო ერთი კვირა ბიმაქს ვაძლევ და ((

Posted by: საბისაბი85 27 Oct 2023, 17:48
გოგოებო ჩემს ბიჭს გუშინ დილის მერე არ ქონია დეფეკაცია და რითი დავეხმარო? პედიატრს მივწერე არ მპასუხობს და სანამ ის მომწერს მეცოდება ბავშვი sad.gif

Posted by: happy-go-lucky 27 Oct 2023, 18:06
საბისაბი85
გლიფერინის მოკროოყნას ვუკეთებ ზოლმე, თუ წუხს. შეგიძლიათ, გაუკეთოთ

Posted by: საბისაბი85 27 Oct 2023, 19:21
happy-go-lucky
მადლობა❤️

Posted by: adeline 27 Oct 2023, 20:17
საბისაბი85
3 დღე რომ არ გავიდეს კუჭში ნორმააო, ჩემს მეგობარს უთხრა რცხილაძემ

Posted by: fermina 27 Oct 2023, 23:47
takoo1
QUOTE
გოგოებო ანტიბიოტიკის ფონზე სიცხე შეიძლება მისცეს?? ღამე სიცხე ქონდა გაბრიელს 38მდე.
ნუროფენმა კი მალევე ჩამოუგდო მარა მეგონა ანტიბიოტიკის ფონზე არ ექნებოდა


როგორ არის ბავშვი? სიცხე გაუგრძელდა კიდევ?

ჩვენი იგუდება ისეთი სურდო აქვს კიდევ, დღეს ყელ-ყურმა ჩახედა და ყურში აქვს მწვავე ევსტაქიტი და მწვავე რინოფარინგიტი.

დანიშნა ოტიპაქსის ნაცვლად ყურში დროპლექსის წვეთები და ცხვირში ეტაციდი, არანაირი ფიზიოლოგიური გამორეცხვებიო, ყურში გადადის ეგრევეო და იმიტომაც გაურთულდა სავარაუდოდო.

ეს ეტაციდი ცხვირის სპრეია, გაგიგიათ? ანოტაცია წავიკითხე და 3 წლიდან ზემოთ ასაკზე გამოიყენებაო და მია წლინახევრისაც არაა ჯერ.

Posted by: საბისაბი85 27 Oct 2023, 23:48
adeline
ეგრე მომწერა პედიატრმაც წეღან მაგრამ მეცოდება ძალიან

Posted by: Tua 28 Oct 2023, 00:33
fermina
მე ვასხავ ეტაციდს, ჩემსასაც რინოფარიმგიტი აქვს , ჰორმონალურია 3 დღეში აულაგა ყველაფერი, ბავშვი გაგუდული იყო ცხვირში არაფერი მოსდიოდა საერთოდ და მაინც გაგუდული იყო. ბერდია ბერიძესთან მყავდა და 1 თვით დაგვინიშნა წტაციდკ და რაღაც ზეთოვანი წვეთებია ვიტამინებით ლორწოვანის აღსადგენად.

Posted by: fermina 28 Oct 2023, 00:51
Tua
მადლობა, დავმშვიდდი. დღეს პირველი დღეა, ვნახავ აბა როგორ იმოქმედებს.

Posted by: სერაფიტი 28 Oct 2023, 10:05
fermina

ანიბანიმ რომ დალინკა, ელექტრო ასპირატორი, ეგ გამოვიწერე ამაზონიდან და რა კაი რამეა, იცი? ნეტა ადრევე მცოდნოდა. ამასაც გამოყვა სირდო უკვე კვირაზე მეტია და აღარ ვურეცხავდი ფიზიოთი, შემეშინდა მეც ყურის გამო. და დილა საღამოს იცინგლებოდა, დავსდევდი ცხვირსახოცოთ.
ამ ელექტროასპირატორს მივუშვერ და წამში გამოაქვს სისველე. თან მუსიკაც აქვს და ყურადღება გადააქვს. ყველაფერს რო თავი დავანებო, ცხვირსახოცით დევნას მაინც გადავრჩები :დდ უკვე ტიროდა ბავშვი, რო მხედავდა ცხვირსახოცოთ.

თან კაი ხანს გამოადგება, ვატყობ. როდის ეს ისწავლის წესიერად გასუფთავებას ცხვირის.

Posted by: fermina 28 Oct 2023, 13:08
სერაფიტი
ეგ იქნება ძალიან პრაქტიკული, ზუსტად გუშინ ვფიქრობდი, რომ გამომადგება, მეწანიკურით ვუტუმბავ ხოლმე და დავიტანჯე მეც და ესეც. აუცილებლად გამოვიწერ ახლავე.

Posted by: Tua 28 Oct 2023, 13:52
სერაფიტი
5 წლამდე ვერ სწავლობენ და კოშმარია smile.gif) 6 თვეა ვასწავლი ჯერ ვერ ვასწავლე

Posted by: anibani18 28 Oct 2023, 21:06
სერაფიტი
ლითლ რემედის ცხვირის წვეთები იყიდე, ფიზიოლოგიურია ისიც და ნახავ როგორ დაისვენებ. მეც ძალიან ვნერვიულობდი შპრიცით რომ ვასხავდი, ახლა ამას ვხმარობ და დავმშვიდდი.
უფროსი არ მაწმენდინებს ამ ასპირატორით და დიდხანს უგრძელდება სურდო.
ამათმა სიჯიუტემ, ძილმა და ტირილმა დამაბერა და ჯერ სად ვარ…

* * *
fermina
მე ბოლო ხანგრძლივ სურდოზე ვიხმარე ბუდესონიდას სპრეი. ისე საოცრად აულაგა სურდო, გავგიჟდი. ეს წამალი არ ვიცი

Posted by: adeline 28 Oct 2023, 22:12
anibani18
ანი, სად ყიდულობ ლითლ რემედის? კოლიკებისთვისაც ყოფილა ცალკე.

Posted by: სერაფიტი 28 Oct 2023, 22:16
anibani18

დამილინკე ეგ წვეთებიც, რა
ლითლ რემემედის ბევრი პროდუქტი აქვს... აქებენ..როგორ ახმარ მაგ წვეთებს?
მუსიკა რომ გაიგო ამ ცანცარამ, გამომაწმენდინა. არ სიამოვნებს, მარა მიხვდა რომ არც სტკივა და რავი, აშკარად შეუმცირდა დღის ბოლომდე. ძილის წინ უკვე აღაეც გამომიწმენდია (ნუ ამას უკვე კაი ხანია აქვს და უმცირდებოდა ისედაც).
მაგარი რამეა, მადლობა დიდი!


აუ ძილზე ისევ ვერ დალაგდი?sad.gif ცალკე ხო არიან, როგორ სძინავთ?

მეც გამათეთრა ამისმა.ღამე გაღვიძებებმა. საღამოს 9-ის ნახევარზე გადაწია ძილი, მარა რად გინდა, დილით 7ზე იღბიძებდა და ახლა ხან 6ზეც იღვიძებს (თუმცა მე.ხმას არ ვცემ 7-მდე). ღამით ზოგჯერ 2ჯერ იღვიძებს და ხან 1 სთ ვერ ვუბრუნებ. ახლა 12 თვის ხდება და მაგას ვაბრალებ თითქოს. რაღაც მომენტში არაუშავდა და აურია ისევ. აბამდა დილამდე და ვეღარ აბამსsad.gif როგორია უძილომ ჩაატარო მერე გაკვეთილები? მკვდარი ვარ ხოლმე. ღამის ათზე ვითიშები მეც, რო მოვასწრო მის პირველ გაღვიძებამდე ძილი.
ჰეჰ, დღეს შაბათია და მეთქი გვიან დავწვები. მარა გამახსენდა, რო სკოლა არ მაქვს ხვალ, მაგრამ ეს მაინც ადრე წამოხტება და... წავიდე, დავწვე :დდ

Posted by: adeline 28 Oct 2023, 22:32
სერაფიტი
QUOTE
ახლა ხან 6ზეც იღვიძებს (თუმცა მე.ხმას არ ვცემ 7-მდე)

lol.gif
რა საყვარელი ხარ 2kiss.gif

Posted by: სერაფიტი 28 Oct 2023, 22:45
adeline
წარმოიდგინე სცენა, ხო?:დდ
ბუდარაობს ხოლმე ლოგინში თავისთვის. მერე ბეზრდება და ხმას რო აუწევს,რაღა გზა მაქვს, გადმომყავს:დდ

Posted by: Tua 28 Oct 2023, 23:05
adeline
იცინე მოვა შენთქნაც ეგ დრო lol.gif მოგოწევს ხოლმე მოფიქრება რაღაცეების lol.gif ვითომ გძინავს თავის მოკატუნება ყველაზე აქტუალური old.gif ლითლ რემედის ამაზონზე იყიდება

Posted by: anibani18 28 Oct 2023, 23:10
adeline
სერაფიტი
აი, ეს არის. აქ ვყიდულობ. შპრიცით ჩასხმას ბევრას სჯობს.
https://a.co/d/4rAz9Oy
სერაფიტი
ერთად სძინავთ კი, თუ ძილი ჰქვია ამას. უფროსმა ცოტა უკლო გაღვიძებებს, მაგრამ თუ რამე დაესიზმრა, მაშინ იღვიძებს და მეძახის ან ტირის.
პატარას პამპერსმა გაუჟონა სამი ღამე ზედიზედ და დამთავრდა ჩვენი გადაბმული ძილი. იღვიძებს და თუ გაიღვიძა, ორი საათი, ორსაათ ნახევარი ვერ იძინებს, დგება-წვება და გაჰყვირის. უფროსს ისე ღრმად სძინავს, არ ეღვიძევა. პატარას ისეთი ხმა აქვს, ისე ყვირის, ტირილს ვერ დავარქმევ ამას, შეიძლება დაყრუვდე.
ღამე არ არის, რომ მეძინოს. 2-3 საათი მძინავს საუკეთესო შემთხვევაში.

Posted by: basti-bubuuu 28 Oct 2023, 23:18
ლითლ რემედის კოლიკების საწინააღმდეგო ხომ არ გიხმარიათ ვინმეს ან სიცხის დამწევი?

Posted by: fermina 29 Oct 2023, 00:50
anibani18
QUOTE
მე ვიყიდე ცხვირის ელექტრო სატუმბი. მთელი დღე ვუტუმბავ და ამ ბოლო ორჯერ ძალიან მარტივად სულ რამოდენუმე დღეში სავამარცხეთ სურდო.


შეგიძლია ამაზონზე დამილინკო? კარგი რაღაც ჩანს, მინდა გამოწერა.

Posted by: სერაფიტი 29 Oct 2023, 07:56
Tua

აუ ხო, თავის მოკატუნება :დდ რამდენჯერმე გაამართლა, იზუზუნა და რო არ გავეცი ხმა, გადაბრუნდა,.დაიძინა. მარა ყოველთვის არ ჭრის. ზოგჯერ ტირილს იწყებს, რეაქცია თუ არ მაქვს.

ლითლ რემედის კოლიკებისთვის მქონდა, მარა ერთხელ მივეცი. ის ღამე 6 საათი გადაბმულად ეძინა.მაშინ როცა 3 საათში ერთხელ ჭამდა ღამე. მახსოვს, შემეშინდა,.ისე ღრმად დაიძინა. და დავაბრალე ამ წამალს, მეთქი სედატიურია. და აღარ მიმიცია.

basti-bubuuu

Posted by: anibani18 29 Oct 2023, 08:47
fermina
https://a.co/d/dZWvaET
აი, ეს არის. აქაც იყიდება მსგავსი აღუ ბეიბის, მაგრამ გერმანულ ამაზონზე არ ჰქონდა კარგი გამოხმაურება და საბოლოოდ ეს ვარჩიე

Posted by: takoo1 29 Oct 2023, 11:38
ბიჭების დედიკოებო ე.წ მარილები თუ ქონიათ თქვენ ბავშვებს?
ლუკიანეს ქონდა შარშან უცებ გაუსივდასავით და დაბანის დროს რაღაც თეთრი გამოუვიდა.
ციციშვილში მივიყვანეთ და საფენები დაუნიშნა და მაზი აღარ მახსოვს მგონი ტრიდერმი.
ეხლა ისევ შევამჩნიე გუშინ,გაწითლებული აქ და ოდნავ შესიებულივით და წავიყვანო თუ საფენები დავადო

Posted by: fermina 29 Oct 2023, 11:49
anibani18

მადლობა ❤️

———————-

Posted by: happy-go-lucky 29 Oct 2023, 14:50
takoo1
მე წავიყვანდი აუცილებლად თუ შეწითლებული და შესიებულია

Posted by: Malen 29 Oct 2023, 19:36
გამარჯობა,

გამოცდილება რომ გამიზიაროთ ეტლის ყიდვისას რა უნდა გავითვალისწინო? ლორელის ეტლებს ვუყურებ ახლა ფასით და ხარისხით მემგონი ყველაზე ნორმალურია აქ რეებიც ვნახე

Posted by: adeline 29 Oct 2023, 22:12
სერაფიტი
ვაიმე კიი biggrin.gif თან ისე საყვარლად დაწერე ხმას არ ვცემო, გადავბჟირდი უცებ : D
* * *
Tua
სხვა რა გზაა smile.gif)) დილის ძილი მიყვარს ძაან, მაგრამ უნდა დავემშვიდობო ვიცი smile.gif)

* * *
anibani18
მადლობა :*

გოგოებო, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ფიზიოლოგიურის ჩაწვეთებაზე სკდება ტირილითო და რამე ხერხი არსებობს, რომ არ იტიროს? 2-2 წვეთს აწვეთებს.

გერმანიიდან რომელი გადამზიდით იწერთ?
* * *
ჰმ -ის რაღაცეები მინდა, რაც აქ არ იყიდება რომ გამოვწერო

Posted by: Tua 29 Oct 2023, 22:19
Malen
სიმსუბუქე, კომპაქტურობა, ამორტიზაცია, მოხსნადი ჩიხოლი რომ გარეცხო.

adeline
არარსებობს ხან დაბანაზე გასკდებიან ტირილოთ, ხან სახეზე წყლის მოხვედრაზე , ყოველდღე რატომ აწვეთებს ისე?

გერმანიიდან ინექსით ვიწერ მე უბრალოდ ცოტა ნერვებს მაწიწკნის ხოლმე, მაგრამ სხვა ეგეთი არმაქვს სახლთან ახლოს

Posted by: adeline 29 Oct 2023, 23:08
Tua
ძაან ხვიხვინებს ცხვირში biggrin.gif სისველე არ აქვს.
ინექსი ჩემსკენაცაა ახლოს. რატომ გიშლიან ნერვებს?

Posted by: fermina 29 Oct 2023, 23:23
მგონი დაიხია უკან ვირუსმა, მოკლედ ყველაზე მთავარი მგონია იმუნიტეტის გაძლიერება, რომ ავად არ გახდეს, თორემ მერე უკვე ყველანაირად წვალობს ბავშვიც და პატრონიც.

რა შეილება გაკეთდეს გაკაჟებისთვის, ახლა მაგას ვფიქრობ. ამ ერთმა ავადმყოფობამ დაგვყარა და ნერვები დაგვაგლიჯა ყველას, ბავშვსაც ზნე შეეცვალა მგონი და არ მინდა, ხშირად განმეორდეს.

Posted by: Tua 29 Oct 2023, 23:34
adeline
ზოზინები არიან. დახარისხებაში smile.gif))

ეგ რო ხვიხვინებს რძე ექნება შესულო შიგნით მომხმარი და გამოსაწმენდი იქნება. ნიზიტას მალამოა ძალიან კარგი


fermina
იმუნიტეტის გაძლიერების ნუღა გჯერა, ყველა წამალი და ყველა ვიტამინი სისულელეა, ერთადერთი გრიპზე შეგიძლიათ აცრათ ბევრად მარტივად გადაიტანს გართულებების გარეშე, ან არშეხვდება.

Posted by: Malen 29 Oct 2023, 23:36
QUOTE (Tua @ 29 Oct 2023, 22:19 )
Malen
სიმსუბუქე, კომპაქტურობა, ამორტიზაცია, მოხსნადი ჩიხოლი რომ გარეცხო.

მადლობა, ჩავიწერე ხვალ შპარგალკით წავალ ასარჩევად lol.gif

Posted by: adeline 30 Oct 2023, 00:50
Tua
ნიზიტათი როგორ უწმენდ თეო? ყურის ჩხირი არ არის რეკომენდებული მგონი.

Posted by: Tua 30 Oct 2023, 09:27
adeline
დაბანის წინ ვუსვავდი, თავისი გრძელი თავივით აქვს და იმითი, მერე ვაბამავებდი ხოლმე და არბილებდა ორთქლი ყველაფერს ნიზიტას ხარჯზე, აბაზანაშივე ვუწმინდავდი. ხანსახან ყურის ჩხირითაც ვუწმინსავდი ნაზად ღრმად ხომ ისედაც არუჩიჩხინებ

Posted by: adeline 30 Oct 2023, 11:59
Tua
ვეტყვი აბა. ესაა ხო?
https://psp.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-10%E1%83%92-engelhard-9766.html

Posted by: takoo1 30 Oct 2023, 13:17
adeline
Tua
სპრეიც აქვს და არ შეილება სპრეი?
* * *
user posted image
ავცერიიიი მომილოცეთ jump.gif

Posted by: Tua 30 Oct 2023, 13:36
takoo1
ვაიმე რა სილამაზეა ეს ბავშვი ❤️❤️ გილოცავ, მეც რაღაცნაირად დამშვიდებული ვარ აცრილი რომ მყავს . მომდევნო 1 თვეში გიწევს ზუსტად და არგადააცილო.

სპრეი 2 წლამდე არშეიძლება , მანამდე მალამოა, თორე სპრეის ალექსანდრესთან ვხმარობ მე.

adeline
კი ეგაა არბილებს მომხმარ რაღაცეება, ზოგადად ფიზიოლოგიური ძალიან აშრობს ცხვირს ჩემი ხომ დიდია და ვცდილობ ხშირად არვიხმარო მე გამომხმარი აქვს ლორწოვანი და მაგის ხარჯზე გეგონება გაჭედილი აქვსო ცხვირი ისეთ ხმებს უშვებს

Posted by: fermina 30 Oct 2023, 14:00
takoo1
ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია. love.gif

Tua
ადრე გეწერა ბრონქომუნალზე, გადავხედე მეც და ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს.

ექიმის დანიშნულების გარეშე არ მინდა მიცემა, არადა ახველებს ძალიან. ღამეც აწუხებს ხველა.

იქნებ ვკითხო მაინც ამის პედიატრს და ისე მივცე.

უკვე ნახველი აქვს აშკარად და ვერ ამოაქვს, თან ინჰალაციასაც ვერ ვუკეთებ და რა მივცე ამ ხველაზე, არ ვიცი.

Posted by: Tua 30 Oct 2023, 14:15
fermina
ბრონქომუნალი ნახველიანი ხვსლის არაა, ანუ ეგ წამალი კურსად უნდა დალევინო ყოველი თვის პირველი 10 დღე 3 თვე. ბრონქებს აძლიერებს საკმაოდ კარგად და კარგ შედეგებს დებს. ჩვენ პედიატრმა დაგვინიშნა ეგ კურსი 2 წლის წინ . ნახველზე პედიატრს კითხე იქნებ სეროფი დანიშნოს დამათხელებელი უბრალოდ პატარ რომაა საფრთხილოა საკმაოდ. ინჰალაციებს რატომ ვერ უკეთებ?

Posted by: tako/barbi 30 Oct 2023, 14:46
takoo1
მეც მანდ მყავს აღრიცხვაზე და ნებისიმერ დროს რომ დაურეკო ახსოვს ვინ ხარ და დანიშნულებაც არ ეზარება ტელეფონით,ადამიანია ჯერ ისეთი აი არ ვიცი რა …უზომოდ კმაყოფილი ვარ 8 წელია მასთან ვართ,ორივე გამიზარდა და ახლა ესეც smile.gif მარა სამწუხაროდ ახალ პაციენტებს მხოლოდ დედამამიშვილებს იღებს.


თაკო მარილებზე რა ქენით?

Posted by: takoo1 30 Oct 2023, 16:11
Tua
fermina
მადლობა გოგოებო❤️❤️

თეო ზუსტად ერთ თვეში? რამოდენიმე დღით ადრე ან გვიან შეიძლება? ეგ კი არ მიკითხავს

tako/barbi
რივანოლის საფენები დავადე ორი დღე და რავიცი დღეს ჩვეულებრივად აქვს. ძალიან არ ქონია ეოგორც შარშან.
fermina
ანტიბიოტიკი ხო დავალევინე 7 დღე,პლიუს ინჰალაციები და წამლები და მაინც ვერ ამოახველა
ისე ჩაახველებს ხოლმე ცანდახან გული მისკდება თითქოს სადღაც აქვს გაკვეხებული.
აი დღეებს ვითვლი რო გაუაროს ბოლომდე რო ავცრა.ისე დავიღალე ვერ გეტყვი რაა
ორი თვის წინ ხო საავადმყოფოში მოხვდა ეხლა კიდე ესეა 3 კვირაა და მოკლედ რაა

Posted by: fermina 30 Oct 2023, 18:41
Tua
QUOTE
ინჰალაციებს რატომ ვერ უკეთებ?


ტირის და ნერვები აღარ მყოფნის, ტირილის მერე უფრო უძლიერდება ხველება.

takoo1
QUOTE
fermina
ანტიბიოტიკი ხო დავალევინე 7 დღე,პლიუს ინჰალაციები და წამლები და მაინც ვერ ამოახველა
ისე ჩაახველებს ხოლმე ცანდახან გული მისკდება თითქოს სადღაც აქვს გაკვეხებული.
აი დღეებს ვითვლი რო გაუაროს ბოლომდე რო ავცრა.ისე დავიღალე ვერ გეტყვი რაა
ორი თვის წინ ხო საავადმყოფოში მოხვდა ეხლა კიდე ესეა 3 კვირაა და მოკლედ რაა


ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა, ანტიბიოტიკი მეც დავალევინე, ერიუსსაც ვასმევ, მაგრამ ხველას არ ეშველა არაფერი.

tako/barbi
QUOTE
takoo1
მეც მანდ მყავს აღრიცხვაზე და ნებისიმერ დროს რომ დაურეკო ახსოვს ვინ ხარ და დანიშნულებაც არ ეზარება ტელეფონით,ადამიანია ჯერ ისეთი აი არ ვიცი რა …უზომოდ კმაყოფილი ვარ 8 წელია მასთან ვართ,ორივე გამიზარდა და ახლა ესეც  მარა სამწუხაროდ ახალ პაციენტებს მხოლოდ დედამამიშვილებს იღებს.


ბედოიძეზე ამბობ? ბევრმა მირჩია და ისე მინდა მიყვანა, მაგრამ თუ არ იღებს აღრიცხვით, ისე ჩვეულებრივად ერთჯერადი ვიზიტით მაინც არ შეიძლება მიყვანა? უბრალოდ მინდა გასინჯოს და დაუნიშნოს, თუ რამე არის საჭირო.

Posted by: Tua 30 Oct 2023, 19:30
takoo1
1-2 დღით ადრე შეგიძლია გაკეთება კი, გვიან მემგონი არა მაინც ეფექტს დალარგავს, ევექსში აზრო არ აქვს კითხვას გეტყვიან 1 ნემსი უნდაო და ყველა ეგრე ყავთ არასწპრად აცრილო. ვაქსიგრიპით აცერი?

Posted by: takoo1 30 Oct 2023, 20:10
Tua
და რატო არ არიან ინფორმირებულები ეს რა წესია?
სადმე დეევს ინფო ნეტში? რო ავაფარო სახეზე biggrin.gif
ანტიბიოტიკიდან რამდენ ხანში შეიძლება აცრა? ჩემ პედიატრს რო ვუთხარი საიდან მოიტანეო ანტიბიოტიკი რას უშლისო

Posted by: Tua 30 Oct 2023, 22:18
takoo1
არაფერს არუშლის ანტიბიოტიკი, როდის დაასდულეთ? არც დარჩენილი ხველა უშლის იდეაში. ანტიბიოტიკკ 24 საათის მერე გასულია ორგაბიზმიდან ამიტომ თავისუფლად შეგიძლია აცრა ხვალ ზეგ. აგერაა ანოტაცია

user posted image

Posted by: fermina 30 Oct 2023, 22:20
მოკლედ ეს ბავშვი ვერ გამოვაჯანმრთელეთ. ღამე ისევ იღვიძებს და ტირის, რაც არასოდეს უქნია, დღეც პერიოდულად ტირის ხოლმე მწარედ. ამდენი ყურში ჩასხმის მერე როგორ შეიძლება ისევ ტკიოდეს. ან სხვა რა უნდა იყოს, წარმოდგენა არ მაქვს. უკვე დავიტანჯეთ ნერვები აღარ გვაქვს მართლა. რა შეიძლება აწუხებდეს, ან რა ვირუსია ასეთი მოურჩენელი. ერთი ეს მაიმედებს, რომ ჭამის მადა ისევ აქვს კარგი.
პოლიკლინიკის ექიმი აღარ მინდა, ხვალვე უნდა რამენაირად მივხედოთ და გავარკვიო რა სჭირს.

სად შეიძლება ვისაც გამოცდილება გაქვთ რომ მირჩიოთ ასე პირდაპირ ჩაწერების და კვირაობით ლოდინის გარეშე მივიყვანო დილითვე?

მედიქლაბში, ბედოიძესთან ჯანმრთელობის სახლში თუ მრჩეველში, ასე პირდაპირ მიიღებენ?

თუ იაშვილში წავიყვანო?

წარმოდგენა არ მაქვს რა ვქნა და იქნებ დამაკვალიანოთ.

Posted by: tako/barbi 30 Oct 2023, 22:43
Tua
ბრონქომუნალიზე ვკითხულობდი ეხლა და რის საპროფილაქტიკოდ ასმევ?ჩემს აქვთ პრობლემა სპაზმშიც გადადით როცა ვირუსი აქვთ…ეხლა 1 თვეა სისველე აქვთ ორივეს აი მგინია გაუარათ და ისევ ახლიდან იწყება sad.gif რა ვირუსებია არ ვიცი რა…

Posted by: Tua 30 Oct 2023, 22:45
fermina
კბილები ხომ არ ამოსდის უკანა? მაგათაც იციან ყურის ტკივილი. მე მედიქლაბში დავდივარ, ჯაბა ყიფიანთან რომ სცადოთ? ოღონდ დარეკეთ დილით თუ მიგიღებთ. გამაყუჩებლად 2.5 მლ ნუროფენი შეგიძლიათ მისცეთ ტკივილისას და დაიძინებს

Posted by: fermina 30 Oct 2023, 22:49
Tua
QUOTE
fermina
კბილები ხომ არ ამოსდის უკანა? მაგათაც იციან ყურის ტკივილი. მე მედიქლაბში დავდივარ, ჯაბა ყიფიანთან რომ სცადოთ? ოღონდ დარეკეთ დილით თუ მიგიღებთ. გამაყუჩებლად 2.5 მლ ნუროფენი შეგიძლიათ მისცეთ ტკივილისას და დაიძინებს


სხვათა შორის, ეგ მეც ვიფიქრე და კი, ამოსდის. უბრალოდ ისე ამოუვიდა აქამდე 10 კბილი, არ გაგვიგია და არ მეგონა, თუ რამე სირთულე იქნებოდა. მაგრამ ხელებს იტენის პირში და რომ ჩავხედე, ნახევრადაა ამოჭრილი ერთი უკანა კბილი.

კი, ზუსტად ნუროფენი დავალევინე და წყნარად დაიძინა ახლა. მაგრამ მაინც მინდა რომ მშვიდად ვიყო, და მადლობა რჩევისთვის, ტერიტორიულადაც მაწყობს ძალიან მედიქლაბი. დილითვე დავრეკავ.

Posted by: Tua 30 Oct 2023, 22:54
* * *
tako/barbi
ბრონქების ამბავში +იმუნიტეტის ამბავშიც, არვსმევ ეხლა 2 წლის წინ დავალევინე, ეგ კი არა მეც მაქვს 3ჯერ ჩატარებული ოურსი ბრონქებში გადამდის ეგრევე ყველა ვორუსი და მას მერე რავი არდამიხველებია საერთოდ. საოცარი ვირუსებია თქნ აი უსიცხო როა ეგ საერთოდ. ცხვირი მე ძლივს გავუშრე პოლიდექსათი

Posted by: fermina 30 Oct 2023, 23:11
Tua
QUOTE
საოცარი ვირუსებია თქნ აი უსიცხო როა ეგ საერთოდ. ცხვირი მე ძლივს გავუშრე პოლიდექსათი


აბა, სიცხე საერთოდ არ ჰქონია არც ბავშვს და არც ოჯახის არცერთ წევრს, მაგრამ ვიხრჩობით ხველებით.

ცხვირიც გაუშრა ამას და ნუ კი, ხველებით ახველებს ისევ და სუნთქვა მაინც უჭირს, მაგრამ ტირილის მიზეზი სხვა რამე მგონია, რაღაცის ტკივილი აშკარად. ეს რაღაც სავარაუდოდ ყურია, მაგრამ ყურიც არ უნდა სტკიოდეს ჯერ ამდენი ოტიპაქსის და მერე დროპლექსის ფონზე. კუჭის მოქმედება ნორმალური, მადაც მშვენიერი. რჩება კბილი, იმედია და სხვა რაფერია სერიოზული.

Posted by: happy-go-lucky 31 Oct 2023, 08:35
fermina
ჩემი და ჩემი შვილის გამოცდილებით, ყურის ტკივილო წვეთებით არ რჩება. და როგორ ექიმისგანაც ვიცი , ასეა. ანტიბიოტიკო უნდა დასალევი.

თუ დალია ეგეც?


Posted by: takoo1 31 Oct 2023, 08:43
Tua
შაბათს მორჩა მგონი.ავცრი ხო ამ დღეებში ამასაც. ამის ხველას თუ ვუყურე შეიძლება კიდე 2 კვირა ახველოს.
სურდო არააქვს მარა ცხვირში აქვს ხოლმე მიმხმარი,უგროვდება ჯერ რა ჯანდაბაა ვერ გამოვუშრე ეს ცხვირი.

* * *
fermina
ხო დალია ანტიბიოტიკიც? რანაირად არ უშველა
შეიძლება მართლა კბილების ბრალია.
წლინახსვრისაა ხო?
ეხლა უკანა კბილები უნდა ამოსდიოდეს წესით
ზედა ხო არ აქვს გაბერილი? ზედამ იცის საშინელი ტკივილი.
ისე მწარეს მახსოვს პირველ ბავშვზე ეგ პერიოდი.
სამი ღამე ოთახში ვატარებდი ხელით
ღამეები არ ეძინა ისე ტიროდა გაგიჟებული იყო.
მაშინ წავიყვანთ პირველად ნევროპათოლოგთან მახსოვს,არ ვიცოდით რა სჭირდა არაადეკვატური იყო.მერე ერთ კვირაში რო ამოჭრა კბილმა მივხვდით რო ეგ იყო.

მაინც მიიყვანე კარგ პედიატრთან რო გამორიცხო ყველაფერი.

Posted by: happy-go-lucky 31 Oct 2023, 10:59
takoo1
გრიპზე აცერი? ჩემი უფროსი და ქმარი მინდა ავცრა რომ არ მოუტანონ პატარას, რადჰან ასეთი პრობლემა გვაქვს. გარკვეულო გექმება უკვე და სად დავრეკო, სად მივიყვანო, რა ვაქცინაა?))

Posted by: takoo1 31 Oct 2023, 11:37
happy-go-lucky
კიი გრიპის ვაქცინაა.მე ევექსში ავცერი
არ უნდა დარეკვა მიხვალ და ეგრევე აცრიან.
ვაქსიგრიპით ავცერი 4 კომპონენტიანით.(80 ლარი ღირს) ფრანგულია.
აქვთ კიდე ინფლუვაკი, ეგ 60 ლარია.
არც ეგაა ცუდი მარა ის ჯობიაო და ვნახოთ აბა.
შენ სადაც გყავს აღრიცხვაზე იქაც შეიძლება იყოს დარეკე აბა და გეტყვიან.
მედისონს კი ქონდა მე სადაც მყავს ესენი აღრიცხვაზე მარა იქ რა გავიდოდა ეხლა დიღომში ვარ.აქვე ავცერი ევექსში.

Posted by: fermina 31 Oct 2023, 15:32
happy-go-lucky
QUOTE
fermina
ჩემი და ჩემი შვილის გამოცდილებით, ყურის ტკივილო წვეთებით არ რჩება. და როგორ ექიმისგანაც ვიცი , ასეა. ანტიბიოტიკო უნდა დასალევი.

თუ დალია ეგეც?


კი, ბიმაქსი 5 დღე.

takoo1
QUOTE
ხო დალია ანტიბიოტიკიც? რანაირად არ უშველა
შეიძლება მართლა კბილების ბრალია.
წლინახსვრისაა ხო?
ეხლა უკანა კბილები უნდა ამოსდიოდეს წესით
ზედა ხო არ აქვს გაბერილი? ზედამ იცის საშინელი ტკივილი.
ისე მწარეს მახსოვს პირველ ბავშვზე ეგ პერიოდი.
სამი ღამე ოთახში ვატარებდი ხელით
ღამეები არ ეძინა ისე ტიროდა გაგიჟებული იყო.
მაშინ წავიყვანთ პირველად ნევროპათოლოგთან მახსოვს,არ ვიცოდით რა სჭირდა არაადეკვატური იყო.მერე ერთ კვირაში რო ამოჭრა კბილმა მივხვდით რო ეგ იყო.

მაინც მიიყვანე კარგ პედიატრთან რო გამორიცხო ყველაფერი.


აი ასე გაგვაგიჟა ამანაც, დაემატა ეს ვირუსიც და ღამე ტიროდა ხოლმე ისე მწარედ....

დღეს გვყავდა ბეგოიძესთან, ჯერ მედიქლაბში დავრეკეთ და ჯაბა ყიფიანთან შანსი არაა, შევსებულიაო, ბეგოიძესთან ცოცხალი რიგიც იყო და დილითვე მივედით, ძალიან მომეწონა, ყურადღებიანი და თბილია, თან ოჯახის ახლობელიც აღმოჩნდა, მოკლედ არაფერი, გულდასმით გასინჯა, ამასაც მოეწონა ხმა არ ამოუღია გასინჯვაზე, უღიმოდა.

ჩვეულებრივი ვირუსის ნარჩენებია, გააგრძელეთ ყელ-ყურის დანიშნულებაო, პლუს პუროქსანის სიროფი დაუნიშნა ხველებისთვის, ღრძილებზეც დენტოკინდის ტაბლეტები, და ვიბროცილის სანთლები დასამშვიდებლად და ტკივილის მოსახსნელად.

ექიმთან რომ მიმყავს ხოლმე ისე იქცევა, ვერავის დააჯერებ რომ ავადაა. მოსაცდელში ერთ საათზე მეტი დარბოდა, დაძვრებოდა სკამებზე, ხან ბურთს თამაშობდა, ხან მანქანას აგორავებდა (ბიჭური აქტიური თამაშები მოსწონს, თოჯინებს ვერ იტანს) და ყველა ამბობდა, რა აქტიურია, ერთი წამი არ ჩერდებაო smile.gif

Posted by: Tua 31 Oct 2023, 16:02
fermina
ბიმაქსი 7 დღეზე ნაკლები არისმევა შემდეგისთვის რომ იცოდეთ ❤️

Posted by: fermina 31 Oct 2023, 16:27
Tua
QUOTE
fermina
ბიმაქსი 7 დღეზე ნაკლები არისმევა შემდეგისთვის რომ იცოდეთ ❤️


არადა ბეიბიექსპრესის პედიატრმა დაუნიშნა 5 დღე rolleyes.gif

აშკარად არ იმოქმედა, როგორც საჭიროა, ალბათ მართალი ხართ, მეც ასე მახსოვდა.
* * *
takoo1
QUOTE
მედისონს კი ქონდა მე სადაც მყავს ესენი აღრიცხვაზე მარა იქ რა გავიდოდა ეხლა დიღომში ვარ.აქვე ავცერი ევექსში.


მედისონში გვყავს ჩვენც აღრიცხვაზე, ვაჟაზე. ლალი დანელიაა ექიმი. თქვენი?

Posted by: takoo1 31 Oct 2023, 16:38
fermina
დენტოკინდს ვასმევდი მეც პირველს, ვიბროცილის სანთელი თუ ვიბურკოლი?

7 დღე ქონდა დანიშნული გაბრიელს.
მნიშვნელობა აქვს იმ 2 დღესაც ალბათ.
თუ ერთობა ესეიგი არაა ცუდად ალბათ მართლაც კბილების ამბებია.
ნუროფენს ვაძლევ ხოლმე თუ ძაან გაჭედა 2,5 ს ძილის წინ.

კიი ლალი დანელიაა ჩვენი ექიმიც
ლალიმ დანიშნა 5 დღე?
ჩვენ 7 გვითხრა
* * *
გოგოებო სახეზე აქ ძაან ეს გამონაყარი(აკნე)
გაბრიელსაც ქონდა მარა ამას უფრო აქვს
ზოგან აქეტცლილივით ფუფხებივითააქ.
თავისით უნდა გადაეწმინდოსო კი მითხრა შარშან პედიატრმა მარა რაღაცნაირად მეცოდება,მგონია რო აწუხებს(
არი რამე მაზი ამისთვის ხო არ იცით
ვერ ვიხსენებ

Posted by: fermina 31 Oct 2023, 17:39
takoo1
QUOTE
fermina
დენტოკინდს ვასმევდი მეც პირველს, ვიბროცილის სანთელი თუ ვიბურკოლი?

7 დღე ქონდა დანიშნული გაბრიელს.
მნიშვნელობა აქვს იმ 2 დღესაც ალბათ.
თუ ერთობა ესეიგი არაა ცუდად ალბათ მართლაც კბილების ამბებია.
ნუროფენს ვაძლევ ხოლმე თუ ძაან გაჭედა 2,5 ს ძილის წინ.

კიი ლალი დანელიაა ჩვენი ექიმიც
ლალიმ დანიშნა 5 დღე?
ჩვენ 7 გვითხრა


ვიბურკოლი კი, ამერია სახელები.

ლალიმ არა, გამოძახებული გვყავდა ბეიბიექსპრესი. ლალი სხვათაშორის საკმაოდ კარგი პედიატრია.

Posted by: Tua 31 Oct 2023, 17:56
user posted image

1 ნოემბრიდან რომ იცოდეთ უფასკა ყველასთვის ვაქცინაცია

Posted by: takoo1 31 Oct 2023, 18:35
fermina
კი მარა ხანდახან ცოტა ზერელეა,
ანტიბიოტიკის დანიშვნა არ უყვარს და ჩვენთან ისე მოხდა რო ორივეჯერ კლინიკაში მოვხვდით მაგ დროის გაწელვით.
საბოლოო ჯამში მაინც ანტიბიოტიკი დასჭირდა მერე კლინიკაში.
Tua
მე მელოდებოდნენ? :|

Posted by: fermina 31 Oct 2023, 18:46
takoo1
QUOTE
fermina
კი მარა ხანდახან ცოტა ზერელეა,
ანტიბიოტიკის დანიშვნა არ უყვარს და ჩვენთან ისე მოხდა რო ორივეჯერ კლინიკაში მოვხვდით მაგ დროის გაწელვით.
საბოლოო ჯამში მაინც ანტიბიოტიკი დასჭირდა მერე კლინიკაში.


კი, გეთანხმები. კარგი გამიგია მასზე, ბევრი აქებდა, ერთხელ ვიყავით ჩვენც და ასევე საბოლოოდ მაინც ბეგოიძესთან მივედი. თუმცა ფილტვების მოსმენა კი შეუძლია ნამდვილად. ეგ ხო მინიმალურია, მაგრამ ზოგს ამაშიც ვერ ენდობი smile.gif

ამ ანტიბიოტიკებზე ასე გადაფიჩინება საიდან მოდის ზოგადად? ასეთ რა ზიანს აყენებს ორგანიზმს, რაც მისი სიკეთეების საპირწონეა? ბოლო-ბოლო დალევ შესაბამის პრობიოტიკებს, ათასნაირია გამოსული.

Posted by: Tua 31 Oct 2023, 18:52
takoo1
გაბრიელი აცერი ებოტით , არაფრით ჩამორჩება ვაქსიგრიპს ნამდვილად

Posted by: takoo1 31 Oct 2023, 19:07
fermina
არა ცუდი ექიმი ნამდვილად არაა,ორივე მაგასთან დამყავს.
დანიშნულებებიც მომწონს რა მედიკამენტებსაც გვინიშნავს ხოლმე,ეგ იცის ნამდვილად (აი რაც ბეგოიძემ დაგინიშნათ ეხლა იგივე ქონდა ლალის დანიშნული)

ცუდი კი არაა ანტიბიოტიკს რო არ ნიშნავს პირიქით,ნორმალური პედიატრი ყველა ასე იქცევა.უბრალოდ ხანდახან ხო არის გამონაკლისი როცა ჯობია დანიშნო და არ გარისკო.
მოსმენით ესე ვერ ენდობი რაც არ უნდა კარგი პედიატრი იყოს.
არაფერი ისმოდა და მესამე დღეს უკვე ანთების დასაწყისი იყო რენდგენზე.
არის შემთხვევები რო არც კი ახველებს ბავშვი და ანთება აქვს.

არ არის კარგი იმუნიტეტს ძალიან ურტყამს
მარა როცა სხვა გზა არაა და ჭირდება რა უნდა ქნა?!
* * *
Tua
თეო ლაქტაციის დროს შეიძლება ნეტა?
რაღაცნაირად ფეხს ვითრევ
კი წერია შეიძლებაო მარა რავი მეშინია

Posted by: Tua 31 Oct 2023, 19:17
takoo1
კი შეიძლება, ანტისხეულებს გადასცემ პატარას

Posted by: fermina 31 Oct 2023, 20:30
takoo1
ჯამრთელობის ცენტრში რომ მივედი დღეს, სრულიად სხვა გარემო დამხვდა. პირველ რიგში, რეგისტრატურაში უჟმური და ინსტაგრამში ჩამძვრალი გოგოები არ დამხვდნენ, ძალიან ყურადღებიანი და თბილი ქალი იყო, დაბადების მოწმობა დამრჩენია და უპრობლემოდ შეავსო ზეპირად მონაცემები, ბავშვსაც მიეფერა, ჩვენც დაგვამშვიდა, ექიმის კარებამდე მიგვაცილა.

მედისონში ცხრაჯერ მიმატანინეს დაბადების მოწმობა, პირველად მეგონა ასლი გადაიღეს, თურმე არ შეუნახავთ, მეორედ არ მიმიტანია, და ცოცხალი თავით არ არეგისტრირებდნენ ლალისთან, არადა პირადი ნომერი ვუთხარი და ნახეს ბაზაში, დედამისიც ახლდა და რიგის ნომერი არ მოგვცეს საბოლოოდ, ისე მიდით და დაელოდეთო და იქ სხვა მშობლებმა გაჭედეს რა თქმა უნდა, უნომროდ რომ ვიყავით. მოკლედ სიტუაციაა როგორც სტანდარტულ ძველ პოლიკლინიკებს შეეფერება, არადა ვითომ თანამედროვე და გარემონტებულია.

Posted by: სერაფიტი 1 Nov 2023, 10:12
გოგოებო, ანიტა ცდილობს სიარულს. ხოხავს კიდეც, როგორც განახეთ, ერთი ფეხი შეკცილკ, მეორე განზეsmile.gif) ხოდა ამ შეკეცილ ფეხს მიეჩვია და გადაეგმისას მარცხენას ძალიან შიგნით დგამს, აი ლამის 180 გრადუსით რა. ხოდა ნორმალურია? რა ვუყო?
ვუყიდე ხარისხიანი ფეხსაცმელი საგარეოდ და სახლში "ნასკებითაა"

Posted by: Tua 1 Nov 2023, 12:18
სერაფიტი
დააცდე ცოტახანი და თუ არგაასწორა მერე ორთოპედთან მიიყვანე ან ეხლა ჩაწერე 2-3 თვეში აქვს ადგილი ქაჯაიას, ჩემი დგავს ეგრე სიარულისას წამიერად შიგნით ფეხს და მყავდა ქაჯაიასთან მენჯის დახრა აქვს და ეგრე შიგნით შეგმით ასწპრებს მენჯსო 10-12 წლამდე გუვლისო.

Posted by: takoo1 1 Nov 2023, 12:44
სერაფიტი
გაბრიელიც ხო ეგრე ხოხავდა მარა ჩვეულებრივად დადის,იქნებ გაასწოროს ცოტახანში.
მაინც აჩვენე ორთოპედს შეიძლება არც არაფერია:*
აბა სახლშიც ჩაასვი შეიძლება ნასკებით ვერ დადის.
გაბრიელი ვერ დადიოდა და ჩავაცვი
* * *
fermina
მეც ძაან ნერვებს მიშლიან რეგისტრატურაში
რემონტი რო შველოდეს მაგას))
ძაან უჟმურები სხედან,მაგათ სახეზე ღიმილი არ მინახავს 4 წლის განმავლობაში))

Posted by: Liza12 1 Nov 2023, 13:03
სერაფიტი
ფეხშიშველი ატარე სახლში აუცილებლად ნასკის გარეშე. ფრხსაცმელი საგარეო აუცულებლად დრეკადი უნდა იყოს არანაირი სიმყარე არუნდა არც ქუსლთან სულ რბილი უნდა იყოს

Posted by: takoo1 1 Nov 2023, 13:29
Liza12
ფეხშიშველი ყველაზე კარგი ვარიანტია.
პროსტა რო ცივა ვერ გავხადე ნასკი
ძაან ეყინება ფეხები,ისედაც სულ გაციებულია
ნასკებით კიდე უსრიალებდა და რო წაიქცა რამოდენიმეჯერ აღარ დადიოდა მერე.
ცოტახანში ჩავაცვი ფეხსაცმელი და კი დადის რავიცი.

Posted by: Tua 1 Nov 2023, 13:35
takoo1
წინდით უნდა იყკს სახლში, ქაჯაიასთან ვიყავით ეხლა და წინდაც მისაღებია არაა აუცილებელი ფეხშიშველიო, ძირზე რომ სილიკონები აქვს ეგეთებიც მოსულა ან აი უბრალოხ ბრტყელძირიანი ჩუსტები როა ცეკვის ჩუატებს რომ გავს ეგ.

Posted by: Liza12 1 Nov 2023, 14:03
takoo1
კი ჩემი იატაკიც ძაან ყინვასავითაა მე მეყინება ფეხები თან მეტლახზეც დაბოდიალობს მარა არვაცმევ ნასკსაც უსრიალდება ფეხები არც იჩერებს და აშკარად მოსწონს ცივთან შეხება ღამეც კედელზე აპლაკავსხოლმე ფეხებს. ღამეც არვაცმევ ნასკს მოკლე ბოდეთი სძინავს. 24 გრადუსი მაინც იქნება სახლში სითბო მარა ახალი აშენებულია კორპუსი და კედლები იატაკი ჯერ ძალიან ცივია. თუმცა არგამციებია რაც ესე დადის შიშველი. თბილად ყოფნით უფრო ცივდებიან ჩემი დაკვირვებით

Posted by: takoo1 1 Nov 2023, 14:37
Tua
ხო კარგად აიდგას ფეხი და მაგ სილიკონიანებს ვნახავ მერე ცოტა თბილს ზამთრისთვის.
ეგეთ ჩუსტს არ გაიჩერებს,ყველაფერს იხდის

* * *
Liza12
სილიკონიანი უყიდე,ჩემ უფროსს ეგ აცვია მთელი ზამთარი ჩუსტი ვაფშე არ ცმია ვერ იტანს.
წელს ცოტა მიეჩვია კროქსებს და ზამთრისთვის ვუყიდი რამე ჩუსტს ალბათ ჩაიცვამს

Posted by: Alisaka 1 Nov 2023, 15:06
წავშალე
ბერვები უფრო ამეშლება :დდ





ვაიმეე რამდენი შეცდომაა ნაწერში ,ბავშვს ვაძინებ თან biggrin.gif

Posted by: takoo1 1 Nov 2023, 15:14
Alisaka
ეგეთი ყველას გვყავს ან სახლში ან გარეთ smile.gif
მარტო შენ არ ხარ ეგეთ დღეში.ვიცი ეხლა ნერვები გეშლება მარა ეცადე გაატარო ხოლმე
თუ ვერ ტოვებ ადექი და ბავშვთან ერთად გადი და გაისეირნე,სანამ ამინდებია.
სახლი ძაან დაგსტრესავს.გამოცდილი მაქ ორივე ბავშვზე
მესამეზე ვისწავლე ჭკუა ეგრევე გავბოდიალდი
დღე არ გავა რო სადმე არ გავიდე.
დავაძინებ ხოლმე პატარას შუათანასაც დავტოვებ და გავდივარ (ხან ერთ ბავშვთან ერთად ხან მარტო)
ეგრე ქენი შენც.დააძინე და ცოტახანი გაისეირნე შენთვის უფრო მარტივია ერთი გყავს.
ძილის დროს მაინც რას უზამენ biggrin.gif

Posted by: fermina 1 Nov 2023, 19:20
გოგოებო შეიძლება ეს დიდად ჯანსაღი არ არის, მაინც რეზინის ძირზეა, მაგრამ სახლისთვის არის ძალიან კომფორტული, დრეკადია, რბილი, მსუბუქი და ისე გემრიელად აცვია მიას...


user posted image

ატიპასი არ არის თან, იაფიანი ვერსიაა, 28 ლარი ღირს მოტანიანად.

https://www.facebook.com/firstshoesgeo

Posted by: სერაფიტი 1 Nov 2023, 20:18
მადლობა, გოგოებო.
ფეხშველაც ვატრებ ხოლმე. მარა იშვიათად. უნასკოდ დამტოვებლები არ ატარებენ - დედაჩემს და დეიდაჩემს მაგას ვერ ვაჯერებ და შანსი არ მაქვს. "ბავშვი შენია და ნუ უსმენ მაგათ" არ გამოვა. თეორიულად რომც დავითანხმო, შანსი არაა ჩემს არყოფნაში ფეხშველი ატარონ ზამთარში. ზაფხულში ვატარებდი დიდი ომის მერე. მარა კაი, ზაფხულია და კაიო. თორე ცხადია მოჭიდება უკეთესი აქვს შიშველი ფეხით.
რეზინის ბურთულებიანი ნასკები აცვია. ძაან არა, მარა ცოტა უსრიალებს.

ელეფანტენის ზამთრის ფეხსაცმელები ვუყიდე, რბილია, დრეკადი. მარა ფეხშველი სულ სხვანაირად თავისუფალია. ფეხსაცმლითაც შიგნით ადგამს მაინც...

ქაჯაიასთან დავრეკე, თებერვლამდე არა ადგილები ,ჩავეწერე თებერვალში. იმედია იქამდე გაასწორებს. თუ არადა მივიყვან.

თუ ძაან შევშფოთდი, ვაფშე ბიძინა კანაშვილთან მივიყვან იაშვილში. ამხელა რიგი არაა და ძაან მომეწონა ეგ ექიმიც.


4 ნოემბერს 4 ღამით მივფრონავთ სტამბოლში. პირველად ვტოვებ ბავშვს ღამით. 8-ში, მის დაბადების დღეს ჩამოვალთ. იმედია, ბებოს არ გააგიჟებს ღამით.
მე კი მგონი გამოსაძინებლად უფრო მივდივარ :დდ
* * *
fermina

ესენი ვიცი, ატიპასებიც ვიცი. მარა წინდით ვამჯობინე ევლო. რამხელამ გაიარა მიამ დამოუკიდებლად? ძაან ცდილობს ეს, მარა მხოლოდ ორივე ხელჩაკიდებული, და ისიც ბარგანაობსsmile.gif) მარა დღითიდღე მეტად უნდა სიარული.

რაღაცა ატიპასისნაირი არა, მარა რბილძირა ვნახე ვაიკიკიში და ნაყიდი მაქვს ეგეც. გრძელი ნასკია და ძირი აქვს. არ სცმია ოღონდ ჯერ.
ცეკვის ჩუსტებივით როა, ეგეც მინდა, მარა ზომა არ იყო პატარა, ვაიკიკშია ეგეც.

Posted by: fermina 1 Nov 2023, 20:30
QUOTE (სერაფიტი)
fermina

ესენი ვიცი, ატიპასებიც ვიცი. მარა წინდით ვამჯობინე ევლო. რამხელამ გაიარა მიამ დამოუკიდებლად? ძაან ცდილობს ეს, მარა მხოლოდ ორივე ხელჩაკიდებული, და ისიც ბარგანაობს) მარა დღითიდღე მეტად უნდა სიარული.

რაღაცა ატიპასისნაირი არა, მარა რბილძირა ვნახე ვაიკიკიში და ნაყიდი მაქვს ეგეც. გრძელი ნასკია და ძირი აქვს. არ სცმია ოღონდ ჯერ.
ცეკვის ჩუსტებივით როა, ეგეც მინდა, მარა ზომა არ იყო პატარა, ვაიკიკშია ეგეც.


მიამ გაიარა წლის და ორი თვისამ, სადღაც სამი თვის სანამ გახდებოდა იმ პერიოდში. მანამდე დახოხავდა. ხოხვაც გვიან დაიწყო, უბრალოდ ეგ ჩვენი ბრალი იყო, გვიან დავსვით იატაკზე.

სიარულითაც ძალიან უცბად, გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და ერთ-ორ დღეში უკვე დამოუკიდებლად დადიოდა.

ზაფხულში თავისთავად ფეხშიშველი სჯობს, ახლაც არაა პრობლემა თხელი წინდით თუნდაც, ისე ცხელა სახლში, ისე ცხელა რომ ვიგუდებით მართლა, მზიანი მხარეა, მთელი დღე მზე ადგება და კი არის გარეთ 25 გრადუსი მგონი. ღამე ხო უწინდოდ და მოკლემკლავიანში ძინავს.

დედამისი დადიოდა შიგნით შეტრიალებული ტერფებით, და ახლაც ასე დადის smile.gif ბოლომდე არ გამოუსწორდა, დიდად ეტყობა ვერც მივხედეთ ამ პრობლემას.

მია ძალიან სწორად და კარგად ადგამს ფეხს, ვაკვირდებოდი სპეციალურად, მაგრამ ამას ბევრად კარგი ტანმედეგობა თუ აღნაგობა თუ რაცაა, აქვს ვიდრე დედამისს.
* * *
სერაფიტი
QUOTE
ელეფანტენის ზამთრის ფეხსაცმელები ვუყიდე, რბილია, დრეკადი.


მიასაც ელეფანტენი ვუყიდე, ძალიან საყვარლებია love.gif

Posted by: adeline 1 Nov 2023, 20:49
Tua
ქაჯაიასთან რა ვადაზე ჯობს ბავშვის მიყვანა? აი, რომ გასინჯოს და ნახოს ყველა მხრივ. მენჯ-ბარძაყის ექო როცა უწევს 2 თვეზე, მაშინ მახსოვს მითხარი, ქაჯაია არ უნდა მაგასო. რამე რომ არ გამომეპაროს მაინც, რა ვადაზე მივიყვანო?
takoo1
რა საოცრება გყავს love.gif

Posted by: Tua 1 Nov 2023, 21:32
adeline
მენჯ ბარძაყის ექოზე ვიჭრბს იშვიათად აქვთ დიაპლაზია ეგ გოგოებში იცის პირველ შვილი როცაა ძირითადად მაშინ, მე მენჯ ბარძაყის ექოზე რომ მშვისობა იყო აღარაად არმიმიყვანია, სანამ არგაივლის აზრი არ აქვს, 2 წლის მყავდა მიყვანილო კოვიდის მერე უაზროდ დგავდა ფეხს ხოდა ძიძიგურთან მივიყვანე ისე არაფერი არიყო გამოასწორა თავისით, ეხლა 4 წლის მივიყვანე ქაჯაიასთან ვალგუსური დეფორმაციის გამო , ძიძიგურთანაცაგიტომ მყავდა , ფეხშიშველი დადის და გამოუსწორდა საკმაოდ , ლევანმა 7 წლამდე არმოიყვანოო ეხლაც არაფერი სჭირდებაო, ერთადერთი ფეხსაცმელი შეგვიმოწმა და მოგვიწონა , ასევე ზოგადი რეკომენდაცია მოგვცა რაც ისედაც ვიცოდი ფეხააცმელზე და ჩუატებზე, 7 წლის რომ იქნება მოიყვანე მაინცო და მენჯის დახრაზე არაფერი არაა ეგ 10-12 წლამდე სწპრდებაო, ამიტომ ჩვილის მიყვანას აზრი არ აქვა თუ ექოზე ყველაფერი ნორმა იქნება .

Posted by: tako/barbi 1 Nov 2023, 23:14
Tua
ამათი პრობლემა არის სპაზმი და ეხლაც პულმიკორტის ინგალაცია და მერე დექსა დავალევინე,ისე ახველა გული აერია sad.gif აი რა გავაეკთო ამ დროს გადაყვანის მეტი არაფერი ვიცი,პურიქსანიც დალეული აქვს…გადაუვანით ვერ გადავიყვან,ამ პატარას რა ვუყო,თან მეშინია ამას არ გადაედოს,სრული კოშმარი სამი დღე მაქვს,არადეკვატური ვარ უკვე.

Posted by: fermina 1 Nov 2023, 23:52
tako/barbi
QUOTE
Tua
ამათი პრობლემა არის სპაზმი და ეხლაც პულმიკორტის ინგალაცია და მერე დექსა დავალევინე,ისე ახველა გული აერია  აი რა გავაეკთო ამ დროს გადაყვანის მეტი არაფერი ვიცი,პურიქსანიც დალეული აქვს…გადაუვანით ვერ გადავიყვან,ამ პატარას რა ვუყო,თან მეშინია ამას არ გადაედოს,სრული კოშმარი სამი დღე მაქვს,არადეკვატური ვარ უკვე.


ათი დღეა, მგონი მეტიც ანალოგიური სიტუაცია გვქონდა, ორი კვირა უნდა ამ ვირუსს როგორც ჩანს, მოთმინება და ყველანაირი პროცედურები, რაც შესაძლებელია. მეტი გამოსავალი არ არის. მგონი ნელ-ნელა უკეთესობისკენაა, ორი ღამეა მშვიდად სძინავს უკვე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ფიზიოლოგიური, ყველანაირი სპრეი, სავლები, ყურის წვეთები, ტანტუმ ვერდე, ერიუსი, ანტიბიოტიკი, რა არ ჩავასხით საწყალს, უკვე საჭმელიც წამალი გონია და პირს არ აღებს ან პირიქით, თვითონ მოაპროწიალებს ხოლმე ყურის და ცხვირის წვეთებს და ვითომ ისხამს biggrin.gif .

არ ვიცი, დრო გავიდა უკვე თუ მართლა მოუხდა, ბეგოიძის დანიშნულების მერე უკეთესადაა, რეალურად ბევრი არაფერი დაუნიშნავს, პუროქსანის სიროფი და დასამშვიდებელი-ტკივილგამაყუჩებელი სანთლები დაამატა ყელ-ყურის დანიშნულებას.

Posted by: tako/barbi 2 Nov 2023, 07:50
fermina
მხოლოდ ცხვირი და სპაზმია,ყოველთვის ასე ურთულდებათ და საპროფილაქტიკოდ ყველა ვირუსზე უნდა ვიდგე და ვასვა ანტიჰისტამინი ასე გამოდის sad.gif ასეთი ვირუსი მქონდა მეშვიდე თვეში და ჩემი ნაკერის გათხელებაც იმას დაბრალდა ბოლოს აი რა კოვიდი,დავიხოცეთ რა რა რასაც ქვია…

Posted by: NatiaGull 2 Nov 2023, 09:28
გოგოებო, ორივე თვალი აქვს ჩაწითლებული და გამონადენი აქვს დილაობით, ტობრექსის ჩაწვეთება და ფიზიოლოგიურით გაწმენდა ხომ : ? რამე სხვასაც ხომ ვერ მირჩევთ

Posted by: takoo1 2 Nov 2023, 09:55
tako/barbi
თაკო 2 კვირა ცუდად მყავდა გაბრიელი,აქაც ვწერდი არვიცი კითხულობდი თუ არა.
გავჭყიპე ანტიჰისტამინებით,
პულმიკორტის,ატროვენტის ინჰალაციები ვუკეთე.დღეში 5ჯერ ვუკეთებდი ორივეს თან.
საბოლოო ჯამში მაინც გაურთულდა ანალიზები რო ავუღე ლეიკოციტი ქონდა ძაან მაღალი და მომიწია ანტიბიოტიკის მიცემა.
იმის მერე ცოტა გაუარა,ეს ორი დღეა ნაკლებად ახველებს უკვე. სურდოც ქონდა ცხვირი ეხლაც არ აქვს ამომშრალი
ანალიზები აუღე? თუ ნორმაშია აქვს სანერვიულო არაა ხველა.დრო უნდა რო გაუაროს თავისით.საშინელი ვირუსია ყველა ასეა გარშემო.

გადაყვანას აზრი არ აქვს იგივეს უკეთებენ იქაც,თუ ფილტვები სუფთაა და ანთება არაა არც ანტიბიოტიკს უკეთებენ და რავიცი.
მეც ეგრე მივარბენინებდი ხოლმე
ეხლა ბოლოს ვეღარ წავიყვანე ერთი თვისაც არ იყო საბა რანაირად მექნა

Posted by: happy-go-lucky 2 Nov 2023, 14:32
რცხილაძეს ველოდები ზუსტად 3 საათია, ჩაწერილი თან. ჩექაფებსე სიარული წარმოუდგენელი აქ.

ვკვდები ინტერესით რას გვეტყვის

Posted by: tako/barbi 2 Nov 2023, 15:11
takoo1
აქეთ იშვიათად ვკითხულობ ხოლმე,სასწრაფო პედიატრი გამოვიძახე და ანტიბიოტიკი დაუნიშნა აზიმაკი 5 დღე,წუხელ ლამის დამეხჩო,უბრალოდ რო ახვეებდეს კიდე არაიშავს,სინეკოდო,ინგალაცია პულმიკორტის აზიმაკი.ანალიზებს არ უთქვამს,ფილვები სუფთააო.მეც მაგ დღეში ვარ ამ პატარას რა ვუყო ეს რომ წავიყვანო.
* * *
happy-go-lucky
მეც გელოდები მაინტერესებს რას გეტყვის❤️

Posted by: takoo1 2 Nov 2023, 15:23
tako/barbi
თუ დანიშნა ანტიბიოტიკი აღარ გინდა ანალიზი, მერე გადაუმოწმე.
ჩემებიც ეგრე იყვნენ იხრჩობოდნენ
ძილში ხო საერთოდ,კოშმარი იყო

Posted by: narkozeli 2 Nov 2023, 15:30
happy-go-lucky
ვაახ არასდროს 5 წუთიც არ დაუგვიანია, რა მოხდა ნეტა? არ გითხრეს? სულ 3 ან მაქსიმუმ 4 პაციენტს იღებს წესით და საათნახევარი აქვს მონიშნული თითო ვიზიტზე რომ რაიმე მსგავსს არ ჰქონდეს ადგილი და რა
უცნაურია ეხლა ეს 3 საათიანი ლოდინი :/
ნუ ესე ყველა ჩექაფზე მართლა სიგიჟეა სულ ირაკლისთან სიარული, გეთანხმები. არცაა ჩემი აზრით საჭირო

Posted by: happy-go-lucky 2 Nov 2023, 16:12
ნახ საათის შუალედებში ვიყავით ჩაწერილი. მე პირადად 1 სთ ვიყავი მინიმუმ, ფულიც არ გადამახდევინა , ესეთო არსად არაფსრო მინახავს ამ ქვეყანაში.

დეტლებოს ჩაშლა არ მინდა გოგოებო ხალიან განერვიულებული ვარ. დღეს დამიკრელავს და მეტყვის აქ გააკეთ
ებენ რაღაცა კვლევას , თუ წაყვანა არის საჭირო .

იქამდე გავაკეთეთ სხვა ანალიზებიც, გერმანიში გაჰზავნით და გვაქვს შედეგებჯ, მაგრამ კიდევ სხვა არის უჯრედულ დონეზე.

Posted by: adeline 2 Nov 2023, 16:35
happy-go-lucky
პმ მოგწერე და როცა შეძლებ, ნახე 2kiss.gif

Posted by: Alisaka 2 Nov 2023, 17:27
დედიკოებო,მივიღებ რჩევებბს როგორ დავაწვინო პატარა თავის საწოლსი..
ჩემტან ძილის რისკები ვიცი… და არ მინდა sad.gif



14 ში ხდება 3 თვუს ბაია

Posted by: სერაფიტი 2 Nov 2023, 17:45
happy-go-lucky

რა ხდება, სერიოზულია რამე?
გამომრჩა პოსტი? ბავშვი როგორაა, რატო შეგხვდათ სანერვიულო?

Posted by: Tua 2 Nov 2023, 17:51
Alisaka
ნელნელა მიაჩვიე, შუადღის ძილებით, რამდენი წამოიტირება იმდენი აიყვანე და ისევ ჩაწვინე რომ დაწყნარდება. ცოტა წვალება მოგიწევს მაგრამ 3-4 დღე ზედიზედ და მიეჩვევა.


* * *
tako/barbi
ხო აი სპამური ხველა საშინელებაა ჩვენ არგვქონია ჯერ ტფუტფუ , ბრონხომუნალო არია ფოლტვებისა და ბრონხებია ლორწოვანის გაძლიერებისთვის და იდეაში იმუნოატიმულატორია თუ ანოტაციას წაიკითხავ. აწიანტიბიოტიკი დაგიწყია და გადაუვლის ნელნელა.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 2 Nov 2023, 17:55
happy-go-lucky
გერმანიის ანალიზებში მშვიდობაა თუ ეგ უჯრედულ დონეზე მანდ გამოჩნდა?

Posted by: Tua 2 Nov 2023, 19:05
happy-go-lucky
დაწერე მერე დეტალურად, ანალიზებმა რაო?

Posted by: anibani18 2 Nov 2023, 20:21
happy-go-lucky
დაწერე რა გითხრა.
ძალიან ჭკვიანი ბიჭია ირაკლი, მაგრამ ძალიან ბევრი სანერვიულო შეგვახვრდრა ადრე სრულიად ტყუილად.
გერმანიაში რა ანალიზები გააგზავნეთ? რა პასუხები მიიღრთ?

Posted by: NatiaGull 2 Nov 2023, 21:43
happy-go-lucky
არ მიკვირს რომ თანხა არ აიღო, ხშირად ხდება მსგავსი ფაქტი
საოცრად გულიანი კაცია
ზოგიერთი ბავშვის მკურნალობაც დაუფინანსებია,
მოგხედავს ყველანაირად, საუკეთესო გზებს გირჩევს . მშვიდობა გქონდეთ

Posted by: takoo1 2 Nov 2023, 22:24
happy-go-lucky
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!

Posted by: adeline 2 Nov 2023, 22:54
ჩემს მეგობარს ყავდა 2-ჯერ უკვე ირაკლისთან ბავშვი და შეყვარებულია მაგ ადამიანზე. საოცრად მშვიდი და თბილი ადამიანიაო. ჰეფის ბაიასაც კარგად მიხედავს დარწმუნებული ვარ <3
* * *
გოგოებო, ძიძების სააგენტოს რომელიმეს ხომ არ გაუწევთ რეკომენდაციას? ან რამდენად სანდოა სააგენტოს გამოგზავნილი ძიძა?!

Posted by: fermina 2 Nov 2023, 23:10
happy-go-lucky

არ ინერვიულო, მთავარია სწორ გზაზე ხართ და ყველანაირად ყურადღების ქვეშ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ნახავ, არაფერი არ იქნება სერიოზული.

Posted by: happy-go-lucky 3 Nov 2023, 01:00
ყველას დიდი მადლობა
ერთი სული მაქვს, მალე დაგიწეროთ რომ ჯანმრთელია ჩემი ბიჭი და აი რა კარგია რომ გადავაოწმე ყველაფერი, სრული სიმშვიდისთვის.

Posted by: adeline 3 Nov 2023, 06:21
happy-go-lucky
QUOTE
ერთი სული მაქვს, მალე დაგიწეროთ რომ ჯანმრთელია ჩემი ბიჭი და აი რა კარგია რომ გადავაოწმე ყველაფერი, სრული სიმშვიდისთვის

მალე დაგვიწერ yes.gif 2kiss.gif
* * *
გოგოებო, ძიძების სააგენტო ხომ არ იცით კარგი? ან რამდენად სანდოა სააგენტოთი ძიძის აყვანა?

Posted by: lesila90 3 Nov 2023, 21:08
happy-go-lucky
ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ❤️❤️აუცილებლად დაგვიწერეე ❤️

Posted by: fermina 3 Nov 2023, 21:29
ვირუსმა თქვენ ბავშვებსაც შეუცვალა ზნე და ხასიათი?

ანგელოზივით ბავშვი, რომელსაც მართლა არ უტირია წელიწადი და ოთხი თვეა და სულ ამას ვამბობდით, რომ ასეთი ხასიათის ბავშვი არ არსებობს ალბათ და რა ბედნიერებააო (ცელქი და ძალიან აქტიურია, უბრალოდ ჭამა, ძილი და მსგავსი პრობლემა არ გვქონია, და არასოდეს არ გაუმართავს ისტერიკა, გადაფიჩინებები და გაძალიანებები), ახლა გახდა სრულიად უზნეო. ანუ ამ ავადმყოფობის ფონზე ალბათ ზედმეტად გავატუტუცეთ თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევა ხოლმე. ღამე დაძინებაზე კონცერტებს მართავს და ძლივს ვაძინებთ.

გარდა ამისა, ამოიჩემა ძიძა, რომელიც ფაქტობრივად ოჯახის წევრია და ჩვენზე ყველაზე მეტად და კარგად ეთამაშება და ეფერება, სანამ სახლში მოსვლას დაიწყებდა, მანამდეც იცნობდა. მოსვლის პირველი დღიდან უპრობლემოდ რჩებოდა მასთან, არცერთხელ არ უტირია, იძინებდა კიდეც, ჭამდა კიდეც და მშვენივრად ერთობოდა.

ამ ავადმყოფობის ფონზე საერთოდ არ უნდა მასთან, მე თუ სახლიდან გავედი, ისტერიკებს მართავს, სანამ არ დავბრუნდები სასწრაფო წესით. თუ დედამისია სახლში ან მამამისი, იმათ ეწებება, იქცევა უზნეოდ და აუტანლად, ჭინჭყლობს, არ იკარებს, ტირის. თავიდან გვეგონა, რაღაც აწუხებდა და მაგიტომ იქცეოდა ასე და მეც მივირბინე ერთი-ორჯერ სახლში, შეიძლება მართლაც ტკიოდა რამე, ახლა ზუსტად ვიცი, რომ აღარაფერი აწუხებს და უბრალოდ უზნეობაა. არადა ქალი თან ყვება რასაც ქვია.

მაინტერესებს, თავისი ხასიათი თუ დაუბრუნდება თუ სულ ასეთი კაპასი და აუტანელი ბავშვი უნდა იყოს? smile.gif

Posted by: adeline 3 Nov 2023, 21:31
fermina
სად იპოვეთ ეგეთი ძიძა?

Posted by: fermina 3 Nov 2023, 21:39
adeline
QUOTE
fermina
სად იპოვეთ ეგეთი ძიძა?


ნათესაობაში, ახლობელია ძალიან და დავითანხმეთ, რომ დაგვხმარებოდა smile.gif

ეს ვარიანტი რომ არა, არ ვიცი რა უნდა მექნა. უცხო ადამიანისთვის ბავშვის ნდობა და ჩაბარება ურთულესი მგონია. ამას დაბადებიდან უყვარს ვიცი მია ძალიან და ზოგადად ისეთი ადამიანია, 100 % ვენდობი.

Posted by: happy-go-lucky 3 Nov 2023, 22:52
fermina
ჩემი ბიჭი საწყალი საავადყოფოებში ტირის, ხმა ეხლიჩება, თვალები უსივდება. გამოვა და ერთ დღეში ისევ ისეთი მხიარულაა :დ და უფროს მიჭს ეცვლებოდა ხოლმე აი ეგრე ხასიათი, როგორც აღწერე.

adeline
ღმერთო ძიძის ამბავი ჭკუიდან მშლის, დეკემბრის ბოლომდე დავწერე შვებულება, მაგრამ მეეჭვება გავიდე. აი წარმოუდგენელია ეხლა ეს დავუტოვო ვინმეს 9 დან 7 მდე და საღამოს მხოლოდ 2 სთ ვეკონტაქტო. ახლა ერთი მიზანი მაქვს, ფრილანსინგით ისე დავაგროვო ფინანსები რო ძიძაც მყავდე და მეც სალში ვიყო, ოღონდ როცა მინდა გავდიოდე და არ ვეხვეწებოდე ქმარი და ბებიებს.

გოგობო, კვების მბავი მინდა გკითხოთ 6+თვიდან, რაღაცა ვერ ვალაგებ. უფროსს ძიძა ააჭმევდა ამ ასააკში და ის უფრო ალაგებდა.
დილით რძე
მერე ფაფა
მერე სადილი (მე ქილებს ვაჭმევ, ჯერ ნერვი არ მაქვს თუხთუხის, თან რაც დავიყეთ ორერ ავადობის ეპიზოდი ჰქონდა ამ თვენახევარში და მაგ დროს არარ წამდა და შევეშვი რა სადილების ხარშვას);
მერე რძე და საღამო მოდის და ფაფის დროა ისევ
ბოლოს რძე.

ხილი სად ჩავუსვა? ხან ამასაც ვერ ვასწრებთთუ გვიანგაიღვიძა. ესაა თუ 8 დან ვიწყებთ რძეს.

lesila90
მადლობა <3 შენი ტყპიკები დიდები იქნებიან უკვე <3

Posted by: narkozeli 3 Nov 2023, 23:57
adeline
ბაიებს და მერი პოპინსს აქებენ, ბაიებიდან ყავს ჩემს რამდენიმე დაქალს და არ არიან უკმაყოფილოები

Posted by: Meilisi 4 Nov 2023, 01:04
happy-go-lucky[/b.
გამოჯანმრთელებას გისურვებთ მალე დამთავრებულიყოს შენი ნერვიულობა სიკეთით.
6+ კვება იდეაში მეც ასე გეგმიურად მქონდა გადაწყვეტილი მაგრამ ჩემს შვილს სულ შია ფორმულა ძალიან შეამცირა ფაქტობრივად არ სვამს ერთობა ბოთლით 60 გრამს თუ დალევს დილით და ელოდება მერე რას მივართმე. რადგან ეს 60 გრამი ან უფრო ნაკლები რძე არ ყოფნის ვამატებ ჰუმანას იოგურტს ძალიან მოსწონს. მერე იძინებს. რომ იღვიძებს ფაფა ჭამს. ცოტახანში იწყებს წუწუნს ისევ შია და ამ დროს ხილს ვაძლევ ვაშლი ბანანი ან ხილფაფებს.ასე 4 საათისთვის გვაქვს დეგუსტაციის დრო ანუ სახლში მისთვის ვათუხთუხებ. მაგრამ ამ ჭამის მერეც უნდება ხოლმე რამე რძე არ მოსწონს საღამოსაც ჩხუბობს.დღესაც არ დალია ძილისწინ რძე ეს რისი ბრალია ნეტა?

[b]narkozeli

გილოცავ ბედნიერი დედა იყავი

Posted by: სერაფიტი 4 Nov 2023, 01:46
happy-go-lucky

არ ვიცი, თუ დაგეხმარება. ჩემი შვილის ჭამის გრაფიკს გეტყვი 9 თვიდან -
7:30 რძე
9:30- ხილი ან იოგურტი (მაწონი ხილით ან ჰუმანა)
12:00 - ფაფა.ზოგჯერ ახლა ხილს ახოლებს.
14: 00 რძე ( ამოაგდო 11 თვიდან და ამ დროს ისევ ხილს სუსნაობდა. ბოლო კვირაა ამოაგდო ეს ხემსიც. ფაფა გადაწია 12:30-ზე)
17:00 - სადილი , ბოსტნეული ხორცოთ ან უხორცოდ
20:00- რძე

ხილი ამას უყვარს ძალიან და დღეში ორჯერ მაინც ჭამს, ხან ხემსად, როგორც დავწერე, ხან სადილის მერეც რამე პატარას.

ჯანმრთელობას გისურვებთ <3

Posted by: Tua 4 Nov 2023, 12:17
fermina
ვირუსმც იცის ეგეთები და კბილების ამოსვლამაც, ასევე განშორების შფოთვამ და ტანტრუმმაც თუ მაგ ასაკშია, უკვე ხვდებიან რომ იატერიკით შეუსრულებთ რაღაცეებს და გასდის smile.gif)

happy-go-lucky
ჩემი შვილის კვება ასეთი იყო:
6:00ზე ფორმულა და 10მდე ეძინა
10:00- ფაფა
12:00-ხილი ხემსად
14:00- ყაბაყის ალადები, კვერცხისაფინები, წისიბურის კატლეტი ან რე ეგეთი მსუბუქი სადილკ
17:00-18:00 შუალედში- ვახშამი ანუ ხორციანჯ წვნიანი ან თევზიანი
20:00-იოგურტი ხემსად
21:30-22:00- ფორმულა სანამ ცოტა პატარა იყო და მერე 1 წლიდან 21:00ზე მაწონს ვაჭმევდი 22:00ზე ვაძინებდი

Posted by: ივლისი 4 Nov 2023, 12:54
fermina
1 თვეა რაც 2 კვირიანი ვირუსი და სურდო გადავიტანეთ და ზნე ისევ შეცვლილი აქვს. კბილების ამბებიც იყო . მთავარი პრობლემა დარჩა რომ სულ ხელში უნდა . მომწყვიტა წელი თორმეტმა კილომ smile.gif)

Posted by: anibani18 4 Nov 2023, 13:06
fermina
ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ზნეს ცვლილებაში ჯერ სად ხართ. ახლა დაიწყება და დაიწყება…

თქვენ როგორ იქცევით, როცა ბავშვს, სიტყვაზე, სურს რამე სათამაშო მხოლოდ მისთვის ცნობილი სქემით დაალაგოს, არ გამოსდის და ტეხავს ისტერიკებს, ითხოვს შენგან, რომ დაალაგო. შენ, რა თქმა უნდა, არ გამოგდის, რაზეც კიდევ უფრო დიდი ისტერიკები იმართება.

Posted by: adeline 4 Nov 2023, 15:11
fermina
რა ბედნიერებაა ეგეთის პოვნა.narkozeli
ბაიები როგორ ვნახო ფბ-ზე? ვეძებე და ვერ ვიპოვე

Posted by: Tua 4 Nov 2023, 16:07
anibani18
ანი მე ვდგები , ჩუმად სიტყვის თქმის გარეშე გავდივარ, 2 წუთში არცკი თვითონ აწყობს . მე ზოგადად ვცდილობდი ყოველთვის რომ დამპუკიდებლად ეთამაშა

Posted by: shoAbb 4 Nov 2023, 18:32
გოგოებო, ეტლს როგორ მივაჩვიო? დაწოლილი რომ არის ვერ უძლებს და კივის :/ დიდი გონდოლათი მქონდა , მეთქი ამაში აე მოწონს , მერე პატარა ვიყიდე არც იმაში ჩერდება sad.gif რა ვქნა ? 3 თვის ხდება 10 დღეში
როდიდან შეიძლებ რომ
ცოტა წამოვუწიო
საზურგე?

Posted by: fermina 4 Nov 2023, 18:53
Tua
QUOTE
fermina
ვირუსმც იცის ეგეთები და კბილების ამოსვლამაც, ასევე განშორების შფოთვამ და ტანტრუმმაც თუ მაგ ასაკშია, უკვე ხვდებიან რომ იატერიკით შეუსრულებთ რაღაცეებს და გასდის )


წლის და ხუთი თვის. კი ბატონო, რამდენჯერაც იღრიალა, იმდენჯერ მოვვარდი (ეს ავადმყოფობით იყო განპირობებული და გვეგონა რაღაც ტკიოდა, რეალურად ასეც იყო, მაგრამ ბოლო ორი-სამი უკვე აფერისტობის და მანიპულაციის ჩვეულებრივი გამოვლინება იყო აშკარად biggrin.gif).

ივლისი
QUOTE
fermina
1 თვეა რაც 2 კვირიანი ვირუსი და სურდო გადავიტანეთ და ზნე ისევ შეცვლილი აქვს. კბილების ამბებიც იყო . მთავარი პრობლემა დარჩა რომ სულ ხელში უნდა . მომწყვიტა წელი თორმეტმა კილომ )


რამხელაა? ამასაც კბილებს + ვირუსი. ყველაზე მეტად ახლა იმაზე მეშლება ნერვები, რაც ძიძა წავიდა, ანგელოზივითაა ეს ორი დღეა smile.gif არადა როგორ ექცევა, არ ვიცოდე მაინც.

QUOTE (anibani18)
fermina
ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ზნეს ცვლილებაში ჯერ სად ხართ. ახლა დაიწყება და დაიწყება…


ძალიანაც კარგად მესწავლება, ვთვლი, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული საკუთარი შვილის აღზრდაში და ვცდილობ, გამოვასწორო smile.gif უბრალოდ დიდი ბებიები მიშლიან ხელს biggrin.gif ვერ მოვაშლევინე ელემენტარულად შოკოლადებით ბავშვის გამოტენვა და "ნაქე ბებომ ლა მოგიტანა" -ს დანერგვა, არ მინდა ხელებში უყურებდეს ყველა შემომსვლელს. იმას კი ვერ ხვდებიან, ის შოკოლადი და ტკბილეული მე კი არ მენანება, ისევ ბავშვის ჯანმრთელობაზე ვფიქრობ, და საკუთარ თავზეც biggrin.gif კბილები რომ გაუფუჭდება, ჩემი მისახედი იქნება ისევ.

shoAbb
QUOTE
გოგოებო, ეტლს როგორ მივაჩვიო? დაწოლილი რომ არის ვერ უძლებს და კივის :/ დიდი გონდოლათი მქონდა , მეთქი ამაში აე მოწონს , მერე პატარა ვიყიდე არც იმაში ჩერდება  რა ვქნა ? 3 თვის ხდება 10 დღეში
როდიდან შეიძლებ რომ
ცოტა წამოვუწიო
საზურგე?


ერთადერთხელ მახსოვს მიას ტირილი, მშვენიერ ამინდში ძლივს ლისზე გასეირნება გადავწყვიტეთ მე და მისმა მშობლებმა მიასთან ერთად. რა თქმა უნდა ეტლით, ალბათ 3 თვის იყო ესეც. ჩემდა ჭირად, სამკილომეტრიან წრეზე წავედით და რომ გვეგონა, მია დაიძინებდა ან ისე უბრალოდ იწვებოდა, რომ მოცხო ტირილი, არაფრის დიდებით არ გაჩერდა ეტლში. მოკლედ ეს სამი კილომეტრი სირბილ-სირბილით ხო გავიარეთ, მია დედამისს ეჭირა და მოარბენინებდა, ისე არ ჩერდებოდა, მამამისი ეტლს მოახრიგინებდა და მე ორივეს ვლანძღავდი უზნეო შვილის ყოლის გამო biggrin.gif

მის მერე აღარ გაგვიყვანია ეტლით, არ ჩერდებოდა, კენგურუთი დაგვყავდა უფრო მეტად. როცა შეძლებ, რომ წამოწიო და გარემო უკეთ დაათვალიეროს, ალბათ გაჩერდება. მია დაბმას ვერ იტანდა მჯდომიარეც კი, თავისუფლებისმოყვარული ადამიანია, როგორც მამამისმა ამიხსნა biggrin.gif

Posted by: ივლისი 4 Nov 2023, 21:33
fermina
წლის და 2 თვისაა. შოკოლადებით გამოტენვაზე გამიკვირდა. ამას თითქმის გასინჯულიც არ აქვს შოკოლადი. მაწონში პეჩენიებს კი ვუყრი , მაგაზეც გული მეთანაღრება
თქვენ რომ სახლის ფეხსაცმელი დადეთ, შევუკვეთე მეც ))). კარგი გამოხმაურებები ჰქონდა ვნახე. 12 სმ ტერფზე 21 ზომა კარგად ექნებაო მომწერეს. მიას რა ზომა აქვს?

Posted by: fermina 4 Nov 2023, 22:15
ივლისი
QUOTE
fermina
წლის და 2 თვისაა. შოკოლადებით გამოტენვაზე გამიკვირდა. ამას თითქმის გასინჯულიც არ აქვს შოკოლადი. მაწონში პეჩენიებს კი ვუყრი , მაგაზეც გული მეთანაღრება


ზუსტად, მეც ასე ვცდილობ და ამიტომ ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს თანმიმდევრული.
ამათ ვერაფერი შევაგნებინე, დედაჩემს განსაკუთრებით. აქამდე როგორღაც მოვაღწიე უშოკოლადოდ და ახლა დაიწყო ხოლმე მოტანა რაღაც ქინდერების და სისულელეების.

QUOTE
თქვენ რომ სახლის ფეხსაცმელი დადეთ, შევუკვეთე მეც ))). კარგი გამოხმაურებები ჰქონდა ვნახე. 12 სმ ტერფზე 21 ზომა კარგად ექნებაო მომწერეს. მიას რა ზომა აქვს?


სახლში აცვია ძალიან კომფორტულად. მიას აქვს 19-20 ზომა კარგად. ზამთრის საგარეო ფეხსაცმელი 20 ზომა ვუყიდე, ცოტა დიდიც არაუშავს და ეს აცვია მგონი 19-20 და დადის ძალიან კარგად ამით, შიგნით ერთი თხელი წინდით. სანტიმეტრებით კი არ ვიცი, არ გამიზომია რა ხანია. 21 ზომა წლის და ორი თვისთვის ცოტა დიდი მგონია. ბოლო-ბოლო გამოცვლით ზომას, რა პრობლემაა.

პ.ს. ახლა ვნახე და 20-21 აწერია, ანუ შემეშალა ზემოთ, არასწორად დავწერე. და ალბათ თქვენსასაც ეს ზომა მოერგება.

Posted by: Tua 4 Nov 2023, 22:55
fermina
შოკოლადები ჩემს შვილთანაც მოჰქონდათ და მე ვჭამდი საერთოდ არიცოდა ტკბილი რა არის 3 წლამდე smile.gif)

ივლისი
fermina
ფეხსაცმლის ან ხუსტის ყიდვისას აუცილებლად გაუთვალისწინეთ რონ ფეხსაცმელი და ჩუსტიც 1 სმდე დიდი უნდა იყოს როცა ბავშვს ყიდულობთ, ანუ დიდ თითის მერე კიდევ ადგილი უნდა იყოს მინიმუმ 0.5 სმ.

Posted by: fermina 5 Nov 2023, 00:34
Tua
QUOTE
fermina
შოკოლადები ჩემს შვილთანაც მოჰქონდათ და მე ვჭამდი საერთოდ არიცოდა ტკბილი რა არის 3 წლამდე )


აი ჰო ვითომ მარტივია, რომ უბრალოდ არ აჭამო. მაშინ 24 საათიანი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს. მეორე სახლში მიდის, იქ ბიძამისს ყველაფერს აჭმევენ (3 წლისაა), ოღონდ რამე ჭამოს. შესაბამისად, ამასაც, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვუთხარი. დედაჩემი კიდევ - "რა მოხდა, სულ პატარა შოკოლადია, რას უზამს ახლა ეს, ჩემს ბავშვობაში სად იყო და დედაჩემს სამსახურიდან გემატოგენი მოქონდა და იმას ვჭამდით, ახლა მოიგონებენ ყველაფერ სასწაულს რომ ვითომ მავნებელია, აგერ მარინას (ან ვიღაც ჟუჟუნას) შვილიშვილი სულ ჭამდა და მშვენიერი ბიჭი გაიზარდა, მინდა რომ ჩემი მოსვლა უხაროდეს და იცოდეს, რომ კაკას მოვუტან" და მსგავსი ტექსტები. ჩხუბი და კონფლიქტი ჯერ არ მინდა, ვცდილობ დიპლომატიურად მოვაგვარო, მაგრამ ვატყობ, მომიწევს. მოუტანოს თუ მაინცდამაინც ბანანი ანდა ჟოლო, რომელიც ძალიან უყვარს. არა, ეგენიც კი მოაქვს ხოლმე, მაგრამ შოკოლადი ან რამე სასუსნავი შემოგვაპარა ამ ბოლოს, ავად რომ იყო ვითომ ამ მიზეზით.

Posted by: Malen 5 Nov 2023, 10:04
გოგოებო, ძიძას რა ევალება რა შემიძლია ვთხოვო და რაზე უმდა დავუმატო თანხა? მაგალითად სანამ ბავშვი ახალშობილია და ძირითადად ძინავს, მეც თუ სახლში ვარ ძიძას ბევრი საქმე არ ექნება, შემიძლია ვთხოვო რომ საჭმელი გააკეთოს კვირაში 2-3ჯერ?
* * *
ძიძების ჯგუფში შევიხედე ფბზე და იქ ისეთი ამბებია ისეთი აგრესიულები არიან რომ ცოტა შეშინებული ვარ biggrin.gif

Posted by: narkozeli 5 Nov 2023, 13:18
Malen

მე ამ ეტაპზე არაფერს ვთხოვ, მარტო ბავშვთანაა და ისვენებს ფაქტიურად biggrin.gif 4-5 თვე და მერე მიეცემა ბლომად საქმე, პირველიც მისი გაზრდილია ფაქტიურად და იცის რაც ელოდება :დ
ბლვ-ზე ეცნობა ინფოებს თუ გამოგვივა, ვცდით. მოკლედ ამ რამდენიმე თვეს ისეთს არაფერს ვაკეთებინებ. ერთი უფროსი შვილი რომ მოდის ბაღიდან 6-7ის ნახევრისთვიდ, სანამ არის ის 1 საათი ეთამაშება ხოლმე რომ მე საჭმელი გავუმზადო და გავუთბო უფროსს. ანუ ის ერთი საათი ორი ბავშვი ყავს ხოლმე მიბარებული. შენ შეგიძლია თხოვო საჭმელი გაგიმზადოს.
ასევე დაავალე აბანავოს ბავშვი, სარეცხი მოუწესრიგოს (რეცხვა/უთო)

Posted by: anibani18 5 Nov 2023, 13:58
Tua
მივსდიე შენს რჩევას, თეო. იტირა საკმაოდ დიდხანს, თყმცა ისტერიკები არ გაუმართავს და დამშვიდდა მერე.

კიდევ მაინტერესებს, ბავშვი სულ მთხოვს, მაგალითად, მე გავუფერადო, მე დავუხატო. ამბობს, მე არ გამომივაო. ამ შემთხვევაში რა ვქნა? ვცდილობ მაქსუმალურად მივაჩვიო დამოუკიდებლობას, მაგრამ უფროსი დიდად არ მომყვება.
სამზარეულოს კოშკი გქონიათ ვინმეს?

Posted by: Malen 5 Nov 2023, 17:41
narkozeli
შენი ძიძა რამდენი წლისაა?

Posted by: Tua 5 Nov 2023, 19:20
anibani18
პირველი სამი ცდა ამანაც იტირა და ეხლა კი აწყობს დამოუკიდებლად, რომ ეშლება ისტერიკას აღარ იმართებს იმ დაშლილს თვითონ აწყობს.

მე ვუყიდე მარკერის წიგნები ანი და რამე ისე თუ არგამოსდის შლის იმ მარკერს და თავიდან აკეთებს, ლიბრეში ვუყიდე ლაბირინთები და თავსატეხები. ხანდახან ესეც მთხოვს და ასე ვაკეატებ მას ვაჭერინებ ხელში მარკერს ან ფუნჯს ( აკვარელი მოსწონს უფრო) და ვასწავლი, არვიცი რამდენად სწორია , მერე უკვე თვითონ აკეთებს. სამზარეულოს კოშკი არა მაგრამ სკამზე დგება ეს იკეას სკამი რომაა ოლასტმასის მყარია და მაღალი რომაა წვდება სამზარეულოს, რამე თუ ვაცხობ ფქვილს და რაღაცეებს ვაყრევინებ.
* * *
Malen
რეცხვა, უთო , ბავშვუს გასეირნება. ნუ რაც ბავშვს ეხება ყველაფერი ეხება ძიძას წესით. დაძინება-გამოცვლაც. ძიძების ჯგუფში ისეთებია, ნამეტანი ბევრი მოთხოვნები გაუჩნდათ ძიძებს , ძალიან თავს იფასებენ smile.gif

Posted by: Malen 5 Nov 2023, 19:33
Tua
ხო თან მაგხელა აგრესიას რომ აფრვევენ ეგეთებს ბავშვი რანაირად უნდა ანდო, გამოვედი სასწრაფოდ ყველა ძიძაზე რომ არ ამცრუებოდა გული smile.gif)) ახლა სააგენტოს ძიძებს ვხვდები და იმედია ავარჩევ ვინმე სათნო და ენერგიულს

Posted by: lesila90 5 Nov 2023, 22:24
happy-go-lucky
კი გავიზარდეთ ისეთი პაწუკები იყვნენ მენატრება უკვე )) 5 თვის გავხდით ამასობაში))
* * *
გოგოებო ჩემი ქალბატონი თვალებს აელმებს და წარბსაც წევს რაღაცნაირად ))) ნევროპათოლოგთან მყავდა და ეს ნევროლოგიური არააო გაუვლის 1 წლამდეო და რა გამოცდილება გაქვთ თქვენ? ზაზასთან ჩავეწერე ბათუმში ჩამოდის და მაგასაც ვაჩვენებ ორივეს მაინც დავმშვიდდები.

ხვალ ვაბარებ ანალიზს მრჩეველში კარნიტინის პროფი ჩაააბარეო მრჩეველის გენეტიკოსმა მითხრა და ვნახოთ რა პასუხი ჩამოვა. მაინც ვერ გავიგე რა იწვევს ანალიზის ცვლილება. ( ექიმმა ვისთანაც ესენი იყვნენ კლინიკაში მაგან ერთი ამბავი ატეხა იქ ჩააბარე სადაც გაგიშვიო ბავშვი მეტაბოლისტმა
უნდა ნახოსო ესაო ისაო მეთქი ჩემი ხარჯებით ვაბარებ ანალიზს და პასუხი რომ
მომივა მერე გადავწყვეტ სად და ვისთან მივიყვანო თქო. აი დამაიზმენა ისე ვერ აგიღწერთ სამჯერ დარეკა რომ
იქ წადი სადაც მე გიშვებო.რას გადამეკიდა ვერ ვხვდები.

გოგოებო 5 თვის ბავშვმა რა უნდა გააკეთოს რამე არ გამომეპაროს))
* * *
ფორმულა 180
რომ მივცე შეიძლება უკვე

Posted by: narkozeli 6 Nov 2023, 01:39
Malen

46 წლისაა ჩემი ძიძა

Posted by: anibani18 6 Nov 2023, 06:59
Tua
ვნახავ მაგ გასაფერადებლებს.
მეც ასე ვეხმარები, არ ვიცი სწორია თუ არა.
იცი კიდევ რა მაინტერესებს, ბაღიდან როგორი ბარათები ან ნამუშევრები მოაქვს ხოლმე, რომელსაც უმეტესწილად თავადაც გააკეთებს ბავშვი, თუ აღმზრდელის ხელი მეტი ურევია? თუ შეგიძლია მაჩვენე რამე

Posted by: happy-go-lucky 6 Nov 2023, 08:30
lesila90
user posted image

ესაა რაც რცხილაძესთან ვიზიტისაა მომცეს. ნახავ რაც უნდა გააკეთოს, მაგ ასაკის დიაპაზონებში ჯერ არ გადამიხედავს ოღონდ მე smile.gif)


Malen
არ უნდა მოთხოვო საჭმელი. თუ გაგიკეთა ანუ ძაან გაგიმართლა. რო სძინავს ბავშვს ექნება მაინც საქმე, ბავშვის სარეცხი, უთო, სათაMაშოების მოწესრიგება და ასე შემდეგ. ნუ ძააან ახალშობილობიდან თუ აგყავა, ლი მაჰ დროს ცოტა მეტი სძინავს ბაბშვს მაგრამ ცოტა მერე მთლად იმდენიც არ სძინავს რო იკოტრიალოს ძიძამ.


fermina
ბოდიში თუ არ მიწყენ, დედა სადაა ბავშვის? ასე სულ შენ რომ ხარ ჩართული, მისი ჩართილპბა როგორი არის?

Posted by: Meilisi 6 Nov 2023, 10:10
lesila90
ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.
happy-go-lucky ამ ჩამონათვალიდან ყველაფერს აკეთებს ,,ჭიტას" გარდა.და უცხოს უღიმის სანამ მე მყავს ხელში კეთილგანწყობა უცხოსთან მაშივე მთავრდება როგორც კი აიყვანს.
ძალიან სასაცილოდ იღებს ქიშმიშის ტოლ ნივთებს. ყველაფერს პიში იყრის მომენტალურად.

lesila90 მგონი ბავშვის განვითარებაზე ნერვიულობის შეგრძნება ყველას აქვს . და ამაში ,,კარგი პედიატრებიც "გვეხმარებიან ხშირად.

Posted by: adeline 6 Nov 2023, 10:36
გოგოებო, ევექსში ამ პედიატრებიდან აღრიცხვისთვის რომელიმეს ხომ არ მირჩევთ?
კვიჟინაძე თინა
იოსებაშვილი ქეთევანი
პაპუაშვილი ლელა
ჭკუასელი ნატალია.

Posted by: Malen 6 Nov 2023, 10:48
QUOTE (happy-go-lucky @ 6 Nov 2023, 08:30 )
Malen
არ უნდა მოთხოვო საჭმელი. თუ გაგიკეთა ანუ ძაან გაგიმართლა. რო სძინავს ბავშვს ექნება მაინც საქმე, ბავშვის სარეცხი, უთო, სათაMაშოების მოწესრიგება და ასე შემდეგ. ნუ ძააან ახალშობილობიდან თუ აგყავა, ლი მაჰ დროს ცოტა მეტი სძინავს ბაბშვს მაგრამ ცოტა მერე მთლად იმდენიც არ სძინავს რო იკოტრიალოს ძიძამ.

კი ძალიან ახალშობილობიდან ამყავს თან თავიდან მეც სახლში ვიქნები და მაგიტომ მგონია რომ ექნება დრო. მერე რა თქმა უნდა მირჩევნია ბავშვს მიხედოს და არ მოაკლოს ყურადღება როცა წამოიზრდება
* * *
QUOTE (narkozeli @ 6 Nov 2023, 01:39 )
Malen

46 წლისაა ჩემი ძიძა

ეგ მემგონი ძაან კაი ასაკია, მე სააგენტომ რა ვარიანტებიც გამომიგზავნა 60+-ია ყველა და ენერგიაზე კი იქნებიან და ძალიან გამოცდილები არიან მაგრამ იმას ვფიქრობ მსოფლმხედველობით ძაან არ ავცდეთ თქო ასაკის გამო.

Posted by: adeline 6 Nov 2023, 11:06
გოგოებო, ევექსში ამ პედიატრებიდან აღრიცხვისთვის რომელიმეს ხომ არ მირჩევთ?
კვიჟინაძე თინა
იოსებაშვილი ქეთევანი
პაპუაშვილი ლელა
ჭკუასელი ნატალია

Posted by: shoAbb 6 Nov 2023, 11:08
lesila90
ზაზა - ნერვოპათოლოგია ვინმე ? ან სად ჩამოდის?

Posted by: anibani18 6 Nov 2023, 11:09
happy-go-lucky
მიყვარს ეს ცხრილი <3
ადრე მომცა ჩიქვინიძე გოჩამ <3

Posted by: fermina 6 Nov 2023, 11:17
happy-go-lucky
QUOTE
fermina
ბოდიში თუ არ მიწყენ, დედა სადაა ბავშვის? ასე სულ შენ რომ ხარ ჩართული, მისი ჩართილპბა როგორი არის?


არა, საწყენი რა არის, ჯერ უნივერსიტეტი შარშან, მერე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ახლა მუშაობს უაზრო გრაფიკით, სახლიდან ოღონდ, საღამოს საათებში ღამის პირველამდე კომპთან უწევს ჯდომა, ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მეც სრულგანაკვეთიანი და საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს, მაინც უფრო მოქნილი ვარ. ისიც ჩართულია, ოღონდ სოც. ქსელებში არ აქტიურობს smile.gif შაბათ-კვირას ძირითადად დედ-მამასთანაა.

Posted by: happy-go-lucky 6 Nov 2023, 11:50
adeline
აუ ამ ევექსში ძაან ფარმაცეფტულ წაკლებზე არიან გადასულები, ზელფასები ძაან დაბალი აქვთ და მაგით აბალანსებენ მგონი რაა. წარმოუდგენელ დანიშნულებებს გასცემენ, ნუ არც მოგკლაბს მარა რო არც მოგარჩენსsmile.gif)

დაზღვევა თუ გაქვს, გირჩევ ბეგოიძეს. ტელეფონზე 100% ხაზზე, 3-4 დღით ადრე უპრობლემოდ ეწერები, ცოცხალო რიგი ძაან ისაAველო არა აქვს და უსაყვატლესკ ექთნები აცრის კაბინეტში!

ხო და არ გამომრჩეს, რაც მან მოთხტა იგივე მითხტა ირაკლი რცხილაძემ. უბრალპდ შუაში სხვა ექიმებთამ ვიყავით და მათ არ მითზრეს ეგ კვლევები და დავიკიდე.

Posted by: adeline 6 Nov 2023, 12:46
happy-go-lucky
სახლთან მაქვს ახლოს ევექსი და მაგიტო მინდა აღრიცხვაზე დავაყენო მანდ, უცებ რომ დამჭირდეს რამე.
ბეგოიძე ყაზბეგზეა ხომ?
რცხილაძესთან მინდა იყოს ისე თავიდან ბოლომდე, რა პერიოდულობითაც თვითონ დაგვიბარებს.

აუ ძაან საინტერესოა:
https://www.youtube.com/watch?v=SEdtLV-41ps
* * *
გოგოებო BABE -ს საბავშვო ხაზი როგორია? ავერსს აქვს ნაკრები და ერთი შეხედვით კარგი ჩანს. ესპანური ბრენდია.

Posted by: Tua 6 Nov 2023, 13:02
anibani18
მივალ სახლში და ჩაგიყრი, ჯერ ისეთი რთული არაფერი მოუტანია, განახებ, ნუ ალბათ მასწავლებლების ხელიც ურევია რაღაც წილი.

Posted by: fermina 6 Nov 2023, 14:24
adeline
QUOTE

აუ ძაან საინტერესოა:
https://www.youtube.com/watch?v=SEdtLV-41ps


ძალიან, ბოლომდე ვუსმინე up.gif წიგნსაც სიამოვნებით წავიკითხავდი.

ვიდეოს ჩავსვამ:




Posted by: lesila90 6 Nov 2023, 15:03
shoAbb
არა ოფთალმოლოგია და მაგასაც მინდა ვაჩვენო რომ აელმებს თვალს
* * *
happy-go-lucky
ამ ცხრილში რამდენი თვის ბავშვზეა საუბარი? Meilisi
კი მანამდე არ ვნერვიულიბდი აქტიურია და ახლა დამაფეთეს და ასმაგად ყველფერს ვაკვირდები..

Posted by: adeline 6 Nov 2023, 15:16
fermina
80 ლარი ჯდება მაგ წიგნის ჩამოტანა და ჩამოვატანინებ ალბათ

Posted by: happy-go-lucky 6 Nov 2023, 15:19
lesila90
ზემოთ წერია თვეების მიედვიტ რას უნდა აკეთდებდეს.

adeline
კიი, ყაზბეგზეა.
იცი რა, რცხილაძესთან გეყოლება ბოლომდე, ბოლომდე რა , 1 წლის მერე დიდად აღარაა ცექაფების საჭიროება. და მერე ვირუსები რომ იწყება, უფრო 9 თვის შემდეგ, ირაკლისთან ვერ მოახერხო შეიძლება, დიდი ალბათობით და ასისტენტებთან ხარ კოტაქტზე, და დიდად არ მომწონდა მე პირადად ეგ ამბავი. ნუ სხვა პედიატრებიც ჰყავთ, კარგები მრჩეველში, მათ აჩვენებ თუ რამე. ნუ შენ უკეთ იცი საითკენაც მიგდის გული. ვაქცინის ამბავში უდ აგყავდეს სადმე რეგისრირებული მოკედ, მაშინ ასე ვთქვათ. ევექსი არ მეხატება დიდად გულზე , და smile.gif)


* * *
ვაიმე რო აცივდება რა გვეშველება ნეტავ, ჩემი ბიჭი რაც გაზარდა, ისე ჭყივის თუ არ გავიყვანე გარეთ, ლეკვები რო კარს აფხაკუნებენ ესეააა :დ
დიდად სასეირნო ადგილები კი არ მაქვს, ისეთ ადგილას ვცხოვრობ, დავათრევ ბარნოვზე გამონაბოლქვში , მარა ნუ თვითონ ბედნიერია და რავუყო. და ქარი და წვიმა რო დაიწყება, რა ვიცი, რა ვიცი..

კიდე ახალი დარდი სემოამწვა, ქვედა ზღვარზეა წონის და ოკ-აო, ყველა ექიმმა მარამ მე ხო ვიცი რო ბოლო 1,5 თვე პრაქტიკულად მატება არ ჰქონია 100-200 გრამი მაქსიმუმ და ცოტა ვდარდბ. ამ 1,5 თვიდან 10 დღე მძიმე ავადობებში იყო, ალბათ მაშინ არც მოიატებდა ხო> არჭამდა.

რძეს მაგრად მოუკო და ფაფებს და ხორც- ბოსტნეულს (ქილისას) მართლა დიდ ულუფებს ყლაპავს. მე მგონი ზომაზე ბევრს ვუკეთებ ფაფას :დ და ჭამს რა ვიცი. ორჯერ ვაძლევ თან ფაფას. მოკლედ ეს წონის ამბავიც მადარდებს ცოტა.

Posted by: fermina 6 Nov 2023, 15:33
adeline
QUOTE
fermina
80 ლარი ჯდება მაგ წიგნის ჩამოტანა და ჩამოვატანინებ ალბათ


უკრაინიდან? მეც ვიქონიებდი სიამოვნებით, იქნებ გამოვაგზავნინო ვინმეს, ან თუ იცი რამე გზა, შევუკვეთავდი.

Posted by: Tua 6 Nov 2023, 16:09
lesila90
1 წლამდე ნორმაა თვალების დაელმება smile.gif ბავშვების უმრავლესობას შეაქვს თვალები ან ერთი თვალი .

adeline
საკმაოდ ბევრი საინტერესო ვიდეო აქვს კამაროვსკის smile.gif ბაბეს აქებენ მაგრამ საბავშვო არგამომიყენებია მე ვიყენებ მაგის მზისგან დამცავს დილით სახეზე .

Posted by: adeline 6 Nov 2023, 16:42
fermina
რუსეთიდან. მე ამათ ვუკვეთავ რუსულ წიგნებს. გადასარევი მომსახურება აქვთ
https://olma.ge/
Tua
კი, ამ ვიდეოში ანადგურებს აფთიაქებთან შეკრულ ექიმებს.

Posted by: anibani18 6 Nov 2023, 19:16
adeline
მე აცრებზე სადაც დამყავს, კავკასიის მედიცინის ცენტრში, იმ ბიჭმა ისეთები მომიყვა ფარმაცევტებთან შეკრულ ექიმებზე, თმები ყალყზე დამიდგა.
Tua
გელოდები თეო. უბრალოდ მაინტერესებს რა სირთულის აქტივობებს სთავაზობდნენ სამი წლის ასაკში.

ამონაშვილის ბაღზე იცით რამე?

Posted by: Tua 6 Nov 2023, 19:22
happy-go-lucky
მე დამყავს ევექსში ასე ემერჯენსად თუ რამეა და აი არასდროს არმიწერს კონკრეტულ წამლებს, სულ ჯენერიკებს წერს და რომელიც გინდა შენ აარჩიეო სულ ასე მეუბნევა, ერთხელაც არურჩევია კონკრეტული ბრენდის რამე. ნუ მეც ვერკვევი წამლებში და ალბათ იცის და ეგ ფაქტორიცააა ჩემთან ვითომ?
* * *
anibani18

აი ესენი მოაქვს, ნუ რათქმაუნდა საპონი რომაა ინგლისურად მაგას ვერ დაწერდა მაგრამ იდეაში წებო უსვია და დაყრილია ფურცლები იმ ხელზე და ხეზეც, ის ზღარბი კიდევ წიიწბურითაა გაკეთებული დაყრილი აქვთ წიწიბურა
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: happy-go-lucky 6 Nov 2023, 19:40
Tua
აუ რა ვიცი, თავზე ხელი აქვს აღებული ისეთებს წერენ. ამ ბოლო დროს საერთოდ არარეგისტრირებულებს წერენ, დაზღვევა რო არც აფინანსებს. ნუ ეს ყურმოკრულ ამბებს არ ვამბობ, რაც ნამდვილად ვიცი.
კაპიკები აქვთ ხელფასები ევექსში და მაგას ვაბრალებ.

Posted by: Tua 6 Nov 2023, 20:16
happy-go-lucky
ყველა ექიმი ეგრეა არამცოლოდ ევექსში, საავადმყოფოში ვმუშაობ და ვიცი რაცაა smile.gif) საავადმყოფოებში და სამშობიაროებშიც ეგრე მუშაოვს სქემა, ბონუსებს იღება ყველა წამლებზეც და ასევე სამშობიაროში ბავშვთა კვებაზეც, ვინც მეტ ბონუსს შესთავაზებს ის კვება შეაქვთ. ევექსთან ჯერ ეგეთი არმქონია წამლებზე საბედნიეროდ გამიმართლა ალბათ.

Posted by: adeline 6 Nov 2023, 20:22
happy-go-lucky
კერძო პედიატრიც მოვძებნე ახლოს შედარებით ჩემთან. აცრებს მასთან გავუკეთებ ხოლმე. მაგ ბეგოიძესთანაც მივიყვან ინტერესის გამო.
ახლა მორჩა ავადობებს ბაია და მოიმატებს წონაში უცბად :*
* * *
anibani18
Tua
ექიმი როგორ უნდა ჩააგდო ეგეთ დღეში, არ მესმის.

Posted by: Tua 6 Nov 2023, 20:44
adeline
შენ წარმოიდგინე და არც ისეთი დაბალი ანაზღაურება არ აქვთ, თან ბევრ კლიბიკებში მუშაობენ საათოვრივადაც და მინიმალური ხელფასი უბრალოდ ექიმზე კანონითაა განსაზღვრული smile.gif 1260 ლარზე ნაკლებს ვერ მისცემ და სხვა დაწესებულებაშიც ეგრე იღებს, მინიმუმ 7 ლარია საათში ხელფასი, მაგრამ მეტს იღებენ ვევრად ვიდრე ეგ 7 ლარი, უბრალოდ წამლებზე ბონუსებს იღებენ კიდევ და ეგაა რა. მე ჯერ არშემხვედრია საბონუსე წამლიანი ექიმი , იმედია არც შემხვდება

Posted by: anibani18 6 Nov 2023, 21:33
Tua
ბონუსები რა ჰქონია ზოგს? გავგიჟდი რომ გავიგე.

მადლობა ფოტოებისთვის <3

Posted by: happy-go-lucky 6 Nov 2023, 21:38
Tua
ჩემი ოჯახოს წევროც მუშაობს და არ აქვს მაგდენიsmile.gif რაის 7 ლარი საათში.

ყველა ექიმი ეგრე ნამდვილად არაა, ზოგს აქვს ნამუსი შერჩენილო. ალბათ ამიტომაც დავდივარ შერჩევით. ჩემი ექიმებისგან არ მაზსოვს ეგეთო წამლები რავი და არც პედიატრისგან. ევექსის ექიმები არარეგისტრორებულ წამლებსაც კი ნოშნავენ, დაზღვევა რო არ გიფინანსებს. აი რა უსინდისობაა. მეგობარს ეგეთი ანტობიოტიკი დაუნიშნა, არ იცოდა რა თქმ უნსა იყიდა და გაგიჟებულია. ბევრზე ფ
გავიგე მოკლედ ამ ბოლო დროა და ამიტომ ვამბობ.

Posted by: Tua 6 Nov 2023, 22:00
happy-go-lucky
2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმის ხელფასი ისაზღვრება მინიმუმ 7 ლარით საათში, რომელიმე კლინიკა თუ არასრულებს ეგ უკვე კლიბიკის ამბავია .

anibani18
კი კი აქვთ, არაა ეგ ახალი თემა წლებია ასეა უკვე , დიდი ხანია ფარმაცევტულებთან შეკრულები არიან ექიმები , ასევე ბავშვთა კვების ბრენდებთან პედიატრები კობკრეტულ ბრენდს რომ ჩააცივდებიან ხოლმე .

Posted by: სერაფიტი 6 Nov 2023, 23:04
ეს რა ცხრილია? ნუ მივხვდი, რაცაა, განვითარების ეტაპებია, მარა მთრგუნავს ძალიანsad.gif 9-12 თვეზე რო უწერია, დედას და მამას უნდა ამბობდეს მიზანმიმართულადო. არ ამბობს. სხეულის ნაწილებს - თავს და ცხვირს - გვაჩვენებს. ცნობს ნივთებს - სათვალეს, კუბიკი, დათუნია და ა.შ. - მომეცი, ეტყვი და მოგცემს, რაზეც ეტყვი.
ვერც დადის ჯერ, მარა დგება თავისუფლად, თუ ეყრდნონა რამეს. ხელმოკიდებული ადგამს ნაბიჯებს. ზეგ ხდება წლის.
როგორ მენატრება.
სტამბოლში ვართ 5 დღით, ზეგ, მის დაბდღეზე ჩამოვალთ.


სტამბოლში ვარ, მაგრამ გული მანდ მაქვს. ასე თუ მომენატრებოდა 4 დღეში, არ მეგონა <3

Posted by: adeline 6 Nov 2023, 23:15
Tua
მაშინ ღორობაა და მეტი არაფერი.
ვაიმე ზღარბი რა ლამაზი და საყვარელია <3 ვეღარ მოგყევით პოსტებში და ამათ ახატინებენ სადმე შენს ბიჭოს?
ზუსტად ასეთს გასაფერადებელს ვერ ამოვბეჭდავ საიდანმე? smile.gif))
* * *
სერაფიტი
რა საყვარელი ხარ love.gif

Posted by: Meilisi 7 Nov 2023, 09:42
სერაფიტი
ზუსტად ჩემი ტკივილია ეს ცხრილები არ შეიძლება ასეთი სტანდარტი მოარგო ყველა ბავშვს .ყველა ინდივიდუალურია . 4 თვეზე მყავდა გეგმიურ შემოწმებაზე ევექსში ნერვ-გთან და სახელზე არ ბრუნდებოდა და დამიწერა გონებაგაფანტულობა. ვნერვიულობდი სანამ ისწავლა თავის სახელზე მოხედვა . და ახლა კიდე ეს განვითარების ცხრილები.ყველაფერს მაგებინებს და ძალიან კონტაქტური აქტიური ბავშვია მოსაჭიდი თუ აქვს მყარი ეჭიდება და დგება ფეხზე ჯერ 7 თვის არ არის.
არ ინერვიულო ყველაფერს იტყვის შენი ბაია



Posted by: Tua 7 Nov 2023, 10:22
სერაფიტი
ყველა ბავშვი ერთნაირი და სტანდარტული არაა ამიტომ ნუ დარდობ მაგაზე .ეგ ცხრილები იმდენად სტანდარტულია რომ რავიცი.


adeline
ბაღიდან რაც მოაქვს ნამუშევრები ეგენია, ამობეჭდილია ეგ ზღარბი ანუ გასაფერადებელია იდეაში , უბრალოდ უკან წებო წაუსვეს და წიწიბურა მიაყარეს smile.gif)

Posted by: სერაფიტი 7 Nov 2023, 10:26
adeline

<3

ძაან ბევრი რამის ამობეჭდვაა შესაძლებელი, კიი. ვუბეჭდავდი ხოლმე ჩემს ძმიშვილს.

Tua
Meilisi

ჰოო, გონებით მეც ვიცი, რომ ცხრილი ცხრილია და ცხოვრება სხვაა smile.gif)) მარა აი გამკრავს ხოლმე რა მწარედsmile.gif)

Posted by: fermina 7 Nov 2023, 10:50
ზოგი წლის და ხუთი თვის უკვე ლაპარაკობს, მაგალითად მიას ბიძა, რომელიც ახლა 3 წლისაა, მაგ ასაკში როგორც მახსოვს ლამის წინადადებებით ლაპარაკობდა, და ორი წლისას ისეთი ლექსიკონი ჰქონდა, ბევრ უფროსს რომ შეშურდება. შორისდებულებით და კავშირებით, მაგ. "გითხარი -მეთქი" "ალბათ იმიტომ, რომ" "მაგალითად" და ასე შედეგ smile.gif საოცრებებს მეუბნებოდა რომ მივდიოდი მათთან 2 წლის ბავშვი - "ახალი კაბა გაცვია? აბა, დატრიალდი! მე ძალიან მომწონს. მანიკურიც გაიკეთე?" მია რომ იბადებოდა, ესეც გულშემატკივრობდა და წამოხვალ საავადმყოფოში მეთქი მიას სანახავად, ვეკითხები და შემისწორა, საავადმყოფოში კი არა, სამშობიაროშიო smile.gif

მიამ მარტივად გადაწყვიტა მეტყველების პრობლემა, კი იცის საკმაოდ სიტყვები და როცა ხასიათზეა, ამბობს, ეტყვი - იმეორებს, ნუ დამახინჯებულად ხშირად, მაგრამ მაინც, თუმცა მარტივი გამოსავალი იპოვა, რამე უნდა - ამბობს "ის" ან "ეს" და თითს იშვერს და პრობლემა მოგვარებულია, რაც უნდა იმას იღებს biggrin.gif ამიტომ არ თვლის საჭიროდ, რომ ყველა ნივთს სახელი უნდა უწოდოს, როცა "ის" არის უნივერსალური სიტყვა smile.gif რამე არ უნდა, ამბობს "არა, არა" და ეგაა.

Posted by: takoo1 7 Nov 2023, 11:07
fermina
სერაფიტი
ძალიან ინდივიდუალურია მეც ასე ვფიქრობ.
შუათანა მყავს ნამეტანი შექექილი,ისეთებს შვება უფროსს არც კი მოაფიქრდებოდა.
თუმცა დედა-მამას მიზანმიმართულად არ ამბობს.
ეს დღეებია დაიწყო დადაო რო მხედავს smile.gif
მარა დარწმუნებული არ ვარ რო დედას გულისხმობს biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 7 Nov 2023, 13:42
Fermina

ანუ თავისით არ ამბობს სიტყვებს, მხოლოდ იმეორებს?
მთავარია ესმის. ასე ვიცი.

takoo1

2 თვითაა გაბრიელი ანიტაზე დიდი, ასე მახსოვს. ჰო, რა, ინდივიდუალურია ძალიან ძალიან

Posted by: fermina 7 Nov 2023, 17:19
სერაფიტი
QUOTE
Fermina

ანუ თავისით არ ამბობს სიტყვებს, მხოლოდ იმეორებს?
მთავარია ესმის. ასე ვიცი.


თავისით ამბობს - დედა, ბურთი, პაპა (პეპა გოჭი), ნანი (წყალი), გოოლ (ბიძის გავლენა), აჩუ, შია, კოკი (კოვზი), რა ქვია-ზე ერთი წლის რომ იყო უკვე პასუხობდა სახელს -ია ია, ანუ მია, რამდენი წლის ხარ - ეთი, ადე, წადი, კიდევ რაღაცებს ალბათ, არ მახსოვს.

ისე მთელი დღე ლაპარაკობს, ოღონდ გაუგებარ ენაზე. გაგებით კი ესმის ყველაფერი.

Posted by: happy-go-lucky 7 Nov 2023, 22:57
ყველა ბავშვი ინდივიდუალუროა ცალსახად. მაგრამ ეს ცხრილები აუცილებელია მაინც, აქ ხო მხოლოდ მოჭრილი თვე არაა, პერიოდოა მონიშბულო, 4-7 თვე
აგაკითად. ამიტომ ზედა ზღვას რო გადასცდება მაგრად და რაღაცას არ აკეთებს, ჩემი აზრით საყურადღებოა. ჩემი "ბებიის დედამაც" გვიან დაიწყო ლაპარაკი და კი მაინც დაიწყოო, რომ იციან ხოლმე, არაა სწორი ჩემი აზრით.

Posted by: narkozeli 8 Nov 2023, 09:48
QUOTE (happy-go-lucky @ 7 Nov 2023, 22:57 )
ყველა ბავშვი ინდივიდუალუროა ცალსახად. მაგრამ ეს ცხრილები აუცილებელია მაინც, აქ ხო მხოლოდ მოჭრილი თვე არაა, პერიოდოა მონიშბულო, 4-7 თვე
აგაკითად. ამიტომ ზედა ზღვას რო გადასცდება მაგრად და რაღაცას არ აკეთებს, ჩემი აზრით საყურადღებოა. ჩემი "ბებიის დედამაც" გვიან დაიწყო ლაპარაკი და კი მაინც დაიწყოო, რომ იციან ხოლმე, არაა სწორი ჩემი აზრით.

100%

მერე დიდ ასაკშიც გოგოებო, ნებისმიერი ნეიროფსიქოლოგი ბავშვის შეფასებისთვის (ტიპური განვითარება აქვს, აუტისტური სპექტრია, ქცევის დარღვევა, განვითარების ეტაპების დაყოვნება თუ მეტყველების შეფერხება) იყენებს ცხრილებს.
ყოველთვის ჯობია დახმარების ჩართვა როცა ამ ზღვრებში ზედა ზღვარზეა ბავშვი. ❤️

Posted by: fermina 8 Nov 2023, 14:38
ხველება დაუსრულებელია როგორც ჩანს. რამდენი ხანი ვასვა ეს პუროქსანი, შევეშვი.
უკვე ნახველი აქვს, რომელსაც ვერ იღებს და ამიტომ თითქოს უფრო ინტენსიურად ახველებს.
ცხვირი კი გაუშრა და სხვა მხრივ თითქოს კარგადაა.
ინჰალაციას ვერ ვუკეთებ.
უკვე ხალხურ მეთოდებზე დავფიქრდი, ხახვის წვენი და შაქარი, კარტოფილი და სოდა და ასე შემდეგ smile.gif

Posted by: lesila90 8 Nov 2023, 18:41
გოგოებო დღეს ვიყავით პედიატრთან. 6 კგ ერთი და 6.200 კგ
5 თვის გავხდით ეხლა. დააწყებინე ფაფებიო. 10 დღე ცოტ ცოტა მიეცი და 10 დღეში ბოსტნეულით ჩაანაცვლეო. მირჩიეთ როგორ ვქნა რომელი ფაფა ჯობია. 20 გრ ფაფა მიეცი და მერე რძე დაუმატეო. მასწავლეთ რა როგორ ვქნა გამოცდილო დედებო.
კალცი დაგბიმატე კიდე და ანალიზის გარეშე შეიძლება მივცე?

Posted by: happy-go-lucky 8 Nov 2023, 18:55
კალცის დამატება ანალოზის გარეშე არ გამიგია. რცხილაძემ 6 თვიდან დ ვიტამინთან ერთად, დაუმატე ფტორიო. კი არ მიყიდია ჯერ, კაი გამახსენდა.

ფორმულას აჭმევ თუ შენს რძეს? მე 6 თვის სანამ არ გახდა არ დავუწყე მყარი კვება, მკაცრაფ მქონდა გადაწყვეტილი, მყარად სხედან ან მინიმუმ თავი ხო კარგად უჭირავთ?

მე სემპერს ვაჭმევ. თავიდან უყიდე ურძეო და დაიწყე რამდენიმე კოვზით. გრამობით არ ვიცი. 1 სუფრის კოვზით უნდა და საიწყო (მშრალი ფხვნილი) და მერე საბოლო სრული დოზა ულუფა არის 3-4 სუფროს კოვზი. არ მოეწონება დიდი ალბათობით ეგ ურძეო და დაყმატე შენი რძე ან ფორმულას ფხვნილი, რასაც აჭმევ. მერე გადაიყვან რძიან ფაფებზე.

ზოგი პირიქით ბოსტნეულით დაწყებას ურჩე ს. მე ფაფებით დავიწყე.


* * *
ბოსტნეულით ჩანაცვლება რას ნიშნავს? ბოსტნეულო უნდა დაუმატო მერე. ფადა დარჩება კვებად

Posted by: fermina 8 Nov 2023, 19:12
QUOTE (happy-go-lucky)
მე სემპერს ვაჭმევ.


სემპერი მეც ყველაზე მეტად მომწონს (ბავშვსაც ანუ), სხვა რამდენიმე ფაფა ვცადე და გემოთი და კონსისტენციით ყველას სემპერი სჯობს, პლუს უშაქროა.

Posted by: lesila90 8 Nov 2023, 20:39
happy-go-lucky
არა ჯერ არ ზიან და არც თავი უჭირავთ მყარად ნუ ბიჭს გოგო კარგად იჭერს. ჯდომაზე ვკითხე და ორთოპედმა ჯერ ადრეაპ მხოლოდ დახრილ პოზიციაშიო.

Posted by: happy-go-lucky 8 Nov 2023, 21:46
lesila90
მე თავის დაჭერას დაველოდებოდი და მერე მივცემდი. წამოწოლილზე ფაფები, რავი.

Posted by: lesila90 9 Nov 2023, 13:32
happy-go-lucky
სემპერის ბროკოლი გავასინჯე გოგომ არ ჭამა იჯღანებოდა და მერე გულს ირევდა. ბიEმა ცოტა ჭამა ერთი კოვზი ალბათ . ყვავილოვანს გავასინჯებ კიდე და ვნახოთ

Posted by: fermina 9 Nov 2023, 13:44
lesila90
QUOTE
happy-go-lucky
სემპერის ბროკოლი გავასინჯე გოგომ არ ჭამა იჯღანებოდა და მერე გულს ირევდა. ბიEმა ცოტა ჭამა ერთი კოვზი ალბათ . ყვავილოვანს გავასინჯებ კიდე და ვნახოთ


სიმართლე გითხრათ, დღემდე მიას სახლში მომზადებული ურჩევნია ყველაფერი აფთიაქისას (ფაფის გარდა).
ძალიან მარტივად დაიწყო მყარი კვება 6 თვის ასაკში. სუპ-პიურეებს ვუკეთებდი ბოსტნეულის, ხანდახან ხორცს ვურევდით, ხან თევზს და მშვენივრად მიირთმევდა. ხან უბრალოდ დაჭყლეტილს ვაძლევდით.
ისეთ გემოზე ვუსვამ ყველაფერს, რაც ვიცი, რომ მოეწონება, ერთნაირი გემოვნება გვაქვს smile.gif
წლის მერე სუპ პიურეები შეიძულა და მერე ვცადე უკვე ჩვეულებრივი თხევადი სუპები და გიჟდება ისე მოსწონს.

Posted by: anibani18 9 Nov 2023, 13:57
lesila90
გადაცდენის რისკი იზრდება, როცა ბავშვი მოუმზადებელია მყარი კვებისთვის. მოუმზადებელში იგულიახმება, დამოუკიდებლად ვერ ზის, მით უმეტეს, თუ თავს ვერ იმაგრებს. ახლა რომ დასვამ საჭმელად, ბავშვის მთელი ძალისხმევა იმაზე იქნება მიმართული, რომ თავი გაიმაგროს, როცა სინამდვილეში, უნდა დასვა და დააინტერესო ახალი სამყაროთი, რომელსაც მყარი საკვები სთავაზობს.

Posted by: Tua 9 Nov 2023, 15:36
lesila90
დამოუკიდებლად თუ არზიან, არც საკვებ მაგიდაში არზის მყარი კვების დაწყებას არგურჩევ ნამდვილად მითუმეტეს 5 თვისებიც არ არიან ჯერ რა დროს მყარ კვებაზეა საუბარი. წყალზე ლაპარაკი ზედმეტია ❤️

ბათუმში ერთი კარგი პედიატრი არგაწყენდათ ისე sad.gif

Posted by: takoo1 9 Nov 2023, 15:48
ავცერი გაბრიელი მომილოცეთ❤️
მეც დავირჭე ბარემ biggrin.gif

Posted by: tako/barbi 9 Nov 2023, 21:03
გოგოებო სიმილაკი თუ ჰიპი?❤️❤️❤️❤️ჩემ დას ურჩიეს შერეულზე ყავდეს და ეა ჰიპი მოვიძიეო აქებენო და თქვენ რა გამოცდილება გაქვთ?

Posted by: happy-go-lucky 9 Nov 2023, 21:21
takoo1
უფასო და ფასიან ვაქცინებს შორია რა სხვაობა არის ხომ არ იცი?
ევექსში უფასოებიც არის?

Posted by: Tua 9 Nov 2023, 23:07
happy-go-lucky
უფასოა ებოტის ჰოლანდიური 15 რიცხვამდე,15იდან რისკ ჯგუფის გარდა ყველასთვუს ფასიანი გახდება ისევო. ვაქსიგრიპი ფასიანია მაგრამ არაა სხვაოვა ვაქცინებს შორის მწარმოევლის გარდა არაფერში, ებოტიც ძალიან კარგი კომპანიაა.

Posted by: takoo1 9 Nov 2023, 23:08
happy-go-lucky
1 ნოემბრიდან 15მდე არის უფასო.
იგივეა 3 კომპონენტიანი რაცაა ინფლუვაკი (60 ლარიანი) ეგ არის.
უბრალოდ ეხლა უფასო იქნება ეს ორი კვირა.
ვაქსიგრიპი 4 კომპონენტიანი რომელიც არის მაგას არ ეხება.
ეგ 80 ლარია,ვერ აცრი უფასოდ მაგითი
მე გადავიხადე.

Posted by: happy-go-lucky 10 Nov 2023, 06:20
Tua
takoo1
4 კომპონენტიანი ჯობია?

Posted by: Tua 10 Nov 2023, 08:29
takoo1
თაკოო ებოტის ინფლუვაკ ტეტრაც 4 კომპონენტიანია რაც უფასოა სახელმწიფოსგან, იგუვე შემადგენლობა ქქვს რაც ვაქსიგრიპს. ის ინფლუვაკი 3იანი რაცაა ის სხვაა კიდე ეგ არც შემოუტანიათ წელს 3იანი, მაგიტო გითხარი რაღატო იხდი ფულს ვაქსიგრიპში 4იანია ესეც და აგეცრა მაგით თქო.

happy-go-lucky
ინფლუვაკ ტეტრა რაცაა უფასო ეგეც 4კომპონენტიანია და ნაკლები უკიჩვენება აქვს ვიდრე ვაქსიგრიპს ანუ სიცხის ამბავი და ხელის ტკივილები და ნაკლებად მწარეა, ეფექტი ორივეს ერთი და იგივე აქვს ზუსტად.

Posted by: takoo1 10 Nov 2023, 08:43
Tua
გოგო მე რო ავცერი მაშინ არ იყო უფასო, 2 დღეში გახდა უფასო
წგ ინფლუვაკი 60 ღირდა და ბარემ იმით ავცერი
20 ლარაი იყო სხვაობა.
მე და გაბრიელი ავიცერით ეხლა უფასოდ
* * *
Tua

უიი ეს არ ვიცოდი :/
user posted image

Posted by: Tua 10 Nov 2023, 09:12
takoo1
ვაქსიგრიოსაც. და ინფლუვაკსაც ერთი და იგივე რეკომენდაცია აქვს, ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაკეთდეს და 2 კვირაში მოდის იმუნიტეტი. მაგრამ არაუშავს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მე ჯერაც ვერ ავიცერი რაღაც ვირუსი ვიპოვე შაბათს ცუდად გავხდი და ალექსანდრეს არგადაედო საერთოდ smile.gif)

Posted by: anibani18 10 Nov 2023, 09:17
ჩემმა უმცროსმა მთელი ღამე ტირილში გაატარა, ვერაფრით ვამშვიდებდი. ჩაიიზნებდა და ისევ ტირილით გაიღვიძებდა. ვირუსი შეგვხვდა ყველას. ახლა უმცროსს აქვს ყველაზე რთულად, ყელში აქვს წყლულებივით და სტომატიტი. სიცხე აღარ აქვს. ლეიკოციტები 19. ყური წითელი არ აქვს. ეშვებიც ამოდის მგონი ყველა ერთად.
ასე მგონია, შარდის გამოყოფა ცოტა შემცურებულია, თუმცა წყალსაც ნაკლებს სვამს რადგან პურის ღრუ სტკივა. იქნებ მაინც გავუკეთო შარდის ანალიზი. რას მირჩვდით?
იაშვილში დაგვინიშნეს ანტიბიოტიკი, თუმცა რენტგენი სუფთაა და ყურიც. ჩვენმა პედიქტრმა, არ გინდაო ანტიბიოტიკი.

Posted by: Tua 10 Nov 2023, 10:04
anibani18
ანი ყურის ტკივილში გადადის ეგ ვირუსი sad.gif ყველა ჩემს გარშემო ავადაა მაგ ვირუსით. ტკივილზე და ყელში ანთებაზე იბუპროფენი მიეცი 3-4 მლ გაუყუჩებს და დაიძინებს მშვიდად . ლეიკოციტები საკმაოდ მაღალია 19 თუ 10მდეა ნორმა მაგ ლაბორატორიით, ანუ საანტიბიოტიკე ლეიკოციტია ეგ წესით.

Posted by: fermina 10 Nov 2023, 11:35
anibani18
QUOTE
ჩემმა უმცროსმა მთელი ღამე ტირილში გაატარა, ვერაფრით ვამშვიდებდი. ჩაიიზნებდა და ისევ ტირილით გაიღვიძებდა. ვირუსი შეგვხვდა ყველას. ახლა უმცროსს აქვს ყველაზე რთულად, ყელში აქვს წყლულებივით და სტომატიტი. სიცხე აღარ აქვს. ლეიკოციტები 19. ყური წითელი არ აქვს. ეშვებიც ამოდის მგონი ყველა ერთად.


ზუსტად ასე დაიწყო (სტომატიტის გამოკლებით), უსიცხოდ და ყურში გადაუვიდა, მაინც ფრთხილად იყავით და დააკვირდით ყურს თუ იტკიებს, დასჭირდება ალბათ წვეთები და ცოტა შვებას მისცემს. ლეიკოციტები 17.30 იყო, ც რეაქტიული 14.2 და დაუნიშნეს ანტიბიოტიკი.
მთავარია ცხვირი გაუშროთ რამენაირად, თუ სველი აქვს.

Posted by: takoo1 10 Nov 2023, 13:48
Tua
აუ კიდე ვირუსი შეგხვდა? რა ხდება კი მარა
მეც რო ვბლატაობდი მთელი ცხოვრება ჩემი იმუნიტეტით ვატყობ ძაან დამერხა.
მე ჩემს მიყოლებულ ორსულობა/ლაქტაციას ვაბრალებდი
anibani18
ანი ალბათ ლეიკოციტის გამო დაგინიშნეს.
საკმაოდ მაღალია ლაიკოციტი.
ჯობია თავიდანვე მისცე და უცებ აულაგოს ვიდრე გაურთულდეს და მერე მაინც მოგიწიოს მიცემა.

Posted by: happy-go-lucky 10 Nov 2023, 17:25
ავიცერით ყველა, პატარას გარდა. იმედია ცოტა მაინც დავიცავთ პატარას. წელს პირველად ავცერი, არ ვიცრებოდით არასდროს.

Posted by: Tua 10 Nov 2023, 18:39
takoo1
გოგო ხოო რაღაცა ცხვირის უსიცხო smile.gif) გიჟივით ვიტესტები კოვიდი არაა, ავუცერჯ მეც დღეს 7 დღეა გასული უკვე. უფ მე სულ ეგეატი იმუნიტეტი მქონდა კილომეტრიდან მედებოდა მაგიტო ვიცრები ყოველ წელს .

happy-go-lucky
შენი ბავშვი მეორე 9 წლამდე თუა ასაკით მეორედ უნდა აცრა 1 თვეში ხომ იცი?

Posted by: happy-go-lucky 10 Nov 2023, 19:57
Tua
უი რას ამბობ, ვკითხე ამცრელ ქალს და არ უნდა მეორედო. 7 წლისაა.

Posted by: nopiahopi 10 Nov 2023, 20:07
Tua
როგორც მახსოვს, ვაქცინებთან გაქვს სამსახურეობრივი კავშირი, ხომ?
ხომ არ იცი თავად,ან ვინმე კომპეტენტურ ვაქცინოლოგს ხომ ვერ მირჩევ რომ ვკითხო პაპილომაზე. კერძოდ, 10 წლის არის ჩემი გოგო. ის ვიცი, რომ 9 წლიდან უკვე შეიძლება პაპილომას აცრა. მაგრამ ციკლი უკვე აქვს დაწყებული თუ არა, აქვს მნიშვნელობა? ამას ჯერ არ დაწყებია. და 2 დოზა უწევს თუ 3?
* * *
ინტერნეტში 2 დოზაზე ვნახე ინფორმაცია 6 თვის ინტერვალით

Posted by: Tua 10 Nov 2023, 22:02
happy-go-lucky
ევექსში აიცერი? არა ორჯერ უნდა აცრა ის პირი რომელიც არის 6 თვიდან - 9 წლამდე და იცრება პირველად გრიპის ვაქცინით მწარმოებლის რეკომენდაციაა რომ უნდა აიცრას 2 დოზით 1 თვის ი ტერვალით და ეს მეორე დოზაც უფასოდ ეკუთვნით. დავურთავ ანოტაციას ინფლუვაკისას, მოგიპტიჩკე სადაც წერია . შემდეგ წელს უკვე აცრი ერთი დოზით ინფლუვაკი იქნება ეს თუ ვაქსიგრიპი აღარ ექნება მნიშვნელობა user posted image

nopiahopi
ეგ პაპილომას ამბავი ბავშვთა გინეკოლოგთან გაიარე მაგაზე ინფო არმაქვს სამწუხაროდ , თუმცაღა სიდისის რეკომენდაციაა 9-13წლამდეა ოღონდ 6 თვის ინტერვალით კეთდება 15 წლამდე თუ ცრი და 15იდან ზევით 3ჯერ კეთდება 1-2-6 თვის ინტერვალით. ციკლს მნიშვნელობა არ აქვს როგორც ვიცი სექსუალური ცხოვრების დაწყებას აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ეხლა მემგონი ყველას ცრიან და აღარ უყურებენ არაფერს

Posted by: happy-go-lucky 11 Nov 2023, 09:52
Tua
კი ევექსში. მადლობა, დავრეკავ (ოდესმე თუ მიპასუხეს).

Posted by: takoo1 11 Nov 2023, 14:35
გაბრიელი ავცერი გუშინწინ და დღეს სურდო აქვს ცხვირი გაეჭედა.
ძაან შარში ვარ?? :/
რა ქნა ეხლა სიცხე რო მისცეეს

Posted by: happy-go-lucky 11 Nov 2023, 14:48
takoo1
შეიძლება გქონდეს გრიპოზული სიმპტომებიო. ექთანმა ასე მითხრა.

Posted by: takoo1 11 Nov 2023, 15:24
happy-go-lucky
მართლა? ჩემთვის არ უთქვამს
ისე რატო გვაფრთხილებენ რო მაგ დროს არ შეილება გაციება

Posted by: happy-go-lucky 11 Nov 2023, 15:36
takoo1
მეორერ აცრაზე გითხრეს? ბავშვებს რო ორი დოზა უნდათ თურმე

Posted by: takoo1 11 Nov 2023, 22:20
happy-go-lucky
არა არც ეგ უთქვამთ,მე აქედან გავიგე თეომ მითხრა

Posted by: happy-go-lucky 12 Nov 2023, 00:33
აუ ისე ყველა მაგას რო ყვება რო აცრა გაიკეGა და მერე რაღაცა შეხვდა და ძლობს გადაიტანა. ეგ თქვენც გაგიგიათ? :დ ზოგადად ტვინში სისხლი მექცევა ვირუსზე თან.

Posted by: shoAbb 12 Nov 2023, 10:05
გოგოებო, პირველი ბაიაა ჩემთვის და არვიცი 6 თვიდან როგორ რა
დავაწყებინო , როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი , თქვენგან როგორც გავიგე პირველად ბოსტნეულით უნდა დავიწყო,შემდეგ ხილი.
ხილიც დღის პირველ ნახევარში ხო?
ხილფაფა როგორ უნდა გავუკეთო? ან რომელი თვიდანაა მისაღები?
ბოსტნეული ორთქლზე მოვუხარშო ხო?
იმდენი კითხვა მაქვს და ისე მეშინია sad.gif(((
თავიდან ქილებით ხომ არ დავიწყო? ( რომელი? სემპერი კარგია მგონი და პლაზმონი )
ფაფებს არ ვაწყებინებ 4 თვიდან ისედაც 7 კილოა 3 თვისა ://

Posted by: fermina 12 Nov 2023, 12:06
ეს მოდელი ხომ არ გაქვთ ვინმეს? ასე ერთი შეხედვით კარგი ჩანს:

https://fb.watch/oggdpPA7V3/?mibextid=cr9u03

Posted by: ივლისი 12 Nov 2023, 12:11
shoAbb
თუ წონა კარგი აქვს და რძესაც კარგად სვამს, 6 თვის შესრულებამდე მართლა არაფერი უნდა. აი მეშვიდე თვეს რომ დაიწყებს ნელნელა დაუწყე გასინჯვები. სემპერი კი კარგია. მე ჰიპს ვაძლევდი . ერთკომპონენტიანი ბოსტნეული ჯერ. ბროკოლი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა, სტაფილო , კარტოფილი. ხილიც -ვაშლი, შავი ქლიავი, ბანანი. თუ რაღაც არ მოეწონა , არ მიიღო, არ ინერვიულო. დრო უნდა და მოთმინება მყარი კვების ამბებს . ყველაფერი გამოვა. ალერგიის გამოსარიცხად ვაძლევთ თავიდან ასე ცალცალკე , მერე შეურევ რა თქმა უნდა და სახლშიც მოუმზადებ. საბავშვო ზეითუნის ზეთს დაუმატებ ბოსტნეულს. ფაფები 1-2თვის მერე დაუწყე.ურძეო არ მოეწონება და მალევე რძიანი ფაფა შესთავაზე.

Posted by: Panda-008 12 Nov 2023, 15:00
shoAbb
შენ ხომ აგვისტოში გააჩინე? ასე ადრე რატომ აძლევ?

Posted by: narkozeli 12 Nov 2023, 15:52
მე ვაპირებ აპრილის ბოლო მაისამდე არაფერი დავუმატო ანუ სანამ მე-7 თვეში არ იქნება. რაც უფრო გვიან დაიწყებს მყარ კვებას, მეტი მზაობა ექნება და უკეთესი მჭამელებიც არიან ჩემი დაკვირვებით. პირველ შვილსაც 6 თვიდან დავუწყე.
თავიდან თითო თითო კოვზით უნდა დაუწყო და აუცილებლად ერთი კომპონენტი 3 დღის წესით (ბლვ-ზე არ არის ეგ წესი მარა მე მაინც სამი დღის წესს მინდა მივყვე, ალერგიის გამოსარიცხად) ანუ 3 დღე აძლევ მაგალითად მარტო სტაფილოს (პირველ დღეს 1 კოვზი, მეორე დღეს 2 კოვზი, მესამე დღეს 3 კოვზი და ა.შ) მე4 დღეს სტაფილოს დაუმატებ მაგალითად გოგრას იგივე 3 დღის წესით და ასე დავამატებ სხვადასხვა ბოსტნეულს. ხილზეც იგივე პრინციპით.
ფაფას ვუმატებთ 7-8 თვიდან, თავიდან ურძეო ერთ კომპონენტიანს (მაგალითად ურძეო წიწიბურა ან ურძეო სიმინდი და ა.შ) თუ კარგად მიიღო მერე გადაგვყავს რძიანებზე.
ახალი გადილანებით ბოსტნეულის ნაცვლად ხორცითაც შეგიძლია დაიწყო მყარო კვება.
ბრენდებიდან სემპერო, ბეიბი ბიო, ჰიპი, პლასმონი- ესენი ხილ-ბოსტნეულ-ხორცეულზე.
ფაფებში- სემპერი, ჰიპი, ნუტრიბენი.
სახლში როცა უმზადებ: შეგიძლია დაიწყო ბატატით, 3 დღის მერე დაამატებ სხვა ბოსტნეულს, ყაბაყს მაგალითად, ყვავილოვანს, სტაფილოს, ბროკოლს და ა.შ სადღაც 1 თვეში უკვე ყველა კომპონენტი ექნება გასინჯული და გაუკეთებ ბოსტნეულის წვნიან-პიურეს ასე: სხვადასხვა ბოსტნეული + ხახვი+ მწვანილები. პლასმონის მაკარონიც შეგიძლია ჩაუმატო, ჩაუჭყლიტო და მისცე.
ბლვ-ს თუ გეგმავ, სოლიდ სტარტის აპლიკაცია უნდა დაიხმარო და ძალიან ამარტივებს საქმეს.

Posted by: happy-go-lucky 12 Nov 2023, 17:05
მე ისევ ქილებზე ვარ, ესე უფრო კომფორტულია სხვადასხვა პროდუქტის გასინჯვა. ფასდაკლებებსე ვყიდულობ. სხვაფადხვა ბრენდენს ვურევ, ჰიპი , ჰუმანა და ჰეინც არ ვეკარები, არ ვიცი რატომsmile.gif)

ნუტრიბენი, ბებიბიო, გერბერი, პლაზმონოი სემპერი. ამას ვაჭმებ ხილ-ბოსტნეულს.

მე-7 თვიდან დავუწყე მეც, როცა მართლა კარგად ეჭირა თავი, თორე მყარად ახლაც ვერ ზის. წარმოუდგენელია თავიც რო არ უჭორავს , მიწოლილს აჭამო, რავი.

პირველს 5 თვემდე ასაკში დავუწყე და სისულელე იყო რა, დამაგლიჯა ნერვებიც და ნუ ცხადოა არ ჭამდა. )) ის რძესაც არ სცამდა და ამიტო დავიწყე მალე.

გოგოებო დაწყება ფაფები არა, ბოსტნეულოთო, ეს ვინ გირჩიათ? არსად გამიგია ამ ფორუმის გარდა. რცხილაძემაც როგორც გინდაო. მე ფაფებით დავიწყე, მერე მივაყოლე ხილ-ბოსტნეული. ფაფა უფრო უყვარს, ტკბილო როა, აღებს ჩიტივით დიდ პირს. ხაჭოზე მითხრა წლამდე არაო. კვერცხი თევი ახლავე შეგიძლიაო. მაწონზე არაფერო უთქვამს, ხაჭო არაო. რავი აბა)) ქილის თევზი გავასინჯე და კვერცხსაც მალე გავასინჯებ.

7 თვის გახდა დღეს, რა დრო გასულა❤️ ჭკუოდან ვარ აწეული სიხარულ-სიყვარულით და ნერვიულობით biggrin.gif
* * *
ეს კაი მჭამელი ჩანს , მაგრამ Bლვ ძაააან მაშინებს, ვაპორებდი მაგრამ გამორიცხულია. ეს ყოჩაღია, მალე გადავა იმედია დაუბლენდერებელზე, არა უშავს.

Posted by: narkozeli 12 Nov 2023, 18:06
happy-go-lucky

ევროპული გაიდლაინებით (ცენტრალური ევროპა UK-ის გარდა) ბოსტნეულით დაწყებას უწევს რეკომენდაციას ( მიზეზი ისაა რომ ფაფა შედარებით ტკბილია და ტკბილის მერე არის შანსი არატკბილი ბოსტნეულის დაწუნების.
ამერიკული გაიდლაინებში ფაფით იწყება.
ბეიბიცენტრის და ჯონ ჰოფკინსის რეკომემდაციებით სულ ერთია ფაფით დაიწყებ თუ ბოსტნეულით.

გილოცავ 7 თვე სერიოზული განაცხადია❤️
მე თითქმის წლამდე მყავდა ქილის ხილ-ხორცეულ- ბოსტნეულზე და არასდროს მინანია. ცოტათი მაგის დამსახურებაც მგონია ამისი იმუნიტეტიც და უპრეტენზიო მჭამელობა. ერთადერთი რასაც ვნანობ ჩემი ხელით რომ ვაჭმევდი დიდხანს, ეგაა. დღემდე ეზარება ხოლმე და მთხოვს შენ მაჭამეო, წვნიანებზე განსაკუთრებით.

Posted by: happy-go-lucky 12 Nov 2023, 18:32
narkozeli
ანუ შემდეგი თვეც თამამად ქილებზე? :დ
* * *
და ასევე ანუ რითიც გინდა დაიწყე smile.gif))

Posted by: Panda-008 12 Nov 2023, 22:14
narkozeli
როდემდე აჭმევდი ხელით? Blw ვიდეოებს და ფოტოებს რომ ვუყურებ, ცუდად ვხდები, მგონია, რომ მაგ ტიტყნაობას ვერ ავიტან სახლში biggrin.gif

Posted by: takoo1 13 Nov 2023, 00:21
გოგოებო ჭიებზე ანალიზი თუ აგიღიათ ვინმეს?
აიჩემეს ჩემებმა ჭიები ყავსო facepalm.gif
ან რა სიმპტომები აქვს

Posted by: Liza12 13 Nov 2023, 02:20
takoo1
როგორც ვიცი ხშირად ერთი ანალიზით ვერ ვლინდება ჭიები და ბევრი ცდა არის საჭირო. ამიტო საპროფილაქტიკოდ შეგიძლია მისცე მცენარეული წამალი წელიწადში 1ჯეტრ თუნდაც. მგონი ადამიანი არარსებობს რომ არჰყავდეს ჭია. ბავშვრბში კიდევ უფრო ხშირია

Posted by: shoAbb 13 Nov 2023, 10:28
ივლისი
მადლობა <3
Panda-008
კი, აგვისტოში გაჩნდა . ინფორმაციებს ვაგროვებ ჯერ ;დ 6 თვიდან ვაპირებ დაიწყოს ქილებით პირბელი თვე . narkozeli
მადლობა <3

Posted by: anibani18 13 Nov 2023, 10:30
takoo1
რაზე დაასკვნეს, თაკო?
გუშინ მეც გამიელვა თავში, იქნებ ჭიები ყავსთქო. სახლში რომ მოდის ხუთი საათიდან დაძინებამ გაიაძახის მშიაო. ვბან და ლამის ლოგინშიც საჭმელს ითხოვს.
ფორმა 100 ავიღე სექტემბერში ბაღისთვის და იქ გაუკეთეს, თუმცა პასუხი არ ვიცი. პოლიკლინიკაში აუღეს, რა ლაბორატოტია უნდა ჰქონდეთ იქ და აღარც ჩავეძიე დიდად. დავეკითხები ჩვენს პედიატრს და ავიღებ ალბათ ანალიზს.
Panda-008
ჩემი შვილი წლის და ხუთი თვისაა. დაბადებიდან თვითკვებაზეა. ახლა უმარტივესად ხმარობს კოვზს და ღრმა თეფშიდან სუფთად ჭამს შედარებით თხელ ფაფებსაც კი.
არაფერი საშინელება არ არის თვითკვება. როგორც სენსორულ აქტივობას ისე შეხედეთ და უფრო გაგიმარტივდებათ ქაოსის ატანა.

Posted by: narkozeli 13 Nov 2023, 11:10
happy-go-lucky

კიი, ქილები არის პიროვნება :დ ძვირია უბრალოდ, სხვა ნაკლი მე ვერ მოვუძებნე biggrin.gif

Panda-008

ბლვ-სი მეც მაგრა მეშინია სიმართლე გითხრა :დ არ ვიცი ჯერ საერთოდ რამდენად გამომოვა :შ
ხელით ვაჭმევდით სადღაც 2 წლამდე და ძაან ბევრია)) ეხლა მეორეს ეგრევე ხელში უნდა შევტენო კოვზი biggrin.gif
ჩემსას მიუხედავად იმისა რომ ქილის ხილ ბოსტნეულზე (ანუ დაბლენდერებულზე) იყო თავიდან, არასდროს არ ქონია დაჭყლეტილის და მთლიანი პროდუქტის ჭამის პრობლემა, ჩვეულებრივად ჭამდა ნებისმიერ ფაქტურას სადღაც 1 წლიდან, უბრალოდ ითხოვდა რომ შენ გეჭმია ისეთი რამეები რაც კოვზით იჭმევა ( დაჭრილ ხილს, დაჭრილ ბოსტნეულს, მაკარონს, ხაჭაპურს, კექსს და ასეთებს ცხადია თვითონ ჭამდა თავისივე ხელით უპრობლემოდ) აი სუპი, ფაფა, პიურე- ესენი შენ მაჭამე დამესხმევაო ითხოვდა და
ზოგჯერ ახლაც მთხოვს ან შენ მაჭამე ან არ შევჭამ მეზარება დავისვრებიო)) აი მანდ მგონია რომ შეცდომა დავუშვი ძაან სუფთად და აკურატულად რომ ვაჭმევდი და არასდროს მიმიცია უფლება მოთხვრილიყო biggrin.gif
ბაღშიც წვნიანზე და ფაფაზე მასწავლებელს ეუბნება მაჭამეო, თუ არ აჭამეს და კოვზით დაეწუწა თუნდაც რამდენიმე წვეთი, პანიკაში ვარდება და ტირის დავისვარეო.

Posted by: takoo1 13 Nov 2023, 11:12
Liza12
ავუღე შარშან და არ ამოითესა
სად ვირბინო ეხლა კუკებით biggrin.gif სხვა მეთოდი არ არის ნეტა
anibani18
გოგო ეს პირიქით არ ჭამს თითქოს მადა არააქვს.ერთი ორჯერ თქვა მეფხანებაო და დამესივნენ biggrin.gif ჭია ყავსო
ისე რამ იცის ქავილი,იმ დღეს ვაბანავე და ცოტახანში მეფხანებაო იძახდა
მართლა ჭია ხო არ ყავსთქო დავფიქრდი

Posted by: სერაფიტი 13 Nov 2023, 20:54
გოგოებო, ლოყები უწითლდება ანიტას და რაღაცნაირად იშრება პერიოდულად. მხოლოდ ლოყები. ატოპიური დერმატიტი ვიეჭვე, მუსტელას სტელატოპიას ვუსვამ ხოლმე. სეირნობის დროსაც ქოლდკრემით ვუტენიანებ. მაინც პერიოდულად ასე ხდება. თითქოს საკვებს ვერ ვუკავშირებ და არ ვიცი... აი, როცა იღვიძებს, დღისით, ან დილითაც, მაშინაც ღაჟღაჟა აქვს ლოყები.

მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით ბავშვობაში, წითელი ლოყების კომპლექსი მქონდა და იმედია მე არ მემსგავსება. ნუ მერე "გავთეთრდი" ,მარა მაინც სიწითლისკენ ვარ მიდრეკილი.

ხოდა მუსტრლას სტელატოპიაზე უკეთესი ან სხვა კარგი დამატენიანებელი რა ვახმარო? მსგავსი შემთხვევა გქონიათ?

ჰო, ველედას დამატენიანებელიც გვიხმარიქ, ზეთოვანივითაა, დიდი არაფერი.

Posted by: anibani18 13 Nov 2023, 21:29
სერაფიტი
უნდა უცვალო პერიოდულად. სეკალია ულტრა და ლა როშის ლიპიკარი კარგია ორივე. ორი იყიდე და ორი კვირა ერთი უსვი, ორი კვირა - მეორე.
ავენის ქოლდკრემი მე უფრო მომწონს ვიდრე ველედა.
ატოპიურ დეტმატიტს ჰგავს თუ საკვებს არ უკავშირებ
* * *
takoo1
წინ იქავებს თუ უკან? ჩემი წინ იქავებს, ახლა თითქოს ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე.
თაკო, შეიძლება ძილის წინ ვაჭამო? არასოდეს არც მიმიცია და არც მოუთხოვიათ და ახლა ისე გამოდის რომ უშუალოდ ძილის წინაც ჭამენ.

Posted by: happy-go-lucky 13 Nov 2023, 21:46
სერაფიტი
ლოკოიდი დაუნიშნა ბიძინამ ჩემს ბიჭს, 5 თვის იყო. 7 წლოს წინ, მაგ სიწითლეზე. და დამატენიანებლები.

თვითკვებას როცა იწყებ ჩემო აზრითვტრეინკნგი უნდა გქონდეს გავლილო გადაუდებელი დახმარების, რო გადასცდეს რას აკეთებ. მე ამერიკულ ფორუმებზე სადაც ვარ ყველას გავლილი აქვა რავი. მე არ ვაპირებ თვითკვებას, ისწავლის ისედაც კოვზოს ჭერას. ეხლა ზამთარძო არც ამისი ბანვის ნერვი მაქვს და ისედავ მეშინია. წონა თუ კარგი აქვს ბავშვს, ზაფხულია და რო გადასცდეს რა უნდა გააკეთპ ზუსყად იცი, კიდრ ვიფიქრებდიsmile.gif)

Posted by: takoo1 13 Nov 2023, 21:47
anibani18
არა წინ არა, ნუ გოგოებს სხვა აგებულება აქვთ და შეიძლება მოექავოს.
აუ რავიცი ესენი როცა ითხოვენ ვაჭმევ
ესე საათებს არ ვიცავ.სუ პატარები რო იყვნენ ფაფებზე აი მაშინაც გვიან ვაჭმევდი(ძილის წინ ფაფას)
ეხლა 8ზე ჭამს პატარა და 9ზე იძინებს.
ლუკიანე უფრო გვიანაც ჭამს თუ უნდა.
წესით ალბათ ერთი საათი მაინც უნდა იყოს გასული მარა ვერ ვიცავთ

Posted by: სერაფიტი 13 Nov 2023, 21:57
happy-go-lucky

რა დიაგნოზი ჰქონდა ან რა სიმპტომები?


anibani18

ატოპიური დერმატიტი პერიოდულად მწვავდება? თუ სულ აქვთ?
კი, შევუცვლი აუცილებლად.
* * *
anibani18

ეს სეკალია ბავშვების ცალკეა? თუ რაცაა დიდების ,იმას ვუსმევ.

Posted by: anibani18 13 Nov 2023, 22:22
სერაფიტი
დედების, პატარების, ჩვილების და ორსულების - ყველასთვის შეიძლება. ძალიან კარგია სეკალია, თხელი ტექსტურა აქვს და იფიქრებ, ეს რას დაუტენიანებსო, მაგრამ კმაყოფილი დარჩები. არის კიდევ ავენის ქსელაკალმი, თუ ქავილიც აქვს. მაგრამ ჩემს შვილს არ მოუხდა.
პერიოდულად უმწვავდება. ჩემს უფროს გოგონას ტაკოზე აქვს გამოხატული. რამდენიმე თვე არ ჰქონდა და ახლა ისევ დაეწყო. არის რაღაც, რაც ამწვავებს პროცესს. უნდა დააკვირდე.

Posted by: სერაფიტი 13 Nov 2023, 22:52
anibani18

ჰო დავაკვირდები. იმდენ რამეს ჭამს უკვე, ვეღარ ვხდები. იმენა ლოყებზე აქვს, მეტი არსად, ყველგან ერთიანად რბილი და თეთრია. ნუ ლოყებზეც ისე ნამდვილად არ აქვს, რაც დაგუგვლისას ფოტოებზე ვნახე, მარა ხელით ვგრძნობ სიუხეშეს და ფერიც მუქი ვარდისფერია.

ნიგოზი, კვერცხი, რძე - ამ დღეებში ჰქონდა მენიუში "საეჭვო" პროდუქტებიდან. ცალცალკე უნდა დავაკვირდე.

Posted by: happy-go-lucky 14 Nov 2023, 00:02
სერაფიტი
როგორც აღწერ ეგეთI სიწითლე ლოყებზე. ატოპიური დერმატიტი დიაგნოზი.

გიდროკორტიზონია იგივე. თუ ძალიან გაუმწვაბდა ძეგიოა წაუსვა დღეში ორჯერ თხელ ფენად. დამატენიანებელთამ ერთად

Posted by: takoo1 14 Nov 2023, 08:44
გოგოებო ყველას შეგვხვდა ეს ვირუსი.
სუ პატარაც აცემინებდა მთელი ღამე.
წინასწარ ვკითხულობ რა ჯანდაბა ვქნა biggrin.gif
ფიზიოლოგიური დაუჩემებიათ ამ პედიატრებს და აღარც ვრეკავ უკვე რა ნერვები არ მაქ.
სხვა რა შეილება ჩავასხა თუ გაიჭედა.
კიდე ერთი კითხვა მაქ,გაბრიელი ხო აცრილი მყავს და გაურთულდება მაგის გამო?

Posted by: happy-go-lucky 14 Nov 2023, 09:04
takoo1
ბურუნაჩის წვეთები გამხსნელად შეგიძლია ჩაასხა. დღეში 3 წვეთი მაქსმუმ. პატარებს
რ ედებათ ეგ ვირუსები ასე ძალიან, უნეტეს შემთხვევაში . მშვიდად იყავი. დანარცენი მერე იდარდეsmile.gif)

Posted by: Iceicebaby 14 Nov 2023, 09:31
takoo1
მე ვიბროცილის წვეთებს ვხმარობდი და ძალიან დაეხმარა

Posted by: anibani18 14 Nov 2023, 10:30
სერაფიტი
არ არის აუცილებელი საკვებზე ჰქონდეს რეაქცია. ეს ყველ პტოდუქტი პირველად გაასინჯე? აქედან რაც ჩამოთვალე ყველა ალერგიულია და სანამ დარწმუნდები რომ არ აქვს ალერგია ამ პროდუქტებზე, სხვა ალერგიული რამ არ უნდა გაასინჯო. ისე სამი დღის წესი ამოღებულია უკვე.
ჰორმონალურ მალამოს მე ამ ეტაპზე არ ვიხმარდი. შეიძლება დამატენიანებლებმაც აულაგოს. სჯობს სხვადასხვა სცადო, სანამ არ იპოვი იმას, რაც უხდება. და სულ ცვალე. კი ძვირია და ასე მარტივი არ არის მათი ყიდვა, მაგრამ სხვა გზა არ ვიცი. კიდევ ტოპიკრემის დ.ა. სცადე.

* * *
takoo1
თაკო, ცხვირის ელექტრო სატუმბი იყიდე. ჩაასხი ფიზიო და ამოუტუმბე. რამდენიმე დღეში აულაგდება. ამაზე კარგი არაფერი ვიცი მე.

Posted by: takoo1 14 Nov 2023, 10:57
happy-go-lucky
როგორ არ ედებათ რავიცი აბა რატო აცემინებს სულ,გადაედო და ეგაა.
არ გაურთულდეს მაგაზე ვნერვიულობ ხოლმე გაბრიელის გადამკიდე.
ვიყიდე სგ ბურუნაჩი თუ გაეჭედა ჩავასხამ.
ისე ძუძუს დოგორ მოწოვს რო გაეჭედოს?
Iceicebaby
აუ მაგას ვხმარობდი ლუკიანეზე მარა დიდად არ უხსნიდა,სახლში მიგდია
anibani18
ვეღარ გავიგე ამ ფიზიოზე,ყურში გადადისო ვინ წერდა ამას წინათ?

* * *
დედაჩემმა მარტივად მოაგვარა პრობლემა smile.gif
ცხვირში შენი რძე ჩაასხიო თუ გაეჭედაო
გაბის თვალი აქ გაწითლებული ტობრექსი ვიყიდე და რძე ჩაასხიო biggrin.gif
ეს რძე ყველაფერჩიკი გონია ამას

Posted by: სერაფიტი 14 Nov 2023, 11:04
anibani18

პირველად არ გაუსინჯავს. მაგრამ არასდროს დავკვირვებივარ რა უღიზიანებს. ხშირად არ ემართება და იმიტომ. ნუ აი თვეში ერთხელ რამდენიმე დღით. ვიყიდი კი. თეთრი ვაზელინიც მირჩიეს და ეგ მქონდა სახლში, დილას გადავუსვი.

Posted by: anibani18 14 Nov 2023, 11:34
takoo1
კი, შპრიცით ჩასხმას მეც ვერიდები, მეშინია ძალიან. პიპეტით აიღე და რამდენიმე წვეთი ჩააწვეთე, მერე ამოუტუმბე. მე მთელი დღე ვუტუმბავ და სადღაც მესამე დღეს სიმშრალე აქვს ხოლმე. ძალიან ბედნიერი ვარ ელექტრო სატუმბით.

სერაფიტი
კი, კი, ეს ამერიკული თეთრი ვაზელინიც კარგია ძალიან.
შეიძლება ამ პერიოდში აძლევ რამეს და იმიტომ უმწვავდება.
თუ გული გეთანაღრება, ამოიღე ყველა ალერგენი რაციონიდან, აულაგე სიწითლე და თავიდან გაასინჯე. თითო ალერგენი მიეცი ერთი კვირის განმავლობაში, დოზა გაზარდე და სხვა ალერგენს ამ დროს ნუ მისცემ. ზუსტად გეცოდინება მერე.
ჩემსას ჰქონდა კვერცხზე. ვერ მივხვდი თაბიდან და ძალიან გაურთულდა. რომ აულაგდა, დავიცადე რაღაც პერიოდი და კიდევ მივეცი. ახლა აღარ აქვს ალერგია კვერცხზე

Posted by: fermina 14 Nov 2023, 11:43
takoo1
QUOTE
anibani18
ვეღარ გავიგე ამ ფიზიოზე,ყურში გადადისო ვინ წერდა ამას წინათ?


მეც ვწერდი, მგონი სხვაც. ჩაწვეთება არაა პრობლემა, გამორეცხვებს რომ აკეთებენ შპრიცით, უფრო ის.
სწორად თუ გამოურეცხავ, არ გადადის, ანუ ვერტიკალურად უნდა გეჭიროს და ისე, ქვემოდან ზემოთ, და არა დაწოლილ პოზიციაში.

ზოგადად ეს ვირუსია ცუდი იმ მხრივ, რომ ხშირად ითრევს ყურსაც. მაგრამ ჩააწვეთებ დროპლექსს ან სხვა რამეს, რასაც პედიატრი იტყვის.

სისველეზე მიას დაუნიშნეს ეტაციდის სპრეი, ოტოლარინგოლოგმა დაუნიშნა მას მერე, რაც გასინჯა და ნახა მდგომარეობა. კი უშველა, არ ვიცი სპრეის დამსახურება იყო თუ უკვე ორი კვირა იყო გასული და მაგიტომ, გაუშრა ცხვირი.

უცნაური ისაა, ერთი კვირა მშრალი ჰქონდა და ახლა ისევ დაეწყო სისველე და გამონადენი vis.gif ხველებაზე აღარაფერს ვამბობ, დაუმთავრებელია.

Posted by: lesila90 14 Nov 2023, 14:51
ბროკოლი და ყვავილივანის პიურე ვიყიდე სულ აფურთხეს დამაგლიჯეს ნერვები. ნუ გადავყარე. მერე კიდე ვცადე ისევ გადავყარე. დღეს ყვავილოვანი ვიყიდე ისევ აფურთხეს რა ვქნა როგორ მივაჩვიო მასწავლეთ))) ვაშლი და მსხალი ძალიან მოგვწონს.
რეზინის წინსაფრები ვიყიდე და კომფორტულია ძაან არ გვესვრება ტანსაცმელი. თორე დროულად თუ არ მივუსწარი ანიტას მაგასაც პირში იდებს გამწარებული)))
* * *
ხო კიდე ფაფა უნდა მივცე წიწიბურასი და რომელი ავიღო? პლაზმონი გერბერი ჰიპი სემპერი რომელი ჯობია? რძიანი თუ ურძეო ვიყიდო?

Posted by: takoo1 14 Nov 2023, 16:42
lesila90
ისეთი გემო აქ მაგ ყვავილოვანს და ბროკოლს არ მიკვირს biggrin.gif არც ჩემები ჭამდნენ მარა ეხლა ჭამენ(სახლში მომზადებულს)
ასე რო არ იდარდო მაგაზე,მთავარია მერე ჭამონ რო წამოიზრდებიან.
შენ ყველაფერი გაასინჯე რო გამორიცხო ალერგია და მერე სახლში შენ გამოზე მოუმზადე.
6-7 თვიდან სუპებს ვუკეთებდი(თხელი არა უფრო ფაფასავით)
რავი ყველა ერთია მგონი.გერბერი უფრო მოტკბო მომეჩვენა შედარებით.
თავიდან ურძეო მიეცი
* * *
fermina
აუ არვიცი რა ვირუსია,ძლივს მოვიშორეთ ის და ეხლა კიდე რაღაც ახალი.მეც გადმომედო
წყალივით მომდის საშინლად გაჭედილი მაქ ცხვირი.

Posted by: happy-go-lucky 14 Nov 2023, 17:01
lesila90
ხომ გირჩიეთ, როცა მყარად დაჯდებიან მაშინ დააწყებინე. ბროკოლო და ყვავილპვანის 4-5 თვის ბავშვის მიჩვევაზე სხვა რჩევა არა მგონოა არსებობდეს smile.gif

მე სემპერს ვაჭმევ ფაფას, მოსწონს ძალიან რძიანი.

takoo1
ნუ ასლა ჩემს შვილს ედება კი არა სულ საავამყოფოDო ვხბდებით, მაგრამ ზიგადად ბავშვებს პატარებს არ ედებათ , ასე ამბოვენ. ისე ვაქცინის ნოშნები ზო არაა გრიპპზული სიმპტომები? რაღაფა შეგრძმებები მეც მაქვს, თამ გული მაქვს გახეთქვას :დ მარა ეხლა მე ვირუსი მეეჭვება მქონდეს, აცრას ვაბრალებ.

Posted by: lesila90 14 Nov 2023, 18:09
happy-go-lucky
ჯდებიან ოღონდ ხშირად ვერ ვაჯენ მიყრდნობით ვაჯენ. თავს ორივე კარგად იჭერს გოგო თავს ისე წევს დაწოლა აღარ უნდა. .ჩამოკიდულ სათამაშოს ექაჩება და თავიან წელიანად იწევა ადგომას ლამობს )) ბევრს კიარ ვაძლევ 10-10 მაქსიმუმ 20-20 გრ
takoo1
ყვავილივანი ეხლა ჭამეს კარგად. ნუ 20 გრ გოგომ. ისე მართლა საზიზღრობაა ჯერ სუნი აქ კატასტროფა))
* * *
happy-go-lucky
თაბლვიდან რძიანი შეიძლება? ისე გოგოებო ამ ბოატნეულოა პიურეს მერე რამდენ ხანში შეიძლიება ფორმულა მივცე? ახლა ყვავილივანი მივეცი ჭამა უწევდა და ფორმულც დავუმატე 180 მაგივრად 150.

Posted by: fermina 14 Nov 2023, 18:28
happy-go-lucky
QUOTE
ნუ ასლა ჩემს შვილს ედება კი არა სულ საავამყოფოDო ვხბდებით, მაგრამ ზიგადად ბავშვებს პატარებს არ ედებათ ,


წელიწადი და ოთხი თვე იყო კაჟივით, არ დაუხველებია და არ დაუცემინებია.

ახლა დაეტაკა ეს ვირუსი და ორი კვირაზე მეტია ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა.

Posted by: Tua 14 Nov 2023, 22:25
lesila90
არ არიან მზად კვებისთვის შენები და შეეშვი ცოტახანი, ფაფებიც არსჭირდებათ, დაელოდე 6 თვეს მითუმეტეს დღენაკლულობის გამო უნდა დაელოდო კიდევაც, დაგიწერე იქეთაც რომ სკამ
მაგიდების გარეშე კვება ჩათვალე კატასტროფაა, ასე ბალიშზე მიყუდებულებს ნუ აჭმევ, არმგონია ეგ პედიატრი საერთოდ კომპეტენტური ვინც მყარი კვების დაწყება გირჩია . მოასწრებ კიდევ გაქვს დრო რომ შესთავაზო ოღონდ უკვე მომზადებულ ბავშვებზე .

Posted by: ივლისი 15 Nov 2023, 10:52
lesila90
მეც ცოტა ადრე მომიწია მყარი კვების ამბები რადგან 3 თვიდან რძის მიღება ძაან აურია და შეამცირა. ხან ისევ მოუმატებდა. ქარსითში ვაჭმევდი. ნუ ნორმალურად ვაჭმევდი , არ ჰქონია პრობლემა ამის გამო მაგრამ ჯობია მაინც თავის დროზე დაწყება როცა რძის და წონის პრობლემა არაა.

Posted by: adeline 15 Nov 2023, 11:56
სერაფიტი
მუსტელას მიცერალურს შენ იყენებ ხომ მგონი პატარას სახის გასაწმენდად? ფასდაკლებაა და ყიდვა მინდა მაგის რაღაცეების. ჩამობანა არ სჭირდება ხომ? ჩვილზე თუ შეიძლება?
კიდევ მაინტერესებს - ავოკადოს ხაზს მირჩევ თუ სტელატოპიას? ატოპიური კანი თუ არ ექნება, სტელატოპია რამდენად მიზანშეწონილია?

Posted by: happy-go-lucky 15 Nov 2023, 13:03
adeline
სტელატოპია არ იყიდო, თუ პრობლემა ექნება მხოლოდ მაშინ.

ეგ მიცერალური გართობაა რა, უცებ უცებ გასაწმენდად, და კარგი სუნი აქვს და გულს უხარია))

ურიაჟი მომწონს ძააან კიდე, ბავშვის ხაზს გირჩევ .

Posted by: Tua 15 Nov 2023, 19:46
adeline
მუსტელა 34 კარად გოვუწერე ჩემს მეგობარს ტრენდიოლიდან 2 ცალი შეფუთვა ავოკადოს ხაზის აქ სისულელეა მაგისი ყიდვა, თუმცაღა ჩემი ხმა დასაბანებში მაინც ტოპიკრემის ცისფერცხვირანს აქვს. საცხებს ნუ იყიდი საერთოდ ჯერ რამე ლაითი იყიდე სეკალია ულტრა მაგალითად და მერე შეხედავ დაგჭირდება თუ არა. მე 200იანი ვიყიდე და მე წავისვი მერე სულ 3 ჯერ ვახმარე , საერთოდ არდასჭირდა ჩემსას .

Posted by: adeline 15 Nov 2023, 21:04
Tua
50% ფასდაკლება ქონდა ავერსს დღეს მუსტელაზე და ვიყიდე ავოკადოს ხაზის მიცერალური, დასაბანი გელშამპუნი, ცალკე შამპუნი და დამატენიანებელი. სეკალია მაქვს დასაბანი გელიც და დამპატენიანებელიც. ბაბეს ნაკრები მაჩუქეს კიდე მთლიანი და ეგეც კარგი ჩანს. მოკლედ, ამ რაღაცეებს ალბათ აღარ ვიყიდი კაი ხანი.
happy-go-lucky
ავოკადოს ხაზი ვიყიდე დღეს, რადგან 50% სეილი იყო. ესენი რომ გამითავდება, მერე ურიაჟს ვიყიდი.

Posted by: happy-go-lucky 15 Nov 2023, 22:24
adeline
აუ რა კაი გოგო ხარ ტო დაწერე, ავენტებს ვიყიდი. ფბ ზე არ უდევთ რომ ავენტზრც ფასდაკლებაა. მუსტელა ჩემი ფავორიტია ორივე ბავAვზე მაგრამ ურიაჟოც ძალიან მომეაპნა ნამდვილად

Posted by: სერაფიტი 15 Nov 2023, 23:24
adeline

კი,ვიყენებდი მიცერალურს ჩვილობაში, სახეს თუ მოვუწმენდდი. ახლა წყლით ვბან ისედაც და პაწიობაში ძაან მოსახერხებელია ბამბის დისკი და მიცერალური. ან გადადუღებულ წყალს ხმარობენ.

ავოკადოს ხაზს ვიყენებ. სტელატოპია რად გინდა. იმედია არც დაგჭირდება.

Posted by: adeline 16 Nov 2023, 11:54
happy-go-lucky
ავერსში გუშინ დამთავრდა, მაგრამ დღეს ჯიპისის აქვს ავენტზე 40%.სერაფიტი
მადლობა :*

Posted by: takoo1 16 Nov 2023, 13:04
წელიწადში ერთხელაა შავი პარასკევი და 40-50% მეტ ფადსაკლებას ვერ იმეტებენ smile.gif
რა სირცხვილია პროსტა
სამაგიეროდ რაც არ იყიდება იმაზე ექნებათ))

Posted by: საბისაბი85 16 Nov 2023, 14:30
გოგოებო მშრალ კანზე რას მირჩევთ, სეკალიას ვიყენებთ უკვე რახანია და შედეგი 0 სხვას რას მირჩევთ?

Posted by: happy-go-lucky 16 Nov 2023, 15:05
საბისაბი85
ავენის ქსერაქალმი თუ ძლიერი სომშრალეა მართლა .

Posted by: adeline 16 Nov 2023, 16:04
საბისაბი85
მე დამინიშნა ბიძინამ სეკალია, ქსერაკალმის კრემი და ურიაჟი კიდევ; პერიოდულად ცვალეო. ანალოგიურად ნიშნავს ბავშვებზეც.

Posted by: საბისაბი85 16 Nov 2023, 17:24
happy-go-lucky
adeline
მადლობა გოგოებო ქსერაკალმს ვცდი ახლა

Posted by: adeline 16 Nov 2023, 18:21
საბისაბი85
ქსერაკალმის კრემი სქელია და რთულად წასასმელია. ძლივს ვისვამდი მე. ბალზამიც აქვს და უფრო თხელი ტექსტურაა და უკეთ ისმევა.

Posted by: საბისაბი85 16 Nov 2023, 22:09
adeline
უი კიდე კაი არ ვიყიდე დღეს, ხვალ ბალზამს ვუყიდი.

Posted by: ნიაკო12 16 Nov 2023, 22:55
ეხლა შემოვიჭყიტე აქეთ, თავის მოვლის საშუალებებიდანნ მაქ თავის და ტანის გელი და პლუს დამატენიანებელიც. და კიდე დამჭირდება რამე თავიდან?

Posted by: vimpel 17 Nov 2023, 00:10
სალამი ფორუმელო დედებო!
ამერიკის კარტერსიდან, გებერჩილდრენსვეარიდან თუ გამოგიწერიათ ქართული ბარათით და უსა2ჯორჯია ან ინექსის მისამართით? ხომ არ ბლოკავს როცა ქართულ ბარათს ხედავს? ბილინგის მისამართად ბარათისას უთითებთ თუ სატრანსპორტო კომპანიის?
თუ იცით და იწერთ, გთხოვთ გამიზიაროთ გამოცდილება. მეუღლეს უნდა გამოწერა. მადლობა!

Posted by: Panda-008 17 Nov 2023, 04:30
vimpel
ინექსით გამოვიწერე. ბილინგს იგივეს ვუთითებ (ინექსი), მაგას არავინ ამოწმებს. ფეიფალი მაქვს მიბმული, თუმცა არც ბარათზე უნდა იყოს პრობლემა.
* * *
ნიაკო12
საფენის კრემი. მე ველედას ვიყენებ.

Posted by: happy-go-lucky 17 Nov 2023, 08:26
ნიაკო12
საფენია კრემი და ქოლდ კრემი

Posted by: Tua 17 Nov 2023, 09:09
vimpel
გამარჯობა, კი გამომიწერია წლებია კარტერსიდან ვიწერ ალბათ 10 და არასდროს დაუბლოკია ქართული ბარათი, გადამზიდი ნებისმიერი შეგიძლია მიუთითო, გერბერიც იგივენაირად. ფეიფალი არქნათ რადგან თანხის დაბრუნების დროს რატომღაც ქართულ ექაუნთებზე არაბრუნებს თანხას

Posted by: anibani18 17 Nov 2023, 12:53
takoo1
მე პამპერსები, ტოპიკრემის დასაბანი და ავენის ქოლდკრემი ვიყიდე.
მაინც უკეთესია ვიდრე არანაირი ფასდაკლება smile.gif
ისეთი ელეთ-მელეთი მემართება ხოლმე ფასდაკლებებზე, ისე ნაკლებს დავხარჯავდი ფასდაკლებები რომ არ იყოს ხოლმე.
* * *
Tua
აბრუნებს, უბრალოდ ფეიფალის ექაუნთზე გრჩება. მასტერქარდი უნდა გქონდეს მგონი და მერე ფეიფალიდან გადაიტან ანგარიშზე

Posted by: vimpel 17 Nov 2023, 12:58
Panda-008
Tua

მადლობა!

Posted by: Tua 17 Nov 2023, 12:59
anibani18
მე არდამიბრუნა ანი არც ფეიფალის ანგარიშზე სეფორადან გამოვწერე და აგერ 6 თვეა ისეა რეფანდი არგამიკეთეს, ვიზა მაქვს ოღოდ მიბმული და არა მასტერქარდი, თუმცა არც ფეიფალის ანგარიშზე არჩას რომ თუნდაც რამეში გამოვიყენო
* * *
takoo1
არაფრის ყიდვას არვაპირებ ერთადერთი რასაც ვყოდულობ არის ტოპიკრემის დასაბანი და წელიწადში 2 ცალი მჭორდება და კბილის პასტება ვყიდულობ ხოლმე მარაგს მთელი წლისას smile.gif) ეგაა ჩემი საყიდლები, თუმცაღა ადიდასი გამოვზიდე 20-35$ებად ბოტასები smile.gif)

Posted by: takoo1 17 Nov 2023, 13:17
Tua
თეო რა ადიდასი?
ადიდასს აქვს სეილი???
* * *
anibani18
პამპერსი მეც ვიყიდე ხოო
ანი ეს ქოლდკრემი რაარი ყველა რო წერს კაია?

Posted by: anibani18 17 Nov 2023, 14:23
takoo1
სიცივეში ვუსვამ ხოლმე რომ არ გაუუხეშდეს და გაუწითლდეს. ჩემებს ისედაც მშრალი კანი აქვთ და სიცივეში უფრო უშრება ხოლმე.
Tua
რატომ ნეტა თეო? მისწერე საიტს?
სეფორაზე არაფერი მიყიდია, იბეიზე ვყიდულობ ხოლმე და რეფანდიც მიმიღია.

ფუმფულა ფეხს რომელ ფეხსაცმელს არგებთ?

Posted by: ნიაკო12 17 Nov 2023, 15:08
Panda-008
happy-go-lucky
უი ეგ გამომრჩა, არ მიყიდია, მადლობა გოგოებო დავამატებ მაგას ამ დღეებში :* ❤️

Posted by: Panda-008 17 Nov 2023, 16:09
Tua
ზუსტად გუშინ დამიბრუნდა ფეიფალზე, ერთ-ერთი ნივთი ამოიყიდაო და იმისი ღირებულება ამინაზღაურა.

Posted by: Tua 17 Nov 2023, 17:35
takoo1
ბლექ ფრაიდეიმდე აქვს მემბერს ონლი სეილები ამერიკულ საიტზე და ჩუატებიც კი 15$ებად აქვს , ბლექ ფრაიდეიზე მერე არრჩება ხოლმე ზომები ამიტომ მანამდე ვყოდულობ. ბავშს ვუყიდე სუპერსტარები როა ამოსაცმელი უკომფორტულესი 20$ საზაფხულოებია, კოდევ 24ად ვუყიდე კიდე რაღაც სხვა მოდელი საგააფხულო ,ქმარს 35ად ბოტასი.

anibani18
მივწერე ბევრჯერ და დაელოდეო ველოდები 5 თვეა smile.gif) კიდევ კარგი დიდი თანხა არიყო

Panda-008
რავი მე არდამიბრუნდა ამიტომ ჩვეულებრივად ვიწერ ბარათით ისევ, თუ იბეი არმჭორდება, თუმცა მემგონჯ იმეიც იღებს უკვე ბარათებს

Posted by: adeline 17 Nov 2023, 17:52
გოგოებო, გარეთ სასეირნოდ რომ გავიყვან ზამთარში, სახეზე უნდა წავუსვა რამე? ავენის ქოლდკრემი ალბათ ხომ? უშუალოდ სახისთვის რომელს მირჩევთ?

Posted by: happy-go-lucky 17 Nov 2023, 17:58
adeline
მუსტელა, ურიაჟი, ავენი, ტოპი - რომელსსც ფასდაკლება ექნება და შენს გულს გაუხარდება :დ ყველას აქვს ქოლდკრემები ამათ კი უ და წაისვა, ამ დროიდან მარტამდე დაახლოებით.

Posted by: adeline 17 Nov 2023, 19:18
happy-go-lucky
კარგი გოგო ხარ :* შევარჩევ რომელიმეს მაშინ.

Posted by: shoAbb 17 Nov 2023, 21:48
გოფოებო, ჩემი ბიჭი ძაან იდორბლება და დააყარა sad.gif რა წავუსვა ? user posted image

Posted by: Tua 17 Nov 2023, 22:54
shoAbb
ვუაიმე რა მსუქოა❤️ არაფერი განსაკუთრებული არუნდა დორბლებისგან აქვს ეგ გაკონაყარი, მე საფენის ქვეშ კრემი რაცაა მაგას ვუსვავდი ველედასი ფანტაატიურია ულაგებდა ეგრევე, ან ბეპანტენს

Posted by: shoAbb 17 Nov 2023, 23:16
Tua
მუსტელა მაქვს და წავუსმევ მაშინ , მადლობა ❤️
ახლა კიდე ძუძუს აპროტესტებს :/ ვიწველი და ისე ვაძლევ ,110 გრ ჩემი რძე დალია და 60 გრამი
ფორმულა დაამატა ;დ

Posted by: takoo1 17 Nov 2023, 23:29
გოგოებოო რომელ ამოსახველებელს ნიშნავენ თქვენი პედიატრები?
ეწყება გაბრიელს,დღეს ხველა დაეწყო.აქამდე ცხვირიდან მოსდიოდა მარტო
უეჭველი ისევ გაურთულდება facepalm.gif
რა ვქნა ამოსახველებელი დავუწყო?
ეხლა აცრილზე კიდე ანტიბიოტიკი მგონი სიგიჟეა sad.gif

Posted by: happy-go-lucky 17 Nov 2023, 23:53
takoo1
ინჰალაცოა მხოლოდ, სულ ხველა აწუხებდა 7 წელი, არასოდეს დაუნიანავს ამოსსხველებელო. მაქსიმუმ პროსპანის სოროფი, მეეჭვება რამეს შველოდეს ეგ ოღონდ, მცენარეულია.

ეგ შეგიძლია მისცე , ანტოჰისტამონი (ესლპტინი/ ერიუსი) და ფიზიოთი ინჰალაცია. წამლით ინჰალაცია მხოლპდ მოსმენის შემდეგ

Posted by: takoo1 18 Nov 2023, 10:01
გოგოებო დექსათი როგორ უკეთებთ ინჰალაციას? აზავებთ?

Posted by: happy-go-lucky 18 Nov 2023, 10:08
takoo1
კი, გადაუდებელი შემთხბევის დროს მხოლოდ.
რა სჭირს?

Posted by: Tua 18 Nov 2023, 10:10
takoo1
1მლ ფიზიოში გააზავე, ნახველი აქვს ისევ? ცხვირიდან რომ ჩასდით და მოხოცვა არიციან მაგიტომაა რომ ახველებთ მერე sad.gif


გოგოებო ჯპს აქვს დღეს რძეებზე 1+1 აქცია.

Posted by: takoo1 18 Nov 2023, 10:18
Tua
გოგო გახშირებული აქ სუნთქვა და ვატაკო ჯობია სანამ იმ უხსენებელში მოხვდებით.
თეო მთლიანი დექსა ჩავასხა?
ხო უშველის ტყუილად ხო არ ვუკეთებ

Posted by: Tua 18 Nov 2023, 11:49
takoo1
1მლ ფიზიოში გააზავე, ნახველი აქვს ისევ? ცხვირიდან რომ ჩასდით და მოხოცვა არიციან მაგიტომაა რომ ახველებთ მერე sad.gif


გოგოებო ჯპს აქვს დღეს რძეებზე 1+1 აქცია.

Posted by: ninucanodo 18 Nov 2023, 18:35
გოგოებო
სამშობიარში რანდენ რამდენი გქონდათ ბოდე მთლიქნი ბოდები გამიზიარეთ რა

Posted by: happy-go-lucky 18 Nov 2023, 18:44
ninucanodo
დღEში 2 უნდა გათვალო მინიმუმ.

Posted by: blear_witch 19 Nov 2023, 00:56
https://fon.ge/categories/39 აქედან გამოგიწერიათ? ნამეტანი კარგ ფასადაა ბიოლაინი. მე ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ ქართული საიტების დელივერის, ნერვვებს ვუფრთხილდები და ამიტომ ვკითხულობ

Posted by: ივლისი 19 Nov 2023, 08:53
blear_witch
მოკლევადიანი პროდუქციაა და იმიტომ ექნება ეგ ფასი .აფთიაქებშიც არის ხოლმე ასეთი აქციები ვადის გამო.

Posted by: happy-go-lucky 19 Nov 2023, 21:49
takoo1
თაკო როგორ ხართ?

Posted by: Anabeli111 19 Nov 2023, 23:15
takoo1
თაკო, როგორ ხართ? ♡
გიჟად თუ არ ჩამთვლი,ხანდახან მაუგლელების მეთოდებიც მომწონს :დ ხოდა რადგან ახალი აცრილია და წამლის მიღებისგან სჯობს თავის შეკავება, იქნებ კარტოფილის ინჰალაცია გეცადა. არაფერი განსაკუთრებული არაა. კარტოფილი უნდა მოხარშო და იმ ორთქლმა, რაც ექნება, უნდა იტრიალოს ოთახში. იქნებ წაადგეს ♡

Posted by: fermina 19 Nov 2023, 23:31
Anabeli111
QUOTE
იქნებ კარტოფილის ინჰალაცია გეცადა. არაფერი განსაკუთრებული არაა. კარტოფილი უნდა მოხარშო და იმ ორთქლმა, რაც ექნება, უნდა იტრიალოს ოთახში. იქნებ წაადგეს ♡


აქებენ ამ მეთოდს, მე როგორც ვიცი, სოდაც უნდა დაუმატო ერთი კოვზი.

Posted by: anibani18 20 Nov 2023, 10:50
takoo1
Anabeli111
ჰაერის დამატენიანებელია კიდევ კარგი. თან გათბობის სეზონზე.


* * *
adeline
სახეზე ავენის ქოლდკრემი მომწონს მე ყველაზე მეტად. ადრე მქონდა ველედა და ურიაჟი მაგრამ ავენი უფრო მომწონს.
takoo1
ამოსახველებელს ნიშნავენ ამ ასაკში? მაინც ვერ ამოახველებენ და რა აზრი აქვს ნეტა.
როგორ ხართ თაკო?

Posted by: droeba 20 Nov 2023, 12:25
გამარჯობათ გოგოებო. ერთი შეკითხვა ამქვს, ბავშვი რომ
წოვს , მკერდის თავებზე რაღაც თეთრი მიჩნდება და ეს რძიანა შეიძლება იყოს?

Posted by: takoo1 20 Nov 2023, 14:04
happy-go-lucky
უკეთ იმასთან შედარებით:*
თუ არ გაურთულდა ჯერჯერობით უსიცხოდ ვართ.
Anabeli111
ცოტა უკეთ მგონი.მადლობა ანა❤️ორი დღე ცუდად იყო გახშირებული სუნთქვა ქონდა.დექსას გაკეთება მომიწია
ვერსნაირად ვერ წავიდოდი კლინიკაში.
ეხლაც ინჰალაციებს ვუკეთებ იქნებ ამოახველოს.
ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მარა ვცდი მაგასაც და ეგრედწოდებულ "კაკაომასლას"-აც biggrin.gif
მომიტანა ჩემმა დამ biggrin.gif
anibani18
მადლობა ანი უკეთ ცოტა დღეს.
ერთი ეგ უნდა ვიყიდო რაა.

ამოსახველებელი იდეაში ხო ათხიარებს ნახველს და წესით მარტივად ამოახველებენ არა?

Posted by: anibani18 20 Nov 2023, 16:48
takoo1
რა კარგია რომ უკეთ ხართ <3

არ ვიცი ამოსახველებელზე, ამიტომ ვიკითხე. ჩვენთვის არ დაუნიშნავთ.
კი, იყიდე, გამოგადგება ზამთარში.

Posted by: adeline 20 Nov 2023, 16:57
anibani18
ანი, ჰაერის დამატენიანებელი რომელია კარგი? ვიყიდდი ამ ფასდაკლებებზე

Posted by: takoo1 20 Nov 2023, 19:55
გოგოებო პატარა ტირის მთელი დღეა.
აქამდე ესე არ ყოფილა
გაზების წამლით გავჭყიპე და მაინც.
შეილება ყური ტკიოდეს??
გაციებული როა დავაკავშირე,როგორ გავიგო?
ან რა ჩავაწვეთო ოტიპაქსი?

Posted by: anibani18 20 Nov 2023, 21:54
adeline
ჩვენ ფილიფსის გვაქვს, სხვა არ ვიცი რომ შევადარო. კარგია და ჰაერსაც ძალიან სასიამოვნოს ხდის.
ნეტა დაისონზე ფასდაკლება არ იქნება? არ იცი?
* * *
takoo1
თუ გული გეთანაღრება, სასწრაგო პედიატრი გამოიძახე და ნახავენ მაინც ყურს. ოტიპაქსი ტკივილგამაყიჩებელია და მგონი შეგიძლია ჩააწვეთო, მაგრამ ყურის ანთება წვეთებით არ იკურნება, როგორც სასწრაფო პედიატრმა შეიძლება გითხრას. დიდად ნუ ენდობი მათ, თუმცა ყურს მაინც ნახავენ.
იქნებ კოლიკები დაეწყო?

Posted by: happy-go-lucky 20 Nov 2023, 22:15
takoo1
თაკო არ ჩააწვეთო არაფერი. პანადოლი შეგიძლია მოსცე გამაყუჩებლად. სასწრაფო პედიატრი გამოიძახე და ნახავენ . ასე ტირილი ყურმა იცოს კი. ჭამს? სოსკა? კოლიკით მთელი დღე არ იტირებს, თუ "ზნე " არ აქვს მტორალა.

Posted by: tako/barbi 20 Nov 2023, 22:16
takoo1
ხელი მიაჭირე და ნახე,ყურის წვეთამდე ტკივილგამაყუჩებელი მიეცი თუ ტირის და აჩვენე ხვალ ჩახედოს ასე არ ჩაასხა პირდაპირ ყურის წვეთი,მე ამათი ვირუსის დროს,სასწრაფო პედიატრზე შევჯექი biggrin.gif ნახულობენ ყურსაც და ყველაფერს,კარგები არიან.ცხვირში არ მომწონს ეხლა დავაძინე ესეც,ბურრუნაჩი მაქვს ნაყიდი,მოვსინჯე და არ ასხავს sad.gif ბედი არ გინდაა sad.gif
* * *
happy-go-lucky
მაგრდ გამეცინა ეხლა ვწერდი და უცებ ერთი რეკომენდაცია biggrin.gif

Posted by: fermina 20 Nov 2023, 22:24
takoo1
QUOTE
შეილება ყური ტკიოდეს??
გაციებული როა დავაკავშირე,როგორ გავიგო?
ან რა ჩავაწვეთო ოტიპაქსი?


შეიძლება ანთება არ იყოს და ისე სტკიოდეს, ან დაგუბებული ჰქონდეს.
რამხელაა პატარა გამახსენე, მე მიაზე მივხვდი იმით, რომ თავს იქნევდა უკან ტირილის დროს და ბოლოს თითსაც იდებდა ყურში. თან ცხვირის სისველიდან და ვირუსიდან გამომდინარე, მოსალოდნელიც იყო.
ძალიან პატარა ამას ვერ გააკეთებს სავარაუდოდ.
ნუროფენი შველოდა ძილის წინ, სანამ დავადგენდით ზუსტად მიზეზს და მერე დროპლექსი დაუნიშნა ოტოლარინგოლოგმა.

Posted by: Anabeli111 20 Nov 2023, 22:37
takoo1
პაწუა ძუძუზე გყავს, თაკო? ♡ როგორ უმკლავდები 3 ბაოს♡♡》^_^
anibani18
ჰაერის დამატენიანებელი რომელი გაქვს შენ, ან?

გამიცივდა თაია sad.gif ან მე გადავდე სურდო.. sad.gif ზედა კბილებს იქავებს და ქვემოთ ისევ 1 ცალი აქვს. გავგიჟდები :დ

Posted by: anibani18 20 Nov 2023, 23:12
Anabeli111
შეიძლება სურდო კბილების გამო ჰქონდეს, ანი.
თუ გაქვს საშუალება, ჩემი დიდი რეკომენდაცია ცხვირის ელექტრო ასპირატორს.
ჩვენ ასეთი გვაქვს, ანი. ჩემმა ძმამ გვაჩუქა ნატალი ჩვილი რომ იყო.
https://naturel.ge/maghazia/klimaturi-teqnika/haeris-damatenianeblebi/haeris-damatenianebeli-philips-hu4813-10/

Posted by: fermina 21 Nov 2023, 00:05
თემურ მიქელაძე ყურის ანთების შესახებ:



Posted by: adeline 21 Nov 2023, 01:22
anibani18
ახლა ვეძებე ეგ დამატენიანებელი ელიტის საიტზე და არ აგდებს. არ აქვთ ალბათ საერთოდ. ფასდაკლებით ვიყიდდი არადა.
დაისონზე მეც ველოდები ფასდაკლებას. მტვერსასრუტი მინდა ძალიან. შენ რა გინდა დაისონის>?

Posted by: anibani18 21 Nov 2023, 09:15
fermina
ზუსტად ასე ვიცი. თაკოსაც დავუწერე “ალბათ შეიძლებათქო”. მე პირადად წვეთებს ყურზე არ ვიყენებ. სასწრაგო პედიატრი ხშირად ნიშნავს და იმიტომაც ვუთხქრი ფრთხილად იყავითქო. ნელადექსი უყვართ განსაკუთრებით. ყურზრ წვეთები იგივეა რაც კუჭის წყლული გქონდეს და კანზე იწვეთებდე რაღაცეებს. ეფექტი იქნება ნოლი.
adeline
დაისონს აქვს კარგი დამატენიანებელი, მაგრამ ძვირია.
მე შაომის რობოტი მყავს და დიდ მტვერსასრუტს ხშირად არ ვხმარობ. სტაილერი მინდა დაისონის

Posted by: happy-go-lucky 21 Nov 2023, 11:43
adeline
მომის აქვს დამატენიანენელი და ვიშლისტსაც ინდა ჰქონდეს. მომის უეჭ აქვს.
რისთვის არის საჭირო? ჩემს საძინებელშო გრილა ისედაც და არ მოგრძვნია გამოშრობა. ამერიკელები კი სუ წერენ მაგაზე ხოლმე, რაღაცრებსაც აწვეთებენ.

დაისონის მტვერსასრუტი მაქვს და რობოტი გადავაგდე. ძააან კაია და თან სახალისოა დალაგება მაგით.

ყურის პრობლემა მე მაქვს სულ ფა გამოცდილებაც მაქვს ჩემი ბაბშვებიდა და ჩაწვეთება არ შეიძლება ექიმთან ვიზიტამდრ. ერთხელ ჩავაწვეთე, ვიცოდი რგ და მაინც და გაუსკდა დაფუს აპკი, სისხლიანი დამზბდა დილით ბაბშვი და ლოგინი, ლამის გულმა დამარტყა))

Posted by: takoo1 21 Nov 2023, 12:00
anibani18
happy-go-lucky
tako/barbi
fermina
ვაიმე მოგიწერიათ გოგოებო ეხლა ვნახე,მადლობაა❤️
ჩემმა დამ ამომიტანა ოტიპაქსი და ჩავასხი.
გაუარა ერთ საათში და ეძინა მთელი ღამე.
დღესაც წყნარადაა,ალბათ ყური იყო არვიცი
ატკივდება კიდე ნეტა?
tako/barbi
თაკო მეც მივაბრუნე გოგო biggrin.gif 3 გასინჯეს და არცერთი არ ასხამდა.თურმე უნდა ამოაბრუნო,
სპრეივით როა მე მეგონა უნდა გამოესხა და თურმე უნდა ამოაბრუნო და ჩააწვეთო.წვეთი გადმოდის.(არც აფთიაქში იცოდნენ ფარმაცევტებმა რაც მაგათმა ეგ ანჯღრიეს და რაც მე იქ ვიჩხუბე biggrin.gif )
* * *
Anabeli111
კი ანა ძუძუზე მყავს❤️ ისეთი კუპატაა ცარიელი ლოყებია smile.gif მიხარია რო ამჯერად გამომივიდა
გაბრიელი ძაან დამეჩაგრა მოკლედ..
დედა მეხმარება და ვუმკლავდებით.
ლუკიანე დიდია უკვე,ბაღში დადის და დიდად არ გვაწუხებს
თუმცა ორი პატარა ძალიან რთულია.
რაღა ტყუპები და რაღა ერთ წლიანი სხვაობა.
ფეხი კი აიდგა მარა უსაშველოდ ცელქია და მავნე.სუ უკან უნდა სდიო
სიქა გაგვაძრო biggrin.gif

Posted by: Panda-008 21 Nov 2023, 15:23
happy-go-lucky
დაისონის რომელი მოდელი გაქვს? V8 გამოვიწერე და ველოდები. V15 მინდოდა ძალიან, მაგრამ ორმაგი ღირს და დამენანა, იმ ფულით ბავშვს იმდენ რამეს ვუყიდი :-)

Posted by: Liza12 21 Nov 2023, 17:45
მამუკა ნემსაძე მგონი გაათავისუფლეს. უდიდესი შეცდომა დაუშვა
https://www.ambebi.ge/article/286406-ekimma-ar-mixeda-3-shi-gardaicvala-bavshvi-5-sh/

Posted by: narkozeli 21 Nov 2023, 18:26
Liza12

ეს ძველი ამბავი არ არის?

ისე მე აქაური ფორუმელი გოგოების მაგალითზეც მახსოვს მამუკას გულგრილობა… ნუ ღია გულის პირობებზე ხომ კომენტარი ზედმეტია, გული წამივიდა რომ ვნახე.

Posted by: takoo1 21 Nov 2023, 18:26
Liza12
ეს შარშან მოხდა მგონი. გაათავისუფლეს ეხლა?
გასასროკია ეგ ტიპი

Posted by: adeline 21 Nov 2023, 20:58
გოგოებო, კარტერსს უკვე უწერია საიტზე ფასდაკლება და 24-ში კიდევ დააკლებენ თუ იცით? გამოწერა მინდა და ვფიქრობ, კიდე ხომ არ დააკლდება.
happy-go-lucky
ჰაერი რომ არ გამოშრეს ძაანო და რა ვიცი. ვიშლისთში ვიკითხავ აბა. ხშირად განიავება არ აბალანსებს ნეტა ჰაერის სიმშრალეს?! მომის ძვირიანი აქვს ყველაფერი

Posted by: tako/barbi 21 Nov 2023, 21:37
takoo1უი შენ გაიხარე,ხვალ ვაპირებდი ახლის ყიდვას biggrin.gif

Posted by: anibani18 21 Nov 2023, 22:08
takoo1
კარგია ეს ბურუნაჩი? არასოდეს მიხმარია. ხსნის ცხვირში თუ რა არის?
მე ახლა ვიყიდე გულზე წასასმელი, ლავანდას და რაღაც ბუნებრივებს შეიცავს. ვნახო, იქნებ მიშველოს ცოტა. სურდო თუ აქვს პატარას, საერთოდ არ მძინავს არც მე და არც მას.
Liza12
narkozeli
takoo1
ვაიმე, როგორ ვერ ვიტან… რა ბედი ეწია ბოლოს არ იცით? არადა როგორ უყვარს ბევრს.

adeline
60 %-ანია და მეტი რაღა უნდა იყოს ვიფიქრე და ვიყიდე რაღაცეები. ზაფხულისთვისაც ვუყიდე გოგონებს.
ახლა ჩავაცვი ჩემს უფროსს ოკაიდში ნაყიდი პალტო. რა თბილი და ღუნღულაა. აქამდე კარტერსის ქურთუკები ჰქონდა და პირველ წელს ოკაიდის მედვეჟონკა და ოკაიდის ბევრად, ბევრად უფრო თბილია. თუ შევძლებ, ოკაიდში ვუყიდი ამიერიდან ქურთუკებს
* * *
adeline
მხოლოდ სიმშრალე არ არის, წმენდს ჰაერს და ბაქტერიებს კლავს. არის ჰუმიდიფაიერები და ჰუმიდიფაიერ/პურიფაიერები. აი ეს მეორე უნდა იყიდო თუ ყიდულობ. ისეთი სასიამოვნო ჰაერია ხოლმე ოთახში.

Posted by: adeline 21 Nov 2023, 23:07
anibani18
აუ ოკაიდის სასწაული ხარისხია ყველაფერია. ეგ და ჰმ მომწონს ყველაზე მეტად; ეგაა რომ ძვირია და არც კარგი ფასდაკლებები აქვს sad.gif
აბა ვიკითხავ მაგის მიხედვით ელიტში ან ვიშლისთში :*

Posted by: happy-go-lucky 21 Nov 2023, 23:10
adeline
დაწერე რა, თუ იყიდი.
მე რავი არ მქონია, გრილა ჩემს საძინებელში და მართლა არ შრება არასოდეს. ბაქტერიებიც რავი აბა, რა ბაქტრრია იქნება, 4 ადამიანი ვართ სახლში და ვკოცნით თან ერთმანეთს, რა ჰუმიდიფაიერ/პურიფაიერი მოერევა ბაქტერიებს. )))))

ამ მომის ამერიკაში რო კაპიები ღრს, ეგენი აქვთ ძვირად. მაგრამ ხარისხიანი აქვთ ყველაფერი.

Posted by: takoo1 21 Nov 2023, 23:20
anibani18
კი ხსნის ანი,ოქსილომეტაზოლინია
0.001% იანი..
ამაზონზე რო დევს ეგ ჰუმიდიფაიერები ვარგა?
კაი ფასდაკლებებია

Posted by: adeline 21 Nov 2023, 23:30
happy-go-lucky
რა საყვარელი ხარ biggrin.gif :* კი, დავწერ თუ ვიყიდე აბა რა ;*

Posted by: Anabeli111 21 Nov 2023, 23:40
takoo1
ვაინე ბაჯბაჯა და ძუძუს მონა სიყვარულები :დ ♡ თაია ძალიან ფრთხილობს და არ დადის ჯერ.. ხელის მოკიდებით და კედელ-კედელ მხოლოდ..
anibani18
ჩავინიშნე, ან, მადლობა ♡♡♡

Posted by: LooLaa 22 Nov 2023, 00:18
QUOTE (adeline @ 21 Nov 2023, 20:58 )

happy-go-lucky
ჰაერი რომ არ გამოშრეს ძაანო და რა ვიცი. ვიშლისთში ვიკითხავ აბა. ხშირად განიავება არ აბალანსებს ნეტა ჰაერის სიმშრალეს?! მომის ძვირიანი აქვს ყველაფერი

მეც ვაპირებ დამტენიანებელის ყიდვას, შაომს ვფიქრობ თითქოს, მომის აქვს 119 ლარად მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოდგება.
ჯერ თერმომეტრი ვიყიდე , ტენიანიბასაც ზომავს.
მეც მეგონა ფანჯრის გაღება გაზრდიდა ტენიანობას, პირიქით არის ეგ, დილით მხვდება მაღალი პროცენტი, ფანჯრებიც დაორთქლილი, მერე ფანჯარას რომ ვაღებ შრება ჰაერი და 40% ზწ ქვევით ჩადის. ბავშვისთვის 50-60% ია ნორმა.

Posted by: adeline 22 Nov 2023, 00:52
LooLaa
ელიტის საიტზე ვნახე შაომი ფასდაკლებით. ნახე აბა შენც

Posted by: anibani18 22 Nov 2023, 11:33
takoo1
სკობს ვიბროცილს? ვცდი მაგას როცა ექნებათ ისევ სურდო.
არ ვიცი, თაკო, ნამდვილად. მე რაც მაქვს ის ვიცი რაც არის. ხველებაზე იყო საუბარი და ოთახში ორთქლის დაყენებაზე, რომ პატარას სუნთქვა გაუადვილდეს და იმიტომ ვახსენე დამატენიანებელი.
LooLaa
შაომის კარგი უნდა იყოს მგონი. მე ვუთითებ ტენიანობას და მერე ავტომატზე ვაყენებ, როცა საჭიროა და რამდნეიც საჭიროა თავად წყვეტს მერე.

Posted by: takoo1 23 Nov 2023, 10:50
anibani18
ვიბროცილი უფრო ანტიჰისტამინურია მგონი.
არვიცი ჩემებს არ უხსნიდა დიდად.
ბურუნაჩი მომეწონა გაუხსნა ორივეს კარგად.
ჯერ ფიზიოთი ვუწმენდ და მერე ვაწვეთებ მაგას.
ხო კარგი რამეა,ინჰალაციის აპარატით სირბილს მგონი ეგ ჯობია

Posted by: fermina 23 Nov 2023, 16:58
ამერიკის კარტერს'ში მართლა კარგი ფასდაკლებაა. გრძელმკლავიანი ბოდე 4 ცალი 10 $.
ძალიან კარგი რაღაცეებია, უფასო შიფინგიც.
ოლდ ნეივი-გეპიდან გადავინაცვლე მანდ.

Posted by: lesila90 23 Nov 2023, 18:19
user posted image
ამის ყიდბას ვფიქრობ ნეტა ივარგებს

Posted by: shoAbb 23 Nov 2023, 19:16
lesila90
ბათუმში რად გინდათო კი ამბობენ , არადს უშრება ძაან ცხვირი

Posted by: LooLaa 23 Nov 2023, 19:43

adeline

ვნახე, მადლობა, იგივე ფასი აქვს მაგ მოდელს შაომშიც.

anibani18

სმარტია ე.ი., ნაკლებად რომ ხმაურობდეს ისეთი მოდელი მინდა.
კი არ გამაღვიძებს ეგ მე, ამ უძილობების გამო ისეთი ღრმა ძილი გამიხდა biggrin.gif ტირილის დროს სანამ ყველაზე მაღალ ნოტს არ აიღებს ბავშვი, ვერ ფხიზლდები ხოლმე უცებ.

Posted by: anibani18 23 Nov 2023, 20:53
LooLaa
ღამის რეჟიმიც აქვს. ავტომატზე რომ ვაყენებ, არ ისმის საერთოდ. ღამის რეჟიმზე რაც ანთია, ისიც ქვრება. შეგიძლია ძლიერ დაბერვაზე დააყენო და მაშინ ხმაურიანია და ძალიან აგრილებს ოთახსაც.
თეთრი ხმაური მაქვს ჩართული ოთახში და არც უშლის ეს ოდნავი ხმა.
მე კიდევ ამ სამი წლის უძილობის ფონზე ისე ვარ, თუ რამე დამამშვიდებლები არ დავლიე, საერთოდ ვეღარ ვიძინებ.
* * *
takoo1
შეიძლება ექიმის გარეშე ჩავაწვეთო?
ვიბროცილი ამათაც არ შველით, უფრო ჩემი ნერვებისთვის ვაწვეთებ ხოლმე. ახლა სიმშვიდე გვაქვს, ორდღიანი ალბათ და მერე სავარაუდოდ ისევ რამე ვირუსი შეხვდებათ.

Posted by: lesila90 23 Nov 2023, 21:50
shoAbb
გათბობასთან მინდა ისე მიშრება მე და ბავშვს რას უზავს წარმომიდგენია

Posted by: სერაფიტი 23 Nov 2023, 22:06
anibani18

თეთრ ხმაურს იყენებ, ანი? მთელი ღამე ჩართული აქვთ?

Posted by: takoo1 24 Nov 2023, 00:34
anibani18
კი რად უნდა მაგას ექიმი,1 თვის ბავშვს ჩავასხი
ანი არ აცერი შენ?
მე ავცერი ორივე

Posted by: anibani18 24 Nov 2023, 07:06
სერაფიტი
კი, ვიყინებ. შეუძლებელიცაა თეთრი ხმაურის გარეშე, ხან ერთი წამოიტირებს, ხან მეორე, ხან მე შევალ, ხან რა, ხან რა.
მე რაც წავიკითხე, იმის მიხედვით, 40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს ხმაური. აპლიკაციები არსებობს დეციბელების გამოსათვლელად. სახესთან მიმაქვს ტელეფონი როცა სძინავთ და ასე ვზომავ ხოლმე.


* * *
takoo1
კი, ვიცი რომ აცერი, თაკო <3
მეც მინდოდა, მაგრამ ავად იყვნენ ნოემბრამდე. გამოკეთდნენ ზუსტად ორი დღით და ისევ ავად გახდნენ
* * *
გუშინ მე და გოგონების ფეხსაცმლის საყიდლად წავედით. ვერ ვუწერ პატარას ფეხსაცმელს, რადგან ვერ ვარგებ ჯერ.
დარბოდნენ, დახტოდნენ, ტაქსში ყირაზე გადადიოდა ორივე, ვიტრინებში შევარდნენ, ძლივს გამოვიყვანე. მერე გაგვიშვეს სითი მოლში მაღაზიიდან. იქ ხომ კინაღამ დამეკარგა ორივე. ჩავიხედე რომელიღაც ვიტრინაში და მეთქი, ეს ვინ მიყურებს, ვერ ვიცანი ჩემი თავი.

Posted by: takotatuli1989 24 Nov 2023, 12:11
დედიკოებო, ჩემი ტყუპები ნოემბერში გახდნენ ორი წლისები, ეხლა დაიწყეს ორ სიტყვიანი წინადადებების თქმა მაგ: დედა წამოდი, დედა მოდი, დედა გადი, ერთმანეთს მიმართავენ: ,,ოჩო (ანუ ოჩოპინტრე) აჰა, ნენენე (ელენე) გადი და ა.შ. ქცევები ადეკვატური აქვთ. მინდა რომ წავახალისო რო უფრო ატიკტიკდნენ, ხომ არ იცით რაიმე მეთოდები? უფროსიც ასე მეტყველებდა ამ ასაკშიმ, მაგრამ ზუსტად ამ ასაკის მივიყვანე ბაღში და მალევე დაიწყო ლაპარაკი, პირველად სიმღერამ ამოადგმევინა ენა რასაც ქვია და მთელი სიმღერის ტექსტი იმღერა. თუ თუ თუ-ს მღერის ტყუპისცალი გოგო, ოღონდ ერთ სტრიქონს მარტო და დანარჩენს დაბოლოებებს. ხომ არ იცით რაიმე სიმღერა რასაც ადვილად ისწავლის ბავშვი? მგონია რომ სიმღერა დაეხმარებათ ,,ენის გატეხვაში". ბაღში მისაყვანად ჯერ მეცოდებიან გაზაფხულამდე.

Posted by: Malen 24 Nov 2023, 14:24
ჩაჩავაში ნორმალური პედიატრები ყავთ და შემიძლია აღრიცხვაზე დავაყენო ბავშვი? ან ჩაჩავასთან ყველაზე ახლოს ვის მირჩევთ პედიატრს. აღრიცხვაც მაინტერესებს და ისე რომ ვატარო ეგეც, თუ ორივე ერთთან გამოვა უკეთესი

Posted by: Tua 24 Nov 2023, 15:38
anibani18
ანი მარტო 2 ბავშვით მოლში წარმომიდგენია, პატარა ეტლში არჯდება? მეუღლე არგეხმარება? ჩვენ ოჯახურად დავდივართ 90% სულ ერთად , მაგრამ მეც რომ დავდივარ ბავშვით მშვიდად დამყვება ხოლმე განსაკუთრებით პროდუქტებზე უყვარს სიარული, მაგრამ იცის რომ თვითონ მხოლოდ 1 მიათვის სასურველი პროსუქტის აღების უფლება აქვს დანარჩენს სულ ჯანსაღებს ილაგებს ხოლმე smile.gif) ამასაც კი აქვს პეროოდულად მოვლები მაგრამ მიეჩვია. დეზერტირების ბაზარში ყველა მეყველე ქალს და ყველა ბაჯის იცნობს უკვე

Posted by: takoo1 24 Nov 2023, 17:21
QUOTE (anibani18 @ 24 Nov 2023, 07:06 )
ჩავიხედე რომელიღაც ვიტრინაში და მეთქი, ეს ვინ მიყურებს, ვერ ვიცანი ჩემი თავი.

ვაიმე ანიი smile.gif
როგორ მესმის შენი
* * *
anibani18
ორი ბავშვის წაყვანა ძაან სიგიჟეა.
მე ერთი დამყავს და ისიც ნერვებს მაგლიჯავს.
მარტო მე თუ მიმყავს მაშინაა ჭკვიანად.
თუ ჩემი ქმარიცაა თავხედივით იქცევა,დაავლებს მანქანას ხელს(იმათმა ხო სალაროსთან თუ არ გამოაფიჩინეს ისე არა)
და მიყიდეო იკლაკნება გველივით,ისე მეშლება ნერვები აი ვერ აგიღწერ biggrin.gif ვუბრიალებ თვალებს მარა შენც არ მომიკვდე,მამას იმედი აქ.
ასე რო შენ არ ხარ მარტო. თრასთმი smile.gif
Tua
აუ რა კაცია biggrin.gif ბაზარში დაგყავს გოგო
ცოტახანში ვაჭრობას დაუწყებს, ცოტა დამიკელიი და რამე biggrin.gif

Posted by: Tua 24 Nov 2023, 18:48
takoo1
აუ ეს რა ღირს უკვე იცის და ეკითხება smile.gif))) აბა რავქნაა დამტოვებლების არმია მე არმყავს სამწუხაროდ, ზაფხულში უფრო დავდივარ გლეხებთან აბა ამ დიდ ჰიპერმარკეტებში ისეთი ხილია ხოლმე ყიდვა არმოგინდება smile.gif) ყველა ცნობს ამას , ზოგს სტაფილოს თხოვს ზოგს ბოლოკს, წყლის ბოთლი დამაქვს ხოლმე რომ იმათი გათლილი გავრეცხო ამან რომ ჭამოს lol.gif

Posted by: fermina 24 Nov 2023, 19:10
მიას უბნის მარკეტში ყურძნის მოპარვაზე წაასწრეს, მოასწრო და ერთი მარცვალი მოგლიჯა დახლიდან და გაიქანა პირში biggrin.gif მას მერე გამყიდველი გოგო ერთ მტევანს ურეცხავს ხოლმე და აძლევს სულ love.gif

Posted by: სერაფიტი 24 Nov 2023, 21:00
anibani18

ვაიმეე,.ზუსტად ეგრე ვაკეთებ მეც, დეციბალებს ვზომავ აპით და ძაან დაბალზეა წვის ხმა,.მოშორებით, კომოდზე. ბოლო 1 კვირაა ვცდილობ გამოვრთო ჩაძინების მერე. დღის ძილებზეც ვურთავდი. ახლა აღაე ურთავენ
ზოგჯერ თუ ცოტა ხმაურია,.ან სამზარეულოში ვსაქმიანობ, ვურთავ დღის ძილზეც.

მაგრამ სადღაც ეწერა, მეტყველების დაგვიანებას იწვევსო. სანდო კვლევა ვერ ვნახე. ძირითადად წერია,.რო უსაფრთხოა. ძაან შველის ანიტას, ჩემი აზრით. რაღაც ფაზები აქვს, ზედაპირული ძილის,.ისე რო ჩემს საწოლზე რომ ვჯდები (გვერდზე გვიწევს თავის საწოლში), ეღვიძება მაგ მოძრაობა-ხმაურზეც კი.

სიტყვები თითქოს დაიწყო. მამას ამბობს მიზანმიმართულად. smile.gif) და კუს. დედას იმენა ჯიუტად არ ამბობსsmile.gif)) ბებიას ნანას ეძახის, შეარქვა პროსტა ასე. ანუ გამოდის სამ სიტყვას ამბობს უკვე. იმედია მიამატებს ნელნელა. ჯერ არაა 1.1 წლის.


ორთოპედთან მყავდა, მარცხენა ფეხს საგრძნობლად შიგნით დგამს. აი ადრე რომ დავწერე, ხოხვის უცნაური სტილი აიჩემათქო. იმოქმედა მაგან. მარცხენა ფეხს შიგნით უქცევდა რაღაცნაირად და მარჯვენას კარგად ადგამდა. არ მიმიშვა, რო გამესწორებინა.
გადავუღეთ რენდგენიც. აბსოლუტურად იდეალურია მენჯ-ბარძაყი. კუნთების თემააო. ამ ფეხზე ასე განვითარდა კუნთებიო და სავარაუდოდ 4 წლამდე მაინც გაჰყვება, ბოლომდე ვერ გაასწორებსო. საბოლოოდ კი 12 წლისა სწავლობს ისე სიარულს,.როგორც დიდები დავდივართო. მოკლედ, დატვირთე, ატარე და ნელნელა იზამს, საშიში არააო.

ხოდა გირჩევთ, რომ ძაან არ მიაყურადოთ ხოხვის სტილი. ფაქტია,.იმოქმედა კუნთების ამბებზე.
* * *
anibani18

მოლში მარტო? ძაან ექსტრემი ჩაგიდენია. დაინდე შენი თავი.
როდის გადაუვლით ეგ ასაკი?sad.gif
სკოლაში ისვენებ ხო?smile.gif)

Posted by: anibani18 24 Nov 2023, 21:47
Tua
მუშაობდა გუშინ და ვერ წავედით ერთად. უფროსი მშვიდად დამყვება, როცა ერთად მივდივართ. პატარა ურევს ტვინს, ერთად ძალიან გიჟობენ ხოლმე. ორი ბავშვი და ეტლი ვეღარ შევძელი, თან ჩხუბს გამართავდნენ, ვინ ჩანჯდარიყო და ბოლოს ეტლის ცალკე თრევა მომიწევდა.
რა საყვარელი გყავს ალექსანდრე <3
takoo1
უფროსი ძალიან ჭკვიანი მყავს ამ მხრივ, არასოდეს დაიწყებს ისტერიკებს ეს მიყიდე, ის მიყიდეო. გუშინ პატარას ფეხსაცმელი რომ ვუყიდე, მე რომ დამჭირდება მიყიდი ხოო, მითხრა და დაასრულა ამით.
რომ არ მომერგო, ვერ ვუყიდიდ ისე. რაღაცნაიტი ფუნთულა ფეხი აქვს, ვერ ვარგებ ვერაფერს.
სერაფიტი
ხო, ზუსტად, ყველა ფაჩუნზე ეღვიძებათ, ამიტომაც მაქვს ჩართული. თან მე მივეჩვიე თუ რა არის, არ ვიცი, ამ ხმას რომ ვიგებ, მეყვინთება ეგრევე. მგონი გოგონებისთვისაც ესეა.
უკითხე ბევრი, ლექსები უთხარი ხოლმე, ბარათებით ავარჯიშე. აიდგანს ენას აუცილებლად. შენ შეიძლება ვერც ხვდები და სხვა სიტყვებსაც ამბობს. ჩემი უფროსი გოგო ბუს მაბაბას ეძახდა და ბევრი სასაცილო სიტყვა ჰქონდა. გინგინი ანუ გოგო, აბაბა ანუ ბურთი. ესენიც სიტყვებდ ითვლება. კიდევ მე როცა ვხედავდი რომ რამე ბგერებს გამოსცემდა, რაც სიტყვა იყო, მის მნიშვნელობას ვასწავლიდი. ასე ისწავლა აიტყვები: დენი და დანა smile.gif) დანამ მალევე დაჭრის მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა მეტყველება ორსიტყვიანი წინადადებელით დაიწყო 2,3 წლის ასაკში.

ჩემიც ასე დახოხავდა და სულ მეშინოდა კოჭლი არ ყოფილიყო ან კიდევ რამე, მაგრამ ნორმალურად დადის მგონი ჯერ.

ძალიან რთული კლასები მყავს წელს. ერთი მეთერთმეტეს არა უშავს, დანარჩენები ძალიან რთულია. სექტემბრიდან გამოგიგზავნით ამ რთულ ბავშვებს smile.gif)
უნდა მეყიდა რა ფეხსაცმელი, არ გამოდიოდა სხვანაირად. მართალი ხარ, უნდა დაინდო და მოუარო თავს

Posted by: gzaabneuli 24 Nov 2023, 21:49
სერაფიტი
მახსოვხარ ❤️ მიხარია

Posted by: Tua 24 Nov 2023, 22:55

fermina
ჩემი მიდის და ითხოვს გამითალეო smile.gif)) მაგრამ ესეც იღებს ხომმე ხან ლპბიოს ხან სოკოს ხან წიწაკას. იმდენი მოაგროვა რაღატ მინდოდა ყიდვა 1 პარკო ნაჩუქარი რაღაცეებით წამოვედით ერთხელ.

სერაფიტი
ზუსტად მაგიტომ მყავდა 4 წლის რომ გახდა და არა მანამდე ორთოპედთან, მეც იგივე მითხრა ქაჯაიამ 10-12 წლისკენ იწყებენ ნორმალურად სიადულსო, ანუ შენ რომ დადიხარ ისე რომ არდადის გიკვირსო მაგრამ არაფერი არარის ეგო .


Posted by: სერაფიტი 24 Nov 2023, 23:20
anibani18

მე რას გასწავლი, მარა საყიდლები ისე დაგეგმე, ქმარსაც ეცალოს. ნუ ჩემზე მეტად შენ გინდა ეს, ცხადიაsmile.gif))

რთული ბავშვები არ მინდა, ფლზsmile.gif)) ისე, მე არ ვემდური ჩემს წლევანდელებს. მით უმეტეს ახალი გარემოა ჩემთვის. მალევე ავუღრ ალღო ყველაფერს.

ლექსებს ვუკითხავ ანიტას, სულ ველაპარაკებით. ზღაპრებსაც ვუკითხავ. ბოლო დროს ხელს კრავს წიგნებს. ამოიჩემა ერთი - ნახატები რომაა მხოლოდ, აი სიტყვების სასწავლია კაკრაზ. სხვასხვა ოთახი, ქუჩა, მაღაზია,ეზო არის და ნივთებია, რომლებსაც ვუხმოვანებ. მერე ვეტყვი, აბა სადაა? და მალევე პოულობს. ძაან სწრაფად სწავლობს. რამდენი წლის ხარო, 1 თითს გვაჩვენებს და კვდება სიცილით. ხო, აი პამპერსს რო ვუცვლიდით, სუნი რო აქვს, ფუუუ ხო ვამბობდი და ახლა როგორც კი ვხდი,.იწყებს - ფუ-ფუ-ფუ. ნუ სიტყვაა ეგეც ალბათsmile.gif) რადგან კარგად ესმის, როცა იქნება დაიწყებს.

Tua

4 წლამდე ვერ მოვითმენდი. იცი რა ცუდი სანახავია? იმენა მართი კუთხით შიგნით დგამს, ფეხსაცმლით ვაფშე ისე დადის, რო ხშირად ერთმანეთს აბიჯებს ფეხებს პეროენდიკულარულად. ვიცოდი,.მეტყოდა, რომ თავისით გაუსწორდებაო. მაგრამ მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა მივხმარებოდი. უფრო საკუთარი სიმშვიდისთვის მივედი რააsmile.gif)



gzaabneuli

ვააჰ<3
ძველებს გეძებდით. ზოგი ფბზე მყავს. შენი ბოლო აქაური პოტსტებით მივხვდი, პატარა გოგო გყავს. იცი როგორ გამიხარდა? <3

Posted by: nopiahopi 25 Nov 2023, 08:15
გოგოებო, კარგი დერმატოლოგი ხომ არ იცით? ბავშვს ფეხის თითებთან წყლულივით გამოუვიდა, სიწითლე და ქავილი აქვს. ვინმეს პირადი გამოცდილებით ხომ ვერ მირჩევთ?
* * *
გოგოებო, კარგი დერმატოლოგი ხომ არ იცით? ბავშვს ფეხის თითებთან წყლულივით გამოუვიდა, სიწითლე და ქავილი აქვს. სიწოთლე ცოტა ფეხის გულზეც გადაუვიდა. ვინმეს პირადი გამოცდილებით ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: narkozeli 25 Nov 2023, 08:31
სერაფიტი
anibani18

რთულ ბავშვებზე საუბრობთ და შემომაპარეთ, რა ასაკამდეა რთული? :დ სკოლის თემები ძაან მაშინებს sad.gif

nopiahopi

კლინიკა კანში არველაძე მომეწონა მე, ერთხელ მყავდა ვაჩე თვეების რომ იყო მუხლზე გამონაყრის გამო. ხალი აღმოჩნდა და ტყუილად არაფერი უსვა, მთელი ცხოვრება ექნებაო. მართლახ 4 წელია აქვს.


Posted by: takoo1 25 Nov 2023, 09:27
სერაფიტი
ვაიმე რა სიყვარულია❤️ ძალიან საყვარლები არიან მაგ ასაკში. 1.1 წლისაა ხო?
ჯერ არ ლაპარაკობს გაბრიელი,
დედაო მეძახის ხოლმე(ლოგინზე აცოცება ისწავლა და ეო ვერ ჩამოდის კივის დედაო)
მამას ეძახის ბაბას რატო ვერ მივხვდით biggrin.gif
სხეულის ნაწილები იცის,ეო ეკითხები სად გაქო იდებს ხელს.
კუკები რო უნდა ან უკვე ქნაა ыа ыа ესე ამბობს იჭინთებაbiggrin.gif ქართულად ვერ დავწერე, თან ხელს იდებს პამპერსზე.
ისე ყველაფერი ესმის რო ელაპარაკები
* * *
anibani18
შენ ჭკვიანი გოგო გყავს აბა ლუკიანე რაც აცვია იმასაც ხდის biggrin.gif თუ თავისი გამონაცვალი დაუნახა ხო ვაფშე,ან საიდან ახსოვს ეგრე პატარაა რა ეცვა smile.gif
არაფერი ემეტება გაბრიელისთვის,
საბა უყვარს ჩემი სიხარულიაო იძახის,გაბრიელი მეთქი? ეგო არაო smile.gif

Posted by: happy-go-lucky 25 Nov 2023, 11:43
nopiahopi
ალერგოოს ცემტრში დამყავს მე, ნინო მჭედლიშვილთან.
ისე ქუნთრუშაც ასე იწყება, ფეხის თითებთან წყლულებოვიყ და ქავილი. პედიატრსაც შეეხმიანეთ

Posted by: Anabeli111 25 Nov 2023, 12:22
narkozeli
ზოგადად, საკმაოდ გონიერი თაობა მოდის, მაგრამ თუ გაჯეტზეა დამოკიდებული ბავშვი, ან ძალადობრივ თამაშებს თამაშობს, იქ იწყება პრობლემები... ემოციების და ქცევის რეგულაციის კუთხით. მე6-დან მე-10 კლასის ჩათვლით რთულია. განსაკუთრებით მე-8 და მე-9. :s biggrin.gif
* * *
gzaabneuli
შენი ისტორია ჩემსას ძალიან ჰგავდა.. მახსოვს ღამეები მაქვს გათენებული თემიდან-თემამდე შენი პოსტების ძებნაში. ბოლოს რომ ვნახე, გეყოლა, უდიდესი იმედი იყო ჩემთვის ♡ პირადში მოგწერე კიდეც...
ბედნიერი დედიკო იყავი ♡

Posted by: narkozeli 25 Nov 2023, 13:03
Anabeli111

და როგორ გინდა სულ ამოიღო გაჯეტები ამ თაობაში sad.gif მოკლედ წინასწარ ვღელავ მაგ ასაკზე, ვიცი რთული იქნება.

Posted by: Anabeli111 25 Nov 2023, 13:23
narkozeli
ვერ ამოვიღებთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ.. :/

Posted by: nopiahopi 25 Nov 2023, 14:09
happy-go-lucky
narkozeli
მადლობა გოგოებო :*
კანში ჩავეწერე დღესვე იყო ერთი ადგილი თავისუფალი. ტერიტორიაც მაწყობდა.არველაძე დეკემბრამდე არ იქნება,ოპერაცია გაიკეთაო და მთელი დეკემბერი იანვარი შევსებულიაო. მივალ დღესვე ვინც დამხვდება, იქნებ ნორმალირად დასვას დიაგნოზი და ვუნკირნალოთ, თორემ მოემატა შესიება დღის განმავლობაში.
ქუნთრუშაზე არ ვიცოდი ფეხის წყლულიდან დაწყება. მაგასაც ვკითხავ, გაითვალისწინონ, თუ ჰგავს ქუნთრუშას წყლულს

Posted by: სერაფიტი 25 Nov 2023, 16:09
takoo1

ხოო, 1.1 წლის გახდება 8 დეკემბერს, არცაა ჯერ. აუ, კო, ძაამ საყვარელია, ახლა უფრო ვამუღამებ, ვიდრე თვეებისას. უკვე ხასიათს ავლენს - დაიწყო პროტესტები, კივილ-წივილიც, როცა რამე არ უნდა, მაგრამ მალევე მშვიდდება, რომ აუხსნი. რაღაცნაირად უფრო დიდი მგონია ხანდახან. ძალიან ღიმილიანია. გაიღვიძებს თუ არა, იკრიჭება. მაღაზიებშიც ყველას ეთამაშება, უცინის, სოციალური ბავშვია. სანათესაოსთან უცხოობს ხოლმე - ვერ ავხსენი ეგ რატო. უცხოებთან ყველა კბილი უჩანს smile.gif))

აუ, ლუკიანეზე ძაან მეცინება, გაბრიელი რო არ მოსწონს და საბას უხსნის სიყვარულს :დდდ რა უცნაურია.:დდ

narkozeli

რთული ასაკი პირობითია. ტოდლერობის მერე ყველა ასაკს თავისი გამოწვევა და სირთულე აქვს,ასე მგონია. გარდატეხის პერიოდი ალბათ კიდევ მეტად რთულია. სადღაც მე-7 ,მე-8 კლასიდან ლამის მე-11 კლასამდე გრძელდება. ძირითადად მე-11-ში უკვე მოდიან აზრზე. გაჯეტები თემაა,კი, მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორიცაა. ოჯახური გარემოს იქით - სასკოლო გარემოც მნიშვნელოვანია, დამოკიდებულებები. რით ერთობა, რას აკეთებს თავისუფალ დროს, აქვს თუ არა ინტერესი,.ჰობი. ყველანაირი მოსწი მყოლია და რავიცი, არ ვიცი, როგორი იქნება ანიტა მაგხელა ან მე როგორი დედა ვიქნები.

ახლა კია ჩასაყლაპი! მუდამ მხიარული


user posted image

Posted by: anibani18 25 Nov 2023, 17:10
narkozeli
მე მექვსე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით ვარ, იქამდე არ ვიცი რა ხდება. მეექვსე კლასი მორმალურია ხოლმე, მეშვიდედან იწყება და რამდენიმე წელი გრძელდება. დაახლოებით მეთერთმეტე კლასში უკვე აზრზე მოდიან. იქამდე, ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ზოგს გონებაზე ლიბრი აქვს გადაკრული, საერთოდ არაადეკვატურია.
* * *
სერაფიტი
აუ, რა კარგი გყავს <3
Anabeli111
მეშვიდე კლასიც დაამატე, ადრე უფრო მერვედან ვატყობდი, ახლა აშკარად
მეშვიდედან იწყება გრძნობათაღელვა.

Posted by: Anabeli111 25 Nov 2023, 17:52
anibani18
მე ვარ დაწყებითებში ეს რამდენიმე წელი. ისეთი მოსწავლეც მყავს, ახლა რომ დაეწყო, ჩემი აზრით, გარდატეხის ასაკი... გოგოა.. მუდმივად ყველაფერს აპროტესტებს..

ოჯახური ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა.. უბრალოდ მე რა პრობლემებსაც ვაწყდები, უმეტესობა, ინტერნეტსივრციდან დასწავლილი უარყოფითი ქცევების გამოა.
* * *
სერაფიტი
ვაიმე, რა საყვარელია ♡♡♡

Posted by: droeba 25 Nov 2023, 22:50
გოგოებო , რძიანას დროს ნისტატინი თუ მიგიციათ ბავშვისთვის და რა დოზებით? ეს 2 თვის ხდება და ექიმმა დაუნკშნა 1/4 ნისტატინი დღეში 3-4 ჯერ და ბევრი ხომ არ მოუვა? 1 აბი გამოუვა მთელი დღის განმალობაში.

Posted by: takoo1 25 Nov 2023, 23:19
droeba
მიმიცია მაგრამ ხსნარი საბავშვო,ტაბლეტის დოზები არვიციsad.gif

* * *
სერაფიტი
თვალებბრიალა❤️ უსაყვარლესია ვგიჟდები მხიარულ ბავშვებზე❤️

Posted by: fermina 25 Nov 2023, 23:50
რაღაც ასაკიდან, წლის მერე საკვების მხრივ გემოვნება ეცვლებათ, არა?
მია გადასარევად მიირთმევდა სუპ-პურეებს 7 თვიდან, ახლა არ მოსწონს. ერთი პერიოდი ჩვეულებრივი სუპები მოსწონდა, უცებ ერთ მშვენიერ დღეს პირი აღარ დააკარა.
ალბათ გაუგო გემო უკვე მრავალფეროვან საკვებს და სამწუხაროდ, მავნებლობებსაც.
ნაგეთსები მოეწონა, ნაყიდი (დედამისი მიირთმევდა) და სახლში გავუკეთე, მშვენივრად ჭამა ძალიან გემრიელად.
ქათმის ფილე წამოვადუღე, მერე დავჭერი ნაგეთსების ზომაზე, ამოვავლე ფქვილი-კვერცხი-საფანელი, ცოტა სუნელიც დავუმატე და ზეითუნის ზეთში შევუწვი. ძალიან მოეწონა.
ასევე ბოლო პერიოდში მოეწონა კუსკუსი, მარტო მდუღარე წყალს ვასხამ, ან ხან ყველს ვუხეხავ და ცოტა კარაქს ვაგდებ და მშვენივრად მიირთმევს.
ძალიან უყვარს ხაჭოს ალადიკები, ხაჭო, არაჟანი, კვერცხი ცოტა შაქრით, ფქვილი, სოდა-ძმარი. ბუთქუნა და გემრიელი გამოდის.
თევზი შეიძულა საერთოდ და არ ვიცი რანაირად შევაყვარო.
თქვენც დაწერეთ, წლინახევრის ასაკში რა მოსწონდათ თქვენს ბაიებს...

Posted by: Tua 26 Nov 2023, 00:20
fermina
ჩემი ყველაფერს ჭამს ერთი წლიდან ერთადერთი რაც 2.5 წლამდე (ანუ ბაღში წასლამდე) არმიმიცია ეს იყო შაქარი და მარილი, საერთო სუფრიდან ჭამს წლიდან. სუპ პიურეების კონსიატენცია არმოსწონს სავარაუდოდ და ისე რომ გაუკეთო დაჭრილი. თევზზე თევზის სუპს ვაჭმევდი დღემდე ჭამს, ასევე გამომცხვარ თევზს ღუმელში. მე რაც აეროგრილი მაქვს საერთოდ არაფერს აღარ ვწვავ, ყველაფერს მაგაში ვუკეთებ წვნიანების გარდა.

Posted by: fermina 26 Nov 2023, 00:50
Tua
QUOTE
თევზზე თევზის სუპს ვაჭმევდი დღემდე ჭამს, ასევე გამომცხვარ თევზს ღუმელში. მე რაც აეროგრილი მაქვს საერთოდ არაფერს აღარ ვწვავ, ყველაფერს მაგაში ვუკეთებ წვნიანების გარდა.


აეროგრილი უნდა ვიყიდო, მეც არ მომწონს ზეთში რომ მიწევს ხოლმე შეწვა.

თევზის სუპი კარგი იდეაა, უნდა ვცადო ეგეც.

Posted by: სერაფიტი 26 Nov 2023, 10:41
fermina

კრემსუპი აღარ მოსწონს ალბათ, სტრუქტურა. ჩემმაც დაიწყო -თავისი ხელით ჭამა ურჩევნია. აი, ვთქვათ მაკარონი - კოვზით რო მივცე, არ ჭამს, აფურთხებს. მაგრამ ცოტა დიდებს თუ მოვიხარშავ და დავუდებ, თავისი ხელიყ ჭამს. სადილებს ვუბლენდერებ მე, მაგრამ ვაპარებ უკვე შიგნით მოდიდო ელემენტებსაც. აშკარად მოსწონს თავად ჭამა. ყიყლიყო, მოხარშული კვერცხი... გუშინ მოვიფიქრე ასე, რომ ყვავილოვანი გავხეხე (მოწალული), მოხარშული კარტოფილი და ყველიც დავახეხე, 1 კვერცხი ავურიე და კატლეტებივით შევწვი ოდნავ ზეითუნში. გადასანსლა გადასარევად. ბროკოლიც ეგრე მოსწონს, ხელში დაიჭერს და ჭამს. აბა მასეთი ფორმებით სცადე. კრემსუპები კი არ საუბლენდერო, ჩაუჭყლიტესავით.

იმედია არ შეეცვლება ჩემსას გემოვნება. საკმაოდ მრავალფეროვან საჭმრლს ჭამს. მართალია მცირე დოზებს, მარა სასარგებლოს და დაბალანსებულს ასე თუ ისე. ძაან სენსიტიური მჭამელიაsmile.gif)

Posted by: Tua 26 Nov 2023, 10:57
გოგოებო ყაბაყის ალადიკებია კიდევ კარგი დღემდე გიჟდება ჩემი შვილი . ყაბაყი დახეხეთ მსხვილად გაწურეთ, სტაფილო გახეხეთ, ნიორი 1 კბილი + მწვანილები კამ ოხრახუში და ერთი კვერცხი + 1 ფქვილი და შეწვით.
* * *
fermina
მე ჩემთვიააც აღატ ვიწვავ მერამდენე ქალია ოჯახში არვიცი smile.gif), ნინჯა მაქვს და უკარგესია . ჩვენც მაგაში ვიკეთებთ საჭმელს თუ წვნიანი არაა, მაფინებააც ვაცხობ

Posted by: anibani18 26 Nov 2023, 13:02
Anabeli111
გარდატეხის ასაკი ძალიან ცუდად გადააქვს ზოგს. ერთი გოგონა მყავს, ფეხებში უვარდება ბიჭებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
Tua
როგორი ნინძა გაქვს? რა ფუნქციით? მე მხოლოდ მოხარშვა მეგონა პროდუქტების

Posted by: Tua 26 Nov 2023, 13:41
anibani18
user posted image

ეს მაქვა ანი, მხოლოდ შეწვია ფუნქცია აქვს 5.2 ლიტრიანი ჯამია და 3-4 კაციან ოჯახა გვყოფნის , ქათამს 1.300-1.400მდე ვატევ ჩვეულებრივად . 3 თვეა მაქვს და ტაფა ალბათ 4ჯერ გამოვიყენე და ღუმელში აღარ ვაცხობ ნამცხვრება მხოლოდ, მაფინებსაც აცხობს

Posted by: სერაფიტი 26 Nov 2023, 15:39
Tua

უი, კი, ყაბაყის კატლეტები მსგავსი რეცეპტით გავუკეთე ერთხელ და მოეწონა. კაი გამახსენე.

მაიცა, ეს რა გრილია? მე რაც მაქვს - დიდია, აი შუშის რომაა. და ქათამს ვწვავ ხოლმე. მარა იმისი რეცხვა მაგრა მეზარება. ბოსტნეულიც კი კეთდება მარა აშრობს ძაან, თევზსაც. მაფინი და რამე - არ მიცდია, მგონი არ გამოვა. ეს რაღაცა სხვა არის, არ ვიცოდი.

Posted by: adeline 26 Nov 2023, 16:27
Tua
ჩასაშენებელი ბოშის ღუმელი მაქვს ახალ სახლში აეროგრილის ფუნქციით და ხომ იგივენაირად გამომადგება ეგ?
* * *
ცალკე მაქვს მეც რაღაც გრილი, მაგრამ კატასტროფულად აშრობს ყველაფერს და ქათამი რომ შევწვი ერთხელ, გაფშეკილი იყო. მაგაში შემწვარი კატლეტი როგორ უნდა ჭამოს ბავშვმა არ ვიცი. ახალ სახლში ჯერ არ გადავსულვარ და ეს ბოში არ დამიტესტავს. ვიღაცამ დაწერა ადრე კულინარიის ჯგუფში ქვემოთ წყალს ვასხავ რომ არ გამოშრესო და რამე ხერხი გეცოდინება შენც

Posted by: fermina 26 Nov 2023, 17:22
სერაფიტი
QUOTE
კრემსუპები კი არ საუბლენდერო, ჩაუჭყლიტესავით.


კი, გუშინ გავუკეთე ზუსტად მასე, კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი, სტაფილო, ცოტა მწვანილები ჩავუჭყლიტე ისე, რომ ხელითაც მიირთმევდა და კოვზითაც და გადასარევად ჭამა.

ისე ღეჭვის და მყარი საკვების მიღების პრობლემა ლამის შვიდი თვიდან არ აქვს. თავიდანვე მივაჩვიეთ და არც გადაცდენია ისე გაიზარდა. ბიძამისს დღემდე უბლენდერებენ, სამი წლისაა ოთხის ხდება.

Posted by: Tua 26 Nov 2023, 19:20
სერაფიტი
ეგ ძველებური ვარიანტია რაც შენ გაქვს, დედაჩემა ჰქონდა ეგ და ჩაანაცვლა ნინჯათო, აი უმარტივესი სახმარია .

adeline
ეს არაშრობს ფილეს და ქათამს უკარგესად აკეთებს. ფუნქციების სწორად გამოყენება უნდა იცოდე რა . ეგ ბოშის ღუმელი არვიცჯ სამწუხაროდ.

Posted by: Anabeli111 26 Nov 2023, 20:51
სერაფიტი
მეც შუშის გრილი მაქვს, დიდია და მოუხერხებელი, მაგრამ კექსები გამომიცხვია და მშვენიერი გამოდის ^_^ ♡

Posted by: სერაფიტი 26 Nov 2023, 22:37
fermina

როგორ გაზრდილა მია <3 საყვარელი <3

3-4 წლამდე დაბლენდერება ნამეტანია. ერთი სული მაქვს, საერთოდ აღარაფერი დავუბლენდერო. მიწევს მაინც სადილები რაsad.gif მარა პროგრესი გვაქვს ღეჭვაში. თუმცა ხშირად მთლიანებს ყლაპავს, ვითომ ღეჭავსsmile.gif) მარა მაინც ვაძლევ ბევრ რამეს ავთენტური სახით.

Anabeli111

უი,კექსი? არც მიფიქრიაsmile.gif) დედაჩემს აქვს, იდეაში მე მიყიდა მარა არ გამოვართვი. თუ რამე, ნინჯას ვიყიდი, ჯერ სახლი მაქ საყიდელი:დდ

Posted by: Anabeli111 26 Nov 2023, 23:48
სერაფიტი
აი, ესაა გრილში გამომცხვარი კექსი.
user posted image
სახლი მეც მინდა, ცოტა დიდი.. თორე თაიას ოკუპირებულები ვყავართ :დ

ჩემს თავზე ვბრაზობ, ზაფხულში უფრო ჭამდა დაუბლენდერებელს. ახლა სულ ვუბლენდერებ, ოღონდ ცოტა მაინც შეჭამოს sad.gif დღეს ჩაჭყლეტილი გავუკეთე და ვნახოთ ხვალ როგორ შეჭამს.

ძუძუს აღარ ჭამს?
საახალწლო არდადეგებზე ვფიქრობ გადავაჩვიო. წინასწარ ველოდები ისტერიკებს. დღის განმავლობაში მარტო ერთხელ ჭამს (სკოლიდან რომ მოვდივარ). სამაგიეროდ ღამე რამდენჯერაც შეფხიზლდება, იმდენჯერ ჭამას მთხოვს.. მითხარით, რომ შეუძლებელი არაფერია biggrin.gif

ხორცს ჭამს შენი პატარა? რა ფორმით სთავაზობ?

Posted by: happy-go-lucky 27 Nov 2023, 00:23
გოგოებო, საკვებ სკამ მაგიდებს, ცორა ბიუჯეტურს და გამომდგარს ხომ ვერ მორჩევთ?

ვიშლისტში 200 ლარამდე რომაა, ოკა ნეტავ?

Posted by: Iceicebaby 27 Nov 2023, 10:09
happy-go-lucky
იკეას სკამი ყველაზე კარგია ბიუჯეტურებში, ყველანაირ ყველაფერს აკმაყოფილებს ))

ტრენდიოლიდან გამოვიწერე 120 ლარად მგონი

Posted by: anibani18 27 Nov 2023, 10:25
Tua
Anabeli111
ზეთი არ გჭირდება ანუ ამაში თუ წვავ კარტოფილს ან სხვა რამეს? დიდია?

ფენქეიქებისთვის ისეთი ლმაზი ტაფა გამოვწერე ტრენდიოლიდან, ყველა ერთი ზომის გამოდის და ზეთიც არ უნდა. სხვა რამეებს თუ ვწვავ სხვა ტაფაზე, იმას მაინც სჭირდება ზეთი ცოტა მაინც.

ყველაზე მეტად ყავის აპატარი მინდა, მაგრამ ადგილი არ მაქვს
* * *
Anabeli111
საინტერესოა როგორ გადააჩვევ, ანი <3 არ იქნება ალბათ მარტივი :*

Posted by: takoo1 27 Nov 2023, 11:48
Anabeli111
მიეჩვევა აბა რას იზამს,თავიდან გაგიჭირდება ალბათ.მე თავიდანვე დაჭყლეტილი მივეცი გაბრიელს აი მაგის ნერვები რო არ მქონდა მაგიტო biggrin.gif კარგად დაუჭყლიტე ისე რო არ შეყვეს პირში კუსოკებივით რამე))
საერთოდ არ ჭამს დაუბლენდერებელს არაფერს? პურს,ხილს?

Posted by: Anabeli111 27 Nov 2023, 14:48
anibani18
კი არ ტირის, ხავის ხოლმე თუ არ ვაჭმევ sad.gif

როგორ არა. პურსაც ჭამს, ბანანსაც, ხილსაც , რასაც ვაწვდი.. მაგრამ ბროკოლი ჩაჭყლეტილი უფრო მოსწონს, ხორციც.. ზოგადად ხორცის არ უყვარს დიდად.

Posted by: takoo1 27 Nov 2023, 14:59
Anabeli111
აბა რა განერვიულებს:*
სუპს მეც ვუჭყლიტავ აბა)) ეგეთი მოსწონს
უფროსიც მეხვეწება ხოლმე დამიჭყლიტეო
ხოო ხორცი არც ჩემ უფროსს უყვარდა და 3 წლამდე ისე ვუციცქნიდი არც ჩანდა და ეგრე ვურევდი სუპში.
ეხლა დაიწყო კარგად ჭამა ხორცის 3,5 წლის ასაკში smile.gif არ მჯერა რო ღეჭავს და ყლაპავს biggrin.gif
აფურთხებდა რო შეყოლოდა პირში.
მარტო ტოლმას ჭამდა ხოლმე თუ ხასიათზე იყო.
არც ქათამი უყვარდა..
ეხლა მაგან და მაგისმა ძმამ მშივრები დაგვტოვეს მე და დედაჩემი იმ დღეს biggrin.gif
ერთი ცალი ფრთა გადაურჩათ ბოლომდე გაძიძგნეს ქათამი biggrin.gif
ასე რო თუ რაღაც პერიოდი არ შეჭამს,თუნდაც ერთი და 2 წელი არ ინერვიულო.
ათასჯერ შეიცვლის გემოვნებას.
ხო გეუბნები წლამდე ჭამდა ხორცს და უცებ შეიზიზღა და 3 წლამდე წვალებით ვაჭმევდი.

Posted by: Anabeli111 27 Nov 2023, 16:54
takoo1
მადლობა ^_^ ♡♡♡ კიდე, ტომატიანი რაღაცები მოსწონს :დ ხოდა ახლა რომ პამიდორი მიილევა, რომელიმე ტომატი არის სანდო 1წლიდან ბავშვისთვის, რომ გავუკეთო პასტას, მაგალითად?

Posted by: takoo1 27 Nov 2023, 18:48
Anabeli111
ანა გაყინე გასწავლი ეხლა როგორც:
დააბლენდერე პომიდორი და მაფინების ფორმები როა სილიკონის,მაგაში ჩაასხი და გაყინე.
მერე გადაიტანე პარკში და გქონდეს საყინულეში.
გამოიღებ და ჩააგდებ რამდენ ცალსაც გინდა საჭმელში❤️
იმედია გასაგებად დავწერე))

Posted by: Anabeli111 27 Nov 2023, 20:52
takoo1
კი, კიი ^_^ მადლობა, თაკოო ♡♡ გავაკეთებ აუცილებლად ♡

Posted by: narkozeli 27 Nov 2023, 20:55
Anabeli111

მე დედამთილი მიკეთებს ხოლმე პომიდვრებია სქლად დაჭრილ-დაბლენდერებულივით, სადილში ჩასამატებლად, მოხუფულია და თვეები ძლებს.

Posted by: takoo1 27 Nov 2023, 20:59
narkozeli
მეც გავაკეთე ეგეთი მარა ბავშვზე ვერ ვრისკავ მეშინია

Posted by: narkozeli 27 Nov 2023, 21:05
takoo1

ჩემსას არ უყვარს დიდად პომიდორი და კეჩუპ/ტომატი, ამიტომ არც მიმიცია სიმართლე გითხრა :/

Posted by: takoo1 27 Nov 2023, 21:34
narkozeli
არც ჩემსას უყვარს პომიდორი ისე არვიცი რატო, საჭმელში კი ჭამს ისე არა

Posted by: სერაფიტი 27 Nov 2023, 21:40
Anabeli111

ანი, ამას უყვარს ხორცი. ოღონდ ვუბლენდერებ. რამდენჯერაც ვცადე, დაძენძილს არ ჭამს. არც კატკეტის ფორმით ჭამდა. დღეს პირველად ჭამა კატლეტის ფორმით და გამიხარდა (ორთქლზე მოვუმზადე მორჩენილი ფარშით). კაი ხანს პლაზმონის ხორცზე "ვიჯექით". პრინციპში თევზს დღემდე ქილისას ვაჭმევ, მეადვილება. კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ვაძლევ თევზს პლასმონის. ჩიას ვაჭმევ ხოლმე და მაგაშიც იგივე ვიტამინებია დაახლოებით, რაც თევზში, ძაან სასარგებლოა. მწიკვს იოგურტში ან ფაფაში ვუყრი.


პრინციპში ყველაფერს ჭამს - ხორცეულს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს და ხილეულს. დღის განმავლობაში ვუნაწილებ. მცირე პორციებს ჭამს, მაგრამ სასარგებლოს ვაჭმევ, ამით ვიმშვიდებ თავს. 1 კვირის წინ ავუღე ჰემოგლობინი და კალციუმი. იდეალურად აქვს და კიდევ მეტი მოტივაცია მომეცაsmile.gif)

ძუძუს გადაეჩვევა, არ დანებდე და გული არ აგუჩუყდესsmile.gif) კაი ხანს ჭამა, რა გინდა. დაბლენდერებულსაც გადაეჩვევიან ნელნელა რა. ამას უკვე ვატყობ, როგორ მოსწონს სხვადასხვა ფორმით საჭმელი, გიჟდება თავის ხელით ჭამაზე. საბავშვო მაკარონები რომაა, ლა ფამილია, ცხოველების ფორმის, მაგას თუ ეს ოდესმე შეჭამდა, ვერ წარმომედგინა. მაკარონსაც ვუბლენდერებდი რაღაც დროს. მარა ვუდებ თეფშზე და კენკავს საყვარლად. მიაჩვიე ასე ნელნელა. ოლმეტი შეუწვი, მოხარშული კვერცხი დაუჭერი... ახლა ისე ვაჭმევ, რო სადილი დაბლენდერებული კია, მარა აყოლებს რაღაცას, რასაც ღეჭვა უნდა უეჭველი.

დილა-საღამოს ესეც ფორმულას სვამს ისევ. დილით შევუმცირრ და 150 სვამს, საღამოს 200. ალბათ 1-2 თვე დამჭირდება, მაგ კვებების ამოსაღებად. დილით 7ზე იღვიძებს და ადრეა ფაფისთვის, ვერც ვასწრებ, 7:50-ზე გავდივარ მე და 9-ის ნახევარზე მოდის დეიდაჩემი. იქამდე ჩემი ქმარია და მაგას არ დაუჯერებს ჭამაზეsmile.gif)) ამიტო გადავწყვიტე 7:30 ცოტა რძეს ვასმევ და 9:30 ფაფას ჭამს.
მერე კიდევ სადღაც პირველიდან ორამდე სადილობს თავის ხილიანად. და მერე ხუთიდან ექვსამდე კიდევ მსუყრ ვახშამი. და აი 8ზე რა ვაჭამო არ ვიცი. ამიტო სვამს რძეს და იძინებს 9ის ნახევარზე.

იქნებ დღის ძილის გრაფიკი ცოტა შეცვალოს და სხვანაირად გადავუნაწილო ჭამები, ამოვუგდო რძე.

დღისით რამდენჯერ და რამდენი ხნით იძინებს ახლა თაია?


Posted by: Tua 27 Nov 2023, 22:33
Anabeli111
უკვე აღარაა კარგი პომიდორი 90% თურქულოა შემოსული და გადავედი პლანტას პომიდორზე მე, 3-4 კვორაა კაი პომიდორი აღარაა . ზაფზულში ან სექტემბერში ვყინავ მე კანს ვაცლი და კუბებად ვჭრი ან მეგვალებად კანგაცლილს და ვყინავ. ტომატის კონსერვი არშეიძლებააგ ასაკში. ან კიდევ პლანტას ვყოდულობ ჩერი პომიდორს და იმას ჭამა , ჩემსას საერყოდ აეუყვარა ტომაყიანი ერთადერყი პიცას ჭამს და იმ პიცის სოუსსაც ბაზილიკით და ორეგანოთი ვუკეთებ პლანტას პომიდვრით ოღონდ მდუღარეს ვასხავ და ვაცლი კანს.

Posted by: nopiahopi 27 Nov 2023, 23:11
happy-go-lucky
QUOTE
გოგოებო, საკვებ სკამ მაგიდებს, ცორა ბიუჯეტურს და გამომდგარს ხომ ვერ მორჩევთ?


აუ არ გინდა გაჩუქო ჩემი შვილის სკამ -მაგიდა?
იდეალურ მდგომარეობაში აღარაა, კარგად გამოიყენა ჩემმა ნადირმა ))) უბრალოდ ერთ ადგილას ცოტა გარღვეული აქვს ზევიდან რაცაა გადაკრული, მაგრამ არ ჩანს დიდად. ფუნქციურად სრულიად გამართულია. საზურგე 3 პოზიციაზე ეწევა, სიმაღლეც ურეგულირდება. მაგიდაზე დამატებითი ფენა მოყვება.

ასეთი მოდელია, მაგრამ ნუ მთლად ამ ვიდზე ვეღარაა biggrin.gif
user posted image

Posted by: Anabeli111 27 Nov 2023, 23:33
narkozeli
მასეთებო დედამაც გააკეთა და დედამთილმაც, მაგრამ მეშინია მაინც sad.gif

Tua
ზოგადად პამიდორი არ უყვარს დიდად, მაგრამ პასტაში და მაკარონში მოსწონს.

სერაფიტი
პლაზმონის ხორცზე ვართ ჩვენც "შემსხდრები" biggrin.gif განსაკუთრებით ინდაური მოსწონს :დ კარგია ჰემოგლობინი რომ კარგად აქვს. ძლივს მიეჩვია რკინის დალევას sad.gif

თუ ჩემთან ერთად გაიღვიძა, 8საათისკენ, მაშინ 2ძილით იძინებს. პირველს ასე 30 წუთით და მე2 სძინავს 2ან 3 საათიდან 4-5ამდე. ანუ სადღაც 2 საათი.

საღამოს ხან როგორ იძინებს და ხან როგორ. ზოგჯერ მინდა რო მამამ დააძინოს, მაგრამ სანამ მე არ დავიწვენ გულზე, არაფრით იძინებს.. მაგ დროს გვეწელება 11ის ნახევრამდე. ისე ვცდილობ, რომ 10ამდე უკვე ეძინოს, რომ მეორე დღის საქმე ცოტა წინ წავიგდო.


* * *
ხო, ღამე სემპერის ღამის ფაფას ვაჭმევ, ან იოგურტს ხოლმე.

Posted by: Alisaka 28 Nov 2023, 21:29
გოგოებო როგორ ხართ?
მყარ კვებაზე ვკითხილობ უკვე რაღაცებს და მართლ ასე საჩალიჩო საწვალებელია?

Posted by: სერაფიტი 28 Nov 2023, 21:33
Alisaka

კი, რავი, საჩალიჩოაsmile.gif) თუმცა რაღაცების გამარტივება შეიძლება.
რამე კონკრეტული თუ გაინტერესებს, გვკითხე <3


nopiahopi

მსგავსია ჩვენი სკამ-მაგიდაც, ოღონდ 9 წლის წინაა ნაყიდი, ძმიშვილის იყო. რავი, გამომადგა გადასარევად.

Posted by: nopiahopi 28 Nov 2023, 21:52
სერაფიტი
QUOTE
მსგავსია ჩვენი სკამ-მაგიდაც, ოღონდ 9 წლის წინაა ნაყიდი, ძმიშვილის იყო. რავი, გამომადგა გადასარევად.

ამ სტილის მქონდა პირველ შვილზეც smile.gif ეს მეორეს ვუყიდე, ის ძველი ბებოსთან ედგა პატარას smile.gif
ამ სკამ-მაგიდების გარეშე ვერ წარმომიდგენია დედაშვილობა biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 28 Nov 2023, 22:20
nopiahopi

ჰაჰა,ხოო.
ბებოსთან პორტატული გვაქვს, ჩვეულებრივ სკამზე რო ამაგრებ პატარას. სამგზავროა, სოფელშიც ის დაგვქონდა.

რა ასაკამდე სხედან ამ ტახტრევანებზე ისე?

Posted by: Alisaka 28 Nov 2023, 22:46
სერაფიტი
კონკრეტული ამ წამს არაფერი მახსენდება
უბრწლოდ რამე რჩევას ხო ვერ მომცემ,რასაც გააკეთებდი დამწყები რომ იყო? გამარტივება რამის ან რამე ამდაგვარი
აფთიაქის კვება როდისაა კარგი თუნდაც?

Posted by: სერაფიტი 29 Nov 2023, 10:15
Alisaka

ახალი რეკომენდაციები გავითვალისწინე და ბოსტნეულის გასინჯვით დავაწყებინე. სემპერის ქილებს ვიყენებდი - ბროკოლი გასინჯა პირველად (არ ვიცი, დამთხვევაა თუ არა - დღემდე ძალიან უყვარს. თუმცა პირველ ლუკმებზე დააზიდა და მეუბნებოდნენ, ეტყობა არ მოსწონსო. სინამდვილეში რძის შემდეგ სხვანაირი სტრუქტურა უცხო რომ იყო, ყლაპვა სხვანაირად სჭირდებოდა და სწავლობდა). ბოსტნეულის მერე გადავედი ავოკადოზე, ხილზე. ხილს ხან ვუხეხავდი (ზაფხული იყო, ხილი უხვად) ,ხანაც ქილისას ჭამდა. ასე გაგრძელდა თვენახევარი. და 7.5 თვიდან ფაფებიც გავასინჯე. ფაფებს 9 თვემდე 2-3 კოვზს ჭამდა, მაინც ყოველდღე ვუმზადებდი. ძირითადი საკვები რძეა წლამდე მაინც და თუ რძეს კარგად სვამს, სადარდებელი არაა. იყო დღეები ,მყარი კვება არ გამოსდიოდა, არ უნდოდა, არ იკარებდა, მაგრამ რძეს კარგად სვამდა და ამით ვმშვიდდებოდი.
9 თვიდან მოუმატა პორციებს და ნუ მართალია დღემდე საოცარი სიდიდის ულუფებს არ მიირთმევს, სამაგიეროდ ყველაფერს ჭამს, მართლა ყველაფერს, ცოტცოტას.

ალბათ მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი, რომ დამეწყო ახლა - დაჭყლეტილ საჭმელს მივაჩვევდი მეტად და არა დაბ
ლენდერრბულს. თუმცა ნელნელა ისწავლა ღეჭვა (ვინ დარჩენილა ისე). და გადავა ალბათ. მაგრამ "წვალება" გამიხანგრძლივა მაგან. სადმე რო მიმყავს, თუ სადილი უწევს, დაბლენდერებული სადილი მიმაქვს ბანკითsmile.gif)

ასევე გირჩევ 6 თვიდანვე მისცე რაღაცები საღუღნად, რომ ღეჭვა ისწავლოს. მე ვაძლევდი ბანანს, ავოკადოს, ყველს... ამიტომ დღემდე ბევრ რამეს თავისი ხელით ჭამს (ნუ სადილის გარდა).

სოლიდ სტარტსი არის კარგი აპლიკაცია. იქ ვკითხულობდი რომელ საკვებს რა რისკი ახლავს და რა ფორმითაა კარგი, რომ მივცე გადაცდენის საპრევენციოდ. გადაცდენის მეშინოდა მაგრად, ამიტო შევყევი დაბლენდერებულებს. მაგრამ აქ აქვთ გოგოებს გამოცდილება - გადასარევად ღეჭავენ 6 თვიდანაც, თუ მიაჩვევ. არ გადასცდებათ, თუ წრსებს დაიცავ.

Posted by: narkozeli 29 Nov 2023, 10:39
QUOTE (სერაფიტი @ 29 Nov 2023, 10:15 )
Alisaka

ახალი რეკომენდაციები გავითვალისწინე და ბოსტნეულის გასინჯვით დავაწყებინე. სემპერის ქილებს ვიყენებდი - ბროკოლი გასინჯა პირველად (არ ვიცი, დამთხვევაა თუ არა - დღემდე ძალიან უყვარს. თუმცა პირველ ლუკმებზე დააზიდა და მეუბნებოდნენ, ეტყობა არ მოსწონსო. სინამდვილეში რძის შემდეგ სხვანაირი სტრუქტურა უცხო რომ იყო, ყლაპვა სხვანაირად სჭირდებოდა და სწავლობდა). ბოსტნეულის მერე გადავედი ავოკადოზე, ხილზე. ხილს ხან ვუხეხავდი (ზაფხული იყო, ხილი უხვად) ,ხანაც ქილისას ჭამდა. ასე გაგრძელდა თვენახევარი. და 7.5 თვიდან ფაფებიც გავასინჯე. ფაფებს 9 თვემდე 2-3 კოვზს ჭამდა, მაინც ყოველდღე ვუმზადებდი. ძირითადი საკვები რძეა წლამდე მაინც და თუ რძეს კარგად სვამს, სადარდებელი არაა. იყო დღეები ,მყარი კვება არ გამოსდიოდა, არ უნდოდა, არ იკარებდა, მაგრამ რძეს კარგად სვამდა და ამით ვმშვიდდებოდი.
9 თვიდან მოუმატა პორციებს და ნუ მართალია დღემდე საოცარი სიდიდის ულუფებს არ მიირთმევს, სამაგიეროდ ყველაფერს ჭამს, მართლა ყველაფერს, ცოტცოტას.

ალბათ მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი, რომ დამეწყო ახლა - დაჭყლეტილ საჭმელს მივაჩვევდი მეტად და არა დაბ
ლენდერრბულს. თუმცა ნელნელა ისწავლა ღეჭვა (ვინ დარჩენილა ისე). და გადავა ალბათ. მაგრამ "წვალება" გამიხანგრძლივა მაგან. სადმე რო მიმყავს, თუ სადილი უწევს, დაბლენდერებული სადილი მიმაქვს ბანკითsmile.gif)

ასევე გირჩევ 6 თვიდანვე მისცე რაღაცები საღუღნად, რომ ღეჭვა ისწავლოს. მე ვაძლევდი ბანანს, ავოკადოს, ყველს... ამიტომ დღემდე ბევრ რამეს თავისი ხელით ჭამს (ნუ სადილის გარდა).

სოლიდ სტარტსი არის კარგი აპლიკაცია. იქ ვკითხულობდი რომელ საკვებს რა რისკი ახლავს და რა ფორმითაა კარგი, რომ მივცე გადაცდენის საპრევენციოდ. გადაცდენის მეშინოდა მაგრად, ამიტო შევყევი დაბლენდერებულებს. მაგრამ აქ აქვთ გოგოებს გამოცდილება - გადასარევად ღეჭავენ 6 თვიდანაც, თუ მიაჩვევ. არ გადასცდებათ, თუ წრსებს დაიცავ.

კარგი პოსტია, სრულიად ვეთანხმები))

ერთს გეტყვი, დაჭყლეტილებს მიეჩვევა აუცილებლად,მთავარია 2 წლამდე დაბლენდერებულზე არ იყოს, ჩემი აფთიაქის საკვებიდან ძაან ადვილად გადავიდა ( ადვილში ვგულისხმობ იმას რომ 2-3 თვე ცოტა იჯღანებოდა და გაგ რეფლექსებიც ჰქონია დაჭყლეტილზე) თუმცა საბოლოოდ საკმაოდ “სმუზლი” გადავიდა))
აი ჩემი პრობლემაა ხელით მაჭამე. წვნიანებს და ფაფას ითხოვს რომ შენი ხელით აჭამო, თუ არა და არ შევჭამო და ზის ისე. არადა 7 თვიდან ხელშიც ვაძლევდი სალოღნებს და ხილს და მყარ რაღაცეებს დღემდე სიხარულით ჭამს ხელით. აი თხევადებზე ( რასაც კოვზით ჭამა სჭირდება) ცხვირს იბზუებს და მე ვაჭმევ ხოლმე მერე.
მაგიტომ მინდა ნოა თავიდანვე თავისი ხელით შევაჩვიო კოვზით ჭამას. ვაჩეს არ ვაძლევდი, დაიწუწებათქო და კოხტად ჭამა მერჩივნა. ეგ მგონია რომ არასწორი იყო ჩემი მხრიდან.

Posted by: takoo1 29 Nov 2023, 10:54
narkozeli
აი ჩვენც ეგ პრობლემა გვქონდა ზაფხულამდე.
არ ჭამდა წვნიანებს თავისი ხელით.
მეც ეგრე მივაჩვიე მე ვაჭმევდი.
შენ მაჭამდ დავისვრებიო ტიროდა ხოლმე.
მშიერი რო არ დარჩენილიყო ვაჭმევდი
ზაფხულიდან მივაჩვიე უკვე იმიტო რო ბაღში თავისი ხელით უნდა ეჭამა.
ერთი ორი კვირა იწუწუნა იტირა და აიღო ერთ დღესაც თავისი ხელით დაიწყო.
კი ისვრებოდა მარა ეხლა ძაან კარგად ჭამს,უცებ დაამუღამა.

Posted by: narkozeli 29 Nov 2023, 10:59
takoo1
ბაღში რას შვება ეს იცი? ჩანგალს ითხოვს წვნიანზე biggrin.gif და ისე კოხტად ამოასუფთავებს ხოლმეო, მარტო წვენს ტოვებს :დდდ
მეც გული არ მითმენს მასე რო ჭამს სახლში და მივახტები ხოლმე ეგრევე კოვზით და მე ვაჭმევ. უნდა ვქნა ერთი მეც მასე, მარა ვერ ვიკიდებ :/

Posted by: takoo1 29 Nov 2023, 11:43
narkozeli
ჩანგალს არაუშავს ეს ეო ვერ ჭამდა ხელით იღებდა და თმა ყალყზე მიდგებოდა)))
ისე კარგად დაამუღამა ბაღიდან გაკრიალებულო მოდის ერთი წვეთი არააქ არსად.
დაიკიდე უცებ მიეჩვევა,ეგრე უფრო ვერ ისწავლის ცოდოა
ბაღში ვინ დაუჯდება ცალკე კოვზით? ეგ რო ვიცოდი იმიტო დავიკიდე მეც

Posted by: anibani18 29 Nov 2023, 11:56
takoo1
narkozeli
გოგონებო, როდის დამთავრდება ეს ამდენი ტირილი? ძალა აღარ მაქვს. დილიდან ჯერ ყველი გამიხეხეო ითხოვდა. რამდენიც გინდა გაუხეხო, არ ჭამს, უბრალოდ ზელს და გადასაყრელია მერე. არ გავუხეხე და თვალრბი ამოისია. მერე ჩაცმის ჯერი დადგა, თითქმის დიშველი წავიდა ბაღში, ზაფხულის ტანსაცმლით, ვერაფრით ჩავაცვი თბილად. ყველა ნაბიჯი ჩხუბი და დავი-დარაბაა. რომ მიუშვა, საერთოდ არ ჩაიცვამს და პირსაც არ დაიბანს, საჭმელს კედლებზე წაუსვამს და მაინც მოითხოვს, მომეციო. მე საერთოდ ვერ ვინძრევი, როცა სახლშია, დამყვება და ბრძანებებს გასცემს მხოლოდ, თუ არ დავემორჩილე, ტირის და ტირის. მერე კი ზის საცოდავად საკუთარ თავში ჩაკეტილი

Posted by: narkozeli 29 Nov 2023, 12:35
anibani18

3ის ხომ ეხლა გახდა შენი გოგო? აი 3დან ბევრად იკლებს პროტესტები, 4 წლიდან ცა და დედამიწაა 2 წლისას რომ შეადარო. ცოტაც გაუძელი, მართლა ბევრად მარტივია.

რასაც წერ აბსოლუტურად ყველაფერი გამოვიარე 2 წელზე, სადღაც 3 წლიდან დაიკიდა ეგ სიჯიუტეები, 3.5დან თითქმის სრულად გაუქრა. ცხადად თვალწინ დამიდგა სცენა რასაც წერ smile.gif რამდენი დილა ყოფილა როცა 1 საათიანი მოლაპარაკების მერე მაინც დავმარცხებულვარ და თავისი არჩეული დაგლეჯილი მაიკით წასულა ბაღში.

takoo1
გოგო არა ხო, არავინ არ უჯდება და სუპები/ ფაფები ბაღში დაკიდებული აქვს, მერე გამოიცანი რას ვშვები :დ რომ მოდის სახლში ვატენი იმ რაღაცეებს biggrin.gif არა ეხლა ნოაზე ზუსტად ვიცი რომ ეგრევე მივაჩვევ თავის ხელით ჭამას, დაჯდნენ ძმები და ჭამონ მარტო, მე მშვიდად ყავა რომ მოვწრუპო :დ

ეს ნახე
user posted image

საჩვენოა lol.gif შენ სამი თავმდაბალი რძალი გჭირდება lol.gif

Posted by: Tua 29 Nov 2023, 12:47
anibani18
ნახევარი წელი გაუძელი კიდევ, იგივე აიტუაცია მქონდა მეც. ეხლა 4 წლის მერეც აქვს შემოტწვები მაგრამ, რა შედარებაა ასე მგონია 2-3.5 წლამდე სხვისი შვილი იყო და ჩემი არა smile.gif) ეხლა უბრალოდ უაზროდ სიაულელეებზე ჭედავს ხოლმე მაგრამ რომ ვუხსნი იგებს ასე თუ ისე. smile.gif ოღონდ მანდ ერთი შეცდომა არუნდა დაუშვა ის რომ თავისი გაატანინო მერე ვეღარ შეცვლი მაგას ზოგ სიატუაციაზე

Posted by: Iceicebaby 29 Nov 2023, 13:34
anibani18
მე ვერაფერს გაგიზიარებ, მაგრამ თანამშრომლების მაგალითზე ვიცი, რომ 4-დან ადვილდება შედარებით :/ გაძლება და მოთმინება საუკეთესო ანი <3

Tua
თეო, როგორ ხარ? ადრე მეუბნებოდი ნუტრილონ/აპტამილზე. ჰიპი რომ ვცადო თურქეთიდან ღირს, როგორ გგონია?

Posted by: Tua 29 Nov 2023, 13:51
Iceicebaby
ბევრი იწერს, თან უფრო იაფია და რატომაც არა. მე რამის ყველაფერს თურქეთიან ვიწერ უკვე smile.gif) აგერ ჩემი ახლობლები პამპერსებს იწერენ.

Posted by: takoo1 29 Nov 2023, 13:53
anibani18
ეგ სიჯიუტეები დარჩება,მე რასაც ვაკვირდები შეიძლება მოიმატოს კიდეც,უბრალოდ უფრო მარტივად გააგებინებ მერე ალბათ.
ტირილები კი ნამდვილად შემცირდება.
ჩემი ძაან მტირალა იყო აი ძაან.
ყველაფერზე ისტერიკებს აწყობდა აბსოლიტურად.
ჭამაზე,დაძინებაზე,თუ რაღაც არ გამოსდიოდა მაგაზეც,სათამაშო თუ გაუფუჭდებოდა მეორედ მოსვლა იყო სახლში.ზოგჯერ საერთოდ უმიზეზოდ ტიროდა.ძილშიც ტიროდა აუ რავიცი ჯოჯოხეთი გამომატარა ის ერთი წელი.
თერაპიებმა უშველა საკმაოდ თორე გაგვეწელებოდა დროში დიდი ალბათობით..
ეხლაც აქ გამოხტომები(უფრო ბებიამისთან)
მეც თუ ტონს არ ავუწიე აქ ჩემთანაც მცდელობები.
როგორ მესმის შენი ვერ წარმოიდგენ.
მტირალა ბავშვი სხვა განზომილებაა და სიჯიუტე და პროტესტი კიდე სხვაა,მაგას ყველა ბავშვი გადის მარა ათმაგად რთულია ჩემნაირ შვილთან დალაგება smile.gif
* * *
narkozeli
აი ეგეთი მიდგომა მაქ გაბრიელთან,ვერ წარმოიდგენ როგორი დამოუკიდებელია ყველაფერში და როგორ განსხვავდებიან ძმები.
მე რო ნერვები დასვენებული მაქ მაგაზე აღარაფერს ვამბობ)) მეორე ბავშვზე ბევრი რამე გამოვასწორე.მესამე ვაფშე პრაფესორი გამოვა ალბათ gigi.gif

ფოტოზე მწარედ გამეცინა lol.gif
სამი რძალი ეო წარმოვიდგინე ამებუწა თმები

Posted by: anibani18 29 Nov 2023, 14:38
narkozeli
ვაიმე, გვანცა, შენ თუ ესენი გამოვლილი გაქვს… ტყვე ვარ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თეომ რომ დამიწერა, გავდივარ ოთახიდანო, რომ გავიდე, ეს უკან მომყვება ჯღავილით, ფეხებზე მეკიდება, ტირის, ტირის. ვეუბნები, ცოტა ხანი მაცადე, უნდა დავმშვიდდემეთქი და კიდევ უფრო უმატება ტირილს, ხტუნავს, ფორთხავს იატაკზე. შეუძლია ორი საათი იტიროს. სამი წლის გახდა სექტწმბერაი და მგონი უფრო იმაატა ტირილმა. ფსიქოლოგი მეუბნება, მშვიდად უნდა იყოო, ხან გამომდის, ხან არა.
Tua
ვცდილობ არ დავნებდე ხოლმე და არც ვნებდები, მაგრამ ნუ შეუძლებელი ხდება უკვე. ყველაფერზე ტირის. იტიროს, ოღონდ მე დამანების თავი, მაგრამ არც მაგას აკეთებს. ტირის და დამყვება კუდში.
Iceicebaby
ასე ველოდებოდი სამ წელს მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა smile.gif
მე ვიწერდი ჰიპის კომბიოტიკს ტრენდიოლიდან. აქ ნაყიდს ხოლმე თევზის სუნი ჰქონდა, იქაურს არასოდეს.

Tua
ყოფილ შემთხვევა, რამე არ ჩამოგსვლია ტრენდიოლოდან? რას აკეთებ ხოლმე?
takoo1
მე მგონია რომ მტირალა ზნის ბავშვი მყავს, წუწუნა და ბუზღუნა. არა მგონია ასაკობრივი იყოს ეს
* * *
takoo1
narkozeli
მეც მეგონა მშვიდად დავლებდი ყავას ორი ერთად რომ დაჯდებოდა საჭმელად smile.gif)
უფროსი რომ დაიწყებს ბრძანებების გაცეას, არ აუსრულებ, ატეხავს ტირილს და პატარაც თავს ანებებს ჭამას.

ვფიქრობ, სავსხდეთ სამივე, მე, მამა ხა შვილი და შევიმუშავოთ წესები, დავწეტოთ, , მოვაწეროთ ხელი, ჩამოვკიდოთ და ვსიი, არ გადავიდეთ მათ. იქნებ ეს მაინც დამეხმაროს თორე ფსიქიკა შემერყა უკვე

Posted by: takoo1 29 Nov 2023, 14:51
anibani18
არ ჭრის ლუკიანეზე ეგ მშვიდად ყოფნა.
მაინც ტირის დაუსრულებლად თან ცხვირწინ გიდგას და ისე.
მშვიდადაა ხოლმე ბებიამისი მარა უარესს შვება,ისტერიკას იმართებს თან ურტყამს.
არაადეკვატური ხდება.
აი არ შემიძლია მაგისი ყურება მეძახონ ცუდი დედა რა ვქნა,მირჩევნია ერთი დავუყვირო და გავაჩუმო.
გორგიაში ყავდა წაყვანილი ორი კვირის წინ დედამთილს,მანქანა უყიდა და სალაროსთან ვერ გაატარეს კოდი.ისეთი პანიკა აწია კონსულტანტებს სირბილით მოქონდათ სხვა მანქანა))
ჩემთან ვერ ბედავს ეგეთებს,შეილება იწუწუნოს ჩუმად იტიროს მარა ეგრე არ იქცევა.
მგონია რო გათავხედებულია და ასაკი არაფერ შუაშია, 3,7 წლისაა უკვე
ყველაფერი კარგად ესმის იმხელაა.
წუწუნა და მტირალაა,ყველაფერზე ბრაზდება
ვერ იტანს შენიშვნას.
რო ვეუბნები ლუკიანე ცუდად იქცევი არ შეიძლება ეგრე მეთქი თავს მესხმის))
არ ხარ ჩემი მეგობარი!! ესე მეუბნება
გაგებუტები მე შენ!
მადლობა ღმერთს მართლა არ იბუტება და 2 წუთში გადასდის გაბრაზება.

Posted by: fermina 29 Nov 2023, 15:23
ვახ რეები წავიკითხე, ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო smile.gif

მია ზუსტად წელიწადი და 5 თვე იყო ფრთაშესხმული ანგელოზი. ცელქი სულ იყო და აქტიური, მაგრამ სიტყვის მასალად არ ვამბობ და ამის ტირილი, ისტერიკა, სიჯიუტე, რაღაცის გაპროტესტება არ გაგვიგია. ათასში ერთხელ დავუშვათ თავი მიარეხვა ან რამე იტკინა, წამოიტირებდა და ვაიიი რა საყვარლად ტირისო ვიძახდით, ისეთი იშვიათი შემთხვევა იყო და ეგეც წამებში ჩერდებოდა.

იმდენი ვიძახეთ, რა კარგი ხასიათის და ზნის ბავშვიაო, ძალიან შეეცვალა ხასიათი და ქცევები ვირუსის ფონზე. ნუ ეს ბუნებრივია - ამდენი წამალი, ექიმი, ტკივილი, სურდო, ხველება... სამი კვირა იყო სრულიად სხვა, ჯღავანა და უზნეო აუტანელი ბავშვი. რამდენჯერმე წაუისტერიკა კიდეც, მსუბუქად მაგრამ მაინც, მანამდე არ მინახავს ამის თავის გადაქნევები და სხეულის გაფარჩხვები.

ახლა მგონი ისევ ლაგდება, მაგრამ შანსი არაა, ასაკთან ერთად ესეც არ შეიცვალოს და აუტანელი არ გახდეს smile.gif წლინახევრამდე ალბათ ყველა ბავშვი ანგელოზია, რა ვიცი. რაღაც მხრივ,ჩვენც ვუწყობდით ხელს და არ ვატირებდით ალბათ, და რატომ უნდა ეტირა smile.gif კახელი ბავშვის და უმარილო ხაშლამის არ იყოს biggrin.gif

Posted by: Alisaka 29 Nov 2023, 15:25
narkozeli
სერაფიტი
აუ მადლობა გოგოებო
აი მაგ გადაცდენის შიშის გამო ალბათ სულ დაბლენდერებულებზე მეყოლოს sad.gif
როგორ უნდა მოვიქცრ აქედამე მწშინია :დ

Posted by: anibani18 29 Nov 2023, 15:41
takoo1
თუ დაუყვირე, უარესად ტირის მერე. მე ვეუბნები, მაგალითად, ამდენ საჭმელს ვერ გადავყრი, აი, შენი ულუფა, რომ გაათავებ, კიდევ მოგცემ. და ვანებებ თავს საერთოდ, არ ვამშვიდებ. დამტვება, დამყვება, ტირის, ტირის, ტვინს აგირევს. თუ დაუწყე მოლაპარაკებები, დამშვიდება, ჩხუბი- უარესად ტირის მერე, დახტის.
ძალიან ტერორში ვარ. მახსოვს, ადრე, ბავშვებამდე, მე და ჩემი ქმარუ ტოულა ბატონში ვიყავით. იქ ერთი ბავშვი ყავდათ, რომელიც ასე ბეძანებლობდა და ტიროდა სულ. ისე გვეცინებოდა მაშინ, პატარა ტერორისტი შევარქვით. არც თუ ისეთი სასაცილო ყოფილა.
ცუდად იქცევი, არ ვეუბნები მე. რაღაც არ მიყვარს ეს ფრაზა. ასე არ შეიძლება, ადამიანები ასე არ იქცევიან- ამას ვეუბნები, მაგეამ დიდად არაფერი ჭრის. დღია ბოლოს, რომ დაწვება დასაძინებლად, ცოტა ვლაპარაკობთ ხოლმე და მაგ დროს ვეუბნები და ვუხსნი რაღაცეებს და ყველაზე კარვად მაშინ ესმის. მაგრამ ეა უკვე გვიანია, ტვინი მაქვს არეული და ბევრი რამ მავიწყდება.

Posted by: happy-go-lucky 29 Nov 2023, 16:07

ჩემი ბიჭი არის ძალიან რთული ხასიათის, ყველაფერი გავლილი მაქვს რაც დაწერეთ.

takoo1-მ რაც დაწერა მე ეგეთი მიდგომა მაქვს. ვერ შევძელი უწუ პუწუ მშვიდი დედობა, რა ვქნა. 7 წლიდაა, ისაა დღემდე ტირის, თუმცა ასაკთან ერთად ბევრი რამ დალაგდ, ა რა თქმა უნდა .

ფსიქოლოგი არ მაწყენდა, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ, რაღაც ეგრე გავიდა წლები.


anibani18 ვფიქრობ ძალიან განიცდი და ნერვები გაქვს დაგლეჯვას sad.gif იმ დღეს თბილისი მოლზეც რომ დაწერე, ძალიან სასოწარკვეცთილი პოსტი იყო არადა ბევრი ბავშვი ასე იქცევა, არაფერია გასაკვირი 2 ბავშვი ერთად რომ წაიყვანო გადაგრიონ. მგონია ძალიან განიცდი <3 მე მიჭირს რჩევის მოცემა, ერთადერთ ის შემიძლია გითხრა, რომ არ ხარ მარტო, და ძალიან ბევრი დედა მაგას გავდივართ. და თვიტზრუნვას მეტი დრო დაუთმო რაღაცნაირად. :*

ვიტრინებს სადღა ვხედავ და სარკეში მეც რო ვიხედები, მეც ვერ ვცნობდი ჩემს თავს ბოლო ხანებში, წავედი და ბოტოქსი გავიკეთე "ბევრი" smile.gif))) ეს ნახევრად ხუმრობით. რთულია რა მტირალა ბავშვები...

Posted by: lelukaa 29 Nov 2023, 18:32
გოგოებო, რადგან სულ დეფიციტშია გიზიარეთ ინფოს, იკეას სკამ-მაგიდა სრული კომპლექტით საუკეთესო ფასად და თან საჩუქარიც მოყვება, ლინკი არ იდება და ფეიჯი Lenata შეგილიათ ნახოთ ფბზე

Posted by: nopiahopi 29 Nov 2023, 19:20
სერაფიტი
QUOTE

რა ასაკამდე სხედან ამ ტახტრევანებზე ისე?

ბავშვს გააჩნია. უფროსი 3 წლამდე მანდ ნებივრობდა და ისე ჭამდა. პატარა 2 წლიდან ჩვეულებრივად მიუჯდა დიდ მაგიდას. განა მაგას აპროტესტებდა, მაგრამ დიდ მაგიდასაც მოერგო და აღარც შემითავაზებია.

Posted by: Tua 29 Nov 2023, 19:35
anibani18
მემგონი უმეტესობას გვაქვს გამოვლილკ ეგ ყველაფერი ანი, ჩემი 1-2ჯერ შუა ქუჩაში ასფალტზე გაწვა მანქანების გზაზე smile.gif))) ფწხების ბაკუნი ისტერიკა გაუთავებელი ბრძანებები smile.gif) მე ზოგადად ნერვებს არვითოკებ ეგეთებზე ერთხელ მანქანების გზაზე დავტოვე წამოწოლილი ისეთები ქნა ვერ ავაწებე იმ ასფალტს, წავედი იქვე მოვეფარე კედელს რომ ვერ დამინახა გამომეკიდა ეგ იყო ბოლო წამოწოლა, ერთხელ ბაღიდან მივდიოდით ფწხით და ერთერთი კორპუსის ეზოში გამიჭედა აი არაფერზე უბრალოდ მოუნდა გაჭედვა დადგა და კივის ტირის smile.gif) იმ ეზოში მანქანებჯ არდადიან არშემეში და დატოვება და 5 მეტრში კარებს მოვეფარე ეგრევე რომ ვერ დამინახა გამოიქცა დედიკოოო, მერე დამპირდა აღარ ვიზავ ეგრეო და 5-6 ვეა გასული არუქნია ეგეთი არცერთხელ smile.gif) სულ ვუხსნიდი და ვუმეორებდი რომ ისტერიკას სანამ დაიწყებ ჯერ მითხარი იქნებ მოგვარებადია თქკ, ან რომ იწყებ ისტერიკას რამიზეზი გაქვს ეგ თქვი თქო, ეხლა ხან მეუბნევა ხან ავიწყდება მაგრამ ბაღში ასწავლეს ემოცია გამოხატეო დაფა გვაქვს და იქ ხატავს ხოლმე ემოციის სმაილიკებს

ტრენდიოლიდან ყველაფერი ჩამომსვლკა იმიტომ რომ შეფასებებს ვუყურებ მომწოდებლისას + პროდუქტისას

Posted by: Meilisi 29 Nov 2023, 20:15
გაუფრთხილდით გოგონებო ნერვებს .თქვენ თინეიჯერები უნდა ნახოთ მათი კაპრიზები და ამ ეტაპის თან აბიტურიენტობა ემატება და ახლა რასაც წერთ და დარდობთ ეს ამბები მოგენატრებათ. აუუ მე მეორე წრეზე მივდივარ.

Posted by: fermina 29 Nov 2023, 20:20
Meilisi
QUOTE
გაუფრთხილდით გოგონებო ნერვებს .თქვენ თინეიჯერები უნდა ნახოთ მათი კაპრიზები


++++

გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ძირითადად ასეა. რამდენადაც მია კარგი ბავშვია, მე მაგალითად კოშმარად მახსოვს ჩემი შვილის თინეიჯერობის ასაკი, დათხლეშილი მქონდა ნერვები, დღემდე არ მჯერა რას გავუძელი smile.gif ძალიან მძიმე გარდატეხის ასაკი ჰქონდა. ნაწილობრივ ჩემს თავსაც ვაბრალებ, რაღაც სტრესულ სიტუაციებს ვერ ავარიდე. სად სამი წლის ბავშვის ღნავილი და სად თინეიჯერის ტვინში მიმდინარე გაუგებარი და უკონტროლო ქიმიები smile.gif

Posted by: takoo1 29 Nov 2023, 20:32
QUOTE (happy-go-lucky @ 29 Nov 2023, 16:07 )

ვიტრინებს სადღა ვხედავ და სარკეში მეც რო ვიხედები, მეც ვერ ვცნობდი ჩემს თავს ბოლო ხანებში, წავედი და ბოტოქსი გავიკეთე "ბევრი" smile.gif))) ეს ნახევრად ხუმრობით. რთულია რა მტირალა ბავშვები...

აუ რა საყვარელი ხარ lol.gif lol.gif
ჰაჰაჰა სადაა ვიტრინა და კაი ცხოვრება
ბოტოქსი მეც არ მაწყენდა))))

* * *
Tua
შენც კაი მაწაკი გყოლია biggrin.gif
აუ მე ძაან ცუდი ნერვების პატრონი ვარ არ შემიძლია გაუთავებელი ტირილის და ისტერიკის მოსმენა.ვუთმენ დიდი ხანი და მღალატობს ხოლმე მერე უცებ ვფეთქდები))
რო არ გამოვხატო და ესე დაუსრულებლად ვისმინო ძაან დავისტრესები რა ვქნა არ შემიძლია მართლა.
ჭრიდეს მაინც ეს ოხერი იგნორი biggrin.gif

* * *
fermina
კი ნამდვილად არსებობენ გამონაკლისები,
ორი თინეიჯერი დისშვილი მყავს და არც ისე აუტანლები არაინ რავიცი biggrin.gif
ჩემი და მაინც უკმაყოფილოა მარა მე მესმის კარგად,მეც გავლილი მაქ ეგ ასაკი.
ბიჭების დედობა უფრო რთულად წარმომიდგენია.
გაიხურავენ კარს და უნდა ვეძებო მერე ალბათ)))

Posted by: NatiaGull 29 Nov 2023, 20:43
anibani18
პატარა პროტესტანტი გყავს მოკლედ :დ
ვერ გეტყვი რომ ეგ გავლილი მაქვს, კვარტალში ერთხელ თუ მოუვლის ხოლმე მარიამს მსგავსი ტირილი ოღონდ მე რომ ვაიგნორებ 20 წუთში ჩუმდება. ეს ცოტა რბილი ხასიათის ბავშვია და შენი გოგო ჯიუტი ჩანს მაგრამ დიდობაში გამოადგება, შალვა ამონაშვილს თუ დავუჯერებთ, პატარა ლიდერს ზრდი smile.gif ♥️

ერთ რჩევას მოგცემ, ყველა დეტალს ძალიან უღრმავდები და განიცდი, ცდილობ იდეალურად გაუკეთო
შვილებს ყველაფერი , რაღაცეებს ცოტა ლაითად შეხედე, რაღაცეები მიუშვი, მაგალითად მოლში წასვლაზე რომ გეწერა, დადექი და ონლაინ უყიდე ეგ ფეხსაცმელები, დროსაც დაზოგავ და ნერვებსაც

რაც გაუხარდება ჩაიცვას დაიკიდე , რომ შეცივდება მიხვდება და მერე თბილს ჩაიცვამს
ცისარტყელასავით რომ იყოს მაინც არ ვიტოკებ ნერვს არ უნდა ნუ უნდა

Posted by: Tua 29 Nov 2023, 20:58
takoo1
მაწაკი კი არა საოცრებაა ოღონდ მართლა ამას ემატება მორიელობა პლიუს რომ ეძიება ყველაფერს დეტალებში smile.gif)) ეხლა ბოლო დროა ცოტა მორჯულდა მაგრამ მაინც აქვს გამოხრომები ეს არტირის ეხლა წივის ან კივის, ხან პოლიციას მიძახებს დაგაჯარიმებსო და მემუქრება smile.gif)) მერე რომ მიიღებს საკადრის პასუხს აღარ იცის რამითხრას და იჭედება lol.gif ერთი ის აქვს კარგი რომ მოლებში, მაღაზიაში , ბაღში და სტუმრად ანგელოზია facepalm.gif ბებიამისს ჩაგრავს კიდევ და ერთი ის რომ სახლშო ყველაფერი უნდა გქონდეს რაც ამას უყვარს, ხანდახან ისეთებს ითხოვს ეკლერო რატომ არგვაქვს სახლშიო დრპზე გამოაცხეო , აგროჰაბის ვუყიდე ერთხელ ( ვაკის ლიკას ჭამს სულ) გამიპროტესტა ეს რანაირი ცუდი ეკლერი მიყიდეო დაიწყო კივილოgivi.gif უბრალოდ ამ კივილებზე მე ნერვი არმითოკდება რადგან მუღამი დავუჭირე რამომენტში დაიწყებს ეგეთებს უკვე ვივი და იმ მომენტებს თავს ვარიდებ ან გვერდს ვუვლი smile.gif))

Posted by: fermina 29 Nov 2023, 20:59
QUOTE (takoo1)
fermina
კი ნამდვილად არსებობენ გამონაკლისები,
ორი თინეიჯერი დისშვილი მყავს და არც ისე აუტანლები არაინ რავიცი
ჩემი და მაინც უკმაყოფილოა მარა მე მესმის კარგად,მეც გავლილი მაქ ეგ ასაკი.
ბიჭების დედობა უფრო რთულად წარმომიდგენია.
გაიხურავენ კარს და უნდა ვეძებო მერე ალბათ)))


მე ძალიან დამჯერი და უპრობლემო ბავშვი ვიყავი.
ჩემი თინეიჯერობაც ისეთ პერიოდს დაემთხვა, პრეტენზიები და ისტერიკები კი არა, სახლში პური თუ გვქონდა და ერთ სნიკერსს ხუთი მეგობარი გავიყოფდით ეზოში, იმითიც კმაყოფილები ვიყავით smile.gif ,

QUOTE (takoo1)
ბიჭების დედობა უფრო რთულად წარმომიდგენია.
გაიხურავენ კარს და უნდა ვეძებო მერე ალბათ)))


გეგონოს smile.gif ჩემს ირგვლივ ბიჭები უფრო ადეკვატურები არიან მგონი, მე გოგოს დედა ვარ smile.gif

Posted by: სერაფიტი 29 Nov 2023, 21:32
რაები წავიკითხე.
უკვე ყველა ასაკის მეშინია.
ეუჰ


ერთიორჯერ ჩაბჟირდა ეს (ნუ 10 5 წამით რა) რაღახა ნივთებზე, რატო არ მაძლევო და აუტანელი მომენტები იყო, უაზროდ რო გაჰკიოდა. მივეცი, დამშვიდდა. მარა ეს ხო ახლა უწყინარი ამბავია იმასთან, რასაც ყვებით.

და მეყიფე ვარ მგონი, არ ვიცი. უნდა გავუძლოsmile.gif))

Posted by: Tua 29 Nov 2023, 22:20
takoo1
ახლანდელი თაობია გოგოები უარესები არიან ვიდრე ბიჭები, სეული გაბუკოთხაობაა გოგოებში smile.gif)) ბიჭები უფრო კარგად იქცევიან ვიდრე გოგოები მგონი, თინეიჯერებზე მაქვს საუბარი.

Posted by: anibani18 29 Nov 2023, 22:26
happy-go-lucky
ჩემთვის თერაპია სახის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკებია. ამით ვმშვიდდები ცოტა.
რა ვქნა, ძალიან მიჭირს. უმადური ვარ ალბათ, მაგრამ ორივე ერთდროულად რომ მოსთქვამს და გასაქანს არ მაძლევს, ძალიან ცუდად ვხდები.
Tua
მაგას მეც ვუყურებ და სულ ჩამომდის ხოლმე. ლანკომე გამოვიწერე მათივე გვერდიდან და რა ვიცი სად გაქრა, ვეღარ ვიპოვე.
Meilisi
წარმომიდგენია. სკოლაში რომ ვარ და ვუყურებ ბავშვებს, თმა ყალყზე მიდგება, შიშის ზარი მცემს, რომ მეც იგივე მელის წინ.
NatiaGull
ხო, მართალი ხარ, უნდა მიუშვა, მაგრამ მაიკით ზამთარში როგორ გავუშვა, მერე ისევ ჩემი სადარდებელი იქნება. მე ყველაფერს ონლაინ ვყიდულიბ, უბრალოდ პატარას ვერ მოვარგე ვერაფერი და მოზომება მინდოდა.
რა კარგია, ასეთი მარტივი ბავშვი რომ გყავს <3 დატკბი <3
არა მგონია ლიდერი იყოს, ძალიან მორიდებული და გულჩათხრობილია, მარტო სახლში აქვს დიდი გული smile.gif) პატარა ლომია სახლში.


fermina
არა მგონია დედას ძალიან გასჭირვებოდა ჩვენი გაზრდა. არც არასოდეს გვიყვიროდა. სულ თბილად, მეგობრულად ვიყავით . ბავშვობიდანვე მახსოვს დედის მიმართ საოცარი ზრუნვის და სიყვარულის გრძნობა. თავად ამბობს, ასეთები არ მახსოვსო. ისეთი ცხოვრება ჰქონდა, დარწმუნებულიც ვარ, არც ერთი არ ვეკიდებოდით კაბაზე ბღავილით და კალთებს არ ვახევდით. სახლში კაბებს აღარ ვიცვამ, ზედ რომ არ დამეკიდონ და არ ჩამომახიონ.
* * *
მართალი ხართ, გოგონებო, ნერვი არ უნდა გაიტოკო. იჯდეს და იტიროს, მაგრამ არ ზის და არც გზაზე წვება. ზედ მაფორთხება და ლამის თმები დამაპუწოს, ოღონდ ავუსრულო რაც უნდა

Posted by: NatiaGull 29 Nov 2023, 22:31
anibani18
ჩვენ ცოტა სხვა დროის ბავშვობა გვაქვს გავლილი, ძალიანაც რომ ნდომებოდა ვერ მისრულებდნენ მშობლები სურვილს, ერთი ბუშტისთვის თვეობით ვოცნებობდი… რაც იყო იმას ვჭამდით…
სულ
ვცდილობ მარიამსაც ამ კუთხით ზედმეტად არ მივაყარო ყველაფერი, როცა ყველაფერი აქვს ბავშვს, უფრო და უფრო ემატება მოთხოვნილებები.
მაღაზიაში რომ შევდივართ იცის მხოლოდ ერთი ცალი რამის არჩევა შეუძლია, წინასწარ ვაფრთხილებ სულ რომ სამწუხაროდ ფული არ მაქვს, :დ გამგებიანია ჯერჯერობით :დ

Posted by: Meilisi 29 Nov 2023, 22:43
anibani18
მაიკით ზამთარში გაშვებაზე გამახსენდა. ჩემი შვილი დუტით წვებოდა დიიიდ გუბეში უმდა გავცუროო. წაემოიდგინე არ დამიშლია ორჯერ რომ ქნა და დუტი ვერ დაძრა გაყინული წყლით სავსე ,მერე აღარ უცდია.წარმოიდგინე უარესებიც რსებობს გააჩნია ბავშბების ფანტაზიას.

Posted by: fermina 29 Nov 2023, 22:50
anibani18
QUOTE
fermina
არა მგონია დედას ძალიან გასჭირვებოდა ჩვენი გაზრდა. არც არასოდეს გვიყვიროდა. სულ თბილად, მეგობრულად ვიყავით . ბავშვობიდანვე მახსოვს დედის მიმართ საოცარი ზრუნვის და სიყვარულის გრძნობა. თავად ამბობს, ასეთები არ მახსოვსო. ისეთი ცხოვრება ჰქონდა, დარწმუნებულიც ვარ, არც ერთი არ ვეკიდებოდით კაბაზე ბღავილით და კალთებს არ ვახევდით. სახლში კაბებს აღარ ვიცვამ, ზედ რომ არ დამეკიდონ და არ ჩამომახიონ.


საერთოდ არ მახსოვს, ხმისთვის აეწიოს რომელიმე მშობელს ჩემთვის.
მეც ყველანაირად ვითვალისწინებდი და ანგარიშს ვუწევდი.

ეს სხვა თაობაა. ჩემი ბავშვობა და სტუდენტობა 90-იანი წლები იყო. ეტყობა რაც ჩვენ დაგვაკლდა, იმის კომპენსირება შვილებში მოვახდინეთ, ან ზედმეტად გავათამამეთ, ან ყველა სურვილს ვუსრულებდით... ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გავათამამე, მაგრამ იდეაში ჩვენგან განსხვავებით, მაინც ყველაფერი ჰქონდა, რაც შეიძლება მოესურვებინა.

Posted by: Anabeli111 29 Nov 2023, 23:58
არა. კი ვიცი, დაახლოებით, ეს ყველაფერი, რასაც წერთ,მაგრამ წასაკითხდ მაინც ჰორორია :დ თაიას კოჭებში ეტყობა დიდი ჯიუტი ვინმე იქნება და მომიწევს მეც შემზადება ფსიქოლოგიურად. ახლა რომ დაღლილები მივესვენებით ხოლმე მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს, თან მეკითხება, როდის დავისვენებთ, ბაღში რომ მივაო? biggrin.gif ძალიან მეცინება მის ოპტიმიზმზე. სკოლაში რომ ვერ დავისვენებთ, ეგ კი ვიცი.. ისეთები ჩაატარეს ჩემმა მე-3 კლასელებმა, 4ჯერ დიდი თავით და ძაფზე დაკიდებული ნერვებით მოვედი სახლში. :S

Posted by: takoo1 30 Nov 2023, 01:25
Tua
აუ რა საყვარელია biggrin.gif სხვისი შვილების გიჟობაზე მეცინება და ჩემსაზე რსტო მეშლება ნერვები facepalm.gif
დაკიდება უნდა ვისწავლო რა.
მარა გეტყვი ეხლა მე რა პრობლემა მაქ.
აი ეოგორ გავატარო გაბრიელი რო ყავს გაფენილი ძირს biggrin.gif
ან საბას რო ძინავს და ეს ყვირის და კივის,
მაგიტო ვარ დაძაბული სულ თორე მარტო რო იყოს უფრო მარტივია იგნორიც.
ისეთი საყვარელი სონის ნაუშნიკები მაჩუქა ქმარუკამ თან gigi.gif mus.gif
* * *
Meilisi
აუ რო წარმოვიდგინე ძაან გამეცინა biggrin.gifდდ
NatiaGull
მეც მაგ ხერხს მივმართე.წინასწარ ვაფრთხილებ რო ფული არ მაქ და ვერ ვუყიდი
გაჭრა სხვათაშორის.
ისე სასაცილოდ მეკითხება ხოლმე დე ფული არ გაქ ვერ მიყიდი მანქანას?კაი მერე მიყიდე,ხო?
biggrin.gif

Posted by: anibani18 30 Nov 2023, 10:14
NatiaGull
takoo1
მაგ მხრივ არ მაქვს პრობლემა, გოგონებო, მილიონი მაღაზია რომ მოვიაროთ ერთად, არაფერს მთხოვს საერთოდ ან ერთ ბოთლს წყალს მხოლოდ.

გავუშვი დღეს ბაღში უმცროსის პაწაწუნა წინდებით და ზაფხულის ფამფალა შარვლით...
Meilisi
ვაიმეე, ღმერთო, წარმოვიდგინე ახლა smile.gif)
მახსოვს, ერთ გადაცემას ვუყურე, ფიზიკოსი ამბობდა, ბავშვებს არ უნდა დავუშალოთ გუბეებში ტყაპუნი და სხვა მსგავსი რამეებიო, ეს მათთვის მეცნიერული ექსპერიმენტი არისო.
Anabeli111
სამი წლიდან იოლდება რაღაცეები, ანი. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა უფრო დამოუკიდებელი გახდა, შეუძლია ითამაშოს თავისით, მოიგონოს თამაშები, დიდი ხნით კონცენტრირდეს ერთ აქტივობაზე.
takoo1
ზუსტად, თაკო, პატარას რომ სძინავს გვერდით ოთახში, ვერ მისცემ ემოციების გამოხატვის თავისუფლებას. შაბათი-კვირა ამ მხრივ ორმაგად რთულია ჩემთვის, როცა სძინავს უმცროსს, შევიკეტები ჩემს უფროს შვილთან ერთად ცოტა მოშორებით ოთახში და ლამის სამი საათი ვცდილობ არ იხმაუროს და არ ჩავარდეს გრძნობათაღელვაში. საბოლოოდ იმაზე მეტად ვიღლები, ვიდრე ორივე როცა ფხიზლადაა.
* * *
fermina
ხო, ალბათ სხვა თაობაა და სხვა რამე მოეთხოვებათ, არ ვიცი. რთული დრო ძლიერ ადამიანებს ქმნის, მარტივი დრო კი სუსტ ადამიანსო, ამას წინათ შემახსენა ჩემმა მოსწავლემ და ალბათ ასეა.
და კიდევ მგონია, როცა ბავშვი წინ არის წამოწეული, მისი სურვლები, ინტერესები, ემოციები, მაშინაც უფრო თამამდება და ტანტრუმებიც უფრო ხშირადაა.

Posted by: shoAbb 30 Nov 2023, 11:01
ვაიი, ძაან ჰორორია ჩემთვის ამათი
წაკითხვა ;დდდდ ეს უკვე ისეთი მაიმუნი და ჯიუტია, თან ისეთი გაბრაზება ისწავლა, რამე თუ არ მოეწონა გაგიჟდება, გუში პირველად ,, გადაბჟირდა" ჭკუიდან გადავედი კინღამ sad.gif
ასე რომ ქნას კიდევ რა უნდა ვიღონო? დავაცადო და თავისით ამოისუნთქოს?
გამოცდილო დედიკოებო, რაიმე ნივთი/სათამაშო მინდა ვუყიდო საახალწლოდ, ისეთი რომ გამოიყენოს კარგად, განსავითარებლად .
რას მირჩევთ? 6 თვიდან

Posted by: fermina 30 Nov 2023, 11:04
shoAbb
QUOTE
გუში პირველად ,, გადაბჟირდა" ჭკუიდან გადავედი კინღამ
ასე რომ ქნას კიდევ რა უნდა ვიღონო? დავაცადო და თავისით ამოისუნთქოს?


ექიმები ამბობენ, რომ არანაირი გადაბჟირება არ არსებობს, ანუ უნდა დააცადო. არ არსებობს, ამ დროს რამე დაუშავდესო.

anibani18
QUOTE
რთული დრო ძლიერ ადამიანებს ქმნის, მარტივი დრო კი სუსტ ადამიანსო, ამას წინათ შემახსენა ჩემმა მოსწავლემ და ალბათ ასეა.


ასეა ნამდვილად. ჩვენ ბევრად ამტანები, ძლიერები და მიზანდასახულები გამოვედით, ვიდრე ჩემი შვილის თაობა.

Posted by: Anabeli111 30 Nov 2023, 11:34
shoAbb
სენსორული და შრაშუნა წიგნები. მე მეორეულ მაღაზიებში ვყიდულობ (Ltoys)
არის ფბ-ზე, პილთონი. სულ თავიდან გამოვუწერე. ტრენდიოლზეც არის ბევრი. კიდევ მე ვუყიდე 1 წელზე ბარტყი ბუს წიგნი. გიჟდება, ისე მოსწონს.

Posted by: ninucanodo 30 Nov 2023, 11:41
anibani18
აუ კარგად გამაცინე წარმოვიდგინე წინდები და თხელი შარვლით.
ჩემზე გამოცდილებო მასწავლეთ ეჭვიანობას როგორ მოერიეთ მეორე შვილზე მართას ძალიან გაუჭირდა შეგუება აი ვერ ავხწერ

Posted by: takoo1 30 Nov 2023, 12:03
გოგოს დედიკოებო ჩემ დისშვილს აქვს გამონადენივით 3,8 წლისაა.
შარდის ანალიზი კი აუღო ჩემმა დამ არაფერი ცვლილება არ იყო.ხვალ ნაცხს უღებს.
ხო არ გქონიათ მაგავსი შემთხვევა?
რა შეიძლება იყოს?

Posted by: Meilisi 30 Nov 2023, 12:28
კი კი არ უნდა დაუშალო აზრი არ აქვს წამოყვანითაც წამოვიყვან და არც ჩაწოლის საშუალებას მივცემდი.,მაგრამ ინტერესი ვერაფერს მოუხერხებ. მაინც გააკეთებს ოღონდ უჩემოდ და ჩუმად და ამას სჯობდა ჩემთან ერთად ეკეთებიან ასეთი სისულეელები . უუფ კიდე იმდენი იყოოო რა ვიცი კვერცხების დამტვრევა და ათასი ახლა რომ მახსენდება იგივე უნდა გავიაროო ოღონდ გოგოსთან ვემზადები ფსიქოლოგიურქდ რომ ადეკვატურად ვიაზროვნეო ამ პერიოდის გავლის შემდეგ.
აუუ ეჭვიანობაზე რა გითხრათ სანამ უფროს უმცროსი არ შეუყვარდება და მასზე ზრუნვას არ დაიწყებს მგონი არაფერი შველის ამ ამბავს.
* * *
takoo1
ისე არც შენი ბიჭებისთვის იქნება წარმოუდგენელი. თან ერთმანეთს სტიმულს მისცემენ : ისეთებს მოიფიქრებენ წარმოდგენა რომ არ გექნება

Posted by: anibani18 30 Nov 2023, 12:38
ninucanodo
თქნ არ დაგავიწყდეს, პატარა წინდები, ქუსლი რომ თითქმის ფეხის გულზეა smile.gif
შენი მთავარი მიზანია, აგრძნობინო, რომ მისი ადგილი არ დაუკავებია დაიკოს. ესაუბრე, ეფერე, მარტო გაატარეთ ხოლმე დრო. მიიღე ეს მისი გრძნობები. თუ პატარას ტანსაცმელი ან სათამშოები აიღო, არ დაუშალო, არ ეჩხუბო, რატომ ართმევო, ეს უბრალოდ ნივთებია. მერე და მერე გაარკვიეთ ეს საკითხი. მთავარი კი, შეინარჩუნე მოთმინება. ერთ წიგნში წავიკოთხე, ქმარმა რომ მეორე ცოლი დაისვას სახლში ან ცოლმა მეორე ქმარი მოიყვანოს სახლში და თქვენი ნივთები მას გაუზიროს, თქვენი თამდასქრებით მოეფეროს და თქვას, რა საყვარელია, ხომ ვიეჭვიანებთ? მისი ეჭვიანობა ბუნებრივია. წეკიწად ნახევარი გავიდა და მხოლოდ ახლა დავმშვიდდით ასე თუ ისე, ყველაფერი რაც ზემოთ ეწერა -ეს მონაგონია იმასთან შედარებით რაც თავიდან გამოვიარეთ.

Posted by: takoo1 30 Nov 2023, 14:48
anibani18
ანი ეგ სიტყვები მითხრა იქ რო დამყავდა ლუკიანე ფსიქოლოგმა.
წარმოიდგინე რა ხდება მაგის გულშიო,
ვიღაც ტიპი მოვიდა და დედა წაართვაო
ასე ესმით პატარებსო.ისე ცუდად გავხდი მაგ სიტყვებზე,რო წარმოვიდგინე ლუკიანეს განცდები ვაიმეე აი ძალიან განვიცადე.

ძალიან საყვარლები არიან❤️
ნეტა ჩემსას როდის შეუყვარდება ძამიკო.
არადა ნაბოლარა უყვარს,მისი დამცველია.
აბა ვინმემ გაბედოს და გააბრაზოს პატარა ჩიხუახუასავით იცავს biggrin.gif
საბა ტიროდა იმ დღეს და ოოოო საბა რა გჭირს რა გატირებს თქო და მეცა biggrin.gif
არ გაუბრაზდე ჩემი ძამიკოა ესო.არ ეჩხუბო გაიგეო?? მეთქი ოკ biggrin.gif სორიიი
რა უცნაურია არა? საბა უყვარს და გაბრიელი გველივით ეზიზღება)))
გაბრიელს კიდე ისე უყვარს ისეე.
ბაღიდან რო მოდის კართან ხვდება და კივის სიხარულისგან.
სულ კუდში დასდევს ლეკვივით
* * *
Meilisi
ვაიმე გაჩერდი smile.gif თან სამნი არიან
ფანტაზია არ ღალატობს არცერთს
წარმომიდგენია რეებს ჩაიდენენ

Posted by: anibani18 30 Nov 2023, 15:16
takoo1
რა ვიცი აბა რა გითხრა. შეუყვარდებათ ერთმანეთი <3 დრო მიეცი.
რა საყვარელია, ლუკიანე <3
ხშირად მიფოქრია, ნეტა ნატალი ახლა როგორ შეხვდებოდა დას. არა მგონია არ ეეჭვიანა, მაგრამ ალბათ უფრო ჩაიკეტებოდა, ასე მგონია.
პატარა იცი რა ეჭვიანი მყავს? ყფროსს რომ ვეხუტები, ეს მოდის და აგდებს, ხელებზე კბენს smile.gif

Posted by: Liza12 30 Nov 2023, 15:33
ვისაც გოგონები გყავთ სასირცხვო ბაგეების სინექია ხომ არჰქონიათ ან გამოცდილება ხომარგაქვთ როგორ მოუგვრეთ?

Posted by: ninucanodo 30 Nov 2023, 16:10
anibani18
მასე ვარ ყველაფრის ნებას ვაძლევ დაჟე ვიხმარებ დე პამპერსი გამოვუცვალოთ თოჯინასთვის მივეცი ამ8ს თანდასწრებით არასდროს ვეფერები და რავიცი

Posted by: takoo1 30 Nov 2023, 19:13
anibani18
მართლაა აუ რა საყვარელია პატარა)))❤️
რამხელაა პატარა ანი?
გაბრიელი არაა ეჭვიანი ალბათ პატარაა ჯერ და ვერ ხვდება.

Posted by: narkozeli 30 Nov 2023, 19:17
takoo1
QUOTE
არ გაუბრაზდე ჩემი ძამიკოა ესო.


ნოას ვაჭმევდი ბოთლიდან გამოწველილს და ვაჩე თავისთვის ჭამდა ყველიან მაკარონს და ჩემს ქმარს წამოსცდა აბა ვინ დაასრულებს უფრო მალეო და მე დავიწყე ბალეშიკობა- ვაჩე ვაჩე ვაჩე!!! შეძახილებით და ეს თან ჭამდა ჩქარ-ჩქარა და თან ნოა ნოაა ნოაა!! ყვიროდა biggrin.gif ანუ თვითონ თავის თავს კიარა, ძამიკოს ბალეშიკობდა :დ ძაან საყვარლობაა მსგავსი მომენტები love.gif
ამათი სიყვარულის ყურება ემოციების რაღაცა სხვა ლეველია რა

Posted by: ninucanodo 30 Nov 2023, 20:36
narkozeli
აბა მართა ნენეს კნუტებში უცვლის ჩემ დას

Posted by: narkozeli 30 Nov 2023, 21:04
ninucanodo

მართა პატარაა ჯერ, შარშან რომ გამეჩინა ნოა, ვაჩე ასე ნამდვილად ვერ მიიღებდა, ყველას და ყველაფერს ერჩოდა შარშან givi.gif

Posted by: takoo1 30 Nov 2023, 21:11
narkozeli
ვაჩე რა ჭკვიანია:*
ეს ეფერება ხოლმე ვაიმეე საბაა ჩემო სიხალუულოოო biggrin.gif რა საყვარელიააა
მოკლეედ როგორც ჩანს ამ ასაკში სხვანაირად აღიქვავენ.აბა შარშანდელის გახსენებაც კი მზარავს))

Posted by: anibani18 30 Nov 2023, 21:33
takoo1
წლინახევრის გახდა ახლა. მგონია რომ წინაა ჯერ ყველაფერი smile.gif) ოპტიმისტი ვარ როგორც ხედავ smile.gif
ninucanodo
რამდენისაა მართა? გაუვლის ან შეეგუება. ეჭვიანობა ბუნებრივი გრძნობაა :*
როგორ გამოხატავს თქვია გრძნობებს?

Posted by: ninucanodo 1 Dec 2023, 06:47
anibani18
3.9 მაგრამ მითხრა ადრე ექიმმა ცუდ პერუოდში მოუწია კრიზისულია 3გ პერიოდიო ვნახოთ რას იზავს

Posted by: NatiaGull 1 Dec 2023, 23:35
Liza12
ჰორმონალურ კრემს ვუსმევდი და განუხორცდა ეგრევე
ხშირია გოგოებში

Posted by: Liza12 2 Dec 2023, 01:36
NatiaGull
დღეს მყავდა გინეკოლოგთან და რომ გასინჯა მანახა რომ ოდნაავღა ჩანდა შარდსაწვეთი და გაუხსნა . წამებში ბამბის ჩხირით . მწვანე მალამო დაუნიშნა 20დღე.რეციდივი ახასიათებსო და ისე მეშინია იმედია აღარ გამეორდება. ძალიან ვინერვიულე.

Posted by: NatiaGull 2 Dec 2023, 10:27
Liza12
ვისთან გყავდა ? ხელით გახსნა არ მგონია სწორი

Posted by: Liza12 2 Dec 2023, 11:24
NatiaGull
ეთუკა მარგალიტაძესთან .

Posted by: happy-go-lucky 2 Dec 2023, 14:28
ვაი მე!
ურიაჟის ქოლდ კრემზე მისცა ისეთI ალერგია, შეშუპდა და ღაჟღაჟა წითელი ლაქები სახეზე.

არც დამიხედავს გარეთ ვიყავით, და 15-20 წთ კი იყო გასული, დედაჩემი შეგვხვდა ქუჩაში და მან შეჰკივლა :დ როგორ ვირბინე სახლამდე, აღმართზე, არ მახსივს, გამძვრა სული. აფთიაქიც არ იყო ახლოს.

გაუარა და ალერგოლოგსაც მივწერე , აწი მშვიდად ვარ. იმ მომენტში ვურეკავდი, დოზა მინდოდა ესლოტინის ან დექსა ხო არ უნდათქო და გამითიშა, საღამოს გამოჩნდება ალბათ.

ისე მომენტალურად გაუარა, წამლის მიცემიდან. აუ თან ცოტა მეტი დოზა მივეცი, იმედია არაფერს უზამს :/ 1 წერია და 2.5 მდე მივეცი. რავი 5 ს რო ვასმევ დიდს, გავანხევრე.

შოკიიი . ნეტა რას შეიცავს. ისე ურიაჟის გვაქვს ყველაფერი.

Posted by: adeline 2 Dec 2023, 15:17
happy-go-lucky
ავენეს ქოლდ კრემი უყიდე; ჩემმა მეგობარმა უყიდა ჩემი რჩევით და ძალიან მოუხდა ბაიას. ავენე სასწაულად მიხდება მეც. აბსოლუტურად სუფთა შემადგენლობისაა ყველაფერი.

Posted by: happy-go-lucky 2 Dec 2023, 15:55
adeline
ესეც იგივენაირად სუფთა შემადგენლობისაა,. ეს ფრანგული ბრენდები რაც ახალშობილისაა, ყველა კაია მგონი . ასე ვერ გაიგებ რაზე მისცემს ალერგიასო.
სავარაუდოდ მალევე რომ გაიყვანე გარეთ ეგ იყო და არა ალერგიაო. ალერგოლოგმა გადმომორეკა.

რავიცი აბა. მე მაგის წამსმელი კი აღარ ვარ და smile.gif)

ისე ურიაჟზე გადავედი თითქმის ყველაფერი. ძაან იარგად ატენიანებს და საფენის ქვეშ კრემიც ძააან ეფექტურია. ამაზე კი ასე დაემართა
* * *
ისე ავენი მეც ძალიაბ მიყვარს, დერმატიტის დროს ძააბ უხდენოდა ჩენს უფროს შვილს ეგ დამატენიენებკები და მე სახის კრემებს ვიყენებდი ხოლმე

Posted by: Malen 2 Dec 2023, 18:34
QUOTE (happy-go-lucky @ 2 Dec 2023, 14:28 )
ვაი მე!
ურიაჟის ქოლდ კრემზე მისცა ისეთI ალერგია, შეშუპდა და ღაჟღაჟა წითელი ლაქები სახეზე.

არც დამიხედავს გარეთ ვიყავით, და 15-20 წთ კი იყო გასული, დედაჩემი შეგვხვდა ქუჩაში და მან შეჰკივლა :დ როგორ ვირბინე სახლამდე, აღმართზე, არ მახსივს, გამძვრა სული. აფთიაქიც არ იყო ახლოს.

გაუარა და ალერგოლოგსაც მივწერე , აწი მშვიდად ვარ. იმ მომენტში ვურეკავდი, დოზა მინდოდა ესლოტინის ან დექსა ხო არ უნდათქო და გამითიშა, საღამოს გამოჩნდება ალბათ.

ისე მომენტალურად გაუარა, წამლის მიცემიდან. აუ თან ცოტა მეტი დოზა მივეცი, იმედია არაფერს უზამს :/ 1 წერია და 2.5 მდე მივეცი. რავი 5 ს რო ვასმევ დიდს, გავანხევრე.

შოკიიი . ნეტა რას შეიცავს. ისე ურიაჟის გვაქვს ყველაფერი.

ზუსტად ესე დაემართა + თვალები დაუსივდა ძაან შემეშინდა, ამას ტოპიკრემზე ოღონდ. ექიმს ჩავუგდე და გადაუვლისო, გავუწმინდე სახე და ველოდებოდი საღამომდე თან ვსერჩავდი პირველად დახმარებას smile.gif) გაუარა მართლა თავისით. გუშინ აღარ წამისვამს არაფერი, დღეს სეკალია ვცადე ჯერ ხელზე, მერე ლოყაზე პატარა ადგილზე და ბოლოს წავუსვი მთლიანად სახეზეც და ეხლა
გადაწმენდილი აქვს სახე

Posted by: happy-go-lucky 2 Dec 2023, 18:55
Malen
კი, თვალები დაუსივდა. ტიპიკრემის ქოლდ კრემზე დაემართა თუ ისე კრემზე?

დექსა უნდა გამეკეთებინა უკვე , ექიმოც რო არ მპასუხობდა და წამში აულაგდა.


Posted by: Malen 2 Dec 2023, 21:13
happy-go-lucky
ისე დამატენიანებელზე, მეც უარესისთვის ვემზადებოდი მაგრამ არ დაჭირდა წამალი. თვალები კაი ხანი დარჩა ისე, საღამოსკენ ჩაუცხრა

Posted by: basti-bubuuu 2 Dec 2023, 21:31
ჩემსას ავანეს მზისგან დამცავზე დაემართა წამებში-მზეზე გასვლაც ვერ მოვასწარით.2-3 დღე დასჭირდა ასალაგებლად

Posted by: happy-go-lucky 2 Dec 2023, 22:28
მართლა ვერ წარმოვიდგენდი...
და რა ცუდი შეგრძნება ყოფილაა

Posted by: NatiaGull 2 Dec 2023, 23:48
ასეთ სუფთა პროდუქტზეც შეიძლება ალერგია განვითარდეს ? გადავირიე

მე მუსტელას სტიკს ვუსვამ, სულ ჯიბეში მიგდია ზამთარში აქაც და ბაკურიანშიც ძალიან კომფორტულია

Posted by: takoo1 3 Dec 2023, 01:01
Malen
ტოპიკრემის დამატენიანებელზე ჩემსასაც ძაან დააყარა,აკნეს დროს წავუსვი და ისე გაუღიზიანა გული კინაღამ გამისკდა,უარესი დამართა.ძაან გამიკვირდა ვერ მივხვდი რატო

Posted by: happy-go-lucky 3 Dec 2023, 01:16
NatiaGull
ჩემთან გამონაყარი კი არა, ეგრევე შეშუპება იყო და ალისფერი წითელი ლაქები სახეზე.
საწყალი ბავშვი, რომ მახსენდება, არც დავხედე სახეზე, მივასეირნებდი ეტლით smile.gif))) ზაფხული იყო დღეს, რა ქოლდ კრემი მომინდა რა ვიცი.

Posted by: Malen 3 Dec 2023, 22:59
QUOTE (takoo1 @ 3 Dec 2023, 01:01 )
Malen
ტოპიკრემის დამატენიანებელზე ჩემსასაც ძაან დააყარა,აკნეს დროს წავუსვი და ისე გაუღიზიანა გული კინაღამ გამისკდა,უარესი დამართა.ძაან გამიკვირდა ვერ მივხვდი რატო

აი ზუსტად ისე გამიკვირდა და არ ველოდი, ყველაფერი ვიფიქრე ამ ტოპიკრემის გარდა, თან ვიხსენებდი რამე ახალი ხომ არ ვჭამე მეთქი user.gif არადა მე არ ვარ ალერგიული და ძაან არ მინდა რომ ეს იყოს რამეზე. რამე ისეთს შეიცავს ალბათ რაც ამათი სახისთვის ზედმეტად გამაღიზიანებელია

Posted by: anibani18 4 Dec 2023, 15:08
NatiaGull
ეს სტიკი კარგი რამე იქნება. ამაზონზე მაქვს ნანახი მზისგან დამცავის რეფილები და იმის ყიდვა მინდოდა, ქოლდ კრემზეც გამოვიყენებდი.

Posted by: Iceicebaby 4 Dec 2023, 15:15
anibani18
ანი მეც ეგ სტიკი ვიყიდე მუსტელასი და უკომფორტულესი რამეა <3

Posted by: narkozeli 4 Dec 2023, 15:24
anibani18
Iceicebaby

გოგოებო როცა შეძლებთ მანახეთ რა ეგ სტიკი როგორია❤️

Posted by: Iceicebaby 4 Dec 2023, 16:09
narkozeli
user posted image

ასეთივე ფორმატით ქონდა ჩემს მეგობარს ზაფხულში მზისგან დამცავი ავენესი იყო თუ ლა როშესი არ მახსოვს, უკომფორტულესია

Posted by: anibani18 4 Dec 2023, 16:23
Iceicebaby
narkozeli
არ მაქვს მე სტიკი გოგონებო. ავენს ვხმარობ. რომ გამითავდება, ვცდი ამას. ამ ზამთარს არა მგონია დამჭირდეს და გაისად ვნახავ. ავენი მომწონს ძალიან.
Iceicebaby
ღრუბელია შიგნით თუ რა? როგორ უსვამ კრემს?

Posted by: სერაფიტი 4 Dec 2023, 18:21
სტიკი მაქვს მეც, ქოლდკრემი, მუსტელასი. კომფორტულია ნამდვილად. უბრალოდ ვანილის სუნი აქვს. ანუ უპარფიუმო არაა. მაგრამ მოსახმარად კაია, გადაუსვი-გადი.

სეკალია ვუყიდე დამატენიანებლად, მუსტელას რადგან მიეჩვია და მირჩიეთ შეცვალეო. აღარ უშრება იმდენად. მარა სიწითლე მაიჯც აქვს შიგადაშიგ და ვერ ვუკავშირებ ალერგენებს დიდადsad.gif
ეტყობა გენეტიკაა. მთელი ბავშვობა ლოყები მიწითლდებოდაsad.gif

Posted by: anibani18 4 Dec 2023, 20:42
სერაფიტი
ამ სუნებმა ალერგია არ იცის მერე?
იქნებ მაგაზე უწითლდება.
მაჩვენე რა სიწითლე. როდის აქვს ხოლმე დააკვირდი?
აი, ასე ჰქონდა ჩემს ნატალის პაწია რომ იყო. ასეთ სიწითლეზე დამატენიანებლები შველოდა
user posted image

Posted by: სერაფიტი 4 Dec 2023, 23:01
anibani18

მაგ სტიკამდეც უწითლდებოდა, მუსტელას სტელატოპიათი ვუტენიანებდი, უსუნოა. სტიკს როცა არ ვუსვამ, მაინც ებრაწება, რავი. მაგაზე არამგონია.
ჰო, აი, რაღაც მსგავსად აქვს, ოღონდ ყველაზე პიკში აქვს ეგრე.
მოვიხელთებ წესიერ ფოტოს და განახებ.

ძილის მერე აქვს უფრო მეტად, ბოლო დღეებში რასაც დავაკვირდი. თანდათან უღიავდება მერე. უვარდისფრდება.
ის პიკი დღეები რომ იყო, სიმშრალეც ჰქონდა და 2 დღეში აულაგა დამატენიანებლებმა.
მგონი უბრალოდ ვარდისფერლოყებაა.

ტანზე არ აქვს ატოპიური კანი, რასაც ვაკვირდები. არ ვუტენიანებ, თუ საპნით არ ვბან.


Posted by: anibani18 5 Dec 2023, 10:21
სერაფიტი
იქნებ სცხელა თუ ძილის მერე უწითლდება smile.gif
აქ რაც გაჩვენე ფოტოზე, უხეშიც ჰქონდა, მშრალი. ვუტენიანე მაშინ ინტენსიურად და აულაგდა სიწითლეც და სიმშრალეც. თუმცა ატოპიუტი დერმატიტი მაინც აქვს, ახლა ტაკოზე აქვს გამოხატული.

Posted by: takoo1 5 Dec 2023, 10:49
გოგოებო ჩვეულებრივ კანზე რომელი დამატენიანებელი ჯობია?
ბაკურიანში დამჭირდება და რომელი ვიყიდო?
ჩემებს არააქვთ მშრალი არცერთს.

Posted by: narkozeli 5 Dec 2023, 11:12
Iceicebaby

ვაჰ რა კარგი რამე ჩანს ❤️ აუცილებლად ვიყიდი
* * *
anibani18

რა სინაზე და სიყვარულია❤️❤️❤️❤️❤️

takoo1

მე სეკალიას ვუსვამდი და ბაკურიანში ავენეს ქოლდ კრემი მქონდა წაღებული მარა ცოტა მესქელება, წელს სხვა მინდა რამე.
* * *
აუ ეს ბაკურიანი არ მიყვარს დიდად და სხვა ალტერნატივაც რომ არ არის ბავშვებისთვის? sad.gif ვფიქრობ სად წავიყვანო ამ ზამთარში ჰაერის გამოსაცვლელად.

Posted by: anibani18 5 Dec 2023, 11:25
takoo1
მე როგორც ვიცი, სიცივეში გაგყვანამდე ქოლდ კრემი უნდა წაუსვა და არა დამატენიანებელი. მე ავენს ვხმარობ და მომწონს. დამატენიანებლებიდან სეკალია ულტრა ცალსახად.
narkozeli
მომენატრა ჩვილები <3

ჩემი უფროსი ჰოგონა ყოველთვის მოჯაჭვული იყო ჩემზე, მაგრამ ახლა ნამდვილი მეჰობრები გავხდით. თავის საიდუმლოებებს მიყვება, სულ მეუბნება რომ ვუყვარვარ, მომენატრე <3 გუშინ ძილის წინ მითხრა, მინდა მთელი დღე და მთელო ღამე სულ ერთად ვიყოთო. მეგონა მიჯაჭვულობა კლებულობდა ასაკის მატებასთნ ერთად
* * *
narkozeli
ცემი ცუდი ვრიანტია? მე კი ვერ ვერკვევი კარგად ამ კურორტებში

Posted by: Iceicebaby 5 Dec 2023, 11:38
anibani18
აი ასეთი ფორმა აქვს, "მყარი"
user posted image



narkozeli
მე ისევ ცემში მიმყავს, 'განთიადში', ძაან მიყვარს იქაურობა და სამჯერადი კვების თემა და შიგნითვე ტყე/პარკი ძაან მოსახერხებელია

Posted by: happy-go-lucky 5 Dec 2023, 11:47
გოგოებო სიცივეში ქოლდ კრემი სახლიდა. გასვლამდე ნახ საათით ადრე წაყსვი აუცილებლადო, ნინო მჭედლიშვოლნა მითზრა.

მე არ მიმყავს ეხლა იანვარში
ბაკურიანში, ძაან მეპატარვება რა. მარტის დასაწყისში წავიყვან biggrin.gif

Posted by: Malen 5 Dec 2023, 12:28
გოგოებო, აცრებზე ინფორმაცია რა როდის მოუწევს პედიატრი უდგენს? თუ აქ უნდა ვნახო: https://moh.gov.ge/uploads/files/2023/jandacva_gzamkvlevi/_N2.pdf

Posted by: narkozeli 5 Dec 2023, 13:24
anibani18

რა მაგარია❤️❤️ საუკეთესო მეგობარი რომ ეყოლება შენი სახით მთელი ცხოვრება❤️

anibani18

უი ცემზე უნდა დავფიქრდე, აი განთიადს ყველა აქებს. ახლოს მაღაზიები არის ნეტა?

Iceicebaby

განთიადს აქებს ყველა კი, ახლოს მაღაზიები/აფთიაქები არის თუ იცი?

ზაფხულის კურორტებში მანგლისი და კოჯორი შეუცვლელები არიან ჩემთვის.
აი ზამთრისაში მაგრა ვიჭედები სულ.
ბაკურიანის სარგებლიანობას ვეღარ ვხედავ მარა მანდ დამყავდა მაინც. წელს ვაჩე თხილამურზე უნდა დავაყენო და გუდაურსაც განვიხილავდი მარა ნოასთვის რამდენად კარგი იქნენა გუდაურის ჰაერი?!

happy-go-lucky

იანვარში რამდენჯერაც წავიყვანე, ვინანე. თებერვალი ჯობია ჩემთვისაც.
* * *
Malen

ამით შეგიძლია იხელმძღვანელო:
user posted image

Posted by: Panda-008 5 Dec 2023, 13:41
ჩვენ ველედას ქოლდ კრემს ვიყენებთ და ძალიან კმაყოფილი ვარ, სიწითლის ასახი არ აქვს ბავშვს. -6 გრადუსებია ეს დღეები და ყოველდღე გავდივართ.

Posted by: anibani18 5 Dec 2023, 14:02
Iceicebaby
მეც განთიადს ვგულისხმობდი. სარეცხს გირეცხავენ თუ რა უნდა ქნა ამ მხრივ?
narkozeli
ფიქრობ ნორმალურია ასეთი მიჯაჭვულობა?

Posted by: Iceicebaby 5 Dec 2023, 14:10
narkozeli
არ დამჭირვებია მე პირადად არაფერზე, მაგრამ ჩემი მეგობრის ქმრები მიდიოდნენ მანქანით ბორჯომისკენ გზად. 5-10 წუთში და ფეხით ნამდვილად არაფერია. კურორტს თავისი ექიმი ჰყავს, გარდა სამჯერადი კვებისა ბარშიც არის სხვა მენიუ, მოკლედ არაფერში დამჭირვებია, ახლა არ ვიცი.

QUOTE
ნოასთვის რამდენად კარგი იქნენა გუდაურის ჰაერი?!

მაინც დაეკითხე პედიატრს, გააჩნია როდის წაიყვან, იქნებ 3 თვიდან არაა პრობლემა არც გუდაურის ჰაერი.

anibani18

QUOTE
მეც განთიადს ვგულისხმობდი. სარეცხს გირეცხავენ თუ რა უნდა ქნა ამ მხრივ?

კი, თუმცა მომსახურებაში არ შედის, 3 ლარს თუ 5 ლარი გადავიხადე ბევრი ერთად რო გავატანე, ბავშვებისთვის ცალკე პატარა სარეცხის მანქანა აქვთ, სადაც დიდებისას არ რეცხავენ და სარეცხი საშუალება ჩემი გავატანე.



Posted by: Malen 5 Dec 2023, 15:35
narkozeli
მადლობა :*

happy-go-lucky
ყინვა თუ არაა ჩვეულებრივი დამატენიანებელი არ ეყოფა მაინც უნდა ქოლდ კრემი? კონკრეტული ხომ არ უთქვამს ექიმს რომელია პატარებისთვის კარგი, მეშინია იმ ალერგიის მერე ყველაფრის წასმა

Posted by: shoAbb 5 Dec 2023, 15:51
გოფოებო, დედაჩემს დაუნიშნეს ენდოსონგრაფია ( თბილისში აკეთებენ მხოლოდ თოდუაშიო) ხომ არ იცით სხვა კლინიკაშიც რომ იღებდნენ?

Posted by: adeline 5 Dec 2023, 16:12
გოგოებო, ბავშვის საწოლი არის ნომრებში მაგ განთიადში? კვება როგორია და ფასები ზოგადად?

Posted by: happy-go-lucky 5 Dec 2023, 16:27
Malen
გარეთ დამატენებელი არ უნდა წაუსვა არასდროს . უარესს უშვება. რომ დაბრუნდებით და დაბან მერე.

არ უთქვამს არაფერი ნებისმკერზე შეიძლება დაემართოსო. ურიაჟიც ძაან კაი ბრენდია. ასე ვერგაიგებ. მე აღარ ვაპორებ წასმას საერთოდ))

აუ ეს სოფლებში გახსნილ საოჯახო სასტუმროებს არ ვენდობი, თავის ჭკუაზე რო აკეთებენ ყველაგერს, თან მანდ შენი თეთრეყლით უნდა იარო, ეგენი ხო არ რეცხავენ მაღალ გრადუსზე და სტანდარტების დაცვით. და რაღაც ისეღU პონტია, მაგირო ბინის ქირაოვა მირცევნია ხოლმე.

ცემში არაა მაღაზიები, ბორჯომში უნდა ჩახვიდე ან ბაკურიანში ახვიდე.

ისე ახალი წლის დღეების გადატარევლად სადმე ახლო მახლო რამე ადეკვატურ ფასიანი სასტუმრო ხო არ გეგულებათ? biggrin.gif


Posted by: takoo1 5 Dec 2023, 16:35
happy-go-lucky
ეს ქოლდ კრემი რო ფუტკრის ცვილს შეიცავს ალერგიული არ იქნება?
სასტუმროზე გეთანხმები ბავშვთან ერთად რო მიდიხარ ეგრე მოწყვეტილი რთულია ძაან,რამე რო დაგჭირდეს ახლოს უნდა იყოს მაღაზია და აფთიაქი,მითუმეტეს ზამთარში.
და თან საერთო სამზარეულო არ მხიბლავს
მე სახლში ვუკეთებ ჩემით ბავშვებს.
ნომერში მაქ სამზარეულოს კუთხე და მაცივარი.
სასტუმრო მარა ბინასავით უნდა იყოს რა ყველა ვარიანტში როცა ბავშვით მიდიხარ.
თუ პატარა გყავს მითუმეტეს.ფაფა უნდა ისა ესა biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 5 Dec 2023, 19:18
takoo1
არ ციცი თუ წაიკითხე, გუშინ წინ ალერგია მისცა, სულ შეშუპდა სახეზე. ვერ გავიგე დიდად რას შეიცავს .

Posted by: სერაფიტი 5 Dec 2023, 20:58
რაღაც ვირუსი მოვათრიე. მე ერთი ღამე მქონდა სიცხე შაბათს და მას მერე გაბრუებული დავდივარ.
ანიტას მისცა დღეს შუადღით 38.3. ნუროფენი დალია, 20:00 საათამდე უშველა. 20 საათზე ისევ აუწია და მივეცი ისევ ნუროფენი. სძინავს, ძილში გავუძომე, უფრო აეწია, 39 აქვს. სტიკო დავაკარი შუბლზე, აცვია გრილად, ფანჯარა გადმოღებულია. რა ვქნა სხვა? კიდე ზემოთ წავა? თითქოს მშვიდადაა,მარა ფაქტია, 1 საათი გავიდა და არ დაუწია ნუროფენმაsad.gif ასეთ დროს რა ხდება, სასწრაფო?

პედიატრს მივწერე. ველი

Posted by: Iceicebaby 5 Dec 2023, 21:02
განთიადს თუ გულისხმობთ ნამდვილად არაა სტანდარტული საოჯახო ტიპის სასტუმრო, ძალიან ბევრ "ჰაი კლასის" სასტუმროს სჯობს და ძალიან ცნობილი საკურორტო ზონაა და თვითონ ეგ სასტუმროც წლებია არსებობს სპეციალური მიზნით.

აფთიაქი და მაღაზია კარგია რომ ყურის ძირში იყოს, მაგრამ ბაკურიანის მდგომარეობას მირჩევნია მე პირადად მანქანით მივიდე 10 წუთში და ნამდვილად სუფთა ჰაერზე იყოს, ამიტომ ჰო, პროს ენდ კონსებით უნდა აარჩიო შენზე მორგებულ/სასურველი, ვის რა ეპრიორიტეტება.


adeline
ყველა ნომერში არ დგას, მაგრამ
მეგობარს დარჩა საწოლ-მანეჟი და მისცეს. რამდენიმე აქვთ მოკლედ. კვება სამჯერადია და მრაცალფეროვანი, ყოველ დღე იცვლება და არის ჯანსაღ/დიეტურიც და არის ჩვეულებრივი, ყველასთვის სტანდარტული მენიუები. თავის გემოვნებისას ყველა იპოვის რაღაცას. ფასები განსხვავდება თვეების მიხედვით, როგორი ოთახი გინდა, რამდენი ხართ და ა.შ.
ფეიჯზე გიპასუხებენ ფბ-ზე.

Posted by: anibani18 5 Dec 2023, 21:17
სერაფიტი
ერთი საათი უნდა დაახლოებით დაწევას. გაუზომე და თუ კიდევ მოუმატა, გახადე და ოთახში ნადგამ წყალში დაასველე პირსახოცი, ამ პირსახოცით დაზილე. ნუროფენის მიღებიდან ოთხი საათი მაინც უნდა იყოს გასული რომ მისცე პანადოლი. მამუჩიშვილი რომ არის, ის კდიევ იძლევა რეკომენდაციას კვერცხის გული ათქვიფო და ფეხის გულებზე წაუსვა. არ მიცდია მე, მართალი გითხრა.
* * *
Iceicebaby
მეც ვიცი რომ გესთ ჰაუზი არ არის.
როგორ მინდა თოვლშI შევხვდე სადმე ახალ წელს smile.gif ჩემი ბავშვობის ოცნებაა.

Posted by: takoo1 5 Dec 2023, 21:24
happy-go-lucky
მუსტელას სტიკი?? თუ რომელზე დაწერე
პრინციპში ეგენი ყველა ფუტკრის ცვილს შეიცავს.
სერაფიტი
შეუცვალე ხოლმე სულ ნუროფენი არ მისცე,ნუ გეშინია 40ზე ზემოთაც ქონია ჩემსას თვეების რო იყო.ნუროფენი ზოგჯერ გვიან მოქმედებს
პანადოლი არ გაქვს?ან სანთელი? ეგ შეგიძლია შუალედში მისცე,ნუროფენზე 6 საათი უნდა გავიდეს.
თუ დაზელ გაითვალისწინე რო სხეულის ყველა ნაწილი ცხელი უნდა ქონდეს.ფეხი ან ხელი თუ ცივი აქვს ესეიგი ტემპერატურა მაღლა იწევს და მაგ დროს არ შეიძლება ცივი,კრუნჩხვას იწვევს.
არც წყალში ჩასვა,პირიქით კარგად შეფუთე რო გათბეს.აი სულ რო გაცხწლდება მერე დაზილე.

Posted by: სერაფიტი 5 Dec 2023, 21:26
anibani18

მადლობა, ანი.
რაღაც ძაან მშვიდად სძინავს, თუმცა ცხელია. ვეღარ ვუზომავ. მეცოდება გასაღვიძებლად. ზემოთ არამგონია აუვიდეს, სავარაუდოდ იგივე ან ოდნავ ნაკლები აქვს. კიდურები შეუთბა, ცივი ჰქონდა. ბავშვობიდან მახსოვს, ცივი სანამ მქონდა ხელ-ფეხი, არ ჩამოდიოდა სიცხე. რომ მითბებოდა, მოდიოდა ქვევით. თუ ცოტა შეფხიზლდებასავით, ჩავუდებ საზომს.

ასე მაღალი არ ჰქონია, თან რო არ დაუწია ნუროფენმა საათ-ნახევარშიც. ვზივარ მის საწოლთან და ვუყურებ.
ხვალ მასთან ვიქნები. უნდა გამოვაკეთო ჩემი ბაია<3

Posted by: takoo1 5 Dec 2023, 21:31
სერაფიტი
აი შუბლზე რაც დააკარი,სტიკი მაგითაც მიხვდებიsmile.gif როცა ძაან მაღალია ვარდისფერი ხდება ხოლმე.თუ ლურჯისკენ წაიღო ესეიგი დაუწია:*

Posted by: anibani18 5 Dec 2023, 21:34
სერაფიტი
სანამ ცივია, ესე იგი, სიცხე ზევით ადის და ამ დროს სცივა, ამიტომ დააფარე. რომ გათბება, ავიდა ზევით სიცხე და, ვსიო, გახადე მერე. ცივი რომ აქვს კიდურები ცოდოა გრილად რომ გყავდეს, სცივა ამ დროს ნამდვილად.
როცა გექნება საშუალება, იყიდე უკონტაქტო თერმომეტრი, ასეთ დროს შეუცვლელია ხოლმე. მშვიდად რომ წევს ბავშვი, მიადებ და გეცოდინება სიცხე, შენც მშვიდად იქნები. ოდნავი ცდომილება შეიძლება იყოს, ერთი ან ორი ერთეულით.
სანთელი შეგიძლია კიდევ. ეფერალგანი პარაცეტამოლის ჯგუფია. სანთელი უფრო სწრაფად მოქმედებსო, ამბობენ. მე ვერ შევატყვე დიდად. ჩემთვის ნუროფენია ყველაზე კარგი.
ჩემს თათუკასაც სიცხე აქვს დღეს, თითქმის 39 ჰქონდა. მივეცი ნუროფენი, ჩამოუგდო და დაიწყო ისევ სირბილი. ვნახოთ ღამე რას იზამს.

Posted by: happy-go-lucky 5 Dec 2023, 21:36
Iceicebaby
ეს განთუადი ძველი სანატორიუმი იყო, როგორც ჩანს ახალი გაუხსნიათ ახლა. დავათვალირრრ მშვენიერია. მე სულ მანდეთ დავდივარ და არ იყო ხოლმე არაფერი ეგეთი ცემში.

takoo1
ურიაჟის ქოლდი

სერაფიტი
სიცხე საბამ არ აუვა ბოლპმდე იქამდე არ მისვე დამწევი. კისურები დაუთბე რო აუვიდეს სწრაფად. გაუთბრ და შემდეგ მირცი დამწევი. სანთელიც სწრაფად აგდებს. იბუპროფე ი და პარაცეტამოლო სცადე. ნუ 40+ ზე თუ კაი ხა ი არ ჩამოვა და ცუდად იქნება, შეგიძლოა დაზილო.

Posted by: takoo1 5 Dec 2023, 21:42
anibani18
ვაიმე პატარა(
ისევ წამოვიდა ვირუსები მგონი.
მე და საბა ვაცემინებთ იმედია ავცდებით სიცხეს

Posted by: სერაფიტი 5 Dec 2023, 22:04
მადლობა, გოგოებო.
პედიატრმაც მომწერა, დაზილეო, სითხეც დაალევინეო.
გავუშვი ქმარი პანადოლზე ბარემ.
დავზილე ცოტა, გაგრილდა, 37.8 ჩამოუვიდა. იმედია ამაღამ ვსო...

ანი, როგორაა შენი?

Posted by: Tua 5 Dec 2023, 22:51
სერაფიტი
სიცხე სანამ ბოლომდე პიკს არმიაღწევს დამწევი არშველოს მაგ დროს და აზრი არ აქვს ხოლმე 38.3ზე მიცემას . ნუროფენზე მეტად მე იბუპროფენ ნორმონი მომწონს იგივე შემადგენლობისაა ზისტად რაც ნუროფენი მაგრამ ბევრად უკეთესი ხარისხის და უკეთ აგდებს სიცხეს თან ბევრად ხანგრძლივი მოქმედება აქვს. პლიუს ვადა არ აქვს ისეთი მოკლე როგორც ნუროფენს .

Posted by: anibani18 5 Dec 2023, 23:07
Tua
დოზები ერთხელ სასწრაფომ ასე მასწავლა და სწორია? იბუპროფენის ჯგუფი წონის ნახევარი და პარაცეტამოლის ჯგუფი წონის ნახევარი პლიუს ერთი. ასეა თუ ბევრია ეს?
პაიდოფებრილი მაქვს კიდევ სახლში, მაგრამ არ მიმიცია. სანდოა თუ იცი?
ადრე მიცემა მხოლოდ იმიტომ არ შეიძლება, რომ წამალი არ მოქმედებს?
სერაფიტი
სძინავს ახლა. მადლობა :*

* * *
takoo1
თაკო, აი, სულ ავად არიან. სიცხე ალბათ ერთი თვეა რაც არ ჰქონიათ, ცხვირიდან კი სულ მოსდით და მოსდით. ჯადოა მგონი რაღაც.

Posted by: takoo1 5 Dec 2023, 23:20
anibani18
ანი ჩვენებს 5მლ უნდათ,
უფრო პატარებს 2,5 მლ
ეს ნუროფენზე და პარაცეტამოლი 5 თუ 6 არ მXსოვს ზუსტად.
მგონი ცოტა მეტი მოჟნა.
პაიდოფებრილი თუ პაიდოტერინი?

ჩვენც ეგრე ვართ ანი მარტო ესენი კიარა,მეც.
ხანდახან მგონია ალერგია ხო არაათქო.
აბა ამდენი გაციება არ გამიგია.
წელს ვართ ესე პირველად.
* * *
სერაფიტი
თუ მისცა ღამე გვიან პანადოლი მიეცი.ნახე შეიძლება უფრო კარგად იმოქმედოს.
მე მქონია შემთხვევა რო ნუროფენზე კრგად პრაცეტამოლს უმოქმედია.
ხანდახან ხდება მასე

Posted by: Iceicebaby 6 Dec 2023, 09:45
anibani18
QUOTE
როგორ მინდა თოვლშI შევხვდე სადმე ახალ წელს  ჩემი ბავშვობის ოცნებაა.

ვფიქრობ მომავალ წელს ისეთ ასაკში იქნებიან ორივე, რომ მშვიდად და წყნარად დაგეგმავთ მაგ ამბავს და აისრულებ <3

happy-go-lucky
QUOTE
ეს განთუადი ძველი სანატორიუმი იყო

ჰოო, იმდენი წლის წინ არსებობდა, სპეციალურად ჩამოჰყავდათ ქრონიკული დაავადებებისთვის. ზაფხულში ძაან პრაქტიკულია, ბავშვით რომ არ გიწევს არსად ბოდიალი, ტყე, პარკი შემოსაზღვრულია დიდ ტერიტორიაზე. ვისაც მოზრდილი ბავშვები ჰყავთ, არის "ბაღი" აღმრზდელით და შეგიძლია დატოვო ხოლმე და შენ აუზზე დაისვენო ;დ

Posted by: narkozeli 6 Dec 2023, 10:22
სერაფიტი

მთავარი წესები სიცხის დროს:

1. 38-38.5-დან ზემოთ როცაა სიცხე ვაძლევთ სიცხის დამწევს ასაკის შესაბამის ოდენობას
2. გაყინულ კიდურებს ვუთბობთ მაქსიმალურად
3. კიდურების ჩათბუნების მერე ვაშიშვლებთ და ვიწყებთ ნელ-თბილი (არც გრილი, არც ცხელი) წყალში დასველებული გაწურული ტილოთი მთელი ტანის დაზელას.

შანსი არაა ამ სამი ნაბიჯის გადადგმის მერე არ დაუწიოს სიცხემ.
* * *
anibani18
QUOTE
ფიქრობ ნორმალურია ასეთი მიჯაჭვულობა?


რა თქმა უნდა ნორმალურია. ასაკთან ერთად ნელნელა შემცირდება ცხადია.

Iceicebaby

მადლობა ამომწურავი ინფოსთვის ❤️
* * *
Iceicebaby
QUOTE
ბაკურიანის მდგომარეობას მირჩევნია მე პირადად მანქანით მივიდე 10 წუთში და ნამდვილად სუფთა ჰაერზე იყოს


ამაში 100% გეთანხმები. მეცინება უკვე ბაკურიანი და სუფთა ჰაერი ერთმანეთის გამომრიცხავი ცნებები გახდა. ბაკურიანი და სიცივე კი ბატონო, აი სუფთა ჰაერის რა გითხრა, რაღა თბილისი და რა ეგ.


* * *
anibani18
QUOTE
როგორ მინდა თოვლშI შევხვდე სადმე ახალ წელს  ჩემი ბავშვობის ოცნებაა.


2 წლის წინ გადავწყვიტეთ ამ ოცნების ახდენა და წავედით ბაკურიანში ვიქირავეთ ვილა, სადაც იყვნენ ჩემები და ნიკასები, ჯამში 6 ბავშვით ვიყავით.
რაც იქ მოხდა ყველას გაგაოცებთ givi.gif ვიღას ახსოვდა ახალი წელი lol.gif ცალკე ფეიერვერკებზე ჯღაოდნენ, ერთს ის უნდოდა, მეორეს ეს და მოკლედ საოცარი დრო გავატარეთ lol.gif lol.gif
მივხვდი რომ არ მდომებია თურმე მთლად მასეთი ჟრიამულით შეხვედრა lol.gif აღარც თოვლი მინდოდა და ერთი სული მქონდა მშვიდად დამეძინა givi.gif

Posted by: სერაფიტი 6 Dec 2023, 10:30
გოგოებო, კიდევ ერთხელ მადლობა, პასუხები ვეღარ მოგწერეთ.
ნუროფენმა არ იმოქმედა. 4 საათის შუალედში პანადოლი მივეცი და ისევ დავზილე პირსახოცით. ნელნელა ჩამოუვიდა და გაგრილდა ძლივს.

ეძინა მას მერე, 2-დან 8-მდე.
ნი ცხადია მადა არ აქვს. წყალს ვასმევ. ცოტა ფორმყლაც დალია.

Tua
ნუროფენს გახსნიდან რა ვადა აქვს, წავიკითხო ერთი. თვეების გახსნილია, იქნენ იმიტო არ იმოქმედა? ვნახავ შენ მოწერილ წამალსაც.

არეულივითაა ისევ, ახლა კი დაიძინა, მაგრამ ვშიშობ ისევ მისცემს, არ იყო ხოდზე რაღაც.

38-მდე რადგან არ ვაძლევ დამწევს, არაფერს არ ვაკეთებ სხვას? ანუ პირსახოცებით დაზელა არ შეიძლება? თუ ვაცდი თავისით ჩამოვიდეს.

უკონტაქტო თერმომეტრი უნდა ვიყიდო მართლა. ელექტრო მაქვს, მარა ამაზეც მაწვალებს. ვერცხლისწყლიანზე მით უმეტეს.

აუ, თან ჩემი სამსახური ისეთიაsad.gif ცალკე ეგ მაწუხებს, რო კოლეგებს უწევთ ჩაატარონ ზედმეტი გაკვეთილები და შეწუხდნენ ჩემი გაცდენით, მარა დღეს დავრჩი, ნამდვილად ვერ დავტოვებდი. იქნებ ხვალამდე ცოტა მოკეთდეს.

ძაან ცუდი კვირა მაქვს sad.gif დროზე მორჩეს.

შემოვწუწუნდიsmile.gif)

Posted by: narkozeli 6 Dec 2023, 10:45
სერაფიტი

ნუროფენს 6 თვე აქვს გახსნიდან ვადა და პანადოლს 2 თვე თუ სწორად მახსოვს

QUOTE
ძაან ცუდი კვირა მაქვს


გაივლისცუდი სიზმარივით 2kiss.gif
* * *
QUOTE
უკონტაქტო თერმომეტრი უნდა ვიყიდო მართლა. ელექტრო მაქვს, მარა ამაზეც მაწვალებს. ვერცხლისწყლიანზე მით უმეტეს.


უკონტაქტო გადასარევია მასეთ დროს. მცირე ცდომილება აქვს მაგრამ მაღალ ტემპერატურას ყოველთვის გიჩვენებს, პლიუს ეკრანს აწითლებს და წრიპინებს. მიკროლაიფის მაქვს მეც და ბავშვებზე შეუცვლელია.

Posted by: სერაფიტი 6 Dec 2023, 10:53
narkozeli

<3

ნუროფენის ვადა 6 თვეა გახსნიდან,კი, მოვიძიე.
პანადოლის ვერა.

Posted by: takoo1 6 Dec 2023, 11:14
სერაფიტი
პანადოლი მგონი ერთი თვეა ან ორი.
სანთელი შეგიძლია იყიდო ეფერალგანის.
ზოგი ამბობს უფრო სწრაფად მოქმედებსო.
სცადე აბა:*
ნუ გეშინია ეხლა კი მიუჩვეველი ხარ და ძაან ნერვიულობ მარა ისე მიეჩვევი მერე გაგეცინება.
ჩემებს სიცხე რო აქვთ ნერვი არ მიტოკდება უკვე biggrin.gif 38 არც ვაქცევ ყურადღებას.
40 და ზემოთ ქონია ლუკიანეს.
აი მაგის მერე აღარ მეშინია სიცხის.
ოღონდ ნუ დაახველებენ მაგაზე ვნერვიულობ ხოლმე რო ვიცი გაბრიელს საავადმყოფო არ აცდება facepalm.gif

Posted by: სერაფიტი 6 Dec 2023, 11:48
takoo1

კი, ყველა მასე მამხნევებს და მესმის რაციონალურად, ეგრეცაა.
ვცდილობ მშვიდად ვიყო და მომავლიდან ვუყურო - 1 კვირაში ისეთივე იქნება, როგორიც 1 კვირის წინ იყო. მთავარია, ეს რამდენიმე დღე გაუძლოს მედგრად. აღარ ვჩივი უძილობას, ნაადრევად წამოსულ მენსტრუაციას, ჯერ ვერგავლილ ჩემს ვირუსს და სამსახურს.
მთავარია ბავშვი იყოს კარგად, რო ამბობენsmile.gif)))

ეფერალგინსაც დავაგდებ.

Posted by: takoo1 6 Dec 2023, 11:59
სერაფიტი
სიცხე მართლა ძაან ისეთი პონტია რა,არაფერი არაა ვაფშე დამიჯერე.ნუ მაინც ნარვიულობ დედა ხარ ბუნებრივია აბა რა.
პროსტა როცა ექვემდებარება დამწევს მართლა არაა სანერვიულო.მთავარია ბავშვი არ მივარდეს და სითხეები მიიღოს.
თუ არ შეჭამს ეს დღეები მაგაზეც არ იდარდო
ეგეც ჩვეულებრივი ამბავია.
არაფერი არ მოუვა არ შეგეშინდეს.
ეცადე სითხეები მიიღოს რადგან სიცხე აქ საჭიროა.დალშე არ შეგეშინდეს.ხვალ ზეგ შეიძლება აღარც ქონდეს უკვე:*
მალე გამოჯანმრთელება პრინცესას.
თუ რამე აქვართ

Posted by: სერაფიტი 6 Dec 2023, 12:53
takoo1

ოქრო ხარ!
სითხე წყლის და.ფორმულას გარდა 1.1 წლის ბავშვს რა ერგება? რა შეიძლება სხვა დალიოს?
წყალს კი სცამს ნორმ.

Posted by: takoo1 6 Dec 2023, 13:32
სერაფიტი
წყალია მაინც მთავარი.
კომპოტი შეგიძლია დაალევინო თბილი,გაუკეთე.
მე გაყინული მაქვს ჟოლო,მოცვი,ალუბალი ქართულად რა ქვია არვიცი კლიუკვა)))
ჩავყრი ხოლმე ცოტ ცოტას,ვაშლს ცოცხლად ვჭრი.წამოვადუღებ და ვთიშავ.რო გაგრილდება ვასმევ მერე რამოდენიმე საათში.
ჟოლოს ჩაი დაალევინე თუ გაქვს გაყინული,
ც ვიტამინს შეიცავს ძაან კაია.

Posted by: happy-go-lucky 6 Dec 2023, 13:53
სერაფიტი
ნეოპეკეს ელექტროლიტი შეგიძლია დაალევინო. დღეში 1 პაკეტი. ჩათვალე გადასხმის სარგებელი აქვს. ყლუპ ყლუპად მიეცი. მე შპრიცით ვაძლევ ხოლმე. თU საჭმელს არ შეჭამს, მშვიდად იქნები მაინც.

Posted by: სერაფიტი 6 Dec 2023, 16:24
happy-go-lucky

ვიყიდი ამასაც. დილით ჭამა ცოტა ფაფა და ცოტა მაწონ-ბანან-ავოკადო. ასე ათისკენ. იმის მერე მხოლოდ წყალს სვამს. და ცოტა ხილფაფა ჭამა პირველზე. მეტი არაფერი მიიკარა. მარა სულ სიცხე აქვს იმის მერე, ხან ადის, ხან ჩადის. ბოლობოლო გაუთბა კიდურები, 38.5-ზე მივეცი პანადოლი და სძინავს ახლა. რო გაიღვიძებს, იქნებ ცოტა მაწონი ან რამე ჭამოს.
არაფერი გაიკარა, არც თავისი ხელით,არც პიურეს ფორმით, არც ფორმულა. საღამომდე თუ კიდე არაფერს შეჭამს, ერთ ცალ ელექტროლიტს მაინც მივცემ როგორმე.
სითხეს სვამს, ფისებს შვრება.

Posted by: happy-go-lucky 6 Dec 2023, 17:52
სერაფიტი
იცი რა, ცხელების დროს მთავარი ამოცანაა სოცხის მართვა წესების დაცვით და რო არ დასუსტდეს უჭნელობა/უწყლობით. და ელექტროლიტი ამაში ძალიან დაგეხმარება, რომც არ მიიღოს საკვები, მშვიდად იქნები. გირჩევ აუცილებლად მიეცი ❤️

გოგოებო, ვინმე თუ ხართ ვინც თავად იყავით ბავშვთან მთავარ მომვლელად დღIს განმავლობაში, მაინტერესებს განრიგი. როცა არ სძინავს და არ ჭამს რას აკეთებთ, როგორ ართობღ. 7+ თვის ბავშვზე მაქვს საყ არი. ან რა უნდა ვასწავლო ))

Posted by: anibani18 6 Dec 2023, 21:08
takoo1
3 წლისას 5 თაკო? წონაზე არ არის დოზა? ზუსტად კი ვერ ვხვდები რამდნეი უნდა მივცე. ადრე ასე მითხრა სასწრაფო, მაგრამ ისე მაქვს გონება, ვეღარ ვენდობი თავს smile.gif)
პაიდოფებრილი. ნუროფენი ვერ ვიშოვე ადრე და ეს ვიყიდე.
უფერო გამონადენი გაქვთ თუ ყვითელი? ამათ ყვითელი აქვთ. ცხვირის ასპირატოტი რომ არ მქონოდა, ალბათ მოსძვრებოდათ უკვე ცხვირები. ძალიან მეცოდებიან.
narkozeli
უი, გვანცა, ასე შეხვედრა არ მინდა ახალი წლის smile.gif) უფრო რომანტიული სურათი მაქვს ოცნებებში smile.gif
სერაფიტი
სიცხეები მალე ი
ჩვეულებრივი ამბავი გახდება შენთვის smile.gif მოთელვაა ეს, პტაქტიკა. პირველად მახსოვს ისე შემეშინდა, ყოველ ჯერზე რომ უწევდა სიცხე, სასწრაფოს ვიძახებდი smile.gif) დამღლელია ბრალოდ.
სითხეები აკონტროლე, ხო. განსაკუთრებით ყელი თუ ატკივდა. მე წინაზე გადასხმების გაკეთება მომიწია, რადგან ვერ სვამდა წყალს, ყელი სტკივოდა და სტომატიტები ჰქონდა პირში.

Posted by: სერაფიტი 6 Dec 2023, 21:25
happy-go-lucky

რა საყვარელი რამეა ეს ნეოპეკეს ელექტროლიტი, მომეწონა. ახლა მოიტანა მეუღლემ. ხვალ მივცემ,კი. ეს რაღაც სხვანაირია. მე ის მახსოვდა, აი წყალში რო იხსნება და საშინელი გემო აქვს.

ასე თუ ისე ჭამა, როცა დაუწია. 1 მოხარშული კვერცხი. რამდენიმე ყვავილი ბროკოლი, 5-6 კოვზი ბანანიანი მაწონი.
ძილის წინაც 200 გრ ფორმულა და 5-6 კოვზი ბანანიანი მაწონი.
დილითაც როგორც ვთქვი, ცოტა რაღაც ნაჭამი ჰქონდა.
სითხეს სვამდა, ალბათ წყალი ასე 400 მლ გამოუვიდა დღეს. 300-მდე ადია ხოლმე ისე, უყვარს წყალი. ავენტის დინოზავრა ჭიქით წრუპავდა მთელი დღე ორ-ორ ყლუოს.
პლუს რძე 350.
10 კილოზე მგონი ნორმაა, პამპერსზე ვატყობდი.
ეს ღამე ეძინოს და გამოშუშდეს ნეტა და ვსოოო.

მადლობა დიდი. ძალიან დამეხმარეთ.


7+ რომ იყო, მე ვიყავი ზაფხულის არდადეგებზე და ბავშვთან. აუ უკვე ვეღარ გეტყვი დეტალურად აქტივობებს, ისე მაქ მეხსიერება. მარა ყოველთვის ბეიბისენთერს ვკითხულობდო ხოლმე თვეში ერთხელ და იმ თვის რაღაცებს ვითვალისწინებდი. მერე ცალკეც ვნახულობდი იმ თვის მაილსთოუნი რა იყო და რისთვის მიმექცია ყურადღება. დანარჩენს ბავშვი გკარნახობს - რაღაც მოეწონება, რაღაც არა, თავისთავად.

anibani18

ხო, რუტინა გახდება, ცხადია.
დედაჩემის რეაქციები მთრგუნავს ცალკე, ძაან ადრამატულებს ხოლმე რა და ბავშვობიდან მთრგუნავს ეს ვაივუი. გეგონება მე მინდოდა,.რომ გადასდებოდა ან მომწონს, რო ავადაა.
პლუს ჩემი ფიზიკური სისუსტე დაერთო, აი ძლივს ვდგავარ ფეხზე, გადავივლებ და დავიძინებ მეც ბარემ.
თორე აწი იწყება ალბათ ვირუსები და კაი ცხოვრებაsmile.gif)


წონები კარგადაა ახსნილი ანოტაციებში, ანი. სასწრაგოს ექიმმა რაც გითხრა, ანიტას წონაზე დაემთხვა. 5 მლ ნახევარია წონის ნუროფენი. და პამადოლს ეწერა 5-7.5 მლ. და მივეცი 6 მლ ინტუიციით. შენ დაწერე, ნახევარს პლუს ერთიო. ეგაა.smile.gif) 10 კილოა.
ყელი ალბათ არ სტკივა, შევატყობდი ხო? ნუ ჩემნაირი ვირუსი თუა და მე გადავდე, არ მტკიებია საერთოდ.





Posted by: tako/barbi 6 Dec 2023, 21:34
takoo1
ასე ვარ მეც ოხონდ ნუ დაახველებენ თუ გინდა სამივეს ქონდეს სიცხე,მარა ეს სიცხე არ აქვთ ამათ ძალიან იშვიათად აძლევთ,რაზეა ნერა დამოკიდებულიი…აი ცხვირი და ხველა ჩვენი სავიზიტო ბარათია,თან სპაზმის გარეშე წარმოუდგებელია,სამი დღეა ინგალაციის აპარატი შევინახე და ახლა ვატყობ შუათანას ცუდად სუნთქვას sad.gif ბაღიდან მოვიდა და მომახსენა ცხვირიდან მოსდითო ორზე მითხრა, თან იმათთან თამაშობს სულ,ანუ ბედნიერება წინ გვაქვს sad.gif

Posted by: takoo1 6 Dec 2023, 21:35
anibani18
ანი წონების მიხედვით მარა ასაკს ხო ემთხვევა ისედაც წონა.საიტზე ან ანოტაციაში ვკითხულობ ხოლმე. მანდ ნახე სანდოა:*
ყვითელი არააქვთ ამათ უფრო გამჭვირვალე.
წინაზე ქონდათ სგეთი ვაიმეე აი საზიზღრობა და თან წებოვანი იყო რაღაცნაირი,ძლივს ვუწმენდდი.
* * *
სერაფიტი
როგორ არის ეხლა,დაუწია სიცხემ:*
აუ დედაჩემია ეგრე.ყოველ დაცემინებაზე დედა ჩემი სიკვდილიო იძახის,ან ეგ რა სიტყვაა biggrin.gif
ან რათ უნდა ამდენი ვაი და ვუი.
ვეჩხუბე გუშინ რას მგრუზავ ცემინების გამო მეთქი))
* * *
tako/barbi
შენ არ აცერი თაკო?
აუ მეც ეგრე ვარ ტვინში სისხლი მექცევა ხველებაზე უკვე.
სუ დაიზმენებული ვარ არ გამიცივდეს შუათანა რო ვიცი რა მელოდება მერე.

Posted by: tako/barbi 6 Dec 2023, 21:55
takoo1
არ ავცერი და გრიპზე არცერთი არ ამიცრია არასოდეს,არ ვიცი მარა არ ვცრი.ყოველ წელს ვაპირებ მარა მერე საქმე საქმზე რომ მოდის არ ვცრი,თან როგორც შინაგანის ოჯახი უფასოდ ვიცრებით მარა აი არ მინდა რატომღაც,მე ავიცერი შარშან წინ და დიდი სხვაობა ვერ ვნახე ჩემ ორგანიზმზე…ასე ვარ ეხლა შუათანას აცემინებს ცხვირის და უკვე პიკი მაქვს,ის ვიღაცეები დადიან მე ხვალ ვერ გავუშვებ ბაღში და არასოდეს გამიშვია ოდნავი სიმპთპმითაც კი sad.gif

Posted by: takoo1 6 Dec 2023, 22:10
tako/barbi
მე ავცერი და შევხედავ ერთი როგორ იმოქმედებს.თუ ვერ ვნახე სხვაობა აღარ ავცრი მომავალ წელს

Posted by: tako/barbi 6 Dec 2023, 22:19
takoo1
გამიზიარე გაზაფხულზე,როგორი შედეგები გექნებათ❤️პატარას რომ ავცრი თუ არ დამეზარა მეც დავირჭობ :დ აი მე არ უნდა ვიყო ცუდად თორე მე ხო მაქვს და ამათ უფრო აქვთ ხოლმე დარხეული :დ

Posted by: happy-go-lucky 6 Dec 2023, 23:34
tako/barbi
ჩცენ წელს პირვრლად ავიცერით, პატარას რო ძაან არ მოვუტანოთ. აქამდე არ მომაჩნდა საჭიროდ და ირაკლიც ჯანმრთელი როცაა ბავშვი, დიდად არ უწევდა რეკომენდაციას. ახლა უკვე მირჩია რომ ყველას გაგვეკეთებინა. ნუ პატარას გარდა.

ზოგადად 2+ ბავშვი როცაა ოჯახში უკვე ძაან იმატებს რაა ვირუსები ფაქტია, და აშკარად აცრა ჯობს , ნუ თუ იცავსsmile.gif)

Posted by: tako/barbi 7 Dec 2023, 00:31
happy-go-lucky
თუ დიდად არ უწევს რეკომენდაციას,გამიხარდა smile.gif ხო ვცრი ზოგადად მარა მეც რომ ავიცრი დიდი ვერაფერი მე ისედაც არ ვცივდები ხშირად,მეუღლეს მოაქვს ძირითადად და ისიც აცრილი იყო,ვერ დავითვალე იმდენჯერ იყო იმ წელს ცუდად და თან ისე ცუდად იყო იმ წელს ყველა ვირუსზე მასე არ ყოფილა სხვა დროს,თან ყველა ცუდად ყოფნისას მახსენებდა აი შენი ვაქცინაო :დ ავცერი ძალით :დ

Posted by: happy-go-lucky 7 Dec 2023, 01:39
tako/barbi
ეს ჩვენს ირაკლიზე ვთქვი. მრჩეველი 6 თვიდსნ ყველას ურჩევს. ნუ დათიზე არ მითხრა ეხლა, მაგრამ
ისე ბროშურაში სადაც რეკომენდაციები წერია, ეგ მითითებულია.

ჩემი ქმაროც ხშირად მოათრევს ვირუსს, ისე მიკვირს , რავიცი ჯანმრთელია თითქოს :დ

Posted by: Malen 7 Dec 2023, 12:05
გოგოებო კიდევ ერთი კითხვა აღრიცხვაზე და აცრებზე - რომელ კლინიკაში დავყენებ აღრიცხვაზე აქვს მნიშვნელობა თუ ერთი და იგივე აცრებია ყველგან? ჩემთან ყველაზე ახლოს ევექსია და მანდ დავაყენო თუ უნდა ავარჩიო ეგეც რამე სხვა კრიტერიუმით

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 7 Dec 2023, 12:29
Malen
კი აცრები ერთი და იგივეა ყველგან, სახელმწიფო პროგრამით
ახლოს რაცაა და კომფორტულად ივლით იქ დააყენე

მე ვცრი ბავშვს ყოველ სეზონზე, ორი წლიდან დავიწყეთ (მას შემდეგ რაც ორი წლისას ღორის გრიპი შეხვდა კაცმა არ იცის საიდან)

Posted by: takotatuli1989 7 Dec 2023, 14:39
tako/barbi
ჩემი ტყუპებიც მასე არიან უფროსი მარტო ცხვირში იჭედება ხშირად და ამათ ცხვირზე ემატებათ ხველა, სიცხე იშვიათად. ინჰალატორის აპარატი სექტემბრის ბოლოს მერე შეუსვენებლივ მუშაობს :/ მარა ბრონქიოლიტში არ გადასვლიათ წელს. შარშან ბრონქიოლიტი ქონდა ერთს მწვავე ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) მეორეს ერთხელ ბრონქიოლიტი და ერთხელ პირდაპირ ფილტვებზე გადაუვიდა მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მეორე დღეს ვაკონტროლებინებდი სასწრაფო პედიატრს და ინჰალაციას 4 ჯერ მაინც ვუკეთებდი და ცხვირს უფრო მეტჯერ ვურეცხავდი. უფროსს ლაითად გადააქვს ყველაფერი.

Posted by: სერაფიტი 7 Dec 2023, 15:14
ვსო, აღარ აქვს დღეს სიცხე.
სამაგიეროდ ზედანეშვებმა ამოუჭრა. როგორც ვიცი, ამ დროს იმუნიტეტი ქვეითდება. ეშვები რთულია ხო?
ძაან ცოტას ჭამს. ელექტროლიტი არ გაიკარა არანაირად. მგონი ძაან ეტკბილა, უკან აფურთხებს.

მთავარია სიცხე აღარ აქვს და ნელნელა აღიდგენს.

Posted by: takoo1 7 Dec 2023, 16:00
სერაფიტი
აუ რა კარგია გილოცავთ❤️აღარ მისცემს წესით შეიძლება დაბალი ქონდეს და ხვალიდან აღარც ეგ ექნება.
ამასობაში გაბრიელი გამიცივდა ისევ)))
ცხვირიდან ჩამოსდის და ლოცვა გავაძლიერე რო არ დაახველოს smile.gif
გავაფრენ ეხლა კიდე ინჰალაციის აპარატი რო დავინახო დავიღალე biggrin.gif
აუ ეგ არ ვიცოდი ვარდება იმუნიტეტი?
ამას იცი რამდენი ამოსდის ერთად? არ დაიჯერებ..6 ხო ამოსდის ორი თვეა..ეხლა კიდე 2 დაემატა ეშვები.. ანუ ჯამში 8 კბილი
საგიჟეთი აქვს პირში facepalm.gif
ყველამ გაჭრა 2 დარჩა და იმედია მალე ამოვა ეგ ორიც
ტიპს 16 კბილი აქ უკვე 1,2 წლისაა ჯერ

Posted by: სერაფიტი 7 Dec 2023, 16:14
takoo1

კაი რა, რას ამბობ. ყველა ერთიანად რანაირად ამოუვიდა, საწყალი ბავშვიsmile.gif)
ამას 9 თვეზე ჰქონდა 8 კბილი, ზედა-ქვედა ოთხები. იმის მერე არ ამოსვლია და ახლა უჭრის ზედა ეშვები.

ხო, იმუნიტეტი ქვეითდება და ადვილად ერევათ ვირუსი. ასევე მაგ დროს პირში რო იტენიან ყველაფერს, რისკია ინფექციის შეჭრის ღრძილიდანო. ამიტო აძლევთ სიცხეს, თორე უშუალოდ კბილის ამოსვლა არაა სოცხესთან კავშირში. კბილის ამოსვლის წინ უიმუნიტეტობა - კი.
აქამდელი რვა კბილი ყოჩაღად გადააგორა. ეს ეშვები უჭირს.

სურდოზე ანიმ რო ელექტროასპირატორი მირჩია, მაგარი რამეა. მაგით ვუსუფთავებდი, რადგან ვერ იწმენდდა. რამე გექნება, გამოსატუმბი. ხშირად უსუფთავე, მშრალად ჰქონდეს, იქნებ არ "ჩაგუბდეს" და ხველას გადარჩეთ.

Posted by: takoo1 7 Dec 2023, 16:45
სერაფიტი
ვაიმე არვიცი ყველა ერთად გაებერა ამ ორ თვეში..წარმოიდგინე მესამე თვე დაიწყო სულ დორბლები აქვს,ძლივს ვასწრებთ წინსაფრის გამოცვლას წამებში ასველებს,ძალიან ბევრი დორბლები აქ.
აუ მეც უნდა ვიყიდო ეგ რა.. მე აი ესეთი მაქ
user posted image

Posted by: სერაფიტი 7 Dec 2023, 17:39
takoo1

ხო,.ექნება დორბლი, ამდენი ერთად თუ ამოსდის.
ანიტად არ აქვს ჭარბად ნერწყვი, ალბათ რადგან მხოლოდ ორი ჭრის.

ეგ არ ვიცი, როგორ მუშაობს. მარა ელექტრო საკაიფოა.

Posted by: tako/barbi 7 Dec 2023, 22:32
სერაფიტი
აუ დადეთ რა რომელ ასპირატორს აქებთ?არ მქონია არასოდეს და იქნებ ვიყიდო,ჯერ აგუ ბეიბის ინგალაციის აპარტს დავადგი თვალი…თან ანას მოსწონს ძალიან და მინდაა..
* * *
takotatuli1989
ხო უფროსი უკვე 8 წლის,ხდება ერთ კვირაში და შედარებით ლაითად გადააქვს უკვე…ეხლა ახლიდან დავიწყებ ამ პატარასთან,ახეველონ მარა ეს სპაზმი მკლავს,სუნთქვა რომ უძნელდებათ თან ღამე,გულისრევამდე მიდიან sad.gif

Posted by: takoo1 8 Dec 2023, 09:08
გოგოებო სპაზმზე რას აძლევთ?
6ზე პულმიკორტით გავუკეთე ინგალაცია მერე კეტოტიფენი მივეცი და მაინც ყოველ 5 წთში ახველებს.რა მივცე სხვა

Posted by: anibani18 8 Dec 2023, 10:09
takoo1
ძილის წინ რომ მისცე ანტიჰისტამინური (ერიუსი ან ესლოტინი) და ნოშპა?

Posted by: narkozeli 8 Dec 2023, 10:37
takoo1

რომელს სჭირდება თაკო? მე მედიქლაბში გამაფრთხილეს პულმიკორტი არ იხმაროო, გულის ოვალურო ხველი თუ ღიაა არაფრით არ შეიძლებაო. ანუ პატარა ასაკში, სადღაც 2 წლამდე არ უნდა იხმარო.


* * *
როგორც anibani18-მ თქვა, ჯობს ანტიჰისტამინი მისცე, ერიუსი მაგალითად. გაეშვი ამ ინგალაციებს, მგონი უარესს შვება.

Posted by: shoAbb 8 Dec 2023, 11:03
გოგოებო, ჩემი ბიჭი 4 თვის ხდება 1 კვირაში და ისე იდორბლება ისე sad.gif რაიმე თუ ჩაიდო პირში და გამოაცალე ანგრევს ქვეყანას ... ასე მალე შეიძლება კბილების ამბავი იყოს?

Posted by: narkozeli 8 Dec 2023, 11:04
shoAbb

3-4 თვიდან იწყება ღრძილების ქავილი და დადორბვლა ❤️ ზუსტად დროულია biggrin.gif
კბილები შეიძლება 6 თვემდე არც ამოივიდეს, მაგასთან არაა ზუსტ კავშირში

Posted by: takoo1 8 Dec 2023, 11:31
narkozeli
გაბრიელს რათქმაუნდა.
რა ვქნა გამოუვალ სიტუაციაში ვუკეთებ ხოლმე
საავადმყოფოში წასვლას მირჩევნია.იქ მაინც უკეთებენ და აზრი?
პროსტა არ უშველა ღამე არცერთმა ძაან გამიკვირდა.ეხლაც ყოველ წუთას ახველებს.
რაც ჭამა ამოიღო ხველებისგან.
anibani18
პატარაზე შეილება ნოშპა? მანამდე რა ვქნა დღის განმავლობაში,გულის რევამდე ახველებს
ატროვენტით გავუკეთე ეხლა და ვნახოთ აბა

Posted by: narkozeli 8 Dec 2023, 11:54
takoo1
QUOTE
იქ მაინც უკეთებენ და აზრი?


რომელში უკეთებენ? არ ვაკეთებთო მედიქლაბმა რა ვიცი.

QUOTE
პროსტა არ უშველა ღამე არცერთმა ძაან გამიკვირდა.ეხლაც ყოველ წუთას ახველებს.
რაც ჭამა ამოიღო ხველებისგან.


ხო მეც მგონია ტყუილად უკეთებ რა.
ერიუსი მიეცი, სიროფი. თუ არა და დაელოდე ამოიღოს ეგ ნახველი, იქნებ მასე ჯობდეს.



Posted by: სერაფიტი 8 Dec 2023, 12:17
გოგოებო, მესამე დღეა არ ჭამს, ძალიან ძალიან მინიმალურს, რამდენიმე კოვზს რაღაცას,.ძირითადად მაწონს ხილით. დილით და საღამოს.150-200 გრამ ფორმულას.

გუშინაც,გუშინწინაც ფისები, კუკებო ნორმ ჰქონდა, მივარდნილი არაა, აქტიურია. ელექტროლიტი დალია გუშინ შპრიცით ცოტა.

ხოდა როდემდე გასტანს ასე ან რა შეიძლება მოვიმოქმედო ან რის მერეა უფრო საშიში?

Posted by: anibani18 8 Dec 2023, 12:35
takoo1
დაფხვნილი ნოშპა. ჰკითხე ექიმს მაინც.
მე ეს მირჩევნია ინჰალაციებს.
პულმიკორტს სწორად ინახავ? ყუთშივე უნდა ჩადო თავისივე პარკში, ბნელ ადგილას. და ვადა აქვს თავისი. შეკვრაზე ნახე.

სერაფიტი
აქვს ბავშვებს ასეთი პერიოდები. გადაუვლის და დაიწყებს ისევ <3 არ ინერვიულო შენ, თორე ეს ნერვიულობა მასზეც გადადის :* ხომ იცი, ჯანმრთელი (გონებრივად, ფიზიკურად) ბავშვი შიმშილით არ დაიავადებს თავს.
shoAbb
დორბლები ნორმალურია ბავშვებში. შეიძლება არც იყოს კბილების ამბავი, ისედაც ყველაფერს პირში იტენიან დაახლოებით წლამდე. ეს ნორმალურია ბავშვისთვის.
* * *
გუშინ საოცარი წიგნი ვიპოვე. ამ ქალს დიდი ხანია ვკითხულობ ინსტაგრამზე, მაგრამ წიგნი არ მიყიდია რატომღაც. გუშინ ჩამოვტვირთე ტელეფონში და ღამე ბავშვმა რომ არ დამაძინა, ამას ვკითხულობდი. ისე ამიჩუყა გული
user posted image
ნახეთ, რა სიტყვებით მიმართავს თავის შვილებს <3 მთელი წიგნი ასეა დაწერილი, გონებას რომ გადაგიტვირთავს.
მე ასე არ გამომდის. ასე უპირობოთ ვერ ვთმობ ყველაფერს. საჭმელიც მინდა ხოლმე, წყალიც, დაბანაც, მოსვენაბც და ძილიც. თუმცა არც ერთი არ მაქვს მაინც smile.gif))

Posted by: takoo1 8 Dec 2023, 13:26
narkozeli
ნახველი ვაფშე არააქ,სპაზმი აქ ღამის მერე არ გაჩერებულა ახველებს ყოველ წამს.
სუნთქვა უხშირდება ამას და ერიუსი რას უშველის ეგ სპაზმისაა.
ან დექსა უნდა ან პულმიკორტი ესეთ დროს და დექსას ისევ პულმიკორტი მირჩევნია.ეხლაც სუნთქვა აქ გახშირებული როგორც წინაზე.
სერაფიტი
ეგრე იციან რამოდენიმე დღე ან შეიძლება კვირაც მადა არ ქონდეს,ნორმალურია არ ინერვიულო.რაღაცას ხო ჭამს აულ მშიერი ხო არაა.ხილი შესთავაზე აბა.წყალი დალიოს მთავარია სითზე ჭირდება ეხლა საკვებზე მეტად.
anibani18
სად ვინახავ ანი რასაც ვყიდულობ ვხმარობ smile.gif
დილით ვიყიდე გაუხსნელი 5 ცალი დევს შიგნით. ნეტა ვინახავდე

Posted by: narkozeli 8 Dec 2023, 13:34
QUOTE (anibani18 @ 8 Dec 2023, 12:35 )

გუშინ საოცარი წიგნი ვიპოვე. ამ ქალს დიდი ხანია ვკითხულობ ინსტაგრამზე, მაგრამ წიგნი არ მიყიდია რატომღაც. გუშინ ჩამოვტვირთე ტელეფონში და ღამე ბავშვმა რომ არ დამაძინა, ამას ვკითხულობდი. ისე ამიჩუყა გული
user posted image
ნახეთ, რა სიტყვებით მიმართავს თავის შვილებს <3 მთელი წიგნი ასეა დაწერილი, გონებას რომ გადაგიტვირთავს.
მე ასე არ გამომდის. ასე უპირობოთ ვერ ვთმობ ყველაფერს. საჭმელიც მინდა ხოლმე, წყალიც, დაბანაც, მოსვენაბც და ძილიც. თუმცა არც ერთი არ მაქვს მაინც smile.gif))

ვაახ რა საოცარი სიტყვებია love.gif გადმოვიწერე და შევინახე სქრინი. რა წიგნია?

user posted image
* * *
takoo1
QUOTE
ან დექსა უნდა ან პულმიკორტი ესეთ დროს და დექსას ისევ პულმიკორტი მირჩევნია.


ხო მარა როდემდე გეყოლება ესე დექსა/პულმიკორტებზე. პედიატრმა დაუნიშნა ესენი?
არ გინდა ირაკლი რცხილაძესთან რომ მიიყვანო? ამეებს მოუხსნის თავს დავდებ

Posted by: takoo1 8 Dec 2023, 13:43
narkozeli
ვაიმე მინდა მარა სანამ მაგასთან მივაღწევ ათასჯერ გახდება ცუდად. საბურთალოზე მაინც იყოს რაა.მთაწმინდაზე არ გინდა ბოდიალი.
თან რამდენი ხნით ადრე უნდა ჩავეწერო?
პედიატრმა დაუნიშნა კიი,ეგ კიარა ანტიბიოტიკამდე მივდივართ ხოლმე 90%
არაფერი არ შველის ურთულდება და რ აგინდა რო ქნა? ხო არ დაჯდები და დაელოდები ფილტვზე როდის გადაუვა, პატარაა და ესე ვერ დაელოდები ეგაა,მაგიტო 3ჯერ მოვხვდით წელს საავამდყოფოში

Posted by: adeline 8 Dec 2023, 14:07
takoo1
აუცილებლად მიიყვანე ირაკლისთან თაკო. ძალიან ცოდოა ეგრე. დარეკე მრჩეველის პედიატრიულ სამსახურში და გეტყვიან, როდის იქნება ჩაწერები.

Posted by: takoo1 8 Dec 2023, 14:29
adeline
დავრეკე უკვე ადელ და ორშაბათს დაგვირეკეო.
ორშაბათს დავრეკავ და ჩავეწერები როცა იქნება ადგილი მივიყვან რა ვქნა,იქნებ ახალ წლამდე მოვახერხო მერე ძაან გამეწელება ვიცი
* * *
narkozeli
ყველა ამ პულმიკორტს ნიშნავს ვეღარ გავიგე.
ბანძი პედიატრებით დაწყებული სულავა,ბეგოიძით დამთავრებული.
ნეტა ვიცოდე ეგეთ დროს შემცვლელი რა არის და ვაფშე არ გავუკეთებდი მაგით.
მარა რავიცი როცა გახშირებული სუნთქვაა და სპაზმი არამგონია რამემ უშველოს

Posted by: სერაფიტი 8 Dec 2023, 14:52
takoo1

ასე რატომ ურთულდება სასუნთქ გზებზე? ანუ მიზეზი რა არის? თუ ვერ გავიგებთ? ცოდოაsad.gif


სულ მშიერი არაა (ალბათ). ცოტა იოგურტს ჭამს, 4-5 კოვზ ფაფას, ხილს ცოტას. და ფორმულას დილა-საღამოს. ბოსტნეულზე ,ხორცზე უარზეა, ლუკმაც არ გასინჯა, არადა უყვარს.
ვიცი რომ არაა საგანგაშო. მაგიტი ვიკითზხე. ხო არ მისუსტდება და გადასხმები ხო არ დასჭირდება.
იოგურტს მაწვნით ავოკადოთი და ბანანით ვუკეთებ, რო მაწიერი იყოს ის ცოტა, რასაც ჭამს.

მადლობა <3

Posted by: adeline 8 Dec 2023, 15:14
takoo1
ორშაბათს რომ დარეკავ, ამ თვეში ჩაეწერები კი. არ ინერვიულო :*

Posted by: anibani18 8 Dec 2023, 15:48
narkozeli
საოცარი გოგოა. L. R. Knost
რამდენიმე წიგნი აქვს, წავიკითხავ და გეტყვი რომელი სჯობს. ეს - ორი ათასი კოცნაა.
ყველა ასაკზეა გათვილი, სიღრმისეულად არ არის გაწერილი ყველაფერი, მაგრამ კარგი შეხსენებაა, როცა ზედმეტად გადაღლილი ხარ
* * *
takoo1
კი, უმეტესად ყველა ნიშნავს, მაგრამ ნახე რას გეტყვის რცხილაძე. სოფოს მგონი უყვარს წამლები. პულმიკორტი პატარებთან იშვიათად ინიშნება და დიდი სიფრთხილით. ისიც ძილია წინ, რომ სპაზმი მოეხსნას ბავშვს და დაიძინოს. იქნებ მშრალი ჰაერი გაქვს სახლში და ეს ართულებს ყველაფერს?
ნახე როდის ჩაეწერები. მიქელაძეს შეგიძლია სცადო თუ დროზე ვერ მოხვდი რცხილაძესთან
* * *
სერაფიტი
ავოკადო მომინდა რომ ახსენე smile.gif
ჩემს გოგონებს იცი რა უყვართ, პურზე ვუსვამ მიწისთხილის კარაქს და ზემოდან ვადებთ ხოლმე თხლად დაჭრილ მწიფე-მწიფე ბანანს. ისე გემრიელად ვჭამთ სამივე ხოლმე smile.gif) იქნებ მოეწონოს და პროტეინებსაც მიიღებდა.
მალე გამოკეთდით :*

Posted by: სერაფიტი 8 Dec 2023, 16:23
anibani18

ავოკადოს მაგრად ჭამს ეს, კი, კვირაში 7 დღოდან 6 დღე მაინცsmile.gif) ამისი საყვარელი მიქსია ბანანთან და მაწონთან ერათად. მწიკვ ჩიას ვაყრი ხან.

მიწისთხილის კარაქი ჯერ არ გაუსინჯავს, ვერ მივედი მაქამდეsmile.gif)) ახლა რომ გამოკეთდება, მოვუმზადებ სახლშო ან ვიყიდი უმარილო-უშაქროს. თაფლი მგონი წლიდან უკვე შეიძლება. ეგეც არ მიმიცია. თხილეულიდან ნიგოზს ჭამს ხოლმე ,ვუბლენდერებ ლობიოსთან ერთად ან რამე.

გაზები აქვს მომეტებულად, ცოტა თხლად გასულა კუჭში, გადაუმუშავებელი მასაც იყოო. კაროჩე რა, მაგრად მოშალა ბავშვი , რა ჯანდაბის ვირუსია. მგონი კორონაა საერთოდაც. მე გემო-სუნი წამერთვა სიცხიდან მე-5 დღეს.

Posted by: Liza12 8 Dec 2023, 16:23
takoo1
თაკო მრჩეველში ლელა ზანგურაშვილს გირჩეევ არ მგონია ირაკლიზე ნაკლები რომმიყოს დღეს შეგილია ჩაწერო და იმკვირაში მიგიღებს. უზომოდ მადლიერი ვარ მისით ამბობენ რომ ტელეფონზე არკონტაქტობსო 2ჯერ დამჭირდა დავურეკე და ორივეჯერ ძალიან დამეხმარა ისე რომ მიყვანაც არმთხოვა. ირაკლისთან რიგების გამო საშინელებაა თორე მეც მინდოდა. თან ტელეფონზეც რომ შემიძლია გამოუვალ სიტუაციაში ეს ჩემთვის დიდი პლუსია. ევექსში მყავს აღრიცხვაზე და მანდ მხოლოდ აწონვა გაზომვა და აცრას თუ ვანდობ.მეტი არფერი ძალიან უვიცი ექიმები ჰყავს
* * *
takoo1
კოკლუსედალის და ლარიფანის სანთელი არგიცდია? ვირუსის სსიმპტომებისთანავე უნდა გაუკეთო ლარიფანი 1ცალი 2დღე.

Posted by: NatiaGull 8 Dec 2023, 17:05
takoo1
თაკო, პულმიკორტს მრჩეველის პედიატრებიც ხშირად ნიშნავენ
ნებისმიერთან ჩაწერე და მიუყვანე, ყველა ირაკლის გამოზრდილია მანდ.

Posted by: LooLaa 8 Dec 2023, 21:19
გოგოებო ეს ხო არ გქონიათ?
პრაქტიკული ჩანს თითქოს https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid025CG2e1Bn1UYqirCzztuUGdsr1sifRxHRFURybNJj4YT2YWeduCJPXL89tpAoR4Dal&id=100063836154371&mibextid=Nif5oz

user posted image

Posted by: shoAbb 8 Dec 2023, 22:18
LooLaa
ტრენდიოლზე ძაან ბევრი მხვდება მსგავსი ❤️

Posted by: happy-go-lucky 8 Dec 2023, 23:05
narkozeli
3 თვის ბავშვი ჰყავდა მედიქლაბში რამდენიმე თვის წინ ჩემს ახლობელს. პულმიკორტით უკეთებდნენ ინჰალაციას , ადგილზეც და სახლშიც ეგ დანიშბულება მისცეს, ნუ სხვა წამლებთამ ერთად. ეს ექიმებიც მაგრად უბერავენ რა, დიდი ბოდიშის მოხდით.

პულმიკორტი ძალიან კარგია, ეგრევე ხსნის სპაზმს წესით. როცა არაა ეფექტური, სხვა რაღაცაშია საქმე.

takoo1
თაკო, ასთმაზე გამოკვლეული გყავს?
ისე რასაც ჰყვები ძალიან ჰგავს ბრონქიოლიტს. ეგ ქრონიკულში გადადის და ხშირად იცის გამეორება. მარტივი ამბავიც არაა. არასწორი მკურნალობა კი , ნუ ძალიან ართულებს. მარღლა არაფრით არ შეიძლება პულმიკორტის ასე, კვალიფიციური ექიმის მოსმენის გარეშე გამოყენება. მერე ქსოვილს აზიანებს, არამიზნიბრივი გამოყენებაო. ცუდად არ გამიგო, შენი საქმის შენ უკეთ იცი , რა თქმა უნდა, მაგრამ ჯობია წაიყვანო ხოლმე ექინთან ყოველთვის, თუნდაც ჰისპიტალიზაცია შემოგთავაზონ. კეტოტიფები გეწერა მგონი წინა პოსტებში, აი მაგას მართლა არავინ არ ნიშნავს , არ ვიცი ვინ დაგინიშნა. ბოდიში რო ესე პირდაპირ ვწერ. ჩემზე კარგად არ ვიცი ვინმე თუ გაგიგებს საავადმყოფოში მოხვედრა რო არ გინდა და მაინც ხვდები..
ჩემი აზრით, არ უნდა რცხილაძე და პროფესორები. უბრალოდ სხვა ექიმის აზრი მოისმინე, უამრავი კარგი სპრციალისტია რა ვიცი. მარა თაბ ბეცებითაა სავსე.

ისე, გუშინ ორშაბათისთვის ჩავწერე ირაკლისთან ახლობელი. მეც როცა ჩავეწერე , 1 კვორაში იყო ადგილი. თუმცა წინა, ზაფხულის თვეებში საერთოდ არ იყო ადგილი. უნდა სცადო რა. მაგათი სხვა პედიატრები გულზე არ მეხატება დიდად, თუმცა რთული ქეისები ყველაფერი ირაკლისთან თანხმდება 100% ვიცი.



Posted by: Anabeli111 8 Dec 2023, 23:42
სერაფიტი
როგორ არის პატარა?

Posted by: adeline 9 Dec 2023, 00:09
გოგოებო, ესეთი ხალიჩა რამდენად მოსწონთ პატარებს?
user posted image

Posted by: takoo1 9 Dec 2023, 01:30
მადლობა გოგოებო:* მივიყვან აუცილებლად დავრეკავ ორშაბათს და იქნებ იქეთა კვირაში მაინც მივიყვანო.ეხლა ისედაც ვერ წავიყვან დღეს საავამყოფოში წავიყვანეთ და დატოვეს(დედაჩემი დარჩა) ბრონხიოლიტი ისევ,სიცხეც მისცა საღამოს და ისევ აჩქარებული სუნთქავდა,სატურაცია დაბალი-94 ანტიბიოტიკი დაუწყეს,რენტგენზე ანთებითი კერასავით ჩანს და ანალიზებიც ისეთი მოვიდა მოკლედ არ გამომატანეს.5 დღე მინიმუმ იქ იქნება.. ვცდილობ არ ვინერვიულო რო ეს რძე შევინარჩუნო საბაც მეცოდება.
რიია ვქნა აბა smile.gif

Posted by: საბისაბი85 9 Dec 2023, 01:37
takoo1
მალე გამოჯანმრთელება თაკო პატარას ❤️❤️❤️

Posted by: happy-go-lucky 9 Dec 2023, 02:20
takoo1
როცა სუნთქვას ეხება საქმე, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მიხრდაცენ კარგად თაკო. არ ინერვიულო ❤️

adeline
ძააან ცოტა ხანი, მალევე იწყევენ გორაობას უფრო დიდ ტერიტორიაზე და აღარ აინტერესებთ ეგ.

Posted by: lesila90 9 Dec 2023, 10:35
takoo1
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ❤️❤️არ ინერვიულო კლინიკაში უფრო მიხედავენ❤️
* * *
adeline
მე ვიყიდე ესეთი და მარტო სიმღერას უსმენდნე ბ))) დავაწვენდი თუ არა მანდ 5-10 წთში ეძინა user posted image.

Posted by: სერაფიტი 9 Dec 2023, 10:55
Anabeli111

უკეთაა, ანი, მადლობა.
უმადობა აქვს ძალიან, მეტი აღარაფერი. ვვარაუდობ, კორონა იყო. გემო-სუნი მაქ დაკარგული.
1 კვირაა ისევ გაბრუებული ვარ. ანიტა ნამდვილად უკეთაა. ნელნელა ჭამასაც დაიწყებს იმედია.


takoo1

ვაჰ, მაინც ვერ აცდით ჰოსპიტალს. მაგრამ მართლაც უკეთესად მიხედავენ და დედახ რომ გეხმარება, რა კარგია. შენ საბა ჩაიბარე. მალე დაგვიწერე კარგი ამბები. როგორ დაიტანჯა გაბრიელიsad.gif

Posted by: ninucanodo 9 Dec 2023, 11:28
takoo1
takoo1
მალე გამოჯანმთრლება შენს ბიჭუნას ♡♡♡♡

Posted by: narkozeli 9 Dec 2023, 12:10
takoo1

მასე ჯობია თაკო, უფრო მშვიდად იქნები კლინიკაში. იაშვილში დააწვინეთ?
მრჩეველს იმიტომ გირჩევ რომ ეგენი ყველაზე იშვიათად ნიშნავენ წამლებს და იქნება უფრო მარტივად გამოგაძვრინონ ხოლმე :*
Less is more პრინციპით მუშაობენ)
ექიმი რომ გეტყვის სხვაა მაინც, ესე შენით და ხალხის რჩევით ვერ იზამ მაინც რა
adeline

ლესილამ რაც დადო ის მქონდა მეც და ვიდეოს ჩაგიგდებ ფბ-ზე რა კარგად ერთობოდა. 2-3 თვე გაუქაჩა და მერე მობეზრდა მარა ის პერიდი ძაან მოწონდა, ფეხების კარგი ვარჯიში გამოსდიოდა, ჩაგიგდებ ვიდეოს და ნახე გიღირს თუ არა ყიდვა :* მე იაფი მივეცი რაღაც ფეიჯიდან გამოვწერე და 65 ლარი დაჯდა ამიტომ
არც დამნანებია :*

Posted by: Anabeli111 9 Dec 2023, 15:43
lesila90
მეც ასეთი მქონდა და 4-5 თვემდეც კი არაჩვეულებრივად ერთობოდა. adeline გვერდით ხრახნები აქვს და უკვე მყარად რომ ჯდებოსა. პიანინოსავით გადავუკეთე ♡ გვერდით და წინ წიგნებსაც ვუდებდი. ისეთი ნივთია არასდროს მინანია შეძენა. ბოლომდე გამოიყენა, რასაც ჰქვია :დ ზემოთ სათამაშოებსაც ვუცვლიდი და მოკლედ, ნამდვილად ღორს შეძენა. ბურატინოს სათამაშოებს აქვს იაფად. ხარისხიც კარგია.

სერაფიტი
კი, ნელ-ნელა მოღონიერდება ♡ მე ჩუტყვავილაზე ვღელავ sad.gif ბუმია ირგვლივ.. იმედია, გადავრჩებით.

* * *
takoo1
თაკო, ყოჩაღი გოგო ხარ და უცებ მოაკეთებთ ვარსკვლავბიჭუნას ♡ ♡

Posted by: adeline 9 Dec 2023, 16:35
lesila90
narkozeli
საიდან გამოწერეთ ხო არ გახსოვთ გოგოებო?
takoo1
მალე გამოჯანმრთელება შენს ბიჭუნას თაკო :* ორშაბათს 10-დან დაიწყე რეკვა ირაკლისთან. მერე შეივსება ეგრევე.
* * *
Anabeli111
აბა ვნახავ ბურატინოს სათამაშოებს ფეისზე. გვერდით და წინ როგორ წიგნებს უდებდი?

Posted by: Anabeli111 9 Dec 2023, 19:16
adeline
user posted image
user posted image
"აი, რას ხედავს ჩვილი", "პირველი წიგნი", "დიდი თუ პატარა", სულაკაურის გამომცემლობის წიგნებს ^_^ ♡ თამაში რო ბეზრდებოდა, მაგათ უყურებდა. მუცელზე წოლაშიც დაეხმარება მერე ეს წიგნები.

Posted by: tako/barbi 9 Dec 2023, 19:25
adeline
მე მაქვს და ძალიან კარგად ერთობა აგერ 4 თვის ხდება რომ
დააწვენ თამაშობს კაი ხანს და მერე იძინებს smile.gif მაგ ფირმის მაქვს მეორე სადგამია ისიც ძალიან მოსწონს.
* * *
user posted image❤️❤️❤️❤️❤️
* * *
user posted image❤️❤️❤️❤️❤️❤️

Posted by: სერაფიტი 9 Dec 2023, 19:34
გოგოებო, საჯარო ბაღებში რა ასაკიდან იღებენ? ბაგა-ბაღი რას ნიშნავს ანუ.
2 წლიდან მინდა მიყვანა (მგონი). უფრო სწორედ სექტემბერში 1.10 წლის იქნება და შეიძლება მომიწიოს მიყვანა. ვარიანტად საჯაროს განვიხილავ. მაგ ასაკისას იღებენ?

Posted by: narkozeli 9 Dec 2023, 20:13
სერაფიტი
2 წლიდან იღებენ საჯარო ბაღის ბაგაში ( ზოგ ბაღს არა აქვს ბაგა და უნდა გაარკვიო უბანში რომელს აქვს ბაგას ჯგუფი) 2 წელი უნდა ქონდეს შესრულებული რომ მიიღონ. 2ის რომ გახდება მაშინ მიიტანე საბუთები და მიიღებენ❤️ სექტემბერში რეზერვში ჩასვამენ უბრალოდ, ვერ მიიღებენ.

Posted by: anibani18 9 Dec 2023, 20:45
adeline
მე ლუპილუსი მქონდა უკარგესი, ღუნღულა და უსაყვარლესი. მაგ ხალიჩამ ასწავლა ექვსი თვის ასაკში ხოხვა smile.gif

მე კიდევ მაინტერესებს რა გავაკეთო, თუ ბავშვი გამუდმებით გაიძახის, საჭმელში ან სასმელში მტვერი არისო და ლამის აღარაფერს ჭამს. მტვერი არ არის ოღონდ ამ დროს საჭმელში.
და კიდევ ბაღის შეცვლა მინდა და როგორ ვაიძულო სხვა ბაღის დასათვალიერებლად წამომყვეს?
* * *
takoo1
მალე გამოკეთდით, თაკო <3

Posted by: სერაფიტი 9 Dec 2023, 20:53
narkozeli

აჰა, გასაგებია. მადლობა, ვიფიქრებ, ვიკითხავ...

anibani18

საჭმლის პროტესტი აქვს და მიზეზებს იგონებს, ხო? სულ არაფერს ჭამს?
არ ვიცი, ალბათ დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციო, რამდენიმე სახეობა დაუდო თეფშზე და რასაც შეჭამს, შეჭამს. მთელი დღე მშიერი ხო ვერ იქნება? თუ იქნება?

Posted by: anibani18 9 Dec 2023, 21:11
სერაფიტი
არა, სენსორულია რაღაცა. მაგალითად, ფაფაში, რომელიც ბუნებრივია გადაკრიალებული თეთრი ვერ იქნება, თუ ნახა რამე წერტილი, აღარ აკარებს პირს, ან რძეში ბუშტუკა, მაკარონში რამე წერტილი ცოტა მუქი, იოგურტში, ვაშლზე, ა.შ. აი, რუხ პურზე ჯერ არ უპოვია მტვერი და ალბათ მუქი ფერის საკვები უნდა მივცე ე.წ. მტვერმა რომ არ შეაწუხოს

Posted by: adeline 9 Dec 2023, 21:46
Anabeli111
ვიყიდი მაგ წიგნებს :* დიდი მადლობა ანაბელ. რა სიცოცხლეა შენი ბაია :*
,,დიდი თუ პატარა” ვერ ვიპოვე გუგლში. ,,აი რას ხედავს ჩვილი” და ,,პირველი წიგნი” ხომ ერთი წიგნია? ფოტო რაც ვნახე ნეტში, ორივე სათაური აწერია.
anibani18
ლუპილუ გამოიწერე ალბათ ანი. აქ არაა მგონი.
tako/barbi
ესენიც რა საყვარლებია. სად შეიძინე?

Posted by: tako/barbi 9 Dec 2023, 22:22
adeline
ეს პირველ შვილს,მამამ ჩამოუტანა გერმანიიდან და მეორე გვაჩუქეს ახლა,ყუთი მაქვს თუ გინდა ჩაგიგდებ,ანათებს და მუსიკები აქვს…ძალიან კარგად შერდება…სადაა ნაყიდი არ ვიცი სამწუხაროდ.


ხალიჩის ყიდვას ვაპირებ ბევრი საიტი ვნახე,ბოკვერი და მსგავი საიტები სადაც აქვთ რომ იხოხოს ზედ,ხომ აე გქონიათ როგორ გამოიყენეთ?
* * *
user posted imageაი ასეთი ხომ არ გქონიათ რომელიმეს?როგორ გამოიყენეთ?

Posted by: Anabeli111 9 Dec 2023, 22:24
adeline
მადლობა, უკვე დიდი გოგოა ♡
user posted image

აი, ეს წიგნები მოსწონდა თაიას თავიდან ♡ ერთი ციდა ბეკეკო და პაწაწინა ფისო განსაკუთრებით უყვარდა. ახლა კიდევ 2 წიგნი შემატეს მაგ სერიას.
user posted image

Posted by: სერაფიტი 9 Dec 2023, 22:34
anibani18

ვაა,რა უცნაურიები არიან ბავშვები.
ეს უფროსია ასე? ბაღში რას შვრება მაგ კუთხით, ჭამს?

თუ უმცროსი?
შენ კიდე ეგ გინდოდა ახლა, საჭმლის ფერებზე ფიქრიsmile.gif))


adeline
რაც ანაბელმა დაგიდო, ძაან კარგებია. ანიტასაც ზუსტად ეგენი ჰქონდა, სულაკაურის, კაი ხამს მისი საყვარელი წიგნები იყო. ახლა მისი ფავოროტია ისევ სულაკაურის ნახატებიანი წიგნი, დიდი ფორმატისაა, მხოლოდ ნახატებია, სიტყვების სასწავლი. პირველო სიტყვები თუ რაღაც ქვია. რა აღაე მოვუტანე და ეგ მოსწინს მაინც, მოუბეზრებლად ათვალიერებს. ყველა გვერდზე სხვადასხვა სიტუაციაა - სახლო, ქიჩა, მაღაზია, ეზო... და შესაბამისი ნივთები ხატია.

ბიბლისში ვნახე ისეთი წიგნები, თან რაღაცა საჩხაკუნო ერთვის. ეგეხ მოეწონება წესით. ამისთვის უკვე გვიანია ეგეთი, ამასინათ შემომხვდა.

Posted by: NatiaGull 9 Dec 2023, 22:35
tako/barbi
ეგეთი მაქვს ტრენდიოლიდან გამოწერილი, ძალიან კარგია
* * *
anibani18
ანი, ბაღის შეცვლა რატომ ?
მეც ახლახანს შევუცვალე და ცოტა გავწვალდი, არ ჭამს საჭმელს ახალში

Posted by: anibani18 9 Dec 2023, 22:46
NatiaGull
რატო გადაიყვანე? სად გადახვედით?
რაღაცეები არ მომწონს და სხვაგან მინდა გადავიყვანო. თუ დაგანიტერესებს, დაგიწერ უფრო დეტალურად.
სერაფიტი
უფროსი, რა თქმა უნდა smile.gif ეს “მტვერი” ბაღიდან მოიტანა, ჯერ არ ვაქცევდი დიდად ყურადღებას და ახლა ძალიან გართულდა უკვე. გადაუვლის იმედია თავისით.
სერაფიტი
Anabeli111
გოგონებო, ძალიან საყვარელი წიგნია ზებრას გამოცემის “მე მიყვარს ჩემი დედიკო”.
ჩემები დიდი მკითხველები არიან და ბიბლიოთეკაც შესაბამისი გვაქვს smile.gif

Posted by: Anabeli111 9 Dec 2023, 22:56
tako/barbi
ზუსტად მასეთი ხალიჩები ლილოში 35 ლარი ღირს... საიტზე გაცილებით ძვირი ფასები უდევთ. მე მასეთი არ მქონია. თერმო-ხალიჩა მქონდა, ცოტა უფრო თხელია და ჭყეტელა (ეს სასურველი არაა, მაგრამ ნუ რადგან ვიყიდე, მქონდა..) და მანეჟზე, ჭოჭინაზე და ყველაფერზე კარგად მაგას ვიყენებთ დღემდე ♡

anibani18
აუ, ვარდისფერი რომ არის, ხომ? ^_^ მამიმოზეც გვაქვს ეგეთი და ათვალიერებს ხოლმე სიხარულით ♡

სერაფიტი
ჩვენ ფერმა გვაქვს და მაგითი ისწავლა ფისო, ქათამი, ძროხა, ძაღლი, ბუ და ა.შ.. უბრალოდ ეს ვერ გამიგია, თუ ხასიათზეა, მაჩვენებს თითი და თუ არა, რომ გავსკდე, თითს არ დაადებს, უბრალოდ იტყვის და გადაფურვლავს.
კიდევ თაიას მოსწონს გამომცემლობა "ზებრას" მხიარული გვერდები.. ეგ არის ერთადერთი წიგნი, რომელიც ზედმეტი სიყვარულისგან შემოებრდღვნა biggrin.gif
ახლა ამით არის გატაცებული და თექის წიგნით

user posted image

Posted by: tako/barbi 9 Dec 2023, 23:02
Anabeli111
აუ 35ტი?არადა გამოწერას ვაპირებდი,მადლობა დიდი❤️გაიაროს ახალწლებმა ძალიან საგიჟეთია ხოლმე და წავლ წამოვიღებ smile.gif

Posted by: Anabeli111 9 Dec 2023, 23:35
tako/barbi
კი, 35. მეც რომ მცოდნოდა თავის დროზე, მაგას ვიყიდდი. კვირის დღეებში ნაკლები ხალხია. ზემოთ უნდა ახვიდე, სათამაშოებში, იქ აქვთ ^_^

Posted by: tako/barbi 9 Dec 2023, 23:37
Anabeli111
მადლობ დიდი❤️❤️❤️❤️

Posted by: LooLaa 10 Dec 2023, 00:29
shoAbb

მადლობა. ტრენდიოლს ანდროიდის პლიკაცია მხოლოდ თურქულად მიხსნის და ნერვები არ მყოფნის. sad.gif

Anabeli111
სერაფიტი
anibani18
tako/barbi

ძალიან სასარგებლო დედები ხართ smile.gif) 2kiss.gif

სულ ყურადღებით ვკითხულობ თქვენს პოსტებს.
ხალიჩა მინდოდა ახლა მეც, წიგნებზე არც მიფიქრია ჯერ, ახლა გახდა 2 თვის, არც მეგონა თუ უკვე საჭირო იყო. მადლობა რომ გვიზიარებთ გამოცდილებას, მომავლებს და ახალბედებს ❤️❤️

Posted by: takoo1 10 Dec 2023, 01:11
მადლობა გოგოებოოო❤️❤️❤️ უკეთაა დღეს
არც სიცხე აქვს და ანალიზებიც ნორმ.
მეც უკეთ ვარ მარა მენატრება საშინლად love.gif

Posted by: Liza12 10 Dec 2023, 02:28
takoo1
რა მაგარი ბიჭია. ყოჩაღ უცებ გამოკეთდა .
ერთი კითხვა მაქვს გამოცდილებთან სურდო აქვს ჩემს გოგოს სიცხე არაქვს. ღამე 12 საათზე დაახლობეით ბოლო ღამეებია იღვიძებს და ისე იწყებს ტირილს აშკარად რაღაც სტკივაა .ენას ყოფს გარეთ რომ ტირის გამწარებული. ასეთი ტირილი არიცის რამე თუარ ეტკინა ძალიან. ყურადღება გადააქვს ვეთამაშებით და მომენტებში ისევ უტევს და ეტირება. შეიძლება ყური სტკიოდეს ? ყურმა სიცხე იცის მე როგორც ვიცი. ორშაბათს კი წავიყვან ექიმთან. გამოძახება მგონი არ ღირს

Posted by: სერაფიტი 10 Dec 2023, 10:54
LooLaa

მადლობა. მიხარია, თუ რამეში გამოგადგება რჩევები.

takoo1
აუ, რა კარგია. მალე დაუმარცხებია. ყოჩაღი!


anibani18
გადაუვლის, რა თქმა უნდა.
ახლა სად დაგყავს?

მკითხველები როგორ გახდნენ/გახადე? ვუკითხავ ხოლმე მეც ყოველთვის, ძილის წინაც ვუყვები ან ვუკითხავ და დღის განმავლობაშიც წიგნებით ხშირად ვათამაშებ. უმერესად ყურადღება ეფანტება შუა ამბავში და ჭუჭყუნს იწყებს. გადააქვს სხვა რამეზე ყურადღება. დათვალიერება უფრო მოსწონს. მერე ასეობს.თითს აყოლებს და "აააა" ამბობს, ვითომ კითხულობს.
მე ვდიქრობ, ჯერ პატარაა და შინაარსი რომ არ ესმის, მაგიტომ.
თხამ შეჭამა ვენახი არია ამისი მაქსიმუმი - თავიდან ბოლომდე მისმენს და ალბათ ესმის უმეტესად, რადგან "შეჭამა" იცისsmile.gif))


Anabeli111
ესეც ეგრეა - ხან ადებს ხელს, ხან არა. ხასიათს გააჩნია. ვიცი, რომ იცის და ხვდება. ათიდან 5 შემთხვევაში რომ სწორად გაჩვენებს და ხუთში უბრალოდ არ ადებს, სიჯიუტეა რა. დაჟე ორ ერთნაირ ბურთს თუ ხედავს ნახატზე, ჯერ ერთს ადებს, მერე მეორეს და იცინის ეშმაკურად.
ძროხას,.კატას "მმმმ" აჯავრებს.

კიდე ამას მოსწონს პატარა ცხოველები რომაა, სათამაშოები, იქს ეს თოიშიცაა, პეპელაშიც, ყველგან. კარგი ხარისხი ოღონდ, პირში რო იდებდეს. დაჯდება მაგიდასთან და ათამაშებს ხოლმე ამ პატარა რეზინის ცხოველებს. მინდა შევუგროვო კიდე, ცოტა აქვს ჯერ.

მამამისს ძალიან უნდა, ლეგო უყვარდეს და "ლეგო დუპლო" უყიდა, 18 თვიდანაა თუ 24. კაი რამეა. შლის ძირითადად. მაგრამ უკვე დაიწყო ორი ნაწილის შეერთება. ხან ამთხვევს, ხან ვერა (დიდებია ეს დუპლოები). მოწონს მანქანებიც. ვერ ეეთობა თოჯინებით და არც მიყიდია (ძველები გვქონდა, ძმიშვილის. არც ეკარება. "გოგოს" ეძახის და უღიმის, ვსო.smile.gif)

ყველაფერს მაინც ცანცარი, ოთახიდან ოთახში წანწალი, სხვების გამოჯავრება ურჩევნიაsmile.gif))


ანი, თაიას ლექსიკა რას შვრება? რამეებს ამბობს?

Posted by: Anabeli111 10 Dec 2023, 14:08
LooLaa
მადლობა, მიხარია, თუ რამე სასარგებლოს ვწერ ^_^ ♡

takoo1
თაკო, გილოცავ ♡♡ ყოჩაღები ხართ ^_^ მალე ჩაიკრავ გულში ♡

სერაფიტი
თოჯინები არც ამას მოსწონს დიდად. მარტო საჭმელს აჭმევს ხოლმე ვითომ-ვითომ და მორჩა. ამისწინ ახლობლები იყვნენ სტუმრად, ერთმა თოჯინა კოუტანა, მეორემ -წიგნი, ხოდა ეს ეცა წიგნს და თოჯინისკენ არ გაუხედავს. ისე მომერიდა biggrin.gif ძალით ვაჩეჩებდი..

დაბადების დღეზე პაწუა სამზარეულო ვუყიდე და იმით ერთობა ძალიან კარგად. თექის წიგნში თევზაობას აქვს დათმობილი და გიჟდება ამ თევზაობაზე. შიგნით ფაზლებივითაცაა, რომ უნდა ააწყოს ან ფორმას მოარგოს საგანი და აქამდე მარტო დაშლით იყო დაკავებული და ახლა ცდილობს ააწყოს. ფოტო რომ მაჩვენო შეგიძლია? როგორია ეს ლეგოები ^_^ მეც მინდა, რომ უყვარდეს, ლოგიკური აზროვნება განიცითაროს ♡

თაია ამბობს დედას, მამას, ბებეს (ბებო), სა -საათი, პუ- პური, ნწა-წყალი (მაგრამ ხშირად არ ითხოვს), ფაფა-ფაფა, მნია მნია- როცა ვითომ გვაჭმევს, ჭამას რომ მორჩება, ვეუბნები ხოლმე "მორჩა კარგი გოგო" ,ხოდა კოკოკოკოო ასე ამბობს, ეტყობა ეგრე ესმის biggrin.gif აუა-ძაღლი, კაკა-კატა, აჯავრებს ბეკეკოს, ძაღლს და ძროხას. არა იცის კიდე. კის არ ამბობს, თავს აქნევს.

ახლა რაზეც ვდარდობ არის სიარული. ცალი ხელის მოკიდებით დადის და კედელ-კედელ, დივნის დახმარებით. ყველგან ძვრება სადაც უნდა, ცოცდება და ა.შ.. მაგრამმ ხელი თუ გაუშვი, არ გაივლის დამოუკიდებლად. ეშინია. როგორც კი გრძნობს, რომ ხელი გავუშვი, ჯდება და ქვემოთ მარტო 1 კბილი აქვს :დ მაღლა 4...

Posted by: tako/barbi 10 Dec 2023, 15:18
takoo1
თაკო როგორ ხართ?რამე გამომრჩაა?სპაზმი რომ ქონდა ბოლოს ეგ ვნახე

Posted by: სერაფიტი 10 Dec 2023, 15:37
Anabeli111

ტრენდიიოლზე ნახე lego duplo.სუპერის მაღაზიას აქვს აქ, ონლაინაც დევს - ცალკე ჩანართია ლეგოების სუოერთოიზე. ახლა ვერ ვლინკავ.

ესეც ეგრე დადის. მარა გაივლის რა, ეგ არაა სადარდებელი,ვინ დარჩენილა ისე, ფეხაუდგმელი. მე სიტყვებზე უფრო ვღელავ.
იცის "არა", "გოგო", "მამა", "კუ"(ხან კურდღელია, ხან კუ), "ფუ"- პამპერსს რო ვუცვლი, ხანდახან "ნანა" ბებოს ეძახის (არ ქვია ნანა ოღონდ). ამეებს ამბობს, ოღონდ ნუ იშვიათად, მამას და გოგოს დღეში რამდენჯერმე.
გავლით გაივლის ნელნელა, რას იზამს აბა. ვატარებ სულ ცალხელმოკიდებული, უფრო გათამამდება. ხან უბრალოდ მივუშვებ და მაგიდასთან, დივანთან დგება, ჯდება, ცოტა დაყვება.
თუ წლინახევრიდაც არ გაივლის, მერე ორთოპედს აჩვენე შენი სიმშვიდისთვის.

Posted by: takoo1 10 Dec 2023, 15:50
Liza12
ლიზა რამხელაა გამახსენე შენი:*
ყური რო ტკიოდეს არ გაუჩერდებოდა წესით,
საშინელი ტკივილი იცის ყურმა.
კბილი ხო არ ამოსდის ჩახედე?
შეიძლება ყელიც ტკიოდეს თუ გაციებულია.
ან თუ ვერ სუნთქავს მაგ დროსაც გაღიზიანებულები არიან და ტირიან.

Posted by: Anabeli111 10 Dec 2023, 15:59
სერაფიტი
მადლობა ♡ მშვენივრად საუბრობს, რა გინდა. ყოველ დღე ყველა სიტყვას ვერ და არ გამოიყენებს. მთავარია, რომ იმახსოვრებენ ჩვენი საუბრისას ♡

ახლა ვასწავლი ემოციებს. გაოცება ისწავლა და ისე სასაცილოდ აკეთებს :დ და გაბრაზდი-მეთქი რომ ვეუბნები, იბღვირება :დ რამდენი ხანია იცი ვასწავლი? ვეუნებოდი წიგნში ნახატებზე სულ, აი ბაია იცინის, გაოცებულია, თან ვაჯავრებდი და ერთი 2 კვირაა რაც დაიწყო გაკეთება. მოთმინება გვჭირდება ♡

Posted by: Tua 10 Dec 2023, 16:03
Liza12
ყურმა არიცის სიცხე ჩემს გარშემო ყურზე არავის ჰქონია სიცხე. ნუროფენი თუ მიეცი და გაუყუჩდა 10-15 წუთშჯ ე.ი ყურუა ან ცხვირი თუ აქვს გაჭედილი მაგაზეც ტირიან ხოლმე როცა ეჭედებათ პირით უწევთ სუნთქვა. გამხსენი ჩაასცი რამე ოტრივინი მაგალითად და ნახე თუ იტირა ისევ. ნუროფენის ნახევატი დოზის მიცემა შეგიძლია გამატუჩებლად საშინელი ტკივილები იცის ყურმა .
* * *
Liza12
ყურმა არიცის სიცხე ჩემს გარშემო ყურზე არავის ჰქონია სიცხე. ნუროფენი თუ მიეცი და გაუყუჩდა 10-15 წუთშჯ ე.ი ყურუა ან ცხვირი თუ აქვს გაჭედილი მაგაზეც ტირიან ხოლმე როცა ეჭედებათ პირით უწევთ სუნთქვა. გამხსენი ჩაასცი რამე ოტრივინი მაგალითად და ნახე თუ იტირა ისევ. ნუროფენის ნახევატი დოზის მიცემა შეგიძლია გამატუჩებლად საშინელი ტკივილები იცის ყურმა .

Posted by: Liza12 10 Dec 2023, 16:32
takoo1
Tua
მადლობა გოგოებო. მე მეგონა სიცხე უნდა ჰქონოდა აუცილებლად და ანუ შეიძლება ღაამე სტკიოდეს მხოლოდ ყური ის 1საათი და ვსო დანარჩენი პერიოდი შეილება აღარ აწუხებდეს? რა დაინტერესოაა.ბოლო 4ღამეა ასე ემართება. 1წლის არის თაკო. ღრძილებს იქავებს ისე აწუხებს დაბერილიცაა მარა ჯერ არუჭრის 6 კბილი აქვს მხოლოდ. სურდომ გაუარა ისევ შეუბრუნა და ენაზე გაუჩნდა თეთრად აი ვირუსის დროს რომიცის და ქუთუთოები ჩაუმუქდა. წუხელ 1საათის მერე ეძინა 12მდე და ახლა დაიძინა 1საათია მშვენივრად იყო თამაშის ხასიათზე. არვციი რა. ხვალ დავრეკავ მრჩეველში იქნებ ჩავწერო ვანახო პერიატრს.

Posted by: takoo1 10 Dec 2023, 16:54
tako/barbi
ხოო გაურთულდა ერთ დღეში და რო მივიყვანეთ უკვე ანთებითი კერა იყო რენდგენზე,ანტიბიოტიკი დაუწყეს ეგრევე
* * *
Liza12
არ არის ყური ეგ. უფრო კბილებია ან ცხვირი რომ ეჭედება მაგის გამო ტირის.
ბურუნაჩი იყიდე კაი რამეა,გაუხსნის და დაისვენებს. სუ პატარასაც ეგ ჩავასხი და კარგად გაუხსნა.

Posted by: shoAbb 10 Dec 2023, 19:13
გოფოებო, ჩემი ბიჭი
ორი დღეა კივის, ცხვირი აქვს ცოტა გაჭედილივით , ვასხამ ამ
ბურუნაჩს მაგრამ რავიივი:/ თან ყვეკაფერს იტენის პირში და იქავებს ღრძილებს sad.gif შეიძლება კბილის
ამბავი იყოს?
ხვალ მიმყავს პედიატრთან

Posted by: სერაფიტი 10 Dec 2023, 20:21
Anabeli111

აი, უი, ემოციებიც ითვლება ხო? გაოცებას გამოხატავს რამდენიმე თვეა, რაღაცას რო ხედავს ახალს "ჰიიიიი" - გვაჯავრებს, ასე ვშვრებით ხოლმე ჩვენ და აკრიფა. *აბა გაბრაზდი,გაბრაზდი"- ამასაც ერთი ორი თვეა აკეთებს. იჭაჭება და გვაშინებს თავის ჭკუაში. smile.gif)) ნუ როცა ხასიათზეა რა. სხეულის ნაწილები იცის კიდე, თავი, ყური ,ცხვირი,ენა... მოკლედ, გადასარევად ესმის ყველაფერი. რამდენო წლოს ხარო და 1 თითთს იშვერს:დდ

მოკლედ, ნებისყოფა გვმართებს. აბა, გამხნევებ!

Posted by: anibani18 10 Dec 2023, 21:00
Anabeli111
მამიკოზე არ გვაქვს ჩვენ ჯერ, დედიკოზე მხოლოდ და ისეთი საყვარელი წიგნია <3 სიამოვნებით ვკითხულობთ ხოლმე.
ჩემს უმცროსს უყვარს მუხლუხოზე წიგნი კიდევ, თან ამ წიგნთან ერთად იძინებს ხოლმე. უფროსი დაიკო კიდევ უჯდბა და "უკითხავს" ხოლმე.
LooLaa
მიხარია, თუ ვინმეს ადგება ჩემი გამოცდილება <3

* * *
სერაფიტი
ჩემს გვერდითაა ერთი პატარა ბაღი, ნიუტონის სკოლის ზემოთ. ახლა ყაზბეგზე მინდა გადავიყვანო ვანდერველში. დამთახმდა, გამოგყვები სტუმრად ბაღშიო. ხვალ უნდა წვაიყვანო საღამო, იმედია, არ გადაიფიქრებს. იქნებ ცოტა ქრთამებიც გავურიო და დარჩეს ძველ აზრზე, არ ვიცი ჯერ რა იქნება.
ჯერ პატარაა შინაარსი რომ გაიგოს. ასეთ პატარას უბრალოდ სურათებს აღვუწერ ხოლმე, ან მოფერებას პერსონაჟების, სად რა ხატია. ეს არის ჩვენი კითხვა. უფროსთან უკვე სხვანაირად მიმდინარეობს ეს პროცესი. ასე შეუყვარდება შენსასაც.
მე ემოციების ბარათები ვიყიდე, ადრე რომ ვსაუბრობდით. ჩემს პატარა მაიმუნს ისე მოეწონა, ყველა ემოციის გამოხატვა ისწავლა smile.gif სცადე აბა შენც.

Posted by: NatiaGull 10 Dec 2023, 21:40
anibani18
ან, ცოტა შორს ვართ იმ ბაღიდან და საჯაროში გადმოვიყვანე რომელიც აქვე მაქვს სადარბაზოსთან, ახალ წევრთან ერთად ახალი სტრესი არ მინდოდა მიეღო და ბარემ ახლა ვქენი
ჯერ ადაპტაციას გადის მხოლოდ 2 საათით ვტოვებ თუმცა თითქმის არაფერს ჭამს. იმასაც კი ვფიქრობ იქნებ იმ ძველ ბაღში მატყუებდნენ და იქაც არ ჭამდა თქო, უფფ არ ვიცი რა

Posted by: Anabeli111 10 Dec 2023, 21:53
სერაფიტი
კი, სხეულის ნაწილები და ერთსავ გვაჩვენებს თავისი პაწაწუნა თითით :დ ძალიან საყვარელი და სასაცილი ასაკი აქვთ. ვითომ ტელეფონზე ლაპარაკობს ხოლმე ძალიან საყვარლად :დ მერე თავს იმით ვინუგეშებ ხოლმე, რომ ყველა ეტაპი საოცარია. სულ მგონია, რომ აი ახლააა ყველაზე საყვარელი და შესაჭმელი, მაგრამ ყველა ჯერზე ასე ვიძახი :დ

კი, მყარად უნდა ვიდგეთ :დ ♡ კატლეტები ვერაფრით შევაყვარე ;( ვერც ნოსტნეულის და ვერც ხორციანი.
* * *
anibani18
უსაყვარლესი გოგოები გყავს შენ ♡♡♡ ნამდვილი პრინცესა მკითხველები ♡ მუხლუხო მეც შევუძინე "tbilisi-little-munchkins" ამ გვერდიდან. ჯერ უბრალოდ ათვალიერებს ^_^ ♡

Posted by: anibani18 11 Dec 2023, 06:41
NatiaGull
პროტესტს აცხადებს ამით, ნათი? ორ საათში ისე შეიძლება არც შივდება.
არ მოსოწნს ახალ ბაღში?
ისე მეშინია ამ გადაყვანის პროცესის, არც ვიცი თუ გამოვა.
Anabeli111
მადლობა, ანი <3 მე კიდევ შენი ლოყუნა გოგო მომწონს ძალიან <3 პატარა ფერია <3
ძალიან კარგი მაღაზიაა ნამდვილად <3
ანი, შენ გეცოდინება, ლექსების კრებული მინდა ბავშვებისთვის, ოღონდ კარგი ლექსებით და არ გეგულება რამე?
იმ დღეს ერთ გოგონას გადავაწყდი ინსტაგრამზე. უბრალოდ უამინეთ რამდენი და რამხელა ლექსები იცის. გავსკდი გულზე ცოტა არ იყოს
https://instagram.com/carinakarina?igshid=MmVlMjlkMTBhMg==
ჩემმა ნატალიმ იმდენი ლექსი იცოდა ქართულადაც და ინგლისურად და რაც ბაღში მივიდა, სულ დაავიწყდა ყველა

Posted by: Anabeli111 11 Dec 2023, 08:30
anibani18
ჩვენ გვაქვს დუმბაძის, გივი ჭიჭინაძის და მაყვალა მრევლიშვილის ლექსების კრებული და ყველა ისე მოსწონს, ილუსტრაციებიც კარგი აქვს. ასევე მომწონს და ჯერ არ მიყიდია თათა თუ თამთა გუშიას "კარგად ყოფნის წესები". კიდე მომწონს ანბანის მიხედვით აქვს დაწერილი ლექსები, თამამედროვე ავტორია, აღარ მახსოვს გვარი, ჩაგიგდებ ფოტოს, სახლში რომ მივალ ♡

Posted by: anibani18 11 Dec 2023, 09:26
Anabeli111
აი, ჩვენი კოლექცია. ახლა ბოლოს ეს ხმოვანი ვიყიდეთ, თამრი ფხაკაძე, ისეთი საყვარელი ლექსებია და ორივეს ძალიან მოეწონა.
user posted image
მაჩვენე, აბა, მერე, რომელს გულისხმობ. კარგად ქცევის წესები არ გვაწყენდა ჩვენ smile.gif)

Posted by: takoo1 11 Dec 2023, 10:34
anibani18
ანი სად ყიდულობ ამ წიგნებს?
ეს ხმოვანი სად იყიდე?
ჩემებს არ აინტერესებთ წიგნები,ჩემი ბრალია ალბათ ხშირად უნდა შემეთავაზებინა და ადრე უფრო.
ლუკიანეს შარშან უფრო მოსწონდა ათვალიერებდა მაინც ნახატებს და აღწერდა,
ეხლა სულ კიდია. ზღაპარი მოგიყვე თქო რო ვეუბნები არ მისმენს თვითონ ტლიკინებს ბოდიალობს რაღაცეებს,ნერვები არ მყოფნის და ვანებებ თავს მერე,რა აზრი აქვს.
რანაირად დავაინტერესო არვიცი
* * *
აუუ დამავიწყდა გოგოებო 10ზე დარეკვა და შეივსოო თვის ბოლომდეო,წეღან დავრეკე sad.gif
ჯანდაბა

Posted by: anibani18 11 Dec 2023, 13:53
takoo1
დუმბაძის ლექსები ჩაკვეტაძის გალერეაში ვიყიდე, მისი ილუსტრაციებითაა და ძალიან მესიყვარულება. ჩემი პირველი ქართული ლექსები სულაკაურში ვიყიდე, აუდიო კიდევ დისნეის მაღაზიაში. ძალიან საყვარელი ლექსებია <3
დანარჩენი მემკვიდრეობით ერგო გოგონებს ჩემი მულიშვილისგან

Posted by: Anabeli111 11 Dec 2023, 16:10
anibani18
კი, თამრი ფხაკაძის ♡ აცმაცუნამ ატმის ბაღი :დდ სულ ზეპირად ვისწავლე :დ ინდაური ივლიტაც უყვარს ♡ კი, ჭიჭინაძია და მრევლიშვილის იგივეა, უბრალოდ ყდა აქვს სხვა ჩვენსას ♡

Posted by: adeline 11 Dec 2023, 19:52
anibani18
დისნეის მაღაზია და ჩაკვეტაძის გალერეა სადაა? პირველად მესმის ეგენი.

გოგოებო, რა მაინტერესებს: ჩემი მეგობრის ბავშვს ძინავს დილის 9 საათამდე; არ იღვიძებს და ესეც არ აღვიძებდა აქამდე. მეც ვიცოდი, რომ როცა ძინავს, არ უნდა გავაღვიძოთ. ჰოდა პედიატრს უთქვამს, 6 საათზე მეტი როცა ძინავს კვებიდან, გააღვიძე და აჭამეო. 3 თვისაა, 4 კილო დაიბადა და ახლა არის 6 კილო და 240 გრამი. ნორმაში ჯდებაო, მაგრამ დღე-ღამეში 6 კვება უნდა იყოს ამ ვადაზეო და ამას არ გამოსდის 6/იო. რას იტყვით?

Posted by: takoo1 11 Dec 2023, 19:59
adeline
3 თუ 4 თვიდან არ მახსოვს ჩემ პირველ ბავშვსაც 9-10მდე ეძინა.
12-1სკენ ვაჭმევდი ანუ 8 საათი მინიმუმ ეძინა.
მატება კარგი ქონდა მაგ მხრივ პრობლემა არ გვქონია.
რძეზე რა გითხრა ალბათ მცირდება ამხელა შუალედი როცაა.მეტი მექნებოდა სავარაუდოდ მთელი ღამე რო არ ძინებოდა.
* * *
adeline
დისნეი ნუცუბიძეზეა და ჯიქიაზე რაც ვიცი.
კიდე დიღომშია და მგონი მასივშიც უნდა იყოს

Posted by: narkozeli 11 Dec 2023, 20:02
adeline

მე მივიყვან იანვარში ირაკლისთან და გავარკვევ მაგ თემას, ჩემსას (თვენახევრისაა) 6-7-8 საათამდე შუალედი გამოსდის ღამე. ჩემი უბრალოდ ბევრს ჭამს (კაი ხანია120 გრამებს ჭამს დღისით, მაშინ როცა 90 გრამი ეკუთვნის) და რეალურად ამ ასაკში რამდენსაც უნდა ჭამდეს ჯამში (700-800მლ) კი გამოგდის მაგდენი. ნამატიც გადასარევი აქვს, თითო კილოს იმატებს თვეში. ამიტომ არ ვდარდობ დიდად მაგ თემაზე და ვნახოთ აბა ირაკლის აზრიც.

Posted by: takoo1 11 Dec 2023, 20:02
anibani18
გადავირბენ დისნეიში აბა,არ ვიცოდი თუ ქონდათ.მადლობა<3

Posted by: narkozeli 11 Dec 2023, 20:03
QUOTE
დისნეი ნუცუბიძეზეა


ხეთაგუროვზეცაა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის უკან, სანაპიროზე) და ასევე ვაზისუბანში დამინახავს ზედ გზაზევე.

Posted by: adeline 11 Dec 2023, 20:18
takoo1
მატება ნორმაა ამისიც, მაგრამ ამდენი ხანი როცა ძინავს, 1 კვება უვარდებაო. ირაკლისთანაა ჩაწერილი ახლა და ისე მაინტერესებს რას ეტყვის, აი ძალიან.
narkozeli
ხვალ მიყავს ამას და ვნახოთ აბა რას იტყვის ირაკლი. თავიდანვე 2 კვირის იყო ირაკლისთან რომ ყავდა და ყოველ თვეში დაყავს და წონასაც უმოწმებდა ირაკლი და ყველაფერს. უფრო სიგრძეში მიდის ბავშვი, ვიდრე სიგანეში smile.gif)))

Posted by: anibani18 11 Dec 2023, 20:59
Anabeli111
ჩემი საყვარელი ოჩოპინტრეა smile.gif
ქცევის წესები მაჩვენე რა მერე. ვისი გამოცემაა?
adeline
სათამაშოების მაღაზიაა დისნეი, წიგნების თაროც აქვთ და საკანცელარიო ნივთები. ბევრ ადგილასაა.
ნინო ჩაკვეტაძე მხატვარია. გალერეა ნოჩა აქვს. დუმბაძის ეს გამოცემა მისი ილუსტრაციებითაა. რადგან ძალიან მომწონს ქალბატონი ნინოს ნახატები, ეს გამოცემა ვიყიდე.
takoo1
მე ჯიქიაზე ვცხოვრობ და ჩვენთან აქვთ, თაკო. კიდევ სამი გოჭია ამ გამოცემის. მაგრამ ელემენტები დაუჯდა ჩვენს სამ გოჭს და მსავსი ელემენტები ვეღარსად ვიპოვეთ. ნახე როგორ გაერთონ ამ ლექსებით. ჩემი თათუნაც კი იჯდა და უსმენდა სულ თავისი ნებით. ახლა მოიბეზრეს ცოტა.

Posted by: narkozeli 11 Dec 2023, 21:06
adeline
QUOTE
უფრო სიგრძეში მიდის ბავშვი, ვიდრე სიგანეში )))


ჩემი ორივე ბავშვი ასეა, სიგრძეში მიდიან და სიგანეში ნაკლებად მაგრამ რაც ნორმაა იმას უნდა იმატებდეს, რამდენი ქონდა ნამატი თითო თვეს?
6 თვეზე უნდა ჰქონდეს წონა გაორმაგებული.

Posted by: Malen 11 Dec 2023, 21:21
მოვიდა დღეს ახალი ძიძა და მეკითხება ბავშვი რატომ იღებს რძეს უკან, რამე ისეთი ხომ არ ჭამეო smile.gif) გავუშვა უკან? smile.gif))

Posted by: narkozeli 11 Dec 2023, 21:29
Malen

ძაან რთულია მასეთი ძიძის პოვნა რომელმაც იცის თანამედროვე გაიდლაინები და მასეთ მითებს არ იჯერებს. ამიტომ რთულ ამბავს შეეჭიდები მასეთის მოძებნას თუ დაიწყებ. ჩემი რჩევაა აუხსენი და გაათვითცნობიერე სიახლეებში. ჩემმაც არ იცოდა ბევრი რამე (მაგალითად წყალი რომ არ სჭირდება ბავშვს 6 თვემდე და მრავალი სხვა).
მთავარია მიმღებლობა ჰქონდეს ძიძას სიახლეების და სხვა ყველაფერი მოგვარებადია.
თუ იუკადრისებს და "9 ბავშვი მყავს ასე გაზრდილიო" გეტყვის თავდაჯერებულად, ის გასაშვებია ნამდვილად.
მეორე ბავშვს მიზრდის ეს ძიძა და მე4 წელი დაიწყო რაც მშვიდად ვთანამშრომლობთ,თუმცა რაც არ მომწონს, აუცილებლად ვეუბნები ხოლმე ზრდილობიანად. მთავარია მიმღებლობა ჰქონდეს ადამიანს.

Posted by: adeline 11 Dec 2023, 22:02
narkozeli
რამდენს იმატებდა ასე არ ვიცი გვანცა, მაგრამ ყველა თვეში ნორმა იყო ნამატი ირაკლის შეფასებით და აცრებზე სადაც დაყავს, იმ პედიატრის შეფასებითაც. სამშობიაროდან რომ გამოიყვანა, იქ დაიკლო დასაშვებზე მეტი, რადგან ძუძუზე არავინ დაეხმარა ამ გოგოს და ხელოვნურსაც არ ალევდნენ თავიდან დავარაშვილში; მერე შევიდა და კატეგორიულად მოსთხოვა ხელოვნურის დამატება.
დაბადებია წონა უნდა აღიდგინოს მგონი 1 თვეზე ხომ? მოკლედ, ზუსტად არ მახსოვს რა ვადაზე უნდა აღიდგინოს, მაგრამ მაგის გადასამოწმებლად რომ დაიბარეს, აღდგენილი ჰქონდა.
პედიატრმა 180 უნდა ჭამოს ბოლომდეო; ეს შერეულ კვებაზეა და რამდენს ჭამს ძუძუს, ასე როგორ უნდა განისაზღვროს? როცა ვერ აჭამა ძუძუ, დილით კი ჭამა 180 გრამი ჰიპიო. მოკლედ, მეც მინდა გავერკვე რაღაცებში და ვხვდები, რომ ასე მარტივიც არაა ეს კვების ამბები.
ისე როცა ბავშვი არ ჭამს ბოლომდე რაც ეკუთვნის იმ ნორმას, რას ვშვებით მაგ დროს?
anibani18
ახლა ვნახე ანი და მართლა რა ლამაზი ილუსტრაციებია. მეც შევიძენ მაგ წიგნს. რამდენ რამეს ვსწავლობ მოკლედ თქვენგან :* მე აღმოსავლური ზღაპრები შევიძინე ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით და ძალიან მომწონს.

Posted by: LooLaa 11 Dec 2023, 22:17
QUOTE (adeline @ 11 Dec 2023, 22:02 )
.
პედიატრმა 180 უნდა ჭამოს ბოლომდეო; ეს შერეულ კვებაზეა და რამდენს ჭამს ძუძუს, ასე როგორ უნდა განისაზღვროს? როცა ვერ აჭამა ძუძუ, დილით კი ჭამა 180 გრამი ჰიპიო. მოკლედ, მეც მინდა გავერკვე რაღაცებში და ვხვდები, რომ ასე მარტივიც არაა ეს კვების ამბები.
ისე როცა ბავშვი არ ჭამს ბოლომდე რაც ეკუთვნის იმ ნორმას, რას ვშვებით მაგ დროს?

შერეული კვება არის მართლა საწვალებელი.
ძაან ვიბნევი ზოგჯერ. ხან ჭამს ძუძუს და ყოფნის 3 საათი აღარ ითხოვს ჭამას. ზოგჯერ 5 წუთში ითხოვს დამატებას, ხან 1 -2 საათში.
თან ყოველთვის ვერ ვიგებ ხოლმე ისევ შია თუ სხვა რამის გამო ტირის. სანამ მივხვდები ვწვალობთ ორივე.
ძუძუს მერე ეგრევე რომ ვაძლევ ფორმულას მაინც სრულ დოზას ვუკეთებ, ტოვებს თვითონ როცა აღარ უნდა. მაგრამ ზოგჯერ ბოლომდეც ჭამს.

Posted by: adeline 11 Dec 2023, 22:37
LooLaa
კი, კი ზუსტად ეგრეა ეს ბაიაც. წონის მატება როგორი აქვს შენსას?

Posted by: shoAbb 11 Dec 2023, 22:45
LooLaa
ჩემიც ზუსტად ეგრეა, 4 თვის ხდება და 90 გრამზე მეტი არაფრით ჭამა სიმილაკი :/ და მერე 2 საათში შივდება და იწყებს წუწუნს :/ ძუძუ თუ მივეცი ამ 2 საათის მერე 20 წთ ქაჩავა და მერე მაინც სიმილაკი და კიდევ ძუძუ :დდ

Posted by: LooLaa 11 Dec 2023, 22:50
adeline

იდეალური ნამატი აქვს როგორც პედიატრი ამბობს.
2 თვის არის, დაბადების წონიდან 2 კილო აქვს მომატებული. სიგრძეში 6 სმ.
* * *
shoAbb

ჩემი 170ს ცლის biggrin.gif ან მე მაქვს ძაან ცოტა რძე, ან ეს არის მსუნაგი. ისე 200 ეკუთვნის 8 კვირის მერე.
ყლაპვის ხმა მესმის, წოვს მშვენივრად, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ ვერ ამოვხსენი.
რაოდენობის სანახავად უნდა გამოვიწველო და მეზარება.
მე მაშინვე ვაყოლებინებ უმეტესად, რომ არ მაწვალოს მასე მეც და თვითონაც არ იწვალოს. 3 საათნახევარი ხან 4 საათიან შუალედებსაც ვაკეთებინებ უკვე.

Posted by: adeline 11 Dec 2023, 22:58
LooLaa
3 თვისაა ეს და დაბადების წონიდან მომატებული აქვს 2280 გრამი და 14 სმ.

Posted by: shoAbb 11 Dec 2023, 22:58
LooLaa
ისე ახლა ამ
ერთ თვეში 500გრ მოიმატა მხოლოდ და ნორმაა ? 4 თვის ხდება sad.gif 7.450 ია biggrin.gif
* * *
adeline
14 სმ ? :O გიგანტი :დ
LooLaa
კი ეგრევე ვაყოლებინებ მეც მაგრ მაინც მალე შვიდებაsad.gif 90 ს ვერ ავცდით :/

Posted by: adeline 11 Dec 2023, 23:02
shoAbb
კი, 50 დაიბადა და 64 სმ არი ახლა ჩემი ნათლული :* წონას ვერ იმატებს ეგეთივე წარმატებით biggrin.gif

Posted by: shoAbb 11 Dec 2023, 23:04
adeline
12სმ აქვს ამას მომატებული ისე ახლა დავუფიქრდი:დ დაბადების წონაც გააორმაგა

Posted by: happy-go-lucky 11 Dec 2023, 23:05
adeline
მე გეტყვი კვების ამბებს მარტივად.
სამახსოვრო:

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. თუ არ ჭამს იმდენს რაც "ეკუთვნის", უბრალოდ ვერაფერს იზამ. თუ ჯანმრთელია ბავშვი, იმატებს მაინც, ამ ცოტა ჭამის ფონზე. თავის გარშენოწერილობა, წონა და სიგრძე ქვედა ზღვარზე მაინც თუა, ნორმაა.

ჯანმრთელი ბავში ზღვარს ქვემოთ არ ჩამოვა. მაშ სხვა პრობლემაა, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ ბევრი საკვებით ვერ გვარდება.

ამერიკელი გოგოებოს ჩათში ვარ, ყველა ბავშვი ერთი დიუდეითის გვყავს, და ერთი კვირის შუალედში დაბადებულები. ზოგი სვამს 120 (ჩემი ბიჭიც მათ შირის), ზოგი 210. ორივე ნორმაა. ეს ეკუთვნის არ არსებობს რა.


Posted by: adeline 11 Dec 2023, 23:15
happy-go-lucky
ჰოდა ამიტო დავეჭვდი მეც და ირაკლის აზრი მაინტერესებს ხვალ რას იტყვის. ირაკლიმ ცალსახად უთხრა, ღამით არ გააღვიძოო, თვითონ დაარეგულირებსო. ამან 6 საათზე მეტი თუ ძინავს, გააღვიძეო და დედაც აფორიაქდა ახლა.
პერცენტილები რომ გადაამოწმა, წონა დადგენილ ნორმას ცდება 100 რაღაცა გრამითო დაჟე. 50 პერცენტილია მინიმუმი და 60-ში ზისო; ნუ სიმაღლით ძალიან მაღლად ითვლება ისედაც. ეს ნერვიულობს, სხვა ბავშვებს ლოყები ასკდება და ამას არაო. რა სავალდებულოა ეს ლოყების დასკდომა არ ვიცი… მენჯ-ბარძაყი, გულის ექოსკოპია-კარდიოგრამა, ნეიროსონოსკოპია იდეალურია ყველაფერი. რა ვიცი, მეტი რა კეთდება კიდევ?

Posted by: happy-go-lucky 11 Dec 2023, 23:42
adeline
არაფერი არ კეთდება. 6 დისშვილი მყავს და 2 შვილი, ჩენს თვალწინ გაზრდილები ანყ, არც ერთს დასკდომია ლოყები რა ვიცი. ყველას ნამდვილად არ ასკდება.
ჩემი ქმრის დისშვილებს, 3 ვეს ასკდებოდა ლოყებიც და ფეხებიც.
გენეტიკის ამბავიცაა.

ეგეც არ კეთდება გამოკვლვები. ყველაფერი კარგად აქვს მაგ ბაიას, ტყუილად ღელავს. არ დაუმალავს ირაკლი თუ რამე არ მოეწონება, ხო იციsmile.gif))

Posted by: LooLaa 11 Dec 2023, 23:59
adeline

ვაიმე რა გოლიათია biggrin.gif ჩემი შვილს კი მაღალი მშობლები ჰყავს, მარა როგორც ჩანს თვითონ ანაწილებს წონას და სიგრძეს თანაბრად. smile.gif)

shoAbb

გვანცამ დადო მატების ცხრილი.
აი ეს პოსტია, მაგრამ აქ ბუნებრივი კვება ყოფილა მხოლოდ.
https://forum.ge/?showtopic=35272171&view=findpost&p=60866052
არ სიამოვნებს ალბათ ერთნაირად ბევრის ჭამა, ან ეზარება, ან იღლება. მთავარია ჯამში ხომ ჭამს იმდენს რამდენიც სჭირდება. ძალიან სიყვარული ფუმფულიკო გყავს love.gif

Posted by: adeline 12 Dec 2023, 00:00
happy-go-lucky
დავუსქრინე ახლა შენი პოსტები და ჩავუგდე დედამისს და რაც შენ იმან გლოცა, რა ვიცი :* გათავდა ადამიანი ნერვიულობისგან მართლა რა.

Posted by: Anabeli111 12 Dec 2023, 00:07
adeline
ჩემი აზრით, არ უნდა გააღვიძოს biggrin.gif თუ მატება კარგი აქვს, ე.ი ყიფნის რასაც ჭამს. ნეტარებაა მასე რომ სძინავს ბავშვს.

takoo1
ეგ წიგნი (ანბანი) ბიბლუსშიცაა.

anibani18
აუ, ყველა ისეთი კარგია. როგორც ვიცი, ყველა ასოზე აქვს დაწერილი, დიდი წიგნია და იქნებ წავაწყდე სადმე ფასდაკლებით ♡ ჩემი დედამთილი ჰოპლა კალიას ეძახის თაიას :დ


Posted by: adeline 12 Dec 2023, 00:09
Anabeli111
QUOTE
ჩემი აზრით, არ უნდა გააღვიძოს

მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ შინაურ ძაღლს შენდობა არ აქვს ხო იციsmile.gif))
QUOTE
აუ, ყველა ისეთი კარგია. როგორც ვიცი, ყველა ასოზე აქვს დაწერილი, დიდი წიგნია და იქნებ წავაწყდე სადმე ფასდაკლებით

რომელ წიგნზე ამბობ ანაბელ?

Posted by: Anabeli111 12 Dec 2023, 00:10
anibani18
თუთა რქმევია და მე კიდევ თათა-მეთქი, ამიტომ ვერ იპოვე.

user posted image
ეს წიგნია, ან ♡
* * *
adeline
ანიბანიმ რაც დადო, ანბანი (ხმოვანი ვერსია), ძალიან საყავრელი ლექსებია ყველა ასოზე. ამ ხმოვანში(რომ დააჭერ თითს და ლექსს ყვება) მარტო ხმოვნები და ჰ შედის და სრული წიგნიც ვნახე ადრე. ახლა კიდევ დავძებნე და არ ყოფილა ძალიან ძვირი.

user posted image

Posted by: adeline 12 Dec 2023, 00:18
Anabeli111
ყველაფერს ვსქრინავ და ვინახავ. მართლაც რა სასარგებლო დედები და ოქროს გოგოები ხართ რა! გაიხარეთ ყველამ და გამრავლდით 2kiss.gif love.gif

Posted by: takoo1 12 Dec 2023, 00:29
adeline
ირაკლიმ თუ უთხრა არ გააღვიძოო შე ქალო რა უნდა აბა biggrin.gif ნუ უსმენს ნურავის
6ჯერ შეჭამს თუ 12ჯერ დღეში ეგ კიარაა მთავარი,ნამატია საბოლოოდ მთავარი.
ჩემი მეგობრის შვილი 6ჯერ კიარა 36ჯერ ჭამდა მგონი,სუ ძუძუ ედო პირში მარა მაინც დამატება დაჭირდა.
ლოგიკურად დაფიქრდი მშიერი ბავშვი 8-9 საათი დაიძინებს გადაბმულად? smile.gif
დღის განმავლობაში იმდენს ჭამს ესეიგი რო ყოფნის.ერთი თვის რო იყოს კიდე მესმის და რა მითხარი 3 თვისაა ხო? მითუმეტეს მაგ ვადაზე აღარ უნდა სდიოს პედიატრმა მგონი 5ჯერ ჭამს თუ 6ჯერ.

ეს ფოტო თვალსაჩინოებისთვის.
შეხედე, 3 თვიდან 5ჯერ ნორმაა
user posted image

Posted by: Panda-008 12 Dec 2023, 00:32
adeline

https://vm.tiktok.com/ZGeLFcsNe/

ამ ვიდეოში არის კარგად ახსნილი ღამის კვების ამოგდებაზე. გაღვიძება საჭიროა, როცა ზრდა-განვითარება ჩამორჩება, ბავშვს დიაბეტი აქვს ან რამე სხვა პრობლემაა. ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ კვების სიხშირეზე მნიშვნელოვანი მიღებული მოცულობაა.
ზოგადად, ძალიან კარგი ვიდეოები აქვს ამ ექიმს და ყველაფერზეა პასუხი, რაც მაინტერესებს :-)

ჩემმა დაახლოებით 2 თვიდან დაიწყო 9-10 საათი ძილი. დღისით ჭამს 90მლ-210მლ დიაპაზონში, როდის როგორ მოეხასიათება. ძუძუსაც მიირთმევს დღეში 3-ჯერ დესერტად, ამიტომ 90 თუ ჭამა მარტო, არ ვნერვიულობ, თავისით არეგულირებს.
ზუსტად 3 თვისა 67-ე პროცენტილში იყო წონით, სიმაღლით კი >99 (67 სანტიმეტრი). 14 მოიმატა ამანაც დაბადებიდან 3 თვემდე.

Posted by: takoo1 12 Dec 2023, 00:33
უთხარი შენ მეგობარს რო ძალიან გაუმართლა და "ბედნიერი დედების " რიცხვში მოხვდა biggrin.gif
დაანებოს ბავშვს თავი,ძინავს მადლიზა)))❤️

* * *
აი ვინც ეგ უთხრა გააღვიძეო იმას უნდა წაადგე დილის 5 საათზე და კოვზით უნდა ჩატენო საჭმელი.საინტერესოა ისევ მაგ აზრზე თუ იქნება

აი დააკვირდი ფოტოზე..
2 თვე 5-6 ჯერ დღეში
3-5 თვე 5-6 ჯერ დღეში
უბრალოდ რაოდენობაა მეტი.
ანუ ერთ ჭამაზე უფრო მეტს ჭამს
პირობითად 2 თვის რო 100 მლ-ს ჭამდა და 24 საათში გამოსდიოდა 500მლ (დღეში 5ჯერ თუ ჭამდა)
3 თვის შეჭამს 150 მლ-ს და გამოუვა 750 მლ

user posted image

პ.ს 3 თვიდან რო 5-6 წერია ესეიგი ნორმაა რო 5 ჯერ ჭამოს smile.gif

Posted by: happy-go-lucky 12 Dec 2023, 01:07
adeline
გოგოებმაც დაწერეს და ეს მათლა ყველამ უნდა გავიაზროთ, განსაკუთრევით პირველი შვილის დედებმა. თუ წონა ზომაში ჩამორჩენა არის ნამდვილი (ბებოები რას ფიქრობენ ეგ კი არა, კვალიფიციური ექიმი რო დაგიდასტურებს ეგ) მაგას მარტო ღამე გაღვიძება და საჭმლის დამატებით ვერ უშველი. აქ ჯანმრთელობის პრობლემებია გასარკვევი.

ასევე, თუ არ ჭამს ბავშვი ბევრს, "რაც ეკუთვნის"-ს , და მაინც იმატებს , აი ვერაფერს იზამ. ასეა და ვსო. ჩემი შვილს წარმოუდგენელია 180 მლ დავალევინო, ვერ სვამს ფიზიკურად ხო ვატყობ. ვაგრძელებინებ, ვართობ, ასე ისე, მარა ნუ არა. უბრალოდ მე ვცდილობ რო 150 ზე მაინც ავიყვანო ხოლმე.

და ირაკლის კიდე არაფერი დაიჭერს რო დააფეთოს მშობელი, შენ ხო მაინც იცი :დ

Posted by: adeline 12 Dec 2023, 01:11
LooLaa
კი, მშობლებიც არ უჩივიან სიმაღლეს biggrin.gif
* * *
takoo1
Panda-008
happy-go-lucky
მადლობა გოგოებო :* მეც წარმოვიდგინე ახლა, ტკბილად რომ გძინავს და ვიღაც გაღვიძებს და გატენის საჭმელს, ცუდად გავხდიbiggrin.gif ახალბედა და გამოუცდელი რომაა ადამიანი, ყველაფერზე ნერვიულობს მაინც. სათითაოდ ჩავუგდე თქვენი სქრინები :*

Posted by: Malen 12 Dec 2023, 01:37
QUOTE (narkozeli @ 11 Dec 2023, 21:29 )
Malen

ძაან რთულია მასეთი ძიძის პოვნა რომელმაც იცის თანამედროვე გაიდლაინები და მასეთ მითებს არ იჯერებს. ამიტომ რთულ ამბავს შეეჭიდები მასეთის მოძებნას თუ დაიწყებ. ჩემი რჩევაა აუხსენი და გაათვითცნობიერე სიახლეებში. ჩემმაც არ იცოდა ბევრი რამე (მაგალითად წყალი რომ არ სჭირდება ბავშვს 6 თვემდე და მრავალი სხვა).
მთავარია მიმღებლობა ჰქონდეს ძიძას სიახლეების და სხვა ყველაფერი მოგვარებადია.
თუ იუკადრისებს და "9 ბავშვი მყავს ასე გაზრდილიო" გეტყვის თავდაჯერებულად, ის გასაშვებია ნამდვილად.
მეორე ბავშვს მიზრდის ეს ძიძა და მე4 წელი დაიწყო რაც მშვიდად ვთანამშრომლობთ,თუმცა რაც არ მომწონს, აუცილებლად ვეუბნები ხოლმე ზრდილობიანად. მთავარია მიმღებლობა ჰქონდეს ადამიანს.

კი მესმის რასაც ამბობ, რაღაც დონეზე მაინც უნდა ვემთხვეოდეთ ასე მგონია, იდეოლოგიებში smile.gif) ეს ერთი მაგალითი ისე მოვიყვანე ნახევრად ხუმრობით მაგრამ თუ ყველაფერი უნდა შევუსწორო ადამიანს ჯობია შევეშვა საერთოდ არა? თუ ძაან არ იშოვება ნორმალური ძიძები და აზრი არ აქვს?

Posted by: LooLaa 12 Dec 2023, 01:38
adeline

დავგუგლე და ეხლა მე ვნერვიულობ biggrin.gif
დაბალი გამოდის ჩემი ბავშვი

user posted image

Posted by: Malen 12 Dec 2023, 01:39
QUOTE (takoo1 @ 12 Dec 2023, 00:33 )
აი ვინც ეგ უთხრა გააღვიძეო იმას უნდა წაადგე დილის 5 საათზე და კოვზით უნდა ჩატენო საჭმელი.საინტერესოა ისევ მაგ აზრზე თუ იქნება

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: adeline 12 Dec 2023, 01:44
LooLaa
აუ კარგი რა biggrin.gif რამხელაა შენი ბაია?

Posted by: LooLaa 12 Dec 2023, 01:54
adeline

51 დაიბადა, ეხლა 57 სმია.
1 კვირის წინ მყავდა პედიატრთან, მაშინ გაზომა, პირველი ვაქცინებიც გაიკეთა. რამდენჯერაც წამოიტირებს უნდა ვაჭამო დღეიდან იმავე წამს lol.gif

Posted by: Panda-008 12 Dec 2023, 01:55
adeline
პროცენტილს რაც შეეხება, 50-ა მინიმუმიო, ვერ ვაციტირებ ახლა. რის მიხედვით? 5-ზე დაბალი არ იყოს მთავარია, 50 პროცენტილი მედიანაა უბრალოდ. წონა 5-ზე ნაკლები და 95-ზე მეტი პრობლემაა.
* * *
adeline
ა ხო, იმის დაწერა დამავიწყდა, რომ ჩემსას პლიუს რეფლუქსი აქვს და ერთ ტონას ასხამს biggrin.gif მაგრამ იზრდება ლიწინით. მოკლედ, იციან ბავშვებმა, რამდენი სჭირდებათ.

Posted by: anibani18 12 Dec 2023, 09:10
Anabeli111
აუ, ჰოპლა კალიაც რა კარგია და უჩინმაჩინიცც მიყვარს <3
რა ღირს, ან? უნდა ვიყიდო ხელფასზე, ძალიან მიყვარს. ქცევის წესები ლექსებია?
მე ინგლისურებიც მაქვს, მანჩქინებთან ვიყიდე. ადრე ბევრი იცოდა ინგლისურები, ახლქ რაც ბაღში დაიწყო სიარული, დაავიწყდა სულ. ეტყობა სიმღერებს ურთავენ სულ ამ საწყლებს და მხოლოდ ის სიმღრები იცის

Posted by: Iceicebaby 12 Dec 2023, 09:42
6 თვის ბავშვი 150-ს რომ ჭამს ნორმალურია ანუ? მაინც მენერვიულება ხოლმე ამ თემაზე. ასე ჭამდა ყოველ 3 სთში, ახლა ეს დღეებია ყოველ 4 სთ-ზე გადავიყვანე, იმასაც ვფიქრობდი, არ შივდება ამ სამში ნორმალურად თქო, ახლა 4-ში ვაძლევ 180-ს ხან ჭამს ბოლომდე ხან ცოტას ტოვებს.
შუაში ერთ კვებად რძიანი ფაფა ჩავუსვი. ნორმალურია ეს რეჟიმი? (პირადი გამოცდილებების მოსმენა მინდა, თორემ პედიატრს ცხადია ვეკითხები)
9-ის ნახევარზე სძინავს, რვაზე ჭამს, მერე 12-ზე ჭამს ღამე. და დილას 6-ზე. ღამე ცოტას ჭამს 120-ებს, ესენიც მივათვალო დღის განმავლობაში რომ უნდა იღებდეს 800-900-ს ჯამში? თუ ამათაც მივათვლი, ნორმალურია მაშინ :დ


Posted by: shoAbb 12 Dec 2023, 09:45
LooLaa
მადლობა დიდი❤️ <3

Posted by: anibani18 12 Dec 2023, 10:26
Iceicebaby
ჩემი გოგონენი მაგაზე მეტს არასოდეს ჭამდნენ. 150 იყო მაქსიმუმი, ხანდახან 180-ს ვუმზადებდი, მაგრამ თითქმის არასოდეს ჭამდნენ ბოლომდე

Posted by: takoo1 12 Dec 2023, 10:31
LooLaa
53 დაიბადა ჩემი მარა 58 იყო 2 თვეზე თუ სწორად მახსოვს.
აი ცხრილს დავდებ(სანდოს) სადაც წერია თვეAი რამდენს იმატებენ.
შენ რაც ატვირთე ვერ გაიგებ მაგით, ეო წერია 58 უნდა იყოს 2 თვის ბავშვიო რანაირად აბა?
58 ვისთვის ნორმაა და ვისთვის დაბალი მაჩვენებელი.
აი დავუშვათ 56 სანტიმეტრი თუ დაიბადა ბავშვი და 2 თვეზე 58 იყო ნორმა ხო ვერ იქნება?
მთავარია თვეში იმატებდეს 2-3 სანტიმეტრს
რამდენია სიგრძეში კი არ უნდა თვალო,რამდენს იმატებს
.user posted image

ეს შენით შეგიძლია ცხრილზე ნახო მარტივია აი

user posted image

რო გავზომეთ პედიატრთან რაღაც ცხრილი დააძრო და რავი რო მაჩვენა ყველაფერში ზედა ზღვარზე იჯდა,წონაც და სიგრძეც
ანუ 58 სანტიმეტრი 2 თვეზე მშვენიერია

Posted by: Iceicebaby 12 Dec 2023, 10:54
anibani18
მოკლედ ჩემი დამმშვიდებელი ხარ მუდამ :დ <3

Posted by: LooLaa 12 Dec 2023, 19:02
takoo1

რომ დავგუგლე პირველივე რაც ამოაგდო ეგ იყო და უცბად შევშფოთდი.

მართალი ხარ კი, გააჩნია რამდენი დაიბადა ბავშვი და მერე რამდენი მოიმატა თვეში.
მადლობა დავმშვიდდი <3

Posted by: adeline 12 Dec 2023, 19:30
გოგოებო, იყო დღეს ჩემი მეგობარი ირაკლისთან; იდეალური წონა და სიგრძე აქვს ამ ბავშვსო, რამდენიც უნდა იძინოს, არ გააღვიძოთო; თვითონ არეგულირებს ყველაფერსო. ყაზბეგის ფილიალში ყოფილა დღეს. იანვარში უნდა ჩავეწერო მეც და იმედია მანდ იქნება, ძაან მეზარება მთაწმინდაზე და ვერაზე გასვლა; მანქანის დაპარკინგება ხო ჯოჯოხეთია იქ.

Posted by: takoo1 12 Dec 2023, 22:14
adeline
აუუ აქეთაც არის ადელ? ეგ როგორ გავიგო როდისაა ყაზბეგზე? საბურთალოზე ვცზოვრობ და ეგ მაწყობს მეც.
შენ ეოდის ეწერები? 25ში დარეკეო მე მითხრეს,შევსებულია მანამდეო.
* * *
LooLaa
გეტყოდა პედიატრი ნორმა რო არ იყოს.
ინდივიდუალურია ძაან.მთავარია კლებაში არ იყოს და 2ს იმატებს თუ 4ს არააქ დიდი მნიშვნელობა

Posted by: happy-go-lucky 12 Dec 2023, 23:17
takoo1
კვირაში ერთხელ სცადე და ოდესმე იქნება ადგილი. წინა ხუთშაბათს ორDაბათის ადგილი იყო. მეც როცა ცავეწერე 5 დღეში იყო ადგილი. ჩემი მეგობაროც ეგრე. თავისუფლდება პერიოდულად.

Posted by: takoo1 12 Dec 2023, 23:43
happy-go-lucky
მოიცა ეგ როგორ ვერ გავიგე.
წინაზე რო დავრეკე ორშაბათს დაგვირეკეთო და მე მეგონა მარტო ორშაბათობით ხდებოდა ჩაწერა facepalm.gif
ორშაბათს დავრეკე და 25-მდე შეივსოო და ვერაფერი ვერ გავიგე

Posted by: Anabeli111 12 Dec 2023, 23:51
adeline
♡♡♡

anibani18
24 ლარი აწერია. კი, ყველა საყვარელია, მართლა.. თუ კიდევ ავიყვან პირველ კლასს, აუცილებლად წავაკითხებ ანბანის სწავლების მერე ამ ლექსებს. ^_^

კი, ლექსებია და ძალიან საყვარელი, თან სტერეოტიპებსაც რომ ამსხვრევს. გადაკითხული მაქვს :დ

ეგ რა რთულია sad.gif არადა ამ დროს ღრუბლებივით არიან ბავშვები. ოღონდ დაუჯდე და რამე ეთამაშო, წაუკითხო.. ისე მე დედაჩემისგან ვისწავლე ბაღის რეპერტუარი და თაიას ვუმღერით ხოლმე და ეგ სიმღერები ძალიან მოსწონს :დ ოღონდ ჩვენ მღერით.. ჩემი ბურთი წითელი - ამ სიმღერით წითელი ფერის ცნობა ისწავლა :დ

Posted by: happy-go-lucky 13 Dec 2023, 01:38
takoo1
მეც ეგრე მეგინა და ივნისი ივლისი ვერ ჩავწერე. მერე ძალიან რო გამიჭირდა, იაშვილში ვიწექით, ავიღე დავრეკე, მეთქი შევეხვეწებითქო, ძაან სასოწარკვეთილი ვიყავი, და 5 დღეში იყო ადგილი, არ მიხვეწია რა თქმა უნდა. მერე ჩემი მეგობარიც ეგრე ჩაეწერა. და ბოლოს, ეხლა გასულ ხუთშაბათს ჩავწეერე ჩემი თანამშრომლის შვილი ორშაბათIსთვის.ანუ 7 დეკემბერს დავრეკე და 11 დეკემბერს ჩაწერეს, 1 ადგილი იყო.

მოკლედ, ჩნდება ხოლმე ადგილები პერიოდულად. არ ვიცი თუ სწორად აგიხსენი. გადარეკე ხოლმე რა , როცა გაგახსენდება.

Posted by: LooLaa 13 Dec 2023, 02:38
takoo1

დიდი თავი ხო არ აქვსთქო, გავაგიჟე პედიატრი ცოტა. ხო გეტყოდი დიდი თავი რომ ჰქონდესო კი მიპასუხა, მაგრამ გაუზომა მაინც biggrin.gif
მეტყოდა კი, ყველა მისვლაზე პამპერსსაც ხდის, ისე ათვალიერებს.

Posted by: takoo1 13 Dec 2023, 09:24
happy-go-lucky
კიკი გავიგე ანუ მაინცდამაინც ორშაბათს არ დაველოდო.
ალბათ ორშაბათი იმიტო მითხრა იმ გოგომ რო დაკავებული იყო ის კვირა.მეც ეგრე დავრეკე 7-8ში მგონი.
ისე შენ ხო იყავი და როგორი ტიპია? რატომღაც მგონია რო ლაპარაკი არ უყვარს.
მოგეწონა?
* * *
QUOTE (LooLaa @ 13 Dec 2023, 02:38 )
takoo1

. ხო გეტყოდი დიდი თავი რომ ჰქონდესო კი მიპასუხა, მაგრამ გაუზომა მაინც biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif
დააფიქრე

Posted by: anibani18 13 Dec 2023, 10:34
Anabeli111
საბურთალოზე თუ იქნები, შენთან მოვიყვან ჩემს თაგუნებს smile.gif
ბაღი მინდა შევუცვალო, ანი. ახლა ვმუშაობ ამ საკითხზე. იმედია, გამომივა და არც უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
სკოლის საკითხი მადარდებს კიდევ... ვფიქრობ, სად მივიყვანო, ისე რომ ფინანსურადაც შევწვდეთ.
ვიყიდი ამ წიგნებს. წიგნებით ვერთობით ძირითადად საღამოობით.
ემოციების ბარათებია ძალიან კარგი, ანი. ფბ-ზე თუ ნახე ჩემი პატარას ემოციები, სულ იქიდან ისწავლა. მომიტანს ხოლმე ბარათს და ასახიერებს რაც ხატია ზედ.

Posted by: happy-go-lucky 13 Dec 2023, 12:26
takoo1
მე ძაან მომწონს, მაგრამ უფროსი ბიჭი 2-3 ვიზიტის მერე აღარ მიმიყვანია. უბრაკოფ ვირუსების გამო აღარ მიღირდა. ანი აი პრობლემა თუ არ აქვს ბავშვს, კიი არ ილაპარაკებს ბევრს, ასისტენტები გამოგკითხავენ ყველაფერს, მას მოუყვებიან და მაგან რა უნდა თქვას, არც არაფერი, რჩევებს დაწერულს გამოგატანს. გაზომავს, აწონის. და მართლა ეგრე ჩანს რო ლაპარაკი არ უყვარსsmile.gif)

ეხლა მე პრობლემოთ მივედი და ნახ საათის ნაცვლად 1 სთ და 20 წთ ვიყავით. სულ საუბრობდა და მეც ველაპარაკებოდი/ვეკოთხებოდი. ფულიც არ გადამახდევინა sad.gif ისე ავჩუყდი ეხლაც მეტირება მაგ დღეზე. მერე კიდე შევხვდი 15 წთ , თვითონ მოონდომა კიდევ ერთუ დალაპარაკება ჩემთან.

რომ შევაჯამო, საკმაოდ მაღალ ხარჯიანი რაღაცეები გავუკეთე მისი რჩევით და ბოლომდე მოვყევი, ამიტომ მე მომეწონა. თუმცა ყველაფერი რო დასრულდება და დავრწმუნები რომ ჯანმრთელია ჩემი ბიჭი, ესე სიარულს მაინც არ ვაპირებ გეგმიურ ვიზიტებზე მასთან. ბეგოიძესთან კომფორტულად ვარ ძალიან და ვენდობი. და კიდევ იფრო ვენდობი ბეგოს და ირაკლის აზრი დაემთხვა ერთმანეთს.

Posted by: narkozeli 13 Dec 2023, 14:34
Anabeli111

ანი შენ დიღმის ფილიალში ხარ ხომ?

როგორ მინდა სანდო, ასეთი ახლობელი და ჭკვიანი ადამიანი იყოს ჩემი შვილის პირველი მასწავლებელი ❤️ მოვიდა ვაჩესთვის სკოლის შერჩევის დრო და ძალიან ვღელავ. ნიუტონი მქონდა (მაქვს) გადაწყვეტილი მაგრამ ტერიტორიულად ძალიან არ მაწყობს, განსაკუთრებით 2-3 წელში წავკისიდან ვერ ვატარებ ჯიქიაზე. რას ფიქრობთ 2-3 წლისთვის ღირს რომ მაინც შევიყვანო და მერე შევუცვალო სკოლა? სტრესი ხომ არ იქნება?
თან იმის იმედი მაქვს რომ იქნებ ცოტა აქეთკენ განხსნან ფილიალი.
მარჯანიშვილიდან მეტნაკლებად ყველგან ვატარებ აი წავკისიდან გამიჭირდება საბურთალოზე ტარება ყოველ დღე.
ასევე განვიხილავ ერთ-ერთ ვარიანტად UG-ის კემბრიჯის პროგრამას.
აიბი მინდა ან ეგ. სტანდარტული ეროვნული პროგრამა არ მინდა.

adeline

აი მოსაკლავია ის პედიატრი რა. ვერ გავიგე უვიცობით მოსდით თუ უბრალოდ ბოროტები არიან, რისთვის აღვიძებინებდა ბავშვს, დასანევროზებლად? :/

Posted by: happy-go-lucky 13 Dec 2023, 15:19
narkozeli
აუუ, თუ ბავშვი გიყვარდეს სკოლის შეცვლა არც გაიფიქრო, მით უფრო დაგეგმილად. არც გაბედო, რას ამბობ.

Posted by: takoo1 13 Dec 2023, 17:07
happy-go-lucky
ასიატანტებთან მაქ ურთიერთობა პირველივე ვიზიტზე?? ანუ პირველად რო მივდივარ ირაკლი არ მესაუბრება ასისტენტებთან მაქ შეხება?
ეგ რა პონტია
გასაზომად და ასაწონად ხო არ მიმყავს მართლა.
არა სუ პატარა კი არ მიმყავს.გაბრიელის მიყვანა მინდა
სულ ავად როა და სულ საავადმყოფოში რო მყავს იქნებ დამაყენოს სწორ გზაზე.

Posted by: adeline 13 Dec 2023, 17:57
takoo1
ასისტენტი გირეკავს მისვლამდე და გეკითხება ყველაფერს, რომ
ირაკლის უთხრას მერე. ირაკლისთან შედიხარ და ესაუბრები ჩვეულებრივ.
ვაფშე სხვა დონეა რაც მე მივხვდი უკვე და ჩემი გეგმაა, პირველივე დღეებიდან მისი მეთვალყურეობის ქვეშ გავზარდო ჩემი ნანატრი ბაია. მკიდია ჩაწერის სირთულეები.
გასაზომად და ასაწონად მარტო რატო? ძალიან ყურადღებიანია დს ოდნავი დეტალიც კი არ გამოეპარება როგორც ვიცი.
narkozeli
არ თქვა რა. ისე ინერვიულა ჩემმა მეგობარმა, სასწაულად sad.gif ცუდი დედა ვარო იძახდა… sad.gif

Posted by: happy-go-lucky 13 Dec 2023, 18:10
takoo1
როგორც ადელმა თქვა, ან გირეკავს წინასწარ, ან არ გირეკავსდა სანამ შეხვალ , ასისტენტი გეკითხება დეტალებს. მერე რო შეხბალ, უყვება ექიმს. ცოტა რაღაცეები კი რჩება ან არასწირად ეუბნება :დ მარა იქვე ხარ და ჩაუსწორებ თუ რამეsmile.gif) დროს იგებენ მაგით ანუ. ჩვეულრბრივ ეკონტაქტები კაცო.



adeline
მანდ ერთი თემაა, გეგმოურ ჩექაფებზე ატარებ და ავად რო გახდება ვერ ჩაეწერები, და ასისტენტის იმედად ხარ. მაგრამ, ვინ გასინჯავს? ეგ აღარ ვიცი. სხვა პედიატრს გთავაზობენ ალბათ, მრჩევლის. და ნუ ირაკლის მეთვალყყრების ქვეშ კი გამოდის.

მოკლეედ, შენ თვითონ მიხვდები მერე პროცესში ის სხვები მოგწონს თუ არა ნამდვილად.

Posted by: Anabeli111 14 Dec 2023, 00:21
anibani18
კერძოდან თუ წავედი, კიდევ კერძოში მივიდე, აღარ მგონია.. sad.gif ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობ... სიამოვნებით ვასწავლიდი შენს უჭკვინეს თაგუნებს ♡.

რა კარგი რამ მითხარი, საახალწლოდ შეიძლება შევუძინო ♡ ბარათები გვაქვს სახლის თემატიკის და ჯერ მაქედან ბევრი არაფერი დაუმახსოვრებია. ჯობდა ჯერ ემოციები მეყიდა..
* * *
anibani18
საბურთალოს ფილიალს ისეთი ვინმე ჩაუდგა სათავეში, მანდ ძალიან მოეწონებათ შენს გოგოებს. ბაღი კი არ ვიცი :/ მართლა რთული თემაა... აბა, რას გადაწყვეტ, გაგვიზიარე მერე ♡
* * *
narkozeli
სტრესი ნებისმიერ ასაკშია, მაგრამ დაწყებით კლასებში უფრო მარტივად გადააქვთ და ეჩვევიან ახალ გარემოს. მთავარია ამ ცვლილებას ხშირი ხასიათი არ ჰქონდეს ♡ იუჯიზე ბევრი კარგი პოსტი მხვდება კერძო სკოლების ჯგუფში. პირადი შემხებლობა არცერთთან მაქვს, სამწუხაროდ :/

Posted by: anibani18 14 Dec 2023, 11:46
Anabeli111
რატომ აღარ გინდა კერძოში?
მე ვიყიდე დღეს კარგად ყოფნის წესები, კარგად ქცევის მეგონა მე smile.gif) მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, ჩემზეა ნათქვამი smile.gif
დავტოვე ძველ ბაღში, გაუჭირდება ახალში გადასვლა ახლა, სექტემბრიდან ვცდი. მოგწერ ფბ-ზე უფრო დეტალურად თუ გინდა.
არ ვიცი სად მივიყვან, რამე მყუდრო, პატარა სკოლა მინდა, საოცარი გადასახადის გარეშე.

Posted by: happy-go-lucky 14 Dec 2023, 13:55
გოგოებო, 2 თვეა რაც დავაწყებინე ქილის ხილფაფა და პირეები მხოლოდ და ეხლა ვცდილობ სახლის მივცე.

მაგალითად ვაშლი და ბანანი დავუბლენდერე, პირსაც არ აღებდა, შევატყუე რაღაცნაირად და ისე არ ესიამოვმა, 2 სთ წინ ნაჭამი ფაფაც ამოიღო sad.gif

წარმეკვეთა სასო, ქილებს რო ვაჭმევდი სულ, ხო მიეჩვევა სახლში მომზდებულებს? :/

Posted by: სერაფიტი 14 Dec 2023, 16:51
happy-go-lucky

მიეჩვევა, კი. გაუთხელე და ნელნელა გადაიყვანე სქელზე. საერთოდაც ბანანი სოლიდ სტარტის მიხედვით მიეცი- ასაკზე როგორც ეკუთვნის, იმ ფორმით ღუღნოს. მე 6 თვიდანვე ვაძლევდი რაღაცებს საღუღნად. სრულად ბლვ ვერ გავრისკე. ამიტო დღემდე ვწვალობ სადილის დაბლენდერებაზე, არ ჭამს სხვანაირს. მარა ბანანს, პურს, ყველს, ბროკოლა და სხვა რაღაც-რუღაცეებს ჭამს თავისი ხელით. ხოდა მიაჩვიე ნელნელა, რომ მერე დიდხანს არ გაგყვეს დაბლენდერებულის ამბები.
ვაშლი ჩემსასაც არ მოსწონდა გახეხილი, შედარებით ქილის ვაშლთან. მანგოს, მსხალს, ქლიავს უფრო ჭამდა სახლურს, ალბათ რადგან თხელია.

Posted by: happy-go-lucky 14 Dec 2023, 17:19
სერაფიტი
შენ გაიხარე.
აუ ხელში მიცემა მეშინია. sad.gif
სეზონური ახოა ბანანი და ვაშლია გარდა არაფერია და მგონი ხილინქილებზე დავრჩებით.
იქით კვირიდან დავუწყებ ბოსტბეულსაც სახლში.

Posted by: LooLaa 14 Dec 2023, 17:24
ვაიმე რომ ვფიქრობ წინასწარ მეზარება 100-200 გრამიანი ულუფის მომზადება biggrin.gif თან 2 კოვზს რომ შეჭამს ან არც შეჭამს.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 14 Dec 2023, 17:59
narkozeli
სკოლის შეცვლა ყველაზე ბოლოს განიხილე
დღეს საუბარში ვუთხარი ჩემს ქმარს რომ გაიზრდება თუ მათემატიკა კარგად ეცოდინება კომაროვში გადავიყვანოთ თქო
უნდა გადამიყვანოთო და ატეხა ღრიალი smile.gif)

Posted by: სერაფიტი 14 Dec 2023, 21:49
happy-go-lucky

მსხალიცაა ახლა, კივიც, მიეცი გახეხილები. გოგრა ქილის მაგრად მოსწონდა, მერე ჩვეულებრივიც. ახლა აღარ ეტრფის, მარა კაი ბლომად ჭამა წლამდე. მოკლედ, შეურიე სახლურები ნელნელა

Posted by: happy-go-lucky 14 Dec 2023, 22:07
სერაფიტი
პირში რო რაღაც ხვდება მგონი გულს ირევს. მოკლედ ჯერ საზლური და კაი დაბლენდერებულით უნდა დავიწყო მგონი

Posted by: ივლისი 14 Dec 2023, 23:19
happy-go-lucky
მიეჩვევა აუცილებლად სახლში მომზადებულსაც. კარგად დაბლენდერება და ციცქნა ლუკმები მიეცი .
ხილი და ბოსტნეული ადვილია, აი ხორცის მაგათ მოსაწონად დაქუცმაცება და ამბებია ძნელი :დ ჩემი კარგი მჭამელი იყო, ახლა შეიძულა ხორცი საქონლის და ქათმისაც. 15 თვისაა. იმედია დროებითია.

Posted by: takoo1 15 Dec 2023, 00:35
ივლისი
1,5 წლის იყო ჩემი უფროსი რო შეიძულა ხორცი, ერთი წელი არ გაკარებია მეტი.
ეხლა დაიწყო ისევ თითქოს შეუყვარდა.
არ გიჟდება მარა მოუნდება ხოლმე და მიხარია.
ალბათ უფრო შეუყვარდება ნელ ნელა

Posted by: happy-go-lucky 15 Dec 2023, 10:56
ივლისი
დღეა გადავწყვიტე ორთქლზე მოვუმზადო ვაშლი და მისი პიურე მივცე. ჰგავს ქილისას. ვნახოთ აბა რას იზამს .

Posted by: ივლისი 15 Dec 2023, 11:15
takoo1
მოკლედ რა გაუგებ ამ პატარების ახირებებს და გემოვნებებს. :დ დაიწყებს ესეც ისევ იმედია.

happy-go-lucky
კი მოეწონება . მეც თავიდან მასე ხილფაფას ვუკეთებდი. მერე უკვე წვრილ სახეხზე ცოცხლად გახეხილს. ბანანი კარგად დაჭყლეტილი. არ დამიბლენდერებია.ძალიან მწიფე ავოკადოც მასე. შავი ქლიავი თავიდან სემპერი და ჰიპი . მერე ცოცხლად წვრილად გახეხილი. აი ბოსტნეულის მოწონება უფრო რთულია. მიეცი უკვე ხო? რომელი მოსწონს ?

Posted by: fermina 15 Dec 2023, 11:52
ივლისი
takoo1

ეტყობა ხორცის შეძულება ამ ასაკისთვის დამახასიათებელია. მიაც ძლივს ჭამს, ფაქტობრივად აღარ. წლინახევრისაა... საერთოდ ძალიან ბევრი საკვების მიმართ შეეცვალა დამოკიდებულება. იდეალური მჭამელი იყო და ახლა უკვე იჯღანება ფაფაზეც და კატლეტზეც.

Posted by: libertad 16 Dec 2023, 11:07
სერაფიტი
happy-go-lucky
აუ მეც ჩაგეკითხებით რა.
სახლში მომზადებული პიურე ჯობია ნაყიდ ქილის პიურეს? ანუ მე რომ სულ ქილისაზე მყავდეს რამეს დავაკლებ ამით? ბლვ მეთოდზე ვაპირებ 6თვიდან გადასვლას და ამაში ხელს უშლის ქილის ფაფები?

Posted by: სერაფიტი 16 Dec 2023, 11:37
libertad

ქილებში, სანდო ბრენდს თუ ყიდულობ, კარგი პიურეებია. უმარილო, კარგი ნედლეულით გაკეთებული (სემპერი და ბეიბი ბიო არის საუკეთესო). არაფერს დააშავებ, უბრალოდ რამდენ ხანს გეყოლება ქილებზე? ვთქვათ 1-2 თვე. მერე ხომ სახლის საჭმელებიც ნელ-ნელა უნდა შეაპარო, თუნდაც პიურეს სახით... მე ასე მგონია, რომ დიდხანს მხოლოდ ქილები ძალიან გააზარმაცებს და გემოს ამბავშიც ერთფეროვანიც იქნება და მეტრ გაუჭირდება სახლურები. ამიტო თავიდან გასინჯვის ეტაპზე ქილები მქონდა, მალევე შევურიე - ხან ქილა, ხან სახლი. და სადღაც 9 თვიდან თუ ათიდან მხოლოდ სადმე წასვლისას მიმქონდა ქილები. წლიდან კი აღარ ვიყენებ სემპერის ქლიავის გარდა ქილას არაფერს და სადმე თუ მივდივარ, მიმაქვს სახლში გამზადებული რამე კონტეინერით. ან ისე რო იქვრ მოვუმზადო.

რაც ეხება ბლვ-ს: თუ იწყებ თვითკვებით, ქილა საერთოდ არ გჭირდება. პირდაპირ სათანადო ფორმით (სოლიდ სტარტის აპლიკაციაა ამისი ბიბლია, რა ზომაზე ჭრი, როგორ უდებ) სთავაზობ ბავშვს საკვებს. წმინდა ბლვ თითქმის გამორიცხავს პიურეს, თუმცა მინახავს, რომ ბლვ მეთოდით ცოტა სქელ ფაფას უკეთებენ და თავისი ხელით ჭამს ამად ბავშვი. ანუ ფაფები თავის ხელით - იოლი არ იქნებაsmile.gif))

მაგალითად მე შერეული ფორმა ავირჩიე, რაც წმინდა ბლვ არ არის. ვაძლევდი ქილებს გასასინჯად, შიგადაშიგ კი ვაჭერინებდი ავოკადო, ბანანი, ყველი და მსგავს რბილ რამეებს, რომ ღეჭვაშიც ევარჯიშა. როგორც წაკითხული მქონდა, ასეთი მეთოდი ცოტა აბნევს ბავშვს - ხან კოვზით რო აჭმევენ და ხან ხელში აკავებინებენ. როგორც ჩანს, ჩემიც ცოტა დაიბნა, ამიტო დღემდე ასეა და ვერ გადამყავს თუნდაც ჩაჭყლეტილ სადილზე. დღემდე პურს, ყველს, ბანანს, კვერცხს (შემწვარს,მოხარშულს), ბროკოლს , კიდე რაღაცეებს თავისი ხელით ჭამს, მარა ფაფა, სადილი, იოგურტი მე უნდა ვაჭამო კოვზით და სადილი-აუცილებლად დაბლენდერებულიsad.gif ნელ-ნელა ვუმატებ თვითკვების საჭმელებს, კატლეტი ესა ისა. რაც შეღავათია მაინც რა. ფაფებზეც 10 თვიდან მილინ პარასზე გადავიყვანე და აფთიაქის სწრაფი ფაფისგან განსხვავებით, ცოტა სხვანაირი სტრუქტურა აქვს, არაა ერთგვაროვანი მასა. თავიდან არ მოსწონდა, პირში რო ედებოდა მარცვლები. ახლა ჭამს, რძით ვუთხელებ. აფთიაქის ფაფები ჩემსას კრავს კუჭში და კვირაში ერთხელ თუ ვაჭმევ, ისიც თუ მეჩქარება.

მოკლედ, ასეა. როგორც იგრძნობ თავს კომფორტულად,ისე ქენი. სრულად ბლვ მე ვერ ვქენი, შემეშინდა გადაცდენის. ვიცი, პიურეებიც სცდებათ, მაგრამ მაინც. არადა მართლა კაი მეთოდია. კიდე იმიტო ვერ ვქენი, რო ძაან მოტუტყნის ყველაფერსთქო. მარა მაინც ტუტყნისsmile.gif) ანუ მე ხო ვაჭმევ რაღაცას და მეორე ნაწილში უკვე მისი ჯერია, თავისი ხელით აყილებს ვთქვათ ბროკოლს ან ყველს და მაინც ყველგან ყველაფერი ყრიაsmile.gif)

გაგვაგებინე აბა როგორ წავა ამბები.


Posted by: takotatuli1989 16 Dec 2023, 12:40
სერაფიტი
მეც შერეულზე მყავდა ტყუპები მარა მაინც მგონია ბავშვის უნარზეა და იმაზე რა უყვარს. გოგო ტყუპისცალი იოგურტს ისე მიირთმევს კოვზით ტუჩსაკ კი არ დაისვრია. ბიჭი თოვლის ბაბუა ხდება, მთელი იოგურტი სახეზე უსვია. წვნიანს ხელით არცერთი არ ჭამს, არც ფაფას. დანარჩენს ერთს გათლილი უყვარს, მეორეს გაუთლელი, ერთს ჩირი უყვარს, მეორეს ტყლაპი, ერთი ჭამს დაჭრილ უმ სტაფილოს კუბიკებად, მეორეს მთლიანი უნდა მისცე. უფროსი გოგო რომელიც ქილებზე მყავდა წლამდე ხელში ხილი ან ბოსტნეული არ დაუჭერია და არ ჩაუკბიჩავს, გასინჯვითაც არ გაუსინჯავს 3 წლის მერე sad.gif.

Posted by: Panda-008 16 Dec 2023, 17:17
გოგოებო, გუშინ და გუშინწინ სადილად ვჭამე ლობიო და ავოკადო. არც ერთი არ მიჭამია ბავშვის დაბადების მერე. ორივე ღამით ერეოდა გული. რეფლუქსი ისედაც აქვს, მაგრამ ძალიან ბევრს და თხლად იღებდა და მოუსვენრად ეძინა. დავიჯერო, ალერგიაა რომელიმეზე თუ დაემთხვა? sad.gif

Posted by: narkozeli 16 Dec 2023, 17:27
libertad

სიჯანსაღით ცალსახად აფთიაქის სანდო ბრენდის ქილის ხილ ბოსტნეულობა უფრო ჯანსაღია ვიდრე თბილისში მარკეტში ბაზარში ან სადმე ნაყიდი პროდუქტი. ბიო არაფერია და გაძეძგილია ყველაფერი ნიტრატებით და ათასი უბედურებით. სახლში რომ დათესავ იმის თესლიც კი არასანდოა ხშირად.
ნუ ეხლა კორპუსებში ვინც ვცხოვრობთ ისინი ვერ მოვიყვანთ ჩვენს მეურნეობას ცხადია ))

მზადების პროცესშიც დროები ზუსტად თუ არ დაიცავი, ხარშვა-მომზადებისას იკარგება ყველაფერი სასარგებლო.
აი სწორის ჩვევების გამოსამუშავებლად მე პირადად ბლვ მომწონს მაგრამ ქილებით ეგ რამდენად გამოვა ძაან საეჭვოა.
მოკლედ რთული თემაა.
მე ვაჩე თითქმის წლამდე ქილებზე მყავდა და კმაყოფილო ვიყავი. ძალიან კარგი მჭამელი და სასწაული იმუნიტეტი აქვს თუმცა ჩვევები არ მომწონს, ფაფებზე და წვნიანებზე ეზარება და არ მოწონს რომ
იწუწება და მე მთხოვს ხოლმე რომ ვაჭამო. ამიტომ ნოამ მინდა თავიდანვე თავის ხელით ჭამოს.მარა თან ქილებით მინდა ვკვებო და თან ბლვ და ცოტა რთულია ეგ ამბავი.

happy-go-lucky

რა ქნა აბა? ჭამა?
ნუ გეშინია ქილებზე მყავდა წლამდე და წლის მერე დაჭყლეტილს გადასარევად ჭამდა, დრო მიეცი ❤️

Posted by: happy-go-lucky 16 Dec 2023, 19:33
narkozeli
ორთქლზე გავუკეთე ვაშლი და გადაყლაპა. მაკფონალდსის უკან არის რუსთაველზე მაღაზია; მარღლა ბიო ბოსტნეული აქვთ, მანდ მინდა ვუყიდო კარტოფილი და სტაფილო და დავიწყებ სახლში ნელნნელა. ვერ მოვიცალე ჯერ, არადა მანდვე ვცხოვრობ, ვერ მოვხვდი რა მანდ და ისე მაღაზიის არ მინდა.

წმინდა ბლვ არა და რაღაცეები მინდა ძევთავაზო ხელოთ, მაგალითად გოგრის სქელი ბურთებუ რო გავუკეთო და დავუდო და აბა თუ ჩაიდებს. აი აბაზანის წინ რო ვუქნა ხოლმე რა. ყოველ ჭამაზე ვერ ვიზამ ასე.

ქილები უკვე მეცოტაცება და ისე უგემურია რავიიი.. აუ ვინმე ბადდი მჭირდება, ვისაც ამხელა ჰყავს და ერთმანეთს გავუზიარებდით რა ვაჭამოთ :დ

სერაფიტი
ჯგუფი არის ცმაცუნები ჰქვია, მანდ განიხილავენ ბლვს, ხო არ იცი, სანდოა? დიდი ჯგუფია. სოლიდ სტარტზე ამერიკულ ჯგუფში წერდნენ არაა ზოგი რაღაც სანდოო და შევშინდი.



Posted by: ნიაკო12 16 Dec 2023, 21:04
დედებო ჩემი პირველი კითხვა აქ smile.gif ხელოვნურზე როა ბავშვი და დღენახევარია კუჭში არგასულა რა ვქნაა ?

Posted by: happy-go-lucky 16 Dec 2023, 21:43
ნიაკო12
თუ არ წუხს, არაფერი. გავა❤️

Posted by: სერაფიტი 16 Dec 2023, 22:55
happy-go-lucky
ვარ ცმაცუნებში და ადეკვატური რჩევებია ხოლმე, კი.
ამერიკულ ბლვ-შიც ვარ. მარა კაი ხანია აღარ ვკითხულობ არცერთს.
სოლიდსტარტსი მე ძალიან მომწონს და მადგება. რატო არააო სანდო? ინსტაზე ვაფოლოვებ ასევე და კარგ რჩევებს დებენ ყოველთვის.

9 თვისაა შენი ხო? ქილები აღარ ყოფნის თუ გემოები მობეზრდა? მე მაგალითად ქილის სადილები დიდად არ მიჭმევია. ერთკომპონენტიანებს ვაძლევდი ხოლმე 6-7 თვისას. ბოსტნეულებს, ხილს..და მერეც რაღაცებს ცმაცუნობდა რა, ვურევდი სახლში 2 ან მაქსიმუმ 3 სახეობას. არ ჭამდა ეს ბევრს. თან ყოველთვის რძის მერე 1-2 საათში ვაძლევდი. არ მინდოდა რძის სმა მოეკლო. სადღაც წავიკითხე - 9 თვემდე ჯერ რძე, მერე მყარი კვებაო, 9 თვის მერე ჯერ მყარი, მერე რძეო (ვგულისხმობ დღეში 2 კვების ჩანაცვლებას) და მასე მივყევი, ბავშვსაც ეგრე მოსწონდა. ვერ ვიტყვი, რო ითხოვდა და ინტერესდებოდა მყარი კვებით ამაზე მეტად. თუმცა 9 თვიდან ნამდვილად მრავალფეროვნად ჭამდა, ხილეულსაც, ბოსტნეულსაც, მარცვლეულსაც,რძის ნაწარმსაც... ცოტას მიირთმევს, მაგრამ ბევრი პროდუქტი მოსწონს.

პერიოდები აქვთ ბავშვებს, როგორც ვატყობ...აქაც დაიწერა... სხვადასხვა პროტესტის. ეცვლებათ გემოვნება, მადა, ესა ისა. ხან ვირუსი, ხან კბილი, ხან უმიზეზოდ. ამასაც იმდენჯერ შეეცვალა. უპრობლემო მჭამელი, აი ჯამებს რო ასუფთავებენ, არასდროს ყოფილა. მაგრამ წლისას რომ გავუკეთე სისხლის საერთო და კალციუმი, ყველა პარამეტრი იდეალურად აქვს. მაშინ დავმშვიდდი და მივხვდი, რომ იმ ცოტა-ცოტა ულუფით საკმარის ნივთიერებებს იღებს, ვითარდება ბავშვი, წონა ნორმ აქვს და უნდა შევეშცა ნერვიულობას. მთავარია ახლა კვების ჩვევებიც კარგი ჩამოუყალიბდეს.

Posted by: happy-go-lucky 16 Dec 2023, 23:19
სერაფიტი
ახლა გახდა 8.
არ გუჟდებოდა ქილებზეც, უბრალპდ მეცოტაცება ეგ ულუფები და იქნებ სახლის იფრო მოეწობოსთქო. თან იტგვლივს ბევრი აჭკრბს ბლვ და გული მწყფრბა მე რო არა. მაგრამ მეშინია.

ყველაზე მარტივი რა არის, რა ვცადო? არ ვაპირევ ბლვ, უბრალოდ გასართობად მინდა შევთავაზო, აბაზანის წინ ხოლმე)). სახლის პიურეებზე გადასვლაა ჩემი გეგმა.

Posted by: ნიაკო12 17 Dec 2023, 10:11
happy-go-lucky
იმედია გავა თავისით, თუარადა ხვალ მიმყავს პედიატრთან და დამაკვალიანებს ალბათ, ხვალამდეც თუარ გავიდა ძალიან უჭირს რამე?

Posted by: happy-go-lucky 17 Dec 2023, 11:13
ნიაკო12
ხო იღებს იმდენ რძეს რაც საჭიროა?
ხვალამდე თუ არ გავიდა ხვალ იდარდე, წინასწარ რატომ ღელავ .. პედიატრიც დაგაკვLოანებს. 1-2 დღე არაა პრობლემა, თუ არ წუხს. მთავარია ხო იღებს რაც საჭიროა და პამპერსს ხომ ავსებს.

Posted by: Alisaka 17 Dec 2023, 14:20
მე მეშინია ძაან თვითკვების მეთოდის..
სახლსი კი გავუმზადებ პიურებს ორთქლჯს ქვაბზე მაგრამ იცით რა მაონრერესებს
პირდაპირ წერია(რაც მაქვს პედიატრისგან) რომ კვების წინ ხდება დამზადება
განა რამდენიუნდა გავაკეთო ვთქვათ-კარტოფილის პიურე?ამიტომ თავიდან აი იმენა.6 თვიდან ქილებს შევაპარებ
აგროჰაბშია ბიოო მაგრამ მეეჭება
ვაბშე ბიოპროდუქტი არსადაა
“რა ვაჭამოთ პატარებს” ფბზე კარგი ჯგუფია და ვზივარ ხოლმე წინასწარ





გუშინ პატარა მოვნათლე❤️
თქვენი ამბები როგორაა? მაგრად მომწონს დედობა
თუ გახსთ დეპრესია და აშ მეგონა მექნებოდა და არაფერი მაქვს თავს არც ვაძლევ უფლებას
მე ვჭირდები და თავი ხელში ამყავს
1 წელზე ვაპორებ სამსახურში გასვლას და ძიძის საკითხი მაშინება-ნდობის sad.gif

Posted by: ნიაკო12 17 Dec 2023, 14:37
happy-go-lucky
კი კი იღებს. ახლა გავიდა კუჭში ცოტა კი გაუჭირდა, ორი დღე გაუხდა ზუსტად.

Posted by: სერაფიტი 17 Dec 2023, 15:46
ნიაკო12

იციან ხელოვნურზე გადასვლისას კუკების არევა. დაალაგებს. თუ არადა კომფორტ ხაზის მიეცი, ექნება ფრისოს, ადვილად მოსანელებელი რძე, ვისაც კუკები უჭირს.

happy-go-lucky

8 თვეზე რატოა ცოტა ქილები, რძეა წამყვანი მაინც. იმდენ მყარ საკვებს ვერ შეჭამს,.რომ საკმარისი სასარგებლო ნივთიერებები შეითვისოს. რძეში კი მზაა ეგ ყველაფერი. წლამდე მყარი კვება ძირითადად კვების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ემსახურება, ასე მესმის მე. ნუ აი 10-11 თვემდე მაინც. მრავალფეროვანი გემოები და ტექსტურები უნდა გასინჯოს. და სადღაც 11 თვიდან დაიწყოს რძის კვებებოს ჩანაცვლება. უჰ რა გეჩქარება, რა კაი იყო,.ჭამის დრო მოუვიდოდა, გავაკეთებდი რძეს, სვამდა. ახლა ტვინს ვიჭყლეტsmile.gif)
8 თვეზე დღეში ორჯერ შეგიძლია მისცე მყარი. ერთხელ ფაფა მიეცი. ერთხელ ხილ-ბისტნეული. დანარჩენი რძეს დალევს. ფაფას თუ ნორმალირად ჭამს, კი ჩაანაცვლებს იმ კვებას და ხილ-ბოსტნეულს შეხედე, რამდენს ჭამს. მე 8 თვეზე არ ჩამისვამს კვებად ხილ-ბოსტნეული. არ ჭამდა იმდენს. და არც ვჩქარობდი. ნუ ჩემს გამოცდილებას ვწერ, თორე 8 თვისა.ზოგი ხაშლამას ჭამს უკვე. ჩემი ბავშვი არაა მასეთი.

ეგ კი არა, 4 დღეა დილის რძე ამოვუგდე (გქღვიძებისას სვამდა 150 8-ის ნახევარზე, და მერე 9 საათისკენ საუზმედ ფაფას. მეზარებოდა ეგრე ადრე ფაფა. ხოდა ახლა ისე ვქენი, რო რძე ამოვუგდე და 9ის ნახევარზე ჭამს ფაფას, იქამდე კი ძლებს, რავი. ცოტა კუკები გაუმაგრდა, რაც ეს ცვლილება შევიტანეთ მენიუში. ნუ აი პლასტელინივით შვრება.
ძილის წინაც აღარ სვამს 200 გრამს. ხან 150, ხან ნაკლები. 1.1 წლისაა და ალბათ რქღაც მომენტში ძილის წინაც შეეშვება რძეს და მომიწევს ჩავანაცვლო მაწვნით ან იოგურტით.
წყალს ბლომად სვამს და მაინც რატო შეიკრა, არ ვიცი.


რაც ეხება მარტივ საკვებს დამწყები ბლვ-სთვის - ჩემსას უადვილდებოდა ბანანი, ძაან მწიფე ავოკადო და ორთქლზე დარბილებული ბროკოლი, დიდი ყვავილედი. სოლიდსტარტსის მიხედვით ვუდებდი, რა ზომაც ეკუთვნოდა. 6 თვიდან 9მდე როგორც წესი მაქსიმალურად დიდ ზომას სთავაზობ. და 9 თვიდან, ლუკმებად (ნუ მაინც ყველაფერზე ვუყურებ ხოლმე აპლიკაციაში).

გოგრაც შეგიძლია. ეგ ჩაჭყლეტილი სახით მივეცი ხოლმე და თითებით ტიტყნა, ისე ჭამდა.

Posted by: happy-go-lucky 17 Dec 2023, 17:22
სერაფიტი
რატომაა რო 6-9 ზე უფრო დიდ ნაჭერს უდებ, ვიდრე 9-12?

ეს რძეს აღარ სვამს. აი ძლივს ძლივს სცამს დილას და ძილოს წინ. და ღამე სვამს რო იღვოძებს, უფრო ბევრს და უგონოდ.

Posted by: anibani18 17 Dec 2023, 18:40
happy-go-lucky
გადაცდენის ნაკლები შანსია და იმიტომ. უფრო დიდი ნაჭერი უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს.
და პატარა ასაკზე დიდ ნაჭერს უფრო მარტივად აიღებს ხელში ვიდრე პატარას

Posted by: სერაფიტი 17 Dec 2023, 19:31
happy-go-lucky

ჰო, აი ანიმაც დაგიწერა. დიდს აღუღნის იმდენს, რამდენსაც შეძლებს, თუ დიდი მოუვა- გადმოაგდებს. თან ხელში ადვილად იჭერს.
9 თვიდან ვითარდება პინცეტური უნარი, 2 თითით შეუძლია უკვე აღება პატარა რამის, და არა მთელი მუჭით. ღეჭვაშიც უფრო გაწაფულია (უნდა იყოს) და ლუკმებად დაჭრილს აიღებს თავისი პაწია თითებით და შეჭამს.
სოლიდ სტარტსზე ვიდეოებიც დევს ხოლმე, აპლიკაციაში. მაგალითებად.


ოო, რძეს თუ აღარ სვამს, თავსატეხიაsmile.gif) რძის პროდუქტი მიეცი, ეცადე, რომ კალცი შეივსოს. იოგურტი, ხაჭო, ყველი...

Posted by: ბანანი 17 Dec 2023, 19:31
Alisaka
QUOTE
მაგრად მომწონს დედობა
თუ გახსთ დეპრესია და აშ მეგონა მექნებოდა და არაფერი მაქვს თავს არც ვაძლევ უფლებას
მე ვჭირდები და თავი ხელში ამყავს

რა მაგარი გოგო ხარ, მე მახსოვს კიი და ძალიან მიხარია, დაიკო და ბავშვი როგორ არიან?

Posted by: happy-go-lucky 17 Dec 2023, 21:45
სერაფიტი
anibani18
მადლობა დიდი! მე კიდე დიდოს უფრო მეშინია, არ ჩაიტენოს მეთქი.

ხაჭოზე რცხილაძემ წლამდე არაო, და რავი. ნეტა ყველი პლასმონიე, სასარგებლოა? იოგურტსაც მივაძლებ აბა..


გოგოებო, იარინას გვერდითი მოვლენები მაქვს, ლამის სული გავაფრთხო და ჯერ ვერც ვწყვეტ, მე-7 აბზე ვარ, ვინმეს ხო არ გქონიათ გამოცდილება ან გსმენიათ შემთხვევით?

Posted by: shoAbb 17 Dec 2023, 22:13
გოგოებო, ფორმულა მინდა შევუცვალო... სიმილაკ კომფორტს ჭამს და სულ უკან იღებს sad.gif რომელს მირჩევთ?

Posted by: happy-go-lucky 17 Dec 2023, 22:33
shoAbb
კომფორტს რატომ აჭმევ?

Posted by: shoAbb 17 Dec 2023, 22:35
happy-go-lucky
გოლდზე მყავდა და შემაცვლევინა თავიდან პედიატრმა და შევრჩით ასე :/ რა ვქნა ვეღარ ვხვდები

Posted by: Tua 17 Dec 2023, 22:39
ნიაკო12
ნიაკოო გილოცავ უსაყვარლესი თაიას დაბადებას, როგორი ლამაზია ❤️❤️ ფრისოს აქვს ფტისო ვომი რომეოიც აწესრიგებს კუჭნაწლავს და შეგიძლია კვებებიდან 2-3 კვება ვომი მისცე და დანარჩენი გოლდი, დაშვებულია ასევე არევაც, უბრალოდ ვომი 75 გრადუსზე კეთდება გოლდისგან განსხვავებით , ვომსაც რომ გააგრილებ 40 გრადუსამდე შეგიძლია ნახევარ ნახევარი შეურიო, კვებებად მიცემა უმჯობესია მე სიმილაკ გოლდს ვაჭმევდი და შუადღეს 2 კვებას ვაჭმევდი ფრისო ვომს , მუცელს იწყნარებთ და მოქმედებაში ეხმარება პატარას. თუ კუჭის მოქმედება არექნება ნუ უჩხიკინებ ნურაფრით არც გაზგამყვანი მილი და არც სხვა რამის რეკიმენდაცია აღარ არის.

Posted by: ნიაკო12 17 Dec 2023, 23:51
Tua
მადლობაა :* ❤️❤️❤️ ჩავსქრინავ შენს მონაწერს smile.gif ❤️
* * *
სერაფიტი
მადლობა :* ❤️

Posted by: happy-go-lucky 18 Dec 2023, 00:51
shoAbb
კომფორტი სპეც კვებაა, მაგრამ ფაქტია ვერ ირგებს. სცადე გოლდი❤️

Posted by: shoAbb 18 Dec 2023, 10:50
Tua
ახლა რომ გააერთიანეს, ფრისოლაკ ვომ გოლდ, მაგაზე ვფიქრობ გადაყვანას და ეგ ყველა ჭამახწ რომ
ვაჭამო?

Posted by: Takobako 18 Dec 2023, 11:30
სალამი გოგოებო..... საბავშვო ხალიჩის ყიდვა მინდა (სათამაშოებით და ა.შ არა.... სტანდარტული) და რომელი უფრო პრაქტიკულია? ბაზარზე და მაღაზიებში ბევრნაირია, დასაკეცი, დასახვევი, ზომებიც სხვადასხვაა და სისქეც........ თქვენი გამოცდილებით რომლის ყიდვა ჯობს...... (დასაკეცი მომწონს მაგრამ დაკეცვის ადგილები ხომ არ იქნება არაკომფორტული ხოხვისას ან თამაშისას.)...

Posted by: takoo1 18 Dec 2023, 11:36
happy-go-lucky
უიი რა გვერდითი მოვლენები?
მე ვსვამდი და არ მქონია არაფერი ვაფშე.
shoAbb
საკვების შეცვლას თუ გადაწყვეთ პედიატრის გარეშე ნუ იზამ მაგ ამბავს ჩემი რჩევა იქნება.

Alisaka
გილოცავ პატარას გაქრისტიანებას❤️
მახსოვს კიი და მოხარია რო კარგად ხარ,ისე მეც ბავშვის მერე დავივიწყე ნევროზები და ფსიხობები smile.gif ალბათ ფაიქოლოგიურად ისე ხარ მოჭიმული რო მაგის საფიქრალი დროც აღარ გრჩება

Posted by: სერაფიტი 18 Dec 2023, 12:36
happy-go-lucky

იცის კონტრაცეპტივმა,კი.
იარინას ვსვამდი და არ მქონია მე ეგეთი მოვლენები. გამიგია ბევრისგან.
მე ლიბიდოს მიქვეითებდაsad.gif
გინეკოლოგმა უნდა შეგიცვალოს, ცოდო ხარ. შუა ფირტიდან შეცვლა ხდება ნეტა? არ ვიცი

Posted by: Alisaka 18 Dec 2023, 18:44
ბანანი
მადლობა დიდიიი :*
კარგად არიან შააბთ-კვორა მათთან ვართ ხოლმე და ერთმანეთს ეთამაშებიან ხოლმე
ისე სასაცილოა biggrin.gif
* * *
takoo1
თავს არ უნდა აყვე რა და ნერვებს
თორე თუ დაჯექი და დაფიქრდი გარეკავ
ახლა მაქსის მე ვჭირდები და მე რო ვტიროდე და აშ მასზეც გადავა,არ ვაძლწვ უბრალოდ თავა უფლებას
დიდი მადლობა :**

Posted by: shoAbb 18 Dec 2023, 21:06
user posted image
ვერ ვხვდები ასე კატეგოეიული რატოა?

Posted by: Tua 18 Dec 2023, 21:47
shoAbb
სიმილაკის წილში ზის ეგ ექიმი ალბათ smile.gif) რომ ასხავს ეგ რეფლუქსია და ზოგადად რეფლუქსი რთული რამეა მყარ კვებამდე სულ ამოასხავს.

Posted by: shoAbb 18 Dec 2023, 21:48
Tua
ფრისოთი მინდა შევუცვალო, თან გემოც არ მოწონს მგონი, აღარ ჭამს ააერთოდ იმ 90 საც ...
რავქნა რამე მირჩიეთ sad.gif

Posted by: Tua 18 Dec 2023, 21:57
shoAbb
4 თვის კრიზისია ეგ ყველას აქვს ეგ პერიოდი მემგონი რომ კვებას უკლებენ, გემოზე არ მოსწონს არა ეგეთი დღეები აქვთ უბრალოდ, წინ იმდენი ეგეთი დღე გაქვს ყოველთვის ერთნაირად არიქნება, მიეცჯ რამდენსაც ჭამს რაპრობლემაა ისედაც არ გაქვთ წობის დეფიციტი რამდენიც უნდა იმდენს შეჭამს. ჩემი მეგობრის ბავშვი 6 თვისაა და 99ზე მეტი არც უჭამია 3 საათში ერთხელ.

Posted by: shoAbb 18 Dec 2023, 22:00
Tua
არ ყოფნის მერე წუწუნებს 1 საათის გასვლის შემდეგ sad.gif 3 საათი ვერასდროს გაძლო sad.gif
ანუ, ჩემით რომ გადავიყვანო სხვა ფორმულაზე დავაშავებ ძაან ? sad.gif
აუ დაგღალე ამდემი კითხვებით ;(

Posted by: Tua 18 Dec 2023, 23:26
shoAbb
სხვა ფორმულაზეც იგივეს იზავს ჩვევა აქვს ეგეთი ჩემს შვილსაც ჰქონდა, 90ს მაგიტო ჭამს რომ მალმალე აჭმევ და სავარაუდოდ ძალიან აქვს მონატებული წონაში ასაკთან შედარებით. მე 7 დღე დამჭირდა გადასაჩვევად გადავუწიე დროები ნელნელა და ჩავსვი 3 საათში რადგან მაგ ურეჟიმობის გამო ძალიან მოიმატა წონაში რაც არაა კარგი.

Posted by: takoo1 19 Dec 2023, 00:46
shoAbb
კატეგორიული კი არ არის იგივე ბრენდის დაგინიშნა,სხვა ხაზი.
ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა.
მეც შევუცვალე ჩემით 4 თვის რო იყო და საავადმყოფოში მოვხვდით მაგის გამო.
დღემდე არააქ მოწესრიგებული ისე აურია კუჭ-ნაწლავი.
ძუძუ+სიმილაკი+ფრისო
უკვე სამი გამოდის რავიცი.
შეიძლება არც არაფერი იყოს მარა ნუ გარისკავ
ჩემსავით.
მაინცდამაინც ფრისო რატო გინდა ისე რო აჭამო?

გემოს რაც შეეხება არც ფრისო მოეწონება. სპეც კვებას ყველას ეგეთი სტრანნი გემო აქვს
ანტიკოლიკს ვაჭმევდი და მიტოვებდა ხოლმე სულ.მერე ნელ ნელა მიეჩვია.ძაან გავწამდი მახსოვს.
რო ტოვებდა მერე მალე შივდებოდა და სანამ არ მიეჩვია გემოს გაგვიჭირდა.
თუ გაგრილდებოდა ვაფშე აღარ ჭამდა.აბა მაგასაც დააკვირდი
ეცადე კაი თბილი აჭამო

Posted by: happy-go-lucky 19 Dec 2023, 08:41
takoo1
სერაფიტი
გულის რევის შეგრძნწბა და გულის ფრიალი. გუშინ აღარ მქონია მე-8 აბი იყო. შეცვლა არ შეიძლება ევრე და შეწვეტა მკურნალობის მოზნოთ რო სვამ კი და თავდაცბის დროს ვერ გავრისკავდი. მითზრა იქნებ გაგიაროსო და გუშინ ღამეც კარგად ვიყავი. წინა თვესახ დავლიე მაგრამ მეორე ფირფიტაზე დამემართა. ორსულობამდე, ვწვამდი წლები და თვეობით (შესვენებებით). ერთხელ მქონდა ფულის რევის შეგრძნება, ეხლა ძალიან ძალიან ცუდად ვიყავი. 5-6 დღე

shoAbb
დაუჯერე რასახ გეუბნება. არც ფრისო მოეწონება ასე. სიმილამი სცადე სხვა ხაზი და მერე ნელ ნელა გოლდზე გადახვალთ ❤️

Posted by: shoAbb 19 Dec 2023, 10:25
Tua
3 საათი ვეცადე გასულიყო, ან მინიმუმ 2.40 და იგივე ჭამა მაინც :დ არააქვს ძაან დიდი წონა , 7.400 იყო 10 დღის წინ, 500 გრ ქონდა მომატებული ან ერთ თვეში ... ( ეგ მეცოტავა :დდ)
takoo1
არაქვს მნიშვნელობა რას ვაჭმევ უბრალოდ მეგონა სიმილაკი აღარ მოწონდა და მაგიტო არ ჭამდა sad.gif( ისე თუ გაგრილდა საერთოდ აღარ ჭამს ხო ..
თუ მაინც ამოიღებს უკან რა აზრიაქ შეცვლას მაშინ , გავუგრძელებ ამას ისევ ან გოლდს შევაპარებ ისევ სიმილაკის ..
happy-go-lucky
მადლობა <3
* * *
მთელი ღამე იკლაკნება და იჭინთება , გაზების ბრალია ნეტა თუ რეფლუქსის? sad.gif ზეგ ვართ რცხილაძესთან და კითხვებს ვამზადეებ რეები ვკითხო;დ
აქ ერთმა პედიატრმა 1 წვეთი მიეცი დ ვიტამინიო, მეორემ 5 ;/ ყიფლიბანდი დიდი აქვსო, 3X3 ზეაო ..

Posted by: anibani18 19 Dec 2023, 11:17
shoAbb
თუ იკლაკნება და ფეხებს ზემოთ სწევს, მაშინ გაზებია. რეფლუქსს მგონი თავის უკან გადაწევა ახასიათებს, არ ვიცი ზუსტად. წოლას ვერ იტანენ კიდევ. რამდენისაა შენი? ვერ მივსდიე თავიდანვე მიმოწერას.
შეეცადე ჩასვა რეჟიმში. ახლა კი ამბობენ, როცა გინდა მაშინ აჭამეო, მაგრამ როგორც ორი შვილის არც თუ ისე კეთილი დედა, გეტყვი, რომ ყველაფერში ბავშვის ნებას ვერ მიყვები. რეჟიმი მნიშვნრლოვანია, ჩემი აზრით.

Posted by: shoAbb 19 Dec 2023, 11:29
anibani18
ორივეს შვება, წოლა არ იყვარს დაბადებიდან sad.gif
4 თვისაა .
მადლობა ❤️

Posted by: Panda-008 19 Dec 2023, 16:59
shoAbb
გემოს მოწონებაზე არაა, უბრალოდ აქვთ ეგეთი პერიოდი სადღაც 3-4 თვეზე, ამცირებენ კვების მოცულობას. გაუვლის.
ბოთლის სოსკა ასაკის შესაბამისია? თუ არა, შეიძლება ვეღარ წოვს კარგად ჩვილის სოსკიდან და გამოსაცვლელია.

Posted by: Tua 19 Dec 2023, 18:04
shoAbb
ღამე თუ იკლაკნება ეგ რეფლუქსჯ არაა რეფლუქსია რომ იღებს რძეს ,რომ იკლაკნებიან მუცელი ან კოლიკაა ხშირ შემთხვევაში. განსაკუთრებუთ ღამე კოლიკამ იცის როცა ბნელდება . 500 გრამი ძალიან კარგი ნამატია, 4 თვეზე თუ წონა გააორმაგა ისედაც კაი პუნტულაა უკვე ჩემიც ეგრე იყო 4 თვეზე სადღაც უბრალოდ ჩმი ბიჭი დღემდე 5-6 წლის ასაკის შესაბამისი სიმაღლის და წონისაა 4 წლის ასაკში და მაშინაც ეგრე იყო, მაგრამ 7 კილოზე გაგვიჭედა პედიატრმა ბევრია მაგ ასაკისთვისო smile.gif რამდენსაც ჭამს ჭამოს , ბოთლის თავი რონ ასაკის შესაბამისად უნდა ცვალო ეგ გეცოდინება წვეთების მიხედვით და აბა ეგეც სცადე ჯერ თუ არშეგიცვლია.

Posted by: Panda-008 19 Dec 2023, 18:08
Tua
4 თვეზე ბევრია 7 კილოო? biggrin.gif სიმაღლე?

Posted by: shoAbb 19 Dec 2023, 19:14
Tua
Panda-008
კიკი, ასაკის შესაბამისია ❤️
გიჟივით უკან იღებს რაც ვაჭამე :/ ეს ერთი კვირაა გაუმძაფრდა sad.gif
კი , გაოორმაგა 3.750 დაიბადა , ახლა 7.500 ია 68 სმ :დდ
ზეგ ვარ ირაკლისთან და მირჩევს ნეტა რამეს რეფლუქსისთვი ს?
* * *
ახლაც 2 საათი გავიდა ჭამიდან და ისევ უკან იღებს sad.gif

Posted by: happy-go-lucky 19 Dec 2023, 21:09
shoAbb
ჩემს ბიჭს ჰწინდა რეფლუქსი. მე რაც ვიცი 2 სთ მერე რო იღწბს ეგ რეფლუქსო არაა. ზეგ თუ ნიდიხარ კარგად გირჩევს და დამშვიდდები რა

Posted by: Panda-008 19 Dec 2023, 21:31
shoAbb
ჩვენი ბავშვები ტოლები არიან, როგორც მახსოვს. ესეც კატასტროფულად ასხამდა მთელი წინა კვირა, ჩემს საკვებს დავაბრალე ვითომ, მაგრამ მგონი არ იყო ეგ. უბრალოდ 4-5 თვეზე არის რეფლუქსის პიკი. დღეს შეამცირა, სხვათა შორის.
მე ნორვეგიაში ვარ და აქ რეფლუქსის საწინააღმდეგო არაფერი გვირჩია პედიატრმა, რადგან კარგად იმატებს. 3 თვის იყო 7.200 და 67 სმ. ფიზიკურად არც იყიდება AR საკვები. ცოტაც უნდა გავუძლო, მეტი გზა არაა.
* * *
happy-go-lucky
რეფლუქსია, კი. სულ იღებენ ჭამიდან ჭამამდე პერიოდში.

Posted by: shoAbb 19 Dec 2023, 22:02
happy-go-lucky
ხოო, ძლივს ჩავეწერე
Panda-008
მადლობა , დავმშვიდდი ცოტა sad.gif <3

Posted by: Tua 19 Dec 2023, 22:21
Panda-008
ზოგადად ბევრია კი , 6 თვეზე უნდა გააორმაგოს დაბადების წონა ეგ ითვლება ნორმად smile.gif) ეხლა გადავხედე ჩვენი ფორუმელი გოგოების ჯგუფს ფბზე და არც მახსოვდა ზუსტად 7.5 კი არა 9 კგ იყო 18 თებერვალს სადღაც 3.5 თვეზე და 70 სმ სიმაღლეში. ეხლა 4 წლის 21 კილოა და რეალურად ამ ასაკისთვის ბევრია მაგრამ სიმაღლეშია 118სმ რაც ამის ასაკზე ძალიან მაღალია და მაგაზე პრობლემა აღარ აქვთ ექიმებს smile.gif))

Posted by: Malen 20 Dec 2023, 17:02
გოგოებო როცა უჭირთ პატარებს კუჭში გასვლა რას შვებით? 2 თვისაა, ბუნებრივზეა და 3-4 დღე შეიძლება იწვალოს და ან გავა ან ვერა biggrin.gif გაიდლაინები ვიცი რომ უნდა ველოდო 1 კვირაც და მეტიც მაგრამ პრაქტიკაში როგორ იქცევით ხოლმე მართლა მაგდენი ხანი ელოდებით? ვიწვი ამის საცოდაობით რომ იჭინთება და მერე ტირის sad.gif

Posted by: ივლისი 20 Dec 2023, 18:48
Malen
მე გლიცერინის მიკროოყნას ან გლიცერინის სანთელს ვუკეთებდი. წუხდა, შებერილი იყო და ა.შ. როცა წუხს უნდა მიშველება აბა რას უნდა ველოდოთ.

Posted by: narkozeli 20 Dec 2023, 19:14
Malen

წუხს ისე?


ისე ხალხო თქვენები როდიდან ბრუნავდნენ და მიცოცავდნენ?
გავაფრინო შეიძლება biggrin.gif ციალა დეიდასავით გამომდის ეხლა ჩემი შვილი 9 თვისა ვეფხისტყაოსანს ყვებოდაო რო იძახიან (ზოგადად ასაკისთვის შეუფერებელი რამეები საერთოდ არ მიმაჩნია კარგად) მარა 2 თვის ხდება და ბრუნავს და მიცოცავს. თავი ტანი დამოუკიდელად ისე უჭირავს, ასე ვაჩეს 5-6 თვეზე ეჭირა მგონი. ტრიალითაც ზუსტად ვერ დავიჩემებ მარა ასეთი პატარა არ ტრიალებდა (მარჯვნიდან მარცხნივ,ზურგიდან მუცელზე და პირიქით)
არადა რო შეხედავ ციცქნაა <3 როდიდან ამოძრავდნენ თქვენი ციბრუტელები?
პირველი შვილი რომ იყოს ვერც მივხვდებოდი ალბათ ან ვიფიქრებდი მეჩვენებათქო მარა პედიატრიც ყველა მისვლაზე მეუბნება ეს რაღაცა ძაან აქტიური გყავს სასწაული ვინმეაო თან სახეზეც ეტყობა ხოლმე აღფრთოვანება (ვაჩეც მასთან დამყავდა ახლობელია) და ვაჩეზე არასდროს უთქვამს მსგავსი რამე, არადა ისიც ძაან ყოჩაღი ოლეგი იყო რაც მახსოვს biggrin.gif
წონა სიმაღლით ვაჩე უფრო მეტს იმატებდა ისე. ჩანიშნული მაქვს და რომ ვადარებ, უსწრებდა ის წონის ნამატშიც და სიმაღლეშიც. ეს ბუნებრივზეა, ის ხელოვნურზე იყო. არადა ძუუძუს ბავშვები უფრო ბუთქუნები წარმომედგინა ხოლმე love.gif მარა მე რომ საათობრივად ვაჭმევ 3 საათში და ღამე 7 საათში ერთხელ, ალბათ მაგისი ბრალიცაა პუტკუ რო არაა. გენეტიკურადაც ახლა კი ყავს ფუმფულა მამა მარა ბავშვობაში ეგეც გაჩხიკული იყო და მეც, თუ გენეტიკას აქვს მნიშვნელობა მაგაში.
კიდე ერთი, ვაჩე თავის ტოლებთან შედარებით ლამის ორჯერ მეტს ჭამდა სულ მარა მაინც გამხდარი ბავშვი იყო ხოლმე და დაქალის უჭმელი ბავშვები ამაზე ბევრად პუტკუნები იყვნენ ხოლმე, ეგეც ვერ ამოვხსენი რა მაფიაა baby.gif
ნოაც მასეა, 3 საათში ერთხელ 120-ებს ჭამს ლამის ახალშობილობიდან მარა თვეში 1 კგ-ს იმატებს მარტო. არადა ხალხი ვიცი ამაზე ცოტას აჭმევენ და ძაან პუტკუჩელები ყავთ

Posted by: Malen 20 Dec 2023, 19:24
ივლისი
მეც გავუკეთე 1-2ჯერ მარა თან მეშინია ამ სიხშირით რატომ უნდა ჭირდებოდეს sad.gif თან ძაან არ უყვართ პედიატრებს ეს გლიცერინი და არ უწევენ რეკომენდაციას და ალტერნატივაც არ მითხრა არცერთმა

narkozeli
კი ძაან წუხს, ვამჩნევ რო გავა პირველი 2 დღე ძაან მშვიდადაა მერე და მესამე დღიდან იწყება ისევ ჭინთვები და მერე ტირილი და ბოლოს თუ მოახერხა და გავიდა ბევრია ხოლმე ერთიანად და ისე მეცოდება რო ვიცი რომ ამდენი დღის დაგროვილი აქვს biggrin.gif რო ვუყურებ რო წუხს და ვერ ვეხმარები მეც ძაან ვწუხვარ ამასთან ერთად biggrin.gif

Posted by: narkozeli 20 Dec 2023, 19:26
Malen

მე მგონი თუ წუხს უნდა მიეხმარო მედიკამენტით :* ბიოგაია ან რამე მსგავსით, პედიატრი დაუნიშნავს წესით. ესე გლიცერინით და ჩხიკინით გაყვანა არა, მედიკამენტით დალაგება ჯობია ჩემი აზრით :*

Posted by: Meilisi 20 Dec 2023, 19:41
მე დამჭირდა მინი ოყნები საკმაოდ ხშირად ვიყენებდი. ხელოვნურზე იყო და ბევრჯერ მომიწია ფორმულის შეცვლა.ჰუმანაზე მატება არ ქონდა ლენილაკი და ნუტრილაკი არ გაიკარა საერათოდ არ ჭამდა .ბოლოს ნანის კომფორტი მიიღოო. და ხშირად იყო შეკრული. 1 დან 3 თვემდე ვიწვალეთ. და მერე უცებ თავისით დაულაგდა.
ესევ ასეთი აქტიური იყო დაბადებიდან მალევე დაიწყო ბრუნვა სამი თვის მერე წამოჯდომა. ეხლაც ძალიან მოძრავია დახოხავს წამით ვერ ჩერდება და ვერაფერს გამოვაოარებ. ყურები სულ დაცქვეტილი აქვს.
უფროსმა უფრო გვიან დაიწყო ეს ყველაფერი

Posted by: Malen 20 Dec 2023, 19:44
narkozeli
მადლობა ❤️ ეგეთ წამლებზე ვკითხავ აბა კონკრეტულად რომელს მირჩევენ


Posted by: happy-go-lucky 20 Dec 2023, 21:01
Malen
დუფალაკი შეგიძლია (დოზები წერია ანოტაციაში) და მიკრო ოყნა.

Posted by: Tua 20 Dec 2023, 21:04
Malen
გლიცერინმა შეჩვევა იცის ასევე ჩციკინიც არშეიძლება, არც გაზგამყვანი მილი არგამოიყენო, მგონია რომ ფერმენტი აკლია პედიატრს კითხე ასევე. თუ ხელოვნურზე გყავს კომფორტის ხაზი ან შეურიე იგივე ბრენდი ან კიდევ გადაიყვანე კომფორტზე.

Posted by: Malen 20 Dec 2023, 21:21
QUOTE (happy-go-lucky @ 20 Dec 2023, 21:01 )
Malen
დუფალაკი შეგიძლია (დოზები წერია ანოტაციაში) და მიკრო ოყნა.

ვაიმე აი ამის დასაწერად შემოვედი აქ

ვკითხე ექიმს დუფალაკი მირჩია და დალევიდან ზუსტად ნახევარ საათში გავიდა კუჭში ამდენ დღის ნაწვალები biggrin.gif ესეთი არაფერი გამიგია, რატო მატანჯინეს ბავშვი ამდენი ხანი.


* * *
Tua
მადლობა ❤️ ბუნებრივზეა და მაგიტომ მამშვიდებდნენ ექიმები ნორმააო მარა ფაქტია ძაანაც აწუხებდა და ეგრევე უშველა სწორმა წამალმა

Posted by: LooLaa 21 Dec 2023, 01:26
narkozeli

თავი და კისერი 2 კვირიდან უჭირავს მგონი. რაღაცნაირი თაობა წამოვიდა "უცნაური" smile.gif) დაქალებს უკვე დიდი შვილები ვისაც ყავთ, ყველას გაუკვირდა რომ ნახეს. ან წლავენდელი გამოშვება არიან ასეთები, არ ვიცი biggrin.gif გადაბრუნებული რომ დამხვდა საწოლში, მეც გული გამისკდა. ეხლა ბოთლზე ხელის მოკიდებასა ცდილობს მომენტებში. და ხმით სიცილი ისწავლა ცოტა ხნის წინ. ვტკბები love.gif

Posted by: takotatuli1989 21 Dec 2023, 01:43
გოგოებო, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ტყუპისცალ გოგოს დაუდგინდა ზედა საშარდე გზების ანთება. არც ჰიგიენა დაგვიკლია და არც რამე შეგვიცვლია. პამპერსიც იგივე აცვია და ჩაბანითაც ყოველთვის სწორად ვბანთ ისიც მხოლოდ წყლით და არ ვიყენებთ საპონს. ეხლა სტაციონარში ვართ და ტემპერატურას ვებრძვით sad.gif. ჯერ ამას ეშველოს და გული მისკდება რომ წარმოვიდგენ რო შეიძლება გაუმეორდეს. რა თქმა უნდა გავხდი პამპერსს გამოვალ თუ არა აქედან სულ რო წაგვიღოს ამისმა ფისებმა. ვერ ვხვდები პრევენცია როგორ მოვახდინო. წყალი აქამდეც უყვარდა და ყოველთვის ბევრს სვამდა, პამპერსის ბრალი თუა, 2 წლამდე როგორ არ დაემართა?! აი, გაურკვევლობაში ვარ. პირადი. გამოცდილებით კარგი ბავშვთა ნეფროლოგი. თუ იცით მითხარით გთხოვთ.

Posted by: happy-go-lucky 21 Dec 2023, 05:49
takotatuli1989
სამწუხაროდ პამპერსზე და ჰიგიენაზე არაა . შესაძლოა არ გაუმეორდეს, ნუ ინეევიულოებთ წინასწარ.

ჩემს პატარას 2 თვის ასაკში ჰქონდა ეგ პრობლემა და მაშინ როგორც
დამაკვალიანეს კარგმა პედიატრებმა, გურამ
ჩიტაია არია საუკეთესო მაგ ამბავში საქართველოში. ბავშვთა ნეფროლოგი. ციციშვილში არის .

თუ გამეორდა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი უნდა გამოირიცხოს, ციატოსკოპია თუ რაღაც კეთდება სახელი შესაძლოა მეშლება, დაძინებით უკეთდება. ამერიკული გაიდლაინით პირველივე ეპიზოდის დროს უკეთდება, ევროპულით - მეორედ რომ დაემართება. საქართველოშიც, მე მგონი , მეორედ თუ დაემართება, უკეთებენ. მითხრეს რომ ეს გურამი არის საუკეთესო. თუ მგონი მხოლოდ ეგ აკეთებს..

ჯანმრთელობას გისურვებთ❤️



გოგოებო, ჩემი პატარაც ძააან ყოჩაღია, არ ვიცი მეჩვენება თუ რა , მაგრამ თვეებით უსწრებს უფროს ბიჭს ფიზიკური განვითარებით. ძაააანნ მალე დაიჭირა კისეროც , თავიც. ხოხვაც მალე დაოწყო. მე მგონი ევოლუციის ამბავიაsmile.gif)

Posted by: takoo1 21 Dec 2023, 10:21
takotatuli1989
თაკო ნუ ნერვიულობ კარგად იქნება.
ჩემ უფროსს ბიჭს ქონდა წლამდე.ანტიბიოტიკი დასჭირდა,ტემპერატურა არ ქონია ოღონდ.
ფისები არ მომეწონა და შარდის ანალიზი ავუღე.რაღაც ბაქტერია ამოვიდა ნაწლავის.
ექიმმა გვითხრა რო პამპერსიდან იყო.
კი ვბანდი სულ და ყურადღებით ვიყავი მარა მაინც გაძვრა რაღაც.
გოგოებში უფრო ხშირია უფრო მარტივად აღწევს ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე.
მეც ეგრე მითხრეს შეიძლება გაუმეორდესო მარა არ ქონია იმის მერე.ასე რო არ ინერვიულო წინასწარ,შეიძლება აღარც დაემართოს.

Posted by: Greta23 21 Dec 2023, 11:09
გამარჯობა მეგობრებო ❤️

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან:

ეს მატრასი უყიდეს ჩემმა მშობლებმა საბაში ბავშვს წინასწარ.
როგორც იქ აუხსნეს არის ორთოპედიული, უზამბარო მატრასი.
არანაირი ეტიკეტი, ან რამე მსგავსი არ მოყვება.
ვისაც გაქვთ ნაყიდი ორთოპედიული მატრასები საბაში, ხომ არ გეცნობათ?

Posted by: narkozeli 21 Dec 2023, 11:41
LooLaa
happy-go-lucky

მართლა ინდიგო ბავშვები არიან)) არანაირ ნორმებში არ ჯდებიან და უსწრებენ. იმედია ეს რამეში წაადგებათ და პირიქით, ხელის შემშლელი არ აღმოჩნდება :/

Greta23
ეს ბრენდი როგორც ვიცი აქ საქართველოში იკერება. ცუდი არ უნდა იყოს წესით, ბევრ ავეჯის მაღაზიაშიც მინახავს.
* * *
takotatuli1989

ჰიგიენის ამბავი არაა, ქალების ანატომიაა მასეთი რას იზამ. მითუმეტეს ბიჭებშიც ხშირია და გოგოებში გაცილებით მეტად ხშირი. თავს ნურაფერში იდანაშაულებ:*

Posted by: Meilisi 21 Dec 2023, 13:37
დედიკოებო პირველი მეტყველების მარცვლები როდის უნდა დავიწყოთ? 9 თვის არ არის ჩემი ქალბატონი ,ჯერ მარტო ხმოვნებით გვაგებინებს აააა ეეეე გაჰკივის ამათ ბოლო ხმაზე . თუ რამეს ხედავს ეეეეე ს ყვირის თუ უნდა და ვერ იღებს ან ხოხვისას სადმე გაიჭედა და ვერ მიდის აააა იძახის და ინტონაცია სხვადასხვა აქვს ამ ხმოვნებს.
* * *
takotatuli1989
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ

Posted by: happy-go-lucky 21 Dec 2023, 15:36
Meilisi
ჩემი ბიჭიხ ასეა რაც აღწერე. ტოლები არიან❤️

Posted by: Meilisi 21 Dec 2023, 16:14
happy-go-lucky კი ტოლები არიან ცოტას ვნერვიულობ ხოლმე ხომ არ აგვიანებს რამეს. უფროსთან უფრო შენელებული იყო იმ დროისთვის ამასთან შედარებით თუმცა მაში ის ითვლებიდა გააქტიურებულად
ნაძვისხე ვერ გავახარე
lol.gif მის სიმაღლეზე მოცლი აქვს ყველაფერი ახლა წაღებაც უნდა ნეტავი სად მიაქვს

Posted by: shoAbb 21 Dec 2023, 17:08
გოგოებო ვიყავით ირაკლისთან , ძალიან კმაყიფილები ვართ !
რეფლუქსზე გადაუვლიოსო, აე უნდა საჭმლის შეცვლაო , კარქი ბიჭი გყავს და შეგიძლია უკვე კვებაც დაააყწბინოოოოოო :O რახან შერეულზე გყავს შეგიძლია 4 თვიდან უკვეო, ახლა უკვე შარში ვარ ;დდდ რა ვაჭამო ? ფაფები?

Posted by: takoo1 21 Dec 2023, 17:22
shoAbb
4 თვიდან მყარიო? ესე ადრე პორველად გავიგე

Posted by: taknatuna 21 Dec 2023, 17:23
QUOTE (Malen @ 20 Dec 2023, 17:02 )
გოგოებო როცა უჭირთ პატარებს კუჭში გასვლა რას შვებით? 2 თვისაა, ბუნებრივზეა და 3-4 დღე შეიძლება იწვალოს და ან გავა ან ვერა biggrin.gif გაიდლაინები ვიცი რომ უნდა ველოდო 1 კვირაც და მეტიც მაგრამ პრაქტიკაში როგორ იქცევით ხოლმე მართლა მაგდენი ხანი ელოდებით? ვიწვი ამის საცოდაობით რომ იჭინთება და მერე ტირის sad.gif

ჰაი,
ჩემი გოგოშკა მე 11 თვეშია დღემდე ძუძუს გოჭი. ალბათ ერთი თვის მერე სულ 7-8დღეში ერთხელ აკეთებდა ქაქაშკებს. მეც განვიცდიდი მაგრამ არ ჩავრეულვარ წამლებით.არ აწუხებდა, არ ტიროდა, მატება კარგი ჰქონდა. 10 დღემდე ნორმააო, ამიტომ დავანებე თავი.
არის სხვადასხვა ვარჯიშები და მაგით ვეხმარებოდი ხოლმე.


მაგრამ მყარზე რომ გადავედით თავიდან ძალკან გაუჭირდა.ხანდახან ტიროდა კიდეც ქაქაშკების გაკეთების დროს. მერე კვებით შევუწყვე ხელი, დილით უზმოზე სემპერის ქლიავი და შუადღისას კივი ყიველდღე გამოწერილი აქვს. ახლა ისე კარგად აკეთებს, მოუგვარსა თითქმია პრობლემა.

Posted by: Tua 21 Dec 2023, 18:43
shoAbb
ნამდვილად რცხილაესთან იყავი?smile.gif))) შეიძლება რეფლუქსის გამო გითხრა 4 თვიდან ასე მგონია. რცხილაძისგან 4 თვიდან კვება პირველად მესმის .

Posted by: narkozeli 21 Dec 2023, 19:33
shoAbb

ვაა ირაკლიმ თქვა 4 თვიდანო? შეიძლება რეფლუქსის გამო გითხრა, მყარ კვებაზე რომ გადავა აღარ ექნება რეფლუქსი :*

გილოცავთ კარგ ვიზიტს love.gif

Posted by: anibani18 21 Dec 2023, 20:50
Greta23
ახალშობილისაა? თუ ელვაზეა, გახსენით და ნახავთ რა არის შიგნით. ცალ მხარეს ქოქოსი უნდა ჰქონდეს.

სამი წლის ბავშვს, რომელიც ფტორს არ სვამს, შეიძლება ფტორიანი კბილის პასტით გავუხეხო კბილები?

Posted by: shoAbb 21 Dec 2023, 21:31
Tua
კი ;დდ რადგან შერეულზე გყავს შეგიძლია უკვეოო )))narkozeli
იმედია <3 ჯერ არ ვაპირებ მაინც რატომღაც .((
მადლობა <3

Posted by: narkozeli 21 Dec 2023, 22:17
anibani18

კი ან, შეგიძლია, მთავარია გადმოფურთხება იცოდეს გამოხეხვის მერე.

shoAbb

ხოო, მზაობა მაგ ასაკში ნაკლებად აქვთ ხოლმე კი

Posted by: shoAbb 21 Dec 2023, 22:18
ახლა დამირეკა ისევ ასისტენტმა ირაკლის და ხორცი და თევზიც შეგიძლია დაიწყოოოო smile.gif))) წყალიცოო , 4 თვეზე ცოტა ადრე არაა? sad.gif
ძაან დავიბენი :/
და კვების დაწყებიდან ფტორიო და ნუტრიჯენ ბონიდენტი რაც ვნახე 6 თვიდანაა ყველა :/

Posted by: Tua 21 Dec 2023, 22:24
shoAbb
ირაკლისგან ძალიან გამიკვირდა სიმქრთლე გითხრა რეფლუქსიანებსაც 6 თვიდან აწყებინებს თბილისში smile.gif) ჯერ ადრეა კი მაგ ასაკშო დიდად არ აქვთ მზაობა. ფტორი 6 თვიდან ინიშნება კი უფროადრე არც გამიგია , ნეტა ხომ მშვიდობა აქვს მაგ კაცს gigi.gif

Posted by: shoAbb 21 Dec 2023, 23:03
Tua
ძააან გამიკვირდა მეც ასე რო ჩამომირაკრაკა ;დდდ ხუთთვენახევრამდე არ ვაპირებ არაფერს მინიმუმ ..
რა მნიშვნელობა აქვს შერეულზე რო მყავს ვერ ვხვდები ...

Posted by: narkozeli 21 Dec 2023, 23:11
Tua

მგონი ასაკი შეეშალა მაგ კაცს biggrin.gif 6 თვემდე ფტორზე ხელები ასავსავა ამას წინათ ჩემს ახლობელთან, 6 თვიდანო biggrin.gif

Posted by: shoAbb 21 Dec 2023, 23:17
მგონი ჩემთან ყველა იშლებააააა ;დდდდ

Posted by: takoo1 21 Dec 2023, 23:17
აუ კარგით რაა biggrin.gif მე რო გადავწყვეტ ვინმესთან მიყვანას მერე გადაირევიან ეს ექიმები

Posted by: LooLaa 22 Dec 2023, 00:58
happy-go-lucky

ხოო ისე დაჩქარდა ბავშვის განვითარება რომ ასე 50 - 100 წელში 3 თვიდან სიარულს დაიწყებენ ალბათ biggrin.gif

narkozeli

ხელის შემშლელი რა კუთხით შეიძლება იყოს?

Posted by: fermina 22 Dec 2023, 01:02
LooLaa
QUOTE
ხოო ისე დაჩქარდა ბავშვის განვითარება რომ ასე 50 - 100 წელში 3 თვიდან სიარულს დაიწყებენ ალბათ


სამაგიეროდ მეტყველების დაწყების ასაკმა საგრძნობლად აიწია. ახლა ლამის სამი წელიც ნორმად ითვლება, ადრე გაცილებით ადრე იწყებდნენ ლაპარაკს ბავშვები. მიზეზები ასე თუ ისე ცნობილია, ეკრანი და გაჯეტები... მოუცლელი მშობლები...

Posted by: Greta23 22 Dec 2023, 09:15
narkozeli
დაგუგლვა ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვნახე.

anibani18
არა, ელვაზე არაა. შემოკრელია მთლიანად სამწუხაროდ.

ისევ გამყიდველს დავუკავშირდები ალბათ, თორემ ასე მაინც საკმაოდ გაუგებარი რჩება. მადლობა love.gif

Posted by: სერაფიტი 22 Dec 2023, 12:54
QUOTE (fermina @ 22 Dec 2023, 01:02 )
LooLaa
QUOTE
ხოო ისე დაჩქარდა ბავშვის განვითარება რომ ასე 50 - 100 წელში 3 თვიდან სიარულს დაიწყებენ ალბათ


სამაგიეროდ მეტყველების დაწყების ასაკმა საგრძნობლად აიწია. ახლა ლამის სამი წელიც ნორმად ითვლება, ადრე გაცილებით ადრე იწყებდნენ ლაპარაკს ბავშვები. მიზეზები ასე თუ ისე ცნობილია, ეკრანი და გაჯეტები... მოუცლელი მშობლები...

გაჯეტები არ აქვს ჩემს შვილს და სულ ველაპარაკებით, ვუკითხავატ, აღვუწერთ. მაინც 5 სიტყვა ძლივს იცისsmile.gif) წლის და 2 თვის ხდება იანვარში. იმედი მაქვს ერთიანად ამოხეთქავსsmile.gif)

Posted by: ივლისი 22 Dec 2023, 13:18
მე რატომ არ მაქვს ამ მეტყველებაზე შიშები არ ვიცი. თუ ბავშვი ჯანმრთელია , დაიწყებს აბა რას იზამს როცა მისი დროა. ფეხის ადგმაზე ცოტა კი გააჯანჯლა მაგრამ წლის და 3 თვის გაიარა როგორც იქნა . მოთმინება და მოთმინება მოკლედ

Posted by: Meilisi 22 Dec 2023, 13:20
სერაფიტი
ამის თქმა მინდოდა ჩემა უფროსმა 2 წლის მერე დაიწყი ლაპარაკი მაშინ უფრო სხვა მიდგომა იყო მიიყვანდი ექიმთან და გამშვიდებდა დაიწყებსო ,არ იყო იმ დროს 16 წლის წინ ასე მასიურად სმარტფონები ფიზიკურად არ არსებობდა მარტო ტელევიზორი და პერსონალური კომპი იყო
რასთანაც შეხება უფრო იშვიათად ქონდა. ტელევიზორსაც არ უყურებდა მარტო დიიიდი რეკლამები რომ იწყებიდა მაგას აქცევდა ყურადღებას. ძალიან ბევრს ველაპარაკებოდით ვუყვებოდით ზღაპრეს ვუკითხავდით .ლაპარაკით არ ლაპარაკობდა მაგრამ ყველაფერს გვაგებინებდა მიმიკებით ხელებით.
2 წლისამ ერთიანად დაიწყო ზღაპრებს ყვებოდა რასაც ვუყვებოდით ვუკითხავდით ყველაფერი იცოდა. დიდ წინადადებებს ამბობდა შეუფერხებლად. რავიცი აბა რას დავაბრალოთ.
ასეც ნუ განიცდი თუ გყავდა დსპეციალიტთან დაგითხრა რომ რიგზეა ყველაფერი, ესმის ანუ გააზრებულად გაჩვენებს ხელებს ფეხებს გემშვიდობება გეთამაშება სანერვიულო არ უნდა იყოს. დასჭირდება მერე ბავშვებთან კონტაქტი და დაიწყებს ❤️
* * *
ივლისი
კი ყველა ინდივიდუალურია ჩამოაყალიბებენ შაბლონს და მშობლებს აპანიკებენ თუ ბავშვი არ ერგება .

Posted by: LooLaa 22 Dec 2023, 14:01
fermina

მართლა 3 წლამდე რომ არ დაიწყოს ლაპარაკი, მე დამჭირდება მერე დახმარება, ყველანაირი biggrin.gif

Posted by: anibani18 22 Dec 2023, 14:14
სერაფიტი
ორი წლის და სამი თუ ოთხი თვის იყო დაიწყო ლაპარაკი. იქამდე კი ჩემი დამემართა.
ამას წინათ ვანო ჩხაიძია სტატია ვნახე, ტყვიის მომატებულო დონეა მეტყველების შეფერხებაო.
ჩვენ ტელევიზორი არ გავქვს სახლში, ბავშვებთან რომ ვარ, მათთან ვარ და ტელეფონს ძალიან იშვიათად ვხმარობ, ბავშვებს ხომ საერთოდ არ ვაძლევ ხელში და არც არაფერა ვურთავ საყურებლად. ერთი პერიოდი ვურთავდი ხოლმე, მაგრამ ისეთ იატერიკებს იწვევდა, როცა ვთიშავდით ხოლმე, რომ სულ ამოვიღე. მაინც ასე გვიან დაიწყო ლაპარაკი, პატარა წლინახევრისაა და წინადადებებს პირი არ უჩანს ჯერ. ისე კი ბევრი სიტყვა იცის

Posted by: Meilisi 22 Dec 2023, 14:19
სტატისტიკით როგორ არის გოგონებს უფრო აქვთ შეფერხება თუ ბიჭებს? თუ ერთნაირად არის

Posted by: narkozeli 22 Dec 2023, 14:54
Meilisi
ბიჭებს 3ჯერ მეტი შანსები აქვთ განვითარების ეტაპების შეფერხების, ასევე მეტყველების შეფერხებისა და აუტიზმის. მაგაში მამრობითი სქესი უფრო სუსტი სქესი გამოდის))

Posted by: Meilisi 22 Dec 2023, 15:30
narkozeli
აუტიზმის სტატისტკა კი ვიცოდი. მეტყველებითაც თუ სუსტები იყვნენ მაგაზე არ მიფიქრია.
ყველას ვუსურვებ ჯანმრთელ ბაიას ❤️სანამ ორსულად ვიყავი სხვა რაღაცეებზე ვნერვიულობდი მეგონა დაიბადება და ამოვისუნთქებ თქო მაგრამ აბა სად არის. ყველაფერზე ვნერვიულობ.
ეხლა განვითარებაში ყველაფერი დაწვრილმანებულია.უფროსთან არც მიმიქცევია ყურადღება და არც მახსოვს ნივთის დასანახავად ან რამე რომ სურდა საჩვენებელ თითს იწვდიდა თუ არა(ისე ჩვენს წინაპრებსაც სცოდნიათ რომ პატარის განვითარების დეტალია ამ თითისვის საჩვენებელი შეურქმევიათ) ეხლა ამაზე ვნერვიულობ რამე რომ უნდა ხელსაც არ იწვდის მარტო ჭყივის და მიდის პირდაპირ

Posted by: anibani18 22 Dec 2023, 16:22
Meilisi
რამდენისაა?
აქ ჰეფიმ გააზიარა ცხრილი, იმას მიყევი და მიხვდები ზუსტად რა უნდა გააკეთოს და როდის. მეც მქონდა ადრე ეს ცხრილი და ახლა ვერ ვიპოვე.
მე ძალიან ვარ ჩაციკლული ყველა დეტალზე, განსაკუთრებით პირველთან ვიყავი. მეორე უფრო ყოჩაღი მყავს. გუშინ მიიდგა მაგიდასთან სკამი, ჯამი მოიწია, მანდარინები გადმოიღო, გაიფრცქვნა და ჭამა. წლინახევრისაა. უფროსი, რონელიც სამი წლისაა, ამას დღემდე არ აკეთებს. უნდა ვეხვეწო და მოვქრთამო რამე მაინც რომ თავისით გააკეთოს.

Posted by: takoo1 22 Dec 2023, 16:59
გოგოებო ანტიბიოტიკის მერე რომელი ჯობია მივცე ნეოპეკეს პრობიოტიკი თუ ლაქტო ჯი?

Posted by: სერაფიტი 22 Dec 2023, 16:59
გეთანხმებით, დღეს მეტი ინფორმაცია აქვს მშობელს (ნუ დაინტერესებულს), რაც მეტ სტრესს იწვევს. რილსების მთელი სერიაა 80-იანების დედებზე, თუ იცით :დდ მიგდებული რომ ჰყავდათ ბავშვები, ცხირწინ უბოლებდნენ სიგარეტს ჩვილებს და ა.შ. ნუ გაზვიადებაა, მარა სათქმელი ეგაა.

თან როცა პირველია შვილი ან პირველსა და მეორეს შორია დიდი შუალედია- ყველა ასეა ჩემ ირგვლივ. ის კი არა, მეუბნებიან, აღარაფერს წავიკითხავ, ვსო, არ მაინტეტესებს ახალი გაიდლაინები, მსტრესავსო.

აქაც რომ მსგავს პრობლემებზე წერთ, ვმშვიდდები. ვიცი, რომ ადეკვატური დედები ხართ და მეხმარება თქვენი პერსპექტივა.

გადასარევი მიმართებითი მეტყველება აქვს ანიტას - ესმის ყველაფერი, ასრულებს ბრძანებებს გადასარევად. დაიწყებს ლაპარაკს, სად წავა. გაჯეტებს და ტვ-ს როდემდე ავარიდებ, არ ვიცი. იმედი მაქვს, სკოლის ასაკისთვის უკვე ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება და არა ადიქცია გაჯეტებზე. მარა სკოლის ასაკი და გარემო კიდე ცალკე თავსატეხია - რო ბაძავენ ერთმანეთს.
ბევრი რამე ინდივიდუალურია, ბევრი - ოჯახზეა, ბევრი - წრეზე (ბაღი, სკოლა). ყველაფრისგან ვერ დავიცავ. სამყაროც არაა იდეალური.

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. მე პირადად ამაზე მეტი მართლა არ ძალმიძს smile.gif))

Posted by: Meilisi 22 Dec 2023, 17:15
anibani18
9 თვის არ არის ჯერ. ცხრილს მივყვებით მივყვებით ცხრილით ყველაფერს აკეთებს მაგრამ მეც რაღაცრაღაცეებზე ჩავიციკლე smile.gif
საყვარელი ❤️ უყვარს თავისუფლება.

Posted by: takoo1 22 Dec 2023, 17:34
წლის და 3 თვის ხდება გაბრიელი.
ჯერ დიდად არ ამბობს სიტყვებს.უფროსიც ეგრწ იყო და ერთიანად ამოიდგა ენა მერე. ასე რო არ ვნერვიულობ ოდნავადაც კი.ყველაფერი ესმის რო ველაპარაკები.თავის ენაზე კი ბჟუტურებს მარა არ მესმის))
დედა,მამა იცის biggrin.gif მპამპა-ს ეძახის წყალს.
აიიი ისწავლა ეხლა რაღაცას რო გვაჩვენებს.
საბასთან მიდის და აღუო ეუბნება lol.gif ხან დასცინის აცუუ ვითომ აცემინებს gigi.gif
გუშინ კიდე ვერ წარმოიდგენთ რა გააკეთა,აიღო ზუსტად აიქოსის ფორმის ნივთი და Fუოო პირზე იდებდა ვითომ ეწეოდა lol.gif

Posted by: Meilisi 22 Dec 2023, 17:45
სერაფიტი
ხანდახან მგონია 2 სხვადასხვა ეპოქაში ვცხოვრობ. სკოლაში სულ სხვა თაობის მშობლებთან მაქვს ურთიერთობა. სხვა შეხედულება სხვა აზროვნებაა. და ეს პატარა რომ ჩამყავს სკვერში სადაც იკრიბებიან შუადღეს ბავშვიანი დედები იქ უკვე სხვა რამ მხვდება უმეტესობა ჩემზე 15 _20 წლით უმცროსია gigi.gif აზროვნებაც ქცევა და კულტურაც კი განსხვავდება .
* * *
takoo1
შენ კი უნდა დაგეჯერებოდეს. იმხელა პრაქტიკა გაქვს უახლესი თაობის აღზრდაში

Posted by: სერაფიტი 22 Dec 2023, 18:34
Meilisi

რამდენის ხარ? არ მახსოვს, ადრე დაწერე მგონი.
2 თვეში 35-ის ვხდები და ჩემს სამეგობროში ბევრი მყავს ჩემი ტოლი first time mom-ები. ყველანი დეტალებს გამოკიდებული ფეთიანები ვართ. მაგრამ რადგან ეს გავაცნობიერე, მეც დავიკიდე რაღაცები ნელ-ნელა.
არ ვიცი, რა განსხვავებაზე საუბრობ ზუსტად, შენ უკეთ იცი, რადგან ორ შვილს ზრდი, დიდი სხვაობით. მაგრამ დაახლოებით ვხვდები, ჩემხელებს ვისაც 12-13 წლის ბავშვები ჰყავთ, რომ მილაპარაკია, ბევრ რამეს სხვანაირად აკეთებდნენ, ახლა რომ არ ვაკეთებ მე (უქარსითოდ სიარული, მარილი, შაქარი 6 თვიდან, თუნდაც ცოტა, ჭოჭინა და ა.შ.).
ნუ საბაზისო რაღაცეები უცვლელია თაობიდამ თაობაში, რა თქმა უნდა.

Posted by: Meilisi 22 Dec 2023, 20:05

სერაფიტი 42 წლის ვარ მე. კი მართალი ხარ მე ვიცი რაზეც ვამბობ. 20 წლის დედას რომ ვუყურებ თითქმის ჩემი შვილის ხნისაა და რათქმა უნდა ჩემი და მისი ხედვა ვერ დაემთხვევა ერთმანეთს. თუნდაც შაქარი მარილი . მაწონი პედიატრმა მიმაცემინა 8 თვის იყო.
მოკლედ განსხვავება არის დღევანდელი 4 კლასელი მეთორმეტეში რომ იქნება მისთვის პრტიორიტეტი სხვა რამე იქნება ვიდრე დღევამდელი 12 კლასელის. ნუ ეს რაღაც ისეთი შედარებაა

Posted by: anibani18 22 Dec 2023, 21:04
სერაფიტი
ძალიან დიდი სტრესია ეს ამდენი ინფორმაცია. მე კიდევ ეს ფეხის ადგმა, მეტყველების დაწყებ ისე არ მადარდება ხოლმე, როგორც ფაიქოლოგიურად სწორი მიდგომები ბავშვთან. ამაზე კიდევ ცალკე იმდენი შეხედულება და აზრია, იმდენი მამს შეიმინგი, იმდენი ფრაზა-სიტყვა-ქცევა რომელიც უნდა გამოიყენო ან არ გამოიყენო, რომ ძალიან ვიძაბები ხოლმე.

Posted by: სერაფიტი 22 Dec 2023, 21:33
anibani18

ჰო, და მანდაც ცოტა მოდუნებას გირჩევ. არის რაღაცა ზღვარი, რის იქითაც არ გადახვალ. შეცდომებსაც დავუშვებთ, რა თქმა უნდა. ბოლომდეც გამოსცდიან ჩვენს მოთმინებას ჩვენი შვილები. ვერც ჩვენ ავარიდებთ ბოლომდე ტრავმებს, რომლებსაც მერე "ბავშვობის ტრავმებს" დაუძახებენ თავად.
მაგრამ ძირითადად მაინც კარგები იქნებიან. <3 რომც არ იყვნენ, მაინც გვეყვარებიან <3 იმიტომ რომ ეს უპირობო სიყვარულია

Posted by: lesila90 22 Dec 2023, 22:19
QUOTE (narkozeli @ 22 Dec 2023, 14:54 )
Meilisi
ბიჭებს 3ჯერ მეტი შანსები აქვთ განვითარების ეტაპების შეფერხების, ასევე მეტყველების შეფერხებისა და აუტიზმის. მაგაში მამრობითი სქესი უფრო სუსტი სქესი გამოდის))

რატო ნეტა მე ნევროლოგთან რომ
მყავდა მაგანაც ეგ თქვა აი ბიჭებში უფრო დიდი შანსია აუტიზმის ვიდრე გოგონებშიო.

Posted by: Anabeli111 22 Dec 2023, 23:59
გოგოებო, გამოცდილებო... 1 წლის და 2 თვისაა თაია. ამ პერიოდში რამე ძილის რეგრესი უწევს? რუტინაც გვაქვს და ყველაფერი. აქამდე იძინებდა კიდეც ასე 9სკენ, 10ის ნახევრისკენ უკვე ეძინა. ახლა 12ამდე შეიძლება არ დაიძინოს, ღამე უამრავჯერ გაიღვიძოს(ნუ ამას შეჩვეული ვიყავი), მაგრამ ეს გვიან დაძინება და პლუს ღამე ბევრჯერ გაღვიძება, თან როცა დილას 7ზე ვდგები, ცოტა ძალიან აღარ შემიძლია... sad.gif დილით 9სკენ იღვიძება და მხოლოდ ერთი ძილის სძინავს 3დან-5ამდე. ცოტა ხო არ გადავაწევინო ძიძას?

ასევე რანაირადღა ვთხოვო დელიკატურად, რო თუ ქარიშხალი და წარღვნა არ არის, ნახევარი საათი მაინც ჩაიყვანოს დღეში ეზოში.
იმდენად რთულია ძიძის პოვნა, თან ისეთის ფსიქიკას რომ არ შეურყევს ბავშვს, ბევრს არაფერს ვითხოვ მისგან. საჭმლის გაკეთებასაც კი არ ვთხოვ, იშვიათად, თუ ვერ მოვასწარი. არც უთო ეხება, არც სარეცხი. არანაირი არაფერი გარდა ბავშვთან ურთიერთობისა. ეზოში ჩაყვანაზე რატომ უნდა ვეხვეწებოდე.. ბევრჯერ ვთხოვე, მე რომ მოვდივარ, უკვე ბნელა და თან სანამ ვაჭმევ, სანამ თავად მოვწესრიგდები, ღამდება.. არც ძალა მაქვს ხოლმე და მართლა ისეთი ბედნიერია გარეთ და ისე მოსწონს გარეთ ყოფნა, მეცოდენა კორპუსში გამოკეტილი რომ არის.. ბევრჯერ ვთხოვე და აი, დღეს არ ვიყავით, ხვალ ჩავალთ.. ქარი იყო (ამ დროს უმნიშვნელოდ ნიავი თუა ხანდახან). კმაყოფილი ვარ, უყვარს თაიას და ეთამაშება მეტწილად, რაღაცებსაც ასწავლის, მაგრამ ამ ეზოს თემაზე ვერ შევჯერდით sad.gif იქნებ მაგის გამოც არის, რომ ვერ იძინებს კარგად..

Posted by: happy-go-lucky 23 Dec 2023, 00:45
Anabeli111
რას ამბობ, ეზოში არასოდეს ჩაჰყავს? აბა მთელი დღე რას აკეთებენ სახლში?

უთო, სარეცხო , სათამაშოების მოწესრიგება, საჭმელო. ყველაფეეი ძოძას ეხება. დელიკატურად არა, პირდაპირ უნდა სთხოვო რო ჩაიყვანოს. ნახებარო საათი კი არა 1 საათზე მეტი. ცოდოა ბავშვი, რას ამბობ ჰაერის გარდა, ისედაც გარემოსთან ურთიერთობით სხვანაირად ვითარდება. უთხარი პირდაპირ.

ფსიქიკას არ შეურყევში რას გულისსმობ? ადლა ვეძებ ძიძას და დამაფიქრა მაგ ფრაზამ.

სიყვარულით კიდე ყველა ძიძას ძალიან უყვარს ბავშვი როგორც წესი და ბავშვს ძიძა ❤️




Posted by: Anabeli111 23 Dec 2023, 01:14
happy-go-lucky
ანუ ყოველ დღე არ ჩაჰყავს. ახლა როცა საშინელი ქარია ან თავსხმა წვიმა, მესმის, მაგ დროს მეც ვერ გამყავს სკოლაში ბავშვები ეზოში, მაგრამ სხვა მხრივ, მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია ძალიან.. ხოდა ეგენი არ ეხება, მხოლოდ ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, ჭამა და ეზოში ჩაყვანა. მაგრამ ეზოზე ძალიან ვღელავ, რა.. ყოველ დღე ვეკითხები ხოლმე და მრცხვენია უკვე.
პლუს ამას ახლა 2 კვირით ვასვენებ ახალი წლის პერიოდში, მე როცა სკოლიდან ვისვენებ (სახელმწიფო დასვენების დღეების გარდა), მაშინაც ვასვენებ. მართლა ყველანაირად კომფორტში ვცდილობთ გვყავდეს. აი ეს ერთი თხოვნა მაქვს და მართლა არ უნდა მქონდეს პრობლემა ამაზე, ასე ვფიქრობ...

ფსიქიკის არშერყევაში იმას ვგულისხმობ, რომ არ უყვირის, არ ეჩხუბება (საჭირო რამის აკრძალვას არ ვგულისხმობ), არც ეკრანს ურთავს. დილი10ზე მოდის და 5ზე ვუშვებ, თუ ადრე მოვედი, უფრო ადრეც. 750 ლარს ვუხდი. რავიცი..
* * *
ცოტაც არაა ამ გრაფიკში, მოტივაცია რომ არ ჰქონდეს.

Posted by: საბისაბი85 23 Dec 2023, 05:35
გოგოებო იქნებ გაქვთ გამოცდილება ატოპიურ დერმატიტზე დამეტანჯა ბავშვი თავზეც აქვს და რითი დავეხმარო სპეც შამპუნით ვბან და შედეგი 0.არც ავენეს ქსერაქალმი მოუხდა ტანზე,ახლა ურიაჟის ვცდი ან უკეთესია რამე

Posted by: shoAbb 23 Dec 2023, 10:00
საბისაბი85
როგორ გყავს ბაია? თირკმლის ამბები მაინტერესებს

Posted by: საბისაბი85 23 Dec 2023, 10:26
shoAbb
აუ დამიტანჯა ამ დერმატიტმა sad.gif

გურამ ჩიტაიასთან მყავდა მარჯვენა 3.9 მმ ქონდა ახლა და მარცხენა 8, 6 თვემდე არანაირი ჩარევა არ უნდაო და აპრილში ისევ მომიყვანეო,ეხოზე თვითონ შეამოწმა და არაფერია აქ საშიშიო, თუ გაცივდება შარდის ანალიზი და კრეატინინი აკონტროლეო,მკაცრად გამაფრხილა ჩუჩა არ გადაუწიოო და ისედაც არ ვუწევდი

Posted by: anibani18 23 Dec 2023, 10:55
საბისაბი85
ტოპიკრემის ა.დ. სეკალია ულტრა ან ლაროშის ლიპიკარი ატოპიური დერმატიტისთვის. დასაბანად ტოპიკრემის ა.დ სერიიდან. თავისთვის კიდევ მუსტელას აქვს სპეციალურად წასასმელი, თუმცა თავისითაც გადავა დროთა განმავლობაში
* * *
Anabeli111
ერთ წელზე იცის ძილის რეგრესი, ანი. ალბათ ეს არის. ისე ხუთ საათზე გაღვიძება მგონი გვიანია თუ არ გინდა გვიან რომ დაიძინოს.

Posted by: takotatuli1989 23 Dec 2023, 11:14
happy-go-lucky
narkozeli
Meilisi
მადლობა გოგოებო, მეც ჩიტაიასთან ვაპირებ მიყვანას. საბედნიეროდ გამოგვწერეს და ბინაზე ვაგრძელებთ მკურნალობას.

Posted by: საბისაბი85 23 Dec 2023, 12:24
anibani18
ტოპიკრემი და სეკალია საერთოდ არ მოუხდა, ქსერაქალმიმ თითქოს რაღაც ქნა მარა მაინც ისევ ისე გამოაფენს. ტოპიკრემით ვბან და შამპუნს ვიყენებ ნოვოფან კ მაგრამ თავზე უფრო გაუმრავლდა და ისე ექავება თავს იქეთ აქეთ იმდენჯერ აქანავებს მე ვწუხდები უკვე sad.gif

Posted by: lesila90 23 Dec 2023, 15:25
საბისაბი85
ნორევა გეცადა ის უჯეთებს ძაან რეკლამას ახაკგაზრda დერმატოლიგია თმა გადაპარსული ვერ ვიხსნებ. ჩუჩაზე მეც მითხრეს არ გადაუწიოო რატო უწევენ ვითომ ?

Posted by: სერაფიტი 23 Dec 2023, 15:43
Anabeli111

ორი ძილიდან როდია გადავიდა ერთზე? 4-6 სთ აქვთ 14 თვეზე ღვიძილის ფანჯარა. ძიძა უნდა დაგეხმაროს რეჟიმზე და ძილზე, თუ გინდა ჰქონდეს რეჟიმი. აბა, შენ ვერ იზამ, არ ხარ სახლში.

ანიტა ჯერ კიდე ორ ძილზეა, 10-დან 12-მდე დილით და 4_ის ნახებრიდან 5-მდე საღამოს.. სამზე იძინებდა 5-ია ნახევრამდე და გადაწია. ამდენად ღამითაც 8-ის მაგიერ 9ზე იძინებს. ვფიქრობ ხომ არაა.უკვე მეორე ძილი ზედმეტი, მაგრამ ვერ გაძლებს 12-დან 8-მდე. ამიტო ვაცდი ,როგორც მოსწონს.

ღამის 9-დან დილის 7 ან 8 საათდე სძინავს. თუ მე ვდგები 7ზე, ეღვიძება, თუ არადა,შაბათ-კვირას 8მდე მაცდის, დიდი შეღავათიაsmile.gif)
ამ ბოლოს ისწავლა,.რო ჩვენ რადგან გვხედავს მძინარეებს, თავს დებს ეგეც და არი გასუსული თავის ლოგინში. რო გაიგებს ჩვენს ხმას ან მოძრაობას, წამში ფეხზეა და გვიცინისsmile.gif)

ღამე გაღვიძებაზეც ეგრე ვშვრები - ხმას არ ვცემ, სოსკას პოულობს და იბრუნებს წუწუნ-წუწუნით. ერთხელ ეღვიძება ღამით.

Posted by: happy-go-lucky 23 Dec 2023, 18:27
Anabeli111
ძაან თავგასულო ვუღაც ჩანს. საოცარ პირობებში გყოლია.

მე ჩემო ნატანჯი გამოცდილებით გეუბნები, მაგათ არც მოფერება, არც საჩუქრები, არც მალე გაშვება და აი არაფერი არ შველით. სულ ფუჭია ეგ მიდგომა რო აი მალე გავუშვებ (ეს პირობითად) ან ბონუსს მივვემ და უფრო კარგად მოუვლის. არაა 750 ცოტა, ბავშვს რო სძინავს უნდა ბავშვუს სარეცხს მიხედოს, უთო, სათამაშოევის გარეცხვა დალაფება მოწესრიგება. ჩზუბით კიდე არც ერთი ძიძა არ ეჩხუბენა წესით კაცო. გარეთ გაჰყავს ყველა ძიძას შუადღეს რავი. დღეს რო ამინდი იყო ეგეთუ თუ არაა. მკაცრად უთხარი რო აუცილებლდ უნდა გაიყვანოს.

შენი ახლობელია?
რომელ უბანში ცხოვრობ?

Posted by: საბისაბი85 23 Dec 2023, 19:03
lesila90
ვცდი მაგასაც ლეს.მადლობა ❤️

Posted by: Tua 23 Dec 2023, 20:32
Anabeli111
რას ქვია საჭმელს არუკეთებს არ რეცხავს და სხვას არაფერს აკეთებს? ჩემი აზრით კულტურულად უნდა მოსთხოვო გარეცხვაც და უთოც ძიძას ❤️ ჩემი დილიგ რომ შემოდიოდა პირველი სარეცხს აგდებდა გასარეცხად, რომ მოვდიოდი სულ დაუთივებულ დალაგებული მხვდებოდა ხომმე ბავშვის ტანსაცმელი, ერთი ფეხსაცმელს არწმინდავდა და ნუ მაგას მე ვაკეთებდი. გარეთ გაყავდა ხოლმე ყოველდღე 2-3 საათი , მხოლოდ წვიმაში იყო სახლში ისიც ნაწვიმარი თუ იყო მაინც გაყავდა ბოტებს აცმევდა ან ეტლში ყავდა და ისე დაასეირნებდა 1.-2 საათი დღეში. ეგ კი არა ხანდახან მეც მახვედრებდა საჭმელს ( რამე მარტივს) , ბავშვს სულ ძიძა უკეთებდა საჭმელს, მხოლოდ მე ვუკეთებდი დილით ფაფას რომ ძიძის მოსვლამდე გაციებულიყო. 650 ლარს ვუხდიდი მაშინ . ეხლა კი მოიმატა ფასებმა ძიძის მაგრამ ელემენტარული უნდა მოსთხოვო ჩემი აზრით.
* * *
საბისაბი85
ატოპიური დერმატიტი ისეთი რამეა ცოტა რთულად გადადის sad.gif შეიძლება საცხებმა შედეგი არმოგცეს ისე როგორც დრო სჭორდება რომ გადავიდეს.
* * *
საბისაბი85
ატოპიური დერმატიტი ისეთი რამეა ცოტა რთულად გადადის sad.gif შეიძლება საცხებმა შედეგი არმოგცეს ისე როგორც დრო სჭორდება რომ გადავიდეს.

Posted by: adeline 23 Dec 2023, 20:55
Tua
თეო შენი ძიძა თავისუფალი ხომ არ არის შემთხვევით?

Posted by: happy-go-lucky 23 Dec 2023, 21:10
აი ახლა ანყავს და ყველა დეტალოს შეთანზმებას ვაპირებ წინასწარ. რო მერე თხოვნები არ დამჭირდეს.

Posted by: adeline 23 Dec 2023, 21:29
happy-go-lucky
როგორ აგყავს? სააგენტოდან თუ ახლობლობით?

Posted by: საბისაბი85 23 Dec 2023, 22:09
Tua
ვკდები ბავშვის საცოდაობით,ნეტა როდის გადაუვლისsad.gif

Posted by: adeline 23 Dec 2023, 23:20
გოგოებო, ლაქტაციისას მელირება არ შეიძლება ხომ? ან რომ გავიკეთებ, ის ერთი დღე რომ გამოვიწველო და გადავაქციო?? ხომ იქნება საკმარისი?

Posted by: happy-go-lucky 23 Dec 2023, 23:29
adeline
ნაცნობობით ვერავინ ვნახე. სააგენტოში მაქვს დატოვებული (დიდად არაფრად მინაჩნია ფარანტიად სააგენტო) და ორ დიდ ძიძების ჯგუფში დავპოსტე. გამომეხმაურა 40 მდე ქალი . მხოლოდ ორს ვიპასუხე. ერთი შორს ცხოვრობს ძააან და ალბათ და მეორე ძიძად გამოცდილი არაა. მარა გავარკვოე წარმოშობით საიდანაა, ნაცნობები ვიპოვე გავიკითხე და ძაააააან აქეს. და ვაპირებ შევხვდე. რავი რაა, იქნებ ყოჩაღია და აუღოს ალღო. მეც სახლში ციქნები თავიდან. ძაან აქეს კაი ადამიანიაო. მოვა ამ დღეებში , შევხედავ.

ანუ ფოტოთო ვამოწმებ, მერე გადავდივარ პროფილზე და იქ ვნახულობ რას აზიარებს, რა ღირებულებები აქვს და ასე შემდეგ. რავი ციღაცა ალტ ინფოს რო აზიარებს არ ჟდება ჩემში. ან სისულელეებს smile.gif) მხოლოდ ორმა დააკმაყიფილა მინიმალური მოთზოვნები ჩენი, პირობები მივწერე .

სიმართლე გითხრა შინაურობა და ნაცნობობისაც არ მჯერა. არ მინდა აქ დავწერო ასე ნაცნობობით და ვითომ სანდლობით, რა გამოცდილება მაქვს 1 ძიძასთან. და მეორე სრულად უცხომ გაამართლა.

სამწუხაროდ , მართლაც რო გამართლებაზეა.
* * *
adeline
არანაირი პრობლემა არაა არც ლაქტაცია და არც ორდულპბისას. უბრალოდ დიდი ხანი ჭირდება და ალერგიის სიფრთხილის თემაა. რძესთან კავშირი ნოლი.

Posted by: მანანიკო 24 Dec 2023, 00:24
საბისაბი85

ჩემსასაც აქვს ატოპიური და ავენის ქსერაქალმის ბალზამი კარგად შველოდა. გაზაფხულზე გაუჩნდა 3 თვისას, ზაფხუში დასავლეთში ვიყავით და ნოტიო ჰავის ფონზე საერთოდ არ ვუსვამდი არაფერს, იშვიათი შემთხვევების გარდა ( თუმცა დერმატოლოგმა გამაფრთხილა ნებისმიერ შემთხვევაში დამეტენიანებინა, უბრალოდ სიცხეში მეცოდებოდა, თან რომ არ ქონდა გამოხატული არ ვახმარდი არაფერს )
ახლა რა ხანია მსუბუქად აქვს სიმშრალე ფეხებზე, თუმცა უკვე დიდია და მოფხანვაც ისწავლა და ვერაფრით ვერ მოვურჩინე იგივე ქსერსქალმით. გარეგნულად დიდად არ ეტყობა, მაგრამ ხელს რომ ვკიდევ ვგრძნობ..
ახლა ამდენი რატომ ვწერე biggrin.gif მესამე დღეა ვუსვამ უარიაჟის ქსემოზს და ძალიან მომწონს ( ჯერჯერობით ) -50% იყო ჯიპისიში.
პლუს ამ ატოპიის გამო ყოველდღე არ ვაბანავებ, თუმცა დღეში ერთხელ ფეხების დაბანა დავუწყე ავენის ქსერაქალმის დასაბანი ზეთით, აქამდე მხოლოდ ბანაობისას ვიყენებდით.

Posted by: Anabeli111 24 Dec 2023, 02:02
happy-go-lucky
თემქაზე ვარ და გლდანიდან დადის. არა, ძიძების ჯგუფიდან ვიპოვე. ვინც მყავდა შეგულებული, ჩემი თანამშრომლის ბავშვის ძიძა, მოულოდნელად უარი მითხრა... sad.gif და ექსტრემალურ სიტუაციაში ვიპოვე. საერთო ნაცნობი გამოვჩხრიკე და კარგად დამიხასიათეს. სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, ძალიან საყვარელი და კარგად აღზრდილი, ამან გადაწონა ბევრი რამ.

Tua
ცოტას ვბრაზდები ჩემს თავზე biggrin.gif

დღეს პედიატრთან ვიყავით, ანალიზები გადავაკონტროლეთ. აწეული აქვს რკინა, მაგრამ ქვედა ზღვართან ახლოს აქვს. დე ვიტამინიც ესე, ნორმაა, მაგრამ ქვედა ზღვართან ახლოა. გემოგლობინს ველოდები, ჯერ არ მოსულა პასუხი. ხვალ უკვე ვეტყვი , რომ ექიმმა კატეგორიულად გაგვაფრთხილა, ყოველ დღე უნდა გავიდეს ეზოში 2 საათი მაინც-მეთქი.

თან თაია ისეთი ბავშვია, როცა სხვასთანაა, არის თავისთვის, თამაშობს, ერთობა. ანუ არაა რთული მოსავლელი ბავშვი. ჩემთან გიჟობს ხოლმე biggrin.gif

სერაფიტი
სადღაც 2 თვეა, ასე მოულოდნელად ამოაგდო 1 ძილი. წარმოიდგინე, 5ზე ხომ იღვიძებს და ხან 12ამდეც ვერ ვაძინებ ხოლმე ))) 9დან ვიწყებ არადა.. მანამდე რომ დავიწყო, 9ზე დააჭყეტს თვალებს და ღამის 3ამდე არ დაიძინებს..

ეს სოსკას არ წოვს და ძილის შესაბრუნებელი ასოციაცია მე ვარ ჯერჯერობით..

10ზე როცა იძინებდა, უბედნიერესი ვიყავი, 12ამდე ვახერხებდი ჩემი საქმეების მოგვარებას, განტვირთვას. ახლა უბრალოდ გაუსაძლისია.

შაბათ-კვირას კი სძინავს ამასაც, გვერდით რომ ვუწევარ. მერე მამიკოს გაჰყავს და მაცდიან 11ამდე ძილს biggrin.gif



Posted by: LooLaa 24 Dec 2023, 03:23
happy-go-lucky
adeline

თმის შეღებვაზე დღემდე ვერ გავიგე მართლა რა კავშირია ლაქტაციასთან. ორსულობის დროს გასაგებია, მე თუ ალერგიული რეაქცია მექნება ბავშვზეც აისახება გარკვეულ წილად. მაგრამ ლაქტაციაზე ვეღარ ვხბდები, ვირუსი როცა გვაქვს მაშინ თუ ვაჭმევთ, ალერგიის დროს რაღა პრობლემა უნდა იყოს?
უამიაკოთი ვიღებავდი და ახლა ვფიქრობ ჩვეულებრივით შეღებვას.


Posted by: საბისაბი85 24 Dec 2023, 08:48
მანანიკო
ვერ გავიგე რატო უმწვავდება,გუშინ დილით უკეთ ქონდა და შუადღისით უფრო გაუმუქდა, 1 კვირა ყოველ დღე მეც არ ვაბანავებ თითქოს უკეთესობა აქვს,როცა ვაბანავებ უფრო ურთულდება sad.gif ნეტა წყალზე იცის გამწვავება

Posted by: happy-go-lucky 24 Dec 2023, 11:32
Anabeli111
შენს თავზე სულ არაა გასაბრაზებელი. მე მასზე ვბრაზდები. თვითონ უნდა ესმოდეს რო ეგ მისი მოვალეობაა . არ ვიცი რაა რაღაცნაირები არიან ყველა მაინც. აი რო სძინავს ბავშვს, ზის ასე და არაფერს აკეთებს?

ისე შენ მოელაპარაკე ამ პირობებზე?

და ეს უცებ უარის თქმა კიდე ცალე მოვლენაა მე მგონი, იმდენი იქცევა ასე. მასეთთან თანამშრომლობა არც ღირს. ზუსტად ასე გეტყვის მუშაობის დროს , ხვალიდან ვეღარ მოვალო.

Posted by: მანანიკო 24 Dec 2023, 11:38
საბისაბი85

კიი წყალზე იცის ნამდვილად. მე ქუთაისში ვარ ამ ეტაპზე და არ აქვს ისე რთულად, როგორც კი გორში ჩავდივარ უმწვავდება, მარილიანი და ხისტი წყალია იქ.

სულ უტენიანე დილა-საღამოს. რომ შეატყობ უკეთესობას არ შეწყვიტო დატენიანება. ზამთარია მაინც. ასევე ლაქტაციაზე თუ ხართ ციტრუსებმა, თაფლმა, კვერცხმა, შოკოლადმა შეიძლება გაამწვავოს.

თავზე ფუფხები ჩემსასაც ქონდა და მუსტელას ფუფხების მაზმა უშველა თუმცა ფუფხების შამპუნთან ერთად უკეთეს შედეგს დადებდა, მე უბრალოდ არ ვიყენებ შამპუნს. მაზი რამდენჯერმე წავუსვი, უნდა დაუტოვო რამდენიმე საათი და ჩამობანო მერე შამპუნით, ფაქიზად რბილი ჯაგრისითაც შეგიძლია დავარცხნო.

ტანის დასაბანად აუცილებლად ატოპიური დერმატიტისთვის განკუთვნილი უნდა ახმარო, ავენის დასაბანი ზეთი მაქვს და მომწონს.


* * *
adeline

ორსულობისას ჩემმა მეანმა მითხრა ამიაკიანითაც შეგიძლია შეიღებოო.

თუმცა მე მაინც დღემდე უამიაკოთი ვიღებავ, რავიცი..

მელირება კიდე ისეთი რამეა, ის ქუდი თითქოს კანთან ბარიერს ქმნის. არის კი გამოკვლეული კარგად ეს საკითხი? მოქმედებს-არ მოქმედებს? სახიფათოა-უსაფრთხოა? კაცმა არიცის. rolleyes.gif

იშვიათად შემოვდივარ და არ მახსოვს მოგილოცე თუარა, მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი ორსულობის ამბავი <3

Posted by: narkozeli 24 Dec 2023, 11:49
LooLaa

მე უამიკოზე გადავედი უკვე, მელირებაც გავიკეთე. ძაან მითი მგონია ეს საღებავის და ლაქტაციის კავშირი. ისევე როგორც შილაკის და ლაქტაციის ან ეპილაციის და ლაქტაციის.

Anabeli111

შენი ბრალი არაფერი არაა, ძაან უდევთ დღეს ძიძებს თავზე ფასი.
ერთი საინტერესო კომენტარი შემხვდა ამას წინათ, გოგო წერდა 2010 წლიდან სულ ძიძებში ვარო, რანაირი არ მყოლიაო, ასეთი, ისეთი კარგი, გადასარევი მარა ერთ რამეს მივხვდიო, რამდენიც არ უნდა უკეთო ძიძას, მაინც დავალებულად გთვლისო. ზუსტად ასეა.
მე 4 წელია ერთიდაიგივე ძიძა მყავს, ვაჩეს ძიძა იყო და ეხლა ნოას ზრდის. მეორე ძიძაც მყავდა ვაჩესთან ჩვილობაში და დამიგროვდა ძიძებთან სტაჟი)) ზოგი ტიპაჟია ისეთი, მოგერიდება რამე რომ დაავალო, მე მერიდება ხოლმე. ბავშვის გასეირნებაზე და ბავშვის საჭმელზე აუცილებლად ვეტყოდი მარა სხვა თემებზე მე ვერაფერს ვეუბნები. ნუ ტანსაცმელებსაც ის უწესრიგებს ბავშვს, სარეცხზეც როცა ჩვენი სარეცხი ირეცხება მანქანაში გამოუღია, გაუმშრალებია და მოუწესრიგებია ( არ აუთავებს), საჭმელზეც რამდენიმეჯერ იყო რომ ხორცი რომ იყო დადგმული მოსახარშად, რის გაკეთებას აპირებო უთქვამს და მე თუ გავედი თვითონვე მოუმზადებია ჩვენი სადილი. ანუ ესე დაავალო რამე, ცოტა რთულია რა
adeline
მე გავიკეთე მელირება 1 თვის წინ. ბევრი ვჩხრიკე ინფო და დიდად კავშირი ვერ ვნახე. ეპილაციაც გავიკეთე, შილაკიც.

Posted by: mashusha 24 Dec 2023, 11:49
მანანიკო


მახსოვს წეროებში როგორ ცდილობდი ბავშვის გაჩენას. როგორ გამიხარდა აქ რომ გნახე!

Posted by: მანანიკო 24 Dec 2023, 11:52
mashusha

მადლობა რომ გახსოვდი და გაიზიარე ჩემი სიხარული love.gif

Posted by: narkozeli 24 Dec 2023, 11:54
ძიძასთან ყველაზე კომფორტული ჩემთვის ისაა რომ ღამე დარჩენა და ბავშვის დატოვება შეუძლია. ზაფხულში 2 თვე 24 საათით მყავს ხოლმე, ჯერ მთაში, მერე ზღვაზე. 1 კვირით მარტოებიც დამიტოვებია და კარგად ვართ ამ მხრივ აწყობილები მარა სულ თავზე დავფოფინებ რომ რამე არ ვაწყენინო)

Posted by: mashusha 24 Dec 2023, 11:55
მანანიკო
QUOTE
მადლობა რომ გახსოვდი და გაიზიარე ჩემი სიხარული



ძალიან იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და რომ იცოდე ვიფქორბდი კიდეც ნეტავ როგორ არის თქო. მე მგონი მე რომ აქტიური ვიყავი, იმ პერიოდში ცოტა მიიკარგე.
რა ხსნის გყავს? <3

Posted by: narkozeli 24 Dec 2023, 11:55
მანანიკო

ვგიჟდები რა სასწაული გოგოშკა გყავს❤️❤️❤️❤️

Posted by: მანანიკო 24 Dec 2023, 12:00
narkozeli

love.gif მადლობა,
კიი ძალიან სასაცილო და საყვარელია biggrin.gif


mashusha

კიი მიკარგული ვიყავი ნამდვილად biggrin.gif

ერთი წლის ხდება 28-ში ახლა.

Posted by: mashusha 24 Dec 2023, 12:12
მანანიკო
QUOTE
ერთი წლის ხდება 28-ში ახლა.



<3 <3 <3
ბედნიერი გყავდეს, ძალიან გამიხარდა!

Posted by: happy-go-lucky 24 Dec 2023, 14:00
narkozeli
რამდენო წლის არის შენი ძიძა გვანცა?

აი რაც დაწერე, ვიღაცამ დაწერაო, მართლა ასეა! თავზე აქვთ ისეთი ფასი , რავიცი რაა! სხვა სფეროში რაღა ხელფასებია საქართველოში?

ბავავს რახ ეხება ეგ სათხოვარო ნამდვილად არ უნდა იყოს ჩემიბაზრით, არც კი განიხილება რო არ გააკეთოს ეს.

თუ საიდუმლპ არაა ხელფასს რამდენს უხდო და 24 საათით როცა გყავს, რამდენს უმატებ? გაყოლა დარჩენაზე რა შევთავაზო ვფიწრობ.

Posted by: emiblack 24 Dec 2023, 15:36
Anabeli111
ძილის რეგრესია ანი , მე გავუზარდე იმ პერიოდში სეირნობის დრო და კიდე უფრო გვიან იძინებდა მერე )) ანუ არ მგონია მაგასთან იყოს კავშირში, თუმცა ჰაერზე რომ დროს უნდა ატარებდეს 2 აზრი არაა. თუ დელიკატურად გინდა თქმა უთხარი პედიატრთან მყავდა და მითხრა ჰაერზე 1 საათი მაინც გაიყვანე დღის საათებში თორე ასე დ ვიტამინი დააკლდევათქო ( 2 წლამდე კი სვამენ და არ შეგეშინდეს).
მე ასე ვთვლი, რომ რაღაცეები არის მოლაპარაკების საკითხი. მაგალითად საჭმელს მოამზადებს თუ არა, სარეცხს და სათამაშოებს მიხედავს თუ არა , მაგრამ ბავშვის საეირნობა , განვითარება, კვება , ჰიგიენა ეს ისეთი საკითხებია რაც პირდაპირ შედის ნებისმიერი ძიძის მოვალეობაში. იცოდე რო მოსარიდებელი არაფერი გაქვს.

Posted by: LooLaa 24 Dec 2023, 17:59
narkozeli

რა კაია, შენ თუ გადახვედი მეც გადავალ ამიაკიანზე უფრო თამამად. biggrin.gif

Posted by: საბისაბი85 24 Dec 2023, 18:35
მანანიკო
მადლობა საყვარელო,მუსტელას ფუფხევის მაზს ვუყიდი ხვალვე და იმედია ამოისუნთქავს ბავშვში

Posted by: lesila90 24 Dec 2023, 19:39
ჩემთან ესენი მივაჩვიე გარეთ ძილს ზაფხულშინსულ გარეთ მყავდა და ეხპაც კარგ ამინდში ( თუ წვიმა
და ქარი არ არის) გარეთ სძინავთ 3-4 საათი და სახლში 30-30 წთ იძინებენ მაქისმუმ
დღისით ჯამში 2 საათი დაიძინონ არც. და გარეთ 2-3 საათი გადაბმულად სძინავთ ერთხელ 4 საათი ეძინათ

Posted by: takoo1 24 Dec 2023, 20:13
გოგოებო ბაკურიანისთვის რას მირჩევთ ბავშვებისთვის სახისთვის?
ალერგიული რო არ იყოს.

Posted by: narkozeli 24 Dec 2023, 21:20
happy-go-lucky

46 წლის გახდა 1 კვირის წინ. ახალგაზრდაა, ენერგიული, მოქნილი biggrin.gif
ცოტა დისკრიმინაციულად ჟღერს მარა წონასაც მიაქციე ყურადღება. ვაჩეს მეორე ძიძასთან ასაკი + წონა ძაან დიდი პრობლემა აღმოჩნდა, ზუსტად მაგ ასაკში შენი ბიჭი რამხელაცაა ეხლა. ყველაზე მეტი დევნა რომ უნდათ.
არა რა საიდუმლო, 1000 ლარს ვუხდი დღის ძიძობაში (10ის ნახევრიდან 7მდე ან 10დან 8ის ნახევრამდე ამ გრაფიკით მყავს)
ყველა დამატებითი დღე 50 ლარს ვუხდი (შაბათს თუ დამჭირდა მაგალითად) ღამეშიც 50 ლარს
24 საათით როცაა ხელფასს ვუორმაგებ. ანუ 2000 ლარს ვუხდი თვეში.
არადა გაგეცინება 650 ლარს ვუხდიდი 4 წლის წინ როცა ავიყვანე, აგარაკზე 24 საათით როცა ამყავდა 1300-ს თვეში. სასწაულად გაძვირდა ძიძები რა.

LooLaa
კიკი, არაფერი საპანიკო :*

Posted by: Anabeli111 24 Dec 2023, 22:51
happy-go-lucky
არა, დეტალები არ ჩამიკონკრეტებია ასე. საჭმელზე და სარეცხზეც, ჯანდაბას, არ მაქვს პრობლემა. ეზო მაწუხებს.. არადა თავიდან, სანამ მეუღლეც სახლში იყო და ვაკვირდებოდით ურთიერთობასხ 2-3 საათიც ჩაჰყავდა. მესმის ახლა ცივა, მაგრამ 1 საათი მაინც არ უნდა იყოს პრობლემა..
* * *
narkozeli
სარეცხი თუ დამრჩენია (იშვიათად, მაგრამ მაინც..) ჩამოუხსნია. ან გაფენილი თუ მქონია, წვიმა ამოვარდნილა, შემოუტანია სახლში. მართლა არ მაქვს ამაზე პრობლემა. რაღაცნაირად დავარეგულირე, ვასწრებ.. მაგრამ ეზოს თემაზე მაკაწკაწებს... 20 ბავშვი გამყავს ყოველ დღე დიდ შესვენებაზე, რომ ვიცი, სახლში მისულებს დრო არ ექნებათ და უჰაეროდ არ მინდა იყვნენ. 20 რომელიც ხან სად მოადენს ზღლართანს და ხან -სად. 100 თვალი და ათასი ყური მაქვს ხოლმე, რომ არაფერი მოიწიონ.. 1 კინკილა ბავშვის გასეირნება რა არის... sad.gif

emiblack
კი, მასე ვიზამ აუცილებლად. ადრეც ვუთხარი, ვთხოვე, მე რომ ვერ გამყავს ყოველთვის, გვიან მოვდივარ, დღე დამოკლდა, თან საღამოს უფრო ცივა და ქარია, იქნებ დღისით გაიყვანო. რავიცი, ფეხსაცმელების წყობაზე ვხვდები ხოლმე, გაიყვანა თუ -არა :დ როცა გაყავს მეუბნება, ვიყავითო, ფოტოს მიგდებს. როცა არა, არ მეუბნება, მაგრამ ფეხსაცმელები რომ დევს ისე, როგორც დავტოვე. მაგაზე ვხვდები :დ

სხვა მხრივ მართლა ძალიან კარგი ქალია. საურთიერთოდაც არაა მძიმე და ამის გამო არ მინდა ვაწყენინო რამე.. მართლა დავფოფინებ. ახლა მთხოვა 2 დღით ადრე დათხოვნა. ისედაც 30დან 15ამდე უნდა დაესვენა, მაგრამ 28ში და 29შიც ვერ მოვალო. შევცვალეთ გეგმები მე და ჩემმა ქმარმა. არ დავწყვიტეთ გული. რავიცი.. მოკლედ მოვიოხე გული :დ დავმშვიდდი და ხვალ დაველაპარაკები ♡

მადლობა, გოგოებო ♡

Posted by: adeline 25 Dec 2023, 00:50
Anabeli111
არ მესმის რატომ გერიდება; ძალიან კარგი და ჭკვიანი გოგო ხარ და როგორც ჩანს, საკმაოდ მოკრძალებულიც. წლების წინ მეც შენსავით მერიდებოდა ბევრი რამ და ამან კარგი არაფერი მომიტანა. გადასარევ პირობებში გყოლია ეგ ქალი.
* * *
takoo1
ავენეს ქოლდ კრემი არ მოგწონს?
* * *
მანანიკო
კი, მომილოცე მანანიკო, როგორ არა :* ხელმეორედ მოლოცვაც არ მაწყენს biggrin.gif რა ჯობია დადებით ემოციებს :*
LooLaa
happy-go-lucky
მანანიკო
narkozeli
ახლა უამიაკოთი ვიღებავ გოგოებო და სასწაულად მომწონს. ორსულობის მერე ამით ვაპირებ შეღებვას. ფერიც კარგად ძლებს და თმაზეც მიხდება აშკარად. აი მელირების დროს მაინც ძლიერი ნივიერებები გამოიყენება გაღიავებისთვის და მაგიტო დავფიქრდი. თუმცა, გავიკეთებ ალბათ, მომენატრა ძაან ეგ ოხერი biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 25 Dec 2023, 01:12
adeline
რაღაცნაირი ხდება თმა და პიგმენტიც ორსულობის დროს და მაგიტომ ჯდება ფანტასტიურად ეგ საღებავიsmile.gif) ლაქტაცოის დროსაც ასე იქნება თავიდან.


narkozeli
კაი ასაკის ყოფილა.
ხო მეც მაგ ხელფასს ვთავაზობ, ოღონდ ღამე ან დამატებით დღეზე 100% . 50ლარი მეტია და ბევრი მგონია. 1500 ლარია ძირითადად 24 სთ იანი ძიძები 1 დღე დასვენებით. არ ვანბიბ რო მაღალი ხელფასია მაგრამ ნუ რაცაა ეგაა.

აუ მე 2016-2020 წწ 500-550 ვუხდიდი....

Posted by: LooLaa 25 Dec 2023, 02:02
adeline

სალონის საღებავია? თუ ყიდულობ სადმე?
მე რითიც მიღებავენ დიდად არ მომწონს, არ ღებავს ჭაღარებს კარგად, არ მქონდა ბევრი მაგრამ ორსულობის მერე მომემატა ან მშობიარობის მერე უფრო.

Posted by: anibani18 25 Dec 2023, 05:23
რომ ვკითხულობ, რომ ბავშვი ვიღაცასთან დედის გარდა, თან ღამე უპრობლემოდ რჩება, ლამია ტირილი დავიწყო. ჩემი უფროსი არავისთან, არც მამასთან, არც ბებოსთან, არავისთან დარჩება, არსად არ წაყვება ჩემს გარდა. ტუალეტშიც არ შედის, მე თუ არ შევყევი. ახლა სხვა ბაღში გადავიყვანე და მგონი ძალიან გავირთულე ცხოვრება. არა მგონია გამომიშვას იმ ბაღიდან თავისი ნებით. ალბათ რაღაცას არ ვაკეთებ სწორად, ძალები გამომელია უკვე

Posted by: takoo1 25 Dec 2023, 10:20
გოგოებო ორსულობის დროს არ გამზრდია თმა და რა პონტში მეზრდება ლაქტაციისას?
აშკარად შევატყვე ფეხებზე ალაგ ალაგ ამოსულა.
არადა მთელი ორსულობა არ გამიპარსავს ეპილაციით მაქ მოშორებული.
კიდე კაი ბევრი არაა მარა მეზარება ეგ აყასაი ერთხელ ასმაც))
თმას რო ვიღებავ 2 კვირაში ამოსულია
თან შავად ვიღებავ და ქერა რო ამომდის ძაან არ მომწონს ცუდად ჩანს,დავიტანჯე

Posted by: keke34 25 Dec 2023, 11:30
გოგოებო სალამი როგორ ხართ? დღეს ეკატერინესთან მივდივარ და ვიფიქრე მანამდე ეხოს გავიკეთებთქო მივედი და ვერ ნახა ეხომ კარგად მდებარეობა აქვს ცუდიო და იქნებ შემოტრიალდესო და დამიბარა რამოდენიმე საათში? რამე ცუდი ხო არაა? რატო ჰქონდა ეს მდებარეობა ცუდი... თან ეძინა კიდეც ბაიას. და აღვიძებდა წამდაუწუმ.

Posted by: Iceicebaby 25 Dec 2023, 11:52
keke34
ჩემი რჩევაა ექოს ყველანაირ კლინიკაში და ექოსკოპისტთან ნუ იკეთებთ, ბავშვი 36 + კვირის ჰო არაა, გაჭედილი იყოს და ვერ ნახოს რაღაცები.
ვფიქრობ, ბავშვში კი არა ექოსკოპისტშია პრობლემა.

Posted by: narkozeli 25 Dec 2023, 12:13
QUOTE
ჩემი რჩევაა ექოს ყველანაირ კლინიკაში და ექოსკოპისტთან ნუ იკეთებთ, ბავშვი 36 + კვირის ჰო არაა, გაჭედილი იყოს და ვერ ნახოს რაღაცები.
ვფიქრობ, ბავშვში კი არა ექოსკოპისტშია პრობლემა.


100%

სრული ჭეშმარიტებაა.
ჯობია სულ არ გადაიღო ეხო, ვიდრე ვინმე ბანძთან. გულს გაგიხეთქავენ ტყუილად.


* * *
happy-go-lucky

გამაგრდი, რთულ საქმეს ხარ შეჭიდებული ))

Posted by: keke34 25 Dec 2023, 12:48
მოვედი ეკატერინესთან და 23 ვარ რიგში ეხოზე... შანსი არაა მე ამას დაველოდო.

Posted by: Iceicebaby 25 Dec 2023, 14:55
keke34
ეკატერინე ვინაა და ეხო სად?

Posted by: keke34 25 Dec 2023, 16:51
QUOTE (Iceicebaby @ 25 Dec 2023, 14:55 )
keke34
ეკატერინე ვინაა და ეხო სად?

კორკოტაშვილთან, იქ ვერ გავიკეთე ეხო იმხელა რიგი იყო იმას ვერ დაველოდებოდი, წამოვედი მერე რუსთავში მივედი ისევ იხეოზე და ისევ ამოტრიალებული იყო ბავშვი, მეორე ფეხის წვივი ვერ დაინახა და დამიბარა ისევ პარასკევს...

Posted by: Iceicebaby 25 Dec 2023, 16:54
keke34
ანუ ორმა სხვადასხვა ექოსკოპისტმა ვერ დაინახა? რა ვადაა?

Posted by: keke34 25 Dec 2023, 17:10
QUOTE (Iceicebaby @ 25 Dec 2023, 16:54 )
keke34
ანუ ორმა სხვადასხვა ექოსკოპისტმა ვერ დაინახა? რა ვადაა?

არა მეორესთან არ გამიკეთებია. 15 კვირამდე ვარ.. წინა ორშაბათს ჩანდა ყველაფერი კარგად იყო, ეხლა უბრალოდ ისე იყო ბავშვი რომ ვერ დაინახა . ორმაგი ტესტიც კარგია, და სხვა ანალიზებიც

Posted by: NatiaGull 25 Dec 2023, 18:33
აუ ვერ დანახვაზე ბადრიც სულ წუწუნებს, ზოგჯერ მართლა ისე წევს ბავშვი თან თუ ტონუსიც არის მართლა არ ჩანს ყველაფერი კარგად.
17 კვირაზე ვიყავი ბადრისთან და სამჯერ ამაყენა და დამაწვინა იქნებ შეიცვალოს პოზაო
keke34
თუ წინა კვირას ნახეთ და რეალურად ორივე წვივი ჩანდა, პრობლემა
რაშია?

* * *
anibani18
დარჩენაზე ჩემიც ეგრეა ან, თავის უსაყვარლეს ბებოსთანაც არ რჩება… ძაან ვდარდობ საკეისროს დღეებში რა ეშველება…
ბაღის შეცვლა არ არის მარტივი, იქ ხარ ჯგუფში ბავშვთან ერთად?

Posted by: სერაფიტი 25 Dec 2023, 20:46
anibani18

თითქოს აღარ აპირებდი სხვა ბაღში გადაყვანას...
რთულად ეგუება?
ჭამაზე იგივე სიტუაციაა?

Posted by: Tua 25 Dec 2023, 22:09
adeline
ეხლა ვნახე ❤️ არაა არაა თავისუფალი მუშაობს ჩემი ძიძა .

ძიძების საკითხი ურთულესი ამბავია მეორედ ალბათ არგამოვივლიდი იგივეს, ჯერ უცხო ადამიანი სახლში დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის + მე დამხმარე არმყავს სადილებში და ცალკე რომ სულ რაღაც უნდა გქონდეს საჭმელი და სამსახურიდან მოსულმა მეორე დღისთვის აკეთო ( ზოგი ყველაფერს არ ჭამს თან) აი ძალიან დამღლელი პროცესი იყო ჩემთვის პირადად smile.gif)
* * *
anibani18
ეგ ურთულესია როცა ბავშვი დედის გარეშე არსადრჩება , ალბათ ისიცაა რომ სულ მასთან ხარ ამდენი წელია და მიჯაჭვულობის ამბავიცაა. 1.10 თვის იყო სამსახურში რომ გავედი მაგრამ სადღაც 11 თვიდან დედაჩემს ვუტოვებ 2-3 ღამით 4 წლისაა და ჯერაც არგაუპროტესტევია რამე პირიქით წამოყვანაზე იმართებს ისტერიკებს რომ მომყავს . იქნებ რამენაირად შეაჩვიო შენც ხან ერთს დატოვებდი ხან მეორეს, პატარასთვის გვიანი არაა ჯერ კიდევ რომ მოახერხო . ალბათ ეგ მშობლის სურვილზეცაა მე რომ დაბადებიდან. ვტოვებდი ხან დედაჩემთან ხან მეუღლის მამიდაშვილებთან მაგიტომ არ აქვს პრობლემა ალბათ, ბაკურიანში ზაფხულში ჩემს გარეშე მიდის 2 კვირა რომ დავისვენო მეც . პატარაზე ჯერ კიდევ გაქვს დრო რომ შეაჩვიო და დაისვენო შენც ხანდახან. თუმცაღა ბევრი რამე ბავშვზეცაა დამოკიდებული და მშობელზეც, მე 24 საათი სახლში ბავშვთან ვერ დამსვავ სულ მოძრაობის და აქეთ იქეთ სიარულის რეჟიმში ვარ სამშობიაროდან გამოწერის დღიდან რამის გვანცასი არიყოს .

ბაღი რატომ შეუცვალე ხომ არ აპირებდი შეცვლას? ჩემსას ბაღის შეცვლაზე ენაბორძიკი დაეწყო გამიხეთქა გული . კიდევ ახალ ბაღში საჭმელს აპროტესტებს სახლში ყველაფერს ჭამს ბაღში მხოლოდ წვნიანს და პურს facepalm.gif

Posted by: ივლისი 25 Dec 2023, 22:36
ძიძების საკითხში გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ თურმე რამდენ რამეზე უნდა იფიქრო. მეზობელი მყავს , თაღლითობის მუხლით 4 წელი იჯდა, რამდენი თვეა გამოვიდე. ფეისბუკზე უამრავ ჯგუფში განცხადებას წერს. ფსიქოლოგი პედაგოგი ვარ 12 წლიანი გამოცდილებითო. რაც ტყუილია ყველაფერი. ათასი გაფილტვრა უნდა მოკლედ.

Posted by: fermina 25 Dec 2023, 22:59
ივლისი
QUOTE
ძიძების საკითხში გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ თურმე რამდენ რამეზე უნდა იფიქრო. მეზობელი მყავს , თაღლითობის მუხლით 4 წელი იჯდა, რამდენი თვეა გამოვიდე. ფეისბუკზე უამრავ ჯგუფში განცხადებას წერს. ფსიქოლოგი პედაგოგი ვარ 12 წლიანი გამოცდილებითო. რაც ტყუილია ყველაფერი. ათასი გაფილტვრა უნდა მოკლედ


facepalm.gif

ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ისეთი ადამიანი გამოგვიჩნდა, რომელსაც როგორც საკუთარ თავს, ისე ვენდობი. დედამისიც მან გაზარდა სხვათაშორის smile.gif განათლებულიცაა, ენერგიულიც, გამოცდილიც და თან ფაქტობრივად ოჯახის წევრია. ერთი, ცოტა ზედმეტად ფეთიანია და ემოციური, მაგრამ ვაბალანსებთ რაღაცნაირად smile.gif

დღეს მია აიცრა და მთელ მედისონში მარტო ეს დარბოდა ნახევარი საათი შეუჩერებლად, შესვენება იყო და ლოდინი მოუწია, მშობლებმა წიყვანეს და წამით არ გაჩერებულა ერთ ადგილზე, მამამისი აღშფოთებულა, უზრდელია და ცოტა აზრზე უნდა მოვიყვანოთო, დედამისს შენიშვნებს აძლევდა, უნდა დაუშალო ასეთი ქცევა, ყველაფრის უფლებას ნუ აძლევო biggrin.gif არადა წლინახევრისაა და უბრალოდ აქტიური და ცელქია, კი არაფერს აშავებს, ცნობისმოყვარეა, ყველგან მიდის, ყველაფერს ათვალიერებს, უცხო ადამიანებიც აინტერესებს და კონტაქტურია smile.gif

Posted by: ივლისი 25 Dec 2023, 23:08
fermina
ძალიან საყვარელი ასაკი ყოფილა 1 წლიდან ზემოთ. მიუხედავად ბევრი მაიმუნობებისა. საყვარელი მია. მამები რა უცებ იღლებიან ბავშვი ცოტას თუ ცელქობს, :დ

Posted by: საბისაბი85 25 Dec 2023, 23:13
გოგოებო ღრძილებისთვის რას მირჩევთ, გაღიზიანებულია და დაიჭამა ხელები

Posted by: fermina 25 Dec 2023, 23:46
ივლისი
QUOTE
fermina
ძალიან საყვარელი ასაკი ყოფილა 1 წლიდან ზემოთ.


აბა, ძალიან მაგარი ასაკია love.gif

QUOTE
მამები რა უცებ იღლებიან ბავშვი ცოტას თუ ცელქობს, :დ


წლინახევრის უზრდელი ბავშვი (ანუ "აშვი" როგორც თავად ეძახის საკუთარ თავს) biggrin.gif


user posted image



Posted by: adeline 26 Dec 2023, 01:00
LooLaa
ავერსში ვყიდულობ - ოლეა ქოლორი - ასე ქვია; ჭაღარასაც გადასარევად ღებავს და 1 თვე თავისუფლად მყოფნის. მანამდე ვიღებავდი ინოათი და ის ძაან ძვირადღირებულია; მერე ეს მასწავლეს და მას შემდეგ დავისვენე მართლა.
* * *
Tua
ზუსტად ჩემნაირი ყოფილხარ თეო. უზარმაზარ დისკომფორტს მიქმნის უცხო ადამიანი სახლში და არ ვიცი რა მეშველება მართლა…
* * *
fermina
რა საყვარელია :* ცელქი მია <3

Posted by: takoo1 26 Dec 2023, 01:12
გოგოებო 3 თვისაა საბა ზეგ ხდება.ხოდა რატო ვაკონკრეტებ.. ეს ერთი კვირაა მუჭს იტენის პირში კი არ წოვს,აი უნდა რო უკბინოს თუ ვერ გავიგე მოკლედ.. პლიუს გაღიზიანებულია თუ ტკივა სუ წუწუნება ეს დღეები.
არ მითხრათ რო კბილების ამბავია თორე ჩემით ჩავიცვამ თეთრ ხალათს facepalm.gif

* * *
fermina
ეგეთი მყავს გაბრიელი❤️ კლინიკაში რო იწვა ეხლა ყველა გაიცნო ვაფშე))) პალატებში უვარდებოდა ყველას,ექიმებსაც არ ინდობდა))
რადროს ამათი უზრდელობაა კარგი რა მამიკო თქო smile.gif

Posted by: LooLaa 26 Dec 2023, 04:52

adeline

მადლობა.
ახლა ფასდაკლება ჰქონია, 10 ლარად არის. ვნახავ ჩემს თმასაც მოუხდება თუ არა.
* * *
takoo1

მუშტს იტენის ჩემი ბავშვი 2-3 კვირიდან მგონი. როცა რამე აწუხებს, გაზები, ან როცა შია ვიდრე ტირილს დაიწყებს ხოლმე. კუჭში გასვლას რომ ცდილობს მაშინაც. თავის დამშვიდების საშუალებაა ეგეც, სოსკას არ აღიარებს. რამდენჯერმე ცერ თითს მიაგნო და წოვდა, მარა დაავიწყდა მალევე, ვერ აგნებს ცერს აშკარად და მთლიან ხელს იდებს smile.gif))

Posted by: anibani18 26 Dec 2023, 05:56
NatiaGull
კი, დავდივარ ჯერ. რამდენიმე დღეა რაც ახალში ვართ. რვა იანვრამდე მაქვს არდადეგები, მერე არ ვიცი რა იქნება.
რთული იქნება საკეისროს დროს. ვნახოთ, აბა რას იზამს მარიამი <3
სერაფიტი
ხო, აღარ ვაპირებდი, მაგრამ მერე ისევ გადავოფიქრე. მითხრა, ბავშვები მაწყენინებენ ხოლმეო. თან სულ ეცვლებდათ აღმზრდელები, სექტემბრიდან ლამის ხუთი თუ მეტი აღმზრდელი გამოეცვალათ. იყოს კიდევ რაღაცეები რაც არ მომწონდა და ასე გადავწყვიტეთ.
ჯერ ჩემთან ერთად არის, ჩემს გარეშე არ უნდა დარჩენა, რაც არ მიკვირს, რადგან არსად უნდება ხოლმე. ჭამაზე მტვერი უკვე აღარ ახსოვს, მაგრამ ზოგადად დიდია უკვე და რაც მოესურვება ის უნდა ხოლმე. რაც ალბათ ნორმალურიცაა. თუმცა ახლა ბაღში რომ დამყავს, ჭამს იქ სტაფილოსაც და რასაც მისცემენ დამატებასთან ერთად.
ისე ვდარდობ, ვერ წარმოიდგენ.
იქვე ჯგუფში ჩვენი მეზობელიც არის. გუშინ მასთან ვიყავით სტუმრად. ძალიან ლაღი გოგონაა, სულ სათამაშოდ ეძახდა ნატალის და იქნებ ჯგუფშიც ეს ბავშვი დაეხმაროს ცოტა.
Tua
თეო, სულ ბავშვებთან არ ვარ. წლის იყო ნატალი სამსახურში რომ გავედი, მერე კი ისევ დეკრეტულში აღმოვჩნდი. ახლა ვმუშაობ, მაგრამ მაინც არსად რჩება და არავის ეჩვევა. პატარას ვერ დავტოვებ ვერსად, დაიკოს გარეშე ვერ იძინებს, ტირის და ითხოვს გვეედით დამიწვინეთო. ორი ბავშვი სულ სხვა გამოცდილებაა.
ჩვენც ხშირად გავდივართ გარეთ, მაგრამ ძალიან რთულია ორი ბავშვის გაყვანა, ხან ერთს არ უნდა, ხან მეორეს. თუ სადმე წავიყვანე, მარტომ უნდა წავიყვანო, რაც უზომო ძალისხმევას და ყურადღებას მოითხოვს.
მართალი ხარ, თავიდანვე სხვანაირად უნდა გაზარდო, მაგრამ ვერ მოვახერხე მე.

Posted by: საბისაბი85 26 Dec 2023, 09:01
takoo1
აუ თაკო გაბრიელიც მთლიან მუშტს ჩაიდებს და დაიგლიჯა ლამის ხორცი პლიუს დორბლიანობს smile.gif თითი ჩავუდე ისეთი გამაგრებული აქ ღრძილები და ისე მაგრად აჭერს კიდე კაი ძუძუს არ წოვს თორე დამაგლეჯდა მგონი

Posted by: takoo1 26 Dec 2023, 09:56
LooLaa
რო ტკიოდეს არ იტირებდა? ხამდახან ისე უდევს აი თითქოს იქავებს. ამას უყვარს სოსკა და ეგ მიკვირს რატო აგდებს და ხელს იტენის
საბისაბი85
ჩვენები ხო ტოლები არიან? ვაახ უკვე კბილების ამბავია ესე ადრე? ამასაც აქვს ცოტა დორბლები მარა ეგ მგონი ისედაც აქვთ მაგ ასაკში არა?
ძუძუს ინდობს ჯერჯერობით biggrin.gif

Posted by: Iceicebaby 26 Dec 2023, 10:05
ხელების მუშტად ჩადება, ლოღნა და ა.შ. უბრალოდ განვითარების ეტაპია, კბილის/ღრძილის თემას არ ნიშნავს მხოლოდ, მაგ ასაკში მითუმეტეს.

Posted by: anibani18 26 Dec 2023, 10:06
საბისაბი85
დამავიწყდა დამედო. ესენი სცადე?
user posted image
* * *
Iceicebaby
ნამდვილად. არც დორბლებია მხოლოდ კბილების ამბავი

Posted by: Iceicebaby 26 Dec 2023, 10:12
anibani18
QUOTE
არც დორბლებია მხოლოდ კბილების ამბავი

კი ბატონო ^_^

7 თვის არის და კვლავ უკბილო))

Posted by: საბისაბი85 26 Dec 2023, 10:28
takoo1
კი ტოლები არიან ❤️❤️
ეს ძან გაღიაზიანებულია და მუშტი რომ გამოუვარდება რასაც ქვია მერე ჩაბჟირდება ისე ტირის.
* * *
anibani18
ესენი მაქვს კი.გელი მომწონს და აი კრემი 0 შედეგი. ეს 3 დღეა აულგად ცოტა ისევ ქსერაქალმს ვიყენებ ჯერ, ახლა სხვა უნდა მეყიდა და თითქოს აქვს შედეგი და შევჩერდით დროებით.
Iceicebaby
იქნებ იცოდე თავის ქნენა იქეთ აქეთ ესეც ახასიათებთ?

Posted by: Iceicebaby 26 Dec 2023, 10:40
საბისაბი85
კი, ახლა ბევრ ეგეთ აღმოჩენებს გააკეთებს, რაზეც შეიძლება შეშინდესავით. ერთი პერიოდი ქონდა აჩემებული ჭერში უყურებდა ჭაღს არა, ნათურას, შეეძლო გადაბმულად ძაან დიდხანს ეყურებინა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე დაივიწყა. ასევე 4-5 თვიდან იწყებენ ხელების სხვანაირად აღმოჩენას, ატრიალებენ თვალწინ და ათვალირებენ (ეს განვითარების ეტაპის გარდა სხვა რაღაცასაც ნიშნავს ცოტა მოზრდილ ასაკში) და მაინც რაღაცნაირად განვიცდიდი, თუმცა თავს ვახსენებდი რომ ეტაპია ესეც, სრულიად ნორმალური.
პირველი შვილია და თანმდევი ნერვიულობები ყველა ეტაპზე, ნორმაა დედებშიც )) ეცადე არ ჩააბჟირდე უბრალოდ.

Posted by: სერაფიტი 26 Dec 2023, 11:52
takoo1

არაა კბილები, თაკო. ხელს მიაგნო და ლოღნოს, ეტაპია განვითარების.
ჩემსას კი ამოუჭრა 4 თვეზე, მარა ისე 6 თვეზეა უმეტესად პირველი კიჭი.


anibani18

ადაპტირდება აუცილებლად. სიახლეს ადვილად ვერ შეეგუებოდა.
ისე, რა ასაკიდან დაეწყო ასეთი ხასიათი? სიჯიუტე,.შენზე მოწებებულობა და ა.შ.?



adeline
ოლეა ქოლორი ხო უამიაკოა? ზეთოვანი რომაა, მაგაზე ამბობ, ხო?

გოგოებო, სადმე ხო არ შეგხვედრიათ თბილი "ნასკები" ქვემოთ რეზინებით? მხოლოდ ნასკითაა და სრიალებს, თი რეზინინარ აქვს. ვაიკიკიში ვყიდულობ და მალე ცვდება ძაან, ამდენ რეცხვას პრინციპში კიდე კარგად უძლებს...

Posted by: takoo1 26 Dec 2023, 12:48
სერაფიტი
გაბრიელს 5 თვეზე ამოჭრა და ვიფიქრე ამასაც ხო არ ეწყება მეთქი.
ეგრევე ხო არ ჭრის,ჯერ ხო ემზადება და რავიცი მეც სგ მინდა თუ კბილი არაა biggrin.gif
* * *
საბისაბი85
იმედია კბილებთან არ გვაქ საქმე))
ეგრე იქნევს ესეც აქეთ იქეთ.იმ დღეს ისე მოიქნია სახეში ჩამარტყა biggrin.gif
სერაფიტი
ნურდს აქვს ეგეთი ნასკები.ჩემებს ეგ აცვიათ ორნაირი სტოპერია.ზოგს პატარებზე აქვს და ზოგს მთლიანად რეზინი.
ყველგანაა და ნახე აბა

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 14:48
გოგოებო, მიკრო ოყნა რამდენად ხშირად შეიძლება გამოვიყენო ბავშვისთვის ხოარ დავაშავებ? ჯერ არ გამომიყენებია მარა ტანჯულიბს რასაც ქვია ისე იწინთება, თან პამპერსში არ შვება, რო გავხსნი და ფეხები აქ აწეული მერე შვება დღეში ერთხელ ამ ბოლოს მარა ძან შეკრულია და წვალობს ძალიან :/
საჭმელს ორს ვურევ ეხლა ფრისო გოლდი და ფრისო ვომი მაგრამმ მაინც შეკრულია.

დილით ცოტა კი ქნა მარა კიდე უნდოდა და ვერ ქნა და ის ხო უფრო გაუჭირდება მერე ?

Posted by: takoo1 26 Dec 2023, 15:09
ნიაკო12
ფრისო ვომს რატო აჭმევ?

Posted by: Liza12 26 Dec 2023, 15:11
ნიაკო12
უვარჯიშე ფეხები მიეხმარე შენც ფეხები აუწიე. 2თვე ჩემი დახმარებით შვებოდა სანამ კუნთებს გაიმაგრებენ უჭირთ ხშირად.

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 15:33
Liza12
კი ვუვარჯიშებმაგ დროს და ისეთ სქლად სვება ძლივს შვება ხოლმე და წვალობს ძან.

takoo1
ტუამაც მირცია და მერე პედიატრთან რომ მყავდა იმანაც მითხრა რომ ფრისო გოლდს რახან ვაჭმევ ვომიც დაუმატეო კუჭის მოქმედებისთვის არის კარგი შეკრულიბისთვის, ორ კოვზს ვომს ვუყრი და ერთს გოლდისას ახლა 90ს რომ წამს. თავისი წესებით გრადუსებზე. ხო და რავი მაინც ძან შეკრულია
* * *
Liza12
2 თვის მერე გააუმჯობესაა ?

Posted by: Liza12 26 Dec 2023, 15:58
ნიაკო12
კი ზუსტად 2 თვის და 1კვირის იყო ჩემი დახმარების გარეშე რომ დაიწყო და არასდროს ჰქონია პრობლემა. ეს სქელ მაასას არშვრბოდა თხელს შვებოდა მაგრამ მაინც უჭირდა .სადღაც 2კვირიდან გაუჭირდა და მე ვაბრალებ კოლიკების წამლები მივაყარე ტონა და გააზარმაცა ნაწლავებითქო. თბილ წყალში ჩასვი ხშირად ხან მასე შვებოდა ჩემი დაისვენებდახოლმე.

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 16:41
Liza12
ცემსასაც აქ წამლები დანიშნული მაგრამ მანამდე თხლადაც სვებოდა და რამდენჯერმედაც დღეში თავისით და მერე ხელოვნურზე რო გადავიდა დაეტყო კუჭნაწლავსაც ეგრევე ფაქტიურად sad.gif მას მერე გადის სქლად. ისიც რო გავხსნი ხოლმე და ფეხებს აწევს მერე.

მადლობა ❤️ თუ ძალიან გაუჭირდა გავუკეთებ მიკრო ოყნასაც საბავშვოები ცალკეა ეს მიკრო ოყნა? ვცდი აბა თბილწყალშიც.

Posted by: adeline 26 Dec 2023, 16:54
სერაფიტი
კი, უამიაკოა. არაორსულები/არამეძუძურებიც იყენებენ ჩემს ირგვლივ მშვენივრად.
* * *
LooLaa
ხშირად აქვს ფასდაკლება; მე ორ ნომერს ვურევ ერთმანეთში და გადასარევად ჯდება. ჩემით ვერ ვიღებავ, სალონში ვიღებავ სულ და ფასდაკლებით ნორმალური ფასი მიჯდება. შეღებვა და კიდე ძვირიანი საღებავი დამატებული კიდე, ნამეტანია. ინოა ძაან მწეწავდა.
* * *
თავის იქეთ -აქეთ ტრიალზე გამახსენდა, მეგობრის ბაია ატრიალებს თურმე ღამით ძილში იქეთ - აქეთ და თან ურტყავს მაგ დროს თავს იქეთ - აქეთო; იმავე დროს ფეხებსაც მაღლა წევსო და კოლიკაა ალბათ ხო?

Posted by: Liza12 26 Dec 2023, 17:03
ნიაკო12
სსვარაუდოდ კვების გამოა.სქელი მასის გამოდევნა გაუჭირდება ბავშვს ბუნებრივია . იქნებ კვება შეცვალოთ

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 17:12
Liza12
ვააჰ რაცუდია, მადლობა ❤️
* * *
კიდევ რა მაინტერესებს ბარემ ვიკიტხავ აქ ვინც იცით.

მოკლედ საკეისროდან გამონადენი მქონდა 6 დღე. მერე ერტი კვირა არარ მქონდა და მეგონა ვსო მორჩატქო. ხო და იმ ერტი კვირის მერე ისევე გამივრზელდა ახლა ცოტ ცოტა მაქ მაინც მას მერე სულ. და როდის წავა საბოლოოდ დაახლოებით?

და კიდე ცოტა პატარა ღიპუცა მაინც მაქ და ქამარი რომ გავიკეთო ეშველება რამე?

Posted by: Liza12 26 Dec 2023, 17:38
ნიაკო12
გამონადენი 2კვირა მქონდა მოვარდისფრო შემდეგ მოყვითალო . მოყვითალოს დროს სანთლები გავიკეთე ფლორის აღსადგენი.მუცელი წავა თავისით საშვილოსნო სრულად რომ ჩადგება ფორმაში .
* * *
თუ მუცელის ცხიმი არგაქვს ისევ ისეთი სწორი მუცელი გექნება რაც ორსულობამდე. ისე მეშინოდა საკეისროს გაკეთების მეგონა მუცელს დამიტოვებდა მაგრამ 2კვირაში სწორი მუცელი მქონდა .

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 17:50
Liza12
აჰამ გასაგებიაა. ❤️

არა ცხიმები მგონი არმაქ მუცელზე რავიცი :დ
3 4 კილოთი მეტი ვარ ახლა რაც ორსულობამდე ვიყავი იმაზე, მაგისი დაკლება არმინდა ახლა უფრო კარგად ვარ მარა ჯინსის შარვალი გაჭირვებით შემეკრა.
ჩადგება ალბათ მაშინ დროთა განმავლიბასი ნორმაში, ძან მოშვებული როა მუცელი
* * *
ქამარი ძაან კი მეზარე ა ისედაც..
* * *
კიდე მომაფიქრდა ერთი კითხვა და ბარემ ვიკითხავ, რა უნდა წავუსვა პატარას სახეზე აივანზე რომ გავიყვან ხოლმე ან გარეთ რომ გავალთ ხოლმე smile.gif

Posted by: სერაფიტი 26 Dec 2023, 18:09
takoo1
QUOTE
ნურდს აქვს ეგეთი ნასკებ


ნურდი რა არის?

Posted by: Panda-008 26 Dec 2023, 18:23
ნიაკო12
მყარი კუკები არ არის ნორმა ამ ასაკში, თუნდაც ხელოვნურზე.

სახლიდან გასვლამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე უნდა წაუსვა ქოლდ კრემი. მე ველედასი მაქვს და მომწონს ძალიან, დიდი ყინვებია ჩვენთან და კარგად იცავს. მეც ვიყენებ ცხვირის კუთხეებში.

გამონადენი თავისი წასვლა-მოსვლებით და ფერის ცვლილებით 7 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ბევრს უფრო ადრეც უმთავრდება.

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 18:29
Panda-008
მადლობაა ❤️

რაც ხელოვნური დავუწყე მას მერე მყარი კი, იქიტ კვირაში ვართ პედიატრთან ისევ და გავესაუბრები იმასაც მანამდე თუ არ გაურთულდა :|
* * *
4 5 კოლოფი მაქ ნაყიდი საჭმელი დიდისამბით მოვიმარაგე ახლა რო შეცვლა დაჭირდეს შევინახო ეს და ცოტა წამოზრდილზე ვჭამოო თუ როგორ ვქნა უწირს რამეე ესე შერევაა ? smile.gif

Posted by: ივლისი 26 Dec 2023, 18:34
ნიაკო12
1-2თვის ასაკში ჰქონდა ჩემსასაც შეკრულობა. 3 დღე ვაცდიდი და მერე ვუკეთებდი მიკროოყნას. რეგულარულადაც გამიკეთებია ასე 3-4 დღეში ერთხელ და არაფერი არ გამოუწვევია, ნაწლაბის გაზარმაცება ან რამე. როცა უჭირს უნდა მიეხმარო. დუფალაკი არ გითხრა პედიატრმა? ცოტა გვიან მაგრა იძლევა შედეგს..დილით უზმოზე დაახლოებით 1 ჩაის კოვზი

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 18:36
ივლისი
არა წამალი არაფერი უთქვამს ჯერ ეს საჭმელი ცადეო შერევა და. ვატყობ რო არ აქ შედეგი. ყოველ დღე გადის ეხლა კუჭში დღეში ერთხელ მაგრამ წვალებ წვალებით
* * *
დუფალაკი ჩვეულებრივი რასაც მეც ვსვავდი ორსულობაში სიროფი როა ეგ ჰო ?

Posted by: takoo1 26 Dec 2023, 19:16
სერაფიტი
user posted image
* * *
დედებო ვისაც საჯარო ბაღში დაგყავთ,
მაინტერესებს ზეიმი არ ტარდება?
რა მოიგონეს ეს.. მშობლების დასწრება არაო.
ლექსები არაო.. ერთად მღერიან და ცეკვავენ
სულ ესაა.ამათთანაა მარტო ესე თუ სხვაგანაც ეგრე ხდება??

Posted by: სერაფიტი 26 Dec 2023, 19:22
takoo1

უი, ვიცი ეს. მოვათვალიერებ აბა.

აუ, სიმართლე გითხრა, ძალიან გამიხარდება, თუ ეგ ზეიმები არ ჩატარდება. ნუ, იმ ფორმით, რაც იყო, არ მომწონდა და რამე კრეატიულს თუ დადგამენ, ზღაპრის ინსცენირებას, ან რამე სპექტაკლს, კარგი იქნება. ეს გატკეპნილი ლექსები და სიმღერები... იცი რამდენი ბავშვის ტრავმაა? ბევრს მოუყოლია, როგორ რცხვენოდათ და აძალებდნენ. მაგას ჯობია როლური თამაში. და ვინც განსაკუთრებით მორცხვია, რაიმე პასიურ როლში. ან დეკორაციები ახატინო ან რამე.. რავიცი, მე ასე ვფიქრობ.

Posted by: anibani18 26 Dec 2023, 20:46
სერაფიტი
მოწებებულობა სულ ჰქონდა, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ახლა მგონი ძალიან უცნაურობები დაიწყო. ისე თანამედროვე ფსიქოლოგები მიჯაჭვულობას დადებითად აღიქვამენ. ანუ გენდობა და შენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რაც ცხოვრებაში ძლიერ საყრდენად ითვლება.
ზოგადად დედობა ძალიან გართულდა მას შემდეგ რაც მეორე შვილი შემეძინა. იქამდე არ მირთულდებოდა მგონი დიდად თუ არ ჩავთვლით კოლიკებს რაც დღევანდელი ისტერიკების ფონზე არაფერი ყოფილა smile.gif
adeline
ძილის დროს თაბის აქეთ-იქით ნორმალურია, ჩვენც ხომ ვატრიალებთ. ფეხები ზემოთ კი გაზების ნიშანია
* * *
სერაფიტი
მე ამაზონზე ვყიდულობ ისეთ კარგ წინდებს, არც იტყლარწება, არც იწელება, არც რეზინები უსუსტდება და დიდი ხანი ძლებს. თან ისეთი ლამაზებია <3 პტოტექტორებიც აქვს
* * *
takoo1
კი ასეა, ჩვენს კერძო ბაღშიც არ ტარდება ზეიმები.
დღეს ვიყავი მე ადაპტაციის ფარგლებში ამ ზეიმზე და ძალიან თავისუფლად იყვნენ ბავშვები. ლექსებსაც სიამოვნებით ამბობდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ერთი ბავშვი იყო რაღაც დარღვევით, იმან ხომ სულ მოულოდნელად ყველა გააკვირვა და ენა არ გააჩერა, ყველასთან ერთად ამბობდა ლექსებს. ბავშვს გააჩნია ალბათ, ზოგი იძაბება და ზოგი არა.

Posted by: Tua 26 Dec 2023, 21:05
adeline
ძალია რთულია, თან მე რომ ვმუშაობ ჩემთვის პრობლემაა კიდევ მოსვლა და სადილების მზადება, ეხლა თუ რამეა სალათს დავიჭრი უბრალოდ და შევჭამ სულ არმაქვს სადარდებელი საჭმელი მაქვს თუ არა მზად ან რამე ტკბილეული მაქვს თუ არა ძიძისთვის smile.gif) საწოლი გადაფარებული მაქვს თუ არა , ან სადმე რამე ხომ არმოდევს ისე smile.gif) ძიძა რომ მყავდა ისე ვიღლებოდი სამსახურის მერე ბავშვი + საჭმელი . 500ლარით მეტი მიჯდებოდა პლიუს ძიძა იმ დროს კვებაში . ამოვისუნთქე რასაც ქვია . დამტოვებელკ კი მყავს და სულ არმჭორდება ძიძა დატოვებისთვის ,1 კვირითაც კი წაუყვანია დედაჩემს ხანდახან თუ ავად ვარ და ძალა არმაქვს .

მეც ოლეო ქოლორით ვიღებავ რამოდენჯმე წელია და ძალიან მომწონს. 1 შეკვრა მყოფნის 2 შეღებვაზე 4-5 თვეში ერთხელ ვიღებავ ოღონდ მე ჩემს ფერზე .

Posted by: happy-go-lucky 26 Dec 2023, 22:26
Tua
აუ შენ ძაან ართულებ ახლა, რას აჭმევდი კი მაგრამ 500 ლარით მეტი რო გჭირდებოდა, ანუ რამე ძცირფას კერძებს უმზადებდი ? რასაც ჩვენ ვჭამთ იმას შეჭამს, თუ არ იქნება სადილი და მაცივარში რაღაც იქნება და გააკეთოს რა ვიცი. გავაფრთხილებ. ყველა ეგრეა. ამ ამბავში მთავარი სადარდებელი ჩემი აზრით სანდოობაა, იმდენო გიჟია რას გაიგე . ბავშვს კარგად მოექცეს, ქურდი არ იყოს, ზოგი ფსიქოტეოპულზეა და არ დალევს და აუშვებს, ზოგს ეძინება და ათასი უბედურება sad.gif

თუ კარგი შეგხვდა, მაგაზე დიდი კომფორტი მე არ ვიცი ქალისთვის. ნუ ეს თხოვნის მომენტები მე ძაან არ მსიანოვმებს ბებიებზე, მით უფრო მივლინებაშკ წასვლა ან უბროდ სამოგზაუროდ წასვლა რო გინდა ისე თამამი ვერ ხარ რაა.

ზუსტად ხვალ მაქვს შეხვედრა ძიძობის პირველ კანდიდატთან. რაზე უნდა გავუმახვილო ყურადღება, შემომაშველეთ. აი საჭმელი ინდა ჩავინოშნო, ვუთხრაsmile.gif)





Posted by: სერაფიტი 26 Dec 2023, 22:30
anibani18

კი,.უსაფრთხო მიჯაჭვულობა აუცილებელია ბავშვისთვის, ეგაა საფუძველთა საფუძველი შემდგომში ბევრი რამისთვის, ასე ამბობენ ფსიქოლოგები.

აუ, როცა არ დაგეზარება, ლინკი ჩააგდე გამომდგარი წინდების.



happy-go-lucky

თუ არ დაგეზარება, დაგვიწერე მერე შედეგები გასაუბრებების,
შთაბეჭდილებებო (ზოგადი, ცხადია).

Posted by: shoAbb 26 Dec 2023, 22:40
adeline
ჩემია ზუსტად მასე რაღაც პერიოდები, მგონია რომ კოლიკა იყო.
ახლა სამი დღე ძილში ტიროდა, აყვანა და ჩახუტება უნდოდა, როგორც წავიკითხე განშორების შფოთვა აქვსო .. საბისაბი85
აიი, უღრმესი
მადლობა, კუპრის შამპუნი რომ მირჩიე , 2 დაბანაა და სასწაული
ქნა <3
takoo1
ამის დორბლებმა წაგვლეკა მთელი
ოჯახი :დდდდ ალბათ 20 წინსაფარი არ ყოფნის დღეში :/
რეფლუქსმაც ცოტა გადაუარააა , არაფერი შემიცვლია სამჭმელთან დაკავშირებით , დაგიჯერეთ თქვენც და პედიატრსაც <3
გოგო თურქული
სიმილაკი ნეტა მხოლოდ კლასიკია? არავინ იცით ? sad.gif


Posted by: Tua 26 Dec 2023, 22:44
happy-go-lucky
არვართულებ, არვუკეთებდი ასე ცალკე არაფერს , მაგრამ მარტო სალათზე ვერ გადავაგორებდი ხომ ასეა? პროდუქტი მაცივარში სულ მქონდა , მაგრამ მანდ ერთია ეხლა მაგალითად მხოლოდ 1 დღე დავდივარ შაბათ პროდყქტებზე საყიდლად და სულაც შეიძლება დამეზაროს მაგალითად წასვლა და რაც საყინულეში მაქვს იმით მოვახლაფორთო უცებ რამე ან სულაც პომიდორი დავიჭრა და ვჭამო ავოკადოთი smile.gif) ძიძა როცაა ეგრე ვერიზავ, ჩემი არიყო პრეტენზიული ჭამაში ნამდვილად თვითონაც იჭრიდა სალათს შუადღეს მაგრამ 5-6ისკენ კიდევ ჭამდა, დილითაც საუზმობდა რათქმაუნდა, ეხლა ხანდახან ძალიან მეზარება რომ საუზმის რაღაცეები მქონდეს სახლში ხანდახან სულქც არმაქვს არაფერი და ანტრეში გავივლკ ვყიდულობ რამეს და ვჭამ , ძიძასთან უეჭველი უნდა გქონდეს რამე ხომ ასეა, ხორციანიც უნდა გქონდეს სადილად ნუ ყოველდღე თუ არა კვორაში 2-3 ჯერ მაინც მინიმუმ. სამსახურიდან 6-7ზე მოსულს სიმართლე გითხრა კიდევ 8-9 საათამდე ძალიან შემაწუხებელია სადილების თუხთუხი . ხანდახან კარტოფილსაც იწვავდა თვითონ , მაგრამ რავიცი ყოველდღე კარტოფილზე არგეყოლება, პლიუს სასუსნაობები უყვარდა , სულ პეჩენიები, პლიუს კექსების ყიდვა ცხობაში და ამბებში ვიყავი+ კანფეტების smile.gif) სულაც არვჭამთ ჩვენ სსხლშკ მაგას და აღარც ვყიდულობ რაც ძიძა არმყავს , ცხობითაც 3 თვეში ერთხელ ვაცხობ თუ არდამეზარა . საკმაოდ ძვირი სიამოცნებაა დამატებით თუნდაც ტკბილეული და პეჩენიებიც .

Posted by: საბისაბი85 26 Dec 2023, 23:06
Iceicebaby
ესეც მიაშტერდება ხოლმე ნათურას. ზოგჯერ ისე მაშინებს, ვერ მივეჩვიე ჯერ რო წინასწარ არ დავიგლიჯო ნერვები smile.gif
takoo1
იმედია თაკო, ესეც ისე იქნევს თავისი ლოგინის ცალი მხარე მოვხსენით უკვე ორჯერ გლიჯა თავი, დიაგონალაა რა სწორად დავაწვენ და გვერდულად მოკალათდება მერე.

ნიაკო12
ნიაკო გვაჩვენე პრინცესა ❤️
* * *
shoAbb
რისი მადლობა ❤️ მაგისი სუნი ისე მომწონდა ორსულობაში სულ ვყნოსავდი smile.gif)))

Posted by: takoo1 26 Dec 2023, 23:30
anibani18
სერაფიტი
ხოდა წესია ახალი თუ თვითონ ბაღი წყვეტს რა ფორმით ჩატარდება ზეიმი?
ჩემი დედამთილი და და გაკვირვებულები დარჩნენ ესეთი არაფერი გვინახავსო,რას გავს ესო biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 26 Dec 2023, 23:43
Tua
ეჰჰ , არადა მართალი ხარ, კექსების გარდა ყველაფერში გეთანხმები . არა მაგაზეც უნდა დაველაპარაკო.

უფ ამერიკულ ქომუნითში ვარ დედების იქ სულ გამაგიჯეს, ფირსთ ეიდ ტრენინგი აუცილებლად უნდა ჰქონდესო, ესაო, ისაო. ღმერთო smile.gif)) !

სერაფიტი
დავწერ აუცილებლად. გამოცდილზე მქონდა მოთხოვნა მკაცრი და რადგან აქეს, გავრისკე მოვოდეს დაველაპარაკო. ფბ სქრინონგით და ვიზუალითაც ოკა

Posted by: Malen 27 Dec 2023, 00:07
12 ძიძას გავესაუბრე ზოგს ტელეფონით და მანდვე გავფილტრე, ზოგს პირადადაც smile.gif) ძალიან სტრესული პროცესია, შენთვის ამდენად ძვირფასი რაღაც უნდა ანდო.

ჩემი აზრით მთავარი კრიტერიუმი არის რომ ბავშვები და ზოგადად ადამიანები უყვარდეს. უპირობოდ ოღონდ აი ყველაფერზე უნდა ეტყობოდეს ლაპარაკში, წინა ოჯახს როგორ მოიხსენიებს თუ უმუშავია, თავის გაზრდილ ბავშვებს როგორ მოიხსენიებს, რამდენად გულწრფელად იღიმის smile.gif))

კვებას რაც შეეხება, ვეცადე მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნო თავი და ავუხსენი რომ მე ბევრად გამიხარდება თუ როცა მოუნდება გამოაღებს მაცივარს და რასაც იპოვის გაიკეთებს და შეჭამს და გაიგო ძაან მშვენივრად. ყოველდღე სადილების საკეთებლად რომ მეცალოს მეთვითონ მივხედავდი ბავშვს, რაღა ძიძას ვუარო biggrin.gif
* * *
happy-go-lucky
პირველად დახმარებაზე მეც ვფიქრობ ოღონდ ჩემით რომ გავატარო მეც გავიარო თან. როგორც მინიმუმ სანამ მყარ კვებას დაიწყებს, გადაცდენის ყველაზე მეტად მეშინია sad.gif დიდად თვითონ არ აქვთ გავლილი არ შემხვედრია ეგეთი, თუ ყოფილი ექთანი არაა. და აი ყოფილი ექთნები ცოტა აუტანლები არიან მე ვისაც გავესაუბრე biggrin.gif

Posted by: takoo1 27 Dec 2023, 00:15
გოგოებო ეს ახალი ვირუსი ხო არ შეგხვედრიათ? ერთი თვალი ისეთი ჩაწითლებული აქ ტერმინატორივით
ახველებს სასტიკად და სიცხე ვერ დავუგდე გავგიჟდი,თან მაღალი აქ.
ცოტათი ჩამოყავს მარა მაინც ცხელია. 38მდე მაინც აქ.
რას შვებით ეგეთ დროს? როცა მიცემული გაქვთ ნუროფენიც და პარაცეტამოლიც?

Posted by: Malen 27 Dec 2023, 00:19
ნიაკო12
აუ აი შეკრულობის პრობლემაზე მეც დავიტანჯე ისე მეცოდება, დუფალაკი მივეცი და 20 წუთში იმოქმედა პირველივე დალევაზე მაგრამ მერე გაზებმა შეაწუხა ძაან და დავანებებინე ისევ და მესამე დღეა წვალობს. დაწერე რა რას გეტყვის ექიმი

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 00:27
Malen
კი დავწერ, 4ში ვაპირებ მისვლას და იმედია მანამდე არ გაწვალდება, დღეს საღამოთიც გავიდა კუჭში კაიხანი მყავდა გახსნილი ტიტლიკანა და მოიფიქრა მერე რო ექნა ჩემი დახმარებით ისევ მარა ძან შეკრულს შვება რა :/

ისე დუფალაკი მეც მიწრიალებდა ხოლმე მუცელს ძაან ორსულობაში, რამდენჯერმე დავლიე და ფაღარათი დამმართა.

დუფალაკი რა დოზა დაალევინე? თუ დაწერე წინაზე აღარ მახსოვს.

Posted by: Malen 27 Dec 2023, 00:34
ნიაკო12
დოზა უწერია 5მლ-მდე დღეში, ანუ დღეში ორჯერ 2.5მლ თითო დალევაზე მარა ეგ ძაან ბევრია. 1.5მლ მივეცი და მაგანაც ძაან გაბერა, ახლა 0.5 მივეცი და ველოდები თუ იმოქმედებს sad.gif

ჩემზეც ძაან ცუდად მოქმედებდა და ლაქსაკოლს სვამდი მერე ეგ ძალიან კარგი იყო უბრალოდ ახალშობილებისთვის მემგონი არ შეიძლება, ვერ ვნახე ინსტრუქციაში და ჩემით ვერ ვრისკავ, დუფალაკი პედიატრმა მითხრა

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 00:42
Malen
იმედია გადაუვლით მალე.

საბისაბი85
user posted image
user posted image
user posted image
ძილში იღიმოდა და გადავუღე :დ
user posted image
აგე გუშინ სანთელიც ჩამაქრობინა biggrin.gif (ვითომ) biggrin.gif

Posted by: Panda-008 27 Dec 2023, 02:06
ნიაკო12
გილოცავ love.gif
შუბლზე ე.წ. წეროს ნაკბენი აქვს, ხო? ჩემსას კეფაზე აქვს biggrin.gif
* * *
shoAbb
ასეთი წინსაფრები გვაჩუქეს, პირსახოცის მსგავსი ნაჭერია და დავისვენე, ყოველ წამს არ სჭირდება გამოცვლა. კერვა თუ გეხერხებათ ოჯახში, მარტივად დაამზადებთ თხელი პირსახოცისგან. 28×38 არის ამისი ზომა.
user posted image

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 02:22
Panda-008
მადლობა ❤️
კიი შუბლზე და თვალზე :დ
მეც მქონდა შუბლზე ზუსტად მად და დიდობაშიც რამეზე რო წამოვიტირებდი ეგრევე იმ ადგილში მიწითლდებოდა biggrin.gif

Posted by: LooLaa 27 Dec 2023, 02:54
სერაფიტი

ჰმ- ში ვნახე ნასკებს სილიკონის წერტილები აქვს ტერფზე

adeline

მეც მასე ვაპირებ სალონში წავიღებ. ჩემით არასოდეს შემიღებია, არ შემიძლია.
ფერს ღია ყავისფერის აღებას ვფიქრობ. ან ოქროსფერ ყავისფერს.

takoo1

ტკივილის დროს უფრო იტირებდა, წინა ბავშვები არ აკეთებდნენ ასე?

Posted by: happy-go-lucky 27 Dec 2023, 07:16
takoo1
რომელს აქვს სიცხე, პატარას ხო არა ?
კითხვას კი ცერ მივხვდი, წამლის შემდეგ 38 მდე თუ მაინც აქვს ვერც ვერაცერს მარა თუ მაინც მაღალი რჩება უნდა დაზილო (პატარაზე არ ვიცი).

Malen
მე 40 დან მხოლოდ 2ს მივეერე. აი მესიჯებშივე იგრძნობოდა მომწონდ თუ არა :დ საჭმელზე მთავარია რაღაცა მქონდეს პროდუქტი და მაგაზე შევუთანმხდები.
ხო აი ჩემთვისაც "კეთილშობილობა" აღმოჩნდა მაინც საწყისი კრიტერიუმი. და უკან გადავდე გამოცდილება. არ ვიცი რააა. ის მამშვიდება სახლში ვარ ჯერ. თუმცა ეგეც ვერ მამშვიდენს , რო არ მოგწპნს მერე ძან რთულია ხოლმე მაინც გაშვება sad.gif


გოგოებო წყალა რო არ სვამს 8-9 თვის ბავშ ი, მაგაზე რამე ხო არ იცით, რამდენად სანერვოულოა?

Posted by: საბისაბი85 27 Dec 2023, 08:33
ნიაკო12
რა სიცოცხლე გყავს,პრინცესაა ❤️❤️❤️

Posted by: Iceicebaby 27 Dec 2023, 09:27
happy-go-lucky
QUOTE
გოგოებო წყალა რო არ სვამს 8-9 თვის ბავშ ი, მაგაზე რამე ხო არ იცით, რამდენად სანერვოულოა?

ხშირად გამიგია და იწყებენ მერე, დრო სჭირდება ზოგს.


Posted by: takoo1 27 Dec 2023, 10:09
happy-go-lucky
არა უფროსს და ისე მიკვირს რო ესე მყავს,4 წლის ხდება და პირველად ვართ ესე.
ეხლა გაბრიელმა ჩაყეფა ღამე და გიჟს ვგავარ.
უეჭველი გაურთულდება 100%
არადა 10 დღეა ანტიბიოტიკს მორჩა.
2 კვირის წინ ხო საავადმყოფოში მყავდა ანთებით. უნდა დავუწყო ჩემით ანტიბიოტიკი თუ შევატყვე რო ურთულდება.
წინაზე ერთ ღამეში გაურთულდა ეგაა უბედურება.ტიპს ეგრევე ბრონხებში გადასდის დროც არ ჭირდება.
* * *
გოგოებო მოერიდეთ ვინც ორსულად ხართ და ბავშვიანები უფრო,საშინელი ვირუსია.
მთელი ბაღი წევს,მასწავლებლებიანად.
არცერთი ბავშვი არ დატოვა ოღონდ მართლა.
15მდე ბავშვი იყო ლუკიანეს ჯგუფში,ვიფიქრე გამოძვრა თქო და გამოძვრა კიარა ძაან ცუდადაა.პლიუს კონიუქტივიტით მიდის და მარტივად გადადის ფილტვებში.
ძალიან გაფრთხილდით

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 11:03
საბისაბი85
მადლობა ❤️❤️❤️
* * *
takoo1
ვაა რა ვირუსია ასეთი :/ იმედია მალე გამოკეთდებით :*

Posted by: adeline 27 Dec 2023, 11:28
ნიაკო12
ნიაკო, რა სიყვარული გყავს 2kiss.gif love.gif ბედნიერი და იღბლიანი გოგო გყოლოდეს 2kiss.gif ძალიან სიცოცხლეა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Malen 27 Dec 2023, 11:48
takoo1
თაკო რა რთული საყურებელია ალბათ, მალე ძალიან კარგად იქნება იმედია ყველა <3 ძაან რთულია რა ეს ვირუსების სეზონი, მითუმეტეს სამი რომ გყავს ალბათ სამჯერ უფრო რთულია და სამჯერ უფრო ყოჩაღი გამოდიხარ შენ! smile.gif)

happy-go-lucky
მართალი ხარ. მე თავიდან შევცდი არ გადავდე უკან გამოცდილება და 20 წლიანი გამოცდილებით ავიყვანე ძიძა რომელიც პიროვნულად დიდად არ მომეწონა გასაუბრებაზე, გამოსაცდელით გამოვიდა და პირველივე დღეს მივხვდი რომ ვუშვებდი smile.gif) რაც არ უნდა გამოცდილი იყოს, მაინც ვერ ვიყავი მშვიდად ჩემი შვილი რომ ეჭირა. სასიამოვნო არ იყო გაშვება მაგრამ არ გავირთულე საქმე და მშვიდად წყნარად დავემშვიდობე, არ დამიწყია ეს არ მომწონს ის არ მომწონს. სხვას შევუთანხმდი მეთქი და კარგიო, თვითონაც ხვდებიან ასე მგონია რომ ვერ ეწყობა რაღაც და არ გაუკვირდებათ ამიტომ. ახლა თავიდან რომ ვიწყებდე ძებნას მაგაზე არ დავისტრესავდი თავს, რომ აუცილებლად პირველივე ცდაზე იდეალური უნდა ავარჩიო. ნუ თუ გამოვა რა ჯობია მაგას smile.gif)

აი მეორე ცდაზე უკვე ვიცოდი რას ვეძებდი და მალევე ვიპოვე მართლა. ეხლა 3 დღეა გამოვიდა და ისეთი შეხმატკბილებულები ვართ ცოტა მიკვირს biggrin.gif კამერებზე რომ ვეკითხებოდი გასაუბრებებზე მაგითიც კარგად გაიფილტრა ისე ხალხი. ახლა ვინც ავიყვანე რომ ვკითხე კამერები მექნება სახლში როცა არ ვიქნები და პრობლემა ხომ არ გაქვს მეთქი ასე მიპასუხა არა, პირიქით გამიხარდება, ფაქტიურად შენც ჩემთან ერთად იქნებიო, თან 2 წუთში ერთხელ ვიდეოები უნდა გადავუღო და გამოგიგზავნო ისე და ჯობია პირდაპირ კამერიდან უყუროო smile.gif) "აი რატომ ავირჩიე ის" flowers.gif

აბა წარმატებები დღეს პირველ გასაუბრებაზე, დაგვიწერე როგორ ჩაივლის smile.gif

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 12:25
adeline
მადლობა დიდი :* smile.gif ❤️❤️❤️

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 13:19
takoo1

ვახ თაკო როგორ გაწვალდით sad.gif
აცრებმა როგორ ჩაიარა? მეორე უწევს ხო დღეიდან? ზეგ ვუკეთებ ნოას პირველ აცრას მე.

ნიაკო12

უსაყვარლესი გყავს ნიაკო❤️❤️❤️❤️




Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 14:04
narkozeli
მადლობებიი ❤️❤️❤️

ვააჰ ჩემ ძმიშვილებსაც სიცხეები აქვთ ეხლა ბაღიდანნ რა არი ასეთი რო აღარ დაილია ეს ვირუსები

Posted by: takotatuli1989 27 Dec 2023, 14:13
adeline
მე მყავს საოცარი ქალი, ძიძას ვერ ვეძახი ოჯახის წევრია რასაც ქვია. რუსთავში ცხოვრობს და ორთაჭალაში დადის უპრობლემოდ, ოჯახის წევრს დაყავს, არასოდეს დაუგვიანია და თქმა არ ჭირდება არაფრის, თითქოს გულში გიზის ისეთი ადამიანია. ჩემი უფროსი გოგო გიჟდება მასზე. ბავშვები უყვარს ძალიან რაც მთავარია და სიამოვნებას იღებს ბავშვებთან ურთიერთობით. ზაფხულიდან აღარ დამჭირდება ძიძა და თუ დაინტერესდებით მომწერეთ.

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 14:54
ცგოგოებო, მკერდი აქ ჩემ პატარას გამაგრებული და გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან თუ იცით რამე :|

Posted by: lesila90 27 Dec 2023, 15:03
აუ გოგოებო მე აცრას ვიწყებ 7 თვიდან და საშიში ხომ არაა?თან ბიჭთან პირველი ხარისხის ჩაქცევა იყო ეხლა გადავუღე და კვალი არის დარჩენილი და გადავაო დამავიწყდა ნევროლოგისთვის მეკითხა აცრებზე. სისხლის გადასხმა დაგვჭირდა და მაგიტო გაგვეწელა აცრები
* * *
ნიაკო12
უსაყვარლესი ბაია გყაავს❤️❤️❤️ თავიდან საშიში არაა დედის ჰორმონები გადადის ბავშვზეც და მაგიტოა. თავისით უნდა გადავიდეს

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 15:08
ნიაკო12

პირველი რამდენიმე თვე ( თუ სწორად მახსოვს 2 თვემდე) აბსოლუტურად ნორმაა.

lesila90

მძულს აცრების პერიოდი ემოციურად მარა საჭირო ინვესტიციაა რას ვიზამთ sad.gif საშიში არ არის გვიან დაწყება❤️

Posted by: lesila90 27 Dec 2023, 15:14
narkozeliისე ვდარდობ ისე ვერ აგიღწერთ.

Posted by: happy-go-lucky 27 Dec 2023, 15:19
Malen
სერაფიტი

გაინტერესებდათ და გიზიარებთ. დილით იყო მოსულო და სამწუხაროდ არ მონეწონა ძიძად. ისე კი ძალიან დასიამოვნო ქალია, მაგრამ აი რაღაც დეტალები იყო რაც ცოტა გულთან არ მომივიდა. მათ შორის ვეწევოო, დღეში 3-4 მაქსიმუმო, ეგო არაფერიაო. და 25 წელი ეწევა , რავი აბა. მწეველს არ ეძახის თავის თავს და რავი მე ვეძახდი ჩემს თავს და ეგ 25 წელია ეწევა. კევს ვღეჭავ და ვიშხურებ რაღაცასო. მოკლედ ეგ გამოვროცხე. არადა მეგონა ნაპოვნი მყავდა, და მასაც ეგრე ეგონა მგონიsmile.gif))

მერე დაგიწყე ჩამორეკვა რეზერვებგან და ზოგმა 1000 ცოტააო და მრც დიდად არ მომეწონა ეგენი ხმით. ერთო ქალბატონი მომეწონა რო დავურეკე. ისე მოხდა ეცალა და მოვიდა. აი ძაან მომეწონა, ძალიან საქმიანი , გამოცდილი, ახალგაზრდაა 47 ის. სომეხი აროს და აქცენტიც აქვს მაგრამ
რავიცი არაა ჩემთვის პრობლემა , ასწავლოს თუ უნდა სომხურიცsmile.gif) მე მგონი მაგას ავიყვან. ძალიან გული მიმივიდა. ქართულად საუბრობს გამართულად ოღონდ აქცენტი აქვს.

სად ვეძებო ზოგი სიგარეტს ეწევა და დამალავს, ზოგი ცზვირზე არ ოდებს ჩემს 1000 ლარს და უცებ გამექცევა. ისე ამანაც მითხრა 1000 ცოტააო.

რო შევაჯამოთ, აშკარად გამოცდილო ჯობია რაა.

Malen
შენ საიდან ნახე და ვინმე საერთო ნაცნობი გყავს?

აი არავინ მყავს ნაცნობი

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 15:41
lesila90

ვიცი sad.gif ყველა აცრის წინ ვკვდები რაა. ჯერ ჩხვლეტა, მერე სიცხის მოლოდინი, მაგრამ საჭიროა რას ვიზამთ sad.gif

Posted by: happy-go-lucky 27 Dec 2023, 15:43
narkozeli
ყველას ჯვარო გწეროათ და მეცინება მაგ დროზე, აცრის წინ რო ვკვდებოდი ნერვოულობით და მაგ ჩხვლეტაზეც smile.gif)

აუ მე ბოლო აცრა მაქვს დარჩენილი , და დარდად მაქვს

Posted by: takoo1 27 Dec 2023, 15:58
narkozeli
Malen
ძალიან გავწვალდი რა ყოჩაღი მაქამდე ბევრი მიკლია)
აცრა გადავდე პატარასთან იანვრამდე,ისე უწევს რამოდენიმე დღეში.
ანტიბიოტიკი დავიწყე ლუკიანესთან გუშინ და სიცხე ჯერ ვერ ჩამოვუგდე.ძალიან მაღალს აძლევს, დღეს 4 დღეა სიცხე აქ. ყველაზე დაბალი ქონდა დილით 37,2
ეხლა ისევ აეწია 39მდე.
როდის იმოქმედებს ეს ანტიბიოტიკი ვისაც გამოცდილება გაქვთ დამამშვიდეთ.

Posted by: Liza12 27 Dec 2023, 16:06
takoo1
თაკო მშრალ და ნახველიან ხველაზე კოკლუსედალის სანთლები არ გიცდია? 1თვიდან გამოიყენება. ასევე ლარიფანი საბავშვო სანთელი როგორც სიმპტომები გამოვლინდება თითო სანთელი 2დღე. აღარ ართულებს ვირუსს
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=83169
https://psp.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%9D-0-5%E1%83%9B%E1%83%92-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9En5-60068-640.html

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 16:07
lesila90
narkozeli
მადლობა გოგოებო ❤️

Posted by: Liza12 27 Dec 2023, 16:07
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=83169

Posted by: NatiaGull 27 Dec 2023, 16:09
narkozeli
გვანც როცა გეცლება იმ სტუდიის სახელი მომწერე რა სადაც გქონდა ფოტოსესია♥️

Posted by: Malen 27 Dec 2023, 17:18
happy-go-lucky
არა ნაცნობი არ მყოლია, სააგენტოდან გამომიგზავნეს და მეც ვიძაბებოდი ძალიან ერთი საერთო ნაცნობიც რომ არ გვყავს მაგრამ რომ ვუყურებ მომწონს და ნელნელა ნდობაც მოვა იმედია.

lesila90
narkozeli
პირველ აცრაზე ღიღინ-ღიღინით წავედი ისე მჯეროდა რომ არ გაურთულდებოდა და იმ საღამოს 39მდე აუვიდა სიცხე ძალიან კი ვინერვიულე მაგრამ დამწევი გამზადებული მქონდა კიდევ კარგი და მეორე დღეს აღარ ქონია არანაირი არაფერი. იმას ვუმეორებდი ჩემ თავს რომ მერე უფრო ვინერვიულებ 1 და 2 კვირა რომ ქონდეს ვირუსი და გაურთულდეს იმის გამო რომ აცრის შემეშინდა.

სისხლის გადასხმის გამო 7 თვემდე რატომ გადაგიდეს? იქვე ვერ აცრეს მაგრამ მე რომ გამოგვწერეს მითხრეს უკვე შეგიძლია დაიწყოო და გამოწერიდან მალევე მივედი პირველზე, ეხლა მალე მეორეც მოგვიწევს. თან ამასაც ქონდა ჩაქცევა, ახლა კი ბოლომდე გაიწოვა უკვე მაგრამ ეგ ჯერ არ გვქონდა ნანახი და არც უთხოვია არც ნევროლოგს არც პედიატრს.
* * *
takoo1
მე პირადად არ მაქვს გამოცდილება მაგრამ ჩემს გარშემო 3 ბავშვი ვისაც ყავს ეგეთი ერთი პერიოდი ყველამ გადაიარა მუდმივი ვირუსების, მარა მერე ძაან კარგი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ ამასობაში ბავშვებს და მარტივად სურდოთი გადააქვთ ყველაფერი და ეგრე იქნებით იმედია თქვენც, ერთხელ მოილევთ და ვსო sad.gif

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 17:37
happy-go-lucky

რა გრაფიკით ეძებ 1000 რო ეცოტავებათ?
* * *
NatiaGull
https://www.facebook.com/LittleHipsterStudio?mibextid=LQQJ4d

ესაა ნათი:*
* * *
takoo1

24 საათის მერე უნდა დაიკლოს სიცხემ ბაქტერიული ინფექციის დროს. ვირუსული ხო არაა? ვირუსული თუა ტყუილად აძლევ ესეიგი. ანალიზი გაუკეთე?

Posted by: anibani18 27 Dec 2023, 18:37
სერაფიტი
ესენი მაქვს და ამავე მწარმოებლის მოკლე წინდები. უკვე ორი წლისაა თითქმის მოკლეები და ჯერ კიდევ აცვია. ამაზე თბილებს მე არ ვავმევ ხოლმე ზამთარში, მაგრამ მგონი აქვთ
https://a.co/d/dpNkXT4

Posted by: happy-go-lucky 27 Dec 2023, 20:11
narkozeli
ორშ პარასკევი , 9-19:00. ყველა უქმე დასვენება. 2 კვირა ხელფასიანი შვებულება. სამგზავრო ბარათიც. რავი აბა , გადავირიე.

თუმცა ეს დამთანხმდა, ანუ რო მოვიდა სამელაპარაკა, სახლში სუფთა და მშვიდი სიტუაცია ნახა, მოვეწონე ალბათ. ეგეთი შთაბეჭდილენა დამრჩა. მეც მომეწონა პროსტა საერთო ნაცნობს ვერ ვპოულობ ვერავუს. არც ჰყავს ბევრი მეგობრრბი ფბზე.
* * *
Malen
ხო აი მეც, ძალინ მიმივიდა გული. აადა ვინვ ფბ თი მომწონდა, იმაზე ვერა რაღაც, მიუხესავად იმისა, რო აქეს .

Posted by: Tua 27 Dec 2023, 20:57
takoo1
მოკლედ არგანებებს თავს ეს ვირუსები რაა sad.gif მეც ცუდად ვარ საშინელი ვირუსჯ დადის აგერ 2 კვირა გადის და კიდე ვერ გამოვკეთდი. ეგრევე ბრონხების და ფიკტვების ანთებაში გადადის 24 საათში ისეთი კოშმარია , ანტიბიოტიკის გარეშე ვერ ძვრება ვერც დიდი და ვერც პატარა. კიდე კაი ჩემსას არგადაედო 3 დღე ჰქონდა ცოტა ხველა და მაგით დაასრულა , ზოგი ისეთ დღეშია ჩაწოლილია მთელი თბილისი sad.gif კოკლუსედალის სანთელია ხველაზე ძალიან კარგი ნახველსაც გამოდევნის. ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკს აზრი არ აქვს, მე მაქვს ეგრე ედსი და ლეიკოციტები მაქვს ოდნავ მონატებულო და ც რეაქტიული ნორმა მაქვს არც დამინიშნეს ანტიბიოტიკი მახველებს მეც , აზრი არ აქვს მაგ ანტიბიოტიკს რომ ყლაპოო

Posted by: სერაფიტი 27 Dec 2023, 21:22
takoo1

აუ, ვერ ამოისუნთქე რაsad.gif
როგორაა.ახლა ლუკიანე, სოცხემ დაუწია?


anibani18

მადლობა <3


happy-go-lucky

ვა, რა ვთქვა..რა ძნელ ამბავში ხარ. მაგრამ რა კარგია,.რომ მალევე ნახე კარგი კანდიდატურა.

კამერები გაქვს ან აპირებ?

Posted by: Malen 27 Dec 2023, 22:48
ძიძას პირველად როდის გაატანეთ ბავშვი სასეირნოდ მარტოს? როგორ მივხვდე რომ საკმარისად სანდოა და მზად ვარ რას ფიქრობთ? biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 27 Dec 2023, 22:58
Malen
აუ ეხლა წასულო ვიყავი ეართეგი ვიყიდე რო მშვიდად დავიძინო smile.gif)))))) აიფონი თუ გაქვს, მაგით გააკონტროლებ სად არიან და მშვიდად იქნები მაინც. ოღონდ უნდა უთხრა, რო ატან. ისე ადევნებად ითვლება კანკნდარღვევაა. მე მარა არ მახსოვს როდის გავატანე მარტოს პირველი, ახლა ამას ალბათ მეორე დღეს გავატან რავი აბა sad.gif პირველ დღეს გავყვები. ნუ 1-2 დღე არ გავაყვანინებ საერთოდ, სახლში იყვნენ ჯერ, მიეჩვიონ ერთმანეთს.

რამდენი დღეა გყავს?
რამხელაა შენი პატარა?

სერაფიტი
სამ ოთახDი მაონდა კამერები. ერთ ითახში ისევ შენორჩენილი გვაქვს კედელზე და ახლა ისევ დავამატებ ორგან. ვუთხარი. მე სახლში ვიქნები კაი ხანი ჯერ. აი გული ვიზეც მიმდის ეგრე ცარჩევ რა, და დანარჩენი გამართლებაა...

Posted by: Tua 27 Dec 2023, 23:07
Malen
ჩემი 1.10 თვის იყო 5 დღე ვიყავი მე სახლში და მეორე დღესვე გავატანე , თვითონაც მითხრა ბავშვი ცოდოა სახლშიო, მას მერრ დაწანწალებდნე smile.gif)) ჩემს ძიძასაც უყვარდა გარრთ სიარული და ბავშვსაც 3 საათი გარეთ იყვნენ , ხემსიც დაჰქონდა სულ ხილი დაჭრილი კონტეინერით, გარეთ სხვა ძიძები ბავშვებს ჩხირებს და რაღაც სისულელეებს აჭმევდნენ და ჩემსას ხილი დაჰქონდა იმას აჭმევდა , მერე შესვა სხვა ბავშვებიც ხილზე smile.gif) . შენი პატარაა ჯერ მარტო სძინავს და ჭამს ამიტომ იგულავებს ეტლით ან დაჯდება როცა ბავშვს ეძინება smile.gif) ძირითადად ეგრე არიან ფბს სქროლავენ როცა პატარაა ბავშვი

Posted by: Anabeli111 27 Dec 2023, 23:18
happy-go-lucky
მე თავიდან შევეკითხე რისი ჭამა უყვარდა უფრო, როგორ ყავას სვამდა და ა.შ.
უზომოდ ვღელავდი, საერთოდ სახლის დალაგებას თუ მოვასწრებდი ხოლმე. შარშან დედამთილი ზრუნავდა თაიაზე და სახლის დალაგებასაც ასწრებდა და სადილის გაკეთებასაც.. რა ნეტარებაში ვიყავი, ღმერთო.. რო მოვდიოდი, ცოტა ხანს დაძინების საშუალებაც მქონდა (ეს თავიდან, სულ ძილიანობა რომ მჭირდა..:დ). საყინულეში სულ მაქვს გაყინული პროდუქტი- ბლინი, კატლეტი, პილმენი, ხინკალი. პამიდორი, ყველი, ძეხვი , კვერცხი, ეს ნაუცბათევად რომ მიირთვას რამე. სადილებს არ ჭამს დიდად. ტკბილი უყვარს და ეგეც სულ ვცდილობ, რომ იყოს ხოლმე სახლში. ამიტომ მაგაზე არ იდარდო.

რაც შეეხება ეზოს ამბავს. მიაჩვიე თავიდანვე, რომ ყოველ დღე გაგყავს ...

Posted by: Malen 27 Dec 2023, 23:22
happy-go-lucky
აუ რა კარგი იდეაა, აუცილებლად ვიზამ საერთოდ არ მომაფიქრდა, მადლობა ❤️ 1 თვისაა და მესამე დღეა რაც მოვიდა ძიძა.

Tua
იცნობდი არ გყავდა ვინმე საერთო? მიუხედავად იმისა რომ ძალიან
კარგი ადამიანი ჩანს რაღაცნაირად უცხო როა და ბავშვი რომ
უნდა გავატანო მაგაზე მაქვს ცოტა შიშები sad.gif

Posted by: happy-go-lucky 27 Dec 2023, 23:25
Anabeli111
მეც ზუსტად ასე მაქვს მაცივარში რაც თქვი.
საჭმელზე კი არ გვისაუბრია . მე მგონი ჩამოვყალიბდები ამ ქალბატონზე, აღარ გავაგრძელებ ძებნას . მიმივიდა გული და რატო არა...თან მიხარია, მოვიდა ცემი დრი და 7 წლის ოცნებას ვიხდენ , თან სახლში ვარ და თან ძიძა მყავს. წარმოუდგენელი სიზარულია ჩემთვის !! :დ

Posted by: Malen 27 Dec 2023, 23:26
happy-go-lucky
რა კარგია გილოცავ რომ აარჩიე, მემგონი სწორი არჩევანია, ჩემი აზრითაც გულით ირჩევა ძიძა smile.gif)

Posted by: Anabeli111 27 Dec 2023, 23:28
takoo1
თაკო ბაღიდან შეგხვდათ ეს ვირუსი? sad.gif სკოლაშიც ეს ამბავია.. ხან რომელია ცუდად და ხან-რომელი. რომ მორჩებიან, თავიდან ხვდებათ მერე sad.gif რა რთულ ამბავში ხარ, რა.. მალე გამოჯანმრთელდით ყველა♡♡♡

Posted by: NatiaGull 27 Dec 2023, 23:56
takoo1
ადენოვირუსი ცირკულირებს… sad.gif მალე გამოკეთდით

narkozeli
გვანც მადლობა, რაიყო გადავსებულია სტუდიები სულ.
სხვა სტუდია
დავჯავშნე

Posted by: takoo1 28 Dec 2023, 00:12
Tua
ვერ ძვრებიან ეს ჩემი შვილები ანტიბიოტიკის გარეშე და ვიღაც რო მეპროფესორება უკვე მაყრიის:/
აბა მოდი და ნუ დაალევინებ ეხლა
გაბრიელი წელს 5ჯერ მყავდა ავად და აქედან 4ჯერ კლინიკაში მოვხვდით.5ჯერ იმიტო არ მოვხვდით რო იმ ერთხელ სახლში მივეცი ანტიბიოტიკი ჩემით.ანუ ხო ხვდები რა სიტუაციაა თუ ავადაა ტიპი ეგრევე იქ ხვდება და დავიღალე უკვე.დროს ვწელავ და შედეგი უარესია,იქ ჭყიპავენ ანტიბიოტიკებით. ინტრავენურად ცალკე,პლიუს რო გამოგვწერენ ვასმევ.
ხოდა ვიყიდე ბიმაქსი და ვაგლეჯინე ლუკიანეს,თუ რამეს შევატყობ გაბრიელს იმასსც მივცემ.
დავურეკე დღეს მაგის მკურნალ ექიმს 2 კვირის წინ ხო მეწვა.
დაალევინე ბიმაქსი ისევ თუ რამე შეატყვეო.
Liza12
კი ვიცი ადრე დაგვინიშნა პედიატრმა,მადლობა:*
სერაფიტი
სიცხე ისევ აქვს,უბრალოდ დღეს უკეთ ემორჩილება ეგაა. გუშინ თუ 5ჯერ მივეცი დამწევი,დღეს 3ჯერ დასჭირდა.ისე მაღალიც აღარ ქონდა ღამე 38მდე ქონდა მარა მივეცი დამწევი წეღან მაინც.სამი ღამის უძილო ვარ და რო გავითიშო ღამე არ აუწიოსთქო
* * *
Anabeli111
კი ანა ბაღიდან.მთელი ჯგუფი წევს ლუკიანესი.ზეიმი ქონდათ გუშინ და მგონი ყველა იყო მოსული.მოიყვანე 15 წუთითო მასწავლებელმა და მივიყვანე დილით. ეგრე ცუდად არ იყო დილით თვალი ქონდა წითელი. მერე უცებ აუვარდა სიცხე და აღარც ჩამოვიდა მთელი დღე,ღამეც.

* * *
ფოტოებიც ვერ გადავუღე ეს თვალი ისე საშინლად ქონდა ყველა ფოტოში,ნაცემივით იყო fingal.gif
user posted image


Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 00:53
takoo1

თაკო, ყველა ვირუსული ინფექცია თუ ბაქტერიულით ურთულდებათ, აუცილებლად კვლევები უნდა დაუწყო, არაა სახუმარო და ჩვეულებრივი ამბავი მართლა.
წელიწადში 12 ვირუსიც ნორმად ჩაითვლებოდა ბაქტერიულით რომ არ ურთულდებოდეთ. თუ ანტიბიოტიკი სჭირდებათ ე.ი რაღაც სხვაშია საქმე. არ მინდა შეგაშინო მაგრამ აუცილებლად რცხილაძესთან მიიყვანე და ჩაგეძიება მაგ თემაში.
* * *
happy-go-lucky

გილოცავ ძიძის პოვნას! მოსალოცი ამბავია ნამდვილად

Posted by: takoo1 28 Dec 2023, 01:01
narkozeli
ლუკიანეს არა და გაბრიელს კი სულ ეგრე ემართება,ძაან დავიღალე
ვერ მივაღწიე მაგ კაცამდე,25ში დავრეკე და 4ში მწერდა. ახალი წლის პერიოდი არ მაწყობდა და უარი ვუთხარი,მაშინ 4ში დაგვირეკეო.იმედია შევთანხმდებით დროზე

Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 01:10
takoo1

გოგო მე უნდა დავრეკო 4-ში ნოას ჩასაწერად და თუ გინდა ჩაგიწერ შენებსაც გვარი მომიპიემე :*

Posted by: happy-go-lucky 28 Dec 2023, 06:07
takoo1
ბრონკიოლიტი თუ არის მაგან იცის ეგრე გამეორება და გართულება, როგორც ვიცი.

მე ეგ საშიში არ მგონია იყოს, მაგრამ იქნებ ცოტა სხვა ტიპის მკურნალობა სჭორდებოდეს.

ჩემს შემთხვევაში საშიშ დაავადებებზე მიიტანა ეჭვი იმიტო რო 6 თვეში სამჯერ იწვა ოღონდ ძალიან ცუდი ანალიზები ჰქონდა პლუს ანთებები ფილტვების, დაუდგენელი და ა.შ.

ჩემი ახლობლოს ბავშვუ 2 წლისაა და ასე სუ ავადაა და იმას მაგალითად არ უთხრა ის, რაც მე მითზრა, სუ სხვა რაღაცა, იშვიათი დაავადება უთხრა და პრედლიზოლონით მკურნალობა. დაუნიშნა. რას გაიგებ.

რასაც შენ წერ ბრონქიოლიტის გამეორებას ჰგავს თუმცა ბრონკიოლიტ ანტიბიოტიკის გარეშეც ძვრებიან ხოლმე.ისე ზოგადად ანტიბიოტიკი მაგრად ასუსტებს საკუთარ თავზე გამოვცადე და იმედია ჩემი ბიჭის ამბავიც ეგ იყო , ძალიან ბევრი მოუვიდა მოკლე პერიოდში და უფრო დაუგდო იმუნიტეტი (იმედია).

narkozeli
გამოვჩხროკე საერთო ნაცნობი და ძალიან აქო. ვსი ამას ავიყვან. ვინმრ 1 ადამიანს მაინც ვეძებდი, ვინც იცნობს და დამიდასტურებდა რო კარგი ქალია და მხოლოდ ჩემს გულისთქმას არ მივენდობოდი/))

აუუ უკვე დაიწყეს რატომ ან როგორ ამყავს ძიძა და სამსახურში არ ვაოირებ ჯერ გასვლას მაინც. ღმერთო :დ

Posted by: takoo1 28 Dec 2023, 08:17
narkozeli
ლუკიანეს ჩაწერა არ მინდა გაბრიელი მინდა მივიყვანო,ჯვარი სწერია ეს იშვიათად ცივდება, თუ ცივდება და 2 დღეში კარგადაა.
პირველად ვართ ესე ეხლა.
ნეტა რომელ რიცხვში ჩამწერს 4ში?
მე 12მდე ბაკურიანში ვარ.15დან მაწყობს
* * *
happy-go-lucky
კიი ოთხივეჯერ მაგით ვიწექით( ისე არასდროს ხდება ავად.ვირუსი შეხვდება და ბრონხიოლიტით ვწევართ სულ.
თაკო პირადში მოგწერ

Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 11:14
takoo1

სავარაუდოდო 15-20 ამ შუალედში. თუ გინდა მე რომ ჩავეწერები,გეტყვი და მერე დარეკე

Posted by: ნიაკო12 28 Dec 2023, 13:48
გოგოებო ხოარ იცით დუფალაკს გახსნიდან რამდენი ხანი აქ ვადა?
* * *
და კიდე, პირველი აცრები როდის იწყება? ეხლა 1 თვეზე რომ მივიყვან რას უნდა ველოდო იმ ვიზიტიდან დამაკვალიანეთ რა

Posted by: Tua 28 Dec 2023, 16:02
ნიაკო12
აწონვა გაზომვას უნდა ელოდო, აცრები 2 თვიდანაა . დუფალაკს ანტოაციაში უწერია. რომ 3 წელი აქვს ვადა . გააჩნია ბოთლს რა აწერია შენთან ვადა.

Posted by: adeline 28 Dec 2023, 17:07
takotatuli1989
ზაფხულამდე მინდა თაკო; ისე რუსთავიდან დიდ დიღომში შეძლებს სიარულს?
* * *
6 თვიდან ბაღებზე რა აზრის ხართ გოგოებო? რამდენად სანდოა ეგეთები? ან ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება?

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 28 Dec 2023, 17:13
adeline
ძალიან მეეჭვება აქ სათანადო დრო დაუთმონ 6 თვის ბავშვს რომელიმე ბაღში. მე არ მივიყვანდი.
გამიგია ევროპასა და ამერიკაში აქვთ ეგეთი ბაღები, სამსახურებსაც აქვთ და იქვე ტოვებს მშობელი
მაგრამ ზის ის ჯორჯიაააა
ბაღი კარგია სამი წლიდან

Posted by: ნიაკო12 28 Dec 2023, 17:35
Tua
კი 3 წელი აწეია ჩემსასაც მარა ეგ ვერ მივხვდი თვითონ გამოშვების დროიდან არი ეგ თუ გახსნის დროიდან როგორ არი. გახსნილს ხო უფრო ნქკლები უნდა ქონდეს.
მადლობა ❤️

Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 17:44
anibani18

ნახე რა წიგნი უთარგმნიათ))
user posted image

Posted by: სერაფიტი 28 Dec 2023, 19:19
გოგოებო,.როცა მოიცლით, დაწერეთ გამოცდილება - რა ასაკში და როგორ გადაიყვანეთ ბავშვი ცალკე საძინებელში?

Posted by: takoo1 28 Dec 2023, 19:35
გოგოებო რეიმანი როგორი კლინიკაა?
სადაზღვეოებს ყავთ და მაინტერესებდა
* * *
საბასაც ახველებს და პედიატრმა ინჰალაცია გაუკეთე ფიზიოთიო,3 თვის ბავშვზე შეილება?
ვის რა გამოცდილება გაქვთ

Posted by: libertad 28 Dec 2023, 22:37
უცებ შემოვირბინე, ვერ გკითხულობთ, იმედია ყველა კარგად ხართ❤️
takoo1
კი თაკო შეიძლება. მე ვუკეთებდი ზუსტად 2-3 თვეზე, ჩემგან გადაედო. 4 დღე აქტიურად ვუკეთებდი ფიზიოთი და ძალიან მალევე გაუარა

Posted by: takoo1 28 Dec 2023, 22:38
libertad
სადმე არ გაეკვეხოს ნახველი თქო რო ვერ ამოახველოს.ეგ ხო ალბობს

Posted by: libertad 28 Dec 2023, 22:42
takoo1
კი, ზოგი პედიატრი ამბობს რომ ინჰალაცია უარესია და უფრო მეტ ნახველს აჩენსო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძალიან უშველა. არ ვიცი, დაგიწერენ გოგოებიც თავიან გამოცდილებას ალბათ

Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 23:11
takoo1

კი თაკო 1 თვიდან ინიშნება ფიზიოთი ინჰალაცია, ზედმეტი არ ვარგა თორე როცა საჭიროა და ზომიერად უკეთებ, დაუშავებს კიარა პირიქით, წაადგება.



აუ ძუძუს/ბოთლის პროტესტი აქვს ნოას მესამე დღეა. ზუსტად ზრდის დღეებს დაემთხვა და ლაქტაციაშიც ვკითხულობ ხშირიაო მარა უფრო 3 თვის მერეო და ეს 2ისაა ჯერ, მესამე თვე ეხლა დავიწყეთ.
დამამშვიდეთ, მითხარით რომ გაუვლის sad.gif
გავაფრინე არც ძუძუს იდებს, არც ბოთლს. მე3 დღეა მშიერია ფაქტიურას, ტირილით და ისტერიკით ჭამს მაქს 40-50 გრამებს და ვსო.
რა ვქნა sad.gif ხვალ მიმყავს პედიატრთან, იმედია კლებაში არაა.

Posted by: happy-go-lucky 29 Dec 2023, 00:01
takoo1
ჩემს პატარას დაუნიშნა ბეგოიძემ ფიზიოთი და პულმიკორტითაც შეიძლებაო ოღონდ უჩემოდ არაო. არ დასჭირვებია. 2-3 თვის იყო.

narkozeli
აუუ, არ ვიცი მაგას რა შველის მართლა, მაგ დროს არ ჩაიდო ამან ძუძუ და ვეღარაფრით ჩავუდეე. გაუვლის ალბათ, მშიერი მგონი არც ერთი ბავშვი იტოვებს თავს. sad.gif
* * *
სერაფიტი
7 წლის ასაკში, როცა მეორე დაიბდა. 5 წლის შემსეგ ან ჩემთან, ან მამასთან ეძინა. ორ ოთახში დავდით 3 ადამიანიsmile.gif))
მე არ ვიცი რა ძეიძლწბა მექნა სხვაგცარად, მთელი ღამე 1 სთ ში ერთზე იღვიხებდ წლები და ტიროდა თან და ვერანაირად ვერ გადვიყვანდი.
* * *
adeline
თბილისში არ ვიცი თუ არსევიბს 6 თვუს ბაღი. ისე 6 თვის ჯერ ძაან პაწუკაა, თავისი რეჟიმი უნდა, სატარევლად ცოდო მგონია. თან ვირუსების ბუდეა..

Posted by: anibani18 29 Dec 2023, 05:06
narkozeli
რა კარგიაა <3
გადგება ისე? უნდა გადავიკითხო როგორმე.

სერაფიტი
ჩემი უფროსი გოგონა წლის იყო, რომ გადავიყვანე. იღვიძებდა ისედაც ღამე, ხან რძე უნდოდა, მერე რძეს დაანება თავი და მაინც იღვიძებდა, მაგრამ ცალკე სძინავს დღემდე. არ გაუპროტესტებია, ახლა რომ გადამეყვანე, უფრო გაუჭირდებოდა მგონი.
ბაკურიანში ვიყავით, რომ ჩამოვედით, ცალკე დავაწვინე ოთახში იმავე საწოლში, სადაც იქამდე ეძინა.
ღამის გაღვიძებები კიდევ, ჩემი გამოცდილებით, პერიოდული რამეა. ხანდახან შეიძლება თვე გავიდეს და არ გაიღვიძოს არცერთმა, მერე კიდევ მიყოლებით არ ეძინოთ.
მარტივად გადავიტანეთ ოთახის ცვლილება ორივე ბავშვთან.

Posted by: shoAbb 29 Dec 2023, 07:19
narkozeli
გადაუვლის, მაქსიმუმ 5 დღე გაგრძელდეს <3 მასე იყო ჩემიც ..

Posted by: takoo1 29 Dec 2023, 10:29
მადლობა გოგოებო:* გავუკეთე დღეს და ვნახოთ იმედია უშველის

Posted by: ბანანი 29 Dec 2023, 11:21
narkozeli
გაუვლის აუცილებლად, 4-5 დღე მაქსიმუმ, ძილში ვაჭმევდი მაგ დროს მხოლოდ , გავგიჟდი კინაღამ smile.gif

Posted by: LooLaa 29 Dec 2023, 16:09
ბანანი
happy-go-lucky

ყველა ბავშვი არ რეაგირებს ამ ზრდის დღეებზე?
3 თვის ხდება და ჭამა არ გაუპროტესტებია ჯერ


narkozeli

აბა რა ამბები დაგხვდათ პედიატრთან? 3 დღეში ვერ დაიკლებდა მგონი დიდად.

Posted by: narkozeli 29 Dec 2023, 16:31
happy-go-lucky
shoAbb
ბანანი
რა კოშმარია რა. ნერვებმა მიმტყუნოს ლამის. დღეს 60ზე მეტი არ უჭამია ფაქტიურად და ისიც ტირილით ან ძილში sad.gif

LooLaa

ვიყავით და 850 გრამი აქვს ნამატი ამ თვეში, პირველ თვეს კილო ასი მოიმატა და ეს ძაან მეცოტავება ეხლა. სიგრძეში კია გავარდნილი, 7სმ-იო და რანაირად არ ვიცი, თვეში 7სმ როგორ მოიმატა :დ


anibani18

ძალიან კარგად მადგება❤️

Posted by: Liza12 29 Dec 2023, 16:44
LooLaa
მართლა არ რეაგირებს ყველა ბავშვი ზრდის დღეებზე. სულ შიშით ველოდებოდი მეთქი ან ახლა იტყვის ჭამაზე უარს ან ახლა ძილს აურევს ან ხასიათს შეიცვლის მარა სულ ტყუილად. 1წლის და 1თვის არის რაც დაბადებიდან იყო ისაა ახლაც მშვიდი წყნარი თურამემ არ შეაწუხა ისე არ დაიწუწუნებს.

Posted by: LooLaa 29 Dec 2023, 16:46
narkozeli

ღამე გააღვიძებ ჭამისთვის? თუ რას აპირებ?
თან აცრა რომ დაემთხვა მაგ დღეებს უფრო ცოდოა, sad.gif მაგრამ 2 დღეც გაუძელი როგორმე.
ეხლა გამახსენდა აცრის მერე რამდენიმე დღე არ ცლიდა ბოთლს ბოლომდე, მაგრამ რამდენსაც უნდოდა ჭამდა ჭირვეულობის გარეშე.
ვაიმე 7სმ მართლა რანაირად. smile.gif)

Posted by: Liza12 29 Dec 2023, 16:47
narkozeli
მთავარია ჯდება ნორმაში ნამატი გვანცა. სიმაღლეშიც როგორ მოუმატიაა. ღამე იმხელა შუალედს აკეთებს და დღისითაც რომ ბუნებრივიაა ბევრი არექნება წონის ნამატი. 600გრამიც ნორმაა როგორც ვიცი ძუძუს ბავშვისთვის. ჰაერზე გადით კენგურუთი და გარეთ აჭამე.

Posted by: LooLaa 29 Dec 2023, 16:53
Liza12

ეგ კი კარგი ამბავია, რომ არ რეაგირებს ყველა, მაგრამ ზრდის დღეების გარეშეც კაი უჟმური იყო დაბადებიდანვე biggrin.gif გული მისკდებოდა ასე არ დარჩესთქო. ახლა კი იცინის და აღუებს ამბობს ბედნიერი სახით, გადავრჩი მგონი არ არის მთლად უჟმური smile.gif)) ყველაფერზე ტიროდა, ჩაცმა გახდა, ბანაობა, ძილი. საშინელი კოლიკის პერიოდი უკან დარჩა მგონი.

Posted by: Liza12 29 Dec 2023, 16:56
LooLaa
საშინელი კოლიკების პერიოდი გავიარეთ ჩვენც . უფ გახსენებაც არმინდაა. უბრალო კრუსუნზეც კი მეტირებოდაა ისე მეცოდებოდა. პაწაწუნები ბევრ რთულ ეტაპს გადიან . რაკარგია რომმოიტოვეთ უკან ,გილოცავთ.

Posted by: keke34 29 Dec 2023, 17:05
გოგოებო როგორ ხართ? მოკლედ დღეს ვიყავი ეხოზე და 13.5 კვირის ხარო. და გადავირიე. როცა 19 დეკემბერს ვიყავი 13 კვირის. რანაირად ვარ დღეს ამდენის?. ჯერ ხო 2 მა ეხომ ვერ დაინახა ისევ ფეხის წვივი ერთზე, მესამე ეხომ ყველაფერი კარგად არისო ყველაფერი ადგილზე აქვსო... მაგრამ 13.5 კვირა მითხრა.. 5 დღით ნაკლები, როცა ეხლა უნდა ვიყო 14.3 კვირის... შეიძლება ასე შეცდეს ეხო?

Posted by: LooLaa 29 Dec 2023, 17:11
Liza12

მადლობა, მართლა მოსალოცია.
ხანდახან კი აქვს ხოლმე გაზები ახლაც, მაგრამ ეს უკვე არაფერია.
მართლა რამდენს უძლებენ. love.gif დედისთვის რთულია, რომ ვერ შველი ვერაფრით. წამლებიც დიდად არ მოქმედებდა.

Posted by: Liza12 29 Dec 2023, 17:15
keke34
ყველა აპარატი იძლევა ცდომილებას.არინერვიულო მთავარია ამ ვადაზე გულისცემა და ყველა მონაცემი იყოს კარგია. +-5 დღე არაა სანერვიულო. გვიანი ოვულაციის დროს მეტიც შეიძლება იყოს სხვაობა. სად იკეთებ ეხოს ასეთ ცუცქნაზე რომ ვერ ხედავენ?

Posted by: LooLaa 29 Dec 2023, 17:16
keke34

5 დღე სანერვიულო არ არის, მეგობრის ბავშვი წონით სულ ჩამორჩებოდა, პაწუკა დაიბადა 2.500 კგ მაგრამ ჯანმრთელი ყველანაირად.
თუმცა რომ არ ინერვიულო, სიმშვიდისთვის ალბათ გადამოწმება სჯობია მალევე.

Posted by: keke34 29 Dec 2023, 17:35
4 იანვარს მიწევს ისევ ეხოს გაკეთება და კიდე გადავამოწმებ. კედელზე იყო მოკრული ბაყაყივით , biggrin.gif ვერ შემოვატრიალეთ.. გადავამოწმებ კიდევ აუცილებლად.. უბრალოდ 20 კვირამდე მივდივარ კუს ნაბიჯებით...

Posted by: სერაფიტი 29 Dec 2023, 21:24
narkozeli

აცრის მერე (მეორედ რო ავცერი) ქნა ეგრე სამ თვეზე.
ორ თვეზე კი იცი რატომაც გააპროტესტა ჩემმა (მენსტრუს გამო შემიმცირდა). მარა აცრილი თუა ახალი, 2-3 დღე ურევს.
ეცადე ძილში აჭამო. ფისებს და კუკებს როგორ შვრება?

Posted by: ივლისი 29 Dec 2023, 22:06
ესეიგი რა ხშირი ყოფილა 3 თვეზე ეს ჭამის პროტესტი. ჩემსასაც ჰქონდა და ფაქტიურად ორმა პედიატრმა ვერ მითხრა მიზეზი . არადა ამდენი გამოცდილებით ხომ უნდა იცოდნენ წესით რომ საკვების ან ბოთლის შეცვლას აზრი არ აქვს. რომ ეს ხშირია ამ ასაკში და გაივლის. თითქმის 1 თვე ჰქონდა ჩემსას ისე. ძალიან ვნერვიულობდი იმ პერიოდში. ნეოპეკეს აპეტიტოც კი ვიყიდე ჩემით , ვითომ მადის მომყვანად :დ

Posted by: NatiaGull 29 Dec 2023, 22:25
keke34
ჭიპლარის არტერია შეამოწმა ?
ეხომ დაწერა 5დღით ნაკლები ნამდვილად ?
ტექსტის აკრეფის დროს ხო არ შეეშალათ?
* * *
narkozeli
გვანც წინა ორი დამატი იდეალურზე იდეალურია, რაც დრო გადის უფრო ნაკლებს იმატებენ, ყოველ თვეში ერთ კილოს ვერ მოიმატებს
გოგო აცრის გამო ხო არ აერია ხასიათი?
ზრდის დღეებშიც მართლა გადარევა იციან…

Posted by: narkozeli 30 Dec 2023, 09:10
LooLaa
Liza12
სერაფიტი
NatiaGull

აცრამდე დაეწყო გოგოებო ძუძუს/ბოთლის პროტესტი. ზოგადად ჭამის პროცესს აპროტესტებს. 40-60 გრამს ჭამს ისიც ან ძილში ან თუ ღვიძავს ტირილით და ისტერიკით. თავს ატრიალებს ხოლმე საპირისპირო მხარეს და ენით აგდებს ნუ მაჭმევო.
პედიატრმა რა ზრდის დღეები რა ჭამის პროტესტიო, მგონი პირველად გაიგო. :დ ეჰჰ ჩემი ირაკლი მინდა სასწრაფოდ.
ხელოვნურსაც გააპროტესტებს ასე მგონია თორე გავასინჯებდი ცოტას.

აცრის მერე მშვენივრადაა, არ ქონია სიცხე. ჭამის დროს ზუის თორე ისე გადასარევ ხასიათზეა.
ნამატზე გეტყვით და თქვენი აზრი მითხარით აბა.
დაიბადა 3კგ (გამოვეწერეთ 2950)
პირველი თვე მოიმატა 1 კილო და 100 (4 კილო და 100 იყო)
მეორე თვე 850გ ( 5კგ-მდეა 4 950) არადა მანამდე რამდენიმე დღის წინ 5 და 200 იყო სახლში შიშველი ავწონე.
პედიატრმა დიდებული ნამატიაო biggrin.gif (ნუ მეც ვიცი რომ 600გრამები მოეთხოვება თვეში) 6 თვეზე მოეთხოვება 6 კილო ანუ 2X3კგ. რომ დაბადების წონა გაორმაგებული იყოსო) და ამას კიდე 3 თვეზე ექნება სავარუდოდ გაორმაგებული და რა გაწუწუნებსო. სხვა არაფერი რჩევა არ მოუცია. დაიკიდეო ესე გამოუვიდა.
სიგრძეზე რას ფიქრობთ? ესე 7სმ ნამატი თვეში გაგიგიათ? მომავალი კალათბურთელია აშკარად :დდ
ისე ვაჩეც გამხდარი, მაღალი ბავშვი იყო და არის ეხლაც თანატოლებთან შედარებით მაგრამ წონის რეინჯით მეტი იყო, კილო ნახევრებს იმატებდა თავიდან სულ.
* * *
ახლა ჩავაცვი და შეხედეთ რა :დ კარტერსის ბოდე 6 თვეზე :დდ ასე უცებ როგორ გავარდა სიგრძეში მართლა
user posted image

Posted by: adeline 30 Dec 2023, 10:41
narkozeli
გვანცა, ჩემი ნათლული 2 თვის იყო და კარტერსს უკვე 6 თვისას იცვამდა. ყოველ თვეში იმატებს 5 სმ-ს. აი წონას არ იმატებს ბევრს, მაგრამ ირაკლისთან რომ ყავდა, ამ სიმაღლესთან ეს იდეალური წონააო უთხრა, თავისით არეგულირებსო და შეეშვიო ასე გამოუვიდა ფაქტიურად თურმე smile.gif)) ძუძუს გიჟივით ჭამს ის, მაგრამ ბოთლი არ ევასება დიდად; 180 გრამს უნდა ჭამდეს ახლა და არ ჭამს მაგდენს. აი ერთად გავდივართ სასეირნოდ და თუ მოშივდა კარგად და აყვირდა, მხოლოდ მაშინ ჭამს ბოლომდე.
ირაკლიმ 6 თვეზე დაიბარა, მაგრამ დედამისმა უნდა მივიყვანო იანვარშიცო, თმა ხომ სცვივა და ვაჩვენებ თანო; ჩუტყვავილას აცრაზეც მინდა ვკითხოო და მოკლედ წლამდე მეც მინდა ვატარო ხშირად; თავიდან ბოლომდე მინდა მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
* * *
გოგოებო, ფოტოსტუდიები საიდან იწერენ სადღესასწაულო რაღაცებს ხომ არ იცით? აი მაგალითად ქუდს წელამდე კუდით, პრინცის ფორმას და ეგეთებს?

Posted by: Panda-008 30 Dec 2023, 18:41
კარტერსზე გამახსენდა, ჩემი ბავშვია ძალიან დიდი თუ არაადეკვატური ზომები აქვთ ამათ? 4 თვისაა და გამოვიწერე 6-9 ბევრი, ვითომ მოვიმარაგე და 9 თვის რომპერში ძლივს ჩავაკვეხე დღეს, ექვსიანის ცდას აზრიც არ აქვს.

Posted by: shoAbb 30 Dec 2023, 22:39
adeline
ბევრი რაღაც ტაოზე შემხვდა ❤️

Posted by: NatiaGull 31 Dec 2023, 01:11
narkozeli
გოგო ჩემი გოგოც დაბადებიდან სიმაღლეში უფრო სწრაფად იზრდებოდა , წონას ნორმის ფარგლებში იმატებდა
ახლაც რომ გავზომეთ 4 წლის სიმაღლე აქვს, არადა 3 ის გახდა ახლახანს
ალბათ მერე ცოტა შეანელებენ რაღაც ეტაპზე
ძილში შეატყუე ხოლმე ძუძუ და გადალახავს ნელნელა ამ
ეტაპს

Posted by: takotatuli1989 31 Dec 2023, 03:57
adeline
დიდ დიღომში კი შეძლებს, მისი მეუღლე იქით მუშაობს და გზის ხარჯიც არ ექნებოდა. მაგრამ არ მგონია ზაფხულამდე გავუშვა. ისედაც ოდესმე გასაშვებად მიჭირს biggrin.gif.

Posted by: mashusha 31 Dec 2023, 09:41
narkozeli
QUOTE
სიგრძეზე რას ფიქრობთ? ესე 7სმ ნამატი თვეში გაგიგიათ? მომავალი კალათბურთელია აშკარად :დდ
ისე ვაჩეც გამხდარი, მაღალი ბავშვი იყო და არის ეხლაც თანატოლებთან შედარებით მაგრამ წონის რეინჯით მეტი იყო, კილო ნახევრებს იმატებდა თავიდან სულ.


მართლა როგორი დიდი ბიჭია <3
ჩემი 2 თვის 5 კილო იყო. პირველ თვეს იმატებენ ყველაზე მეტს, როგორც მახსოვს. სიგრძეში 2,6 წლამდე მაღალი ბავშვი იყო და კარგად იზრდებოდა. 1 წლის ახალი შესრულებული იყო , როცა გავზომეთ და 83 სმ სანტიმეტრი იყო. მერე შეანელა ზრდა. ახლა თავის ასაკს მიყვება. 7 სმ მართლა ბევრია, იქნებ წინა თვეში ვერ გაზომეთ კარგად>? თუ მართლა მოიმატა 7 სმ, ცუდი რითია? ბიჭები ისედაც უფრო მეტს იმატებენ ვიდრე გოგოები. იყოს გრძელი და ცისფერთვალა smile.gif)) <3

Posted by: ნიაკო12 1 Jan 2024, 12:02
გილოცავთ გოგოებო დაესწარით მრავალს გეხაროთ თქვენი შვილიკოების ბედნიერებით ❤️❤️❤️
* * *
გოგოებო ნანის ულტრა კომფორტს ხოარ აჭმევთ ვინმეე შეკრილობაზე ფრისო გოლდმა ვერ უშველა ვერანაირად. და ფბ ზე წერენ მაგაზე გადავიყვანეო და კაიაო და თქვენც ხოარ იცით.

Posted by: anibani18 1 Jan 2024, 13:18
ნიაკო12
ნანის სამმაგ კომფორტს ვაჭმევდი ჩემა უფროს გოგონას. ძალიან კმაყოფილი ვიყავი. შეკრულობა საერთოდ აღარ ჰქონდა ხოლმე. ჩემს პატარას კიდევ ჰიპის კომბიოტიკს. თუმცა მას არც აწუხებდა შეკრულობა ან გაზები.

გილოცავთ, გოგონებო, ბედნიერი და მშვიდი წელი მოგვცეს ყველას უფალმა!

Posted by: ნიაკო12 1 Jan 2024, 13:34
anibani18
ესე პირდაპირ შემიძლია შეცვლა ჩემით ? ❤️

Posted by: საბისაბი85 2 Jan 2024, 09:38
გილოცავთ გოგოებო,ბედნიერ და ფერად წელს გისურვებთ❤️❤️❤️

Posted by: narkozeli 2 Jan 2024, 09:58
adeline

მადლობა❤️❤️❤️
ისევ ძაან ცოტას ჭამს ჩემი ბიჭი და არ ვიცი რატომ sad.gif ძუძუს 2-3 წუთში ანებებს თავს, ბოთლსაც აპროტესტებს, 60-90 გრამებს ჭამს არადა 120ს ცლიდა წამებში და უკვე 150ზე ვაპირებდი გადაყვანას sad.gif
ზეგ იქნება ჩაწერები ირაკლისთან და უნდა ჩავწერო, დამამშვიდებს ვიცი biggrin.gif


NatiaGull

კი ვაჩეც მასეა, ზოგადად ეგ უფრო იშვიათობაა რასაც ვხედავ. ძირითადად ის ბავშვები არიან მაღლები, ვინც პუტკუნაა. მარა ვაჩეც და ჯერჯერობით ნოაც მარიამივით არიან და მე მგონი ეგ იდეალური ვარიანტია და ტყუილად ვწუწუნებ :დ არაფერი მოაკლდეს ვიტამინ ნუტრიენტი და ჩაპუტკუნება ნაღდად არაა ჩემი მიზანი, უბრალოდ რომ ჭამდა ბევრს და შეამცირა, ამან დამაფიქრა


mashusha

ხოო, იყოს არ ვარ წინააღმდეგი❤️ მთავარია ვიცოდე ჯანმრთელადაა და არაფერი აკლია.

ისე ამ პატარამ გადაგვიყვანა მთელი ოჯახი ჭკუიდან, ძაან პიროვნებაა რა, პოზიტივი, მშვიდი, სულ ღიმილიანი❤️❤️❤️

გილოცავთ დედიკოები 2024-ს!!! ბედნიერი წელი გვქონოდეს❤️❤️❤️

Posted by: tako/barbi 2 Jan 2024, 12:23
Panda-008
ჩვენ ერთ დღეში ვართ,ტანსაცმელზე დავიტანჯე გამოვწერე 6 თვეზე ეხლა ველოდები 9 ზე ჩამოვიდეს პატარა აქვს sad.gif


ბედობას გილოცავთ დედიკოებო❤️❤️❤️

აუ თაკოს ვერ ვთაგავ რამდენი დღე სვაავდი,ჰუმანას პიულატეს?ან ვინმეს ხო არ დაგილევიათ?რამდენი ხანი შეიძლება რომ დალიო?

narkozeliმე რომ ჩემი თავის ამბავი ვიცი ბოთლი და გრამობა რამდენი ჭამა ბოლოს მომიღებდა,ჩემი ერთი ღერი ნერვი შეეწირებოდა :დ არ ვიცი რას ჭამს,მთავარია ჭამს biggrin.gif
აუ რასაც წერ ასეა იოანე❤️მშვიდი,ბედნიერი სულ ღიმილიანი,სასწაულია❤️ბედნიერი დედიკო გამყოფოს უფალმა მუდამ❤️

Posted by: shoAbb 2 Jan 2024, 15:29
გილოცავთ გოგოებო ❤️❤️❤️ ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს ❤️❤️




უკვე იმდენიხანია 6-9 იცმევს ;დდდ თან შარვლები უკვე პატარა აქვს :დ
ჟივილის ზედა ქვედა აჩუქეს 9 თვეზე და პატარა აქვს, ზედა ძლივე ჩავაცვი და შარვლის მანჟეტები უჭერს :დდდდ

Posted by: Tua 2 Jan 2024, 20:18

გილოცავთ დედიკოები 2024 წელს ❤️❤️ ბედნიერი წელი გქონდეთ.
narkozeli
850 საკმაოდ ნორმალური მატებაა რაგინდა აუცილებელი არაა 1კგზე მეტს იმატებდეს თვეში ყველა ინდივიდუალურია ისედაც. . 7სმიც ნორმალურია სიმაღლეში მერე ნელნელა შეანელებს . ჩემიც ეგრე იმატებდა პირველი თვეები არგახსოვს. ნუ ეს განშიც მიდიიოდა , სამაგიეროდ ეხლაა გამხდარი და მაღალი .

Posted by: adeline 2 Jan 2024, 21:25
takotatuli1989
ზაფხულში რომელ თვეს გულისხმობ? ხელფასს რამდენს უხდი და რა შედის მის მოვალეობებში ძირითადად?

გილოცავთ დედიკოებო ახალ წელს! ყველას ბაია ჯანმრთელი გვყოლოდეს ამ წელს და კაი მჭამელიც biggrin.gif
* * *
narkozeli
მეც უნდა ჩავეწერო ირაკლისთან. 2 კვირის რომ იქნება, მინდა მივიყვანო.
ზრდის დღეები ხომ არ აქვს ახლა ნოას?

Posted by: takoo1 3 Jan 2024, 02:11
გოგოებოო გილოცავთ ყველას 2024❤️
ბედნიერება და ჯანმრთელობა დაგვბედებოდეს პირველ რიგში და მერე დანარჩენი ყველაფერი კარგი და ფერადი❤️❤️

Posted by: shoAbb 3 Jan 2024, 15:15
გოგოებო, გრიპი მეპარება sad.gif რა მივიღო რას მირჩივეთ?

Posted by: narkozeli 3 Jan 2024, 15:49
shoAbb

ბევრი სითხე, ჟოლოიანი და ლიმნიანი ჩაი და ტეტესეპტის ჩაი. მე ამან მიშველა

Posted by: Greta23 3 Jan 2024, 19:53
გოგოებო, ბავშვის მატრასზე დამატებით მატყლის ლეიბის დაფენის თაობაზე ვის რა გამოცდილება, ან ინფორმაცია გაქვთ, ხომ ვერ გამიზიარებთ?❤️
სხვადასხვა, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს გავეცანი და ვერ ჩამოვყალიბდიsad.gif(

Posted by: narkozeli 3 Jan 2024, 20:30
Greta23

მე არ მიხმარია ლეიბი არასდროს არცერთ შვილზე და არც ვაპირებ, ისეთი ლარივით ხერხემალი და სიარულის მანერა აქვს ჩემს ბიჭს, ყველა ამჩნევს ხოლმე, გამართული)) მგონია რომ ზუსტად მაგიტომ ვყიდულობთ ასეთ ძვირიან ორთოპედიულ მატრასებს რომ ხერხემალი სწორ პოზიციაში იყოს.

Posted by: ნიაკო12 3 Jan 2024, 21:37
როგორ ხართ გოგობო, როგრ გყავთ პატარები ♡
ჩემ გოგომდეც მოაღწია გრიპმა sad.gif
მარა გრიპზე უფრო სხვა რამე მინდა ვიკითხო. ყელის ერთ მხარეს სადაც ჯირკვლები ჩამოდის ხოლმე თუ იცით, აქვს გამობერილი და დღეს მყავდა პედიატრთან გადაურო და რარაც წარმონაქმნია შოგნით, რბილი ქსოვილების სპეციალისტთან გაგვიშვა იაშვილის კლინიკაში ხვალ უნდა მივიდეთ და ის სპეციალისტი გვეტყვის ალბათ უფრო რამეს. ასეთი არაფერი გამიგია :/ თანდაყოლილია ესო ამან მითხრა და ახლა გაეზარდაო, ვირუსს დაემთხვა უბრალოდო. ისედაც მიწევდა ხვლა მიყვანა 1 თვეზე და რახან ცხვირი გაეჭედა დღეს მივიყვანეთ.
* * *
ძალიან შესამჩნევად აქვს, მე შევამცნიე და მეგონა ვირუსისგან ჯირკვლები ხოარ ცამოუვიდათთქო, ჩემ ძმიშვილებს სულ ყველა ჯერზე ჩამოდით ხოლმე. მარა ამ ასაკში ეგ გამორიცხულიაო 1 თვეზე.

Posted by: NatiaGull 3 Jan 2024, 21:46
Greta23
მატრასზე რაღად უნდა ლეიბი, არასდროს დამიფენია

ნიაკო12
კარგ პედიატრს აჩვენე? იქნებ ჯირკვალია გადიდებული, რატო გამორიცხა ესე

Posted by: ნიაკო12 3 Jan 2024, 22:02
NatiaGull
ჯირკვალი არ არისო არანაირად. მერე ეხოსკოპიაც ხომ გადავუღე ხა იმანაც იგივე თქვა, ხვალ ახლა რომ მივიყვან იაშვილსი ვნახავ რას მეტყვიან. ამ ეხოსკოპისტმა კარგი ის არი რო სისხლიტ არ მარაგდება ინტენსიურადო, მარა საყურადრებოა და თვიტონ რბილი ქსოვილების სპეციალისტმა უნდა ნახოსო :/ სხვა პედიატრთანაც მივიყვან ეგ არარი პრობლემა ან სხვაგან გადავალ საბოლოოდ და ეგ იქნება მარა ეხოსკოპიაზეც რო იგივე მითხრეს რო სხვა რაღაცაა
* * *
ცალ მხარეს აქვს მარტო მეორე მხარეს არანაირი არაფერი.

Posted by: Panda-008 3 Jan 2024, 22:06
Greta23
ლეიბზე თუ დააწვინე, მატრასი რაღა საჭიროა მაშინ. საკმარისია მატრასი და სასურველი.

Posted by: ნიაკო12 3 Jan 2024, 22:06
ხელითაც არ ესინჯება აი ჯირკვალმა ხო ხელით იცის გასინჯვა, და რაღაც დაჭიმულობასავით აქვს და შიგნით დიდი ზომისაა უკვე ის ჩანართი თუ რაღაცა რაც გაზომა, თვალით რო აშკარა შესამჩნევიც არი უკვე, გუშინ შევამჩნიე :|

Posted by: Tua 3 Jan 2024, 22:09
Greta23
მატყლის ლეიბი არც გამიგია ვინმეს ჰქონდეს ბავშვზე, ორთოპედიული და ხისტი უნდა იყოს აუცილებლად , მაგ მატყლის ლეიბის დამსახურება მგონჯა ჩვენს ასაკში 70%ს სქოლიოზი რომ აქვს .


Posted by: Greta23 3 Jan 2024, 22:17
narkozeli
NatiaGull
Panda-008
Tua

მადლობა გაზიარებისთვის ❤️

ორმხრივი მატრასი ავიღეთ ჩვენც საბოლოოდ, უბრალოდ დამატებით გვაჩუქეს ასევე ახალი მატყლის ლეიბიც და მაგის მერე ვიძიებ ინფოებს რომელს რა დადებითი აქვს და ღირს თუ არა გამოყენება.

ბავშვი ჯერ არ არის დაბადებული და ასე რომ პედიატრთან ვიზიტი წინ გვაქვსsmile.gif
როგორც ვხვდები პედიატრებიც არ გასცემენ რეკომენდაციას ლეიბზე

Posted by: tako/barbi 3 Jan 2024, 22:56
ნიაკო12
ჰეფი რომ გყავავს იმის ბავშვსახ მსგავსი პრობლემა აქვს თუ არ ვცდები,ჯირკვალია იმისიც.ირაკლისთან ჩავეწერებოდი მე შენს ადგილას ხვალ აქვს ჩაწერა თუ არ ვცდები,იაშვილიში რა გითხრა ვინმე კარგს აჩვენე ან მიქელაძეს.ან სულავას რავიცი ბევრს აქებენ❤️

Posted by: ნიაკო12 3 Jan 2024, 22:56
შეკრულობაზე გაინტერესებდათ კიდე რას მეტყოდა. სრულად ვომზე გადაიყვანეო, არადა საჭმლის შეცვლას ვაპირებდი. ნუ შევხედავ და გადავიყვან მერე თუარაფერი.
არ ნისნავდა წამალს მარა რო ველაპარაკე მერე შეხედეო როგორ იქნებაო და თუარადა მედულაკის სიროფი დაალევინეო 2.5მლ უზმოზე, 1 თვეო.
ან ეგ წამალი როგორ მოქმედებს ნეტა.
* * *
tako/barbi
ხო მარა ჯირკვალი არ არი ამისი ეხოზეც რომ ვნახე მაგიტო თორე ანუ თავისი სპეციალისტი რომ უნდა sad.gif თორე პედიატრს კი შევცვლი მარტივად.

მიქელაძე და სულავა სად არიან? რბილი ქსოვილების სპეციალისტთან რომ გამიშვა ეგენიც ეს არიან?
* * *
user posted image
user posted image

Posted by: NatiaGull 3 Jan 2024, 23:15
ნიაკო12
ფრისო ვომს თუ გულისხმობ, მშვენიერი კვებაა, მაგაზე მყავდა თავიდან

წამალი რატო “დაანიშნინე”? ან რისი წამალია ეგ? ჯერ არც იცი რა წარმონაქმნია იქნებ არც არაფერია, გეხვეწები ჯერ არაფერი დაალევინო ბავშვს

მიქელაძეც და სულავაც პედიატრები არიან, ირაკლი რცხილაძეც საუკეთესოა გირჩევ ჯერ მასთან მიიყვანო

Posted by: ნიაკო12 3 Jan 2024, 23:45
NatiaGull
უი არა, ეგ შეკრულობაზე დავწერე, ძალიან შეკრული როა მაგისი წამალია. დუფალაკი მივეცი ხოლმე მე მარა ძან უწრიალებს მუცელს და გაზებიაქ ბევრი :/
და მაინც წვალებით გადის ისედაც. ახლა

კი კარგი კვებაა ეს მოსწონს გემრიელად წამს ნამატიც ძან კაი აქ, ორი კვირის წინ რომ მყავდა ორ კვირაზე 3900 იყო დაახლოებით, ახლა ერთ თვეზე 4.800 არი. მარა სეკრულობაზე არ უშველა უბრალოდ ამ ფრისო ვომმა.

შემოწმებით კი სხვაგანაც სევამოწმებ, ახლა ვაცვენებთ ხვალ ვინც არის ამ რბილი ქსოვილების სპეციალისტი იქ რას გვეტყვის და იმის მიხედვით სხვაგანაც გადავამოწმებთ მერე :|
* * *
NatiaGull
ამასწინათ ოდნავ წითლად გამოაყოლა კუკებს აი ძან ოდნავ, სეკრულობის გამო და მაგიტო ვუთხარი წამალზეც რო რამე ეთქვა როარ უსველოს ამ ფრისოზე სრულად გადაყვანამ მაინცთქო მერე როგორ მოვიქცეთქო და ეგ წამალი დამიწერა. მარა მიცვევა იცისო და არ მინდა ხოლმე დანიშვნა მაგიტოო, ჯერ შეხედეო და მერე თუარ გამოსწორდა დაალევინეო ერთი თვე
* * *
არდავეძებ მიეჩვიოს ოღონდაც კარგად იყოს ყველაფერი და ეს ელემენტარულია უკვე.

Posted by: Malen 3 Jan 2024, 23:51
ნიაკო12
მადლობა რომ დაწერე, მაინტერესებდა შეკრულობაზე რას გეტყოდა. მედროლიო
ნამდვილად? ახლა დავგუგლე და სხვა რაღაცეები უწერია საერთოდ, შეკრულობასთან ვერ დავაკავშირე

ჯირკვალზე იმედია არ იქნება არაფერი სანერვიულო :*

Posted by: ნიაკო12 3 Jan 2024, 23:56
Malen
ვაიმე როგორ შემეშალაა , ბოდიში კინაღამ შეცდმაში შეგიყვანე, მედულაკიო, რამ გამომაშტერა კიდე კარგად ვარ. :/

აი ეს არი ჩავასწორებ ზემოთაც არავინ დავაბნიო.
user posted image

Posted by: takoo1 4 Jan 2024, 00:22
ნიაკო12
ნიაკო მედიქლაბშია სულავა,
მიქელაძე კურაციოშია,კიდევ სხვაგან თუ არის არვიცი.
ხვალ არის ჩაწერა რცხილაძესთან,მეც უნდა დავრეკო მარა ალბათ ცოტახანი მოგიწევს ლოდინი.თუ არ გეჩქარება მაგასთან ჩაეწერე.

Posted by: happy-go-lucky 4 Jan 2024, 00:54
ნიაკო12
ბოდიში ისე გიწერია ბევრჯერ წავიკითხე, კარგად მაინც ვერ გავიგე რა გითხრა ექიმმა ან რა არისო.

რბილი ქსოვილების საუკეთესო სპეციალისტი არის კახა თოდუა. თუ დაზღვევა მაინც არ გაქვს, იქამდე ჯობია ეხო გაუკეთო კარგ სპეციალისტთან და ისე მიხვიდე. ამ ეხოს არც დახედავს, არ ვიცი ვისი გკეთებულია მარა არა მგონია ენდოს.

გირჩევ ჯერ ნინო დუმბაძესთან გაუკეთო ეხო, თან მენჯ ბარძაყსაც მოათავებთ. ერთი ვიზიტით, ურიგოდ შეხვალ. და მერე წადი რბილ ქსოვილის სპეციალისტთან. მოვლილი მაქვს მთელი თბილისი მაგ პრობლემაზე, ვისთან მიდიხარ იაშვილში? ვინაა რბილი ქსოვილების სპეციალისტი? როდის გამოუვიდა ან როგორია ცოტა გარკვევით რომ დაწერო ❤️

Greta23
Tua
აგერ გაიგთე აწი, მე მაქვს დაფენილი მატის ლეიბი თხელი (ცხადია კარგად გარრცხილი და გამშრალი მატყლით შეკერილი). კიდე იქნება ვინმე biggrin.gif სხვათაშორის კომფორტულად, თბილად და მშვიდად სძინავს მას შემდეგ.))
* * *
ნიაკო12
გამორიცხულიაო ჰირკვლოს ჩამოსვლაო ვინ გიGხრა? 1 თვისასაც ჩამოადოს და ახალ დაბადებულსაც. რა სისულელეა. ჩემე შვილს ეზრდრბოდა 1 თვისასაც
* * *
მედულაკი და დუფალაკი ერთი და იგივეა. სამკურნალო და წამალი არაა, დანამატია, ძლიერი შეკრულობის დროა უფრო . ერთი თვე ბევრია, როცა საჭიროა მაშინ შეგიძლია მისცე (რცხილაძის თქმით). ტკივილებს და სპაზმს იწვევს მუცლის და შებერილობას და გაითვალისწინეთ გოგოებო

Posted by: LooLaa 4 Jan 2024, 08:29
თავის კანი რომ ექერცლება, უნდა დავუტენიანო რამით? დისკომფორტს ხომ არ იწვევს ბავშვისთვის ეს პროცესი? ხომ არ ეფხანებათ?
ახლა დაეწყო 3 თვის რომ გახდა

Posted by: tako/barbi 4 Jan 2024, 11:59
ნიაკო12
დაუწერიათ გოგოებს,ვირუსი აქვს პატარას და გვიან ვნახე sad.gif პედიატრის შეცვლა რა საჭიროა ერთი ვიზიტი გაიარე ვინმე კარგთან,აცრებზე მეც მასე მყავს პოლიკლინიკაში და დამყავს ეტაპობრივათ ვინმე კარგათან…
* * *
აუ იგნორილებული ხალხი სად უნდა ვნახო sad.gif ხელი დამეჭირა ალბათ

Posted by: adeline 4 Jan 2024, 12:22
ნიაკო12
ჰეფიმ დაგიწერა ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა. ნინო დუმბაძესთან გაუკეთე რბილი ქსოვილების და მენჯ-ბარძაყის ექო. ჩემს ირგვლივ ვისაც მაგასთან ყავდა, ყველა უზომოდ კმაყოფილია და მეც მაგასთან მივიყვან ჩემს ბაიას.
სპეციალისტი კახა თოდუაა მაგ კუთხით საუკეთესო, ვინც გამიგია. დღესაა ჩაწერა რცხილაძესთან და ძალიან კარგს იზავ, თუ მაგასთან მიიყვან.
takoo1
თაკო, დღეს როგორ არიან ბავშვები? ჩაეწერე ირაკლისთან?

Posted by: საბისაბი85 4 Jan 2024, 12:31
LooLaa
აუ თუ რამე არსებობს და გაიგებ დამატენიანებლზე დაწერე გთხოვ, ისეთ დღეში აქ თავი გავიჟდები მალე.

Posted by: lesila90 4 Jan 2024, 13:25
გოგოებო კარგი უროლოგი ვინ არის? ტატიშვილში ჩამოდის ზაზა ჭანტურაია და მინდა მივიყვანო. წყალმანკი რომ
მითხრეს ბიჭზე მინდა ვაჩვენო მაინც რას მეტყვის

Posted by: Greta23 4 Jan 2024, 14:23
happy-go-lucky
ხოო, მეც მაგიტომ ვერ ჩამოვყალიბდი, რადგან აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

რამდენადაც გავარკვიე მთავარია არ იყოს ნახმარი (გასარეცხი, ბინძური და ა.შ.) და არ უნდა იყოს ფუმფულა (რადგან ბავშვი თუ მუცელზე გადატრიალდა, მაღალია რისკი რომ სახით ჩაიძიროს ლეიბში და სუნთქვის პრობლემები შეექმნას მაგალითად).

აი ხერხემლისთვის რა ჯობს, მაგ საკითხე ვერ ჩამოვყალიბდი. მატრასი შეიძლება იყოს მყარი (ორთოპედული და ა.შ.) და თხელი მატყლის ლეიბი ზევიდან დამატებით კომფორტს შექმნის მისი ჰაერ-გამტარობის და სხვა თვისებების გამო. ფუმფულა ლეიბი არ იქნება კარგი ხერხემლისთვის. ასევე გააჩნია ასაკს როგორც ვხვდები. თავიდან, სანამ ჩვილია უფრო მყარი ზედაპირია რეკომენდირებული, მაგრამ თანდათან, წონის მატებასთან ერთად სიმყარის ადაპტირებაც საჭიროა. ამერია უკვე ტვინიც მგონი biggrin.gif

პედიატრთანაც გავივლი როცა დრო მოვა და ალბათ მერე გადავწყვეტ საბოლოოდ რა ვქნა

Posted by: Iceicebaby 4 Jan 2024, 14:35
საბისაბი85
LooLaa
ეს გჭირდებათ, დამატენიანებელი ვერ უშველის მაგას, ეგ ეტაპი გვქონდა ჩვენც 2-3 თვის ასაკში და აი ამით გავიარეთ:

https://www.facebook.com/mustelaingeorgia/posts/234533688617155/

შამპუნი არ გამომიყენებია ოღონდ, კრემს ვუსვამდი, ვუჩერებდი და საღამოს ჩამოვბანდი. ალბათ შამპუნთან ერთად კიდევ უკეთესი იქნება ^_^



Posted by: Panda-008 4 Jan 2024, 15:12
LooLaa
საბისაბი85
მუსტელას კრემი მაქვს სპეციალურად ფუფხებისთვის, დავტესტავ ამ დღეებში და დავწერ.
* * *
tako/barbi
ზევით კაბინეტი და იქ არის იგნორირებულთა სია მარცხნივ ჩამონათვალში.

Posted by: happy-go-lucky 4 Jan 2024, 15:20
lesila90
ეგ ჯარგია და გურამ ჩიტაია ციციშვილში, მე რომ დამჭირდა და არც დამჭირდა, ეგ მირზცეს საუკეთესოაო.

Greta23
კიი სწორად მსჯელობ. ეგრე უნდა იყოს რაც დაწერე. მერე არაფერი შავდება ნამდვილად. ჩემი ბიჭი ახლა დავაწვინე 9 ის ხდება. ჩვილი ცალსახად სწორზე.

adeline
ნინო დუმბაძის ეხოს რო ხედავდნენ, რამოდენომე ექიმმა თქვა ხელები ამიწევიაო. მე მქინც არ მამშვიდებდა ეგ მარა მაინც smile.gif))

მე სპარტაკთანაც მყავდა მერე, მგონი გითხარი.

მოკლედ ნიაკოს ბაიას პრობლემას კარგი პედიატრი ჯერ არ უნდა, ტყუილი ხარჯია დაზღვება თუ არ აქვს, კარგი ეხოს გარეშე ვერაფერს იტყვის ვერც პედიატრი და ვერც ის რბილი ქსოვილის სპეციალისტი სადაც მიჰყავდა. აე ვიცი ძალიან არ ვენდობი ექიმებს sad.gif sad.gif

მე კახას იქით არ წავსულვარ, მაგაზე ტოპი ჩვენს რრალობაში არავინ მეგულება. და ირაკლიც კახას და ეხოსჯოპისტებია ნათქვამს დაეყრდნო მხოლოდ.

Posted by: საბისაბი85 4 Jan 2024, 17:34
Iceicebaby
Panda-008
კრემი მაქვს შედარებით შედეგი აქვს მაგრამ მინდა მალევე ვუშველო. აი შამპუნი კი არ მაქვს აქ ბათუმში დეფიციტშია და ხვალ კიდევ დავძებნი იქნებ ვიპოვო.

Posted by: Liza12 4 Jan 2024, 17:37
გოგოებო აცრის მერე ფეხზე სიმაგრე ხომ არ შეგინიშნავთ თქვენს პატარებზე? 8თვის უკან გავუკეთე და ახლა აღმოვაჩინე სიმაგრე . იმ დღეებშიც კი ჰქონდაა მარა მეგონა გაუვლიდა

Posted by: ნიაკო12 4 Jan 2024, 17:45
takoo1
happy-go-lucky
tako/barbi
adeline

გოგოებო მყავდა მიყვანილი იაშვილში, ცოტა არეულად ვწერე გუშინ და ვერ მიმიხვდით ალბათ მეც ვერ მივხვდი წესიერად გუშინვე რა როგორ იყო და მაგიტო. ანუ პედიატრს არ დაუსვამს ის დიაგნოზი გუშინ უბრალოდ გამისვა ეხოზე რო ეს არარი ჯირკვალიო სხვა რაღაცააო და ეხოზე უნდა ინახოსო. ეხოც რო იქვე გავიკეტე იმან რბილი ქსოვილების სპეციალისტს უნდა ეცვენოს აუცილებლადო, არ ქონდა ეტყობა მსგავსის გამოცდილება. და მერე პედიატრმა იაშვილში გადაგვამისამართა.
იქ მივედით მოვიარეთ რამდენიმე ექიქიმი ორტოპედმა ისევ ახალი ეხო გადაგვარებინა იქვე და ძან კაი ექოსკოპისტი იყო ის ქალი მაქ ხოლმე ასეთი შემთხვევებიო ერტ ტვეზე ვლინდება ხოლმე ძირიტადადო. ხო და ეს არის მუცლადყოფნის დროს მიღებული ტრამვა ან მშობიარობის დროსო. რახან მშობიარობა არ მქონია და საკეისრო იყო ძალიან გაჭედილი იყო მუცელში ბავშვი და მოკლედ კუნთი აქ კისერთან დაზიანებული თუ რაღაც, მოგვარებადია მოკლედდ. ახლაც არეულად ვწერ მარა იმედია გაიგებთ მაინც.

რათქმაუნდა სხვაგანაც გადავამოწმებთ, დღეს ვეღარ შევძელით სხვაგან მისვლა და ხვალ ვნახოთ, ანალიზებიც გაუკეთეს მაინც ყოველი შემთხვევისთვის პასუხები აყოფილა ჯერ.
* * *
მაგ ექიმებსაც დავინიშნავ რომ დამიწერეთ, მადლობა გოგოებო,❤️ მთავარია რამე ისეთი არარის...

Posted by: shoAbb 4 Jan 2024, 17:56
საბისაბი85
LooLaa
გოგოებო ჩემსას ქონდა და სენსიტიალით ვბანდი და თან ვუვარცხნიდი ბანაობისას <3 2 ჯერ წავუსვი ზეითუნის ზეთს +10 წვეთი ა ვიტამინი და მალე მოშორდა <3
lesila90
ძაან კარგი კაცია ჭანტურაია

Posted by: NatiaGull 4 Jan 2024, 18:04
ნიაკო12
რატო ფიქრობ რომ შეკრულობა აქვს, მხოლოდ გაზების და ბუყბუყის გამო? ეგ ყველა ახალშობილს აქვს
განავალი როგორი აქვს? თუ ქვასავით კურკლებია ეგ არის შეკრულობა და არა ის რომ იჭინთება ან გაზებს გამოჰყოფს
უყალიბდებათ კუჭნაწლავი და ესე უცებ ჰოპლათი ვერ გავა კუჭში
მაქსიმალურად უნდა აირიდო ყველანაირი დუფალაკები გაზგამყვანები და აშ
ბევრი უსაფრთხო მეთოდია და თუ დაგაინტერესებს აქაც დაგიწერთ არ დაგზარდებით
წამალზე მიჩვევა უბრალო ამბავი არ არის , კარგი შედეგი არ მოჰყვება ხოლმე

ჯირკვალს რაც შეეხება, მიხარია თუ მხოლოდ ძარღვია, მაგრამ შენს ადგილზე მაინც გადავამოწმებდი
რისი ანალიზები აუღეს?

Posted by: ნიაკო12 4 Jan 2024, 18:07
გოგოებო ვეწერები ახლა კახაბერ თოდუათან და მონაცემებს რომ მთხოვს პირად ნომერს და რაღაცეებს ბავშვის ხოარ უნდა ჩავწერო?
* * *
NatiaGull
არა რატქმაუნდა გაზებს და მუცლის ბუყბუყს არ ვგულისმობ,რაც ხელოვნურზე გადავიყვანე ძლივს გადის კუჭში, ქვასავითაა ზუსტად შეკრული, ნაწლავების პრობლემები როარ დაემართოს და დაემატოს ათასი რამე მაგას ვჯავრობ რო წვალობს თვიტონაც, პამპერსში კიარ შვება თან ხსირად ვხსნი ხოლმე ტიტლიკანა რომყავს ვეხმარები ფეხებს როვუწევ და ინდომებს მაგ დროს მარა გაჭირვებით შვება sad.gif დღეს მივეცი დილით მაინც მედულაკი და გავიდა როგორციქნა გაუთხელა შედარებით, ხვალ არარ მივცემ და შევხედავ.
* * *
NatiaGull
კუნთი არის მაგრამ დაზიანებული და ცოტათი ტკივილიც ექნებაო არ აცერებს იმ მხარეს თავს, ამატმა ლიოტონის მალამო მითხრეს ჯერ წაუსვიო შიგნით დაგროვილირაც არის მაგ დაზიანებისგან რომ გაიწობოსო ანუ პატარა ანთებაც არი წასული ვერც გავერკვიე წესიერად ისე ვნერვიულობდი, დედაჩემიც მახლდა კიდევ კარგი.
და ერთ კვირასი გავიმეოროთ ეხოვო სევადაროთო.
რათქმაუნდ ამ ერთ კვირას არ დაველოდები და სხვაგანაც ვნახავ და სხვების აზრსაც მოვისმენ და დანიშნულებებს.

Posted by: narkozeli 4 Jan 2024, 18:31
ნიაკო12

მიხარია რომ კარგი პასუხებით გამოგიშვეს❤️

გადაყენებითაც ეცადე ხშირად არ გადააყენო მასე, მაგანაც მიჩვევა იცის❤️ შენ გინდა ეხლა
კარგი პედიატრი და ყველაფერს დაგაკვალიანებს.


ჩავეწერე რცხილაძესთან 11ში და ერთი სული მაქვს მივიდე.

თაკო რა ქენი შენ?

Posted by: ნიაკო12 4 Jan 2024, 18:37
NatiaGull
აუ არმახსოვა ზუსტად პასუხი რომ მოვა დავიწერები ანალიზის სახელს. სისხლის საერთოც იყო და კიდე სხვა რაღაცა.

Posted by: happy-go-lucky 4 Jan 2024, 18:38
ნიაკო12
ბავშვს ხო წერ? ბავშვის მონაცემები უნდა ჩაწერო, რა თქმა უნდა.
კარგ ეხოსკოპისთანაა სანახავი, რას ნიშნავს ტრავმა,არ წაუსვა ლიოტინი.

წაიტვანე ნინო დუმბაძესთან , თუ გაქვს საშუალება, ურიგოდ შეხვალ, წინასწარ დარეკე ხო მუშაობს. იგი გეტყვის ყველაფერს.

Posted by: ნიაკო12 4 Jan 2024, 18:46
narkozeli
მადლობა, იმედია მალე მოგვარდება ბოლომდდ რახან ძალიან სერიოზულიც არაფერია, პედიატრი ვერაფერს იზავს ამ შემთხვევაში და პედიატრთან ვიზიტს აზრი არ აქ.
ტან აქამდე არ ეტყობოდა თვალით, ახლა დაეტყო მაგრამ ამ ეხოსკოპისტმა ერთ თვეზე ვლინდება ხოლმე ძირითადადო ერთი თვის მერეო რახან ბავშვი უფრო ამოძრავდაო :/
* * *
შემეშალა ზემოთ ძარღვი დამიწერია კუნთის მაგივრად. კუნთი აქ დაზიანებული მუცლადყოფნის დროსო მოკლედდ და ახლა გამოვლინდა 1 თვეზე იმიტო რო ჰემატომები ჩაუგროვდა :/
და ვიზუალურად მაგიტო დაეტყო ახლა ამ ბოლოს.
* * *
happy-go-lucky
არა მაგას არც ვუსვავ, ახლა დედამ გადარეკა კიდე სხვაგან და ხვალ მივდივართ აღარ ჩავეწერე ჯერ მანდ. ვნახავ რასმეტყვიან.

Posted by: narkozeli 4 Jan 2024, 19:14
ნიაკო12

პედიატრი სხვა საკითხებზე :* მაგ საკითხის დეტალებში ვერ ვერკვევი მე და ვერ გირჩევ, პროფესიონალს მიენდე :*


აუ ეხლა ნოუთში კითხვები მინდა ჩამოვწერო ირაკლისთან ვიზიტისთვის და არაფერი მახსენდება, მომაშველეთ :დ
ესეიგი ერთი ჭამაზე უნდა ვკითხო, 80-90-100 გრამებს მაქს. (არადა 1 თვიდან 120ებს ჭამდა)
ახლა ჭამს 3.5 საათში ერთხელ დღისით და ღამე 7საათში ერთხელ, უფრო ადრე შანსი არაა პირს არ აკარებს. თავისით რომ მივუშვა დღეც 4 საათი არ ამოიღებს ხმას და მაინტერესებს ამაზე რას მეტყვის. მგონი არაა ეს მჭამელი ბავშვიკი და დამერხა biggrin.gif
სხვა კითხვა არ მაქვს :დ მომაფიქრდება იმედია ნელნელა


აცრა ვისაც გიწევთ გაგამხნევებთ გოგოებო, უმარტივესად გადაიტანა, არც სიცხე ქონია, არც უწუწუნია დიდად, ფაქტიურად არ გამიგია არაფერი.
ყველა აცრა ასე უპრობლემოდ გადაგვეგორებინოს ყველას.

Posted by: Malen 4 Jan 2024, 19:14
ნიაკო12
ხო მაშინ იგივეა და დუფალაკს კი ვაძლევდი მაგრამ ძაან ბერავს და ტკივა მუცელი საშინელებაა, არ მომწონს ეს ლაქტულოზას დამატება მოკლედ.

რცხილაძემაც იგივე მითხრა არადა მეტი ვერაფერი ბევრი. ბუნებრივზე მყავს და 4-5 დღე აცალე და თუ ვერ გავიდა შეგიძლია დუფალაკი ან მიკროოყნაო. არცერთი ვარიანტი არ მომწონს. არ შველის ეს თბილი აბაზანები და ფეხების ქნევაც.

ღუდუშაურიდან რომ გვწერდნენ პრობიოტიკი დაუნიშნეს და მაგას ვცდი ეხლა. შენ შემთხვევაში მემგონი ისედაც აქვს დამატებული ფორმულას და არ ექნება აზრი არ ვიცი ზუსტად
* * *
narkozeli
გილოცავთ!! მეორე აცრა რომ გვიახლოვდება წინასწარ ვნერვიულობ smile.gif) მართლა გავმხნევდი ეხლა ცოტა

Posted by: narkozeli 4 Jan 2024, 19:20
Malen

ბიოგაია ხო არ დაუნიშნეს? ეგ კაია სხვათაშორის.
შეკრულობაზე მეგობრის ბავშვს ირაკლიმ პეგინპოლი (მგონი ესე ქვია) დაუნიშნა. მაკროგოლია მოქმედი ნივთიერება.

მადლობა. ძაან ვნერვიულობდი და მართლა უმარტივესად გადააგორა. ახლა მეორე აცრაზე დავიწყებ ნერვიულობას biggrin.gif

Posted by: ნიაკო12 4 Jan 2024, 19:20
Malen
ჩემსას ხელოვნურმა აურია კუწის მოქმედება, რაც მაგაზე გადავიყვანე მას მერე შეიკრა მანამდე ცვეულებრივს შვებოდა რავიცი.
ისე სხვათასორის დრეს ხომ მივეცი ეს მედულაკი დილით უზმოზე და მთელი დღის მანზილზე არ სეუწუხებია მუცელს, ნუ გარეთ ვიყავით ისედაც მტელი დრე გარეტ უოფნა მოეწონა და კი ეზინა დიდხან მარა არც გაზებს შეუწუხებია და არც მუცლის ბუყბუყს და როცა დუფაკს ვაზლევდი სულ წრიალობდა უმეტესად და ზან ბევრ გაზებზე გადიოდა და მუცელიც აწუხებდა იწმაწნებოდა ხშირად ზილსიც, მერე ეღვიზებოდა. ამ წამალზე დღეს არ დამართნია არაფერი მსგავსი და რავიცი.
მარა ხვალ აღარ მივცემ მაინც შევხედავ იანებ მერე საჭმელმაც უშველოს

* * *
Malen
ეგ არ ვიცი ალბათ ექნება დამატებული რახან ყაბზობისაა ეს ვომი უფრო.

narkozeli
კი კი სხვა საკითხე ნამდვილად :* რცხილაძესთანაც მივიყვან აუცილებლად, და მერე პერიოდულად ვატარებ ხოლმე, და ცვეულებრივ აცრებზე კი ვივლი ან აქ ან სხვაგან რავიცი როგორც იქნება.
გადაყენებაზე მიტხარი აერან და მგონი უკვე მიეჩვია :დ სხვანაირად არ სვება იწყებს იწინტება ზოგჯერ და ტუარ გავხსენი და წავესველე ვერ სვება, ზოგჯერ საერთოდ როარ მოაფიქრდა ხოლმე და არანა მე რო გავხსნი და ვუცდი ვუცდი მერე შვება, არდა თავიდან რამდენიმე დღე არიყო კუჭში გასული პირველად რო ესე წავეხმარეთ ფაქტიურად და მას მერეა ესე კიდე მიტო რო მართლა კურკლებს ყრიდა ისე ქვასავეთ :/
აცერი უკვე ნოა? გამომრჩა მგონი :*


* * *
Malen
დუფალაკისგან განსხვავებით ეს მედულაკი 2.5მლ დაგვინისნა ჩვენ ისიც დილით უზმოზე მისაღებად.

Posted by: Malen 4 Jan 2024, 19:29
ნიაკო12
მე როგორც წავიკითხე თავიდან სულსულ ახალი რძე ბუნებრივ ლაქსატივს შეიცავსო და მაგიტომ არ ქონდა ალბათ, ჩემსასაც არ ქონია პირველი თვე და მეორე თვიდან დაეწყო.

narkozeli
არა რეუტაზა ქვია ამას, თუ არ უშველა მერე ბიოგაიასაც ვცდი მემგონი ცოტა სხვანაირია. ირაკლი პრობიოტიკების დიდი ფანი არაა რომ ვკითხე მაგრამ დაშავებით არაფერს დააშავებო და იქნებ უშველოს.
პეგინპოლი არც გამიგია, წავიკითხავ მაგაზეც, მადლობა :*
* * *
ნიაკო12
ხოო ალბათ ნაკლები დოზითაა და მაგიტომ, მეც შევუმცირე მერე დუფალაკის დოზა მაგრამ ნაკლები რომ მივეცი მერე აღარც უშველა smile.gif)) ძაან საწვალებელია მოკლედ, თან რო უყურებ რო წვალობს და ვერ ეხმარები

Posted by: narkozeli 4 Jan 2024, 19:42
Malen
უი რეუტაზას ჩაჩავაში ნიშნავდნენ ადრე რუტინულად ყველასთან , ვაჩესაც დაუნიშნეს გამოწერისას და ვასვი ერთი თვე მგონი. ოღონდ რატო ნიშნავდნენ ასე რუტინულად არ ვიცი, არ ქონია შეკრულობა ვაჩეს ფაქტიურად არასდროს ამ 4 წლის მანძილზე. იქნება მაგ საპროფილაქტიკო რეუტაზას დამსახურებაა biggrin.gif

ეს პეგინპოლი თუ რაღაც ირაკლიმ იმიტომ დაუნიშნა ჩემი მეგობრის ბავშვს (ფორუმელია, მაკარენა) რომ სხვა არაფერი შველოდა და ეგ შეგიძლია მუდმივად ასვაო, ძაან დიდხანს აწუხებდა შეკრულობა, ანატომიური მიზეზის გამო- სავარაუდოდ მოკლე თუ გრძელი ნაწლავის (ზუსტად არ მახსოვს) გამოაო ირაკლიმ ასე უთხრა.

Posted by: ნიაკო12 4 Jan 2024, 19:47
Malen
ხოო არვიცი, როდის გადაგორდება ეს პერიოდი..

Posted by: narkozeli 4 Jan 2024, 19:50
აუ პამპერსის პამპერსი საშინლად არ მომეწონა, ეგრევე ფისის სუნი აიკიდა, დაჟე ვაჩემაც რომ
შენიშნა ისე :დდ დედა ნოას ფისის სუნი ასდისო მეუბნება ორი დღეა)) ერთი ჩაფსმა და აქოთებულია. კარფურში ვიყიდე 3 ზომაა, 47 ლარი ღირდა აქციით, 82 ცალიანი.
ბრაკი შემხვდა ვითომ?
ჰაგისის ულტრაკომფორტიც (3ზომა) კარფურში ვიყიდე და ძაან კაი იყო. აღარ ვიყიდი პამპრსის პამპერსს რა (აქტივ ბეიბი რომ აწერია იმას)
საშინლად უკმაყოფილო ვარ, დაილოცოს ჰაგისი.

Posted by: Malen 4 Jan 2024, 19:52
QUOTE (narkozeli @ 4 Jan 2024, 19:42 )
იქნება მაგ საპროფილაქტიკო რეუტაზას დამსახურებაა biggrin.gif

ნეტა biggrin.gif ხვალიდან ვიწყებთ და მოგაწვდით აფდეითებს.

მე რატო მომიშორა ეგრე მიკროოყნით და დუფალაკით ნეტა ირაკლიმ, შეიძლება ერთჯერად პრობლემად აღიქვა. პრიბიოტიკებმა თუ არ უშველა შემდეგ მისვლაზე ვკითხავ მაგ წამალზე აუცილებლად

Posted by: ნიაკო12 4 Jan 2024, 20:24
narkozeli
ჩემსას არ ასდინებია ფისის სუნები, თავიდან ხო ეგ მქონდა დიდი შეფუთვა ვიყიდე აფთიაქში ოღონდ, შეიძლება სხვა იყო ეგ პატენტი ვითომ? რაღაც მეუხესა თვითონ სტრუქტიურა და მერე რო დაუპატარავდა უკვე ჩემსას ჰაგისი ვიყიდე ელიტ სოფტი აფთიაქში და ბევრად რბილი სტრუქტურა აქ, მომეწონა მაგას ვაცმევ ხოლმე ახლა. ძან კი იბერება ერთი ეგ არმომწონს მარა დანარჩენად კარგად გამომადგა. სხვენი არვიცი ჯერ.

Posted by: საბისაბი85 4 Jan 2024, 20:55
shoAbb
ბანაობამდე უსვამდი ჰო? ა ვიტამინის ზეთი ჰო?

Posted by: shoAbb 4 Jan 2024, 22:45
narkozeli
ეგ მაქვს მე , აქტივ ბეიბი და ძააან კმაყოფილი ვარ , მოკლედ მაგრად ვირევით ამ პამპერსებზე ;დედ ჩემსას ჰაგისი უყარდა პირველივე მოშარდვაზე ;დდდ
საბისაბი85
კი დაბანამდე 20 წთ ადრე , კი ა ვიტამინის ზეთი . მაგრამ მგონი უფრო სენსიტიალი მოუხდა, ტანსაც მაგით ვბან და ძაან კმაყოფილი ვარ <3

Posted by: საბისაბი85 4 Jan 2024, 23:18
shoAbb
ვცდი მაგასაც.სენსიტიალზე გამიგია თვალებს წვავსო და აღარ ვიყიდე.ანუ კარგად იყენებ?

Posted by: shoAbb 4 Jan 2024, 23:25
საბისაბი85
კიი, ძაან ❤️ ხმას არ იღებს ეს და რავიცი ;დ

Posted by: Liza12 5 Jan 2024, 00:37
narkozeli
დაბადებიდან პამპერსის პამპერსს ვიყენებ ოღონდ აფთიაქში ვყიდულობ პსპ ან ჯპსში.არასდროს სუნი არჰქონიაა აი არასდროს . ღამე 12ზე რომ ვუცვლი დილის 12 -1 მდე გვძინავს და არასდროს არც სუნი არც სისველე არჰქონია. ისე მიკვირს ბევრისგან გამიგია რომ ვერ იყენებენ და შეიძლება სხვაობაა აფთიაქსა და კარფურში ნაყიდს შორის ?

Posted by: Anabeli111 5 Jan 2024, 01:10
Liza12
ბოლო ყიდვა კარფურში ვუყიდე პამპერსის პამპერსი,აქცია იყო, არ აქვს არანაირი სუნი... ალბათ. გამოდგომაზეა. ადრე ჰაგისზე მქონდა მე მსგავსი შემთხვევა , ცოტა სუნს ვგრძნობდი უფრო მძაფრად ხოლმე :დ რა უცნაურია :დ

Posted by: სერაფიტი 5 Jan 2024, 09:56
ნიაკო12

ჩემი მწირი გამოცდილებით ხელოვნურ კვებაში - ნუტრილონ კომფორტი ძალიან კარგად მიიღო ბუნებრივი რძიდან ხელოვნურზე გადასვლისას. კომფორტ ხაზი ადვილად მონელებადი ფორმულაა. თან ყველა კვება შეგიძლია მისცე.ფრისო ვომიც ასეა, თუმცა სულ ვომზე ყოლა შეიძლება, ეგ არ ვიცი.
თუ ვინიცობაა და კიდევ მოვიწია შეცვლა, პედიატრს ჰკითხე აბა, ნუტრილონ კომფორტი იქნებ "დაგინიშნოთ".

Posted by: narkozeli 5 Jan 2024, 10:20
Anabeli111
Liza12
shoAbb
ნიაკო12

შეიძლება ზომებშია სხვაობა? მე თან იმენა ცხვირჩლუნგი ვარ, სუნებზე არ მაქვს ხოლმე გართულება და მე რომ ვიგრძენი და შევწუხდი ესეიგი მაგას ვერავინ გაუძლებდა :დდდ

ისე ხელის შეხებით ეგრევე მიხვდები ჰაგისი უფრო ნატურალურისკენაა და ეს ძაან უხეშია, თვალითაც ეტყობა დაჟე
user posted image
პირველი პამპერსია, მეორე ჰაგისი (ულტრა კომფორტი). არ ვიცი ბრაკი პარტიაა თუ ყველა ასეთი უხეშია?
:|

Posted by: tako/barbi 5 Jan 2024, 10:47
narkozeli
მე ისეთი რეაქცია მაქვს სუნზე ორსული ქალივით ვარ მთელი ცხოვრება,უფროსი ბიჭი მგავს მძაფრ სუნზე შეძლება იქვე გული აერიოს.ადრეც გწერდი ჰაგისი ძლისვ ჩავამთავრე :დყველაფერი ინფივიდულურია რა,კარფურის პანპერსს არასოდეს აღარ ვიყიდი,გამხმარი იყო რბილი კი არა დაბალა ეგ დალიანდაგებული ნაწილი თან შეკვრაში ნახევარი გამხმარი იყო ნახევარი რბილი,ვერ ვავიგე ვერაფერი გადავყარე ნახევარი.აი სრული ამ სუტყვის მნიშვნელობით გამხმარი იყო sad.gif
გოგოებო აგუ ბეიბის ცხვირის ასპირატორი თუ გაქვთ ვინმეს?ან საერთოდ შპირატორს როგორ იყენებთ კარგიაა?მე არ მქონია არცერთზე ვაპირებ ყიდვად და ღიირს?გამიზიარეთ რა გამოცდილება❤️მთელი ღამე ტიროდა წუწუნებდა პატარა,ზომბივით ვზივარ ორი ღამეა არ მიძინია…



კიდევ ამ ცხვირზე ისევ,ზემოთ ვწერდი ჩემი ბიჭის ამბავს აი ბაღში ბაგაში როცა იყო,დამირეკავდნენ წაიყვანე გული აერია მივიდოდი წამოვიყვანდი მერე კარგად იყო მთელი დღე,მერე მითხრა ბაიამ კაკუ ქნა და სუნზე ასე დამემართაო,ასე იცის ნებისმიერ სუნზე აი ოჯახში რომ ხაში იხარშება ან რამე მძაფრი საჭმელი კეთდება ვერ ჩერდება,ეხლა დაიწყო დილაობით გული მერევაო,ვიყავით გასტროენტეროლოგთან არაფრრი არ უნდაო,გადაუღო ეხო გამოუშვა,მსგავსი გამოცდილება თუ გქინიათ,ჰელიკო ბაქტერიას ვფიქრობ გამოვიკვლიო,ზონდისთვის მეცოდება ჯერ ჯერობით…ჭიაზე გამოკვლეულია…

Posted by: lesila90 5 Jan 2024, 13:18
happy-go-lucky
ჩიტაია სულ არ გამხსენებია ისევ მუშაობს ხო ასაკიანი ეგ როგორც მახსოვს. მგონი ეგეც ჩამოდის და მივიყვან. მადლობაა❤️❤️

Posted by: ივლისი 5 Jan 2024, 14:43
narkozeli
ამ თემებში გარკვეული ხარ და გკითხავ თუ შეიძლება. სად შეიძლება იმ მედიკამენტების ახალი სია ვნახო უფასოდ რომ გაიცემა პენსიონერებზე ქრონიკული დაავადების დროს. ოჯახის ექიმები რომ წერენ და მერე პენსიონერი აფთიაქში იღებს . ჯანდაცვის საიტზე ვერ მივაგენი ინფოს.

Posted by: საბისაბი85 5 Jan 2024, 16:49
lesila90
ლეს ჩიტაიასთან ვიყავით ჩვენ,კარგი ექიმია,აი დეტალურად აგვიხსნა და დაგვამშვიდა.

Posted by: Greta23 5 Jan 2024, 19:50
გოგოებო, ვისაც საკეისროს გამოცდილება გაქვთ, შეგიძლიათ გამიზიაროთ რამდენი ხანი დაგტოვეს საავადმყოფოში და ბავშვი სულ თქვენთან იყო, თუ გაყავდათ ხოლმე? ან თუ გაყავდათ რა სიხშირით? ან რისთვის?

ასევე მაინტერესებს, რომ ამოიყვანენ პატარას მაშინვე აბანავებენ, თუ მოგვიანებით, მე შემიძლია ვაბანავო პირველად?

თუ ეს ყველაფერი თავად საავადმყოფოსა და კლინიკაზეა დამოკიდებული?

Posted by: Panda-008 5 Jan 2024, 20:05
LooLaa
მუსტელა წავუსვი წუხელ და ამ დილით ჩამოვბანე, სავარცხელს გამოყვა ფუფხების 80%. თმა არ აქვს ბევრი და თან ბოლოს გაღიზიანდა ვარცხნაზე, თორემ მთლიანადაც მოაშორებდა. გავუმეორებ კიდევ რამდენიმეჯერ.
ბავშვს არ აწუხებს ისე, ეგ გაინტერესებდა მგონი.

Posted by: anibani18 5 Jan 2024, 20:51
ნიაკო12
შენით ვერ შეუცვლი კვებას. ეს მედიკამენტები ინიშნება ჩვილებთან? რაც იფრო ნაკლებ წამალს მისცემ ბავშვს, მით უკეთესია. ბიოგაია ან რამე მსგავსი დაგინიშნეს?
მგონი სჯობს კარგ პედიატრთან ატარო დასაწყისში მაინც, ბევრ რამეში დაკვალიანდები და ბევრ რამეს ისწავლი სწორად. რცხილაძე, მიქელაძე - ცოტა უხეში, სულავა უამრავი პაციენტით და დიდი ქაოსით, იქვეა ყიფიანი - არა უშავს, კავკასიის მედიცინის ცენტრში დავმყავს ბავშვები აცრაზე და იქ არის ბესელია - არ არის ცუდი პედიატრი თუ რამე მძიმე შემთხვევა არ არის შეგიძლია ენდო. სხვებსაც ჩამოგითვლი თუ გინდა, მგონი ყველა მყავს მოვლილი.

narkozeli
მეც მგონოა რომ ჰაგისი სჯობს პამპერსს. თუმცა ელიტ სოფტი ჟონავდა ჩემს გოგონებთან და ულტრა კომფორტს ვიყენებდი და ვიყენებ ღამით.
* * *
Panda-008
მეც ამას ვუსვამდი ჩემს უფროს შვილს. სააინელი სუნი მახსოვს, თუმცა უშველა.
ბავშვს არ აწუხებს ზოგადად ფუფხები.

ჩემს პატარასაც რაღაც ლაქები დაეწყო ფეხებზე. ეს ატოპიური დერმატიტი მოუშორებელი ჭირია. ნეტა როდის გადაუვლის ორივეს
* * *
სერაფიტი
როგორ ხარ? რას შვება ცისფერთვალა ანიტა? <3

Posted by: Panda-008 5 Jan 2024, 20:56
anibani18
აუ სუნი არ ვიცი biggrin.gif დედაჩემმა წაუსვა და თქვა, ფუ, რა სუნი აქვსო და არ დავყნოსე სპეციალურად. ბევრი ამასაც არ აქვს.

Posted by: anibani18 6 Jan 2024, 04:45
Panda-008
ესე იგი, ისაა რასაც მე ვუსმევდი. ძალიან ყარდა. ვერ ვისვენებდი, სანამ თავს არ დავბანდი. თან გაზეპილივით ჰქონდა თუ სწორად მახსოვს.

Posted by: narkozeli 6 Jan 2024, 09:26
tako/barbi

სუნებზე მძაფრი რეაქცია მგონი უბრალოდ გენეტიკური და არაა სანერვიულო ❤️
ჰელიკო პატარა ასაკში მგონი ნაკლებადაა

ივლისი

სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკე და გადმოაგზავნინე სია, გადმოგიგზავნიან წესით


* * *
Greta23

სამშობიაროებში არ ბანენ პატარებს პირველ დღეებში (მთლიანად ტანს ვგულისხმობ) მხოლოდ წმენდენ. ჭიპის ტაკვი სანამ არ მოძვრება არცაა აბაზანა სასურველი.
ტაკოს ჩაუბანენ ხოლმე მხოლოდ.
ჩაჩავაში ასეა და სხვაგან არ ვიცი. რაც იქ ვიყავი მიუხედავად იმისა რომ მე ფიზიოლოგიურად გავაჩინე და გაჩენისთანავე ჩვეულებრივად ვიყავი დავდიოდი და ბლოკიდანაც ჩემი ფეხით გამოვედი პალატამდე, არცერთი დღე ბავშვი მე არ ჩამიბანია. ბავშვთა ოთახში უნდა მიგეყვანა და იქ ბანდნენ, უცვლიდნენ და ა.შ
საკმაოდ კომფორტულია
* * *
anibani18

ელიტ სოფტის ზედაპირი ნამდვილად ყველაზე რბილია და თვალითაც მიხვდები რომ ბამბა და ნატურალურია მარა გამძლეობით ნამდვილად ულტრა კომფორტი ჯობს.
ნუ პამპერსის პამპერსს მე აწი აღარ ვიყიდი, ისეთი იაფიც არაა რომ ფასის გამო ვიყიდო, აქციებზე ულტრა კომფორტიც ეგ ფასია და ზოგჯერ ელიტსაც ძაან კარგი ფასდაკლებები აქვს. ვუბრუმდები ისევ ჰაგისს რა

Posted by: tako/barbi 6 Jan 2024, 10:18
narkozeli
იმედია რომ მასეა და ტყულად ვარბენინებ ამ ბავშვს
sad.gif


Greta23ჰერაში ერთი ღამე თავისთან ჰყავთ,მარა თუ გინდა ეტყვი და შენთან გეყოლება პირველ ღამეს,დანარჩენი შენ გყავს…ბანენ პირველვე დღეს,მოგიყვანენ გაწრიალებულს დაბანილს,შემდეგ დღეებში რამდენჯერაც ჩაისვრის მიუყვან დაბანენ,მარა ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩაბანო და გამოუცვალო შენ თვითონ…ჩემი პატარა იღებდა და ყელში ძალიან ცუდი სუნი ქონდა ვთხოვე და მეორეთ დაბანეს ჩემ თვალწინ,სმენას გააჩნიაsmile.gif ისე ერთხელ ბანენ.სხვაგან რა ხდება არ ვიცი,სამივე იქ გავაჩინე…პირველ შვილზე არ ვაკარებდი მე უნდა დამებანა მიმეხედა smile.gif
პ.ს ნუ მოიკლავ თავს იქ დასვენე,რომ მოხვალ საქმე თავზესაყრელად გექნება ❤️სამი შვილის დედა გირჩევს :დ

Posted by: happy-go-lucky 6 Jan 2024, 10:43
Greta23
ჩაჩავაში 5 ღამე ტოვებენ, სხვა კლინიკებში 3-4. პირველ დღეს აბანავეს ჩემო ოროვე შვილი, ახლაც და 7 წლოს წინაც. მთლიანად, ანუ თავიც დაბანეს. მე ჯერაც აე ვიყავი ამდგარი ფეხზე. ვერ დაბან ფიზიკურად შენ პირველ დღეს. არ გაჰყავდათ და თუ რამე მჭორდრბოდა, ვეძახდი და ოთახში ბანდნენ ტაკოს, ან გამოცვლა, 1-2 დღე. საჭმრლად ვთზოვე გახყვანა 1-2 ჯერ პირველ დღეს ხელოვნურო რომ მიეცათ მე ვთხოვე. და გაიყვანეს.


აუ მარღლა არსაიდან შემხვდა გრიპის მსგავსი. ისე ცუდად ვარ sad.gif ნეტავ მინიმალური შანსი თუ არსებობს რომ არ გადაედოს და კლინიკაში არ მოვხვდეთ sad.gif პირბადეს ვერ ვიკეთებ ნუ აზრიც არ აქვს მივხვდი. სულ ჩემთანაა.

Posted by: lesila90 6 Jan 2024, 11:36
საბისაბი85
სად ჩამოდის დავრეკავ ჩავეწერები. 2kiss.gif

Posted by: shoAbb 6 Jan 2024, 11:49
გოგოებო, დღეს ავწონე საცლში და იგივე წონაა რაც 25 დღის წინ იყო :/ რა ვქნა ვეღარ ვხვდები ;(
ორშაბათს დავრეკავ და სანამ ჩავეწერები პედიატრთან ვნერვიულობ :/
რამე დავუმატო?

Posted by: ნიაკო12 6 Jan 2024, 12:00
სერაფიტი
მადლობა:* :*


..

Posted by: happy-go-lucky 6 Jan 2024, 12:44
shoAbb
რა ასაკისაა და რას ჭამს?

Posted by: ივლისი 6 Jan 2024, 13:28
narkozeli
მადლობა. დავრეკავ აბა

Posted by: shoAbb 6 Jan 2024, 13:32
happy-go-lucky
5 თვის გახდება 9 დღეში . ძუძუ +90 გრ სიმილაკ კომფორტი(3-4 ჯერ დღის განმავლობაში), ათასში ერთხელ 120 ჭამოს :/

Posted by: tako/barbi 6 Jan 2024, 13:33
happy-go-lucky
ასე ვართ მთელი ოჯახი,გუშინ უკვე მეც დაეწყო,პატარდაც ახვრლებს,ვუკეთებ ინგალაციებს,დღეს ირაკლის ვთხოვე ჩამოდი თქო და კარგიო არაა პრობლემაო მარა სისხლის საერთო გაუკეთე და დამირეკეო,ეხლა მოვედი ავუღე სისხლი ველოდები პასუხს.იქვე მოვასმენინე სხვას და ზედა სასუნთქი გზებიაო.ორი ღამეა ვზივარ,ვერ სუნთქავს.ძალიან გაუფთხილდით გოგოებო,სავსეა კლინიკები :;

Posted by: happy-go-lucky 6 Jan 2024, 14:15
shoAbb
3 საათში ერთზელ არ ჭამს?

Posted by: narkozeli 6 Jan 2024, 14:42
happy-go-lucky

უი მართალი ხარ, ვაბანავებთო მითხრეს მეორე დღეს და გაიყვანეს, წყალი გადავავლეთ მთლიანადო, ანუ ჩასმა ვიგულისხმე რომ არ სვამენ აბაზანაში თორე გადავლებით მართალი ხარ, ორივეს გადაავლეს.

tako/barbi

დარწმუნებული ვარ რომ არაფერია მართლა❤️

shoAbb

აუ მეც მგონია 11ში რცხილაძესთან რომ მივალ ნამატი არ ექნება sad.gif 3 კიარა 4 საათში ერთხელაც ძლივს ვაჭმევ გადავირიე რა sad.gif არც ბოთლი უნდა არც ძუძუ. არ შია აშკარად და რა გავაკეთო, ღამე გუშინ 10 საათის მანძილზე პირში არ გაიკარა სოსკის მეტი არაფერი.
ახლა ზღვაზე მყავს გამოყვანილი და აქ ჭამა ახლა 120 თორე ისე 90-საც ძლივს ვაჭმევ 3-4 საათში ერთხელ.
იყურება კმაყოფილი, რა ეტყობა ნაშიმშილების
user posted image
* * *
user posted image
დღეს რა მაგარი ამინდია, თბილი, მზიანი❤️❤️❤️

შიმშილობსთქო და რამსიგრძეა ორი თვის ბავშვი :დ
გოდორასავითაა გაკვეხებული biggrin.gif
მამამისი დევივით დიდია და იმის ფონზე ციცქნა მაინც არ ჩანს :დდ
user posted image

მარა მართლა ძაან ცოტას ჭამს ხალხო sad.gif რა გავაკეთო

Posted by: shoAbb 6 Jan 2024, 14:53
happy-go-lucky
კი, ხან 2.5 ში როცა ძააან წუწუნებს ვაძლევ .
მაგრმა ნამატი რატომ არ აქვს საერთოდ sad.gif

Posted by: narkozeli 6 Jan 2024, 15:55
shoAbb

2.5კი არა 3 საათშიც არ ითხოვს ეს sad.gif უკვე შევშინდი რაა

Posted by: happy-go-lucky 6 Jan 2024, 16:26
tako/barbi
იყო ანალიზის პასყხი?
ირაკლი დადის ხოლმე სახლში? ჩემს დასთან იყო 31 ში და მეგონა სიტყაციიდან გამონდინარე მივიდა))
სიცხეც აქვსღ ბავშვებს?

ცხვირს და თავს ვერ ვგრძნიბ, აი როგორ ჩამომდის , ვერ აღვწერ რა მჭირს. და ეს ბაცშვი ჩახუტებული sad.gif

narkozeli
თუ დაგამშვიდებ, ჩემი უფროსი ბიჭი საერღოდ არ ჭამდა და ინატებდა გადასარევად, არაცის ჯეროდა. არ ვიცი ეგეთევიც ხდება.

ეს ჭანს ნარა ცეროდენაა. ოღონდ სოგრძეში წავიდა მაგრად.

shoAbb
ვერაფერა დაუმატებ.
მიიყვან, აზომავენ სიგრძე , თავის გარშემო და გეტტვიან პრობლემაა თუ არა, წინასწარ რა გულს იხეთქავ ❤️


Posted by: narkozeli 6 Jan 2024, 17:21
happy-go-lucky

ბავშვის უჭმელობა პირველად გამოვცადე და რა რთული ყოფილა sad.gif
ესეიგი 50 გრამი ჭამა და ვსო მაგის მერე ხელებით ეჩხუბება ბოთლს sad.gif ძუძუ 1 წუთიც არ მოწოვა. შევეშვი მარა დაგრუზული ვზივარ ახლა. ისედაც 4ზე ქონდა ჭამა და 5ის ნახევარზე ვაჭამე რადგან 4ზე ძუძუ არც ჩაიდო.

Posted by: happy-go-lucky 6 Jan 2024, 17:48
narkozeli
აუ რაღაფა კოშმარის, მაგაზე დარდში გავატარე 1 წელი ლამის ..

ისე, სულ მინდოდა მეკითხა, ბოთლის მერე ძუძუს კარგად იდებდა? რამდენისაა ახლა ზუსტად?

Posted by: shoAbb 6 Jan 2024, 18:29
narkozeli
აუ არვიცი უკვე :/ ამის არ მომატება ახალი დარდიA ჩემი sad.gif happy-go-lucky
უკვე დავფიქრდი რცხილაძემ რომ მითხრა მიეცი მყარი უკვეო , ხო არ მივცე თქო

Posted by: tako/barbi 6 Jan 2024, 19:12
happy-go-lucky
არა სიცხე არ აქვთ,ადრე ჩემ დასთან მივიდა და ვთხოვე ეხლა და ჩემი ბავშვებისთვის ყველგან მივალო❤️თან აღრიცხვიდანაც მოვხსენი მარა ყველაფერს მაინც მასთან ვათმხმებ,ერთი წამი უკან არ დაუხევია,ასეთი ადამიანები აღარ იბადებიან თქო წეღან ვამბობდი,მაგ საქმისთვისაა დაბადებული ეგ ადმიანი❤️კარგი პასუხი აქვს და არაა საჭირო ჩემი ჩამოსვლაო,რა სანთელიც არ დაინიშნეს კოკლუსედალი ხველისთვის,არ მისცეო,ნახველს მოუგრივებს და მერე მაგ შეტევითი ხველით მოგიწევს გადასვლა კლინიკაშიო და იქნებ ინგალაციებით გამოძვრეო…

Posted by: happy-go-lucky 6 Jan 2024, 19:15
tako/barbi
ოქროზე ოქროა.
მე არ მყოლია არც ერღი უფასო აღრიცხვაზე მასთან და მაინც მასთან დავდივარ კი. აი ჩემს დას 31 ში თავაფ შესთავაზა მოვალ რადგან ასე ნერვიულობო.

სიცხეც აქვს? პატარაა ყველაზე ცუდად?
* * *
shoAbb
თუ მყარას უკავია თავ კისერი, მიეცი ფაფა, რატო არა. უთქცამს თან კაცს.

გოგოებო ხაჭო როდიდან ვის ეა ინფო გაქვთ?

Posted by: tako/barbi 6 Jan 2024, 19:26
happy-go-lucky
კი და აი ვისაც ვურჩიე,არავინ მინახავს უკმაყოფილო,მართლა ადამიანია რა❤️არ აქვთ სიცხე,პატარას ახველებს ეს დიდიები გამოძვრნენ კარგად და არ გადასდებია,მულიშვილი მყავს სტუმრად იმასაც ახველებს და ვერ სუნთქვდა 31ში ჩამოვიდა და მას მერეა ეს ასე sad.gif მეც ეხლა გადამედო ჯერ ხველა არ მაქვს და ცხვირით დამეწყო,უფრისებს ცხვირი საერთოდ არ ქონიათ ყელი და ხველა,დღეს იმდენი ჩაი დავლიე ჟოლოს იმედია გამოვძვრები sad.gif

Posted by: narkozeli 6 Jan 2024, 20:41
happy-go-lucky

კი უპრობლემოდ იდებდა sad.gif

ხაჭო 8 თვიდანო რცხილაძემ ასე დაუნიშნა ვაჩეს, ისიც კვირაში მაქს 1-2 ჯერო.

Posted by: tako/barbi 6 Jan 2024, 20:46
ჯერ ცოტა ადრეა ხუთის გახდება 17მეტში მარა აი აზრზე არ ვარ არ მახსოვს რას როგორ ვალევდი facepalm.gif

Posted by: happy-go-lucky 6 Jan 2024, 21:02
narkozeli
რცხილაძემ მითხრა წლამდე არაო ხაჭოო :დდ

tako/barbi
აუ ძაან უბედური რაღაცაა. სასწაუკი მგონია მაგრამ მაგას ვითხოვ რო პატარას არ გადაედოს, ძლივს ნოყოჩაღდა

Posted by: narkozeli 6 Jan 2024, 21:12
happy-go-lucky

ჰიპის ხაჭოზე ვკითხე მე ( მე ხო ქილისებს ვაჭმევდი ყველაფერს) და 8 თვიდან ეგ მოჟნაო და ისე ჩვეულებრივი მაღაზიის ხაჭო წლიდანო.რთული მოსანელებელიაო და დიდი ფანი არაა ჩვილებში ხაჭოსი აშკარად))

Posted by: shoAbb 6 Jan 2024, 21:31
happy-go-lucky
მეც ეგრე მითხრა წლამდე არააო ხაჭოო:დდდ
ხორცზე დაა თავზე 4+ დან კიო :დდდ

* * *
ისე , როფორც ვიცი ურძეოთი იწყება ხო? როგორ უნდა ვაჭამო , დღის რომელ მონაკვეთში?
ან რომელი ? რომელი ფაფით იწყება .. აუ არაფერი არ ვიცი sad.gif

Posted by: fermina 6 Jan 2024, 22:05
tako/barbi
QUOTE
happy-go-lucky
არა სიცხე არ აქვთ,ადრე ჩემ დასთან მივიდა და ვთხოვე ეხლა და ჩემი ბავშვებისთვის ყველგან მივალო❤️თან აღრიცხვიდანაც მოვხსენი მარა ყველაფერს მაინც მასთან ვათმხმებ,ერთი წამი უკან არ დაუხევია,ასეთი ადამიანები აღარ იბადებიან თქო წეღან ვამბობდი,მაგ საქმისთვისაა დაბადებული ეგ ადმიანი❤️კარგი პასუხი აქვს და არაა საჭირო ჩემი ჩამოსვლაო,რა სანთელიც არ დაინიშნეს კოკლუსედალი ხველისთვის,არ მისცეო,ნახველს მოუგრივებს და მერე მაგ შეტევითი ხველით მოგიწევს გადასვლა კლინიკაშიო და იქნებ ინგალაციებით გამოძვრეო…


ბოდიში რომელ ირაკლიზე წერ?

Posted by: სერაფიტი 6 Jan 2024, 22:37
anibani18

კარგადაა ლურჯთვალა, ბოლო დროს ჭამაზეც აღარ მაწვალებს. რა კარგი ყოფილა, ნორმალურად რომ ჭამს ბავშვიsmile.gif)) არ ვიცი,როდემდე გასტანს ეს:დდ
ძალიან გააქტიურდა,.სულ სიარული უნდა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ ბედავს,ან დაბალ მაგიდას/დივანს დაყვება, ან თითი უნდა ეკავოს ჩვენიsmile.gif)
თვალი არ ეცეს - ღამე ძილოთ უკეთ გამოსდის. კვირაში ერთი-ორჯერ აქვს მოვლები, რო შეილება გაეღვიძოს და ვერ შეიბრუნოს. სხვა შემთხვევებში იბრუნებს თავისით, ხმას თუ არ გავცემთsmile.gif) თავისით რა - სოსკით.
მაგარი რაღაც დავამუღამე - რაღაც მომენტში მივხვდი, რო ღამე რკცა ეღვიძებოდა, სოსკას თუ ვერ პოულობდა, იწყებდა ტირილს და ვერ იბრუნებდა..აუცილებლად უნდა ავმდგარიყავი და მერწია, ძლივს ძლივს ჩაიძინებდა.
ჰოდა ახლა 4 სოსკას ვუდებ ლოგინში. შესაბამისად ღამე რამდენიც არ უნდა იტრიალოს,როცა ეღვიძება, ადვილად პოულობს რომელიმეს,.იდებს და იბრუნებსsmile.gif) ვიცი, რომ თვითჩაძინება უნდა ისწავლოს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზეც თანახმა ვარ. მით უმეტეს, 1 თვეში ახალ სახლში გადავდივართ და რას როგორ შეეგუება, არ ვიცი. დედაჩემის და მამაჩემის ნახვა აღარ მოუწევს ყოველდღე და ეს მისთვის ადვილი არ იქნებაsad.gif


გოგოები როგორ არიან?
ახალი ბაღი როგორია?

Posted by: tako/barbi 6 Jan 2024, 23:39
happy-go-lucky
იქნებ არ გადაედოს წინასწარ ნუ ნერვიულობ❤️
* * *
fermina
ირაკლი ბეგოიძეზე ვწერდი
* * *
shoAbb
მე სემპერს ვაჭმევდი,ურძეოთი იწყება მარა არ ჭამეს არცერთმმა ამიტომ ჯერ ერთი იყიდე ურძეო smile.gif ქილა არაფერი არ მიყიდია მე ვუმზადებდი,ჩემ რძესაც ვუმატებდი ურძეოში მარა არ ჭამდნენ.რძიანი რომ მოვიტანე შვრიათი დავიწყე მგონი,ეგეც მაგარი შარია :დ რა მოეწონება,კოლექცია მქონდა მერე გავაჩუქე ერთი კოვზი ქონდა ზოგს მოკლებული,ვდებდი საიტზე მიქონდათ smile.gif იოგურტს მე ვუკეთებდი წლიდან მანამდე ნაყიდს ვაძლევდი,დღემდე ვუკეთებ ბავშვს და გემრიელად ჭამენ ამხელები არიან smile.gif ქილა შეგიძლია შესთავაზო ინდაურის ხორცი,კურდღელი,მე მაგასაც ვყიდულობდი…სოფლიდან ერთი წიწლი კაი ხანს ყოფნიდა,პატარებათ დაჭრი და გაყინავ,ხბოს ხორცსაც მასე ვინახავდი კუბიკებათ…ერთად ვიწყებთ 6 თვიდან და ნელ ნელა გაუზიაროთ ხოლმე ერთმანეთს ❤️

Posted by: adeline 7 Jan 2024, 00:17
happy-go-lucky
მე ვაქსიგრიპის ვარ ზეკმაყოფილი. ჩემი ქმარი იხრჩობა და მე ოდნავ ყელი მტკიოდა და ეგ იყო; ისიც 2 დღე. ეს არ აიცრა და ძალიან ცუდადაა.
ბეგოიძე დადის სახლში? თუ ვისზე ამბობ?

Posted by: საბისაბი85 7 Jan 2024, 01:04
lesila90
ტატიშვილში ჩამოდის ლეს.

Posted by: happy-go-lucky 7 Jan 2024, 01:07
adeline
მთლად ესე ყველა შემთხვევაზე არ დადის მაინც, მაგრამ რო გიჭირს, უქმეა, პატარაა ბავშვი, დადის აშკარად. კი ბეგოზე ვწერდით. .

მე არ ვიცი რითი ავიცერი. სიცხე არ მაქვს, ალბათ მაგისი დამსახურებაა, უარესად თუ შეიძლება ვყიფილიყავი...

ძიძაზეც აქვე დაგიწერ, 9-19;00 1000 ლარი. ჯგუფი ზუსტად არ ვიცი, ჩავწწრე ძიძები და ბევრ ჯგუფში გავწევრიანდი და დავპოსტე. და პირადში მწერდნენ, ვინ საიდან არ ვიცი..
45 მდე ქალი გამომეხმაურა და 3 ს ვუპასუხე მხოლოდ. იმ სამიდან 1 მომეწონა . ბევრი არ მიძებნია. სააფენტოში და
ტოვებული მაქვს პირობები 2 გან, მხოლოდ ერთი გამომეხმაურა, 59 წლის ჯანდიდატიაო და უარი ვუთხარი ასაკის გამო.
* * *
shoAbb
მეც სემპერს ვაჭმევ. თაკომ როგორც დაგიწერა ასე.. მალეცე გადაიყვაბე რძიანზე.. აბ სიმილაკით გაუკეღე ურძეო იწიბურა

Posted by: takoo1 7 Jan 2024, 02:11
tako/barbi
happy-go-lucky
გოგოებო გაიკეთეთ პირბადე ისეთი საშინელი ვირუსია(თუ ეგაა -აი მგონი ყველას ედება.
სავსეა კლინიკები ადგილი არაა.
უკვე ტელევიზიები აცხადებენ..
31ში შემოვედით და დღეს გაეწერნენ ლუკიანე და გაბრიელი.
მე და საბა აქ ვართ ისევ.გუშინ ღამე ცუდად გახდა და დაგვტოვეს.ჩაიკუკა ორჯერ და უცებ გათეთრდა სულ,მოწყდა..გული მისდიოდა თითქოს,რეანიმაციაში აიყვანეს გადასხმა დაუდგეს.10 წლის სიცოცხლე მომაკლდა.
ანალიზები აუღეს სისხლი და
კუკებიც, ვირუსულიაო.

ერთი კეთილი პატარა ბიჭი მყავს პალატაში❤️
user posted image
* * *
შობას გილოცავთ გოგოებო❤️ ჯანმრთელად გყავდეთ პატარები ყველას,
უფალი გფარავდეთ!
user posted image

Posted by: NatiaGull 7 Jan 2024, 02:28
narkozeli
რატო განერვიულებს ასე ეგ მაიმუნჩიკი
რცხილაძე გეტყვის “ბავშვი თავს არ მოიშიებზ, რამდენიც სჭირდება იმდენს ჭამს”

Posted by: takoo1 7 Jan 2024, 03:47
narkozeli
9-ში ჩავეწერე საბურთალოს ფილიალში მარა როდის გამწერენ აქედან არვიცი smile.gif
იმედია მივაღწევ

Posted by: anibani18 7 Jan 2024, 06:32
სერაფიტი
რა კარგი ამბები გქონიათ <3
ჩემი უფროსიც ადრე სოსკებით იძინებდა. პატარაც ახლა. ძალიან მარტივად გადაეჩვია უფროსი, პატარა ვნახოთ რას იზამს.
ჩვენ რამდენიმე რთულ ეტაპს ერთდროულად გავდივართ და ძალიან მიჭირს მე პირადად, ბავშვებსაც. ახალი ბაღი, პამპერსის გადაჩვევა და ახალი საწოლები ვუყიდეთ, დიდურები და იმათი შეჩვევა. ტვინი მერევა უკვე ისე ვარ.
ბაღი მომწონს, ჯერ მარტო სულ ცოტა ხანი იყო, ორშაბთს დავტოვო უნდა. ფსიქოლოგები ყავთ და ძალიან არიან ჩართულები, ყველა ნაბიჯში გეხმარებიან და გვერდში არიან. აღმზრდელებსაც არა უშავთ. ერთი რაც არ მომწონს, ძალიან ბევრი უაზრო, ჩემი აზრით, წესები აქვთ. მაგალითად, რომ შეჭამს ბავშვი, სკამი კედელთან უნდა დადგას და იქ დაჯდეს, არ უნდ აადგეს, არ უნდა იაროს, არაფერი, ასე უნდა იჯდეს და სხვა ბავშვებს ელოდოს. ყველას თავისუფლება რომ მისცენ, ალბათ დიდი არეულობა იქნება, მაგრამ ასეთი წესებიც რა საჭიროა, ვერ ვხვდები.
პამპერსის გადაჩვევა ისეთი მარტივი არ არის, როგორც ნატალისთან, თან იმდენ ყურადღებასაც ვერ ვაქცევ პატარას. ეტყობა, ფისები რომ ეპარება და ფეხებზე ჩამოსდოს ხოლმე, დაუწვა და რაღაც ლაქები გაუჩნდა. არ ვიცი რა ვქნა, გავაქანებ ექიმთან ორშაბათს.
საწოლები ულამაზესები ვუყიდეთ, პრინცესული, მაგრამ პატარა ჯერ ვერ ეგუება, ჩამოდის და ბოდიალობს აქეთ-იქით smile.gif
უზომოდ დავიღალე. მარტო როცა ვარ გოგონებთან, ჩემი ანგელოზი დედიკოს გარეშე, ვერ ვუმკლავდები ვერანაირად, ვერც ფიზიკურად და ვერც ემოციურად. ღმერთმა გამომიგზავნა ეს საოცარი, უანგარო და სიყვარულით სავსე ადამიანი. ცხოვრებაში ვერ ამოვალ მისი ვალიდან, თუმც არაფერს მაყვდერის, და არ დავიღლები მადლობებით. მეტა მეც ასეთი დედა ვიყო ჩემი პატარებისთვის.

ახალი სახლი რა ბედნიერებაა <3
გილოცავთ! მხოლოდ ბედნიერებას ესულდგმულოს თქვენს სახლში <3


* * *
takoo1
მალე გამოკეთდით, თაკო <3

Posted by: happy-go-lucky 7 Jan 2024, 06:36
takoo1
აუუ თაკოო, რა დღეში ხარ რაა
საბა როგორ იყო იქამდე?? 1 კვირაა მანდ ხარღ და აქამდე კარგად იყო და გუშინ გახდა ცუდად?

მეც გილოცავ შობას

Posted by: Panda-008 7 Jan 2024, 09:09
takoo1
უი, რა ამბები გქონია :-/

Posted by: სერაფიტი 7 Jan 2024, 09:28
takoo1

აუჰ, წარმოდგენაც არ მინდა, ამ პოსტის უკან რამხელა სტრესი და ნერვიულობა დგასsad.gif
მალე გამოკეთდით, საბას ჯანმრთელობას ვუსურვებ <3 როგორაა დღეს, დაგვიწერე მერე.


anibani18

მადლობა, მადლობა.
აუჰ, მართლა სულ რაღაცა ეტაპია გადასაგორებელი. პამპერსომანია ინდივიდუალურია ეტყობა, დიდთან ადვილად ჩაიარა ხო?
ამ ზაფხულს წლინახევრის იქნება და ვფიქრობ მეც, მაგ პერიოდში დავიწყოთქო. ადრეა? ზაფხული თან კარგი დროა.

დედის დახმარებაზე გეთანხმები <3 მეც უზომოდ მადლიერი ვარ.


სექტემბრიდან მომიწევს ძიძა ან ბაღი, წლის და 10 თვის იქნება. ჯერ არ გადამიწყვეტია რომელი.sad.gif

Posted by: shoAbb 7 Jan 2024, 09:52
tako/barbi
მადლობა <3
ახლა რა მაინტერესებს , ფაფა როგორ უნდა მივცე აქაც საჭიროა გასინჯვის წესი? თუ მოეწონა ერთი ჭამა ფორმულა
ამოვუღო?
ჩემი პედიატრი ვინის ნიშნავს ვიცი და არ ვაპირებ კითხვას , ვინის არ ვაჭმევ , როგორც
გავიგე შაქარს შეიცავს :/
ეს სამ მარცვლიანი, და უფრო ბევრი როდიდანაა შესაძლებელი? როცა თითო თითო გასინჯავს?
იოგურტს როგორ უკეთებდი? ჩემმა დედამთილმა პეჩენია უნდა უეჭველიო smile.gif))

happy-go-lucky
მადლობა <3

* * *
takoo1
თაკო მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ !

შობას გილოცავთ გოგოებო <3

Posted by: tako/barbi 7 Jan 2024, 10:22
shoAbb
ფორმულას ვინც აჭმევს ის უფრო კარგად დაგიწერს,მე ძუძუს ამბებში ვარ :დ ვინი არც განიხილო პლაზმონის ფაფებს აქებდნენ გოგოები,ან არ იყო 5 წლის წინ ან არ მიმიქცევია ყურადღება,სემპერი მოწონდათ…წლიდან ვუკეთებდი,ერთი ვაშლი,ერთი ბანანი ჰეინცის პეჩენია ორი ცალი და მაწონი…სხვა ვარიანტიც შეძლება სეზონური ხილით.


* * *
narkozeli
გვანცა აგუ ბეიბის ქვაბი ხო არ გიყიდია?მყარ კვება რაც ახოვდება თან კარფურის ბარათი მაქვს,ვფიქრობ 50%აკლდება,ძალიან გამიმარტივებს ამის კვების ამბებს,ჩემი დროის უქონლობის ვარიანტში.სკოლა რომ იწყება სრული გადარბენა მაქვს …
takoo1თაკო რას ამბობ,რეები გადაგიტანია რა sad.gif ეხლა როგორაა?ახველებს იოანესაც და გული მისკდება,ვუკეთებ ინგალაციებს და ულიდურეს შემთხევავში დავაწვენ,ვნახე მთავრს ედო ამ ვირუსებზე ამირიკიდან შემოვიდაო.

Posted by: fermina 7 Jan 2024, 10:48
tako/barbi
ბეგოიძე მეც მომეწონა და ახლაც ვაპირებ მიყვანას და გამიხარდა. თან ახლობელი აღმოჩნდა ოჯახის და მიუწვდომელი არ იქნება. ისედაც არაა მიუწვდომელი არასდროს მგონი, ჩაუწერელი პაციენტებისთვისაც აქვს გამოყოფილი დრო ყოველდღიურად.

Posted by: takoo1 7 Jan 2024, 11:35
happy-go-lucky
აქამდე ახველებდა ბრონხიოლიტი გვითხრეს რო შემოვიყვანე.გუშინწინ თვალზე კონიუქტივიტის მსგავსი შევამჩნიე,ღამე ორჯერ გავიდა კუჭში (აშლილი არ ქონია,უბრალოდ გავიდა ზედიზედ) და გახდა ცუდად
უფროსსაც ეგრე ქონდა 10 დღის წინ თვალზე და კუჭი აშლილი,მოკლედ იგივე ვირუსია.გუშინ და დღეს კარგადაა,არც სიცხე აწევია და ვნახოთ რას მეტყვიან დღეს.
სერაფიტი
მადლობა,უკეთაა არაფერი ეტყობა ესე რავიცი.
* * *
shoAbb
tako/barbi
მადლობა გოგოებო.
თაკო სისხლი აუღე უეჭველი რამე არ გაგეპაროს მაინც,არ ენდო ზეპირად

Posted by: happy-go-lucky 7 Jan 2024, 12:06
takoo1
რითი მკურნალობენ? ანტიჰიოტიკით?
სიცხე ჰქონდა ამდენი ხანი თაკო? ანალიზები როგორი იყო?
ხო მეც დიარეით დამეწყო, მეგონა რაღაცამ მომწამლა ...

shoAbb
გაუნზადე ერთი სუფრის კოვზი. ანუ 1 ს კ ფაფის ფხვნილით. და გაასინჯე. მერე მოუმატე. მერე შეგიძოია გაფაიყვანი რძიანზე მალევე.
ასაკი აწერია ფაფებს, და მიხვდები რონელი მისცე. სემპერი იწყება 4 თვუდან, მერე 5 და ასე შემდეგ. რძიანები მგონი 5 თვიდანაა ყველა.

tako/barbi
აუ მე დღეიდან ვიწყებ ხორცების ხარშვას, 9 თვის ხდება, კაი დროსიაsmile.gif) მაგრან მეხარრბოდა აქამდე

Posted by: narkozeli 7 Jan 2024, 12:09
tako/barbi

ჩემმა დაქალმა იყიდა და ისეთი კმაყოფილია, სად ვიყავი აქამდეო, უეჭველი იყიდეო მეუბნება და ვიყიდი ფასდკალებაზე, ეხლა არის სადმე ფასდაკლება? კარფურის ბეჭდები არ მაქვს :/

shoAbb

ფაფაზე თავიდან 2-3 კოვზი გაასინჯე და 3-4 დღეში შეგიძლია კვება ჩაუნაცვლო.
შენი დედამთილი ჩემსას გაუგებდა მაგრა :დდ ჩაი და პეჩენია ან კაკაო და პეჩენია აჭამეო და დღემდე არ ვაჭმევ მაგას ვაჩეს, 4 წლისას :დ
ნორდიკი და 1928 ძაან კაი ფაფებია მარა 1 წლიდან შეიძლება ეგენი. წყალში მოხარშავ და რძეს ბოლოს ამატებ.
წლამდე მხოლოფ აფთიაქის ფაფები შეგიძლია ჯერ ერთ კომპონენტიანი და მერე ნელნელა მრავალკომპონენტიანი. თავიდან ურძეო და მერე რძიანი.

Posted by: adeline 7 Jan 2024, 13:22
narkozeli
გვანცა, კონკრეტულად რომელ მოდელზე ამბობ? აქვს მულტიფუნქციური ჩაიდანი და საკვების მოსამზადებელი. ალბათ საკვების მოსამზადებელზე ამბობ?
* * *
takoo1
აუ როგორ გაწვალებულხართ sad.gif 9-ში დაგაკვალიანებს ახლა ირაკლი კარგად :*

შობას გილოცავთ გოგოებო, დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს ჩვენს ბაიებს :*

Posted by: shoAbb 7 Jan 2024, 13:25
narkozeli
თან ყველაზე დიდი უბედურება ისაა 8 წელია ძიძაა და რამეს რომ ვეუბნები ,, მე არ გამიგია " ,, პირველად მესმის " ,, ყველაფერ საოცრებას შენ გებულობ " ეს ფრაზე აქვს :/
აიი ძაან მიკვირს იმ ბავშვების დედებსაც რომ ელემენტარული სიახლეების ცოდნისკენ არ მოთხოვნა , ან თვითონ რსტო არ ეცნობიან? :/ happy-go-lucky
მადლობა უღრმესი ❤️❤️❤️
მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს გოგოებო მუდამ ❤️

Posted by: Tua 7 Jan 2024, 13:43
takoo1
თააკო რა ამბებში ყოფილხაარ რა რთულია sad.gif ტესტი არგაუკეთეს ბავშვებს ინფლუენზაზე? ინფლუენზა ა დადის აქტიურად მაგ სიმპტომატიკით და ტესტით თუ დადასტურდა ტამიფლუ უნდა მოეცათ 2-3 დღეში გამოყავხარ ეგრევე და აღარ რთულდება ბაქტერიულში , სად წევხართ?

Posted by: tako/barbi 7 Jan 2024, 16:12
takoo1
ავუღე გუშინ და ანალიზშ მშვიდობა იყო,მარა აშკკარად კუჭი აქვს აშლილი,თან მწავნეთ გადის ირაკლიმ ენეტეროჯერმინაო და მივეცი წუხელ ,გული მიკანკალებს sad.gif

Posted by: happy-go-lucky 7 Jan 2024, 17:39
tako/barbi
არაფერია საკანკალო, ანალიზი უკონტროლე. ჩემო შენ გითხარიო :დდ

უკეთესად არაა?

Posted by: tako/barbi 7 Jan 2024, 18:54
happy-go-lucky
კუჭში გადის სამჯერ ან 4ჯერ მარა აშლილია რა,მიკანკალებს კლინიკაზე sad.gif ამ პატარა ხელების დაჩხვლეტა და იქ კიდე უარესი რამე არ აიკიდოს.
* * *
Tua
პირველად მესმის აბა რა ტესტია ვიცოდე

Posted by: Tua 7 Jan 2024, 19:01
tako/barbi
ინფლუენზა ა და ბ ტიპის ვირუსის დასადგენი ტესტია რითიც დგინდება რომელი ტიპია. როგორც კოვიდის ტესტი ისეთია ზუსტად. მერე ა ტიპი თუ დგინდება წამალიც არსებობს რომ არგართულდეს ანუ ღორის გრიპის წამალი რაცაა , ღორის გრიპიც ცირკულირებს და მაგ დროს ტამიფლუსაც აძლევენ ასევე ინფლუენზა ტიპის ვირუსებზე.

Posted by: tako/barbi 7 Jan 2024, 22:36
Tua
მადლობაა გავისთვალისწინებ❤️❤️❤️

Posted by: fermina 7 Jan 2024, 22:38
მოკლედ მომავალი წლის ოქტომბერში პირველს რასაც ვაკეთებ, ვიცრები გრიპზე და ასევე ვცრი ბავშვსაც. დანარჩენმა უფროსებმა თავად გადაწყვიტონ.

ორი წელი ზედიზედ ვიცრებოდი და ვიყავი ჩიტივით. წელს ვერ მოვახერხე და დამეტაკა საშინელი გრიპი, ერთი კვირა დამაგდო. ბავშვსაც უკვე მეორედ აქვს სიცხე და ხველა და აუცილებლად მომავალი წლიდან გრიპზეც ავცრი. წელს მაინც პატარა იყო და სანამ მოვიფიქრე, კი გახდა ავად smile.gif

Posted by: სერაფიტი 7 Jan 2024, 23:11
fermina

მეც ვფიქრობ,ავცრა გაისად. მით უმეტეს,ბაღში თუ მივიყვან

Posted by: fermina 7 Jan 2024, 23:33
სერაფიტი
QUOTE
fermina

მეც ვფიქრობ,ავცრა გაისად. მით უმეტეს,ბაღში თუ მივიყვან


აბა რა. ჩვენც ვაპირებთ მიყვანას ბაღში და მითუმეტეს.

Posted by: Anabeli111 7 Jan 2024, 23:52
takoo1
თაკო.მალე მალე დაბრუნდით სახლში ♡♡♡

anibani18
ზოგჯერ ვფიქრობ, რა ნერვები და ძალა აქვთ ჩემს დედიკოს და დედამთილს, რომ თაიას ეთამაშებიან, ართობენ.. სამსახურის მერე დედაჩემი ისნიდან თემქაზე გამოდის , რომ ნახოს და ცოტა დამეხმაროს მეც.. ახლა კახეთში ვართ და დილას როგორც იღვიძებს, ლევანს ჩაჰყავს ბებოსთან და მე ვაგრძელებ ძილს.. :დ

ასე მგონია, ბავშვ(ებ)ს რომ გავზრდი, მერე მე აღარ მექნება შვილიშვილების ასე მოვლის და გაზრფის თავი-მეთქი :დ

სერაფიტი
გილოცავთ ახალ სახლს ♡ შენი წყალი გადმომსხმოდეს :დ ♡

მეც ზაფხულში ვაპირებ გადავაჩვიო.. მანამდრ ვფიქრობ ქოთანი ვიყიდო და დავდგა ოთახში ან საპირფარეშოში. ყოველ დღე ვაჩვენო და ავუხსნა რისთვისაა.. არ ვიცი, რა გამოვა..

Posted by: tako/barbi 7 Jan 2024, 23:52
აუ ჩემი და აცრის ურთიერობა,მთელი წელი ვამბობ რომ უნდა ავიცრა თან უფასოდ მაქვს მარა აი ბოლოს მაინც არ ვცრი ბავშვებს,წელს მეც არ ავიცერი,რამდეჯერ ჩაწერილი გავაუქმე ჩემი და გრიპის ვაქცინის ურთიერობა მასეთია biggrin.gif

Posted by: fermina 8 Jan 2024, 02:14
QUOTE (Anabeli111)
მეც ზაფხულში ვაპირებ გადავაჩვიო.. მანამდრ ვფიქრობ ქოთანი ვიყიდო და დავდგა ოთახში ან საპირფარეშოში. ყოველ დღე ვაჩვენო და ავუხსნა რისთვისაა.. არ ვიცი, რა გამოვა..


მია წლის და სამი თვის დავსვი ქოთანზე, ცოტა ვუკარნახე კიდეც და ეგრევე მიხვდა სხვათა შორის დანიშნულებას. ჯერ იძახდა სისი-სისი, იმეორებდა ჩემს ნათქვამს და როგორც კი სწორად დავამთხვიე დრო, ეგრევე გააკეთა ფისები. დილაობით ახლაც შვება, თუ არ დამეზარა. ცუდი პერიოდია ეგაა და გვეზარება ხოლმე გახდა -ჩაცმა, თორემ ზაფხულისთვის უკვე ორივე ეცოდინებოდა.

Posted by: basti-bubuuuu 8 Jan 2024, 08:05
მოკლედ მოახლივდა ჩემი საკეისროს დღე და მაი ტერესებს- თქვენი გამოცდილებით საჭიროა თუ არა სამშობიაროში ლაქტაციის ბალიშის და ელექტრო საწველის წაღება?

Posted by: tako/barbi 8 Jan 2024, 09:44
basti-bubuuuu
ბალიში კი და საწველი აქვთ მარა თუ შენი გინდა რომ წაიღო და საერთოდ არა მაშინ წაიღე❤️

Posted by: anibani18 8 Jan 2024, 10:32
სერაფიტი
უფროსთან ძალიან ადვილად ჩაიარა, დღენახევარი დასჭირდა და მას შემდეგ მეუბნებოდა ფისი და ტუალეტში მირბოდა, არც ჩაუფსამს არცერთხელ.
არც ახლაა ძალიან რთული, მაგრამ ახლა ორმაგი საქმე მაქვს, პატარას თუ ვსვამ ქოთანზე, დიდსაც უნდა, მერე ასხავნე ამ ფისებს უნიტაზში და ხან ზწდ დაიახავენ, ხან კედელს შეასხქვენ და ხან ხელებს დაიბანენ შიგ. სრული ქაოსი მაქვს smile.gif და ამ ყველაფრის გამო უფრო მეტი დროც არის საჭირო რომ მიხვდეს რა ხდება და საკუთარი შარდის ბუშტი გაიცნოს smile.gif
ახლა წლის და შვიდი თბისაა. თვად იძრობდა პამპერსებს და ამიყომ გავხადე, თორე არ ვაპირებდი ჯერ. დღეს პამპერსის გარეშე დავაძინებ დღისით. ღამე ჯერ ეცვას, დავაკვირდები.
მე ვფიქტობ სექტწმბერში ან იანვარში მივიყვანო ჩემი პაწაწუნა. ვნახოთ ჯერ. ახლაც სიამოვნებით წავიდოდა ბაღში დასთან ერთად, მაგრამ პატარაა ჯერ. გადაეჩვიოს პამპერსს და მატყუარებს ჯერ, ლაპარაკი ისწავლოს
* * *
Anabeli111
რა საყვარლებიგყავს, ანი, ბებოებიც და ქმარიც <3
მე კიდევ მოზღვავებულ პასუხიამგებლობას ვგრძნობ. ასე თუ გაუჭირდათ ჩემს გოგონებს, როგორც მე მიჭირს ახლა, როგორ არ დავუდგე გვერდში. ვნახოთ რა იქმება, თუ დავრჩი ცოცხალი იქამდე smile.gif

Posted by: Greta23 8 Jan 2024, 10:50
narkozeli
tako/barbi
happy-go-lucky

მადლობა გოგოებო გაზიარებისთვის ❤️❤️❤️ დრჯ სისტემიდან გამომდინარე სადაც აქამდე უნდა მემშობიარა და გარკვეული მქონდა ეს დეტალები (ლიდერმედში), იქ ვეღარ ვიმშობიარებ. ჩემმა ექიმმა ჯერ საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა სად გადავა, მაგრამ მე საკეისროს გამიკეთებს პირველ სამშობიაროში, დადიანზე. ხოდა ამიტომ დავინტერესედი ერთი სისტემა ქონდათ ამ სამშობიარო სახლებს, თუ განსხვავებული მიდგომები იყო მაინც. მაგრამ მეტ-ნაკლებად გასაგებია რა სიტუაციებია.

tako/barbi
happy-go-lucky

ირაკლი ბეგოიძეზე რომ წერდით, ეგ კაციც ზოგადი პროფილის პედიატრია, თუ რამე კონკრეტული მიმართულებით არის სპეციალისტი?

Posted by: ninucanodo 8 Jan 2024, 11:45
Greta23
ბედნიერ მშობიარობას გისურვებ ვინ გყავს ექიმი?მერე დაწერე რა სიტუაციაა 1 სამშობიაროში ჩემ დროს სრული ქაოსი იყო 2020 ში და ახლა რა ხდება საინტერესოა

Posted by: Greta23 8 Jan 2024, 11:50
ninucanodo

მადლობა ❤️

კი, გაგიზიარებთ რა თქმა უნდა გამოცდილებას ❤️ საერთოდ არ მსმენია ბევრი არაფერი მაგ სამშობიაროზე. ერთი ის ვიცი, რომ ძალიან ძველი სამშობიაროა და მამაჩემიც იქ დაიბადა :დ

სოლომონიძეა ჩემი ექიმი. თუმცა ლიდერმედში მგონი აღარ იქნება ცოტა ხანში. 1 სამშობიაროშიც თავისი გუნდით მოვა საკეისროზე, როგორც მითხრა. ანუ ვინც ყავს ახლა ლიდერმედში, ისინი იქნებიან მანდაც და ეგ ფაქტი ცოტა მამშვიდებს, რომ მთლად უცხო გარემოში არ ვიქნებითsmile.gif

Posted by: tako/barbi 8 Jan 2024, 12:23
Greta23
პედიტრია ირაკლი❤️❤️

Posted by: Greta23 8 Jan 2024, 12:52
tako/barbi

ჩავინიშნავ აუცილებლად ❤️ როგორც აღწერეთ, საკმაოდ დადებითად განვეწყვე ❤️


Posted by: adeline 8 Jan 2024, 13:55
გოგოებო, ხომ არ იცით, რომელიმე ტაქსს თუ აქვს ქარსითი?

Posted by: fermina 8 Jan 2024, 14:45
tako/barbi
Greta23
ახლა მოვედით ბეგოიძისგან, გაგვიმართლა და რიგი საერთოდ არ იყო. დაგვამშვიდა, ვირუსიაო. ისევ აიკიდა ამ ბავშვმა, დაბადების დღეზე ბრძანდებოდა და ამდენ ბავშვში ცხადია ვიღაცას ექნებოდა, მანამდეც ავად იყო იუბილარი ბიძამისი და გადასდეს რა მაინც. არადა ისე მყავდა რეჟიმში, იდეალურად და ახლა ერთი თვე მაინც უნდა ამის ჭკუაზე მოყვანას.

ოღონდ ხალხო ეს რა მოვლენაა ამიხსენით. ბავშვი ავადაა, სიცხე სურდო ხველება და მთელი ღამე შეუძლია არ დაიძინოს, ირბინოს და ითამაშოს. წუხელ დილის 5 მდე თვალი ვერ მოვახუჭინეთ. არადა კარგად როცაა 10:30 იძინებს და დილით 10-მდე ძინავსsmile.gif

ვირუსების დროს გიჟადაა რასაც ქვია. ოღინდ მივარდნილ-მისუსტებული კი არა, პირიქით.

Posted by: Tua 8 Jan 2024, 16:31
adeline
არ აქვს არცერთს ქარსითი ტყუილად ეძებ . შენი ქარსითით თუ გამოიძახებ ჩვეულებრივს არავინ იყრნებს ქიდს ფუნქციას და შესაბამისად ტაქსისტებსაც არაწყობთ ადგილს იკავებს ტყუილად .

Posted by: NatiaGull 8 Jan 2024, 17:11
fermina
ახლაც ხო შეიძლება აცრა გრიპზე?

Posted by: ninucanodo 8 Jan 2024, 17:59
Greta23
მეც თინიმ გამიკეთა 1 ში და ლიდერმედიშიც 20 ნოემბერს თინიმ გამიკეთა

Posted by: fermina 8 Jan 2024, 18:30
NatiaGull
ალბათ, მაგრამ ორჯერ მოიხადა ვირუსი უკვე და რა ვიცი რაღა აზრი აქვს…

Posted by: Greta23 8 Jan 2024, 18:50
ninucanodo

მართლა? 20 ნოემბერს, ანუ 2023ში? საკეისრო გქონდა?

Posted by: ninucanodo 8 Jan 2024, 19:18
Greta23
კი 2023 ლიდერ მედიში მომეწონა ნორმალური სიტუაცია იყო 1 სამშობიაროში 2020 გამიკეთა თინიმ და ძალიან უკმაყოფილო წამოვედი სამშობიაროს პონტში თორე თინი სუპერ

Posted by: Greta23 8 Jan 2024, 20:17
ninucanodo

თინის რომ არ დავებარებინე მანდ, ალბათ ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი ჩემით მივსულიყავი, იმედნად არაფერი არ გამიგია მაგ კლინიკაზე.

იმედია გამოსწორდნენ. გაგიზიარებთ მერე: ))

შენ რითი იყავი უკმაყოფილო? იქნებ შევემზადო მორალურად? biggrin.gif

Posted by: ninucanodo 8 Jan 2024, 20:22
Greta23
ბავშთა ოთახით ყურადღებით პალატების სიტუაციით

Posted by: სერაფიტი 8 Jan 2024, 20:50
fermina

ძილს რაც ეხება (არ ვიცი ვირუსის ამბავში რატოა მასე) - აქვს რამე ძილისწინა რუტინა/რიტუალი?
ჩემი შვილის შემთხვევაში ღამის ძილი/ჩაძინება იმითაა განსაზღვრული, დღე რამდენი სძინავს და ძილის წინა რუტინა როგორი ჰქონდა.
ერთსა და იმავე დროს ჭამს ბოლო ჭამას, 8-ს რო 10 აკლია. 9-ის 10 წუთზე შედის საბანაოდ. ბანაობის მერე ოთახში ჩართულია დაბალი განათება და თეთრო ხმაური,.ვაცმევ ნელნელა, ვუმღერი/ვუყვები ზღაპარს და 9-ის ნახევარზე მოთენთილო წვება ლოგინში. სოსკით და რწევით იძინებს ჯერ კიდევ. ასე 5-10 წუთში. თუ ძალიან აჟიტირებული იყო 8 საათამდე აქტიური თამაშით, ხან 15-20 წთ-ც სჭირდება. ამიტო სადღაც 8-ის ნახევრიდან ვცდილობ გადავიყვანო პასიურ აქტივობაზე, დივანზე ვსხდებით, წიგნებს ვათვალიერებთ, ვკითხულობთ, ვლაპარაკობთ. ამ რიტუალებს მიჩვეულია და ჯერჯერობით არ აპროტესტებს. დღეს გახდა 1.2 წლის.
არ ვიცი როგორ იქნება ცოტა მერე. მით უმეტეს ვატყობ, შეიძლება დღის ძილი ორჯერ აღარ დასჭირდეს მალე.

აბა სცადეთ მიას შემთხვევაშიც რამე რუტინა. ზუსტად ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს. შეთანხმდით, სადაც არ უნდა იყოს, ასე მოხდეს. სადღაც 1 კვირაში წესით ექნება შედეგი.

Posted by: shoAbb 8 Jan 2024, 22:07
მე მგონია არასდროს მეღირსება ღამე მშვიდი ძილი, ან 2 საათი გადაბმული
ძილი თუნდაც sad.gif

Posted by: lesila90 8 Jan 2024, 22:35
გოგოებო ჩიტაი ნეფროლოგია თუ უროლოგი. ჩამოდის ეხლა გავარკვიე და უწერია ნეფროლოგი ჩემს შემთხვევაში უროლოგი მჭირდება მგონი( წყალმანკი აქვს ბავშვს იგივე ჰიდროცელე)

Posted by: Anabeli111 8 Jan 2024, 23:02
fermina
შეიძლება ეგ არ აძინებს.. თაიაც მასე იყო, ენერგიულად. ოღონდ ეს დილით 4ზე ან 5ზე იღვიძებდა :დ.. თამაშისას გადააქვს ყურადღება და მაგიტომ უფრო ეკომფორტულება, ალბათ. ძილისას დისკომფორტი აქვს.


Posted by: tako/barbi 8 Jan 2024, 23:06
shoAbb
რატოო?არ სძინავს ღამე?



გოგოებო ვისაც აგუ ბეიბის საჭმლის მოსამზადებეკი ქვაბი გაქვთ,მომწერეთ რა ❤️

Posted by: fermina 8 Jan 2024, 23:18
Anabeli111
QUOTE
fermina
შეიძლება ეგ არ აძინებს.. თაიაც მასე იყო, ენერგიულად. ოღონდ ეს დილით 4ზე ან 5ზე იღვიძებდა :დ.. თამაშისას გადააქვს ყურადღება და მაგიტომ უფრო ეკომფორტულება, ალბათ. ძილისას დისკომფორტი აქვს.


ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით. სხვა ახსნა ვერ ვუპოვე ამ მდგომარეობას smile.gifსერაფიტი
QUOTE
fermina

ძილს რაც ეხება (არ ვიცი ვირუსის ამბავში რატოა მასე) - აქვს რამე ძილისწინა რუტინა/რიტუალი?
ჩემი შვილის შემთხვევაში ღამის ძილი/ჩაძინება იმითაა განსაზღვრული, დღე რამდენი სძინავს და ძილის წინა რუტინა როგორი ჰქონდა.
ერთსა და იმავე დროს ჭამს ბოლო ჭამას, 8-ს რო 10 აკლია. 9-ის 10 წუთზე შედის საბანაოდ. ბანაობის მერე ოთახში ჩართულია დაბალი განათება და თეთრო ხმაური,.ვაცმევ ნელნელა, ვუმღერი/ვუყვები ზღაპარს და 9-ის ნახევარზე მოთენთილო წვება ლოგინში. სოსკით და რწევით იძინებს ჯერ კიდევ. ასე 5-10 წუთში. თუ ძალიან აჟიტირებული იყო 8 საათამდე აქტიური თამაშით, ხან 15-20 წთ-ც სჭირდება. ამიტო სადღაც 8-ის ნახევრიდან ვცდილობ გადავიყვანო პასიურ აქტივობაზე, დივანზე ვსხდებით, წიგნებს ვათვალიერებთ, ვკითხულობთ, ვლაპარაკობთ. ამ რიტუალებს მიჩვეულია და ჯერჯერობით არ აპროტესტებს. დღეს გახდა 1.2 წლის.
არ ვიცი როგორ იქნება ცოტა მერე. მით უმეტეს ვატყობ, შეიძლება დღის ძილი ორჯერ აღარ დასჭირდეს მალე.

აბა სცადეთ მიას შემთხვევაშიც რამე რუტინა. ზუსტად ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს. შეთანხმდით, სადაც არ უნდა იყოს, ასე მოხდეს. სადღაც 1 კვირაში წესით ექნება შედეგი.


მია ერთ ძილზეა გადასული კარგა ხანია უკვე. მაგრამ ზოგადად არ ვუჩივი ამის ძილის რეჟიმს. რუტინაც გვაქვს ასე თუ ისე - ვბან, შემყავს, პიჟამოს ვაცმევ, ვაწვენ, ველაპარაკები და კი იძინებს 15-20 წუთში, არანაირი ხელში აყვანა და რწევები აღარ სჭირდება. კი, 10:30 შეიძლება გვიანია, მაგრამ სამაგიეროდ დილით 10-მდე სძინავს და ამ ეტაპზე ძალიან მეკომფორტულება, მერე ბაღის პერიოდში უკვე არ ვიცი smile.gif პრობლემა არის ის, რომ ხანდახან რჩება მეორე ბებიასთან, სადაც ბევრი ხალხი და მეორე ბავშვიცაა და დედაჩემთან, და იქ რა ხდება მე ვერ ვაკონტროლებ, დედაჩემს ასე თუ ისე კი, და მამამისი მაგ. ვიცი რომ ხელში აძინებს smile.gif ჩემთანაც როცა აქაც. ასე უფრო უმარტივდება. კი ვუთხარი ერთი-ორჯერ, მაგრამ... ამიტომ შემოთავაზებებს, რომ ის დააძინებს, უარით ვისტუმრებ ხოლმე და ისევ ჩემთან გამყავს smile.gif შუადღეზე ძალიან ადვილად იძინებს, ძიძა ან დედამისი აძინებენ და უპრობლემოდ. მთლიანობაში რა მეთქმის, წლინახევრის ბავშვისთვის მართლა ღამე არ გაგვითევია, ისეთი ზნისაა, გარდა ავადმყოფობის პერიოდისა, ისიც თუ რამე სტკივა. ძალიან ცელქია, მაგრამ ჭამა და ძილი ნორმაში აქვს.

Posted by: საბისაბი85 8 Jan 2024, 23:43
shoAbb
ოცნებად მექცა ღამე ძილი smile.gif

lesila90
ნეფროლოგია ჩიტაია ლეს.

Posted by: takoo1 9 Jan 2024, 01:04
happy-go-lucky
სიცხე ვაფშე არ ქონია, 37,5 ქონდა ორი დღე თავიდან,იქ აღარ ქონია.
არ დასჭირდა ანტიბიოტიკი.ანალიზები კარგი იყო ყველაფერი.თრომბოციტი იყო მარტო მაღალი და არ გამოგვწერეს,მე კიდე დარჩენა არ მინდოდა,ვიფიქრე მარტო თრომბოციტი რა პრობლემაა თქო.კიდე კაი ღამე იქ ვიყავი და არ წამოვედი.
გამოგვწერეს გუშინ სახლში ვართ.
აი ცოტა რო მოვდუნდი ეხლა ვგრძნობ როგორი გადაღლილი ვარ და სახე გამძვრალი

tako/barbi
თაკო როგორაა პატარა?
* * *
ნეტა ეს გრიპის ვაქცინა მაინცთუ იცავს?
ტყუილად ხო არ ავცერი
ვირუსებზე არმოქმრდებს მგონი და იმედია ღორის გრიპზე მაინც ჭრის.

Posted by: Greta23 9 Jan 2024, 01:13
ninucanodo

კი, გამაფრთხილა მეც სახარებიელო სიტუაცია არ აქვთო, მაგრამ იმედის კლინიკას კიდევ ეგ ჯობსო. ნუ, მე არც იმედის სიტუაცია ვიცი ოღონდsmile.gif



Posted by: tako/barbi 9 Jan 2024, 10:28
takoo1არაუშავს ,თქვენ როგორ ხართ?აი ზუსტად მასე ვარ,იმ წამს როცა ამათ ვჭირდები მთებს გადავდგავ და მერე ვეცემი რომ გაივლის ყველაფერი,უფროსი ბიჭის ოპერაციებზე გავაცნობიერე ეგ,თქვენ ჯვარი გწერიათ,ვირუსი არაფერია❤️ახველებს პატარას,უფროსები გამოძვრნენ smile.gif კუჭი ქონდა აშლილი და ენტეროჯერმინას ვაძლევ,ვიფიქრე არ დავაწვენ თუ რამე გადაუსხავ და წამოვალ თქო,გუშინ ელექტროლიტიც დავუწყე…
ზოგადად დიდად არ ვარ მოყვარული ამ სახლური მედიცინი ხოდა მეზობელი გადამეკიდა თხიდ ქონი წაუვი ცოტაო,მოვიძიე დიდი სამბით და წუხელ წავუსვი და არ ვიცი მეჩვენება თუ მინდა რომ
მასე იყოს ისე აღარ ახველებს…

Posted by: fermina 9 Jan 2024, 10:56
tako/barbi
მეც არ ვენდობი ამ ხალხურ მედიცინას დიდად, თხის ქონი ამას წინათ მოვისროლე ნაგავში, არადა იყოს, რას აშავებს. ამ ხველას რამე თუ შველის მზად ვარ ნებისმიერი მეთოდი გამოვიყენო

Posted by: LooLaa 9 Jan 2024, 11:20
პირველი ვირუსიც გადავდე ბავშვს. sad.gif
მაგრამ ის მკვლელი ვირუსი არ იყო აშკარად. თუმცა მე ჯერ ვერ გამოვკეთდი, ორუსლობა- მშობიარობამ შეიწირა ჩემი იმუნიტეტი აშკარად smile.gif))

საბისაბი85
Panda-008

პედიატრთან ვიყავით, თავის ფუფხებზე დაუნიშნა Acm- ის შამპუნი NOVOPHANE K. ბანაობამდე ჯერ საბავშვო ზეთი წაუსვი და 15წუთი გაუჩერეო, ბანაობის დროს ამ შამპუნს რომ წაუსვამ რბილი ჯაგრისით ძალიან მსუბუქად დაუმასაჟეო. კვირაში ორჯერ.
გუშინ ვიყიდე შამპუნი და ზეთი დამავიწყდა, ვცდი დღეს და ვნახავ როგორ იქნება.
2 დღეა საწოლში იკლაკნენა თავს იქნევს, ასე შვრებიან როცა ეფხანებათ? sad.gif
ვეღარ გავიგე ვირუსის გამოა გაღიზიანებული თუ ფუფხები აწუხებს. არც გაწითლებული აქვს და ძაან ზომიერად აქვს, ვიზუალურად არაფერი ეტყობა განსაკუთრებული.

Iceicebaby

მადლობა. ვიყიდი მაგასაც თუ არ უშველა შამპუნმა.

* * *
shoAbb

მადლობა. ზეთის წასმა მითხრა მეც პედიატრმა.

Posted by: narkozeli 9 Jan 2024, 11:49
LooLaa
QUOTE
ორუსლობა- მშობიარობამ შეიწირა ჩემი იმუნიტეტი აშკარად ))


ჰაი )) ჩემს იმუნიტეტზე ლეგენდები დადიოდა და დალია ჩაილური givi.gif

მთელი 9 თვის მანძილზე ერთადერთხელ 11 კვირაზე მქონდა ლარინგიტი რომ დამემართა და დანარჩენი ვირუსი არ გამკარებია არადა სულ გარეთ ვიყავი ხალხმრავლობაში.
ზოგადადაც მაგარი იმუნიტეტი მქონდა ორსულობამდეც.
აი ახლა ლაქტაციის დროს 0-ზეა ჩემი იმუნიტეტი, ყველაფერს ვიკიდებ და ვისრუტავ. უფროსს შვილსაც ვერ დავაბრალებ ამ ბავშვს ბაღიდან არც შარშან და არც წელს არაფერი მოუტანია (ერთადერთხელ ჩუტყვავილა მოიტანა მხოლოდ, მთელმა ჯგუფმა მოიხადა) მეტი არანაირი არაფერი, სურდოც კი არააქვს და მე საიდან ვიკიდებ არ ვიცი sad.gif სახლში რომ ვზივარ იმ დღეებშიც ხან მასრუტუნებს, ხან ყელი მტკივა, ქრონიკულში გადამივიდა ასე მგონია
ხოდა მე მგონია ორსულობა + ლაქტაცია შვება ამას. საბედნიეროდ ბავშვებისთვის ჯერ არაფერი გადამიდია მარა მე კი დავიტანჯე რა.
ერთი იზი მომი მომწონდა და ახლა მგონია იმუნიტეტზე მაგასაც აღარ აქვს გავლენა და ახალ შეფუთვას რომ მოვრჩები აღარ გავაგრძელებ. ძაან ნერვები მეშლება.
ლაქტაციაც ასეთ შეგრძნებას მიქმნის რომ გამომფიტა რა.
15დან ტრენერი მყავს აყვანილი სპორტდარბაზში ფიტნესსზე და + ცურვა- იმედია ესენი მიშველის და დავბრუნდები ისევ ძველი მე.


QUOTE
ვეღარ გავიგე ვირუსის გამოა გაღიზიანებული თუ ფუფხები აწუხებს.


ვირუსის გამო იქნება :*


* * *
takoo1

რაო ირაკლიმ? დღეს ხომ მიგყავდა?

ზეგ მყავს მე ნოა ჩაწერილი


* * *
QUOTE
ნეტა ეს გრიპის ვაქცინა მაინცთუ იცავს?
ტყუილად ხო არ ავცერი
ვირუსებზე არმოქმრდებს მგონი და იმედია ღორის გრიპზე მაინც ჭრის.


კი გრიპის ვირუსს შველის აბა რა. ღორის გრიპს, ინფლუენზას- ამეებს მარტივად გადაიტანენ.
ჰაერს ხო უცვლი ხოლმე ბავშვებს? ეგეც ეფექტურია ჩემი გამოცდილებით. ოღონდ მე ბაკურიანი არ მიყვარს, არახალხმრავალი და არაპოპულარული კურორტები მირჩევნია ჩემებისთვის.

ზამთარში 2-3 კვირას ვახერხებ, ზაფხულში 1-2 თვეს. მგონია ამასაც დიდი გავლენა აქვს მერე მთელი წელი იმუნიტეტზე.

Posted by: shoAbb 9 Jan 2024, 13:31
tako/barbi
საბისაბი85
არა , მთელი ღამე წუხს , იჭიმება ისევ :/ მერე წუწუნებს , ავიყვან ხელში ოდნავ გავარწევ და ითიშება ისევ ;დ ასე გრძელდება მთელი ღამე ყოველ 40 წუთშუ ერთხელ :/ დღის ძილზე არ აკეთებს ასე sad.gif(((
lesila90
ჭანტურაისთან მიიყვანე , ეგეც ჩამოდის ტატიშვილში .
tako/barbi
ტრენდიოლზე მხვდება KIwIს , ნეტა როგორია?

* * *
https://ty.gl/kf9lr7pohs აი ესაა

Posted by: narkozeli 9 Jan 2024, 13:42
დაქალმა მომწერა ეხლა
user posted image

გამოვშტერდი, არ ველოდი

Posted by: LooLaa 9 Jan 2024, 14:33

tako/barbi

აგუს მადუღარა ვიყიდე მე. ორთქლზე ხარშვის ფუნქცია აქვს და სტერილიზაციის. არის ბლენდერიანი ვარიანტიც, მოცულობით დიდია ის. ჩემი 1 ლიტრიანია. მე მარტო ფორმულისთვის ვიყენებ წყალს ( 3 თვის არის). ძალიან კომფორტულია. 24 სთ მზად არის წყალი 50 გრადუსზე მაქვს დაყენებული.

narkozeli

მეც 9 თვე არ მქონია ვირუსი. ახლა ორჯერ მქონდა ამ 3 თვეში. ერთხრლ გადარჩა ბავშვი, მეორედ გადაედო.
ცურვა და ვარჯიში კი დაგეხმარება წესით.

თმის ცვენაც დამეწყო მე ბოლო დღეებში. საერთოდ აქვს რეალური სარგებელი ამ ვიტამინებს? ვფიქრობ 6 თვემდე დავლევ და მერე აღარ. შენ რას აპირებ?

Posted by: narkozeli 9 Jan 2024, 14:51
LooLaa

თმის ცვენა ჯერ არ დამწყებია (4 თვიდან იწყება ძირითადად) არ ვიცი ამ პოლივიტამინებზე, ამაზე მეტად რა უნდა გამფარჩაკებოდა იმუნიტეტი არ ვიცი :/
ვაჩეს დროს ძაან კაი იმუნიტეტი მქონდა, ამიტომ ლაქტაციას ვაბრალებ ახლა თორე მაშინ გაგანია კორონას დროს მოვიარე ქვეყანა და არანაირი არაფერი.

Posted by: shoAbb 9 Jan 2024, 16:05
narkozeli
მეც მითხრა რძის ნაწარმზე ირაკლის ასისტენტმა 1 წლამდე არაო :დდ
* * *
narkozeli
ანუ წლამდე მარტოს აფთიაქის რძის ნაწარმები?

Posted by: tako/barbi 9 Jan 2024, 17:06
narkozeli
გვანცა ხო არ გიყიდია ეს აგუ ბეიბის საჭმლის მოსამზადებელი?
LooLaa
ბლენდერიან ვარიანტს ვფიქრობ მე,გარანტია რამდენი ხანი აქვს?კარფურის ბარათი მაქვს და ვფიქრობ ყიდვას,არ ვიცი თან ვამბობ რამდენი ხანი უნდა ჭამოს,ზედმეტი ნივთი ხო არაა თქო facepalm.gif დღეს მივედი და უკან წამოვედი,ვფიქრობ კიდე :დ

Posted by: სერაფიტი 9 Jan 2024, 17:19
აფთიაქის რძის წარმი მგონი სულაც არაა რძის ნაწარმიsmile.gif)
წლამდე რძე არა, მარა ყველს და ხაჭოს რას ერჩის ნეტა? ნუ მაწონიც წლიდან უკეთესია,კი.
ლაბნე ყველსაც და სანებოს სულგუნსაც ვაძლევდი 9 თვიდან. ხაჭოსაც 10 თვიდან (კვირაში ერთხელ).
ზოგადად, უყვარს ჩემსას რძის ნაწარმი და რაც ფორმულას მხოლოდ საღამოსღა სვამს, დღისით მაქსიმალყრად ვცდილობ, ჭამოს ყველი, მაწონი (ხილით), ხაჭო, ფაფა რძით. აფთიაქის რძის ნაწარმიდან მხოლოდ ჰუმანას იოგურტებს ვყიდულობდი(ახლაც ვიყენებ ზოგჯერ), მეტი არაფერი მიყიდია.

Posted by: fermina 9 Jan 2024, 17:30
ამ იმუნიტეტზე და ჰაერია გამოცვლაზე გამახსენდა, აქ წავიკითხე მგონი ცემის “განთიადზე” და ნორმ პირობებია წლინახევრის ბავშვისთვის?

Posted by: საბისაბი85 9 Jan 2024, 19:11
takoo1
tako/barbi
გოგოებო ყველაფერი ცუდი უკან მოგეტოვებინოთ.❤️❤️❤️


LooLaa
მაგ შამპუნმა სულ გაუღიზიანა მთელ თავზე მოედო.

მუსტელას ფუფხების მალამოს ძან კაი შედეგი აქვს
თავს აქანებს მთელი ღამე ესეც.ექავება აშკარად sad.gif


Posted by: narkozeli 9 Jan 2024, 19:56
2 თვის და 10 დღის ბავშვი სოსკას იღებს და პირისკენ მიაქვს ხალხო))

არ მეჩვენება, ნაღდად ინდიგო ბავშვები მოდიან))
https://youtube.com/shorts/s-_25Q443aY?si=yfYCt42syRRj3z5Z


* * *
shoAbb

ხოო, მხოლოდ აფთიაქის რამეებიო და მაგაში მინიმალურია რძის პროდუქტი :დ

Posted by: LooLaa 9 Jan 2024, 20:29
narkozeli

ნეტა რა ჯანმრთელობა უძლებთ წლობით ვინც აგრძელებენ ხოლმე ლაქტსციას biggrin.gif

ძაან ყოჩაღი ბიჭია ნოა ❤️

საბისაბი85

ააუ რა ცუდია. sad.gif რადგან ვიყიდე წავუსვამ 1-2 ჯერ მაინც დავაკვირდები. არ უნდა ჰქონდეს დისკომფორტიო გოგოებმა დაწერეს და მეც ვეღარ გავიგე.
* * *
tako/barbi

გარანტია არ ვიცი. ახლა ძალიან მომწონს, წყლის ტემპერატურის დაყენებაზე ვწვალობდი მე. ორთქლის ფუნქციასაც კარგად გამოვიყენებ 6 თვიდან იმედია. საიტზე უწერიათ იოგურტააც აკეთებსო და არ მინახავს ინსტრუქცია იოგურტს როგორ გააკეთებს ეს ჩაიდანი, ვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: lesila90 9 Jan 2024, 21:25
LooLaa
თავის ქნევა ქეციანივით არ მკითხო იციან ეფხანებათ ეტყობა. ჩემიც ეგრე შვებოდა

Posted by: tako/barbi 9 Jan 2024, 21:38
LooLaa
ხო ამხელა ფასი რომ აქვს,ნეტა გარანტია რამდენი ხანი აქვს თქო,მაინტერესებს,მივწერე საიტს.მიხარია რომ მოგწონს,ხვალ თუ არ დამეზარა წავალ წამოვიღებ :დ 6 თვიდან მყარ კვებაში ძალიან დამეხამრება ასე მგონია.

Posted by: narkozeli 9 Jan 2024, 22:10
tako/barbi

აუ არაა არ მიყიდია ჯერ, ფასდკლებას ველი. იყიდე?

LooLaa

ვაიმე არ ვიცი, მე რომ ვერ და არ შევძლებდი ვიცი :დ ერთი სული მაქვს ჩემი სხეული მხოლოდ მე
დამიბრუნდეს))

მადლობა❤️

Posted by: tako/barbi 9 Jan 2024, 22:45
narkozeli
ხვლ გავალ და ვიყიდი ასე ვფიქრობ,50%აკლდება კარფურის ბარათი მაქვს და მაგაზე მეტია ხოლმე?

Posted by: adeline 9 Jan 2024, 23:11
tako/barbi
კარფურის ბეჭდებით ხომაა ფასდაკლება? მხოლოდ ბარათის გატარებით არ აკლდება როგორც ვიცი

Posted by: საბისაბი85 9 Jan 2024, 23:29
narkozeli
ყოჩაღ ნოას,რა მაგარი ბიჭია❤️❤️❤️

LooLaa
დაწერე აბა როგორ მოგეწონება ეგ შამპუნი.

Posted by: adeline 9 Jan 2024, 23:32
narkozeli
რა საყვარელია პატარა გოჭუნა:* ჩავკოცნიდი მაგრად

Posted by: fermina 10 Jan 2024, 00:03
ხალხო ამ ხველის შემამსუბუქებელი არაფერი არსებობს, ძილში მაინც რომ მოასვენოს ბავშვი?
ცხვირი ხო ვერ ამოვუშრე, ეგ კაი შევეგუე მაგრამ რაც მართლა შემაწუხებელია, ესაა ხველა.
ინჰალაციაზე ვერ დავკერე ჯერ ვერანაირად smile.gif
ძილში მაინც რომ მოუხსნას ეს ხველა ან შეასუსტოს. ნერვები მეშლება რა, წყნარად მშვიდად უნდა დაძინება და არ აცდის ეს შემოტევები. პუროქსანის სიროფს კი ვაძლევ დღე, მაგრამ მაინცდამაინც არაა შედეგი ჯ ერ. ეგეც სულ ორი დღეა, რაც ვასმევ.

Posted by: happy-go-lucky 10 Jan 2024, 00:21
narkozeli
ლაქყაციია დროს სამჯერ დავლიო ანტიბიოტიკი 4 თვეში, ისეთი მიქნა))

ფუფხებმა ქავილი არ იცის გოგოებო. ნუ წესით .
ურიაჟის ფუფხის საწინააღმდეგო ლოსიონი წავისვი რამდენჯერმე, საოცრად იმუშავა. ასევს მუსტელას შამპუნი ფუფხების.

tako/barbi
როგორ არის ბაია?

fermina
ინჰალაცია ატროვენტით .
ერიუსი ან ესლოტინი სიროფი .

* * *
takoo1
თაკო ახლა როგორ აროან ბავშვები, შენ როგორ ხარ❤️

Posted by: fermina 10 Jan 2024, 00:28
happy-go-lucky
QUOTE
ერიუსი


ეს მაქვს და აღარც მახსოვდა, მადლობა love.gif

Posted by: narkozeli 10 Jan 2024, 00:38
tako/barbi

50%იანი ბეჭდებით აქვს? რა გამოდის ახლა ფასი? არა 50%ზე მეტი არ ექნება ჩემი აზრით, უბეჭდებოდ ვერ ვიყიდი? მეც ვიყიდდი მაშინ


საბისაბი85
adeline

მადლობა გოგოებო❤️❤️❤️❤️


happy-go-lucky

მაგ გზაზე ვდგავარ ვატყობ))

Posted by: Panda-008 10 Jan 2024, 01:13
შხაპის მიღების დროს თქვენც გეჩვენებათ ხოლმე ბავშვის ტირილი? :|

Posted by: basti-bubuuuu 10 Jan 2024, 01:14
საღამომშვიდობის - ვიკეთებ მესამე საკეისროს, ვარ 36 წლის, წესით მეტ შვილს არ ვგეგმავ მაგრამ მაინც
მიჭირს გადავწყვიტო მილების გადაკვეთა. ვინმეს გაგიკეთებიათ? იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება

Posted by: takoo1 10 Jan 2024, 02:32
tako/barbi
ჩვენ სახლში ვართ შობას გამოგვწერეს მე და საბა.
პატარასააქ აშლილი?მე ენტეროლსაც ვაძლევდი და ელექტროლიტსაც.
სიცხე ააქ?
narkozeli
კი ვიყავით საბურთალოზე იყო დღეს.
ჯერ ვერაფერი მითხრა არც კვლევები დაუნიშნავს ჯერჯერობით.
თუ კიდევ დაემართება ანთება მერე მოდიო და გავაკეთოთო.
* * *
happy-go-lucky
უკეთ არიან ანი,მადლობა.
პირადში მოგწერ
* * *
გოგოებო 3 თვის რამდენი იყვნენ წონით თქვენი პატარები?
7.200 ია საბა
* * *
გამოწერის დღეს ავწონე
user posted image

Posted by: fermina 10 Jan 2024, 04:04
takoo1
ძალიან საყვარელი არსებაა love.gif

Posted by: happy-go-lucky 10 Jan 2024, 04:44
takoo1
3 თვის არ მახსოვს და 6-7 თვემდე იყო 7 200 და ნორმააო.
გიპასუხე❤️ აუ რა საყვარელი ატამია

Posted by: LooLaa 10 Jan 2024, 06:14
lesila90
მალე გაუარა თავის ქნევამ?
tako/barbi

მეც კი ვიფიქრე ბლენდერიანი ვარიანტის ყიდვა, მაგრამ ჩოფერ ბლენდერები მაქვს და ზედმეტი 100 ლარი აღარ გადავიხადე მაგ ფუნქციის გამო. 167 ად ვიყიდეთ ეს. ბეჭდები არ გვქონდა ჩვენ, მეუღლემ მოიტანა არ ვიცი ზუსტად როგორ ქნეს, სავარაუდოდ გადაამოწმეს პროგრამაში და ნახეს რომ 5 ბეჭედისთვის საკმარისი თანხა ჰქონდა დახარჯული, ჩაურტყეს ბეჭდები ერთნაირად ყველა და გამოატანეს ფასდაკლებით.

narkozeli

არ ვიცი ჩემშია პრობლემა თუ რა ხდება, მგონი ხანდახან ბოთლის გავლენაა, არ აღებს პირს კარგად მაინც. სამწუხაროდ ფიზიკური კუთხით კომფორტული არ აღმოჩნდა ჩემთვის ეს პროცესი. ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია რატომ აფანატებენ დედები და გლოვობენ ხოლმე მერე ლაქტაციის დასრულებას.

საბისაბი85

კი დავაკბირდები ჯერ და დავწერ.

happy-go-lucky

ძალიან კარგი თუ არ ეფხანებათ, მაგრამ მაშინ რა საჭიროა ეს სპეციალური შამპუნ კრემ ლოსიონები? ეგ ვეღარ გავიგე. დაბანაში ხო ჩამოვა თავისით ადრე თუ გვიან smile.gif)

Panda-008

ბავშვის ტირილი მესმის კი არა, საერთოფ არ ვბანაობ სახლში თუ მარტო მე და ბავშვი ვართ smile.gif)
* * *
takoo1

6700ია 3 თვის. მიხარია რომ გამოკეთდა ღუნღულა ანგელოზი.

Posted by: Greta23 10 Jan 2024, 07:55
პალატა რეალურად მგონი ჩვეულებრივია და უბრალოდ მეორე საწოლია დამატებული, ჩვეულებრივი, პაციენტის. ლუქსი სხვანაირად წარმომედგინა მაინც

Posted by: საბისაბი85 10 Jan 2024, 08:45
Panda-008
სულ მეჩვენება smile.gif გამოვარდები ოთახში კი ძინავს მშვიდადsmile.gif
* * *
takoo1
3 თვის 7 100 იყო გაბრიელი თაკო
* * *
რა სიცოცხლე გყავს თაკო. თმები რამხელა აქვს ❤️ ჩემი გამელოტდა smile.gif

Posted by: narkozeli 10 Jan 2024, 10:34
Panda-008

კიი, მეც ჩამესმის ხოლმე )))

ვერ დაგამშვიდებ, 4 წლისაა უფროსი და იმის ხმაც ჩამესმის ხოლმე დედა დეედ-ს რომ მეძახის :დდდ


basti-bubuuuu

ასე ერთი შეხედვით მიმზიდველად ჟღერს მაგრამ როგორც ვიცი მერე ფსიქოლოგიურად მოქმედებს ლიბიდოზე.
* * *
takoo1

ვაიმე რა სიცოცხლე გყავს ❤️❤️❤️ უსაყვარლესია❤️

ნოა ჯერ არ ვიცი რამდენის იქნება 3 თვეზე, ვაჩე ასე იყო:
user posted image

LooLaa

აი უმარტივესად მიდის იმ მხრივ რომ გაჩენის წუთიდან 1 წამითაც არ მქონია რაიმე დისკომფორტი ტკივილი ან რამე მსგავსი ლაქტაციის დროს მარა მაინც არ ვარ გადარეული ამ პროცესზე. კი საყვარლობაა, ყველაზე მეტად ის მომწონს რომ
ჩემი წარმოებული, ბუნებრივით და ნატურალურით ვკვებავ- ეგ მანიჭებს სიამოვნებას თორე სხვა რამის რა გითხრა აბა. მაინც ერთი სული მაქვს უკვე რომ დავასრულო და ჩემი სხეული დავიბრუნო სრულად მე.
ეგოისტები ვართ ალბათ :|


Posted by: adeline 10 Jan 2024, 11:14
საბისაბი85
თმა გასცვივდა შენს ბაიას? ჩემს ნათლულს გვერდებზე გასცვივდა; ანალიზები აუღეს და იდეალური აქვს დე ვიტამინი და კალციჯმი. პედიატრმს რა გითხრა მაგაზე?
narkozeli
გვანცა, ეს ანკეტა სად შეიძინე? მეც მინდა smile.gif)
takoo1
აუ რა ჩასაკბეჩია ვაიმეეე <3

Posted by: narkozeli 10 Jan 2024, 12:11
adeline

ჩაჩავაში მაჩუქეს ბავშვის ზრდა განვითარების შესავსები ალბომი და ყველა ვიზიტის მერე იქ ვინიშნავდი. მერე ბიბლუსში ვიყიდე აი ესეთი:

user posted image

და აქ გადავიტნე ყველა ინფო. ნოაზეც ბიბლუსში ვიყიდე და ვავსებ პერიოდულად❤️ დავიწყება იცის და კარგი იქნება თუ იყიდი შენც :*

როდის ჩანიშნეთ საკეისრო?

Posted by: tako/barbi 10 Jan 2024, 12:50
takoo1
ქონდა აშლილი,ახვლებს მარა მგონი გამოვძერით,ენტეროჯერმინას ვაძლევდი და ნეო პეკს…კარგია რომ უკვე სახლში ხართ❤️



narkozeliბეჭდების აქციით აკლდება 50%,ვიყიდე წეღან.274 ლარი მოუწია.

Posted by: საბისაბი85 10 Jan 2024, 13:54
adeline
არც არაფერი უთქვამს პედიატრს, აქ ჯერ ვერ ვიპოვე პედიატრი რომელსაც ბოლომდე მივყვები. ცოტათი გასცვივდა ისედაც არ იყო ძალიან თმიანი,ახლა ისევ ამოივიდა.
აი დ ვიტამინზე მინდა ავუღო ანალიზი და ჯერ არ გინდაო ექიმმა,ჰოდა ჩემით უნდა ავუღო.


Posted by: Panda-008 10 Jan 2024, 14:16
LooLaa
narkozeli
საბისაბი85
მარტო რომ ვართ, მაშინ ვერ ვბანაობ. გუშინ ერთი სული მქონდა, გავვარდნილიყავი და ქმარი დამეცოფა, რას ატირებ ბავშვს, მაცალეთ შხაპის მიღება-მეთქი (2 მიზეზით ტირის ხოლმე მარტო - შია ან ფეხზე უნდა დგომა, ანუ მარტივი მოსაგვარებელია). გავედი და თამაშობდნენ მშვიდად და წყნარად :დ

takoo1
7.200 იყო ზუსტად ჩემიც 3 თვეზე. როგორც მახსოვს, დაბადების სიგრძეც იგივე ჰქონდა შენსას და წონა მსგავსი :-)
* * *
adeline
რამხელაა ბავშვი? ნორმალურია ცვენა. ძირითადად იმ ბავშვებს სცვივათ, ვისაც უფრო ღია ფერის თმა ექნება მომავალში.
ჩემი ჯერ ზევით გამელოტდა და გვერდებზე დარჩა დიდი კაცივით, მერე ეგეც გასცვივდა და ახლა იროკეზი ამოსდის შუაში biggrin.gif უკან 20-თეთრიანის ზომაზე სულ მოპრიალებული აქვს, ხახუნისგან.

Posted by: takoo1 10 Jan 2024, 14:43
fermina
happy-go-lucky
LooLaa
საბისაბი85
narkozeli
adeline
Panda-008
მადლობა გოგოებო:*
ადელ ესეთი ვიყიდე ბიბლუსში ძაან საყვარლობაა
user posted image
* * *
Panda-008
ხოო რა გითხრა პედიატრმა ბევრი ხო არაა?
დიეტაზე არ დასვან ეს ცომი))
ისე იმდენი აღარააქ მომატებული 1.600 ქონდა წინაზე.
ეხლა ერთ თვეში კილოზე მეტი არ მოუმატია.
* * *
user posted image
4 თვემდე 155-240 გრამამდე იმატებენ კვირაში.
250 გამოსდის ჩემსას კვირაში

Posted by: Panda-008 10 Jan 2024, 14:57
takoo1
არა კაცო, რა დიეტა რის დიეტა smile.gif) პედიატრი კმაყოფილი იყო.
მსუქანი არ არის, გრძელია. საბასაც არ ეტყობა წონა ფოტოში.
აწი შეანელებენ მატების ტემპს.



ნუ ახლა ასე თუა ბავშვი, მაშინ ოკ (ფოტომ ქვევით ჩაიწია ჩასწორების მერე :დ)
* * *
takoo1
ეგეთ ცხრილებს ვუყურებდი, ახალდაბადებული რომ იყო. ზოგჯერ დღეში საშუალოდ 50-70გ მატება გამოსდიოდა და პანიკაში ვვარდებოდი. ახლა მინდა, დროში დავბრუნდე და შემოვულაწუნო ჩემს თავს biggrin.gif

Posted by: takoo1 10 Jan 2024, 15:08
Panda-008
კი მაგდენი გამოსდიოდა თავიდან საბასაც,
60 დღეში.
ეხლა სადღაც 35-40 გრამამდე იმატებს დღეში
ხო ჩემიც გრძელია და მსუქანს არ გავს რო შეხედავ,პროსტა ხელში რო აწევ კაი მძიმეა უკვე მიჭირს ტარება

Posted by: Panda-008 10 Jan 2024, 15:22
takoo1
უფ, არ თქვა. თავის ფეხებზე უნდა სულ დგომა. ჯერ ხომ ვერ მივცემ უფლებას, მთელი წონით დააწვეს და დამაწყდა მკლავები smile.gif) კაი ბიცეპსები მექნება მალე.

Posted by: narkozeli 10 Jan 2024, 15:30
დიეტაზე 6 თვემდე არავინ დასვამს გოგოებო :დ 6 თვიდან რეკომენდაციებს მოგცემენ რომ ფაფა არ დაუმატოთ და ასეთები.
ისე ადრე 5 წლამდე ჭარბი წონის დიაგნოზი არც ისმეოდა, ახლა ევროპაში 2 წლამდე ჩამოვიდა ანუ 2 წლისთვის შეიძლება ვილაპარაკოთ ზედმეტ წონაზე. სიარულს რომ დაიწყებენ, მერე გატანწერწეტდებიან❤️
ისე ხელოვნური ბავშვებს აფუებსო რომ წერენ, ვინმე ხელოვნურზე გაპუტკუნებული გინახავთ? :დ მე არა

Posted by: mashusha 10 Jan 2024, 17:57
narkozeli
QUOTE
2 თვის და 10 დღის ბავშვი სოსკას იღებს და პირისკენ მიაქვს ხალხო))


ჩემი გოგო 2 თვის არ იყო თამაშობდა. სატამაშოებს ურტყამდა ხელს და აჟღარუნებდა. ანუ, ხვდებოდა, რომ ხელი უნდა დაერტყა..
2 თვის ხდებოდა რომ მოვნათლეთ და ეკლესიაში ხატებს დიდი ადამიანივით აკვირდებოდა და ხელით ეხებოდა.

მაგრამ, რომ გითხრა 10 თვიდან ლაპარაკი დაიწყო და 2 წლიდან კითხულობს თქო, არა. ჩვეულებრივ განვითარდა.

Posted by: NatiaGull 10 Jan 2024, 20:17
დედებო,
რომელი კატეგორიის პალატა უნდა აიღო რომ დამრჩენის დატოვება შეიძლებოდეს ან უფროსი ბავშვის? ლუქსი?

Posted by: adeline 10 Jan 2024, 20:36
narkozeli
აჰა, ვიყიდი მაგას :*
15-ში შევხვდები ჩემს ბარტყს. ჯერ კი არ ვარ ჩალაგებული biggrin.gif ძალიან ეიფორიაში ვარ..
* * *
takoo1
ეგეც კარგი ჩანს; მაგასაც ვნახავ :*
* * *
საბისაბი85
Panda-008
ანალიზები ააღებინა ირაკლიმ და ნორმაში აქვს ყველაფერი. დე ვიტამინიც ააღებინა.

Posted by: narkozeli 10 Jan 2024, 22:29
NatiaGull
ყველგან არ ტოვებენ ნათი მე როგორც ვიცი, ღუდუშაურში არ ტოვებენ ახლა.
მე ჩაჩავაში 24/7 შეუზღუდავად შემეძლო მნახველები და დატოვება, მათ შორის ბავშვებისაც ( ეს ძაამ კომფორტი იყო ჩემთვის ვაჩეს გამო)

adeline

ვაიმეე 1 კვირაც არ დარჩა რა მაგარიააა❤️❤️❤️შენს ბიჭს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ❤️

mashusha

ხოო, მერე რა იქნება არ ვიცი მაგრამ ახლა ძაან მახარებს ხოლმე❤️

ესე პირში ჩატენვა ყველაფრის რა ეტაპამდე გრძელდება აღარ მახსოვს, თუ სადმე რამე მოიხელთა პლედიან ნივთებიანად პირში მიაქანებს ხოლმე
აჰა 1 საათის წინ გადავუღე
https://youtube.com/shorts/rDu4-wxe4wk?si=C7eUDYiA2F_ZU6-s

Posted by: NatiaGull 10 Jan 2024, 23:00
narkozeli
აუ ღუდუშაურში რატო არა sad.gif. ვიცი რო ვერ გაძლებს ბავშვი უჩემოდ 4დღე და ვიფიქრე მომიყვანენ ხოლმე დილიდან საღამომდე თქო
* * *
QUOTE (narkozeli @ 10 Jan 2024, 22:29 )

ესე პირში ჩატენვა ყველაფრის რა ეტაპამდე გრძელდება აღარ მახსოვს, თუ სადმე რამე მოიხელთა პლედიან ნივთებიანად პირში მიაქანებს ხოლმე
აჰა 1 საათის წინ გადავუღე
https://youtube.com/shorts/rDu4-wxe4wk?si=C7eUDYiA2F_ZU6-s

2 წლამდე გრძელდება ორალური განვითარების ეტაპი gigi.gif

Posted by: anibani18 11 Jan 2024, 06:50
NatiaGull
როდის ელოდები, ნათ?

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ღირს ადრე გადააჩვიო პატარა პამლერსს, ყველაფერს პირში რომ იტენიან, ამას ვგულისხმობ.
* * *
takoo1
ძალიან საყვარელი გყავს, თაკო <3
როგორ არიან ახლა პატარები?

Posted by: ninucanodo 11 Jan 2024, 09:47
basti-bubuuuu
მე გადავიკეტე მილები მანადე ჩემ დას ქონდ აგადაკეთილი რამე განსაკუთრებული უკუჩვენება არაფერი დანარჩენი რა გითხრა

Posted by: anibani18 11 Jan 2024, 10:14
ninucanodo
როჰორ არიან გოგონები? <3

* * *
basti-bubuuuu
მე ორი შვილი გავაჩინე საკეისროთი. ექიმმა მირჩია, გადაიკეტე მილებიო, მეტი ბავშვის გაჩენას არ გირჩევო, მაგრამ არ გავიკეთე. კი ვარ თითქმის ორმოცის, მაგრამ მაინც წინაა მთელი ცხოვრება და არც ხელოვნური ჩარევები მინდოდა.

Posted by: ninucanodo 11 Jan 2024, 11:52
anibani18
სწავლობენ ერთმანეთან ცხოვრებას უფროსი მაინც ეწვიანობს ნუ ისე აღარ მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ეჯიბრება
შენი გოგოგონებო როგორ არიან

Posted by: Greta23 11 Jan 2024, 12:01
მეგობრებო, 9ში მომიწია დაუგეგმავი საკეისრო. 20ის ნაცვლად, 9ში დაიბადა ჩემი პატარა ❤️ 37 კვირის და 3 დღის ❤️ 3კგ და 50 გრამი ❤️

ლიდერმედის ნაცვლად, 1 სამშობიაროში ვართ. თავად საკეისროთი კმაყოფილი ვარ ძალიან. თინისთან რატომაც მივედი თავიდანვე, იმედი არ გამიცრუვდა ნამდვილად. თავად საკეისრო დაახლოებით 30 წუთში დამთავრდა, დაახლოებით 12:30ისთვის, დღის პირველ ნახევარში. შემდეგ ნარკოზის გავლას ველოდეთ და გადმოვედით პალატაში. იმავე სააღამოს ამაყენეს, თუმცა მხოლოდ ორიოდე ნაბიჯი გადავდგი, საწოლის გვერდით მდგარ სკამზე დავჯექი ცოტა ხნით და მერე ისევ საწოლში. მეტის არც თავი მქონდა, არც სურვილი. დაახლოებით ღამის 2ისკენ გამაყუჩებელი ვითხოვე, რომ მალე ჩამძინებოდა, თუმცა ისე არ მტკიოდა რომ ვერ მომეთმინა. უფრო ყრუ ტკივილი იყო საშვილოსნოდან და წიწკვნის შეგრძნება ჭრილობაზე. სამაგიეროდ გამთენიისას ავდექი უკვე, ფაქტიურად დამოუკიდებლად. გავიარ-გამოვიარე, ჩამოვჯექი, ავდექი და ა.შ.. ჯერ-ჯერობით არამიშავს, უფრო რთულად წარმომედგინა. იმედია გაუარესება აწი არ იქნება და რახან ავდექი, ავდექი smile.gif

1 სამშობიაროს რაც შეეხება: ლუქს პალატა მაქვს აღებული და მეუღლეც აქ არის. პალატა რეალურად ჩვეულებრივია და უბრალოდ მეორე საწოლია დამატებული, ჩვეულებრივი, პაციენტის. ლუქსი სხვანაირად წარმომედგინა მაინც.

პერსონალი: უნდა გაგიმართლოს აქაც. არიან ისეთებიც თავი ყანაში რომ გეგონება და არის ძალიან კარგი პერსონალიც (ყურადღებიანი, მეგობრული და ა.შ.).

კვება: არ მესმის ახალ ნაოპერაციებს ასეთი კვება როგორ და რატომ უნდა შესთავაზო საერთოდ. პირველი რაც მომიტანეს მაგალითად იყო შაქრიანი შავი ჩაი და გაურკვეველი წარმომავლობისა და გემოს ღვეზელი. აი ღვეზელი კი არა, "პერაშკი". იყო ასევე შაქრიანი მაკარონის ქაში და ა.შ.. ნუტრიციოლოგი არ ვარ, მაგრამ იმდენი მაინც ვიცი რომ არათუ ნაოპერაციები, არამედ ჯანმრთელი ადამიანი არ უნდა იკვებებოდეს ასე. პირველად ვარ საავადმყოფოში პაციენტის ამპლუაში და არ ვიცი ეს კვება რამდენად ნორმაა, მაგრამ აშკარად შესაცვლელია.

ჰიგიენა: ნუ, არაუშავს.. სუფთა თეთრეულის დეფიციტი აქვთ. მესამე დღეა აქ ვართ და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთმა ექიმმა დაიბანა ხელი სანამ ბავშვს შეხებოდა. თან იდეშიი, კარანტინია საავადმყოფოში გავრცელებული ვირუსების გამო.

საერთო ჯამში, ვფიქრობ ამ თანხაში უკეთესი ვარიანტის მოძიებაც შეძლებოდა, უბრალოდ ჩემი ექიმის გამო ვარ აქ.

თუ სხვადასხვა დეტალები დააინტერესებს, გამიზიარებთ სიამოვნებით ❤️

Posted by: LooLaa 11 Jan 2024, 13:18
ზურგით ხოხვა რა ფენომენია ხო არ იცით biggrin.gif წინ ფეხს აჭერს, უკან თავს და ასე ცოცდება საწოლის ბოლომდე ხეს ადებს თავს, სიგანეზეც დამხვდა გაწოლილი. 3 დღეა წვალობს გადაბრუნებაზე ძაან და ვერ ძრავს ტანს ჯერ.

Panda-008

რა ბედნიერი ხარ.

მე მითი მგონია რომ არსებობენ ბავშვები, რომლებიც მარტო შიმშილის დროს ტირიან biggrin.gif


Greta23

გილოცავ, ბედნიერები იყავით ორივე ერთად ❤️

Posted by: narkozeli 11 Jan 2024, 13:21
LooLaa

ორჯერ დავამტკიცე ორი ბავშვით რომ მითი არ არის :დ
ჩემს ბავშვებს დაბადებიფანვე ძინავთ მთელი ღამე
მარტო ჭამისთვის იღვიძებენ ხოლმე და ტირილითაც ჭამისთვის თუ იტირეს დიდი ამბავია ეგეც :დ

რა ვქნა უმარტივეს ბავშვებს ვაჩენ ჩვილობაში და აი მერე აფრენენ და მაგიჟებენ თოდლერობაში :დ

Posted by: Panda-008 11 Jan 2024, 14:46
LooLaa
ჰო კაი, მედვეჟონკის ჩაცმისას შეწუხდა და იტირა ამასწინათ, ფოტო-მტკიცებულება დავდე და ვერ უარვყოფ lol.gif მაგრამ ისე მართლა შიმშილის დროს ტირის მარტო.
ლეგენდის თანახმად, მე პირველად სერიოზულად 5 თვისამ ვიტირე, როცა ყური ამტკივდა biggrin.gif ალბათ დამემსგავსა.

Greta23
გილოცავ ^_^

Posted by: narkozeli 11 Jan 2024, 14:56
ვიყავით ირაკლისთან, რა საყვარლობა წიგნაკი გამოგვატანა
user posted image

კაი ბევრი ინფოა შიგნით
user posted image

adeline

ზომა წონების შესავსები აქაცაა და ბევრი საინტერესო რამეც
user posted image

* * *
მოკლედ კარგი ბიჭიაო, 60სმ-ია უკვე, მიფრინავს სიგრძეში ზედა ზღვარზეა :დდ

წონით ნორმაშია შუაშია უფრო ქვედა ზღვარისკენ. 5 კილოა რა ისევ, ირაკლიმ ძალიან კარგიაო მარა მე მეტი მინდათქო და გაეცინა, შენ რა გინდა არ ვიცი და ბავშვს რაც უნდა ის იდეალურიაო :დდ
ვკითხე ნელნელა ფორმულის დამატებას ვგეგმავ და რას მირჩევთქო და კი ბატონოო, არ ქონია ცუდი რეაქცია :დ 4 თვიდან რკინას დავუნიშნავ თუ ისევ ძუძუზე გეყოლებაო (შერეულზეც დავნიშნავო) 4 თვეზე დაგვიბარა. მყარ კვებაზე რომ ვკითხე როდის უნიშნავთქო, ბავშვის განვითარების მიხედვით ვნიშნავ 4დან 6 თვემდეო. ნოას ამ წუთას რომ შევაფასოთ ( კისრის ჭერა, დაჯდომის მცდელობა და სხვა რეფლექსებით) წესით 4 თვეზეც მზად იქნებაო, შეაქო მოკლედ biggrin.gif მარა ნუ 4ზე რომ მივალთ მერე გადავწყვიტავ რა, მე მაინც ვფიქრობ 6მდე მოვიცადო.

* * *
shoAbb

გაღადაო :დ ჩემს დაქალსაც ყავდა ირაკლისთან 2 დღის წინ და 6 თვიდან დაუნიშნა მყარი კვება და მე მითხრა ნოას დიდი ალბათობით 4დან დავუნიშნავო))
ანუ ბავშვის მზაობის შეფასებით ნიშნავს თურმე, მაგიტომ გითხრა შენც. მზაობა და რეფლექსები აქვთ ალბათ ჩვენებს. მარა რაღაცნაირაზ 6 თვემდე არ მინდა რა
ახლა ფორმულა რომ უნდა დავუმატო ნელნელა, მაგაზეც ვღელავ ხო კარგად მიიღებს ნეტა.
ევროპული ნებისმიერიო, შუალედებს ნუ უყურებო როცა მოუნდება მიეციო, ჰიპის ორგანიკ კომბიოტიკს ვაპირებ.
რკინა დაგინიშნა თქვენ? 4 თვეზე ვნიშნავ ძუძუს ბავშვებში და შერეულზეო.
ვუთხარი არ ტირის ჭამაზეთქო და თავს არ მოიშიებს ნუ გეშინიაო, როცა მოგთხოვს მაშინ მიეციო, არაა აუცილებელი 3 საათში ერთხელ მიცემაო. ახლა აგერ 4 საათია გასული ბოლო ჭამიდან და ხმას არ იღებს გადასარევ ხასიათზეა თამაშობს :დ
რა ვუყო მითხარითთ

Posted by: shoAbb 11 Jan 2024, 15:10
გოგოებო, გრიპის მირჩიეთ რამე რა sad.gif არ მშველის ეს სითხეები და ჟოლოს ჩაი :/
* * *
narkozeli
რკინას ვასმევდი მაშიმ უკვე და მერე სისხლის საერთო რომ
ავუღე შევწყვიტეთ და აღარ უთქვამს რამე .
ისე კი მითხრა ასისტენტმა მერე ფიზიკური გასინჯვის შედეგად უკვე შეგიძლია დაიწყო უკვეო
* * *
narkozeli
გილოცავ კარგ ვიზიტს ❤️ ეს წიგნაიკი მეც მომცეს ❤️

Posted by: tako/barbi 11 Jan 2024, 16:19
shoAbb
მე გაციების ჩაი დავლიე ორი სამი დღე,საშინელი ვირუსებია sad.gif

Posted by: shoAbb 11 Jan 2024, 17:03
tako/barbi
ძუძუზე როა რავქნა? sad.gif არ მშველის ეს ინსტის

Posted by: narkozeli 11 Jan 2024, 17:44
shoAbb

ტეტესეპტის ჩაი sad.gif

მადლობაა❤️❤️

Posted by: ნიაკო12 11 Jan 2024, 18:07
Greta23
გილოცავ ბედნიერი დედაშვილობა ❤️

Posted by: NatiaGull 11 Jan 2024, 19:39
Greta23
გილოცავ, კარგია რომ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ხარ ♥️

anibani18
ან, როგორ ხარ? დიუდეითი 15 აპრილს მაქვს და ალბათ ერთი კვირით ადრე ჩაინიშნება
რა მიზეზით გირჩიეს მილების დაკეტვა?
მე კი ძალიან მინდა სამი შვილი, მაგრამ წინა ორსულობასთან შედარებით ეს ბევრად მერთულება.. 24 კვირიდან მიჭირს მოძრაობა ძაან, 20 კვირიდან მტკივა სიმფიზის ძვლები, ღამით ვერ ვიძინებ სულ ვწრიალებ. ამ ლოგიკით მესამე ძაან გამიჭირდება :დ

Posted by: tako/barbi 11 Jan 2024, 23:46
shoAbb
მე ვკითხე პედიატრს,ერთდროულად ვიყავით ცუდად,სასწარაფო პედიატრმა დალიეო…
* * *
user posted imageგოგოებო,ვისაც ეს ხალიჩა გაქვთ მალე ზიანდება?ასე ოდნავ რომ გაკრავ იხევა?გადავედი ჭკუიდან ფუჭდება იმ წამს.თუ მე შემხვდა ბრაკი

Posted by: NatiaGull 12 Jan 2024, 01:28
tako/barbi
გააჩნია რა მოხვდება, ჩემმა ბავშვმა ფანქრით გაკაწრა
მაგრამ მომწონს მაინც
ტრენდიოლიდან გამოვწერე

Posted by: tako/barbi 12 Jan 2024, 09:00
NatiaGull
მე აქ ვიყიდე,ფრჩხილი წავარტყი აძვრა,ბავშვმა გარა უფროსმა და ბუბკა რომ აიხლიჩება ისეა,ნახავ შიგნით რა მასალაა,ფასიდან გამომდინრე ცოტა მეტს ველოდი,ადრე ასაწყობი დიდი ფაზლები მქონდა ის უფრო მყარი იყო…ანუ რომ გადმობრუნდება ეს და დაიწყებს თამაშს ფრჩხილითაც ამოქექავს…

Posted by: Malen 12 Jan 2024, 10:53
tako/barbi
ანუ იმ ასაწყობებს უფრო მირჩევ? მეც ვფიქრობ ნელნელა დავაგდო ასეთ ხალიჩაზე და როგორი ვიყიდო არ ვიცი იმდენნაირია

Posted by: adeline 12 Jan 2024, 12:24
narkozeli
ეგეთი გამოატანა ჩემს მეგობარსაც და შიგნით უწერს თვითონ ირაკლი ყველაფერს. 4 თვისაა ბაია და ამასაც უთხრა, შეგიძლია დაიწყო უკვე ფაფები და ეგეთებიო, უბრალოდ საჭიროება არაა, სიმაღლე და წონა მშვენიერია და ასეთ დროს ალბათ 6 თვიდან რომ დაიწყოს, ჯობს მგონი. ანალიზებიც კარგი აქვს ბასასოს.

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 12:31
adeline

ანალიზები რეები დაუნიშნა? ჩვენ არ დაგვინიშნა ანალიზი.

სასწორი ვიყიდე გოგოებო, მაინც საჭიროა რა
user posted image

* * *
user posted image
ავწონი ახლა ჩემს გოჭს :დ

Posted by: ninucanodo 12 Jan 2024, 12:45
გოგოებო დილა მშვიდობის მოკლედ ნენემ გაჭედა წუხელის სასწრაფო პედიატრი მყავდა ვიცოდი რო კოლიკა იყო მარა თავი დავიზღვიე გაუჩერებლად ტიროდა ყველაფერი გავუკეთე ,მოკლედ პედიატრმა ყურებიც წითელი აქვს სავარაუდოდ საჭმელი გადაუვიდოდაო და დაუნიშნა პოლედექსა და ამ ვადაზე რამე საზიანო ხო არ იქნება 2 თვის ხდება 1 კვირაში

Posted by: NatiaGull 12 Jan 2024, 12:49
narkozeli
მშვიდობაში და კარგ ნამატებში :დ ♥️

ninucanodo
ყურები და საჭმელი რანაირად არის კავშირში ვერ ვხვდები sad.gif
ან ეგ სპრეი რა მიზნით დანიშნა ამ ასაკის ბავშვთან? თუ გამორეცხვა არის მიზანი მაგას ჯობს ფიზიოლოგიური ჩააწვეთო

Posted by: ninucanodo 12 Jan 2024, 12:58
NatiaGull
არა ანთ3ბა რო არ წავიდესო ფაქტია სტკივა კვნესის ძილში

Posted by: anibani18 12 Jan 2024, 13:12
ninucanodo
თუ ძალიან ტიროდა, სახეზეც ხომ წითლდებიან და ყურებიც შეიძლება წითელი ჰქონდეს, ასე ამიხსნა ერთხელ მედიქლაბის პედიატრმა. ეს სულ არ ნიშნავს ყურის ანთებას. სასწრაფო პედიატრი სულ ნიშნავს ყურზე წვეთებს, რაც არ არის სწორი. ყურის ანთება ყურის წვეთებით არ ალაგდება. იგივეა კუჭი გტკიოდეს და ზემოდან, კანზე იწვეთებდე რაღაცეებს.
ახლა როგორ არის?
ჩემი გოგონები კარგად არიან <3 ხან ჩხუბობენ და ხან არა. ახლა პატარას დაეწყო ტირილების და პროტესტების ფაზა, სულ ტონუსში მამყოფებენ ჩემი პაწაწუნები <3
NatiaGull
მეორე ორსულობა მეც გამიჭირდა, ძლივს დავბობღავდი, ისე მაწვებოდა.
არ ვიცი მართალი გითხრა მიზეზი. რომ გაჩნდა, მაშინვე მითხრა, მესამეზე აღარ იფიქროო. ისედაც არ ვფიქრობდი მაშინ კიდევ ბავშვებზე და არც მიკითხავს. იქამდე მითხრა, მესამეს მერე გავცემთ მილების გადაკეტვის რეკომენდაციასო.

* * *
გოგონებს ახალი საწოლები ვუყიდეთ. ისეთი სილამაზე გამოვიდა, გამოსვლა აღარ მინდა ამ ოთახიდან <3
user posted image
user posted image
ასეთი პრინცესული საწოლებია <3 პატარა ჩამოდის დილაობით თავისით, აღებს კარს და გამოდის <3

Posted by: ნიაკო12 12 Jan 2024, 13:25
anibani18
მშვიდობაში :* რასაყვარლობაა ♡

გოგოებო ჩემი ორსულობის და საკეისროს შემდგომი მდგომარეობიდან გამომდინარე თავი როგორ უნდა დავიცვა? ექიმებმა 2 3 წელი მომდევნო ორსულობა არაო. ისედაც რომც არაფერი ეთქვათ მეშინია ძალიან გაფიქრებაც არმინდა რო იგივე შეიზლება მოხდეს უფრო პატარა ვადაზე და მერე რაღა ვქნაა sad.gif ახლა კიმაინც ბოლოში ვიყავი გასული ისედაც..
და კაი ერთი ორი წელი გავიდეს, მეც ახლა ეგრევე ჰაერზე არ ვვორსულდებოდე რა თითქოს მარა მაინც smile.gif აგერ მე8ე წელიწადს გავაჩინე ბავშვი დაოჯახებიდან.

Posted by: Liza12 12 Jan 2024, 13:34
anibani18
სილამაზე ოთახიი აქვთ პრინცესებს. ძალიან მომწონს .

Posted by: Malen 12 Jan 2024, 13:43
anibani18
რა სილამაზეა, მშვიდობაში <3

ნიაკო12
მე ჩემი გამოცდილებიდან კონტრაცეპტივს არ გავუწევდი რეკომენდაციას, საშინლად გადავიტანე შეჩვევის პერიოდი, ამირია მენტალური ჯანმრთელობაც და ფიზიკურიც. 6 თვე ვსვი და საუკეთესო გადაწყვეტილება იყო თავის დანებება smile.gif) წარმატებული ქეისი არ ვარ მოკლედ. იქნებ უკეთესი ვარიანტი გირჩიონ, მე მაინც არაჰორმონულ მეთოდებს ვარჩევ. ცოტა სექსიზმშიც რომ გადავიჭრა, არ მგონია რომ ამხელა დარტყმას უნდა ვიღებდეთ ქალები ჯანმრთელობაზე თავის დასაცავად, საკმარისს ვიღებთ ისედაც ჩვენ თავზე smile.gif))

გოგოებო, სანამ airtag ჩამომივა მოვიფიქრე რომ airpod-ები შემიძლია ჩავაგდო ეტლში და ისე გავუშვა ძიძასთან სასეირნოდ, როგორი იდეაა? smile.gif)) Find my-თი მეცოდინება ლოკაცია, უნდა გავტესტო smile.gif)

Posted by: adeline 12 Jan 2024, 13:46
ნიაკო12
წესიერ ექიმთან უნდა მიხვიდე ნიაკო და არა მასეთ დებილებთან, ვინც შენ გმართავდა. არ გეწყინოს, მაგრამ ასეა.
anibani18
მშვიდობაში შენს გოგონებს ეს საწოლები :* სად შეიძინე?
* * *
Malen
ძიძა საიდან შეარჩიე? ისე ვნერვიულობ მაგ ამბავზე ...

Posted by: ნიაკო12 12 Jan 2024, 13:53
adeline
მართალი ხარ ;(

Malen
ხოო მეც არ მინდა კიდე აბების ყლაპვა წამლები ისედაც არ მაკლია, ნეტა ეგრეთწოდებულ პრეზერვატივებს რომ მივმართოთ )

Posted by: ninucanodo 12 Jan 2024, 14:11
anibani18
საქმე იმაშია პედიატრი რო მოვიდა უკვე ეძინა ვიბერკულის სანთრლმა ჩააწყნრა და დამშვიდრბულზე ნახა
რა კაია ანა მშვიდობაში შენს გოგონებს ტყუპებივით კი გაზარდე

Posted by: Tua 12 Jan 2024, 14:12
ნიაკო12
პრეზერვატივით ვიცავ თავს წლებია და ჯერ ჩეპე არმქონია . სულ ვიწერ თურქეთიდან და მიყრია სახლში. ჰორმონების სმას ისევ ეგ მირჩევნია , ვგიჟდები თქო ვერვიტყვი მაგრამ მე რატომ უნდა დავინგრიო ორგანიზმი ჰორმონებით როცა ჩემი ქმარიც შეიძლება შეწუხდეს რაღაცით.
* * *
anibani18
ძალიან ლამაზი ოთახია ❤️ მშვიდობაში შენს გოგონებს ❤️ ეგ დამცავები რომაა მარტასის ქვევიდან იდეალურად ვიყენებ მეც , ჩემიც სულ მოძრაობს საწოლში რაც უფრო დიდია საწოლი მით უფრო ბევრს დადის აქეთ იქეთ მემგონი smile.gif)

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 14:44
anibani18

ულამაზესია ანი ❤️❤️❤️❤️ მშვიდობაში შენს პრინცესებს ❤️❤️

ნიაკო12

ბავშვის გაჩენის მერე იცოდე რომ დამშეულივითაა ორგანიზმი და ეგრევე ორსულდება biggrin.gif ამიტომ თუ არ გინდა ორსულობა არცერთხელ არ გარისკო თავდაცვის გარეშე.
მე პრეზერვატივს ვანიჭებ უპირატესობას, რა ვქნა მე პირადად მეკომფორტულება და არც ჩემს ქმარს აქვს პრობლემა, თუმცა თუ გადავწყვიტე და დიდი ალბათობით მასე ვიზამ რომ მეტს აღარ გავაჩენ, წლების თავის დაცვისთვის ალბათ სპირალს ვცდი.
მეც არ ვვორსულდები მარტივად მაგრამ თუ ბავშვი არ მინდა ქამარ ხანჯლით ვარ ხოლმე შეიარაღებული და არანაირი რისკი :დ როცა არ მინდა- არმინდა, პრინციპული ვარ givi.gif


Posted by: Malen 12 Jan 2024, 15:01
adeline
სააგენტოებიდან, მეც საშინლად ვინერვიულე თან ნაცნობი რომ არ მყავდა არავინ მაგრამ რაღაც გზები ვიპოვე გასაფილტრად ხალხის, მთავარია დრო გქონდეს. ბოლო მომენტში რომ დამეწყო ძებნა ასმაგად დავისტრესებოდი

Posted by: takoo1 12 Jan 2024, 15:12
anibani18
მშვიდობაში შენს გოგონებს ანი❤️ულამაზესია მომინდა მანდ ყოფნა უცებ,რაღაც კარგი აურა და სითბო მოდის ეტყობა რო გულით მოწყობილია❤️❤️

* * *
ninucanodo
ყურის ტკივილზე წვეთები არ ინიშნებაო მე ესე ვიცი.მგონი არც შველის დიდად.
გაციებულია?
* * *
ნიაკო12
დროებით მიმართე და მერე თუ მოგინდა მეორე ბალღი დაცხეთ)) თუარადა სპირალი ალბათ.მე მაგას ვაპირებ მარა მაქამდე ვერ მივაღწიე ჯერ ამათ ხელში

Posted by: ninucanodo 12 Jan 2024, 15:49
takoo1
არა თაკო მაგრამ უფროს ქონდა ვირუსი ვფიქრობ შეიძლება ვირუსი გადადო
გოგოებო პანადოლი რამდენი მიგიციათ ამ ვადაზე ტკივილგამაყუჩებლად

Posted by: Malen 12 Jan 2024, 16:30
takoo1
როგორ ხართ, როგორ არიან ბიჭები?

Posted by: adeline 12 Jan 2024, 16:34
narkozeli
მშვიდობაში სასწორი :* მეც ვფიქრობდი ყიდვას, მაგრამ მერე ყოველდღე დავაწვენ ზედ ვიცი და გადავიფიქრე biggrin.gif
ანალიზებზე ვკითხავ და მოგწერ :*
Malen
მერი პოპინსს დავურეკე საუკუნის წინ და არავინ შემხმიანებია sad.gif

Posted by: takoo1 12 Jan 2024, 18:20
ninucanodo
ნუროფენი მიმიცია.2,5 მლ
პანადოლიც ეგრეა თუ არ ვცდები.
Malen
გამოკეთდნენ კი მადლობა❤️
ძველით ახალ წელს ავღნიშნავთ წელს
რადგან 31დან იქ ვიყავით 8მდე smile.gif

Posted by: narkozeli 12 Jan 2024, 18:49
ninucanodo

აცრის ფურცელზე რაც გამოგვატანეს 2.5 მლ უწერია 6-8 საათიანი შუალედითო. 2 თვეზე ავცერი

Posted by: adeline 12 Jan 2024, 19:41
takoo1
თაკო, შენმა დაიკომ რა ქნა? გაუკეთა ბაიას გულზე ექოსკოპია? რა უთხრეს?

Posted by: ნიაკო12 12 Jan 2024, 19:42
Tua
აჰა მშვენიერი, მგონი მართლა ეგრე აჯობებს ჩემთანაც.


narkozeli
შეიარაღებული biggrin.gif ხო გრზელვადიანი ტავდაცვიათვის სხვა რამეები იქნება ალბათ კაი, მარა ამეტაპზე მეც მაგას მივმართავ მაშინნ მაიმც რაიცი რახდება...


takoo1
ხოო მონდომებით კი მომინდება მეორეც და მესამეც მითუმეტეს ერთი წერტილიკო გაყინული მყავს დარჩენილი და მელოდება. უბრალოდ არცც ფსიქოლოგიურად ვარ ჯერ მზად სულ იმის შიშში უნდა ვიყო რო გარკვეული ვადა გადავლახო რო შევინარჩუნო ორსულობა ჯერ რომ არ ვარ მომჯობინებული მაინც ფიზიკურად.

მადლობა გოგოებო ♡♡♡

Posted by: shoAbb 12 Jan 2024, 19:49
user posted image
გოგოებო, ესე უწითლდება ლოყა და რა ვუშველო?
ჩემმა დედამთილმა დაიჩემა დიათეზი აქვსო ;/

Posted by: ნიაკო12 12 Jan 2024, 19:49
takoo1
შწნ როგორ გყავა ბავშვები მოკეთდით ?

Posted by: ninucanodo 12 Jan 2024, 19:58
narkozeli
გვანცა შენ ამბობდი ვაჩეზე თუ სწორად მახსოვს აფთიაქში კამის წყალზე მარჯანიშვილზე რომ არის როგორ მივაგნო ხო არ იცი?

Posted by: tako/barbi 12 Jan 2024, 20:22
ninucanodo
მარჯანიშვილის მეტრსთანაა ძალიან ახლოს,იკითხე და მიგასწვლიან,სად ამზადებენ წამლებს თქო,ადრე ისიპარი იყო და იმის გვერდითაა.
* * *
shoAbb
ჩემს შუათანას უწითდებოდა მყავდა ბიძონასთან,ატოპიური დერმატიტი ქონდა,გამოყრილიც ქონდა იმას,ჩაუგდე ბიძინას ფოტო,ასაკი მიწრრე და რას აჭმევ ის მოწრე.

Posted by: shoAbb 12 Jan 2024, 20:34
tako/barbi
შეიძლება ჩემი ჭამის გამო იყოს ? დღეს წვნიანი ვჭამე ტყუილი, ბევრი ნიორი ქონდა მხოლოდ, ნეტა მაგის ბრალია?
ბიძინას სად ჩავუგდო?

Posted by: anibani18 12 Jan 2024, 22:15
ნიაკო12
Liza12
Malen
narkozeli
მადლობა, გოგონებო :*
adeline
მადლობა :*
აი, აქ ვიყიდეთ
https://www.facebook.com/cilek.ge?mibextid=LQQJ4d
იმედია, კარგად გამოიყენებენ.
ninucanodo
მადლობა :*
ჩემი უმცროსი ახლა იმხელაა, რამხელაც ჩემი უფროსი იყო, როცა დაიკო შეეძინა. მაშინ რაღაცნაირად დიდი მეგონა, ახლა რომ ვუყურებ ამ ჩემს პატარას, მიკვირს, რა მოლოდინები შეიძლება მქონოდა ასეთ პაწაწუწუნა ასაკში.
takoo1
მადლობა, თაკო :*
ჩემი ქმარი ამბობს, ამ საწოლებს რომ ვუყურებ, მინდა დავწვე და დავიძინოო smile.gif
Tua
ხო, კარგი რამ არის. აქამდე მოზარდის საწოლი ჰქონდა ნატალის, მაგრამ ერთნაირები გვინდოდა და ისევ მოზარდის ყიდვას, ეს ვარიანტი ვარჩიეთ. თუ არ დაიშალა, ექნებათ მერეც, ცოტა რომ გაიზრდებიან.
* * *
shoAbb
ატოპიურ დერმატიტს ჰგავს, ჩემი აზრით. დაუტენიანე ინტენსიურად. გარეთ სიცივისგან დამცავის გარეშე არ გაიყვანო.
რა ღიმილაკი ბიჭია <3
* * *
ნიაკო12
პრეზერვატივი ასე მგონია მე. სხვა ალტერნატივებიც არის, მაგრამ მე ეს მირჩევნია.
Tua
უნდა ვცადო მეც გამოწერა, არ მომსვლია აზრად…
ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები ხომ არ გამოგიწერია შემთხვევით? წონა ბევრი უწევს? უსათი ვიწერ მე თურქეთიდან

Posted by: ninucanodo 12 Jan 2024, 22:24
tako/barbi
მადლობა ♡♡♡♡♡
shoAbb
აუ არ მჯერა ჭამა არაფერ შუაშიანმაგის გუშინ ბორში ვჭამე გადაირია ნენე

Posted by: Malen 12 Jan 2024, 23:35
takoo1
ბედნიერი ძველით ახალი წელი! smile.gif)

adeline
ბაიაშიც დარეკე, ეგენი უფრო აქტიურები არიან კანდიდატების სივებსაც გიგზავნიან თან თუ მოთხოვ.

კიდევ ფეისბუქის ჯგუფებია უამრავი და შეგიძლია დაპოსტო, ნერვები უნდა ოღონდ, ათასი გადარეულია smile.gif) ერთმა დამირეკა იმის შესატყობინებლად რომ ანაზღაურება ძალიან დაბალიაო biggrin.gif 1400 ლარს ვიხდი ოღონდ თან. მოკლედ ფბს ჯგუფებს კაი ნერვები უნდა მარა სამაგიეროდ ბევრად მეტ კანდიდატს გაესაუბრები და ნახავ, ბაია ზარმაცობს 1-2 კანდიდატს რომ გიპოვის მაგის მერე

Posted by: fermina 12 Jan 2024, 23:40
anibani18

ლამაზი ოთახია ძალიან. კედლებზე მისაკრავი აქსესუარები სად იყიდე?

Posted by: Tua 12 Jan 2024, 23:54
anibani18
კიი ანი ფეირის პლატინუმი არის უკარგესი აბები, 2კილომდეა თუ ზუსტად მახსოვს 90 ცალიანი შეფუთვა საუკუნე მყოფნის ხოლმე 120იქნებიც არის თან , ოღონდ ფეირი პლატინუმი პლიუსების და რაღაცეების გარეშე აკრიალებს ჭიქებს. აქ 50 ლარი ღირს პაწაწინა შეფუთვა. პრეზერვატივებს ამერიკიდან ვიწერდი ხოლმე სულ და ტრენდიოკზეც ნორმ ფასი აქვს დირექსებს აქ რომ უაზრო ფასია ეგრე აარაა იქ. ისა2ჯორჯიას ვიყენებდი ოღონდ ეხლა არგამომიწერია დიდიხანია 4$ უნდა გამხდარიყო წესით

Posted by: happy-go-lucky 13 Jan 2024, 00:10
Malen
adeline
რამოდენიმე სააგენტოში მაქვს დატოვებული 3 კვირაზე მეტია . თუ დაიჯერებთ მხოლოდ 2 კანდიდატი გამონიგზვანეს. 1 - 59 წლის და არც დამირეკავს, და მეორე ეხლა და მივწერ რო ავიყვანე უკვე. რავი 1000 ლარი და სამგზავრო ასე ცოტაა? ორი კვირა შვებულება და ყველა უქმეზე დასვენება. არ ვიცი რა..

ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის ფბ ჯგუფები. 50 მდე ქალმა მომწერა და მხოლოდ 3ს დავუბრუნე პასუხი, დანარჩენები რავი, სათოფეზე რო არ გაიკარებ არათუ ძიძად :დ .. ისე ნომრით ეას გავიგებ, ფბით მშვენიერი სქრინგინგია. მერე კიდე , საქართველო პატარაა და შანსი არაა ფრენდების ფრენდების ფრენდებით მაინც არ ნახო ვინმე რაა, ნაცნობი. ორ კანდიდატს გავესაუბრე მხოლოდ ლაივში და ორივესთან გამოვნახე ნაცნობი, ვისთანაც გაკითხვა შევძელი.

ისე მიხარია, ისე! არ მჯერა რომ ამ მართლაც ოცნების ასრულება შევძელი საკუთარი შრომით , დეკრეტის პერიოდში! პირველი შვილის დროიდან ანუ 8 წელია ისე მინდლდა, ისეე, სახლში ვიყო და ძიძა მყოლოდა. რამოდენიმე თვე მაინც ვიქნები ასე და ისე მიხარია! ნუ იმედია გამოდგენა, ეგ ცალკე საკითხია.


Posted by: adeline 13 Jan 2024, 00:16
Malen
1400 რა ამბავია! რა პირობებით გყავს ამდენს რომ უხდი?
happy-go-lucky
შენ რა პირობებით აიყვანე? 1000 ვფიქრობ მეც და სამგზავრო ბარათს რა ვიცი. იმხელა თანხებს ურახუნებენ უკვე, მხოლოდ ძიძისთვის ხომ არ ვიმუშავებთ? მისი კვებაც ხომ ცალკე ხარჯია?!

Posted by: fermina 13 Jan 2024, 00:42
მიას ამერიკული კარტერსიდან გამოვუწერე თბილი ქურთუკი, ოშკოშის ბრენდის.

2 წლამდე ასაკის ბავშვის ზომაა, შეიძლება ცოტა მეტისაც.

ხო და არ ვიცი, ცოტა დიდი რომ აქვს თუ იმიტომ, რომ მეორე წითელი ქურთუკი აქვს და ის უყვარს, ეს უბრალოდ არ გაიკარა smile.gif ვერაფრის დიდებით ვერ ჩავაცვით, ისტერიკებს მართავს smile.gif ცოტა ადრე კი არის ამისთვის ტანსაცმელების შერჩევა და კაპრიზები, მაგრამ ის მაიმედებს, რომ მარტო ამ ქურთუკზე ჭედავს. არადა ძალიან ლამაზი და ხარისხიანია.

ვიფიქრე თან, რომ იქნებ გავყიდო, თან ვფიქრობ დავიტოვო იქნებ ჩავაცვა, მოკლედ მაინც დავდებ აქ, 44 $ აწერია, მაგრამ მე ფასდაკლებაზე 34-ად ვიყიდე, 100 ლარზე მეტი კი დაჯდა ტრანსპორტირებიანად, 100-ად გავყიდი თუ ვინმეს უნდა. იქნებ სხვა რამე ვიყიდო, ამის მოსაწონი. ის წითელი რაც მოსწონს, თხელია ბევრად.


user posted image

Posted by: happy-go-lucky 13 Jan 2024, 01:26
adeline
გიპასუხე რამდენიმე დღის წინ და არ გინახავს ალბათ❤️ 9-19 , 1000 ლარი და სამგზავროც მთხოვა და დავთანხმდი. და პირდაპირ მითხრა, ცოტააო ეს ანაზღაჯრებაო. რავიცო აბა.
სააგენტოებმაც არაა მაღალიო....

Posted by: shoAbb 13 Jan 2024, 08:59
anibani18
სეკალია ხოარ ვიყიდო თქო ვფიქრობ sad.gif ტოპი მაქვს ისე და მუსტელას ქოლდ კრემი

Posted by: სერაფიტი 13 Jan 2024, 10:22
anibani18

ძალიან მომწონს გოგოების ოთახი <3
საწოლები შეკვეთით დაამზადეთ?

ცალკე ოთახში არ ვიცი, როდის და როგორ გადავიყვანო. ღამე 1 ან 2-ჯერ აუცილებლად იღვიძებს ტირილით, სოსკას მოძებნის, დაგვინახავს რომ არაა მარტო და იძინებს.
უნდა ვირბინოთ ალბათ ყველა წამოტირებაზე, თუ ცალკე გადავიყვანთ.
თან მგონია, რომ რაც გაიზრდება, მით უფრო გაჭირდება გადაყვანა.
* * *
ძიძების თემას გამოვეხმაურები - 800 ლარად კვირაში 4 დღე ნეტა ვერ ვიშოვი სექტემბრიდან? 10-დან 6-მდე გრაფიკით.

აუ არ ვიცი, ბაღზე ვღელავ მაინც, პატარა მგონია წლის და 10 თვის სასექტემბროდsad.gif

Posted by: tako/barbi 13 Jan 2024, 10:35
shoAbb
შენი ბრალი არაა,5წლის რომ გახდა მერე გავიდა,მე მაქვზ ზედაპირული კაპილარები,სიცივეში მიწითლდება ლოყები სულ დატანჯული ვარ და სპეციალურ კრემებს ვხმარობ,მეგონა ამადაც ესე ქონდა მარა წავიყვანე გავუკეთე ანალიზები საკვებზე არ ამოუვიდა ალერგია მარა მაინც ვაკვირდებოდი ტკბილს რომ ზედმეტად შეჭმდა ან ალერგიულ საკვებს მეტად ქონდა,გახდა ხუთი წლის და გაუარა,ფეისზე იპოვე ოფიციალური გვერდი ბიძინასი და ჩაუგდე,აუცილებად გიპასუხებს.

Posted by: narkozeli 13 Jan 2024, 10:49
happy-go-lucky

ადამიანები რა განსხვავებულები ვართ.
მე ძიძა როცა სახლში პირიქით გასვლა მინდა ხოლმე სულ. ასე მგონია ფეხებში ვედები და თვითონაც არაკომფორტულადაა და მე პირადად ვერც ვმუშაობ მასე სახლიდან, სულ ბავშვისკენ მაქვს ყურადღება და ვერ ვკონცენტირდები, პლიუს ამას მაინც სახლის საქმეებისკენ მიმირბის ხელები. მოკლედ მე პირიქით ვარ. ძიძა როცაა ბავშვთან, მირჩევნია სხვაგან ვიყო და სხვა რამე ვაკეთო
* * *
1000 ლარი + სამგზავრო ძაან ნორმალური ფასია ხალხო, ძაან გავათამამეთ ეს ძიძები რა. უამრავ გოგოს ვიცნობ 1000-1200 ლარიან საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახურებში არიან და გამოდის რომ ყველამ სამსახური უნდა დათმოს მაშინ ბავშვის მერე, რა აზრი ქონია მათ მუშაობას მთელი ხელფასი ძიძას თუ უნდა მისცეს.
ბოდიში მარა ცოტა თავში აუვარდათ.

Posted by: adeline 13 Jan 2024, 11:57
narkozeli
აბსოლუტურად გეთანხმები. ფაქტია, რომ არ იხდიდეს ხალხი, ამხელა მადა არ ექნებოდათ. მე მოქნილი გრაფიკი მაქვს და კვირაში 3 დღე მიწევს სამსახურში ყოფნა; ახლა ვფიქრობ, კვირაში 3 დღეზე ხომ არ შევუთანხმდე? მე როცა სახლში ვიქნები, შენი არ იყოს, მაინც ბავშვთან გავიქცევი ეგრევე. შენ რას მირჩევ?
კვირაში 3 დღეზე რამდენი უნდა შევთავაზო ისე?
happy-go-lucky
ჰო, გამომრჩა ალბათ :* შენი ბაიას პასუხები როდის იქნება?

Posted by: happy-go-lucky 13 Jan 2024, 14:39
adeline
6 თვე ვეძებდი კვირაში 3 დღე 500 ლარად. ოღონდ როგორ ვეძებდი იცი? ინტენსიურად და ვერავინ ვნახე , მართლა არავის უნდა. ვინც 3 დღეზეა თანახმა იმათ ზოგს სადღეღამისო ურჩევნიათ, ზოგას ასე ზოგს ისე. ხელფასი 500 ბუზს არ ისვამენ. ნუ პრინციპში 5 დღე 1000, 3 დღე 500 ეცოტავებათ ცხადია. და აი ვერავინ ვნახე თუ დაიჯერებ. აგვისტოს შუა როცხვების მერე ვეძებდი.

უკვე ველოდები პასუხენს, თვის ბოლომდ მაქს...გაგაგებინებ. ❤️

adeline
narkozeli
ნახე, მე 3 წელი მყავდა ძიძა, მაგრამ
როგორც ჩემი შემშველებელი, ისე რო მე მაგ დროს რაც მინდა გავაკეთო, არავინ მყოლია. სამსახურში ივდიოდი 9ზე, 7 ზე მოვდიოდო და ვუშვებდი. და ბავშვი სულ ჩემზე იყო და სულ დაღლილი.

ისე როცა მჭორდება დედაჩემი ან დედამთილა ვთხოვ მოსვლას, მაგრამ
ნუ არ შეუძლოათ რაა ფიზიკურად, ხო ვატყოვბ. და მაგ დროს ვერ ვაძლევ უფლებას თავს რო ჩემი სიანოვნებისთვის გამოვიყენო ეს დრო. მხოლოდ როცა საქმეზე მჭირდება. ეგ ერთი.

მეორე, აი საშინლად არ მინდა ბავშვის დატოვება მარტო უცხო ქალთან. როცა გიჟდება ჩემზე. მეც რო სახლში ვიქნებკ მაგაზე უკეთესო რა არის, არ ვიცი. სახლის საქმე მაინც ჩემი გასაკეთებელია, და გავაკეთებ კაცო , უფრო მშვიდად , სადილსაც. ბავშვი მაინც ეყოლება ვინმეს და რო სძინავს მაშინ არ ვიზამ მხოლოდ ჩქარს ჩქარა smile.gif)

პლუს, ჩემი სამუშაო ოთახი მაქვს , იქ ვინ უნდა შემოვოდეს, ბავშვმა ჯერ არ იცის ეგეთები, მე კიდე როცს მომინდება გამოვალ დავხედავ ვეთამაშები..

ეხლა ერთო რეთრითი მჭირდება საკუთარ თავთან, 2 დღე რო სადმე წავიდე და დავგეგმო ჩემი ცხოვრება თავიდან )) ფრილანსინგს ვაწვები უხელფასოს გახანგრძლივების ხარჯზე, რაც მაძლევს საშუალებას როგორმე გავიხანგრძლივო ბავშვფან ყოფნა.. ვხვდები რომ ძალიან ბევრი დავკარგე უფროს ბიჭთან, და ნამდვილად არ მინდა იგივე განმეორდეს. მაშინ ფინანსურად სხვა გზა არ მქონდა..

ღამე ძაან მაწვალება და 24/7 დაღლილი ვარ მარა უტბესოა ჩემთვის ეს ყველაფერი.

პ.ს. უხდიან გოგოებო ძიძებს მეტს, და ამიტომაც ითხოვენ მეტს. ძალოან დიდი მოთხოვნა აროს ძიძებზე. ისე ჩემს ირგვლივ გოგოები ცენტრალურ იბნებში ყველა 1200 უხდოს უკვე, თან 10-6 გრაფოლებით.

აუ თან მოთხოვნებო აქვთ 9-7 არ უნდათ. მარა მშობელმაც რა უნდა ქნას ხო უნდა წახვიდე და მოხვოდე სამსახურში... დრო ხო გინდა მაგის. არ ვიცი რა.

კამერები გადმოვიღეთ
ეართეგი გავააქტიურე
დიდ სამზადისი მაქვს smile.gif))))

Posted by: fermina 13 Jan 2024, 14:59
მე მყავს კვირაში სამი დღე, მოდის 10:30-დან 11-მდე პერიოდში, ვუშვებ ასე 5:30-6 ზე, ბავშვის საჭმელს ძირითადად გამზადებულს ვახვედრებ. კვირაში 120 ლარს ვაძლევ, გამოდის 480 თვეში. ნუ ჩვენ ახლობლობის ამბავში რასაც ქვია გვეხმარება ადამიანი, ისიც ძლივს დავითანხმეთ, ფინანსური ინტერესი დიდად არ ჰქონოა, უფრო მეტად სახლიდან გასვლა და საქმე უნდოდა, ვერც ვავალდებულებ ადრე მოსვლას და ეგეთებს. იმაზეც მადლობელი ვარ რასაც აკეთებს. უცხოსთან ცოტა მიჭირს წარმოდვენა…

Posted by: ნიაკო12 13 Jan 2024, 15:08
anibani18
მადლობა, მეც მაგას მივმართავ სავარაუდოდ.

Posted by: Malen 13 Jan 2024, 16:22
adeline
1300 ბოდიში smile.gif) კი მეც მანდ ვარ, მგონია ბევრს ვიხდი და მირეკავენ მარტო იმის სათქმელად რომ ეგ რა ანაზღაურებააო მეტზე თუ დაფიქრდები დამირეკეო smile.gif)) მოკლედ ათასი გადარეულია ჯგუფებში მაგრამ მაინც ჯობია სააგენტოებს, მეტი ნერვები უნდა უბრალოდ.

ბევრია და მარტივი გადასახდელი არაა ნამდვილად გეთანხმდებით. ჩემ შემთხვევაში გრძელი სამუშაო დღე გამოსდის, 10 საათი დღეში, პლიუს ცენტრალურ უბნებში ტერიტორია ძაან ამატებს ეგ მეც ეხლა გავიგე smile.gif)) რა მაფიაა ვერ ამოვხსენი. თან რადგან ახალშობილი მყავდა გამოცდილი მინდოდა და ეგრე ღირს რა, 1200ზე ნაკლებად ამ საათებში ჩემ ტერიტორიაზე ვერ ვიშოვიდი ნორმალურს ვერავის.

Posted by: happy-go-lucky 13 Jan 2024, 16:37
Malen
საქართველოში როგორც ძვირადღირებუო საატუროებო, და რესტირნები სულ სავსეა წინასწარ დაკავშნის გარეშე, ასევე Bევრი ხალხია ვინც ძიძებს უხდისsmile.gif) როგორც გინდა ვთქვათ, ფუფუნება არის ძიძა, ეჰეეგაოდოს საბოლოოდ. იმიტომ რომ 1500 ლარიან დელფასიანო ძიძას ვეღარ აიყვან.

რუსებიც ითხოვენ ძიძებს მაგრად, და უფრო ბევრს უხდიან.

Posted by: fermina 13 Jan 2024, 17:35
ხალხო ბავშვი თუ მოიწამლა როგორ უნდა მივხვდე?

რაქშა აუღია, სულ ერთი წამით მოვაშორე თვალი და ირგვლივ მობნეული იყო და ხელებიც ოდნავ დასვრილი, პირში ჩაიდო იმწამს, მაგრამ მართლა ეგრევე მივვარდი, შეძლებისდაგვარად პირი გამოვურეცხე და გავხეხე თავიდან ბოლომდე.

ახლა პანიკაში ვარ, თითოეულ ამის წამოკრუსუნებაზე მგონია, რომ ცუდადაა. რომ გაიღვიძა ცოტა იჭუჭყუნა და ისევ დაიძინა ( არადა დღეში ერთხელ ძინავს როგორც წესი) და შემეშინდა.

რამე რომ იყოს, ან გული არ აერეოდა? ან რამე სხვა სიმპტომი არ ექნებოდა?

Posted by: სერაფიტი 13 Jan 2024, 18:27
fermina

აუ, არ ვიცი,.მოწამვლაზე.
მაგრამ პედიატრს ვერ დაურეკავთ? რამე საპრევენციოდ იქნებ გირჩიოთ. სითხეები სვას, მგონი ეგ კარგი საშუალება იქნება ტოქსიკურის გამოსადევნად, მეტნაკლებად.

Posted by: fermina 13 Jan 2024, 18:39
სერაფიტი
კი დარეკვა არაა პრობლემა, საჭმელიც ჭამა ასე თუ ისე, უბრალოდ ცოტა უხასიათოდ იყო და მეორედ დაიძინა და ამან შემაშინა. არასოდეს მოწამლულა ან რამეს არ უწყენია და უბრალოდ არ ვიცი რას უნდა ველოდე.

ძალიან მშვიდად ძინავს, თანაბრად სუნთქავს…

Posted by: Malen 13 Jan 2024, 22:14
გოგოებო ფილტვებზე მინდა მოუსმინოს ვინმემ და ამ დროს ვინ შეიძლება მოვიყვანო? არის 24 საათიანი პედიატრი გამოძახებით?

Posted by: სერაფიტი 13 Jan 2024, 23:10
fermina

აბა, როგორაა? აქამდე გამოვლინდებოდა თუ რამე. ან გამონაყარი, ან გულისრევა.

3 დღე გაქაჩა ამან ერთი ძილი, დღეს ისე ორჯერ დაიძინა. ალბათ ადრეა ერთ ძილზე გადაყვანა. არ ვაწვალებ, ცოტას კიდევ დავიცდი.

Posted by: Greta23 13 Jan 2024, 23:22
გოგოებო,

ლაქტაციაზე გავიჭედე სასტიკად.
რძე ჩამდგარი მაქვს, ძალიან მარტივად გამოდის. ბავშვს თავიდანვე ქონდა წოვის რეფლექსი და მარტივად ჭამს. ანუ ბავშვი და რძე არ არის პრობლემა.
მაგრამ ტკივილია ისეთი, რომ უკვე მეტირება.
მშობიარობამდეც ვკითხულობდი და ვუყურები ვიდეოებს ლაქტაციის თემაზე. თითქოს თეორიულად ყველაფერი ვიცი: პოზიციები, მოჭიდება, მაგრამ არ გამოდის რაღაც და ვერ ვხვდები რაsad.gif
თავიდანვე ვხმარობდი ლანსინოს მაზს. ახლა ვიყიდე კიდევ ბეპანტენი, მაგრამ იმედი არ მაქვსsad.gif ჭრილობები და დახეთქილი თავები ჯერ არ მაქვს, მაგრამ ალბათ ცოტა ხანში მექნება.
ვისაც გამოგივლიათ მსგავსი რამ, როგორ უშველეთ?

Posted by: fermina 13 Jan 2024, 23:44
სერაფიტი
QUOTE
fermina

აბა, როგორაა? აქამდე გამოვლინდებოდა თუ რამე. ან გამონაყარი, ან გულისრევა.

3 დღე გაქაჩა ამან ერთი ძილი, დღეს ისე ორჯერ დაიძინა. ალბათ ადრეა ერთ ძილზე გადაყვანა. არ ვაწვალებ, ცოტას კიდევ დავიცდი.


მადლობა, ირაკლი ბეგოიძეს დავურეკე, და თუ რამეზე ეჭვი გაქვთ, წაიყვანე იაშვილშიო, გავაქანე ეგრევე არადა ბავშვი უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო smile.gif უბრალოდ იმდენად უჩვეულოა ამისგან ჭიჭყინი და ორჯერ ძილი, რომ დამაფეთა biggrin.gif მივედით და ხუთ წუთში გამოგვიშვეს. მერე მოვიდა ხასიათზე ჩვეულებრივად.
* * *
სერაფიტი
QUOTE
3 დღე გაქაჩა ამან ერთი ძილი, დღეს ისე ორჯერ დაიძინა. ალბათ ადრეა ერთ ძილზე გადაყვანა. არ ვაწვალებ, ცოტას კიდევ დავიცდი.


აბა რა, ძილს თავად დაარეგულირებს. ამანაც ასე არეულ-დარეულად გაატარა ერთი ორი კვირა და მერე გადავიდა ერთ ძილზე.

Posted by: takoo1 13 Jan 2024, 23:50
გოგოებო ერიუსი მიგიციათ 3 თვეზე?
გოზინაყი ვჭამე და 3 დღეა საშინლად დაყრილი აქ სახეზე.არ აულაგდა და რა მივცე?

Posted by: happy-go-lucky 14 Jan 2024, 00:47
takoo1
4.5 ის იყო, მედიქლაბში დაალევინეს. თუ მისცემ, დოზა ძალიან ფრთხილად მიეცი, ცოტა. ბევრი არ მოგივიდეს.

სერაფიტი
რამხელაა შენი გოგო? მგონი პატარაა ჯერ 1 ძილისთვის

Malen
სასწრაფო პედიატრი. და სჭირს?

Posted by: fermina 14 Jan 2024, 00:54
ასე როცა არ იქცევა, მგონია რომ ავად არის biggrin.gif

user posted image

Posted by: takoo1 14 Jan 2024, 01:27
Greta23
გაგივლის ცოტა გაუძელი,
მაზი უეჭ წაისვი რო არ დაგისკდეს.
კაკლები იყიდე კაი რამეა

Posted by: სერაფიტი 14 Jan 2024, 09:35
happy-go-lucky

14 თვისაა.
14-18 თვეზე გადადიანო, წავიკითხე. თან მეორე ძილი 3ზე ჰქონდა, გადააჩოჩა 4ის ნახევარზე, მაინც ძლივს იძინებს, ხან 4ზეც. და გვიანი მგონია. საათი ან საათნახევარი იძინებს.


ახლა არდადეგები მაქვს 22-მდე. როცა ვმუშაობ, 7ზე დგება ესეც. ახლა 8-8:30-ზე გაეღვიძა ხოლმე
და ვიფიქრე გავაძლებინებ 12-მდე, მერე ორი საათი იძინებდა (5 წამში) და საღამოს 8-ზეც 5 წამში იძინებდა.

მაგრამ რომ გავალ სამსახურში, ისევ 7ზე გაიღვიძებს და ვერ გაძლებს 12-მდე. 10ზე ყვინთავს უკვე პირველ ძილსsmile.gif)


მოკლეე, რავიცი, კი იყო კარგი ის სამი დღე, ვაწანწალე :დ ძილი მზღუდავს ძალიან, სადმე რო მინდა წაყვანა. მაგრამ კიდე რამდენიმე თვე ნიჩიო.smile.gif))

Posted by: Malen 14 Jan 2024, 15:08
happy-go-lucky
ახველებს დღეში რამდენჯერმე მესამე დღეა და რეფლუქსი აქვს მაგას ვაბრალებდი აქამდეც ქონია სუფთა ქონდა ფილტვები, მაგრამ გუშინ მძიმედაც დაიწყო სუნთქვა და შევშინდი. მერე დაიძინა კარგად სუნთქავდა და აღარ გამოვიძახე სასწრაფოს ექიმებს მაინც ვერ ვენდობი და ხვალ გამოვიძახებ მრჩეველის პედიატრს ისევ. იმედია ისევ არაფერი იქნება მაგრამ მე ვიქნები მშვიდად smile.gif)

Posted by: basti-bubuuuu 14 Jan 2024, 15:55
გაჩნდა ჩემი გოგო 10ში. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. 38 კვირაზე 3.700. არ ველოდი მაგრამ სასწრაფოდ დამიდგა ძიძის საჭიროება. რა ჯგუფებში გავერთიანდე? არადა იმედიც არ მაქვს ეგრე რომ ვიშოვი. გარშემოც არავინაა. ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი რა უნდა ბქნა

Posted by: საბისაბი85 14 Jan 2024, 18:57
გოგოებო დისპლაზია რთულად გამოსწორებადია?

Posted by: anibani18 14 Jan 2024, 19:13
fermina
სპილო, ღრუბელი და ბუშტი სანათები ისევე როპგრც მისაკრავი სტიკერი გულები ტრენდიოლზე ვიყიდე.
Tua
უნდა გამოვიწერო მეც. ხშირად ვრთავ მე მანქანას მიუხედავად იმისა, რიმ დიდი მაქვს, ხანდახან დღეში ორჯერაც კი და მალე მითავდება ეს აბები. ხან ფეირის ვყიდულობ, ხან სხვებს.


* * *
shoAbb
კი, სეკალია ძალიან კარგია და კიდევ ლაროშის ლიპიკარი უხდება ჩემებს. ტიპიკრემი ნაკლებას. მუსტელას ქოლდკრემი არ მიხნარია, ავენს ვხმარობ.
სერაფიტი
მეც ისე მომწონს, ლამის გამოვყარო ესენი და მე შევსახლდე smile.gif
არა, მაღაზიაა თბილისი პავილიონში და იქ ვიყიდეთ.
აი ახლა ნატალის ვერაფრით გადავიყვანდი ცალკე ოთახში. სანამ თავად არ მოისურვებადა, ვერაფრით დამთანხმდებოდა ცალკე ძილზე. ამ ახალ საწოლებზე, არ ვიცი მატრასის გამო თუ რატომ, ფეხს არ ატოკებს არცერთი, ჯვარი სწერიათ და სძინავთ მთელი ღამე. ნუ ეს პერიოდული მოვლენაა ჩვენთან.


Posted by: tako/barbi 14 Jan 2024, 23:02
აუ თუა საიდან იწერ ჭურჭლის მანქანისვის?ლინკი ჩაავდეთ რა❤️
* * *
shoAbb
სეკალია ძალიან კარგია და ავენის ქოლდი მაქვს მეც მარა ჯობია ჯერ კონსულტაცია გაიარო და ისე შეიძინო,ავენის ლიპიდების შემცველი კრემი ქონდა დანიშნული ჩემსას და დღემდე იმას ვუსმევ.არ ღირს იაფი სეკალია და ეხლა უყიდო მერე სხვა იმიტო გეუბნები,ჯერ ექიმს კითხე ❤️

Posted by: fermina 14 Jan 2024, 23:46
anibani18
QUOTE
fermina
სპილო, ღრუბელი და ბუშტი სანათები ისევე როპგრც მისაკრავი სტიკერი გულები ტრენდიოლზე ვიყიდე.


მადლობა smile.gif

Posted by: happy-go-lucky 15 Jan 2024, 08:33
Malen
ახლა როგორაა?

basti-bubuuuu
გილოცავ, ჯანმრთელი გაგეზარდოს!
სუპერსითთერ.ჯი მშობლები და ძიძები;
ჩემი მშვენიერი ძიძა

კიდს სიტუვა ძიძას რო ჩაწერ ამოგიგდებს. მეც ვერ წარმონედგინა მაგრამ
მანდ ვნახე მარტივად. თვეობით რო ეძებენ და ვერ პოულპვენ, მგონია უბრალოდ თვითონაც არ იციან რა უნდათ ან ანაზღაურებაა დაბალი.

Posted by: takoo1 15 Jan 2024, 10:38
Malen
როგორაა პატარა?
basti-bubuuuu
გილოცავ,ჯანმრთელი გაგეზარდოს❤️

Posted by: happy-go-lucky 15 Jan 2024, 12:07
ჩემს პატარას მოუვიდა მხოლოდ მასზე ორიენტირებული გამრთობი, შოკშია ბავშვი :დ

დღეს ადელინე იკეთებს საკეისროს ხო?

Posted by: Malen 15 Jan 2024, 13:14
takoo1
happy-go-lucky
კარგადაა მადლობა გოგოებო <3 მოუსმინა ფილტვებზე პედიატრმა და სუფთა აქვსო, ყელი და ყურიც. როგორც ვეჭვობდი, უკან იღებს საჭმელს და ეგ ეყლაპება მერე და მაგიტომ ახველებს smile.gif) რთულია ბავშვობა smile.gif)

happy-go-lucky
რა მაგარია, როგორ ეგუებიან ერთმანეთს? შენ როგორ მოგწონს?
* * *
takoo1
გამონაყარი როგორ აქვს აულაგდა?

Posted by: happy-go-lucky 15 Jan 2024, 14:01
Malen
ჯერ რამდენიმე საათია რაც მოვიდა, მე ჯერ უცხოდ ვარ, იმედია შევეჩვევი smile.gif)
მარა ამას ისე უხარია , ვიღაცა ეთამაშა გრძელვადიანად 2 საათი, სულ კისკისებდა. აბა მე სად მცალია 2 საათი სულ ვათამაშო sad.gif

Posted by: Malen 15 Jan 2024, 14:15
happy-go-lucky
რა კარგია ბავშვი რომ შეეგუა მარტივად, მაგ კისკისის ყურებაც რამხელა სიამოვნებაა. love.gif

კამერები უკვე ჩაურთე სახლში რომ ხარ მაინც?

Posted by: სერაფიტი 15 Jan 2024, 14:35
happy-go-lucky

აუ, რა კაია.
ესე იგი, გაამართლა. იმედია, ასე გააგრძელებენ ურთიერთობას.
სუპერსითერში გავწევრიანდი მეც. ვნახოთ, რა იქნება სექტემბრიდან. იქამდე დავაკვირდები ხოლმე სიტუაციას.


აუ, უცებ - კერხერის უსადენო მტვერსასრუტი ხო არ გაქვთ ვინმეს? აქციაშია და 800 ლარდე ღირს. დაისონი კი ძალიან მინდა, მარა 1500 ძვირია რაsad.gif რვაასიც ძვირია, მარა თუ მძლავრია, ვიყიდდი (უსადენოები ზოგადად არაა მძლავრი სადენიანთან შედარებით).

Posted by: happy-go-lucky 15 Jan 2024, 15:04
Malen
არ ჩამირთავს , მაგრამ დავაყენეთ, მერე რომ უხერხულობა არ იყოს, მერჩივნა დახვედროდა (გასაუბრებისას კი ვუთხარი). ისე, ეს 7 წლის წინ დაყენებული კამერებია და აპლიკაცია არ გვახსოვს რომლით მუშაობს, ვერ ვნახეთ ინტერნეტშიც :დ და ჯერ ვერც ვრთავთsmile.gif))

სერაფიტი
ანუ ხომ ხვდები, 1 დღეა და ნააადრევია, მარა მყავდა 1 ძიძა ადრე, და ჩემი დის ძიზების ნანახი მყავს, ბეცებივით რო არიან, ეგეთ არაა. იცის საქმე და ძაან ეფერება ბავშსაც გულიანათ, რა ვიცი.

800ს გადახდას მაგაში, ისევ დაისონი იყიდე ჯობია. ძვირია 800 და არაა მძლავრები. შეადარე აბა ვატები მაგის და დაისონის.


Posted by: anibani18 15 Jan 2024, 15:44
fermina
როგორ არის პატარა? მშვიდობით ჩაიარა რაქშას დაგემოვნებამ?

გავხადე ჩემს პატარას პამლერსი. წლის და შვიდი თვისაა. კი ამბობს ფისიო მაგრამ მაშინ როცა უკვე ცოტა გაეპარა. კუკებს ძირითადად ტრუსებში აკეთებს. რა ვქნა ნეტა, ჩავაცვა ისევ და მოგვიანებით გავხადო? როგორი გამოცდილება გაქვთ?

Posted by: fermina 15 Jan 2024, 15:51
anibani18
QUOTE
fermina
როგორ არის პატარა? მშვიდობით ჩაიარა რაქშას დაგემოვნებამ?


კი, მგონი საერთოდ არ დაუგემოვნებია smile.gif მე დავპანიკდი უბრალოდ.
გუშინ პომადა შეჭამა და ძაან დავიკიდე biggrin.gif

QUOTE
გავხადე ჩემს პატარას პამლერსი. წლის და შვიდი თვისაა. კი ამბობს ფისიო მაგრამ მაშინ როცა უკვე ცოტა გაეპარა. კუკებს ძირითადად ტრუსებში აკეთებს. რა ვქნა ნეტა, ჩავაცვა ისევ და მოგვიანებით გავხადო? როგორი გამოცდილება გაქვთ?


ზუსტად ტოლები ყოფილან და მეც მაინტერესებს. ცუდი დროა ზამთარი, ჩაცმა-გახდის ამბავში ცოტა საწვალებელია, არადა აშკარად მზადაა ბავშვი, ქოთანზეც ჯდება და "სისი"-ს აკეთებს. არ მცალია, თორემ ცოტა თანმიმდევრულობა და მიყოლა და დარწმუნებული ვარ გადაეჩვევა მალე.

მეტყველების ამბავში როგორ არის?

Posted by: takoo1 15 Jan 2024, 16:21
happy-go-lucky
აუ რა მაგარია ანი.მთავარია ბავშვს მოეწონა
შენც მიეჩვევი მალე❤️
მეც ვერ ვუთმობ მაგხელა დროს,რა ვქნა 3ს ერთნაირად უნდა,თან სამივე პატარაა.
Malen
უკეთესად აქვს,მარა ბოლომდე არ ალაგებია.
აი დღეიდან დავდგები "დიეტაზე" )))
* * *
fermina
ჩემებმაც გადმოყარეს ბებიასთან დავტოვეთ ერთი საათით და რო მივედით მთელი ზალა რაქშიანი იყო,მანქანაზე დაუყრიათ და ხეხავდა უფროსი smile.gif
გადავრჩით პირში არ ჩაუდია პატარას

Posted by: anibani18 15 Jan 2024, 16:44
fermina
რა კაეგია რომ გადარჩით <3
მე საერთოდ გავხადე, უფრო სწორად, თავად აღარ იცვამს. ღამე ძლივს ვაცმევ. მგონი პატარაა ჯერ. დღის ძილზე არ ვაცმევ და მშრალი იღვიძებს. დღე როჰორც მოვყევი, ისეა.
ცალკეულ სიტყვებს ამბობს, საკმაოდ ბევრსაც. ან კიდევ ასეთ ფრაზებს: ერთი ნანა, ერთი თათა smile.gif) რაღაცეებს რომ ვუყოფ დებს, ეტყობა იქიდან დაიმახსოვრა. დიდი გოგო, ამ ორ სიტყვას ერთად. მაგრამ ქვემდებარესა და შემასმენელს ერთად ჯერ არ აბამს.
თქვენი აპროტესტებს რაღაცეებს? ჩვენთან პროტესტებს ძალიან ინტენსიური სახე აქვს. თან უფროსიც ახვევს თავის აზრებს ხშირად, ან ართმევს რაღაცეებს და ისეთი გნიასი გვაქვს სახლში, ყურებში მიწუის ხოლმე. ვფიქრობ ორი-სამი წელი კიდევ და მერე იქნებ ცოტა ამოვისუნთქო.

Posted by: takoo1 15 Jan 2024, 17:25
anibani18
ანი მოსწონთ ახალი ლოგინები?:*
შენი გოგო ხო დიდია გაბრიელზე?
ეს 1,3 წლისაა და ისე შეეცვალა ხასიათი ამ ორ თვეში,უფროსზე უარესია.
აპროტესტებს ყველაფერს.რო ვბან მაგაზეც ტირის,ყველაფერზე ჭიჭყინებს.
რამე თუ არ მოეწონა ჩხავის,გაბრაზებული გაექანება და დაენარცხება ძირს ძალით biggrin.gif
ხან თავს ურტყამს რამეს(კიდევ კარგი მოზომილად biggrin.gif)
ჩვენ ხო მთელი დღე გვცემს,თუ გაუბრაზდი გვიყვირის აბააააო biggrin.gif გვემუქრება
1 წლისაა ანუ biggrin.gif აი ეგაა მთელი ამბავი რო მგონი ცოტა ძაან პატარაა ეგეთებისთვის biggrin.gif
მთელი დღე ნერვებს უშლის უფროსს,აიღებს მანქანებს და მიაქვს იმასთან, აჩვენებს წაგართვიო.
ის ამაზე ფსიხდება მერე და გაწევ გამოწევაა მთელი დღე.ლუკიანე ისე იმეტებს თავში ურტყამს ამ რკინის მანქანებს.
საგიჟეთია ოღონდ მართლა..
უბრალოდ ამათმა ავად გახდომამ ისე გამომაცალა ძალა და დამაბერა ამ 2 კვირაში რო აი რეაქცია აღარ მაქ,ოღონდ კარგად იყვნენ და ვუძლებ ყველაფერს

Posted by: Greta23 15 Jan 2024, 17:27
takoo1

მადლობა ❤️

სასოწარკვეთილი ვიყავი უკვე. კი ერთი დღე გავიდა, მაგრამ აშკარად გვაქვს პროგრესი. არ ვიცი ეს მენტალური მომენტია, თუ ბეპანტენმა იმოქმედა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, უკეთესობაა biggrin.gif ❤️


Posted by: takoo1 15 Jan 2024, 17:31
Greta23
ნელ ნელა გაგივლის,მიეჩვევა. ეგრე იცის თავიდან.პირველზე მეც მქონდა რამოდენიმე დღე გამიჭირდა.
რძე გაქვს მთავარია და გაუფრთხილდი ძალიან.თან ისეთი პერიოდია ეხლა ზამთარი და + საშინელი ვირუსები.
ძუძუ ეხლა ჩათვალე ჰაერივით ჭირდება პატარას❤️

Posted by: shoAbb 15 Jan 2024, 21:17
გოგოებო, დღეს მყავდა პედიატრთან , 7.850 ია , ამან არ უნდს ჯერ არაფრის დამატებაო :დ
სახეზე სეკალია ჯერ ვერ უზამს ვერაფერს დერმოკლინი წაუსვიო ..
გადადებული ინფექცია აქვს , ავუღე ანალიზი . ჩემგან გადაედო :/ ცხვურშია გაჭედელი და მედექსოლი დაგვინიშნა და ყელში ფაგიო...
კიდე ფენისტილი 5 წვეთი

Posted by: Tua 15 Jan 2024, 22:15
tako/barbi
ტრენდიოლიდან ვიწერ, თუ ხარ რეგიატრირებული ფეირი პლატინულ ჩაწერრ და ამოგიგდებს ოღონდ პლუსის გარეშე . აგერ ერთერთი ლინკი 180 ცალი 91 ლარი გამოდის და აქ ბევრად ძვირი ღირსsad.gif
https://ty.gl/f2r4eiuzm7

Posted by: tako/barbi 15 Jan 2024, 22:59
Tua
მადლობა დიდი,არაა არ ვარ,ვნახავ ვინმეს და გამოვაწერინებ,კი აქ ბევრად ძვირს ვაძლევ ხოლმე,გამოვწერ კაი ხანს დავისვენებ❤️shoAbb
რა ინფექცია,რანიარად გადაედო…ამ ასაკზე ცხვირში ბურუნაჩი ძალიან კარგია.

Posted by: shoAbb 16 Jan 2024, 10:02
tako/barbi
ჩემგან გადაედო, მე მქონდა საშინელი გრიპი .
შაბათ კვირას ვასხამდი ბურუნაჩს და არაფერი უქნა sad.gif

Posted by: tako/barbi 16 Jan 2024, 14:05
shoAbb
ინგალაციაც არ შველის?ყვრლა ცუდად მყავდა მთელი ახალი წლები ეხლა მე ვერ ვარ.ამდენი ხნის მერე გადამედო თუ ახალია რანე არ ვიცი sad.gif ძუძუს რომ ვაჭმევ ჩემი იმუნიტეტი ზღვარს ქვევითაა sad.gif
* * *
takoo1
თაკო როგორაა ალერგიის ამბები?იცი რა მაინტერესებს,შენ რამდენ ხანს სვავდი პიულატეს?გავუგზავნე ჩემ დას და ძალიან კმაყოფილია❤️

Posted by: shoAbb 16 Jan 2024, 14:59
tako/barbi
ინგალაცია არ დაუნიშნავს, ჩემით რომ დავუწყო რამეს დავაშავებ?

აი მასე ვარ, 2 კვირაში 2 ჯერ გავცივდი :/

Posted by: takoo1 16 Jan 2024, 15:00
tako/barbi
თაკო თუ დავამშვიდებს გეტყვი რო ისევ გვაცემინებს biggrin.gif ვიტირო თუ ვიცინო აღარ ვიცი
სახლიდან არ გავსულვართ რაც კლინიკოდან გამოვედით და აი საიდან რა შეგვხვდა არვიცი.
გული მისკდება ეხლა შუათანას ისევ რამე არ დაემართოს.
დაჩას შევიძენ შეღავათიან ფასში თუ ვინმე ყიდის smile.gif

პირველზე ცოტახანი ვსვამდი ალბათ 10 დღე. რაღაც პერიოდი არ ვსვავდი,მერე ისევ ცოტახანი ვსვი.
შეატყობს თვითონ.ცოტახანი შეუძლია შეისვენოს ხოლმე,თუ ისევ შეუმცირდა დაიწყებს ისევ :*

Posted by: fermina 16 Jan 2024, 15:45
anibani18
QUOTE
თქვენი აპროტესტებს რაღაცეებს? ჩვენთან პროტესტებს ძალიან ინტენსიური სახე აქვს. თან უფროსიც ახვევს თავის აზრებს ხშირად, ან ართმევს რაღაცეებს და ისეთი გნიასი გვაქვს სახლში, ყურებში მიწუის ხოლმე. ვფიქრობ ორი-სამი წელი კიდევ და მერე იქნებ ცოტა ამოვისუნთქო


კი, ახლახანს დაიწყო გაპროტესტებები, კარგი ისაა რომ დიდხანს არ გრძელდება და ისტერიკაში არ გადადის, უბრალოდ არ ვიყავით მიჩვეულები და უცებ რომ გაკაპასდა და გადაიქნია თავი და მოისროლა რაღაც ნივთი პროტესტის ნიშნად, ძალიან სასაცილო იყო smile.gif ამას და-ძმა არ ჰყავს და ამ მხრივ არ გვიწევს გაშველებები და ამბები, და ერთი კარგი რაც აქვს, აგრესია არანაირი, ანუ დარტყმა მაგალითად საერთოდ არ იცის რა ფენომენია, არ არსებობს რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს, რამე გატკინოს ან ჩაგარტყას. ნუ ეს - ჯერ-ჯერობით, ვნახოთ მერე რა რა როგორ იქნება, ასჯერ ეცვლებათ ზნე და ხასიათი, სანამ გაიზრდებიან.
* * *
QUOTE (anibani18)
ცალკეულ სიტყვებს ამბობს, საკმაოდ ბევრსაც. ან კიდევ ასეთ ფრაზებს: ერთი ნანა, ერთი თათა ) რაღაცეებს რომ ვუყოფ დებს, ეტყობა იქიდან დაიმახსოვრა. დიდი გოგო, ამ ორ სიტყვას ერთად. მაგრამ ქვემდებარესა და შემასმენელს ერთად ჯერ არ აბამს.


ორ სიტყვას ერთად თუ ამბობს, ყოჩაღია. უფროსი და-ძმის ყოლა ამ მხრივ(აც) ძალიან დიდი პლიუსია. ეს ჯერ მარტო ცალკეულ სიტყვებს ამბობს, თითქმის ყველაფერს იმეორებს, მაგრამ ლაპარაკობსო, ამას ვერ დაარქმევ. იმ დღეს მანდარინი და კარტოფილიც თქვა, ნუ მოჯღანულად, მაგრამ მაინც biggrin.gif ყვაყვი - არის ბაყაყი და ა.შ.

Posted by: tako/barbi 16 Jan 2024, 16:06
takoo1
ვერ ვსუნთქავ და უკვე ნერვებში მირტყავს,დაჩა მაქვს მარა ვერ მივდივარ ივლისამდე sad.gif იქ რომ მივდივარ ჩემი ნეტარება მერე იწყება მარა შუათანაც არც იმხელა ეზო ჰყოფნის სულ გარეთ უნდა და სულ თავგადასავლებს ეძებს :დ ძალიან კარგი ჰაერია,მდინარეა,თიანეთში თუ განიხილება ეგ ტერიტორია,სუფთა მდინარე და ჰაერი უფრო კარგი,სიონი არა ზემო თიანეთი,სიონში არც ჩავდივარ წყალში,იქ იორი ჩამოდის და უწკრიალესი წყალია❤️

Posted by: basti-bubuuuu 16 Jan 2024, 18:43
გოგოებო ბოთლით ვაჭმევ გამოწველილ რძეს და მაქვს დრ.ბრაუნი 0 თვიდან. ძალიან ბევრი მოდის და სცდება. არსებობს რამე სხვა უფრო ნელი ნაკადი რომ ჰქონდეს?

Posted by: ნიაკო12 16 Jan 2024, 19:05
basti-bubuuuu
გილოცავ ბედნიერი დედაშვილობა ❤️

Posted by: სერაფიტი 16 Jan 2024, 19:17
basti-bubuuuu

კომოტომოს ბოთლიდან მოდის ნელა. ასევე ავენტი ნატურალსის ერთნახვრეტიანიდან.

Posted by: fermina 16 Jan 2024, 23:11
წლინახევრის ბავშვებს რას აჭმევთ?
მიას ძალიან შეეცვალა მადა და გემოვნება. წლამდე, წელიწადი და ოთხი თვე იყო იდეალური მჭამელი. ყველაფერზე პირს აღებდა.

არ ვიცი ვირუსმა იმოქმედა, თუ ზოგადად შეეცვალა გემოვნება, მაგრამ მაგალითად ხორცს არ იკარებს არანაირი ფორმით. ერთი, ბლინჩიკებში შეიძლება შეაპარო. თევზიც ანალოგიურად. სუპ-პიურეს აღარ ჭამდა, ჩვეულებრივი თხელი სუპი ვცადე, მცირე პერიოდი მიირთვა, მერე ესეც შეიძულა.

მე დავწერ, რას მიირთმევს უპრობლემოდ, იქნებ გამოგადგეთ: წიწიბურა უყვარს ძალიან, კუსკუსი რძით ან მარტო წყლითაც, ფაფები ასე თუ ისე, ვერმიშელზე და შემწვარ კარტოფილზე გიჟდება, ყველიანი მაკარონიც ისე რა, ხაჭოს ალადიკები, ორცხობილები და მსგავსი სასუსნავი დესერტები კი ბატონო.

Posted by: marrriam 16 Jan 2024, 23:17
გამარჯობა
ჩემს მეგობარს წიგნი მინდა ვაჩუქო
პირველ ბავშვია და რაღაცებში რომ დაეხმაროს
მხოლოდ ფაბერისა და მაზლიშის როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ვნახე ინტერნეტში და ამ წიგნზე იცით რამე?
ან უკეთესს ხომ ვერ მორჩევდით?

Posted by: Panda-008 16 Jan 2024, 23:21
basti-bubuuuu
დრ ბრაუნს აქვს დღენაკლულებისთვის, preemie.

Posted by: tako/barbi 16 Jan 2024, 23:57
shoAbb
კი შეგიძლია ნებისმიერი დროს,გაციებას რომ შეატყობ შეგიძლია იმ წუთას დაუწყო…

Posted by: Anabeli111 17 Jan 2024, 08:49
anibani18
ანი, როგორი ლამაზუნა და პრინცესული საწოლები აქვთ შენს გოგოებს ♡♡♡ გილოცავთ ♡ მშვიდობაში და ბედნიერებაში ♡♡ ჩემი ოცნებაა ცალკე საწოლი მოვუწყო თაიას ♡

ეს ნამცეცაც აპროტესტებს რაღაცებს :დ მაგალითად, ჭამას, ჩაცმას, თავის დაბანას, ძუ.ძუზე უარის თქმას.. ხელებს ირტყამს ხოლმე თავში :დ

სუპებს (ჩაჭყლეტილს) ზედ გვაფურთხებს ყველას და აბა, კაი დედის შვილი ხარ და დააძალე.. სამაგიეროდ ძიძამ ჩამიგდო ვიდეო, როგორ მორჩილად აღებს პირს და ჭამს :დ

Posted by: shoAbb 17 Jan 2024, 09:29
tako/barbi
გავუკეთე ამ დილით ფიზიოთი , იმედია ცოტას დავეხმარები

Posted by: tako/barbi 17 Jan 2024, 09:43
shoAbb
ისევ ვერ სუნქავს?როცა ვერ გაუბმებიან რა სტკივათ რა აწუხებთ,ძალიან ძნელია sad.gif

Posted by: anibani18 17 Jan 2024, 11:54
takoo1
კი, თაკო, მოსწონთ. არ აპროტესტებენ არანაირად. მგონი მატრასების ამბავიცაა. ნატალის ასე კარგად მგონი არ სძინებია. ერთი მამას ხვრინვა აღვიძებდა ხოლმე, ახლა ავუხსენი, შევუთანხმდი და ვუხურავ კარს ღამე.
რა დღეში ყოფილხართ <3 გამძლეობა, სხვა რა გითხრა. ხანდახან მეც ვუბრაზდები, მაგრამ ახლა ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში და იმის გავლენით, ცოტა შევცვალე მიდგომები. უკეთესიცაა. ვხედავ ნატალი როგორ გაიზარდა, ხშირად იგებს რაღაცეებს და ლოგიკურად აკავშირებს ერთმანეთს. ისე მსიამოვნებს ამის ყურება, პაწაწუნა დეტალებია და ალბათ სხვა ვერც ვერაბინ ამჩნევს ჩემს გარდა, მაგრამ მე ხომ ვიცი <3
ამივსეს სული და გული <3 უზომოდ დავიღალე, დავბერდი და დავუშნოვდი, მეხსიერება და ტვინი აღარ შემრჩა მგონი, მაგრამ მათზე კარგი არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში <3
ახლა როგორ ხართ? გამოკეთდით? დინდგელის ექსტრაქტს ვასმევ ჩემს შვილებს და ჯვარი სწერიათ, მგონი ცოტა იმუნიტეტი გამოუმუშავა. რამდენი ხანია სიმშვიდე გვაქვს. დაეკითხე აბა ექიმს, იქნებ გირჩიოს. პროპოლისია რა.
* * *
shoAbb
სურდოს დროს ამას ვუსვამ მკერდზე და უხსნის სუნთქვას. სულ ბუნებრივი ინგრედიენტებია
https://a.co/d/egKSK9k
fermina
ეცადეთ არ დასცინოთ, მის სიმაღლეზე დაეშვით, აგრძნობინეთ რომ გესმით მისი. ჩემი გამოვდილებით, ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს ვიდრე იგნორირება.
ორ სიტყვასაც აბამს და ოთხსაც, მაგრამ წინადადებას ჯერ ვერ. ვნახოთ როდის დაიწყებს, არ ვჩქარობ დიდად.
* * *
Anabeli111
მადლობა, ანი <3
ექნება თაისაც საწოლი და ოთახიც <3 დარწმუნებული ვარ.
ხო, რთული პერიოდი იწყება.
საჭმელის პროტესტის დროს, მაგ ასაკში სხვადასხვა კოვზებს ვთავაზობდი ან ზემოდან მოსაყრელად რაღაც ალტერნატივებს. ნიგოზი უყვარდა, მაგალითად, ნატალის და ცალკე ვაძლევდი გატარებულ ნიგოზს, ზემოდან აყრიდა ოსპის სუპს თუ ბადრიჯანს თუ რასაც ჭამდა და მშვიდად ჩაივლიდა ხოლმე ჭამის პროცესი.

Posted by: takoo1 17 Jan 2024, 12:19
shoAbb
გამორეცხვაც სცადე აბა,ისე ბურუნაჩმა რანაირად არ გაუხსნა მაგრად გამიკვირდა.
ეგ ხო ქსილომეტაზოლინს შეიცავს.
რამდენ წვეთს აწვეთებ?
Anabeli111
ვაიმე რა საყვარელია biggrin.gif❤️ იციან ბავშვებმა ეგრე თავში ხელების ჩარტყმა,მაგას რა უჭირს გBრიელი კედელს ურტყამს biggrin.gif
anibani18
რა კარგია ანი❤️იზრდებიან უკვე და ესმით უფრო რაღაცეები.
მეც ეგეთი შეგრძნება მაქ რო დავბერდი და დავუშნოვდი,ამათმა ავადმყოფობამ დამაბერა,
ყველაფერს ავიტან ოღონდ კარგად იყვნენ..
მთელი დღე საგიჟეთია მარა გეუბნები რეაქცია აღარ მაქ,ოღონდ ცუდად ნუ გახდებიან.
აუ კი ვიფიქრე ეგ დინდგელი თუ რაღაც,სად ყოდულობ შენ? მე თავს ვიკავებდი ალერგია არ მისცეს თქო გაბრიელს.

Posted by: fermina 17 Jan 2024, 15:47
QUOTE (anibani18)
fermina
ეცადეთ არ დასცინოთ, მის სიმაღლეზე დაეშვით, აგრძნობინეთ რომ გესმით მისი. ჩემი გამოვდილებით, ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს ვიდრე იგნორირება.
ორ სიტყვასაც აბამს და ოთხსაც, მაგრამ წინადადებას ჯერ ვერ. ვნახოთ როდის დაიწყებს, არ ვჩქარობ დიდად.


მიამ დღეს თქვა "დიდი ვაშლი" მგონი პირველად ორი სიტყვა ერთად. "არა არა არააა"-ს რომ მიაყრის, ეგ არ ითვლება და თავის ენაზე ტიტინი smile.gif ისეთი ინტონაციებით და მიმიკებით ლაპარაკობს, გეგონება რთული ქვეწყობილი წინადადებებიაო, ოღონდ შინაარსი არ გვესმის smile.gif
სიჩქარით არც ჩვენ, უბრალოდ ოჯახში უფრო სწრაფად ამეტყველებული ბავშვების მაგალითები გვაქვს (ჩემი ჩათვლით biggrin.gif) და დედამისი ცოტას ნერვიულობს.

Posted by: shoAbb 17 Jan 2024, 15:51
tako/barbi
ძალიან sad.gif თან აწუწუნებულუა საშინლად . takoo1
2-2 წვეთს, ისე გახსნიდან რამდენი ხანი აქვს ვადა? anibani18
გამოწერითაა მხოლოდ ეგ ხო? sad.gif

Posted by: fermina 17 Jan 2024, 15:52
QUOTE (takoo1)
რა კარგია ანი❤️იზრდებიან უკვე და ესმით უფრო რაღაცეები.
მეც ეგეთი შეგრძნება მაქ რო დავბერდი და დავუშნოვდი,ამათმა ავადმყოფობამ დამაბერა,


კარგით ახლა, აბა მე რაღა უნდა ვთქვა smile.gif თმა ვერ შემიღებია და სალონში ვერ წავსულვარ, სახეზე ტონალურის გადასმის დროც არ მაქვს ამის ხელში smile.gif ისეთი აჯაჯულ-დაჯაჯული დავდივარ, მართლა ვნატრობ ხოლმე ვინმე ნაცნობი არ შემხვდეს.

Posted by: LooLaa 17 Jan 2024, 16:59
takoo1
anibani18
fermina

თქვენ 2-3 ბავშვი მაინც გყავთ და აბა მე 3 თვეში დავბერდი smile.gif))

თმას კი ვიღებავდი 23 წლიდან მაგრამ ჭაღარა არ მქონდა, 36 წლის ვარ ახლა, გაორმაგდა ჭაღარა ან გასამმაგდა. თვალის უპეებიც ჩაშავებული, ნაოჭებიც გამოჩნდებიან ალბათ მალე.
მაგრამ არაუშავს, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი როგორც ამბობენ biggrin.gif ❤️



Posted by: საბისაბი85 17 Jan 2024, 17:25
LooLaa
აბა რა ქენი ,გამოიყენე შამპუნი?

Posted by: narkozeli 17 Jan 2024, 18:08
რას იძახით აბა? რა დროს სიბერეა? 33ის ვარ და ახლა ვნაშდები მე პირადად, აწი უნდა გავიფურჩქნოთ ქალებო))) ორი შვილი გავაჩინე, აწი უნდა მივხედო თავსთქო ვფიქრობ))
რაღაც პატარა პროცედურები დავუგეგმე უკვე ჩემს თავს. პლიუს ვარჯიში დავიწყე ინტენსიურად, მოკლედ აე უნდა მოვდუნდეთ :დ
https://vt.tiktok.com/ZSNK7D85G/

აჰა ასე დავიწყე 2024, შემომიერთდით)) სასწაული ინსტრუქტური მყავს❤️

Posted by: takoo1 17 Jan 2024, 18:13
shoAbb
გახსნიდან? რავიცი მე რო ვიყიდე ისედაც გახსნილი იყო(ნუ როგორც ყველა ცხვირის სპრეი) დაკეტილი არ ყოფილა.
ვადა არამგონია გასდიოდეს.
თან ისე ცოტა ასხია ჩვენ 2 კვირაში დავცალეთ.

fermina
მაგ მხრივ კაი გოგო ვარ))თმასაც ვიღებავ და ფრჩხილებსაც ვიკეთებ,მაკიაჟსაც და დილიდან ფორმაში ვარ.ეგ რო არ გავაკეთო დეპრესია დამემართება smile.gif
უბრალოდ შინაგანად ვარ დაბერებული.ხასიათი შემეცვალა ვეღარ ვარ ისეთი ლაღი და მხიარული და ეგ ძალიან მთრგუნავს.
LooLaa
ჯანმრთელად გყავდეს და არაფერზე დაიწუწუნო:* გამოგიჩნდება მაგის დრო ცოტა მოითმინე წამოიზრდება და ისევ ჩადგები ფორმაში❤️

Posted by: happy-go-lucky 17 Jan 2024, 20:24
რა დაბერება კაცო, მეც კი გიჟის სახე მაქვს :დდ და ფერწასული და გაჩეჩილო ვარ სახლში, მაგრამ დიდი გეგმები მაქვს smile.gif)

takoo1
აუ მეც სუ მანიკურს ვიკეთებ, პედიკურე და სალონში ვივარცზ ი თმას. მოვდივარ და ბავშვებს ვუვლი და სახლიდამ ვმუშაობ :დ

ეხლა წამწამები უნდა მივიწეპო და ცოტა სოლარიუმში ვიაროsmile.gif)))

narkozeli
ვინაა უნსტრუქტორი და სად დადისარ ?


fermina
მე გარეთ ისეღი გაწკიპული დავდივარ, ვერავინ იფიქრებ რო ღამეებს ვათენებ და სახლის ხეხვაში ვარ :დ


ინუნიტეტს რაც შეეხება, სამწუხაროს ჩემს
ბიჭს დაუდასტურდა იმუნოდეფიციტოს ერთ ერთი ფორმა. და ცოტა ღრმად ჩავიხედე ზოგადად რა არის ინუნური სისტემა. ხოდა არანაირო დინდგლი დუნდგლო და ბალახი და იმუნიტეტის მოსამატებელი ვერ უშვწლის იმუნიტეტს როგორც მივხვდი. ერთდაერთო კაი ჯანსაღი კვება , რო ხელი შეეწყოს საჭირო უჯრედების გამონუშავებას და ორგანიზმის "შენებას".

Posted by: tako/barbi 17 Jan 2024, 21:02
გოგოებო,ერთ თვეში ხდება ჩემი ბიკვიტი 6 თვის ხოდა რით ვიწყებთ?ფაფების ფასდაკლებას ჩავუსაფრდე თუ ჯერ მხლოდ სუპებით ვიწყებთ?თან ვიყიდე აგუ ბეიბი და ერთი სული მაქვს გემრიელად დავტესტო biggrin.gif ვინც ახლახანს დაიწყეთ აბა 6 თვიდან რას ვშვებით,წყალს ვიწყებთ კიდე?



დ ვიტამინთან ერთად მხოლოდ ძუძუს ბავშვებს რამეს ხო არ უმატებთ?

Posted by: happy-go-lucky 17 Jan 2024, 21:31
tako/barbi
დ ვიტამინი რომელი უნდა მისცე მესენჯერში მოგწერ მერე. მეც ჯერ არ მიყიდიაsmile.gif) ფტორიანი უნდა მისცე და რკინაც უნდა დაუნატო მგონი, ჩავხრდავ რცხილაძის გაიდებს .

მე ფაფებით დავიწყე და სემპწრს ვაჭმევ. შენს გულა რაც გაუხარდება ის.
2 შვილი გავზარდეო შენ უნდა თქვა რააsmile.gif))))) მეც აღარ მახსოვდა, როგორი დავიწყება სცოდნია

Posted by: სერაფიტი 17 Jan 2024, 21:40
happy-go-lucky

ფტორიანი დ ვიტამინი რომელია? ვიტადელს სვამდა, ახლა ვიტაფეროლს.


tako/barbi

მე ბოსტნეულით დავიწყე.
მერე ხილი.
მერე მარცვლეული/ფაფები.
წყალი აუცილებლად, კი.


Posted by: happy-go-lucky 17 Jan 2024, 22:12
სერაფიტი
tako/barbi
6 თვიდაბ ნუტრიჟენ ბონიდენტი 5 წვეთი ან ბიმბოვიტ ფტორი 5 წვეთი. ესაა დ ვიტამინი და ფტორი, რახიტი დA კარიერის პროფილაქტიკისთვის. მე ჯერ არ მიყიდია დავასრულებ ვიტაფეროლს და მერე, 9 თვის კია უკვე, მაგისთვის არ მეცალა, სსვა პრობლემებში ვიყავით.

ძუძუს ბავშვები 4 დან 8 თვემდე რკინის პრეპარატი, 1'მგ/კგ.

Posted by: anibani18 17 Jan 2024, 22:16
takoo1
შენ რა დაგაუშნოვებს, თაკო <3 ულამაზესი ხარ <3
დიდად კი არ მჯერა მსგავსი დანამატების, მაგრამ ვასმევ და აი უკვე რამდენი ხანია მშვიდობა გვაქვს. იქნებ დამთხვევაა. ავერსში ვიყიდე.
fermina
მე როგორც ვიცი, წინადადებად ითვლება ქვემდებარე და შემასმენელი.
ალაპარაკდება მალე <3 არ ინერვიულოთ <3
shoAbb
კი, მე გამოვიწერე. აქ არ ვიცი თუ იყიდება.
კარგად უწმინდე ცხვირი. ელექტრო ასპირატორი ძალიან კარგი რამ არის სურდოს დროს. შეგიძლია ცოტა ჩააწვეთო ფიზიო და მერე გამოუტუმბო, ან ფიზიოს გარეშე.
დღეს როგორ არის?
LooLaa
დასაწყისში რთულია ხოლმე. ძველი ცხოვრებიდან ახალზე გადასვლა, უამრავი სიახლე, პასუხისმგებლობა. მერე ცოტა გამარტივდება.
ახლა რომ ვუყურებ დედებს ჩვილებით, ისე მინდება ისევ პაწაწუნა <3 ცოტა გულიც კი მწყდება, რომ ეს ეტაპი უკვე ჩავლილია ჩემთვის.
ვიცი რთულია, მაგრამ შეეცადე დატკბე და შისრუტო ყოველი წამი, თუნდაც ის, რომელიც რთულია. სხვანაირად შეხედე. ჩემში ბევრი რამ შეცვალა ფრაზამ: By creating their childhood, you are creating your motherhood.
* * *
სერაფიტი
ნუტრიჯენ ბონიდენტი.
ბიმბოვიტი ბ ჯგუფის ვიტამინებსაც შეიცავს.

Posted by: tako/barbi 17 Jan 2024, 22:48
სერაფიტი
happy-go-lucky
მადლობა გოგოებო,ორი კი გავზარდე მარა 5 წლის წინ როგორ დავიწყე არ მახსოვს,მხოლოდ ის მახსოვს ფაფების კოლექცია მქონდა ურძეო არ ჭამა არაფერი უფროსმა და პირდაპირ რძიანი ვიყიდე smile.gif სემპერს ვაჭმევდი მეც მარა ეხლა თან იქნებ რამე შეიცვალა,ახალი დედიკოები ხართ,სანამ გავივლი პედიატრთთან,ზეითუნის ზეთი ყოველთვის გამოგზავნილი მქონდა ეხლა,რომელს მირჩევთ რამელი ვიყიდო?აქ არ მიყიდია არასოდეს…

Posted by: happy-go-lucky 17 Jan 2024, 22:56
tako/barbi
მეც ზუსტად ეგრე ვიყავუ, არაფერი მახსოვდა საერთოდ!
მე პლაზმობის ზეთი მაქვს. აუ პლაზმონიც დეფიციტშია გადის ალბათ ბაზრიდან sad.gif

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 00:20
happy-go-lucky
ანი რკინა რომელი ხო არ უთქვამს?
აუ ისე მეზიზღება ეგ რკინა,ორსულობის დროს ისეთები დამმართა ბავშვზე მიცემა მეშინია.
არადა ძუძუზეა და უეჭველი უნდა.
ეგ ფტორი რაც დაწერე ნეტში ვერ ვნახე,
პსპ-ზე არ აგდებს ვაფშე და რომელ აფთიაქს აქვს?
anibani18
რატო არ გჯერა ფუტკარი არი ყველაზე მაგარი რაც ბუნებაში არსებობს,ეგრე სკეპტიკურად ტყუილად ხარ განწყობილი smile.gif
მე პროსტა ალერგიის ამბავში არ მიფიქრია და არ განმიხილავს,გაბრიელი ალერგიულია ცოტა და პატარა როა შემეშინდა.
რძე ხო ვაფშე,აი რამდენად სუფთაა ეგაა.
ავერსი ყიდის? თავიანთია თუ?

* * *
tako/barbi
მარტო არ ხარ smile.gif არც მე მახსოვს არაფერი
მიყოლებულმა ორსულობებმა იცის ალბათ.
ტვინი მაქ გათიშული.
მე მახსოვს ხილით და ბოსტნეულით დავიწყეთ.
ვასინჯებდი ბროკოლს,სტაფილოს,კომბოსტოს,ბატატს,კარტოფილს.
მერე ერთად ვურევდი ამ ყველაფერს.(სქელი მასა პიურესავით)
მერე ურძეო ფაფები გავასინჯე.მერე რძიანები
ხორციც მალე გავასინჯე.მგონი 8-9 თვიდან
აი ეგ არ მახსოვს.

* * *
happy-go-lucky
ყოჩაღ კაი გოგო ხარ❤️
სოლარიუმს მეც მივცხებ გაზაფხულიდან.
ღია ხორბლისფერი ვარ და ზამთარში არ ვიკლავ თავს მყოფნის :დ ზაფხულში მეთეთრება ჩემი თავი)))
გოგო რატო დაასხი ფუტკრებს ესე biggrin.gif
არ არის სგეთი ხელწამოსაკრავი რო იცოდე

Posted by: happy-go-lucky 18 Jan 2024, 06:45
takoo1
ჩემსას არ სჭირდება რკონა ფორნულას რო ჭამს და არ ვიცი. გვანცამ იქნებ იცოდეს მას დასჭორდება 4 თვიდან.
სოლარიუმი არაა კაი ვიცი მარა 20 წუთი არა მგონია მომკლას.
biggrin.gif არა საოცრებები არიან ფუტკრები, თაფლს რო ქმნოან , ცხადია smile.gif) მარა აი მაგ დინდგლს მე ვერ ვურისკავ ნამდვილად. :დ

Posted by: Anabeli111 18 Jan 2024, 08:26
anibani18
ნიგოზი ვერ გამიბედია ჯერ sad.gif და ზოგადად თხილეული.. მგონი, ძალიან ვარჩევ უკვე საჭმელს და თაიას უჭმელობა ჩემი ბრალია. უკვე საერთო სუფრიდან უნდა ჭამდეს, წესით მაგრამ მაინც ვერ ვრისკავ ან იმის ფუფუნება აღარ მაქვს (დროის მხრივ) რომ არ ჭამოს ის კონკრეტული, მერე ახლიდან ვუკეთო.. თუმცა გამოსასწორებელია ეს ამბავი ♡

takoo1
მეც ვიცოდი, თურმე, ბავშვობაში ხელების წაშენა და ერთხელ მოგხვდა მაგის გამოო დედამ ტაკოზეო :დ მეტი აღარ გაგიმეორებიაო. მეთქი რა "სასტიკი" მეთოდია, რა არის biggrin.gif biggrin.gif
თაკო, თაია ამას სვამს. გემრიელი გემო აქვს და პირველი პროტესტების ტალღის მერე, სულ კუკსკუსით სვამს შპრიცით.

user posted image

Posted by: shoAbb 18 Jan 2024, 08:55
მოკლედ მთელი ღამე ახვალებდა და ტიროდა :/ ცხვირიდან გამონასენიფ დაეწყო sad.gif დღეს მივიყვან ისევ

Posted by: სერაფიტი 18 Jan 2024, 10:29
tako/barbi

Plasmon-ის ზეთს ვყიდულობდი თავიდან. ახლა გადავედი ე.წ. საბავშვო ზეითუნის ზეთზე. იყიდება ჯიპისი/ფარმადეპოში, ასევე კარფურში. ბრენდი არ ვიცი, ცისფერი ეტიკეტი აქვს და რაღაც საბავშვო ნახატი. მეტი საბავშვო არ ვიცი ბაზარზე.

ზოგადად ამბობენ მარკეტინგიაო ეს საბავშვო ზეთის თემა, მარა აწერია რომ მჟავიანობა აქვს დაწეული. მჟავიანობა კიდე მნიშვნელოვანია ზეითუნის ზეთის პონტში.

ჯგუფებში "ბასოს" უწევენ რეკომენდაციას, შედარებით იაფია.

ექსტრა ვირჯინს ვიყენებთ.
ცხიმს ან კარაქს, ან ამას ვიყენებ. მზესუმზირის ზეთი მაშინ უწევს, როცა საერთო სადილიდან ვუღებ უმარილო პორციას.

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 13:52
happy-go-lucky

ჩემპიონთა აკადემიაში დავდივარ, აღმაშენებელზე. თამთა ქვია ტრენერს, ყბა სახის ქირურგია biggrin.gif ჩემი კურსელი იყო უჭკვიანესი გოგო და საოცარი ექიმია პარარელურად. 100% ვენდობი

გოგოებო ჩემი ტკივილი გაგიზიაროთ)) ორსულობაში კი იცით რა ცოტა მოვიმატე და სამშობიაროდან რომ დავბრუნდი უკვე დაკლებული მქონდა ლამის, 2-3 კილო დამრჩა მხოლოდ. ლაქტაციამ დედა მიტირა +4 კილო ავკრიფე რაც ძუძუზე მყავს, მოვიძენძე მაგრა.
ეგრევე მივწერე თამთას მიშველეთქო და მგონი მეშველება. ღიპი და გვერდები დამედო. ეხლა ჯამში 6-7 კილო მაქვს დასაკლები)) ორსულობაში არ მქონდა ამდენი.
შემძულდა ეს ლაქტაცია რა. რანაირად იკლებს ეს ხალხი. მგელივით მადა მაქვს, ტკბილების გარეშე ვერ ვსუნთქავ ლამის)) ანალიზები ჩავაბარე და პარადოქსი: იდეალურად მაქვს ყველაფერი, ზუსტად ნორმებში. დაჟე მიკროელემენტებზეც ჩავაბარე და იმის დეფიციტიც არ მაქვს, ინსულინიც ნორმაში, შაქარიც, ფარისებრიც, D ვიტამინიც.
მოკლედ ნელნელა ვიწყებ შერეულს და მერე ძუძუს გადაჩვევას. ყელშია უკვე. ჩემი თავი მინდა დავიბრუნო.
ახლაც დარბაზში ვარ, ამხელა ორსულობაში არ ვყოფილვარ ხალხოო
user posted image
კვება კალორაჟი ძაან ცოტათი შემიმცირა, ვერც ტკბილს ვერ ამოგაღებინებ ჯერო. შერეულზე რომც გყავდეს მაინცო. 18 საათიანზე ვკერავ ახლა რომ დამთანხმდეს.


სერაფიტი
happy-go-lucky

პლაზმონი გავიდა საქართველოდან. რაც დარჩა ისინია მხოლოდ. იმედია სხვა წარმომადგენლობა შემოიტანს, მე ძაან მომწონდა მათი პროდუქცია.

Posted by: anibani18 18 Jan 2024, 13:52
takoo1
აი ეს არის, თაკო. პსპ-ს არ აქვს. ჯიპისიში ნახე
user posted image
დინდგელის ექსტრაქტი ავერსში, ნეოფარმის წარმოების.
user posted image
ფაქტია რომ უკვე ალბათ თვეზე მეტია მშვიდად ვართ ავადმყოფობების გარეშე. არ ვიცი რისი ბრალია.

Anabeli111
ანი, ნიგოზი სიტყვაზე ვთქვი. ეს შეიძლება გახეხილი ყველი იყოს ან კიდევ რამე სხვა რასაც ჭამს. ადრე ბევრი ალტერნატივა მქონდა, ახლა აღარ ვიკლავ თავს, ვერც ვახერხებ მაგდენს. ვაძლევდი პატარა ჭიქაში რამეს და ვეუბნებოდი, მოაყარე, ოღონდ გამოიზოგე, მეტი არ არისთქო. მოაყრიდა და სადილსაც მიაყოლებდა ზრდ. ახლა ისე მეცინება ამ გამოიზოგეზე, ცხვიტ-პირს მომაჭამს ორივე ცალ-ცალკე და ერთადაც ესე რომ ვუთხრა smile.gif ნამდვილი ბანდაა, დღეს კარადას მოაგლიჯეს უჯრები, მთელი სახლი გააპარტახეს

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 13:56
მე ვგიჟდები ნუტრიჯენ ბონიდენტზე, 6 თვიდან ლამის 3 წლამდე ვასვი ვაჩეს უწყვეტად.
ნოაზეც ასე ვაპირებ. 6 თვე ვიტაფეროლი და 6 დან ნუტრიჯენი.

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 14:02
happy-go-lucky
takoo1
სერაფიტი
მადლობაა,ნელ ნელა უნდა ვიზრუნო,ადრე კი მითხრა ირკლიმ ხრიკია ეგ საბავშვო და კაი ხარისხის იყიდე უბრალოდო,მერე ხუთ ლირიანებს მიგზავნიდნენ ხოლმე და აღარ დამჭირდა აქ ყიდვა,ნეტა ავროპროდუქტს ხომ არ ექნება კაი ხარისხის,პრაზმო რახან დეფიციტშია…ანუ ბოსტნეულით ვიწყებ 2kiss.gif

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 14:04
tako/barbi

ფარმადეპოში აქვთ საბავშვო ზეითუნები. მე იქ ვყიდულობდი ხოლმე. ახლა კაი ხანია ბასსო-ს ვხმარობ.

Posted by: adeline 18 Jan 2024, 14:20
გამოგვწერეს გოგოებო, სახლში ვართ. ბაია უჭკვიანესია, მთელი ღამე ძინავს. ძუძუს კი წოვს, მაგრამ ძაანაა გამაგრებული და უჭირს ბოლომდე. ჰიპი დავამატებინე სამშობიაროში, რადგან კლებაში წავიდა ძაან. საღამოს მასაჟისტს ველოდები, ქმარმა უნდა მომიყვანოს. ძალიან ტკბილია, მაგიჟებს :*

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 15:28
adeline
როგორ მიხარიაა❤️❤️❤️
დალი მოგყავს? საწველს იყენებ? სადინრები რომ გაგეხსნება მერე ლანსინო თავისუფლად მოერევა წესით.

Posted by: shoAbb 18 Jan 2024, 15:31
გოგოებო , საშინლად გაუწითლდა ლოყა sad.gif რავქნა რა ვუშველო? sad.gif პედიატრმა დერმოკლინიო მაგრსმ არ შველის :/ თან უხურს ის ადგილი sad.gif
* * *
user posted image
აი ასე აქვს ჩემ ბიჭს sad.gif

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 15:32
shoAbb

ალერგია აქვს? sad.gif

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 15:35
narkozeliწინ ერთი თვეა და მოვემზადები,მადლობა ❤️


თაკო სემპერის ველინგს აქებენ კიდე,ხო არ უჭამიათ შენ პატარას?შვრია და წიწიბურა მოწონდათ.
* * *
shoAbb
დერმატიტი ან ალერგია,სხვა არაფერი რაც გითხარი მანდ აჩვენე ალეეგოლოგს ან ბიძინაას მიწერე.ონლაინ ვინმეს თუ აქვს ალერგიის და იკუნოლოგიის ცენტრში ნეტა კონსულტაცია.

Posted by: happy-go-lucky 18 Jan 2024, 16:33
narkozeli
რა არის ინსტრუტორის როლი?
ფასი რა არის? მე აუზი მაქვს აღებუკი სადაც ტრენაჟორებიც შედის. მარა ჯანდაბას, თუ ძაან ძვირი არაა, მანდაც ვივლიდი. ეს ინსტრუქტორები ინსტაზე რასაც ვხედავ, ზაან ცხოველებივით არიან ბიჭები, წინებით ავარჯიშებენ ატირებენ და არ შემიძლია. გოგოს იდეა მომეწონა ეხლა.

რომელ საათებში დადიხარ და რა ოერიოდულობით? თუ დღე დადიხარ მეც შენტან ერთად ვივლიდი, ხალისისთვის. ))
* * *
shoAbb
ლოკოიდი დაუნიშნა ბიძინამ თვეების იყო, იგივე ჰიდროკორტიზოია. ეგ რომ სცადო ?
უნდა გამორიცხო რაზე აძლევს, რამე ახალს ხო არ ჭამს? რამე ხო არ შეუცვალე?


narkozeli
არ გამაგიჟო, უნდა დავერიო აბა მაგათ პროდუქტებს. ძაან მომწონს

Posted by: LooLaa 18 Jan 2024, 16:41
საბისაბი85

კი შეუმცირდა მაგრამ, ბევრი ისედაც არ ჰქონდა და ვერც ეგ დავადგინე აწუხებდა თუ არა საერთოდ.
მხოლოდ საბავშვო არ არის თან, ძლიერი შამპუნია ეს. თვალებს დაუწვავს თუ ჩაუვიდა, ქერტლის და სოკო პიტირიაზის სამკურნალოდაც გამოიყენება. 67 ლარი ღირდა ფარმადეპოში, 8 ბეჭედი მქონდა დაგროვებული 50% დააკლდა 33 ად ვიყიდე.
ჯერ ზეთი წაუსვი გაუჩერე 15 წუთი, და მერე შამპუნს რომ წაუსვამ საბავშვო ჯაგრისით ფრთხლად დაუმასაჟე ვიდრე ჩამობან.

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 16:48
shoAbb
თავს უფლება მივეცი,როგორც ახალბედა დედა ხარ ვიცი როგორ ნერვიულობ და ბიძინას კომპეტენციაშიც ეჭვი არ მეპარება,მივწერე უშენოდ…ახლა ჩაგიყრი რაო❤️user posted imageuser posted imageაი ასეთი ამბავია❤️

Posted by: shoAbb 18 Jan 2024, 17:02
tako/barbi
აუ რა მაგარი ხარ ❤️ მადლობა დიდი ! მივწერე მე და არ მიპასუხა sad.gif

რაც მომაფიქრდა ახლა ირაკლის ასიტენტს მივწერე და ინანაც ჰიდროკორტიზონის მალამოო.


მოკლედ ვუყიდი ან ავენის ან სეკალიას ❤️
მადლობა გოგოებო ❤️
* * *
happy-go-lucky
იგივეს ჭამს რასაც ჭამდა , არაფერი შემიცვლია sad.gif

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 17:23
shoAbb
ჯობია ავენი ამ შემთხევავში,სადღაც 4 ან 5 წლამდე ასე ქონდა.

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 17:48
happy-go-lucky

პირველად მყავს ტრენერი და მივხვდი რამხელა შეცდომას ვუშვებდი თურმე უტრენეროდ ვარჯიშის დროს.
საერთოდ სხვა რამე ყოფილა სწორი ვარჯიში ინსტრუქტორის მითითებით.
წინასწარ შემიდგინა გრაფიკი (კვებაზეც გაძლევს რჩევებს)
ყველა ვარჯიში გაწერილია და ესე შენს გემოზე ერთ გირსაც ვერ აწევ :დ გიხსნის რა რომელ კუნთს ავარჯიშებს, რას ჭიმავს და რას ადუნებს და ა.შ ჩვეულებრივი მეცნიერება ყოფილა, ძაან მომწონს.
ინსტრუქტორების ფასი ცოტა ასტრალშია გავარდნილი მარა 1 თვე აიყვანე და მიხვდები როგორი საჭირო ყოფილა თურმე.
400-500 ლარია თვე ყველა ნორმ. ინსტრუქტორის
თამთაც მასეა (400 ლარი) მე ცოტა დამიკლო შინაურობაში ))
ჩემპიონთა აკადემიაში მარტო ულიმიტო აბონემენტებია და 250 ლარი ეგ ღირს.
მოკლედ ძვირი სიამოვნება კია მარა ჩემი 100% რეკომენდაცია.
კი დღე დავდივარ, ძირითადად 11-12–13:00 ამ საათებამდე. წამოო))
კვირაში 4 დღე მაინც დაგჭირდებაო მითხრა მე რაც ვთხოვე იმისთვის ( ანუ ავუხსენი დეტალურად როგორი ტანი მინდა რომ დამიყენოს :დ)
საათნახევარი მავარჯიშებს ხოლმე.

Posted by: adeline 18 Jan 2024, 17:48
narkozeli
კი, დალი მყავდა უკვე; ისეთი ფაფუკი გამიხადა მკერდი, წოვს და წოვს ჩემი ბაია. ხვალაც მოვალ და მეტი არ დაგჭირდებაო; არ მჯერა, ქვასავით მქონდა მართლა.
tako/barbi
ბიძინა არის ნომერ პირველი ჩემთვის. მეც მისი პაციენტი ვარ და მართლა სასწაულად მიხდება მაგის დანიშნულებები.
LooLaa
რომელ შამპუნზე ამბობ? რისთვისაა?

Posted by: shoAbb 18 Jan 2024, 17:50
tako/barbi
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ❤️

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 17:55
Anabeli111
ანი ეს რკინაა ხო? ლუკიანეს ვასმევდი მარა სახელი არ მახსოვს,სადღაც რო ძლივს ვიპოვე სგ მახსოვს.
anibani18
უი ეს სპირტიანია დინდგელი? არ ვიცოდი ბავშვებზე თუ შეიძლებოდა.
შენ კითხე პედიატრს თუ შენით მიეცი?
narkozeli
აუ გვერდები მეც დამედო.სარკეში რო ვიყურები ბანძ ნაშას ვგავარ და ნერვები მეთხრება ძაან
* * *
adeline
გილოცავთ❤️რა მაგარია უკვე სახლში ხართ
დალი არი სუპერი,Eმერთმა დიდხანს აცოცხლოს.
შენ ხო გაქ საწველი? აღარ გაგიმაგრდება რო დაიწყებ წველას
tako/barbi
აუ თაკო რა საყვარელი ხარ:*

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 18:09
adeline
მიხარია კარგად რომ ხართ❤️შეჭამეთ უკვე თუ დატოვეთ ცოტა მსუქო ბიჭი :დ ❤️ კი ბიძინას პაციენტია ჩემი გოგო წლებია, მიუხედავად იმიდა მწვავე ფორმა არ ქონდა ეტაპობრივად ვაჩვენებდი.მართლაც კარგები არიან ზოგადად ალერგიის ცენტრში❤️
shoAbb
რის მადლობა ჩემო კარგო,მესმის როგორ განიცდი თან პირველია,კიდე სანამ კვებას დაუწყებ საკვებ მინარევზე გაუკეთე ანალიზი,სტაფილო,კვერცხი ყველაფერი,მიანც ალერგიულია ბავშვი და იცოდე რომ გაბედულად მისცე ❤️

Posted by: shoAbb 18 Jan 2024, 19:13
tako/barbi
მრჩეველში ვნახე მსგავსი სადღაცვ180 ლარამდე ჯდება ხო?
დღეს ვუყიდე სემპერის წიწიბურას ფაფა, 1 სუფრის კოვზი გავუკეთე და ისე კარგად ჭამა , გამიკვირდა :დ 2 პატარა კოვზი დატოვა :დდ eek.gif

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 19:18
shoAbb
მე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრაში გავუკეთე და ალბათ გააკეთებენ მანდაც,ფაფები დაიწყეთ?

Posted by: happy-go-lucky 18 Jan 2024, 20:00
narkozeli
ფასი კაი აქვს დარბაზს მარა ტრენერი ძვირი ყოფილა, ისევ ჩემს აუზს მივაწვები.)) ისე რო ვიარო რა აზრი აქვს აბა. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვაკეთო))

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 22:10
გოგოებო ყოველ ჩაკუკვაზე უკან გამოსდის ზურგთან საბას და ვერ გავიგე რისი ბრალია,
პამპერსის არამგონია იყოს.ჰაგისზეც გამოსდის და პილო ვიყიდე მაგაზე ვაფშე.
პატარა აქ მგონი? 5 ზომა ადრე არაა ჯერ?
4 აცვია

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 22:20
takoo1
მე კაი ხანია გადავედი მაგიდ გამო ხუთზე,თან ბარკლებზეც აჭერდა,იყიდე ორი ან სამი და ნახე ❤️
* * *
არასოდეს არ ვუურებდი წონა რა აწერია,უფროსებზეც მალევე გადევედი ხუთზე და ორივეს მალე გავხადე იმედია აქამსთანაც გამოვა facepalm.gif გუშინ მითხრა ახლობელმა 5 წლისაა და ისევ ვაცმევ ღამეო,არ ვიცი facepalm.gif

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 22:23
tako/barbi
მართლაა? ჯერ 4 თვისაც არაა რავიცი 5 ზომა უნდა? ალბათ 7,500 იქნება ეხლა
შენი რამდენი იყო თუ გახსოვს❤️

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 22:24
takoo1

აუ მე ვაბშე მოვინჯღრიე სერიოზულად. მშობიარობიდან 1 კვირაში უფრო წიწკვი და ლამაზი ვიყავი ვიდრე ახლა givi.gif მარა არ ვნებდებით დაოოო რძლები გვყავს მოსაყვანებიი მასე სადააა :დდ

პამპერსზე არ ვიცი, მგონი დიდი ბაია რომ არის, უფრო დიდი ზომა სჭირდება. ჩემსას 3 ზომა აცვია და არც უჟონავს და არაფერი ჯერჯერობით.

ისე მე ჰაგისი მომწონს ძაან მარა პამპერსის პამპერსის ერთი პლიუსი უნდა ვთქვა, სულ რომ 2 კილო მოფსას ბავშვმა არ იბერება დიდად, ეგ ძაან კომფორტია, ჰაგისი ეგრევე პარაშუტივით ხდება givi.gif


happy-go-lucky
აუ ხოო, მაგიტომაც ფეხს ვითრევდი სულ და ჩემით დავბოდიალობდი მეორე ორსულობამდე. ოვერფრაისდ მეგონა მარა თურმე ღირდა. აუზი ბევრად უსაფრთხოა მაგ მხრივ, არასწორად ვერ იზამ ვერაფერს :დ


Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 22:25
takoo1
ერთი თვის წინ ცოტა მეტიცაა გასული,იყო 7.500 ავცერი და ზუსტად მახსოვს და ეცვა მაგ დროს უკვე ხუთი,პედიატრმა აღნიშნა ვაიმე უკვე ხუთი სჭირდებაო ალბათ ბარკლების გამოვო smile.gif და დამამხსოვრდა.თორე დიდი რამე რომ აცვია არ მიყვარს,არ აქვს დიდი,ტანსაცმელზეც ბრძოლა მაქვს დედაჩემთან :დფეხს ვერ შლისო და რავიცინრას არ იგონებს smile.gif

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 22:27
აუ თაკოებო რა ბუთქუჩელა ბაიები გყავთ თქვენ ❤️ ნოა ეგ წონა ალბათ 6 თვეზე იქნება :დ 3 თვის ხდება და 5500ია ჯერ თუმცა დაბადების წონა ხო 6 თვეზე უნდა გააორმაგოს და ჩემი 4 თვეზე გააორმაგებს (3 კგ გაჩნდა და 4 თვეზე 6 ყველა ვარიანტში იქნება)
თქვენებმა 2 თვეში გააორმაგეს დაბადების წონა? :დ

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 22:32
narkozeli
კი ძალიან იმატებს და საერთოდ არ მხივლავს ეგ ამბავი smile.gifაი ბარკლებზე რომ ვსაუბრობდი smile.gif

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 22:39
narkozeli
წონა ამან 3 თვეზე გააორმაგა biggrin.gif 6ზე ალბათ გაასამმაგებს biggrin.gif
აუ მეეეც გეფიცები,რო გამომწერეს მაშინ უფრო პატარა მუცელი მქონდა
რა ჯანდაბა მჭირს არ ჩაიფუშა მგონი თუ გაიბერა ვერ გავიგე.
მე თან ძუძუს ვაწვები ზაფხულამდე და ხო აზზე ხარ)) იმედია კიდე არ მოვიმატებ რაა.პლიუსი ის მაქ რო ძაან უცებ ვაგდებ,ერთი კვირა რო ვიდიეტო შეილება 3 კილო მოვიძრო ეგრევე,პეოსტა ჯერ ვერ ვშვები.
tako/barbi
ერთი თვის წინ 7,500? ვოოოოთ?? biggrin.gif რამხელაა აღარ მახსოვს შენი ბაო საბას ხელაა? eek.gif
ანუ საბასაც 5 უნდა.
ჩვენ უკვე 6-9 თვეები გვაცვია facepalm.gif 9 თვე ისე აქ თავისუფლად,დიდად არააქ.
6ში გამოკვეტებულია აფხაზურასავით gigi.gif
აუ მომშივდა lol.gif

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 22:47
takoo1
5 თვის გახდა გუშინ smile.gif მე არც მშია არც მეძინება,უფროსს ორი დღეა გული ერევა,უფრო სწორდ აერია ერთხელ და მას მერე დილით დოპროკინი მივეცი დაისვენა,თან მუცელი სტკივა,ეხლა მალაზინიას გადაცემას ვუსმედი და ზუსტად გულის რევაზე იყო მახათაძესთან ქონდა ინტერვიუ,ამ ბავშვის გუოის რევამ ისე დამღალა,ვერ ვიგებ ვირუსია,აწყინა რამემ შეცივდა თუ რა სჭირს,უზმოზეც სულ შეგრძნება აქვს,ნეტა ირაკლისთან ხო არ წავიყვანო facepalm.gif მახათაძესთან მყავდა ორი თვის წინ და არაფერი არააო…
* * *
https://fb.watch/pFaSruEkEV/? მგონი დაემატა ეს ინტერვიუ

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 22:50
tako/barbi
ვაიმეე ბარკლებიიი ცუდად ვაარ user.gif ჩემსაზე ბუთქუჩაა ეს გოგოო❤️
ზაფხული რო არაა ვერ ვხდი თამამად

Posted by: narkozeli 18 Jan 2024, 22:55
tako/barbi

აუ რა სიცოცხლე ბარკლებიაა❤️❤️❤️ ჩავკოცნიდი ❤️

ძუძუს გოჭები მაინც უფრო პუტკუჩელები არიან რა.
ჩემსას არ უყვარს ეს ძუძუ და არც ზოგადად რძე არ უყვარს ვატყობ :დ გამოწველილსაც ნახევარს მიტოვებს ხოლმე

takoo1

მე 18 საათიანზე გადავედი + ძაან აქტიურად ვვარჯიშობ, თითქმის ყოველ დღე 1.5-2 საათი და წესით ძაან მალე უნდა მქონდეს შედეგი, მეც უსწრაფესად ვიკლებ ხოლმე.
აი ხშირ-ხშირად ვუყურებ ჩემს ფოტოებს და ვიდეოებს რომ მოტივაცია მომეცეს, არ მჯერა რომ მე ვარ იმდენად მართლა ღიპი და გვერდები დამედო. მოკლედ წესით გაზაფხულზე უნდა ვიყო კარგ ფორმაში და ზაფხულისთვის შოკი პიკი პანიკა :დ ვნახოთ აბა, არ დავნებდეთ დაო ❤️

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 22:56
takoo1
ფოტოები გადავუღე დღეს,თორე არ მყავს smile.gif ზოგადად არ ვფუთნი არცერთს მარა ასე გახდილიც არაა smile.gif ქოო მსუქოა და უსაყვარლესი ❤️ბედნიერი ბავშვია,სულ იცინის,მშვიდი.გადმობრუნება ისწავლა და ისე უხარია,სიყვარულია რა ❤️

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 22:57
ააა 5 თვისაა უკვე შენი. ანუ 4თვის იყო 7,500
ხო ნუ ერთნაირად იმატებენ დაახლოებით❤️
თაკო ვირუსი ხო არ გაქვთ?
მაგას ახასიათებს გულის რევა/ფაღარათი
ლუკიანე ერთი კვირა მღეროდა biggrin.gif
თან ორ ხმაში lol.gif
პოლნიფული ქონდა gigi.gif
იქ უკეთებდნენ გულის რევის საწინააღმდეგოს მარა ორი დღე მაინც არ იმოქმედა.შეგრძნება ქონდა მერეც ერთი ორი დღე.

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 22:59
narkozeli
აუ რატო არ უყვარს ძუძუკებიი sad.gif მთვარია ნორმა მოიმატოს და არაუშავს…კარგია რომ
იცლი,აბა მე უნდა მოკვდე შიმშილით რომ ცოტა დავიკლო,ფორმებზე ჩემთან ნუ ისაუბრებთ,ჩემი ძალიან ცუდი ვერსია მიყურებს სარკიდან sad.gif
* * *
takoo1
ვაიმე შეგრძნება ამას სულ აქვს დილაობით,ვირუსი აქვს ალბათ ამ ეტაპზე,ძილის წინ მითხრა მერევაო,თან იმას ვფიქრობ ხვალ დოპროკინი აღარ მივცე ამოიღოს რაც ამოსაღებია მარა მერე არ დამიმძიმდეს,ვერაფრით ვერ დავაწვენ ვერსად sad.gif მოკლეთ რა,ჯერ ახალი წლის ვირუსი ვერ მოვინლე ეხლა ახალი,თან დავკანკალებ პატარას არ გადასდოს და პანიკები მაქვს :დ წავიდე ყავა დავლიო მაინც ვერ დავიძინებ :დ

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 23:04
tako/barbi
მუცლიდან ზურგზე? ესეც ბრუნავს
ახვანცალდა ძაან ამ ბოლო დროს,ვეღარ ვტოვებ ლოგინზე.
ესეც ეგრეა სულ იცინის თუ არ შია❤️
თუ შია ძაან ჭედავს

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 23:07
takoo1
კი მიცლიდან ზურგზე,ამ ხალიჩაზე ერთობა ძალიან კარგად და ზემოთ დასაკიდი სათამაშოებით,ხო თუ შია ესეც მაგ დროს ჭედავს,საწოლზე კი ხანია ვეღარ ვტოვებ smile.gif

Posted by: Panda-008 18 Jan 2024, 23:08
გუშინ ჩავალაგე კიდევ ერთი 30-ლიტრიანი კონტეინერი ტანსაცმელი შესანახად, კარტერსის 6-თვიანი ყველაფერი გადავდე და 9 თვის ნაწილი. ასევე სხვა ბრენდების 68-ები. 5 თვის არაა ბავშვი ჯერ.
შობაზე ბევრი ტანსაცმელი გვაჩუქეს ძალიან, ჩემმა მშობლებმაც ჩამოზიდეს და დაგვრჩა ოხრად უმეტესობა biggrin.gif
ორშაბათს გვაქვს ვიზიტი და გავიგებ წონას და სიმაღლეს.

takoo1
tako/barbi
პამპერსი რამდენკილოიანებია დამიწერეთ რა, თუ არ დაგეზარებათ. კილოებით არ ვხელმძღვანელობ დიდად, მაგრამ შესადარებლად მაინტერესებს.

ახლა 3 ზომა პამპერსს (6-10 კგ) და 4 ნომერ ლიბეროს (7-11) ვიყენებთ, მაგრამ გამითავდება თუ არა შეკვრები, დიდზე გადავიყვან.

narkozeli
მთლად 2 არა, მაგრამ ორნახევარ თვეზე გააორმაგა დაახლოებით.


Posted by: happy-go-lucky 18 Jan 2024, 23:12
narkozeli
პილატესზე რა გსმენია?

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 23:13
Panda-008
user posted imageჩემი დაკვირვებით,საერთოდ არაა კავშირში,რაც აწერია 8კილოზე მეტი არ იქნება მარა კი აცვია და არ აქვს დიდი.

Posted by: Panda-008 18 Jan 2024, 23:15
tako/barbi
აჰა, ანუ იგივეა ჩვენთანაც. ტყუილად ამოვხუთე ბავშვი 3 ნომერში ე.ი. biggrin.gif

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 23:22
Panda-008
ჩააცვი ის რაც კარგად აქვს ნუ უყურებ ზომებს smile.gif კარტერის და ნექსტის 9თვე ახალა გამოგვივიდა და ოდნავ აქვს ფეხზე სიგრძეში დიდი მარა მუცელზე იჭედება.

Posted by: takoo1 18 Jan 2024, 23:49
tako/barbi
კუჭში როგორაა თაკო?
2-3 დღე ცოტა დიეტურად აჭამე და სითხით დატვირთე.ელექტროლიტიც მიეცი.
წესით აერეოდა მაინც რთულად რო იყოს.

* * *
Panda-008
3 ზომაში რანაირად ეტევა? რამდენი ხანია 3 გავიხადეთ ჩვენ,ფოტოში შენი უფრო ბარკალა ჩანს,პატარა ექნება ყველა ვარიანტში biggrin.gif
კილოებს არ უყურო აზრი არააქ.
ერთი ის გაითვალისწინე რო ჰაგისი ოდნავ პატარაა პამპერსზე.
ალბათ დიდ ზომებზეც ეგრე იქნება.
3/4 ზომაში ეგრეა.

Posted by: Panda-008 18 Jan 2024, 23:56
takoo1
ამ წუთას არ მაქვს პამპერსი, ასე 2 კვირის წინ ეცვა 3 biggrin.gif ახლა ლიბერო აცვია 4. ჰაგისი არ გამომიყენებია.
ბარკალაიას ვეძახი ისე.

Posted by: tako/barbi 18 Jan 2024, 23:59
takoo1
ერთხელ გავიდა გუშინ და ვსო მას მერე არ გასულა,მუცელი სტკივა და მუროფენს ვაძლევ,აღარ მივცემ ხვალ თუ ასტკივდა გადავიყვან გადაუღებ მუცელზე,არაფერი გამეპაროს…პანიკა დამეწყო

Posted by: LooLaa 19 Jan 2024, 00:06
მეორე აცრაც სიცხის გარეშე გადავაგორეთ. არ ვიცი სტიკერის ბრალია თუ ბავშვის smile.gif)

adeline

თავზე ფუფხების შამპუნი. Acm ის novophane K.


anibani18
takoo1

ასეა კი, მიუხედავად ყველაფრისა საერთოდ არ მინდა რომ დრო სწრაფად გავიდეს. 2-3 წელში იქნებ მახვეწნინოს ჩახუტებაზე, ვინ იცის smile.gif)) ახლა ვტკბები ულიმიტო სიტკბოთი. love.gif

Panda-008

აუ რა ფუმფოლოზავრიააა biggrin.gif love.gif


Posted by: NatiaGull 19 Jan 2024, 00:20
narkozeli
გვანნც ლაქტაციის დროს 18 საათიანი შეიძლება ?

Posted by: takoo1 19 Jan 2024, 00:31
LooLaa
გილოცავთ❤️ ეგ სტიკერი არაფერს შვება,
უბრალოდ გამაგრილებელი ეფექტი აქვს,
სიცხეს არ წევს დაბლა smile.gif
მე ვერ მივიყვანე მეორე აცრაზე,ძაააან მეშინია ვირუსიანებში მიყვანა
* * *
Panda-008
მე მინისტრს biggrin.gif რაღაც ეგეთი სახე აქ მსუქანა მინისტრის))
tako/barbi
არაფერი იქნება ნუ გეშინია:*
ეგრე ტკივა ნუროფენს რო აძლევ?
რამხელაა ეხლა?

Posted by: LooLaa 19 Jan 2024, 00:58
takoo1

აუ როტას ვაქცინა უკან ამოასხა 15 წუთში, იმედია მოასწრო შეწოვა.
ხოო სულ ვირუსიანები იყვნენ, დაჟე ყივანახველა აქვსო 1 ბავშვზე თქვა და ცალკე ყავდა შეყვანილი სხვაგან, დერეფანში არ აცდევინებდა, მიაკარანტინა smile.gif)
ვერ მოასწრო ამ ბავშვმა აცრა 3 თვის არისო. დააგვიანეს ალბათ.
ჯერ ჩვეულებრივ ვირუსზე ვჭედავთ დედები და ყივანახველა რომ დაემართოს ამას, მე ტვინზე დამემართება ყივილი ალბათ

Posted by: shoAbb 19 Jan 2024, 06:13
ესეც გადავიდა 5 ზომაზე , დამჩა ორი დიდი შეფუთვა 4 :/ სულ ბარკლები ქონდა დაწითლებული sad.gif 7.850 იყო 15 ში
რომ ავწონე :დ
აუ სუკ ნახველს იღებს უკან და ვერ იძინებს მშვიდად sad.gif

Posted by: საბისაბი85 19 Jan 2024, 08:18
adeline
გილოცავთ ❤️❤️❤️ საყვარელი ბაია.

shoAbb
დერმატიტი აქვს ჩემს, ავენის ქსერაქალმს ვახმარ თავიდან არ ქონდა შედეგი მაგრამ ახლა ძაან მომწონს, ახლა ვეძებ მეც კარგ პედიატრს რომ ალერგიაზე რამე დაგვინიშნოს პერიოდულად უმწვავდება,აი მაგალითად თუ ცხელა სახლში და ვინმე თუ კოცნუს ლოყაზე sad.gif

LooLaa
აუ მაგ შამპუნის მერე სულ გაურთულდა, ანუ ჩემს ფუფხებთან ერთად წითელი პატარა წერტილებივით ქონდა დაყრილი თავზე და ელენე კაკაბაძემ დაგვინიშნა და სულ გაურთულა ეგ მარტო ფუფხებს უხდება ალბათ sad.gif გამონაყარზე არ უნდა დაენიშნა ვფიქრობ.


* * *
takoo1
გაბი 9 ში იყო 7800 და მალევე 5 ზომაზე გადავედით smile.gif უჭერდა 4 ზომა
* * *
shoAbb
ხველა ალერგიული ხომ არ აქვს ნეტა?

Posted by: takoo1 19 Jan 2024, 09:22
shoAbb
საბისაბი85
აჰა ჩვენც 5 გვჭირდება ანუ,აი ეს ჩავცალო და 5ს ვიყიდი მაშინ მეც❤️
LooLaa
ვაიმე არ გამაგიჟო :/ ეს ჯერ 2 თვეზეც არ ამიცრია.რანაირად მივიყვანო ძაან საგიჟეთია ხოლმე რა ვქნაა
shoAbb
კაია ნახველს რო იღებს,არ გაურთულდება გაუსუფთავდება.ინჰალაციას უკეთებ თუ რატო წამოვიდა ნახველი?
* * *
საბისაბი85
ხო 2 დღეშია სხვაობა ჩვენ ბიჭებს შორის?
ვაიმე რა პონჩიკაა გოგო 8 კილომდეა უკვეე❤️
ნახევარი კილოთი დიდია ჩემსაზე

Posted by: shoAbb 19 Jan 2024, 09:35
takoo1
კი, ახველებდა ძაან სა გუშინ რომ მივიყვანე ატროვენტით დაუნიშნა და გავუკეთე გუშინ 3 ჯერ .
ახლა გავუზომე და სიცხეც აქვს, 37 sad.gif საბისაბი85
ვუყიდი ავენის ❤️

Posted by: tako/barbi 19 Jan 2024, 09:38
takoo1
8წლისაა,ანტიბიოტიკი დასჭირდათ ბავშცებს რომ გეწვა?წუხელ ეძინა მშვიდად და დღეს ვნახოთ არ მივცემ დოპროკინს თუ რამეა ეხოზე წავიყვან,ეს ვერ იტანს ოდავ ტკივილს და რო მოუვლის მუცელი გამორბის მიშველეო,ან რამე ოდავ რომ სტკივ კაცების მანიაა ეგ თუ დააკვირდები რამე რომ სტკივათ იფერებენ ,რომ ძალიან მძიმეთ არიან2kiss.gif

Posted by: happy-go-lucky 19 Jan 2024, 09:41
ფოტოები წაშალეთ თუ მე დავბემავდი? ვერ ვხედავ :დ
ღმერღმა კარგად გიმყოფოთ, ჩემი ბიჭი 9 თვისაა და 8 კგა შევშფოთდი ეხლა smile.gif) ოღონდ კარრერსი 12 თვე აღარ ეტევა. ალბათ გრძელია. პამპრრსი 4 კარგად აქვს ამას მაგაკითად, ტაკო და ბარკლები რომ არ აქვს.

takoo1
აუ მეც არ ამიცრუა, ისე მეშინია sad.gif თან რაღაცა მითხრა ირაკლიმ. ვერც გავიგე კარგად, აცრაზე ექნება თუ არა ინუნუტეტი სანახავია მერე ანტისხეულებითო, თუ მსგავსი, გადვირიე. :დ

ვირუსებისაც მეშინია სა პლუს აცრის მერე გახდა ავად ეს და ინუნიტეტს ხო არ უგდებსთქო sad.gif მარა ავცრი თებერვალში. ცოცხალი ვაქცინა არაა და არაა პრობლემა აცერიო.

* * *
shoAbb
ვირუსი აქვს, მალე გამოკეთდებ პაწუკა❤️


Posted by: shoAbb 19 Jan 2024, 09:57
happy-go-lucky
აუ მეც კითხვა გამიჩნდა :დდდ მეთქი ამდენი ღამის თენების მერე ვეღარ ვხედავ დდ
გუშინ მითხრა პედიატრმა 10 კგ 1 წლის ბავშვის ნორმაა და ეს 8 კილოა რას ნერვიულობო .
მადლობა, იმედია მალე sad.gif ❤️
* * *
გოგოებო , გუშუნ 1 სუფრის კოვზი რომ გავუკეატე ფაფა, ჭამა და მერე 90 გრ სიმილაკი დააყოლა, დღეს გავუზარდო , ანუ 2 სუფრის კოვზი მივცე შემიძლია?

Posted by: happy-go-lucky 19 Jan 2024, 10:09
shoAbb
კი მიეცი.

8 კგ ჩემუ 9 თვისაა და ნორმააო მეუბნებიან, რას ნევიულობ კაცო smile.gif)

Posted by: shoAbb 19 Jan 2024, 10:33
user posted image
რომელი უნდა ვიყიდო?

Posted by: საბისაბი85 19 Jan 2024, 10:54
takoo1
გაბი 19 ში არის დაბადებული და საბა ხო 27 ში?

shoAbb
პირველი მაქ მე.

Posted by: anibani18 19 Jan 2024, 12:03
takoo1
თვითონ დამინიშნა. არაფერი ვიცოდი ამ დინდგელზე. დამაფიქრე ახლა შენ, მივწერე და მითხრა მცირე დოზით არ წარმოადგენს საფრთხესო, მაგრამ აღარ ვივცემ მაინც.
თაკო, შენ გურიაში ისვენებ ხოლმე? ადრე რომ მეუბნებოდი ულამაზესი ასგილი არისო, რომელზე მეუბნებოდი ვეღარ ვიხსენებ.

Posted by: Panda-008 19 Jan 2024, 13:26
happy-go-lucky
წავშალე, სახე უჩანდა იმაზე მეტად, ვიდრე მინდოდა biggrin.gif

აუ, ამ დილით ვიქვითინე ცხარე ცრემლებით :-/ ძილის რეგრესია დაეწყო, ღამე იღვიძებს და თამაში უნდა. ჯამში 5 საათზე მეტი არ მიძინია უკვე 2 კვირაა. დღისით ვერ ვიძინებ და გადავიღალე ძალიან, წკიპზე ვარ. იმედია, მალე გაივლის.

Posted by: tako/barbi 19 Jan 2024, 14:44
Panda-008
ცოტა გაუძელი,ყველა მასე ვართ ❤️დატოვე ცოტა ხანს გაისეირნე,ნახევარი საათი მაინც ❤️

Posted by: LooLaa 19 Jan 2024, 15:03

საბისაბი85
აუ რა ცუდია რომ გაურთულდა. უფრო მგრძნობიარე კანისთვის შესაფერისი შამპუნი სჭირდებოდა ალბათ.

takoo1

მარტის ბოლოდე სულ იქნება ვირუსები და რავქნათ აბა, ეცადე ძალიანაც ნუ დაუგვიანებ.

Panda-008

31 დეკემბერი რომ თენდებოდა 1 წამი არ დაიძინა მთელი ღამე. მგონი 10 დღე გაგრძელდა ასე. 24 საათზე მეტი გადიოდა ისე რომ ვერ ვიძინებდი. ბოლოს 3 დღე ვიტირე მეც და რომ მეგონა მეტი აღარ შემიძლიათქო გვეშველა. გაუვლის მალე.

Posted by: shoAbb 19 Jan 2024, 16:28
მასე ცარ მეც sad.gif სულ წუწუნებს ყოველ 20 წუთში ღამე, უნდა იჯდე ან იდგე და ისე გყავდეს ხელში sad.gif დღითაც 25 წუთი ძინავს ზუსტად :/

Posted by: Panda-008 19 Jan 2024, 17:36
tako/barbi
LooLaa
იმედია cry.gif

* * *
shoAbb
არ წუწუნებს, მაგრამ კარგად გამოძინებული იღვიძებს სადღაც 4-5 საათზე და ჭიხვინებს. თამაში უნდა, ტრიალებს თავის საწოლში. ადგომა ძალიან მიჭირს მაგ დროს, არადა ხმაურით მამამისს აღვიძებს, რომელიც 7-ის ნახევარზე ისედაც უნდა ადგეს და მოკლედ, ვართ ერთ ამბავში.

Posted by: shoAbb 19 Jan 2024, 21:16
გოგოებო, დღეს არ ჭამს საერთოდ sad.gif არც ფაფა ჭამა, სიმილაკიც 30 გრ, ძუძუც ძილში ძლივს :/
რძიანი ფაფაც მაქ და ის რო გავასინჯო ხო შეიძლება? ან ფორმულით რო გავუკეთო?

Posted by: tako/barbi 19 Jan 2024, 21:47
shoAbb
ცუდად არის და იციან ბავშვებმა,თუ არაფერუ ჭამა არც ფორმულიანს შეჭამს,ეცადე მაშინ ძილში მისცე ძუძუ.

Posted by: lesila90 19 Jan 2024, 21:49
shoAbb
ჩემიც ეგრეა დღეს ბოსტნეული ამოიღო რაც ვაჭამე და რძე კონცერტებით დალია.მე რძიან ფაფას ვაძლევ ხოლმე ურძეო არ ჭამეს და პირდაპირ რძიანი მივეცი აღარ ვაწვალე

Posted by: happy-go-lucky 19 Jan 2024, 21:52
Panda-008
მეც ასე ვარ, ესე 4-5 ზე იღვიძებს და ძალიან მიჭირს. უკვე 8 თვისაა. აქამდე უფრო ხშირად იღვიძებდა. არ ვიცი ამას სუო რეგრრსი აქვა მგონი...

shoAbb
ფორმულა თუ აქვა გასინჯული, ფორნულით გაუკეთე. რძიანს პირველას ახლა , ასე გვიან ნუ მისცემ. ახალი რაღაც ყოველთვის დილით გაასინჯე.

Posted by: shoAbb 19 Jan 2024, 22:14
happy-go-lucky
დღეს არა, ხვალისთვის ვაპირებ ❤️ მადლობა .lesila90
ამას ვირუსი აქვს და ცუდადაა თან sad.gif tako/barbi
ისე წუწუნებს ისე sad.gif გადაგვგდა ;დ


ისე დღეს ვაშლი დავუხეხე და ნიბლერით მივეცი, კაი ხანი გაერთო მოეწონა მომჟავო გემო :დ user posted image

Posted by: tako/barbi 19 Jan 2024, 22:27
shoAbb
მესმის ძალიან რთულია,თუ ხვალაც არ შეჭამა მე გადავიყავნდი…გადასხმა მოაძლიერებს…სულ თუ არ ჭამა.

მეც ვაპირებ მაგის ყიდვას,უფროსებს ძალიან მოწონდათ❤️რა სიყვარული ბიჭუნაა ❤️❤️

Posted by: anibani18 19 Jan 2024, 23:03
Panda-008
ჩემები ასე იყვნენ, 5 საათზე იღვიძებდნენ დიდი ხანი. უფროსმა ძილი რომ ამოაგდო სადღაც ორ წელზე, მერე დაიწყო უფრო გვიან გაღვიძება. პატარას ახლა სადღაც ათი საათისკენ ვაძინებ და შვიდის ნახევარზე, შვიდზე იღვიძებს.
უნდა გაუძლო, სხვა რა გზაა, არ ვიცი. ნელ-ნელა გამოსწორდება ძილის ამბავი.
მე ახლა ისე მივეჩვიე უკვე, ხუთზე ვდგები, რადგან მიყვარს ჩემთვის, მარტო ყოფნა, სხვა დრო ამისთვის კი არ მაქვს ხოლმე. ჩემი უძილობის მეოთხე წელი დაიწყო smile.gif ის ღამეები, როცა არ მაღვიძებენ, მაინც მეღვიძება მთვარეულივით, ველოდები, როდის დამიძახებენ. ძილის წინ დამამშვიდებლების გარეშე ვეღარ ვიძინებ ხოლმე. მთელი ატრიბუტები მაქვს ჩემი არეული ძილის დასაცავად.

Posted by: tako/barbi 19 Jan 2024, 23:29
რა რთული და ტკბილია დედობა აი სასწაული იმდენ ხანს ვტიროდი შვილზე,ყველაფერი გამოვცადე… ახლა 8 წელი არ მძინებია,აი მთელი ღამე ამდენი წლის მანძილზე არ მძინებია,მარა ყველა ღამე ტკბილია❤️,უბრალოდ არ მაქვს ნერვები რამდენიც მინდა რომ მქონდეს,უშვილობის წლებმა და წამებამ შეიწირა სამწუხაროდ.ბევრად კარგი დედა ვიქნებოდი,მშვიდი, მარა არაუშავს❤️რაღაცნაირად მომაწვა,არ შეიმჩნიოთ smile.gif

Posted by: narkozeli 20 Jan 2024, 00:59
happy-go-lucky

ძაან კაი წონაა ❤️ ვისიც ბევრია იმას ნერვიულობენ ბევრიაო, ვისიც გამხდარია, რატოა გამხდარიო :დ
სინამდვილეში ყველაფერი კარგია რაც ნორმის ფარგლებში და რეინჯებში ჯდება.

ისე წონა ბევრ რამესთან არის კავშირში. აგერ Tua-მ იცის ვისზეც ვამბობ, სალომეს დემე. 3 წლისა 25 კილოს აცდა ( სიმაღლითაც ძაან მაღალი ბავშვია) და წინა კბილები მოიცვალა ხალხო 4 წლამდე ))
ზოგადად დიდ ბავშვებში ყველაფერი დაჩქარებულია.

Panda-008

დამხმარე არ გყავს? sad.gif
იქნებ ძიძაზე იფიქრო, გადაიწვები მასე sad.gif
* * *
tako/barbi

როგორ მესმის შენი❤️
მე სულ იმას ვიძახი რომ ფიზიკურად არ დავღლილვარ დიდად ( ორივე ბავშვს დაბადებიდანვე ეძინათ მთელი ღამე და ძაან ბუნჩულა ბულკებს ვაჩენ თოდლერობამდე :დ) მაგრამმმმ
პასუხისმგებლობებმა და ლოჯისტიკამ დამღალა მაგრა. და ყველა წვრილმანზე წინასწარ ღელვა და ნერვიულობამ.
* * *
https://vt.tiktok.com/ZSNEvb3hJ/

მე ამ სიტყვებს ვეთანხმები დედობაზე❤️

Posted by: საბისაბი85 20 Jan 2024, 08:02
LooLaa
ახლა მუსტელათი ვბან და ნელ ნელა გვაქ შედეგი.
ესაა რო თავის ქნევა ისევ გრძელდება sad.gif shoAbb
რა სიცოცხლეა❤️

lesila90
shoAbb
გოგოებო ქობალავას და ბარბაქაძის გარდა რომელ პედიატრს მირჩევთ?

Posted by: shoAbb 20 Jan 2024, 08:48
საბისაბი85
ჩემ ახლობელბს დაყავთ ხუხუნაიშვილთან და ჯიმშელაძესთან და კმაყოფილები არიან . სხვა არ ვიცი ❤️
* * *
გოგოებო, ჩემ ბიჭს 2 ჯერ წავუსვი ჰიდროკორტიზონი და სულ აულაგა სიწითლე :
ცოტა შოკში ვარ :დდდ დედაჩემს უყიდია სანოსანის კრემი და წავუსვიო რამოდენიმეჯერო და რას ფიქრობთ როგორია სანოსანი? :/ რაღაც ვერ ვენდობი ისეთი ფასიაქ :დდდ

Posted by: adeline 20 Jan 2024, 11:20
tako/barbi
QUOTE
უბრალოდ არ მაქვს ნერვები რამდენიც მინდა რომ მქონდეს,უშვილობის წლებმა და წამებამ შეიწირა სამწუხაროდ.ბევრად კარგი დედა ვიქნებოდი,მშვიდი, მარა არაუშავს

მეც ხომ წლები ველოდე ამ ბაიას და ძალიან კარგად მესმის შენი, თუმცა დამიჯერე, ჩვენ განსაკუთრებული სიმძაფრით შევიგრძნობთ დედობის სიტკბოსაც და პასუხისმგებლობასაც; ასე რომ არ გინდა ზედმეტი თვითკრიტიკა; ძალიან მაგარი დედა ხარ შენ!

Posted by: tako/barbi 20 Jan 2024, 12:08
adeline
კი სულ მაგას ვამბობ,იმდენი ვეწამე ნამდვილად სხვა სიმძაფრით აღვიქვავთ დედობას ის ქალები ვისაც ეგ გზა გვაქვს გავლილი.დიდი მადლობა.ასევე დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი დედა ჰყავს ლუკას ❤️❤️

Posted by: საბისაბი85 20 Jan 2024, 13:08
shoAbb
ჯიმშელაძესთან ჩაწერილი ვარ, თავი დავიზღვიე smile.gif

Posted by: shoAbb 20 Jan 2024, 14:29
საბისაბი85
რატო მიგყავს? რა სჭირს?

Posted by: adeline 20 Jan 2024, 15:05
მრჩეველი გამოვიძახე სახლში და ახალშობილთა სკრინიგი გავუკეთე ჩემს ბაიას. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა პასუხები.

Posted by: საბისაბი85 20 Jan 2024, 15:10
shoAbb
ალერგიაზე წამალი მინდა რამე, თავზე მინდა კიდე რამე კონსულტაცია უკვე რამდენი ხანია მუსტელას ვახმარ და რომ მინდა ისეთი შედეგი არ აქვს.ქავილის ფონზე თავს აქანებს ღამე უფრო, ვათენებ მეც თავის გამო.

adeline
საუკეთესო ანალიზები ლუკას ❤️❤️❤️

Posted by: Greta23 20 Jan 2024, 15:13
გამარჯობა გოგოებო,

9ში დაიბადა პატარა. 18ში გავიყვანე გარეთ, პედიატრთან პირველ გეგმიურ ვიზიტზე. სახლში დაბრუნების მერე კი ასე აქვსsad.gif(

რაც მოვიძიე ინფო: გადადუღებული წყლით მოწმენდა და საცრემლე არხის მასაჟი ვცადე. მირჩიეს რძით გაწმენდაც და ტობრექსი. თუმცა მედიკამენტის ექიმის გარეშე მიცემა არ მინდა. ორშაბათს ვაპირებ პედიატრთან მისვლას, მაგრამ ვერ ვისვენებ მაინც.

ხომ არ გქონიათ გამოცდილება ასეთ რამესთან? ანუ ყვითლად ეწირპლება თვალიuser posted image

Posted by: LooLaa 20 Jan 2024, 17:47
საბისაბი85

შაპმუნზე მეტად დატენიანება სჭირდება მგონი კრემით. უსვამ თავზე ყოველდღე?
* * *
Greta23

მთელს თვალზე არ ჰქონდა ჩემს ბავშვს, ცხვირისკენ ჰქონდა, არ მიმიცია წამალი, ვუწმენდავდი ბამბის დისკით ანადუღარი თბილი წყლით.

Posted by: საბისაბი85 20 Jan 2024, 18:19
LooLaa
კი ყოველდღე, მაგრამ რაც ყოველდღე დავიწყე მთლად კარგი შედეგი არ აქ.წყალზე სულ უწითლდება კანი და უხეში ხდება.წყალზეც ალერგია აქ მგონი sad.gif .აი თითქოს გახეხილი აქვს კანიო ისეთი უხეში და წითელია.ბანაობა უკვე აღარ მოწონს ბავშვს.
სხვა დამატენიანებელი იცი კიდე რამე თავზე რომ წავუსვა.

Posted by: Greta23 20 Jan 2024, 18:36
LooLaa

იმედია ჩემსასაც უშველის. ჯერ-ჯერობით არც დიდად პროგრესი არ აქვს და არც გაუარესება

Posted by: LooLaa 20 Jan 2024, 20:30
საბისაბი85

არ წამისვამს მე თავზე კრემი, არ ვიცი.
მგონი ალერგიის წამალი სჭირდება ბავშვს ქავილის მოსახსნელად, თუ მართლა ძილშიც წუხს ამის გამო. sad.gif
კი წყალი კი შეიძლება უშრობდეს უფრო. შამპუნით ხშირად ხო არ ბან? თავი კვირაში ორჯერ რომ დაბანო შამპუნით და დანარჩენ დღეებშიც წყალი მარტო ტანზე გადაავლო.

Greta23

მე ვფიქრობ რომ გაწმენდის დროს დაუმასაჟდასავით და ამანაც იმოქმედა. ხელით არ გამიკეთებია მასაჟი. არ უყვარდა რომ ვეხებოდი.

Posted by: tako/barbi 20 Jan 2024, 22:09
Greta23
ჩემსას ქონდა უფოსს მასე და იმას გახნა დასჭირდა საცრემლის,ერთი ორი დღე ტობრექსი ჩაასხი და თან იუთუბიზე ნახე ვიდეოები როგორ უნდა გაუეკეთო მასაჟი,6 თვის იყო რომ გავუხსენი და დავისვენეთ,სულ ფიზიოლოგიური და ბამბის ტამპონებით დავდიოდით.იქნებ არც არაფერი აქვს შენს პაწუას,ჩვენ ასე დაგვიჭრდა.ბედნიერი გაგიზარდოს უფალმა❤️

Posted by: narkozeli 20 Jan 2024, 23:03
Greta23

ჩემსას 3 თვის ხდება და პერიოდულად ისევ ასე აქვს, დავიტანჯეთ sad.gif
ტობრექსი 10 დღეზე მეტი არ შეიძლება ( თავიდან უშველა თითქოს მარა მერე ისევ დაეწყო)
რცხილაძემ თბილი წყლით უწმიმდეო, 6 თვემდე არ არის საფიქრალი რომ არ გაეხსნასო.

Posted by: Anabeli111 21 Jan 2024, 02:14
tako/barbi
მე4 წელს მეყოლა.. შეიძლება არც ისე დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის საუკუნე იყო ის 3 წელი.თან ძალიან მალ-მალე მიყვა ერთმანეთს შეწყვეტილი ორსულობები, აბორტები. ძქლიან მხნედ ვიყავი იმ წამამდე, სანამ ბავშვი დავიჭირე ხელში. მერე ერთიანად მოვიცელე და განსაკუთრებით პირველი სამი თვე იყო ჩემთვის ურთულესი.. თან მრცხვენია ჩემი განცდების, ამდენი ხანი ნატრობდი, არ გაქვს წუწუნის უფლება-მეთქი, მაგრამ თან გინდა ამოთქვა, რომ ცოტა შეიმსუბუქო ეს ემოციები.

მარტო არ ხარ ♡♡
* * *
გოგოებო, ჩემი გოგო 1 თვის წინ 10 კილომდე იყო :დ წლისა და 3 თვის არის ახლა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამხდარია. ლოყები, ღიპი და ტაკუნები აქვს ფუმფულა, 4ზომა აცვია ისევ და არ უჭერს.. კარგა ხანია ეს 4 ზომა აცვია და რამეს ხო არ ვაშავებ? არადა კარგად აქვს. შევშფოთდი ახლა :დ

user posted image

Posted by: anibani18 21 Jan 2024, 12:52
Greta23
ჩემებს თავისით გაეხსნათ. ჩემს უმცროს შვილს ძალიან ცუდად ჰქონდა, ასიმეტრულიც კი ჰქობდა სახე, მეგონა ასე დარჩებოდა, მაგრამ ძალიან მალე აულაგდა. უფროსს უფრო დიდი დრო დასჭირდა, სადღაც რვა თვე მგონი და გაუარა მერე. მე თბილი წყლით ვუწმენდდი და ძალიან იშვიათად, როცა ძალიან ბევრი გამონადენი ჰქონდათ, მაშინ ვხმარობდი ტობრექსს.

რა საყვარელი ჩვილია <3 როგორ მებატრებიან ასეთი უსუსურები და ტკბილები. <3
Anabeli111
სამი წელი ველოდეთ ჩვენს პატარას. შეიძლება ისეთი კოშმარები არ გამომივლია როგორც სხვა ბევრს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილები უზმოდ არ მიყვარდეს. ვერც იმას ვიტყვი რომ მხოლოდ ვტკბებოდე დედობით,ძალიან ხშირად მიჭირს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და ბევრ შეცდომადაც ჩავდივარ.
ანი, ეს სვიტრი ვაიკიკში უყიდე? ტანზე როგორია, არ იკბინება?
ყველაფერი დაალაქავეს ფლომასტერებით და საკვებით და ვერ ამომყავს ეს ლაქები. ახლები უნდა ვუყიდო და იმიტომ გეკითხები <3
როგორი საყვარელი გყავს, ანი <3 პატარა ცუგრუმელა <3 თან რა სერიოზული სახითაა სულ smile.gif)

Posted by: takoo1 21 Jan 2024, 12:55
Anabeli111
კიკინა არ შემილია! რა საყვარელიააა❤️
ნუ შფოთავ ანა:*
გაბრიელი 1,4 თვისაა და 9 კილოა. ისევ 4 ზომა აცვია
მაგას და საბას ერთი ზომის პამპერსი აცვიათ biggrin.gif ყველაზე ღადაობა ისაა ეო საბას 5 უნდა უკვე biggrin.gif

Posted by: fermina 21 Jan 2024, 13:41
ლისზე ახალი საბავშვო ბაღი აღმოვაჩინე, ლარდი

ხომ არ გსმენიათ რამე?

სექტემბრიდან ვფიქრობთ მიყვანას და ნუცუბიძის პლატოსთან ახლომდებარე ბაღებს ვეძებ. ვალდორფში სამი წლიდან იღებენ და არ გამოვა ეგ ვარიანტი, 2 წლის და 3 თვის იქნება.

https://www.facebook.com/kindergarten.lardi

Posted by: Anabeli111 21 Jan 2024, 14:09
anibani18
ხო, ასეა.. ცხოვრებაა ეს. იდეალურ-დავარცხნილი ცხოვრება მსახიობ ინფლუენსერებს აქვთ biggrin.gif
კი, დედამ უყიდა ვაგზლის ვაიკიკში. ყველა ფილიალში განსხვავებული მოხელები აქვთ. ეს ელასტიკი დათბილულია შიგნიდან, ოვსში ვიყიდე (თბილისი მოლში) 17 ლარად, ისეთი კარგი ფასდაკლებები ჰქონდათ, ანი.. ულამაზესობები და ძალიან იაფად. შეირბინე, თუ დროს გამონახავ ♡ საგაზაფხულოებიც ჰქონდათ და საზაფხულოებიც.
* * *
takoo1
ნანატრი კიკინაა biggrin.gif

ვაიი :დდ საბა ნახე, როგორი ღორმუცელა ბაია ყოფილა ♡♡ დავმშვიდდი ^_^

Posted by: takoo1 21 Jan 2024, 15:48
tako/barbi
თაკუნ როგორაა ბავშვი? გამოკეთდა?
anibani18
კი ანი,ჩოხატაურის სოფელია სამება.
წელს ბახმაროშიც ავედით რამოდენიმე დღით.
პატარა ხის სახლი ვიყიდეთ.პირობები არ არის რო დიდი ხნით ავიყვანო ჯერჯერობით.
ბახმარო არის მგონი ყველაზე ლამაზი ადგილი მთელს საქართველოში❤️ ვგიჟდები
* * *
happy-go-lucky
აცრის დროს არ უნდა იყოს გაციებული ზოგადად ეგ ვიცი.
კი იმუნიტეტი ეცემა მაგ პერიოდში მე ასეთი ინფო მაქ. შენ წელზე გყავს ასაცრელი? თუ ჩაგდებული გაქვთ?
მე არ ამიცრია გაბრიელი წელზე,უკვე 1,4 წლისაა ძაან გადაუცდა მარა მეშინია(
საბისაბი85
კი საბა 27შია. რატო მახსოვდა აბა 2 დღე რო იყო სხვაობა biggrin.gif

Posted by: adeline 21 Jan 2024, 19:09
საბისაბი85
დიდი მადლობა :*
რა სიცოცხლე ბაია გყავს :* სიცივეზეც ხომ არ აქვს ალერგია?
Anabeli111
აუუ, კიკინა არ შემიძლია <3
* * *
მე ჩუტყვავილაზეც უნდა ავცრა აუცილებლად. პაპილომაზეც დაუშვას აცრა ბიჭებშიო და რამე იცით ამაზე?

Posted by: happy-go-lucky 21 Jan 2024, 19:52
takoo1
4 თვისაზე გავჩერდით. მე მგონი მისი დაავადების გამო მითხრა, ანტისხეუკები ექნება თუ არაო . არ ვიცი კარგად ვერ გავიგე. მაგრამ მითზრა აცერიონსა ავცრი. აუცრელობას ჯობია. უბრალოდ მაშინ დარმთხვა ცუდად, აცრა ხო ისედაც უგდებს იმუნიტეტს და..

Posted by: სერაფიტი 21 Jan 2024, 20:13
Anabeli111

რა საყვარელია<3 როგორ გაზრდილაა

ანიტამ დღეს როგორც იქნა დაიწყო სიარული. აქამდე მაინც სჭორდებოდა თითის მოკიდება, ან უკან უნდა მიყოლოდი, თუ არადა ჯდებოდა. დღეს იმდენი იარა ოთახიდან ოთახში, სიქა გასძვრაsmile.gif) იმედია ამაღალ ნორმალურად დაიძინებს ემოციებისგანsmile.gif)

ანი, ოვს-ში კიდეა ფასდაკლება თუ იცი?

Posted by: fermina 21 Jan 2024, 20:27
სერაფიტი
რა მაგარია, გილოცავთ love.gif

ახლა დაიწყება ექსპედიციები და სამძებრო სამუშაოები ჯერ-ჯერობით სახლის მასშტაბებით smile.gif

მე მია უკვე ხელჩაკიდებული მომყვება სახლი-სადარბაზო-ლიფტი-მანქანა მანძილზე და უბედნიერესი ვარ smile.gif

Posted by: anibani18 21 Jan 2024, 20:43
fermina
მეც მინდა სექრემბერში ბაღში შებიყვანო, მაგტამ სადაც ახლა დამყავს ნატალი, იქ სამი წლიდან იღებენ და ორ სხვადასხვა ბაღში ფიზიკურად ვერ ვატარებ ბავშვებს. არ ვიცი რა ვქნა.
Anabeli111
გუშინ მინდოდა საქართველოს ვაიკიკიდან გამოწერა და 14 დღეში მოგიტანთო თურქეთიდან, ამიტომ წავიდა დღეს ჩემი ქმარი და უყიდა რამდენიმე სვიტრი. ოვს-სი არ მინახავს და ვაიკიკში ისეთი საყვარელი რაღაცეები ვნახე საიტზე და ფასებიც ნორმალური.
ისე მომენატრა მაღაზიებში სიარული <3 მაგრამ აღარ გამოდის.
ახლა თან ორივე ავად მყავს.
takoo1
გრილა ბახმაროში, თაკო? რამდენი უნდა გზას?
რა კარგია პატარა სახლი <3 მალე გაგელამაზოთ ისე, როგორც თქვენ გინდათ!
შარშან სადგერში ვიყავით მაგრამ ძალიან ცხელოდა, წელს ცოტა უფრო გრილი ადგილი გვინდა თუ წავედით საერთოდ.
სერაფიტი
გილოცავ <3 დიდი დღე გქონიათ!

Posted by: tako/barbi 21 Jan 2024, 20:45
Anabeli111
სამი წელი ველოდი,მარა ჯოჯოხეთი გამოვიარე,გარე ორსულობა სამი ინ ვიტრო და იქმდე ოპერაცები,ზოგჯერ ის სიტყვრბი მახსენდება სამ წელში გავიარე 22წლის გოგომ მთელი ცხოვრების გასავლელი,მარა მადლობა უფალს ამ სასწაული ადამიანებისთვის❤️უსაყვარლესი კიკინა პაწუა გყავს ❤️
* * *
takoo1
წუხელ მეორეს დაეწყო(შენ არ გაგიკვირდება :დ) ხოდა ვართ მხიარულად :დ მთვარია ეს პატარა გადარჩეს და აღარ ვჩივი…

Posted by: Anabeli111 21 Jan 2024, 21:02
adeline
სერაფიტი
tako/barbi
მადლობა, გოგოებო ♡

სერაფიტი
თაიაც ახლა უფრო მეტად იღლება, რაც სიარული დაიწყო. იმედია, გვეშველება biggrin.gif ეზოში ხელგაშვებული არ დადის, ეშინია, ამასაც გადალახავს ნელ-ნელა ^_^

ვერ გეტყვი sad.gif წინა შაბათს ვიყავი სულ სხვა რამეზე და გული დამწყდა, რომ ხელფასი ბოლომდე მქონდა დახარჯული biggrin.gif წესით, იქნება კიდევ, რადგან, ჩემი აზრით, ძველ კოლექციას ჰქონდა ფასდაკლება ♡

anibani18
გაციებულები არიან, ან?
მშვიდობაში ზიზიები პრინცესაკოებს ♡

Posted by: lesila90 21 Jan 2024, 22:28
საბისაბი85
რუსეიშვილი და ნონა მალაზონიაა. რა ხდება მშვიდობა გაქვს?

Posted by: Greta23 21 Jan 2024, 22:32
LooLaa

ხელით მასაჟს მეც ვერიდები. რაც არ უნდა დავიბანო, მაინც შეგრძნება მაქვს, რომ შეიძლება არასაკმარისი იყოს და უარესად არ გავუღიზიანო. თვალის კუთხეში ყურის ჩხირით ვწმენდ ხოლმე და მასაჟიც მაგით ასე თუ ისე გამოდის.

tako/barbi
იმედია არ დაჭირდება ამასაც. პედიატრსაც ვანახებ მაინც და ვნახოთ რას მეტყვის. თუმცა, როგორც მოვიძიე ინფო, ამ ასაკზე ჯერ არც არაფერს დიდად არ უკეთებენ.

narkozeli
როგორც ჩანს ერთი ხელის მოსმით არ გადადის ეს გამონადენი სამწუხაროდsad.gif მაგრამ რამდენადაც ვუყურებ, ბავშვი თვითონ არ წუხდება და არ წუწუნებს მაგის გამო, ნუ ჯერ-ჯერობით მაინცsmile.gif

anibani18
ასიმეტრიული ამ გამონადენის გამო გაუხდა?

მადლობა ❤️❤️❤️

Posted by: tako/barbi 21 Jan 2024, 23:12
[b]Greta23[/ კი აბა რა,იქნებ გაეხნას

Posted by: LooLaa 21 Jan 2024, 23:15
გოგოებო ძალიან შეშფოთებული ვარ. რომ იღვიძებს პლედს იღებს ორივე ხელით, ღეჭავდა და თან სახეზე ეფარა გული გამისკდა. სათამაშოებს ჯერ ვერ ახერხებს რომ ჩაიდოს, ჟაკეტს და პლედს გადაეკიდა 2 დღეა smile.gif)
საძილე ტომარა მინდა ხვალვე რომ ვიყიდო.
ვისაც გამოგიყენებიათ ხომ ვერ მირჩევთ როგორი უნდა ვიყიდო ან სად?

Posted by: takoo1 21 Jan 2024, 23:21
adeline
10-12 წლამდე არ უწევთ პაპილომა.
happy-go-lucky
მე გრიპის ვაქცინაზე გამიხდა ავად,რო ავცერი მაგ დღეებში შეხვდა ვირუსი.
აუცრელობა არ გამოვა უნდა აცრა უეჭველი:*
მაინც წინასწარ ჩააყენებ საქმის კურსში ალბათ.
სერაფიტი
ეე რა მაგარია გილოცავთ❤️ მაგარ ემოციებში იქნები შენც❤️

anibani18
დიდი მადლობა❤️❤️ კიი ძალიან მაგარი სიგრილეა კიარადა ცივა ღამე.საბნები გვაფარია.გარეთ ვისხედით მე და ჩემი ქმარი პლედებით,ერთი საათი და გავიყინეთ..
სასწაული ჰაერია,მოჭედილი ცა ვარსკვლავებით,სიწყნარე❤️
ჩოხატაურიდან 50 კილომეტრია.
პირდაპირ თბილისიდან რო წახვიდე ალბათ 4 საათი?
რა ჭირთ გოგოებს ვირუსი?
tako/barbi
ვაიჰ,მგონი ყველამ უნდა მოვიხადოთ ეს ვირუსი.ჩემს გარშემო არავინ არ დატოვა(ბავშვები)
სიცხე აქვთ?

Posted by: narkozeli 21 Jan 2024, 23:49
LooLaa

ნოაც მასე შვება და ამიტომ ღამე საძილეში ვაძინებ. დღე ვდარაჯობ biggrin.gif

Greta23

ბავშვი არა მე კი შევწუხდი უკვე sad.gif



გოგოებო ვიღაცამ მკითხა კამის წყალზე და ვერ ვიხსენებ. მარჯანიშვილზეა ზუსტად მინისოს გვერდით
user posted image
აი ამ აფთიაქში ამზადებენ. თუმცა ახალი გაიდლაინებით არაა საჭირო ეგეც და ნოაზე მეც არ გავაკეთებინე. ვაჩეს ვუყიდე 1-2ჯერ. ოღონდ რად მინდოდა არ ვიცი, გაზები არ ქონია დიდად biggrin.gif აფთიქშივე ამზადებენ

Posted by: LooLaa 22 Jan 2024, 00:34
narkozeli

აქამდე ხელს წოვდა მშვენივრად, რა მოიგონეს ეს პლედის წოვა ღეჭვა რა წესია biggrin.gif

სად გაქვს ნაყიდი ხომ არ გახსოვს?

Posted by: Panda-008 22 Jan 2024, 04:26
LooLaa
რამხელაა ბავშვი? ჩემმა რომ გადაიფარა პირველად სახეზე საბანი, შევშფოთდი, მაგრამ ძალიან აქტიური და ძლიერია, თავს არ დაიხრჩობს, ამაში დარწმუნებული ვარ biggrin.gif
პ.ს. ორსულობაში ვბაქიბუქობდი, ჩემთან არ დავაწვენ, საბანს არ დავაფარებ და ა.შ., მაგრამ ბავშვი გკარნახობს მაინც ყველაფერს smile.gif

Posted by: საბისაბი85 22 Jan 2024, 07:24
LooLaa
დღეს მიმყავს ექიმთან და დაუნიშნავს წამალს. აი 1 საათია წუხს ექავება და ასე ვათენებთ.

Anabeli111
ვაუ რა სიცოცხლე პრინცესაა გყავს ❤️❤️
* * *
adeline
კო სიცივეზეც აქვს sad.gif

lesila90
ირმას 5 თებეტვლამდე ადგილი არ აქვს და ნონა არ მიხსენო smile.gif მაგი ჩემი ექიმი იყო და დამშოკა ასევე დეიდაჩემის ოჯახის ექიმია და ძან უნდობლობა გამიჩნდა.
* * *
LooLaa
ჩემი წოვს პლედს ბოჩოლასავით smile.gif კო არადა ყველაფერს რასაც ხელი მიწვდება smile.gif

Panda-008
აი რომ ჩამჟირდეს არ დავიწვენ თქო და 2 თვიდან უმეტესად ჩვენთან წევს და ღადაობა ისაა რო დიდი საწოლი გვაქ და საწოლის ნახევარი უკავია გადაშლის ხელებს და ისე ძინავს smile.gif

Posted by: shoAbb 22 Jan 2024, 11:07
საბისაბი85
მეც მინდა ექიმის შევცვლა , ბარბაქაძესთან ჩაწერა და ჩაწერის გარეშე ნიშნავს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადალახო :/ მერე მიხვალ შენ დრიზე და მაინც გიწევს ლოდინი 30 წუთი მინიმუმ ან ვირუსებში დახურულ სივრცეში :/
ახლა რომ მყავდა ვირუსიანი ბავშვი, მხოლოდ აწონა და ფილტვებზე მოუსმინა , ყურში არც ჩაუხედავს, აღარც გაზომა და არც თავი გაუზომა :/ ნერვები მეშლება 70 ლარი კი ღირა კონსულტაცია და 5 წუთში გამომაგდი გარეთ ანალიზი აუღეო :/

უფრო ხელმისაწვდომი მინდა სანდო ...
ვფიქრობ ხუხუნაიშვილი ან ჯიმშელაძე . LooLaa
ესეც გაიღვიძებს თუ არა რგრევე პლედს ჭამს :დდდდ პირველი ტომარა შექმნილია სიყვარულით იქედან გამოვწერე და ახლა ნექსთის მაქვს -12-24 თვეზე და კიდევ კარგი ასე დიდი ვიყიდე, უფრო თავისუფლადაა ბავშვი ❤️

* * *
გოგოები, ურძეო აღარც შვრია ჭამა და აღარც წიწიბურა სემპერის , არც ფორმულით ჭამა წიწიბურა :/ რომელს მირჩევთ რომ გავასინჯო?
ჰუმანა , ჰიპი , ჰეინცი ესენი როგორია? და გერბერიც? ( მგონი ნესლტესია ხო? )

Posted by: Greta23 22 Jan 2024, 13:01
გამარჯობა გოგოებო,

ე.ი. უშედეგოდ ვცდილობ ბავშვის ირაკლი რცხილაძესთან ჩაწერას დეკემბრიდან :დ დაბადებული არ იყო რეკვა რომ დავიწყე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ დავამარცხე ეს გველეშაპი :დ ხან მერე დარეკეო მეუბნებიან, ხან ადგილები არ აქვთ..

დღეს ვცადე კიდევ ირაკლი ბეგოიძესთან ჩაწერა. გუგლში ვნახე რომ ავერსში მუშაობდა, მაგრამ რომ დავრეკე, ჩვენთან აღარ არისო. ხომ არ იცით, რომელ კლინიკაშია ბეგოიძე?

ან სხვა პედიატრს ხომ არ გაუწევდით კიდევ რეკომენდაციას ვინმეს?

Posted by: anibani18 22 Jan 2024, 13:09
Greta23
ხო, საცრემლე არხი ჰქონდა დახშული. დიდი ბუშტუკასავით ჰქონდა ცალი თვალის კუთხეში, საერთოდ ვერ ახელდა თავლებს. სხვათა შორის მალე გაეხსნა და გაუსწორდა ყველაფერი. ახლა ძალიან სიმეტრიული და ლამაზი სახე აქვს, ჩემი აზრით.
არ აწუხებს ბავშვებს, ასე რომ არ იდარდო, გაუვლის.
ცნობილი პედიატრები არიან, რცხილაძე, მიქელაძე, სულავა, იქნვე არის ყიფიანი ჯაბა, მედიქლაბში ორივე. რჩეველში ლელასთან შეგიძლია მისვლა. ბეგოიძე ჯანმრთელობის სახლშია მგონი.
* * *
takoo1
ხო, ვირუსი. გუასინ მთელი ღამე გავათენე. მეტირებოდა ბოლოს. ძალიან ახველებდა ნატალის, რა არ ვცადე. ბოლოს გამახსენდა, რომ სუფთა ჰაერიც შველის ასეთი სპაზმების დროს, ჩქბიხუტე და ფანჯარასთან დავდექით, გაუარა როგორც იქნა. თათას მაღალი სიცხე ჰქონდა ამასობაში. ძალიამ გადარბენა ღამე მქონდა.
მასწავლე რა სად სჯობს ნახვა სახლის. კეთილმოწყობილი სახლი მინდა ეზოთი. ქირაბდება კოტეჯები მანდ?

Posted by: Greta23 22 Jan 2024, 13:38
narkozeli
ცოტაც გაუძელი და იქნებ შენს პატარსაც მალე გადაუვიდეს თავისით ❤️

anibani18
არ მეგონა ასიმეტრიამდეც თუ მიდიოდა ეს გაღიზიანება. მაგრამ რაც მთავარია თავისით გაურა პატარას ❤️ არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ მგონი ჩემსას ცოტა შეუმცირდასავით. ტობრექსი არ მიცდია ჯერ, მხოლოდ გადადუღებული წყალი. ვნახოთ რას იზავს საბოლოოდ

მოვსინჯავ მაგ პედიატრებსაც, მადლობა რჩევისთვის ❤️

Posted by: takoo1 22 Jan 2024, 13:41
Greta23
მარტივად ჩავეწერე მე სხვათაშორის.
დილიდანვე უნდა დარეკო 10ზე
* * *
anibani18
მთავარია არ გაურთულდეთ ანი.
ხველება არაფერია და სიცხე.
ჩემსას როგორ ურთულდება კი იცი,ჩაახველებს და 2 დღეში საავადმყოფოში ვხვდებით შენებს ჯვარი სწერიათ.
არაფერზე იდარდო,ხველებით ზოგი ერთი თვე ახველებს.
ინჰალატორი რატო არ სცადე,მოუხსნიდა სპაზმს.
მე გამოვიყვანრ ბაღიდან ლუკიანე.
ასე გადავწყვიტეთ.
გაბრიელს კიდე მოუტანს რაღაცას და ვეღარ გადავიტან ფაიქოლოგიურად.გაბრიელიც ძაან გაწვალდა 3 თვეა ცუდადაა ბავშვი.

ძალიან ძვირია მანდ ანი კოტეჯები,რავიცი თუ გაწყობს ეგ ფასი.
ეზოები მანდ არაა შემოღობილი.
სახლები დგას პირდაპირ და წინ რაცაა პატარა ადგილი ეგაა ეზო.
განახებ ფოტოებს ეო მიხვდე უფრო.

* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

* * *
სასტუმროებიც აშენდა ისე.
პანორამა და პიონერები..

user posted image
user posted image

ზამთარში კატასტროფაა❤️❤️

Posted by: anibani18 22 Jan 2024, 14:29
takoo1
ყველაფერი ვცადე დექსას გარდა, ძილის წინ ჯერ ერიუსი მივეცი, მერე პულმიკორტით ინჰალაცია, მერე ნოშპა მივეცი და შედეგი ნოლი. ცრუპი კრუპი ჰქონდა ალბათ. სამი საათი იყო ალბათ სასწრაგო გამოვიძახე, იქამდე ფანჯარა გამოვაღე და აუფთა ჰაერზე მყავდა და გაუარა სასწრაფოს მოსვლისთვის. მერე რომ წავიდა, დავაწვინე და ისევ დაეწყო. ავაყენე დროზე და სხვა ოთახში გავიყვანე, გავაღე ფანჯარა და ასე ვიჯექით. მერე ჩაეძინა და დამშვიდდა როგორც იქნა.
მერე აუწია სიცხე მეორეს, გაეჭედა ცხვირი და ვეღარ დაიძინა.
რა ლამაზი ადგილია <3 ისე მინდა მშვიდი და ლამაზი ადგილი <3 რა ფასებია მაინც დაახლოებით? მაღაზიები ახლოსაა?
თქვენ რა ლამაზები ხართ <3 შენ განსაკუთრებით <3 ულამაზესო <3
* * *
Greta23
დაიბადა ასიმეტრიით. ბუშტუკასავით ჰქონდა თბალის კუთხეში. თან მუქი. ისე შემეშინდა. უფროსს ჰემანგიომა აქვს და სამშობიაროს პედიატრმა მითხრა, შეიძლება კანქვეშა ჰემანგიომა იყოსო. ამან კიდევ უფრო შემაშინა. მაგრამ ძალუან მარტივად აულაგდა

Posted by: narkozeli 22 Jan 2024, 14:33
LooLaa

მზეუკაში ვიყიდე❤️

Greta23

რა რიცხვსაც გეტყვიან, იმ რიცხვში უნდა დარეკო. 4იანვარს იყო ამ თვეში ჩაწერები. 4-ში დავრეკე და 11ში ჩამწერეს და მყავდა❤️

Posted by: LooLaa 22 Jan 2024, 15:22

Panda-008

4 თვის გახდება 1 კვირაში. მე იმის მეშინია ამ პლედით პირში არ ჩაეძინოს და პლიუს სახეზე არ დარჩეს დაფარებული.

მეც არ მინდოდა მაგრამ ჩემთან იწვა 2 თვე თითქმის, ფორმალურად ჰქონდა თავისი საწოლი.
ფიზიკურად არ იძინებდა და რაც არ უნდა პრინციპულად ვიყოთ განწყობილი კონკრეტულ საკითხზე, საბოლოოდ ბავშვის მოთხოვნილებაზე გვიწევს მორგება.

საბისაბი85

ნეტა რატო გაურთულდა ასე. იმედია დაუნიშნავს ექიმი რამე ეფექტურს

shoAbb

არ ჰქონია პროტესტი ხო ტომარაზე? კარგად ხმარობ?
* * *
narkozeli

აბა ვნახავ მზეუკას მეც. ქვეშ თხლად აცმევ? სახელოები აქვს ტომარას?

Posted by: fermina 22 Jan 2024, 16:04
takoo1

ბახმარო რა კარგი იდეაა, მაინც ვაპირებ წელს გურიაში (შარშანაც მყავდა ასე ორი კვირა) და ავალთ აუცილებლად, ერთი-ორი დღით მაინც. ფაქტობრივად გაზრდილი ვარ გურიაში და ნამყოფი არ ვარ ბახმაროში. ისე, კურორტები, სადაც ზაფხულშიც ცივა (თუნდაც ღამე) დიდად არ მხიბლავს smile.gif ზაფხულში მიყვარს სიცხე და ხვატი biggrin.gif მზე და ზღვა. მაგრამ ნახმაროს ისე აქებენ, აუცილებლად სანახავია.
გურიაში დიდი სახარბიელო კლიმატი კი არ არის, ჩემ შვილს სასტიკად არ უხდებოდა, ალერგია ჰქონდა და ტანჯვა-წამება იყო, მაგრამ მიას სხვათა შორის მოუხდა, ყოველ შემთხვევაში ცუდად არ ასახულა არანაირად მის ჯანმრთელობაზე smile.gif

ახლა თუ მშვიდობა იქნა, ცემში ვაპირებ ერთი კვირა, განთიადში და მერე დავწერ შთაბეჭდილებებს smile.gif ამ განყოფილებიდან გავიგე ამ სანატორიუმის არსებობა. ზუსტად აღარ მახსოვს, ვინ დაწერა. კი მაინტერესებდა, რა მოლოდინი უნდა მქონდეს...

Posted by: სერაფიტი 22 Jan 2024, 16:46
Anabeli111

ამას იმდენი ხანი ეკიდა ხელი ჩვენზე, ახლა უცებ გაბედა. ეზოშიც თავისიღ უნდა სიარული, მაგრამ მეშინია, წაქცევა არ იცის კარგად. თან ფეხსაცმლით ვერ დადის ისე,.როგორც სახლში ნასკით. მაგრამ მიხარია მაიმც,.უფრო დიდი გოგო გახდა თითქოსsmile.gif))
სიტყვები არ მიუმატებია არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად აღარ ვფიქრობ მაგ თემაზე, იმდენად კარგად გვაგებინებს რა უნდა და მითუმეტეს - რა არ უნდაsmile.gif)

აუ, ხელფასი არ თქვა, წინასაახალწლოდ ადრე ჩარიცხეს და ისე მალე გამომელია:დდ რა მიატანს თვის ბოლომდე, ზედმეტად არაფერში დავხარჯავ და ხელფასე გავივლი, იქნება რამე იყოს დარჩენილი :დდ

LooLaa

ახლაც საძილე აცვია ჩემსას. ტომარა აღარ, ხელებიანი და ფეხებიანი საბანი ანუ:დდ ეს იმდენს დადის და ტრიალებს ღამე (1.2 თვისაა), რომ რა საბანი გაუძლებდა. არ ცივა ოთახში,მარა შიშველს არ მინდა სძინებოდა.
მე გამოვუწერე ტრენდიოლიდან.
საძილე ტომრები ჩვილობაში რახ ჰქონდა, "მზეუკას" შეკერილი იყო, ინატაგრამზე ნახე მათი გვერდი.
ასევე იყიდება ხოლმე სხვადასხვა საბავშვო საიტებზე. კარგი მატერიის აარჩიე, ბამბა.

* * *
fermina

განთიადზე დაწერე მერე აბა, მეც მაინტეტესებს. რამდენად ბავშვ-ფრენდლი ადგილიაsmile.gif)

Posted by: Panda-008 22 Jan 2024, 16:54
5 თვის ვიზიტი გვქონდა დღეს. 71.5 სმ და 8950 გ. წონა გაგვექცა ცოტა biggrin.gif მაგრამ სიმაღლე აკომპენსირებს. რძე მომემატა აშკარად 1-2 თვეა და ალბათ ამის ხარჯზე.

6 თვემდე არანაირი დამატება არ უნდაო. ალერგენები შემიძლია გავასინჯო, ჯერ ტუჩზე წავუსვა და მეორე დღეს პირში. მაგ. მიწისთხილის კარაქი, კვერცხი.


პედიატრი ძალიან კმაყოფილი დარჩა მოტორიკით, ერთად იხოხიალეს biggrin.gif

Posted by: LooLaa 22 Jan 2024, 16:59
სერაფიტი

მივწერე მზეუკას, ცოტა ნელა მპასუხობენ smile.gif))

ფეხებიანი მინდა მეც უკვე, ბამბაა ხო მზეუკასი?

თბილა ჩემთანაც, მაგრამ გული არ მომითმენს რომ არ დავახურო biggrin.gif
* * *
Panda-008

ჰეჰ რა მაგარია პედიატრიც და ბავშვიც biggrin.gif


Posted by: lesila90 22 Jan 2024, 17:33
Anabeli111
უსაყვარლესი კიკინებიანი გოგო გყავს ❤️❤️❤️Greta23
ჩვენ აზიბიოტინი დაგვინიშნეს და უშველა. სამი დღე ვუწვეთე.
* * *
პირში ჩატენვები არ თქვა ლამის მეც შემჭანონ ისე არიან. ჩემებსაც უყვარს ადიალები აბა საჭმელს ვერ ჩატენი ))))
* * *
Panda-008
რა კარგი პედიატრია ყოჩაღ❤️
* * *
ბათუმში რომელი დაგიწვება ესე :-D

Posted by: სერაფიტი 22 Jan 2024, 20:52
Panda-008

რა საყვარელი ვინმე ჩანს ბაია <3
ბურთა

LooLaa

რამხელაა შენი, არ მახსოვს. ტომრები 6 თვემდე, ჰადაჰა 7. მერე ტრიალებენ და უკვე ნაკლებად მოსწონთ.
ეს გვაქვს:

https://www.trendyol.com/cantoy/kiz-erkek-cocuk-kalin-elyaf-dolgulu-2-5-tog-desenli-uyku-tulumu-p-134130073?from=orders&merchantId=111288&boutiqueId=61

Posted by: narkozeli 22 Jan 2024, 21:13
LooLaa

მე უსახელო ტომარა მაქვს და ეგ მომწონს, ხელიანები ცოტა მოუხერხებელი მგონია.
ბოდეს და თხელ პოლზუნკას ვაცმევ და ისე ვსვამ საძილე ტომარაში❤️
* * *
Panda-008

რა საყვარელია❤️ ევროპაა ხო?
ეჰჰ აქ ასე ვინ გაგიწვება :|

Posted by: სერაფიტი 22 Jan 2024, 22:04
ჰაგის ელიტ სოფტის სველი სალფეთქები რატომ გაწყდა?sad.gif

Posted by: narkozeli 22 Jan 2024, 23:05
სერაფიტი

არ ვიცი, დეფიციტშია sad.gif სამაგიეროდ ვოთერვაიფსები შემოიტანეს ისევ მარგში და მოვიმარაგე რამდენიმე ცალი.

Posted by: fermina 22 Jan 2024, 23:09
Panda-008
QUOTE
პედიატრი ძალიან კმაყოფილი დარჩა მოტორიკით, ერთად იხოხიალეს


რა შორს ვართ ჯერ ცივილიზაციისგან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი rolleyes.gif

Posted by: საბისაბი85 22 Jan 2024, 23:39
shoAbb
დღეს მყავდა ჯიმშელაძის კლინიკაში ოღონდ მის შვილთან ხატიასთან.ნუ პირველადი ვიზიტით კმაყოფილი ვარ.

.LooLaa
აუ არ ვიცი შამპუნის მერე სულ მთელ თავზე გამოაყარა და ფუფხები გაიკეთა გამონაყარმა, ახლა კიდე უკეთესობა გვაქ მაგრამ არა ისეთი რომ დავმშვიდდე.


გოგოებო მოკლედ კულუმბეგოვმა მომწერა ელოკომის ლოსიონი თავზეო 5 დღე და მერე მუსტელას ფუფხების მაზი. ეს ელოკომი გამოგიყენებიათ ვინმეს? წითელ ადგილზე ჰიდროკორტიზონის მალამო კიდე
* * *
Panda-008
რა ბუთქუჩაა ❤️❤️❤️
გამოგვიგზავნე პედიატრი რა biggrin.gif

Posted by: Panda-008 23 Jan 2024, 00:08
მადლობა, გოგოებო smile.gif
ნორვეგიაში ვართ ჩვენ და სხვანაირი სისტემაა აქ. პედიატრი ისე პირობითად დავწერე. სინამდვილეში, ცალკე პროფესიაა, პირდაპირ ითარგმნება, როგორც "ბავშვის მომვლელი". ექთანის რანგია დაახლოებით, კონკრეტულად ბავშვებზე სპეციალიზდება.
ყოველთვიური გეგმიური ვიზიტები მასთან გვაქვს. უშუალოდ პედიატრი ნახულობს 1, 6, 12 და 24 თვეებზე მხოლოდ.

ისე ბავშვი დედის ან მამის ოჯახის ექიმზეა მიწერილი და ავად თუ გახდა, მასთან უნდა მივიყვანოთ.
* * *
აცრა გავუკეთეთ და ჭიჭყინებს ახლა rolleyes.gif ბოთლს რომ ვართმევ, ჩხუბობს და რომ ვაძლევ, ენით ატრიალებს. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები გვაქვს.
გამაგრილებელი სტიკერები და ეგეთები არ იციან. სიცხემ თუ აუწია, გრილად დააძინე, საბანი გადახადე, არ გადახურდესო. იქით საქართველოდან დედაჩემი რეებს მარიგებს, ადვილი წარმოსადგენია gigi.gif

ორივე ბებიას გამარჯვებული სახით ვამცნე, რომ ჯერ არ მივცემთ დამატებით კვებას.

Posted by: narkozeli 23 Jan 2024, 00:43
Panda-008

მიყვარს ნორვეგიის ჯანდაცვის სისტემა❤️ მეც იქ ვისწავლე ფაბლიქ ჰელსი და მეტირება საქართველოს რომ ვადარებ)) ოსლოში ხარ? მე ტრომსოში ვსწავლობდი, Arctic University of Norway-ში❤️

სხვათაშორის გერმანიაში და საფრანგეთში თითქმის ყველას ვინც შერეულზე ან ხელოვნურზეა 4 თვიდან უნიშნავენ მყარ კვებას, არ მიჰყვებიან ჯანმოს და AAP-ის რეკომენდაციას

Posted by: LooLaa 23 Jan 2024, 00:58
სერაფიტი

4 თვის ხდება 1 კვირაში. ახალი დაწყებული აქვს ხელით აღება და ამიტომ მეშინია, ჯერ მხოლოდ ნაჭრებს იღებს თავისი სურვილით, სათამაშოებს რომ ვაძლევ ხელს უშვებს მალევე.
ფეხებიანი ტომარაც შეუშლის ხელს გადაბრუნებაში?

narkozeli

უი ეხლა დავფიქრდი ისე ეზიზღება სახელოებში ხელის გაყოფა, უმკლავებოს ვუყიდი მეც. რომ ეხსნება ხელები ასეთიც აქვთ მაგრამ მაგის ჩაცმაზე ომი მოგვიწევს სერიოზული biggrin.gif

საბისაბი85

კულუმბეგოვის დანიშნულება აუცილებლად უშველის ❤️

Posted by: Panda-008 23 Jan 2024, 01:27
narkozeli
უფრო სამხრეთით ვარ, თუმცა ოსლოში ვმუშაობ. ოსლოში ძვირია ძალიან ცხოვრება და ბავშვის გასაზრდელადაც შედარებით რურალური გარემო მირჩევნია.

Posted by: სერაფიტი 23 Jan 2024, 08:55
LooLaa

ფეხებიანი წესით არ შეუძლის.

Posted by: shoAbb 23 Jan 2024, 10:22
რა ვუყოოოო sad.gif ეს რძიანი ფაფაა :/ https://youtube.com/shorts/roeFzt1mbX0?si=-cis1iizqq9aOXWO

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)