Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ბავშვის კვება


Posted by: garfield1 27 Jun 2014, 15:09
წინა თემის ლინკი

http://forum.ge/?f=97&showtopic=34610222&st=0

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

Posted by: SPC 27 Jun 2014, 15:38
ვაიმე რა მაგარი სურათია biggrin.gif.........

Posted by: Miss tulip 27 Jun 2014, 23:49
გოგოებო მაინტერესებს თევზს რომელს აჭმევთ? გაყინული შეიძლება? თუ ბასეინში რომ ყავთ ეგენი ჯობია? წელიწადი და ორი თვისაა და ჯერ მხოლოდ ერთხელ მივეცი. თავი ვერ მოვაბი რომელი ჯობია.
ამ ასაკის ბავშვი ვისაც გყავთ იქნებ დაწეროთ კვება რას აძლევთ. მე ისეთი სიფრთხილით ვუმატებ ახლებს, ვფიქრობ ხომ არ ვაშიმშილებ მეთქი. smile.gif

Posted by: noniko77 27 Jun 2014, 23:58
Miss tulip
მე 1.1 თვის მყაავს,თეევზს 11თვიდან ვაძLევ კვირაშI ერთხელ ახალს ვყიდულობ კამბალას მკვეთრი სუნი არ ააქვს და მოსწონს ძაან.

დილით გერკულესის ფაფებს ვაჭმევ ქლიავით, ვაშLით ქიშმიშით ნუშIთ მალინით,რამოდენიმე გვააქვს და ვანაცვლებ ძროხის რძIთ ვუკეთებ ხან თხის რძიით

შუალედებშI პეჩენიეებს ჭაამს. ხიილს გარგარს,ვაშლს, ცოტა მარწყვს ვაჭმევ ახალს.

ხილფაფებით მსხაალს და შავ სმაროძIნას.

შუადღეეს ბოსტნეულს +ძროხის ქათმის ან თევზს ვაძლევ 2ჯერ ძროხას 2ჯერ ქათამს 1-ხელ თევზზს და ერთხელაც ხიზილალას .მეშვიდე დღე მხოლოდ ბოსტნეული. ხო ყველს ყოველ დღე ვაძლევ და კარაქს დღეგამოშვებით დანარჩენ დღეებში ზეითუნის ზეეთს ან რაფსოილს.
პურს ისე ვაძლევ და ღრნიიის ხოლმე.

ხო,კიდე ჰიიპსაც ააქვს გატარებული ჩირები სხვადასხვა ხილის და თხელ ვაფლშია ჩადებული ,ეგ მოსქონს ძAან წლიდან ბავშვებისთვისაა. მე ალნატურასას ვყიდულობ ხოლმე.

სააღამოობოთ ,გრეჩიხას ვაძლევ ყველთან და კარაქთან ერთად ,ასევე ხაჭოს და იოგურტს, ან ღამის ფაფას +მსხლისხილფაფასთან ერთად.

ფუნთუშაას ვაჭმევ ძაან მოსწონს. მეტი არ მახსენდება .მგონი ესაა ჩვენი მენიუ.

Posted by: taktakuna 28 Jun 2014, 01:08
2.5 წლის ბავშვს რას აჭმევთ? დამტანჯა ამისმა კვებამ. რამდენჯერ ჭამენ თქვენები და რას, საღამოობით ძილის წინ რა მივცე, მაგაზე ვფიქრობ.

Posted by: kudracha 28 Jun 2014, 07:30
ატამი ვაჭამო? 9.5 თვისაა .

Posted by: tamuna@dato 28 Jun 2014, 16:55
Mafanya
ნუტრილონ კონფორტს აჭმევ თუ ჩვეულებრივ ნუტრილონს?

Posted by: catherina_10 29 Jun 2014, 15:13
noniko77
QUOTE
დილით გერკულესის ფაფებს ვაჭმევ ქლიავით, ვაშLით ქიშმიშით ნუშIთ მალინით

ამას როგორ აკეთებ? თუ მზა ფაფებს ყიდულობ?

Posted by: Dido 29 Jun 2014, 15:55
kudracha
კი კი აუცილებლად აჭამე ყველა სეზონური ხილი, ძაან სასარგებლოა და ვიტამინების მარაგს შეუვსებს.

Posted by: kudracha 29 Jun 2014, 16:34
Dido
გაიხარე 2kiss.gif

Posted by: noniko77 29 Jun 2014, 21:19
catherina_10
კი მზას ვყიდულობ რძე უნდა დაასხა და მზადაა. ჰიპსაც ააქვს და აქ ალნატურაცაა და იმასაც ააქვს.

Posted by: catherina_10 30 Jun 2014, 13:44
noniko77
გასაგებია, მე მეგონა შენთვითონ უკეთებდი ნაყიდი შვრიით

Posted by: SPC 30 Jun 2014, 13:58
მე გაუდა მივეცი გუშინ, მეჭირა და ამასაც მოუდნა ხოდა მივეცი და ლოღნიდა smile.gif იმედია შეიძლება

Posted by: Miss tulip 30 Jun 2014, 14:04
noniko77
მადლობაა. მოკლედ ჯობია ახალი თევზი მივცე ვიდრე გაყინული ალბათ. ეს გატარებული ჩირები არ შემხვედრია ან არ დავკვირვებივარ. კარგი რაღაც იქნება. და მაგათ ფაფებში უმატებ?

Posted by: noniko77 30 Jun 2014, 14:18
Miss tulip
არა,ისე ვაძლევ რომ მოკბიჩოს და ღეჭვა ისწავლოს, ვცდილობ ხილი ,პური, ფუნთუშა, პეჩენიები ასევე ეგ ჩIრი,ხელში მივცე და თვითონვე მოკბიჩოს.

Posted by: ingiloo 30 Jun 2014, 16:07
taktakuna
QUOTE
2.5 წლის ბავშვს რას აჭმევთ? დამტანჯა ამისმა კვებამ. რამდენჯერ ჭამენ თქვენები და რას, საღამოობით ძილის წინ რა მივცე, მაგაზე ვფიქრობ.

2.5 წლის ბავშVი არაა ისეთი პატარა რომ ამასაც ცალკე ვურჩიო საჭმელი.

ჩემი 2/8 წლისაა და ვაჭმევ აბსოლიტურად ყველაფერს რასაც ჩვენ ვჭამთ, ოღონდ არ ვაჭმევ: ცხარეს, მწარეს, ვცდილობ ავარიდო ცოცხალი პამიდორი, მაიონეზი (Aრადა გიჟდება მაიონეზიან სალათებზე), ცალკე ღორის ხორცი, სოსისები და ძეხვი, გაზიანი სასმელები და ა.შ ცოტა ღორის ხორცს ვურევ ხოლმე საქონლის ხორცთან და ისე ვუკეთებ გუფთას.

ყოველ დღე აქვს აუცილებლად წვნიანი, ბორში იქნება ეს, მაწვნის სუპი, გუფთა თუ ბულიონი. დილით ჭამს შვრიის ფაფას ყველით და რძით, ან კვერცხს. უყვარს წიწიბურა, მაკარონი, შემწვარი კარტოფილი. პიურე ვერ შევაყვარე. შემწვარი ქათმის ხორცი, თევზი. 2 წლამდე გაყინული თევზის მიცემისგან თავს ვიკავებდი, ახლა გაყინული სკუმბრია ან ორაგული რომ მომიხარშავს, ვაჭმევ ხოლმე.
ვაჭმევ 3-4 საათში ერთხელ. შუალედებში ხან იოგურტს ჭამს, ხან ხაჭოს დესერტს. ძილის წინ კი თავისი საყვარელი მაწონი თუ არ მიირთვა ისე არ დაიძინებს biggrin.gif

ვფიქრობ, მაგ ასაკის ბავშვმა უნდა ჭამოს ყველაფერი უკვე, ოღონდ მაქსიმალურად ჯანმრთელი, ხელოვნური დანამატების გარეშე.

Posted by: Princess 30 Jun 2014, 16:21
ingiloo
QUOTE
2.5 წლის ბავშVი არაა ისეთი პატარა რომ ამასაც ცალკე ვურჩიო საჭმელი.

მეც აღარ ვურჩევ უკვე ისე ძალიან როგორც მანამდე. ვცდილობ წვნიანი ჰქონდეს, თან უყვარს თითონ. დანარჩენი რას გვაქვს სახლში. არ მიმიცია ჯერ ძეხვეული, მაიონეზიანი და ნაკლებად ვაჭმევ შოკოლადებს, საერთოდ ტკბილეულს.

ძილის წინ ხაჭო+მაწონი პეჩენიით, ხან პიურე როცა მაქვს, ზოგჯერ თუ ძალიან შია ფაფასაც ვუკეთებ. შეიძლება მაკარონიც, წიწიბურაც, ან კომპოტი +კექსი. ბოლო დროს რძეს უკვე იშვიათად ითხოვს ძილის წინ. მეც სულ მის მენიუზე ვფიქრობ, თან რომ არ მობეზრდეს თან რომ ეყოს და ღამე არ გამაღვიძოს

Posted by: ingiloo 30 Jun 2014, 16:33
Princess
ხო მეც ეგრე რა. ძეხვეული გასინჯა, სოსისს ვჭამდით და თავი მოიკლე მაჭამეთო. მაიონეზიანი სალათებიც ნაჭამი აქვს, ძალიან უყვარს კომბოსტოს და სტაფილოს სალათი მოიონეზით, ზის და ახრამუნებს biggrin.gif

მაგრამ ნეტა ეს მაწონი მოგვაცილებინა ღამის ჭამიდან და რაღა მომკლავს biggrin.gif

Posted by: taktakuna 30 Jun 2014, 16:49
ingiloo
მე კი არ ვურჩევ თვითონ არჩევს. ოჯახში ისედაც არ ვაკეთებ ცხარე, მჟავეს და ძალიან ცხიმიანებს. თითქმის წლიდან რასაც ჩვენ ვჭამთ, იმას ვაძლევ ამასაც, მაგრამ მხოლოდ ვაძლევ, არ ჭამს. ტონა ქათმის კატლეტები გავუკეთე ბოსტნეულით და პირიც არ დაადო, არ უყვარს შემწვარი კარტოფილი, პიურე, ხორცი, არც შემწვარი და არც ისე, ასე თუ ისე ჭამს ორაგულს შემწვარს, შეუძლია მუდმივად ჭამოს სოსისი, ძეხვეულზე გიჟდება, იშვიათად ვყიდულობ, მაგრამ გაგიჟდება თუ დაინახა და არ მივეცით. არ ჭამს მაწონს, არც პეჩენიით და არც ისე, არც ხილს, საღამოს ჭამაზე წნევა მირტყავს, არ ვიცი ხოლმე რა ვაჭამო, რომ დილამდე დაანაყროს.

Posted by: ingiloo 30 Jun 2014, 16:58
taktakuna
ვაიმე გამოდის რომ საერთოდ ჭამა არ უყვარს sad.gif რამე ვიტამინი რომ დაანიშნინო ექიმს? სულ სოსისზე ხო არ იქნება. არც კვერცხი უყვარს? ან რამე წვნიანი?

Posted by: Princess 30 Jun 2014, 17:02
taktakuna
არ უნდა მიგეცა ძეხვი და სოსისი, საიდან გაგიჯდებოდა როცა არ ეცოდინებოდა რა არის? biggrin.gif
ყიყლიყოს არ ჭამს? ჩიხირთმა და ასეთებიც არა? სურათებზე არაფერი ეტყობა ასეთი უჭმელი რომ არის

Posted by: taktakuna 30 Jun 2014, 17:15
ingiloo
დილა-საღამოს რძეს ვასმევდი ხოლმე, ბელაქტისას %-იანს და ექიმმა რაღა დროს რძეაო rolleyes.gif ამოვუგდე დილით რძე და ფაფა მივეცი, სადღაც 11 იყო დაწყებული, ხოდა ძალით ვაჭამე რამდენიმე კოვზი, მერე 2 საათზე ცოტა ბორში ჭამა, ძალიან ცოტა და ეგაა, ეხლა სძინავს და თუ შეჭამს მერე რამეს არ ვიცი, საღამოს ნესქვიკიან რძეს მივცემ და ეგაა sad.gif ვიტამინები ორჯერ დავანიშნინე ექიმს და ვერ დავალევინე ხან ვასხავდი და ხან არა ძალით, რაღაცნაირი გემო ქონდათ სიროფებს და ტაბლეტები ჯერ არ დაუნიშნავს, იქნებ ეგ უფრო ჩაღეჭოს.
Princess
არ უნდა მიმეცა რა, სულ კი არ ჭამს, იშვიათად ვყიდულობ საბავშვოს და მაგის ეშხით ცოტა წიწიბურასაც ჭამს, თან ხორცს არ ჭამს თითქმის და იქ მაინც ხომაა ცოტა ხორცი, სულ ტყლარჭებს ხომ არ გაატარებენ sad.gif არ ემჩნევა სურათზე იმიტომ რომ სახე აქვს ეგეთი, ტანზე ძვალი და ტყავია და წონაშიც ჩამორჩება და სიმაღლეშიც.

მაკარონი უყვარს, მაგრამ იმდენს არ ჭამს, რომ ერთ კვებაში ჩაითვალოს, მაწვნის სუპს ჭამს ასე თუ ისე და გუფთას, ომლეტი უყვარს კიდევ, მაგრამ სულ კვერცს ხომ არ შეჭამს, ყიყლიყო არ მოსწონს, ჩაი არ ევასება, ხაჭოს თვეში ერთხელ თუ შეჭამს ოღონდ ცარიელს, არ უნდა გაურიო არაფერი, არც ტბილები რომაა ის მოსწონს, იოგურტიც არა და რა მეშველება? sad.gif

Posted by: ingiloo 30 Jun 2014, 17:24
taktakuna
რამენაირად უნდა აიძულო რომ ჭამოს. თან შენი პოსტებიდან მახსოვს ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვია და ასე მართლა ვერ აკრეფს წონას. sad.gif

აი რისი კეთებაც ძალიან უყვარს, ის არ გააკეთებინო, დაუშალე, არც მულტფილმს აყურებინო, არც ეზოში ჩაიყვანო, არც სათამაშო უყიდო და ა.შ სანამ არ შეჭამს. თავიდან 3-4 კოვზით რომ დაიწყოს ჭამა ეგეც საქმეა. მარტო რძეზეა ასე გამოდის ბავშVი და რაღა დროს რძეა მართლა უკვე.

ჩემიც არაა ჭამის მოყვარული მაინცადამაინც, კალიასკაში ვსვამ (ამხელა ქალს facepalm.gif ) და მულტფილმს ვურთავ. ან საბავშვო სიმღერებს უყურებს და ისე ჭამს. ამან იცის თუ არ შეჭამს, საერთოდ აღარ ვაყურებინებ. ხან დავსვამ და ხატვის დროს ვაჭმევ. არ შეჭამს და აღარ მივცემ დასახატებს და ა.შ მიეჩვევა ბოლოს ეგეც. ანუ ასე მგონია ძალიანაც შია მაგრამ არ გიჯერებს. უნდა თავისი გაიტანოს. ხოდა რამენაირად უნდა დასაჯო.

მე იმას ვერ მივაღწიე, რომ მაგიდასთან დაჯდეს ჩვენთან ერთად და ისე ჭამოს. დადის, კალთიდან კალთაზე გადადის, 1 წამი არ ჩერდება, მერე ისევ კალიასკაშI უნდა დააბა ან ჩხუბით და ტირილით ვაიძულო გაჩერება. mad.gif

Posted by: Princess 30 Jun 2014, 17:25
taktakuna
QUOTE
წონაშიც ჩამორჩება და სიმაღლეშიც.

ეს ცუდია.ასეთ დროს ურჩევენ ვიტამინებს. ჩემსას ველქიდსი ჰქონდა დანიშნული, ვირუსები ჰქონდა მთელი გაზაფხული და ძალიან გახდა. მაგრამ უჭმელი არაა ეს, რაც უყვარს იმას კარგად ჭამს.

წიწიბურაში გატარებული ხორცი რომ გაურიო, ან პო-ფლოტსკი არა? როგორ შეიძლება არაფერი არ უყვარდეს! თავისით არ ჭამს? ან გაართო და აჭამო? რა ძნელია რა (( რამდენია ეხლა წონაში და სიმაღლეში? ჩემი არ გამიზომია კარგი ხანია

Posted by: sopo1977 30 Jun 2014, 17:33
noniko77
გოგო ეს რეები ჩამოწერე biggrin.gif უნდა დავაკოპირო და შევინახო და შთამომავლობას გადავცე givi.gif givi.gif

ერთი სული მაქვს როდის გახდება წლის, რომ ვაჭამო კარგი რამე რუმეებიsmile.gif)

კვერცხს არ აძლევ?

Posted by: Miss tulip 30 Jun 2014, 21:07
noniko77
აჰაა, გასაგებიაა, მე მეშინია არ გადაცდეს და ყოველთვის სიფრთხილით ვიყავი. არაფერს ვაკავებდი ხოლმე. ეხლა პეჩენიას რომ ვაკავებ ცოცხალი თავით არ ჭამს, პირში არაფერი მიაქვს. biggrin.gif შენ რაც ჩამოთვალე მეც დაახლოებით ეგეთ კევბაზე მყავს. ერთადერთი თევზი მქონდა დარჩენილი.

Posted by: noniko77 30 Jun 2014, 21:20
sopo1977
QUOTE
კვერცხს არ აძლევ?

ვაიმე, არა გოგო ხან დამავიწყდა მოხარშვა, ხან ვადა ქონდა კვეერცხს გასული, ეხლა რომ მოუწწევს მარტო ბოსტნეულის დღე მაშIნ უნდა გავასინჯო უეჭველი,სადაცაა სკოლაშI შევა და კვერცხი არ გაუსინჯავს. biggrin.gif


Miss tulip
QUOTE
აჰაა, გასაგებიაა, მე მეშინია არ გადაცდეს და ყოველთვის სიფრთხილით ვიყავი.

მეც მეშინოდა მაგრამ დაამუღამა და ძაან ფრთხილად ჭაამს.ჯობია მიაჩვიო.


Posted by: ninchancho 2 Jul 2014, 22:34
gogoebo 9 tviaa chemi kaci maconi minda mivce da romes mirchevt?

Posted by: blblbl 2 Jul 2014, 22:41
ninchancho
მაწონი წლამდე არაა აკრგი არც კუჭნაწლავისთვის და არც თირკმელებისთვის,მოიცადე ორი თვეც ბარემ

Posted by: angelochka_ 2 Jul 2014, 22:43
blblbl
მე მივეცი მაწონი და ისე მოუწესრიგა კუჭ-ნაწლავი რო რავიი,არაა სულ პრობლემები ქონდა

Posted by: garfield1 3 Jul 2014, 09:25
angelochka_
კუჭში რომ კარგად გადის მაგას გულისხმობ ?
ეგ არ ნიშნავს არაფერს, ცილები აქვს ბევრი დ თურკმელებისთვის არაა კარგი. მე 10.5-11 თვიდან მივეცი

Posted by: noniko77 3 Jul 2014, 10:18
ისე გუშIნ ჩემს დას ყავდა ბავშვი ექიმთან ,6თვის ყაავს და ექიმმა ასე უთხრა ახალი ინფო მოგოვივიდაო სადაც წერია რომ მყარი კვება 4 დან დაიაწყებინეთო და 6 თვიდან ძროხის რძე მიეცითო.

Posted by: Dido 3 Jul 2014, 10:30
noniko77
QUOTE
ისე გუშIნ ჩემს დას ყავდა ბავშვი ექიმთან ,6თვის ყაავს და ექიმმა ასე უთხრა ახალი ინფო მოგოვივიდაო სადაც წერია რომ მყარი კვება 4 დან დაიაწყებინეთო და 6 თვიდან ძროხის რძე მიეცითო.

lol.gif lol.gif lol.gif აი რო არ გავიცინო არ შემიძლია ამ ექიმების გადამკიდე smile.gif)) დღეს ერთს ამბობენ ხვალ მეორეს ზეგ მესამეს smile.gif))))

Posted by: gachumdii 3 Jul 2014, 10:30
angelochka_

მეც ვაჭმევ მაწონს 9 თვიდან და არ ქონია პრობლემები. ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს ალბათ smile.gif

ეხლა ჩვენთ გადასულუ ვართ კარგ კვებაზე, ანუ სახლში რაც არის სოუზი, ბორში, აჯაფსანდლიდან წვენი და კარტოფილი ბადრიჯანს არა. ერთხელ კატლეტიც ვაჭამე, შემწვარი კარტოშკა ახალ ტყემალთან ერთად, მოხარშული კვერცხი ქარხნული ხანდახან, ნუ ფაფებზე არ გიჟდება მარა ვაძლევ მაინც. უფრო კაცური ჭამა ურჩევნია. ხილიდან ყველაზერი რაც არის სეზონზე, კიტრიც გავასინჯე ვაძლევ ხელში და გადასარევად ჭამს. რძის ნაწარმიც მაწონი, ხაჭო, რძეში გაკეთებული გერკულესი. ესენია ეხლა რაც გამახსენდა.

ზამთარში მივცემ თევზს

Posted by: Princess 3 Jul 2014, 10:32
noniko77
QUOTE
ისე გუშIნ ჩემს დას ყავდა ბავშვი ექიმთან ,6თვის ყაავს და ექიმმა ასე უთხრა ახალი ინფო მოგოვივიდაო სადაც წერია რომ მყარი კვება 4 დან დაიაწყებინეთო და 6 თვიდან ძროხის რძე მიეცითო.


ეს ექიმები გვაგიჟებენ! როგორ შეიძლება ასე ხშირად იცვლებოდეს სტანდარტები?! ჯერ თავს იკლავენ ეს არ მისცე ის არ მისცეო, გავა ცოტა ხანი და მერე თურმე ყველაფერი პირიქითაა! ჩვენ რა ვქნათ? biggrin.gif

Posted by: Dido 3 Jul 2014, 10:33
gachumdii
ძალიან კარგია მასე კვება. საერთოდ, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბავშვის კვება მით მეტ ვიტამინებს მიიღებს და არ ექნება არაფრის დანაკლისი yes.gif უნდა გადავიყვანო მეც ნელნელა მივაჩვიო ყველაფერს.


აუ იმ ვირუსის შემდეგ კუჭი შეეკრა და ვერ ვშველი ვერაფრით sad.gif ხილს ჭამს მაგრამ მაინც user.gif სხვა რა შეიძლება რო მივცე?

Posted by: gachumdii 3 Jul 2014, 10:37
Dido

ხო გოგო მივცემ და მერე ვაკვირდები. ღმერთის წყალობით არ აქვს პრობლემები არაფერზე კვებას რაც უკავშირდება

QUOTE
უ იმ ვირუსის შემდეგ კუჭი შეეკრა და ვერ ვშველი ვერაფრით  ხილს ჭამს მაგრამ მაინც  სხვა რა შეიძლება რო მივცე?


ადრე ფორუმზე ვიკითხე მეც შეკრული იყო გაბი და მემგონი makavel1-მა მასწავლდა ერთი კოვზი პამიდორი (ნუ შიგნით გული რაც არის) მიეციო ეგრევე აუშლის კუჭსო, მარა არ დაჭირდა მოუწესრიგდა თითონვე

Posted by: Princess 3 Jul 2014, 10:40
Dido
რომელიმე ფაფა ან ხილფაფა მიეცი გოგრით. ჩემსას შველის ძალიან ჰიპპის გოგრას ვაძლევ ხოლმე. ხილს რას აჭმევ? ზოგი პირიქით კრავს.

Posted by: noniko77 3 Jul 2014, 10:42
Dido
Princess
ჯერ თვითონ ვერ გარკვეულან და მშობლებს აგიჟებენ biggrin.gif


gachumdii
მაგარია თუ ყველაფერს ირგებს და არ წყეენს რა ჯობია მაგას ,მეც ნელ-ნელა რაღაცეებს ვაძლევ .

Posted by: Dido 3 Jul 2014, 10:46
Princess
QUOTE
ხილს რას აჭმევ? ზოგი პირიქით კრავს.

ატამი, გარგარი, ჰიპის შავი ქლიავი. გოგრაზე არ მიფიქრია, ვცდი აბა იქნებ მიეშველოს თორე დაიტანჯა ძაან sad.gif
gachumdii
პომიდორი ჯერ არ მიმიცია და რავიცი ასე პირდაპირ უმად მიცემის მეშინია, ალერგიული არისო და sad.gif ჯერ სუპში ჩავუხარშავ smile.gif

Posted by: manine2013 3 Jul 2014, 15:02
gachumdii
QUOTE
კიტრიც გავასინჯე ვაძლევ ხელში და გადასარევად ჭამს.

გეხვეწები მითხარი როგორ ჭამს კიტრს, რამდენი კბილი აქვს? smile.gif

Posted by: gachumdii 3 Jul 2014, 15:20
manine2013

8 კბილი აქვს. ნუ ეხლა ძირსაც კი ეყრება, მარა ძირითადს მაინც ჭამს. ასევეა პურზე თავისით მივა, გამოაღებს, დაითრევს პურს და ძიძგნის მერე ერთი საათი biggrin.gif თუ ნაჭრები ვერ ნახა მთლიანი პური უჭირავს ხოლმე biggrin.gif

Posted by: manine2013 3 Jul 2014, 15:59
gachumdii
biggrin.gif biggrin.gif
გოგო მე მეშინია პურსაც იშვიათად ვაძლევ და სულ პირში ვუყურებ biggrin.gif ორი კბილი ქვემოთ აქვს, ზედა ოთხი ჩამოსდის ეხლა და მივცემ ნელ-ნელა რომ ჩამოუვა

Posted by: garfield1 3 Jul 2014, 16:01
ჩემი შვილი უკვე ყველაფერს სინჯავს ნელნელა, თუ არ მისცემ, მოიპარავს და შეჭამს მაინც biggrin.gif
პურს, კიტრს, ალუჩას, ვაშლატამას და კიდე ბევრ რამეს ისე ჭამს, ისე ღეჭავს, ვკვდები სიცილით, არადა წვნიანი დაუბლენდერებელი რომ მისცე, მოაწყობს ისტერიკას, მაიმუნი.
ხო კიდე შუადღის კვება 4ზე ქონდა და რაც სურამში ბრძანდება 3-ზე გადმოწია, დღEს 10 წუთით დაგვიგვიანდა საჭმლის დადგმაო ჩემმა დამ და გადაგვდაო, ვისაც რამეს დაუნახავდა ართმევდა ხელიდანო biggrin.gif
მსუნაგა მყავს

Posted by: gachumdii 3 Jul 2014, 16:09
manine2013

ხო როცა ჩამოუვა მიეცი ხოლმე. ხო უნდა მიეჩვიოს smile.gif

Posted by: manine2013 3 Jul 2014, 16:11
garfield1
QUOTE
მოიპარავს და შეჭამს მაინც

როგორ იციან ჩქარა-ჩქარა თან, რომ არ წაართვა lol.gif lol.gif იმხელა კიტრის ნაჭერი გამოვუღე გუშინ გული გამისკდა, მაგრამ არ ყლაპავს, პურსაც რაც დიდი ლუკმაა აგდებს გარეთ კიდევ კაი, მაგრამ ძაან ვარ შეშინებული და არ ვაძლევ ხშირად. ახლობლის ბავშვს გადასცდა ადრე და იმის მერე მეშინია

Posted by: Dido 3 Jul 2014, 16:49
ღრძილებით ღეჭავენ, წინა კბილები მოსაციცქნად ჭირდებათ უფრო და საღეჭად ღრძილებითაც კარგად ახრამუნებენ smile.gif)))

Posted by: manine2013 3 Jul 2014, 17:59
Dido
კიტრი როგორ უნდა ახრამუნოს ღრძილების გოგო ცოდო არ არის? biggrin.gif

Posted by: kudracha 3 Jul 2014, 20:52
noniko77
QUOTE
ისე გუშIნ ჩემს დას ყავდა ბავშვი ექიმთან ,6თვის ყაავს და ექიმმა ასე უთხრა ახალი ინფო მოგოვივიდაო სადაც წერია რომ მყარი კვება 4 დან დაიაწყებინეთო და 6 თვიდან ძროხის რძე მიეცითო.

რაიო? sleep.gif

Posted by: kate_212 3 Jul 2014, 23:23
გამარჯობა! კვებასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, ჩემი პატარა 1 თვის არის და 120 გრ არ ყოფნის და თუ შეიძლება რომ 150 გრ მივცე 2 კვება მაინც, ჰუმანას ვაჭმევ, (მანამდე ჰიპს ვაჭმევდი და კუჭის მოქმედება აერია)მის კოლოფზე კი აწერია რომ 4 თვიდან უნდა მიიღოს ბავშვმა 150, და ვერ გავიგე ზოგი ამბობს რომ ჰუმანა ერთადერთი საკვებიაო რომელიც შეგიძლია ბავშვს მისცე რამდენსაც მოითხოვს და კოლოფზე სულ სხვა რამ წერია, მოკლედ ძალიან დავიბენი და იქნებ ვინმე კოპეტენტურმა მირჩიოთ რამე..

მადლობა

Posted by: noniko77 3 Jul 2014, 23:31
kudracha
QUOTE
რაიო? 

ხო ხო, ეგრეო. biggrin.gif

Posted by: blblbl 4 Jul 2014, 00:07
kate_212
ჰუმანა პრე და ჰუმანა პრე პლატინი შეგიძლია მისცე როცა მოიტხხოვს დანარცენი ჰუმანა 1,2,3 და ა.შ. არ შეიძლება და ის ორი უნდა მისცე არა რამდენსაც მოითხოვს,არამედ როცა მოითხოვს,ანუ სუალედების დაცვის გარეშე.

Posted by: kudracha 4 Jul 2014, 08:31
noniko77
თქვენ შეგიწუხდათ გული თქო. რას დაგვახოციეს ერთმანეთი

Posted by: nopiahopi 4 Jul 2014, 11:32
ჰუმანას მომხმარებლებო!!!!
ჯიპისიში დაიწყო აქცია, ივლისის ბოლომდე იქნებაო..
ჰუმანა 2 ან 3 ნომერ ერთცალ ფორმულას რომ ყიდულობ, იოგურტების 1 შეკვრას ან 1 ცალ ხილფაფას გჩუქნიან, შენი არჩევანით.
არის კიდე მეორე ვარიანტი, თუ ჰუმანას ან სემპერის 2 ცალ ფაფას ყიდულობ, მაშინც გჩუქნიან smile.gif
მე ვიყავი უკვე და რძე რომ ვიყიდე, ამარჩევინეს საჩუქარი smile.gif

Posted by: Pumpula 4 Jul 2014, 13:36
QUOTE (kudracha @ 4 Jul 2014, 08:31 )
noniko77
თქვენ შეგიწუხდათ გული თქო. რას დაგვახოციეს ერთმანეთი

givi.gif givi.gif givi.gif givi.gif givi.gif givi.gif
შენ რა გითხარი

Posted by: Casey_Ryback 5 Jul 2014, 13:13
მოგესალმებით,

ჩემი შვილი უკვე 5 კვირისაა და შერეულ კვებაზე გვყავს (ბუნებრივი რძის არასაკმარისი რაოდენობის გამო). ბავშვი დაიბადა 3740 და გუშინ 5160 აჩვენა სასწორმა (1420 გრამი აქვს მატება, რაც "მრჩეველი"-ს გრაფიკს დაახლოებით250-00 გრამით აღემატება ). ამას გარდა, როდესაც მხოლოდ ხელოვნურს ვაჭმევთ რამდენიმე ჭამას, შედარებით უჭირს გაზებისა და კუჭში გასვლის მხრივ.

მაინტერესებს, ხომ არ ჯობია შევცვალო ჰუმანა პრე სხვა ხელოვნური საკვებით და კონკრეტულად რომელი ჯობია?

Posted by: blblbl 5 Jul 2014, 14:56
Casey_Ryback
ჰუმანა პრე საუკეთესო ხელოვნური საკვებია ,ზოგადად ხელოვნურზე უფრო უჭირთ ხოლმე კუჭის მოქმედება სამწუხაროდ,ნამატი კარგია ძალიან რაც მთავარია

Posted by: Mafanya 5 Jul 2014, 15:32
Casey_Ryback
მრჩეველში თუ დაგყავთ, ირაკლი რცხილაზე ასეთ პატარებს შეკრულობის პრობლემაზე დუფალაკს ურჩევს, ფორმულად ჰუმანა კარგია ნამდვილად, თუმცა ჩემს შვილს ამოქაფების პრობლემაც ჰქონდა შეკრულობასთან ერთად მაგ ასაკში და ნუტრილონ კომფორტი ვაჭამე, რომელმაც ორივე პრობლემა მოუგვარა. ცოტა ძვირია, მაგრამ ძალიან კარგია.

Posted by: tamuna@dato 5 Jul 2014, 19:39
Casey_Ryback ამ ჰუმანა პრეს ყოველ 3 საათში აჭმევ? მე დამტანჯა ამ სელიამ 3 საათიან რეჯიმს ვერ ვიცავ, შივდება შუალედებში და თან გიჟიდება მერე ჭამის დროს და ბრაზდება. რომელ საჭმელზე გადავიდე აღარ ვიცი უკვე.


Posted by: blblbl 5 Jul 2014, 22:27
tamuna@dato
ჰუმანა პრეს არ სჭირდება შუალედების დაცვა

Posted by: norse 6 Jul 2014, 09:54
დავფიქსეირდეეე. კვებაა,ყველაზე თავისტკივილიიიიი

Posted by: Casey_Ryback 6 Jul 2014, 12:17
blblbl & Mafanya დიდი მადლობა პასუხისთვის.

მაინტერესებს, ჰუმანას გარდა რომელ საკვებს არ ჭირდება შუალედების დაცვა, ჰუმანაზე კარგი ხარისხის საკვებს ვგულისხმობ.


tamuna@dato: თავისით აკეთებს შუალედებს, რაოდენობასაც ხან 80-ს ჭამს ხან 120-ს, 150-იც უჭამია (ბუნებრივი + ხელოვნური) რაც უფრო მეტს ჭამს, მეტი სძინავს, განსაკუთრებით ღამის საათებში, 4-5 საათიან შუალედებსაც კი აკეთებს ხანდახან.



Posted by: blblbl 6 Jul 2014, 15:34
Casey_Ryback
ჰუმანზე კარგი ხარისხის საკვები არ არსებობს biggrin.gif და ერთადერთი ამას არ სწირდება შუალედების დაცვა,აი ჰუმანა პრეზე უფრო კარგი კი ჰუმანა პრე პლატინია,ოღონდ ეს ძვირია უფრო

Posted by: Salikucha90 7 Jul 2014, 16:42
გოგოებო ეხლა მითხარით ძუძუზე ვისაც გყავდათ ბავშვი, 6 თვის რომ გახდა რეები მიეცით? smile.gif

Posted by: Salikucha90 7 Jul 2014, 16:44
გოგოებო ეხლა მითხარით ძუძუზე ვისაც გყავდათ ბავშვი, 6 თვის რომ გახდა რეები მიეცით? smile.gif

Posted by: pleita 7 Jul 2014, 17:40
ბავშვებო, სუფები როდიდან უნდა მივცე? ყველი როგორ ვაჭამო, ბოსტნეულის პიურეში შევურიო??

Posted by: noniko77 7 Jul 2014, 17:44
pleita
ხო,შეურიე, 8თვიდან მივეცი მე ყველი.

Posted by: Bulbusa 8 Jul 2014, 09:07
გოგოებო როგორ ხართ? მოკლედ დღეს გავხდით 6 თვის. უკვე 2-3 კვირაა ფაფებს ვჭამთ, ვჭამთ რა ვეჩვევით ჭამას. დღეს მისი კვება ასეთია: დილით ფორმულა, მერე ფაფა,შემდეგ ფორმულა. მერე მაწონი და პეჩევია ერთად. ბოლოდ ძუძუ და ღამე ძუძუ. ეხლა ვიწყებთ ბოსტნეულის პიურეს რომელისაც მივცემ მივცემ დღის მეორე ნახევარში . აუცილებელია კვებებს შორის ფორმულა? ამ მენიუთი რამეს ვაშავებ? ძნელად იმატებს წონაში..... პეჩენია რამდენ გრამში რამდენი უნდა მივცე?
ხილიდან მალინას და ალუბალს ვაძლევ ნუ წვენს. ასევე მინდა მივცე ალუჩა და სმაროდინა. ატამი გავასინჯე და მოეწონა....

Posted by: Pumpula 8 Jul 2014, 10:02
რატოა ეს ბავშვი ასეთი უჭმელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი, გავგიჟდი უკვე, ნერვები არ მყოფნის...ღამე უძილობის დედა ვატირე, ნეტა დღისით მაინც ჭამდეს კარგად, ეს უფრო მანერვოზებს ვიდრე ამის უძილობა

Posted by: Dido 8 Jul 2014, 10:07
Pumpula
ხო კარგად ჭამდა და რა დაემართა? user.gif "დიდების" სადილები რო გაასინჯო იქნებ მოეწონოს? მაგ. აჯაფსანდალი, სოუზი, კატლეტი, შემწვარი კარტოფილი. პური და პეჩენია არ მისცე და ისე ასადილე.

Posted by: Pumpula 8 Jul 2014, 10:09
Dido
აააააააჰ 3-4 კოვზი და მორჩა, მეტს არაფერს არ აკარებს პირს..დიდების სადილები ვცადეთ უკვე რამდენჯერ, მაგრამ უკანა კბილები რომ არა აქვს, ვერ ღეჭავს და აგდებს უკან..შე,წვარი კარტოფილი 5 ცალი ძვლივს დალოღნა და მერე აღარ მოინდომა..ატამს, ნესვს და საზამთროს წვენს გამოუწუწნის და ვსო, მერე რბილობს აგდებს..თავის დაბლენდერებულ სადილსაც კი აღარ ჭამს, ერთი კონცერტები გვაქ რომ ჰაჰა 10 კოვზი მაინც შეჭამოს. დავიღალეთ სასტიკად, დიდების საჭმელები არ უნდა, თავისიც მობეზრდა და ასე რა..მთელი დღე ლოღნის პურს და თან შია და წუწუნებს, ვერაფერი მოვაწონე ბავშვს, გაგიჟებას ვარ.

Posted by: noniko77 8 Jul 2014, 12:58
Pumpula
გოგო, ღAმე ჭამს ლიზი რძეს ხო ხშირად? ხოდა ღამის კვება ამოუგდე და დილით მოშიებული იქნება და შეჭაამს.

Posted by: taktakuna 8 Jul 2014, 15:32
Bulbusa
მაწონი ადრე არაა? არ უნდა 6 თვისას, პიურეთი ჩაუნაცვლე. მალინა წლამდე არაო, ალუბალი, გარგარი, ატამზე თუ არ მისცა ალერგია ეგეც კარგია, ალუჩა ბოსტნეულის პიურეში ჩაუგდე. არც სმაროდინა არ მისცე, რა დროსია პატარაა ძალიან.

Pumpula
რამხელაა? ჩემია ძალიან ცუდი მჭამელი,კვერცხს თუ აძლევ? თუ კი, მაშინ ომლწტივით გაუკეთე, ან რძეთი გაუთქვიფე, ან ხაჭო შეურიე და კარაქში ძალიან დაბალ ცეცხლზე შეუწვი, უფრო სწორად ჩათუთქე, პაწია პურის გულთან ჭამს ჩემი მარტო ამას სიამოვნებით, კვირაში ორჯერ ვაძლევ. მაწვნისა და ყველის სუპი უყვარს ამას კიდევ.

Posted by: gachumdii 8 Jul 2014, 15:39
გოგოებო ნორდიკის გერკულესი აღარ მინდა მივცე სხვას ვცდიდი და რომელია კარგი? ხილით რომ იყოს.

QUOTE
ომლწტივით გაუკეთე, ან რძეთი გაუთქვიფე, ან ხაჭო შეურიე და კარაქში ძალიან დაბალ ცეცხლზე შეუწვი, უფრო სწორად ჩათუთქე


რა კაი აზრია მე გავუკეთებ ხვალ და ვაჭმევ. დარწმუნებული ვარ მოეწონება. ისეთი მჭამელია უკვე აღარ ვიცი რა მივცე :დ სულ ჭამა უნდა

Posted by: Dido 8 Jul 2014, 15:46
gachumdii
იასნო სოლნიშკოს ვაჭმევდი ხოლმე ჩემს უფროსს და აი ძალიან კარგი იყო, ნორდიკსაც ჯობდა, თან ხილით იყო. ახლა აღარ დავკვირვებივარ თუ შემოდის კიდევ, ნახე აბა.

Posted by: gachumdii 8 Jul 2014, 15:48
Dido

ეგეც აფთიაქებში იქნება თუ დიდ მარკეტებშიც?

Posted by: Dido 8 Jul 2014, 16:10
gachumdii
აფთიაქებში არა, მარკეტებში იყო ადრე ყველგან, დიდშიც და პატარაშიც.

Posted by: blblbl 8 Jul 2014, 16:18
Bulbusa
მაწონი ძალიან ადრეა ჯერ

Posted by: norse 8 Jul 2014, 17:08
gachumdii
მე ვაჭმევ იასნო სოლნიშკოს,მართლა კარგიაა. მაღაზიებში იყიდებაა

Posted by: gachumdii 8 Jul 2014, 18:58
Dido
norse

ხოდა ხვალ გავივლი და ვუყიდი. მადლობა გოგოებო 2kiss.gif

Posted by: Voila 9 Jul 2014, 02:54
QUOTE
იასნო სოლნიშკოს,მართლა კარგიაა.

უი ეგ ისეთი გემრიელია, მეც კი ვჭამ ხოლმე biggrin.gif არამარტო ბავშვი smile.gif ეგ და ნორდიკი.

Posted by: Pumpula 9 Jul 2014, 11:57
noniko77
ღამე ჭამს და ვერ ვუგდებ ვერააააააააა, გიჟდება, ისტერიკებს აწყობს..ექიმმა დღისით რომ არ ჭამს იმიტომ ტირისო, ღამე ინაზღაურებს, მართლა შია და ცოდოაო sad.gif

taktakuna
არა კვერცხი არ მიმიცია კაი ხანია, წლის და 2 თვისაა თითქმის sad.gif

Posted by: garfield1 9 Jul 2014, 11:58
Pumpula
გოგო მიეცი კვერცხი მერე, ხო გასინჯული აქვს ? და ღამე ერთხელ ან ორჯერ რომ აიტანო ისტერიკები, მესამედ აღარ მოგთხოვს და დღისითაც შეჭამს

Posted by: Pumpula 9 Jul 2014, 12:00
garfield1
მეცოდება, ისე ტირის მგონია ძალიან შია და ვაწვალებ ბავშვსთქო თორემ მე კი ავიტან იმ ისტერიკებს ანუ ჩემ თავს არ დავზოგავ, მარა მეშინია რომ ვაწვალებ ბავშვს და ვაშიმშილებ sad.gif

Posted by: garfield1 9 Jul 2014, 12:02
Pumpula
ერთი ღამე თუ არ გაატარა მშიერმა, ვერ მიხვდება რომ დღე უნდა ჭამოს და ღამე იძინოს, რავიცი, თუ არ გაგიჭირდება როგორმე გაართეთ ერთI ღამე, აუცილებლად გადაიტანთ მაგ ამბავს

Posted by: Pumpula 9 Jul 2014, 12:03
garfield1
ვაიმე რა ვიცი, რავიცი sad.gif ეხლა ასეთი პოლიტიკა დავიწყე, ვუმცირებ ღამის ულუფას..აქამდე თუ 170 გრამს ვაძლევდი, ერთი კვირაა 150 გრამზე დავიყვანე..მალე რომ ჩაცლის ხოლმე მეჩხუბება და ტირის და ძვლივს ვუბრუნებ ძილს, ანუ კიდე უნდა, მაგრამ როგორღაც ვაქაჩინებ..მერე კიდე შევუმცირებ ლულუფას 100 გრამამდე დავიყვან და მერე საერთოდ აღარ მივცემ, იქნებ ასე ნელ-ნელა უმტკივნეულად გადავაჩვიოთქო sad.gif

Posted by: Princess 9 Jul 2014, 14:07
Pumpula
ცოდოა მაგრამ უნდა გადააჩვიო ღამე ჭამას. მისთვის ჯობია ასე პირველ რიგში. როგორ რეჟიმში გყავს დღის განმავლობაში? ეცადე გაიჭირვო 2-3 დღე და ჩააყენო რეჯიმში, მერე უკვე როგორც შეაჩვევს ისე მოგთხოვს ჭამასაც და ძილსაც.

:რეჟიმისმოყვარულიდედა: biggrin.gif

Posted by: kudracha 9 Jul 2014, 18:29
Pumpula
მასე ვერ გადააჩვევ no.gif rolleyes.gif

Posted by: taktakuna 9 Jul 2014, 18:55
Pumpula
დიდია უკვე, მიეცი კვერცხი, ხან მოხარშული ხან ომლეტი, ნელ-ნელა მიაჩვიე. ისე ჩემს აზრს დავწერ, ზოგადად ჩემსაზე რაც ჭრის შეიძლება შენსაზე არ გაჭრას, მაგრამ სცადე აბა, ესეც ჭამდა ღამე, მერე ნაყრდებოდა და დღისით აღარ ჭამდა, ხოდა კომპოტს ვაძლევდი მერე, ხილისას ახალ-ახალს ვუკეთებ, ღამე ფორმულის მაგივრად ეგ მიეცი, დილით უფრო მოშიებული იქნება.


Posted by: enigm-A 9 Jul 2014, 19:34
Pumpula

მე გადავაჩვიე ღამე წყლის მიცემით ფორმულის მაგივრად. 2-3 დღე და ამოაგდო მერე თავისით

Posted by: gachumdii 9 Jul 2014, 22:31
Pumpula

მე ჩაის მიცემით გადავაჩვიე და ჩაი წყლის მიცემით. ეხლა არაფერს ითხოვს ღამით

Posted by: Nanuuu 9 Jul 2014, 22:39
gachumdii
enigm-A
ღამე ჭამას რომელ საათს ეძახით?
ჩემი 12-ზე რო ჭამს, მერე დილას 6-ისკენ ჭამს კიდე და ეგ 6-იანი ჭამა მინდა ამოვაგდებინო biggrin.gif

Posted by: gachumdii 9 Jul 2014, 22:42
Nanuuu

არც თორმეტზე ჭამს და არც 6 ზე. ბოლოს 9 ის ნახევრაზე დალევს 150 გრამ ფორმულას და ძინავს დილამდე

Posted by: Nanuuu 9 Jul 2014, 22:47
gachumdii
ანუ, დილას მეც რო ჩაი მივცე ხოლმე შეილება... და რამდენი დღე სვამდა შენი ჩაის?
მალე გადააჩვიე? რამხელა იყო?

Posted by: gachumdii 9 Jul 2014, 22:51
Nanuuu

გოგო დილიტ არ ვაძლევდი ჩაის, მხოლოდ ღამე. ე.ი ძუძუს დავანებებინე თავი ათთვენახევრის იყო დაახლოვებით და რამოდენიმეჯერ გავუმზადე ფორმულა, მერე გადავედი ჩაიზე, ანუ ძილისწინ ჩვეულებრივად ფორმულა, და ღამით როცა შეეღვიძებოდა ანუ ასე სამი საათის მერე ეგრევე თბილი მქონდა ჩაი შენახეული და ჩაცლიდა გემრიელად და აგრძელებდა ძილს. ჩაი ალბატ 2 კვირა ვასვი ღამით და მერე გადავედი წყალზე. ისიც 2 კვირა სვა და დაანება ტავი წყალს. ეხლა რო დაცხა ზაან ზოგჯერ ითხოვს წყურდება.

Posted by: Nanuuu 9 Jul 2014, 23:02
gachumdii
ააა, ჩემი ჯერ 6 თვის ხდება... მაინც ვცდი აბა, იქნებ გამოვიდეს და დაანებოს 6-ზე ჭამას თავი

Posted by: noniko77 10 Jul 2014, 13:03
Pumpula
მასე ვერ გაადაჩვევ, სულ უნდა ამოუგო, ჯერ თბილი ჩAი მიეცი მერე წყალზე გადადი სამ დღეშI.

ერთი სამი დრე იტირებს და გაჩუმდება.

Posted by: akulina 10 Jul 2014, 13:27
დედიკოებო ბავშვისთვის ზეითუნის ზეთს სად ყიდულობთ?

Posted by: kudracha 10 Jul 2014, 15:49
akulina
კარფურში .

Posted by: taktakuna 10 Jul 2014, 15:53
akulina
ფარმადეპოში აქვთ საბავშვო სპეციალური და იქ ვუყიდე.

Posted by: Princess 10 Jul 2014, 15:55
akulina
ჯორჯიტაში ვყიდულობ

Posted by: akulina 10 Jul 2014, 16:15
kudracha
taktakuna
Princess
მადლობა გოგოებო კარფურში ვყიდულობ ჩვენთვის და გავსუნსულდები:-)

Posted by: angelochka_ 10 Jul 2014, 16:15
Princess
kudracha
taktakuna
Gოგოებო ზეითუნის ზეთს Aწერია ვადა გახანიდან 1 თვეო დათითქმის Mთლიანი ბოთლია სავსე დA აღარ მივცე???ზეთსაც თU ქონდა ვად. Aრ ვიცოდი

Posted by: taktakuna 10 Jul 2014, 16:26
angelochka_
მაგას კი არ დავკვირვებივარ ხოლმე, მაცივარში ვინახავ ყოველთვის. ეგ თქვენთვის იხმარე და ახალი უყიდე, რადგან ეგრე აწერია.

Posted by: kudracha 10 Jul 2014, 17:05
angelochka_
ჩემსას არ აწერია არსად რო ერთი თვე აქვს ვადა. რავი აბა. მაცივარშI არ შეინახოთო, ეს აწერია მარტო

Posted by: Pumpula 11 Jul 2014, 09:46
ვცადე ღამე არ მიმეცა რძე, ისეთი ისტერიკა მოაწყო ისე ტიროდა გული გამიჩერდა, ჩამიბჟირდა ლამის...იკლაკნებოდა, ტიროდა, გიჟს დაემსგავსა ბავშვი.დაჟე ჭამის მერეც კი ვერ წყნარდებოდა ისე გაღიზიანდა, რა ვუყო ჭამოს ღამე და ერთ დღესაც გადაეჩვევა ალბათ sad.gif

Posted by: ninia11 11 Jul 2014, 10:17
Pumpula
QUOTE
რა ვუყო ჭამოს ღამე და ერთ დღესაც გადაეჩვევა ალბათ sad.gif

მეც ასე ვფიქრობ. თეორიას პრაქტიკაში ყოველთვის ვერ გამოიყენებ, თანაც ყველა ბავშვი ერთნაირი არაა. ჩემი აზრით ეგრე თუ ისტრესება ჯობია ჭამოს smile.gif
ჩემი უზნეო 8 თვე ხელში მეჭირა და ისე გვეძინა. რა ვქნა ეგეთია, გიო არ იყო ასე.

akulina
აფთიაქებშია საბავშვო ზეითუნის ზეთები.

Posted by: Pumpula 11 Jul 2014, 10:19
ninia11
ხო ყველა ერთნაირი არაა ნამდვილად და ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი..ჩემსას ჭირდება ღამე ჭამა, რადგან ბავშვი დანევროზდება ისე ცუდად გამიხდა გუშინ ლამის მეც მოვკვდი..ჭამა და ვერ ვაწყნარებდით ისე გაღიზიანდა.. sad.gif

Posted by: ninia11 11 Jul 2014, 10:22
Pumpula
ხოდა ჭამოს, უბრალოდ შენ იწვალებ ცოტას. ეგ საყვარელი ქალი ძუძუს გოჭი იყო და ახლა ბოთლს აღად დათმობს biggrin.gif
ფსიქოლოგიურად არის მომენტები როცა ბავშვი არ არის მზად რამის გასაკეთებლად. მაგ დროს უნდა შეეშვა და სხვა დროს ცადო.

ისე ისეთი საყვარელი და მშვიდი სახე აქვს ვერ წარმომიდგენია რომ ეგ გაგდებს ეგეთ დღეში smile.gif

Posted by: Pumpula 11 Jul 2014, 13:12
ninia11
ეგაა რაცაა, მგელი ცხვრის ტყავში გახვეული biggrin.gif

Posted by: Dido 11 Jul 2014, 13:39
Pumpula
აჭამე გოგო, ნუ აწვალებ ბავშვს. ღამით ჭამა ცუდს არაფერს უზამსო პედიატრმა მითხრა უბრალოდ არ სჭირდებაო თორემ დაშავებით არაფერს დაუშავებს და თუ შია აჭამეო არ აწვალოო არავითარ შემთხვევაში. გუშინ ანამაც ცოტა გააჯაზა, 5ის ნახევრისკენ გაიღვიძა და ხელს იშვერდა მაჭამეო, ცოტა წამოიტირა მაგრამ დაწყნარდა მერე და დაიძინა ასე 1სთის განმავლობაში fingal.gif biggrin.gif არ ვაჭამე მაგრამ ცოტა მეტხანს რო გაეგრძელებინა ტირილი უეჭველი ვაჭმევდი yes.gif

Posted by: natkavip 11 Jul 2014, 13:40
Pumpula
მჭამელია ბავშვი??? ჩემი 7 თვის იყო ფორმულა და ღამე ჭამა რომ მიატოვა

Posted by: akulina 11 Jul 2014, 15:32
taktakuna
ზეითუნის ზეთი მაცივარში არ ინახება :-) დროთა განმავლობაში კრისტალდება.საკუთარ გამოცდილ:-)

Posted by: manine2013 11 Jul 2014, 19:08
Pumpula
გოგო და ჩაი რომ დაალევინო ხოლმე თბილი ღამე?

Posted by: kudracha 11 Jul 2014, 20:29
Pumpula
2 წლისთვის წესით აღარ შეჭამს ღამე

Posted by: taktakuna 11 Jul 2014, 21:43
akulina
თაფლი რომ იშაქრება ისეა ხოლმე, მაგრამ ვიყენებ ჩვეულებრივად და არაფერი მოსდის ბავშვს და არც ჩვენ. რავი ერთი თვე ზეთისთვის ცოტა დროა, ნახევარზე მეტს ვერ გაიხმარ მაშინ.


Posted by: Pumpula 11 Jul 2014, 23:05
manine2013
Dido
Eh vachmev sxva ra gzaa bjirdeba da nevrozs xom ar davmarteb sad.gif

kudracha
Vaime jer 2-3tvemdeo ,mere 6tvemdeo mere clamdeo..rit ver sheicvala zne biggrin.gif davelodebi mag 2 celsac mara imedi ar maq biggrin.gif

manine2013
Ar tkuvdeba ,xvdeba 2 klupze rom rdze araa da isterikebi ickeba

Posted by: pleita 12 Jul 2014, 09:14
Pumpula
რატომ აწვალებთ.თავად წყვეტს ბავშვი ჭამა-ძილის რეჟიმს .მემგონი უნდა დაუჯეროთ smile.gif


ნესთლე გავსინჯეთ და ან რა შეფუთვაა,ან რანაირი შიგთავსია.სახამებლის სუნი აქვს facepalm.gif

Posted by: aura 12 Jul 2014, 12:43
ამ სიცხეში რას შვრებით , ჭამენ ბავშებიიი?? ჩემმა წვნიანი ამოიღო საერთოდ რაციონიდან.. რა ვაჭამოოო აღარ ვიციი

Posted by: taktakuna 12 Jul 2014, 13:04
aura

ჩემი სამი დღეა ცივ მაწვნის სუპს ჭამს smile.gif დილით ფაფაზე პირს ვერ ვადებინებ, ხოდა ვუყიდე ხლოპები, ნაირ-ნაირებია, ვუსხავ ცოტა რძეს და დილას ჭამს მარტო მაგას. ისედაც არ იყო დიდი მჭამელი და ამ სიცხეში ხომ საერთოდ ამოიკერა პირი.

Posted by: aura 12 Jul 2014, 13:52
QUOTE
ცივ მაწვნის სუპს

როგორ უკეთებ?[quote]
ხლოპები, ნაირ-ნაირებია
ხლოეპიებს ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია მივცე თუ არა? ცივ რძეში უკეთებ? ადურება არ უნდა ხო ქარხნულ რძეს?

Posted by: anabanaankabanka 12 Jul 2014, 15:16
გოგოწბო, სუპში სულ ცოტა პამიდორი რომ ჩავუგდო შეიძლება? 11 თვისაა

Posted by: taktakuna 12 Jul 2014, 15:28
aura
ამას ძალიან მჟავე არ უყვარს, 50/50 ვიღებ არაჟანს და მაწონს. ხახვს ვშუშავ კარაქთან ერთად, ვასხავ წყალს, ვადუღებ და ვყრი ცოტა ბრინჯს, რომ მოიხარშება ვურევ გათქვეფილ არაჟანს და მაწონს, წამოდუღდება, ცოტა მარილი და ან კამით ვუკეთებ ან პიტნით, ხან კუბებად დაჭრილ ყველსაც ვამატებ ბოლოში.

რა ხნისაა? ეს ორწლინახევრისაა და ეხლა მივეცი ეს ხლოპები, პასტერიზებულ რძეს ვასხავ ცივს, მაგას ადუღება აღარ უნდა, ხან ადუღებული მიდევს ხოლმე მაცივარში და ისე ვამატებ.

anabanaankabanka
კანი გააძრე და გული გამოაცალე და ისე ჩაუგდე, მაგრამ მგონი პატარაა ჯერ, არ მახსოვს ჩემსას როდის მივეცი.

Posted by: aura 12 Jul 2014, 16:44
taktakuna
და მაგას ცივს ჭამს?? ჩემიც 2.5 წლისაა და ჯერ არ მიმიცია, რომელს აჭმევ?? მასეთი რამეები უყვარს და მოეწონება ჩემსას აუცილებლად.. ანუ საუზმედ აძლევ ხო ჩვეულბერივად მაგას ერთ კვებად? ვცადო უნდა მეც

Posted by: taktakuna 12 Jul 2014, 16:56
aura
აუ ყუთი გადავაგდე, ეხლა აქვს ბანანის, მარწყვის, შოკოლადის ბურთებია ერთად, დილით ვაჭმევ მაგას, იმიტომ რომ სხვას არაფერს ჭამს, ცოტათი ანაყრებს და მერე ფაფას ჭამს ხოლმე. სინჯე, რძეა და სიმინდის ბურბუშელა, არ ავნებს.

Posted by: manine2013 24 Jul 2014, 20:24
anabanaankabanka
კი შეიძლება პომიდორი პოსტნეულთან ერთად

Posted by: catherina_10 25 Jul 2014, 13:12
გოგოებო გაყინულ ხორცს ჯერ ალღობთ და ისე ხარშავთ თუ ეგრევე აგდებთ ადუღებულ წყალში?

Posted by: taktakuna 25 Jul 2014, 16:24
catherina_10
ჯერ უნდა გაალღვო, მერე კარგად გარეცხო და მოხარშო, თუ გალღვობა ძალიან გეჩქარება ცივ წყალში ჩადე ხორცი, მაგრამ ჯობია თავისით.

Posted by: angelgirl 25 Jul 2014, 17:49
აქაც ვიკითხავ

გოგოებო ოეწლინახევრის ბავშვმა რძე რა რაოდენობით უნდა დალიოს ხომ არ იცით? ძალიან შეუყვარდა ჩემ ქალბატონს და ორ ჭიქას მიირთმევს ხან სამს და მემგონი ძან ბევრია,თან არამაღAზიის რძეზე გადავედით ერთი თვეა და ეგეც მაშინებს

Posted by: angelochka_ 26 Jul 2014, 00:13
angelgirl
ღAდგან დიდი რაოდენობით Iღებს ჯობია მაღაზიის მისვე

Posted by: ebi_chan 26 Jul 2014, 00:51
ჩემი გოგო 1.1 წლის არის და კვერცხის გული ჯერ ვერ ვაჭამე, მიფურთხებს რაშიც არ უნდა ავურიო და ცილიანად რო ჩავუჭყლიტო უკვე შეიძლება? იქნებ მოეწონოს

ომლეტი მოვუციცქნე დღეს ცოტა და მოეწონა

ეხლა სოფელში მიმყავს და იქაური რძე/მაწონი შეიძლება უკვე? თუ მაღაზიის მივცე ისევ?

Posted by: blblbl 26 Jul 2014, 01:01
ebi_chan
ომლეტი სეიზლეაბ აჭამე,რძე მაწონიც შეიძლება უკვე,თუ ნამდვილად სანდო ძროხისაა,ოღონდ ეჯრ დააკვირიდ როგორ მიიღებს

Posted by: anabanaankabanka 26 Jul 2014, 11:06
დილამშვიდობის გოგოებო. ბავშვი 2 კვირაში ხდება წლის და მაწონი რომ მივცე უკვე რა მოხდება? ექიმმა წლამდე არაო, მაგრამ რაღა დარჩა? იმიტომ ვჩქარობ, რომ საღამოს არ ვიციხოლმე რა ვაჭამო. დილით ვჭამთ ფაფას, მერე ხაჭო-ხილი-პეჩენია, ნერე სუპი (ხან ხორცი,ხან ქათამი, ხან ბოსტნეული) და აი საღამოს აღარ ვიციხოლმე რა მივცე და ისევ ფაფას ვაჭმევ, ძილინებისა ფაფას. ნუ ღამე მერე ძუძუზე კი იძინებს, მაგრამ უკვე უნდა გადავაჩვიო. მითხარით რა, რამდენად ნორმალური რეჟიმია და რა შემუძლია დავამატო?
* * *
catherina_10
მე პორდაპირ ვაგდებ და ვხარშავ

Posted by: akulina 31 Jul 2014, 13:04
გოგოებო ჩემი გოგო 9თვის გახდა პიურე და სუპი არ.ჭამა არაფრით არ მოწონს რა ვაჭამო მირჩიეთ.დილას 11ზე ფაფას ჭამს დანარჩენი სულ ძუძუზეა ჩაის სვამს კიდე და პეჩენიას

Posted by: blblbl 31 Jul 2014, 14:12
akulina
ხორცი?ქათმის ჯერ მერე ხბო იოგურტები ჰუმანასი.ეგ პიურე კვირაში ერთხელ შესთავაზე ხოლმე biggrin.gif

Posted by: akulina 31 Jul 2014, 15:11
blblbl
იოგურტიც არ ჭამა ქათამს ვაპირებ შაბათს იმედია შეჭამს

Posted by: Bulbusa 31 Jul 2014, 15:53
გოგოებო, როგორ ხართ? მოკლედ ჩემი ნაცნობი კორძხიასთან იყო დღეს და ისე საოცრად მოსამზადებელი ბოსტნეულის პიურე უთხრა მგონი მ ვკლავ ბავშვს... მოკლედ მე ვამზადებ შემდეგნაირად: კარტოფილი (ხანდახან), სტაფილო, ყვავილოვანი, ბროკოლი, ყაბაყი,კამა, პეტრუშკა,ხახვი, ზეითუნის ზეთი და მარილი. ამათ ვხარშავ ერთად. მერე წყალს ცოტას ვუღვრი და ვაბლენდერებ.არასწორია რამე? ასე ვაძლევ ყოველ დღე. ძალიან ცოტას ჭამს ისე. ასევე ხილიდან მიირთმევს, გარგარი, ატამი და ვაშლი. ვასლი ახალი შემოსული როა მოწითალო....გოგებო წიწილა უნდა დავუმატო მალე და კარგო სოფლის წიწილა სად ვნახო? თეთრი ხორცი უნდა ხომ ჯერ მარტო?

Posted by: ათულია 31 Jul 2014, 16:26
ყვავილოვანი და ბროკოლი ერთად მეზედმეტება პირადად მე

Posted by: taktakuna 31 Jul 2014, 16:34
Bulbusa
ან ყვავილოვანი ჩააგდე, ან ბროკოლი, ორივე ბერავს ისედაც და ერთ დღეს ერთით მიეცი და მეორე დღეს მეორე. ზეთს და მარილს იმედია ბოლოში გამზადებულში უკეთებ, თავიდანვე მაგასთან ერთად არ მოხარშო ბოსტნეული.შეგიძლია დაუმატო ბულგარული, ნიორი,ჭარხალი. წიწილა დიღმის ბაზარში.

Posted by: norse 31 Jul 2014, 17:32
გოგოებო,1 წლის ხდება უკვე დემე და მირჩიეთ მენიუ რითი გავუმრავალფდეროვნო?

Posted by: tamar1586 31 Jul 2014, 19:02
კითხვა მაქვს ქალებო, ნუ დამზარდებით user.gif

5 თვის იქნება სამსახურში რომ გავალ, ახლა სულ მე ვაჭმევ, სამსახურის დაწყების მერე კიდევ 2 კვება ჩაუვარდება.
ექიმმა გვირჩია 1 კვება ნუტრილაკი და მეორე ფაფა.
ნუტრილაკი 2-3 კვირით ადრე დაუწყეთო, ანუ სადღაც ერთ კვირაში მარა მე ორ კვირაში დავუწყებ, ბარემ ჭამოს დედის რძე.
ჰოდა, ეს ნუტრილაკი კაი პონტია? სხვადასხვა ვარიაციები აქვს და რომელი სჯობს?

მოკლედ, ჩემნაირად თუ იყავით ვინმე, თქვენ რა გირჩიათ ექიმმა, მითხარით რა,
მადლობა smile.gif

Posted by: MG22 31 Jul 2014, 19:56
გოგოებო როგორ ხართ????

მოკლედ ძუძუზე მყავს ბავშვები.5 დღისები არიან....ჩემი მენიუ რისგან შეიძLება შედგებოდეს გამარკვიეთ რა,მოვკვდი მშიერი sad.gif sad.gif

Posted by: akulina 31 Jul 2014, 20:20
MG22
ნელ ნელა გასინჯე ყველაფერი,ისე შეგიძლია სუპები,ვარენიკები,კექსი,ხორცი საქონლის,ქათამი,მაკარონი

Posted by: garfield1 31 Jul 2014, 21:06
tamar1586
ნუტრილაკი კარგი ფორმულაა კი, მაგრამ მე მაინც ჰუმანას და ჰიპის ფანი ვარ რატომღაც, თუმცა თუ ექიმმა გირჩია, ესეიგი უკეთ იცის.
ხო 2 კვირაში დაწყებას რაც შეეხება თამ, შეიძლება ბოთლზეც და ფორმულაზეც უარი გითხრას ძუძუს მერე, სანდრომ ისეთი დრო მატარებინა მაგ პერიოდში, არანაირ ფორმულას არ ჭამდა, რაც კი არსებობდა ყველა გავასინჯე, ყველანაირი ბოთლი ვიყიდე და ბოლოს ფაფა დავუწყე და ეგ იყო ერთი კვება, დანარჩენს გამოწველილს ვუტოვებდი და ერთი პერიოდი ისე გაბრაზდა ბოთლზე, რომ ჩემ რძესაც არ ჭამდა.
ეხლა კია მგელივით, ლამის მეც შემჭამოს, მაგრამ თავიდან ძალიან გამაწამა

Posted by: tamar1586 31 Jul 2014, 21:24
garfield1
გოგო, ნუტრილონზე რა იცი?
ნუტრილაკი რუსული ყოფილა და მძულს მაგათი პროდუქცია, ხო იცი mad.gif
ნუტრილონი მგონი ჰოლანდიურია, უფრო კარგი თვალით ვუყურებ.
მოკლედ, დავიბენი ცოტა,

მაგაზეც ვნერვიულობ, ვაიდა არ მიიღოს მარა ნუ ვნახავთ რა smile.gif
მადლობა,ნინო 2kiss.gif

Posted by: garfield1 31 Jul 2014, 21:28
tamar1586
ნუტრილონი მგონი ყველაზე ნავაროჩენია და ნუ ფასიც შესაბამისი აქვს, მაგასაც და ჰუმანა პლატინსაც, 20-22 ლარი ღირს თუ მეტი კიდე.
ნუტრილაკს თიკო აჭმევდა თავის გოგოს DIDO-ს ვგულისხმობ და მოწონდა ძალიან.
ჰუმანაც კარგია , უბრალოდ შეიძLება ცოტა კუჭში შეკრას
და ჰიპი მაინც ყველაზე ნორმალური მგონია რავიცი
კიდე ფრისო, ნანი (ამას ვერჩი ოღონდ არ ვიცი რატომ biggrin.gif)
მოკლედ ნუტრილონი გადასარევი არჩევანია, უბრალოდ ცოტა ძვირი სიამოვნებაა და მაგის მიხედვით გადაწყვიტე

Posted by: tamar1586 31 Jul 2014, 21:32
garfield1
QUOTE
მოკლედ ნუტრილონი გადასარევი არჩევანია, უბრალოდ ცოტა ძვირი სიამოვნებაა და მაგის მიხედვით გადაწყვიტე

გოგო, დღეში ჰაჰა ორჯერ ან უფრო სავარაუდოდ ერთხელ უნდა ჭამოს და გავიჭირვებ ცოტას, კაი ბიჭია ბოლოსდაბოლოს, ეკუთვნის givi.gif

ისე კი, ეს რუსული როა მაგ პონტში დავიწუნე თორემ ცუდი არ იქნება ნაღდად რახან გვირჩია.

Posted by: garfield1 31 Jul 2014, 21:35
tamar1586
მე სულ ჩვეულებრივ ჰუმანას ვაჭმევდი და ბოლოს ჩემი ქმარი გავუშვი აფთიაქში, 3 ნომერი ჰუმანა მინდათქო და მომიტანა ჰუმანა პლატინიუმი, ორჯერ ძვირი რომ ღირს biggrin.gif თან 3 ყუთი და მგონი მომიწევს იძულებით გაგრძელება biggrin.gif
მაგრამ ესეც მარტო ძილის წინ ჭამს და არაუშავს და ამასაც ეკუთვნის კარგი ბიჭია biggrin.gif

გოგო 5 თვის ხდება უკვე? რა მალე გავიდა დრო გავგიჟდი love.gif

Posted by: tamar1586 31 Jul 2014, 22:22
garfield1
QUOTE
მაგრამ ესეც მარტო ძილის წინ ჭამს და არაუშავს და ამასაც ეკუთვნის კარგი ბიჭია 

ჟმოტი დედები givi.gif


4 თვის ხდება ახლა 4-ში, წინ კიდევ აგვისტო გვაქვს ერთად ყოფნის biggrin.gif
აგვისტოს ბოლოსკენ უნდა დავიწყო კვების ამბების მოგვარება.

Posted by: Nanuuu 31 Jul 2014, 22:40
tamar1586
გოგო, ჩემი ხო ხელოვნურზე იყო თავიდანვე, ჯერ ჰუმანას ჭამდა, მერე აღარ მოწონდა და ჩვენც ნუტრილაკი გვირჩია ჰერას პედიატრმა
ეგეც 2-3 კვირა ჭამა და დავუბრუნდით ისევ ჰუმანას... ნუტრილაკს რო ჭამდა 150 გრამს სიტყვაზე, ჰუმანას ჭამდა 90-120-ს. მე როგორც დავასკვენი ჰუმანა
უფრო ნოყიერია... ჰუმანაზე ერთი რასაც ამბობენ, კუჭში კრავსო და თუ პრობლემები აქვს, შეილება უფრო შეკრასო... ჩვენ არ გვქნია პრობლემა და რავიცი..

Posted by: Xatuka 1 Aug 2014, 02:01
გოგოებო სადილზე რას აჭმევთ 11 თვის ბავშვებს?? Bულიონი, ბორში და სუფები მობეზრდა Uკვე , თან უკარტოფილო რო იყოს რამე ისეთი შემომთავაზეთ რაა smile.gif

Posted by: anabanaankabanka 1 Aug 2014, 12:14
Xatuka
Gufta smile.gif shriftistvis bodishi,teleponit var

Posted by: Xatuka 1 Aug 2014, 13:50
anabanaankabanka

გუფთა არ მოეწონა sad.gif( მჭამელია, უპრეტენზიო, ერთადერთი გუფთა არ გაიკარაა smile.gif)

Posted by: angelochka_ 1 Aug 2014, 22:43
Gოგოებოოო 8 თვე ნახევრის Bავშვის მენიუ დამიწერეეთ!!!!არ Dაიზაროოოთ რააა

Posted by: tevzebii 2 Aug 2014, 07:03
QUOTE (angelochka_ @ 1 Aug 2014, 22:43 )
Gოგოებოოო 8 თვე ნახევრის Bავშვის მენიუ დამიწერეეთ!!!!არ Dაიზაროოოთ რააა

რძე, ქაში, ხილი, სადილი, იოგურტი ან ქაში, რძე.
სადილამდე ცოტა მოაშიე და გემრიელად შეჭამს

არასოდეს უჭამია პეჩნია, წვენი არ დაულევია და რაც კი შაქარს შეიცავს არაფერს ვაჭმევდი

Posted by: Pumpula 2 Aug 2014, 08:45
angelochka_
dzudzuuuuuuuuuuuuuu givi.gif

Posted by: tamar1586 2 Aug 2014, 09:59
Nanuuu
მადლობა 2kiss.gif
ჩემს დასაც ჰუმანაზე ჰყავს დაბადებიდან დღემდე.
ნუტრილონით დავიწყებ და ვნახავ მერე, როგორ მიიღებს იმის მიხედვით.

Posted by: angelochka_ 2 Aug 2014, 16:34
Pumpula
სადღაა ძუძU)))))))
tevzebii
Mე Vაძლევ პეჩენიაას ან მაწონში Aნ ხილში ხაჭOსტან

Posted by: makuna1980 5 Aug 2014, 10:28
QUOTE (tamar1586 @ 31 Jul 2014, 21:24 )
garfield1
გოგო, ნუტრილონზე რა იცი?
ნუტრილაკი რუსული ყოფილა და მძულს მაგათი პროდუქცია, ხო იცი mad.gif
ნუტრილონი მგონი ჰოლანდიურია, უფრო კარგი თვალით ვუყურებ.
მოკლედ, დავიბენი ცოტა,

მაგაზეც ვნერვიულობ, ვაიდა არ მიიღოს მარა ნუ ვნახავთ რა smile.gif
მადლობა,ნინო 2kiss.gif

ნუტრილონი უფრო ძვირია, მაგრამ მართლა კარგია...ჩემი ჰუმანამ საშინლად შეკრა, არც სემპერი არ მიიღო და ნუტრილონის მერე არანაირი პრობლემა არ გვქონია საერთოდ, წლინახევრისაა ჩემი ქალი უკვე...ოღონდ ჩვენ ნუტრილონ კომფორტს ვჭამდით და დაახლოებით 23 ლარი ღირს...

Posted by: nino_sh 6 Aug 2014, 13:40
ფრისო პეპი მიგიციათ ბავშვისთვის?

Posted by: Princess 6 Aug 2014, 13:46
angelochka_
დილით 6სზე 150 გრ სემპერი
10- ზე ფაფა
12-1ზე ხილი ან პეჩენიით ან ისე ან ხაჭოთი
3-4ზე სადილი ბოსტნეულის სუპი/პიურე კვირაში 2ჯერ ქათმის ხორცით
8-8.30ზე ფაფა ან მაწონი+ხაჭო+პეჩენია ჰაინცის
12- სემპერის რძე 150-180გრ

შუალედებში ვაძლევ პურს რომ გაერთოს,თან ღრძილებს იფხანს, ხან პეჩენიას

კიდე რას აჭმევთ დაწერეთ
9 თვის ხდება ჩემი

nino_sh
არა

Posted by: anabanaankabanka 6 Aug 2014, 15:16
Gogoebo, vashli kidev ar sheidzleba rom mivce? Vgulisxmob imas, rom adali vashli ar sheidzlebao

Posted by: Princess 6 Aug 2014, 15:37
anabanaankabanka
QUOTE
Vgulisxmob imas, rom adali vashli ar sheidzlebao


რა არ შეიძლებაო ვერ გავიგე

Posted by: anabanaankabanka 6 Aug 2014, 15:58
Princess
Zapxulis axali vashli ar sheidzleba bavshvistviso ivnisshi mitxres da dadzvelda ukve biggrin.gif tu isev ar sheidzlebatko

Posted by: Princess 6 Aug 2014, 16:05
anabanaankabanka
ვინ გითხრა პირველად მესმის
როგორც კი შემოვიდა ახალი ვაშლი მე მივეცი ჩემსას, 9თვის ხდება ეხლა


Posted by: anabanaankabanka 6 Aug 2014, 16:16
Princess
Pediatrma mitxra

Posted by: Princess 6 Aug 2014, 16:19
[b]anabanaankabanka[/b

მიზეზი?

ზაფხულის ვაშლია ეხლა, შეუწამლავი და მირჩევნია ეხლა ვაჭამო. მერე ზამთარში უკვე ასეთი არ იქნება

Posted by: blblbl 6 Aug 2014, 21:17
Princess
ბერავს და კუჭს შლის,თუმცა სენი დიდია და თვენს ასაკს არ ეხება მე მგონი

Posted by: angelochka_ 6 Aug 2014, 22:04
Princess
Iგივეა ვაძლევ ზუუსტაად.გუშინ Iმდენი იწია ღომი დ. Yველი გავასინჯეე და Mოეწოონა ძააან)))პირს თავისით მიღებდაა.დაამტანჯააა აღ UNDA არაფრის ჭამააა საერთოოოდ.რა Vუყოოო ,მარტო ხილი უნდა.
anabanaankabanka
რOგორც კI შემოვიდა ვაშლი Mაშინვე მივეცი,მირჩევმიაა ეს მივცე Vიდრე წლის წინ Dაკონსერვებული ხილფაფა,თან შენი უკვე Dიდია და რ. Pრობლემაა ვე ვხვდებიი

Posted by: sana1 22 Aug 2014, 14:48
გამარჯობა დედიკოებო,ჰუმანაზე ვისაც გყავთ,ან გყავდათ ბავშვები,40დღისას რამდენი მლ გრამი უნდა მივცე?ყუთზე აწერია 2-8კვირა 90,მარა 2 და 3კვირის მყავდა სხვადასხვა პედიატრთან და ორივემ ბევრიაო,70 მიეციო.არადა აშკადად არ ყოფნის.3საათიან შუალედს ძლივს ვაკეთებინებ,2-2,30 საათის მერე გიჯდება უკვე.იქით კვირას მივდივართ.კიდე ექიმთან და მანამ რო 90 მივცე დავაშავებ ვითომ?!

Posted by: natogloveli 23 Aug 2014, 22:40
QUOTE (sana1 @ 22 Aug 2014, 14:48 )
გამარჯობა დედიკოებო,ჰუმანაზე ვისაც გყავთ,ან გყავდათ ბავშვები,40დღისას რამდენი მლ გრამი უნდა მივცე?ყუთზე აწერია 2-8კვირა 90,მარა 2 და 3კვირის მყავდა სხვადასხვა პედიატრთან და ორივემ ბევრიაო,70 მიეციო.არადა აშკადად არ ყოფნის.3საათიან შუალედს ძლივს ვაკეთებინებ,2-2,30 საათის მერე გიჯდება უკვე.იქით კვირას მივდივართ.კიდე ექიმთან და მანამ რო 90 მივცე დავაშავებ ვითომ?!

მე ახლაც ჰუმანაზე მყავს და ყოველთვის ისე ვაჭმევდი , როგორც ზედ შეფუთვაზე აწერია. თავიდან 100 მლ(90 წყალი+ 3 კოვზი) ბევრი მეჩვენებოდა ,მაგრამ სამშობიაროს პედიატრმა მითხრა რომ ეს დოზა ნორმალურია . შემდეგ ჭამიდან ჭამამდე 3 საათი ძლივს ძლებდა, მაგრამ მე მაინც მთელი 2 თვე ამ დოზით ვაჭმევდი. პედიატრთან რომ მივიყვანე, მითხრა , მისი წონის მატებიდან გამომდინარე უფრო მეტიც მიმეცა, თუ მომთხოვდა. ახლა ვნანობ თავიდანვე მეტი რომ არ მივეცი და ტყუილად ვაწრუწუნე, ასე რომ არაფერი დაშავდება, პირიქით ბავშვი კმაყოფილი და ბედნიერი იქნება

Posted by: giodanela 24 Aug 2014, 00:17
გამარჯობათ ბავშვს უყიდე 4 ბანკა ნუტრილონ კომფორტი და არ ჭამა მაქვს 3 ბანკა გაუხსნელი 20 ლარა გავყიდი თითო ბანკას თუ ვინმეს უნდა მომწეროს პმ ში

Posted by: nopiahopi 7 Sep 2014, 22:32
1 წლიდან რომელ ფორმულას მირჩევთ? ჰუმანას აღარ ჰქონია 3 ნომერის შემდეგ ..

Posted by: garfield1 7 Sep 2014, 22:47
sopiasopi
მე ნუტრილაკ პრემიუმ 3-ზე გადავიყვანე , აღარ ყოფნიდა ჰუმანა 3 და ღამე ითხოვდა ჭამას

Posted by: nopiahopi 7 Sep 2014, 23:13
garfield1
რაღაც ბოლო პერიოდი ჩემიც წუწუნებს ხოლმე დილისკენ და ჩაის ვასმევ ხოლმე და შეიძლება არ აკმაყოფილებს ჰუმანა 3 ხო? თუმცა ბოლო კვება სულ ჰუმანა კი არ აქვს, თუ ვთქვათ 8ზე ჭამა საჭმელი და 9სთვის ან 10-ის ნახევრისთვის იძინებს, ძილის წინ მაინც სვამს ხოლმე ჰუმანას. მარა ალბათ მაინც შივდება.. ეგ ნუტრილაკი რა ფასიანია? და კიდე სხვა რა ფირმას აქვს ამ ასაკისთვის ხომ არ იცი?

Posted by: garfield1 8 Sep 2014, 00:34
sopiasopi
ეს 20 ლარამდე ღირს.
ჩვეულებრივი ნუტრლაკიც არის, ნესტოჯენ 3, ნან 3, ნუტრილონსაც აქვს მგონი წლიდან, სხვა არ მახსენდება.
ანუ ჰიპს და ჰუმანას 3 ნომერი აქვს 10 თვიდან წლამდე და დანარჩენებს 3 ნომერი აქვთ წლიდან

Posted by: nopiahopi 8 Sep 2014, 00:39
garfield1
ოკ, ამ დღეებში გადავხედავ ამ ვარიანტებს ჯიპისიში.. smile.gif "ჯიპისისტი" ვარ მაგარი biggrin.gif თუ აუცილებლობა არაა, არ ვცნობ სხვას smile.gif)

Posted by: garfield1 8 Sep 2014, 01:38
sopiasopi
მეც biggrin.gif
უბრალოდ პსპ-სთან ვხვდები ხშირად
ხო ჯიპისის აქვს სემპერის ბავშვთა კვება და ეგ ძალიან კარგი ფირმაა და თუ აქვთ სამი ნომერი, თამამად შეგიძLია მისცე, ეხლა გამახსენდა, მეც ვნახავ ერთი

Posted by: makomako050 8 Sep 2014, 08:13
დედიკოებოოო გამოცდილება მაინტრესებს როგორ დაანებებინეთ პატარებს თავი ძუძუზე, 5 თვის გავხდით 1 ში და მოკლედ 6 თვიდან მინდა გადავიკვანო ხელოვნურზე ნუტრილაკი და ნესტოჯენი და ნესტლეს ნანი არ ჭამა , თან ღამე ყოველ 2 საატში ძუძუს ითხოვს დავიტანჯე რას მირჩევთ??

Posted by: Pumpula 8 Sep 2014, 09:28
makomako050
Oooooooo rtuli sakitxia..chemsas 9tvemde davanebebine tavi..ubralod avdeqi da im dges dzudzu ar miveci sul es iko..gamis pirvelamde itira maximalurad vecade gamedzlo ,mecodeboda mara sxva gza ar iko..iqamde vcade kvelaferi da ar gachra xoda ase radikurad davanebebine tavi

Posted by: makomako050 8 Sep 2014, 09:42
Pumpula

ვაიმეე მართლააsad.gif

Posted by: COCOA 9 Sep 2014, 23:06
გოგოებო ვისაც წლიდან წლინახევრამდე გყავთ ბაიები დაწერეთ რა თქვენი მენიუებიი

Posted by: garfield1 9 Sep 2014, 23:10
COCOA
დილით 7-ზე ფორმულა , 270 გრამი
11-ზე გერკულესი, ან წიწიბურა, ან ნორდიკს და იასნო სოლნიშკოს აქვს ფაფა რძეში ან წყალში იხსნება , მოხარშვა არ უნდა. ან კვერცხის გული და ყველი შემწვარი + ცოტა პური.
მერე 3 საათზე წვნიანი ხორცით ან უხირცოდ, ან კატლეტი და პიურე , მოკლედ რამე სადილი
6ზე მაწონი+ხაჭო+ პეჩენია, ან მაკარონი ყველით
9ზე ისევ ფორმულა 270 გრამი
დილის კვებიდან სადილამდე შუალედში ხილი, ატამი,ქლიავი, ვაშლი ძირითადად.
საღამოს შუალედში კექსი, ან მაფინი, ჩემი გამომცხვარი.
მთელი დღე ჭამს მოკლედ facepalm.gif
1,2 წლის იქნება 22ში

Posted by: COCOA 9 Sep 2014, 23:24
garfield1
რამოდენიმე კითხვასაც დაგისვამ რაა smile.gif))
ეს იასნო სოლნიშკო სად იყიდება და მარტო ერთი სახეობაა?? შენ წყალში უკეთებ თუ ძროხის რძეში?
ხაჭოს რომელს აჭმევ?
ბევრი კითხვები მოგაყარე სორიიი smile.gif)

Posted by: anabanaankabanka 9 Sep 2014, 23:29
COCOA
ჩვენს მენიუსაც დაგიწერ, 1,1 თვისაა: 9ზე ფაფა (ნორდიკის შვრია, წყალზე ვუმზადებ, ცოტა ყველი ჩახეხილი), 13:00 ხაჭო, ხილი, პეჩენია ერთად დაბლენდერებული, 17:00 სადილი (ხორცის ან წათმის სუპი ან ბოსტნეულის სუპი მაკარონით, ან გუფთა, კატლეტი), 21:00 მაწონი პეჩენიით.

Posted by: COCOA 9 Sep 2014, 23:36
anabanaankabanka
შვრიას მარილს ან შაქარს უშვები?

Posted by: garfield1 9 Sep 2014, 23:48
COCOA
მაგ ფაფებს გუდვილში ვყიდულობ, 6 ცალი პატარა პაკეტია ყუთში. მე სანტინოს რძეს და წყალს 1:1ზე ვაზავებ და ისე ვუკეთებ, ბევრნაირა,გარგარი, ვაშლი,ქლიავი,ჟოლო და ასე შემდეგ. ეგ ტკბილია და არ უნდა არაფერი და ისე შვრიას ან წიწობურას მარილს და კარაქს ვუშვები.
მაწონს სანტინოს ვაჭმევ, ჟოლოთი ან მაყვლის ჯემით რომაა, ხაჭო სანტისიმოს ხაჭოს დესერტი ან სანტინოს ხაჭო მაწონში არეული.

Posted by: anabanaankabanka 10 Sep 2014, 00:01
COCOA
კი, სულ
ცოტა მარილს ვყრი. შაქარს არაფეეში არ ვუყრი საერთოდ

Posted by: norse 10 Sep 2014, 00:57
garfield1
იასნოს აქვს ეგგ მოხარშვა რომ არ უნდაა? მე რომ ვერ ვნახე? მარტო გუდვილშია ნეტაა?

Posted by: noniko77 10 Sep 2014, 01:16
COCOA
ჩვენ ვართ 1.3 თვის

ესეიგი
1. 8ზე გერკულესი ჩირებით.ძროხის რძით,ან კვერცხი პამიდვრით ბულგარულით და ყველით ვუკეთებ მშვენივრად ჭაამს

მერე ბაღშI მიმყავს და იქ დილით აღარ ჭაამს
ისე ააქვთ გერკულესის ფაფა, მარმელადები, პური, ყველი ძეხვეულობა, ყურძენი, იოგურტი,რძე,ჩაი, თაფლი, კარაქი, მდნარინ ყველი.მიწისთხილი კარაქი. მაგრამ არაფერს არ ჭაამს სახლში ისე ადრე დგება ვერ ითმენს და ვაჭმევმ ხოლმე .



2. 12 ზე უწევს ბაღშI კვება და ჩვეულებრივად ხან თევზი ააქვთ ხან ხორცი ,ქათამი პიურესთAნ ან მაკარონთან,ფუნთუშა, ხილი .



3. 3:30ზე სახლშI ვაჭმევ უკვე მე ისევ ხორციანს კი აჭმევს ძIძა მარა მაინც სახლშI გაკეთებულს ვაჭმევ
გუფთAს, კატლეტს, ბოსტნეულის პიურეს, კარტოპილის პიურეს, ყვეელს. პუურს, ტოლმას ბულგარულში ჩაწყობილს, შემწვარ თეევზს ახალ ფილეებს ვყიდულობდ ვუწვავ ძალიან გემრიელად ჭაამს.ინდაურის ხორცს ვუხარშA და პიურესთან ერთად გემრიელად მიირთმეევს.

4. 7:30 ვაჭმევ უკვე წიწიბურას ყველით, ან მაკარონს ყველით.
შუალედებში ხილი, პეჩენია, ფუნთუშა, იოგურტი,ზეთისხილი უყვარს ძAლიან და ვაძლევ მაგასაც.

მეტი რავიცი ესაა რა ძირითადათ.
* * *






ხო ისე რისი კითხვა მინდოდა, ამ ჰიპის ხაჭოს აღარ ჭაამს და რა გავურიო ჩვეულებრივ ხაჭOშI ხილი ? იქნებ მოეწონოს .

Posted by: gachumdii 10 Sep 2014, 09:49
noniko77

QUOTE
ამ ჰიპის ხაჭოს აღარ ჭაამს და რა გავურიო ჩვეულებრივ ხაჭOშI ხილი ? იქნებ მოეწონოს .


ხო შეგიძლია ხილიც, მემაგალითაც ძაან სქელი რო არ აყოს ერთ ორ კოვზ მაწონსაც ვურევ და იდეალურია. ამას პეჩენია აღაც უყვარს სულ მიტოვებს პეჩენიან მაწონს თუ რაც იქნება

ჩემი ყველაფერს ჭამს facepalm.gif სულ ჭამს მთელი დღე. ღორმუცელაა

Posted by: Dido 10 Sep 2014, 09:57
garfield1
ნინ, ნუტრილაკ პრემიუმ 3-ს ვაძლევო დაწერე და დოზირებას როგორ აკეთებ? ზედ აწერია რო 170მლზე 7 კოვზიო ხოდა მთლად კარგად არ იყოფა smile.gif მე 200მლზე ვუყრი 8 კოვზს მაგრამ კიდევ მთხოვს ხოლმე და მეტი მივცე? შენ რამდენს აძლევ?

Posted by: garfield1 10 Sep 2014, 10:01
Dido
270 გრამზე 10 კოვზს facepalm.gif
ყველაზე მსუნაგებში დაგვთაგეთ

Posted by: Dido 10 Sep 2014, 10:12
garfield1
QUOTE
270 გრამზე 10 კოვზს
ყველაზე მსუნაგებში დაგვთაგეთ

lol.gif ამხელა ბოთლები იყიდება? biggrin.gif ჩემი მაქს 240ს იტევს user.gif გოგო წყალი მეტი არ გამოგდის? 170ზე თუ 7 კოვზი უნდა 250ზე უნდა 10 დაახლოებით smile.gif წყალწყალა რძეს ასმევ ხო ბაღანას ? smile.gif

Posted by: garfield1 10 Sep 2014, 10:27
Dido
დავუმატებ ცოტა რძეს biggrin.gif
ავენტის 350 გრამიანი ბოთლები გვაქვს ჩვენ, სხვა არ ყოფნის.
გიჟდება რძეზე,როგორ უნდა გადავაჩვიო არ ვიცი

Posted by: katusha001 10 Sep 2014, 10:30
გოგოებო, ხილს ვაჭმევ ქლიავს, ატამს, ვაშლატამას, კიდევ რა შეიძლება მივცე 8 თვისაა smile.gif ვაშლს ჭამდა მაგრამ ეხლა აღარ ვაძლევ, შემოვიდეს კარგად და მერე განვაახლებთ smile.gif)

Posted by: Dido 10 Sep 2014, 10:32
garfield1
QUOTE
ავენტის 350 გრამიანი ბოთლები გვაქვს ჩვენ, სხვა არ ყოფნის.

მომიწევს მეც ამის ყიდვა smile.gif
QUOTE
გიჟდება რძეზე,როგორ უნდა გადავაჩვიო არ ვიცი

ანასაც უყვარს, "ძე" "ძე"-ს გაიძAხის ხოლმე smile.gif რატომ უნდა გადააჩვიო? ძალიან სასარგებლოა და ჭამონ სანამ არ მობეზრდებათ smile.gif

Posted by: garfield1 10 Sep 2014, 10:39
Dido
ჯერ არა, როცა მოუწევს გადაჩვევა ანუ.
7ზე ისეთი დამშეული იღვიძებს,ჩემთვისაც ადვილია რძის გაკეთება, ფაფების ხარშვას ჯობია

Posted by: angelochka_ 10 Sep 2014, 12:08
GოგოეBოო 10ის Xდებააა მალე ჩEმიიი გოგოშკაა და მაგაზიის რძეზე ,სახლში დამზადებული ფაფები რომ დავუწყო Aდრე ხო. Aრაა???

Posted by: Princess 10 Sep 2014, 12:54
angelochka_
ჩემიც 10ისაა, ჯერ არ დამიწყია სახლში დამზადებული ფაფები. წლამდე მოვიცადო თუ დავიწყოთ ვერ გადავწყვიტე მეც smile.gif

Posted by: manine2013 10 Sep 2014, 15:14
garfield1


QUOTE
გიჟდება რძეზე,როგორ უნდა გადავაჩვიო არ ვიცი

ჩემიც ფორმულის ფანია smile.gif ოღონდ 240 სვავს დილა-საღამოს, დილის 7-ზე და ძილის წინ, ზუსტად თქვენნაირი გრაფიკი გვაქვს biggrin.gif ყოჩაღ სანდროს 350 თუ ცლის wink.gif

angelochka_
წლის და 1 თვისაა და არ ჭამს სახლში დამზადებულ ფაფებს sad.gif ურძეო ფაფებსაა მიჩვეული და რძიანს აფურთხებს და ურძეოს გემოც არ მოსონს რა გავაკეთო facepalm.gif სამაგიეროდ ხილ-ბოსტნეულ-ხორციანის ფანია smile.gif

Posted by: COCOA 10 Sep 2014, 16:46
garfield1
anabanaankabanka
noniko77
მადლობა გოგოებოო

Posted by: NENE2014 15 Sep 2014, 08:59
გოგოებო, ბავშვს 5 თვის ასაკიდან ბოსტნეულის პიურე დავუწყო ხო? და რითი დავიწყო?

Posted by: garfield1 15 Sep 2014, 09:12
NENE2014
ბოსტნეული 6 თვემდე არ უნდა. თუ დამატება აუცილებელია, არის სპეციალური ფაფები 4-5 თვიდან და ის მიეცი

Posted by: Mafanya 15 Sep 2014, 13:55
ჩვენ ფაფის ჭამა დავიწყეთ, თავიდან ვერ მიხვდა როგორ უნდა ეჭამა, კოვზს ლოკავდა biggrin.gif მერე გემო გაუგო და იმხელაზე აღებდა პირს ლამის კოვზიანად გადაეყლაპა.
მე ეგოისტურად არ მინდა რომ ჩემს გარეშე გასინჯოს რამე, ამიტომ შაბათს დავიწყებთ ახალი სახეობის ფაფას/ან პიურეს.

Posted by: garfield1 15 Sep 2014, 13:57
Mafanya
მეც ეგრე ვიყავი მარ, აი სულ შაბათობით მქონდა ახალი რაღაცეების გასინჯვის დღე biggrin.gif

Posted by: SUBADARI 15 Sep 2014, 13:59
Mafanya
მეც მასე ვარ ყველაფერი ახალი მე გავასინჯე. ეგოისტური მომენტი თუ იყო არ ვიცოდი. მე იმ კუთხით ვუდგებოდი რომ რაიმე რეაქცია რო ჰქონოდა ან შეგუების პროცესს მერჩივნა მე დავკვირვებოდი.

Posted by: Mafanya 15 Sep 2014, 14:00
garfield1
გოგო რა არ მახსოვს იცი, პიურე პირველად მარტო კარტოფილი უნდა მივცე? თუ კარტოფილი ხახვი მწვანილი შეიძლება ერთად? ვიცი რომ პროდუქტები ნელ-ნელა უნდა დაუმატო და ალერგიულ რეაქციას დააკვირდე, მაგრამ მარტო კარტოფილი უნდა პირველად?

Posted by: garfield1 15 Sep 2014, 14:02
Mafanya
მარტო კარტოფილს არ შეჭამს და მწვანილი და ხახვი კიდე გემოსთვისაა , ამიტომ დაუმატე ეგეც

Posted by: Mafanya 15 Sep 2014, 14:04
SUBADARI
QUOTE
მეც მასე ვარ ყველაფერი ახალი მე გავასინჯე. ეგოისტური მომენტი თუ იყო არ ვიცოდი. მე იმ კუთხით ვუდგებოდი რომ რაიმე რეაქცია რო ჰქონოდა ან შეგუების პროცესს მერჩივნა მე დავკვირვებოდი.


პირველ ბავშვზეც ასე ვიყავი და საბედნიეროდ პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა ისე დაემთხვა რომ სახლში ვიყავი <3

Posted by: buttercup 16 Sep 2014, 10:13
გოგოებო, ნუტრილონ 3-ს ვინც აჭმევდით, რითი ჩაანაცვლეთ? რაც მქონდა მარაგი ამოვწურე და აღარ შემოაქვთ sad.gif

Posted by: Mafanya 16 Sep 2014, 10:55
buttercup
მე ნესტლეს ნესტოჟენზე გადავიყვანე ჯერ 3,მერე 4 ნომერზე (1.5 წლიდან) და 2 დან 3 წლამდე ვაჭმევდი ასევე ნესტლეს ფორმულას სპეციალურად ამ ასაკის ბავშვებისთვის

Posted by: NENE2014 21 Sep 2014, 19:32
რა საკიდან უნდა ამოაგდოს ბავშვმა ფორმულა ღამით? თუ ინდივიდუალურია?

Posted by: makomako050 23 Sep 2014, 08:46
მირჩიეთ რამე გთხოვთ დედიკოებოო 6 თვის ვხდებით და სულ ძუძუზეა , რაც გავასინჯე არაფერი მოწონს არც ფაფა არც ხელოვნური რძე როგორ მოვიქცე მინდა რომ დავანებებინო და თან ვიცი რომ აუცილებელია მყარ საკვებზე რომ გადავიდეს ბავშვი

Posted by: blblbl 23 Sep 2014, 16:09
makomako050
6თვიდან უნდა დაიწყო დამატება და გასინჯება აქამდე ადრე იყო smile.gif არც აუცილებლობა არა მყარ საკვებზე გადავიდეს,თუ იმატებს კარგად 9თვემდეც შეიძლება ჭამოს ამრტო ზუზუ,ისე კი ასინჯე არ დანებდე და როცა იქნება მოეწონება ნელ ნელა smile.gif

Posted by: jazzanova55 2 Oct 2014, 13:33
ვისაც ჰუმანა 2ის (პრებიოტიკით) გამოცდილება აქვს , მაინტერესებს თქვენც იგივე პრობლემას გადააწყდით თუ არა: 6 თვეა ჰუმანა 1 ვაჭმევდი და არანაირი პრობლემა არ მქონია მის გახსნასთან დაკავშრებით. ახლა გადავედით 2 ნომერზე ,წესები იგივეა მომზადების , მაგრამ ბოლომდე არ იხსნება, შიგადაშიგ საკმაოდ დიდი კორკოჭელები რჩება, რომელიც სოსკაში იჩხირება და ხელს უშის ბავშვს წოვაში. ვხედავ რომ ფხვნილი უფრო სქელი და ფანტიაა, მაგრამ ხომ მაინც უნდა იხსნებოდეს ბოლომდე, ანუ რაღაცას არ ვაკეთებ სწორად ?!

Posted by: bubu1234 2 Oct 2014, 14:05
jazzanova55
ცხელში ყრი ალბათ,ჰუმანა 1 როგორი ტემპერატურის წყალშიც ყრიდი იმაზე ცოტა გააგრილე.

Posted by: jazzanova55 2 Oct 2014, 23:41
მადლობა, ასე ოდნავ უკეთესია, თუმცა ბთლის კედლებზე მაინც ეკრობა.

Posted by: angelochka_ 3 Oct 2014, 01:06
jazzanova55ნახევარ დოზა წყალში Gახსენი დ. Dანარჩენიწყალი მერე დაამატე

Posted by: bastuka 4 Oct 2014, 11:52
გოგოებო ჩვენ 6 თვის ვართ უკვე ,ფაფას მიირთმევს ვაჟბატონი .პედიატრმა დაგვინიშნა ფრუტო ნიანიას ფირმის ფაფები და ქალაქში არსად არ იშოვება დავიტანჯე მოკლედ. დიდ დიღომში აქვთ ოფისი იქ სირბილიც არაა ადვილი და მაინტერესებს თქვენ რომელი ფირმის ფაფებს აჭმევთ? რომელია კარგი? იქმებ შევუცვალო.

Posted by: garfield1 4 Oct 2014, 12:13
bastuka
მაგათ ხილფაფას არაუშავს და აი ფაფები ისეთი საშინელებაა,არ შეჭამს ბავშვი,სუნი აქვს ,წაგაქცევს ისეთი.
ჰუმანა,ჰეინცი,სემპერი,ჰიპი,ათასნაირი ფაფაა,რაღა ეგ ჯანდაბა დაგინიშნათ

Posted by: bastuka 4 Oct 2014, 18:00
garfield1

რავიცი აბა რას მერჩოდა თან რომ დავურეკე ვერ ვშოულობ და სხვა ფირმა მითხარითმეთქი რას ამბობ ყველგანააო მიპასუხა.მერე მოვქექე ინტერნეტში ვიპოვე და ძლივს მივაგენი.ეხლა სხვა პედიატრთან ვაპირებ მისვლას და ვკითხავ რას მირჩევს.
ისე ჩემი შვილი ისეთი მსუნაგაა მოეწონაsmile.gif) მაგრამ უნდა შევუცვალო .და რაც ჩამოთვალე იქედან ყველაზე კარგი რომელი ფირმაა?

Posted by: garfield1 4 Oct 2014, 18:03
bastuka
რავიცი ყველა კარგია მართლა და
მგონი შენი პედიატრი მაგ ფირმასთან თანამშრომლობს

Posted by: bastuka 4 Oct 2014, 20:11
garfield1

ხო ეგ ეჭვი მეც გამიჩნდა.
.არა რომ იშოვებოდეს პრობლემა არაა ვაჭმევდი მაგრამ არაა და სად ვიბოდიალო წარა მარა.
ერთი ისიც მითხარი ბარემ ხორცი როდიდან უნდა შევურიო ბოსტნეულის პიურეს? წიწილით იწყებენ ხო?



Posted by: garfield1 4 Oct 2014, 21:55
bastuka
მე 7 თვიდან დავუწყე წიწილა და 8 თვიდან საქონლის ხორცი,ხბო ჯობია ისე

Posted by: bastuka 4 Oct 2014, 22:52
garfield1
.
ხო მეც ასე მახსოვდა რომ 7 თვიდან უნდა .მადლობა.

Posted by: ინი44 5 Oct 2014, 18:33
ფრისო გოლდი თუ ჰუმანა პლატინი???????? ტომელი მივცე??????

Posted by: blblbl 5 Oct 2014, 19:19
iini44
ჰუმანა პლატინი საუკეთესოა მართლა

Posted by: ინი44 5 Oct 2014, 19:43
blblbl
მადლობა, ბევრად ძვირი კი ღირებულა, მაგრამ ჰუმანას ვიწყებ მაინც

Posted by: nopiahopi 5 Oct 2014, 21:19
ბროწეული ალერგიულია? შეიძლება წვენი რომ გავასინჯო წლის და 2 თვის ბავშვს? ნატურალური, ეზოში მოკრეფილი ბროწეული უნდა მომიტანონ

Posted by: blblbl 5 Oct 2014, 21:31
iini44
ურეჯიმოდ სEგიძლია მისცე ეგ მგონი როგორც ძუძუ

sopiasopi
კუჭში კრავს ძალიან ბროწეული,თუმდა ინდივიდუალურია მაინც ეგ გაითვალისწინე,ისე კი ალერგიული საერთოდ არაა მე როგორც ვიცი,თან დიდია ბავშვი

Posted by: nopiahopi 5 Oct 2014, 23:44
blblbl
თუ ალერგიული არაა,ცოტას გავასინჯებ მაშინ. გემო რომ გაიგოს smile.gif კუჭის პრობლემა არ ქონია არასდროს და და იმედია ცოტა ბროწეულის წვენი არაფერს აურევს smile.gif

Posted by: ინი44 6 Oct 2014, 12:05
2 კვირის ბავშვი რამდენს უნდა მიირთმევდეს? მარტო ჰუმანას ვაძლევ. ხან 60 ხან 70 და 90 მლ კი ჭამს. მაგრამ 4 ან 5 საათში ერთხელ ძლივს ვაღვიძებ.რაღაც არასწორად ვაკეთებ. ვფიქრობ ნაკლები უნდა მივცე და მალ მალე. არ ვიცი ( იქნებ დამეხმაროთ...4 კგ ია წონით

Posted by: Nanuuu 6 Oct 2014, 12:18
iini44
რომელ ჰუმანას ჭამს? პრეს თუ 1-ს? თუ 1-ს ჭამს, მაშინ 3 საათში ერთხელ უნდა აჭამო. ნუ ნახევარი საათი აქეთი-იქეთ არაუშავს. თუ პრეს, მითუმეტეს უფრო ხში-ხშირად.
გრამები ინდივიდუალურია რაა. ჩემი თუ სწორად მახსოვს 90-ს ჭამდა ხოლმე სადღაც 3 კვირიდან

Posted by: ინი44 6 Oct 2014, 12:42
Nanuuu
humans platini pre. amas chams. 14 dgisaa jer

Posted by: busuna80 9 Oct 2014, 09:56
გამარჯობათ, სემპერის მზა პიურე თუ მიგიციათ, პირველად ვიყიდე და მეშინია ცოტა მიცემა, ბროკოლი 4თვიდან- ბავშვი 5თვისაა. მადლობა
* * *
http://www.semper-info.ru/node/806

Posted by: Nanuuu 9 Oct 2014, 11:56
busuna80
მე ბროკოლი სადღაც 7 თვიდან მივეცი... სხვა ბოსტნეული გასინჯული აქვს?

iini44
მაგას რეჟიმი არ უნდა და წესით 4-5 საათში კი არა უფრო მალ-მალე უნდა გთხოვდეს.
პედიატრს კითხე მაინც აბა... მასეთმა პატარებმა 3 საათში ერთხელ მაინც უნდა ჭამონ რო წონაში კარგი ნამატი ქონდეთ

Posted by: Princess 9 Oct 2014, 12:15
busuna80
კი მიმიცია კარგი პიურეები აქვთ, ჩემსას მოსწონდა ძალიან
ბევრად უკეთესად ჭამდა ვიდრე სახლში დამზადებულს ))
ოღონდ 6თვიდან მივეცი მე, მანამდე ფორმულაზე მყავდა, მარტო ფაფას ვაჭმევდი 1ხელ დღეში 5თვიდან

Posted by: teklikie 9 Oct 2014, 18:43
გოგოებო ჩემი არის ახლა 2 თვის და ვაძლევ ჰუმანა ანტირეფლუქსს 150 მლ 3.5 საათში. ხოდა როდიდან შეიძლება სხვა რამის დამატება ზოგადად რა ასაკიდან იღებს ავშვი რძის გარდა სხვა რამეს და პირველად რას უმატებენ უფრო

Posted by: Perseus12 9 Oct 2014, 20:02
teklikie
რძეს თუ შეცვლი თორემ ფაფები 4 თვემდე გამორიცხე, სუფები უფრო მერე.

Posted by: blblbl 9 Oct 2014, 21:29
teklikie
6 ტVემდე თუ მხოლოდ მაგ რძეზე გეყოლება ყველაზე კარგია მისი კუწნაწლავისთვის,მატება თუ არ ექნება მაშინ 4თვიდან შეგიძლია მხოლდო ფაფა სხვა არაფერი,მაგრამ ამტება თუ კარგი იქნება 6 თVემდე იყოს მარტო რძეზე.ნუ ჩაები შეგიზლია საბავშვო კიდევ

Posted by: tamar1586 9 Oct 2014, 21:51
გახდა 6 თვის და დავუწყეთ ბორში - კრემსუპის ფორმით, არ გაიკარა არც ერთი კოვზი, იჭაჭება, ბჟირდება და მერე კოვზის დანახვაც არ უნდა help.gif

რა ვქნა? user.gif

Posted by: blblbl 9 Oct 2014, 21:55
tamar1586
არაფერი ორ დღე დაანებე თAვი ორი დღის მერე კიდე შესთავაზე ,მერე კიდე და ოდესმე გასინჯავს biggrin.gif ნუ თუ არ მოეწონა მერე უკვე არ ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tamar1586 9 Oct 2014, 22:15
blblbl
მე კიდევ ყოველდღე ვთამაშობ ლატარიას user.gif
ჰო, გავეშვები შიგადაშიგ, იქნებ ეგრე უფრო გაამართლოს.

Posted by: garfield1 9 Oct 2014, 22:23
tamar1586
ჯერ ფაფა რომ დაიწყო ? უფრო მოსწონთ ,კოვზსაც შეეჩვევა და ახალ საკვებსაც და მერე იქნებ უფრო ადვილად ჭამოს ბოსტნეული

Posted by: tamar1586 9 Oct 2014, 22:31
garfield1
გოგო, ფაფას ჭამს ძალიან ბედნიერი, მალიუტკას ფაფებს ვაჭმევ, წყალზე რომ მზადდება, თინისაც ამას ვაჭმევდი და მოსწონდა ძალიან. კოვზს შეჩვეულია უკვე , ამ ბორშზე გაჭედა :/

Posted by: garfield1 9 Oct 2014, 22:34
tamar1586
უიი გასაგებია
ისე ჩემი ჭარხალს ვერ იტანს, არ ვაჭმევ შესაბამისად, მარილი უქენი ცოტა გემოსთვის და ნიორი კიდე, ამას ეგრე მოწონდა

Posted by: tamar1586 9 Oct 2014, 22:43
garfield1
ახლა ვფიქრობ, მარტო პიურე ხომ არ შევაპარო მეთქი, საგონებელში ვარ ჩავარდნილი. თინიზე ეს პრობლემა არ მქონია, ოღონდ რამე მიგეტანა კოვზით და ყველაფერს პირისკენ მიაქანებდა, ყმაწვილი უფრო პრეტენზიული გამოდგა.

Posted by: giodanela 10 Oct 2014, 23:06
ნუტრილონი მაქვს გასაყიდი 3 ბანკა ვიყიდე და არ ჭამა ჩემმა ბავშმა 2 ბანკამაქვს გასაყიდი გაუხსნელია თითOს ფასი 20 ლარი

Posted by: taliko123 11 Oct 2014, 21:33

jazzanova55

ვისაც ჰუმანა 2ის (პრებიოტიკით) გამოცდილება აქვს , მაინტერესებს თქვენც იგივე პრობლემას გადააწყდით თუ არა: 6 თვეა ჰუმანა 1 ვაჭმევდი და არანაირი პრობლემა არ მქონია მის გახსნასთან დაკავშრებით. ახლა გადავედით 2 ნომერზე ,წესები იგივეა მომზადების , მაგრამ ბოლომდე არ იხსნება, შიგადაშიგ საკმაოდ დიდი კორკოჭელები რჩება, რომელიც სოსკაში იჩხირება და ხელს უშის ბავშვს წოვაში. ვხედავ რომ ფხვნილი უფრო სქელი და ფანტიაა, მაგრამ ხომ მაინც უნდა იხსნებოდეს ბოლომდე, ანუ რაღაცას არ ვაკეთებ სწორად ?!


-__________________________


მე ჯერ ფხვნილს ჩავყრიდი და ცოტა წყალის დამატებით და კოვზით არევით ვხსნიდი. მერე ვასხამდი ბოლომდე საჭირო რაოდენობის წყალს.

Posted by: margalita bicola 12 Oct 2014, 01:34
taliko123
აბა პირიქით სცადე, ჯერ წყალი ჩაასხი და მერე თითო-თითო კოვზი ამატე თან შეანჯღრიე ბოთლი ყოველი კოვზის მერე. ტემპერატურაც აკონტროლე, შეიძლება ცოტა ცხელი მოგდის.

Posted by: COCOA 13 Oct 2014, 16:02
taliko123
წყალი არ უნდა მოგივიდეს ცხელი, ჩემი დაკვირვებით ცოტა ცხელი როცაა მაშინ არ იხსნება



გოგოებო ვინმე აჭმევთ წლის და 3-4 თვის ბავშვს სახლში გაკეთებულ ფაფებს?? ანუ მაინტერესებს შაქრიან და მარილიან ფაფებს თუ აჭმევთ თქვენს პატარებს?

Posted by: margalita bicola 13 Oct 2014, 16:36
COCOA
ნორდიკის ფაფებს ვაჭმევ. ცოტა მარილს ვუმატებ და ზეთს.

Posted by: garfield1 13 Oct 2014, 16:40
COCOA
რამე გემო რომ არ მოეწონოს, პირს არ დააკარებს არაფერს და უმარილოს და უშაქროს ნამდვილად ვერ ვაკადრებ biggrin.gif
ნორდიკის ფაფებს ვაჭმევ წყალზე დამზადებულს, კარაქით და მარილით
ან ხილის ჩირებით რომაა ნორდიკის და იასნო სოლნიშკოს ფაფები, მაგას ვუკეთებ 1/1-ზე გაზავებული სანტინოს რძით და დატკობა დიდად არ უნდა, მაქს 1 პატარა კოვზი შაქარი.
სუპებს და სხვა სადილებსაც მარილს ვუშვები, ისე არ შეჭამს.

Posted by: COCOA 13 Oct 2014, 17:20
margalita bicola
garfield1
მადლობა გოგოებო

Posted by: gachumdii 13 Oct 2014, 20:22
COCOA
Iასნო სოლნეშკოს ხილიან ფაფას ვუმზადებ ხან რძით ხან წყლით, კარაქს და ბოლოს ყველს ვახეხავ ამიტო მაარილი აღარ ჭირდება. Iსე ცოტ-ცოტას მარილსაც ვუშვები საჭმელს

Posted by: garfield1 13 Oct 2014, 20:58
gachumdii
QUOTE
ხილიან ფაფას

QUOTE
ბოლოს ყველს ვახეხავ

???
ეს ერთად ? თუ სხვადასხვა ვარიაციებს ამბობ

Posted by: gachumdii 14 Oct 2014, 08:44
garfield1

Eრთად. Iსე არ ჭამს აბა და biggrin.gif ყველი ისე უყვარს ოღონდ ამან ჭამოს და რას დავეძებ ყველაფერზე მივაყოლებინო მგონი biggrin.gif

Posted by: garfield1 14 Oct 2014, 08:46
gachumdii
ვაიმეე რა ტიპია biggrin.gif
ხილიან ფაფაში ყველი ძაან ღადაობაა,ეს ჩემი შვილია, არ გიჟდება ყველზე,მარტო პიურეში ან მაკარონთან ერთად უყვარს,ისე არა

Posted by: gachumdii 14 Oct 2014, 08:49
garfield1

Aურია ძაან კვება, ადრე უარს არ ამბობდა არაფერზე, ეხლა უნდა ვირჩიო. წვნიანი არ უნდა და ხორცი არუნდა . Xაჭაპური, ყველიანი მაკარონი და ყველი biggrin.gif გერკულესსაც ყველის ხათრით ჭამს

Posted by: garfield1 14 Oct 2014, 08:56
gachumdii
ვაიმე ამაზე მეშინია თქმა ,თვალი არ ეცეს,ლამის გადაგვჭამოს ყველა,ჩემ დიშვილებთან სულ საჭმელზე აქვს ჩხუბი biggrin.gif

Posted by: gachumdii 14 Oct 2014, 09:31
garfield1

Xოდა ნუ იტყვი biggrin.gif ვიძახოდი რა მადა აქვს ასეთითქო და აი დამტანჯა ეს დღეებია

Posted by: bastuka 14 Oct 2014, 12:25
გოგოებო ხაჭოს მიცემა როდიდან დაუწყეთ,რომელი ხაჭოა კარგი?

კიდევ მაინტერესებს პური როდიდან, ანუ სუპ პიურეში რომ შევურიო ცოტა.

Posted by: garfield1 14 Oct 2014, 12:37
bastuka
პურს მე საჭმელში არ ვურევ არასდროს, რაც წამოიზარდა, ჭამის მერე ვაძლევ ხელში და ისე ჭამს ცოტ-ცოტას, ასე ჯობია მგონი .
ხაჭოს რაც შეეხება, ჰიპის ხაჭოს დესერტს ვაძლევდი 7 თვიდან, მაგრამ დიდი ვერაფერი იყო, ამიტომ შევეშვი და სადღაც 10-11 თვიდან დავიწყეთ სანტისიმოს ხაჭოს დესერტი

Posted by: bastuka 14 Oct 2014, 12:54
garfield1

აჰა, გასაგებია. მადლობა.
ესეიგი ეს 6 თვისაა ჭამს დილას ძუძუკას მერე რძეს და პეჩენიას ,შემდეგ ბოსტნეულს .საღამოს ფაფას და ძილის წინ ისევ ძუძუკას დღისითაც შუალედებში აყოლებს ძუძუს. 7 თვემდე ესეიგი ასე გავაგძელო მეტი არაფერი უნდა ?

Posted by: blblbl 14 Oct 2014, 15:26
bastuka
რძე და პეჩენია და ფაფას ადგილი რომ შეუნაცვლო არა?ფაფა საღამოს არაა რეკომენდირებული ა თან მეორე კვება სჯობს რომ იყოს.,ანუ ძუძუ და ფაფა ,ზილის წინ რძე და პეჩენია და ძუძუ

Posted by: angelochka_ 14 Oct 2014, 18:09
მწყერის ხორცი შეიძლება მივცე?11 თვისაა

Posted by: bastuka 15 Oct 2014, 19:43
blblbl

ეგ ვარიანტი კი ვიფიქრე მეც.უბრალოდ ვფიქრობ დაანაყრებს საღამოს ეგ კვება კარგად ანუ რძე -პეჩენია? ისე ღამე კი იღვიძებს მაინც საჭმელად სადღაც 3 საათისთვის.

ვცდი აბა ვნახოთ. მადლობა smile.gif

Posted by: GEO_TBS 16 Oct 2014, 22:43
გოგოებო რა შევთავაზო ჩემს კაცუნას თხის ხორცისგან საინტერესო? კატლეტი და გუფთა მობეზრდა,შემწვარსაც ვაძლევ ხოლმე ხანდახან, სხვა რა შეიძლება... წლის და რვა თვისაა

Posted by: blblbl 16 Oct 2014, 22:48
GEO_TBS
რა თხის ხორცი ?მაგ ასაკზე თააან? რთული მოსანელებელია ძალიან არ გინდა ;პატარაა მაგისთვის,საერთოდაც რა საწიროა რავიცი

Posted by: GEO_TBS 16 Oct 2014, 23:15
blblbl
ცხვარიც უყვარს და თხაც, ახლახანს დავიწყე მიცემა და გადასარევად ინელებს, რა ვიცი... მე კიდევ ისე მიქეს სასარგებლოა და კარგიაო...

Posted by: garfield1 16 Oct 2014, 23:34
GEO_TBS
ბატკნის ხორცი სასარგებლოა ,აი ცხვრის რა გითხრა,ანუ ახალგაზრდა უნდა იყოს და შეიძლება ციკანიც კარგი იყოს მასე,ვერ გეტყვი.
ცხვარი და თხა ცხიმიანია ძალიან და ცოდოა ბავშვი

Posted by: buttercup 23 Oct 2014, 18:38
წლინახევრის ბავშვს ქამა სოკო რომ ვაჭამო შეიძლება? rolleyes.gif დაკონსერვებული არა, ცოცხალი რომ იყიდება ..

Posted by: blblbl 23 Oct 2014, 18:45
buttercup
არა რა თქმა უნდა ,მიტუმეტეას ამ ბოლო დროს იმდენი საშინელება ხდება სოკოზე აზრადაც არ უნდა გაივლო რავიცი :\

Posted by: buttercup 23 Oct 2014, 18:51
QUOTE (blblbl @ 23 Oct 2014, 18:45 )
buttercup
არა რა თქმა უნდა ,მიტუმეტეას ამ ბოლო დროს იმდენი საშინელება ხდება სოკოზე აზრადაც არ უნდა გაივლო რავიცი :\

მადლობა რჩევა-დარიგებისთVის

-----------------

Posted by: angelochka_ 24 Oct 2014, 20:19
buttercup
Vაიმეე არ აჭამო რაა GთXოოოვ!!!!იმდენიი Mოიწამლაა დ. BავშVზე მით უმეტეა

Posted by: mirabella 24 Oct 2014, 22:40
ჩემი ბიჭი არის ვეგეტარიანელი ალბათ...არც ხორცს მიირთმევს,არც თევზს,არც ყველს,არც ხაჭოს ან იოგურტს ან მაწონს...მხოლოდ კაკაო და ფაფა რძისაგან,ბოსტნეულზე და ხილზე და წვენებზე უარს არ ამბობს,მაგრამ დავიტანჯე,ფანტაზია აღარ მყოფნის,რამე ვარიანტები შემომთავაზეთ რა ესეთი ბავშვისთვის რა გავუკეთო ხოლმე... vis.gif

Posted by: tamuna@dato 2 Nov 2014, 14:34
გოგოებო ჩემი გოგო 5 თვისაა და ძუძუ აღარ ყოფნის 12 საათზე ჰეინცის წიწიბურას რძიან ფაფას ჭამს ( გავასინჯე ჰუმანა, ჰიპი და ყველაზე ისე გააკანკალა და გული აირია გავსინჯე ნეტა რა არის თქო და მართლა საზიზღრობა იყო) და ღამე 9 საათზე ნუტრილონის 90 მლ (ამასაც ცეკვა თამაშით ისე არ უყვარს ბოთლი,სხვა ყველანაირი ფორმულა გავასინჯე არცერთი არ მოეწონა) ასეთი წუნია შვილის პატრონს კიდე მირჩიეთ რა რა დავამატო. ბოსტნეულის პიურე რო მივცე შეიძლება?

Posted by: SPC 2 Nov 2014, 15:48
buttercup
QUOTE
წლინახევრის ბავშვს ქამა სოკო რომ ვაჭამო შეიძლება

არავითარ შემთხვევაში არ მისცეე

Posted by: blblbl 3 Nov 2014, 01:16
tamuna@dato
ბოსტნეული ჯერ ადრეა,ფაფა საკამრისია ,ისე ფორმულა არ მოსწონს თუ ბოთლი?ბოთლს თუ არ იდებს კოვზიანი ბოთლი სცადე და ადვიალდ შეჭამს უფრო.

Posted by: tamuna@dato 3 Nov 2014, 15:17
blblbl
არც ფორმულა არ მოსწონს და არც ბოთლი.. სოსკიანი ბოთლი როგორია? კოვზი ურჩევნია ყველაფერს იმხელა პირს აღებს რამის მეც გადამყლაპოს

Posted by: blblbl 3 Nov 2014, 15:30
tamuna@dato
http://www.amazon.com/Nuby-Garden-Fresh-Squeeze-Feeder/dp/B00M4GXVHM/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1415014146&sr=8-2&keywords=nuby+spoon+bottle აი ასეთია აფთიაქებში იყიდება

კოვზიანი ანუ biggrin.gif

Posted by: tamuna@dato 3 Nov 2014, 17:43
blblbl ასეთი თუ არსებობდა არც ვიცოდი. აბა ვცდი იქნებ ამან მიშველოს ,დიდი მადლობააააა

Posted by: txili 8 Nov 2014, 20:10
კითხვა მაქვს თქვენთან დედიკოებო.. მოკლედ ჩვენი დათუჩა რაც ერთი წლის გახდა სასტიკად აპროტესტებს ფაფებს, არარც ჰეინცი უნდა და ახლა ნესტლე ვსინჯე, არანაერი შედეგი, ამ პატარა პარაზიტმა პირში დაიწყო ლუკმის გაჩერება... ხორცს, სუპპიურეს და ხილს ჭამს გადასარევად, რა ვქნააა... თევზი, ყველი, ქათამი და ხბო მივეცი, კვერცხის გემო არ იცის და ხვალ ვაპირებ მივცე, არც მაწონი გაუსინჯავს... გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება, ნუ შეგეზარებათ და მომწერეთ რა დღის რაციონი, ან იქნებ ფაფა სახლში რომ გავუკეთო ჩემით ჭამოს, ან როგორ გავაკეთო, დავფქვაწიწიბურა და ჰერკულესი??

Posted by: gachumdii 8 Nov 2014, 21:02
txili

ნორდიკი სცადე აბა იქნებ მოეწონოს. კაცური ჭამა დაუწყია რას ერჩი, არ უნდა ეს ფაფები

ხო ნორდიკს აწერია მომზადების წესი ზედ

Posted by: FoXy 8 Nov 2014, 21:40
გოგოებო გახეხილ სტაფილოს ვინმე აჭმევთ?

Posted by: gachumdii 8 Nov 2014, 21:50
FoXy
Gახეხილი არა, მარა ისე მივეცი ხელში დამიდენიმეჯერ. Dაახირხნა, ნაწილი გადაყლაპა,ნაწილი გადმოყარა

Posted by: Diamond Girl 11 Nov 2014, 13:15
gachumdii
QUOTE
Gახეხილი არა, მარა ისე მივეცი ხელში დამიდენიმეჯერ. Dაახირხნა, ნაწილი გადაყლაპა,ნაწილი გადმოყარა


აუ ეგ არ ქნა რა, ექიმისგან ვიცი რომ თუ გადასცდა ბავშვს ძალიან ცუდი შედფეგით შეიძLება დასრულდეს, ყველაზე საშიში ყოფილა ბურბუშელა , სტაფილო და ჩვეულებრივი ბუშტი.

Posted by: bastuka 11 Nov 2014, 19:21
გოგოებო გამარჯობათ, ჩემს შვილს წიწილას ხორცი მივეცი პირველად და მოეწონა. კვირაში რამდენჯერ უნდა მივცე თავიდან? ხბოს ხორცი 1 თვის შემდეგ? ხილი ვაშლის გარდა ამ სეზონზე რა შეიძლება?

Posted by: Pumpula 11 Nov 2014, 22:43
bastuka
Xorci koveldge mieci an erti dge chaugde marto kvirashi..ramdeni tvisaa?xbo 8tvidan..xilidan ravi vashli albat jer mxolod cocxlad..danarcheni xili xilfafebis saxit imide radgan banani ar varga shemosuli..msxali jer mdzime mlsanelebelia magistvis..meti ra xilia ar maxsendeba..qliavi kide

Posted by: garfield1 12 Nov 2014, 12:58
bastuka
ხორცი თავიდან კვირაში ორჯერ მიეცი, მერე 8 თვიდან ხბოს რომ დაუმატებ ისიც კვირაში ორჯერ და უკვე 1 წლიდან ნელნელა რომ დაიწყებს ყველაფრის ჭამას
2 დღე ქათამი, ორი დღე ხბო ან საქონელი, ერთი დღე თევზი, ორი დღე მარტო ბოსტნეულის, ზედმეტად ცილებით დატვირთვა არაა კარგი ორგანიზმისთვის და ხორცი ყოველდღე არ შეიძლება

Posted by: Pumpula 12 Nov 2014, 16:17
garfield1
რავი მეც ეგრე მეგონა და ყიფიანმა მითხრა, ხორცი ყოველდღე უნდა მისცეო..რას გაიგებ

Posted by: garfield1 12 Nov 2014, 16:24
Pumpula
ჯაბა ძალიან მიყვარს, მაგრამ არაა ეგრე , არ შეიძლება ამდენი ხორცი ბავშვისთვის, მითუმეტეს თავიდან

Posted by: Pumpula 12 Nov 2014, 16:27
garfield1
ხო ნუ მეც ეგრე ვფიქრობ გულის კუნჭულში და რომ ვკითხე, არ შეიძლება ხო ყოველდღე ხორცითქო და რას ამბობ, არ შეიძლება კი არა ყოველდღე უნდა მისცეო და ქე დამრჩა პირი ღია, რავი

Posted by: margalita bicola 12 Nov 2014, 17:47
Pumpula
მეც ეგრე მითხრა ყიფიანმა: ხორცი ყოველდღე მიეციო. ხბოს ხორცი არ მირჩია, ლორწო აქვს ბევრიო, ახალგაზრდა საქონელი იყოს, მაგრამ მთლად ხბოს ნუ მისცემო.

Posted by: gachumdii 12 Nov 2014, 21:32
Diamond Girl
QUOTE
აუ ეგ არ ქნა რა, ექიმისგან ვიცი რომ თუ გადასცდა ბავშვს ძალიან ცუდი შედფეგით შეიძLება დასრულდეს, ყველაზე საშიში ყოფილა ბურბუშელა , სტაფილო და ჩვეულებრივი ბუშტი.



უი sad.gif

ეხლა ვნახე ეს პოსტი

Posted by: bastuka 13 Nov 2014, 13:06
garfield1
Pumpula

მადლობა გოგოებო პასუხისთვის.
მეც კვირაში ორჯერ ვარიანტს ვეთანხმები უფრო. ასე მგონია ნაწლავები ზედმეტად დაეტვირთება უცებ რომ მივაყარო ყოველდღე. ჩემი პედიატრი (პოლიკლინიკაში უბნის) ახლობელია , თითქოს აქამდე მომწონდა და ეხლა კვებაზე ისეთი საოცარი რაღაცეები მითხრა გადავირიე. მაწონიო, ხაჭოო, კვერცხიო შეგიძლია ცოტ ცოტა დაუწყო უკვეო ... ეს ყველაფერი მითხრა 6 თვის რომ გახდა მაშინ.. smile.gif გახსენებაზე კვერცხი როდიდან დაუწყეთ და როგორ ? ბოსტნეულის პიურეში შევურიო?
საერთოდ აღარ მახსოვს ეს დეტალები პირველი შვილის გამოცდილებიდან ,


Pumpula

QUOTE
ramdeni tvisaa?  xilidan ravi vashli albat jer mxolod cocxlad..danarcheni xili xilfafebis saxit


7 თვისაა. ანუ აფთიაქებში რომ იყიდება ქილებში ხილფაფა?

Posted by: Pumpula 13 Nov 2014, 16:10
bastuka
Kiii aftiaqebshi hippis humanas heincis xilfafebi..ravi bevria..kvercxis guli clidan da jer meotxedi gaasinje daakvirdi alergia xom ar aqvs

Posted by: bastuka 13 Nov 2014, 22:34
Pumpula

მადლობა. 2kiss.gif

Posted by: earth 17 Nov 2014, 14:51
შეიძლება ახლა ჩაინიკობა სვკითხულობ მაგრამ მაინც

რა განსხვავებაა ჰუმანა პრე და ჰუმანა პრე პლატინის შორის?

Posted by: garfield1 17 Nov 2014, 14:52
earth
პლატინიუმი უფრო მეტადაა მიახლოებული დედის რძესთან და უკეთესია, ფასიც შესაბამისია რათქმაუნდა

Posted by: earth 17 Nov 2014, 19:11
გასაგებია,

ახლა მე რომ ეს პრე შევცვალო პლატონიუმით ეს კუჭის შEკრულობას მოუხსნის ვითომ? boli.gif

დავიტანჯე ამის ცოდვით sad.gif

Posted by: bastuka 9 Jan 2015, 22:25
გამარჯობათ გოგოებო.გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს!

ჩემი შვილი 9 თვის გახდა უკვე, ჩვენი მენიუ ასეთია:

დილას რძე, 11 ზე ფაფა გახეხილი ვაშლით, 3-4 ზე სადილი- ბოსტნეულის პიურე ხორცით ან უხორცოდ 6-7 ზე იოგურტი ან ხილფაფა ქილის, 9ისთვის პეჩენია და რძე და 10 ის ნახევარზე იძინებს. ღამე ძუძუკა.

მინდა ცოტა გავუმრავალფეროვნო მენიუ და რას მირჩევთ რა დავუმატო ? კვერცხის გული როდიდან უნდა მივცე ან ხაჭო,ყველი? საღამოს იოგურტი რითი შემიძლია ჩავუნაცვლო?

Posted by: blblbl 9 Jan 2015, 22:27
bastuka
გუფთა,კატლეტი ორთქლზე მოხარშული,გოგრა რძესი ათქვეფილი(ფორმულას ვგულისმობ) ან ბოსტნეულთან ერთად,რზის ნაწარმი და კვერცხი ჯერ არ გინდა .

Posted by: bastuka 9 Jan 2015, 22:44
blblbl
QUOTE
,გოგრა რძესი ათქვეფილი(ფორმულას ვგულისმობ) ან ბოსტნეულთან ერთად


მაგას ვუკეთებ და მოსწონს ძალიან.

QUOTE
გუფთა,კატლეტი ორთქლზე მოხარშული


ესენი როგორ მივცე ჩავუბლენდერო მერე ბოსტნეულთან ერთად? ჯერ ვერ დაღეჭავს მგონია...

Posted by: blblbl 9 Jan 2015, 23:02
bastuka
ორივე ისეთია რომ გაითქვიფება თავისითაც,დაღეჭვა არ დასჭირდება მგონი

Posted by: bastuka 9 Jan 2015, 23:12
blblbl
კი გათქვეფით გაითქვიფება. ვიფიქრე ისე მთავაზობდი მიმეცა დასაღეჭად რახან ფარშით კეთდება მაინც.

მადლობა კარგი იდეაა..

და პეჩენიები უკვე მე რომ გამოვუცხო რა უჭირს ნეტა კარგი რეცეპტები ამოვწერე ინტერნეტში. ჰეინცს ვაჭმევ ამჟამად...

Posted by: tikuna22 10 Jan 2015, 12:13
blblbl
ნი 10 თვიდან რისი დამატება შეიძლება კიდე?

Posted by: masterofmasterss 11 Jan 2015, 12:24
გამარჯობათ smile.gif

მყავს ტყუპი ბიჭები 3თვე ნახევრის smile.gif რძეს 2 თვიდან აღარ იღებენ მანამდეც და მას შემდეგაც ჭამენ Nestogen-ს. მატება და ზრდა აქვთ ძალიან კარგი - 3 თვეში 5 კილოგრამი და 16 სმ.
რეგულარულად აწუხებთ მუცლის ტკივილი და გაზები, თუმცა ასატანად.

ბოლო დროს დაიწყეს საჭმლის ამოღება ( ერთმა განსაკუთრებით ხშირად) ცოტ-ცოტა რაოდენობით, მაგრამ ხშირად, დღეში 3-4ჯერ, ოღონდ მხოლოდ დღისით, ღამით ჭამიდან ჭამამდე უპრობლემოდ ძინავთ და არც საკვებს იღებენ.

პედიატრმა, ჯაბა ყიფიანმა გვითხრა რომ ეს არის ეგრეთწოდებული რეფლუქსი და გვირჩია დღისით გვეჭმია სხვა საკვები NANI-ს ანტირეფლუქსი და რადგან ღამით არ აქვთ პრობლემა - ისევ ნესტოჟენი.

ბავშევბს ძალიან გაურთულდათ კუჭის მოქმედება, ხშირად ტირიან ჭამის დროს და დამთავრების შემდეგ, ფაქტიურად ძალით ვაჭმევთ sad.gif თუმცა საკვებს აღარ იღებენ, მაგრამ ძალიან ჭირვეულობენ, ხშირად ტირიან და განავალი გაუხდათ მწვანე ფერის (ამაზე ჯაბამ თქვა რომ ფერი არაა პრობლემა თუ გადიან და არ უჭირთო). ერთ-ერთ ტყუპს თითქოს ცოტა ალერგიასავით მისცა, ცოტა კანი შეუჭითლდა, ან ამ ტირილის ფონზეა ბავშვი აწითლებული, ვერ მივხვდი sad.gif

დავაბრუნეთ 1 კვირის წვალების მერე ისევ ნესტოჟენზე, ხასიათიც, ტირილიც და მუცლის პრობლემებიც მკვეთრად შემცირდა, თუმცა ისევ დაიწყეს ამოღება საჭმლის, მირჩიეთ რა როგორ მოვიქცე sad.gif

Posted by: nopiahopi 11 Jan 2015, 21:54
masterofmasterss
ჩემიც იღებდა ხოლმე რძეს, ძალიან ცოტას, მაგრამ ხშირად. ხან ჭამის მერე, ხან თამაშის დროს .
ექიმმა, მითხრა არაა საშიში, მაქსიმუმ წლამდე გაუგრძელდესო. ჰუმანას ჭამდა 12 დღიდან, სადღაც 8-9 თვის ასაკში მოუგვარდა ყველაფერი.
ჰოდა რა ვიცი, თუ რაოდენობით ცოტ-ცოტას იღებენ შენი ბიჭები, მგონი არ უნდა იყოს პრობლემა smile.gif

Posted by: anuka2009 12 Jan 2015, 00:12
masterofmasterss

საჭმლის ამოღება, იგივე რეფლუქსი, ზალიან ბევრ ბავშვს ახასიათებს. როგორც კი გაიზრდება, კუჭნაწლავი უფრო ჩამოყალიბდება, თავისით გაუვლის. ასე 6-7 თვიდან. ჩემს შვილს ქონდა ეგ პრობლემა, მყავდა ჰუმანაზზე და გადავიყვანე ჰუმარა ანტი რეფლუქსზე. 6 თვიდან საგრძნობლად შეუმცირდა და ძალიან მალე სულ აულაგდა. ნებისმიერი ბავშთა ნეონატოლოგი გეტყვით ამას. ყიფიანი არ ვიცი ნეონატოლოგი თუ არის.

Posted by: Chloe 12 Jan 2015, 11:36
blblbl
ეგეთ კატელტს რა აზრი აქვს, იგივე არ არის რაც ხორცი მოხარშული და ბოსტნეულის პიურეში გარეული?
bastuka
მე ჩემსას 8 თვიდან ვაძლევ ხაჭოს პეჩენიით და ეხლა- 9 თვიდან დავიწყეთ ყველიანი პიურე ( კარტოფილი და ხორცი მოხარშული და გარეული ყველი. ყველაფერი დაბლენდერებული პიურეს სახით). შენსას თუ აქვს კბილები მაშინ უბრალოდ დაჭყლიტე ეს ყველაფერი. და რად გინდა გამომცხვარი პეჩენიები? ისე მაინც არ ჩადნება რძეში როგორც ჰეინცის.


masterofmasterss
ჩემიც იღებდა თავიდანვე, ანტირეფლექსი რძე რომ მივეცი საშინელ დღეში ჩაუვარდა კუჭნაწლავი. დაუგროვდა გაზები და მოკლედ ტიროდა გაუჩერებლად. მერე აღარ მიმიცია და საჭმელსაც აღარ იღებდა. ეგ პრობლემა დაეწყო ისევ 3 თვიდან და მერე უკვე დღეში მარტო 2 კვებას ვაძლევდი ანტირეფლექსს და დანარჩენს ჩვეულებრივ რძეს. მძიმეა ძნ ანტირეფლესის რძე და უჭირთ ბავშვებს მისი მონელება.

Posted by: Lady_Bird 12 Jan 2015, 15:03
დაბლენდერებული საკვებიდან როგორ გადადიხართ ჩვეულებრივ საკვებზე? რა ხერხებს მიმართავთ.

Posted by: SPC 12 Jan 2015, 15:04
ამის კვება გადამიყოლებს მე sad.gif((

შეუძლია დღეში რამოდენიმე კოვზ ფაფაზე იყოს....

ვინმე ხართ ასე?

Posted by: blblbl 12 Jan 2015, 15:13
Chloe
მრტო ხორცია კატლეტი?აკეთებ ისე როგორც კატლეტს და წვავ ორთქლზე ჩვეულებრივი კატლეტის ფორმა აქვს,მერე ვინ როგორ მისცემ და რა ფორმით მისი გადასაწყვეტია უკვე.ბოსტნეული ხორცით კიდევ სხვაა რავიცი biggrin.gif

Posted by: Chloe 12 Jan 2015, 18:25
blblbl
კატლეტში ხომ არის ხორცი, მწვანილი, ხახვი და ნუ დიდებისთვის კვერცხი smile.gif კვერცხი ისედაც არ ეჭმევათ ესეთ პაწუკებს და ბოსტნეულის პიურეში არის მწვანილიც და ხახვიც. უბრალოდ მე მაინტერესებს კატლეტი-ბოსტნეულის ხორცით პიურეს შორის განსხვავება boli.gif

Posted by: მაწაკი 13 Jan 2015, 18:43
გოგოებო, ჩემს 7 თვის შვილს დიათეზი დაეწყო და როომ აღარ გაუარა, დერმატოლოგთან მივიყვანე და ეგზემის დიაგნოზი დაუსვა. სასტიკი დიეტა დაუნიშნა - არა კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ქათმის ხორცი. . . აღარ ვიცი, რა ვაჭამო, არადა - მადაზეა. . . sad.gif

Posted by: bastuka 14 Jan 2015, 19:09
Chloe
QUOTE
მე ჩემსას 8 თვიდან ვაძლევ ხაჭოს პეჩენიით


ხაჭოს რომელს აძლევ? და მარტო ხაჭო პეჩენია სქელი არაა. თუ რძით ათხელებ კიდევ?

QUOTE
9 თვიდან დავიწყეთ ყველიანი პიურე


ყველი ალბათ იმერული ნაკლებმარილიანი ხო?


Posted by: noniko77 14 Jan 2015, 20:40
Chloe
blblbl
მე კატლეტს ვუკეთებ, დიდიებისვთისაც რომ იყოს, ხორცს, სუხარს,სუნელებს, ნიორს, ხახვს, მწვანილს, სტაფილოს და ყვეელს გახეხილს. ამოვლებ ორცხობილაში და სიე ვწვავ. კვერციანი არ მიყვარს მაგარია ძალიან.

Posted by: tlikina 15 Jan 2015, 20:16
სელია Eქსპერტზე რას Mეტყვით? smile.gif როგორი საკვებია,?

Posted by: Princess 16 Jan 2015, 14:33
tlikina
QUOTE
სელია Eქსპერტზე რას Mეტყვით?  როგორი საკვებია,?


დათუნა გავზარდე ამ საკვებით. კარგად ჭამდა, მატებაც კარგი ჰქონდა

Posted by: teklikie 16 Jan 2015, 14:39
ჰუმანა პლატინი აღარ გამოდის ქილებში, ჩვეულებრივ კარდონის კოლოფებით გამოდის და ფასიც შეუმცირებიათ 14 ლარამდე ღირს.

Posted by: tlikina 16 Jan 2015, 15:40
Princess
უი რა KარგIა smile.gif სამშობიაროში მაგას აჭმევენ Dა გავუგრძელო თუარა VფIქრობ smile.gif

სანდროს Nანს ვაჭმევდი და რაღადროს ნანიაო Aსე მითხრესsmile.gif) არადა კარგად Iრგებდა და მოსწონდა

Posted by: garfield1 16 Jan 2015, 15:44
tlikina
რაღადროს ნანიაო ? რატომ ვითომო biggrin.gif
18 თვემდე და მერე 2 წლამდე მგონი მარტო მაგათ აქვთ 3 და 4 ნომერი, გიჟდება ჩემი შვილი
თუ სელია კარგად მიიღო გაუგრძელე რა პრობლემაა.ზოგადად მაგას იმიტომ ემდურიან ხოლმე რომ ალერგიულია თითქოს, ნუ ბავშვს გააჩნია ალბათ

Posted by: tlikina 16 Jan 2015, 15:54
garfield1
ხო Mეც გამიკვირდა, სანდროს 3 ცლამდე ჭამა ნანი, ისე მოსწონდაsmile.gif

ჯერჯერობით კარგად იღებს, კუჭის მოქმედებაც აქვს, ჭამის მერე ძინავს Gაგუდულს დ. ღამეც 6 საათიან შუსლედს Aკეთებს. Mეც არ ვაღვიძებ smile.gif

Posted by: Princess 16 Jan 2015, 15:58
tlikina
მე ელენეს ნანს ვაჭმევ, სხვა არ დალია ქალბატონმა. წლამდე სემპერი(ესეც ძლივს შევურჩიე, რამდენი ფორმულა ვცადე) და მერე ნანზე გადავიყვანე. დათუნა უპრეტენზიო ბავშვი იყო, სელიაზე იყო წლამდე და მერე ბელაქტი მივეცი თითქმის 2.5წლამდე ჭამდა, ზაფხულში დაანება თავი.

QUOTE
ჯერჯერობით კარგად იღებს, კუჭის მოქმედებაც აქვს, ჭამის მერე ძინავს Gაგუდულს დ. ღამეც 6 საათიან შუსლედს Aკეთებს. Mეც არ ვაღვიძებ


up.gif

Posted by: tlikina 16 Jan 2015, 16:02
Princess
Xო ნანის მეც Kმაყოფილი ვიყავი, ვნახოთ თუ კარგად მიიღო Bოლომდე სელია, დავუტოვებ

Posted by: garfield1 16 Jan 2015, 16:02
Princess
როგორ გადაეჩვია ფორმულას გამიმხილე რა biggrin.gif
ეს მაგის გარეშე არ იძინებს, ანუ რძის ბოთლს ვაძლევ და ისე ეძინება, რძე რომ არ მივცე, არც კი ვიცი როგორ უნდა დავაძინო, ეს ბავშვი მე არ დამიძინებია არასდროს, არ ვიცი როგორ ხდება, ხოდა ძალიან განვიცდი მაგ ამბავს. როდესმე ხო უნდა გადაეჩვიოს ამ ნანს და როდის, ან როგორ ? sad.gif

Posted by: Chloe 16 Jan 2015, 16:10
bastuka
ხაჭოს ვუკეთებ. რძეს ვჭრი კალცი-ქლორატით. კი მშრალია და ვუთხელებ ხან თავისივე რძით ხან უბრალოდ ადუღებული წყლით. თავისი რძე უცნაურ გემოს აძლევს და წყლით ნორმალურია.
ყველი იმერული საშუალოდ მარილიანი. პიურეში რომ ვურევ მერე ეკარგება მარილის გემო და არის ჩვეულებრივი გემრიელი პიურე.
noniko77
შენი ალბათ დიდია ხო?

Posted by: Princess 16 Jan 2015, 16:11
garfield1
QUOTE
როგორ გადაეჩვია ფორმულას გამიმხილე რა

აუ ძლივს გადავაჩვიე! ჩემიც ასე იყო, დავაწვენდი და მელოდებოდა რძეს როდის მივუტანდი biggrin.gif ზოგჯერ ცოტა მიმქონდა, ზოგჯერ კომპოტით ვანაცვლებდი და ბრაზობდა რძე მინდაო, ასე ვჭიდაობდით კაი ხანი.
მერე ზაფხულში, ბებიამისთან მყავდა დატოვებული თიტქმის 1თვე და იმან გადააჩვია, არ ვიცი როგორ biggrin.gif biggrin.gif რომ ვკითXე საღამოს კარგად ვაჭმევდიო და აღარ მოუთხოვია რძეო. ივლისსი ბაკურიანში ხო წავიყვანე და იქაც აღარ ითხოვდა. ელენე რომ სვამდა კი უყურებდა ესევ და ტუჩებს ილოკავდა biggrin.gif biggrin.gif , მაგრამ მეც მინდაო არ უთქვამს. მაწონს ან იოგურტს ვაჭმევდი და ეგ იყო.

ეხლა ელენეც ასეა, რაც არ უნდა ჭამოს, მაინც წევს და კარებს უყურებს როდის შევალ და რძეს როდის მივუტან biggrin.gif 9-10მდე სვამს და დილით 6სზე facepalm.gif

Chloe
QUOTE
ყველი იმერული საშუალოდ მარილიანი


ბავშვისთვის სულგუნი ჯობია, თერმულად დამუშავებულია და არაა საშიში.

Posted by: garfield1 16 Jan 2015, 16:13
Princess
და რომ აწვენ თავისით იძინებს ? მეც ზაფხულში მინდა გადავაჩვიო, მაგრამ ამის დაძინება თუ პრობლემა გახდა, შანსი არაა არ გადავაჩვევ, მირჩევნია სამ წლამდე ჭამოს, სანამ მეორე ცოტა წამოიზრდება

Posted by: Princess 16 Jan 2015, 16:19
garfield1
QUOTE
და რომ აწვენ თავისით იძინებს ?


კი ორივე ასე შევაჩვიე. არავითარი ხელში დაძინება, მიწოლა და ასეთები. 2წლამდე ვარწევდი დათუნას მერე უკვე შევამცირე ნელ ნელა და აღარც დამირწევია. იავნასას ვუმღერი ხოლმე, ვარსკვვლავებს ეძინებააათ სიზმარი ესიზმრებათ და აშ )) ეხლა უკვე თითონაც უმღერის ელენეს.


Posted by: garfield1 16 Jan 2015, 16:20
Princess
ხო ესეც , არც დამირწევია და არც ხელში დამიძინებია არასდროს და მაგას არ მივაჩვევ ნამდვილად , გამორიცხულია ეგ

Posted by: Chloe 16 Jan 2015, 16:20
Princess
მეც ეგრე ვიცი, მაგრამ ყველა სულგუნს რძე გასდის და ვიფიქრე რომ არ იქნებოდა კარგი. უფრო ქარხნული ყველი რომ არის იმერული ეგ ვარჩიე.

Posted by: Princess 16 Jan 2015, 16:26
garfield1
ვაიმე რომ წარმოვიდგენ ამხელა ბავშვი ხელში როგორ უნდა აჭანჭყარო და დააძინო. საერთოდ არ მიყვარს ეს ზედმეტობები.

Chloe
მაღაზიაში იყიდე, გარეთ არ გირჩევ, რისგან ამზადებენ გაურკვეველია. ბოლოს ვიყიდე შირაქის რძის პროდუქტების ჯიხურში, ძალიან გემრიელი გამოდგა. თანამშრომლებმა მირჩიეს თორე კიდე ვერ გავბედავდი. ისე კარფურში ვყიდულობ ხოლმე ძირიტადად, ჩვეულებრივი მშრალია რავიცი რძე არ შემიმჩნევია რომ გასდიოდეს.

Posted by: Mafanya 16 Jan 2015, 16:32
garfield1
Princess
biggrin.gif
მე მივაჩვიე თავისით დაძინებას მიჩვეული ნინიკო 6 თვის ასაკში ხელში დაძინებას და დღემდე მებრძვის, უნდა დავსვა და თავის გემოზე დაიძინოს და ბოლოს ბედს ეგუება biggrin.gif სამსახურში რაც გავედი ძალიან მენატრება და რა ვქნა, ის ნახევრადმიბნედილი და მძინარე ისეთი ტკბილი ჩასახუტებელია <3
ანაც თავის დროზე იგივენაირად "გავაფუჭე" 4 თვის ასაკში და სანამ ხელში მეტეოდა ხელში ვაძინებდი.
როგორ მიყვარს მაგათი დაძინების პროცესი love.gif

Posted by: catherin 16 Jan 2015, 16:38
გამარჯობა დედიკოებო.ეხლა გავხდით 6 თვის და ბოსტნეულიდან რას მირჩევთ რო დავუწყო?ფაფები დავიწყეთ 2 კვირაა.ყვავილოვანი და ყაბაყი გავასინჯე ცოტ-ცოტა და მგონი მოეწონა.კარტოფილი ცარიელი არ ჭამა,გულს ირევდა.თავიდან როგორც ვიცი ერთი სახეობის ბოსტნეულის პიურე უნდა მივცე და სრული კვება რომელი ჯობია?თან ალერგიულიც რო არ იყოს smile.gif

Posted by: garfield1 16 Jan 2015, 16:41
Mafanya
რომ დამძიმდება ნახავ მერე. ბავშვი მიჩვეული თუ იყო რაღას ერჩოდი გოგოო biggrin.gif
მეც ძაან მენატრება მაგრამ თავისით რომ იძინებს მაგ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ,ამხელა ტანკს რა დააძინებს ხელში
Princess
ზოგს სამ წლამდე ხელში დაძინება უნდა

Posted by: Chloe 16 Jan 2015, 16:41
Princess
სანტეს რომ აქვს ყველი მაგას ვგულისხმობდი.
კარფურის ისე არ გამხსენებია საერთოდ. ქარხნულია ხომ ეგ სულგუნი?


მე ვაჭანჭყარებ 9 თვის ბავშვს და ვერაფრით მივაჩვიე თავისით დაძინებას. ეგ არ იკმარა და ეხლა ჩემს საწოლში ნავარდობს. თავის საწოლში როგორც კი ვაწვენ ეგრევე წამოხტება ხოლმე და ტირის რომ გადავაწვინო. რომ მგონია რომ ღრმად სძინავს და არ გაეღვიძება გადაწვენილი არ არის რომ აჭყიტავს თვალებს. თუ შემთხვევით ვერ გაიგო რომ გადავაწვინე მაშინ დილას 7ზე წამოხტება ხოლმე და მთხოვს გადმოყვანას. ვერ გავიგე რამე აწუხებს თუ ზნე გაუფუჭდა smile.gif

Posted by: Princess 16 Jan 2015, 16:48
Mafanya
QUOTE
სანამ ხელში მეტეოდა ხელში ვაძინებდი.

წელი და ხერხემალი არ გეცოდება? ჩახუტება და უწი პუწი შაბათ კვირას biggrin.gif
მე რა უგულო დედა ვარ )))))

Chloe
QUOTE
ზნე გაუფუჭდა

yes.gif biggrin.gif

Posted by: Chloe 16 Jan 2015, 16:57
Princess
საღამოს საუკუნე ვუნდები დაძინებას, ძნ რომ ამომივიდა ყელში 2 დღის წინ დავტოვე ოთახში ნაჩნიკი ჩართული მუსიკა ჩავურთე დაბალ ხმაზე და გამოვედი. ნუ 1 საათი ტიროდა და მოთქვამდა. ისეთი გაცოფებული ვიყავი ალბათ საერთოდ არ შევიდოდი ოთახში smile.gif მერე მამა მოვიდა და დააძინა smile.gif იმის მერე მაიგნორებს, არ მეკონტაქტება smile.gif
მე მაინც მგონია რომ რაღაც აწუხებს და იქნებ მართალი ვარ biggrin.gif

Posted by: tlikina 16 Jan 2015, 19:47
garfield1
3 წლამდე Lოგინში ძილის წინ Bოთლით ჭამდა smile.gif) ერთ დღEს გული აერია ჭამის Mერე და იმ დღიდან აღარ უნდოდა

Posted by: teklikie 16 Jan 2015, 22:50
Chloe
მე გავაკეთე დღეს ეგრე აი წყობილებინდა რომ გამომიყვანა დავაგდე და დაიძნებს თქო ზუსტად 1 საათი ტიროდა, აი სულ დაისია თვალები. მერე ჭამმის დრო მოვიდა ვაჭამე თვალებსბ ლულავდა დაღლილობისგან მარა მაინც არ დაიძნა სანამ ხხელში არ ავიყვანე.






აუ გოგოებოო რა მაინტერესებს ეს ძილი ნებისა ფაფებია როა ანუ ღამე უნდა აჭამო? და ფაფას ხო დღეში ერთხელ ირებენ და რატომ უნდა აჭამო მაინც და მაინც ღამე და თან ეგ ფაფა, ხო შეიძლება დღე მისცე სხვა, თუ 2 ჯერ ჭამენ და მაგიტომ?

Posted by: Chloe 17 Jan 2015, 00:54
teklikie
დღესაც 1 საათი დამჭირდა რომ დაეძინა, არადა ისეთი დაღლილი იყო რომ აღარც თამაშობდა. ჩენს საცოლშიც ესე Vერ ვტოვებ , თორემ გადმოხტება და ვარ ესე ამირანივით გამომწყვდეული სიბნელეშიsmile.gif

Eგ ფაფები უბრალოდ არის უფრო თხელი ვიდრე ჩვეულებრივი ფაფები და თუ ძილის წინ თუ აჭმევ არ დაამძიმებს . მოსანელებლად უფრო მარტივია

Posted by: qeetii 17 Jan 2015, 01:06
Chloe
აუ ხაჭოს გაკეთებაზე მაინტერესებს ყველაფერი, რომელი რძით აკეთებ რამდენ გრამ რძეზე ასხავ ერთ ამპულა კალცს, რამდენი ხანი უნდა ვადუღო, უნდა ვურიო სულ თუ არა, აი საერთოდ აზრზე არ ვარ და თუ არ გეზარება დამიწერე რა smile.gif

Posted by: Chloe 18 Jan 2015, 01:27
qeetii
რეცეპტში წერია რომ 100 მლ უმ(აუდიღარ) რძეს უნდა დაამატო 1-2 ჩ.კ კალციქლორატი( იყიდება რეცეპტით) და წამოადუღო. ეგ 2კოვზი გამოვიდა 1 ც 5მლ ამპულა. როგორც კი ცხელდება რძე იჭრება და არაფერი მორევა არ უნდა, მერე გადაწურავ და რამოდენიმე წუთი დატოვეB საწურზე რომ ბოლომდე გაუვიდეს შრატი. ამ პორციით გამოდის 20გრ ხაჭო.

Posted by: garfield1 18 Jan 2015, 01:33
Chloe
მაწვითაც კარგად იჭრება რძე,იგივე პრინციპით,ცხელ რძეში მაწონს აურევ და აიჭრება,მერე გადაიტან საწურზე და მშვენიერი ხაჭო გამოდის.
მე სანტინოს რძით და მაწვნით ვუკეთებდი თავიდან და მერე პირდაპირ სანტინოს ხაჭოზე გადავედი

Posted by: qeetii 18 Jan 2015, 01:34
Chloe
მადლობა, კალცის რეცეპტი მაქვს და რძეს რომელს ხმარობ, რომელი ჯობს? თითქმის 4.5 თვისაა, ვიცი რო ტავიდან ცოტ-ცოტა უნდა გავასინჯო მაგრამ დამავიწყდა პედიატრმა როგორ მითხრა რამდენ გრამზე გაჩერდიო და ერთი კვება უნდა ჩაანაცვლოს თუ დამატებით უნდა მივცეხოლმე ხო არ იცი?

Posted by: garfield1 18 Jan 2015, 01:42
qeetii
8 თვემდე საერთოდ არ უნდა ხაჭო sad.gif
და მერეც ძალიან ცოტა . ცილებს შეიცავს დიდი რაოდენობით და თირკმელებისთვის არაა კარგი,ზოგი ექიმი,ჩვენი მაგალითად წლამდეც არ ურჩევს და 4,5 ძალიან პატარაა ჯერ ზოგადად დამატებისთვის და ხაჭოსთვის მითუმეტეს

Posted by: Chloe 18 Jan 2015, 01:54
garfield1
მაწვნითაც იგივენაირად გემრიელია ? კეფირითაც გავუკეთე , მაგრამ მომეარო გემო ქონდა და აღარ ვუკეთებ. მაწონი 1 ჩკ ყოფნის 100მლ რძეს ?
qeetii
ჩვენ პედიატრმა 8თვიდან დაგვინიშნა. ჯობია რომ ჯერ არ აჭამო. მაგ ასაკში არ ვიცი რამდენად ღირს დამატების მიცემა. მე 5თვიდან დავაწყებინე ფაფა და ნელნელა მივყვებით მენიუს smile.gif
რძეს ვყიდულობ სოფლის ნობათს 1,5%იანს.
თავიდან 1ჩკ მივეცი და ნელნელა მოვუმატე. 9თვის ასაკში 50გრ შეგიძლია აჭამოო. მე ვაძლევ 40გრ ხაჭოს პეჩენია გარეულს და Fორმულას 1 კვებად. მარტო ხაჭოს ცალკე კვებად არ ვაძლევ. 11 თვიდან ხაჭო და ხილი ერთმანეთში არეული შეგოძლია მისცე.

Posted by: garfield1 18 Jan 2015, 01:58
Chloe
ნახევარ ლიტრ რძეზე 250 გრამი მაწონი უნდა მგონი და ხაჭო რამდენი გამოდის ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ჰიპის ხილფაფების ქილა რომაა,აი ეგ ივსება . გემრიელის რა გითხრა,ეს ჭამდა და მოწონდა,მე არ გამისინჯავს არასდროს

Posted by: qeetii 18 Jan 2015, 02:33
garfield1
Chloe
ბოლო 10 დღეში 40 გრამი მოიმატა, თავის ფორმა არ.მომწონსო და დ ვიტამინის დოზაც გაგვიზარდა და ხაჭო დაგვინიშნა, ვკითხე პედიატრს ყველას ენიშნება თუ ამას სჭირდებათქო და ამას სჭირდება აუცილებლადო. უცძოურ საიტებზე კი წავიკითხე ხაჭო 6-8 თვიდან წერია, მაგრამ ყბელა ხო ინდივიდუალურია და იქნებ მართლა სჭირდება და უჭმელობით უფრო არ ვავნო. მე მითხრა კალცით გააკეთეო.

Posted by: blblbl 18 Jan 2015, 02:55
qeetii
შენი საქმის ს/ენ იცი მაგრამ ამ შემტვევასი ჭამით უფრო შეიძლება ავნო,სხვა ექიმთან თუ გადამოწმებდი არ იქნებოდა ურიგო,ძალიან ადრეა ხაჭო მაგ ასაკზე ,მარტო თავის ფორმის არ მოწონებით არ ინიშნება ხაჭო და არ დგიდნება კალცის ნაჯკლებობა,კალცის ანალიზი უდან გაკეთდეს და ეს უდნა გაეკეთებინა ექიმს პირველ რიგში smile.gif

Posted by: Chloe 18 Jan 2015, 08:55
qeetii
პირდაპირ ვიტამინი არ დაგინიშნათ, მაგრამ კალციუმს გიმატებთ. შეიძლება სჭირდება კალციუმი, მაგრამ ხაჭოს მიცემაზე უკეთესი ვარიანტიც იყოს smile.gif სხვა პედიატრთან ღირს გადამოწმებაsmile.gif

Posted by: FoXy 18 Jan 2015, 09:59
qeetii
ნორმალური ექიმი ყველა გეტყვის, რომ ხაჭოში ძალიან ცოტა კალცია, ცარიელი ცილებიაო, რაც თირკმელებზე მოქმედებს+ ანალიზი 20 ლარამდე ჯდება და ღირს გაკეთებაsmile.gif

ყველამ თავისი ბავშვის თვითონ იცის, ადრე დაბადებიდან მაწონზეც ზრდიდნენ და არაფერი მოსვლიათsmile.gif

მე ისე ავითვალწუნე ხაჭო , იშვიათად ერთ კოვზს ვუმატებ მაწონს...

ქუთაისში ნათესავის ბავშვს დაუნიშნეს კალცი, ავუხსენი, რომ იაშვილში ყველა ექიმი აპროტესტებს კალცის უანალიზოდ მიცემას, კრუნჩხვებს იწვევს ბავშვებში, მაინც აძლევდა... ამ წამლების უმეტესობას ანოტაციაში 2 წლიდან უწერია ან 6 წლიდან...

ღმერთმა ყველას ჯანმრთელები გაგიზარდოთsmile.gif

Posted by: qeetii 18 Jan 2015, 15:06
garfield1
Chloe
blblbl
FoXy

მაინცდამაინც ძალაზე კი არ ვარ ხაჭო უნდა ვაჭამოთქო, უბრალოდ რო მითხრა სჭირდება ამასო მაგიტო ვიკითხე smile.gif წავიკითხე სტატიებიც და ხელოვნურისთვის 6 თვიდანო და ბუნებრიბისთვის 8 თვიდანო. არ მივცემ, მაგრამ რა ვქნა ვეღარ გავიგე sad.gif( ნამატიც ცოტა რო აქვს თან.. კალცის ანალიზი 1.5 თვეზე გაგვაკეთებინა. აბა ვისთან მივიყვანო კოორდინატები დამიწერეთ და მივიყვან, სხვა რა გავაკეთო..

Posted by: garfield1 18 Jan 2015, 15:09
qeetii
კალცი ჭირდებაო რომ ეთქვა კიდე ხო და აი ხაჭო რაში ჭირდება ძაან უცნაურია, კალცი თითქმის არაა მაგაში და მასეთი პატარა ცოდოა ძალიან. ხელოვნურის ბავშვებს ზუსტად ვიცი რომ 8 თვიდან უნიშნავენ და ჩვენ 11 თვიდან ან წლიდან, დაახლოებით ასე დაგვინიშნეს.
ვისთან დაგყავს ეხლა ? მე ჯაბა ყიფიანი მომწონს მედიქლაბში ძალიან .

Posted by: qeetii 18 Jan 2015, 15:35
garfield1
თემო თურმანიძესთან არაა ცნობილი. ეგ ყიფიანი და კიდე რცხილაძესაც ხო აქებენ თუ ყიფიანი ჯობს?

Posted by: garfield1 18 Jan 2015, 15:40
qeetii
კი რცხილაძეც ძალიან კარგია.
ჩემ მეგობრებს დაყავთ მაგასთან და გიჟდება ყველა
უბრალოდ ყიფიანი მე იმიტომ მომწონს რომ წინა დღეს შეგიძლია ჩაეწერო და რცხილაძესთან ეგრე ადვილად ვერ მოხვდები
ხო კიდე თავის ფორმა არ მოეწონაო, აი ეგ ძაან სასაცილო დიაგნოზია, მაგით არაფრის დადგენა არ ხდება საერთოდ, ესე ერთI არ მოწონებით.
ჩემ შვილს აქვს დიდი თავი, გარშემოწერილობა ანუ, მშობლებიც სათითაოდ გაგვზომეს, მერე ცხრილები შეადგინეს + ნეიროსონოგრაფიაც გადავუღეთ თავიდან და ანალიზებსაც გადახედეს და ისე გამოიტანეს დასკვნა რომ არაფერი პრობლემა არაა, უბრალოდ გენეტიკურია და ასე ფორმა არ მომწონსო, ძაან სისულელეა, მე შენს ადგილზე აუცილებლად გამოვცვლიდი მაგ ექიმს .

Posted by: SPC 18 Jan 2015, 15:45
რცხილაძის კიდევ ერთი პლიუსი ისაა რომ მეილზე მპასუხობს ყოველთვის



Posted by: Chloe 19 Jan 2015, 00:34
qeetii
გასაგებია რომ საკუთარი სურვილით არ გადაგიეყვეტია, უბრალოდ როგორც სხვებმაც დაწერეს ცოტა ბუნდოვანი მიზეზია ხაჭოს დასანიშნად. მე დამყავს თემყრ მიქელაძესთან. არის კურაციოში, ბავშვთა ახალ კლინიკაში და სახლშიც ღებულობს.

Posted by: qeetii 19 Jan 2015, 02:14
garfield1
Chloe
მადლობაა, გადავამოწმებ რომელიმესთან აუცილებლად

Posted by: sniferi 19 Jan 2015, 13:10
გოგოებო 7 თვის პატარა მყავს. აღარ ვიცი რა ვაჭამო ხოლმე.თქვენ რას უმზადებთ? ტევზიც გავასინჯე და ადრე ხო არაა ? პედიატრისთვის არც მიკითხავს

Posted by: blblbl 19 Jan 2015, 14:38
sniferi
კი ადრეა რა თქმა უდნა 10 თვიდან უდნა მისცე თევზი,პედიატრის გარეშე ნურაფერს ასინჯებ,მაგ ასაკის მხოლოდ ფაფებს და ბოსტნეულის პიურეს უდან წამდეს პლიუს ძუძუს ან ფორმულას

Posted by: maru-maru 23 Jan 2015, 16:14
აუ გოგოებო რამდენი სადილის კოვზია 30 გრამი ფაფა? და 6 თვისას რამდენ კოვზე რამდენი მლიტრი წყალი უნდა დავუსხაა ნორმოა როგორაა საოცრად გაუგებრად აწერია ყუთს

Posted by: FoXy 23 Jan 2015, 16:47
maru-maru
თვალის მიხედვით თუ გააკეთებ, ყუთზე რაც აწერია ძალიან სქელი გამოდის. 30გ ჩაასხი ბავშვის ბოთლში წყალი და მიხვდები რამდენია, დაახლოებით 2ს/კ ალბათ, პ.ს. ფაფას, რომ გააციებ 37მდე უფრო გასქელდება გაითვალისწინეsmile.gif

Posted by: tatusia 26 Jan 2015, 01:44
გოგოებო რა თევზს აჭმევთ თქვენს პატარებს, როგორ უმზადებთ და სად ყიდულობთ?

Posted by: ciko_88 29 Jan 2015, 17:44
QUOTE (tatusia @ 26 Jan 2015, 01:44 )
გოგოებო რა თევზს აჭმევთ თქვენს პატარებს, როგორ უმზადებთ და სად ყიდულობთ?

ბაზარში ან მარკეტში ცოცხალ კალმახს ვყიდულობდი ვიხარშავდი და სუპში ვურევდი ხოლმე. ან თუ არ მოეწონა ცარიელიც მიჭმევია.
* * *
QUOTE (maru-maru @ 23 Jan 2015, 16:14 )
აუ გოგოებო რამდენი სადილის კოვზია 30 გრამი ფაფა? და 6 თვისას რამდენ კოვზე რამდენი მლიტრი წყალი უნდა დავუსხაა ნორმოა როგორაა საოცრად გაუგებრად აწერია ყუთს

1 სუფრის კოვზია
* * *
QUOTE (bastuka @ 13 Nov 2014, 13:06 )
garfield1
Pumpula

მადლობა გოგოებო პასუხისთვის.
მეც კვირაში ორჯერ ვარიანტს ვეთანხმები უფრო.  ასე მგონია ნაწლავები ზედმეტად დაეტვირთება უცებ რომ მივაყარო ყოველდღე. ჩემი პედიატრი (პოლიკლინიკაში უბნის) ახლობელია , თითქოს აქამდე მომწონდა და ეხლა კვებაზე ისეთი საოცარი რაღაცეები მითხრა გადავირიე. მაწონიო, ხაჭოო, კვერცხიო შეგიძლია ცოტ ცოტა დაუწყო უკვეო ... ეს ყველაფერი მითხრა 6 თვის რომ გახდა მაშინ.. smile.gif გახსენებაზე კვერცხი როდიდან დაუწყეთ და როგორ ? ბოსტნეულის პიურეში შევურიო? 
საერთოდ აღარ მახსოვს ეს დეტალები პირველი შვილის გამოცდილებიდან ,


Pumpula

QUOTE
ramdeni tvisaa?  xilidan ravi vashli albat jer mxolod cocxlad..danarcheni xili xilfafebis saxit


7 თვისაა. ანუ აფთიაქებში რომ იყიდება ქილებში ხილფაფა?

ცოცხლად ვაშლი კი მიმიცია და ხილ ფაფა ნაყიდს არ ვაჭმევ შაკარს შეიცავს ბევრს და რკინას და ვიტამინები ნაკლებადააო ასე ვიცი. და ხილ ფაფა როგორ შეილება კიდე გავაკეთო ჩემით? გახეხილი ვაშლი მაწონი ცოტა ხაჩო პეჩენია ჩაფშვნილი ბანანის აგარ ვიზავ რადგან ცუდი შემოდის და სხვა რა შეილება კიდე კივი?
* * *
QUOTE (bastuka @ 9 Jan 2015, 22:25 )
გამარჯობათ გოგოებო.გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს!

ჩემი შვილი 9 თვის გახდა უკვე, ჩვენი მენიუ ასეთია:

დილას რძე, 11 ზე ფაფა გახეხილი ვაშლით, 3-4 ზე სადილი- ბოსტნეულის პიურე ხორცით ან უხორცოდ 6-7 ზე იოგურტი ან ხილფაფა ქილის, 9ისთვის პეჩენია და რძე და 10 ის ნახევარზე იძინებს. ღამე ძუძუკა.

მინდა ცოტა გავუმრავალფეროვნო მენიუ და რას მირჩევთ რა დავუმატო ? კვერცხის გული როდიდან უნდა მივცე ან ხაჭო,ყველი? საღამოს იოგურტი რითი შემიძლია ჩავუნაცვლო?

შესაძლებელია ბავშვს დამატებით მიეცეს : 8 ტვის
1. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ბურღულეულის ფაფა.
2. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ბოსტნეულის პიურე.
3. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ხილის ფაფა– პიურე.
4. ხილის წვენი – 85 – 125 მლ.
5. წყალი მოთხოვნილების მიხედვით.
6. შერჩევითად დაემატოს ახალი ხორცი, კვერცხის გული, ლობიო, ხაჭო (4 სუფრის კოვზი), ნადუღი, მოხარშული თევზი.
7. დაემატოს მოხარშული ბოსტნეული, გამომცხვარი ხილი.
8. საერთო სადილიდან მცირე რაოდენობის სხვადასხვა კერძი.
9. შეუძლია მიიღოს რძის ფხვნილი და მაწონი 1 ფინჯანი.

Posted by: E_ko 29 Jan 2015, 18:50
ciko_88
QUOTE
ხილის წვენი – 85 – 125 მლ.

რა საჭიროა? მაგას ბევრად ჯობია ხილის პიურე.
QUOTE
რძის ფხვნილი

ეს ვერ მივხვდი რას ნიშნავს? ფორმულა?

Posted by: garfield1 29 Jan 2015, 19:08
მიქელაძემ გამომატანა კვების ფურცელი და თევზი წერია წლიდან, 8 თვე ზედმეტად ადრეა თევზისთვის

Posted by: tatusia 30 Jan 2015, 17:04
ciko_88
4 სუფრის კოვზი ხაჭო მე მგონი ძალიან ბევრია.

Posted by: Miss tulip 2 Feb 2015, 16:57
თევზი მეც წლიდან მივეცი, მანამდე არაა რეკომენდირებული, როგორც მიქელაძემ მითხრა. ხაჭო კიდევ 9 თვიდან მივეცი, ისიც ცოტა რაოდენობა. რაც შეეხება ხაჟო-მაწონის სრულ კვებად მიცემას წლის მერე დავუწყე. ამ პედიატრებს ვერაფერს გაუგებ, ყველა სხვდასხვას იძახის. ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს.

Posted by: nikotea 12 Feb 2015, 21:25
გოგოებო შVიდი თVის ბავშვის კვება დაცერეთ თუ შეგიდძიათ.
* * *
გოგოებო შVიდი თVის ბავშვის კვება დაცერეთ თუ შეგიდძიათ.

Posted by: MaryElla 13 Feb 2015, 20:56
მოგესალმებით
ჩემი პატარა 10 დღისაა, ხელოვნურ კვებაზეე მყავს (ჰუმანა). ცოტას ჭამს და ჯერ მატება არ გვაქვს.
მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ? ძალიან განვიცდი sad.gif
ლაქტორალი, ინესტომი და ვიტამინი ე დაგვინიშნეს... რადგან ცოტას ჭამს, შესაბამისად, ამეებსაც ცოტას იღებს...

Posted by: nopiahopi 13 Feb 2015, 23:10
MaryElla
ჩემს 200 გრამი ქონდა მომატებული 14 დღისას და კარგი შედეგიაო, მაგრამ 10 დღისას დაბადების წონაც რომ იყოს, არააო საშიში.
წესით ახლა უნდა დაიწყოს წონის აკრეფა.
QUOTE
ცოტას ჭამს და ჯერ მატება არ გვაქვს.

რამდენ მილიგრამს სვამს?

Posted by: MaryElla 15 Feb 2015, 02:11
მაგალითად გუშინ ღამე პირველ ჭამაზე 30 გრამი ჭამა, მეორეზე 50 გრამი. დიდი ამბით იწყებს ჭამას, მაგრამ მალევე იძინებს და ჩერდება.

Posted by: bususxuna 12 Mar 2015, 23:32
MaryElla
ჩემიც დაახლოებით ეგრეა და ზონდით აჭმევენ, ექიმმა დუნე წოვის დიაგნოზი დაუსვა, და გსმენიათ რამე ამაზე?

Posted by: north 26 Oct 2015, 09:19
ამოვწიოთ ეს თემა

--------------------

Posted by: pearlgirl 26 Oct 2015, 10:24
აუ ხო რა, არ ვიცოდი ამ თემის შესახებ და ცალკე გავხსენი მაგრამ თუ არის აქ ჯობია. იმდენი რამეა აზრებია გაცვლა გამოცვლა არ გვაწყენდა smile.gif
* * *

Posted by: ai-t-ai 29 Oct 2015, 15:36
რომელ დამატებას აძლევთ ბავშვებს, გოგოებო?
სელია მისცეს სამშბიაროში და სახლშიც გავაგრძელეთ, მაგრამ ამ საკითხში გარკვეული არ ვარ და იქნებ მირჩიოთ რამდენნად კარგია სელია ან რამე უკეთესი მირჩიოთ...

Posted by: ninikei13 29 Oct 2015, 17:11
გადავიკითხე სულsmile.gif)) ბევრ კითხვას გავეცი პასუხი

Posted by: pearlgirl 29 Oct 2015, 17:13
QUOTE (ai-t-ai @ 29 Oct 2015, 15:36 )
რომელ დამატებას აძლევთ ბავშვებს, გოგოებო?
სელია მისცეს სამშბიაროში და სახლშიც გავაგრძელეთ, მაგრამ ამ საკითხში გარკვეული არ ვარ და იქნებ მირჩიოთ რამდენნად კარგია სელია ან რამე უკეთესი მირჩიოთ...

სამშობიაროში რახან სელია მისცეს და ბავშვმა კარგად მიიღო გააგრძელეთ სელიათი. სელია კარგია ისევე როგორც ნუტრილაკი ჰუმანა სემპერი smile.gif უბრალოდ ერთს რო მიღებს უპრობლემოდ გამოცვლა აღარ უნდა smile.gif

Posted by: slipko 30 Oct 2015, 09:58
გოგოებო ფრუტო ნიანის ფაფები სდ იყიდება ვერ დმეხმარებით

Posted by: garfield1 30 Oct 2015, 10:07
slipko
კარფურშია ხილის პიურეები,ისე ფაფები არ ვიცი,მაგრამ უფრისზე ვცადე მე და ისეთი საზიზღრობა იყო,სულ ზედ მაფურთხა. სუნიც საშინელი აქვს

Posted by: ai-t-ai 1 Nov 2015, 15:56
pearlgirl

მადლობა რჩევისთვის 2kiss.gif

Posted by: nino.t 3 Nov 2015, 14:17
QUOTE (ai-t-ai @ 29 Oct 2015, 15:36 )
რომელ დამატებას აძლევთ ბავშვებს, გოგოებო?
სელია მისცეს სამშბიაროში და სახლშიც გავაგრძელეთ, მაგრამ ამ საკითხში გარკვეული არ ვარ და იქნებ მირჩიოთ რამდენნად კარგია სელია ან რამე უკეთესი მირჩიოთ...

მე ნუტრილონს ვაძლევ თავიდანვე, უკვე 6 თვის არის და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ გვქონია არაფერზე პრობლემა. ჩემს ირგვლივაც რომ გავიკითხე ძალიან აქებს ყველა. უბრალოდ ცოტა ძვირია სხვა რძესთან შედარებით და ეგ არის - 23 ლარამდე ღირს დაახლოებით
* * *
გოგოებო ხაჭოს როგორ უმზადებთ ბავშვს? პედიატრი მეუბნება ჩვეულებრივად აჭერი ის რძე რასაც აძლევო. არადა რა რძესაც ვაძლევ აწერია რომ წამოდუღება არ შეიძლება და უბრალოდ თბილი წყალი უნდა დავასხა. ვისაც ვკითხვე ყველა სხვადასხვაგვარად ამზადებს. იქნებ გქონდეთ ნორმალური რეცეპტი.

Posted by: ai-t-ai 3 Nov 2015, 14:38
nino.t

ნუტრილონით გავზარდე პირველი ბავშვი და მართლა ძალიან კმაყოფილი ვიყავი.
უბრალოდ ეს 4 წლის წინ იყო და მას შემდეგ იმდენი ახალი საკვები შემოვიდა ბაზარზე, რომ დავიბენი აფთიაქში.

ხაჭოს რაც შეეხება, მე პირადად, სანტისინოს ვაძლევდი, სახლში არასდროს გამიკეთებია.

Posted by: cicatridina 4 Nov 2015, 19:14
ჩემი გოგო 7 თვისაა და 2კვირისს, მაწონი დავიწყეთ ეხლა, აქამდე ქარხნულ მაწონს ვაძლევდი, რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა მომცა სოფლიდან ჩამოტანილი რძე და მაწონი მე თვითონ შევუყენე. სამი დღეა ბავშვი შეიკრა, გაზები დაუგროვდა და ჭამაზე ძალიან მაწვალებს, თითქმის უარს ამბობს ჭამაზე. ჩემი დედამთლი მაგ მაწონს უკავშირებს, შეიძლებოდა რომ სამ-ოთხ მიღებას ესეთი შედეგი გამოეწვია? პ.ს. კვირა ნახევრის წინ ზინატს ვსვამდით.
ხაჭო.
200გ ცივ რძეს (ქარხნულს) დავუმატებთ 2ჩ/კ კალციუმის ქლორიდს 10% იანს, მოვურევთ შეუჩერებლად და მივიყვანთ ადუღებამდე.გადმოვდგამთ ცეცხლიდან და გავაგრილებთ ოთახის ტემპერატურამდე.გავწურავთ დოლბანდში, მოვათავსებთ ქილაში და ვდგამთ მაცივარში.

Posted by: ninikei13 4 Nov 2015, 19:18
cicatridina
მე ვიცი რომ არ შეიძლება სოფლის რძე და მაწონი...მითუმეტეს 7თვისაა sad.gif

Posted by: zviozvio 4 Nov 2015, 19:56
სამი წლის ბავშვისთვის მადისმომყვანი ჟელატინები რომაა რა ქვია და სად იყიდება?

Posted by: garfield1 4 Nov 2015, 20:33
cicatridina
მაწონი მაგ ასაკზე ადრეა და ძროხის რძე ,მითუეტეს სოფლის,წლამდე იკრძალება

Posted by: droeba 4 Nov 2015, 23:38
QUOTE (garfield1 @ 29 Jan 2015, 19:08 )
მიქელაძემ გამომატანა კვების ფურცელი და თევზი წერია წლიდან, 8 თვე ზედმეტად ადრეა თევზისთვის

მიქელაძის კვების ფურცელში 8-9 თვეხე როგორი კვება წერია? სმას ფაფას დილა შAღამოს ვაძლევ,სხვადასხვას და ბევრი ხომ არ მოვა?ღამე რა ვაჭამო აღარ ვიცი

Posted by: garfield1 4 Nov 2015, 23:58
droeba
პირველი და ბოლო კვება რძე უნდა იყოს წლამდე
წლიდან სასურველია ბოლო კვება იყოს რძე,თუ არადა მაწონი ან რამე მსგავსი

Posted by: droeba 5 Nov 2015, 00:07
ფაფას 8 სკენ ვაჭმევ ხოლმე საღამის და მერე ძილის წინ წოვს მაინც..
ცოტა ლობიო შეიძლება ხომ ბოსტნეულოს პიურესთან ერთად?

Posted by: garfield1 5 Nov 2015, 01:12
droeba
კი სასარგებლოა ძალიან., სასურველია კანგაცლილი

Posted by: zvnidat 15 Nov 2015, 10:31
გოგოებო რძე შემიმცირდა საგრძნობლად,დამატებით ჰიპის პრეს ვაჭმევ,ძუძუს ღამისთვის ვიტოვებ ხოლმე,და დამატებითს 90 გრამს ჭამს მეტს ვერა და ნორმალურია ეს?2თვის ვხდებით 19ში

Posted by: jazzanova55 31 Jan 2016, 15:09
იქნებ ვინმეს გამოგადგეთ ეს ინფორმაცია : ჰიპის ბოსტნეულის და ხილის პიურეს ქილებში თუ აძლევთ ბავშვს, სუპერმარკეტ ჯორჯიტაში იყიდება 50 თეთრად. ერთს დავხედე, ვადა ამა წლის მარტში გასდიოდა და ალბათ მაგიტომ უნდათ თავიდან მოცილება.

Posted by: ReBelDiNaAa 1 Feb 2016, 01:51
მირჩიეთთ..6 თვის ხდება მალეე..ჭამს გრეჩიხის ჰუმანას ფაფას ვაშლით..ხილფაფებს ვაძლევდი ქლიავის შეკრულობის გამო და ეხლა გადის თავისით და აღარ ვუმატებ მაგას..რა ვქნა 6 თვიდან პიურე იწყება როგორც ვიცი და მეშინია კიდე არ შეკრასს..არადა რძე აღარ მოწონსს..ერთი ამბავია ჭამის დროს..1 საათი ვართობთ და ისე ვაჭმეევთთ rolleyes.gif

Posted by: J&J 1 Feb 2016, 02:25
jazzanova55
გაფუჭებული არ იყოს. საქართველოში ჩატანილი და დასაწყობებული მითუმეტეს. 1,35ევროს ვიხდი მე ქილაში. ერთს გირჩევთ: თავსახურს დააჭირეთ თითი და თუ ოდნავ ამოიწია ასი პროცენტით გაფუჭებულია.

Posted by: feri 3 Feb 2016, 20:46
მკურნალობასთან დაკავშირებით შეუწყვიტე ძუძუთი კვება... ვიწველი არ მინდა რო გამიქრეს მერე იქნებ ჩაიდოს ძუძუ ოირში და საწველით(დგუშივით საწველი მაქვს,მსხლის თავიანით წვეთი ვერ გამოვიწველე და საშინლადაც მეტკინა) ხო და რამდენხანში ერთხელ უნდა ვიწველო და რამდენი გრამი რო არ გაშრეს და შენარჩუნდეს რძ

Posted by: ratom86 4 Feb 2016, 01:43
garfield1
დედების თემაში ვნახე პოსტი, მადლობა, გამოხმაურებისთვის,
ე.ი მიქელაძემ დაგვინიშნა ჰიპის ჰიპოალერგიული,(თუმცა ალერგიული არ არის ბავშვი)
ჰოდა მუდმივად დეფიციტშია ეს საკვები,ხან სანზონაში დავდივარ, ხან ავლაბარში საბურთალოდან, დღეს რომ ვიყავი ბოლო წამოვიღე კიდევ ერთი აფთიაქიდან,
შევცვალოთთქო და არაო, ვეღარ გავიგე რა გავაკეთო, ექიმი შევცვალო თუ საკვები, ან ჩემი ინიციატივით როგორ შევცვალო,
ვინმე აჭმევთ ჰიპის კომბიოტიკს, ჰიპოალერგიულს?

Posted by: wkna 5 Feb 2016, 14:22
ჩემი შვილი ხდება 5 თვის,ეხლა დავაწყებინე ჰუმანას გრეჩიხის ფაფა დღეში ერთხელ ვაძლევ,ექიმმა აქამდე არ დაუნიშნა რადგან საკმაოდ დიდი ბავშვია თავის ასაკთან შედარებით,თქვენ რამდენად გაქვთ ასეტი გამოცდილება ?
ბანკის ფაფებს და პიურეს რამდენად აძლევთ ?
თქვენი გამოცდილება რომ გამიზიაროთ smile.gif
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: kato_stropa 8 Feb 2016, 17:50
ჯერჯერობით მე და ჩემი ქმარი ვერთობით givi.gif მაგრამ მისწრებაა მგონი უჭმელი ბავშვებისთვის

ერთისული მაქვს ალექსანდრემ ჭამა დაიწყოს love.gif
http://radikal.ru/big/74285621f0074dfb9aa9e3e25b391758

http://radikal.ru/big/27b798997c40435d8589368be24e7636

http://radikal.ru/big/3831319894a34625878fc0c4117cfd9b

http://radikal.ru/big/788cbf32674545009650bbde7be71d16

taktakuna love.gif დათუნა გყავს უჭმელი,თუ სწორად მახსოვს 2kiss.gif

Posted by: taktakuna 8 Feb 2016, 18:00
kato_stropa
რა ლამაზი რაღაცეებია biggrin.gif კი, უჭმელია ძალიან, მაგრამ ეგეთი რაღაცეების საკეთებელი არც ნერვი მაქვს და არც ნიჭი biggrin.gif

Posted by: kato_stropa 8 Feb 2016, 18:16
taktakuna
გოგო,უმარტივესი რაღაცეების გაკეთება შეიძლება,სულ არ უნდა ნიჭი და ნერვი 2kiss.gif jump.gif

ხელის 2 მოძრაობა
http://www.happy-giraffe.ru/community/23/forum/post/80820/

http://kulinyamka.ru/ukrashenie-bliud/bliuda-dlya-detey-i-ich-ukrashenie.html

ჩემთან გამოუშვი biggrin.gif სანამ ალექსანდრე გაიზრდება,დათუნაზე "ვიმეცადინებ" biggrin.gif

Posted by: blblbl 8 Feb 2016, 18:43
wkna
სწორია 6თვემდეც კი არ ინიშნება ფაფა თუ ამტება კარგი აქვს ბავშვს,ფაა ნაყიდი უნდა მისცე კი და პიურე როგორც გინდა ორივე შეგიძლია,უბრალოდ ეგ 6 ტვემდე არ გინდა,ჯერ ფაფას მიეჩვიოს

Posted by: TamoTamo1357 8 Feb 2016, 18:56
blblbl
თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა მაშინაც არ ინიშნება ფაფა? 6 თვემდე

Posted by: wkna 9 Feb 2016, 11:07
QUOTE (blblbl @ 8 Feb 2016, 18:43 )
wkna
სწორია 6თვემდეც კი არ ინიშნება ფაფა თუ ამტება კარგი აქვს ბავშვს,ფაა ნაყიდი უნდა მისცე კი და პიურე როგორც გინდა ორივე შეგიძლია,უბრალოდ ეგ 6 ტვემდე არ გინდა,ჯერ ფაფას მიეჩვიოს

მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

რადგან ხელოვნურ კვებაზე მყავს თითქმის დაბადებიდან,სამწუხაროდ ჩემი ცუდად ყოფნის გამო,ვიფიქრე დავუმატო ფაფა დღეში ერთხელ და ხილფაფები,ორგანიზმა რომ მიიროს დამატებით კვება,მარტო რძე თან ვეღარც აძღობს ასე ვთქვათ და ფაფა უფრო ანაყრებს,კარტოფილის პიურის მიცემა მეშინია ჯერ,რადგან ნაკლებ სასუქიანი ან უსასუქო ვერ ვნახე ვერსად sad.gif კუჭნაწლავზე პრობლემა ჰქონდა სამშობიაროდან და ძლივს მოვუწესრიგე და არ მინდა პიურემ ისევ რამე გამოიწვიოს,ამიტომ უპირატესობას მზა ფაფებს ვანიჭებ.ვფიქრობ ბოსტნეულის ფაფებიც ასეთივე მზა სახით შევუძინო.

Posted by: ChioChioSan 9 Feb 2016, 23:22
ფაფების ტოპ ბრენდები რომლებია?

სემპერი
ჰუმანა
ჰიპპი
ჰეინცი?



ნუტრიბენი გიცდიათ? როგორია?
ფარმადეპოს აქვს.




kato_stropa
აუ რა მაგარი ფოტოები დადე, საჭმელებიის.
შენ გააკეთე?
მეც უნდა ვისწავლო.

Posted by: blblbl 10 Feb 2016, 00:06
wkna
tყუილად ნერვიულობ,ფორუმულა სრულად საკმარისია 6თვემდე ბავშვისთის და სედის ყველა ის ვიტამინი რაც საჭიროა რომ მიიღოს,შეგიზლია მისცე მზა სახით ბოსტნეულიც შენი ნებაა smile.gif
* * *
TamoTamo1357
QUOTE

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა მაშინაც არ ინიშნება ფაფა? 6 თვემდე

არანაირი მნიშვნელობაა რ აქვს ხელოვნურზეა თუ ბუნებრივზე,მატება თუ კარგია 6 თვემდე არაფერი არ ინიშნება

Posted by: wkna 10 Feb 2016, 11:18
QUOTE

ChioChioSan
непокорная


QUOTE
ფაფების ტოპ ბრენდები რომლებია?

სემპერი
ჰუმანა
ჰიპპი
ჰეინცი?



ნუტრიბენი გიცდიათ? როგორია?
ფარმადეპოს აქვს.



ნუტრიბენს არ გირჩევ,ესპანური წარმეობისაა თუ ზუსტად ამხსოვს,ჰაინცი,ჰუმანა და ან ჰიპი სინჯე.მე პირადად ჰუმანას ვანიჭებ უპირატესობას.

Posted by: garfield1 10 Feb 2016, 11:31
wkna
ესპანური რომაა ცუდია?

Posted by: ChioChioSan 10 Feb 2016, 12:52
wkna
QUOTE
ნუტრიბენს არ გირჩევ,ესპანური წარმეობისაა თუ ზუსტად ამხსოვს,ჰაინცი,ჰუმანა და ან ჰიპი სინჯე.მე პირადად ჰუმანას ვანიჭებ უპირატესობას.

ხო, მართლა.
ესპანური რითია ცუდი?

Posted by: wkna 10 Feb 2016, 12:57
ჩემი ახლობელი მუშაობს ფარმადეპოში და არც მან არ მიქო,ზოგადად ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით ევროპულს უფრო ვანიჭებ უპირატესობას მე პირადად და სხვასაც ვურჩევდი,ემულგატორების შემცველობის გამო თუნდაც,თან ასევე ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე ეგრეთ წოდებული QRReader-ით შევამოწმე და ჰუმანაზე მიჩვენა რომ ჰუმანაა და ნუტრიბენზე არა.წარმოების ქვეყანას და შემადგენლობს ყოველთვის ძალიან ვაკვირდები.

Posted by: garfield1 10 Feb 2016, 13:03
wkna
და ესპანეთი ევროპა არ არის ?

Posted by: wkna 10 Feb 2016, 13:17
garfield1

რათქმაუნდა უბრალოდ აღარ დამიკონკრეტებია,არასწორად დავწერე smile.gif

გერმანია უნდა დამეწერა მხოლოდ ან ინგლისი,ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif

თუმცა ჰუმანას წინააღმდეგ რუსულ გადაცემა მაქვს ნანახი სადაც პირიქით ძალაინ ბევრი ცუდი თქვეს.

Posted by: mtasiqiteli 16 Feb 2016, 19:35
ვიმემ თუ იცის
ხელოვნურ საკვებზე როგორ გადავიყვანოთ 4 თვის ჩვილი?
ძუძუს გარდა არაფერს ჭამს.
მატყუარა და საწოვარა არ მოსწონს და ტირის
რამე სხვა საშუალება არ არის, მაგალითად მკერდის იმიტაცია ან სხვა რამე?


Posted by: J&J 17 Feb 2016, 02:06
mtasiqiteli
გამოიწურე და ბოთლით მიეცი ჯერ დღეში ერთხელ,მერე ორჯერ და ა.შ.
ბოლოს თანდათან ხელოვნურით ჩაანაცვლე. და თავიდან სხვამ აჭამოს ბოთლიდან. შენ თუ მიუჯექი სუნზე იგრძნობა ძუძუს და აღარ მოკიდებს ბოთლს პირს. საწოვარას რაც შეეხება,სულ უნდა შესთავაზო. როდესმე ჩაიდებს.

Posted by: pearlgirl 17 Feb 2016, 12:02
kato_stropa
QUOTE
გოგო,უმარტივესი რაღაცეების გაკეთება შეიძლება,სულ არ უნდა ნიჭი და ნერვი

აუჰ მე დამერხა, ესეთ რაღაცეებს მართლა არ ვიცი როგორ გავაკეთებ lol.gif რაღაც არამგონია. და ნეტა მჭამელი ბავშვი თუა არ არისს საჭირო ასე მორთვაა???? ჩემი მჭამელია კაიიი ჯერჯერობით დაა biggrin.gif ისე მე ბავშვობაში მამაჩემი კარაქიან პურზე მიხატავდა წიწილას,, თაგვს და ეგეთებს ძააან კარგად მახსოვს love.gif მაგარი მჭამელი ბავშვი ვიყავი მარა მიხაროდა jump.gif

Posted by: nimmer 17 Feb 2016, 12:08
kato_stropa
ძალიან საყვარლად გაგიკეთებია, რა დაუზარელი ხარ. მშურს შენნაირი ხალხის biggrin.gif

Posted by: ნინი21 18 Feb 2016, 14:50
5გოგოებო ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და რძის მომყვანი გამიგია ქერის ნახარში აი და თუ იცით რამდენად ეფექტურია და როგორ მზადდება?ან რამე სხვა ხომ არ იცით?მინდა რომ მეტი მქონდეს რძე

Posted by: wkna 24 Feb 2016, 12:02

გამარჯობა,

Semper-ი ბავშვის საკვები თუ გამოგიყენებიათ ?

გუშინ აფთიაქში მირჩიეს და მაინტერესებს თუ გაქვთ გამოცდილება.


Posted by: pearlgirl 25 Feb 2016, 14:57
wkna
კი ძალიან კარგია შვედურია სანდოა.

Posted by: wkna 25 Feb 2016, 16:08
pearlgirl

მადლობა,დღეს უნდა შევიძინო დავწერ როგორი შედეგი გვექნება smile.gif

Posted by: The Green 26 Feb 2016, 23:27
ჰუმანას და სემპერის გარდა გიცდიათ ვინმეს სხვა ბრენდის საკვები ჩვილისთვის ? (2 კვირის) მაგალითად ვინი ან სხვა რამ??

Posted by: wkna 27 Feb 2016, 10:43
The Green

გამარჯოა,1 კვირის იყო ხელოვნურზე რომ მომიწია გადაყვანა,დავაწყებინე ჰიპი და არ მოუხდა შეკრა,შემდეგ გადავიყვანე სელია ანტიკოლიკზე,გაზების პრობლემა რომ მოგვიგვარდა გადავიყვანე ცელია ექსპერტზე,თუმცა დაახლოებით 4 თვის შემდეგ აღარ მიიღო სულ უკან იღებდა,გადავიყვანე ჰუმანა არ-ზე ამოღების საწინააღმდეგოა და მერე ჰუმანას ჩვეულებრივი რძეც მივეცი,მაგრამ შეკრა ჰუმანამაც,და ზოგადად ჰუმანას ახასიათებსო პედიატრმა,ეხლა გადავიყვანე ნუტრილონზე და ჯერჯერობით კარგად იღებს,სემპერი მომეწონა როგორც აფთიაქში მირჩიეს მაგრამ პედიატრმა არ მირჩია,ამიტომ ვარჩიე ნუტრილონი,ძალიან კარგი ხარისხია,სხვა დედბის გამოცდილებითაც ნუტრილონს აქებენ და ფრისოს,შედარებით მაღალ ფასიანია თუმცა ხარისხი ძალიან კარგი აქვს.

შენს პატარას აქვს კუჭნაწლავზე პრობლემა ? გაზები ?

Posted by: API-TERAPEVTI 27 Feb 2016, 19:09
ბავშვებში უმადობა დედების უმრავლესობისთვის ნაცნობი პრობლემაა... თუ გსურთ ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად 100% ნატურალური ფუტკრის პროდუქციით დაგვიკავშირდით

Posted by: J&J 27 Feb 2016, 19:45
API-TERAPEVTI
თაფლმა შეიძლება ბოტულიზმი გამოიწვიოს და მოკლას ჩვილი, წლამდე საერთოდ აკრძალულია. facepalm.gif

Posted by: ninikei13 27 Feb 2016, 19:48
wkna
მე ვაჭმევ სემპერს,ახლა ახალ შეფუთვაშია გაუმჯობესებული ფორმულა,მაქსიმალურად დედის რძეს მიმგვანებული.ერთ-ერთი საუკეთესოა smile.gif

Posted by: API-TERAPEVTI 27 Feb 2016, 20:15
QUOTE (J&J @ 27 Feb 2016, 19:45 )
API-TERAPEVTI
თაფლმა შეიძლება ბოტულიზმი გამოიწვიოს და მოკლას ჩვილი, წლამდე საერთოდ აკრძალულია. facepalm.gif

თაფლმა შეიძლება მარა ქარხნულად დამზადებულმა დრაჟეებმა არა . ჩვენ გთავაზობთ ქარხნულად დამზადებულ ფუტკრის ნატურალურ პროდუქტს სხვადასხვა ბალახოვანი დანამატით . დრაჯების მიცემა შესაძლებელია იმ პერიოდიდან როდესაც ბაშვი იწყებს ღეჭვას და სითხეები 2 თვიდან იცავს ბავშვს ვირუსებისგან და აწესრიგებს იმუნიტეტს ფიზიოლოგიურ დონეზე

Posted by: garfield1 27 Feb 2016, 20:29
API-TERAPEVTI
"სხვადასხვა ბალახოვანი დანამატი" იქნებ განმარტოთ? smile.gif

Posted by: API-TERAPEVTI 27 Feb 2016, 20:37
QUOTE (garfield1 @ 27 Feb 2016, 20:29 )
API-TERAPEVTI
"სხვადასხვა ბალახოვანი დანამატი" იქნებ განმარტოთ? smile.gif

ეს არის ქარხნულად დამზადებული ფუტკრის ნარურალური პროდუქტი რომელსაც აქვს დამატებული სხვადასხვა ბალახები, მაგალითად ლავანდა, ანისული შალფეი და სხვა შეგიდზლიათ ნახთ ფეისბუკზე ანოტაციები და დეტალურად გაეცნოტ პროდუქტებს https://www.facebook.com/lena.luchko.3

Posted by: pearlgirl 29 Feb 2016, 12:00
API-TERAPEVTI
აი არ ვიცი რომელმა სრულჭკუაზე მყოფმა დედამ უნდა დაალევინოს 2 თვიდან ბავშვს ეს სხვადასხვა ბალახოვანი სითხეები? smile.gif

Posted by: garfield1 29 Feb 2016, 12:05
pearlgirl
აღარ დავწერე არაფერი იმდღეს
გეთანხმები , კიდე ეს გვინდა,ისედაც არ გვაკლია მსგავსი ჯადოები

Posted by: wkna 29 Feb 2016, 14:51
ninikei13

მე ნუტრილონზე გადავიყვანე,პედიატრმა თავი გაიგიჟა ნუტრიბენი და სემპერი ერთი ხარისხია და ნუტრიბენი ჯობიაო,ამ ექიმებსაც რა მაფიაა არ ვიცი რა smile.gif)
ამიტომ ავდეექი და ნუტრილონზე გადავიყვანე რომელიც ვიცი რომ კაია smile.gif)

Posted by: API-TERAPEVTI 29 Feb 2016, 15:10
QUOTE (pearlgirl @ 29 Feb 2016, 12:00 )
API-TERAPEVTI
აი არ ვიცი რომელმა სრულჭკუაზე მყოფმა დედამ უნდა დაალევინოს 2 თვიდან ბავშვს ეს სხვადასხვა ბალახოვანი სითხეები? smile.gif

წაიკითხეთ დეტალურად და მიხვდებით რაზეა ლაპარაკი https://www.facebook.com/apiterapevti

Posted by: Splash 29 Feb 2016, 15:16
wkna
მე ვაჭმევდი სემპერის ფაფებს, ბოსტნეულის პიურეებს და ხილფაფებს. ერთადერთი კომპანიაა, რომელზეც არ გამიგია არაფერი საეჭვო (ნესტლეს, ჰუმანას და ჰიპისგან განსხვავებით). თან შედარებით ახალი შემოსულია.

Posted by: pearlgirl 29 Feb 2016, 16:35
API-TERAPEVTI
ვნახე და მყოფნის გონიერება რომ ესეთი რაღაცეების არ მჯეროდეს. ზღაპარია და იმიტომ smile.gif
* * *

wkna
ეგენი ყველა კარგია რომელიც მოეწონება და მოუხდება ბავშვს ის შეგიძლია აჭამო და არა პედიატრის ამორჩეული.
* * *
Splash
სემპერი ცუდიაო რომელი პედიატრიც იტყვის და სხვა კონკრეტულს გირჩევს ესეიგი ის პედიატრი არაკეთილსინდისიერია smile.gif

Posted by: API-TERAPEVTI 29 Feb 2016, 17:07
QUOTE (pearlgirl @ 29 Feb 2016, 16:35 )
API-TERAPEVTI
ვნახე და მყოფნის გონიერება რომ ესეთი რაღაცეების არ მჯეროდეს. ზღაპარია და იმიტომ smile.gif
* * *

wkna
ეგენი ყველა კარგია რომელიც მოეწონება და მოუხდება ბავშვს ის შეგიძლია აჭამო და არა პედიატრის ამორჩეული.
* * *
Splash
სემპერი ცუდიაო რომელი პედიატრიც იტყვის და სხვა კონკრეტულს გირჩევს ესეიგი ის პედიატრი არაკეთილსინდისიერია smile.gif

ვისაც გვჯერა გაგავტარეთ ექიმებს გვჯერა ფუტკრის და მისი პროდუქტებისაც smile.gif)))))

Posted by: pearlgirl 29 Feb 2016, 17:37
API-TERAPEVTI
იცით რა არის 1 წლამდე ბავშვთან დაკავშირებით გეტყვით რო პირდაპირ დანაშაულია მაგ იმუნიტეტის ვითომ ასამაღლებელი ბალახბულახების მიღება. და ძალიან გთხოვთ ნუ ეწევით რეკლამირებას. 1 წლამდე ბავშვში წამლების დანიშვნაა არის მოსარიდებელი და ეხლა კიდე რაღაც სითხეები სად აქვს შემოწმება გავლილი ამ თქვენ პროდუქციას? წარმოადგინეთ სერტიფიკატები თუ შეიძლება.

Posted by: ninikei13 29 Feb 2016, 19:12
wkna
მე ჩემით გადავწყვიტე რა მიმეცა ამიტომ smile.gif

Posted by: API-TERAPEVTI 29 Feb 2016, 23:20
QUOTE (pearlgirl @ 29 Feb 2016, 17:37 )
API-TERAPEVTI
იცით რა არის 1 წლამდე ბავშვთან დაკავშირებით გეტყვით რო პირდაპირ დანაშაულია მაგ იმუნიტეტის ვითომ ასამაღლებელი ბალახბულახების მიღება. და ძალიან გთხოვთ ნუ ეწევით რეკლამირებას. 1 წლამდე ბავშვში წამლების დანიშვნაა არის მოსარიდებელი და ეხლა კიდე რაღაც სითხეები სად აქვს შემოწმება გავლილი ამ თქვენ პროდუქციას? წარმოადგინეთ სერტიფიკატები თუ შეიძლება.

გაიდლაინებსში ჩაიხედეთ თუ ხელი მიგიწვდებათ და ნახავთ რა შეეიძლება და როგორ

Posted by: mziako 1 Mar 2016, 01:47
ფრისო ვომს აჭმევთ პატარებს? ბელაქტს ვაჭმევ 3 კვირაა და კუჭის მოქმედებააქ ძაან მკვრივი. თავიდანაც ქონდა რამოდენიმე დღე და მოუწესრიგდა მაგრამ ეხლა აღარ უჩანს პირი და მინდა შეუცვალო საკვები. პედიატრმა ოყნა გაუკეთე ყოველდღე ერთი და იგივე დროსო და რაუბედურებაა ყოველდღე ოყნა მეცოდება ბავშვი და არ გავუკეთე საერთოდ. მირჩიეს ეს ფრისო ვომი აწესრიგებს კუჭის მოქმედებასო და ჩემი ინიციატივით რომ შევუცვალო საჭმელი თან უცებ სხვა საჭმელზე გადავიყვანო დავაშავებ რამეს? სამშობიაროში სელიას აძლევდნენ 3 დღე კი ქონდა კუჭის მოქმედება კარგი და ვერ გადავწყვიტე ეხლა ფრისო მივცე თუ სელია.

Posted by: pearlgirl 1 Mar 2016, 09:21
API-TERAPEVTI
რომელ გაიდლაინებში? მსგავსი არაფერი არსად არ წერია და არცერთი პედიატრი მაგას არ ამბობს და თქვენ გვანახეთ ეგ გაიდლაინები თუ შეიძლება? და კიდევ თქვენი პროდუქცია შემოწმებული თუ არის წარმოადგინეთ შესაბამისი საბუთი. ვერ წარმოადგენთ იმიტომ რომ ასეთი არ არსებობს smile.gif

mziako
სამშობიაროში თუ სელიას ჭამდა და კარგად მიიღო რატომ შეუცვალეთ ფრისოთი? სელიაც კარგია და ფრისოც, უბრალოდ ინდივიდუალურია ბავშვი როგორ მიიღებს. თვითნებურად საჭმელის გამოცვლა არ არის სწორი. პედიატრმა უნდა გირჩიოთ, მაგრამ თქვენ პედიატრს რამდენად დაეჯერება არ ვიცი, როცა ოყნაო გაუკეთე ყოველდღეო გეუბნება. სწორი გიქნია რო არ უკეთებ ოყნას. მგონი სხვა პედიატრი მონახო ჯობია.

Posted by: mziako 1 Mar 2016, 10:08
pearlgirl

ვაინე სულ არ მჯერა ამ პედიატრების იმ საკვებს ურჩევენ რომლების დისტრიბუტორებიდანაც კარგი შემოთავაზებააქვთ და რამდენ პედიატრთან მიხვალ იმდენჯერ განსხვავებულს დაგინიშნავს და საცდელი კურდღელივით არ მინდა იყოს ბავშვი.

Posted by: ninikei13 1 Mar 2016, 10:38
mziako
QUOTE
რამდენ პედიატრთან მიხვალ იმდენჯერ განსხვავებულს დაგინიშნავს და საცდელი კურდღელივით არ მინდა იყოს ბავშვი.

არაა ეგრე,მე მითხრეს რომელიმე ევროპულიო და მივეცი სემპერი,არავის დაუძალებია.იქნებ ნახო კარგი პედიატრი smile.gif

Posted by: pearlgirl 1 Mar 2016, 10:44
ninikei13
mziako
ხო ანუ კეთილსინდისიერი პედიატრი მაგას არ გეტყვის smile.gif

Posted by: mziako 1 Mar 2016, 13:17
ninikei13
ჯანდაბა ყველგან ჩაწერითაა ერთი თვე უნდა ელოდო და სხვა პედიატრს რომ დაურეკე იმან ვაფშე გადამრია არ შეუცვალო საკვები მაგით უარესს უზამო.

ისე ორივე იმ აზრზეა რომ რადგან თავისით ბავშვი გადის კუჭში არაფერი აღარ უნდაო. მაგრამ რის ფასად უჯდება ეგეთი კუჭში გასვლა ლამის ნაწლავებიც გამოყაროს ისე ტკივა და იჭინთება. რავიცი მე არ მგონია ეს მდგომარეობა ნორმალური და ეგენი ესე თვლუან. უკვე ჩემი ინიციატივით საჭმლის შეცვალც შემეშინდა და ვართ ესე sad.gif ვეღარ გადამიწყვეტია რა ვქნა

Posted by: ninikei13 1 Mar 2016, 13:47
mziako
ყიფიანთანაც მედიქლაბში? რცხილაძესთნ დღეიდან არის ჩაწერები და იქნებ მალე ჩაგწერონ გეცადა

Posted by: Perseus12 1 Mar 2016, 15:36
ოსპის წვნიანი უნდა მოვუმზადო პირველად და რამე მნიშვნელოვანი ხომ არ უნდა გავითვალისწინო?

Posted by: pearlgirl 1 Mar 2016, 15:49
Perseus12
უი ეგ ოსპის წვნიანი მეც მაინტერესებს რეცეპტი ტუ გაქვს დაწერ? რამხელა ბავშვს უმზადებ?

Posted by: akulina 1 Mar 2016, 15:52
pearlgirl
ჩვეულებრივ სუპს ვაკეთებ ხოლმე ხახვი, სტაფილო, კარტოფილი, ოსპი ცალკე უნდა მოიხარშოს რომ წამოდუღდება წყალი გადაასხა და მერე მოხარშო კიდე და სუპში მოხარშული ჩაყარო ძალიან გემირეია

Posted by: wkna 1 Mar 2016, 15:55
ყვავილოვან კომბოსტოს და ბროკოლს რა ასაკიდან აძლევთ ?

Posted by: Perseus12 1 Mar 2016, 16:05
pearlgirl
დღეს ვიკითხე ჯორჯიან მომსში და დამიდეს რეცეფტების ლინკები, მაგრამ მე მაინტერესებდა პირადი გამოცდილებიდან. ჩემი 18 თვისაა, მაგრამ უფრო პატარისთვისაც შეიძლება.

Posted by: garfield1 1 Mar 2016, 16:55
Perseus12
pearlgirl
მე ვყიდულობ 7 თუ 6 მარცვალია ერთად ,ბარდაც არის,სხვადასხვა ფერის ოსპი,ბრინჯი და ასე შემდეგ
კარფურშია,ან ცალკე ოსპს,იარმარკას ფირმისას
ვხარშავ ამ ოსპს,პირველ წყალს ვუცვლი,მერე ვამატებ კუბებად დაჭრილ სტაფილოს,კარტოფილს,ხახვს,კამას და ვხარშავ,ბოლოს ცოტა მარილს და ცხიმს და ვაჭმევ ორივეს
ცალმე ქვაბში წინასწარ ცხიმში თუ მოთუშავ ხახვს,უფრო გემრიელი გამოდის,მაგრამ მეზარება და თან ანას ეგეთს ჯერ ვერ ვაჭმევ

Posted by: Perseus12 1 Mar 2016, 17:03
garfield1
მადლობა და რამე ისეთი არ იცი კარტოფილი რომ არ ჭირდება? ყოველდღე იღებს ამ კარტოფილს და გაკრახმალდა უკვე. ლობიო თუ შედის იმ მარცვლებში მე ვერ გავუკეთებ, ძიძა კი. ალერგია მაქვს. ეგ კი არა იმას ვნერვიულობ ოსპზეც არ მომცეს, ყველანაირ პარკოსანზე მაქვს მეტ-ნაკლები გამოხატვით.

Posted by: garfield1 1 Mar 2016, 17:07
Perseus12
არა ლობიო არ შედის
თან მარტო ოსპიც შეგიძლია იყიდო
უი კარტოფილი შეგიძლია გოგრით ჩაანაცვლო,უხდება ძალიან
კუბებად დაჭერი,კანი გააცალე და ჩაყარე
ან ყაბაყი

Posted by: Perseus12 1 Mar 2016, 17:29
garfield1
საქმე ისაა, რომ უმარილოს არ ჭამს და გოგრაც და ბატატაც მოტკბო გემოსია ად შანსი არის არ ჭამოს, ძაან დამარილებაც არ მინდა. ყაბაყს კი ვუგდებ ხოლმე, ცოტა მეტი რომ მოვუხარშო ნეტა როგორი მასა იქნება.. ძაან თხელი არ მოწონს. არადა ამას წიანთ მოიკლა თავი სოუზი გადმომაღებინა და კი ჭამა თავის ხელით. უცნაური მჭამელია, ბოლომდე ვერ ვიგებ მის გემოვნებას. აბა მარტო ოსპს და ყაბაყს ვცდი რა გამოვა. მადლობა.
* * *
mარილიანს რომ ჭამს დიდად არ მეხატება გულზე, თან რანაირი ამრილი რა ვიცი მე. ეგ კი არა ახლობელმა იოდიზირებული მარილი გატესტა (კალასი) რაღაც ქიმიურად და იოდი სულ არ ყოფილა. ევროპრებდი თუ რაღაც სუპერმარკეტი რომაა, იქ აქვთო ბიო მარილიო, მოვარდისფრო ფერისო და საკმაოდ ძვირიც ღირს და უნდა გავარკვიო აბა ზუსტად როგორია.

Posted by: qetusiaa_qetuu 1 Mar 2016, 17:43
7tvidan risi damateba sheidzleba? Rdzes fafas dabostneulis piures chams ..

Posted by: pearlgirl 1 Mar 2016, 17:49
garfield1
მადლობა, და მალე იხარშება ეგ ოსპი?
* * *
akulina
მადლობა უნდა ვცადო

Posted by: garfield1 1 Mar 2016, 17:58
Perseus12
ჰიმალაის მარილი? მაიმუნობაა ეგ როგორც ვიცი biggrin.gif ჩემი საყვარელი კამაროვსკი ამბობს ზომიერი რაოდენობა საჭიროა მარილისო,მე უმარილოს ვერ ვჭამ და ამათაც მაფურთხეს როცა ვცადე
pearlgirl
აწერია ზედ,ზოგი 15 წუთში იხარშება,ზოგი უფრო გვიან

Posted by: Perseus12 1 Mar 2016, 21:24
garfield1
უი მაგდენი არ მახსოვს, მაგრამ ეგ იქნება ალბათ. კი არის ზომიერი რაოდენობა საჭირო ნამდვილად, მაგრამ რასაც აქ ვყიდულობთ არის მარილი? ხან ტყვიას შეიცავსო ხან რასო და სად ვამოწმო მე. აბა მართლა სულ უმარილობა კარგი რომ ყოფილიყო მაღალმთიან რაიონებს იოდის დეფიციტის გამო კი არ ექნებოდათ პრობლემა განვითარების კუთხით. მეც ასე ვარ, უმარილო არ შემიძლია და კატომაც ვერ ჭამა, თორემ ჩემი უფროსი ვერ ხვდება როცა აკლია, სულ რომ არ მოუყარო შეჭამს მაინც biggrin.gif ჰოდა, ზუსტად იცი რომ მაიმუნობაა? sad.gif(((

Posted by: garfield1 1 Mar 2016, 21:39
Perseus12
მე ვიცი რომ მაგას დიეტის დროს იყენებენ,უფრო ჯანსაღიაო,მაგრამ მერე ვნახე რაღაც კვლევა,აქაურ გოგოს ედო თავის გვერდზე და არაფრით განსხვავდება დიდადო,არ მახსოვს კარგად,1 წლის ამბავია თუ მეტის არა

Posted by: pearlgirl 2 Mar 2016, 09:44
Perseus12
garfield1
ჩემი ჭამს უმარილოს, მარა რო არ ეჭამა დავუმარილებდი აბა. ხოდა ეხლა ერთი წლის რო გახდება მერე ჩვნენ რასსაც ვჭამთ ნელნელა მივცემ. თუ გააგრძელა უმარილო ხო კაი და თუ არა რომელი მარილი ვიხმარო მეც მაინტერესებს?

ხვალ გავუკეთებ ამ ოსპს, და რო იხარშება მერე საჭყლეტით რო დავჭყლიტო ხო იჭყლიტება ისე რო ჩემმა ორკბილამ შეჭამოს? smile.gif))))))))))) (ზედა ერთიც ჩამოუვიდა მარა ჯერ პატარა კბილია)

Posted by: fsiqea 7 Mar 2016, 13:54
9-12 თვის ბავშვის კვირის მენიუ
ორშაბათი:
I - რძე - 150
წახემსება - ხილის ჩაი და პეჩენია
II - ქათამი (ბროკოლით, წვენში ბულგარულები, ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში, სტაფილო)
III - წიწიბურის ფაფა - 200
წახემსება - ხილის პიურე (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გოგრა)
IV - რძე - 150
სამშაბათი:
I - რძე - 150
წახემსება - ხილის ჩაი და პეჩენია
II - თევზი (კალმახი კარტოფილით, წვენში ხახვი, სტაფილო, ოხრახუში) + 6 გრ. პური
III – 5 მარცვალის ფაფა - 200
წახემსება - ხილის პიურე (ვაშლი, მსხალი, ქლიავი)
IV - რძე - 150
ოთხშაბათი:
I - რძე - 150
წახემსება - ხილის ჩაი და პეჩენია
II - ბოსტნეული (ყაბაყი, ბროკოლი, ყვავილოვანი, წვენში ხახვი, ნიორი, ბულგარულები, ჭარხალი, სტაფილო, ოხრახუში, კამა) + 6 გრ. პური და ნახ. კვერცხის გული
III – სიმინდის ფაფა - 200
წახემსება - ხილის პიურე (ვაშლი, მსხალი, ქლიავი)
IV - რძე - 150
ხუთშაბათი:
I - რძე - 150
წახემსება - ხილის ჩაი და პეჩენია
II - ხორცი (ხბო, ყაბაყი, წვენში ხახვი, ნიორი, ბულგარულები, ოხრახუში, კამა) + 6 გრ. პური
ან ხორცის გუფთა (ბურთებში: ხბო, კვერცხი, პური; წვენში ხახვი, ნიორი, ბულგარულები, ოხრახუში, კამა)
III – შვრიის ფაფა - 200
წახემსება - ხილის პიურე (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გოგრა)
IV - რძე - 150
პარასკევი:
I - რძე - 150
წახემსება - ხილის ჩაი და პეჩენია
II - ისპანახი (კარტოფილი, სტაფილო, ბრინჯი, წვენში ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა) + 6 გრ. პური და ნახ. კვერცხის გული
III – წიწიბურის ფაფა - 200
წახემსება - ხილის პიურე (ვაშლი, მსხალი, ქლიავი)
IV - რძე - 150
შაბათი:
I - რძე - 150
წახემსება - ხილის ჩაი და პეჩენია
II - თევზი (კალმახი კარტოფილით, წვენში ხახვი, სტაფილო, ოხრახუში) + 6 გრ. პური
III – 5 მარცვლის ფაფა - 200
წახემსება - ხილის პიურე (ვაშლი, მსხალი, ქლიავი)
IV - რძე - 150
კვირა:
I - რძე - 150
წახემსება - ხილის ჩაი და პეჩენია
II - ღვიძლი (ქათმის ღვიძლი კარტოფილით და წიწიბურით, წვენში ხახვი, ოხრახუში, კამა) + 6 გრ. პური
III – 5 მარცვალის ფაფა - 200
წახემსება - ხილის პიურე (ვაშლი, მსხალი, ქლიავი)
IV - რძე - 150
შიგადაშიგ ვაჭმევ ყველანაირ ხილს, უმად და ცოტ-ცოტას.
ვიმედოვნებ სწორად მაქვს შედგენილი და სწორად ვკვებავ smile.gif[B][/B]

Posted by: wkna 7 Mar 2016, 16:48
6 თვიდან რას უმატებთ კვებასი ?

6ის ხდება და ეხლა ვაჭმევ ფაფას დღეში ერთხელ,და ერთხელ სუპს,დანარჩენი ისევ რძე smile.gif

Posted by: blblbl 7 Mar 2016, 18:46
wkna
QUOTE
ვაჭმევ ფაფას დღეში ერთხელ,და ერთხელ სუპს,

ეს ემატება 6 თვიდან biggrin.gif ანუ ახლა უდნა უამტებდე ფაფები გაამრავალფეროვნე,6 თვიდან რაცაა უფრო მრავალფერვანია და ხილიც დაამატე ,კიდე ჰუმანას აქვს 6 თვიდან იოგურტები

Posted by: wkna 8 Mar 2016, 13:45
blblbl

4 თვიდან აძლევენ სუპებს ფაფებს და მე 5 დან დავაწყებინე სიმსუქნის გამო biggrin.gif

მაგ იოგურტების მეშინია ხილფაფები მინდა დავუმატო მრავალფეროვანი ბანკების,ნელნელა მრავაფლეროვანს გავუხდი კვებას,

ბროკოლი ვუყიდე ბანკის და ძალიან არ მოეწონა არადა ყველაფერს ჭამს გემოზე არ იყო რპეტენზიული biggrin.gif

Posted by: blblbl 8 Mar 2016, 16:13
wkna
ხოდა ცუდს შვრებიან რომ აძლევენ კარგი კი არააა :დ ჰუმანას იოგურტები არაა საშიში,სანდო ფირმაა .ბროკოლი ჩვეულებრვი უყიდე და ბოსტნეულთან ერთად გაუკეთე

Posted by: wkna 8 Mar 2016, 17:50
blblbl

კუჭის პრობლემები ჰქონა ამგიტომ ვიაკვებდი ასევე თავს,მაგ იოგურტის შენახვის პირობების გამო მეშინია,აფთიაქში რამენად დაცული აქვთ ვერ ვენდობი sad.gif

ჰუმანას ფაფებს შაქარი აქვს დამატებულიო და სემპერზე მირჩიეს არ აქვსო და სემერი შევუძინე ეხლა

Posted by: pearlgirl 9 Mar 2016, 09:29
wkna
ზოგჯერ ამ ქილის ბოსტნეულს არ ჭამენ ბავშვები, ჩემმა ქილის გოგრა არ ჭამა, არადა უპრეტენზიო ბავშვია და თან გოგრას ჭამს ძალიან კარგად. ჰუმანას იოგურტების ნუ შეგეშინდება, მასე შენახვის პირობები ჭირდება ხილფაფებსაც და ბავშვის ყველა კვებას, აფთიაქებში იმიტო ვყიდულობთ რომ ვენდობით ზუსტად იმიტო რო აფთიაქია smile.gif საერთოდ რომ არ ენდო, გაგიჭირდება ნებისმიერი რაღაცის ყიდვა ბავშვისთვის. smile.gif ჰუმანას ფაფები კარგია, ჩემს სემპერი მოეწონა ძალიან, ჰუმანას წიწიბურას ჭამს მარტო.

Posted by: wkna 9 Mar 2016, 12:41
pearlgirl

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მინდა ნელ ნელა დავუმატო,თან შებერილობის მეშინია ცოტა,
ვსინჯავ ვუყიდი იოგურტს თუ მოეწონება ვნახავ,შეიძლება ხო პირველ მიცემაზე მთლიანად მივცე ?

სემპერი მომწონს ალბათ მაგის ფაფებს გავაგრძელებ,დღეში ერთხელ ვაჭმევ ფაფას და 2 ჯერ ხომ არ გადავიყვანო ?

თან არ მინდა რომ ძალიან მოიმატოს ისედაც ბუთქუნააა smile.gif

Posted by: blblbl 9 Mar 2016, 15:23
wkna
არა ორჯერ ფაფა რ შეიძლება მძიმეა კუჭისთვის

Posted by: pearlgirl 9 Mar 2016, 16:44
wkna
ბროკოლი და ყვავილოვანი ცალკე წამოადუღე და ისე გაურიე პიურეში, მასე აღარ შებერავს. იოგურტი გაასინჯე ერთი ორი კოვზი და მეორე დღეს მიეცი მთლიანი. სემპერი კაია კი მეც მომწონს, მე რა ბავშვს smile.gif)))) ფაფა ერთხელ საკმარისია დღეში.

Posted by: wkna 10 Mar 2016, 13:11
pearlgirl

ჰუმანას იოგურტიც შევუზინე ჩემს ბიჭუნას smile.gif დღეს მიირთვა და მოეწონა smile.gif

ბროკოლს და ყვავილოვან კომბოსტოს როგორ ხარშავ? ერთხელ წამოვადუღო ცალკე ? დიდხანს არ უნდა დუღილი ხო ?

ეხლა სემპერი ამოვიჩემე მომწონს მეც და ჩემს ბიჭუნასაც smile.gif

Posted by: pearlgirl 10 Mar 2016, 14:38
wkna
გარეცხე და ერთხელ წამოადუღე ცალკე ჯამში და მერე პიურეში ბოლოს ჩაამატე რო ბოლომდე მოიხარშოს. ბოლოს იმიტო რო ბევრი ხარშვისას ეკარგება ბროკოლის ვიტამინები.
კაია ხო სემპერი, პროსტა დიდი არჩევანი არ აქვს და მერე რო მოიზრდება სხვა ფაფებიც მიეცი. წიწიბურა ეხლაც უნდა აჭამო, რომელიც სემპერს არ აქვს, და ჰუმანასი ან სხვა სანდო ფირმის მიეცი.

Posted by: ReBelDiNaAa 10 Mar 2016, 15:57
აუცილებელია ეგ წიიწიბურა?მე ეხლა ერთ დღეს ჰეინცის სიმინდის ფაფას ჭამს ხილით და მეორე დღეს ჰეინცის 5 მარცვალის ფაფაა ერთად,ვაშლით და ბანანით და მაგას ვაჭმევ..წიწიბურას ცალკე აღარ ვაძლევ..ხოდა ეს ყაბაყი ან ბროკოლი და კომბოსტოც უნდა მივცე? კარტოფილს და სტაფილოს ვხარშავ ეხლა მწვანილებთან ერთად

Posted by: pearlgirl 10 Mar 2016, 16:07
ReBelDiNaAa
ხო ნელნელა გაუმდიდრე ბოსტნეულით კაცო.
და ფაფები სხვადასხვა მიეცი, სიმინდს და 5 მარცვალს თუ ჭამს წიწბურა რატო არ უნდა ჭამოს?

Posted by: blblbl 10 Mar 2016, 16:12
ReBelDiNaAa
და წიწიბურამ რა დაგიშავა?სიმინდზე სასარგებლო კია ბევრად და ისიცნი მიეცი და წიწიბურაც რა პრობლემაა

Posted by: wkna 10 Mar 2016, 16:41
pearlgirl


მადლობა smile.gif


Posted by: mashusha 10 Mar 2016, 16:46
wkna
QUOTE
ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მინდა ნელ ნელა დავუმატო



ბროკოლს და ყვავილოვან კომბოსტოს სუპს ვაძლევ მე 6 თვიდან როგორც მახსოვს
ამასთან ერტად მწვანილიც აქვს სუპს, მწვანე ხახვი მახსენდება და 1-2 სახეობის მწვანილი : ) ცოტა კარტოფილიც.



ReBelDiNaAa
QUOTE
მე ეხლა ერთ დღეს ჰეინცის სიმინდის ფაფას ჭამს ხილით


ჩემი ძალიან სეკრა სიმინდმა. სემკვრელია სიმინდი, ამიტომ, სეცვალე ხოლმე. წიწიბურა საერთოდ კარგი რამეა. მე ჰიპისას ვაძლევ და როგორც ვიცი ზედმეტი ანახშირწყლებისგან თავისუფალია. ფაფაში ვაშლს ვუხეხავთ და ასე მიირთმევს smile.gif)

რაც შეეხება ბროკოლს და ყვავილოვანს, მე სამნაირ სუპს ვაძლევ, ერთი ცოტა სტაფილოთი და ცოტა ჭარხლით (ანუ, თავიდანვე ცდები ვატარეთ ხომ არ იყო ალერგიული ამ ორზე)სტაფილოს შუა გულს ყოველთვის ვაცლი და მცირე ნაწილს ვაგდებ + ცვეულერბრივი კომბოსტოთი , კარტოფილით და მწვანილებით.

მეორე სუპი აქვს ბროკოლით, ყვავილოვანით, მწვანილებით, კარტოფილით

მესამე ეხლა დაიწყო (წლისაა უკე) მაწვნის სუპია, 1-2 კოვზი მაღაზიის მაწონი, მოხარშული ბრინჯი და მწვანილი ცოტა. სხვათ შორის ძალიან გემრიელია : )))


აფთიაქში ბავშვის ზეთი ვუყიდე და ნახევარ კოვზამდე ვუსხამ სუპებში, რადაგნ ჩემი სულ შეკრულია

ჩემი დიდი გოგოა უკვე და ხორცსაც ვაძლევ ხბოსას, ქატამსაც და თევზას, თითოეულს კვირაში ერტხელ. ერტხელ ყველს. 1-2 დღე მატყუარა სუპი გვაქვს : ))

Posted by: ReBelDiNaAa 10 Mar 2016, 17:32
წიწიბურასაც ჭამდა თავიდან ვაშლით და არ მოწონდა.მერე ეს სიმინდი და სხვა მარცვლეული დავუწყე..ეხლა ისევ მივცემ წიწიბურას,იქნებ მოეწონოს..

კომბოსტოსი მეშინია,ამას 3 თვე გაზები აწუხებდა,ეხლა შეკრულობა და ისევ არ გაბეროოს..

Posted by: wkna 11 Mar 2016, 10:20
ReBelDiNaAa

ჰუმანას აქვს წიწიბურა და ვაშლი ერთად,ძალიან კარგია,თუ შეკრულობის პრობლემა აქვს ვაშლი და ქლიავი მიეცი,ქლიავს ბანკებში ვყიდულობ სემპერს ვყიდულობ ახლა და მოსწონს smile.gif

Posted by: mashusha 11 Mar 2016, 10:50
ReBelDiNaAa
wkna


ჩვეულებრივი წიწიბურა უყიდეთ, სადა, ანუ ხილის გარეშე და ხილი თქვენ ჩაახეხეთ.

Posted by: qetusiaa_qetuu 11 Mar 2016, 10:51
ReBelDiNaAa
Rogorc maxsovs shen patarasac shekruloba awuxebs xo? Chemi iyo ise shekruliii bodishi da kurklebivit shveboda. Hipis qliavis chiris fafa da xilfafa miveci da ai amovisuntqet ra.. girchevdi gecada..

Posted by: ReBelDiNaAa 11 Mar 2016, 13:39
ქლიავის ხილფაფას თვეზე მეტია ჭამს..1 კვირაა რაც თავისით გადის კუჭში და თითქოს არც შეკრული მასაა..იმედია ასე გააგრძელებსს..
მარტო წიწიბურა ვაჭამე მე თავიდან და მერე ვაშლით მივეცი არც ერთი არ მოეწონა..ვცდი თავიდან გოგოებო,მადლობა :*

Posted by: TamoTamo1357 13 Mar 2016, 01:39
ბოსტნეულის სუპს როგორ აჭმევთ დამიწერეთ რაა((
რომელ ბოსტნეულს უშვებით ერთად. 6 თვის არის.
ნიორი და ხახვი უნდა?
არჭამს არაფრით 5 თვიდან დავიწყეთ და ყველაფერი გასინჯული აქვს. ცოტ ცოტა.


Posted by: ReBelDiNaAa 13 Mar 2016, 13:15
კვირაში ორჯერ უნდა ქათმის ხორცი ხო?

Posted by: mashusha 13 Mar 2016, 13:46
ReBelDiNaAa


მე ერთხელ ვაძლევ, 1 წლისაა ჩემი.

გოგოებო, ბროკოლი დეფიციტშია? ვერსად ვნახე. ვერც კარფურში, ვერც ფრესკოში, ვერც გუდვილში. ბაზარშია მხოლოდო.. ბაზარშიც ვერ გავაღიწე რა..

Posted by: Ninito_ 13 Mar 2016, 14:02
ReBelDiNaAa
ორჯერ ქათამი,ორჯერ ხბო ,ერთხელ თევზი ,ერთხელ კვერცხის გულით ბოსტნეულის პიურე და ერთხელ უბრალო , უხორცო სადილი

Posted by: ReBelDiNaAa 13 Mar 2016, 14:43
mashusha
Ninito_
მადლობა გოგოებოო

Posted by: jazzanova55 16 Mar 2016, 13:52
დედებო, 'ბაიას'' სახელით მარცვლეულის ფაფები რომ იყიდება , შეგიძენიათ ვინმეს ? მათ შორის წიწიბურას ფქვილი ვნახე და მაინტერესებს, მართლა ფქვილივით წმინდად არის დაფქული? მე ბავშვისთვის არ მინდა, საკონდიტროდ მინდა გამოვიყენო

Posted by: Perseus12 16 Mar 2016, 14:33
jazzanova55
კი, მართლა ფქვილივით წმინდად არის დაფქული.

Posted by: jazzanova55 18 Mar 2016, 13:41
Perseus12

ძალიან კარგი, ვიყიდი მაშინ

Posted by: oo la la 18 Mar 2016, 13:44
გოგოებო,

კატლეტი როდიდან მიეცით თქვენს პატარებს?
და როგორ უნდა მოვუმზადო იქნებ დამაკვალიანოდ,

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: jay333 22 Mar 2016, 19:25
გამარჯობათ დედიკოებო. მე ახალი ვარ ამ ჯგუფში და იქნებ დამეხმაროთ... ვცხოვრობ გერმანიაში, ახალბედა დედა ვარ... ჩემი ბიჭი უკვე 7 თვისაა და დაბადებიდან მუცლის პრობლემა აქვს ახლა კი შეკრულობაც დაემატა. რით ვუშველო აღარ ვიცი... დილით hippis ფაფას ვაჭმევ, შუადღეს ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი ბროკოლი ყვავილოვანი სტაფილო ჭარხალი ძროხის ხორცი. ერთმანეთის მონაცვლეობით ვუკეთებ) და+ შავი ქლიავის პიურე. საღამოს ფაფა და ძილის წინ 150გრ ხელოვნური. დანარჩენი კი ძუძუ და რა ვუშველო მის შეკრულობას? კუჭში გასვლა რომ უნდა წვალობს იჭინთება წითლდება თვალები წყლით ევსება ვიტანჯები რომ ვუყურებ და მერე გაზგამყვანით გამყავს. მეშინია მაგასაც არ მიეჩვიოს. იქნებ დამეხმაროთ ვინც ყოფილხართ ჩემს სიტუაციაში. და გერმანიაში ვინც ხართ რომელი ფირმის პროდუქციაა კარგი იქნებ მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: pearlgirl 23 Mar 2016, 09:42
jay333
დედების კლუბში დაწერე იქ უფრო გაგცემენ პასუხს.
https://forum.ge/?showtopic=34837378&st=1065&hl=

Posted by: ANTISTEPLER 11 Jun 2017, 21:27
გოგოებო, ვაცოცხლებ თემას! როგორი მენიუ აქვთ თქვენი 1 წლის პატარებს? ნელ-ნელა ყველაფერი გაასინჯეო ექიმმა და დაწერეთ დღის განმავლობაში რას მიირთმვენ თქვენები რა <3 <3

Posted by: moqalaqe1 14 Jun 2017, 14:48

ჩემი ქალბატონი სამი წლისაა უკვე. ჭამს ყველაფერს, თუმცა მინდა რაღაც განსხვავებული რაციონიც შევთავაზო.

დილით ქაში ან არაქიანი პური. ძალიან მობეზრდა.

შუადღეს წვნიანი -სულ ერთი და იგივე. და რა შეიძლება შევთავაზო მაგალითად დილით? ან შუადღეს?

კატლეტი შემწვარი კვერცი შემწვარი კარტოფილი და ა.შ კი გვაქვა სულ. ლობიოსაც მიირთმევს

Posted by: maiakh 16 Jun 2017, 00:02
moqalaqe1
რასაც ოჯახში მიირთმევთ ყველაფერი შეიძლება შესთავაზოთ, სოსისების და კალბასების და ეგეთი მაიმუნობების გარდა რა თქმა უნდა. 3 წლის ბავშვი ყველაფერს უნდა ჭამდეს

Posted by: Unico 28 Jul 2017, 15:41
ეს თემა ამოვწიო თუ დედების კლუბში დავპოსტო, აღარ ვიცი biggrin.gif

მოკლედ, 5 თვიდან მინდა ფაფები გავასინჯო. ახლა არის ოთხთვენახევრის. ხოდა, პედიატრმა მირჩია სემპერის რძიანი ფაფები. როგორ გავასინჯო, თითო კოვზით და მერე ძუძუ თუ მთლიანად მივცე ფაფა იმ რაოდენობით, რასაც ერთ ულუფად გავაკეთებ? შვრია ან წიწიბურაო და არ აქვს ხო მნიშვნელობა რომელს დავიწყებ? მონაცვლეობა შემიძლია?

წინასწარ ვარკვევ, რომ მერე დრო არ დავკარგო გარკვევაზე და ფიქრზე რა როგორ ჯობია user.gif

ჩემი რძე და ფაფები თუ არ ეყოფა, შემიძლია ფორმულა დავამატო? spy.gif საქმე იმაშია რომ წონაში ნამატი ამ თვეში არ ჰქონდა კარგი და დავაბრალე ზაფხულს და სიცხეს, მაგრამ არ მინდა მშიერი იყოს.. მოკლედ შევხედოთო, პედიდატრმა. ფაფები მაინც მოუწევს აგვისტოს მეორე ნახევარში, მარტო ჩემი რძე აღარ ეყოფა.
ეს დღეები ვფიქრობ და ვფიქრობ. ხან ჩემ შვილიან მეგობრებს ვეკითხები, ხან დედაჩემს user.gif აქაც უნდა ვიკითხო და მერე შევაჯამებ სტატისტიკას givi.gif

Posted by: Ninito_ 28 Jul 2017, 15:46
Unico
კარგი ნამატი არ ქონდა ანუ ? რამდენი მოიმატა?

Posted by: Unico 28 Jul 2017, 15:52
Ninito_
ერთ თვეში 350 გრამი, მეტი არა. თუმცა სიგრძეში კი მოიმატა.
ანუ სამი თვისა იყო 6 და 200, 4 თვისა = 6.550. მაშინ როცა დინამიკაში რომ შეხედა, წინა თვეებში მეტი იყო წონის მხრივ მომატება.

Posted by: Ninito_ 28 Jul 2017, 17:08
Unico
მე როგორც ვიცი თუ ასაკის შესაბამისია წონა, პრობლმა არ არის. ბავშვიც თუ არ წუხს და მშვიდადაა მითუმეტეს

Posted by: Unico 28 Jul 2017, 20:27
აჰა, მადლობა.

მაშინ დაველოდები 5,5 თვეს და მერე გავასინჯებ ფაფებს ^^ ანუ როგორც სტანდარტულად უწევთ ხოლმე.

Posted by: TBN 16 Aug 2017, 10:56
Unico
5.5 თვეზე დავუწყე მე ფაფები, 4-5 კოვზით და ავედი 1 ულუფაზე ( 1.5 კვირა დაჭირდა რომ სრულ კვებად ჩამესვა) სემპერს და ჰიპს აქვს უშაქრო ფაფები და მაგას ვანაცვლებ რომ არ მობეზრდეს ერთი და იგივე გემო,მე წიწიბურით დავიწყე ,მერე შვრია , სიმინდი და ესე ავედი 5 მარცვალზე
***
ვფიქრობ ეს თემა უნდა გააქტიურდეს, ეხლა აღმოვაჩინე მე

Posted by: Unico 18 Aug 2017, 13:50
TBN
ჰმმ, მეც 5,5 თვიდან ვაპირებ გავასინჯო თითო-ოროლა კოვზებით. ხოდა როცა ჩაჯდება კვებაში სრულად, კიდეც გახდება 6 თვის. რომ დავთვალე, ერთი კვირა შვრიის შესაგუებლად, მეორე კვირა წიწიბურის შესაგუებლად და ეგაა...

სემპერის რძიანი შვრია ან წიწიბურა მირჩია პედიატრმა, მაგრამ აი არ ვიცი. რა განსხვავებაა სემპერს, ჰიპს, ვინის, ფრისოს და ა.შ. ფაფებს შორის? spy.gif

ისიც არ ვიცი, როცა სრულად ჩაჯდება კვებაში, ეს ფაფები დღის განმავლობაში უნდა ვაჭამო ხო? ანუ დილას რძე, მერე ფაფა, მეორე ფაფა, მერე ისევ რძე და საღამოსაც რძე?

Posted by: blblbl 18 Aug 2017, 13:53
Unico
რძე ფაფა რძე რძე რძე ;დ მერე რძე ფაფა ბოსტნეული ან პირქით და რძე რზე რზე სუალედში ხილი :დ ფაფა ორჯერ სასურველი არ არის

Posted by: Unico 18 Aug 2017, 14:06
blblbl
მოიცა, ანუ ფაფა შვრია იქნება თუ წიწიბურა, დღეში ერთჯერ უნდა იყოს, სწორად გავიგე?

გრაფიკზე მადლობა. ჩამოვწერ ფურცელზე biggrin.gif biggrin.gif


Posted by: Ninito_ 18 Aug 2017, 14:31
Unico
blblbl
შეიძლება ორჯერ ფაფა, სხვადსახვა სახეობის სანამ წამოიზრდება და უფრო მრავალფეროვანი კვება ექნება

Posted by: TBN 19 Aug 2017, 13:34
Unico
რცხილაძის ასისტენტმა მითხრა შეგიძლია 2 ჯერ მისცე დღეშიო,მაგრამ არ მინდა ძალიიან გასუქდეს და ვაძლევ ერთელ


ჩვენ გვაქვს ესეთი გრფიკი დილით ძუძუ , მერე ფაფა+ხილი ( ცალკე არ ჭამს ) მერე ბოსტნეულის პიურე და მერე სუუულ ძუძუ
ეხლა ვიწყებთ წიწილს jump.gif


რაც შეეხება ფაფებს სემპერი არის შაქრით და გლეუეინის გარეშე ,ჰიპი მხოლოდ შაქრის გარეშე,დანარჩენები მგონი ყველა შაქარს შეიცავს რამდენადაც მე ვიცი

Posted by: HotMama 28 Aug 2017, 23:41
რას ფიქრობთ სელია ექსპერტი თუ ფრისო გოლდი???

პედიატრმა საერთოდ სიმილაკი მითხრა მაგრამ რაღაც არ მიმდის გული, მგონია რომ თვითონ სარგებელი აქვს იმითომ მიმითითა სიმილაკზე.

Posted by: .ნინო 29 Aug 2017, 02:58
TBN
სემპერი არ შეიცავს შაქარს. მაგიტომ ავირჩიე სემპერი...

Posted by: natia8@ 30 Aug 2017, 04:07
TBN
ნორდიკის ფაფებს ვაჭმევ და კმაყოფილი ვარ.

Posted by: MmSs 30 Aug 2017, 20:55
HotMama
QUOTE
რას ფიქრობთ სელია ექსპერტი თუ ფრისო გოლდი???

ორივე კარგია ნამდვილად...
მე სელიაზე მყავს გაზრდილი,მთავარია ბავშვს,რომელიც მოეწონება მაგ ორიდან...

Posted by: kapela_nino 31 Aug 2017, 15:02
ჩვენი გრაფიკი ასეთია: დილით რძე, მალევე ხილფაფა. მერე ფაფა , მერე შემდეგი ჭამა ბოსტნეული პიურე და მერე სულ რძე დილამდე . ძირითადად 3 საათიან შუალედს აკეთებს. ღამე 6 საათიანს და ფაფაის ჭამიდან 3დან 4საათამდე შუალედს. მე ვინის ფაფას. მალიუტკა და კარაპუზი სასტიკად არ მოეწონა.
* * *
რძეში ძუძუ იგულისხმება. ხილფაფას და ბოსტნეულის პიურეს თუ ვყიდულობ ჰუმანაზე და სემპერზე შევაჩერე არჩევანი.

Posted by: mkgnmc 18 Apr 2018, 12:40
გამარჯობათ!
ოთხი თვისაა, ბოლო დროს ჭამაზე აურია, ოთხსაათიანი ინტერვალებით ჭამს, მაგრამ დღეში ორჯერ მაინც აგდებს ჭამას. წუხს, წვალობს, როგორც შიმშილის დროს, მაგრამ არ ჭამს, სოსკას აგდებს. წყალს სვამს მაგ დროს გემრიელად, ბოთლი და სოსკა იგივე რაც წყლის, ანუ ესენი რომ არ მოწონდეს, მაშინ არც წყალს დალევდა. საჭმლის გემო არ მოწონს, ნანის ვაძლევთ, კიდევ ორი საკვები ვცადეთ, ყველაზე ერთნაირი რეაქციაა. ძირითადად ძილში ვაჭმევთ. პედიატრმა განსაკუთრებული ვერაფერი გვითხრა, ბოთლი, სოსკა, საკვები მისი რეკომენდაციით შევცვალეთ და კიდევ მადის მოსავანი სიროფი დაგვინიშნა. შედეგი პრაქტიკულად არ იყო. სავებში დავიწყეთ ვაშლის და ბანანის წვენის შერევა, შედარებით ამოვისუნთქეთ. მაგრამ ყველა კვებაზე ერთი ვაშლის წვენის დამატება ჭირდება და ბევრი არ გამოდის?
ვინმეს ხომ არ გქონით მსგავსი შემთხვევა და რა ვუშველოთ? ყველაზე თკბილი კვება რომელია ნეტა? აშკარად ტკბილი მოსწონს, ცარიელ კვებას არაფრით არ ჭამს.

Posted by: pawu88 12 Jan 2019, 01:10
გამარჯიბა გოგოებო. 3 კვირის არის ჩემი ოატარა. ხელოვნურზე მყავს. მაგრამ ნორმას არ მიირთმევს. ეხლა 100 გრამს მაინც უნდა ჭამდეს მაგრამ ვერაფრით ვაჭმევ. ხან 70, 60, 50 მეტს არ ჭამს. რა გავაკეთო თქვენი გამოცდილებით. საჭმლის შეცვლას თუ აქვს აზრი? ჭამისას ეხინება. 40 წუთი მაინც ჭამს.

Posted by: marimuru 20 Jan 2019, 18:17
QUOTE (mkgnmc @ 18 Apr 2018, 12:40 )
გამარჯობათ!
ოთხი თვისაა, ბოლო დროს ჭამაზე აურია, ოთხსაათიანი ინტერვალებით ჭამს, მაგრამ დღეში ორჯერ მაინც აგდებს ჭამას. წუხს, წვალობს, როგორც შიმშილის დროს, მაგრამ არ ჭამს, სოსკას აგდებს. წყალს სვამს მაგ დროს გემრიელად, ბოთლი და სოსკა იგივე რაც წყლის, ანუ ესენი რომ არ მოწონდეს, მაშინ არც წყალს დალევდა. საჭმლის გემო არ მოწონს, ნანის ვაძლევთ, კიდევ ორი საკვები ვცადეთ, ყველაზე ერთნაირი რეაქციაა. ძირითადად ძილში ვაჭმევთ. პედიატრმა განსაკუთრებული ვერაფერი გვითხრა, ბოთლი, სოსკა, საკვები მისი რეკომენდაციით შევცვალეთ და კიდევ მადის მოსავანი სიროფი დაგვინიშნა. შედეგი პრაქტიკულად არ იყო. სავებში დავიწყეთ ვაშლის და ბანანის წვენის შერევა, შედარებით ამოვისუნთქეთ. მაგრამ ყველა კვებაზე ერთი ვაშლის წვენის დამატება ჭირდება და ბევრი არ გამოდის?
ვინმეს ხომ არ გქონით მსგავსი შემთხვევა და რა ვუშველოთ? ყველაზე თკბილი კვება რომელია ნეტა? აშკარად ტკბილი მოსწონს, ცარიელ კვებას არაფრით არ ჭამს.

ანალოგიური შემთხვევა მაქვს, ძალიან გთხოვთ ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება იქნებ დაწეროთ რა ვუშველო? sad.gif

Posted by: google1 20 Jan 2019, 18:28
marimuru
ჩემი პატარა რძის ალერგიის გამო გადავიყვანეთ ფრისო pep ac-ზე, რაც საშინლად უგემურია, სუნიც კი კატასტროფა აქვს. პედიატრმა თავიდანვე გამაფრთხილა, არ შეჭამს და სტევიათი დაუტკბეო. ვცადე დატკბობის გარეშე და ნახევარზე მეტს არ ჭამდა. დამტკბარიც დიდად არ მოსწონს, მაგრამ ბოლომდე ვაჭმევ.
გეკითხა პედიატრისთვის, ჩემი ორი თვისაა და როგორც ჩანს შეიძლება.
ისე რძის ალერგიამაც იცის მუცლის შებერვა და კარგად ვერ ჭამს, გამორიცხეთ? ტიროდა, მუცელი ებერებოდა, ცუდად ეძინა და ხშირად ამოსდიოდა საკვები უკან.
დედების კლუბში დაწერო სჯობს.

Posted by: MIA1990 1 Feb 2019, 22:11
mkgnmc
marimuru
ჩემმაც ზუსტად მაგ ასაკში დაიწყო საჭმლის არ მოწონება, თავიდან წამდა ფრისოს, რომ
არ მოეწონა ვცადე ჰუმანა სიმილაკი მერე ნუტრილაკი და დღემდე ნუტრილაკს ჭამს, სავარაუდოდ საჭმელი არ მოსწონთ ბავშვებს, ან ნახველი ხომ არ აქვთ? ჩემს
გოგოს როგორც კი ნახველი უფროვდება ეგრევე ჭამაზე ამბობს უარს და ხანდახან აღებინებს კიდეც.
* * *
ჩემი შვილი7 თვის ჭამის გრაფიკი ასეთია:
10:00 ფაფა 180 გრამი
13:00 ხაჭო და ვაშლი ბანანი მიახლოებით 120 გრამი
15:00 ბოსტნეულის, წიწილის ან ხბოს პიურე 180 გრამი
19:00 ფაფა 180 გრამი ( ფაფას ჭამს იმიტომ რომ რძეს ვერ იტანს მხოლოდ ძილში ვასმევ)
11:30 რძე (180-210 მლ)
06:00 რძე 180 მლ

არ გეგონოთ ყველაფერს ბოლომდე ჭამს, ზოგადად უწმელი ბავშვია, ხო და თუ დღის განმავლობაში კარგად არ ჭამა ძილის წინ ვაჭმევ ჰუმანას იოგურტს და ჰეინსის 2 ცალ პეჩენიას, რას ფიქრობთ?

Posted by: Isane 3 Feb 2019, 11:19
გამარჯობა. ლაქტოზის გარეშე მირჩიეთ რამე რძის ფხვნილი.

Posted by: google1 3 Feb 2019, 13:43
Isane
ფრისო pep ac
რძის ცილის ალერგიის და ლაქტოზის აუტანლობის დროს ნიშნავენ.

Posted by: Isane 3 Feb 2019, 21:07
google1
QUOTE
ფრისო pep ac
რძის ცილის ალერგიის და ლაქტოზის აუტანლობის დროს ნიშნავენ.

მადლობა.

Posted by: anuki 26 Feb 2019, 20:23
QUOTE (google1 @ 3 Feb 2019, 12:43 )
Isane
ფრისო pep ac
რძის ცილის ალერგიის და ლაქტოზის აუტანლობის დროს ნიშნავენ.

ჩვენ ნეოკეიტი დაგვინიშნეს ალერგის გამო. ეგ საკვები სად იყიდება?

Posted by: მზე 26 Feb 2019, 22:43
anuki
ფრისო 90% გადამუშავებული როგორც ვიცი ერთ-ერთი ფორუმელისგან, ხოლო ნეოკეიტი 100%.
ანუ თუ უფრო ალერგიულია ნეოკეიტი სჭირდება.
ფრისო აფთიაქებში იყიდება მგონი

Posted by: google1 26 Feb 2019, 22:46
anuki
ფრისო აფთიაქებშია. ნეოკეიტს იმ შემთხვევაში ნიშნავენ, როცა ძლიერი ალერგიული რეაქციაა და ფრისოსაც ვერ იტანს ბავშვი.

Posted by: anuki 27 Feb 2019, 15:10
google1
ფრისო არც გვიცდია. მადლობა

Posted by: google1 27 Feb 2019, 16:41
anuki
რა სიმპტომების გამო დაგინიშნეს პირდაპირ ნეოკეიტი? მე ვკითხე ალერგოლოგს და მხოლოდ ძალიან ძლიერი ალერგიისას ვნიშნავთ, რა დროსაც ალერგიული შოკის რისკიაო. ან თუ ფრისოც ვერ აიტანა და სიმპტომები არ მოიხსნა.
ნეოკეიტი ძალიან ძვირია და ასე მარტივად დანიშნეს, თუ ძლიერი ალერგია იყო საინტერესოა.
მიქელაძეა ჩვენი პედიატრი და არც უხსენებია ნეოკეიტი, ფრისოზე გადადით და დავაკვირდეთო. რადგან ყველა სიმპტომი აულაგდა, გავაგრძელეთმ

Posted by: pawu88 12 Mar 2019, 02:44
გამარჯობა. მაინტერესებს ვის რა გამოცდილება გაქვთ. 2 თვის ბავშვი როცა არ ჭამს კარგად (ხელოვნურს). ძილში ძალით როგორღაც ჭამს 70_100 გრამს. 24 საათში 500 გამოდის დაახლოებით. sad.gif( თუ შეგიცვლიათ კვება და რომელი საჭმლით. და თუ ქონია შედეგი.

Posted by: s@likun@ 29 Jun 2019, 22:20
გოგოებო ვინ რას აჭმევთ ??



--------------------------------------------

Posted by: Salomea2018 29 Jun 2019, 23:53
pawu88
მგონი დქხლზე არ დარჩა საკვები, რაც მე არ მიცდია. პლასმონის ანტირეფლუქსი ჭამა ყველაზე კარგად და ვაგრძელებთ.

Posted by: *Artless* 13 Jul 2019, 13:07
s@likun@
თავიდან "სიმილაკს". ახლა "ჰუმანას".
ოღონდ ამ ბოლო დროს ხანდახან თითქოს აღარ ჰყოფნის 120 გრამიც კი და შესაძლოა, პედიატრმა სხვა რამ გვირჩიოს. მიუხედავად იმისა, რომ "ჰუმანას" არჩევა მოგვიწონა თავის დროზე.

შენი ბაია რას იღებს?

Posted by: rocobarocco 13 Jul 2019, 13:24
გოგოებო სალამი, 1 თვის ბავშვი რამდენ გრამს უნდა ჭამდეს ხელოვნურს? ინტერვალი 3 საათი გვაქვს

Posted by: *Artless* 13 Jul 2019, 13:43
rocobarocco
გაგიმარჯოს.
სადღაც 90 გრამს.
შენი რამდენს ჭამს?

Posted by: rocobarocco 13 Jul 2019, 13:46
QUOTE (*Artless* @ 13 Jul 2019, 13:43 )
rocobarocco
გაგიმარჯოს.
სადღაც 90 გრამს.
შენი რამდენს ჭამს?

მადლობა, ახლა 4 დღეა 75-80ზე ავიყვანე, დღენაკლულები არიან და ჯერ მეტს ვერ ქაჩავენ, ანუ ცოტა კიდე გვინდა რო თანატოლებს დავეწიოთ კვებაში gigi.gif

Posted by: *Artless* 13 Jul 2019, 15:20
rocobarocco
ჯერ სად ხარ. თანდათან მოუმატებენ და მალე გატუხუნდებიან. <3
ჩემი აზრით, 75-80-ც ნორმალურია მაგ ასაკზე. 90-ს ზოგადად იძახიან. როგორც ბევრი რამე, ესაც ინდივიდუალურია.

ჩემსას ერთსა და იმავე ინტერვალში ზოგჯერ 120 გრამიც არ ყოფნის. ზოგჯერ კი 90 გრამსაც ვეღარ ჭამს.
ყველაფერს გააჩნია.

Posted by: rocobarocco 13 Jul 2019, 18:58
*Artless*

ხო, ესენიც ზოგჯერ მეტს ითხოვენ და ზოგჯერ ნაკლებს, ესეიგი ნორმალურია ❤❤

Posted by: s@likun@ 13 Jul 2019, 19:31
*Artless*
გოგო სიმილაკი რატო შეუცვალე ??
ჩვენ სიმილაკ გოლდს ვჭამთ ^^ სამშობიაროშI მაგას აჭმევდნენ და რავიცი აღარ შევუცვალე
120 რას ეყოFა ჩემი ჭამს უკვე 120ს ორი კვირაა მემგონი და შენი ხო უFრო დიდია
გუშინ 120 რო ჭამა არ ეყო და 30 კიდე დავუმატე
დღეს მთელი დღე ისევ 120 ყოFნის საღამოს ერთი ჭამა აქვს ძაან რო შია დავუმუღამე და მაშIნ ვაძლევ 150


გაზებისთვის რას ასმევთ ??


Posted by: Salomea2018 13 Jul 2019, 22:28
s@likun@
გაზებზე ზოგადად დღეში 3ჯერ ვაძლევ ბობოტიკს და 2.5 თვეში ერთადერტხელ ქონდა შემოტევა და მაგ დროს ნორმოკიდი დავალევინე 5 მლ დღეში 3ჯერ.

მოზარდე ბაია?

Posted by: *Artless* 14 Jul 2019, 22:03
rocobarocco
QUOTE
ესეიგი ნორმალურია

დიახ, სავსებით.

s@likun@
ჩემსასაც "სიმილაკს" აძლევდნენ სამშობიაროში.
შეცვლა დაუგეგმავად მოხდა. ძალიან გვჭირდებოდა და ახლომდებარე აფთიაქებში ვერ ვიშოვეთ. ჰოდა, ყოყმანის შემდეგ დავტაცე "ჰუმანას" ხელი და წამოვიღე. მანამდე ინტერნეტში მქონდა წაკითხული მათი საბავშვო საკვების შესახებ და მოხიბლული ვიყავი აღწერით.
ვცადეთ, გამოვიდა და მას მერე შერჩა და შერჩა "ჰუმანა". ასე გადავწყვიტე და ქმარიც დამთანხმდა.
"სიმილაკზე" ცოტათი ძვირი კია, მაგრამ ეს უფრო მაიმედებს ცოტათი და თან ყველგან იშოვება. "სიმილაკი" კი მარტო პსპ-ს აქვს და საჩალიჩოა მისი შოვნა.

QUOTE
120 რას ეყოFა ჩემი ჭამს უკვე 120ს ორი კვირაა მემგონი

შენი ბაია ხომ ფიზიკურად დიდია და ალბათ თავის ასაკისაზე მეტიც სჭირდება.
შენი რამდენიც დაიბადა, იმდენი მგონი 1 თვის ასაკშიც არ იყო ჩემი. :დ მერე და მერე მობუთხუზდა. love.gif

QUOTE
გაზებისთვის რას ასმევთ ??

ჯერ "მილსიმს", მერე "ნორმოკიდს" ვასმევდით.
შემდეგ ავენტის კოლიკების საწინააღმდეგოსოსკიანი ბოთლი ვუყიდე და ზედმეტად ჩავთვალეთ წამლის დალევა. ბოთლის "დაცვაც" ჰყოფნის.

Posted by: wkna 15 Jul 2019, 14:57
გამარჯობა, რძიან ფაფაზე ვინმეს გქონიათ შემთხვევა რომ ალერგია მიეცა ბავშვისთვის ? 8 თვის ასაკში,ბუნებრივ კვებაზე არის ბავშვი და ურძეო ფაფას ჭამს ჩვეულებრივად და რძიანზე ალერგია მისცა sad.gif

Posted by: ლუქსუს 15 Jul 2019, 15:27
wkna
კი, მე ვაძლევ ურძეოს, ხელოვნურში ვუხსნი ოღონდ ჰიპოალერგიულ ხელოვნურში

Posted by: s@likun@ 15 Jul 2019, 15:46
*Artless*
გოგო რა ღირს ჰუმანა ??

QUOTE
შენი ბაია ხომ ფიზიკურად დიდია და ალბათ თავის ასაკისაზე მეტიც სჭირდება.
შენი რამდენიც დაიბადა, იმდენი მგონი 1 თვის ასაკშიც არ იყო ჩემი. :დ მერე და მერე მობუთხუზდა.

ჰო თავის ასაკთან შედარებით დიდია ბოლოს რო მყავდა ერთი თვის იყო და პედიატრმა სამი თვის ბავშვის სიმაღლე და წონა აქვსო biggrin.gif biggrin.gif

ჯერ 120 კი ყოFნის მაგრამ ალბათ თვის ბოლოს უკვე აღარ ეყოFა

შენ შერეულ კვებაზე გყავს ხო ? მე რძე აღარ მაქვს საერთოდ

QUOTE
ჯერ "მილსიმს", მერე "ნორმოკიდს" ვასმევდით.

ჩვენ სამშობაროში ასმევდნენ კასპას და ეგ ვიყიდე მაგრამ მერე შევუცვალე ესპუმიზანით და მემგონი კარგია ერთი დღე იყო როცა იტირა და კაკარას მაშნ მივეცით ესპუმიზანი და უშველა მაგის მერე არის გასუსული


Salomea2018
ნორმოკიდი კაია ანუ ხო ??
მე ჯერ ესპუმიზანიც მომწონს სულ ერთხელ იტირა თორე ისე კარგად ვართ ^^
შენი ბაო რას შვება ?? რამდენს ჭამს ??


გოგო კი მოიზარდა ერთი კვირის უკან უკვე 59 სანტიმეტრი და ხუთი კილო და 150 იყო
გუშინ ჩვენით რო ავწონეთ 200 გრამი აქვს კიდე მომატებული )))



Posted by: Salomea2018 15 Jul 2019, 18:13
s@likun@
კიი მე კმაყოფილი ვარ. ამასახ ერთხელ შემოუტია და კი უშველა. 150 ჭამს ძირითადად. რამოდენიმეჯერ მოითხოვა დამატებაც. 180დე ჭამა. 5.670ია 63 სმ. 2.5 თვისაა და აქტოირად იზრდება და მძიმდება. biggrin.gif

Posted by: s@likun@ 17 Jul 2019, 12:52
Salomea2018
აუ თქვენ უკვე როგორ გაზრდილხართ ❤️
ჩვენ ერთი თვის და ათი დღის ვართ ))
დილით 150 ჭამა ))) მაგრამ არ მინდა 120 მივცემ ისევ ძაან ადრეა მემგონი ჯერ 150 ))


Posted by: Salomea2018 17 Jul 2019, 14:02
s@likun@
შენი უფრო კარგად იმატებს. ჩემსას ხო პრობლემა ქონდა ამოქაფებების გამო და. 1თვია და 10 დღის ნამდვილად არ იყო 5150.4800დე იყო მგონი. სხვა მხრივ ისე სწრაფად გაიზარდა და განვითარდა, მაოცებს ხოლმე. წინ ძაან ბედნიერი ღუღუნები გელის. :*

Posted by: s@likun@ 17 Jul 2019, 14:48
Salomea2018
ჰო ამან ეგრევე შეირგო შეცვლა არ დაგვჭირდა და იმატებს და იმატებს )))
აუ ცოტა ღუღუნი დაიწყო გუშინ და დღესაც და ისეთი სასაცილოა ვგიჟდები ))))

კამის წყალს ასმევ ? მე ზოგჯერ მავიწყდება sad.gif


Posted by: Salomea2018 17 Jul 2019, 17:16
s@likun@
ჰიპის კამის ჩაის ვასმევ ხოლმე მარა დიდად არ გიჟდება, ბევრს ღვრის ხოლმე. წყალიც არ უყვარს, ვინის წყალიც ვცადე და არ დალია არც ეგ.smile.gif

Posted by: s@likun@ 17 Jul 2019, 18:17
Salomea2018
მეც ჰიპს ვასმევ თავიდან მოეწონა ეხლა იჭყანება რო სვავს და ესეც აქეთ ღვრის )))
წყალი არ მიცდია


Posted by: *Artless* 17 Jul 2019, 20:54
s@likun@
Salomea2018
თქვენი დიდრონი პაწაწები. love.gif

მე თვის ბოლოს გავაზომინ-ავაწონინებ.

s@likun@
QUOTE
გოგო რა ღირს ჰუმანა ??

19,80 გელა ფასდაკლების გარეშე.

ჩვენი :მგონიჩვეულებრივი: "სიმილაკი" 17 გელა და რაღაც ღირდა.
"გოლდენ სიმილაკი" რა გიჯდება?

QUOTE
ჰო თავის ასაკთან შედარებით დიდია ბოლოს რო მყავდა ერთი თვის იყო და პედიატრმა სამი თვის ბავშვის სიმაღლე და წონა აქვსო 

biggrin.gif დიდი კაცია love.gif

QUOTE
შენ შერეულ კვებაზე გყავს ხო ?

კი.

QUOTE
მე რძე აღარ მაქვს საერთოდ

user.gif
ჩემი ტკივილი. user.gif
ჯანსაღად კვებაც არ გიჩენს?

მე თვეზე მეტია უმეტესად დილა-საღამოს ან მარტო საღამოდან ვახერხებ ძუძუს მიცემას. ამან კი ძლივს მომატებული რძე ისევ საგრძნობლად შემიმცირა. user.gif
ჯერ მაინც არ ვნებდები. იქნებ თუნდაც 1 თვე კიდევ გაქაჩოს რძემ.
ლამის შემშურდეს უხვრძიანი დედების. biggrin.gif

QUOTE
ჩვენ სამშობაროში ასმევდნენ კასპას და ეგ ვიყიდე მაგრამ მერე შევუცვალე ესპუმიზანით და მემგონი კარგია ერთი დღე იყო როცა იტირა და კაკარას მაშნ მივეცით ესპუმიზანი და უშველა მაგის მერე არის გასუსული

მშვენიერია.

Salomea2018
მთლიანად ხელოვნურზე გყავს, ხო?
სწორად თუ მახსოვს.

Posted by: Salomea2018 17 Jul 2019, 22:10
*Artless*
კიი. 10 დღე ვიწველიდი დ ამერე ამოქაფებები დაეწყო და გადავიყვანე ხელოვნურზე. ნებისმიერი ანტირეფლუქსი არ მიიღო, მაგალითად ვცადე ნუტრილაკის, ჰიპის, ჰუმანას და მაინც ამოსდიოდა. პლასმონი მიიღო და მაგას ვაჭმევ ეხლა. ამასობაში განუვითარდა წონის დეფიციტი, მატება არ ქონდა.ბოლო 1.5 თვეში აკრიფა წონა.

Posted by: s@likun@ 18 Jul 2019, 14:12
*Artless*
გოგო რამდენიანი სემილაკი ღირდა 17 ?
რავიცი ეს გოლდი 400 გრამიანი 27 ღირს
ჩვენ ვყიდულობთ 800 გრამიანს 53 ლარად თუ 51 გამოდის ბარათით არ მახსოვს ირაკლი ყიდულობს და ყოფნის სადღაც 5 დღე

ისე ჩვეულებრივი სემილაკი მიმეცა ნეტა რა იაFი ყოFილა

გოგო არ ვჭამ ისე რო რძესმიეშველოს ))) მარტო პომიდორს ვჭამ არ ვიღებ სითხეს და ჩაის და რა მომიყვანს ))) ძაან არ მომეწონა მთელი დღე ჩამოკიდებული რო მყავდა და მიხარია რო აღარ მაქვს ))))
მუცლად ყოFნის დროს კარგი იმუნიტეტი გადავეცი ეყოFა )))))))

პედიატრთან არ გყავდა ?

გოგოებო გემოგლობინის ანალიზი აუღეთ ? ან სად გყავდათ რამე კვლევებზე თუ გყავდათ
მე მარტო თვალზე შევამოწმე ბუკლეტში ეწერა ერთ თვემდე უნდა ნახონო და სხვა რამე კიდე ხო არ უნდა გავაკეთო?





Posted by: Salomea2018 18 Jul 2019, 14:26
1 თვის მყავდა ნევროლოგთან, რუტინული შ3მოწმებაა. აცრის წინ სისხლის ანალიზი აუღეს და ისე აცრეს. ახვა არაფერი გამიკეთ3ბია.

Posted by: s@likun@ 18 Jul 2019, 14:29
Salomea2018
მეც უნდა მივიყვანო ერთი ნევროლოგთან ეგეც ეწერა ბუკლეტში

აცრა სექტემბერშიო

Posted by: Salomea2018 18 Jul 2019, 14:37
სიგრილეში მოუწია პირველი აცრა და არც ქონია რეაქცია საერთოდ. ფუიი ფუი. biggrin.gif მე2 სექტემბერშიო მეც ესე მიტხრეს. აგვისტოში არ აცრიან.

Posted by: s@likun@ 18 Jul 2019, 14:39
Salomea2018
სიცხის ამბავში ხო ? რავიცი ჩემი მეგობრის ბავშვიბაცრეს ეხლა სამი ტVის და იმ პედიატრმა ეგ სისულელეა რო არ ცრიანო ))) მოკლედ ყველა თავისთვის უბერავს რა
მეც მგონია რო სიცხეში არ ვარგა აცრა

Posted by: Salomea2018 18 Jul 2019, 14:47
ხოო რავი, რა სასურველია სიცხეებში რომ მისცეს მერე სიცხეც. მეც ვაკვირდები კიი, ყველა სხვადასხვანაირად ამბობს.

Posted by: *Artless* 19 Jul 2019, 22:49
QUOTE (Salomea2018 @ 17 Jul 2019, 22:10 )
*Artless*
კიი. 10 დღე ვიწველიდი დ ამერე ამოქაფებები დაეწყო და გადავიყვანე ხელოვნურზე. ნებისმიერი ანტირეფლუქსი არ მიიღო, მაგალითად ვცადე ნუტრილაკის, ჰიპის, ჰუმანას და მაინც ამოსდიოდა. პლასმონი მიიღო და მაგას ვაჭმევ ეხლა. ამასობაში განუვითარდა წონის დეფიციტი, მატება არ ქონდა.ბოლო 1.5 თვეში აკრიფა წონა.

ახლა საერთოდ აღარ აქვს ამოქაფებები?

ჩემსას ხანდახან ისევ აქვს ხოლმე. მაგრამ უმეტესად საკვებს კი არა, მოძრაობას ვაბრალებთ ჩვენ. როცა ახალნაჭამზე ზომაზე მეტს ან/და არასათანადო პოზებით ვამოძრავებთ. ან იმას, რომ ჭამისას შეიძლება ჰაერი "გადაეყლაპა".

კარგია, ეგ რომ მოაგვარეთ. :*

s@likun@
QUOTE
გოგო რამდენიანი სემილაკი ღირდა 17 ?

350-გრამიანი.
სიმილაკ კლასიკი.
გოლდს მეტი დადებითი მახასიათებელი ექნება ალბათ.

QUOTE
ჩვენ ვყიდულობთ 800 გრამიანს 53 ლარად თუ 51 გამოდის ბარათით არ მახსოვს ირაკლი ყიდულობს და ყოფნის სადღაც 5 დღე

რა მომგებიანი ბიზნესია ბავშვის პროდუქცია რააა.

საკვები საკვებად და, ერთი გოგო იძახდა 2 წლამდე შვილზე. მაღაზიაში რაღაც უპაწაწინესი სათამაშო (მგონი დრაკონის ფიგურა) მოუნდაო. ავიღე, მივიტანე სალაროსთან და თურმე 40 ლარი ღირებულაო.
მაინც უყიდა. up.gif როგორია, საყიდელი ფული გქონდეს და შვილს სურვილი არ აუსრულო.
მშობლის/უფროსის ფსიქოლოგია კარგად იციან გამსაღებლებმა და სარგებლობენ.

QUOTE
გოგო არ ვჭამ ისე რო რძესმიეშველოს ))) მარტო პომიდორს ვჭამ არ ვიღებ სითხეს და ჩაის და რა მომიყვანს )))

აჰ, გასაგებია.
ისე, პომიდორზე ვიცი, რომ 'არ შეიძლება'.
მე ვერიდები შეძლებისდაგვარად.
თუმცა შენთვის უკვე ყველაფერი ხსნილია. ეგ დადებითი კი აქვს.

და ამხელა ყავისტი ქალი ჩაისტად გადავიქეცი იძულებით. biggrin.gif

QUOTE
ძაან არ მომეწონა მთელი დღე ჩამოკიდებული რო მყავდა და მიხარია რო აღარ მაქვს ))))

biggrin.gif biggrin.gif
დამღლელია, კი.

QUOTE
პედიატრთან არ გყავდა ?

კი, თითქმის 2 თვის როცა იყო. 3 თვის ასაკზე დაგვიბარა კიდევ. თვის ბოლოს მიმყავს. თან ბარემ კუთვნილ აცრასაც გავაკეთებინებ.

მე მარტო აცრის გეგმა მაქვს. როდის რა უწევს.
შენ რომელიმე კლინიკაში მოგცეს ბუკლეტი?

Posted by: Salomea2018 20 Jul 2019, 08:22
*Artless*
კი ქხლა მიგვარდა. იქნებ გადავიყვანო რამე შეღავათიან საკვებზეთქო ვფიქრობ. 350იანი 33 ლარი ღირს.

სამშობიაროს ფორმა 100შჯ წერია რეკომენდაციები

Posted by: rocobarocco 20 Jul 2019, 22:14
გოგოებო, კუჭში თუ ყოფილა შეკრული თავენი პატარა? და რითი უშველეთ?

Posted by: teklikie 21 Jul 2019, 18:06
გოგოებო პირველი აცრა 2 თვეზე გავუკეთე და მას მერე ჭამას მოუკლო. 3 თვის ხდება 1 კვირაში. აცრამდე ჰიპ კომბიოტიკს ჭამდა 5 კოვზს და ახლა 4 საც არ ჭამს მიტოვებს ზოგ ჭამაზე 20 ან 30 გრამს ხან მეტსაც. ვეღარ გავიგე არ მოსწონს? 50 გრამიც დაუტოვია მარა შემდეგი კვება თავის დროზე 3.5 საათში მოუთხოვია. ვცადო მინდა აბა სხვა ის სულ თუ ჭამა ესეიგი ეს არ მოწონს და რას მირჩევთ ჰუმანა პლატინით გავზარდე პირველი და მომწონდა და ახლა ყველას ფრისო აკერია )))

Posted by: Salomea2018 21 Jul 2019, 18:15
teklikie
სემპერი ყველაზე გემრიელიაო ამბობენ. აბა გაასინჯე. მარა ჩემიც ტოვებს ბოლო 2 დღეა და მე სიცხეება ვაბრალებ

Posted by: teklikie 21 Jul 2019, 18:31
Salomea2018
სოფელში მყავს 2 თვეა უკვე და აქ არ ცხელა და თან 1 თვეა ასეა და ოედიატრი მეუბნება რომ პირველუ აცრა საკმაოდ აგრესიული ვაქცინააო და შეიძლებაო მადის დაქვეითებაც გამოიწვიოსო და დააკვირდიო

Posted by: *Artless* 21 Jul 2019, 21:11
Salomea2018
QUOTE
კი ქხლა მოგვარდა.

up.gif

QUOTE
იქნებ გადავიყვანო რამე შეღავათიან საკვებზეთქო ვფიქრობ. 350იანი 33 ლარი ღირს.

უი, 350 გრამისთვის ცოტა ძვირია. გაგყიდით.

QUOTE
სამშობიაროს ფორმა 100შჯ წერია რეკომენდაციები

მადლობა. ჩავიხედავ. ყველაფერი აღარც მახსოვს, რაც წერია.

rocobarocco
გაარკვიე, რა შველის?

Posted by: google1 21 Jul 2019, 22:07
Salomea2018
ვაიმე ორი დღეა მე მყავს ბავშვი და გავსკდი გულზე, ნახევარიც ვერ შევაჭამე ვერაფერი. არადა ძიძასთან კარგად ჭამს.
სიცხის გამო ხომ არაა, ნერვები დამაწყვიტა, აბა ძიძა როგორ უკეთებს და აჭმევს მეთქი ვბრაზობ.
rocobarocco
ჩემი ძალიან შეკრა სიმილაკმა. პედიატრმა სემპერის ბიფიდუსი დაგვიმატა ყოველ მეორე კვებაზე, მაგრამ დიდად ვერ უშველა. მერე ჰიპზე გადავიყვანე და ეგრევე გამოსწორდა, ახლა ფრისოზეც გადასარევადაა.

Posted by: Salomea2018 22 Jul 2019, 08:16
google1
მე გმონი ყველამ აურია ასე თუ ისე ამ სიცხხეებზე. მეგობარიც მეწუწუნებიდა, ვერაფერს ვეღარ ვატენიო. 9 თვის ყავს
ამანაც ცოტა მოუკლო. მიტოვებს. ალბათ სიცხის ბრალია რავიცი.
როგორ გყავს გოგოშკა. როგორ გაიზრდებოდა. :*

Posted by: google1 22 Jul 2019, 11:22
Salomea2018
ალბათ სიცხის გამოა. დღეს დავუტოვე ძიძას და საღამოს თუ მითხრა ყველაფერი შეჭამაო, გადავირევი smile.gif
კარგადაა გოგოშკა, ყოველდღე ახალ რაღაცეებს სწავლობს და გვართობს smile.gif შენი დიდი ბიჭი როგორაა :*

Posted by: Salomea2018 22 Jul 2019, 11:30
google1
კარგადაა, 3 თვის ხდება და იწყ3ბა მაიმუნობებს. ღუღუნებს და კისკისებს. :*

Posted by: teklikie 31 Jul 2019, 20:40
Salomea2018
როდის ხდება 3 ის. ჩემი 24 ივლისს გახდა. მახსოვხარ შენ მომავლებიდან. პროგესტერონი რომ გქონდა ნაკლები

Posted by: Salomea2018 31 Jul 2019, 21:36
teklikie
1 აგვისტოს ხდება 3ის.კიი მე ვარ, ჩემით რომ ვუმკურნალე თავს
biggrin.gif აგერ მიწევს შედეგი. :* მოუმატა ჭამას?

Posted by: teklikie 31 Jul 2019, 21:41
Salomea2018
ჰუმანაზე გადავიყვანე და ისევ ისე ჭამს დავოტანჯე. რაღა ვქნა აღარ ვიცი
* * *
Salomea2018
შენ რას აჭმევ?? რამდენს ჭამს?

Posted by: s@likun@ 14 Aug 2019, 15:42
ორი თვის ბავშვისთვის 4 საათიანი შუალედი ადრეა ?
აშკარად გადადის 4 საათიანზე 30 გრამის მომატებით

Posted by: luckygirl15 14 Aug 2019, 21:44
s@likun@
მე მყარ კვებაზე რომ ადავედიტ მაშინ გადავიყვანე 4 საათიანზე, 4 თვიდან ანუ. მანმამდე სულ სამ საათიიანი და ღამე დიდი შუალედით. 5 კვება გამოდის როგორც შენ დაწერე და 5 კვება 2 თვისთვის მგონი ცოტაა, 6 -7 არის ნორმა. მე 6 გამომდის. თვენახევრისაა.

Posted by: Salomea2018 14 Aug 2019, 21:48
QUOTE (teklikie @ 31 Jul 2019, 21:41 )
Salomea2018
ჰუმანაზე გადავიყვანე და ისევ ისე ჭამს დავოტანჯე. რაღა ვქნა აღარ ვიცი 
* * *
Salomea2018
შენ რას აჭმევ?? რამდენს ჭამს?

ბოდიში ახლა ვნახე
ახლა ჩემი გადაირია. აცრის მერე ვერ მიცვნია. არ ჭამდა არაფერს. დღეს მაწონიღა მქონდა ვარიანტად და ეგ ჭამა და ამოვისუნთქე ცოტა. 3სთშჯ 90 რომ ეჭამა ეგ იყო მიღწევა
ზოგადად პლასმონ ანტირეფლუქსს ჭამდა და ამ უმადობის პერიოდში 5ნაირი ვიყიდე და უკვე აღარ ვიცი რას ჭამდა, არაფერი მოწონდა. საკვების გაჩუქებაზე ვარ გადასული.

Posted by: s@likun@ 15 Aug 2019, 01:46
luckygirl15
რავიცი ინტერნეტში რაც ვნახე 3-4 საათი უნდა შუალედი ორი თვისასო
დღეს გავუკეთე ეს ოთხსაათიანი და რავიცი აბა მშვენივრად იყო
ხვალაც შევხედავ

Posted by: *Artless* 16 Aug 2019, 17:21
გრეჩიხის ფაფაზე უნდა გადავიყვანო მალე. love.gif განა მჯერა. biggrin.gif

4 თვის გახდა გუშინ.

Posted by: s@likun@ 23 Aug 2019, 19:03
*Artless*
სალ რა ქენი გადაიყვანე ? მოეწონა ? ^^


QUOTE
4 თვის გახდა გუშინ.

love.gif რა დიდი კაცია უკვე

ორ კვირაში ჩვენ სამის ვხდებით და აი მეც არ მჯერა ისე წამში გადის დრო


Posted by: Salomea2018 23 Aug 2019, 19:42
*Artless*
1 კვირაში ხდება ჩემი ბიჭი 4ის და გამიზიარე გამოცდილება
მცირე ულუფით დაიწყე ხო? ხილფაფაც აჭამე? რასაც გადავხედე არ იყო ცუდი არჩევანი..გავამდიდრებ აფთოაქება აშკარად.

Posted by: makmanus 23 Aug 2019, 21:08
Salomea2018
პირველ დღეს ორი პატარა კოვზი აჭამე,და ყოველ დღე თითო კოვზი დაუმატე.ყოველი ახალი საკვები ასე დააწყებინე,...რა ბედნიერი ვიყავი მყარ კვებაზე რო გადამყავდა,თავიდან ცოტა გაგიჭირდება კოვზს სანამ მიაჩვევ,მოიმარაგე ფართუკჩიკები

Posted by: Salomea2018 23 Aug 2019, 23:14
makmanus
ქოო, საწვიმარსაც გადავიცვამ, დავიზღვევ თავს მოფურთხებისგან
biggrin.gif
მადლობაა. მეც ასე მახსოვდა რომ რამოდენიმე კოვზით დავაწყებინეთ ჩემს დისსვილებს. უფროსმა მახსოვს, კივილი დაიეყო, ხილფაფა მოეეონა და 2 კოვზი არ ეყო. ძალიან გაგვიბრაზდა და შეწამა ნახევარი ქილა. biggrin.gif

Posted by: google1 23 Aug 2019, 23:58
makmanus
კოვზზე მიჩვევა ურთულესი მეგონა და პირველივე ცდაზე დაიწყო ჭამა, სამაგიეროდ ბოთლი შეიჯავრა smile.gif მას მერე წვალებით ვაჭმევ ბოთლიდან ფორმულას, თუ ვერაფერი გავაწყვე, ისევ ფაფას ვუკეთებ და ჭამს, უცნაური ბავშვია.
Salomea2018
ხერხეულიძის შედგენილი მენიუთი ვაჭმევ და კმაყოფილი ვარ. ჯერ მოთუშული ვაშლი მივეცი, ცოტა ხანში ფაფები დავიწყეთ და ბოლოს სუპები. ფაფებში ხილს როცა ვურევ უკეთ ჭამს. თავიდან ცოტა თხელი უნდა მისცე ყველაფერი და ნელნელა გაუსქელო, ოდნავ სქელი თუ გამომივიდა, ჩემი ახლაც გულს ირევს.

Posted by: *Artless* 24 Aug 2019, 00:25
s@likun@
ხვალ უნდა ჩავატაროთ პირველი ექსპერიმენტი. biggrin.gif
ფაფაც და კოვზიც მომარაგებულია.

მთეელი 3 თვის პაწაწა. <3
მართლა გარბის დრო.

Salomea2018
პედიატრმა წიწიბურის ფაფა გვითხრა და ამიტომ ჯერ მარტო ამით ვცდი. ამაზე მეყოლება.
დღეში 2-ჯერ 30-30 გრამი ფაფა და მერე ისევ რძით გაგრძელება. ფაფის რაოდენობას მერე თანდათან მოვუმატებთ. - პედიატრის რეკომენდაციებია ეს.

რძიანი წიწიბურას ფაფა ვუყიდე, ჰუმანა ესაც.

მგონია, რომ არ გაუწირდება, რავიცი. ყოჩაღი ბავშვია, ზოგადად.

დავწერ შედეგებს. :დ

პ.ს. ბოდიში, გოგოებო, თქვენი პოსტები რომ ვერ დავთაგე. მობილურით ვარ და ჩალიჩი მომიწევდა.
* * *
მგონი ევასააააააააააააა. lol.gif biggrin.gif biggrin.gif

შედარებით მარტივად რომ მიეღო, საკმარისზე ცოტა მეტად მოვაშიეთ და არ ვიცი, მარტო შიმშილის გამო იყო თუ ორივესი ერთად, ცოტა ხანში კოვზს ლამის თავად იტენიდა პირში. biggrin.gif
მოკლედ, იდეალურად ჩაიარა.
მისმა პირველმა ფაფისჭამიობამაც და ფოტოსესიამაც. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: *Artless* 24 Aug 2019, 12:56
აჰა, ამოიწიოს. biggrin.gif

Posted by: Salomea2018 24 Aug 2019, 13:12
google1
მადლობა. დაგვიბრუნდა მადა, მოპუტკუნდა და ძალიან იმედი მაქვს რომ შეჭამს ფაფასაც. ისე ველოდები
biggrin.gif
*Artless*
მოსალოცად გაქვს საქმე. მე ჰიპის და ჰეინცის ფაფები მომიზიდა ჩემმა დაქალმა, გამოგადგებაო და კარგებია ნეტა?

Posted by: google1 24 Aug 2019, 14:06
Salomea2018
ჰაინცი არ მქონია და ჰიპი კარგია, ყველანაირ ფაფას ვაძლევ და ნუტრიბენი რომ მოსწონს, არცერთს ასე კარგად არ ჭამს.
ზოგადად ნუტრიბენი ხარისხიანია თუ იცით? არცერთ ექიმს არ უთქვამს, მაგრამ ურძეო ფაფებში იმდენად მწირი არჩევანია, სხვადასხვა ვარიანტებით ვუცვლი რომ არ მობეზრდეს.

Posted by: *Artless* 24 Aug 2019, 14:09
Salomea2018
QUOTE
მოსალოცად გაქვს საქმე. მე ჰიპის და ჰეინცის ფაფები მომიზიდა ჩემმა დაქალმა, გამოგადგებაო და კარგებია ნეტა?

მგონია, რომ კარგები იქნება.
განსაკუთრებით, ჰაინცის.

Posted by: Salomea2018 24 Aug 2019, 15:25
QUOTE (google1 @ 24 Aug 2019, 14:06 )
Salomea2018
ჰაინცი არ მქონია და ჰიპი კარგია, ყველანაირ ფაფას ვაძლევ და ნუტრიბენი რომ მოსწონს, არცერთს ასე კარგად არ ჭამს.
ზოგადად ნუტრიბენი ხარისხიანია თუ იცით? არცერთ ექიმს არ უთქვამს, მაგრამ ურძეო ფაფებში იმდენად მწირი არჩევანია,  სხვადასხვა ვარიანტებით ვუცვლი რომ არ მობეზრდეს.

ნუტრიბენს ვასმევ ეხლა რძეს. პლასმონი შეიჯავრა. ჩემი და აჭმევდა ფაფებსაც და რძესაც ნუტრიბენს 3ვეს.ყველაზე მეტად მოწონდათ. მეც ახლა ექსპერიმენტები აღარ დავიწყე და გავასინჯე. მოეწონა. ესპანურია და არც იაფი. ასე რომ, არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.

Posted by: Cruel Intentions 25 Aug 2019, 21:27
ახალი სიურპრიზი მაქვს. მთელი დღეა (გუშინ ღამის მერე) ჭამის დროს უცებ იწყებს ტირილს გიჟივით. ოღონდ მაგრად შია, მერე აგრძელებს ჭამას, ისევ ტირის და ვართ ესე უბედურებაში. თან ძაან ბევრს ჭამს, 1 თვის ხდება ხვალ და 140 ჭამა, დამამატებინა იხევა ტირილით სანამ არ მივცემ. უკვე მეც მეტირება ამ პრობლემებზე, გაზები ესპუმიზანით მოვაგვარეთ ეხლა ეს დაიწყო. ხვალ ისევ ექიმთან. სხვასთან. მიქელაძე 29მდე არ არისო და დავდივარ იქამდე სხვებთან, დაიტანჯა ბავშვი. თან ჭამის დროს წითლდება და ოფლიანდება. ეგეც არ ვიცი ნორმალური თუა ან შეიძლება ჩემთან ცხელა და თან თბილი საჭმელიც რომ ემატება იმიტომ. უკვე აღარ ვიცი რაზე გავამახვილო ყურადღება. კუჭში ისევ არ გადის. სემპერ ბიფიდუსს ვაძლევ და გაზები ისე აწუხებს, ვერ ვაჩერებ. ამიტომ აღარ ვაძლევ. არ აქვს შეკრულობა უბრალოდ უჭირს გასვლა. რა მივცე საჭმელი ეგეც არ ვიცი, რეფლუქსია, ალერგიაა, იქნებ არცერთი არაა :|

Posted by: *Artless* 25 Aug 2019, 22:38
Cruel Intentions
კვების პროცესით გაწითლება ჩემსასაც აქვს. თუმცა ახლა ნაკლებად. პატარაობისას უფრო.
ნორმალური მგონია, რა ვიცი.

სხვა რამეებს რაც შეეხება, შენი მომავალი ძიძა ერკვევა ჩვილების 'პრობლემებში'?
ვინმე ძალიან გამოცდილი გჭირდება შენ რაა.
ცოდო ხარ ასე.

Posted by: Cruel Intentions 26 Aug 2019, 12:30
*Artless*

მე უკვე ისე ვარ რამე არ გამომრჩეს რომ ყველაფერს ვაკვირდები ზედმეტად. დღესაც აგრძელებს ტირილს ჭამის დროს. უეჭველი საჭმელი მაქვს გამოსაცვლელი, ამის მონელება უჭირს და მერე კუჭში გასვლა აქვს პრობლემა და ვერ მოაგვარა ვერავინ რა. მე ჩემი ძალებიტ ხან მასაჟები, ვარჯიშები, თბილი აბაზანები, მაგრამ ხან შველის ხან არა. ძირითადად არა. კიდევ კარგი ამ ახალმა ძიძამ იცის ეგეთები კარგად, მასაჟებსაც აკეთებს და იქნებ გვიშველოს სექტემბრიდან : )))) მაგის გამო ავიყვანე, კიდევ ვფიქრობდი ესე ადრე თან როცა მეც სახლში ვარ მინდა თუ არა მეთქი მაგრამ ესეთ გამოცდილს ან ვნახავდი ან ვერ და ჯობია მომეხმაროს ესეთ რამეებზე

Posted by: *Artless* 26 Aug 2019, 14:35
Cruel Intentions
QUOTE
ჯობია მომეხმაროს ესეთ რამეებზე

აუცილებლად.
სწორი გადაწყვეტილება მიიღე.

ჰუმანას რძე დამწყებთათვის გიცდია?
"Anfangsmilch" აწერია მგონი.

Posted by: mikheill1 26 Sep 2019, 21:36
საქართველოში ყველაზე საუკეთესო დედის რძის შემცვლელი არის ნუტრილაკი პრემიუმი. შემდეგ მოდის ჰუმანა პლატინიუმი.
ვისაც არ აქვს საშუალება, ვინის რძე იდეალურია ფასთან მიმართებაში.
რაც შეეხება ფაფებს, აქ ჰიპი ლიდერობს, შემდეგ ჰუმანა, ვინი და ნესთლე.

Posted by: google1 26 Sep 2019, 23:40
mikheill1
ნუტრილაკიც რუსულია და ვინიც, ყველა ცნობილი პედიატრი მირჩევს ვაჭამო ნებისმიერი რუსულის გარდა. რატომ არის ნუტრილაკი საუკეთესო ან ვინი ფასთან მიმართებით იდეალური?

Posted by: Salomea2018 27 Sep 2019, 08:48
google1
ჰეინცი ვიყიდე, აღმოჩნდა ტკბილი ზედმეტად და თან რუსული... გადავაგდე, მით უმეტეს მატლები იპოვა მეგობარმა... პლასმონის და ნუტრიბენის ფაფებზე გიჟდება. ვინი არ მიმიცია არასდროს.

Posted by: მზე 27 Sep 2019, 11:24
google1
QUOTE
ყველა ცნობილი პედიატრი მირჩევს ვაჭამო ნებისმიერი რუსულის გარდა.

+1
ნამდვილად მასეა.

Salomea2018
QUOTE
მით უმეტეს მატლები იპოვა მეგობარმა

ეს შენახვის პირობების დარღვევაა.

Posted by: Salomea2018 27 Sep 2019, 12:31
აფთიაქში, თორემ ამან გახსნა თუ არა მაშინ ნახა. არც უხმარია.

Posted by: მზე 27 Sep 2019, 13:20
Salomea2018
მე იმაზე გავაკეთე აქცენტი რომ თვითონ მწარმოებლის (გინდა ჰეინცი იყოს და გინდა სხვა) არ არის ეგ.
ყველაფერს შეიძლება გაუჩნდეს მატლები თუ არ დაიცავ შენახვის პირობებს.

ისე, ჩემმა ჯგუფელმა ბოლტი (რკინის ნაწილი) ნახა ნუტრიბენის ხორცის პიურეში. ეს უკვე მწარმოებლის ბრალია.

Posted by: Salomea2018 27 Sep 2019, 20:02
მზე
ვაიიიმეეე. სახლში ვუკეთებ ხილის პოურეებს მაგრამ ზოგჯერ მაი ც ვყიდულობ ხილფაფებს და უკვე მეშინია რაა.

Posted by: მზე 27 Sep 2019, 22:03
Salomea2018
არ იდარდო. მე წლის და 5 თვის მყავდა და მაინც ვაჭმევ პაუჩებს და ხორცის პიურეებს (სემპერს ძირითადად). და სულაც არ მგონია რო ვაშავებ.

იმან კი ნახა მარა ისე ნუტრიბენი კარგ ბრენდად ითვლება, რავიცი.

Posted by: Salomea2018 27 Sep 2019, 22:18
ფორმულას მაგას სვამს მხოლოდ. ფაფებიც ყველაზე მეტად ნუტრიბენი და პლასმონი მოწონს. 4 თვიდან სემპერის წიწიბურა გავასინჯე და არ მოეწონა. მეც რომ გავსინჯე, აი არაფრის გემო ქონდა. 5 თვიდან კარგი ფაფები აწვს სემპერსაც.

Posted by: google1 27 Sep 2019, 22:35
Salomea2018
პლასმონის ფაფა კი არ მინახავს, ახალი შემოტანილია როგორც მივხვდი და კონსულტანტები აქტიურობდნენ აშკარად smile.gif სპაგეტი ვიყიდე სუპში ჩასაყრელად, 4 თვიდან ვარიანტიც ჰქონდათ.
გადავხედო აბა ფაფებს, იქნებ ურძეო ვიპოვო რამე, მობეზრდა ერთიდაიგივე.
* * *
მზე
ნუტრიბენის ხორცის მენიუს ვყიდულობ ზუსტაად smile.gif) როცა არ მცალია მოსამზადებლად ან გასულები ვართ, ძალიან მოსწონს. იმედია არ ვაშავებ sad.gif
აღარ ვიყიდი.. სემპერი უფრო ხარისხიანი მგონია, მაგრამ ცოტა არჩევანში უჭირთ, ფაფებშიც ურძეო მარტო წიწიბურა და ბრინჯი აქვთ, ისიც უგემური.

Posted by: Salomea2018 28 Sep 2019, 08:03
google1
მე რძესაც ხომ პლასმონს ვაჭმევდი 3 თვე. პასტა შეგილია მოხარშო ცალკეც და აქვთ 6 თვიდან მდნარი ყველი, ხოდა ზემ9დან დაუდე. ძაან გემრიელუაო ამბობენ. დედებიც მიირთმევენ. ბისკვიტი აქვთ დაფქუკი, ჩაისთვის გამზადებული. მიკლედ კაი რამეებია. 5 თვიდან ჩავუჯდები. biggrin.gif

Posted by: მზე 28 Sep 2019, 10:36
google1
ჰო ურძეო ვერც ნიას ვაჭამე.
უი რას ამბობ, ხორცის პიურეები ძალიან გემრიოლობები აქვს სემპერს. რო ვუთბობ ისეთი სუნი აქვს ხოლმე რო რავი.
თევზეულიც ბევრნაირი აქვს

მაგიტო არდამიწერია, იყიდე კაცო. მგონი კარგი ფირმაა ნუტრიბენი, უბრალოდ მაგასაც კი მოუვიდა ეგეთი რაღაც თქო

აი ფოტო:
user posted image

Posted by: freecooler 21 Dec 2019, 18:17
მირჩიეთ იაფიანი პამპერსი და ბავშვის კვება ............. სად ვიყიდო და რა ფირმა და რა ღირს.
ტყუპებს ველით და გავიყიდებით.

Posted by: Salomea2018 21 Dec 2019, 20:07
freecooler
ყველაზე იაფი ვინის, მალუტკის და ნესტროჯენის რძეებია. ხარისხი არ ვიცი. საფენები საბითუმოებში იყიდებაო იაფები. სახელები ა რვიცი ზუსტად ნამდვილად. აფთიაქში როიალ კომფორტი მიყიდია ყველაზე იაფიანი, და კარფურში ჰელენ ჰარპერი. smile.gif

Posted by: nopiahopi 10 Jul 2021, 15:04
UP.................... UP................
* * *
აბა გოგონებო, ვის რა ასაკის გყავთ და რას აჭმევთ ბავშვებს ?
აქ დავპოტოთ და ერთად იქნება თავმოყრილი კვების საკითხები smile.gif

პ.ს. მე ვერაფერს დავწერ, ჯერ მხოლოდ რძეა ამის მთელი რაციონი biggrin.gif

Posted by: ninunin 10 Jul 2021, 20:41
ჩემუ ბიჭის კვებას ქვია სულ მშია, მშიერა, სულ შია სულ

Posted by: anibani18 10 Jul 2021, 22:11
კვება არის ჩემი ტკივილი. სულ ეჭვებში ვარ, ბევრს ხომ არ ვაჭმევ, ცოტას ხომ არ ვაჭმევ, რამეს ხომ არ ვუშავებ...
ჩემი გოგონა 9 თვისაა. დილას ვიწყებთ ფაფით, სემპერის, ჰიპის, ნუტრიბენის რძიანი ფაფით. შემდეგ გვაქვს სადილი, ბოსტნეული ხორცით ან თევზით ან ოსპი ან მუხუდო. მე უკვე ისეთ სადილებს ვუმზადებ რომ მთელი ოჯახიც სიამოვნებით მიირთმევდა. დაახლოებით 2 საათზე ვჭამთ იოგურტს ხილთან ერთად და შემდეგ გვაქვს ან უბრალოდ ბოსტნეული ან პასტა რამე-რუმეებით ან ფაფა ან ქინოა ხილით ან გოგრით. შემდეგი ყველა კვება (2 კვება) არის რძე. რძე სხვა დროს რომც შევთავაზო, არ ჭამს, თავის წილ ლობიოს და ყველს არაფერში გაცვლის smile.gif

Posted by: nopiahopi 12 Jul 2021, 11:05
anibani18
QUOTE
კვება არის ჩემი ტკივილი.

ჩემიც biggrin.gif ამიტომ კარგია ამ თემაში თუ იქნება ყველას გამოცდილება თავმოყრილი ადვილად რომ მოვიძიოთ ინფორმაცია smile.gif

Posted by: isuki 17 Jan 2022, 12:09
რა ჯდება ბავშვის კარგი საკვებით გამოკვება?
ხარისხიანი საკვები რა ღირს აფთიაქებში?

Posted by: nopiahopi 28 Jan 2022, 23:07
anibani18
ოსპს და ქინოას როგორ ამზადებ?

ოსპი მინდა გავასინჯო და ამ ასაკისთვის როგორი სახით ჯობია?


ქინოა მარტო სუპში მაქვს გასინჯული, მე არასდროს გამიკეთებია. და საერთოდაც რამდენიმე თვეა რაც აღმოვაჩინე biggrin.gif

* * *
დღეს გავასინჯე ოსპი ბოსტნეულის პიურესთან ერთად შერეული და მიირთვა უპრობლემოდ.

Posted by: anibani18 29 Jan 2022, 21:38
nopiahopi
მე ცოტა სხვანაირი მოდგომით ვაჭმევდი, როგორც იცი, ამიტომ არ ვიიც, თუ გამოგადგება ჩემი რეცეპტი. ახლაც ასე ვამზადებ საერთო სუფრისთვის.
მოვშუშავ ხახვს და დაჭრილ ნიახურის ღეროს, მერე ვამატებ დაჭრილ სტაფილოს და წითელ ბულგარულს, ცოტა ხანი ვშუშავ ერთად. ვამატებ კანგაცლილ, თესლებგამოღებულ და დაჭრილ პომიდორს. მერე ვამატებ სუნელებს, მე მომწონს კვლიავი და კარის სუნელები (curry). ცოტა ხანი რომ მოიშუშება ეს ყველაფერი ერთად, ვამატებ გარეცხილ წითელ ოსპს, დავასხამ წყალს და ნელ ცეცხლზე ვამზადებ.
რაც შეეხება ქინოა, 1:3-თან მიმართებაში ვხარშავ ხუფდახურულ ქვაბში, შეგიძლია ცოტა მშრალი ნიორი დაუმატო. ამოურიე ერთხელ ან ორჯერ, ხშირად არ ურიო, რადგან ფაფასავით გახდება. წყალი რომ დაშრება, გასინჯე, თუ აკლია მოხარშვა, ოდნავ დაამტე კიდევ წყალი. რომ გამზადდება, დატოვე 10 წუთი დახურილი ხუფის ქვეშ, მერე ჩანგლით ააფხვიერე. ცალკე, კუბიკებად დაჭრილ ყაბაყს და ბადრიჯანს ვწვავ, ან ღუმელში ვამზადებ. შენ შეგიძლია სხვა ბოსტნეულიც გააკეთო. ვამატებ პროვანსულ სუნელებს და რომ გამზადდება ოდნავ პარმეზანს ვახეხავ ზემოდან, სულ ოდნავ. მერე ერთმანეთში ვურევ ქინოას და ამ ბოსტნეულს. ქინოა თუ დაგრჩა, შეგიძლია მეორე დღისთვისაც შეინახო და სხვა ბოსტნეულებღთან გაურიო.
ესაა ჩემი რეცეპტები. იმედია, გამოგადგება smile.gif
ბოსტნეულთან ერთად ოსპზე მეც ვიფიქრე. უნდა მოვამზადო ამ დღეებში. მოხარშე და გადაწურე ოსპი?

Posted by: nopiahopi 29 Jan 2022, 22:07
QUOTE
ბოსტნეულთან ერთად ოსპზე მეც ვიფიქრე. უნდა მოვამზადო ამ დღეებში. მოხარშე და გადაწურე ოსპი?

ჰო, ცალკე მოვხარშე, გადავწურე. მერე გადავურიე ერთმანეთში მოხარშული ოსპი და ბოსტნეული.
ოსპზე როგორც მოიწერე, დიდებისთვის მეც ეგრე ვამზადებ დაახლოებით. ეგ სუნელები არ გამომიყენებია და ცოცხლად შენახულ ჩვეულებრივ პომიდორს ვამატებ.

ისე პამიდვრის გარეშე რომ გავაკეთო, ხახვს, სტაფილოს, ბულგარულს ისედაც იღებს და მხოლოდ მაგეებით მოვუმზადებ შემდეგ ცდაზე. იქნებ ეგრეც მოეწონოს მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად smile.gif გახდეს ბარემ 10 თვის და მერე მივცემ .

ქინოა არასდროს მომიზადებია და ვცდი ეგრე, იქნებ გამომივიდეს smile.gif

აი როგორ არ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და ამ ბავშვების ხათრით ძალით რომ ვაკეთებ საჭმელს .. sad.gif biggrin.gif


დიდი მადლობა, ძალიან მეხმარება შენი რჩევები და რეცეპტები ამ უნიჭო დიასახლისს ))

Posted by: anibani18 30 Jan 2022, 21:54
nopiahopi
მიხარია, თუ გეხმარები.
ამარანტას ფაფა გაასინჯე, თუ მოგინდება. სოლიდ სტარტის მიხედვით, ძალიან სასარგებლო ყოფილა. მე წლამდე არ მქონდა მიცემული და წლის მერე ვეღარ შევაყვარე. ისე, თუ გინდა რამე საკვებს მიაჩვიო, მარილსა და პილპილს არ ვგულისხმობ, სადილს, პროდუქს, წლამდე სჯობს გაასინჯო და შეაყვარო, მერე, უმეტეს შემთხვევაში, რთულდება ყველაფერი.
ჩემი რას შვება ეს რამდენიმე დღე, იცი. ზოგადად მშვენიერო მჭამელია, თავს არ მოგაჭამს, მაგრამ რასაც მისცემ, ჭამს. რაღაცეები უყვარს, რაღაცეები ისე რა, მაგრამ ხელს არაფერზე გიკრავს. უმეტესწილად ასეა. ახლა მივცემ ნებისმიერ რამეს, იმასაც რაც უყვარს და უცებ უშვებს ცრემლებს, იწყებს ღნავილს და მაცივრისკენ იშვერს ხელს. თავად უნდა აარჩიოს რა ჭამოს. მე არაფერს ვაძლევ სხვას, ვეუბნები, რომ ესაა ჩვენი სადილი და სხვა არაფერი მაქვს. ძლივს ვაწყნარებ, მაგრამ რჩება მშიერი ბოლოს. დღეს დილით ფაფა ჭამა მშვიდად, მერე ბოსტნეულის სუპი გავაკეთე, ძალიან უყვარს ბოსტნეული, ატეხა ერთი ამბავი და ბოლოს დარჩა სადილის გარეშე. მერე ხემსად მაწონი მივეცი სეზამის კარაქთან ერთად. მაწონი მისი უსაყვარლესი საჭმელია. რომ ატეხა ერთი ამბავი, და გაიქცა, დადგა მაცივართან. დავამშვიდე, მის ოთახში, პატარა მაგიდასთან გავუშალე სუფრა და ჭამა ბოლოს. საღამოს იკადრა და ივახშმა ჩუმად.
იქნებ სამზარეულოდან გამოვიყვანო და ოთახში დავსვა საჭმელად რამდენიმე დღე.
მომწერე რა მერე, სისხლის გამათხელებელზე ანაზღაურება როგორ გააკეთე

Posted by: Toots 3 Feb 2022, 13:57
სემპერა, ჰიპი და ნუტრიბენი არც ისე ხარისხიანი საკვებია ბავშვისთვის...

ნუტრილონი და სიმილაკი არის ხარისხიანი საკვები. ბავშვი რო გაიზარდოს ჯამრთელი, ძლიერი იმუნიტეტის და სამომავლოდ არ ქონდეს რაიმე შეფეხება განვითარებაში. მოკლედ, კარგი კვება არის ბევრი რამის გარანტი ბავშვის სამომავლო გავითარებაში.


Posted by: nopiahopi 9 Feb 2022, 10:54
მჭადი რა ასაკიდან შეიძლება რომ გავასინჯო? ყველი უყვარს და მჭადის გემოს გასასინჯად პატარა რომ გამოვუცხო ღუმელში როდიდან ვცადო? თუ წლამდე არც განიხილება საერთოდ? 10 თვისაა ახლა

Posted by: narkozeli 9 Feb 2022, 14:31
nopiahopi

8 თვიდან შეგიძლია მჭადი გაასინჯო

Posted by: ninunin 9 Feb 2022, 15:58
პოსტი შემეშალა biggrin.gif.....სხვაგან უნდა დამეპოსტა

Posted by: nopiahopi 9 Feb 2022, 23:31
narkozeli
QUOTE

8 თვიდან შეგიძლია მჭადი გაასინჯო

შენ გაიხარე! biggrin.gif ვცდი კვირას, პაწია მჭადს შევუპიწკინებ ღუმელში smile.gif

Posted by: Laashk 28 Mar 2022, 12:37
გამარჯობა,

https://vendoo.ge/sabavshvo/kveba/adaptirrebuli-rdze/hipp-121540-BABY-FOOD

ამას ვაჭმევ შვილს და მაინტერესებს რამდენად ხარისხიანია? HIPP Organic Combiotic

ვინს რას აჭმევთ? მეუბნებიან არც ისეთი ხარისხიანია ამხელა ფასი რომ იხადოო და არის რაიმე შემცვლელი ისეთი რო კაი ხარისხის იყოს და ღირდეს ფასის სხვაობად? ჰუმანა მირჩიეს მაგრამ ფასი 5 ლარით განსხვავდება მეტი არა.


Posted by: T-mademoiselle 28 Mar 2022, 13:15
Laashk
ჰუმანას იღებდა ჩემი შვილი, ფაფებიც და ხილიც გარკვეულ ასაკამდე.

ჰიპიც არაა მგონი ურიგო

Posted by: Laashk 28 Mar 2022, 14:15
T-mademoiselle
ჰუმანა და ჰიპის შორის ფასის სხვაობა ძაან მცირეა და როგორც მითხრეს ბევრად ჯობია ჰიპიო,

მაინტერესებს ნუტრილონი და სიმილაკი, თუ ვინემს ქონია შეხება და რამდენა კაია? ამ 2 მწარმოებელს 800 გრამიანი შეფუთხვებიც აქვს და ბევრად იაფი გამოდის ვიდრე ჰიპი ერთიანად თუ ვიყიდი დიდ შეფუთვებს.

Posted by: T-mademoiselle 28 Mar 2022, 14:34
Laashk
მე პირიქით ვიცი, მაგრამ თქვენი ნებაა, შემადგენლობის გარდა შეიძლება არც ესიამოვნოს სხვა პროდუქტი, მე ჰუმადან ვიწერდი და ფასიც უფრო ბიუჯეტური გამომდიოდა ვიდრე აფთიაქში.

Posted by: Laashk 28 Mar 2022, 15:19
T-mademoiselle
და ამ კონკრეტული ჰიპის შემცვლელი რომელი აქვს ჰუმანას? ანუ ეს რაღაც კომბიოტიკიაო და დედის რძესთან მაქსიმალურად მიახლოვებულიო თუ რაღაც ესეთი მითხრეს :დ


Posted by: magdalea 28 Sep 2022, 19:15
UP...............................................

Posted by: gachumdii 26 Oct 2022, 20:21
გოგოებო გამარჯობა
თქვენი გამოცდილებით ყველაზე საუკეთესო ფორმულა რომელია 0 თვიდან რომ მივცე ბავშვს?

Posted by: ივლისი 26 Oct 2022, 20:56
gachumdii
სიმილაკი გოლდს ვაძლევ დაბადებიდან. კმაყოფილი ვარ. კარგი ათვისება და მატება აქვს. ფრისოც ძალიან კარგია როგორც ვიცი.

Posted by: gachumdii 27 Oct 2022, 07:34
ივლისი
მადლობა.
მსუბუქია და როგორც ამბობენ დედის რძესთან ახლოს?
გაზების დაგროვებასთან მიმართებაშიც კმაყოფოლი ხართ ? რამდენადავ ვიცი ხელოვნური საკვების დროს გაზები უფრო უგროვდებათ. არ ვიცი, იქნებ მცდარი ინფორმაცია მაქვს

Posted by: ივლისი 27 Oct 2022, 15:00
gachumdii
Gazebi acuxebs ki sakmaod . Ar vici sxva formulaze naklebad tu ekneboda. specialuri antikolikuri rdzeebic arsebobs. Rogorc pediatrebi amboben xarisxi kargia similakis. Samshobiaroshi es hkondat da davutove.

Posted by: gachumdii 28 Oct 2022, 16:39
ივლისი
გასაგებია
მადლობა

Posted by: Cymbaline 9 Jun 2023, 18:11
სიმილაკის წინააღმდეგ სარჩელია, აქაოდა ნეკტროტულ ენტეროკოლიტს იწვევსო:

https://www.drugwatch.com/baby-formula/lawsuits/similac/?fbclid=IwAR2jXj4VdRZ-RY148dDJW6HJ59U2guQxaV4SdypW-DPK2DdWAFT2oSgMhTU#:~:text=A%20Similac%20lawsuit%20is%20a,NEC%2C%20a%20potentially%20fatal%20illness

რომელი ფორმულაა კარგი?
არცერთი, ყველა ტოქსკიკურია.

1) დედის რძე
2) თხის ნედლი/ცოცხალი რძე
3) კიჭის გაჩენისთანავე ცხიმიანი ხორცი

ალბათ პედიატრების 95% შემეწინააღმდეგება.
არაუშავს, სიმართლეს მაინც დავწერ

Posted by: ჩეჩა 16 Sep 2023, 15:43
სემპერის ბიფიდუსს ვინც აჭმევთ, კითხვა მაქვს.
ასაკიდან გამომდინარე ბავშვი გადავიყვანეთ ბიფიდუს #2-ზე და ჭამის მერე შევნიშნეთ რომ ბოთლში რჩება პატარა კუშტივით შეკრული (ბლანტი) მასა, ჩაის კოვზის ნახევარი იქნება.
#1-ზე მსგავსი არასოდეს მომხდარა და მაინტერესებს #2-ის თავისებურებაა და ნორმალურია თუ შესაძლოა გაფუჭებულია ეს ქილა (პირველი ქილა გავხსენით გუშინ)?
ვადა ნორმაშია. ვიზუალურად არაფერი ეტყობა.

Posted by: ივლისი 16 Sep 2023, 20:55
ჩეჩა
უბრალოდ გახსნა უჭირს ეტყობა ფხვნილს. იცის ხოლმე ასე ზოგიერთმა რძემ. არაა პრობლემა.



Posted by: ჩეჩა 17 Sep 2023, 16:20
ივლისი
მადლობა გამოხმაურებისთვის.
ბოთლის კარგად შენჯღრევა შველის. უბრალოდ ქაფდება რძე ნამეტანი და დალოდება უნდა რო დაწყნარდეს.

Posted by: სერაფიტი 17 Sep 2023, 16:33
ჩეჩა

მე რასაც ვასმევ, ქაფდება ისიც. ამიტო აღარ ვანჯღრევ, ხის კოვზით (აი თაფლის კოვზს რო ეძახიან) ვურევ სწრაფად და არანაირი ბუშტუკი არ აქვს. მალეც იხსნება.

Posted by: libertad 21 Sep 2023, 00:25
გოგოებო, აშკარად ისევ მომემატა რძე, ძუძუდან როცა იღებს ყლაპვის ხმაც მესმის და ხელსაც რომ ვუჭერ გამოდის ბლომად, მაგრამ არც მამქოზის საწველით და არც მექანიკურით არ ვიწველები biggrin.gif ვერ გავიგე რა ხდება, რამე ახსნა აქვს ამას?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)