Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > დამეხმარეთ,რომ დავეხმარო |
Posted by: ლიკლიკა 12 Jul 2012, 16:53 |
ცოტა ხნის წინ დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში (გუდაურთან ახლოს) შემთხვევით გავიცანი ახალგაზრდა გოგო, რომელიც ორ შვილს ზრდის უმამოდ, ყველაზე დიდ სირთულეს ის წარმოადგენს ,რომ რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში ცალი ხელი დაკარგა. ცხოვრობს სკოლის ეზოში,ძველი ინტერნატის შენობაში. ბავშვების ზომა არაფერი მომეპოვება. უფროსი მესამე კლასშია, უმცროსი წელს მიდის სკოლაში, დედაჩემი დამემხმარება ფეხსაცმელებით სასკოლოდ.დანარჩენი რითაც შეძლებთ იქნებ გვერდში დამიდგეთ რა sad.gif მუხლებით იჭერს კარტოფილს და ცალი ხელით ისე ფრცქვნის, ჩამეწვა გული sad.gif ქმარი არ აქცევს ამათ ყურადღებას, ფაქტობრივად სახლიდან გამოაგდეს ქმარმა და მამათილმა ისეთი პირობები შეუქმნეს. ხელითაც ეხებოდნენ, როგორც გაირკვა. გოგოები საკმაოდ გამხდრები არიან,შეცრხვა ეტყობა და მითხრა, სულ ვეჩხუბები და არ ჭამენ, სულ ვაძალებო. ჯანმრთელი, კარგად მოვლილი ბავშვები არიან, მორიდებულები,ზრდილები. ეს გოგო მაგრად მომეწონა, რაღაცნაირი ენერგიული, ხალისიანია, არაა ცხოვრებისგან მიჩმორებული. ბავშვებს ფეხი 28 და 30 ზომა აქვთ, იქნებ გქონდეთ თქვენი შვილების გამონაცვალი. ხელის პროთეზზე და სერიოზულ დახმარებაზე ჯერ ვერც ვოცნებობ sad.gif თან პირველად ვხსნი მსგავსი ტიპის თემას (ჯგუფს),არ ვიცი რა როგორ სჯობს. რჩევებსაც მივიღებ სიამოვნებით. წინასწარ უზარმაზარი მადლობა ყველას. https://www.facebook.com/groups/46307850037...tif_t=group_r2j საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000126828000GEL, მიმღები: სალომე გულბანი |
Posted by: infuzoria 12 Jul 2012, 16:57 |
ლიკლიკა ბავშვები რა ასაკის ყავს? |
Posted by: ათულია 12 Jul 2012, 17:01 |
თუ ანგარიშსაც მიუთითებ ლიკ სიამოვნებით ხელფასზე რამდენის საშუალებაც მექნება ჩავრიცხვადი |
Posted by: ლიკლიკა 12 Jul 2012, 17:15 | ||
ათულია ანგარიში არ მაქვს,თათა. ifuzoria
გოგოები ყავს.უფროსი 8 წლის, 18 კილოა, ფეხის ზომა 30. უმცროსი წელს მიდის სკოლაში,15 კილოა, ფეხი 28 ზომა აქვს. |
Posted by: Dido 12 Jul 2012, 17:19 | ||
ლიკლიკა
აუF, რა გამხდარი ყოფილა ანგარიშს თუ შექმნით გადმოვირცხავ თანხას აუცილებლად. |
Posted by: ათულია 12 Jul 2012, 17:22 | ||
ვისაც აქვს ანგარიში ისეთი რომელიც უმრავლესობისათვის იქნება ხელმისაწვდომი იქნებ დადოთ რომ ჩავრიცხოთ შემოწირულობები |
Posted by: ლიკლიკა 12 Jul 2012, 17:29 | ||
Dido
მე არ მაქვს,გოგოები მოიფიქრებენ ვის ანგარიშს დადებენ. წინასწარ ვკითხავ რა ესაჭიროება უფრო მეტად და გავანაწილოთ თანხა სწორად. |
Posted by: Dido 12 Jul 2012, 17:31 | ||
ლიკლიკა
ბავშვების წონა მაფიქრებს, საკმაოდ ჩამორჩებიან ნორმას |
Posted by: mimi- 12 Jul 2012, 17:32 |
ლიკლიკა რითი არჩენს შვილებს? კარგი იდეაა, იქნებ ცოტათი მაინც დავეხმაროთ |
Posted by: ნინიანა 12 Jul 2012, 17:36 | ||
ლიკლიკა
ვაიმე (((((((((( |
Posted by: journalist 12 Jul 2012, 17:44 |
ლიკლიკა ლიკა გამარჯობა. სად შეიძლება რომ მოგაწოდო რაღაცეები? |
Posted by: tamar1586 12 Jul 2012, 17:49 |
ლიკლიკა ლიკა, არ ვიცი ამას აზრი აქვს თუ არა მაგრამ ნახე აბა http://rehabcenter.ge/index.php?pg=5 თუ გგონია რომ აზრი აქვს, მე შემიძლია დავრეკო ხვალ და გავარკვიო რა არის ზუსტად საჭირო პროთეზზე განაცხადის შესატანად. ყველაზე დიდი დახმარება პროთეზი იქნება ამ ეტაპზე, უბრალოდ ჩვენი ხარჯებით რამდენად გავწვდებით არ ვიცი და იქნებ ეს პროგრამა დაგვეხმაროს, თუ მოქმედებს კიდევ, ეგეც არ ვიცი. |
Posted by: ლიკლიკა 12 Jul 2012, 18:47 | ||||||||
Dido
ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურებიან, მაგრამ წონამ მეც დამაფიქრა, ჩემი წლინახევრის ბავშვი იწონის 13 კილოს mimi-
ოჯახი ეხმარება, მშობლები და ძმა, მაგრამ იმასაც თავისი ოჯახი ყავს სარჩენი. დახმარებას იღებს ხელის გამო, რამდენს არ ვიცი.ეგაა მისი შემოსავალი. journalist გამარჯობა. პმ ნახე tamar1586
აბსოლუტურად გეთანხმები.
ყველაფერს აქვს აზრი, იქნებ რამე გამოვიდეს |
Posted by: tamar1586 12 Jul 2012, 19:22 | ||
ლიკლიკა
ვრეკავდი ზუსტად ახლა მაგრამ არ იღებენ. ხვალ დავრეკავ ასე პირველისთვის, ალბათ მორჩა მაგათი სამუშაო დღე. |
Posted by: gzaabneuli 12 Jul 2012, 19:48 |
ლიკლიკა მეც მოვაგროვებდი რაღაცეებს. სად შეიძლება მოგაწოდო? |
Posted by: ლიკლიკა 12 Jul 2012, 19:54 | ||
tamar1586
კარგი gzaabneuli ნახალოვკაში, კიკვიძის ბაღთან ახლოს ვცხოვრობ. მომწერე სად ცხოვრობ ან მუშაობ ტერიტორიულად და მოვახერხებთ |
Posted by: gzaabneuli 12 Jul 2012, 19:59 | ||
მე გამოგიტან კიკვიძის ბაღთან. შაბათს ან კვირას და გიკავშირდები |
Posted by: ლიკლიკა 12 Jul 2012, 20:13 |
gzaabneuli კარგი, მადლობა პმ მოგწერ ნომერს. |
Posted by: tlikina 12 Jul 2012, 20:20 |
ლიკლიკა Gული დამეწვა ბავშვების ნამდვილად არაფერი მაქვს,მაგრამ დედითვის მოვნახავ რაღაცეებს, ეს გოგო როგორია აღნაგობით? გამხდარია? და თანხას თუ შეაგროვებთ ,მეც შემოგიერთდებით. თუ ერთჯერად შეაგროვეთ თანხას შეგვიძლია ჩემი ანგარიში გამოვიყენოთ, |
Posted by: ლიკლიკა 12 Jul 2012, 20:23 |
საშუალო სიმაღლის, სადღაც 170 სმ ალბათ, პუტკუნა არაა, მაგრამ მსხვილი ხორციანი აღნაგობა აქვს. ფეხი 38 ზომა აქვს. |
Posted by: tlikina 12 Jul 2012, 20:30 |
ლიკლიკა მოვძებნი აუცილებლად ტანსაცმელს და მოგაწოდებ, თანხაზე თუ მოიფიქრებ, დავწერ ჩემს რეკვიზიტებს |
Posted by: journalist 13 Jul 2012, 09:16 |
იქნებ თანხაც შევაგროვოთ ერთჯერადად მაინც... ვისაც რამდენი შეგვიძლია, რომ დავდოთ... წაეხმარებათ ცოტა |
Posted by: tamar1586 13 Jul 2012, 09:43 | ||
journalist
+1 |
Posted by: ნინიანა 13 Jul 2012, 10:07 | ||
+1 ოღონდ დღეს მიდივარ მე და რომ ჩამოვალ ჩავრიცხავდი 2 კვირაში |
Posted by: tamar1586 13 Jul 2012, 11:31 |
მოკლედ, დავრეკე ამ რეაბილიტაციის ცენტრში. საჭიროა შემდეგი საბუთების ასლები: 1. პირადობის მოწმობის ასლი 2. ინვალიდობის ცნობა, რომელსაც მისცემდა ექსპერტიზა 3. ფორმა 100 4. უმწეოთა მოწმობის ასლი(თუ აქვს ასეთი) ეს ასლები უნდა წარვადგინოთ ჯანდაცვის სამინისტროში (წერეთლის 144). თუმცა... არის დიდი რიგი და დაახლოებითაც ვერ მითხრეს რამდენ ხანში დამუშავდება მისი განაცხადი. ასევე, დაელაპარაკოს რაიონის გამგეობას და შეიძლება გარკვეულწილად მათაც დააფინანსონო. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო დიდი შანსია რომ მალე მისცენ პროთეზისათვის საჭირო თანხა. |
Posted by: ათულია 13 Jul 2012, 12:52 | ||||
journalist
მეც მაგას ველოდები ნინიანა
არ ეგ არ არის ნინო გვიანი ეხლა რაც შეგროვდება ტანსაცმელი და ა შ იმას გააგზავნიან და თანხა მერე მივაწოდოთ ლიკა ისე საცმელი ნაკლებად მომეპოვება ბავშვების ზომა, დედასთვის შემიძლია თუ ჩემი აღნაგობის არის რაღაცეები გადავულაგო და მაკარონი ზეთი კარაქი შემიძლია მოგაწოდო |
Posted by: ნინიანა 13 Jul 2012, 12:57 |
ათულია რომ ჩამოვალ თუ მაშინაც არ იყო ფულის აგროვება , მაშინ მეც პროდუქტს ვუყიდი რამეს. |
Posted by: ლიკლიკა 13 Jul 2012, 13:13 | ||
ათულია
+1 ნაწილ-ნაწილ მივაწოდოთ თუნდაც ტანსაცმელი თუ სიტუაცია მოითხოვს,არც ეგაა პრობლემა. კი, თათ, მოერგება შენი ტანსაცმელი და პროდუქტზე მადლობის მეტი რა მეთქმის |
Posted by: ათულია 13 Jul 2012, 13:16 |
ლიკლიკა ხო ასე ვქნათ ლიკ ცოტა ეს შაბათი კვირა დაკავებული ვარ ოთო ვერ მყავს კარგად მომწერე PM-ში ნომერი შეგეხმინები და მოგაწვდი რაც შეეხება ანგარიშს რატომ ვპასიურობთ? |
Posted by: alisa26 13 Jul 2012, 13:25 |
ლიკლიკა ანგარიში თუ არ გაქვს, ხომ არ გინდა შეგროვებადი ან მოთხოვნამდე ანაბარი გახსნა რომელიმე ბანკში? ანგარიშის გახსნა უფასოა, თან შეგროვებულ თანხას %-იც დაერიცხება და მისთვის უკეთესი იქნება. ანაბრიდან გატანის საკომისიო არ არის თან. მაგალითად ლიბერთი ბანკში არის ანაბარი პატრიოტი. წლიური სარგებელიც ბოლოს როგორც ვიცოდი 10% იყო. თანხა იქნებ შეუგროვდეთ |
Posted by: ლიკლიკა 13 Jul 2012, 13:54 |
სალომე გვათხოვებს ანგარიშს Ssalome |
Posted by: Ssalome 13 Jul 2012, 14:10 |
საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000126828000GEL, მიმღები: სალომე გულბანი |
Posted by: ტაბუ 13 Jul 2012, 14:40 |
ლიკლიკა რა ჰქვია სახელი? |
Posted by: ლიკლიკა 13 Jul 2012, 14:47 |
ტაბუ მარინა. მარის ეძახიან. გვარი არ ვიცი, დღეს ვკითხავ. |
Posted by: ტაბუ 13 Jul 2012, 15:37 |
ლიკლიკა გადმორიცხვის დროს სახელიც მინდოდა ჩამეწერა. ისედაც მიხვდება სალომე, რისთვისაა |
Posted by: ლიკლიკა 13 Jul 2012, 15:48 |
ტაბუ მადლობა, ნინო |
Posted by: ტაბუ 13 Jul 2012, 16:52 |
ლიკლიკა პირიქით, შენ მადლობა ამ წამოწყებისთვის და მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ |
Posted by: ლიკლიკა 14 Jul 2012, 00:56 |
უღრმესი მადლობა სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც პმ-ში მეხმიანებიან და მთავაზობენ დახმარებას |
Posted by: dd69 15 Jul 2012, 01:02 |
თვის ბოლოს მეც შეგეწევით. ღმერთი თქვენსკენ |
Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2012, 11:36 |
dd69 გაიხარე |
Posted by: TaTa_TaTuLi 15 Jul 2012, 17:39 |
ლიკლიკა შემიძლია ტანსაცმლის მოგროვება, მაგრამ უმეტესად სმოლი, ზოგი მედიუმიც როგორ ფიქრობ, დედას გამოადგება ეს ზომები? 38 ზომა ფეხსაცმელებიც უნდა მქონდეს |
Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2012, 17:46 | ||||
TaTa_TaTuLi
არ მგონია, საკმაოდ მოსული გოგოა, სამაგიეროდ
ეს ძალიან კარგია * * * ფბ-ს ჯგუფში ვაპირებ დეტალურად დავწერო ვინ რა თანხა ჩარიცხა ან გადმომცა ხელში და ასევე ნივთები. ნუ ტანსაცმლის და პროდუქტის დეტალურ აღწერას და რაოდენობას არ ვგულისხმობ მოკლედ, თუ თქვენ არ იქნებით წინააღმდეგი ,მირჩევნია ძალიან, ძალიან გამჭვირვალე იყოს შემოწირულობები თუ როგორცაა. რას იტყვით? |
Posted by: tlikina 15 Jul 2012, 23:09 |
ლიკლიკა Mგონი არაა სა0ჭიროა ვინ რამდენი ჩარიცხა იმის დაწერა, უბრალოდ ვინ დაეხმარა ის დაწერე და ჯამში რამდენია, ჩემი აზრია ეს, თავს ა გახვევთ. P.S. Mე ჯერ ვერც ჩავრიხე,ვერც ტნსაცმელი გადავარჩიე, ბავშვი მყავდაცუდად, ამდღეებში მოვაბავ თავს აუცილებლად. |
Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2012, 23:26 | ||
tlikina
ყველას აზრი მაინტერესებს მოკლედ, აქაც დავწერ. ფიქსირებული რომ იყოს მაშინ უეჭველი დავწერდით და ამ შემთხვევაში იქნებ ვინმეს მოერიდოს სხვასთან შედარებით მცირედით დახმარება , თუმცა ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს :*:* არ ვიცი, როგორ გავაკეთო რომ სახელები არ დავწერო ,მაგრამ ყველასთვის ღია იყოს ”ბუღალტერია”? |
Posted by: tamar1586 16 Jul 2012, 10:10 | ||
ლიკლიკა
ლიკა, ტექნიკურად ეგეთი რამე შეიძლება მოვიფიქროთ: დანიშნულებაში ყველამ რომ მოაყოლოს რაიმე 5-სიმბოლოიანი კოდი, მერე შენ ამ კოდებს და შესაბამის თანხებს ჩამოწერდი :მათემატიკოს: |
Posted by: tlikina 16 Jul 2012, 20:04 |
ლიკლიკა გადმოვრიცხე და მივუთითე კოდი, 14789 |
Posted by: ლიკლიკა 16 Jul 2012, 23:25 |
tlikina აქაც დავწერ მარის ველაპარაკე. ქათმებს მე აქ ვერ გავზრდი (ფიზიკურად ვერ გააჩერებს ინტერნატის ეზოში) ,მაგრამ თუ მეყოლება დედაჩემს ჩავუყვან სახლში და ის გამიზრდისო. რაც შეეხება დახმარებას. პენსიას ვიღებ 70 ლარს, ესაა მხოლოდ შემოსავალიო. სოციალურს გარდაბანში იღებდა და ქვეშეთში უთხრეს აგენტი არ შეგამოწმებს სანამ იქ გარდაბანში არ გააუქმებო. გარდაბანში უფულობის გამო ვერ ჩავდივარ და ამიტომ ვერ ვირებ აქ სოციალურ დახმარებასო. ერთი დღე მოიცლის, ბავშვები იქნებ დაუტოვოს დედას და იმ ქოფაკმა დამ არ გამოუყაროს სახლიდან და ეს გოგო ჩავა და გააუქმებს. საჭირო თანხას გავუგზავნი მარშუტკით.თვითონვე დახვდება. * * * http://www.facebook.com/groups/463078500376887/permalink/464800450204692/?notif_t=like |
Posted by: _siyvarulovna_ 18 Jul 2012, 02:42 |
აპ................................................... |
Posted by: agr_bak 21 Jul 2012, 12:42 |
აფ----------------------------------------------------------- |
Posted by: ათულია 21 Jul 2012, 14:59 |
-------------აფ------------ -------------აფ------------ -------------აფ------------ |
Posted by: ლიკლიკა 21 Jul 2012, 22:44 |
შესაძლოა აღარ დაჭირდეს გარდაბანში წასვლა და ზედმეტი დროის და თანხის დახარჯვა და ისე აღუდგინონ სოციალური დაახმარება. როგორც კი გაირკვევა გახარებთ |
Posted by: Katerina :-) 22 Jul 2012, 00:21 |
[b]ლიკლიკა[ შემთხვევით, ამ გოგოს მარინა ხომ არ ქვია? * * * ვაიმე, ეხლა წავიკითხე რომ მარინა ქვია და ვიცნობ მე მაგ გოგოს მარტყოფში მაქვს სახლი და იქ ცხოვრობდა ჩემ მეზობლად, მერე ქმარი და მამამთილი სულ სცემდნენ და გაგდება უნდოდათ, ბოლოს თავისით წავიდა, საშინლად ექცეოდნენ, ავარია რომ შეემთხვა მეზობლებმა ფული შეაგროვეს და სარეცხი მანქანა უყიდეს, მულები კი არ არეცხინედნენ, მოკლედ რაღაც კატასროფაა მეც ვნახავ ტანსაცმელს, ბავსვების სამწუხაროდ არაფერი არ მაქვს |
Posted by: ლიკლიკა 22 Jul 2012, 10:56 | ||
Katerina :-)
და რომ მოდიოდა მამათილი არ ატანდა სარეცხის მანქანას. უნდა ვკითხო ,წამოიღო ბოლოს თუ ცალი ხელით რეცხავს სარეცხს |
Posted by: ათულია 22 Jul 2012, 12:28 | ||
ლიკლიკა
|
Posted by: ტაბუ 23 Jul 2012, 14:33 |
ლიკლიკა ინიციალები დაწერე - მე ასეთი "გამოსავალი" ვიპოვნე. არც ასახელებ და თანხის პატრონებიც საკუთარ თავს პოულობენ. ჯამური თანხაც სწორია. |
Posted by: ლიკლიკა 23 Jul 2012, 20:35 | ||
ტაბუ
ასე ვწერ http://www.facebook.com/groups/463078500376887/doc/464800446871359/ |
Posted by: ტაბუ 24 Jul 2012, 14:55 |
ლიკლიკა ძალიან მიყვარხარ და გაფასებ |
Posted by: ლიკლიკა 24 Jul 2012, 16:38 |
ტაბუ შენ მე მკითხე |
Posted by: pathfounder 27 Jul 2012, 18:54 |
მეც რაღაცეებს გადაგიდებ. თვითონ დედის ზომებიც მომწერე იქნებ ჩემი რაღაცეები მივაწოდო. სკოლის წიგნებიც მაქვს,ეხლა დაამტავრა ჩემმა უმცროსმე მესამე და ის ბავშვი მესამეში მიდის თუ მე4 ში? |
Posted by: ლიკლიკა 28 Jul 2012, 00:30 | ||
pathfounder საშუალო სიმაღლის სრული გოგოა. მესამეში გადადის.
დღეს დაწერა განცხადება და დახმარება რამდენ ხანში დაენიშნება ხომ არ იცით? მკითხა და მე არ ვიცი. ყველას დიდი მადლობა შემოგვითვალა გარდაბანში რომ არ დაჭირდა წასვლა და ასე მარტივად მოაგვარა ეს საქმე |
Posted by: dd69 31 Jul 2012, 18:52 |
აქ ემანის ანგარიში არ არის ხომ? და თუ შეიძლება ეგ ტემაც პოლიტიკაში რომ გადაიტანოთ. მგონი მეტი აქტიურობაა საჭირო, თუ რამე გამომრცა და ემანის ანგარიში არის, მაშინ PM მომწერეტ, თუ არადა ხვალ მე ჩავრიცხავ 20 ლარს |
Posted by: pathfounder 1 Aug 2012, 12:21 |
მომწერეთ რა სად მოგაწოდოთ ამ ოჯახისთვის დახმარება/ნივთები. |
Posted by: nino877 3 Aug 2012, 15:05 |
ეხლა შეიძLება ცუდი რაღაც ვთქვა ან უბრალოდ არალოგიკური იყოს მაგრამ რომ ადგეს და მონასტერში წავიდეს იქ დაეხმარებიან ელემენტარულით საკვები მაინც არ იქნება მისი გასაკეთებელი უბრალოდ ნებისმიერი დედაო შეიფარებს |
Posted by: ლიკლიკა 3 Aug 2012, 16:52 | ||
მარიმ დამირეკა, მოსულები იყვნენ აგენტებიო.არც არეფრი ჰქონია ამ გოგოს სახლში :/ მაგიდა და კომოდი მიდგასო :/ ვნახოთ რამდენ ქულამდე ავა და რა დახმარებას მისცემენ. უამრავი მადლობა გვიხადა კიდევ, ძალიან გახარებულია. ერთი რაც აშკარად შევამჩნიე,ნდობა აქვს ყველას მიმართ დაკარგული და თითქოს ეშინია.რამდენჯერმე მკითხა განცხადების დასაწერად რომ დამიბარეს ნამდვილად იქიდან იქნებოდნენო? nino877 მონასტერში წასვლა ცუდი და ალოგიკური ნამდვილად არაა ,მაგრამ ალბათ შინაგანადაც განწყობილი უნდა იყოს ამისთვის და ასეთი ცხოვრებისთვის ადამიანი. ბავშვებთან ერთად არ მგონია მიიღონ ,თან გაურკვეველი ვადით. * * * dd69
ნათია დამპირდა პოლიტ განყში თემის გახსნას, მე ვერ ვბედავ, იქ როგორც ჩვილი კაციჭამიებში ისე ვარ პ.ს. დიდი მადლობა |
Posted by: nino877 3 Aug 2012, 17:20 |
ლიკლიკა არა ზუსტად ბავშVებთან ერთად მიდიან გოგოები და ზუსტად გაურკვევეი ვადით იფარებენ მარტვილში დედათა მონასტერი რამოდენიმე ოჯახს ინახავდა ხოლო ყაზბეგისკენ ერთი მონასტერია კიდევ და იქ მიდიან ბავშვებს იქ აჩენენ და ღვთისმმსახურებასაც ეწევიან უბრალოდ მე ამ ეტაპზე ვერანაირად ვერავის ვერაფრით დავეხმარები და ეგ გამახსენდა |
Posted by: ლიკლიკა 3 Aug 2012, 20:48 | ||
nino877
რჩევებიც დახმარებაა, პირველ პოსტშიც მიწერია რომ ჩავალ დაველაპარაკები და ვნახოთ რას მეტყვის. ყველას არ შეუძლია მონასტერში ცხოვრება |
Posted by: pathfounder 4 Aug 2012, 04:48 | ||
ზუსტად რომელი სჭირდება? იდაყვს ქვედა პროთეზი იდაყვს ქვედა პროთეზი მოდულური პროთეზი ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე 2120 იდაყვს ქვედა პროთეზი (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით 210 ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით 80 ხელის მტევნის პროთეზი (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით 960 მინდა პრექტი შევიტანო საქველმოქმედო ფონდში,მჭირდება ინფო რა პროტეზი სჭირდება,რამდენი ღირს და სურათი მინდა გოგოს ბავშვებიანად +მიმსამართი და საკონტაკტო ნომერი. |
Posted by: natia_m77 4 Aug 2012, 12:19 | ||
ლიკლიკა
გავხსნი კიდეც უბრალოდ ახლა სხვა პროექტია იქ და ორი ერთად არ მუშაობს ხოლმე სექტემბრიდან მივხედავ მაგ საკითხს |
Posted by: ლიკლიკა 4 Aug 2012, 13:36 | ||
natia_m77
მივხვდი, რომ შესაფერის დროს ელოდები pathfounder აუცილებლად გადავუღებ რომ ჩავალ. ისედაც მინდოდა სამახსოვროდ დამრჩენოდა მათი ოჯახის ფოტო იდაყვის ზემოთ აქვს მოკვეთილი,როგორც მახსოვს ერთი შეხედვით. მაგასაც გამოვკითხავ, ეტყოდნენ ექიმები ოპერაციის მერე ზუსტად რა სახის პროთეზი დაჭირდებოდა. მოკლედ, რომ ჩამოვალ თბილისში დაწვრილებით მოგწერ. სექტემბრიდან უფრო აქტიურად მივხედავთ ამ საკითხს |
Posted by: natia_m77 4 Aug 2012, 13:44 | ||
ლიკლიკა
აუცილებლად ნეტა რა ღირს პროთეზები, მაგის ფული რომ აგვაგროვებინა |
Posted by: ლიკლიკა 5 Aug 2012, 20:12 |
შაბათს მივდივარ ქვეშეთში,თუ რამე არ შიცვალა და იმავე საღამოს ან მეორე დილით (თუ გვიან ჩავედით) ვნახავ და გადავცემ საჩუქრებს :*:* კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას <3 |
Posted by: dd69 6 Aug 2012, 11:51 |
გოგონებო მე გადავრიცხე 20 ლარი და უკან დამიბრუნდა "მიმღების ანგარიშის შეცდომის გამო" იქნებ მითხრათ რაშია საქმე? საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000126828000GEL, მიმღები: სალომე გულბანი მე ისევ გავაგზავნე (გადარიცხვა 3 ში გავაკეთე, მგონია საქარტველოს ბანკმა დააბრუნა) |
Posted by: ლიკლიკა 6 Aug 2012, 13:07 |
dd69 წარმოდგენა არ მაქვს. სალომე თუ მოხვდა კომპთან იქნებ გვიპასუხოს, თუ იცის. |
Posted by: pathfounder 6 Aug 2012, 20:11 |
ამ ოჯახის ბავშვებისთვის მოვაგროვე ოხრად ტანსახმელი (ზამთრის/ზაფხულის)და ფეხსაცმელი,სკოლის წიგნებიც მოგაწოდებთ და გადაეცით რაც არ მოეწონება ვინმეს აჩუქოს რაიონში. |
Posted by: ლიკლიკა 6 Aug 2012, 22:05 |
pathfounder როგორც იქ ჯგუფში მოგწერე, რაც სასწრაფოა ეხლა შაბათს წავუღებ , ზამთრის რაღაცეებს ცოტა მოგვიანებით, სექტემბრის ბოლო რიცხვებში ალბათ. თუ ყველაფერი ჩაეტა მანქანაში ყველაფერს წავიღებ |
Posted by: ditosdeda 7 Aug 2012, 03:37 |
შემიზლია ტანსაცმლით დავეხმარო სამივეს,ახალი ტანსაცმლით დამიპიემეთ |
Posted by: ლიკლიკა 7 Aug 2012, 11:03 |
მოკლედ, მე ასე ვფიქრობ და თქვენც დამეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში. ვინაოდან მივდივართ ორი ოჯახი ბავშვებით მანქანაში საკმარისი ადგილი არ იქნება,ორი ბავშვის ბარგიც გაავსებს და ჩვენი ტანსაცმელის დატოვებაც არ გახდეს აუცილებელი :დდდდ ამიტომ გადავარჩევ მარისთვის (რასაც მომაწვდიან და რაც უკვე მაქვს გადადებული) საზაფხულო-საშემოდგომო ტანსაცმელს (წიგნებს,ტკბილეულს,ჭურჭელს წავუღებ). ზამთრის ტანსაცმელს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ჩავუტან ან მეუღლე ჩამომიტანს როცა ჩამომაკითხავს. მოკლედ არ იქნება საპრობლემო. რაც შეეხება ფულს. სალომეს შეუძლია მომაწოდოს თანხა, მაგრამ მე ვიკავებ თავს და რატომ. შაბათს მივდივარ, აქედან ფიზიკურად ვერ ჩავუყვან ქათმებს, ფასანაურის ბაზარი კვირასაა და მეუღლე ვერ მოახერხებს ყიდვას, დილითვე ბრუნდება თბილისში. თანხა, რომ მივცე მარის ძალიან მეშინია არ შემოეხარჯოს,შეიძლება ვერც ქათმის ყიდვას მოაბას თავი. არა იმიტომ რომ ქარაფშუტა გოგოა, შეიძლება უცბად აღელდეს და არანაყოფიერად შემოეხარჯოს ) ამიტომ, როცა სალომე ჩამოვა თბილისში შეხვდება ჩემს მეუღლეს , გადასცემს თანხას და ისეთ დროს ვთხოვ წამოსვლას , რომ ქათმები წამოიყვანოს(თან მანქანაშიც ექნება უკვე ადგილი და თბილისიდანაც შეძლებს წამოყვანას).ამ დროის განმავლობაში მე უფრო კარგად დაველაპარაკები მარის და უფრო დეტალურად გავიგებ რა ესაჭიროება და ვუყიდით ბარემ.გარკვეულ თანხას კი ხელზე მივცემ და როგორც უნდა ისე დახარჯოს, ჩვენ არ გვეხება უკვე ეს :* დეტალურად დავწერე , მაგრამ ასე მერჩივნა |
Posted by: tamar1586 7 Aug 2012, 12:42 | ||
ლიკლიკა
ვის ოჯახშიც შენ შეხვედი...! |
Posted by: ლიკლიკა 7 Aug 2012, 12:59 |
pathfounder შენ შემომთავაზე ფბ-ზე შენით ნივთების წაღება, ხომ? აქაც გიპასუხებ. უი,მთლად უკეთესი ) შენ თუ არ შეწუხდები ზედმეტად ფასანაურიდან 15 კმ-შია ქვეშეთი.მთავარ გზაზე უნდა იარო, გუდაურის მიმართულებით,იოლი მოსაგნებია ძალიან. ნომერს მოგწერ. იქ რომ იქნები დამირეკე და პირდაპირ გზაზე დაგხვდები და მიგიყვან იმ გოგოს სახლში.არ ტეხავს, იქ ორი სეზონი ზამთარია და თბილი საბანი ზედმეტი არ იქნება. და შაბათამდე ditosdeda-ს შევხვდები და მის მოცემულს წავიღებ. tamar1586 |
Posted by: fin girl 7 Aug 2012, 13:12 |
ახლა ვნახე ეს თემა. სრულად ვერ წავიკითხე, შეიძლება უკვე რაიმე კიდეც გაარკვიეთ. პროთეზზე შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანა, სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება ასეთი რაღაცეები. დიდუბეში არის ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო. ვიინც მოახერხებს, მივიდეს და იკითხოს, განცხადების გარდა თუ რამეა საჭირო ამ ეტაპზე. |
Posted by: tamar1586 7 Aug 2012, 13:25 |
fin girl გავარკვიეთ უკვე ეგ ყველაფერი. ახლა ველოდებით რომ სტატუსი მიანიჭონ. შემდეგ შევიტანთ განაცხადსაც. |
Posted by: ლიკლიკა 7 Aug 2012, 13:27 |
fin girl მადლობა ყურადღებისთვის სექტემბრიდან მივხედავთ უფრო აქტიურად მაგ საკითხს, |
Posted by: 0x7F 8 Aug 2012, 11:31 |
ჩემი ბავშვები პატარები არიან, სამწუხაროდ მათი ტანსაცმელი არ გამოადგებათ, შემიძლია თანხა გადმოვრიცხო ან მოგაწოდოთ, როგორც გირჩევნიათ. |
Posted by: ლიკლიკა 8 Aug 2012, 12:09 |
0x7F დიდი მადლობა გადმორიცხვა სჯობს, ერთად იყოს მთლიანი თანხა. |
Posted by: 0x7F 8 Aug 2012, 12:14 |
საბანკო რეკვიზიტებს ვერ მომაწოდებთ? |
Posted by: ლიკლიკა 8 Aug 2012, 12:27 |
საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000126828000GEL, ბანკის კოდი: BAGAGE22 სალომე გულბანი http://www.facebook.com/groups/463078500376887/ |
Posted by: 0x7F 8 Aug 2012, 14:23 |
გადმოვრიცხე 50ლ, დღეს ხვალ დაჯდება. დიდი მადლობა, რომ ასეთ კეთილ საქმეს აკეთებთ. |
Posted by: agr_bak 8 Aug 2012, 14:41 | ||
ლიკლიკა
დიღმის ბაზარში ერთ კაცთან ლოლიტას წიწილები ვუყიდეთ , ეს წიწილები სირაქლემის ზომები დაიზარდნენ მართლა საოცარი ჯიშია რაღაც, მთლი დასახლება გაოგნდა. დასასვენებლად რომ იყო იქ ორი ცალი წაუღია და დიასახლისი გაგიჯდა ეგეი არაფერი მინახავსო და ჩვენც რომ ჩავდივართ გაშტერებულები ვუყურებთ ანუ რისი თქმა მინდა. მსგავსი ჯიში მე ჯერ არ შემხვედრია და გსწავლი ვისთან ვიყიდე, ან თუ გინდა წამოგყვები. |
Posted by: ლიკლიკა 8 Aug 2012, 19:53 |
0x7F დიდი მადლობა თქვენი დახმარებით ვაკეთებ კეთილ საქმეს agr_bak კი, ხათო, როგორ არ მინდა. მოკლედ ზუსტად არ ვიცი როდის და როგორც კი მოვახერხებ ქათმების წაყვანას შენ შეგეხმიანები 0x7F გ.ჭ. თუ ხარ დაჯდა უკვე ე.ი. |
Posted by: 0x7F 8 Aug 2012, 20:13 |
ლიკლიკა შესანიშნავია ---------------------- |
Posted by: pathfounder 9 Aug 2012, 13:02 |
ლიკლიკა ხო,ჯგუფშიც მე ვარ,2 ჯერ ნუ პასუხობ,იქ უფრო მალე ვხედავ) დღეს ლივტი არ მუშაობდა,მე 16 დან ჩამოვიტანე იმდენი რაც ხელში ჩამეტია,დღეს საღამოს 8.20 დან 9 მდე შუალედში მოვალ კიკვიძესთან,თუ არ გაწყობს დრო-მისამართი მომწერე,სახში კარამდე მოვიტან.მანამდე სამსახურში ვარ და ვერა( მერე კიდე მოგაწოდებ+წიგნებს. |
Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 15:10 |
pathfounder არა, არ შეგაწუხებ ამდენად. მოსვლამდე 10 წუთით ადრე დამირეკე და დაგხვდები კიკვიძესთან. * * * სწავლა 15 სექტემბერს ეწყებათ ბავშვებსო, დღეს ველაპარაკე. ვინც სკოლის წიგნებს და საკანცელარიო ნივთებს დამპირდით იქნებ მოვახერხოთ შაბათამდე შეხვედრა, თორემ როდის ჩამოვალ აზრზე არ ვარ. პ.ს. იქ ნეტი არ მექნება და აბსოლუტურ ვაკუუმში ვიქნები .იცოდეთ მაინც. მომენატრებით |
Posted by: pathfounder 12 Aug 2012, 09:47 |
ლიკლიკა სანამ ჩამოხვალ თემა რო არ გადაიკარგოს ავწიოთ ამმ ოჯახის დახმარება კვლავ გრძელდება |
Posted by: 0x7F 13 Aug 2012, 21:55 |
შემოგვიერთდით. ----------------------------- |
Posted by: pathfounder 19 Aug 2012, 14:16 |
კიდევ მაქვს ამ ოჯახისთვის გადასაცემი ნივთები და ვისაც შეუძლია -PM\ |
Posted by: ლიკლიკა 19 Aug 2012, 22:54 |
ამ პოსტს სხვა დაწერს. მარის და მისი ბავშვების შესახებ როცა ჩამოვალ მე თვითონ მოგიყვებით და ფოტოებსაც დავდებ მარიმ ყველას სათითაოდ უზარმაზარი მადლობები შემოგითვალათ მოკლედ,კიდევ ერთხელ უნდა დამეხმაროთ. ვინც გარკვეულია ამ სისტემაში ან თუნდაც ჭორის დონეზე იცის რომ არსებობს რამე სახელმწიფო პროგრამა სიმსივნით დაავადებულებისთვის პირადში მომწერეთ მხოლოდ. მოკლედ დავწერ რა სიტუაციაა,სოფ.ქვეშეთში,სადაც მე ვსტუმრობ იმ ოჯახის დიასახლისი(ჩემი მეუღლის დეიდა)რამდენიმე დღეა ძალიან ცუდადაა,ტკივილების გამო ვერ დგება საწოლიდან. როგორც გავარკვიე ქიმია გაიკეთა წელს და ამის მერე აუცილებელია ჰორმონოთერაპია. ორი წლის წინაც ქიმიოთერაპიის მერე დაეწყო მსგავსი ტკივილები და მხოლოდ ჰორმონოთერაპიის შემდეგ გამოკეთდა,რომელიც 1000 ლარამდე ჯდება. მაშინ როგორც ვიცი გამგეობამ გადმოურიცხა თანხის ნაწილი,ისიც დიდი წვალების და გზების ტკეპნის მერე. ახლაც ცდილობენ,მაისიდან ამ საკითხზე დადიან ოჯახის წევრები. მდგომარეობას ისიც ართულებს,რომ ტკივილის გამო გაუნძრევლად წევს იმ მხარეს რომელზეც მკერდი მოკვეთეს და როგორც მისმა ექიმმა თქვა ეს სასურველი არ არისო. მესმის რომ განუკურნებელი სენია მაგრამ ძალიან საზიზღარი გრძნობა ყოფილა როცა მხოლოდ გარკვეული თანხის არქონის გამო წვალობს ადამიანი. ოპერაცია 9 წლის წინ გაუკეთდა და გასაგებია,რომ ოჯახს ნელ-მელა ამოეწურა რესურსი ქიმიოთერაპიებში და ყოველდღიური წამლების ყიდვაში სანდრას კლინიკამ მხოლოდ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზა. მოკლედ,თუ იცით რამე შესაბამისი პროგრამის შესახებ ან იცით როგორ შეიძლება გამგეობისგან დაფინანსების მიღების დაჩქარება,მოკლედ ნებისმიერი ინფორმაცია მომწერეთ პირადში. წინასწარ უღრმესი მადლობა. ფბ-ზე არის ამ თემის ჯგუფი და ეს პოსტი იქაც დააკოპირეთ რა. |
Posted by: blblbl 27 Aug 2012, 01:38 |
აპ . |
Posted by: ლიკლიკა 27 Aug 2012, 01:39 |
http://www.facebook.com/groups/463078500376887/479981692019901/?comment_id=479982442019826¬if_t=group_comment ახალი ფოტოები დღეს ჩამოვედი, ძალიან დაღლილი და არეული ვარ ჯერ, ხვალ დავწერ ვრცლად მათ ამბებს. http://www.radikal.ru უმცროსი ელენე, მარინე და უფროსი ანა |
Posted by: pathfounder 27 Aug 2012, 03:24 |
შემოგვიერთდით! ______________________ |
Posted by: agr_bak 27 Aug 2012, 03:39 |
ლიკლიკა რა დაგიშვე, მე კიდევ ეს მინდოდა ? როდის წახვალ კიდევ, რამხელა გზაა. როგორი ხარისხის მომწერე მოკლედ იქ მისვლის დეტალები რა |
Posted by: ლიკლიკა 27 Aug 2012, 03:59 | ||
agr_bak
ალბათ რომელიმე დღესასწაულზე ან მეუღლის დეიდის მოსანახულებლად,ჯერ ზუსტად არ ვიცი. ძალიან ნელა და მშვიდად რომ იარო საათნახევარი უნდა,გზა მშვენიერია.ფასანაურიდან 15 კმ-შია. ბენზინი უნდა წადი-წამოდი 40 ლარამდე, გაზზე რო ვიყოთ გაცილებით ხშირად ვივლიდი, მაგრამ არც ეგაა პრობლემა, შემიძლია მარშუტკას გავატანო ხოლმე თუ რამე საჩქარო იქნება და ის გოგო დახვდება გზაზევე (გზასთან ახლოს ცხოვრობს). სექტემბრის პირველ რიცხვებში თბილისში ჩამოვა და ვნახავ, მინდა თანხის ნაწილი გადავცე, სასკოლოდ უამრავი წვრილმანი ექნება ბავშვებისთვის საყიდელი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ბევრი ტანსცმელი შეგროვდა თუ ვინმე მსურველი იქნება ერთად შევხვდებოდით, გაუხარდება მე ვფიქრობ მარის ხვალ უფრო დალაგებულად დავწერ * * * უკან სკოლის შენობა ჩანს, მარჯვნივ ყოფილი ინტერნატის შენობა, სადაც მარი ბავშვებით ცხოვრობს. http://www.radikal.ru * * * ავტოავარიამდე 5 წუთით ადრე, 2008 წლის 7 ივლისი http://www.radikal.ru * * * დედას თხოვეს ყველაფერს დაბლა დავყრით და ისე დავათვალიერებთო ) http://www.radikal.ru რამდენიმე დღეში ისევ მივაკითხე მარის ხელდამშვენებულმა და კიდევ გავახარე ბავშვები) ამ ბიჭის ნიკს შეგნებულად არ ვწერ,იქნებ არ უნდა. პმ-ში მკითხა სამივეს ფეხის ზომა, მერე კიდევ ერთხელ დამეკონტაქტა და ჩემს მეუღლეს მიაწოდა ფეხსაცმელები,რომელმაც ქვეშეთში ჩამომიტანა ) მარის ავარიის გამო ერთ ფეხზე ქუსლის ნაწილი აქვს მოკვეთილი და პრობლემურია მისთვის ფეხსაცმელის არჩევა, საბედნიეროდ ოთხივე წყვილი გემრიელად მოირგო და არ ატკინა ფეხი http://www.radikal.ru |
Posted by: agr_bak 27 Aug 2012, 15:48 |
ლიკლიკა ამ დღეებში ლოლიტას ამბები მაქვს მოსაგვარებელი (ექიმი და სკოლის სამზადისი) მერე ბებოს თემას ველოდები იქნებ შეუგროვდეს რამე და რომ მოვითავებ მერე ვეცდები შენც შემოგეხიდო რამით, ან წაგაღEბინებ ნაგროვებს ან მეც გადმოვქექავ ზამთრისთივ თუ რამე შემომრჩა... პ.ს. ისე მაგ ბვშვებს ვიტამინები არ აწყენდა. ძალიან გამწლიკვულები არიან. რა კვება მაგათ ექმებათ |
Posted by: ლიკლიკა 27 Aug 2012, 16:03 | ||
agr_bak
ბებოსთვის ცოტა რაღაც გადავდე.შესაბამისი ყურადღებით ვეღარ ვარ ჩართული ყველა თემაში, თუ რამეა არ დამტოვოთ. მადლობა |
Posted by: agr_bak 27 Aug 2012, 16:07 | ||
ლიკლიკა
გაიხარე. გული მიკვდება ბებოს დიდად გამოხმაურება რომ აქვს. არა და ბავშვებზე მეტად საცოდავები და უსუსურები მოხუცები არიან |
Posted by: pathfounder 28 Aug 2012, 20:31 |
რა ბებოზეა ლაპარაკი? http://forum.ge/?f=97&showtopic=34423080&st=0 ამაზე? |
Posted by: agr_bak 28 Aug 2012, 20:59 |
pathfounder კი ------------------------------------------ |
Posted by: ლიკლიკა 2 Sep 2012, 17:40 |
სულ დავივიწყე ეს თემა, მხოლოდ ფბ-ზე ვწერდი სიახლეებს. დავაკოპირებ ბოლო სტატუსებს. კარგი ამბავი მაქვს, მარი ქულების მიხედვით ფულად დახმარებას მიიღებს ) ჯერ არ მითქვამს მისთვის, უზომოდ გაუხარდება ) ძალიან მალე ოფიციალურად მიენიჭება სტატუსი, დაზღვევაც ექნება და შეღავათი იქნება მისთვის,უფულობის გამო ვეღარ მიდოდა ექიმთან.დიიიიიიიდიიიიი მადლობა გიორგის და თაკოს ) მკურნალობას რაც შეეხება რასაც იღებდა და ვერ იღებდა ფინანსების არქონის გამო დღეს მომწერეს პირადში და დამპირდნენ რომ ყველა საჭირო მედიკამენტს აჩუქებენ მადლობა თამუნას ფეხსაცმელებს რაც შეეხება,ქვეშეთში რომ ჩამომიტანა მეუღლემ ერთ-ერთი უზერის საჩუქარი ,პირადში მომწერა თუ მშვიდობა იქნა პერიოდულად სეზონზე ახალ ფეხსაცმელს აჩუქებს გოგოებს მადლობა ნიკას მიახლოებით ისეთი შეგრძნება მაქვს პეპლები რომ დაფრინავენ მუცელში:დდდდ ---------------------------------------------------------------------------------- მარიმ იტირა ... ვუთხარი, რომ შესაბამისი ქულები აიღო და ფულადი დახმარება 78 ლარი დაენიშნება ძალიან მალე და რომ დანიშნულ მედიკამენტებს გადავცემთ. ძალიან თავშეკავებულია, ალბათ ეგონა ტელეფონით ვერ მივხვდებოდი როგორ ტიროდა... ------------------------------------------------------------------------------------ დღეს დილით მესიჯი დამხვდა წუხანდელი მოწერილი”ძალიან,ძალიან მიყვარხარ,ლიკა” ((((((((((((((((((((( ----------------------------------------------------------------------------------------- * * * სულ ცოტა ხნის წინ მომწერა ისევ იმ უზერმა ნიკამ და ზომები დააზუსტა ზამთრის სეზონის ფეხსაცმელებისთვის http://ge.smiles.26l.com/smile.127439.html ამ წამს დამირეკა მარიმ, პარასკევს ჩამოდის თბილისში, სასკოლოდ რაღაცეების საყიდლად. სულ შეგროვდა 380 ლარი, რომ ვკითხე,სასკოლოდ 150 ლარი დამჭირდება ალბათო, ვფიქრობ 200 ლარი მივცე ამ ეტაპზე. სხვა მოსაზრებებსაც სიამოვნებით მოვისმენ ეს სულ ახალი ამბებია ))) * * * ესეც ახლა მახარეს, სტატუსის მიღების შემდეგ სკოლის წიგნებიც უფასოდ დაურიგდება ბევრ რამეში წაადგება სოც დაუცველის სტატუსი |
Posted by: 0x7F 3 Sep 2012, 00:34 |
კიდევ რითი შეგვიძლია რომ დავეხმაროთ? საკმაოდ რთულ სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება როგორც სურათებიდან ჩანს. იქნებ არის რაიმე ისეთი ნივთი რომელიც ძალიან ძვირი არ ღირს, თუმცა გაუადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას. ყველაფერს ვერ შევწვდებით, სამწუხაროდ... |
Posted by: ლიკლიკა 3 Sep 2012, 00:45 |
0x7F არ ვიცი, პარასკევს ჩამოდის და კიდევ ერთხელ კარგად გამოვკითხა. რომ ვკითხე რა გჭირდებთთქო, თითქმის ყველაფერიო. როგორც ჩანს ქმრის სახლიდან ბევრი არაფერი წამოუღია და თავიდან უწევს თავისი საცხოვრებლის მოწყობა მეზობლების ნაჩუქარი სარეცხის მანქანა წამოიღო და ისიც ძლივს |
Posted by: 0x7F 3 Sep 2012, 02:00 |
კარგი, დაველოდოთ რა ინფორმაციას მიიღებთ. იქნებ კითხოთ თვითონ რას იყიდიდა პირველ რიგში და აუხსნათ რომ გვინდა დავეხმაროთ, თუმცა რესურსები შეზღუდული გვაქვს... მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 3 Sep 2012, 02:11 | ||
0x7F
ზუსტად ეგ ვუთხარი. არ მინდა მისი მოლოდინი რეალობას გასცილდეს. |
Posted by: blblbl 5 Sep 2012, 00:52 |
უპ . |
Posted by: buuus 5 Sep 2012, 00:52 |
ლიკლიკა . |
Posted by: ლიკლიკა 5 Sep 2012, 00:54 |
მარიმ დამირეკა.დირექტორს ველაპარაკე,განათლებაში გადააგზავნა უკვე მოთხოვნა და ბავშვებს წიგნები უფასოდ ექნებათო. მადლობები დამაბარა გიორგისთან,რომელიც დაეხმარა სოც დაუცველის სტატუსის მიღებაში |
Posted by: pathfounder 5 Sep 2012, 00:55 |
ტანსაცმელ/ფეხსაცმელს პერიოდულად გადაუდებ და გავუგზავნი / |
Posted by: agr_bak 5 Sep 2012, 01:18 | ||
ლიკლიკა ვა აქ რა კარგი ამბები დაგროვილა გაიხარე კარგო ადამიანო . ღელავდი გეშინოდა, ნეტა რა გამომივაო და ხომ გამოვიდა?!
აი ამ შეგრძნების გამო ღირს ცხოვრება |
Posted by: ლიკლიკა 5 Sep 2012, 01:31 |
agr_bak ჰო |
Posted by: blblbl 6 Sep 2012, 22:48 |
აპ . |
Posted by: ლიკლიკა 6 Sep 2012, 22:48 |
მიახლოებით 11 საათზე გამოვა ქვეშეთიდან მარი. პირველის ნახევრისთვის იქნება დიდუბეში. ძმას ჩამოჰყავს მანქანით, ალბათ სოფლის მიკროავტობუსების გაჩერებაზე იქნებიან და იქვე შევხვდები. მცხეთიდან დამირეკავს და უფრო ზუსტად მეცოდინება დრო, მაგრამ სავარაუდოდ 12:30 ზე შევხვდებით. მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ )))) |
Posted by: Dido 7 Sep 2012, 17:49 |
უპ უპ უპ ძალიან კარგი ამბებია |
Posted by: ლიკლიკა 7 Sep 2012, 17:53 |
შევხვდით მარის, გადავეცი 200 ლარი და წამლები. Sos Children-ს ლამაზი საჩუქრები ჰქონდა ბავშვებისთვის:* გადავეცი თამუნას დანაბარები , რომ წამლებით კიდევ დაეხმარება და ჯანმრთელობასაც შესაბამისად მივხედავთ ,ბავშვებს ჯანმრთელი დედა ჭირდებათ. გადავეცი ასევე ნიკას დანაბარები და დამპირდა ბავშვებს ვეტყვი კარგად ისწავლონ ,რომ ნიკამ კიდევ დაასაჩუქროსო ) უმცროსი ეხლა მიდის პირველ კლასში, უფროსი მესამეშია, კარგად სწავლობს,მაგრამ ინგლისური უჭირსო. ამაზე ნინოს (Sos Children) ერთ ძალიან კარგი აზრი დაებადა და დახმარებას დაპირდა. ავცქმუტდი ისე გამიხარდა ))) მაგრამ თვითონ დაწეროს აჯობებს, მე გარკვეული მიზეზების გამო მალევე გამოვიქეცი ,მარინა და ნინო დავტოვე, ბოლომდე ვერ მოვუსმინე. სახლში რომ მოვედი კიდევ ერთმა თამუნამ დამირეკა ,რომელიც ბავშვებისთვის საკანცელარიო ნივთებს დამპირდა და მითხრა რომ უყიდა, სანამ სწავლა დაიწყება შევხვდები და საჩუქრებს ბავშვებს გავუგზავნი,ან წავუღებ ან ვინმეს გავატან,ეს არ მგონია პრობლემა იყოს მოკლედ ისეთი სავსე ვარ და ”დანაყრებული” სულიერად ,რომ კაი 2-3 კილოთი მეტს ვაჩვენებ მგონი :დდდდ მარის სმს მივიღე )))))) სულ ყველას ვინც გვეხმარება ჩემგან მადლობა გადაუხადე და შენ კიდევ ძალიან მიყვარხარო |
Posted by: kvatunia24 7 Sep 2012, 17:54 |
ძალიან ძალიან მიხარია შენ ამას ნამდვილად იმსაახურებ |
Posted by: ლიკლიკა 7 Sep 2012, 17:56 |
აი ასე ვარ რა http://ge.smiles.26l.com/smile.89400.html |
Posted by: kvatunia24 7 Sep 2012, 18:11 |
ლიკლიკა გენაცვალეეეეე |
Posted by: liza_chachua 10 Sep 2012, 13:11 |
=================== |
Posted by: ლიკლიკა 10 Sep 2012, 13:12 |
ფბ-ზე ზოგი არ შედის და აქაც დავწერ. დიდი ხანია უკვე მინდოდა მეთხოვა თქვენთვის და მერიდებოდა, მაგრამ ამ ფოტოებმა ჩამიწყვიტა გულ-მუცელი. თუ ერთი მაინც წინააღმდეგი იქნებით ამ იდეას არ განვახორციელებთ. იქნებ ჩვენი ჯგუფის სახელით 50 ლარი გადავრიცხოთ ამ ბებოს დახმარების ჯგუფში?! ამ თვის ბოლოს მიდიან კიდევ მის მოსანახულებლად და გამოადგებათ. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია :**** http://forum.ge/?f=97&showtopic=34423080&st=105 |
Posted by: Take_Off 10 Sep 2012, 13:13 |
აპ აპ აპ ლიკა წარმატებები, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ |
Posted by: agr_bak 10 Sep 2012, 14:24 |
ლიკლიკა |
Posted by: 0x7F 11 Sep 2012, 11:12 |
ლიკლიკა თქვენზე კარგად მარის ოჯახის მდგომარეობა არავინ არ იცის. თუ თქვენ ფიქრობთ რომ გარკვეული თანხის გამოყოფა მარის "ფონდიდან" სხვა მსგავს პროექტზე უფრო სასარგებლო იქნება, ჩვენ წინააღმდეგი რატო ვიქნებით. P.S. ლოლიტა ვინ არის? |
Posted by: ლიკლიკა 11 Sep 2012, 11:35 | ||||
agr_bak 0x7F
http://forum.ge/?f=97&showtopic=34369625 ლოლიტა არის პატარა გოგონა, რომელიც ძალიან, ძალიან ცუდად იყო(და კიდევ უამარავი პრობლემა) და მშობელთა კლუბში შექმნილი პატარა საქველმოქმედო ჯგუფის წყალობით დღეს გაცილებით უკეთ არის,მისი ოჯახიც უფრო ხალისიანი და მოძლიერებულია. ბებოს დახმარებასაც agr_bak უწევს ორგანიზებს, ისევე როგორც ლოლიტას თემას. |
Posted by: Ssalome 11 Sep 2012, 12:26 |
ძალიან მიხარია! და დიდი მადლობა რომ დახმარების საშუალებას გვაძლევ |
Posted by: ლიკლიკა 11 Sep 2012, 12:27 | ||
მარიმ და ნინომ მოილაპარაკეს, რომ უფროსი გოგონა, ანა, კერძოდ იმეცადინებდა ინგლისურის პედაგოგთან და ამ თანხას ნინო გადაიხდიდა იანვრამდე, სანამ ის თბილისში იქნება. სამწუხაროდ ზინა მასწავლებელმა უარით გამოისტუმრა იმ მიზეზით, რომ დაწყებიტებს არ ჭირდებათ ზედმეტი მეცადინეობა.ეჭვი გაგვიჩნდა ,რომ შეეშინდა ვაი თუ მარის ვერ გადაეხადა სწავლის საფასური, ამიტომ ნინოს თხოვნით კიდევ ერთელ დაელაპარაკა მასწავლებელს მარი და აუხსნა, რომ ჩამორჩენის გამო ძალიან ნერვიულობს ბავშვი, ამიტომ ცოტა ხანი მაიონც რომ ამეცადინოს, სანამ თანაკლასელებს დაეწევა, მარი ინგლისურის აზრზე არაა და საერთოდ ვერ ეხმარება დავალების მომზადებაში. პასუხად ზინა მასწავლებელმა უთხრა, რომ ბევრი ბავშვი ყავს და მაგ ფასად არ უღირს მარის ბავშვის მომზადება, ორმაგი თანხა დაუსახელა და დაპირდა ერთ კვირაში ეტყოდა პასუხს დათანხმდება თუ არა ანას მეცადინეობას. ნუ იმაზე ლაპარაკი არ გვინდა , რომ სრულიად უცხო ადამიანები ეხმარებიან და იქაური მასწავლებელი იმის ნაცვლად ,რომ თვეში ერთელ ზედმეტი გაკვეთილი ჩაუტაროს უფასოდ მომზადებაზეც უარს ეუბნება. ალბათ ხშირად რომ ხედავენ ამ ოჯახს, თვალიც ეჩვევა და მათ გაჭირვებას მიჩვეულები არიან ახლა გადავწყვიტეთ, რომ იქაურმა ბეჯითმა მოსწავლემ ან სტუდენტმა ამეცადინოს ინგლისურში. ან რა რთული პროგრამა მესამე კლასელ ბავშვს უნდა?! უბრალოდ დედამისი ვერ ამეცადინებს ვერანაირად |
Posted by: Ssalome 11 Sep 2012, 13:12 | ||
ლიკლიკა ღმერთო ჩემო!!!
კარგი აზრია |
Posted by: Take_Off 11 Sep 2012, 13:20 |
უპ 888888888888888888888888888888888 |
Posted by: pathfounder 12 Sep 2012, 10:01 | ||
+1 ჩემ შვილებისათვის აყვანილი მყავს ხომე მე სულ სტუდენტებია,იაფად ამზადებენ და გულით.მაგათთვის პრაკტიკა და ჯიბის ფული,ჩემთვის ნასწავლი ბავშვები და ჩემი ნერვების დაზოგვა.კარგად ვიცი ინგლისური,მაგრამ ნერვი და დრო არ მაქ ბავშვებს დავუჯდე.( გავდივარ საქართველოდან,ჩამოვალ -დავრიცხავ რამეს |
Posted by: natia_m77 13 Sep 2012, 19:23 | ||
აი მესმის პედაგოგი, რა ამან ბავშვებს რა უნდა ასწავლოს |
Posted by: Springchild 14 Sep 2012, 11:11 |
გოგოებო, ფონდ იავნანას რომ მივმართოთ? არამგონია პატარა სახლი ძვირი ღირდეს რაიონში.. რას ფიქრობთ? |
Posted by: ლიკლიკა 15 Sep 2012, 23:45 |
Springchild მხოლოდ მრავალშვილიანებს ეხმარება, როგორც ვიცი. თან იქ სახლი ასე ადვილად არ იშოვება და სხვაგან ყიდვას ისევ იქ ყოფნა ურჩევნია, ოჯახთან ახლოს გუშინ საღამოს ჩემმა მეუღლემ პირადად გადასცა მარინას მისთვის ლამაზი პერანგები (საროჩკები), ზამთრის თბილი ქურთუკი, ბავშვებისთვის სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები ♥ სკოლის სახელმძღვანელოებს თვითონ სკოლა გადასცემს. მოკლედ ანა და ელენე სკოლისთვის მზად არიან ყველანაირად და მე უზომოდ მიხარია )))) მარისგან მესიჯი მივიღე, შენ და ვინც გამომიგზავნა ესენი დიდი მადლობაო |
Posted by: blblbl 15 Sep 2012, 23:56 |
აპ . |
Posted by: ლიკლიკა 16 Sep 2012, 00:00 |
ცოტა ხანში აცივდება. საკმაოდ შეუგროვდა თბილი ტანსაცმელი. შეშა ძლიან ძვირი ღირს და ვერ გავწვდებით. ხომ არაა უკვე დრო, პროდუქტი ვუყიდოთ? ვინც ერკვევა ამ საკითხში რჩევები მოგვეცით, სად სჯობს ყიდვა, სად უფრო იაფად ვიყიდით (ფქვილი, შაქარი,ზეთი და ა.შ.), მსურველები თუ გამომყვებიან მთლად უკეთესი. ზუსტად არ ვიცი ჯერ როდის ,მაგრამ მეუღლე წავა უახლოეს პერიოდში და გავატან. |
Posted by: kozet 16 Sep 2012, 12:32 |
------------------------------------ ---------------------------------- |
Posted by: ლიკლიკა 16 Sep 2012, 12:38 |
სოფელში მივიდა სოციალურად დაუცველებისთვის წიგნები, მაგრამ მარის ბავშვებისთვის არაა. გვიან მოვიდა მოთხოვნა და ვერ მოესწრო დაბეჭდვაო. კარგია რომ ასეთი სიზუსტით მუშაობს სტამბა, მაგრამ გული დამწყდა ,რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის თითო ხელი სახელმძღვანელო არ მოეძევებათ |
Posted by: natia_m77 16 Sep 2012, 12:41 |
მერე რა უნდა ქნან ბავშვებმა? |
Posted by: ლიკლიკა 16 Sep 2012, 12:45 | ||
natia_m77
მარი მომწერს ზუსტად რა წიგნები ჭირდება, დიდისთვის უშოვია უკვე რამდენიმე. ვფიქრობ შეგროვებული თანხით ვუყიდოთ წიგნები, რაც დარჩება იმით - პროდუქტი. |
Posted by: kozet 16 Sep 2012, 13:47 |
http://forum.ge/?showtopic=34435519&view=findpost&p=32980507 |
Posted by: ლიკლიკა 16 Sep 2012, 14:31 |
kozet მადლობა რამდენიმემ მითხრა მოვძებნიო, რაც დაგვაკლდება ვუყიდით. აქაც დავწერ მაინც მესამე კლასის მათემატიკა (გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია,თ(ჭ)ელიძე) ასევე მესამე კლასის მუსიკა (ჩიკვაიძე) დანარჩენი იშოვა პირველი კლასის მათემატიკა (გოგიშვილი,ვეფხვაძე,მებონია,თ(ჭ)ელიძე) ქართული ენა და ლიტერატურა (მაღლაკელიძე, მაღლაკელიძე,ყურაშვილი,ღონღაძე) ბუნება (შალვაშვილი,მაჭავარიანი,ტაბიძე) მუსიკა (ჩიკვაიძე) სახვითი ხელოვნება (მათ(ჭ)ავარიშვილი,ჯაბუა,სილაგაძე) ინგლისური ენა(მერი ბოუვენი, ლიზ პოკონგი) გვარები შესაძლოა შეცდომით მეწეროს, ძლივს გავარჩიე სმს , მიხვდებით მაინც |
Posted by: natia_m77 16 Sep 2012, 15:56 |
ლიკლიკა პირველი კლასის მე მაქვს რაღაცეები,მაგრამ ავტორი არ მახსოვს. გადავხედავ. თუმცა ბუნება და მუსიკა არ ვიცი რამდენად ივარგებს, რაღაცეებს ჭრიდნენ და აფერადებდნენ წიგნებშივე. გადავხედავ და საღამოს დავწერ |
Posted by: ლიკლიკა 21 Sep 2012, 10:37 |
სწავლა დაიწყო და ბავშვებმა ტილები მიიტანეს უკვე სახლში :/ ვინც გამოცდილი ხართ, დამაკვალიანეთ, რა ვუყიდოთ მარინას ბავშვებს ,ყველაზე ეფექტური საშუალება რა არის, მიახლოებით რამდენი უნდა ერთ ჯერზე ორ ბავშვს, რომ მომავლისთვისაც მოვუმარაგოთ? წიგნებს რაც შეეხება , მარის ველაპარაკე, დირექტორმა მითხრა გვიან მოხვდით სიაში და ამის გამო თქვენი წიგნები გვიან, მაგრამ მაინც დაგირიგდებათო. ამოვისუნთქე |
Posted by: 0x7F 21 Sep 2012, 18:04 |
რამე იგეგმება კიდევ? -------------------------- |
Posted by: ლიკლიკა 21 Sep 2012, 21:07 | ||
დარჩენილი თანხით პირადი ჰიგიენის ნივთებს ვუყიდით და გავუგზავნით, სავარაუდოდ თვის ბოლოს რიცხვებში. ფბ-ზე უფრო აქტიურად ვწერ სიახლეებს, აქ სულ მავიწყდება ხოლმე დაპოსტვა http://www.facebook.com/groups/463078500376887/ |
Posted by: 0x7F 23 Sep 2012, 13:40 |
ლიკა, იქნებ მოკლედ დაწერო რას აპირებთ? ფეისბუკზე იმდენი კომენტარებია, რომ ქრონოლოგიას ბოლომდე ვერ მივყევი. ფულს კიდევ აგროვებთ? მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 9 Oct 2012, 02:46 |
0x7F გვიან ვნახე პოსტი კი, ისევ ვაგროვებთ, პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო ცოტა ვპასიურობდით. სიახელეებს რაც შეეხება, დღეს ისევ იმ ნიკას სმს მივიღე, ბავშვების ფეხსაცმელი ჩამოვიდაო Ssalome-სთან ერთად წავალ (თუ სხვასაც აქვს სურვილი შემოგვიერთდეს) , შეგროვებული თანხით ვუყიდით საჭირო ნივთებს და ამ ფეხსაცმელებთან ერთად გავუგზავნით. |
Posted by: 0x7F 9 Oct 2012, 11:41 |
ლიკა გამარჯობა, სალომეს ანგარიშზე გადმოვრიცხე 50 ლარი. შეამოწმეთ. |
Posted by: ლიკლიკა 9 Oct 2012, 12:02 | ||
0x7F
გამარჯობა. ზუსტად ახლა მომწერა სალომემ, დაჯდა უკვე. უღრმესი მადლობა |
Posted by: 0x7F 9 Oct 2012, 15:29 |
ასე ოპერატიულად? ე.ი. არ ჩამოიშალა |
Posted by: ლიკლიკა 11 Oct 2012, 20:53 |
ამ კვირას, 13-ში მივდივართ პროდუქტის საყიდლად, თუ მანამდე ყველა მსურველმა მომაწოდა ნოვთები მაშინ კვირასვე გავატან სოფლის მიკროავტობუსს და იქ თვითონ მარი დახვდება. თუ არა და როცა შეგროვდება ყველაფერი მაშინ გავაგზავნი. მე ზუსტად აღარ მახსოვს ვინ გამაფრთხილა უჩემოდ არ გააგზავნოო, თქვენ შემეხმიანეთ სამშაბათს დაბადების დღე აქვს მარინეს და ამ დროისთვის მინდა მოვასწრო, 16-მდე ან 16-ში მაინც გავაგზავნო. უფრო დაწვრილებით აქ დავწერთ http://www.facebook.com/groups/463078500376887/ |
Posted by: blblbl 14 Oct 2012, 17:21 |
უპ . |
Posted by: ლიკლიკა 14 Oct 2012, 17:23 |
ვიყავით კარფურში მე და სალომე, ვუყიდეთ ყველაფერი რაც სიაში მქონდა ჩანიშნული და კიდევ მივამატეთ რაღაცეები. ჩეკს გადუვიღებ ფოტოს ნაწილ-ნაწილ, თორემ ისეთი გრძელია სხვანაირად ვერ მოხერხდება და დავდებ აქ. მაგრამ ახლა ვნახე, დასახელებებია შეცვლილი, თვალის ჩრდილი წერია, მსგავსი არაფერი მიყიდია ეტყობა იგივე ფასის იყო და ჩაანაცვლეს. მახსოვს ზუსტად რაც და რამდენიც ვიყიდეთ და მაგასაც დავწერ. |
Posted by: 0x7F 16 Oct 2012, 15:56 |
"წენები" იყიდეთ? ----------------------- |
Posted by: ლიკლიკა 16 Oct 2012, 18:41 | ||
0x7F
:D აშკარად რომელიღაც მაკარონი იყო, ბავშვებისთვის სხავდაასხვა ფორმის ავარჩიეთ :) ფბ-ზე დავწერე სულ ახლახანს და დავაკოპირებ გავუგზავნე :) იმდენი გამოვიდა ნაყიდი პროდუქტი და სხვების მოტანილი ტანსაცმელი, რომ ჩემი რაც მქონდა,ერთი პატარა ტომარა, გადავდე,მერე გავუგზავნითქო და კიდევ კარგი :)))))) გზად ელენეს დედას შევხვდი და გამოვართვი პარკი, მერე ნიკას შევხვდი, ფეხსაცმელები მომაწოდა ბავშვებისთვის, რომ დამპირდა. ძლიან თბილები, ლამაზები და რაც მთავარია ზუსტად ქვეშეთის ზამთრისთვის გამოსადეგი. და კიდევ ანასთვის (უფროსი გოგოსთვის,ქუდი რომ მოქსოვა და გაყიდა თავისი ნაშრომი :) ) მომცა საქსოვი ძაფები,ცელოფნის ტომრები რომ არის იმის ნახევარი. მოკლედ ძალიან კმაყოფილი და ძალიან დატვირთული წავედი დიდუბეში :)))) საბარგული ვეღარ დავკეტეთ :)) ვერც მძღოლმა დატია ვერსად და ორი ადგილი ავიღეთ და იქ დავალაგეთ და ასე გავამგზავრეთ :)) მარინეს ველაპარაკე, დახვდება მიკროავტობუსს და ბიჭებს თხოვს იქაურებს დახმარებას, თორემ ტყვიასავით მძიმე ამანათები გამოვიდა, მძღოლმა და ჩმმა მეუღლემ ძლივს აწიეს. ტვირთის ზომა-წონაზე ჩემი კმაყოფილება მალაპარაკებს :))) მოკლედ, ვფიქრობ მარისაც ძალიან, ძალიან გაუხარდება და კარგი საჩუქარი გამოვიდა დაბადების დღისთვის . ძმები არ მიეხმარებიან, რადგან ოჯახი არ ელაპარაკება , იმედია დროებით :/ ბავშვი გაატანა მამას ამ უქმეებზე და ამის გამო დაემდურნენ :( ყოფილ ქმარს და მულს დაურეკავთ მარინესთვის და მო-უ-ტ-ყ-უებიათ ბაბიამ ბავშვებს საბერძნეთიდან ამანათი გამოუგზავნა და ბავშვები გაგვატანეო, უფროსი გაატანა. მარიმ მითხრა ფეხსაცმელი უყიდა და მაგაზეც კმაყოფილი ვარ, რას დავეძებო :(( თან არც მაქვს უფლება ,რომ ბავშვების ნახვა ავუკრძალო და თან რასაც გააკეთებს ისევ ბავშვებს წაადგებათო, მაგრამ ეს ჩემებს არ ესმით და დღეს დაბადების დღეც არ მომილოცესო. მე ვფიქრობ მალე შეურიგდებიან. * * * მომწერა, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან გახარებული ვარ,ყველაფერი ისეთი კარგიაო ) და მოგვიანებით მომწერა ღმერთმა ისე გაგახაროთ ,როგორც მე გამახარეთო ყველას უღრმესი მადლობა, რომ ასე დამეხმარეთ მარინეს და მის შვილებს რომ დავხმარებოდი |
Posted by: pathfounder 23 Oct 2012, 05:01 |
ლიკ რა არის ახალი გოგოებზე? ___________________________ |
Posted by: ლიკლიკა 2 Nov 2012, 15:25 | ||
pathfounder
ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ თბილი ქურთუკები (აქვთ რამოდენიმე,მაგრამ მომავალი ზამთრისთვის გამოდგება, დიდებია) და ტილების !!! წამალი .არ შველის პარა პლუსი,არც სპირტი და ნავთი. რამე სხვა თუ იცით მითხარით :/ დაიტანჯა ეს გოგო ამ პრობლემით:/ |
Posted by: 0x7F 5 Nov 2012, 12:58 |
გამარჯობა, თანხას აგროვებთ კიდე? |
Posted by: ლიკლიკა 5 Nov 2012, 17:02 |
0x7F გამარჯობა. კი, გროვდება ისევ. ამჟამად 70 ლარია. |
Posted by: 0x7F 5 Nov 2012, 17:42 |
+50ლ სალომეს ანგარიშზე, შეამოწმეთ. მადლობა. |
Posted by: Ssalome 5 Nov 2012, 17:48 |
0x7F დაჯდა 50 ლარი. მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 5 Nov 2012, 17:50 |
0x7F უღრმესი მადლობა, გიორგი. ჯერ არ დამჯდარა. როგორც კი გამოჩნდება თანხა მოგწერ და მივამატებ აქ http://www.facebook.com/groups/463078500376887/doc/464800446871359/ ------------------------------ დამჯდარა |
Posted by: 0x7F 5 Nov 2012, 17:51 |
რის მადლობა............................................... |
Posted by: ლიკლიკა 6 Nov 2012, 21:46 |
დღეს მომაწოდეს ერთი დიდი პარკი ტანსაცმელები, ბავშვებისთვის. ერთიც მე მაქვს, მაგრამ მხოლოდ დედისთვის. კიდევ დამპირდნენ. |
Posted by: buuus 10 Nov 2012, 02:32 |
.............................................................................. |
Posted by: ლიკლიკა 10 Nov 2012, 02:36 |
ჯგუფის წევრების და არა მარტო საყურადღებოდ. რამდენიმემ მომწერა ამ საკითხზე და აქედან გავიგე, თურმე ბევრს ჰგონია ჩვენთან არის მუდმივი სია და ვრიცხავთ თანხას ყოველთვე,როგორც ლოლიტას დახმარების თემაში. ჩვენთან ვრიცხავთ ვისაც როგორ, როდის და რამდენი შეუძლია თანაც თავიდან არც იყო გეგმაში, მხოლოდ ტანსაცმლით, პროდუქტით და საჭირო ნივთებით ვაპირებდით ხელის პროთეზი ჯერ ისევ შორეულ გეგმად გვესახება. * * * პირდაპირ დავაკოპირებ ფბ-დან. გოგოებო,(დედისთვის) ცოტა მსხვილი გოგოსთვის თბილი შარვალი თუ გეგულებათ ?! თანხას დავზოგავდით. თუ არა და მეორადებშიც შეიძლება ყიდვა (იდეისთვის,როგორც ყოველთვის )) მადლობა Salome Gulbani -ს ) და კიდევ, ცეკვის წრე გაიხსნა, ყოველთვე 20 ლარი, მაგრამ თუ ორივეს მიიყვანს თვეში 30 ლარი. რას იტყვით?! |
Posted by: agr_bak 10 Nov 2012, 04:44 | ||
ლიკლიკა
აი ეს ახლა მათი ფსიქიკისთვის ბევრ საჩუქარზე უფრო მნიშვნელოვანია ეგ ბავშვები დაკომპლექსებულები იქნებიან იმით რომ მათთვის ის მიუწვდომელია რაც სხვა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია. ამ წრეზე სიარულით თვითშეფასებასაც აიმაღლებენ და თავსაც საზოგადოების უფრო სრულფასოან წევრებად იგრძნობენ. ლოლიტას ძმა ასე შEვიყვანეთ ინგლისურზე. მანამდე რაღაცნაირი ''მიჩმორებული'' იყო ყველა სწავლობდა ეს ვერა არა და უნდოდა ეხლა ამაყია როგორც კი დამინახავს ცდილობს რამე წაიკიტოს ამ ენაზე რომ მაჩვენოს კარგი ბიჭი ვარო, უფრო გაბედული გახდა. მოკლედ გადასარევი იდეაა და არც ძვირია. ორი ბავშვისთვის ეს თანხა თითქმის უფასო გამოდის. |
Posted by: ლიკლიკა 10 Nov 2012, 11:50 |
agr_bak ფბ-ზე დავაკოპირებ შენს პოსტს. |
Posted by: 0x7F 10 Nov 2012, 12:07 |
თუ იქნებიან მსურველები დახმარება გაუწიონ ამ ოჯახს ცალსახად ჯობია სია გაკეთდეს. უფრო ადვილად დაიგეგმება რისი ყიდვა იქნება შესაძლებელი. ცეკვას რაც შეეხება, მშვენიერი აზრია. |
Posted by: ლიკლიკა 10 Nov 2012, 12:35 | ||
0x7F
მე ვფიქრობ მსურველი ისედაც დაეხმარება ამ ოჯახს. არ მინდა ვინმე ვალდებულად თვლიდეს თავს |
Posted by: frontushka 19 Nov 2012, 03:09 |
uuppp …………………………………………… |
Posted by: ლიკლიკა 19 Nov 2012, 03:11 |
ხვალ ვუგზავნი ტილების წამალს. ტანსაცმელსაც, რაც მაქვს. დანარჩენს რასაც მომაწოდებთ მერე გავაგზავნი, თორემ იქ უკვე მაგრად ცივა და კიდევ რომ დაველოდო შეგროვებას არ მინდა * * * გადადიდო. ზეგ დილით ვუგზავნი, მანამდე ძალიან გთხოვთ, ვისაც რა გაქვთ თბილი მომაწოდეთ რა (( ქვეშეთში ყინავს უკვე განსაკუთრებით 6-8 წლის გოგოებისთვის ქურთუკები. |
Posted by: T@K 20 Nov 2012, 09:53 |
.....................................................უპ............................................ |
Posted by: ლიკლიკა 20 Nov 2012, 09:55 |
დილა მშვიდობის , ერთმა ძალიან საყვარელმა იუზერმა გამაღვიძა დღეს და მომიტანა ბავშვითვის და დედისთვის თბილი ქურთუკები ♥ ტილის წამლები ვუყიდე ბავშვებს 2 ფლაკონი და სამედიცინო სპირტიც მივაყოლე ხურდაში. ხვალ დილით ვუგზავნი, აღარ გადავდებ. ვინც მთხოვა შემეხმიანე წასვლის წინო და მე არ მახსოვს,შემეხმიანეთ * * * ხვალ ვუგზავნი ტანსაცმელს რაც შეგროვდა და ტილების წამალს. ასევე ცეკვის თანხას, რომელსაც Sos Children გამატანს. წინა თვეში მუსიკის თანხა გამატან, როგორც გახსოვთ, მაგრამ ბავშვები გამოიყვანა მარინეს მუსიკიდან და ცეკვაზე შეიყვანა. ორივე ბავშვი ერთად 30 ლარი, დავწერე ზემოთ პოსტებში. ქურთუკებს ვუყიდით და მერე გავუგზავნით, ხვალ რაც არის იმას გავგზავნი. |
Posted by: blblbl 20 Nov 2012, 20:24 |
..................................................................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 20 Nov 2012, 20:24 |
ხვალ ვუგზავნი ტანსაცმელს რაც შეგროვდა და ტილების წამალს. ასევე ცეკვის თანხას, რომელსაც Sos Children გამატანს. წინა თვეში მუსიკის თანხა გამატან, როგორც გახსოვთ, მაგრამ ბავშვები გამოიყვანა მარინეს მუსიკიდან და ცეკვაზე შეიყვანა. ორივე ბავშვი ერთად 30 ლარი, დავწერე ზემოთ პოსტებში. ქურთუკებს ვუყიდით და მერე გავუგზავნით, ხვალ რაც არის იმას გავგზავნი. |
Posted by: blblbl 22 Nov 2012, 17:25 |
.............................................................................................. |
Posted by: ლიკლიკა 22 Nov 2012, 17:26 |
გავგზავნე. მიახლოებით 19:30-ზე მიიღებს მარი. ბავშვის ქურთუკები უკვე ვნახე, როგორც კი მოვახერხებ უახლოეს დღეებში ვუყიდით. მოგვიანებით ფოტოებსაც დავდებ და ფასებსაც ფბ-ზე. ამ ქურთუკებთან ერთად გავგზავნით ცეკვის 30 ლარსაც, თვის ბოლოს არის გადასახდელი და ვასწრებთ თავისუფლად. |
Posted by: blblbl 24 Nov 2012, 00:14 |
.................................................................................................................................. |
Posted by: ლიკლიკა 24 Nov 2012, 00:15 |
დიდი მადლობა შემოგითვალათ მარიმ ყველას და გიორგობა მოგილოცათ, ძალიან გახარებული იყო ) მადლობა ყველას ♥ |
Posted by: blblbl 26 Nov 2012, 15:54 |
............................................................................................. |
Posted by: ლიკლიკა 26 Nov 2012, 15:56 |
ხვალ ვხვდები (მე ან მეუღლე) სალომეს, გადმოგვცემს თანხას, მერე ვუყიდი ქურთუკებს, (მადლობა, ვინც ამდენი ხანი დაგველოდა და შეგვინახა ქურთუკები :*) და გავგზავნით ქვეშეთში ან იმ დღესვე ან მეორე დილით, როგორც მოვასწრებთ. გოგოები უკვე დადიან ცეკვაზე და თვის ბოლოსაა გადასახდელი, ზუსტად ვეტევით დროში. |
Posted by: 0x7F 26 Nov 2012, 17:35 |
მაგ ცეკვის თანხა რომ გადავრიცხოთ ხოლმე არ გამოვა? |
Posted by: ლიკლიკა 26 Nov 2012, 18:11 |
0x7F სად, გიორგი? დუშეთში უნდა იაროს მაშინ ბანკში. + ამას ბანკში ჩარიცხული თანხის გამო რამდენიმე თვის წინ (ჭორის დონეზე გავიგე, მაგრამ მაინც) სოც. დახმარება მოუხსნეს ნაცნობის ნაცნობს. ვფრთხილობ მაინც. |
Posted by: 0x7F 27 Nov 2012, 09:19 |
ლიკლიკა ბოდიში, არ ვიცოდი |
Posted by: ლიკლიკა 27 Nov 2012, 10:21 |
0x7F რა ბოდიში |
Posted by: 0x7F 27 Nov 2012, 11:34 |
ლიკლიკა თვის დასაწყისში ვაპირებ თანხის გადმორიცხვას, მანამდე ხომ არაა სასწრაფო რამე? |
Posted by: ლიკლიკა 27 Nov 2012, 12:43 | ||
0x7F
100 ლარს ავიღებ დღეს იმ თანხიდან და კიდევ 70 ლარამდე რჩება თუ სწორად მახსოვს. 25 და 45 ლარი, ქურთუკი და დუბლიონკა, 30 ლარი -ცეკვის. ფბ-ზე ფოტოებსაც დავდებ, ძალიან თბილებია იმ თვეში ალბათ 30 ლარი- ცეკვის და საახალწლოდ პროდუქტებს ვუყიდით. ტკბილეული, ნაძვის ხის სათამაშოები და ა.შ. ვნახოთ როგორც გამოვა. |
Posted by: blblbl 29 Nov 2012, 18:09 |
.................................................................................. |
Posted by: ლიკლიკა 29 Nov 2012, 18:13 |
დღეს გავაგზავნე ქურთუკები და ცეკვის 30 ლარი. ნახევარ საათში მიიღებს ალბათ, ცოტა ადრეც. |
Posted by: 0x7F 6 Dec 2012, 11:21 |
გადმოვრიცხე დეკემბრის, დღეს ან ხვალ დაჯდება. მაინც შეამოწმეთ. |
Posted by: ლიკლიკა 6 Dec 2012, 12:45 |
0x7F უღრმესი მადლობა,გიორგი . როგორც კი შევამოწმებ სიას მივამატებ და აქაც მოგწერ. * * * 0x7F დაჯდა |
Posted by: ლიკლიკა 10 Dec 2012, 00:38 |
საახალწლოდ ვაპირებთ შეგროვებული თანხით ვუყიდოთ პროდუქტი და ტკბილეულობა, წვიმები, გირლიანდები ,საახალწლო საჩუქრები გოგოებისთვის. ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. * * * ვისაც გაქვთ , ფრთები და ჯადოსნური ჯოხი რომ იყიდება რა ღირს ეგენი? იყოს შედარებით უბრალო , არაა აუცილებელი ძვირიანი. გაუხარდებათ გოგოებს მგონი. ან ფრთები თუ არა ფიფქიას დიადემა ან რამე მსგავსი. * * * ნაძვის ზე, სათამაშოები, ნათურა, წვიმები და ა.შ. აბსოლუტურად არაფერი აქვთ თურმე. |
Posted by: blblbl 11 Dec 2012, 17:21 |
..................................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 11 Dec 2012, 17:35 |
140 ლარი გვაქვს. ჯერ ვნახოთ რა შეგვიგროვდება და იმის მიხედვით გადავაწყვიტოთ რა ვუყიდოთ. რაც მეტი იდეა, მით უკეთესი ♥ |
Posted by: ninca 11 Dec 2012, 17:50 | ||
ლიკლიკა
დოლარ სთორიში იყო ადრე, იაფი ღირდა, ზუსტად აღარ მახსოს და ასევე მაღაზიასი ”wow" -მარჯანიშვილის ქუჩაზე, მეტროს რომ აცდები ცოტა მანდ. |
Posted by: ლიკლიკა 12 Dec 2012, 19:44 |
ninca ვნახავ მანდაც :* ნაძვის ხე და სათამაშოები გვაქვს ♥ გაგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე გავალ და გამოვართმევ. სახელს არ ვწერ, თავი გაიგიჟა :დდდდ :* მიხარია , ბავშვებს ნაძვის ხე ექნებათ ♥ |
Posted by: qetuta2011 12 Dec 2012, 20:43 |
მე მაქვს თეთრი ფრთები და ჯოხი სულ ახალი. მეორესაც ვუყიდი, თეთრი ვიყიდო ისიც თუ სხვაფერი? |
Posted by: ლიკლიკა 12 Dec 2012, 21:17 |
qetuta2011 მადლობა ერთი ფერის აჯობებს, თორემ გაწიწიკნიან ერთმანეთს კბილის ჯაგრისებიც კი ერთი ფერის ვუყიდეთ. ახალი წელი ასე არ გამხარებია ბავშვობის მერე |
Posted by: ლიკლიკა 14 Dec 2012, 15:02 |
ბავშვებო, ველოსიპედის პედალი ერთი ცალი ხომ არ გაქვთ,რომელიც არ გჭირდებათ, პლასტმასი, რაზეც ფეხი იდგმება? არ დაიზაროთ რა, კარგი საქმისთვის უნდა ერთ კეთილ ადამიანს. |
Posted by: ლიკლიკა 19 Dec 2012, 02:49 |
ნიკოლოზობას გილოცავთ! |
Posted by: buuus 20 Dec 2012, 12:01 |
.......................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 20 Dec 2012, 12:02 |
მაინტერესებს თქვენი აზრი. მოკლედ 25-ში აქვს ცეკვის ფული გადასახდელი,ვიფიქრე 24-ში გავუგზავნი ნაძვის ხესთან და სხვა შეგროვებულ ნივთებთან ერთადთქო, მაგრამ ამ ეტაპზე დროის კატასტროფული პრობლემა მაქვს, ძალიან ვიჭედები, 4 დღეში ჩემი და ჩემი მეუღლის რეჟიმის გადამკიდე ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ ყველასთან მისვლას და მარინესთვის შეგროვებული ნივთების წამოღებას. თან მეშინია ბოლო დღეებში ძალიან გადატვირთული არ იყოს მიკროავტობუსები და უარი არ მითხრან წაღებაზე , მიუხედავად იმისა რომ წინა სავარძლებზე დავადებინებ ყველაფერს, რომ არ დაზიანდეს და გადავუხდი ჩვეულებრივად მგზავრობის თანხას. ან დიდთოვლობის გამო შგევეშალოს ხელი და ვერ გავაგზავნო. მოკლედ მეშინია ბავშვები ისე არ დარჩნენ საახალწლოდ. მაგრამ კიდევ ერთი რაღაც მაკავებს.ერთმა კარგმა ადამიანმა(სახელს მისი სურვილისამებრ ვმალავთ) გადაწყვიტა საახალწლოდ ბავშვებს გაუგზავნოს გემრიელი ნამცხვარი, ჰოდა, 24-ში გაგზავნილი თუ ივარგებს 31-ში მაინც არ დატოვებენ იქამდე )) ამიტომ მინდა 30-ში დილით თუ არა, 29-ში ბოლო რეისზე მაინც გავგზავნო. თქვენ რას იტყვით? მანამდე პროდუქტის ყიდვასაც მოვასწრებ, თან ერთი ლამაზი გოგონა ტანსაცმელთან ერთად პროდუქტსაც მატანს და შეგროვებული თანხით მეტ ტკბილეულს და საჭირო ნივთს ვუყიდით ბავშვებს საახალწლოდ |
Posted by: ლიკლიკა 25 Dec 2012, 15:04 |
29-ში ვაგზავნი. რაღაცეები უკვე მაქვს სახლში. თბილი ტანსაცმელი,პროდუქტი,ტკბილეულობა მომაწოდეს, დღეს მომიტანს მეუღლე კიდევ, ნელ-ნელა დაივლის ყველას ). მოკლედ, კარგად გროვდება ♥ უფრო დეტალურად მერე დავწერ, ჯერ შეგროვდეს ყველაფერი |
Posted by: anuka2009 25 Dec 2012, 15:53 |
ლიკლიკა ლიკა ნაძვისხე გაქვთ? ხელოვნიური ნაძვისხე გვაქვს 1.2 სიგრძის, შესაკეტებელია მარა მარტივად შეკეთდება. შემიძლია გაჩუქოთ. |
Posted by: ლიკლიკა 25 Dec 2012, 16:39 |
anuka2009 კი, გვაქვს, აუჩუქეს უკვე გოგოებს მადლობა მაინც |
Posted by: agr_bak 25 Dec 2012, 23:37 |
ლიკლიკა ნაძვის ხის სათამაშოები გაქვს? |
Posted by: ლიკლიკა 26 Dec 2012, 01:14 |
agr_bak ვაგროვებთ, ჯერ არ ვიცი რამდენია. ამ შეგროვებაში, შემოგვეგროვა ორი ცალი ნაძვის ხე ჰოდა, ბედიანის ბავშვთა სახლშI რომ იყვნენ სულ ახლახანს მათ მივწერე და კიდევ ვიღაცას გავახარებთ საახალწლოდ ჩემი გოგოების გარდა. ასე ,რომ ზედმეტი არ იქნება სათამაშოები. |
Posted by: ლიკლიკა 28 Dec 2012, 11:14 |
ბიუჯეტს გადავხედე, მარინესაც ველაპარაკე და გადავწყვიტე გავუგზავნო ტკბილეულობა სააახალწლოდ და აუცილებლად პრეპარატები გაციებისთვის, ყელის ტკივილისთვის,ცხვირის წვეთები, ვიტამინებიც თუ ძვირი არ იქნება ძალიან.იქ აფთიაქი არაა და იშვიათად ჩააქვთ წამლები გასაყიდად.თუ ვინმეს რამე იდეები გაქვთ ან სურვილი გაქვთ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ აფთიაქში ან მარკეტში სიამოვნებით შეგხვდებით ვიცი, რომ მენდობით, მაგრამ მაინც ) |
Posted by: anuka2009 28 Dec 2012, 11:35 |
ლიკლიკა ლიკა მე მაქვს სურვილი, რომ ელემენტარული წამლებით დავეხმარო ბავშვებს. ვიტამინებს, ცხვირის წვეტებს და ელემენტარულ პირველადი მოხმარების წამლებს ვიყიდი. |
Posted by: ლიკლიკა 28 Dec 2012, 11:53 |
anuka2009 მადლობის მეტი რა მეთქმის * * * ოღონდ ერთI გარემოება. ხვალ ვაგზავნი. მოვასწრებთ? |
Posted by: anuka2009 28 Dec 2012, 14:15 |
ლიკლიკა პმ მომწერე ნომერი რა, მინდა დაგირეკო |
Posted by: ლიკლიკა 28 Dec 2012, 14:58 |
მოკლედ, anuka2009 -ს ფეხი დაუცურდა და ცუდად წაიქცა ამის გამო ვეღარ ახერხებს წამლების ყიდვას და ჩემთვის მოწოდებას, ამიტომ პირდაპირ სალომეს ანგარიშზე ჩარიცხავს თანხას, რომელიც მან მისმა თანამშრომლებმა შეაგროვეს ბავშვებისთვის რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შეგროვებულ თანხას ტკბილეულისთვის და საახალწლო საჩუქრებში გამოვიყენებ * * * anuka2009-ის დაპირებულმა თანხამ გადააჭარბა, 120 ლარი შეუგროვდათ ) ნახევარს აფთიაქში დავხარჯავ და მოვუმარაგებ შეძლებისდაგვარად ყველაფერს, სანტავიკით დაწყებული წამლებით დამთავრებული. იქ ცუდი ზამთარი იცის და იყოს მაინც, რომ დაჭირდეთ ბავშვებს მოუწევს მარინეს დუშეთში ჩასვლა. ნახევარს კიდევ - მოვიფიქროთ რა ტკბილეული ან საჩუქრები ვუყიდოთ. ვიცი, რომ კანფეტებზე გიჟდებიან. ნუ,რომელ ბავშვს არ უყვარს ტკბილი ) ფიფქიის გვირგვინებსაც ვუყიდი, ახლოს არის ჩინური მაღაზია და იქნებ იქ იყოს, შორს ვერ წავალ ბავშვით. * * * http://www.facebook.com/groups/463078500376887/doc/464800446871359/ |
Posted by: ლიკლიკა 30 Dec 2012, 13:04 |
გუშინ ვერანაირად ვერ მოვახერხე და დღეს დილის რეისს გავატანე. რამდენიმემ მომწერა სათითაოდ ჩეკების ფოტოებს და ხარჯთაღრიცხვას ნუ დადებო, მაგრამ მოგვიანებით მაინც დავდებ რისი გადაღწებაც მოვასწარი. ჩეკი მხოლოდ აფთიაქის მაქვს, ”ნუგეშის” ბავშვმა შეჭამა, ჩინურში არ მახსოვს მომცეს თუ არა. მოკლედ, რადგან იმ ფორუმელმა გოგომ და მისმა თანამშრომლებმა საკმაო თანხა შეგვიგროვეს ბოლო დღეს, თავს უფლება მივეცი და 92 ლარი აფთიაქში დავტოვე. სია ჩამოვუწერე მარინეს და მაგის ფოტოს დავდებ. მე ვფიქრობ ყველაფერი საჭიროა. ძირითადად 2-2 კოლოფი ვიყიდე ყველაფერი, ზოგი მეტი. დანარჩენი თანხა გადავანაწილე ტკბილეულზე,”ტკბილი ქვეყნის” გოზინაყი,ნამცხვრები და ბლომად შოკოლადები, რაც ნამდვილად ვიცი, რომ გაუხარდებათ სამივეს )) ჩინურში ვიყიდე ხელთათმანები, თმის სამაგრები, საახალწლო აბადოკები გოგოებისთვის და სანტას ქუდი დედისთვის.ზამთრის ”ნაუშნიკები” ვარდისფრეი იხვი და ცისფერი ქითი. ნაძვის ხის ნათურები. წვრილმანებიც ჩავუგდე, შავი და თეთრი რეზინები.ფოტოს დავდებ და მერე უფრო გამახსენდება. ცეკვის 30 ლარი და კიდევ 20 ლარი გავაგზავნე. + ამას გავაგზავნე,რაც გადმომცეს, 3 დიდი პარკი თბილი და არა მარტო თბილი ტანსაცმელი მარინესთვის და ბავშვებისთვის,თბილი შარფები, ნაძვის ხე და სათამაშოები ულამაზესი , წვიმები,პროდუქტი,ტკბილეული. |
Posted by: agr_bak 30 Dec 2012, 13:25 | ||
ლიკლიკა
ნუ გააკეთებ ამას, ამით უნებურად შეურაცხყოფას მიაყენებ ამ გოგოების ნდობას. |
Posted by: ლიკლიკა 30 Dec 2012, 13:41 | ||
agr_bak შენ გაცილებით გამოცდილი ხარ ამ საქმეში და რჩევებიც ყოველთვის კარგი იცი.
ეს არასდროს მიფიქრია, სიმართლე გითხრა |
Posted by: blblbl 30 Dec 2012, 16:56 | ||
ლიკლიკა
მაგარი გოგო ხარ შენ,მარა ნუ ანასტაია რა თქმა უნდა .მშვენიერი საჩუქარებია,წარმომიდგენია როგორ უხარიათ |
Posted by: anuka2009 30 Dec 2012, 17:05 |
ლიკლიკა ყოჩაღ ამხელა საქმეს რომ უკეთებ ორგანიზებას ჩვენ ჩეკები არ გვჭირდება |
Posted by: agr_bak 30 Dec 2012, 20:31 | ||
anuka2009
+1 ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ მე ვიცი რამდენ ნერვებს მოითხოვს მორალურად უფრო ძნელია ვიდრე ფიზიკურად. |
Posted by: ლიკლიკა 30 Dec 2012, 23:39 |
მადლობა, გოგოებო |
Posted by: coco chanel 30 Dec 2012, 23:55 |
daidos shechmuli cheki |
Posted by: ლიკლიკა 31 Dec 2012, 00:20 |
coco chanel ეს რა დაწერე |
Posted by: coco chanel 31 Dec 2012, 00:24 |
რა და შეჭმული ჩეკი მინდათქო ეხლა ვსწავლობ წერას არ გაგიკვირდეთ |
Posted by: ლიკლიკა 31 Dec 2012, 00:26 | ||
coco chanel
ხო, მაგაზე გითხარი ეს რა დაწერე,რა მიქენითქო |
Posted by: coco chanel 31 Dec 2012, 00:33 |
ლიკლიკა გადაყლაპა? |
Posted by: Breaky 31 Dec 2012, 00:37 |
coco chanel წარმოვიდგინე, როგორ შეჰყურებს ლიკა ბავშვის ერთ ადგილს, რომ ჩეკი დაითრიოს |
Posted by: ლიკლიკა 31 Dec 2012, 10:39 | ||||
coco chanel
Breaky
მეც ეგ წარმოვიდგინე და იმიტომ მქონდა ასეთი რეაქცია |
Posted by: ლიკლიკა 4 Jan 2013, 00:11 |
მარინემ ყველას მოგილოცათ შობა-ახალი წელი |
Posted by: anuka2009 4 Jan 2013, 19:25 |
ლიკლიკა ლიკა მარინეს ფეხი რა ზომა აქვს? |
Posted by: ლიკლიკა 4 Jan 2013, 20:03 |
anuka2009 38. მაგრამ ავარიის დროს ქუსლი დაუზიანდა და მოჭრილივით აქვს ოდნავ, ძალიან მომდგარ და მკაცრი სტილის ფეხსაცმელს ვერ ხმარობს. |
Posted by: agr_bak 4 Jan 2013, 20:28 |
ლიკლიკა მაგას უფრო მობოტასო და მობატინკო ფეხსაცმელი მოერგება ნაჭრის თანაც სოფელში ეგ უფრო პრაქტიკულია. ფანტაზიაშია იაფი ფეხსაცმელი |
Posted by: 0x7F 4 Jan 2013, 20:30 |
გამარჯობა, ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას. ფულს აგროვებთ კიდევ? |
Posted by: ლიკლიკა 4 Jan 2013, 20:47 | ||
0x7F გამარჯობა. მრავალს დაესწარი, გიორგი.
პერიოდულად ვაგროვებთ, მუდმივი სია არ არის, ვისაც როგორ და როდის შეგვიძლია, თუმცა ბევრი ახალი გვემატება და ყოველთვის გროვდება საჭირო თანხა ეს მაძლევს სტიმულს ,რომ ჯერ კიდევ გავაგრძელო ამ ოჯახის დახმარება კეთილი ადამიანების დახმარებით. agr_bak ხო, ბოტები და ნაჭრის ფეხსაცმელები მოირგო ყველაზე გემრიელად. ფანტაზია პეკინზეა? |
Posted by: 0x7F 4 Jan 2013, 21:04 |
ვიცი ლიკა ეგ ისტორია, უბრალოდ მაინტერესებდა გრძელდება თუ არა გადმოვრიცხე სალომეს ანგარიშზე, შეამოწმეთ. |
Posted by: agr_bak 4 Jan 2013, 21:21 | ||
ლიკლიკა
კი. ჟვანიას მოედნისკენ. რომ გზა შEდის პავლოვი პეკინის კუთხიდან პოლიციის მერე. კუთხის მაღაზიაა კიბით ჩაასვლელი სარდაფში. მანდ საკმაოდ დიდი არჩევანია და ძალიან იაფია თუ ვერ მიაგნებ და დაგჭირდება მითხარი და წამოგყვები. ვაკეშიც არის მაგრამ პატარაა და არჩEვანი არ არის... |
Posted by: 0x7F 4 Jan 2013, 21:58 |
https://maps.google.com/maps/ms?msid=213550993513746142514.0004d27a22678fe050838&msa=0 მგონი ესაა |
Posted by: agr_bak 4 Jan 2013, 22:00 | ||
0x7F
კი, ეგაა |
Posted by: ლიკლიკა 4 Jan 2013, 22:29 | ||
agr_bak
ვიცი ეგ მაღაზია, აღვიდგინე. |
Posted by: Ssalome 5 Jan 2013, 10:33 | ||
0x7F
დაჯდა, დიდი მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 5 Jan 2013, 11:36 | ||
0x7F
ჰო,გიორგი, მაგრამ შენ მაინც ყოველთვე და თან საკმაო თანხას რიცხავ და ამიტომ კიდევ დავწერე უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. მივამატე უკვე სიას http://www.facebook.com/groups/463078500376887/doc/464800446871359/ |
Posted by: 0x7F 5 Jan 2013, 23:57 |
რის მადლობა, საერთო საქმეს ვაკეთებთ |
Posted by: ლიკლიკა 8 Jan 2013, 19:29 |
გუშინ მომწერა მარიმ და ვერ მოვაბი თავი აქ დაწერას. ”ყველას მიულოცე შობა. დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ ყველა” |
Posted by: ლიკლიკა 4 Feb 2013, 17:35 |
ისევ ტილების საწინააღმდეგო საშუალება ესაჭიროებათ :/ პარა პლუსს გავუგზავნი 2 ცალს ორივეს რომ ეყოს.საჭირო თანხა არის სალომეს ანგარიშზე, დაბრუნდება საქართველოში და გავუგზავნით მარის. ამ ეტაპზე სხვა არაფერი ესაჭიროებათ, თვის ბოლოს ცეკვის გადასახადი უწევთ. ბავშვების მამა გამოჩნდა, ბევრს არაფერს,მაგრამ როცა გავიგე თვეში ერთხელ ნახულობს ბავშვებს და ასე თუ ისე პროდუქტი მიაქვს. ეგეც კარგია. |
Posted by: agr_bak 4 Feb 2013, 20:05 |
ლიკლიკა არ გინდა ეს თემა აგიპინო? შენი გაჭირვებულები ლოლიტაზე ნაკლებები არიან თუ როგორ? |
Posted by: garfield1 4 Feb 2013, 20:41 |
სად უნდა ჩავრიცხო ფული ? ყოველ ხელფასზე რაც შემეძლება ჩავრიცხავ ხოლმე. რეკვიზიტები მინდა |
Posted by: ლიკლიკა 4 Feb 2013, 22:04 |
garfield1 დიდი მადლობა http://www.facebook.com/groups/46307850037...tif_t=group_r2j საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000126828000GEL, მიმღები: სალომე გულბანი agr_bak კარგი გოგო იქნები, თორემ პერიოდულად მეკარგება ხოლმე თემა |
Posted by: 0x7F 4 Feb 2013, 22:10 |
ლიკლიკა http://forum.ge/?act=Track&f=97&t=34413143 და არ დაგეკარგება |
Posted by: ლიკლიკა 5 Feb 2013, 00:44 |
agr_bak მადლობა რადგანაც თემა შესაძლოა ვინც აქამდე არ იცოდა მათაც ნახონ , ამიტომ მათთვის და არა მხოლოდ, მოკლედ დავწერ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა ,რომ ვაპირებდი ერთჯერად დახმარებას საჭირო ნივთებით, ძირითადად ტანსაცმლით, თქვენი დახმარებით - ბავშვებიც და დედაც ამ ზამთრისთვის კარგად მოვამარაგეთ თბილი სამოსით, ქურთუკით,ფეხსაცმელებით (სხვა სეზონის და ასაკის ტანსაცმლითაც, მაგრამ რადგან იქ ცუდი ზამთარი იცის თბილ სამოსზე გავამახვილე ყურადღება),ცოტაოდენი ჭურჭლით,სხვასხვა წვრილმანი ნივთებით,საქსოვი ძაფებით და ჩხირებით (უფროსი გოგო ქუდებს ქსოვს და ყიდის),მარინეს სამკურნალოდ სხვადასხვა პრეპარატებით რაც ექიმმა დაუნიშნა. შეგროვებული თანხით , რომელიც ასევე არ ყოფილა ერთჯერადად ჩარიცხული პერიოდულად ვყიდულობდით და ვაგზავნიდით პირადი ჰიგიენის ნივთებს, პროდუქტს,სარეცხ საშუალებებს,წამლებს (ვიტამინები ბავშვებისთვის,იოდი,სპირტი,ბინტი,გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ.),საახალწლოდ - უამარავი ტკბილეული , ნაძვის ხე, საჩუქრები. ბავშვებმა დაიწყეს ცეკვაზე სიარული. აღვუდგინეთ სოციალური დახმარება და თვეში მიახლოებით 70 ლარს (ზუსტად არ მახსოვს) იღებს გარდა იმ 70 ლარისა რასაც ინვალიდობის გამო იღებდა.ამას დაემატა პოლისიც, ასევე უფასოდ მიიღეს ბავშვებმა სკოლის სახელმძღვანელოები. მოკლედ,რომ გადავახედე თქვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს კმაყოფილი დავრჩი ))) რაც შეეხება ხელის პროთეზს, ხელი ისე აქვს მოკვეთილი ,რომ პროთეზი აბსოლუტურად ვერაფერში დაეხმარება, მხოლოდ სადმე წასვლის შემთხვევაში გაიკეთებს, ამიტომ რატომღაც თვითონ არ ჩქარობს იმ საბუთების მოწოდებას რაც ჩავაწერინე. თუ რამე გამომრჩა შემახსენეთ. |
Posted by: 0x7F 5 Feb 2013, 09:44 |
ლიკლიკა FB-ს ლინკი შეცდომით გაქვს, შეასწორე: http://www.facebook.com/groups/463078500376887 |
Posted by: ლიკლიკა 5 Feb 2013, 14:04 |
0x7F უი, შემშლია, არ მოიძებნაო. მადლობა მეც დავლინკავ ) https://www.facebook.com/groups/463078500376887/permalink/556667461017990/?notif_t=like |
Posted by: 0x7F 5 Feb 2013, 14:46 |
გადმოვრიცხე თანხა, შეამოწმეთ. ---------------------------------------- |
Posted by: ლიკლიკა 5 Feb 2013, 15:14 |
0x7F ამ დღეებში დაბრუნდება სალომე სამშობლოში და ჩავჯდებით რეჟიმში, მანამდე არ მინდა შევაწუხო ) და მაშინვე მივამატებ ფბ სიას და აქაც დავწერ. |
Posted by: 0x7F 5 Feb 2013, 15:36 |
გადახვეწილია? სიაში დამატების გამო არ გეუბნები ხოლმე, მინდა დავრწმუნდე რომ დაჯდა. |
Posted by: ლიკლიკა 5 Feb 2013, 15:41 | ||||
0x7F
ეგ მე მეჩქარება ხოლმე, რომ არაფერი ამერიოს .
საქმიანად არის გადახვეწილი ) |
Posted by: 0x7F 5 Feb 2013, 16:29 | ||
კაი აბა გელოდებით |
Posted by: ლიკლიკა 6 Feb 2013, 14:56 |
garfield1 0x7F ჩაირიცხა თანხა. ფბ-ზეც დავამატე |
Posted by: 0x7F 7 Feb 2013, 11:18 |
ლიკლიკა ამოვისუნთქე:-) |
Posted by: ლიკლიკა 7 Feb 2013, 14:36 | ||
0x7F
სალომე გულბანმა მთხოვა პირადად ჩემგან დიდი მადლობა გაადაეცი ამ ადამიანსო |
Posted by: 0x7F 8 Feb 2013, 00:13 |
პირიქით, მადლობა თქვენ. <!-- You must enter a message to post! Minimum 30 chars! --> |
Posted by: agr_bak 8 Feb 2013, 00:46 |
0x7F მეც მინდ აქ გადაგიხადო მადლობა რა მნიშვნელობა აქვს რომელ თემაში დავწერ გაიხარე შენ აი სულ არ ვიცი ვინ ხარ . საიდან მოხვედი. მაგრამ ვიცი რომ კარგი ადამიანი ხარ. არც ასაკი ვიცი შენი მაგრამ გაიხაროს შენმა გამზრდელმა |
Posted by: 0x7F 8 Feb 2013, 09:27 |
ერთი დაფნის გვირგვინიც და ეგაა კარგით ხალხო, ყველანი შეძლებისდაგვარად ვიღებთ ამ საქმეში მონაწილეობას. არ არის საჭირო ამდენი მადლობა. მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 8 Feb 2013, 17:58 |
0x7F შემაჯამებელ პოსტში დამავიწყდა საკენცალიო ნივთები, სოციალური დახმარებაში შედიოდა სახელმძღვანელოები, დანარჩენი, ჩანთები,რვეულები,კალმები,ფანქრები და უამარავი საკანცელარიო ნივთებიც გავუგზავნეთ კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ დამეხმარეთ დავხმარებოდი . |
Posted by: anano-ana 9 Feb 2013, 22:45 |
არაჩვეულებრივი დამიანები ხართ,უფალმა დაგლოცოთ და აგაძლიეროთ. მინდა მცირე წვლილი მეც შევიტანო ამ კეთილ საქმეში,ფეისბუქზეც გამოვაგზავნე მოწვევა ამჯერად სამწუხაროდ თანხით ვერა მაგრამ ტანსაცმლით შემიძლია შევეშველო,დედა დაახლოებით რა ზომისაა,ალბთ უფრო მას გამოადგება ჩემი ტანსაცმელი,და თუ არ შეწუხდებით კიდევ რა შემიძლია გავუგზავნო რო მითხრათ? დ როგორ მოგაწოდოთ, |
Posted by: ლიკლიკა 10 Feb 2013, 00:38 |
დღეს გავაგზავნე პარა პლუსი ორი ფლაკონი და ტილების საწინააღმდეგო შამპუნი, რაც გადმომცეს ბავშვებისთვის. არ მიყიდია, თანხა დაგვეზოგება და სხვა რამისთვის გამოვიყენებთ დიდი მადლობა შემოგითვალათ მარინემ anano-ana დიდი მადლობა, რომ სურვილი გაქვს დაგვეხმარო ვუგზავნით ყველაფერს რაც შეიძლება გამოადგეს , თითქმის ყველაფერი ჭირდება, ფბ-ზე დევს ფოტო სადაც ცხოვრობენ. პირადი ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ნივთები, პროდუქტი, ტანსაცმელი, ბავშვებისთვის წიგნები ,თოჯინები. ყველაფერი გაუხარდებათ ბავშვებს დედა საშუალოზე მაღალი და სავსე გოგოა. ბავშვები ძალიან გამხდრები არიან. ვიტამინები გავუგზავნეთ, თუმცა იმედი მაქვს გენეტიკის ბრალია შეხვედრა მე კიკვიძის ბაღთან შემიძლია, ბავშვის გამო შორ მანძილზე დავდივარ და ცოტა შეზღუდული ვარ ამ მხრივ, მაგრამ ჩემი მეუღლე მეხმარება ძალიან (ისე მეხმარება, რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია ) და პმ-ში მოვილაპარაკებთ შეხვედრის დროსა და ადგილზე |
Posted by: anano-ana 10 Feb 2013, 10:56 |
ლიკლიკა კარგი ჩემო კარგო,მეც 2პატარა მყავს და ამათხელში როგორც კი მოვახერხებ მოგროვებას მაშინვე შეგეხმიანები,მაქსიმალურად მალე ვაა აბა ჩემი ტანსაცმელი არჩაუვა ? მაინც კი გადავხედავ |
Posted by: ლიკლიკა 17 Feb 2013, 21:22 |
Sos Children გაემგზავრა საქართველოდან. როგორც დაგვიპრდა,სანამ აქ იყო ძალიან დაეხმარა ბავშვებს და მარინესაც. მან სთხოვა თავის მეგობარს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს,დაგვხმარებოდა მარის პროთეზზე. ჯგუფში როცა დავამატე მაშინ აღმოვაჩინე,რომ ჩემი მეუღლის ნათესავზე იყო საუბარი )) მართლაც საოცრად გულისხმიერი ადამიანია. ყველა საჭირო საბუთს გამოგზავნის მარი ან მე ჩავალ მანამდე, არ ვიცი,მერე უკვე მაიკო დაგვეხმარება მაქსიმალურად. უახლოეს მომავალში ექიმთანაც წავა მარი, პოლისს ვერ პოულობს. ამასაც მაიკოსთან გავარკვევ. და უკვე შემდეგ შევეცდები თქვენი თანადგომით წამლებით დახმარებას. ტკივილები ისევ აქვს თავის, გვერდის (ეს თირკმლის ბრალია, თუ სწორად მახსოვს) და დამამშვიდებელს საჭიროებს. მე ვერ ვრისკავ დანიშნულების გარეშე რამის გაგზავნას, მთელი ორგანიზმი ჩათრეულია, წნევაც აწუხებს და არ ვიცი რა გვერდითი ჩვენებები შეიძლება ჰქონდეს. ვალერიანი რომ ვერ დაეხმარება კი ვიცი, სუსტია. მოკლედ, ეს მინდოდა მეხარებინა თქვენთვის, რომ კიდევ ერთი კარგი ადამიანი შეემატა ჩვენს ჯგუფს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას სათითაოდ თებერვლის ცეკვის თანხაც გადარიცხულია. საახალწლო საჩუქრების ჩეკები არ დავდე, იყო ამაზე საუბარი და მითხრეს ,რომ ეს თქვენი ნდობის შეურაცხყოფა იქნებოდა, ვეთანხმები კიდეც, დარწმუნებული ვარ სიტყვაზეც მენდობით, მაგრამ ბოლოს დროს მომრავლებული აფერისტობის გამო მირჩვენია ისევ განვაახლო ფოტოდოკუმენტირება ცუდია ,რომ უტიფარი ადამიანები ნდობას გვიკარგავენ და დახმარების სურვილს https://www.facebook.com/groups/463078500376887/ |
Posted by: ლიკლიკა 1 Mar 2013, 20:46 |
უმცროს ბავშვს 12 მარტს აქვს დაბადების დღე, მინდა რამით გავახარო, 7 წლის ხდება. ნამცხვარს უკეთებს როგორც ვიცი, სანთლებს და შუშხუნებს გავუგზავნი. საჩუქარად უამრავი რაღაცის არჩევა შეიძლება, ვფიქრობ დასაც გავუგზავნოთ რამე, გული რომ არ დაწყდეს, მაგრამ იუბილარს განსაკუთრებულად შეფუთული რომ მანაც იგრძნოს განსაკუთრებულად თავი სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს. |
Posted by: 0x7F 5 Mar 2013, 10:38 |
გადმოვრიცხე ამ თვის თანხა სალომეს ანგარიშზე, შეამოწმეთ. რაც შეეხება საჩუქარს: პირველ რიგში კარგი იქნებოდა თუ დედას დაელაპარაკებით. მას ნამდვილად ეცოდინება რა გაუხარდება პატარას და რა სჭირდება. FB-ზე გადავხედე თემას და მობილურის იდეას არ ვემხრობი ორი მარტივი მიზეზის გამო:
მადლობა. |
Posted by: ლიკლიკა 5 Mar 2013, 14:34 |
0x7F სწორედ ახლა მომწერა სალომემ, დაჯდა თანხა. საჩუქარზე გეთანხმები ბოლომდე. პირიქით, შენ დიდი მადლობა * * * ვაკოპირებ ფბ-დან ”რამდენიმე დღის წინ ერთმა იუზერმა მომაწოდა ბავშვებისთვის ნივთები, ახლახანს მომიწია გახსნა, რომ სხვა ნივთებთან ერთად დამეხარისხებინა და ჩამელაგებინა მოსახერხებლად, მოკლედ ბევრი საჩუქარი გამოუვა იუბილარსაც და მის დაიკოსაც ) თბილი ტანსაცმელი, ლამაზი ბლოკნოტები, ფანქრები, პლომასტერები,თმისსამაგრები, სავარცხლები და ა.შ.” წყარო : https://www.facebook.com/groups/463078500376887/ |
Posted by: ლიკლიკა 9 Mar 2013, 13:58 |
ელენეს ძალიან უნდა თოჯინა, რომელიც საწოვარას გამოღების დროს ტირის, მგონი თავის ეტლიში ზის, რამდენიმე დღის წინ ვნახე სხვასთან. 25 ლარამდე უნდა ღირდეს, ზუსტად არ ვიცი. სავარაუდოდ 11-12-ში გავაგზავნი. |
Posted by: stenka 12 Mar 2013, 15:48 |
BBC -ს პროექტი little angels და teen angels ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო სრული ვერსია, გადმოსაწერად ან ონლაინ საყურებლად? ძალიან დამეხმარებით თუ მომაძებნინებთ. |
Posted by: ლიკლიკა 12 Mar 2013, 16:18 |
http://www.tvrage.com/shows/id-6777/episode_guide http://www.tvrage.com/search.php?jumpMenu=All&search=little+angels&searchin=2&button=Go აქ ნახე აბა * * * იუბილარი და მისი დაიკო ძალიან გახარებულები არიან, სადრაც 5-6 საათისთვის მიიღეს საჩუქრები :ქვემოთ დავწერე, რაც მომაწოდა ერთმა იუზერმა, ტანსაცმელი, საკანცელარიო,გოგოებისთვის საჭირო ნივთები )) და იუბილარისთვის თოჯინა, რომელიც საწოვარას გამოღებისთანავე ტირის, მოყვება ბოთლიც ,რომელსაც ძილიან სასაცილოდ წოვს ))ეს რაც ელენეს უნდოდა თვითონ. ვუყიდე თოჯინის ეტლიც, ოღონდ რკინის, პლასტმასი არ ჩანდა გამძლე. ასევე ფერადი სანთლები,ერთი სანთელი შვიდიანი, შუშხუნა, ბუშტები. მარინემ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადათ, ბავშვები ძალიან გახარებულები არიანო ♥ ყველას დიდი მადლობა !!! :* |
Posted by: ლიკლიკა 14 Mar 2013, 19:15 |
http://www.radikal.ru |
Posted by: ლიკლიკა 30 Mar 2013, 15:03 |
11 წლის ნიკოლოზს აქვს უმძიმესი დაავადება ვოლფრამის სინდრომი, რომელმაც გამოიწვია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი , აგრეთვე ბავშვს უქვეითდება მხედველობა და სმენა, სამომავლოდ სრულ დაკარგვამდე. მას ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რისი სახსრებიც ოჯახს არ აქვს. გთხოვთ გამოიწვიოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ბავშვს http://forum.ge/?f=97&showtopic=34514561 |
Posted by: gast 4 Apr 2013, 13:52 |
ლიკლიკა პირველ რიგში მადლობა მინდა გიტხრა ასეტი კარგი ადამიანი რომ ხარ გაიხარე შენს ქმარშვილში http://www.facebook.com/groups/463078500376887/ ახლა შენიშვნები ტქვენი FBის პროფილი სამწუხაროდ ისეა დაყენებული რომ გამვლელები კომენტარს ვერ დადებენ, ეგებ, შეცვალოტ, ისე გააკეტე როგორც სხვებს აქვტ, ასე ხომ ბევრ ქველმოქმედს კარგავტ მოწონების, დალაიქების ოფშნც გამორთულია, ისე როგორ გავრცელდება ეს გვერდი ტუ ეს ყველაფერი გაზიარება/მოწონება/კომენტარი გამორთულია? |
Posted by: ლიკლიკა 5 Apr 2013, 10:13 |
gast დიდი მადლობა ზუსტად ასეთი კარგი ადამიანების დახმარებით ვაკეთებ ამ კარგ საქმეს, მარტო ვერც ვერაფერს შევძლებდი მოწონება იმიტომაა შეზღუდული, რომ ეს გვერდი არაა, ჯგუფია. და თან თავიდან ძალიან ვიწრო წრისთვის იყო განკუთვნილი. მე მხოლოდ მშობელთა განყის გოგოებს ვთხოვე დახმარება და წარმოდგენაც არ მქონდა თუ ამდენი უცხო ადამიანი გამოთქვამდა დახმარების სურვილს და შემოგვიერთდებოდა შევცვლი და ღია ჯგუფად გავაკეთებ, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს კედელზე დაწერის საშუალება და ვნახოთ რა გამოვა და მოწონება საერთოდ არ აქვს გვერდებს და გაზიარება მგონი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შEვამოწმებ. |
Posted by: 0x7F 8 Apr 2013, 10:10 |
გადმოვრიცხე აპრილის თანხა, შემოწმეთ თუ არ შეწუხდებით. |
Posted by: Ssalome 8 Apr 2013, 12:52 |
0x7F ჩაირიცხა, დიდი მადლობა. |
Posted by: ლიკლიკა 8 Apr 2013, 13:16 |
0x7F მადლობა შეგროვებულ თანხას გამოვიყენებთ ცეკვის გადასახადისთვის და ანას დაბადების დღისთვის, ჯერ-ჯერობით სხვა არაფერი არაა საჭირო მნიშვნელოვანი. ადრეც ვწერდი იუზერ ნიკაზე, ისევ შემეხმიანა და ამჯერად საგაზაფხულო ფეხსაცმელებს დამპირდა გოგოებისთვის მარინე ამ თვეში მივა ექიმთან, რაც დაზღვევით ეკუთვნის შეეცდება ყველაფერი მოასწროს. მერე უკვე პროთზეზზე დავიწყებთ აქტიურ ქმედებებს )) ამაში მაიკო დაგვეხმარება, რომელიც ჯანდაცვაშია. როგორ პროთეზს გაუკეთებენ ამას მერე ვნახავთ, მასქიმალურად გამოყენებადი რომ იყო მარინესთვის. მოკლედ, მიხარიხართ თითოეული თქვენგანი |
Posted by: gast 12 Apr 2013, 15:07 |
ლიკლიკა მინდა დავეხმარო ტქვენიდან რამოდენიმეს და არ ვიცი ცალცალკე გადავრიცხო ტუ ყველა ერტად და ტქვენ გაანაწილებტ აი, ამათ ცალხელა დედას პატარა ნიკოლოზს ყელში რომ აქვს ჩადგმული კიდევ ერთი ბავშვი ვნახე ხუჭუჭა თმიტ იმასაც მსგავსი აპარატი ქონდა ჩადგმული და ახლა ვერარ ვნახე მარტოხელა დედებს და ამათ (ანგარიში ნომერი არ დევს) http://www.facebook.com/pages/%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/461314630603628 |
Posted by: ლიკლიკა 12 Apr 2013, 17:16 | ||
gast
არა,ჩვენი ჯგუფი ძირითადად ეხმარება ინვალიდ დედას, ანგარიში აპინულია. დანარჩენებს როგორც ვიცი ასევე აქვს თავისი ჯგუფები ან გვერდები და ლინკზე გადასვლით შეეხმიანებით ვინც ორგანიზებას უწევს. ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებაში და ერთჯერადად ვეხმარებით. |
Posted by: agr_bak 12 Apr 2013, 18:53 |
gast ჩვენ ანუ მშობლების კლუბი ვეხმარებით მხოლოდ ინვალიდ დედას და ლოლიტას. ასევე პერიოდულდ თიანეთელ ბებოს |
Posted by: ლიკლიკა 15 Apr 2013, 00:03 |
მარინეს უფროს გოგოს ანას ვირუსი აქვს, მაღალი სიცხე აქვს და თან გლანდები ჰქონია ამოსაჭრელი. წამლები რაც დაჭირდა აქვს (საახალწლოდ რომ გავგზავნეთ). 18-ში აქვს დაბადების დღე, გაარკვევს მარინე რა უნდა საჩუქრად ანას და გავახარებთ არც ბუშტებს, სანთლებს,შუშხუნებს დავივიწყებთ , რაღა თქმა უნდა. რამდენიმე დღის წინ , რომ დავწერე, ნიკა შემეხმიანა, გოგონებისთვის ბოტასები ჩამოვიდა და როცა მომაწვდის გავაგზავნი ♥ * * * იგივე საჩუქარი უნდა ანასაც )))ისეთივე თოჯინას გავუგზავნი, მაგრამ ეტლს ვუყიდი ამჯერად დასაწოლს და არა დასაჯდომს, მგონი უფრო გაუხარდებათ, გაცვლიან ხოლმე და ერთად გაასეირნებენ თოჯინებს |
Posted by: buuus 17 Apr 2013, 18:16 |
.......................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 17 Apr 2013, 18:24 |
ვუყიდე ანასაც მტირალა თოჯინა საწოვარათი ,ზუსტად ისეთივე, მხოლოდ კაბის ფერი განსხვავდება. ეტლის ზუსტად ისეთივე ვუყიდე, სანთლებიც ჩვეულებრივი და ცხრიანიც, ბუშტებიც იგივენაირი კოპლებიანი სხვადასხვა ფერები თოჯინებისთვის დამატებითი ელემენტებიც ჩავყარე ხურდაში და კიდევ,სათვალე უნდა მეყიდა ჩემი შვილისთვის და გადავწყვიტე ,რომ გოგოებსაც ძალიან გაუხარდებოდათ, უკვე ზაფხული მოდის )) ძალიან საყვარელი წითელი სათვალეები ვუყიდე.დარწმუნებული ვარ იუბილარიც და მისი დაიკოც კმაყოფილები დარჩებიან გავაგზავნე კიდეც, მალე მიიღებს. უზომოდ თბილი მესიჯი მივიღე მარინესგან, ყველას მადლობას გიხდით. თქვენ გაიხარეთ ისე ,როგორც ჩემს შვილებს ახარებთო |
Posted by: ლიკლიკა 25 Apr 2013, 11:17 |
chilloutbaby --------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: Chilloutbaby 25 Apr 2013, 11:21 |
მოკლედ გადავწყვიტე წინასააღდგომოდ მოვაწყო საქველმოქმედო აქცია. ამჯერად ეს არ იქნება ბავშვთა სახლი(შარშან ძალიან დამეხმარნენ ფორუმელები და კოჯრის ბავშვთა სახლში ვიყავით). დუშეთის რაიონში სოფელ ქვეშეთში ცხოვრობს ერთი ოჯახი, რომელსაც ძალიან ჭირდება დახმარება. სკოლის შენობაში შეფარებულია მარტოხელა დედა ორი შVილით, რომელსაც არანაირი საშუალება არ აქვს და ძალიან უჭირს, რადგან ინვალიდია და მუშაობის ფიზიკური საშუალება არ აქვს. ძალიან მინა წინასააღდგომოდ ავიდე და სურპრიზი მოვუწყოთ (იმედია მოვასწრებთ) ვისაც შეგიძლიათ დახმარება ფინანსური იქნება და არაფინანსური(ტანსაცმელი, ფესაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და ასეშემდეგ) შემომიერთდით, ძალიან ცოტა დრო დარჩა აღდგომამდე და გამიხარდება თუ ბევრი ადამიანი ამყვება წინასააღდგომოდ ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მადლობა წინასწარ ყველას * * * |
Posted by: ლიკლიკა 25 Apr 2013, 11:33 |
Chilloutbaby ამჯერად Chilloutbaby აპირებს ჩვენი მარინე და მისი პატარა გოგოები გაახაროს. თუ დახმარების სურვილი გაქვთ შეგიძლიათ შეეხმიანოთ პმ-ში ან ფბ-ზე. ფინანსურად, პროდუქტებით, ტანსაცმლით. ვინც თვალყურს ადევნებს ჩვენს ჯგუფს იცის, რომ სულ რამოდენიმე იუზერის დახმრებით ვიხდით გოგოების ცეკვის გადასახადს და დაბადების დღეებიც ასევე მათი წყალობით მივულოცეთ. ამჯერად შეგვიძლია მოვაწყოთ ერთჯერადი დახმარების აქცია და გვერდში დავუდგეთ Chilloutbaby-ს, რომელიც ძალიან დამეხმარა თავის დროზე ძალიან გაახარა ჩვენი მარინეს ბავშვები ) |
Posted by: Ssalome 30 Apr 2013, 13:41 |
ლიკლიკა ლიკა, ჩემმა მეგობარმა დამირიცხა 50 ლარი მარინესთვის. |
Posted by: ლიკლიკა 30 Apr 2013, 14:11 |
Ssalome უღრმესი მადლობა შენს მეგობარს |
Posted by: ლიკლიკა 1 May 2013, 22:42 |
მოკლედ, გადაწყდა, ნათია იგივე Chilloutbaby შაბათს მიდის ქვეშეთში მარინესთან. ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ დაუკავშირდით ამ გოგოს და მიაწოდეთ ნივთები, პროდუქტი, თანხა,წიგნები, სააღდგომო სუვენირები, მოკლედ რითც მოგესურვებათ მარინეს და მისი გოგოების გახარება. ნათიას შეეხმიანეთ ხვალ და ზეგ, შაბათს უკვე დილიდან დაკავებული იქნება და ვერ შეძლებს შეხვედრას. |
Posted by: 0x7F 2 May 2013, 12:15 |
გამარჯობა ლიკა, როგორც ვრიცხავ ხოლმე ისე გადმოვრიცხო და შემდეგ შენ გადასცემ თანხას თუ პირადად უნდა მივაწოდო? |
Posted by: ლიკლიკა 4 May 2013, 19:35 | ||
2 კარგი ამბავი მაქვს ) დღეს გამოგზავნა ნიკამაც გოგოებისთვის ულამაზესი საგაზაფხულო ბოტასები ♥ ძალიან მომეწონა, გოგოებს საოცრად გაუხარდებათ, ზუსტად ვიცი. ან მე წავუღებ უახლოეს დღეებში თუ წავედით ქვეშეთში ან გავატან მძღოლს. და დღეს იყვნენ Chilloutbaby და მისი მეგობრები წასულები ქვეშეთში მარინესთან. წაუღეს საჩუქრები, ტკბილეული სააღდგომოდ, სხვადასხვა საჭირო ნივთები, ასევე პირადი ჰიგიენის, საკვები პროდუქტი. ფოტოებიც გადაიღეს და თვითონ როგორც კი მოიცლის ფოტოებსაც გვაჩვენებს მოგვიყვება იქაურ ამბებს ♥ 0x7F გამარჯობა, გიორგი. გვიან ვნახე სამწუხაროდ შენი პოსტი.
Chilloutbaby იგულისხმე ალბათ . საკუთარი სურვილის მიხედვით, როგორც მოგიხერხდება და მოგესურვება )) ძალიან გვეხმარები გვიდგახარ გვერდში გვიან გპასუხობ , მაგრამ მაინც |
Posted by: 0x7F 4 May 2013, 20:46 |
ლიკლიკა კი, Chilloutbaby ვიგულისხმე. რადგან უკვე იყვნენ, მაგ საქმისთვის აღარ მოესწრება და ჩვეულებრივად გადმოვრიცხავ, როგორც ვრიცხავ ხოლმე. ნიკას დიდი მადლობა, ღმერთმა გააძლიეროს. |
Posted by: ლიკლიკა 4 May 2013, 22:13 |
დავაკოპირებ ფბ-დან ნათიას ნაწერს. chamovedi ... da iseti emociebit var datvirtuli ver gadogcemt. pirveli shemtxveva ar aris es roca vexmarebi ojaxs. ziritadad bavshvta sxlebshi davdiodi xolme adre da zalian nacnobi shegrdzneba magram gansakutrebulad tbili daxvedra mogvickves. yava da namcxvari. zalian shevcudxi rom ese shecuxda.... zalian bednierebi ikvnen da rom gaugiat bavshvebs rom mivdivart turme ori dgge ekitxebodnen rodis chamovleno dgesac ramdenjerme damiesiga zalian gelodebian shemchames ukveo. )) bazrobaze dilidanve gavedit da saboloo jashi zalian bevri sachiro nivti vikidet. jamshi 300 lari mogrovda. tansacmeli, fexsacmeli, satamashoebi mec mkonda cota da chemma megobrebmac sheamates. Lika Liklika sheni parki zalian gauxarda, vutxari es likam gamomatanatko. jashi vukidet: tosteri, miqseri, gazis qura rom iteneba tavisi balonchikit iseti,(tviton undoda vkitxe ra camogigotko), bavshvebitsvis shlopkebi da kedebi, marinastvisac vikidet csazafxulo chustebi, higienis nivtebi, parpiumeria, saskolo chantebi bavsvebs,sursati(asaconi brinji wiwiburamakaroni shakari da a.s) zeti da iseti dakonservebuli sachmelebi rac ar puchdeba advilad. sarecxi sashualebebi, saponi da tkbileuli bavshvebistvis zalian tbili bavshvebi arian...manqanamde gamogvaciles da mteli gza mimesigebda marine gvlocavda da nu mokled iset emociebshi var chkuaze ar var ))) ))))))))) chemi gipit dges bazrobaze damatebiti pasdakebebi gamovtyue movachreebs ... xo da kide paskebi da witeli kvercxebic cavuget |
Posted by: 0x7F 7 May 2013, 18:04 |
გადმოვრიცხე ამ თვის ფული, შეამოწმეთ. |
Posted by: Ssalome 8 May 2013, 10:23 |
0x7F დიდი მადლობა, დაირიცხა თანხა |
Posted by: ლიკლიკა 10 May 2013, 20:30 |
0x7F დიდი მადლობა, დავამატე უკვე ფბ-ზე * * * აღდგომა დღეს გავახარე გოგოები ნიკას გამოგზავნილი ფეხსაცმელებით და ელლენის მოცემული ნივთებით. მადლობა შემოგითვალათ ყველას ეს კი ნათიას სტუმრობის ფოტოები წინასააღდგომოდ http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: anano_991 13 May 2013, 21:06 |
ჩემდა სამწუხაროდ დღეს არმოვაჩინე ეს თემები არ ვიცოდი აქამდე რა შინაარსის მატარებელი იყოო ვეცდები როგორც შემეძლებააა დაგეხმაროთ ხოლმეე და ერთი თხოვნა მაქვს კიდევ არ ვიცი არსებობს თუ არა მე პირადად ვერ ვნახე ძალიან ბევრ ლინკებს წავაწყდი ყველა გვერდის წაკითხვის დროს ამ თემაში ასევე ლოლიტას თემაშიი ის კიდე ვერ წავიკითხე ბოლომდე ჯერ ვინც ვერ კითხულობს ყველა გვეერდს არ შეიძლება ეს თემები ერთად რო მოავქციოოთ, და ყველას ისტორია ვნახოოთ? ძალიან კაი ადამიანები ხაღტ ვინც ამ ყველაფერს უწევს ორგანიზებაას მშურს პირადად თქვენიიი, ამდენად კაი ადამიანები რომ ხართ |
Posted by: ლიკლიკა 14 May 2013, 12:47 |
anano_991 დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვერ გავაერთიანებთ იმიტომ, რომ ყველა თემას თავისი ორგანიზატორი ჰყავს, ერთად სულ აგვერევა ყველაფერი . ან შეიძლება მე ვერ მივხვდი რა იგულისხმე და არასწორად გავიგე მშობელთა კლუბს სამი ძირითადი თემა აქვს ასეთი, ეს- მარინესი, ლოლიტასი და კიდევ პერიოდულად ევა ბებოს ვეხმარებით ხოლმე. ფბ-ზე უფრო მარტივად გადაათვალიერებ https://www.facebook.com/groups/463078500376887/ https://www.facebook.com/groups/HelpLolita/ https://www.facebook.com/groups/523193351053392/ |
Posted by: buuus 14 May 2013, 12:53 |
..................................... |
Posted by: ლიკლიკა 14 May 2013, 12:54 |
სასწავლო წლის ბოლოს ზეიმი აქვთ ბავშვებს. თეთრი კოლგოტები, მაისურები დაჭირდებათ, უფროს გოგოს ცოტა უჭერს ფეხსაცმელები, უმცროსს შეუნახეტო ეგ და ანას რამე სხვას გამოვიგზავნითქო დავპირდი. მაგრამ ვფიქრობ, იქნებ საჭირო თანხა გავუგზავნო მარინეს და თვითონ უყიდოს თავის შვილს, უკეთესად შეურჩევს , ვიდრე მე. თან ზუსტად იცის რა ჭირდება და არ შემოეხარჯება უსარგებლოდ. თანხა არის, სალომეს ვთხოვ და გადააგზავნის მის სახელზე. რას იტყვით? |
Posted by: buuus 26 May 2013, 01:14 |
............................................................................ |
Posted by: ლიკლიკა 26 May 2013, 01:15 |
ბავშვები ექსკურსიაზე მიდიან, მარინეს ამისთვის ვუგზავნი 60 ლარს. ექსკურსიი თანხა ორივე ბავშვზე და წვრილმანი სახარჯო. მთხოვა ქვეშეთის სამარშუტო ტაქსის მძღოლს გავატანო, რადგან ვერ მოახერხებს ორშაბათს და სამშაბათს ბანკში წასვლას თბილისში ან დუშეთში. სავარაუდოდ სამშაბათს გავგზავნი, ოთხშაბათს არის თანხის მიტანის ბოლო დღე, ხუთშაბათს მიდიან ექსკურსიაზე. შესაბამისად საბანკო გადარიცხვის სქრინს ვერ დავდებ. თუ ვინმე მსურველი იქნება დიდუბეში შევხვდეთ და ერთად გავაგზავნოთ გადასარევად ვიცი, მენდობით, იმიტომ ხართ ჯგუფში და ა. შ. რაც უკვე ნათქვამი გაქვთ, მაგრამ მაინც ) |
Posted by: 0x7F 26 May 2013, 21:19 |
ლიკლიკა ქვეშეთის სამარშუტო ტაქსის მძღოლს მიღება-ჩაბარების აქტი გაუფორმე და იმის სქრინი დადე P. S. საკმარისია ეგ თანხა ამ ეტაპისთვის? |
Posted by: ლიკლიკა 26 May 2013, 22:02 | ||||
0x7F
აბსოლუტურად რომ ვუფიქრდები რამდენ რამეს აკლდებოდნენ ეს ბავშვები წლების მანძილზე |
Posted by: ლიკლიკა 28 May 2013, 18:10 |
გავაგზავნე 60 ლარი. ახლა დამიმიმესიჯა , ავიღე და დიდი მადლობა ყველასო |
Posted by: arazam 5 Jun 2013, 23:25 |
................................................................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 5 Jun 2013, 23:31 |
მარინეს ველაპარაკე, ძირითადი ხარჯი მაინც პურია, ვყიდულობ, მე ვერ ვაცხობო. ამიტომ მცირეოდენ თანხას გადავუგზავნით პურის ფულად. ქათმებზე ვკითხე და უკვე დადის ქალი და დაჰყავს გასაყიდად, 3 ლარი ღირს თითო ვარიაო. ამის თანხასაც გავგზავნით და თვითონ იყიდის, მე როდის ჩავალ არ ვიცი და რომ არ გადაცდეს სეზონი თვითონ იყიდოს აჯობებს. სავარაუდოდ ცეკვის ფულსაც დავურიცხავთ, ბარემ ერთიანად აიღებს თანხას. |
Posted by: 0x7F 6 Jun 2013, 12:11 |
ლიკა/სალომე, გადმოვრიცხე თანხა. შეამოწმეთ |
Posted by: ლიკლიკა 6 Jun 2013, 13:39 |
0x7F უზომოდ დიდი მადლობა დახმარებისთვის, გიორგი. ახლახანს მომწერა სალომემ, თანხა აისახა |
Posted by: 0x7F 6 Jun 2013, 19:37 |
არაფრის. ეს ის მინიმუმია რისი გაკეთებაც შემიძლია. მადლობა თქვენ, ორგანიზატორებს:-) |
Posted by: ლიკლიკა 6 Jun 2013, 23:17 |
0x7F მხოლოდ ამ "მინიმუმით" ძალიან ბევრი გავაკეთეთ ეს თვეები ბავშვებისთვის. |
Posted by: 0x7F 7 Jun 2013, 13:43 |
ძალიან კარგი. გაგრძელება იქნება |
Posted by: ლიკლიკა 7 Jun 2013, 18:00 |
ცოტა ვინერვიულეთ , მაგრამ მარინეს ისევ გაუგრძელდება დახმარება ,როგორც სოციალურად დაუცველს პოლისიც აქვს, მაისის თვეში განახლდა დაზღვევა. დღეს იყო ქვეშეთის ექიმთან, ორშაბათს დაიბარა. დააწერინებს მიმართვას სადაც კი შეიძლება რომ მივიდეს და გაესინჯოს მარი, მაქსიმალურად ვეცდებით რომ სრული გამოკვლევა ჩაუტარდეს. შემდეგ უკვე პროთეზზეც ვიზრუნებთ. ასევე ანასაც, იქნებ გლანდების ოპერაცია გაუკეთდეს და დაისვენებს ბავშვი. |
Posted by: agr_bak 10 Jun 2013, 15:41 | ||
ლიკლიკა
ჩემებს უხსნიან სარეცხის მანქანა გაქვთო და ბავშვის ეტლიო |
Posted by: ლიკლიკა 13 Jun 2013, 17:15 |
მარინემ მოგილოცათ ყველას ამაღლების დღესასწაული და კიდევ ერთხელ დიდ მადლობებს გითვლით ყველას |
Posted by: 0x7F 17 Jun 2013, 17:57 |
agr_bak რათქმაუნდა! 21 საუკენეში სარეცხს თუ ცივ წყალში არ რეცხავ მდინარეზე და ბავშვი თუ გამოკრული არ გყავს უბეში - მდიდარი ხარ. თუ მოხდა სასწაული და სხვადასხვა რეიტუნგულ შოუებსა თუ იდიოტურ სერიალებს შორის გამოინახა 5 წუთი ამ პრობლემაზე სასაუბროდ, მორიგი ჩინოვნიკი ზედმეტი კომპეტენტურობით აგვიხსნის, რომ ქულებს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა ანგარიშობს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით... რაც მთავარია, რეაგირება არავის მოეთხოვება... |
Posted by: ninia84 17 Jun 2013, 22:01 |
agr_bak 0x7F არ შეიძლება, რომ ეს კანონი გადაიხედოს და რაღაც ცვლილებები შეიტანონ? როგორ შეიძლება, მაგათთვის დახმარების მოხსნა |
Posted by: 0x7F 17 Jun 2013, 22:42 |
ninia84 გადახედვა პრინციპში ყველაფრის შეიძლება, თუმცა პირველ რიგში შესასწავლია არსებული მექანიზმები და მოსაძებნია ხარვეზები. ამას სჭირდება შესაბამისი განათლება და იმის სურვილი, რომ რეალურად მოგვარდეს არსებული პრობლემები. ვინმე თუ ერკვევით, აგერ ბატონო http://ssa.gov.ge/files/01_GEO/KANONMDEBLOBA/Sakanonmdeblo/35.pdf agr_bak ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება შესაძლებელია რამოდენიმე შემთხვევაში. მათ შორისაა დემოგრაფიული ცვლილება ოჯახში (http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35). იქნებ მოითხოვონ გადამოწმება? |
Posted by: ლიკლიკა 19 Jun 2013, 00:43 |
მარინემ მომწერა, 7 ვარია ვიყიდე და დედაჩემი ზრდის თავის საქათმეში, რომ წამოიზრდებიან მერე წავიყვანო. |
Posted by: 0x7F 19 Jun 2013, 13:54 |
ლიკა, მესმის რომ ოჯახს აქვს ყოველდღიური პრობლემები რომელთა მოგვარებასაც სჭირდება გარკვეული თანხა. ეს თანხა ავად თუ კარგად ნაწილობრივ გროვდება. ასევე ექნებათ უფრო სერიოზული პრობლემები რომელთა მოგვარებაც ყოველდღიურ რეჟიმში ვერ მოხდება და უნდა გამოიძებნოს სხვა რესურსები (სასურველია რომ გამოიძებნოს). იქნება დაგეწერა კონკრეტული პრობლემა და შესაბამისი თანხა. მაშინ უფრო ცალსახად გამოჩნდებოდა რასთან გვაქვს საქმე. საუბარია უფრო გლობალურ მიდგომაზე. იმედია გასაგებად გამოვთქვი აზრი |
Posted by: ლიკლიკა 19 Jun 2013, 14:08 | ||
0x7F
1.ზამთრისთვის შეშა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. პოლისით გაუკეთდება ანას გლანდების ოპერაცია და მარინეს გამოკვლევები. ჯანმრთელობა საკმაოდ არასახარბიელო მდგომარიებაში აქვს და თან პროთეზის გასაკეთებლად ისედაც მოთხოვენ სხვადასხვა გამოკვლევებს , როგორც მითხრეს. 2.მაგრამ მკურნალობისთვის საჭირო წამლები არ შედის პოლისში, ამისთვისაც საჭირო იქნება გარკვეული თანხა. იმედი მაქვს პრეპარატებითაც დაგვეხმარებიან. 3. კურდღლების იდეა ძალიან მომეწონა, ბავშვებს ხორცი ექნებათ. დავურეკავ და გამოვკითხავ, რამდენად შეძლებს კურდღლების მოვლას ან ოჯახი თუ დაეხმარება ამაში. |
Posted by: 0x7F 19 Jun 2013, 18:19 |
ლიკა, კარგი იქნება თუ სავარაუდო თანხებსაც მიაწერ. |
Posted by: ლიკლიკა 19 Jun 2013, 20:20 |
კურდღლებს ვერ მოვუვლიო. მკურნალობის თანხები მიახლოებითაც არ ვიცი. შეშა ერთი დიდი მანქანა ყოფნის მთელი ზამთარი და სულ ჯდება 350 ლარი, როგორც ვიცი სახლში მოტანით. კუნძები მოაქვთ, იქაურები მიეხმარებიან დაჩეხვაში. ფბ-დან ვაკოპირებ თქვენი დახმარების იმედი მაქვს. მოგვიწევს ერთჯერადად თანხის აგროვება შეშისთვის. ჯგუფში 213 ადამიანია, ზოგი საერთოდ არ შემოდის,ზოგს ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა. ასმა კაცმა მაინც რომ ავაგროვოთ მხოლოდ 5-5 ლარი 500 ლარი ზამთარში შეშისთვის, ნავთისთვის და ცოტა პროდუქტისთვის მგონი სრულიად საკმარისი იქნება და დიდ პრობლემას მოვუხსნით. ჯერ ადრეა, მაგრამ რა ვიცით რა ხდება ხვალ-ზეგ, თადარიგი დავიჭიროთ |
Posted by: Breaky 20 Jun 2013, 22:56 |
up |
Posted by: ლიკლიკა 20 Jun 2013, 22:56 |
იყო ექიმთან. შიდა ქალის წნევა, ნაწლავების ანთება, ნაღვლის ბუშტი გადიდებული, ბლომად ნალექით. ექოს პასუხებს ხვალ აჩვენებს ექიმს და დაუნიშნავს მკურნალობას. ნევროპათოლოგმა კი 6 წამალი დაუნიშნა, 10-10 აბი ყველა. 3 დღე დალევს, 2 დღე შეისვენებს, შემდეგ ისევ და ბოლოს 4-4 აბი რჩება და ამით ამთავრებს, ესაა სრული კურსი. შემდეგ ისევ მოუწევს ალბათ გადამოწმებაზე მისვლა, მაგრამ ეს ყველაფერი უფასოდ გაუკეთდა პოლისის დახმარებით და პრობლემა არაა. წამლებს ხვალ , ექიმი რომ დაუნიშნავს მერე გავარკვევ ბარემ სულ რა დაჯდება. |
Posted by: agr_bak 21 Jun 2013, 01:52 | ||
ლიკლიკა
კურდღლები ადვილი მოსვლელია ჩემები უვლიან. გალიები უნდა და ეგაა. ჭამენ ბალხს, ქატოს, ბოსტნეულის ნარჩენებს. ქატო იაფია. მრავლდებიან ძალიან მალე გაამრავლებს, გაყიდის და შემოავალი სულ ექნება. ნუ მე დაკვლაზე და ჭამაზე ვერაფერ ვიტყვი. ვიცი რომ კარგი ხორცი აქვს და სასარგებლო მაგრამ აი მომკალი და კურდღელს ვერ შევჭამ |
Posted by: Springchild 21 Jun 2013, 11:13 | ||
agr_bak
+1 |
Posted by: 0x7F 21 Jun 2013, 11:33 | ||
-1 ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით საცივი |
Posted by: Mafanya 21 Jun 2013, 12:35 | ||
გაითვალისწინეთ რომ გოგოს ცალი ხელი აქვს, გამოხვეტა და აშ. ყოველ დღე ხომ დასჭირდებათ? პ.ს. ივლისის პირველ რიცხვებში გადმოვრიცხავ თანხას შეშისთვის. |
Posted by: Springchild 21 Jun 2013, 13:03 | ||
Mafanya
ხო, ესეც მართალია.. |
Posted by: ლიკლიკა 21 Jun 2013, 13:11 | ||||
agr_bak ვიცი,ხათუნა, ბავშვობაში ნათესავებს ჰყავდათ და საკმაოდ იოლი მოსავლელი იყო, მაგრამ უარი თქვა. გალიებს სკოლის ეზოში არავინ დაადგმევინებს, გამორიცხულია, იმ ნანგრევებში რომ შეუშვეს მაგასაც აყვედრიან. მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა აქვს, ხან იბუტებიან , ხან რიგდებიან. თუ რამე შეიცვლება მეტყვის და აუცილებლად ვუყიდით კურდღლებს. 0x7F
არც გამიგია ჩახოხბილი მაქვს გასინჯული, საოცრად ნაზი ხორცი აქვს. Mafanya
ბავშვები მიეხმარებიან, მაგრამ ფიზიკურად ადგილი არაა სადაც გალიის დადგმას შეძლებს * * * დღეს ექიმი ისვენებდა და ვერ დაუნიშნა მკურნალობა, სავარაუდოდ ორშაბათს მეცოდინება რა წამლები იქნება საჭირო. |
Posted by: Breaky 22 Jun 2013, 23:39 |
up |
Posted by: ლიკლიკა 22 Jun 2013, 23:53 |
ექიმმა ნაღვლის ბუშტზე დაუნიშნა მხოლოდ ალახოლი დღეში 3-ჯერ 5 დღის განმავლობაში და ტკივილის დროს ნოშ-პა. კუჭ-ნაწლავია მისახედი აუცილებლადო, მაგრამ ზონდის გადაყლაპვა არ შედის პოლისში. მიახლოებით რა ღირს მომწერეთ რა ვინც იცით. ცეკვის გაკეთილი ხვალ უტარდებათ და ოქტომბრამდე ითხოვენ, ეს გვაწყობს, მარინეს მკურნალობას მოხმარდება შემოსული თანხა. ნევროპათოლოგმა ეს 6 პრეპარატი დანიშნა, მკურნალობა 10 დღე გრძელდება. 1.დიაკარბი 2.კავინტონი 3.ატრი 4.პოლიჟენი 5.აქსენ ფორტე 6.ცენტრუმ (B) როგორც გაირკვა პოლიჟენი ასეთ კუჭზე არ ინიშნება. ეტყვის ექიმს, ვნახოთ რა გადაწყდება და იმის მიხედვით გავუგზავნით წამლებს. |
Posted by: agr_bak 22 Jun 2013, 23:56 | ||
0x7F
ვიცი ბავშვობაში მაქვს ნაჭამი მაგრამ ახლა ვერაფრით შევჭამ კურდღელი ვერ გადის ჩემთვს ქათმის ძროხის და ღორის და სხვა ''საკლავი'' ს სიაში |
Posted by: ლიკლიკა 22 Jun 2013, 23:59 |
agr_bak თუ არ ვიცნობ ვჭამ, თუ დაკვლამდე დავინახე ვეღარ ვეკარები, ნებისმიერ ხორცზე ასე ვარ. |
Posted by: agr_bak 23 Jun 2013, 00:23 | ||
ლიკლიკა
ხო სხვა ხორცებზე მეც ეგრე ვარ. არ უნდა ვიცნობდე. კურდღელი მყავდა სახლში შინაურ ცხოველად. გავზარდე და მაგის მერე უცნობ კურდღელსაც ვერ შევჭამ თან ნუ რაღაც სხვა კატეგორიაა რა... აზრიანი ტიპია, მეგობარია. |
Posted by: ლიკლიკა 23 Jun 2013, 00:31 | ||
agr_bak
აი, ესენი როგორ უნდა შემეჭამა, ჩემი შვილის მეგობრები * * * agr_bak ზედა პოსტი წაშალე ,როცა გეცლება, მე ვეღარ ვაკეთებ ჩასწორებას. გამოცდილებმა მომწერეთ სად ჯობია ზონდის გადაყლაპვა და ხვალ გავუგზავნი თანხას, ბარემ გამოიკვლიოს კუჭი და დაიწყოს მკურნალობა, კიდევ არ გაიწელოს დრო, მივიყვანოთ ბოლომდე საქმე |
Posted by: blblbl 23 Jun 2013, 11:59 |
...........................\\\\\\\\\\\\\\|\\\\\\\\\\\\\\\\\ |
Posted by: ლიკლიკა 23 Jun 2013, 12:00 |
https://www.facebook.com/media/set/?set=oa.537506589618174&type=1 ვინაიდან საქველმოქმედო გაყიდვაა შემომთავაზეთ ნებისმიერი თქვენი ფასი, რომელსაც ჩარიცხავთ ჯგუფის ანგარიშზე * * * მარინეს ექიმმა ურჩია პოლიჟენის დალევა, დინდგელს შეიცავს და კუჭისთვის კარგიაო. ექიმი არის ჯგუფში ვინმე?? კუჭს მერე გამოვიკვლევ, დავიწყებ მკურნალობას ,თორემ თავი მისკდებაო. მაშინ გავუგზავნი წამლებს და კუჭის გამოსაკვლევ თანხას მერე შევაგროვებთ. დაყიდვების ლინკი დააშეარეთ და დამეხმარეთ ნივთების გაყიდვაში. მოვძებნი კიდევ რამეს და მივამატებ. |
Posted by: ლიკლიკა 25 Jun 2013, 13:49 |
გავუგზავნე წამლები, დღესვე დაიწყებს მკურნალობას. |
Posted by: 0x7F 25 Jun 2013, 15:49 |
ლიკლიკა P.S. ეგ ლინკი არ მუშაობს |
Posted by: ლიკლიკა 25 Jun 2013, 16:23 | ||
0x7F
დახურული ჯგუფია და ალბათ ამიტომ. ჯგუფის ლინკს დავდებ პირდაპირ, ვერ ვხსნი ჯგუფს რატომღაც. https://www.facebook.com/groups/483451308357036/ |
Posted by: 0x7F 6 Jul 2013, 21:57 |
გადმოვრიცხე დღეს ამ თვის თანხა. გთხოვთ შეამოწმეთ. |
Posted by: ლიკლიკა 6 Jul 2013, 23:48 |
0x7F როგორც კი ნახავს სალომე მაშინვე მოგვწერს. დიდი მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 8 Jul 2013, 13:51 |
0x7F ჩაირიცხა |
Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2013, 01:07 |
ჩაამთავრა მკურნალობის კურსი. დავისვენე თავის ტკივილისგანო. ვამელანი დაუნიშნა განმეორებით ვიზიტზე ნევროპათოლოგმა. უახლოეს პერიოდში წავალ და სხვა ნივთებთან ერთად წავუღებ ვამელანსაც 1-2 ბოთლს. მანამდე შევაგროვებ ყველაფერს,რასაც დამპირდნენ ტასნაცმელს, მეც შემიგროვდა მცირედი. მანამდე ალბათ გადავუგზავნით თანხას კუჭის გამოსაკვლევად, ბარემ იმკურნალოს ნორმალურად ყველაფერზე :/ |
Posted by: ლიკლიკა 24 Jul 2013, 21:25 |
მარინეს ყოფილმა ქმარმა შეწყვიტა ალიმენტის გადახდა. აღასრულებელმა თხოვა მეუღლის მისამართის გაგება, მარინემ არ იცის. მამთილის და მულების კოორდინატები მისცა, მაგრამ ისინი ალბათ არ ამხელენ მისამართს. მხოლოდ ის იცის მარინემ, რომ ლილოში უყიდია ბინა. აღმასრულებელს ელაპარაკა დღესაც, ვერაფრით დაგეხმარები სანამ მისამართს არ გაიგებო, შერჩება ეს გადაუხდელობაო :// თან ისე დაემთხვა, რომ სოციალურიც შეუჩერდა ეს თვეები, შეიძლება მერე აუნაზღაურდეს, მაგრამ ცუდად დაემთხვა ძალიან. |
Posted by: ლიკლიკა 26 Jul 2013, 06:16 |
მარინეს ველაპარაკე გუშინ. ძალიან მაწუხებს ტკივილი. დუშეთში ექოსკოპიაზე ნორმალურად ვერაფერს მეუბნებიან , თბილისში მინდა ექოზე ჩამოსვლა, დავიტანჯე ტკივილით, მაგრამ პოლისი მხოლოდ დუშეთში მოქმედებს და ამის გამო თავს ვიკავებო. მე ვუთარი, რომ მის გაგზავნას ვაპირებთ კუჭის გამოსაკვლევად, მაგრამ მთხოვა იქნებ ჯერ ექოზე გამიშვათო. ეტყობა ძალიან აწუხებს, თორემ იშვიათად ,რომ რამე შემომთავაზოს ან ჩვენს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს. ამ ეტაპზე გვაქვს 120 ლარი, როგორც მახსოვს. (ამჟამად სალომე უკიდურესად დაკავებულია და როგორც კი გათავისუფლდება გადავამოწმებთ დეტალურად , როგორც ამას პერიოდულად ვაკეთებთ ხოლმე,რომ შეცდომა არ გაგვეპაროს) ეს თანხა ზონდისთვის საკმარისია , გზის ფულიც რომ მივათვალოთ, მაგრამ ექოზე აღარ გვყოფნის. ამიტომ იქნებ ჯერ ექოზე გავუშვათ, რადგან თვითონაც ეჭვი აქვს , რომ დუშეთში ვერ გამოიკვლიეს მუცლის ღრუ და კუჭს მერე მივხედოთ, ამასობაში გავარკვიოთ სად კეთდება შედარებით იაფად ან თუ არსებობს კიდევ რამე შეღავათი სოციალურად დაუცველებისთვის. ექოსკოპიაზე გაგუაში ან ღუდუშაურში წავალო(სადაც იცის გზა და შეძლებს დამოუკიდებლად მისვლას). მივიღებ ნებისმიერ რჩევას. |
Posted by: Springchild 26 Jul 2013, 11:29 |
ლიკლიკა სოციალურად დაუცველები სამწუხაროდ კონკრეტულ კლინიკას არიან მიმაგრებული... ანუ, სხვაგან თუ წავლენ, ვერ გამოიყენებენ პოლისს.. გაგუა ზოგადად ძვირი იქნება ღუდუშაურთან შედარებით, მუცლის ღრუს ექო უნდა გააკეთოს? გავიგებდი ყველაზე იაფ და ნორმალურ ვარიანტს.. ღუდუშაურის მიმართ რაღაც უნდობლობა მაქვს, შეიძლება ვცდები, არ ვიცი.. ისე, კარგი ექოსკოპია რომ გაკეთდეს ჯერ და მერე გადაწყდეს, იქნებ აღარც დაჭირდეს ზონდი? მე მედიცინაში 0 ვარ და შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ რა ვიცი.. ა? |
Posted by: 0x7F 26 Jul 2013, 11:56 |
ტატიშვილშიც აკეთებენ მუცლის ღრუს ექოსკოპიას. |
Posted by: ლიკლიკა 26 Jul 2013, 12:33 | ||||
Springchild
მეც.
მაგას ამბობს მარინეს, კუჭზე მეტად მუცლის ღრუში ტკივილები მაწუხებს და ამ დუშეთის ექოს ვერ ვენდობიო. ფბ-ზეც და პირადშიც ვმსჯელობთ დეტალებზე და ვნახოთ როგორ მოხერდება, დავწერ მაშინვე, როგორც კი გავერკვევით. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის |
Posted by: ლიკლიკა 27 Jul 2013, 14:25 |
45 ლარი ჩაირიცხა დღეს, მადლობა გოგოებო მარინეს 60 ლარი გადავურიცხეთ, სავარაუდოდ ორშაბათს დაჯდება და ალბათ ორშაბათსვე ჩამოვა ექიმთან. |
Posted by: ninia84 27 Jul 2013, 16:42 |
ლიკლიკა Aramiancis teritoriaze rom gaixsna axali samshobiaro saxli, iq aqvt aqcia, 25 lari girs erti sistemis eqoskopia. eqoskopists vicnob da vici, rom dzalian kargia. samkurnalo saxlshi mushaobda manamde. |
Posted by: ლიკლიკა 28 Jul 2013, 00:23 |
ninia84 არამიანცს რამდენად მიაგნებენ არ ვიცი და მე ფიზიკურად ვერ მივყვები, ამიტომ უნდა ღუდუშაური ან გაგუა, სადაც იცის გზა და თან ახლოსაა დიდუბესთან, სადაც ქვეშეთის ტრანსპორტი ჩრდება. მაინც მადლობა რჩევისთვის, მეცოდინება |
Posted by: agr_bak 29 Jul 2013, 13:22 | ||
ლიკლიკა ლიკა არ მახსოვს რითი თბებიან . გაზი აქვთ? ცხელი წყალი? * * * ლიკლიკა
საბურალოს ლეჩკომბინატში |
Posted by: ლიკლიკა 29 Jul 2013, 21:17 | ||
agr_bak
შეშის ფეჩი. ცხელი წყალი კი არა, სარეცხის მანქანისთვის ეზოდან ვედროებით ეზიდება წყალს |
Posted by: agr_bak 30 Jul 2013, 12:31 |
ლიკლიკა ანუ შენობაში გაზი და წყალი არ არის? |
Posted by: ლიკლიკა 30 Jul 2013, 14:08 | ||
agr_bak
თუ რამე არ შეიცვალა მას მერე რაც მე ვიყავი. გაზის ბალონებზე რომ ერთდება ის გაზქურა აქვს პატარა მგონი. Chilloutbaby ნათი, შენ მითხარი რაღაც გაზზე და არ მახსოვს. |
Posted by: ლიკლიკა 31 Jul 2013, 20:54 |
ninia84 ერთი იუზერი მიყვება და შეძლებენ სხვაგანაც მისვლას. პმ-ში მომწერე დეტალები. ჩაწერა ხდება თუ ცოცხალი რიგია, ნომერი,გვარი ექოსკიპისტის და ა.შ. |
Posted by: ninia84 31 Jul 2013, 22:05 |
ლიკლიკა მოგწერე პმ-ში =================== |
Posted by: agr_bak 1 Aug 2013, 00:55 | ||
ლიკლიკა
აუ რა დღეშია ეგ საწყალი შენობას წყალი როგორ არ აქვს, რა უბედურებაა. ზამთარში როგორ ძლებენ მანდ? სახლში გათბობას ვიკეთებ და ვიფიქრე ჩემი წყლის გამაცხელებელ ბაკს არ გავყიდი და ვაჩუქებ თქო . მაგრამ რომ ვაჩუქო სად შეიერთებს (((( |
Posted by: ლიკლიკა 1 Aug 2013, 13:57 | ||
agr_bak
ეზოშია წყალი. გაზზე აცხელებს, ბალონზე . 80 ლ წყალი უნდა სარეცხის მანქანას, 5 ვედრო მგონი, ცალი ხელით როგორია ზიდვა , თან განადგურებული აქვს ავარიის მერე ორგანიზმი, სიმძიმის აწევაც არ შეიძლება . ზამთარში იქნებ მოვახერხოთ შეშის ყიდვა, 300 თუ 350 ლარი ჯდება, მიწერია წინა გვერდებზე, ერთი ზამთრის სამყოფი შეშა, დიდი მანქანით თვითონ მიუტანენ. ფანჯრებზე და კარის ღრიჭოებზე იქნებ ააკრას რამე, რომ დათბეს ცოტა :/ ninia84 დიდი შეღავათია ჩვენთვის, ძალიან დაგვეხმარე. უღრმესი მადლობა |
Posted by: ninia84 1 Aug 2013, 14:43 |
ლიკლიკა არაფრის. რომ მივა, იქნება დაწერო, რა მდგომარეობა აქვს |
Posted by: ლიკლიკა 1 Aug 2013, 14:47 |
ხატიამ დაგეგმა ხვალინდელი დღე <3 შეუთანხმდა ექოსკოპისტსაც და მარინესაც. დახვდება დიდუბეში, სადაც ჩერდება ქვეშეთის სამარშრუტო ტაქსები. მიყვება ყველგან ,სადაც საჭირო იქნება. ექოსკოპისტი ფორუმზე ერთმა იუზერმა გვირჩია, მარინესთვის საკმაოდ დიდ შეღავათს გაგვიკეთებს ,გარდა იმისა, რომ საგულდაგულოდ გამოიკვლევს მუცლის ღრუს ფბ-დან დავაკოპირე პირდაპირ ninia84 აუცილებლად დავწერ დეტალურად. * * * მარინეს და ბავშვებს ჭირდებათ საწოლი, სულ ფიცრებად დაიშალა, ერთ დიდ ძველ საწოლზე იწვნენ. თუ ვინმეს გაქვთ ძველი საწოლი, რომელიც იშლება და შევძლებ წაღებას სიამოვნებით ვიჩუქებ. ექოს პასუხებს ხატია დაწერს დეტალურად, რომ მივა სახლში. |
Posted by: khatia88 2 Aug 2013, 19:27 |
დღეს მე და მარინე ვიყავით ეხოსკოპიაზე. მუცლის ღრუ, საშარდე სისტემა და გინეკოლოგიური, ყველაფერი გაუკეთა დაწვრილებით. მუცლის ღრუში ყველაფერი ნორმალურად აქვს. ნაწლავები ძალიან გადატვირთული. ეს შეკრულობის და გაზების დაგროვების პრობლემა მოსაგვარებელია, მაგრამ წესით კავშირში არ უნდა იყოს მარინეს გამუდმებულ ტკივილთან. ასევე საკვერცხეების ანთებაც გამოიხატა. ამისთვის დაუნიშნა წამლები. მარინეს ჩამოთვლილი სიმპოტმებით ივარაუდა რომ ავარიასთან კავშირში უნდა იყოს ეს ტკივილი, ანუ ტრავმული. ამ 10 დღიან მკურნალობას რომ ჩაამთავრებს ისევ დაიბარა თავისთან, უფასოდ გაგიკეთებ ხელმეორე ეხოსო. თუ კიდევ გეტკიება, ტრამვატოლოგთან ვიზიტი მოგიწევსო. ასევე დაუნიშნა ვიტამინები, როცა შეიტყო მარინეს კვების რააციონი. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს. მხოლოდ 25 ლარი გადაგვახდევინა, მიუხედავად იმისა რომ 3 სისტემა გადაუღო. წამალები დაგვიჯდა 58,85 ლარი. შემდეგ განმეორებით ეხოს უფასოდ გაუკეთებს. |
Posted by: agr_bak 2 Aug 2013, 22:41 | ||
ლიკლიკა
ღრიჭოებისთვის განიერი სკოჩი გაუგზვნე (პლსტელინითაც კარგია ღრიჭოების ამოვსება.) და ფანჯრებისვის პარკი ლარი ღირს 1მეტრი ორმაგი პარკი . ცოტა უფრო სქელი 1.50- 2 ლარი. ყველაზე კარგდ პარკი დაიჭერს სითბოს * * * ლიკლიკა რმდენი კილომეტრია თბილისიდან? და მანქანის გზა როგორია? |
Posted by: ლიკლიკა 2 Aug 2013, 23:13 |
ninia84 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ნინო :* agr_bak ხო, ასე ვფიქრობ მეც. 100 კმ. კარგი გზაა საკმაოდ. * * * მარინეს და ბავშვებს ჭირდებათ საწოლი, სულ ფიცრებად დაიშალა, ერთ დიდ ძველ საწოლზე იწვნენ. თუ ვინმეს გაქვთ ძველი საწოლი, რომელიც იშლება და შევძლებ წაღებას სიამოვნებით ვიჩუქებ. |
Posted by: ninia84 3 Aug 2013, 15:29 |
ლიკლიკა არაფრის, რისი მადლობა. ნეტა მეტის გაკეთება შემეძლოს. მეც ველაპარაკე წუხელის მაკას და როცა დაგვჭირდება, რამდენადაც შესაძლებელია, შეღავათებს გაგვიკეთებს ხოლმე |
Posted by: 0x7F 5 Aug 2013, 17:31 |
ლიკა გადმოვრიცხე აგვისტოს თანხა სალომეს ანგარიშზე. დრო როცა გექნებათ, შეამოწმეთ. მადლობა წინასწარ. |
Posted by: ლიკლიკა 5 Aug 2013, 17:35 | ||
0x7F
აქეთ მადლობა |
Posted by: garfield1 5 Aug 2013, 17:46 |
მეც ჩავრიცხე და შეამოწმეთ სამწუხაროდ ყოველთვე ვერ ვახერხებ მაგრამ პერიოდულად მაინც შემოგიერთდებით ხოლმე |
Posted by: ლიკლიკა 5 Aug 2013, 17:58 |
garfield1 დიდი მადლობა, ნინო სალომე როგორც კი ნახავს დავწერ აქაც და ფბ-ს სიაშიც მივამატებ. * * * 0x7F garfield1 ასახულია და სიაში ჩაწერილი |
Posted by: ლიკლიკა 8 Aug 2013, 17:10 |
3-4 დღეში დაამთავრებს მარინე მკურნალობის კურსს. განმეორებით ექოზე უფასოდ მიიღებს ექოსკოპისტი, როგორც დაგვპირდა მაგრამ სავარაუდოდ ტრავმატოლოგთან მოუწევს მისვლა, მაინც მაქვს ტკივილებიო ანუ საკვერცხეების ბრალი არ ყოფილა და ნერვია სადღაც ცუდად მოყოლილი ავტოავარიის დროს :/ |
Posted by: 0x7F 9 Aug 2013, 10:11 |
ლიკა ეშველება მერე მაგას? |
Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2013, 11:16 |
გიორგი წარმოდგენა არ მაქვს , ალბათ ქირურგიული გზით? არ ვიცი |
Posted by: 0x7F 9 Aug 2013, 11:38 |
კარგი, ჯერ საუბარი მაინც ადრეა სანამ საბოლოო დიაგნოზი არაა ცნობილი. იმედია გამოსავალი გამოჩნდება. |
Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2013, 11:43 |
იმედი მაქვს. ცოდოა მთელი ცხოვრება ტკივილისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაა და იქნებ შევძლოთ. |
Posted by: agr_bak 9 Aug 2013, 22:14 | ||
ლიკლიკა
კი , ეს ყველაზე პრიორიტეტული საქმეა. იმ ორ პატარა გოგოს ჯანმრთელი დედა სჭირდებათ, ისედაც ასეთი მწარე ცხოვრება აქვთ და ახლა კიდევ დედა ავად მთლად გაუაძლისი იქნება. |
Posted by: ლიკლიკა 10 Aug 2013, 08:33 |
მარინეს ჩამოსვლა ალბათ რამდენიმე დღით გადაიწევს, ქვეშეთში მეუღლის დეიდა გარდაიცვალა , იქ მომიწევს ეს დღეები ყოფნა, მარინესაც ალბათ ვნახავ . |
Posted by: ლიკლიკა 19 Aug 2013, 00:59 |
მარინე ვნახე დღეს, ახლახანს ჩამოვედი. ისეთ გადაღლილი ვარ ვერ ვაზროვნებ, ხვალ დავწერ დეტალურად რაც ვილაპარაკეთ, რას საჭიროებს, რა გეგმები აქვს და ა.შ. |
Posted by: buuus 19 Aug 2013, 17:09 |
................................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 19 Aug 2013, 18:10 |
არც ამ ეტაპზე აუცილებლად ესაჭიროებათ : 1. ვიზიტი სტომატოლოგთან, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება ექნება. 2.ჭურჭელი. 3.სქელი ფარდები, სქელი ცელოფანი, ხარისხიანი ლეიკო ,პლასტელინი (ფანჯრებისა და კარებისთვის ზამთარში ). 4.ალიმენტის აღდგენა (აღმასრულებელი არ ეხმარება, მეტიც, ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა). 5.ფერადი ძაფები, კარგი ხარისხის, ქუდების მოსაქსოვად. 6.ტრავმატოლოგთან ვიზიტი. 7.ვიტამინები ბავშვებისთვის. ---------- დანარჩენს რაც შეეხება ,ყველაფერს საჭიროებენ , მაგრამ ეს ყველაზე აუცილებელი ჩამოვწერე :/ ---------- ახლა უფრო ვრცლად . უფროსი გოგო, ანა, სახედასიებული დამხვდა, უკანა კბილი გაუსივდა, ღამეები გაუთენებია ტკივილის გამო, თვალს ვერ ახელდა ისე ეძინებოდა. სიცხეც ჰქონდა. გაჭყეპილი იყო ანტიბიოტიკებით :/// ფასანაურში ჩამოდის ხოლმე თბილისიდან სტომატოლოგი და იქ მიიყვანა, მაგრამ სასწაულად ეშინია, ერთი კბილი ამოუღია და იფიცებოდა მეტკინა ძალიანო, თან მხოლოდ შესასხურებლით გაუყუჩეს,ნემსი არ გააკეთებინა ღრძილზე, არც სინჯი. ამ მეორე კბილზე რომ წაიყვანა დედამისმა, პირი არ გაუღო, იმ ექიმსაც არც დრო აქვს და არც გამოცდილება და მალე უშვებს,არ ელოლიავება ბავშვს,არც გარემოა ისეთი ,რომ ბავშვი მოეშვას. ქვედა კბილიც მოტეხილი აქვს, კლასელმა ხელი კრა, კიბიდან დაგორდა და მოტყდა :|||||||||| რამდენიმე რჩევა მივეცი და ვთხოვე, ექიმთან წაყევი დედას,რომ ეს ჩირქი მაინც მოიშორო და თბილისში წაგიყვანთ კარგ სტომატოლოგთანთქო. უმცროსს გული დაწყდა და დავპირდი შენ ისე უბრალოდ კონსულტაციაზე წაგიყვანთთქო და გაიხარა )) გეგმაში მაქვს ერთ საკმაოდ კარგ სტომატოლოგიურ კლინიკას მივმართო დახმარებისთვის, რომელიც პროფესიონალიზმის გარდა ქველმოქმედებითაც არის გამორჩეული იქნებ გარკვეული შეღავათებით მოგვემსახუროს ჩვენ ---------------- ჭურჭელი თითქმის არაფერი აქვს. ერთი პატარა ტაფა აქვს.რამდენიმე თეფში :/ და ადრე წავუღე წვენის ჭიქები და ჩანგლები . სააღდგომოდ ნათია რომ იყო ჩასული თავის მეგობრებთან ერთად, მაშინ ჩაუტანა ლურჯი გაზის ბალონი და მაგას ხმარობს.მანამდე მხოლოდ შეშის ფეჩის იმედად იყო. -------------- ფანჯრის ღრიჭოებს პლასტელინით ამოავსებს, მერე ცელოფანს გააკრავს და ნაჭრის დიდი სამედიცინო პლასტირები როა , მაგის მსგავსით მიაკრავს, ლურსმნებით მეშინია არ დასკდეს ხე. სქელი ფარდები კარგად დააკავებს სიცივეს, ფანჯრებზე თუ არა, კარზე აუცილებლად უნდა, იქ ხომ ვერ ააკრავს ცელოფანს და ვერ ამოქოლავს. თან იქ საშინელი ზამთარი იცის და დიდხანსაც. შეშაზე ადრეც დავწერეთ,იქნებ რაღაც მოვახერხოთ. ----------- ალიმენტს რაც შეეხება, აღმასრულებელი ქ-ნი ფიქრია ვერაფრით ეხმარება. კარგად გამოვკითხე და რამდენჯერმე გავამეორებინე რასაც ეუბნება. შენ თვითონ მოძებნე შენი ქმარი, თორემ შერჩება ეს თვეები და მერე აღარ გადაგიხდისო. სისულელე :/ მარინეს დაეხმარა მისი ადვოკატი,რომელიც განქორწინების დროს ჰყავდა. თუმცა ეს მის მოვალეობაში არ შედიოდა. გაუგო მისამართი, ტელეფონის ნომერი. ამჯერად აღმასრულებელმა მოიმიზეზა არ მპასუხობს ზარზე არც ის ბიჭი და არც მისი დებიო. დაურეკა ყოფილ მულს, რომელთანაც ასე თუ ისე ნორმალური ურთერთობა აქვს, აღმოჩნდა არც არავისთან დაურეკავს აღმასრულებელს. ამაზე აღმასრულებელმა პირდაპირ უთხრა მარინეს, ნუ მაწუხებ, მე თვითონ დაგირეკავ როცა საჭირო იქნებაო. მას მერე ხან არ პასუხობს მარინეს ზარს, ხან უთიშავს, ხან პასუხობს და უებნება არ მცალია, მერე დამირეკეო, მოკლედ კარგად აწვალებს რა ამ გოგოს. ბოლოს უკვე უთხრა არ მუშაობს შენი ქმარი და საიდან გადაგიხდის ალიმენტს, ოფიციალურად ხელფასი არ ერიცხება არცერთ ბარათზეო. საქმე იმაშია, რომ ეს ალიმენტი მას დაეკისრა უმუშევრობის დროს, მოსამართლემ გაითვალისწინა მარინეს მდგომარეობა და თითო ბავშვზე 80 ლარი დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ მას უნდოდა ორივე ბავშვზე ერთად 50 ლარი :////გამოდის უმუშევრობის დროსაც ისევ უნდა გააგრძელოს ალიმენტის გადახდა. ხო, აღმასრულებელმა ისიც თქვა, რომ ვინაიდან პირველი 6 თვე კარგად იხდიდა, შემდგომ 6 გადაუხდელ თვეზე ვერც უჩივლებ და ვერც ძებნაზე ავიყვანთ და საერთოდაც ვერაფერს ვიზამთო :/// დღეს მაქსიმალურად ლაკონურ წერილს ჩამოვაყალიბებ და სააღმსრულებლო ბიუროს გავუგზავნი თხოვნით, იქნებ სხვას გადასცენ მარინეს საქმე ან რამით დაგვეხმარონ. ---------------------- წინა თვის დენის გადასახადი უფროსი გოგოს (9 წლისაა) ნაქსოვი ქუდების გაყიდული თანხით გადაიხადეს. მარინეს დედა დადის ხოლმე ყაზბეგისკენ , სადაც მეტი ტურისტია და ყიდის წინდებს, ჩურჩხელებს... ადრე გამატანა ერთმა იუზერმა საკმაოდ ბევრი ლამაზი ფერის ძაფები, გაუთავდა. მარინეს ოჯახი ეხმარება, მაგრამ მუდმივად მათ კისერზე ვერ იქნება. ------------------ გვერდი ისევ ტკივა, სავარაუდოდ ნერვია მოყოლილი ცუდად ავტოავარიის დროს.ამასაც დავადგენთ, როცა ჩამოვა განმეორებით ექოსკოპიაზე. მეშინია იმ ექოსკოპისტს არ დავავიწყდე და მერე უფასოდ ,რომ არ გამიკეთოს, როგორც დამპირდაო დავამშვიდე და ვუთხარი, რომ არ დაავიწყდება თავის ტკივილიც ისევ აქვს, გადაღლაზე, ნერვიულობაზე, ამინდის ცვლილების დროსაც. ------------------- კვება არ აქვთ ბავშვებს სათანადო, ისედაც უჭმელი ბავშვები არიან. მინდა ვიტამინები გავუგზავნო, გავარკვევ რომელი და რა სეზონზე სჯობს. --------------- ამ ძველი ნაგებობის პირველ სართულს არემონტებენ და ხსნიან ბაღს. ადრე მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა მარინე, ახლა რანაირად დაუკრავს პიანინოზე და იქნებ დამლაგებლად ან ჭურჭლის მრეცხავად ხანდახან მაინც მამუშავონ, გამგებელთან მივალ და ვთხოვო. ვნახოთ რა იქნება . არაა უსაქმური და უპასუხისმგებლო გოგო. უფროსი შვილი ერთი თვით საახალწლოდ ჰყავდათ მამის მხარეს წაყვანილი, იმის მერე არ გამოჩენილან. დაპირდნენ კიდევ წაგიყვანთო, მაგრამ აღარ მიჰყავთ, ბავშვებს გული წყდებათო მხოლოდ ის არ მომწონს, იეღოვაზე ელაპარაკება და შეკრებებზე დაჰყავდაო. ვკითხე ბავშვებს და კიო, ძალიან კარგად გვექცევიან და წავალთ ხოლმე თუ წაგვიყვანენ კიდევო. მარინე ორივეს ერთად არ ატანს, ეშინია რომ არ დაუბრუნოს ბავშვები. ავუხსენი, რომ ოფიციალურად განქორწინებულები არიან და არ აქვს ამის უფლება, საციხო საქმეა და მაგდენს არ გაბედავსთქო. რამდენიმე თვის წინ დაურეკავს, სანამ ალიმენტის გადახდას შეწყვეტდა, ისევ იეღოვაზე ესაუბრა შვილს და იმის მერე აღარც დაურეკავს. ------------ ქათმები გაიზარდნენ, ერთი მამალია, დანარჩენი დედლები, კურდღელზე დაველაპარაკე კიდევ, მშობლებს ჰკითხავს, თუ ისინი იქნებიან თანახმა მივუყვანთ ერთ-ორ წყვილს და გაამრავლებენ. ბავშვებს კურდღლის ხორციც ექნებათ და გაყიდიან კიდეც. ------------ თუ კიდევ რამე გამახსენდება მივამატებ) |
Posted by: blblbl 19 Aug 2013, 20:10 | ||
ლიკლიკა
ეტკინებოდა აბა რა იქნებოდა,თან საშინლად ,მაგრამ სინჯის გარეშე ვერ გაუკეთებენ,ამიტომ სინჯიც საჭიროა სინჯის ადგილზე გაკეთება თუ დააპირა სტომატოლოგმა,მანდ მარტლა აღარ უნდა მიიყვანოს,არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ძალიან საშიშია . |
Posted by: ლიკლიკა 19 Aug 2013, 20:26 |
blblbl ზუსტად ვიცოდი, პოსტის ამ ნაწილს გულგრილად ვერ აუვლიდი აბა, სად კეთდება სინჯი? |
Posted by: garfield1 19 Aug 2013, 20:33 |
ლიკლიკა სინჯი ავერსის კლინიკაში გავიკეთე მე 40 ლარამდე ჯდება 2 ჯგუფის გამაყუჩებელზე სინჯები. დასკვნას გაძლევენ იქვე და იმ დასკვნით მიდიხარ სტომატოლოგთან. ბავშვებისთვის ნაკლებად და თვითონ მარინესთვის მექნება ტანსაცმელი, რა ზომა ტანსაცმელს ხმარობს მიახლოებით რომ მითხრა შეგიძლია ? შარვლები მაქვს ბლომად , ვეღარ ვეტევი და კიდევ დიდხანს ვერ ჩავეტევი ერთი თბილი მანტოც მაქვს, ამ დღეებში გადავხედავ ზამთრის ტანსაცმელებს და გადავაწყობ ყველაფერს და მერე როცა დააპირებ წასვლას მოგაწვდი. ჭურჭელიც მაქვს ისეთი რომელიც არ მჭირდება. და ძაფებს რაც შეეხება, სად უნდა ვიყიდო, ან როგორ მივხვდე კარგი ხარისხია თუ არა, ძალიან ჩაინიკი ვარ მაგ ამბავში |
Posted by: blblbl 19 Aug 2013, 20:54 |
ლიკლიკა 25ლარი ჯდება ლეჩკომბინატში,სტომატოლოგები მაგას ენდობიან.სრიად უმტკივნეულოა ვერაფერს გაიგებს საერთოდ |
Posted by: ლიკლიკა 19 Aug 2013, 20:58 | ||
garfield1
შენი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ არ ვიცი რამდენად მოერგება შენი ორსულობამდელი შარვლები მსხვილი გოგოა საკმაოდ. როცა გადაახარისხებ შემეხმიანე, არ ვიცი როდის წავალ, შეიძლება მომავალ შაბათ-კვირას წავიდე ქვეშეთში და მარინესაც შევუვლი, შეიძლება სხვას გავატანო. ამიტომ ვისაც რა გექნებათ გადადებული შემეხმიანეთ, ან მომაწვდით ან მე მოგაკითხავთ, რომ ბარემ სახლში მქონდეს და როგორც კი წამსვლელი გამოჩნდება გავატანო ან წავიღო. ძაფებზე, ჯერ ვნახოთ იქნებ კარგი ვარიანტი გამოჩნდეს, იცოდეს ვინმემ საიდან შეიძლება იაფად გამოტანა, ისე 3 ლარი ღირს ერთი გორგალი და ის ბავშვი 3-4 ლარად ყიდის ქუდებს, რომ მალე გაიყიდოს ყველას დიდი მადლობა პმ-ებისთვის აქაც და ფბ-ზეც. რამდენიმე მსურველიც გამოჩნდა და ამიტომ დავწერ სხვებისთვისაც, თუ ვინმეს გაუჩნდება მარინესთან წასვლის სურვილი,( როგორც ეს ნათიამ გააკეთა თავის მეგობრებთან ერთად ,დახმარების ჯგუფისგან დამოუკიდებლად) მიგასწავლით მის სახლს. 100კმ-ია თბილისიდან, გზა ძალიან კარგია, არსად გადასახვევი არაა, მარტივი მისაგნებია და ის შენობაც გზიდან ჩანს ,სადაც მარინე ცხოვრობს. არავითარ შემტხვევაში ეს არ იქნება ჩმს საქმეში ჩრევა, პირიქით, რაც მეტი ადამიანი დაეხმარება მარინეს, უფრო გამიხარდება |
Posted by: garfield1 19 Aug 2013, 21:04 |
ლიკლიკა უი ფოტოზე თუ კარგად ვჩანვარ მიხარია, ნეტა მართლა მასე ვიყო ხოდა რა ჩანს არ ვიცი და მეც კაი მსხვილი ვარ მოკლედ ვეცდები ხვალვე გადავალაგო და იმედია მოერგება ზოგიერთი რამ მაინც . |
Posted by: 0x7F 20 Aug 2013, 16:56 |
ლიკა კბილებზე როგორც ჩანს თერაპევტი სჭირდება და შეიძლება ქირურგიც, გააჩნია იმ მოტეხილი კბილის საქმე როგორ არის. რაც შეეხება სინჯს ალერგიაზე, მეც და ჩემ შვილსაც ადგილზე გაგვიკეთეს სინჯი - ხელზე გვიჩხვლიტეს და 15-20 წუთის შემდეგ ნახეს რეაქცია ხომ არ მოგვცა. ადრე დიღომშიც (იაშვილის ეზოში) გვაქვს ცალკე გაკეთებული სინჯი და ის უფრო საფუძვლიანი გამოკვლევა იყო, თუმცა პასუხი მეორე დღეს მოგვცეს. ავერსშიც აკეთებენ როგორც უკვე აღნიშნეს. მისახედია ეგ სასწრაფოდ, კიდე არ გაურთულდეს საწყალს. ნაწილი თანხა გამოვრიცხე სალომეს ანგარიშზე. სამწუხაროდ მე დროში ძალიან გაჭედილი ვარ, ვერ წავყვები პირადად. შემიძლია რამოდენიმე ექიმის კოორდინატები მოგცეთ სადაც ჩემი შვილები დამყავს. რამდენად შეძლებენ შეღავათის გაკეთებას არვიცი... ძალიან გთხოვ, დაარწმუნე, არ გადადონ. |
Posted by: blblbl 20 Aug 2013, 17:13 |
narkozeli იქნებ იცოდე შეღავათიანი კლინიკა ან რეზიდენტებთან უფასოა ხოლმე და ხომა რ იცი ვინმე სინჯზეც დაწერ კონკრეტულდ უფრო |
Posted by: agr_bak 20 Aug 2013, 18:28 | ||
ლიკლიკა
სინჯი ლეჩკომბინატში გაუკეთე (საბურთალოზე) 25 ლარი ღირს. კანქვეშ კეთდება და უმტკივნეულოა. ყველაზე კარგდ მანდ აკეთებენ. თუ გადაწყვეთ მითხარი და მოგცემ ტელეფონის ნომერს ფანჯრებს რაც შეხება სამედიცინო პლასტირი ვერ დაიჭერს. ჩვეულებრივი დიდი სკოჩი უნდა სკოჩის ფსები 4 ლარიდან იწყება. 4 ლარიანი კარგია. ორი რულონი მთელ სახლს ეყოფა. პარკი 2 ლარი მეტრი. (ორმაგი) თუ გინდა ერთხელ მე და შენ ავიდეთ და გავუკრათ. ცალი ხელით რა უნდა მაოხერხოს. ცოდოა. მოვაგროვოთ პლსტელინი, პარკები, სკოჩი და წვიდეთ. |
Posted by: ლიკლიკა 20 Aug 2013, 18:36 |
0x7F blblbl ახლახანს მივწერე ერთ სტომატოლოგიურ კლინიკას, ჯერ სახელს არ დავწერ, იქნებ ვერ შეძლონ დახმარება და უხერხულია. დაველოდოთ რას მოგვწერენ. იქ ძალიან კარგი გარემოა ბავშვებისთვის და მინდა იქ მივიყვანო. * * * agr_bak სკოჩმა ვერ დაიჭირაო, ეტყობა ლარიანები როა იმაზე ამბობდა. ხო, კარგი ხარისხის ვუყიდოთ. მიეხმარებიან ოჯახის წევრები, ძმები, დები |
Posted by: agr_bak 20 Aug 2013, 19:20 | ||
ლიკლიკა
ჰო ეგ ალბათ უბრალო წვრილ სკოჩს გულისხმობდა განიერი სკოჩი უნდა. |
Posted by: Ssalome 21 Aug 2013, 10:56 |
0x7F დაირიცხა თანხა, დიდი მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 21 Aug 2013, 11:07 |
0x7F არც კი ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება. ათმაგად დაუბრუნდეს ამდენი სიკეთე შენს ოჯახს |
Posted by: Princess 21 Aug 2013, 11:10 |
ლიკლიკა კვირას სახლში თუ იქნები მოგაწოდებ რაღაცეებს |
Posted by: 0x7F 21 Aug 2013, 11:13 |
ლიკა, ანთება, რომელიც ეხლა აქვს, ალბათ ადგილზე უნდა ჩაუქრონ. ეგ ხო რამდენიმე დღიანი პროცესია და სულ აქ ვერ ივლის (თუ მაგის შესაბამისი სპეციალისტები ადგილზე არ არიან, მოუწევს მაშინ რამოდენიმეჯერ ჩამოსვლა). ამასობაში გამოჩნდება რას გიპასუხებენ შენს მიერ შერჩეული კლინიკიდან და გადაწყდება მკურნალობის ამბავიც. სალომე, მადლობა ყურადღებისთვის. |
Posted by: ლიკლიკა 21 Aug 2013, 11:17 | ||
კიდევ რამდენიმე დღე დაველოდები რას გვიპასუხეს ის კლინიკა, თუ ვერ შეძლებენ დახმარებას უკვე გვაქვს სტომატოლოგის თანხა 0x7F-ის დახმარებით და არ შევფერხდებით. Princess დიახთ * * * 0x7F ხო, სოდიან სავლებებს იკეთებს, იქაურმა ექიმმაც უთხრა, დასიებულზე ვერ მოვკიდებ ხელს კბილსო. ველაპარაკე, ჩირქი გამოვიდა, ჩაცხრა ყბა და გადაიფიქრა ექიმთან მისვლაო :/
თუ არა და გამოგართმევ შენი სტომატოლოგის კოორდინატებს . |
Posted by: 0x7F 21 Aug 2013, 12:28 | ||
არაუშავს, როგორც გადაიფიქრა ისე გადმოიფიქრებს:-) მადლობა სასიხარულო ინფორმაციისათვის. |
Posted by: ლიკლიკა 22 Aug 2013, 01:11 | ||
0x7F
სმს მივწერე, მეწყინა რომ მომატყუე , პირობას არ ასრულებ და თანაც ამდენი ხალხი შვაწუხე და თურმე სულ ტყუილადთქო. შერცხვა და ისევ დაგვთანხმდა * * * ფასები ბავშვებისთვის 30ივნისამდე!!!!!!!!!!!!!! მოსაცვლელი კბილები: კბილის ამოღება 5ლარი კარიესი- ფერადი ბენით 18 ლარი პულპიტი 25ლარი პერიოდონტიტის მკურნალობა 30ლარი თანხის ნაწილი ჩაერიცხება "მომავლის გზა"-ს მუდმივი კბილები : კარიესი 20ლარი პულპიტი 30 ლარი პერიოდონტიტი 35ლარი ამოღება 8-10ლარი ამ ფასებით მოგვემსახურებიან. რას იტყვით ? |
Posted by: 0x7F 22 Aug 2013, 12:22 |
ლიკა, ეგ ის კლინიკაა შენ რომ მიწერე? |
Posted by: ლიკლიკა 22 Aug 2013, 12:35 |
0x7F კი. |
Posted by: ლიკლიკა 24 Aug 2013, 09:07 |
დღეს მივდივარ ქვეშეთში ერთ ღამით, მარინესაც ვნახავ და რაც შემიგროვდა წავიღებ თან. იმ კვირაში რასაც შევაგროვებ ისევ წავიღებ ან გავაგზავნი. |
Posted by: ლიკლიკა 29 Aug 2013, 21:39 |
მოკლედ, მე ხვალ დილით გავალ გვანცასთან, გამომატანს სამურაბე ლეღვს, ასევე ჯემისთვის და კიდევ თავის გაკეთებულებსაც <3 მე მაქვს აგრ ბაკ-ის მოცემული დიდი თურქული კლეჩატი ჩანთა, თეთრეულით,პლედებით, ბალიშებით და დანარჩენი არ ვიცი ,კიდევ დევს რაღაცეები , ამას ყველაფერს გავგზავნი ხვალ.უმანქანოდ ვარ + ბავშვით და ამიტომ ტაქსით მომიწევს წასვლა, ამასაც ჩემდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჯგუფის ბიუჯეტიდან გადავიხდი. შაქარსაც ვუყიდი მურაბისთვის. ძალიან დიდი გამოდის ამანათი, ამიტომ მომიწევს ჩვეულებრივ 2 ადგილის საფასურის გადახდა და დავდებ სავარძლებზე, რომ არაფერი გატყდეს. თუ იქნება მსურველი მოდით დიდუბეში ან სადმე შევხვდეთ. დანარჩენებს რაც შეეხება, ყველანი მახსოვხართ ) 2 კვირაში მივდივარ ქვეშეთში ორი დღით , მანამდე ჩამოგივლით ყველას (დიღომში მყავხართ რამდენიმე) და გამოაგრთმევთ მარინეს ნივთებს :* |
Posted by: ლიკლიკა 2 Sep 2013, 19:18 |
ვაკოპირებ Lika Liklika ბავშვები სასკოლოდ გასამზადებლები არიან ვიცი, რომ მაგრად შეგაწუხეთ ყველა, მაგრამ სანამ არ დამბლოკავთ ასე გაგრძელდება ))))))))))))))) |
Posted by: agr_bak 2 Sep 2013, 21:42 |
ლიკლიკა ლიკ კარფურში სასკოლო ზურგჩანთები ღირს 9 და რაღაც მე ვუყიდე ჩემებს და ძლიან მოეწონათ ასეე დიდი ფასდაკლება რვეულებზე. ლამაზი ქართულის რვეულები. სხვადასხვა ნახატებით 10 თეთად ვიყიდე. |
Posted by: ლიკლიკა 2 Sep 2013, 22:29 |
ერთ-ერთი იუზერის, ნიკას პმ მივიღე, უკვე მერამდენედ ბავშვებისთვის ფეხსაცმელებს მოგვაწვდის agr_bak სკოლის ჩანთები ნათIამ წაუღო , ვკითხავ თუ არ უხმარიათ არ იქნება ეგ საყიდელი, თU არა და ვუყიდით. საკანცელარიოზე კარგი ფასდაკლება გვინდა, კარფურში გავალ მაშინ |
Posted by: agr_bak 3 Sep 2013, 00:20 |
ჩამოწერე რა კიდევ ასაკები და ზომები თუ არ გეზარება ნუ მაქექინებ თემას. რომ მაინც სადმე რამეს თუ წავაწყდები გადავუდო |
Posted by: ლიკლიკა 3 Sep 2013, 01:30 |
ბავშვები თხელი აღნაგობის, 7 და 9 წლის გოგოები. ფეხის ზომას ხვალ გავიგებ. დედას 38-39 ზომა აქვს ფეხი. * * * 0x7F-ის შემოთავაზებულ კლინიკაში გადავწყვიტე ბავშვების მიყვანა. არაა დიდი განსხვავება ფასში, პმ-ებსაც თუ გავითვალისწინებ და პირობებსაც აშკარად აქ აჯობებს. როგორც კი მომენტი ჩავარდება ჩამოვიყვან. დედა კი დადის ექიმთან თავისით, მაგრამ ბავშვებს ვერ წაიყვანს, ამიტომ ველოდები როდის გვეცლება მე და ჩემს მეუღლეს. ცოტა გაიწელა დრო, მაგრამ აუცილებლად წავიყვან ორივე დას კონსულტაციაზე და მერე უკვე იქ გვეტყვიან რა და როგორ იქნება საჭირო. |
Posted by: 0x7F 3 Sep 2013, 09:45 |
ლიკლიკა რა ქენი, ელაპარაკე მაგათ? იქნებ რამე შეღავათი გაგიკეთონ... |
Posted by: ლიკლიკა 3 Sep 2013, 09:51 |
0x7F ფბ-ზე გვქონდა მიმოწერა. დავრეკავ უშუალოდ ჩასაწერად უკვე. კონსულტაცია უფასოა და პირველი შეხვედრა უკეთესი იქნება თუ მხოლოდ გაცნბას დაეთმობაო. ეს მომეწონა. რამდენად გამოვა არ ვიცი ორჯერ ჩAმოყვანა ,მაგრამ იქნებ პირველივე ვიზიტზე გაუღოს ანამ პირი ექიმებს |
Posted by: 0x7F 3 Sep 2013, 11:00 |
წარმომიდგენია ეხლა იმ ბავშვს როგორ ეშინია ჩამოსვლის პრობლემა რომ არ იყოს, რათქმაუნდა ჯობია პირველი ვიზიტი გაცნობას დაეთმოს, მაგრამ იქნებ მაინც მოახერხოს და მინიმალური ვიზიტებით გამოძვრეს... მარტო ვერ გამოუშვებენ მარშრუტკით, აქ რომ დახვდეს ვინმე? |
Posted by: blblbl 3 Sep 2013, 16:37 |
ლიკლიკა ლიკ სინჯზე რა მოიფიქრეთ?საშიშია სინჯის გარეშე ანესთეზია და კლინიკაშივე რომ აგაუკეთონ სინჯი ეგეც ... |
Posted by: ლიკლიკა 4 Sep 2013, 01:17 | ||||
0x7F
წარმმოდგენა არ მაქვს , ვკითხავ, მაგრამ ეგ არაა პრობლემა, მთავარია მე და მეუღლემ შევძლოთ , აუცილებლად უნდა გავყვე. ისე სასწაულად ეშინია იქნებ ჯობდეს პირველი ვიზიტი მხოლოდ კონსულტაციით შემოვიფარგლოთ მართლაც blblbl
კლინიკაშივე გავარკვევ მაგას, ნინ. სავარაუდოდ თვითონვე იკითხავენ , თუ არა და ვეტყვით ჩვენ ,რომ სინჯი გაკეთებული არ აქვს. როგორც გვეტყვიან ,ისე მოვიქცევით. |
Posted by: agr_bak 4 Sep 2013, 14:21 | ||
ლიკლიკა
როგორც გეტყვიან არა ლიკა, რომც გითხრან არ უნდაო მაინც გაუკეთე ჰკითხე რომელ ანესთეზიას ხმარობენ და იმ პრეპარატზე გაუკეთე ქვთააძეზე. თავი შარში არ გაყო ღმერთმა დაიფაროს...ძალიან ხშირია ცუდი შემთხვევები უსინჯობოს გამო. |
Posted by: ლიკლიკა 6 Sep 2013, 09:45 |
agr_bak მართალი ხარ. მარინეს ვუთხარი დედაშენს შეუთანხმდი ,როდის მოახერხებთ ჩამოსვლას ექიმთანთქო და ეხლა მომწერა. დედაჩემს ველაპარაკე და მითხრა სანამ კარგი ამინებია ბაზარზე უნდა ვიაროო. ნუ, მათიც გასაგებია, ცდილობენ არ დაკარგონ 2 კაპიკი თუ იქნება კიდევ ვინმე მსურველი ,რომ გაყვეს შემეხმიანეთ. მე როცა შევძლებ გაყოლას უკვე ზამთარი იქნება და დედამისიც შეძლებს მაშინ :/ ერთი სრული დღე ისედაც დამჭირდება ბავშვების სტომატოლოგთან მისაყვანად, მეტს ფიზიკურად ვერ შევძლებ (ნუ, ჩემი სიტუაცია ვინც იცით , კი ხვდებით :* ) |
Posted by: lileka 6 Sep 2013, 15:02 |
+10 smile.gif) როგორც იქნა გამახსენდა ხელფასზე ფორუმ.გე smile.gif))) ვერ მივედი გარდერობამდე რა , რო გადავალაგო რაღაცეები |
Posted by: Princess 6 Sep 2013, 16:15 |
ლიკლიკა მე ისევ მოვდივარრრ |
Posted by: ლიკლიკა 10 Sep 2013, 20:42 |
სკოლისთვის საკანცელარიო ნივთებს ვიყიდი დიღმის მასივში საბითუმო საკანცელარიოში, ვინც იცით იქ ძალიან დაბალი ფასებია, კარფურში იყო აქციაო, მაგრამ მე ვერ მოვახერხებ სხვაგან გასვლას. იქვე დიდუბეში ბაზრობაზე ვუყიდი თეთრ კოლგოტებს ბავშვებს და კვირას შუადღისთვის მიიღებს. |
Posted by: ლიკლიკა 12 Sep 2013, 20:16 |
გამოჩნდა მარინეს ქმარი ))) ალიმენტი მაქვს გადასახდელი 1150 ლარიო, აქედან 200 ლარი სააღმსრულებლოს პროცენტიაო, რატომ უნდა დარჩეს ამდენიო, შენ გამოიტანე უკან ის შენი განცხადებაო და მე ამ 1150 ლარს სულ შენ მოგცემ ხელზეო. ----------------------- დღეს კიდევ ერთი დიდი პარკი მოვიტანე სახლში. თვალს უხარია სახლში ახროვებული პარკები , იმდენია )) ხვალ მე და სალომე გავალთ საკანცელარიოში და მერე ამ ყველაფერს ერთიანად გავაგზავნი ,მე ვერ მივდივარ სამწუხაროდ. ერთი სიამოვნებაა იმ ბავშვების გახარებული სახეების ყურება |
Posted by: T@K 15 Sep 2013, 17:50 |
უპ ............................................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 15 Sep 2013, 17:55 |
მიიღო მარინემ ჩვენი ამანათი და მადლობა შემოგითვალათ ამ ზამთარსაც თბილად იქნებიან ბავშვები. შარშან ნაყიდი ქურთუკები კარგად აქვთ წელსაც და ნიკას გაგაზავნილი თბილი ჩექმებიც ისევ ერგებათ გამიხარდა მარინესაც აქვს თბილი ქურთუკები თქვენი მოცემული, მაგრამ ფეხზე დამეხაო. თუ ვინმეს გაქვთ თბილი ბათინკი, ჩექმა, არაქუსლიანი, თბილი, პრაქტიკული და სადრაგუნო 39 ზომა გვაჩუქეთ, თუ არა და მეორადებშიც შეიძლება ყიდვა. და ჭურჭელი კიდევ, განსაკუთრებით ქვაბი და ტაფა ესაჭიროებათ. სტომატოლოგს რაც შეეხება, არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნება ჩვენი გეგმიდან, მისახედია ყველა ვარიანტში. რადგან სწავლა დაიწყო, იმედი მაქვს მეც გაცილებით მეტი დრო მექნება და თავისუფლად შევძლებ მათ მიყვანას უახლოეს მომავლში. ეს ფოტოები, რაც ვუყიდეთ სასკოლოდ https://www.facebook.com/media/set/?set=oa.659157297435672&type=1 |
Posted by: ლიკლიკა 20 Sep 2013, 15:06 |
გადაიხადა მარინეს ქმარმა ალიმენტი 900 ლარი ))) დეტალებს არ დავწერ, მაგრამ რომ არ გითხრათ არ შემიძლია. ამ აღმასრულებლემა ფიქრიამ ბევრი აწვალა მარინე , დააყვედრა კიდეც თავისი "დახმარება", დააგლიჯა ნერვები და ცოტა ხნის წინ უთხრა არაფერი გამოვა, ვერაფერს გავაწყობთ, ალიმენტს აღარ გადაიხდისო. Salome Gulbani -ს მეგობარი გააბრაზა ამ უსამართლობამ, შეწუხდა ჩვენი გულისთვის, შეაწუხა სხვაც, ჰოდა ფაქტია შეფუცხუნდნენ , სწორედ მაგ დღეებში გამოჩნდა ეს ქმარი და თხოვა განცხადების გამოატანა. რაზეც მარინემ კატეგირული უარი განუცხადა. გუშინაც დაურეკავს, ბავშვთან ძალიან უხეშად ულაპარაკია, არ მაქვს მე თქვენი მოსავლელი ფულიო. მოკლედ 900 ლარი გადაიხადა, სხვა გზა რადგან არ დარჩა ) |
Posted by: anano_991 20 Sep 2013, 15:13 | ||||
გამიხარდა ცოტა წაეხმარებათ
რა საშინელი ადამიანი ჩანს, რა უბედურებაა |
Posted by: Girl 21 Sep 2013, 19:48 |
ფეხი 39 არ მაქვს სამწუხაროდ და თვითონ მარინე რა ტანისაა? სიამოვნებით ვაჩუქებდი რაღაცეებს. .. ქვაბები აღარ მაქვს სამწუხაროდ სულ გავაჩუქე გვიან მოვხვდი ამ თემაშI გადავათვალიერებ აბა კიდევ რა სჭირდება თურამე შემიძლია. ჭურჭელი რა ჭურჭელი ესაჭიროება უფრო ზუსტად ??? * * * ტანსაცმელი მაქვს კიდევ 7 წლამდე Aსაკის. ბიჭის. Eსეც მომწერეთ თუ გამოგადგებათ. |
Posted by: ლიკლიკა 4 Oct 2013, 00:10 |
Girl მაღალი, მსხვილი გოგოა. გოგოები ყავს 7 და 9 წლის, ძალიან გამხდრები. ჭურჭელი თითქმის ყველაფერი ჭირდებათ |
Posted by: 0x7F 7 Oct 2013, 10:53 |
გადმოვრიცხე ამ თვის თანხა, გადაამოწმეთ თუ არ შეწუხდებით. |
Posted by: Ssalome 7 Oct 2013, 12:33 |
0x7F ჩაირიცხა, დიდი მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 8 Oct 2013, 09:35 |
0x7F უღრმესი მადლობა |
Posted by: 0x7F 8 Oct 2013, 11:36 |
Ssalome, ლიკლიკა რის მადლობა... როგორ არიან ბავშვები? მოხერხდა სტომატოლოგთან ვიზიტი? |
Posted by: Girl 8 Oct 2013, 13:29 | ||
ლიკლიკა
თეფშებიც? ჭიქებიც? ... |
Posted by: ლიკლიკა 8 Oct 2013, 21:34 | ||||||
0x7F
ჯერ ვერ სტომატოლოგის თანხა ცალკეა გადადებული, როგორც კი შეაწუხებს კბილი (და აუცილებლად შეაწუხებს ისევ) და ვეღარ გაგვიძალიანდება ჩამოვიყვანთ , ვიზიტი გარდაუვალია
ბავშვები კარგად, მარინეც, მაგრამ მარინეს დისშვილია ინკუბატორში. 8 თვიანი დაიბადა, მაგრამ 1,200 კილო. 5 თვიდან შეჩრებული იყო ზრდაო. ელოდებიან 2 კილომდე ავიდეს და გამოატანენ სახლში Girl
ამ ეტაპზე კი, მაგრამ დამპირდნენ და როცა მომაწვდიან მეცოდინება კიდევ იქნება საჭირო თუ არა ჭურჭელი. არც ვიცი ჯერ რა ჭურჭელია კონკრეტულად. |
Posted by: 0x7F 9 Oct 2013, 10:30 |
ლიკა, ჩემი აზრით ჯობია სანამ ატკივდება მანამდე მიხვიდეთ ექიმთან. ზამთარი მოდის და შემდეგ სხვა პრობლემები დაემატება. შეშაზე რა ხდება, აგროვებთ უკვე ფულს? |
Posted by: Girl 9 Oct 2013, 17:57 | ||
ლიკლიკა
ოკ დაველოდები ინფოს რას მოგაწვდიან.. |
Posted by: Winnie 13 Oct 2013, 17:06 |
მოკლედ, მაქვს უამრავი ტანსაცმელი: ჩვილი ბავშვიდან დაწყებული, დიდით დამთავრებული. ხოდა მინდა ვინმეს მივცე და დამეხმარეთ რა. |
Posted by: ლიკლიკა 14 Oct 2013, 00:14 | ||
Winnie
სიამოვნებით. თუ გინდათ ლინკებს მოგაწვდით ვის ვეხმარებით და თქვენ გადაანაწილეთ ტანსაცმელი, გნებავთ ტანსაცმელი მოგვაწოდეთ და ჩვენ გადავანაწილებთ. დასახმარებელი გვყავს მარინეს ოჯახი : ინვალიდი უბინაო მარტოხელა დედა 7 და 9 წლის გოგონებით. დევნილები წეროვანში, მშობლები, სამი შვილი , უმცროსი რამდენიმე თვის ბიჭია, ბებია. ასევე პერიოდულად ერთ სრულიად მარტოხელა მოხუცს ვეხმარებით. რამდენიმე დღეში ველოდები რისთავიდან უნდა ჩამოვიდნენ და მატაც უნდა გავატანოთ ნივთები ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახში, მგონი სამშვილიანი ოჯახია , ზუსტად არ მახსოვს. |
Posted by: agr_bak 14 Oct 2013, 00:22 | ||
Winnie
ლიკას მიეცით და დავანაწილებთ ლიკლიკა თუ წინააღმდეგი არ ხარ |
Posted by: ლიკლიკა 25 Oct 2013, 23:43 |
დღეს გავაგზავნე ნაწილი, ქურთუკი, 3 წყვილი თბილი ჩექმა და ტანსაცმელი მარინესთვის, რაც ახლა ჭირდება, დანარჩენი სახლში მაქვს და კიდევ დაემატება ცოტა ხანში. იმას მერე გავგზავნი, სავარაუდოდ ნოემბრის პირველ ნახევარში. ყველას კიდევ და კიდევ, უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. agr_bak რაღაცეები მომიტანეს ბავშვის და დიდის, გადავახარისხე ნაწილი ლოლიტასთვის, ნაწილი უკვე გავგზავნე. თუ კიდევ რამეს დაამატებენ იმასაც შევინახავ ჩემთან და წასვლისას მოგცემ. |
Posted by: agr_bak 25 Oct 2013, 23:59 | ||
ლიკლიკა
ოკ ''კოლეგა'' |
Posted by: Winnie 28 Oct 2013, 13:40 |
ლიკლიკა თქვენ მოგცემთ და დაანაწილეთ. |
Posted by: ლიკლიკა 28 Oct 2013, 16:46 |
Winnie კარგით * * * მარინეს მობილური გაუფუჭდა, თუ ვინმეს გაქვთ ძველი ტელ, რომელიც არ გჭირდებათ გავუგზავნოთ. მთავარია მუშა მდგომარეობაში იყოს, რეკავდეს და სმს იგზავნებოდეს. |
Posted by: 0x7F 8 Nov 2013, 14:04 |
ლიკა, სალომე, გადმოვრიცხე ნოემბრის თანხა, გადაამოწმეთ თუ არ შეწუხდებით. |
Posted by: Ssalome 8 Nov 2013, 15:23 |
0x7F დიდი მადლობა გიორგი, დაირიცხა |
Posted by: ლიკლიკა 10 Nov 2013, 08:00 |
0x7F კიდევ და კიდევ მადლობა დახმარებისთვის |
Posted by: ლიკლიკა 23 Nov 2013, 11:34 |
გიორგობას გილოცავთ ყველას ! 0x7F მრავალ გიორგობას დაესწარი შენს ოჯახთან ერთად ვისთანაც ვერ მოვახერხე ჯერ გასვლა მათ საყურადღებოდ, მიწერია ყველა რომ არ დამავიწყდეს.ეტაპობრივად ვაგროვებ და ვაგზავნი, ოთახში ვერ შევდივარ იმდენი რამე დევს, ამათ რომ გავგზავნი მერე ისევ დავიწყებ შეგროვებას. ბოდიშით , რომ გალოდინებთ და უღრმესი მადლობა ,რომ მეხმარებით |
Posted by: 0x7F 23 Nov 2013, 21:46 |
ვუერთდები ლიკას მილოცვებს, ყველას გილოცავთ, დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ! ლიკლიკა მადლობა პერსონალური მოლოცვისთვის, რატომ შეწუხდი? |
Posted by: 0x7F 8 Dec 2013, 22:37 |
გადმოვრიცხე დეკემბრის თანხა, გთხოვთ შეამოწმეთ. |
Posted by: ლიკლიკა 9 Dec 2013, 15:09 | ||
0x7F როგორც კი დამიდასტურებს სალომე ჩავწერ, უღრმესი მადლობა.
ჯერ პირველი, არ შევწუხდი და მეორე და მთავარი, დიდი ხანია თითქმის მხოლოდ შენი ყოველთვიური შემოწირულობით ვეხმარები მარინეს და მის გოგოებს, პერსონალური მილოცვაც რომ დავიზარო უსინდისობა იქნება ) |
Posted by: 0x7F 9 Dec 2013, 17:03 | ||||
როგორ, ჯერ არ ჩაგიწერია?!
კაი ხო, არ შეწუხდე და არ დაიზარო. |
Posted by: ლიკლიკა 10 Dec 2013, 01:07 | ||
0x7F
|
Posted by: ლიკლიკა 19 Dec 2013, 18:43 |
0x7F დაგვიგვიანდა ცოტა არ იყოს ეხლა მივაწერე . ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას! |
Posted by: ლიკლიკა 27 Dec 2013, 14:14 |
უახლოეს დღეებში გავუგზავნი მარინეს შეგროვებულ ნივთებს, სავარაუდოდ 30-ში, რადგან ნამცხვრის და ტკბილეულის ყიდვაც მინდა და რომ არ გაფუჭდეს ახალ წლამდე. რადგან შეშის ყიდვა ჩვენ აღარ გვიწევს შეგვიძლია ტკბილეულისთვის და თოვლის ბაბუს საჩუქრისთვის დავიხარჯოთ, ამგარიშის ნომერი პირველ გვერდზე წერია ,5-5 ლარიც რომ შევაგროვოთ საკმარისი იქნება, ნაძვის ხე და დეკორაციები შარშან გავუგზავნეთ ძალიან ლამაზები, წელს აღარ დაგვჭრდება ამაზე ზრუნვა |
Posted by: ლიკლიკა 29 Dec 2013, 01:32 |
დღეს ვიღაცამ ჩარიცხა, როცა ნახავს სალომე ვინაობას მაშინვე მივაწერ სიას. დიდი მადლობა :* |
Posted by: ლიკლიკა 30 Dec 2013, 02:36 |
https://www.facebook.com/media/set/?set=oa.720085634676171&type=1 დილით ვგზავნი ამ საჩუქრებს. პამპერსიან-ქოთნიანი თოჯინები, ფაფუკი მონსტრიკები. შუშხუნები. ლამაზი თბილი ქუდები და საზაფხულო პანამკებიც. ტკბილეულს დილით ვიყიდი. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მარინესთვის, გოგოებისთვის და მარინეს ჩვილი დისშვილისთვის. |
Posted by: ლიკლიკა 6 Jan 2014, 19:33 |
რაც მომცეს მობილური სამწუხაროდ ვერ ჩართო მარინემ, ყველა სიმი არ ირთვებოდა ვიცოდი და მაინც ვცადეთ. ამიტომ რამე მარტივს ვუყიდით უახლოეს დღეებში და გავუგზავნით. თუ იცით სად შეიძლება ყველაზე იაფად მობილურის ყიდვა დამაკვალიანეთ. |
Posted by: 0x7F 9 Jan 2014, 11:47 |
გილოცავთ ყველას შობა/ახალწელს, მრავალს დაესწარით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველას კეთილი საქმეების კეთებაში. ლიკა, სალომე, გადმოვრიცხე იანვრის თანხა. ცოტა დამაგვიანდა, იმედია მომიტევებთ |
Posted by: ლიკლიკა 11 Jan 2014, 19:14 |
0x7F გაიხარე. ეს წუთია მივამატეთ ფბ სიას . უღრმესი მადლობა |
Posted by: 0x7F 11 Jan 2014, 20:27 |
ლიკა, ვნახე ეხლა FB გვერდი. ორი შენიშვნა: 2014-ია უკვე ახალი ფაილი გახსნა ჯობია და ის strong-ები გააცალე, არ აჩვენებს მაინც წესიერად. |
Posted by: ლიკლიკა 11 Jan 2014, 20:51 | ||||
0x7F
არც გამხსენებია
რა გავაცალო?? |
Posted by: 0x7F 12 Jan 2014, 01:30 |
<strong>+<strong>50 <strong>ლარი</strong></strong></strong> |
Posted by: ლიკლიკა 12 Jan 2014, 02:22 |
0x7F ჩავასწორე |
Posted by: ლიკლიკა 6 Feb 2014, 11:39 |
მარინეს უნდა გვარის დაბრუნება, ამჟამად ყოფილი ქმრის გვარზეა. ვის უნდა მივმართოთ,რა დაჯდება, რა სირთულეები შეიძლება მოჰყვეს ამას (სოც დახმარება,ინვალიდობის პენსია,ალიმენტი), ვინც რა იცით დამაკვალიანეთ. |
Posted by: agr_bak 6 Feb 2014, 12:27 | ||
ლიკლიკა
ნამეტანი არ მოგივიდეს ჩემსავით |
Posted by: ლიკლიკა 6 Feb 2014, 12:58 |
agr_bak ))) არა, გარკვეული და დაგეგმილია ყველაფერი |
Posted by: ლიკლიკა 9 Mar 2014, 20:56 |
დავაკოპირებ პირდაპირ კომპიუტერზე გამოკვლევა რა ჯდება და ღუდუშაურში ვინმე ხომ არ მუშაობთ? დახმარების თემიდან ვინც იცით მარინე, მაგას სჭირდება. ჯანდაცვაში ვთხოვე ნაცნობს და საჭიროა კალკულაცია, ანგარიშფაქტურა, ფორმა 100. წვალებაა მისთვის რამდენჯერმე ჩამოსვლა, უცხო ადგილებში სიარული ( მე ვერ მივყვები), ეხლა ვფიქრობ თუ ძალიან ძვირი არ ჯდება აღარ დაველოდები სახელმწიფოს, გზის ფულის გაგზავნა მაინც მომიწევს და ბარემ ჩამოვიდოდა ერთხელ და გამოიკვლევდა. და კიდევ, ზუსტად არ მახსოვს სახელი ნევრალონი მგონი რა ამპულებია? იქაურმა ნევროპათოლგმა დაუნიშნა, ნერვი აქვს მალებში მოყოლილი, ხერხემალი გადახრილია, გადაიღო რენდგენი და მაგას რას უშველიდა ეს ნემსები მაინტერესებს. შედეგი არ აქვს, ტკივილები ისევ აქვს, ძლივს დადის. იმ ჯგუფში ჯერ არ მინდა დაწერა. |
Posted by: 0x7F 11 Mar 2014, 10:55 |
http://www.vidal.ge/drugs/1580 |
Posted by: ლიკლიკა 12 Mar 2014, 20:53 | ||
იქაური ნევრიპათოლოგის დანიშნული ნემსები ტკივილსაც ვერ უყუჩებდა, არა თუ მკურნალობა. თოდუას კლინიკაში ჩაუტარდება გამოკვლევა თუ დააფინანსეს. ჯანდაცვაში ვნახეთ ის გოგო პროთეზზე ვინც გვეხმარება, დაგვაკვალიანა, მოგვცა რჩევები,ძალიან დაგვეხმარა. ჩამოვა მარინე დაახლოებით ორ კვირაში, კიდევ ბევრი სასიარულო გვექნება. ეხლაც მთელი დღე დავდიოდით, ეს ტკივილი ცალკე აწუხებს,ხელს უშლის მოძრაობაში, ღუდუშაურში ერთად არ აგვიშვეს კალკულაციაზე, არ შეიძლებაო,ამაზე სულ დაიბნა, ლიფტში ვერ შევალო, მერე კიბე ვერ იპოვა, მე ტელეფონით ველაპარაკებოდი , იწვალა, მივიდა როგორც იქნა, 3 თვეა რაღაც კიტი არ მუშაობს და ვერ მოგცემთ ანგარიშ-ფაქტურასო.ბავშვი ყავდა წამოყვანილი, მარტო ვერ წამოვიდოდი, მეშინიაო. წამოვედით თოდუაში, მშვიდად წყნარად აგვიხსნეს ყველაფერი. ავტომანქანების ეშინია საშინლად, გზაზე გადასვლა უჭირს, ხიდებით კი ვსარგებლობდით, მაგრამ პატარა გზაზეც უჭირს. მე ავტოავარიას ვაბრალებ. ჩამოსასვლელი ფული ისესხა. ჯგუფის თანხიდან გადავურიცხეთ 30 ლარი, შემდეგ ჩამოსვლაზეც რომ დაჭირდეს. მაქსიმალურად მოკლედ დავწერე. ვნახოთ რა გამოგვივა. ძალიან მინდა ამ გოგომ ტკივილების გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. აფასებს ჩვენს დახმარებას, არ ზის გულხელდაკრეფილი, სულ ცდილობს სამსახური იშოვოს, ძალიან მინდა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და დამშვიდებული გულით დავემშვიდობოთ. პ.ს. მე ვცადე და ცალი ხელით ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია საქმის კეთება, შარვლის შეკვრა,ჩანთის გახსნა და საბუთების ამოღება. კი, მიჩვეულია, მაგრამ მიჩვევამდე არ იყო ცოტა დრო. |
Posted by: ლიკლიკა 4 Apr 2014, 02:52 |
მარინეს გუშინ მოუვიდა პასუხი. დაუფინანსეს 210 ლარიანი მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია. უახლოეს დღეებში ჩამოვა, ვნახოთ რას ეტყვიან და რა სახის მკურნალობა დაენიშნება. |
Posted by: ლიკლიკა 8 Apr 2014, 14:25 |
სავარაუდოდ ხვალ ჩამოვა მარინე, 9 აპრილს კლინიკები ჩვეულებრივ მუშაობენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე? |
Posted by: fondichven 16 Apr 2014, 03:05 |
მეგობრებო აღნიშნულ ოჯახს ძალიან ჭირდება ჩვენი თანადგომა, ოჯახში იმის გარდა, რომ მატერიალურად უჭირთ ჰყავთ 4 ბავშვი, რომელთაგან 3-ს ჭირდება სამედიცინო დახმარება, ასევე ოჯახის უფროსის ჯამრთელობის მდგომარეობა არის შერყეული. გთხოვთ დამეკონტაქტეთ პირადად მე ან ჩვენი ფონდის ნებისმიერ წარმომადგენელს https://www.facebook.com/yywwcc?fref=ts 17 წლის გოჩა აღნაგობით 7 წლის ბავშვის განვიტარება აქვს, ეს ყველაფერი გამოწვეულია რვიძლის დაავადებით, რომლის მკურნალობასაც ოჯახი ვერ წვდება. ბავშვი გონებრივად აფსოლიტურად განვითარებულია და ოცნებობს სწავლაზე, რაზეც უარის თქმა უწევს (იმის გამო, რომ სისტემატიურად ვერ უზრუნველყოფენ ძვირად ღირებულ პრეპარატებს და ჯანსაღ კვებას) 3 წლის ნინო, უსაყვარლესი ენერგიული ცქრიალა გოგოა, რომელსაც გულის დაავადება აქვს და სჭიროებს გამოკვლევა-მკურნალობას. 2 წლის მარიამი, რომელზეც მშობლებ უთხრეს რომ ცერებრალური დამბლა აქვს, მაგრამ აუცილებელია ტომოგრაფიის გადაღება ზუსტი დიაგნოზისთვის, რადგან ბავშვს არ ახასიათებს ცერებრალური დამბლის მძიმეწ ფორმა, შესაძლებელია ტომოგრაფიის შემდგომ სწორი მკურნალობით ვაშვი ფეხზე დადგეს. და პატარა ანგელოზი 8 თვის ანასტასია რომელიც ღვთის წყალობით ჯანმრთელია. თავდაპირველად რაც შევძელით, ოჯახს მივაწოდეთ საკვები და მცირედი ჩასაცმელი, მწამს ერთად შევძლებთ ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის მცირედის გაკეტებას მაინც. * * * გოჩას ფორმა 100 - დღეს ბავშთა ახალ კლინიკაშია მოთავსებული რამოდენიმე დღით კვლევებს და გადასხმებს იტარებს . . . http://www.radikal.ru http://www.radikal.ru მარიამის ფორმა 100 - http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ნინის ფორმა 100 - ასაღებია ( ვესაუბრეთ პედეატრს და გვირჩია,რომ მივიყვანოთ ბავშვთა ახალ კლინიკაში პატარა (ნერვოლოგთან ბატონ გოჩა ჩიქვინიძესთან, რათა გასინჯოს - მოგცეს ფორმა ასი,რომ ბავშვს დიაგნოზის სწორად დასასმელად სჭირდება ტომოგრაფია და შემდეგ "ვიბრძოლებთ" რომ დააფინანსოს ჯანდაცვის სამინისტრომ) |
Posted by: ლიკლიკა 18 Apr 2014, 19:17 |
ტექნიკური ხარვეზები გვქონდა და აქამდე ვერ მოვახერხეთ )) აღდგომის მერე ჩამოვა და მივალთ თოდუას კლინიკაში. |
Posted by: ლიკლიკა 1 May 2014, 13:16 |
გუშინ ვიყავით კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე თოდუას კლინიკაში, პასუხები დღეს იქნება. მე ავიღებ და მარინეს გავუგზავნი სოფლის მიკროავტობუსით,ხვალ რენდგენიც უწევს და ორჯერ რომ არ იაროს. ასლებს დავიტოვებ და პასუხს ხვალ მიიტანს დუშეთის ნევროპათოლოგთან, უფასოდ ვისთანაც ეკუთვნის პოლისით, რენდგენიც უნდა გადაიღოს კოჭზე, შესაძლოა გაბზარული იყოს და არა უბრალოდ ნაღრძობი. გზის ფული კი გავუგზავნეთ , რომ ჩამოსულიყო გუშინ, მაგრამ ისეთ დღეში აქვს ფეხი, ძმა გაეთავისუფლა სამსახურიდან და წამოიყვანა. იქაურ ნებროპათოლოგს ბევრი ემდურის, მარინეც არაა კმაყოფილი, ბოლოს რაც დაუნიშნა ნერვზე შედეგიც არ იყო და იმ 18(მგონი) ლარიანი ამპულების საყიდლად პენსია გამოუტანია 5 თვის წინასწარ. დამამშვიდებელი რაც დაუნიშნა ამაზე ადრე, ორი დრე სვა და მერე გავითიშე, 5 დღე მეძინა, ვერ მოვდიოდი გონზე, ბავშვები ჩემებს ჰყავდათო. თუ შევძელით მინდა სხვა ნევროპათოლოგთან წავიყვანო, ამისთვის ვიტოვებ ასლებს. ისედაც განადგურებული აქვს ორგანიზმი და არ მინდა არასწორი მკურნალობით უარესი დაემართოს. ალიმენტს მამათილი იხდის ნაწილ-ნაწილ და ერთი თვე საერთოდ ჩაგდებული აქვს. |
Posted by: natuluka 1 May 2014, 15:21 |
---------------------------------------------------------------------- |
Posted by: ლიკლიკა 2 May 2014, 11:40 |
გუშინ ავიღე პასუხები და გავუგზავნე მარინეს. ასლი დავიტოვე ყოველი შემთხვევისთვის. |
Posted by: ლიკლიკა 5 May 2014, 14:03 |
დასკვნას ვდებ. კომპეტენტურებმა განმარტეთ ) დუშეთის ნევროპათოლოგმა დაუნიშნა შემდეგი მკურნალობა (რამდენად სწორად ვწერ პრეპარატებს არ ვიცი, შემისწორეთ) : 1.უნიფლექს დუალი (2 ამპულა) 2.ტიოფლექსი (5 ამპულა) 3.აქსენ ფორტე (10 აბი) 4.სემულაქტი 50/20 (5 ცალი) 5.ფამეტოლი (5 აბი) ესენი უნდა მიიღოს 5 დღის მანძილზე. ვინაიდან ამ ნევროპათოლგს ბევრი უკმაყოფილო პაციენტი ყავს, იქნებ მიტხრათ რამდენად აჯობებს მარინეს სხვა ექიმტან მიყვანა და რამდენად სანდოა და ეფექტური ეს დანიშნულება. ძალიან დამიპატარავდა. აქ კარგად ჩანს https://www.facebook.com/photo.php?fbid=764946163530123&set=gm.789748051043262&type=1&theater |
Posted by: mrudall 7 May 2014, 01:48 |
სახლში 7 ობოლი შვილიშვილი მშიერი მელოდება" 70 წლის მოხუცი ვარ, მარტოხელა, პენსიონერი, შვილი და რძალი ავარიით დამეღუპნენ, 7 ობოლი დამრჩა, დასახმარებლად მოვედი, ლუკმა-პურის ფულისთვის, რომ ღამე ჩემი ობლები დავაპურო, მცირეწლოვნები არიან, აქ საბუთების შეგროვება მომთხოვეს და ისეთის, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ახლა მინდოდა პურის ფული, თქვენ არ იცით რა მდგომარეობაში ვართ, ბავშვები საჭმელს მთხოვენ, დასახმარებლად მოვედი და ყველა უარს მეუბნება. ზევით არ მიშვებენ, რა აზრი აქვს მაინც ვერ დაგეხმარება ვერავინ, თუ სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ხარო ამის დამადასტურებელი საბუთები გვჭირდებაო, სად წავიდე, რა ვქნა , ახლა, სახლში როგორ მივიდე, ბავშვები მელოდებიან, მიშველეთ ვინმემ რამე." http://www.gurianews.com/2013-08-24-19-55-58/2013-08-23-05-57-30/19560-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-7-%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.html ბოდიშით მარა რომ არ დავდო არ სემიძლია, ვიცი თქვენი გულმოწყალების ამბავი |
Posted by: ლიკლიკა 1 Jul 2014, 19:27 |
ფბ-დან ვაკოპირებ,ნაცნობი ეხმარება ამ ოჯახს. იქნებ ჩვენც დავეხმაროთ ვისაც როგორ შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვისთვის კვება. "14 წლის გიორგი ლეიკემიას ებრძვის. გაიკეთა 6 ქიმია, ბავშვი მივარდნილია და სუსტადაა. ოჯახი ცხინვალიდანაა დევნილი. მამა, ბიძა და ბაბუა გარდაცვლილი ყავს. ოჯახს არ ყავს მარჩენალი. მოხუცი ბებია კარდაკარ დადის და კაპიკებით აგროვებს ბავშვისთვის წამლის ფულს. ბებიას ფეხების პრობლემა აქვს ორი წელი ჩაწოლილი იყო საწოლიდან ვერ დგებოდა ომის დროინდელი ნატყვიარების გამო. ოჯახში მხოლოდ ქალბატონები არიან. მათ შორის 3 არასრულწლობანი ბავშვი. ოჯახი მთლიანად ბებიაზეა დამოკიდებული, სახელმწიფოს დახმარება და ბებიის პენსია მთლიანად გიორგის წამლის ფულში იხარჯება. გიორგის ესჭიროება გაძლიერებული კვება, ხორცი, კვერცხი, თაფლი რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ცხინვალიდან დევნილები სახელმწიფონ ახალქალაქში მიტოვებულ სახში შეასახლა, არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი პირობა, რკინის საწოლებით მეზობლები დაეხმარნენ. ამ ოჯახის ამბავი, ჩემ კარზე მომდგარი ატირებული ქალბატონისგან გავიგე, ქალბატონი მარინა, გიორგის ბებია. ერთი შვილი ცხინვალში ომის დროს მოუკლეს, მეორე პოლიციაში მუშაობდა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. ნერვიულობაზე მეუღლეც გარდაეცვალა. ქალბატონი შვილების საფლავსაც ვერ სტუმრობს(საფლავები ცხინვალშია) მეუღლის გადმოსვენება უნდა და 360 ლარს სთხოვენ, ნახევარს სახელმწიფო უხდის, მაგრამ სოციალურად დაუცველს, უმუშევარს და ავადმყოფი ბავშვის პატრონს ამის საშუალებაც არ აქვს. იქნებ თითო ორ-ორი ლარით შევძლოთ დახმარება. ან თუ გაქვთ ნებისმიერი საოჯახო ნივთი გასაჩუქებელი, თეთრეული ფარდები, პლედები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი 37-38 ზომები. იქნებ საკვები პროდუქტი გქონდეთ გიორგისთვის, თაფლი, ხორცი (სასიცოცხლო მნიშვნელობისაა). არ აქვთ მობილური, მეზობელმა ათხოვა და პატონი ითხოვს დაბრუნებას. 593 32 46 33 ქალბატონი მარინა 01 01 90 57 97 0 ჩემი პირადი ნომერია, ანგარიშის ნომერიGE08BG0000000353917000 ჩემი ანგარიში საქ ბანკში, თავად ქალბატონ მარინას საბუთები არ აქვს და ანგარის ვერ ხსნის. თითოეული ჩემამდე მოსული თეთრი უკლებლივ გადაეცემა გიორგის ოჯახს. ან პირადად ქალბატონ მარინას მიაწოდეთ " |
Posted by: ლიკლიკა 14 Jul 2014, 17:20 |
დღეს იყო მარინე მცხეთაში, საჩივარი დააწერინეს. ყადაღას დაადებენ ყოფილი ქმრის ოჯახს. მამამთილი დაპირდა მე გადავიხდიო და დღეს--ხვალ, დღეს-ხვალ ატყუა და ბოლოს 700-ის ნაცვლად 100 ლარი გადაიხადა :/ |
Posted by: ლიკლიკა 28 Jul 2014, 13:32 |
უღრმესი მადლობა, რომ გვერდში დამიდექით, მომეცით საშუალება რომ დავხმარებოდი მარინეს, მართლა ბევრი მნიშვნელოვანი რამე გავაკეთეთ ერთად. კიდევ მჭირდება თქვენი დახმარება. იქნებ შეძლოთ და დაეხმაროთ გიორგის, შესაგროვებელია 430 ლარი 1 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს მთელი წლის სამყოფ 2 500 ლარის ღირებულების წამალს, რომელსაც ცინცაძის ფონდი აძლევს. ესეც ჯგუფის და თემის ლინკები. აქ წაიკითხავთ რამხელა უბედურება დაატყდა თავს ამ ოჯახს და ახლა გიორგის ავადმყოფობაც დაემატა (((((((( https://www.facebook.com/groups/307925799332279/ http://forum.ge/?showtopic=34673785&st=0entry41777455 |
Posted by: 0x7F 30 Jul 2014, 15:33 |
+50ლ ჩემგან. იმედია მოესწრება... |
Posted by: ლიკლიკა 30 Jul 2014, 19:30 |
0x7F კი არ გიყვარს მადლობას რომ გიხდი, მაგრამ მერამდენე უღრმესი მადლობა, გიორგი . შენს შვილებს დაუბრუნდეს ყველა შენი კეთილი საქმე. 1 აგვისტოა ბოლო დღე, მოესწრება |
Posted by: 0x7F 30 Jul 2014, 21:40 |
ინვესტიცია ბავშვების მომავალში მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 18 Aug 2014, 20:21 |
ვისაც როგორ შეუძლია დახმარება. ზოგს თანხით, ზოგს საჭირო ნივთებით და ზოგს თბილი სიტყვებით, რომელსაც Graci დაუბეჭდავს და გადასცემს. ძალიან მომეწონა ეს იდეა, გამხნევდება გიორგი ამ წერილებით http://forum.ge/?showtopic=34674152&st=90entry41969994 |
Posted by: ლიკლიკა 29 Aug 2014, 11:43 |
-------------------------- ხარჯებში მიავამატე გაგზავნილი თანხა. რადგან ალიმენტს არ იხდის ბავშვების მამა, სოც.დახმარება კი რამდენიმე თვის გამოტანილია წინასწარ მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, ამიტომ ცოტა სახარჯოდაც გავუგზავნეთ. უამრავი ტყუილის შემდეგ თავი ვეღარ დაიძვრინა აღმასრულებელმა, დაადო ყადაღა როგროც იქნა, მაგრამ მარინეს საქმე სხვას გადასცა იმ მიზეზით, რომ ძალიან მაწუხებს და მაგის ნერვი არ მაქვსო )) ეს ხდება დაახლოებით ერთ თვეში იმის მერე რაც მარინემ უთხრა,რომ გავარკვიე ჩემი უფლებები და შენი მოავლეობები და თუ ასე ფუქსავატურად გააგრძელებ შენი მოვალეობის შესრულებას ცხელ ხაზზე დავრეკავო მარინე იყო მისული სხვა ნევროპათოლოგთან, დაიწყო მკურნალობა მისი დანიშნულებით. აქვს შედეგი. ტკივილი გაუქრა გვერდის და ფეხის არეში, მხოლოდ წელის ტკივილი დარჩა ჯერ-ჯერობით, მაინც დიდი შეღავათია მისთვის, სასტიკად აწუხებდა ტკივილები. თიაქარიც აღარ დაფიქსირდა განმეორებით შემოწმებაზე. ყველას სათითაოდ უღრმესი მადლობა ვინც გვეხმარებოდით რჩევებით, ალიმენტს ეხებოდა ეს თუ მკურნალობას ---------------------------------------------------------------------------------------------- 2014 ხარჯები 1. გზის ფული თბილისამდე და უკან (თოდუას კლინიკა) და ელენს დაბ დღისთვის ტკბილეულის თანხა (გადარიცხვით) - 51 ლარი 2. გზის ფული თოდუას კლინიკაში ჩამოსასვლელად (გადარიცხვით) - 21 ლარი 3. კოკარნიტის თანხა (გადარიცხვით ) - 41 ლარი 4. სააღმსრულებლოში წასასვლელად გზის ფული და სახარჯო (გადარიცხვით) - 50 ლარი 5.მობილურზე - 10 ლარი ------------------------------------------------------------------------ 2014 წელი 1. გ.ჭ. 50 ლარი 2.ნ.მ. 20 ლარი + 20 ლარი + 20 ლარი 3.მ.ფ. 20 ლარი ------------------------------------------------------------------- მარინეს მამამთილმა დაურეკა, საჩივარი გამოიტანე, რატომ უნდა გადავუხადოთ ჯარიმა სააღმსრულებლოს, შენ ჩაგირიცხავ ამ 700 (ცოტა მეტია ) ლარსო. ტექსტი ზუსტად იგივე რასაც ქმარი ეუბნებოდა შარშან იგივე სიტუაციაში. 160 ლარი გამომიგზავნა ჩემმა ცოლმა საბერძნეთიდან და ჩავრიცხე, მეტის საშუალება არ გვაქვსო. ამან რომ არ გაჭრა, დაემუქრა, თუ არ გამოიტან საჩივარს, საერთოდ გავაუქმებინებ ალიმენტს უმუშევრობის საფუძველზე და სულ ისე დარჩებიო. მოკლედ, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ რა მოატყუონ ამ გოგოს, რას დაპირდნენ ან როგორ შეაშინონ ) დავარიგე, ავუსხენი, მაგრამ არ ვურჩიე არაფერი, შენ უნდა გადაწყვიტო როგორ მოიქცეთქო. რა თქმა უნდა არ გამოვიტან, უბრალოდ ვინმეს მხარდაჭერა მინდოდა,რომ განვმტკიცებულიყავი ჩემს გადაწყვეტილებაშიო ჭორის დონეზე იცის, რომ მისი ყოფილი მეუღლე არაა საქართველოში. რაც შეეხება სწავლის დაწყებას. ჯერ გარკვეული არაა ისევ დაურიგდებათ თუ არა წიგნები სოც.დაუცველებსო, მაგრამ მე მაინც მგონია ასე არ გაწირავენ ხალხს :// წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ საკანცელარიო ნივთების და სამოსის გარდა წიგნების ხარჯიც დაემატება და ეს ცოტა არაა ( ანგარიშზე არის თანხა და ვფიქრობ გადავუგზავნო ,თვითონ იყიდოს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სასკოლოდ რაზეც ეყოფა. საკანცელარიო ნივთები იქნებ შევაგროვოთ, ვინ როგორ მოვახერხებთ. წინასწარ დიდი მადლობა ყველას |
Posted by: ლიკლიკა 29 Aug 2014, 12:10 |
https://www.facebook.com/groups/463078500376887/ |
Posted by: 0x7F 30 Aug 2014, 21:58 |
გამარჯობა, კონკრეტულად რა არის საჭირო შეგიძლია დაწერო? თანხა ალბათ ყველაზე პრაქტიკულია, მაგრამ თანხის ყაირათიანად ხარჯვის ხელოვნება ჩვენი - ქართველების სტიქია სამწუხაროდ არ არის |
Posted by: ლიკლიკა 31 Aug 2014, 01:02 |
0x7F გამარჯობა, გიორგი. წიგნები უფასოა, დამიდასტურეს. საჭირო იქნება რვეულები მთელი წლისთვის, კალმები, ფანქრები და წვრილმანი საკანცელარიო ნივთები. ფეხსაცმელი, თეთრი პერანგები და გეტრები ან კოლგოტები თუ ისევ მოითხოვენ ამ ფორმებს, გავარკვევ ამას. პ.ს. მე და ყაირათიანი ხარჯვა ძალიან შორს ვართ, მაგრამ მარინეს თანხაზე რომ მიდგა ჯერი, მაშინ მივხვდი ბევრი შემძლებია |
Posted by: ლიკლიკა 15 Sep 2014, 15:13 |
0x7F სულ ამომივარდა ტავიდან, რომ მომეწრა, დაჯდა თანხა და ყველაზე საჭირო მომენტში თანაც ყველას მადლობა დახმარებისთვის. აქ წერია ყველაფერი https://www.facebook.com/notes/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/2014-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/767372416614159 გვქონდა სულ 133 ლარი, 130 ლარი გადავურიცხეთ მარინეს და თვითონ შეუძინა გოგოებს საჭირო ნივთები, შარვლები, მაისურები, რეიტუზები და საკანცელარიო ნივთები. მხოლოდ ფეხსაცმელები დარჩა საყიდელი, შემდეგ ჩაირიცხა 50 ლარი და მარინეს დავურეკე, გაუხარდა უზომოდ, მეზობელმა მოიტანა გასაყიდი 25 ლარად ლამაზი ფეხსაცმელებიო და ზუსტად მეყოფაო |
Posted by: Ch0pin 18 Sep 2014, 19:12 |
გამარჯობათ. ორშაბათს მინდა ოჯახთან ერთად სადმე წასლვა დასასვენებლად, 1 კვირით, ხოდა 4 წლის შვილი მყავს და სად მირჩევთ ამ პერიოდში სასარგებლო რომ იყოს ბავშვისთვის? |
Posted by: agr_bak 18 Sep 2014, 19:53 |
Ch0pin ან თემის სათაურს დახედეთ ან პირველ პოსტს მაინც აი რა შუაშია აქ თქვენი ოჯახური დასვენება , ადამიანს უკიდურესად უჭირს და ხალხი ცდილობს დახმარებას ხომ უნდა დაუფიქრდეთ სანამ რამეს დაწერთ ? |
Posted by: ლიკლიკა 13 Oct 2014, 19:33 |
10 წლის ანასთვის და 8 წლის ელენესთვის თუ მოგეძებნებათ 32 და 33 ზომა ჩექმები, სასურველია ძალიან თბილი, ქვეშეთში საშინელი ზამთარი იცის. ასევე თბილი ქუდები , რეიტუზები და სვიტრები. გამხდარი გოგოები არიან, მე-3 და მე-5 კლასში. სანამ მოთოვს უნდა ჩამოატანინოს შეშა. ამაზეც ვალის აღება მოუწევს და ვერ შეძლებს ბავშვებისთვის ფეხსაცმლის ყიდვას. ვისაც გაქვთ ბავშვებისთვის საჭირო ნივთები შემეხმიანეთ. |
Posted by: ნათია 16 Oct 2014, 15:38 |
ლიკლიკა ფონდი "ავერსი"-ში გიცდიათ განცხადების დატოვება? იქნებ აჩუქონ ხელის პროთეზი? თუ დაინტერესდებით გაგირკვევთ რა არის საჭირო და როგორ. |
Posted by: ლიკლიკა 16 Oct 2014, 19:12 |
agr_bak გაიხარე შენ ეს წაშალე ნათია გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ თუ არ შეწუხდებით და გაარკვევთ მადლობელი ვიქნები. ყველა ვარიანტს განვიხილავთ . |
Posted by: ნათია 20 Oct 2014, 12:54 |
ლიკლიკა დავრეკე და მხოლოდ ავერსის კლინიკაში გარკვეული კვლევების ჩატარებაზე და ავერსის წამლებზე ვუწევთ დახმარებებსო. პროტეზებზე არაო |
Posted by: ლიკლიკა 30 Oct 2014, 23:44 |
https://www.facebook.com/351654764927967/photos/a.370180083075435.87730.351654764927967/718442401582533/?type=1&theater ნათია დიდი მადლობა ყურადღებისთვის |
Posted by: ლიკლიკა 2 Nov 2014, 13:55 |
20 ლარი ვინ ჩარიცხა სალომეს ანგარიშზე? შემეხმიანეთ , რომ შეცდომა არ მოხდეს. ი.ლ. ინიციალებია. |
Posted by: ლიკლიკა 5 Nov 2014, 13:53 |
ამ ჯგუფში და არამარტო აქ ბევრჯერ ხსენებულმა ნიკამ )) გადაწყვიტა ყოველთვე გადაიხადოს ცეკვის საფასური. ვერ აღგიწერთ რა ბედნიერი იყო თვითონ მარინე, გოგოებზე რომ არაფერი ვთქვა. ვისაც გახსოვს, შარშან დადიოდნენ ცეკვის წრეზე, თბილისში კონცერტიც ქონდათ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელეთ. ძალიან დაჩაგრულად გრძნობდნენ გოგოები თავს. შეშის პრობლემაც ამ რამდენიმე დღეში ნაწილობრივ მოგვარდება ნიკას დახმარებით. იმედი მაქვს ყიდვა-გაყიდვის ჯგუფიც გააქტიურდება და დაგვეხმარება ------------------------------- როგორც უკვე დავწერე, შეშისთვის გადმორიცხეს 150 ლარი. 6 კუბი ჯდება 270 ლარი და ამას ემატება საწვავი. საწვავს ითხოვენ 20 ლიტრს, მაგრამ მარინეს გაუკეთეს შეღავათი, ამიტომ 15 ლიტრს დაჯდება 30 ლარი. ხვალ წავა მარინე დუშეთში, აიღებს თანხას და სხვა დროს რომ აღარ იწვალოს გაარკვევს ბარათის კოდს და იქვე ასწავლიან როგორ გამოიტანოს ხოლმე თანხა ბანკომატიდან. უფრო ახლო მანძილზეც რომ შეძლოს აღება და არც რიგში დგომით დაიღლება. თანხა განაწილდა ასე : 1.30 ლარი საწვავი 2.10 ლარი გზა ( 3 ლარი დუშეთამდე, 1 ლიბერთი ბანკთან მისასვლელად და მერე უკან =8 ლარი) 3. 100 ლარი შეშის ( დაგაცდიო იმ კაცმა) 4.10 ლარი პურის ფული (მაღაზიაში ვალი აქვს, ხელს უწყობს გამყიდველიც როგორც შეუძლია, ვიცნობ იმ ქალს სხვათაშორის ) ) დეკემბრიდან პენსია აღუდგება, მაგრამ 100 ლარის ნაცვლად მხოლოდ 50 ლარს აიღებს, დანარჩენი 50 ლარით დაიფარება სესხი ანუ წინასწარ გამოტანილი ეს პენსია. |
Posted by: ლიკლიკა 13 Nov 2014, 17:58 |
https://www.facebook.com/photo.php?fbid=862156700475735&set=gm.903058893045510&type=1&theater |
Posted by: sof1o 20 Nov 2014, 16:27 |
იქნებ დამეხმაროთ თუ იცით როგორ გამოვიძახო ოჯახის ექიმი? |
Posted by: Springchild 20 Nov 2014, 16:35 |
ლიკლიკა კიდევ ერთი გოგო, რომელიც ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ.. ჩემი სახელფასო დებილი ბანკია და ვერ ვრიცხავ ანგარიშიდან ანგარიშზე და ვეცდები დღეს ი-მანიდან გადმოვრიცხო, თუ გამოვა.. |
Posted by: ლიკლიკა 23 Nov 2014, 19:23 |
შეშა სახლში აქვს უკვე მარინეს თანხას ნაწილ-ნაწილ დაფარავს. მაღაზიაშიც დაუგროვდა ვალი , ამიტომ შეშის ფულს იმით გადაიხდის ხოლმე რასაც გავუგზავნით. (250 ლარი ჩარიცხეს შეშისთვის, მაგრამ მხოლოდ 200 ლარი დარჩა შეშისთვის, დეტალურად მიწერია ჯგუფში. დარჩება 70 ლარი) როცა პენსია აღუდგება და ალიმენტი დაიფარება შედარებით გაიოლდება. მანამდე დავუდგეთ გვერდში როგორც შევძლებთ. |
Posted by: 0x7F 24 Nov 2014, 00:00 |
ლიკა/სალომე, საბანკო რეკვიზიტები იგივეა? |
Posted by: ლიკლიკა 24 Nov 2014, 01:05 |
0x7F კი, გიორგი |
Posted by: 0x7F 24 Nov 2014, 11:15 |
ლიკა/სალომე, გადმოვრიცხე. წესით დღეს უნდა დაჯდება. თუ არ შეწუხდებით, დამიდასტურეთ. |
Posted by: ლიკლიკა 24 Nov 2014, 17:53 |
0x7F უღრმესი მადლობა, გიორგი. ჩაირიცხა. ფბ-ზეც მივამატებ სიას. დღეს გადავრიცხეთ შეშის 100 ლარი.( იმანიზე რაც იყო) მომიტანენ ქვითარს და დავდებ. რადგან უკვე გვაქვს ,დარჩენილ 70 ლარსაც სალომე გადაურიცხავს (მის ანგარიშზეა) და ამის სქრინსაც დავდებთ. შეშა გასტუმრებული იქნება |
Posted by: 0x7F 24 Nov 2014, 17:57 |
ლიკლიკა კეთილი და პატიოსანი |
Posted by: ლიკლიკა 28 Nov 2014, 19:31 |
ყველას გახსოვთ ნათია Chilloutbaby , მარინეს რომ ესტუმრა თავის მეგობრებთან ერთად სააღდგომოდ. ნათიამ გადაწყვიტა შაბათ-კვირას ამჯერად ეს ეს ოჯახი ინახულოს და ვისაც რისი საშუალება გვექნება იქნებ გავატანოთ. ყველა პატარა 9 თვის ყავთ ოჯახში და პამპერსები ესაჭიროებათ. პროდუქტი იქნებ მოვახერხოთ. http://www.kvirispalitra.ge/public/23442-qra-davashaveth-mshivrebi-rom-ar-iyvnen-umcrosebs-barbares-mariams-da-nathias-dzudzus-vatcmevq-sighatakisthvis-gantsiruli-8-suliani-ojakhi.html |
Posted by: ლიკლიკა 6 Dec 2014, 16:31 |
იქნებ ვინმეს შეგიძლიათ პრეპარატით დახმარება, სანამ ვუყიდით გავიკითხოთ ჯერ აქაც და მეგობრებშიც. მარინეს ესაჭიროება ამ ეტაპზე 10 აბი ვაცენაკი და 5 ამპულა დოლომინი. |
Posted by: 0x7F 22 Dec 2014, 15:34 |
ლიკა/სალომე, გადმოვრიცხე საახალწლოდ თანხა. ხვალ დაჯდება ალბათ, თუ არ შეწუხდებით დამიდასტურეთ. |
Posted by: ლიკლიკა 23 Dec 2014, 21:07 |
0x7F უღრმესი მადლობა, გიორგი. დღეს დამირეკა სალომემ, 50 ლარია ჩარიცხულიო, მაგრამ ვინაობა არ იცოდა იმ მომენტისთვის ნაძვის ხე გაფუჭებიათ, დღეს ვკითხე, თორემ არც აპირებდა თქმას. მგონი ყიდვა არ მოგვიწევს და გვაჩუქებენ. თანხა დაგვეზოგება. მინდა ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გავგზავნო გოგოებთან, სავარუდოდ ბარბი, ორი ერთნაირი აუცილებლად |
Posted by: 0x7F 24 Dec 2014, 09:49 |
შესანიშნავია, მადლობა ყურადღებისთვის. |
Posted by: garfield1 24 Dec 2014, 20:54 |
ჩავრიცხე , საახალწლოდ გამოგადგებათ |
Posted by: ლიკლიკა 25 Dec 2014, 16:31 |
garfield1 ზუსტად ახლა მითხრა სალომემ |
Posted by: ლიკლიკა 27 Dec 2014, 11:24 |
მარინეს ველაპარაკე. სოფელში გამრიცხველიანება მოხდა და ძველი ინტერნატის შენობა დენის გარეშე დარჩა. გამგებელი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ამას 3-4 თვე მაინც დასჭირდებაო. მოკლედ, მარინე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი, სარეცხს რაც შეეხება დედამისი ეხმარება. ცეკვაზე, გახსოვთ, რომ დენის გამო შეღავათი ჰქონდათ გოგოებს და 40 ლარის ნაცვლად 20 ლარს ვიხდიდით, დღეს დაელაპარაკება მასწავლებელს და გაარკვევს შესაძლებელია თუ არა მცირე შეღავათი მაინც გაკეთდეს. დეკემბრის თვე არ უტარებია ამის გამო, ვერ გეტყოდით რომ გადასახადი გამიძვირაო, მე რომ არ მეკითხა არც მეტყოდა ისიც, ვკითხე ნაძვის ხის შუქები თუ გაქვთთქო და ამას მოჰყვა მერე დენზე საუბარი გაარკვევს რა იქნება საჭირო, რომ თავისიანებისგან ერთი ნათურა მაინც გადმოიყვანოს, რომ სიბნელეში არ ისხდნენ. 130 ლარი შეგროვდა ანგარიშზე, ამას ემატება ყიდვა-გაყიდვის ჯგუფის 30 ლარი. 2 ნაძვის ხე გვაჩუქეს, ერთს მარინეს გავუგზავნი , მეორეს ჯერ ზუსტად არ ვიცი. ანას და ელენეს ბარბის ვუყიდი, ორ ცალს, თავისთავად. ტკბილეულსაც. მანამდე იქნებ გაირკვეს კაბელი საყიდელი ექნება თუ არა და რამდენი. |
Posted by: ლიკლიკა 30 Dec 2014, 14:16 |
როგორც გუშინ დავწერე , მარინე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ცეკვაზე დენის გამო შეღავათი ჰქონდათ გოგოებს,დენი მარინესგან იყო გაყვანილი დარბაზში და 40 ლარის ნაცვლად 20 ლარს ვიხდიდით. დეკემბრის თვე არ უტარებია გოგოები ცეკვაზე ამის გამო, ვერ გეტყოდით რომ გადასახადი გამიძვირაო, მე რომ არ მეკითხა არც მეტყოდა ისიც, ვკითხე ნაძვის ხის შუქები თუ გაქვთთქო და ამას მოჰყვა მერე დენზე საუბარი ცეკვის მასწავლებელმა ვერ გავაკეთებ ვერანაირ შეღავათს, არ მიღირსო. მარინემ აქეთ დამამშვიდა, დენი როცა იქნება მერე გავაგრძელოთ ცეკვაო მე გადავწყვიტე ისევ გააგრძელონ გოგოებმა ცეკვა, ნიკა ყოველთვე გადაიხდის როგორც რამდენიმე თვის წინ დაგვპირდა 20 ლარს და დარჩენილი 20 ლარი ჯგუფშიც შეგროვდება. რას იტყვით? ----- ამ ტექსტის შემდეგ რამდენიმე წუთში მომწერა ჩემმა მეგობარმა და ცოტა ხანში ერთმა ფორუმელმა, რომელიც ყოველთვის გევხნარება და გვერდში გვიდგას. ეს სამი ადამიანი გადაუხდის ცეკვის საფასურს გოგოებს ყოველთვე უკვე გაიგეს ანასმ და ელენემ, რომ ისევ ივლიან ცეკვაზე |
Posted by: ლიკლიკა 8 Jan 2015, 03:59 |
გილოცავთ შობა - ახალ წელს ვაკოპირებ ფბ-დან. https://www.facebook.com/groups/463078500376887/ _____________________________________ ბოდიშს გიხდით, ამდენ ხანს ვერ მოვახერხე დაწერა. 2014 წლის სიაში შევიტანე საახალწლო ხარჯები, დეტალურად მიწერია. ჩეკები ამჯერად არ იქნება, დიდუბიდან გავაგზავნე და ამიტომ იქვე ვიყიდე. არავის მოუცია ჩეკი და მე მართლა მომერიდა 31-ში იმ გაყინული ხალხისთვის ჩეკის მოთხოვნა. იმედი მაქვს არ გამინაწყენდით, რომ მარინესთვის ჩარიცხული თანხის მცირე ნაწილი ლეიკემიით დაავადებული გიორგისთვის დაიხარჯა, ერთჯერადად, საახალწლოდ. ნაძვის ხე ორი გვაჩუქეს, ერთი მარინეს გავუგზავნე 31-შივე, მეორე 2-ში მივეცი გიორგის ბებიას, 31-ში თვითონ ვერ მოახერხა შეხვედრა, თორემ მობილიზებული ვიყავით სრულიად ოჯახი, როცა დარეკავდა მივაწვდიდი სადაც იქნებოდა. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მეუღლეს, რომ არანორმალური გრაფიკის მიუხედავად მაინც მოახერხა და დამითმო რამდენიმე დღე ამ კარგი საქმისთვის )))) <3 მარინეს გოგოებს ნაირ-ნაირი კანფეტები გავუგზავნეთ <3 პატარა შუშხუნები. დიდი მაშხალები შეგნებულად არ ვუყიდე, რამე რომ დაეშავებინათ ჩემი ბრალი იქნებოდა. ელენესაც და ანასაც ბარბი ვუყიდე, ერთნაირები, მაგრამ განსხვავებული ფერის კაბებით და აქსესუარებით,შეფუთვა მხოლოდ ერთ ადგილზე ვნახე და ისიც მხოლოდ ერთ სახის ქაღალდით, აღარ დავეძებდი, მთავარი იყო ლამაზად შეფუთული გამეგზავნა. საახალწლო ნივთების გარდა წინა დღეს შევაგროვე ტანსაცმელი,ჭურჭელი,ფუმფულა სათამაშო... ეს ყველაფერი უზარმაზარ პარკებში მოვათავსე და მაქსიმალურად მჭიდროდ გადავსკოჩე. 10 ლარი დაჯდა გაგზავნა ანუ ორი სამგზავრო ადგილის. იმავე საღამოს ვაპირებდი გიორგის ბებიასთან შეხვედრას, ამიტომ მისთვისაც დიდუბეში ვიყიდე ტკბილეული და საახალწლო ნივთები, დიდი ფეიერვერკები ვერც ამ შემთხვევაში გავრისკე. ჩემს სახლთან ახლოს ვუყიდე პირადი ჰიგიენის და სახლისთვის საჭირო ნივთები : ( ძალიან დაბალი ფასებია, ხშირია სხვადსხვა აქციები და თან ჩემთვის უნდა მეყიდა მარაგი) კბილის პასტა,ტუალეტის ქაღალდი,ხელსახოცი, ჭურჭლის ჟელე,საწმენდი სითხე,სველი ხელსახოცი,სარეცხი ფხვნილი და წვრილმანები. ხელზე გადავეცი 30 ლარი, რაც ყიდვა-გაყიდვის ჯგუფის წლიური გადასახადით( წელიწადში სიმბოლური 1 ლარი ) შეგროვდა. მართალია, წინასწარ დავწერე და სხვანაირად ვაპირებდი, ვფიქრობდი მარინესთვის ჩარიცხულ თანხას მხოლოდ მარინესთვის დავხარჯავდი, მაგრამ არ მგონია საახალწლოდ გამონაკლისის დაშვების წინააღმდეგი ვინმე იყოს 2 იანვარს შევხვდი გიორგის ბებიას ციხეებთან ,სადაც მისი სოფლის ტრანსპორტი გამოივლიდა, რომ არ ეწვალა სიმძიმის ტარებით. სამი საკმაოდ მოზრდილი პარკი გამოვიდა, გიორგისთვის და მისი დებისთვის იყო ჩექმები, თბილი სვიტერები,თეთრეული,პირსახოცები,ფუმფულა საბანი და წვრილმანები. ცეკვის ამბები დავწერე უკვე და ამისთვის ცალკე სია იქნება, რომ არ აგვერიოს და ვაკონტროლოთ ჩარიცხვები. 2014 წლის შემოსავალ-გასავალიც ამით დასრულდა და ახალი სია შეიქმნება )) თითოეულ თქვენგანს , და თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, უღრმესი მადლობა. მესამე წელია მეხმარებით, რომ დავეხმარო |
Posted by: 0x7F 26 Jan 2015, 16:26 |
ლიკა/სალომე, გადმოვრიცხე ამ თვის თანხა. გთხოვთ შეამოწმოთ. მადლობა. |
Posted by: Ssalome 26 Jan 2015, 20:24 |
0x7F ჩაირიცხა, დიდი მადლობა |
Posted by: elRellano 27 Jan 2015, 03:35 |
........................................................................................... |
Posted by: ლიკლიკა 27 Jan 2015, 19:22 |
0x7F ცოტა დამიგვიანდა პასუხის გაცემა, მივამატე ფბ-ზე სიას. დიდი მადლობა |
Posted by: 0x7F 28 Jan 2015, 09:52 |
ლიკა/სალომე, არაფერს, მადლობა ყურადღებისათვის. |
Posted by: 0x7F 24 Feb 2015, 08:45 |
ლიკა/სალომე, გადმოვრიცხე ამ თვის თანხა + თქვენი მეგობრის დასახმარებლად თანხა. გაანაწილეთ როგორც საჭიროდ ჩათვლით. |
Posted by: Ssalome 24 Feb 2015, 10:17 |
0x7F ჩაირიცხა. უღრმესი მადლობა. |
Posted by: ლიკლიკა 24 Feb 2015, 16:21 |
0x7F დიდი მადლობა |
Posted by: ლიკლიკა 21 Mar 2015, 19:22 |
0x7F მადლობა, გიორგი |
Posted by: ლიკლიკა 15 Apr 2015, 13:15 |
ქრისტე აღსდგა! 18 აპრილს პატარა ანას დაბადების დღეა. მარინეს ვთხოვე გამგებელთან მივიდეს რჩევისთვის, რა შეიძლება გააკეთოს სოფელში, რომ მცირე შემოსავალი ჰქონდეს. არ არის ზარმაცი გოგო, სულ ცდილობს. დამლაგებლობაც ითხოვა, მაგრამ სკოლის დირექტორმა სამინისტრო უარს იტყვის ინვალიდი ადამიანის მიღებაზეო. სოფელში ბევრი ქსოვს და ვიფიქრე ძაფების გაყიდვა, მაგრამ ყველა ნისიად წაიღებს და არ გაამართლებსო. დაყარეთ რა იდეები |
Posted by: Ssalome 21 Apr 2015, 16:39 |
0x7F მადლობა გიორგი, ჩაირიცხა. |
Posted by: Springchild 23 Apr 2015, 12:55 | ||
ლიკლიკა
რაოოო????? ეგეთი უგულო და უჯიშო ვინ ხარ ნეტათქო რა... მაპატიეთ, ავღელდი.... ამ გოგოსთვის რაც თავში მომდის, განცხადებების გამოცხადებაა, სულ ჩამესმის ხოლმე ყურში, მეტროსთან განსაკუთრებით.. ნეტა, იქ ან ავტოსადგური ან რამე ესეთი არაა? ან ტელეფონზე რომ დასვან სადმე, თუნდაც გამგეობაში ან რამე დაწესებულებაში.. |
Posted by: ლიკლიკა 23 Apr 2015, 13:22 | ||
0x7F მადლობა Springchild
ძალიან კარგი აზრია, მაგრამ ახლო-მახლო იქ არაფერი არაა ასეთი, სამწუხაროდ. არადა მართლა რა კარგი იქნებოდა მარინესთვის ასეთი სამსახური |
Posted by: Springchild 23 Apr 2015, 14:24 | ||
ლიკლიკა
შევიდე ერთი ჯობს.გეზე, იქნებ რამე იდეას წავაწყდე... * * * და საცხობში ან რომელიმე რესტორნის სამზარეულოში დამხმარედ? აი სატელეფონო ოპერატორიც კარგი იქნებოდა.. მეტი არაა ისეთი არაფერი... |
Posted by: ლიკლიკა 8 May 2015, 23:13 | ||
თქვენი რჩევა მჭირდება სასწრაფოდ. მარინეს დისშვილზე ადრეც დავწერე, კუჭის მოქმედება მოსაწესრიგებელია. დღეს ველაპარაკე და გული დამეწვა ბავშვის საცოდაობით. 1,7 წლისაა და ამდენი ხანია იტანს ტკივილებს, შეკრულობის გამომწვევი მიზეზი გამოსაკვლევია და მე როგორც მივხვდი ბუასილი ნამდვილად აქვს. ცოტა მკაცრად ველაპარაკე, მაგრამ ასე ჯობდა. აცრებიც გამოტოვებული აქვს აბსოლუტურად ყველა. ცოტა ხანში გადმომირეკა და მთხოვა დამაკვალიანე სად მივიყვანოთ გამოკვლევაზეო. თქვენ რას მირჩევთ, სად ჯობია, გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანიაფინანსური მხარე. რომელი კლინიკები რა ასაკამდეა უფასო და კონკრეტულად რა გამოკვლევები? წინასწარ უღრმესი მადლობა. Springchild
ეგ არეც ვიფიქრე, მაგრამ იქ რაცაა, ბევრი არა, ყველა საოჯახო, უცხოს არც მიიღებენ და არც ესაჭიროებათ დამხმარე. სეზონზე ხინკლის მომხვევი უნდათ ხოლმე, ისიც დროებით და მარინე ვერ გააკეთებს ცალი ხელით :/ |
Posted by: ლიკლიკა 20 May 2015, 16:29 |
ჭურჭელი, თეთრეული,ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,სათამაშოები. მარინესთვის მქონდა გასაგზავნად მზად. დილით დამირეკა, ჩემი ძმა მოდის თბილისში და წამოიღებს, კიდევ ზედმეტად აღარ დაიხარჯო გამოგზავნაზეო. როგორც დავპირდი, მისი დისთვის 30 ლარი გადავდე გასაგზავნად, მაგრამ მარინემ მიტხრა, დაველაპარაკე ჩემს დას და მოიმიზეზა ბავშვი მანქანაში ტირის, ვერ წავიყვან ექიმთან, არ ვიციო და ა.შ. ამიტომ აღარ გამოგზავნო ტყუილადო. წვრილმანია, მაგრამ მესიამოვნა, კეთილსინდისიერი, ალალი გოგოა. თვის ბოლოს ცეკვიდან მიდიან ჟინვალში, საშუალოდ 50 ლარი დაჯდება გზა და ფორმების ქირაობა, სოლოს ასრულებენო. დავპირდი აუცილებლად წავლენ ბავშვებითქო. ველოდები მარინეს ძმის ზარს და გავატან ამ ნივთებს. უღრმესი მადლობა , ძალას რომ მმატებთ |
Posted by: ლიკლიკა 28 May 2015, 18:41 |
0x7F გიორგი, უღრმესი მადლობა. Ssalome როცა ნახავს დაგიდასტურებს აქ. |
Posted by: Ssalome 1 Jun 2015, 16:40 |
0x7F ჩაირიცხა. უღრმესი მადლობა. |
Posted by: 0x7F 2 Jun 2015, 15:53 |
Ssalome მადლობა ყურადღებისათვის. |
Posted by: Springchild 4 Jun 2015, 11:37 |
გოგოებო, თქვენი ი-მანის ანგარიშს ვერ ვპოულობ... ფბ-ზე ვერ შევდივარ სამსახურიდან.. აქ მომწერეთ რა... |
Posted by: ლიკლიკა 13 Jun 2015, 14:06 | ||
მარინემ დამირეკა, გუშინწინ მანქანამ დაარტყა უფროს გოგოს,ანას. ბარძაყის ძვალი აქვს გაბზარული,ზურგი სულ გადაყვლეფილი. დუშეთში გადაუყვანია სასწრაფოს, გამოკვლევის მერე სახლში გამოუშვეს. სახლში წოლაა საჭირო ,რომ ძვალი სწორად შეხორცდესო, თაბაშირი არაა საჭიროო და თუ ღებინება, ტკივილი და ცვლილება დაფიქსირდეს იაშვილში წაიყვანეთო. გუშინ დაეწყო მკერდის არეში ტკივილი, სუნთქვა ოდნავ უჭირს. დავაჩქარე, ახლავე წაიყვანეთ იაშვილში, აღარ დაელოდოთთქო. მძღოლი თბილისელი აღმოჩნდა, გამოძიებაც მიდის, ის კაცი არ გაქცეულა, პატრონობს ანას. რომ გადმოიყვანენ იაშვილში ვნახავ და დავწერ. --------- გოგოებო, თუ გექნებათ ხოლმე ზედმეტი თუნდაც იაფფასიანი კოსმეტიკა,აქსესუარები, ბიჟუტერია , გავუგზავნოთ და გაყიდის დაბალ ფასში. მერე იქნებ ისე წავიდეს საქმე თვითონვე ააბრუნოს თანხა და აღარ დაჭირდეს ჩვენი დახმარება. https://www.facebook.com/groups/463078500376887/ Springchild
366 344 983 ოღონდ იმანიზე ვინც ჩარიცხავთ აქ დაწერეთ , სასურველია თანხაც მოითითოთ |
Posted by: ლიკლიკა 20 Jun 2015, 14:05 |
მარინეს ველაპარაკე. მძღოლმა მოინახულა ანა. გული რომ დამშვიდებული მქონდეს იაშვილში წავიყვანოთ გამოკვლევაზეო. იაშვილში უთხრეს,რომ აბსოლუტურად არაფერი არაა დაზიანებული. გულის პირის ტკივილზე უთხრეს,რომ კუნთია დაჭიმული, სიმშვიდე და წოლითი რეჟიმია საჭირო და ყველაფერი გაუვლის. აღმოჩნდა რომ ფეხის ძვალიც არ ჰქონია გაბზარული. სასწუალებრივად არის ბავშვი გადარჩენილი. |
Posted by: ლიკლიკა 26 Jul 2015, 12:27 |
0x7F კიდევ უამრავი მადლობა სალომეც დაწერს როცა შეამოწმებს ანგარიშს. |
Posted by: ლიკლიკა 23 Aug 2015, 20:17 |
https://forum.ge/?showtopic=34740864&hl= |
Posted by: ლიკლიკა 31 Aug 2015, 14:16 |
საოჯახო ფოტოგადაღებები, თქვენთვის სასურველ თანხად, (რამდენადაც გნებავთ) რომლიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ეკას ანგარიშზე. https://www.facebook.com/zhorzholianiteonaphotography/posts/951507718221691?fref=nf&pnref=story https://forum.ge/?f=29&showtopic=34740864&st=555 |
Posted by: ლიკლიკა 8 Jan 2016, 16:38 |
შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას. საახალწლო გაწამაწიაში ვართ და არ გვცალია, ვიცი, იანვრის ბოლოს იქნებ შევძლოთ და მარინეს გავუგზავნოთ საჩუქრად აქსესუარები, კოსმეტიკა, რის გაყიდვასაც იქ შეძლებს. ძალიან ცდილობს სამსახურის პოვნას, მაგრამ პატარა სოფელში ძნელია და მის მდგომარეობაში მით უფრო. ორი ადამიანი შემეხმიანა, რომელიც პირდაპირ მარინეს ანგარიშზე ჩარიცხავს თანხას, რამდენიმე ჩარიცხვა სალომე გულბანის ანგარიშზე განხორციელდა, რაც მითითებულია აპინულ პოსტში. უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს. გაითვალისწინეთ,რომ თქვენი გაგზავნილი ნივთები შეიძლება გაიყიდოს სიმბოლურ ფასად ან გადაიცვალოს საკვებ პროდუქტზე. |
Posted by: S7777777 10 Jul 2016, 15:18 |
Gamarjobat iqneb vinmem icodet.18 tvis go go as sxeulze aqvs yavisferi tandayolili laqebi.xom ar yofila tqvens irgvliv msgavsi shemtxveva da xom ar icit raime? |
Posted by: ლიკლიკა 10 Jul 2016, 19:29 |
S7777777 https://forum.ge/?f=97&showtopic=34546867 https://forum.ge/?f=97&showtopic=34868625 ამ თემებში იკითხეთ ,დაგეხმარებიან |
Posted by: lilja 3 Nov 2017, 16:47 |
გამარჯობა გოგოებო ალექსანდრეს იქნებ დავეხმაროთ https://www.facebook.com/pondi.ge/videos/1724959080870884/ დარეკეთ ამ ნომერზე 0901700483 |
Posted by: citygirl 3 Oct 2018, 01:22 |
1 clis bavshvs esachiroeba mesame jgupis rezus dadebiti sisixli.teleponi 593 20 04 78 |