Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > Apple > Apple Watch |
Posted by: ჰეისან 9 Sep 2014, 23:48 |
ამ თემაში გავარჩევთ Apple Watch-თან დაკავშირებულ საკითხებს. |
Posted by: GukaKila 10 Sep 2014, 00:20 |
ესეც apple.com http://www.apple.com.edgesuite.net/watch/ ლამაზი დიზაინია მე მომწონს, Digital Touch ფუნქცია მომეწონა ძალიან |
Posted by: DaNGeR_DaNGeR 26 Aug 2015, 12:27 |
ვის რა გამოცდილება გაქვთ ამ მშვენიერ მოწყობილობასთან? მე ერთი დღეა მაქვს და უკვე მიყვარს |
Posted by: ჰეისან 1 Sep 2015, 02:48 |
სრული იდიოტიზმია ეგ Apple Watch-ი... |
Posted by: Bacho.B 1 Sep 2015, 15:21 | ||
აშკარად ჩემი Timex მირჩევნია |
Posted by: DaNGeR_DaNGeR 2 Sep 2015, 10:03 | ||
ჰეისან
ეგ მხოლოდ ამ საათს არ ეხება, ზოგადად სმარტვოჩები ფერადი ეკრანით ეგრე იქნება, სანამ ელემენტების პარამეტრები არ გაუმჯობესდება. მე დაახლოებით 15-16 საათში ერთხელ მიწევს დატენვა. მივდივარ სახლში, ვაერთებ, ძალიან ცოტა ხანი უნდა დატენვას და მზად არის კიდევ იმუშაოს. ერთადერთი მინუსი ჩემის აზრით არის ფასი - უაზროდ ძვირია, თორემ პოტენციალი ნამდვილად დიდი აქვს. |
Posted by: Azzy 15 Sep 2015, 23:18 |
რა ღირს მოტივაცია, დღეში გაიარო 5 კმ, ან დახარჯო ამა თუ იმ აქტივობის მეშვეობით გარკვეული რაოდენობის კალორია? გააჩნია... ზოგისთვის არაფერიც არ ღირს ისედაც მოტივირებულია. ზოგს არ სჭირდება კალორიების ხარჯვა ასეთი თემაა ზუსტად, ამ ნივთის ქონა-არქონის საკითხი. მე პირადად, მაქვს და კმაყოფილი ვარ. მიზეზები: 1. მიყვარს ზოგადად IT და მიხარია ახალი მოწყობილობების / მიდგომების გამოცდა; 2. ვიზუალურად მომწონს საათი (იმდენად, რომ მზად ვარ ხელზე მეკეთოს. არც მეტი, არც ნაკლები) მომწონს აგრეთვე სამაჯურების კუთხით flexibility; 3. ითავსებს ბევრი აპლიკაციის სწრაფი ინტერაქციის საჭიროების დროს ტელეფონის ფუნქციას (ფოსტა, კალენდარი, მესიჯები, Mac-ის განბლოკვა, ამინდი. მართლა ბევრი App-ია, ხოლო WatchOS 2-ის მერე მეტი იქნება); 4. საკმაოდ ზუსტი Heart Rate ინფორმაცია, რომელიც ლამაზად გროვდება Health App-ში. საბოლოოდ გაქვს გულისცემის გრაფიკი, რაც ანალიზის საშუალებას იძლევა, ამა თუ იმ აქტივობის დროს რა დატვირთვა ადგება გულს; 5. მამოტივირებელი ფიტნეს თრექერი; 6. რეალური მიზეზია ჩემს შემთხვევაში On Hands Expirience Wearable Electornics-ის განვითარების სოფთვეარული და თუნდაც ჰარდვეარული; 7. ექვსი ცუდი ციფრია და ამ მიზეზს ვიგონებ მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევაც Standalone საათი + Bluetooth Earbuds. გამოვიდა სასიამოვნო მუსიკით გასეირნება; 8. აკუმულატორი დღის ბოლოს, ყველაზე აქტიური დღე რომ ავიღოთ, 40-45%-ზეა. ძილის წინ ჩვეულებრივ საათს იხსნი და დებ სადმე. ამას Night Stand-ზე დებ და იტენება. პრობლემაა, თუ სადმე მიდიხარ - ერთი დამატებითი კაბელის წაღება გინდა, ან გადართე მხოლოდ საათის რეჟიმზე და რამოდენიმე დღე არ დატენო Thats it. მაგრად მომწონს ჩემი საათი და ისიც მიხარია, რო WatchOS 2-ს ველოდები |
Posted by: Scalia 8 Oct 2015, 23:35 |
კიდევ კარგი WatchOS 2 გამოვიდა თორემ დელეფონზე დამოკიდებული რომ იყო დიდათ გამოსაყენებელი ვერ იყო. მე ყველაზე ძალიან ვარჯიშის დროს მომწონს, მუსიკაც ზედ აქვს, ბლუ თUსიც და ტრაკინგიც კარგი არის. ერთადერთი გპს რომ არ აქვს ეგ ტეხავს. |
Posted by: DaNGeR_DaNGeR 9 Oct 2015, 11:28 | ||
Scalia
+1 |
Posted by: SerLom1 15 Sep 2017, 02:34 |
ხალხო 2 სერიის საათის შეძენას ვაპირებ და ვისაც გაქვთ, მირჩიეთ 38 მმ ჯობია თუ 42 ? საშუალო მაჯისთვის. ასე მგონია 38 ძალიან პატარა ეკრანი ექნება საინტერაქციოდ და 42 ნეტა პირიქით დიდი ხომ არ იქნება ზედმეტად? მოკლედ ველი რჩევებს. და კიდევ, დატენვა ყოველ საღამოს სჭირდება? |
Posted by: ILIA1702 15 Sep 2017, 03:30 |
SerLom1 რათქმაუნდა 42ბიჭისთვის. მე მაქვს ნაიკის ვერსია 42 იანი შავი საათი ნახვრეტიანი ნაცრისფერ/შავი ბენდით. ყოველდღე ვხმარობ უკვე 8-9 თვეა კმაყოფილი ვარ ყველანაირად. უკონტაქტო გადახდა, ჩაშენებული ჯიპიესი ყველაზე გამოყენებადი რამაა როცა სპორტით გინდა დაკავდე. დატენვას რაც შეეხება 2 დღეც ძლებს თუ მარტო საათი არ ამუშავე ტელეფონის გარეშე, მაგრამ მე ყოველდღე ვტენი. დატენვა სწრაფად ხდება ასე რომ ეგ პრობლემა არაა. პ.ს. 2 კვირის წინ მივიტანე ბეტა ვერსიის დაუნგრეიდი მინდოდა ხოდა ახალი მომცეს |
Posted by: SerLom1 15 Sep 2017, 11:41 |
ILIA1702 გაიხარე მეგობარო! მეც მაქეთ ვიხრებოდი და 42-ს ვიყიდი. უკონტაქტო გადახდა? ანუ ნფს-იც აქვს?? ახალი რა პონტში მოგცეს? |
Posted by: ILIA1702 15 Sep 2017, 11:52 |
SerLom1 გაიხარე! აუცილებლად 42 იანი ნებრისიმერი ფერის და სამაჯურები შეგიძლია მერე ცალკე იყიდო ამაზონზე. უკონტაქტო ანუ Apple Pay, ქართულ ბანკებს არ აქვთ ჯერ, ულიმიტო გადახდა შეგიძლია მაჯის მიშვერით ნებისმიერ უკონტაქტო ტერმინალზე. ზოგ ქვეყანაში მაგალითად იაპონიაში, მეტროში შეგიძლია მაგით გასვლა. ეტყობა დაუნგერიდი დაეზარათ და დამაკავეს სულ ახლი, უბრალოდ სხვანაირ შეფუთვაში იყო და აქსესუარები არ მოყვებოდა. |
Posted by: sevastopol 15 Sep 2017, 14:34 |
ყოველდღე რომ უნდა დატენო და წყალგაუმტარი არ არის ეგ არ მომწონს. Razer Nabu Watch რომ არ მქონდეს გადავიდოდი ახალ Apple Watch-ზე. |
Posted by: sergo_bero 15 Sep 2017, 16:27 | ||
sevastopol
დატენვაზე გეთანხმები, დისკომფორტია, მაგრამ 2 და 3 სერიები წყალგაუმტარია |
Posted by: bomji21 15 Sep 2017, 18:20 |
მე მაქ 42მმ ნაკის როა რა წყალ გაუნტარი არაა 50 მეტრზე არ შედის )) როგორც წერია )))) 2-3 ჯერ მეკეთა რა ნახევარი წლის მანძილზე )) მეზარება დატენვა, სამსუნგი მაქ კიდე ფიტ2 და ვარჯიშზე მაგას ვიყენებ ტაიმერი კარგად აქ, მაგის დატენვაც მეზარება ))) |
Posted by: Levisss 10 Nov 2017, 10:38 |
გამარჯობათ, watch-ის ყიდვისას რას უნდა მიექცეს ყურადღება? არ მქონია და ვარიანტი მაქ მე-3 სერიის ყიდვის კაი ფასში, უბრალოდ ყუთი და დამტენი არ აქვს, რა შეიძლება შევუმოწმო? როგორც ვიცი გამოგზავნილია გერმანიიდან და ახალია, icloud-ი არ აქვს ხო როგორც ვიცი ანუ დაბლოკილიც ვერ იქნება, მოკლედ თუ იცით გამარკვიეთ, მადლობელი დაგრჩებით |
Posted by: Hahman 10 Nov 2017, 17:00 |
ვინმე ხომ არ ყიდით მეორე სერიას 42მმ - აიქლაუდით დაბლოკილს? |
Posted by: bomji21 11 Nov 2017, 03:21 |
Hahman აიქლაუდითაც იბლოკება? სუფთას ვყიდი რავიცი )) |
Posted by: Hahman 11 Nov 2017, 12:08 | ||
კითხვას ვერ მივხვდი... რა ფასად ჰყიდი? მეორე სერიაა? 42 მმ? |
Posted by: Hahman 22 Nov 2017, 16:34 |
iCloud locked apple watch არავის არ გაქვთ მეორე სერია 42MM? მომწერეთ PM-ში. |
Posted by: bomji21 22 Nov 2017, 18:38 | ||||
აიქლაუდით თუ იბლოკებოდა არ ვიცოდი, მე $400 ად ვყიდი |
Posted by: Boy_Bacho 27 Dec 2017, 10:20 |
ვიმნმე ხომ არ იცით საათზე რომ ოპერაციულ სისტემას წერდეს? |
Posted by: sergo_bero 27 Dec 2017, 16:56 | ||
Boy_Bacho
ვერ მიგიხვდი, რამე სჭირს და watchOS-ის დაყენება გინდა? |
Posted by: Boy_Bacho 28 Dec 2017, 10:51 |
ეკრანი მთლიანად შევცვალე და Force Touch არ უმუშავებს. ამიტომ ახლიდან მინდა რომ გადავაწერო სისტემა. ეკრანს არ აქვს პრობლემა. |
Posted by: > CasTieL < 18 Jan 2018, 12:58 |
ეს კითხვა მაწუხებს და იქნებ ვინმემ იცოდეს. დავუშვათ Apple Watch-ს დაერხა და გინდა ახლიდან რომ ჩაწერო WatchOS-ი. რანაირად უნდა მოახერხო? არაფერი არ უერთდება, დამტენიც კი მაგნიტზეა |
Posted by: ILIA1702 18 Jan 2018, 15:35 | ||
> CasTieL <
თუ მოხსნი სამაჯურებს მაგ ღრუში ნახავ პატარა კვადრატს რომელიც ძვრება და სპეციალური ადაპტერით უერთდება კომპიუტერს. სავარაუდოდ ვერც ადაპტერს იშოვი და შენით ვერ ჩაწერ. მე დაუნგრეიდი მინდოდა WatchOS-ის, ეგ პროცედურა დაეზარათ (ყველგან ვერ აკეთებენო ამასო), ჰოდა ახალი დამაკავეს ხელში. |
Posted by: > CasTieL < 18 Jan 2018, 18:07 |
ILIA1702 მადლობა ინფორმაციისთვის |
Posted by: SerLom1 9 Mar 2018, 23:30 |
ვყიდი მეორე სერიას, ახალივით მდგომარეობაში. თავის ყველაფრით. დამატებითი ტყავის სამაჯურით. თან მენანება და თან თანხა მჭირდება სასწრაფოდ. იჩქარეთ სანამ გადამიფიქრებია... ) |
Posted by: > CasTieL < 10 Mar 2018, 07:54 |
SerLom1 Mარტო ტყავის სამაჯურს ტუ Gაყიდი და რამდენად? სურათი მაჩVენე თუ შეგიძLია |
Posted by: SerLom1 11 Mar 2018, 13:21 |
> CasTieL < არა, ცალკე არ ვყიდი |
Posted by: Heart_of_Darkness 27 May 2018, 21:03 |
დიდი იმედი კი არ მაქვს რომ ამ განყოფილებაში ვინმე მიპასუხებს, მაგრამ მაინც ვიკითხავ. Apple watch-ის ყიდვას ვფიქრობ და ვისაც გაქვთ რამდენად ხართ კმაყოფილი? ანალოგებში Samsung Gear Fit 2 Pro ვნახე და მომეწონა, ფასშიც საკმაო სხვაობაა. ხომ არ იცით რეალურად რითი ჯობია Apple watch სამსუნგს? ბრენდი და მისთანები არ მადარდებს, ფუნქციონალი მაინტერესებს. |
Posted by: > CasTieL < 28 May 2018, 00:15 |
Heart_of_Darkness რადგან Apple Watch საერთოდ განიხილება ესე იგი ტელეფონი iPhone გაქვს, შესაბამისად სამსუნგის მოწყობილობის მიერთება მე პირადად სასაცილოდ მიმაჩნია (ეს ჩემი აზრია). Samsung Gear Fit მქონდა ოღონდ პირველი ვერსია (დაახლოებით 3 წლის უკან როდესაც სამსუნგის ტელეფონი მქონდა), 2-ს არ ვიცი რა ფუნქციები აქვს მაგრამ 1 Apple Watch-თან შედარებით ნაგავია. ფუნქციები შენ ჩამოთვალე რას ითხოვ საათისგან და გეტყვი Apple Watch რამდენად შეასრულებს შენს მოთხოვნას. |
Posted by: Heart_of_Darkness 28 May 2018, 16:38 |
> CasTieL < არადა, არ მაქვს Iphone. Activity tracker-ის ტიპის ხარისხიანი საათი მინდა: პულსის კონტროლი, ფიტნეს აქტივობის თვლა, ძილის რეჟიმის კონტროლი, ამავდროულად ველოთი ვმოძრაობ და sms-ები და ზარები, ტარების დროს საათზე თუ შემომივა კარგია, ყურადღება რომ არ გამეფანტოს. ანდროიდის ტელეფონი და Ipod მაქვს, ორივესთან სინქრონიზაცია რომ შეეძლოს, კარგი იქნება. Apple Watch 3-ის მახასიათებლებში ის მომეწონა, რომ 50 მეტრამდე სიღრმეზე წყალგამძლეა, შეიძლება გამომადგეს ეს ფუნქცია. სხვა ფუნქციები რაც სიტებზე შევადარე, სამსუნგის საათებსაც თითქმის იგივე აქვს. ფასს შორის სხვაობა კი თვალშისაცემია. |
Posted by: > CasTieL < 28 May 2018, 22:53 | ||||||||||||||
Heart_of_Darkness
უდაო ლიდერია ამ ნაწილში Apple Watch.
ეს ხომ საერთოდ ლეგენდა აქვს. საიდან ხვდება რომ გავიღვიძე აზრზე არ ვარ, რომ ვიღვიძებ და მეზარება ადგომა საათი თვითონ მეუბნება ადგომის დროაო
ეს ორივეს აქვს, ამ ნაწილში განსაკუთრებულს არაფერს ითხოვ. უბრალოდ მე მახსოვს რომ Samsung Gear Fit 1-ზე პასუხის გაცემა არ შემეძლო, ვხედავდი ვინც მირეკავდა, შემეძლო გამეთიშა, მაგრამ რომ მეპასუხა არ შემეძლო. Gear Fit 2-ს დაუმატეს თუ არა არ ვიცი. Apple Watch-ზე შეგიძლია რომ უპასუხო კიდევაც, თუ ბლუთუზიანი ნაუშნიკები გექნება ხომ საერთოდ შოკოლადში ხარ, ტელეფონის ამოღებაც კი არ გინდა. ზოგადად საათსაც აქვს მიკროფონი და დინამიკი, მაგრამ პირდაპირ საათით საუბარი ცოტა მოუხერხებელია (ჯეიმს ბონდი ხომ არ ხარ ბოლო-ბოლო).
ამ ნაწილში Samsung Gear Fit 2 Pro-ს აქვს უპირატესობა რადგან Apple Watch-ს ფიზიკურად ვერ მიაბავ.
აქ უკვე პრობლემაა, უეჭველი მინიმუმ iOS ვერსია 10 უნდა იყოს და ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ iPod-ზე თუ შეიძლება დაკონექტება (iPad-ზე ვერ მიაბავ ნაღდად ვიცი რადგან ვცადე). სცადე აბა შენი iPod-ით Apple Store-დან პროგრამა Watch-ის გადმოწერა და თუ მოახერხე 99% ექნება თავსებადობა.
ეს ნაწილი დაივიწყე როგორც Apple Watch-ზე. Samsung Gear Fit 2-ზე კი დარწმუნებული ვარ 99%-ით რომ არ შეგეძლება. Gear Fit 1-ს არ შეეძლო და მეეჭვება ეგ ფუნქცია დაემატებინათ.
არა მარტო Watch 3. Watch 2-იც ეგრეა ზუსტად (საკუთარი გამოცდილებით გეუბნები). |
Posted by: sevastopol 29 May 2018, 00:52 |
Heart_of_Darkness თუ iPhone არ გაქვს მაშინ არ გამოგადგება Apple Watch. Series 1 იყიდება დაახლოებით $150-ად უკვე 32მმ-იანი და $180-ად 42მმ-იანი. |
Posted by: Heart_of_Darkness 29 May 2018, 11:40 |
> CasTieL < მადლობა, დეტალური პასუხისთვის. გავითვალისწინებს ამ რჩევებს. წინაზე ,,ალტაში" და ,,ზუმერში" ვიყავი, კონსულტანტებს ვესაუბრე და ისეთი კომპეტენტურები იყვნენ, იქით მე მომიწია რაღაცების ახსნა ანდროიდის ტელეფონს ეშველება, მობილური ტელეფონი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ძირითადად, ვარჯიშის დროს, Ipod-ით დავდივარ. ბლუთუზ ყურსასმენი მაქვს. Ios 11.3.1მიყენია, Myfitnesspal-ზე და Health-ზე რომ გადაიტანოს მონაცემები, საკმარისი იქნება, დასაწყისისთვის. Watch-ის აპლიკაციას არ მაჩვენებს ეფლსთორში საერთოდ ე.ი. მარტო ბლუთუზით ვერ დაუკავშირდება, როგორც ყურსასმენის შემთხვევაშია? sevastopol პირველი ძველია და არ განვიხილავ. Series 2-ზე ან 3-ზე ვფიქრობდი. |
Posted by: > CasTieL < 29 May 2018, 16:29 | ||||||||||
Heart_of_Darkness
სამწუხაროა. ესე იგი iPod-ს ვერ მიაბავ. Iphone გჭირდება უეჭველი. iPhone 5s და მეტი გჭირდება საათის გამოსაყენებლად. 1 კვირის წინ იყიდა ახლობელმა 250ლარად, საერთოდ უნაკაწრო. ჩემი აზრით ცუდი ვარიანტი არაა, თუ უფრო მეტს გაქაჩავ ღმერთი შენსკენ. რომ დავარესეტეთ ეგრევე გამოჩნდა Watch-ის აპლიკაცია, გადმოწერაც არ დასჭირდა.
როდესაც დაკონექტებულია უკვე ტელეფონზე მარტო ბლუთუზი საკმარისია, მაგრამ დასაკონექტებლად გარკვეული პროცედურაა გასავლელი (Watch-ის აპლიკაციიდან საათს აკნაირებ როგორც შტრიხკოდს ეგრე) და საბოლოოდ საათზე შენი Apple ID ებმევა. ანდროიდზე არ არის Apple ID, შესაბამისად Apple Watch-ის მიბმა გამორიცხე ეგრევე. უსადენო ყურსასმენი მე არ მაქვს და ამ მხრივ ვერაფერს გეტყვი. მაგრამ დავტესტე ერთხელ BeatsX-ი და დაუკავშირდა. ანუ მიბმული იყო ბლუთუზით ტელეფონზე და BeatsX-იც მიაბა. თეორიის დონეზე ვიცი მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ იმუშავებს (ყოველ შემთხვევაში BeatsX-ზე): საათს აქვს თავისი მეხსიერება 5GB-ი. iTunes-დან ტელეფონში რომ მუსიკები ჩაწერო და მერე საათზე დაასინრონირო, გადმოიტანს. მერე ბლუთუზით რომ საათს ნაუშნიკები მიაბა, პირდაპირ საათიდან მოუსმენ ტელეფონი აღარც გჭირდება. ანუ სირბილის პონტში მოსახერხებელია რა. საათი გიკეთია ხელზე და უსმენ უსადენო ყურსასმენებიდან მუსიკას, ტელეფონი თუ გინდა სახლში დატოვე
ეს არ ვიცი რა არის.
აქ გადააქვს უეჭველი ვიცი.
გეთანხები 100%-ით. პირველი წყალგამძლე არაა და თან ეკრანიც 2-ს უკეთესი აქვს. 3-ის და 2-ის ეკრანს კი თითქმის ვერ განასხვავებ ერთმანეთისგან. * * * ცოტა Apple Watch-ის რეკლამა გამომივიდა, მაგრამ აქ რაც დავწერე ყველაფერზე საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. |
Posted by: Heart_of_Darkness 30 May 2018, 00:41 | ||
> CasTieL < მადლობა, მომხმარებლის აზრი მაინტერესებდა ზუსტად და ამომწურავი პასუხი მივიღე. |
Posted by: david999 30 May 2018, 01:29 |
Heart_of_Darkness ცოტაც დაელოდე და 4 ივნისს 4ის პრეზენტაციას ვარაუდობენ. თუ არადა 3 იყიდე. |
Posted by: Heart_of_Darkness 30 May 2018, 22:29 |
david999 ივნისამდე არ ვგეგმავ ყიდვას და ვნახოთ ახალს რა ფასს დაადებენ. ისე ახალი Ipod touch ამდენი ხანია რატომ არ გამოვიდა,ხომ არ იცით? |
Posted by: SerLom1 14 Jul 2018, 04:50 |
აუ ახალმა WatchOS 5 - მა გაასწორა!!! გაყიდვას ვგეგმავდი და რაც ეს დავაყენე Activity Sharing COMPETITION ძალიან მაგარია მოტივაციისთვის, სხვებს რომ ეჯიბრები! დიზაინიც და ბევრი დეტალივ დახვეწეს! აგერ ლინკი ვისაც გინდათ ოღონდ ბეტაა და რომ იმუშაოს 12 ბეტა უნდა გეყენოთ ტელეფონზეც https://beta.thuthuatios.com/en/downloading.html |
Posted by: SerLom1 13 Nov 2018, 07:24 |
ვის გაქვთ? როგორია? მე ვფიქრობ ყველაზე მაგარი ქმნილებაა წლევანდელ ეფლის რიგებში ახალი აიპად პროს შემდეგ და სმარტ საათებში საერთოდ არ ყავს ბადალი |
Posted by: zazmena12 13 Nov 2018, 13:26 |
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ series 1 და series 3 შორის რა განსხვავებაა სისწრაფის გარდა, დამატებითი ფუნქციებით ბევრად ჯობია და series 1 ს ბევრი შეზღუდვა აქვს? მაგ. ოს აღაარ აფდეითდება, პროგრამებს ვერ ჩავიწერ და ა.შ? |
Posted by: > CasTieL < 13 Nov 2018, 18:32 |
zazmena12 ყველაზე დიდი სხვაობა რაც ვიცი არის ის რომ მესამე სერია წყალგამძლეა და ის არა, ასევე WatchOS 5 პირველ სერიაზე აღარ გამოსულა. |
Posted by: zazmena12 13 Nov 2018, 20:21 |
> CasTieL < აპლიკაციებზე შეზღუდვა მაინტერესებს ყველაზე მეტად თუ არის რამე ასეთი. გავიგე ინსტაგრამი არ ყენდებაო 1 სერუაზე. საჩუქრად მინდა და მაინტერესებს ღირს თუ არა ზედემტუს გადახდა |
Posted by: SerLom1 13 Nov 2018, 23:08 |
zazmena12 1 სერიას არ აქვს ჯიპიესი და წყალგაუმტარობა. კიდევ არის საგრძნობლად ნელი ვიდრე მეორე სერია. და მესამე სერია მეორეზე სწრაფია კიდევ. როცა აპლიკაციას ხსნი და 30 წამი მოანდომებს უკვე ხალისი გეკარგება საათის კომფორტული გამოყენების. კიდევ ეკრანი ბევრად ნათელი და კარგი ხარისხის აქვს მესამეს. ჩემი რჩევა იქნება თუ კარგი საათი გინდა რაც დღევანდელ ვოჩოეს 5-ზე იმუშავებს გამართულად, და თან თანხის დაზოგვაც გინდა, მეორე სერია იყიდე! თითქმის იგივეა რაც მესამე. აი პირველი კი ძალიან ჩამორჩენილია უკვე |
Posted by: zazmena12 15 Nov 2018, 12:32 |
SerLom1 გაიხარე მადლობა მეორე სერია გადავწყვიტე და ამ მეორე სერიებში კიდე არის განსხვავება რამე?? თუ ეკრანის ზომაა მარტო განსხვავებული? |
Posted by: david999 15 Nov 2018, 15:02 |
zazmena12 არა, მარტო ეკრანის ზომით განსხვავდება. |
Posted by: SerLom1 17 Nov 2018, 00:33 |
zazmena12 კარგი გადაწყვეტილებაა. მეტი განსხვავება არაა, თუ არ ჩავთვლით რომ არსებობს ალუმინის კორპუსით რომელიც ძირითადად იყიდება და უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს და არსებობს stainless steel ანუ უჟანგავი მეტალის ვერცხლისფერი კორპუსით, ეს უფრო ძვირია. ოღონდ მარტო მეორე სერიაში კი არაა, ყველა სერიებშია ეგ სხვაობები. კერამიკისაც არის ის მთლად ძვირია. ნუ ჩვეულებრივი სპორტ ვერსია ანუ ალუმინის საკმაოდ მისაღებია. ძირითადად ეგააქვს ყველას |
Posted by: SerLom1 22 Nov 2018, 02:13 |
ჩამომივიდა 4 სერიაა სასწაულია! აი ძალიან მაგარია. ისეთი სწრაფია და ესთეტიურად თითქმის სრულყოფილი. ერთი სიამოვნებაა ამ საათთან ურთიერთობა ❤️⌚️ |
Posted by: Nika_Nik 27 Nov 2018, 16:51 |
გამარჯობა! Apple Watch 2 განახლების დროს გაიჭედა, ჩნდება მხოლოდ წითელი ძახილის ნიშანი და სხვას აღარაფერს შვრება. არც force restart შველის. ხომ არ იცით როგორ უშველო ან სად მივიტანო? როგორც ვიცი, რაღაც სპეციალური კაბელი არსებობს რითიც შეიძლება კომპიუტერთან დაკავშირება. მადლობა წინასწარ! |
Posted by: SerLom1 28 Nov 2018, 03:24 |
Nika_Nik ჰოო ხანდახან თურმე ემართება ეგრე მაგ კაბელს შენ ვერ იშოვი მაგრამ ასეთი ადაპტერი შეგიძლია გამოიწერო: https://youtu.be/WoBQjIcUOkY https://youtu.be/UjWxSgOh2Ek (რუსულად) და აითუნსიდან დაარესეტებ, თუმცა ძალიან ძვირია $ 100 ფარგლებში ღირს: http://www.cellcorner.com/xshp/unlock-phone-codes/ibus-2-data-cable-iwatch-s2-restore-repair.html და კიდევ მაგისთვის firmware დაგჭირდება რომელიც ამ ფორუმზე შეგიძლია მოიძიო და გადმოწერო: http://forum.gsmhosting.com/vbb/f1023/ იქნებ ჩვენს სერვისებში ჰქონდეს ვინმე ეფლის პროგრამისტებს მსგავსი ადაპტერი და აკეთებდეს, გაიკითხე ეგეც... თუ გარანტია აქვს ჯერ კიდევ, და ისეთ მაღაზიაში გაქვს ნაყიდი სადაც ეფლის საერთაშორისო სერვისცენტრში აგზავნიან (მაგალითად ზუმერი დუბაიში) მაშინ მიიტანე. თუ არ აქვს გარანტია მაშინ ეს სცადე ვიდრე ადაპტერის შოვნას შეუდგები: ჰარდ რესეტი ანუ ის რაც შენ გააკეთე (ორივე ღილაკის ერთდროული დაჭერა 10 წამის განმავლობაში) ბევრჯერ გაიმეორე, ზოგი ამბობს ბევრი ცდის მერე უშველა მაგ წითელ ძახილის ნიშანსო... ზოგმა დამტენზე აწვალა და გამოუვიდა. ნახე შენც იუთუბზე გამოძებნი რამეს იმედია! |
Posted by: Nika_Nik 29 Nov 2018, 00:50 | ||
მადლობა ინფორმაციისთვის! აქ არ მაქვს ნაყიდი თორემ მივიტანდი. |
Posted by: goga555 27 Dec 2018, 13:24 |
სალამი მეგობრებო, მაქვს Apple Watch 3 Nike Edition 42MM, მოკლედ მჭირდება Sleep Tracker და ვერაფით ვერ ვნახე მუშა და ეფექტური ვერცერთი რომ ძილის შემდეგ მოვიდეს ნოთიფიკაცია რომ ამდენი საათი და ამდენი წუთი იყო ძილის დრო. დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის. |
Posted by: zazmena12 27 Dec 2018, 22:42 |
მეორე სერიას ხოარ ყიდით ვინმე ადამიანურ ფასად ხელზე მაქვს თანხა ხვალევე ვიყიდი |
Posted by: B_A_L_U 6 Jan 2019, 03:51 |
Apple Watch Series 4 ჩამოტანილია ამერიკიდან და დემოა გაშვებული მაღაზიის. ხომ არ იცით თბილისში არის სადმე სადაც აიბასი თუ რაღაცით რესთორს რომ უკეთებდნენ და ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშაოს? |
Posted by: SerLom1 6 Jan 2019, 04:42 |
goga555 მე ყველაზე მეტად ეს მომწონდა Sleep Watch ჰქვია და ძალიან ინფორმაციულია უფასო ვერსიაც კი და თუ პრემიუმს შეიძენ კიდევ უფრო მაგარია |
Posted by: hotice 20 Jan 2019, 11:24 |
Apple Watch Series 3 ჩამოტანილია ევროპიდან და დემოა გაშვებული მაღაზიის. ხომ არ იცით თბილისში არის ვინმე აიბასით რესთორს რომ უკეთებდნენ და ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშაოს? iBUS S2 CABLE ADAPTER FOR APPLE iWATCH SERIES 2 & 3 RESTORE / REPAIR თუ აქვს ვინმეს? |
Posted by: SerLom1 14 Feb 2019, 23:56 |
hotice B_A_L_U Nika_Nik ვისაც გინდოდათ საათის კომპით დარესეტება, ფეისბუქზე გადავაწყდი ასეთ კომპანიას iSoft ჰქვია და შეუძლიათ მაგის გაკეთება. ალბათ iBus კაბელი აქვთ. მონახეთ ფბ-ზე და დაუკავშირდით |
Posted by: ლაშა117 27 Mar 2019, 13:49 |
მაინტერესებს ჩვეულებრივი მომხმარებლის დონეზე დიდ სხვაობას ვიგრძნობ მესამე სერიას და მეოთხეს შორის? |
Posted by: MrPhoenix 27 Mar 2019, 15:47 |
ლაშა117 სხვაობას იგრძნობ, ოღონდ დიდ სხვაობას ვერ. ეკრანი უფრო დიდი აქ, უფრო თხელია, ქვედა ღილაკი აღარ გამოდის, უფრო სწრაფია. ზოგი იძახის ღირს გადასვლა 3დან 4ზე, ზოგი არაო, რავი. მესამე არ მქონია, მეოთხე 44იანი ვიყიდე ეგრევე და კმაყოფილი ვარ ძალიან. |
Posted by: ლაშა117 27 Mar 2019, 16:07 | ||
ელემენტი ერთი სრული დღე ძლებს? რა ფუნქციები აქვს მოკლედ შეგიძლია მითხრა? გარდა იმისა, რომ ზარს პასუხობ და მესიჯს კითხულობ |
Posted by: MrPhoenix 27 Mar 2019, 17:03 |
ლაშა117 გააჩნია, თუ ბევრი შეტყობინება, ზარი მოგდის.. მე ორი დღე მყოფნის.. ზარს პასუხობ, შეტყობინებს კითხულობ, apple music თუ გაქ პირდაპირ საათიდან უკავშირდები ყურსასმენს და უსმენ შენ სიმღერებს. სავარჯიშო თრექინგი..ძილის კონტროლი და ა.შ. ბევრი ვიდეოა იუთუბში რისთვისაა და ნახე.. |
Posted by: ლაშა117 27 Mar 2019, 17:59 | ||
მადლობა =============================================== |
Posted by: ლაშა117 6 Apr 2019, 17:33 |
Whatsapp და Facebook Notification-ები როგორ ვამუშაო საათზე? |
Posted by: Goginio 29 Apr 2019, 13:42 |
iPhone თუ არ მაქვს?! მაქვს iPad Apple Watch 3 ან 4 რომ ვიყიდო, გამოვიყენებ? |
Posted by: ლაშა117 29 Apr 2019, 14:02 |
Goginio კი ჩვეულებრივად GSM ვერსია თუ გაქვს Ipad-ის საერთოდ მისწრებაა პირდაპირ საათიდან ისაუბრებ |
Posted by: TurmanMx 2 May 2019, 20:52 | ||
ლაშა117
ჩემთან ყველა App-ი თავისით მუშაობს, თუ რამე მაქვს აიფონში და რამე ნოტიფიკაცია მომდის... |
Posted by: ლაშა117 2 May 2019, 22:01 | ||||
გასწორდა თავისით არ აჩვენებდა მაგ ორის შეტყობინებას |
Posted by: vanotl 9 May 2019, 20:20 |
დავფიქსირდები. 3 ყიდვას ვგეგმავ. ხომარ ყიდით ვინმე კარგ მდგომარეობაში? |
Posted by: ლაშა117 10 May 2019, 13:12 | ||
ასეთ პრობლემას წავაწყდი, როდესაც საათს ვიყენებ ტელეფონზე მოსულ შეტყობინებებს არ აქვთ ხმა ხანდახან საერთოდ ვერ ვიგებ ვინმე როცა მწერს ხომ არ იცით როგორ გავასწორო
|
Posted by: MrPhoenix 10 May 2019, 14:30 |
ლაშა117 ზარი შემოდის(ჩემთან შემოდის) მაგრამ შეტყობინება ორივეზე არ უნდა მოდიოდეს ხმით... ეგაა საათის პლიუსი რო საათზე მოდის და ნახულობ, ტელეფონი აღარ გაწუხებს... |
Posted by: ლაშა117 10 May 2019, 14:49 | ||
ვიცი და მე მინდოდა რომ ხმა ჰქონოდა, ხშირად არ მესმის ხმა და ვიბრაციასაც ვერ ვგრძნობ |
Posted by: SerLom1 14 May 2019, 03:37 |
ვინმე თუ ახერხებთ ტელეფონიდან რომ წაშლით მესიჯებს საათზეც რომ წაიშალოს? Mirror my iPhone არ შველის |
Posted by: ლაშა117 12 Jul 2019, 11:23 | ||
არა ვერ შლი მაგას ბევრნაირი სოლუშენები ვცადე მაგრამ არაფერი მუშაობს |
Posted by: ლაშა117 30 Jul 2019, 11:56 |
ვინმემ 6.0 ბეტა დააყენეთ? ღირს გადასვლა თუ დაველოდო ოფიციალურს? |
Posted by: SerLom1 5 Aug 2019, 23:52 |
ლაშა117 არ ვრისკავ რომ გაჭედოს ვერაფერს უშველი აიტუნსითაც. რაღა დარჩა 1 თვეც მოვითმინოთ. ისე შარშან მეყენა დეველოპერ ბეტა საათზეც. წელს მარტო აიფონზე და აიპედზე დავაყენე ფაბლიქები. პ. ს. მადლობა მესიჯების კითხვაზე პასუხისთვის |
Posted by: Poppysmic 15 Sep 2019, 19:07 |
რა განსხვავებაა watch nike, watch hermes და watch edition?? რამე დიზაინში თუ პროგრამული, ფუნქციური სხვაობებია? |
Posted by: რცხიკვე 15 Sep 2019, 21:05 |
ვინმემ თუ იცით apple watch nike+ 44mm -ზე apple watch 44mm regular version-ის ეკრანი მიდის? |
Posted by: SerLom1 15 Sep 2019, 21:20 |
Poppysmic ძირითადი სხვაობა სამაჯურის დიზაინი და ის რამდენიმე watch face -ია რომელსაც ჩვეულებრივ საათზე ვერ დააყენებ. მაგალითად ნაიკის და ჰერმესის face-ები. ასევე edition მგონი სხვა მასალისაა, შუშაც სხვა მასალაა. პროგრამულად და მონაცემებით ერთნაირია. რცხიკვე აქაც ზედა პასუხი გამოდგება. ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს რადგან ერთნაირი აქვს ყველაფერი, ,მარტო პროგრამაში აქვს ნაიკს სხა watch face-ები დამატებული. მაინც youtube-ს გადახედე * * * ვინმეს ხომ არ გაქვთ gsm LTE მოდელი საათი? მაგთის e-sim მუშაობს?? |
Posted by: Poppysmic 16 Sep 2019, 02:10 |
SerLom1 მადლობა პასუხისთვის)) |
Posted by: Rmargve 16 Sep 2019, 10:45 |
ახალი ჰერმესის ეფლ ვოჩი რა სიცოცხლეა 1.2კ+ ღირს პროსტო და მეხუთე სერიის ცელულარი საქართველოში იმუშავებს? მაგთის სიმ-კარტით. ეფლის საიტზე რომ ვათვალიერებ მარტო ამერიკული ქერიერებია ჩამოთვლილი |
Posted by: ლაშა117 16 Sep 2019, 13:17 | ||
ოპერატორს ველაპარაკე ადრე და კი მუშაობსო მითხრა |
Posted by: SerLom1 18 Sep 2019, 00:23 |
ლაშა117 მეც ველაპარაკე ოპერატორს და ჯერ ვერ მიხვდა რასთან ქონდა საქმე და მერე მოიცა მენეჯერს ვკითხავო და მენეჯერმა ნოუოო. თითონ Apple-საც არ უწერია მაგის სიაში საქართველო. ტაკ შტო იქნებ ვისაც გაქვთ cellular მოდელი დატესტოთ ფლიიზ |
Posted by: tevdore 22 Sep 2019, 17:07 |
series 4 საათი ,,ზუმერში" უფრო იაფია, ვიდრე სხვაგან და ხომ არ იცით რატომ, ეგენი ტყუილად არ დაუკლებდნენ)) უხარისხოა? |
Posted by: SerLom1 24 Sep 2019, 17:25 |
tevdore მაგათ რაღაცა პირდაპირი და იაფი ხაზი აქვთ გაჭრილი და ისე შემოაქვთ ეფლის პროდუქცია, იმიტომ უჯდებათ იაფი. უხარისხო და ხარისხიანი სხვაობა არ არსებობს ეფლ ვოჩს სხვა არავინ აწარმოებს. დარწმუნებული ვარ ჩვეულებრივი კარგი ექნებათ. მე პირადად აიფონი და ეარპოდები მაქვს ზუმერში ნაყიდი და უნაკლოდ მუშაობენ. და მომავალშიც მანდ ვიყიდიდი ფასის გამო. თან საერთაშორისო გარანტია აქვთ რომელიც რეალურად გამოვცადე რომ მუშაობს. თითონვე გემსახურებიან პავლოვზე რომ სერვის ცენტრია იმათთან პარტნიორობენ და დუბაიში ხდება ოფიციალურ ეფლის სერვისში გაგზავნა პრობლემური პროდუქციის. მგონი ალტა და ჯეოსელიც მაგ სერვისცენტს იყენებენ |
Posted by: ლაშა117 2 Oct 2019, 10:30 |
6.0.1 ვერსია მოვიდა დღეს დილით საათზე ბაგები არ შემიმჩნევია აქამდე |
Posted by: SerLom1 10 Oct 2019, 00:04 |
იყიდება Apple Watch 4 Nike+ 40 mm Space grey ახალივით მდგომარეობაში. თავისი ყველაფრით! Apple-ის გარანტიით უსაყვარლესი ვინმეა |
Posted by: Kavto 15 Oct 2019, 11:21 |
სალამი, APPLE WATCH 3 42 შუშა აქვს გაბზარული ხო არ იცით რო გამოვწერო მარტო მინას შეცვლის ვინმე ეკრანი ძაან ძვირი ჯდება არადა ეკრანი არააგატეხილი |
Posted by: kumara 8 Dec 2019, 17:07 | ||
მეც ეგ მაინტერესებს. სად შეიძლება შუშა შევაცვლევინო საათზე? |
Posted by: miriani777 3 Jan 2020, 12:58 |
გილოცავთ მრავალს დაესწარით დახმარება მინდა თქვენი სერვისი საქართველოში თუ გვაქვს ეფლის ვოჩის,ეკრანის გამოცვლა მინდა. მადლობა წინასწარ დახმარებისთვის |
Posted by: vaniko9 2 Mar 2020, 23:11 |
ესეთი რამე ვიმეს გაგიგათ? ეფლ ვოჩი რომელიც 7 თვის უკან გამოვიდა, იმეი კოდს რომ ვამოწმებ მიწერს რომ არის 36 წლის.. ვინმემ ხომ არ იცით რა ხდება? WATCH SERIES 5 (CELLULAR) (SS) 40MM Serial number D92Z505YMLD7 Past First Activation Yes Apple Care No Warranty Name Out Of Warranty Repairs and Service Coverage Expired Estimated Expiration Date 01.01.1985 Telephone Technical Support Expired Estimated Purchase Date 02.01.1984 |
Posted by: Thornike77 19 Mar 2020, 00:44 |
გამარჯობათ მაინტერესებს ესეთი რამე მაქვს 4 სერია დავერ ვამუშავებ EცG გულია კარდიოგრამა წნევას, როგორ ჩავრთო..?! |
Posted by: sevastopol 19 Mar 2020, 01:51 |
Thornike77 ეგ ფუნქცია მხოლოდ ამერიკის რეგიონზე მუშაობს. ამერიკის გარეთ ჩალიჩი უნდა რომ ჩართო, დაგუგლე აბა. |
Posted by: Thornike77 19 Mar 2020, 15:40 | ||
ვერსფფით ვერ ვქენი, საქართველოს დაემატებაა ეგ ვითომ? |
Posted by: sevastopol 19 Mar 2020, 15:43 |
Thornike77 Austria Belgium Canada Croatia Czech Republic Denmark Finland France Germany Greece Guam Hong Kong Hungary Iceland India Ireland Italy Luxembourg Netherlands Norway Poland Portugal Puerto Rico Romania Singapore Slovakia Spain Sweden Switzerland United Kingdom United States US Virgin Islands მხოლოდ ამ ქვეყნებშია. მაგას ვერ გეტყვი. |
Posted by: SerLom1 25 Apr 2020, 22:42 |
Thornike77 ამერიკაში ნაყიდ საათზე აქაც იმუშავებს კარდიოგრამა და თუ თბილისის მაღაზიაში გაქვს ნაყიდი, ევროპული ბაზრისთვის, იმაზე არ იმუშავებს. მე apple.com-დან გამოვიწერე და მუშაობს 4 სერიაზეც და 5-ზეც |
Posted by: Overmars 26 Apr 2020, 00:12 |
ვინმე ხო არ ყიდით მეოთხე ან მესამე სერიას? |
Posted by: Overmars 18 May 2020, 20:37 |
Apple watch 4 ზე არანაირი შანსი არაა რო ECG ჩავრთო? გადავიყვანე ამერიკის რეგიონზე სეთინგები მარა მაინც არ შვება |
Posted by: abes777 12 Jun 2020, 23:47 |
apple watch 5 ეკრანის დამცავი ყველაზე თხელი და კარგი რომელია? შუშა რომ იყოს სქლად არ მინდა. |
Posted by: ElChico 15 Jun 2020, 00:18 |
apple watch 6 უკვე ოვალური იქნება, და აღარ იქნება ასე ოთკუთხედი. Sorry, Tkven unda daagrovot 100 postingi da iyot forumze 7 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi |
Posted by: Grrh 2 Sep 2020, 01:44 |
ეფლ ვოჩ 5-ის სამაჯურს "მეტალის" რო არის, სად შევიძენ ადეკვატურ ფასში? გამოწერა ვიცი, თბილისში მაინტერესებს მადლობა |
Posted by: voodooedo 3 Sep 2020, 21:49 |
Apple watch 5 მინა გაუტყდათ. სად აკეთებენ ხომ ვერ მიმასწავლით? |
Posted by: lado_k 25 Sep 2020, 13:46 |
სიმ ბარათი მიგიბიათ ვინმეს? ანუ საათში რო შემოვიდეს ზარები? |
Posted by: sevastopol 25 Sep 2020, 17:50 |
lado_k საქართველოში მაგის მხარდაჭერა არ აქვს. |
Posted by: lado_k 26 Sep 2020, 14:41 |
sevastopol ხო და რა ცუდია რო არ აქვს, არადა აიფონს აქვს და გააკეთონ რა ბარემ საათზეც, მაგრად გაასწორებდა |
Posted by: kumara 4 Nov 2020, 20:19 |
გამარჯობათ! საათის მეშვეობით საქართველოში თუ არის შესაძლებელი ტერმინალებზე გადახდა? მობილურში ბარათი გააქტიურებული მაქვს და უპრობლემოდ ვიხდი. საათში კი ვერ გადამაქვს. |
Posted by: sevastopol 5 Nov 2020, 00:18 |
kumara საათზე ცალკე უნდა დაამატო და დაემატება, მანდედან ზუსტად. თუ არ აკეთებს, ბანკს დაუკავშირდი. თიბისი/ბოგი ჩვეულებრივად ემატება. აი ლიბერთი ნაღდად არ ვიცი. |
Posted by: shrek777 13 Feb 2021, 21:09 |
მაინტერესებს apple watch -ი cellular ვერსია რომელიმე ოპერატორზე თუ მუშაობს, |
Posted by: sevastopol 14 Feb 2021, 01:42 |
არ მუშაობს ჩვენთან საათზე. მხოლოდ ტელეფონი ესიმი. |
Posted by: vanotl 27 Mar 2021, 03:07 |
S ზომარ ხომარ გაქვთ ვინმეს? ვიყიდი-ვიჩუქებ |
Posted by: festina1986 6 Apr 2021, 14:50 |
გამარჯობათ,აიქლაუდ დაბლოკილ საათებს თუ ხსნიან ბლოკს???მე-3 და მე-5 სერიის მოდელებზე??? |
Posted by: TecTec 10 Apr 2021, 16:08 |
გამარჯობათ, ამერიკიდან ჩამომივიდა Apple Watch - როგორც წესი მეგონა რომ ჩვეულებრივ დარეზეტდებოდა თუმცა როგორც აღმოვაჩინე არ რეზეტდება და აყენია Demo ვერსიის სისტემა, ხოდა მოკლედ სისტემა მაქვს გადასაყენებელი საათზე - ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ დახმარება ? ინტერნეტში ვნახე და I BUS ამ სახელით არის გადამყვანი რომელიც არის საჭირო სისტემის ჩასაწერად ვინმე ხომ არ ყიდით ან ხომ არ გაქვთ მსგავსი გადამყვანი. ან თუ რამე გამოცდილება გაქვთ იქნებ გამიზიარით, |
Posted by: bidzu 2 May 2021, 01:10 | ||
მეც ეგ მაინტერესებს 3-4 სერიებზე იხსნება აიქლაუდი? |
Posted by: Hahman 13 May 2021, 13:27 |
ECG ფუნქციის გააქიურებისთვის არ გინდათ რომ რამე ვიღონოთ? |
Posted by: Gianni 3 Jun 2021, 10:26 | ||
Hahman
რისი გაკეთება შეიძლება? რა პონტია ეს შეზღუდვები ვერ ვიგებ, იქნება ინფარქტმა უნდა მკრას, არ უნდა ვიცოდე ამის დედა ვატირე? |
Posted by: miriani777 16 Jul 2021, 19:32 |
მოკლედ ვერ ვნახე ვოჩზე თემა და მოდით აქ განვიხილოთ ყველაფერი მის გარშემო პირადად მე series 6 44mm ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ ერთადერთი მინუსი რომ ვერ ვააქტიურებ ჩვენს რეგიონზე ECG ს. |
Posted by: Hahman 25 Aug 2021, 15:07 | ||||
https://www.apple.com/feedback/watch.html მივწეროთ |
Posted by: NinjaRacer 26 Aug 2021, 03:32 |
რკინაზე მაქვს ალერგია, მაკზეც და საათზეც თუ შევეხები მენძრევა მთელ ტანზე მაყრის მერე) საათს აღარ ვატარებ. მაკზე მეჯიქ ქიბორდი და მაუსი მაქ. უნდა დავაკარბონო მთლიანად. https://dbrand.com/shop/apple-macbook-air-13-skins-2020-m1 |
Posted by: nikod99 10 Sep 2021, 22:24 |
გამარჯობა თუ იცით Series 5 ზე ეკრანის კოდის მოხსნა შესაძლებელია? დაკავშირებული ტელეფონის გარეშე |
Posted by: zazmena12 11 Sep 2021, 11:15 |
passcodes თუ გულისხმობ კი შეიძლება მაგრამ მერე მაინც მოგთხოვს ტელეფონთან დაკავშირებას რომ აიქლაუდი გაასუფთავო |
Posted by: nikod99 11 Sep 2021, 17:04 | ||
და აიქლაუდის მოხსნა შესაძლებელია რამენაირად? მახსოვს ადრე iphone-ებზე ხსნიდნენ |
Posted by: zazmena12 13 Sep 2021, 12:09 |
nikod99 ჩეკი თუ გაქ ყიდვის არის შანსი ისე მექანიკური ჩარევით თუ აკეთებენ არ ვიცი და ძაან მეეჭვება |
Posted by: GUGA121601 25 Oct 2021, 14:52 |
გამარჯობათ 1 სერიის საათი მაქვს და 4.3.2 აყენია ვერ აახლებს ახალს თუ იცით? |
Posted by: G.123489 29 Oct 2021, 00:39 |
ECG-ი ჩვენთან როგორ გამოვიყენო, რეგიონი ამერიკა მიყენია მარა apple id ქართულია, ამის შეცვლა აამუშავებს თუ შანსი არმაქვს საქართველოში? |
Posted by: zazmena12 22 Nov 2021, 21:52 |
G.123489 შანსი არ გაქვს, ტყუილად იწვალებ. არ მუშაობს ეგ ფუნქცია ჩვენთან როგორც eSiM-ს ვერ ჩართავ, ისეა ეგეც |
Posted by: MrBolkvadze 11 Dec 2021, 16:54 |
ოდესმე თუ მოახერხებს ეფლი რომ ტატუზე სკანერმა იმუშავოს. მკლავის ბენდი გამოვიწერე და მეგონა ბენდის ბრალი იყო გულისცემას რომ ვერ კითხულობდა და თურმე საათის პრობლემაა. ახლა მეორე ხელზე მიკეთია და სხვა გზაც ვიცი უკან რაღაც სტიკერის დაკვრით რომ "სწორდება" მაგრამ რამდენი სერია დასჭირდებათ კიდევ რომ გააკეთონ კაცმა არ იცის. |
Posted by: giorgi775 11 Feb 2022, 11:53 |
მოგესალმებით, აფდეითის დროს ისე მოხდა რომ დავარესტარტე საათი და ეხლა მიგდებს ერორ მეისჯ, სადაც ახატია "!" ნიშანი ეკრანზე. მოდელი არის: apple watch SE იხილეთ სურათი ამ ლინკზე: https://ibb.co/m87Y9wt https://files.fm/u/7vbm5656a#/ ამის გაკეთების მხოლოდ 1 გზა არსებობს. უნდა შეერთდეს სპეციალური გადამყვანით აითუნსთან. მაინტერესებს საქართველოში ვინმე თუ აკეთებს ამას? |
Posted by: zazmena12 11 Feb 2022, 12:30 |
giorgi775 აისფეისს აქვს ოფიციალური სერვის ცენტრი და დაურეკე აბა კითხე , შეიძლეა მაგ გადამყვანმაც არ უშველოს და უბრალოდ პლატა იყოს გამოსაცვლელი. მესამე სერიაა ხო ? |
Posted by: giorgi775 11 Feb 2022, 12:42 |
ეს ი მოდელია. დავურეკე და აქ მეორეჯერ არ დარეკოო |
Posted by: zazmena12 16 Mar 2022, 10:01 |
https://support.apple.com/en-us/HT204567 1 ნაბიჯი რაც არის ეგ ცადე აბა |
Posted by: No_LiMiT^ 9 Apr 2022, 14:10 |
გამარჯობა, თუ არის შესაძლებელი საქართველოში მეშვიდე სერია გოლდის ყიდვის? |
Posted by: მონაвь 18 May 2022, 01:38 |
სე მაქვს და დატენვის დროს ჩერდება დატენვა და ისევ ირთება ცოტა ხანში და ეგრე მოსდის ხშირად და იქნებ მირჩიოთ რა ვქნა |
Posted by: Dreamer Man 19 May 2022, 00:38 |
მაქვს 6 სერია მეხუთეც აიქლაუდებზეა დაბლოკილი პლატას ვიყიდი ან გავყიდი ეკრანებს ჩავიბარებ 3 სერიებს დაბლოკილებს არამარტო 3 მეს განვიხილავ სხვა მოდელებსაც |
Posted by: ROW187 8 Oct 2022, 04:23 |
რა მაინტერესებს სეზე დატენვის 12 საათში ჯდება და არის ვინმე ვინცხა ელემენტს გამომიცვლის რა სიმონ |
Posted by: abandoned 9 Oct 2022, 22:36 |
რომელი ვოჩიდან ღირს ყიდვა ? …………….………;……….. |
Posted by: NinjaRacer 30 Nov 2022, 16:00 |
ცოტა უნდა წავიფლექსაო. მაჩუქეს ულტრა და 3 დღე ძლებს. სეც მქონდა და შემაზიზღა საათი. 1 დღე ძლივს ძლებდა. 3 თვეში ელემენტის ჯანმრთელობა იყო 80% დაბლა. ტიტანის კორპუსი კი აქვს მართალია მაგრამ მეორე დღე რაც მაქვს და კორპუსზე უკვე პატარა ორი ხაზი გაუჩნდა ნაკაწრი არაა ხაზია. რაც ცოტა არიყოს მოულოდნელი სიურპრიზია და არასასიამოვნოა. თუმცა მკიდია ეგეც დიდი არაფერი. დისფლეი არ იკაწრება როგორც მითხრეს ყოველდღიურ ხმარებაში. ისევ ტიტანის სამაჯური თუ მოხვდება და გაჩხაპნის. ზომა თუ საშუალო აიღე მოხსნისას პირდაპირ კორპუსს ეხახუნება და ტიტანი სახეს აძრობს კორპუსს. სახეს ვერ აძრობს მაგრამ ხაზებს უტოვებს რა. ეს ულტრა ჯერ ძალაინ ლამაზია. მერე დიდი დისფლეი აქვს. ბევრი ფიჩები და რაც მთავარია. ელემენტი. მოკლედ კიდევ ერთხელ გამოუვიდა. იდეალური პროდუქტი ეფლს. ჩემი აზრით ამის გარდა არცერთი სმართვოჩი არ უნდა იყიდო. თუ ყიდვაა. ჩამოტანა 2600 ლარი ჯდება. დიდი არაფერი ეგეც მაგრმა დროთაგანმავლობაში ალბათ დაამახინჯებს. და კიდევ ერთი წელზე მეტია 13 აიფონს ვხმარობ და ელმენტი 100% მაქვს. იმიტომ რომ არცერთ უსადენო დამტენს არ ვაკარებ. ყიდვის დღიდან 20 ვატიანი ანკერით ვტენი ხოლმე 20-ზე რო ჩამოვა. low power mode და optimised battery charging სულ ჩართული მაქვს თითქმის. ისედაც გიჟივით სწრაფია და ვერ ვატყობ სხვაობას. ესეც იდეალური იქნებოდა 120 ჰერცი რომ ქონდეს დისფლეის. აი მ1 მაკბუქებს რაჭირთ არ ვიცი. მაგათ ელემენტებს ჯანმრთელობა უტრაკებს რამდენიმე თვეში სულ ახალიც რო იყოს 90% დაბლა ჩამოდის BH, მაგრამ ეგეც იდეალურია იმდენ ხანს ძლებს რო ფაქტიურად საერთოდ არ ფიქრობ დატენვაზე. * * * ძალიან მაღალი სიკაშკაშე აქვს დისფლეის და ძალიან სასიამოვნოა გამოსახულებაც კარგი ხარისხის აქვს. მაგრამ ძალიან დიდია 49 მმ ქალის მაჯაზე უბრალოდ ძალიან დიდი იქნება. მე ცოტა დიდ მაჯები მაქვს და ჩემთვისაც კი ხელზე დიდია. ისეთი დიდიც არაა რომ ამახინჯებდეს რამეს მაგრამ დიდია. სამაჯურებიდან midnight blue მომწონს ზალიან და ocean white-იც კარგია. სამწუხაროდ ჩემი ნაჭრის სამაჯურია რაც ძალიან არასასიამოვნოა როცა სველდება ძალიან არაკომფორტულია და მოხსნაც საჩალიჩოა. მე green alpine მაქვს და რაც მოყვება ნაჭრის ბენდებს შორის მგონი ყველაზე კარგია. |
Posted by: lasha_u 31 Jan 2024, 15:02 | ||
ერთი წელია m1 air მაქ და 95%ზეა ელემენტი, არაფერი განსაკუთრებული მოვლით არ ვუვლი, ვტენი როცა მინდა, ღამეც ვტოვებ თუ საჭიროა, ეკრანზე რო ვაერთებ სუ შეერთებულია დამტენზე და ერთი იმას თუ ჩათვლი მოვლაში რო 0ზე არასოდეს ჩამოსულა და გათიშულა პ.ს 160 ციკლი |
Posted by: ჰეისან 31 Jan 2024, 19:38 |
მეც დავითრიე Ultra 2. ღამით ვთიშავ ხოლმე და დაახლოებით 4 დღე მიძლებს. არ მეგონა, საერთოდ თუ ვიყიდდი ჭკვერ საათს. Ocean Band მოჰყვა ნარინჯისფერი. დამატებით ნაცრისფერ-ნარინჯისფერი სამაჯურიც დავითრიე, ნეილონის... და კიდევ ერთ სამაჯურს ველოდები, მაგნიტებზე. ახლა იმას ვფიქრობ დამცავი შუშა ხომ არ დავაკრა Spigen-ის, ყოველი შემთხვევისთვის |
Posted by: matemana 17 May 2024, 19:35 |
ულტრა ჩამივარდა და სამწუხაროდ დაბლოკილი აღმოჩნდა. პატრიონთან დაკავშირება არ გამოდის და რა option ები მაქვს? არის რამე სერვისები ამათ გასახსნელად? ან ნაწილებად რა ღირს? იდეალურ მდგომარეობაშია ვიზუალურად ეკრანიც უნაკაწრო. |
Posted by: NinjaRacer 18 May 2024, 00:16 |
გილოცავ. მაგნიტებზე ერთს გეტყვი. პეკინზე იყიდი 20-30 ლარში და ზუსტად ისეთივე სამაჯურია. როგორიც ეფლ.ქომზე უბრალოდ ის 200$ ღირს თუ რაღაც მგონი. აი ნეილონი ლურჯი მეც მევასება მაგრა არ მქონია არც ორიქინალი და არც ვაგზლის. ისე მევასება რო მაგაზე არ დამენენებოდა ორიგინალში 150$ მიცემა. პრინციპში არც მაგნიტზე მენანება მაგრამ აი მართლა იგივეა 30 ლარიანი ეჭვი მაქვს ნეილონებზე იგივე იქნება. ოუშენ ბენდი უბრალოდ ესთეთიურად მომწონს. თან ეს ნარინჯისფერი სახეში განათებს ინფლუენსერივით მოკლედ სამაჯური აქსესუარია. ბევრი უნდა გქონდეს და იაფი უნდა ღირდეს. სამაჯურია რა. ძალიან დამღლელია ყოველდღე საათის დატენვა რო გიწევს. მთლიანად აუფასურებს მის სიჭკვიანესაც და სისაათესაც თანაც ადვილად მსხვრევადი და კაწვრადი როა. აი ძალიან მოძველდა და ამოწურა თავისთავი. აი 3-4 დღე უკვე კარგია. ულტრა2 როგორც ვამბობდი. კარგი პროდუქტია. ნაწილებად. სხვა შანსი არ გაქვს. უნდა მოხსნა აქვიეშენ ლოქი. თორე ვერ დააწყვილებ ტელეფონთან და ვერაფერში გამოიყენებ. ჰეისან არ გათიშო. სლიფ თრექერიც აქვს. ნუ ცალკე რაიმე ბეჭედი თუ არ გაქვს ძილის თრექინგისთვის. 3 დღე უნდა გაგიძლოს. საშუალოდ. დისფლეი სულ ჩართული უნდა გქონდეს და ყველა ფიჩა. ესიმის გარდა რომელსაც მგონი ჯერ ვერც ვიყენებთ. |
Posted by: matemana 18 May 2024, 02:45 |
ცუდია ის სერვისიც თუ არაა დაბლოკილ აიფონებს რომ ხსნიან. დადგება მერე ეფლი და eco friendly-ები ვართო, იმდენი მაგათი დივაისი ხდება სავსებით ჯანმრთელ მდგომარეობაში e-waste, აზრს კარგავს ნაგვისგან რომ აკეთებენ ამ მოწყობილობებს. სმარტ საათი ჯერ არ მქონია, მექანიკური საათები მევასება და მაგათ ვატარებ სულ. ელემენტის გამო არ ვეკარები სმარტ საათებს. ისე კი ფიტნეს ტრეკერებს აქვთ საკაიფო battery life. თვეში 2-ჯერ უნდა ტენვა. ძილს, პულსს და სხვა მაჩვენებლებს ეგენიც უყურებენ. apple ultra-ს კი დავითრევდი და ნაწილებად მეგდებოდა ეს მეორეც, მაგრამ ვიცი ვერ შევეგუები ყოველდღე ტენვას, თან მაშინ iphone-ს ყიდვაც მომიწევს და მაგას მითუმეტეს ვერ შევეგუები თანაც ღამე საათს ვერ გავიკეთებ, რომ მიკეთია ნერვებს მიშლის. არ ვიცი ხალხი როგორ ეგუება ძილის დროს რომ უკეთიათ საათები |
Posted by: ჰეისან 18 May 2024, 22:56 | ||||||
NinjaRacer
რატომ? გაცილებით დიდხანს ძლებს მასე.
ხელიდან მოხსნილი თუ მაქვს და მაგიდაზე დევს, მაინც აკეთებს მაგას? საათით არასოდეს მძინავს. ვერ ვიტან ვერანაირ აქსესუარს ძილის დროს.
ეკრანი სულ ჩართული რომ დავუტოვო და ღამეც არ გავთიშო, გარანტიას გაძლევ, რომ სამი დღე არანაირად არ გაძლებს |
Posted by: ჰეისან 1 Aug 2024, 02:06 |
watchOS 10.6 გამოვიდა. გუშინწინ საღამოს მივაყენე. Clockology-ს დაერხა და გადაყენება მომიწია. არადა, რამდენი ფეისი მქონდა ჩათხრილი, ვერ აგიღწერთ |