Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > Apple > Apple Music |
Posted by: onetwo 19 Oct 2017, 15:37 |
მოკლედ.... ვინაიდან ამ თემით დაინტერესებული რამდენიმე ადამიანი შემხვდა ამ ფორუმზე (რაც ძალიან მახარებს) ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებული კითხვებისთვის პასუხის გაცემა, მსგავსი თემის არ არსებობის გამო, ნაწილობრივ შეუსაბამო თემებში მომიწია (Apple ID, Spotify) ვინაიდან ვერც ჩვენს საყვარელ საძიებო სისტემაში ვერ ვნახე, ამ ფორუმზე მსგავსი თემის არსებობის კვალი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « და ვინაიდან კარგ ხასიათზე ვარ გადავწყვიტე, რომ ცალკე თემა გამეხსნა !! რა განსხვავებაა Apple Music-სა, iTunes Music Store-სა და iTunes Match-ს შორის? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « როგორ ჩავრთოთ თითოეული მათგანი? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: MrPhoenix 19 Oct 2017, 16:14 |
მსგავს თემას რო ხსნი აგეხსნა მაინც როგორ იყიდონ ისე რუსულ სთორში ბევრად იაფი ღირს ვიდრე ამერიკულზე.. 10დოალრი(24-25ლარი) 160რუბლი(თუ არ ვცდები) (რაც 7-8ლარია) |
Posted by: david999 19 Oct 2017, 16:28 | ||
დავფიქსირდები,საჭირო თემაა.კარგია რო გახსენი მარა ინფორმაციაც რომ დაგედო კარგი იქნებოდა.მაგალითად როგორ გავააქტიუროთ Spotify ან Apple Music
თან სტუდენტურზე თუ გააფორმებ უფრო იაფია. |
Posted by: onetwo 19 Oct 2017, 16:35 |
MrPhoenix david999 საღამოს აუცილებლად დავდებ თითოეულის განმარტებას, ჩართვის ინსტრუქციას და სხვა წვრილმანებს. |
Posted by: MrPhoenix 19 Oct 2017, 16:37 |
david999 არ ვიყენებ და არ ვიცი ზუსტად რატოა ეგრე, Spotify Premium-ი მაქ და როგორც მანდაა - ქვეყნების ფასი პრემიუმზე - ტრეკების(ალბომების) შეზღუდვაზეა სხვაობა(ანუ ფილიპინების პრემიუმში შედარებით მეტი შეზღუდვა აქვს ვიდრე ამერიკულ პრემიუმში და ამასობაში ფილიპინების პრემიუმი ბევრად იაფი ღირს) და სავარაუდოდ აქაც ეგრე იქნება... |
Posted by: Greenbro 19 Oct 2017, 16:40 |
ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" |
Posted by: ILIA1702 20 Oct 2017, 16:45 | ||
onetwo
მე მაქვს ეგ გააქტიურებული. უნივერსიტეტის არჩევის მერე გადაგამისამართებს უნივერსიტეტის აქაუნთის გვერდზე, საიდანაც გაივლი ავტორიზაციას სტუდენტის მონაცემებით, რომელიც გადმოამისამართებს უკან და მორჩა. პ.ს. ყოველ თვე ნახლდება ავტომატურად, ასე რომ თუ აქაუნთი გააუქმა უნივერსიტეტმა ანგარიში renew არ გაკეთდება. პ.პ.ს. ფრანგული უნივერსიტეტით გავიარე მე ეგ პროცედურა, და ეჭვი მაქვს სიაში არ იქნება ქართული სასწავლო დაწესებულებები. |
Posted by: sevastopol 20 Oct 2017, 17:11 |
MrPhoenix მეც Spotify Premium მაქვს. Family $15 თვეში / 6 კაცზე და უფრო იაფად კი გამოდის ვიდრე Apple Music. თან Apple Music ონლაინ ვერ მოუსმენ ლაპტოპიდან. iTunes უნდა ჩაიწერო აუცილებლად. მოკლედ, სანამ საქართველო ოფიციალურად არ დაემატება Apple Store-ს (რომელიც წელს უნდა მოხდეს როგორც მთავრობამ გვახარა), იქამდე არ აქვს აზრი Apple Music-ის "დათრევას". |
Posted by: david999 20 Oct 2017, 17:52 | ||||
რა თქმა უნდა არ იქნება,ოფიციალურადაც არაა ჩვენთან Spotify |
Posted by: onetwo 20 Oct 2017, 18:11 | ||
ეს არ ვიცოდი. ყველა სერვისით შევძლებთ სარგებლობას თუ მარტო App Store-ით? |
Posted by: ILIA1702 20 Oct 2017, 18:54 |
sevastopol შეიძლება სპოტიფაი სჯობდეს კატალოგითაც, თუმცა Apple Music არის საჭირო რომ საათიდან offline-ში მოვუსმინო. |
Posted by: onetwo 20 Oct 2017, 19:15 | ||
ვერც ერთი ციფრული მუსიკის მაღაზია შეედრება ეფლს კატალოგის სიდიდით |
Posted by: david999 20 Oct 2017, 19:36 |
ვისაც Hi-Fi გაინტერესებთ https://www.groupon.com/visitor_referral/h/c3da79fd-46b3-4418-a6a8-f5dca6b89bc7 ზე დასერჩეთ Tidal 3თვე უფასოა |
Posted by: onetwo 20 Oct 2017, 19:45 | ||
ძალიან პატარა ბაზები აქვთ hi-fi მაღაზიებს და ძირითადად სულ კლასიკურ ან ელექტრონულ მუსიკაზე აკეთებენ აქცენტს. ძნელია მთლიანი ფლეილისთი შეავსო. შედარებით დიდი კოლექცია ამათ აქვთ - https://www.7digital.com |
Posted by: david999 20 Oct 2017, 20:08 | ||||
Tidalი სიმღერების სიმცირეს დიდად არ უჩივის 40მილიონი სიმღერაა vs 43 Apple music vs ~30 Spotify |
Posted by: > CasTieL < 22 Oct 2017, 14:03 |
ჩავრთე Apple Music-ი Family Sharing პაკეტი. აღფრთოვანებული ვარ საუკუნეა Spotify-ს iPhone-ში ვუსმენ და Extreme-ს ხარისხის ჟღერადობა უკვე ყურებში მქონდა გამჯდარი. Apple Music-ში High Quality-ში ჩავრთე იგივე სიმღერა და სიტყვები არ მყოფნის, რამდენიმე თავით სჯობია. შენიშვნა: iMac-ში და Macbook-ში იგივეა თითქმის, უბრალოდ ნაუშნიკებში უფრო წმინდად მომეჩვენა, რიავიცი. 2 ნაკლი აქვს სამწუხაროდ: 1) როდესაც ტელეფონში ვუსმენ კომპში ან/და ნოუთბუქში (სადაც იგივე Apple ID მაქვს შეყვანილი) არ მიჩვენებს რომ ჩართულია აქა და აქო (Spotify-ს ჰქონდა) 2) კომპსა და ტელეფონს შორის სინქრონიზაცია პლეილისტის და ა.შ Library-ს იდეალურად არის გაკეთებული, მაგრამ iTunes-დან iPod Shuffle-ში რომ ვცადე სიმღერის გადატანა Error ამოაგდო, Apple Music-დან გადმოწერილი სიმღერა iPod-ში არ შეიძლება რომ დასინქრონირდესო (ეს Spotify-ს არ ჰქონდა რა თქმა უნდა მაგრამ რატომღაც ვიმედოვნებდი რომ Apple ამას არ შეზღუდავდა). საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. |
Posted by: MrPhoenix 22 Oct 2017, 14:36 |
> CasTieL < რავიცი, რავიცი... სადაც არ წავიკითხე ყველა იძახის შედარებით ყველაზე სუსტი ხმა Apple Music-ს აქვს... გამოასწორეს(დაამატეს კაი ხარისხი) ვითომ? |
Posted by: > CasTieL < 22 Oct 2017, 14:45 |
MrPhoenix აიფონზე ნაუშნიკებში მე ამის ჟღერადობა უფრო მომწონს ვიდრე სპოტიფაის. სპოტიფაის ბოლო ხმაზე ვუსმენდი ხოლმე და მაინც რაღაც აკლდა თითქოს, ამას ბოლო ხმაზე რომ ავუწიე აღარ მესიამოვნა, სადღაც 85%-ზე ვუსმენ და იდეალურია ჩემთვის მეტროში ალბათ 95-100% გადაფარავს მატარებლების ხმას კომპზე დინამიკებში დიდ სხვაობას ვერ ვამჩნევ. თუმცა ეგ უკვე ალბათ გემოვნების საკითხია რა. |
Posted by: onetwo 22 Oct 2017, 14:48 | ||||||||
> CasTieL < გილოცავ.
ჰო. როგორც დავწერე , Spotify ისევ MP3 ფორმატში ყიდის და ეფლი AAC-ში, რომელიც უფრო ხარისხიანია - https://navigator.ge/2017/05/15/mp3-dead/
ასეა. ხარისხიან აპარატურაზე უფრო დაინახავ განსხვავებას. ყურსასმენებით უფრო ადვილია დეტალების გარჩევა.
iCloud Music Library ჩართე გააქტიურების შემდეგ? თუ არა ჩართე და უნდა გამოჩნდეს ყველგან. აი ინსტრუქცია - https://support.apple.com/en-us/HT204926
iPod Shuffle-ზე და iPod nano-ზეა ეგრე. რადგანაც არც ერთს არ აქვს ვაიფაის მხარდაჭერა (განსხვავებით აიპოდ თაჩისგან) გამოდის, რომ ვერ შეხვალ შენს ეფლ აიდიზე და იმის ცოდნა შეუძლებელი გახდება , როდის ამოგეწურა ერთი თვე რომ ვეღარაფერს მოუსმინო. უფლება რო მოგცენ , მაშინ ვადის გასვლის შემდეგაც შეგეძლება მოსმენა განაგრძნო, რადგან ვერაფრით მიხვდება როდის ამოიწურა ვადა, ინტერნეტის და ეფლ აიდის გარეშე. მაშინ შემდეგი თვის ყიდვა აღარ მოგიწევდა და ეფლს კიდევ ეგ რაში აწყობს. მაგრამ აიპოდ თაჩზე ინტერნეტიცაა, შენი აიდის შეყვანაც შეგიძლია და შესამაბისად ეგ პრობლემაც აღარ აქვთ მანდ. |
Posted by: > CasTieL < 22 Oct 2017, 16:16 | ||||
onetwo
მადლობა.
გავაკეთე ეს მაგრამ ასინქრონირებს მარტო მედიათეკას. ახლაც კი ტელეფონში ვუსმენ მუსიკას, მაგრამ კომპიუტერის აითუნსს გრძნობაც არ აქვს. ჩავრთე და ამა ცალკე გაუბერა P.S ბოლო ვერსიამდე არის განახლებული როგორც ტელეფონი, ისე კომპიუტერის აითუნსი დიდად არ მანაღვლებს, სიმართლე რომ ვთქვათ. უბრალოდ, შეჩვეული რომ ვიყავი სპოტიფაიზე, რაღაც ხინჯად მაქვს, თორემ არც იქ ვიყენებდი მაგ ფუნქციას მაინც და მაინც |
Posted by: onetwo 22 Oct 2017, 16:48 |
> CasTieL < არადა მაგის ჩართვის შემდეგ უნდა მოგვარებულიყო. გამოდი შენი ექაუნთიდან და ხელახლა შედი. ხშირად ეგ შველის |
Posted by: > CasTieL < 30 Oct 2017, 14:46 | ||
onetwo
არაფერმა არ უშველა. მაგრამ როგორც ვთქვი მკიდია. ძირითადად მაინც ტელეფონში ვუსმენ. |
Posted by: SerLom1 2 Dec 2017, 02:03 |
კარგი თემაა და საჭირო! გაიხარეთ! მე 3 თვიანი Free Trial ჩავრთე მეგობრის ამერიკული საბანკო ბარათით და ძალიან მომწონს ეფლის მუსიკის ხარისხიც და მოძიების სიმარტივეც. მაგრამ ეს 3 თვე რომ ამომეწურება რა ვქნა? გვასწავლეთ ვინც იცით როგორ ჩავრთოთ ეფლის მუსიკა ვიდრე საქართველოში შემოვა |
Posted by: > CasTieL < 11 Dec 2017, 17:21 |
SerLom1 მე გირჩევ რუსულ რეგიონზე გადართო. იქ უფრო იაფი გამოდის. თუ ჯამში თანახმა ხარ საკომისიოებში ზედმეტად იხადო 4-5 ლარი გასწავლი როგორ მიაბა ბარათი შენს Аpple ID-ს. მეც ჯერ Trial ვერსიაზე ვარ მაგრამ iCloud-ის Storage-თი უკვე 2-ჯერ ჩამომეჭრა ანგარიშიდან თანხა, შესაბამისად Apple Music-ის ჯერიც რომ დადგება იქაც ჩამომეჭრება. |
Posted by: skysky1 11 Dec 2017, 18:30 |
> CasTieL < დაწერე როგორ მივაბათ. ბევრს გამოგვადგება |
Posted by: > CasTieL < 12 Dec 2017, 12:00 | ||
skysky1
თემა გავაკეთე: https://forum.ge/?f=98&showtopic=34992891 |
Posted by: SerLom1 10 Jan 2018, 03:55 |
ეგეც სასარგებლოა მაგრამ უფასოდ მინდა როგორც ყველა ნაღდ ქართველს |
Posted by: Andy_Kaufman 10 Jan 2018, 09:45 |
SerLom1 https://www.tutuapp.vip/ აქედან ჩამოწერე ეს ტუტუაპ მერე სეთინგებიდან ვერიფიკაცია მიეცი და მერე გადმოწერე spotify++ გექნება პრემიუმი და უსმინე რასაც გინდა .. ეგ ტუტუაპპ წაშალე მერე მობილურიდან მაგრამ სეთინგებში სადაც ვერიფიკაიცა მიეცი იქ არ ამოშალო .. რაღაც დროის მერე შეიძლება მიაგნოს ეფლმა და დაბლოკოს .. მე კაიხანია მაქვს ..ადრე კი დამიბლოკეს ერთხელ |
Posted by: SerLom1 13 Jan 2018, 23:13 |
Andy_Kaufman გადმოვწერე ეგ აპლიკაცია და მთავაზობს Nesstool დააყენე რომ გამართულად და უსაფრთხოდ იმუშაოს ტუტუაპმაო და დავაყენო? და მეორე კითხვა სპოტიფაი++ გადმოვწერე მაქედან და როგორ შევიდე ექაუნთი რომ არ მაქვს? |
Posted by: Andy_Kaufman 14 Jan 2018, 00:58 |
SerLom1 რავი მე არ დამიყენებია ეგ აპლიკაცია ნესთული და არვიცი სიმართლე გითხრა ... სფოთიფაის ექუნთი გინდა და ვპნ უნდა ჩართო და ამერიკისრეგიონი მიუთითე ვპნში ... ყოველ ორ კვირაში ამოიცნობს რომ საქართველოდან ხმარობ აპპს და ისვ ჩართაც ცპნს და მერე ახლიდან შეხვალ შენი ექაუნთით და კვლავ ორო კვირა გექნება ... ცოტა კი წვალებაა მარა მუქთა ესაა |
Posted by: > CasTieL < 18 Jan 2018, 12:47 | ||||||||
Andy_Kaufman
Spotify მეც რაღაც მსგავსი პროგრამის საშუალებით მქონდა გადმოწერილი. მაგრამ ნაკლი ის აქვს რომ ტრეკის გადმოწერის საშუალებას არც ერთი მსგავსი პროგრამა არ მოგცემს, ანუ Offline ვერ მოუსმენ. ასევე არც ერთ ანალოგიურ პროგრამას არ ექნება საშუალება Extreme ხარისხში ან HD-ში რომ უსმინო. საწყის ეტაპზე 3 თვით Yandex Music-ზე გადავედი, მინდა აღვნიშნო რომ Apple Music-ს არ ჩამოუვარდება. რაღაც ისეთი ფუნქციები ვუპოვე რაც არ აქვს Apple Music-ს. P.S. ღირებულება იგივეა მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან უფრო იაფიც კი გამოდის (30 რუბლით) * * * Andy_Kaufman
ყველაფერი ეგრეა როგორც დაწერე 2 წელი ეგრე ვიყენებდი Spotify-ს (1 წელი ანდროიდზე და 1 წელი iOS-ზე). |
Posted by: Andy_Kaufman 19 Jan 2018, 13:38 |
> CasTieL < კი რაც დაწერე ეგრე მე ინტერნეტი ფაქტიურად მუქთად მაქვს და გადმოწერა მკიდია ეგ იანდექსიც ითხოვს ბარათის მიბმას საწყის უფასო პერიოდზე? |
Posted by: SerLom1 21 Jan 2018, 01:38 |
Andy_Kaufman და სპოტიფაის ექაუნთი სად ვიშოვო? |
Posted by: sevastopol 21 Jan 2018, 03:24 |
SerLom1 Proxy-ით დარეგისტრირდი და ერთხელ გააქტიურე. 14 დღის განმავრლობაში გექნება და შემდეგ ისევ Proxy-ით იყიდე პრემიუმი 1 თვიანი/წლიანი. |
Posted by: Andy_Kaufman 22 Jan 2018, 10:47 | ||||
SerLom1
sevastopol
მე როგორც ვიცი აზრი არ აქვს ყიდვას საქართველოდან...აქაურ ბარათს იცნობს და გიბლოკავს რაღაც დროის მერე .. |
Posted by: > CasTieL < 22 Jan 2018, 14:46 | ||||||
Andy_Kaufman
კი ეგრეა. არც გადააბავს ქართულ ბარათს. ეძრობოდა ხოლმე აქციები 0.99$-ად (3 თვე) და ვერაფრით ვერ ვიყიდე.
არა არ ითხოვს. Yandex Money-ზე უნდა დარეგისტრირდე, მერე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეიტანო ფული და Yandex Music Gift Card-ი უნდა იყიდო. 1 თვიანი ღირს 169 რუბლი (3 თვიანი 500 რუბლი და ა.შ)QiWi-სთან სხვაობა ისაა რომ Apple Music-ზე 269+30=299 რუბლს ვიხდიდი (30 რუბლი QiWi-ს საკომისიოა). აქ ეგეთი არაფერი არაა, იხდი მარტო იმას რაც საიტზე წერია, არანაირი ფარული გადასახადი არ არის .
ეგეთი არ არსებობს, თუ გააქტიურებული არ გაქვს ვერც ჩართავ (ჩართვა ნებადართულია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე, ისიც რეკლამებით იქნება გაძეძგილი როგორც Spotify). მე ეს Yandex-ი არ მაწყობს, ყველაფერი Apple-ზე მაქვს და ეს გამოკვეტებულია ღლეურად , უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს ამ ეტაპზე. რაღაცის გატესტვა მინდოდა და შევიტანე 30 ლარის შესაბამისი რუბლი მაგ Yandex-ზე, ყველანაირი გადარიცხვები დაბლოკილია და ავტორიზაცია/ვერიფიკაცია არა რუსეთის მოქალაქეებისთვის ისეა გართულებული რომ ისევ QiWi მირჩევნია. შედეგაც აღმოჩნდა ის რომ ბალანსზე მქონდა თანხა რომელსაც ვერც ვერსად ვრიცხავდი, ვერც უკან ვაბრუნებდი. შემეძლო მარტო Yandex Music-ის ყიდვა, სხვა Yandex Account-ზე ან Steam-ზე ჩარიცხვა. უქმად გდებას გამოყენება უფრო ვარჩიე. ვიყიდე იმ თანხით Gift-ი და დროებით გადავსახლდი Yandex-ზე, სანამ არ ამოიწურება. ამდენი იმიტომ ვწერე რომ რისკები აწონ-დაწონოთ. პლუსები Apple Music-თან შედარებით: > სიიაფე > ბარათის გადაბმა არ არის საჭირო > აქვს რაღაც ფუნქციები რაც არ აქვს Apple Music-ს. პირიქით ვერაფერი აღმოვაჩინე ჯერ. მინუსები: > Apple Watch-თან ვერ ძმაკაცობს. დასკვნა: თუ Apple-ს 1 მოწყობილობა გაქვთ, ან ფლობთ არა iOS-ს Device-ს (მაგ. ანდროიდი) მაშინ გირჩევთ Yandex Music-ს, სხვა ყველა ვარიანტში Apple Music. P.S. თუ ვინმე Yandex Music-ის გააქტიურებას გადაწყვეტთ შემეხმიანეთ, მე გადმოგირიცხავთ Ruble-ებს და თქვენ ხელზე მომეცით. ამით თქვენც ისარგებლებთ (სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საკომისიოს გადაურჩებით, რომელიც 25 ლარზე 4 ლარია დაახლოებით) და მეც |
Posted by: sevastopol 22 Jan 2018, 15:36 |
Andy_Kaufman მე ამერიკაში ცხოვრების დროს ჩვეულებრივად გამოვიყენე ქართული ბარათი. $1 ჩამომეჭრა და 3 თვე ვიყენებდი (დეკემბერში აქციის პერიოდში შევიძინე). |
Posted by: Andy_Kaufman 22 Jan 2018, 21:19 |
> CasTieL < გასაგებია მადლობა ინფოსთვის sevastopol ჰო მარა იქ იყენებდი სავარაუდოდ და აქ რო ჩამოხვედი აქაც იყენებ? |
Posted by: sevastopol 23 Jan 2018, 03:43 |
Andy_Kaufman კი, აქაც ჩვეულებრივად. მთავარია იქ რეგისტრაციის დროს Billing-ში რას ჩაწერ და ამერიკული IP დაფიქსირდეს. მეტი არაფერი არ არის საჭირო. |
Posted by: Andy_Kaufman 23 Jan 2018, 10:58 | ||
sevastopol
ეგ ჰო მარა სულ პროქსი ჩართული ხო არ იმოძრავებ ,, როგორც კი ლოქიშენს შეიცვლი დააფიქსირებს საქართველოს და დაბლოკავს |
Posted by: > CasTieL < 29 Jan 2018, 22:27 |
SerLom1 რაც Apple-ს მოწყობილობები მაქვს არასდროს არ გამიკეთებია ეგ რაც შენ დაწერე. გადახედე თემას როგორ უნდა გადააბა ბარათი Apple Store-ში და მერე Apple Music-ის ყიდვასაც შეძლებ და აღარ დაგჭირდება ამდენი წვალება. |
Posted by: Nagini 29 Jan 2018, 22:30 |
რად უნდა ბარათის გადაბმა და ათას უცხო საიტზე წვალება. 10 დოლარიანი gift card იყიდე და მორჩა |
Posted by: SerLom1 31 Jan 2018, 04:38 |
მივაბი როგორც იქნა ვირტუალური ბარათი და ჩავრთე ეფლ მიუზიქიი. ვინმეს თუ გიცდიათ ასეთი რამ: 3 თვიან საცდელს რომ ვადა ამოეწურება მერე ახალი ეფლ აიდის დარეგისტრირება და ხელახლა ჩართვა 3 თვიანის? |
Posted by: Nagini 31 Jan 2018, 12:46 |
SerLom1 კი, ჩვეულებრივ ჩაირთვება. მაგრამ მე gift card-ით ვქენი. ბარათით თუ გამოვა არ ვიცი. |
Posted by: petra79 12 Feb 2018, 01:21 |
ესეიგი უინტერნეტოდ მუსიკას ვერ მოვუსმენ აიფონში?თან უფასოდ |
Posted by: Lukkky 12 Feb 2018, 02:20 |
petra79 ან ჩაწერე აითუნსიდან ხელით , ან ჩართე ეფლ მიუსიქ 3 თვე უფასოა, ან Offline , Tubidy , Youtube++ გამოიყენე, მრავალი გზაა. |
Posted by: Andy_Kaufman 12 Feb 2018, 11:44 | ||
ამაზე Fემილი შეირინგ არ მუშაობს ხო? |
Posted by: SerLom1 18 Feb 2018, 16:51 |
მოკლედ საქართველოში ეფლ მიუზიქის უფასოდ გამოყენების ხერხს მივაგენი. ვისაც გინდათ გასწავლით. მაგრამ მგონი საჯაროდ არ შეიძლება არა დაწერა? |
Posted by: > CasTieL < 18 Feb 2018, 18:20 | ||
SerLom1
სალამი, მასწავლე აბა |
Posted by: david999 18 Feb 2018, 18:31 | ||
მომწერე აბა პმ ვნახოთ რა ხდება |
Posted by: pataragio 3 Mar 2018, 11:54 |
ვინმე თუ ჩართავთ ოფიციალურად არ გინდათ ერთი ექვსი კაცი შევიკრიბოთ და ის ოჯახური პაკეტის ფული გავიყოთ ხოლმე რა. 9$ ია დაჟე სამნიც რო შევიკრიბოთ მემგონი ღირს. თუ რამე იდეა გექნებათ მომწერეთ 595934567 გიო |
Posted by: Andy_Kaufman 3 Mar 2018, 23:02 |
SerLom1 მეც მასწავლე თუ არ შეწუხდები |
Posted by: sevastopol 4 Mar 2018, 02:29 |
SerLom1 იმას ამბობ რუსეთზე გადასვლას და ვირტუალური ბარათით 3 თვიანი უფასოს ჩართვას და მერე არაფრის გადახდას და ეფლ მუსიქის გაუქმებას? |
Posted by: Lukkky 4 Mar 2018, 11:01 |
რავი მე გადავედი და ვიყიდე კიდეც 10 დოლარის დედაც გაჟიმოს ეშმაკმა |
Posted by: Andy_Kaufman 4 Mar 2018, 19:22 |
> CasTieL < iTunes Match არ ჯობია ყველას? 25$ წელიწადში გამოდის 5 ლარი თვიურად დაახლოებით |
Posted by: > CasTieL < 4 Mar 2018, 20:38 |
Andy_Kaufman მე მგონი ეგ საერთოდ სხვა რაღაცაა. iTunes Match თუ სწორად ვიცი გაძლევს საშუალებას აიტუნსიდან ბლოკმოხსნილი სიმღერა გადმოწერო. ძალიან მეეჭვება თვეში 5 ლარის სანაცვლოდ ეფლმა ეგ დაუშვას. |
Posted by: Andy_Kaufman 4 Mar 2018, 21:16 | ||
> CasTieL < რავი პირველ გვერდზე ეს წერია და ბოლომდე მეც ვერ ჩავწვდი
მოკლედ, როგორც ჩავწვდი, შენს კომპიუტერში რაც გაქვს, ვთქვათ ყველა სიმღერას გადაატარებ და იმაზე წვდომას მოგცემს ონლაინ და სხვა ახლი რომ მოძებნო და მოუსმინო, მაგის საშუალებას არ მოგცემს. |
Posted by: SerLom1 5 Mar 2018, 01:06 |
> CasTieL < david999 Andy_Kaufman sevastopol რახან ინტერესი არის აქვე დავწერ, რავიცი რა პრობლემა უნდა იყოს... მოკლედ პრინციპი ის არის რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ ახალ ეფლ აიდის არეგისტრირებ და სამ თვიან უფასო ტრაიალს იღებ. მეორეჯერ გავაკეთე მე უკვე, ამ მეორეს აპრილში გასდის ვადა და მერე მესამეც თუ უპრობლემოდ გაკეთდა ესეიგი სულ მუდამ ეგრე იქნება. ოღონდ აქ მთავარი არის ბარათის მიბმა. ფულს არ გაჭრის მაგრამ მაგის გარეშე ხომ არ მოგცემენ უფასო სამთვიანს. ნებისმიერი ქვეყნის, სადაც ეფლ მიუზიქი არის, ბარათი მიებმება ოღონდ იმ ქვეყანაზე უნდა გადაიტანო ეფლ აიდი. შეგიძლია კივის ვირტუალურ ბარათი მიაბა და რუსეთზე მოგცემს ალბათ. მე მალტის გავაკეთე. ადვილია ძალიან. Entropay.com არის მალტის ვირტუალური ბარათი. დარეგისტრირდები და მოგცემს ვირტ. ბარათის ნომერს. და 5$ უნდა დარიცხო იმ ვირტ. ბარათზე. მერე შეგიძლია რამე იყიდო მაგ 5 დოლარით ინტერნეტში. მაგთიში ან სხვა კომუნ. გადაიხადო ჩვეულებრივ. ანუ ვერ გამოიტან უკან მარა არ გეკარგება. ხოდა მაგ ბარათი მიებმება ეფლ აიდის რომელსაც გადაიყვან მალტაზე და ვოალა! 3 თვე მუსიკა შენია. მერე ახალი აიდი უნდა შექმნა. და იგივე ვირტ. ბარათი მიაბა. ერთი ისაა მინუსი რომ ალბათ რომ შენი მუსიკა წაიშლება და თავიდან უნდა შეავსო პლეილისტები. მე ჩემ მუსიკას ვსქრინავ რამდენიმე სურათად რომ მერე ადვილად მივაგნო ყველას. თითქოს ცოტა საწვალებელია მაგრამ სამი თვე არ არის პატარა დრო, ღირს იმად რომ სამ თვეში 30 წუთი ან 1 საათი დახარჯო და ეფლ მიუზიქი გქონდეს ულიმიტოდ. |
Posted by: skyline88 5 Mar 2018, 13:32 | ||||
iTunes Match-ის იდეა პირველ რიგში, არსებული სიმღერების ხარისხის გაუმჯობესებაა + აქედან გადმოწერილი სიმღერები DRM დაცვისგან თავისუფალი იქნება და ნებისმიერ მოწყობილობაზე შეძლებ მოსმენას. მაგ: Apple Music-იდან სიმღერა რომ გადმოწერო, ამ ფაილის გახსნას სხვა მოწყობილობაზე (სმარტფონზე, ტელევიზორზე, ლაპტოპზე და ა.შ) ვერ შეძლებ, იმიტომ, რომ DRM დაცვა აქვს. ნებისმიერ სხვა მსგავს სერვისზეც, როგორიცაა Spotify ან Microsoft-ის Groove Music (ეს უკანასკნელი უკვე აღარ არსებობს) იგივე პრინციპია. მხოლოდ იმ Apple ID-ით შეგიძლია მოსმენა, რომლითაც ესა თუ ის სიმღერა იყიდე და მხოლოდ iTunes ფლეიერით. მოკლედ, ძალიან შეზღუდული ხარ. არსებობს DRM-ისგან თავის არიდების კიდევ ერთი გზა - სიმღერების პირდაპირ iTunes Store-დან ყიდვა (აქედან შეძენილი სიმღერას iCloud-ზე არ ინახება, როგორც Apple Music-ი და მოსასმენად აუცილებელია გადმოწერა) მაგრამ ერთი სიმღერა ერთ დოლარზე მეტი ღირს. ამიტომაა საუკეთესო ალტერნატივა iTunes Match-ი მათთვის, ვისაც ათასობით DRM-ისგან თავისუფალი სიმღერა უნდა და ფულიც არ ჰყოფნის, რომ iTunes Store-დან იყიდოს. თუ Apple Musuc-ი გაქვს ჩართული, შეგიძლია 25 დოლარად iTunes Match-იც ჩართო და შენი Apple Music-ისგან შემდგარი Playlist-ი დაასკანირო. ამის შემდეგ გამოჩნდება ღილაკი, საიდანაც შენს სიმღერებს DRM-ის გარეშე გადმოწერ და ნებისმიერ მოწყობილობაზე შეძლებ გახსნას, ნებისმიერი ფლეიერით. სწორად დაწერე - იმ სიმღერას, რომელიც ფლეილისთში არ გაქვს, ვერ გადმოწერ. ამისთვის საჭიროა, რომ ჯერ Apple Music-იდან დაამატო ახალი სიმღერები. ხარისხის გაუმჯობესება ამ შემთხვევაში არ მოხდება იმიტომ, რომ ისედაც Apple Music-ის სიმღერებს ასკანირებ, ანუ უკვე გაქვ მაღალი ხარისხის 256 Kbps AAC სიმღერები. ეს იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ რომელიმე პირატული წყაროდან გაქვს გადმოწერილი დაბალი ხარისხის სიმღერები. ჰეისან https://forum.ge/?showtopic=34982137&view=findpost&p=51532182 ჩემი პოსტია ეს. 4-5 თვის წინ გთხოვე პირველ პოსტს მიაბი-მეთქი და ისევ ვერ მოახერხე?
ვერ მივხვდი. აქ იაფ გზაზე საუბრობ თუ იმაზე, რომ ბარათის გარეშე რამდენიმე საცდელი პერიოდის ჩართვა შეუძლებელია? თუ მეორე, მაშინ ცდები. დაუსრულებლად შეგიძლია ახალი ანგარიშით ახალი სამი თვის ჩართვა და არავითარი ბარათი საჭირო არ არის. მთავარია ანგარიშზე სერვისის ჩართვის საკმარისი ღირებულება გქონდეს (რომელსაც არ ჩამოგაჭრის) და მაგის გაკეთება Gift Card-ითაც შესაძლებელია. რაღა ვირტუალურ ბარათებზე იწვალო. |
Posted by: SerLom1 6 Mar 2018, 11:00 |
skyline88 იმაზე ვსაუბრობ რომ ბარათი თუ არაა მიბმული, არათუ რამდენიმე, არამედ ერთ საცდელსაც ვერგაააწტიურებ. ეს ისედაც ყველამ იცის. რაც შეეხება გიფთ ქართს, კი ეგეც ერთი საშუალებაა მაგრამ მაგაში ფულს იხდი რომელსაც მერე ვეღარ დაიბრუნებ, თუ ისევ ეფლში არ დახარჯავ და ენტროფეიდან რაშიც გინდა გამოიყენებ, ბოლობოლო ტელეფონის ანგარიშზე დაისვამ |
Posted by: skyline88 6 Mar 2018, 13:14 |
SerLom1 ჰო, ანუ იაფ გზაზე საუბრობდი. მე მჭირდებოდა ადრე ამერიკული ვირტ. ბარათი. შენ ხომ არ გაქვს რამე დატესტილი და სანდო? |
Posted by: ჰეისან 6 Mar 2018, 13:15 |
ნწ ნწ ნწ ნწ... |
Posted by: SerLom1 7 Mar 2018, 01:22 |
ჰეისან skyline88 იაფ არა, უფასო გზაზე ) ამერიკული ვირტ. ბარათი არ ვიცი სამწუხაროდ |
Posted by: Andy_Kaufman 17 May 2018, 20:26 |
spotify ის პრემიუმია 1$ 3 თვე და რამე ხერხი ხომ არ იცით რომ გავააქტიუროთ? პ.ს: https://www.facebook.com/unipay.ge/videos/1647887068598118/ |
Posted by: ikasso 1 Aug 2018, 15:00 |
ჩავერთე apple music-ში გიფტკარდით. დღეს family plan ავირჩიე, მაგრამ ფემილი შეარინგის სეტაპს ვერ ვაკეთებ. Add a payment method to enable Family Sharing ამას მიწერს და აიტუნსს მიხსნის. იქ none და კი ჩანს ის 25 დოლარი , done და არაფერი ხდება. ხომ არ იცით, ეს გიფტკარდით შეტანილი თანხა არაა საკმარისი ამისთვის და აუცილებლად ამერიკული ბარათი უნდა მივუთითო თუ მე ვაკეთებ რამეს არასწორედ? მოკლედ, არის შესაძლებელი ბალანსზე რომ გიფტკარდით შეტანილი ფული გაქვს ფემილი შეარინგი ჩართო რამენაირად? |
Posted by: > CasTieL < 1 Aug 2018, 17:15 |
ikasso ზოგადად Family Sharing რომ გააკეთო ბარათი უნდა გქონდეს მიბმული. გადახედე აქ რამდენიმე თემაა ბარათი როგორ მიაბა Apple ID-ს. https://forum.ge/?f=98&showtopic=34985448 https://forum.ge/?f=98&showtopic=34992891 https://forum.ge/?showtopic=35014044&view=findpost&p=53093814 * * * Andy_Kaufman Yandex Music-ს მიაწექი. ერთადერთი ნაკლი ის აქვს აქვს რომ PC-ს ან MAC-ის შემთხვევაში არ აქვს Desktop აპლიკაცია (აიფონის და ანდროიდის აქვს). პახოდუ თუ თუ Yandex Plus-ს ჩართავ (თვეში არის 169 რუბლი სახდელი) Yandex Taxi-ზე არის 10%-იანი დისქაუნთი |
Posted by: Andy_Kaufman 1 Aug 2018, 17:42 | ||
> CasTieL <
თვეში 7 ლარამდეა და მეტი არაფერი ? |
Posted by: ikasso 1 Aug 2018, 18:00 | ||
დიდი მადლობა. ესეიგი ამერიკულ აპსტორზე არ გამოვა ეგ ამბავი? მხოლოდ გიფტკარდით |
Posted by: Andy_Kaufman 1 Aug 2018, 20:17 |
> CasTieL < გასაგებია და რეგიონს არ აქვს მნისვნელობა ? ანუ ჩვენს ლოკაციაზეც მიშაობს ? |
Posted by: nick1l1 2 Aug 2018, 09:26 |
რა yandex music, ხუმრობთ? მაგას ჯობია ისევ მამა პაპურ დროს დაუბრუნდე და პირატულად გადმოწერო სიმღერები |
Posted by: Andy_Kaufman 2 Aug 2018, 09:44 |
> CasTieL < ადრე ვარ რეისტრირებული მგონი და მოვსინჯავ როცა მოვიცლი ... მობილურით დამიწერა შენს რეგიონზე არ მუშაობსო და ვნახოთ იქნებ კომპით გააქტიურდეს მადლობა |
Posted by: sevastopol 11 Aug 2018, 18:54 |
nick1l1 მე Spotify მირჩევნია მაინც. მხოლოდ ტელეფონში ხომ არ ვუსმენ მუსიკას, ლაპტოპზე და ცალკე PC-ზეც ვუსმენ. ონლაინ ვერც მოუსმენ Apple Music-ს აუცილებლად iTunes უნდა გქონდეს ჩაწერილი. მოკლედ უაზრობაა iPhone-ის გარდა სადმე Apple Music-ის მოსმენა. ხარისხს რაც შეეხება, თითქმის იგივე ხარისხია რაც სხვაგან ყველგან. მგონი არცერთი ნამდვილი Audiophile Streaming-ით არ უსმენს მუსიკას. |
Posted by: nick1l1 11 Aug 2018, 19:10 | ||||
რა ვიცი. მე ლაპტოპზე მშვენივრად ვუსმენ აითუნსით, გადმოწერის გარეშე
ოდნავ უკეთესი აქვს ეფლს, ნამდვილად ვატყობ. FLAC და ALAC რა თქმა უნდა არ აქვს მაგრამ მაინცю პირადად მე მძულს lossless ფორმატები. ხმაში განსხვავებას ვერ იპოვი თუ მილიონიანი აპარატურა არ გაქვს და ფაილიც ზომაც ტყუილად იზრდება |
Posted by: shalva131 21 Sep 2018, 00:05 |
Apple Music: AAC 256kbps Spotify: MP3 320kbps Google Music: MP3 320kbps Yandex.Music: MP3 320kbps Deezer: MP3 320kb or FLAC 16-bit 1,411 kbps |
Posted by: minimal23gb 13 Jan 2019, 16:39 |
ლარებში რამდენი გამოდის თვეში რუსული Apple Music? |
Posted by: MrPhoenix 17 Mar 2019, 20:55 |
არავის არ უნდა Family Subscr1ption-ში? რუსული აქაუნთზე |
Posted by: SHIFT 22 Mar 2019, 18:54 |
Tubify ვზხმარობდი ხოლმე Dა ვეღარ Vიწერ ეფ სტორიდან Dა რა პროგრამას ხმარობთ ოფლაინ მუსიკისთVის?) |
Posted by: შემოდგომისფერი 22 Mar 2019, 19:05 |
SHIFT Tubidy თუმცა ზოგჯერ არ მუშაობს ანუ ვერ გადმოწერ. |
Posted by: SHIFT 22 Mar 2019, 20:04 |
შემოდგომისფერი მაგას ვხმარობდი და ვეღარ ვიწერ )) სხვა არარის? |
Posted by: შემოდგომისფერი 24 Mar 2019, 00:00 |
SHIFT Musify Fm ეს სცადეთ. მე Soundcloud -ს ვიყენებ, თუმცა მგონი ამ პროგრამას ინტ სჭირდება. |
Posted by: > CasTieL < 29 Apr 2019, 10:24 |
დავბრუნდი ისევ Apple Music-ზე და ვატყობ რომ იანდექსზე აშკარად უკეთესი ხარისხი აქვს. ნაუშნიკებშიც კი იგრძნობა სხვაობა. ვინაიდან მე Family მაქვს გააქტიურებული ფასი ოდნავ მეტი გამოდის, მაგრამ ღირს რა. თან სახლში 6 კაცი (რეალურად კი 5) ვიყენებთ |
Posted by: All*eyes*on*me 7 Jul 2019, 04:37 |
Musi კაი პროგრამაა, რავი ვისაც გევასებათ მუსიკა თან სქროლვა რაღაცეების )) |
Posted by: Andy_Kaufman 18 Sep 2019, 10:39 |
თუ ვინმე გყავთ ახლობელი რომელსაც ენდობით თქვენ ბარათს მიაბით მის ანდროიდის ტელეფონზე ფლეი სთორში საკუთარი ბარათი მერე გადმოუწერეთ იანდექს მიუზიქი სადაც თქვენ იანდექსის მეილი შეიყვანეთ და გააქტიურეთ პრემიუმი ..ორი თვე უფასოდ გექნებათ თუ სამი და მერე თვეში 2.15$ ჩამოგეჭრებათ თქვენი ბარათიდან .. ამ ექაუნთს შეიყვანთ აიფონის იანდექსის აპლიკაციაში და ეგაა მე ამჟამად ანდროიდი მაქვს ტელად ..პარალელურად აიპადშიც მაქვს იანდექს მიუზიქ და კომპზეც .. საკმაოდ მოსახერხებელია |
Posted by: Beka1992 3 Jul 2020, 22:38 |
გამარჯობა.. მეგობრებო თუ დამეხმარებით კარგი იქნება მაინც დავწერ რა ყოველი შემთხვევისთვის.. მოკლედ მე მაქვს იუთუბ არხი და მანდ ვტვირთავ ჩემს გაკეთებულ ძველი სიმღერების ქავერებს ჩემებურ ვარიანტებს და საკმაოდ ბევრი ნახვები აქვს მილიონობით ასე ვთქვათ... ხოდა აფფლ ზე APPLE ზე არ მქონდა ატვირთული და არც მაქვს აქაუნთი და ვიღაცას აუტვირთია და ყიდის ჩემს ნაჩალიჩარს რომელიც მე გავაკეთე... და როგორ დავარეპორტო რა ვუყო ხომ არ იცით? შევქმნა ექაუნთი? ერთი პრობლემაა ანუ როცა ეს სიმღერები ახლებურად გავაკეთე არ მიკითხავს ორიგინალის მფლობელებისთვის... ქართულებია სუყველა.. ხოდა ვიკითხე უბრალოდ რავი თუ გამომეხმაურებით კარგი იქნება |
Posted by: ჰეისან 3 Jul 2020, 22:44 |
Beka1992 დარეპორტებით როგორმე დაარეპორტებ, მაგრამ როგორ დაამტკიცებ, რომ მუსიკა შენია ნამდვილად? |
Posted by: Beka1992 4 Jul 2020, 00:46 |
ჰეისან მხოლოდ იუთუბზე მიდევს არ მაქვს საავტორო უფლებები და რამე ხო ხვდები |
Posted by: ჰეისან 4 Jul 2020, 18:55 |
Beka1992 ჰო, მაგას ვგულისხმობდი. თუ საავტორო უფლებების არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება დამტკიცება, რომ ეგ Content-ი შენია. იმაზე არ გიფიქრია, ახლა რომ დაიწყო საავტორო უფლებებზე ჩალიჩი და მერე შეუტიო Apple Music-ს? |
Posted by: Beka1992 4 Jul 2020, 21:35 |
ჰეისან კი მაგას ვფიქრობ და ეგეც არ ვიცი როგორ ვიჩალიჩო... სად დაუკავშირდე ახლა ქართველ მომღერლებს და საავტორო უფლებებზე ვეჩალიჩო რავი რა... არადა ადრევე უდა მომეგვარებინა ვიცი |
Posted by: sevastopol 5 Jul 2020, 18:09 |
Beka1992 ანუ არც შენ არ გეკუთვნის. ვერაფერს იზამ. |
Posted by: gektor21 7 Jul 2023, 13:06 |
მეგობრებო თუ ვინმემ იცით როგორ შეიძლება ეფლს მუსიკის აპლიკაციის ხმარება საქართველოში (ანდროიდზე მაქ, ნუ მგონი არაა პრობლემა) გთხოვთ მომწერეთ პმ ეფლ იდ გავაკეთე ამის გამო და მიწერს |
Posted by: RS-FELIX 22 Aug 2023, 11:03 |
გამარჯობათ მაქვს apple music -ის key 3 თვიანი ჩემი ID ამერიკის რეგიონზეა მიბმული, მაგრამ არ მაქვს ამერიკული ბარათი მიბმული როგორ გავააქტიურო key ისე რომ ბარათი არ მომთხოვოს .... |
Posted by: ჰეისან 22 Aug 2023, 18:51 |
RS-FELIX Apple ID-ს თემაში დავწერე... |