Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > MacOS 11.0.x Big Sur


Posted by: sanoma 7 Jul 2020, 03:31
მოგესალმებით, ფორუმელებო

რახან არავის გაუხსნია ეს თემა გავხსნის ბარემ მე, პირველი დეველოპერ ბეტა იყო რომლის (დაჰაკინტოშებაც გაჭირდა კაი ხნის განმავლობაში), შესაბამისად სანამ თითონ არ გავტესტავდი არ მინდოდა ჩემით თემის გახსნა.

თავსებადი მაკები:

2015 and later MacBook.
2013 and later MacBook Air.
2013 and later MacBook Pro.
2014 and later Mac mini.
2014 and later iMac.
2017 and later iMac Pro.
2013 and later Mac Pro.

ძველი Nvidia-ს დრაივერები და 4300-4400 haswell-ის სერიის დრაივერები კიდევ არის დეველოპერ ბეტაში და წესით უფრო ძველ მოდელებზეც არ იქნება დაყენების პრობლემა პატჩით (თუ ფინალურ რელიზამდე შეინარჩუნეს).


განახლებები უამრავია სიად ჩამოვწერ ქვევით:

1. პირველ რიგში ARM ვერსიებზე ოფიციალურად 11.0 ვერსიაა ახალი მაკი, ინტელის პროცესორებზე კი კვლავ 10.x ვერსიით გამოდის შესაბამისად 10.16-ია.

2. სამწუხაროა ის რომ ინტელზე ვერ დატესტავ IOS აპლიკაციებს პირდაპირ, ARM გარეშე.

3. არის დიდი ვარაუდი რომ ვიხილავთ მაკებს სენსორით, ვიზუალურად იმდენად შეიცვალა, რომ სენსორით უფრო მოსახერხებელი იქნება რაღაც ღილაკების გამოყენება ვიდრე მაუსით.

4. სისწრაფის ამბავში ამ დრომდე ყველაზე სწრაფი მაკის ვერსიაა რაც მაქვს გატესტილი/ნანახი, დეველოპერ ბეტას კვალობაზეც კი ძაან მცირედი ბაგები აქვს.

5. ვიზუალთან ერთად (იკონკები სრულად) განახლდა ასევე აპლიკაციები, ეფლის მეილში როგორც იქნა გარჩევას ვახერხებ მეილების ადამიანურად :დ

ეს რამოდენიმე რაც უცებ აღმოვაჩინე, ძაან ბევრი ცვლილება, თუ ვინმეს რამე კითხვა ექნება შემიძლია ვნახო მათთვის ან შევამოწმო.

კიდევ მინდა შევეხო ყველაზე მნიშვნელოვანს, ვისაც ეშინია ინტელის მაკის ყიდვის ან გონია რო ინტელი დიდი ხანი არ იქნება მხარდაჭერაში, საბედნიეროდ Mac Pro-მ მოგვცა მინიმუმ 10 წელი ინტელის მომხმარებლებს, 55კ დოლარიან მაკს ფიზიკურად ვერ ჩამოწერენ ამაზე ნაკლებ დროში.

იმჰო, ახალი დიზაინი მომეწონა.

Posted by: ჰეისან 7 Jul 2020, 18:17
სპეციალურად არ გავხსენი ეს თემა biggrin.gif ამაზე დიდ საზიზღრობას ვერ იზამდნენ ეს სირები. სულ გააბანძეს სისტემის გრაფიკული ინტერფეისი. გაათახსირეს ბოლომდე

Posted by: sanoma 7 Jul 2020, 23:27
QUOTE (ჰეისან @ 7 Jul 2020, 18:17 )
სპეციალურად არ გავხსენი ეს თემა biggrin.gif ამაზე დიდ საზიზღრობას ვერ იზამდნენ ეს სირები. სულ გააბანძეს სისტემის გრაფიკული ინტერფეისი. გაათახსირეს ბოლომდე

ვიზუალურად ფაბლიქ რელიზამდე წესით განახლდება კიდე და შეცვლიან რაღაცებს, მარა კი iPadOS-ს ამსგავსებენ რაღაცით :დდ

დღეს გამოვიდა მეორე ბეტა და ახლა ვაყენებ ზუსტად :დ

Posted by: ჰეისან 8 Jul 2020, 20:07
sanoma
"რაღაცით" კი არა, ყველაფრით biggrin.gif

Posted by: tornikeeeee 9 Jul 2020, 14:32
QUOTE
პირველი დეველოპერ ბეტა იყო რომლის (დაჰაკინტოშებაც გაჭირდა კაი ხნის განმავლობაში),


ანუ ამის ინტელზე დაყენება შესაძლებელია ?


ისე ძაან გადაპრანჭულია გეგონება ჩინელებმა გააკეთესო

Posted by: ჰეისან 9 Jul 2020, 15:31
tornikeeeee
QUOTE
ისე ძაან გადაპრანჭულია გეგონება ჩინელებმა გააკეთესო

მაგაზე მომეთხარა ნერვები სწორედ... biggrin.gif

Posted by: tornikeeeee 10 Jul 2020, 14:54
ჰეისან
წინა დიზაინს რას უწუნებდნენ სათამაშოს დაამსგავსეს :დ

Posted by: ჰეისან 10 Jul 2020, 21:46
tornikeeeee
მე MacOS X მას შემდეგ აღარ მომწონს, რაც ეგრეთ წოდებული სკევმორფიზმი ამოიღეს ხმარებიდან და Flat დიზაინზე გადაიყვანეს ყველაფერი. iOS-იც და MacOS X-იც. biggrin.gif ამიტომ არ უნდა დანიშნო დებილი ადამიანი ამხელა კომპანიის CEO-დ

Posted by: tornikeeeee 11 Jul 2020, 21:55
ჰეისან
ძველი მეც ძაან მომწონდა უფრო ინდივიდუალური და გამორჩეული დიზაინი ჰქონდა, არც ახალი იყო ცუდი მაგრამ ეს რაღაც პაპსაობაა biggrin.gif ხარისხი დაუვარდათ არადა არ ეკადრება ამხელა კომპანიას

Posted by: ჰეისან 11 Jul 2020, 23:58
tornikeeeee
ხარისხიც დაუვარდათ და სხვა რამეც biggrin.gif

Posted by: sanoma 16 Jul 2020, 00:46
არადა, მასეთი ცუდიც არაა biggrin.gif მით უმეტეს, გამოყენებაში ეჩვევი მარტივად. მე მომწონს, ბევრი დეტალი უფრო დახვეწილია. ერთადერთი პრობლემა იკონკებთან მაქვს biggrin.gif რაც შეეხება ცვლილებებს და აფდეითებს (ფაბლიქ ბეტაც გამოვიდა), დირექტორიები დაამატეს დოხუია (1 მოაკლეს სხვათა შორის, 5 მახსოვდა)

user posted image

Update-ი სავარაუდოდ ჩართულ PC-შივე რომ მზადდება განახლება (ან ყენდება), ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგის დირექტორიაა. VM Docker-ისთვის სავარაუდოდ ARM პროცესორებიან მაკებისთვის.
=
ძველი Mac-ების მხარდაჭერა ისევ ძალაშია პატჩით, არ ამოუღიათ ნვიდიას დრაივერები და HD4300-ის დრაივერები.
=
გავმეორდები და მუშაობის ამბავში ესეთი სწრაფი ბეტა ჯერ ჯერობით არ მახსოვს, ა და არკ ოდე-ს ლაითი ჯობია აშკარად ამ დიზაინში.

Posted by: alexandrius 17 Jul 2020, 20:00
ჰეისან
Apple Silicon-ზე რატომ არ ხსნი თემას?

Posted by: შეშლილი 18 Jul 2020, 23:38
მე მომეწონა ძალიან. ეფლის ეს ნაბიჯები ერთიანი სისტემის შეკვრისკენ რომ არ მოგწონდეს, იგივეა საერთოდ ეფლის მსოფლმხედველობა არ მოგწონდეს. რაც უფრო წაიშლება ზღვარი სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებს შორის, მით უფრო მალე მივაღწევთ იმ ეტაპს, სადაც hardware სრულიად შეუმჩნეველი გახდება და ტექ-კომპანია ფაქტობრივად მხოლოდ ინტერფეისის და სერვისების გამყიდველი იქნება.

Posted by: ჰეისან 19 Jul 2020, 02:45
alexandrius
QUOTE
Apple Silicon-ზე რატომ არ ხსნი თემას?

გახსენი smile.gif

Posted by: BRlTISH 14 Nov 2020, 18:18
ვერ გავიგე, ცალკე ეფლ სილიკონისთვის და ცალკე x86-ისთვის ორი სხვადასხვა native binary აქვს Big Sur-ს?

Posted by: ჰეისან 14 Nov 2020, 20:54
BRlTISH
Intel-ის პროცესორზე მორგებულ პროგრამებს Rosetta 2 ემულატორით უშვებს მგონი. საზიზღრობაა

Posted by: Heart_of_Darkness 19 Nov 2020, 19:41
ყოველი ახალი აფგრეიდით რატომ ასაზიზღროებენ მაკს?
ინდივიდუალიზმს უკარგავენ თითქოს.

თან არ ვიცი რატომ მაგრამ რაც დავაფგრეიდდი უფრო ნელა იტვირთება სისტემა.

Posted by: Talksman 6 Dec 2020, 00:14
მოკლედ რამოდენიმე კვირის წინ გადავაწყდი საინტერესო სტატიას მერე რედიტიც აფეთქდა. როგორც ირწმუნებიან ეს განახლება გარკვეულ ინფორმაციას უგზავნის ეფლს და არამარტო. გავაკეთე ვიდეო ქართულად სადაც უფრო დაწვრილებით ვსაუბრობ ამ თემაზე: https://www.youtube.com/watch?v=tIJyZaBC7eo - კარგი იქნება თუ შემიფასებთ smile.gif

Posted by: Talksman 7 Dec 2020, 14:01
რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს რეპორტი (https://sneak.berlin/20201112/your-computer-isnt-yours/). მე აპლიკაციების ჩართვის შენელებას დიდად ვერ ვატყობ (რამოდენიმეჯერ არ ჩაირთო უბრალოდ კონკრეტული აპლიკაცია და ინტერნეტთან კავშირი შევწყვიტე მერე ისევ ჩავრთე და ეშველა), მაგრამ ჩემი რამოდენიმე მეგობარი იძახის ეუ მაგრა შენელდაო ;დ ვინმე ატყობთ რამე შენელებას? რედიტზეც მთელი ამბები იყო, ზოგი ვაფშე იძახდა სანამ არ გაასწორებენ ახალ სილიკონის ჩიპიან მაკს არ ვიყიდითო.

Posted by: SerLom1 25 Dec 2020, 01:52
გამოცდილო მეგობრებო, მაქვს 2019 წლის Macbook Air. აყენია Mojave და რას მირჩევთ Catalina დავაყენო თუ Big Sur? ეს უკანასკნელი ხომ არ შეანელებს?

Posted by: ჰეისან 25 Dec 2020, 02:07
SerLom1
არანაირად არ შეანელებს. ჩათვალე, რომ თითქმის ახალი ნოუთბუქი გაქვს. მაგას ვერანაირად ვერ შეანელებს. არ ჯდება Apple-ის გოთვერნულ პოლიტიკაში.

Posted by: SerLom1 25 Dec 2020, 05:51
ჰეისან
გაიხარე ძმაო! აქვე გკითხავ ბარემ რა... აიფონის ეკრანი როგორ გავაზიარო მაკზე screen mirroring არ შვება

Posted by: matemana 25 Dec 2020, 11:30
QUOTE (Talksman @ 6 Dec 2020, 00:14 )
მოკლედ რამოდენიმე კვირის წინ გადავაწყდი საინტერესო სტატიას მერე რედიტიც აფეთქდა. როგორც ირწმუნებიან ეს განახლება გარკვეულ ინფორმაციას უგზავნის ეფლს და არამარტო. გავაკეთე ვიდეო ქართულად სადაც უფრო დაწვრილებით ვსაუბრობ ამ თემაზე: https://www.youtube.com/watch?v=tIJyZaBC7eo - კარგი იქნება თუ შემიფასებთ smile.gif

privacy თუ გინდათ გამოსავალია დაანებოთ თავი ამ ტრილიონიანი კომპანიების პროდუქტებს და გამოიყენოთ free and open source პროგრამები. Windows 10 რეკორდსმენია spyware-ში, apple-რათქმაუნდა უთვალთვალებს მის მომხმარებლებს ამხელა სისტემებს არავინ შექმნის მარტო თქვენი კომფორტისთვის, ამის ვისაც ჯერა, ჯობია მოიხსნას ეგ ვარდისფერი სათვალე და თვალები ფართოდ გააღოს. კიდე იმისიც რომ ჯერათ რომ ეფლი iphone-ს არ უხსნიდა FBI-ს. lol.gif lol.gif კარგით რა, იყავით რეალისტები. Google, Apple, MS ეს ყველა კომპანია უთვალთვალებს მის მომხმარებლებს და მაგიტომაც არიან ტრილიონიანი ღირებულებების. Facebook მანდ არ დავწერე რადგან facebook სულაც არ უთვალთვალებს, თქვენ თავად აწვდით სიხარულით ყველანაერ ინფორმაციას თქვენზე და თქვენ ახლობლებზე მათ. ზოგი გაღვიძებიდან დაძინებამდე რას აკეთებს ყველაფერს მანდ დებს sad.gif Apple ამავდროულად overpriced უაზრო პროდუქციას ყიდის და ბევრ სასაცილო რაღაცებს აკეთებს, ერთიდაიგივე თაობის მისივე მოწყობილობები გადამყვანების გარეშე რომ ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს, 4 ბორბალს დესკტოპისთვის 700$-დ, მონიტორის სადგამს 1000$-დ, იგივე მონაცემების კომპიუტერებს 2-ჯერ ძვირად, შეკეთების სერვისებზე ხომ ყვლეფენ ხალხს 100-ობით და 1000-ობით დოლარებში და ამიტომაცაა ასეთი ძვირიანი. Google data-ს გაყიდვაში მოწინავე კომპანიაა, MS ვინაა და რაცაა ეგეც ყველამ იცით ხოდა ნუ გაგიკვირდებათ ასეთი ახალი ამბები. გინდათ მაქსიმალურად privacy? გადმოდით ნათელ მხარეზე დაანებეთ თავი ამ android-ებს windows-ებს mac-ებს ios-ებს და მაგ კომპანიების სერვისებს. ჯერ-ჯერობით ეს შესაძლებელია, აი თუ ასე გაგრძელდა და ყველა და ყველაფერი ჩამოეკიდა ამ კომპანიების სერვისებს მერე ალბათ არჩევანიც კი არ გვექნება. ეგ კომპანიები კიდევ ერთმანეთს სულაც არ მტრობენ, მშვენიერი თანაცხოვრება აქვთ და არაფერი ადარდებთ სანამ ფული შედით, ისევ ჩვენ ვიკითხოთ.

Posted by: ჰეისან 25 Dec 2020, 18:16
SerLom1
QUOTE
გაიხარე ძმაო! აქვე გკითხავ ბარემ რა... აიფონის ეკრანი როგორ გავაზიარო მაკზე screen mirroring არ შვება

მე 2010 წლიანი მოდელი მაქვს და ამაზე ნამდვილად არ შვრება. ისე, არ მქონია მასეთ რამესთან შეხება. Screen Mirroring-ს მარტო Apple TV-ზე ვაკეთებ ხოლმე.

Posted by: TurmanMx 10 Jan 2021, 09:48
აი რით ვეღარ მოაღწია ამ დალოცვილმა აფდეითმა, არაფერი ისმის???

Posted by: OGG 10 Jan 2021, 19:24
ჩემს Air-ზე რაც შევამჩნიე:
1. სისტემა იტვირთება უფრო დიდხანს
2. აკუმულატორი უფრო მალე ჯდება, დახურულ მდგომარეობაში 4 საათში 10-15%-ით იკლებს.
3. Office 365 მიყენია და Outlook ირთვება უფრო დიდხანს, Word და Excel-იც შენელდა.

ესეც მონაცემები:

Posted by: matemana 10 Jan 2021, 22:31
OGG

ეგ შენელებები არაა გამორიცხული CPU-ებში აღმოჩენილი vulnerability-ების შედეგი იყოს. ვგულისხმობ მაგათმა დაფიქსვამ გამოწვია დიდი performance ვარდნებია ამა თუ იმ ადგილას. აგერაა ტესტირება და ნათლად ჩანს სად როგორი performance-ს ვარდნა აქვს intel-ს 4-დან 9- სერიის ჩათვლით CPU-ებს https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=3-years-specmelt&num=1
linux-ზე ცალ-ცალკეც შეგიძლია გამორთო დაცვები და ერთიანადაც მარტივად mitigations=off კერნელ პარამეტრით. მაგ პარამეტრით ჩემ სისტემაზე მაქვს დატესტილი kernel-ს კომპილაციის დრო საგრძნობლად მცირდება და boot-ზეც კი ეტყობა რომ უფრო მალე ირთვება. მანდ ყველაზე უბედური l1 cache-ს drop-ა ყოველ context switch-ზე. ეგ ჯერ კიდევ არაა ბოლომდე დაფიქსული, რადგან სერიოზული დარტყმა ექნებოდა performance-ზე და არ გარისკეს.
ინტელის მეოთხე თაობის iGPU-ს ცალკე დიდი დარტყმა მიადგა 48 % performance-ს დაკარგა სხვა სისუსტის გამო. მაგ დაცვის გათიშვას ახლა ამატებს ინტელი დრაივერებში https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Intel-i915-mitigations-off-Opt

user posted image

ესეც გადაამოწმე HT გამორთული ხომ არ არის Mac Performance Drops Up to 40% With Intel Vulnerability Mitigations
https://www.tomshardware.com/news/disable-hyper-threading-mac-apple-performance,39348.html

mac-ზე როგორც ვიცი არ გაძლევს apple უფლებას ეგ დაცვები გამოურთო. ერთადერთი შანსია ძველი ვერსიის OS დააყენო, თუ ეს შესაძლებელია. შენ თან dual-core გქონია და ეგ ისედაც ძალიან სუსტი პროცესორია ამ დაცვებით კი უნდა შეგენიშნა შენელება იდეაში.

კარგია apple ARM-ზე რომ გადავიდა. მაგ ახალი arm-ს air-ს დათრევაზე მეც ვიფიქრებდი linux რომ ისევე იდეალურად მუშაობდეს მაგაზე როგორც thinkpad-ებზე.

Posted by: Gianni 16 Jan 2021, 20:46
user posted image


რაო, რამინდაო?

Posted by: Gianni 18 Jan 2021, 15:35
user posted image

ანუ აფდეიტზე ერორტს რომ მიგდებს ჩვეულებრივი პონტია?

ამაში არანორმალური არაფერია? smile.gif)

Posted by: ჰეისან 18 Jan 2021, 23:09
Gianni
მაგაზე დაწერეს უკვე GeMUG-ის ჯგუფში, სიფათწიგნზე... ის, რომ Software-ის დისტრიბუციაში Apple არის ქათამიო

Posted by: Gianni 19 Jan 2021, 01:28
ჰეისან

მადლობა

იმედია გადასაგდები არ გამიხდება ;(

Posted by: matemana 19 Feb 2021, 14:46
ვისაც გინდათ mac os-ს მსგავსი სისტემა ვიზუალურად აგერ თქვენთვისაა

https://ibuntuos.com/

CATALINUX - Mac os catalina-ს ხოლო
LIX SUR - Big sur-ს მსგავსია

ubuntu-ა ვიზუალურად შეცვლილი KDE-ს იყენებს ბოლო ვერსია და როგორც ჩანს ძალიან ბევრი პროგრამა მოყვება საინსტალაციოს ზომაზეც ეტყობა ეს 5.3 GB-ა.

Posted by: NinjaRacer 10 May 2021, 23:51
მ1 საკაიფოა. ვერცერთ სისტემაზე ასეთი პროდუქტიული ვერ ვიქნებოდი. აი ძაან გვრუზავ ძააან
არც შენელების ან შეუთავსებლობის ან რაიმე მსგავსის ნასახიც არ აქვს.
იმდღეს შევხედე team viewer-ს memory leak-ი ქონდა და მეხსიერების მოხმარება 56 GB-ზე იყო ასული.
ბოლოს მითხრა system running out of memory-ო კი ვიფიქრე აა შე ბოზო 8 გბ ცოტაა მეთქი, მაგრამ 8 გბ არაფერ შუაშია ლიქის თემა იყო. ამ პირობებშიც კი არ შენელებულა საერთოდ.
მოკლედ 8 გბ არის საკმარისი.
ვერც ლინუქსზე ვერც ვინდოუსზე ვერც სხვაგან. Royal TSX -ი რა კარგი რამე ყოფილა. მოკლედ ძალიან მაგარია.

m1 არის ბესტ ბენგ for the $
ნამდვილად უსწრაფესია და იდეალურია ნებისმიერი დატვირთვისთვის.

Posted by: matemana 11 May 2021, 13:31
NinjaRacer

ssd-ს პრობლემა მოაგვარეს უკვე? შეგიძლია S.M.A.R.T. მონაცემები დადო რამდენი ხნის ნამუშევარია ssd და რამდენი აქვს ჩაწერილი უკვე

Posted by: NinjaRacer 13 May 2021, 02:35
matemana
დუდ გაეშვი სმატს

დამიჯერე გადმოდი ამაზე. იმუშვებ ბევრად უფრო კომფორტულად სწრაფად და ეფექტურად

user posted image

არ არის სმარტი მხარდაჭერილი.


მეზარება ახლა სმარტმონიტორინგ ტულების დაყენება მერე ვნახოთ.

Posted by: matemana 13 May 2021, 11:37
NinjaRacer

M1-ზე არ ვიცი მაგრამ intel-ს პროცესორებზე დამიტესტავს ბოლოს 2018 წლის მოდელი და არ მომწონს responsive არაა, რაღაცნაერად ზანტია, თან DE-ებს ვერ ვიტან რაც WM-ზე, კერძოდ DWM-ზე გადავედი უკან გახედვა აღარ მინდა. suckless სოფტი ასწორებს. ძაან light-ა და რაც მთავარია ძალიან სწრაფი. იდეალურად მაქვს ჩემი სისტემა მოწყობილი, mac-ზე ძაან შევიზღუდები. 1 წელი კი ვიყენებდი mac os X-ს, მაგრამ ვერა რა. Linux რომ არ არსებობდეს შეიძლება mac-ზეც ვყოფილიყავი, ნუ windows-ზე ნამდვილად არ ვიქნებოდი.

ssd-ზე იმიტომ გკითხე რომ m1-ებზე იყო პრობლემა, ნამეტანი მალე ცვეთდნენ https://www.tomsguide.com/news/m1-macbook-ssds-are-facing-a-big-problem-and-it-could-kill-your-laptop. განსაკუთრებით 8 GB მოდელები, ეტყობა არ ყოფნის და სულ swap-ს იყენებენ. მაგიტომ მაინტერესებდა ssd-ზე ჩაწერების რაოდენობა.

Posted by: NinjaRacer 15 May 2021, 12:27
მ1 ზე ვერ შეარყობ სინელეს რაც არ უნდა ქნა და ვერც სხვაოვას 16 მოდელს შორის. როზეტას რა სოფთიც იყენებს სვაპავს და მეხსიერებას ოდნავ მეტს იყენებს. მიუხედავად ამისა ტექნოლოგია შეიცვალა და სანამ ამის სსდ მოკვდება. მორალურად და ფიზიკურად ისე დაბერდება შენი მაკი რო წახვალ და ახალს იყიდი. მაკზე მეც მიმუშავია აქამდე მაგრამ არასდროს მითქვამს გადადი მეთქი. ახლა ნაღდს გეუბნები გადადი თუ მაინცდამაინც 16 მ1 ზე გადადი 1000 ლარია სხვაობა. ჭამოს მეხსიერებაც და სვაპიც ეგ იმისთვისაა რო აამოს და იყოს სწრაფი და არის კიდეც ზე სწრაფია. ნებისმიერი ინტელი მეგრუზებოდა არ მქონდა ნელი კომპი და მაინც სახე ძვრებოდა 16 გბ რამზე ნვმი დისკზე და ჯენტუზე. უამრავი რამე მაქვს გახსნილი ერთი ორასი ტაბი რამდენიმე ქრომზე პლიუს საფარი უანრავი რიმოუთ ქონექშენი და რამდენიმე აიდიი ოდნავაც ვერ ვატყობ შენელებას სა მეც მიკვირს
* * *
ბოლოსდაბოლოს პლატფორმააა უკეთესი და საუკეატესო ფლატფირმახე დაბილდე შენი სისტემა (რიდ ჯენთუ) ეგ შენი საქლეს სოფთი
* * *
ნუ არ მგონია ადვილად დაპორტირდეს რომელიმე ლინუქსი მ1-ზე ჯერ მაინც და არც მომავალში. მაგრამ არც გჭირდება.

პატარა უხმო ლეპტოპია რომელიც ყველაფერს აკეთებს რაც მინდა სწრაფად. ძალიან დიდხანს მუშაობს დაუტენავად. მეტი არც არაფერი მინდა.
თან არც ვეხები სისტემას.

პრო იყიდე 16 გბ თუ სროტლინგის გეშინია. თუ რამის კომპილირებას აპირებ 3-4 საათი გაუჩერებლივ მაშინ კი გახურდება და შენელდება. მაგრამ მე ჯერჯერობით არც ხმა გამიგია ამისგან და არც მიგრძვნია რომ ნელდება ხურდება ჭედავს ან რაიმეს მსგავს აკეთებს.

Posted by: matemana 16 May 2021, 01:00
Sailfish OS-ს ვბილდავ ხოლმე იშვიათად (კაი ხანია არ დამიბილდია), openwrt-ს, linux-ს კერნელს. ესენი ცოტა დიდები რაცაა. კერნელი კიდე პატარაა იმ წინა ორთან შედარებით biggrin.gif მაგრამ mac os-ს linux მირჩევნია. M1 კი კარგია ერთი იმით რომ ელემენტი უძლებს დიდხანს, თუმცა linux არ მუშაობს მაგაზე და ეს ტეხავს. ზოგადად arm-მა მინდა რომ ჩაანაცვლოს ეს მოძველებული x86 ლეპტოპებში მაინც. იმედი მაქვს სხვებიც შეძლებენ კარგი arm ლეპტოპების გამოშვებას და ეგენი კი იქნება linux-ზე მხარდაჭერილი. M1-ს რაც შეეხება ამ წლის ბოლოს GPU-ს ავამუშავებთო challenge-ა და ვნახოთ შეიძლება 2 წელში M1-ებზეც გაეძროს სტაბილური linux usable ვარიანტში.

mac os-ზე მე ვერ ვიმუშავებ. მაგას მირჩევნია mac-ს წინაპარზე BSD-ებიდან რომელიმეზე გადავიდე. ეხლა arch აჩქარდება თან x86-x64-v3-ზე გადაწყდა გადასვლა და 10%-ს მოიმატებს საშუალოდ სიჩქარეში. gentoo და LFS-ებიც არ მინდა მთლად ყველგან ყველაფერი რომ უნდა ბილდო. sweet spot-ია ჩემთვის arch.

Posted by: Dynamites 19 May 2021, 20:10
გამარჯობა, Adobe-ს ვერც ერთ პროგრამას ვერ ვაყენებ Big Sur-ზე. rutracker-იდან ვიწერ TNT-ს პაჩიან ვერსიას. რამე ხომ არ იცით ამის შესახებ ? ან თქვენ რომელ ვერსიას აყებენთ ?

Posted by: ჰეისან 19 May 2021, 21:43
Dynamites
Intel-ის პროცესორიანი Mac-ი გაქვს, თუ M1 პროცესორიანი? Intel-ზე მე დავუყენე ახლობლებს CC 2020 და ჩვეულებრივად მუშაობს. რაც შეეხება M1-ს, ჯერჯერობით მხოლოდ Acrobat DC, PhotoShop და კიდევ ერთი პროგრამა აქვთ ოპტიმიზებული M1 პროცესორისთვის. ოღონდ, Adobe Zii პატჩის გადატარების შემდეგ რატომღაც სულ Rosetta ემულატორის საშუალებით იხსნებაო, რუსები წერენ მაგ ფორუმზე. CC 2021 ჯერ არ მიცდია. რაც შეეხება ინსტალაციის პროცესს, თუ რამდენიმე პროგრამას აყენებ Adobe-სი, მაშინ ინტერნეტს უნდა მოწყვიტო კომპიუტერი (ნებისმიერ შემთხვევაში), მერე ჯერ მოახდინო ყველა საჭირო პროგრამის ინსტალაცია და შემდეგ გააკეთო Adobe Zii პატჩერის საშუალებით მათი "მორჯულება". გაითვალისწინე შემდეგი რამ - თუ პატჩს ღილაკის დაჭერით იჩალიჩებ, შეიძლება Adobe-ს რომელიმე პროგრამა აღარ გაიხსნას biggrin.gif ეგ იმისი ბრალია, რომ კონკრეტულ პროგრამას თავისი Zii მოჰყვება ხოლმე კომპლექტში და იმით უნდა დაპატჩო. დაპატჩვა ხდება შემდეგნაირად - ხსნი Zii-ს, მერე გადაათრევ მის მთავარ ღილაკზე მაგალითად Adobe PhotoShop-ის მთავარ იკონკას, მერე შეიყვან კომპიუტერის ადმინისტრატორის პაროლს და ეგაა. ყოველი პროგრამა თავისი პატჩერით უნდა დაპატჩო. ყველაფერი ამის შემდეგ /etc/hosts ფაილში უნდა გაწერო შესაბამისი ინფორმაცია, რათა Adobe-ს აქტივაციის სერვერებისადმი წვდომა დაუბლოკო კომპიუტერს. ერთადერთი სირთულე მდგომარეობს Adobe Acrobat DC-ში. მაგას დამატებით სჭირდება ყველა იმ კომპონენტის მოძებნა და წაშლა, რომელსაც შეუძლია განახლებაზე გაუშვას Acrobat-ი. Adobe Updater-ი და მისთანა კომპონენტები... AdobeGC ან AdobeGS-ზე რაც იწყება, ყველაფრის წაშლა, ARMDC და კიდევ რამდენიმე. ზეპირად არ მახსოვს. სულ ხელით ვწმენდ ყოველ ახალ ინსტალაციას. ამის შემდეგ არ აკეთებს ავტომატურ განახლებებს Acrobat-ი და ხარ მშვიდად. ჰო მართლა, Acrobat-ს აქვს checkbox-ი, Preferences-ში, რომელსაც ვითომდა ამოაძრობ და აღარ აკეთებს განახლებებს Acrobat-იო, მაგრამ რიჟაა biggrin.gif მაინც აკეთებს. ჰოდა, თუ ის კომპონენტები წაშლილი გაქვს, რაც ზემოთ ჩამოგითვალე, ჩემს ფეხებს გააკეთებს biggrin.gif მასე მაქვს უკვე ორი წელიწადია და არ გაუკეთებია განახლება.

Posted by: Dynamites 19 May 2021, 22:29
QUOTE (ჰეისან @ 19 May 2021, 21:43 )
Dynamites
Intel-ის პროცესორიანი Mac-ი გაქვს, თუ M1 პროცესორიანი? Intel-ზე მე დავუყენე ახლობლებს CC 2020 და ჩვეულებრივად მუშაობს. რაც შეეხება M1-ს, ჯერჯერობით მხოლოდ Acrobat DC, PhotoShop და კიდევ ერთი პროგრამა აქვთ ოპტიმიზებული M1 პროცესორისთვის. ოღონდ, Adobe Zii პატჩის გადატარების შემდეგ რატომღაც სულ Rosetta ემულატორის საშუალებით იხსნებაო, რუსები წერენ მაგ ფორუმზე. CC 2021 ჯერ არ მიცდია. რაც შეეხება ინსტალაციის პროცესს, თუ რამდენიმე პროგრამას აყენებ Adobe-სი, მაშინ ინტერნეტს უნდა მოწყვიტო კომპიუტერი (ნებისმიერ შემთხვევაში), მერე ჯერ მოახდინო ყველა საჭირო პროგრამის ინსტალაცია და შემდეგ გააკეთო Adobe Zii პატჩერის საშუალებით მათი "მორჯულება". გაითვალისწინე შემდეგი რამ - თუ პატჩს ღილაკის დაჭერით იჩალიჩებ, შეიძლება Adobe-ს რომელიმე პროგრამა აღარ გაიხსნას biggrin.gif ეგ იმისი ბრალია, რომ კონკრეტულ პროგრამას თავისი Zii მოჰყვება ხოლმე კომპლექტში და იმით უნდა დაპატჩო. დაპატჩვა ხდება შემდეგნაირად - ხსნი Zii-ს, მერე გადაათრევ მის მთავარ ღილაკზე მაგალითად Adobe PhotoShop-ის მთავარ იკონკას, მერე შეიყვან კომპიუტერის ადმინისტრატორის პაროლს და ეგაა. ყოველი პროგრამა თავისი პატჩერით უნდა დაპატჩო. ყველაფერი ამის შემდეგ /etc/hosts ფაილში უნდა გაწერო შესაბამისი ინფორმაცია, რათა Adobe-ს აქტივაციის სერვერებისადმი წვდომა დაუბლოკო კომპიუტერს. ერთადერთი სირთულე მდგომარეობს Adobe Acrobat DC-ში. მაგას დამატებით სჭირდება ყველა იმ კომპონენტის მოძებნა და წაშლა, რომელსაც შეუძლია განახლებაზე გაუშვას Acrobat-ი. Adobe Updater-ი და მისთანა კომპონენტები... AdobeGC ან AdobeGS-ზე რაც იწყება, ყველაფრის წაშლა, ARMDC და კიდევ რამდენიმე. ზეპირად არ მახსოვს. სულ ხელით ვწმენდ ყოველ ახალ ინსტალაციას. ამის შემდეგ არ აკეთებს ავტომატურ განახლებებს Acrobat-ი და ხარ მშვიდად. ჰო მართლა, Acrobat-ს აქვს checkbox-ი, Preferences-ში, რომელსაც ვითომდა ამოაძრობ და აღარ აკეთებს განახლებებს Acrobat-იო, მაგრამ რიჟაა biggrin.gif მაინც აკეთებს. ჰოდა, თუ ის კომპონენტები წაშლილი გაქვს, რაც ზემოთ ჩამოგითვალე, ჩემს ფეხებს გააკეთებს biggrin.gif მასე მაქვს უკვე ორი წელიწადია და არ გაუკეთებია განახლება.

მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის, PM-ში მოგწერე და იქნებ ნახო.

Posted by: NinjaRacer 26 Jul 2021, 14:19
11.5 გატესტეთ ვინმემ?

ახლა ვიწერ. საფარიმ ელემენტი გაამჯობესა და მცირე დიზაინი თვიქები აქვთ აქაიქ.
ეს მაინორ აფდეითია და ალბათ არ იქნება თვალშისაცემი სხვაობა. არ ვიცი როგორ არის ხოლმე.

Posted by: NikaJiadze 17 Feb 2022, 20:10
მეგობრებო, საკმაოდ ძლიერი ლაპტოპი ვიყიდე და MacOS რომ დავაყენო, რას ფიქრობთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)