Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > AirPods / AirPods Pro / AirPods Max


Posted by: SerLom1 8 Aug 2017, 02:50
აბა ვის გაქვთ და როგორ შეაფასებთ?

რა უპირატესობები აქვს ჩვეულებრივი ნებისმიერი Bluetooth ყურსასმენებისგან განსხვავებით? ისეთი რამე დაწერეთ რომ დამარწმუნოთ რომ ღირს 160 დოლარის გადახდა 20 დოლარის ნაცვლად fig.gif

Posted by: sevastopol 8 Aug 2017, 12:18
Apple-მა ძალიან გაამარტივა Bluetooth ყურსასმენის გამოყენება. ჯერ ერთი ის რომ Bluetooth არც არის თუ iOS-ზე ხმარობ, პირდაპირ AirPlay-ით უკავშირდება ტელეფონს და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

მეორე ის რომ იგივე დიზაინი აქვს შენარჩუნებული, როგორიც ჩვეულებრივ EarPods. მე მაგალითად EarPod-ების გარდა სხვა In-ear earphones ვერ ვხმარობ.

მესამე კიდევ ის ქეისი რომელშიც ტენი AirPods. უბრალოდ ძალიან პატარა და მოსახერხებელი.

მოკლედ უდარდელი ცხოვრება თუ გინდა რომ გქონდეს უნდა იყიდო, მაგრამ თუ audophile ხარ და რაღაც სასწაულს ეძებ მაშინ რა თქმა უნდა ეს შენთვის არ არის.

$100-მდე რომ ჩამოსულიყო ვიყიდდი, მაგრამ თითქმის ისედაც სულ ყველგან გაყიდულია. $100-ად კიდევ მგონი ისევ Beats Powerbeats 3 Wireless უკეთესია. თან ის sweat & water proof არის, ანუ ვარჯიშის დროს გამოიყენებ და AirPods ვერა.

Posted by: SerLom1 8 Aug 2017, 23:14
და AirPlay არ უკავშირდება Bluetooth-ით? თუ Wi-Fi-თ? ნეტავ, აკუმულატორი ნახევარ დღეს თუ გაუძლებს... eBay-ზე არის ხოლმე 130 დოლარის ფარგლებში.

Posted by: ჰეისან 9 Aug 2017, 00:03
SerLom1
QUOTE
და AirPlay არ უკავშირდება Bluetooth-ით? თუ Wi-Fi-თ?

AirPlay მხოლოდ შიდა ქსელში (LAN) მუშაობს. Bluetooth-ი და მისთანები დაივიწყე.

Posted by: SerLom1 9 Aug 2017, 21:47
ჰეისან
ეგ რა სისტემაა ცოტა ჩემ ენაზეც ამიხსენი რა ძმურად

Posted by: sevastopol 10 Aug 2017, 23:03
SerLom1
AirPlay Bluetooth-ისგან განსხვავებით მუშაობს მხოლოდ iOS მოწყობილობებზე. მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას ვიდრე Bluetooth-ით დაკავშირება.

მაგალითად შენ შეგიძლია AirPlay-ით გაუგზავნო სხვა iOS მოწყობილობას ფოტო, ვიდეო ან ტელევიზორში რამის ყურება დაიწყო.

აი ტიპი რომელიც AirDrop-ით სხვა პილოტს ფოტოს უგზავნის -

https://youtu.be/Q38CLDRnhJA

Posted by: SerLom1 16 Aug 2017, 22:17
sevastopol
ვაა მაგარი ყოფილა! და რა საშუალებას იყენებს დასაკავშირებლად? მაგალითად როცა AirDrop-ს ვრთავ, ავტომატურად ირთვება Bluetooth და Wi-Fi. ანუ, ამ ორს იყენებს ერთად?

Posted by: sevastopol 18 Aug 2017, 16:18
SerLom1
არა, არცერთს არ იყენებ. უბრალოდ პირდაპირ ამოგიგდებს AirPods და დაუკავშირებს. აი ნახე ვიდეო.

https://youtu.be/Y0HGcl6SjCE

Posted by: Ladiesman 31 Aug 2017, 18:43
QUOTE
AirPods,



როგორც airpods უკავშირდება დივაისს ყველაფერი ისე უნდა კავშირდებოდეს ერთმანეთთან ^^

Posted by: SerLom1 1 Sep 2017, 01:18
sevastopol
კი პირდაპირ კი ამოგიგდებს მაგრამ მე ტექნიკური მხარე მაინტერესებს, რა ტიპის კავშირს იყენებს

Posted by: SerLom1 2 Dec 2017, 02:34
მოკლედ შევიძინე და ძააალიან მაგრებია! თუ საჭესთან ხარ და Siri-ს იყენებ ხომ საერთოდ ზე-კომფორტია. მუსიკა ან იუტუბი ყურიდან ცალის გამოღებისას ავტომატურად პაუზდება და ჩადებისას გრძელდება. 22-ე საუკუნის ნივთს გავს. ბატარია საერთოდ ვერც ვხვდები თუ იხარჯება ქეისში სენახვისას 5-10 წუთში 100%ზე ადის. ყურში მსუბუქია და თუ ქუდი გახურავს არც ეგ გიშლის რადგან შიგნით ჯდება . ქეისი ძალიან პატარა და კომპაქტურია. ლეკვივით მიყვარს უკვეე

Posted by: Grrh 8 Jan 2018, 01:30
გამარჯობა, ვინმე ეირპოდს ხო არ ყიდით მარტო მარჯვენას?

Posted by: ჰეისან 8 Jan 2018, 14:50
Grrh
QUOTE
გამარჯობა, ვინმე ეირპოდს ხო არ ყიდით მარტო მარჯვენას?

სხვადასხვა კომპლექტიდან თუ არიან AirPod-ები, ერთად იმუშავებენ? რაღაც, ეჭვი მეპარება...

Posted by: Grrh 9 Jan 2018, 09:53
ჰეისან
ხოო, iPlus -ს მივწერე და არაო... ანუ არ ეშველება არაფერი ხო? ))) მარჯვენა დავკარგე და

Posted by: SerLom1 10 Jan 2018, 03:29
Grrh
როგორც ვიცი ეშველება. თითონ ეფლიც ყიდის ცალცალკე 69 დოლარად თითოს. რაღაც რესეტივით უკეთდება და წყვილდება მერე. საფორთს მიწერე დაგეტყვიან ზუსტად, მე ვკითხე ერთხელ და მასწავლეს მარა აღარ მახსოვს რა უკეთდება

Posted by: TurmanMx 27 Feb 2018, 23:23
ვინმე ხო არ ყიდით???? ვიყიდიიიიიიიი

Posted by: SerLom1 3 Mar 2018, 23:55
TurmanMx
Mymarket.ge-ზე დევს 400 ლარად

Posted by: TurmanMx 4 Mar 2018, 15:40
SerLom1
QUOTE
TurmanMx
Mymarket.ge-ზე დევს 400 ლარად

ჰო ეგ ვნახე და რავიცი რამე სხვა ვარიანტიც რო იყოს, ისეთი რო წარმომავლობა მაინც ვიცოდე სადაა შეძენილი ან რამე... იმან ჩინეთიდან ჩამომიტანესო და... ჩინეთზე კი არ მაქ გართულება, აეს ჩამომიტანეს და გამომიგზავნეს და რაღაცებზე არ მიმდის გული რა... მირჩევნია აქ ნაყიდი იყოს.

P.S. როგორია პრაქტიკაში?? რა პლიუსები და მინუსები აქ შეგიძლია მითხრა?

Posted by: SerLom1 7 Mar 2018, 01:40
TurmanMx
შემოდგომაზე 5 მდე განცხადება იდო მაიმარკეტზე. ალტაში ფასი აწერია მაგრამ არ ჰქონდათ რეალურად ნოემბერში. ახლა არ ვიცი.

სიახლე ერთადერთი რაც დააანონსეს, ქეისს ექნება ვაიარლეს დატენვის შესაძლებლობა, სრულიად შესაძლებელია მხოლოდ ქეისი შეიცვალოს. ცალკეც გაიყიდება ეგ ქეისებიო. დიზაინი იგივე რჩება.
სიმჭიდროვეს რაც შეეხება. როგორც ეფლის იარპოდები გერგება ესეც ისევე მოგერგება. ოდნავ, შეუმხნევლად სქელია. მე ორივე იდეალურად მერგება. სხვა ფორმას ვერ ვირგებ. მოძრაობაში კიდე ეს უფრო მყარია ვიდრე კაბელით გადაბმული, კაბელი ექაჩება ყველა ვარიანტში და ძვრება. მე თხილამურზე სრიალისას თავს ვიზღვევ რო თოვლში არ დავკარგო და სილიკონის კაბელს ვუკეთებ ხოლმე 1-2 დოლარი ღირს იბეიზე. მარა ეგ კაბელიც კი დაბლა ქაჩავს ხოლმე.
ოფლზე არ გამომიცდია smile.gif თუმცა ერთი ვიდეო მახსოვს იუთუბიზე რომ ცელოფნები აქვს შიგნიდან ზუსტად ოფლისგან დასაცავადო. ნახე აბა რევიუები. მე ჩემი გავაჩუქე და ყიდვა მინდა კიდევ მაგრამ ახლის გამოსვლას ველოდები რაღა დარჩა და იქნებ რამე კაი დაამატონ

Posted by: nksh0x01 8 Mar 2018, 13:46
მე მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ , მეტი რო არ შეიძლება,
ერთადერთი მინუსი ხანდახან მაკი მაქვს 2 და ვერ არჩევს რომელს დაუკავშირდეს

Posted by: festina1986 27 Apr 2018, 23:59
მაგარია ძაან დამევასა და მომწონს smile.gif))

Posted by: pringles 16 Jul 2019, 20:09
როგორი ხმა აქვს დაწერეთ. 100-150 ლარიანი ყურსასმენის ხმას მომცემს? ამის მაგალითად https://altaok.ge/computers-and-office/computer-accessories/headphone/sennheiser-cx-3.00-white-en.html

დაახლოებით რა ფასიან კაბელიან ყურსასმენს უტოლდება ამის ხმა იქნებ დაწეროთ. EarPods-ის ხმას ოდნავ ჯობიაო მაგრამ არც ეგ მქონია და არ ვიცი როგორი ხმა აქვს

Posted by: TurmanMx 17 Jul 2019, 15:26
pringles
QUOTE
როგორი ხმა აქვს დაწერეთ. 100-150 ლარიანი ყურსასმენის ხმას მომცემს? ამის მაგალითად https://altaok.ge/computers-and-office/comp...0-white-en.html

დაახლოებით რა ფასიან კაბელიან ყურსასმენს უტოლდება ამის ხმა იქნებ დაწეროთ. EarPods-ის ხმას ოდნავ ჯობიაო მაგრამ არც ეგ მქონია და არ ვიცი როგორი ხმა აქვს

რავიცი ეგ Sennheiser არ მქონია, რას შევადარო ესე ვერ გეტყვი მაგრამ კარგი ხმა აქ ძალიან, უკმაყოფილო არამგონია დაგტოვოს smile.gif პლიუს ზე კომფორტულია

Posted by: Gianni 17 Jul 2019, 16:00
pringles
ძალიან მაგარი ხმა აქვს. უკომფორტულესი და უპრაქტიკულესია.

Posted by: pringles 17 Jul 2019, 16:43
TurmanMx
Gianni
დიდი მადლობა ორივეს. მეც კომფორტის გამო მინდა პირველ რიგში

Posted by: million 2 Aug 2019, 12:18
QUOTE
Apple-მა ძალიან გაამარტივა Bluetooth ყურსასმენის გამოყენება. ჯერ ერთი ის რომ Bluetooth არც არის თუ iOS-ზე ხმარობ, პირდაპირ AirPlay-ით უკავშირდება

არანაირ AirPlay-ს არ იყენებს. აიფონსაც და ანდროიდსაც Bluetooth-ით უკავშირდება

QUOTE
და AirPlay არ უკავშირდება Bluetooth-ით? თუ Wi-Fi-თ?

AirPlay Wi-Fi როუტერით (WLAN-ით) აკავშირებს Device-ებს. AirDrop სულ სხვა რამეა. Bluetooth-ი სჭირდება მარტო იმისთვის, რომ მეორე აიფონი იპოვოს. როცა იპოვნის, უკვე აიფონში ჩადგმულ Wi-Fi ბარათს იყენებს ფაილების გასაგზავნად (ე.წ. P2P კავშირს) და არანაირი როუტერი არ სჭირდება AirPlay-სგან განსხვავებით.

არც ერთს და არც მეორეს AirPods-თან კავშირი არ აქვს. AirPods ჩვეულებრივ Bluetooth 5.0 იყენებს

Posted by: SerLom1 6 Aug 2019, 00:00
ხმა სუფთა და საკმარისად კარგი აქვს. ნუ მელომანების დიდ ყურსასმენებს ვერ გაეჯიბრება noise cancellation ში. გარეთა ხმებს ქუჩაში კარგად ფარავს. ერთადერთი თვითმფრინავში რომ ჩავრთე, ბოლო ხმაზე მქონდა აწეული და მაინც ძლივს ისმოდა იმდენად ფარავდა ძრავების ხმა.

Posted by: avoegio 3 Sep 2019, 22:55
გამარჯობა მეგობრებო, ხომ არ იცით სადმე რომ აკეთებდნენ airpods?

Posted by: Harley Davidson 6 Sep 2019, 04:52
იყიდება AirPods.
ნაყიდია ამერიკაში, სპრინტის მაღაზიაში 180 დოლარად თავის ტაქსებიანად.
ნამუშევარი აქვს დაახლოებით 30 წუთი დატესტვის მიზნით.
გაყიდვის მიზეზი: ბითსებზე ვარ მიჩვეული და ხმა ჩემთვის დაბალია.
ფასი 450 ოდესღაც მყარი ლარი.
ფასი არის ბოლო smile.gif მაიმარკეტზე 400-ად დევს და ა.შ ვიცი, მიბრძანდით და იყიდეთ :დ
მსურველებმა მოიწერეთ PM.
გმადლობთ.


Posted by: sh.samsona 17 Sep 2019, 15:31
Airpods უბრალოდ საუკეთესო რამეა ყოველდღურ მოხმარბაში smile.gif

Posted by: Riesgraf 29 Oct 2019, 16:21
ახალი AirPods გამოვიდა. AirPods Pro. 250 დოლარი. მაგარი განახლება ჩანს

https://www.apple.com/airpods-pro/

Posted by: ILIA1702 10 Nov 2019, 02:11
Riesgraf
QUOTE
ახალი AirPods გამოვიდა. AirPods Pro. 250 დოლარი. მაგარი განახლება ჩანს

რეალურადაც არის, მართლაც რომ საუკეთესო "ყურშიგნითა" ყურსასმენებია რაც გამიტესტავს, არანაირი დისკომფორტი დიდი ხნის ტარების მერე, ელეგანტური და ხმაურის დახშობის ფუნქციით, რომელიც კარგად მუშაობს. ერთერთი ცუდი მხარე არის ფასი, თუმცა ბაზარზე ეგეთი ფასებია სხვა კონკურენტებთან.

Posted by: MrPhoenix 10 Nov 2019, 12:48
ILIA1702
QUOTE
თუმცა ბაზარზე ეგეთი ფასებია სხვა კონკურენტებთან.

ხუმრობ ხო? მაგ ფასში დიდ ყურსასმენს იყიდი ბევრად მაგარს (Bose ან Sony)... რეზინები რო არ ჰქონოდა ბაზარი არაა. Airpods-ები მაგიტო მევასებოდა რო არ იგრძნობოდა, ახლა კიდე ტვინამდე თუ შეტენე რაღას არ იგრძნობ(რა თქმა უნდა მაგის მერე არ გადმოგივარდება ყურებიდან..რა ყურები უნდა გქონდეს რო რეზინიანი ყურსასმენი გადმოგივარდეს biggrin.gif )

დანარჩენ apple-ის მაგიაზე ნუ დამიწყებთ ლაპარაკს, იგივე მაგია airpods 2-აც აქვს. ხმა კიდე ძველს უკეთესი აქვს ყველა მაგას იძახის..

Posted by: Riesgraf 11 Nov 2019, 10:00
QUOTE
ხმა კიდე ძველს უკეთესი აქვს ყველა მაგას იძახის..

1 ადამიანიც არ შემხვედრია ეგ რომ ეთქვას, საიდან მოიტანე?

Posted by: MrPhoenix 11 Nov 2019, 13:33
Riesgraf
ბევრ განხილვაში ვნახე, წავიკითხე... უარესი თუ არა უკეთესი ნაღდად არ აქვს და იხდი ორმაგს..

Posted by: sevastopol 11 Nov 2019, 16:11
MrPhoenix
პროს უკეთესი ხმა აქვსო ყველა მაგას ამბობს მისი დიზაინიდან გამომდინარეო.

Posted by: CAMETI 29 Nov 2019, 21:01
ვიყიდი AirPods Pro-ს,უნდა იყოს ახალი, ყუთი აუცილებლად გაუხსნელი.

გადავიხდი შესაბამის თანხას.

Posted by: SerLom1 23 Dec 2019, 04:35
გამოსვლისთანავე ვიყიდე და აი ძალიან მაგარია! მეც მეგონა რომ ვერ ვიგუებდი რეზინებიანს მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობ. ის კი არადა ხანდახან დამვიწყებია ხოლმე ყურში რომ მქონდა smile.gif)
ხმის ჩახშობა და ხმის გაძლიერება ეს ორივე ფუნქცია ხომ მართლაც მეჯიქ არის. ბამ და სხვა სამყაროში იჩითები

Posted by: დინიო 24 Dec 2019, 11:46
გამარჯობა ხალხო მაინტერესებს აქ მაიმარკეტზე თუ ვინმეს გიყიდიათ 30-60 ლარიანი და გამოგდგომოდეთ რა ვინმე სელერს გაუწიეთ რეკომენდაცია ყიდვა მინდა და 1 თვე რო მაინც გაძლოს ეგეთი მინდა ვარჯიშისთვის რა ოფლმაც რო არ შეაწუხოს დიდად

Posted by: tomhardy 27 Apr 2020, 23:39
მეორად airpod ს რამდენად ვიყიდი კარგ მდგომარეობაში ? wireless არა ჩვეულებრივზე ვამბობ

Posted by: sevastopol 28 Apr 2020, 00:08
tomhardy
კაბელით რომ იტენება მაგას ამბობ ქეისში თუ ტელეფონს ყიდვისას რომ ადრე მოყვებოდა ყურსასმენები კაბელით?

Posted by: tomhardy 28 Apr 2020, 01:01
QUOTE (sevastopol @ 28 Apr 2020, 00:08 )
tomhardy
კაბელით რომ იტენება მაგას ამბობ ქეისში თუ ტელეფონს ყიდვისას რომ ადრე მოყვებოდა ყურსასმენები კაბელით?

user posted image
ამაზე ვამბობ

Posted by: Lasha244 28 Apr 2020, 02:02
დინიო

მაგ ფასიანები არცერთი არვარგა.
170 ლარად იყიდი კარგ კლონს,არაფრით რომ არ ჩამოუვარდენა ორიგინალს,და რომ ვერც გაარჩევ. )))

Posted by: mobrzandi 30 Jun 2020, 07:56
iphone 8 naushnikebi 50 laarad tavisive yuTit

Posted by: Pacacia 3 Jul 2020, 23:21
Airpods Pro ცალი ყური წყალში ჩავარდნის მერე შრიალებს და ვისთან უნდა მივიტანო ?
იტალიაში ნაყიდია და რომელიმე ქართული "ოფიციალური" apple წარმომადგენელი გააკეთებს ან შეცვლის ? ყუთი მაქვს თუ რამეს ცვლის საგარანტიოსთვის.

ან ვინმე მარტო მარჯვენა ყურს ხოარ ყიდით ?

Posted by: Talksman 10 Dec 2020, 23:29
გამარჯობა მეგობრებო. რამოდენიმე დღის წინ ეფლმა გამოუშვა ახალი ეარპოდს მაქსი. მოკლედ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ყურსასმენები იქნებოდა on ear და ეფლისგან "გამოდიოდა ხმები", რომ აუდიოს ხარისხით უნდა ყოფილიყო პროფესიონალური სტუდიური ყურსასმენების დონის. მოკლედ 550$ ღირს, რაც ეფლის სტილშია. ვგულისხმობ იმას, რომ თავის კლასში (ყოველდღიურ ყურსასმენებში) ალბათ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასია. ყურსასმენებს არ აქვს თაჩ სენსორები (ერთი ღილაკი და ერთი სატრიალებელი რაღაცააქ ;დ), არ არის მოდულაური (არ იკეცება) და მოყვება ძალიან სასაცილო ჩასადები. ამ "ფიჩერების" გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამ ყურსასმენებმა რედიტზე.

დადებით მხარეს რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ყველა, ვისაც ხელი მიუწვდება ყურსასმენებზე, აღნიშნავს მის მაღალ აუდიოს ხარისხს და კარგ ხმის ჩახშობას (თუმცა ყველასთვის ცნობილ სხვა ბრენდების ყურსასმენებთან შედარებები ჯერჯერობით იშვიათია, ალბათ ცოტა ხანში უფრო მეტი გვეცოდინება).

ეფლი ასევე ირწმუნება, რომ რაღაც საოოოცარიიი ე.წ 360გრადუსიანი ეფექტი აქვს, რაც ალბათ განსაკუთრებით გეიმინგის და ფილმების ყურების დროს გამოადგება მომხმარებელს.

ამ პროდუქტზე ცოტა მეტი დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ახალ ვიდეოში (საპილოტე ვერსიაა ისევ ;დ) https://www.youtube.com/watch?v=cadztBthQP4 ძალიან მოხარული ვიქნები თქვენს აზრს თუ დააფიქსირებთ (ვიდეოზე) ;დ

Posted by: ჰეისან 11 Dec 2020, 02:11
Talksman
ახალი არ გამოუშვია. პირველი მოდელია AirPods Max-ის...

Posted by: Talksman 11 Dec 2020, 12:58
ახალი Airpods-ია - Max-ი ;დ ახალი ყურსასმენი მაშინ ;დდ

Posted by: sevastopol 12 Dec 2020, 02:16
ალბათ ფული რომ არ მქონდეს ვიყიდდი ისეთი პროდუქტია. smile.gif

Posted by: ჰეისან 12 Dec 2020, 02:33
Talksman
"ახალს" მაშინ ამბობენ, როცა მაგდაგვარი მოდელი უკვე არსებობს და მისი განახლება გამოვიდა. ეგ არის პირველი მოდელი, ასე რომ არაა ახალი biggrin.gif

Posted by: Talksman 12 Dec 2020, 15:54
ჰეისან
ოქეი მერე რო წავიკითხე ტექსტი კიდე ერთხელ მართლა ცუდათ წერია ;დ მართალი ხარ
* * *
sevastopol
ფული რომ არ გქონდეთ თუ ფული რომ გქონდეთ ;დ მოკლედ ძაან ველოდები როდის დაიდება უფრო მეტი განხილვა და შედარება ძალიან მაინტერესებს sony wh1000xm4 თან შედარება.

Posted by: ჰეისან 12 Dec 2020, 16:09
Talksman
რამდენიმე მიმოხილვას ვუყურე YouTube-ზე და უმრავლესობას SONY WH1000XM4-ის ჟღერადობა უფრო მოსწონთ, ოღონდ შედარებით დაბალ დეციბელებზე, რადგან ბოლომდე აწევას SONY ვერ უძლებს და Distortion (ანუ ხმის დამახინჯება) ეწყება, ხოლო AirPod Max-ს არ უმახინჯდება ხმა. მაგარი ტექნოლოგია გამოიყენეს მაგის შექმნისას. თუმცა, Frequency Range და Frequency Responce-ების ამბავში SONY სჯობს. დასკვნა - თუ აუდიოფილი ხარ, მაშინ Apple არ გამოგადგება.

Posted by: Talksman 13 Dec 2020, 00:55
ჰეისან
წესით ზემოთ რაც თქვით იმას უნდა დავუმატოთ ფასის ფაქტორიც. თითქმის ორჯერ ძვირია... ალბათ იმ ხალხს ვინც ეფლში "სულს" ხედავს ეგ არ ანაღვლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთ მარკეტზე შემოვიდნენ, რომელიც უკვე ძალიან დახვეწილია და ამ პროდუქტის მყიდველმა სავარაუდოდ იცის ადეკვატური ფასი რა არის. ვგულისხმობ იმას, რომ იგივე ეფექტი ვერ ექნებათ რაც ეარპოდებზე ქონდათ, რომლებიც პრინციპში ჯერ კიდევ თითქმის უკონკურენტოა ბაზარზე. ყოველშემთხვევაში ეს პირველი ვერსია ფასიდან გამომდინარე ვფიქრობ ცალსახა იმედგაცრუება უნდა იყოს ობიექტური იუზერისთვის. ვნახოთ რა იქნება მომავალში ჩემი აზრით კიდევ მინიმუმ ერთს გამოუშვებენ ამ სერიების გაგრძელებას.

Posted by: Talksman 17 Dec 2020, 14:00
პატარა აფდეითი: მოკლედ კიდე ერთხელ დავწრმუნდი, რომ ეფლს ყავს მომხმარებელი, რომელიც მათგან ნებისმიერ პროდუქტს შეიძენს რასაც ეფლის ლოგო აქვს. ეს ყურსასმენები ყველა შესაძლო ფერში არღარ აქვთ მარაგში... და ასე იქნება გარკვეული პერიოდი ;დ TF
* * *
პ.ს უფრო ბევრი შედარებები დაიდო... ყველა თანმხდება რომ კარგი ყურსასმენებია მაგრამ ამავდროულად ყველა მეტწილად მიიჩნევს, რომ ფასი არაადეკვატურია.

Posted by: zviooo 27 Dec 2020, 03:40
QUOTE
უმრავლესობას SONY WH1000XM4-ის ჟღერადობა უფრო მოსწონთ
+1


Posted by: ჰეისან 27 Dec 2020, 04:12
QUOTE
უმრავლესობას SONY WH1000XM4-ის ჟღერადობა უფრო მოსწონთ

არადა, ჟღერადობა XM3 მოდელს აშკარად უფრო უკეთესი აქვს, ვიდრე XM4-ს

Posted by: zviooo 27 Dec 2020, 14:14
QUOTE
არადა, ჟღერადობა XM3 მოდელს აშკარად უფრო უკეთესი აქვს, ვიდრე XM4-ს

Apple ამბობს ნაგვის ყუთს რომ ვაშლი მივახატო მაინც გაიყიდებაო biggrin.gif

არ მესმის მაგაში $550 რატო უნდა გადაიხადო თუ Apple ტატუ არ გახატია კეფაზე biggrin.gif

user posted image

Posted by: რეამინაცია 29 Dec 2020, 14:30
მე რაც ვნახე ზოგადად XM-4ებს ჯობსო, მაგრამ არა X2 ფასად. ANC ზოგ შემთხვევაში სონი ჯობია (მონოტონური ხმები) და ზოგ შემთვევაში პოდები (არამონოტონური ხმები).


zviooo
QUOTE
არ მესმის მაგაში $550 რატო უნდა გადაიხადო თუ Apple ტატუ არ გახატია კეფაზე


ზოგადად $550 ნაუშნიკებში არაფერი არაა, თუ აუდიოფილი-დონეზე გვაქვს საუბარი. Bayerdynamics 1000 დოლარიანი ყურში გასაჩხერი wireless ყურსასმენები აქვთ biggrin.gif კაბელიანი 2000-3000 დოლარიანი ყურსასმენებია რამდენიც გინდა, 2000 დოლარიანი უსილიტელი რომ ჭირდება ცალკე biggrin.gif

AirPods Max როგორც მივხვდი ხარისხით არც იქაა (1000 დოლარიანებში) და აქ (200 დოლარიანებში).

Posted by: ჰეისან 30 Dec 2020, 00:49
რეამინაცია
QUOTE
Bayerdynamics

Beyerdynamic smile.gif

Posted by: bezzar 7 Feb 2021, 02:31
zviooo
ჩვეულებრივად "ლაქშერი" ყურსასმენია. და სამწუხაროდ ისეთი 'iconic' როგორიც აირპოდევია ვერ გამოდგა.

Posted by: NinjaRacer 7 Feb 2021, 02:39
რატო ვერ გამოდგა Iconic იმხელა მოთხოვნა იყო ეფლი ვერ ასწრებდა დამზადებას)

შეიძლება მასიურად ყველას არ ეკეთოს მაგრამ გაყიდვები ცუდი არ ქონდა.

რაც შეეხება On Ear Wireless NC ყურასასმენებს.

აქ გვყავს ჩემპიონი ამაში.

ფასი/ხარისხი/კომფორტი/ANC/Battery life ყველაფერი იდეალურო რომ აქვს.

Sony xm3/xm4

Build quality apple-ის 1000-ჯერ ჯობია, ცოტა მძიმე რომ არ იყოს იდეალური იქნებოდა და თავისით რო ითიშებოდეს 5 წუთში როგორც სონი. იმ ლიფში ჩადება რო არ ჭირდებოდეს.

სამწუხაროდ არ ღირს იაფი და ყველას არ შეუძლია ყიდვა.

მაგრამ აქაც როგორც სხვა ეფლის პროდუქტები არ უნდა შეაფასო ცალაცლკე სანამ თავად არ გამოცდი.

Posted by: bezzar 7 Feb 2021, 02:52
NinjaRacer
მა ასე მომეჩვენა, ანუ აირპოდსის დიზანი, ფერი, იმდენად გამორჩეული იყო რო მასაში ამჩნევდი ხალხს ვისაც ეკეთა და ხვდებოდი რომ ეს ეფლის აირპოდსია. ამის კიდევ იმდენად გამორჩეული არ ჩანს, ნუ მე ასე მეჩვენბა.
გაყიდვები კიდევ, კი, ცუდი ნაღდად არააქვს. თან, ჭორი დადის, რომ "ლაით" ვერსიას გეგმავენ, შედარებით იაფს. ამით გააუმჯობესებენ გაყივდებს. თუმცა თუ კარგად იყიდება რაღა საჭიროა პროდუქტის გაიფება და თავისივე კონკურენტის შექმნა?

Posted by: NinjaRacer 7 Feb 2021, 02:56
bezzar
აი ეს ტიპი არის თავგდაკლული ეფლის ფანი და მომხმარებელი და ამანაც კი დაამუღამა რომ 200$-ით ნაკლები სონი ურჩევნია.



თავიდანვე რომ გამოეშვათ 540$-იანი ყურსასმენი ისეთი რომ არ ჭირდებოდეს მეორე ვერსია კარგი იქნებოდა.
ალბათ გათვლა იმაზეა როგორც აიფონებზეა. ვინც პირველი იყიდა გაიქცევა და ეგრევე მეორესაც იყიდის და უფრო მეტ ფულს იშოვიან.

Posted by: bezzar 7 Feb 2021, 03:03
NinjaRacer
ნუ ეს "ჭორია" მაინც, და არაა გარანტირებული რომ ახლო მომავალში, ან საერთოდ მომავალში განხორციელდეს.
გათვლა აქვთ უფრო მეტი გაყიდონ, 550$ ბევრისთვის უაზროდ ძვირია, და 299$ მაგალითად შედარებით იაფი მოეჩვენბათ და იყიდიან.

ისე 1100$ ვერსია თუ გაქვს ნაყიდი აიფონის, არამგონია მომავლ წელს 400$-იანი SE იყიდო.

Posted by: NinjaRacer 7 Feb 2021, 03:16
bezzar
იდეალური რაც აქვს ამ ყურსასმენს არის digital crown და ტელესკოპური სარეგულირო.

მაგალითაც ჩემ sony-ს ეს პლასტმასები რაცაა ყველა გაებზარა)
ასევე მაგნიტური პადები რომ აქვს და ძალიან ადვილად რომ ეცვლება ეგეც ასწორებს. მართალია 60$ ღირს მაგრამ ღირს.
ჩემს სონისაც დასჭირდა იმიტომ რომ 1 წელი ფაქტიურად არ მომიხსნია ძაალიან აქტიურად ვიყენებ. მუშაობის დროს და ისეც.
და ეს ბალიშები გამოსაცვლელი ხდება და სონისი უფრო ძვირი ღირს.

QUOTE
ისე 1100$ ვერსია თუ გაქვს ნაყიდი აიფონის, არამგონია მომავლ წელს 400$-იანი SE იყიდო.

არ მგონია პირველი პრიორიტეტი იყოს ეფლის მყიველისთვის სიიაფე.
უბრალოდ სონი ამ შემთხვევაში მართლა ჯობია.
10 წუთი დატენვით 24 საათი მუშაობს. უფრო მსუბუქია. კარგი ხმა და ხმის იზოლაცია აქვს.

მოკლედ რო არა სიმძიმე და დისკომფორტი (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ყურსასმენებში როცა ხანგრძლივად იყენებ) მაშინ გამართლებული იქნებოდა.
* * *
ერთერთი რაც შეეშალათ.

ალუმინი რომ გამოიყენეს.
ერთი დაგივარდება და ეგაა ფორმასაც დაკარგავს და შეიძლება ფუნქციაც დაკარგოს. პირველი რაც არ გინდა ძვირიან ყურასასმენებში არის **მსხვრევადი იყოს.

ალუმინი მძიმეა. სიმძიმე მთელ ვაიბს კლავს. 550$-იან ვაიბს.

მოკლედ თუ ლაქშერი აითემები გევასება მაშინ საშენოა.
თუ პრაკტიკული ტიპი ხარ და გჭირდება ყოველდღიურად ყურსასმენები მაშინ სონი. ჩამოვარდა ფასი 250$-ადაც იყიდი უკვე XM3-ებს.

პ.ს 1100$-იან მობილურს არასდროს ვიყიდი. მე პრაგმატულად ვუყურებ ყველანაირ ტექნიკას ყოველთვის პირველ რიგში. თუმცა ესთეთიურად ძალიან მომწონს და ვაფასებ და ნუ ხმით და ხმის ჩახშობითაც ეარპოდები ჯობია ცალსახად.

Posted by: Chameleon 28 May 2021, 23:28
როგორ ფიქრობთ ღირს ეხლა პროს ყიდვა თუ დაველოდო ახალ მოდელს? მგონი მალე გამოვა და ღირს დალოდება

Posted by: sevastopol 28 May 2021, 23:30
Chameleon
ახალი მოდელი პრო არ იქნება როგორც ვიცი.

მე სიმართლე გითხრა პრო არ მომწონს, მაგ გუფკას ვერ შევეგუე რაც ყურში ჯდება როცა გავტესტე.

Posted by: Chameleon 29 May 2021, 00:10
ამაზონზე ფასი დაუწევიათ და კი შემომეყიდა ამასობაში biggrin.gif ....
მემგონი მომეწონება

Posted by: gogicha93 29 May 2021, 16:06
გამარჯობათ, იმედია სწორ ადგილას ვპოსტავ, მოკლედ შევიძინე Airpods Pro და მაინტერესებს ანდროიდ სმარტფონისთვის რომელი აპლიკაცია არის კარგი მოცემული ეარპოდისთვის, რა განსხვავება მექნებაა ფუნქციის თვალსაზრისთვის აიფონისა და ანდროიდსს შორის, აპლიკაციის შესაძლებლობას ვგულისხმობ...მადლობა წინასწარ....

Posted by: Poppysmic 30 Aug 2021, 10:01
გამარჯობა,
მარცხენა ყურსასმენი აღარ იტენება და სად შეიძლება გავაკეთებინო?

Posted by: zazmena12 30 Aug 2021, 12:04
მეც მაინტერესებს ვინმე არის აირპოდსების ხელოსანი?

Posted by: sevastopol 31 Aug 2021, 21:37
zazmena12
ხელოსანი ეარპოდსის არ არსებობს. თვითონ ეფლიც წუნიანს იბარებს და ახალს გზავნის.

Posted by: NinjaRacer 1 Sep 2021, 10:30
sony wh-1000xm3 გამიფუჭდა ვფიქრობ აირპოდ პრო ვიყიდო თუ xm4 ვერ გადავწყვიტე.

ANC უეჭველი კარგი უნდა ქონდეს და მთელი დღე კეთება არ უნდა მღლიდეს ამ ორში რომელს მირჩევთ

და რკინას არ უნდა შეიცავდეს. სონიზე ყურზე მედებოდა დიაფრაგმა ახლოსაა ძაან და სისხლი მომდის ხოლმე რკინაზე ალერგია მაქვს და სადაც მედებოდა იმ ადგილზე კანი გაღიზიანებული მაქ ისე რო სისხლი მომდიოდა. ხო პლასმასისაა მთლიანად ეარპოდები?

https://support.apple.com/en-us/HT211158 ნიკელს შეიცავს ნეტა ამაზეც მომცემს ალეგრიას? მარა ზემოდან სილიკონი აქვს და იმ მეშთან შეხება არ მექნება

Posted by: sevastopol 1 Sep 2021, 15:13
NinjaRacer
პლასმისაა კი, უბრალოდ სადაც იტენება ქვემოთ ის მხარე არის ნიკელის როგორც მახსოვს.

Posted by: Poppysmic 1 Sep 2021, 17:18
sevastopol
ანუ გადავაგდო?

Posted by: zazmena12 2 Sep 2021, 21:07

sevastopol
ზოგადად ეფლი ბეიზბენდსაც არ ცვლის და ეკრანის შუშასაც მაგრამ ვაგზალზე მაგის მეტს რას ნახავ biggrin.gif

გასაწმენდი ყოფილა ჩემი ისე რომ არც ეტყობოდა ვიზუალურად, ამუშავდა საკაიფოდ

Posted by: __FLASH__ 17 Sep 2021, 18:51
გამარჯობა,

ზოგადად როგორ გავარკვიო ორიგინალი აირპოდი არაორიგინალისგან?!

Posted by: The DoctoR 19 Sep 2021, 17:17
ცალკე თემა ყოფილა და აქვე დავპოსტავ

QUOTE
პირველი თაობის airpods-ს ითიშება რამოდენიმე წამში ჩართვიდან. აჩვენებს, რომ ყუთიც და უშუალოდ ყურსასმენიც დამუხტულია.
თავიდან ვიფიქრე კავშირის პრობლემა იყო, მაგრამ აიპადზეც იგივე გააკეთა.

ჰოდა ეშველება რაიმე?


Posted by: __FLASH__ 22 Sep 2021, 19:06
ძაან ცოცხალი ჯგუფია, პასუხს მომენტალურად გიწერენ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: NinjaRacer 26 Oct 2021, 10:08
აუ უკვე დამღალა ამ ეარპოდებ პრომ.

დღეს ერთცალს ვერ ხედავდა. მაკის ბრალი იყო ტელეფონმა დაინახა რესეტის მერე.

ახლა სტატიკის ხმა აიკიდა და რო დავდივარ კიდე რაღაც ხმები შემოდის მარვჯენადან. თითქოს ყურში ფოლგა მგქონდეს.

არ შემიძლია არ ვთქვა. ამის დდშვცი რა. რაც არუნდა ვიყიდო ბოლოს მაინც ### მრჩება ხელებში. ვარდს ვთესავ და ### ამოდისო.

ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ ეს არის ფიქსი.


user posted image

რატო უნდა მჭირდებოდესსსსსსსს ეს რატოოოოოოოოო

facepalm.gif

Posted by: Fennec 27 Oct 2021, 00:39
NinjaRacer
მე ძველი მოდელი მაქვს airpods 2, ზუმერში ვიყიდე და იდეალურად მუშაობს... დაკავშირების პრობლემა რატომ უნდა ქონდეს :/

Posted by: NinjaRacer 27 Oct 2021, 15:02
Fennec
ძველი ჩემს დასაც აქვს და ისიც იდეალურ მუშაობს.

პროზე არის ეს პრობლემა.

m1-ზე ბლუტუსის პრობლემა ზოგადად გავრცელებული და ხშირია (მარტო მე არ მაქვს ანუ))

Posted by: ntquerysysteminformation 28 Dec 2021, 18:42
AirPods 2 - ეს Android-ებზე მუშაობს ხომ ჩვეულებრივად Bluetooth-ით?

Posted by: sevastopol 29 Dec 2021, 19:38
ntquerysysteminformation
კი, მუშაობს ჩვეულებრივად.

Posted by: ჰეისან 30 Dec 2021, 02:00
NinjaRacer
Apple-მა არ იცის ყურსასმენების გაკეთება. არაა მაგათი საქმე და მაინც არ ეშვებიან...

Posted by: M3BB0 22 Feb 2022, 22:43
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ ...ჩემ ძმამ გამომიგზავნა airpods 2 თაობა იქ მშაობდა ჩვეუელბრივად რომ ჩამოვიდა და ჩავრთე მარცხენა ყურშ საკაიფოს მესმის და მარჯვენაში მოაქ ძალიან დაბალ ხმაზე.. და რისი ბრალი შეიძლება იყოს? რამე ხომ არააა გასასწორებელი თუ რა ეტაკა sad.gif

Posted by: crysiswarhead 25 Feb 2022, 00:26
ჰეისან
მე მაქ ეარპოდს პრო მაქვს მაგარი დივაისია რას უწუნებ

Posted by: ჰეისან 25 Feb 2022, 00:46
crysiswarhead
biggrin.gif არ დამანახოთ საერთოდ... Apple-ში როცა ისწავლიან ყურსასმენების დამზადებას, მაგ დროს მე უკვე ცოცხალი აღარ ვიქნები

Posted by: NinjaRacer 25 Feb 2022, 01:01
ჰეისან
ყველა მაგარი დივაისია რას ამბობ.
სონიც მქონია მ იქს 3 და ბოზეც)

ვერცერთი ვერ მოვა ახლოს. საერთო ჯამში ძალიან ხარისხიანი ძალიან გამძლე და ძალიან დახვეწელი პროდუქტებია.
ერთადერთი ეს სილიკონის თიფები არ მომწონდა. ყურს მტკენდა. სონი რო მქონდა საერთოდ სისხლი მომდიოდა იმიტომ რომ დროთა განმვალობაში მემორი ფოამი უბანძდება (ჯდება) ყურზე გედება იმიტომ რომ მე რახიტიანი დიდი ყურები მაქვს)

და ბოზეც და სონიც პლასტმასისგანაა დამზადებული და 2 წელიწადში ყველა(!) დეტალი რაც პლასტმასის იყო გაბზარული იყო.

მოკლედ არ ვამბობ რო ერთი მეორეზე უკეთესია. განსაკუთრებით თუ ფასს შეხედავ მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გადაყრაა ჩემთვის პირადად უხარისხო პროდუქტის ყიდვა და სონის მეორედ ყიდვა 350$ -ად ძალიან მტკივნეულია.
მოკლედ როგორც არის ხო იცი. ჟმოტი 2 ჯერ იხდისო. ეგრეა.
ხმის ხარისხი საკამათოა მაგრამ ორივე მქონდა. ხმის იზოლაციით და ჟღერადობით ყველა გაკვირვებული დარჩა სასიამოვნოდ. ყველას მაგრად გაუსწორდა მოსმენისთანავე საკმაოდ კარგი ემოცია მოდიოდა.

შეიძლება აუდიოფილებს არ მოეწონოთ მაგრამ ეფლმა იცის ხარისხიანი პროდუქტები კარგად გაკეთება და ##### თუ გინდა. 15 წლის მაკ ბუქ ეარიც მქონდა და 15 წლის ლენოვოც. ჰოდა ის პლასტმასისგანაა და იქამდე ვმხარობდი სანამ პირდაპირი გაგებით ხელში არ დამეშალა და მომიწია სადღაც დატოვება უცხო ქვეყანაში. მაგის ადგილი არ მქონდა ფიზიკურად რო გაფუჭებული ნოუთბუქი მეთრია თუმცა სურვილი მაინც მქონდა. ჰოდა. პირდაპირ ვთქვათ.
ერთი არის ფულის ყრა. მეორე არის სერიოზული დახვეწილი პროდუქტი. რომელიც არის ერთერთი საუკეთესო ყველა მხრივ და მარტო სტატუსი და მარიაჟობა არაა. როგორც მე აქამდე მეგონა.

Posted by: ჰეისან 25 Feb 2022, 01:53
NinjaRacer
QUOTE
შეიძლება აუდიოფილებს არ მოეწონოთ

biggrin.gif აი, ზუსტად... ეგ ყურსასმენები რომც მაჩუქოს ვინმემ, ეგრევე გავყიდი ან ბავშვს მივცემ. იმისთვის სულ ერთია, რითი მოუსმენს მუსიკას

Posted by: NinjaRacer 25 Feb 2022, 11:02
ჰეისან
აპპლ მიუზიკში ვუსმენ ლოსლეს მუსიკას ხოშიანია smile.gif

ეს არვიცი აუდილი ფილია თუ იბრალებს მოკლედ რისი ფილიც არ უნდა იყოს მჯერა შენი რო უკეთესებიც არსებობს მარა
ყოველდღიური ბლუტუს ხმის ჩამხშობი თუ გინდა რომელიც ინტეგრირდება ეკოსისტემასთან ლამაზათ ესააა.
https://www.youtube.com/watch?v=4vb98s41__Y
* * *
რათქმაუნდა ლოსლესს კაბელი ჭირდება და უფრო მაღალ ღარისხს სპეციალური აპარატურა.
ეგრე ძაანაც არ მიტაცებს მუსიკა რო სპეციალური ჰარდი ვიყიდო აი მაგალითად 2021 მაკბუქ პროს ჩაშენებული აქვს
https://support.apple.com/en-in/HT212854

96 კილოჰერცამდე გადაყავს.

მე 48 -ში ვუსმენ კაბელით.
* * *
და შესანიშნავია.

ვერ დააბრალებ უბრალო ბლუტუზ ყურასასმენებში ანალოგი არ აქვს.

Posted by: ჰეისან 26 Feb 2022, 03:27
QUOTE
რათქმაუნდა ლოსლესს კაბელი ჭირდება და უფრო მაღალ ღარისხს სპეციალური აპარატურა

ეჰ... ვიცი, რომ ვერასოდეს ვეღირსები იმ ფლეერსა და ყურსასმენებს, რომლებიც მართლა მინდა რომ მქონდეს. დაახლოებით 10 ათასი დოლარის თემაა ფლეერი და ყურსასმენი ერთად (პორტატულ გამაძლიერებელთან ერთად). ეს თან სათრევად biggrin.gif სტაციონარს რაც შეეხება, Sennheiser Orpheus მინდა... 55 ათასი დოლარი ღირს biggrin.gif ნაკლებზე თანახმა არ ვარ. მანქანაში McIntosh-ის PF-40621 სისტემა მაქვს და მაინც ვერაა ისეთი, როგორიც მე მინდა (მიუხედავად იმისა, რომ Lossless მუსიკა მაქვს გათხრილი შიგ). ახლა ერთი პროექტი ჩავიფიქრე. მანქანაში AirPlay უნდა ვიჩალიჩო. LTE Router-ს ჩავამონტაჟებ External ანტენებით, გავარჭობ SiM ბარათს ულიმიტო ინტერნეტით, Router-ს მივაბამ AirPort Express-ს და მისგან გამომავალ Aux-ის კაბელს დავადუღებ McIntosh-ის მაგნიტოფონის პლატაზე. რუსებს აქვთ ნაჩალიჩები (drom.ru-ზე ვნახე პოსტები) და წერენ, რომ მართლა ძალიან მაგრად ისმის მუსიკაო. რა თქმა უნდა, Content-საც გააჩნია, მაგრამ თუ Lossless-ს შეუშვებ, მაგრად გაასწორებს. თან ინტერნეტი გაქვს მანქანაში, თან AirPlay biggrin.gif საბედნიეროდ, AirPlay არ ამახინჯებს სიგნალს Bluetooth-ისგან განსხვავებით და მაგიტომ მინდა მანქანაში AirPlay მქონდეს. იმედია, ვიჩალიჩებ ადრე თუ გვიან.

Posted by: >GEGI< 18 Mar 2022, 14:05
მოგესალმებით.

AirPods-ები 10-15 წუთშ ჯდება ერთი მეორეც. რაღაც "აჩმახებს"... ჩემის აზრით, ელემენტებია შესაცვლელი უშუალოდ ყურსასმენებში. მსგავსი ტიპის გამოცდილება თუ გქონიათ, იქნებ მირჩიოთ მცოდნე ხელოსანი ან ფირმა.

მადლობა წინასწარ!

Posted by: TROJAN 29 Aug 2022, 15:46
ეარპოდსი მაქვს მე-2 თაობა და ყურიდან მივარდება, რეზინები რო აქვს წამოსაცმელი, თხელი, ეგენი აქ სადმე იყიდება? ამაზონზე 5-6 დოლარი ღირს მაგრამ ლოდინი მეზარება )

მადლობა

Posted by: ჰეისან 31 Aug 2022, 22:34
TROJAN
უამრავი მაღაზიაა, სადაც აქსესუარებს ჰყიდიან და პირადად მე, არ მიძებნია ეგენი. მე სულ ვიწერ ხოლმე biggrin.gif მეზარება აქ სირბილი და ძებნა.

Posted by: TROJAN 1 Sep 2022, 18:18
ჰეისან
მადლობა

ვაგზლის თემა ალბათ და უეჭველი იქნება.............

Posted by: __FLASH__ 23 Sep 2022, 15:30
გამარჯობა,

აირპოდზე მაქვს პრობლემა… მიკროფონი ხან მუშაობს ხან არაა…. რამე პროგრამულო შეიძლება იყოს?

Posted by: __FLASH__ 30 Sep 2022, 13:05
სულ ჩაკვდა ფორუმი (((((((((((((((

Posted by: ჰეისან 30 Sep 2022, 21:45
AirPods-ისთვის თემა არის უკვე გახსნილი...

Posted by: Blow 12 Oct 2022, 18:50
A71 აირპოდს რომ ვაკავშირებ კარგი ხმა აქვს ისე ჩვეულებრივად არ წყდება არაფერი, ჯიბეში ეგრევე ერხევა. წყდება პამეხები აქვს და რისი ბრალია ყურსასმენებს დაერხა თუ ტელეფონის ბრალია ?

Posted by: Harley Davidson 12 Oct 2022, 21:14
ცალ ყურსასმენს ვიყიდი სადმე? :დ
პროს (მეორე) მარჯვენა მინდა

Posted by: NinjaRacer 16 Oct 2022, 04:20
კი ცალოითაც ყიდის ეფლი მგონი.....

Posted by: NikaJiadze 7 Feb 2023, 16:05
გამარჯობა! ფორუმელებო, ახლობელს აქვს აირპოდსი, რომესაც ვერ ვააქტიურებ ტელეფონზე. ვფიქრობ სადღაც დაკარგული იპოვა. ერთადერთი რაც ვცადე იყო, რომ სხვის ქეისსში გადავიტანეთ ყურასმენები და ასე გააქტიურდა. მთავარი ქეისით კი არ უკავშირდება ტელეფონს. ახლა აიქლაუდზე მომივიდა წერილი ისეთი, თითქოს მეპატრონე ხედავს ადგილმდებაფეობას. რა გამოსავალია? ჯერ არ შემიძენია, უვრალოდ თუ ქეისმა არ იმუშავა რა აზრი აქვს? და ქვემოთ ეს მესიჯიც საფრთხილო მგონია.

user posted image
user posted image

Posted by: sevastopol 8 Feb 2023, 16:21
NikaJiadze
კი, დაკარგულია ეს ეარპოდსი და ხედავს მფლობელი სად იმყოფება. ვერაფერს ვერ იზამ.

Posted by: atuna1985 8 Feb 2023, 16:54
მოგესალმებით, ესეთი კითხვა მაქვს, მოკლედ Iphone-ზე ყურსასმენები დაქონექთებული, რომ მაქვს და მიდევს მაგალითად მაგიდაზე (ანუ ბუდიდან ამოღებულია), როცა მირეკავენ ორივეგან ისმის ხმა ტელეფონიდანაც და ყურსასმენშიც ისმის, მაგრამ როცა მესიჯი მომდის ხმა მესიჯის ისმის მხოლოდ ყურსასმენში. და როგორ შეიძლება გავასწორო ისე რომ როგორც დარეკვისას ორივეგან ისმის ისე იყოს, მადლობა.

Posted by: Ika39 15 Mar 2023, 10:42
მეგობრებო, დღეს მინდა ყიდვა მესამე თაობის AirPods-ის. შეგიძლიათ მირჩიოთ, სად ვიყიდო, რომ ხარისხიანი იყოს? ბიუჯეტი საშუალოდ 300-350 ლარი. ვიცი, რომ ორიგინალი არ მომივა, მაგრამ კარგი რეპლიკა მაინც

Posted by: Sanny__ 12 Apr 2023, 16:41
AirPods Pro 2 ზე Firmware Update ს ვერ ვაკეთებ და რისი ბრალი შეიძლება იყოს? რესეთიც გავაკეთე და მერე ხელახლა დავაკავშირე, მაინც არ გამოდის, ამერიკიდანაა გამოწერილი, ამის ბრალი შეიძლება იყოს?

მადლობა

Posted by: milwaukee 31 Oct 2023, 01:39
აბა ვნახოთ დღეს მაქსზე თუ დაანონსდება USB C. ბოლომდე ამოვისუნთქებ

აიფონი/მაკბუქი/ეარპოდი და ერთი კაბელი ჩანთაში გაასწორებს up.gif

ნუ დღეს თუ არა მაინც დროის ამბავია
* * *
QUOTE
აბა ვნახოთ დღეს მაქსზე თუ დაანონსდება USB C

ჩემი ფეხები bis.gif

Posted by: natia_natia9 6 Dec 2023, 12:36
AirPods 2 მაქვს რამდენიმე თვეა და მარჯვენა ყური უფრო მალე ჯდება ვიდრე მარცხენა, 15%_ია დაახლოებით სხვაობა და ნორმალურია 15%_იანი სხვაობა? თუ მივიტანო საგარანტიოთი უკან?

მიკროფინი ავტომატურზეა დაყენებული და ორივე ყურს თანაბრად ვიყენებ, ხოდა, არაა ნორმალური 15%_იანი სხვაობა. მივიტან უკან გარანტია სანამ აქვს.

Posted by: crysiswarhead 4 Feb 2024, 20:43
სალამი მეორე პირველი თაობის ვაირლესს ეარ პოდი მაქვს ორიგინალი ცალი ყურსასმენი მალე ჯდება თითქმის აღარ მუშაობს და შეიძლება დონორის შოვნა და დაკავშირება თუ ერჯერადია და რესურსიც სადამდეც აქვს იმდენს იმუშავებს ვისააქ გამოცდილება

Posted by: BONNEVILLE 1 Mar 2024, 16:33
QUOTE
AirPods 2 მაქვს რამდენიმე თვეა და მარჯვენა ყური უფრო მალე ჯდება ვიდრე მარცხენა

ვა. მე სულ dynamic head tracking მაქვს ჩართული და მაგას ვაბრალებდი მაგრამ შენსას ეგ არ აქვს. როგორც მივხვდი ნორმალურია ბატარეაში სხვაობა

Posted by: crysiswarhead 1 Mar 2024, 16:56
crysiswarhead
ხო გამოსწორდა ერთ ყურსასმენს რატომღაც არ ტენიდა და მეორეს ჩვეულებრივ მაგრამ გამოსწორდა ალბათ აიფონის დამტენით რო ვტენი ზწგავლენას ახდენს შეილება

Posted by: BONNEVILLE 7 Mar 2024, 17:01
მაქსი ბევრად ჯობია რა. იმდენი პატარა დეტალია მოხმარებას რომ უფრო კომფორტულს ხდის რომ ჯობია დაამატო 250 დოლარი და მაქსი აიღო

Posted by: Nescafe13 31 Mar 2024, 20:19
https://zoommer.ge/yursasmenebi-buds/apple-airpods-2-with-charging-case-mv7n2-white-p17506

ამაზე რას იტყვით ?

Posted by: crysiswarhead 28 May 2024, 21:39
Nescafe13
მე მაქვს კაბელიანი ვერსია კარგი რამეა 3 თაობის ურეზინოს ვერ ჯობია მაგრამ თავის საქმეა იდეალურად აკეთებს სანამ არ გამოვლა ახალი ურეზინო ვერსია მექნება მანქმდე))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)