Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > ექსპრეს–დიეტა18


Posted by: L_i_L_i 18 Apr 2018, 23:31
მე გავხსენი ეს თემა givi.gif
იმედია ყველა მივაღწევთ სასურველ წონას

user posted image

მაგრად დავდგებით და ჩვენი გეგმების მიხედვით ვიმოქმედებთ, არ ავყვებით ემოციებს, ემოციების გამო არ შევჭამთ, რომ რაღაც ისე არ არის როგორც გვინდა, არ შევჭამთ დამშვიდების მიზნით
ამისთვის სხვა ბევრი კარგი რამეა

ჩვენ ვართ უნიკალურები კარგები და ვიმსახურებთ კარგ სხეულს, ბედნიერება იმაშია რისკენაც მიილტვი და ჩემი ბედნიერება 55 კილოს ქვევითაა
givi.gif

პატივისცემით თქვენი ლილი, მთელი 65 კილოგრამით <3 givi.gif

ესეც რამდენიმე კალკულატორი რომ თქვენს ცხიმებს უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ biggrin.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




ტოპ მპოსტავები

naniko1122
ვივიანა
L_i_L_i
ia-viola
charliXL
nia4u
gramatikikina
პითონი
fleurs
+/-

Posted by: პითონი 18 Apr 2018, 23:49
40 პოსტი რატო დავწერე
ჰმ ;დ


Posted by: L_i_L_i 19 Apr 2018, 00:00
პითონი
როგორაა შენი ამბები დღეს რა ქენი. დღეს იყო შაურმა რო ჭამე თუ გუშინ?
საშინელი დღე მქონდა ჩემ მეხსიერებას ნუ შეიმჩნევთ biggrin.gif

Posted by: პითონი 19 Apr 2018, 00:12
L_i_L_i
გუშინ.
დღეს ნორმ ვიკვებე და 7ზე კარგად ვჭამე:დ
მაგის მერე ცარიელი ჩაი დავლიე და ეგაა
ოდნავ მშია)))

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 00:13
ჩვენ ყველაფერი გამოგვივა!
bis.gif bis.gif bis.gif
tan.gif tan.gif tan.gif

Posted by: L_i_L_i 19 Apr 2018, 00:18
დღეს 3 სასისკი ვჭამე 2 ვაშლი და ნახევარი ჭიქა კეფირი
რას ფიქრობთ აბა.
ხვალ 1 ცალ სასისკს მივამატებ კიდევ თორე ძაან ცოტაა ვიტანჯებინგ



ახლა დავიძნებ გათიშული ვარ. ძილინებისა წარმატებები ყველას ჩემო მშიერო ბავშვებო 2kiss.gif

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 00:34
L_i_L_i
QUOTE
ძილინებისა წარმატებები ყველას ჩემო მშიერო ბავშვებო 

biggrin.gif
2kiss.gif

Posted by: ვივიანა 19 Apr 2018, 00:37
გილოცავთ ახალ თემას ^^
ბევრი დაკლებული კილოგრამი დადებულიყოს.

Posted by: ia-viola 19 Apr 2018, 10:13
პირველ გვედზე დავფიქსირდეთ.

გილოცავთ ახალ თემას და სალამი ყველას.

ჩემი წონა გაიყინა, მაგრამ არ მადარდებს. სამაგიეროდ ყველა ტანსაცმელი გამიდიდდა ან რაც არ ჩამდიოდა ახლა კარგად მაქვს. სასწორ არ გავაფუჭებინებ განწყობას. smile.gif

წარმატებები. სანამ 100 გვერდამდე ავალთ, ყველას მიგვაღწევინოს ჩვენ მიზნამდე.

Posted by: ZEPTER 19 Apr 2018, 10:16
თან ვარჯიში უნდა დაურთოთ და შედეგი იქნება smile.gif

Posted by: Lysabild 19 Apr 2018, 13:42
ახალი თემა
ახალი გახდომის სეზონი

Posted by: +/- 19 Apr 2018, 13:50
ტრანსფორმაცია, დასახული მიზნის მიღწევა, უნებისყოფობაზე და მავნე ჩვევებზე გამარჯვება, დიეტის დამრღვევი დემონების დამარცხება!

ცოცხალი ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია smile.gif love.gif

Posted by: L_i_L_i 19 Apr 2018, 15:28
2 ვაშლი, 3 სასისკი და კეფირი დღეს


მიხარია რომ არ ვარღვევ

Posted by: ia-viola 19 Apr 2018, 15:59
L_i_L_i
QUOTE
2 ვაშლი, 3 სასისკი და კეფირი დღეს


მიხარია რომ არ ვარღვევ

up.gif up.gif

***
შაქარწყალი ამოვლებული მიწის თხილი ძალიან კალორიულია?

Posted by: L_i_L_i 19 Apr 2018, 16:04
ia-viola
მგონი კი და ცოტა შეჭამე. ან თუ უკვე ჭამე სხვა რაღაცები შეამცირე დღის ბოლომდე

Posted by: ia-viola 19 Apr 2018, 16:09
L_i_L_i
ბევრს ვერც შეჭამ. მსუყეა.

Posted by: T1TAN 19 Apr 2018, 18:43
185 -106

საშველი ყოველთვის არის. მეც დავფიქსირდები ამ თემაში biggrin.gif

საკონტროლო აწონვა 30/04/2018

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 19:17
ia-viola
QUOTE
ბევრს ვერც შეჭამ. მსუყეა.

ისე კარგად შეჭამ...ვერც გაიგებ,
უბრალოდ შენ ტკბილეული არ გიყვარს....
ისე თვითონ არაქისი ძაან კალორიულია და შაქრის სიროფიც რომ ემატება, ალბათ 700-800 კალორიას ასცდება...
T1TAN
წარმატებები! bis.gif

Posted by: L_i_L_i 19 Apr 2018, 20:19
2 სასისკზე მეტი არ მიჭამია, საღამოს კეფირს დავლევ და ეგ იქნება ანდა ეხავე დავლევ

საქმეში რო ვერთობი დროც მალე გადის, წეღან უფრო მშიოდა როცა ნახევარი საათის ნაჭამი ვიყავი biggrin.gif კიდევ მინდოდა რამე

გამოგვადგება ეს
user posted image
* * *
T1TAN
ანუ 106 კილო ხარ? და საკონტროლო აწონვისას რამდენს ელი?


მე 6 მაისს 60 ზე ნაკლები ვიქნები იმედი მაქვს <3 65 ვარ ეხა

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 20:54
ხო, რა უნდა მეთქვა:
წინა თემაში ახსენეს აქ გაყინული და გამდნარი წყალი, რომ არის სასარგებლო და ა.შ.
მაგრამ მთვარია, როგორ გაყინავ და როგორ გაადნობ და მერე გადნობიდან რამდენ ხანში გამოიყენებ.
https://goodmaster.com.ua/zdorove/kak-prigotovit-taluyu-vodu.html
აქ არის აღწერილი წესი, როგორ უნდა გაიყინოს და შემდეგ როგორ გადნეს,
თუ დაგაინტერესებთ ან ვერ გაიგებთ,მითხარით და ვთარგმნი smile.gif
ისე ძალიან სასარგებლოა და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს... smile.gif
კიდევ არსებობს წყალის გაწმენდის რამდენიმე წესი, მაგ. ოქროთი, ვერცხლით, ნახშირით და ესეც კარგი მეთოდებია smile.gif
მე ვერცხლით გაწმენდილ წყალს ვიღებ smile.gif

Posted by: L_i_L_i 19 Apr 2018, 21:05
nia4u
ჰო ნია, მეც ვაკეთებდი ადრე ვყინავდი და ვალღობდი, ძირში კი ნალექი რჩება გალღობის მერე. მაგას ვტოვებდი და სუფთა ზედა ნაწილი ცალკე მქონდა გადატანილი. კარგი რამეა

Posted by: პითონი 19 Apr 2018, 22:42
იმდღეს დავწერე დარბაზში ავიწონე და 91 კგ ვარ თქო
დღეს ავიწონე და 82 2kiss.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: L_i_L_i 19 Apr 2018, 22:52
პითონი

მეც მქონდა ეგეთი სასწორი და გადამიგდეს კიდევ კარგი. გარეთ ვიწონები ამოჩემებული მაქვს ერთი. კარგიცაა სახლში რო არ მაქვს biggrin.gif

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 10:59
პითონი
აუ უნდა მომელოცა, და მერე სპოილერს დავაჭირე. lol.gif lol.gif

L_i_L_i
QUOTE
კარგიცაა სახლში რო არ მაქვს


ჩემ შემთხვევაში პირიქითაა. დილა-საღამოს ვიწონები და მაგრად მეხმარება გაკონტროლებაში. მე ხომ დიეტას არ ვიცავ, იბრალოდ, კვების რეჟმსა და ნორმას ვაკონტროლებ. შესაბამისა, მაჩვენებლის მ იხედვით ვხვდები ზედმეტი მომივიდა თუ კარგად მოვიქეცი.
თან დაბალ წონას რომ მაჩვენებს - მოტივატორია.

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 11:29
L_i_L_i
რეალურად ვეღარ გაიგებ მერე;ხ
ia-viola
82 არ მომიხდება

85 იქნება ჩემი აზრით იდეალური.
90-იც შეიძლება,მთავარია მუცელზე ცხიმი მოვიშორო.
კონკრეტულად დასაკლებად არ ვვარჯიშობ.

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 11:36
პითონი
QUOTE
მთავარია მუცელზე ცხიმი მოვიშორო.


ვარჯიში და + შაურმა მისწრებაა მაგისთვის.
biggrin.gif biggrin.gif



უფ, შეჭამდა ახლა ადამიანი პატარა შაურმას. wink.gif

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 11:49
ia-viola
ხშირად არ ვჭამ.
უბრალოდ დაემთხვა მაშინ;დ

ეს კვირაა რაც ღამე აღარ ვჭამ
ყველაზე მაქს გუშინ მოხდა რომ 9-ზე შევჭამე,ისიც 2 მოხარშული კვერცხი.
მანამდე 12-ის მერეც ვჭამდი ხოლმე.
ეხლა ვიძინებ უკვე მაგ დროს და კარგია,ენერგიულად ვიღვიძებ


Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 11:53
პითონი
smile.gif ხო, რა იყო, ისე ვიხუმრე. lol.gif

აუ მაგას ვამბობ რამდენი ხანია რა.
კვების რეჟიმის, რაციონის და ნორმის დაცვა არის ყველაზე უტყუარი და ნაღდი.

შედეგი გარანტირებულია, თან შიმშილობის, დიეტების და ეგეთების გარეშე.

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 11:56
ia-viola
ვიცი რო იხუმრე;დ

კი,ნამდვილად
+ მე პური შევამცირე ცოტათი.
ერთ ჭამაზე ნახევარ პურს ვჭამდი ხოლმე ლამის.
შოთი თუ იყო მეტსაც ;დ


Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 12:01
პითონი
QUOTE
+ მე პური შევამცირე ცოტათი.


აი არ თქვა.
ერთდერთი რაც მიჭირს, პურზე უარის თქმაა. ვგიჟდები პურზე.
ერთი ის შედეგი მაქვს, რომ ადრე რასაც ერთ ჭამაზე ვჭამდი, ახლა მთელი დღე ვიღებ იმდენს (დაჭრილი პური - 5 ნაჭერი) და ვცდილობ არ გადავაჭარბო.

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 12:11
ia-viola
მეც მასე ვარ ზუსტად
პური ძალიან მიყვარს.
თუმცა ისეთ საკვებს ვჭამ რომ პური ნაკლებად მივატანო.

Posted by: L_i_L_i 20 Apr 2018, 12:18
მეც მიყვარს პური თან ძალიან
ia-viola
QUOTE
ერთი ის შედეგი მაქვს, რომ ადრე რასაც ერთ ჭამაზე ვჭამდი, ახლა მთელი დღე ვიღებ იმდენს

აი ეგ არის რთული, დიეტიდან რო გადადიხარ ჩვეულებრივ ჭამაზე ან ვთქვად არღვევ დიეტას, კუჭი დაპატარავებული გაქვს, რამდენის გადმოღEბასაც ხარ მიჩვეული იმდენს იღებ თეფშზე, მერე ხვდები გეყო მაგრამ მაინც ბოლომდე ჭამ, ესაა ჩემი მავნე ჩვევები

დღეს 3 სასისკი, ცოტა გრეჩიხა კეფირი და ვაშლი. ყველანაირად ვცდილობ რო არ ვიშიმშილო

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 12:27
L_i_L_i
სოსისი მეც ძალიან მიყვარს, მარა მთლად ჯასაღ კვებაში არ გადის მემგონი.

მშრალად მოხარშული საქონლის ხორცით არ აპირებ ჩანაცვლებას? უფრო სასარგებლოა. wink.gif

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 12:28
L_i_L_i
ia-viola
საიდუმლო თუ არააა

ასაკი
სიმაღლე
წონა

დაწერეთ


Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 12:39
პითონი
ნწ. რა საიდუმლო.

34, 160, 59 იმედია მალე 55. wink.gif

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 12:43
ia-viola
საბოლოო შედეგი რამდენი გინდა?


Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 12:47
პითონი
ჩემი წონა -ამ მონაცემებით ნორმაა. არც მსუქანი ვარ და არც გამხდარი.
უბრალოდ მეშინია წონა არ გამექცეს და მირჩევნია ვაკონტროლო.

იდეალური იქნება 53-55. 53-ზე ქვემოთ არა.

ეს ვარჯიში მეზარება რა კატასტროფულად. დათბეს და ეგება და დავიწყო ძუნძული.

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 12:58
ia-viola
დათბობას ნუ დაელოდები
ეხლავე დაიწყე

Posted by: Anticapitalism 20 Apr 2018, 13:04
გოგოებო დამეხმარეთ რა
ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს
დავდივარ ვვარჯიშობ და მერე რომ ვჭამ არ მყოფნის და მშივრად ყოფნის მეშინია
აი 1 საათი რომ ვვარჯიშობ მერე რამდენიმე ცალ მოხარშულ კვერცხს ვჭამ, მაგრამ არ მყოფნის აშკარად

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 13:15
Anticapitalism
სითხეებს მიეძალე.

მე ღმე ჭამას მასე გადავეჩვიე. ჩაის, ყავას, წყალს ვსვამდი.

Posted by: Anticapitalism 20 Apr 2018, 13:17
QUOTE (ia-viola @ 20 Apr 2018, 13:15 )
Anticapitalism
სითხეებს მიეძალე.

მე ღმე ჭამას მასე გადავეჩვიე. ჩაის, ყავას, წყალს ვსვამდი.

რამდენეჯერ დავიკელი და ერთი კვირა ჭამა დავიწყე დამეტყო ეგრევე

Posted by: L_i_L_i 20 Apr 2018, 13:17
ia-viola
კი ვიცი რო არაა ჯანსაღი სოსისი მაგრამ იმდენად განვიცდი რკინის დეფიციტს და თან ისე ვერ ვჭამ მოხარშულ ხორცს პირდაპირ.
ადრე ეს სოსისიც მეზიზღებოდა და რო ვჭამ მიხარია


პითონი
მეც ვიოლას სიმაღლის ვარ ოღონდ 22ის და 65 კილო biggrin.gif


გავსკდი, დღეს უბორკა მაქ და მაგრად დავიღლები, გარეთაც უნდა გავიდე და კიდევ გამოცდა მაქ საღამოს facepalm.gif

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 13:20
ia-viola
L_i_L_i
სტაფილო ჭამეთ popcorn.gif givi.gif

Posted by: L_i_L_i 20 Apr 2018, 13:21
Anticapitalism
არის შენს ცხორებაში პრობლემა რომელზეც ღელავ? ან ადამიანები ვინც გამუდმებით მოქმედებენ შენზე?
ხშირად არის აქვს ადამიანს მოტივი, ვარჯიშობს კიდეც მაგრამ ემოციური ცვლილებები მაინც აშვებინებს შეცდომებს
დააკვირდი შენ პრობლემებს
ისიც გაიაზრე რო ყველაფერი იდეალურად ვერასდროს იქნება და მოგიწევს შეგუება
შენი წონის შეცვლა კი შეგიძლია და არ უნდა მიდუგე თავს მასე უდიერად.
* * *
პითონი
გვიანია სტაფილო უკვე, მომწონს ჩემი სიმაღლე . გულახდილად. წონა არ მომწონს სიმაღლე მომწონს biggrin.gif


ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი ალბათ გაგიკვირდებათ და მერე გაგეცინებათ biggrin.gif
ეს კეფირი ვადაგასული უფრო გემრიელია, უფრო მჟავეა და ეგ მომწონს. ახალს რძის გემო აქ, რძე რო მინდოდეს მაგას ვიყიდიდი
მოკლედ მჟავეები მიყვარს
დღეს მწნილი უნდა ვიყიდო

Posted by: Anticapitalism 20 Apr 2018, 13:30
QUOTE (L_i_L_i @ 20 Apr 2018, 13:21 )
Anticapitalism
არის შენს ცხორებაში პრობლემა რომელზეც ღელავ? ან ადამიანები ვინც გამუდმებით მოქმედებენ შენზე?
ხშირად არის აქვს ადამიანს მოტივი, ვარჯიშობს კიდეც მაგრამ ემოციური ცვლილებები მაინც აშვებინებს შეცდომებს
დააკვირდი შენ პრობლემებს
ისიც გაიაზრე რო ყველაფერი იდეალურად ვერასდროს იქნება და მოგიწევს შეგუება
შენი წონის შეცვლა კი შეგიძლია და არ უნდა მიდუგე თავს მასე უდიერად.
* * *
პითონი
გვიანია სტაფილო უკვე, მომწონს ჩემი სიმაღლე . გულახდილად. წონა არ მომწონს სიმაღლე მომწონს biggrin.gif


ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი ალბათ გაგიკვირდებათ და მერე გაგეცინებათ biggrin.gif
ეს კეფირი ვადაგასული უფრო გემრიელია, უფრო მჟავეა და ეგ მომწონს. ახალს რძის გემო აქ, რძე რო მინდოდეს მაგას ვიყიდიდი
მოკლედ მჟავეები მიყვარს
დღეს მწნილი უნდა ვიყიდო

კი ვღელავ ჯერ ახალგაზრდა ვარ, შეყვარებული არ მყავს მაგაზე, სამსახურზე და ყველაფერზე რა
დეპრესიაში რო ვარ სახლში ვიკეტები და ეგრევე მეტყობა წონა
ისე არ მიჭირს დაკლება, საკმაოდ სწარაფად ვიკლებ და ისეთ ვარჯიშებს ვაკეთებ, რომ თავი ლამის სპორტსმენი მგონია, უბრალოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს და ცუდ ხასიათზე უფრო ხშირად ვარ, ვიდრე კარგზე

Posted by: L_i_L_i 20 Apr 2018, 13:34
Anticapitalism
ისწავლე შენი თავის ხელში აყვანა. იცოდე რომმ როცა ცუდ ხასიათზე ხარ ეს დროებითია და აუცილებლად გაივლის
როგორც რამე წამალი რომ დალიო და იცოდე რომ მხოლოდ ამის ბრალია ეგ შეგრძნებები. როგორც კი წამალი გადაგივლის შედეგიც იცვლება

მეც და ყველას აქვს ეგ მომენტები.
დამშვიდდი, მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი დროებითია, არის ამაში რაღაც კარგი. შენ კი არ იჯავრო

Posted by: Anticapitalism 20 Apr 2018, 13:37
QUOTE (L_i_L_i @ 20 Apr 2018, 13:34 )
Anticapitalism
ისწავლე შენი თავის ხელში აყვანა. იცოდე რომმ როცა ცუდ ხასიათზე ხარ ეს დროებითია და აუცილებლად გაივლის
როგორც რამე წამალი რომ დალიო და იცოდე რომ მხოლოდ ამის ბრალია ეგ შეგრძნებები. როგორც კი წამალი გადაგივლის შედეგიც იცვლება

მეც და ყველას აქვს ეგ მომენტები.
დამშვიდდი, მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი დროებითია, არის ამაში რაღაც კარგი. შენ კი არ იჯავრო

მადლობა ასე კარგად რომ მესაუბრებით, დედაჩემს და ფსიქოლოგს არ უსაუბრია ასე კარგად ჩემთვის
დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის

Posted by: L_i_L_i 20 Apr 2018, 13:39
Anticapitalism
არაფრის საყვარელო, როცა გინდა ნებისმიერ მომენტში დაგითმობ დროს. დედა არც ისეთი კარგი მრჩეველია ხშირ შემთხვევაში
2kiss.gif მთავარია მოთმენა სანამ ცუდი განწყობა გაივლის. რო იფიქრებ რომ ყველაფერი მოჩვენებითია ამ განწყობის გამო აღარ აყვები ფიქრებს

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 13:55
პითონი
QUOTE
სტაფილო ჭამეთ


შეხედეეე, ბოროტი სული. wink.gif

ჩემი სიმაღლე მაკმაყოფილებს. თუ მინდა რომ ცოტა მაღლის ვიდზე ვიყო, დავდგები ქუსლოჩკებზე და ეგაა (იმედია კიდევ ერტი ამბვი არ ატყდება ამ ქუსლებზე biggrin.gif ). ჩვენზე - დაბალი არ ითქმის. თან საშუალო სიმაღლის ქალები უფრო მოხდენილები ვართ. wink.gif

Anticapitalism
კაი რა, მაგის გამო როგორ უნდა ინერვიულო. მით უმეტეს ახალგაზრდა ხარ. სამსახურსაც მოასწრებ და შეყვარებულსაც. ეგრე შეყვარებული არც მ მყავს. wink.gif უბრალოდ გააჩნია მოვლენას როგორ შეხედავ. თუ დაამუღამებ პოზიტიური აზროვნების სტილს, ძალიან მაგარი იქნება. ნებისმიერი მოვლენა, როგორ ცუდადათ არ უნდა გვეჩვენებოდეს, აუცილებლად აქვს თავისი დადებითი მხარე. მთავარია ის ნათელი მხარე დაინახო და იმაზე გააკეთო აქცენტი. :*

მეც მაქვს ხოლმე ჩავარდნები დროდადრო, მაგ დროს ვცდილობ ძალიან კარგად გამოვიყურებოდე. მერე იმდენ კომპლიმენტს ვიღებ რომ კარგ ხასიათზე ვდგები. wink.gif

Posted by: პითონი 20 Apr 2018, 14:17
ia-viola
givi.gif

რატო ხართ უფრო მოხდენილები?ან რითი?


საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,გეხუმრეთ წინა პოსტში.

Posted by: nia4u 20 Apr 2018, 14:24
Anticapitalism
ისედაც მსუბუქი ხასიათი მაქვს და ყველა პრობლემაზე შემიძლია სიცილი და იუმორით განეიტრალება,
მაგრამ მეც მაქვს ხოლმე პერიოდები, მხოლოდ ძილი რომ მინდა და არავის დანახვა,
მაგრამ თავს ვაიძულებ, რომ გარეთ გამოვიდე!
ერთი კარგი გამოთქმა გავიგე ადრე და მას მერე უფრო გამიადვილდა:
ორ რამეზე არ უნდა ინერვიულო: ერთი - რასაც ეშველება და მეორე - რასაც არ ეშველება!
იმიტომ, რომ რასაც ეშველება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს!
და რასაც არ ეშველება, იმას, რამდენიც არ უნდა ინერვიულო, ვერ უშველი!
აი, ამას თუ კარგად გაიაზრებ, ძალიან გაგიადვილდება ამ "დეპრესიულ შემოტევებთან" გამკლავება smile.gif
QUOTE
კი ვღელავ ჯერ ახალგაზრდა ვარ, შეყვარებული არ მყავს მაგაზე, სამსახურზე და ყველაფერზე რა
დეპრესიაში რო ვარ სახლში ვიკეტები და ეგრევე მეტყობა წონა

ამას რაც შეეხება, რაც უფრო იღელვებ, რომ შეყვარებული არ გყავს, მით უფრო გეტყობა ეგ ღელვა,
ამიტომ მაგაზე არ იფიქრო და არ ინერვიულო!
ყველაფერი იქნება თავის დროზე, თავისთავად!
უბრალოდ შეცვალე ცხოვრების წესი, ეცადე, რომ ერთფეროვნად არ იცხოვრო,
აი, მაგალითად, იარე უცხო ადგილებში, სადაც აქამდე არ დადიოდი,
იარე იმ გზით, რომლითაც აქამდე არ გივლია,
იარე ხალხმრავალ ადგილებში და არ შეგეშინდეს ახალი ნაცნობობის,
იარე ცეკვაზე ან რამე სხვა კურსებზე, სადაც ახალ ადამიანებს გაიცნობ, ახალ საურთიერთო წრეს გაიჩენ,
სწორედ მაგ მიზნით 35 წლის ასაკში ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და მესამეჯერ ვისწავლე უნივერსიტეტში,
ასე რომ ყოველთვის შეიძლება მოწყენილობისგან და ერთფეროვნებისგან თავის დახსნა... smile.gif
იყავი გახსნილი და გაღიმებული და მადლიერი ყველაფრისადმი, რაც შენს გარშემო ხდება smile.gif
ახლა ის ფილმი გამახსენდა, ჯიმ ქერი რომ ყველაფერზე თანხმდება და როგორ იცვლება მისი ცხოვრება...
ხო, სხვათაშორის მამოტივირებელ ფილმებს და წიგნებს აქვს დიდი მნიშვნელობა,
მაგალითად, 90-იანი წლების მძიმე და დამთრგუნველი დეპრესიისგან ამ წიგნმა მიხსნა - ან და სერჟ გოლონების "ანჟელიკა ახალ სამყაროში"...

და ბოლოს, ჭამას რაც შეეხება, თუ ვარჯიშობ - ჭამე კიდეც და თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ,
მე, ვარჯიში რომ მეზარება, იმიტომ არ მინდა რომ ვჭამო, თორემ თუ ვივარჯიშებ, დიდი სიამოვნებით შევჭამ კიდეც smile.gif

2kiss.gif

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 14:25
პითონი
ხო, ვიცი რომ იხუმრე. შენ რაღ მოგივიდა, თოერმ მართლა კი არ მოგიაზრებ ბოროტ სულად. wink.gif

160-165 საშუალო სიმაღლეა.

ძალიან დაბალი - დაბალია რა. ქუსლებზე რომ დგას - ოჩოფეხების ასოციაციაა.
ძალიან მაღალი გოგოები რომ შეხედავ, ესთეტიურია, მაგრამ თითქოს ცოტა ტლანქების შთბეჭდილებას ტოვებენ.

რავი, სუბიექტური აღქმაა რა.
კაცისთვის 160 დაბალია, მარა ქალისთვის არა. მითუმეტეს, თუ გამხდარია.

მარტო სიმაღლეში კი არა, ყველაფერში ზომიერების და შუალედურის მომხრე ვარ. wink.gif

Posted by: Anticapitalism 20 Apr 2018, 16:58

ia-viola

L_i_L_i


ამ თემაში დაპოსტვა იმად ღირდა, რომ თქვენ გამეცანით. თუ ურთიერთობა გვექნება ძალიან კარგი იქნება (აი თუ იკრიბებით ამ განყოფილების ხალხი სიამოვნებით შემოგიერთდებოდი)

აუ, იცი ადრე რა მხიარული ვიყავი და უდარდელი? მაგრამ ვხედავ ირგვლივ დეპრესიაა, ყველა ცუდადაა, მეგობარს ვერ ენდობი, ყველა გადაგდებაზეა.
იგრუზები

ვეცდები რაც მითხარით გამოვასწორო და დავიკლო ათი კილო როგორმე


ამ თემაში ძალიან კარგი ხალხი ხართ და მიხარია რომ ,,აღმოგაჩინეთ''

Posted by: L_i_L_i 20 Apr 2018, 17:10
Anticapitalism
ჰო, ერთი ისაა რომ ნებისმიერი პრობლემის ან კამათის დროს, უნდა შეეშვა შენი სიმართლის მტკიცებას, ის ისე ფიქრობს და ისე ხედავს.
შენი სიმართლე რომ სიმართლე იყოს არაა საჭირო რო ვინმე დაგეთანხმოს <3 შენ ასე ფიქრობ და მორჩა

და მადლობა რომ კარგად განეწყვე ჩვენს მიმართ

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 17:14
Anticapitalism
კეთილი იყოს შენი მოსვლა, დაპოსტვა. wink.gif :*

მხიარულებაც, დეპრესიაც და ის თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ გარშემო მოვლენებს, ჩვენი ტვინიდან მოდის. უბრალოდ, ჩვენვე ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენზეა დამოკიდებული: ან დეპრესილები ვიყოთ ან ჭკუა მხიარულები.

იმ მეგობრებსაც რას ერჩი, იმათაც თავიანთი გასჭირვებიათ. smile.gif უბრალოდ, დეპრესიები, საწყალი, მოწყენილი, უბედური, მოზუზუნე, სუსტუ არავის ჭირდება. აქ იმაზე არ არის საუბარი, მეგობარს რომ დახმარება ჭირდება და დავეხმაროთ.
ყველა ისეთს ეძებს, ვინც დადებით ენერგიას ატარებს.

ასე რომ არანაირი დეპრესიები და სახლში ჩაკეტვები. უბრალოდ უნდა ადგე და შეცვალო შეხედულებაც, განწყობაც, ფიქრიც და ქცევაც.
:*

,,ვეცდები'' და ,,როგორმე'' არა, მტკიცებით ფორმაში. wink.gif

Posted by: Anticapitalism 20 Apr 2018, 22:33
QUOTE (ia-viola @ 20 Apr 2018, 17:14 )
Anticapitalism
კეთილი იყოს შენი მოსვლა, დაპოსტვა. wink.gif :*

მხიარულებაც, დეპრესიაც და ის თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ გარშემო მოვლენებს, ჩვენი ტვინიდან მოდის. უბრალოდ, ჩვენვე ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენზეა დამოკიდებული: ან დეპრესილები ვიყოთ ან ჭკუა მხიარულები.

იმ მეგობრებსაც რას ერჩი, იმათაც თავიანთი გასჭირვებიათ. smile.gif უბრალოდ, დეპრესიები, საწყალი, მოწყენილი, უბედური, მოზუზუნე, სუსტუ არავის ჭირდება. აქ იმაზე არ არის საუბარი, მეგობარს რომ დახმარება ჭირდება და დავეხმაროთ.
ყველა ისეთს ეძებს, ვინც დადებით ენერგიას ატარებს.

ასე რომ არანაირი დეპრესიები და სახლში ჩაკეტვები. უბრალოდ უნდა ადგე და შეცვალო შეხედულებაც, განწყობაც, ფიქრიც და ქცევაც.
:*

,,ვეცდები'' და ,,როგორმე'' არა, მტკიცებით ფორმაში. wink.gif

ერთI პრობლემა მაქ კიდე 24-ის ვარ და ქართულ მარშში ვარ smile.gif არაა პრობლემა?

Posted by: ia-viola 20 Apr 2018, 23:14
Anticapitalism
უფ. გადასარევი ასაკი.
ნეტა შენხელა ვიყო, ამ ჭკუით. wink.gif

მმმ. ქართული მარში. თუ იდეოლოგიას ემხრობი და იზიარებ, გიხარია იქ ყოფნა და თავს კომფორტულად გრძნობ და მოგწონს ის რასაც აკეთბ - უნდა იყო. რა პრობლემაა?

ყველაზე იდეალური კომბინაციაა, როდესაც: ,,უნდა'' და ,,მინდა'' ემთხვევა ერთმანეთს

Posted by: Anticapitalism 20 Apr 2018, 23:23
QUOTE (ia-viola @ 20 Apr 2018, 23:14 )
Anticapitalism
უფ. გადასარევი ასაკი.
ნეტა შენხელა ვიყო, ამ ჭკუით. wink.gif

მმმ. ქართული მარში. თუ იდეოლოგიას ემხრობი და იზიარებ, გიხარია იქ ყოფნა და თავს კომფორტულად გრძნობ და მოგწონს ის რასაც აკეთბ - უნდა იყო. რა პრობლემაა?

ყველაზე იდეალური კომბინაციაა, როდესაც: ,,უნდა'' და ,,მინდა'' ემთხვევა ერთმანეთს

მეუბნებიან კეთილისმსურველები დაიღუპებიო და არაკაცი გახდებიო მანდ smile.gif

Posted by: nia4u 21 Apr 2018, 01:17
Anticapitalism
ბიჭი ხარ?
ბოდიში, მაგრამ გოგო მეგონე...
და მგონია, რომ გვტროლავ... sad.gif

Posted by: Anticapitalism 21 Apr 2018, 01:20
QUOTE (nia4u @ 21 Apr 2018, 01:17 )
Anticapitalism
ბიჭი ხარ?
ბოდიში, მაგრამ გოგო მეგონე...
და მგონია, რომ გვტროლავ... sad.gif

დატროლვა რაში გამოიხატება? რახან კალორიებზე არ გავაბით საუბარი? ან გოგო რატო გეგონე?

Posted by: ვივიანა 21 Apr 2018, 01:23
მეც გოგო მეგონა lol.gif
ვისი ალტერია ნეტავ :დ

Posted by: Anticapitalism 21 Apr 2018, 01:28
QUOTE (ვივიანა @ 21 Apr 2018, 01:23 )
მეც გოგო მეგონა lol.gif
ვისი ალტერია ნეტავ :დ

აი აქ ალტერით და დატროლვის მიზნით რატო უნდა დაპოსტო
წონაც მაწუხებს, ხასიათიც და ყველაფერი
და ხალხის გასაცნობად შემოვედი
რა ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებთ

Posted by: ჰერმიონა_ვესლი 21 Apr 2018, 02:57
წონაში როგორ მოვიმატო ხუთი კილო?

Posted by: ia-viola 21 Apr 2018, 10:10
მერე რა.
დავუშვათ ვარაუდი, რომ ტროლია ან ალტერი ან ორივე ერთად.
ეგ არაფერს ცვლის. ადამიანები შემთხვევით ხომ არაფერს არ ამბობენ ხუმრობენ და ღადაობენ.
რახან აქ დაპოსტა და ზუსტად ასე დაპოსტა, ე.ი. რაღაცაშია საქმე. smile.gif

ან თემაში ხომ კაი ტიპები ვპოსტავთ. ხოდა მივიღოთ როგორიცაა, რა მნიშვნელობა აქვს ტროლაობს თუ არა.

ტროლსაც შეიძლება წონის პრობლემა ქონდეს. რა საყვარლად ჟღერს, ,,პუტკუნა ტროლი''. biggrin.gif biggrin.gif
* * *
ჰერმიონა_ვესლი
ბევრი პური, ღამე ჭამა, საკვების მიღება - ,,მეტი აღარ შემუძლია, ყური გამიჭერით''-ამდე.
რაც შეიძლება მეტი ტკბილეული და ცომეული.
შიგადაშიგ, ფაზვევის მიზნით: შაურმა, ბურგერი და ეგეთები.
ეგაა სულ.

Posted by: Anticapitalism 21 Apr 2018, 13:54
QUOTE (ia-viola @ 21 Apr 2018, 10:10 )
მერე რა.
დავუშვათ ვარაუდი, რომ ტროლია ან ალტერი ან ორივე ერთად.
ეგ არაფერს ცვლის. ადამიანები შემთხვევით ხომ არაფერს არ ამბობენ ხუმრობენ და ღადაობენ.
რახან აქ დაპოსტა და ზუსტად ასე დაპოსტა, ე.ი. რაღაცაშია საქმე. smile.gif

ან თემაში ხომ კაი ტიპები ვპოსტავთ. ხოდა მივიღოთ როგორიცაა, რა მნიშვნელობა აქვს ტროლაობს თუ არა.

ტროლსაც შეიძლება წონის პრობლემა ქონდეს. რა საყვარლად ჟღერს, ,,პუტკუნა ტროლი''. biggrin.gif  biggrin.gif 
* * *
ჰერმიონა_ვესლი
ბევრი პური, ღამე ჭამა, საკვების მიღება - ,,მეტი აღარ შემუძლია, ყური გამიჭერით''-ამდე.
რაც შეიძლება მეტი ტკბილეული და ცომეული.
შიგადაშიგ, ფაზვევის მიზნით: შაურმა, ბურგერი და ეგეთები.
ეგაა სულ.

დილას 2 საათი ვვარჯიშობდი 8-დან 10-მდე. მოტივაცია მაქვს ყველაზე მეტი ეხლა რომ დავიკლო! ცოტა მიჭირს, მაგრამ გავძლებ ბოლომდე

იმედია დავიკლებ. აუ რა ძნელი ყოფილა ფსიქოლოგიურად და ფსიქოლოგიაზე როგორ მოქმედებს რომ მსუქანი ხარ sad.gif sad.gif ლამის ვიტირო მუცელზე რომ ვიხედები

Posted by: T1TAN 21 Apr 2018, 15:00
L_i_L_i
QUOTE
T1TAN
ანუ 106 კილო ხარ? და საკონტროლო აწონვისას რამდენს ელი?


თვის ბოლოსთვის მინიმუმ 100-101

კარგად იწვება ცხიმები პირველი 2 კვირა

nia4u
QUOTE
T1TAN
წარმატებები!


მადლობა

Posted by: charliXL 21 Apr 2018, 22:15
ძეედააა ჯერ წინა თემას რაც გამოვტოვე ვკითხულობდი 4 დღე რო არ ჩამოვრჩე მოვლენებსთქო მაგრამ ვერ ჩავედი ბოლოში რააა biggrin.gif
პუპსიკებოო ლამაზებოო და მშვენიერებოო როგორ ხაართ როგორ მიდის მიზნისკენ მიღწევის გზა?

მე ძაან ცუდად ვიქცევიი ვაფშე ავუშვი sad.gif თავს ვეღარ ვაკონტროლებ, მოტივაციამ გადმომცა შენსკენ მომხედი აღარ ვარო sad.gif
უნდა შევირიგოო biggrin.gif
აბა რა გაძლევთ მოტივაციას?

Posted by: ia-viola 22 Apr 2018, 00:18
charliXL
შეხმიანებას ბაპირებდი, ხომ მშვიდობა აქვს სად დაიკარგა თქო.
როგორ ხარ?

მოტივაციად მაქვს - ერთი ამოჩემებული შარვალი. როგორც კი მუცელი ამიფუთფუთდება, ეგრევე ის შარვალი მახსენდება და ვზღნარდები.
biggrin.gif biggrin.gif
* * *
charliXL
შენ მოტივაციას, ჩემგან გადაეცი ,,ტუუუტ'' თქო და თითი დაუქნიე კიდევ. ჭკუით იყოს. biggrin.gif

Posted by: T1TAN 22 Apr 2018, 06:04
ნახევარი წუთი გამოღვიძება და წავიდა კროსი 4 კილომეტრიანი. ქონებო თვქენი !!!!!!!! sa.gif

Posted by: charliXL 22 Apr 2018, 17:51
ia-viola
ხო გოგო ახალი სამსახური დავიწყე დანამ განრიგში ავეწყობი სანამ ის სანამ ეს კი გამირბის წონა sleep.gif
დღეს ცოტა შემოვირიგე მიტივაცია,ხვალ მივართმევ დაკლებულ გრამებს და იქნებ კიდევ უფრო შემოვირიგო biggrin.gif

Posted by: Special_1 23 Apr 2018, 15:25
ჰერმიონა_ვესლი
QUOTE
წონაში როგორ მოვიმატო ხუთი კილო

ვარჯიში ყველაზე ჯანსაღი ვარიანტია მომატების

Posted by: +/- 23 Apr 2018, 16:55
-3 კგ. მაჩვენა დილით სასწორმა.

არაფერი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დამჭირვებია.
მხოლოდ ფეხით სიარული და საკვების შემცირებული რაოდენობა. ისეთი გადარბენა მქონდა, გემრიელად საჭმელად და ჩასაჯდომად ვერ მოვიცალე. შედეგიც სახეზეა.
მოულოდნელი სიხარული ჰქვია ამას smile.gif))

Posted by: ia-viola 24 Apr 2018, 13:55
მოკლედ წუხელ გვიან მივედი სახლში, მოვუშვი პირი და ...

მოკლედ რა...

ჩვდექი ისევ ფორმაში - დღეიდან
* * *
charliXL
QUOTE
ხო გოგო ახალი სამსახური დავიწყე დანამ განრიგში ავეწყობი სანამ ის სანამ ეს კი გამირბის წონა 
დღეს ცოტა შემოვირიგე მიტივაცია,ხვალ მივართმევ დაკლებულ გრამებს და იქნებ კიდევ უფრო შემოვირიგო


გილოცავ, ახალ სამსახურს. წარმატებები.

Posted by: კიჭარტი 25 Apr 2018, 00:21
ამ თემაში უნდა დავფიქსირდე და იქნებ მოვიხოდო:||| თქვწნთან ერთად რა,თორე სინდისი დავკარგე საერთოდ :@@
თან
როცა არ მშია მაშინაც ვჭამ,სტრეს-ითინგი მაქვს ჩვეულებრივად.
ღამეც ვჭამე რამდენჯერმე.
წყალსაც აღარ ვსვამ
:||||||
--6 მინდა ამ
ეტაპზე მოკლედ რაა,

Posted by: ia-viola 25 Apr 2018, 15:35
კიჭარტი
კეთიი იყოს შენი ფეხი.

***
აუ ვერ ვიპოვნე და ეგება და თქვენ იცოდეთ.
წყალი რომ კარგია ორგანიზმისთვის - ეს ყველამ ვიცით.
მაგრამ ვინ რამდენი ოუნდ მიიღოს მასის და წონის მიხევით - აი ეგ მაინტერესებს.
ზოგადად რომ წერენ 2.5 ლიტრაო. ეგ უნდა დალიოს იმან ვნც 50 კგ-ია ვინც 60, თუ 80? მემგონი წონასთნ უნდა იყოს კავსირში - დღიური ნორმა წყლის. ხოდა როგორ გავიგო რამდენია ეს ნორმა?

Posted by: <casablanca> 25 Apr 2018, 15:57
ia-viola
ყოველ 10 კილოგრამ წონაზე 300 მლ სუფთა წყალი უნდა მივიღოთ. ზაფხულში ალბათ ცოტა მეტი.

Posted by: კიჭარტი 25 Apr 2018, 18:18
იოგა ჯიზე შედი მასის ინდექსის კალკულატორით გამოთვლიia-viola

Posted by: salamander_r 25 Apr 2018, 18:36
ia-viola

QUOTE
წყალი რომ კარგია ორგანიზმისთვის - ეს ყველამ ვიცით.


წყალი კარგია კი არ არის, ორგანიზმის 80 პროცენტი წყალია. )))

QUOTE
აგრამ ვინ რამდენი ოუნდ მიიღოს მასის და წონის მიხევით - აი ეგ მაინტერესებს.


ესაა დამოკიდებული იმაზა თუ საკვებს რა სასხით იღებ. არის პროდუქტები რომელც წყალს შთანთქავს და არის წყლის შემცველი პროდუქტები მაგალითად ხილი და ბოსტნეული.
იმის მიხედვით თუ რას ჭამ გიჭირდება მერე წყალი.
თუ იკვებები ხილით და ბოსტნეულით არ დაგჭირდება 1 ლიტრზე მეტი.

თუ ცხოველური საკვებით, ცხიმით და ცომეულით 3 ლიტრია საჭირო.


ის თუ ეს 80 პროცენტი წყალი რამდენად ჟანგბადიანია, რაც აუცილებელია უჯრედების სიცოცხლისთვის სულ სხვა თემაა და იხილეთ მჟავა-ტუტოვან ბალანსზე არსებული სტატიები.

თუ ამ ბალანსს შეინარჩუნებს ორგანიზმი ის თავითავად დაიწყებს კილოგრამების გამოდევნას ორგანიზმიდან, შეაჩერებს დაბერების პროცესს და სიმსივნის გაჩენის შესაძლებლობებს.


Posted by: Anticapitalism 25 Apr 2018, 19:13
QUOTE (ia-viola @ 24 Apr 2018, 13:55 )
მოკლედ წუხელ გვიან მივედი სახლში, მოვუშვი პირი და ...

მოკლედ რა...

ჩვდექი ისევ ფორმაში - დღეიდან
* * *
charliXL
QUOTE
ხო გოგო ახალი სამსახური დავიწყე დანამ განრიგში ავეწყობი სანამ ის სანამ ეს კი გამირბის წონა 
დღეს ცოტა შემოვირიგე მიტივაცია,ხვალ მივართმევ დაკლებულ გრამებს და იქნებ კიდევ უფრო შემოვირიგო


გილოცავ, ახალ სამსახურს. წარმატებები.

თქვენ თვითონ არღვევთ დიეტას smile.gif და სხვებმა რა უნდა ქნან ქალბატონო ია smile.gif

Posted by: ia-viola 25 Apr 2018, 19:29
კიჭარტი
ეგ გამოთვილი მაქვს და მაგის მიხედვით - ჩეი წონა ნორმაა.
მარა ეგ მაინტერესებდა - ჩემი წონის ადამიანმა რა დოზა წყალი უნდა მიიღოს.

salamander_r
ეგ კი ვიცი რომ ადამიანის ორგანიზმის 70-80% წყალია, მარა ყოელდღიური ნორმა მაინტერსებდა.
დამეხმარე ძალიან. კარგი ინფორმაცია მომაწოდე. ვთთვლი რომ სხვებსაც გამოადგებათ.
მადლობა, გაიხარე.

Anticapitalism
მ დიეტაზე არ ვარ. ვცდილობ კვების რეჟიმი დავიცვა, ულუფის ნორმა და რაციონი. ნუ, ხანდახან ამ რეჟიმს ვარღვევ. მეც რიგითი მოკვდავი ვარ. wink.gif

* * *
<casablanca>
QUOTE
ყოველ 10 კილოგრამ წონაზე 300 მლ სუფთა წყალი უნდა მივიღოთ. ზაფხულში ალბათ ცოტა მეტი.


მადლობა, გაიხარე.

Posted by: DeveloperX 25 Apr 2018, 19:33
ia-viola
QUOTE
ყოელდღიური ნორმა

ნორმა, როგორც ასეთი, არარსებობს. მე თუ 120 კგ ვარ 3.6 ლ წყლით უნდა გავიჭყიპო ყოველდღე? no.gif
როცა მოგწყურდება დალიე. up.gif

Posted by: ia-viola 25 Apr 2018, 20:26
DeveloperX
QUOTE
ნორმა, როგორც ასეთი, არარსებობს. მე თუ 120 კგ ვარ 3.6 ლ წყლით უნდა გავიჭყიპო ყოველდღე?

მეც ეგ კითხვა გამიჩნდა, მარა ადამაინებმა ძალიან კარგად ახსნეს.

QUOTE
როცა მოგწყურდება დალიე.

ეგრე ხალხი ვიცი, დღე შეიძლება ისე გავიდეს, საერთოდ არ მოწყურდეს და წყალი (როგორც სითხე) საერთოდ არ დალიონ, არ სწყურდებათ. პრინციპში, ექიმთან რომ მივიდნენ, პირველი რაც უთხრეს, ის იყო რომ ნაკლებ სითხეს იღებდნენ და გამომშრალი გაქვთ კანიო. რამდენიმე მაგალითი ვიცი მასეთი. ანუ მარტო წყურვილზე ვერ ვიქნებით.

Posted by: DeveloperX 25 Apr 2018, 20:40
ia-viola
ზოგადად, თუ წყურვილის გრძნობა გიჩნდება, ე.ი. რაღაც ცუდი ჭამე (მაგ. მარილიანი), შესაბამისად ორგანიზმი წყალს ითხოვს.
QUOTE
ეგრე ხალხი ვიცი, დღე შეიძლება ისე გავიდეს, საერთოდ არ მოწყურდეს და წყალი (როგორც სითხე) საერთოდ არ დალიონ, არ სწყურდებათ

ხალხი ვიცი, საერთოდ არ სვამენ წყალს და აი, ესე არიან up.gif
QUOTE
პრინციპში, ექიმთან რომ მივიდნენ, პირველი რაც უთხრეს, ის იყო რომ ნაკლებ სითხეს იღებდნენ და გამომშრალი გაქვთ კანიო. რამდენიმე მაგალითი ვიცი მასეთი. ანუ მარტო წყურვილზე ვერ ვიქნებით.

ექიმების მოსმენას საკუთარი ორგანიზმის მოსმენა სჯობს. პირველებისგან განსხვავებით მეორეს უყვარხარ და არასდროს მოგატყუებს. ასე, რომ მარტო წყურვილზე შეგვიძლია ვიყოთ.

Posted by: salamander_r 25 Apr 2018, 21:57
ჩემი ორგანიზმი პიაცას მტხოვს ბროკოლის მაგივრად, რა ვქნა დავუჯერო? ))))

სტატიის დაწერა შემიძლია იმაყე , თუ რა გავლენას ახდენს შეხედულებები წონის მომატებასა და კლებაზე.

3 პოსტით ვხვდები ვინ რამდენი კილოა და რა შანსი აქვს გახდომის.



Posted by: Universe 25 Apr 2018, 22:24
salamander_r
პიცა ბროკოლით biggrin.gif

QUOTE
3 პოსტით ვხვდები ვინ რამდენი კილოა და რა შანსი აქვს გახდომის.

აბა, აბა?? : დ

Posted by: nia4u 26 Apr 2018, 00:04
ia-viola
QUOTE
როგორ გავიგო რამდენია ეს ნორმა?

https://www.domashniy.ru/zdorovoe-pitanie-i-diety/skolko_nuzhno_vody__chtoby_pohudet/
ისე კი, მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია, რას ჭამ, რა სეზონია, თირკმელების მდგომარეობა როგორია, რამდენად კარგავ სიტხეს და ა.შ.

Posted by: +/- 26 Apr 2018, 02:03
სტრესის და გადაღლილობის დროს გემოს შეგრძნება რომ დაკარგო, შესაძლებელია ?!

რამდენიმე დღეა მეჩვენება, რომ ყველაფერს ერთი გემო აქვს.

არც მადა მაქვს. ორგანიზმი მთხოვს, არ ვაშიმშილო, თორემ სულ ვერ შევჭამდი.

უარესი გადარბენა მელოდება და არ მინდა გამოვიფიტო ამ წასვლის წინ.

სმუდების და Fრეშების კეთების არც დრო მაქვს და არც ნერვები, არადა ეს კარგი იქნებოდა.გამომაცოცხლებდა.

Posted by: POKERISBLUFF 26 Apr 2018, 03:04
ბევრი ლაპარაკის გარეშე

-37კგზე ივლისის ბოლომდე
როცა მივაღწევ
აუცილებლად დავდებ შედეგს აქ


პროსტა ძააან ტვინის ბურღია
ეხლა ფორთოხლის წვენი სასწაულად მინდა,მარა 2კვირის შრომა წყალში ჩამეყრება
დდშ!@#L!@#!@

vis.gif

+/-
კი, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი
ფორთოხლი წვენი ცადე, წესით უნდა გიშველოს)
დაწერე,თუ ცდი
მაინტერესებს, მარტო ჩემზე მოქმედებს თუ არა

Posted by: charliXL 26 Apr 2018, 23:35
ia-viola
მაფლობაა :*

მოკლედ სულ ვკითხულობ რომ საკუთარი თავი უნდა დაასაჩუქრო როცა დაიკლებ. ხოდააა სიგიჟემდე მომწონს galaxy s8 და უნდა მეყიდა, მაგრამ ჩემ თავს ასეთი რამ შევთავაზე მხოლოდ მაშინ გაღირსებ მაგის ყიდვას როცა 60 კილოს ჩამოცდებითქო და ამან ბაზარი არააოო და სანამ ჩამოვცდები კი დაიკლებს მაგის ფასი უფრო biggrin.gif ანუ თანხის მხრივაც მოგებაში დავრჩები და ზედმეტ გრამებსაც დავახვევინებ ^_^

Posted by: salamander_r 26 Apr 2018, 23:38
charliXL


ტანსაცმლთ დაასაჩუქრე,პატარა ზომის ტანსაცმლით.

36 ზომა ვიყიდე ყველაფერი.
შარვლები დაჟე 36 სმოლლ.
ერთი გრამიც რომ მოვიმატო გადასაყრელი გახდება ყველაფერი და არც არაფერი მაქვს რომ ჩავიცვა. )))))

Posted by: DeveloperX 26 Apr 2018, 23:51
QUOTE
ერთი გრამიც რომ მოვიმატო გადასაყრელი გახდება ყველაფერი და არც არაფერი მაქვს რომ ჩავიცვა. )))

ზუსტად მაგ იდეას ვუხსნიდი ახლა ერთ ჩემს მეგობარს სხვა საკითხში. ყველაზე ეფექტური გზა, თითქმის ყველა საქმეში, უკან დასაბრუნებელი ხიდების გადაწვაა. სანამ გონებას გარანტიები აქვს, ის მოქმედების უფლებას არ მოგცემს. როგორც კი გარანტიები ქრება და "გადარჩენისთვის" ახალ პირობებზე მორგება ხდება საჭირო, შენს შემთხვევაში 36 ზომაში "ჩატევა", დედას იტირებს და გაგაკეთებინებს. შიში ჩვენი მეგობარია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ნებისმიერ თქვენგანს, ერთ თვეში წონის არდაკლების შემთხვევაში სიკვდილით დასჯით დაემუქრონ, კვებით თუ არა, სულ მცირე მხოლოდ ნერვიულობით 10 კგ-ს დააგდებთ. : )))

Posted by: myname-mia 27 Apr 2018, 14:22
რამდენია თქვენი სასურველი წონა?? ჩემთვის 45-6

Posted by: Lysabild 27 Apr 2018, 15:05
მე ვფიქრობ რომ წყალი ბევრი არასდროს არ გამოუვა ადამიანს.
ამიტომ შეიძლება დიდი ოდენობით სმა.
მე მინიმუმ 2 ლიტს ვსვამ დღეში.
როცა ამაზე ნაკლები გამომდის გარკვეული მიზეზების გამო, მეორე დღესვე ვგრძნობ. პირი მიშრება და კანიც დაჭიული მაქვს.
გოგოები ხშირად ათასნაირ დამნამავებს ხმარობენ, ჰგონიათ რომ მშრალი კანი აქვთ, სინამდვილეში საკმარის წყალს არ სვამენ


Posted by: ვივიანა 27 Apr 2018, 15:22
Lysabild
მე კიდევ ვსვამდი 2 ლიტრა წყალს 2 კვირა და ბოლოს მივხვდი რომ წელი კი არა თირკმელები მტკიოდა.

მე ყველაფერში ოქროს შუალედს ვემხრობი, წყლის სმაშიც.
ვისაც წყალი არ უნდება ვფიქრობ რომ ორგანიზმს “ატყუებს” ჩაისა და ყავის სმით. იდეალური რაოდენობა კი იმდენია რამდენიც მოგვწყურდება. არ დალიოთ რაღაც პერიოდი ჩაი და ყავა და ნახეთ რამდენად ხშირად იგრძნობთ წყურვილს.
ეს გამოთვლილი ლიტრობა ცოტა არასწორად მიმაჩნია ინდივიდუალურობიდან გამომდინარე.

Posted by: კიჭარტი 27 Apr 2018, 18:38
ia-viola
http://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=1697

ეს ვიგულისხმე

Posted by: ia-viola 27 Apr 2018, 21:10
კიჭარტი
მადლობა გაიხარე.

საერთოდ ეს კარგი საიტია. ბევრი სასარგებლო ინფორმაცია დევს.

Posted by: Anticapitalism 28 Apr 2018, 15:17
აუ რა ცუდია ადამიანი მიდრეკილი რო ხარ წონისკენ
სულ რო პატარა ჭამო რო სუქდები უცებ

Posted by: charliXL 29 Apr 2018, 21:26
თავი ხელში როგორ ავიყვანო ხალხნოო? ვაფშე ვერ ვდიეტობ გავგიჟდი რაა მერე ძაან ვბრაზდები და უარესად ვჭამ რაღა ვქნა სად გადავხტე მაგრამ ეს რას უშველის? biggrin.gif ჰო კაიი რა ვქნა რას მირჩევთ? ადრე ვინმე რო მომწონდა ეგ სტიმულს მაძლევდა ეხლა ძალით ცო არ მოვიწონო ვინმე ვახ კაცოო biggrin.gif
შინაგანად სიცარიელეს ვგრძნობ ამიტომაც ვერ ვდიეტობ მგონია, რავიცი ჯანდაბა გენეტიკას biggrin.gif

Posted by: პითონი 29 Apr 2018, 21:50
QUOTE (charliXL @ 29 Apr 2018, 21:26 )
თავი ხელში როგორ ავიყვანო ხალხნოო? ვაფშე ვერ ვდიეტობ გავგიჟდი რაა მერე ძაან ვბრაზდები და უარესად ვჭამ რაღა ვქნა სად გადავხტე მაგრამ ეს რას უშველის? biggrin.gif ჰო კაიი რა ვქნა რას მირჩევთ? ადრე ვინმე რო მომწონდა ეგ სტიმულს მაძლევდა ეხლა ძალით ცო არ მოვიწონო ვინმე ვახ კაცოო biggrin.gif
შინაგანად სიცარიელეს ვგრძნობ ამიტომაც ვერ ვდიეტობ მგონია, რავიცი ჯანდაბა გენეტიკას biggrin.gif

:DDD

ვინმე მომწონდაზე კარგი იყო smile.gif))


ეხლა იმაზე იფიქრე რომ დაიკლებ რამდენს მოეწონები აქეთ wink.gif

Posted by: charliXL 29 Apr 2018, 22:52
პითონი
აქეთ მოწონებით ეხლაც მოვწონვარ მაგრამ მე რაა? ვაფშე არ მახალისებს არაფერი sad.gif

Posted by: პითონი 29 Apr 2018, 23:06
charliXL
აბა კაი ტიპს მოეწონო თუ არ გახალისდები

Posted by: Magicman 29 Apr 2018, 23:09
რამდენიც არ უნდა ვჭამო, მაინც არ ვსუქდები

3-4 კგ როგორ მოვიმატო?

-------------

Posted by: პითონი 29 Apr 2018, 23:11
QUOTE (Magicman @ 29 Apr 2018, 23:09 )
რამდენიც არ უნდა ვჭამო, მაინც არ ვსუქდები

3-4 კგ როგორ მოვიმატო?

-------------

ღადაობ ნეტა.მასე.ვიყო:დდდ


ღამე ჭამე ხოლმე

ცომეული

Posted by: LenaFlower 29 Apr 2018, 23:24
ღამე ჭამას როგორ დავანებო თავი, მირჩიეთ რამე გამოცდილმა ხალხმა sad.gif

Posted by: კიჭარტი 30 Apr 2018, 00:23
LenaFlower
გშია?-დაძინეზე ეფექტური ჯერ არაფერი გამოუგონიათ მგონი :/
ბოლო კვება 7-8 კენ მოსცხე და ნუ წყალი უნდა სვა დღის განმავლობაში, ასევე ცილოვანი საკვები საღამოს, მადას აქვეითებს. თან ანი რამით დაიკავე თავი, რაც გიყვარს.ყურადღება გადაიტანე.
პირველი სამი დღეა კრიზისული. ასევე, 21 დღე თუ გაძლებ მერე ჩვევაში გადაგივა.


****
მე ჯერ კაი გოგო ვარ, ცომებს და ტკბილებს არ ვჭამ-ნუ, აქტიციათი და ბანანით ჩავანაცლე.
მაწონი დავამუღამე ძალიან ეს ბოლო პერიოდი, ჩემი აღმოჩენაა მაწვნის სუპითურთ ;დ
წყალს ვსვამ 2ლ. ღამე 8 მერე არ ვჭამ. ვცდილობ დილას ქატო ვჭამო.აუცილებელი პირობაა შიმშილამდე არ მიიყვანოთ თავი, ტორე მერე პიპეეც.

ასევე ვაპირებ გავტესტო "დასალევი" დიეტა. ანუ დაახლ 1 კვირის მაინძილზე მივიღო მხოლოდ თხიერი საკვები ან პიურეები და შემდეგ უკვე განცალკევებული დიეტა.
და ნუ ძილის პრობლემასაც თუ მოვიგვარებ პერფექტინიო
ცოტა ეჭვი მეპარება რო გავქაჩავ,მაგრამ აქტიურად ვიმოტივირებ თავს:|||||||||
შემოდგომაზე უწიწკვესი უნდს ვიყო :|||||

Posted by: პითონი 30 Apr 2018, 01:15
კიჭარტი
შენც ჩემსავით კაი ლოყები გაზის facepalm.gif
იმენა ლოყებზე ვარ მსუქანი facepalm.gif facepalm.gif





Posted by: LenaFlower 30 Apr 2018, 10:16
კიჭარტი

დაძინებით ვერ ვიძინებ სამწუხაროდ sad.gif არა და მერე შემომეჭმევა ხოლმე რაღაცები. sad.gif

Posted by: Lysabild 30 Apr 2018, 13:52
QUOTE
მე კიდევ ვსვამდი 2 ლიტრა წყალს 2 კვირა და ბოლოს მივხვდი რომ წელი კი არა თირკმელები მტკიოდა.

ვივიანა
2 ლიტრია ზუსტად ოქროს შუალედი,

QUOTE
ჩაი და ყავა და ნახეთ რამდენად ხშირად იგრძნობთ წყურვილს.

პირადად მე მარტო ყავას ვსვამ პატარა ჭიქას დილით და მეტს არა. შესაბამისად მწყურდება ხშირად.

მე როგორც ვიცი რომ გწყურია უკვე დეჰიდრირებაა დაწყებული ორგანიზმში და იმიტომაც გრძნობ წყურვილს, ადამიანმა წყალი მანამდე უნდა დალიოს სანამ დეჰიდრირებას განიცდის მისი ორგანიზმი.

წყურვილის გრძნობა ჩემი გამოცდილებით ორგანიზმის შეჩვევაზეა. მთელი დღე უწყლოდ დავდიოდი და არ მწყურდებოდა,მასმერე რაც თავი ძალით მივაჩვიე რამდენიმე დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის სმას, ახლა ისე ვარ მიჩვეულრი რომ დღე რომ გავიდეს და ამაზე ნაკლები დავლიო მეორე დილით წყურვილით პირი მიშრება.
* * *
LenaFlower
QUOTE
ღამე ჭამას როგორ დავანებო თავი, მირჩიეთ რამე გამოცდილმა ხალხმა

ადრე დაიძინე, თუ ადრე ვერ იძინებ დილით ადრე გაიღვიძე ხოლმე და საღამოს თავისთავად ადრე დაგეძინება

ჩემთვის საღამოს ჭამის მტერი სამსახურია, გვიან ვბრუნდები და იძულებული ვარ ვჭამო.

Posted by: LenaFlower 30 Apr 2018, 22:45
Lysabild

7-ზე ვიღვიძებ დილით. ღამე 1-2 საათამდე არ მეძინება მაინც sad.gif
სამსახურში ვერ ვჭამ მთელი დღე და მერე საღამოს მეხსნება მადა.

Posted by: ვივიანა 2 May 2018, 00:12
Lysabild
მე არ ვეთანხმები დადგენილ ნორმებს მსგავს თემებში, ინდივუდუალირობას ვემხრობი და ოქროს შუალედი მგონია რომ ყველა ადამიანსსაპოვნელი აქვს, საკუთარ ოპტიმალური ვარიანტი.

Posted by: Lysabild 2 May 2018, 12:56
ვივიანა
QUOTE
მე არ ვეთანხმები დადგენილ ნორმებს მსგავს თემებში, ინდივუდუალირობას ვემხრობ

მიემხარი მერე ვინ გიშლის
თუმცა მგონი ჯობია სამეცნიერო კვლევებს დავეყრდნოთ ვიდრე ინივიდუალიზმს

Posted by: ვივიანა 2 May 2018, 13:17
Lysabild
ვერავინ დამიშლის :დ
მე არ მითქვამს რომ სამეცნიერო კვლევებს უარვყოფ, უბრალოდ ვამბობ რომ ადამიანს შესაძლებლობა აქვს საკუთარი ოპტიმალური ვარიანტი იპოვოს, რაც საერთოდ არ გამორიცხავს სტატისტიკების გათვალისწინებას.

Posted by: Lysabild 2 May 2018, 13:49
ვივიანა
QUOTE
მე არ მითქვამს რომ სამეცნიერო კვლევებს უარვყოფ, უბრალოდ ვამბობ რომ ადამიანს შესაძლებლობა აქვს საკუთარი ოპტიმალური ვარიანტი იპოვოს

წყლის სმაში ადამიანი ოპტიმალურ ვარიანტს როგორ იპოვის. ყოველი დღის დასაწყისში და ბოლოს დეჰიდრაციის დონე უნდა იმოწმოს? როგორ?

რეალობაში ხან მეტს დალევს ხან ნაკლებს იმიტომ რომ დაავიწყდა, გააჩნია რა საკვებს იღებს, გააჩნია სეზონს, გააჩნია მზეზე არის თუ არა კიტრის მწნილს შეჭამს თუ არა და საჭმელს მარილს მოაყრის თუ არა ამასაც კი გააჩნია, ამ ყველაფერს ყოველდღე ვერ შეამოწმებს და ვერ გააკონტროლებს ორგანიზმში ჰიდრაციის საზომი აპარატურაც რომ ედგას სახლში : ))

ამიტომ უხეშად უნდა დაითვალო დალიო ამდენი და ამდენი და მარტივად გადაწყდება საკითხი.

Posted by: ვივიანა 2 May 2018, 14:13
Lysabild
და მაგას ვამბობ მეც :დ ორი ლიტრა წყალი სვი ყოველდღე გინდა თუ არათქო მე კი არ მითქვამს.

უბრალოდ რაღაც დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია ადამიანი მიხვდეს წყალი რა რაოდენობიტ სჭირდება. მაგალითად წინა თემაში ერთ-ერთმა იუზერმა კარგი მეთოდი გვასწავლა: შარდის ფერის მეშვეობით გაგებ წყალი ზედმეტია თი ცოტა.
მსგავს მეთოდებს ვამბობ, თორემ სახლში ავერსის კლინიკის აპარატურა დავდგათთქო მაგისკენ არავის მოვუწოდებ biggrin.gif

Posted by: Lysabild 2 May 2018, 14:31
ვივიანა
QUOTE
უბრალოდ რაღაც დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია ადამიანი მიხვდეს წყალი რა რაოდენობიტ სჭირდება. მაგალითად წინა თემაში ერთ-ერთმა იუზერმა კარგი მეთოდი გვასწავლა: შარდის ფერის მეშვეობით გაგებ წყალი ზედმეტია თი ცოტა.

შარდი თუ მუქია ორგანიზმი დეჰიდრირებულია , ორგანიზმი რომ დეჰიდრირებულია მაგას შარდის ფერის დაკვირვება არ დასჭირდება. ისედაც გეცოდინება რომ ცოტა წყალი დალიე, მინიმუმი ნორმა დგინდება წონის სიმაღლის მიხედვით. და იმის იქით მეტი შეგიძლია დალიო, ეს მხოლოდ წაადგება ორგანიზმს.

QUOTE
ორი ლიტრა წყალი სვი ყოველდღე გინდა თუ არათქო მე კი არ მითქვამს.


მე ვთქვი, ჩემი სიმაღლის და წონის ადამიანისთვის ესაა მინიმუმი. ჩემზე მაღლისთვის და წონიანისთვის მეტი. 2 ლიტრზე მეტს თუ დავლევ იქნება უკეთესი.
ერთხელ გამოვთვალე და ეგაა.

მთელი დღე მარტო წყლის სმის საკონტროლოდ და სათვლელად ვისაც სცალია ბედნიერი ადამიანი ყოფილა


Posted by: ვივიანა 2 May 2018, 14:50
QUOTE
და იმის იქით მეტი შეგიძლია დალიო, ეს მხოლოდ წაადგება ორგანიზმს.

როგორ წაადგება ? ზედმეტი წყლის სმით თირკმელების გადატვირთვა ხდება.

QUOTE
მთელი დღე მარტო წყლის სმის საკონტროლოდ და სათვლელად ვისაც სცალია ბედნიერი ადამიანი ყოფილა

მთელი დღე რათ უნდა :დ რაღაც პერიოდი ითვალოს ადამიანმა და მიხვდება.
მერე კიდევ სვამს ნახევარ ლიტრიანებით და ეგაა.

ლიტრა-ნახევარზე ავდივარ ბენდიერად და იდეალურად, ზამთარში თუ მეტს ვსვამ უკვე ზედმეტია ჩემთვის, ზაფხულში არა.
Lysabild

Posted by: Lysabild 2 May 2018, 15:36
ვივიანა
QUOTE
ზედმეტი წყლის სმით თირკმელების გადატვირთვა ხდება.

ჯანმრთელი ადამიანის თირკმელი საათში 1 ლიტრამდე წყალს გადაამუშავებს. დღე-ღამეში 20 ლიტრი წყლის გადამუშავება შეუძლია. ამდენს ვინ სვამს: smile.gif

მოკლედ სვი როგორც გინდა. პირადად მე ვემხრობი იმ აზრს რომ ექიმებს უნდა დავუჯეროთ, იმიტომ რომ შენ შეიძლება 1 ლიტრზეც კარგად გრძნობდე თავს მაგრამ შენს ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული პროცესებისთვის არ იყოს ეს საკმარისი. ამ შემთხვევაში ორგანიზმი იწყებს პრიორიტეტების მიხედვით წყლის განაწილებას და პირველი რასაც წყალს მოაკლებს არის კანი და ნაწლავები. შენ ვერ იგრძნობ იმ ნახევარი ლიტრის ნაკლებობას იმიტომ რომ რეალურად მიღებული ლიტრანახევრის ხარჯზე ორგანიზმი ახერხებს ყველაძირითადი და სასიცოცხლო პროცესი ჯანსაღად წარმართოს, უბრალოდ პერიფერიებს ვეღარ გასწვდება. ამიტომ წუწუნებენ ხშირად გოგოები კანის გამოშრობაზე და კუჭის მოქმედების გართულებაზე.

Good luck

Posted by: keme-keme 3 May 2018, 19:59
2 თვეა არ ვჭამ 6 შემდეგ , ამოვიღე შაქარი და დავიკელი 3 კილო.მეტს ვერ ვიკლებ და ყველა დაპატარაბებული ტანსაცმელი თავისუფლად მაქვს კი არა და მძვრება.რა ხდება ჩემ თავს ამიხსნას ვინმემ.წონა არ იძვრის ნიშნულიდან და ფორმები ქრება.რაღაც უჩვეულო მჭირს?

Posted by: Lysabild 4 May 2018, 12:57
keme-keme
QUOTE
2 თვეა არ ვჭამ 6 შემდეგ , ამოვიღე შაქარი და დავიკელი 3 კილო.მეტს ვერ ვიკლებ და ყველა დაპატარაბებული ტანსაცმელი თავისუფლად მაქვს კი არა და მძვრება.რა ხდება ჩემ თავს ამიხსნას ვინმემ.წონა არ იძვრის ნიშნულიდან და ფორმები ქრება.რაღაც უჩვეულო მჭირს?


ვარჯიშობ?

Posted by: DeveloperX 4 May 2018, 13:08
keme-keme
QUOTE
2 თვეა არ ვჭამ 6 შემდეგ, ამოვიღე შაქარი და დავიკელი 3 კილო. მეტს ვერ ვიკლებ

მთავარია რას ჭამ და არა როდის.
ერთი თვით ნებისმიერი ცხოველური და ცომეული 100% ამოიღე და ორ იმდენს კიდევ დაიკლებ.
შემდეგ ისევ დააბრუნე ეგ პროდუქტები და ისევ მოიმატე და ასე.

Posted by: keme-keme 4 May 2018, 23:58
Lysabild
თითქმის ყოველ დღე.

Posted by: Anticapitalism. 5 May 2018, 12:20

L_i_L_i

როგორ ხარ? როგორ მიდის დაკლების ამბავი? smile.gif

პრესების ვარჯიშს ვაკეთებ 300-ს! smile.gif

Posted by: პითონი 5 May 2018, 12:57
ლილის მგონი ჩაეტია ის შარვალი და გავიდა სახლიდან biggrin.gif

Posted by: Anticapitalism. 5 May 2018, 14:21
ია ვიოლა აღარ გვკადრულობს რაღაც რა sad.gif sad.gif sad.gif მისი გამხნევების გარეშე ვერ ვიკლებ არადა

Posted by: charliXL 5 May 2018, 23:39
ყველა ძველი გაქრა სად ხართ biggrin.gif ლილის ფოტოები დამაკლდა, ვიოლას საყვარელი კომენტარებიც დამაკლდა, ეერთი ეს წონა ვერ დამაკლდა რაააა biggrin.gif

პ.ს ხვალიდან ვიწყებ biggrin.gif
დილით წყლის დალევა სულ მავიწყდება უფ არადა დაწოლისას სულ მახსოვს რომ დილით უნდა დავლიო biggrin.gif

Posted by: Anticapitalism. 6 May 2018, 11:59
QUOTE (charliXL @ 5 May 2018, 23:39 )
ყველა ძველი გაქრა სად ხართ biggrin.gif ლილის ფოტოები დამაკლდა, ვიოლას საყვარელი კომენტარებიც დამაკლდა, ეერთი ეს წონა ვერ დამაკლდა რაააა biggrin.gif

პ.ს ხვალიდან ვიწყებ biggrin.gif
დილით წყლის დალევა სულ მავიწყდება უფ არადა დაწოლისას სულ მახსოვს რომ დილით უნდა დავლიო biggrin.gif

ნერვიულობით დაკლებაა ყველაზე მაგარი. ჭამა რომ არ გინდა ისე რომ ხარ sad.gif

Posted by: charliXL 6 May 2018, 23:08
Anticapitalism.

ეჰ მე ნერვიულობაზე ისსეთი მადა მიხდება სულ მაგას ვებრძვი.

დიალოგი:
-როდესაც ცუდად ვარ მე ვჭამ შოკოლადს
-შენ სულ შოკოლად ჭამ
-რთული ცხოვრება მაქვს...

ტიპიური მე biggrin.gif


Posted by: _მანის_ქაშიო? 7 May 2018, 18:06
პითონი
დაიკელი წონაში პიტონუშკა ? :დ

ამის დედაც არ მიდის წონა გაიყინა sad.gif
ვინ რა დიეტაზე ხართ გოგოებო ? smile.gif

Posted by: პითონი 7 May 2018, 19:24
_მანის_ქაშიო?
არაა
არეული მაქვს გრაფიკი და არც ვცდილობ.


Posted by: არისტოტელე999 7 May 2018, 20:16
ამ თვეში 3-4 კგ უნდა დავაგდო და ძალიან ბევრი ხომ არ არის?
დიდი წონა არ ვარ და იმენა გრამობით ვებრძვი

Posted by: ვივიანა 7 May 2018, 23:25
არისტოტელე999
biggrin.gif
3 კგ ნორმალურია, არაა დიდი წონა.
მე მოვიმატე 5 კილო rolleyes.gif

Posted by: Lysabild 8 May 2018, 12:29
QUOTE
ნერვიულობით დაკლებაა ყველაზე მაგარი. ჭამა რომ არ გინდა ისე რომ ხარ

თქვენს ნერვიულობას პლუსი ჰქონია, მე რომ ვნერვიულო უფრო მეტს ვჭამ, დაუოკებელი ჭამის სურვილი მიჩნდება

Posted by: არისტოტელე999 9 May 2018, 15:10
ვივიანა

როგორ ხარ?
გასუქდი ისევ?
არ შეიძლება ასე
ჰო 70-მდე ჩამოვედი და 2-3 კილო მინდა ამ თვეში რა
დაჟე 3-4 იც არ მინდა

თქვენ რასაც გიყურებთ ძალიან შიმშილობთ
ცოტა მეტი ჭამეთ+ივარჯიშეთ

დღეს ვჭამე(ჯერ-ჯერობით)
დილას ბლინები+ჯემი

მერე შემწვარი კარტოფილი, 3 ცალი კატლეტი+200-300 გრამი ყველი


Posted by: ვივიანა 9 May 2018, 16:35
არისტოტელე999
დავიწყე გუშინწინ დიეტა და ვარჯიში ისევ ^^
გავსუქდი რა, იმ საშინელ წონაზე არ ვარ რაც მთავარია, ამ 5 კილომს 1 თვეში დავიკლებ, დაჟე უფრო ადრეც.

კარდიოს ვაკეთებ 1 საათი, ბილიკი, ველო და თხილამური.
ვჭამ ყველაფერს, ცომის, ცხიმიანის და ტკბილის გარდა. მე შიმშილი არ შემიძლია, კი არადა გარშემომყოფებს არ შეუძლიათ :დ
ჩუდოს იოგურტი ვერ ამოვაგდე რა mad.gif

ბლინების მაგივრად გეჭამა სუხარი და ყველი, ან წიწიბურა და მაწონი.
ეგრევე რომ შაქარს მიახტი :დ

შენ გაქრობას გეგმავ ?

sleep.gif

Posted by: არისტოტელე999 9 May 2018, 17:39
ვივიანა

დილას რამდენიმე ბლინი არაფერს მიზამდა
აი ისინი რა
ფუ რა ჰქვია ქართულად
pancakes რა. მერე ბანანს ვტენიდი შიგნით ჯემთან ერთად biggrin.gif

ვაჰ არ გეზარება ამდენი კარდიო?
ახლახანს ვივარჯიშე მე, მაგრამ ბევრს ვერ ვვარჯიშობ ჯერ
გრიპი მქონდა და სუსტად ვარ ჯერ ისევ, ამიტომაც ველი ორგანიზმის გაძლიერებას

QUOTE
შენ გაქრობას გეგმავ ?


ჰო უნდა გავქრე yes.gif

Posted by: ვივიანა 9 May 2018, 17:47
არისტოტელე999
QUOTE
pancakes

აუ მიყვარს ^^ ქართულად მეც არ ვიცი რა ჰქვია.
ხო ჯემთან ერთად რას გიზამდა, თან დაკლება გინდა მითუმეტეს biggrin.gif

დიეტაც მეზარება მაგრამ მჭირდება და რა ვქნა.
თან ადვილად ვიკლებთქო მოვიტყუები.
აქვა აერობიკაზეც დავდივარ, გოგირდებში და საუნებშიც ვნებივრობ :დ

ხოდა მოსაძლიერებლად რა ჯემებს იტენი :დ ჯანსაღი რაღაცები ჭამე.
მარწვიც შემოდის და იწყება ბედნიერებაც.

QUOTE
ჰო უნდა გავქრე

fig.gif

Posted by: არისტოტელე999 9 May 2018, 18:05
ვივიანა

ეგ დილას იყო და არ გამასუქებს ნაღდად
2-3 კგ მინდა ჯერ და მერე კიდე 2-3 და ეგაა, მაგრამ წესით ამ 2-3 კილოს მერეც კარგად უნდა ვიყო

ჩაის ვსვამ ჯანზე რომ მოვიდე biggrin.gif

მეც ძალიან რთულად ვიკლებ და კიდევ უფრო მარტივად ვიმატებ biggrin.gif

Posted by: ვივიანა 9 May 2018, 18:36
არისტოტელე999
სულ 2-3 კგ გინდა შენ, ნუ გადაგვრიე.
თან ვერ წარმომიდგენია ეს 2-3 კგ ესე როგორ უნდა გეტყობოდეს spy.gif

ხო ბევრი ვიტამინებია ჩაიში :დ

მე ნერწყვს რომ ვყლაპავ ეგეც მერგება მგონი biggrin.gif
საღამოს რომ ნამცხვარი ვჭამო დილით უკვე მეტყობა.

ამ ქვეყანაზე მშურს მხოლოდ იმ ადამიანების ვინც ჭამენ და არ სუქდებიან. მართლა მშურს ოღონდ

Posted by: არისტოტელე999 9 May 2018, 18:46
ვივიანა

არა ანუ 70-მდე მინდოდა აქამდე ჩამოსვლა
ახლა ჩამოვედი უკვე

არა საკაიფოდ ვარ
ტანსაცმელში არაფერი მეტყობა, მაგრამ ცოტა ღიპი მაქვს და არ მომწონს
ეს 2-3 კილო მგონია რომ გააქრობს ამ ცოტა ღიპს და ის შემდგომი 2-3 კილო კი უკვე პრესსაც გამომიჩენს
თუ ამ ჯამში 5 კილოს მერეც დავიწყე კიდევ 2-3 კილოთქო მაშინ უკვე გავგიჟდი biggrin.gif


QUOTE
ამ ქვეყანაზე მშურს მხოლოდ იმ ადამიანების ვინც ჭამენ და არ სუქდებიან. მართლა მშურს ოღონდ


არ უნდა გშურდეს
ჩვენ ნებისყოფა გვაქვს გამომუშავებული და მაგათ მეტაბოლიზმს რომ დაერხევათ ეგრევე გასუქდებიან ჩვენ კი მიჩვეულები ვართ უკვე


Posted by: ვივიანა 10 May 2018, 00:38
არისტოტელე999
რეებს აიკვიატებთ ხოლმე, მგონი გეჩვენება :დ
QUOTE
თუ ამ ჯამში 5 კილოს მერეც დავიწყე კიდევ 2-3 კილოთქო მაშინ უკვე გავგიჟდი

ანორექსია არ დაგემართოს :დ

QUOTE
არ უნდა გშურდეს

ნუ მამშვიდებ mad.gif
ისინი ჭამდნენ მაინც ნორმალურად, მე სულ წონაზე წუწუნში ვარ, რაც ჩემი თავი მახსოვს სულ მაწუხებს.
რაღაც უნდა ვიკისრო ეს 15 კგ თუ დავიკელი biggrin.gif

Posted by: არისტოტელე999 10 May 2018, 19:05
ვივიანა

არ მეჩვენება არაფერი
მეც თუ დავიკელი ეს წონა და კუბიკების ჩრდილი მაინც დავინახე
რამეს ვუყიდი ჩემს თავს biggrin.gif
ჟმოტი ვარ ისე არ ვხარჯავ ფულს ბევრს biggrin.gif
ნუ ხაჭაპურებში კი

Posted by: ვივიანა 11 May 2018, 00:42
არისტოტელე999
:დ აუ რა კუბიკები, მოგცლია რააა
ხაჭაპურის ფული დაჟმოტე და სხვა რამ იყიდე biggrin.gif
Aუ მე ვინმე მჭირდება რომ მაკონტროლოს.
წყალს ვეღარ ვსვამ :/
რამდენს სვამ ?

Posted by: ქართულიმარში 11 May 2018, 02:15
2 კვირაში 10 კილოს დაკლება ნორმალურია?????????/

Posted by: B.I.G.PAPPA 11 May 2018, 19:28
ქართულიმარში
მეც დავიკელი ძმა ეგრე ერთი გოგო მიყვარდა და ერთ დღეს მითხრა ხვალ მოგცემო bis.gif როცა გიყვარს მოცემა არა მთავარი smile.gif






პ.ს ვარჯიში შემიძლია ყოველ დღე და არც ვიღლები პირიქით ძალიან მსიამოვნებს,მაგრამ კვება აი ეს მიჭირს sad.gif
როდესაც ვსწავლობ განსაკუთრებით მაგ დროს მჭირდება ყავა და მისი მისაყლებელი up.gif user.gif
პურის გარეშე ვერ ვძლებ კიდევ თუ არ ვიღებ პურს არაფრის თავი არ მაქვს :down1:

7კილო მინდა მე და თუ ვინმემ იცის მეთოდი
ეხ mad.gif

Posted by: არისტოტელე999 12 May 2018, 01:54
ვივიანა

ბევრ წყალს
2-4 ლიტრი ალბათ

ხაჭაპურის ფულის დაჟმოტვა არ შეიძლება

Posted by: guguta21 12 May 2018, 10:32
გამარჯობა

დღეს დავიწყე კალორიების თვლა + ჯანსაღად კვება, 66.500 კგ. და სიმაღლე 1.57 :/
1 ივნისს მინდა 60 კგ ვიყო და იმედია გამომივა smile.gif
* * *
რატო არავინ არ აქტიურობთ :/

დღე 2. 65.200

Posted by: არისტოტელე999 16 May 2018, 00:30
guguta21

აგერ მე ვწვალობ 68-ზე ჩამოვიდე
70იდან

Posted by: კიკაჩა 16 May 2018, 14:19



გახდომა გვინდაო და ნუტელიან ფენქეიქებზე ლაპარაკობენ ups.gif

Posted by: ia-viola 17 May 2018, 10:31
აჰაააა.

გგონიათ დამავიწყიდთ?
სულაც არა, ვერ მოგართვით. wink.gif lol.gif love.gif love.gif love.gif

აბა როგორ მიდის თქვენი ამბები? იმსუნაგეთ და მოიმატეთ თუ ნებისყოფამ შეუტია გემრიელობების ღმერთებს და დაიკელით.

მე ამ ხნის მანძილზე შედეგები დიდად ვერ გავაუმჯობესე. მდაჰ. 58.500-ს ვერ ჩამოვცდი. მომატებით - გიყვარდს. საკმარისია ამსუნაგდე და სასწორიც ეგრევე მიიხეთქავს გულს.

Posted by: კიკაჩა 18 May 2018, 14:16
QUOTE (ia-viola @ 17 May 2018, 10:31 )
  იმსუნაგეთ 



მიყვარს მსუნაგობა და რა ვქნა 2kiss.gif weep.gif

Posted by: nati_natiia 18 May 2018, 17:05
გამარჯობა ხალხნო, წარმატებები ყველას დაკლებაში
ჩემ ამბავს მოგიყვებით,
მოკლედ ბოლო 5 წელია ვიმატებ საოცრად, ყოველ წელს წინაზე მეტი ვარ დავიწყე 75 კილოთი და ახალ ვარ 105,6
სერიოზულად არცერთი დიეტა არ დამიცავს, ორ დღეზე მეტს ჩემი დიეტა ვერ ქაჩავას, როგორც წესი,
ეხლა როცა უკვე ყელშია ჩემი წონა და რეალურად მიშლის ხელს ყველაფერში,გადავწყვიტე სერიოზულად მივუდგე,
უსუსტესი ნებისყოფა მაქვს ოღონდ,
მესამე დღეა რაც კალორიების დათვლა დავიწყე,1000 კალორიის მიღებას ვაპირებ დღეში, პირველ დღეს 1000 მივიღე გუშინ 850 და დღეს ჯერ 400 კალორია მაქვს მიღებული,
ოღონდ ვერ ვსვამ ყავას უშაქროდ და ორ კოვზს დღეში ერთხელ ვიყენებ და არ ვიცი ეგ რამდენად შეიძლება, კალორიებში ვთვლი,რა თქმა უნდა
მოკლედ ვარ 182 სმ და 105,6 კგ აქ დავპოსტავ ხოლმე, ვხედავ ერთმანეთს ეხმარებით და ეს კალორიების ამბები კარგადაც არ ვიცი ჯერ smile.gif

Posted by: ელეონორა 18 May 2018, 20:08
nati_natiia
დაამატე კალორიები, ცოტაა, 1200-1500 მიიღე, ჭამე ზუსტად დღეში 4-ჯერ, სვი წყალი, იარე ფეხით, იკითხე სტატიები.

Posted by: nati_natiia 18 May 2018, 20:12
კალორიებში პირობითად ერთი ნაჭერი პური რო ჩავთვალო მოსულა? ანუ შედეგი იგივე მექნება? იმ საჭირო რაოდენობის კალორიებს თუ მივიღებკოტრით ავალ ათასზე თუ შოკოლადით აქვს მნიშვნელობა?

Posted by: guguta21 20 May 2018, 11:25
სალამი, აბურიე ამ ერთ კვირაში და დღეს 66.700 ვარ, განვაახლე კალორიების თვლა, აწი აღარ ვაპირებ დარღვევას

Posted by: DeveloperX 20 May 2018, 12:18

Posted by: womanly 20 May 2018, 17:00
nati_natiia
მე ქულების დიეტას გირჩევდით თუ ხორცი გიყვართ, საერთოდ არ ხარ მშიერი ძალიან ანაყრებს, რაც შეეხება შაქარს არც ქულების დიეტის დროს არ შეიძლება, მაგრამ სახარინი გამოიყენეთ და ნელნელა საერთოდ ამიღეთ შემდეგ, მე ვგიჟდები ტკბილზე მაგრამ 3 თვე ფაქტიურად უშაქრო ყავას ვსვავ , წყალი 2 ლიტრი, და ცოტა ფიზკულტურა

Posted by: ia-viola 21 May 2018, 17:18
nati_natiia
guguta21
გაგიჭირდებათ ასე კალორიეის თვლა.
ძნელია.

მით უმეტეს, რომ ადამიანს ხან სად უწევს ჭამა და ხან სად.

ხომ არ ჯობია უბრალოდ, რომ მიღებულ კალორიაზე მეტი დახარჯოთ და ასე უფრო მარტივი იქნება. ყველა ვარიანტში კლებისკენ წახვალთ.

კალორიების დათვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, კვების რეჟიმის, განრიგის, რაციონის და ნორმის დაცვა.
ყველაფერს ჭამ, მაგრამ დოზირებულად.

Posted by: nati_natiia 22 May 2018, 11:25
ჯერ არ მიჭირს დათვლა, უკვე მე-7 ე დღეა, მაგრამ შაქარარს ვიღებ, რომელსაც კალორიებში ვამატებ,
ხორცი არ მიმყვარს და ვერ ვჭამ sad.gif

Posted by: Tengu 22 May 2018, 11:32
გამარჯობათ რამე სქემა გაქვთ შემუშავებული თუ უბრალოდ საჭმელზე თქვით უარი?

Posted by: balzakinia 22 May 2018, 11:43
დიეტა არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, სჯობს სპორტით დაკავდეთ და ჯანსაღად იკვებოთ smile.gif

Posted by: DeveloperX 22 May 2018, 12:11
QUOTE
დიეტა არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი

დიეტა ზოგადად სისულელეა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მაგ. როცა მოჭიდავე ან მოკრივე ხარ და შეჯიბრის წინა გარკვეული პერიოდი დიეტას იცავ, რათა კონკრეტულ წონით კატეგორიაში მოხვდე.
სისულელეა, რადგან დროებითი მოვლენაა და შესაბამისად დროებითი შედეგი აქვს.

ამ თემაში, რასაც ვუყურებ, ყველა უკმაყოფილოა, თუმცა აწყობთ თავისი წონა. ვერ ვხვდები რატომ წუწუნებთ.

Posted by: Tantalia 22 May 2018, 12:40
გამარჯობა, მინდა გკითხოთ მედიკამენტი თუ მიგიშველებიათ ვინმეს დიეტისთვის? ენდიკრინოლოგმა კი დამინიშნა, მაგრამ ცოტა მეშინია დალევა.

Posted by: ვივიანა 22 May 2018, 12:45
დიეტა ნიშნავს სწორ, დაბალანსირებულ კვებას :დ

Posted by: ::: 22 May 2018, 12:55
Tantalia
ენდოკრინოლოგმა თუ გამოგიწერათ, ე.ი. რაღაც აკლია და სჭირდება ორგანიზმს, ან ზედმეტი აქვს.
ამიტომ, აუცილებელია.

რა პრეპარატია ?


მე ვარ მისასვლელი გეგმიურ ვიზიტზე და ანალიზები მაქვს გასაკეთებელი.
რეkომენდაციებს საერთოდ არ ვასრულებდი, ეს ბოლო თვეები. არც დანიშნულებას ვიღებდი, L თიროქსინს მარტო.

დანიშნული მქონდა D ვიტამინი , სიოფორი, შუგა ნორმი...

კომპლექსურად უნდა მიუდგეთ, თორემ მოჯადოებული წრეა და ვერაფრით ვერ გამოხვალთ აქედან.

მე მქონდა უმაგრესი შედეგი , მედიკამენტების ფონზე + დაბალანსებული კვება და ფეხით სიარული.

მთავარია შეინარჩუნოთ.

-3 კგ, ერთ თვეში. ასეთი ურეჟიმობის და სტრესის ფონზე რომ არ მოვიმატე და ცოტა დავიკელი,მაინც კმაყოფილი ვარ.

არაფრით არ შემიძლია ჯერ დიეტა. შევუდგები მალე და უკვე ძალიან გააზრებულად.

Posted by: B.I.G.PAPPA 22 May 2018, 13:04
nati_natiia
182 სმ გოგო ? biggrin.gif ქმარი 2 მეტრა გეყოლება lol.gif

სწორ კვებაზე გადადი და შედეგი გექნება უეჭველი

დღეში ჭამე 5 მაინც წყალი მიიღე 3 ლიტრა ყოველ 3 საათში ერთხელ მიიღე საკვები

თუ გაქ საშუალება და დრო და ასევე ჯამრთლეობა გიწყობს ხელს ჩაეწერე სპორტ დარბაზში
პირველ ეტაპზე აიყვანე მწვრთნელი თუ არ გაქ საშუალება ან ჯამრთელობა არ გიწყობს ხელს
ფეხით იარე დღეში 1 საათი აუცილებლად დილას უზმოს უნდა გააკეთო ეს ვარჯიში

ასევე ძალიან კარგია ლახტი დღეში 15 წუთი ვარჯიში ლახიტით ძალიან მაგარ შედეგს მოგცემს,მაგრამ შენ უნდა გაგიჭირდეს სიმაღლიდან და წონიდან გამომდინარე lol.gif
ყავას რაც შეეხება უმჯობესია თუ ამოიღებ საერთოდ up.gif

Posted by: merkantil 23 May 2018, 00:56
nati_natiia
კალორიების თემა არის გადაღEჭIლი მშობლების კლუბშI.

ისე მხელა ქალისთVის 1000 კალორია ძAლიან ცოტაა, 400 ხომ საერთOდ. ვერ გაძLებ, დაიმშEვი და ერთ დღEსაც 5000-ს გადასანსლავ biggrin.gif
1500 რომ მიიღO, თAვისუფლად დაიკლებ.

Posted by: Janee 24 May 2018, 10:58
დღეს დავიწყე,ვნახოთ smile.gif..............

Posted by: holden kolpildi 24 May 2018, 15:31
B.I.G.PAPPA
QUOTE
ასევე ძალიან კარგია ლახტი დღეში 15 წუთი ვარჯიში ლახიტით ძალიან მაგარ შედეგს მოგცემს

ლახტით 15 წუთი ხტუნაობას ეხუმრებით????
2 წუთი თუ იხტუნავა
გადაბმულად მაგ წონის ადამინმა სუპერ შედეგია

Posted by: nati_natiia 24 May 2018, 15:56
B.I.G.PAPPA
ქმარი 190 ია biggrin.gif
აი იცი რა მჭირს, თუ რამე რადილკალურს არ ვაკეთებ,ესე მიჭირს ხშირად ცოტ-ცოტა, ახლა ანგინა მაქვს და სამი დღეა წყალსაც ვერ ვსვამ და რაღაც პონტშ მეხმარება biggrin.gif:D:D

დარბაზში ვაპირებ სიარულს იმ თვიდან,ოღონდ ის თვე არ დადგა ორასი წელია sad.gif( მეზარება ხოლმე, სამსახურის მერე დარბაზში სიარული,რომ წარმოვიდგენ მზარავს, თან ბავშვიც მენატრება, ისედაც სულ ვაკლივარ, ლახტი მშვენიერი აზრია smile.gif მიყვარს თან, მადლობა რჩევებისთვის
* * *
holden kolpildi
თქვენს გარშემო როგორც გამოიყურებიან 160 სმ 75-80 კილო გოგოები დაახლოებით ეგრე გამოვიყურები, უბრალოდ ეს 105 კილო ძაან ჩანს smile.gif)) საერთოდ არ არი ლახტი ეგეთი პრობლემა ჩემთვის, რო ვცდი მერეც გეტყვით,ახლა ასე მგონია

Posted by: holden kolpildi 24 May 2018, 16:49
nati_natiia
ვიცი ))
180 ვარ მეც და +10 გკ სულ თავისუფლად ვიტან სიმაღლიდან და აღნაგობიდან გამომდინარე
ლახტიც ვიცი და 15 წუთი ხტუნაობა რომ ადვილი არაა ეგეც მინიმუმ 1 თვე მაინც დაგჭურდება ადამინს 15 წუთამდე აქტიური ხტუნაობა რომ შეძლო

QUOTE
რო ვცდი მერეც გეტყვით,ახლა ასე მგონია

დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით ))

Posted by: არისტოტელე999 25 May 2018, 11:37
კიდევ სამი კილოც და ეგაა ბრატცი bis.gif

დღეში 1800-2000 კალორიაზე ნაკლებს არ მიიღოთ

Posted by: charliXL 26 May 2018, 22:32
ძლივს დავიწყე, ვცდილობ არ ივიწონო, იქით თვიდან ვარჯიშზეც შევდივარ ამ წელს საბოლოოდ გავანადგურებ ზედმეტ ცხიმს ♡

ერთადერთი რაცაა ისევ კუჭის პრობლემები მაქვს და წამლები დავიწყე იმედია მოვიწესრიგებ თორემ აზრი არ აქვს დიეტას

Posted by: charliXL 1 Jun 2018, 00:23
სად გაქრით ხალხნოოო??? როგორ ჩაკვდა აქაურობა sad.gif

Posted by: sanfol 1 Jun 2018, 21:41
დავიჯერო სულ არ მოგინდათ მოდიეტეებო?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: B.I.G.PAPPA 1 Jun 2018, 21:52
holden kolpildi
შენი ქმარიც 190სმ ? biggrin.gif
რთულია ლახტით,მაგრამ კარგ შედეგს იძლევა

nati_natiia
ბავშვი ეგრევე კალათბურთზე შეიყვანეთ

დაიწყეთ დიეტა ?

Posted by: არისტოტელე999 3 Jun 2018, 01:49
2 კგ ამ თვეში დ 66 ჩამოსვლა

დიახ დიახ

16-17% მაქვს ცხიმი

13-14% მდე ჩამოსვლა
თვის ბოლომდე

Posted by: holden kolpildi 4 Jun 2018, 16:47
B.I.G.PAPPA
QUOTE
შენი ქმარიც 190სმ ?

არა
2.10 სმ ჩემი ქმარი

Posted by: B.I.G.PAPPA 4 Jun 2018, 16:53
holden kolpildi
მე რომ ვნახე ადრე 185სმ იყო სგ მაგრად მოუმატია up.gif

მიუხედავად სიბერისა ფორმაში ხარ ჰოლდენ boli.gif


არისტოტელე999
კვებას იცავ ? რას მირთმევ ძირითადათ ? boli.gif

Posted by: holden kolpildi 5 Jun 2018, 11:20
B.I.G.PAPPA
QUOTE
მე რომ ვნახე ადრე 185სმ იყო სგ მაგრად მოუმატია 

მოზარდია

Posted by: IQOS 6 Jun 2018, 13:16
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Tantalia 6 Jun 2018, 17:49
:::
ცოტა დამაგვიანდა პასუხი smile.gif გარცინია კამბოჯია- ესე ქვია. მადის დასაქვეითებელია. რაც წავიკითხე სრულად მცენარეულია, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე დალევა.

Posted by: soffo 7 Jun 2018, 10:34
10 კილო მაქვს დასაკლები და რომელ დიეტას ვეცე ? sad.gif ძალიან მჭირდება ფსიქოლოგიურად განწყობა და შემართება. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე "ჯანსაღი" დიეტა რომელიც დამაკლებინებს და ორგანიზმს ძალიან არ გამოფიტავს?

Posted by: ia-viola 7 Jun 2018, 15:41
soffo
იმისთვის რომ დაიკლო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ფსიქოლოგიურ მომზადებას.

ჯასაღი დიეტა არ არსებობს. smile.gif

სამაგიეროდ არსებობს ჯანსაღი კვება, რაც გულისხმობს კვების რაციონის, ნორმის და რეჟიმის დაცვას.

თუ ამას დამატებ ფიზიკურ აქტივობას რაც გულისხმობს იმას, რომ კალორიებს უფრო დახარჯავ, ვიდრე მიიღებ, აუცილებლად გახვალ შედეგზე.

Posted by: soffo 7 Jun 2018, 18:01
ia-viola

სწორედ ფსიქოლოგიურ განწყობაში ვიჭედები სამწუხაროდ sad.gif ფიზიკურ აქტივობას ვერ ვასწრებ სამწუხაროდ და რამოდენიმე დიეტა ვცადე ადრე,ერთმ თირკმელებზე იმოქმედა ცუდად ,მეორემ გამომფიტა საერთოდ.
ბორმენტალზე გსმენიათ რამე? თუ ვინმემ იცით შეგიძლიათ მითზრათ ღირს თუ არა ამ მეთოდის ცდა?

Posted by: B.I.G.PAPPA 7 Jun 2018, 18:10
soffo
სწორი კვება და ფეხით სიარული ეგა ყველაზე კარგი დიეტა up.gif

Posted by: სუბლიმაძია 8 Jun 2018, 10:59
QUOTE (soffo @ 7 Jun 2018, 18:01 )


რამოდენიმე დიეტა ვცადე ადრე,ერთმ თირკმელებზე იმოქმედა ცუდად


რა დიეტა იყო რა შუაშია დიეტა და თირკმელი ? მეც 6 თვეა ვდიეტობ და ბოლო 2 თვეა თირკმელების პრობლემა დამეწყო და არც დამიკავშირებია დიეტისთვის.

Posted by: framoj 8 Jun 2018, 16:19
სუბლიმაძია
ცილოვანი დიეტა პირდაპირ კავშირშია თირკემლთან, ანუ დიდი რაოდენობით ცილოს მიღება არაა ორგანიზმისთვის მიხანშეწონილი. კვება უნდა იყოს დაბალანსებული.

Posted by: TeKooo 8 Jun 2018, 23:18
გამარჯობაა..
მე ახალი ვარ ამ თემაშიი..
დამჭირდება ხოლმე თქვენი დახმარება..
სუხიშვილების დიეტას ვიცავ, დღეს მეოთხე დღეა, ნებისყოფა მაქვს სასწაულიი.. ამას რომ დავამთავრებ
მინდა გადავაგრძელო ბრინჯი და მაწონი, რამდენადდ ეფექტურია? 69კილო ვარ, ასე 8 კილოს მოკლება მინდაა.
პ.ს წარმატებებიი და გაძლება ჩვეეენნნ

Posted by: framoj 8 Jun 2018, 23:41
soffo
ფაქტია რომ ხალხი იკლებს ბორმენტალით.
იცი როგორი დიეტაა თუ გინდა დავწერო?


ვარჯიში love.gif მკვდარი ვაგდივარ, თანაც მშიერი, მაგრამ ვედნიერი

Posted by: keme-keme 9 Jun 2018, 08:31
framoj
დაწერე რა ბორმენტალზე.
სწორი კვება სწორი კვება , ყველა ამაზე წერთ.დამიჯერეთ ესეც არ არის გამოსავალი გრძელვადიან პერსპექტივაში.
მეგობარმა დაიკლო 1 წელში 23 კილო ზუსტად ვარჯიშით და სწორი კვებით.1 წელია გრამი ვეღარ იკლებს იმდენად შეეჩვია მისი ორგანიზმი უპურობას და უშაქრობას. 2 წელია ამ ბრძოლებშია კიდევ ჭირდება 10 კილო და გაგიჟებულია გოგო. ბოლ9მდე ფორმაში ვერ ჩადგა. ( ნუ ის ზედმეტი კილო თავისით არ მოუმატა 4 შვილის დედაა) მოკლედ რა უნდა ქნას ადამიანმა ვერ გაიგებ რა.წყალს სვავს კიდევ 3 ლ დღეში.


Posted by: framoj 9 Jun 2018, 09:16
keme-keme
ბორმენტალი მოიცავს 2 პრინციპს : 1. კვება 4ჯერ, 4 საათიანი შუალედით, ზუსტად უნდა დაიცვათ, თუ 4-ს ვერ ახერხებ ხანდახან, სჯობს 3 საათი ან 3-ნახევარი. თუ ბოლო კვება საღამოს 10 საათზეა არც ეგაა პრობლემა. საუზმე გაღვიძებიდან მაქსიმუმ 1 საათი.
2. ითვლი კალორიებს, ცხრილია და მაგის მიხედვით.
წყალი დიდი რაოდენობით და ფიზიკურ აქტიობასაც რთავ.

რაც შეეხება ჯანსაღ კვებას გრძელვადიან ჭრილში, წონის გაყინვას და ორგანიზმის სეჩვევას, რა თქმა უნდა ასე იქნება, როგორც ვარჯიშის დროს ორგანიზმს სხვადასხვა წონ, სხვადასხვა სისწრაფე სჭირდება, ასევეა კვებაზეც. მაქსიმუმ 5 თვე ვიყავი დიეტაზე და წონა არ გამყინვია საერთოდ. ამის მიზეზი კი ის მგონია რომ ყველანაირი დიეტა ვცადე, ოღონდ არცერთი იყო მკვლელი.
დავიცავი უგულავას დიეტა, შემდეგ გავაგრძელე ნახშირწყლების გარეშე 1 თვე, ანუ ხილს არ ვჭამდი მხოლოდ ბოსტნეული და ხორცი, რაღაც პერიოდი ვცადე წიწიბურა, მაწონი და ხილი- 1 კვირა.
შემდეგ გრძელვადიანი დიეტა გავაკეთე მხოლოდ რძის ნაწარმი, მოხარშული ხორცი, ხილი და ბოსტნეული. შიგადაშიგ რაღაც 1-2 დღიან განტვირთვას ვაკეთებდი და ვწამდი რასაც მინდოდა იმას.
17 კგ დავიკელი ამ ყველაფრით.
მერე შესვენება მქონდა 4-5 თვე, ოღონდ ვჭამდი უზომო რაოდენობას და 3 კგ მოვიმატე.
კიდევ ვაპირებ დარჩენილო წონის დაკლებას.

გაყინულ წინას როგორც ვიცი თევზი და რძე შველი, ესე ამბობენ, არ მიცდია, არ დამჭირვებია.

და ვვარჯიშობდი სულ ამ დროის განმავლობაში, უდიეტობის ჟამსაც.

Posted by: სუბლიმაძია 9 Jun 2018, 11:00
ისე 10 წლის წინა წყალს არ უწევდნენ ენდოკრინოლოგები რეკომენდაციას პირიქით ასუქებსო და ახლა რატოა წყლის ბუმი რა შეიცვალა?

Posted by: keme-keme 9 Jun 2018, 19:01
სუბლიმაძია
ევროპაში ამბობენ წყლის კომპანიების აგორებული კამპანიააო.ვერ გაიგებ.ისე წყალი ძალიან კარგია სახის კანი მაშინვე მიცოცხლდება , როცა დღეში 2 ლტ ვსვავ.
framoj
მადლობა

Posted by: soffo 11 Jun 2018, 11:28
სუბლიმაძია
ცილოვანი დიეტა ცუდად მოქმედებს თირკმელებზე ძალიან sad.gif

framoj
არ ვიცი და ძალიან დამეხმარები თუ დაწერ yes.gif

Posted by: framoj 11 Jun 2018, 12:19
soffo
აი ზევით დავწერე და გადაავლე თვალი.


Posted by: IQOS 11 Jun 2018, 13:23
................................................................................................

Posted by: soffo 11 Jun 2018, 15:59
framoj
უი ვერ შევამჩნიე , დდიდი მადლობა

Posted by: MeBeforeYou 11 Jun 2018, 17:49
რამე დეტოქს დიეტა მინდა რა, სიმძიმის შეგრძნება რომ არ მქონდეს.
სმუზებს ვფიქრობ თუ გავქაჩე ერთი კვირა იმენა დამლოცავდა ჩემი ორგანიზმი.

Posted by: framoj 11 Jun 2018, 20:02
soffo
არაუავს, არაფრის up.gif

Posted by: charliXL 17 Jun 2018, 15:09
ძაან ჩაკვდა აქაურობა გოგოებო სად გაქრით??

ვდიეტობ სამსახურში სტიმულს მაძლევენ ვარ ერთ ამბავში სამშაბათიდან ქართულ ცეკვებზე შევდივარ ხო კარგი იქნება?? იმედია არ დავარღვევ biggrin.gif

Posted by: AnneSh 17 Jun 2018, 16:41
MeBeforeYou
რამეს თუ მიაგენი მეც მირჩიე რა, თორემ კიტრი და პომიდორიც კი მამძიმებს ხოლმე, არ ვიცი რანაირად drug.gif


charliXL
კიი, ნებისმიერი სახის აქტივობა კარგია დიეტის დროს bis.gif

Posted by: სუბლიმაძია 18 Jun 2018, 14:37
ჰიმალაის მარილზე რა აზრის ხართ აქვს დიეტისთვის შედეგი?

Posted by: charliXL 18 Jun 2018, 14:38
AnneSh
ხოდა ძალიან კარგიი ისედაც კონსულტანტი ვარ და სულ ვდგავარ და მოძრაობაში ვარ მაგრამ ვარჯიში ან ცეკვა სულ სხვაა biggrin.gif

ჯერ-ჯერობით 4 კილო დავიკელი. ზუსტად რამდენხანში ვერ ვიტყვი რადგან დიეტა რო დავიწყე თავიდან 2ჯერ დავარღვიე და ავირიე ეს მე4 დღეა ჩავჯექი რითმში თან ცეკვის იმედი მაქვს ^_^

Posted by: °Nuna 18 Jun 2018, 14:48
QUOTE (სუბლიმაძია @ 18 Jun 2018, 14:37 )
ჰიმალაის მარილზე რა აზრის ხართ აქვს დიეტისთვის შედეგი?

სახლში ჰიმალაის მარილს ვიყენებ 3 წელია, ჩვეულებრივი მარილი ჩავანაცვლე.
რაფინირებული მარილისგან განსხვავებით, წყალს არ აკავებს ორგანიზმში და მინერალებით ამდიდრებს.

სარეკლამო სტატიაა, მაგრამ გამოდგება:

https://mkurnali.ge/medicinis-siakhleniii/8970-ra-sargebloba-moaqvs-himalais-marils.html

ისედაც, წლებია თითქმის უმარილოდ მივირთმევ საკვებს. ოდნავ მარილიანს. გადამლაშებულს პირს ვერ ვაკარებ. ყველანაირ გემოს უკარგავს საჭმელს.

თუმცა, თუ ქუჩაში მიწევს ჭამა, კაfე-რესტორანი რა მარილს, ცხიმს, პროდუქტებს იყენებს, ძაან გავიგებ...

Posted by: charliXL 20 Jun 2018, 13:03
ძნელად ვიკლებ და დიეტასთან წასახმარებელი წამალი რამე მირჩიეთ რომელიც შედეგს უფრო დააჩქარებს რაა

Posted by: gramatikikina 21 Jun 2018, 02:09
პიპლ, რაღაც უცხოური კალორიების მთვლელი იყო კარგი, ვერ ვპოულობ
პირველ პოსტშიც წერია, მარა არ იხსნება
რამდენი კალორია გჭირდებოდა დღეში,იმას გითვლიდა
http://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=638
აქაც არის, მაგრამ მეტს მიწერს რატომღაც
* * *
ოკ, ფიზიკური დატვირთვა არ შემქონდა თურმე იოგას საიტზე და ეს რაღაა?
Mifflin-St Jeor Lean Mass - Enter

Harris-Benedict

Posted by: პინგვინი 24 Jun 2018, 10:36
გოგონებო დუკანის მწვანე კოქტეილი თუ გაგიგიათ და თუ გამოგიყენებიათ, რა აზრის ხართ, აქვს ეფექტი? 5-6კილოს დაკლება მინდა სულ და

Posted by: არისტოტელე999 26 Jun 2018, 22:27
67კგ ვარ
64-მდე ჩამოვალ ივლისში
გამოვშრე ბარემ ბოლომდე

დღეს კი მივიღე ერთი 2100-2200 კალორია


Posted by: larakroft 9 Jul 2018, 09:29
წონა მაქვს დასაგდები 16 კილო მაინც. ვინმე შემეჯიბროს ათი დღე რას..

Posted by: Eiirwen 10 Jul 2018, 04:35
მოკლეთ, 2 დღეა ასეთ რაღაცას ვაკეთებ, დღეში ვხარშავ 1 ქათმის ფილეს, ვანაწილებ დღის განმავლობაში, ან ჩვეულებრივ ვჭამ, ან ვაქუცმაცებ და უცხიმოდ "ვწვავ" კვერცხთან ერთად და ყველს ვახეხავ. + ხილი და ბევრი წყალი. შარვალი ვიყიდე 3 დღის წინ და დღეს რომ ჩავიცვი ჩავძვერი, არადა ზუსტად ჩემი ზომა იყო გუშინწინ :დ დაუჯერებელია ჩემთვისაც კი მაგრამ ფაქტი სახეზეა. მოკლეთ აშკარად კარგი რაღაცაა, არც მშივდება დღის განმავლობაში, მყოფნის. კლებას წელის არედან ვიწყებ ყოველთვის მალევე ვიკლებდი მანდ სანტიმეტრებს, დანარჩენი სხეულია საქმე, იმედია მოევლება.

Posted by: INA-INA 10 Jul 2018, 22:43
გოგონებო გამოგადგებათ ეს მცენარე გასახდომად, ჩართეთ დიეტაში აუცილებლად. ცხიმებს წვავს კარგად, დილით მიიღეთ, კუჭ-ნაწლავს უხდება და მადასაც აქვეითებს. ჰორმონალური ბალანსი მოყავს წესრიგში. მოკლედ ამ მცენარეზეა მათქვამი, რომ იცოდეს ხალხმა როგორი სასარგებლოა მასში ოქროს ფასს გადაიხდიდნენო. მიიღეთ უწყვეტათ მინიმუმ 2 თვე მაინც ყოველდღე.
ქართულად ქვია ულუმბო. ფენუგრეკსაც ეძახიან. რუსულად ხელბა,ან პაჟიტნიკი.
აქ მიწერია დაწვრილებით და გაეცანით. საკუთარ თავზე გამოვცადე უკვე,მართალია გახდომის მიზნით არ იყო,მაგრამ სულ ჩამომითხელა გვერდები რაც მქონდა)))

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=506777446361305&_rdr

Posted by: framoj 12 Jul 2018, 00:27
INA-INA
სად ყიდულობთ ?
ვნახე კარფურშიო გიწერიათ
მადლობა

Posted by: Likaa 12 Jul 2018, 12:37
არავინ არაფერს არ იცავთ?
დღეს დავიწყე წყალი მხოლოდ.3 დღე,მერე ისევ კალორიების თვლით გავაგრძელებ,ან რამით,იქნება მეტიც შEვძლო
ბოლოს 6 დღევიყავი

Posted by: <casablanca> 12 Jul 2018, 13:19
Likaa
მარტო წყალი ? მაგას პროტეინების შეიკები რომ იყიდება ის დალიო ჯობია. ან რძე დალიე .

Posted by: kaiser Soze 12 Jul 2018, 14:46
Likaa
ანუ ფასტინგს აკეთებ..

მიზანი რაა?

იმიტომ გეკითხები, რომ ზოგადად ფასტიგნი კარგია, მაგრამ არა წონის დაკლებისთვის.

სხვა სიტყვებით, კარგია როცა უთავსებ სწორ ჭამის რეჟიმს.

ზოგადად ქალები გაცილებით ცუდად იტანენ ფასტინგს და კეტოზშიც უფრო ნელა შედიან, და საშიშროებაა ჰორმონული ბალანსის არევის. სამდღიანი ფასტიგნი მგონი ნამეტანია.

მე ფასტინგს მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს ვურჩევდი, ვისი სხეულიც ადაპტირებულია რომ ცხიმი დაწვას ენრგიისთვის. ქალებს მხოლოდ ინტერმიტენტ ფასტინგს ვურჩევდი, ასე 12-16 საათის განმავლობაში.

Posted by: არისტოტელე999 12 Jul 2018, 14:49
ჰო რავი სამი დღე აპასნია თუ იდეალურად ჯანმრთელი არ ხარ

Posted by: Likaa 12 Jul 2018, 15:08
<casablanca>
<casablanca>
QUOTE
მარტო წყალი ? მაგას პროტეინების შეიკები რომ იყიდება ის დალიო ჯობია. ან რძე დალიე .

ვარჯიშობ ისედაც და ვიღებ ყველაფერს,ამჯერად ვარდისფერი მარილით ვაკეთებ
kaiser Soze
QUOTE
ზოგადად ქალები გაცილებით ცუდად იტანენ ფასტინგს და კეტოზშიც უფრო ნელა შედიან, და საშიშროებაა ჰორმონული ბალანსის არევის. სამდღიანი ფასტიგნი მგონი ნამეტანია.

QUOTE
ზოგადად ქალები გაცილებით ცუდად იტანენ ფასტინგს და კეტოზშიც უფრო ნელა შედიან, და საშიშროებაა ჰორმონული ბალანსის არევის. სამდღიანი ფასტიგნი მგონი ნამეტანია.

კეტო ტესტი გაქვს?გააჩნია წინა დღეს რა მიირთივი,თუ დაბალი ნახშირწყლებია,კეტოზისისთვის 20საათი + და დაჟე 20საათიც კმარა
QUOTE
მე ფასტინგს მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს ვურჩევდი, ვისი სხეულიც ადაპტირებულია რომ ცხიმი დაწვას ენრგიისთვის. ქალებს მხოლოდ ინტერმიტენტ ფასტინგს ვურჩევდი, ასე 12-16 საათის განმავლობაში.

QUOTE
მე ფასტინგს მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს ვურჩევდი, ვისი სხეულიც ადაპტირებულია რომ ცხიმი დაწვას ენრგიისთვის. ქალებს მხოლოდ ინტერმიტენტ ფასტინგს ვურჩევდი, ასე 12-16 საათის განმავლობაში.

მაგას ვაკეთებ 20:4 ზე ან 22:2 ზე
უკიდურეს შემთხვვაში 18საატიანით,მარა უმეტსად 20მერ ემშვიდება
არისტოტელე999

არისტოტელე999
QUOTE
ჰო რავი სამი დღე აპასნია თუ იდეალურად ჯანმრთელი არ ხარ
დანამატებს იღებს ყველა,24 საათის მერე დანამატების გარეშე არვარგა,კი,










ისეკი,ზოგადად რასაც ვაკეთებ ამის იქით-ვარჯიში და კალორიების თვლა popcorn.gif popcorn.gif

Posted by: kaiser Soze 12 Jul 2018, 16:06
Likaa
თუ დაბალ ნახშირწყლებზე ხარ ადაპტირებული, კეტოზშიც უფრო ადვილად შეხვალ.

მე ინტერმიტენტ ფასტინგს ვაკეთებ, ასე 14-18 საათიანი ფანჯრით ყოველდღე, წელიწადში ერთხელ ერთი 40 საათიან ფასტსაც გამოურევ ხოლმე, დეტოქსისთვის. წონის გამო არა. ისედაც ცხიმები მინიმუმზე მქონდა და კუნთოვანი მასის მომატება კიდევ მინდა. ლაიფსტაილის და მენტალური სარგებლის გამო ვაკეთებ.

მხოლოდ მაშინ ვარღვევ ფასტს, როცა დილით ადრე ვვარჯიშობ, ან როცა შვებულებაში ვარ.

ქალები ჰორმოუნალურად და მეტაბოლურად განსხვავდებიან კაცებისგან, და კეტოსთან ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ.

აგერ ქვემოთაა რამოდენიმე რჩევა:

https://www.marksdailyapple.com/7-keto-tips-for-women/?utm_campaign=MDA+Newsletter+7.11.18+%28QdgUBJ%29&utm_medium=email&_ke=eyJrbF9lbWFpbCI6ICJ0YXJraGFuYUBnbWFpbC5jb20iLCAia2xfY29tcGFueV9pZCI6ICJRYXpIV3oifQ%3D%3D&utm_source=AWeber+-+Clicks+since+6%2F1%2F18



Posted by: Likaa 12 Jul 2018, 16:11
kaiser Soze
QUOTE
თუ დაბალ ნახშირწყლებზე ხარ ადაპტირებული, კეტოზშიც უფრო ადვილად შეხვალ.

მე ინტერმიტენტ ფასტინგს ვაკეთებ, ასე 14-18 საათიანი ფანჯრით ყოველდღე, წელიწადში ერთხელ ერთი 40 საათიან ფასტსაც გამოურევ ხოლმე, დეტოქსისთვის. წონის გამო არა. ისედაც ცხიმები მინიმუმზე მქონდა და კუნთოვანი მასის მომატება კიდევ მინდა. ლაიფსტაილის და მენტალური სარგებლის გამო ვაკეთებ.

მხოლოდ მაშინ ვარღვევ ფასტს, როცა დილით ადრე ვვარჯიშობ, ან როცა შვებულებაში ვარ.

ქალები ჰორმოუნალურად და მეტაბოლურად განსხვავდებიან კაცებისგან, და კეტოსთან ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ.

აგერ ქვემოთაა რამოდენიმე რჩევა:

https://www.marksdailyapple.com/7-keto-tips...ince+6%2F1%2F18

კი,კარგად ვიცი ეგ ყველაფერი
24 საათი რომ გააკეთოს ყველა კვირა ქალმა,კვირაში 1 ხელ,რა,არაფერი არ მოუვა,პირიქით
მენტალურია ისე სუფთა ეს წყალზე ყოფნა,შიმშილით ჩემი გამოცდილებით 3დღე+ ვაბშე აღარ გშია,რა,ნუ წამოგივლის ხოლმე,მაგრამ რასაც ქვია შიმშილი აღარაა (ცხიმისწვის ხარჯზე)
ცხოვრების წესისთვის კარგია 24სთ კვირაში პლუს intermittent fasting

Posted by: არისტოტელე999 13 Jul 2018, 02:17
აი ხვალ უნდა მოცხო 36 საათიანი ფასტინგი
ვნახოთ თუ გავძელი იმედია 1 კგ დავიკლებ

15% ცხიმზე ვარ
ვერ ჩამოვცდი რა
10 მინდა

Posted by: Likaa 13 Jul 2018, 08:20
არისტოტელე999
rato ver unda gadzlo?
erti game udziliba miqmnis dzaaaan problemas sxba mxric kargad var

Posted by: არისტოტელე999 13 Jul 2018, 13:08
Likaa

რავი მშივდება მაგრად biggrin.gif

Posted by: Universe 13 Jul 2018, 13:11
ან შიმშილობა თქვით, ან მარხვა. ფასტინგი არა ისა კიდე...

Posted by: larakroft 13 Jul 2018, 14:55
Universe
მეც ეგ შენიშვნა მინდოდა გამეკეთებინა... კიდევ კარგი ინგლისური ვიცი მალევე მივხვდი რაზე იყო ლაპარაკი თორემ თავიდან ავიჭერი...

Posted by: არისტოტელე999 13 Jul 2018, 15:34
კარგი 2 საათიანი ფასტინგი მქონდა up.gif
მერე ტორტი, ნამცხვარი და ხაჭაპური ვჭამე up.gif

Posted by: charliXL 13 Jul 2018, 22:54
QUOTE (არისტოტელე999 @ 13 Jul 2018, 15:34 )
კარგი 2 საათიანი ფასტინგი მქონდა up.gif
მერე ტორტი, ნამცხვარი და ხაჭაპური ვჭამე up.gif

ყოჩაღ lol.gif lol.gif


მე ვარღვევ-ვდიეტობ და საერთო ჯამში 4 კილო დავიკელი და შევინარჩუნე ახლა ისევ მოვიხოდე და გავაგრხელებ

Posted by: Likaa 15 Jul 2018, 16:01
charliXL
რას იცავ?
კალორიები ითვალე,არგინდა?
ნაკლებ სტრესულია biggrin.gif fig.gif

Posted by: H20 17 Jul 2018, 17:37
ე.ი. დილიდან_საღამომდე ვარ რაფინირებული გონებით, მივირთმევ ჯანსაღ, სასარგებლო საკვებს, ჰარმონიაში ვარ საკუთარ სულთან და სხეულთან და სადღაც 22:00-დან მეწყება ველური შეტევა , მაინცდამაინც მაღალკალორიული საჭმელი მინდება. გუშინ პიცით დავაგვირგვინე, მაგალითად.

ამას თავს როგორ დავამარცხებინებ ?!
ეს მავნე ჩვევაც უნდა გადავაგდო!

რჩევებს მივიღებ, ღამით ჭამას
უმტკივნეულოდ როგორ გადავეჩვიო.

* * *
შიმშილზე რომ წერთ, ბევრი წლის წინ 7 დღიანი შიმშილობა გავაკეთე და მგონი იმის მერე დამერღვა ყველაფერი.
სასტიკი წინააღმდეგი ვარ! მაქსიმუმ ერთი დღე, განტვირთვისთვის

Posted by: <casablanca> 18 Jul 2018, 16:56
H20
QUOTE
რჩევებს მივიღებ, ღამით ჭამას
უმტკივნეულოდ როგორ გადავეჩვიო.

შეტევა რომ დაგეწყება ჭამე,მაგრამ დაბალკალორიული რამე. თან წყალი დალიე , ან ჩაი ან რაღაც ,რაც ცოტა კუჭს მოატყუებს.

Posted by: Likaa 18 Jul 2018, 18:47
QUOTE
შეტევა რომ დაგეწყება ჭამე,მაგრამ დაბალკალორიული რამე

+
ბოსტნეულის სალათა ჭამე ,გაგბერავს,კუჭიც მოტყუვდება და სანამ ჭამას დაიწყებ მანამდე 5წუთით ადრე წყალი დალიე
ჭრის

Posted by: H20 18 Jul 2018, 20:00
Likaa
<casablanca>

მადლობა, გამოხმაურებისთვის.

არა, უნდა დავიფიცო smile.gif) რომ 20:00 საათის შემდეგ რომ ვკვდებოდი არ შევჭამ, მხოლოდ წყალს, ჩაის მივიღებ. გამონაკლისებს დავუშვებ ფორსმაჟორების დროს.

2 რამე გადავაგდე ასე "დაფიცებით".
აბა, სხვა ხერხი არ ჭრის ///

Posted by: larakroft 19 Jul 2018, 05:59
H20
QUOTE
სადღაც 22:00-დან მეწყება ველური შეტევა

მაგ ამბისთვის 30გრამი შოკოლადი მაქვს შემონახული... რავი დიეტისთვის არასდროს შეუშლია ხელი.. რამდენადაც ვიცი ე რაოდენობა ნებადართულია ... მეც მაქვს ხოლმე ველური შეტევები საღამოს... აი განსაკუთრებით მაშინ როცა მეძინება და რაღაც მიზეზთა გამო ვერ ვიძინებ...

Posted by: H20 19 Jul 2018, 10:42
larakroft

შავი შოკოლადი უებარია, თუ ტკბილის მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, მე გემრიელად ჭამა მინდება, შემწვარი, ცხარე და ეგეთები + დესერტი ზემოდან.

დღეს უმტკივნეულოდ გადავლახე.
რომ ვიცი შანსი არაა ვერ დავარღვევ, ისე დავიფიცე smile.gif) არც მინდა.

ცივი ჩაი, უშაქროდ, უზარმაზარი ჭიქით, და წყალი დავლიე საღამოს მხოლოდ.

ასე ნელ-ნელა ბევრი რამე უნდა ავიკრძალო და ნორმალურ წონას დავუბრუნდე.

Posted by: Likaa 19 Jul 2018, 17:47
ხვალ ვიწყებ ჩემ საყვარელ დიეტას,რთულია,მაგრამ,შედეგი სასწაულიაქვს
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
* * *
H20
QUOTE
იმის მერე დამერღვა ყველაფერი.

რა დაგერღვათ?
სწორად დაიცავი?

Posted by: H20 20 Jul 2018, 00:14
Likaa

ნივთიერებათა ცვლა დამერღვა, პოლ ბრეგის მეთოდით ვიშიმშილე. სრული 7 დღე.

პ.ს. დღესაც მხნედ ვარ და ასე გავაგრძელებ!

Posted by: <casablanca> 20 Jul 2018, 13:07
Likaa
QUOTE
ხვალ ვიწყებ ჩემ საყვარელ დიეტას,რთულია,მაგრამ,შედეგი სასწაულიაქვს

რა დიეტაა ? თუ არ დაგეზარება დაწერე.

პ.ს. ჩემი ფავორიტია უგულავას დიეტა.

Posted by: Бездомный.бог 20 Jul 2018, 13:23
<casablanca>
ისევ ფუმფულა ხარ ? rolleyes.gif
უგულავას დიეტის შემდეგ წონა მაინც გიბრუნდება up.gif

ინტერვალური შიმშილი სჯობს ყველას love.gif

Posted by: <casablanca> 20 Jul 2018, 13:28
Бездомный.бог
QUOTE
უგულავას დიეტის შემდეგ წონა მაინც გიბრუნდება up.gif

საკუთარ თავზე გამოცადე ? წონა ყოველთვის დაგიბრუნდება თუ იმაზე მეტი კალორია მიიღე ვიდრე დახარჯავ.
ისევ ფუმფულა ხარო რომ მეკითხები, არ მიცნობდი არასდროს, ფოტო არ დამიდევს ფორუმზე და ცოტა ლოგიკური კითხვები რომ დასვა აჯობებდა.

Posted by: Бездомный.бог 20 Jul 2018, 13:36
<casablanca>
givi.gif

წესით 29 წლის უნდა ხდებოდე მალე
ძალიან კარგად ვიცი როგორც გამოიურები
ზევსმა ხელი მოგიმართოს თავის მოტყვილებაში

up.gif

Posted by: <casablanca> 20 Jul 2018, 13:39
Бездомный.бог
რა გინდა ? გეუბნები აზრზე არ ხარ ვინ ვარ და არც მიცნობდი არასდროს. შიზოფრენიკი ხომ არ ხარ ერთდაიგივეს რომ იმეორებ ? ვახ
წადი რა შენს გზაზე.

Posted by: framoj 20 Jul 2018, 13:56
<casablanca>
უგულავა მეც მიყვარს. დარღვევებით ვაკეთებდი და კარგად დავიკელი. ზამთრის დიეტაა რატომღაც ჩემთვის.

Posted by: <casablanca> 20 Jul 2018, 14:04
framoj
მე ახლა გავაკეთე 2 კვირა, 4 კილო დავიკელი. ვაგრძელებ კიდევ. ვარღვევ ხო მეც, ცოტა მეტ ხილს ვჭამ და პურიც ძნელად მყოფნის რამდენიც წერია ის .

Posted by: Бездомный.бог 20 Jul 2018, 14:17
<casablanca>
რა დღეში ხარ lol.gif
ჯერ ერთი შენ გამოხტი პირველად ნახეთ ტომი იტყვილება, ნახეთ ტომის ახალი ნიკები biggrin.gif სკეროზიც თუ გაწუხებს თქვი..
დალშე იმდენად სასაცილო და ბავშვურია
შენი არგუმენტები: სიბრალულის გრძნობას იწვევს...

შენს ცუდ ხასიათსს და შენდამი ინტერეს მე ნუ მაბრალებ no.gif

ფუმფულა
chups.gif


Posted by: framoj 20 Jul 2018, 14:41
<casablanca>
რამდენის დაკლება გინდა ჯამში ?

მე -10 მინდა, დღეს დავიწყე 350 გრ 3-ჯერ დღეში, დილით ხილი, შუადღეს ბოსტნეული და რძის ნაწარმი, საღამოს ხორცი. ოღონდ ვფიქრობ სადილი და ვახშამი ხო არ გადავანცლო მონელების გამო.

Posted by: Likaa 20 Jul 2018, 17:36
<casablanca>
QUOTE
რა დიეტაა ? თუ არ დაგეზარება დაწერე.

ადვოკატის დიეტა
40დღეა,მაგრამ დამიჯერე,ამ ორმოც დღეში ,შეიძლება საერთოდ გაქრე :დ smile.gif
აქ გააკეთა ერთმა ფორუმელმა,როგორც მახსოვს,
https://www.google.com/search?q=%E1%83%90%E1%83%93%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj80qWJ5q3cAhWCJJoKHaK6AzIQ_AUICigB&biw=1920&bih=974#imgrc=PjtoNUjZ33TAoM:
ვიზუალზე უაზორდ გეტყობა,ზოგადად დიეტების მომხრე არ ვარ,მაგრამ თუ რამე უცბად გინდა და ა ,შ,იდეალურია



QUOTE
წონა ყოველთვის დაგიბრუნდება თუ იმაზე მეტი კალორია მიიღე ვიდრე დახარჯავ.

+100000


Бездомный.бог
არაადეკვატური ხარ ვიღაცა ;დ
ან შენი რა საქმეა ვინროგორ გამოიყურება,ან აქ რას განიხილავ

Posted by: <casablanca> 20 Jul 2018, 19:05
framoj
თუ შევძელი 15 -ის დაკლება მინდა . ნელა ვიკლებ საკმაოდ. cry.gif

Likaa
მადლობა, ადვოკატის დიეტა კი ცნობილია, გამიგია. ვნახე ახლა დიეტა.გეზე. დარწმუნებული ვარ ძალიან ეფექტური იქნება. უპუროდ გამიჭირდება მაგრამ დავფიქრდი ახლა, იქნებ შევწვიტო უგულავა და ეგ დავიწყო. biggrin.gif

Posted by: Likaa 20 Jul 2018, 19:32
QUOTE
თუ შევძელი 15 -ის დაკლება მინდა . ნელა ვიკლებ საკმაოდ. 

<casablanca>
დაიკლებ მაგ დიეტით რაც მე დავწერე,ახლა კარგი დროა,ზაფხული თორე მერე ჭირს ეგ დიეტა
დაიცავი აუცილებლად მეც აქვარ bis.gif bis.gif

Posted by: marrriam 21 Jul 2018, 01:15
გამარჯობა
პირველ რიგში დაკლებას გისურვებთ
biggrin.gif
3 კილოს დაკლება მინდა რაც შეიძლება მალე
უნებისყოფო ადამიანი ვარ და 1 კვირაზე მეტხანს ვერაფერს გავქაჩავ
ვარჯიშიც არ მეზარება
ჰოდა ლახტი + ბევრი ფეხით სიარული და რამე დიეტა მირჩიეთ რა

Posted by: Бездомный.бог 21 Jul 2018, 01:35
Likaa
როგორ მიყვარს ქართველი გოგოების
დასკვნების დადება წამებში
love.gif
ჰმ
რა იცი შენ ვინ არის ეგ ადამინი?
იქნება ბიჭია გოგოს ნიკიდ და პუტკუნა გოგოებს იტაცებს?

შეიძლება ცოლ ქმარი ვართ და ასე ვცდილობ ვუთხრა, რომ არ სჭირდება დიეტა?


lol.gif

თუ არ მაქვს შეეხება ადამიანთან რატომ უნდა დავუსვა კითხვა პუტკუნა ხარ თუ არა?

love.gif

თუნდაც არაადეკვატური იყო....

ეხ, ეტყობა ეგ დიეტა მარტო წონას არ აკარგვინებს ხალხს

biggrin.gif

Posted by: SkitterZ 21 Jul 2018, 12:02
Бездомный.бог
QUOTE
როგორ მიყვარს ქართველი გოგოების
დასკვნების დადება წამებში

facepalm.gif


თურქი გოგოების დადებული დასკვნებს მაინც სხვა გემო აააააააააქვს


შენში ეძებე პრობლემა, მართლა ოღონდ user.gif



არ გეწყინოს რა, ცუდი გულით არ ვწერ tan.gif

Posted by: Бездомный.бог 21 Jul 2018, 12:32
SkitterZ
რა უნდა მეწყინოს ? 50 პოსტი მომიძღვან ადამინმა ხან რა დამაბრალ ,ხან რა და არ უნდა გამეცა პახუხი თურმე lol.gif

პ.ს ამიტომ არ უნდა ჩაერია სხვა ადმინების დებატებში,როდესაც არ იცი რა ხდება up.gif

Posted by: <casablanca> 21 Jul 2018, 12:56
Likaa
დავიწყე დღეს ადვოკატი. მინერალური წყალი აუცილებელია ? ვნახავ ჯერ 10 დღეს , თუ გავძელი გავაგრძელებ.
ბოსტნეულს 250 გრამზე მეტს ვაპირებ, ეგ არ შეუშლის ხელს .
შენც დაიწყე ხო ?

Posted by: SkitterZ 21 Jul 2018, 14:22
Бездомный.бог
QUOTE
და არ უნდა გამეცა პახუხი თურმე 

სად ამოიკითხე ეს gigi.gif



ამიტომ არ უნდა იყო კომპლექსიანი up.gif



Posted by: Likaa 22 Jul 2018, 11:48
<casablanca>
კიკი მეც ვიცავ გვიან გიპასუხე ბოდიში
წყლით ვაკეთებ მე არაა აუცილებელი გაზიანი
როგორ გრძნობ თავს
* * *
Бездомный.бог
მისმინე რაც არ უნდა ხდებოდეს და ა.შ ეს თემაა შენი აზრით ადგილი რომ განიხილო ეგ ყველაფერი?
თუ მუღამი გაქვს ყველგან რომ პოსტო
ქართველი გოოგოს გაგება რა შუაშია :დდდდ
ზემოთ რაც დავწერე კიდევ დავადასტურებ-ნამდვილად არაადეკვატური ყოფილხარ.

Posted by: <casablanca> 22 Jul 2018, 11:55
Likaa
ხო გაზიანს არ ვაპირებ, როგორც ვიცი არაა კარგი . ცელულიტს აჩენსო გამიგია :დ
რავი გამიჭირდა სიმართლე გითხრა. ახლაც ცოტა თავი მტკივა, ალბათ მივეჩვევი და გადამივლის. 10 დღის მერე უფრო რთულია ხო , ბოსტნეული რომ აღარ იქნება ? წარმატებები შენც და მეც tuk.gif

Posted by: Likaa 23 Jul 2018, 18:13
<casablanca>
QUOTE
ავი გამიჭირდა სიმართლე გითხრა.

QUOTE
ავი გამიჭირდა სიმართლე გითხრა.

როგორ მიდის აბა დღევანდელი დღე? bis.gif bis.gif love.gif love.gif

Posted by: FREE RADICAL 23 Jul 2018, 19:01
გამარჯობა. მოკლედ, პირველი ეტაპისთვის მინდა 15 კილოს დაკლება. ვარ 1.78სმ - 90 კგ sad.gif ჩემი წონა იყო ყოველთვის 65-67კგ. თუმცა 4 წლის წინ ორსულობა+ჰორმონალური პრობლემები და ავედი 103 კილოზე. შარშან ძალიან მოვინდომე და 28 კილო დავიკელი, მაგრამ ახლა ისევ ავედი 90ზეsad.gif( დღეიდან ისევ დიეტაზე ვარ. დღეში ვჭამ 4-ჯერ. ჭამის წინ 2 ჭიქა წყალი და 7 საათზევამთავრებ ჭამა-სმას. + დავდივარ ფეხით. ტკბილეული, ცომეული, შემწევარი მთლიანად მაქვს ამოღებული, მაგრამ რადგან ტკბილი ძალიან მიყვარს ხილით ვანაცვლებ. ესაა ჩემი დიეტა. თვენნახევარში მაინც ვაპირებ ამ წონის დაკლებას და აუცილებლად დავწერ შედეგს smile.gif წარმატებები ყველას

Posted by: <casablanca> 24 Jul 2018, 01:46
Likaa
QUOTE
როგორ მიდის აბა დღევანდელი დღე?       

უკეთესად. თავი აღარ მტკივა . ოღონდ ნახევარი ატამი შემომეჭამა biggrin.gif მენიუ : ხაჭო, კიტრი-პომიდორი და ცოტა ატამი + რძიანი უშაქრო ყავა 1 ჭიქა .

* * *
FREE RADICAL
შარშან როგორ დაიკელი ამდენი ? კალორიებს ითვლიდი ? წარმატებები.

Posted by: Likaa 24 Jul 2018, 10:18
QUOTE
შარშან როგორ დაიკელი ამდენი ? კალორიებს ითვლიდი ? წარმატებები.

QUOTE
კალორიებს ითვლიდი

შეიძლება არ იჯდა და არ წერდა და ართვლიდა,მაგრამ ნებისმიერი დიეტა კალორიის დეფიციტისგარეშე ნოლია
ყველაზე უსაფრთხო ესაა
ადვოაკტს ეგ რო მიაბა bis.gif chups.gif <casablanca>

Posted by: FREE RADICAL 24 Jul 2018, 10:54
Likaa
აი როგორც დავწერე. წყალი ყველა ჭამის წინ 20 წუთით ადრე აუცილებლად. დღეში 4ჯერ ვჭამდი 7 საათამდე. კალორიებს არ ვითვლიდი მაგრამ რათქმაუნდა მცირე ულუფებით და დაბალკალორიულ საკვებს. ცომი, ტკბილი, შემწვარი ამოვიღე მთლიანად. უბრალოდ, ძალიან დეპრესიაში რომ არ ჩავვარდნილიყავი კვირაში ერთხელ ვარღვევდი და რაც მინდოდა ვჭამდი. არ ვვარჯოშობდი მაგრამ ფეხით ვცდილობდი მევლო. ფაქტია ძალიან კარგი შედეგი მქონდა 2 თვეში დავიკელი 28 კგ. აი მაგალითისთვის მოვიყვან ერთი დღის კვებას: დილით წყალი და შემდეგ 2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ყველი, 1 კიტრი. 2-3 საათში ხილი - 2 ვაშლი ან რომელიმე სხვა ხილი და უშაქრო ყავა ( ამით ტკბილეულს ვანაცვლებდი) დაახლოებით 5 საათისთვის რასაც სახლში გავაკეთებდი სადილს სუფი მაგალითად ბოსტნეულის ან ქათმის მკერდი მოხარშული, და ბოლოს 7 საათზე ვჭამდი მწვანე სალათი და კეფირი, ან კიტრი-პამიდორი რაც მქონდა მოკლედ. მშიერი არ ვიყავი ნამდვილად, მშვენივრად ვგრძნობდი თავს. 1000 კალორიას როგორც წესი არ სცდებოდა.

Posted by: crystal 24 Jul 2018, 11:13
QUOTE
ადვოკატის დიეტა

აუ ამეებს როგორ აკეთებთ, საკუთარი თავი არ გიყვართ? drug.gif

Posted by: Likaa 24 Jul 2018, 11:20
FREE RADICAL
QUOTE
1000 კალორიას როგორც წესი არ სცდებოდა.

ათასი კალორია ძაან ცოტაა შენთვის და ზოგადადაც,ზრდასრული ადამიანისთვის,აქტივობა როგორ გქონდა?
https://www.iifym.com/iifym-calculator/
ყველაზე მაგარი კალკულატორია,პროსტა გვერძე Metric
მიუთითე და დაბლა დაგიწერს რავი,1000 ძააან ცოტააა
შედეგს კი გილოცავ <3 <3


crystal
QUOTE
აუ ამეებს როგორ აკეთებთ, საკუთარი თავი არ გიყვართ? 

QUOTE
აუ ამეებს როგორ აკეთებთ, საკუთარი თავი არ გიყვართ? 

lol.gif lol.gif ხნადახან ძაან მიბნელდება ხოლმე,დილაობით

Posted by: FREE RADICAL 24 Jul 2018, 11:51
Likaa
კი ვიცი, სწრაფი კლებისთვის 1500 კალორია უნდა მივიღო ჩემ წონაზე მაგრამ ვერ ვახერხებ პურის და ტკბილის გარეშე მაგდენის მიღებასsmile.gif
აი ამით ვსარგებლობ მე. ყველაფერია - კალკულატორიც და კალორიებიც
http://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=638

Posted by: Likaa 24 Jul 2018, 12:03
FREE RADICAL
კი ვიცი ეგ,არასწორია ბევრი რამის კალორია
ხილზე ვაშლს 52-55მდე აქვს
და ბევრი ცდომილებააა,ინგლისურად დასერჩო,სჯობს
პურს რატო არ ჭამ?ერთ ნაჭერს,დიეტურს,მაგისდა შოკოლადის გარეშე არ შემიძლია :დ
შოკოლად მწარე

Posted by: FREE RADICAL 24 Jul 2018, 12:18
Likaa
არ ვიცი რატომ არ ვჭამ, ასე ცოტ-ცოტა არ შემიძლია ან მთლიანად უნდა ამოვიღო ან ძალიან ბევრი ვჭამო. ოქროს შუალედი ჩემი სუსტი წერტილია))
შენ რამდენი ხარ და რამდენი უნდა დაიკლო? ან რომელ დიეტას იცავ?

Posted by: Likaa 24 Jul 2018, 18:49
FREE RADICAL
QUOTE
არ ვიცი რატომ არ ვჭამ, ასე ცოტ-ცოტა არ შემიძლია ან მთლიანად უნდა ამოვიღო ან ძალიან ბევრი ვჭამო. ოქროს შუალედი ჩემი სუსტი წერტილია))

ზუსტად მასე ვარ,უბრალოდ ,მგონია სხვას ყველას შეუძლია ამის კონტროლი
QUOTE
შენ რამდენი ხარ და რამდენი უნდა დაიკლო? ან რომელ დიეტას იცავ?

ადვოკატს ვიცავ,ადვოკატის დიეტას,მარა დღეს ავურიე ძაან,გამოცდა მქონდა,სტრესი მკლავს ,რა....ხვალ ვფიქრობ ხელახლა
დავწერ მალე ყველაფერს<3

Posted by: <casablanca> 24 Jul 2018, 19:51
Likaa
მეც ავურიე :დ. შეუძლებელია ამის ზუსტად დაცვა. ამიტომ მივყვები მაინც ბოლომდე , ოღონდ ცოტა დარღვევით. დღეს მაგალითად ერთი ნაჭერი პური და 40 გრ. ყველი ვჭამე და ცოტა თვალებში გამოვიხედე chups.gif

Posted by: Likaa 24 Jul 2018, 20:15
<casablanca>
QUOTE
მეც ავურიე :დ. შეუძლებელია ამის ზუსტად დაცვა. ამიტომ მივყვები მაინც ბოლომდე , ოღონდ ცოტა დარღვევით. დღეს მაგალითად ერთი ნაჭერი პური და 40 გრ. ყველი ვჭამე და ცოტა თვალებში გამოვიხედე 

მე როცა დავიცავი 10დღე და ცოტა მეტი,დაურღვევლად,გრამითაც კი,ისე დამეტყო რო აი ვერ აღვწერ პროსტა
მაგრამ ზაფხულში პირიქით,მიჭირს :/
არადა მადა არ უნდა მქონდეს წესით :დ
ფბ გაქვს? ჯგუფში დაემეატე ადვოკატის,არაჩვეულებრვიი შედეგებია bis.gif bis.gif
https://www.facebook.com/groups/1684638458532267/

Posted by: Бездомный.бог 26 Jul 2018, 15:49
SkitterZ
იმენა სოსოია მორიელი იბაზრე თავის
განსაკუთრებული მუსიკების ფონზე
chups.gif

ნაყინი გინდა ხუჭუჭა?

ჰმ თქვენი ნებაა მანდილოსნებო საკუთარი
ორგანიზმის განადგურება თუ გსურთ, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან და ასევე
ჩემი რამოდენიმე მეგობრის
დაკვივრებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეგ ადვოკატის დიეტა, უგულავას და დუნკანიც არის იდოტობა და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება.

ორი მეთოდი არი იდეალური წონის დასაკლებად; პირველი ეს გახლავთ " სწორი კვება" , ანუ ყოველ 3 საათში ერთხელ ჭამა და ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების სწორი განაწილება... მეორე ესაა- 16 საათიან შიმშილი,ანუ მაგალითად: ჭამთ დღის 12 საათზე და 6 საათამდე მიიღებთ ბოლო ულუფას...
კალორიები უნდა გაკონტროლოთ და სადღაც 1700 კალორიაში ჩაეტიოთ.
მომდევნო დღის 12 საათამდე არ ვჭამთ არაფერს.
16 საათზე მეტი გამოდის.

ეგეთი კვების რეჟიმი პირდაპირ ურტყამს ცხიმებს....


ვარჯიშს რაც შეეხება დილას უზმოზე ფეხით იარეთ 1 საათი და საღამოს 1 საათი ან 30 წუთი. ასევე ლახტით თუ იხტუნავებთ 15 წუთს ესეც კარგია.
მოკლედ, გარანტირებული შედეგი გექნებათ!

პ.ს მე პირადად 16 საათიან შიმშილის ვანიჭებ უპირატესობას

წარმატები ღიპუცი

up.gif

Posted by: FREE RADICAL 27 Jul 2018, 10:59
გამარჯობა. შედეგით დავფიქსირდები. მე-5 დღეა და 86 კგ. ანუ -4კგ დამრჩა 11 smile.gif

ხალხნო სოსისი დიეტის დროს მოსულა?

Posted by: Likaa 27 Jul 2018, 12:47
Бездомный.бог
QUOTE
კალორიები უნდა გაკონტროლოთ და სადღაც 1700 კალორიაში ჩაეტიოთ.

facepalm.gif
ყველას სხვადასხვა კალორია რომ ერგება,აქტივობის,სიმაღლის,წონის და სქესის გამო,არაუშავს,"პროფესორო>"
FREE RADICAL
QUOTE
ხალხნო სოსისი დიეტის დროს მოსულა?

კალორიების დეფიციტში ყველაფეირ მოსულა,ყველა დიეტა კი კალორიების დეფიციტზეა

Posted by: სნეგირი2 27 Jul 2018, 12:58
QUOTE
ხალხნო სოსისი დიეტის დროს მოსულა?

გააჩნია მიზნებს.

Posted by: framoj 27 Jul 2018, 13:20
FREE RADICAL
გააჩნია რომელ დიეტას იცავ.

მე თუ მკითხავ დიეტის დროსაც და ზოგადადაც სოსისი, ძეხვი, გაზიანები, ემულგატორდამატებულინსაკვები არაა საჭირო.

Posted by: Бездомный.бог 27 Jul 2018, 14:32
Likaa
რატომ გაქვს ეგეთი რეაქცია მადამ?
ეგ 18 საათიან შიმშილზე თუ გინდა სულ ნუ დაითვლი კალორიებს მაინც იკლებ, მაგრამ
მალე თუ გინდა შედეგი სწორედ მაგდენ კალორიაში უნდა ჩაეტიო.

ეგ სტანდარტული კალორიების დიეტა არაა.

სნეგირი2
ვახ რა კაცი

love.gif
ველკომ სენსეი

bis.gif

ძალიან დაგვაკლდი.

მერე ის თემა ამოქაჩე რა თუ კიდევ
იმ საქმეში ხართ მეც

ჩამრთეთ

Posted by: Likaa 27 Jul 2018, 14:47
Бездомный.бог
QUOTE
Likaa
რატომ გაქვს ეგეთი რეაქცია მადამ?
ეგ 18 საათიან შიმშილზე თუ გინდა სულ ნუ დაითვლი კალორიებს მაინც იკლებ, მაგრამ
მალე თუ გინდა შედეგი სწორედ მაგდენ კალორიაში უნდა ჩაეტიო.

რას დაიკლებ?შეიძლება იმდენი ჭამო,არიქა,18საატი აღარ შევჭამო რომ calorie surplusში წახვიდე
ეგ არ გჭირდება დათვლა,როდესაც აკეთებ 22:2 ზე ,ან 23:1 ზე omad one meal a day იმიტომ რომ ამ ფანჯარაში ფიზიკურად ვერ ჩატევ ბევრ კალორიას
სხვა შემთხვევაში,უნდა აკონტროლო მაინც.

Posted by: Бездомный.бог 27 Jul 2018, 15:55
Likaa
აუფ, მაგი ახლა თუ ყოველდღე ტორტი და
შოკოლადი მირთვი ვერ დაიკლებ.

ისე შენი პარამეტრები როგორია?
რამდენი კილო ხარ და სიმაღლით?
არ იტყვი ხომ?

user.gif

Posted by: სნეგირი2 27 Jul 2018, 16:59
კალორიების თეორიით ხელმძღვანელობა არ არის გამართლებული.
სანამ იხელმძღვანელებდეთ, გაეცანით მათი წარმოშობის ისტორიას თუ რას წარმოადგენენ რეალურად.

OFFTOPIC:
Бездомный.бог
100 პოსტს ითხოვს იმ განყ-ში დასაპოსტად.


Posted by: პითონი 27 Jul 2018, 17:06
მეხუთე დღეა პური ძალიან შევამცირე,ტკბილი ვაფშე აღარ(2 ყავა და ნახევარი სნიკერსი ამ 5 დღეში)
შემწვარს ვერიდები,ძირითადად მოხარშულზე გადავედი
ცომეულსაც ვერიდები
ღამე ვჭამე პროსტა ოჯერ :ხ
ხოდა,დაკლების რა გითხრათ,არვიცი წონა და ა.შ
უბრალოდ მაინც ისევე მშია როგორც მანამდე,თან საინტერესო ის არის რომ ცოტას ვჭამ ხოლმე,მაგრამ ტვინი რო აღიქვამს აღარ მშია ხოლმე.


Posted by: Бездомный.бог 27 Jul 2018, 17:12
მე მინდა ახლა 7 კილო და ვიქნები სუპერ ფორმაში
smile.gif

Posted by: სნეგირი2 27 Jul 2018, 18:08
QUOTE
მეხუთე დღეა

მარტო ხილზე ვარ. : )))

Posted by: Бездомный.бог 27 Jul 2018, 18:16
გეტყობა ნიკზე მარტო ხილზე
რომ ხარ up.gif


Posted by: sexi-bicola 28 Jul 2018, 20:59
უგულავას დიეტა დავტესტე, მაგაზე ძალიან არც ერთი დიეტა არ მომწონებია

Posted by: don tomi 1 Aug 2018, 01:21
კასაბლანკამ დაიკლო ნეტავ ?

rolleyes.gif

Posted by: <casablanca> 1 Aug 2018, 01:41
boli.gif
----------------------
* * *
sexi-bicola
რამდენი დაიკელი 4 კვირაში ? ცოტას არღვევდი ?

Posted by: don tomi 1 Aug 2018, 02:00
ჰე, დაუკლია ვითომ?
rolleyes.gif


რაღაც არა მგონია
tongue.gif

Posted by: sexi-bicola 1 Aug 2018, 21:24
<casablanca>
სულ ვარღვევდი და 4 კვირა არც დავიცავი,კვირაში 2 კგ , თუმცა მეგობარმა 5 კგ დაიკლო

Posted by: don tomi 2 Aug 2018, 15:02
სეხი-ბიცოლა
შენ მარტო მკერდი გაქვს 100 კილოიანი
up.gif

პ.ს ვბალეშიკობ კასაბლანკას
საინტერესოა გახდა ტან- წერწეტა rolleyes.gif


Posted by: sexi-bicola 2 Aug 2018, 19:14
<casablanca>
ხო თან ცოტა ფიზიკური დატვირთვაც გინდა , მეტაბოლიზმს ეხმარება, გულსაც, ტვინსაც . მე დღეში 10 კმს დავდივარ ფეხით smile.gif

Posted by: Kebo 5 Aug 2018, 19:22
186 სმ
97 კგ

ბოლო 2 თვეში მაგრად ავკრიფე წონა
ლუდი, შაურმა, კოკაკოლა და მოკლედ რაა

მირჩიეთ რამე
მაგრამ არანორმალური შიმშილის გრძნობის გამძლები არ ვარ

წიწიბურას დიეტა ვნახე მაგრამ სულ მაგას რა მაჭმევს, თან უმარილოდ

Posted by: tapex93 5 Aug 2018, 19:41
საღამოობით ლისზე არავის გინდათ ცოტ-ცოტა წავარჯიშება ?

Posted by: sexi-bicola 7 Aug 2018, 14:30
Kebo
კვება შეცვალე, მარტივია, წონაში მატება, კლება, ორგანოების ცუდათ ფუქნციონირების დიდი ნაწილი საკვებზეა დამოკიდებული.
უბრალოდ იფიქრე რას ჭამ, რას შეიცავს და რამდენად გჭირდება ის საკვები იმ დღეს
და რაც მთავარია ულუფის ზომა შეამცირე, სულ ესაა

თუ ვარჯიში გეზარება ისერინე

უვკე დადასტურებულია რომ დღეში 30 წუთიანი სერინობა სერიოზულად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მეტაბოლიზმისთვის

Posted by: charliXL 15 Aug 2018, 21:14
მოკლედ რააა ისე ავუშვი ნერვოზი დავიმართე
ხვალ უნდა დავიწყო და კიდე თუ დავარღვევ ხელს ავირებ საერთოდ რაა sad.gif
ხვალ ფილეს გავიმზადებ და იქნებ მირჩიოთ რამე დიეტა დუკანის, ადვოკატის და უგულავას გარდა ასევე რამე მკვლელი დიეტის გარდა რადგან მაინც აზრი არ აქვს

Posted by: charliXL 17 Aug 2018, 20:31
რატო ჩაკვდით რა იყო sad.gif მოკლედ მეორე დღე ბედნიერად ჩავათავე, ორშაბათს ავიწონები და ვნახოთ.

Posted by: nia4u 19 Aug 2018, 01:09
charliXL
ახლობელი აკეთებს ასე: ჭამამდე 15 წუთით ადრე ერთი ჭიქა წყალი, მერე ჭამს ყველაფერს, რაც უნდა და რამდენიც უნდა, გარდა პურისა და ცომისა და აღარ ჭამს ექვსის მერე, მხოლოდ უშაქრო სასმელს სვამს, ათ კილომდე დაიკლო და ინარჩუნებს რამდენიმე თვეა, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევა ქონდა რამდენჯერმე...

Posted by: charliXL 19 Aug 2018, 11:48
nia4u
მასე ვერ ვახერხებ სამსახურის გადამკიდე. მოკლედ ასე შევიმუშავე 12სკენ ყავა და ხილი 3სკენ საჭმელი და მერე გააჩნია რომელზე ვრჩები თუ ადრე სახლში ვჭამ კიდე ლაითად და თუ გვიან ვცდილობ აქ ვჭამო კიდე. ანუ გამოდის რომ 3ჯერ ვჭამ თან ცოტა პორციას ისიც დიეტურს და წყალს რაც შეეხება ვცდილობ დავლიო როცა ვახერხებ ერთია რომ დილით სახლიდან გამოსვალმდე ვსვავ ხოლმე და ვნახოთ ჯერ მხოლოდ მე4 დღეა არ ვიწონები დროებით

Posted by: nia4u 21 Aug 2018, 15:09
charliXL
სამსახურში თუ ჭამ, ჭამამდე წყალს რატომ ვერ დალევ? და ცომეული ამოიღე და გექნება შედეგი აუცილებლად smile.gif

Posted by: shavi_kheli 21 Aug 2018, 20:54
Vinc ver iklebs, imas Ar unda dakleba - sakutari gamocdilebidan lol.gif lol.gif



* * *
nia4u
Mizez, mizez, dos marili akliao...


charliXL
Samsaxurs KI ara, sakutar tavs Rom daabralo ufro male daikleb.



Posted by: FadeToblackxx 22 Aug 2018, 00:17
10 კილო დავიკელი 3 თვეში და მეტაბოლიზმი მაქვს შენელებული. ადრე 85 კილო ვიყავი და სულ რომ გავმსკდარიყავი არ ვიმატებდი . ეხლა კიდე პატარაზე რო გადავაცილებ ნორმას ეგრევე ვიმატებ. რა რჩევებს მომცემთ როგორ დავიბრუნო ძველი მეტაბოლიზმი biggrin.gif სიმაღლე-1.87

Posted by: charliXL 25 Aug 2018, 09:02
nia4u
შესვენება მაქვს არეულად და რომ დავლიო და მერე 15 წუთი დავიცადო დრო მეკარგება თან მერე ტვალეტში სირბილისთვისაც არ მაქ დრო რადგან სადღაც ჯანდაბაშია დილით უზმოზე ვსვავ წყალს და მერე როცა მიხერხდება ეგ ჭამამდე წყლის დალევა კიდე რეალურად იმიტომ სვავ რომ მერე გრძნობ რომ სავსე ხარ და ნაკლებს ჭამ თორე წყლის მხრივ მთავარია 2 ლიტრამდე დალიო დღეში. და ნაკლებ ჭამით კიდე ისედაც ნაკლებს ვჭამ

Posted by: Likaa 28 Aug 2018, 17:57
1 კგ ცხიმი 7500 7000 თუ 7700 კალორიის დეფიციტია რეალურად ვეღარ გავიგე facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: <casablanca> 29 Aug 2018, 15:35
Likaa
მე როგორც ვიცი 7000 კალორიის დეფიციტი წვავს 1 კილო ცხიმს.

მოკლედ გადავწვიტე low carb -დიეტას ( კვების რეჟიმი) მივყვე. იგივე ეტკინსის ან დუკანის ვარიანტია. ნახშირწყლების მინიმუმადე შეზღუდვა, მეტი ცილები და ზომიერად ცხიმები. ასე ორგანიზმი კეტო-სტადიაში გადადის და ცხიმის მარაგს წვავსო.
ვნახოთ რა იქნება. გაწერილმა დიეტებმა ვერ გაამართლა ჩემთან.

Posted by: Likaa 31 Aug 2018, 09:53
<casablanca>
QUOTE
low carb

კეტო დიეტა ცადე
მაღალი ცხიმი,საშუალო პროტეინი,დაბალი ნახშირყლები (20 და მასზე ნაკლები_)

Posted by: <casablanca> 31 Aug 2018, 14:52
Likaa
ხო კეტოდიეტას ვგულისხმობდი ზევით. მაგრამ უფრო მეტი პროტეინი და ცხიმი ნაკლებად მინდა. ლაითი პროდუქტები არა ( რადგან ნახშორწყლები ბევრი ყოფილა მაგათში). უბრალოდ ცხიმიან ხორცს და რძის პრუდუქტებს მაინც შეზღუდულად ვაპირებ.
ჩემზე კარგად მოქმედებს ვატყობ.

Posted by: keme-keme 1 Sep 2018, 22:55
ხვალ ხდება 1 წელი რაც 6 მერე არ ვჭამ და შედეგი -18 კილო 1 წელში.
საწყისი წონა 72 .სიმაღლე 1.65. ძალიან მსუქანი არ ვიყავი მაგრამ მე რაც მინდოდა ვერაფერს ვიცვამდი.საკუთარ თავზე გაბრაზებაც მოტივაცია ყოფილაsmile.gif ისე გავბრაზდი რომ ამ 1 წლის განმავლობაში დავარღვიე მხოლოდ 1 ჯერ ისიც ახალ წელს.
არაფერი სხვა არ ამომიღია რაციონიდან.ვვარჯიშობდი შიგადაშიგ .თუმცა ყველაზე ხანგრძლივი პაუზა ვარჯიშის , 2 თვე მქონდა ზაფხულზე.
კუჭი ისე დაპატარავდა რომ ბევრს ვერც ვჭამ.ორგანიზმი არ ითხოვს. წყლის სმას ვაქცევდი დიდ ყირადღებას. 2 ლტ დღეში. ყველაფერი ეს ჩიყვის და ეუთიროქსინის ფონზე.
გუშინ დილის მონაცემებით ვარ 54 კილო.ეს წონა ალბათ მეთერთმწტე კლასში ვიყავი.
არ დანებდეთ გოგოებო.დამიჯერეთ ასე ნელი კლება ჯობია მონო დიეტებს და თავის დასტრესვავს. ხალხი ვერ მცნობს.ზოგი მეუბნება რომ სახეზე საშინლად არ მიხდება. მე მათ ვუსმენ მაგრამ მეღიმება.მე ეს შევძელიი იმაზე მეტიც დავიკელი ვიდრე ვფიქრობდი.
იყო წონის გაყინვებიც , მაგალითად დასაწყისში 3 კილო დავიკელი 1 თვეში და 3 თვე ერთ წონაზე ვიყავი გაყინული.თავის დანებება არც მიფიქრია.
რთულია ამდენ კარგ და ლამაზ ტანსაცმელს ხედავდე და შენ გასინჯვასაც ვერ ბედავდე მუცლის და თეძოების გამო.
ახლა ეა პრობლემა მოხსნილია. შევდივარ და რომელი ზომაც მინდა იმას ვირგებ.თანაც ზედმეტი წონა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც არყევს და ცზოვრების ხალისსაც აკარგინებს ადამიანს. არ დანებდეთ გოგოებო და შ3დეგი აუცილ3ბლად გექნებათ.ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. წარმატებები
მაპატიეთ ვრცელი პოსტი გამომივიდა.

Posted by: H20 1 Sep 2018, 23:34
keme-keme

აუუ ⭐⭐⭐⭐⭐
შენ ჩემი ოცნება აიხდინე!

55-ია ჩემი სიზმარი და ნოსტალგია.

ჯერ ვერ გამომდის....

მეც Lთიროქსინის ფონზე.

უმაგრესია. გილოცავ! smile.gif

Posted by: <casablanca> 2 Sep 2018, 00:52
keme-keme
გილოცავ, მაგარი შედეგია . აპირებ ხო ასე გააგრძელო მომავალში ? ( 6-7 საათის მერე არჭამა). მე ვიცი ეგ არ გამომივა და სხვა სტრატეგია ავირჩიე.
რა მაინტერესებს იცი, ჰიპოთირეოზის წამლის დოზა თუ შეამცირე ? წონის დაკლების მერე სხვა დოზა უნდა დაინიშნოსო გამიგია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 4 Sep 2018, 20:47
რას შვებით აბა დაიკელით ?
+5 მაქვს მე რამე კარგი დიეტა არ იცით mad.gif

Posted by: unusual 5 Sep 2018, 14:02
გამარჯობათ.

უცხიმო ხაჭოსა და ცხიმიან ხაჭოს შორის თუ არის დიდი განსხვავება. დიეტოლოგები როგორ ნიშნავვენ? ტყულიად ხომ არ ვარ მშივად უცხიმო ხაჭოს რომ მივირთმევ?

Posted by: ^Winterchild 5 Sep 2018, 15:41
omad გიცდიათ ვინმეს? თუ კი, როგორი შედეგები გაქვთ?

Posted by: framoj 5 Sep 2018, 16:06
unusual
გაგუა 6%_მდე ცხიმიანობით ნიშნავს.

^Winterchild
მე არ მიცდია, საჩემო არაა

Posted by: ჯიმ"მორისონი 5 Sep 2018, 16:32
ჰეი,გაქვთ ვინემს შედეგი ? rolleyes.gif


Posted by: MR_ABCD 5 Sep 2018, 19:13
აქ მარტო მსუქნები პოსტავთ ? givi.gif lol.gif

Posted by: charliXL 5 Sep 2018, 20:48
keme-keme
გილოცაავ, ძალიან მაგარია ოცნების ახდენა, და სხვას ნუ უსმენ მთავარია შენ მოგწონდეს როგორიც ხარ თორემ სხვებს რომ უყურო ერთ დასკვნამდე ვერ მიხვალ რა გიხდდება და რა არა, ყველას ვერც გამხდარი და ვერც მსუქანი ვერ მოეწონები..
6 საათის შემდეგ როგორ ახერხებდი მაინც? ანუ მე მაგალიტად ზოგჯერ 3 ან 4იის მერე 8-9მდე ვერ ვჭამ და ამიტომ ვერ ვახერხებ ამ 18 საათიან დიეტას.
გარდა ამ დროის ფაქტორისა როგორ საკვებს იღებ?

* * *
keme-keme
გილოცაავ, ძალიან მაგარია ოცნების ახდენა, და სხვას ნუ უსმენ მთავარია შენ მოგწონდეს როგორიც ხარ თორემ სხვებს რომ უყურო ერთ დასკვნამდე ვერ მიხვალ რა გიხდდება და რა არა, ყველას ვერც გამხდარი და ვერც მსუქანი ვერ მოეწონები..
6 საათის შემდეგ როგორ ახერხებდი მაინც? ანუ მე მაგალიტად ზოგჯერ 3 ან 4იის მერე 8-9მდე ვერ ვჭამ და ამიტომ ვერ ვახერხებ ამ 18 საათიან დიეტას.
გარდა ამ დროის ფაქტორისა როგორ საკვებს იღებ?

Posted by: ჯიმ"მორისონი 5 Sep 2018, 20:50
charliXL
მესამედ დაუწერე და მიიღებს მილოცვას up.gif

Posted by: მერკუციო 5 Sep 2018, 20:52
პურს არ ვჭამ მეორე დღეა და ყოველ ორ საათში ისეთი მშია, ლამის მეზობლები შევჭამო.
არადა, დღეში 5-ჯერ ჭამაზე გადავედი: საუზმე, ლანჩი, სადილი, სამხარი, ვახშამი და 8 საათის მერე ჭამაზე მორატორიუმი.
* * *
sexi-bicola
QUOTE
უგულავას დიეტა დავტესტე, მაგაზე ძალიან არც ერთი დიეტა არ მომწონებია

ვერ დალინკავ?

ვიპოვნე http://dieta.ge/?i=21&p=4

აი ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს
წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

Posted by: charliXL 6 Sep 2018, 15:35
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 5 Sep 2018, 20:50 )
charliXL
მესამედ დაუწერე და მიიღებს მილოცვას up.gif

გაჭედა ინტერენტმა არაა ჩემი ბრალი lol.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 6 Sep 2018, 20:23
charliXL
მთავარია წონამ არ გაჭედოს მადმაზელ ^_^ up.gif

1000კალორიან დიეტის დაწყებას ვაპირებ და ვინმე ხომ არ ყოფილხართ და ერთ თვეში რა შედეგი დადეთ ? rolleyes.gif

Posted by: charliXL 7 Sep 2018, 07:51
ჯიმ"მორისონი
კიი კიი ეგ მთავარია მაგრამ ჩემმა ან წონამ ან სასწორმა გაჭედა აშკარად არადა გუშინ პირველი დღე მქონდა და ეგრევე 1 კილოს მინიმუმ ვიკლებ ხოლმე, სასწორს არ გავეკარები

Posted by: ჯიმ"მორისონი 8 Sep 2018, 12:13
charliXL
კალორიებს ითვლი ან საკვებს წონი ? rolleyes.gif

8ნაჭერი ასე ვთქვათ თხლად დაჭრილი პური რამდენი გრამი იქნება ? rolleyes.gif
და საერთოდ 100გრამი რამდენი ნაჭერი პურია დაახლოვებით ? mad.gif

Posted by: <casablanca> 8 Sep 2018, 20:37
ჯიმ"მორისონი
2 თხელი ნაჭერი პური 100 გრამია ხოლმე.

Posted by: ჯიმ"მორისონი 9 Sep 2018, 01:29
მეტი მეგონა ...
მადლობა ჩემნაირი
ბოროტის პოსტები რომ არ გატარე

Posted by: likaka 12 Sep 2018, 10:53
ბავშვებო, დღეს დავიწყე დიეტა : არ ვჭამ 6 -ის შემდეგ და დღის მანძილზე კი მხოლოდ მოხარშულები, ხილი და ბოსტნეული, ასევე მოხარშული ხორცი და რძის ნაწარმი, მთლიანად ამოვიღე შაქარი/ტკბილეულობა და ცომები. მაგალითად დღეს დილით მივირთვი წიწიბურა+მაწონი, შუადღისით ვაპირებ თინუსს და ბოსტნეულს და საღამოს ხაჭოს. კვების ამ რეჟიმით დაახლოებით თვეში რამდენი შეიძლება დავიკლო? ყველა მონო დიეტა სტრესთან ერთად საბოლოოდ ორმაგ წონას უდრის და იქნებ უახლოესი ნახევარი წელი მაინც ვიყო ამ რეჟიმზე და ცხოვრების სტილად ვაქციო. თუ სადმე წავალ დავარღვევ, მაგრამ არა ცომეულით და ტკბილეულით. ტკბილეულში მხოლოდ შავი შოკოლადის ერთი ნატეხი მაქვს დაშვებული. ბურღულეულს დღის პირველ ნახევარში მივიღებ მხოლოდ.

Posted by: Likaa 13 Sep 2018, 17:43
წყალი ხანდახან რა მისწრებაა რა დღეს ვიწყებ ექვს საათზე,ჩვეულე რეჟიმში 72 საათი
likaka
ზოგადად კარგი რეჟიმია,ჯანსაღი,მაგრამ არაისეთი,მთელი ცხოვრება რო დაიცვა ან რამე,რამე ისეთი ცადე,უფრო მუდმივი,მასე აკრძალვა არ ვარგა ზოგადად რა რაც გამოვცადე

80 /20პროცენტზე ჭამე ყოველდრიურად 80 პროცენტი ჯანსაღი20 "არაჯანსაღი" და არ მოგენატრება რაფერი
ან კალორიები ითვალე და ტორტი ჭამე თუგინდა
კვირაში 2 კგს დაიკლებ კალორიების თვლით,გააჩნია რამხელა დეფიციტია

Posted by: likaka 14 Sep 2018, 00:01
Likaa
ყოფილხარ კალორიების დიეტაზე? 1200 მდე უნდა ვჭამო? თვლა მეზარება sad.gif(

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 01:27
likaka
კარგია, რომ ცომეული და ტკბილეული ამოიღე, რაც, ჩემი აზრით, ჭარბი წონის წარმოშობის უპიველესი მიზეზებია, თუმცა ტკბილეულში უნდა გულისხმობდე შაქარს, ანუ ამოიღო აბსოლუტურად ყველა ის პროდუქტი, რომელიც შაქრის შემცველია და ასეთია შეფუთული სუპერმარკეტის პროდუქციის სრული უმრავლესობა: მაგ. კეტჩუპი. მეორე მომენტი არის ის, რომ როდესაც უარს ამობობ ისეთ ნარკოტიკზე, როგორიცაა შაქარი, აუცილებელია ის ჩაანაცვლო რამე გემრიელი კერძებით და არა ბურღულეულის ფაფით, რომელიც არანაირ დადებით ემოციას არ იწვევს. სხვანაირად უბრალოდ ვერ გაქაჩავ.

Posted by: likaka 16 Sep 2018, 22:03
სნეგირი2
არ მიყვარს ტკბილეული და ალბათ არ გამიჭირდება.ყველაფერი რაც შაქარს შეიცავს ამოვიღე, მხოლოდ მარნეულის ტყემალზე ვერ ვიტყვი უარს, რატომ არის მის შემადგენლობაში შაქარი ვერ ვხვდები. რაფინირებული შაქრის მიღება ისედაც ცუდია ჯანმრთელობისათვის ,რადგან ხილიდან და ბოსტნეულიდან ისედაც ვიღებთ .ასევე უარი არ მითქვამს ნატურალურ ღვინოზე

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 23:03
likaka
შედეგიც არ დააყოვნებს. up.gif

კალორიები სისულელეა.
მაგ. შეგიძლია ყოველდღე 5000 კილო-კალორიის ხილი ჭამო და მაინც არ გასუქდები.

Posted by: Likaa 17 Sep 2018, 09:29
სნეგირი2
სნეგირი2
რაო? smile.gif))
კალორია არის ენერგია,ორგანიზმს მიაწვდი იმაზე მეტს,ვიდრე ხარჯავს და კი,შედეგი არ დააყოვნებს,ჩალაგდება იქ,სადაც საჭიროა
კალორიების დიეტით ვიკლებ თუმინდა და ვინარჩუნებ და ვარ 42 კილო :დ მეტი არაფერი
სნეგირი2
QUOTE
ს ჩაანაცვლო რამე გემრიელი კერძებით

ფაფას რას უწუნებ ,ჩემთვოს ძალიან გემრიელია
popcorn.gif popcorn.gif

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 14:59
Likaa
იმას ვგულისხმობ, რომ კალორიებით ხელმძღვანელობა არაგონებამახვილურია, თუ კალორიული სისტემის წარმოშობა იცი.

კონკრეტულად ფაფის საწინააღმდეგო არაფერი, უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ რა დიეტაზეც არ უნდა იყო, რაციონში ყოველთვის უნდა დაიტოვო ისეთი საკვები, რომელიც დადებითი ემოციების წყაროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავარდნა გარანტირებულია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 17 Sep 2018, 15:10
მე მიწერს რომ წონაში რომ არ მოვიმატო ჩემი დღიური ნორმა არის
2500კალორია,ხოდა 1200კალორია რომ მივიღო მთელი დღის განვალობაში ესიგი ვაკეთებ 1300 კალორის დეფიციტს თუ სხვანაირად მესმის მე ეგ ყველფერი ?
ასევე დღეში რომ დავწვა 300კალორია ვარჯიშით
აი ამ რეჟიმით თვეში რამდენს დავიკლებ დაახლოვებით ?

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 16:25
ჯიმ"მორისონი
1200 კკალორია რა პროდუქტის სახით? ეგ არის მთავარი.
დავწერე უკვე, რომ თუ გინდათ 5000 კკალორიის ხილი მიიღეთ დღეში და მაინც არ მოიმატებთ სხვას თუ არაფერს დააყოლებთ.

Posted by: Thunder) 17 Sep 2018, 16:40
QUOTE (სნეგირი2)
დავწერე უკვე, რომ თუ გინდათ 5000 კკალორიის ხილი მიიღეთ დღეში და მაინც არ მოიმატებთ სხვას თუ არაფერს დააყოლებთ.


კიმაგრამ სულ ხილს ჰომარ შეჭამ

პური ასე უცებ უნდა მივაგდოთ?

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 16:46
Thunder)
მხოლოდ მაგალითის სახით მოვიყვანე.
ვინც წონაში დაკლებას ცდილობთ, პირველ რიგში ყველანაირი ცომეული და შაქრის შემცველი პროდუქტები უნდა ამოიღოთ.
პრინციპში, უმრავლესობისთვის ეგ უკვე საკმარისი იქნება.

Posted by: likaka 17 Sep 2018, 19:16
სნეგირი2

მართალი ხარ. თუ კალორიებს ჯანსაღი პროდუქტით მიიღებ არ გასუქდები smile.gif

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 19:40
მაინც დავწერ თუ ვინმემ არ იცის.
კონკრეტული პროდუქტის კალორიებს საზღვრავენ მისი პირობითი ერთეულის, მაგ. 1 კგ-ის დაწვის შედეგად გამოყოფილი სითბოს რაოდენობით და მას არაფერი საერთო არ აქვს ადამიანის ორგანიზმის მიერ ამ კონკრეტული პროდუქტის ათვისებადობასთან.

Posted by: <casablanca> 17 Sep 2018, 20:07
მეც როგორც გამიგია ცილის მიღების დროს მის გადამუშავებაში მიღებული კალორიების 30 პროცენტი იხარჯება , ანუ ძნელი დასაშლელ-ასათვისებელია და ორგანიზმი ხარჯავს ამაზე ენერგიას. 70 პროცენტი რჩება ფაქტიურად.
შოკოლადს რომ ჩავყლაპავთ, უცებ მოუღებს ბოლოს ჩვენი ორგანიზმი.
ხოდა რას ვჭამთ დიდი მნიშვნელობა აქვს , კალორიები არააო გადამწყვეტი
თუმცა ზოგი დიეტოლოგი არ ეთანხმება ამას.
ყველამ საკუთარ თავზე უნდა გამოცადოს: დააკვირდეს რა ასუქებს.

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 20:28
ნატურალური პროდუქტებიდან ცილები ყველაზე რთული გადასამუშავებელია ორგანიზმისთვის.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დადის ხალხი სადილის შედეგ მძინარე.

Posted by: ჯიმ"მორისონი 17 Sep 2018, 20:28
სნეგირი2
გასაგებია.

<casablanca>
კალორიების დეფიციტი თუ არ შექმენი,როგორც უბრალოდ უბანში ამბობენ ჩემს ფეხებს დაიკლებ biggrin.gif
ცილები საჭიროა კუნთებისთვის,რომ არ მოხდეს ცხიმთან ერთად კუნთოვანი მასის დაწვა up.gif
* * *
ახლა ვარ 81 კილო sad.gif
ძალინ მოვიმატე

სიმაღლე ქე მსქვს 180სმ,მაგრამ მეტყობა უკვე ღიპი sad.gif mad.gif

მეცადინობის დროს ვჭამ ძალინ ბევრ ცომეულს ეგა ჩემი მტერი და ყავა თორემ ისე ვეგეტარიანელი ვარ და ბევრი სხვა რამის ჭამა არ მიყვარს mo.gif

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 20:42
ჯიმ"მორისონი
მე თუ მკითხავ ისევ (სოფლის) ხორცის ჭამა სჯობს, ცომეულის ჭამას.

182 სმ ვარ და ორი წლის წინ ჩემი მაქსიმუმი 83 კგ იყო და ღიპი ოდნავ კი არა და კარგად მეტყობოდა.
ახლა 71 კგ ვარ. კვირის ბოლოს 67-68 კგ-ზე ჩამოვალ ისევ და სავარაუდოდ დავასტაბილურებ წონას.

Posted by: <casablanca> 17 Sep 2018, 21:18
ჯიმ"მორისონი
კი კალორიების დეფიციტიც უნდა შექმნა , მაგრამ ჯანსაღი საკვები ( ხორცი , რძის პროდუქტები, ბოსტნეული ) ბევრია მოცულობით ვიდრე იგივე კალორიის ცომეულ-ტკბილეული. და კუჭიც უფრო ადვილად ივსება.
100 გრამი პურით 250 გრამი ქათმის ფილე "მოგივა" .
შენი მთავარი მტერი ცომეული ყოფილა ესეიგი. სულ არჭამა გაგიჭირდება, მაგრამ შეამცირე და დღის მეორე ნახევარში მაინც აღარ მიიღო. მეც ძალიან მიჭირს უპურობა.

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 21:22
<casablanca>
QUOTE
მეც ძალიან მიჭირს უპურობა

თავიდან მჭადზე სცადე გადასვლა, ანუ პური რომ სრულიად მჭადით ჩაანაცვლო. უმაღლესი ხარისხის ფქვილი + დროჟი არის საშინელება.

Posted by: ჯიმ"მორისონი 17 Sep 2018, 21:26
<casablanca>
ხორცზე ალერგია მაქვს
ჩემი საკვები არის რძის პროდუქტები და კვერცხი up.gif

ხილი არ მიყვარს და ამ ბოლო დროს დავიწყე ხილის ჭამა,რათგან ძაან სუსტად ვგრძნობ თავს ზოგჯერ

სნეგირი2
70 კილოზე კარგად ვარ მე
საქმე ისა რომ კუნთებს ვარჯიშით ძაან მალე ვიყენებ მეზომორფი ვარ მგონი
პროსტა ეს პური არის ჩემი მტერი და ყავა-ალკოჰოლი
ლუდი კერძოდ user.gif

შენ რაღად გინდა დაკლება შენ და დიეგოს გინდათ სპორტდარბაზში ვარჯიში და ცოტა კუნთოვანი მასა დაგხატავდათ ორივეს up.gif
ის ვიდეო მომეწონა დიეგო რომ ორ გოგოს ეჩალიჩებოდა კარავზე და შენ რომ ფეხშიშველი დადიოდი lol.gif

Posted by: <casablanca> 17 Sep 2018, 21:27
სნეგირი2
. ისე გამიგია სიმინდი უფრო მეტად კალორიულია ვიდრე ხორბალიო. ხო საფუარია ძალიან ცუდი.
ცივი მჭადი და ძველი პური უფრო კაი ყოფილა. საერთოდ ცივი საკვები უფრო ნელა აითვისება და მაგაზეც კიდე ორგანზმი ხარჯავს ენერგიას . ჯერ ხომ უნდა გაათბოს სხეულის ტემპერატურამდე. მე ზამთარ-ზაფხულ სულ მაცივრის წყალს ვსვამ.

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 21:44
ჯიმ"მორისონი
QUOTE
შენ რაღად გინდა დაკლება

წონის თემა ბოლომდე შესწავლილი მაქვს, მკიდია. ნებისმიერ მომენტში ზუსტად ერთ თვეში შემიძლია, როგორც +10 კგ, ისე -10 კგ დავდო.
მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით ვუყურებ და ვმუშაობ კვების რაციონზე. სანამ 100% ხილზე არ გადავალ და მუცელი შეწეული არ მექნება, ვერ მოვისვენებ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

QUOTE
ის ვიდეო მომეწონა დიეგო რომ ორ გოგოს ეჩალიჩებოდა კარავზე და შენ რომ ფეხშიშველი დადიოდ

ეგ ორი სხვადასხვა ვიდეოა. პირველში არ ვარ.

<casablanca>
კალორიები დაიკიდე. ამ ეტაპზე პროდუქტის ნატურალურობაზე გააკეთე აქცენტი.
სად მჭადი, რომელიც თერმულად დამუშვებული სიმინდის ფქვილი და წყალია და სად პური, რომელშიც 20-მდე ქიმიური მინარევი, საფუარი და რავიცი კიდევ რა ურევია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 17 Sep 2018, 21:51
სნეგირი2
ზუსტად მასეთ ტანზე ვარ მე მაგრამ სახე უფრო ფუმფულა mad.gif


20საათიანი შიმშილი რომ არის ანუ 4 საათის განვალობაში ჭამ და დანარჩენი 20საათი შემშილობ ეგ თუ გაქვს დატესტილი ?
მაგრად აქებენ ინტერნეტში

ვიცი ორი სხვადასხვა ვიდეოა up.gif

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 21:59
ჯიმ"მორისონი
QUOTE
20საათიანი შიმშილი რომ არის ანუ 4 საათის განვალობაში ჭამ და დანარჩენი 20საათი შემშილობ ეგ თუ გაქვს დატესტილი ?

მგონი რაც არსებობს ყველაფერი გატესტილი მაქვს. მე ხომ მოწოდებით "ტესტერი" ვარ. : )))
ბოლო პერიოდია ვფიქრობ, ფბ გვერდის გაკეთებას კვებასთან დაკავშირებული მთელი ჩემი ცოდნის (უფასოდ) გაზიარებისთვის და პირადი (ფასიანი) კონსულტაციებისთვის.

მოკლედ რა თემაა იცი, რაც მეტი უმი ხილია შენს რაციონში, დროთა განმავლობაში მით ნაკლებ საკვებს გთხოვს ორგანიზმი, რადგან ყველა საჭირო ნუტრიენტს იღებს (გატესტილია!).
შესაბამისად, მე თუ წლების წინ საშუალოდ დღეში 4-ჯერ ვჭამდი, ახლა საშუალოდ დღეში 1-2 ჯერ ვჭამ და ისიც კი მტვირთავს.

Posted by: ჯიმ"მორისონი 18 Sep 2018, 13:44
სნეგირი2
მზესუმზირის ჩართვას ვაპირებ კალორიულია,მაგრამ 20 გრამი ანუ ერთი პატრა პაჭკა არფერს მიზამს

ხოდა,დაიწყე ეგ ბლოგი
ფბ-ზე ვნახე ბლოგი,მაგრამ ისე არ გირჩევნია შენც ვიდეო ბლოგერი გახდე ? smile.gif
ფულსაც გააკეთებ პატრას თუ იჩალიჩებ

Posted by: სნეგირი2 18 Sep 2018, 14:20
ჯიმ"მორისონი
QUOTE
არ გირჩევნია შენც ვიდეო ბლოგერი გახდე ?

შესაბამისი აპარატურა არ მაქვს ჯერ. არც კამერა, არც მიკროფონი.
თან ჯერ-ჯერობით წერა უფრო მეხერხება, მაგრამ მომავალში არ გამოვრიცხავ.
ამ ეტაპზე დიეგოს ვიდეობლოგში თუ გავიჩითები ხოლმე.

Posted by: Likaa 18 Sep 2018, 18:38
ვაჰ,ცუდად ვრ
ფიტნეს გურუები ხართ? რა აბსურდებს წერთ?
სნეგირი2
ცუდად არ გამიგო,მაგრამ რა ბლოგი?საერთოდ კალორია რა არის,ცხიმი ,ნახშირწყალი პროტეინი რა ადგილი აქვს?ვინც ვარჯიშბს და ვინც ითვლის კალორიებს,მათ შორის macro iifym ის მიმდევრები და მთვლელლები გამოდის,ტყემალზე სხედან?
სნიკერს ვჭამ და ჩვეულებრივ პრესი მაქვს,იმტიომ რომ ჩემ კუთვნილ კალორია +მაკროში ვსვამ,არაფერს ვიკლებ
ჯიმ"მორისონი
შენ რაც დაწერე ეგაა if intermittent fasting და კონკრეტულად ეგ ,ანუ 20 სთ ინტერვალი არის warrior diet
ორჯერ ჭამენ 4 სთ ინტერვალში,პირველი ჭამა,როგორც წესიხილი აქვტ ან რამე,მერე აქვთ უმეტესად პროტეინი,სხეულის მასის ინდექსზე ამრავლებენ ,1,8ზე და კუნთს ინარცუნებე,იმმიტომ რომ ინტერვალში შეიძლება ბევრი სითხე დაკარგო და მუდმივ მასეთ რეჟიმში ,ცოტა კუნთის საშიშორებაცაა
მე ვაკეთებ მაგას პირადად


სნეგირი2
შენ მგონი omad მიმდევარი ხარ,ხოდა,"შენნაირს" გაჩვენებ,რომელმაც არ დაწერა ის,რაც შენ დაწერე ზემოთ,კალორიებით დაიკლო და სწრედ მაგით აქვს დაბალი ცხიმი
https://www.instagram.com/blake_201/
თუ ფიქრობ რომ ეს ადამიანი ამდენს არ ჭამს,თუარ დაგეზარება,უყურე 2 საათიან ვიდეოებს მთლაიანდ ჭამის :დ
ეს დიის 5 ზე ჭამს ამდენს,თუსწროად მახსოვს და დღეში 1ხელ
ყველგან უწერია ანგარიში ცხიმების,კალორიის ზგადად,ცილების,ნახშირწულების



პლუს,გაეცანით ნამდივლ ფიტნეს გურუს
https://www.aworkoutroutine.com/blog/
მე რა,მეკივიცი ეს ყველაფერი,პროსტა იმიტო ვწერ,რომ უაზროდ იტანჯავთ თავს ტკბილის არ ჭამით,პურის ამოღებით და მჭადით ჩანაცვლებით (რომელსაც პურზე მეტი კალორია აქ smile.gif )


Posted by: ჯიმ"მორისონი 18 Sep 2018, 19:10
Likaa
მერე რა შედეგები გაქვს ?
rolleyes.gif
დაიკელი 20/4 სისტემით ?

Posted by: Likaa 18 Sep 2018, 19:13
ჯიმ"მორისონი
QUOTE
ერე რა შედეგები გაქვს ?

დაიკელი 20/4 სისტემით ?

2 წელია კალორიებს ვითვლი და ასე 1 წელი და თვეებია მაგას ვაკეთებ,
მაგის პრინციპი და აზრი ისაა,რომ 4 საათში ფიიზკურად ვერ შეჭამიმდენს,რომ შენ შენარჩყუნების კალორიას გასცდე და მატებაში წახვიდე და 50 პროცენტი კალორიებს არ ითვლის 50 პროცენტი მაგ დროსაც ითვლის
ინდივიდუალურია,მე დასაკლებად არ ვაკეთებ მაგას,მაგას სხვა პლუსი აქვს,ინსულინს არეგულირებს და მე პირადად კარგ ძილში მემხარება
დაკლებაში კი სასწაული შედეგებია
fasting for weight loss
warrior diet 20:1
ფბ ჯგუფებია,ძაან ბევრი ადამიანია,საჭმლის და შედეგების ფოტოებით და სასწაულად იკლებენ კი


მე ახლა ვფიქრობ რომ 1 ხელ ჭამაზე გადავიდე,ისე,თავიდან 18 საატით დავიწყე,რაღაც პერიოდის მერე 19 სთ ისე გავიდა,აღარ მომშივდა და ასე,ნელნელა
ახლა მინდა ღამე 12ზე ვჭამო 1 ხელ და ძილს მივეცე popcorn.gif
ხანდახან გააჩნია ორგანიზმის მოთხოვნას 24 დან 72 სთ წყალს ვაკეთებ,ანუ fasting ვაკეთებ რა სულ love.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 18 Sep 2018, 20:27
Likaa
და შედეგი ?
რამდენი კილო არ დაიკელი მაინც ?

რათგან კალორიებსი ერკვები
3ნაჭერი სერი პური რამდენი გრამია ? rolleyes.gif

Posted by: სნეგირი2 18 Sep 2018, 20:51
Likaa
არა ლიკა, "პროტეინი საჭიროა"-ს უკვე წლებია გავცდი. სხვაგან ვარ, ძალიან სხვაგან და სხვა მიზნები მამოძრავებს.
რაც შეეხება დღეში ერთხელ ჭამას, მაგას აზრი აქვს თუ ძალიან ნაგავს ჭამ. სხვა შემთხვევაში უაზრო ტანჯვაა. მე, რომ 1-2 ჯერ ვჭამ, ამას შეგნებულად არ ვაკეთებ, უბრალოდ მეტი არ მინდება ხოლმე.
QUOTE
ვინც ვარჯიშბს და ვინც ითვლის კალორიებს,მათ შორის macro iifym ის მიმდევრები და მთვლელლები გამოდის,ტყემალზე სხედან?

99% ტყემალზე ზის, კი. 1% ხვდება, რას სწირავს და რისთვის. : )
თუ გინდა დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ ეგენი კი არა, მსოფლიო მოსახლეობის 99% ზის ტყემალზე კვებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

Posted by: Likaa 18 Sep 2018, 21:23
ჯიმ"მორისონი
შედეგი ის რომ 24წლის ვარ და 42 კგ მუდმივად და მიუხედავად დაბალი წონისა 5 დღეში ჯალპრიებით 38-39 ზე ჩამოვდივარ სურვილის შემთხვევაში

პურს იმას ვყოდულობ რომელსაც კალორიები აწერია შეფუთვაზე.
ჩემსას 100 გრამზე 173.კალორია აქვს და 3 ნაჭერი სადღაც 55 გამომფის ხოლმე და მეტი არც მინდევა,გააჩნია რომელ პურს იყიდი,სამზარეულოს სასწორით ვწონი ცოლმე
სნეგირი2
წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაშუ.არის რაღაცებჯ ყველას რომ არ ერგება და პირიქით

Posted by: ჯიმ"მორისონი 18 Sep 2018, 21:52
Likaa
42კგ ხარ ? სიმაღლე ალბათ 189სმ ? biggrin.gif

42კგ რომ ვიყო ქე წავალ მარილზე
user.gif

ლამაზი გოგო იქნები
up.gif



Posted by: Likaa 18 Sep 2018, 22:03
ჯიმ"მორისონი
კი მაგრამ 158 ვარ ნახტომში :დ
ლამაზი არ ვარ.


ჩვენთან არის სუფთა მაგნი?არაფერს რომ არ შეიცავდეს,დანამატების სახით რომ მივიღო

Posted by: ჯიმ"მორისონი 19 Sep 2018, 15:01
Likaa
უი ის გოგო ხომ არ ხარ ?
biggrin.gif
ზოდიაქოთ მორიელი
user.gif

Posted by: Likaa 19 Sep 2018, 17:38
ჯიმ"მორისონი
QUOTE
უი ის გოგო ხომ არ ხარ ?

ვინ? spy.gif

Posted by: სნეგირი2 19 Sep 2018, 23:20
მოკლედ, გუშინ საღამოდან ვშიმშილობდი და ძალიან, ძალიან გამიჭირდა.
ვიფიქრე რატომ-მეთქი და თურმე მთელი დღის განმავლობაში მხოლო 0.5 ლიტრი წყალი დამილევია და ისიც გაუცნობიერებლად საქმიანი შეხვედრის დროს საუბრის შუალედებში.
მორალი: თუ შიმშილობთ, იმ დღეს სულ მცირე 2 ლიტრი წყალი მიიღეთ.

Posted by: KickOff 20 Sep 2018, 04:36
QUOTE (სნეგირი2)
მორალი: თუ შიმშილობთ, იმ დღეს სულ მცირე 2 ლიტრი წყალი მიიღეთ.

როცა შიმშილობ კი არა როცა არ შიმშილობ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი მაშინაც უნდა დალიო

Posted by: Likaa 20 Sep 2018, 07:50
სნეგირი2
KickOff
მე კიდე ვფიქრობ ეს 2 ლიტრი 3 ლჯტრი სისულელეა
ორგანუზმს უნდა უსმინო და ეგაა მთავარი
ზოგისთვის 2 ლიტრუ ბევრია ზოგისთვის ცოტა
ჩემთცის ნორმა 1.800 ია მაგრამ ვსვამ იმდენს და იმის და მიხედვით როცა მწყრია რა
ზედმტი სითხე სითხის შეკავებას იწვევს ,მიმიღია 3 ლიტრი და 2.500იც და მეორე დღეს თითებ და სახე შეშუპებული გამიღვიძია.


მახსოვს წყალზე ვიყავი და 34 ს საათი იყო გასული სითხის შეკავება დამეწყო იმიტო რო ზედმეტ სითხხეს ვსვამდი და 4 კილომდე მოვიმატე წყლის ცარჯზე :დ

ისე კი dry fasting romaa მაგას როგორ ძლებენ ა რვიც sad.gif ვაბშე არ სვამენ წყალს... და დსჟე ზოგო hard dry fasting აკეთებს და არც ბანაობენ სრც კბილებს იხეხავენ ანუ წყალს არ ეხებიან რა.სიგიჟეა


ფბ ჯგუფიდან ქალი 120 დღე იყო წყალზე თავიდან 2 ლიტრიდან დაუწყო და ბოლოს 0.500 კიარა ცაბშე ვეღარ სვამდა ,წყლის გარეშე რავი გავგიჟდები.

Posted by: nati_natiia 20 Sep 2018, 18:09
მოკლედ აქ ერთეხლ დავწერე ვითომ ვიწყებდი და ვერ დავიწყე,ახლა ვწერ იმიტომ რომ თითქოს ჩემ თავსაც ვაძლევ პირობას,არაფერს რთულს არ ვაპირებ, მინდა 18 საათიანი გავაკეთო და 12 დან 6 მდე ვჭამო ყველაფერი გარდა პურისა, აი ყველაფერი ოღონდ )))) ვიცი ცოტა უცნაურია,მაგრამ ხო ვიცი რისი თავიც მაქვს, ჩემი ორგანიზმი იმდენად გადაჩვეულია შეზღუდულ კვებას,რომ დარწმუნებული ვარ ესეც ეფექტური იქნება, არ მეჩქარება არსად თვეები რომ დამჭირდეს მიღირს, ყოველ წელს წინა წელზე მეტი ვარ და აღარ შემიძლია უკვე,მატების შეჩერებაც კი რაღაცაა ჩემთვის

მოკლედ 182 სმ ვარ და 100 კგ, თუ დავიკლებ რამეს დავწერ ხოლმე..

ხო კიდევ,მთავარი პრობლემა წყალია,ვერ ვსვამ ბევრს,თუ არ ვჭამ საჭმელს ((
დღეში 3-4 კმს დავდივარ(ეგეც რაღაცაა)




Posted by: სნეგირი2 20 Sep 2018, 18:10
KickOff
როცა არ ვშიმშილობ, იმ დღეებში იმდენ ხილს ვჭამ, წყალი თითქმის არ მჭირდება.

Posted by: Likaa 20 Sep 2018, 20:11
nati_natiia
ყველაზე მეტს რასაც ჭამ ის ამოიღე (შეამცირე) და გექნება შედეგი,გაანახევრე პორციები
ისეკი..არაფრის ამოღEბას არგირჩევ,არც პურის,არც კტიბლის
მაგ შუალედში ბევრს ფიზიკურად ვერ შეჭამ,დააკვირდი 1 კვირა აბა

Posted by: nati_natiia 20 Sep 2018, 22:25
Likaa
პურზე რა მემართება იცი? ზომა არ მაქ და მირჩევნია არ ვჭამო,თორე მოზომილად ვერ შევჭამ, ყველაზე მეტს პურს ვჭამ და ეგაა მთავარი ამოსაძირკვი ))))

Posted by: Likaa 20 Sep 2018, 22:33
nati_natiia
კი,მესმის,მაგ შემფხვევაში პურის ამოღება და კალორიაც მცირდება კალოორია მცირდებ და წოონაშიც დაიკლებ აუცილებლად

Posted by: nati_natiia 22 Sep 2018, 01:11
Likaa
ორი დღე გავიდა)))))
ხო ვჭამ 12 დან 6 მდე,მაგრამ მაინც მაგარი მშიერი ვარ((( იმედია მივეჩვევი
კიდე,ვსვამ ჰეილისის სლიმ თის,თუ იცით რამე ამაზე?
თითო პაკეტს დღეში,პირველ დღეს საშინელი ფაღარათი მქონდა და მერე აღარაფერი

Posted by: salamander_r 22 Sep 2018, 02:36
საერთოდ ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია.

ყველაფერი კი დეფინიციებით იწყება.

რა არის კალორია, როდის გაჩნდა ეგ ტერმინი პირველად, სად და რაც ყველაზე მთავარია რატომ , რა იყო მიზეზი.

რა არის შიმშილი, რომელი ჰორმონია პასუხისმგებელი ამ პროცესზე, რა მოქმედებს ამ ჰორმონების სწორად მუშაობაზე.


რა პირობებში ჩამოყალიბდა ადამიანის ორგანიზმი, სად, კონკრეტულად რა კლიმატში, რა არის ჩვენი ბუნებრივი საკვები და რაც მთავარია, ჰქონდა ადამიანს დღეში სამჯერ კვების ფუფუნება?


სანამ ამ ელემენტარულ კითხვებზე სრულ პასუხს არ გასცემთ მანამდე შეეცდებით დაიჭიროთ კატა ბნელ ოთახში.

Posted by: Likaa 22 Sep 2018, 17:36
nati_natiia
QUOTE
იდე,ვსვამ ჰეილისის სლიმ თის,თუ იცით რამე ამაზე

გასახდომად გამოუშვეს ეგ დაჩვეულებრივი ხრიკია არაფერს არ შვრებაგარდა იმისა,რომ შეკრულობას შველისხოლმე

Posted by: nati_natiia 22 Sep 2018, 17:56
Likaa
უიმეე ( იმედისმომცემად გამოიყურებოდა )))))

Posted by: framoj 22 Sep 2018, 18:00
QUOTE
რა პირობებში ჩამოყალიბდა ადამიანის ორგანიზმი, სად, კონკრეტულად რა კლიმატში, რა არის ჩვენი ბუნებრივი საკვები და რაც მთავარია, ჰქონდა ადამიანს დღეში სამჯერ კვების ფუფუნება?

როგორ ხდებოდა ევოლუცია, რაში გამოიხატებოდა? ეს კითხვა აკლია.

Posted by: Likaa 22 Sep 2018, 19:14
nati_natiia
QUOTE
უიმეე ( იმედისმომცემად გამოიყურებოდა )))))

არა,მსგავს რამეში არ გადაიხადო ფული,დიეტის და კალორიის დეფიციტის გარდა,ორგანიზმს მაინც ვერაფერი გაახდუნებს,სამწუხაროდ, sad.gif
გაგიღიზიანებს ეგ კუჭი ჩაის,ახლობლის გამოცდილებიდან ვამბობ :დ

Posted by: Universe 22 Sep 2018, 21:31
გადავწყვიტე შემოგიერთდეთ, გამაჯანსაღებელი დიეტით. საწყისი ეტაპისთვის 1 თვით. გაგრძელება შედეგის მიხედვით.
smile.gif

Posted by: <casablanca> 22 Sep 2018, 21:42
Universe
უფრო ვრცლად რომ დაწერო რას გულისხმობს ეს დიეტა. მადლობა.

Posted by: Universe 22 Sep 2018, 22:07
<casablanca>
უმი ვეგანური კვება.
კულინარიაში კი აქვთ თემა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში დიეტა იქნება კონკრეტული მიზნით, ამიტომაც აქეთ ჩავეწერე.

Posted by: Likaa 22 Sep 2018, 22:31
Raw veganობას ვერასდროს შევძლებ ვერც 1 კვირით sad.gif
ხალხი კიდე მთელი ცხოვრება ეგრეა...
ისევ კვირაში 72 საათი წყალზე ყოფნა უფრო ადვილია ჩემთვის

Posted by: სნეგირი2 22 Sep 2018, 22:35
Likaa
QUOTE
ხალხი კიდე მთელი ცხოვრება ეგრეა.

ჩავარდნების გარეშე ერთეულები არიან მხოლოდ.

Posted by: Likaa 22 Sep 2018, 23:02
სნეგირი2
ინსტაგრამზე ყოველნეორეს raw vegan რომ აწერია გაოცებული ვარ
გოგომ 12 წელია raw veggan ვარო ზუსტად ჩავარდების გარეშე მართლა მაინტერესებს როგორ ძლებს..
ყველა ფოტოში ისე პომიდორსჭამს ან ბროკოლს :დ

Posted by: სნეგირი2 22 Sep 2018, 23:20
Likaa
QUOTE
ინსტაგრამზე ყოველნეორეს raw vegan რომ აწერია გაოცებული ვარ

არ დაიჯერო.

Posted by: FadeToblackxx 22 Sep 2018, 23:31
ცილოვან საკვებს მიაწექით ბევრად უფრო ნოყიერია და ცილების ცხიმებად გარდაქმნაც არ ხდება ბევრიც რო მოგივიდეთ

Posted by: <casablanca> 22 Sep 2018, 23:45
FadeToblackxx
QUOTE
ცილოვან საკვებს მიაწექით

მიწოლილი ვარ და კმაყოფილიც ( წონის კლების ამბავში ) :დ

კაცობრიობის ისტორიაში ცეცხლის აღმოჩენა და თერმული დამუშავება უდიდესი მიღწევა იყო და რატომ უნდა ამ ხალხს ისევ უკან დაბრუნება ? არა მგონია ჯანმრთელობას რამეს მატებდეს ეგ უმი ვეგანობა.

Posted by: Universe 22 Sep 2018, 23:51
QUOTE
არა მგონია ჯანმრთელობას რამეს მატებდეს ეგ უმი ვეგანობა.

შევამოწმებ yes.gif

: ))

Posted by: Likaa 23 Sep 2018, 09:56
QUOTE
ცილოვან საკვებს მიაწექით ბევრად უფრო ნოყიერია და ცილების ცხიმებად გარდაქმნაც არ ხდება ბევრიც რო მოგივიდეთ

ცხიმებად არც თავად "ცხიმი"გარდაიქმნება,თუ შენ დღიურენერგიას არ გასცდი მუდმივად,ისე,რომ დაგიგროვდესთუნდაც ნახ კგ სუფთა ცხიმი
ცილა კარგია ,ორგანიზმი მაგის გადამუშავებაზე ბევრ ენერგიას ხარჯავს,პლუს,დიდხანს განაყრებს
QUOTE
აცობრიობის ისტორიაში ცეცხლის აღმოჩენა და თერმული დამუშავება უდიდესი მიღწევა იყო და რატომ უნდა ამ ხალხს ისევ უკან დაბრუნება ? არა მგონია ჯანმრთელობას რამეს მატებდეს ეგ უმი ვეგანობა.
მეც ეს მაინტერესებს rolleyes.gif

Posted by: კასიოპეა 23 Sep 2018, 10:04
ეს ვიდეო თუ დამამშვიდებს smile.gif)))

Posted by: ჯიმ"მორისონი 23 Sep 2018, 10:15
<casablanca>
QUOTE
კაცობრიობის ისტორიაში ცეცხლის აღმოჩენა და თერმული დამუშავება უდიდესი მიღწევა იყო და რატომ უნდა ამ ხალხს ისევ უკან დაბრუნება ? არა მგონია ჯანმრთელობას რამეს მატებდეს ეგ უმი ვეგანობა.

ძალიან კარგი შედეგები აქვთ ვინც მარტო ხილზე და ბოსტნეულზეა up.gif
თუმცა ჩემი აზრით რძის პროდუქტებიც აუცილებელია

სამწუხაროდ ჩვენ ბუნებას ძალიან დავშორდით

სწორედ კვების არ ქონის და ჰაერის დაბინძურების გამო არის ამდენი დაავადებები.

ყველა მეორეს წნევა აწუხებს,ზოგს გულის პრობლემები აქვს და ზოგს უფრო უარეს კიბო
მოკლედ,ჩვენ თვითონ ვითხრით სამარეს.
დიდი სამეგობრო წრე მყავს,სადაც ასაკი არეულია biggrin.gif
არიან ჩემი ტოლები,20ქვემოთ ასაკის და 45+ ხალხი
ხოდა რამდენი მეგობარი მყავს 23-25წლის რომელბსაც თმა აღარ აქვთ თავზე,ზოგს კიდე ჭაღარა აქვთ ბერიკაცივით...

სიმსუქნის პრობლემაც ბევრს აქვს
მოკლედ,სრული პოზდეცია.

საკუთარი გამოცდილებით ვამბობ-როდესაც ვარ სწორ კვებაზე ნუ სწორი კვების ჩემეული ვერსი: არ ვჭამ ტკბილს,არ ვსვმა 7ჭიქა ყავას დღეში,
არ ვიღებ ხორცს სოსისის ან კალბასის სახით და არ ვიღებ ასევე ბევრ ალკოჰოლს
თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად bis.gif

რაც ვეგეტარიანელი გავხდი კერძოდ 2010 წლიდან (მაგრამ დამირღვევია ) ჯამრთელობის მხრივ ბევრად უკეთ წავიდა ჩემი საქმე
up.gif
სექსუალური კუთხითაც biggrin.gif

Posted by: Likaa 23 Sep 2018, 20:42
ჯიმ"მორისონი
ჯიმ"მორისონი
მარტო ხილი და ბოსტნეულით ვერ აკრიფავ იმ.ცულას რას ორგანიზმს სჭირდება რავი ცილა ნახშირწყქლი ძაან მთავარია

7 ჭიქა ყავა რატომაა არასწორი? :დ 9ზე ავდივარ ♡
აუ რავი როგორ ძლებთ ტკბილის გარეშე? ალბაღ არ გიყვართ

ჩემთვის სწორი კვება არის ის რომ ვუსმინო ორგანიზმის მოთხოვნას დათუ მინდა ტკბილი ვჭამ,თუ მინდა დალევა,ვსვამ,თუ არ მწყურია და არ მთოხვს ორგანიზმი,არ ვიჭყიპები და ა.შ
ეს უმარილო უცხიმო არა ტკბილი არაფერი არ შემიძლია რა ,ორგანიზმს უნდა და აკრძალვა რა საჭიროა 80/20ზე ჭამა იდეალურია♡♡
ვაბშე დროშიც არ ღირს შეზღუდვა
გუშინწინ ღამე ტორტი ვჭამე ,შესაბამის კალორიაში,მინდოდა და... დღეს 1 კილოთი ნაკლები ვარ,მაგრად მიხარია,ტორტის დიეტას ვიწყებ :დ

Posted by: ჯიმ"მორისონი 23 Sep 2018, 20:55
Likaa
მორიელი ხარ ზოდიაქოთი ? biggrin.gif

Posted by: Likaa 23 Sep 2018, 21:06
ჯიმ"მორისონი
Ki ra shuashia zodiaqo biggrin.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 23 Sep 2018, 21:16
Likaa
ის იუზერი ხარ თუ არა მაინტრესებდა biggrin.gif

Posted by: Likaa 23 Sep 2018, 21:25
ჯიმ"მორისონი
vin? zodiaqoti morieli sheidzleba bevri iyos aqac da isec
amit rogor arkvev sainteresoa biggrin.gif

Posted by: Universe 24 Sep 2018, 13:06
QUOTE
აუ რავი როგორ ძლებთ ტკბილის გარეშე? ალბაღ არ გიყვართ

ჩემთვის სწორი კვება არის ის რომ ვუსმინო ორგანიზმის მოთხოვნას დათუ მინდა ტკბილი ვჭამ,თუ მინდა დალევა,ვსვამ,თუ არ მწყურია და არ მთოხვს ორგანიზმი,არ ვიჭყიპები და ა.შ
ეს უმარილო უცხიმო არა ტკბილი არაფერი არ შემიძლია რა ,ორგანიზმს უნდა და აკრძალვა რა საჭიროა 80/20ზე ჭამა იდეალურია♡

ტანჯვად თუ გიჯდება, არ ღირს ალბათ.. მაგრამ შემწვარ კარტოფილს, მოხარშულ ბრინჯს ან კვირაში ერთხელ გამომცხვარ ტკბილ თუ მარილიან ღვეზელს როგორმე შეველევი user.gif
გემრიელი ტკბილეულიც იმ სიხშირით არ მინდება, რა ძალითაც მიყვარს biggrin.gif მგონი ზუსტად იმიტომ, რომ ორგანიზმის ხმა რეცეპტორების ხმაზე უკეთ მესმის.

Posted by: <casablanca> 24 Sep 2018, 17:46
მოკლედ ჩვენი თემა და რინოპლასტიკა ლიდერობს სულ ამ განყოფილებაში.
ქართველების მთავარი ესთეთიკური პრობლემა წონა და ცხვირია lol.gif

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 18:52
QUOTE
რთველების მთავარი ესთეთიკური პრობლემა წონა და ცხვირია

მთავარია რომ ორივე არაჩვეულებრივად მოგვარებადი პრობლემაა alk.gif biggrin.gif
QUOTE
ტანჯვად თუ გიჯდება, არ ღირს ალბათ.. მაგრამ შემწვარ კარტოფილს, მოხარშულ ბრინჯს ან კვირაში ერთხელ გამომცხვარ ტკბილ თუ მარილიან ღვეზელს როგორმე შეველევი 
გემრიელი ტკბილეულიც იმ სიხშირით არ მინდება, რა ძალითაც მიყვარს  მგონი ზუსტად იმიტომ, რომ ორგანიზმის ხმა რეცეპტორების ხმაზე უკეთ მესმის.

კი,ესეცაა,მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია რამე მუდმივად დაიცვა,თუარ აქციე ცხოვრების წესად,ანუ,ცხვორების სტილი უნდა შევცვალოთ და მენტალური გაგება ტვინში ჩადება უნდა რომ ორგნაიზმი 80როცენტი უნდა გამოკვებო იმით,რაც სჭირდება და დანარჩენი 20 ის,რაც გიყვარს-1 ცალი პაწუა ორეო,პირობითად :დ ბოსტნეული რა ვქნა მაგრამ მძულს,თუმცა,ყველადღე ვჭამ,ტონობით,მარტო ჩემ სრუვილზე როიყოს,შოკოლადის იქით ვერაფერს დავინახავსდ lol.gif lol.gif

Posted by: <casablanca> 24 Sep 2018, 18:57
Likaa
QUOTE
მთავარია რომ ორივე არაჩვეულებრივად მოგვარებადი პრობლემაა   

კი, ნამდვილად. yes.gif

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 19:00
...............................................
აი,მე ამ პროგრამს ვაკეთებ
კი ვარჯიშია,მაგრამ რეალურად 80პროცენტი კვებაა და ვერსად გავექცევით user.gif

Posted by: <casablanca> 24 Sep 2018, 19:08
Likaa
ეგ გოგო მეორე და მესამე ფოტოზე არ მომწონს. ზომიერება არ უნდა დაკარგო ადამიანმა .

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 19:10
<casablanca>
QUOTE
ეგ გოგო მეორე და მესამე ფოტოზე არ მომწონს. ზომიერება არ უნდა დაკარგო ადამიანმა .
ხო,უნდოდა ძაან გაჩხინკვა ამას ეტყობა,


მე ასეთები მომწონს

Posted by: <casablanca> 24 Sep 2018, 19:43
Likaa
ეს მეორე გოგოა კარგია ,
რა პროგრამაა ? ბევრი კარდიო თუ უფრო წონების აწევა ? კვება როგორი ?

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 21:00
<casablanca>
Kayla itsines bikini body guide (bbg)
თავის დროზე ორასრაღაცა დოლარი ვგლიჯე,მაგრამ ახლა მთელი გუგლი სავსეა ამუთ,12 კვირიანია, კვირაშუ 3 ჯერ ვარჯიშობ,ნახევარი საათი...
ანუ ოირობითად ორშაბათი ოთხ პარ აკეთებ ამ პროგრამას ნახევარი საათი
დანარჩენი 3 დღე-სამშ ხუთ შაბათი დადიხსრ სწრაფად 45 წთ ან სეირნობ ან დარიხარ
უფრო სწრაფად სიარული სჯობს...
დიეტა გააჩნია მიზანი რა გაქვს-უმეფესობას ცხიმია შემცირება უნდა და კალორიების დეფიციტში ხარ ,თუმცა მე დაბალი ვარ 158 და როცა ამას ვარჯიშობ ნახევარი საათი ხო ცოტა ჩანს,მაგრამ იმდღეს ისე მშია,ვხოხავ? 1500საც ვიღებ და ვიკლებ
ანუ კვირაში 6ჯერ ვარჯიშობ რა და რეკომენდაციაა კვირა დღეს როცა ისვენებ 1 პორცია შეჭამო ის,რსც გიყვარს,მაგ-ნამცვარი
გაკეღებული მაქვს 5 კვირა მეტი ვერ გავქაჩე მიუხედავად იმისა რო 5 წელია ვარჯიშობ N1 სიკვდილი ვარჯიშია,მაგიტო ქვია Death by kayla biggrin.gif
ისე კი გირჩევ..ამ 5 kvirashi ისე გამოვშრი და გმოვხმი რო სრ ვიცი
ვარჯიშები რო ზუსტად ნახო 1მა გოგომ დადო იუთუბზე მთელი 12 კვირა ნახ სთ ყველა დღის მიმდევრობით და შეგიძკია მასთან რთად აკეთო უფრო სანოტივაციოა..ასე ვერ აგუხსნი როგორი ვარჯიშია,სახლში ვარჯიშობ მეც ამას ნახე იუთუბზე
BBG week1 day 1
da mere chawere tundac bbg week 5 day 1 da maxav am cotadroshi ramxela cvloleba aqvs


გუგლშიც ნახე bbg results ზოგადად თავის დროზე ძაან ბევრი სავარჯიშო პროგრამა ვიყიდე და ეს ისაა რაც მუშაობს და რამაც "კუბიკები"დამმჩნია :დ

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Sep 2018, 21:03
მოდი მოვაწყოტ ჩელენჯი
1თვეში ვინ რამდენს დაიკლებს biggrin.gif

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 21:12
ჯიმ"მორისონი
მოვაწყოთ :დ
რამდენის დაკლება გინდა და გეგმა რა გაქვს?რა დიეტა


.......

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Sep 2018, 21:38
Likaa
5კილო მაინც
კალორიების დეფიციტი უნდა გავაკეთო

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 22:13
ჯიმ"მორისონი
არცერთი კალკულატორი არ გამოიყენო
შენი კგ გადაიყვანე lbs shi
magalitad tu xar 80 kg chawere googleshi 80 kg in lbs
ra cifrsac dagiwers klebustvis gaamralve 10 an 11 ze an 12 zw
egaa sheni min deficiti da max deficiti
shenarchunebistvis igive wona gaamravle 13 an 14 ze

dzaaaan swrafi cximis klebistvis kide gaamravle 8ze iet dgeebshi ra drosacc ar mozraob ravi da shedarebit aktiur dgeebshi 10ze magram es didi deficiti 2 an 3 kvirazea gatvlili wliurad ro stabilurad iklo da shigadashig inarchu 11 da 12 sjobs

magrad mexmareba xolme es..
kidev kai maswavles tore zogi jalkulatori raswerda zogi raa

Posted by: <casablanca> 24 Sep 2018, 22:20
Likaa
დიდი მადლობა. არა მე მაგის გამკეთებელი არ ვარ biggrin.gif ცილების და ლოუ კარბის დიეტაზე ვარ, თითქმის ყოველ საღამოს 40 წუთი სწრაფი სიარული. ეგაა ახლა ჩემი პროგრამა.
მაგ ვარჯიშს აუცილებლად ვნახავ ისე , გასართობად .:დ
ყოჩაღ შენ. სერიოზულად ხარ ჩაბმული გეტყობა ფიტნესის ამბავში.

ვუყურებ gigi.gif


12 კვირის მერე მართლა მაგარი შედეგი გაქვს.

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 22:22
.......
....................... esec idealuria
* * *
<casablanca>
Au dzaan didi madloba ♡
seriozulad ra vcdilob da dzaan mainteresebs
low carb dzaan magari da rtulia magati shedegebi ro vnade tvalebi mcvioda mcdelobac mqonda magram magrad michirs low carb kiara puri ro ar vchamo imdges ver visuntqeb biggrin.gif nagaria tu shegidzlia egeti rame♡♡


au uyure xo tereza bolos magar shedegs debs sxbatashoris eg ambobs tavis videoshi ro shuadgis mere ar vigebdi naxshirwylebso da magan damaklebina mag varjishisas dzaano

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Sep 2018, 22:33
Likaa
მორიელისთვის ზემდეტად გულისხმიერი გოგო სჩანხარ
biggrin.gif
მადლობა 2kiss.gif

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 22:34
<casablanca>
Ki 8 kilo daiklo dzaan tonusshia da garshemowerlobebi dzaan shemimcirdao bevri cximi daiklo dzaan
axla mag elastikshi ar chans mara 9 kviras ro pexebi aqvs shokia ♡♡♡♡
* * *
ჯიმ"მორისონი
რა მადლობა ^_^
როდიდან იწყებ?.
დამიჯერე ზეთს რო აწონი,ცალკე კარტოფულს ნერვები დაგეგლიჯება მაგრამ შემწვარ კარტოფილს რო შეჭამ და იცი როდაიკლებ მაგაზე ბედნიერება არიქნება :დდ

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Sep 2018, 23:09
Likaa
კარტოფილი არ მიყვარს
იმ კვირაში დავიწყებ
ახლა გამოცდა მაქვს და ვერ დავდგები დიეტაზე user.gif

მალე წავალ საქრთველოდან და იქ გავაგრძელებ

შენ არც გინდა დაკლება biggrin.gif

Posted by: Likaa 24 Sep 2018, 23:11
ჯიმ"მორისონი
არა დაკლებაზე არ ვარჯიშობ
შენარჩუნების კალორიას ვიღებ 1550 და ვვარჯიშობ ასე 24 კვირა + დავისახე მიზნად ცოტა რეალისტური რო იყოს და იმედი არ გამიცრუვდეს :დ

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Sep 2018, 23:40
Likaa
აჰა,სგ შენ biggrin.gif

Posted by: nati_natiia 26 Sep 2018, 17:02
QUOTE (Likaa @ 24 Sep 2018, 22:13 )
ჯიმ"მორისონი
არცერთი კალკულატორი არ გამოიყენო
შენი კგ გადაიყვანე lbs shi
magalitad tu xar 80 kg chawere googleshi 80 kg in lbs
ra cifrsac dagiwers klebustvis gaamralve 10 an 11 ze an 12

რვაზე რო გავამრავლე სადღაც 1800 კალორია მივიღე და ანუ 1800 კალორიით დავიკლებ? :/

Posted by: Likaa 26 Sep 2018, 17:14
nati_natiia
Ragaca arasworadaketeb mgonia...
momwere wona tu ginda.kgdan gadaiyvane lbs shi da ise gaamravle?

Posted by: nati_natiia 26 Sep 2018, 18:18
Likaa
კი რავი 100 კგ = 220.462 ეს გავამრავლოთ რვაზე 1763 კალორიაა ))
ძაან დიდი წონა რომ მაქვს ალბათ მაგიტო

Posted by: Likaa 26 Sep 2018, 18:23
nati_natiia
დაიკლებ მაგაზე ძაან მაგრად
მაგრამ შენ განსახღვრე დრფიციტი :ანუ 221 ლბს გაამრავლე 13 ზე და მიღებულს გამოაკელი 500 დან 1000 კალორიის ჩათვლით
კვირაში 1 კგ ან ნახევარი კგ ცხიმის დაკლება თუ გინდა ეს იდეალურია+ წყლის წონაც და მაგარი შედეგი გექნება
ნუ იდეაში რაც მეტია დეფიციტი მითმეტია კლება
შენ ადგილას 1500 კალორიას მივიღებდი თუ ვთქვათ არ გაქ აქტიირი რეჟიმი და რამე და არ გეშიება თორე დეფიციტისას სადღაც მაინც მოგშივდება
მეტი დაბალკალოიული ჭამე და მეტი საკვები ჩაგეტევა უმეტესად მასე ვაკეთებ და კუჭს ვიტყუებ
ხან მარტო 1000 კალორიისას შოკოლადს ვჭამ და ასე
^^


ხან ვაბშე მარტო შენარჩუნების ჭამე..
მაგალითად 1 თვე იკლებდი და დაგღალა დიეტამ..რო არ მოიმატო აიწონე და ეგ გადაამრავლე 13 14 ზე და შეინარჩუნებ მერე ისევ გააგრძელებ და მასე

Posted by: nati_natiia 26 Sep 2018, 19:08
Likaa
1000 კალორიაც გამიკეთებია და ჩვეულებრივად ვქაჩავ,უბრალოდ არვიცი სწორად მესმის თუარა, ყველაფერი შემიძლია ვჭამო მთავარია კალორიების განსაზღვრული რაოდენობა მივიღო ხო?

ეხლა უკვე შვიდი დღეა 18 საათიანს ვაკეთებ, ოღონდ 12 დან 6 მდე ყველაფერს ვჭამ,აი მართლა ყველაფერს პურის გარდა,არ ავწონილვარ მაგრამ უკვე მეტყობა შედეგი,ვფიქრობ,ეგ კალორიები მივიღო და ამ ექვსი საათის განმავლობაში,ბევრად ეფექტური ხო იქნება? ძაან მიჭირს დიეტები ცუდი ნებისყოფა მაქვს ძალიან არადა მინიმუმ 30 კილო მაქვს დასაკლები და ვიცი რომ
ცუდია,მაგრამ მალე დაკლება და შენარჩუნებაზე წვალება მირჩევნია,ვიდრე დანევროზება და წელიწადში 5 კილოს დაკლება

Posted by: <casablanca> 26 Sep 2018, 19:20
nati_natiia
კალორიები კი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეცადე მაინც ისეთი საკვები არ მიიღო, რომელიც ინსულინს უცებ მაღლა წევს. ეგ აფერხებს ცხიმების წვას. ანუ ტკბილი, თეთრი პური, ბრინჯი, მაკარონი -სპაგეტი --- აი ესენი გამორიცხე ჯობია საერთოდ. 2-3 თვე მაინც.
ჩემზე ბევრჯერ დავრწმუნდი რომ პური იმენნა მტერია ჩემი დაკლების. კალორიებშიც რომ ვჯდებოდე.
ამიტომ ისე ვიკვებები რომ ინსულინი სულ ერთ დონეზე (დაბალზე ) მაქვს, შიმშილის შემოტევებიც ნაკლებად მაქვს. ესეც ინსულინის უცებ აწევა-დაწევამ იცის.

Posted by: nati_natiia 26 Sep 2018, 19:32
<casablanca>
პური არის ჩემი მთავარი მტერი, ყყველაზე მეტს პურს ვჭამდი და ეხლა ერთი კვირაა ვუძლებ,საჭმელი საერთოდ არ მანაყრებს პპურის გარეშე და ძაან უსიამოვნოდაც ვჭამ,მაგრამ იმედია მივეჩვევი, ცოტა ხანი ესე ვიქენბი ალბათ და მერე გადავალ კალორიებზე, ცოტა მივაჩვიო კუჭი ნაკლებ ჭამას, უბრალოდ არ შემიძლია ყავასთან რამე ტკბილი არ მივიღო და რიტუალურად ვჯდები ხოლმე და 80 გრამიანი შოკოლადის მესამედს ან მეოთხედს ვჭამ ხოლმე,ვცდილობ დღის პირველ ნახევარში,სამ საათამდე მოსწრებას smile.gif)

რამდენი კილო ვარ არ ვიცი ზუსტად,არ მაქვს სასწორი, ორი ვიყიდე ორივე მოკვდა და ხელი მაქ ჩაქნეული და სადმე თუ მოვახერხე და ავიწონე, ამ 18 საათიანის ერთი თვის შედეგი მაინტერესებს ძაან, მგონია მინიმუმ 5-6 კილოს დავიკლებ ერთ თვეში
* * *
მგონია რო კარგი შედეგი მექნება თავიდან,იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს დიეტაზე როდის ვიყავი არ მახსოვს და არ არი ჩემი ორგანიზმი მიჩვეული დიეტებს, თან ბევრი მაქვს დასაკლები და უფრო ადვილია პირველი კილოგრამები

Posted by: <casablanca> 26 Sep 2018, 19:42
nati_natiia
მეც პურისტი ვარ. ტკბილეული ნაკლებად. ყავასთან 1-2 ნაჭერ ხილს ვჭამ, ასე მივეჩვიე ახლა. დაიკლებ აუცილებლად. სასწორიც დაიკიდე ჯერჯერობით. აი კარგად რომ შეატყობ შენს თავს და ტანსაცმელი ნათხოვარივით გექნება (biggrin.gif) , მაშინ აიწონე. უცებ გაგახრებს ერთბაშად.
ფიზიკური აქტივობაც არ დაგავიწდეს. იარე რაც მოგიხერხდება ხშირად ფეხით.

Posted by: Likaa 26 Sep 2018, 19:58
nati_natiia
სასწორი ამ ეტაპზე დაივიქყე 18საათიანი 19 20 და აშ. ინსულინს აკობტროლეჰს პირველ რიგში
ინსულინი დაბალი,ნახშირწყკების არ ქონა კალორიების დეფიციტი=კეტოზისს ანუ ცხიმის წვას და გამოყენებას
სჯობს სანტიმეტრით გაიზომო გარშემოწეირლობები
ეგ რეალურ შედეგს დაგიდებს


ცხიმის წვის მყავარი ნიშანი რითაც ვხდები არის მეტალის გემო პირში თუ გიგრძვნია დიეტისას
ეგაა ცხიმის წვის ნიშანი,პლუს,არასასიამოვნო სუნი დიეტისას რაღაც სპეციფიკური

Posted by: ჯიმ"მორისონი 26 Sep 2018, 19:58
<casablanca>
2საათამდე არ ჭამო არაფერ არ პირველ საათამდე და მერე 6 საათამდე რაც გინდა ის მირთვი,ოღონდე ეცადე ძაან არ გადაჭარბო კალორიების ნორმას
ეგა საუკეთესო დიეტა

დილას არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საკვები;დალიეთ მარტო წყალი,ისეირნედ ფეხით 45 წუთი და 2 ტვეში დაიყენებთ სასურველ ტანს

Posted by: <casablanca> 26 Sep 2018, 20:05
ჯიმ"მორისონი
12-ზე ვსვამ ყავას და მერე მალევე რამე საჭმელს. 12-მდე ძირითადად არა.
6-ის მერე არჭამას ვიცი ვერ გავუძლებ , აზრი არ აქვს. ფეხით კი , გუშინ საათნახევარი გამომივიდა ჯამში. დღეს ალბათ ნაკლები, წავალ ახლა ცოტა ხანში სასეირნოდ
უნდა დააკვირდე რა ორგანიზმს. , ნახშირწყლები თუგინდ კალორიებში ჯდებოდეს ვერ მაკლებინებს, ცილები -იცოცხლე.

Posted by: ჯიმ"მორისონი 26 Sep 2018, 20:16
<casablanca>
მერე შედეგი გაქვს ?
წყალს სვამ ბლომად ?

Posted by: nati_natiia 26 Sep 2018, 20:47
სამ კილომეტრს დავდივარ დღეში,ხანდახან 4ს ვნახოთ რა იქნება, ტანსაცმელი ნათხოვარივით ოდესმე თუ მექნება არ მჯერა,ყოველ წელს წინა წლის ტანსაცმლის გაჩუქება/გადადება მიწევს დაპატარავების გამო (((

ისე განვიცდი რო რავი, ეხლა ერი სულო მაქვს ერთი ზომით მაინც შევამცირო შარვალი მოტივაციას მაგრდ გამიზრდის ეგ (

Posted by: Likaa 26 Sep 2018, 22:24
ჯიმ"მორისონი
ადრე ასე 4 წლის წინ დილას რო არ მეჭამა.ვგიჯდებოდი... 8ზე ვიწუებდი
ახლა 1 ჭამა 5 ზე მაქვს ასე რა და ბოლო 10ზე
ანუ 5 სთ ჭამის ფანჯარა მაქვს ან 4.4ს ვაწვები უფრო
მაგრამ ძალიან კარგს შვრება რომ ეგრევე არ დაიწყო 20 სთ და ა შ.
მე 16ით დავიწყე
ქყალზე ყოფნა 20 საათით მერე 24 მერე 36 და 48 საათზე არ მშია ხოლმე მაგრამ მაქვს ის სიმპტომები რაც მთრგუნავს არც 72საათზე მშია,უბრალოდ საშინლად იცის გულის ფრიალი,აჩქარება,კიდურების გაოფლიანება და ა.შ,ესაა მიზეზი რომ მაქსიმუმი 5 დღე იყო.თორე შიმშილით აი დიეტები რომაა დღეში 5 ვაშლი სა ეეგთები ეგ უფრო მოგაშიებს კაცს ვიდრე წყალი

Posted by: framoj 26 Sep 2018, 22:37
როგორ გადახვედით 18 საათიან დიეტაზე ? ნელ-ნელა აკლებდით დროს თუ ეგრევე?

Posted by: Likaa 26 Sep 2018, 22:56
framoj
me 16 st vaketebdi 1 kvira mara dzaan martivia 16 da mere davanebe tavi 18 daviwye mere agarc 18ze geshjeba
magram gadanawileba ar momwons 12 dan 6mde...
me vizavdi 3 dan 9mde an rame ise...
orgajizms schirdeba dzilis win skavebi da 6 st arjs dzaan adre ..vigacam qna tavustvis eg rejimi da yvela tvlis ro maincdamainc 12 dan 6mde unda chamo.. shegidzlia sagamos 6dan daiwyo gamis tormetamde ae aq azdi
me tavis droze 3dan 9mde vchamdi

Posted by: <casablanca> 26 Sep 2018, 23:05
ჯიმ"მორისონი
QUOTE
მერე შედეგი გაქვს ?
წყალს სვამ ბლომად ?

ხვალ გახდება 3 კვირა ასე რეჟიმში რომ ვარ. არ ვიწონები, მაგრამ დიდ შედეგს ჯერ ვერ ვატყობ. თან ჰიპოთირეოზი მაქვს და ეგეც ართულებს.მაგრამ სხვა გზა არაა. უნდა შევძლო . წყალს ცოტა რომ აცივდა 1.5ლ მეტს ვეღარ.

Posted by: nati_natiia 26 Sep 2018, 23:53
Likaa
ანუ ექვსი საათის მუღამი ის არის რომ დაძIნებამდე 4-6 საათი ნაჭამი არ გქონდეს,
6 დან 12 მდე რო გააკეთო და 12 ზე დაიძინო ნაჭამმა მოსულა?
smile.gif) რავი მე ესე მესმის

Posted by: Likaa 27 Sep 2018, 09:08
nati_natiia
nati_natiia
QUOTE
ikaa
ანუ ექვსი საათის მუღამი ის არის რომ დაძIნებამდე 4-6 საათი ნაჭამი არ გქონდეს,
6 დან 12 მდე რო გააკეთო და 12 ზე დაიძინო ნაჭამმა მოსულა?
) რავი მე ესე მესმის

კი,მოსულა,24 სთ მანძილზე შენი კალორია როცა გინდა მიიღე,დღე -ღამე,ვერ ხვდება ორგანიზმი,აღიქვამს მრტო დეფიციტს და ზედმეტი აკლორიას,მეტს მნიშვნელობა არ აქვს
ინგლისური იცი?
ამ საიტზედა ბიჭის დაწწერილ სტატიებზე არ დაგრჩება კითხვა,დროზე,ნახშირყწლებზე,ინტერვალურ კვებაზე და კალორიების დეფიციტზე
https://www.aworkoutroutine.com/blog/



და ერთი აბსურდი-ვჭამ ცოტას და ვერ ვიკებ,ცხიმები გროვდება და ერთინად ვიმატებ და ა.შ,არის სისულელე
არ არსებობს,ეწ შიმშილი,მანამ ,სანამ შენი სხეულის ცხიმი პროცენტი არ იქნება 4 პროცენი და ნაკლები,ეგაა კტასტროფა,აი,ისეთი,ანორექსიკებს რო აქვთ და ძარღვები ემჩნევათ :დ
მანამდე ნებისმიერ შემთხვევაშო,ორგანიზმი ცხიმს მოიხმარს



https://en.wikipedia.org/wiki/Minnesota_Starvation_Experiment
ესაა მინესოტას ექსპერიმენტი 1 წლიანი მაგ საკითხზე
კაცებს 1200 კალორიას აჭმევდნენ დღეში,პლუს,სირბილი,სიარული,ეგაა ისეთი ცოტა კალრა კაცისთვის,როგორც,დავუშვათ ჩვენთვის ქალებისთვის დღეში 500 ან 600 და სიბილი ან სიარული
წაიკითხე და ნახავ რა დადასტურა და არა მხოლოდ ერთ ადამიანზე,არამედ,მანდ მყოფ ყველაზე

რა თქმა უნდა სესენი შიმშილზე რ მოგვიწოდებენ,მაგრამ მედიცინური თვალსაზრისთი დაამტკიცეს რაღაცეები,ძაან მნიშვნელოვაი
https://www.google.com/search?q=hunger+experiment&tbm=isch&tbs=rimg:CXyhcnYpKEnYIjiWMceNj6sAtNGWu65gXzjCvq6MHsu5hrnB04vPyAZtqewza1TSe0E4bKKp0GaIM-ehQ5NzxUnjrioSCZYxx42PqwC0EYaLdCl2Be7GKhIJ0Za7rmBfOMIRB9VsqtTzVDYqEgm-rowey7mGuRFbMxe5TP9NSCoSCcHTi8_1IBm2pESm-XqyRGDm6KhIJ7DNrVNJ7QTgRR1qbsOHAdO8qEglsoqnQZogz5xHjnhxHM19VdCoSCaFDk3PFSeOuEfJy_1d9G1LqZ&tbo=u&sa=X&ved=2ahUKEwil4pH1tdrdAhXSZ1AKHc34ATsQ9C96BAgBEBs&biw=1920&bih=974&dpr=1

Posted by: salamander_r 29 Sep 2018, 01:46
ორგანიზმმა რომ გაძლოს საჭმლის გარეშე აუცილებელია გლიკემური ინდექსი იყოს მშვიდად და არ აწვალოთ პერმამენტულად აწევა-დაწევით.


სხვა დანარჩენ შემთხვევაში კანკალამდე მისული შიმშილს გრძნობა და ე.წ. შიმშილისატტაკები გარდაუვალია.


თუ ვინმეს დიაბეტიანი გყავთ საახლობლოში დააკვირდით მას, ზუსტად იგივე გემართებათ ოდნავ შერბილებულად ოღონდ.

ჯანმრთელი ორგანიზმი 18 საათს კი არა, 20 და მეტს ძლებს ძალდატანების გარეშე.
მაქსიმუმ კუჭის წვა იგრძნოთ და ნაწლავების სიცარიელემ შეგაწუხოთ, თორემ თავის ტკივილი, გულის წასვლა და თავბრუს ხვევა ეს შიმშილის კი არა სხვა უფრო საშიში რამის სიმპტომებია.


ასევე, ნებისმიერ კალორაჟს ეჩვევა ორგანიზმი, ასეა დაპროგრამებული და იმიტომ.

Posted by: Likaa 29 Sep 2018, 13:37
salamander_r
მე მაქვს დიაბეტი smile.gif ყოველგვარი კანკალიყ ვიცავ 72 სთ და მაქსიმუმი 5 დღე იყო ასევე არაკანკალით.

ორგანიზმი კი ნამდვილად იმას ეჩვევა რასაც მიაჩვევ

Posted by: Universe 1 Oct 2018, 18:46
მოკლედ, გამოჯანსაღების მიზნით რომ მთელი ერთი კვირა გემრიელად შევექცეოდი სტაფილოს და დღეს, რა მოხდება, ამავე სტაფილოს სუპს(იგივე ბორშს) თუ შევჭამ-მეთქი, ერთი ნატეხი თონიც ცხელი პურიც რომ მივაყოლე სიცხე მომცა pop.gif

Posted by: charliXL 2 Oct 2018, 22:42
რა მაინტერესებს ვარ კონსულტანტი, ვდგავარ მთელი დღე და ვმოძრაობ ხოდა დგომაში რაიმე კალორია თუ იწვება თუ კრუგი ვარტყა მაღაზიას? biggrin.gif

Posted by: nati_natiia 2 Oct 2018, 22:59
ხვალ ხდება ორი კვირა და 18 საათიანს ვაკეთებ, არცერთი დარღვევით,შოკში ვარ ისე მიკვირს,არ ვიცი რამდნეი კილო ვარ, ხვალ ვეცდები ავიწონო და მერე კიდევ ორ კვირაში,სიმსუბუქეს ვგრძნობ და სახეზეც დამეტყო დაკლება,ისე გვიან საათებში ძააალიან მიჭირს ხოლმე,მუცელი მიბუყბუყებს ისე მშია,თან გვიან ვიძინებ ძალიან

Posted by: ჯიმ"მორისონი 8 Oct 2018, 18:56
charliXL
biggrin.gif
დაწვავ კალორიებს და საკმაოდ ბევრსაც
ყველაზე მეტს დაწვავ თუ კიბეზე აირბენ-ჩამოირბენ

biggrin.gif
Likaa
ჰოლა,როგორ ხარ ?


მოკლედ,ამ დღეებში ვაპირებ 21 საათინი შიმშილის მოწყობას ,ანუ 21/3 მექნება რეჟიმი
პახოდუ დღეში ორ საათიანი ვარჯიშები
ახლა ვარ 83 კილო და დავწერე თუ მომცემს შედეგს ვისაც გინდათ შემომიერთიდ და ერთად დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები bis.gif

framoj
მე ადრე პირდაპირ გადავედი და შენ თუ გინდა ჯერ 12საათით დაიწყე და მერე გაზარდე smile.gif
ფეხით იარე მსიერ კუჭზე ასე 1საათი
ეგა ძალინ კარგი

Posted by: framoj 8 Oct 2018, 19:52
ჯიმ"მორისონი
ფეხით დავდივარ 8 კილომეტრს, ხან მშიერი, ხან ნაჭამი :დ
გადავიფიქრე ეს დიეტები, ცოტა სხვა გზას ვარჩევ დაკლებისთვის და ვნახოთ რა იქნება.

Posted by: ჯიმ"მორისონი 10 Oct 2018, 00:51
framoj
მერე ქე დაიკლებ biggrin.gif
ისე მართლა არჩვეულებრივად გამოიყურებოდი იმ ფოტოზე
კიდევ ერთხელ ავღნიშნე biggrin.gif

მე ვიწყებ ამ კვირაში

user.gif
83კილო და მიზანი 67 კილო bis.gif
ახლა წლამდე :დ

Posted by: klubnika 10 Oct 2018, 09:53
framoj
QUOTE
ფეხით დავდივარ 8 კილომეტრს

რამდენ ხანს ანდომებ ? ან სად დადიხარ? ან დღის რა მონაკვეთში

Posted by: framoj 10 Oct 2018, 16:19
ჯიმ"მორისონი
biggrin.gif მადლობა
კლებით არა უფრო ვინარჩუნებ, დრო იყო 12-14 კმ-ზე ავდიოდი.

klubnika
არ ვიცი ალბათ 2 საათს, პროგრაა მითვლის თვითონ.
ნებისიერ დროს დღის განმავლობაში, საღამოს განსაკუთრებით. მე არ ვმუშაობ 9დან 6მდე ან 10დან 7მდე, თავისუფალი გრაკიფი მაქვს და როგორც მინდა ისე ვაწყობ.
ზაფხულში ცოტა მიჭირდა სიარული, სიცხე არ მიყვარს, სიცივეში უფრო შემიძლია.
ტერტორიას რაც შეეხება მაგალითად ვმუშაობ ორთაჭალაში და სამსხურიდან აღმაშენებლამდე მივდივარ ფეხით, ან თავისუფლებიდან დინამომდე. გააჩნია სად ვარ და დრო რამდენი მაქვს.

Posted by: klubnika 10 Oct 2018, 19:52
framoj
ეგრევე 8 კმით დაიწყე ? ბევრია დამწყებისთვის არა ?

Posted by: larakroft 10 Oct 2018, 20:04
მოკლედ ვაჟკაცურად ვუძლებ დიეტას 8-9 საათამდე... მერე მავიწყდება დიეტაზე რომ ვიყავი, როცა მახსენდება მაცივარი უკვე გადაძოვილი მხვდება... რამე პათოლოგია მჭირს> ? ამ დონეზე როგორ მაქვს გამძაფრებული ეს შიმშილის ინსტიქტი... facepalm.gif facepalm.gif

Posted by: framoj 10 Oct 2018, 20:29
klubnika
რომ არ მოვიტყუო არ მახსოვს. ყოველთვის ბევრს დავდიოდი, სერინობა მიყვარს ბავშვობიდან. რაღაც ეტაპზე მახსოვს 7 კმ-ზე ვიღლებოდი, ალბათ ნაკლებიდან დავიწყე. მერე ნელ-ნელა ვუმატებდი.
ალბათ ბევრი იქნება, მითუმეტეს თუ ადამიანი შეჩვეული არაა 2-3 კმ რომ დაიწყოს და კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ 1 კმ მოუმატოს იქნება მშვენიერი.

Posted by: larakroft 10 Oct 2018, 20:41
წვიმიან ამინდებში ვერ ვსეირნობ.. გასეირნებას რომ გადავწყვიტავ და დროს მოვიგდებ წვიმა იწყება... შეგიძლიათ მე დამაბრალოთ წვიმის დაწყება.. ე.ი. ფეხით სეირნობა გადავწყვიტე... mad.gif mad.gif
არადა როგორ მინდა აქტიურად ვიცხოვრო...
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: framoj 10 Oct 2018, 20:57
larakroft
წვიმაშიც მისერინია, კაპიშონით biggrin.gif
-15 გრადუსში გამივლია 12 კილომეტრი.
რაღაც თუ ძალიან მინდა ვერაფერი მაკავებს, მთავარია მინდოდეს :დ

ხვალ ვიწყებ დიეტას, რა დიეტას ხვალ გავიგებ.


Posted by: larakroft 10 Oct 2018, 21:00
QUOTE
რაღაც თუ ძალიან მინდა ვერაფერი მაკავებს, მთავარია მინდოდეს :დ

მე მეგონა მარტო ზარმაცებს გვაწუხებდა ზედმეტი წონა... lol.gif
QUOTE
ხვალ ვიწყებ დიეტას, რა დიეტას ხვალ გავიგებ

მეც ვიწყებ ხვალიდან ...

Posted by: framoj 10 Oct 2018, 21:05
larakroft
არა :დ სიარული, ჭამა, დროის ტარება არასოდეს მეზარება biggrin.gif

მე სერიოზულად ვიწყებ. ახალ წლამდე რაღაც შედეგი უნდა დავდო.

არ იშიმშილო და არ მოგშივდება საღამოს.

Posted by: klubnika 10 Oct 2018, 21:56
framoj
QUOTE
თუ ადამიანი შეჩვეული არაა 2-3 კმ რომ დაიწყოს და კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ 1 კმ მოუმატოს იქნება მშვენიერი.

აუ მეზარება sad.gif განძრევაც კი მეზარება

Posted by: framoj 10 Oct 2018, 23:19
klubnika
მე ვარჯიშზე ვარ ეხლა ეგრე, მიზეზებს ვიგონებ რომ არ ვიარო sad.gif

Posted by: nati_natiia 11 Oct 2018, 23:40
მოკლედ, 18 საათიანს ვაკეთებ 22 დღეა, ამ დღეების განმავლობაში ხან 20 ხან 19 ხან 18 საათს, ბოლო პეეიოდში 12-5 მდე ვჭამ,ანუ 19 საათს ვაკეთებ, ფიზიკური აქტივობა სხვდადხვანაირი ხან დავდივარ 3-4 კმს ხან 300-400 მეტრს, ჭამას რც შეეხება თავიდამ უპუროდ ვჭამდი და ეხლა 100 გრამ პურს ვჭამ დღის პირველ ნახევარში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოლოდინი მქონდა უკეთესსი და ჯამში დაკლებული მაქვს 2.5-3 კილო (( რას იტყვით?

ხო წყალს ვერ ვსვამ 1-1.5 ლიტრზე მეტს ((

Posted by: framoj 12 Oct 2018, 16:22
nati_natiia
ნორმალურია ჩემი აზრით. ნუ იმასაც გააჩნია რამდენი გაქვს ჯამში დასაკლები.

დღეს დავიწყე დიეტა, ვნახოთ რას ვიზამ. იმედებით ვარ.

Posted by: სნეგირი2 12 Oct 2018, 16:38
nati_natiia
შენს რაციონში 80%+ უმი ხილი და ბოსტნეული რომ ყოფილიყო, 7-8 კგ-ს მაინც დაიკლებდი ამ 22 დღეში.

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Oct 2018, 16:49
nati_natiia
გააჩნია რას ჭამა და როგორ
ზუსტად თუ დაწწერ რეჟიმს კარგი იქნება
biggrin.gif

მაგალითად თუ დილას ჭამდი 12 საათზე და მერე 6საათის შემდეგ არაფერს იღებდი და ასევე 1500კალორიაში ეტეოდი
ცოტა
user.gif

ნუ თუ ცხიმი დაწვი სუფთა კარგია,მაგრამ წესით უკეთეს შედეგი უნდა გქონოდა თან თუ დიდი წონის ხარ მითუმეტეს

მე მგონია,რომ კალორიების დეფიციტს არ ჰქმნი

framoj
რომელი დიეტა დაიწყე ? :დ
არ გაგთვალავ mad.gif lol.gif

Posted by: framoj 12 Oct 2018, 17:25
ჯიმ"მორისონი
ენდოკრინოლოგის დაწერილი. ამ ეტაპზე დრო და ნერვები არ მაქვს კვებას ჩემით მივხედო.
დიეტაზე როცა ვარ ჩემს საკუთარზე, დღეში 5 საათს ვუთმობ ვარჯიშს, კითხვას, ცდებს და ეგეთებს.
დღეში 5ჯერ ვჭამ ცოტ-ცოტას. გუ გინდა დავწერ რას და როგორ.

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Oct 2018, 18:10
framoj
თუ დრო გექნება დაწერე
მეც მინდა კვირას დავიწყებ ალბათ :დ

user.gif

წარმატებები
მივიყვანოთ ბოლომდე საქმე sa.gif

Posted by: framoj 12 Oct 2018, 18:17
ჯიმ"მორისონი
დილა: 3 კოვზი გერკულესი, 1 ნაჭერი ყველი
12 სთ: იოგურტი 1%_მდე
15 სთ: 200 გრ ქათმის ხორცი, 2 კიტრი,1 პამიდორი
18 სთ: 2 ვაშლი ან 6 ქლიავი
20 სთ: 200 მლ მაწონი ან კეფირი

მეგობრებმა ყველამ ძაან ცოტა საჭმელიაო და რავიცი დღეს მთელი დღეა ვჭამ, არც მომშიებია.

წყალი 1,5-2ლ

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Oct 2018, 18:45
framoj
მართლა ცოტა სგ ვივი შენ biggrin.gif

შენ თან სიმაღლე გაქ,ლამაზი თმები და ძალინ ლამაზი სახე
თუ დადე კარგი შედეგი შეიძლება უარი თქვ შენს პროფესიაზე და პოდიუმზე გახვიდე biggrin.gif

წარმატებები
მერწყულები გო გო biggrin.gif love.gif

Posted by: framoj 12 Oct 2018, 19:03
ჯიმ"მორისონი
ჩემთვის მთავარია ბევრი ვისუსნაო ხოლმე, დღეში ერთხელ ჭამა და ეგეთები არ გამომდის.
ერთხელ დავდე კარგი შედეგი, ეხლა უნდა გავაუმჯობესო.
აუ მადლობა biggrin.gif biggrin.gif
შენც წარმატებები ^^ მონდომება გვჭირდება და გამოვა ყველაფერი.

Posted by: charliXL 14 Oct 2018, 21:14
მოკლედ ასეთი დიეტა მოვიფიქრე და გადახედეთ და როგორია აზრი გამიზიარეთ ან შემისწორეთ. 4 ჯერადი კვებით დილა იწყება ფაფით შემდეგ ხილი, მერე ცილა და ბოლოს რძის პროდუქტები. 3 საათიანი შუალედით (4 სთ ფიზიკურად არ გამომდის), წყალი რა თქმა უნდა და ბოლო კვება 7ზე გააჩნია პირველ საკვებს რომელზე შევჭამ. აბა რას ფიქრობთ?
პ.ს დარბაზშიც მინდა სიარული და იქნებ მირჩიოთ ვაგზალთან ახლოს რომ იყოს ან მარჯანიშვილზე ან თამარ მეფეზე ან დინამოსთან კაი ჯანდაბას წერეთელზეც აან კიდევ რომელიმე მეტროსთან ახლოს და ნორმალურ ფასი რომ ჰქონდეს

Posted by: likaka 15 Oct 2018, 14:49
აბა ვინ ახსენა მერწყული გოგო? smile.gif)) მეც მერწყული გოგო ვარ 11 თვეა სიგარეტს არ ვეწევი და საგრძნობლად მოვიმატე, ყოფილი სპორტსმენი ვარ და მკვრივი სხეული მაქვს, მაგრამ უკვე საშინლად არ მომწონს ჩემი თავი. დღეს დავიწყე 14 დღიანი დიეტა, საკმაოდ ჯანსაღი ჩანს, ბევრმა ახლობელმა დაიკლო ამ დიეტით.


1 დღე - 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.
14 დღე მინუს 10 კგ. (შეეცადეთ მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ)

Posted by: framoj 15 Oct 2018, 22:41
likaka
უი კაი დიეტაა :დ
რა ჰქვია სახელი?

Posted by: kompasa mio 15 Oct 2018, 23:28
QUOTE (charliXL @ 14 Oct 2018, 21:14 )
მოკლედ ასეთი დიეტა მოვიფიქრე და გადახედეთ და როგორია აზრი გამიზიარეთ ან შემისწორეთ. 4 ჯერადი კვებით დილა იწყება ფაფით შემდეგ ხილი, მერე ცილა და ბოლოს რძის პროდუქტები. 3 საათიანი შუალედით (4 სთ ფიზიკურად არ გამომდის), წყალი რა თქმა უნდა და ბოლო კვება 7ზე გააჩნია პირველ საკვებს რომელზე შევჭამ. აბა რას ფიქრობთ?
პ.ს დარბაზშიც მინდა სიარული და იქნებ მირჩიოთ ვაგზალთან ახლოს რომ იყოს ან მარჯანიშვილზე ან თამარ მეფეზე ან დინამოსთან კაი ჯანდაბას წერეთელზეც აან კიდევ რომელიმე მეტროსთან ახლოს და ნორმალურ ფასი რომ ჰქონდეს

კარგი ჩანს!

ვისაც წონაში კლება უნდა, ვურჩევდი რომ
ვაშლის ძმარი მიიღონ, 1 კოვზი გახსნილი 1 ჭიქა წყალში
უზმოზე და ძილის წინ

Posted by: სნეგირი2 16 Oct 2018, 01:00
kompasa mio
QUOTE
ვისაც წონაში კლება უნდა, ვურჩევდი რომ
ვაშლის ძმარი მიიღონ, 1 კოვზი გახსნილი 1 ჭიქა წყალში
უზმოზე და ძილის წინ

რატომ?

Posted by: kompasa mio 16 Oct 2018, 01:37
QUOTE (სნეგირი2 @ 16 Oct 2018, 01:00 )
kompasa mio
QUOTE
ვისაც წონაში კლება უნდა, ვურჩევდი რომ
ვაშლის ძმარი მიიღონ, 1 კოვზი გახსნილი 1 ჭიქა წყალში
უზმოზე და ძილის წინ

რატომ?

https://yurielkaim.com/apple-cider-vinegar-and-weight-loss/

ინგლისური თუ იცი, აგერ აქაა ახსნილი

კანისთვისაც გადასარევია, ვისაც გამონაყარი და ზედმეტი ცხიმიანობა აწუხებს

Posted by: likaka 16 Oct 2018, 13:42
framoj
10 კილო 14 დღეში smile.gif მე ვარ ეხლა მეორე დღეზე

Posted by: ჯიმ"მორისონი 16 Oct 2018, 13:52
likaka
რა დიეტა ესეთი 10 კილო 14 დღეში ?
ეგ მითხრი დევიტანჯე კაცი
mad.gif


Posted by: სნეგირი2 16 Oct 2018, 14:54
QUOTE (kompasa mio @ 16 Oct 2018, 01:37 )
QUOTE (სნეგირი2 @ 16 Oct 2018, 01:00 )
kompasa mio
QUOTE
ვისაც წონაში კლება უნდა, ვურჩევდი რომ
ვაშლის ძმარი მიიღონ, 1 კოვზი გახსნილი 1 ჭიქა წყალში
უზმოზე და ძილის წინ

რატომ?

https://yurielkaim.com/apple-cider-vinegar-and-weight-loss/

ინგლისური თუ იცი, აგერ აქაა ახსნილი

კანისთვისაც გადასარევია, ვისაც გამონაყარი და ზედმეტი ცხიმიანობა აწუხებს

"მეცნიერულ რეკლამას" ვეძახი ასეთ სტატიებს.

დღეში ერთი კოვზი ვაშლის ძმარი და წონაში დაკლება გარანტირებულია!
და ხალხს რომ სჯერა. : )))

Posted by: Likri 16 Oct 2018, 15:13
QUOTE
და ხალხს რომ სჯერა. : )))

QUOTE
და ხალხს რომ სჯერა. : )))

lol.gif lol.gif lol.gif
მაგარს ვკაიფობ ხოლმე
და თან რომ არასდროს გიჯერებენ,ძაან საწყენია...





https://www.youtube.com/watch?v=ZLnfwkQmqf0&t=982s
კარდიოს დღეს გირჩევტ

* * *
QUOTE
კანისთვისაც გადასარევია, ვისაც გამონაყარი და ზედმეტი ცხიმიანობა აწუხებს

ცხიმს მარტო კალორიების დეფიციტი წვავს,აბსურდია სხვაყველაფერი და გათვლილია ხალხის დაბლოლებაზე და ფულზე
QUOTE
რა დიეტა ესეთი 10 კილო 14 დღეში ?

მე ვიცი,დაგუგლე,დევს
http://dieta.ge/?i=34
მგონი,ამაზე ამბობს.
ნაცნობმა 6 კილო დაიკლო.

Posted by: likaka 16 Oct 2018, 15:45
კიი, მაგ დიეტაზე ვამბობ. საკმაოდ კარგად არის აწყობილი. ახლობლები გახდნენ კარგად

Posted by: kompasa mio 18 Oct 2018, 12:40
QUOTE (სნეგირი2 @ 16 Oct 2018, 14:54 )

"მეცნიერულ რეკლამას" ვეძახი ასეთ სტატიებს.

დღეში ერთი კოვზი ვაშლის ძმარი და წონაში დაკლება გარანტირებულია!
და ხალხს რომ სჯერა. : )))

საკუთარი გამოცდილება გაგიზიარეთ და აწი თქვენ იცით biggrin.gif
ისევ თიკას დიეტებს მიაწექით 10 კილო 14 დღეში old.gif

Posted by: nati_natiia 19 Oct 2018, 13:20
სნეგირი2 რაღაცა ხილს ვერიდები,რატო არ ვიცი,მირჩევნია რამე შედარებით ნოყიერით ჩავანაცვლო,ნუ აი თითქოს საჭმელს ვჭამ ცოტა მეტს,ხილის არ ჭამის ხარჯზე ( შეიძლება დებილობაა

ჯიმ"მორისონი

მოკლედ რაციონი მაქვს ეგეთი, პირველ საათზე ვჭამ რამეს რაც მაქვს სახლში ას გრამ პურთან ერთად,
მერე მთელი დღე შეიძლება არაფერი ვჭამო ან რამე ერთი ორი ლუკმა და ხუთს რო წუთები აკლია ვსვამ ყავას 20-30 გრამ შოკოლადთან ერთად, ხუთის მერე აღარ ანუ გამომდის 20 საათი ესე ვაკეთებ ბოლო დღეებია, ხვალ ხდება ერთი თვე და ჯამში დავიკელი 5 კილო


აი ესე თუ გავაგრძელე,თქვეში ხუთი კილოს კლება პურით და შოკოლადით ვაბშე არ ვარ წინააღმდეგი,არც ძნელია და არც არსად მეჩქარება დაკლება, ორასი წელია მსუქანი ვარ და ესეთი მოკლე დროც ავიტან )))))

Posted by: ჯიმ"მორისონი 19 Oct 2018, 13:29
nati_natiia
ყავას შაქრიანს ?
ვარჯიშობ ?
ფეხით თუ ივლი დღეში 1საათს უფრო მეტს დაიკლებს
მშიერ კუჭზე უნდა იარო ფეხით 1საათი
წყალი სვი 2 ლიტრა
ისე თუ დიდი წონა გაქ წესით მეტი უნდა დაგეკლო

Posted by: framoj 19 Oct 2018, 13:41
QUOTE
ფეხით თუ ივლი დღეში 1საათს უფრო

ჩქარა მიხვალ სახლში biggrin.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 19 Oct 2018, 13:50
framoj
არ გამოვიდა ? biggrin.gif

ბევრ კალორიას წვავ და რავი აბა tongue.gif

Posted by: framoj 19 Oct 2018, 14:07
ჯიმ"მორისონი
სიარულით კი წვავ კალორიებს, მაგრამ მანდამაინც 2 დღის ნაშიმშილარი კი არ უნდა იყო :დ

Posted by: nati_natiia 19 Oct 2018, 15:12
ჯიმ"მორისონი
წონა მააქ უუდიდესი 106 ვიყავი და 101 ვარ, გეგმაა 75
წყალს ვცდილობ,მიჭირს მარა ვცდილობ და სიარულით ხან ვახერხებ დან ვერა, მარა გეგმაში მაქ რო ვიარო სტაბილურად


ყავა კი შაქრით,1 კუბიკს ვიგდებ, ნუ ყავისფერ შაქარს ვხმარობ თუ ცვლის რამეს

Posted by: ჯიმ"მორისონი 19 Oct 2018, 20:14
nati_natiia
სწორედ შაქრიანი ყავა იმის მიზეზი რომ 5 კგ მეტი ვერ დაიკელი
ამოიღე ეგ თუ ვერ ძლებ ყავის გარეშე მაშინ ეცადე უშქრო დალიო
და შოკოლადსაც თუ ამოიღებ კარგი იქნება biggrin.gif

ნუ რავი თუ მალე გინდა დაიკლო

framoj
როგორ მიდის შენი დიეტის ამბები
გაქ რამე შედეგი თუ ემალები სასწორს ? lol.gif

Posted by: სნეგირი2 19 Oct 2018, 22:09
nati_natiia
QUOTE
სნეგირი2 რაღაცა ხილს ვერიდები,რატო არ ვიცი,მირჩევნია რამე შედარებით ნოყიერით ჩავანაცვლო,ნუ აი თითქოს საჭმელს ვჭამ ცოტა მეტს,ხილის არ ჭამის ხარჯზე ( შეიძლება დებილობაა

და მე რით შემიძლია დაგეხმარო?

Posted by: Taisiaa 19 Oct 2018, 23:05
QUOTE
ყავა კი შაქრით


ერთი კვირა გაიჭირვე და გადაეჩვევი, მარილიც ამოიღე ...
ჰიმალაის მარილით არ ჩაანაცვლო ოღონდ ... : )))

ყავის გემოს შაქარი აფუჭებს, მარტო კაპუჩინოს უხდება : )))
კაპუჩინო ჩემი სუსტი წერტილია, სხვა სუსტ წერტილებთან ერთად :დ

და მე გირჩევდი ექიმთან მისვლას, გაგიკეთებენ ანალიზებს და დაგინიშნავენ დიეტას, არც ნერვების მოშლა მოგიწევს შიმშილის დროს, ან რა ვჭამო, დანაყრებული ივლი და არ იფიქრებ საჭმელზე...

თუ მოგინდება,გირჩევ კიდეც კარგ ექიმს.



nati_natiia

Posted by: nati_natiia 19 Oct 2018, 23:29
QUOTE (სნეგირი2 @ 12 Oct 2018, 16:38 )
nati_natiia
შენს რაციონში 80%+ უმი ხილი და ბოსტნეული რომ ყოფილიყო, 7-8 კგ-ს მაინც დაიკლებდი ამ 22 დღეში.


არაფრით,ამის პასუხად დავწერე

Posted by: სნეგირი2 20 Oct 2018, 00:01
nati_natiia
აჰა, გასაგებია.

Posted by: QERBI 20 Oct 2018, 00:20
ვეღარ ვახერხებ ძველი ფორმების დაბრუნებას, ან საკმარისად არ ვინდომებ და დაკიდებული მაქვს ეგ თემა, იმიტომ რომ ასეც კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმედია ოდესმე დავიწყებ დიეტას.

Posted by: LOLZ 20 Oct 2018, 00:21
nati_natiia
შაქარი საერთო გადააგდე smile.gif ყავა, ჩაი შაწრის გარეშე უფრო არომატულია. რომ დაამუღამებ მერე შაქრიანს ვეღარ გაეკარები smile.gif მაინცდამაინც ტკბილი თუ გინდა, თაფლი გამოიყენე მცირე რაოდენობით.
ჩირებიც ტკბილი და ნოყიერია. შეგიძლია თან ატარო და როცა მოგშივდება პირი ჩაიგემრიელო smile.gif)

Posted by: larakroft 20 Oct 2018, 01:49
მაგარი გაციებული ვარ და მადა არ მაქვს და დიეტა რომ დავიწყო დავძაბუნდები? ხვალ მთელი დღე ჩაიზე ვიქნები მოსულა???
ნივიჟუ არ ქნათ რაა.. სუ მაიგნორებენ ამ თემაში.. mad.gif

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 10:32
QUOTE (larakroft @ 20 Oct 2018, 01:49 )
მაგარი გაციებული ვარ და მადა არ მაქვს და დიეტა რომ დავიწყო დავძაბუნდები? ხვალ მთელი დღე ჩაიზე ვიქნები მოსულა???
ნივიჟუ არ ქნათ რაა.. სუ მაიგნორებენ ამ თემაში.. mad.gif

გამარჯობა : )
ვინაიდან, დიეტის პირველი დღე ყველაზე რთულია, ალბათ უფრო პირველი სამი დღე,
კარგად რომ გახდები, გამოჯანმრთელდები ,მერე დაიწყე ... არ დაარღვევ მაინც ცუდად ყოფნის გამო ...


ჩემზე ძალიან მოქმედებს გაციება,ტკივილი, ჩემ კვებაზე, არ ვარღვევ,მაგრამ ბევრს ვჭამ ხოლმე.

Posted by: charliXL 20 Oct 2018, 11:25
QUOTE (charliXL @ 14 Oct 2018, 21:14 )
მოკლედ ასეთი დიეტა მოვიფიქრე და გადახედეთ და როგორია აზრი გამიზიარეთ ან შემისწორეთ. 4 ჯერადი კვებით დილა იწყება ფაფით შემდეგ ხილი, მერე ცილა და ბოლოს რძის პროდუქტები. 3 საათიანი შუალედით (4 სთ ფიზიკურად არ გამომდის), წყალი რა თქმა უნდა და ბოლო კვება 7ზე გააჩნია პირველ საკვებს რომელზე შევჭამ. აბა რას ფიქრობთ?
პ.ს დარბაზშიც მინდა სიარული და იქნებ მირჩიოთ ვაგზალთან ახლოს რომ იყოს ან მარჯანიშვილზე ან თამარ მეფეზე ან დინამოსთან კაი ჯანდაბას წერეთელზეც აან კიდევ რომელიმე მეტროსთან ახლოს და ნორმალურ ფასი რომ ჰქონდეს

6 დღე გავიდა და დიდად ვერ ვგრძნობ შედეგს ნუ კუჭის მოქმედებაც პრინციპში არ მაქ და შეიძლება მაგიტომაც ან მოსვლის დრო რომ მაქ ეხლა დღეს მაწონზე ვიქნები და მერე ისევ ასე გავაგრძელებ

Posted by: Adi 20 Oct 2018, 12:25
framoj
შენც ხო იცი რო უმრავლესობა ტყუილად ჩალიჩობს დიეტას მაინც ვერ დაიკლებენ lol.gif

კალორიებს დაითვლიან, დღეებს დაითვლიან, ბევრი ორშაბათი ჩაურბენთ და ვერ გააღწევენ მოჯადოებული წრიდან lol.gif

Posted by: Likri 20 Oct 2018, 16:35
QUOTE


QUOTE
ჰიმალაის მარილით არ ჩაანაცვლო ოღონდ ... : )))

და რატომ? )))




ისეთი რჩევებია შაქარზე და მარილზე..
რომელმა გურუმ თქვა,რა უნდა ამოიღო დიეტისას,ან რატო არ ვარგა? ან უმარილობას საერთოდ რა მოჰყვება,თუ ვიცით?
ყველა პრო აქ ჩითავს :დ

Posted by: Adi 20 Oct 2018, 16:55
Likri
QUOTE
ან უმარილობას საერთოდ რა მოჰყვება,თუ ვიცით?

და რა უნდა მოყვეს? მარილი იგივე ნატრიუმ ქლორიდი რომელიც ცხადია აუცილებელია ორგანიზმისთვის და რომელსაც თითქმის ყველაფრიდან იღებს ადამიანი იქნება ეს ხილი, უმი ბოსტნეული, ხორცეულობა თუ მარცვლეულობა. ეგ მარილი კიდე რომელსაც ადამიანების უმრავლესობა მოიხმარს ავნებს გულსისხძარხვთა სისტემა, ცუდია თირკმელებისთვის, ღვიძლისთვის და ა.შ ეგრეთ წოდებული თეთრი სიკდილი. ნებისმიერი განვითაებული, თანამედროვე სამედიცინო სიაახლბში ჩახედული და გარკვეული ექიმი არავინ არ გეტყვით რომ მარილი აუცილებელია. არც ცოტა.საერთოდ არაა საჭირო. მხოლოდ საგემოვნო თვისებები გააჩნია მეტი არაფერი. ისედაც

მარილს რო ამოიღებ დებილი უნდა იყო ვერ შეამჩნიო ადამიანმა თუ რო გირბილდება მუცელი, სახის კანი იცვლება, უფრო ჯამრთელ ელფერს იღებს, თმა როგორ რბილდება და როგორ მსუქბუქდები და ენერგიული ხდები.


შაქარი ეგრეთ წოდებული ტკბილი სიკვდილი. პირველად იაპონელებმა უწოდეს ასე
"თეთრ რაფინირებულ შაქარს „ცარიელ ნახშირწყლებს“ უწოდებენ, რადგან გადამუშავების და რაფინირების პროცესში იკარგება ყველა სასარგებლო მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ამგვარად, იქმნება ძირითადი მინერალური მარილების დეფიციტი და ამინომჟავების დისბალანსი საკვებ რაციონში. ამას მივყევართ კალცის და სხვა მიკროელემენტების ბალანსის დარღვევამდე, რომელთა გარეშეც არ ხდება ვიტამინების ათვისება და ეს იწვევს ნივთიერებათა ცვლის ზოგად დარღვევას. აქედან მოდის – სიმსუქნე, დიაბეტი და სხვა არანაკლებ სერიოზული დაავადებები.

რაფინირებული შაქრის ათვისებაზე იხარჯება დიდი რაოდენობით კალცი და B ჯგუფის ვიტამინები, ამ უკანასკნელის დეფიციტი კი სხვადასხვა ნერვული დაავადებების მიზეზი ხდება"
http://www.fitni.ge/2017/08/01/ტკბ
* * *

.............................................
* * *
QUOTE
რომელმა გურუმ თქვა,რა უნდა ამოიღო დიეტისას,ან რატო არ ვარგა?

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 17:19
Likri



გიპასუხეს უკვე მარილზეც და შაქარზეც,საკუთარ თავზე გამოვცადე,რომ ჩვეულებრივი მარკეტინგული
ხრიკია, ვითომ წყლის დონეს არეგულირებს ორგანიზმში, თურმე ძვლებს ამაგრებს და ა.შ
საერთოდ არ ვიღებდი და რომ გამოჩნდა,შევცდი და ვიყიდე, ცოტა ხანში თვალების შეშუპება დამეწყო, ალბათ დიდი ხანი რომ არ მქონდა მარილი მიღებული მაგიტომ,სახე დამისივდა და თმის ცვენა დამეწყო.
შევწვიტე და დაახლოებით ორ კვირაში გადამიარა.
ასე რომ ჰაერზე არაფერს არ ვლაპარაკობ.

წლებია არც მარილი მიმიღია და იშვიათად ვჭამ ვეგანურ ტკბილეულს,არაფერი არ მომსვლია და ის მითები რომ თურმე აუცილებელია,სხვაგან მოყევით რა.

Posted by: Likri 20 Oct 2018, 17:24
Taisiaa
QUOTE
სხვაგან მოყევით რა.

კაი,რაააა smile.gif))
QUOTE
ხრიკია, ვითომ წყლის დონეს არეგულირებს ორგანიზმში, თურმე ძვლებს ამაგრებს და ა.შ

წყლის დონეს არეგულირებს,კი,დეჰიდრატაციისას მაგან მიშველა smile.gif
QUOTE
საერთოდ არ ვიღებდი და რომ გამოჩნდა,შევცდი და ვიყიდე, ცოტა ხანში თვალების შეშუპება დამეწყო, ალბათ დიდი ხანი რომ არ მქონდა მარილი მიღებული მაგიტომ,სახე დამისივდა და თმის ცვენა დამეწყო.

ეგ მაგიის ბრალია დიდიხანი რომ არ გქონდა მიღებული
Adi
მეზარება ახლა მეც მაგდენის დაწერა,ვწერ,იმას,რასაც როგორც თქვენ ამბობთ" გამოგციდიათ"მეც გამომიცდია,პლუს,შაქარი მაქვს და ძაან მაგრად ვიცი,რა როგორ და რას შვრება
არ იყო მაგის დაწერა საჭირ
სულ ელემენტარული,რაღაც,თუნდაც მარილი,იმიტომ არსებობს,რომსაჭიროა smile.gif
ეგ ვარდისფერი მარილიკი პირადად მე სითხის შეკავებისგან მიცავს,რომ არ შემიკავდეს სითხე და იმაზე უარესი არ დამემართოს,ვიდრე ადრე დამემართა უმარილობით smile.gif

Posted by: Adi 20 Oct 2018, 17:30
Likri
QUOTE
სულ ელემენტარული,რაღაც,თუნდაც მარილი,იმიტომ არსებობს,რომსაჭიროა

ოკ.











facepalm.gif

Posted by: Likri 20 Oct 2018, 17:31
Adi
drug.gif no.gif


//////////////














Posted by: Adi 20 Oct 2018, 17:37
Likri
yes.gif
.........................................

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 17:38
Likri
QUOTE
წყლის დონეს არეგულირებს,კი,დეჰიდრატაციისას მაგან მიშველა

ეს შენ, მაგრამ ყველას ორგანიზმი განსხვავებულია.
ჩემზე სხვანაირად იმოქმედა, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება,ნუ გვეჩხუბები : )





QUOTE
ეგ მაგიის ბრალია დიდიხანი რომ არ გქონდა მიღებული


ჩემი ექიმი სხვანაირად ფიქრობს,შენ ალბათ მასზე მეტი იცი,რადგან

QUOTE
შაქარი გაქვს


: ))))))))

Posted by: Likri 20 Oct 2018, 17:39
Adi
მე მესმის,რომ დაწერეთ ის,რაც გამოცადეთ ,მაგრამ მეც გამოვცადე რაღაც და მაგ "რაღაცამ" რა შედეგიც დადო,ის დავწერე,ყველას ჩვენ ჩვენი"სიმართლე" გვაქვს,ჩემი შემთხვევა სხვაა,+ ალბათ,თქვენ ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვთ და თქვენე ბევრად სხვანაირად აისახა რაღაცები
იმას მაინც ნუდავწერთ,რომ ყველას ორგანიზმა ერთნაირად უნდა მიიღოს შაქარი და მარილი. smile.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 20 Oct 2018, 17:39
Likri
ავატარზე შენ ხარ ? rolleyes.gif

მარილი შაქარისგან განსხვავებით არ ასუქებს,მაგრამ გახდომას უშლის ხელს...

შაქარი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მტერი up.gif


Posted by: Likri 20 Oct 2018, 17:41
Taisiaa
QUOTE
ჩემი ექიმი სხვანაირად ფიქრობს,შენ ალბათ მასზე მეტი იცი,რადგან

QUOTE
ჩემი ექიმი სხვანაირად ფიქრობს,შენ ალბათ მასზე მეტი იცი,რადგან

მოდი,ეს ირონია სხვაგან წაიღე,შენ ექიმთან ან სადმე სხვაგან,ოკ?
"ჩემი " შენი " ექიმი არ ვიცი მე და არც აქაურ ყოვლისმცდონე ექიმზე მაქვს საუბარი.
როგორმე ჩემი ექიმი მირჩევს მეც :*
QUOTE

QUOTE
შაქარი გაქვს


: ))))))))

მეტად საირონიო საკითხია smile.gif)))))))))))))
* * *
QUOTE
მარილი შაქარისგან განსხვავებით არ ასუქებს,მაგრამ გახდომას უშლის ხელს...

ხო,სითხეს აკავებს,კი.მაგრამ გეუბნები,შემიკავა სითხე ზუსტად მარილის ნაკლებობამ,როგორც კი ეგ ჰიმალაის მარილი დავიდე ენის ქვეშ და მივაყოლე წყალი,ეგრევე გამიარა,

ჯიმ"მორისონი
QUOTE
შაქარი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მტერი 

ჯანმრთელობის თუ წონის მიმართულებით განიხილავ? smile.gif
წონის მიმართულებით შაქარი კიარა,ზედმეტი ჭამაა ჩვენი მტერი,შაქარს ნუ აბრალებ
და ჯანმრტელობაზე დავწერე წეღანაც,ყველას ორგანიზმი სხვადასხვანაირია.
ეს არაა ავატარის განსახილველი თემა,ტომ :დ

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 17:44
Likri

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა,რომ საშიშია და რადგან ლიკრი ამბობს,რომ არაო,მე არ მაზიანებსო,ჭამეთ ხალხო : ))))))))))



Posted by: Likri 20 Oct 2018, 17:44
Taisiaa
ოკ,აღარ ვიდავოთ,საბოლოოდ ყველა იმას შეჭამს მაინც რაც გვინდა smile.gif))))))))))

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 17:46
Likri
ოკ, ჭამეთ, რაც გინდათ : ))))))

Posted by: Likri 20 Oct 2018, 17:46
Taisiaa
Taisiaa
QUOTE
Likri
ოკ, ჭამეთ, რაც გინდათ : ))))

აუცილებლად love.gif love.gif

Posted by: Adi 20 Oct 2018, 17:47
Likri
ჩემი და შენი სიმართლე რა შუაშია? მარილი არის მავნებელი ორგანიზმითვის. გულისთვის, თირკმელებისთვის აზიანებს ღვიძლსაც და მარილის მავნეობაზე არავინ დაობდა მეგონა. მაგის გარდა გითხრაი რომ მარილის ქიმიური შემდგენლობა არის ნატრიუმ ქლორიდი რომელიც კი ბატონო სასიცოცხლოდ აუცილიბელია რომელსაც რასაც ჭამს ადამიანი თითქმის ყველაფრიდან იღებს. მაგრამ სუფრის მარილი გარდა საგემოვნო თვისებისა არანაერი დანიშნულება არ აქვს. ისიც ვინც უმარილოდ მიეჩვევა ჭამას მიხვდება რომ მარილის გარეშე ბევრად გემრიელია საკვები თავისი ბუნებრივი გემოთი. თეთრი სიკვდილი ტყუილად კი არ უწოდეს.

Posted by: ჯიმ"მორისონი 20 Oct 2018, 17:50
Likri
პირველ რიგში სიმსუქნისთვის
ჯამრთელობის მრივ ადამინს გაჩნია
ბევრი რათქმა უნდა,საშიშია და არა რეკომენდირებული,მაგრამ არსებოს ისეთი ხალხი ვისთვისაც მიღება შაქარის აუცილებელია;მაგალითად ჩემთვის,რათგან დიდი ხნით
უშაქროდ ყოფნა შრიძლება ძალინ ცუდათ დამთავრდეს ჩემდა up.gif

Posted by: Likri 20 Oct 2018, 17:50
Adi
იქბებ გენახა რომ მე მხოლოდ ვარდისფერ მარილზე მაქვს საუბარი
და სუფრისა არსად მიხსენებია

* * *
ჯიმ"მორისონი
QUOTE
პირველ რიგში სიმსუქნისთვის

სიმსუქნეს განაპირობებს ზედმეტი ენერგია ,ანუ,კალორიების + და არა შაქარი
დღეში 5 ნაყინს შევჭამ,ცარილე შაქარს ანუ თუგინდა დეფიციტში და ვნახოთ,რამდენს დავიკლებ
ჯანმრთელობაზე კიბატონო
მაგრამ მაგას ვწერ მე მეტს არაფერს, შაქარი და მარილის არ ქონდა ჩემთვის =მიქელასთან წასვლას.

Posted by: Adi 20 Oct 2018, 17:53
Likri
QUOTE
იქბებ გენახა რომ მე მხოლოდ ვარდისფერ მარილზე მაქვს საუბარი
და სუფრისა არსად მიხსენებია

რა განსხვავებაა? ერთი უბრალოდ მეტად მინერალიზირებულია და შეიცავს მიკლოელემენტებს და ვიტამინებს. დანარჩენი იგივეა ორივე ავნებს ორგანიზმს.

Posted by: Likri 20 Oct 2018, 18:17
Taisiaa
უი,აქვე გკითხავ,ათი დღე წყალი გამიკეთებიაო,კიბატონო,მეც ვაკეთებ მაგას,მაქსიმუმ 5 დღე მქონია და შეკითხვა
ამ დროს ელექტროლიტები რა მიიღე? smile.gif)
ამერიკაში გიჟები არიან,? თუ მეც გიჟი ვარ წყალზე ყოფნისას ერთერთი დანამატი რო 1 ჩაის კოვზი მარილი რომაა? ვარდისფერი.
Adi
QUOTE
მიკლოელემენტებს

ვგულისხმობ მეც მაგის დადებით მხარესი,პლუს ის,რომ ზომის ცოდნა არ შეგაშუპებს

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 18:32
Likri

წყლის გარდა არაფერი მიმიღია, ნუ მაქსიმუმ თუ ძალიან სუსტად ვყოფილვარ,თაფლი მიმიღია ერთი კოვზი.
ესაც ექიმის რჩევით,სხვათაშორის.



QUOTE
თუ მეც გიჟი ვარ წყალზე ყოფნისას ერთერთი დანამატი რო 1 ჩაის კოვზი მარილი რომაა? ვარდისფერი.


ეს პირველად გავიგე, შენ ასე გირჩევნია, ან გირჩიეს, არ ვიცი.
ჩემზე ცუდად მოქმედებს მარილი,განსაკუთრებით ვარდისფერი მარილი.

Posted by: Likri 20 Oct 2018, 18:37
Taisiaa
QUOTE
ეს პირველად გავიგე, შენ ასე გირჩევნია, ან გირჩიეს, არ ვიცი.
ჩემზე ცუდად მოქმედებს მარილი,განსაკუთრებით ვარდისფერი მარილი.

მე ამას ვიყენებ 24 საათის მერე ხოლმე,ავრდისფერ მარილს და მშველის,არც მე ვიცოდი
49 საათზე შარშან სითხის შეკვაბეა დამეწყო,არ მივაქციე ყურადღება,სანამ იმ დონემდე არ მივედი რო თვალები აღარ მეტყობოდა,მაშინდ ავწერე მაგ ჯგუფში და მითხრეს,რომ თუ არ მივიღებიდ,ან უნდა შეემწყვიტა,ან ცუდად წამივიდოდა საქმე
წყალზე როცა ვარ,უძილობა მაწუხებს ინსულინის გამოხოლმე,ეს მშველის ძალიან,თავის ტკივილზეც და სისუსტეზეც

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 18:44
Likri


ახლა ვარ მე მხოლოდ წყალზე,უკვე ორი ლიტრი დავლიე, არ ვარ სუსტად ჯერჯერობით,მაგრამ მთელი დღე ვერსად გავედი, უხალისოდ კი ვარ : ))))
არადა ყველაფერი წესრიგში მაქვს.

საბოლოო ჯამში, ჩემზე ცუდად არ მოქმედებს მხოლოდ წყალზე ყოფნა, პირიქით თავს ჯანსაღად მაგრძნობინებს, ნუ მაშინვე არა,შემდგომში.

QUOTE
წყალზე როცა ვარ,უძილობა მაწუხებს ინსულინის გამოხოლმე,ეს მშველის ძალიან,თავის ტკივილზეც და სისუსტეზეც


თუ მასეა,რათქმაუნდა საჭიროა,რომ მიიღო.

Posted by: Likri 20 Oct 2018, 18:49
Taisiaa
ნუ მესმის,ხასიათში გადამდის მე,სულ რომ არ მშიოდეს,მაშინაც კი smile.gif
მაგრამ ის მაძლებინებს რომ მქონდა მიმიწეორა იმ ქალთან,ვინც 120 დღე იყო წყალზე,და ვფიქრობ,რატო ვერ უნდა გავძლო კვირაში თუნდაც 1 დღე თქო,ისევ ჯანმრთლოების მხირვ,მე მაგრად მშველის კანზე ხოლმე.
მაგრამ გადაბმულად აღარ ვაპირებ მე ზუსტად ვიცი,ისევ კვირაში 1 -2 დღე მირჩევნია. მაგრამ ცუდ დღეს დავიწყე,ხვლა კვირაა,როცა სახლში ვარ .მერე სულ მაგაზე ვფიქრობ,დროც ნელა გადის და ა.შ









https://www.facebook.com/groups/407035619482212/




დაემატე,თუ გაინტერესებს
ძაან ბევრი იციან ამათმა,



Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 22:25
Likri
QUOTE
ის მაძლებინებს რომ მქონდა მიმიწეორა იმ ქალთან,ვინც 120 დღე იყო წყალზე,

რა მაგარია, მამაჩემი აკეთებდა ხოლმე დიდ ხანს და კმაყოფილი იყო ...

QUOTE
ცუდ დღეს დავიწყე,ხვლა კვირაა,როცა სახლში ვარ .მერე სულ მაგაზე ვფიქრობ,დროც ნელა გადის და ა.შ


ანუ დღეს ხარ წყალზე ?
მეც მიჭირს სახლში შიმშილი, სულ რაღაც მზადდება,სურნელები და ამბები : ))))
თუმცა აი გარეთ რომ გავდივარ,ყველაფერი მაღიზიანებს ხოლმე მშიერზე :დ სულ ვჩხუბობ :დ
ამიტომ ამ დროს ჩემი გარეთ გაშვება არ შეიძლება : )))))
ავი ძაღლივით ვარ : )))))

QUOTE
დაემატე,თუ გაინტერესებს
ძაან ბევრი იციან ამათმა,

მადლობა,მაგრამ არ მაქვს ფბ,ვერ ვნახავ.

Posted by: Likri 20 Oct 2018, 22:30
Taisiaa
დღეს დავიწყე საღამოს 7ზე... ზეგ დილის 12 მდე მინდა და ხვალ მთელი დღე სახლში ძაან ისე გავა დრო,უაზროდ, sad.gif
მარა გადავწყვიტე რომ კვირა დღე იყოს ხოლმე წყლის,აი,ხვალ დავაკვირდები ამ უნივერსიტეტის რონელიმე დღეს ავარჩჩევ რა..


დიეტებს მე არ ვაღიარებ ისე,ამის და კალორიების თვლის გარდა ,მეტი არაფრის ნერვები მაქვს :დ

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 22:37
Likri

წარმატებებებს გისურვებ აბა : ))
მე ზეგ დილით დავამთავრებ და ახლა ზეგამდე ვცხოვრობ :დ


QUOTE
დიეტებს მე არ ვაღიარებ ისე,ამის და კალორიების თვლის გარდა ,მეტი არაფრის ნერვები მაქვს :დ


: )))))

Posted by: Likri 20 Oct 2018, 22:39
Taisiaa
წარმატებები შენც :დ
ზეგ 12 ზე დავპოსტავ აბა :დ

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 22:41
Likri

QUOTE
ზეგ 12 ზე დავპოსტავ აბა :დ


იმედია ორივე დავპოსტავთ : ))))


Posted by: charliXL 22 Oct 2018, 18:59
მეთქი ჩამოვყვები კომენტარებს ვინმემ რამე სასწაული დიეტა ხომ არ მოიგონათქო და მარილი მარილიი მარილიი,, თუმცა მადლობა საჭირო ინფორმაცია მივიღე თქვენგან ^_^

რაღაც ინფორმაცია გავიგე დიეტასთან წასაშველებლად, მოკლედ 1 თუ 2 ცალი გრეიფრუტი და 1 თუ 2 ლიმონი დავაბლენდეროთ და 2 ლიტრა წყალში გავაზავოთ და დღის განმავლობაში საჭმელთან ერთად მივიღოთ.. მეტაბოლიზმს აჩქარებსო და რამე ხომ არ გსმენიათ?

ისე მარილზე ვიტყვი მეც დიდად არც ვარ მომხმარებელი დღემდე ვერ ვიგებ კიტრზე ან მოხარშულ კვერცხზე რატომ აყრიან, სულ ამოღებაზეც არ ვიცი თუმცა რაოდენობის შემცირება კარგი იქნება.

Posted by: larakroft 22 Oct 2018, 20:24
QUOTE
მოკლედ 1 თუ 2 ცალი გრეიფრუტი და 1 თუ 2 ლიმონი დავაბლენდეროთ და 2 ლიტრა წყალში გავაზავოთ და დღის განმავლობაში საჭმელთან ერთად მივიღოთ.. მეტაბოლიზმს აჩქარებსო და რამე ხომ არ გსმენიათ?

კუჭს მტკენს საშინლად ისეე იძახიან ცხიმების შეწოვას უშლისო ხელს... ალბათ მომეტებული მჟავიანობა ვისაც აქვს იმან ჯობია არ დალიოს...
მეც ხვალე არ მელევა.. დავიწყებ ერთი ხვალიდან უგულავას თორემ დავრჩი უტანსაცმლოდ დღეს შარვლები ვეღარ შევიკარი.. კიდევ კარგი ელასტიკები იწელება... თითქოს არ ვიმატებ არ ვიმატებ და ერთ დილას-ბაც და 4 კილო ავკრიფე ... ასე ერთიანად რატო შეიძლება მოიმატო?

Posted by: charliXL 22 Oct 2018, 20:38
larakroft
დაკლებაა ძნელი თორემ მომეტება იცოცხლე sad.gif
მეც მასე ვარ, ვაკეთებდი დღეში 4ჯერად კვებას მარა მომივიდა და ავირიე რაა, ხვალიდან ისევ ვაგრძელებ ვეღარფერში ვეტევი და უკვე დაიწყეს კოენტარები შენნ რაღაც მოიმატეე მგონი ხოო? და რომ ვუდასტურებ თითქოს უხარიათ რომ ეჭვი დაუდასტურდათ არ მესმის ამ ხალხის რაა, და ვერ ვიტან გამხდარი ადამიანი რომ მელაპარაკება დიეტაზე რა და როგორ უნდა ვქნა როცა მსგავსი არაფერი გაუკეთებია facepalm.gif

Posted by: likaka 22 Oct 2018, 22:01
ძალიან ბევრს აქვს ჰორმონალური პრობლემები და უშედეგოა დიეტა.ფარისებრის პრობლემა და ინსულინი, აი ეს ორი არის პირდაპირ კავშირში წონასთან. მე ყოველთვის მეცინებოდა სიგარეტის თავის დანებენით როგორ უნდა მოვიმატო წონაშითქო, მაგრამ ფაქტია ისე მოვიმატე 1 კილოსაც ვეღარ ვიკლებდი. რაც შეეხება შაქარს და მარილს, საერთოდ არ ჭირდება ორგანიზმს, რადგან ის ბოსტნეულიდან და ხილიდან ისედაც იღებს.

Posted by: Mstyle 24 Oct 2018, 14:44
charliXL
QUOTE
შენნ რაღაც მოიმატეე მგონი ხოო? და რომ ვუდასტურებ თითქოს უხარიათ რომ ეჭვი დაუდასტურდათ

ყველაზე უსაქმური ადამიანები, აი მართლა მეტი საქმე რომ არ აქვთ. ყველაზე უტაქტო ფრაზა, რომელიც შინაგან უკულტურობაზე მეტყველებს თანაც იმას ადასტურებს რომ თურმე გაკვირდებიან

ძალიან არ მესმის როცა ეკითხებიან ადამიანს მოიმატე? და რა, რამე იცვლება, რამე მოხდება თუ საერთოდ რას ემსახურება ეგ კითხვა

Posted by: toyota12345 26 Oct 2018, 10:41
150 კგ ვარ დაახლოებით და რომელ სასწორს მირჩევთ დიეტას და ვარჯიშს ვიწყებ და სასწორი მინდა სახლში რომ ვაკონტროლო წონა

Posted by: unknown lady 26 Oct 2018, 12:15
QUOTE
ყველაზე უსაქმური ადამიანები, აი მართლა მეტი საქმე რომ არ აქვთ. ყველაზე უტაქტო ფრაზა, რომელიც შინაგან უკულტურობაზე მეტყველებს თანაც იმას ადასტურებს რომ თურმე გაკვირდებიან

ძალიან არ მესმის როცა ეკითხებიან ადამიანს მოიმატე? და რა, რამე იცვლება, რამე მოხდება თუ საერთოდ რას ემსახურება ეგ კითხვა

იგივე კითხვა "გახდი" -ზე. შენ ამ ბოლო დროს გახდი ხო? givi.gif
თუ პირიქით გასუქდი? givi.gif
ე.ი. ან უნდა გახდე ან გასქუდე და შენი ტრაკის რადიუსი კითხვის ავტორის მიერ კონტროლდება.

Posted by: framoj 26 Oct 2018, 16:23
მე ვერ ვხვდები აბსოლიტურად ყველა ადამიანს რატომ ადარდებს ჩემი წონა ჩემს გარშემო. სხვა თემაზე ხალხი აღარ მელაპარაკება მგონი. ვაიმე როგორ გახდი, რა მაგარ ფორმაში ხარ. მერე 2 კილოს მოვიმატებ, რატომ მოიმატე. ამით იწყებენ და ამთავრებენ. ალბათ ჩემი ბრალიცაა, რას ვაბარებ ხალხს აჩოტებს ჩემი ბრალია


დიეტოლოგთან ვიყავი,-3 კგ ^^

Posted by: toyota12345 26 Oct 2018, 16:25
framoj

მეც ეგრე ვარ, ჭარბი წონა მაქვს და მამენტ ჩემი გამჭირვებია ზოგი რო მნახავს აუ რამხელა გახდი რას ჭამ ამდენს ვითომ რო ხუმრობით გეუბნებიან თან ხალხმრავალ ადგილას აი მაგ დროს მინდა რომ დავაფარო ყველაფერი თავზე. არასოდეს არავის ნაკლს არ ვეხები მაქვს ჭარბი წონა ესეიგი ჩემი პრობლემაა ან ჩემი ბრალია და არავისი ტრაკის საქმე არაა მაგრამ ზოგი ისეთი მიწუწულია აი რო არ გიკბინოს არ შეუძლია/.

Posted by: ჯიმ"მორისონი 26 Oct 2018, 17:14
framoj
გილოცავ bis.gif
მერამდენე დღეა ?
არ დაგირღვევია ?

დაიკიდე მაგათი აზრი
ეგრეა რა ადამიანები ეგრე ვართ


mo.gif


მე ვერ დავიწყე დიეტა

ან რა დავიწყო არ ვიცი
facepalm.gif

Posted by: framoj 26 Oct 2018, 17:31
toyota12345
რა დიეტას იწყებ ?

ჯიმ"მორისონი
2 კვირა გავიდა ზუსტად.
რა თქმა უნდა დავარღვიე არაერთხელ :დ ვუთხარი კიდეც, არაფერი უთქვამს, ძაან საყავრელი კაცია.

არა დიდად არ მაინტრესებს ვინ რას ფიქრობს, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ მელაპარაკებიან მაგ თემაზე გამუდმებით, ვინმეს ვეუბნები სახეზე დაგაყარა და მიდი გასტრენტეროლოგთან ან დერმატოლოგთანქო ? biggrin.gif

Posted by: toyota12345 26 Oct 2018, 17:32
framoj

არ ვიცი აზრზე არ ვარ არადა ისეთი მინდა რო მშიერი არ ვიყო

Posted by: framoj 26 Oct 2018, 17:38
toyota12345
ჭამე დღეში 4-5ჯერ.
წიწიბურა, გერკულესი, ხილი, ბოსტნეული, მოხარშული ფილე, ხორცი, რძის ნაწარმი და დაიკლებ.
+ დაიწყე ინტერნეტში კითხვა დიეტებზე, ოღონდ ჯანსაღ დიეტებზე.
დიეტა არაა შიმშილი, ზოგადად ჯანსაღ კვებას ნიშნავს.
ფიტ.გე თუ ფიტნი.გე არის ქართული საიტი და მანდაც ნახავ ინფოებს. თუ ინგლისრუ რუსული იცი მით უკეთესია, ზღვა მასალაა.

Posted by: ჯიმ"მორისონი 26 Oct 2018, 17:43
framoj
user.gif
მარტო ლამაზი გოგო არ ყოფილხარ
დღეიდან ყოჩაღიც ხარ ^_^ chups.gif

Posted by: framoj 26 Oct 2018, 17:47
ჯიმ"მორისონი
biggrin.gif 2kiss.gif
შენ როდის იწყებ დიეტას ?

Posted by: ჯიმ"მორისონი 26 Oct 2018, 21:25
framoj
ვერ ავარჩიე ვერაფერი
რამე ისეთი მინდა რა 2 თვეში რომ დავდო შედეგი mo.gif

Posted by: salamander_r 29 Oct 2018, 02:01
შეეშვით ამ 4 ჯერ ჭამას.

და ჭამაზე დამოკიდებულებას.


დღეში ერთხელ მეტად თუ გშია ცუდად ხარ და ექიმთან უნდ ამიხვიდე.

რა უბედურებაა ამდენი ჭამა , ჭამა, ჭამა.


Posted by: kompasa mio 29 Oct 2018, 17:08
salamander_r
მე დღეში 4ჯერ ვჭამ
170სმ ვარ და 55 კილო

ჭამაზე ვარ დამოკიდებული, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმი ვარ
და უჭმელად ვერ ვიფუნქციონირებ

არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქ

არანორმალური ჭამის რეჟიმით კუჭის წყლულს დაიმართებთ
და ფრთხილად იყავით

Posted by: სნეგირი2 29 Oct 2018, 18:35
kompasa mio
QUOTE
მე დღეში 4ჯერ ვჭამ

და გყოფნის?

Posted by: salamander_r 29 Oct 2018, 23:06
kompasa mio




ელემენტარულად, რაც მეტად ტვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს, მით უარესია.


აიწია ინსულინის დონე- დაიწია, ისევ აიწია-დაიწია, ფუჭდება მერე.


Posted by: kompasa mio 29 Oct 2018, 23:31
QUOTE (სნეგირი2 @ 29 Oct 2018, 18:35 )

და გყოფნის?

მყოფნის, იმიტომ რომ ცარიელ ნახშირწყლებზე არ ვარ.
ცილებსაც ვიღებ და ცხიმებსაც, ყველაფერს ზომიერად.



Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 00:17
kompasa mio
QUOTE
მყოფნის, იმიტომ რომ ცარიელ ნახშირწყლებზე არ ვარ.
ცილებსაც ვიღებ და ცხიმებსაც, ყველაფერს ზომიერად

მაშინ ჰო.
ცილები აუცილებელია. თვითონ სიტყვაც კი გვეუბნება: აუცილებელი.
ფიქრობთ ეს შემთხვევითობაა? ნურას უკაცრავად!

Posted by: Mstyle 30 Oct 2018, 11:21
unknown lady
QUOTE
ან უნდა გახდე ან გასქუდე და შენი ტრაკის რადიუსი კითხვის ავტორის მიერ კონტროლდება

როგორ მიკვირს, ნუთუ მართლა არ აქვს მეტი საქმე ადამიანს რომ 1 და ორ კილოს უკონტროლებენ სხვას.

framoj
თან რომ არ ესაუბრები და არ უვრცობ მაგ თემას და მაინც, სულ მაგაზე ლაპარაკობენ. ვიმეორებ, ყველაზე უტაქტო, არმკითხე და უსაქმური ხალხია

Posted by: კასიოპეა 30 Oct 2018, 18:49
სექტანტები smile.gif))
ვისაც როგორ უნდა ისე იკვებება, მაგათ რა ?!

მე დავიკიდე ყოველგვარი დიეტა და ჰოი საოცრებავ, ვხდები smile.gif))

მოკლედ, მე თუ ოდნავ ვმოძრაობ, ფეხით დავდივარ და ბულემიური შეტევები არ მაქვს, საკვირველი მეტაბოლიზმის წყალობით, უმარტივესად მემორჩილება ჩემი ორგანიზმი.

ერთი კი. შაქარი ნარკოტიკია და ეგ მაქსიმალურად უნდა გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან.


Posted by: unknown lady 30 Oct 2018, 22:41
Mstyle
QUOTE
როგორ მიკვირს, ნუთუ მართლა არ აქვს მეტი საქმე ადამიანს რომ 1 და ორ კილოს უკონტროლებენ სხვას.

არა smile.gif
და ესეთი ადამიანი ბევრია, უბრალოდ მე ვბლოკავ biggrin.gif

Posted by: charliXL 31 Oct 2018, 21:39
ცოტა გავერთოთ..
ფრაზები და მოქმედებები რაც ყველასთვის ნაცნობია:
ვაა გასუქდი ? ისეევ? ვაა გახდიი თუ მეჩვენებაა?
მაწონს ჭაამ? დიეტაზე ხაარ? ყავას სვავ უშაქროს ანუ დიეტაზე ხაარ? არ ჭამ ანუ დიეტოობ? ყლას სვავ ანუ ჯანსაღი ცხოვრების წეს მისდეევ?
ფეხით რატომ დადიხარ დიეტობ?
ყველაფერს დიეტასთან აკავშირებენ თუ მსუქანი ხარ..
სახალხოდაც არ ერიიდებიან რატო ჭამ აკი დიეტაზე ხაარ?? აა აღარ ხაარ? ხოო შენ დიეტა არ გჭირდება რას უწუნებ შენ თაავს.. თუმცა ცოტა დაკლება არ გაწყენდა...
რაა უნდა დიეტასს მთავარი მონდომებაა (ცხოვრებაში დიეტა რომ არ დაუცვამთ)...
ვიღაც ძააან მცოდნე (ასევე ცხოვრებაში დიეტა რომ არ დაუცვამს) გასწავლის როგორ უნდა გახდე...
ვინც არ სუქდება რომ გემარიაჟება როგორ ჭამს ბევრს და არ სუქდება..
რამეზე თუ თქვი არ გიყვარს აბაა რაღა გასუქეებს???
შენნაირად რომ ვიდიეტო აქამდე ჩამოვხმებოდიი..
და ა.შ რა გამოლეევს გამოთქმებს biggrin.gif

პ.ს აბა როგორ ხართ ვინაა დიეტაზე შემეხმიანეთ გავამხნევოთ ერთმანეთს თორემ მარტოსულად ვგრძნობ ზემოთ ხსენებულ ხალხთან biggrin.gif

Posted by: Taisiaa 1 Nov 2018, 11:24
იოგაზე არ დადიხართ ვინმე ? რჩევა მჭირდება.

Posted by: Mstyle 1 Nov 2018, 15:32
charliXL
და ყველაზე ხშირად ეგ ფრაზები იმათგან ისმის, ვისაც ძალიან უნდა გახდომა და არ ედიეტება ან იზღუდავს თავს და დიდად შედეგი არ აქვს, თორემ სხვას არც ეფიქრება მაგ თემებზე

Posted by: charliXL 1 Nov 2018, 22:06
Mstyle
იმათ ეფიქრებაღ ვისაც ცხოვრებაში არ უდიეტია და არ იციან რა ძნელია, არც ის იციან რომ ყველას ორგანიზმი სხვადასხვაა და შეიძლება გენეტიკაში გქომდეს და შეიძლება 1 ნაჭერმა მას არაფერი უქნას და ჩვენ გაგვასუქოს, ვინც არ იცის და არ გამოუცდია ისინი არიან ზუსტად ასეთები..

დღე პირველმა მშვიდობით ჩაიარა

Posted by: kompasa mio 1 Nov 2018, 22:12
charliXL
მე რომ დავიკელი ვარჯიშით და დიეტით,
დაქალებმა ბრალი დამდეს - გულს ირევო
ამოიჩემეს, ბულიმია გაქვსო

maxati.gif

რა მაგარი მოტივაციაა, არა?

Posted by: Mstyle 2 Nov 2018, 12:45
kompasa mio
იმის მაგივრად რომ შეგაქონ და მიღწევა დაგიფასონ, ცდილობენ მოტივაცია დაგიგდონ. სამწუხაროდ, ყველა გილწრფელი გულშემატკივარი არ არის

Posted by: პიანისტი 3 Nov 2018, 00:44
QUOTE (kompasa mio @ 1 Nov 2018, 22:12 )
charliXL
მე რომ დავიკელი ვარჯიშით და დიეტით,
დაქალებმა ბრალი დამდეს - გულს ირევო
ამოიჩემეს, ბულიმია გაქვსო

maxati.gif

რა მაგარი მოტივაციაა, არა?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
შეყვარებული არ გააცნო,არც ქმარი up.gif

Posted by: charliXL 3 Nov 2018, 12:02
kompasa mio
ჩემო კარგო ეგენი დაქალები არ ყოფილან და ზუსტადაც მაგათ ჯიბრზე უნდა დადგე მაგარ ტანზე, მათ შენი შურთ, ჩემი მეგობრებიც მასე არიან თავს არ ვიქებ მაგრამ სახით მათზე ლამაზი ვარ მათ უბრალოდ კარგი ტანი აქვთ ნუ კარგიც არ ეთქმით უბრალოდ გამხდრები არიან და იციან რომ მე თუ გავხდი მაგათ ვაჯობებ და სულ ისეფ კომენტარებს მკკეთებდნენ მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჩამოვშორდი შეიძლება ეხლა დაქალი არ მყავს მაგრამ ყალბ დაქალობას ასე ყოფნა მირჩევნია ზაყო ნერვებს აღარ ვიწყვიტავ

Posted by: Taisiaa 3 Nov 2018, 12:47
QUOTE
სახით მათზე ლამაზი ვარ

QUOTE
ნუ კარგიც არ ეთქმით

QUOTE
უბრალოდ გამხდრები არიან

QUOTE
მე თუ გავხდი მაგათ ვაჯობებ


: )))





ქალების უმეტესობას მეგობრობა არ შეუძლია.
მუდმივად მიდის დატოლება,ფეხების სიგრძის, მკერდის,საჯდომის და ა.შ
განსაკუთრებით თუ ერთს,მეორეზე კარგი კაცი ჰყავს გვერდით, საერთოდ კატასტროფაა.))))))

ცოტა უფრო ზრდასრულ ასაკში კი,შვილის დიპლომის, ქცევის, რძლის,სიძის დ ა.შ
: ))))

Posted by: პიანისტი 3 Nov 2018, 15:33
QUOTE (charliXL @ 3 Nov 2018, 12:02 )
kompasa mio
ჩემო კარგო ეგენი დაქალები არ ყოფილან და ზუსტადაც მაგათ ჯიბრზე უნდა დადგე მაგარ ტანზე, მათ შენი შურთ, ჩემი მეგობრებიც მასე არიან თავს არ ვიქებ მაგრამ სახით მათზე ლამაზი ვარ მათ უბრალოდ კარგი ტანი აქვთ ნუ კარგიც არ ეთქმით უბრალოდ გამხდრები არიან და იციან რომ მე თუ გავხდი მაგათ ვაჯობებ და სულ ისეფ კომენტარებს მკკეთებდნენ მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჩამოვშორდი შეიძლება ეხლა დაქალი არ მყავს მაგრამ ყალბ დაქალობას ასე ყოფნა მირჩევნია ზაყო ნერვებს აღარ ვიწყვიტავ

კარგია რო მოიშორე, ორი ისეთი მშვენიერი ურთიერთობა დამინგრიეს დაქალებმა რო ...

თემას რაც შეეხება წარმატებებს გისურვებთ ყველას.

Posted by: charliXL 3 Nov 2018, 20:47
Taisiaa
კიი ნამდვილად და ძალიან დავიღალე ახლა როცა არ მყავს "საუკეთესო დაქალი" რეალურად უფრო კარგად ვარ..

პიანისტი
ხოო სანდო არავინაა..

თემას გადავუხვიეთ..

მოკლედ დიეტას რაც შეეხება დღეს ჩავათავე მე3 დღე ნუ წინა დღეებს აღარ ჩავთვლი რადგან 2 დღე დავარღვიე და ფაქტიურად ისევ იმ წონამდე ავედი..
ვიყავი 71.2 და ვარ ეხლა 69.6, ხვალ იმედია დილით კიდევ მიჩვენებს კლებას ეს 69 დილით ვიყავი. სტანდარტულად ვიყავი 68-69 კგ თუმცა სამსახურში სხვაგან გადამიყვანეს საშინელ ადგილას დეპრესიას ვებრძოდი და თითქმის 73 კგმდეც ავაღწიე.

ეს დეპრესია და ნერვები თუ დამღუპავს ისევ ძალიან დავიღალე როგორც კი ნერვოზი მეწყება იქ მთავრდება დიეტა ვფიქრობ ამას თუ გავუმკლავდი შევძლებ დავიკლო და შევინარჩუნო კიდეც თუ არადა ცუდ დღეში ვიქნები..

Posted by: Likri 3 Nov 2018, 23:22
კალორიების დიეტა იყო აქ
აღარ არის
რამდენიმე თემა
გახსნით? :ლ

Posted by: NiniaG 4 Nov 2018, 14:47
ხალხნო, უკვე თვეებია წონა მაქვს გაყინული, გამიდიდდა ყველა ტანსაცმელი, მაგრამ ისევ ის ციფრებია სასწორზე რაც თვეების წინ იყო, რა ვქნა? როგორ ვებრძოლო ციფრებს? sad.gif

Posted by: charliXL 4 Nov 2018, 15:28
NiniaG
სასწორი შეცვალე.
ვარჯიშობ?

დღეს ავიწონე 68.9 ანუ კიდევ -0.7 ^_^

Posted by: NiniaG 4 Nov 2018, 16:06
charliXL
სხვა სასწორიც ვცადე smile.gif)
არა, არ ვვარჯიშობ sad.gif

Posted by: Isane 4 Nov 2018, 17:23
QUOTE
ფრაზები და მოქმედებები რაც ყველასთვის ნაცნობია:
ვაა გასუქდი ? ისეევ? ვაა გახდიი თუ მეჩვენებაა?
მაწონს ჭაამ? დიეტაზე ხაარ? ყავას სვავ უშაქროს ანუ დიეტაზე ხაარ? არ ჭამ ანუ დიეტოობ? ყლას სვავ ანუ ჯანსაღი ცხოვრების წეს მისდეევ?
ფეხით რატომ დადიხარ დიეტობ?
ყველაფერს დიეტასთან აკავშირებენ თუ მსუქანი ხარ..
სახალხოდაც არ ერიიდებიან რატო ჭამ აკი დიეტაზე ხაარ?? აა აღარ ხაარ? ხოო შენ დიეტა არ გჭირდება რას უწუნებ შენ თაავს.. თუმცა ცოტა დაკლება არ გაწყენდა...
რაა უნდა დიეტასს მთავარი მონდომებაა (ცხოვრებაში დიეტა რომ არ დაუცვამთ)...
ვიღაც ძააან მცოდნე (ასევე ცხოვრებაში დიეტა რომ არ დაუცვამს) გასწავლის როგორ უნდა გახდე...
ვინც არ სუქდება რომ გემარიაჟება როგორ ჭამს ბევრს და არ სუქდება..
რამეზე თუ თქვი არ გიყვარს აბაა რაღა გასუქეებს???

vis.gif
* * *
charliXL
QUOTE
ისე მარილზე ვიტყვი მეც დიდად არც ვარ მომხმარებელი დღემდე ვერ ვიგებ კიტრზე ან მოხარშულ კვერცხზე რატომ აყრიან, სულ ამოღებაზეც არ ვიცი

რამდენიმე ასეული წლის წინათ მრავალ ქვეყანაში,საერთოდ,არ იცოდნენ,რა არის მარილი და უმარილობა ხელს არავის უშლიდა,ყოფილიყო ჯანმრთელი და ბედნიერი.
ესკიმოსები დღესაც არა ხმარობენ მარილს,მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობენ.
მარილი გულისათვის შხამია,მისგან ყველაზე მეტად თირკმელები ზიანდება.
როგორც პოლ ბრეგი წერს,მარილი არ მოინელება,არ ხდება მისი შეთვისება ორგანიზმის მიერ.
მარილს ნოყიერებისა არაფერი გააჩნია.იგი არ შეიცავს ვიტამინებს,ორგანულ და რაიმე მასაზრდოებელ ნივთიერებებს;პირიქით,იგი უაღრესად მავნებელია და მრავალი უსიამოვნების მომტანია თირკმელებისათვის,ნაღვლისა და შარდის ბუშტებისათვის,გულისათვის,არტერიებისათვის,სისხლძარღვებისათვის.
მარილი აშრობს ქსოვილს და დიდ საფრთხეს უქადის მას.
"მარილი ილექება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებში ,განსაკუთრებით ტერფებსა და წვივების ქვედა მხარეს,რაც იწვევს ფეხების გარუმბებას.
იმისათვის,რომ ამ დამღუპველი შხამისაგან ქსოვილები როგორმე დაიცვას,ორგანიზმი ავტომატურად ცდილობს,განაზავოს მარილი,რისთვისაც წყალს აგროვებს იმ ადგილებში,სადაც მარილია დალექილი.ამის გამო ძალიან სივდება ესა თუ ის ორგანო.მტკივნეულად სივდება ტერფები და კოჭები" პოლ ბრეგი
ამ ნათელი ფაქტების შემდეგ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,რომ ორგანიზმისათვის სუფრის მარილი არათუ საჭიროა,პირიქით_დამღუპველი.

ვინა ვართ ჩვენ,
რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?!

Posted by: Likri 4 Nov 2018, 17:31
QUOTE
ხალხნო, უკვე თვეებია წონა მაქვს გაყინული, გამიდიდდა ყველა ტანსაცმელი, მაგრამ ისევ ის ციფრებია სასწორზე რაც თვეების წინ იყო, რა ვქნა? როგორ ვებრძოლო ციფრებს?

ცხიმის წვაა ეგ,წონის გაყინვა მაგას ნიშნავს და სასწორზე არ ჩანსsmile.gif
მაინც გამოჩნდება whoosh ეფექტი,არ შეწყვიტო
სანტიმეტრები აკონტროლე და ტანსაცმლის ზომა,რაც ცალსახად ცხიმია და არა ციფრები wink.gif
QUOTE
სასწორი შეცვალე.

charliXL
სასწორი არაფერ შუაშია,ჩვეულებრივ ხდება ეგ როცა ხდდება ცხიმის წვა,პლუს,როცა დიდიხანი ხარ კალორიების დეფიციტში
სასწორი არ შეცვალოს,სასწორი დაიკიდოს და ფოტოებით,სანტიმეტრებით,ზომით აკონტროლს წონა

Posted by: Isane 4 Nov 2018, 17:54
შაქარი და მარილი_ორი თეთრი ბომბდამშენი,რომლებიც ცივილიზებული ადამიანის უვიცობის სივრციდან საოცარი სიზუსტით ანადგურებენ ადამიანის ჯამრთელობას!
* * *
განსაკუთრებით ბრიყვი, უვიცი დედები ცდილობენ გაუნადგურონ ბავშვებს ჯამრთელობა ამ ორი სიკვდილის მეშვეობით. რომელთაც არ ესმით არავისი, არც ბიბლიის, არც ექიმის, არც დიეტოლოგების. ყოველგვარ საღ აზრზე აცრილი დედები!

Posted by: Likri 4 Nov 2018, 18:04
QUOTE
შაქარი და მარილი_ორი თეთრი ბომბდამშენი,რომლებიც ცივილიზებული ადამიანის უვიცობის სივრციდან საოცარი სიზუსტით ანადგურებენ ადამიანის ჯამრთელობას!

და ორი რამე,რომელიც მე პირადად მინარჩუნებს ჯანმრთელობას wink.gif
ანადგურებს იმას,ვისაც ზომიერების შეგრძნება აქვს დაკარგული

Posted by: Isane 4 Nov 2018, 18:12
Likri
QUOTE
და ორი რამე,რომელიც მე პირადად მინარჩუნებს ჯანმრთელობას
ანადგურებს იმას,ვისაც ზომიერების შეგრძნება აქვს დაკარგული

ზომიერება რა შუაშია? რას წერ საერთოდ? დიდი ხანია შეტანილია უკვე უმავნეს პროდუქტებს შორის შაქარი და მარილი.
თანამედროვე მედიცინა ერთხმად შეთანხმდა რომ ორივე არის საწამლავი.
ერთი ეგრეთ წოდებული ტკბილი სიკვდილი მეორე თეთრი სიკვდილად წოდებული.
შენ ეტყობა ჩამორჩი ცხოვრებას lol.gif
* * *
salamander_r
QUOTE
დღეში ერთხელ მეტად თუ გშია ცუდად ხარ და ექიმთან უნდ ამიხვიდე.

მართალია

იოგები ჭამენ დღეში ერთხელ,
გურმანები_ორჯერ,
ავადმყოფები_სამჯერ. lol.gif


Posted by: Likri 4 Nov 2018, 18:21
QUOTE
ზომიერება რა შუაშია? რას წერ საერთოდ? დიდი ხანია შეტანილია უკვე უმავნეს პროდუქტებს შორის შაქარი და მარილი.
თანამედროვე მედიცინა ერთხმად შეთანხმდა რომ ორივე არის საწამლავი.
ერთი ეგრეთ წოდებული ტკბილი სიკვდილი მეორე თეთრი სიკვდილად წოდებული.
შენ ეტყობა ჩამორჩი ცხოვრებას 

fingal.gif facepalm.gif
წარმატებები :*

Posted by: Isane 4 Nov 2018, 18:25
Likri
მართლა თავში ხელის წამოსაშენად გაქვს საქმე lol.gif
პასუხი რო არ გექნებოდა ვიცი ან რა უნდა მიპასუხო უვიცობის გარდა lol.gif

Posted by: Likri 4 Nov 2018, 18:36
QUOTE
ikri
მართლა თავში ხელის წამოსაშენად გაქვს საქმე  
პასუხი რო არ გექნებოდა ვიცი ან რა უნდა მიპასუხო უვიცობის გარდა

ძალიან ხომ არ გაქვს თავში ავარდნილი,რო რამე?

პასუხი ყოველთვის ამქვს იმაზე,რასაც ვწერ და ყველაფრის არ მჯერა,რასაც ვკითხულობ,სხვა რაღაცეებსაც ვამოწმებ,ექიმებს და ა,ს იქიტ wink.gif
ეს შენ ხარ ეტყობა აქ გურუ ,ხოდა ,იყაავი :დდდდდდ



ზედმეტად არაადეკვატური ხარ ,ყოვლისმცოდნევ cry.gif






https://www.aworkoutroutine.com/sugar/
ცოტა რაღაც წაგეკითხა ამ სტატიაში და ამ სტატიის იქითაც,ისე user.gif
https://www.aworkoutroutine.com/wp-content/uploads/2018/04/is-sugar-good-bad-neutral.jpg

Posted by: any_body 4 Nov 2018, 19:01
ამ ფორუმზე ახალი მედიცინა იწერება რასაც ვუყურებ. :/

Posted by: Isane 4 Nov 2018, 19:46


მეცნიერების უკანასკნელი კვლევები ადასტურებს იმ ფაქტის, რომ არცერთი პროდუქტი ისე არ უწყობს ხელს ავადმყოფობის განვითარებას და ორგანიზმის დაბერების პროცესს ხელს, როგორც შაქარი. შაქარი და მისი დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები, სულაც არაა ის „ენერგეტიკული ბომბი“, რასაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ათასგვარი რეკლამის საშუალებით გვარწმუნებენ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აგორებულმა კამპანიამ და ცხიმების ჭარბწონიანობის მთავარ მიზეზად გამოცხადება, ფაქტიურად დაჩრდილა შაქრის მავნებლობის პრობლემა.

სამედიცინო ლიტერატურა მოწმობს, რომ არსებობს 60 დაავადებაზე მეტი, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია შაქრის გამოყენებასთან. ამ დაავადებების სიას მიეკუთვნება კიბო, ასთმა, ალერგია, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებები.



ცნობილ ინგლისელ ექიმსა და მკვლევარს ბურკეტს მიაჩნია,სარძევე ჯირკვლების კიბო,სკლეროზი და ინფარქტი შედეგია შაქრისა და ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღებისა.
https://www.drmcdougall.com/misc/2013nl/jan/burkitt.pdf

აი რას ამბობს ცნობილი ფრანგი დიეტოლოგი მიშელ მონტიაკი:
"არც ერთი ნატეხი შაქარი ყავაში!არც ერთი გრამი შაქარი ხაჭოში!ან შაქრის შემცვლელი,ან_არაფერი!შაქარი შხამია და მოექეცით,როგორც შხამს!"
ამა ამბობს მიშელ მონტიაკი!


თავის ერთ ერთ ნაშრომში მონტიაკი წერს შემდეგს:

"Sugar is a poison ! The ravages it has caused in the twentieth century are as serious as those of alcohol and tobacco put together. That is well known. It is condemned by doctors the world over. Wherever there is a conference of paediatricians, cardiologists, psychiatrists or dentists, there is talk of the dangers of sugar and, in particular, the dangers of a level of sugar consumption which is rocketing"

ყველა მსოფლიო კომფერენციაზე იქნა დაგმობილი სხვადასხვა ექიმების მიერო. მსოფლიო კომფერენციებზე გმობენ და შენ რატო არ გმობ? lol.gif
დაგმე მიშა! მიშა კი არადა შაქარი lol.gif

A German scholar by the name of Doctor Rauwolf noted in his journal in 1573 that: " Since they have been eating sugar, the Turks and the Moors are no longer the intrepid warriors they once were ".

lol.gif

"Finally, to round off this catalogue of disasters, sugar can also lead to vitamin B deficiency. Vitamin B is needed in large quantities for the assimilation of carbohydrates, but sugar, in company with all the refined starches (white flour, white rice, etc.), contains none at all. The body is therefore forced to draw on its vitamin B reserves, resulting in a deficiency whose consequences can include nervous exhaustion, fatigue and depression, as well as loss of concentration, memory and perceptive acuity."
ბ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტსაც იწვევსო.

Posted by: Likri 4 Nov 2018, 19:50
ღმერთო ჩემო
popcorn.gif




წარმატებები თემაში, 2kiss.gif

Posted by: Isane 4 Nov 2018, 19:58
Likri

QUOTE
წარმატებები თემაში,


იმედი არ დაკარგო. აგეხილება შენც ოდესმე თვალები და დაადგები ჭეშმარიტების გზას lol.gif 2kiss.gif
* * *
any_body
QUOTE
ამ ფორუმზე ახალი მედიცინა იწერება რასაც ვუყურებ. :/

lol.gif lol.gif

Posted by: charliXL 4 Nov 2018, 22:19
NiniaG
გარშემოწერილობა გაიზომე, თუ მაგაშიც ვერ ნახე შედეგი მაშინ მგონი გეჩვენება.

დიეტობ? როგორ კვებას მისდევ? ერთნაირს ხომ არა? დარღვევაც შველის წონის დაძვრას. თუ არადა თვეების განმავლობაში წონა იყოს გაყინული და შენ აშკარად ხდებოდა ერთი ვარიანტია რომ ვარჯიშის შედეგად არ ვიცი როგორ ამბობენ მაგრამ კუნთი ზოგადად უფრო მძიმეა ვიდრე ცხიმის გროვა და ამიტომ ზოგზე დაკლების მაგივრად მატებასაც კი აჩვენებს მიუხედავად იმისა რომ ვიზუალურად უფრო გამხდარი ხარ კუნთის ხარჯზე.
თუ ამის ბრალი არაა ერთნაირმა კვებამაც იცის გაყინვა, თუ ესაც არაა მიდი ექიმთან.

Posted by: any_body 4 Nov 2018, 22:33
NiniaG
ისიც ვარიანტია რომ დიეტია დასაწყისში წყლის გამოდევნის ხარჯზე იკლებდი, ახლა კი შენმა ორგანიზმმა ცხიმის წვა დაიწყო და წყალსაც აბალანსებს. მთავარი ვიზუალია იმჰო

Posted by: Isane 4 Nov 2018, 22:38
შაქრის გამპრავებლების სუსი არ ვნახო ამ თემაში lol.gif
იკითხონ ჭყპყ ინფორმაციები და იყვნენ თავისთვის


lol.gif

Posted by: any_body 4 Nov 2018, 22:42
Isane
მე ვიტამინების არ არსებობაც მომწონს.
ყველა იყოს, რას გვიშლიან.
ყველა განყოფილებაში ცირკაჩობაა

Posted by: HurricaneKat. 4 Nov 2018, 22:43
რამე მოსამატებელი მირჩიეთ
ოღონდ პრაქტიკაში გამოყენებული
თორემ დიეტების მეტი რა არის sad.gif(

მაინც და მაინც დიეტა და განსაზღვრული რეჟიმი არ მინდა
რა გამასუქებს ეგ მითხარით just 2kiss.gif

Posted by: pikaso_777 4 Nov 2018, 22:47
HurricaneKat.
ვარჯიში + ცილა.
ყველა სხვა გზით მხოლო ცხიმს აკრიფავ 80%ით.

Posted by: HurricaneKat. 4 Nov 2018, 22:49
pikaso_777
ცილა რომელია ? sad.gif(
ვარჯიში გამოვრიცხე, ვინმე უნდა დამადგეს და დამაძალოს

იყოს ცხიმი
ოღონდ იყოს givi.gif
როგორ ?

Posted by: pikaso_777 4 Nov 2018, 22:59
HurricaneKat.
ცილაა ხორცეული,თევზეული,ხაჭო,კვერცხი,პარკოსნები..ამათი მიღებით კუნთოვანი მასა იზრდება.

QUOTE
ვარჯიში გამოვრიცხე, ვინმე უნდა დამადგეს და დამაძალოს

დაამარცხე ეს სიზარმაცე : ))))

ლიჟბი მომატების გამოცდილება არ მაქვს.

Posted by: Isane 4 Nov 2018, 23:00
"Consuming free sugars increases the risk of dental caries (tooth decay). Excess calories from foods and drinks high in free sugars also contribute to unhealthy weight gain, which can lead to overweight and obesity. Recent evidence also shows that free sugars influence blood pressure and serum lipids, and suggests that a reduction in free sugars intake reduces risk factors for cardiovascular diseases"

http://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/healthy-diet
ესეც იყოს.

Posted by: HurricaneKat. 4 Nov 2018, 23:01
pikaso_777
ტკბილეული ? spy.gif
ცომეული ?

რას შვება

Posted by: Isane 4 Nov 2018, 23:02
any_body
QUOTE
მე ვიტამინების არ არსებობაც მომწონს.

ეგ საერთოდ ეპიკია lol.gif


* * *
any_body
კილომტრებიდან გგრძნობ ხოლმე.
შენი პოსტინგი იმდენად ახლობელი და საყვარელია ჩემთვის biggrin.gif
2kiss.gif
* * *
any_body
მოკლე, დელიკატური და ზუსტი ხარ ხოლმე.
დახვეწელი, ცოტა ირონია ნარევი იუმორით
love.gif

Posted by: any_body 4 Nov 2018, 23:13
Isane
The same story user.gif
2kiss.gif
ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, მითუმეტეს შენგან gigi.gif

Posted by: Isane 4 Nov 2018, 23:14
გამაგდებენ მალე აქედან როგორც ვატყობ lol.gif
* * *
any_body
QUOTE
ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, მითუმეტეს შენგან

ხოხ biggrin.gif
2kiss.gif

Posted by: NiniaG 4 Nov 2018, 23:26
Likri
აი უკვე ნერვები აღარ მყოფნის sad.gif რა გავაკეთო sad.gif
charliXL
გარშემოწერილობა გავიზომე და თვეების შემდეგ იმაზე მეტი მიჩვენა smile.gif))) აშკარად ვერ გავიზომე თავდაპირველად sad.gif
არა, ოფიციალურად არ ვდიეტობ, უბრალოდ იმაზე ნაკლებს ვჭამ რასაც ვჭამდი, გვიან ვჭამდი ბევრს და ეგ ამოვიღე. არც ერთნაირად ვიკვებები და არც ვარჯიშობ, მე უბრალოდ 1 კილოს დაკლებას ვჩივი და არა ათობით კილოსას sad.gif
any_body
უი, წყალზე გამახსენდა smile.gif)) წყალს ცოტას ვსვამ ძალიან sad.gif
პ.ს. მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვარ, მაგრამ 6 თვე გავიდა მშობიარობიდან sad.gif

Posted by: charliXL 5 Nov 2018, 21:59
მირჩიეთ დიეტური საკვები. ვატრიალებ ამ კვერცხს,, ფილეს და სოსისს, სხვა ვერაფერს ვიხსენებ.. წიწიბურა არ მახდუნებს ამიტომ არ ვთვლი. რძის ნაწარმს ვიღებ საღამოს ამიტომ რამე მირჩიეთ ვახშმისთვის ნოყიერი თუმცა დიეტური.
დღეს ავიწონე კიდევ -0.7 კგ, ნელა ვიკლებ თან ეს ჯერ წყლის ხარჯზეა თუმცა სწრაფად მომატებულს ვებრძვი ჯერ კიდევ რომელიც ალბათ უკვე გადავიდა ცხიმში და ჩაჯდა ეს ოხერი.

1 ნოემბერს დავიწყე დღეს მე-5 დღე ჩავამთავრე. 4 დღის შედეგია -3კგ. კიდევ დამრჩა ბევრიიიიიი ოოო ბოოოჟეეეეე

Posted by: Taisiaa 5 Nov 2018, 22:26
user posted image


biggrin.gif

Posted by: kompasa mio 5 Nov 2018, 22:41
QUOTE (charliXL @ 5 Nov 2018, 21:59 )
4 დღის შედეგია -3კგ. კიდევ დამრჩა ბევრიიიიიი ოოო ბოოოჟეეეეე

ვერ ვიტყოდი რომ ნელა იკლებ
პირიქით, ძალიან სწრაფი შედეგია.

პარკოსნები შეგიძლია ჭამო საღამოს,
როგორც ჩანს, ცილების გაზრდა და ნახშირწყლების შემცირება გიხდება.

მე მოხარშულ ან დაკონსერვებულ ლობიოს, ბარდას, ოსპს შევჭამდი საღამოს ცოცხალ სალათთან ერთად. კიტრ პამიდორი, მწვანილები

Posted by: charliXL 5 Nov 2018, 23:13
kompasa mio
კი ეგ სწრაფი შედეგია რადგან ეს 3 კგ სწრაფად მქონდა მომატებული და წყლის ხარჯზე სწრაფად დავიკელი, ეხლა გავიჭედები biggrin.gif
აი ჩემი ნაკლი ისაა რომ ბოსტნეულს ვერ ვჭამ გარდა კიტრის და სტაფილოს, რა მეშველება, ხვალ მინდა გავიდე მოვიმარაგო საკვები მაგრამ ვერ ვფიქრობ რეები, დაკონსერვებული არც ერთი არ გამისინჯავს კარგია და დიეტური? ლობიოზე კი ამბობენ რომ დიეტურია მაგრამ ვერ გამიგია რანაირად

Posted by: kompasa mio 5 Nov 2018, 23:55
charliXL
პროტეინი აქვს და დაბალი გლიკემიური ინდექსი
ამიტომ ითვლება და არის დიეტური

ბროკოლიც არ გიყვარს? :ს

ახლა ციტრუსებია, ეგეც კარგია საუზმის და სადილის დროს
მაგრამ საღამოს არ გამოდგება, მაინც ტკბილია




Posted by: makarena 6 Nov 2018, 12:59
მოკლედ დავდივარ ერთ ცნობილ ნუტრიციოლოგთან, მეშვიდე კვირაა უკვე ჩემი დიეტის, შედეგი -6 კგ. წინ კიდევ 7 კგ მაქვს. ჩემი სურვილია ყოველ შემთხვევაში.

ვნახოთ როგორ გამომივა, 50% თითქმის მიღწეულია რაც მთავარია smile.gif

მიზნის მიღწევა ალბათ ყველაზე რთულია, მაგრამ ყველაზე ტკბილი მომენტი

Posted by: SkitterZ 8 Nov 2018, 17:04
მეგობრებო, უგულავას დიეტაში "ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე)" რა ჯანდაბაა? biggrin.gif

Posted by: Universe 8 Nov 2018, 17:40
SkitterZ
ბულიონი ნახარშია, გაწურული. ზოგი არ წურავს და ალბათ ეგ იგულისხმება.

Posted by: SkitterZ 8 Nov 2018, 18:02
Universe
ქათმის ფილეს მოხარშვას კი ვაპირებ, მაგრამ მაგის ნახარშს რა დამალევინეებს biggrin.gif

ჩემს ძაღლს ვაჭმევ ხოლმე პურთან ერთად gigi.gif

Posted by: Universe 8 Nov 2018, 19:00
SkitterZ
ხო, არ ვიცი მაგდენი. ქათმის ნახარშშაც თუ ბულიონი ქვია, სწორი გადაწყვეტილებაა რომ არ ჭამ.
ძირითადი შემდგენელი ბოსტნეული მეგონა რომელსაც მოხარშავ მთელ მწვანილთან, ხახვთან ერთად, გაწურავ და მიღებულ წვენს(ბოსტნეულის ბულიონს) მიირთმევ.

Posted by: la reine 8 Nov 2018, 20:11
SkitterZ

ქათამს მთლიანად ვაცლი კანს, პირველ წამოდუღებაზე ვღვრი წყალს და ახალს ვასხვამ. ასე მოხარშული, ძაან კამკამაც არის და და ცხიმიც უმნიშვნელოდ მიყვება.

Posted by: SkitterZ 8 Nov 2018, 20:32
Universe
la reine
მადლობა ლამასებო love.gif

QUOTE
ქათამს მთლიანად ვაცლი კანს, პირველ წამოდუღებაზე ვღვრი წყალს და ახალს ვასხვამ. ასე მოხარშული, ძაან კამკამაც არის და და ცხიმიც უმნიშვნელოდ მიყვება

ვცდი ამას bis.gif

Posted by: salamander_r 9 Nov 2018, 18:05
charliXL


ხილი ჭამე, რამდენიც გინდა.

ტონობით.


ერთი კვირაში შედეგი მითხარი, მერე შეგიძლია მადლობა მითხრა.)))

Posted by: charliXL 14 Nov 2018, 11:42
salamander_r
მხოლოდ ხილი? ეგ დროებითი შედეგი არ იქნება მერე? ხილი მაშიებს მე რამდენჯერაც ვცადე თუნდაც მხოლოდ ვაშლი კუჭს მიწვავს მერე ვცადე სხვა ხილიც და ვერ ვნაყრდებოდი, კუჭის მოქმედება ცუდი მაქვს ვერ ვიზამ მაგას.

2 კვირაში ისეთ ადგილას მივდივარ და ისეთ ხალხთან ერთად კაი შედეგი უნდა დავდო ვფიქრობ ან ადვოკატი ან გოგიაშვილი ან სხვა იდეები თუ გაქვს გამაგებინეთ აბაა, ოღონდ მხოლოდ ხილზე ან მხკლოდ ბოსტნეულზე ვერ ვიქნები რადგან ხილიდანაც ბევრს არ ვჭამ და ბოსტნეულიდან მხოლოდ კიტრს და სტაფილოს

Posted by: kompasa mio 15 Nov 2018, 15:23
charliXL

ხილს თხილეული მიაყოლე და აღარ მოგშივდება.

თხილეული მაღალ კალორიულია, მაგრამ ჩატარდა ცდები, სადაც ადამიანებს უნდა მიეღოთ 1 მუჭა თხილეული ყოველდღე
დამატებული მათ ჩვეულ კვების რეჟიმზე.
შედეგად, არც ერთ მათგანს არ მოუმატია წონაში 1 თვის შემდეგ.

Posted by: pikaso_777 24 Nov 2018, 01:23
სტოკჰოლმის დიეტა ვინემ გაუკეთებია? რა სტილის კვებაა?

Posted by: la reine 24 Nov 2018, 02:24
charliXL

მე არ გირჩევ მონო დიეტებს.
ძალიან მოკლევადიანი ეფექტი აქვს.
წონა ორმაგად გიბრუნდება.

ზოგადად, სიმსუქნისკენ მიდრეკილმა ადამიანმა თუ გახდომა გადაწყვიტა, უნდა გაითავისოს ის, რომ იცვლის ცხოვრების წესს, კვების სტილს და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება.
თუ ამისთვის ფსიქოლოგიურად არ შეამზადე საკუთარი თავი და არ დათანხმდი ამ "პირობას" ჩათვალე აზრი არ აქვს და ჯობს აღარაფერი შეცვალო, რადგან წრეზე იტრიალებ და ნევროზსაც აიკიდებ.

Posted by: SkitterZ 24 Nov 2018, 12:28
la reine
შენი კულინარიული უნარებით დიეტა გამოგდის? user.gif ან ვინმეს გამოსდის ოჯახში? mad.gif

Posted by: la reine 24 Nov 2018, 14:08
SkitterZ

მე უფრო იმ კატეგორიას მივეკუთნები, ჭამაზე მეტად მზადებით რომ კაიფობსbiggrin.gif
არა, ჭამაც მიყვარს რა თქმა უნდა, მაგრამ შემიძლია მოვამზადო და ერთი ლუკმა გავსინჯო მხოლოდ დეგუსტაციისთვისsmile.gif
სხვები ჯერ არ სუქდებიან და თუ რამე გამაგდებენ სახლიდან ალბათlol.gif

Posted by: charliXL 30 Nov 2018, 12:12
QUOTE (la reine @ 24 Nov 2018, 02:24 )
charliXL

მე არ გირჩევ მონო დიეტებს.
ძალიან მოკლევადიანი ეფექტი აქვს.
წონა ორმაგად გიბრუნდება.

ზოგადად, სიმსუქნისკენ მიდრეკილმა ადამიანმა თუ გახდომა გადაწყვიტა, უნდა გაითავისოს ის, რომ იცვლის ცხოვრების წესს, კვების სტილს და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება.
თუ ამისთვის ფსიქოლოგიურად არ შეამზადე საკუთარი თავი და არ დათანხმდი ამ "პირობას" ჩათვალე აზრი არ აქვს და ჯობს აღარაფერი შეცვალო, რადგან წრეზე იტრიალებ და ნევროზსაც აიკიდებ.

ვიცი და ჯერ შეგუების ფაზაზე ვარ ფსიქოლოგიურად.
მაქვს მიდრეკილება და ზოგჯერ მართლა მგონია რომ ჰაერიც მასუქებს.
რეალურად მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ მგონი შევიშალე ყოველდღე ერთი და იგივეს ვიმეორებ- " ვსიო დღეიდან ვიწყებ" ვსიო ხვალიდან ვიწყებ, ვსიო ეს საბოლოოა, კაი დღეს შევჭამ მერე როდისღა შევაამ და ვიტენები და ვიტენებიი, გავბრაზდები რამეზე ვჭაამ, მერე რო ვჭამ მაგაზე ვბრაზდები, წრეზე ვტრიალებ უკვე წლები, დღე არ გავა რომ დიეტაზე არ ვიფიქრო და თავი არ დავადანაშაულო რამე თუ შევჭამე ნოყიერი.

აამე ხშირად და ცოტ-ცოტა ეს დევიზი ნაღდია ყვრლაზე მაგრამ არ შემიძლია ანუ უნდა ვიტენო ან იმენა უნდა ვიდიეტო რაც მონოდიეტებშია ძირითადად, რაღა ვქნა მგონი ჩემი საშველი არაა ამ წვალებაში დაკლების მაგივრად ნელნელა ავდივარ ზევით წონის მხრივ

Posted by: la reine 30 Nov 2018, 13:56
charliXL

2kiss.gif

არ ინერვიულო, ყველაფერი თანდათან მოგვარდება.
რადგან ასეთი დამოკიდებულება გაქვს იქნებ გეცადა ჯერ მხოლოდ რომელიმე ერთი მავნე პროდუქტის ამოღება ან ვთქვათ, ექვსის მერე არჭამა...რთულია ჰოპ და ერთ დღეში რადიკალური ცვლილებების განხორციელება. ძლიერი ფსიქიკა და დიდი ნებისყოფა უნდა. ამიტომ შეაპარა საკუთარ თავს ცვლილებები.
და კიდევ. ნურასდროს დაიწესებ დროს. ვქთვათ ახალ წლამდე ამდენს დავიკლებ. ესეც სტრესფაქტორია. მიყევი დინებას(კარგი გაგებით) და ერთ დღეს აღმოაჩენ რომ თუნდაც 6 მერე არჭამამ როგგორ მოგცა შედეგიsmile.gif როცა ეს აკრძალვა აღარ შეგაშფოთებს და ნორმად იქცევა, მერე შეაპარე სხვა რომელიმე პროდუქტის ამოღება მენიუდან და ასე თანდათანsmile.gif იცი, შეიძლება გაგეცინოს ან ვერ მიიღო რასაც გეტყვი მაგრამ შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და დაინდე ის. თუ მთელი ცხოვრებაა წონას ებრძვი, დაუთმე მას თუნდაც ორი წელი იმისთვის რომ სხვანარიი გახდეს და ნუ მოიმწყვდევ კუთხეშიsmile.gif
ხშირად მხვდება შენი პოსტები და იცოდე დიდი ხანია გგულშემატკივრობ2kiss.gif

Posted by: charliXL 30 Nov 2018, 22:26
la reine

აჰ მადლობაა რომ მგულშემატკივობ ბევრს ნიშნავს ჩემთვის რადგან სხვებს უკვე ყელში ამოუვიდათ ჩემი წუწუნი დიეტებზე biggrin.gif
6ის მერე არ ჭამაზე ვიფიქრე ზუსტად ჯერ მაგით ვცდი მაგრამ რეალურად ეგ უფრო რთულია ჩემთვის ვიდრე პურის ამოღება.
მაგრამ მირჩევნია 6ის მერე არ ჭამით დავიწყო და სხვა მხრივ ისევ ჩვეულებრივად ვჭამო, ჯერ 1 თვე ვიქნები ასე რომ მივეჩვევი შემდეგ ტკბილს ამოვიღებ (ეს უფრო მასუქებს ბევრს ვჭამ) და ასეე,,

Posted by: guguta21 3 Dec 2018, 09:40
გამარჯობა

არავინ არ დიეტობთ? გავააქტიუროთ ეს თემა

Posted by: nia4u 4 Dec 2018, 05:04
charliXL
ჩემი აზრით შაქარი უნდა ამოიღო პირველ რიგში, რაც მადას დაგიქვეითებს და პორციების შემცირებს საშუალებას მოგცემს.
მხოლოდ შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები, დანარჩენი რაც გინდა და რამდენიც გინდა ჭამე, ორ კვირაში მიხვდები, რომ აღარ გშივდება და ისტერიულად აღარ ჭამ...
ტკბილი შეგიძლია ჩაანაცვლო ხილით, ჩირით და ნიგვზეულით...
ისეთ შედეგს მიიღებ, რაც თავისთავად მოგცემს სტიმულს...

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Dec 2018, 10:44
გამარჯობა, ფუმფულებო
bis.gif

მოკლედ, მე ესეთი დიეტა გავაკეთე
დღის 3საათამდე არ ვჭამდი არაფერს...

3საათზე მივირთმევდი 3ნაჭერ პატარა პურს (სადიეტოს) და საკვებს ძირითადად
ყველს,კვერცხს,მაკარონს და მაწონს.
კალორიები სადღაც 1900ვეტეოდი
ამის შემდეგ მომდევნო დღის 3საათამდე
არ ვჭამდი არაფერს..
დღეში ფეხით დავდიოდი სადღაც

2საათს.

ხოდა ყველფრის ამის გათვალისწინებით
2 კვირაში დავიკელი

800გრამი

lol.gif
თან რა ტანჯვა გამოვიარე

3საათი როდის მოვიდოდა ერთი სული მქონდა...

მოკლედ არ უნდა ენდო არავის სანამ შენ თავზე არ დატესტავ...

20საათიანი შიმშილი არა კვატიეს სუპი კიდევ...


ახლა ვაპირებ დავიწყო სწორი კვება!


კალორიების დეფიციტი და ეგა, ოღონდ ეს
შიმშილობა და ათას ღლე დიეტა არის
ორგანიზმის გასანადგურებელი


Posted by: charliXL 12 Dec 2018, 22:38
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 12 Dec 2018, 10:44 )
გამარჯობა, ფუმფულებო
bis.gif

მოკლედ, მე ესეთი დიეტა გავაკეთე
დღის 3საათამდე არ ვჭამდი არაფერს...

3საათზე მივირთმევდი 3ნაჭერ პატარა პურს (სადიეტოს) და საკვებს ძირითადად
ყველს,კვერცხს,მაკარონს და მაწონს.
კალორიები სადღაც 1900ვეტეოდი
ამის შემდეგ მომდევნო დღის 3საათამდე
არ ვჭამდი არაფერს..
დღეში ფეხით დავდიოდი სადღაც

2საათს.

ხოდა ყველფრის ამის გათვალისწინებით
2 კვირაში დავიკელი

800გრამი

lol.gif
თან რა ტანჯვა გამოვიარე

3საათი როდის მოვიდოდა ერთი სული მქონდა...

მოკლედ არ უნდა ენდო არავის სანამ შენ თავზე არ დატესტავ...

20საათიანი შიმშილი არა კვატიეს სუპი კიდევ...


ახლა ვაპირებ დავიწყო სწორი კვება!


კალორიების დეფიციტი და ეგა, ოღონდ ეს
შიმშილობა და ათას ღლე დიეტა არის
ორგანიზმის გასანადგურებელი

ეგ რაღაც ძაან საშინელება გიცდია, გასაგებია რომ ჭამდი მაგრამ ერთხელ ისიც 3მზე და ჭამდი ალბათ ნოყიერად და შემდეგ სულ შიმშილი ჯობდა ეგ მარაგი გადაგენაწილებინა სულ მცირე ორად მაინც. მე ვცადე ბოლოს 4ზე რომ მეჭამა, ორჯერ მიწევდა თან დიეტურ საკვებს და ნუ არც ძაან ცოტას, საღამოს მშვიდებოდა ძალიან და კლება არც მქონდა კარგი..

მე ვცდკლობდი 4ჯერად კვებაზე გადასვლას აი ასე: დილით სანამ სახლიდან გამოვიდოდი ფაფას ვიღებდი, სამსახურში შემდეგგ ყავას და ხილს, მერე რამე ცილას ანუ ხორცეულს ან რამე მაგდაგვარს და ბოლოს 6-7ზე მაწონს,, კარგად მიდოდა კლება თან დანაყრებულიც ვიყავი თუმცა ამერია მერე, ახლა ისევ მაგას ვიწყებ

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 Dec 2018, 22:46
charliXL
180 სმ ვარ სიმაღლეში
წონა მქონდა 83 ეგ რომ დავიწყე
პურს ვერ ამოვიღებდი ექიმა ამიკრძალა
ხოდა რომ დავითვალ ჩემი დღიური ნორმა იყო კალორიების 2600
მე 1900 ვიღებდი ანუ 700კალორია შექმენი დეფიციტი ამას დამატებული ვარჯიშიდან შექმნილი დეფიციტი
მიუხედავად ამ ყველფრისა შედეგი 0 მქონდა

შიმშილით არ მშიოდა ღამე

ახლა ვარ 90 კგ
ცოტას დავიწყებ რამს თორემ სახალწლოდ კიდე მოვიმატებ lol.gif


Posted by: merciamercia 15 Dec 2018, 20:04
6 დღეა ფაქტობრივად ვშიმშლობ და მარტო ძუძუები გამიხდა user.gif sad.gif((
სისულეა ეს ცილოვანი დიეტა, რამე ნორმალური დიეტა მირჩიეთ რა

Posted by: ჯიმ"მორისონი 16 Dec 2018, 15:32
merciamercia
დიდი გქონდა ?
sad.gif
ცილოვანი რომელზე იყავი დუნკანზე ?

მარტო ცილები იდოტობა

ორი ნორმალური დიეტა არსებობს სწორი კვება ყოველ 3 საათში ერთხელ და სწორად განაწილებული
კერძოდ ცილებს ვიღებთ 40-ნახშიროწყლებს50-ცხიმებს10
ცილებიდან მიიღე თუ გაქ საშუალება ქათმის ფილე,კვერცხი და თევზი
ნახშიროწყლებიდან გერკულესი და გრეჩიხა
ცხიმებიდან მიწის თხილი ყველაზე იაფია მგონი

ასე დაიკლებ ძირითადათ ცხიმის ხარჯზე და მაგრად დაგეტყობა
რათქმა უნდა კალორიების დეფიციტი უნდა შექმნა და ფიზიკური აქტივობა


მეორე არის იგვე თითქმის ოღონდ
ცილები ბლომად და ბოსტნეული
ასევე 16საათიანი შიმშილი ანუ დილას ჭამ 12საათზე და საღამოს 20 საათის შემდეგ აღარაფერს იღებ მომდევნო დღის 12 საათამდე

ორივე შემთხვევაში გარანტირებული შედეგი გექნებათ და ორგანიზმს არ მიადგება ზიანი,პირიქით
წყალი სვით ბლომად up.gif

პ.ს ძუძუებს გაუფრთხილდით თუკარგი გაქვთ

biggrin.gif

Posted by: sybilcarpenter 17 Dec 2018, 01:32
ჩემი დიეტა ექსპრესი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არის მომწონს.

ნელა ვიკლებ და არ ვშიმშილობ.

დაახლოებით ვითვლი კალორიებს. ვცდილობ, ჯანსაღი საჭმელი ვჭამო და მაღალკალორიულების დოზა შევზღუდო.

2 კვირაში დაახლოებით 2 კილო დავიკელი. კიდევ 5 მინდა.

ერთ თვეში სავარჯიშო დარბაზშიც შევალ, ძირითადად კარდიო მინდა რომ ვაკეთო. მიყვარს სირბილი.

აქ დავწერ ხოლმე ჩემი დღის რაციონს.

დღეს კვირაა მაინც და ცოტა ავიშვი, მაგრამ არ მაწუხებს ეს ფაქტი.

დილით

ჩაი, ცოტა შაქრით.
უმაიონეზო ვინეგრეტი და ერთი ნაჭერი შავი პური
5 მანდარინი

შუადღეზე

ისევ ვინეგრეტი და ერთ ნაჭერი შავი პური
ალბათ 2 მანდარინი

საღამოს

ჩერი პამიდორი, 1 კიტრი, მწვანე ხახვი და 2 ნაჭერი შოთის პური biggrin.gif
ჩაი და ერთი ცალი პეჩენია (30 კალორია), 1 ბარამბოს კოწახურის კანფეტი (23 კალორია) და რაღაც მინი-სნიკერსისმაგვარი (ალბათ ესე 60 კალორია).

რეზერვში მაქვს მანდარინი თუ რამე მომინდა.

Posted by: littlemiss 17 Dec 2018, 04:32
აქ თუ დავპოსტავდი ნაღდად არ მეგონა :დ
მოკლედ ავედი 51
კილოზე და ეს ჩემთვის ნამეტანია.
სიმაღლე 1.61-2

მინდა ისეთი დიეტა, სადაც შუაღამის 3ზე პანიკით არ გამეღვიძება და შიმშილის მოთხოვნილებით.
მაიონეზს ვერ ველევი და არაჟანს !
მარილს კიდევ ძალიან ცოტას.
ნუ შაქარს გადავაგდებ + ტბილეული ვაფშე არ მიყვარს.
მანდარინზე ვგიჟდები,მწვანე ვაშლზე და ეგეთებზე


არი რამე ისეთი ძალიან რომ არ მოვკვდე?
და ვაფშე ეს შავი პურის დიეტურობა მითია?
ასე ერთბაშად პურს ვერ ამოვიღებ.


Posted by: haxer 17 Dec 2018, 10:05
littlemiss
დეპრესია დაიმართე და მაიონეზი და არაჟანი ამოიღე up.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 17 Dec 2018, 14:29
sybilcarpenter
ბუღალტერი იქნები

littlemiss
არა აუცილებელი პურის ამოღება
3 ნაჭერი დღეში საკმარისია ოღონდ 3საათამდე მიიღე პური მერე არ შეჭამო პური

კალორიები შეამცირე- 200კალორიაც საკმარისი იქნება შენთვის
up.gif

Posted by: sybilcarpenter 17 Dec 2018, 23:57
ვაგრძელებ biggrin.gif


დილით

უშაქრო ჩაი

შუადღეზე

დაახლოებით 100 გრამი მჭადი (200 კ)
100 გრამი იმერული ყველი (200 კ)
კიტრი და პამიდორი (30 კ)

საღამოს

პატარა ვაფლი (40 კ)

ღამე

სტაფილოს სალათა (105 კ)
3 ნაჭერი ჭვავის პური (200 კ)
აირანი (100 კ)

რეზერვში მაქვს
უშაქრო ჩაი, ბარამბოს კანფეტი და პატარა სნიკერსივით შოკოლადი (გაწიე-გამოწიე 100 კ)

ჯამში დაახლოებით 900-1000 კ



Posted by: guguta21 18 Dec 2018, 14:26
სალამი

70 კგ, სიმაღლე 157 :/ დღეიდან დავიწყე აქტიურად კალორიების თვლა და ყოველდღიურად დავწერ შედეგს

Posted by: sybilcarpenter 19 Dec 2018, 00:27
guguta21


ძალიან კარგი.

რამდენის დაკლება გაქვს გეგმაში და რამდენ ხანში?

შენც დაწერე ხოლმე რა დღის განმავლობაში რას ჭამ და რამდენი კალორია გამოგდის.


ჩემი დღევანდელი რაციონი:

დილით:

ჩაი ერთი კოვზი შაქრით; (20 კ)

შუადღეზე:

კიტრი, პომიდორი და ბულგარულის სალათა (30 კ)
1 ნაჭერი პური (80 კ)
პატარა შოკოლადი (50 კ)

საღამოს:

ბულგარული და კომში (50 კ)
პატარა შოკოლადი (50 კ)

ღამე:

100 გრ. პიურე ტყემლით (200 კ)
100 გრ. წიწიბურა (150 კ)
1 ნაჭერი ჭვავის პური (80 კ)
მანდარინი (10 კ)

რეზერვში მაქვს მანდარინი, უშაქრო ჩაი და ბარამბოს კანფეტი

ჯამში დაალოებით 700-800 კალორია

Posted by: არისტოტელე999 19 Dec 2018, 01:12
QUOTE
ჯამში დაალოებით 700-800 კალორია


wow.gif

პ.ს. ჰაჰაჰა 2-3 კგ დაკლება მინდა

Posted by: guguta21 19 Dec 2018, 08:50
QUOTE (sybilcarpenter @ 19 Dec 2018, 00:27 )
guguta21


ძალიან კარგი.

რამდენის დაკლება გაქვს გეგმაში და რამდენ ხანში?

შენც დაწერე ხოლმე რა დღის განმავლობაში რას ჭამ და რამდენი კალორია გამოგდის.


ჩემი დღევანდელი რაციონი:

დილით:

ჩაი ერთი კოვზი შაქრით; (20 კ)

შუადღეზე:

კიტრი, პომიდორი და ბულგარულის სალათა (30 კ)
1 ნაჭერი პური (80 კ)
პატარა შოკოლადი (50 კ)

საღამოს:

ბულგარული და კომში (50 კ)
პატარა შოკოლადი (50 კ)

ღამე:

100 გრ. პიურე ტყემლით (200 კ)
100 გრ. წიწიბურა (150 კ)
1 ნაჭერი ჭვავის პური (80 კ)
მანდარინი (10 კ)

რეზერვში მაქვს მანდარინი, უშაქრო ჩაი და ბარამბოს კანფეტი

ჯამში დაალოებით 700-800 კალორია

47-50 კგ-ს ფარგლებში მინდა ჩამოსვლა. შენ რამდენი კგ ხარ და რამდენის დაკლება გინდა?

გუშინ მივიღე 1600-1700 კალორია + 1 საათი ფეხით ვიარე და -0.600 გრამით ნაკლები მაჩვენა სასწორმა. 69.400 smile.gif

Posted by: kompasa mio 19 Dec 2018, 17:24
sybilcarpenter
რა შარში გაები შენ ხომ აზრზე არ ხარ

ისეთი ბინჯი დაგეწყება, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში
drug.gif


700 კალორიას ჭამს დღეში და თან, ექსპეს დიეტა არაა მაგიო
ეგ არის ზუსტად, რასაც ქვია crash dieting, რაც მილიონ ადამიანს აქვს გამოცდილი საკუთარ თავზე
და რასაც ერთნაირი შედეგი აქვს ყველასთვის - დაკლება, და დიეტას რომ დაასრულებ, გიჟივით მომატება

Posted by: <casablanca> 19 Dec 2018, 22:02
sybilcarpenter
QUOTE
ერთი კოვზი შაქრით

QUOTE
1 ნაჭერი პური (80 კ)
პატარა შოკოლადი (50 კ)

QUOTE
პატარა შოკოლადი (50 კ)

QUOTE
100 გრ. პიურე ტყემლით (200 კ)
100 გრ. წიწიბურა (150 კ)
1 ნაჭერი ჭვავის პური (80 კ)

ძალიან ბევრი ნახშირწყლებია ერთად. კალორიებში შეიძლება ჯდება ,მაგრამ ინსულინს ათამაშებს და ცხიმებს უჭირს წვა ამ დროს.
ეცადე ცილა მოუმატო უფრო.



Posted by: kompasa mio 20 Dec 2018, 00:05
ზედმეტი შაქარი კიარა, ძლივს ცდება მინიმალური კალორიების რანგს sad.gif(

Posted by: <casablanca> 20 Dec 2018, 00:42
kompasa mio
ხო ,კალორიები რომ 1000 -ზე ნაკლებია, ეგ ერთი შეცდომაა. ნივთიერებათ ცვლა ნელდება .
და ნახშირწყლების სიჭარბე რაციონში - მეორე შეცდომა.

Posted by: sybilcarpenter 20 Dec 2018, 01:07
ხო, სხვათაშორის მინდა რომ 1200-სს არ ჩამოვცდე ხოლმე, მაგრამ კარგად ვერ ვთვლი წინასწარ.

ღამე ჭამა მიყვარს და ღამისთვის ვიტოვებ კალორიებს და მერე მეძინება biggrin.gif


ნახშირწყლებს რაც შეეხება, ეგ პრობლემა მართლა მაქვს. ხორცს არ ვჭამ და სხვა სახით პროტეინს იშვიათად ვიღებ, ამ კუთხით უნდა გამოვსწორდე.

ამ ეტაპისთვის, მიზანი მაქვს მინუს 2-3 კილო, მაქსიმუმ 5. მინუს 2-3-ზე რომ ჩავალ, სავარჯიშო დარბაზში ვაპირებ სიარულს და შემანარჩუნებლის დაწყებას.


ახლა კი, დღევანდელი ჩემი რაციონი. დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდა და არეულად ვჭამე.

დილით:

ბევრი წყალი, მგონი ჩაი და 1 კოვზი შაქარიც (20 კ)
მანდარინი (10 კ)

შუადღეზე:

ნახევარი მჭადი, 1 ნაჭერი იმერული ყველი და პამიდორი (350 კ)
ჩაი და 1 კოვზი შაქარი (20 კ)

საღამოს:

ისევ ნახევარი მჭადი, ნახევარი ნაჭერი იმერული ყველი და პამიდორი (300 კ)
ენერგეტიკული (100 კ)
ჩაი და 1 კოვზი შაქარი (20 კ)

ღამე ვაპირებ პურის და ტყემლის ჭამას (100 კ) biggrin.gif
და ერთ ბარამბოს კანფეტს (25 კ)


ჯამში დაახლოებით 950

Posted by: justhappy 20 Dec 2018, 01:32
ყველაზე მეტად რა ასუქებს ? მაინტერესებს თქვენი აზრი მე პირადად რაც მასუქებს დავწერ

1 . კოკა კოლა 2 . ყველანაირი ცომეული 3. ყველანაირი ფასტ ფუდი

დალშე რა რაოდენობისაც არ უნდა ვჭამო აზრი არ აქ არ ვსუქდები გინდა ხორცი გინდა რძის პროდუქტი გინდა თხილი და გინდა შოკოლადები აზრი არ აქვს

Posted by: <casablanca> 20 Dec 2018, 16:38
sybilcarpenter
შენ ძალიან ცოტა გქონია დასაკლები. დიეტაზე როცა არ ხარ , ბევრად მეტს ჭამ ? რაღაც არამგონია .

Posted by: damski-kaprizi 20 Dec 2018, 23:13
გადავწყვიტე საკუთარი თავი შევიყვარო და დავიკლო. როგორ ფიქრობთ ვარჯიშის პარალელურად უგულავას დიეტა რომ დავიწყო ეფექტური იქნება თუ დუნკანი დავიწყო?

Posted by: charliXL 25 Dec 2018, 12:43
damski-kaprizi
ვფიქრობ ჯობია გვოთონვე შეიმუშავო შენთვის შესაფერისი დიეტა.

მე მაგალითად, დუკანით ვერ დავიკელი, სწორად მივზდევდი თუმცა ის შედეგი ვერ მივიღე რაც მინდოდა, უგულავა არ დამიცვია ძვირია ჩემთვის და თანაც არც იმდენი ნერვები ასე ზუსტად რაოდენობა და ასე ისე მივსდიო..
ჯობია შენი გრაფიკიდან გამკმდინარე შეარჩიო და ასევე დააკვირდი რა გაკლებინებს უფრო და იმის მოხედვით შენვე შეჰქმენი დიეტა

Posted by: sybilcarpenter 28 Dec 2018, 00:33
charliXL

გეთანხმები.

ჩემი აზრითაც კვების რეჟიმი ინდივიდუალურად უნდა შეარჩიო.

მე მაგალითად დილით არ მიყვარს მაინცდამაინც ჭამა, ღამე მირჩევნია.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პირიქით ჯობია ზოგადად, მაინც ვამჯობინებ, რომ ღამე ვჭამო დილის მაგივრად.

ასევე, ის საჭმელი უნდა ჭამო, რაც გიყვარს. უბრალოდ, შეიძლება, ნაკლებკალორიული ვარიანტი ჭამო, დოზა შეამცირო და დაბალკალორიული სალათით გაამრავალფეროვანო და ა.შ.

კალორიების ზედმიწევნით თვლა არ არის აუცილებელი, მაგრამ ფაქტია, რომ კალორაჟის შემცირების ხარჯზე ხდება წონაში კლება. შესაბამისად, საწყის ეტაპზე აუცილებელია გარკვეული დეფიციტის შექმნა. ოღონდ დეფიციტი უნდა შეიქმნას არა საკვების შემცირების ან არ მიღების ხარჯზე, არამედ საკვების ჩანაცვლებით და გამრავალფეროვანებით.

ჩემს შედეგს რაც შეეხება, დაახლოებით 1 თვეში 3-4 კილო დავიკელო. კიდევ მინდა 1-2 და შემდეგ შენარჩუნებისთვის ვარჯიშზე სიარული.

Posted by: pikaso_777 28 Dec 2018, 09:51
sybilcarpenter
რაც უფრო ცოტაა დასაკლები მით უფრო ძნელია დაკლება.მასეთი კვებით შეიძლება დროებით დაიკლო სასწორზე მაგრამ მეტაბოლიზმი ჩათვალე გაპარტახებული გექნება და ორმაგად მოიმატებ.(თწეძო წელის არეში)ვარჯიშზე ეხლავე დაიწყე სიარული და ტრენერი მენიუს თვითონ შეგირჩევს.

Posted by: sybilcarpenter 29 Dec 2018, 14:27
ის რომ წონაში კლებისთვის უფრო მეტი ენერგიის დახარჯვაა საჭირო, ვიდრე მიღება, შესაბამისად - გარკვეული კალორიული დეფიციტის შექმნაა აუცილებელი - ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანი დეფიციტის კუთხითაც ზომიერების შენარჩუნებაა, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს კლების დროს და უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამ პროცესმა. ზომიერება - ინდივიდუალურია და აქ არამარტო დეფიციტის მოცულობაა გასათვალისწინებელი, არამედ ადამიანის ფიზიკური აქტივობის ხარისხი.

უკვე რამდენჯერმე შემხვდა ფსევდომზრუნველური ცინიზმნარევი პოსტი ჩემი მისამართით და ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როგორც ჩანს ამ თემაში სტანდარტია საკუთარი გამოცდილების პროექცირება სხვა ადამიანზე. თან ბევრი ადამიანისთვის მტკივნეული თემა ჩანს ფსიქოლოგიური კუთხით და თავიანთი შინაგანი ბრძოლების რეფლექსირების მოთხოვნილება უჩნდებათ, მაგრამ გამოხატვის მეთოდი და "სხვისთვის შემოლაწუნება" ძალიან ინფანტილურად მეჩვენება

ბუნებრივია, თუ საკუთარი აქტივობის დონეს, სიმაღლეს, წონას და მეტაბოლურ მაჩვენებელს ისევ აღარ გაითვალისწინებ და ძველ კვებით ჩვევებს დაუბრუნდები - ისევ მოიმატებ. არავითარი შოკისმომგვრელი ღირებულება ამ "შემაშინებელ სიახლეს" ჩემთვის არ აქვს.

Posted by: Likri 30 Dec 2018, 14:06
QUOTE
ქ თუ დავპოსტავდი ნაღდად არ მეგონა :დ
მოკლედ ავედი 51
კილოზე და ეს ჩემთვის ნამეტანია.
სიმაღლე 1.61-2

მინდა ისეთი დიეტა, სადაც შუაღამის 3ზე პანიკით არ გამეღვიძება და შიმშილის მოთხოვნილებით.
მაიონეზს ვერ ველევი და არაჟანს !
მარილს კიდევ ძალიან ცოტას.
ნუ შაქარს გადავაგდებ + ტბილეული ვაფშე არ მიყვარს.
მანდარინზე ვგიჟდები,მწვანე ვაშლზე და ეგეთებზე


არი რამე ისეთი ძალიან რომ არ მოვკვდე?
და ვაფშე ეს შავი პურის დიეტურობა მითია?
ასე ერთბაშად პურს ვერ ამოვიღებ.









არაფრის ამოღება არაა საჭირო,კალორიები დაიცავი რა,,,
მე მაგალითად,შოკოლადების ხამი ვარ,დღედაღამ ვიცხონები,ტორტები,ყველაფეირ ტკბილი მიყვარს,პური/ყველი თავისთავად


შენზე 2-3 სანტიმეტრით დაბალი ვარ,და 42 კლ.კალორიებს ვითვლი შენარჩუნების კალორაჟს ვიღEბ და ეგაა
ვწონი საკვებს,პლუს ვითვლი და ა,შ
თუმინდა ვიკლებ,თუმინდა ვიმატებ,თუმინდა ვინარჩუნებ
პლუს,როცა მინდა ვჭამ,ღამის რა დროსაც,მთავარია 24 საათის განმავლობაში რამდენს იღებ და რამდენს ხარჯავ
































რა დიეტოლოგი და რა უგულაავა?ხალხნო,ნებისმიერი დიეტა არის კალორიების დეფიციტი! არ აქვს მას რა ერქმევა,თუ არაა კალორიების ნაკლებობა (ანუ ენერგი უნდა მიიღო ნაკლები,ვიდრე ორგნაიზმი ხარჯავს)ვერ დაიკლებ,ჰინდა დუკანი დაიცავი და რაც გინდა,მაგიტომაა,იიი დუკანზე რო წერდნენ,ვერ ვიკლებ მე და ა,შ
იმიტლმ,რომ იღებ იმაზე მეტს,ვიდრე ხარჯავს ორგანიზმი,გინდა ვაშლით გაცდი კალორაჟს,მაინც მოიმატებ,გინდა შოკოლადით,მოიმატებ და თუ დეფიციტში ხარ,ისევე დაიკლებ,როგორც შოკოლადით და აშ
ორგანიზმს არ აქვს უნარი,მიხვდეს,დიეტური ჭამა თუარა,მაქსიმუმ,შიმშილზე აისახოს,თორე რაღაც X კალორია ორგნაიზმისთვის არის X
ვთქვათ მიიღე 500 კალორიის ნამცხვარი და 500 კალორიის ვაშლი,პირობითად ვწერ ციფრებს,და შენი შენარჩუნების არის 1500 კალორია,ხარ 1000 კალორიის დეფიციტში და დაიკლებ ნებიმსიერ შემთხვეავში,მიუხედავად იმისა,რომ საძაგელი "ტორტი ასუქებს ტკბილი ასუქებს მიირთვით"



ტფუ,რაც დიეტოლოგები ფულს იღებენ ამ რაღაცებში facepalm.gif
ტყუილად ვწერე ახლა ამდენი,ვიღაცა შემოვა და დამიწერს,რომ სისულელე დავწერე,ის ასუქებს და ის ახდუნებს
ასუქებს კალორიების + ახდუნებს კალორიების -










Posted by: ჯიმ"მორისონი 30 Dec 2018, 15:25
მე უნდა დავიწყო ახლა ახალი წლის შემდეგ
მარტო ცილებზე და ბოსტნეულზე კვება


bis.gif
ვნახოთ რა შედეგი მექნება love.gif

Posted by: Likri 30 Dec 2018, 17:49
QUOTE
მარტო ცილებზე და ბოსტნეულზე კვება

არ მიქარო,ტომ : )
ხილმა რა დააშავა?

Posted by: pikaso_777 30 Dec 2018, 19:35
QUOTE
ბუნებრივია, თუ საკუთარი აქტივობის დონეს, სიმაღლეს, წონას და მეტაბოლურ მაჩვენებელს ისევ აღარ გაითვალისწინებ და ძველ კვებით ჩვევებს დაუბრუნდები - ისევ მოიმატებ. არავითარი შოკისმომგვრელი ღირებულება ამ "შემაშინებელ სიახლეს" ჩემთვის არ აქვს.

მასე გააგრძელე და ნახავ ერთ 10 წელიწადში რა ჩიტს დაიჭერ.. lol.gif
* * *
QUOTE
ვთქვათ მიიღე 500 კალორიის ნამცხვარი და 500 კალორიის ვაშლი,პირობითად ვწერ ციფრებს,და შენი შენარჩუნების არის 1500 კალორია,ხარ 1000 კალორიის დეფიციტში და დაიკლებ ნებიმსიერ შემთხვეავში,მიუხედავად იმისა,რომ საძაგელი "ტორტი ასუქებს ტკბილი ასუქებს მიირთვით"

ანუ არ აქვს მნიშვნელობა რას შეჭამ,მთავარია კალორიების დეფიციტი შექმნა?საქართველოში არ ვიცი რა ხდება და განვითარებულ ქვეყნებშიმსგავსი მიდგომა არ გამოიყენება.

Posted by: kompasa mio 30 Dec 2018, 23:49
QUOTE (pikaso_777 @ 30 Dec 2018, 19:35 )

ანუ არ აქვს მნიშვნელობა რას შეჭამ,მთავარია კალორიების დეფიციტი შექმნა?საქართველოში არ ვიცი რა ხდება და განვითარებულ ქვეყნებშიმსგავსი მიდგომა არ გამოიყენება.

კი, ძაან პოპულარულია აზრია ეგ,
თერმოდინამიკის კანონს მოგიყვანენ დასტურად ))
ვითომ მაგარი ფიზიკოსები არიან

მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ადამიანის ორგანიზმი "ოდნავ" უფრო რთული რამეა, ვიდრე ეს
user posted image



მე 2200 კალორიაზე არ ვსუქდები და ზოგი 1500 კალორიით გიჟივით იმატებს.
მეტაბოლიზმი, შმეტაბოლიზმი, ათასი ჰორმონი განაგებს მაგ პროცესებს. ინსულინი თუნდაც
* * *
ან მიიღე 3000 კალორია და მეორე დილიდან intermittent fasting გააკეთე. 14 ან 16 საათი აღარ ჭამო მაგ ბოლო ქეიფიდან. გავა ეგ დრო და გააგრძელე ჩვეული მენიუ. იქნები ჩიტივით

Posted by: Likri 30 Dec 2018, 23:58
pikaso_777
განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება ზუსტად ,კი

ტრილიონი ჯგუფია ფბზე მილიონი ადამიანით
kompasa mio

ინსულინზე ნამდვილად არაა მასე smile.gif
თავად მაქვს შაქარი,და ვიცი რა როგორ და რა დროს.


IF (fasting) mushaobs mxolod deficitisas

Posted by: ჯიმ"მორისონი 31 Dec 2018, 00:15
kompasa mio
არ მოქმედებს ეგაა ზღაპარი
QUOTE
intermittent fasting

ამას ვგულისხმობ.

პირადად დავტესტე.
177 სმ ვარ და ვიყავი 83კგ
დავიწყე ჯერ 16 საათიანი და მერე გავზარდე უკვე 22 საათამდე
ხოდა ,2 კვირის შემდეგ რომ ავიწონე
სასწორმ 83 კგ მიჩვენა ისევ.

ამ პერიოდის განმავლობაში ვაკეთებდი კარდიოს სადღაც 2 საათს დღეში ამას დამატებული კვირაში 3 ინტენსიური ვარჯიში.

შედეგი აღმოჩნდა 0

ჩემი კალორიები იყო რომ დავითვალე თან 3000 ცოტა მეტი არადა 2500 მჭირდებოდა წონის შესანარჩუნებლად...

მოკლედ, თუ კალორიების დეფიციტი არ გააკეთე არცერთი ხერხი არ მოქმედებს.


შემდეგ ვაპირებდი კალორიების დეფიციტი 1500 გამეხადა, მაგრამ მაშინ მართლა დამერხეოდა...


ყველაზე ნაღდი არის სწორი განაწილება
საკვების,ანუ ცხიმებს ვიღებთ 10 პროცენტს 50 ნახშიროწლებს და 40 ცილას და ამავე დროს ვაკეთებთ დეფიციტს 500 კალორის მაინც

Posted by: pikaso_777 31 Dec 2018, 02:55
Likri
QUOTE
განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება ზუსტად ,კი

ტრილიონი ჯგუფია ფბზე მილიონი ადამიანით

კარგი დაუჯერე მაგ "ჯგუფებს".. ცოტა წლების მერე მიხვდებირომ სისულელეა ეგ მიდგომა და ამაში თვითონვე დარწმუნდები .
ჯიმ"მორისონი
QUOTE
ყველაზე ნაღდი არის სწორი განაწილება
საკვების,ანუ ცხიმებს ვიღებთ 10 პროცენტს 50 ნახშიროწლებს და 40 ცილას და ამავე დროს ვაკეთებთ დეფიციტს 500 კალორის მაინც

სწორი გადაწვეტილებაა.
სწორი კვებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კალორაჟს რასაც იღებ რის ხარჯზე იღებ.

Posted by: larakroft 31 Dec 2018, 09:38
QUOTE
რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს კლების დროს

ნეტა იმ ზომამდე მივიდე დიეტისგან ჭამა აღარ მინდოდეს.... ახლა ისეთი სასოწარკვეთილი ვარ თანახმა ვარ...
ერთადერთხელ გამოვცადე ეს შეგრძნება, როცა ტოქსიკოზი მქონდა.. ისეთი ბედნიერი ვიყავი... lol.gif lol.gif

Posted by: sybilcarpenter 31 Dec 2018, 19:13
ჯიმ"მორისონი

სწორი განაწილება მართლა ყველაზე კარგი ვარიანტია.

ზოგადად, ძალიან მიყვარს მრავალფეროვანი საკვები.
ყველაფერთან მომწონს ბოსტნეულის ჭამა.
ხილიც მიყვარს.

ბოსტნეულის კალორაჟს ხო ისედაც არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ხილის კალორაჟიც არ მადარდებს, იქიდან გამომდინარე რომ სასარგებლოა.

პიცასთანაც კი შემიძლია რომ კიტრი ვჭამო :დ


ჩემი სისუსტე ტკბილი სასმელების სიყვარულია biggrin.gif მაგრამ ადვილად ჩავანაცვლებდი უშაქრო ფრეშით, იაფი რომ ღირდეს.


ისე, რასაც დავაკვირდი, რაც უფრო მეტს იკვებები ჯანსაღად, მით უფრო კარგად აღიქვამ რომ რეალურად ცუდად გხდის მძიმე, ცხიმიანი, ჯანქ საჭმელი.

Posted by: <casablanca> 9 Jan 2019, 16:26
აბა რა ხდება ? იანვარი ჭამის თვეა ,? tongue.gif

ესეიგი ვდიეტობ, ვდიეტობ. კი ვარღვევ ცოტა-ცოტას , მაგრამ შედეგი ხომ უნდა ყოს ცოტა მაინც. ჩემი საშველი არაა რა .
ახლა გადავწყვიტე ადვოკატის დიეტა მთლიანად გავაკეთო , თუგინდ მოვკვდე. მინერალური სასმელის გამოკლებით ოღონდ.

Posted by: Likri 10 Jan 2019, 21:54
<casablanca>
ეგ დიეტა ძვალს დაგტოვებს smile.gif
მინერალი არაა საჭირო
მარა ძაან ბევრი რამე დააკლდება ორგანიზმს
დანამატები მაინც მიიღე.

Posted by: <casablanca> 11 Jan 2019, 00:16
Likri
მახსოვს შენგან გავიგე პირველად ამ დიეტაზე. იმ ცოტა ბოსტნეულს 10 დღის მერეც შევჭამ და საღამოობით ძალიან რომ მომშივდება 1-2 ვაშლს ან ფორთოხალს.
14 დეკემბრიდან ვითომ დაწყებული მაქვს ეს ადვოკატი, კი დარღვევებით თან საკმაოდ, მაგრამ მაინც აი საერთოდ შედეგი არ მომცა. ნივთიერებათა ცვლა ნულზე მაქვს მგონი :დ
ახლა ვაშლის და ცოტა ბოსტნეულის გარდა არ ვიცოდვილებ.

Posted by: damski-kaprizi 11 Jan 2019, 12:31
QUOTE (<casablanca> @ 11 Jan 2019, 00:16 )
Likri
მახსოვს შენგან გავიგე პირველად ამ დიეტაზე. იმ ცოტა ბოსტნეულს 10 დღის მერეც შევჭამ და  საღამოობით ძალიან რომ მომშივდება 1-2 ვაშლს ან ფორთოხალს.
14 დეკემბრიდან ვითომ დაწყებული მაქვს ეს ადვოკატი, კი დარღვევებით თან საკმაოდ, მაგრამ  მაინც აი საერთოდ შედეგი არ მომცა. ნივთიერებათა ცვლა ნულზე მაქვს მგონი :დ
ახლა  ვაშლის და ცოტა ბოსტნეულის გარდა არ ვიცოდვილებ.

ეგრე ვიყავი მეც სანამ დიეტასთან ერთად 8კმ რბენა არ დავიწყე სპორტ დარბაზში კვირაში 5 დღე .. ამის გარეშე წონა ვეღარ დავძარი...არადა მეგონა დარღვევა მაქვს უკვე რამე თქო, გამოვიკვლიე და ყველაფერი წესრიგშია...

Posted by: <casablanca> 11 Jan 2019, 14:35
damski-kaprizi
აჰა ესეიგი ფიზიკური აქტივობაც აუცილებელია როგორც ჩანს. დროდადრო კი დავდიოდი საღამოობით ფეხით 40-50 წუთი. მაგრამ ახლა ეს ადვოკატი საკმაოდ მკაცრი და დაბალკალორიულია. ვიფიქრე ისეც იქნება შედეგი , მაგრამ ფაქტია არა. მადლობა რომ დაწერე. მოტივაცია მომეცი. ვივლი ისევ აბა .

Posted by: anni_dembo 12 Jan 2019, 14:33
ესეიგი როცა ადამიანი იკვებება ესე დილით ჩაი და ტკბილი რაგაცეები მერე მთელიდღე ნაყიდი ხაჭაპური ლობიანი ან მთელი დღე არ ჭამს და საღამოს ისევ მაგდაგვარი რაღაცეები ამავე დროს როცა მისდევს სპორტის სახეობას მოიმატებს თუ არა წონაში ?

Posted by: Likri 12 Jan 2019, 19:31
anni_dembo
ასე ვინ გეტყვის?
მთავაეია კალორია.თუ იმაზე მეტს იღებს,ვიდრე ორგანიზმი ხარჯავს,გინდ სალათა ჭამოს,თუ გადააჭარბა კალორაჟს,მპიმატებს
თუ არა და არა.
არ ხდება ორგანიზმის მიერ იმის აღქმა,ტკვილი ჭამა თუ ვაშლი.აღიქვამს ზედმეტ კალპრიას და ჯმატებს
ნაკლებისას იკლებს

ჯანმრთელობისთვის არ ვარგა რა თქმა უნდა.

Posted by: <casablanca> 13 Jan 2019, 17:09
დღეს ერთმა მითხრა, ცოტა დაკლება გეტყობაო. ჰალილუია. biggrin.gif
ვაგრძელებ ადვოკატს მცირე დარღვევებით. up.gif

Posted by: melodyman/ 14 Jan 2019, 19:18
კალორიების კალკულატორი მეუბნება სწრაფად კლებისთვის დღეში 1600კალორია გჭირდებაო
ხოდა ძაან უხეშად რომ ვქთვათ 1600 კალორია რა რაციონს ქმნის?რისთვის უნდა ვიყო მზად რო ვიცოდე
ჩემი პრობლემა ბევრი ცომეულის მიღება და გვიან ჭამაა,რისი გამოსწორების იმედიც მაქვს
იდეაში სირბილსაც ვაპირებ,მაგრამ შემდეგი თვე/თვენახევარი სახლიდან ვერ გავალ,მაგრამ მაინც მინდა ჭამის გრაფიკი და რაციონი დავარეგულირო

Posted by: <casablanca> 16 Jan 2019, 21:57
melodyman/
ცომეულს და ტკბილს მიაქვს ბევრი კალორია. ასე უცებ პურზე თავის დანებებას ვერ შეძლებ სავარაუდოდ და გადადი რუხ პურზე, დღეში მაქსიმუმ 200 გრამი. ეს ბევრი არაა, 2 ცოტა სქელი ნაჭერია, მ - ეს წაიღებს 500 კალორიას ( 100 გრ დაახლოებით 250კალორიაა).

დაახლოებით მენიუ:
2 მოხარშული კვერცხი - 160 კალ
200 გრ პური - 500 კალ
ქათმის ფილე 300 გრ - 300 კალ
კიტრი, პამიდორი, სალათის ფურცლები, რამე ბოსტნეული - კალორიებს არ ვითვლი ( კარტოფილი არა )
2 ვაშლი - 200 კალ
ცოტა ტკბილი რამე - 30 გრამი შოკოლადი ან ორცხობილა - 200 კალორიამდე
სალათს ცოტა ზეთს თუ მოასხამ + 100 კალ

მოკლედ კი ახვალ ასე 1600-ზე . ეს ჩამოთვლით ჩანს ბევრი, მაგრამ კაცისთვის საკმაოდ ცოტაა.

Posted by: melodyman/ 16 Jan 2019, 22:51
<casablanca>

კი იმას ვხვდები,რომ ერთ დღეში ვერ ვიტყვი უარს პურზე.ნელ-ნელა დავიწყებ და საბოლოოდ მივალ იქამდე რასაც ჩემი ყოველდღიუი რაციონი დაერქმევა


QUOTE
დაახლოებით მენიუ:
2 მოხარშული კვერცხი - 160 კალ
200 გრ პური - 500 კალ
ქათმის ფილე 300 გრ - 300 კალ
კიტრი, პამიდორი, სალათის ფურცლები, რამე ბოსტნეული - კალორიებს არ ვითვლი ( კარტოფილი არა )
2 ვაშლი - 200 კალ
ცოტა ტკბილი რამე - 30 გრამი შოკოლადი ან ორცხობილა - 200 კალორიამდე
სალათს ცოტა ზეთს თუ მოასხამ + 100 კალ


მადლობა
რო ვუყურებ ცოტა პესიმისტურად განვეწყობი - არ ვიცი ეს რამდენად დამაკმაყოფილებს მთელი დღის განმავლობაში,მაგრამ სხვა რა გზაა user.gif

Posted by: <casablanca> 16 Jan 2019, 23:05
melodyman/
თუ ცოტა ფიზიკურ აქტივობას მიახმარ , რაციონის გაზრდაც შეგეძლება.
ადვილი ნამდვილად არაა. განეწყვე საბრძოლოდ up.gif

Posted by: charliXL 18 Jan 2019, 22:29
გოგოებო სპორტ დარბაზი რამე ხომ არ იცით სადაც მხოლოდ გოგოებისთვის არის და გვიანობამდე რომ იყოს ასე 10მდე მაინც?

Posted by: melodyman/ 23 Jan 2019, 03:43
მოკლედ 1 კვირა ჯერ არ გასულა რაც დავიწყე დიეტის მცდელობა,5-6 დღე იქნება.პური საერთოდ დავიკიდე,ტკბილეული + შაქრიანი თავისთავად გვერდზე გადავდე.ცხიმიანებზეც იგივე
შემწვარისა და მოხრაკულისგან მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო.ერთხელ ვჭამე ცოტა შემწვარი კარტოფილი და მგონი სულ ეგ იყო.
ყველი ჩემი ტკივილია.ყოველდღე ვჭამდი,მაგრამ ეჭვი მაქვს მომიწევს მაგასაც დავემშვიდობო.იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უდნა შევამოწმო სხვადასხვა ყველის კალორიულობა,ყოველ ნახვაზე ისევ დიდი რიცხვებია და არ იკლებს user.gif
რა არ უნდა ვჭამო ეგ კი ვიცი და ნელ-ნელა უფრო მეტს ვიგებ,მაგრამ რა უნდა ვჭამო,რომ დამანაყროს და თან წესებს არ გადავუხვიო ამაზე ჩამოყალიბება ჯერ ცოტა რთულია :დ სალათები,ფხალეულობა და ასეთებისადმი ყოველთვის უინტერესოდ ვიყავი განწყობილი,ახლა მომიწევს გავერკვე ამ სფეროში.ქათამს ვერ ვიტან,ზღვის პროდუქტებს არ ვჭამ და რავი facepalm.gif მარცვლოვანებიდანაც წიწიბურა,ბრინჯი,ჰერკულესი და ეგეთები არასდროს გამისინჯავს
დღეში ორჯერ ვჭამ - შუადღით შედარებით ნაკლებს და უფრო მსუბუქს - სალათები,მაწონი და ა.შ. და საღამოს ცოტა უფრო მეტს.დღეს 2 დეიტური სოსისი და 2 მოხარსული კვერცხი.1600 კალორიას მგონი არ ვცდები,შეიძლება უფრო ცოტაც გროვდება.ერთი ისაა რო ღამე მშვიდება ხოლმე,მაგალითად ახლა.
ხილსაც უნდა შევეშვა,რასაც ვნახულობ ყველაფერს პირში ვიდებ user.gif

Posted by: Heart_of_Darkness 23 Jan 2019, 13:55
მოვიდა ახალი წლის ცოდვების ჩამოწერის დრო.

melodyman/
ვფიქრობ დასაწყისისთვის აჯობებს თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს გაეცნობი,
ნეტში დიდი რესურსია. მე ამ საიტით ვხელმძღვანელობ https://edaplus.info/analysis-of-body/
სხვადასხვა მთვლელებიც არის და ჯანსაღი პროდუქტების თუ საჭირო ვიტამინების შემცველობის სიაც.
თან დიეტას, ანუ სწორ კვებას, რომ იწყებ თავი იმისთვის უნდა შეამზადო რომ ეს დროებითი მოვლენა კი არ არის, არამედ დიდი ხნით იცვლი ცხოვრების სტილს.
junk food რომ ამოიღო რაციონიდან, რამდენიმე თვეში, შიმშილის გარეშეც, ჩადგები ფორმაში. კი უფრო მეტი დრო დაგჭირდება, მაგრამ ორგანიზმისთვის წონის ნელი კლება უფრო ჯანსაღია, ვიდრე ექპრეს დიეტა ანუ შიმშილი.
ისე სახლის პირობებშიც შეგიძლია ივარჯიშო, სპეც. აპლიკაციებია, ვარჯიშის გეგმით და ყოველდღიური პროგრესის მონიტორით.

QUOTE
2 დეიტური სოსისი
lol.gif სოსისი, კალბასი ან ხორცისგან წარმოებული სხვა ნებისმიერი პროდუქტი ჯობია დაივიწყო, junk food-ია. მოხარშულ ხორცზე გადადი.
ხილი არ ამოიღო, პირიქით ხილი და ბოსტნეული ყოველ დღე უნდა მიიღო, ვიტამინების წყაროა.ისე რა აზრი აქვს წონის დაკლებას, თუ ორგანიზმს გამოფიტავ?

Posted by: melodyman/ 23 Jan 2019, 16:07
Heart_of_Darkness

მადლობა.წაკითხვით წამკითხველი ნამდვილად არ ვარ,ჯერ-ჯერობით ამით დავკმაყოფილდები - არასრულყოფილი ჯანსაღი კვებით და მერე ვნახოთ.
ჯანქ ფუდი რომ არ ვარგა ვიცი კი,უბრალოდ ზოგჯერ სხვა რამის საშუალება არაა.
ხილზე სარკასტულად დავწერე.ყოველდღე ვჭამ ხილს და ბოსტნეულს
მომავალში ვირბენ კიდეც და სოფელი აშენდება

Posted by: <casablanca> 25 Jan 2019, 17:38
melodyman/
წარმატებები. პურზე ამდენი დღე უარის თქმა უკვე დიდი რამაა. ყოჩაღ.
არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები რაც ყველას ერგება თითქმის. ცილები - შედარებით ანაყრებს, მადას აკარგვინებს , კალორიები არ აქვს ბევრი, დაკლებისთვის კარგია. მოკლედ ხორცი , კვერცხი, თევზი, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები .
როცა შემოგიტევს შიმშილი - ბოსტნეული , ხილი. ჩაი, ყავა , წყალი . ამით გაიტანე თავი :დ

Posted by: melodyman/ 25 Jan 2019, 18:25
<ცასაბლანცა>


მადლობა.მეგონა უპურობა პრობლემა იქნებოდა,მაგრამ სულაც არა.ერთი ეგაა რომ ზოგჯერ თონის პურზე მეფიქრება bis.gif
ახლა ვაპირებ მოხარშული ხორცისა და ცოტა სალათის ჭამას.
მშრალი ლობიო რომელია?ცოტა დავიბენი.წერია რომ 2ჯერ მეტად კალორიულია ვიდრე მოხარშული და დღეს ვჭამე ლობიო,რომელიც მოხარშულია,მაგრამ წვენის გარეშე.ხოდა ეს მშრალში გადის? :დ

Posted by: <casablanca> 25 Jan 2019, 19:17
melodyman/
ზუსტად რა ეწერა მანდ არ ვიცი , მაგრამ ალბათ მოხარშვის დროს წყლის შეწოვის გამო წონაში მატება იგულისხმება.
უმი ანუ მოუხარშავი ლობიოს მარცვლები 100 გრამი არის 350 კალ. რომ მოხარშო 100 გრამი - გახდება 200 გრამი მასა. მაგრამ კალორია ისევ 350 დარჩება ხო ( წყალს არ აქვს კალორია).
ამიტომ 100 გრამი უმი ლობიო - 350 კალ
100 გრ მოხარშული - 175 კალ გამოდის.
იგივეა მაკარონზე , ბრინჯზე . 2-3 ჯერ იმატებ წონა მოხარშვის დროს .

Posted by: marimari11 25 Jan 2019, 20:26
ეგეთი კვებით დავიკელი 3.5 კილო ასე სამ კვირაში.
მოკლედ 1 თვეში გამომივა 4 კილო. ნელა ვიკლებ მაგრამ მგონი ნორმალურია რა.
თან მალე ვარჯიშსაც მოვაშველებ. კიდე მინდა 6კილოს დაკლება იდეალური წონისთვის :დ

Posted by: melodyman/ 26 Jan 2019, 01:22
<casablanca>


აჰა გასაგებია
ესეიგი გამოდის,რომ დღეს სადღაც 1100 კალორია მივიღე,თუ არ ჩავთვლით ლუდს,რომელიც ბოლომდე არ დამილევია
ხოდა მემგონი ნამეტანი მომდის ხო?1600 უნდა მივიღო სწრაფი კლებისთვის.
ხვალ 1400მდე ავალ და ვეცდები სადღაც მაგ ფარგლებში ვიმოძრაო :დ

დაახლოებით 4 კილო კი დავიკელი,თუ სასწორი არ უბერავს

Posted by: <casablanca> 26 Jan 2019, 02:41
melodyman/
კი ჯობია 1500-1600 ფარგლებში იყო თავიდან . ძალიან ცოტა ჭამაც არაა კარგი. ნელდება ნივთიერებათა ცვლა . ჯობია რომ დაიკლებ ასე 10 კილოს მერე შეამცირო კალორიები .
1 კვირაში 4 კილო ცხიმს ვერ დაიკლებდი. ეგ უფრო წყლის ხარჯზეა თავიდან. 1 კილო ცხიმის დაწვას 7000 კალორიის დეფიციტი უნდა .


Posted by: larakroft 26 Jan 2019, 12:04
http://baadaapple.weebly.com/abc-diet.html
ამ ABC დიეტაზზე რა აზრის ხართ?
100 დღიანის დაწყებას ვფიქრობ...

Posted by: Niyvaaa 1 Feb 2019, 12:27
გამარჯობათ, დიეტის ამბებში ვარ ახალი biggrin.gif 2 კვირაა რაც პურს არვჭამ საერთოდ, და ვიკვებები დიეტურად, წიწიბურა, მოხარშული კარტოფილი და ა.შ... ნუ მარტო მაგეებსაც არ ვჭამ მაგრამ შედარებით ცოტას ვჭამ ვიდრე ადრე, ამას თან ერთვის ვარჯიში ყოველ საღამოს, სირბილი 5კმ, შემდეგ პრესის ვარჯიშებს ვაკეთებ და მიზიდვებს, და ბოლოს ფეხბურთს ვთამაშობ, რან თრაქერის პროგრამით რო გამოვთვალე ყოველ საღამოს 1000 კალორიამდე ვწვავ, მარტო სირბილში ვწვავ 600 კალორიას, რომ დავიწყე 93 კგ ვიყავი, 1.72 ვარ სიმაღლეში, ეხლა ვარ 87კგ ანუ 6 კგ მოვიკელი 2 კვირაში, და მაინტერესებს ვინც ერკვევით კრგი შესეგია? ან დღიური ნორმა რამდენია ადამიანმა ნორმალურად რო იკბებო ისე რო არ მოიმატო რამდენი კალორია უნდა მიიღო მაქს? ანუ მისაღები რამდენია დღეში? მადლობა წინასწარ

Posted by: Niyvaaa 3 Feb 2019, 16:43
86 ვიყავი დღეს დილიტ, ხოდა კი გადავირტყი 7 ლარიანი მაკის შაურმა სახეზე :დდ და რამდენი კალორია უნდა ქონდეს სტანდარტულ ღორის შაურმას თქვენი აზრიტ? :/ 2000ზე მეტი არამგონია

Posted by: Isane 3 Feb 2019, 22:33
HurricaneKat.
QUOTE
რამე მოსამატებელი მირჩიეთ
ოღონდ პრაქტიკაში გამოყენებული

საღამოს ჭამე ბევრი ტკბილეული და ცომეული.. მრავალგზის აპრობირებული მეთოდია უამრავის მიერ. 100% მუშაობს.
QUOTE
ცილა რომელია ?

lol.gif

Posted by: Niyvaaa 3 Feb 2019, 23:23
ისე მეც თუ გამცემთ ვინმე პასუხს კაი იქნება :დ

Posted by: Heart_of_Darkness 4 Feb 2019, 00:18
larakroft
მაინცდამაინც კარგი აზრის არ ვარ, 50 დღიანი ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის,100-იანი ცოტა უკეთესია, მაგრამ დიდი რისკია ორგანიზმისთვის.
შენი ორგანიზმის მახასიათებლები და შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინო ნებისმიერი დიეტის დროს. ასე გაწერილი ციფრები არ ვარგა. თან გააჩნია რამდენი კგ გაქვს დასაკლები.
დაკლებით შეიძლება ერთ თვეშიც დაიკლო ბევრი, მაგრამ მერე რამდენიმე წელი მკურნალობა დაგჭირდეს, იმდენად გამოფიტავ ორგანიზმს. ჩემთვის მთავარი ჯანმრთელობაა და არა სასურველი ციფრი სასწორზე. მე რასაც ვაკვირდები დიუკანის დიეტა ამართლებს, როცა ბევრი გაქვს დასაკლები და ცილებზე პრობლემაარ გაქვს. ხოლო როცა რამდენიმე კგ გაქვს დასაკლები მაშინ კალორიების თვლა.

Niyvaaa
QUOTE (Niyvaaa @ 1 Feb 2019, 12:27 )
6 კგ მოვიკელი 2 კვირაში, და მაინტერესებს ვინც ერკვევით კრგი შესეგია?

კარგი შედეგია. კვირაში 0,5-დან 1კგ-მდე კლება ოპტიმალური მაჩვენებელია, როცა ჭარბი წონა გაწუხებს.
QUOTE
ან დღიური ნორმა რამდენია ადამიანმა ნორმალურად რო იკბებო ისე რო არ მოიმატო რამდენი კალორია უნდა მიიღო მაქს? ანუ მისაღები რამდენია დღეში? მადლობა წინასწარ
კალორიების მთვლელი გადმოწერე მობილურში და დაგითვლის ყველაფერს.
შაურმას რაც შეეხება, 100გრამში დაახლოებით 250 კალორია(რეცეპტს გააჩნია), მიახლოებით რამდენ გრამიანიც იყო გადაამრავლე და ეგაა.

Posted by: Niyvaaa 4 Feb 2019, 00:23
Heart_of_Darkness
ძლივს ვიღაცამ გამცა პასუხი smile.gif მადლობა გაიხარე. და რაქვია მაგ პროგრამას აიფონზე როგორვნახო?

Posted by: Heart_of_Darkness 4 Feb 2019, 00:33
Niyvaaa
სხვადასხვა პროგრამებია.ios-სთვის რაც ვნახე დიდად კმაყოფილი არ დავრჩი, მე ანდროიდი მაქვს. მაგრამ ipod-ში ,,Lose It!" მეყენა, ,,MyFitnessPal"-საც ჰქონდა ეგ ფუნქცია.

Posted by: Niyvaaa 4 Feb 2019, 00:47
1000 კალორიას არ გადავცდე ვცდილობ, მაქს 1500 დღის მთელი დღე, აი ხვალ მაგალითად მოხარშულ კვერცზე და მაწონზე ვიქნები smile.gif 4 ცალი მოხარშული კვერცხი და 200 გრამი 1%იანი მაწონი, 1000 კალორიაც არაა სულ როგორც ვიცი...

Posted by: Likri 4 Feb 2019, 23:26
ჩემი ექსპრეს დიეტა 12 საათის მერე იწყება :დ
ტოფიტა 184 კალორია : )
Niyvaaa
იკლებ,?
მე ვინარჩუნებ კვირაში 6 ჯერ ვარჯიშით დ შენარჩუნებაზე 1800 მაქ,ძაან კარგად ვარ...გაიხაროს კალორიებმა

Posted by: Niyvaaa 4 Feb 2019, 23:33
Likri
ჰო ვიკლებ:დ 20 იანვრიდან დავიწყე ვარჯიში და უპუროდ ჭამა, უფრო დიეტურრბს ვეტანები, და ვცდილობ დღეში 1000 კალორიას არ გადავცდე როცა სამსახურში ვარ და ვერ ვვარჯიშობ, აი როცა ვარჯიშობ მაშინ მაქს 1500ზე ავიდე, მაგრამ არც მაშინ ავდივარ მაგდენზე:დ კარგად მივდივარ რა, 7 დავიკელი და 6კგ დამრჩა კიდე

Posted by: <casablanca> 4 Feb 2019, 23:40
Niyvaaa
QUOTE
4 ცალი მოხარშული კვერცხი და 200 გრამი 1%იანი მაწონი, 1000 კალორიაც არაა სულ როგორც ვიცი...

ეგ რაც დაწერე მაქსიუმუმ 500 კალორიაა. ცოტაა ძალიან. დაამატე კიდევ რამე 500 კალორიის.

Posted by: Niyvaaa 4 Feb 2019, 23:43
<casablanca>
400 გრამი მაწონი მივიღე დღეს, 4 მოხარშული კვერცხი და 3ცალი მოხარშული კარტოშკა... ნუ ყავას არ ვათვლი:დ სამსახური მაქ ისეთი რო არმინდა ბევრის მიღება. სულ ვზივარ დილიდან მეორე დილამდე :/ ამიტო აქ რო ვარ 1000 კალორიას არუნდა გადავაჭარბო არანაირად....

Posted by: <casablanca> 5 Feb 2019, 00:36
Niyvaaa
ხო ეგ მენიუ კი არის 1000 კალორიამდე.
ყოველ დღე 4 კვეცრხი ცოტა სარისკოა. ცილა არაა პრობლემა,გულში ბევრი ქოლესტერინიაო ამბობენ.
ბოსტნეული და ხილი არ გიყვარს?

Posted by: Niyvaaa 5 Feb 2019, 01:05
<casablanca>
კი როგორ არა, ხილს ვაშლს ვეტანები დღეში 3 ან 4 ცალს ვჭამ ხოლმე... კიდე რამაინტრრრსებს, სახლში გაკეთებული კომპოტი კალორიული იქნება? ატმის კომპოტზრ მეკეტება იმენა biggrin.gif

Posted by: <casablanca> 5 Feb 2019, 01:20
Niyvaaa
ნუ შაქრის გამო ექნება კი კალორიები , მაგრამ დღეში 1 ჭიქა არაფერია. ცოტ-ცოტა მოსვი ხოლმე რომ მოგინდება .
მე ვაკეთებ ხოლმე დიაბეტური ტაბლეტებით და ცოტა ვანილი გემოსთვის. ზოგი ამბობს ეგ ტაბლეტები არა კარგი არადიაბეტიკისთვისო , მაგრამ მე არ მჯერა.

Posted by: Niyvaaa 5 Feb 2019, 01:34
<casablanca>
ძალიან მაგარი თემა გაქვთ გახსნილი და კომენტარებიდან ბევრი რამ მოვიძიე და გავიგე, ეხლა უფრო ეფექტურად და სწორად ვაკეთებ ყველაფერს და მადლობა თქვენ ამისათვის ^_^ ყველას გისურვებთ თქვენთვის სასურველ წონას მალე მიგეღწიოთ რაც შეიძლება და უმტკივნეულოდ <3 და რავი 85ზე ვიქნები ალბათ ხვალ ან ზეგ და კი დავწერ მაგასაც:დ

Posted by: Utopian 6 Feb 2019, 10:38
ძალიან მიჭირს პურზე უარის თქმა sad.gif
და შეგიძლიათ შედარებით დაბალკალორიული პური მირჩიოთ? 2 ნაჭერი რომ მაინც შევჭამო
user.gif

ვინც იცით არ დაგეზაროთ რა გამოხმაურება

Posted by: Niyvaaa 6 Feb 2019, 13:16
Utopian
შავი პური არის ყველაზე დაბალ კალორიული, ეტიკეტზეც აწერია 100გრამის მიღება რამდენ კალორიას უდრის...



85ზე ვარ უკვე smile.gif ანუ 8კგ გაფრინდა 16 დღეში... 5იც და ეგაა

Posted by: melodyman/ 7 Feb 2019, 19:46
რო მოვიწყენ ხოლმე საჭმელების კალორიულობის ცხრილს გადავხედავ და წარმოვიდგენ - ესა და ეს გემრიელობა რო მეჭამა,რამდენი კალორია გამოვიდოდა 2kiss.gif

Posted by: Isane 8 Feb 2019, 17:31
Utopian
QUOTE
ძალიან მიჭირს პურზე უარის თქმა
და შეგიძლიათ შედარებით დაბალკალორიული პური მირჩიოთ? 2 ნაჭერი რომ მაინც შევჭამო


ვინც იცით არ დაგეზაროთ რა გამოხმაურება

"ხლებცი"-თ რო ჩაანაცვლო არ გიფიქრია?

http://organika.ge/2017/07/15/bread/
გადახედე აბა ამას. იქნებ შეცვალოს შენი კვებითი ქცევა პურთან მიმართებაში.


* * *
ისე ეს სტატია გადმონაშთმა ბებიებმა და დედებმა რო წაითხონ ურიგო არ იქნება.
ძალად რო აძალებენ შვილებს და შვილიშვლებს პური აუცილებელიაო.
ბავშვისმხრიდან უარის შემთხვევაში რო განიცდიან და ყველგან წუწუნებენ ჩემი "ნინი" პურს არ ჭამს და ისე ვნერვიულობო..
ბებიებს რას ვერჩი ისე ექიმებშიც არიან მსგავსი უვიცები და დეგენერატები!

Posted by: marimari11 10 Feb 2019, 16:18
1 თვეში დავიკელი 5 კილო
ამოვიღე ტკბილეულობა,პური/ცომი და შემწვარი
მარტო მოხარშულებს და ხილ-ბოსტნეულს ვჭამდი

1 კვირაა მგონი 100 გრამიც აღარ დამიკლია sad.gif რა ვქნა?
არადა აშკარად ცოტას ვჭამ.იმაზე ცოტას რასაც დასაწყისში

Posted by: holden kolpildi 10 Feb 2019, 16:22
marimari11
QUOTE
1 კვირაა მგონი 100 გრამიც აღარ დამიკლია  რა ვქნა?
არადა აშკარად ცოტას ვჭამ.იმაზე ცოტას რასაც დასაწყისში

წყალი სვი ბევრი
ან ვაბშე 1 დღე წყალზე იყავი

Posted by: marimari11 10 Feb 2019, 16:40
QUOTE (holden kolpildi)
წყალი სვი ბევრი

ვსვამ.
არ ვიცი კვების შეცვლის ბრალია თუ რა კაი ხანი პპირის სიმღალე მქონდა და ორჯერ მეტ წყალს ვსვამდი.ეხლა ცოტა გამიარა ამ ბოლო დღეებში
QUOTE (holden kolpildi)
ან ვაბშე 1 დღე წყალზე იყავი

ხო ეს მინდა ვქნა თუ გავქაჩავ biggrin.gif

Posted by: la reine 10 Feb 2019, 16:42
Utopian

მხნეობა და მარგი მომწონს მე.
მხხნეობას 172 კალორია აქვს 100 გრამში. ძალიან დაბალკალორიული და. გემრიელია



marimari11

აი ნაკლებს რომ ჭამ იმის ბრალია.
კალორაჟის დეფიციტი ანელებს მეტაბოლიზმს. ჰოდა აღარ იწვის ქონებიsmile.gif

მეორე მომენტიც არის. გარკვეული კგების კლების მერე თითქოს ისვენებს ორგანიზმი და ჩერდება კლების პროცესი..მაგრამ არ უნდა მოდუნდე გააჰრძელე ჩვეულ რეჟიმში და ერთ დღესაც მკვეთრად ჩამოვა შენი წონა.

Posted by: marimari11 10 Feb 2019, 16:48
QUOTE (la reine)
აი ნაკლებს რომ ჭამ იმის ბრალია.

არ მშია და biggrin.gif


ბოლო კილოგრამებს ვებრძვი
უკვე ისე დამეტყო ეს 5 კილო.ნელ-ნელა საკუთარ თავს ვუბრუნდები. როოგრი შეუძლებელი წარმომედგინა :დ იმხელაზე მქონდა წონა ავარდნილი
ეხლა რა წონაც ვარ მაგას ვნატრობდი :დ ახლა უკვე ესეც არ მაკმაყოფილებს
წინა წლის ამ დროის ფოტო ვნახე.საშინელება ვიყავი.პროსტა ეგრე როგორ მივუშვი არ ვიცი. მერე დავიკელი ზაფხულში 4 კილო. ახლა კიდე 5.
კიდე 5 მინდა და იდეალურ წონაზე ვიქნები.
ერთ დღეს გავიღვიძე და დავიწყე დიეტა.არც ორშაბათს დავლოდებივარ და არც არაფერს. არც მიტანჯია თან. ძაან ადვილად გადვედი სხვა კვებაზე
ხანდახან შოკოლადზე მაკანკალებს ხოლმე. 1-2 ნატეხს ვჭამ ხოლმე. user.gif როგორმე ესეც უნდა გადავაგდო

Posted by: la reine 10 Feb 2019, 17:12
marimari11
ხო ეგეც არის. კუჭი პატარავდება.

კლების შეჩერება და ცოტა მატება იცის კიდე ციკლის წინ.

ისე დაკლება უფრო ადვილია ვიდრე შენარჩუნება.
სულ მოხარშულ ბოსტნეულზე ვერ იქნები. ამიტომ რაღაც პრინციპები უნდა შეიმუშავო. მაგალითად, მავნე საკვები რომელიც ძალიან გიყვარს, ჭამო დღის პირველ ნახევარში. შოკოლადი მხოლოდ მწარე და ა.შ.

Posted by: marimari11 10 Feb 2019, 17:21
QUOTE (la reine)
ისე დაკლება უფრო ადვილია ვიდრე შენარჩუნება.

ხო ვიცი
მაგისიც მეშინია მაგრამ ვიცი რომ იგივე წონას აღარ დავუბრუნდებოდი არასოდეს.
ყველაზე კარგი იქნება პატარა პორციებს თუ მივეჩვევი და ცომეულს მაქსიმალურად მოვერიდები.ეგ მაინც არ მიჭირს.
QUOTE (la reine)
შოკოლადი მხოლოდ მწარე და ა.შ.

აუ მაგათაც იმდენი კალორია აქვთ sad.gif ყველა შოკოლადის კალორიულობა გამოვიკვლიე :დ 80%იანებსაც იგივე კალორიულობა აქვს
თან მე იმდენ შოკოლადს ვჭამ, სტრესის ფონზე განსაკუთრებიტ.. ვიცოდი რომ როცა მაგას თუ ამოვიღებდი უცებ დავიკლებდი.

Posted by: holden kolpildi 10 Feb 2019, 20:26
marimari11
გოგო მე მოვიფიქრე მაგარი რაღაც :დ
2ლ+ წყალი და ფორთოხლები
4 ბომბორა ფორთოხალი ვჭამე დღეს
საერთოდ არ მიჭირს

კვირაში 2 ან 1 დღე უნდა გავაკეთო ასე განტვირთვა

Posted by: marimari11 10 Feb 2019, 21:13
holden kolpildi
ვცდი მეც აბა
დღეს ვფიქრობდი მაგრამ წიწიბურა ძლივს ვიშოვე და მაგის ჭამა მინდოდა :დ

Posted by: holden kolpildi 10 Feb 2019, 22:21
marimari11
ნებისმიერი ხილი აიღე რისი ჭამაც შენ გსიამოვნებს

წიწბურას რტაომ ვერ შოულობ გერმანიაში?
spy.gif

Posted by: marimari11 10 Feb 2019, 22:38
QUOTE (holden kolpildi)
წიწბურას რტაომ ვერ შოულობ გერმანიაში?

იმიტომ, რომ ესენი მაკარონის გარდა არაფერს ჭამენ და არ არის smile.gif)
რუსულებში უნდა იყიდო ან დიდ სუპერმარკეტებს რუსული/უცხოური სექციები თუ აქვთ იქ. ასე მასიურად ყველგან არ იყიდება
რაღაც სუპერმარკეტს ჰქონდა აქციაში წიწიბურა.3 შეკვრა ვიყიდე.თეთრი იყო. მე რა ვიცოდი თურმე განსხვავება რომ იყო მოხალულში და მოუხალავში
ისეთი საშინელი გემო ჰქონდა ვერ ვჭამე.
ახლა ძლივს გავჩითე

Posted by: RastaWoman 13 Feb 2019, 17:57
გამარჯობა
ეწ დეტოქს თერაპიისთვის თუ მიგიმართავთ და რამდენად ეფექტურია?
რაციონი სად ვნახო?
დღეში რამდენი სმუზი ან სითხე უნდა მივიღო?
ყველაზე კარგი კომბინაციები რომელია ცხიმის მოსაშორებკად?

გუგლში ქართულად ძალიან ცოტა ინფორმაციაა.
ინსტაგრამზე ვიპოვე რაღაც გვერდი და ისეთი ფასები აქვთ მარტო შოკოსგან დავიკელი -12 კილო smile.gif)

Posted by: holden kolpildi 13 Feb 2019, 20:20
marimari11
QUOTE
იმიტომ, რომ ესენი მაკარონის გარდა არაფერს ჭამენ და არ არის )
რუსულებში უნდა იყიდო ან დიდ სუპერმარკეტებს რუსული/უცხოური სექციები თუ აქვთ იქ. ასე მასიურად ყველგან არ იყიდება
რაღაც სუპერმარკეტს ჰქონდა აქციაში წიწიბურა.3 შეკვრა ვიყიდე.თეთრი იყო. მე რა ვიცოდი თურმე განსხვავება რომ იყო მოხალულში და მოუხალავში
ისეთი საშინელი გემო ჰქონდა ვერ ვჭამე.
ახლა ძლივს გავჩითე

რატომრაც მეგონა რომ წიწიბურასყველგან ''მირებული'' ბურღული იყო

Posted by: charliXL 14 Feb 2019, 16:19
გოგოებო კორსეტები სად ვნახო ხომ არ იცით, მაღაზია მინდა ონლაინს ვერ ვენდობი, საბურთალოზე თუ იცით რამე

Posted by: LOLZ 14 Feb 2019, 23:08
ე.წ. სტოკჰოლმის დიეტაზე რა იცით? გადამერივნენ ახლობლები, გინდა თუ არა უნდა დავრეგისტრირდეთო და სანდო ინფორმაცია ვერ ვიპოვე ინტერნეტში.

Posted by: Niyvaaa 15 Feb 2019, 13:51
83 ვარ უკვე. ანუ 10კგ დავიკელი ლ, მგონი ჩემსავიტ უმტკივნეულოდ არავის არ დაუკლია:დ ვარჯიშის გამო smile.gif ყველაფერს ვჭამ რაც მინდა ოღონდ ბევრს არა, არც მსიერი არავარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ნუ დაგეზარებათ ივარჯიშეთ და სამჯერ ოთხჯერ უკეთესი შედეგი გექნებათ ვიდრე მარტო დიეტით <3

Posted by: any_body 15 Feb 2019, 23:40
LOLZ
ტვინს ბურღავენ, მეილს მოგზავნიან ყოველდღე sad.gif
არ მჯერა მაგათი

Posted by: LOLZ 16 Feb 2019, 00:49
any_body
სასარგებლო რამეს მაინც გზავნიან?
ფასებიც მაინტერესებს. თუ გინდა პირადში მომწერე smile.gif)
გუგლზე ვერაფერი, მაგრამ ფეისბუქზე ამოვარდა რამდენიმე კომენტარი, აფერისტები არიანო smile.gif
ვინ არიან, ხელმოწერით მაინც მოდის მაილები თუ მხოლოდ კეთილი სურვილებია? biggrin.gif
საიტზე რაც დავათვალიერე, დიდად სანდო ინფორმაციები ვერ ვიპოვე.

Posted by: LoneSpirit 19 Feb 2019, 16:05
დღეიდან ვიწყებ ინტერვალურ შიმშილობას, დღეში ერთხელ მივიღებ საკვებს. საერთოდ შევეცდები, მაქსიმალურად ჯანსაღად ვიკვებო ამიერიდან.

საწყისი წონა 86 კგ
მიზანი 65

დღე პირველი - მივირთვი 80 გრ. ბრინჯი 1 სუფრის კოვზი ლეჩოთი, ომლეტი 2 კვერცხისგან, ხილის პიურე ( 1 ბანანი, 1 სეზონური ვაშლი, 1 ნიახური)

დაახლოებით
440 კალორია, აქედან
ნახშირწყლები - 58,9 გ.
ცხიმები - 15,4 გ.
პროტეინი - 17,2 გ.

იმედია გამოიღებს შედეგს. სხვა თუ არაფერი, ორგანიზმს მაინც დავასვენებ უამრავი ნაგავის მიღებისგან.

Posted by: Niyvaaa 19 Feb 2019, 19:15
LoneSpirit
ივარჯიშე და ბევრად გაგიადვილდება შედეგის მიღწევა

Posted by: charliXL 19 Feb 2019, 22:16
QUOTE (LoneSpirit @ 19 Feb 2019, 16:05 )
დღეიდან ვიწყებ ინტერვალურ შიმშილობას, დღეში ერთხელ მივიღებ საკვებს. საერთოდ შევეცდები, მაქსიმალურად ჯანსაღად ვიკვებო ამიერიდან.

საწყისი წონა 86 კგ
მიზანი 65

დღე პირველი - მივირთვი 80 გრ. ბრინჯი 1 სუფრის კოვზი ლეჩოთი, ომლეტი 2 კვერცხისგან, ხილის პიურე ( 1 ბანანი, 1 სეზონური ვაშლი, 1 ნიახური)

დაახლოებით
440 კალორია, აქედან
ნახშირწყლები - 58,9 გ.
ცხიმები - 15,4 გ.
პროტეინი - 17,2 გ.

იმედია გამოიღებს შედეგს. სხვა თუ არაფერი, ორგანიზმს მაინც დავასვენებ უამრავი ნაგავის მიღებისგან.

დღეში ერთხელ ჭამას ისიც 500 კალორიამდეც ვერ ახვედი - ამას ეძახი მაქსიმალურად ჯანსაღ კვებას?

Posted by: LoneSpirit 20 Feb 2019, 00:45
charliXL

დიახ.

https://www.healthline.com/health/one-meal-a-day#risks

კალორიების რაოდენობა კი უნივერსალური არ არის ყველა ადამიანისთვის.




Posted by: Likri 20 Feb 2019, 07:33
დავიწყე მე დათვლა ისევე დღეს
smile.gif
როგორ მიყვარს კალორიებში შოკოლადის და ყველის ჭამა,ამ ორ პროდუქტს ვერ ველევი

რა შედეგები გაქვთ? 4 დღეში ავიწონები მერე 28ში და მერე მარტის ბოლოს.

Posted by: kompasa mio 20 Feb 2019, 11:45
QUOTE (charliXL @ 19 Feb 2019, 22:16 )

დღეში ერთხელ ჭამას ისიც 500 კალორიამდეც ვერ ახვედი - ამას ეძახი მაქსიმალურად ჯანსაღ კვებას?

ილუზიებში არიან, შეეშვი
გონიათ რომ 2 თვე ასე გაქაჩავენ და მერე უპრობლემოდ შეინარჩუნებენ gigi.gif

Posted by: LoneSpirit 20 Feb 2019, 16:52
დღე 2

100 გრ. პასტა პენე, 33% ნაღებით, დორბლიუთი და შამპინიონებით - დაახლოებით 329 კკალ.
სალათი მოთუშული ბადრიჯნით,კიტრით, პომიდორით, ზეითუნის ზეთით და ფეტაქსათი 200 გრ. - 175 კკალ.
ანანასის მილქშეიქი (ანანასი, რძე, ნაღები, ვანილი) - 293 კკალ.

საერთო ჯამში დაახლოებით 797 კკალ, აქედან
ნახშირწყლები - 66,4 გ.
ცხიმები - 48,8 გ.
პროტეინი - 24,5 გ.

გუშინ ცოტა შიმშილი ვიგრძენი ღამისკენ, მაგრამ ჩაი დავლიე. დილიდან მსუბუქად ვგრძნობ თავს და ენერგიულად. ვნახოთ რამდენი ხანი დამჭირდება ადაპტაციისთვის.

Posted by: Likri 20 Feb 2019, 23:50
LoneSpirit
mec mase vitvli
proteini minda 80mde avide mara ha
40 mde dzlivs vagwev 1000 kalorias da mets roca vigeb xolmw sad.gif((

Posted by: LoneSpirit 21 Feb 2019, 01:54
Likri

ესენი ნახე, სხვაგანაც დევს კვების გეგმა, იდეები.

https://www.strongrfastr.com/meal-plan/80g-protein

https://skinnyms.com/high-protein-low-carb-meal-plan/
* * *
დღე 3

ორაგულის ფილე ლიმონისა და ნიორის სოუსით 150გრ. - 337 კკალ.

"ბრინჯი" ყვავილოვანი კომბოსტოსგან 100გრ - 22კკალ.

ხილის სალათა ( 1 მწვანე ვაშლი, 1 ბანანი, 1 მსხალი, 2 კივი, 2 სუფრის კოვზი თაფლი) - 374 კკალ.

საერთო ჯამში - დაახლოებით 733 კკალ. აქედან

ნახშირწყლები -104 გრ.
ცხიმები - 23,9 გრ.
პროტეინი - 35 გრ.

პირველად მივუახლოვდი მაკროს პროცენტულად :დ
გუშინ არ მიგრძვნია შიმშილი, ან სისუსტე. საღამოს მაინც დავლიე ჩაი. საოცარ სიმსუბუქეს და ენერგიას ვგრძნობ დილიდან.


Posted by: charliXL 21 Feb 2019, 23:14
მოკლედ შევედი ზუმბაზე ორშაბათს და დავიწყე ან სწორი კვება ან დიეტა, ბოსტნეული არ მიყვარს მაგრამ მაინც ვაკვეხებ როგორღაც, ბრინჯიც არ მიყვარს თუმცა ეგაც ჩავაკვეხე, დღეს ვიწყებ ფაფით გერკულესი შავი კლიავით რომ არის (კუჭის მოქმედევისთვის უკეთესიაოო) შემდგომ მივდივარ სამსახურში ვსვამ ყავას და ვაყოლებ ზოგჯერ ხილს (უფრო ვაშლს), 2სკენ ვჭამ საჭმელს და მერე სადღაც 5-6 სკენ ისევ ვჭამ, მერე უკვე აღარც მცალია ანუ ამ დროისკენ ვამთავრებ საკვების მიღებას, თუ ძაან მომინდა ხლებს წავიგდებ ცოტას.

ეხლა რა მაინტერესებს მუცელზე ვატყობ მაშინვე კლებას ან მომატებას, ზუმბაბ დამიჭიმა სხეული ყველაფერი ამტკივდა (2ჯერ მიცედი ჯერ) და მუცლის შებერილობა იცის როცა ვთქვათ პრესებს აკეთებ?

Posted by: LoneSpirit 22 Feb 2019, 21:24
დღე 4

ქათმის ფრთები, ღუმელში შემწვარი 150გრ. - დაახლოებით 435 კკალ.

მოხარშული ფეტვი 80გრ. - 94 კკალ

მოთუშული ბოსტნეული (ცუკინი, პომიდორი, სტაფილო, ხახვი, ბულგარული) - 96 კკალ

მარწყვის მილქშეიქი - 171 კკალ.


საერთო ჯამში, დაახლოებით 786 კკალ.
აქედან:
ნახშირწყლები - 53,7 გ.
ცხიმები - 38,9 გ.
პროტეინი - 53,4 გ.


მგონი ვადაპტირდი, წყალს იმაზე ნაკლებს ვსვამ, ვიდრე უნდა ვსვამდე, მაგრამ შევეცდები გამოვასწორო.


Posted by: larakroft 24 Feb 2019, 12:14
მოკლედ რასაც მივაგენი ეს სალათის ფურცელია დაბალ კალორიული და მაგრად მანაყრებს მთელ ჯამს ვჭამ ერთ ჭამაზე... ჩვეულებრივ საჭმელს მერე ფიზიკურად ვეღარ ვჭამ... ანუ ჭამას ვიწყებ სალათის ფურცლის სალათით სადღაც 350 გრამს ვჭამ და მერე ცოტ-ცოტა რაც მინდა... ორ კვირაშ 4 კილო დავიკელი...

Posted by: Likri 25 Feb 2019, 22:14
დღეს მოკლედ არაფერმა მიშველა :დ

ვსო ხვალიდან ზელახლა
ვარჯიშის გარეშე რო არ შემიძლია რა უნდა ვქნა რო დრო არ მაქ drug.gif
ეტყობა კარგად არ გამოვნახე დრო...
ხვალიდამ დიეტას+ვარჯიში!

Posted by: shilaida 4 Mar 2019, 21:40
გთხოვთ,მიმიღოთ მოდიეტეთა კლუბშიsmile.gif))))
მოკლედ ვარსაიდან,ვერანაირი მოტივაცია ვერ გამოვძებნე 10 წლის განმავლობაში,რომ დაწყებული საქმე (ანუ გახდომა) ბოლომდე მივიყვანო ოდესმეsad.gif(
ჰოოდა,გადავწყვიტე 2 დღე ბრინჯი-მაწონი მივირთვა,1 შევისვენო (მსუბუქად ვჭამო) მომდევნო 2 ისევ ბრინჯი-მაწონი და ასეsmile.gif)
ვნახოთ რა გამომივა,იქნებ თქვენ მაინც ჩაგაბაროთ ხოლმე ანგარიშიsmile.gif
წარმატებები ყველასsmile.gif
ერთადერთი რაც შეიძლება ვინმესი შემშურდეს(კრგი ,გემრიელი შავი შურით) ,ჭამდეს და არ სუქდებოდესsmile.gif))

Posted by: kompasa mio 4 Mar 2019, 23:44
shilaida
ბრინჯი რად გინდა
სწრაფი ნახშირწყალია
გინდ ბრინჯი გიჭამია, გინდ კარტოფილი და პური

რამე პროტეინი ჩასვი კიდევ

Posted by: shilaida 5 Mar 2019, 00:46
kompasa mio
ეს როგორი ბრინჯია იციი? smile.gif ღამით წყალს ვასხამ, რომ სახამებელი გამოიდვნოს,დილით ხაშვისას 2-3 ჯერ წყალს ვუცვლი და ისე მივირთმევsmile.gif ადრე, ამ დიეტის ბუმი იყო:₾ მოკლედ, გამოცდილი მაქვს და ჩემზე კარგად "მუშაობს":)
"ცუდ მარილებსაც" გამოდევნის ორგანიზმიდანsmile.gif

Posted by: charliXL 5 Mar 2019, 11:02
მაისამდე მირჩიეთ რა დიეტა დავიწყო დუკანის გარდა, ვარ 74 კგ და მინდა სულ მინიმუმ 60მდე ჩამოსვლა უფრო 55 მაგრამ 2 თვეში მეეჭვება ხოდამ თან დავდივარ კვირაში 3ჯერ ზუმბაზე და ძაანაც ვერ ვიშიმშილებ, რას მირჩევთ? მე ადვოკატზე ვიფიქრე მაგრამ ხომ არ დამასუსტებს ენერგიის მხრივ?

Posted by: kompasa mio 5 Mar 2019, 11:45
charliXL
რადგან რჩევას ითხოვ, უფლება მაქვს ხო, რომ გულწრფელი რჩევა მოგცე?

1) 2 თვეში 8 კილო რომ დაიკლო, ძალიან კარგი შედეგი იქნება. 14 კილოს ვერ დაიკლებ 2 თვეში. (120 კილოიანმა შეიძლება დაიკლოს მაგდენი მაგ დროში). იმედია ასეთი საშინელი დემოტივატორი არაა ეს სიტყვები, მარა ასეა
2) კვირაში 3ჯერ ზუმბა არის გადასარევი რამე, ყველაზე უკეთესი, რაც შეგიძლია გააკეთო. ყველანაირად ეცადე, რომ არ შეეშვა
3) ყველაზე ნორმალური დიეტა, რაც დამიცვია, არის ეს: https://presa.ge/?m=&AID=12397
ეგეც არ მყოფნიდა, იმიტომ რომ მაღალი ვარ და ძაან მაგარი მადა მაქვს.
ერთი პრობლება ის არის, როგორც ვხვდები, შენ ბევრ რამეს არ ჭამ, ძაან ცოტა რამე გიყვარს საჭმელიდან.

Posted by: ladymermaid-5 5 Mar 2019, 11:59
კეფირია ჩემთვის სასწაული და ქათმის ხორცი უმარილოდ საერთოდ დიეტა უნდა დაიცვა უმარილოდ და სწრაფი ეფწქტი აქცს..მე ეგ მშველის ხოლმე თუ ფორმიდან ამოვვარდი.ვარჯიშს რაც შეეხება პლანკები ყველაზე ეფექტურია.

Posted by: Lapustak 5 Mar 2019, 14:13
გოგოებო, არ ვარჯიშობთ?

დიეტას არ ჯობია? ბევრად უფრო მიმზიდველია პუტკუნა სპორტული გოგო, ვიდრე არასპორტული გამხდარი

Posted by: charliXL 5 Mar 2019, 20:56
kompasa mio
მაგ დიეტას ვერ გავაკეთებ ცუდი სამსახური მაქვს და მოუხერხებელი.
ვიციი მაგრამ რასაც შევძლე მაქსიმუმი მჭირდება, თანაც ბოლო 3 კილო ნაუცბათევზე მომატებულია.
კი ზუმბას ეფექტს ვატყობ უკვეე.
კი ბევრ რამეს ვერ ვჭამ მაგრამ იმდენად მჭირდება რომ ყველაფერის მჭამელი ვარ აწი biggrin.gif

Posted by: charliXL 20 Mar 2019, 08:43
ვააა ასე რატო ჩაკვდა ეს თემა? აღარავინ დიეტობთ? არ ემზადებით ზაფხულისთვის?
მე დეპრესია მქონდა და დავიკიდე, დღეს მზად ვარ დავიწყო

Posted by: likaka 1 Apr 2019, 11:51
ბავშვებო ჰერბალაიფზე რა გსმენიათ??

10 კილო 14 დღეში

1 დღე - 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.
14 დღე მინუს 10 კგ. (შეეცადეთ მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ)


აი ეს დიეტა არის საკმაოდ ჯანსაღი და კარგ შედეგს იძლევა smile.gif

Posted by: <casablanca> 1 Apr 2019, 12:03
likaka
2 კვირაში 10 კილოს დაკლებას ვინც წერს, უკვე თავიდანვე იტყუება.
ჩვეულებრივი კარგი დიეტაა რაც დაწერე. 2 კვირაში დაიკლებ მაქსიმუმ 4 -5 კილოს . გააჩნია კიდევ ფიზიკურ აქტივობას.
ყველა დიეტა ერთ პრინციპზეა რა. ცილები, ხილი, ბოსტნეული, ბევრი წყალი, ნაკლები მარილი, მოძრაობა.

Posted by: likaka 1 Apr 2019, 12:07
<casablanca>
10 კილოს დაიკლებს 120 კილოიანი, მაგრამ 7 კილოს ნამდვილად იკლებს ბევრი (თავისთავად 7 კილოდან ნაწილი კილოგრამების იქნება სითხის გამოდევნის ხარჯზე და არა ცხიმის წვის ხარჯზე smile.gif

Posted by: «Sophie» 3 Apr 2019, 17:25
რა კაი თემა ყოფილა ^-^
გოგოებო, ახალი წლიდან 4კგ მოვიმატე sad.gif
სასწრაფოდ უნდა დავაგდო.
ყველაზე ეფექტური დიეტა რომელია?

Posted by: «Sophie» 5 Apr 2019, 18:21
ცუდია რომ სრავინ პოსტავთ.
ხვალიდან კსლორიის თვლის დიეტას ვიწყებ.

Posted by: <casablanca> 7 Apr 2019, 12:53
დიეტის დროს ქათმის ფილე ძალიან მაგარი რაღაცაა მოკლედ. როგორც წამალი ისე ვიღებ . ვიცი რომ შევჭამ, მომიხდება biggrin.gif თან მადას აგდებს საკმაოდ.

Posted by: sybilcarpenter 9 Apr 2019, 01:04
მოკლედ რაც მოვიკელი ზამთრის დასაწყისში მოვიმატე ისევ. ისევ ცუდად ჭამა გავაგრძელე, განსაკუთრებით ტკბილი სასმელების სმა.


ახლა მიზანში მაქვს ისევ მინუს 5 კილო და დავიწყე კალორიების დიეტა. ვეცდები პროტეინი მეტი რაოდენობით შევიტანო რაციონში.

დღევანდელი ჩემი რაციონი.

დილით:

უშაქრო ჩაი


შუადღეზე:

კიტრის და ჩერი პამიდვრის სალათი და შავი პურის ერთი ნაჭერი (130 კ)
მწვანე ვაშლი (50 კ)
ჩაი 1 კოვზი შაქრით (20 კ)

საღამოს:

ძალიან ცოტა ფრი (30 კ)
5 კივი (80 კ)
მწვანე ვაშლი (50 კ)
ერთი ნაჭერი პური (80 კ)
ჩაი 1 კოვზი შაქრით (20 კ)

ღამე:

ერთ ნაჭერი პური და ავოკადო (130 კ)
შემწვარი კვერცხი და ტყემალი (90 კ)
ერთი ნაჭერი პური და სამარხვო ჩაქაფული (100 კ)
3 გრილიაჟი (210 კ)


წყალი - 2 ლიტრამდე.

ჯამში დაახლოებით 1000 კალორია.

ხვალ შევეცდები უფრო მრავალფეროვანი რაციონი მქონდეს.

Posted by: NakoD 9 Apr 2019, 01:17
ყველაზე კარგი ჯანსაღად კვებაა დამიჯერეთ smile.gif

Posted by: sybilcarpenter 11 Apr 2019, 01:20
გუშინდელი რაციონი:

დილით:

უშაქრო ჩაი

შუადღეზე:

100 გრ. წიწიბურა, ჩერი პამიდორი, 1 ნაჭერი პური (230 კ)
ჩაი (20 კ)


საღამოს:
ჰერკულესი, ბანანი და ვაშლი (200 კ)

ღამე:

სუფრაზე მოვხვდი და ცოტ-ცოტა ყველაფერი ალბათ ასე 500 კ


ჯამში დაახლოებით 950 კ

------------------------------------------

დღევანდელი რაციონი


დილით:

უშაქრო ჩაი

შუადღეზე:

სენდვიჩი და კიტრის და პამიდვრის სალათა (300 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)
ჩაი 1 კოვზი შაქრით (20 კ)

ღამე:

ბორში და ერთი ნაჭერი პური (150 კ)
უზეთოდ შემწვარი კვერცხი და ტყემალი (80 კ)
1 გრილიაჟი (70 კ)

ჯამში დაახლოებით 590 კ.


***

მოკლედ, ჩემი მიზანი რამდენიმე კვირის მანძილზე 1200-1300 კალორიაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაკლები გამომდის, რადგან კარგად ვერ ვანაწილებ. ყოველთვის ღამე ვიტოვებ კალორიებს და ღამე კიდევ ვფრთხილობ.


* * *
რა ცუდია არავინ რო არ პოსტავს biggrin.gif

დღევანდელი ჩემი რაციონი

დილით:
ჩაი 1 კოვზი შაქრით (20 კ)

შუადღეზე:
სენდვიჩი, კიტრი და ბულგარული (280)

საღამოს:
სტაფილო, ბულგარული და ვაშლი (70)
ჩაი 1 კოვზი შაქრით (20 კ)

ღამე:
ბორში და 1 ნაჭერი პური (150 კ)
2 უზეთოდ შემწვარი კვერცხი, უზეთოდ შემწვარი ერთ ნაჭერი ყველი და 1 ნაჭერი პური და ტყემალი (270 კ)
1 გრილიაჟი (70 კ)

ჯამში დაახლოებით 880 კ.


Posted by: sybilcarpenter 13 Apr 2019, 12:48
***

გუშინდელი რაციონი.

დილით:
უშაქრო ჩაი (0 კ)
100 გრ ხაჭო 1 კ შაქრით (110კ)

შუადღეზე:
ბრინჯი ბოსტნეულით (200 კ)
კოკა-კოლა ზერო (0კ)
ჩაი 1 კოვზი შაქრით (20 კ)

საღამოს:
100 გრ ხაჭო 1 კ შაქრით (110კ)
ფორთოხლის წვენი და თხილი (200 კ)

ღამე:
1 ნაჭერი პური და ნუტელა (100 კ)
1 ნაჭერი პური და ყველი (180 კ)

ჯამში დაახლოებით 920 კალორია.

Posted by: nia4u 14 Apr 2019, 01:59
sybilcarpenter
TLS-ზე ვუყურებ ხოლმე, 300 კილოიანები რომ იკლებენ და კუჭის ოპერაციას იკეთებენ, ექიმ ნაზარდანთან, და ყველას უნიშნავენ 1200 კალორიიან დიეტას და დღეში მინიმუმ 30 წუთი ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც უბრალოდ სიარულს.
საკაიფოდ იკლებენ, უპრობლემოდ...

Posted by: sybilcarpenter 14 Apr 2019, 16:15
nia4u

ხო, ზოგადად 1200 კალორიაზე ნაკლების მიღება არ არის რეკომენდირებული. ძალიან დიდი სიზუსტით არ ვითვლი კალორიებს, დაახლოებით ვანგარიშობ.

1 კვირაში გამომივიდა მინუს 2 კილო. მინუს 3-იც და ეგ არის.

ვცდილობ ნახშირწყლები, ცილები და ცხიმიც მივიღო ყოველდღიურად.

გუშინდელი რაციონი.

დილით:
არაფერი, გვიან გავიღვიძე.

შუადღეზე:
ტარხუნის და ბრინჯის 3 ბლინი უზეთოდ შემწვარი (130 კ)
პამიდორი (30)
უზეთოდ შემწვარი ყველი (100)
1 ნ. პური (80)
ჩაი 1 კოვზი შაქრით (20 კ)
ცოტა ჩურჩხელა (100 კ)

საღამოს:
1 ნ. პური (80)
პამიდორი (10 კ)
მწვანე ხახვი (10 კ)

ღამე:
ბანანის ბლინი (150 კ)

ჯამში დაახლოებით 710 კალორია.

ძაან ცოტა გამომსვლია, არ მეგონა.

Posted by: oshi 14 Apr 2019, 16:37
როგორც კი ინდუსტრიულ შაქარს, სწრაფ ნახშირწყლებს ან მაღალკალორიულს საკვებს (ისეთს როგორიცაა ყველი მაგალითად) ვეუბნები უარს, ეგრევე ვხდები. ყოველდღიური 40-60 წუთიანი აქტივობაც მნიშვნელოვანია, იქნება ეს კარდიო თუ გამძლეობა...ინტერვალურ დიეტასაც თუ ჩართავთ ამ ყველაფერში, სადღაც სამ კვირაში მშვენიერ შედეგს დადებთ.

ამ ტაბულების, წინასწარ გაწერილი ცხრილების თავი და დრო არასდროს მაქვს.


თუ შეისწავლით პროდუქტების კალორიების რაოდენობას, გონება მერე მარტივად ითვლის რამდენი რა უნდა მიიღო და დღის რომელ მონაკვეთში რა გრგებს ან გვნებს.


Posted by: kompasa mio 15 Apr 2019, 00:35
აბა გოგოებო, 40 დღიან ჯუს ქლენზს ვიწყებ და იმედია ზაფხულს ახალი ტანით შევხვდებიიიიი






user posted image

Posted by: sybilcarpenter 15 Apr 2019, 02:10
დღევანდელი რაციონი:


დილით:
დღესაც გვიან გამეღვიძა და გამოვტოვე

შუადღეზე:
1 ნ. პური (80 კ)
1 ზეთში შემწვარი კვერცხი ტყემლით (100 კ)
ცოტა ჩურჩხელა და ჩაი (100 კ)

საღამოს:
1 ნ. პური (80 კ)
2 უზეთოდ შემწვარი კვერცხი და ტყემალი (160 კ)
პამიდვრის სალათი (20 კ)
უზეთოდ შემწვარი ყველი (80 კ)

ღამე:
ჩაი და 1 ნ. პური ნუტელასთან ერთად (120 კ)
კანფეტი (75 კ)

ჯამში დაახლოებით 815 კალორია.





Posted by: melodyman/ 15 Apr 2019, 02:27
QUOTE
14 კილოს ვერ დაიკლებ 2 თვეში.



2 თვეში 14 არა მაგრამ 12 დავიკელი
ნეგატიური ფიზიკური დატვირთვის გარეშე
მაგის მერე სტაბილურად ერთ წონაზე ვარ და 2 კილო კიდე დავიკელი
თავიდან კალორიებს ვითვლიდი,მაგრამ მერე ეგეც დავიკიდე.
ცომი,შაქრიანი,ცხიმიანები ამოიღო რაციონიდან და ეგაა.არაა საჭირო განსაკუთრებული დიეტების ძებნა

Posted by: Estrella 15 Apr 2019, 04:32
გამარჯობა.
ხალხნო, ბრინჯისა და მაწვნის დიეტა გამოგიცდიათ ვინმეს?
5 ზედმეტი კილოგრამი მაჩუქა ზამთარმა და jump start მინდა მაგით.
2015 წლის შემდეგ დიეტა არ დამიცავს და დამავიწყდა როგორ კეთდება.


Posted by: La_La_Land 15 Apr 2019, 07:07
QUOTE (likaka @ 1 Apr 2019, 11:51 )
ბავშვებო ჰერბალაიფზე რა გსმენიათ??

10 კილო 14 დღეში

1 დღე - 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.
14 დღე მინუს 10 კგ. (შეეცადეთ მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ)


აი ეს დიეტა არის საკმაოდ ჯანსაღი და კარგ შედეგს იძლევა smile.gif

ამან როგორ უნდა გაგახდუნოს ერთ ოც კილოს მოგამატებინებს რამდენი საჭმელები გიწერია შენ დიეტა კი არა კაი ჭამა სმა და დალევა გსდომებია

Posted by: Keti-Ket 15 Apr 2019, 21:53
ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, თუ ვინმე გპირდებათ ათ დღეში 5 კილოს დაკლებას, გაიქეცით სასწრაფოდ, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ის სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. დამიჯერეთ

Posted by: sybilcarpenter 17 Apr 2019, 00:43
გუშინდელი რაციონი

დილით:
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

შუადღეზე:
ნახევარი მჭადი, ფხალი, ჰოლადიური ყველი და პამიდორი (300 კ)
ჩაი 1 კ შქრით (20 კ)

საღამოს:
ნახევარი მჭადი, ფხალი, ჰოლადიური ყველი (280 კ)

ღამე:
2 კვერცხი, ტყემალი და პური (300 კ)
ცოტა ჯემი (20 კ)
ჩაი 1 კ შქრით (20 კ)
უკალორიო პეპსი (0 კ)
მიწის თხილი (250 კ)
ჩიპსები (200 კ)
ცოტა ბაუნტი (100 კ)

ღამე მეგობრებთან ერთად ვიყევი და გადავწყვიტე არ შემეზღუდა მაინცდამაინც თავი.

ჯამში დაახლოებით 1510 კალორია.


***

დღევანდელი რაციონი


დილით:
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

შუადღეზე:
სენდვიჩი (300 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

საღამოს:
ვაშლი (50 კ)
ბანანი (100 კ)
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

ღამე:
1 უზეთოდ შემწვარი კვერცხი, ტყემალი და პური (160 კ)
პამიდორი, ცოტა ავოკადო და მწვანე ხახვი (50 კ)
მოხარშული კარტოფილი (100 კ)
უშაქრო ჩაი, პური და ნუტელა (130 კ)

ჯამში დაახლოებით 950 კალორია.

ამ კვირაში მინდა რამდენიმე დღე შედარებით მაღალკალორიული მქონდეს, რომ ორგანიზმი არ მიეჩვიოს ცოტა რაოდენობის კალორიებს.
ეტაპობრივად ვიწყებ მცირე დატვირთვის სახლის ვარჯიშს.
საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რომ უფრო მეტ პროტეინს ვიღებ, ვიდრე წინაზე.



Posted by: <casablanca> 17 Apr 2019, 15:35
sybilcarpenter
წარმატებები. შაქრი მაგივრად ის დიაბეტური ტაბლეტები არ გიცდია ? არაფერს ვნებს ადამიანს , გემოს უნდა ცოტა შეგუება. ყავას მარტო რძით ვსვამ და ჩაის მაგ ტაბლეტით (1ცალი მყოფნის), წლებია უკვე.
პური გიყვარს ხო , მეც ძალიან :დ რაღაც საშინელ უხეშ შავს პურს ვჭამ ხოლმე , 208 კალორიაა.

Posted by: RastaWoman 17 Apr 2019, 15:58
გამარჯობა
ეწ სმარტ დიეტის ბუმია და მაინტერესებს თუ გამოგიყენებიათ რომელიმეს?
რა ღირს ერთი კურსი და თუ შესაძლებელია უშუალოდ მწარმოებლისგან შეძენა?

Posted by: sybilcarpenter 18 Apr 2019, 00:01
<casablanca>

მადლობა <3

პური ძალიან მიყვარს კიი biggrin.gif მე რაღაც ჭვავის პურს ვჭამ, 200 კალორიაზე ნაკლებია და თან გემრიელია.
სტევია მაქვს სხვათაშორის, მაგრამ გემო არ მომწონს მაინცდამაინც. თან რატომღაც მგონია რო არაჯანსაღია. შეიძლება არც არის, მაგრამ რაც წავიკიტხე, ფხვნილის და ტაბლეტების სახით ძალიან დამუშავებულიაო.
მე ზოგადად ტკბილი სასმელები მიყვარს ძალიან და შეიძლება მამენტ ლიმონათი გავაკეთო სტევიათი. ვცდი. შაქარზე უარესი ოხ მაინც არ იქნება.


დღევანდელი რაციონი

დილით:
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

შუადღეზე:
100 გრამი წიწიბურა (150 კ)
1 ნ. პური (80 კ)
სალათა ქინძით, პამიდვრით და სტაფილოთი (30 კ)
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

საღამოს:
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)
ვაშლი (30 კ)
რძიანი ყავა (40 კ)


ღამე:
მოხარშული კარტოფილი და ტყემალი (100 კ)
პამიდორი, ცოტა ყველი და მწვანე ხახვი (100 კ)
1 ტორტია (40 კ)

გეგმაში მაქვს უშაქრო ჩაი და 1 ნაჭერი პასკა (ალბათ ასე 200 კალორიაა)

ჯამში დაახლოებით 830 კალორია.



Posted by: sybilcarpenter 19 Apr 2019, 01:19
დღევანდელი რაციონი

დილით:
100 გრამი ხაჭო შაქრით (100 კ)
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

შუადღეზე:
100 გრამი წიწიბურა (150 კ)
1 ნ. პური (80 კ)
ისევ სალათა ქინძით, პამიდვრით და სტაფილოთი (30 კ)
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)

საღამოს:
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)
ვაშლი (30 კ)
ბანანი (100 კ)
1 პატარა ნაჭერი პიცა (150 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)


ღამე:
შემწვარი კარტოფილი და ტყემალი (150 კ)
პამიდორი, ცოტა ყველი და მწვანე ხახვი (150 კ)
1 ნ პური (80 კ)

ჯამში დაახლოებით 1080 კალორია.

Posted by: sybilcarpenter 21 Apr 2019, 17:21
გუშინწიდელი რაციონი

დილით:
100 გრამი ხაჭო შაქრით (100 კ)
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

შუადღეზე:
სენდვიჩი (250 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)

საღამოს:
ჩაი 1 კ შაქრით (20კ)
ვაშლი (50 კ)
ბანანი (100 კ)

ღამე:
ცოტა სპაგეტი (150 კ)
ბლინი (200 კ)
ლუდი (300 კ)


ჯამში დაახლოებით 1210 კალორია.

***

გუშინდელი რაციონი

დილით:
ერთი ნაჭერი პასკა და ჩაი (130 კ)

შუადღეზე:
2 ნაჭერი პური, 2 ნაჭერი ყველი და პამიდორი (360 კ)


საღამოს:
არაფერი

ღამე:
3 ნაჭერი თონის პური და ნიგვზიანი ბადრიჯანი (400 კ)
3 პატარა ჭიქა ლიმონათი (200 კ)


ჯამში დაახლოებით 1090 კალორია.

Posted by: ladybug• 21 Apr 2019, 17:29
QUOTE
ნაჭერი თონის პური და ნიგვზიანი ბადრიჯანი (400 კ)
3 პატარა ჭიქა ლიმონათი (200 კ)

lol.gif lol.gif lol.gif მაგრად დაიკლებ lol.gif

Posted by: sybilcarpenter 21 Apr 2019, 17:46
ladybug•


კომუნიკაციის ძლიერი უნარები გაქვს. მასე გააგრძელე up.gif
* * *
მოკლედ, ვაგრძელებ.

დღევანდელი რაციონი

დილით:
არაფერი, გვიან გავიღვიძე

შუადღეზე:
რამდენიმე ხაჭოს ვარენიკი (150 კ)
1 ნ პური, ცოტა სულგუნი და პამიდორი (190 კ)
1 ნაჭერი პასკა და ჩაი (150 კ)


საღამოს:
100 გრ შემწვარი მაკარონი, პამიდორი და 1 ნ პური (450 კ)

ღამე:
1 ცალი შემწვარი კვერცხი ტყემლით და 1 ნ პური (200 კ)
პეპსი ზერო (0 კ)


ჯამში დაახლოებით 1140 კალორია.
* * *
***

2 კვირის შეჯამება დაახლოებით ასეთია.

პირველ კვირაში მივიღე დაახლოებით 6065 კალორია, ხოლო მეორეში - 7810.
14 დღეში ჯამში მივიღე დაახლოებით - 13875 კალორია.

დიეტამდე ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ მივიღებდი დაახლოებით 22400 კალორიას, რამაც დეფიციტში შექმნა დაახლოებით 8525 კალორია.

2 კვირის მანძილზე ალბათ მყარად მოვიკელი 2 კილო და მესამე კილომ ძვრა დაიწყო.
იმისთვის, რომ ჩემი ორგანიზმი არ შეეჩვიოს კალორიების დეფიციტს, მინდა რომ უფრო კარგად შევძლო 1200 კალორიაზე ასვლა.
ასევე ვაპირებ, მცირე ან საშუალო ინტენსივობის ვარჯიშის დაწყებას და მეტ სიარულს.



Posted by: nia4u 23 Apr 2019, 00:35
sybilcarpenter
ყოჩაღ!
მე ვერ ვახერხებ, არც მოტივაცია მყოფნის, არც ნებისყოფა მაქვს და არც სიტუაცია მიწყობს ხელს... sad.gif
აღდგომას შიშით ველოდები, ალბათ ასი კილო გავხდები... sad.gif

Posted by: sybilcarpenter 23 Apr 2019, 02:10
nia4u

მადლობა <3

რატომ ვერ ახერხებ?
შეიძლება სწორი დიეტა ვერ შეარჩიე შენი თავისთვის.

რამდენის დაკლება გინდა?

ჩემი ზედაპირული მოტივაცია ზაფხულია და უფრო შორსმიმავალი - საკუთარ თავზე ზრუნვაა.


ყველაზე მნიშნველოვანია, რომ შინაგანად არასწორად არ მიუდგე მთელ პროცესს და იმ ტალღაზე არ გადახვიდე, რომ საკუთარ თავს "რამეს უკრძალავდე". პირიქით, იმ მიდგომამადე უნდა მიხვიდე, რომ ამ გზით ეხმარები და უვლი იმით, რომ არ სტრესავ ჭარბ წონაზე ნერვიულობით და ნელ-ნელა უკეთეს კვებით ჩვევებს უყალიბებ.

იმისთვის, რომ არასწორად არ განეწყო, აუცილებელია შენთვის მოსაწონი ვარიანტი შეადგინო 'დიეტის'.

კალორიების დეფიციტის დიეტა იმიტომ მომწონს, რომ საშუალებას მაძლევს ყველაფერი ის ვჭამო, რასაც მიჩვეული ვარ და მიყვარს და თან ვისწავლო, რა დოზით და როგორი განაწილებით არის ჩემი ორგანიზმისთვის უკეთესი ჩემი საყვარელი საჭმლის ჭამა. ეტაპობრივად, გამოცდილებაზე დაყრდნობით, სწავლობ კიდეც, რა გაძლევს უფრო მეტ ენერგიას, რა გაზიანებს, რა არის ფუჭი კალორია და უფრო გაცნობიერებულ არჩევანს აკეთებ. მარტივად, გენანება, რომ 1 დიდი ჩიპსის პაკეტი შეაჭამო, როცა შეგიძლია დიდი, გემრიელი სადილი და ჩიპსის პატარა პაკეტი შეჭამო სანაცვლოდ. შესაბამისად გიყალიბდება საკვებთან დაკავშირებთ პრიორიტეტიზაციის უნარი, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში დაგეხმარება.

მე გირჩევდი, რომ აუცილებლად გაითვალისწინო შენი გრაფიკი, საყვარელი საკვები, პრიორიტეტული კვების რეჟიმი და შენს თავს და შენს კვებით ჩვევებს მოერგო პირველ რიგში. ეტაპობრივად კი იმასაც მიხვდები სად რისი შეცვლა გირჩევნია.

***

მესამე კვირა დაიწყო მოკლედ.
დღევანდელი რაციონი:

დილით:
უშაქრო ჩაი, 1 ნაჭერი პური და ნუტელა (130 კ)

შუადღეზე:
არაფერი, არ მშიოდა

საღამოს:
1 ნ პური, 1 ნ ყველი, ცოტა მაკარონი და ბოსტნეულის სალათა (300 კ)

ღამე:
ასევე 1 ნ პური, 1 ნ ყველი და ბოსტნეულის სალათა (250 კ)
კოკა-კოლა ზერო ლაიმით (0 კ)
ვანილის და მარწყვის ტარტი (300 კ)

ჯამში დაახლოებით 980 კალორია.

Posted by: Issen 23 Apr 2019, 03:02
QUOTE
ყველაზე კარგი ჯანსაღად კვებაა დამიჯერეთ

ჯანსაღ კვებაში რა იგულისხმება? რა უნდა ვჭამოთ რა უნდა ამოვიღოთ..
* * *
QUOTE (ladybug• @ 21 Apr 2019, 17:29 )
QUOTE
ნაჭერი თონის პური და ნიგვზიანი ბადრიჯანი (400 კ)
3 პატარა ჭიქა ლიმონათი (200 კ)

lol.gif lol.gif lol.gif მაგრად დაიკლებ lol.gif

lol.gif lol.gif
............................................

Posted by: nia4u 23 Apr 2019, 15:49
sybilcarpenter
მადლობა love.gif
წავიკითხავ შენს ტექსტს რამდენჯერმე...
ეგება...

Posted by: sybilcarpenter 24 Apr 2019, 01:57
nia4u

აღდგომის მერე შეგიძლია დაიწყო love.gif


***********************************

დღევანდელი რაციონი:

დილით:
შაქრიანი ჩაი (20 კ)

შუადღეზე:
სენდვიჩი და კოკა-კოლა ზერო (250 კ)
1 ნაჭერი პასკა (100 კ)

საღამოს:
ვაშლი (50 კ)
1 ნაჭერი პასკა (100 კ)

ღამე:
2 შემწვარი კვერცხი ტყემლით და 1 ნ პური (280 კ)
ბოსტნეულის სალათა და 1 ნ პური (120 კ)
კოკა-კოლა ზერო ლაიმით (0 კ)
2 გრილიაჟი (160 კ)

ჯამში დაახლოებით 1080 კალორია.

Posted by: sybilcarpenter 27 Apr 2019, 15:41
მოკლედ, ამ კვირაში მაინცდამაინც არ მივყოლივარ კალორაჟს. ერთი მხრივ კარგია, ორგანიზმისთვის შესვენება გამოვიდა, დეფიციტს ძალიან არ მიეჩვევა.


ოთხშაბათის რაციონი (დაახლოებით):

დილით:
შაქრიანი ჩაი (20 კ)

შუადღეზე:
სენდვიჩი და კოკა-კოლა ზერო (250 კ)
1 ნაჭერი პასკა (100 კ)

საღამოს:
ვაშლი (50 კ)
ბანანი (100 კ)


ღამე:
1,5 ნაჭერი ლობიანი და რამდეიმე ხინკალი (500 კ)
ლუდი (180 კ)
1 გრილიაჟი (80 კ)

ჯამში დაახლოებით 1280 კალორია.

*************

ხუთშაბათის რაციონი (დაახლოებით):

დილით:
შაქრიანი ჩაი (20 კ)

შუადღეზე:
1 ნ პური და სალათა (130 კ)


საღამოს:
1 დიდი ნაჭერი პიცა (250 კ)
მიწის თხილი (100 კ)
ლუდი (300 კ)
ჩიპსი (200 კ)

ღამე:
არაფერი

ჯამში დაახლოებით 1000 კალორია.

*************

პარასკევის რაციონი (დაახლოებით):

დილით:
არაფერი, გვიან გავიღვიძე

შუადღეზე:
1 მოხარშული კარტოფილი (80 კ)
1 ნ პური და 2 შემწვარი კვერცხი (280 კ)


საღამოს:
ჭარხლის სალათა და 1 ნ პური (250 კ)
იოგურტი (80 კ)
ნამცხვარი და ჩაი (100 კ)
სუხარი (150 კ)

ღამე:
3 ნ პური და სალათა (270 კ)
2 გრილიაჟი (160 კ)

ჯამში დაახლოებით 1370 კალორია.

Posted by: Danica 27 Apr 2019, 17:08
მოგესალმებით,

10 დღეში მინდა 2,5 კგ-ს დაკლება, ხოდა wish me luck!

დღეიდან ვითვლი კალორიებს jump.gif jump.gif

Posted by: Danica 28 Apr 2019, 17:32
QUOTE (Danica @ 27 Apr 2019, 17:08 )
მოგესალმებით,

10 დღეში მინდა 2,5 კგ-ს დაკლება, ხოდა wish me luck!

დღეიდან ვითვლი კალორიებს jump.gif jump.gif

გუშინ არ გამოვიდა....


ე.ი. ვიწყებ დღეს bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Vermillion 28 Apr 2019, 18:45
სალამი. გოგოებო, 6 კილო მაქვს ზაფხულამდე დასაკლები.
თან არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე და მეშინია რომ ვერ გავუძლებ.

ორშაბათს დიუკანის დიეტათი დავიწყე და ჯერ ისეთი შედეგი არ მაქვს sad.gif

sybilcarpenter
რა კარგად წერ.
მეც შემოგიერთდები,
დღეს 990 კალორია მივიღე. მეტს არ ვგეგმავ.
ხვალიდან ვარჯიშსაც დავიწყებ და იქნებ რამე დამეტყოს.

Posted by: <casablanca> 29 Apr 2019, 15:14
Vermillion
მასე ცოტასთვს დუკანი არ ღირს არანაირად. ნუ ისტრესავ თავს . კალორიები დათვალე თუ შეძლებ . ცოტა ფეხით იარე 30-40 წუთი. უპრობლემოდ დაიკლებ მაგ 6 კილოს 2 თვეში მაქსიმუმ. უფრო მალეც შეიძლება.

Posted by: sybilcarpenter 29 Apr 2019, 16:47
*************

შაბათის რაციონი (დაახლოებით):

დილით:
არაფერი, გვიან გავიღვიძე

შუადღეზე:
ჩაი და 1 ნ პასკა (100 კ)


საღამოს:
ბოსტნეულის სალათა და 1 ნ პური (120 კ)
ნახევარი პიტა (250 კ)

ღამე:
2 ნ ტარხუნის ნამცხვარი (300 კ)
1 მოხარშული კვერცხი (80 კ)
1 ტარტალეტკა (370 კ)

ჯამში დაახლოებით 1220 კალორია.

**************

კვირის რაციონი (დაახლოებით):

დილით:
არაფერი, გვიან გავიღვიძე

შუადღეზე:
2 ნ ტარხუნის ნამცხვარი (300 კ)
1 ნ პასკა (100 კ)


საღამოს:
1,5 ნ ტარხუნის ნამცხვარი (250კ)

ღამე:
კვერცხიანი პამიდორი და 1,5 ნ პური (260 კ)
ჩემს მიერ მომზადებული ლიმონათი სტევიათი <3 (თითქმის 0 კ)
შუ (400 კ)


ჯამში დაახლოებით 1310 კალორია.

ვარჯიში - 20 წუთი.

********
შეჯამება

1 კვირა - 6,065,
2 კვირა - 7810,
3 კვირა - 8,240
ჯამი - დაახლოებით 22,115 კალორია

დიეტამდე მივიღებდი დაახლოებით 33,600 კალორიას.
დეფიციტი დაახლოებით - 11,485 კალორია.

როგორც ვიცი, 1 კილოს ნამდვილად (და არა წყლის ხარჯზე) დასაკლებად საჭიროა 7700 კალორიის დაწვა, ანუ უნდა შეიქმნას ამ რაოდენობის დეფიციტი.
დიეტის დროს შეიძლება ითამაშოს სასწორმა პლიუს მინუს 1-2 კილოთი. მაგრამ ეს 'მოთამაშე' კილოგრამები ძირითადად წყლის ცვლილებას ასახავს და არა რეალურად დაკლებულ წონას (სადაც დიდი წილი მოდის უფრო ცხიმზე). ამიტომაც არის ხოლმე, რომ დიეტის დამთავრების შემდეგ სწრაფად იმატებენ. რეალურად, ერთი მხრივ სწრაფადვე აღდგება ის, რაც ფაქტობრივად არც მოკლებულა (წყალი) და მეორე მხრივ, ორგანიზმი ეჩვევა დეფიციტს და ენერგიის ცხიმად გარდაქმნაში უფრო გაწაფული ხდება.
დიეტასთან ერთად უცილებელია, რომ ვივარჯიშოთ არამარტო კარდიო, არამედ კუნთის გაძლიერებისკენ მიმართული ვარჯიშები, რომ წონაში კლების დროს კუნთის მასის მაგივრად, ცხიმოვანი მასა მოგვაკლდეს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გვქონდეს არარეალისტური მოლოდინები ერთი, არც საკუთარი ნებისყოფის მიმართ და მეორე, არც შედეგის მიმართ. ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამიტომ, აუცილებელია საკუთარ თავს აეწყო.


Danica

დაიწყე? შენც დაწერე ხოლმე დღიური კალორაჟი რა გამოგდის. <3


Vermillion

მადლობა! წარმატებებს გისურვებ. შეძლებ, დარწმუნებული ვარ smile.gif

Posted by: Vermillion 29 Apr 2019, 19:41
დღეს, დილით ერთი საათი ვიარე ფეხით.
ამ მონეტისთვის მიღებული მაქვს 350 კალორია და ბევრი წყალი.
შთაბეჭდილებებით იმდენად დატვირთული დღე იყო, სულ არ მინდა საჭმელი.

ვინც დიეტაზე ხართ, არ გინდათ შევეჯიბროთ,
ჩამოვწეროთ ვის რამდენი გვაქვს დასაკლები
და ყოველი კვირის ან ორ კვირის შემდეგ, შევადაროთ შედეგები?
პატარ-პატარა მოტივაციების მოფიქრებაც შეიძლება.

<casablanca>
სწრაფად მინდა დაკლება და ეგ კარგიაო sad.gif
კალორიებსაც ვითვლი.

sybilcarpenter
მადლობა, 2kiss.gif შენც წარმატებას გისურვებ. love.gif

Posted by: sybilcarpenter 30 Apr 2019, 03:03
Vermillion
QUOTE
ვინც დიეტაზე ხართ, არ გინდათ შევეჯიბროთ,
ჩამოვწეროთ ვის რამდენი გვაქვს დასაკლები
და ყოველი კვირის ან ორ კვირის შემდეგ, შევადაროთ შედეგები?


კი, კარგი იდეაა.

მე 2 დავიკელი და კიდევ მინდა 2-3 კილო. 53-55 კილო მინდა რომ ვიყო.

იმედი მაქვს, ზაფხულამდე დავიკლებ. თან ცოტა ტონუსში მინდა ვიყო და ვივარჯიშებ კიდევაც.

ორშაბათი

დილით:
არაფერი, გვიან გავიღვიძე, როგორც დასვენების დღეს შეეფერება.

შუადღეზე:
ტარხუნის ღვეზელი (250 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)

საღამოს:
კვერცხიანი პამიდორი და 2 ნ პური (360 კ)

ღამე:
ჩაი და 2 ნ პასკა (200 კ)
ნაყინი (130 კ)

ჯამში დაახლოებით 940 კალორია.

წყალი - 1 ლიტრი.
ვარჯიში - 20 წუთი.
სეირნობა - საათნახევარი.

Posted by: <casablanca> 30 Apr 2019, 13:30
წარმატებები გოგოები. მეც 4 დღეა კალორიებს ვითვლი აქტიურად. 1000 -ს არ მინდა გადაცდეს, მაგრამ 1100-1200 ადის მაინც .
ფეხით სიარული ყოველ დღე 40 წუთი. გუშინ საათი და 45 წუთი ვიარე, ძლივს მოვიტანე სული სახლში war.gif კალორიები კარგია რა , აკონტროლებ უკეთესად . თან რამეს ჭამა რომ მინდა ჯერ დაახლოებით ვითვლი , თუ ბევრია თავს ვიკავებ და ამასობაში აღარც მინდა . :დ დილით 12-მდე მარტო ყავა. საღამოს 7-ის მერე მინდა ამოვიკეტო პირი.

Posted by: Danica 30 Apr 2019, 22:41
sybilcarpenter
QUOTE
Danica

დაიწყე? შენც დაწერე ხოლმე დღიური კალორაჟი რა გამოგდის. <3


იეპ yes.gif


ხოდა... მენიუს არ ჩამოვწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ ცომეულს არ ვჭამ (დიდი ხანია და ახლა მითუმეტეს), არც რძის პროდუქტებს და არც ტკბილეულს. კალორიების დასაშვები რაოდენობა - 1300 (BMR). შესაძლებლობის ფარგლებში ვიყენებ სასწორს, რომ ზუსტ რიცხვებზე გავიდე.

28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956


ჯერ კლება არ დამიწყია, რომ არ ვვარჯიშობ ალბათ მაგის ბრალია. ვნახოთ დარჩენილ 6 დღეში რა შედეგი მექნება.

Posted by: sybilcarpenter 1 May 2019, 01:08
Danica

კვირის ბოლოს აიწონე და გექნება უკვე შედეგი <3

***********************
პარასკევი

დილით:
შაქრიანი ჩაი (20 კ)

შუადღეზე:
კიტრის და პამიდვრის სალათი, 1,5 ნაჭერი პური ცოტა მდნარი ყველით (250კ)
1 მსხალი (100 კ)

საღამოს:
პამიდორი და 1 ნ პური მდნარი ყველით (150 კ)
შაქრიანი ჩაი (20 კ)

ღამე:
10 ცალი ფრი (20 კ)
პამიდორი, 1 ნ პური და 3 ტარხუნის და ბრინჯის ბლინი (250 კ)

ჯამში დაახლოებით 810 კალორია.
წყალი - 1,5 ლიტრი.
სიარული - 2,5 საათი. bis.gif

Posted by: Vermillion 1 May 2019, 15:46
გუშინ 1006 კალორია მივიღე,
საღამოს ერთი საათი ვისეირნე.
დღეს, ავიწონე და პირველი კილოგრამი მომიცილებია უკვე.
bis.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 1 May 2019, 20:07
დღეს ადრე გავიღვიძე როდის დაწერს ეს გოგო ? lol.gif

115კგ ავედი ზამთარში
მოსაწევი ბლომად იყო,უმშევარი დავრჩი და რაც მთავარია უბანში ყოველ დღე ვსამდით და ვჭამდით რასაც ქვია უაზროთ....

სადღაც თებერვალში ,როდესაც ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქეს კარგი ზმანები რომელიც არ მომერგო
საბოლოოდ გადავაგდე ძველი ცხოვრების წესი

ახლა ვარ 73 კგ ვერ მცნობს ხალხი
სახეზე არ მიხდება ლოყები მაქვს ძაან ჩაცვენილი :დ

ანუ ის ბუთხუზა სახე რომ გაქრა
ვერ არის კარგი სანახავი

1 კვირა რაც გავჩერდი 73 კგ
გუშინ დავიწყე ბოლო შეტევა წონაზე
მინდა 68კგ ჩამოვიდე
შემოგიერთდებით მეც

smile.gif

ჩემი ამჟამინდელი კვების რეჟიმი ასეთია: 11:15 წუთამდე არ ვჭამ არაფერს ვიღებ მარტო წყალს
დილას ვარჯიშობ
შემდეგ ვჭამ კვერცხს და იქედან გამომდინარე რომ ვეგეტარიანელი ვარ უკვე 10 წელია ძირითადათ რძის პროდუქტებს ვაყოლებ
ამჟამდა ვიყენბ მაწონს
დილა იწყება ჩემი მაწონით და კვერცხით...
შემდეგ ხილი და ასევე ერთი ცალი კვერცხი
სადღაც 2 საათზე ქიშმიში ცოტა და ერთი ნაჭერი ყველი
ბოლო ჭამა ჩემი არის
15:30
ამ დროს ვჭამ ან ბორშს ,ან ბრინჯით გაკეთებულ რაიმეს სალათის მაგვარს ოღონთ ბრინჯით...
ამის შემდეგ აღარაფერს ვჭამ მომდევნო დღის 11:15 წუთამდე

ვეცდები ორი კვირა გავქაჩო

baby.gif

ყველას გისურვებთ წარმატებებს

Posted by: Vermillion 1 May 2019, 20:56
დღეს, მთლიანობაში მივიღე 600კალორია.
შიმშილით სულ არ მშია, მხოლოდ მწყურია და წყალს ვსვამ.
ისე გამიხარდა იმ კილოს დაგდება, შემართებით ვარ jump.gif
იმედია, ამ თვის ბოლომდე აღარ ვიქნები ფუმფულა.

Posted by: ჯიმ"მორისონი 1 May 2019, 21:30
Vermillion
რამდენი ხარო რომ დავწერო რამეს მესვრი ალბათ :დ

600 ძალინ ცოტა

არ შეიძლება ეგრე


Posted by: Vermillion 1 May 2019, 21:38
ჯიმ"მორისონი
ეხლა 1ბანანი დავამატე და ავედი 700-მდე smile.gif

ჩემ წარმოდგენაში ვარ ფუმფულა, ძალიან ფუმფულა.
ძალიან გამხდრები მომწონს sad.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
user.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 1 May 2019, 22:04
Vermillion
მაგ წონაზე არის ჩემი მეგობარი ,რომელიც ჩემი სიმაღლეა და ძვალი და ტყავია მართლა
biggrin.gif

ხილს მოერიდე ღამით. საღამოს სჯობს მიიღო ცილები ძირთადათ ხაჭო

წარმატებები!!!
გავამხენოთ ერთმანეთი
ყველა ვინც ამ მეტად საპასუხიმგებლო და რთულ საქმეს ვეჭიდებით :დ
აი,ზაფხული მოდის და ნაყინის ბუმამდე მინდა მოვასწრო

მაგრად მიყვრს ნყინი და ვერ გავუძლებ ცდუნებს იმედი მანმდე მოვასწრებ დაკლებას




Posted by: Vermillion 2 May 2019, 00:11
ჯიმ"მორისონი
მადლობა, ხაჭოს მარტო ზამთარში ვჭამ, სითბოში მიჭირს.
მარტო ქათმის ხორცს ვჭამ ცილებიდან და ეგაა sad.gif
ან სულ ცილებს ვიღებ, ან სულ ნახშირწყლებს. ჯერ ვერ დავაბალანსე.

შენც ასევე წარმატებები 2kiss.gif
ყველაფერს შევძლებთbis.gif ძირს ზედმეტი წონა!

ეს კალორიების მთვლელი რა კარგი პროგრამაა...

Posted by: sybilcarpenter 2 May 2019, 01:19
Vermillion
QUOTE
დღეს, ავიწონე და პირველი კილოგრამი მომიცილებია უკვე.


აუ მაგარია bis.gif

ჯიმ"მორისონი

QUOTE
დღეს ადრე გავიღვიძე როდის დაწერს ეს გოგო ? 



biggrin.gif

შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში გვიან ვიღვიძებ :დ

ყოჩაღ ისე, ძლიერი ნებისყოფა გქონია.


***

***********************
ოთხშაბათი

დილით:
არაფერი, უბრალოდ წყალი

შუადღეზე:
კიტრის და პამიდვრის სალათი, 1 ნაჭერი პური ცოტა მდნარი ყველით (170კ)
ცოტა კოკა-კოლა (50 კ)

საღამოს:
100 გრამი ცხიმიანი ხაჭო შაქრით (120 კ)
ვაშლი (50 კ)
შაქრიანი ჩაი (20 კ)

ღამე:
ცოტა ყველი (100 კ)
ცოტა თონის პური (100 კ)
ძალიან ცოტა ხაჭაპური (50 კ)
შაქრიანი ჩაი (20 კ)

ჯამში დაახლოებით 680 კალორია.
წყალი - 2 ლიტრი.
სიარული - ისევ 2,5 საათი. (სადღაც 400-500 კალორიის დაწვა გამოდის) bis.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 2 May 2019, 02:08
ასაწონი სასწორი არ ამქვს ეხლა და მაინტერესებს ეს რამდენ კალორია იქნება
4 ცალი მოხარშული კვერცხი,სალათა...
ყველი ერთი პატარა ნაჭერი. ვაშლი და ქიშმიში ცოტა.
და ბრინჯი მოხარშული ორი თევში


Posted by: <casablanca> 2 May 2019, 13:36
ჯიმ"მორისონი
115 -დან 73 -მდე როგორ ჩამოხვედი ზამთრის მერე ?

QUOTE
4 ცალი მოხარშული კვერცხი,სალათა...
ყველი ერთი პატარა ნაჭერი. ვაშლი და ქიშმიში ცოტა.
და ბრინჯი მოხარშული ორი თევში

4 კვერცხი - 320 კ
სალათა რისგანაა ? მე ბოსტნეულს ფაქტიურად არ ვუთვლი . (კარტოფილის და სტაფილოს გარდა.)
ვაშლი - 50 კ
ბრინჯი ბევრი იქნებოდა. მასე თეფშებით ვერ გამოთვლი, უნდა აიწონოს. უმი 100გრ - 350 კალორიაა, მოხარშული 100 გრ - 120კ -მდე .

Posted by: ჯიმ"მორისონი 2 May 2019, 13:41
<casablanca>
კალორიების დეფიციტ მქონდა 2000 დღეში და ძირითადათ ვჭამდი ცილებს მინიმალური ნახშიროწყლები


დეფიცის რაც შეეხება შევქმენი ვარჯიშის ხარჯზე

ველოსიპედით დღეში 2 საათს დავდიოდი,ასევე ფიზიკური ვარჯიში
შემდეგ ფეხებმა ვერ გამიძლო და შევწყვიტე ეგ რეჟიმი

Posted by: <casablanca> 2 May 2019, 13:43
ჯიმ"მორისონი
ხო დიდი ვარჯიშის გარეშე სულ რომ გეშიმშილა 2-3 თვეში როგორ დაიკლებ 40 კილოს . გამორიცხულია. არაა ისე კარგი ასე სწრაფად კლება.

Posted by: ჯიმ"მორისონი 2 May 2019, 13:46
<casablanca>
ეგ როგორი პონტი იყო იცი ალბათ ლუდისგან სხვა ალკოჰოლისგან ვიყავი გაბერილი biggrin.gif
წყლის ხარჯზე მოხდა უფრო დაკლება


ვიცი რომ არ არის სახეზე არ მიხდება და თან წვერი გავუშვი

lol.gif 80 წლის კაცს ვგავდი კიდე კარგი რომ მოვიშორე

დრეს მარტო 4ცალი კვერცხი მაქვს ნაჭამი და შვადღეზე შევჭამ ბორშს და ვსო

Posted by: <casablanca> 2 May 2019, 13:56
ჯიმ"მორისონი
წარმატებები. ბევრი აღარ გინდა ხო ? 4 კვერცხი და ბორში ცოტაა. დაამატე რამე კიდევ.

Posted by: ჯიმ"მორისონი 2 May 2019, 14:02
<casablanca>
რავიცი
177-178 ვარ სიმაღლეში და წეისთ ამ წონაზეც კარგად უნდა ვიყო :დ

ცოტა მინდა ნუ ყველა მეუბნება რომ არ გინდა მეტიო ,მაგრამ მე ვატყობ რომ მინდა

68კგ კარგად ვიქნები
მადლობა შენც წარმატებები <3

Posted by: Vermillion 2 May 2019, 17:24
sybilcarpenter
ვგრძნობ, რომ შარვალი უკვე გამიდიდა. jump.gif
შენ რა მაგარი გოგო ხარ, მე მიჭირს საათზე დიდხანს სიარული sad.gif
2.5 საათი ძაან კარგია.
ჯიმ"მორისონი
შესაშური ნებისყოფაა up.gif
მე დიეტაზე აქამდე არასდროს ვყოფილვარ, ჩემი კილოგრამები მემძიმება,
ამდენი რომ დამეკლო, თავს ჩემპიონივით ვიგრძნობდი smile.gif

Posted by: Danica 3 May 2019, 00:33
28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925

Posted by: sybilcarpenter 3 May 2019, 00:50
Vermillion

აუ, ეგ ძალიან კარგი შეგრძნებაა )))
ხო, სიარული მაინცდამაინც არ მიყვარდა, მაგრამ ვცდილობ შევიყვარო. უფრო, სირბილი მირჩევნია, მაგრამ ვერ დავრბივარ ჯერ სავარჯიშო დარბაზში.
ამიტომ ვაპირებ, ხან ვიარო, ხან სახტუნაოთი ვიხტუნაო და ხან ჩემთვის ვივარჯიშო სახლში ფიზიკური აქტივობისთვის.


Danica

მშვენივრად მიდიხარ up.gif

***
მოკლედ, წინაზე რომ დავწერე, დაახლოებით 7500 კალორიის დეფიციტია საჭირო 1 კილოს დასაკლებად, არ მახსოვს დავაზუსტე თუ არა, რომ ამ 1 კილოში იგულისხმებოდა 1 კილო ცხიმი. მე ჯერჯერობით 2 - 2,5 კილო მოვიკელი, მაგრამ არ ვნერვიულობ. ვიცი, რომ რეალურ კლებას დრო და თანმიმდევრულობა ჭირდება.

***

ხუთშაბათი

დილით:
წყალი ნახევარი ლიმონით

შუადღეზე:
ნახევარი ნაჭერი ლობიანი (150 კ)
1 ნ პური, მდნარი ყველი და სალათა (150 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)

საღამოს:
ცოტა ფორთოხალი (20 კ)
1 ნ ლობიანი (200 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)
ცოტა სნიკერსი (100 კ)

ღამე:
1 ნ პური და პამიდორი (100 კ)

ჯამში დაახლოებით 740 კალორია.
წყალი - 1,5 ლიტრი.
სიარული - ისევ 2,5 საათი (დავწვი ალბათ 400 კალორია).

Posted by: Vermillion 3 May 2019, 00:55
დღეს, 1034 კალორია მივიღე.
ბევრი ვისეირნე, ვივარჯიშე და კარგ მუსიკასაც ვუსმინე.
sybilcarpenter
მეც ეგრე ვარ. ჯერ არ გამოდის სსათივით აწყობილი ცხოვრება.

Posted by: Danica 3 May 2019, 01:04
sybilcarpenter
QUOTE
მშვენივრად მიდიხარ


მადლობა smile.gif

QUOTE
მე ჯერჯერობით 2 - 2,5 კილო მოვიკელი,


შენც მშვენიერი შედეგი გაქვს up.gif
1,5 კილო დამრჩა დასაკლები და გადავალ შენარჩუნებაზე.

Posted by: Danica 4 May 2019, 01:20
28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925
03/05 - 818

კიტრი-პომიდორი-წითელი ბულგარულის სალათა არის მისწრება დიეტის დროს love.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 4 May 2019, 11:47
აბა რას შვებით გოგოებო bis.gif

გუშინ მარტო ამით დავნაყრდი: 3 ცალი მოხარშული კვერცხი,2 თევში ბორში,სალათა,მაწონი ერთი ჭიქა,ქიშმიში 25 გრამი,ვაშლი ერთი ცალი.
საინტერესოა რამდენი კალორია იქნება დაახლოვებით ეს ყველაფერი.

მოკლედ, მარტო ზემოდ ჩამოთვლილი სასტავი შევახრამუნე გუშინ და რავი...
დილას მიჭირს 12 საათამდე რომ არ ვჭამ თორემ საღამოს იმდენად არა
biggrin.gif

Posted by: sybilcarpenter 4 May 2019, 22:46
ჯიმ"მორისონი
400-500 კალორია დაახლოებით. აღარ ვარჯიშობ?

*****

პარასკევი

დილით:
წყალი

შუადღეზე:
პიტას სენდვიჩი (350 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)

საღამოს:
1 პატარა ნაჭერი ტორტი (350 კ)
ცოტა ჰოლანდიური ყველი (100 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)

ღამე:
1 ნ პური, წიწიბურა და სალათი (270 კ)

ჯამში დაახლოებით 1090 კალორია.
წყალი - 1,5 ლიტრი.
ფიზიკური აქტივობა - თითქმის არანაირი.

Posted by: Vermillion 4 May 2019, 23:33
დღეს 1200კალორია მივიღე, სახლში რომ ვარ, მშივდება sad.gif


Posted by: ჯიმ"მორისონი 4 May 2019, 23:45
sybilcarpenter
მადლობა პასუხისთვის.
ვარჯიშობ.
ტურნიკზე და აჯიმანებზე ასევე ფეხით 2 საათი ვისეირნე თან აღმართში ავედი რამოდენიმეჯერ

Posted by: Danica 6 May 2019, 01:07
28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925
03/05 - 818
04/05 - 1050

Posted by: sybilcarpenter 6 May 2019, 01:18
შაბათი

დილით:
წყალი

შუადღეზე:
ჭვიშტარი, ჭარხლის სალათა და წიწიბურა (350 კ)
პეპსი ზერო (0 კ)
ჩამოსასხმელი ნაყინი (130 კ)

საღამოს:
1 პატარა ნ პური და ცოტა ყველი (100 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)

ღამე:
1 ნ პური, წიწიბურა და სალათა (250 კ)
1 ნ პური და პამიდორი (130 კ)
ჩაი და გრილიაჟი (80 კ)

ჯამში დაახლოებით 1060 კალორია.
წყალი - 1,5 ლიტრი.
ფიზიკური აქტივობა - თითქმის არანაირი.

***
კვირა

დილით:
1 ნ პური და 2 შემწვარი კვერცი (240 კ)

შუადღეზე:
არაფერი

საღამოს:
1 პატარა ნ პური და ლობიოს მარცვლების და ბოსტნეულის სალათი (150 კ)

ღამე:
1 ნ პური და შემწვარი ახალი კარტოფილი ტყემლით (240 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)
1 პატარა ნ პური და ლობიოს მარცვლების და ბოსტნეულის სალათი (150 კ)
ჩაი და 2 გრილიაჟი (160 კ)

ჯამში დაახლოებით 940 კალორია.
წყალი - 1,5 ლიტრი.
ფიზიკური აქტივობა - 2 საათი სიარული (400-მდე კალორიის დაწვა).

*************************
4 კვირის შეჯამება

1 კვირა - 6,065
2 კვირა - 7,810
3 კვირა - 8,240
4 კვირა - 6,260 (თუმცა, ჯამში ფიზიკური აქტივობით დავწვი დაახლოებით 1,900 კალორია)
ჯამი - დაახლოებით 28,375 კალორია (ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით - 26,475).

დიეტამდე მივიღებდი დაახლოებით 44,800 კალორიას. 4 კვირაში დეფიციტი გამომივიდა 16,425 - ჭამის, ხოლო პლიუს აქტივობის ხარჯზე ჯამში - 18,325 კალორია.
მოვიკელი 3 კილო. bis.gif

გეგმაში მაქვს ივნისამდე კიდევ 2 კილოს დაკლება და შემდეგ შენარჩუნება.
ასევე, მინდა, რომ სიარულს დავამატო სირბილი, სახტუნაოთი ხტუნვა, კიბეებით სიარული და სახლის ვარჯიშები უფრო ინტენსიურად ვაკეთო.


Posted by: ჯიმ"მორისონი 6 May 2019, 08:19
sybilcarpenter
ერთ თვეში 3 კგ დაიკელი?

კარგი შედეგია ნამდვილად, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტკბილეულს და პურს იღებ.

ისე კოკა კოლას და მსგავს,რაღაცებს ნუ ენდობი. აწერია 0 კალორიაო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. დიეტაზე, როდესაც ხარ ,უმჯობესია მარტო წყალი სვა... ყავას თუ წაახმარ არაფერი დაშავდება, პირიქით ცოტა უკეთეს შედეგს მოგცემს.



Posted by: Danica 6 May 2019, 12:09
sybilcarpenter
QUOTE
მოვიკელი 3 კილო.


up.gif გილოცავ, ყოჩაღ!


28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925
03/05 - 818
04/05 - 1050
05/05 - 929

15 აპრილიდან ვიცავ დიეტას (არ ვჭამ ცომეულს, ტკბილეულს და რძის პროდუქტებს), ამასთან 28 აპრილიდან კალორიებს ვითვლი და ამ 3 კვირაში 3,5-4 კგ დამიკლია თურმე smile.gif
ისე სწრაფად წავიდა წონაში კვლება, რომ ბარემ კიდევ 1-1,5 კილოსაც დავიკლებ და გავაგრძელებ შენარჩუნებას

Posted by: sybilcarpenter 7 May 2019, 00:55
ჯიმ"მორისონი

QUOTE
კარგი შედეგია ნამდვილად, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტკბილეულს და პურს იღებ.


მადლობა.
ტკბილეული და პური არ ამოვიღე სპეციალურად, რომ მაინცდამაინც არ შემეზღუდა თავი.
ასე, შენარჩუნების ეტაპისთვის უფრო კარგად მოვამზადებ ჩემს თავს.

Danica
QUOTE
3 კვირაში 3,5-4 კგ


ძაან მაგარია!

***
ორშაბათი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
სენდვიჩი და ჩაი (270 კ)

საღამოს:
ვაშლი (50 კ)

ღამე:
1 ნ პური, 2 შემწვარი კვერცხი, ტყემალი და მოთუშული ისპანახი (320 კ)
მაწონი და სუხარი (240 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)
2 გრილიაჟი და ჩაი (160 კ)

ჯამში დაახლოებით - 1,060
ფიზიკური აქტივობა - თითქმის არანაირი.
წყალი - 1,5 ლიტრი.


Posted by: ჯიმ"მორისონი 7 May 2019, 11:07
ხვალ უნდა ავიწონო და ვნახოთ ერთი რა შედეგს დავდებ biggrin.gif
1კვირა უკვე გასული :დ


Posted by: Danica 8 May 2019, 08:21
28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925
03/05 - 818
04/05 - 1050
05/05 - 929
06/05 - 870
07/05 - 530

Posted by: ჯიმ"მორისონი 8 May 2019, 14:59
1კგ მაქვს დაკლებული 1 კვირაში sad.gif

Posted by: Tengiz@@ 8 May 2019, 19:49
QUOTE
კოკა-კოლა ზერო (0 კ)

lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: Danica 9 May 2019, 20:35
ჯიმ"მორისონი
QUOTE
1კგ მაქვს დაკლებული 1 კვირაში 


1 კილოც კარგია, მეც კვირაში დაახლოებით 1-1,5 კილოს ვიკლებ.


28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925
03/05 - 818
04/05 - 1050
05/05 - 929
06/05 - 870
07/05 - 530
08/05 - 702
09/05 - 1252 (ყველაფერი 120 გრამი მიწის თხილის ბრალია facepalm.gif მაგრამ მთავარია ზღვრულ კალორიებში ჩავჯექი)

Posted by: პიანისტი 9 May 2019, 20:40
წვნიანი კერძის კალორიას როგორ ითვლით?

Posted by: RastaWoman 9 May 2019, 22:22
გამარჯობა
შეგიძლიათ რაიმე პროგრამა მირჩიოთ რომელიც დამეხმარება ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დღიური ნომრის დათვლაში?

უფასო რომ იყოს და აიფონისთვის tuk.gif smile.gif

თორემ ეხლა რაც მაქვს მხოლოდ კალორიებს მითვლის და ეშმაკმა უწყის რას ვშთანთქავ popcorn.gif popcorn.gif biggrin.gif


და კიდევ თუ ვინმე გამოცდილი ტრენერი, ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი ან დიეტა გამოვლილი ხართ და ქველმოქმედების სახით გსურთ რჩევების გაცემა ა აგერ ვარ გისმენთ smile.gif

Posted by: Danica 10 May 2019, 00:18
28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925
03/05 - 818
04/05 - 1050
05/05 - 929
06/05 - 870
07/05 - 530
08/05 - 702
09/05 - 1980 გავიღვიძებ ხვალ მოპუტკუნებული cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: <casablanca> 10 May 2019, 02:17
პიანისტი
QUOTE
წვნიანი კერძის კალორიას როგორ ითვლით?

რთულია ცოტა. უნდა იცოდე ზუსტად ქვაბში რა და რამდენია , (გაკეთების დროს უნდა აიწონოს ყველაფერი). მერე შეკრებ ამ კალორიებს , აწონი მთლიანი კერძი რამდენი გამოვიდა და გადაიანგარიშებ 100 გრამზე .

Posted by: თორნიკეე 10 May 2019, 02:57


.........

Posted by: <casablanca> 10 May 2019, 13:02
RastaWoman
YAZIO - ამ აპლიკაციას აქებენ ამ ბოლო დროს. მეც გადმოვწერე მაგრამ დიდად არ ვიყენებ. ისე კარგია. ნახე აბა (უფასოა)


Posted by: sybilcarpenter 11 May 2019, 17:01
ჯიმ"მორისონი

არ არის ცუდი შედეგი.

Danica

არაუშავს, მეც მქონდა ამ კვირაში ჩით დღეები ))

***
სამშაბათი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
კიტრის და პამიდვრის სალათი, 1 ნ პური და მდნარი ყველი (150 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)

საღამოს:
ვაშლი (50 კ)

ღამე:
ბოსტნეულის სალათი და რამდენიმე კარტოფილის ხინკალი (400 კ)
1 გრილიაჟი და ჩაი (80 კ)

ჯამში დაახლოებით - 700 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - მინიმალური.
წყალი - 1,5 ლიტრი.

***
ოთხშაბათი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
კიტრის და პამიდვრის სალათი, 1 ნ პური და მდნარი ყველი (150 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)

საღამოს:
ბროწეული (200 კ)

ღამე:
2 ნ პიცა (400 კ)
კოკა-კოლა და არაყი (300 კ)
ჩიპსები (100 კ)

ჯამში დაახლოებით - 1170 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - მინიმალური.
წყალი - 1,5 ლიტრი.


***
ხუთშაბათი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
კიტრის და პამიდვრის სალათი, 1 ნ პური და მდნარი ყველი (150 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)

საღამოს:
1 ნ პური და მდნარი ყველი (100 კ)
მაკდონალდსის ვაფლის ნაყინი (170 კ)

ღამე:
1 ნ პური და ბოსტნეულის სალათი (120 კ)

ჯამში დაახლოებით - 560 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - 2 საათნახევარი სიარული (დაახლოებით 400 კალორიის წვა)
წყალი - 1,5 ლიტრი.


***
პარასკევი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
შემწვარი ახალი კარტოფილი, საწებელი და ნახევარი ნ პური (200 კ)
კიტრის და პამიდვრის სალათი, 1 ნ პური და მდნარი ყველი (30 კ)
ჩაი შაქრით (20 კ)
1 პატარა ჭიქა ფანტა (50 კ)


საღამოს:
შემწვარი ახალი კარტოფილი, საწებელი და ნახევარი ნ პური (120 კ)
1 ორეოს პეჩენია და ჩაი (50 კ)


ღამე:
კოკა-კოლა (150 კ)
ყველის ჩხირები (200 კ)
3 ჭიქა წვენი და 3 ჭიქა არაყი (420 კ)

ჯამში დაახლოებით - 1240 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - ცეკვა 2 საათი biggrin.gif (350 კალორიის დაწვა)
წყალი - 1,5 ლიტრი.

Posted by: Danica 11 May 2019, 21:29
28/04 - 1035
29/04 - 703
30/04 - 956
01/05 - 817
02/05 - 925
03/05 - 818
04/05 - 1050
05/05 - 929
06/05 - 870
07/05 - 530
08/05 - 702
09/05 - 1980
10/05 - 995
11/05 - 2000+ გონზე არ ვარ, ნიგოზი, ჩირები და ტყლაპები ვჭამე და სათვალავი ამერია, უკვე მეორე ჩავარდნაა ამ კვირაში mad.gif mad.gif mad.gif

sybilcarpenter
QUOTE
არაუშავს, მეც მქონდა ამ კვირაში ჩით დღეები ))



მადლობა, უბრალოდ მე დღესაც დავარღვიე და კარგი არაფერი გამოვა ამისგან sad.gif

Posted by: პიანისტი 11 May 2019, 22:17
QUOTE (<casablanca> @ 10 May 2019, 02:17 )
პიანისტი
QUOTE
წვნიანი კერძის კალორიას როგორ ითვლით?

რთულია ცოტა. უნდა იცოდე ზუსტად ქვაბში რა და რამდენია , (გაკეთების დროს უნდა აიწონოს ყველაფერი). მერე შეკრებ ამ კალორიებს , აწონი მთლიანი კერძი რამდენი გამოვიდა და გადაიანგარიშებ 100 გრამზე .

მეც რაღაც მსგავსი ვიფიქრე;დ რამდენს დაეზარება წვნიანი კერძის ჭამა მაგის გამო,არადა საჭიროა.

Posted by: Danica 12 May 2019, 12:12
პიანისტი
QUOTE
QUOTE (<casablanca> @ 10 May 2019, 02:17 )
პიანისტი
QUOTE
წვნიანი კერძის კალორიას როგორ ითვლით?

რთულია ცოტა. უნდა იცოდე ზუსტად ქვაბში რა და რამდენია , (გაკეთების დროს უნდა აიწონოს ყველაფერი). მერე შეკრებ ამ კალორიებს , აწონი მთლიანი კერძი რამდენი გამოვიდა და გადაიანგარიშებ 100 გრამზე .

მეც რაღაც მსგავსი ვიფიქრე;დ რამდენს დაეზარება წვნიანი კერძის ჭამა მაგის გამო,არადა საჭიროა.



მე ჯერ წვნიანის მშრალ მასას ვიღებ თეფშზე და ვწონი და შემდეგ წვენს ვუმატებ.
ასე მაგ: ქათმის ბულიონი ბრინჯით - ჯერ ბრინჯი გადმოვიღე, ავწონე და მოხარშული ბრინჯის კალორიები ჩავწერე და შემდეგ დავუმატე ბულიონი, რომელიც ალბათ 20-25 კალორია იყო 100 გრამზე. ამ ყველაფრის თვალზომით გაკეთებაც შეიძლება თუ უკვე გამოცდილი ხარ კალორიების თვლაში.

Posted by: <casablanca> 12 May 2019, 13:11
კარგი ცხრილი ვიპოვე ქართულად. ბევრი კერძიც არის .

https://chvenshevdzlebt.wordpress.com/2014/...

Posted by: sybilcarpenter 13 May 2019, 02:29
შაბათი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
2 ბლინი ტარხუნით და ბრინჯით (80 კ)
1 გრილიაჟი და ჩაი (80 კ)

საღამოს:
შემწვარი ახალი კარტოფილი, ტყემალი და 1 ნ პური (200 კ)

ღამე:
ბოსტნეულის სალათა და 1 ნ პური (130 კ)
მარწყვი და ცოტა შაქარი (100 კ)

ჯამში დაახლოებით - 590 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - მინიმალური.
წყალი - 2 ლიტრი.

***
კვირა

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
არაფერი

საღამოს:
1 ნ პური და პამიდვრიანი კვერცხი (200 კ)
ტყემალი (20 კ)

ღამე:
1 ნ პური და პამიდვრიანი კვერცხი (200 კ)
ბოსტნეული და 1 ნ პური (130 კ)
1 გრილიაჟი (80 კ)

ჯამში დაახლოებით - 630 კალორია.
ფიზიკური აქტივობა - ხანგრძლივი შოპინი და სიარული (ჯამში ალბათ 300 კ)
წყალი - 2 ლიტრი.


****
შეჯამება

1 კვირა - 6,065
2 კვირა - 7,810
3 კვირა - 8,240
4 კვირა - 6,260 (თუმცა, ჯამში ფიზიკური აქტივობით დავწვი დაახლოებით 1,900 კალორია)
5 კვირა - 6,350 (ფიზიკური აქტივობით დავწვი დაახლოებით 1,050 კალორია)
ჯამი - დაახლოებით 34,725 კალორია (ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით - 31,775).

ძველი რეჟიმით მივიღებდი დაახლოებით 56,000-ს კალორიას. ანუ, დეფიციტში გამომივიდა სადღაც 24,225 კალორია.
მყარად დავიკელი 3 კილო და მეოთხემაც დაიწყო კლება bis.gif
აშკარად სწორია ის ფორმულა, რომ 1 კგ წონის (ძირითადად ცხიმის) დასაკლებად საჭიროა დაახლოებით 7,700 კალორიის დეფიციტი. 24,225 : 7,700 = 3,1.




Posted by: ჯიმ"მორისონი 13 May 2019, 21:43
1 ნაჭერი ყველი რამდენი გრამია დაახლოვებით ?

Posted by: Lalaith 14 May 2019, 10:25
მეგობრებო, მოგესალმებით.
თხოვნა მაქვს თქვენთან, სამაგისტრო ნაშრომისთვის ვატარებ კვლევას სოციალური ფსიქოლოგიის ხარისხისთვის. თუ შეგიძლიათ რომ კითხვარი შემივსოთ, სულ რაღაც 5-6 წუთი ჭირდება.
https://docs.google.com/forms/d/1HCcMbbfp_7bJ2eMaZD4yUrh3nEkMF6dX5qt4J1yGoCE/viewform?edit_requested=true
ძალიან დამეხმარებით.
მადლობა <3

Posted by: <casablanca> 14 May 2019, 13:12
ჯიმ"მორისონი
QUOTE
1 ნაჭერი ყველი რამდენი გრამია დაახლოვებით ?

სისქეს გააჩნია. 40 -50 გრამი იქნება. ყველი ძალიან მიყვარს , მაგრამ კალორიულია საკმაოდ cry.gif

ყოველ საღამო 8 კილომეტრამდე დავდივარ. ფეხები მომძვრა. :დ კალორიებს უფრო რომ ვზღუდავდე , კარგი შედეგი მექნებოდა. ეჰ.

Posted by: Lapustak 14 May 2019, 13:23
<casablanca>

ყოჩაღ, ყველანაირ დიეტას ჯობს მოძრაობა და სიარული. ყველანაირად უხდება სხეულს.

რომელ უბანში დადიხარ ამდენს? იმედია ნორმალური ჰაერია შენთან

Posted by: <casablanca> 14 May 2019, 13:34
Lapustak
კი , ამდენს რომ არ დავდიოდე, შედეგი საერთოდ არ მექნება. ძალიან ძნელად ვიკლებ. საქართველოში არ ვარ. სუფთა ჰაერია , კი .

Posted by: RastaWoman 14 May 2019, 14:01
QUOTE (<casablanca> @ 10 May 2019, 13:02 )
RastaWoman
YAZIO - ამ აპლიკაციას აქებენ ამ ბოლო დროს. მეც გადმოვწერე მაგრამ დიდად არ ვიყენებ. ისე კარგია. ნახე აბა (უფასოა)


მადლობა smile.gif
გადმოვწერე და ავითვისე წარმატებით :დ

Posted by: Lapustak 14 May 2019, 17:12
<casablanca>

შედეგს რა ეძახი? ბევრი ისეთი ადამიანი არ დადის დღეში მაგდენს, ვისაც ჭარბი წონა არ აქვს.

მთავარია მკვრივი და მოძრავი იყოს ადამიანი. ცოტა ზედმეტ წონას არაფერი უჭირს. დიეტის გამო კი არ გაქვს შედეგი, მოძრავი ხარ და ეს არის მთავარი.

მეტსაც გეტყვი, კარგ ფორმაში ხარ იმის მიუხედავად რომ არ მინახავს შენი ფოტო

Posted by: ჯიმ"მორისონი 14 May 2019, 19:29
შემწვარი მაკარონი ერთი საინი რამდენი კალორია მეგობრებო ? rolleyes.gif

Posted by: <casablanca> 14 May 2019, 20:11
Lapustak
მადლობა. არა, კარგ ფორმაში ვერ ვარ სამწუხაროდ. ზედმეტი კილოგრამები მაქვს , უბრალოდ უმოძრაო არ ვარ. 2-კილოიანი ჰანტელები მაქვს, მაგრად მეზარება მაგრამ მინდა ხელების ვარჯიშები დავიწყო. cry.gif
გუშინწინ "პერედოზი" მომივიდა , 4 კმ დილით, 8-საღამოს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
RastaWoman
QUOTE
მადლობა
გადმოვწერე და ავითვისე წარმატებით :დ

კარგია. აქებდნენ და მეც იმიტომ გადმოვწერე. წარმატებები.

Posted by: ჯიმ"მორისონი 14 May 2019, 20:49
<casablanca>
სგ კასა აღარ ხუმრობ
მე 71კგ ვარ უკვე

მაგრად მიხარი
3 წელი მქონდა ზედმეტი წონა და ძველ ტანს ვიბრუნებ bis.gif love.gif

ცოტა უნდა გავუძლო
mo.gif

სახლში რომ მხვდება ხჭაპური,აჩმა ან ჯადი ყველი და სალათა ცუდათ ვხვდები...
გავდივარ მეორე ოთახში და შევექცევი კომბოსტოს და ჰერკულეს mad.gif
* * *
sybilcarpenter
მოხარშული მაკარონი ერთი თეფში დაახლოვებით რამდენი კალორია ხომ არ იცი ?

Posted by: larakroft 15 May 2019, 19:35
ვინმემ იცის სადმე ისეთი ტრენერი დასაკლებად რაღაც აბებს არ გტენიდეს??? ვარჯიშის დაწყება მინდა და ტრენერი უნდა ავიყვანო სადაც მივედი ყველა რაღაც აბების ყიდვაზე მეჩალიჩება...

Posted by: Universe 15 May 2019, 21:49
ჯიმ"მორისონი
100g. 137kcal
შემწვარი
100g. 190kcal რაც მოვძებნე

Posted by: ჯიმ"მორისონი 15 May 2019, 22:44
Universe
მადლობა დიდი. სამწუხარდ არ მაქვს სამზარეულო სასწორი smile.gif
და ვერ გავიგებ ერთი საშვალო თეფში რამდენი გამოვა,არადა ხვალ არაფერი მაქვს მაგის გარდა სადიეტო რომ ვჭამო :დ


Posted by: სნუპ დოგი 16 May 2019, 01:42
ჯიმ"მორისონი
დიეტა რათ გინდა? გახდომა თუ გინდა ჩაიცვი თბილი ქურთუკი + ქუდი. + დაითრიე ბურთი და წადი სტადიონზე ითამაშე. მაგრად გახდები. ერთ თვეში ძაან ბევრს დაიკლებ. თან რაც გინდა ჭამე.

Posted by: sybilcarpenter 22 May 2019, 00:04
მოკლედ, წინა კვირას მეზარებოდა და მავიწყდებოდა დაწერა, ამიტომ ვერ გავიხსენებ რა ვჭამე, მაგრამ ალბათ საერთო ჯამში 8,400-9,000 კალორიას არ გადავაჭარბებდი.

ამ ეტაპისთვის 56 კილო ვარ. მყარად დავიკელი 4 კილო.
უკვე მეტყობა, რომ გავხდი. ეს 1 კილოც და მერე დავფიქრდები მინდა თუ არა კიდევ 1-2 კილოს დაკლებაც. ძალიან სიგამხდრე არ მომწონს ჩემზე.

რეალურად, საკმაოდ რთული ყოფილა წონაში დაკლება ისე, რომ სწრაფადვე არ მოიმატო. თან, როგორც ვიცი, პატარა წონაზე უფრო რთულად იკლებ.

ეს ჩემი მე-7 კვირაა და დავიწყებ ყოველდღიური რაციონის წერას.

ორშაბათი

დილით:
1 ყიყლიყო და პამიდორი (200 კ)

შუადღეზე:
არაფერი

საღამოს:
4 ყიყლიყო და პამიდორი (700 კ)

ღამე:
გოთს ვუყურებდი მეგობრებთან ერთად :დ - ჩიპსი, პეპსი, ჩაი და ალადიკები (400 კ)

ჯამში დაახლოებით - 1300 კ
ფიზიკური აქტივობა - 5 წუთი სახტუნაოთი ხტუნაობა და 20 წუთი ვარჯიში (ჯამში დავწვი ალბათ 150 კ)
წყალი - 2 ლ.

***

სამშაბათი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
მოწამლული ვიყავი და ვჭამე 2 სუხარი და ჩაი (320 კ)

საღამოს:
ძალიან ცოტა ტორტი (50 კ)
ჩაი და 3 სუხარი (440 კ)

ღამე:
2 ცალი უსაფუარო ლავაში ბოსტნეულის და ყველის შიგთავსით (400 კ)

ჯამში დაახლოებით - 1250 კ
ფიზიკური აქტივობა - 1 სთ სიარული (ჯამში დავწვი ალბათ 150 კ)
წყალი - 2 ლ.

***
მოკლედ, ამ კვირაში მინდა ბევრი ვივარჯიშო და გემრიელი, დაბალკალორიული საჭმელები მოვიმზადო ჩემით.

Posted by: sybilcarpenter 23 May 2019, 00:41
ოთხშაბათი

დილით:
არაფერი

შუადღეზე:
სენდვიჩი (300 კ)
მწვანე სალათა (30 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)

საღამოს:
ალუჩა (20 კ)
ვაშლი (50 კ)

ღამე:
2 ცაი უსაფუარო ლავაში ბოსტნეული და ყველის შიგთავსით (400 კ)
ჩუპა-ჩუპსი (50 კ)

ჯამში დაახლოებით - 850 კ
ფიზიკური აქტივობა - 2 სთ სიარული (ჯამში დავწვი ალბათ 300 კ)
წყალი - 1,5 ლ.

Posted by: ჯიმ"მორისონი 26 May 2019, 18:30
sybilcarpenter
ღამე სჯობს მარტო ხაჭო მიირთვა ან მაწონი
ნახშიროწყლების მიღება 6საათის შემდეგ არ არის რეკომენდირებული.

მე 69კგ მიჩვენა სასწორმა. დამრჩა -2კგ
მეტის დაკლებას მართლა არ ვაპირებ 177სმ 67კგ საკმარისი იქნება ბიჭისთვის. მერე 3კგ კუნთს მოვიმატებ და ეგაა

ახლა როდესაც მოვრჩები ამ კვების რეჟიმს შემდეგ იწყება საფრტხილო ეტაპი!
მთავარია წონა შევინარჩუნო და აღარ დამიბრუნდეს ძველი კგ smile.gif
წესით ფასტინგს აწი მთელი ცხოვრება გამოვიყენებ

Posted by: sybilcarpenter 30 May 2019, 01:11
ჯიმ"მორისონი

გამომდინარე იქიდან რომ ღამე მიყვარს სრულყოფილად ჭამა, ვერ წარმომიდგენია ნახშირწყლების არ მიღება. სამუშაო ცოტა გვიან მეწყება და გვიანვე ვამთავრებ. ჩემი ორგანიზმი ამ რეჟიმს საკმაოდ შეჩვეულია, ამიტომ ღამე ნაჭამს, დილით არ მშია ხოლმე და ეს ვარიანტი უფრო მირჩევნია.

ყოჩაღ! ძალიან კარგი შედეგია, მეტი ნამდვილად არ გინდა შენს სიმაღლეზე.


********************************

რაც შეეხება ჩემს დიეტას. როგორც წავიკითხე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიეტა და კალორიების დეფიციტი საშიშროებას ქმნის მეტაბოლური ადაპტაციის. ორგანიზმი ყველანაირად ცდილობს წონა შეინარჩუნოს, ზოგადად. მოკლე დროში ვერ ხვდება, რომ რაღაც შეიცვალა და ნაკლები ენერგია მიეწოდება, შესაბამისად, ორგანიზმი საკუთარი რესურსის ხარჯზე გაძლევს ენერგიას და ხდები. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ცვლილება უკვე ნორმა ხდება და განიცდი მეტაბოლურ ადაპტაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი ეჩვევა მცირე რაოდენობის კალორიებს (ან სხვა ტიპის დიეტას) და მაგალითად, ადრე თუ 1700 კალორია იყო შენი შენარჩუნების ნორმა, შეიძლება ამ რაოდენობამ ვთქვათ 1300-ზე ჩამოიწიოს, გააჩნია, რამდენი ხანი დაჭირდა ორგანიზმს დეფიციტის ნორმალიზებაში. ანუ, გადაპროგრამირდება და სწავლობს 1300 კალორიიდანაც იგივე რაოდენობის ენერგიის ათვისებას, რისთვისაც 1700 სჭირდებოდა ადრე. ასე 'გვეხმარება', რომ გადავრჩეთ ))

ამიტომ დიეტის შემდეგ წონის მომატების ორი მიზეზი არსებობს ხოლმე როგორც წესი;

1) თუ ხანმოკლე იყო დიეტა, წონაში კლება ძირითადად წყლის კლებით არის განპირობებული და ორგანიზმი უცებვე აღადგენს ძველ წონას;

2) უფრო რთული შემთხვევა, ხანგრძლივი დიეტის შემდეგ იწყება მეტაბოლური ადაპტაცია და ან ერთ წონაზე იყინებით, ან თქვენთვის განსაზღვრულ კალორაჟს/რაციონს თუ უბრუნდებით, რასაც წესით და რიგით არ უნდა მოჰყოლოდა მატება, - მაინც იმატებთ, იმიტომ რომ რეპროგრამირდება მეტაბოლური მაჩვენებელი.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ მეტაბოლური ადაპტაცია?

ა) აუცილებელია, რომ დიეტის განმავლობაში აიღოთ შესვენება. მაგალითად, 3 კვირა თუ დეფიციტი გაქვთ, 2 კვირა - ნორმის ფარგლებში მიირთვათ; 3 კვირის მანძილზე თუ აქტიურად ვარჯიშობთ, 2 კვირა - ვარჯიშის ხანგრძლივობა და ინტენსიობა შეამციროთ; ამ პერიოდის მანძილზე შეიძლება ძალიან ცოტა მოიკლოთ, არ მოიკლოთ ან წონამ ითამაშოს - მაგრამ ჯობია, რომ კლება იყოს ნელი და გრძელვადიანად ეფექტური;

ბ) კარდიოზე არ გააკეთოთ მთელი აქცენტი და ამის ნაცვლად, კუნთის გასამაგრებელ ვარჯიშებზე კონცენტრირდით, რომ თავიდან აიცილოთ ცხიმთან ერთად კუნთის დაკარგვა. კუნთი გაცილებით მეტ ენერგიას წვავს და არავითარ შემთხვევაში არ გაწყობთ კუნთის დაკარგვა, პირიქით, მთელი ენერგია უნდა მიმართოთ კუნთის მასის გაზრდაზე.

გ) შეეგუეთ, რომ წონაში კლება ძალიან ხანგრძლივი პროცესია და მთელი მეტაბოლური სტრუქტურა იცვლება. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ სწრაფი კლების, მდგომარეობის გაუარესების და ორგანიზმისთვის მეტაბოლური ზიანის მიყენების ნაცვლად, ნელი კლებისთვის მზად იყოთ და ძალიან ინფორმირებულად, გააზრებულად და მიზანმიმართულად იმოქმედოთ.


მე დაახლოებით ორკვირიანი შესვენება მაქვს აღებული. კალორაჟი გავზარდე ნორმის ფარგლებში და სავარჯიშო დარბაზის აბონიმენტი ვიყიდე, რომ ტონუსზე ვიზრუნო.

Posted by: ჯიმ"მორისონი 31 May 2019, 11:07
sybilcarpenter
მადლობა.


წარმატებები. პრინციპში ცოტა დაგრჩა.



მე დღეს უკვე ძალინ მაგრად ვიგრძენი ცვლილებები...

მარტო მუცელზე დამრჩა ოდნავ ცხიმი და ეგ არის

სასწაულ შედეგებს იძლევა ფასტინგი.

2 კვირა გავაგრძელებ და მერე ვსო გადავდივარ წონის შენარჩუნებაზე!

აღარასოდეს არღარ მოვიმატებ mad.gif


პ.ს ერთი დიდი მინუსი აქ წონის კლებას-შარვლები ხელახლა მაქვს საყიდელი mo.gif


Posted by: larakroft 31 May 2019, 16:18
QUOTE
გ) შეეგუეთ, რომ წონაში კლება ძალიან ხანგრძლივი პროცესია და მთელი მეტაბოლური სტრუქტურა იცვლება. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ სწრაფი კლების, მდგომარეობის გაუარესების და ორგანიზმისთვის მეტაბოლური ზიანის მიყენების ნაცვლად, ნელი კლებისთვის მზად იყოთ და ძალიან ინფორმირებულად, გააზრებულად და მიზანმიმართულად იმოქმედოთ.


ეს მომეწონა ძალიან... ახლა ის მომენტი მაქვს ყველაფერი უცებ რომ მინდა... და საბოლოოს მდგომარეობას ვაუარესებ ჩემსას...

Posted by: sybilcarpenter 1 Jun 2019, 02:29
ჯიმ"მორისონი
QUOTE
სასწაულ შედეგებს იძლევა ფასტინგი.


რა ტიპის ფასტინგს აკეთებ?

larakroft
QUOTE
ეს მომეწონა ძალიან... ახლა ის მომენტი მაქვს ყველაფერი უცებ რომ მინდა... და საბოლოოს მდგომარეობას ვაუარესებ ჩემსას...


ხო, ვხვდები რასაც ამბობ. სწრაფად გვინდა ხოლმე შედეგი და სულმოუთქმელად ველოდებით. ამ არასწორ მოლოდინს იწვევს არასწორი ინფორმაცია. რაც მეტად ინფორმირებული ხარ, მით უფრო რეალისტური მოლოდინები გაქვს და წინასწარ ხარ შემზადებულიც და შეგუებულიც, რომ სწრაფად შედეგი არ დადგება. შესაბამისად, ნაკლებია დემოტივაციის შანსი.
ადამიანმა თუ ხანგრძლივი პერსპექტივით და სწორად არ დაგეგმე 'დიეტა', ჯობია ისევ რა წონაც ხარ იმაზე დარჩე კიდევ რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ სრული ფსიქო-ემოციური მზაობა გექნება, რომ შუა გზაზე არ მიატოვო ან არასწორი გზით არ წარმართო და გაიუარესო მდგომარეობა.


Posted by: Likri 1 Jun 2019, 07:50
sybilcarpenter
კალორიწბს ვითვლი მეც წლებია,ხან ისეთებს ვჭამ?მეუბნებიან,მპიმატებო,მეთქი კი,მასე იფიქეე :დ
საჭმელს მეც ღამე ვჭან.ხან სახლში 1ისკნ ვარ ღამე სა მაშინ ვჭან
ამ ხალხს ვერ გავაგევინე რო დღიურ კალორიაზე მეტად კვირის ჯამური კალორიაა მთავაეი
ახლა ვარჯიში განვაახლე კვირაში 5 ჯერ და შენარჩუნების კალპრია 1700 მდე ავწიე,ვნახოთ.იქოთ თვიდან შენარჩუმება მინდა
ამ თვეში 2 კგ ჰა 3 :დ
ფოტოებს დავდებდი კვების მარა დაპატარავება მეზარება

Posted by: ჯიმ"მორისონი 1 Jun 2019, 10:10
sybilcarpenter
12:30 არ ვჭამ არაფერს და მაგ დროს ვიკვებები ყველაზე კარგად,შემდეგ 3საათზე ვჭამ და ბოლოს 17:30.


ძალინ მაგარი შედეგი მაქვს. ახლა რომ შევწყვიტო არაფერი დაშავდება,მაგრამ ბარემ აქმდეს მოვედი და ბოლო ცხიმებსაც გავანადგურებ mad.gif



Posted by: sybilcarpenter 1 Jun 2019, 21:30
Likri

5-ჯერ ვარჯიშობ კვირაში? ყოჩაღ, ამდენი ნებისყოფა რო გაქვს ))
რა ტიპის ვარჯიშებს აკეთებ?

ჯიმ"მორისონი

კარგი ვარიანტია ეგ ფასტინგი. რამდენი კალორია გამოგდის დაახლოებით ჭამის საათებში?


მე დავიწყე მოკლედ სავარჯიშო დარბაზში სიარული როგორც იქნა. დღეს უფრო კარდიო გამაკეთებინა ტრენერმა, 50 წუთი გამომივიდა. ჯამში 400 კალორია დავწვი.

შემდეგიდან უფრო კუნთების დასაყენებელ ვარჯიშებს დავიწყებთ.



Posted by: Likri 3 Jun 2019, 09:56
sybilcarpenter
კი,მეშვიდე წელია უკვე :დ
ნუ ადრე მეტჯერ და მერე პრობლემები მქონდა
HIIT /strength training დღეგამოშვებით.
დღეს პიტნის ყველი ვჭამე 157 კალორიაშუ
♡♡♡♡

Posted by: sybilcarpenter 7 Jun 2019, 01:06
მოკლედ, ერთ თვეში ძალიან კარგ ფორმაში უნდა ვიყო და მოტივაცია მაქვს გაძლიერებული biggrin.gif

2 კილოს დაკლება მინდა და კვირაში 5-ჯერ მაინც ვარჯიში.

ხვალიდან დავიწყებ ისევ ჩემი რაციონის შესახებ წერას. მიყვარს რატომღაც. user.gif

Posted by: Likri 7 Jun 2019, 13:14
QUOTE
ხვალიდან დავიწყებ ისევ ჩემი რაციონის შესახებ წერას. მიყვარს რატომღაც. 

მიდი დაწერე,მე ვკითხულობ ხოლმე შენებს
დღეს სამსახურის მერე უნივერსიტეტი მაქვს და 236 კალორიას ვერ ავცდები,ეჭვი მაქვს

sybilcarpenter
ჩემი კალორიის 90 პროცენტზე მეტს ვჭამ ღამე,12ის მერე და უმეტესად დღიურზე მეტად კვირის კალორიას ვითვლი
bis.gif chups.gif პროსტა თურქული სიმიტი მიყვარს ძაან,ვერსად ვუნახე კალორია არიცი?



https://www.nutritionix.com/food/turkish-simit
ვნახე,1 ცალი ასე 110 გრამია ხოლმე,რაც ამიწონია/

Posted by: Likri 8 Jun 2019, 13:42
ვსო,ხვალინდა მართლა ვსო
დღეს ავედი მგონი 1500 მდე და ვსო,საღამოს ვარჯიში 2სთ

Posted by: ჯიმ"მორისონი 8 Jun 2019, 15:38
Likri
არ გაქრე თუ ქალი ხარ givi.gif

Posted by: Heart_of_Darkness 8 Jun 2019, 16:06
ბოლოს, 7დღეში 5კგ დავიკელი და პირდაპირ ექიმთან მიმასვენეს.
არადა მიხდებოდა. არც ვშიმშილობდი, საერთოდ არ მაწუხებდა შიმშილის შეგრძნება, ექსპრესს დიეტა გამომივიდა sad.gif
ერთი თვეა რაც დამსვეს ვიტამინებზე.
ჩემი პირადი ექიმი მემუქრება უკვე, შვილო თავს იკლავო.
ვსიო, მართლა, ჯანსაღ კვებაზე უნდა გადავიდე თორემ ამ რეჟიმით 35წლამდე ვერ გავქაჩავ.
დღიურ 1200 კალორიებს მივიღებ ხოლმე. ნუ, 1000-ს არ ჩამოვცდები მაინც.
Likri
QUOTE (Likri @ 7 Jun 2019, 13:14 )
236 კალორიას ვერ ავცდები,ეჭვი მაქვს

ცუდად არ ხდები ხოლმე?

Posted by: alesandra 8 Jun 2019, 16:43
Heart_of_Darkness
QUOTE
ბოლოს, 7დღეში 5კგ დავიკელი


რანაირად??
რა დიეტაა აბა დაწერე.

Posted by: Heart_of_Darkness 8 Jun 2019, 19:11
alesandra
დიეტაა არაა, საკუთარ თავზე ცუდი ექსპერიმენტების ჩატარებაა, ექსპრესს დიეტასავით კი გამოვიდა.
მეთოდის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმი უნდა მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე რომ ჭამის მადა დაეკარგოს,
არაფერი ჭამო, 1კვირის განმავლობაში, მხოლოდ წყალი დალიე და დაიკლებ. ჰო, დიეტას ვიწყებთ 1 ბოთლი ღვინით, თავიდან ბოლომდე უნდა დავლიოთ ერთ საღამოში, თუ თქვენი ორგანიზმი მიჩვეულია სასმელს, მაშინ შეგიძლიათ გაზარდოთ სასმლის ოდენობა, სანამ ღვიძლი არ გეტკინებათ.
მე ზოგადად სწრაფად და ადვილად ვიკლებ.მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ -5კგ 1კვირაში შესაძლებელი იყო.
უბრალოდ მერე ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება დაგჭირდეს და უფრო ძვირი დაგიჯდება ვიდრე რამდენიმე ზედმეტი კილოგრამები. განსაკუთრებით, მაშინ როცა BMI ინდექსი გეუბნება რომ ნორმის ისედაც ქვედა ზღვარში ხარ და არ გჭირდება 46კგ-დ ყოფნა user.gif

QUOTE
რა დიეტაა აბა დაწერე.
no.gif იმისთვის შემოვედი თემაში, რომ მსგავს ექსპრესს დიეტებზე ცუდი დავწერო.
ჯანსაღად კვების ერთადერთი სწორი მეთოდი არის არაჯანსაღი პროდუქტების ამოღება და ორგანიზმისთვის საჭირო კალორაჟის ოდენობის დაცვა. +ვარჯიში.
სწრაფი არაფერი ვარგა. შედეგს მიიღებ, მაგრამ ორგანიზმს ისეთ სტრესს უქმნი, უნდა დაფიქრდე საერთოდ გიღირს თუ არა.

Posted by: alesandra 8 Jun 2019, 21:18
Heart_of_Darkness

ოო, აარაა, მასეთ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებ, გამორიცხულია givi.gif

QUOTE
ჯანსაღად კვების ერთადერთი სწორი მეთოდი არის არაჯანსაღი პროდუქტების ამოღება და ორგანიზმისთვის საჭირო კალორაჟის ოდენობის დაცვა. +ვარჯიში.
სწრაფი არაფერი ვარგა. შედეგს მიიღებ, მაგრამ ორგანიზმს ისეთ სტრესს უქმნი, უნდა დაფიქრდე საერთოდ გიღირს თუ არა.


ჰო, ნელა მიდის მასე საქმე და, ვიფიქრე, რამე უებარი მეთოდი ხომ არ არსებობს-თქო. user.gif

Posted by: Likri 9 Jun 2019, 15:12
ჯიმ"მორისონი
QUOTE
Likri
არ გაქრე თუ ქალი ხარ

რა გამაქრობს? :დ
ძაან კარგად ვარ,არა,რაუნდა შევეშვა დაკლებას,შენარცუნება სჯობს მგონი


Heart_of_Darkness
QUOTE
ცუდად არ ხდები ხოლმე?

როგორ არა,მაგრამ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ხოლმე,სამსახურის მერ ეგრევე უნივერსიტეტი რომ მაქვს,სახლში 12 1ისკენ ვარ და მძინავს ეგრევე
თორე ისე იცოცხლე
chups.gif
QUOTE
ჯანსაღად კვების ერთადერთი სწორი მეთოდი არის არაჯანსაღი პროდუქტების ამოღება და ორგანიზმისთვის საჭირო კალორაჟის ოდენობის დაცვა. +ვარჯიში.
სწრაფი არაფერი ვარგა. შედეგს მიიღებ, მაგრამ ორგანიზმს ისეთ სტრესს უქმნი, უნდა დაფიქრდე საერთოდ გიღირს თუ არა.

ზუსტია,მთავარი კალორიაა კლებისთვის,ნუ,ვარჯიში ხელს უწყობს კალორიების დაწვას და ენერგიის ზრდას და თუმაინცდამაინც ჯანმრთელო რგანიზმი გვინდა,ეგ არაჯანსაღიც გამოვაკლოთ და ეგრ ევითვალოთ კალორეიბი
მაგრამ მე კალორიებში გაგიჟებული არაჯანსაღსაც ვტენი
ნუ ყველაფერს ვჭამ კალორიაში,ხორცის გარდა

* * *
ავიწონე... 44, 700 ვარ :დ
შაბათს დავდებ შედეგს წონის : )

Posted by: ჯიმ"მორისონი 9 Jun 2019, 20:01
Likri
როგორ ხარ მუდამ ფორმაში მყოფო და მოამავალო გამომძიებელო ქალო შორენა ? rolleyes.gif
შენ ერთს არ უკითხავ ადამიანს ამბავს,ეგება ისე გავსუქდი ძლივს დავბაჯბაჯებ და დამხარება მჭირდება ანუ კარგი დიეტა biggrin.gif




Posted by: Likri 10 Jun 2019, 10:56
ჯიმ"მორისონი
QUOTE
Likri
როგორ ხარ მუდამ ფორმაში მყოფო და მოამავალო გამომძიებელო ქალო შორენა ? 
შენ ერთს არ უკითხავ ადამიანს ამბავს,ეგება ისე გავსუქდი ძლივს დავბაჯბაჯებ და დამხარება მჭირდება ანუ კარგი დიეტა 

მუდამ ფორმაში არა ის კიდე biggrin.gif
ადრე რეებიც გირჩიე რა გაააკეთE? popcorn.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 10 Jun 2019, 11:36
Likri
100 კგ ვიყავი ზამთარში ბოლოს როცა ვისაუბრეთ მე და შენ და ახლა ვარ 69კგ bis.gif
რჩევას რაც შეეხება ზოგიერთი რამე გავითვალისწინე და ბევრი რამე ჩემით მოვიფიქრე.


სანამ დიეტაზე ვიყავი ჭამა-სმას ძალიან ვაფასებდი და მეგონა,როგორც კი მორჩებოდა დიეტა და დავიწყებდი ნორმალურად კვებას,ანუ ისევ მივიღებდი ტკბილს,დავლევდი ყავას და ალკოჰოლსაც გავეკარებოდი,ბევრად უკეთესად ვიქნებოდი,როგორც ფიზიკურად ისე სულიერად,მაგრამ ნურას უკაცრავათ,პირიქით მოხდა!
დიეტის დროს უფრო კარგად ვგრძნობდი თავს;ღამეც კარგად მეძინა, ჩემი გონებაც უდრო კარგად აზრივენებდა,ჰოდა მივედი იმ დასკვანმდე რომ სწორი კვება და ცოტა შიმშილის გრძნობა რომ გაქვს,გაცილებით უფრო წაგადგება კაცს,ვიდრე მაძღარი და საყვარელი ტკბილეულობით გაქვს პირი დასველებული.

პ.ს შოკოლადი დამინშნა ექმია და რომელი ვიყიდო ?
შაქარის ამოღებას ვაპირებ საერთოდ რაციონიდან და ყავაც მინდა ჩავანაცვლო.

ახლა ერთ კვირა მსურს ე.წ "სუშკა " მოვშინჯო.

Posted by: Likri 11 Jun 2019, 10:24
ჯიმ"მორისონი
QUOTE
პ.ს შოკოლადი დამინშნა ექმია და რომელი ვიყიდო ?
შაქარის ამოღებას ვაპირებ საერთოდ რაციონიდან და ყავაც მინდა ჩავანაცვლო.

შოკოლადი რაზე დაგინიშნა??
მაშინ შავი,მაღალ პროცენტიანი
მაგრამ მე რძიანი მიყვარს ძალიან < 3

Posted by: ჯიმ"მორისონი 11 Jun 2019, 11:22
Likri
სისხლის შედედებისთვის თუ რაღაც ეგეთი mo.gif

ხილზე მინდა გადავიდე
შენ ხომ არ ყოფილხარ ?

ენერგიაზე ხარო ამბობენ და სწორედ ენერგია მჭირდება ახლა მე

Posted by: Likri 11 Jun 2019, 11:33
ჯიმ"მორისონი
QUOTE
ხილზე მინდა გადავიდე
შენ ხომ არ ყოფილხარ ?

ენერგიაზე ხარო ამბობენ და სწორედ ენერგია მჭირდება ახლა მე

ასე რამეზე გადასვლა მარტო ძაან სისულელე მგონია,გამომიხტებიან ვიცი,მაგრამ ვიტყვი,რომ ორგანიზმს პროტეინი სჭირდება,არის ეგ რაოდენობა ვითომ ხილში?
პროტეინში ხორცს არ ვგულისხმობ,მე არ ვჭამ ხორცს .
ხილის დღე კვირაში 1 ხელ საკაიფოა,ან ბოსტნეულის,მაგრამ მრტო ხილზე გადასვლა (მაგასაც თავისი მიმდევრები ჰყავს,მესმის ) არ მიმაჩნია სწორად კიარადა სისულელეა
smile.gif)) შენ როგორც გინდა,ისე ქენი,მაგრამ ორგანიზმს სჭირდება ყველაფეირ,გარდა ცხოველების ჭამისა

Posted by: ჯიმ"მორისონი 11 Jun 2019, 19:38
Likri
Likri
mo.gif
ადრე უფრო მეგორულად ვსაუბრობდით
რამე მოხდა და მე არ მახსოვს ? rolleyes.gif

Posted by: Likri 11 Jun 2019, 22:11
ჯიმ"მორისონი
საიდან დაასკვენი ტომ ესენი? :დ
საუკუნე არ შემოვდივარ ხოლნე,არასწორად ფიქეობ yes.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 11 Jun 2019, 22:20
Likri
4 თვე არ ყოფილვარ მე ფორუმზე და რომ დავბრუნდი მტრებსაც გაუხარდა ჩემი დაბრუნება და შენ არც მომესალმე ხოდა მაქედან დავასკვენი რამე ცუდათ ხომ არ დავშორდით-თქო ცოტა არეული მაქ ამ ბოლო დროს გონება
მეხისერებებში ჩავარდან მაქვს და თუ რამე გაწყენინე არ მოგერიდოს თუ არა და ეტყობა მე გავიგე არასწორადა
არა უშავს <3

Posted by: isida8 12 Jun 2019, 23:00
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 10 Jun 2019, 11:36 )

100 კგ ვიყავი ზამთარში ბოლოს როცა ვისაუბრეთ მე და შენ და ახლა ვარ 69კგ bis.gif

როგოოოორ? user.gif

დაწერე,იქნებ მეც მეშველოს : ))

Posted by: Likri 13 Jun 2019, 11:01
ღმერთო,დავიკლო ეს მომატებული 3 კილო რა chups.gif
ძაან იწელება დროში
მაგრამ არაუშავს,სექტემბერში ისევ 41 ვიქენები fig.gif
44 700 ვიყავი კვირას,ავიწონები ამ კვირას და დავწერ წონას popcorn.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Jun 2019, 18:52
isida8
გამარჯობა.
ამოიღეთ კვების რაციონიდან ცომეული,ტკბილეული და ალკოჰოლი-ყველანაირი გაზიანი სასმელი.

ახლა გადავიდეთ იმაზე თუ რა უნდა მივიღოთ,რომ დავიკლოთ წონაში.
პირველ რიგში აუცილებელია გაარკვიოთ რამდენი კალორის დეფიციტის შექმნა გჭირდებათ იმისთვის რომ დავიკლოთ წონაში!
ამის გასაგებად არსებობს უმარავი საიტი,სადაც კალუკულატორში უთითდებთ თქვენს წონას,სიმაღლეს და ასაკს,ასევე იმას თუ როგორი ცხოვრების რიტმს მიყვებით,ანუ ზიხართ მთელი დღე კომპიუტერთან ან ტვ უმოძრავო მდგომარეობაში თუ სპორტით ან უბრალოდ ფეხით სიარულით ხართ დაკავებული.

როდესაც ამ ყველფერს გავარკვევთ გადავდივართ კვების მენიუს შედგენაზე,რომელიც უნდა იყოს დაბალანსებული.
რას ნიშნავს ახლა ეს:პირველ რიგში აუცილებელია კალორიების დეფიციტის შექმნა,მე გირჩევდით დეფიცით მარტო საკვების შემცირების ხარჯზე არ შექმნათ და უფრო აქცენტი გააკეთოდ ფიზიკურ დაჭვირთვაზე,ანუ ვარჯიშზე. თუ ვერ ახერხებთ სპორტ დარბაზში სიარულს,მაშინ იყიდეთ ლახტი,გაიხსენეთ ბავშვობა და დღის განვალობაში 30 წუთი ლახტით ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ. ასევე ველოსიპედით სიარული დღეში 1 საათზე მეტი მოგცემთ ძალიან კარგ შედეგს,და თუ ამ ყველფერს ვერ ახერხებთ,მაშინ ფეხით ისეირნეთ დღეში 1საათზე მეტი.

კვებას დავუბრუნდეთ. ძირთიადი აქცენტი გააკეთედ ბოსტნეულზე და ხილზე,ასევე აუცილებელია დღეში მიიღოთ 1ლიტრაზე მეტი სუფთა წყალი.

რაც შეეხება კონკრეტულად პროდუქტებს დილა დაიწყეთ ჰერკულისის ფაფით და ვაშლით ან რომელი ხილიც მოგწონთ,შემდეგ თქვენს ნებაზეა,თუ ბოსტენული არ გიზიდავთ და ჩემსავით ვეგეტარიანელი არ ხართ ჭამეთ ქათმის ფილა,თევზი,ხაჭო,მაწონი და კვერცხი. ყოველ 3 საათში ერთხელ ეცადეთ რომ მიიღოთ საკვები.

5საათის შემდეგ ხილი არ ჭამოთ და არც ნახშიროწყლები მიიღოთ. საღამოს იდალური არის ხაჭო,უცხიმო,რა თქმა უნა.

თუ კიდევ გაქვთ კითხვები ვეცდები გაგცეთ ამომწურავი პასუხი.

წარმატებები

2kiss.gif

Posted by: isida8 13 Jun 2019, 21:16
ჯიმ"მორისონი


დიდი მადლობა : ))

ეს ყველაფერი გასაგებია,მაგრამ მთავარია ნებისყოფა,რომელიც მე არ გამაჩნია user.gif : //

ძალიან მიჭირს ტკბილის გარეშე ცხოვრება,ჩემი პირველი მტერია : //

Posted by: any_body 13 Jun 2019, 21:17
isida8
14 დღეა საჭირო შოკოლადისა და შაქრის გარეშე რომ გაძლოთ, ასე თუ ისე ორგანიზმი გადაეჩვევა. ეცადეთ მწარე შოკოლადი მიიღოთ 2 დღეში ერთხელ, სტევიაც უვნებელია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Jun 2019, 21:20
isida8
თავიდან გაგიჭირდებათ ,მაგრამ შემდეგ შეეჩვევით
მწარე შოკოლადი კარგი რამე სწორად გირჩიათ აგერ ამ ძალინ კარგმა იუზერმა

Posted by: isida8 13 Jun 2019, 21:36
any_body
ჯიმ"მორისონი

მადლობა ხალხო : ))

გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს : ))

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jun 2019, 22:46
QUOTE (Likri @ 13 Jun 2019, 11:01 )
სექტემბერში ისევ 41 ვიქენები fig.gif

ეჰ user.gif
44რომ ვიყო ახლა, ცარიელი ძვლები ვიქნები. არადა, როგორ მომწონს.

ხვალიდან ვიწყებ გამძაფრებულ ვარჯიშს და ჯანსაღად კვებას.
საზაფხულო ჩელენჯი მოვაწყოთ, სექტემბრისთვის ვინ რა ფორმაში იქნება, ფოტოებიც დავდოთ.

Posted by: Likri 13 Jun 2019, 22:49
Heart_of_Darkness
ძალიან კარგი აზრია smile.gif
აქ ვარ მეც.გიერთდები
isida8
ტკბილი არ ამოიღო თუ ფიყვარს.კალოროების დედიციტი და დაიკლებ მაინც.დათვალე ტკჰილიც.უმეტესობას ზედვე აწერია გრამი და კალორია

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jun 2019, 22:56
Likri
up.gif
შენ ისეთი მიზანდასახული და გათვითცნობიერებული ხარ ვარჯიშის და კვების საკითხში, ხშირად ჩაგეკითხები.

P.S. ლიტ.განყშიც შემოგვიარე ხოლმე, თორემ ჩაკვდა თავისუფალი თემა user.gif

Posted by: Likri 13 Jun 2019, 23:59
Heart_of_Darkness
ვარჯიშზე ლომკა მაქ ხოლმე ხან :დ
კიიი როხა გინდა მომწერე ♡
მანდ დავპოსტე ბოლოს და კაციშვილი არ იყო. smile.gif
* * *
დღეს ვერ ვახერხებ ვარჯიშს,უნივერსიტეტიც რომ მაქვს,დამავიწყდა,რა მეშველება,
ხვალ ვივარჯიშბ smile.gif
მოკლედ,დავწერ რჩევებს,თუ ვინმეს აინტერესებს და გაითვალისწინებს,ნამდვილად არ დაიტანჯება



დიეტამ რომ დიდხანს გასტანოს და მიაღწიოთ მიზანს,პირველ რიგში უნდა ჭამოთ ის ,რაც გიყვართ და არა ის,რასაც ე.წ "დიეტოლოგები"ღაღადებენ და ჭამდეთ ზიზღით,შესაბამისად,მალევე არღვევდეთ და ა,შ
ვისაც გიყართ ტკბილი,ჭამეთ ტკბილი,ვისაც გიყვართ ცომი,ჭამეთ ცომი
ნებისმიეირ დიეტისას,შედეგი რომ დადოთ და დაიკლოთ წონაში,აუცილებელია ნაკლები ენერგიის მიღება.ანუ,ნაკლები კალორიის ,რასაც ოგანიზმი 24 სთ განმავლობაში მოიხმარს
თუ შენარჩუნებაა პირობითად 1700 კლ,ამაზე ნაკლები უკვე გამოიწვევს კალორიის დეფიციტს და წონის კლებას,1700 მიღბა შენარჩუნებას,გადამეტება მატებას და ა,შ
რაც შეეხება ამს "კარტოფილი ასქუებს,შოკოლადი ასუქებს ..." "ვაშლი ახდუნებს,ხაჭო ახდუნებს" არის სისულელე
ორგანიზმს არ აქვს უნარი მიხვდეს ვაშლი ჭამა თუ ქინდერი და გადააწყვიტოს,რახან ვაშლი ვჭამე,დავიკლებო :დ აღიქვამს მხოლოდ კალორიების დეფიციტს და პლუს,შესაბამისად,მაგის მიხედვით ხდება მატება დაკლება
რა თქმა უნდა,დაბალკალორიულის და ჯანსაღის მიღება უკეთესია,უფრო დანაყრებას იწვევს და ორგანიზმისთვისაც კარგია,მაგრამ ის,რომ შოკოლადი ან რამე საყვარელი პროდუქტი ამოვიღოთ იმირომ,რომ გვასუქებს,არის სისულელე,გამომდინარე იქიდან რომ _---არაფერი არ ასუქებს,გარდა ზედმეტი კალორიისა და არაფერი არ ახდუნებს,გარდა ნაკლები კალორიიისა


მაგიტომაა რომ არ ვარღვევ,ან ძაან იშვიათად,როცა დათვლას ვერ ვახერხებ ამას პლუს ვარჯიში,ანუ BMI ზრდა (ესაა ის კალორია,რასაც ორგანიზმი წვავს ძილის და ე.წ კომატოზური მდგომარეობის მანძილზე ) იწვევს მეტი ენერგიის ხარჯვას
ჩემი რჩევააა გუგლში არსებული ათასი კალკულატორით დავთვალოთ ჩვენი შენარჩუნების კალორია და იმის მიხედვით ვიკვებოთ
და აგრეთვე,არ ჩამოვცდეტ BMI კალორიას,რასაც ნებისმიერი კალკულატორი წერს,რადგან ესაა კალორია ორგანიზმის მოსვენებული მდგომარეობის და ამაზე ნაკლბის მიღება,დროდა დრო იწვევს ცუდ შედეგებს
უძილობა,პერიოდის შეჩერება ,ჰორმონების არევა,განწყობა ,კუჭის პრობლემები,სისუსტე და ბლა ბლა ბლა

Posted by: sybilcarpenter 15 Jun 2019, 23:25
მოკლედ, ჩემკენ რა ხდება ))

კალორიული დეფიციტი ისევ დავიკიდე ცოტა ხნით.

ამ ეტაპზე ვარ 55,5 კილო და მეტნაკლებად მომწონს ეს წონა ჩემთვის. ამიტომ, დიდი მოტივაცია აღარ მაქვს დაკლების.

მთელი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ძალიან გამხდარი ვიყავი (ესე 47-48 კილო) და მაინცდამაინც დიდად მოწადინებული არ ვარ, რომ რადიკალურად გავხდე. ჩემს ტანზე მომწონს უფრო 53-55 კილო.

ამის მიუხედავად, მაინც მინდა 1-2 კილოს დაკლება.

აქტიურად დავიწყე ვარჯიშზე სიარული. მომწონს კარდიოს კეთება და ჩვეულებრივი ვარჯიშებიც. მაგრამ ეს კვირა ჩავაგდე, გრიპი მქონდა და ვერ ვიარე. კალორიებსაც არ ვითვლიდი და არ ვიცი ზუსტად რამდეს ვჭამდი. კარგი ისაა, რომ არ მომიმატია.
3 კვირა დამრჩა და ვნახოთ რა შედეგი მექნება.
ორშაბათიდან დავიწყებ კალორიების დეფიციტს და ვარჯიშზე სიარულს გავაგრძელებ.

Posted by: Likri 16 Jun 2019, 19:12
ორშაბათის კვირის გეგმა
-500 .ნუ 1 კილო ძაან კარგი იქნება,მაგრამ მაინც ნახევარი მირჩევნია :დ

Posted by: Nina_N 17 Jun 2019, 23:33
მოგესალმებით ყველას,

რამოდენიმე თვეა გადავწყვიტე დამეცვა დიეტა, ხან რა ვცადე ხან რა.
თუმცა უშედეგოდ ნებისყოფა 0, რადგან მთელი ცხოვრება პერიოდულად ვდიეტობ, ბევრი რამე მაქ ნაცადი, მაგრამ ხანმოკლედ, გამომდინარე აქედან ალბათ დაღლილია ჩემი გონება ამ ყველაფერით.

ვერანარად ვერ მოვიკრიბე ძალა, აქედან გამომდინარე ვიფიქრე მოდი ფორუმს დავიხმარ, იქნებ მოტივაცია მომცეს თავი ხელში ავიყვანო.

ბოლო გვერდს უცებ თვალი რასაც გადავავლე ჩემი წონა თქვენთან რა მოსატანია - (45-55კგ) ბევრად დიდი smile.gif ჩემ თავსაც ზოგჯერ უმალავ.

ვარჯიში რატომღაც ბოქსი მოვინდომე რადგან ჩემი მეგობარი აპირებს სიარულს მომინდა რატომღაც. რა მირჩევთ?

უგულავას დიეტაც მაინტერესებს, კი ძველია მაგრამ ადრე ჩემმა ორმა ნაცნობმა გააკეთა და სუპერ შედეგ ჰქონდა/. თქვენ რას ფიქრობთ?

შევეცდები უფრო მეტი მოტივაციისთვის აქ ხშირად დავწერო ხოლმე ჩემი შედეგები.

Posted by: Likri 18 Jun 2019, 00:19
Nina_N
ugulavas dietit daikkebt.seriozuli kaloriebis deficitia da magitom
aktivobac rom daamato gamoifitebi.

Posted by: sybilcarpenter 18 Jun 2019, 02:59
Nina_N

კეთილი იყოს შენი ფეხი ))

დიეტების უმეტესობა არ მუშაობს, რადგან მოკლევადიან შედეგზეა გათვლილი. ნებისმიერ დიეტის ბრმად მიყოლა და არაინფორმირებულობა საშუალებას არ აძლევს ადამიანს გააცნობიეროს საკუთარი კვებითი ჩვევების რეალური ეფექტი და ხელს არ უწყობს კვებითი ჩვევების გაუმჯობესებას - შესაბამისად, ხდება ძველი წონის აღდგენაც.

გადაავლეთ თვალი წინა გვერდებს. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად კომპლექსური თემაა, გახდომა და წონის შენარჩუნება მაინც ერთ ფორმულამდე დაიყვანება - კალორიების დეფიციტი, რომელიც უნდა შეიქმნას 1) ნაკლები კალორიის მიღებით და 2) ენერგიის ფიზიკური აქტივობის შედეგად ხარჯვის - ანუ კალორიების წვის შედეგად. სტაბილური შედეგისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მეტაბოლური ადაპტაციის პრევენციისთვის განკუთვნილ ზომებს, რომელზეც წინა პოსტებში დავწერე.

როგორ შექმნით ამ დეფიციტს, თქვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტად მოარგებთ თქვენივე დიეტას საკუთარ თავს და კვებით ჩვევებს, მით უკეთესი შედეგი გექნებათ. ეტაპობრივად, იმასაც შეძლებთ, რომ უკეთესი კვებითი ჩვევები ჩამოიყალიბოთ, რაც მთელი ცხოვრება დაგეხმარებათ შედეგის შენარჩუნებაში.


***

მოკლედ, დავიწყე ისევ ჩემი რაციონის ჩამოწერა smile.gif)

ორშაბათი

დილით:
შაქრიანი ჩაი (20 კ)

შუადღეზე:
1 ნ პური, 100 გრ წიწიბურა და კიტრის და პამიდვრის სალათი (250 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)
შაქრიანი ჩაი (20 კ)

საღამოს:
გარგარი და მსხალი (150 კ)

ღამე:
2 ც შემწვარი კვერცხი, 1 ნ პური და პამიდორი (250 კ)
ცოტა სპრაიტი (40 კ)
უშაქრო ჩაი და 1 ნ პური ცოტა სგუშონკით (100 კ)

მიღებული კალორიები: ჯამში დაახლოებით 830 კალორია
ფიზიკური აქტივობა: მინიმალური (ისევ გრიპი მაქვს)
წყალი: ნახევარი ლიტრი (ყელი მტკივა და არ მსიამოვნებს)



Posted by: Likri 18 Jun 2019, 10:57
მოკლედ,დღესსაც იგივენაირად,პლუს,საღამოს ვარჯიში bis.gif
ის ფუნთუშა შოკოლადის ყველაზე გემრიელი და შედარებით დაბალკალორულია,აწი მარწყვის ჯემიანის დროა bis.gif
შაბათს ისევ ავიწონები,წესით,აღარუნდა ვცდილობდე დაკლებას და შენარჩუნების 1700 კალორას ვიღებდე,მაგრამ ჩამიჯდება ტვინში ეგეც და გადავალ მაგაზეც chups.gif chups.gif chups.gif

Posted by: sybilcarpenter 19 Jun 2019, 04:31

Likri

აუ, რა კარგია 1700 კალორია. როგორია აღარც მახსოვს biggrin.gif

***

სამშაბათი

დილით:
შაქრიანი ჩაი (20 კ)

შუადღეზე:
1 ნ პური მდნარი ყველით და კიტრის და პამიდვრის სალათი (170 კ)
კოკა-კოლა ზერო (0 კ)
შაქრიანი ჩაი (20 კ)

საღამოს:
ვაშლი (50 კ)

ღამე:
2 ც შემწვარი კვერცხი, პამიდორი და "ხაჭაპური" ლავაშით და ხაჭოთი (370 კ)
უშაქრო ჩაი და 1 ნ პური ცოტა სგუშონკით (100 კ)

მიღებული კალორიები: ჯამში დაახლოებით 730 კ
ფიზიკური აქტივობა: მინიმალური
წყალი: ერთი ლიტრი (ისევ ყელი მტკივა)

Posted by: Likri 19 Jun 2019, 10:38
sybilcarpenter
აუ,1700 იმიტომ,რომ აქტივობა მაქვს ბევრი კვრიის მაძილზე და სპეციალურად ვცდილობ,თორე ისე 1300 თუიყო,მადლობა უნდა ვთვა
ახლა შაბათს ვნახავ შედეგს,კაროჩე,თვის ბოლომდე რა და მერე მგონნი შენაღცუნებას დავიწყებ

Posted by: Likri 20 Jun 2019, 23:17
შაბათს ვიწონები,იმედია ქაჯობის მერე ვინარჩუნებ მაინც, sleep.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 23 Jun 2019, 13:05
Likri
აიწონე ?
ნაყინი ერთი ცალი რამდენი კალორია შენ გეცოდინება mad.gif

ნუ ნაყინს რომ გააჩნია ვიცი,მარა მაინც დაახლოვებით

Posted by: Likri 23 Jun 2019, 17:07
ჯიმ"მორისონი
კი
600 გრამი მქონდა მომატებული:დ
არადა მინდოდა 42 უკვე : ) შაბათს აგუწონები უსევ დღეს ვიგულავე არ დაკითვლია,ნუ 700 -1000 შეცამცირებ

ჭიქის 180 მაქსიმუმი ყველაზე .




აუ,დღეს ძაან ზედმეტი მომიციდა არაუშვას ხვალიდან შევუდგები.
42მინდა რა cry.gif 10დღეში.

Posted by: ჯიმ"მორისონი 23 Jun 2019, 18:10
Likri
42კგ ბავშვობაში ვიყავი :დ
მეც მოვიმატე 73 კგ ვარ lol.gif

არ ყოფილა ბევრი ნაყინი.
ახლა დავიწყებდი ისევ დიეტას მარა დასავენებლად მივდივარ და იქ რასაც მაჭმევენ ის უნდა ვჭამო
როცა ჩამოვალ განვანახლებ ისევ,მარა უკვე მარტო კალორიების დეფიციტს ვიზამ ვარჯიშის ხარჯზე.

მე ასე დავტესტე ლიკა,10 დღე ვიყავი 1900კალორიაზე;დეფიციტი მქონდა სადღაც 1200კალორია,ძირითადათ ვარჯიშის ხარჯზე და მივირთმევდი ნაყინსაც,მაკარონსაც,ყველსაც და ცოტა ალკოჰოლსაც. ამ 10 დღის განვალობაში დავიკელი 1კილოზე მეტი და თან,ცხიმის ხარჯზე უფრო მოხდა დაკლება,რათგან როცა დავამთავრე ძალიან მეტყობოდა. ყველაზე მაგარი ის არის,რომ შიმშილს ვერ ვგრძნობდი და არც სისუსტე მქონდა და უხასიათობა...

აწი სულ გამოვიყენებ ნაყინს bis.gif

Posted by: Likri 23 Jun 2019, 19:12
ჯიმ"მორისონი
QUOTE
მე ასე დავტესტე ლიკა,10 დღე ვიყავი 1900კალორიაზე;დეფიციტი მქონდა სადღაც 1200კალორია,ძირითადათ ვარჯიშის ხარჯზე და მივირთმევდი ნაყინსაც,მაკარონსაც,ყველსაც და ცოტა ალკოჰოლსაც. ამ 10 დღის განვალობაში დავიკელი 1კილოზე მეტი და თან,ცხიმის ხარჯზე უფრო მოხდა დაკლება,რათგან როცა დავამთავრე ძალიან მეტყობოდა. ყველაზე მაგარი ის არის,რომ შიმშილს ვერ ვგრძნობდი და არც სისუსტე მქონდა და უხასიათობა...

აწი სულ გამოვიყენებ ნაყინს

ხო,მაგიტომ მიყვარს ეს დიეტა,ტანჯვა რომ აარაა დ არაფერი მენატრება დ ამინდება,მაგრამ თუმაინცდამაინც ვარჯიშობ,კვებაც ცოტა ისე რა :დ

Posted by: ჯიმ"მორისონი 23 Jun 2019, 19:54
Likri
მოტივაცისთვის არ გამოვტანტალდეთ და დავდოთ ფოტოები როგორ ტანზე ვართ ?
bis.gif

Posted by: Likri 24 Jun 2019, 17:02
ჯიმ"მორისონი
:დდდდდ არააა იყოს


ღმერთო,რამდენი ვიარე და ტელე წერს 50 კლ დავწვი
წავალი ამ პროგრამას
ისედაც არა სანდოა
კილომენტრება კი ითვლის კარგად.
დღეს იმედია 1100 არ ავცდები smile.gif

Posted by: პიანისტი 25 Jun 2019, 14:17
ნაყინი რამდენი კალორიაა საშუალოდ?

Posted by: Likri 25 Jun 2019, 20:13
https://www.youtube.com/watch?v=Yv5FEgC1Foc&list=LLsXBgda9OmOJos4dTspgPLQ&index=2&t=1008s
bis.gif bis.gif დილაობით ეს
პიანისტი
QUOTE
ნაყინი რამდენი კალორიაა საშუალოდ?

ნებისმიერ ნაყინს უკან აწერია 100გრამზე რამდენი კალორია აქ და ასევე აწერია რამდენი გრამია ხოლმე
ამიტომ გადათვალე ეგრევე,ყველას სხაადსასხვააქ

Posted by: პიანისტი 25 Jun 2019, 21:05
Likri
ბურთულებს ვგულისხმობ , თოლია , პოლარე და ეგენი

Posted by: Likri 26 Jun 2019, 17:36
პიანისტი
QUOTE
ბურთულებს ვგულისხმობ , თოლია , პოლარე და ეგენი

კითხე ადგილზე,უნდა იცოდნენ და ევალებათ,იცოდნენ




ვაიმე,შემწვარი კარტოფილი დიეტისას როგორ მიყვარს

დარქნეს,აკეთე ის ვარჯიში?

Posted by: Likri 4 Jul 2019, 09:58
მარტო მე ვწვალობ? biggrin.gif....................

Posted by: ჯიმ"მორისონი 4 Jul 2019, 10:02
Likri
მე დავამთავრე

72 გავჩერდი

ვჭამ და აღარ ვიმატებ

უბრალოდ

რაც იქ დაგიწერე ეგ მჭირდება

მუშაობას რომ განვაახლებ


Posted by: Heart_of_Darkness 4 Jul 2019, 10:24
Likri
You're not alone.
უბრალოდ, ეს დღეებია კბილის ტკივილმა ისე გამაწამა, ცოტა ამომაგდო ვარჯიშის განწყობიდან და მოტივაციაც დამიგდო.
ლამისაა კედლებს ვურტყა თავი, ისე ვარ. თან ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამ, გუშინ კი ვივარჯიშე, მაგრამ გულმა ისე მომიჭირა... თან სულ მაძინებს ეს წამლები.
ხვალ გამოდის ჩემი სტომატოლოგი შვებულებიდან, მივალ, ვიმკურნალებ და მერე ძველი მოტივაციით დავუბრუნდები ჯანსაღი ცხოვრების წესს.

Posted by: Likri 4 Jul 2019, 10:32
ჯიმ"მორისონი
Heart_of_Darkness
მე ვერ ჩამოვცდი იმ წონას,რაზეც ვარ,გრამები თამაშობს,პლუსები და მინუსები
ხოდა,შევეშვი ამ 1400კალორიას და დღეიდან 700ზე ვარ,სანამ 41 კგს არ დავუბრუნდები,ეგაა ჩემი წონა და მაგიტო
ნუ,42იც,,1 კგს მასე სათამაშოდ დავიტოვებ
http://media.tumblr.com/tumblr_ljhenq0Wzb1qfjdu8.png
ეს დავიწყე,ხსნის? და მკიდია,გავიყვან

Posted by: Heart_of_Darkness 4 Jul 2019, 10:40
Likri
QUOTE
http://media.tumblr.com/tumblr_ljhenq0Wzb1qfjdu8.png

მომიხდებოდა ახლა, მაგრამ მეშინია, ჰორმონებზე დაარტყავს, მცირე კალორაჟია user.gif
მე ისევ ჩემს 1200-ს კალორიაზე ვეცდები ვიყო მთელი ზაფხული, პლუს ვარჯიში, ველო და ბევრი სიარული.
წესით სექტემბრისთვის კი უნდა ვიყო სასურველ ფორმაში.

Posted by: sybilcarpenter 4 Jul 2019, 12:53
როგორ ხართ? ))) ხართ მოწოდების სიმაღლეზე?


მე მეტნაკლებად აშვებული მქონდა. ძალიან გადატვირთული ვიყავი და ვერ ვახერხებდი სავარჯიშო დარბაზში სიარულს.
კალორიების თვლაც მეზარებოდა და დაახლოებით ალბათ 1400 კალორიას ვიღებდი.

რადგანაც, ძალიან მოახლოვდა დიდი დღე და 55.5-ზე ვიყავი გაყინულივით, გადავწყვიტე 4დღიანი ქრეშ დიეტა.

500 კალორიას ვიღებ დაახლოებით. დღეს მესამე დღე მაქვს. არამგონია, რომ 4-მა დღემ რამე დამიზიანოს.
54 კილო ვარ ახლა. ვიცი, ძირითადად წყლის წონა იქნება, მაგრამ ეგეც მაწყობს. ამის შემდეგ, ისევ 1000-1200 კალორიას დავუბრუნდები და ვარჯიშს, რომ 53-ზე ჩამოვიდე და გავჩერდები. 54-იც მომწონს პრინციპში. bis.gif

Posted by: Left/Right 4 Jul 2019, 16:13
გამარჯობა.
საერთოდ, მონოდიეტები არ მიყვარს.
მოკლევადიანი ეფექტი აქვს, თან ერთფეროვანი და უგემური საკვები ჩემს ხასიათზე მოქმედებს, მაუბედურებს smile.gif))

მაგრამ სწრაფი შედეგისთვის საუკუნეში ერთხელ შეიძლება.

ხვალ ვიწყებ 9 დღიან გაგუას დიეტას :

3 დღე წიწიბურა ( 1 ჭიქა მოვხარშოთ და გავანაწილოთ 4 კვებაზე).

3 დღე ქათმის ფილე ( 1 კგ დღეში, ესეც 4 კვებაზე).

3 დღე ბოსტნეული ( 1,5 კგ ნებისმიერი სტაფილოს და ჭარხლის გარდა, გადანაწილებული 4 მიღებაზე).

5-6 კგ უნდა იყოს სავარაუდო შედეგი.

ვნახოთ, ვნახოთ.

შეგატყობინებთ რეზულტატს.

ღმერთი ჩემსკენ! smile.gif))

თქვენც ნებისყოფა, მოტიცავია და სასურველი შედეგი!

:ბის:

Posted by: <casablanca> 4 Jul 2019, 18:28
Left/Right
ძალიან რთულია რამდენიმე დღე ერთიდაიგივე მხოლოდ ერთი პროდუქტი. ჩემი აზრით წიწიბურა -ფილე-ბოსტნეული - ეს რომ გამეორო სამჯერ , იგივე შედეგი ექნება და ნაკლებად გაგიჭირდება.
ან თუ მოახერხებ , ჯერ მასე მიყოლებით სამ-სამი დღე გააკეთე და მეორე წრეზე წადი 1-1-1 -ით. საინტერესოა შედეგის მხრივ რა სხვაობა გექნება.

Posted by: Left/Right 4 Jul 2019, 21:22
<casablanca>

მადლობა, გამოხმაურებისთვის.
არ გამიჭირდება smile.gif
თუ რამე გულით მინდა, ყოველთვის გამომდის.

ერთხელ გავაკეთე, ყოველ მეორე დღეს ვშიმშილობდი, 60-დან 51 კგ-ზე ჩამოვედი 3 კვირაში , მერე 2 კგ მოვიმატე და დავსტაბილურდი, 4-5 წელი ვიყავი 53.

Posted by: sybilcarpenter 5 Jul 2019, 16:06
Left/Right

როგორ დასტაბილურდი 2 კილოს მომატების შემდეგ? რამდენ კალორიას იღებდი?

***

მე ბოლო დღე მაქვს ჩემი ქრაშ დიეტის და 53.5-53 კილოზე ვარ ჩამოსული.
მეტი აშკარად აღარ მინდა. გადავალ უკვე შენარჩუნებაზე, ნელ-ნელა კალორიების გაზრდაზე და აქტიურ ვარჯიშზე.

Posted by: Left/Right 5 Jul 2019, 16:44

sybilcarpenter

კალორიები არ დამითვლია , არასდროს.

გავზარდე ფიზიკური აქტივობა ( მინიმუმ 2 საათი ფეხით სიარული, კვირაში 2-3 დღე ცურვა და მაქსიმალურად შევზღუდე სწრაფი ნახშირწლები).
ეს 15 წლის წინ იყო smile.gif)

ყოველთვის ძალიან ადვილად ვიკლებდი, მაგრამ ხან ვინარჩუნებდი შედეგს, ხან ვერ.

მერე წონა საგრძნობლად გამექცა და მანდ უკვე უფრო სერიოზული ჩარევაა საჭირო.
ეგ პრაქტიკაც მაქვს smile.gif) 28 კგ დავიკელი 9 თვეში და 3 წელი შევინარჩუნე.

მე რომ გურმანი არ ვიყო და ცოტა ჯანსაღად ვცხოვრობდე, ცხოვრებაში არ შეწუხებდა წონა, იმდენად გამართული მეტაბოლიზმი მაქვს.

შემოდგომიდან ვარჯიშსაც ვიწყებ და კომპლექსური მიდგომით შედეგი მექნება, ვიცი.

შენც წარმატებები!
როგორი მონდომებული ხარ smile.gif



Posted by: Likri 8 Jul 2019, 17:00
ტომ
აქეთ ვპოსტოთ
1 თეფში აბა რავიცი,რამხელააა ეგ თეფში,თან ცხიმითაა თუუცხიმოდ???
დღეს ავედი ისევ 1150 მდე,როგორ შევძელი ნეტა
არაუშავს,დილას ვივარჯიშე,ანუ სადღაც 200 კალორიის დეფიციტი მაინცმქვს

Posted by: ჯიმ"მორისონი 8 Jul 2019, 20:53
მოხარშული ლიკა,უცხიმო biggrin.gif mo.gif

Posted by: Keti-Ket 8 Jul 2019, 21:16
Likri
გაფიცებ, სიმაღლეში რამდენი ხარ?

Posted by: Left/Right 9 Jul 2019, 02:22
9 დღიანი დიეტის პირველი, ნახშირწყლების ( წიწიბურა) ფაზა დასრულდა და შედეგი:
3 დღეში
-3 კგ
საერთოდ არ გამიჭირდა, არც შიმშილს შევუწუხებივარ, დანაყრებულად ვგრძნობდი თავს.

დღეს დავიწყე მეორე, ცილების ( ქათმის ფილე) ფაზა და კატასტროფაა ////
4-ჯერ უნდა მივიღო და ლანჩი გამოვტოვე, იმდენად საშინელებაა.
ხვალ გრილზე შევწვავ, იქნებ ცოტა გააკეთილშობილოს ...

მწვანე ჩაი ჯინჯერით, ოდნავ მშველის, დღეში 1 ჭიქას ვსვამ, მეტს არა.

9 დღე ნეტა მალე გავიდეს smile.gif)

Posted by: पूर्णपणे 10 Jul 2019, 04:18
გამარჯობათ, ვინ ხართ აბა ძველები და ვინ მიცნობთ გამოჩნდით?

Posted by: Likri 10 Jul 2019, 10:35
Keti-Ket
160მდე






ტოოომ,მასე ვერტ გეტყვი,მართლა
იყიდე ეს დამპალი სასწორი,რა გახდა? :@




დღEს მიზანია 400 კლ
ხვალ700
ზეგ აწონვა
ვნახოთ,ზეგ დავწერ წონას ამდენი ჩიტმილების მერე

Posted by: ჯიმ"მორისონი 10 Jul 2019, 10:49
Likri
შენი მენუ დაწერე ერთი რას ჭამ :დ
მაგ 1200კალორიაში რომ ეტევი :დ

Posted by: Likri 10 Jul 2019, 11:16
ჯიმ"მორისონი
ვერ ვეტები,ვცდები სულ, :დდდდ
ვცდილობ ჩავეტიო
ხაჭო,ყველი,პური უეჭველი უნდა იყოს ყველადღე
ნაყინიც
ხილიც
ბოსტნეული ძაან არ მივვარს,მარა ვცდილობ
მაკაროს ვჭამ და შემწვარ კარტოფილს lol.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 10 Jul 2019, 11:26
QUOTE (Likri @ 10 Jul 2019, 11:16 )
ჯიმ"მორისონი
ვერ ვეტები,ვცდები სულ, :დდდდ
ვცდილობ ჩავეტიო
ხაჭო,ყველი,პური უეჭველი უნდა იყოს ყველადღე
ნაყინიც
ხილიც
ბოსტნეული ძაან არ მივვარს,მარა ვცდილობ
მაკაროს ვჭამ და შემწვარ კარტოფილს lol.gif

givi.gif
ეგეთი საჭმელები დიეტაზე კი არა ისე არ აქვთ ხალხს lol.gif


ხვალიდან ან ზეგიდან მეც ჩავდგები რეჟიმში mad.gif

Posted by: Likri 10 Jul 2019, 11:39
ჯიმ"მორისონი
ღადაობ თუ მართლა ამბობ
რა დაინახე აქ რამე ისეთი ?biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 10 Jul 2019, 11:47
მე ტორტების დიეტაზე ვარ.

დილიდანვე ისეთი გემრიელი შოკოლადის ტორტი მივირთვი.
ისეთი მიმზიდველი იყო, ჯერ მარტო სუნით, უარის თქმა არ გამოდიოდა.

რაც მთავარია, კი მოვილიე დაბადების დღეები,
სექტემბრამდე, მეგობრებიდან აღარავის აქვს დაბ. დღე და მეც ჩავდგები ჯანსაღი კვების კალაპოტში.

მოკლედ, ხვალიდან გიერთდებით.

Posted by: Likri 10 Jul 2019, 11:55
Heart_of_Darkness
გოგო,ჭამე ეგ ტორტი დიეტისას კალორიებში,რა პრობლემააა,პროსტა მერე ბევრი ვერაფერი მოგივა საჭმელად

Posted by: larakroft 10 Jul 2019, 13:37
QUOTE (Left/Right @ 9 Jul 2019, 02:22 )
9 დღიანი დიეტის პირველი, ნახშირწყლების ( წიწიბურა) ფაზა დასრულდა და შედეგი:
3 დღეში
-3 კგ
საერთოდ არ გამიჭირდა, არც შიმშილს შევუწუხებივარ, დანაყრებულად ვგრძნობდი თავს.

დღეს დავიწყე მეორე, ცილების ( ქათმის ფილე) ფაზა და კატასტროფაა ////
4-ჯერ უნდა მივიღო და ლანჩი გამოვტოვე, იმდენად საშინელებაა.
ხვალ გრილზე შევწვავ, იქნებ ცოტა გააკეთილშობილოს ...

მწვანე ჩაი ჯინჯერით, ოდნავ მშველის, დღეში 1 ჭიქას ვსვამ, მეტს არა.

9 დღე ნეტა მალე გავიდეს smile.gif)

შეგიძლია ზუსტად დამიწერო დიეტა??

Posted by: Left/Right 10 Jul 2019, 14:10
larakroft

წინა გვერდზეც დავდე პოსტი :
)

3 დღე წიწიბურა ( 1 ჭიქა მოვხარშოთ და გავანაწილოთ 4 კვებაზე).

3 დღე ქათმის ფილე ( 1 კგ დღეში, ესეც 4 კვებაზე).

3 დღე ბოსტნეული ( 1,5 კგ ნებისმიერი სტაფილოს და ჭარხლის გარდა, გადანაწილებული 4 მიღებაზე).

მინიმუმ 2 ლ. წყალი + მწვანე ჩაი, უშაქროდ და დამატკბობელის გარეშე, მაქს. 2 ჭიქა.

პ.ს. წიწიბურა ადვილია , მაგრამ მზად იყავით, რომ მეორე ფაზა საკმაოდ რთულია...მე გუშინ, ანუ მე-5 დღე რომ დამთავრდა, თან ცოტა სტრესული დღე მქონდა, ალბათ ამიტომაც , ღამე გადამეკეტა, ძაან ცუდად გავხდი და ვჭამე ვაშლი, სიმინდი და კიდე რაღაცეები. ვითომ მაინც დიეტურები smile.gif))
დღეს ვაგრძელებ, ოღონდ მარტო ფილეს როგორ “გავქაჩავ“ ისევ, არ ვიცი...
ალბათ ბოსტნეულს შევურევ და მერე 3 დღე მარტო ბოსტნეული. ეგ მიყვარს და არ გამიჭირდება...




Posted by: Heart_of_Darkness 10 Jul 2019, 15:21
Likri
კი ვიცი, მაგრამ მთლიანობაში ტორტი მავნე პროდუქტია და ჩემი დიეტა მავნე პროდუქტების რაციონიდან ამოღებას გულისხმობს.
თორემ 1200კალორიაში თუ ვჯდები, არაა პრობლემა.
მაგრამ რეალურად მინდა ჯანსაღად ვიკვებო, ყველაფერი მავნე: ემულგატორიანი თუ ქოლესტერინის შემცველი ამოვიღო, პირველ რიგში. user.gif

წინაწელს, ზაფხული ისე გავიდა ნაყინი სულ ორჯერ მქონდა ნაჭამი, ნამცხვრებზე არაფერს ვამბობ jump.gif

Posted by: Likri 10 Jul 2019, 16:38
Heart_of_Darkness
რა გიყვარს საჭმელებიდან ყველაზე მეტად?
მეცმინდა ამოვიღო ეგენი,გახდომის მიზნით არა,ზუსტად მავნებლობის გამო

Posted by: Heart_of_Darkness 10 Jul 2019, 18:10
Likri
ნამცხვრები.ცომეული.

ცხობა მიყვარს და თავს ძლივს ვიკავებ ხოლმე რომ რამე გემრიელობა არ გამოვაცხო user.gif

Posted by: დოჩანა 10 Jul 2019, 20:02
მე როცა ბურგერებს არ ვჭამ თავისთავად ვიკლებ

დანარჩენს ყველაფერს ვჭამ თითქმის ნუ ნამცხვრებს ნაკლებად

Posted by: sybilcarpenter 11 Jul 2019, 01:26
აუ ძალიან კარგია ხალხო დაკლება. bis.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 11 Jul 2019, 01:34
QUOTE (sybilcarpenter @ 11 Jul 2019, 01:26 )
აუ ძალიან კარგია ხალხო დაკლება. bis.gif

დაოჯახება უფრო მაგარიაო ამბობენ
popcorn.gif

Posted by: Left/Right 11 Jul 2019, 19:22
მე-7 დღე და - 4,5 კგ ^^

დავასრულებ ამ მონოდიეტას, მერე 1 დღე შევისვენებ, ოღონდ ცომეულს და ტკბილეულს მაინც არ შევჭამ და ორშაბათიდან ჩემს ჯანსაღ კვების რეჟიმს დავუბრუნდები.

ასე step by step , მინდა საკუთარი თავიც კი გავაოცო, ისეთი შედეგი ვაჩვენო smile.gif))

Posted by: MaZarda 11 Jul 2019, 19:29
დიეტაზე ვარ, მაგრამ არა გახდომისთვის არამედ ჯანმრთელობისთვის.
ვჭამ უმეტესად ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს. თუ თერმულად ვამუშავებ რაიმეს, მხოლოდ მოთუშული ბოსტნეულია და ტოფუსთან ერთად ვიღებ.
მოვაშთე ფქვილი, კვერცხი, რძის ნაწარმი. თევზს და ხორცს ისედაც წლებია არ ვიღებ.
ხოდა მგონი ვეგანობაზე გადავედი და ეგაა.
ვინ ხართ ჩემს დღეში? თან სიგარეტსაც რომ არ ეწევით, არ სვავთ და საცაა ფრთები ამოგივათ?)))

Posted by: Blow 12 Jul 2019, 20:32
QUOTE
კოკა-კოლა ზერო (0 კ)

მსგავსი სისულე საიდან მოგაქვთ რომ ზერო არ შეიცვანს კალორიას : ?

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: sybilcarpenter 13 Jul 2019, 13:27
ჯიმ"მორისონი
QUOTE
დაოჯახება უფრო მაგარიაო ამბობენ


არ ვიცი. არ გამომიცდია :დ მოსაწყენად მეჩვენება.


Blow
QUOTE
მსგავსი სისულე საიდან მოგაქვთ რომ ზერო არ შეიცვანს კალორიას : ?

ვალიდური წყარო დადე საპირისპიროს დასამტკიცებლად და დაგიჯერებ tongue.gif

Posted by: Heart_of_Darkness 13 Jul 2019, 17:42
რაღაც ენერგია არ მყოფნის არაფერზე. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მსგავს რაღაცასაც ვგრძნობ...
დღეს, ვარჯიში მინდოდა და თითქოს თავი არ მაქვს.ველოსიპედი რომ ველოსიპედია, ეგეც მეზარება.
მგონი რკინის ან ბ ვიტამენინების ნაკლებობა მაქვს sad.gif

რამე ვიტამინების კომპლექსს იღებთ?

MaZarda
QUOTE
მოვაშთე ფქვილი, კვერცხი, რძის ნაწარმი. თევზს და ხორცს ისედაც წლებია არ ვიღებ.

ფქვილი და ცომეულობა კარგია. მაგრამ რძის ნაწარმი, ხაჭოს სახით, საჭიროა- კალციუმის წყაროა.
ხორცი რკინას შეიცავს დიდი დოზით და ეგეც საჭიროა. კვერცხი ცილაა და რატომ მოაშთე?
თევზი ომეგა 3-ს შეიცავს. და ეგეც კარგი პროდუქტია, განსაკუთრებით ორაგული. ძროხის ხორცი სულ არ მიყვარს, მაგრამ თევზეულობა, მმმ chups.gif
ჩემი მოკრძალებული აზრით, მაინცდამაინც ჯანსაღი კვების სქემა არ გაქვს შერჩეული. ავიტამინოზამდე მისვლის რისკსაც ვხედავ.. user.gif
მაგრამ გააჩნია, რკინას, კალციუმს და სხვა მიკროელემენტებს თუ ვიტამინებს საიდან იღებ... რით აკომპენსირებ.

QUOTE
თან სიგარეტსაც რომ არ ეწევით, არ სვავთ და საცაა ფრთები ამოგივათ?)))
ბოლო 5 წლის განმავლობაში, პატარ-პატარა ჩავრდნებს(ტორტ და ნაყინ ბრეიქების სახით) თუ არ ჩავთვლით მე.

Posted by: sybilcarpenter 15 Jul 2019, 01:12
Heart_of_Darkness
QUOTE
რაღაც ენერგია არ მყოფნის არაფერზე. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მსგავს რაღაცასაც ვგრძნობ...
დღეს, ვარჯიში მინდოდა და თითქოს თავი არ მაქვს.ველოსიპედი რომ ველოსიპედია, ეგეც მეზარება.


მეც ვიყავი რაღაც პერიოდი ეგრე.

არ ვიცი როგორ, მაგრამ გამიარასავით.

გადაღლილი ხარ ალბათ.

კარგად გამოძინება, მრავალფეროვანი საკვები, ბევრი წყალი და ფიზიკური აქტივობა გიშველის.

მე რაც უფრო ვისვენებ ხოლმე ასეთ დროს, მით უფრო ვიღლები.

მაგრამ ხანდახან უბრალოდ წოლა, სერიალების ყურება და არაფრის კეთებაც საჭიროა ))

Posted by: Likri 29 Jul 2019, 12:52
Darbazshi aviwone wegan.
42.2 kg
Vemzadebi yvelaze magari shedegis dasadebad,rac ki odesme mqonia ♡♡

Posted by: sybilcarpenter 31 Jul 2019, 02:01
Likri

ვიცი, რომ არავის არ უყვარს სხვისი მოსაზრებების მოსმენა წონასთან დაკავშირებით, მაგრამ 42 ძალიან ცოტა არ არის? ძალიან ძალიან გამხდარი გინდა რომ იყო?

Posted by: Likri 31 Jul 2019, 16:11
sybilcarpenter
158 var.
Dzaan patata var.uzomod

Posted by: TikitaLomos 14 Aug 2019, 20:34
რამე დიეტა დაწერეთ, ხაჭო და ქათმის ფილე რომ არ შედიოდეს biggrin.gif
5 კილოს დაკლება მინდა ჩქარა biggrin.gif

Posted by: myside 11 Oct 2019, 22:36
ყველაზე გამოცდილ დიეტას რას მირჩევთ?

Posted by: celestiales 30 Nov 2019, 23:16
mad.gif 90-ს ავცდი ამის დედაც
რამე ნორმალური დიეტა მირჩიეთ რა, მარტო ფოთლები რო არ იყოს.

Posted by: larakroft 2 Dec 2019, 15:13
Left/Right
წარმატებები!!
Likri
რამდენი კილო უნდა დაიკლო ??
TikitaLomos
წიწიბურას დიეტა
myside
ყველაზე გამოცდილი ჯანსაღი კვებაა

celestiales
dieta.ge-ზე მოძებნე ან ადვოკატი ან კრემლის დიეტა.. თუმცა ჩემი ფავორიტი უგულავაა


მე ჰერბალაიფი დავიწყე დღეს 88 კილო ვარ და ჯერ ჯერობით 80ია სამიზნე წონა..

Posted by: Katana_ 24 Dec 2019, 22:07
ინტერვალური შიმშილი არის საუკეთესო
საშუალება წონის დასაკლებად და ტანი დასაყენებლად.

ჩემი მიღწევა: ვიყავი 85 კგ და ზუსტად 2 თვეში ჩამოვედი 74 კგ თან იმის გათვალისწინებით, რომ არ ვარჯიშობდი ფიზიკურად და რაციონიდან არ ამომიღია ყავა და ყველი. თუ ამ ორს ამოიღებთ, უფრო მალე და მეტს დაიკლებთ.


Posted by: larakroft 27 Dec 2019, 10:03
Katana_
ანუ დღის განმავლობაში რას იღებდი, როცა შიმშილობდი მარტო ყველს და ყავას?? და დღე გამოშვებით აკეთებდი?

Posted by: Katana_ 27 Dec 2019, 12:33
larakroft
არა,ყავაც და ყველიც მქონდა რაციონში,უბრალოდ ეს ორი უნდა ამოიღოთ,მე რძის პროდუქტები მჭირდება ჯამრთელობის პრობლემების გამო,ხოლო ყავას იმიტომ ვსვამდ რომ ხშირად მიწევს ქვეყნიდან გასვლა მანქანით და დიდ მანძილზე სიარული,რომ არ დამძინებოდა საჭესთან მაგიტომ ვიღებდი ყავას,თორემ ისე არ ღირს ყავა-ან უშაქრო სცადეთ.

ჩემი რაციონი ესეთი იყო ძირითადად: წიწიბურა 100გრამი,მაწონი,ყველი,ბრინჯი 100გრამი,კვერცხი,ზოგჯერ კაროფილი მოხარშული და ხაჭო.
ხილს ვიღებდი კიდე ბლომად. ინტერვალური შიმშილი ბევრანაირია,მე ასეთ სქემას მივმართე- დილით 12 საათამდე არაფერს არ ვჭამდი. მარტო წყალს ვსვამდი.
შემდეგ 12საათზე ვჭამდი პირველად,შემდეგ ხილს ვიღებდი ხანდახან და 2საათზე ვჭამდი ასევე კარგად,ბოლო მიღება საკვების მქონდა 5საათზე ოღონდ ძირითადად ვიღებდი ხილს ან ხაჭოს. შემდეგ არაფერს ვჭამდი მომდევნო დღის 12საათამდე smile.gif თვეში ორი დღე ვიყავი მარტო წყალზე.

პირველი ერთი კვირა რთული თორემ მერე საერთოდ აღარ გშიათ და არც სისუსტე გაქვს,პირიქით ენერგით ხართ სავსე.
თუ ივარჯიშებთ და ყავასაც ამოიღებთ უფრო უკეთეს შედეგს დადებთ

Posted by: °••2020••° 29 Dec 2019, 11:22
თითქმის ამოვიღე რაციონიდან შაქრის შემცველი პროდუქტები : ნაყინი, ნამცხვრები, შოკოლადები...სოუსებიც რომლებიც შაქარს შეიცავს, ტკბილი იოგურტები, გამაგრილებელი და ენერგეტიკული სასმელები...

არც სხვა დამატკბობლები უნდა მიიღოთ.
მაქსიმუმ სტევია.
ნატურალური თაფლი, მცირე რაოდენობით.

ორგანიზმი იწმინდება. ნატურალი სიტკბოს შეგრძნება გიბრუნდება.
ვაშლი გეტკბილება, ნუში და წიწიბურაც კი.

მონო-დიეტები ეფექტურია, მაგრამ ანგრევს ორგანიზმს.

მაქსიმალურად ნატურალური , რაციონის 70% დაუმუშავებელი საკვები : ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, თხილეული, მარცვლეული...რძის პროდუქტებიდან : ხაჭო, მაწონი, კეფირი და ყველი, ხორცი მინდა რომ მინიმუმამდე შევამცირო.
მხოლოდ ოკეანის ცხიმიანი თევზი_ ღუმელში გამომცხვარი.

ალკოჰოლი იშვიათად.

წყალი, ფეხით სიარული, მზე, სუფთა ჰაერი, მოწესრიგებული ძილი..

თუ რამე ენდოკრინოლოგიური პრობლემა არაა და მაგასაც მოევლება, თუ მიყვები.


წლები მაქვს დაკარგული ამ უაზრობებში და აღარ ვაპირებ გაგრძელებას.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, ესაა შენი დიეტა.
მორჩა.


გილოცავთ დამდეგ 2020_ს და გისურვებთ 2021 წელს უფრო ჯანმრთელები და ლამაზები შეხვდეთ!

user posted image

Posted by: მმათხუარი 19 Jan 2020, 22:20


ყველაზე მკაცრი დიეტა მინდაა... :/

Posted by: larakroft 19 Jan 2020, 23:53
QUOTE (მმათხუარი @ 19 Jan 2020, 22:20 )
ყველაზე მკაცრი დიეტა მინდაა... :/

მკაცრი სულ მგონია ბოსტნეულის ჭამაა.. კარტოფილის გარდა

Posted by: °*•2020•*° 21 Jan 2020, 08:38
Adele

50 კგ. დაუკლია ❤️

წარმომიდგენია, რა ბედნიერიაsmile.gif))


user posted image


user posted image
* * *
user posted image

.

Posted by: PING 21 Jan 2020, 11:00
°••2020••°
QUOTE
ცხოვრების ჯანსაღი წესი, ესაა შენი დიეტა.
მორჩა.

+1

აბსოლუტური სისულელეა მკაცრი დიეტები და ორგანიზმის სტრესში ჩაგდება, 10 დღეში 5 კილო და 3 კვირაში 10 კილო და ასე შემდეგ არ შეიძლება , იმახსოვრებს ორგანიზმი, გადადის ავარიულ რეჟიმში და მერე ისევ ცდილობს კალორიების მომარაგება-შევსებას რაც ჰქონდა, თვეში 3-4 მაქსიმუმ 5 კილოგრამის დაკლებაა ოპტიმალური, უსაფრთხო და სასარგებლო. 98 დან ჩამოვედი 79 მდე 5 თვეში ინტენსიური ვარჯიშით და სწორი კვებით ისე რომ კუჭიც დაპატარავდა, მადამაც დაიწია, ინსულინის დონემაც და არც სტრესში ჩავარადა ორგანიზმი.
* * *
TikitaLomos
QUOTE
რამე დიეტა დაწერეთ, ხაჭო და ქათმის ფილე რომ არ შედიოდეს
5 კილოს დაკლება მინდა ჩქარა

ჩქარა და 5 კილო არ არსებობს, დაიკლებ 5ს და მალევე მოიმატებ 9 ს, თვენახევარი მაინც უნდა იანგარიშო 5 კილოსთვის.

Posted by: პუჰ 21 Jan 2020, 12:48
მაგარი მომაბეზრებელი რამ კია ეს კვება.

Posted by: Denzell 21 Jan 2020, 13:01
3 თვეში დავიკელი -20 კილო

შაქარს,შემწვარს და ცომეულს არ ვეკარებოდი biggrin.gif

Posted by: nimfo 24 Jan 2020, 02:56
გამარჯობათ. რა მაინტერესებს რაღაც ძაან პოპულარული გახდა ენერჯი სმარტ დიეტა საიტები გაიხსნა ქართული ფბ ზე ჯგუფები და ყიდიან არც თუ ისე დაბალ ფასად შედეგიც არის მართლა იკლებენ და რა მაინტერესებს რომელი საიტიდან იწერენ ხომ არ იცით ? რადგან მგონია ორმაგი და სამმაგი ფასი აქვთ დადებული მაგათ რადგან თბილისში უფასო მიტანა აქვთ ასევე ადმინისტრატორები ყავთ და ეს ყველაფერი ხარჯია :დ თუ იცით საიტი საიდანაც იწერენ დაწერეთ. მადლობა smile.gif

Posted by: მმათხუარი 9 Feb 2020, 12:12
QUOTE (Denzell @ 21 Jan 2020, 13:01 )
3 თვეში დავიკელი -20 კილო

შაქარს,შემწვარს და ცომეულს არ ვეკარებოდი biggrin.gif

188 sm 140 კგ .

მირჩიეთ რამე ეფექტური . პირის ამოკერვის გარდა.

Posted by: salamander_r 13 Feb 2020, 20:50
მმათხუარი

16 საათიანი ინტერვალით დაიწყე კვება. ანუ საღამოს ჭამის |შემდეგ გადაათვლი 16 საათს და ა.შ.

8 საათი ჭამ, 16-არ.

სულ ესაა.

პირველ ეტაპზე არაფერი არ ამოიღო რაციონიდან.

თუ 16 საათინი უპრობლემოდ წავიდა , გადადი 18 საათინზე.

ასე 2 თვეში 10 კილოს რომ დაიკლებ და მოტივაცია მოგემატებ კი იცი დ ბავშვმაც კი იცის რა გაქვს შესაზღუდი. ))))


Posted by: Katana_ 17 Feb 2020, 00:38
შაქრის ამოღებას, როგორ უყურებთ,ანუ მინდა აღარასოდეს აღარ გავეკარო შაქარს. დიეტაზე, როდესაც ვიყავი არ ვიღებდი შაქარს და არც შაქრის შემცვლელ პროდუქტებს, და სწორედ ამ დროს ვგრძნობდი თავს არაჩვეულებრივად!
ენერგიაც მქონდა, უფრო ხალისიანი და მოტივირებული ვიყავი. შევწყვიტე დიეტა და დავიწყე ყავის მიღება. ახლა ყოველ დღე თავს ვგრძნობ სუსტად. ზოგჯერ ძილიც მომერევა. მოკლედ, მე შაქარს ვაბრალებ....
მაინტერესებს ვინმეს თუ გქონდათ ანალოგიური შემთხვევა ,და ასევე შაქრის ამოღების შემდეგ, ხომ არ უმოქმედია თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად?

Posted by: frankieisdead 17 Feb 2020, 08:07
აქ გეცოდინებათ, პროსტა მაინტერსებს . ვაფლი ასუქებს? აი ვაფლი რა, ზოგი ისეთი, ზოგი ასეთი... ნუ კარგი რომ არაა, ეგ ისედაც ცხადია, მარა მაგრად ასუქებს? biggrin.gif

Posted by: ayeti 26 Feb 2020, 17:12
მმათხუარი
QUOTE
188 sm 140 კგ .

მირჩიეთ რამე ეფექტური . პირის ამოკერვის გარდა.

საკუთარი გამოცდილებიდან(190 სმ, 158 კგ, დავიკელი 56 კგ დიეტოლოგების და ექიმების გარეშე. ასაკი გახდომის პერიოდში 51 წელი): პირველ რიგში იცოდე, რომ "ორ დღეში" ვერ გახდები, უნდა განეწყო ხანგრძლივ პროცესზე, რომელიც თავიდან ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს, სადღაც 10 დღე- ორი კვირა, შემდეგ უფრო გაგიადვილდება, სადღაც ორ თვეში კი. შენი შრომის შედეგს რომ დაინახავ მოტივაცია ისე გეზრდება, რომ დაგაძალონ ჭამა, არ შეჭამ. კიდევ, წონის დაკლება, გარკვეულ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული, რადგანაც კვებაში ცილის წილის გაზრდა გიწევს სწრაფი ნახშირწყლების ხარჯზე, უკანასკნელის შემცველი პროდუქტი კი შედარებით იაფია.მოკლედ განეწყე, რომ 8-9 თვე უნდა შეზღუდო მადა და გარკვეული მატერიალური ხარჯი გაწიო, ხოლო შემდეგ მიღწეული შედეგი მუდმივი კონტროლის ქვეშ გქონეს.
პირველი, უნდა დაიმახსოვრო რომ გახდომა იწყება სრულფასოვანი ძილით, თუ საღამოს 10-11 საათზე დაიძინებ და მინიმუმ რვა საათი გეძინება, ღამე აღარ შეჭამ და გაღვიძებისას მშიერი არ იქნები. დილის ტუალეტის შემდეგ, აუცილებლად გარეთ გასვლა და სიარული, თავიდან რამდენსაც შეძლებ, გახდომასა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასთან ერთად უნდა მოუმატო დროს და ინტენსივობას და ორ საათამდე ახვიდე. უნდა დაივიწყო ლიფტი და მაღაზიაში მანქანით წასვლა, დღის განმავლობაშიც მაქსიმალურად ფეხით უნდა იარო. დილის სეირნობის შემდეგ მინიმუმ ერთი საათი არ ჭამო,რაციონიდან უნდა ამოიღო ცომეული, შაქარი, მცენარეული და ცხოველური ცხიმები(შეიძლება მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი), სახამებლის შემცველი ბოსტნეული(კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი...) და ბურღულეული(ბრინჯი), ღორის ხორცი. ხორცი მოხარშე ან შეწვი აეროგრილზე. დამალე თეფში რომლიდანაც ეხლა ჭამ და გამოიყენე ე.წ. სადესერტო თეფში. მიირთვი ხშირად(ყოველ 3 საათში) და ცოტ-ცოტა, ხილი დღის პირველ ნახევარში, ბოლო კვება ძილამდე 4 საათით ადრე. აი ეს არის გახდომის ზოგადი მონახაზი.

Posted by: •საიდუმლო´კუნძული• 26 Feb 2020, 19:15
ფიფლ, ხანგრძლივი დიეტის დროს მულტივიტამინებს ან რომელიმე კონკრეტულ ვიტამინს იღებდით?






Posted by: Estrella 26 Feb 2020, 19:48
•საიდუმლო´კუნძული•
QUOTE
ხანგრძლივი დიეტის დროს მულტივიტამინებს ან რომელიმე კონკრეტულ ვიტამინს იღებდით?

მე ისეთ დიეტაზე ვიყავი, მაგ ყველაფერს საკვებიდან ვიღებდი. პრინციპში, დიეტა არა, ცხოვრების წესი.

საზიანო დიეტებისას სასარგებლო ნაყენების შეშველებაც შეგიძლია, ბუნებრივი, მცენარეული. მწვანილია გადასარევი, კამა, ოხრახუში, ნიახური ხომ სუპერ. აბებიც, თუ ნამდვილად ხარისხიანი იქნება და ღირებული. ბევრი ნაგავია ბაზარზე.

Posted by: •საიდუმლო´კუნძული• 26 Feb 2020, 20:19
Estrella

ადრე არ მჭირდებოდა დანამატები დიეტის დროს, საკვები უმკლავდებოდა.
ექიმის რეკომენდაციით ვიღებ რამდენიმე ვიტამინს , ტესტების პასუხებზე დაყრდნობით. ძირითადად თმის ხარისხის გამო ვღელავ, ძაან უარყოფითად აისახება//

აი, მწვანილი მართალია. მადლობა , მიმართულებისთვის smile.gif
უფრო აქტიურად უნდა ჩავრთო.

საუკეთესო აპრობირებული მულტივიტამინი რომელია?

ესენია ჩემები. ხარისხიანია, წესით, მაგრამ მაინც მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ.

user posted image

Posted by: Estrella 27 Feb 2020, 00:06
•საიდუმლო´კუნძული•
ჰმ, ახლა გიცანი, გამიხარდა smile.gif როგორ ხარ?
მედიკამენტებში ვერ ვერკვევი, მე ომეგა 3 და კალცი მხოლოდ.
ისე, ლამინარიას მსგავსზე რას ფიქრობ? ურეცეპტოა. მანდ კიდევ უფრო დახვეწილი ვარიანტები იქნება.


QUOTE
აი, მწვანილი მართალია. მადლობა , მიმართულებისთვის
უფრო აქტიურად უნდა ჩავრთო

love.gif
და სხვა ასეთი მცენარეული და ბუნებრივი სიკეთეები.
ჯინჯერი, ლიმონი, ჩია, სელი, ნატურალური თაფლი... smile.gif

Posted by: •საიდუმლო´კუნძული• 27 Feb 2020, 08:38
Estrella

ჰეი smile.gif გამიხარდა, რომ გაგიხარდა :*

მადლობა, მოკითხვისთვის, კარგად ვარ, ცოტა stress snakcing შემომიტევს ხოლმე, როგორც დღეს საღამოს, კორინავირუსის პანიკა გადმომედო და დიდი დორიტოსის ჩიფსი გავანადგურე user.gif

ლამინარია არ მიცდია არასდროს.
ჩამოთვლილ ბუნებრივ საშუალებებს პრინციპში კი ვიღებ.

შენ როგორ ხარ? რადგან „იყავი“ ანუ აღარ გჭირდება დიეტა და ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად იქცა, კარგია love.gif

Posted by: Estrella 27 Feb 2020, 11:38
•საიდუმლო´კუნძული•
მეც კარგად. კორონავირუსზე მშვიდად, არ ვიცი სათანადოდ ვერ ვაფასებ, არ ვიცი ინტუიცია მიგრძნობს... rolleyes.gif biggrin.gif
ჩემი დაკვირვებით და ვარაუდით stress snakcing იწვევს ჩვენს ნივთიერებათა ცვლის მეხსიერებაში შემორჩენილი გლუკოზა, sweet carbs. და პირიქით, რაც უფრო დიდი ხანია გადაეჩვია და გაიუცხოვა სისტმემამ, მით ნაკლებია cravings. მხოლოდ ჩემი დაკვირვება დავარაუდია... smile.gif
ჯანსაღი დიეტა კი იყო ცხოვრების წესი კაი ხანი, მაგრამ ბოლო 4 თვეა ავირიე, თუმცა დადებითი კუთხით შევხედე, სარგებელიც ხომ აქვს და მოაქვს. უკვე ნელ-ნელა ვიბრუნებ ძვეელ, კარგ ჩვევებს... ^^

* * *
stress snakcing - ი კი არა, stress snakcing -ს.

Posted by: Likri 1 Mar 2020, 12:01
კალორიები დაითვალეთ
yes.gif
და ვარჯიში კვირაში ხუთჯერ.
1 მარტია და დღეს ისევ ამეებს გავაგრძელებ,მეყოს ლუდები biggrin.gif
ზაფხულისთვის საუკეთესო შედეგი მინდა

Posted by: Likri 2 Mar 2020, 18:14
ხვალიდან yes.gif
10დღე cry.gif cry.gif

Posted by: diliskaptenachunchxa 29 Mar 2020, 11:21
QUOTE (Likri @ 1 Mar 2020, 12:01 )
კალორიები დაითვალეთ
yes.gif
და ვარჯიში კვირაში ხუთჯერ.
1 მარტია და დღეს ისევ ამეებს გავაგრძელებ,მეყოს ლუდები biggrin.gif
ზაფხულისთვის საუკეთესო შედეგი მინდა

რანაირი სურათები გიდევთ ხოლმე პროფილზე რა არის რა facepalm.gif facepalm.gif

Posted by: holden kolpildi 7 Apr 2020, 13:18
Likri
აუ ადრე შენ რაღა კაი კარიოს ვიდეო დამილინკე

აი ახლა ნაღდად მჭირდება
შეგიძლია ჩამიგდო ისევ

Posted by: unusual 7 Apr 2020, 18:18
QUOTE (salamander_r @ 13 Feb 2020, 20:50 )
მმათხუარი

16 საათიანი ინტერვალით დაიწყე კვება. ანუ საღამოს ჭამის |შემდეგ გადაათვლი 16 საათს და ა.შ.

8 საათი ჭამ, 16-არ.

სულ ესაა.

პირველ ეტაპზე არაფერი არ ამოიღო რაციონიდან.

თუ 16 საათინი უპრობლემოდ წავიდა , გადადი 18 საათინზე.

ასე 2 თვეში 10 კილოს რომ დაიკლებ და მოტივაცია მოგემატებ კი იცი დ ბავშვმაც კი იცის რა გაქვს შესაზღუდი. ))))

სანამ კარანტინი დაწყებოდა ვარჯიშობდი და კარგად მიდიოდა ყველაფერი. ეხლა კი სახლის პირობებშიც კი ვარჯიშობ მაგრამ ისე აღარ როგორც სპორტდარბაზში, პლიუს სახლში რომ ხარ სულ მაცივარში ვიხედები.ჩემი მტერი სახლში ჯდომაა. სამი დღეა დავიწყე ეს 18 საათიანი დიეტა და ვნახოთ აბა, დღეს ეს პოსტი რომ დამხვდა, გულს ეამა. შედარებით გამხდარ ადამიანსაც აკლებინებს, ვისაც მაგალითად მხოლოდ 5 კილოს მოკლება უნდა? მოკლედ მაგარი სასოწარკვეთილი ვარ ამ ეტაპზე, ვზივარ სახლში და მომატების კანდიდატი ვარ თუ მალე არ დავუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს.

Posted by: any_body 7 Apr 2020, 19:51
unusual
კი, ოღონდ ცოტა გრძელვადიანი უნდა იყოს, 1 კვირაში და 20 დღეში არ იქნება შედეგი.

Posted by: isev is 9 Apr 2020, 01:05
გამარჯობა.მინდა ეს ვცადო ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილი
user posted image

Posted by: Likri 10 Apr 2020, 23:41
holden kolpildi
როგორ ხარ ?
კი,გამოგიგზავნი ხვალ კომპიდან
:*

Posted by: melo098 20 Apr 2020, 21:14
•საიდუმლო´კუნძული•
ბიოტინს 1 აბს იღებ დღეში? მე ჩემით შევიძინე ეგ დანამატი, უბრალოდ ჩემი 1,000-იანია და მაშინ გამოდის რომ ძალიან ცოტა რაოდენობას ვიღებ, 1 აბს ვიღებ დღეში და შენი 10-ჯერ უფრო დიდი დოზაა

Posted by: AnneSh 24 Jun 2020, 17:27
სამი დღეა დიეტაზე ვარ user.gif
იმედია გულს არ ავიცრუებ ისევ და მოტივაცია არ დამეკარგება

Posted by: gramatikikina 1 Jul 2020, 23:12
ამ ზაფხულს ნაყინს ბოიკოტი გამოვუცხადე და ჩემმა ორგანიზმმა არ იცის ჯერ lol.gif

Posted by: Windmühle 7 Jul 2020, 11:58
ტკბილეული ამოვაგდე სრულად, სამაგიეროდ საჭმელს ვჭამ ბევრს.
ერთი უარესობიდან მეორე გადავვარდი sad.gif
მაგარ დიეტაზე ვარ რა, 1,5 მოვიმატე facepalm.gif

Posted by: AnneSh 20 Jul 2020, 16:54
QUOTE (AnneSh @ 24 Jun 2020, 17:27 )
სამი დღეა დიეტაზე ვარ  user.gif
იმედია გულს არ ავიცრუებ ისევ და მოტივაცია არ დამეკარგება

ჰეჰ, ამის მერე ბევრჯერ მივარღ-მოვარღვიე :დდ

ამჟამად ბევრ წყალს ვსვამ, ბოსტნეულს და ხილს ვჭამ
იმედია რამე გამოვა ;(

Posted by: •°___ 31 Aug 2020, 18:24
QUOTE (melo098 @ 20 Apr 2020, 21:14 )
•საიდუმლო´კუნძული•
ბიოტინს 1 აბს იღებ დღეში? მე ჩემით შევიძინე ეგ დანამატი, უბრალოდ ჩემი 1,000-იანია და მაშინ გამოდის რომ ძალიან ცოტა რაოდენობას ვიღებ, 1 აბს ვიღებ დღეში და შენი 10-ჯერ უფრო დიდი დოზაა

დროულად გპასუხობთ smile.gif)

რამდენიმე თვე ვიღებდი 10.000_იანს და მერე საერთოდ შევწყვიტე...განსაკუთრებული შედეგი ვერ ვნახე და თან აქვს არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ ღირს გარისკვად...
* * *
აბა, როგორ ხართ ქრონიკულად მოდიეტეებო, ჩემსავით user.gif

ვიწყებ, ვანებებ, ვაგრძელებ, ისევ ვიწყებ, ვანებებ, მბეზრდება...მერე ისევ თავიდან...
ჯადოა ჩვეულებრივი smile.gif)

მონო-დიეტები აღარ მხიბლავს, უარესად მიცხოველდება მადა, რომ ვამთავრებ მერე....

თუ ხართ ისეთი ვინმე, ვინც მიაღწიეთ სასურველ წონას და შეინარჩუნეთ 5 წელი და მეტი..

მე 3 წელი ვინარჩუნებ , საშუალოდ, მერე ისევ ვიწყებ მატებას, ბოლოს პიკს ვაღწევ...ვიწყებ რამდენიმეთვიან დიეტას ( ნუ, პრინციპDი, სწორ კვებას) ვიკლებ, მერე ვტკბებიsmile.gif)) და ბოლოს ისევ ვიმატებ...

ნუ, სულ ემთხვევა გარემოებები, მაგრამ მინდა, რომ ესეც არ იყოს ხელისშემშლელი.

პ.ს. დავიწყე ისევ .

Posted by: lilu777 1 Sep 2020, 05:54
Windmühle

ცილები ჭამე უმეტესად განსაკუთრებით დილიდან და აღარ მოგშივდება smile.gif

Posted by: amg63 15 May 2021, 22:41
10 დღეში 6 კგ დავიკელი.
ამოვიღე: ალკოჰოლი, შაქარი (გარდა ხილისა), გაზიანი სასმელები, ცომეული, გადამუშავებული საკვები (გარდა ყველისა) და ზოგადად ჯანქ ფუდი.
ვეძალები: ხილს, ბოსტნეულს (გარდა კარტოფილის, ბრინჯის და წიწიბურის), ხორცს.
არ ვითვლი კალორიებს. ცოტას ვჭამ და ხშირად (ხუთჯერ როგორც წესი). ნახშირწყლები სრულად არ ამომიღია მაგრამ ვერიდები.

როგორც გასახდომ დეიტას არ ვუყურებ და მიადვილდება. გადავწყიტე, რომ არ დავუბრუნდე ძველებურ რეჟიმს და ასე გავაგრძელო სამუდამოდ biggrin.gif . ხანდახან ჩით დეი მექნება ლუდის ამბავში და ეგ არის.

Posted by: Mariam168 15 Jun 2021, 16:44
რამე კაი მკვლელი დიეტა არ იცით? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: unusual 17 Jun 2021, 15:10
რამე კაი გასახდომი აბები არ იცით ქსენიკალის გარდა? პ.ს. ვიცი რომ არაა კარგი biggrin.gif

Posted by: საქმიანნი 17 Jun 2021, 15:36
QUOTE
10 დღეში 6 კგ დავიკელი.
ამოვიღე: ალკოჰოლი, შაქარი (გარდა ხილისა), გაზიანი სასმელები, ცომეული, გადამუშავებული საკვები (გარდა ყველისა) და ზოგადად ჯანქ ფუდი.
ვეძალები: ხილს, ბოსტნეულს (გარდა კარტოფილის, ბრინჯის და წიწიბურის), ხორცს.
არ ვითვლი კალორიებს. ცოტას ვჭამ და ხშირად (ხუთჯერ როგორც წესი). ნახშირწყლები სრულად არ ამომიღია მაგრამ ვერიდები.

20 დღე ვიყავი ეგრე და 1.5 კგ დავიკელი :დ

რამე ნორმალური დიეტა მასწავლეთ )))

Posted by: पूर्णपणे 23 Jun 2021, 20:25
გამარჯობათ ყველას, წლებია აქ აღარ ვყოფილვარ, იუზერებიც სულ უცხოები ხართ, ადრე 28 კგ დავიმელი დაახლოებით და ახლა 7-8 კგს დასაკლებად შ
ემოგირბინეთ

Posted by: amg63 27 Jun 2021, 01:03
QUOTE (საქმიანნი @ 17 Jun 2021, 15:36 )
QUOTE
10 დღეში 6 კგ დავიკელი.
ამოვიღე: ალკოჰოლი, შაქარი (გარდა ხილისა), გაზიანი სასმელები, ცომეული, გადამუშავებული საკვები (გარდა ყველისა) და ზოგადად ჯანქ ფუდი.
ვეძალები: ხილს, ბოსტნეულს (გარდა კარტოფილის, ბრინჯის და წიწიბურის), ხორცს.
არ ვითვლი კალორიებს. ცოტას ვჭამ და ხშირად (ხუთჯერ როგორც წესი). ნახშირწყლები სრულად არ ამომიღია მაგრამ ვერიდები.

20 დღე ვიყავი ეგრე და 1.5 კგ დავიკელი :დ

რამე ნორმალური დიეტა მასწავლეთ )))

1.5 თვეში 12კგ მაქვს დაკლებული war.gif

Posted by: Heart_of_Darkness 30 Jun 2021, 22:42
ათ დღეში 2კგ დავიკელი, ყოველგვარი, ძალისხმევის გარეშე. ნეტა, რა ხდება ჩემს თავს.
პრინციპში, ისეთი სიცხეა არ მშივდება, თან სიარულიც ბევრი მიწევს.

მანამდე ჯანსაღ ცხოვრებაზე/კვებაზე წიგნებს ვკითხულობდი და უფრო მშივდებოდა..

2კგ-ც დამრჩა და დავუბრუნდები ჩემს პოსტკოვიდურ წონას jump.gif

QUOTE
ამოვიღე: ალკოჰოლი, შაქარი (გარდა ხილისა), გაზიანი სასმელები, ცომეული, გადამუშავებული საკვები (გარდა ყველისა) და ზოგადად ჯანქ ფუდი.

ჩემს ყოველ დიეტას ამით ვიწყებ ხოლმე.
ამასობაში კი გადამიყვარდა თითქმის ყველაფერი. ცომეულის გარდა.
ცომეული რომ არ მიყვარდეს, სტაბილურად, 52კგ ვიქნები user.gif

Posted by: ...• 19 Jul 2021, 22:56
4 დღეა საღამოს 6 სთ-ის მერე მარტო წყალს/ჩაის ვსვამ და ლამის კედლებზე გავედი, ძაან გამიჭირდა smile.gif))

ცომი არ მიყვარს, ეგ არ მასუქებს, უფრო ტკბილეული და გემრიელი, ნოყიერი საჭმელი...

სამწუხაროდ, ნელ-ნელა უნდა დავემშვიდობო ჩემს მადას და შეზღუდული გურმანობა დავიტოვო.

ჭამა ისეთი სიამოვნებაა ჩემთვის , რომ ყველა იმ ადამიანის მშურს, ვინც არ სუქდება ///

საერთოდ თუ არსებობენ ასეთები smile.gif))

პ.ს. ექსპრეს-დიეტები 3 დღეზე მეტხანს არ გააკეთოთ, ორგანიზმს დაინგრევთ smile.gif

Posted by: margali21 21 Jul 2021, 22:28
ნუ იტანჯავთ თავს დიეტებით.

პუტკუნა ქალებია მოდაში yes.gif

Posted by: საქმიანნი 26 Jul 2021, 19:50
QUOTE
ნუ იტანჯავთ თავს დიეტებით.

პუტკუნა ქალებია მოდაში

biggrin.gif კიდევ კარგი შემოვიხედე ამ თემაში

2 თვეში 3 კილო დავიკელი )))
ისე ცხიმისმწველები ვარჯიშის გარეშე არ წვავს ცხიმს? მეზარება ამ სიცხეში ვარჯიში facepalm.gif

Posted by: so_asdf 7 Aug 2023, 10:33
QUOTE (पूर्णपणे @ 23 Jun 2021, 20:25 )
გამარჯობათ ყველას, წლებია აქ აღარ ვყოფილვარ,  იუზერებიც სულ უცხოები ხართ, ადრე 28 კგ დავიმელი დაახლოებით და ახლა 7-8 კგს დასაკლებად შ
ემოგირბინეთ

შენი ბოლო პოსტი ვნახე და ახლა როგორ ხარ?


მე სულ რაღაც 4.6 კგ დავიკელი და გალამაზებული მეჩვენება ჩემი თავი. ჯერ 1 თვე არ გასულა რაც დიეტაზე ვარ.
იმედი მაქვს 1 თვის თავზე 6კგ მექნება დაკლებული.


Posted by: მუხამბაზი 10 Aug 2023, 11:12
QUOTE
პუტკუნა ქალებია მოდაში

არავინ მოგატყუოთ no.gif

Posted by: so_asdf 10 Aug 2023, 18:37
--------------------------------------------------------------

Posted by: ჰელგა 20 Dec 2023, 15:35


ჭამეთ ყველაფერი ცოტა რაოდენობით!



Posted by: Barbarita0077 9 Jan 2024, 22:53
ფორმბელას ჩაიზე და გასახდომ კაფსულებზე რას იტყვით? ვის გაქვთ გამოცდილი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)