Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > იოგა


Posted by: fermina 26 Mar 2015, 22:41
ვფიქრობ, იოგა იმსახურებს ცალკე თემას. გადავხედე ბოლო რამდენიმე გვერდს და ვერ ვიპოვე, ფიტნესის თემაში მისი გაერთიანება კი არასწორია.

ამ ბოლო დროს თბილისში საკმაოდ პოპულარულია იოგა. რამდენიმე ცენტრია, მსურველებიც ბევრნი არიან.

გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვინ სად დადის, კმაყოფილები ხართ თუ არა, რა შედეგებ გაქვთ, რა არის იოგას მთავარი სარგებელი, გაგიჭირდათ თუ არა თავიდან ვარჯიშის დაწყება და ა.შ.

იმედია დაგაინტერესებთ და იაქტიურებთ ამ თემაში smile.gif

მარტივი, მაგრამ ეფექტური ასანები:


Posted by: anastasia_Q 26 Mar 2015, 23:06
ძალიან მინდა დაწყება, მაგრამ სადმე სიარულის დრო არ მაქვს და რამე ვიდეოგაკვეთილები არსებობს დამწყებებისთვის?

Posted by: fermina 26 Mar 2015, 23:17
anastasia_Q

აი დავდე, მაგრამ რა თქმა უნდა სიარული ჯობს იმიტომ რომ ინსტრუქტორები კარგად გიხსნიან, რომელი ვარჯიში რისთვის არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად გაკეთებას, სწორ სუნთქვას, იმ კუნთის დაჭიმვას და გამაგრებას, რომელიც საჭიროა.

ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, 2 თვეა რაც დავდივარ ინტენსიურად.

Posted by: BWHC 27 Mar 2015, 00:48
იუტუბში დევს yoga with adrienna მე მაგით ვაკეთებ, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მე თუ მკითხავ ცხოვრებას გიმსუბიქებს

Posted by: fermina 27 Mar 2015, 01:14
http://www.radikal.ru
* * *
დაუჯერეთ ამ ქალბატონს და ლამაზი ბარძაყები გექნებათ smile.gif


* * *
https://www.youtube.com/watch?v=Jk5bbCyrRiQ
* * *
რაღაც აურია ფორუმმა, ვიდეო ვერ დავდე sad.gif

Posted by: David_de_Gea 27 Mar 2015, 11:24
მე დავიწყე სიარული ცოტა ხნის წინ. მომწონს ძაან. სამსახურის შემდეგ ჩემდა გასაკვირად საკმაოდ დატირთულია და "გამხსნელი".
დარბაზში შტანგებთან ჯაჯგურს ვერ დავუმუღამე ვერაფრით, ცურვაც მონოტონურია და ვერ ჩამითრია.

ჯერ ჯერობით იოგას კარგად ვეწყობი :დ

Posted by: fermina 27 Mar 2015, 11:49
David_de_Gea
საკმაოდ დატვირთულია ნამდვილად, არადა ხალხს, იოგას რომ გაიგონებენ ასე გონიათ, ერთი საათი ზიხარ და მედიტაციას აკეთებ. არადა საკმაოდ ინტენსიური და რთული ვარჯიშია, დამწყებების ეტაპიც კი.
მიუხადავად იმისა, რომ დამღლელი და დინამიურია და ხანდახან ერთი საათის ბოლოს გგონია რომ ფეხზე ვერ ადგები, იქიდან გამოდიხარ საოცრად მსუბუქად, ენერგიით აღსავსე.
მოწევას თავი დავანებე, წყლის სმა დავიწყე (ადრე საერთოდ კვირა ისე გავიდოდა, რამდენიმე ყლუპს თუ მოვსვამდი), თავისთავად აღარ მიმიწევს გული ცხიმიანი და მძიმე საკვებისკენ. მოკლედ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს ვხედავ ჯერ-ჯერობით.

* * *
ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პოზა - სკორპიონი
user posted image

Posted by: i_am_goddess 27 Mar 2015, 12:14
დავდივარ და ძალიან კარგია..
მომწონს იოგა, სახსრებში გავიხსენი და გავიშალე..
საკუთარი სხეულის ფლობის შეგრძნება მომწონს თუმცა ჯერ ეს ის ნამდვილად არაა რაც უნდა იყოს smile.gif


QUOTE
იოგას რომ გაიგონებენ ასე გონიათ, ერთი საათი ზიხარ და მედიტაციას აკეთებ.

biggrin.gif ჰო ამაზე ვხალისობ ხოლმე ))


https://forum.ge/?showtopic=34584054&hl=%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90 ეს ერთI თემა

https://forum.ge/?showtopic=34221776&f=&st=0&#entry24036240

https://forum.ge/?showtopic=33989464&f=&st=0&#entry14650300

Posted by: fermina 27 Mar 2015, 12:23
i_am_goddess
QUOTE
საკუთარი სხეულის ფლობის შეგრძნება მომწონს თუმცა ჯერ ეს ის ნამდვილად არაა რაც უნდა იყოს

ნეტა რა დროა საჭირო ამის მისაღწევად და რა ინტენსივობით ვარჯიში?

იქნებ მოდერატორმა გააერთიანოს ეს თემები. სადღაც იყო ჩაკარგული ძველები, არც აღარავის ახსოვდა.

Posted by: David_de_Gea 27 Mar 2015, 15:50
fermina

მე ჯერ თითქმის ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ კუნთები აშკარად დამიჭიმა :დ
დღეს წიგნიც ვიყიდე შესვენებაზე, სერიოზულად უნდა მოვკიდო ხელი !

მოწევას რაც შეეხება, პირველ დღეს ისეთი დაგრუზული გამოვედი და გაბრაზებული რომ ვერ გავაკეთე თითქმის ვერაფერი რომ ორი ღერი მოვწიე :დ არადა თვეში 5 ღერს ვეწევი სადღაც biggrin.gif


Posted by: Chupa Chups 27 Mar 2015, 15:58
QUOTE (fermina @ 27 Mar 2015, 01:14 )
http://www.radikal.ru
* * *
დაუჯერეთ ამ ქალბატონს და ლამაზი ბარძაყები გექნებათ smile.gif


* * *
https://www.youtube.com/watch?v=Jk5bbCyrRiQ
* * *
რაღაც აურია ფორუმმა, ვიდეო ვერ დავდე sad.gif

up.gif up.gif

ვაკეთებდი ერთ დროს :დ yes.gif

Yoga Ananda Tbilisi
ან
იოგას სახლი

ორივეს აქებენ..

Posted by: fermina 27 Mar 2015, 16:01
David_de_Gea

პირველივე დღეს ვის რა გამოსვლია?
ზოგადად მე ვფიქრობ, რაც შეიძლება ნელ ტემპში, თანმიმდევრულად მიყოლა ბევრად უფრო ეფექტურია. ერთი კვირა თავი გავიგიჟე, ყოველდღე საათნახევარი დავდიდავდიოდი ლამის, თან ყველაზე უფრო ინტენსიურად დატვირთულ გაკვეთილებზე და მოვკვდი წელის ტკივილით შედეგად. (არადა მანამდე ნელ ტემპში დამწყების გაკვეთილები აშკარად უხდებოდა ჩემს წელის ტკივილს).

ორგანიზმი თავად გკარნახობს, რა ტემპი და დატვირთვაა მისაღები. ახლა რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს. უფრო მეტად ინტენსიური აშკარად მსტრესავდა.
მოწევა უბრალოდ აღარ მინდება... ძნელია თქმა, რატომ. მანამდეც ვიყავი დანებების ტალღაზე მომართული და იოგამ ხელი შეუწყო. თვეში 5 ღერს ახლა ვეწევი, ადრე ბევრად მეტს ვეწეოდი smile.gif

* * *
Chupa Chups
QUOTE
ვაკეთებდი ერთ დროს :დ 

ვაა რა მაგარია. რამდენი ხანი დაგჭირდა?

QUOTE
Yoga Ananda Tbilisi

მე აქ დავდივარ, მაწყობს მაგათი ულიმიტო გრაფიკი და ადგილმდებარეობები.

Posted by: Chupa Chups 27 Mar 2015, 16:05
fermina
იოგაზე საერთოდ არ მივლია.. )))

Posted by: fermina 27 Mar 2015, 16:11
Chupa Chups
შეიძლება. ისე ვარჯიშობდი? თუ ბუნებრივად გამოგივიდა ეგრევე?

Posted by: Chupa Chups 27 Mar 2015, 16:17
fermina
ბუნებრივად ეგრე არამგონია იბადებოდნენ,
ვვარჯიშობდი კი..

QUOTE
მე აქ დავდივარ, მაწყობს მაგათი ულიმიტო გრაფიკი და ადგილმდებარეობები.

up.gif
რამდენი ხანია ?
კარგი შედეგის მიღწევას დიდი დრო სჭირდება ?

Posted by: fermina 27 Mar 2015, 16:26
Chupa Chups
QUOTE
ვვარჯიშობდი კი..

ჰო ანუ ჩემი კითხვაც ამაში მდგომარეობდა, რამდენი ხნის ვარჯიშის (თუნდაც არაიოგა) მერე შეძელი მეთქი smile.gif

QUOTE
რამდენი ხანია ?
კარგი შედეგის მიღწევას დიდი დრო სჭირდება  ?

ჯერ მხოლოდ 2 თვეა
გააჩნია კარგ შედეგს რას დავუძახებთ. როდესაც წლებია არ გივარჯიშია და ასევე წლებია დღეში 7-8 საათს სკამზე ატარებ, ძალიან ძნელია მალევე რაიმე შედეგის მიღწევაზე ფიქრი.
მაგალითად, ბავშვობაში შპაკატს თავისუფლად ვაკეთებდე, ახლა ჯერ არ შემიძლია.

თუმცა ცვლილებებს, პროგრესს და შედეგს პირველივე თვეს გრძნობ. აშკარად ყოველდღიურად უფრო და უფრო მოქნილი ხდები, იხსნები, ფიგურა და სიარულის მანერაც კი გეცვლება smile.gif
ისე კი, საერთოდ თუ დაიწყე, არ უნდა შეწყვიტო და სულ უნდა ივარჯიშო. ბოლო-ბოლო თუ ვერ ივლი, სახლშიც შეიძლება გაგრძელება, მითუმეტეს როცა უკვე იცი ძირითადი ასანები.

Posted by: Chupa Chups 27 Mar 2015, 16:34
fermina
QUOTE
ჰო ანუ ჩემი კითხვაც ამაში მდგომარეობდა, რამდენი ხნის ვარჯიშის (თუნდაც არაიოგა) მერე შეძელი მეთქი

biggrin.gif
პერიოდი ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხნის შემდეგ გამოვიდა..
ისე კი მგონი 5-6 წელი ვვარჯიშობდი სეიოზულად და ცოტცოტა მაიმუნობებს ეხლაც ვაკეთებ ხოლმე..

QUOTE
ჯერ მხოლოდ 2 თვეა
გააჩნია კარგ შედეგს რას დავუძახებთ. როდესაც წლებია არ გივარჯიშია და ასევე წლებია დღეში 7-8 საათს სკამზე ატარებ, ძალიან ძნელია მალევე რაიმე შედეგის მიღწევაზე ფიქრი.
მაგალითად, ბავშვობაში შპაკატს თავისუფლად ვაკეთებდე, ახლა ჯერ არ შემიძლია.

ხო ნუ ეგ კი, მაგრამ მოთმინებაა საჭირო და შედეგიც მოვა..
QUOTE
ისე კი, საერთოდ თუ დაიწყე, არ უნდა შეწყვიტო და სულ უნდა ივარჯიშო. ბოლო-ბოლო თუ ვერ ივლი, სახლშიც შეიძლება გაგრძელება, მითუმეტეს როცა უკვე იცი ძირითადი ასანები.

yes.gif yes.gif კვება და ცხოვრების რეჟიმის დარეგულირება არ დაგავიწყდეს ვარჯიშთან ერთად..

Posted by: fermina 27 Mar 2015, 16:42
Chupa Chups
QUOTE
  კვება და ცხოვრების რეჟიმის დარეგულირება არ დაგავიწყდეს ვარჯიშთან ერთად..

მაქვს რაღაც მცდელობები ამ მიმართულებითაც smile.gif

ადრე სად მქონდა ჭკუა მეთქი-ამას ვფიქრობ მარტო. ნეტავ დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ არაუშავს! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

დილით სირბილიც მინდა შევაშველო, თუ მოვახერხე ლოჯისტიკურ ამბავში.


Posted by: ma1ka 27 Mar 2015, 16:44
აუ ვივლიდი დიდი სიამოვნებით ძაან ზარმაცი რომ არ ვიყო sad.gif

Posted by: fermina 27 Mar 2015, 16:47
user posted image

Posted by: Chupa Chups 27 Mar 2015, 16:53
fermina
QUOTE
დილით სირბილიც მინდა შევაშველო, თუ მოვახერხე ლოჯისტიკურ ამბავში.

საღამოს უკეთესია, ან გაღვიძებიდან 1-2 საათის შემდეგ..

Posted by: fermina 27 Mar 2015, 16:55
Chupa Chups
QUOTE
საღამოს უკეთესია, ან გაღვიძებიდან 1-2 საათის შემდეგ..

1-2 საათის მერე გაღვიძებიდან ვერ შევძლებ გრაფიკის გამო და საღამოს კიდევ შეიძლება....

ისე წლებია რომ ვარჯიშობენ, ისეთი მეგობრები მყავს (ავსტრიელები) - მარათონებში გამარჯვებულები და ა.შ. და დილით ადრე დარბიან.

თუმცა, გამახსენდა, სამუშაო დღებია ძირითადად და სხვანაირად უბრალოდ ვერ მოასწრებენ. შაბათ-კვირას მგონი 10-11საათისთვის დარბიან.

Posted by: David_de_Gea 27 Mar 2015, 17:15
ორი თვის მერე იმედია რამე შედეგი მექნება

Posted by: anibani18 27 Mar 2015, 17:50
ძალიან მიყვარს იოგა. არსად დავდივარ, ვიპოვე კარგი ინსტრუქტორები და მათი ვიდეოებით ვაკეთებ.

Posted by: i_am_goddess 27 Mar 2015, 18:14
fermina
QUOTE
ნეტა რა დროა საჭირო ამის მისაღწევად და რა ინტენსივობით ვარჯიში?

მე ნანახი მყავს სამი წელია იოგას მისდევს და რავიცი, აი ძალიან მაგარია..

მე ორი თვეა დავიწყე და თითქმის ყოველდღე ვაკეთებ.. კარგად და იდეალურად არ გამომდის, მაგრამ ნავარჯიშები სხეული მაქვს და მეტნაკლებად მაინც ავუდივარ "სავარჯიშოების" კეთებას

Posted by: _nite_ 27 Mar 2015, 18:49
ისიც დაწერეთ სად დადიხართ და მოგწონთ თუ არა იქაური ინსტრუქტორები

მე იოგას სახლს და არია იოგას ცენტრს მიქებენ. აპრილის თვე შედარებით თავისუფალი მაქვს და ვაპირებ ინსტრუქტორთან, მანამდე კი ვიდეოებით და ინტერნეტში წაკითხულის მიხედვით ვვარჯიშობდი, ნუ დამწყების დონეს გავცდი : ))


fermina
სად დადიხარ და კვირაში რამდენჯერ და რამდენ ხანს გრძელდება ერტი კლასი?

Posted by: 死海. 27 Mar 2015, 18:54
რამდენჯერმე დავიწყე, ხან ვიდეობით, ხან წიგნით, მაგრამ ვერა. ნელი ტემპის გამო ვანებებ თავს. ყველა ვარჯიშ ეგ უწერია რომ ნელა უნდა შეასრულო, მე კიდე არ შემიძლია მასე.

Posted by: _nite_ 27 Mar 2015, 18:59
死海.
QUOTE
რომ ნელა უნდა შეასრულო,

მე არ ვასრულებ ნელა, გამიგია ა რომ ყველა ადმაიანს თავისი ტემპი აქვს, და როგორც კომფორტულად გრძნობს თავს ისე უნდა გააკეთოს, როგორც ვიცი ვინიასა სწორედ რომ ასანებზე სწრაფად გადასვლის მეთოდია. .


Posted by: fermina 28 Mar 2015, 01:22
_nite_
QUOTE
სად დადიხარ და კვირაში რამდენჯერ და რამდენ ხანს გრძელდება ერტი კლასი?


ანანდა იოგა, ბარნოვზე და ქავთარაძეზე, ულიმიტო მაქვს, ამიტომ როდის სად უფრო მაწყობს, იმ ფილიალში დავდივარ.

დავდივარ თითქმის ყოველდღე, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ არ გავაცდინო. მაინც მიწევს ხოლმე ბუნებრივია, მაგრამ ულიმიტო აბონემენტს აქვს ის უპირატესობა, რომ ფაქტიურად დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია მიხვიდე, ისე არ არის, რომ კვირაში სამჯერ მაინცდამაინც 7-ის ნახევარზე უნდა იყო სადღაც დარჭობილი. მთელი დღის განმავლობაში თითქმის არის გაკვეთილები და შეგიძლია თუ ერთზე ვერ მოასწარი, მეორეზე შეხვიდე და ა.შ. რა თქმა უნდა დონეებიც უნდა გაითვალისწინო.

გაკვეთილი არის როგორც წესი ერთ საათიანი, მაგრამ შეგიძლია გადააბა და მეორეზეც დარჩე, თუ გინდა მთელი დღე იყავი (ეს ყველაფერი ულიმიტო აბონემენტის შემთხვევაში, რომელიც ღირს 127 ლარი).

ინსტრუქტორები არიან ინდოელები და ერთი ქართველი სერგეი, რომელიც ჩემი აზრით არის ყველაზე კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და მაგარი და სამივე ინდოელს ერთად აღებულს ჯობია. ანუ ინდოელები თავი ამბავში კარგები არიან, მაგრამ ცოტ-ცოტას ახალტურებენ და ინდივიდუალურად ყველასთან არ მუშაობენ და არც ახსნით იკლავენ თავს, გასხვავებით სერგეისგან.

Posted by: _nite_ 28 Mar 2015, 14:02
fermina
მადლობა

მეც ვფიქრობდი ანანდას მაგრამ მერე ერთი ვნახე რომელმაც მითხრა მანდ ორი ინდოელი ჰყავდათ კარგებიო და ისინი წამოვიდნენო და სხვები იმდენ ყურადღებას არ გაქცევენო, ხალტურშიკები არიანო : )) ამიტომ გადავიფიქრე მანდ.

Posted by: fermina 28 Mar 2015, 15:09
_nite_

საწყის ეტაპზე ეგ ხალტურშიკებიც საკმარისია ჩემი აზრით. თავის საქმეს, ანუ პირველად გახსნას მაგათი გაკვეთილებიდანაც მოახერხებ. თან პილატესის გაკვეთილებიც აქვთ. სამაგიეროდ სერგეი არის მეორე უკიდურესობა smile.gif საათნახევარი აგრძელებს გაკვეთილებს, ყველაფერს თვითონაც ბოლომდე აკეთებს და სათითაოდ უსწორებს მოძრაობას ყველას და უხსნის. ბექ ფეინი არი კიდევ კარგი, ვისაც ზურგის და ხერხემლის პრობლემები აქვს.

დღეს ორი საათი დავრჩი, პილატესს+ბექ ფეინი და სიქა გამძვრა. თუმცა დაღლილობა მალევე გადაგდის, როგორც კი გარეთ გამოდიხარ smile.gif

Posted by: _nite_ 29 Mar 2015, 09:54
fermina
QUOTE
საწყის ეტაპზე ეგ ხალტურშიკებიც საკმარისია ჩემი აზრით. თავის საქმეს, ანუ პირველად გახსნას მაგათი

მე ეს ეეტაპი გავლილი უნდა მქონდეს ჩემი ღრმა რწმენით smile.gif)

QUOTE
ბექ ფეინი


რა ასანები შედის შეგიძლია მითხრა? ნუ დაახლოებით ვხვდები მარა მაინც

Posted by: fermina 29 Mar 2015, 10:02
_nite_

ბექ ფეინზე ასანები (ყველა არა მაგრამ უმეტესობა) კეთდება ორი აგურის (რომლებიც საყრდენად გამოიყენება) და მჭიდროდ დახვეული მეორე მატრასის დახმარებით. ანუ ზურგზე თუ წვები, წელქვეშ გიდევს ეს დახვეული მატრასი და აგური, ან ზიხარ აგურზე, ან დახვეული მატრასი მუხლებქვეშ გიდევს, როდესაც ორივე ფეხი მოკეცილი გაქვს ან კოჭების ქვემოთ. როდესაც წელს ატრიალებ, ცალი ხელით ეყრდნობი აგურს შენ უკან და ა.შ.

მოძრაობები არ არის სწრაფი და დინამიური, ასე მიჭირს ახლა ახსნა. ფაქტიურად სხეულის ყველა ნაწილია ჩართული.

შენ თუ საწყისი ეტაპი გავლილი გაქვს, შეგიძლია ინთერმედიათით დაიწყო, მაგის გახალტურებას ნაკლებად ახერხებენ. პილატესიც საკმაოდ ინტენსიური და დატვირთულია.

ეს ისე, განწყობისთვის:

user posted image

Posted by: Nostalgia34 29 Mar 2015, 10:34
fermina
დილა მშვიდობისა.
რა საინტერესოა,გავხსენი თუ არა ფორუმ.გე-მთავარ გვერდზე ეს თემა მომხვდა თვალში. biggrin.gif


QUOTE
ნეტავ დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ არაუშავს! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

yes.gif

QUOTE
იოგა, ჯანმრთელობის და სილამაზის სამსახურში

დავამატებდი,იოგა-სიცოცხლის გახანგრძლივების,დღეგრძელობის სამსახურში!



Sun Salutation


Power-Yoga - Sun Salutation A - Sonnengruß A - Yoga Music - Yogamusik - Body & Mind Balance
https://www.youtube.com/watch?v=Z0GZKKZKqHY


აღსანიშნავია იოგას სუნთქვითი ვარჯიშები-ეს არის კლასიკური იოგური ვარჯიშები,რომელსაც აქვს უნიკალური უნარი,
მოიყვანოს მოქმედებაში ქვეცნობიერებაში არსებული პროგრამები,მათ შორის ცხიმის დაწვაც.
ამ ვარჯიშებით აქტივიზირდება ქვეცნობიერება,სუფთავდება გონება შფოთისგან,გარეშე უარყოფითი ზემოქმედებისგან ,
გვეხმარება უკეთ გავიგოთ ჩვენი შინაგანი სამყარო თავისი განცდებითა და შეგრძნებებით,ამაგრებს იმუნიტეტს,მოჰყავს წესრიგში არტერიალური წნევა...

მოგვიანებით,ვიპოვი ამ ვარჯიშებს და დავდებ,თუ გნებავთ.

QUOTE
და სიქა გამძვრა.


საერთოდ,ვარჯიშისას ყურს ვუგდებდი ჩემს შინაგან მდგომარეობას.
თუ ამ ვარჯიშებისგან ვღებულობდი სიხარულს,ე.ი. სწორი გზით მივდიოდი და ვაგრძელებდი!
თუ ვგრძნობდი დაღლას,გაღიზიანებას,დაძაბულობას,ეს სიგნალი იყო,რომ უნდა შემემცირებინა ვარჯიშის ინტენსივობა და ვაკეთებდი პაუზას...
და აღარ ძვრება სიქა. biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: fermina 29 Mar 2015, 10:42
Nostalgia34
კეთილი იყოს შენი კლავიატურა ამ თემაში, იაქტიურე ხოლმე 2kiss.gif

QUOTE
თუ ვგრძნობდი დაღლას,გაღიზიანებას,დაძაბულობას,ეს სიგნალი იყო,რომ უნდა შემემცირებინა ვარჯიშის ინტენსივობა და ვაკეთებდი პაუზას...
და აღარ ძვრება სიქა. 


მართალი ხარ აბსოლუტურად. ამიტომ პილატესზე აღარ ვივლი ცოტა ხანი მაინც. ჯერ აშკარად უნდა მოვძლიერდე.

ეგ კი არა ერთი კვირა სერგეის ინტენსიური ვარჯიშიდანაც დავისვენე, დავდიოდი ინდოელებთან ბექ ფეინზე და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო.

Posted by: Nostalgia34 29 Mar 2015, 12:40
fermina
QUOTE
კეთილი იყოს შენი კლავიატურა ამ თემაში
იაქტიურე ხოლმე

მადლობა.
ოკ biggrin.gif

თემამ ბევრი რამ გამახსენა იოგაზე...ჩემი პირველი იოგური ნაბიჯებიდან დაწყებული...




love.gif
Eat Pray Love (meditation)


EAT PRAY LOVE - The Long Road


Eat, Pray and Love - Samba da Bencao.

Posted by: fermina 29 Mar 2015, 13:03
აი მეომრის პოზა, ზემოთ რაც დავდე.

ერთი შეხევდით ჰო უმარტივესი ჩანს. არადა სწორად თუ გინდა გააკეთო, საკმაოდ რთულია smile.gif

ისე ხალხი მამაოებს ეკითხება, იოგაზე დაიწყონ თუ არა სიარული

facepalm.gif

კიდევ კარგი, ჩემს ახლობელს ნორმალური მოძღვარი ჰყოლია, ნება დართო. რომ ეთქვა არაო, საინტერესოა არ ივლიდა? კი აღარ მიკითხავს...

ბოლოში შავასანაზე აქვთ კიდევ ისტერიკა, არ გვინდაო, მედიტაცია არისო ეგ....

მოკლედ, თემას გადავუხვიე.

ერთ-ერთი რთული პოზა:


* * *
აშთანგას ასანები (რამდენადაც ვხვდები), საშუალო დონე:


Posted by: _nite_ 29 Mar 2015, 15:37
fermina
QUOTE
ბექ ფეინზე ასანები (ყველა არა მაგრამ უმეტესობა) კეთდება ორი აგურის (რომლებიც საყრდენად გამოიყენება) და მჭიდროდ დახვეული მეორე მატრასის დახმარებით. ანუ ზურგზე თუ წვები, წელქვეშ გიდევს ეს დახვეული მატრასი და აგური, ან ზიხარ აგურზე, ან დახვეული მატრასი მუხლებქვეშ გიდევს, როდესაც ორივე ფეხი მოკეცილი გაქვს ან კოჭების ქვემოთ. როდესაც წელს ატრიალებ, ცალი ხელით ეყრდნობი აგურს შენ უკან და ა.შ.

მივხვდი

იმიტომ გკითხე რომ ერთი პერიოდი მაწუხებდა ხერხემალი, ისე ვიყავი დაჯდომა და ადგომა მიჭირდა, მერე ვარჯიშის წყალობით მოვაგვარე ეგ პრობლემა ახლა ვარ ჩიტივიტ, მაგრამ მეტის გაკეთება და ცოდნა არასდროს არაა ზედმეტი

Posted by: gramatikikina 29 Mar 2015, 22:14
QUOTE (fermina @ 26 Mar 2015, 22:41 )
ვფიქრობ, იოგა იმსახურებს ცალკე თემას. გადავხედე ბოლო რამდენიმე გვერდს და ვერ ვიპოვე, ფიტნესის თემაში მისი გაერთიანება კი არასწორია.

ამ ბოლო დროს თბილისში საკმაოდ პოპულარულია იოგა. რამდენიმე ცენტრია, მსურველებიც ბევრნი არიან.

გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვინ სად დადის, კმაყოფილები ხართ თუ არა, რა შედეგებ გაქვთ, რა არის იოგას მთავარი სარგებელი, გაგიჭირდათ თუ არა თავიდან ვარჯიშის დაწყება და ა.შ.

იმედია დაგაინტერესებთ და იაქტიურებთ ამ თემაში smile.gif

მარტივი, მაგრამ ეფექტური ასანები:


:დ ამ წინასიმღერა-ლოცვას სერიოზული სახით ვერ გავაკეთებ. იმედია აქ სანთლების და ლოცვების გარეშე ავარჯიშებენ.
ჩემი მეგობარი და ნათესავი დადიოდნენ და ორივეს დაეხვეწა ტანი. უფრო თვალსაჩინოდ, ვიდრე ფიტნესზე რომ ევლო ვინმეს მაგდენხანს.
მაგრამ მაინც არაა საჩემო იოგა. თავი სულ ჩაკიდული გაქვს და ხელებს ეყრდნობი. სად შემიძლიან

თუ სადმე ძალიან ნელ ტემპში მართლა მედიტაციისნაირი იოგა კეთდება, მითხარით
ოღონდ მედიტაციაში ნელ მოძრაობებს და სუნთქვის ვარჯშებს ვგულისხმობ

Posted by: fermina 30 Mar 2015, 00:17
gramatikikina
არა არანაირ ლოცვებს და სიმღერებს არ ვაკეთებთ, საერთოდ smile.gif
კი, ფიგურის კორექცია ძალიან ეფექტურად ხდება, საკმაოდ მალე.

თავი სულ ჩაკიდული გაქვს და ხელებს ეყრდნობი - არც ასეა, ეს მხოლოდ რამდენიმე ასანაა აშთანგა იოგასი.

ამ ანანდა იოგა ცენტრში ნელ ტემპში მედიტაციის მსგავსი და სუნთქვითი ვარჯიშების გაკვეთილებიც არის, მე არ ვყოფილვარ ოღონდ. იოგა ნიდრა და ანტი სტრესი მგონი. ერთხელ მომესმა, ოთახიდან ისეთი ხმები გამოდიოდა სუნთქვის, ქარიშხალი კატრინა მეგონა.

Posted by: fermina 31 Mar 2015, 12:35
user posted image

Posted by: gramatikikina 31 Mar 2015, 15:31
fermina
უკეთესი რაღაც ვიპოვე ჩემთვის pop.gif

Posted by: fermina 31 Mar 2015, 15:40
gramatikikina
ვაა ვნახო ერთი, მომკლა წელის ტკივილებმა mad.gif

Posted by: gramatikikina 31 Mar 2015, 16:08
fermina
წუხელ გავაკეთე ნაწილი და აშკარად მსიამოვნებდა ზურგში რაღაც, როცა დავწექი
ცოტა ფეხზე დავდგე და მივალ მერე იოგაზეც:დ

Posted by: LuciDiTy 31 Mar 2015, 17:41
იქნებ დაწეროთ, ვინც რაღაც ხანია, რაც იოგაზე დადიხართ, აქვს თუ არა ეფექტი წონის კლებისა და კორექციის თვალსაზრისით?
ნუ, ახლა პროფები ალბათ ჩვენი უმრავლესობა ვერ გახდება, მაგრამ ვერ ვხვდები, შეიპინგზე სიარული სჯობს, თუ იოგაზე....

Posted by: fermina 31 Mar 2015, 20:45
LuciDiTy

2 თვეა რაც დავდივარ და სიმართლე გითხრა აწონვით არ ავწონილვარ, რამდენი დავიკელი არ ვიცი (მანამდეც არ ვიყავი რაღაც საწაული, 62 კილომდე, უბრალოდ ჩემს წონასთან შედარებით მინიმუმ 5-6 კილოთი მეტია), მაგრამ ძალიან თვალიშისაცემად შემეცვალა ფორმები და მოხდა კორექცია, ანუ სხეული იხვეწება რაღაცნაირად, ამ ყველაფერს საკუთარ თავს ატყობ სარკეში ჩვეულებრივად, სხვებიც გეუბნებიან და ასევე ტანსაცმელზე ხვდები, ჯინსები თავიუფლად მეკვრება, ქვედაბოლო მძვრება და ა.შ. smile.gif

ჰო კიდევ, დამავიწყდა მეთქვა, წყალს არ ვსვამდი თითქმი საერთოდ და ახლა 2 ლიტრამდე ვსვამ დღეში. ბუნებრივად მოთხოვნილებაც მაქვს და დილაობით ცოტა ძალასაც ვატან თავს, საწოლთან მიდგას და ერთ ლიტრამდე ვსვამ საუზმემდე.

ბუმებრივად შევეშვი მოწევას (აღარ მინდება) და რაც ყველაზე მეტად მიკვირს, კოკა-კოლას და ფასთ-ფუდებს.

საღამოს ვარჯიშის მერე ვჭამ მარტო ხილს, ან მაწონს, ან ხაჭოს. ნუ მსუბუქად, და იმართლე გითხრა დიდად არც მიჭირს. ანუ დილით ვსაუზმობ თუ მოვახერხე, შუადღეზეც ვსადილობ ჩვეულებრივად და საღამოს რამე მსუბუქი.

Posted by: LuciDiTy 31 Mar 2015, 21:19
fermina
რაც ჩამოთვალე, ეგ ყველაფერი მინდააააააა....
ყოველდღიურად ვარჯიშობ?

მე 1 თვეზე მეტი არასდროს მივლია, და მართალი გითხრა 1 თვის განმავლობაში დიად ვერაფერი შევატყე თავს და მერე აღარ გამიგრძელებია. ანუ ასე ვიწყებ 1 თვე და მერე რადგან არანაირი შედეგი არ მაქვს, ვანებებ თავს...

Posted by: fermina 31 Mar 2015, 21:41
LuciDiTy

კი, ვცდილობ ყოველდღე. ნუ რეალურად გამომდის კვირაში 5 დღე. არცაა საჭირო ყოველდღე, მინიმუმ ერთი დღე დასვენება აუცილებელიცაა.

მასწავლებელსაც გააჩნია. კვებითაც აუცილებლად უნდა შეუწყო ხელი.

შედეგი ძალიან რთულია, ერთ თვეში დაინახო. მე ვფიქრობ, რამდენიმე თვე კიდევ არი საჭირო, რომ რეალურად ვიგრძნო სხეული გახსნა. აი წონაზე და ფორმაზე აშკარად უკვე აქვს ეფექტი.

Posted by: Utopian 1 Apr 2015, 09:39
იოგას დასახელებებს შორის რა განსხვავებაა?
მაგ. აშთანგა, ჰათჰა.... კიდევ არის რაღაცები. რომელია უკეთესი ალბათ ინდივიდუალურია, მაგრამ განსხვავება მაინტერესებს



Posted by: NineteenEightyFour 1 Apr 2015, 17:32
ახლა აპრილის ბოლოდან 2თვე თბილისში ვიქნები. სიამოვნებით შევკრებ ხალხს და უფასოდ ვავარჯიშებ bikram იოგას . იდეალურია ფორმებისთვის . მატრასი და სივრცე იქნება საჭირო. თუ იქნებიან მსურველები ღია ცის ქვეშ უკეთესია ვარჯიში : ]

Posted by: BWHC 2 Apr 2015, 00:42
NineteenEightyFour
ვაიმეეეეე ჩემს მეგობრებს რომ ვუთხრა შეიძლება?

Posted by: NineteenEightyFour 2 Apr 2015, 00:53
BWHC
კი შეიძლება ] აპრილის ბოლოს მცალია მე : ]

Posted by: BWHC 2 Apr 2015, 04:36
NineteenEightyFour
ვაიმე რა კარგია, ნეტა მეც თბილისში ვიყო. რომელი სახეობის იოგას პრაქტიკას ეწევი?

Posted by: Annabell 2 Apr 2015, 08:34
გახსენებაზე წავალ დღეს იოგაზე

ვერ მივაღწიე იმას რომ ყოველ დღე ნახევარი საათი მაინც გავაკეთო იოგა

Posted by: NineteenEightyFour 2 Apr 2015, 12:30
BWHC
თავიდან აშტანგა და ხათხა იოგათი დავიწყე ,ახლაც საღამოობით მაგ პროგრამით ვვარჯიშობ .დილას ბიკრამ იოგას : ] სანამ ე.წ კაჩაობას დავიწყებ დარბაზში : ]

Posted by: _nite_ 2 Apr 2015, 12:45
NineteenEightyFour
QUOTE
თავიდან აშტანგა და ხათხა იოგათი დავიწყე ,ახლაც საღამოობით მაგ პროგრამით ვვარჯიშობ .დილას ბიკრამ იოგას

ზემოთ იკითხეს რა სხვაობაა ამ სახეობებს შორისო და ხომ ვერ გაგვანათლებდით, გეთაყვა : )

Posted by: NineteenEightyFour 2 Apr 2015, 12:54
_nite_
საღამოს თუ გინდათ მიმოვიხილავ იოგის სხვასადასხვა პროგ. შორის განსხვავებას. (ვრცლად ). ახლა კი მოკლედ დავწერ .
ბიკრამ იოგა არის ფაქტიურად ფიტნესი.კუნთებისთვის და წონის კორექციისთვის არის ძალიანბ ეფექტური. რაც შეეხება აშტანგას ეგეც არაა დამწყები იოგებისთვის .ძირითადად ძალას ,ელასტიურობას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს .(ასანები აქაც საკმაოდ რთულია )
ხათხა ი. არის დამწყებებისათვის . გეხმარება ნელ-ნელა დაამღურამო ე.წ სწორი სუნტქვა, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება , სხეული უფრო ელასტიური ხდებაა და ა.შ უფრო მედიტაციური იოგაა, მშვიდი წყნარი და მოკლედ ფერსთ სტეფ არის : )

Posted by: 死海. 2 Apr 2015, 21:08
QUOTE (NineteenEightyFour @ 1 Apr 2015, 17:32 )
ახლა აპრილის ბოლოდან 2თვე თბილისში ვიქნები. სიამოვნებით შევკრებ ხალხს და უფასოდ ვავარჯიშებ bikram იოგას . იდეალურია ფორმებისთვის . მატრასი და სივრცე იქნება საჭირო. თუ იქნებიან მსურველები ღია ცის ქვეშ უკეთესია ვარჯიში : ]

მეც მინდა...
თუ შეიკრიბებით არ გამომტოვოთ რა love.gif

Posted by: fermina 3 Apr 2015, 11:11
user posted image
* * *
ტიმ ფელდმანი, ამერიკელი ინსტრუქტორი smile.gif

user posted image
* * *
მისი მეუღლე კინო ასრულებს სკორპიონის პოზას up.gif


Posted by: ma1ka 3 Apr 2015, 13:51
აუ ამ თემის მერე დამაინტერესა იოგამ, შეგიძლიათ დამილინკოთ ვიდეოები დამწყებთათვის?

Posted by: fermina 3 Apr 2015, 14:49
ma1ka
http://www.yogajournal.com/
კარგი საიტია, ყველანაირ ინფორმაციას ნახავ, თავისი ვიდეოებით და ფოტოებით.

Posted by: LuciDiTy 3 Apr 2015, 23:32
NineteenEightyFour
აუ, ძალიან მინდა!!!! ცხელ ოთახში, ხომ? მარტო წაკითხული მაქვს! როგორ უნდა მოვხვდე ჯგუფში?smile.gif

Posted by: NineteenEightyFour 4 Apr 2015, 00:11
LuciDiTy
2კაცი არის უკვე ვისაც უნდა შენ მესამე. დარბაზი თუ გვარკვიე მანამ კარგი იქნება თუ არადა ღია ცის ქვეშ .

Posted by: fermina 4 Apr 2015, 00:33
კრიშნამაჩარია, მე-20 საუკუნის უდიდესი იოგი, ლეგენდა და უბრალოდ გენიოსი. 100 წელი იცოცხლა და ბოლომდე ასწავლიდა.

ვიდეოდანაც კი იგრძნობა უდიდესი ენერგია. იყო სწავლული, მედიცინის მცოდნე.

განსხვავებით ამერიკელი და ზოგადად დასავლელი ინსტრუქტორებისგან, ეს ადამიანი თავისუფალია თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის და ცხოვრების სტილის ზეგავლენისგან და ეს ძალიან კარგად იგრძნობა, პლუს ხვდები, რომ მიღმა იმისა, რასაც ხედავ, ძალიან დიდი სიღრმისეული ცოდნა აქვს.


Posted by: ColD 4 Apr 2015, 01:12
QUOTE (LuciDiTy @ 31 Mar 2015, 17:41 )
იქნებ დაწეროთ, ვინც რაღაც ხანია, რაც იოგაზე დადიხართ, აქვს თუ არა ეფექტი წონის კლებისა და კორექციის თვალსაზრისით?
ნუ, ახლა პროფები ალბათ ჩვენი უმრავლესობა ვერ გახდება, მაგრამ ვერ ვხვდები, შეიპინგზე სიარული სჯობს, თუ იოგაზე....

ჩემი გამოცდილებით წონის კორექციას რაც შეეხება, უნდა ივარჯიშო ინტენსიურად , ანუ კვირაში 2-3 დღე არაფერს გიშველის, დღეგამოშვებით მაინც, და აუცილებლად ხელი უნდა შეუწყო კვებით , ისედაც თუ ინტენსიურად ივარჯოშებ ვარჯიშამდე არ უნდა ჭამო მინიმუმ 1 საათი , და თუ საღამოს ივარჯიშებ საერთოდ მყარი საკვები არ მიიღო, და შედეგი გექნება აუცილებლად,
1 თვის მერე უკვე ფორმები შემეცვალა მეტნაკლებად , ანუ მოშვებული კუნთები თავის ადგილას დგება და ისეთი ეფექტი აქვს თითქოს გახდი
* * *
დამწყებებს, ვინც ინსტრუქტორის გარეშე აპირებს ვარჯიშს, ვურჩევდი იოგას წიგნს ძველი გამოცემაა ქართული საბჭოთა დროინდელიც მგონი, და იქ კარგად არის აღწერილი ასანები როგორ უნდა გააკეთო როგორ უნდა ისუნთქო,

Posted by: fermina 4 Apr 2015, 01:21
ColD
+++
გეთანხმები

ვარჯიშამდე 3-4 საათი არ ვჭამ. ვარჯიშის მერე (ვინაიდან საღამოს ვვარჯიშობ უმეტესად) ან საერთოდ არ ვჭამ, ან ვაშლი/ხაჭო/მაწონი და ა.შ.

წეღან კიდევ ერთხელ სარკეში დავაკვირდი და მართლა საოცრებაა, გვერდები მაქვს დათხელებული და ზემოთ ასული რაღაცნაირად, აი ხელებით ზემოთ აზიდვას და გაჭიმვას რომ ახდენ სხეულის, დაახლოებით ეგ ეფექტია.

მე მგონი ჩემი თემის სათაურის ინსპირაცია ეგ წიგნია, "იოგა ჯანმრთელობის სამსახურში" - თუ არ ვცდები იაკობაშვილია ავტორი.

Posted by: ColD 4 Apr 2015, 01:33
QUOTE (fermina @ 29 Mar 2015, 13:03 )

ისე ხალხი მამაოებს ეკითხება, იოგაზე დაიწყონ თუ არა სიარული

შემს გარშემო ბევრი ვიცი რომ იოგას არ ეკარება რელიგიის გამო, და შეშფოთებულები მისმენენ იოგას რომ ვახსენებ,

თუმცა ვერავინ ვერ მეუბნება რა კავშირი აქვს ასეთი ქრისტიანულ რელიგიასთან რატოა წინააღმდეგობაში.

ერთერთ რელიგიურ საიტზე ვიპოვე რაღაც სტატია ამ თემაზე, სრული ბოდვა !

ერთადერთი რასაც მივხვდი, როცა ტვინი არაფერზე ფიქრობს (მედიტაციის დროს სავარაუდოდ) იგივე შედეგი მიიღწევა ლოცვის დროს..

თუ თქვენ რამე ინფორმაცია გაქვთ ამ თემაზე გამანათლეთ : )

Posted by: NineteenEightyFour 4 Apr 2015, 01:35
ColD
მხოლოდ ვარჯიშით სამწუხაროდ ძალიან გვიან გექნება შედეგი, როგორც იოგით, ისე ნებისმიერი სხვა ფიზიკური დატვირთვით. ] თუ წონის კლება გინდა ან მთლიანად უნდა გადაფასო ის ცხოვრების სტილი რაც დღეს გაქვს ან მუდმივად ,დაიკლებ - მოიმატებ. მხოლოდ წონის კლების გამო ვარჯიშის დაწყება გავს სიგარეტზე ტავის დანებებას ფასის გამო. (, რომელიც 99% შემთხვევაში ისევ მოწევას გულისხმობს )


პ.ს ყველაფრით შეგიძლია დაიკლო , მთვარია სწორად განსაზღვრო რისთვის იკლებ რითი და ა.შ.
რამდენი გაქვს დასაკლები ?


Posted by: fermina 4 Apr 2015, 01:38
ColD
QUOTE
თუ თქვენ რამე ინფორმაცია გაქვთ ამ თემაზე გამანათლეთ : )


ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ფობიაა მათთვის უცხო, უცნობი და არამშობლიური მოვლენის მიმართ, გაუნათლებელი ადამიანებისთვის დამახასიათებელი smile.gif

Posted by: gramatikikina 4 Apr 2015, 01:41
ColD
QUOTE
შემს გარშემო ბევრი ვიცი რომ იოგას არ ეკარება რელიგიის გამო, და შეშფოთებულები მისმენენ იოგას რომ ვახსენებ,

თუმცა ვერავინ ვერ მეუბნება რა კავშირი აქვს ასეთი ქრისტიანულ რელიგიასთან რატოა წინააღმდეგობაში.

ერთერთ რელიგიურ საიტზე ვიპოვე რაღაც სტატია ამ თემაზე, სრული ბოდვა !

ალბათ წარსულის გამოცდილებით არიან ესე შეშფოთებულები:დ
იმიტომ რომ იოგას ვარჯიშები თბილისში გვიან შემოვიდა. მაგ დროს უკვე აღარც ვეძებდი.
და როცა ვეძებდი, მხვდებოდა რელიგიური თავყრილობები ვარჯიშის ნაცვლად
შეიძლება ეგენიც ეძებდნენ pop.gif

Posted by: ColD 4 Apr 2015, 01:43
QUOTE (NineteenEightyFour @ 4 Apr 2015, 01:35 )
ColD
მხოლოდ ვარჯიშით სამწუხაროდ ძალიან გვიან გექნება შედეგი, როგორც იოგით, ისე ნებისმიერი სხვა ფიზიკური დატვირთვით. ] თუ წონის კლება გინდა ან მთლიანად უნდა გადაფასო ის ცხოვრების სტილი რაც დღეს გაქვს ან მუდმივად ,დაიკლებ - მოიმატებ. მხოლოდ წონის კლების გამო ვარჯიშის დაწყება გავს სიგარეტზე ტავის დანებებას ფასის გამო. (, რომელიც 99% შემთხვევაში ისევ მოწევას გულისხმობს )


პ.ს ყველაფრით შეგიძლია დაიკლო , მთვარია სწორად განსაზღვრო რისთვის იკლებ რითი და ა.შ.
რამდენი გაქვს დასაკლები ?

კი გეთანხმები ამაში,
მე წონის გამო არ დავინტერესდი იოგით, მე მაქვს ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი და მაქვს სამსახური სადაც სულ მიწევს ჯდომა 8-10 საათი, ფეხითაც არ დავდივარ თითქმის, ჩემი პრობლემა იყო კისრის გაუაძლისი ტკივილები და შესაბამისად თავის , მოკლედ იოგა ხსნაა პირადად ჩემთვის ,

წონას რაც შეეხება 5 კგ მაქვს დასაკლები, მაგრამ რაც ინტენსიურად დავიწყე სიარული და აღარ ვაცდენ ფორმები ისე შემეცვლა ვიზუალურად ყველას გონია წონაში დავიკელი smile.gif

Posted by: NineteenEightyFour 4 Apr 2015, 01:47
ColD
საერთოდ აზროვნება სწავლადია და ნამდვილად ყველასათვის ხელმისაწვდომი. რაც არცერთ რელიგიას არ აწყობს. : ] ნუ ძალიან დიდი თემაა .რელიგიის მავნებლობაზე საუბარი კიდევ სისულელეა და მინც სუბიექტური მსჯელობა გამოვა.

Posted by: ColD 4 Apr 2015, 01:47
QUOTE (fermina @ 4 Apr 2015, 01:21 )
მე მგონი ჩემი თემის სათაურის ინსპირაცია ეგ წიგნია, "იოგა ჯანმრთელობის სამსახურში" - თუ არ ვცდები იაკობაშვილია ავტორი.

ხო არ იცით სადმე იყიდებოდეს ეს წიგნი ?

რა კარგია ეს თემა რომ გახსენით <3 smile.gif

Posted by: NineteenEightyFour 4 Apr 2015, 01:51
მე მაქვს მემგონი და შემიძლია რამე სხვა წიგნში გაგიცვალო ან გადააქსეროქსე , გაყიდვით დედაენის ბაღში ნახე ბუკინისტებთან

Posted by: fermina 4 Apr 2015, 11:50
ColD
QUOTE
ხო არ იცით სადმე იყიდებოდეს ეს წიგნი ?


არა, დავაკვირდები აწი, მე სახლში ვიპოვე, ჩემი ოჯახის წევრი იყო (კიარადა არის) გატაცებული იოგით და მაშინ, 80-იან წლებში ფაქტიურად ამ წიგნის დახმარებით ისწავლა ბევრი რა. ახლა 65 წლის არის, ყოველდღე ვარჯიშობს, ყოველდღე თავზე დგება რამდენიმე წუთით და კია კაჟივით biggrin.gif

QUOTE
რა კარგია ეს თემა რომ გახსენით <3

ჰოდა იაქტიურეთ!!!!! 2kiss.gif

წავედი მე ახლა, საათნახევრიან გაკვეთილზე jump.gif
* * *
http://www.radikal.ru
* * *
ტიმ ფელდმანის ბიოგრაფი, 25 წლის ასაკში ვენესუელაში მთიდან ჩამოვარდა, დაშავდა ისე, რომ ექიმებმა უთხრეს რომ ვეღარასოდეს ირბენდა, იცეკვებდა და მთელი ცხოვრება სპეციალური ფეხსაცმელები დასჭირდებოდა.


* * *
სადაც ტიმი, იქაც კინო love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: ColD 4 Apr 2015, 21:15
QUOTE (NineteenEightyFour @ 4 Apr 2015, 01:51 )
მე მაქვს მემგონი და შემიძლია რამე სხვა წიგნში გაგიცვალო ან გადააქსეროქსე , გაყიდვით დედაენის ბაღში ნახე ბუკინისტებთან

მადლობა, შევეცდები ვიყიდო, იქნებ გავიარო მანდაც

Posted by: LuciDiTy 5 Apr 2015, 22:45
NineteenEightyFour
ძალიან მიხარია, ოღონდ გარეთ როგორ უნდა ვივიარჯიშოთ? მაღალი ტემპერატურა არ უნდა იყოს? მე შემიძლია ჩემს მეგობრებსაც რომ ვუთხრა, ოღონდ იქნებ რამე უფრო ორგანიზებული სახე რომ ჰწონდეს? ან დღეები, ან ფასი რომ ვიცოდე, ნადვილად გამიმარტივდებოდა.

Posted by: ColD 6 Apr 2015, 01:13
როგორც ამბობენ სუფთა ჰაერზე გაცილებით უკეთესია იოგა , მე ვერასდროს მოვახერხე sad.gif

Posted by: fermina 6 Apr 2015, 10:22
QUOTE
როგორც ამბობენ სუფთა ჰაერზე გაცილებით უკეთესია იოგა , მე ვერასდროს მოვახერხე

ეს მეც მაინტერესებს, მე პირიქით გამიგია, რომ დახურულ სივრცეში ჯობია.

უფრო სწორად, ინდოეთის კლიმატში ალბათ გარეთ სრულიად მისაღებია. საერთოდ სიცივეში არ არის როგორც ვიცი მიზანშეწონილი.

ეგ კი არა, ერთმა ტიპმა დანერგა ამერიკაში ვითომ ინდოეთის გავლენით სპეციალურად ძალიან გაცხელებულ. გახურებულ, 42 გრადუსიან ოთახში ვარჯიში, ვითომ ინდოეთის ცხელი კლიმატის იმიტაციის მიზნით. სხვათაშორის ბევრი ფულიც იშოვა და შედეგიც არ ჰქონიათ ცუდიო.

Posted by: ma1ka 6 Apr 2015, 11:24
QUOTE
დამწყებებს, ვინც ინსტრუქტორის გარეშე აპირებს ვარჯიშს, ვურჩევდი იოგას წიგნს ძველი გამოცემაა ქართული საბჭოთა დროინდელიც მგონი, და იქ კარგად არის აღწერილი ასანები როგორ უნდა გააკეთო როგორ უნდა ისუნთქო,

აუ ეს სად ვიშოვო? ბიბლიოთეკებში იქნება ხო? გადავაქსეროქსებდი.
ხო კიდე, მე გახდომა არ მინდა, პირიქით ცოტას თუ მოვიმატებ კაია. ხოდა დამეხმარება იოგა?

Posted by: fermina 6 Apr 2015, 11:58
განსხვავება კობრასა და ზემოთ მაცქერალ ძაღლის პოზებს შორის rolleyes.gif gigi.gif

* * *
ma1ka
QUOTE
ხო კიდე, მე გახდომა არ მინდა, პირიქით ცოტას თუ მოვიმატებ კაია. ხოდა დამეხმარება იოგა?

სიმართლე გითხრა, ასეთი რამ არ გამიგია. მე დავდნი თვალსა და ხელს შუა. თუმცა ზოგი საერთოდ არ იკლებს წონაში.

Posted by: Q 7 6 Apr 2015, 13:10
QUOTE
როგორც ამბობენ სუფთა ჰაერზე გაცილებით უკეთესია იოგა , მე ვერასდროს მოვახერხე

სუფთა ჰაერზე ბუნებაშI და განსაკუთრებულ ადგილებში მედიტაციაა კარგი და სუნთქვითი ვარჯიშები
ისე ოთახში თუ ვარჯიშობ ჰაერი უნდა გაწმინდო(გაანიავო)

ma1ka
QUOTE
აუ ეს სად ვიშოვო? ბიბლიოთეკებში იქნება ხო? გადავაქსეროქსებდი.
ხო კიდე, მე გახდომა არ მინდა, პირიქით ცოტას თუ მოვიმატებ კაია. ხოდა დამეხმარება იოგა?

ინტერნეტში ყველაფერია , უამრავი ინფოა იოგაზე, თან ყველანაირზე.
რად გინდა რაღაც ძველი წიგნი თან საბჭოთა კავშირის გამოცემა
არ არის საჭირო თავიდან რო მიასკდებიან ხოლმე და მერე ბეზრდებათ
მთავარია სტაბილურობა და შედეგს აუცილებლად მოიტანს.



Posted by: ColD 6 Apr 2015, 16:51
QUOTE (ma1ka @ 6 Apr 2015, 11:24 )
QUOTE
დამწყებებს, ვინც ინსტრუქტორის გარეშე აპირებს ვარჯიშს, ვურჩევდი იოგას წიგნს ძველი გამოცემაა ქართული საბჭოთა დროინდელიც მგონი, და იქ კარგად არის აღწერილი ასანები როგორ უნდა გააკეთო როგორ უნდა ისუნთქო,

აუ ეს სად ვიშოვო? ბიბლიოთეკებში იქნება ხო? გადავაქსეროქსებდი.
ხო კიდე, მე გახდომა არ მინდა, პირიქით ცოტას თუ მოვიმატებ კაია. ხოდა დამეხმარება იოგა?

ბუკინისტებში იშოვიო სადმე, მე ნანახი მაქვს კარგად არის ახსნილი მე მომწონს
* * *
fermina

ძალიან გამიკვირდა, ალბათ ეს ადამიანზეა დამოკიდებული რა კლიმატში ცხოვრობს ? მე 40 გრადუსში სუნთქვა და აზროვნებაც კი მიჭირს რა ვარჯიშზეა ლაპარაკი,

მარტში თბილი ამინდები რომ იყო დარბაზში გათბობა არ იყო გამორთული და ისე ცხელოდა ძალიან გამიჭირდა ვარჯიში და ბოლომდე ვერც გავჩერდი , ჩემნაირად იყო ბევრი გათბობაზე

თანაც სუნთქვაზე ბევრია დამოკიდებული , როგორ სუნთქავენ ნეტა
* * *
Q 7

მე დარბაზში ვვარჯიშობ , სახლში ვერ ვახერხებ და იქ როგორც წესი ბევრი ხალხია ხოლმე , სუნთქვითი ვარჯიშების გარეშე იოგა ვერც წარმომიდგენია და მაგიტომ ვფიქრობ სუფთა ჰაერზე უკეთესი შედეგი ექნებათქო rolleyes.gif

მედიტაციამდე ძააააააალიან შორს ვარ : )

Posted by: fermina 7 Apr 2015, 10:25
დუნდულების და თეძოს კუნთების გასამაგრებელი ასანების სერია:
http://www.yogajournal.com/slideshow/firm-tone-glutes-safer-stronger-yoga-practice/#slide-7
user posted image

Posted by: Utopian 7 Apr 2015, 22:47
კარგი ბლოგია https://geoyoga.wordpress.com/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91/



 

Posted by: ColD 7 Apr 2015, 23:42
Utopian

ვა რა კარგია!
აი ეს იმ წიგნიდან არის სურათებიც და ტექსტებიც რომ ვეძებ : )))

Posted by: Q 7 8 Apr 2015, 01:36
ColD
მე ვფიქრობ დარბაზი იმათთვის არის საჭირო ვისაც ჯგუფური სიტუაცია იზიდავს,
ისე ჩემის აზრით ყველა პონტში მარტო ჯობია სახლში ან თუ მოგიხერხდება და ბუნებაში განმარტოვდები
და ივარჯიშებ მითუმეტეს ბევრად მეტი სარგებელი და პოზიტივი გექნება(ფიზიკურად, შინაგანად),


QUOTE
მედიტაციამდე ძააააააალიან შორს ვარ : )

რა პონტში ხარ ძაან შორს? ან რა ტიპის მედიტაციას გულისხმობsmile.gif


Posted by: ColD 8 Apr 2015, 01:55
Q 7

მარტო ალბათ მართლა უკეთესი იქნება, უკეთ მოახდენ კონცენტრირებას , მაგრამ მე ჯერ ინსტრუქტორი მჭირდება რომ მიმითითოს, ხან მგონია ასანას სწორად ვაკეთებ და რომ მისწორებს სულ სხვანაირად ვგრძნობ სხეულს, და სხვა კუნთები იტვირთება, ამიტომ ჩემით ალბათ ჯერჯერობით ვერ მოვაბავ თავს, : ( თანაც ასე უფრო ვახერხებ დროის გამონახვას , სახლში სულ ვიმიზეზებ და ,,არ მცალია" : )

მედიტაციას რაც შეეხება აქაც დიდად ვერ ვერკვევი smile.gif
ასე გამიგია რომ სხეულს უკვე კარგად უნდა ფლობდე და ამის მერე უნდა დაინტერესდე მედიტაციით, ამიტომ არც მიფიქრია მე,
თანაც სიმართლე გითხრა, დიდად ვერ ვერკვევი მედიტაცია რა არის სინამდვილეში, რისთვის, და მინდა თუ არა შესაბამისად არ ვიცი biggrin.gif (უცოდინრობა სიბნელეა და სიმშვიდე biggrin.gif)

Posted by: _nite_ 8 Apr 2015, 13:21
Q 7
QUOTE
მე ვფიქრობ დარბაზი იმათთვის არის საჭირო ვისაც ჯგუფური სიტუაცია იზიდავს,

მარტო კი კარგია მაგრამ როდესაც ეჭვი გეპარება სწორად აკეთებ თუ არა ასანებს, ან დამწყების სტადიას გადააბიჯე და განვითარება გინდა უკვე ინსტრუქტორი გჭირდება.
მე ვგრძნობ ახლა ამ ეტაპზე მაგის საჭიროებას. თორემ მარტო ვარჯიშს რა ჯობია


Posted by: fermina 8 Apr 2015, 13:46
_nite_
QUOTE
თორემ მარტო ვარჯიშს რა ჯობია


ეს ნებისყოფის და მოტივაციის ამბავიცაა, როცა დარბაზში სხვებთან ერთად ხარ და ინსტრუქტორი გიყურებ და შენიშვნას გაძლევს, იძულებული ხარ არ გაჩერდე და ივარჯიშო smile.gif მარტო მე პირადად გამიჭირდა სრული ერთი საათი გაუჩერებლად და იმავე ინტენსივობით, რაც დარბაზშია, ვარჯიში.

ისე ზოგადად ძალიან იშვიათად ვოფლიანდები, ზაფხულშიც კი პაპანაქება სიცხეში და სერგეის გაკვეთილებზე გასაწური ვარ ხოლმე, სახიან-თავიანად, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. ეტყობა უფრო გაიხსნა ფორები. მართლა აღფრთოვანებული ვარ შედეგით, თუმცა ეს მოიტანა ყოველდღიურმა ვარჯიშმა, კვირაში ერთხელ და ორჯერ სიარულით ამას ვერ მივაღწევდი.

Posted by: ColD 8 Apr 2015, 14:21
fermina
სერგეი ვინ არის ?

ვინ სად დადიხართ და როგორ მოგწონთ ?

Posted by: fermina 8 Apr 2015, 15:15
ColD
QUOTE
სერგეი ვინ არის ?


ინსტრუქტორი ანანდაში, დანარჩენები ინდოელები არიან smile.gif

მე მომწონს ანანდა იმიტომ რომ ძალიან მოსახერხებელია ულიმიტო აბონემენტი, ეგ ერთი, ადგილმდებარეობა და ის რომ შეგიძლია იარო ქავთარაძეზეც და ბარნოვზეც (ორივე მაწყობს) და დღის ნებისმიერ მონაკვეთში ფაქტიურად არის გაკვეთილი. ინდოელები როგორც ადრე დავწერე, უფრო ხალტურშიკები არიან მეტ-ნაკლებად, ეს ტიპი, სერგეი არის ჰიპერ ენერგიული და ყურადღებიანი და ბევრად ინტენსიური რეჟიმი აქვს და კარგი თანმიმდევრული მოძრაობები, თან გიხსნის ყველაფერს და ინდივიდუალურად ყველასთან მუშაობს.

Posted by: ColD 8 Apr 2015, 20:05
fermina

აჰა, გასაგებია , ანანდაში ადრე დავდიოდი 1 თუ 2 თვე, მერე მანდ ვინც იყვნენ ინსტრუქტორები გადავიდანენ მანდედან და მეც გადავყევი არია იოგაში, და ძალიან მომწონს ორივე,
სხვადასხვა დროს კიდე ორგან დავდიოდი მაგრამ ყველზე მეტად ესენი მომწონს

Posted by: fermina 9 Apr 2015, 12:10
ColD
QUOTE
არია იოგაში


ეგ რომელია და სად არის, ვინ არიან ინსტრუქტორები, მოყევი რა smile.gif

Posted by: _nite_ 9 Apr 2015, 14:00
fermina
QUOTE
მარტო მე პირადად გამიჭირდა

ნუ მე იდეაში მარტო არ ვარ, ვიდეოების მიხედვით ვაკეთებ, ანუ ინსტრუქტორი მყავს შეიძლება ითქვას, იუთიუბი დაილოცოს : )))

უბრალოდ რაღაცა პერიოდის მერე ვიდეოებს ვცვლი ხოლმე ჰოდა დამწყების ეტაპი რომ გავიარე ინტერმეტიატზე გავიჭედესავით, ზოგი ისეთი რთული იყო (თავზე დგომა ამგალითად) ინტერმედიატ ნამდვილად არ იყო, ზოგი კი პირიქით... ჰოდა ამან მაფიქრებინა რომ ჯობია რაღაც ეტაპები დარბაზში გამოცდილ ინსტრუქტორთან გავიარო., თუმცა იმ დარბაზშიც ყველა ერთ დონეზე ვერ ვითარდება, ზოგი ახალტურებს ზოგი პირიქით, და ფიზიკური მონაცემებიც ყველას სხვადასხვა აქვს.... მოკლედ ცოტა დავიბენი

ყოველდღე ვერ მოვახერხებ ერთი საათით.

ანანდა-ში სერგეის ინტერმედიატი დილის საათებში აქვს ხოლმე? ქავთარაძეზეა ეგ ინსტრუქტორი? და თუ შეგიძლია მითხრა ინტერმედიატში რა ასანებს აკეთებთ, ანუ მაინტერესებს ვარ თუ არა მაგ დონეზე მე.

Posted by: fermina 9 Apr 2015, 14:35
_nite_

შენ ყოჩაღ, მარტო თუ გაიარე ბიგინერის ეტაპი და ინთერმედიატზე თუ გადახვედი. მე ორი თვეა რაც დავდივარ და ჯერ ბიგინერზე ვარ და ვთვლი, რომ 6 თვე მაინც ვერ გადავალ ინთერმედიატზე. მითუმეტეს მთლად ხე და ფიცარი არ ვარ. უბრალოდ წლებია არ მივარჯიშია, როგორც უმეტესობას ჯდომითი რეჟიმი მაქვს დღეში 8 საათიანი. ჯერ არ არი ჩემი სხეული სათანადოდ გახსნილი და მომზადებული.

სერგეის ინთერმედიათზე არც ვყოფილვარ, საერთოდ მისი პროგრამა ცოტა განსხვავდება კლასიკური იოგასაგან, უფრო მეტ ელემენტებს შეიცავს პილატესისგან და ფიტნესის თუ შეიპინგისგან, ანუ უფრო ძალისმიერი და სპორტულია, სამაგიეროდ გასახდომად სუპერ ეფექტი აქვს. სთრეჩინგი აქვს საკმაოდ კარგი. მისი ბიგინერი უფრო რთული და ინტენსიურია, ვიდრე ინდოელების.

სხვათა შორის, თავზე დგომაზე ამბობს, რომ პირველი წელი არც არის რეკომენდებული თავზე დადგომა, ანამ სხეული და განსაკუთრებით კისრის მალები არ მოძლიერდება.

აი აშთანგას ინთერმედიათი არის საკმაოდ სწრაფი და ინტენსიური. ერთხელ შევედი მგონი სულ და საკმაოდ გამიჭირდა. ზუსტად აღარ მახსოვს, ძირითადად პოზების საკმაოდ სწრაფი მონაცვლეობაა, ძაღლი (ზემოთ-ქვემოთ) -კობრა- ჩატურანგა და ა.შ.

ძირითადად ბარნოვზე არის ხოლმე ეგ სერგეი, ახლა რაღაც გარემოებების გამო ორი კვირა გამოუშვეს საღამოობით ქავთარაძეზე. შეგიძლია ფბ-ზე (თუ გაქვს) ნახო https://www.facebook.com/anandatbilisi უდევთ ცხრილები ქავთარაძისაც და ბარნოვისაც.

Posted by: Turf 9 Apr 2015, 14:48
მამაკაცებისთვის დაყარეთ რა ვიდეოები,ოღონდ საკმაოდ "გასახსნელი" ვარ და გაწელვები და ა,შ ძალიან გამიჭირდება.


Posted by: _nite_ 9 Apr 2015, 15:44
fermina
QUOTE
შენ ყოჩაღ, მარტო თუ გაიარე ბიგინერის ეტაპი

ნუ ეს ჩემი აზრია, იუტიუბის ვიდეოებზე დაყრდნობით დავასკვენი : ))

QUOTE
უბრალოდ წლებია არ მივარჯიშია

მე მანამდეც ვვარჯიშობდი, პლუს შარშან ცეკვაზეც დავდიოდი, ამიტომ არ გამჭირვებია

QUOTE
მისი ბიგინერი უფრო რთული და ინტენსიურია, ვიდრე ინდოელების.

აა აი მგონი ესაა საჩემო. დამწყების ზედა დონე, ინთერმედიატის ქვედა : ))

QUOTE

აი აშთანგას ინთერმედიათი არის საკმაოდ სწრაფი და ინტენსიური. ერთხელ შევედი მგონი სულ და საკმაოდ გამიჭირდა. ზუსტად აღარ მახსოვს, ძირითადად პოზების საკმაოდ სწრაფი მონაცვლეობაა, ძაღლი (ზემოთ-ქვემოთ) -კობრა- ჩატურანგა და ა.შ.


არადა მე სწრაფი უფრო მომწონს ვიდრე დიდი ხანი ერთ პოზაში დგომა

მოკლედ ვნახავ რა. მომავალი კვირიდან, ან მანდ ან არია იოგაში მივალ. აი ხალტურშიკი ინდოელები არ მინდა ნაღდად, მანდ ერთი ნაცნობი დადიოდა და ადრე ორი ინდოელი ინსტრუქტორი ჰყავდათ ძალიან კარგი, რომლებიც წამოვიდნენ, მერე სხვებთან დაიწყო სიარული ამ გოგომ და გამოიქცა. ისევ ძველებს გაჰყვა. არ მოეწონა სხვებთან,

Posted by: NineteenEightyFour 9 Apr 2015, 16:27
LuciDiTy
არაა ტემპერატურა მნიშვნელოვანი, არ უნდა გაწუხებდეს. აპრილის ბოლოს საკმოდ თბილა .დაგვჭირდება ე.წ იოგის ლეიბი (ყველას თავისი) სავარჯიშო ტანსაცმელი და წყალი. შეგვიძლია რამოდენიმეჯერ შევხვდეთ რომ ბირკამ იოგას პროგრამ გაჩVენოთ სწორად როგორ კეთდება. იუთუბიდან შესაძლებელია, მაგრამ ვერავინ შეგიმოწმებს . მერე სახლში რა ტემპერატურაზეც გინდა ივარჯიშე. არა რა ფასი biggrin.gif უფასოდ.

ზოგადად 42 გრადუსში ვარჯიში რისკებთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანს გულსისხლძარღვთა პრობლემა აქვს და დამწყებია არაა მიზანშეწონილი , თუ ნავარჯიშები და ჯანმრთელია 2კვირის შემდეგ დისკომფორტი ქრება. : ]

[ColD]თბილისში ვიცი ზურა კაზიშვილი ძალიან კარგი იოგია და კარგი ინსტრუქტორი.
* * *
TurFen
ახლა პროგრამას დაგიწერ და თუ ვარჯიში გინდა დასერჩე ყველა პოზა და მერე იუთუბზე ნახე : ]
1.vrikshasana- ხის პოზა (რამოდენიმე ვარიაციაა)
2.utkatasana1- სკამის პოზა
3.prasarita padottanasana -გაშლილი ფეხების დროს წინ დახრა(2 ვარიაცია ნახავ თვითონ)
4.virabhadrasana- ე.წ გმირის პოზა 4
5.uttanasana- შეტყუპებული ფეხების დროს წინ დახრა,დგომისას, ნახევრად ლოტოსის დროს წინ დახრა.
6.utkatasana2- სკამის პოზა2,
7.utthita trikonasana1,2- სამკუთხედის პოზა
8.virabhadrasana1-გმირის პოზა1
9. დგომისას ტანის გვერდზე გადახრა ,2 წრიული მოძრაობა
10.virabhadrasana2- გმირის პოზა2
11.დგომისას გასწორებული ხერხემლით წინ დახრა.
12.parsvottanasana
13.urdhva mukha svanasana- ზემოთ მაცქერალი ძაღლის პოზა : ]
14.adho mukha svanasana- ქვემოთ მაცქერალი ძაღლი : ]
15.urdhva dhanurasana2-ტირიფის პოზა 2
16baddha konasana- თაიგულის პოზა + წინ დახრა
17. თაიგულის პოზიდან ფეხების გაშლა
18.ardha matsyendrasana1
19.agnistambhasana +წინ დახრა
20.ardha bhujangasana- სფინქსის პოზა
21.shalabhasana1,2- კალიის პოზა
22.paripurna navasana- ნავის პოზა. სრული , ნახევარი
23.urdhva prasarita padasana- მწოლიარე კუთხეები ყველა გრადუსში .90, 60, 45, 30

ვარჯიშის დაწყებამდე ტავი გაახურე და ცოტა სხეულიც /იმოძრავე ,იხტუნავე ან ა,შ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ , დაწექი ლეიბზე და დაისვენე : ]
TurFen ქართველი ბიჭი იოგია. ბევრი ვიდეო გაკვეთილი უდევს და ნახე თუ გინდა https://www.youtube.com/watch?v=jP3WWKtNNMM

Posted by: Turf 9 Apr 2015, 17:06
NineteenEightyFour
ვაუ
მადლობა ასეთი ვრცელი ინფორმაციისთვის

Posted by: NineteenEightyFour 9 Apr 2015, 17:08

არაფრის. აუცილებლად ნახე ვიდეოები და ფოტოები, რომ შეძლებისდაგვარად სწორად გააკეთო. TurFen წარმატებები : ]

Posted by: fermina 9 Apr 2015, 17:25
ერთადერთი, რაც ხელს მიშლის, წელის ტკივილია, მკლავს. ანუ მისვლამდეც მაწუხებდა, თითქოს რაღაც პერიოდი მომიხდა იოგა, მაგრამ ახლა ისევ მაწუხებს. ალბათ ჯობს, ექიმს მივმართო. იქნებ სულაც არ შეიძლება ჩემთვის.

Posted by: ColD 10 Apr 2015, 00:32
fermina

აი ნახე,

https://www.facebook.com/AryaYogageo?fref=ts

მანდ არიან ნიდინი და ფებინი, ორივე ძალიან კარგი ინსტუქტორია, პირველად მხოლოდ ეგენი იყვნენ ანანდაში , მერე მოსკოვში გაუშვეს როგორც ვიცი თავიანთ ფილიალში, მაგრამ აქ დაბრუნდნენ 1 წელია მგონი, ვინც მათთან ივარჯიშა თავიდანვე ყველა გამოყვა ანანდადან
* * *
NineteenEightyFour

რა კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე, მადლობა

Posted by: NineteenEightyFour 10 Apr 2015, 15:54
ColD
არაფრის : ]
fermina
დისკოზი ან რამე სხვა პრობ არ გქონდეს, მიდი ექიმთან. დისკოზის დროს იოგა აკრძალულია. შეიძლება არც არაფერი გჭირს და უბრალოდ სუსტი წელი გაქვს

Posted by: fermina 10 Apr 2015, 16:37
NineteenEightyFour
აჰაა, აუცილებლად უნდა მივიდე. ერთი ეგ მიქმნის დისკომფორტს. ერთ კონკრეტულ წერტილში მტკივა, ეს იოგას დაწყებამდე მაწუხებდა, ახლა პერიოდულად ხან უფრო ძლიერდება, ხან იკლებს ხოლმე.

Posted by: fermina 12 Apr 2015, 16:18

Posted by: anibani18 14 Apr 2015, 16:53
სასწაული!!!! ნეტა თუ მივაღწევ ოდესმე ასეთ დონეს...

Posted by: moen3 15 Apr 2015, 00:23
რატომ იოგა როცა არსებობს კუნგ-ფუ (უშუ)

ძალიან მდორე რამეა იოგა.. ნებისმიერ სახსარს რასაც იოგაში ხსნი კუნგ-ფუში თავისუფლად ხსნი პლიუს ძალა, სისწრაფე, სილამაზე, ხელოვნების დონეზე, სუნთქვითი ვარჯიშების უმაღლესი დონე და შინაგანი ენერგიის მართვა, საკუთარი აზრის მართვა... ...
კუნგ-ფუ მთელი ცხოვრებაა, მეტიც მისი ყველა სკოლის შესასწავლად დაგჭირდება 2-3 სიცოცხლე..

რასაც იოგები "იხლართებიან" ეგეთ კვერცხობას ნებისმიერი მოზარდი შაოლინის მოსწავლე აკეთებს..



მსოფლიოში მხოლოდ 2 მა კაცმა შეძლო ეს..

]

ეს ბავშვი ნებისმიერ იოგას დაღეჭავს და გადმოაფურთხებს smile.gif)





თავი თუ არ მოიჭრა კარგია..
თაიჩიჩუანი <3

Posted by: ColD 15 Apr 2015, 00:48
QUOTE (moen3 @ 15 Apr 2015, 00:23 )
რატომ იოგა როცა არსებობს კუნგ-ფუ (უშუ)





არამგონია ეს საქართველოში განვითარებული იყოს რაიმე დონეზე,
მე საერთოდ ეხლა გავიგე,
სავარაუდოდ ამას უფრო ძალა სჭირდება ანუ კაცებისთვისაა,
ის კაცი როგორ დაფრინავს, მომეწონა biggrin.gif
* * *
QUOTE (moen3 @ 15 Apr 2015, 00:23 )
რატომ იოგა როცა არსებობს კუნგ-ფუ (უშუ)

რასაც იოგები "იხლართებიან" ეგეთ კვერცხობას ნებისმიერი მოზარდი შაოლინის მოსწავლე აკეთებს..


ეგ გემოვნების საკითხია ალბათ, მემგონი საყოველთაოდ აღიარებულია იოგას დადებითი მხარეები, და შესაბამისად გასაკვირი არ არის რატო ირჩევს ხალხი იოგას, ეს კუნგ-ფუ არ ვიცი , მაგრამ სპორტის სახეობას გავს, ისე არის თუ არა დაგუგლვაც დამეზარა biggrin.gif

რაც ვნახე ვიდეოები ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ თბილისში რომ ისწავლებოდეს (ალბათ არის კიდეც) მე პირადად არ დავინტერესდებოდი და არ ვივლიდი ნამდვილად

Posted by: Q 7 15 Apr 2015, 01:53
ColD
QUOTE
მედიტაციას რაც შეეხება აქაც დიდად ვერ ვერკვევი
ასე გამიგია რომ სხეულს უკვე კარგად უნდა ფლობდე და ამის მერე უნდა დაინტერესდე მედიტაციით, ამიტომ არც მიფიქრია მე,

არ ვიცი რომელ მედიტაციას გულისხმობ მაგრამ ზოგადად მედიტაციისათვის საერთოდ არ არის საჭირო სხეულის ფლობაsmile.gif)


_nite_
QUOTE
მარტო კი კარგია მაგრამ როდესაც ეჭვი გეპარება სწორად აკეთებ თუ არა ასანებს, ან დამწყების სტადიას გადააბიჯე და განვითარება გინდა უკვე ინსტრუქტორი გჭირდება.
მე ვგრძნობ ახლა ამ ეტაპზე მაგის საჭიროებას. თორემ მარტო ვარჯიშს რა ჯობია

ნუ კი ეგეც არის და მეორე ვარიანტია რო შენი წვალებით მიხვდე და მოირგო შენ სხეულზე
დიდი ხანია იოგას ვარჯიშობ ?

QUOTE

TurFen ქართველი ბიჭი იოგია. ბევრი ვიდეო გაკვეთილი უდევს და ნახე თუ გინდა https://www.youtube.com/watch?v=jP3WWKtNNMM

კარგია up.gif


QUOTE
მსოფლიოში მხოლოდ 2 მა კაცმა შეძლო ეს..

აუ რა მაგარი ვიდეოებია იმენა სიცოცხლეს შეგაყვარებს კაცს რა, ძალიან მაგარია .





QUOTE
რასაც იოგები "იხლართებიან" ეგეთ კვერცხობას ნებისმიერი მოზარდი შაოლინის მოსწავლე აკეთებს..

რა გავაძრე biggrin.gif
KungFu vs. Yoga


Posted by: NineteenEightyFour 15 Apr 2015, 13:20
ColD
არსებობს თან დიდი ხანია, მანეჟში დავდიოდი წლები: ]] ახლა არ ვიცი სად აქვთ სკოლა.
moen3
იოგა დასავლეთში და ზოგადად მსოფლიოში იქცა "ფიტნესად". უფრო ფლექსიბელ არის და ნებისმიერ მოკვდავს შეუძლია დღეში 2საათი დაუთმოს საკუთარ სხეულს . კუნგ ფუსაგან განსხვავებით. ეს საბრძოლო ხელოვნება უბრალოდ სპორტი არაა და ძალიან დიდი დრო ,სურვილი და ცხოვრების "განსაკუთრებული წესი" სჭირდება რომ დახელოვნდე: ]

არ მესმის რატომ უნდა გაგაღიზიანოს იოგით დაკავებულმა ადამიანმა : ] იოგის და კუნგ-ფუს შედარება, ფეხბურთის და კალათბურთის (ჩოგბურთის ა.შ) შედარებასავით უაზრობაა : ]

Posted by: _nite_ 15 Apr 2015, 15:51
QUOTE
უნგ-ფუ (უშუ)

ამის ნორმალური ინსტრუქტორები არსებობენ თბილისში? არამგონია თორე მომავლისთვის კი ვფიქრობდი რამე მსგავსს დავუფლებოდი,,, ოღონდ ცოტა შორეული მომავლისთვის, : ))

Q 7
QUOTE
დიდი ხანია იოგას ვარჯიშობ ?

სახლში 3 თვეა მერე გავცივდი და შევწყვიტე 1 თვით. ახლა დავიწყე ინსტრუქტორთან smile.gif

Posted by: Nostalgia34 16 Apr 2015, 10:34
სხვათა შორის არასდროს მაინტერესებდა,არ მიზიდავდა ,არც მიცდია, "ჩახლართულ/დაგრეხილი" ასანები,ვარჯიშები.
თავიდანვე მომეწონა მისალმება -"Sun Salutation"-იდეალური ტექნიკა დღის ენერგეტიკული დაწყებისთვის.
ეს არის ალბათ,ყველასთვის კარგად ნაცნობი იოგას ვარჯიშები,რომელიც ახდენს შინაგანი ორგანოების მასირებას, სხეულის ყველა კუნთის დაჭიმვას,ზრდის მათ მოქნილობას.
თავიდან ეს კომპლექსი სრულდება ერთხელ,შემდეგ ციკლი მეორდება თანდათან, 12-მდე.

ამას დავამატე რამდენიმე ასანა N 1,14,18 -
https://forum.ge/?showtopic=34743607&view=findpost&p=44217064

შევარჩიე 3 სუნთქვითი ვარჯიში-სრული იოგური სუნთქვა,დიაფრაგმალური სუნთქვა,გამწმენდი სუნთქვა-სახაჯპრანაიამაN4.
თვითოეული ვარჯიშის ციკლი-"ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა" სრულდება 60-ჯერ.(დაწყებული 5-10 ციკლიდან,ყოველ კვირა ემატება 5 ციკლი,8 კვირაში მიიღწევა 60 ციკლი.)
ყოველი ციკლი -"ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა" სრულდება დაახლოებით 5 წამში.1წთ-ში - 12"ჩასუნთქვა /ამოსუნთქვა".60-ციკლს სჭირდება-5 წუთი.
სამივე სუნთქვით ვარჯიშს სულ დასჭირდება-15 წთ.

და ბოლოს, იოგების ყველაზე ძლიერი მეთოდი-რელაქსაციური,მედიტაციური ასანა"შავასანა".
"შავასანა" -არ არის უბრალოდ პოზა,ესაა სხეულის განსაკუთრებული მდგომარეობა.
ის არა თუ აჯანსაღებს და აკაჟებს ფიზიკურ სხეულს,არამედ გადაჰყავს ადამიანი აზროვნების მაღალ დონეზე.
"შავასანა"-უნიკალურია შინაგანი კონცენტრაციის პრაქტიკისათვის და დადებითი ენერგიებით შევსებისათვის.
აუტოტრენინგი,ტრანსცენდენტალური მედიტაცია,რელაქსაცია...ყველა ამ მეთოდის საფუძველია "შავასანა",დიახ, საფუძველთა საფუძველი!

მთავარია-არ შეწყვიტოთ ვარჯიში.ტრეინინგები შედეგს იძლევა მხოლოდ მისი რეგულარული შესრულების შემთხვევაში.
ამ მეთოდის ფლობა მოითხოვს მოთმინებას,მიზანდასახულობას,კონცენტრაციას.
როგორც კი მიიღებთ პირველ შედეგს,გახსოვდეთ,ეს მხოლოდ დასაწყისია და თქვენ წინ გელოდებათ უამრავი საოცრება.biggrin.gif

და როცა მიაღწევთ შედეგს,მიხვდებით რატომ ეძახიან ამ ვარჯიშს იოგების დედოფალს!

როცა ქალაქგარეთ გადავედი საცხოვრებლად,2000წელს,დავიწყე მებაღეობა-
ო,ეს იყო ნამდვილი ფიტნესი! biggrin.gif
იოგა არ შემიწყვეტია,პირიქით,უფრო სასიამოვნო იყო სუფთა ჰაერზე,მინდორში,დილაადრიან,მზის ამოსვლასთან ერთად!
ჰოო,ამათ ემატებოდა ზაფხულობით დიდი ჩოგბურთი პარტნიორთან ან კედელთან....ფეხით სეირნობა.

აი,ეს იყო/არის ჩემი,ინდივიდუალური ფსიქო/ფიზიკური აქტივობის პროგრამა biggrin.gif

Traditional Sun Salutation




Posted by: ColD 17 Apr 2015, 15:07
ხომ ვერ მიმასწავლით კარგი მეთი სად ვიყიდო,
დინამოზე ვერ ვნახე კარგი ხარისხის , იქ რაც ვიყიდე მალევე ფუჭდება

Posted by: jurnalistka 21 Apr 2015, 16:05
ColD

რამდენად კარგი ხარისხისაა შენ შეაფასე, მაგრამ მე დანიურ სახლში ვიყიდე 16 თუ 17 ლარი მივეცი. ნახე აბა smile.gif

Posted by: fermina 21 Apr 2015, 16:43
მე მივწერე უკვე, რომ გამოწერას ვურჩევდი. ნორმალურ ფასად შეიძლება ამაზონიდან კარგი მეთის გამოწერა.
* * *
user posted image

Posted by: fermina 27 Apr 2015, 11:20
http://www.ekhartyoga.com/everything-yoga/yoga-poses

იოგას ძირითადი პოზები დასახელებებით

Posted by: Scoorp 27 Apr 2015, 14:07
moen3


რა საჭიროა იოგას ასე "დაკნინება" კუნგ-ფუს ან თუნდაც ნებისმიერი სხვა რამის ხარჯზე?

იოგას თავისი აზრი, დატვირთვა აქვს
რა საჭიროა ეს ანტირეკლამები smile.gif))


-----

თემას რაც შეეხება.

ძალიან დიდი მოთმინება, ნებისყოფა სჭირდება იოგას,საკუთარი თავის რწმენა
მე ვთვლი რო მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არაფერია,თუ გონებაც არ ჩაერთო საქმეში

1 წელი ვიარე
და დრო რომ მქონდეს კიდევ სიამოვნებით ვივლიდი, სულ ))
ყველაზე მაგარია როცა ცდილობ გონება "აკონტროლო"
და თანდათან ეს გამოგდის
საკუთარ სხეულს გაეცნო,მის თითოეულ წერტილს

ბევრის სასაცილოდაც მოეჩვენება ასეთი საუბარი და წარმოუდგენელიც კია
მაგალითად: თითების დაბოლოებაში თუნდაც რამე იგრძნო,მაგრამ ))

იოგა იმაზე ბევრად ღრმაა ვიდრე მხოლოდ სხეულის გავარჯიშება

Posted by: fermina 27 Apr 2015, 14:29
Scoorp
+++++

მეც სასაცილოდ და დაუჯერებლად მეჩვენებოდა.

თუნდაც ის, რომ გემოვნება შემეცვალა საკვების მიმართ.

გუშინ ავიწონე და 5 კილო მაქვს დაკლებული. ეს ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი პოზიტივია სტაბილური ვარჯიშის დროს.

რაღაცნაირად სისხლის მოძრაობას გრძნობ ვენებში და სულ გაქვს მოთხოვნილება რამე აკეთო, იმოძრავო.
* * *
How to Do a Bow Pose (Dhanurasana)

Posted by: machabelius 6 May 2015, 17:41
fermina
კარგი, ძალიან აკრგი და გადასარევი თემა. სამწუხაროა რომ მხოლოდ ახლა მივაგენი.

ძალიან მიყვარს იყო, ვგიჟდებიიიი <3
სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს ხოლმე. ბოლოს რომ ვისვენებ და მარჯვენა მხარეს ვბრუნდები, განსაკუთრებით მაშინ.
2 წელი აქტიურად ვკავდებოდი იოგით, თუმცა უკვე დიდი ჩავარდნა მაქვს. მართალია ბიგინერის დონეს არ გავცილებულვარ, თუმცა ბეიზიქ თინგს ვიცი, და ესეც მაბედნიერებს ხოლმე ))))

Posted by: fermina 6 May 2015, 21:32
machabelius
ჰოდა იაქტიურე smile.gif და გააგრძელე ვარჯიში.

2 წელი აქტიურად ვარჯიშობდი?

მე ვფიქრობ, რომ ერთი წელი მინიმუმ ბიგინერის დონეზეა ადამიანი. ისედაც, ჯობს ნელ-ნელა და სტაბილურად მიყვე.


Posted by: machabelius 7 May 2015, 10:00
fermina
კი, საკმაოდ აქტიურად ვვარჯიშობდი. კარგად გაწელილ გამოწელილიც ვიყავი.

ჰო, უნდა აღვადგინო. ჯერ ალბათ მოთელვას დავიწყებ, მერე დროსაც გავზრდი და რაღაც ახლებსაც ვისწავლი ))))

Posted by: Q 7 7 May 2015, 16:00
_nite_
QUOTE
უნგ-ფუ (უშუ)
ამის ნორმალური ინსტრუქტორები არსებობენ თბილისში? არამგონია თორე მომავლისთვის კი ვფიქრობდი რამე მსგავსს დავუფლებოდი,,, ოღონდ ცოტა შორეული მომავლისთვის, : ))


მსგავსი თუ გინდა აჰა)))
http://kendo.ge/ge/


Scoorp
QUOTE
1 წელი ვიარე
და დრო რომ მქონდეს კიდევ სიამოვნებით ვივლიდი, სულ ))
ყველაზე მაგარია როცა ცდილობ გონება "აკონტროლო"
და თანდათან ეს გამოგდის
საკუთარ სხეულს გაეცნო,მის თითოეულ წერტილს

ბევრის სასაცილოდაც მოეჩვენება ასეთი საუბარი და წარმოუდგენელიც კია
მაგალითად: თითების დაბოლოებაში თუნდაც რამე იგრძნო,მაგრამ ))

იოგა იმაზე ბევრად ღრმაა ვიდრე მხოლოდ სხეულის გავარჯიშება


მართალი ხარ.
ისე მე ვფიქრობ დღეში 30 წუთიც საკმარისია თუ მოტივაცია გაქვს და არ გეზარება


Posted by: machabelius 7 May 2015, 17:05
Q 7
QUOTE
_nite_


QUOTE
ამის ნორმალური ინსტრუქტორები არსებობენ თბილისში?


უშუს სპეციალისტი არის, და ძალიან კარგიც. დავით თათარაშვილია, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო ინსტრუქტორის წოდება აქვს. თავისი სკოლა აქვს და დამხმარეც ყავს. როგორც ვიცი დარბაზს ეძებდნენ. სახსრების უქონლობის გამო დროებით აღარ ფუნქციონირებდნენ, თუმცა ამ გაზაფხულზე აპირებდნენ გამოცოცხლებას და მსურველებიც ყავთ. შემიძლია დაგაკავშირო თუ გინდა სწავლა.

Posted by: _nite_ 7 May 2015, 18:53
Q 7
QUOTE
მსგავსი თუ გინდა აჰა)))

ხმალაობა არ მინდა, სიშველი ხელებით რომ ვცემო ხოლმე ვინც გამაბრაზებს ეგეთი მინდა biggrin.gif


machabelius
QUOTE
შემიძლია დაგაკავშირო თუ გინდა სწავლა.

ეგენი ალბათ უფრო ბავშვებს ეძებენ. ჩემნაირი ბებრები თან ქალები აღარ გამოადგებათ : )))

Posted by: machabelius 8 May 2015, 11:30
_nite_
ცდებით ძვირფასო, ბავშვებსაც ეძებენ რა თქმა უნდა, მაგრამ ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მივიდეს. თანაც ჯანმრთელობისთვის მისწრებაა smile.gif

QUOTE
ხმალაობა არ მინდა, სიშველი ხელებით რომ ვცემო ხოლმე ვინც გამაბრაზებს ეგეთი მინდა

ზუსტად ეს არის, რასაც იქ გასწავლიან smile.gif

ერთი ჩემი მეგობარია და რაღაცეებს მასწავლის ხოლმე biggrin.gif უცებ ისე შეიძლია ერთ წერტილში შეხება, ან ხელის გადაგრეხვა, ნებისმიერტ აჩოქებს, ანეიტრალებს, აშეშებს, რა ვიცი კიდე რა შეიძლება ითქვას smile.gif

Posted by: LuciDiTy 8 May 2015, 13:20
machabelius
QUOTE
უშუს სპეციალისტი არის, და ძალიან კარგიც. დავით თათარაშვილია, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო ინსტრუქტორის წოდება აქვს. თავისი სკოლა აქვს და დამხმარეც ყავს. როგორც ვიცი დარბაზს ეძებდნენ. სახსრების უქონლობის გამო დროებით აღარ ფუნქციონირებდნენ, თუმცა ამ გაზაფხულზე აპირებდნენ გამოცოცხლებას და მსურველებიც ყავთ. შემიძლია დაგაკავშირო თუ გინდა სწავლა.

ჩვეულებრივი გაკვეთილები აქვთ? ანუ, ვინც სერიოზულად არ მისდევს მათთვის?

Posted by: machabelius 8 May 2015, 14:16
LuciDiTy
კი, დამწყებთათვის ძირითადად, საბაზისო ვარჯიშები. მანდ როგორც ვიცი ეტაპებია და ძირითადად სულ თავიდან იწყებენ ხოლმე და მერე ძლიერდებიან, ბოლოს იარაღებზე გადადიან და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ნელა ხდება, ნუ პრინციპში ინდივიდუალურია.

Posted by: _nite_ 8 May 2015, 16:26
machabelius
QUOTE
ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მივიდეს.

შEძლებით ვიცი რომ შეუძლია, მარა რამდენი ქალი იცი ვინც იქ მივა? : ))

Posted by: LuciDiTy 9 May 2015, 09:20
_nite_
QUOTE
შEძლებით ვიცი რომ შეუძლია, მარა რამდენი ქალი იცი ვინც იქ მივა? : ))

მე მოვალ და არ გინდა რომ პირველი ორი ვიყოთ? smile.gif

Posted by: i_am_goddess 9 May 2015, 10:33
იოგას დარბაზი სადმე რუსთაველის სიახლოვეს არ იცით ვინმემ? მეზარება საბურთალოზე სიარული sad.gif

Posted by: machabelius 9 May 2015, 10:36
_nite_
ნამდვილად არ ვიცი რამდენი მივა, მაგრამ ზუსტად ვიცი, შარშან 2 გოგო დადიოდა.

დამიჯერეთ, არანაირი კომპლექსი/პრობლემა არ შეგექმნებათ იქ მისვლას/ან არ მისვლაში. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები არსებობს. არ ვიცი თქვენი ასაკი, მაგრამ 63 წლის კაცი დადიოდა, და მას ცოტა განსხვავებული პროგრამა შეურჩიეს. სამაგიეროდ, ისე ფორმაში იყო... იფ იფ biggrin.gif

ასე რომ ქალბატონებო, შემოდგომიდან შეიძლება მეც შემოგიერთდეთ. ჩემი სამსახურის გრაფიკის გათვალისწინებიტ smile.gif

Posted by: fermina 9 May 2015, 10:47
i_am_goddess
ანანდა იოგა ბარნოვზე, 53-ე სკოლასთან

არია იოგა მგონი ჭავჭავაძეზე

Posted by: _nite_ 10 May 2015, 22:08
LuciDiTy
QUOTE
მე მოვალ და არ გინდა რომ პირველი ორი ვიყოთ?

ეს პროექტი გადავაგორო და მერე მივიდეთ : )))

Posted by: klo-C 25 May 2015, 12:55
fermina
სალამი, სად დადიხარ ?
და ფასი და პირობები რომ დაწერო შეგიძლია?

Posted by: Anin 28 May 2015, 21:04
http://www.radikal.ru
ამის გაკეთება მინდა cry.gif

Posted by: fermina 29 May 2015, 05:48
klo-C
https://forum.ge/?f=99&showtopic=34743607&st=15


2015 წლის 21 ივნისს, 14:30 საათზე, თბილისში რიყის პარკში, საქართველოში პირველად იოგას საერთაშორისო დღე აღინიშნება.
იოგას საერთაშორისო დღის ფარგლებში, მსოფლიოს 50 ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც მოეწყობა იოგას წამყვანი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული სემინარები, მასტერკლასები, ლექციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, გამოიფინება სხვადასხვა კომპანიების პროდუქტები და სტენდები.
ღონისძიებას დაესწრებიან ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში - სურეშ ბაბუ, გაეროს ელჩი საქართველოში - ნილს სკოტი, თბილისის მერი - დავით ნარმანია, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგელები.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, „იოგას საერთაშირისო დღე“ გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში შევიდა.
იოგას საერთაშორისო დღის ორგანიზებას მხარს უჭერს ინდოეთის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისის მერია და იოგას ცენტრი „ანანდა“.
იოგა არის ფასდაუდებელი საჩუქარი, ინდოეთის უძველესი ტრადიცია, რომელსაც აქვს 5000 წლიანი ისტორია. მისი წარმოშობა დამყარებულია ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ გამოცდილებაზე, რომელიც მოიცავს გონებისა და სხეულის ერთიანობას, ჰარმონიას ადამიანსა და ბუნებას შორის.

Posted by: anibani18 29 May 2015, 09:35
fermina
რა საინტერესოაა smile.gif იმედია არ დამავიწყდება, სიამოვნებით დავესწრები. მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif
გუშინ კინოსთან ერთად ვივარჯიშე, ჩემი აზრით კინო და როდნი ერთ-ერთი საუკეთესოინსტრუქტორები არიან

Posted by: klo-C 29 May 2015, 13:21
დავიწყე მეც, გუშინ მეორე გაკვეთილზე ვიყავი, გაწელვების, და დღეს მთელი ისეთი მოთენთილი ვარ, ძლივს დავდივარ, წავიდე დღესაც თუ დავისვენო 1 დღე?

Posted by: fermina 29 May 2015, 17:04
klo-C
ძალიან კარგი.

შენი სხეული რასაც გეტყვის ისე მოიქეცი smile.gif მარტო მოთენთილობას არა უშავს, თუ არაფერი გტკივა.

თუმცა მე აგერ სამი თვეა და მაინც მტკივა ხოლმე სახსრები და კუნთები. ისე არა ყველაფერი, როგორც თავიდან, მაგრამ მაინც.

Posted by: Christopher Robin 30 May 2015, 00:14
ზურა ყაზიშვილთან ვინმე დადიხართ?...
4U-ში....

Posted by: Estrella 30 May 2015, 11:14
ძლივს ვიპოვე საჩემო "ვორმ აფი", "ქულ დაუნი" ან უბრალოდ გამოსაფხიზლებელი გაწელვა.




იოგა არის ერთადერთი დატვირთვა, რომელიც დასრულების შემდეგ გონებრივადაც მანახლებს, ოღონდ ყოვეთლივს არა, ვარჯიშისას თუ მოძრაობებზე ვფიქრობ მხოლოდ ამ შემთხვევაში.



Posted by: fermina 25 Jun 2015, 21:33
არ ჩავძიროთ ეს ტოპიკი...............

Posted by: Anin 25 Jun 2015, 21:43
fermina
რომელ იოგას აკეთებ, კვირაში რამდენჯერ და რა შედეგი გაქვს?
გამიგია რომ ჯობია ყოველდღე 20 წუთი აკეთო ვიდრე კვირაში ორჯერ თითო თითო საათი. უფრო ეფექტურია.
მე ამ წლის იანვრიდან ვაკეთებ, სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ მისვლას და ხანდახან კვირაში ერთხელ ძლივს მიწევს. ახლა სახლში ვაპირებ ყოველდღე ცოტა ცოტა ვარჟიშს.
შედეგი მაქვს თუმცა კვირაში ერთხელ ცოტაა ძალიან.

Posted by: fermina 25 Jun 2015, 23:32
Anin

აშთანგა+შერეული, დამწყების დონე. გაჭიმვები, ხერხემლისთვის სპეც. ვარჯიშები. მოკლედ როდის როგორ. წინა გვერდებზე მიწერია, უფრო მეტად იმ ინსტრუქტორთან დავდივარ, რომელსაც უფრო ინტენსიური პროგრამა აქვს, დატვირთული.

გააჩნია შედეგს რას ეძახი.
აქ მიწერია კიდეც, რომ წონაში ძალიან დავიკელი, უფრო სწორად 6 კილო, მაგრამ მეტი არც მჭირდებოდა რეალურად და რაც თვალშისაცემია, მოხდა ფიგურის კორექცია, ანუ შემეცვალა ფორმები უკეთესობისკენ - კლებაში წავიდა ზუსტად "პრობლემური" ადგილები, ანუ სადაც ზედმეტი ცხიმი იყო: გვერდები, მუცელი. მოკლედ, დავიბრუნე ჩემი ბუნებრივი ფორმა და წონა, რომელიც დაკარგული მქონდა სადღაც 10 წელიწადია, თუ მეტი არა. ტანსაცმელში 36 ზომაზე ჩამოვედი smile.gif

სხვა მხრივ, რა თქმა უნდა შედეგი არის ის, რომ უფრო მეტად მოქნილი გავხდი, თუმცა ახლა 20 წლის რომ ვიყო რა თქმა უნდა უკეთესი შედეგი მექნებოდა.

ჰო, ისიც შედეგია, რომ ბუნებრივად დამირეგულირდა კვება და აღარ ვეკარები კოკა-კოლებს და მსგავს საძაგლობებს (ადრე დამოკიდებული ვიყავი), ასევე ვსვამ მეტ წყალს და სიგარეტსაც ფაქტიურად შევეშვი.

სიხშირეს რაც შეეხება, გეთანხმები, რომ მთავარი სტაბილურობაა. მე ვცდილობ ვიარო ყოველდღე, თუმცა საშუალოდ ვახერხებ კვირაში 4-5 ჯერ, რაც ძალიან კარგია მაინც. სახლშიც რაღაცეებს ვაკეთებ ხოლმე. დღეში 1 საათი უკვე აღარ მყოფნის, ორგანიზმი მეტ დატვირთვა ითხოვს.

Posted by: Anin 26 Jun 2015, 00:15
fermina
საინტერესოა, კარგი შედეგი გაქვს, ანუ რაც იყო შენი მიზანი მიაღწიე.
მეც აშთანგაზე და ვინიასაზე დავდივარ, დონე საშუალო, საკმაოდ რთულია მოძრაობებია.
წონის დაკლება მაინცდამაინც არ მაინტერესებს, უფრო მინდა გავხდე მოქნილი, მომემატოს ძალა, სულიერი სიმშვიდე, ბალანსი და ასე შემდეგ.
ამ ყველაფერს ბევრი ვარჯიში უნდა, ვნახოთ..


Posted by: fermina 26 Jun 2015, 08:49
Anin
QUOTE
მეც აშთანგაზე და ვინიასაზე დავდივარ, დონე საშუალო, საკმაოდ რთულია მოძრაობებია.


"ინთერმედიათი' ჩემთვის საკმაოდ რთულია, ბევრ რამეს ვერ ვაკეთებ, ასე რომ მირჩვენია დამწყების დონე, ყველაფერს ვაკეთებ სწორად და უფრო ვიტვირთები. როცა 20 წელია არ მივარჯიშია, ალბათ ერთი წელი თავიდან პირველი დონე უფრო შემეფერება (ნუ ისევ, ასაკს და მონაცემებს გააჩნია, ზოგი იბადება რეზინასავით). ისე კი ინსტრუქტორი ამბობდა და ვეთანხმები, გავილებით საინტერესოა როცა მოდის საშუალო მონაცემების ადამიანი და პროგრესირებს, მის შედეგს რომ ვხედავ ჩემი და მისი ერთობლივი შრომის შედეგად, ეს ბევრად უფრო დიდი სტიმულიაო.


Posted by: tedpunisher 5 Jul 2015, 13:36
გლდანი, დიღომი დიდუბე ამ ტრერიტორიებზე არის რაიმე ნორმალური ადგილი სადც იოგაზე შეიძლება სიარული?
ხელი მივარდება მხრის სახსრიდან და ხერხემალზე მაქ პრობლემები და ვარჯიშვს თუ შევძლებ?

Posted by: Dimitri_ 5 Jul 2015, 13:47
გამარჯობა,

ფიტნესს მივსდევ მაგრამ იოგაც მინდა რომ ჩავურთო და მგონი ერთმანეთს არ უშლის ხელს ხომ?

სადმე რომ ვიარო შანსი არ მაქვს ახლა დროის უქონლობის გამო, არც ნერვები იდეაში.

სახლში ჩემით რომ ვქნა რამე თუნდაც ძალიან 'დაბალ დონეზე' ხო შეიძლება?

ისე მთლად მოქნილი არ ვარ, დაჟე ზოგი ფიტნეს ვარჯიშის გაკეთებაც ძალიან მიჭირს მაგის გამო (მაგ: ფეხს ვერ ვწევ ზემოთ კარგად, მყესები მეჭიმება საშინლად მუხლის უკან. ასე მგონია უნდა გამიწყდეს და ა.შ.)

ხოდა რამე მარტივი ვარჯიშები (თუ რასაც ეძახით) რომ მირჩიოთ შეგიძლიათ ვინმეს?

არ მინდა იუთუბიდან რამე რენდომ ვიდეოებს ვეცე...

ვისაც ცოტა გამოცდილება მაინც გაქვთ...

მადლობა წინასწარ

Posted by: Utopian 6 Jul 2015, 14:08
ვარჯიშის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება დაძინება?
აქტიური ვარჯიშის შემთხვევაში 2 საათია შუალედი (ფიტნესის თემაში მითხრეს) და აქაც ასეა?


Posted by: Dimitri_ 6 Jul 2015, 16:53
..

ჩემს კითხვაზე არავინ? user.gif


Posted by: fermina 7 Jul 2015, 11:42
Dimitri_
შენ კითხვაზე ახალი რა უნდა გიპასუხოთ, ამ თემას თუ გადაათვალიერებ, დევს ვარჯიშები დამწყებთათვის. იუთუბიდან უნდა დაათვალიერო მაინც ვიდეოები, აბა სხვანაირად აქ ვერავინ გაჩვენებს ვარჯიშებს.

ფბ თუ გაქვს შეგიძლია შემდები გვერდები დაალაიქო და გადახედო:

https://www.facebook.com/kinoyoga?fref=ts

https://www.facebook.com/yogajournal?fref=ts

https://www.facebook.com/YOGANONYMOUS?fref=ts

https://www.facebook.com/EkhartYoga?fref=ts

Posted by: Dimitri_ 7 Jul 2015, 12:28
fermina
Axali arc momitxovia ...

Youtubedze devs albat ramdenime 1000 da archevashi damexmarettqo tqven ki ar gadaigot axali videoebi-metqi.

Madloba gamoxmaurebistvis, gadavxedav.

Nu mainc googles unda mimarto kacma, es forumi macdunebs xolme xandaxan smile.gif

Posted by: ninc_lfc 7 Jul 2015, 13:12
ნეტა თუ შეიძლება რამე გამოგივიდეს იოგაში, როცა ძალიან მოუქნელი ხარ საწყის ეტაპზე და დაწოლილს 2 ფეხის ერთად, მოუხრელად აწევაც გიჭირს ან კიდევ ხელს ძლივს კიდებ ფეხის თითებს.

Posted by: Scoorp 7 Jul 2015, 13:15
ninc_lfc

საწყის ეტაპზე ყველას ძაან უჭირს
ნუ მანამდე თუ სპორტზე-ცეკვაზე ან რამე მსგავსზე არ დადიოდა ადამიანი
შედეგი ყველგან მიიღწევა ნელნელა ეტაპობრივად და მოთმინებით )))


Posted by: ratom86 7 Jul 2015, 13:24
ვინც იოგაზე დადიხართ, ორსულთა ჯგუფები არ არის?
და ხომ არ იცით, უკვე 7 თვის ვარ და შეიძლება მისვლა თუ გვიანია?

Posted by: fermina 7 Jul 2015, 15:25
Dimitri_ამ თემაში დევს ვიდეოები დამწყებთათვის.

ratom86
დადიოდნენ ორსულები, მგონი ცალკე ჯგუფში არა, სხვებთან ერთად. 6 თვის ორსული იყო ერთ-ერთი.


Posted by: Utopian 7 Jul 2015, 22:40
მეტად აღარ შევწყვეტ!
ცხოვრების ბოლომდე ვივარჯიშებ ♥



Posted by: Estrella 11 Jul 2015, 10:34
გამარჯობა იოგამოყვარულებო smile.gif
თუ შეგიძლიათ რაიმე 1სთ-ანი სეანსი მომაწოდეთ რა, მთლიანი სხეულისთვის, ტონუსში მომყვანი, გასაძლიერებელი, ვინიასას და ჰათჰას ნაზავი, ფიტნეს ელემენტებით თუ იქნება უკეთესი. ნაკლებ მედიტაციური, ვარ საშუალოზე მაღალი დონის ძალაში და მაღალი დონის გაწელვებში, სახსრები ზიფიკურად აღარ იწელება იმაზე მეტს, რაც კიდევ შემიძლია ხოლმე...

ეს როგორია? მაგრამ ჩემთვის მარტივია, ისევე ადვილია, როგორც სიარული...
ახლა ეს მთელი სხეულისთვის არის თუ წელს ზემოთ უფრო ან პირიქით, წელს ქვემოთ?



ან რამე პროგრამა რომ იყოს, დონეებით...

Posted by: Utopian 13 Jul 2015, 21:18
შეიძლება ძილის წინ ვარჯიში?
რომ ვივარჯიშო, წყალი გადავივლო და ეგრევე დავწვე


Posted by: Scoorp 13 Jul 2015, 22:25
Utopian

რამდენადაც ვიცი სასურველი არაა დიდად)

Posted by: Anin 15 Jul 2015, 07:37
გიცდიათ ვინმეს elbow stand?
ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის არაფრით, ალბათ მეტი ვარჯიში ჭირდება
http://www.radikal.ru

Posted by: აკაცია 15 Jul 2015, 09:11
QUOTE
გიცდიათ ვინმეს elbow stand?


არაა


QUOTE
ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის არაფრით, ალბათ მეტი ვარჯიში ჭირდება


კი, ვარჯიში მოგცემს საშუალებას გააკეთო ის რაც გინდა

Posted by: _nite_ 15 Jul 2015, 13:29
Dimitri_
QUOTE
ფიტნესს მივსდევ მაგრამ იოგაც მინდა რომ ჩავურთო და მგონი ერთმანეთს არ უშლის ხელს ხომ?

არა მგონია ხელი შეუშალოს, მე თუ მკიტხავ პირიქით რაც უფრო მრავალფეროვანი დატვირთვა ექნება სხეულს მითუ უკეთესი შედეგი


QUOTE
ისე მთლად მოქნილი არ ვარ,

ბევრი კაცის სუსტი წერტილი ეგაა იოგაში, სამაგიეროდ ძალა გაქვთ და ბევრ ძალისმიერ ასანას კარგად გააკეთებ

QUOTE
არ მინდა იუთუბიდან რამე რენდომ ვიდეოებს ვეცე...

ბევრ კარგს ვერც იპოვი, მაგრამ დასაწყისისთვის ეგეც წავა

Posted by: Dimitri_ 16 Jul 2015, 00:21
_nite_
მადლობა.

რაღაც ვიდეოები ვნახე და ნელ-ნელა ვიწყებ...

ისე დღის რომელ პერიოდში მირჩევთ უფრო იოგას?

ნუ ალბათ ინდივიდუალური იქნება და მოვირგებ მეთვითონ საკუთარ თავზე, მაგრამ რამე ზოგადი 'წესი' თუ არსებობს?

Posted by: _nite_ 16 Jul 2015, 13:37
Dimitri_
QUOTE
ნუ ალბათ ინდივიდუალური იქნება და მოვირგებ მეთვითონ საკუთარ თავზე, მაგრამ რამე ზოგადი 'წესი' თუ არსებობს?

ზოგადი წესი არა მგონია არსებობდეს, პირადად მე დილით მირჩევნია, სადღაც 11 საათზე,

საღამოს დაღლილი ვარ ხოლმე და კარგად ვერ ვვარჯიშობ...

დღეს ეს გავაკეთე

ჭკუაზე არ ვარ biggrin.gif

Posted by: Dimitri_ 16 Jul 2015, 13:46
_nite_
QUOTE
ზოგადი წესი არა მგონია არსებობდეს, პირადად მე დილით მირჩევნია, სადღაც 11 საათზე,


ჰო არა მე დილით ზოგადად ვერ ვვარჯიშობ, სირბილითაც საღამოთი გვიან დავრბივარ, ფიტნესი დღის მეორე ნახევარში sad.gif მაგასაც ჩავსვამ სადმე biggrin.gif

QUOTE
დღეს ეს გავაკეთე

ჭკუაზე არ ვარ


საღოლ შენ

მეც მინდა user.gif


Posted by: _nite_ 16 Jul 2015, 14:00
Dimitri_
QUOTE
მეც მინდა

ადვილი აღმოჩნდა, ბიჭისთვის მითუმეტეს ადვილი იქნება, მეტი ძალა აქვს ქალზე. უბრალოდ საყრდენი წერტილი უნდა იპოვნო.

QUOTE
არა მე დილით ზოგადად ვერ ვვარჯიშობ, სირბილითაც საღამოთი გვიან დავრბივარ, ფიტნესი დღის მეორე ნახევარში

ნუ შენ ეგრე ხარ აწყობილი, მე დილით ადრე რომ ვიღვიძებ საღამოსკენ ბალიშის მეტი არაფერი მინდა : ))

Posted by: some-one 16 Jul 2015, 15:41
Dimitri_
https://www.youtube.com/user/yogawithadriene

აი ამ გოგოს მგონი კარგი ვიდეოები აქვს
ვაკეთებ და უმეტესობა მომწონს.
ან შეიძლება ძალიან მარტივი იყოს სხვისთვის, არ ვიცი

Posted by: Anin 16 Jul 2015, 17:41
_nite_
მეც ვაკეთებ ეგრე მაგრამ ფეხებს ბოლომდე ვერ ვშლი როგორც მაგას აქვს, რაღაც არ გამოდის და მგონი მე ვერ ვაკეთებ მთლად სწორად.

Posted by: Dimitri_ 16 Jul 2015, 17:43
some-one
ხო მაგისი ვიდეოები ამომიგდო მეც ძირითადად

მარტივები მინდა ზუსტად, რამდენიმე ავარჩიე უკვე და ახლა მთავარია ცხრილში ჩავსვა smile.gif


Posted by: _nite_ 16 Jul 2015, 18:00
Anin
QUOTE
მეც ვაკეთებ ეგრე მაგრამ ფეხებს ბოლომდე ვერ ვშლი როგორც მაგას აქვს,

ეგრე ვერც მე ვერ გავშალე მაგრამ მაინც გამიხარდა რომ გამომივიდა : )))

Posted by: Anin 16 Jul 2015, 18:18
მე ეს რომ გავაკეთე ისე გამიხარდა biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: _nite_ 17 Jul 2015, 13:02
Anin
QUOTE
მე ეს რომ გავაკეთე ისე გამიხარდა

მეც ვაკეთებ ოღონდ თავიდან კედელი მჭირდება სანამ ბალანსის წერტილს ვიპოვნი რომ უკან არ გადავვარდე და ახლა ვცდილობ კედლის დახმარების გარეშე გავაკეთო

რა მაგარი გრძნობაა ისეტი რაღაცეები რომ გამოგდის რაც სხვებს არ გამოსდით

Posted by: fermina 17 Jul 2015, 22:38
_nite_
QUOTE
მეც ვაკეთებ ოღონდ თავიდან კედელი მჭირდება სანამ ბალანსის წერტილს ვიპოვნი რომ უკან არ გადავვარდე და ახლა ვცდილობ კედლის დახმარების გარეშე გავაკეთო


ჰო ეგ მეგონა რაღაც ურთულესი ილეთი და ახლა თავისუფლად ვაკეთებ ჩემით, ოღონდ მეც ზუსტად ასე მეც კედელი მჭირდება ჯერ.

Posted by: Anin 17 Jul 2015, 23:22
ფეხებს თუ მოხრილს აწევთ კედელი არ დაგჭირდებათ, ეგრე უფრო გაგიადვილდებათ ვარჯიში.
მუხლებში მოხრილი

Posted by: _nite_ 18 Jul 2015, 12:10
Anin
QUOTE
ფეხებს თუ მოხრილს აწევთ კედელი არ დაგჭირდებათ, ეგრე უფრო გაგიადვილდებათ ვარჯიში.

მოხრილს ვწევ მაგრამ მაინც, ჯერ სხეულმა უნდა ისწავლოს ბალანსის წერტილის ადვილად დაჭერა და მერე ალბათ კედლის გარეშეც გამოვა.

თავიდან რომ დავდექი თAვზე და მერე ფეხები ცამოვწიე ისეთი ბრახვანით ჩამოვედი ინსტრუქტორი მოვიდა ხო კარგად ხარო biggrin.gif

ახლა კი ჩამოვდივარ ბუმბულივით, მოკლედ პრაქტიკაა ყველაფრის საფუძველი... ეგაა იოგაც, პრაქტიკა და დახვეწა ნაბიჯ-ნაბიჯ

Posted by: ninc_lfc 18 Jul 2015, 12:22
Anin
ასე გააკეთებ? user.gif
user posted image

Posted by: Anin 18 Jul 2015, 17:39
ninc_lfc
ეგრე არ მიცდია, ალბათ დამჭირდება ვარჟიში.


Posted by: _DelgadA_ 19 Jul 2015, 17:36
ძალიან მინდა იოგაზე სიარული მაგრამ ვარ ძალიან მოუქნელი და ამიტომ ვიხევ უკან, მგონია რომ არაფერი გამომივა და თან იქ შევრცხვები ჩემი მოუქნელობის გამო.

sad.gif

Posted by: fermina 20 Jul 2015, 13:57
_DelgadA_
QUOTE
ალიან მინდა იოგაზე სიარული მაგრამ ვარ ძალიან მოუქნელი და ამიტომ ვიხევ უკან, მგონია რომ არაფერი გამომივა და თან იქ შევრცხვები ჩემი მოუქნელობის გამო.


ასე არ უნდა იფიქრო, ბუნებრივად ძალიან მოქნილი ადამიანი იშვიათია. იოგაში მთავარი სწორედ არის ის, რომ ნელ-ნელა, შრომით და მონდომებით აღწევს სასურველ შედეგს. გარდა ამისა, იოგა არ არის არც შეჯიბრი და არც სხვისი მონაცემების შეფასების ადგილი. ყველა თავისთვის ცდილობს და შრომობს.
მეც არ ვარ მოქნილი, დიდი ხანია თან საერთოდ არ მივარჯიშია, მაგრამ პროგრესი მაინც მაქვს. 10 წლის წინ რომ დამეწყო, ბევრად უკეთესი შედეგი მექნებოდა.

Posted by: INA-INA 20 Jul 2015, 23:22
_DelgadA_
სულ არ გინდა სადმე სიარული,იუთუბზე ნახე ვიდეო გაკვეთილები , გაიშალე სახლში ქვეშაგები და წავიდა)) გინდა არ გინდა გამოგივა დროთა განმავლობაში , მერე გაგიკვირდება როგორ ვერ ვაკეთებდიო.
* * *
ტრადიციულად ყველაზე კარგი დრო ასანების საკეთებლად 4-დან 6-მდეა. თუ არადა როცა გინდა მთავარია ახალი ნაჭამი არ იყო. კარგია სუნთქვის ვარჯიში. ლოტოსის პოზაში დაჯექით , თუ ჯერ ვერ აკეთებთ ჩვეულებრივ დაჯექით მთავარია ხერხემალი იყო სწორად. სამ თვლაზე ჩაისუნთქეთ მერე ისევ სამ თვლაზე ამოისუნთქეთ, მერე ოთხზე და ა შ . როცა უკვე თქვენ მაქსიმუმზე ახვალთ იმ თვლაზე გაარძელეთ სუნთქვა. სასწაულად ცვლის ენერგიას. მე რაღაც სისრულის სიმთელის ჰარმონიის განცდა მიჩნდება ხოლმე. თვალებ დახუჭულმა ისუნთქეთ და შეეცადეთ გონება გათიშოთ. დილით როცა სრულდება ეს ვარჯიში ენერგიას ვითვისებთ თუ საღამოს , მაშინ უკვე ცვლის ჩვენ ენერგეტიკას რაც მთელი დღე დავაგროვეთ.

Posted by: Anin 21 Jul 2015, 00:55
_DelgadA_
ეგ არ არის მიზეზი იოგაზე არ მისვლის, მოქნილი არავინაა თავიდან და იოგა არც შეჯიბრია.
თუ ვიღაცას შეეჯიბრები ეგ უკვე შეცდომაა. იოგა მარტო ფიზიკური ვარჯიში არაა.
შეგიძლია სახლშიც ივარჯიშო, მაგრამ თავიდან ალბათ სიარული ჯობია რომ ისწავლო როგორ გააკეთო მოძრაობები სწორად.

Posted by: ninc_lfc 29 Jul 2015, 18:01
მაინტერესებს როგორ გირჩევენ კვებას, ვინც დადიხართ იოგაზე და მიირთმევთ თუ არა ხორცს? თევზს? კვერცხს და რძის პროდუქტებს?
და საერთოდ, კვებასთან დაკავშირებით ყველაფერი მაინტერესებს, რაც კი უთქვამთ თქვენთვის. თუ ძაან არ დაგეზარებათ დაწერა :/
Anin
fermina
_nite_
Utopian

არ მეგონა ვეგანობას ან ვეგეტარიანელობას თუ ნიშნავდა იოგა.
რომელია ვეღარ მივხვდი. სხვადასხვა შეზღუდვები წერია საიტებზე.

Posted by: fermina 29 Jul 2015, 21:28
ninc_lfc
მინდა გითხრა, რომ ინდივიდუალურია მიდგომა ამ საკითხისადმი. მრავალწლიანი იოგები როგორც წესი არ ჭამენ ხორცს, თევზს. ინდოელი ინსტრუქტორები ვეგეტარიანელები არიან.

მე საკუთარი გამოცდილებიდან უფრო იმ თეორიას ვემხრობი (ერთ-ერთი ინსტრუქტორის აზრიცაა) რომ იოგა ფაქტიურად არ არის არანაირი აკრძალვების დაწესება. პირიქით, გინდა მოწევა - მოწიე, გინდა ლუდი - დალიე. უბრალოდ კარგად უნდა უსმინო შენს სხეულს და შინაგან ხმას. დიდი შანსია, შეგეცვალოს გემოვნება, როგორც მე დამემართა ისე. თავადვე მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ ცხიმიანი საკვები, ფასტ-ფუდი, გვიან ჭამა და ა.შ. უბრალოდ არ გინდა.

Posted by: ჯი-ნია-ნი 29 Jul 2015, 22:00

მოუსმინეთ, ძალიან კარგია
https://www.youtube.com/watch?v=ETCqmmdIKq0

Posted by: Anin 29 Jul 2015, 22:52
ninc_lfc
იოგობა არ ნიშნავს ვეგეტარიანელობას, ferminia მ დაწერა კარგად, ინდივიდუალურია.
შენ თუ გინდა და არ ჭამ ან ისეთ გარემოში მოხვდები უარესია რომ არ ჭამო. იოგა თავისუფლებას მოიცავს.
მართალია, შენთვითონ აღარ გინდება არაჯანსაღი საკვები. ხორცი არც აქამდე მიყვარდა და ახლა მითუმეტეს. თევზზე ვერასდროს ვიტყვი ალბათ უარს.

Posted by: ninc_lfc 29 Jul 2015, 23:27
fermina
Anin
მადლობა გოგოებო. ჯერჯერობით არ ვაპირებ იოგას დაწყებას. ისე მაინტერესებდა კვების წესები.
QUOTE
თავადვე მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ ცხიმიანი საკვები, ფასტ-ფუდი, გვიან ჭამა და ა.შ. უბრალოდ არ გინდა.

მისული ვარ ამ დასკვნამდე უკვე.
ზოგადი წესებიდან უმეტესობას ვაკეთებ. მაგრამ ქათმის ფილეს და თევზს ვჭამ. კვერცხსაც.
ერთ-ერთ საიტზე ნიორის და ხახვისგან თავის შეკავებაც ეწერა. მიზეზი არ ვიცი. მაგასაც არ ვაკეთებ user.gif

Posted by: Utopian 29 Jul 2015, 23:40
ninc_lfc

მე ჩემით ვვარჯიშობ, მაგრამ ზემოთ თქმულს ვეთანხმები :დ მეც მაგ ინფოს ვფლობ ))

QUOTE
ერთ-ერთ საიტზე ნიორის და ხახვისგან თავის შეკავებაც ეწერა. მიზეზი არ ვიცი.

საინტერესოა რატომ rolleyes.gif



Posted by: Anin 30 Jul 2015, 00:13
ninc_lfc
ნიორიც და ხახვიც სასარგებლოა ზომიერების ფარგლებში, ამიტომ უარს ნუ იტყვით.

Posted by: ჯი-ნია-ნი 30 Jul 2015, 00:43
Utopian
არ ჭამენ ნიორს და ხახვს
ნიორს და ხახვს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება და ისინი წამლებია და არა ყოველდღიური მოხმარების სანელებლები. ნაწლავებში არის დამხმარე ბაქტერიების კატეგორიაც, რომლებიც საჭმლის მონელებაში ეხმარება ადამიანს და როცა ხახვს და ნიორს ვიღებთ ისინი ნადგურდებიანდა საჭმელიც ცუდად მოინელება. ეს უფრო სამედიცინო ასპექტით, რაც შეეხება სულიერს, ხახვი და ნიორი მიეკუთვნება ტამა-გუნაში მყოფ პროდუქტებს და შესაბამისაც მათი მიღებით ცნობიერების დონეც დაბლა იწევს, ძლიერდება ავხორცული ვნებები და ა.შ.

Posted by: ninc_lfc 30 Jul 2015, 01:07
ჯი-ნია-ნი
ჰაჰ. საინტერესოა. მწვანე ჩაი? ყავა? აღარ მახსოვს ამათზე რა ეწერა

Posted by: fermina 30 Jul 2015, 08:27
QUOTE
ნიორს და ხახვს


ასევე როგორც ვიცი, ინდუიზმში უწმინდურ საკვებად ითვლება რაღაც მიზეზების გამო. მოკლედ ასე ამბობენ, რომ "კრიშნას ვერ შესთავაზებ" ნიორს და ხახვს. ფიქრობენ, რომ ისინი ზრდიან ვნებას და უცოდინარობას. აიურვედას მიხედვით საკვები არის კატეგორიებად დაყოფილი და ხახვი და ნიორი არის არასასურველთა კლასიფიკაციაში. smile.gif

Posted by: Utopian 30 Jul 2015, 08:57
ჯი-ნია-ნი

საინტერესოა
არ ვიცოდი, მადლობა


Posted by: Scoorp 31 Jul 2015, 11:01
ninc_lfc

ყავაც არაა სასურველი smile.gif))

---

არანაირი აკრძალვა არ მქონია კვების მხრივ როცა დავდიოდი
თავისით წამოვიდა სურვილი რო ხორცი აღარ მეჭამა
აღარ კი არა ვეღარ ვჭამდი და დღემდე ასე ვარ
ისედაც არ ვგიჟდებოდი
თევზს ჯერჯერობით ვერ ვიღებ კვების რაციონიდან
ყავაც არ მიყვარს

ნიორზე და ხახვზე მგონი ბევრგანაა რო არაა სასურველი ხშირად მიღება
არა მარტო ინდუიზმში და ბუდიზმში
ძაან სტრანნი ახსნა კი აქვს biggrin.gif

Posted by: Anin 14 Aug 2015, 21:36
https://www.youtube.com/watch?v=00IdR3O-XF8

ახლა ვივარჯიშე ამის მიხედვით. love.gif

იოგას მასწავლებლობა მომინდა user.gif

Posted by: ninc_lfc 15 Aug 2015, 13:54
Anin
QUOTE
იოგას მასწავლებლობა მომინდა

გახდი user.gif ვერ შეუთავსებ ახლანდელ პროფესიას?
მაინტერესებს ვარჯიშის მერე დაღლილობას გრძნობ თუ არა. ანუ უფრო ენერგიაგამოცლილი ხარ თუ სასიამოვნოდ ხარ, განტვირთული და დასვენებული.
თუ განტვირთვა მეორე დღეს იგრძნობა?
მოკლედ, როგორაა user.gif

Posted by: nukabadzi 15 Aug 2015, 18:41
არამც და არამც არ დაიხიოთ უკან თუ მოუქნელად თვლით თავს.
იოგა პირველ რიგში ჯანმრთელობაა და აკეთებ საკუთარი თავისთვის.
არსებობენ მოქნილი ადამიანები ძლიერი კუნთებით და არსებობენ მოუქნელი ადამიანები სუსტი კუნთებით ან პირიქით.
დრო ჭირდება ზოგს 1 წელი ზოგს 2 ზოგს 3 ამას რა მნიშვნელობა აქვს როცა ვარჯიშობ იმისთვის რომ იყო ჯანმრთელი.

Posted by: Anin 15 Aug 2015, 18:48
ninc_lfc
უნდა გაიარო სპეციალური კურსები, თან მგონია რომ ძალიან მოქნილი უნდა იყო და რავიციი..
ვარჯიშის დროს ვიღლები ძალიან, გულიც მიჩქარდება და ბოლომდე შეუსვენებლად ვვარჯიშობ, მაგრამ ვარჯიშის მერე აღარ ვგრძნობ დაღლას, სასიამოვნო გრძნობაა და ენერგიულადაც ხარ.

Posted by: ninc_lfc 15 Aug 2015, 19:47
Anin
შენ თავისუფალი დრო უფრო გჭირდება, რომ მეტ დროს უთმობდე იოგას . მატერიალურადაც მზად უნდა იყო კურსებისთვის.
რა პროფესიის ხარ ისე? ყველაფრის შემადგენლობას რომ კითხულობ, იცი რაა ჯანსაღი და ა.შ. ჯანმრთელობის სფეროებთან ახლოს ხარ user.gif
შეიძლება ადრე გკითხე და დამავიწყდა.

Posted by: Anin 16 Aug 2015, 00:46
ninc_lfc
ხელოვანი ვარ მაგასაც თუ პროფესია ქვია იღონდ ამჟამად არ ვმუშაობ პროფესიით, ასე რომ ახალი პროფესია არ მაწყენდა ნამდვილად, დრო მაქვს ფინანსებსაც ეშეველება რამე უბრალოდ მგონია რომ მერე ვინ ამიყვანს სამსახურში ან როგორ შევძლებ მეთქი, მაშინებს მოკლედ ეგ..

Posted by: ninc_lfc 16 Aug 2015, 03:11
Anin
თუ გადაწყვეტ, რომ ნამდვილად გინდა ეგ პროფესია, ღირს ცდა. შეგიძლია გაიგო, რამდენად მარტივია დასაქმება მაგ სფეროში, მაგრამ ამ ეტაპზე შენს შანსებს ვერ განსაზღვრავ.

პ.ს. სადაც შენ no shampoo გამოგივიდა, ყველაფერს შეძლებ user.gif yes.gif

Posted by: დოლორეს 16 Aug 2015, 04:53
ninc_lfc
QUOTE
მაინტერესებს ვარჯიშის მერე დაღლილობას გრძნობ თუ არა. ანუ უფრო ენერგიაგამოცლილი ხარ თუ სასიამოვნოდ ხარ, განტვირთული და დასვენებული

არა,რა დაღლილი.პირიქით.ენერგიის მომატებას გრძნობ და ხვდები,რომ სხეულმა გაიღვიძა.მიუხედავად იმისა,რომ ბოლოში მედიტირებ(ვიზუალიზაციით) და მაქსიმალურად დუნდები.

Posted by: Anin 17 Aug 2015, 08:34
ninc_lfc
მადლობა biggrin.gif

კი ცდად ღირს და ზოგადად მგონია რომ გამომივა, მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა რომ მგონია მასწავლებლობის ნიჭი არ მაქვსთქო user.gif
არადა ძლივს რაღაცით დავინტერესდი biggrin.gif

Posted by: Anin 19 Aug 2015, 19:18
სიარული მინდა და იოგას სახლი ჯობია თუ ანანდა იოგა? თუ კიდევ სხვებიც არის?
ანანდა იოგა უფრო იაფია ერთჯერადი 15 ლარი, იოგას სახლში 2 გაკვეთილი 72 ლარია როგორც მივხვდი. ამხელა განსხვავება რატომაა ფასში?

Posted by: დოლორეს 21 Aug 2015, 03:04
https://www.facebook.com/Yoga.Ayurveda.bhakti?fref=ts

Posted by: Anin 11 Sep 2015, 23:49
ვიყავი ანანდა იოგაზე,
რაღაცეები მომეწონა, რაღაცეები არა.
ყველაზე მეტად ის არ მომეწონა რომ არანაირი მედიტაცია არ იყო, მხოლოდ ასანები.
იოგა მედიტაციის გარეშე არ არის იოგა ჩემთვის. შთაბეჭდილება დამრჩა რომ ორიენტირებული იყო მხოლოდ კუნთებზე, გახდომაზე და მოქნილობაზე. იოგა აერობიკა იყო მოკლედ.
რომ დამთავრდა სავასანაც კი არ გაგვაკეთებინა, არადა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოზით დამთავრება რომ მოიხსნას ყველანაირი დაჭიმულობა და დაისვენო.
არც ხალხის დამოკიდებულება არ მომეწონა, დასეირნობდნენ, დასარეკად გადიოდნენ, დაგვიანებით შემოდიოდნენ, კარებს აღებდნენ, მოკლედ ერთი რიარია იყო.


Posted by: fermina 12 Sep 2015, 00:45
Anin
რომელ ინსტრუქტორთან იყავი და რომელ ფილიალში?

მედიტაციას თავად ვიზიტორები უფრთხიან რამდენადაც ვიცი. ფობიების ამბავია, "ქართველობას და მართლმადიდებლობას გვართმევენ"-ამბავში.

კი, აერობიკის სტილია, ნამდვილად, ხალხიც მატრაკვეცაა (ნუ ეს ყველგან ასეა). იმდენი ტაქტი და ზრდილობა არ გააცნიათ, რომ სხვა არ შეაწუხონ. პლუს მარიაჟობა და "სვეცკაობა" ბოლოს მიღებს ხოლმე.

Posted by: Anin 12 Sep 2015, 08:46
fermina
ბარნოვის ფილიალში, ზურა ქვია მგონი, წვერი აქვს ნიკაპთან და დიდი კუნთები ქონდა biggrin.gif თვითონ ეგ ბიჭი ძალიან ყურადღებიანი იყო, სათითაოდ გვისწორებდა ყველას პოზებს, ნამდვილად ვერ დავუკარგავ ამას.

ალბათ ხალხს არასწორად ესმის მედიტაცია, რა შუაშია მართლმადიდებლობა, სისულელეა, მაშინ იოგაც არ უნდა გააკეთონ საერთოდ.

მარიაჟობა მაღალი დონით შეიმჩნეოდა ნამდვილად. იმ დღეს ძალიან ბევეი ხალხი მოვიდა დაგვიანებით და სულ იმაზე იყო ლაპარაკი ვინ სად დაეტიათ, აღარიყო ადგილი.

კიდევ ის იყო რომ იოგაში ერთი მოძრაობიდან მეორეში გადასვლა უნდა გადააბა გაჩერების გარეშე, და აქ ჩერდებოდნენ და ახლიდან იწყებდნენ. ცოდნა უნდა მაგ გადაბმებს, თუ დაიღალე ბავშვის პოზაში უნდა დაისვენო. აქ კიდევ ზოგი იწვა ზოგი იდგა ზოგი დასეირნობდა biggrin.gif ზოგიც ჭორაობდა, ახალი თუ შემოდიოდა და ნაცნობს დაინახავდა ჯერ გადაკოცნიდა მოიკითხავდა biggrin.gif არ იყო მოკლედ იოგა.

Posted by: fermina 12 Sep 2015, 09:41
Anin
ჰო ყაზიშვილი, ეგ ახალია მანდ, მაგრამ ისე ზოგადად პოპულარული ტიპია.

შენ რასაც ამბობ, გაჩერების გარეშე, გულისხმობ იოგა ვინიასას ალბათ. ეგ კიდევ სხვა თემაა. სხვადასხვა მიმდინარეობებია, ეგ ზურა ჰათხას ასწავლის და შეიძლება ჰათხა არ გულისხმობს ვინიასას ტიპის გადასვლებს.

შედარებით ნაკლები მარიაჟობა და დისციპლინა არის სერგეის გაკვეთილებზე, პლუს ხუთწუთიანი შავასანა ბოლოს.

ზაზა ბარკალაია ძალიან ყბედია და თავად მარიაჟი, მე არ შემიძლია. თუმცა მისი კუნდალინი ბევრს მოსწონს.

მოკლედ ბევრი ინსტრუქტორია მანდ, მათ შორის ინდოელებიც და ყველას თავისი სტილი აქვს. უნდა დაამუღამო შენი ტიპაჟი რომელია უფრო.

QUOTE
ალბათ ხალხს არასწორად ესმის მედიტაცია, რა შუაშია მართლმადიდებლობა, სისულელეა, მაშინ იოგაც არ უნდა გააკეთონ საერთოდ.

ახლა, ბნელები რომ ვართ ახალი ამბავი არ არის ეს. ისეთებს მოისმენ გასახდელში და გაკვეთილებზე, თავის მოკვლა მოგინდება. ის სხვა საქმეა, იოგაზე იარონ თუ არა, მამაოებს რომ უთანხმებენ.

Posted by: Anin 12 Sep 2015, 09:53
fermina
მე რომელ ჯგუფშიც მივედი ვინიასა და აშთანგა ეწერა, ჰათჰა იოგა ნაკლებად მაინტერესებს ამიტომ სხვა რაღაცას მოველოდი.

სერგეისთანაც მოვსინჯავ, სიას რომ გადავხედე სექტემვერში სამი ინსტრუქტორი იყო მხოლოდ.

მამაოს რომ უთანხმდები იოგაზე სიარულს, ეგეთი რამე თუ არსებობდა არც კი ვიცოდი biggrin.gif




* * *
იოგა სხეულის და სულის პრაქტიკაა, ანანდაში მარტო სხეულის მოკლედ რომ ვთქვათ.

Posted by: ninc_lfc 12 Sep 2015, 10:23
facepalm.gif მანდ მეორედ აღარ მივიდოდი

-------------------

Posted by: fermina 12 Sep 2015, 10:35
Anin
QUOTE
მამაოს რომ უთანხმდები იოგაზე სიარულს, ეგეთი რამე თუ არსებობდა არც კი ვიცოდი 

რა არ არსებობს, მე თვითონ პირადად ვიცნობ ეგეთ ხალხს. wink.gif

სერგეი არის უფრო შინაარსზე ორიენტირებული ტიპი, იოგა ნიდრას გაკვეთილებიც ჰქონდა, მაგრამ არ დაინტერესდა ხალხი.

მაგრამ სერგეი ბევრს არ ლაპარაკობს, არის დისციპლინირებული, არ უყვარს დაგვიანებები, ხალტურა, წუთს არ "მოიპარავს" გაკვეთილიდან, ერთ საათს აცილებს ხოლმე თუ არ გააჩერე და დიდხანს არ გასვენებს სხვებივით. ახლა მგონი შვებულებაშია. თუმცა მისი ასანებიც წაიაერობიკებს და წონის დაკლებისთვის არის იდეალური.

უბრალოდ რასაც შენ ამბობ, ამაზე არ არის მოთხოვნილება. ეგაა პრობლემა. მეც არ მაწუხებს არანაირი ფობიები, უბრალოდ მეც გახდომა და ფორმაში ჩადგომა უფრო მინდოდა ამ ეტაპზე. smile.gif

ზაზა ბარკალაიას აქვს გურუობის ამბიციები, წლები ინდოეთში ცხოვრობდა და რომ კითხო, ძალიან ღრმად იცნობს იოგას. აბა ერთი მასთანაც გეცადა კუნდალინი - სუნთქვით ვარჯიშებზეა აქცენტი. იქნებ უფრო მოგეწონოს.


Posted by: Anin 12 Sep 2015, 10:59
fermina
გასაგებია რომ არარის მოთხოვნა, მაგრამ თუ გახდომა გინდა იოგაზე მეტად ეფექტური აერობიკები არსებობს, იოგა გახდომაზე ნაკლებადაა ორიენტირებული ზოგადად.
მე სადაც დავდივარ საზღვარგარეთ 4 სხვადასხვა ინსტრუქტორთან მომისნჯავს იოგა და არცერთგან არ არის ასეთი ვარჯიში როგორიც აქ, ძალიან ზედაპირული იყო.
ხელზე დგომა თავზე დგომა და ასეთები აინტერესებს ხალხს რომ მერე თავი მოიწონოს.
ისე გარემო კარგი იყო და კარგად აქვთ გაკეთებული დარბაზები.

Posted by: fermina 12 Sep 2015, 13:14
Anin
მართალი ხარ, ძირითადად შპაკატში ჩაჯდომის და თავზე დგომის გასამარიაჟებლად დადის ხალხი.
Gახდომას რაც შეეხება, ჩემს შემთხვევაში ჰქონდა ძალიან კრგი ეფექტი, ფორმებიც შემიცვალა, წონაც, პლუს დამოკიდებულებები შემეცვალა საკვების და სხვადასხვა მოვლენების მიმართ, ყველანაირი ძალდატანების და ლექციების გარეშე.
Iოგას სახლს აქებენ, ერთადერთი აკრედიტებული ცენტრიაო იოგას საერთაშორისო ფედერაციაში და იქნებ უფრო მოგეწონოს.

Posted by: ninc_lfc 20 Sep 2015, 23:42
user posted image
lol.gif

Posted by: 死海. 27 Sep 2015, 15:45
ტერფებისთვის რომელი ვარჯიშებია თუიცით დაწერეთ რა smile.gif

Posted by: შენიანი 5 Oct 2015, 13:09
QUOTE
Iოგას სახლს აქებენ

კი მე ძალიან მომწონს.
გირჩევთ..

Posted by: Anin 17 Oct 2015, 19:22

სამწუხაროდ ვერ მოვასწარი იოგას სახლში მისვლა, არადა ახლა რომ გადავხედე მომეწონა რამდენიმე ინსტრუქტორი და კარგი უნდა იყოს..

yogarooms რომ არის ყიფშიძეზე როგორია? გიცდიათ ვინმეს?

Posted by: შენიანი 17 Oct 2015, 20:03
Anin
ვერ მოასწარი რას ნიშნავს? იქ ყოველთვის შეიძლება მისვლა..

Posted by: Anin 17 Oct 2015, 20:06
შენიანი
არ ვარ საქართველოში. სადაც ვარ აქაც ძალიან მომწონს იოგა უბრალოდ მაინტერესებდა საქართველოში როგორ ასწავლიან იოგას და როგორი გაკვეთილებია.

Posted by: fermina 2 Dec 2015, 13:01
უპ

ავწიოთ ეს თემა smile.gif

Posted by: _nite_ 2 Dec 2015, 18:22
კი ამოსაწევია ნამდვილად
იოგა ფორევერ

ორი თვე შევისვენე და ასე მგონია ყველაფერს თავიდან ვიწყებ biggrin.gif სულ დამიკარგია ის მოქნილობა. და ბალანსის შეგრძნება,
მარა წონებით ვარჯიშის ხარჯზე ძალა მომმატებია ვიგრძენი

Posted by: fermina 3 Dec 2015, 13:48
მე რამდენიმე თვეა ვეღარ ვახერხებ და ისე მომენატრა, ღამე მესიზმრება ხოლმე. სახლში ჩემით ვარიანტი არ არის, ვერ გავქაჩავ. უნდა განვაახლო ააუცილებლად. წონა კი მაქვს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული.

Posted by: Anin 3 Dec 2015, 18:15
fermina
30 day yoga challenge რომ გააკეთო? დღეში 15 წუთიაა 30 დღე და ეგაც კარგია.
როცა მეზარება ან ძალიან ვარ დაღლილი მაინც ვაკეთებ ხოლმე სახლში.

Posted by: Scoorp 4 Dec 2015, 10:48
როგორ მომენატრა
და რა სიამოვნებით ვივლიდი ისევ sad.gif

Posted by: fermina 4 Dec 2015, 20:14
Anin
QUOTE
30 day yoga challenge რომ გააკეთო? დღეში 15 წუთიაა 30 დღე და ეგაც კარგია.
როცა მეზარება ან ძალიან ვარ დაღლილი მაინც ვაკეთებ ხოლმე სახლში.

ჰო კარგი აზრია, ვნახავ აბა...

Posted by: tamti1 4 Dec 2015, 21:18
9 წელი განუწყვეტლივ ვვარჯიშობდი, დღე არ ჩამიგდია... მერე ფეხმძიმობები, ბავშვები, უამრავი საქმე და ერთი რომ შევწყვიტე, ვეღარ დავიწყე...

ახლახანს მძიმე ოპერაცია გადავიტანე და გადავწყვიტე რომ. დროა ნელ ნელა ისევ დავიწყო ვარჯიში.


ზოგი ასანა კარგად მახსოვს, ბევრი აღარ.

შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი წიგნი სად ვიშოვო? ძველი ვეძებე და ვერ ვიპოვე...

Posted by: Haxor1 10 Dec 2015, 12:01
111111111111111111111111111111111111111111111

Posted by: Estrella 22 Dec 2015, 10:23
გამარჯობა.
მჭირდება მინიმუმ 50 წთ-იანი და მაქსიმუმ 80წთ.-იანი იოგა, მგონი ვინიასა იოგა ჰქვია, დინამიური, მოძრავი, არარუტინული.
თუ გეგულებათ, დალკნკეთ რა.
მე ვერ ავარჩიე.

ოღონდ, ერთი ხარვეზია, წონასწორობის პრობლემაა, ვერ ვდგები თავზე და შესაბამისად ვერც სხვა ამ ტიპის სავარჯიშოს ვასრულებ.
ელასტიურობა და ძალა კი ზომაზე მეტი მაქვს,სავარჯიშოს სწორად შესრულებისასაც მრჩება ელასტიურობის და ძალის მარაგი.

ამ პირობებზე მორგებული რამე პროგრამა მინდა.

smile.gif

Posted by: Estrella 23 Dec 2015, 18:22
ისევ გამარჯობა!
ვიპოვე რაღაც და გთხოვთ ნახეთ ვისაც გესმით და გაქვთ პრაქტიკა, მითხარით თქვენი აზრი. დიდად მადლობელი დაგრჩებოდით. smile.gif


Posted by: Anin 23 Dec 2015, 20:03
ESTRELLA
კარგი გაკვეთილია, საკმაოდ ინტენსიური.

Posted by: Estrella 23 Dec 2015, 21:19
Anin
დიდი მადლობა რომ ნახე.
აი ზუსტად ახლა მოვრჩი და ოდნავადაც არ დამტვირთა. არადა იმაზე ოდნავ მეტადაც დავიტვირთე, ვიდრე ვიდეოშია. მომიწევს უფრო რთული მოვძებნო, მაგრამ რადგან თურმე ეს კომბინაცია და ხანგრძლივობა ინტენსიური და კარგია, ახლა უფრო თავისუფლად და კითხვების გარეშე მოვძებნი ასეთს, თუმცა უფრო ინტენსიურს.

ისე, ბოლო ექვსი წუთი რომ დასვენებაა ეგ ვერ გავაკეთე, ოთახში ქარი შემოდის ღია ფანჯრის გამო და მომეყინა ფეხები. smile.gif

მშვიდად ვარ და ასე მგონია სადღაც სავარძელში ვიწექი, ვთვლემდი და მასაჟებს მიკეთებდნენ. ეს კარგი ჩვენებაა.

Posted by: Anin 24 Dec 2015, 01:16
ESTRELLA
ეს საშუალო დონეა, შეგიძლია უფრო გაართულო.
რადგან ასეთი დადებითი შეგრძნება გაქვს ესეიგი სწორად გააკეთე ყველაფერი, მაგრამ ბოლო დასვენების პოზაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ გამიტოვო, ყვლანაირ დაძაბულობას და დაღლილობას ხსნის. მინიმუმ 5 წუთი უნდა იწვე და გათიშო გონება. ზოგი 20 წუთზე მეტი აკეთებს.

Posted by: Estrella 24 Dec 2015, 03:26
Anin
QUOTE
დასვენების პოზაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ გამიტოვო, ყვლანაირ დაძაბულობას და დაღლილობას ხსნის. მინიმუმ 5 წუთი უნდა იწვე და გათიშო გონება. ზოგი 20 წუთზე მეტი აკეთებს.

მე 2-3 წთ. ვისვენებდი. გავითვალისწინებ.


საერთოდ ბავშვობიდან დღემდე იოგა ჰობის დონეზე მქონდა. ტექნიკა ვიცოდი და პოზებს ვაკეთებდი ხოლმე, სერიოზულად და სიღრმისეულად არ ჩავსულვარ, ამიტომაც ვერ ვდგები თავით, ყურებით თუ იდაყვით. smile.gif

აი საშუალოც იმიტომ ავარჩიე, ეს ბალანსის დასაცავი პოზები არ მემხვდებათქო. ვთქვათ ავარჩიე პროგრამა, რთული, სადაც იქნება თავით დადგომა იმ მომენტებში რომ მზესთან მისალმებით დავკავდე რა უჭირს? ან რამე სხვით.

Posted by: polikarpe 24 Dec 2015, 04:01
ხუტუნიებო მიატოვეთ იოგა.ის ბნელ ,ბოროტ ძალებთანაა კავშირში.აბსოლუტური პიროვნული დეგრადაცია,ვითომ დროებით ფიზიკურ თუ სულიერ სიამოვნების ფონზე.ელემენტარულად დააკვირდით სერიოზულ პრაქტიკანტებს,როგორი უაზრო,დაბინდული გამოხედვა აქვთ.ეს მიკლედ.

Posted by: Anin 24 Dec 2015, 08:20
ESTRELLA
არ არის აუცილებელი თავით და ხელებით დგებოდე. ბალანსზეც შეგიძლია ივარჯიშო, ყველაფრის მიღწევა შეიძლება ვარჯიშით.
თუ რამე კონკრეტულ ასანას ვერ აკეთებ რათქმაუნდა შეგიძლია სხვა ასანა გააკეთო ან ძაღლის (downward facing dog) პოზაში დადგე და დაისვენო.
ყველაფერი მაინც ინდივიადუალურია, შენ თავს უნდა მოუსმინო და როგორც გესიამოვნება ისე გააკეთო.
* * *
polikarpe
ეს ხუმრობა იყო?
აბა რომელ პრაქტიკანტს აქვს დაბინდული სახე მეც მაჩვენე, ჯერ ეგეთი იოგას მიმდევარი არ შემხვედრია biggrin.gif
სრულიად პირიქით, ფიზიკურადაც და სულიერადაც მაგრდები და ძლიერდები. იოგა ფილოსოფიაა და არა რელიგია. არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ.

Posted by: Estrella 24 Dec 2015, 14:05
Anin
გმადლობ. smile.gif თან ცოტა თეორიასაც მივიხმარებ. მინდა ჰათჰა ვსინჯო და დავეუფლო.

polikarpe
მიბნედილ სახეში ამას გულისხმობ? https://www.google.ge/search?q=before+and+after+meditation&biw=534&bih=239&prmd=ivn&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwipn-7envTJAhXmD3IKHeGmDEIQ_AUIBygB

ადამიანის ბუნებრივი სახე რომ იკარგება ცხორებაში და მასიურად, მაგის გამოა ბუნებრივი გამონაკლისები რომ არაბუნებრები და იქაურები გვეჩვენება.

სხვათა შორის, გულწრფელი ზიარების შემდეგაც აქვს ადამიანის სახეს ეს ეფექტი და რწმენით გადაწერილ პირჯვარს შეუძლია სისხლის გასუფთავება. არ ვიცი სად წავიკითხე, არც ის ვიცი მჯერა თუ არა, ალბათ იმიტომ რომ სათანადოდ არ მწამს?

Posted by: Scoorp 24 Dec 2015, 15:29
ზოგადად მთავარია რწმენა smile.gif))
არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცას ნაკურთხი წყლის ძალის სჯერა
თუ იოგის
რისიც გწამს და გჯერა ის მოქმედებს ზუსტად.

იოგა საკუთარი თავის და სხეულის შეცნობის და გაცნობის ერთერთი ძალიან მაგარი საშუალებაა smile.gif

Posted by: Estrella 24 Dec 2015, 18:39
Scoorp
ნამდვილად, გეთანხმები.
სწორედ ამიტომაა, წმინდანები მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, ესე რომ ვთქვათ საყოველთაო საგანძურია. შეუფერებლად კი ვთქვი, მაგრამ...

იოგას პოზების სახელები და ამ სახელების უკან დამალული ხასიათი კი გვეხმარება უკეთ შევიდეთ სამყაროში. ინსტიწტურად კი ვიცით სახელების უკან რა შინაარსია, მაგრამ თეორიულადაც შეგვიძლია "მივეხმაროთ".
ესეც ჩემი ვარაუდია და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სიმარღლეა. biggrin.gif
ნუ მე პირადად ჯერ ინსტიქტურად მიყვარს მიხვედრა და მხოლოდ ამის შემდეგ შესაბამისი თეორიის ძიება. არამარტ იოგაში, უბრალო ყოველდღიურობაშიც.




Posted by: polikarpe 24 Dec 2015, 23:39
ა.მ.„მრავალი ადამიანი (ექიმიც) არასწორად თვლის, რომ იოგა უსაფრთხოა. ფაქტები კი ამტკიცებენ, რომ მრავალი ფსიქიკური დაავადება და თვით სასიკვდილო შემთხვევებიც სწორედ იოგამ (იოგას ვარჯიშებმა – .) გამოიწვია. მაგალითად, სვამი პრაბჰანანდა იოგას სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ წერს: „ნება მომეცით გაგაფრთხილოთ, რომ ეს სუნთქვითი ვარჯიშები შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მათ არასწორად ასრულებენ, არსებობს დიდი შანსი გონების დაზიანებისა. ისინი, ვინც ასეთი სუნთქვითი ხერხებით ვარჯიშობს სათანადო ზედამხედველობის გარეშე, შეიძლება ისე დაავადდნენ, რომ ვერც მეცნიერება და ვერც ექიმი ვერ შეძლებს მათ განკურნებას. უფრო მეტიც, ისინი სწორი დიაგნოზის დასმასაც ვერ შეძლებენ“. პატანჯალის იოგა სუტრას კომენტატორი შრი პუროჰით სვამი აფრთხილებს: „ინდოეთში და ევროპაში მე შემხვდა დაახლოებით 300 ადამიანი, რომლებიც არასწორი პრაქტიკის შედეგად იყვნენ დაზარალებულნი. ექიმებმა გასინჯვის შედეგად ვერ აღმოაჩინეს რაიმე ორგანული დარღვევა და ამიტომ ვერ შეძლეს მკურნალობის დანიშვნა“. იოგას სხვა ავტორიტეტი, ჰანს-ულრიჩ რეიკერი, ავტორი ნაშრომისა „იოგა და სულიერი ცხოვრება“, ამბობს: „იოგა არ არის უმნიშვნელო გართობა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი ან სიგიჟე, და რომ კუნდალინი იოგაში თუ სუნთქვა დროზე ადრე იქნება შეჩერებული, ჩნდება იოგის დაუყოვნებელი სიკვდილის საფრთხე“. გოპი კრიშნა, ადრე ნახსენები იოგას სპეციალისტი, აფრთხილებს იოგას ვარჯიშების საშიშროების შესახებ, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი რეაქცია და შედეგად – სიკვდილი. ხათხა-იოგას კლასიკური სახელმძღვანელო „ხათხა-იოგა პრადიპიკა“ მეორე თავში აფრთხილებს: „როგორც უნდა გვეშინოდეს ლომების, სპილოების და ვეფხვების, ასევე პრანა კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. თუ არა, მას შეუძლია მოკლას პრაქტიკანტი.ადამიანებ ს სხვა საფრთხეც ემუქრებათ: ზოგიერთი აღმოსავლური ვარჯიში წარმართული რიტუალებიდანაა აღებული, შესაბამისად, თავის თავში შეიცავს გენეტიკურ კავშირს დემონიზმთან. რაც შეეხება სუნთქვით ვარჯიშებს, არც ისინი არიან ისეთი უწყინარნი, ერთი შეხედვით რომ ჩანან. მას შემდეგ, რაც მოსწავლეს ამ ვარჯიშების ტექნიკას გააცნობს, იოგას მასწავლებელი სუნთქვასთან დაკავშირებულ ფსიქიკურ ვარჯიშებზე გადადის. მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს, რომ იგი შთანთქავს პრანას – კოსმიურ ენერგიას, ყოფიერების საფუძველს, ამის შემდეგ სუნთქვის ტაქტში და სუნთქვასთან ერთად უნდა გააგზავნოს ეს პრანა ხერხემლისკენ და სექსუალური ცენტრებისკენ, ე. წ. ლოტოსებისკენ. ამასთან, პრანა ზოგჯერ გველთან ასოცირდება, რომელიც კაცის ხერხემალში ძვრება. ვფიქრობ, ზედმეტი უნდა იყოს იმის ახსნა, თუ ვინ სახლდება ამგვარი ვარჯიშების შედეგად ადამიანის ცნობიერებაში.

Posted by: Estrella 25 Dec 2015, 01:24
polikarpe
ar minda ვიდაო იმაზე, რაც კარგად არ ვიცი.
სამაგიეროდ ძალიან კარგად ვიცი, თუ ადამიანი სათანადოდ მოუსმენს შინაგან ხმას, იქ იპოვის აბსოლუტურად ყველაფრის ბუნებრივ, ჭეშმარიტ ფორმას და ამ შემთხვევაში სწორ სუთქვას biggrin.gif
ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია იოგას სტილში რაღაც მოძრაობა, სხეულმა მიკარნახა, მოგვიანებით კი მინახავს, თურმე არსებობს ის ბუნებაში. აი ამას ვგულისხმობ. ჩვენ შიგნით ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი შეგვიძლია.

კი, რაც უთქვამზ მაგ ვინმე ბჰრანჯდა დჰანჯრა ჩანდრას, ალბათ ასეც არის და არასწორი შესრულება აზიანებს ცნძობიერების რაღაც ჭანჭიკს. ძალიან კარგია რომ ხალხს ამას ეუბნება, ფრთხილად იქნებიან.
და ისე ზუსტად ასეთივე წარმატებით ვიზიანებთ და ვინაგვიანებთ ჩვენს თავსაც და გარემოსაც თითქოს ისეთი უწყინარი და ნორმად მიღებული, როგორიცაა "ვაიმე-ვუიმე-ნწნწნწ-რაგვეშველება-აფსუუუუუს" "დავბერდი-სად შემიძლია-რა დროს ბალახზე წოლა-მადონას სერვიზი-ლოჯიის მოშენება" არადა, ეს ყველაფერი გავიორგანულეთ მასიურად და ეროვნულად ლამის, მიდი ახლა და უთხარი ნებისმიერ გამვლელს, რომ თვითონ არის დამნაშავე. რაღა იოგას მივახტეთ, რომლის სწორი შესრულებაც სასარგებლოა. smile.gif

Posted by: Anin 25 Dec 2015, 04:09
polikarpe
სად არის ფაქტები? მგონი არ არსებობს ეს ფაქტები. ინტერნეტში უამრავი სტატია და ინფორმაცია იდება და საიდან უნდა გავიგო რომელი შეესაბამება სიმართლეს და რომელი არა. რეალური ფაქტებია საჭირო.
რაც შეეხება დემონიზმს და კუნდალინის გაღვიძების შემდეგ რომ ვითომ დემონს უერთდები ეს გამოგონილი მგონია. ისევ რელიგიისკენ მივყავართ ამას.
სუნთქვის ვარჯიშები და ზოგადად ფიზიკური ვარჯიში მართლაც საფრთხილოა, უნდა გქონდეს ამის ცოდნა ან ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ უნდა გააკეთო რომ არ დაიზიანო ჯანმრთელობა. მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია, ნებისმიერი სპორტი საშიშია თუ არასწორად გააკეთებ.
საზღვარგარეთ ყოველი მეორე ადამიანი იოგით არის აქტიურად დაკავებული, მაშინ ყველა თუარა ზოგიერთი მინც უნდა კვდებოდეს და გიჟდებოდეს.
მოკლედ ადამიანზეცაა დამოკიდებული რა დამოკიდებულება გაქვს. თუ მთელი დღეები იოგას აკეთებს იმ მიზნით რომ გასხივოსნდეს და ღმერთი გახდეს შეიძლება გაგიჟდეს კიდეც რავიცი biggrin.gif ოღონდ მერე იოგას ნუ დააბრალებთ.

Posted by: polikarpe 25 Dec 2015, 04:46
ESTRELLA
Aninკარგი,გონიერი ხალხი ჩანხართ.გამიგებთ ალბათ.უბრალოდ მინდა ავხსნა ჩემი აზრი.იოგის მეშვეობით ფიზიკური და სულიერი ძალები დამისტაბილურდაო,ამბობენ.გეთანმებით ,რაღაც ეტაპზე.ახალგაზრდობაში მეც მივსდევდი აღმოსავლურ პრაქტიკებს.ვუღრმავდებოდი.(დზენ-ბუდიზმი.ინტეგრალური იოგა.და კიდევ რაღაც რაღაცეები.მაგრამ.ეს აღმოჩნდა უბრალოდ გამაყუჩებელი.აი კბილი რომ გტკივა,ექიმი ამოღებამდე ნოვოკაინს გაგიკეთებს,და ტკივილი მიდის და ბედნიერი ხარ.მაგრამ,კბილი მაინც უნდა ამოიღო.იოგა ცხოვრებისეულ პრობლემებს არ ჭრის .ის გასწავლის არა გადააჭრას,არამედ პრობლემის იგნორირებას.შეყავყალ ნირვანულ ილუზიურ სამყაროში.დაჯექი ლოტოსის პოზაში,იმედიტაციე და იყავი ბედნიერი.ერთი ადამიანი ოცი წელი იჯდა მთაზე და მედიტირებდა.ცხოვრების არსი და ნირვანის განცდა აინტერესებდა.ბოლოს ადგა და ჩამოვიდა სოფელში.მოკრძალებით ჰკითხეს,თუ რა სიბრძნე გაეხსნა ოცი წლის პტაქტიკის შემდეგ.პასუხი იყო-:"მზიან ამინდში უფრო შორს ვიყურებოდიო,ვიდრე ღრუბლიანშიო"!))გადავუხვიე ახლა.ბანალური სიტყვებია ცხოვრება უსამართლოა და მუდმივი ბრძოლაა,ჩვენ კი უბრძოლველად,ჯდომით და მედიტაციით გვინდა ბედნიერებააღმოსავლურ-ოკულტური სისტემის (იოგა, ძენი, კუნგ-ფუ და სხვ.) ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში , არის ის, რომ ინდო-ჩინურ ოკულტურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას... ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის გამსჭვალული. ინდოეთში არსებობს მრავალი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, ერთმანეთისგან ზოგჯერ მნიშვნელოვნად განსხვავებული და დაპირისპირებულიც. დასავლეთში იოგას პირველი ავტორიტეტული მქადაგებელი – სვამი ვივეკანანდა იყო ადვაიტა ვედანტას მიმდევარი, რომლის თანახმად სხვაობა ინდივიდს (ატმანს) და აბსოლუტს (ბრაჰმანს) შორის მოჩვენებითია, მათ შორის არ არის არსებითი განსხვავება. ინდური ფილოსოფიის მკვლევარი, სარვეპალი რადჰაკრიშნანი გადმოგვცემს უპანიშადების, ინდური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წყაროს სწავლებას: „შინაგანი უკვდავი მე და დიდი კოსმიური ძალა ერთი და იგივეა. ბრაჰმანი ატმანია და ატმანი – ბრაჰმანი. უზენაესი ძალა, რომლის საშუალებითაც ყველა საგანი იწყებს არსებობას, – ეს არის დაფარული მე ყოველი ადამიანის გულში... საკუთარი სულის დიდ ყოვლად-სულთან (ბრაჰმანთან) იდენტურობის გაცნობიერება არის ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების არსი... ცნობილია ორგვარი ცოდნა – უმაღლესი და დაბალი. დაბალი ცოდნა ისაა, რასაც იძლევა რიგვედა, სამავედა, ატჰარვავედა... ხოლო უმაღლესი ცოდნა ისაა, რომლის საშუალებითაც აღიქმება წარუვალი ბრაჰმანი“ (მუნდაკა უპანიშადა). (S. Radhakrishnan. Indian Philosophy, vol. I. L., 1927). ძირითადად აი ამგვარ, პანთეისტურ ცნობიერებაზეა დაფუძნებული ის ლიტერატურა, რომელიც დასავლელ ჭეშმარიტების მაძიებლებს ინდურ სულიერებას აზიარებს. მაგალითად, იოგი ცდილობს ცნობიერების გამოღვიძებას, თავისი რეალური არსის აღქმას და ამისთვის იყენებს სხვადასხვა მეთოდებს: სუნთქვით ვარჯიშებს (პრანა-იამა), მანტრებს („წმინდა ბგერების“ გამეორება), გონების კონცენტრაციას რომელიმე საგანზე ან მოკლე მენტალურ ფორმულაზე. ცნობილია უპანიშადების ოთხი დიდი გამონათქვამი (მახავაკია): „ცნობიერება არის ბრაჰმანი“; „ატმანი არის ბრაჰმანი“; „შენ ხარ ის (ანუ ბრაჰმანი)“; „მე ვარ ბრაჰმანი“. ამგვარ ფრაზებს იმეორებენ იოგები გამუდმებით, მათზე ახდენენ გონების კონცენტრაციას. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გამუდმებით იბეჭდავს საკუთარ ცნობიერებაში: „მე თვითონ ვარ ღმერთი“. და რამდენ მ ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ ეს არის ამპარტავნების, ყველა ცოდვის საწყისის უკიდურესი გამოხატულება და სულში ჩაბეჭდვა.რადგან სულიერი არსებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მთავარია, სული სიმდაბლით იქნება შემოსილი თუ ამპარტავნებით და შესაბამისად – სიყვარულით თუ სიძულვილით, ჭეშმარიტებით თუ სიცრუით, ნათლით თუ ბნელით. იოგას ზემოხსენებული პრაქტიკა ადვაიტა ვედანტას სწავლებაზეა დაფუძნებული, რომლის მქადაგებელი, სვამი ვივეკანანდა იოგას იმ სახეობის განმარტებისას, რომელიც პიროვნული ღმერთის თაყვანისცემაზეა დაფუძნებული (ბჰაკტი-იოგა), წერდა: „საბოლოოდ დგება სრული გასხივოსნება... და ის (ადამიანი) აღასრულებს მშვენიერ და შთამაგონებელ ჭეშმარიტებას, – რომ სიყვარული, შემყვარებელი (ადამიანი) და შეყვარებული (ღმერთი) სინამდვილეში ერთი და იგივეა“.(ლ.გ.).

Posted by: Q 7 25 Dec 2015, 05:21
QUOTE (polikarpe @ 24 Dec 2015, 23:39 )
ა.მ.„მრავალი ადამიანი (ექიმიც) არასწორად თვლის, რომ იოგა უსაფრთხოა. ფაქტები კი ამტკიცებენ, რომ მრავალი ფსიქიკური დაავადება და თვით სასიკვდილო შემთხვევებიც სწორედ იოგამ (იოგას ვარჯიშებმა – .) გამოიწვია. მაგალითად, სვამი პრაბჰანანდა იოგას სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ წერს: „ნება მომეცით გაგაფრთხილოთ, რომ ეს სუნთქვითი ვარჯიშები შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მათ არასწორად ასრულებენ, არსებობს დიდი შანსი გონების დაზიანებისა. ისინი, ვინც ასეთი სუნთქვითი ხერხებით ვარჯიშობს სათანადო ზედამხედველობის გარეშე, შეიძლება ისე დაავადდნენ, რომ ვერც მეცნიერება და ვერც ექიმი ვერ შეძლებს მათ განკურნებას. უფრო მეტიც, ისინი სწორი დიაგნოზის დასმასაც ვერ შეძლებენ“. პატანჯალის იოგა სუტრას კომენტატორი შრი პუროჰით სვამი აფრთხილებს: „ინდოეთში და ევროპაში მე შემხვდა დაახლოებით 300 ადამიანი, რომლებიც არასწორი პრაქტიკის შედეგად იყვნენ დაზარალებულნი. ექიმებმა გასინჯვის შედეგად ვერ აღმოაჩინეს რაიმე ორგანული დარღვევა და ამიტომ ვერ შეძლეს მკურნალობის დანიშვნა“. იოგას სხვა ავტორიტეტი, ჰანს-ულრიჩ რეიკერი, ავტორი ნაშრომისა „იოგა და სულიერი ცხოვრება“, ამბობს: „იოგა არ არის უმნიშვნელო გართობა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი ან სიგიჟე, და რომ კუნდალინი იოგაში თუ სუნთქვა დროზე ადრე იქნება შეჩერებული, ჩნდება იოგის დაუყოვნებელი სიკვდილის საფრთხე“. გოპი კრიშნა, ადრე ნახსენები იოგას სპეციალისტი, აფრთხილებს იოგას ვარჯიშების საშიშროების შესახებ, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი რეაქცია და შედეგად – სიკვდილი. ხათხა-იოგას კლასიკური სახელმძღვანელო „ხათხა-იოგა პრადიპიკა“ მეორე თავში აფრთხილებს: „როგორც უნდა გვეშინოდეს ლომების, სპილოების და ვეფხვების, ასევე პრანა კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. თუ არა, მას შეუძლია მოკლას პრაქტიკანტი.ადამიანებ ს სხვა საფრთხეც ემუქრებათ: ზოგიერთი აღმოსავლური ვარჯიში წარმართული რიტუალებიდანაა აღებული, შესაბამისად, თავის თავში შეიცავს გენეტიკურ კავშირს დემონიზმთან. რაც შეეხება სუნთქვით ვარჯიშებს, არც ისინი არიან ისეთი უწყინარნი, ერთი შეხედვით რომ ჩანან. მას შემდეგ, რაც მოსწავლეს ამ ვარჯიშების ტექნიკას გააცნობს, იოგას მასწავლებელი სუნთქვასთან დაკავშირებულ ფსიქიკურ ვარჯიშებზე გადადის. მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს, რომ იგი შთანთქავს პრანას – კოსმიურ ენერგიას, ყოფიერების საფუძველს, ამის შემდეგ სუნთქვის ტაქტში და სუნთქვასთან ერთად უნდა გააგზავნოს ეს პრანა ხერხემლისკენ და სექსუალური ცენტრებისკენ, ე. წ. ლოტოსებისკენ. ამასთან, პრანა ზოგჯერ გველთან ასოცირდება, რომელიც კაცის ხერხემალში ძვრება. ვფიქრობ, ზედმეტი უნდა იყოს იმის ახსნა, თუ ვინ სახლდება ამგვარი ვარჯიშების შედეგად ადამიანის ცნობიერებაში.



.....................................................








Posted by: polikarpe 25 Dec 2015, 05:31
Q 7
............................................................

Posted by: Anin 25 Dec 2015, 07:53
polikarpe
სამწუხაროდ არ მაქვს ღრმა ცოდნა იოგას ფილოსოფიაზე და რელიგიაზე..
ვიცი რომ იოგა პრობლემას არ ჭრის. ზუსტად იოგას იმისთვის არის რომ შეგიმსუბუქოს პრობლემები და მშვიდად შეხედო ყველაფერს.
იმედიტირე მერე, ნერვიულობას მედიტაცია სჯობს და სიმშვიდე. იოგას სტრესს ხსნის, სულიერად და ფიზიკურად ძლიერი ხდები, პრობლემებსაც ნაკლებად დრამატულად ხედავ. ხალისიანს და ბედნიერს გხდის.
სრულყოფილების მიღწევაში,თავისით განკურნებაში და განწმენდაში რამე არაამქვეყნიურ ძალებს გულისხმობ? რა პრობლემააა თუ იოგა გეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ცუდი აზრების განდევნაში და წარმატების მიღწევაში? თითოეული სწორი ვარჯიშით მიდიხარ ამ გზისკენ. მე ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში.
დრამატულად ნუ შეხედავთ, არაფერია უჩვულო და არაამქვყნიური.
დაწერე რომ დაინტერესებული იყავი იოგით. რატომ შეწყვიტე ვარჯიში, შავი ბოროტი ძალები შემოგიჩნდნენ?

Posted by: Estrella 27 Dec 2015, 02:11
polikarpe
როგორც ჩანს,შენ სერიოზულად ყოფილხარ იოგათი გატაცებული. ეტყობა იმედებიც გაგიცრუვა. რასაც წერ, შესაძლოა. თუმცა არა ცალსახა და ერთადერთი შესაძლებლობა არაა. ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდზე და მის დამოკიდებულებაზე. დადებითი და უარყოფითი კი ყველაფერზე ითქმის, იწერება, იჩხრიკება.

ნუ პირადად მე, იოგა რომ ბუნებაში არ არსებობდეს, მაინც გავაკეთებდი, ოღონდ არ მეცოდინებოდა რას ვაკეთებ. ძალიან ორგანულია იოგას მოძრაობები. თვითონ მოძღვრების დონეზე არ ჩავდივარ. არც მაქვ სურვილი წავიკითხო და ვიცხოვრო მის თანახმად ბრმად. თუ ოდესმე ჩემშივე გაჩნდა მიდრეკილება, შეიძლება მაშინ კი. ზოგადად სახელების დარქმევა არ მიყვარს.

ისე, იქნებ იმან გამოიწვია შენი ეს სკეპტიციზმი, რომ თავის დროზე თეორიას ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭე? თუ ვცდები?

Posted by: polikarpe 27 Dec 2015, 02:25
.ESTRELLA
პესიმისტი,კარგად ინფორმირებული ოპტიმისტიაო. yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Estrella 27 Dec 2015, 02:36
polikarpe
QUOTE
პესიმისტი,კარგად ინფორმირებული ოპტიმისტიაო.

biggrin.gif აჰა, მშვენიერი. მე გირჩევდი ინფორმაციის გამობრტყვა გეცადა და მხოლოდ იმის ხელახლა შებერტყვა, რაც ორგანული აღმოგაჩნდებოდა და მოხვიდოდი მასთნ მჭიდრო კავშირში.

რა ცუდია?

Posted by: Anin 27 Dec 2015, 04:13
ვერ გამოიბერტყავს მგონი ინფორმაციას მითუმეტეს თუ უკვე ერკვევა თეორიაში. ფაქტია რომ იოგა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ არის და ამას ვერ უარყოფ. თუ იგნორირებას გაუკეთებ მაშინ რაღა აზრი აქვს, ბარემ სხვა სპორტით დაკავდეს.

Posted by: Estrella 27 Dec 2015, 05:01
Anin
არა, მე ეგ უკვე ზოგადად ვთქვი და არა კონკრეტულად იოგაზე. გამობერტყვა კი პირობითი სიტყვა იყო. smile.gif

Posted by: polikarpe 27 Dec 2015, 08:00
ESTRELLA
მშვიდობა აქაურობას.იოგაზე უდავოდ სასარგებლოს და ჭეშმარიტებას მივაგენი.ბევრად რთული და შრომატევადია, მაგრამ,დამიჯერე , ღირს ამად. spy.gif

Posted by: Scoorp 27 Dec 2015, 10:40
polikarpe


Hოოო? smile.gif
რას მიაგენი გაგვიმხელ? smile.gif

Posted by: Estrella 27 Dec 2015, 11:08
polikarpe
ძალიან კარგი. smile.gif

QUOTE
რას მიაგენი გაგვიმხელ?

+1

Posted by: nukabadzi 29 Dec 2015, 18:50
polikarpe

რამდენი გიწერია.
ეს თვენი გამოცდილებიდან თუ საიდანმე არის ჩაკოპირებული?
ზედმეტი და უზომო ვარჯიშისგან და ჭამისგანაც მოგივა რამე.
მთავარი ზომიერებაა.
მე ვინც იოგები მინახავს ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელია ;ე
თუ ვარჯიშობ საკუთარი ჯანმრთელობისთვის როგორ შეიძლება გავნოს ამან :O

სუნთქვაზე გეთანხმები არასწორად გაკეთებული შეიძლება საზიანო იყოს.
მედიტირება კიდე 100% დან 99% არ გამოსდის ;დდ ილუზიებში არიან.ის 1 % არ ვიცი შეიძლება არც არსებობს ;დ

Posted by: juli_26 6 Jan 2016, 18:04
http://www.biblusi.ge/item/sxva-wignebi/31640-ioga-mala.html?lang=ka-GE


ამ წიგნის ყიდვა ღირს? ვისწავლი რამეს?

Posted by: _nite_ 6 Jan 2016, 18:13
QUOTE
შესაბამისად, თავის თავში შეიცავს გენეტიკურ კავშირს დემონიზმთან. რაც შეეხება სუნთქვით ვარჯიშებს, არც ისინი არიან ისეთი უწყინარნი, ერთი შეხედვით რომ ჩანან. მას შემდეგ, რაც მოსწავლეს ამ ვარჯიშების ტექნიკას გააცნობს, იოგას მასწავლებელი სუნთქვასთან დაკავშირებულ ფსიქიკურ ვარჯიშებზე გადადის. მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს, რომ იგი შთანთქავს პრანას – კოსმიურ ენერგიას, ყოფიერების საფუძველს, ამის შემდეგ სუნთქვის ტაქტში და სუნთქვასთან ერთად უნდა გააგზავნოს ეს პრანა ხერხემლისკენ და სექსუალური ცენტრებისკენ, ე. წ. ლოტოსებისკენ. ამასთან, პრანა ზოგჯერ გველთან ასოცირდება, რომელიც კაცის ხერხემალში ძვრება. ვფიქრობ, ზედმეტი უნდა იყოს იმის ახსნა, თუ ვინ სახლდება ამგვარი ვარჯიშების შედეგად ადამიანის ცნობიერებაში.

მაპატიეთ მაგრამ დიდი ###ობაა კონკრეტულად ეს ამონარიდი,

სასაცილოც კი არ არის

Posted by: Universe 12 Jan 2016, 17:45
juli_26
იყიდე? მოგეწონა?


იმ ცნობილი წიგნიდან, წითელი ყდით, რამდენიმე ვარჯიშია ამ საიტზე ატვირთული, სულ არაფერს ჯობია. იქნებ გამოგადგეთ.
https://geoyoga.wordpress.com/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91/

Posted by: ninc_lfc 12 Jan 2016, 20:20
არასდროს მივლია იოგაზე და არც ვარჯიშები გამიკეთებია. ახლა ვაპირებ და ვფიქრობ აშთანგა დავიწყო თუ ჰათჰა
spy.gif ჰმმ
კვირაში 3-ჯერ უნდა ვიარო.

Posted by: შენიანი 12 Jan 2016, 20:26
ninc_lfc
3ჯერ კარგია მაგრამ 2იც საკმარისი იქნება დასაწყისისთვის.
სად აპირებ მისვლას?

Posted by: miShiko123123123 12 Jan 2016, 20:53
biggrin.gif

Posted by: ninc_lfc 13 Jan 2016, 21:16
ამ კვირაში ვიწყებ
love.gif



------------------------

Posted by: Universe 13 Jan 2016, 22:11
ninc_lfc
სად? რა პირობებია?

Posted by: ninc_lfc 13 Jan 2016, 22:11
Universe
მოგწერ


------------------------------

Posted by: Universe 13 Jan 2016, 23:20
ninc_lfc
მადლობა smile.gif


იოგა არაა, მაგრამ შეიძლება ჩემს გარდა სხვასაც დასჭირდეს და გამოადგება.
ტერფის ვარჯიშებია

Posted by: L.A.D.Y.B.I.R.D 13 Jan 2016, 23:52
ორსულობის მერე დანატოვარ ღიპუცას გამიქრობს?

Posted by: Universe 16 Jan 2016, 00:07
მეტი მონდომებით ფეხი გავიჭიმე


პ.ს. ვიდეო ვარჯიშებს დაწერილი მირჩვნია, საწყის ეტაპზე მაინც.

Posted by: juli_26 17 Jan 2016, 21:15
Universe
QUOTE
იყიდე? მოგეწონა?



არა, არ მიყიდია.

Posted by: madkolibri 18 Jan 2016, 05:08
რომელი იოგის კლასები იცით თბილისში ... დაწყება მინდა და ვერ გადამიწყვეტია

Posted by: ninc_lfc 4 Feb 2016, 22:00
იოგა ანანდა არ მომეწონა. აღარ ვიცი თუ მივიდე. ფული გადახდილი მაქვს.
ყველა თავისთვის ბოდიალობს. არც გისწორებენ, რამდენად სწორად აკეთებ. არც ყურადღება სუნთქვაზე და არაფერი.
drug.gif
მოკლედ, არავის გირჩევთ.


Posted by: Anin 5 Feb 2016, 01:50
ninc_lfc
ბარნოვზე რომ არის მანდ იყავი? მე საშინლად არ მომეწონა, დავწერე კიდეც. პერსონალიც ძალიან უყურადღებო იყო.
იოგას სახლია მგონი კარგი, მაგრამ მე არ ვარ ნამყოფი. მსმენია კარგი ინსტრუქტორები ყავთო. კიდევ იოგა rooms არის და მგონი ეგაც კარგია.

Posted by: ninc_lfc 5 Feb 2016, 08:50
Anin
არა. ქავთარაძეზე. :/არც გამახსენდა ეგ რომ გქონდა ნათქვამი

Posted by: Anin 5 Feb 2016, 09:14
ninc_lfc
თან პოსტებს უპასუხე მანდ აღარ მივიდოდიო და მაინც მისულხარ biggrin.gif
თუ ნაყიდი გაქვს გაკვეთილები მიდი მაინც, სულ არაფერს ჯობია, მაგრამ ფრთხილად იყავი. ერთი კვირა ყველაფერი მტკიოდა არასწორი ვარჯიშის დ ა თანმიმდევრობის გამო...

Posted by: anibani18 5 Feb 2016, 10:53
ninc_lfc
რომელ ინსტრუქტორთან იყავი?

Posted by: შენიანი 5 Feb 2016, 10:55
QUOTE
იოგას სახლია მგონი კარგი

მოდით ძალიან კარგია smile.gif

Posted by: ninc_lfc 5 Feb 2016, 22:29
Anin
დებილი სკლეროზიანი ვარ facepalm.gif

anibani18
ინდოელი, ვინი
ზურასთან უნდა მივიდე შემდეგზე.

* * *
ყველაფერი მტკივა. მეჩვენება შეიძლება, მაგრამ ფიტნესის ვარჯიშებთან შედარებით უფრო სისტემური ტკივილი მაქვს user.gif

Posted by: anibani18 8 Feb 2016, 10:43
ninc_lfc

საინტერესოა ზურა თუ მოგეწონება. მე ყოველ დღე ერთ საატს ვუთმობ იოგას, თითქმის ერთი წელია უკვე, მინდა ეხლა მივიდე სადმე? მაგრამ არ ვიცი სად.

მართალი ხარ, სხვა ფიტნესთან შედარებით იოგის მერე სხეულში სხვა ტკივილია. იოგა გრძნობას უბრუნებს სხეულს მგონი და გონებასაც ფილტრავს ან, უფრო სწორად, ამშვიდებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ესეა.

Posted by: ვეგა 12 Feb 2016, 14:24
გამარჯობათ

დიეტასაც ნიშნავს სადაც მივედი და მაინტერესებდა ეს რაიმე სტანდარტუი დიეტაა რომელიც იოგაში ისწავლება თუ თვითონ მოიგონა ამ მასწავლებელმა

კითხვა გამიჩნდა წყალთან დაკავშირებით, ჭამის წინ დალიე ნახევარი ჭიქა და ნახევარიც ჭამის მერეო და ჭამის დროსაც ყლუპყლუპადო)))) და მეთქი თანამედროვე კვლევებში ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ მინიმუმ ერთი საათი არ უნდა მიიღო წყალითქო და მე რასაც გეუბნები ესე გააკეთეო biggrin.gif

იოგაში არის დიეტის სწავლებაც?

Posted by: Anin 12 Feb 2016, 18:31

anibani18
ძლიერი ტკივილი არ უნდა გქონდეს, უბრალოდ უნდა გრძნოდე კუნთებს, შეიძლება მსუბუქად გტკიოდეს.
თუ გტკივა ძალიან ესეიგი არასწორად აკეთებ ვარჯიშს, ან თავიდანვე ინტენსიურად იტვირთები.

VAN-WEGA
სტადარტი ნამდვილად არ არის, ბევრ ინსტრუქტორთან მივლია და დიეტა პირელად გავიგე.
ჯანსაღად თუ იკვებები სასურველია, ამის მოთხოვნილება თავადვე გაგიჩნდება იოგას შემდეგ.
წყალს რაც შეეხება ჭამის დროს არ არის სასურველი, ჭამამდე 30 წუთით ადრეუნდა დალიო, რატომ გასწავლით ასეთ რაღაცას არ მესმის. რა შუაშია იოგასთან?

Posted by: ვეგა 12 Feb 2016, 19:11
Anin
სავარაუდოდ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მაგრამ მგონი "პროფესორობს" რაც დავამუღამე უფრო წონასთან დაკავშირებული პრობლემების ადამიანი იყვნენ... მე იდეალური წონა მაქვს და ისეთი რამეები მიწერია დიეტაში რომ შანსი არაა რა, უშაქროდ უმარილოდ..კაშმარ :დ,,, ხალხი მიდის ჩამოწერს დაავადებებს და ეს დიეტას აძლევს, ნუ ერთი ძალიან ახლობელი დადიოდა და ბევრი პრობლემა მოუხსნა მართლა, ეხლა მე დავუმუღამებ და ჩემსას გავუბერავ თუმცა ინფორმაციებს ავკრიფავ... ისე თუ კარგად ერკვევი ჩამოვწერ რაღაცეებს რაც გამომატანა და სწორია თუ რაღაცას იგონებს მანდაც biggrin.gif თვითონაც თქვა სხვაგან ეზარებათ და მე დიეტასაც ვიძლევიო

Posted by: Anin 12 Feb 2016, 19:41
VAN-WEGA
იოგა არაფერ შუაშია, როგორც ჩანს თვითონ სთავაზობს კლიენტებს ორ მომსახურებას.
თუ წონის პრობლემა არ გაქვს რა საჭირია მაშინ ასეთი მკაცრი დიეტა.
სხვებს ეზარბათ რას ნიშნავს. ადამიანს თუ წონა აწუხებს თვითოვნე უნდა ზრუნავდეს თავის დიეტაზე.
იოგას ინსტრუქტორის მივალეიბაში ნამდვილად არ შედისდიეტების გამოწერა.

Posted by: ვეგა 12 Feb 2016, 20:36
Anin
ეხლა ვკითხულობ ამ თემას და აქაც აღნიშნავენ კვებას, რავიცი შედეგებზეა ორიენტირებული მგონი, სასწორია ყველა იწონონება მისვლისას და როგორც დავაფიქსირე მერე შენიშვნებს აძლევდა შენ გეტყობა ჭამეო და ისინიც ჩუმად იყვნენ))) ტუქსავდა))) აბრუნებს ხალხს თუ სიგარეტს მოწევს ან სასმელზე ჭედავს biggrin.gif ფაქტები ვიცი რომ შედეგი აქვთ ხალხს, იკურნებიან დაავადებებისგან, მე უფრო ენერგიისთვის და ნერვოზისგამო მივედი, რელაქსაცია მინდა... მოკლედ ახსნა მსგავსი რაღაც: ცუდი საჭმელი შეიცავს ტოქსინებს და როცა დიდი რაოდენობით იღებ ვეღარ უმკლავდება ორგანიზმი და ვერ ახერხებს მთლიანად გამოდევნოს (ფეკალიების და ოფლის სახით) ვარჯიშიც ემსახურება ორგანიზმში მავნებლობის გამოდევნას ამიტომ კომბინირებული გაცილებით ეფექტურია და რომ დავუკვირდეთ მართალია... უბრალოდ დიეტოლოგთან არ მინდა აღმოვჩნდე თორე სწორს კი იძახის მაგრამ შაქარი და მარილის აკრძალვა ჩერეზჩურაა ჩემთვის... 25 წლის გოგო მივიდა 16 დაავადებით და ეხლა 2-3 დარჩა მგონი 6 თვე დადიოდა ოღონდ სტროგად იცავდა მითითებებს

აი ეს გამომატანა, ნუ ჯერ არაფერს ვაპირებ, არც ვიცი რა რომელია მაგრამ სახლში წესით თავისუფალი დღეებისათვის და რა არის, რომელი მიმდინარეობაა ნეტა თუ რა ქვია

http://pix.ge/

Posted by: Anin 12 Feb 2016, 20:58
VAN-WEGA
ცუდი საჭმელი რომ სასარგებლო არ არის ეს მგონი იცის ყველამ, თუ შენს სხეულზე და ჯანმრელობაზე ზრუნავ მხოლოდ ფიზიკური ვარიჯიშ არ არის საკმარისი.
როდესაც იწყებ ვარჯიშს ეს ბუნებრივად ხდება, გიჩნდება სურვილი ჯანსაღად იკვებო. შაქარი არ არის ჯანსაღი საკები და სასურვწლია შეამცირო და ჩაააცვლო მაგალითად თაფლით.
მაგრამ კიდევ ვიმეირებ რომ იოგას ინსტრუქტორი არ არის ვალდებული სპეციფიური დიეტები გამოუწეროს კლიენტებს ან აკრძალოს რამე. რჩევების მიცემა რათქმაუნდა არ ითვლება.
შენ სავარაუდოდ დადიხარ დიეტლოგთან. ასე ნებისმიერი სპორტის სახეობის ინსტრუქტორს შეუძლია იგივე გააკეთოს, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე სპორტს მოყვება დიეტა.

* * *
წავიკითხე სია და ჩემთვის ძალიან გაურკვევლად წერია. ელემენტარყლი სახელებიც კიარ წერია ასანების და ასეროგორ უნდა გაიგო? ახსნა ყველაფერი გაკვეთილზე რა რას ნიშნავს? ან როგორ კეთდება?
თუ არა არ ღირსამის მიხედვით ვარჯიში, შეიძლება არასწორად გააეთო რამედა პირიქით უკუჩვენება გქნდეს.

Posted by: ვეგა 12 Feb 2016, 21:19
Anin
ნუ მე როგორც მოკირკიტე ადამიანს ყველა საკითხში (ხშირად ადგილზე ვსწავლობ პროფესიებს biggrin.gif ) გამიჩნდა ეს კითხვები რადგან წყალზე დავეჭვდი |თორე ფაქტები მაქვს რომ მადლობლები არიან მაგ კაცის, უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესია იოგა ალბათ

QUOTE
წავიკითხე სია და ჩემთვის ძალიან გაურკვევლად წერია. ელემენტარყლი სახელებიც კიარ წერია ასანების და ასეროგორ უნდა გაიგო? ახსნა ყველაფერი გაკვეთილზე რა რას ნიშნავს? ან როგორ კეთდება?
თუ არა არ ღირსამის მიხედვით ვარჯიში, შეიძლება არასწორად გააეთო რამედა პირიქით უკუჩვენება გქნდეს.

გლეხურად წერია ხო მე მეგონა მცოდნე მიხვდებოდა, იქ ხო კეთდება და აქ რო დავიმახსოვრებ ისინია მგონი უბრალოდ გასაგებ ენაზე რო გაგახსენდეს მერე ალბათ და თან ეს კაცი ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რაღაც მალავსსავით სწავლების პრინციპებს, გონია რო რაღაც "სერიოზული" მოიგონა და არ მომპარონო არ დააკოპირონო biggrin.gif არადა 2 თვის გადახდილი მაქვს და წესი ეგეთია არც ბრუნდება თანხა biggrin.gif

Posted by: Anin 13 Feb 2016, 01:33
VAN-WEGA
თუ იგივე ვარჯიშებს გაკეთებინებს ალბათ შენ უკეთ მიხვდები მანდ რა წერია.

მაგ კაცს ახალი არაფერი მოუგონია. თუ სისტემატიურად ივარჯიშებ და ჯანსაღ საკვებს მიიღებ არც წონა შეგაწუხებს და არც რაიმე დაავადება.
მსგავსი რაღაცეები მათთვისაა ვისაც ნებისყოფა არ ყოფნის დამოუკიდებლად გააკეთოს, მეტი კომფორტია სხვა რომ გეტყვის დეტალურად რა ვარჯიში გააკეთო და რა ჭამო.

Posted by: anibani18 15 Feb 2016, 14:02
Anin
არაა, ტკივილი არ მაქვს smile.gif მე ვიგულისხმე სხეულის, კუნთების შეკრულობა, არ ვიცი როგორ ავხსნა ზუსტად, შენც გეცოდინება smile.gif

Posted by: ვეგა 15 Feb 2016, 19:11
Anin


მე ძირითადად მაინტერესებდე ეს სიმკაცრე დიეტის სახით თანმდევი იყო თუ არა იოგის smile.gif და ვარჯიშები მაინტერესებდა კიდევ რაიმე არასწორს თუ ვაკეთებთ, დღეს სხვა ვარჯიშები იყო კიდევ, მოკლედ ჯერ არ ვიცი რეებს ვაკეთებ მაგრამ მგონი კაი რაღაცა კია biggrin.gif

Posted by: norther 16 Feb 2016, 00:26
https://www.swoop.ge/offers/120347
ვინმეს რამე ინფო ხომ არ მოგეპოვებათ?
არც ფბ გვერდი აქვთ, არც საიტი, ვერაფერი ვნახე biggrin.gif

არადა ტერიტორიულად ძალიან მაწყობს

Posted by: Anin 16 Feb 2016, 03:56
VAN-WEGA
და რომელი იოგაზე დადიხარ? იოგა ბევრნაირია.
თუ გგონია რომ რამეს არასწორად აკეთებ იუთუბზე დევს უამრავი კარგი გავეთილი და შეადარე.
თუმცა მთვარია შენ მოგწონდეს რასაც გაკეთებინებთ.

norther
ფბ გვერდი აქვთ:
https://www.facebook.com/Easy-Yoga-505323652972648/timeline
პატარა სტუდია ჩანს, კარგი შემოთავაზებაა, მოსინჯე.

Posted by: norther 16 Feb 2016, 12:02
Anin
კი ვნახე მერე, მაგრამ არაფერი არ უდევთ ისეთი :დ

ალბათ ვცდი
მაინც ვყოყმანობ ჯერ

Posted by: ვეგა 16 Feb 2016, 12:40
Anin
არ ვიცი რომელი იოგაა )) ძალიან უხასიოთო მასწავლებელია და თუ ამ მომენტს არ ჩავთვლით მე კი მომწონს smile.gif ვეღარ ვეკითხები biggrin.gif ჩემზე მეტი ნერვოზი აქვს მგონი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tammmuna 16 Feb 2016, 14:52
გამარჯობა, მგონი ყველაზე მოუქნელი ადამიანი ვარ მსოფლიოში და მირჩიეთ სად შეიძლება მივიდე რომ ყურადღებიანი ინსტრუქტორი ყავდეთ და ფასებიც მისაღები იყოს?

Posted by: nukabadzi 19 Feb 2016, 23:27
tammmuna
იოგარუმს-სი ესე ქვია 1 წელი დავდიოდი <3
https://www.facebook.com/yogarooms1/?fref=ts

Posted by: ვეგა 22 Feb 2016, 12:31
ვინმემ თუ იცით იოგისტები სტატისტკურად რა დაავადებებით იღუპებიან, კიბო სტატისტიკურად თუ კლავს მათ, გული და სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის სტატისტიკები თუ ვიცით, ანუ რა კონკრეტული შედეგის შემთხვევაში რა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს იოგისტი

Posted by: Anin 23 Feb 2016, 21:25
VAN-WEGA
იოგისტი არ ქვია იოგი ან იოგინი ქვია.


Posted by: არისტოტელე999 23 Feb 2016, 21:39
იოგი რომ გავხდე ჰაერში ავიწევი?


Posted by: ვეგა 24 Feb 2016, 18:31
Anin
QUOTE
იოგისტი არ ქვია იოგი ან იოგინი ქვია.

უკაცრავად )))
და კითხვაზე პასუხი თუ გაქვს

Posted by: Anin 29 Feb 2016, 23:15
VAN-WEGA
პასუხი არ მაქვს კითხვაზე, მსგავსი სტატისტიკაზე არ მსმენია არაფერი.
წამიკითხავს რომ კიბოსაც და სხვა მრავალ დაავადებასაც ებრძვიან იოგით და იხანგრძლივებენ სიცოცხლეს.
ბევრ დაავადებას კურნავსო ასე ამბობენ სტატიები.

Posted by: Universe 29 Feb 2016, 23:26
QUOTE
იოგი რომ გავხდე ჰაერში ავიწევი?

გამოვცადე და მაგარი იყო, სიზმარი რომ არ ყოფილიყო.



Posted by: Estrella 17 Mar 2016, 12:46
გამარჯობა.
იქნებ შეგიძლიათ მირჩიოთ იოგას სეანსი 1სთ-მდე ან ცოტა მეტიც, ინტენსიური, მეტაბოლიზმის დამაჩქარაბელი, საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონე, სასურველია წონის დასაკლები, რადგან სხვა შემთხვევაში ნამეტანი სტატიკურია და ვიწყენ ერთი და იგივე პოზაში ასი წელი რომ ვარ გაშეშებული.


თუ ასეთი არაფერი იცით, იქნებ ამ ვიდეოს გადახედოთ და მირჩიოთ.




დიიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: Anin 20 Mar 2016, 06:27
ESTRELLA
კარგი ვიდეო ჩანს, მოვსინჯავ ამის მიხედვით ვარჯიშს.

მე ამ გოგოს ვიდეოები მომწონს.



Posted by: Estrella 20 Mar 2016, 13:42
Anin
მადლობა. smile.gif
მგონი მეც ეს უფრო მომეწონა. თან დატესტილი გაქვს.
ამ "ჩენელს" დავათვალიერებ და შევუდგები.
ისე, ამ ტიპის იოგას გაკვეთილის წინ ერთი 10-15 წუთი ინტენსიური კარდიო რომ ვააკეთო შეიძლება?

Posted by: ninkaaaa 20 Mar 2016, 21:33
იოგას სახლში არ დადიხართ ვინმე? მაინტერესებს თუ ხართ კმაყოფილები?

Posted by: naniko1122 21 Mar 2016, 02:20
ESTRELLA
QUOTE
იქნებ შეგიძლიათ მირჩიოთ იოგას სეანსი 1სთ-მდე ან ცოტა მეტიც, ინტენსიური, მეტაბოლიზმის დამაჩქარაბელი, საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონე, სასურველია წონის დასაკლები, რადგან სხვა შემთხვევაში ნამეტანი სტატიკურია და ვიწყენ ერთი და იგივე პოზაში ასი წელი რომ ვარ გაშეშებული.


იოგას ეფექტი იმაშია, რომ ასი წელი ერთ პოზაში ხარ გაჩერებული. თუ დააკვირდები, აწვამდე იჭიმება კუნთი ერთ ჩვეულებრივ მარტივ პოზაში, რომეილც პირველ წამებზე უმარტივესი ჩანდა. ამის გამოა, რომ იოგა ჩონჩხსაც უხდება და კუნთსაც.
სეანსი არ ვიცი, ბევრია იუთუბიზე. დონეების მიხედვითაც, მათ შორის. რომელს აარჩევ, შენზეა, მაგრამ ამ გოგოს მოქნილობა იყო ადრე ჩემი მოტივატორი. ხერხემალს რას უშვრება, ვგიჟდები :ო



ეს ქალია კიდევ გიჟ ფორმაში, მაგრამ იოგას დამსახურებაა თუ ბუნებამ უშველა, არ ვიცი. ალბათ ორივე.

ვერ ვსვამ ვიდეოს. აი, ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=fnDmN2IkSPo&index=3&list=PLsPcs4lOzaD1tQnVzOjiAh-13MmWzeomz



მე ამის მიხედვით ვვარჯიშობდი და მომწონდა. მაღალი დონეების ვიდეოებიც აქვთ.



* * *
VAN-WEGA
QUOTE
იოგაში არის დიეტის სწავლებაც?



ამ წიგნში წერია კვების შესახებაც, თითოეული ასანას ტექნიკისა და სარგებლიანობის შესახებაც. დასურათებულია.

http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98

Posted by: Estrella 21 Mar 2016, 03:27
naniko1122
ახლა მარტო ვნახე. დიდი მადლობა. smile.gif

გეთანხმები კი, "ასი წელი ერთი პოზა" არის ე.წ. მკურნალი. მაგრამ მე ახლა ოდნავ გულის დამტვირთავი და არამონოტონური მინდოდა.
თუმცა რომ დავაკვირდი, ზოგადად მოქნილი და ელასტიური სახსრები მაქვს, მაგრამ სწორედ მძიმე ვარჯიშებმა და კარდიოებმა თითქოს ჩამკეტა, დამაბა და მიჭირს. არადა 2-3 წელი რომ არ გავტოკებულიყავი , აქამდე ყოველგვარი შემზადების გარეშე ვჯდებოდი შპაგატში და გადავდიოდი ხიდზე.
თან ეს ქალი თევზივითაა და მომინდა მეც ისევ ელასტიური გავხდე. არა, იოგა შეუცვლელია, ტყუილად გადავდე მეორე პლანზე.
მეც ვნახე ადრე, მომეწონა და მერე იმდენი ვიბოდიალე მიმავიწყდა.
საერთოდ gymra-საც კარგი ვიდეოები აქვს. პილატესის გოგოც რა მაგარია.

მე ავარჩევ და გაჩვენებ, რეკომენდაციას თუ გაუწევ.
საშუალო დონის და ორგანიზმის მთლიანი მდგომარეობის გამაუმჯობესელი, აღმდგენი. 1 სთ. მაინც რომ იყოს.

Posted by: ვეგა 21 Mar 2016, 12:56
naniko1122
QUOTE
ამ წიგნში წერია კვების შესახებაც, თითოეული ასანას ტექნიკისა და სარგებლიანობის შესახებაც. დასურათებულია.

ვერ გავუგე თავი და ბოლო smile.gif მე დავდივარ იოგაზე სადაც აი სტროგად ითხოვს დიეტას და სასწორით გაკონტროლებს ამ კონკრეტულ დიეტას უნიშნავს ყველას facepalm.gif დიეტა რათქმაუნდა კარგია ყველასთვის და ყოველთვის მაგრამ ეს იXძახის თუ დიეტას არ დაიცავ უკუეფექტი ექნებაო



.............................................

რაიმე ნერვული სისტემის დასამშვიდებელი და ენერგიაზე მოსაყვანი ვარჯიშის ვიდეოს ხომ ვერ დამიდებთ იუთუბიდან

Posted by: naniko1122 21 Mar 2016, 14:05
VAN-WEGA
QUOTE
ვერ გავუგე თავი და ბოლო  მე დავდივარ იოგაზე სადაც აი სტროგად ითხოვს დიეტას და სასწორით გაკონტროლებს ამ კონკრეტულ დიეტას უნიშნავს ყველას  დიეტა რათქმაუნდა კარგია ყველასთვის და ყოველთვის მაგრამ ეს იXძახის თუ დიეტას არ დაიცავ უკუეფექტი ექნებაო


რას ვერ გაუგე თავი და ბოლო?

წიგნის სახელია ,,იოგა ჯანმრთელობის სამსახურში".
ავტორია იაკობაშვილი ალექსი.
არის საჯარო ბიბლიოთეკაში.

სად დადიხარ, ვინ არის?
ზოგადად, შაქრის და მარილის მენიუდან ამოღება ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან ათავისუფლებს, ჩონჩხს უფრო დრეკადს და მოქნილს ხდის, მაგრამ ბევრი სითხის გამოყოფას ორგანიზმიდან საჭირო ნივთიერებების გამოდევნაც მოჰყვება. ამიტომ პარალელურად ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვებით უნდა იკვებებოდე სისტემატურად, რომ არ გამოიფიტო. ჯანსაღი კვების დროს ორგანიზმი ხილ-ბოსტნეულიდან იღებს საჭირო რაოდენობის ,,მარილსაც" და ,,შაქარსაც".

Posted by: შენიანი 21 Mar 2016, 14:31
VAN-WEGA
QUOTE
რაიმე ნერვული სისტემის დასამშვიდებელი და ენერგიაზე მოსაყვანი ვარჯიშის ვიდეოს ხომ ვერ დამიდებთ იუთუბიდან

იოგა არის ზუსტად ესეთი და კონკრეტულ მოძრაობას ვერ გამოვყოფ.
სად დაიხარ ასეთ ადგილას?
ადრე ერთგან მეც ეგრე მითხრეს. ისედაც მუდმივად მაწუხებს ჩემი სიგამხდრე და რომ მითხრეს კიდე უნდა გახდეო ეგრევე დავემშვიდობე.
არანაირ უკუ ეფეტს არ იძლევა უდიეტოდ ვარჯიში.

მიდი ნორმალურ ტრენერთან smile.gif

Posted by: LuciDiTy 21 Mar 2016, 15:34
Universe
QUOTE
იოგა არაა, მაგრამ შეიძლება ჩემს გარდა სხვასაც დასჭირდეს და გამოადგება.
ტერფის ვარჯიშებია

და რაში გეხმარება ეს ვარჯიში?

Posted by: Anin 21 Mar 2016, 17:26
naniko1122
მაგ წიგნს ონლაინ ვერ ვნახავ? საჯარო ბიბლიოთეკაში ვერ მივალ ნამდვილად, თბილისში არ ვარ.
* * *
ESTRELLA
როგორც ვიცი შეიძლება იოგამდე კარდიო და იოგას მერეც.

Posted by: naniko1122 21 Mar 2016, 19:13
Anin
QUOTE
მაგ წიგნს ონლაინ ვერ ვნახავ?

ვერა

Posted by: Estrella 21 Mar 2016, 21:22
QUOTE
,,იოგა ჯანმრთელობის სამსახურში".

აი ეს იყო ჩემი ინსპირატორი 12 წლის უკან. რა კარგი წიგნი იყო. სოფელში მქონდა და მერე სულ აორთქლდა. ბუკინისტებშიც ვეძებდი.

Anin
QUOTE
როგორც ვიცი შეიძლება იოგამდე კარდიო და იოგას მერეც.

ალბათ ზომიერად. თან კარდიოს მერე დააცდი პულსს რომ ნორმაში მოვიდეს. და იოგას შემდეგაც საბოლოოდ რომ განიმუხტება სხეული, მერე.
მაგრამ როდესაც სისტემატიურად ვარჯიშობ ადამიანი, კარდიოს მაინც დახმაინც იოგას დღეს ნუ დათხვევ.

Posted by: ვეგა 21 Mar 2016, 22:48
naniko1122
QUOTE
რას ვერ გაუგე თავი და ბოლო?

მე მეგონა ფაილი იყო ან მანდ იყო აკინძული წიგნი, მარტივი კითხვა დავსვი და წიგნის\თვის რატომ გამიშვი საჯარო ბიბლიოთეკაში biggrin.gif

მე დავდივარ რუსთავში 78 წლის კაცი ასწავლის თბილისშიც აქვთ ფილიალი საბურთალოს ქუჩის დასაწყისში, ვარჯიშები იცის გარკვეულწილად და თავისი გეგმა აქვს შემუშავებული რომელიც ამასაც ასწავლეს მაგრამ დიეტასაც ითხოვს... პრინციპში საერთოდ მე რომ მკითხო სწორია, მაგალითისთვის ნებისმიერი ექიმი წამალთან ერთად დიეტასაც ნიშნავს მაგრამ ეს კაცი ყველაფერზე და ყველას ერთიდაიგივე დიეტას უნიშნავს და ეგ არ მომეწონა და არ ვიცავ, ძალიან მკაცრი დიეტა აქვს ძირითადად მწვანილეულზე აკეთებს აქცენტს და ბოსტნეულზე, მე ვერ გავაგებინე რო მომატება მინდა და უნდა შევეშვა ძაან უხასიათო კაცია,
შენიანი

QUOTE
იოგა არის ზუსტად ესეთი და კონკრეტულ მოძრაობას ვერ გამოვყოფ.

არა რატო გამოყოფ, მაგალითისთვის ხერხემლის

ყველაფრის ასანები არსებობს და შეიძლება გამოყოფა
ინგლისური არ შეიმჩნიო

Posted by: naniko1122 22 Mar 2016, 01:04
VAN-WEGA
QUOTE
წიგნის\თვის რატომ გამიშვი საჯარო ბიბლიოთეკაში 


არ ვიცი, ღმერთმანი!
მეც ვერ გამიგია, წიგნისთვის რატომ გაგიშვი საჯარო ბიბლიოთეკაში.


Posted by: ვეგა 22 Mar 2016, 11:01
naniko1122
გასაგებია თქვენი ცინიზმი )))
ფორუმზე ცნობისთვის ინფორმაციის გაცვლა ხდება, თუ ადამიანს შეგიძლია დაეხმარო და უპასუხო კითხვაზე რატომ უშვებ საჯაროში რაღაც 697 გვერდიანი წიგნის წასაკითხად? ნელაგიჩნა ჩემო კარგო... აი საფუძვლიანად რომ ვაპირებდე მაშინ კიი მაგრამ მე ხო სულ მარტივი კითხვა დავსვი
ნახე რა მარტივი კითხვაა
QUOTE
იოგაში არის დიეტის სწავლებაც?

აქ შეიძლებოდა პასუხი კი ან არა smile.gif

Posted by: naniko1122 22 Mar 2016, 11:57
VAN-WEGA
QUOTE
გამარჯობათ

დიეტასაც ნიშნავს სადაც მივედი და მაინტერესებდა ეს რაიმე სტანდარტუი დიეტაა რომელიც იოგაში ისწავლება თუ თვითონ მოიგონა ამ მასწავლებელმა

QUOTE
კითხვა გამიჩნდა წყალთან დაკავშირებით, ჭამის წინ დალიე ნახევარი ჭიქა და ნახევარიც ჭამის მერეო და ჭამის დროსაც ყლუპყლუპადო)))) და მეთქი თანამედროვე კვლევებში ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ მინიმუმ ერთი საათი არ უნდა მიიღო წყალითქო და მე რასაც გეუბნები ესე გააკეთეო 

QUOTE
იოგაში არის დიეტის სწავლებაც?

QUOTE
ეხლა ვკითხულობ ამ თემას და აქაც აღნიშნავენ კვებას, რავიცი შედეგებზეა ორიენტირებული მგონი, სასწორია ყველა იწონონება მისვლისას და როგორც დავაფიქსირე მერე შენიშვნებს აძლევდა შენ გეტყობა ჭამეო და ისინიც ჩუმად იყვნენ))) ტუქსავდა))) აბრუნებს ხალხს თუ სიგარეტს მოწევს ან სასმელზე ჭედავს  ფაქტები ვიცი რომ შედეგი აქვთ ხალხს, იკურნებიან დაავადებებისგან, მე უფრო ენერგიისთვის და ნერვოზისგამო მივედი, რელაქსაცია მინდა... მოკლედ ახსნა მსგავსი რაღაც: ცუდი საჭმელი შეიცავს ტოქსინებს და როცა დიდი რაოდენობით იღებ ვეღარ უმკლავდება ორგანიზმი და ვერ ახერხებს მთლიანად გამოდევნოს (ფეკალიების და ოფლის სახით) ვარჯიშიც ემსახურება ორგანიზმში მავნებლობის გამოდევნას ამიტომ კომბინირებული გაცილებით ეფექტურია და რომ დავუკვირდეთ მართალია... უბრალოდ დიეტოლოგთან არ მინდა აღმოვჩნდე თორე სწორს კი იძახის მაგრამ შაქარი და მარილის აკრძალვა ჩერეზჩურაა ჩემთვის...

QUOTE
ნუ მე როგორც მოკირკიტე ადამიანს ყველა საკითხში (ხშირად ადგილზე ვსწავლობ პროფესიებს  ) გამიჩნდა ეს კითხვები

QUOTE
ეს კაცი ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რაღაც მალავსსავით სწავლების პრინციპებს

QUOTE
მე ძირითადად მაინტერესებდე ეს სიმკაცრე დიეტის სახით თანმდევი იყო თუ არა იოგის  და ვარჯიშები მაინტერესებდა კიდევ რაიმე არასწორს თუ ვაკეთებთ

QUOTE
ვინმემ თუ იცით იოგისტები სტატისტკურად რა დაავადებებით იღუპებიან, კიბო სტატისტიკურად თუ კლავს მათ, გული და სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის სტატისტიკები თუ ვიცით, ანუ რა კონკრეტული შედეგის შემთხვევაში რა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს იოგისტი



აბა ეს კითხვები მე დავსვი? spy.gif


QUOTE
ჩემზე მეტი ნერვოზი აქვს მგონი

ნევროზს იოგა ვერ განკურნავს. ფსიქოთერაპიაა აუცილებელი.

Posted by: ვეგა 22 Mar 2016, 14:05
naniko1122
არ გინდა გაიგო რას ვამბობ თუ მართლა არ გესმის?

შენი ლოგიკით დადებდნენ მაშინ ამ თემის პირველივე პოსტში მაგ შენი ბიბლიოთეკის ლინკს და იქვე მორჩებოდა ყველაფერი ეს ერთი...

მეორე..გადაგიხედია ჩემი ნაწერებისთვის და წაკითხულიდან აზრის გამოტანას რა უდგას წინ? თუ გაანალიზებ ძირითადად 2 კითხვა მაქვს დასმული ამ თემაში ესენია ერთი საკვებთან დაკავშირებით ( მერე უბრალოდ ვყვები რა ხდება იქ სადაც დავდივარ და ჩემს აზრებს) და მეორე კითხვა ნერვიულ სისტემასთან დაკავშირებული ასანები

QUOTE
ნევროზს იოგა ვერ განკურნავს. ფსიქოთერაპიაა აუცილებელი.

ზოგადად იოგის აზრი ზუსტად თერაპიაა როგორც ფსიქო ასევე ნებისმიერი ორგანოსი არსებობს ასანები კონკრეტული მიმართულებით რაც შენ არ იცი ეტყობა, იოგა არაა მხოლოდ სილამაზე რახან ეს ამ განყშია, ის ჯანმრთელობაა უფრო მეტი დოზით

Posted by: Scoorp 22 Mar 2016, 16:57
naniko1122


ნევროზია ყველაფრის პრობლემა ხშირად ჩვენს თავებში და ორგანიზმში.
და თუ გგონია იოგა ნევროზზე დადებითად არ მოქმედებს,ძალიან ცდები ))

Posted by: შენიანი 22 Mar 2016, 19:33
QUOTE
თუ გგონია იოგა ნევროზზე დადებითად არ მოქმედებს,ძალიან ცდები ))

+1

Posted by: Anin 22 Mar 2016, 20:47
VAN-WEGA
მაგ შენს ინსტრუქტორს თუ ნევროზი აქვს არ ყოფილა იოგას კარგი სპეციალისტი, ფრთხილად იყავი biggrin.gif

და ზოგადად არ მომწონს შენი ინსტრუქტორის მიდგომა. მოსწავლეებს უნდა მისცე თავისუფალი არჩევანის უფლება, მითუმეტეს იოგას სწავლებას როცა ეხება.
დაძალება და მკაცრად მოთხოვნა რამის არის მიუღებელი.

Posted by: ვეგა 22 Mar 2016, 20:59
QUOTE (Anin @ 22 Mar 2016, 20:47 )
VAN-WEGA
მაგ შენს ინსტრუქტორს თუ ნევროზი აქვს არ ყოფილა იოგას კარგი სპეციალისტი, ფრთხილად იყავი biggrin.gif

და ზოგადად არ მომწონს შენი ინსტრუქტორის მიდგომა. მოსწავლეებს უნდა მისცე თავისუფალი არჩევანის უფლება, მითუმეტეს იოგას  სწავლებას როცა ეხება.
დაძალება და  მკაცრად მოთხოვნა რამის არის მიუღებელი.

აი მასე რომ ვფიქრობ იმიტომაც აღარ მივალ მანდ არასდროს პირიქით სულ ცდილობს წყობილებიდან გამომიყვანოს თავისი სიდებილეებით)) აი სულ ყველამ იცის რო გარეკილი აქ მაგრამ დადის მაინც დიდი რაოდენობით ხალხი, რა ნერვები აქვთ არ ვიცი რა

გადახდილი მაქვს და ვივლი ბოლომდე ბარემ, ყურებში ბამბა მიკეთია და არ ვუსმენ biggrin.gif

Posted by: შენიანი 22 Mar 2016, 21:43
VAN-WEGA
როდემდე გაქვს გადახდილი?
წამო იოგას სახლში smile.gif

Posted by: ვეგა 22 Mar 2016, 22:35
შენიანი
QUOTE
წამო იოგას სახლში

რუსთავში ვცხოვრობ და ვერ ვივლი, გზაში იმდენი დრო დამეხარჯება რო მირჩევნია სახლში გავაკეთო, დიდი ტვ+მუსიკა და იუთუბეეე, ეხლა ვეძებ კაი ასანების წყობას და იქნებ თქვენც მირჩიოთ

Posted by: naniko1122 22 Mar 2016, 23:47
ESTRELLA
QUOTE
მე ავარჩევ და გაჩვენებ
საშუალო დონის და ორგანიზმის მთლიანი მდგომარეობის გამაუმჯობესელი, აღმდგენი. 1 სთ. მაინც რომ იყოს.


აარჩიე რამე?

Posted by: Anin 22 Mar 2016, 23:55
VAN-WEGA
ვისაც გახდომა უნდა ალბათ ის დადის.
მაგას ჯობია ისევ იუთუბის მიხედვით ივარჯიშო, ზემოთ დევს რამდენიმე ლინკი.

შენიანი
იოგას სახლში დადიხარ?
რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება რომ იოგას სახლში როგორც ტანვარჯიშს ან რამე მსგავს ვარჯიშს ასე უყურებენ იოგას, ანუ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის მიზნით. მათი სტატიებიდან გამომდინარე.


Posted by: Estrella 23 Mar 2016, 01:01
naniko1122
აი ამას ვფიქრობ.


ან აქედან რამე უნდა ვნახო. ადრე მომწონდა, მაგრამ თავზე და იდაყვებზე დადგომა იყო, რასაც ვერ ვაკეთებ და შევეშვი. https://m.youtube.com/user/yogawithtim თან ეს სენსეი ტიმი ძალიან დადებითი და მშვიდია, ჩემზეც გადმოდიოა ხოლმე განწყობა.

Posted by: Anin 23 Mar 2016, 01:13

ეს მომეწონა, კარგად ხსნის ძალიან. თითქოს ნელა აკეთებს და მარტივია, მაგრამ საკმაოდ რთული გასაკეთებელია.

Posted by: Estrella 23 Mar 2016, 01:27
Anin
ზუსტად ეგრეა. შენ როგორც ჩანს კარგი პრაქტიკა გაქვს, ადვილად ხვდები. წინა ვიდეოც როგორც მითხარი, ისე აღმოჩნდა.
ერთხელ მაქვს გაკეთებული ახლა რომ დადეს ეს გაკვეთილი და საკმაოდ დამტვირთა. ნელა გაკეთება კი მეხმარებოდა კონცენტრაციაში და გაკვეთილის შემდეგ გონება დაცარიელებული, უფრო მკვეთრი და მშვიდი მქონდა.

Posted by: შენიანი 23 Mar 2016, 10:01
Anin
QUOTE
იოგას სახლში დადიხარ?
რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება რომ იოგას სახლში როგორც ტანვარჯიშს ან რამე მსგავს ვარჯიშს ასე უყურებენ იოგას, ანუ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის მიზნით. მათი სტატიებიდან გამომდინარე.

რას ნიშნავს შენთვის იოგა?

საკმაოდ მრავალფეროვანი სტატიებია საიტზე.
არა მხოლოდ ვარჯიშებზე.
ასევე მედიტაციის ჯგუფებიც არის. არც ერთი ვარჯიში არ კეთდება სუნთქვების გარეშე. როგორი დამწყებიც არ უნდა იყოს.

Posted by: ninkaaaa 25 Mar 2016, 01:07
hallo! იოგაზე მინდა მისვლა, ადრე ანანდაში დავდიოდი და არ მომეწონა და იოგას სახლზე რა ინფორმაცია გაქვთ? ან სად მირჩევთ პირადი გამოცდილებით?

Posted by: შენიანი 25 Mar 2016, 09:48
ninkaaaa
QUOTE
იოგას სახლ

ში

QUOTE
პირადი გამოცდილებით


Posted by: ვეგა 26 Mar 2016, 11:30
ძალიან კარგი და ეფექტური ვარჯიშებია, მე გირჩევთ ყველას ოღონდ მოუსმინეთ ამ მიკნავნებულის მითითებებს biggrin.gif


Posted by: matusala__5 30 Mar 2016, 20:23
ინტერნეტი გადავქექე და ამაზე უკეთესი ვერაფერი ვიპოვე: http://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=1894
იოგის სხვა სკოლებში იყიდება მსგავსი რამეები ?
თქვენ როგორი გაქვთ და სად შეიძინეთ?

Posted by: შენიანი 30 Mar 2016, 21:52
matusala__5
მანდ ვიყიდე მეც მაგრამ 40 ლარი ღირდა.
ბევრია ძაან 145, ნახე რამე დაბა ფასიანი მალე ცვდება მაინც..

Posted by: matusala__5 31 Mar 2016, 07:51
შენიანი
მაგ 145 ლარიანის ერთვარსკვლავიან რევიუებს რომ გადავხედე გადავიფიქრე ყიდვა.
რომელი ბრენდის გაქვს შეგიძლია ზუსტად მისი ფოტო დადო?(
სატარებლად არ მინდა,მირჩემნია იყოს ცოტა მძიმე ,სტაბილური და კომფორტული,მინიმუმ 180 სმ სიგრძის.

Posted by: შენიანი 31 Mar 2016, 10:06
matusala__5
ბრენდი ნამდვილად არ ვიცი საერთოდ არ აწერია არაფერი..
ესეც კაი მძიმეა და სქელი, იქ ვტოვებ ხოლმე.
სტაბილურის რა გითხრა 3 წელია მაქვს, გაიქუცა ცოტა მაგრამ მიძლებს biggrin.gif
სიგრძე კი მგონია ყველასი ერთია. ვერ გეტყვი..

Posted by: matusala__5 31 Mar 2016, 20:48
შენიანი
კარგი მადლობა.
QUOTE
სიგრძე კი მგონია ყველასი ერთია. ვერ გეტყვი..

არა სხ/სხ სიგრძეები აქვს.ყველაზე ხშირად 173 სმ დან 180 სმ მდეა(არის უფრო მოკლე და გრძელი ზომებიც)

Posted by: pleita 6 May 2016, 10:33
ე.ი სახლში დავიწყე იოგის ვარჯიშების შესრულება ხერხემლისთვის. ჯერ საშინლად დაჭიმული მახვს სხეული, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი და ხერხემლის თიაქარი მაქვს. ყოველი სანტიმეტრი მტკივა. (არადა ძალიან მოქნილი ვარ ზოგადად) და ვარჯიშის დროს ხომ საჭიროა მოდუნება, თავს ქვემოთ რომ ვწევ ნერვებისგან მიქანავებს, მგონია რომ გვერდულად მიჭირავს, არადა სწორად მაქვს. ვერც მოდუნებას ვახერხებ, ნერვები მეშლება საშინლად და მინდა ავხტე, გადდავაგდო ხალიჩა. რა უბედურებაა ეს ? sad.gif

Posted by: შენიანი 6 May 2016, 12:12
pleita
თავიდან ყველასთვის რთულია. მითუმეტეს თუ პრობლემები გაქვს ხერხემალზე.

QUOTE
ვარჯიშის დროს ხომ საჭიროა მოდუნება

კუნთი უნდა მოადუნო მაგრამ გონება უნდა ჩართო ყველა მოძრაობაში.
სუნთქვებს თუ დაამუღამებ ეგ ძაან დაგეხმარება.

QUOTE
თავს ქვემოთ რომ ვწევ ნერვებისგან მიქანავებს,

იცის ეგრე თავიდან. მე გულიც მიჩქარდებოდა, თავბრუ მეხვეოდა და თვალებშიც მიბნელდებოდა. ეს ალბათ სისხლის მიმოქცევის ბრალია ან ძაან სწრაფად როცა სუნთქავ.

QUOTE
ვერც მოდუნებას ვახერხებ

ვთქვათ 1 საათი ვარჯიშობ. ბოლო 10 წუთი მოიტოვე რელაქსაციისთვის..

http://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=1689

აი აქ სულ ბოლოში რომ არის შავასანა ეგ გააკეთე აუცილებლად. ეგრე დაწექი, მოადუნე ყველა კუნთი და შეეცადე არაფერზე იფიქრო.
მუსიკაც დაგეხმარება მოდუნებაში.
რო ადგები კუნთები აღარ უნდა გტკიოდეს.


Posted by: naniko1122 6 May 2016, 13:30
pleita
QUOTE
სახლში დავიწყე იოგის ვარჯიშების შესრულება ხერხემლისთვის.


რის მიხედვით ვარჯიშობ?

Posted by: pleita 6 May 2016, 14:41
naniko1122
https://youtu.be/AMqMrDLBYro
აი ამის.

მაგრამ 10 წუთამდეც ვერ მივდივარ. ნერვები არ მყოფნის user.gif

შენიანი
QUOTE
. მე გულიც მიჩქარდებოდა, თავბრუ მეხვეოდა და თვალებშიც მიბნელდებოდა

კი,კი მეც მაქვს ეგ სიმპტომები.
ტკივილი კიდევ ჯანდაბას, კუნთი რომ იწელება სასიამოვნოცაა, მაგრამ აი ეს ნერვული კანკალი რა უბედურებაა ვერ გავიგე. ნებისყოფა არ მყოფნის მშვიდად გავაკეთო ვარჯიში.
მადლობა რჩევებისთვის. დღეს ვცდი


Posted by: შენიანი 6 May 2016, 14:46
pleita
QUOTE
აი ეს ნერვული კანკალი რა უბედურებაა

ეგ კარგიაო ამბობენ. ე.ი სწორად აკეთებ..
მეც მემართება ხოლმე მასე..

Posted by: naniko1122 6 May 2016, 14:53
pleita
მადლობა
ძალიან მჭირდება
უნდა ვცადო
* * *
QUOTE
ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი და ხერხემლის თიაქარი მაქვს.

თუმცა ასეთ დროს იოგას ყველა ასანა რამდენად დასაშვებია, არ ვიცი.
თუ სურათი და დიაგნოზი გაქვს, ჯობს ინსტრუქტორს აჩვენო, რომ გირჩიოს ასანები.
მე ვიკითხე ადრე სქოლიოზზე ცალკე და თიაქარზე ცალკე და ორივე შემთხვევაზე მითხრეს, გააჩნია ხარისხს და მდგომარეობას. გვაჩვენოს დიაგნოზი და სურათი და გეტყვით, შეიძლება თუ არა ვარჯიშიო.

Posted by: pleita 6 May 2016, 22:55
შენიანი
QUOTE
ეგ კარგიაო ამბობენ. ე.ი სწორად აკეთებ..
მეც მემართება ხოლმე მასე.

საინტერესოა.. თქვენც გაწუხებთ წელი , ან რაიმე ძვლებთან დაკავშირებული?

უფ ზემოთ მოცემულ ლინკში რა კარგი პოზებია, წელი ამტკივდა ყურებისგან biggrin.gif
წლების წინ პლასტიკით (ასე ერქვა გაკვეთილებს) ვიყავი დაკავებული და ბევრი პოზა ემთხვევა. რა სასიამოვნო შეგრძნებაა. ძალიან მინდა ისევ დავიბრუნო ფორმა.

naniko1122
ანუ შეიძლება საერთოდ მავნე იყოს ვარჯიში? პროცესში ვგრძნობ რომ ტკივილის გავლით მსიამოვნებს, მალებს შორის თითქოს ადგილი ჩნდება.
სად გეგულებათ კარგი ინსტრუქტორი? ძირითადი მიმართულებები რომ მომცეს. გაკვეთილებისთვის დრო არ მაქვს. სახლში თუ გამოვძებნი ხოლმე დღის სხვადასხვა მონაკვეთებში თითო საათს..

Posted by: naniko1122 7 May 2016, 00:52
pleita
QUOTE
ანუ შეიძლება საერთოდ მავნე იყოს ვარჯიში?


ხერხემლის ასეთი პრობლემების ძირითადი მიზეზი კუნთების არასაკმარისი განვითარებულობაა, ამიტომ ვარჯიში კარგი კი არა აუცილებელია, მაგრამ
სწორად უნდა იქნეს შერჩეული სავარჯიშო პროგრამა, ერთი პრობლემის მოგვარების გამო მეორე რომ არ დააზიანოთ.

QUOTE
სად გეგულებათ კარგი ინსტრუქტორი? ძირითადი მიმართულებები რომ მომცეს.

რეკომენდაციას ვერავის გავუწევ ასე დაბეჯითებით, მაგრამ პმ მოგწერთ რამდენიმეს.

Posted by: Christopher Robin 7 May 2016, 13:08
დამწყებთათვის სიდერსკი up.gif up.gif up.gif
შემდეგ სხვა ვიდეოებზეც გადახვალთ....



Posted by: შენიანი 7 May 2016, 22:36
pleita
წელიც მტკიოდა იმ დონეზე რომ ვერც დავდიოდი ვერც ვწვებოდი ვერც ვდგებოდი დიდხანს.
სქოლიოზიც მქონდა მუდმივად ჯდომისგან და უმოძრაობისგან,,

QUOTE
უფ ზემოთ მოცემულ ლინკში რა კარგი პოზებია

მაგეებს ვაკეთებ biggrin.gif

QUOTE
სად გეგულებათ კარგი ინსტრუქტორი?

მე ვისთანაც ვვარჯიშობ მომწონს.. აქ რო დავწერო ნამეტანი რეკლამა გამომივა )))

QUOTE
ანუ შეიძლება საერთოდ მავნე იყოს ვარჯიში?

ნებისმიერი არასწორად შესრულებული ვარჯიში შეიძლება პირიქით საზიანო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის..


Posted by: pleita 10 May 2016, 11:05
შენიანი
და გაგიარათ ტკივილებმა???? თავს ოდნავ რომ ვხრი უცებ მირტყამს ქვემოთ წელზე, ალბათ საკმაოდ დრო დასჭირდება..

პირადში მომწერეთ მაშინ : )))

naniko1122
მადლობა დიდი

Posted by: შენიანი 10 May 2016, 13:35
pleita
კი გამიარა ყველაფერმა. ეხლა თავისუფლად ვვარჯიშობ. smile.gif

Posted by: Anin 13 May 2016, 18:50
https://www.youtube.com/user/lesleyfightmaster/videos

ამ ქალის გაკვეთილები მომწონს ძალიან.

Posted by: nukabadzi 13 May 2016, 23:34
მე მაქვს სქოლიოზი.
იქიდან გამომდინარე , რომ ქალების უმეტესობას აქვს სუსტი კუნთები უფრო მეტად სტკივათ წელი მათ შორის მეც. მოკლედ მე სადაც დავდიოდი მაგ მიმართულებით ვვარჯიშობდი. გაწელვები არ უხდება ბევრი წელს და უმეტესად ზურგის კუნთებს უნდა მიაწვე.
ვისაც გინდათ მოგწერთ სად ვისთან დავდიოდი.

Posted by: wajenski 25 Jun 2016, 11:28
ჰათჰა იოგაზე მინდა სიარული კარგი მასწავლებელი მირჩიეთ რა

Posted by: waterbearer 25 Jun 2016, 13:54
wajenski
QUOTE
ჰათჰა იოგაზე მინდა სიარული კარგი მასწავლებელი მირჩიეთ რა

ანანდაში მიდი, ძალინა კარგი ინსტრუქტორები ყავთ.

Posted by: wajenski 26 Jun 2016, 01:14
waterbearer
რა ადგილზე მდებარეობს ეგ ანანდა?

Posted by: waterbearer 27 Jun 2016, 11:34
wajenski


ბარნოვის 56, ქავთარაძის 27

FB გვერდი აქვთ: Yoga Ananda Tbilisi
* * *
ninkaaaa
QUOTE
იოგაზე მინდა მისვლა, ადრე ანანდაში დავდიოდი და არ მომეწონა


რატო?



Posted by: AnEeEeE=]] 30 Jun 2016, 16:48
მოკლედ გადავწყვიტე მივიდე იოგას სახლში და ერთი მითხარით გასახდელები არის მანდ თუ ელასტიკით უნდა მივიდე ეგრევე biggrin.gif დაა ხალიჩაზე კიდე სად ვიყიდო ნორმალურ ფასად=))

ჰო კიდეე ისა , ამ სიცხეში კონდიციონერი ექნებათ ჰო? აბა ისე რო ვივარჯიშო ხო დავიხუთები user.gif

Posted by: შენიანი 30 Jun 2016, 19:54
AnEeEeE=]]
გასახდელები გვაქ მშვენიერი, ლეიბებიც არის ახალ მოსულთათვის, ოღონდ რომ მიხვალ გასახდელიდან არ აიღო იქ პერსონალურებია, დარბაზში რომ შეხვალ ყუთში ალაგია და აირჩიე რომელიც გინდა smile.gif

ფასდაკლებაა ეხლა ფანტასტიური..

კონდიციონერზე ბოდიში, თუ არ გახურდი და ოფლი არ ღვარე ისე შედეგი ვერ გექნება biggrin.gif
ფანჯრები ღიაა რათქმაუნდა smile.gif


დანიურში არისო ლეიბები გამიგია, მე კი მანდ ვიყიდე თავის დროზე..
ოღონდ ეხლა აქვთ თუ არა არ ვიცი..

Posted by: AnEeEeE=]] 1 Jul 2016, 10:44
QUOTE
კონდიციონერზე ბოდიში, თუ არ გახურდი და ოფლი არ ღვარე ისე შედეგი ვერ გექნება

აუუ სიგრილე თუუ არ იქნება საშინელი სიცხეებია უკვე , ისევ ჯობია ავისტოს ბოლო ან სექტემბრიდან დავიწყო user.gif user.gif

Posted by: tin10nio 2 Jul 2016, 08:39
გამარჯობა ,მინდა მისვლა იოგაზე. წონის კლების მიზნით პირველრიგში,შემდეგ პატარა პრობლემების მოსაგვარებლად იდეააში. სადაც ვაპირებ ,იქ კვებასაც ურჩევენ. მაინტერრსებს თუ დაუკლია ვინმეს წონაში ? ორ-სამ კილოზე არაა საუბარი..

Posted by: sophka 8 Jul 2016, 19:22
გამარჯობა.

tin10nio
იმედი გაგიცრუვდება წონის დაკლებაში, იოგა წონის კორექციის პროგრამა არ არის, იარო, რომ ზედმეტი რამდენიმე კილო მოიკლო. ამისთვის არსებობს წონის კორექციის პროგრამები და დიეტა, ვარჯიში და ა.შ.
იოგა თავისთავად ძალიან კარგია, იარე.
იოგას სახლი ჩემი ფავორიტია, ალბათ საუკეთესო საქართველოში...

ჰოო... თემას შემთხვევით წავაწყდი, დამაინტერესა და გადავიკითხე რამდენიმე გვერდი, ცოტა გავოცდი, მაგრამ არაფერია, გაივლის : ))) ამიტომაც მომინდა დამეპოსტა.
ასევე ნებისმიწრი სახის ტკივილს, იქნება ეს წელი, ხერხემალი, სახსრები თუ სხვა, მკურნალობა უნდა, მოხსნა ტკივილის და შემდეგ იოგაც და ნებისმიერი სხვა აქტივობა სასარგებლოცაა, საჭიროც და აუცილებელი. ოღონდ არა როცა გტკივა მაშინ. : )

AnEeEeE=]]

ხალიჩა შეგიძლია იყიდო დინამოსთან სპორტულ მაღაზიებში, ყველგან აქვთ 25- 50 ლარამდე მერყეობს საშუალოდ ფასი...

Posted by: შენიანი 8 Jul 2016, 19:40
sophka
იოგის მეშვეობით იკლებენ წონაში მაგრამ არა 1 თვეში.
10-17 კილო დაუკლიათ..
ფორმები იცვლება საოცრად, მაგრამ წონასაც იკლებენ..


Posted by: naniko1122 8 Jul 2016, 20:03
sophka
QUOTE
იოგა წონის კორექციის პროგრამა არ არის, იარო, რომ ზედმეტი რამდენიმე კილო მოიკლო. ამისთვის არსებობს წონის კორექციის პროგრამები და დიეტა, ვარჯიში და ა.შ.


შესაბამისი კვების გარეშე ვერცერთი პროგრამით ვერ დაიკლებ წონას.
თუ კვებას დაარეგულირებ, იოგაშიც არის წონის კლებისთვის შედგენილი პროგრამები.

Posted by: sophka 8 Jul 2016, 20:17
შენიანი
ალბათ ჩემი პოსტი კარგად არ წაიკითხე : ) იოგა მხოლოდ ვარჯიში ხომ არაა, ჰოპ მოგინდეს, ივარჯიშო და ასე უცებ 1 თვეში დაიკლი 5- 10 კგ., ცელულიტები მოოშორო, მუცელი დაიგდო და ა.შ. იოგა ცოტა სხვა რამეა და კარგად გააზრება უნდა... შენ ეგ არ გესწავლება ალბათ, იოგაზე დადიხარ და გეცოდინება...

p.s.რავიცი, მე 100 გრამიც არ დამკლებია,. რაღაც პერიოდი გავსუქდი კიდეც და...

* * *
ისე წონაში დაკლებული თუ გინახავს, ბევრი დიდ წონიანიც არის იოგი...
იოგა ცხოვრების წესია და თუ დააიწყებ უნდა ბოლომდე მიყვე, ისწავლო, შეიცნო, ყოველდღიური პრაქტიკა და ა.შ.
* * *
naniko1122

მეც მანდ ვარ, ნაკლები ჭამა და ნებისმიერი.სახის აქტივობა დაგაკლებინებს... იოგაში წონის კლების პროგრამა სადაა? იქნებ მითხრათ და მეც მიმასწავლოთ...

Posted by: შენიანი 8 Jul 2016, 20:35
sophka
სიმართლე გითხრა მე მოსამატებლად დავდივარ..

კი მესმის რასაც ამბობ smile.gif მეც ეგ ვთქვი რომ 1 თვეში ვერ დაიკლებ, 2 წელი მოუნდა გოგო 10 კილოს დაკლებას ოღონდ ეხლა ჭამს რამდენსაც უნდა და აღარ იმატებს..

ახლები რო მოდიან 3 კვირაში წუწუნებენ რატო ვერ ვიკლებო.. მეცინება ხოლმე biggrin.gif

მე გასახდომად იმიტომ მომწონს იოგა და ვურჩევ სხვებსაც რომ იცვლება ფორმები, ქალური ხდება და არა შტანგა-გოგოები რო დადიან.
შეიძლება გრამი არ მოიკლო და გარეგნულად შეთხელდე..


Posted by: fermina 8 Jul 2016, 20:49
მე საოცარი ეფექტი მივიღე.
ნუ ბუნებრივადაც წვრილძვლიანი და გამხდარი ვიყავი ყოველთვის, უბრალოდ ბოლო წლებში მოვიმატე. 6-7 კილო.
ორ თვეში ზედმეტი ცხიმები სადღაც აორთქლდა, ფორმები შემეცვალა, სარკეში საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, მართლა.

ცოტა კვებაც მივახმარე ოღონდ არანაირი დიეტა, უბრალოდ ბუნებრივად აღარც მინდებოდა საღამოს ჭამა და მძიმე, ცხიმიანი საკვები.

Posted by: naniko1122 8 Jul 2016, 21:03
sophka
QUOTE
იოგაში წონის კლების პროგრამა სადაა? იქნებ მითხრათ და მეც მიმასწავლოთ...

https://www.youtube.com/watch?v=Oo4EL4HTk4I
* * *
მე ამითაც ვიკლებ
https://www.youtube.com/watch?v=lbyHCkNEOKo

Posted by: sophka 8 Jul 2016, 22:15
შენიანი


დიდი ხანია დადიხარ? მაისორზე თუ სინქრონზე?

მე სიამოვნებისთვის და სულის და სხეულის გაჯანსაღებისთვის... ყველაფერი რომ გავიწყდება ის დრო, მხოლოდ ასანის შესრულება და სხვა არაფერიი, 'მაგარი კაიფია'... : )

Posted by: შენიანი 8 Jul 2016, 22:55
sophka
3 წელი იქნება ცოტა პაუზებით smile.gif შენ?

მაისორის დრო არ მაწყობს თან კაი ჯგუფი შემხვდა და შევრჩი..

ბოლოს მუსიკა და რელაქსი, მთელი კაიფი ეგაა love.gif


Posted by: sophka 8 Jul 2016, 22:57
მე ერთი ჯერ : ). ხო, მე სულ მაისორზე ვარ, რაღაც ეგრე ავეწყე, სამსახურიდან გამომდინარე....
* * *
მანამდე სამი წელი ვფიქრობდი...

Posted by: tin10nio 8 Jul 2016, 23:58
sophka
ნაცნობმა 40 კილო დაიკლო.. უბრალოდ აქაური ,შედეგები მაინტერესებდა. იოგაზე იარო და მერე დივანზე მიწოლილმა ხაჭაპურები ჭამო ,ვერ დაიკლებ რაღათქმაუნდა ))
დუკანის დიეტაზე გახლავაართ ,უკვე მაქვს რაღაც შედეგი და იმედი მაქვს ფორმებში ,მაინც დამეხმარება იოგა.
თან თოთო ,მყავს ჯერ ბავშვი და ამიტომ ვიკავებ თავს sad.gif ვარჯიშზე ვიდგები და ვაიიმე როგორრაა ვიფიქრებ :/
არადა ,იოგა მინდა აი იოგა smile.gif) რომც ვერ დავიკლო,სულიერი სიმშვიდე მინდა)))

Posted by: ზღვისეული__ 9 Jul 2016, 00:28
ისეთებს წერთ, მეც მომანდომეთ, მაგრამ ვერ ვახერხებ, რაღაცები ვნახე ინტერნეტში და ვცდი bis.gif
წარმატებებს გისურვებთ ყველას თქვენს მიზნებში bis.gif
სწორი მუცელი ჩემი ტკივილია და ჯობია, პრესებსაც მივაწვე biggrin.gif

Posted by: sophka 9 Jul 2016, 00:47

tin10nio
იოგა ყველაფერში დაგეხმარება, სულიერი სიმშვიდე იქნება ეს თუ სხვა რამ... მთავარია მონდომება და გამოვა ყველაფერი... საკუთარი თავის რწმენა და წარმატებას გისურვებ...

Posted by: შენიანი 9 Jul 2016, 09:50
tin10nio
QUOTE
იმედი მაქვს ფორმებში ,მაინც დამეხმარება იოგა.

კი კი პირველ რიგში ამაში დაგეხმარება თან მალე და ხარისხიანად.. შენ თვითონ რომ ვერ იცნობ საკუთარ თავს ისე smile.gif

QUOTE
სულიერი სიმშვიდე მინდა)))

ეს კიდე უფრო მაგარია smile.gif)))


მაგრამ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ თუ გონებით სახლში იქნები ბავშვთან.. ცოტა წამოიზარდოს და მოდი მერე smile.gif


ზღვისეული__
QUOTE
სწორი მუცელი ჩემი ტკივილია და ჯობია, პრესებსაც მივაწვე biggrin.gif

biggrin.gif გვანახე მერე შედეგი..

Posted by: amenhotep 9 Jul 2016, 15:58
გოგოებო აი გაწელვების, სთრეჩინგის დაეყება მინდა, და იოგა გამოდგრბა ამისთვის? ეს სთრეჩინგი იუთუბზე დევს და სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი მაგრამ.მაინც მინდა ვინმე მეხმარებოდეს თავიდან, ბიჭი ვარ

Posted by: anibani18 11 Jul 2016, 12:19
amenhotep
თუმცა პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ გამოვთქვამ ჩემს აზრს, რადგანაც არავინ დაწერა ჯერ. იოგა გაზრდის მოქნილობას, რა თქმა უნდა, მაგრამ სთრეჩინგი მაინც სხვაა, უფრო გახსნის სახსრებს. სთრეჩინგი უკვე გახურებულმა უნდა გააკეთო, რომ ზიანი არ მიაყენო ორგანიზმს. ჩემის აზრით, სახლის პირობებში შეიძლება გაკეთება ძირითადი ვარჯიშის შემდეგ.

Posted by: შენიანი 11 Jul 2016, 12:25
იოგაც გახურებულზე კეთდება. დაილეწავ ისე კუნთებს..


არ დავწერე იმიტომ რომ არ ვიცი რას ნიშნავს
QUOTE
სთრეჩინგი

spy.gif

Posted by: anibani18 11 Jul 2016, 14:38
შენიანი
გაწელვა smile.gif მე ვაკეთებ ხოლმე ყოველი ვარჯიშის შემდეგ რამოდენიმე წუთი. მოქნილებას ზრდის, კუნთებს აძლევს ლამაზ ფორმას. მინდა რამოდენიმეჯერ კვირაში ნახევარი საათი მაინც ვაკეთო, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე ჯერ.
სრულებით გეთანხმები, იოგის წინაც კეთდება, გახურება ყველა ვარჯიშს სჭირდება მგონი smile.gif

Posted by: naniko1122 11 Jul 2016, 15:46
amenhotep
QUOTE
გოგოებო აი გაწელვების, სთრეჩინგის დაეყება მინდა, და იოგა გამოდგრბა ამისთვის? ეს სთრეჩინგი იუთუბზე დევს და სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი მაგრამ.მაინც მინდა ვინმე მეხმარებოდეს თავიდან, ბიჭი ვარ

იოგა გამოგადგება, კი.
გაწელვები მოიცავს აქტიური გაწელვებს (როცა შენ თვითონ ვარჯიშობ ამის დახმარებით იწელება კუნთი, ხერხემალი, სხვა სახსარი, მყესი....) და
პასიური გაწელვებს (როცა ტრენერი გეხმარება ხერხემლის, კუნთის... გაწელვაში).
სხვადასხვა მატერიალურ საშუალებებსაც იყენებენ, მაგალითად, საქანელასავით ჩამოკონწიალებული ნაჭრები რომ არის, სახელი არ ვიცი.
ანანდაში იყო გაწელვების პროგრამა (პროგრამის ხარისხი ხარხისხი არ ვიცი).
სხვაგანაც იქნება მგონი, უნდა გაარკვიო.

Posted by: tin10nio 11 Jul 2016, 22:33
sophka
მადლობა დიდი , ასევე smile.gif
შენიანი
ჰო ,აი ვიცი ვიფიქრებ ახლა რას აკეთებენ , როგორ არის , ხო არ ტირის და ა.შ ამიტომ ვიკავებ თავს , თან ცოტაც მ,ეშინია ვერ წარმომიდგენია ამ ილეთებს მე როგორ გავაკეთებ givi.gif no.gif

Posted by: შენიანი 11 Jul 2016, 22:40
tin10nio
შენ მოდი და 2 თვეში თავზე დაგაყენებ biggrin.gif
ოღონდ დამშვიდებული გულით yes.gif



anibani18
გაწელვები ჩვენთანაც არის. მე აშტანგას ვვარჯიშობ.. ნუ შენით თუ შეძლებ კარგია, ანუ პოზებია ისეთი რომ დაგჭირდება მაგრამ შეგიძლია მასწავლებელსაც უთხრა და დაგეხმარება.
მე მარტო ჩემით ზოგ პოზაში ვერ ვქაჩავ, ამიტომ მეხმარებიან ხოლმე..

Posted by: urekhi 11 Jul 2016, 23:50
muclis da mkerdis kuntebis dasatvirtad ra varjishebi gavaketo ?

Posted by: sophka 12 Jul 2016, 18:43
tin10nio

არაფერს smile.gif
გამოგივა ყველაფერი, მთავარია პრაქტიკა და არ იზარმაცო,. მეც ეგრე ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი თავიდნ, მაგრამ ახლა ბევრ რამეს ვაკეთებ. ნუ არის ასანები, რომლებსაც დღესაც ვერ ვკეთებ და ვეჯიკავებიი, მაგრამ იმედია გამოვა დროთა განმავლობაში. თან ისეთი ბედნიერი ვდგები ლეიბიდან, ადგომც არ მინდა ხოლმე, შავასანის მერე..biggrin.gif

Posted by: tin10nio 14 Jul 2016, 00:31
შენიანი
ვახ ჩემი :-D ძააან მომინდა :დ
sophka
აუ და რა მაგარია რაღაცას რომ ვერ აკეთებ და გააკეთებ smile.gif)

Posted by: AnEeEeE=]] 28 Aug 2016, 21:56
ისაა ეხლა ვიწყებ შაბათს და რა მაინტერესებს საშხაპეები არის მანდა ??ძაან დაიღლები და ოფლი გამოგივაო ასე წავიკითხზე, იოგას სახლზე ვამბობ biggrin.gif წყალი ხოუნდა გადავივლო biggrin.gif

Posted by: შენიანი 30 Aug 2016, 21:49
AnEeEeE=]]
არაა საშხაპეები იქ, არ შეიძლებაო წყლის გადავლება..
კითხე და აგიხსნიან რატოც )))



სიმართლე გითხრა თავიდან გაგიჭირდება მერე როგორც კი გამოხვალ მშრალი იქნები, არც შეგაწუხებს და არც სუნი არ გექნება..


თრასთ მი გამოცდილება მალაპარაკებს biggrin.gif



Posted by: lilu777 30 Aug 2016, 22:18
შენიანი

სახლში მეთვითონ რომ ვაკეთებ რაღაცეებს არშეიძლება ნეტავ? smile.gif

Posted by: შენიანი 30 Aug 2016, 22:21
lilu777
რატომაც არა მთავარია სწორად აკეთებდე smile.gif

Posted by: tatabana2 1 Sep 2016, 12:18
ხერხემალზე პრობლემები მაქვს და ძალიან მინდა იოგით დავკავდე. ხომ არ იცით გლდანის ან მიმდებარე ტერიტორიაზე თუ არის იოგის ან ჯგუფები ან ინდივიდუალურათ თუ ატარებს ვინმე? help.gif

Posted by: sophka 4 Sep 2016, 14:26
tatabana2

თუ გაწუხებს და გტკივა, იმკურნალო ჯერ სჯობს და მერე იოგაც კარგია ძალიან და ნებისმიერი სხვა აქტივობა...
თუ გაჯანსაღება გინდა სხეულის მაშინ იარე, გლდანში არაფერია მგონი და მე პირადად არც ვინმე ინდივიდუალურად ვიცი ასწავლიდეს...
ისე, ქალაქში ბევრი ცენტრია და შეგიძლია მიმართო რომელიმეს.. მე პირადად იოგას სახლით კმაყოფილი ვარ...

Posted by: MySweetAudrina 6 Sep 2016, 10:39
სექსის უამრავი პოზა მინდა მოვსინჯო და იოგა დამეხმარება?

ფანტაზია დიდი მაქვს chups.gif

Posted by: sophka 6 Sep 2016, 22:48
MySweetAudrina

სერიოზულად ვუპასუხო თუ გამეცინოს? : ))))

თქვენი ფანტაზია არ ვიცი, მაგრამ უამრავი რესურსია ინტერნეტში მოიძიეთ და წაიკითხეთ lol.gif
yogajoirnal.ru, wildyogi.info და ა.შ.


Posted by: merciamercia 7 Sep 2016, 00:36
პილატესზე რას იტყოდიით? ვინმე თუ დადიხართ და რა შედეგი გაქვთ?

Posted by: MySweetAudrina 7 Sep 2016, 10:41
sophka

QUOTE
სერიოზულად ვუპასუხო თუ გამეცინოს? : ))))


ხოო, სერიოზულად მაინტერესებს tongue.gif იოგა მე მგონია უფრო მოქნილობას სძენს ადამიანს არა?

სექსში კიდევ საჭიროა მოქნილობა tongue.gif

Posted by: sophka 7 Sep 2016, 11:01
MySweetAudrina

მეცინება : ))) ისე არის ასანები lol.gif

არამარტო მოქნილობას, მე სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს მანიჭებს და ბევრი სხვა კიდევ...ნუ თუ ჩავუღრმავდებით....

Posted by: MySweetAudrina 7 Sep 2016, 11:16
sophka

QUOTE
მე სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს მანიჭებს


უფ, ეგ იცოცხლე უხვად მაქვს chups.gif

QUOTE
ისე არის ასანები


ეგ რა არის? rolleyes.gif

Posted by: AnEeEeE=]] 7 Sep 2016, 11:25
QUOTE
არამარტო მოქნილობას, მე სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს მანიჭებს და ბევრი სხვა კიდევ...ნუ თუ ჩავუღრმავდებით....

ძაან მომეწონა რა ეს იოგა, ორჯერ ვიყავი ჯერ და სამსახურის მერე დაღლილ დაქანცული რო მივედი ენერგიაზე მომიყვანა , დაჟე ვფიქრობ სახლშიც გავაკეთო ხოლმე ჩემით biggrin.gif

Posted by: sophka 7 Sep 2016, 11:50
AnEeEeE=]]
სად დადიხარ? კი სახლშიც აკეთე, ჯერ უბრალოდ დახვეწე კარგად სტუდიაში და მერე კიი.....


Posted by: შენიანი 7 Sep 2016, 11:51
AnEeEeE=]]
იოგას სახლში იყავი? smile.gif






QUOTE
სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს მანიჭებს

QUOTE
სამსახურის მერე დაღლილ დაქანცული რო მივედი ენერგიაზე მომიყვანა

ამიტომ მიყვარს იოგა love.gif

Posted by: sophka 7 Sep 2016, 11:54
MySweetAudrina

პოზები იოგაში, მაგ. წერო, თავდახრილი ძაღლი, სამკუთხედი, ლოტუსის პოზა და ა.შ.

Posted by: MySweetAudrina 7 Sep 2016, 11:59
sophka

QUOTE
თავდახრილი ძაღლი


ეს მომეწონა, მგონი გამომადგება rolleyes.gif

Posted by: AnEeEeE=]] 7 Sep 2016, 12:01
QUOTE
სად დადიხარ? კი სახლშიც აკეთე, ჯერ უბრალოდ დახვეწე კარგად სტუდიაში და მერე კიი.....

QUOTE
იოგას სახლში იყავი?

ჰო იოგას სახლში..
დახვეწით ეხლა ჯერ დამჭირდება კარგა ხანი სანამ ზუსტად ისე გავაკეთებ როგორც უნდა გაკეთდეს biggrin.gif D

Posted by: შენიანი 7 Sep 2016, 12:05
AnEeEeE=]]
მშვენიერია smile.gif

მე დღეიდან ვიწყებ ერთ თვიანი შესვენების შემდეგ..

მომენატრა ძაან.

Posted by: sophka 7 Sep 2016, 12:14
შენიანი

მეც იმ კვირიდან ვიწყებ...
* * *
MySweetAudrina

მოდი იოგას სახლში, მეტ გამოცდილებას შეიძენ , გააფართოვებ მიდგომის არეალსაც და მხოლოდ სექსში გამომადგებას პრინციპით არ იმოქმედებ tongue.gif
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: შენიანი 7 Sep 2016, 12:24
QUOTE
გააფართოვებ მიდგომის არეალსაც და მხოლოდ სექსში გამომადგებას პრინციპით არ იმოქმედებ

არ ღირს დამიჯერე biggrin.gif ვერძს სხვა კითხვა არც გაუჩნდება biggrin.gif biggrin.gif




Posted by: Princess 7 Sep 2016, 12:32
წერეთელი-აღმაშენებელზე სადმე არის იოგას ცენტრი თუ იცით? მარჯანიშვილზეც მაწყობს.

Posted by: MySweetAudrina 7 Sep 2016, 13:49
sophka

QUOTE
მოდი იოგას სახლში, მეტ გამოცდილებას შეიძენ , გააფართოვებ მიდგომის არეალსაც და მხოლოდ სექსში გამომადგებას პრინციპით არ იმოქმედებ


წყვილებს ღებულობენ? rolleyes.gif

საერთოდ VIP ოთახი აქვთ მანდ წყვილებისთვის? smile.gif

Posted by: torckiko 7 Sep 2016, 14:35
თამაზ თავაძესთან თუ გივლიათ ვინმეს და რამდენად კმაყოფილი დარჩენილხართ? ამბობს ერთადერთი ჭეშმარიტი იოგი და ასტროლოგი ვარ საქრთველოშიო.

Posted by: sophka 7 Sep 2016, 15:34
შენიანი


ცდა ბედის მონახევრეაო და რავიცი მაინც lol.gif
* * *
QUOTE (MySweetAudrina @ 7 Sep 2016, 13:49 )
sophka

QUOTE
მოდი იოგას სახლში, მეტ გამოცდილებას შეიძენ , გააფართოვებ მიდგომის არეალსაც და მხოლოდ სექსში გამომადგებას პრინციპით არ იმოქმედებ


წყვილებს ღებულობენ? rolleyes.gif

საერთოდ VIP ოთახი აქვთ მანდ წყვილებისთვის? smile.gif

ვაიმე, რა მოინდომე....

სასტუმროს ვი აი პი ნომერი დაიქირავე და ვინმე კერძო ინსტრუქტორი ამ განხრით, შეგასწავლის.ხელოვნებას biggrin.gif იოგა გინდა თუ კამა სუტრა lol.gif facepalm.gif

help.gif help.gif help.gif

Posted by: შენიანი 7 Sep 2016, 16:00
torckiko
lol.gif lol.gif

მივლია

ტრუხა ბაზარია არ დაიჯერო..

Posted by: MySweetAudrina 7 Sep 2016, 16:40
sophka

QUOTE
სასტუმროს ვი აი პი ნომერი დაიქირავე და ვინმე კერძო ინსტრუქტორი ამ განხრით, შეგასწავლის.ხელოვნებას


ეგ კარგი აზრია... კერძო ინსტრუქტორის დაქირავება რა დაჯდება დაახლოებით? rolleyes.gif

Posted by: sophka 7 Sep 2016, 16:47
MySweetAudrina

სერიოზულად თუ მეკითხები არ ვიცი, ეს ისე იდეა უცებ დამებადა კითხვიდან გამომდინარე... : )))))))

პ.ს. წარმოდგენა არ მაქვს და არც ვიცი არის თუ არა მომსახურება lol.gif

Posted by: MySweetAudrina 7 Sep 2016, 17:02
sophka

smile.gif კარგი, მადლობა tongue.gif

Posted by: sophka 7 Sep 2016, 17:44
MySweetAudrina


არაფერს smile.gif

Posted by: MySweetAudrina 9 Sep 2016, 09:13
QUOTE (fermina @ 3 Apr 2015, 11:11 )
user posted image
* * *

აუ, ამ სურათს რომ ვუყურებდი, რამდენი გარყვნილი იდეა დამებადა user.gif rolleyes.gif

მაგარი ყოფილა იოგა გოგოსთვის yes.gif

Posted by: sophka 9 Sep 2016, 09:44
QUOTE (MySweetAudrina @ 9 Sep 2016, 09:13 )
QUOTE (fermina @ 3 Apr 2015, 11:11 )
user posted image
* * *

აუ, ამ სურათს რომ ვუყურებდი, რამდენი გარყვნილი იდეა დამებადა user.gif rolleyes.gif

მაგარი ყოფილა იოგა გოგოსთვის yes.gif

გარყვნილი იდეების გარეშეც ძალიან მაგარია lol.gif lol.gif lol.gif
ამის გარდა იმენი პოზაა კიდევ smile.gif
აშთანგა იოგა ყველაზე მეტად მომწონს მე...

Posted by: MySweetAudrina 9 Sep 2016, 09:48
sophka

დადე აბა სურათები პოზების tongue.gif

პ.ს

1, 3, 6, 9, 16, 17(იფ, იფ), 19, 28, 29...

მომეწონა ეგ პოზები yes.gif

ის ძაღლის პოზა რომელია აქედან? თუ არ არის აქ?

Posted by: sophka 9 Sep 2016, 11:00
QUOTE (MySweetAudrina @ 9 Sep 2016, 09:48 )
sophka

დადე აბა სურათები პოზების tongue.gif

პ.ს

1, 3, 6, 9, 16, 17(იფ, იფ), 19, 28, 29...

მომეწონა ეგ პოზები  yes.gif

ის ძაღლის პოზა რომელია აქედან? თუ არ არის აქ?

ძაღლის პოზა შენს სურათში არაა, ჩემთან არის პირველ რიგში მიხვდები : )
* * *
პირველ რიგში, მეშვიდე : ))

ეს აშთანგას პირველი სერიაა

Posted by: MySweetAudrina 9 Sep 2016, 11:11
sophka

აუფფ, ეს რა მანახე user.gif ძალიან მაგარი პოზებია yes.gif jump.gif

QUOTE
პირველ რიგში, მეშვიდე : ))


ყმუილს დავიწყებ ახლა user.gif

პ.ს

ბოლოდან მეორე რიგში, მეორე სურათი რა მაგარი პოზაა?! user.gif

პ.პ.ს

რამდენი ხანია საჭირო ეგ პოზები ყველა რომ ისწავლოს ადამიანმა?

Posted by: sophka 9 Sep 2016, 11:44


QUOTE
ყმუილს დავიწყებ ახლა


lol.gif

help.gif


* * *
MySweetAudrina
ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი ამ პირველ სერიას რამოდენიმე კვირას ანდომებს, ზოგს თვეები და წელი სჭირდება...

Posted by: agnioga1 13 Sep 2016, 14:15
იოგას სკოლა "ოქროს საწმისი" სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი
http://agniyoga-geo.com/ka/239/

Posted by: ToyotaMR2 17 Sep 2016, 11:38
es saqartvelshi aris????????????????????

Posted by: Universe 17 Sep 2016, 12:35
ToyotaMR2
არა.



Posted by: sophka 17 Sep 2016, 21:28
მაგალითად, ნიუ იორკში არის სტუდიები, იოგას პრაქტიკა ტანსაცმლის გარეშე, naked yoga(nude yoga) სკოლები....ეს რაღაც ახალი მოდასავითაა...თბილისში ასეთი რამ, ჯერ არ მსმენია, თუმცა სადმე ქვეშეთში შეიძლება იყოს კიდეც : )))

Posted by: Universe 17 Sep 2016, 23:13
sophka
რითიაო ჩაცმულზე უკეთესი?

Posted by: sophka 18 Sep 2016, 09:13
Universe

რავიცი აბა...
არ ჩავძიებივარ ამ საკითხს : )

Posted by: sophka 18 Sep 2016, 12:33
ალბათ ვიღაცას მოსწონს, ესთეტიკური თვალსაზრისით ცოტა ისეთია, თუმცა

Posted by: matusala___5 18 Sep 2016, 14:46
პირველყოფილის ფორმაში თუ არ ივარჯიშე რაა მამული lol.gif

დიდის ამბით გამოვიწერე იოგას მატრასი, მაგრამ სიზარმაცე ვერ დავძლიე : lol:

Posted by: sophka 18 Sep 2016, 15:19


ხო, უნდა დასძლიო. არის პერიოდი როცა მეც ეგრე ვარ...ახლა გარკვეული მიზეზის გამო ვერ ვახერხებ, იმედია მალე დავიწყებ, არადა მინდა...

QUOTE
პირველყოფილის ფორმაში თუ არ ივარჯიშე რაა მამული 



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ToyotaMR2 19 Sep 2016, 00:15
modashi ki araa sruliad tavisupldebi shinagani uaryopiti energiisgano.ese tseren da dz populaluria shishveli yoga.didi siamivnebit gavrsevriandebodi

Posted by: sophka 19 Sep 2016, 10:13
ToyotaMR2

ჰაჰ, ტანსაცმელი საერთოდ არ მიშლის ხელს და ჩაცმულიც თავისუფლად ვგრძნობ თავს...
რავიცი, ვის როგორც მოსწონს lol.gif

გაწევრიანება რად გინდა, შიშველი იოგა თუ გინდა მაინცდამაინც , სახლშიც შეგიძლია შეასრულო : ))))

Posted by: ToyotaMR2 19 Sep 2016, 11:13
sophka

სახლსჰი იოგას წესები ნამდვილად არ ვიცი და ვისთვის როგორ .იგივე რომ იყოს ყველა ქვეყანაში ეგრე პოპულალური არ იქნებოდა .მე შიშველი მირჩევნია და მარტო იოგის თავიც არ მაქვს სახლში

Posted by: sophka 19 Sep 2016, 15:37
ToyotaMR2

შენ სიშიშვლემ მოგხიბლა და არა თავად იოგამ....ჰოდა , რაღაზე ვისაუბროთ, არც არაფერზე...


Posted by: Universe 19 Sep 2016, 15:47
sophka
ისე მეც ვფიქრობ რომ ცდად ღირს, არა ჯგუფთან ერთად. ნამდვილად განსხვავებული შეგრძნებები იქნება. მაგ შეგრძნებების გამო გაგიჭირდება ცდა, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილსაც კი.

Posted by: anibani18 19 Sep 2016, 15:59
matusala___5
რომელი მატი გამოიწერე? მე პილატესის მაქვს და იოგას მატისთვის ვეღარ გავიმეტე თანხა. არადა სრიალებს პილატესის, მაგრამ ისეთი რბილია. შემიყვარდა ამდენი წლის თანაცხოვრების შემდეგ smile.gif

Posted by: sophka 19 Sep 2016, 22:15
anibani18

იოგას მანდუკას მატი ძალიან კარგია თუ გამოიწერ, მე ვეღარ გამოვიწერე, ძვირია კია, მაგრამ გაგიძლებს საუკუნე...

ისე დინამოსთან ვყიდულობ ხოლმე სპორტული მაღაზიები როა, ნორმალურებია...

* * *
Universe

არა, მე არც ჯგუფი და არც მარტო არ მხიბლავს.პირიქით ხელს შემიშლის. არ მაწუხებს ისედაც მინიმალურად მაცვია

Posted by: Ziggy Pop 19 Sep 2016, 23:32
იოგას სახლში ვინც ვარჯიშობთ, მოგწონთ? ბიჭები დადიან თუ ისევ სულ გოგოებია?

Posted by: sophka 20 Sep 2016, 08:28
Ziggy Pop

მე.ყველაზე.მეტად მომწონს, კარგია. ბიჭებიც და კაცებიც არიან საკმაოდ...ასე, რომ შეგიძლია მიხვიდე და დაიწყო : ))

Posted by: anibani18 20 Sep 2016, 11:02
sophka

მანდუკა ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ვყიდულობ.

Posted by: JapAnn 20 Sep 2016, 11:34
ვაკე-საბურთალოს გარდა შესაძლებელია სადმე იოგაზე ვიარო?
ინტერნეტი გადავქექე და სხვა რაიონებში ვერსად ვნახე... არადა, ვაკეში საღამოს ჩემი მტერი შეიჭედა მანქანით sad.gif

Posted by: sophka 20 Sep 2016, 19:46
JapAnn
მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლე : ))
ა, თუ მაინცდამაინც იოგის მღვიმე– yoga cave წინამძღვრიშვილზეა... იოგას სახლის მერე ვიძლევი რეკომენდაციას ამაზე : )))
ფბ. გვერდი ნახე, თუ მოგეწონება შეგიძლია იარო, მაგრამ საცობი ყველგანაა საღამოს საათებში.
* * *
anibani18
აი მეც ეგრე ვარ...

Posted by: JapAnn 21 Sep 2016, 09:41
sophka
QUOTE
მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლე : ))
ა, თუ მაინცდამაინც იოგის მღვიმე– yoga cave წინამძღვრიშვილზეა... იოგას სახლის მერე ვიძლევი რეკომენდაციას ამაზე : )))
ფბ. გვერდი ნახე, თუ მოგეწონება შეგიძლია იარო, მაგრამ საცობი ყველგანაა საღამოს საათებში.


მადლობა, ვნახე. რუსულენოვანი ვებ-გვერდი და რუსულენოვანი პოსტები.... facepalm.gif

Posted by: sophka 21 Sep 2016, 11:23
JapAnn

არ მოგეწონა? : ))

Posted by: Ziggy Pop 21 Sep 2016, 11:28
იოგას ხალიჩა სად ვიყიდო და რა ღირს ნეტა smile.gif

Yoga Cave-ზე რას იტყვით?

Posted by: anibani18 21 Sep 2016, 11:58
sophka
შენ სად დადიხარ? smile.gif
(სოფო ხომ? შეიძლება ესე მოგმართო? smile.gif)

Posted by: JapAnn 21 Sep 2016, 12:29
sophka
QUOTE
არ მოგეწონა? : ))


პირობები "ვერ გავიგე", ინფორმაცია ქართულ ენაზე არ აქვთ.

Posted by: sophka 21 Sep 2016, 14:54
JapAnn

უი, ასე მწყრალად ხარ რუსულთან? ტელწფონის ნომრები არ წერია? ან მისწერე ფში, ქართულად მოგწერენ...ძირითადად ჰო, რუსულ ენოვანია, თუმცა ძალიან კარგია. თუ არადა იარე იოგას სახლში...
* * *
anibani18

კი, დამიძახე სოფო : ).. იოგას სახლში...

* * *
Ziggy Pop

ცუდი არ არის, ცოტა სხვა სისტემაა იოგას სახლთან შედარებით და დამწყები ჯგუფებიც შეზღუდულია მგონი. ნახეთ ფბ. გვერდი და საიტიც...დაწვრილებით გეტყვიან ყველაფერს თუ დაუკავშირდებით...

Posted by: JapAnn 21 Sep 2016, 20:49
sophka
QUOTE
უი, ასე მწყრალად ხარ რუსულთან? ტელწფონის ნომრები არ წერია? ან მისწერე ფში, ქართულად მოგწერენ...ძირითადად ჰო, რუსულ ენოვანია, თუმცა ძალიან კარგია. თუ არადა იარე იოგას სახლში...


არა, რუსული ძალიან კარგად ვიცი, უბრალოდ... როცა ქვეყანაში რამეს აკეთებ, პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდე, ამ ქვეყნის მოქალაქეს მის ენაზე მიაწოდო პროდუქტი/მომსახურება. თუ არა, როგორც მარქსი იტყოდა ან იდიოტი ხარ, ან ოკუპანტი(!), ან... მესამე აღარ მახსოვს smile.gif)))) სულ ესაა
შეიძლება შოვინისტურად ვმსჯელობ, მაგრამ არაუშავს... იმისთანები გვიქნეს, რომ რუსული არ მსიამოვნებდეს, მეპატიება biggrin.gif


პ.ს. მგონი სხვა გზა არ მექნება და ისევ იოგას სახლს მივაკითხავ ან ვინმე მადლიანი გახსნის ამასობაში სადმე ჩემსკენ, დიდუბე-დიღმში...

Posted by: sophka 21 Sep 2016, 21:31
JapAnn

შოვინისტურად არა. მეც არ მსიამოვნებს რუსული და ინგლისური წარწერები და დასახელებები...უბრალოდ რუსულ ენოვანი ხალხია, ზოგმა ქართული საერთოდ არ იცის, არც ამას ვამართლებ, მაგრამ საბჭოთა გადმონაშთია... მიდი იოგას სახლში. მე რაღა უნდა ვთქვა, მთელ ქალაქს ვუვლი, სახლი-სამსახური-იოგას რეჟიმში და კიდევ სხვაგან თუ გავიარე მაგ დღეს საერთოდ... თან ტრანსპორტით : )))))

Ziggy Pop

დავწერე ზემოთ, რომელიღაც პოსტში. დინამოსთან სპორტული მაღაზიები რომაა, იქ იყიდი. დანიურ სახლშიც იყო ადრე...მაგრამ დინამოსთან ჯობია. 25-50 ლარის ფარგლებში...

Posted by: Ziggy Pop 27 Sep 2016, 14:43
სულ ახალი იოგას ცენტრი გახსნილა https://www.facebook.com/Lumos%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1-1692347851083904/?fref=ts

Posted by: sophka 27 Sep 2016, 22:50
Ziggy Pop
კარგი იქნება, ერთ–ერთ ინსტრუქტორს პირადად ვიცნობ თურმე. შემთხვევით ვნახე გვერდზე : ) ასე, რომ შეგიძლია იარო...უბრალოდ მანდ კუნდალინი იოგაა, თუმცა ჰათჰაცაა..
* * *
MySweetAudrina

QUOTE
წყვილებს ღებულობენ?


აი წყვილები რომ გინდოდა, აკრო იოგა დაემატა იოგას სახლს, შეგიძლია მეწყვილესთან ერთად იარო : )))))))))) ნუ, მთლად ის არა რაც შენ გინდოდა, მაგრამ biggrin.gif

Posted by: MySweetAudrina 28 Sep 2016, 20:18
sophka

QUOTE
აკრო იოგა დაემატა იოგას სახლს


და რა არის ეგ? ცოტა დეტალურად...

იოგა ისე "მარტოხელა სპორტია"? ორში, სამში, ოთხში არ არის? rolleyes.gif

Posted by: sophka 28 Sep 2016, 21:26
MySweetAudrina
პრაქტიკა სადაც შერწყმულია იოგისა და აკრობატიკის ელემენტები.

აჰაა ორი, სამი და ოთხიც : )))))

Posted by: MySweetAudrina 29 Sep 2016, 22:03
sophka

ეეე, კარგი რაღაც არის ეგ, მომეწონა tongue.gif

იფ, იფ... კარგია....

პ.ს

ეგენი კოცნაობენ?! rolleyes.gif

პ.პ.ს

ეეე, კვირაში ერთხელ არის ეგ....

Posted by: sophka 29 Sep 2016, 23:29
MySweetAudrina
სულ არაფერს კვირაში ერთხელ სჯობს იყოს : ))
კი. კარგია, კოცნიან , ვარჯიშობენ და ერთობიან : ))))))))))

Posted by: MySweetAudrina 30 Sep 2016, 20:10
sophka

QUOTE
კოცნიან , ვარჯიშობენ და ერთობიან


მეც ეგ მინდა tongue.gif კოცნის დროს, იმდენი სახის კუნთი "ვარჯიშობს" rolleyes.gif

Posted by: sophka 30 Sep 2016, 23:18
MySweetAudrina

უშრეტი ენერგიის მოზღვავება თუ ემოციების ზღვა? : ))))
აკრო იოგის გარეშეც შეგიძლია აკოცო, თუ ბანალურია და რამე სხვა ზე ემოცია და გრძნობა მოგინდა

Posted by: MySweetAudrina 1 Oct 2016, 10:12
sophka

QUOTE
აკრო იოგის გარეშეც შეგიძლია აკოცო, თუ ბანალურია და რამე სხვა ზე ემოცია და გრძნობა მოგინდა


ყველანაირი კოცნა ვცადე, თავისი ე.წ ფრანგული კოცნებიანად... არ არის ბანალური ეგეც კარგია tongue.gif

მაგრამ ადრენალინი მინდა, ფეხებ დაკიდებული კოცნა მინდა, ცაში პარაშუტით გადმოხტომა და კოცნა...

ენდორფინები მინდა, ბევრი ენდორფინები bis.gif ისედაც არ მაკლია მაგრამ რაც მეტი, მით უკეთესი chups.gif

კიდევ სექსი მინდა ყველანაირ პოზაში, იქნება ეს იოგის, კარატეს, კუნგ-ფუს თუ მზარეულის... rolleyes.gif

პ.ს

ერთადერთი ოცნება მაქვს ცხოვრებაში, რომელსაც იმედია მალე ავიხდენ tongue.gif

სადმე მაღაზიაში, ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა, გოგონების გასახდელში სექსი, მუსიკის თანხმლებით...

კვნესა-ოხვრას რომ აუწყობ რითმებს user.gif

sophka

QUOTE
უშრეტი ენერგიის მოზღვავება თუ ემოციების ზღვა? : )))


ენერგია მართლაც უშრეტი მაქვს... ვერძი ვარ, სულ ცეცხლები მყავს რუკაში....

ემოციების თანხვედრა უშრეტ ენერგიასთან, წარმოუდგენელ თავგადასავლებს გვპირდება rolleyes.gif

Posted by: de-koberi 1 Oct 2016, 13:01
ვაზისუბანში, ვარკეთილში ან მის შემოგარენში ვინც ცხოვრობთ მინდა გაცნობოთ რომ მშვენიერი ახალი გახსნილი დარბაზი გვაქვს სავარჯიშოთ, მხოლოთ ქალბატონებისთვის. 117-ების ბოლო გაჩერებასთან. მშვენიერი ფასები და მშვენიერი გარემოა. თუ დაინტერესდებით smile.gif Fitness Lifestyle ფეისბუქზე შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.

Posted by: sophka 1 Oct 2016, 13:45
QUOTE (MySweetAudrina @ 1 Oct 2016, 10:12 )
sophka

QUOTE
აკრო იოგის გარეშეც შეგიძლია აკოცო, თუ ბანალურია და რამე სხვა ზე ემოცია და გრძნობა მოგინდა


ყველანაირი კოცნა ვცადე, თავისი ე.წ ფრანგული კოცნებიანად... არ არის ბანალური ეგეც კარგია tongue.gif

მაგრამ ადრენალინი მინდა, ფეხებ დაკიდებული კოცნა მინდა, ცაში პარაშუტით გადმოხტომა და კოცნა...

ენდორფინები მინდა, ბევრი ენდორფინები bis.gif ისედაც არ მაკლია მაგრამ რაც მეტი, მით უკეთესი chups.gif

კიდევ სექსი მინდა ყველანაირ პოზაში, იქნება ეს იოგის, კარატეს, კუნგ-ფუს თუ მზარეულის... rolleyes.gif

პ.ს

ერთადერთი ოცნება მაქვს ცხოვრებაში, რომელსაც იმედია მალე ავიხდენ tongue.gif

სადმე მაღაზიაში, ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა, გოგონების გასახდელში სექსი, მუსიკის თანხმლებით...

კვნესა-ოხვრას რომ აუწყობ რითმებს user.gif

sophka

QUOTE
უშრეტი ენერგიის მოზღვავება თუ ემოციების ზღვა? : )))


ენერგია მართლაც უშრეტი მაქვს... ვერძი ვარ, სულ ცეცხლები მყავს რუკაში....

ემოციების თანხვედრა უშრეტ ენერგიასთან, წარმოუდგენელ თავგადასავლებს გვპირდება rolleyes.gif

როგორი რომანტიკოსი და მეოცნებე ხარ, მე თხის რქას მიკვირს ასეთი ძლიერი ემოციები



help.gif

პ.ს. წერა გეცადა(თუ უკვე არ წერ), მელამუნება შენი პოსტები, ისე საყვარლად აღწერ...

Posted by: MySweetAudrina 1 Oct 2016, 21:00
sophka

QUOTE
როგორი რომანტიკოსი და მეოცნებე ხარ, მე თხის რქას მიკვირს ასეთი ძლიერი ემოციები


ხოო ვარ user.gif სიყვარულისთვის ვცხოვრობ....

მიყვარს ყოველი დილა, რომელიც თენდება....

მიყვარს ყოველი ღამე რომელიც ღამდება...

ადამიანი პოზიტივი ვარ, სულ კარგ ხასიათზე ვარ tongue.gif

პ.ს

QUOTE
პ.ს. წერა გეცადა(თუ უკვე არ წერ), მელამუნება შენი პოსტები, ისე საყვარლად აღწერ...


tongue.gif ხოო, უნდა ვცადო tongue.gif

QUOTE
საყვარლად


საყვარელი ვარ, კიიი rolleyes.gif yes.gif

პ.პ.ს

QUOTE
მე თხის რქას მიკვირს ასეთი ძლიერი ემოციები


მე თხის რქა მყავს დომინანტი ნიშანი, მერე რა tongue.gif

Posted by: sophka 1 Oct 2016, 21:10
MySweetAudrina

რამდენი წლის ხარ?
პატარა უფლისწულს მაგონებ : )))))))))
თან როგორი ნარცისი : ))))))

Posted by: MySweetAudrina 1 Oct 2016, 21:12
sophka

QUOTE
რამდენი წლის ხარ?


28 წლი ვარ tongue.gif

QUOTE
პატარა უფლისწულს მაგონებ : ))))))))


biggrin.gif biggrin.gif საინტერესო დაკვირვებაა tongue.gif

QUOTE
თან როგორი ნარცისი : ))))))


არა, რა ნარცისი, პირიქით თავმდაბალი ადამიანი ვარ user.gif

პ.ს

ისე ამ განყოფილებას "სილამაზე და მოდა" რომ ჰქვია, ლამაზები პოსტავენ, თუ იმიტომ პოსტავენ რომ ლამაზები გახდნენ?! rolleyes.gif

Posted by: sophka 2 Oct 2016, 09:24
MySweetAudrina
არ ყოფილხარ პატარა,
თავმდაბალი : )))

QUOTE
ლამაზები პოსტავენ, თუ იმიტომ პოსტავენ რომ ლამაზები გახდნენ?! 


ორივე ერთად...
* * *
MySweetAudrina

მე იოგა მმატებს სილამაზეს, სიჯანსაღეს, ახალგაზრდობას და ა.შ. : )) ჰოდა, ეს მაპოსტინებს აქ...

Posted by: MySweetAudrina 2 Oct 2016, 09:33
sophka

QUOTE
არ ყოფილხარ პატარა,


ხოო biggrin.gif

QUOTE
თავმდაბალი : )))


აი ეგ კი ვარ yes.gif

QUOTE
ორივე ერთად...


არა, იმიტომ მაინტერესებდა, მე თვითონ ლამაზი მამაკაცი ვარ და მეთქი ლამაზებში დავპოსტავ-თქო rolleyes.gif

QUOTE
მე იოგა მმატებს სილამაზეს, სიჯანსაღეს, ახალგაზრდობას და ა.შ. : )) ჰოდა, ეს მაპოსტინებს აქ...


აჰა, ე.ი მთლად ბავშვივით გარეგნობა გამიხდება იოგაზე თუ ვივლი tongue.gif

Posted by: sophka 2 Oct 2016, 13:28
MySweetAudrina
QUOTE
მე თვითონ ლამაზი მამაკაცი ვარ და მეთქი ლამაზებში დავპოსტავ-თქო 


ნარცისიზმია აბა რა არის? tongue.gif



QUOTE
აჰა, ე.ი მთლად ბავშვივით გარეგნობა გამიხდება იოგაზე თუ ვივლი 

ნუ, მთლად ასე არა, მაგრამ კი გაჯანსაღდები...tongue.gif

Posted by: MySweetAudrina 4 Oct 2016, 22:19
sophka

QUOTE
ნარცისიზმია აბა რა არის?


biggrin.gif კარგი რა, ნარცისიზმი არა ის კიდევ tongue.gif ადამიანს ჯერ საკუთარი თავი უყვარდეს, სხვა რომ უყვარდეს yes.gif

QUOTE
ნუ, მთლად ასე არა, მაგრამ კი გაჯანსაღდები..


გასაჯანსაღებლად არა მგონია ცურვას სჯობდეს ეგ biggrin.gif

Posted by: sophka 5 Oct 2016, 00:22
MySweetAudrina

ნარცისტი ბიჭი ხარ, მაგრამ საყვარელი biggrin.gif

ცურვა საერთოდ არ ვიცი (გაწითლებულიდამოცხვებულისმაილიკი)
იმედია ოდესმე ვისწავლი : )

ა, აშთანგას მესამე სერიაზე გადავედით ამასობაში : ))



Posted by: Universe 18 Oct 2016, 01:14
გადავწყვიტე იოგას კურსზე ვიარო love.gif

რჩევებს ველი თქვენგან, თუ არ დამზარდებით, სადაა კარგი პირობები, მასწავლებლები, დამწყებთათვის რომელი იოგაა? ფასებიც smile.gif

Posted by: შენიანი 18 Oct 2016, 15:11
sophka
QUOTE
აშთანგას მესამე სერიაზე გადავედით ამასობაში : ))

რომელ საათზე დადიხარ? )))


Universe
http://yoga.ge/ აქ შეიხედე.

Posted by: Universe 18 Oct 2016, 15:25
შენიანი
smile.gif
გადავხედე ცხრილს. რა ინტენსივობით ჯობია სიარული? ინსტუნქტორებს შორის დიდი სხვაობაა?

Posted by: შენიანი 18 Oct 2016, 15:52
Universe
დამწყებისთვის ორი დღე კვირაში საკმარისია. ერთი ძაან ცოტაა, სამი მაქსიმუმია.
ინსტრუქტორები კი ყველა მომწონს მე მანდ smile.gif

Posted by: Universe 18 Oct 2016, 16:05
შენიანი
იოგას ლეიბი ჩვეულიბრივი სავარჯიშო ლეიბისგან(ეს კი მაქვს, დიდია ოღონდ) განსხვავდება? რამხელაა ზომაში და სად შეიძლება ყიდვა?
როგორი ტემპერატურაა სავარჯიშო დარბაზში? აცივდა და სავარჯიშო კოსტუმიც შესაბამისი იქნება საჭირო?

აქ ამდენ კითხვებს მივიდე და ვნახო ალბათ... : ))
* * *
სპორტული ტანსაცმლის კარგი მაღაზიაც დაწერეთ სადაა user.gif

Posted by: შენიანი 18 Oct 2016, 20:36
Universe
ჩვეულებრივი ლეიბია ისიც : ))) პირველ გაკვეთილზე რო მიხვალ იქ არის ლეიბები დარბაზში და ის აიღე. მერე გადაწყვიტე ახალს იყიდი თუ შენსას მიიტან smile.gif

QUOTE
როგორი ტემპერატურაა სავარჯიშო დარბაზში? აცივდა და სავარჯიშო კოსტუმიც შესაბამისი იქნება საჭირო?

http://yoga.ge/?show=yogajournal&Jid=1971 ამას გადახედე.


QUOTE
სპორტული ტანსაცმლის კარგი მაღაზიაც დაწერეთ სადაა

რაც ნაკლები გეცმევა მით უკეთესი biggrin.gif

Posted by: Universe 18 Oct 2016, 21:02
შენიანი
QUOTE
რაც ნაკლები გეცმევა მით უკეთესი

up.gif biggrin.gif

მადლობა smile.gif

Posted by: sophka 18 Oct 2016, 22:27
შენიანი

მე საღამოს 8-ზე : )

Universe
ლეიბი იყიდება დინამოსთან მაღაზიები რომაა სპორტული 25-50 ლარის ფარგლებში, ტანსაცმელი სპორტულ მაღაზიებშიც არის და ბაზრობაზეც...განსაკუთრებული არაფერი გინდა. მაისური, ელასტიკი და სავარჯიშო ტოპი-ლიფი : )

მე პირველივე დღიდან კვირაში 4-ჯერ დავდიოდი, ახლა სამსახურის გრაფიკი შემეცვალა და სინქრონზე ვარ, მანამდე მაისორზე და მიყვარს მაისორი

Posted by: Universe 18 Oct 2016, 23:48
sophka
მადლობა, გავივლი smile.gif

Posted by: Universe 18 Dec 2016, 07:48
დაჭიმულობას როგორ იხსნით? მუხლი ვიტკინე, ძალაც დავატანე - უარესი ვქენი. ჩვეულებრივი გაწელვების დროს.

Posted by: შენიანი 18 Dec 2016, 12:55
Universe
აღარ გააკეთო მუხლზე ვარჯიშები, დაასვენე სანამ ბოლომდე არ გაგივლის.
მეც ვიტკინე და კარგა ხანს გამყვა.

Posted by: Universe 19 Dec 2016, 22:39
შენიანი
თბილი კომპრესების მსგავსი საშუალებები არაა ხო? ვცადე, დიდი ვერაფერი შეღავათი. მყესიც დამიმოკლდა მგონია smile.gif)
დაველოდები.

Posted by: sophka 21 Dec 2016, 09:56
Universe

იოგაზე დაიწყე სიარული?
ფიზიოპროცედურები არის კარგი, დაასვენე მუხლი და ისე მალამო, გელიც შეგიძლია შეიზილო....სამუხლეც ატარე, დაგიცავს და შეგეშველება...

Posted by: Universe 21 Dec 2016, 21:53
sophka
არა sad.gif ვერ, რიგი მიზეზების გამო. სახლში ვაკეთებ რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს. მისვლა არ გადამიფიქრებია, როგორც კი მოვახერხებ smile.gif
მუხლმა გადამიარა, მოკეცვისას მაწუხებს ცოტა.

Posted by: sophka 21 Dec 2016, 22:48
Universe

არ დატვირთო და ეცადე არ გაიციოო...
სამუხლე ისე კარგია...
ჰო, მეც თვეზე მეტია ვეღარ მივედი...სახლში ვაკეთებ )))... ისიც ვერ ვახერხებ, ყოველთვის.
ახალი წლიდან გავაგრძელებ...


Posted by: totti111var 22 Dec 2016, 18:22
გამარჯობათ ვარჯიშის გვერდი გავაკეთე ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია დაიდეება

ჩემი და ჩემი მოსწავლების შესრულებით დაიდება ვარჯიშები

ასევე თუ დაგჭირდებათ პირადი ინსტრუქტორი მომწერეთ პირადში

მოიწონეთ გვერდი არ დაიზაროთ

love.gif

https://www.facebook.com/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-1595399577434769/

Posted by: Universe 12 Jan 2017, 21:39
sophka
გააგრძელე ვარჯიში?

ახალი წევრებისთვის ფასდაკლება აქვთ.
ჯავშანი გავაკეთე, ვერ ვიხდი, ლიბერთის ბარათი სდომია. ხელზე გადახდა არ შეიძლება ნეტავ?

Posted by: შენიანი 13 Jan 2017, 10:35
Universe
იოგას სახლზე ამბობ?

QUOTE
ჯავშანი გავაკეთე

ეს როგორ გააკეთე?

QUOTE
ლიბერთის ბარათი სდომია

ნებისმიერი ბარათით შეგიძლია გადახდა, ასევე მიხვალ და ხელზე გადაიხდი.

Posted by: Universe 13 Jan 2017, 21:15
შენიანი
YOGA.GE
QUOTE
ეს როგორ გააკეთე?

დავრეგისტრირდი და სასურველი კურსი ავირჩიე.
გადავიხადე უკვე
smile.gif

Posted by: შენიანი 13 Jan 2017, 21:19
Universe
წარმატებები smile.gif

ჩვენიანი ყოფილხარ უკვე bis.gif

Posted by: Universe 13 Jan 2017, 21:28
შენიანი
jump.gif 2kiss.gif
მადლობა


ფეხი ისევ გაჭიმული მაქვს + დალურჯებულ/გასიებული, სხვა ტრამვის გამო smile.gif) ძალიან არ მეტკინება იმედია ვარჯიშებზე.

Posted by: შენიანი 13 Jan 2017, 21:31
Universe
კი გეტყვიან იქაც მაგრამ ფეხს არ დააწვე, ის ვარჯიშები არ გააკეთო რაზეც დაგეჭიმება..

რომელ საათიანზე ჩაეწერე? smile.gif

Posted by: Universe 13 Jan 2017, 21:32
შენიანი
18:00
შენ? smile.gif
[b][/b]

Posted by: შენიანი 13 Jan 2017, 21:39
Universe
კარგია smile.gif მშვენიერი მასწავლებელი გეყოლება bis.gif

7ზე ვარ მე..

Posted by: fexburtistelefoni 13 Jan 2017, 21:43
Universe
იოგაზე დავდიოდი ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და ენერგიაზე მოვყავდი სხვათა შორის

Posted by: Universe 13 Jan 2017, 21:49
შენიანი
დამთავრებისას გნახავ ხოლმე biggrin.gif

fexburtistelefoni
იარე მერე ისევ, თუ მოგწონდა.

ენერგია ამ წელს არ დამკლებია, ისეთი პოზიტივით დაიწყოsmile.gif


Posted by: fexburtistelefoni 13 Jan 2017, 21:54
Universe
მე ავადმყოფობის გამო მიმიყვანეს. არ მჭირდება ეხლა. არ უშველია მაგას უბრალოდ ენერგიაზე მოვყავდი, მაგრამ ენერგია მაშინ ისედაც არ მაკლდა და უფრო მოვდიოდი ენერგიაზე და დავანებე მერე.


Posted by: Universe 27 Jan 2017, 23:57
მიხარია, ჩემით შესრულებული ვითომ იოგა და გაწელვები უშედეგო არ ყოფილა smile.gif)
გამიადვილდა, სასიამოვნო პროცესია რეგულარული ვარჯიში.

Posted by: totti111var 28 Jan 2017, 04:44
QUOTE (totti111var @ 22 Dec 2016, 18:22 )
გამარჯობათ ვარჯიშის გვერდი გავაკეთე ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია დაიდეება

ჩემი და ჩემი მოსწავლების შესრულებით დაიდება ვარჯიშები

ასევე თუ დაგჭირდებათ პირადი ინსტრუქტორი მომწერეთ პირადში

მოიწონეთ გვერდი არ დაიზაროთ

love.gif

https://www.facebook.com/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-1595399577434769/

------------------------------------------

Posted by: merciamercia 29 Jan 2017, 00:58
პილატესზე არავინ არაფერი იცით? user.gif

Posted by: Universe 31 Jan 2017, 02:35
merciamercia
საწყის გვერდებზე ფერმინას უწერია, რომ ანანდა იოგას ცენტრში დადიოდა პილატესზე.

Posted by: sophka 2 Feb 2017, 22:38
Universe
მე ვერ მივაღწიე, კია ფასდაკლებებიი )) წარმატებებიი, მოგწონს ვხედავ))
არ ვიცი როდის მივაღწევ იოგას სახლში ))) მომენატრაა, ძალიან კარგი გარემო და ხალხია )) თბილები და ტკბილები არიან

Posted by: შენიანი 3 Feb 2017, 10:19
QUOTE
იოგას სახლში

QUOTE
ძალიან კარგი გარემო და ხალხია )) თბილები და ტკბილები არიან

love.gif love.gif
ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში.

Posted by: sophka 10 Feb 2017, 00:53
MySweetAudrina
აკრო იოგაზე გამახსენდი და აჰა, ეს ვიდეო შენ : ))))


Posted by: anibani18 10 Feb 2017, 10:33
sophka
რა სილამაზეა და ელეგანტური სიძლიერე.

Posted by: fermina 10 Feb 2017, 11:28
QUOTE
იოგას სახლში

ესენი საბურთალოზე აღარ არიან ჰო? ყიფშიძეზე გადავიდნენ როგორც ვიცი. საბურთალოს ფილიალი არ დაიტოვეს?

ანანდამაც დახურა ქავთარაძე, არადა როგორ მაწყობდა sad.gif ბარნოვი საშინელი ადგილია, იმ გაგებით, რომ პიკის საათებში გადაჭედილაი მოძრაობა და მანქანის გასაჩერებელი ადგილიც არსად არის.

Posted by: BAKURMEFE 10 Feb 2017, 11:33
უკვე ერთი თბექ ვაპირებ დავიწყო სიარული, და ეს ბარნოვი მართლა საშიელებაა ტერიოტრიულად . ნერვოზს ავიკიდებ მანდ სიარულიტ :/
სხვაგამ სად მირჩევდით ?

Posted by: შენიანი 10 Feb 2017, 12:06
fermina
არა მარტო ყიფშიძეზე არიან.
პიკის საათებში აქაც რთულია მოძრაობა.

Posted by: MySweetAudrina 10 Feb 2017, 18:33
sophka

იფ, იფ კარგია smile.gif სამწუხაროა რომ დრო არ მაქვს მაგისთვის sad.gif

პ.ს

ისე რა მაინტერესებს, ასეთი ვარჯიშის დროს არ იღგზნებიან? rolleyes.gif

Posted by: sophka 10 Feb 2017, 22:30
anibani18
კი, ძალიან : )))

MySweetAudrina
QUOTE
არ იღგზნებიან? 

არ ვიცი, ალბათ კი : )) ან არა...
ამ დროს სულ სხვაგან ხარ და... user.gif

Posted by: MySweetAudrina 13 Feb 2017, 18:52
sophka

QUOTE
არ ვიცი, ალბათ კი : )) ან არა...


მე უეჭველი აღვიგზნები, ისედაც სულ აღგზნებული ვარ sad.gif

გარყვნილი ვარ მე, გუშინ იმ ფილმს ვუყურე, გრეის 40 ელფერიო თუ რაღაც, მეორე სერია და ჩემ თავზე მეგონა ფილმი rolleyes.gif

QUOTE
ამ დროს სულ სხვაგან ხარ და...


აღგზნებულიც სულ სხვაგან ხარ ხოლმე ადამიანი yes.gif rolleyes.gif

Posted by: fermina 13 Feb 2017, 22:36
დავიწყე ისევ და ვარ უბედნიერესი love.gif

ისევ თავიდან მომიწევს წვალება ოღონდ, ნახევარსაც ვეღარ ვაკეთებ, რასაც ადრე ვაკეთებდი smile.gif

Posted by: Universe 16 Feb 2017, 16:19
თავდაყირა დავდექი smile.gif ისე ხო მყარად ვდგავარ ფეხზე და biggrin.gif

Posted by: sophka 16 Feb 2017, 22:18
MySweetAudrina
აღგზნებული ნარცისო როდრიგესი ხარ შენ : )))))

ოჰ!


Universe
გილოცავ... კარგია თავზე დგომა, ხელებზე ვერ ვდგები მე, ნეტა ოდესმე თუ დავდგები : )))
რომელ ჯგუფში ხარ?

Posted by: Universe 16 Feb 2017, 22:48
sophka
თავზე ვერ ვდგები, გამართულ ხელებზე დავდექი. გიორგი დამეხმარა ოღონდ, მეორე ფეხი ეჭირა biggrin.gif ისე წონასწორობას ვერ დავიცავ ჯერ.
იზასთან smile.gif

Posted by: sophka 17 Feb 2017, 09:10
Universe
აჰაა, დადგები თავზეც ))) ჰო, ხელებზე დგომა ძალიან მაგარია, სასიამოვნო შეგრძნებაა, მეც გიორგი მეხმარება ხოლმე )))
იზაც და ნინოც ძალიან საყვარლები არიან...

Posted by: webuda 17 Feb 2017, 10:05
bowlegs-ის გაწორება შესაძლებელია იოგას ვარჯიშებით?

Posted by: MySweetAudrina 17 Feb 2017, 20:01
sophka

QUOTE
აღგზნებული ნარცისო როდრიგესი ხარ შენ : )))))


ნარცისი რატომ ვარ? biggrin.gif აღგზნებული ვარ ხოო, ვაღიარებ biggrin.gif

როდრიგესი ვინ არის? biggrin.gif

მე ბარნი ვარ, გოგონების მეგობარი help.gif

QUOTE
ოჰ!


კვნესა აღმოგხდა?! rolleyes.gif

Posted by: sophka 17 Feb 2017, 20:58
MySweetAudrina
ნარცისი ხარ, საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭი smile.gif)))


ჯასთ მეგობარი? :დ

Posted by: MySweetAudrina 18 Feb 2017, 21:20
sophka

QUOTE
ჯასთ მეგობარი? :დ


გოგონებს აბა მეტი რა ჭირდება, მეგობრის გარდა?! rolleyes.gif

QUOTE
ნარცისი ხარ, საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭი


უფ კარგი რა, ჩემი თავი რომ არ მიყვარდეს სხვას როგორ შევიყვარებდი? tongue.gif

Posted by: Universe 18 Feb 2017, 21:47
webuda
QUOTE
bowlegs-ის გაწორება შესაძლებელია იოგას ვარჯიშებით?

პირველივე სტატიაში, რაც ვნახე, ეწერა რომ პილატესი კარგია (მასთან ერთად მასაჟები, კვება და სხვა), განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში.
ზრდასრულთათვისაც არ იქნება ურიგო, პილატესსა და იოგას შორის დიდი სხვაობაც არაა. იარე.
სანამ ჩაეწერები, სენსეისაც შეგიძლია დაეკითხო smile.gif)


Posted by: webuda 18 Feb 2017, 22:07
Universe

მადლობ გავითვალისწინებ აუცილებლად

Posted by: totti111var 19 Feb 2017, 15:13
გამარჯობათ, მოგესალმებით. ვისაც გსურთ ფორმაში ჩადგომა ეწვიეთ ჩემს გვერდს. გაეცანით ჩემი მოსწავლეების შედეგებს და მიიღეთ სასარგებლო ინსფრომაცია. ვავარჯიშებ როგორც პირადად ასევე ონლაინ რეჟიმში, ვწერ კვების რეჟიმს და სავარჯიშო სისტემას მათთვის, ვინც ვერ ახერხებს დარბაზში სიარულს, ვისაც აქვს ხერხმლის პრობლემა მათთვის ვადგენ სპეციალურ ვარჯიშებს.

https://www.facebook.com/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-1595399577434769/?ref=ts&fref=ts

Posted by: sophka 19 Feb 2017, 22:10
MySweetAudrina
ნამეტანი გიყვარს შენი თავი, ასე მგონია))


Posted by: MySweetAudrina 20 Feb 2017, 18:46
sophka

QUOTE
ნამეტანი გიყვარს შენი თავი, ასე მგონია))


biggrin.gif lol.gif ყველას ნამეტანი უყვარს თავის თავი, ისე წარმოუდგენელია....

უბრალოდ მე ვაღიარებ ამას და ამის გამო მე ნარცისი ვარ და ვინც არ აღიარებს ის არა? biggrin.gif

აი, სამართალი biggrin.gif

Posted by: sophka 20 Feb 2017, 20:44
MySweetAudrina
ნუ მეკამათებიი ))) ნუ გიკვირს))) მეც მიყვარს, მაგრამ ყოველთვის წინა პლანზე ვერ და არ ვაყენებ )))
საკუთარ თავზე შეყვარებული )))))

იმედია, ოდესმე ხელებზე დავდგებიი, ასე:

Posted by: Universe 21 Feb 2017, 00:14
sophka
ფეხის თითები biggrin.gif

რამდენი ხანია რაც დადიხარ უკვე? მე მგონია მალევე შევძლებ მივაღწიო წონასწორობის მაგდაგვარად დაცვას. გადამეტებულად ხომ არ ვაფასებ შესაძლებლობებს smile.gif)

Posted by: AnEeEeE=]] 21 Feb 2017, 12:33
Universe
QUOTE
ფეხის თითები 

რამდენი ხანია რაც დადიხარ უკვე? მე მგონია მალევე შევძლებ მივაღწიო წონასწორობის მაგდაგვარად დაცვას. გადამეტებულად ხომ არ ვაფასებ შესაძლებლობებს )

თავზე დადგომა არა რთული მე ერთი თვეც არ დამჭირდა, მაგრამ sophka მ რაც დადო ხელებზე წონასწორობის დაცვა არაა ადვილი , სახლშიც ვვარჯიშობ ხოლმე და შემიძლია დიდხანს გავჩერდე თავდაყირა კედელთან მარა კედლის გარეშე რთულია კარგად უნდა გქონდეს განვითარებული core strenght რასაც ჰქვია =))




რამაგარია user.gif

Posted by: Universe 21 Feb 2017, 12:44
AnEeEeE=]]
ჩემთვის თავზე დადგომა უფრო რთულია smile.gif
ყოჩაღ, ერთ თვეში კარგი მიღწევაა up.gif

Posted by: sophka 21 Feb 2017, 15:59
Universe
მეორე წელია დავდივარ, ძნელია ხელებზე დგომა, აი მართლა, აწევა და წინასწორობის დაცვა გაშლილ სივრცეში ))
გიორგი რომ მეხმარება მრრე კი ვდგები ხელებზე რამდეიმე წამიც გავჩერებულვარ, მაგრამ მარტო აწევა საკმაოდ ძნელია.
AnEeEeE=]] თავზე დგომა მართლა ადვილია, მეც მალეცე დავდექი)) მესამე სერია, ერთ დროს ვაკეთებდი ))))






Posted by: MySweetAudrina 21 Feb 2017, 19:33
sophka

QUOTE
ნუ მეკამათებიი ))) ნუ გიკვირს))) მეც მიყვარს, მაგრამ ყოველთვის წინა პლანზე ვერ და არ ვაყენებ )))
საკუთარ თავზე შეყვარებული )))))


არ უტყდები საკუთარ თავს შენ ალბათ biggrin.gif

ჩემს თავზე ვიქნები შეყვარებული აბა რა, ირგვლივ რომ ვიყურები ჩემზე უკეთესს ვერავის ვხედავ user.gif

QUOTE
იმედია, ოდესმე ხელებზე დავდგებიი, ასე:


ეგ პოზა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, 90 გრადუსიან კუთხეს რომ ქმნის ისე უფრო მომეწონებოდა მე rolleyes.gif

მიაუუუ, გარყვნილი ფისო chups.gif

Posted by: Universe 21 Feb 2017, 19:51
sophka
კედელთან ვდგები ჯერ ხელებზე, ცალ ფეხს ვასწორებ, მეორეს კედელს ვაყრდნობ, რომ არ გადმოვექანო smile.gif)) რამდენიმე წუთსაც გავძლებ. მალე საყრდენის გარეშეც შევძლებ, იმედი მაქვს.
აი, თავზე დგომისას კი, მხრებში არ მაქვს საკმარისი ძალა აზიდვისთვის.

Posted by: sophka 21 Feb 2017, 21:29
MySweetAudrina

ოჰ, როგორც გენებოთ :დ
თავზე დგომისასაც კეთდება ეგ პოზა, ფეხები იატაკის ჰორიზონტალურად. :დ
მააშ, ფისო :დ წარმოსახვა საოცარი :დ
სექსუალური ფანტაზიები :დ


Universe ყოჩაღ შენ, ნუ კედელთან მეც კი ორივე ფეხი ამაქვს, მაგრამ მიჭირს მაინც როდის რა იქნება არ ვიცი...მეც ვერ ვიქედი თავზე ცოტა ხანი, მხარ-კისერი მტკიოდა, დავიზიანე და იმის მერე გამიჭირდა , თუმცა უკვე კი ვდგავარsmile.gif) იოგადან მივდივარ სახლში ახლა :დ

Posted by: AnEeEeE=]] 22 Feb 2017, 09:56
Universe
QUOTE
აი, თავზე დგომისას კი, მხრებში არ მაქვს საკმარისი ძალა აზიდვისთვის.

მხრები არ ჭირდება მაგას , მუცლის კუნთები ჭირდება რომ აიწიო მთელი ტანით=))) მხრების კუნთები ხელებზე დგომას უფრო ჭირდება=))

Posted by: შენიანი 22 Feb 2017, 10:35
QUOTE
თავზე დგომისას

QUOTE
მხრები არ ჭირდება მაგას , მუცლის კუნთები ჭირდება რომ აიწიო მთელი ტანით=)))

პირველ რიგში ხერხემლის გასწორება ჭირდება, ანუ წინზნექი უნდა გქონდეს კარგი..
შემდეგ ხელები მყარი, მართლა თავზე ხომ არ დგახარ ამ დროს მხრები იჭერს. ნუ პრესი რათმაუნდა საჭიროა smile.gif

Posted by: Universe 23 Feb 2017, 00:11
AnEeEeE=]]
და რას ეყრდნობა, თუ არა მხრებს? smile.gif გაშლილ ხელში მეტი კუნთია ჩართული, სიმძიმის გადასანაწილებლად. ჩემთვის ასეა და რავი

Posted by: HeyDude 24 Feb 2017, 11:37
ორი კვირაა ჰათჰა იოგაზე დავდივარ და წელი ამტკივდა sad.gif ძაან მომწონს და არ მინდა ამის გამო თავი დავანებო, არადა თან მეშინია. ყველა ასანა მეტნაკლებად წელს ტვირთავს sad.gif რას მირჩევთ? ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: შენიანი 24 Feb 2017, 11:45
HeyDude
როცა გტკივა წელს არ უნდა დააწვე. ანუ ის ვარჯიშები აკეთე რაც წელს არ დატვირთავს ან მსუბუქად გააკეთე.
წელი, მუხლი და კისერი ის ნაწილებია რომელიც არ უნდა დაზიანდეს. დანარჩენი მუშა კუნთები გაიწევს ვარჯიშით biggrin.gif

Posted by: HeyDude 24 Feb 2017, 17:58
შენიანი
მადლობა გამოხმაურებისთვის, მსუბუქად ვივარჯიშებ მაშინ sad.gif

Posted by: Estrella 25 Feb 2017, 22:15
QUOTE
Estrella 19

ნეტავ რეებს ვპოსტავდი ამდენს მაგ დროს smile.gif
ამ ზაფხულს ჩემი და იოგას ახლობლობის 13 წელი ხდება, მე კი ან ძალიან არაიოგურ ფორმაში შევხვდები, ან - პირიქით.
ერთი წელია აღარ მივარჯიშია. ბოლო პერიოდია დავიწყე მზესთან მისალება, მშვენივრად გამომდის. ფეხი მაწუხებს და ცალი ფეხს არ ვიყენებ დიდად.

თავი დავიტესტე, მოქნილობა ზუსტად ისეთი მაქვს როგორც ვარჯიშის პერიოდში, ე.ი. ბუნებრივად ვარ ეგეთი. ხიდზე გადავედი, შპაგატში ჩავჯექი.
უბრალოდ, ახლა ერთი პატარა პრობლემაა წონა მაქვს მეტი და ისე ადვილად ვეღარ ვზიდავ სხეულს, როგორც ადრე 50კგ. რომ ვიყავი. smile.gif

უფრო სწორად, ჩემი და იოგას 13 წლიანი მეგობრობის კი არა, ჩემი და ჰათჰა-იოგასი.
აშტანგა, კუნდალინი და სხვა მსგავსი გაკვანძულ-გარინდულობები პროფესიულად არ მიცდია. თუმცა, 1-2 ჯერ ვცადე და გამეცინა, თან მომწყინდა
სფინქსივით გარინდული ყოფნა. სხვა ხერხები ვიცი, უფრო ორგანული, იმის მისაღწევად, რასაც მაგ პოზებში "უნდა მივაგნო".

თუმცა, ისინიც, ზოგიერთი წააგავს იოგას პრაქტიკას, რადგან შემხვედრია ზოგან. ალბათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი ყველა კულტურაში
ადამიანია და მისი სხეულის უბანს ყველა ტერიტორიაზე ან კულტურაში ერთი და იგივე დატვირთვა აქვს. და იოგა სულ რომ არ გაგეგონოს, ამ უბნებზე
შენ "იგრძნობ" და შესაბამის პოზიციასაც თავად შენში იპოვი, თუ რა თქმა უნდა, შენში განვითარებულია ამ ტიპის "კითხვა".

ისე, არ გამოვრციხავ, ოდესმე საფუძვლიანად ჩავიდე იოგას პრაქტიკაში, გააჩნია, თუ ბუნებრივად, თავისთავად "წამიყვანს" მაქეთკენ.


პ.ს.
ბიჭები რა სასაცილოები არიან, იოგა რაღაც სექსუალური წარმოუდგენიათ და სწავლის სურვილსაც გამოხატავენ, თუ პირადად შენ ასწავლი. biggrin.gif
ამ ტენდენციაზე დაკვირვებისას ბევრს ვხალისობ და ცოტა ხნის უკან შემთხვევით შემხვდა მსგავსი ხუმრობაც.

biggrin.gif
user posted image

Posted by: DORO 25 Feb 2017, 22:39
Estrella
QUOTE
ერთი პატარა პრობლემაა წონა მაქვს მეტი და ისე ადვილად ვეღარ ვზიდავ სხეულს, როგორც ადრე 50კგ. რომ ვიყავი

ფიტნესზე მიდი
yes.gif


QUOTE
გაკვანძულ-გარინდულობები პროფესიულად არ მიცდია. თუმცა, 1-2 ჯერ ვცადე და გამეცინა, თან მომწყინდა
სფინქსივით გარინდული ყოფნა. სხვა ხერხები ვიცი, უფრო ორგანული, იმის მისაღწევად, რასაც მაგ პოზებში "უნდა მივაგნო".

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif up.gif

Posted by: Estrella 26 Feb 2017, 09:19
DORO
QUOTE
ფიტნესზე მიდი

დიახ smile.gif
ვვარჯიშობდი, ფეხი ვიღრძე, ახლა ეგ მაწუხებს და ველი მორჩენას. :პატაკი:

Posted by: Universe 27 Feb 2017, 21:29
მოჩვენებით გარინდული პოზებიც მიყვარს მე, დაძაბულობასა და სიამოვნებაზე დაკვირვება, წონასწორობის შენარჩუნება, იოგების მოძრაობა ა.შ. და ა.შ.

Posted by: Anin 27 Feb 2017, 21:44
მომენატრა იოგა.

თავზე დადგომა მარტივი იყო ჩემთვის მაგრამ ხელზე დადგომა მიჭირდა. კედლის დახმარებით თუ ავედი ზემოთ მერე ვჩერდები რამდენიმე წამი ხელებზე მაგრამ ჩემით ვერ ავდივარ.
დიდი ხანია აღარ მივარჯიშია ისე როგორც საჭიროა, ახლა ალბათ ვეღარ გავაკეთებ ასე, მაგრამ ადვილია ნეტა აღდგენა როცა გავაგრძელებ ვარჯიშს?

http://radikal.ru

Posted by: Universe 28 Feb 2017, 00:13
Anin
კუნთს მახსოვრობა აქვსო და ადვილად აღიდგენ smile.gif

Posted by: Universe 3 Mar 2017, 20:42
დღეს ისეთი ლამაზი ვინმე დამხვდა იოგაზე love.gif შეყვარებული ვხდები.

Posted by: Universe 6 Mar 2017, 22:09
ვახ, დავდექი და გავსწორდი კიდეც თავზე smile.gif)) კიდევ კარგი კედელთან ახლოს და არ ამოვყირავდი.

Posted by: sophka 6 Mar 2017, 23:08
Universe
გილოცაავ, ვინ ნახე? ))
შენ შვიდ საათიანზე დადიხარ ხომ.


Posted by: AnEeEeE=]] 30 Mar 2017, 17:43
ამოვქაჩოთ თემა , აბა რას შვებით biggrin.gif
ვარჯიშობთ?

Posted by: xuzain 31 Mar 2017, 12:11
რაღაც კითხვა მაქვს, როგორც გამიგია იოგით შესაძლებელია სასუნთქი გზების დაავადებების განკურნება. მაქვს ქრონიკული სურდო ვინმეს შეუძლია მითხრას რამდენად დამეხმარება იოგა მის განკურნებაში?

Posted by: Universe 2 Apr 2017, 17:26
xuzain
იმუნიტეტზე კარგად მოქმედებს. შეგიძლია სცადო.

Posted by: sophka 4 Apr 2017, 13:51
სალამი,

xuzain
ასე, ცალსახა პასუხი არ არსებობს განიკურნები თუ არა.
რა თქმა უნდა არსებობს სუნთქვითი ვარჯიშები, უჯჯაი სუნთქვაც თუნდაც, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმზე.

იოგა იმდენად ბევრ რაღაცაში დაგეხმარება, სურდოს საერთოდ დაგავიწყებს ))))
შეგიძლია სცადო)


Posted by: keandra 4 Apr 2017, 13:57
მე დღეს მაქვს პირველი მეცადინეობა. 2 თვე უეჭველი უნდა ვიარო და მერე ვნახოთ. დავწერ შედეგებს.

Posted by: B/S 5 Apr 2017, 17:36
ხალხნო, ვარ დამწყებზრ დამწყები, ნუბზე ნუბი, რაღაც მიზეზრვის გამო მაქვს სურვილი დავიწყო იოგწზე სიარული თუ შევისწქვლო , ნუბრაც ქვია. ყოგა.გე ვნახებერთი რქც ინტერნეტშია, შეგიძლიწთ მირჩიო რამე ან ერთი ორი სიტუვა მითხრწთ როგორ მოვიქცე ?smile.gif

Posted by: AnEeEeE=]] 6 Apr 2017, 09:38
B/S
QUOTE
ხალხნო, ვარ დამწყებზრ დამწყები, ნუბზე ნუბი, რაღაც მიზეზრვის გამო მაქვს სურვილი დავიწყო იოგწზე სიარული თუ შევისწქვლო , ნუბრაც ქვია. ყოგა.გე ვნახებერთი რქც ინტერნეტშია, შეგიძლიწთ მირჩიო რამე ან ერთი ორი სიტუვა მითხრწთ როგორ მოვიქცე ?

მეც ეგრე ვიყავი რო მივედი, დაჟე გიორგიმ მკითხა კიდევაც ოდესმე გივარჯიშია სახლში მაინცო და მეთქი არათქო, მარა მშვენივრად ავეწყვე biggrin.gif



აი ამ ვარჯიშებს ვაკეთებთ, ეს არის პირველი სერია , შეგიძლია სახლშიც სცადო , მე ძაან მომწონს ,არამგონია იოგას ოდესმე თავი დავანებო, იმედია არც დავანებებ biggrin.gif

Posted by: შენიანი 6 Apr 2017, 10:40
sophka
QUOTE
უჯჯაი სუნთქვა

ეს ძაან მაგარი რამეა. ყელისთვისაც კარგია და სწორი სუნთქვა ბევრ რამეს კურნავს.





QUOTE
გიორგიმ მკითხა კიდევაც ოდესმე გივარჯიშია სახლში მაინცო და მეთქი არათქო,

gigi.gif gigi.gif

QUOTE
არამგონია იოგას ოდესმე თავი დავანებო,

მეც ასე ვფიქრობ და სექტანტი ხარო მეუბნებიან biggrin.gif
AnEeEeE=]]


Posted by: fermina 6 Apr 2017, 10:57
sophka
QUOTE
რა თქმა უნდა არსებობს სუნთქვითი ვარჯიშები, უჯჯაი სუნთქვაც თუნდაც, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმზე.


უდიანა ბანდჰაც, სწორად გაკეთებული, ქალებისთვის განსაკუთრებით up.gif

Posted by: Utopian 6 Apr 2017, 12:47
ნორმალური ხარისხის ლეიბს სად და რამდენად ვიყიდი ხომ არ იცით?
რომ არ ისრიალოს


Posted by: AnEeEeE=]] 6 Apr 2017, 15:30
QUOTE
ნორმალური ხარისხის ლეიბს სად და რამდენად ვიყიდი ხომ არ იცით?

ისე მეც მინდა კარგი ლეიბი, ვაგზალზე ვიყიდე რაც მაქვს და არ ვარგა და უნდა გავიარო იქნებ იყოს რამე, ისე ამაზონიდან იწერენ კარგებს ,მარა დოლარის კურსმა რაც აიწია 200 ლარამდე ჯდება კარგი ლეიბი პლიუს საკმაოდ მძიმეა და გადმოზიდვაც ძვირი დაჯდება user.gif

Posted by: B/S 6 Apr 2017, 15:50
AnEeEeE=]]
ბერძენიშვლზე ამბობ ?
მაისორის სტილზე გადავწყვიტ სიარული დილით , გუშინ გიორგის ვესაუბრე და ნუ ეგ მირჩია, იქიდან გაომდინარე რომ განვიტარება მინდა და არა ერთ ეტაპზე ყოფნა.
უბრალოდ იმაზე ვფიქრობ ეხლა, ჩემს დროს სხვა გამოცდილი ხალხი რომ იქნება არ დამაკომპლექსოს მაგან smile.gif))


დაახლოებით 24 აპრილიდან ვაპირებ დაწყებას, რამეს ხომ არ მირჩევდი ? რაც მაგალიტად შე რომ დაიწყე გაგიჩნდა სურვილი რომ გცოდნოდა smile.gif

Posted by: AnEeEeE=]] 6 Apr 2017, 15:57
B/S
QUOTE
ბერძენიშვლზე ამბობ ?
მაისორის სტილზე გადავწყვიტ სიარული დილით , გუშინ გიორგის ვესაუბრე და ნუ ეგ მირჩია, იქიდან გაომდინარე რომ განვიტარება მინდა და არა ერთ ეტაპზე ყოფნა.
უბრალოდ იმაზე ვფიქრობ ეხლა, ჩემს დროს სხვა გამოცდილი ხალხი რომ იქნება არ დამაკომპლექსოს მაგან ))


კიი, მაისორი ძალიან კარგია, მე მარტო ერთი დღე ვახერხებ მაისორზე და სინქრონს მირჩევნია აშკარად ამ ეტაპზე, როცა უკვე ვცდილობ რთული რაღაცეების დამუღამებას უკვე, მაგრამ დასაწყისში სინქრონი უფრო მომწონდა სახალისო იყო რაღაცნაირად=)) მაისორზე, რომ უფრო განვითარდები ამაზე ორი აზრი არ არსებობს, დაკომპლექსებაზე არ შეგეშინდეს ძირითად ასანებს ორ სან მეცადინობაში ისწავლი და მერე დახვეწავ მაგათ, სულ ერთი და იგივე ვარჯიშებია=)))

Posted by: webuda 19 Apr 2017, 04:10
იოგაზე მინდა სიარული და ვისმირჩევთ?

Posted by: ToyotaMR2 19 Apr 2017, 14:31
webuda

ჩვენთან იარე ფიტნი.ჯი

Posted by: RedandRockin 20 Apr 2017, 00:32
Utopian
AnEeEeE=]]

როგორც მრავალლეიბგამოცვლილი, აშთანგა იოგას ვეტერანი მოვარჯიშე, გირჩევთ ამას, სამუდამოდ დაისვენებთ biggrin.gif ირეცხება სარეცხ მანქანაში თან

https://www.amazon.com/Aurorae-Slip-Integrated-Towel-72-Inch/dp/B006ZBGYLM/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1492633775&sr=8-2&keywords=aurorae+yoga+mat


B/S
QUOTE
ბრალოდ იმაზე ვფიქრობ ეხლა, ჩემს დროს სხვა გამოცდილი ხალხი რომ იქნება არ დამაკომპლექსოს მაგან ))


ეს რომ მესმის სულიერი სიმშვიდე მერღვევა ხოლმე biggrin.gif

რა ჯობია სწავლას, მთელი პროგრესი წინ გაქვს, სიამოვნება მაგაშია. აბა ყველაფერი თუ გააკეთე თავიდანვე, რაღა სტიმული გექნება გაგრძელების. თან იოგაში შეჯიბრ-დაკომპლექსებ-შედარება მე არ გამიგია. მითუმეტეს მაისორზე, მთელი ინდივიდუალური პროგრამის იდეა იმაშია, რომ საკუთარ ფორმას მოარგო ვარჯიში.

Posted by: Universe 20 Apr 2017, 00:45
QUOTE
თან იოგაში შეჯიბრ-დაკომპლექსებ-შედარება მე არ გამიგია.

+1

სინქრონი ასატანია თავიდან, როცა არაფრის აზრზე არ ხარ. მერე უკვე საკუთარი რიტმით გირჩევნია აკეთო ასანები.

Posted by: webuda 5 May 2017, 03:03
მეგობრებო ვარ ბიჭი ნუ საშუალოზე ცოტა ნაკლები წონის ვარ არანარიად არ ვარ მსუქანი მაგრამ აი ფეხები ცოტა სქელი მაქვს რა :// არც სპორტსმენივარ ან რამე ეგეთი კუნთი რომ მქონდეს გამაგრებული ნუ მოკლედ რამაინტერესებს ასეთ რამეს ეშველებე რამენაირად?

Posted by: AnEeEeE=]] 5 May 2017, 09:35
webuda
QUOTE
აი ფეხები ცოტა სქელი მაქვს რა :// არც სპორტსმენივარ ან რამე ეგეთი კუნთი რომ მქონდეს გამაგრებული ნუ მოკლედ რამაინტერესებს ასეთ რამეს ეშველებე რამენაირად?


სქელ ფეხებთან რა გინდა აბა ჯოხებივით რომ აქვთ ხოლმე ფეხები ეგ გინდა? user.gif კაცზე წვრილი ფეხები საშინელი შესახედია იმჰო =)

Posted by: webuda 5 May 2017, 17:08
კი მაგრამ ზედმეტად სქელიცი არ ვარგა როცა არაპროპორციულია ტანთან შედარებით

Posted by: შენიანი 7 May 2017, 19:41
webuda
იოგა ახერხებს იმას რომ სხეულს აძლევს პროპორციულ ფორმას.
ხან ტონუსში.. ნუ კუბიკებს იოგა ვერ დაგადებს მაგრამ შესამჩნევად იქნები ფორმაში..
მოდი არ ინანებ smile.gif

Posted by: MySweetAudrina 9 May 2017, 14:21
სექსშიც გამოგადგებათ იოგა!!!

პლასტიკა, მიხვრა-მოხრა... საუკეთესოა ვიაგრაა მამაკაცისთვის yes.gif rolleyes.gif baby.gif

Posted by: MrFenix 12 May 2017, 12:38
MySweetAudrina
კარგი რა ...

შენიანი
რა პერიოდი უნდა მიჩვევას, ანუ რიტმში რომ ჩაჯდე?

Posted by: sophka 12 May 2017, 13:04
MySweetAudrina

ოი, ოდრი ყველაფერში სექსი, მის გარეშე არაფერი ხდება, ხომ?
biggrin.gif
როგორ ხარ? ))







Posted by: შენიანი 12 May 2017, 20:48
MrFenix
ძაან ინდივიდუალურია.
1 თვე მაინც. სანამ კუნთი მიეჩვევა, სანამ სუნთქვა დარეგულირდება.
თუ ნავარჯიშები ხარ და დატვირთვას მიჩვეული უფრო ადრეც.

Posted by: MySweetAudrina 16 May 2017, 20:12
MrFenix

QUOTE
კარგი რა ...


რა კარგი, ტყუილს ვამბობ? აგერ ჩემი თუ არ გჯერა ვინც დადის იოგას იმათ ჰკითხე rolleyes.gif

sophka

QUOTE
ოი, ოდრი ყველაფერში სექსი, მის გარეშე არაფერი ხდება, ხომ?

როგორ ხარ? ))


კარგად, თავად როგორ ხარ თხის რქავ biggrin.gif

სიცოცხლე სექსის გარეშე არ არის და მთავარი დედამიწაზე სიცოცხლეა yes.gif tongue.gif

თან მე შეიძლება გარყვნილი რომ ვარ ეგ გარყვნილობა მალაპარაკებს, რა ვიცი user.gif

მარა, თან რომ საყვარელი ვარ?! chups.gif

Posted by: keandra 22 May 2017, 12:22
ნაღველის პრობლემა მაქვს ზოგადად და 2 კვირაა მივედი იოგაზე. უფრო მეტად მჭვალავს ნაღველის ადგილას ვარჯიშის დროს და ისედაც.
ექოსკოპიაზე საშუალო რაოდენობის ნალექი ჩანს. მასწავლებელმა ყველაფერი გაგივლისო მაიმედებს.
ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: ToyotaMR2 22 May 2017, 14:17
ჩატურანგაზე ვინ რამდენხანს ჩერდებით?50 წამია ჩემი და გოგო მჯობნის (( (:

Posted by: შენიანი 22 May 2017, 15:52
ToyotaMR2
წამები არ დამითვლია მაგრამ 5 სუნთქვა ვჩერდები.

მეტიც შემიძლია givi.gif

Posted by: ToyotaMR2 23 May 2017, 23:44
შენიანი

50 წამი მეტი ვერა

Posted by: საკურა. 31 May 2017, 15:08

სად მირჩევთ მისვლას და რომელ მასწავლებელთან.....
ან ღირს პირველ ეტაპზე ულიმიტო აბონიმენტის აღება, თუ ჯერ კვირაში 2-ჯერ ვცადო, რამდენად ინტენსიური უნდა იყოს ვარჯიშები როცა დამწყები ხარ....

Posted by: საკურა. 2 Jun 2017, 15:10
"არსაიდან ხმა, არსით ძახილი".... :|||

Posted by: შენიანი 5 Jun 2017, 14:19
საკურა.
ძაან ბევრი ვწერე ამ ჯფუფში ამაზე, კიდე ერთხელ დავწერ იოგას სახლი მომწონს და გირჩევ. yoga.ge ნახე საიტზე ყველაფერი რაც დაგაინტერესებს.

თავიდან გირჩევ 2 დღე აიღო. ნახე რამდენად მოგეწონება ან დატვირთვა როგორია.
მასწავლებლები ყველა კაია მანდ.

Posted by: impossiblegirl 5 Jun 2017, 14:48
საკურა.
ულიმიტო არგინდა, იარე კვირაში სამჯერ მაქსიმუმ აშთანგაზე თუ ივლი, რადგან დიდ ენეგრიას მოითხოვს და ცოდო იქნები ყოველ დღე რომ ივარჯიშო, ჰათჰა თუ გინდა კიდე ნელია უფრო და ყოველდღე შეიძლება არ გადაგღლის , შენ როგორი ტიპის ვარჯიში გინდა იმაზეა დამოკიდებული და რისთვის გინდა კიდე =))

Posted by: საკურა. 5 Jun 2017, 15:37
მადლობა...
მგონი დროა ცოტა ლიტერატურა მოვიძიო და თეორიულად მაინც მივხდე რა მინდა... )))

Posted by: NICK_21 8 Jun 2017, 11:53
სალამი მეგობრებო, ანანდასა და იოგას სახლს შორის ვერ გადავწყვიტე სად მივიდე.

პრობლემები მაქ სუნთქვის და არ მინდა უბრალოდ ვარჯიში გამომივიდეს, მასწავლებელი მინდა კარგი რომ ზუსტი რჩევები მომცეს.

სად უფრო მირჩევთ?

Posted by: impossiblegirl 8 Jun 2017, 12:16
NICK_21
QUOTE
პრობლემები მაქ სუნთქვის და არ მინდა უბრალოდ ვარჯიში გამომივიდეს, მასწავლებელი მინდა კარგი რომ ზუსტი რჩევები მომცეს.

ისე ეგრე არავინ არ დაგიდგება და სწავლებას არ დაგიწყებს დეტალებში, ეგრევე რომ მიხვალ, დროთა განმავლობაში უნდა განვითარდე სუნთქვის მხრივაც და ვარჯიშების სწორად შესრულებითაც, თუ სუნთქვასთან მიმართებით განსაკუთრებული პრობლემა გაქვს მაშინ ინდ გაკვეთილება დაგჭირდება, თორე ეგრე ჯგუფში მიდის ვარჯიში და ზოგადად გეტყვიან ტექნიკას რაც არი , ეხლა ეგრე ვინ დაგიდგება და მოგაქცევს ყურადღებას სწორად სუნთქავ თU არა =))


ეს არი აშთანგას სუნთქვის ტექნიკა, სხვა ტიპის იოგაზე არ მივლია ისე და არვიცი როგორაა სხვებში სუნთქვა=))




მე დიდად არ გამომდის, თან ვარჯიშის დროს რო ვიღლები სუნთქვა სულ მავიწყდება user.gif

Posted by: NICK_21 14 Jun 2017, 21:34
impossiblegirl

მადლობა რჩევისთვის. smile.gif

Posted by: xuzain 8 Jul 2017, 18:42
ამერიკაში ძაან პოპულარულია შიშველი იოგა და საქართველოშიც ხომ არ არის სადმე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Brock 9 Jul 2017, 15:20
ესეიგი რამოდენიმე დღის წინ ფრენის შედეგად თვითფრინავის დაშვების დროს როცა წნევა ეცემა ხოლმე მაქვს საშინელი ტკივილი თავის და ვერანაირი წამლით ვერ ვშველი თავს... აქამდეც მქონდა მსგავსი შემთხვევები ფრენის შედეგად მარა ახლა ნამეტანი ტკივილები მაქვს და არ გამდის...

ჰოდა მითხრეს იოგა კარგიაო მაგაზე და იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება მივიდე...

Posted by: შენიანი 10 Jul 2017, 10:35
Brock
http://yoga.ge/
არის რამდენიმე ვარიანტი, შემოვლენ გამოცდილები და დაწერენ
მაგრამ მე ეს ვიცი და იოგას სახლს გირჩევ smile.gif

Posted by: AnEeEeE=]] 27 Jul 2017, 15:34
ამ სიცხეში დადიხართ ვინმე?

მე არ ძალმიძს,

biggrin.gif

Posted by: Foxmilera 30 Jul 2017, 00:46
სახლის პირობებში ვინმე ვარჯიშობთ ?

Posted by: დოლორეს 30 Jul 2017, 06:51
Foxmilera
კი,მე პერიოდულად.რა გაინტერესებს?



keandra
ნაღველში,თირკმელში კენჭებს აქრობს სოდის სმა.ხალხი უოპერაციოდ იქრობს მაგალითად 9 მმ.იან ქვას და ა.შ. თუ დაინტერესდები მომწერე პმში

Posted by: Anin 9 Aug 2017, 06:39
Foxmilera
მე ვვაჯიშობდი აქტიურად სახლის პირობებში.
მომენატრა ძალან...

Posted by: torckiko 11 Aug 2017, 16:27
სალამიიი, იური ლომიძეზე თუ გსმენიათ რამე? იოგასა და ციგუნს ასაწავლის და რამდენად კარგი სპეციალისტია თუ იცით?

Posted by: Universe 17 Oct 2017, 13:19
დოლორეს
ქიმიურ დომეზე რა პროცესებს იწვევს სოდა ორგანიზმში, ასე ყველაფერს რომ შველის თუ იცი იქნებ დაწერო.
დალევას არ ვაპირებ, ბევრისგან გამიგია სამკურნალო მიზნით რომ სვამენ და რა დონეზეა შესწავლილი არც იციან. ნეტში ძებნა კიდე მეზარება biggrin.gif


---
შესვენების შემდეგ ხელახლა ვიწყებ იოგას შესწავლას.
შიგადაშიგ ისედაც ვვარჯიშობდი, ელასტიურობა შენარჩუნებული აქვს სხეულს. შემდეგი ეტაპის, ახალი პოზების კი რა ვთქვა. გამოვა რაღაც smile.gif)
მასწავლებელთან ერთად მარტივია

Posted by: sophka 17 Oct 2017, 13:37
Universe
არ გიცდია ინდივიდუალური გაკვეთილები? სტუდიაში ან სახლში?
ვიცი სინქრონს ვერ შეეგუე, მაისორიც საშენოა ისე.



torckiko
ლუმოსში ატარებს კლასებს, არ ვიცნობ მე მას, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ იქნება.
სტუდიაც კარგია და სხვა ინსტრუქტორებიც, ვიცნობ ერთ-ერთს და ვიცი))


უბრალოდ, მე იოგას სახლი განსაკუთრებით მიყვარს❤️

Posted by: Universe 17 Oct 2017, 13:45
sophka
სახლში მიცდია კი, ვცდილობ, თანმიმდევრობა რომ არ მავიწყდებოდეს biggrin.gif ამის გამო მირჩევნია მასწავლებელი.
ჯგუფში ხო, სხვადასხვა ტემპია ვერ კონცენტრირდები, ვერ ასვენებ გონებას...

ადრე დამიდე მახსოვს სურათი თანმიმდევრობის, ისევ ხომ არ გაქვს შემონახული? ამოვბეჭდო და გავაკრა კედელზე : d

QUOTE
იოგას სახლი განსაკუთრებით მიყვარს❤️

დადიხარ ისევ?

Posted by: sophka 20 Oct 2017, 00:03
Universe
ზაფხულის მერე არ მივლია და კი დავიწყე ისევ წინა კვირას, ჩავდგები რეჟიმში))

კი მაქვს დაგიდებ, პირველი სერია ხო
user posted image

აჰაა, მეორე სერიაც სცადე, მოგეწონება იუთუბზე ნახე და შეეცადე
user posted image

მე პირიქით, სახლში ვერ ვაკეთებ, სტუდია მირჩევნია ბევრად.

Posted by: severuss 23 Oct 2017, 19:05
გამარჯობათ. მე თქვენი იოგის ახალი მასწავლებელი ვარ.

თქვენი ფოტოები დაყარეთ ვარჯიშისას გადაღებული.

გამოცდილი ინსტრუქტორი ვარ და თუ რამეს ისე ვერ აკეთებთ შეგისწორებთ.

Posted by: El_Chapo 23 Oct 2017, 19:29
severuss
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
-----------------------
დღეს ძაან ხოდზე ხარ up.gif

Posted by: severuss 23 Oct 2017, 20:20
El_Chapo
ხო იოგაში ახალი აღმოჩენების შედეგად სხვა პორტალებში გავიჭერი biggrin.gif

Posted by: RedandRockin 5 Nov 2017, 17:22
იოგა და ელასტიურობა არ არის ერთი და იგივე, გაიგეთ რა ხალხნო. გაწელვა რომ ჰგონიათ იოგას კეთება, მაგიტომ არის ნიჭიერში გამოსული ყოფილი ცირკის აკრობატები რომ ყველაზე წარმატებული იოგა ინსტრუქტორები ხდებიან ამ ქვეყანაში.

QUOTE
უბრალოდ, მე იოგას სახლი განსაკუთრებით მიყვარს❤️


უბრალოდ ერთადერთია სადაც რეალურად თვითონ იოგას ვარჯიში რაც არის შეიძლება გასწავლონ. სამწუხაროდ, ხასიათის და მოსწავლის ამორჩევის პრობლემები აქვთ ვიღაცებს და ვისაც ვურჩიე და ჩემი რჩევით მივიდა, ყველა უკმაყოფილო დარჩა. უკვე ხმას ვეღარ ვიღებ. ზოგ მოსწავლეს თავს დაიგნორებულად აგრძნობინებენ და არ უხსნიან საბაზისო პრინციპებს თუნდაც განაგრძოს სიარული მთელი თვე. ხოდა ეგ ტეხავს, თორემ სავარჯიშოდ სხვებზე უკეთესია.

იდეოლოგიურ ნაწილს პრინციპულად არ ვახსენებ, მედიტაცია და იოგას პრინციპების გააზრება ფიზიკურ ვარჯიშზე რთული მხარეა და სამაგისოდ კარგი სკოლა ნაადრევი მოთხოვნაა ჩვენს რეალობაში.

Posted by: Chicky 10 Nov 2017, 10:01
QUOTE (sophka @ 20 Oct 2017, 00:03 )
Universe
ზაფხულის მერე არ მივლია და კი დავიწყე ისევ წინა კვირას, ჩავდგები რეჟიმში))

კი მაქვს დაგიდებ, პირველი სერია ხო
user posted image

აჰაა, მეორე სერიაც სცადე, მოგეწონება იუთუბზე ნახე და შეეცადე
user posted image

მე პირიქით, სახლში ვერ ვაკეთებ, სტუდია მირჩევნია ბევრად.





სერიოზულად ვფიქრობ დავიწყო იოგაზე სიარული, რა ღირს და სად რას მირჩევთ?

Posted by: AnEeEeE=]] 8 Dec 2017, 09:36
user posted image

მოკლედ დ ზაფხულამდე იმდენი უნდა ვივარჯიშო რო ტელევიზორს ასე ვუყურებდე lol.gif lol.gif

Posted by: naniko1122 8 Dec 2017, 09:56

დამოუკიდებლად ვარჯიშისთვის კარგი ვიდეო გაკვეთილი შეგიძლიათ დამილინკოთ?
დამწყებისთვის





Posted by: sophka 8 Dec 2017, 10:16
Chicky
მე რაც ვიცი, ესაა: იოგას სახლი -?ყიფშიძეზე, ლუმოსი- ბახტრიონზე და იოგა ქეივი წინამძღვრიშვილზე.
რეკომენდაციას ამ სამს ვუწევ. ვიცი და იმიტომ.
თუმცა ბევრი სხვაც არის)
მათ ფეისბუქის გვერდებს გადახედე და ყველა საჭირო ინფორმაცია უდევთ.
გვიან კი გიპასუხე))
შეიძლება სადმე დადიხარ კიდეც.


* * *
AnEeEeE=]]
მეც ვისურვებდი ამ პოზას სიამოვნებით :დ


ჩავაგდე ეს თვეც, იანვრიდან ავეწყობი იმედია.


naniko1122
ასე, ვერ გირჩევთ, რავიცი, თუ მაინც და მაინც, გადახედე იუთუბზე ვიდეოებს,
ან არხი გამოიწერე, ან yoga journal russia საიტიც ძალიან კარგია და ფეისბუქის გვერდიც.
ნუ, თუ რამე, ინგლისურ ენოვანიც არის იგივე. ნახე.
პატაბჰი ჯოისის გაკვეთილებიც დევს, რა გინდა შენ ეგაა მთავარი. ჰათჰა, აშთანგა, თუ რა))

Posted by: RedandRockin 9 Dec 2017, 01:16
naniko1122

კინო მაკგრეგორის ჩენელი ნახე იუთუბზე. ყველა ასანა დამწყების ვერსიაც და გართულებულიც, სულ ტუტორიალებით აქვს ახსნილი smile.gif უამრავი დეტალი მაქვს ტექნიკური თვალსაზრისით მისგან ნასწავლი.

Posted by: naniko1122 9 Dec 2017, 09:56
RedandRockin
მადლობა, ზუზტად ის არის, რაც მინდოდა :*

sophka
აი, ვიპოვეთ smile.gif მადლობა
* * *
რა რთულია დაწყება sad.gif

Posted by: Chicky 15 Dec 2017, 10:21
QUOTE (sophka @ 8 Dec 2017, 10:16 )
Chicky
მე რაც ვიცი, ესაა: იოგას სახლი -?ყიფშიძეზე, ლუმოსი- ბახტრიონზე და იოგა ქეივი წინამძღვრიშვილზე.
რეკომენდაციას ამ სამს ვუწევ. ვიცი და იმიტომ.
თუმცა ბევრი სხვაც არის)
მათ ფეისბუქის გვერდებს გადახედე და ყველა საჭირო ინფორმაცია უდევთ.
გვიან კი გიპასუხე))
შეიძლება სადმე დადიხარ კიდეც.




ვნახავ მადლობა ინფოსთვის 2kiss.gif

Posted by: jonjoli 11 Jan 2018, 20:56

გამარჯობათ ხალხო

იქნებ ვინმემ იცოდეთ

რუსთავში არის რამე კარგი იოგას ცენტრი ?

Posted by: torckiko 11 Apr 2018, 20:02
სალამიი, თუ იცით თბილისში არის სადმე ციგუნის ინსტრუქტორი, პროფესიონალი ოღონდ

Posted by: fermina 14 Apr 2018, 01:09
არია იოგაში დადიხართ ვინმე?

აქებენ ძალიან და რა სიტუაციაა, როგორი ინსტრუქტორები ჰყავთ?

Posted by: Anan100 14 Apr 2018, 01:29
გუშინ ისეთ შპაკადში ჩავჯექი თარაზოდ გამოვდგები drug.gif
P.s პოსტებს ვიმატებ

Posted by: sophka 20 Apr 2018, 12:10
torckiko
იური ლომიძე ლუმოსშია, ტაი ჩის და ციგუნის ინსტრუქტორია.
დაგუგლე სახელი და გვარი, მთელ მის ბიოგრაფიას და გამოცდილებას ამოგიყრის.


fermina
ჩემი მეგობარი დადის, მოსწონს და კმაყოფილია.
ინსტრუქტორები ინდოელები არიან, ქართველი თუ ჰყავთ არ ვიცი, ამას ინდოელი ასწავლის.

Posted by: Gehorschadengenerator 25 May 2018, 16:55
რტნბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბბ

Posted by: superwoman 21 Aug 2018, 11:44
იოგას სახლი კარგია ხომ დიდუბეში რომელი ფილიალიც აქვთ?

Posted by: ჯი-ნია-ნი 21 Aug 2018, 20:27
superwoman
მე დავდივარ დიდუბეში, ძალიან კარგები არიან. ვუწევ რეკომენდაციას

Posted by: Firefly. 30 Aug 2018, 13:45
ეს საქართველოში სად იყიდება?

user posted image

Posted by: ana stasia 5 Sep 2018, 13:34
იოგა აბედნიერებს, რაღაცნაირად ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებ და ბევრად მშვიდი ხდები, ბევრად თავდაჯერებული... ჩემზე ესე იმოქმედა, 7 თვე დავდიოდი. smile.gif
სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო ვეღარ ვახერხებ სიარულს, ხომ ვერ მირჩევთ რამე ვიდეოებს ონლაინ რომ იყოს და რომ მოგწონდეთ? მადლობა smile.gif

Posted by: fermina 6 Sep 2018, 14:23
როგორ მენატრება ის პერიოდი. ყველაზე კარგად ვიყავი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

წელის ტკივილი მტანჯავს და ხელს მიშლის ვარჯიშში, ვეღარც ექიმთან ვერ მივაღწიე.

ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ აუცილებლად დავიწყებ ვარჯიშს.

Posted by: muammar_caddafi 6 Sep 2018, 22:19
ციგუნს სად ასწავლიან, გამიწიეთ რეკომენდაცია.

Posted by: Nome 7 Sep 2018, 15:46

------------------------

Posted by: happy dreamer91 18 Oct 2018, 14:39
მთელი თემა წავიკიტხე და არია იოგასა და იოგას სახლს შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს. sad.gif არადა არიაში დღეს ფასადაკლების ბოლო დღე აქვთ და ვიყიდო თუ არა აბონიმენტი არ ვიცი.

Posted by: ka_lasha 8 Nov 2018, 11:10
გამარჯობათ, საბურთალოზე სად შეიძლება სიარული ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: INA-INA 11 Nov 2018, 20:16
ana stasia

oum.ru კლუბი მომწონს მე, საიტი აქვთ მასეთივე დასახელების და იუთუბზეც ნახავთ მათ ვიდეოებს. smile.gif ჩემთვის ძალიან მისაღები ხალხია,იციან იოგა რა არის და ძალიან ადეკვატურ ცხოვრებასაც ეწევიან)

Posted by: Heart_of_Darkness 13 Nov 2018, 13:18
იოგას კარგი აპლიკაცია ხომ არ იცით?
ხუთამდე აპლიკაცია გადმოვწერე, მობილურში და არცერთი არ მომეწონა.
ძველად, ერთ აპს ვიყენებდი, ყველანაირი დონე იყო, ნულიდან იწყებდი advance-მდე.
ახლა კიდევ, რაც ვნახე, ზოგან ახსნა აკლია, ზოგან დონეებად არ არის დაყოფილი და დამწყებს რთულ პოზებს აკათებინებენ.
მოკლედ ვერც ბალანსი შევინარჩუნე და მხარიც ლამის ამოვიგდე sad.gif
იქნებ რომელიმე მირჩიოთ user.gif

Posted by: Universe 14 Nov 2018, 07:52
მოკლედ, არ ვიცი, მე მჭირს თუ ზოგადად ასეა, ლამის ძვლებიც მტკივდება, როცა კუნთები და მყესები ელასტიურობას კარგავენ. აი, მცირე ასაკიდან ასე მჭირს და ჩემით ვჯახირობდი, ტკივილი რომ გამქრალიყო. მაშინ რა იოგა ვიცოდი, მაგრამ სხეულის კარნახით მსგავს სავარჯიშოებს ვაკეთებდი. ამიტომ დავინტერესდი მერე, დავიწყე ვარჯიში და მიშველა, სანამ არ მივანებე. სახლში აღარ ვაკეთებ, გახსენებამდე და შეიძლება არც დამაძინოს მერე, თუ არ ვივარჯიშე.

თქვენც ასე ხართ?

Posted by: pukaaa 16 Nov 2018, 19:46
დამწყებებისთვის ყველაზე კარგი ვიდეო რომელია? ვინც YouTube-ის ვიდეოებით ვარჯიშობთ და გაიუმჯობესეთ დონეზე, დალინკეთ რა ^^

Posted by: WonderWoman 16 Nov 2018, 21:30
მიტყდება მისვლა, მგონია რომ ძალიან მოუხერხებელი ვარ და ვერაფერს გავაკეთებ, იქ ყველას კარგად გამოუვა ყველამ იცის რა აკეთოს და მე სრულიად დებილივით ვიჯდები biggrin.gif როგორ გადავლახო ეს?

Posted by: IONx64 16 Nov 2018, 21:44
არასწორად ვარჯიშის გაკეთებამ შეიძლება სვალალო შედეგი მოგცეს არა? თვით ამის გაკეთება შეიძლება ტუტორის გარეშე?

Posted by: Heart_of_Darkness 16 Nov 2018, 23:16
WonderWoman
სანამ მიხვალ, სახლში ივარჯიშე, ვიდეო გაკვეთილები არის, მობილური აპლიკაციებიც.
2-3 კვირა შეაჩვიე თავი პოზებს და მერე მიდი დარბაზში.

IONx64
ყველაფერი შეიძლება ტუტორის გარეშე. ვიდეო ლექციები ნახეთ ინტერნეტში თითქმის ყველაფერია ახსნილი,
რავი, მე არც ვარჯიშში და არც იოგაში არ მყოლია ტრენერი. ვკითხულობ, ვუყურებ სხვები როგორ აკეთებენ და მეც ვაკეთებ.
თავიდან ბევრი არ უნდა ივარჯიშო, მიუჩვეველზე, სხეული დაგეჭიმება,ამიტომ ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო თავი და ტრავმისგანაც დაცული იქნები.

Posted by: fermina 4 Jun 2019, 13:44
რა გააკეთა ამ ანანდას ტუტუცმა მეპატრონემ, როგორ მაწყობდა ყველანაირად, აწყობილი ვიყავი და იმის მერე ვერ გადამიწყვეტია, სად ვიარო sad.gif

Posted by: John Jolie 14 Jul 2019, 17:41
საკეისროდან რამდენ ხანში მივიდე?

Posted by: xuzain 24 Jul 2019, 15:07
ფსიქიკური აშლილობის დაძლევაში დამეხმარება იოგა? ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: Scoorp 25 Jul 2019, 17:39
xuzain


ვერა
მხოლოდ იოგა ვერ გიშველით
კომპლექსური მიდგომა გჭირდებათ

Posted by: lilu777 25 Jul 2019, 21:03
John Jolie


თუ რაიმე გართულება არ მოყოლია საკეისროს და ჭრილობის შეხორცება სწორად არის წასული მშობიარობიდან 60 დღეში უკვე შეიძლება იოგა. მოგვიანებით უკვე აქტიური ვარჯიშებიც.

ანუ უცებ ეგრევე მაგალითად სირბილის დაწყება არ შეიძლება . ნელნელა ნელნელა კუნთები რომ ტონუსში მოვიდეს დაიწყებ და მერე უკვე გააქტიურდები. მეც საკეისრო გავიკეთე 4 თვეზე უკვე გიჟივით ვარჯიშობდი biggrin.gif










ხალხო პილატესი მინდა ვცადო, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ იოგასა და პილატესს შორის

Posted by: severuss 30 Aug 2019, 00:04
QUOTE (xuzain @ 24 Jul 2019, 15:07 )
ფსიქიკური აშლილობის დაძლევაში დამეხმარება იოგა? ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

ერთ კარგ ინსტრუქტორს ვიცნობ. ფიზიკური ვარჯიშების გარდა იცის ისეთი რამეები რაც შენ დაგეხმარება.
ნამდვილი ჯადოქარია !
* * *

..........................


ტელევიზიასთან, სექტემბრის შუა რიცხვებში, იხსნება იოგას ახალი დარბაზი.






.....................

Posted by: Alfa_Omega 5 Sep 2019, 18:45
QUOTE (WonderWoman @ 16 Nov 2018, 21:30 )
მიტყდება მისვლა, მგონია რომ ძალიან მოუხერხებელი ვარ და ვერაფერს გავაკეთებ, იქ ყველას კარგად გამოუვა ყველამ იცის რა აკეთოს და მე სრულიად დებილივით ვიჯდები biggrin.gif როგორ გადავლახო ეს?

მიდი უბრალოდ, რომ ვარჯიშობ იმდენად შენ თავში ხარ რომ მეზობელი რას აკეთებს რას არა ყველაზე ცუდ ვარიანტში ვერ ატყობ, ყველაზე კარგ ვარიანტში გეხმარებიან.

არავის ყველაფერი თავიდან და საკაიფოდ არ გამოსდის. იქ რომ მიხვალ აღმოაჩენ რომ ბევრზე უკეთ აკეთებ რაღაცეებს, იმათზე უკეთესადაც კი ვინც წლებია დადის. და გამოჩნდება რაღაცა რაზეც წლებს დაკარგავ რომ გამოგივიდეს.

იქ ყველა შენნაირია ვერავის ვერაფრით ვერ გააკვირვებ wink.gif და საერთოდ ეგოცენტრიზმი არაა საჭირო ყველა შენ რატომ უნდა გიყურებდეს?

givi.gif
უი რა ძველი პოსტია... რა ქენი მიხვედი?

Posted by: sunny_flower 17 Sep 2019, 12:40
ფერენთალ იოგა არის ჩვენთან სადმე?

ანუ იოგის კურსები სპეციალურად ორსულებისთვის

Posted by: Cristian.Orlando 17 Sep 2019, 18:21
ოხ ტიმოტი ტიმოტი, რა ###ობეში მახარჯინებ დროს შე არასწორო

Posted by: severuss 1 Oct 2019, 18:22

. .

Posted by: Scoorp 21 Feb 2020, 18:19
ტერიტორიულად ვერისკენ სადმე არაა იოგას ცენტრი? :/
ან ტელევიზიის მიდამოებში

Posted by: severuss 25 Feb 2020, 16:58
Scoorp


მარტიდან იხსნება ტელევიზიასთან ახლოს, საღამოს საათებში, იოგას დარბაზი.

ასევე დილის 9 დან 12 მდეც ტარდება...

პირველი გაკეთილი უფასოა smile.gif)


Posted by: Scoorp 26 Feb 2020, 17:29
severuss


სექტემბრიდანო გეწერათ :დ
ახლა მარტიდან

დილის საათები არ მაწყობს smile.gif

Posted by: severuss 27 Feb 2020, 14:51
Scoorp
ის ალბათ ძველი ნახე. ახლა საღამოსაც გვაქვს smile.gif
* * *



იოგას ღია გაკვეთილი, დასწრება თავისუფალია..

https://www.facebook.com/events/178196076939192/?notif_t=plan_user_associated&notif_id=1582799177463590

Posted by: levvani 13 Aug 2020, 15:43
კონიაკზე დასაწყისი მცხვოვრები იოგას იჯახი (ასაკით შედარებით პატარა ცოლი და შედარებით უფროსი ქმარი) რომაა მათი საკონტაქტო ხომ არ მოგეპოვებათ? სახელი თუ სწორეთ მახსოვს მამაკაცს გიორგი ქვია.

Posted by: BabeRock 27 Aug 2020, 16:41
levvani
მგონი ამათზე საუბრობ: ვახტანგ შერვაშიძე და ნანდარანი დევი დასი. ფეისბუქზე ნახავ smile.gif)

Posted by: levvani 31 Aug 2020, 16:51
BabeRock
გმადლობ smile.gif)












30 სიმბოლო

Posted by: Taia12 10 Sep 2020, 23:32
იოგაზე მინდა დავიწყო სიარული.
რას და სად მირჩევთ დამწყებს?

Posted by: medium 26 Jan 2021, 16:09
გამარჯობა
ერთი კვირის წინ აშტანგა იოგას მზის მისალმება გავაკეთე და მარცხენა მუხლის უკან მხარე ამტკივდა, ვფიქრობ პირამიდის პოზაში მყესი გამეჭიმა. პირველი დღის მერე მეტკინა ცოტა, მეორე დღეს ისევ გავაკეთე მზის მისალმება და საღამოს მუხლი გასივებული მქონდა და მოხრის დროს მკივა წვივის ზემოთ და მუხლს უკან მიდამოში
ვარაუდი მაქვს მყესი გამეჭიმა ))
ახლა სიარულის დროს ცოტა მტკივა და ბოლომდე მოხრის დროს ან ბოლომდე გაშლის დროს მკივა
ადრე 2 წლის წინ, სოფელში ფიზიკური დატვირთვის დროს მტკიოდა ასე, საღამოს რომ დავჯდებოდი, დავასვენებდი ფეხს და წამოვდგებოდი გავივლიდი ყველაზე მეტად ამ დროს მტკიოდა
ახლა არ ვვარჯიშობ და აღარ მაქვს გასიებული, მაგრამ მაინტერესებს ასე იზამს ყველა ვარჯიშის შემდეგ? ანუ ვერ ვივარჯიშებ? ფიზიკურად ვერ დავტვირთავ?
თუ გქონიათ მსგავსი გამოცდიილება?

Posted by: Universe´ 29 Mar 2021, 11:30
medium
QUOTE
ასე იზამს ყველა ვარჯიშის შემდეგ? ანუ ვერ ვივარჯიშებ? ფიზიკურად ვერ დავტვირთავ?

რადგან პრობლემური სახსარია, ექიმს დაეკითხო აჯობებს.

საერთოდ, როგორც ვიცი, არაა რეკომენდირებული იოგაში ძალდატანება, ასანების შესრულება დისკომფორტს და ტკივილს არ უნდა იწვევდეს. თანდათანობით მიიღწევა შედეგი.
დიდი ხანი არ მივარჯიშია და კოჭი ვიტკინე მასე. ვიგრძენი რომ გამეჭიმა და მაინც არ მოვადუნე. მთელი ღამე მტკიოდა მერე.

Posted by: nerbe 16 Dec 2021, 15:11
Naked yoga - თუ არის თბილისსში სადმე. მომწერეთ ან აქ ან პირადში.

Posted by: SilverLinings 9 Dec 2022, 07:19
ნეიქდ ანუ ნუდისტური?
............

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)