Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > ფეხსაცმლის შეკერვა


Posted by: schatz-tb 11 Feb 2008, 21:29
ვინმემ ხომ არ იცით თათა ვარდანაშვილის ოფისი სად არის???ან ვინმე კარგი მეწაღე თბილისში? ფეხსაცმლის შეკერვა მინდა user.gif

Posted by: waiter 11 Feb 2008, 21:45
schatz-tb
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით თათა ვარდანაშვილის ოფისი სად არის???ან ვინმე კარგი მეწაღე თბილისში? ფეხსაცმლის შეკერვა მინდა 

კი ვიცი, პავლოვზეა, სადღაც შუაში, სამედიცინოს გასწვრივ, "ავთანდილი" ქვია
* * *
კიდე ვიცი ყიფშიძეზე, ნორმალურად კერავენ და ტყავებიც კარგი აქვთ, ქეთი ქვია იმ გოგოს ვინც დიზაინერია,ყიფშიძის დასაწყისშია.

Posted by: Kupra 11 Feb 2008, 22:01
ესეთებს სადმე შემიკერევენ ? user.gif

Posted by: Gedsa_Neo 11 Feb 2008, 22:02
waiter
QUOTE
კიდე ვიცი ყიფშიძეზე, ნორმალურად კერავენ და ტყავებიც კარგი აქვთ, ქეთი ქვია იმ გოგოს ვინც დიზაინერია,ყიფშიძის დასაწყისშია.


ამის ფასები თუ იცი?

Posted by: waiter 11 Feb 2008, 22:10
Gedsa_Neo
QUOTE
ამის ფასები თუ იცი?

ჩემმა დამ შეუკვეთა ყველაზე ძვირიანი ლაკით ფეხსაცმელი და დაუჯდა250 ლარი და ჩექმა 300 ლარი, ნორმალური ტყავით.
ცოტა ძვირია, მაგრამ რავიცი ჩემი დაც და ჩემი დაქალიც კმაყოფილები დარჩნენ, მე პირადად არ შემიკერია, მაგრამ რაც ვნახე მომეწონა.
შემიძლია ნომერიც გაგიგო

Posted by: Gedsa_Neo 11 Feb 2008, 22:12
waiter
გმადლობ, ფეხსაცმის შეკერვას თუ გადავწყვეტ შეგეხმიანები

გაიხარე 2kiss.gif

Posted by: KAM_M_MILA 11 Feb 2008, 22:48
waiter
QUOTE
კი ვიცი, პავლოვზეა, სადღაც შუაში, სამედიცინოს გასწვრივ, "ავთანდილი" ქვია

ავთანდილი კი არა დემეტრე

Posted by: TT+ 11 Feb 2008, 23:08
თარხნიშვილზე აჩიკოსთან
ძააააააააააან მაგრად კერავენ
არასდროს არ ვყოფილვარ უკმაყოფილო
სადღაც დავდე კიდეც ჩემი ჩექმის სურათები

Posted by: Gedsa_Neo 11 Feb 2008, 23:11
კონტაქტები დადეთ ხოლმე უფრო ზუსტად ფლზ smile.gif

Posted by: Juniper 11 Feb 2008, 23:56
schatz-tb
QUOTE
თათა ვარდანაშვილი

უსაზიზღესად კერავენ მაგის სტუდიაში თუ რაც ქვია

Posted by: Tess 12 Feb 2008, 06:21
ბარნოზე კერავს ირაკლი ბოჭOრიშვილი, უკმაყოფილო არავინ მინახია მართლა. დიზაინის მოფიქრებაში გეხმარება რაც მთავარია და სულ კარგი გამოდის რამდენჯერაც დავუჯერე. yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif
* * *
ჰო ადრე თათასთან ვიკერავდი და რავიცი აბა, ნერვებს მიშლიდა დროზე არასდროს ქონდა მზად, ეხლა გამოსწორდაო ამბობენ..

Posted by: waiter 12 Feb 2008, 09:25
TT+
QUOTE
თარხნიშვილზე აჩიკოსთან
ძააააააააააან მაგრად კერავენ
არასდროს არ ვყოფილვარ უკმაყოფილო
სადღაც დავდე კიდეც ჩემი ჩექმის სურათები

მე კიდე ვყოფილვარ yes.gif 2 წლის წინ ფეხსაცმელი და ჩექმა შევუკვეთე და ისევე მიდევს რამდენიმეჯერ ჩავიცვი, ეხა კი ვნანობ საერთოდ რას წამოვიღე-მეთქი, მარა უკვე გვიანაა.
ფეხსაცმელი ისეთი უხეში გამოვიდა რო ვერ ვიცმევ, რო მივიტანე გაგიწევთო, მარა ვერც გაწიეს ტყავის უხეშობის გამო და არც არფერი ეშველა. და ჩექმა ხომ საერთოდ უპროპორციო გამოვიდა და სულ მეჩაჩება, ზედმეტად ანიერია და ზამშს ვიდი დაეკარგა 2 ჩაცმის მერე.
იმის მერე აღარაფერს არ ვიკერავ

Posted by: Dancer 12 Feb 2008, 10:24
TT+
მეც აჩიკოს კლიენტი ვარ 3 ჩექმა მაქვს მაგასთან შეკერილი. მართლა კარგად კერავენ.

Posted by: ANELIK 12 Feb 2008, 10:29
TT+

მეც მანდ შევიკერე ჩემი ბანკეტის ფეხსაცმელი და ძააააააააააალიან მომწონს... chups.gif chups.gif

Posted by: Chilloutbaby 12 Feb 2008, 10:32
ფასები დაწერე რა აჩიკოსი... მე თათასი კმაყოფილი ვარ და რამდენჯერაც შევიკერე კარგად ვიხმარე ჩექმა... აჩიკოსთან ადრე შევიკერე და ძალიან გამძლე ჩექმა იყო ... ფასები მომწეწთ თუ იცით

Posted by: ANELIK 12 Feb 2008, 10:37
Chilloutbaby

150 ფეხსაცმელი და ჩექმა ცემმა დამ 230 yes.gif yes.gif

მიდი მართლა ძაააან მაგარია... wink.gif smile.gif

Posted by: Chilloutbaby 12 Feb 2008, 10:46
ვიცი რომ მაგარია ადრე შემიკერავს მაგასთან, მაგრამ ეხლანდელი ფასები არ ვიცი...
მადლობ ინფოსთვის და რამდენ ხანში კერავს ესეც მითხარი... მაშინ ერთი თვე ველოდე მახსოვს.... ისე ტელეფონიც თუ გაქვს მომწერე smile.gif

Posted by: TT+ 12 Feb 2008, 10:48
ხო ვადები ცოტა რთული საკითხია
ძაან ბევრი შეკვეთები აქვთ ხოლმე
წელს მე 30 აგვისტოს მივედი და მაშინ შევუკვეთე ჩექმა
და 15 სექტემბერს წამოვიღე
და აი სექტემბრის ბოლოს რო შემეკვეთა
არ ვიცი როდის მოვასწრებდი smile.gif

Posted by: oxx. 12 Feb 2008, 11:25
მარტო ჩექმებს კერავენ?

ნაჭრის რამეს არ შემიკერავს? user.gif

Posted by: schatz-tb 12 Feb 2008, 16:06
იქნებ მისამართები ან ტელეფონები დამიწეროთ რაააააააააააააააა? მარჯანიშვილძე ვიგაც ზაზა სვანიძეს ვიზიტკა მომცეს ტაბიძეზე აქვს ატელიე, რავიცი კარგად კერვს? იცნობს ვინმე? fingal.gif

Posted by: SPC 12 Feb 2008, 16:21
schatz-tb
აჰა ბატონო მისი ოფისიც და მისი ფეხსაცმლის კოლექციის სურათებიც
http://www.label.ge/brands/demetre

Posted by: Ekooo 13 Feb 2008, 11:55
ვიკერავდი თათასთან - არ იყო ცუდი, მაგრამ ნუ არც მთლად კარგი...
მერე შევიკერე ზენკასთან - უხეში ზრის ძალიან, ჩექმას კიდევ არაუშავდა რა, მაგრამ აი ფეხსაცმელები drug.gif, თან ფასებიც მაღალია, მაგრამ სამაგიეროდ ვიზუალურად ლამაზებია...

ახლა ვიკერავ ანუკა ქებურიასთან. ჩექმა შევიკერე წელს და ვერ ძალიან კმაყოფილი, აი მეტი რომ არ შეიძლება yes.gif
თუმცა, ფასებიც იკბინება yes.gif

Posted by: Chilloutbaby 13 Feb 2008, 12:35
დაწერე მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი

Posted by: Ekooo 13 Feb 2008, 12:37
მისამართი არის ასეთი - ბარნოვის ქუჩაზეა (ვაკის ბარნოვი), რომ მიდიხარ ვაკის პარკისკენ, მარჯვენა მხარეს ქუჩის გხვდება ახალაშენებული კორპუსი, რომელსაც პირველ სართულზე პოპულის სუპერმარკეტი აქვს, მოკლედ, იმ შენობაში, გვერდიდან შედიხარ "პლაშადკაზე" და იქ რკინის კარებში (თუ რამეა, დაცვას ჰკითხავთ) არის სტუდია-სალონი smile.gif

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძვირია, მე მაგალითად პლატფორმიანი, მაღალქუსლიანი მუხლამდე ტყავის ჩექმა დამიჯდა 480 ლარი yes.gif

Posted by: Keso 13 Feb 2008, 16:38
ორჯერ ვცადე თათასთან და ძალიან არ მომეწონა

სანდალში ვიკერავდი ყოველთვის, ეხლა კიდევ რომ დაიშალნენ ანუკასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ

პ.ს. სკოლის დროს სანზონაში ვიკერავდით ხოლმე biggrin.gif

Posted by: bato-bato 13 Feb 2008, 16:39
Keso
QUOTE
პ.ს. სკოლის დროს სანზონაში ვიკერავდით ხოლმე 

lol.gif lol.gif lol.gif

ანტონასთან?

Posted by: Keso 13 Feb 2008, 16:58
bato-bato

არ მახსოვს რა ერქვა smile.gif
ერთი სახლი იყო და ორი სხვადასხვა მკერავი (მგონი ძმები იყვნენ)

ამ ტიპს, სადაც მე ვიკერავდი, ისეთი ვიწრო შესასვლელი ქონდა, ისეთი რომ ძლივს ვეტეოდით biggrin.gif

Posted by: maxara:) 13 Feb 2008, 16:58
QUOTE (Keso @ 13 Feb 2008, 16:38 )
ორჯერ ვცადე თათასთან და ძალიან არ მომეწონა

სანდალში ვიკერავდი ყოველთვის, ეხლა კიდევ რომ დაიშალნენ ანუკასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ

პ.ს. სკოლის დროს სანზონაში ვიკერავდით ხოლმე biggrin.gif

სანდალში მაგრად კერავდნენ მე არ შემიკერეია არასროს მაგრამ ახლობელ მაგრად შეუკერეს

და რატო დაიშალნენ?კეკელიძეზე არ აქვთ მაგათ სალონი?

Posted by: Keso 13 Feb 2008, 17:02
maxara:)
QUOTE
და რატო დაიშალნენ?


თავიდან რომ გაიხსნა სულ სხვა სასტავი ოყო, მერე ის ცოლი და ქმარი წავიდნენ და დარჩნენ გოგოები და ეხლა ესენიც გაიყვნენ და ანუკას ბარნოვზე აქვს სალონი და კიდევ არის კეკელიძეზე ოღონდ იქ არ ვიცი ვინები არიან

Posted by: katka 13 Feb 2008, 17:07
QUOTE
პ.ს. სკოლის დროს სანზონაში ვიკერავდით ხოლმე 

მეც მანდ ვიკერავდი,მეტრანახევრიან ანტონასთან,ორმეტრიანი ცოლი რომ ყავდა smile.gif

Posted by: Ekooo 13 Feb 2008, 17:12
QUOTE
ეხლა კიდევ რომ დაიშალნენ ანუკასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ

მეც yes.gif

Posted by: tata-naka 13 Feb 2008, 17:13
Tess
ირაკლი კაია, მე ჩექმა მაცვია აგერ მისი
მაგრამ კიდევ უფრო კარგია რუსო, მისი კონკურენტკაsmile.gif
თუ დაგაინტერესებთ PM ში მოგწერთ ტელს

Posted by: bato-bato 13 Feb 2008, 17:22
Keso
სწიოპა და ანტონა biggrin.gif


Posted by: miniaturka 11 May 2008, 18:36
შეგიძლიათ ზუსტი მისამართები დაწეროთ კარგი მეწაღეების? პატარა ფეხი მაქვს და ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობ..... sad.gif cry.gif

Posted by: cunculukebi 11 May 2008, 20:03
schatz-tb
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით თათა ვარდანაშვილის ოფისი სად არის???ან ვინმე კარგი მეწაღე თბილისში? ფეხსაცმლის შეკერვა მინდა 




ზაზა სვანიზე, მე ძალიან მომწონს, შენც შეიარე მის მაღაზიაში, იქნებ რამე მოგეწონოს და მერე შეუკვეთე

Posted by: bubu1234 11 May 2008, 20:08
cunculukebi
ზაზა სვანიძეს სად ააქვს მაღაზია ეხლა?

Posted by: lilu777 11 May 2008, 20:18
bato-bato

ადრე ყველა ფეხსაცმელს მაგათთან ვიკერავდი სწიოპა და ხათუნასთან, ანტონა ვერ კერავდა ისეთებს, თან მაკა ასათიანმა რომ მანდ შეკერა კოლექცია იმ დროს ძაან გაპიარდნენ smile.gif მერე შევეშვი რატომღაც ლოდინი მომბეზრდა და იმაზე ფიქრი როგორი გამოვიდოდა მომეწონებოდა თუ არა და ასე შემდეგ smile.gif ეხლა ვფიქრობ კიდევ ხომ არ მივაკითხო rolleyes.gif ნეტავ ისევ 2 თვიანი რიგებია?

Posted by: WOMAN IN LOVE 11 May 2008, 21:30
Keso
QUOTE
სკოლის დროს სანზონაში ვიკერავდით ხოლმე

ჩარგლის ქუჩაზე, ხო?

Posted by: Natosha 11 May 2008, 21:40
QUOTE
აჰა ბატონო მისი ოფისიც და მისი ფეხსაცმლის კოლექციის სურათებიც

რა აგრესიული ფეხსაცმელები აქვს თათას gigi.gif fingal.gif

Posted by: cunculukebi 11 May 2008, 22:50
bubu1234
QUOTE
ზაზა სვანიძეს სად ააქვს მაღაზია ეხლა?




მარჯანიშვილზე, ელით ელექტრონიქსის გვერძე,

Posted by: bubu1234 11 May 2008, 22:58
cunculukebi
მადლობ.



---------------------------

Posted by: tikonini 11 May 2008, 23:15
QUOTE
შეგიძლიათ ზუსტი მისამართები დაწეროთ კარგი მეწაღეების? პატარა ფეხი მაქვს და ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობ.

პენინზე კერავენ კარგად,ლუტეციას ქვეშაა სალონი,ფასებიც ნორმალურია..მემგონი საკმაოდ იაფი,,ცოტა ვადებში უჭირთ....
* * *
პეკინზე....ტელ.ნომ.აღარ მახსოვს...ჩანთებსაც კერავენ მგონი,ოღონდ მე ჯერ ჩანთა არ შემიკერავს

Posted by: Fallen Angie 11 May 2008, 23:23
schatz-tb
QUOTE
იქნებ მისამართები ან ტელეფონები დამიწეროთ რაააააააააააააააა? მარჯანიშვილძე ვიგაც ზაზა სვანიძეს ვიზიტკა მომცეს ტაბიძეზე აქვს ატელიე, რავიცი კარგად კერვს? იცნობს ვინმე? 

ზაზა კერავს ძალიან ძალიან მაგრად მართლა user.gif

ჩემი ბანკეტის ფეხსაცლემებიც მანდ შევიკერე, შარშან ჩექმები და დედაჩემს სულ მაგისი აცვია ყველაფერი user.gif

Posted by: cunculukebi 11 May 2008, 23:29
Fallen Angie
QUOTE

ზაზა კერავს ძალიან ძალიან მაგრად მართლა 

ჩემი ბანკეტის ფეხსაცლემებიც მანდ შევიკერე, შარშან ჩექმები და დედაჩემს სულ მაგისი აცვია ყველაფერი 



გეთანხმები, მეც ქორწილისთვის მაგასთან ვიყიდე

Posted by: Fallen Angie 11 May 2008, 23:30
cunculukebi
QUOTE
გეთანხმები, მეც ქორწილისთვის მაგასთან ვიყიდე

yes.gif

თან თვითონაც კარგი მოდელები აქვს, ისეც გვიკერავს ხოლმე როგორსაც ვეუბნებით მაგრამ თავისი ფეხსაცმელებიც ძაან მომწონს biggrin.gif

Posted by: საფრთხობელა 11 May 2008, 23:32
დაწერეთ ღვთისნიერო ხალხო, ამ კაცის ან მისამართი ან ტელეფონი, ან რაიმე საკონტაქტო ინფორმაცია...

cunculukebi
ფასები როგორია?
ხომ არ დავრჩები გაღიმებული?

Posted by: fablo 11 May 2008, 23:35
QUOTE (TT+ @ 11 Feb 2008, 23:08 )
თარხნიშვილზე აჩიკოსთან
ძააააააააააან მაგრად კერავენ
არასდროს არ ვყოფილვარ უკმაყოფილო
სადღაც დავდე კიდეც ჩემი ჩექმის სურათები

ნამდვილად!სასტუმრო საქართველოს უკან ზუსტად კაი სახელოსნოა! up.gif

Posted by: Fallen Angie 11 May 2008, 23:47
Scarecrow
ელიტ ელექტრონიკსთანო ხო მოგწერა? gigi.gif
პლეხანოვზე user.gif

სიმართლე გითხრა მაგისი ფასები არ ვიცი, ჩვენ ნაკლებად გვიკეთებს იმიტო რო დიდი ხანია მანდ ვიკერავთ ძაან...

Posted by: tatusia 11 May 2008, 23:52
ვარდანაშვილის კოლექციამ დამშოკა, ფეხსაცმელია თუ რკინაბეტონის ბარიკადი?!.... vis.gif



Posted by: cunculukebi 11 May 2008, 23:55
Scarecrow
QUOTE
ფასები როგორია?
ხომ არ დავრჩები გაღიმებული?




100 ლარიდან ზემოთ, სადღაც 200 ლარამდე, ფეხსაცმელს გააჩნია

Posted by: -Apple- 12 May 2008, 00:12
ჩემი კეთილი რჩევა: ვარდანაშვილს არ გაეკაროთ!!!! 4 წელი ვიკერავდი მაგასთან, ჯერ ძაან მომწონდა ისე მომწონდა რომ ერთი თვე და მეტიც კი ველოდებოდი როდის შემიკერავდა ფეხსაცმელს ბოლოს ისე აუშვა რომ ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი და ჩექმა შემიკერა თან ისეთები რომ თვალო ნუ დაინახავ, ასე რომ არ გირჩევთ biggrin.gif

Posted by: lilu777 12 May 2008, 03:25
-Apple-

მართალი ხარ ჩემმა დაქალმა შეიკერა და დაღუნული ფეხსაცმელები დახვდა. მერე ჩემმა ბიძაშვილმა და ვერ იარა smile.gif
ადრე ავთო ცქვიტინიძის ინტერვიუც წავიკითხე ვარდანაშვილთან შევიკერეო ხოდა ეს ფეხსაცმელი ჯერ უკან გაიხა და ლატკა დავადეთო მერე წინ გაიხა და იქაცო smile.gif ბოლოს ისეთი ორიგინალური გამოვიდა რომ რავიციო lol.gif

Posted by: Keso 12 May 2008, 13:21
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩარგლის ქუჩაზე, ხო?



ხო რაღაც მთიულური სახელი ქონდა ქუჩას ეს მახსოვს და ალბად ეგ იყო smile.gif

Posted by: თებზი 13 May 2008, 22:53
მე შევიკერე ენ სტუდიოში 2 ჩექმა.
პირველი ნაჭრის იყო რაღაც აპლიკაციას ვაკეთებინებდი და იმხელა გაუკეთა გული გამისკდა, ავაძრობინე ვაბშე სხვანაირად გააკეთეთქო, გააკეთა და წებო იყო თუ ფეხსაცმელი ვერ გაიგებდი.
ერთი ეგაა 5 დღეში შეკერა.
ზამთარში უცებ რომ მომინდა გამახსენდა ეს 5 დღე და მივაკითხე, ვიფიქრე თავზე დავადგებითქო.
ძაან უცნაური დიზაინი მოვიფიქრე და მოკლედ დიდი წვალება დამჭირდა სანამ ისეთი გამოვიდა როგორიც მინდოდა.
ვიდზე იცოცხლე, ისეთი იყო ჩემი თავის მშურდა, მაგრამ ზუსტად 3 ჩაცმაში (450 ლარი გადავიხადე) დაებრიცა 1 ქუსლი ისე, რომ გავლა შეუძლებელი იყო, თან ერთის ძირი ისე უცნაურად დაიტკეპნა, რომ გული გაგისკდებოდა.
მივუტანე, ისეთი დღე მაყარა, თითქოს კუალდით მივადექი და ძალით დავტკეპნე და დავბრიცე! არც გააკეთა, აღარ გაკეთდებაო biggrin.gif
მოკლედ N სტუდიოს სათოფეზე არ გაეკაროთ biggrin.gif
თან ბოლო მისვლაზე ამონაშვილი ვნახე იქა და მითუმეტეს აღარ მივალ biggrin.gif

Posted by: lalaaa 22 Oct 2008, 15:06
QUOTE
თან ბოლო მისვლაზე ამონაშვილი ვნახე იქა და მითუმეტეს აღარ მივალ 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tuta_tuta 22 Oct 2008, 15:19
smile.gif))))))

აჩიკოსთან თარხნიშვილზე არ გირჩევთ,, ფეხსაცმელი მაქვს მანდ შეკერილი, დიზაინი კაი აქ მაგრამ კომფორტული არ არის მაგით რო გავივლი ისე მტკენს ფეხებს რო ცრემლები მომდის biggrin.gif:D:D ჩემმა დაქალებმაც შეიკერეს და უდევთ ეხლა smile.gif)) დაბლები კიდე შეიძლება მაღლებია რ გინდათ.

ყველაზე კარგი არის ფიქრის გორაზე ,შიომღვიმეს ქუჩა, აი ვერიკო ანჯაფარიძის თეატრია კდიე მანდ მაგ ქუჩის პარალელურირა... ნიას სალონი.. ძალიან კარგად კერავენ ჯერ რანაირიც არ უნდა გინდოდეს სიეთ შეგიკერავენ,, მე ჩექმები შევიკერეე და ისეთი კარგებიაა 11 სანტიმეტრიან ქუსლებზეა და დავფრინავ ისეთი კომფორტულიაა არარსებობს შეგაწუხოს,, ძაან კაი სიტუაციაა და მოკლედ თუ იკერავ მანდ შეიკერო უნდა smile.gif) ფასი ზუსტად არ ვიცი ჩემი ჩექმა 380 ლარი დამიჯდა მმგონი ფეხსაცმელი 250 ღირს

Posted by: meryline 22 Oct 2008, 16:57
ბოლო დროს ყველაფერი ძაან გაძვირდა. 300 ლარად ვერც იყიდი ნორმალურს ვერაფერს და შეკერვაზე არც გეყოფა.
საერთოდ მგონია, რომ უმეტესობა კარგი მკერავების გაფუჭდნენ მას შემდეგ რაც ბევრი შემკვეთი იშოვნეს. ხოდა ხარისხი დაიკიდეს და რაოდენობაზე გადავიდნენ

Posted by: NewName 22 Oct 2008, 17:52
კაცის ფეხსაცმელს სად კერავენ კარგად?? rolleyes.gif

Posted by: balenciaga 23 Oct 2008, 15:17
ეხლა გამოვიტანე ზაზასგან ჩემი ფეხსაცმელები bis.gif bis.gif
ძალიან მომწონს! ძალიან კარგად შეკერა.

Posted by: patriciia 23 Oct 2008, 15:58
ქუთაისში კერავენ ფანტასტიურად, თან ძაან იაფია! ჩენი დეიდაშვილი იკერავს და რამდენიმე წელი აცვია ბედნიერად, ნაირნაირები აქვს სულ, რომ მეუბნება შევიკერეო, ვერ ვიჯერებ......

Posted by: bubu1234 23 Oct 2008, 16:00
balenciaga
სუარტი დადე რაა,და რა დაჯდა ეგ სიამოვნება?

Posted by: balenciaga 23 Oct 2008, 16:08
200 ლარი გადავიხადე. სურათს გადავიღებ და დავდებ თუ არ დამეზარა smile.gif

Posted by: Offtopikashvili 23 Oct 2008, 16:51
სად კერავენ კარგად , იქნებ მითხრათ sad.gif

Posted by: balenciaga 23 Oct 2008, 17:07
ზაზა, თაბიძის ქუჩაძე. ტაბიძის 3/5-ია თუ არ ვცდები. ტრუსარდის მაღაზიის გვერდით, არკაში.

Posted by: C C C P 24 Oct 2008, 11:11
balenciaga

რა ფასებია დაახლოებით ?

Posted by: balenciaga 24 Oct 2008, 14:32
ფეხსაცმელი 180-220 ლარი. ჩექმა არ ვიცი smile.gif

Posted by: iza 24 Oct 2008, 16:11
მე მინდა გამოსასვლელი, მუხლამდე ჩექმის შეკერვა და ვის მივმართო??? ფასს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ლამაზი და კომფორტული იყოს.

Posted by: ketaketa 25 Oct 2008, 22:28
ნეტა ეხლა ამ გაგანია ონლაინ გამოწერების დროს თუღა დარჩა ვინმე რო იკერავდეს smile.gif

Posted by: ქეთო 26 Oct 2008, 03:28
balenciaga
QUOTE
ზაზა, თაბიძის ქუჩაძე. ტაბიძის 3/5-ია თუ არ ვცდები. ტრუსარდის მაღაზიის გვერდით, არკაში

ეგ ზაზა მეც ვიცი, ადრე ლესელიძეზე იყო ხო?

მომეწონა ძალიან რაც შემიკერა//

Posted by: samomee 12 Apr 2009, 11:55
QUOTE
. ნიას სალონი.. ძალიან კარგად კერავენ ჯერ რანაირიც არ უნდა გინდოდეს სიეთ შეგიკერავენ,, მე ჩექმები შევიკერეე და ისეთი კარგებიაა 11 სანტიმეტრიან ქუსლებზეა და დავფრინავ ისეთი კომფორტულიაა




მე წლებია ნიასთან ვიკერავ, დედაჩემიც...ე.ი. 5 თვის ორსულს მეცვა ღამე კლუბში 12 სმ ქუსლზე ჩექმა, რომლითაც იმდენი ვიცეკვე გადავრიე ხალხი..კომფორტს რაც შეეხება საოცარი კალაპოტები აქვთ...უგემრიელესი smile.gif ფასიც ნორმალურია ამ კომფორტის შესაბამისად

Posted by: ქეთუ 12 Apr 2009, 13:51
აუ ბანკეტისთვის ფეხსაცმლის შეკერვა მინდა. . .

ჰოდა აქ რო გადავხედე თათასთან ვაპირებდი და აღარ ვაპირებ biggrin.gif



ისედაც ძლივს ვდგავარ ქუსლებზე და ცოტა ისეთი მინდა კარგი სასიარულო. . .


დიზაინერმა (ვისთანაც კაბას ვიკერავ) მითხრა თუ ვერ ნახავო მე გეტყვიო ორ მისამართს კარგად კერავენ და მიდიო. . .

ერთი ეგ მითხრა თარხნიშვილზე და მეორე ქეთიო ვიღაც და აუ უნდა ვკითხო ორივე. . . .


ისე ვინ იცით კარგად რო კერავს?
აი ადვილი სასიარულო რო იყოს. . .

Posted by: Lomes 13 Apr 2009, 02:38
ქეთუ
ვარდანაშვილთან თუ იკერავს ვინმე არც გამიგია, ნუ უკანასკნელ პერიოDში ))))


სულ ორჯერ შევიკერე ერთHელ მოვიტანე და დავდე (დაქალმა წაიღო და მოიHმარა)))) )

და მეორედ ყიფშიძეზე ვცადე, ქეთისთან ))) 10 სანტიმეტრია (შეიძლება 12 , ვერ ვჰვდები ზუსტად) და ძალიან კომფორტულია )))

ნუ კარგად უნდა აუHსნა რა გინდა (მე არ გამომივიდა ეტყობა , ანუ ჩემი თავით ვიყავი უკმაყოფილო) .... ძალიან ლაამაზად კერავენ თან, სუფთად ))) ანუ ნამუშევარია კარგი ..


Posted by: nini_blini 18 Apr 2009, 01:44
QUOTE (tikonini @ 11 May 2008, 23:15 )
QUOTE
შეგიძლიათ ზუსტი მისამართები დაწეროთ კარგი მეწაღეების? პატარა ფეხი მაქვს და ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობ.

პენინზე კერავენ კარგად,ლუტეციას ქვეშაა სალონი,ფასებიც ნორმალურია..მემგონი საკმაოდ იაფი,,ცოტა ვადებში უჭირთ....
* * *
პეკინზე....ტელ.ნომ.აღარ მახსოვს...ჩანთებსაც კერავენ მგონი,ოღონდ მე ჯერ ჩანთა არ შემიკერავს

მე კიდევ მანდ ძალიან უკმაყოფილო დავრჩი sad.gif ჯერ ძალიან გამიწელეს, მერე დიდი მქონდა ზომაში საკმაოდ და ფორმა სულ სხვა იყო ვიდრე მინდოდა და ნუ პლათფორმა ხომ საერთოდ ... eek.gif

მეორე ფეხსაცმელზე ქუსლები გამოვაცვლევინე და ისეთი ქუსლები გაუკეთეს ვერ გავიარე sad.gif

არაფრის შემკერავი აღარ ვარ!

არადა სადღაც 2 წლის წინ ვიღაც მადონასთან მივედი, ძაან ვიპ მკერავიაოო და მართლა ძაან მაგარი ჩექმა შემიკერა.. მაგრამ არც ადგილი მახსოვს სად იყო და არც ნომერი არც არაფერი sad.gif

Posted by: Alpinistka123 19 Apr 2009, 03:22
---------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------
* * *
QUOTE
ზაზა, თაბიძის ქუჩაძე. ტაბიძის 3/5-ია თუ არ ვცდები. ტრუსარდის მაღაზიის გვერდით, არკაში.

ტაბიზე სად? მერიის გვერდიტ?

Posted by: taknatuna 26 Apr 2009, 17:39
ლაკის ვარდისფერ ჩექმას(მუხლამდე რომ იყოს) რამდენად შეკერავენ/?

http://www.radikal.ru






ან ესეთს?http://www.radikal.ru

Posted by: aca baca banci bunca 26 Apr 2009, 17:46
schatz-tb
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით თათა ვარდანაშვილის ოფისი სად არის???ან ვინმე კარგი მეწაღე თბილისში? ფეხსაცმლის შეკერვა მინდა

ყველაზე დიდ საზიზღრობებს მანდ კერავენ biggrin.gif თვითონ თათას დიზაინი საერთოდ საშინელებაა და ოსტატებიც როგორც ვიცი არ უვარგათ. 4 წელი ვმუშაობდი მეწაღედ და ვიცი სად რას და როგორ კერავენ. იმას ნუ მიაქცევ ყირადღებას სად კერავენ ტუფლსsmile.gif საბურთალოზე იყო ერთი ცეხი პან ტუფლე ერქვა და ეხლა გადავიდნენ ღრმა ღელის მეტროსთან. ყოფილი ტრიკოტაჟის ფაბრიკაში 3 სართულზე. სერიოზული ხელოსანი ყავთ მანდ yes.gif დაიძინებ ტუფლიანად ისეთს შეკერავენ.

Posted by: lex7 28 Apr 2009, 19:47
ქეთუ

QUOTE (ქეთუ @ 12 Apr 2009, 13:51 )
აუ ბანკეტისთვის ფეხსაცმლის შეკერვა მინდა. . .

ჰოდა აქ რო გადავხედე თათასთან ვაპირებდი და აღარ ვაპირებ biggrin.gif



ისედაც ძლივს ვდგავარ ქუსლებზე და ცოტა ისეთი მინდა კარგი სასიარულო. . .


დიზაინერმა (ვისთანაც კაბას ვიკერავ) მითხრა თუ ვერ ნახავო მე გეტყვიო ორ მისამართს კარგად კერავენ და მიდიო. . .

ერთი ეგ მითხრა თარხნიშვილზე და მეორე ქეთიო ვიღაც და აუ უნდა ვკითხო ორივე. . . .


ისე ვინ იცით კარგად რო კერავს?
აი ადვილი სასიარულო რო იყოს. . .



ეს მოგწონს?

Posted by: lex7 28 Apr 2009, 19:55
როგორი გინდა, რა ფერი და რა ზომა?

Posted by: ქეთუ 28 Apr 2009, 20:02
lex7


არა არა კლასიკური მინდა ძალიან მაღალ ქუსლზე. . .
გადავწყვიტე ვიკერავ smile.gif

Posted by: lex7 28 Apr 2009, 20:43
ქეთუ
ჩვენ რომ გვაქვს მაგაზე იაფად ? თან ფირმენია gigi.gif

Posted by: taknatuna 28 Apr 2009, 21:13
QUOTE (lex7 @ 28 Apr 2009, 19:55 )
როგორი გინდა, რა ფერი და რა ზომა?

აუმაგარი წვეტი აქვს

Posted by: PoK_O 28 Apr 2009, 21:40
ზაზა სვანიძესტან მაქვს შეკერილი ჩექმა, ძალიან მაყოფილი ვარ, 9 -იანი ქუსლი აქვს და ისეთი კომფორტული კალოტკა მთელი დღე რო იარო ფეხი არ დაგეღლება, მყარი ქუსლი, და დაკერებას და შეკეთებას არ საჭიროებს რაც მთავარია სეზონის მერე.. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ... მოკლედ მე გირჩევთ ზაზას biggrin.gif

Posted by: ქეთუ 29 Apr 2009, 12:29
lex7

იაფად კი არ ვეძებ, ხარისხიანს და ჩემი გემოვნების +კაბის შესაფერისს ფეხსაცმელს ვეძებ. . . smile.gif

აღარ ვეძებ უკვე. . ..

Posted by: etuka 29 Apr 2009, 14:10
PoK_O
QUOTE
მოკლედ მე გირჩევთ ზაზას



სად ვნახო ეს ზაზა? მისაართი და ნამბერი მინდა yes.gif

Posted by: merry 29 Apr 2009, 14:27
თათა ვარდანაშვილზეა ნათქვამი უძაღლო ქვეყანაში კატები აყეფდნენო smile.gif ვინც მაგას დიზაინერობა დააბრალა იმან არ ჩაიცვას ცხოვრებაში არაფერი მისი "ტუფლების" გარდა smile.gif

ისე "ტუფლებიდან" და "კალიცოებიდან" ვერ გამოვდივართ ხომ smile.gif

Posted by: OtsnebisQali 29 Apr 2009, 14:35
merry
QUOTE
ვინც მაგას დიზაინერობა დააბრალა იმან არ ჩაიცვას ცხოვრებაში არაფერი მისი "ტუფლების" გარდა

lol.gif

Posted by: PoK_O 29 Apr 2009, 16:33
etuka

მარჯანიშვილზე, ქალტა ბედნიერების გვერძე აქვს პატარა ბუწიკი, საკონტაქტოს მოვძებნი და თუ ვიპოვე დავწერ მოგვიანებით...

Posted by: etuka 29 Apr 2009, 18:22
PoK_O
QUOTE
მარჯანიშვილზე, ქალტა ბედნიერების გვერძე აქვს პატარა ბუწიკი

ანუ მაღზიაა? სადაც მის შეკერილ ფეხსაცმელს ვნახავ? და დაახლოებით არ იცი რა ჯდება ფეხსაცმლის და ჩექმის შეკერვა?

Posted by: masho_masho 29 Apr 2009, 23:00
აი ასეთი ჩექმის შეკერვა მინდა და ვინ მოაბამს ნეტა თავს sad.gif

Posted by: Catherine 16 May 2009, 23:43
თათას არ გაეკაროთ ხალხო, შარშან შევიკერე ქოშები და ვაი იმ შეკერვას. მესამე დრეს მარკები აძვრა, ერთ კვირაში კი ქუსლები გვერდზე მოექცა, არადა ღია უბრალო ქოშში 150 ლარი გადავიხადე

Posted by: mevarazazeli 8 Oct 2010, 23:52
ვინმემ ხომ არ იცით GTC-ში ფეხსაცმელებს კერავენ თუ არა? მე მითხრეს რომ ვიღაც ლალი კერავს და მაინტერესებს მართალია თუ არა.... და იქნებ ფასებიც იცოდეთ ვინმემ.....

Posted by: almada 20 Oct 2010, 22:20
ჩექმებზე მინდა ძირების გამოცვლა და ადგილს ხომ ვერ მირჩევდით სად გამოვაცვლევინო
პ.ს იმედია შესაფერის თემაში ვკითხულობ rolleyes.gif

Posted by: Kalenike 19 Oct 2011, 10:38
და ფასები როგორი აქვს ზაზა სვანიძეს , დაახლოებით ჩექმას რა ფასიდან რა ფასამდე კერავს ?

Posted by: andreevna 25 Oct 2011, 18:34
ფეხსაცმლის შეკერვა მინდა ძველი დუბლიონკიდან - რამდენადა შესაძლებელი?

Posted by: misskleptomani 26 Oct 2011, 17:51
მისამართიც მითხარით აჩიკოს და თათიასი

Posted by: winipux 4 Nov 2011, 20:33
გამარჯობათ!მინდა ჩექმების შეკერვა და მირჩიეტ ნორმალური მკერავი..მისი ნახელავიც რომ ვიხილო საერტოდ გავიხარებsmile.gif

Posted by: senpai 24 Nov 2011, 17:58
დღეს კიდობანში ვიყავი და კარგი ფეხსაცმელი ავარჩიე თუმცა ჩემი ზომა არ ქონდათ სამწუხაროდ და მითხრეს ამეებს თბილისში კერავენო. თუ იცით სად არის ტერიტორიულად და რამდენად ხარისხიანად კერავენ ???


Posted by: aleqsandre31 25 Nov 2011, 15:11
სად შევაკერინო ტუფლიიი სად კერავენ კარგად?

Posted by: forever`s_NEVER 29 Nov 2011, 12:08
"შუზოფრენია", აბაშიძის 51.

ნახეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/pages/Shoesofrenia/203360249072?sk=photos

Posted by: meluzi 16 Jul 2012, 16:14
აქ კარგა ხანია არავი აღარაფერი არ დაუწერიაა, მაგრამ იქნებ იცოდეთ სად არის ისეთი ატელიე მასალის აღცევანი რომ ჰქონდეთ? ვარდისფერი ზამშის ფეხსახმელზე მინდა შესაკრავის დამატება.. ჰოდა მსგავსი ვარდისფერი ზამშის მასალა რომ ჰქონდეთ? ან რომ იცოდნენ მაინც სად მივიდე და ვეძებო ეს მასალა?

Posted by: Tasso 17 Jul 2012, 11:06
Catherine
QUOTE
თათას არ გაეკაროთ ხალხო, შარშან შევიკერე ქოშები და ვაი იმ შეკერვას. მესამე დრეს მარკები აძვრა, ერთ კვირაში კი ქუსლები გვერდზე მოექცა, არადა ღია უბრალო ქოშში 150 ლარი გადავიხადე


ასეთ შემთხვევაში უკან უნდა მიუუბრუნო საქონელი. არ ვიცი საქართველოში როგორ არის, გერმანიაში ექს თვემდე თუ არ გაძლო ტანსაცმელმა უკან ვუბრუნებ და სრულ ფასს მირიცხავენ უკან. ჯერ არ მქონია შემთხვევა რომ არ დაებრუნებინოთ. ოღონდ ჩეკი სულ უნდა შეინახო.

Posted by: Sectumsempra 18 Aug 2012, 15:21
ფეხსაცმელზე მინდა ქუსლის გამოცვლა (პატარა ძველმოდური ქუსი აქვს და მინდა დაბალ ტანკეტკად გადააკეთონ) და კარგ ფეხაცმლის ატელიეს სამკერვალოს ხომ ვერ მირჩევდით? user.gif

Posted by: salisali13 5 Jun 2013, 17:06
ნაჭრის კეტებს სადმე კერავენ? იქნებ იცოდეთ ძალიან მინდა smile.gif))))

Posted by: ekauka 5 Jun 2013, 21:17
salisali13

https://www.facebook.com/MarusinkaShoes?fref=ts

ეს ნახე აბა

Posted by: Catherine 7 Jul 2013, 00:04
ძალიან გთხოვთ მომწერეთ ზაზა სვანიძის ატელიეს კოორდინატები. სად არის ზუსტად ტერიტორიულად? (ტაბიძის ქუჩა მარტო სამია და რომელი ტაბიძეზის ქუჩაზეა ლაპაკარაკი?
)

Posted by: jurnalistka 7 Jul 2013, 01:06
QUOTE (ekauka @ 5 Jun 2013, 21:17 )
salisali13

https://www.facebook.com/MarusinkaShoes?fref=ts

ეს ნახე აბა

მოდელები ძალიან კარგია, მაგრამ გამძლე და კომფორტულია? შეგიკერავს რამე?

Posted by: ekauka 8 Jul 2013, 00:41
jurnalistka
არა, ნამდვილად არ შემიკერავს, უბრალოდ მეც მომეწონა და დაგილინკე ნეტში შემხვდა სტატია მაგ გოგოს ფეხსაცმლებზე

Posted by: jurnalistka 8 Jul 2013, 00:49
ekauka

სხვას დაულინკე, მაგრამ მეც მომეწონა )
მართლა ულამაზესებია... შეკერვის მუღამზე მოვედი, თან ფასებიც ნორმალურია. მაგრამ ძალიან მაინტერესებს რამდენად გამძლეა )

Posted by: ekauka 8 Jul 2013, 10:18
jurnalistka
smile.gif ისე თუ შეიკერავ, აქაც დადე შთაბეჭდილებები smile.gif

Posted by: chipmunck 27 Aug 2013, 19:56

ფეხსაცმლის გადაკეთება მინდა და ვინმე კარგი ხომ არ იცით? საზაფხულო სანდლებიაა ოგონდ მაღლებზე და პატარა დეტალი არის შესაცვლელიიი, დამეხმარეტ რაა

მჭირდებააა

Posted by: giopero 5 Feb 2014, 12:50
ბათინკის შეკერვა მინდა და მართლა კაი მკერავი არ გყავთ ვინმე???
მირჩიეთ რა

Posted by: likable 26 Feb 2014, 20:00
მე ვისთანაც ვიკერავდი ძალიან მაგარი იყო , მაგრამ ნომერი დავკარდგე ,თან სხვაგან გადასულა
ხომ არ იცით კარგი მკერავი რომელიც შუზებს კერავს ??

Posted by: one-flower 21 Mar 2014, 21:42
QUOTE
ხომ არ იცით კარგი მკერავი რომელიც შუზებს კერავს ??


Posted by: danelia_nino241191 23 Mar 2014, 18:47
სად იკერავთ ფეხსაცმელს არასდროს არ შემიკერია და მაინტერესებს ??

Posted by: kerilyn 27 Mar 2014, 23:33
danelia_nino241191
ნაფარეულზე ვიკერავდი მაგრამ მემგონი დაიკეტა ის მაღაზია და სხვაგან გადავიდნენ ისე ძალიან კარგად კერავენ

Posted by: ninano12 6 Apr 2014, 02:19
kerilyn
ნაფარეულზე მეც ვიცი მაგრამ დიდიხანია მემგონი დაიკეტა იქ ტანსაცმელსაც კარგად კერავდნენ smile.gif

Posted by: kerilyn 6 Apr 2014, 23:47
ninano12
კი ტანსაცმელსაც კერავდნენ აბაშიძეზე გადავიდნენ როგორც ვიცი

Posted by: ninano12 7 Apr 2014, 01:26
kerilyn
კი მეც ეგრე ვიცი

Posted by: mimithecat 17 Jun 2014, 13:26
ხომ არ იცით, 35 ზომა ძირები სად შეიძლება მოვიკითხო?
სამგორში რომ ტყავის და ფეხსაცმლის მასალების მაღაზიებია, არსად არ აქვთ sad.gif
QUOTE
https://www.facebook.com/MarusinkaShoes?fref=ts

ეს ნახე აბა

ეს სახელოსნო გაქრა? ფეისბუქზე აღარ იძებნება

Posted by: voice of amerika 17 Jun 2014, 20:27
თათა ვარდანაშვილთან ერთხელ შევიკერე და არ მომეწონა
ვინმე ხომ არ იცით კარგი ღია ფეხსაცმელი რომ შეკეროს ტყავის ..??

Posted by: vivieni 17 Jun 2014, 21:24
QUOTE
თათა ვარდანაშვილთან ერთხელ შევიკერე და არ მომეწონა
ვინმე ხომ არ იცით კარგი ღია ფეხსაცმელი რომ შეკეროს ტყავის ..??

აი თათასი არაფერი მომწონებია არასდროს,არც სურვილი გამჩენია მასთან შეკერვის.
ისე თბილისში ვინმე კერავს ხარისხიანი მასალით,ხარისიანად ფეხსაცმელს?

Posted by: ქართლოსი 1 Aug 2014, 00:25
ბოტასებს კერავენ ან მსგავს რბილ ტუფლებს სადმე?

ძალიან თხელი ფეხი მაქვს და ვერ ვნახე შესაფერისი ვერაფერი. ყველაფერი კალოშებივით ხდება ცოტახანში. sad.gif

Posted by: giopero 4 Aug 2014, 14:00
არ ყავს არავინ პატრონი ამ თემას რო ვინმემ გვიპასუხოს კითხვაზე???
არ იცით ხალხო წესიერი ფეხსაცმლის მკერავი??
ან იტალიური და ესპანური ტყავის შეძენა არის შესაძლებელი საქართველოში???

Posted by: popins 4 Aug 2014, 14:44
Me vici rom mamakacis fexsacmels keraven sheratonis win avlabarshi
somxebi
qalisas ar keraven
rac vnaxe momewona
fasi iafi iyo
55 lari mivecio vinc machvena Ra.zaan simpatichni fexsacmelebu iyo

Posted by: giopero 4 Aug 2014, 23:26
არ ყავს არავინ პატრონი ამ თემას რო ვინმემ გვიპასუხოს კითხვაზე???
არ იცით ხალხო წესიერი ფეხსაცმლის მკერავი??
ან იტალიური და ესპანური ტყავის შეძენა არის შესაძლებელი საქართველოში???

Posted by: niniko_022 27 Sep 2014, 02:54
https://www.facebook.com/pages/Shoesofrenia/203360249072giopero

https://www.facebook.com/pages/TAMTA-Shindelishvili-TMT/340600289365927

Posted by: frtebifrtebi1 21 Dec 2014, 22:00
ჩექმის შეკერვა მინდა და სად შეიძლება შევაკერინოოო აი ზუსტად ასეთი, http://www.dsw.com/shoe/diba+joy+ride+over+the+knee+fabric+boot?prodId=201557
გამოვწერე შარშან ამაზონიდან და თან 14 დოლარად, ჩემს თავს ვერ ვპატიობ რომ მეორე წყვილიც არ გამოვწერე, ვერსად ვნახე ასეთი ჩექმა sad.gif(
* * *
მეორე წელია მაცვია და შემომაცვდაა და მაინც არ ვიხდი ისე მომწონს sad.gif( მიპასუხეთ ვინმემ რაა სად შეიძლება შევაკერინო ასეთიიი sad.gif((

Posted by: maggie 22 Dec 2014, 21:50
ვარდანაშვილთან არ შეიკერო

Posted by: მადამ ფისუნია 21 Apr 2016, 02:10
დაყარეთ ვარიანტები თუ გაქვთ სად კერავენ ფეხსაცმელს კარგად

Posted by: _thunderstorm_ 18 May 2016, 17:01
QUOTE
დაყარეთ ვარიანტები თუ გაქვთ სად კერავენ ფეხსაცმელს კარგად

უპ

Posted by: tika20000 20 May 2016, 18:24
ყველაზე თბილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: tika20000 20 May 2016, 18:31
........................................................................

Posted by: leono 12 Feb 2024, 23:23
ეს კონტაქტები აქ რაც ვნახე, ძველია და ამჟამად კარგი მეწაღე თუ ვინმემ იციტ, დაწერეთ რა.
კაცის კლასიკური ფეხსაცმლის შეკერვა მინდა.

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 22:44
თბილისში ხარისხიანი ტყავის ფეხსაცმელს საშუალოდ რა ფასად შევაკერინებ ნორმალურ დიზაინერს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)