Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > კარგი დეოდორანტი ან ანტიპერსპირანტი


Posted by: breakingbad1 30 May 2016, 16:25
ხალხო რამე კარგი დეოდორანტი მირჩიეთ რა , ოღონ კაცის. აქს ეფექტს ვხმარობდი აქამდე და არანაირი შედეგი არ აქვს, არც ბურთულებიანებს .

Posted by: 5nizza 10 Jun 2016, 10:36
old spice სინჯე აბა ადრე მასიურად იყიდებოდა ეხლა მარტო ვაგზალზე აქვთ მარა ეცადე ვადაგასული არ შეგატყუონ .


Posted by: aloha__ 29 Jul 2016, 10:04



საჭირო თემაა, იქნებ სხვებმაც დაწეროთ რჩევები..


ივ როშესას ვხმარობდი აქამდე და შეცვლა მინდა მეც wink.gif

Posted by: Ziggy Pop 30 Jul 2016, 23:58
აქს ეფექტებს და ეგეთებს შეეშვით, ცოტა მეტი ფულის ინვესტირება ღირს კარგ დეოდორანტ/ანტიპერსპირანტში, დამიჯერეთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან რთულად ცხოვრობს სიცხეში და გამომიცდია არაერთი საშუალება. ამ გამოცდილების შედეგად შემიძლია გირჩიოთ Shiseido-ს ბურთიანი ანტიპერსპირანტი (ისი პარიში) და Clarins-ის ბურთიანი (ლუტეციაში). ესენი ცოტა ძვირია, 40 ლარამდე ურტყამს, მაგრამ თვეზე მეტხანს მყოფნის. მესამე ვარიანტია, შედარებით იაფი Vichy-ს შავი ანტიპერსპირანტი, ეგეც ბურთიანი. 30 ლარამდე მერყეობს აფთიაქებში

Posted by: david999 31 Jul 2016, 00:05
QUOTE (Ziggy Pop @ 30 Jul 2016, 23:58 )
აქს ეფექტებს და ეგეთებს შეეშვით, ცოტა მეტი ფულის ინვესტირება ღირს კარგ დეოდორანტ/ანტიპერსპირანტში, დამიჯერეთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან რთულად ცხოვრობს სიცხეში და გამომიცდია არაერთი საშუალება. ამ გამოცდილების შედეგად შემიძლია გირჩიოთ Shiseido-ს ბურთიანი ანტიპერსპირანტი (ისი პარიში) და Clarins-ის ბურთიანი (ლუტეციაში). ესენი ცოტა ძვირია, 40 ლარამდე ურტყამს, მაგრამ თვეზე მეტხანს მყოფნის. მესამე ვარიანტია, შედარებით იაფი Vichy-ს შავი ანტიპერსპირანტი, ეგეც ბურთიანი. 30 ლარამდე მერყეობს აფთიაქებში

და რამე კარგი დეოდორანტიც ხომ არ იცი?

Posted by: Pink_ Panther 31 Jul 2016, 00:46
ოლდ სფაისი, ოღონდ გამოიწერე...

ადრე შემომქონდა მე და ჩამძირეს ამ
პატენტებმა, დუბაიდან შემოდის biggrin.gif

Posted by: lasha-17 2 Nov 2019, 23:03
garnier-ის დეოდორანტს ვხმარობდი, მაგრამ რაღაც სტატია წავიკითხე საშიშია ჯანმრთელობისთვისო sad.gif რომელ დეოდორანტს მირჩევთ უსაფრთხო რომ იყოს? ადრე დანიურ სახლში იყიდებოდა კრისტალის დეოდორანტი, მაგრამ აღარ შემოაქვთ...

Posted by: 4L3X 2 Nov 2019, 23:16
NIVEA და მისი ჯანი! yes.gif
არაა??? spy.gif

Posted by: PING 7 Nov 2019, 17:04
ჩემი დაკვირვებიდან ვიტყვი , 12-15 გრადუსი ჩემთვის იდეალურ ტემპერატურად მიმაჩნია, სამაგიეროდ ზაფხულში ვიტანჯები, ოფლი გამომდის ადვილად, ამიტომ ბევრი გამომიცდია ანტიპერსპირანტი და ყველაზე მთავარი კრიტერიუმი და ათვლის წერტილი არის რომ არ შეიცავდეს ალუმინს, ალკოჰოლს და სხვა დამატებით საშიშ ინგრედიენტებს, არც ოფლის გამოყოფას უშლიდეს ხელს, 30-40 ლარი კიდევ ძალიან ძვირია, ამიტომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტად Deonica, CL , Odaban ან Sebamed ი მიმაჩნია.

Posted by: WUDU 7 Nov 2019, 17:56
საჭმლის სოდა. არ ვხუმრობ, ჩემთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

Posted by: 4L3X 7 Nov 2019, 19:40
QUOTE (WUDU @ 7 Nov 2019, 17:56 )
საჭმლის სოდა. არ ვხუმრობ, ჩემთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

არ გირჩევ. სოდა მარილს შეიცავს. მარილი არის დეჰიდრაციის უებარი საშუალება. კანის ის ნაწილები სადაც სოდა შეიყრი გაუწყლოვდება და დროთა განმავლობაში დაავადდება. მარილი კარგი მუმიის შესაქმლენად ცოცხალი ადამიანისთვის არ ისე.

Posted by: All*eyes*on*me 12 Nov 2019, 22:08
Vichy . .

Posted by: decembre 12 Nov 2019, 23:27
დავფიქსირდები, იქნებ გაირკვეს სად მარხია ძაღლის თავი biggrin.gif

Posted by: _minze_ 29 Apr 2024, 14:23
QUOTE
Deonica

შარშან ვიყიდე წყვილი, ასე ორი კვირა კარგად ვიყავი და მერე ნელ-ნელა დაიწყო გასხმები. რეზისტენტული გახდა თუ რა ქნა არ ვიცი. ხშირად ვცვლი ხოლმე ბრენდებს, ჯერ ვერ მივაგენი კარგს. მგონი ფეიკებია უმეტესობა, მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის უშვებენ.

Posted by: david_888 29 Apr 2024, 14:49
ყველანაირი დეზოდორანტი მაქ ბანალური აქსით დაწტებული ერმეესებით დამთავრებული, მარა ყველას სოდამ აჯობა )))

Posted by: _minze_ 29 Apr 2024, 14:54
სოდა რამდენიმე საათი უშლის ხელს სუნის გაჩენას მარა სლიკინებს და ტანსაცმელსაც სვრის. მე სიმშრალე მინდა.

Posted by: david_888 29 Apr 2024, 15:05
_minze_
ჩემ შემთხვევაში ძაან დიდხანს მუშაობს, ბოლომდე არ ვაცადე მარა 36 საათი მინიმუმ გაქაჩა, მეტი აღარ დაველოდე, დასვრით არაფერს მისვრის სქლად კი არ ვისვავ, პროსტა ხელით რო ავისვავ მერე ვიფერთხავ ვიზულაურად არც არაფერი რჩება კანზე+ შემოტკეცილი ზმანებითაც არ ვმოძრაობ
პრინციპში ყველაზე არც იმოქმედებს ეს იმათთვისაა კაი ვისაც მაღალი მჟავიანობა აქვს, ჩემზე ძაან კარგად იმუშავა

სიმშრალეს რაც შეეხება ეგ ძაან ცუდია, არავის ვურჩევ ანტიპერსპირანტს, მაგას ჯობია შემწოვები იხმარო
ამდაგვარი
user posted image

Posted by: _minze_ 29 Apr 2024, 15:19
იმას ვამბობ ცოტა რო გაინძრევი ოფლი გამოდის და სოდის კრისტალები იზილება შიგ. მე ვერ ვიტან მაგიჟებს თორე :დ
ალბათ ტენიანობაც გასათვალისწინებელია და ზღვის დონიდან სიმაღლეც, სხვადასხვა წნევაა ყველგან.
* * *
david_888
QUOTE
არავის ვურჩევ ანტიპერსპირანტს

ვიცი რო ცუდია, სადმე რომ მიდივარ მხოლოდ მაშინ ვხმარობ და სახლში ვიშორებ ეგრევე.

Posted by: david_888 29 Apr 2024, 15:26
QUOTE
იმას ვამბობ ცოტა რო გაინძრევი ოფლი გამოდის და სოდის კრისტალები იზილება შიგ. მე ვერ ვიტან მაგიჟებს თორე :დ

ვერ გეტყვი ეტყობა ბევრი წაისვი, მე მსგავსი არაფერი შემიმჩნევია

Posted by: duro 30 Apr 2024, 11:19
ოლდ სპაისი გაბანძდა მაგრად, არ ვიცი ეტყობა რაღაც სირობა შემოაქვთ, ადრე კარგი იყო, სადღაც 2000 ის დასაწყისში, ვიში ნორმაა ბურთულიანი სადღაც 40 ლარამდე ღირს ...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)