Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურები


Posted by: merkantil 19 Apr 2021, 15:36
ასეთი თემა ვერ ვიპოვე და ჩემი აზრით, საინტერესო და აქტუალურია yes.gif
დაწერეთ თქვენი გამოცდილებები, სად რას იკეთებთ, რა ღირს და ა.შ.

დაწერეთ თქვენი გამოცდილებები. yes.gif

Posted by: gokieli 19 Apr 2021, 23:55
გამარჯობა,
მეც მაინტერესებს ეგ ამბებიი, მაგრამ ვითარცა გამოუცდელი მეც დაველოდები სხვებს დიდი ინტერესით.
პს. სმაილები სადაა ვერ ვიპოვე (((

Posted by: merkantil 20 Apr 2021, 14:34
gokieli
რა პასიურობაა, დავიჯერო არავინ არაფერს იკეთებს? უცხოური ფორუმებზე უამრავ ინფორმაციას ნახავ, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებებს.
მე გაკეთებული მაქვს პლაზმა და ჰიალურონი. ორივე მომეწონა, მაგრამ პლაზმას გამაახალგაზრდავებელს ვერ დავარქმევდი, უფრო გამაჯანსაღებელი პროცედურაა. კანმა გამოანათა. ვიტყოდი, რომ 35 წლამდე ოკ-ია. შემდეგ უკვე ჰიალურონი ჯობია. სხვა ჯერ-ჯერობით არაფერი გამიკეთებია.
მეზოთერაპიისკენ თავიდანვე ნეგატიურად განვეწყე და სისულელე მგონია, ჰოდა არ ვინტერესდები gigi.gif

Posted by: merkantil 22 Apr 2021, 12:30
ეჰ, ალბათ ყველას ქორფა კანი აქვს და მარტო მე ვბერდები mo.gif

Posted by: gokieli 24 Apr 2021, 17:06
merkantil
ვაიმე, მე არაფერი გამიკეთებია საერთოდ...არადა დროა, დროა (((
ჰიალურონი რაცაა ვიცი , და პროცედურა როგორია?

Posted by: merkantil 25 Apr 2021, 11:18
gokieli
ჩვეულებრივი ინექციებია, ასატანად მტკივნეული.
რამდენი წლის ხარ?

Posted by: shavi_kheli 25 Apr 2021, 14:44
მე არ მაქვს პრობლემა ასაკთან, ნაოჭებთან და ა.შ.
ბუნებრივობა მირჩევნია.

Posted by: merkantil 25 Apr 2021, 21:19
shavi_kheli
ვისაც გვაქვს, გაგვატარეთ biggrin.gif biggrin.gif
ისე კი, ეხლა ძალიან დაიხვეწა მეთოდები და ტექნიკაც, პროდუქციასაც უფრო და უფრო აუმჯობესებენ. ასე რომ, შესაძლებელია ბუნებრივი შედეგი მიიღო. გაფშეკილი და უმიმიკო სახე არც მე მომწონს.
ასევე, ზოგიერთი ეშხში შედის და ვეღარ ხვდება, რომ ზომიერებაა საჭირო.

Posted by: gokieli 25 Apr 2021, 23:05
merkantil
ორმოცის . უიმე ინექციების არ მეშინია, განა მაგაშია პრობლემა. ალბათ რაღაც საშინელი პრობლემებიც არ მაქვს, უბრალოდ ასაკიდან გამომდინარე ცვლილებებს რათქმაუნდა ვხედავ, მაგრამ ვისთან მივიდე და რითი დავიწყო არ ვიცი . პრინციპში მთლად იაფი სიამოვნებაც არაა ( ნუ ჩემთვის)

Posted by: sesililu 15 Oct 2021, 21:55
მეზოთერაპია ზოგადად კარგია, ჯუნიორ ასაკშიც კი.
მე ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ სახეზე, მყოფნის.
მაგრამ თვალის ირგვლივ მარტო ბოტოქსი . უუუამრავი ნაოჭი მაქვს. ასაკი მარტო თვალის გარშემო მეტყობა user.gif

Posted by: river-song 30 Oct 2021, 21:14
QUOTE
მეზოთერაპია ზოგადად კარგია, ჯუნიორ ასაკშიც კი.

ვინმე კარგი სპეციალისტი არიცით სანდო რომ იყოს? აკნესთვის მინდა და ნუ მიმიკურ ნაოჭებსაც თუ მოუხდება მთლად კარგი biggrin.gif

Posted by: FDA 2 Apr 2022, 19:44
merkantil
აბა ეს ნახე https://forum.ge/?showtopic=34584734&hl=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98
* * *
https://forum.ge/?showtopic=33922638&hl=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98

Posted by: SilverLinings 9 Dec 2022, 07:17
ბიორევიტალიზაციით დავრჩი სუპერ კმაყოფილი.

Posted by: _thunderstorm_ 14 May 2023, 19:00
ცივი პლაზმა აქვს ვინმეს გაკეთებული?
მე გავიკეთე გუშინ და საშინლად მაქვს დასიებული თვალის ქვეშ
არადა აზრიც ეგაა რომ ყველაზე უსაფრთხო პროცედურაა და აღარ ვიცი უკვე
საერთოდ არაფერი არასდროს არ გამიკეთებია და ამაზე რატომ გავრისკე არ ვიცი...

Posted by: barbara7 16 May 2023, 15:18
SilverLinings
რამდენ ხანს ძლებს შედეგი და მიჩვევას ხომ არ იწვევს თუ იცით?
* * *
_thunderstorm_
ცივი პლაზმა ფაქტიურად პილინგია? შეიძლება ამ სეზონზე გაკეთდეს?

Posted by: _thunderstorm_ 16 May 2023, 15:55
barbara7
ქიმიურ პილინგის წააგავს ალბათ, თუმცა ეგ არ გამიკეთებია და შეიძლება ვცდები.
ამ სეზონზე უკვე გვიანია, მზის სხივებს უნდა მოერიდო და ერთი - ორი თვე აუცილებლად ძლიერი spf- ით და მზის სათვალით გახვიდე გარეთ. შემოდგომაზე ჯობია ჩემი აზრით ...
მე მზის სხივებს ვემალები, დრაკულა მგონია თავი ჩაშავებული თვალებით biggrin.gif

Posted by: ashley judd 18 May 2023, 00:26
_thunderstorm_
დაწერეთ მერე აბა რა შედეგი გექნებათ, ზოგი წერს რომ საერთოდ ვერ იმოქმედა.

Posted by: _thunderstorm_ 18 May 2023, 13:31
ashley judd
ხვალ გადის ერთი კვირა , საერთოდ არაფერი არ მეტყობა, უბრალოდ ცოტა კანია დაჭიმული ,ანუ ეხლა არ ჩანს შედეგი, მერე არ ვიცი. რომ მცოდნოდა არ გავიკეთებდი - ნამდვილად არ ღირს ამდენ წვალებად და რაც ფასი აქვს - ტყუილად გადავყარე 350 ლარი

Posted by: ashley judd 20 May 2023, 19:55
_thunderstorm_
არადა ესთეტიკის ცენტრები ისეთ ფოტოებს დებენ სასწაულს.

Posted by: FDA 20 May 2023, 22:31
SilverLinings
QUOTE
ბიორევიტალიზაციით დავრჩი სუპერ კმაყოფილი.

რა ასაკისთვისაა ეს?

_thunderstorm_
QUOTE
ცივი პლაზმა აქვს ვინმეს გაკეთებული?
მე გავიკეთე გუშინ და საშინლად მაქვს დასიებული თვალის ქვეშ
არადა აზრიც ეგაა რომ ყველაზე უსაფრთხო პროცედურაა და აღარ ვიცი უკვე
საერთოდ არაფერი არასდროს არ გამიკეთებია და ამაზე რატომ გავრისკე არ ვიცი...

ვისთან გაიკეთე? სავარაუდოდ ყველამ არ იცის ამის გაკეთება
შედეგი ჯერ ხომ არ გექნება, განა არ წაიკიტხე რომ მერე აქვს ამას შედეგი თან როგორც მახსოვს 2 თუ 4 პროცედურა უნდა ჩაიტარო

* * *
plasma lifting before and after
https://www.google.com/search?q=plasma%20lifting%20before%20and%20after&tbm=isch&hl=en&tbs=rimg:CTBrnSyYmClvYagWbAoUDWy9sgIMCgIIABAAOgQIABAA&rlz=1CARGFB_enNL957&sa=X&ved=0CBsQuIIBahcKEwiI5dTU-_X2AhUAAAAAHQAAAAAQBw&biw=1536&bih=714

plasma pen before and after
https://www.google.com/search?q=plasma+pen+before+and+after&rlz=1CARGFB_enNL957&sxsrf=APwXEddt3Qc1PVBYRByKhNl-i_3exo_zHg:1684607536574&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwjToraOxIT_AhVxSvEDHTGZDzcQ_AUoAXoECAEQAw&biw=1536&bih=714&dpr=1.25

Posted by: _thunderstorm_ 24 May 2023, 01:00
FDA
ეს თქვენ რაც დადეთ პლაზმა პენია, ცივი პლაზმა სხვაა. წერტილები არ აქვს.
თავიდან გამიწითლდა და შემისივდა, ტკივილგამაყუჩებელიც დავლიე მერე რამოდენიმე დღე შეშუპებული მქონდა რამაც ძალიან შემაშინა, დავიწყე ინტერნეტში ქექვა და ისეთი ფოტოები უდევს ზოგს, გული გამისკდა- რას ვერჩოდი ჩემ თავს რა მინდოდა თქო, მაგრამ მე4 დღეს დამიცხრა ყველაფერი ... უბრალოდ რაღაც პატარა ოდნავ შედეგს მაინც ველოდებოდი თორე ასიანი შედეგი ვიცი რომ ბლეფაროპლასტიკას აქვს და ათ ჯერ ძვირია

Posted by: John Jolie 16 Nov 2023, 18:40
მოკლედ ამბოლო დროს ვატყობ კანი ოდნავ მომეშვა
ნაოჭი არ მაქვს, მაგრამ ეს ის არაა რაც იყო...
39 წლის მდედრი ვარ უკვე (ქმრის ნიკით ვპოსტავ)
ხოდა რა პროცედურებს მირჩევთ და რომელ კლინიკაში , რომ კანს ძველი სახე დავუბრუნო

Posted by: chipmunck* 18 Nov 2023, 12:50
John Jolie

გამოიწერე შიის კარაქი, მე პირადად ეს მაქვს

https://www.amazon.com/Certified-Nourishment-Mary-Tylor-Naturals/dp/B07S9H5BYG/ref=mp_s_a_1_1_sspa?keywords=shea+butter&qid=1700297274&sr=8-1-spons&sp_csd=d2lkZ2V0TmFtZT1zcF9waG9uZV9zZWFyY2hfYXRm&psc=1

მასაჟისთვის მჭირდებოდა რაიმე კარგი ზეთი და ამაზე უკეთესს ვერაფერს ნახავ, კომედოგენურობა აქვს 0 შკალაზე, ანუ არ გამოგაყრის მოუხედავად იმისა რომ საკმაოდ ცხიმიანია კანი იწოვს

ამ ესთეტიკცენტრებში ფულის ყრას გირჩევ იუთუბზე მოძებნო სახის კორეული მასაჟი და შიის კარაქით გაიკეთო, დასაწყისში ფოტო გადაიღე და ერთი თვის მერე შეადარე, შენ თვითონვე გაოცდები ეფექტით

Posted by: John Jolie 18 Nov 2023, 22:09
chipmunck*
მადლობა <3
ვაიმე იმდენი ვიდო ამომიყარა, დავიშოკე biggrin.gif
https://www.youtube.com/watch?v=MzYhqIM9GRc
https://www.youtube.com/watch?v=bllgVR7OjXw
ჯერ-ჯერობით ამ ორით დავიწყებ
ხანგრძლივობაც ნორმალური აქვს...ზოგი 25> წუთიანია...მაგდენზე ხომ გადამძვრა ტყავი biggrin.gif

Posted by: Ankes 28 Nov 2023, 18:00
QUOTE
პლაზმოლიფტინგი

ამ უაზრობაში ვინც ფულს გახარჯვინებთ საცემია რა

რადიკალური და რეალური საშუალება რაც მართლა ჩმ თავზე დავტესტე და მუშაობს არის ბიორევიტალიზაცია
ნწ, მეზოთერაპიაზე ამბობენ ახალგაზრდა ასაკში არის ეფექტურიო , მე თმაზე ვიკეთებ და თმაზე კარგად მუშაობს
აი ბიოს არ აქვს ალტერნატივა,
დაივიწყეთ ეს პლაზმა ლიფტინგი და მსგავსი სისულელეები ტყუილი ფულის და დროის კარგვაა.

Posted by: Barbarita0077 9 Jan 2024, 13:34
რაც უფრო ადრე დაიწყებ პროცედურებს უფრო დიდხსნს იქნები ქორფა

Posted by: _thunderstorm_ 18 Jun 2024, 17:40
Ankes
100%-ით გეთანხმები yes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)