Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ასლან აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ.


Posted by: zen 18 Oct 2005, 19:31
Абашидзе дошел до Европейского суда

Европейский суд по правам человека принял в производство иск о законности конфискации властями Грузии имущества бывшего руководителя аджарской автономии Аслана Абашидзе, сообщает Интерфакс. Адвокат экс-главы Аджарии Иосиф Бараташвили сообщил, что «Евросуд принял в производство иск Абашидзе против Грузии и присвоил ему порядковый номер». Однако конкретная дата рассмотрения иска Абашидзе пока не назначена.

Напомним, после смены власти в Аджарии в мае 2004 года семья Абашидзе лишилась большой части имущества, суммарная стоимость которой оценивается примерно в 100 млн долларов. Напомним, в сентябре прошлого года Верховный суд Аджарской автономной республики удовлетворил ходатайство местной прокуратуры и объявил личное имущество Аслана Абашидзе и более 20 его родственников нажитым незаконно. Принадлежавшие Абашидзе и бывшему министру безопасности автономии Сосо Гогитидзе коттеджи в Батуми были переданы во временное пользование грузинским офицерам, а ключи от коттеджей передал военнослужащим лично президент Грузии Михаил Саакашвили.

По мнению адвоката бывшего аджарского лидера, собственность семьи Абашидзе была конфискована с нарушением процессуальных норм и действующего в Грузии законодательства. У юристов есть основания так полагать: злые языки утверждают, что имущество, принадлежавшее семье Абашидзе, не было национализировано, а отправилось прямиком к членам нового грузинского правительства.

საინტერესოა, რომ ზემოთნახსენები ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი იყო ე.წ. ზვიადისტი, ცოტა ხნის წინ კი (მგონი ახლაც) კონსტანტინე ზ. გამსახურდიას პარტია "თავისუფლების" ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებოდა.
ამჟამად კი, როგორც ჩანს, პატივცემული სოსო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს ბიუჯეტს ჩამოაჭრას რამდენიმე (გაურკვეველია) მილიონი დოლარი და ეს ფული ასლან აბაშიძის ოჯახურ ბიუჯეტს შემატოს.
თუ ასეა, ბატონ ბარათაშვილს ალბათ სახელი შადიმანი უფრო შეეფერება სოსოს მაგივრად , არა?

Posted by: Ariarx 18 Oct 2005, 19:44
ნუ ასლანას დედაც ჯეკ! და ვერაფერი პროცესის მომგები ეგ ვარ არის.. ეგ ისეთი პონტია ეხლა სადამამ რო უჩივლოს ამერიკას ხო წარმოგიდგენიათ..
რაც შეეხება ბარათაშვილს, მემგონი არასწორია რაღაც მორალურ პრინციპებზე აპელირება, როდესაც ადვოკატის საქმიანობას ვაფასებთ. არცერთი პროფესიონალი ადვოკატისათვის მნიშვნელობა არა აქვს ვის იცავს და ვის მხარეს წარმოადგენს სასამართლოში, პროცესების წარმართვა მათი პროფესიაა და მართალია თუ არა კლიენტი, ვის წინააღმდეგ მოუწევს გამოსვლა კლიენტის ინტერესებისათვის, მორალურია თუ ამორალური მისი კლიენტის საქციელი და მოღვაწეობა და ა.შ. ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეგეთი პოფესიაა რა...

Posted by: anamch 18 Oct 2005, 19:52
Ariarx
გეთანხმები-- ვინ აკრიტიკებს მკველის, ან თუნდაც მანიაკის, ან თუნდაც გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულის ადვოკატს.....

არავინ..ეს იგივეა ექიმმა უარი თვქა ავადმყოფის ოპერაციაზე , მხოლოდ იმიტომ რომ პაციენტი მკველია ან ჩამოთვლილი კატეგორია....

ექიმებს და ადვოკატებს ამ მხრივ არჩევანის ფუფუნება მაინცა და მაინც არა აქვთ..


თან ხომ წარმოგიდგენიათ ასლანი რამხელა მაყუთს ჩამოვიდოდა.. უარს იტყოდა ბარათაშვილი, სიმაოვნებით მოკიდება ხელს, ვთქვათ, ეკა ბესელია(ისე ვამბობ ... მაგალითისთვის);


ისე კი რასაც მოვუსმუნე, მართლაა დარღვეული პროცესუალური ნორმები და ასლანჩიკამ შეიძლება მოიგოს კიდეც! მერე ნახეთ ნიშნისმოგებები და ცინიზმი!

ისე კი , ალბათ იცით , რომ ევროსასამართელოებში სახემწიფოს წაგებული საქმეების და მრავალმილიონიანი ჯარიმების მსხვილი კეისი დევს, სამწუხაროდ!

Posted by: zen 18 Oct 2005, 19:53
QUOTE (Ariarx @ 18 Oct 2005, 18:44 )
ნუ ასლანას დედაც ჯეკ! და ვერაფერი პროცესის მომგები ეგ ვარ არის.. ეგ ისეთი პონტია ეხლა სადამამ რო უჩივლოს ამერიკას ხო წარმოგიდგენიათ..
რაც შეეხება ბარათაშვილს, მემგონი არასწორია რაღაც მორალურ პრინციპებზე აპელირება, როდესაც ადვოკატის საქმიანობას ვაფასებთ. არცერთი პროფესიონალი ადვოკატისათვის მნიშვნელობა არა აქვს ვის იცავს და ვის მხარეს წარმოადგენს სასამართლოში, პროცესების წარმართვა მათი პროფესიაა და მართალია თუ არა კლიენტი, ვის წინააღმდეგ მოუწევს გამოსვლა კლიენტის ინტერესებისათვის, მორალურია თუ ამორალური მისი კლიენტის საქციელი და მოღვაწეობა და ა.შ. ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეგეთი პოფესიაა რა...

თუ ადვოკატია და ადვოკატის ფსიქოლოგია აქვს, პოლიტიკაში რას ეჩრება და პარლამენტში რას მიძვრება?

Posted by: anamch 18 Oct 2005, 19:55
QUOTE
თუ ადვოკატია და ადვოკატის ფსიქოლოგია აქვს, პოლიტიკაში რას ეჩრება და პარლამენტში რას მიძვრება?



აბა ირაკლი ოქრუაშვილი? კობა დავითაშვილი? ესენი რა პოდიუმიდან მოვიდნენ თუ ?

Posted by: Ariarx 18 Oct 2005, 20:03
QUOTE
ისე კი რასაც მოვუსმუნე, მართლაა დარღვეული პროცესუალური ნორმები და ასლანჩიკამ შეიძლება მოიგოს კიდეც! მერე ნახეთ ნიშნისმოგებები და ცინიზმი!

აუ მაგრად ეჭვი მეპარება, იმიტომ, რომ მომკალით და არ მჯერა ევროსასამართლოს პოლიტიკისაგან სრული დამოუკიდებლობის და არა მგონია ხალხის მიერ სამაგალითოდ გაბუნძულებული დიქტატორის სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ, სულ რო ცამდე მართალი იყოს ასლანა. თუმცა რა ვიცი რა ვიცი.....

QUOTE
თუ ადვოკატია და ადვოკატის ფსიქოლოგია აქვს, პოლიტიკაში რას ეჩრება და პარლამენტში რას მიძვრება?

ეგ იმას კითხე, მე რა ვიცი... smile.gif

Posted by: sanjak beg 18 Oct 2005, 20:07
ქართველი ადვოკატების გარდა ასლან აბაშიძეს დაიცავს,ევროპაში უძლიერესი ადვოკატები,რომელთაც მოგებული აქვთ საქმე ლონდონის სასამართლოში გარი ლუჩანსკის ჯურნალ ,,ტაიმისა,, და ამერიკის ფედერალური ბიუროს წინააღმდეგ.ასე რომ წინასწარ პროგნოზებისაგან თავი შეიკავეთ.ასლან აბაშიძის და მისი შვილების უფლებები დარღვეულია და თქვენი პირადი თუ პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიის მიუხედავად,სამრთალი უნდა აღსდგეს.მკვლელი ასანიძე რომელიც ეხლაც ციხეში უნდა იჯდეს პოლიტიკური დაპირისპირების გამო გაანთავისუფლეს და სახელმწიფომ თავად შეუწყო ხელი თავის დამარცხებას,ასე რომ ბიუჯეტზე მაშინაც უნდა გვეზრუნა.

Posted by: zen 18 Oct 2005, 20:09
ასანიძე ზუსტად ევროსასამართლომ არ გაამართლა? biggrin.gif
ჩემი აზრით, აბაშიძის გამართლების შემთხვევაში სერიოზული დიპლომატიური სკანდალი უნდა ატეხოს ხელისუფლებამ.

Posted by: Scot 18 Oct 2005, 20:11
არა
user posted image

Posted by: Zohar 18 Oct 2005, 20:13
.....................................................................................
მდას...

Posted by: sanjak beg 18 Oct 2005, 20:14
zen
დიახ,საქმეც ესეთი იყო,ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ დღევანდელი მთავრობისა და ზურაბ ჯვანიას მეცადინეობით სახელმწიფომ ესევთქვათ თავი დაიმარცხა ,რადგან პოლიტიკურად იყო საჭირო.მუხაშავრი იყო ადვოკატი და შემდეგ თვითონ მან უჩივლა ასანიძეს რადგან მან ანაზღაურება არ მიცა,რადგან ვისვის და მას მოეხსენებოდა ,რომ მის გამარჯვებაში მუხაშავრია არაფერშუაში არ იყო.

Posted by: Ariarx 18 Oct 2005, 20:14
QUOTE
მკვლელი ასანიძე

ხო არ გეჩვენება, რომ საფუძვლიანი მტკიცებულებების გარეშე ადამიანზე ამის თქმა ცოტა არ იყოს უხერხულია? თან როცა სხვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ესეთი რადიკალური ხარ
QUOTE
ასლან აბაშიძის და მისი შვილების უფლებები დარღვეულია და თქვენი პირადი თუ პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიის მიუხედავად,სამრთალი უნდა აღსდგეს


Posted by: Raulito 18 Oct 2005, 20:17
QUOTE
რომ ზემოთნახსენები ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი იყო ე.წ. ზვიადისტი, ცოტა ხნის წინ კი


QUOTE
ამჟამად კი, როგორც ჩანს, პატივცემული სოსო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს ბიუჯეტს ჩამოაჭრას რამდენიმე (გაურკვეველია) მილიონი დოლარი და ეს ფული ასლან აბაშიძის ოჯახურ ბიუჯეტს შემატოს


აი ესენი რა შუაშია ადვოკატის პროფესიასთან? biggrin.gif biggrin.gif გადაგრევს ეს ხალხი რა...! ოჯეი სიმპსონის ადვოკატს ალბათ ხატზე გადასცემდნენ საქართველოში ან კარვის დედები დაუპადიეზდებდნენ და ჯვრით დადაღავდნენ...

დიპლომატიური სკანდალი არ ვიცი და თუ წესისამებრ, ჰაი-ჰარად აქვთ იურიდიულად ნაკერი კონფისკაციის საქმეც, შეიძლება მართლა მოიგოს გოთვერანმა აბაშიძემ და ახია ამ მთავრობაზე, მარა ქვეყანას რას ერჩიან?

Posted by: sanjak beg 18 Oct 2005, 20:21
Ariarx
ხომ არ გეჩვენება რომ როცა ვამბობ ესეიგი ვიცი და საბუთებიც მაქვს.ჩემი მეგობრის მამა ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსი მაგან და მისმა ძმამ ჩაცხრილეს და ცოცხალმკვდარი მანქანაში ჩაწვეს,ამას გარდა უამრავი საბუთი და დოკუმენტი არსებობს მის დანაშაულებებზე,და ბოლოს შეგიძლია თუნდაც აბაშიძის ოპონენტ ბათუმელებს ჰკითხო აზრი მისი კაიკაცობის შესახებ!

Posted by: Ariarx 18 Oct 2005, 20:43
QUOTE
და ბოლოს შეგიძლია თუნდაც აბაშიძის ოპონენტ ბათუმელებს ჰკითხო აზრი მისი კაიკაცობის შესახებ!

მისი კაცობის და "რაინდობის" შესახებ ისტორიები ბლომად მომისმენია, wink.gif უბრალოდ მკვლელი ძალიან მძიმე ბრალდებაა და ეს
QUOTE
ჩემი მეგობრის მამა ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსი მაგან და მისმა ძმამ ჩაცხრილეს და ცოცხალმკვდარი მანქანაში ჩაწვეს

ამბავი აქამდე მოსმენილი არ მქონდა. აწი მეცოდინება.

Posted by: karlsoni 19 Oct 2005, 00:45
zen
QUOTE
ასანიძე ზუსტად ევროსასამართლომ არ გაამართლა? biggrin.gif

yes.gif
მართალი იყო და გაამართლა, მისჯილი ვადა რომ გავიდა მაინც ციხეში დატოვა ასლანამ.
QUOTE
ჩემი აზრით, აბაშიძის გამართლების შემთხვევაში სერიოზული დიპლომატიური სკანდალი უნდა ატეხოს ხელისუფლებამ.

????????
ვერაფერსაც ვერ იზამს.
ისე ამათ კარგი ადვოკატი უნდა იქირაონ რომ იმ შობელძაღლს არ გაამარჯვებინონ.

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 02:11
QUOTE
მართალი იყო და გაამართლა, მისჯილი ვადა რომ გავიდა მაინც ციხეში დატოვა ასლანამ.

ედიკამ ამნისტიაში მოაყოლა,სპეციალურად,ეს იყო დაძირალა შევარდნაძის პოლიტიკური ნაბიჯი.
QUOTE
ვერაფერსაც ვერ იზამს.

QUOTE
ისე ამათ კარგი ადვოკატი უნდა იქირაონ რომ იმ შობელძაღლს არ გაამარჯვებინონ.

თუ დარწმუნებული ხარ რომ ვერაფერს ვერ იზავს,მაგასაც მალე ნახავ. ადვოკატი ,თანაც კარგი მიშას დაჭირდება მალე!

Posted by: lg-2ch 19 Oct 2005, 03:07
დიქტატორი მიშაა საკაშვილი... საკუთარი ოჯახის ბიზნესის გამოა, ქუჩაში ტრენსპორტით რომ ნორმალურად ვერ გაგივლია და გადაყვითლებულია ქალაქი, იმიტომ, რომ სანდრო რულოვსის ჰოლანდიური სუნი მოწონს მიშას, ჰოლანდიურ ვარდებზე რომ არაფერი ვთქვათ...კიდევ აპირებს ავტობუსების ჩამოყვანას და, რაც ვითომ ქუჩების განტვირთვის მიზნით გაკეთდა, სინამდვილეში საკუთარი ჯიბეების გასქელების მოტივი გახლდათ და გაცილებით მეტად გადაიტვირთა უკვე ქუჩები, ვიდრე აქამდე მარშრუტკებით იყო და აწი უფრო გართულდება ქუჩაში სიარული!!!
თუ არ გჯერათ და აგერ დაინახავთ სულ მალე!!!
და რომელ ასლანზეა ლაპარაკი?! ამ დორბლიანმა ყველას გაუსწრო ყველანაირ გოთვერნობაში!!!

Posted by: nukribest 19 Oct 2005, 03:12
ისევ ამოიდგეს ენა

არ ასვენებთ გამჩენი

Posted by: Ariarx 19 Oct 2005, 03:20
ეს ხალხი გადამრევს! ასლანაზეა თემა და მიშას ლანძღავენ. სად ერეკლე და სად ჩემი user posted image

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 03:24
QUOTE
არ ასვენებს გამჩენი
მიშას lol.gif

Posted by: nantes 19 Oct 2005, 03:41
სანამ მაგ საკითხს განიხილავენ ქე გავა ერთი 4-5 წელი და მერე ეგენი თუ არ იქნებიან ვის უნდა უჩივლონ?

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 03:57
QUOTE
სანამ მაგ საკითხს განიხილავენ ქე გავა ერთი 4-5 წელი და მერე ეგენი თუ არ იქნებიან ვის უნდა უჩივლონ?

ეგენი რა მიშას დედას კი არ უჩივის.სახელმწიფო დაუბრუნებს ყადაღა დადებულ ქონებას,თავის კომპენსაციით და ვინც იქნება ის შეასრულებს!
ბოდიშს მოუხდიან და 8რაკზე აკოცებენ რაც არაერთხელ უქნიათ,განსაკუთრებით ჩვენი მდედრი ხელისუფალი გამოირჩეოდა ამ საქმეში და კარგადაც გამოსდიოდა.ასე რომ არ დაიდარდო ძმობილო,ფხა უკვე გაჩხერილი აქვთ biggrin.gif

Posted by: anamch 19 Oct 2005, 12:50
სრული უსამართლობა და აბსურდი იქნებ ნაყაჩაღარი კანონიერი გზით დაუკანონ ასლან ფაშას... ამიტომაც მწყდება გული რატომ არ ყოფნის ჭკუა ამ ახალ ხელსიუფლებას გონივრულად გააკეთოს ყველაფერი... ასლანი რომ მარაზმია ამაზე არავინ დავობს...

Posted by: guliveri 19 Oct 2005, 14:15
zen

მდააასს,,, ეტყობა წყვდიადში ხარ...................

Posted by: zen 19 Oct 2005, 16:56
QUOTE (Raulito @ 18 Oct 2005, 19:17 )
QUOTE
რომ ზემოთნახსენები ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი იყო ე.წ. ზვიადისტი, ცოტა ხნის წინ კი


QUOTE
ამჟამად კი, როგორც ჩანს, პატივცემული სოსო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს ბიუჯეტს ჩამოაჭრას რამდენიმე (გაურკვეველია) მილიონი დოლარი და ეს ფული ასლან აბაშიძის ოჯახურ ბიუჯეტს შემატოს


აი ესენი რა შუაშია ადვოკატის პროფესიასთან? biggrin.gif biggrin.gif გადაგრევს ეს ხალხი რა...! ოჯეი სიმპსონის ადვოკატს ალბათ ხატზე გადასცემდნენ საქართველოში ან კარვის დედები დაუპადიეზდებდნენ და ჯვრით დადაღავდნენ...

დიპლომატიური სკანდალი არ ვიცი და თუ წესისამებრ, ჰაი-ჰარად აქვთ იურიდიულად ნაკერი კონფისკაციის საქმეც, შეიძლება მართლა მოიგოს გოთვერანმა აბაშიძემ და ახია ამ მთავრობაზე, მარა ქვეყანას რას ერჩიან?

აუ, წაიკითხეთ ხოლმე თავიდან ბოლომდე რა...
ეს ვინმე ბარათაშვილი არის ე.წ. პოლიტიკოსი, წინათ "ზვიადისტი" იყო (ანუ პატრიოტობაზე დებდა თავს biggrin.gif ) ამჟამად კოკოშკას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და პარლამენტში იყრიდა კენჭს. რა შუაშია ო ჯეი სიმპსონი, ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე - აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ - და არა კერძო კრიმინალური შემთხვევა. ადვოკატი ვალდებული არაა, ნებისმიერ საქმეს მოჰკიდოს ხელი, მითუმეტეს, როცა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე და პატრიოტობაზე, როგორ უნდა დაიწყო ფულის გულისთვის ნაძირალა ასლანას დაცვა?
* * *
QUOTE (guliveri @ 19 Oct 2005, 13:15 )
zen

მდააასს,,, ეტყობა წყვდიადში ხარ...................

guliveri
yes.gif
შენისთანა "აზრის გიგანტთან" რას მოვალ აბა...

Posted by: amigo 19 Oct 2005, 17:16
აბაშიძე ჭკუით თუ არ იქნება, მაგას სამშობლოს ღალატის მუხლი შეიძლება წაეყენოს, ხიდების აფეთქება, ტერმინალის დანაღმვა, სეპარატიზმი.
ეგ ტიპი ვერ არის ჯანზე, ჩუმათ იყოს არ ურჩევნია?

Posted by: karlsoni 19 Oct 2005, 17:45
sanjak beg
QUOTE
თუ დარწმუნებული ხარ რომ ვერაფერს ვერ იზავს,მაგასაც მალე ნახავ. ადვოკატი ,თანაც კარგი მიშას დაჭირდება მალე!

მაგას არ ვამბობ?! აუცილებლად დასჭირდებათ კარგი ადვოკატი, რომ ასლანას არ გაამარჯვებინონ. რაც შეეხება იმას ვინ ვერ იზავს ვერაფერს, კარგად დააკვირდი ვისზე და რაზე დავწერე. მე ვთქვი, თუ ასლანამ სასამართლო მოიგო, ესენი სკანდალს ვერ ატეხენ მეთქი. მაგრამ არ უნდა მოვაგებინოთ, ამიტომ კარგი ადვოკატი უნდა დაიქირაონ.

zen
QUOTE
ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე - აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ - და არა კერძო კრიმინალური შემთხვევა. ადვოკატი ვალდებული არაა, ნებისმიერ საქმეს მოჰკიდოს ხელი, მითუმეტეს, როცა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე და პატრიოტობაზე, როგორ უნდა დაიწყო ფულის გულისთვის ნაძირალა ასლანას დაცვა?

არ არის ეგრე, მანდ საქმე იმაშია, რომ სახელმწიფომ, როცა რაიმეს აკეთებს, თავის მიერ დადგენილი კანონები და საერთაშორისო ნორმები არ უნდა დაარღვიოს. ეგ პრინციპია, თორემ დღეს თუ ასლანას წინააღმდეგ დაარღვიეს ეს ნორმები, ხვალე შენსა და ჩემს წინააღმდეგ დაარღვევენ, ასე კი სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება, თუ სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდა. ვერასდროს განვვითარდებით. ამიტომ უბრალოდ იმედიღა მრჩება, რომ ასლანას წინააღმდეგ საქმეში ამათ ყველაფერი რიგზე აქვთ.

Posted by: zen 19 Oct 2005, 18:13
karlsoni
პოსტრევოლუციურ ვითარებაში რაღაც ფორმალობა თუ მცირედ დაირღვა, ამიტომ ასლანას დაცვა უნდა დაიწყო? შენ თუ ადვოკატი ხარ, რომ შემოეთავაზებინათ, მოკიდებდი ხელს ასლანას დაცვას?

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 18:35
QUOTE
სრული უსამართლობა და აბსურდი იქნებ ნაყაჩაღარი კანონიერი გზით დაუკანონ ასლან ფაშას...

უსამართლობა ისაა ,რომ დაუსაბუთებელი ვარაუდებით მსჟელობ,მოიყვანე კონკრეტული ფაქტი,თუ არა თქვი რომ სხვისს მიერ დამკვიდრებულ აზრს იმეორებ.
ჩემი ნება რომ იყოს მარტო ის კი არ იქნება სამართლიანი რომ ყადაღა მოუხსნან,აბაშიძის ბინებს რომელიც კომუნისტობის დროს მიიღო მისმა ოჯახმა,არამედ მაგალითად ტერიტორია რომელიც გიორგი აბაშიძემ კუპონების დროს იყიდა,როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდიმა ნაწილმა მაგ დროს და შემდგომ ერთობლივი საწარმო შექმნა,მეტიც მე კომპენსაციასაც მივცემდი იმ რეპრევიებისა და კომფისკაციების გამო რაც მათმა ოჯახის თაობებმა განიცადეს კო,უნისტების დროს.
QUOTE
აბაშიძე ჭკუით თუ არ იქნება, მაგას სამშობლოს ღალატის მუხლი შეიძლება წაეყენოს

და მათ ვინც მაგას წაუყენებს სწორედ ისეთივე ბედი ეწევათ,როგორიც გამსახურდიას სამშობლოს მოღალატეობაში დადანაშაულების ინიციატორებს.არც ერთ დრევანდელ ხელისუფალს არააქვს მორალური უფლება ასლან აბაშიძე გაასამართლოს.
ტერმინალის და სანაპიროების დანაღმმა არის მტკნარი სიცრუე,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
* * *
zen
იქნებ დაგეხურა თემა,სასამართლოს დაწყებამდე? gigi.gif

Posted by: amigo 19 Oct 2005, 19:20
sanjak beg
QUOTE
და მათ ვინც მაგას წაუყენებს სწორედ ისეთივე ბედი ეწევათ,როგორიც გამსახურდიას სამშობლოს მოღალატეობაში დადანაშაულების ინიციატორებს.
არა smile.gif
QUOTE
არც ერთ დრევანდელ ხელისუფალს არააქვს მორალური უფლება ასლან აბაშიძე გაასამართლოს.
მთავარია იყოს იურიდიული უფლება, მორალს ასლანიც ვერ მიაწვება.
QUOTE
ტერმინალის და სანაპიროების დანაღმმა არის მტკნარი სიცრუე,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ხიდების აფეთქება და მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება? ჩოლოქთან გზის ჩახერგვა და დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის დროს ჩხრეკა და დაკითხვები? ისე თუ მეხსიერება არ მღალატობს სანაპიროზე აფეთქდა რამდენიმე ნაღმი და ხალხიც დაზარალდა.

ნაგავია ასლანა და ახლა იმიტომ ახურებს რომ რუსეთს აწყობს. გიორგაძეც ახურებს სწორედ ახლა და გიორგაძეც ნაგავია. ხოდა ადვოკატი კი არა მამაზეციერი ვერ უშველის თუ არ ჩაკვდება თავის სამშობლო-რუსეთში და არ მოკეტავს.

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 19:52
amigo

QUOTE
ხიდების აფეთქება და მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება?

ას იყო ადეკვატური რეაქცია,მოსალოდნელ საშიშროებაზე.სამშობლოს მოღალატე,აფხაზეთისა და ცხინვალის გამყიდველი,მანდ გიზით,კრწანისის ბალნეოლოგიურ კურორტზე და თუ რამის თავი გაქვს და სამართლიანობის მოთხოვნა გაწუხებს,მიდი კანცელარიასთან და სამართალი მოითხოვე.
QUOTE
ისე თუ მეხსიერება არ მღალატობს სანაპიროზე აფეთქდა რამდენიმე ნაღმი და ხალხიც დაზარალდა.

რამდენიმე კი არა,ერთი აფეთქდა და ისიც ვიღაცის მიერ მდინარეში გადაგდებული ნაღმი ჩამოიტანა დინებამ.
QUOTE
ნაგავია ასლანა და ახლა იმიტომ ახურებს რომ რუსეთს აწყობს

ეს კაცი რომელსაც შენ ნაგავს უძახი ისტორიაში შევა,როგორც აჭარის გადამრჩენელი მხედრიონისა და გვარდიის დარბევებისგან,მშენებელი და უდიდესი პატრიოტი. და შენნაირი ღვარძლიანი პოსტის ავტორი,გასაგებია როგორც ,,დაამახსოვრებს ,,თავს შთამომავლობას.
რაც არ უნდა სისულელე წეროთ აქ ისტორია თავისას იტყვის,როდესაც შევარდნაძეს გაასამართლებენ.ნებისმიერი აბაშიძის წინააღმდეგი აზრი შევარდნაძის იდეოლოგიური მანქანის ქადაგების შეგნებული თუ შეუგნებელი გაგრძელებაა.ეს არ ნიშნავს რომ აბაშიძე ყველაფერში მართალი და ანგელოზია,მაგრამ თქვენ ბრალდენებს დასაბუთება სჭირდება და არა ლანძღვა.

Posted by: Ariarx 19 Oct 2005, 19:59
ნდას.... ასლაზინზმი როგორც მოვლენა ნამდვილად მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს gigi.gif

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 20:03
Ariarx
ჰა ბურთი და ჰა მოედანი
biggrin.gif
* * *
QUOTE
ნდას.... ასლაზინზმი როგორც მოვლენა ნამდვილად მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს 

მიშიზმი უკვე შესწავლილია დიდი ხანია,ასათიანზე gigi.gif

Posted by: Scot 19 Oct 2005, 20:14
QUOTE
სამშობლოს მოღალატე,აფხაზეთისა და ცხინვალის გამყიდველი,მანდ გიზით,კრწანისის ბალნეოლოგიურ კურორტზე

მე როგორც მახსოვს მაგ გამყიდველს ბატონი აბაშიძე ტაშს უკრავდა ბოლოს და ერთად კუნტრუშობდნენ ტრიბუნაზე

Posted by: Ariarx 19 Oct 2005, 20:22
QUOTE
მიშიზმი უკვე შესწავლილია დიდი ხანია,ასათიანზე 

გეშლება, მიშიზმი შედარებით ახალი მოვლენაა, ჯერ მისი შესწავლა ადრეა მისი განხილვა მხოლოდ ნებისმიერი "იზმის" ამბავშია შესაძლებელი. აი ასლანიზმი კიდე უკვე ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა, რომ მას ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა უნდა მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ..

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 20:29
QUOTE
მე როგორც მახსოვს მაგ გამყიდველს ბატონი აბაშიძე ტაშს უკრავდა ბოლოს და ერთად კუნტრუშობდნენ ტრიბუნაზე

ტაში და კუნტრუში ნაკლებად,რაღაც არ მახსენდება,ისე აბაშიძე სახელმწიფო მოხელე იყო თუ გახსოვს და მასთან ჩამობრძანებულ სტუმარს,ქართული სტუმარმასპინძლობით იღებდა.და საერთოდ ეს ზალიან ბანაური ბრალდებაა.

Ariarx

სადღაა მეცნიერება?

Posted by: Scot 19 Oct 2005, 20:30
sanjak beg
biggrin.gif
დავიჯერო მიშა უფრო დიდი გველი და არაკაცია ვიდრე ედიკა?
რაღაც არ მახსოვს ასეთივე სტუმართმოყვარეობით დახვედროდნენ ჩოლოქზე ბატონ სააკაშვილს
და საერთოდ, ყველამ ვიცით რატომაც უკრავდნენ ერთმანეთს ტაშს პატივცემული ასლანი და ღრმად პატივცემული და მუდამ სანატრელი შევარდნაძე. ორივეს მიუჩენს თავის ადგილს ისტორია.

Posted by: Ariarx 19 Oct 2005, 20:34
QUOTE
სადღაა მეცნიერება?

მიწაში ჩაუდია თურმე იმ სოროსის აგენტ ლომაიას tongue.gif

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 20:38
ხომ ხართ სამართლისა და სამართლიანობის მომხრე და ხალხს დაუბრუნდეს წართმეული ქონება,კარგით,მე მოგცემთ შევარდნაძის,ბურჯანაძის,ნორაიდელის,ბეჟუაშვილებისა და კიდევ სხვა მრავალის უძრავი ქონების მისამართებს და მიდით გადაიღეთ და გამოაქვეყნეთ.ისე ლაილაი კარგია და ადვილი მიდით თუ თავი გაქვთ,მიდით!თუ არა შეეშვით უარგუმენტო ბრალდებებს!Ariarx
Scot
აიღეთ ფოტო აპარატი და მიდით,ვაკეში,სახანძროს წინ,შედიტ არკაში,იქ დგას კორპუსი სადაც ქალბატონი ბურჯანაძის ახალთახალი ბინაა,რომელიც დეკლარაციაში არაა,მიდით,მიდი!დანარჩენს მერე გეტყვით!მარა უფრო ადვილია არა,იჯდე და წერო და ლანძღო ხალხი დაუსაბუთებლად და თან პასუხსაც არავინ მოგთხოვს.

Posted by: Scot 19 Oct 2005, 20:40
sanjak beg
QUOTE
უფრო ადვილია არა,იჯდე და წერო და ლანძღო ხალხი დაუსაბუთებლად და თან პასუხსაც არავინ მოგთხოვს.

დავი.

ისე ბურჯანაძე მაგაზე უფრო არ მევასება, საერთოდ არ მიყვარს ქართველები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის კუთხეების სახელები არ იციან.

Posted by: Ariarx 19 Oct 2005, 20:45
QUOTE
ხომ ხართ სამართლისა და სამართლიანობის მომხრე და ხალხს დაუბრუნდეს წართმეული ქონება,კარგით,მე მოგცემთ შევარდნაძის,ბურჯანაძის,ნორაიდელის,ბეჟუაშვილებისა და კიდევ სხვა მრავალის უძრავი ქონების მისამართებს და მიდით

არც ტყავის პლაში მაქვს არც მაუზერი და არც ჩექმები თორე მივიდოდი და წავართმევდი ბოიშვილივიყო gigi.gif
QUOTE
მარა უფრო ადვილია არა,იჯდე და წერო და ლანძღო ხალხი დაუსაბუთებლად და თან პასუხსაც არავინ მოგთხოვს.

ადვილია? აბა ზოგიერთ ჩვენ პარლამენტარს, ან თუნდაც ასლანას კითხე თუა ადვილი
QUOTE
იჯდე და წერო
ამასაც ცოდნა უნდა tongue.gif



Posted by: Scot 19 Oct 2005, 20:47
sanjak beg
მე რომელი ხელისუფლების და ბურჯანაძესააკაშვილის მეხოტბე მნახე?
აი ეგაა რა, ესეიგი თუ აბაშიძე არ გიყვარს, ესეიგი მიშა და ნინო გიყვარს? სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ვერ გავიგე

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 20:47
QUOTE
რაღაც არ მახსოვს ასეთივე სტუმართმოყვარეობით დახვედროდნენ ჩოლოქზე ბატონ სააკაშვილს

ინაუგურაციის დღეს მა ვინ ბებიაჩემისა იდგა ჩესტარებულ გაჯგიმული?
და მეორე შეხვედრაზე ვინ იყო ლეკვივით რომ აქიცინებდა კუდს უზენაესში,თუმცა ვინ განახებდა,თუ შევძლებ განახებ საკუთარ გადაღებულ კადრებს.ვინ იყო ბალკონზე რო იჭაჭებოდა?
QUOTE
და საერთოდ, ყველამ ვიცით რატომაც უკრავდნენ ერთმანეთს ტაშს

და შენ რომ გგონია რომ შენ იცი სწორედ მაგაში გეშლება.არასოდეს არ თქვა რომ ყველამ იცის!თქვი რა იცი.
აი მე კი ვიცი,რომელსაც მაგ თემაზე არაერთხელ მისაუბრია მასთან პირადად.

Posted by: Scot 19 Oct 2005, 20:50
sanjak beg
QUOTE
თქვი რა იცი

მე არ ვიცი ბატონო ბოდიში და შენ რა იცი აბა თქვი, დაახლოებული ყოფილხარ

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 20:54
Ariarx
QUOTE
არც ტყავის პლაში მაქვს არც მაუზერი და არც ჩექმები თორე მივიდოდი და წავართმევდი ბოიშვილივიყო 

მე არ მითქვია წაართვითქო,ამხილე!თუნდაც ფორუმზე!
Scot
QUOTE
აი ეგაა რა, ესეიგი თუ აბაშიძე არ გიყვარს, ესეიგი მიშა და ნინო გიყვარს? სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ვერ გავიგე

მე მაგისთვის არ მემეტები,ღმერთმა დაგიფაროს,უბრალოდ ვერ ვიტან ბავშვობიდან უსამართლობას და ორმაგ სტანდარტს,რაც შეეშალა ისიც ეყოფა მაგ კაცს რაღაც სისულელეებირო არ მოუგონონ.მე ყოველთვის ვაღიარებ მის შეცდომას როცა სამართლიანია.

* * *
სკოტ
ერთს გეტყვი,რომ არ არსებობდა სუფრა სადაც მას გამსახურდიას სადღეგრძელო არ დაელიოს და უფრო ვიწრო წრეში ხშირად სვავს ჰიპოკრატე შევარდნაძის სადღეგრძელოს,ის მისი დიდი მეგობარი იყო და ყოველთვის იხსენებდა თუ როგორ უთხრა ჰიპოკრატემ ედუარდზე,ეგ დაგვღუპავს ჩვენ თუ დაგვღუპავსო biggrin.gif

Posted by: lg-2ch 19 Oct 2005, 21:03
sanjak beg
შენ, მეგობარო, სამრთლიანობა გესმის რა არის!!!
ჯიგარი ხარ (ყოველგვარი ხუმრობისა და ლაზღანდარობის გარეშე)!!!
up.gif

Posted by: Scot 19 Oct 2005, 21:03
sanjak beg
კაი მაშინ მე ეხლა რა მაინტერესებს, პირად ქონებას დავანებოთ თავი. ფაქტი იყო ასეთი, რომ საქართველოში არსებობდა აჭარის ავტონომია, რომელსაც ყავდა უზომო უფლებების მქონე ლიდერი, რომელიც არ ემორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს, იმი მიზეზით, რომ უნდოდა გადაერჩინა რეგიონი მაგ ბანდიტებისგან ვთქვათ; ეს მიზეზი გასაგებია და შეილება გაამართლო რარაც მომენტში, მითუმეტეს ედიკას არსებობის პირობებში, მარა ამ ყველაფერს რო მოაყოლო აშკარა კლანური დვიჟენიები, შენიანის გახარება და სხვების არგახარება, არწივებით სირბილი კამერების წინ, ლამბორჯინები თუ რაღაცეები რა მნიშვნელობა აქვს, ეს არ აღიზიანებს ხალხს? თუ არ არის ეს მართალი და არ იყო ეგ კაცი მსგავს ფუფუნებაში? თუ არ იყო მაშინ ბოდიში ბატონო, მე არ ვიცი, მე რასაც ვხედავდი იმას ვამბობ.

Posted by: lg-2ch 19 Oct 2005, 21:09
Scot
შენ მიშას ფუფუნებას ვერ ამჩნევ და სადღაც წარსულში იყურები?!
ფუფუნება აქეთ, ამ გოთვერნებში მოიკითხე და ის ლამბორჯინები კი სად წავიდა ეგ გააიასნე თუ მაგარი ხარ!
ვინ არის კლანის შეფი ახლა კარგად ჩანს უკვე!!!
მარტო ვაკეში კი უამრავი უკანონო მშენებლობებით გაისქელეს ამათმა ჯიბეები და ჯერ აქ, ცხვირწინ დადებული სიმართლე დაინახე და მერე წარსული განსაჯე!!! ამას თუ ვერ ამჩნევ, მაშინ წარსულზე (ასლანის ქონებაზე) ლაპარაკის უფლებაც არ გაქვს!!! ტელევიზორიდან აწეული პიარი კი სიმართლეს ნაკლებად შეეფერება, თავად მოგეხსენებათ, ტელევიზია - მიშავიზია გახდა უკვე კარგახანია!!!

Posted by: Scot 19 Oct 2005, 21:11
lg-2ch
მე სადმე ვთქვი ვერ ვამჩნევ ამათ ფუფუნებას მეთქი? დავიცავი სადმე ეს ხელისუფლება?
წაიკითხე რა წინა გვერდები და ისე მელაპარაკე

Posted by: Solveig 19 Oct 2005, 21:12
QUOTE
რამდენიმე კი არა,ერთი აფეთქდა და ისიც ვიღაცის მიერ მდინარეში გადაგდებული ნაღმი ჩამოიტანა დინებამ.

მანქანაც აფეთქდა.

Posted by: lg-2ch 19 Oct 2005, 21:14
Scot
ვაა... სღოლ შენ!!! მართალი ხარ! პარდონ...
მაგრამ, ამათ ისე გაუბერეს მთავრობაში, ძაან გაბრაზებული ვარ!!!

Posted by: Scot 19 Oct 2005, 21:21
რაც ყველაზე მთავარია, ვისაც აფხაზეთში მოკლულების ცოდვა აწევს კისერზე, ის ზის ეხლა გაფუყული მე მაგის დედას შევ&&^(* და არავინ არ სჯის! არც იმ ახვრებს, ვინც იმ ომში ბიჭები მოსაკლავად გაწირა! ეხლა სკამებზე ზიან! დიდი სიამოვნებით დავაჭედებდი ტყვიას შუბლში მაგ აფერისტ ნაბოზვრებს

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 21:31
QUOTE
შენიანის გახარება და სხვების არგახარება, არწივებით სირბილი კამერების წინ, ლამბორჯინები თუ რაღაცეები რა მნიშვნელობა აქვს, ეს არ აღიზიანებს ხალხს? თუ არ არის ეს მართალი და არ იყო ეგ კაცი მსგავს ფუფუნებაში? თუ არ იყო მაშინ ბოდიში ბატონო, მე არ ვიცი, მე რასაც ვხედავდი იმას ვამბობ.

არ იყო მთლად მასე და ივერიელმა დაწერა ადრე მაგაზე კარგი პასუხი,გარკვეულ წილად გეთანხმები.მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი მაგრამ ვიცი გაგიჭირდება დაჯერება მაგრამ ვერ ვხვდები რატო უნდა მოვიტყუო?მისმინე ასლან აბაშიძე ვერ იტანდა,ვერ იტანდა სასტიკად როდესაც ხედავდა რომ მისი ფოტოები იყო გამოფენილი ვიტრინებზე და ოთახებში,გიორგის თხოვნით არაერთი პლაკატი მომიხსნის საბაჟოს ან მაღაზიების ვიტრინებიდან და ხალხის სახეები წარმოიდგინე ეხლა შენ.არავინ ავალებდა ამას და თუ გაგივლია მაშინ ბათუმის ქუჩებში ხო ბევრი იყო ესეთი პლაკატები?
არც ისე ძვირია ის ლამბორჯინი როგორც გგონია,და დღეს მისა რომ ასლანას მერსოთი დადის არაუშავს?
რა დროს ასლანია,ქაჯებს მიხედეთ მანდ,ვენაცვალე ზურაბიშვილს აი ქალი,დაიწყო მიშას ხანის დასასრული!!!!!!!!!!!!

Posted by: Scot 19 Oct 2005, 21:44
sanjak beg
ვიმეორებ, მე არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე და ეს კითხვა:
QUOTE
და დღეს მისა რომ ასლანას მერსოთი დადის არაუშავს?

მე არ დამისვათ, მე ამათ არ ვამართლებ.
ჩემი ერთადერთი სურვილი პოლიტიკურ დვიჟენიაში smile.gif არის სამართლიანობა ყველგან! არ ვიცი რას აკეთებდა ასლანი, მე ვხედავდი ამათ ნაჩვენებს ტელევიზორში, დიდი პირადი ურთიერთობა არ მქონია აჭარასთან. გასაგებია ბატონო პიარი. მარა აჭარის ტელევიზია ამათზე იძახდა საშინელებებს, ესენი იმათზე. რა ვქნა რომელს დავუჯერო? როგორ განვსაჯო მე და უბრალო ხალხმა როგორ განსაჯოს ვინაა მართალი? ინტუიციის დონეზე? ვიგრძნო რომელია მართალი? კაი ვთქვათ აბაშიძეზე აგორებული პიარია და უგონებდნენ; მაგის გაკეთებულ საშინელებებს ვერ დავამტკიცებ, რადგან ჩემი თვალით არ მინახავს და სხვის ნათქვამს ვიმეორებ. მარა აქეთ? აქეთ ხო ჩემი თვალით ვხედავ რა ხდება? ამათ რა უნდა დავუჯერო, ჯერ რამდენი მაგალითია მოსაყვანი, ერთს ვიტყვი, როცა ვხედავ, რომ ამდენი ხალხის სისხლში ხელებამოთხვრილი ეშმაკი თავისუფლად გორაობს კრწანისში და მას არ სჯის ის ხალხი, რომელმაც სწორედ ამისთვის ჩამოაგდო როგორც თითონ იძახდნენ, ეს მე მაგიჟებს და ვერანაირი ასფალტი და სკვერები ამ ფაქტს ვერ ჩქმალავს.
და ბურჯანაძეს დავუჯერო, რომელიც საკუტარი ქვეყნის ერთ-ერთ კუთხეს პირდაპირ "ოსეთს" ეძახის და "სამხრეთის" ტქმაც ეზარება?

არავისი არ მჯერა, როცა დრო მოვა მე წავალ და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, ჩემ თავთან ვიქნები მართალი და თუ მომკლეს, ერთ ორ ახვარს გავიყოლიებ მაინც, სახლში ჯდომას ჯობია.

Posted by: Ariarx 19 Oct 2005, 21:46
QUOTE
არავისი არ მჯერა, როცა დრო მოვა მე წავალ და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, ჩემ თავთან ვიქნები მართალი და თუ მომკლეს, ერთ ორ ახვარს გავიყოლიებ მაინც, სახლში ჯდომას ჯობია.

eek.gif eek.gif eek.gif eek.gif
სად მიდიხარ კაცო ეგეთ ადგილას???

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 21:50
QUOTE
რა ვქნა რომელს დავუჯერო? როგორ განვსაჯო მე და უბრალო ხალხმა როგორ განსაჯოს ვინაა მართალი

არცერთს!მე დამიჯერე biggrin.gif კონკრეტული ამბების არამარტო მომსწრე ვარ არამედ,შემოქმედიც!და ჩემმ შეცდომებსაც ვაღიარებ!ორონდ ნუ დააჭერინებ ჩემ თავს და აქ ნუ მათქმევინებ biggrin.gif

ყველაფერში გეთანხმები ძმაო!Scot

Posted by: Scot 19 Oct 2005, 21:52
sanjak beg
არ დაწერო კაცო კეკებეშნიკებით სავსეა აქაურობა smile.gif
არც პიემი არ გინდა, ამ ბოლო დროს პიემებს რო ვხსნი რაღაცა საეჭვო შრიალი ისმის და მემგონი მაგ არხზეც დაგვაჯდნენ smile.gif
Ariarx
სად მივდივარ და სადაც ჩემი ძმები წავლენ, ძაან კარგად იცით სადაც ვაპირებ, ჩრდილო-დასავლეთით საქმეა გასაკეთებელი.

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 22:02
Scot
up.gif
ბონდ,ჯეიმს ბონდ!კონსპირაცია ჩემი მოგონილია! biggrin.gif

Posted by: Ariarx 19 Oct 2005, 22:02
Scot
QUOTE
სად მივდივარ და სადაც ჩემი ძმები წავლენ, ძაან კარგად იცით სადაც ვაპირებ, ჩრდილო-დასავლეთით საქმეა გასაკეთებელი.

ააა.. შენ ჩვენ კომფლიქტურ ზონებში გინდა წასვლა საომრად არა? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომა თუკი რომელიმე მთავრობა ომის დაწყებას გადაწყვეტს, იმ ომში პროფესიონალი ჯარისკაცები იომებენ, მოხალისეებს არ წაიყვანენ და აქედან გამომდინარე შენც ვერ აიხდენ მაგ შენს სურვილს...

Posted by: sanjak beg 19 Oct 2005, 22:09
წავედით სალომეს უბალეშჩიკოთ biggrin.gif რა დროს ასლანაა!

Posted by: Scot 19 Oct 2005, 22:11
sanjak beg
ეხლა ფეხბურთი იწყება და მერე მოვიფიქროთ რამე ნამეტანი დამაინტერესა თქვენმა ვინაობამ smile.gif
Ariarx
QUOTE
თუკი რომელიმე მთავრობა ომის დაწყებას გადაწყვეტს, იმ ომში პროფესიონალი ჯარისკაცები იომებენ, მოხალისეებს არ წაიყვანენ და აქედან გამომდინარე შენც ვერ აიხდენ მაგ შენს სურვილს...

რა ვქნა ეხლა, თუ წამიყვანენ უარს არ ვიტყვი და თუ არადა რეზერვშიც ვივარგებ, მაქვს რაღაც შეხება ჯართან. და ომი თუ დაიწყო, ომი რასაც ქვია მართლა, იქ მარტო პროფესიონალი ჯარი არ ეყოფა საქმეს smile.gif საერთოდ თუ არ მივა საქმე მაქამდე მით უკეთესი.

ბოლოს მოგახსენებთ ჩემს აზრს, ფაქტია, რომ ჩოლოქთან დვიჟენიების დროს იყო საერთო ეიფორია, რომელიც ეხლა გამქრალია. მაშინ ყველას ეგონა, რომ რაღაც გლობალური საქვეყნო საქმე კეთდებოდა, მე პირადად გამიქრა ეიფორია. საერთოდ, მე საქვეყნო საქმედ მიმაჩნია არა ორი ზესახელმწიფოდან ერთ-ერთის აშკარად მხარდაჭერა, არამედ ამ ორ სახელმწიფოს შორის მანევრირება smile.gif და მათგან მაქსიმუმის მიღება და თუ ქვეყანას ჭირდება საგარეო პოლიტიკის შეცვლაც, რო რამე იყოს, ისე ვამბობ რა სიტყვაზე, და არა ასე ბრმად არიქა და რომელიმეს მხარეს გაქცევა უაზროდ. ცოტა წინაც ხო უნდა გაიხედო.

Posted by: lg-2ch 19 Oct 2005, 23:02
Scot
sanjak beg
ჯიგრები ხართ!!!
up.gif
ეგრე რა... ძლივს არ ამოვისუნთქე...
ქვეყანა ჩალით ბოლომდე არა ყოფილა დაფარული!!!
ჯიგრები ხართ!!!

Posted by: ივერიელი 20 Oct 2005, 06:38
sanjak beg

უკვე ვეჭვობ რომ კარგად გიცნობ. biggrin.gif ერთ კითხვაზე მიპასუხე მხოლოდ, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე საკმაოდ ნაცნობ დაწესებულებაში თუ ხარ ნამყოფი? wink.gif მერიის გვერდით რომ ქუჩაა.

Posted by: anamch 20 Oct 2005, 10:57
QUOTE
უსამართლობა ისაა ,რომ დაუსაბუთებელი ვარაუდებით მსჟელობ,მოიყვანე კონკრეტული ფაქტი,თუ არა თქვი რომ სხვისს მიერ დამკვიდრებულ აზრს იმეორებ

sanjak beg
რა ფაქტები მოგიყვანო საყვარელო, გამოგყვე მსჯელობაში , რომ კუპონებად შეძენილი ტერიტორიები კანოინიერად ჩავუთვალო? კი ბატონო... მაგრამ ეს ტერიტორია(ტუნდაც ასი ასეთი ტერიტორია ჰქონოდა დაკანონებული) თავსი გაპარტახებული საბჭოთა მეურენობით მილიონებს ვერ შეადგენდა..

თუმცა რას გეკამათები? აშაკარად სუბიექტური განწყობა გაქვს ..


რაც შეეხება წინაპრების გაკულაკებას , და მათთვის ქონებების დაბრუნებას ... მაწყობს.... მეც დამიბრუნებენ პლანტაციებს, სახლებს და ჩამორთმეულ ბიბლიოთეკას(ბაბუაჩემებს რომ წაართვეს დედის და მამის მხრიდან) და უზრუნველყოფილი მომავალი ექნებათ ჩემს შვილებს..

მაგრამ ყრმობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი და ამ ზღაპრების არ მჯერა!

Posted by: Sulkhan 20 Oct 2005, 11:01
QUOTE
ასლან აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ

ჰმ. ტოჟე მნე ახალი ამბავი
ეგ კაცი თავიდანვე საქართველოს ჭინააღმდეგ იყო, სულ ეგრე იყო და ეგრე დარჩება

sanjak beg
gigi.gif

ბეგ? lol.gif

Posted by: amigo 20 Oct 2005, 11:14
sanjak beg
QUOTE
ნამეტანი დამაინტერესა თქვენმა ვინაობამ
მეც დამაინტერესა smile.gif
აუ ახლა ვინც IP-ებს ხედავს დაიწყებს კვლევა ძიებას (იმის თქმა მინდოდა, რომ ზოგიერთი ხედავს მეთქი, ... ) smile.gif

ასლანზე თუ ვლაპარაკობთ მოდი მასზე ვილაპარაკოთ (ხო კიდევ კაციც ყავს მაგას მოკლული თავის კაბინეტში) და სხვას რომ ცოდვები აქვს ჩადენილი ეგ კიდევ სხვა თემაში გავარჩიოთ, სრულებით არ ამსუბუქებს სხვისი ავკაცობა ვინმეს დანაშაულს!

ასლანი არის
1. მკვლელი
2. მას ბრალად ედება მოსახლეობაში იარაღის დამრიგებელი და მათი სეპარატისტული ლოზუნგებით დამოძღვრა (ნუ ვერ ქაჩავს ბაბუამისამდე ეგ კაცი (მამედ აბაშიძეზე მაქვს საუბარი))
3. სტრატეგიული ხიდების აფეთქება
4. უცხო ქვეყნის ჩარევის მცდელობა საკუთარი სკამის შენარჩუნებისას
5. ხელოვნური საზღვირ შექმნა და შენარჩუნებ მაშინაც კი როცა ეს საზღვარი მხოლოდ სეპარატიზმს იწვევდა (ანუ მხედრიონის შემოსევისას დადებითი მოვლენა იყო, მერე კი საკუთარი იმპერიის შექმნის მცდელობად გადაიზარდა)
6. ბიზნესისთვის ხელის შეშლა, ანუ თუ "იმენნა" აბაშიძე ან გოგიტიძე არ იყავი გვარად შანსი არ გქონდა აჭარაში რამე გაგეკეთებინა


არ ვარ იურისტი, არც პოლიტიკოსი, მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. - აი ეს არის ჩემი არგუმენტები, ამიტომ გავლანძღე ეს კაცი იურიდიულადაც და ადამიანურადაც.

P.S. სხვისი ცოდვების გახსენებით ნუ შეეცდებით ასლანას ჩამოაწეროთ დანაშაული. ყველას თავისი მივუგოთ! ასლანის ქონება არის მოპარული ქონება და მისი სასამართლოს გზით დაბრუნება საკმაოდ ცუდ რეაქციას იქვევს ჩემში.

Posted by: soso_j 20 Oct 2005, 11:25
QUOTE
ასლანი არის
1. მკვლელი
2. მას ბრალად ედება მოსახლეობაში იარაღის დამრიგებელი და მათი სეპარატისტული ლოზუნგებით დამოძღვრა (ნუ ვერ ქაჩავს ბაბუამისამდე ეგ კაცი (მამედ აბაშიძეზე მაქვს საუბარი))
3. სტრატეგიული ხიდების აფეთქება
4. უცხო ქვეყნის ჩარევის მცდელობა საკუთარი სკამის შენარჩუნებისას
5. ხელოვნური საზღვირ შექმნა და შენარჩუნებ მაშინაც კი როცა ეს საზღვარი მხოლოდ სეპარატიზმს იწვევდა (ანუ მხედრიონის შემოსევისას დადებითი მოვლენა იყო, მერე კი საკუთარი იმპერიის შექმნის მცდელობად გადაიზარდა)
6. ბიზნესისთვის ხელის შეშლა, ანუ თუ "იმენნა" აბაშიძე ან გოგიტიძე არ იყავი გვარად შანსი არ გქონდა აჭარაში რამე გაგეკეთებინა

გეთანხმებიyes.gif
QUOTE
P.S. სხვისი ცოდვების გახსენებით ნუ შეეცდებით ასლანას ჩამოაწეროთ დანაშაული. ყველას თავისი მივუგოთ! ასლანის ქონება არის მოპარული ქონება

ამაშიც
QUOTE
და მისი სასამართლოს გზით დაბრუნება საკმაოდ ცუდ რეაქციას იქვევს ჩემში.

რატო აბა როგორ უნდა დაბრუნდეს?

Posted by: sanjak beg 21 Oct 2005, 16:31
ივერიელი
QUOTE
ერთ კითხვაზე მიპასუხე მხოლოდ, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე საკმაოდ ნაცნობ დაწესებულებაში თუ ხარ ნამყოფი?

არ ვარ ნამყოფი,რუსთაველზე კი.
QUOTE
აუ ახლა ვინც IP-ებს ხედავს დაიწყებს კვლევა ძიებას (იმის თქმა მინდოდა, რომ ზოგიერთი ხედავს მეთქი, ... )

ვინც ხედავს მაინც ვერ გაიგებს!
QUOTE
. მკვლელი
აუცილებელი მოგერიება!
QUOTE
. მას ბრალად ედება მოსახლეობაში იარაღის დამრიგებელი

იარაღს არიგებდნენ თავის დასაცავად და არა მიწების დასაბყრობლად.ასევე მინდა ავღნიშნო,რომ ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოში იარაღს არიგებდა ასევე კიტოვანი,იოსელიანი,ჭანტურია,სარიშვილი,ყარყარაშვილი,ხაინდრავა,შევარდნაძე და Dღევანდელი მთავრობის უპირობო ფავორიტები მკვლელი ძმები რურუები.ასევე გამახსენდა და დაუმატებ რომ დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,მიშას უახლოესი ადამიანი არის მკვლელი.ეს ისე!
QUOTE
3. სტრატეგიული ხიდების აფეთქება

რომ არა ხიდების აფეთქება სისხლი დაიღვრებოდა და ამას მალე გაიგებთ თუ რატომ!
QUOTE
4. უცხო ქვეყნის ჩარევის მცდელობა საკუთარი სკამის შენარჩუნებისას

ზღაპარია!ისევე როგორც,რუსული ტანკები,ისევე როგორც ჩეჩენი ბოევიკები ხელვაჩაურის ტყეებში(საიდან ცამოვიდა ეს ჭორი ვიცი და ძაან სასაცილო ისტორიაა) და ისევე როგორც კოკაინის პლანტაციები,ენას ძვალი არააქვს!
QUOTE
ხელოვნური საზღვირ შექმნა და შენარჩუნებ მაშინაც კი როცა ეს საზღვარი მხოლოდ სეპარატიზმს იწვევდა

კრიმინალის ფაქტიურად ნულამდე დასვლასა და სტაბილურობას ემსახურებოდა!
QUOTE
. ბიზნესისთვის ხელის შეშლა, ანუ თუ "იმენნა" აბაშიძე ან გოგიტიძე არ იყავი გვარად შანსი არ გქონდა აჭარაში რამე გაგეკეთებინა

რაც არ იცი არ იცი! დამისახელე თუნდაც ერთი ბიზნესმენი აბაშიძე!

Posted by: zen 21 Oct 2005, 16:55
სასაცილოა რა, ასლანას დაცვას რომ ისმენ კაცი...
გიორგი როგორ არის, ისევ წამალზე ზის?

Posted by: sanjak beg 21 Oct 2005, 17:01

zen
კარგად,მადლობთ!ცილისწამება ისჯება!
გვესტუმრე და განახებთ ვინ რაზე ზის და რაზე დაჯდება!

* * *
QUOTE
სასაცილოა რა, ასლანას დაცვას რომ ისმენ კაცი...

არავის არ ვიცავ,რისი დანახვის და გაგების უნარიც არ მოგცა ღმერთმა არცაა საჭირო!

* * *
anamch
QUOTE
მაგრამ ეს ტერიტორია(ტუნდაც ასი ასეთი ტერიტორია ჰქონოდა დაკანონებული) თავსი გაპარტახებული საბჭოთა მეურენობით მილიონებს ვერ შეადგენდა..

და რა იცი საყვარელო რომ შეადგინა?ძალიან ბევრი რამ რაც ოფიციალურად გამოაცხადეს და ანახეს არაა ასლანის საკუთრებაში,მაგალითად ანახებენ სახლს მახინჯაურში რომელიც მისი დედის საკუთრება იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ გაყიდა და ასევე აჩვენებენ ბოტანიკურ ბაღში სახლს რომელიც ცნობილი მოჭიდავის,მსოფლიო ჩემპიონის,აბაშიძის საკუთრებაა და კიდევ რამდენი ერთი?მანქანები არც ერთი არ იყო მისი პირადი საკუთრება,ჰამერები იყო სახ.დაცვის საკუთრება და სხვათა შორის დღეს მიშა დადის ასლანის მანქანით,მეორე ეგეთი მერსედესიც იყო,მაგრამ ეგ სად გააქრეს არ ვიცი.
QUOTE
ეგ კაცი თავიდანვე საქართველოს ჭინააღმდეგ იყო, სულ ეგრე იყო და ეგრე დარჩება

შენი ბრალი არაა ეგრე რომ აზროვნებ და გგონია,ავადმყოფურ გარემოს მძევალი ხარ და შევარდნაძის დაწყებულ საქმეს აგრძელებ შენდაუნებურად,პასუხი არ მჭირდება,კარგად დაფიქრდი და თუ ეხლა ვერა როდისღაც მიხვდები რომ მართალი ვარ!

Posted by: amigo 21 Oct 2005, 17:46
sanjak beg
იმ კაცის მოკვლა ვეჭვობ რომ აუცილებელი თავდაცვითი რეაქცია იყო, ეს ადამიანი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მივიდა ასლანთან თავისი ფეხით, ასლანმა ესროლა, მერე ფორთხვით გამოვიდა დაჭრილი დერეფანში და ასლანმა კიდევ ესროლა ტყვია ახლოდან შვილის თვალწინ (ასეა ცნობილი ეგ ამბავი).
არაა მასე? იქნება შენი ვერსია გვითხრა თუ განსხვავებულ ინფორმაციას ფლობ.

ახლა აშკარად არ მინდა სხვა პუნქტებზე კამათი, ერთს ვიტყვი მხოლოდ:
ჩემი მორალით ყველა რომ იპარავდეს და ეს კარგ ტონადაც ითვლებოდეს მე მაინც არ მოვიპარავ.
თუ რამეს დავაშავებ (მგონია, რომ არასროს დავაშავებ) სხვისი დანაშაულის მოყვანით არ შევეცდები საკუთარის "ჩამოწერას".

Posted by: Scot 21 Oct 2005, 17:47
sanjak beg
მოქალაქეთა კავში რა პონტში ქაჩავდა აღორძინებას ბოლო, რევოლუციისწინა არჩევნებში გამაგებინე, გვარი დამავიწყდა მორიგი კლიზმა რო გვეუბნებოდა აი ნახავთ ხვალ ჩამოვა ახალი ხმები და აღორძინება იგებს ნაციონალები ტყუილა ზეიმობენო, არ ვიცი და გეკითხები, რატომ ქაჩავდნენ აღორძინებას პირველ ადგილზე

Posted by: sanjak beg 21 Oct 2005, 18:02
amigo
QUOTE
იმ კაცის მოკვლა ვეჭვობ რომ აუცილებელი თავდაცვითი რეაქცია იყო, ეს ადამიანი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მივიდა ასლანთან თავისი ფეხით, ასლანმა ესროლა, მერე ფორთხვით გამოვიდა დაჭრილი დერეფანში და ასლანმა კიდევ ესროლა ტყვია ახლოდან შვილის თვალწინ (ასეა ცნობილი ეგ ამბავი).
არაა მასე? იქნება შენი ვერსია გვითხრა თუ განსხვავებულ ინფორმაციას ფლობ.

აფსოლიტურად უკუღმართ ინფოს იცნობ! ჯვარი გწერია და ორ ადგილას ხერხემალში და ყელში რომ დაგჭრან ხელში თუ იარაღი გეჭირება ვეჭვობ რომ ესვრი!ასევე დაიჭრა იქ მყოფი მურმან ომანიძე,რომელიც შიშით მეორე სართულიდან გადმოხტა დაცვიანა.რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს ძაან სასაცილოა,როდესაც შეურაცხად იმნაძის ქალიშვილს რომელიც სადაცაა 50 მიუკაკუნებს ბავშვს ეძახი და თან იარაღი რომ ქონდა გარჭობილი ქამარში ისიც არ იცი.დაჭრილი ასლანის კადრები არსებობს და მრავალჯერ უნახებიათ ეთერით.
QUOTE
ჩემი მორალით ყველა რომ იპარავდეს და ეს კარგ ტონადაც ითვლებოდეს მე მაინც არ მოვიპარავ.

აბსოლიტურად გეთანხმები და გინდ დაიჯერე გინდ არა ხანდახან ჩემ თავზე ნერვები მეშლება ,რომ ამ მგლების ხროვაში,პატისნების გამო რომ ვიჩაგრები.მარა არაუშავს ღმერთი ყველაფერს ხედავს!მაგრამ მე ლაპარაკი მაქვს იმაზე რომ ვინც ჩემზე წმინდაა ქვაც მან ისროლოს!
Scot
QUOTE
რატომ ქაჩავდნენ აღორძინებას პირველ ადგილზე

ელემენტარნო ვატსონ,ორივე ნაგვებით იყო სავსე და ეშინოდათ იმის რაც მოხდა,მაგრამ გარკვეულწილად მართლებიც იყვნენ,რადგან თავში მრავალი ინფორმაცია არსებობდა ამათ კაიკაცობაზე და გამოჩდა კიდეც!

Posted by: Scot 21 Oct 2005, 18:13
QUOTE
ელემენტარნო ვატსონ,ორივე ნაგვებით იყო სავსე და ეშინოდათ იმის რაც მოხდა

კაია თქვენი მხარეც თუ აღიარებს ამას თვარა მე კი ვიცი მასე რომაა

Posted by: dgk 21 Oct 2005, 18:44
sanjak beg
- ჰმ, ნაღმებს რაც შეეხება, ნაღმები ნამდვილად იყო, ვინც პირადად ამოიღო იქედან, იმისგან ვიცი.
- ჩემი ქობულეთელი ნათესავი ასლანას ნათესავმა უმიზეზოდ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ძლივს გადარჩა. პასუხი არავის მოუთხოვია კი არა, არც კი უფიქრია მოთხოვნა. საავადმყოფოში რო გააჩერეს, იმაზეც მადლობელი იყო. ყელზე და სახეზე ეხლაც ეტყობა ტყვიის შრამები. გინდა დამარწმუნო, თვითონ დაიჭრა თავი?
- სადაც არ ვიყავი აჭარაში, ყველა შვებას გრძნობდა ასლანას წასვლის შემდეგ, ბევრად უფრო გაგვიადვილდა ცხოვრებაო. ეს ვიცი როგორც ჩემი უამრავი ნატესავისგან, ისე უბრალოდ დასასვენებლად ჩასული რო გამოვლაპარაკებივარ ხალხს.
- მე რომ ჩავდიოდი აჭარაში დასასვენებლად, სრული დაუცველობისა და ქაოსის შეგრძნება მრჩებოდა, განმტკიცებული როგორც მილიციელებთან, ისე მებაჟეებთან და მესაზღვრეებთან ურთიერთობით. მე ამას განუკითხაობას ვეძახი და შენთვის ეს წესრიგი, კანონის უზენაესობაა?

რომ არ დამაბრალო რამე: მთელი ფორუმი რომ გადაქექო, ჩემგან მიშას და ბექაურების ერთ საქებარ სიტყვასაც ვერ ნახავ.

Pს
ჰმ, ბურჯანაძის ბინას რაც შეეხება, სურათის გამოქვეყნება რა პრობლემაა? უბრალოდ ის კორპუსია და სართულს და ბინის Nსაც თუ მიუთითებ, დაგიდებ ბატონო, გაგახარებ biggrin.gif

Posted by: amigo 21 Oct 2005, 18:51
dgk
QUOTE
სადაც არ ვიყავი აჭარაში, ყველა შვებას გრძნობდა ასლანას წასვლის შემდეგ, ბევრად უფრო გაგვიადვილდა ცხოვრებაო. ეს ვიცი როგორც ჩემი უამრავი ნატესავისგან, ისე უბრალოდ დასასვენებლად ჩასული რო გამოვლაპარაკებივარ ხალხს.
მეც იგივეს მეუბნებოდნენ დასასვენებლად რომ ჩავედი. დაშინებული ვიყავითო და ხმასაც ვერ ვიღებდითო. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს (მთელი ზღვისპირეთი მოვიარე აფხაზეთის გარდა) როცა ქალმა მაინცდამაინც არ აღნიშნა აღფრთოვანებით ასლანას წასვლა. თან მერე დაამატა აბაშიძე ვარ და ადრე უკეთ ვიყავიო,

sanjak beg
შენი ნებართვით მისამართს არ დავწერ, ისე 2 დღე მმასპინძლობდა ეს ქალბატონი და არა მგონია აბაშიძეებისთვის პიარ კამპანიას ეწეოდა.

Posted by: შაქროII 21 Oct 2005, 18:54
არ უნდა გაეშვათ ეგ... ”შენობიდან წავიდა გაურკვეველი მიმართულებითო” მაინც რამდენი მიმართულებაა ბათუმში....

Posted by: sanjak beg 21 Oct 2005, 19:25
QUOTE
ჰმ, ნაღმებს რაც შეეხება, ნაღმები ნამდვილად იყო, ვინც პირადად ამოიღო იქედან, იმისგან ვიცი.

სად კონკრეტულად თუ შეიძლება?მე მთელი პასუხისგებით ვაცხადებ ნაღმები არ იყო ტერმინალში და სანაპირო საკურორტო ზოლზე,ჩოლოქის სანაპიროს არ ვიძახი!

QUOTE
ასლანას ნათესავმა უმიზეზოდ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღიდან

კონკრეტულად თუ შეიძლება!რამოდენიმე ფაქტს გეტყვი:ქობულეთში ასლანის სიძემ კაცი დაჭრა და მერე ეს ბიჭი გარდაიცვალა,სიკიზეა ლაპარაკი თუ გაგიგიათ ვაკელი,სიკი დაიჭირეს გაასამართლეს,თბილისში გადმოაგზავნეს სადაც გარდაიცვალა კიდეც,სამწუხაროდ,ასევე როდესაც გიორგის მეგობრებმა ციხისძირში ერთერთი ბათუმელი ცემეს,ისინი დაიჭირეს და გაასამართლეს, და ასეთი მრავალი ფაქტია!ისე ყველა აბაშიძე არაა ასლანის ნათესავი და ყველა ვინც იძახდა გიორგის ძმა ვარო,უმეტესობა არც კი იცნობდა მას!
QUOTE
რომ არ დამაბრალო რამე: მთელი ფორუმი რომ გადაქექო, ჩემგან მიშას და ბექაურების ერთ საქებარ სიტყვასაც ვერ ნახავ

არც მიკადრებია
lol.gif
QUOTE
ჰმ, ბურჯანაძის ბინას რაც შეეხება, სურათის გამოქვეყნება რა პრობლემაა? უბრალოდ ის კორპუსია და სართულს და ბინის Nსაც თუ მიუთითებ, დაგიდებ ბატონო, გაგახარებ 

მე ეგეთი რამეები არ მიხარია,ეგ უბრალოდ საჭიროა,რომ ზოგზოგიერთებმა დაატიონ ერთი ადგილი!
შაქროII
QUOTE
არ უნდა გაეშვათ ეგ... ”შენობიდან წავიდა გაურკვეველი მიმართულებითო” მაინც რამდენი მიმართულებაა ბათუმში....

ვაფასებ შენ ჰუმანურობას,მაგერ გყავს სულ ახლოს ბალნეოლოგიურ კურორტზე და ჯერ მაგითი დაგეწყო,თუ რამი შნო გაქვს!
biggrin.gif lol.gif

Posted by: sanjak beg 21 Oct 2005, 19:41
brainwavebreeze
საღოლ ძმაო მაგარი ხარ!განთიადის სასაფლაოზე გელოდება მიბრძანდი!ისე შენ ვერა მაგრამ სააწინააღმდეგოზე არ იტყოდა უარს მემგონი!!!ბატონი ასლანი lol.gif

Posted by: isevis80 21 Oct 2005, 19:51
sanjak beg semiyvarda es kaci isev.,.,miaxcie shensas,,,,roca 4amova ar gamomaparo


Posted by: sanjak beg 21 Oct 2005, 19:57
isevis80
მე არავის არ ვაყვარებ კარგო,მე მიყვარს სიმართლე და ვერ ვიტან დაუნახავებს!
მე დავბრუნდები!კრასნი აკტიაბრ!!!აი კიდებ ერთი იდიოტების იდიოტური ფანტაზიის ნაყოფი
lol.gif

Posted by: brainwavebreeze 21 Oct 2005, 19:59
მოკლედ ძმებო ერთს ვიტყვი რა. საკმაოდ ტოლერანტული ვარ... თავისუფლად ვისმენ სხვის აზრს და თუნდაც მოწინააღმდეგე მხარე ჩემი შეხედულებებისათვის სრულიად საპირისპირო აზრს ავრცობდეს, მე არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ ამას (ანუ არ ვღიზიანდები და რამე ამდაგვარი...). მაგრამ ასლან აბაშიძის დაცვის მოსმენა ჩემთვისაც კი მეტისმეტია. ძმებო მე ბათუმელი ვარ და ზამთარზაფხულ, როგორც კი საშუალება მომეცემა, ბათუმში ჩავდივარ. ამას იმათ გასაგონად ვამბობ ვინც ბათუმში მხოლოდ დასასვენებლად ჩადიოდა ასლანას "მეფობის" დროს და დაინახავდა რა ერთ-ორ გადაღებილ სახლსა და ქალაქის ცენტრში დაგებულ ფილაქანს ეგონა რომ აჭარა შენდებოდა... არაფერი არ შენდებოდა... არავინ არ მოგატყუოთ, რომ ახლა ბათუმში ჩასული ის მესმოდა რომ ასლანას დრო უკეთესი იყო. ამას მარტო ის გეტყვის ვისთვისაც მაგის დროს "კოწია" არ დაუძახიათ და არ მოუთხოვიათ შენს საქართველოში გაეთრიე საცხოვრებლადო... ის გეტყვის ვისაც ქუჩაში არ გაუგია აჭარა აჭარლებს დანარჩენი ჩოლოქს იქიითო... ის გეტყვის ვინც КПЗ ში არ ჩაუგდიათ (ერთ - ორჯერ მაინც) მარტო იმიტომ, რომ განსხვავებული აზრის მატარებელი იყო... მე და ჩემ მეგობრებს ამისთანა რამ გამოგვიცდია, თანაც ძალიან მწარედ. მე იმას არ ვამბობ, ძმებო, რომ ახლა შეიცვალა რაიმე უკეთესობისაკენ იგივე ეკონომიკური თვალსაზრისით და ხალხს აღარ უჭირს ისე, როგორც ადრე უჭირდა. არა, უბრალოდ ახლა ჩოლოქზე ბლოკპოსტი აღარ დგას რომელიც საზღვრის შთაბეჭდილებას ტოვებდა; აღარ გხვდებიან გამოსირებულ სახეებიანი, იარაღმომარჯვებული security - ები და ა.შ. ბოლოს და ბოლოს ახლა თუ რამე არ მოგეწონა ბაბასირი ვაშალომიძისა და მისი მთავრობის შეგიძლია დადგე შუა ლენინის (ახლა კ.გამსახურდიას) ქუჩაზე და ბოლო ხმაზე სულ დედ - მამის სული ამოუტრიალო მთავრობის სათითაოდ ყველა წევრს და პასუხსაც არავინ მოგთხოვს... smile.gif

Posted by: ივერიელი 21 Oct 2005, 20:03
sanjak beg

QUOTE
ისე შენ ვერა მაგრამ სააწინააღმდეგოზე არ იტყოდა უარს მემგონი!!!ბატონი ასლანი


რაღაც მეეჭვება. ასლანს ეგეთი მდარე გემოვნება არ აქვს და მეორეც უნახავად არა მგონია დათანხმდეს. givi.gif gigi.gif

Posted by: Scot 21 Oct 2005, 20:08
მოგიწოდებთ არ იჩხუბოთ და განაგრძოთ დისკუსია კონსტრუქციული ანალიზის ჩარჩოებში biggrin.gif

Posted by: dgk 21 Oct 2005, 20:08
შავიშვილი ყოფილა ის კლიენტი, ვინც დაჭრა.... ასლანას დაცვაში ყოფილა, ეხლა დაჭერილიაო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)