Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > იპოლიტე ხვიჩია |
Posted by: bekabekabekabeka 26 Apr 2007, 09:52 |
http://images.ge/ იპოლიტე ხვიჩია 31.12.1910 - 01.02.1985 დაიბადა სოფ კონტუათში (ხონის რ–ნი) 1910 წლის 31 დეკემბერს. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს. 1961-1966 წლებში შ.რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო.მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნ.აზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები.1956 წლიდან იღებენ კინოში. გამოდიოდა ესტრადაზე. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.საქართველოს სახალხო არტისტი (1960). გარდაიცვალა 1985 წლის 1 თებერვალს. ფილმოგრაფია 1. ჩვენი ეზო - (1956) 2. საბუდარელი ჭაბუკი (ალმასხანი) - (1957) 3. მანანა (სახლმმართველი) - (1958) 4. დღე უკანასკნელი, დღე პირველი - (1959) 5. განძი (ნიკიფორე) - (1961) 6. ბურთი და მოედანი (კუჭკუჭი) - (1961) 7. თხუნელა (სანდრო ქორიძე) - (1962) 8. თოჯინები იცინიან (მელიტონი) - (1962) 9. გზაში (მონადირე) - (1964) 10. მე ვხედავ მზეს (ბეგლარა) - (1965) 11. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (ყარამანი) - (1965) 12. პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციელი) - (1965) 13. შეხვედრა წარსულთან (იპოლიტე) - (1966) 14. შეხვედრა მთაში (მერაბი) - (1966) 15. ქალაქი ადრე იღვიძებს (იპოლიტე) - (1967) 16. მალე გაზაფხული მოვა - (1967) 17. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება - (1967) 18. განგაში (ნარიმანი) - (1968) 19. არ დაიდარდო! (სანდრო) - (1968) 20. ბზიანეთი - (1968) 21. ფილატელისტის სიკვდილი (შანათავა) - (1969) 22. სემირამიდას ბაღები (იპოლიტე) - (1970) 23. ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (ყაფლანი) - (1970) 24. ფეოლა - (1970) 25. გათენების წინ (კოლია) - (1971) 26. მეზობლები - (1971) 27. მხიარული რომანი (იპოლიტე) - (1972) 28. ანარეკლი - (1974) 29. პირველი მერცხალი (ვარლამი) - (1975) 30. მოხეტიალე რაინდები - (1975) 31. გასეირნება თბილისში - (1976) 32. დილის ნისლივით - (1976) 33. რაჭა ჩემი სიყვარული (სილიბისტრო) - (1977) 34. ბენზინის ჩამომსხმელი - (1977) 35. დათა თუთაშხია (კაჟა ბულავა) - (1978) 36. მაცივარში ვიღაც იჯდა - (1983) მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, და თქვენ? |
Posted by: snow-queen 26 Apr 2007, 09:59 |
უნიჭიერესი და უსაყვარლესი მსახიობი, ვგიჯდები მის ფილმებზე და შემიძლია ათასჯერ ვუყურო, არ მბეზრდება. მისი გმირები განუმეორებელია... |
Posted by: CUMA 26 Apr 2007, 10:33 |
შემთხვევით ხომ არ იცით, გუშინ ერთ ფილმს მოვკარი თვალი სადაც იპოლიტე თამაშობდა. ამ ფილმში მეგრელის როლს თამაშობდა და მატარებლით მგზავრობდა. არ მაქვს ნანახი და ძალიან მაინტერესებს. ვინმემ თუ იცით ფილმის სახელი გთხოვთ დაწერეთ. წინასწარ დიდი მადლობა. |
Posted by: ტემპერა 26 Apr 2007, 11:48 |
უდიდესი კომიკოსი... გავცხე ლუი დე ფიუნესს |
Posted by: highway 26 Apr 2007, 13:22 |
აქ შეგიძლიათ ლაიფში ნახოთ - http://video.google.com/videoplay?docid=-3836149999782324163&q=%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&hl=en - ჭაჭული, ჭაჭული! მე ვარ, მე კუჭკუჭი გამომიგზავნე დეპეშა ვითომ გათავდა შენი სიდედრი. მაშინ ჩემი. ამ ფილმზე ყოველთვის ვიფსავ სიცილით. ![]() ![]() |
Posted by: margusha 26 Apr 2007, 13:27 |
highway მე მიყვარს საბუდარელ ჭაბუკში რომ ეძახის თავის ცოლს "ელპიტეე" და კიდე "თოჯინები იციან" სიდედრს რომ აჯავრებს "შენ არ დაპატიჟებ მე დავპატიჟებ". და საერთოდ სესილიას და იპოლიტეს დუეტზე ვგიჟდები. |
Posted by: Davit-Tolordava 26 Apr 2007, 16:12 |
В Кутаиси поставят памятник известному грузинскому актеру Ипполиту Хвичия ТБИЛИСИ, 26 апреля /Новости-Грузия, Мельсида Акопян/. В Кутаиси поставят памятник известному грузинскому актеру Ипполиту Хвичия. Об этом сообщил в четверг в интервью телекомпании "Рустави-2" вице-мэр Кутаиси (Западная Грузия) Гига Шушания. «Ипполит Хвичиа начал свою актерскую карьеру в Кутаиси и на протяжении долгового времени жил здесь», - сказал Гига Шушания. Памятник известному грузинскому актеру будет установлен улице Палиашвили в Кутаиси, где Иполите Хвичия жил на протяжении лет. http://newsgeorgia.ru/geo1/20070426/41919661.html |
Posted by: BONAVENTUR 26 Apr 2007, 16:20 |
იპოლიტე რამდენადაც ვიცი შერქმეული სახელია ნამდვილის სახელი ხომ არ იცის ვინმემ |
Posted by: Pathetikos 26 Apr 2007, 16:32 | ||
ტემპერა
![]() |
Posted by: margusha 26 Apr 2007, 16:38 |
BONAVENTUR სახელი არა, გვარია შერქმეული ყვინჭია იყო სინამდვილეში. |
Posted by: highway 26 Apr 2007, 17:05 |
margusha იპოლიტეს ფრაზები რა თქმა უნდა ყოველთვის ხოხმაა, თან მაგარი. სესილიასაც არ ქონდა ნაკლები ენა. ასე რომ ![]() ![]() ![]() BONAVENTUR შენ რავა დასავლეთ საქართველოში არ ყოფილხაარ? იქ ადრე ისეთი სახელები იცოდნენ, იპოლიტე ყველაზე ჩვეულებრივია მათში. |
Posted by: CUMA 26 Apr 2007, 17:15 |
შემთხვევით ხომ არ იცით, გუშინ ერთ ფილმს მოვკარი თვალი სადაც იპოლიტე თამაშობდა. ამ ფილმში მეგრელის როლს თამაშობდა და მატარებლით მგზავრობდა. არ მაქვს ნანახი და ძალიან მაინტერესებს. ვინმემ თუ იცით ფილმის სახელი გთხოვთ დაწერეთ. დავიჯერო არავინ იცით ეს ფილმი? ბუბა კიკაბიძეც ჩითავდა და ფილმში ჟუჟუნა კიტრაძე ერქვა როგორც მახსოვს. იქნებ ვინმემ მითხრათ ამ ფილმის სახელი. |
Posted by: eloiza 26 Apr 2007, 17:34 | ||||||||||||||||||||
ეს ყველა ქართული კინოა თუ სპექტაკლებია? არ მაქვს არცერთი ნანახი. თუ რამე მოგეპოვებათ დიდი სიამოვნებით ვნახავ |
Posted by: BONAVENTUR 26 Apr 2007, 19:04 | ||||
margusha
ხო გვარი, მართალი ხარ გამახსენდა ე.ი ყვინჭია highway
ვყოფილვარ და ვიცი მარა იპოლიტე უცანური სახელია და მიკვირს მეთქი არ მითქვია |
Posted by: highway 26 Apr 2007, 20:50 |
BONAVENTUR ჰო, მე მეგონა გეუცნაურებოდა ![]() აქ შეგიძლიათ ლაიფში ნახოთ- http://www.fesvebi.com/films.php -გაიცანით, ჩემი სიდედრი ეს სიდედრის ბიძაშვილი სიდედრის ძმის შვილიშვილი ეს სიდედრის რძალი სიდედრის და სიდედრის ძმა სიდედრის სიძე ![]() |
Posted by: მამაო ენუქი 26 Apr 2007, 20:55 | ||
პაჩტი ზემლიაკები ვართ მე და იპოლიტე ![]() |
Posted by: margusha 26 Apr 2007, 21:38 |
BONAVENTUR ყვინჭია არა ყვინჩია შემეშალა |
Posted by: ტემპერა 27 Apr 2007, 03:51 | ||||||||
eloiza
ეს არ გინახავს???
ამან გამაოგნა..
მდაააა...
და ეეეს??? |
Posted by: eloiza 27 Apr 2007, 09:49 |
ტემპერა სათურებიდან გამომდინარე არ მახსენდება ![]() |
Posted by: margusha 27 Apr 2007, 10:06 |
eloiza და რაღა გახსენდება შე კაცო ![]() |
Posted by: ტემპერა 27 Apr 2007, 11:56 | ||
eloiza
ეს აუცილებლად ნახე, შედევრია.. არაა კომედია.. |
Posted by: margusha 27 Apr 2007, 12:01 |
ტემპერა აუ ძაან მაგარი ................................ |
Posted by: highway 28 Apr 2007, 14:33 |
![]() - მე ძალიან მომწონს, .... თქვენი მომკალი, დიახ მომკალი - მამის მკვლელო ეკა! - სად წავიყო იპოლიტე - სად და, დამადე თავზე ![]() ![]() ![]() შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ ინტერნეტზე - http://geo-mp3.org/video1.php |
Posted by: Kingdom_Come22 28 Apr 2007, 14:40 |
მე თქვენ გეკითხებით არის თუ არა ეს ბილეთი ![]() ![]() |
Posted by: highway 28 Apr 2007, 15:37 |
![]() - მოქალაქე წაბრძანდით თქვენს ადგილზე |
Posted by: cocolina 30 Apr 2007, 01:59 |
იპოლიტე არის უმაგრესი , უძლიერესი, ეეეჰ , ასე პატარა ერი რომ არ ვიყოთ, აფსუს რა სიმაღლეს დაპყრობდა ეგ კაცი ![]() მარტო მაგისი არ მინდა ფინიში რად ღირს ![]() ![]() |
Posted by: Solveig 30 Apr 2007, 02:09 | ||
ლოოოოოოოოოოოლ ეგ ჩემთვის მარტო ფილმი კი არა, სამსახყრებრივი კრედოცაა, გარკვეულწილად ![]() იპოლიტე იყო გენიალური მსახიობი! მაგის ფრაზებს ხალხი საუბრებში ხმარობს უკვე ![]() |
Posted by: highway 25 May 2007, 15:28 | ||
ვერაფრით ვერ დაგეთანხმები, რომ საქართველოს ტერიტორიულმა სიპატარავემ ან მოსახლეობის მცირე რაოდენობამ ქართულ კინოს რამეში ხელი შეუშალა. უკრაინა და ყაზახეთი უფრო დიდია მაგ მხრივ, მაგრამ მაგათი კინო და ვარსკვლავები არავის არ გაუგია რა თქმა უნდა საქართველოს და რუსეთთან შდარებით. მთავარია ქუალითი და არა ქუანთითი ამას იტალიაც ამტკიცებს კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. |
Posted by: Z@hir 26 May 2007, 05:27 |
თემის სათაურზევე სიცილი დავიწყე... ![]() ძალიან მიყვარს. საკმარისია ერთი ფრაზა, რომ უკვე გახალისდე ![]() და დათა თუთაშხიაში? ასე კარგად, მაგ სცენებს ვინ ითამაშებდა??? მე ვერ წარმომიდგენია სხვა ვერავინ |
Posted by: LOLZ 26 May 2007, 21:12 |
იპოლიტე ხვიჩია ფეხბურთელი ბიჭია გაიტანა გოლი გაახარა ცოლი |
Posted by: spravedlivi 29 Apr 2008, 13:36 | ||
bekabekabekabeka
მიმინო |
Posted by: TomWaits 29 Apr 2008, 13:37 |
იპოლიტე ხვიჩია ფეხბურთელი ბიჭია გაიტანა გოლი გაახარა ცოლი |
Posted by: spravedlivi 29 Apr 2008, 13:39 |
ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი რომ დანიზლავდნენ... მაგი როგორ მთავრდება |
Posted by: DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA 29 Apr 2008, 17:44 | ||
![]() ვგიჟდები ამ კაცის შორისდებულებზე (თუ ნაცვალსახელებზე თუ რაღაც ეგეთზე, არ ვიცი რა ეს გრამატიკა) ანუ წამოძახილები - ვაიმეე, ეეეუF, ხოხ და ასე შემდეგ ![]() ![]() |
Posted by: imichael 29 Apr 2008, 22:13 | ||
უძლიერესი მსახიობი ![]() ![]() |
Posted by: pekineli 29 Apr 2008, 23:22 |
აუ არ დამცხოთ მაგრამ ყველა ფილმში ერთნაირია და ალბათ ცხოვრებაშიც ეგეთი იყო.მე მაგ კაცში გარდასახვის უნარს ვერ ვხედავ რითაც დიდი ვერიკოს და დიდ სოფიკოს ვაღიარებ |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 00:44 |
pekineli რა მოსატანია ვერიკოსა და იპოლიტეს შედარება? ![]() იპოლიტე წარმოგიდგენია ვარლამ არავიძის როლში რაც არ უნდა გარდაისახოს? |
Posted by: humanoidi 30 Apr 2008, 00:46 |
margusha ჩვენთან ყველაფერი შედარებითი რომაა ახლა დააკვირდი? ![]() |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 00:48 |
humanoidi შედარებასაც ხო უნდა მოფიქრება არაა? მესმის სხვა კომიკოსს შეადაროს ![]() |
Posted by: humanoidi 30 Apr 2008, 00:52 |
margusha ახლა, ამათი ლოგიკიდან გამომდინარე, ვხვდები რა კარგი სიტყვა ყოფილა შეუდარებელი, უბრალო კომპლიმენტი მეგონა მანამდე. ![]() |
Posted by: pekineli 30 Apr 2008, 15:22 | ||
კაი ერთი რას მელაპარაკები! რა ვერიკო კომიკოსიცაა და ყელაფერიც.ასევე სოფიკო.ვერიკო გინდ რაც გინახავს ვერარ ნახავში კნეინას რო ასრულებს განა კომიკოსი არაა?!ვერც კი იფიქრებ რო ეს ქალი მერე ოტარაანთ ქვრივში ასეთ ტრაგიკულ სახეს შექმინიდა! ასე რომ ჯერ დაფიქრდი!!!!!!!!111 |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 15:31 |
pekineli![]() ![]() ![]() ბოდიში, ბოდიში ![]() |
Posted by: humanoidi 30 Apr 2008, 15:55 |
margusha გადაგიჯოკრა რა. ![]() ჩამაფიქრა. :| |
Posted by: მაწო 30 Apr 2008, 16:03 |
მაგრა მოუხდებოდა და შეძლებდა ჰიტლერის როლის თამაშს |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 16:04 |
humanoidi თავი აღარ გამომეყოფა ამ განყოფილებაში :| |
Posted by: humanoidi 30 Apr 2008, 16:11 |
margusha![]() ![]() ![]() ეს დიალოგია ძაან მაგარია ამ ფილმში: - შევერკინოთ ფეოლა? - ვაი შენს პატრონს უბედურს. ![]() მთელი ფილმის გადმოწერა: http://movies.info.ge/Download.aspx?Id=174&kino=http://file.info.ge/hdd0/movies0/Feola.avi ![]() |
Posted by: მაწო 30 Apr 2008, 16:16 | ||
humanoidi
მანდ ყველაზე მაგარი არის: - ბეესიიკიი!! ეუუf ![]() |
Posted by: keen 30 Apr 2008, 16:17 | ||
pekineli
ტიპაჟი... ისე როლებს თვითონ ირჩევდა ნეტავ? ![]() |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 16:19 |
humanoidi![]() ეგ კი არადა ქაფიანიძემ რომ ბესიკი ითამაშა, ეგეთი შთამბეჭდავი აღარსად ყოფილა კოტორაშვილამდე. ![]() |
Posted by: humanoidi 30 Apr 2008, 16:23 |
ვა! აქ რა კარგი ფილმებია იპოლიტეს მონაწილეობით, თანაც შედარებით ნორმალური ხარისხით. ![]() http://movies.info.ge/Default.aspx?search=%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%20%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%90 "ბურთი და მოედანი" ხომ არა გაქვთ ვინმეს? ![]() margusha "წკიპურტები" გახსოვს, ქაფიანიძე ტიპს რო ურტყამს და ის ტიპი სულ რო უღიმის მაინც. ![]() |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 16:25 |
humanoidi კი კაცო ლეო ანთაძე, მშვიდობის ბულბული ![]() ერთ-ერთი წკიპურტი ის არ არის რამაზი რომ ხეზე აძვრება და კახი რომ უყვირის რა გინდოდა ხეზე შენს მეტი ვინ ავიდა ხეზეო? ![]() |
Posted by: enagrdzeli 30 Apr 2008, 16:28 | ||||
ტემპერა
+1 მამაო ენუქი
+1 მე და იპოლიტეც ![]() |
Posted by: humanoidi 30 Apr 2008, 16:30 | ||
margusha
გლიჯავს იმენნა: "იცით, თქვენი კრიტიკული შენიშვნა, მიუხედავად სტილისტური დაუხვეწელობისა, მთელი სიცხადით შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი და ობიექტურია" ![]() |
Posted by: margusha 30 Apr 2008, 16:34 |
humanoidi აააააააააააააააააა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ........................................... |
Posted by: infra-red3 30 Apr 2008, 21:49 | ||
ძლივს არ გავიგე ხონზე სასიამოვნო.... ![]() |
Posted by: highway 1 May 2008, 21:03 |
მისი თითქმის ყველა ფილმი დევს ინტერნეტზე. http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=560 |
Posted by: enagrdzeli 3 May 2008, 04:40 | ||
infra-red3
შე უნიჭო და თავის მჭრელო,არ იცოდი ხო? ![]() ![]() |
Posted by: highway 16 Jul 2008, 22:35 |
"ბურთი და მოედანი" რომ მახსენდა უკვე მაგრა მეცინება, უნიკალური ფილმია. ფილმის ყურება- http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=168 |
Posted by: Solveig 16 Jul 2008, 22:45 | ||||
არადა რა ქნა რო...მარტო აივანზე გამოვიდა ![]() იპოლიტე იყო გენიალური მსახიობი.... ჯერ ის რად ღირს, რომ სიდედრს მსოფლიოში გაუთქვა სახელი ![]() ![]() ![]()
მარტო ეგ კი არა, იპოლიტეს თუ სადმე უთამაშია, ყველაფრის გახსენებაზე მეცინება უკვე ![]() არის თუ არა ეს ბილეთი? ჰა? მე შენ გეკითხები! ![]() |
Posted by: highway 17 Jul 2008, 13:41 | ||||||
![]()
![]() დასაწყისში ტელეფონით საუბარი ხომ საერთოთ ![]() |
Posted by: zvintik 17 Jul 2008, 14:03 |
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი ![]() |
Posted by: cocolina 17 Jul 2008, 22:38 | ||
highway
სიმცირეში მხოლოდ ტერიტორიული სიპატარავე არ იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა 70 წლის მანძილზე მოწყვეტილი ვიყავით გარესამყაროს, თუ რაიმე ქართული რკინის ფარდის მიღმა აღწევდა, მას სსრკ-ს (ასოცირდებოდა რუსეთთან) შტამპი ერტყმეოდა. ეჭვი გეპარება დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში იპოლიტე რომ დაბადებულიყო გაცილებით უფრო ცნობადი იქნებოდა? ![]() |
Posted by: kukuruku 17 Jul 2008, 22:42 | ||
cocolina
მე პირადად, კი ეჭვი მეპარება. ![]() უფრო სანდრო ჟორჟოლიანი გაქაჩავდა. |
Posted by: cocolina 18 Jul 2008, 21:00 |
kukuruku მე არ დამისვამს საკითხი ჟორჟოლიანი, კვანტალია, ხვიჩიადან რომელი უფრო გაქაჩავდათქო, მე ვთქვი რომ ამოდენა მსახიობს საქართველოს ფარგლებს გარეთ არ იცნობენ, რაც სამწუხაროა, საქართველოში რომ არ დაბადებულიყო ბევრად უფრო ცნობადი იქნებოდათქო ![]() შეგიძლია ეჭვი შეგეპაროს, მაგრამ იქ სადაც დენი დევიტო პოპულარულია . . . ![]() |
Posted by: Solveig 18 Jul 2008, 21:32 | ||
DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA
"აააა?" იცოდა მაგარი ![]() ვავა შვილებო, ვაავა ![]() ![]() აგრაფინა, სად მიგყავს შე ქალო ეგ თხა, ხო ხედავ, არ უნდა კოლექტივში ![]() "მომეცი საქალათაშორიიიისო, შემაერთე გენაცვალე ავჭალა" ![]() |
Posted by: sNo_sNo_sNo 18 Jul 2008, 21:33 |
კართული კინოს და არამარტო ქართული კინოს ლეგენდა N1 მსახიობი და პიროვნება ჩემთვის ![]() |
Posted by: kukuruku 19 Jul 2008, 14:35 | ||
cocolina
ცნობადი კი, ცნობილი და გამოჩენილი არა. თანაც დე ვიტოსთან შედარებით ხომ საერთოდ... ვიტო სხვა კალიბრის მსახიობია, თორემ კომიკოსების მეტი რა ჰყავს ამერიკას... მარტო ამერიკა რომ იცნობს. ![]() |
Posted by: SCHIZOPHRENIA 5 Nov 2008, 14:13 | ||
მაგ მომენტი როცა არ უნდა გამახსენდეს სულ სიცილით ვკვდები ! ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: highway 5 Nov 2008, 20:21 | ||||
პოლონეთში რო დაბადებული არა უშავს ცნობილი იქნებოდა გერმანიაში -ცოტა მეტად ცნობილი საფრანგეთში-კიდე უფრო მეტად იტალიაში-ამაზე კიდე მეტად ჰოლივუდში-ყველას ეცოდინებოდა ![]() |
Posted by: მაწო 5 Jan 2009, 23:51 | ||
მგონია რომ ჰიტლერის როლს შეასრულებდა სერიოზულად და უარყოფით პერსონაჟებს. |
Posted by: KillBill 6 Jan 2009, 13:49 | ||||
კი, სულ მინდოდა მენახა სერიოზულ და დრამატულ როლებში. დარწმუნებული ვარ თვითონაც სერიოზული როლების შესრულება უფრო უნდოდა... |
Posted by: ERM0NIA 13 Sep 2009, 02:37 |
ეს აქ პირდაპირ უნდა იდოს. : ) |
Posted by: berika77 13 Sep 2009, 06:59 | ||||
pekineli pekineli
საოცარია,აბა რას ხედავ!საბუდარელი ჭაბუკი თხუნელა დათა თუთაშხია შეხვედრა მთაში ფეოლა აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათებია...გარდასახვაა აბა რა ჯანდაბაა! pekineli
ამ როლში ვერიკოს მოქმედებაზე მხოლოდ გიჟს შეიძლება გაეცინოს...ვერიკო ისეთივე კომიკოსია,როგორც მე დარტანიანი...ზოგჯერ დრამატულთან ერთად აქვს ზოგიერთი სახასიათო და არა კომედიური როლი...მათ შორის განსხვავებაა... რაც შეეხება იპოლიტე ხვიჩიას,ეს არის ჭეშმარიტად დიდებული,ძალზე ნიჭიერი ,ნამდვილად სახალხო კომედიური მსახიობი.მახსოვს ბავშვი ვიყავი...სასტუმროდან გამოვიდა იპოლიტე ხვიჩია,სრულიად სერიოზული სახით,ეტყობოდა საქმეზე მიდიოდა...მაშინვე აედევნა ხალხი,ყველა იცინოდა მის სიარულზე,ჟესტებზე...უნდოდა ხალხის მოგერიება,მაგრამ,ვერ იგერიებდა...ხალხი იმდენად იყო მიჩვეული მის სიტყვებზე,მოქმედებებზე სიცილს,რომ ვერ წარმოედგინა სერიოზული იპოლიტე...ბოლოს მილიცია გამოიძახეს,რომ ხალხი მოეშორებინათ... იპოლიტე იყო ხალასი,ბუნებრივი,ყოველგვარი დამატებითი ჯესტიკულაციების გარეშე...მის გვერდით უფერულდებიან ლუისდეფუინესიც და სხვა ცნობილი კომიკოსები... "შე ელექტროხულიგანო"..., "ფეოლა მამაშენია","დაგმარხავ კარებში","მამა,ვინ ჩააბარებს საშემოდგომოს"-"ბებიაშენი","ვინ უპატრონოები"-"აბა პატრონიანი ამ სიცხეში ბავშვს მე გამომატანს"? და ა.შ.-შეიძლება ამ სიტყვების დავიწყება? |