Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ინდიელიბი & ამერიკა VS. საქართველო & რუსეთი


Posted by: საბუნია 3 Oct 2008, 21:23
მოკლედ სტალინის ძეგლის თემაში წამოიჭრა ეს საკითხი შედარება ამერიკელების ურთიერთობისა ინდიელებთან და რუსეთის ურთიერთობა ჩვენთან.

მე ვთქვი რომ ინდილები მაძღრები არიან, კარგად გრძნობენ თავს და მადლიერები არიან ამერიკელებისა მეთქი, რაზეც ასეთი შეკითხვა დამისვეს, რუსებმა რომ გაგვაძღოს ვიქნებით თუ არა მათი მადლიერებიო.

ახლა მოდით შედარება გავაკეთოთ:

ამერიკელები და ინდიელები - სახელმწიფოს ურთიერთობა - მომთაბარე ტომებთან

ნუ მოგეხსენებათ ამერიკელების ცოდვები ინდიელების მიმართ. თუმცა მას მერე აშშ-ში შეიცვალა ბევრი რამ, უპირველეს ყოვლისა ღირებულებები და აშშ-ელებმა დაიწყეს ამ ცოდვების გამოსყიდვა, კერძოდ მისცეს ინდიელებს ძალიან ბევრი ბენეფიტები, მაგალითად:

1. ინდიელთა რეზერვაციაში არ მოქმედებს გარკვეული რაოდენობის და სახის ნორმატიული აქტები, მაგალითად კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ - ანუ მათ აქვთ კაზინოების, ბუკმეიკერების და ა.შ. ბიზნესის ქონის უფლება, დანარჩენ ამერიკაში ეს აკრძალულია გარდა ნევადის შტატისა და თუ არ ვცდები ნიუ-ჯერსის ნაწილისა.

2. ინდიელები მთლიანად თავისუფალი არიან გადასახადებისგან. მაგალითად ინდიელებთან სიგარეტი ერთი ბლოკი 40$ ღირს ხოლო იქვე ყურისძირში ნიუ-იორკში 80$ იმიტომ რომ ტაქსები ემატება smile.gif
+ ისინი არ იხდიან საშემოსავლოების და სხვა სიროებებს.
თუ დაამტკიცებთ რომ ინდიელის სისხლი გირევიათ, ერთი წვეთი მაინც, სამუდადმოდ თავისუფლდებით გადასახადებისგან.

3. ინდიელებს აქვთ შეღავათები სადაზღვეო პოლისებზე.

4. ამერიკის მთავრობამ ბოდიში მოუხადა ინდიელებს იმის გამო რაც მათ დაატყდათ თავს.


და სხვა მრავალი კიდე მეზარება ჩამოთვლა, ნუ კულტურულ და ტექნიკურ პროგრესზე არ ვამბობ არაფერს, თანაც ინდიელების პოპულაცია საკმაოდ მაღალი ყოფილა ვიდრე ეს მეგონა მე და ვიდრე ეს გეგონათ თქვენ - 4.1 მილიონი ეს 8 წლის წინანდელი მონაცემებით.



ახლა ეს გადმოვიტანოთ რუსეთ საქართველოს უერთიერთობაში -


რუსეთ-საქართველოს ურთიერთბა - როგორც სუვერენული სახელმწიფოების უერთიერთობა

ვთქვათ და:

1. რუსეთის დუმამ მიიღო დეკლარაცია ბოდიშის მოხდის შესახებ, ანუ მოუხადა ბოდიში ქართველებს არაერთი ანექსიისა, ძალადობისა და სხვა ფაქტების გამო.

2. რუსეთში მცხოვრები ქართველები გაათავისუფლეს გადასახადებისგან.

3. საქართველოს შიდა საქმეებიდან (აფხაზეთი, სამაჩაბლო) განზე გადგა.

4. დაუწესა საქართველოს, როგორც კომპენსაცია ზიანის გამო, შეღავათები იმპორტ-ექსპორტზე, გააუქმა სავიზო რეჟიმი.

ისმის კითხვა აი ეს 4 პუნტქი რომ შეასრულოს რუსეთმა ხვალ - იქნებით თუ არა მისი მადლიერი? ამ კითხვაზე პასუხი დააფიქსირეტ პოლში.

Posted by: A_I 3 Oct 2008, 21:35
საბუნია
QUOTE
რუსებმა რომ გაგვაძღოს


რუსებს თავისი მოქლაქეები ვერ დაუპურებია ჩვენ რას გაგვაძღებს biggrin.gif

ისე უტოპიაა თუ არა

QUOTE
კი


Posted by: საბუნია 3 Oct 2008, 21:38
A_I

უტოპია რომაა ეგ მეც ვიცი, უბრალოდ წამოიჭრა ეს საკითხი და მაინტერესებს აზრი ხალხისა smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 3 Oct 2008, 21:38
QUOTE
4.1 მილიონი

ვა, დაახლოებით ჩვენდენი ყოფილან biggrin.gif

საბუნია
რა გინდა ეხლა საბუ, იმაზე ვიდარდო რატო ინდიელად არ დავიბადე მეთქი biggrin.gif

Posted by: zindiosama 3 Oct 2008, 21:39
საბუნია
რაც შენ ჩამოწერე მაგას მკვდარი რუსი თუ გააკეთებს და ისიც ჯერ ვენტილატორივით იტრიალებს საფლავში

Posted by: A_I 3 Oct 2008, 21:39
საბუნია
QUOTE
უტოპია რომაა ეგ მეც ვიცი, უბრალოდ წამოიჭრა ეს საკითხი და მაინტერესებს აზრი ხალხისა


ეგ მეც ვიცი შენ რომ იცი biggrin.gif

Posted by: iunga 3 Oct 2008, 21:41
ჩეჩნებზე არაკეთებს მაგას და ჩვენზე გააკეთებს? ისინი ეუბნებიან გაგვანთავისუფლონ ნალოგებიდანო და ჩვენთIთონ შევინახავთო ჩვენ თავსო მარა არაო კრემლს მიაქ მაინც და მერე სამათხოვრო ფულს უგზავნის რუსს და მარიკის შედარება არ შეილება

როგორც გერმანელებმა თქვეს როდესაც ევროპელს მდიდარი მეზობელი ყავს შურისგან წავა იმდენს იშრომებს რო იმაზე დიდ სახლს ააშენებსო რუსი კიდე მივა და სახლს დაუწვავსო

Posted by: საბუნია 3 Oct 2008, 21:42
zindiosama

მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ეგ მეც ვიცი.

ხო წერია არა:

QUOTE
ვთქვათ და:

QUOTE
რომ შეასრულოს


--------------------

ჰო და ეს
QUOTE
არა[ 1 ]  [16.67%]

იქნება ახსნათ რა biggrin.gif ნუ თუ სხვა მიზეზი გარდა "მაინც არ გააკეთებენ და..." smile.gif


QUOTE
ჩეჩნებზე არაკეთებს მაგას და ჩვენზე გააკეთებს?


ვააააააააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: HANS 3 Oct 2008, 21:43
საბუნია
QUOTE
ამერიკელები და ინდიელები - სახელმწიფოს ურთიერთობა - მომთაბარე ტომებთან

ნუ მოგეხსენებათ ამერიკელების ცოდვები ინდიელების მიმართ. თუმცა მას მერე აშშ-ში შეიცვალა ბევრი რამ, უპირველეს ყოვლისა ღირებულებები და აშშ-ელებმა დაიწყეს ამ ცოდვების გამოსყიდვა, კერძოდ მისცეს ინდიელებს ძალიან ბევრი ბენეფიტები, მაგალითად:





აი წაიკითხე რა რამე, ან დისკავერის მაინც უყურე ხანდახან biggrin.gif
ტეხავს რაა ტეხავს biggrin.gif ინდიელებს ველურებს ეძახი და მაგათ როცა კოლუმბი ჩავიდა ამერიკაში მაშინ იცოდნენ ზოგიერთ საკითხებში უფრო მეტი ვიდრე შენ ეხლა იცი.. მაგალითად ასტროლოგია biggrin.gif

Posted by: საბუნია 3 Oct 2008, 21:45
QUOTE
ისმის კითხვა აი ეს 4 პუნტქი რომ შეასრულოს რუსეთმა ხვალ - იქნებით თუ არა მისი მადლიერი?



ხანხნო კითხვა არის აი ეს! და არა ის რას გააკეთებს რუსეთი რეალურად ვააა biggrin.gif ისე მებაზრებით თითქოს ციდან ვიყო ჩამოფრენილი რა smile.gif


HANS
QUOTE
მაგალითად ასტროლოგია


ჰო ვიცი, ნიუ იორკ თაიმსის ყოველკვირეულ ჰოროსკობს დღემდე ინდიელი, სახელად "სულელი წვიმა," ადგენს. smile.gif biggrin.gif

Posted by: HANS 3 Oct 2008, 21:47
საბუნია
QUOTE
ჰო ვიცი, ნიუ იორკ თაიმსის ყოველკვირეულ ჰოროსკობს დღემდე ინდიელი, სახელად "სულელი წვიმა," ადგენს.


კაი. გასაგებია შენი აზრი biggrin.gif მანდ იყავი შორს არ გასცდე smile.gif

Posted by: Saturn 3 Oct 2008, 21:48
QUOTE
ინდიელიბი & ამერიკა VS. საქართველო & რუსეთი

ინდიელების შევიწროება ამერიკელთა მიერ ხდებოდა სხვა ეპოქაში. იმ ეპოქისთვის ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს, 21-ე საუკუნეში, ტერიტორიების იარაღით წართმევა ანაქრონიზმი და ბარბაროსობაა.

Posted by: UTUFURS 3 Oct 2008, 21:48
საბუნია
QUOTE
კი  [ 10 ]  [90.91%]


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

TOP.GE