Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > საყურე კანს მიღიზიანებს


Posted by: radiohead_lover 21 May 2010, 00:56
მიწითლდება წერტილი და ძალიან გამაგრებული მაქვს, კანიც მექერცლება მერე sad.gif 1 დრე რო მიკეთია მოხსნის მერე ესე მაქვს, ტან რაღაც გამჭვირვალე სითხე გამოდის და რა ვქნაააააააააააააააა, არ შეილება რამის წასმა გაკეთების წინ ან რამე? help.gif

Posted by: ikebana 21 May 2010, 00:58
radiohead_lover
მეტალზე გაქვს ალერგია. მხოლოდ ძვირფასი ლითონი უნდა იხმარო.

Posted by: radiohead_lover 21 May 2010, 01:03
ikebana

არ მიყვარს ეს ოქრო sad.gif




ჩემი swatchის საყურეეები cry.gif



Posted by: ikebana 21 May 2010, 01:13
radiohead_lover
მაშინ ვერცხლი ან პლატინა უნდა იხმარო.

Posted by: radiohead_lover 21 May 2010, 01:18
ikebana

კარგი მადლობ, რამის წასმა არ უნდა გაღიზიანებულ კანზე?

Posted by: niniaa 21 May 2010, 11:46
radiohead_lover
QUOTE
რამის წასმა არ უნდა გაღიზიანებულ კანზე?

ოქსიკორტის მალამო წაისვი.

Posted by: revolutie 21 May 2010, 13:17
radiohead_lover
QUOTE
მიწითლდება წერტილი და ძალიან გამაგრებული მაქვს, კანიც მექერცლება მერე  1 დრე რო მიკეთია მოხსნის მერე ესე მაქვს, ტან რაღაც გამჭვირვალე სითხე გამოდის და რა ვქნაააააააააააააააა, არ შეილება რამის წასმა გაკეთების წინ ან რამე

მეც ეგრე მომდის ერტ ყურზე ტანაც, ანუ იმის ტქმა არ მინდა რომ ალერგიული ვარ ლიტონის მიმართ მაშინ მეოერზე რატომ არ ვარ, საქმე იმაშია რომ ეს ერთი ნახვრეტი არის უფრო წვრილი როგორც ვატყობ და მსხვილ საუყრეს ეტყობა უჭირს შესვლა და ღიზიანდება ზაან, ანუ საყურეებს ამის გამო ვერ ვიკეტებ. ოქროზეც მასე მოდის როცა მსხვილია საყურე, ეგრევე წიტლდება და მტკივა. ხოდა არ ვიცი რა ვქნა, sad.gif

Posted by: tatusia 21 May 2010, 13:22
radiohead_lover



საყურეს სანამ გაიკეთებ საყურის გასაყრელები და ყურები სპირტით გაიწმინდე.
მეც მასე ვარ , მიყვარს ბიჟუტერია და ვერ ვხმარობ მაგის გამო.
ეგ მეთოდი მშველის ხოლმე

Posted by: radiohead_lover 21 May 2010, 18:37
niniaa
tatusia

მადლობთ რჩევებისთვის 2kiss.gif


revolutie

მეც წვრილი მაქ და ეგ მიზეზიც ემატება sad.gif 1დღე თუ მიკეთია მერე 2 დღე ვერაფერს ვიკეთებ sad.gif აუ ზოგს ისე აქ ჟანგიანი რო გაიკეთოს არ შეაწუხებს biggrin.gif ოქროს გასაყრელი რო ქონდეს მარტო არ იყიდება მასეთები? givi.gif

Posted by: revolutie 21 May 2010, 19:04
radiohead_lover
QUOTE
მეც წვრილი მაქ და ეგ მიზეზიც ემატება  1დღე თუ მიკეთია მერე 2 დღე ვერაფერს ვიკეთებ  აუ ზოგს ისე აქ ჟანგიანი რო გაიკეთოს არ შეაწუხებს  ოქროს გასაყრელი რო ქონდეს მარტო არ იყიდება მასეთები? 

ხოდა ეგ არის რა თავიდან უნდა გავიხვრიტოთ მახათით. სხვა გზა არ არის. მე 1 ზე დამჭირდება ანუ მარტო გახვრეტა.

Posted by: radiohead_lover 21 May 2010, 19:09
revolutie

ეგ როგორ ვქნა biggrin.gif დავსპირტო და დავარჭო? biggrin.gif help.gif

Posted by: marinajanjgava 21 May 2010, 19:18
მეც ასე ვარ , მხოლოდ ოქროზე არ მაქვს პრობლემა და ამიტომ ყოველთვის ვატარებ მას

Posted by: Green Girl 21 May 2010, 19:19
ვაიიი მეც მაგ დღეში ვარ ოქროზე არ მემართEბა მარტო არადა ბიჟუტერია როგორ მიყვარს ვგიჯდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ........ბორო + მაზი წაისვი მე კმაყოფილი ვარ,,,, http://www.SmileS.Ge

Posted by: tatusia 21 May 2010, 19:54
radiohead_lover
ოქრო და ვერცხლი კეთილშობილი მეტალებია რომლებიც ბაქტერიებს არ აჭაჭანებენ , განსაკუთრებით ვერცხლი..
რომც გაიხვრიტო თავიდან შეიძლება იგივე პრობლემა გქონდეს.

QUOTE
ოქროს გასაყრელი რო ქონდეს მარტო არ იყიდება მასეთები? 

ეგ მეც მაინტერესებს, ხოდა აი რა გადავწყვიტე, მივიტან ჩემს ბიჟუტერიებს ოქროს ბირჟაზე და მარტო გასაყრელებს ამოვავლებინებ ოქროში. ხოდა მოგვარდება პრობლემა, შენც იგივეს გირჩევ თუ კარგი ბიჟუტერია გაქვს და გენანება დასადებად

Posted by: radiohead_lover 21 May 2010, 20:49
http://www.radikal.ru


აი ამაზე გავაკეთებ მაშინ smile.gif

Posted by: Thandrus 21 May 2010, 20:58
radiohead_lover

რამდენი ხნის წინ დაიწყე ამ საყურეების ტარება? ყველა საყურეზე გქონდა ასეთი რეაქცია, თუ მარტო ამაზე?

Posted by: radiohead_lover 21 May 2010, 21:16
Thandrus

საერთოდ ყოველთვის მიღიზიანებს ხოლმე, ასე მგონია კილოიანი გირები მკიდია biggrin.gif მარა ამაზე უფრო მიჭირს sad.gif sad.gif არადა მინდა მეკეთოს cry.gif ამას ხო უკნიდანაც ამაგრებ და ეტყობა ძაან იხურება თუ რა უნდა ვერ გავიგე

Posted by: Thandrus 22 May 2010, 13:51
radiohead_lover

ჰო, ნუ მაშინ, ალერგიული ხარ ესეიგი და თუ გინდა რომ ყურები ნორმაში გქონდეს მოხსნა მოგიწევს... ან სხვა რაიმე ლითონით ჩანაცვლება, რომელსაც ნახავ, რომ ყურს არ გიღიზიანებს.

Posted by: Solveig 22 May 2010, 21:19
radiohead_lover
QUOTE
იწითლდება წერტილი და ძალიან გამაგრებული მაქვს, კანიც მექერცლება მერე  1 დრე რო მიკეთია მოხსნის მერე ესე მაქვს, ტან რაღაც გამჭვირვალე სითხე გამოდის და რა ვქნაააააააააააააააა, არ შეილება რამის წასმა გაკეთების წინ ან რამე?


გიტხრეს უკვე და მეც დავამატებ- ალერგია გაქვს, დაყოვნებული ჰიპერმგრძნობელობა ჰქვია (Delayed Type Hypersensitivity).
tatusia
QUOTE
ოქრო და ვერცხლი კეთილშობილი მეტალებია რომლებიც ბაქტერიებს არ აჭაჭანებენ , განსაკუთრებით ვერცხლი..

ეგ კი, მაგრამ გააჩნია, რა ლიგატურაა შიგნით გამოყენებული, განსაკუთრებით ოქროში. თვითონ ოქრო არა, მაგრამ მინარევებზე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს რეაქცია. ჩემს კოლეგას ჰქონდა ეგრე და ნიშნობის ბეჭედსაც კი ვერ ატარებდა.

revolutie
QUOTE
ხოდა ეგ არის რა თავიდან უნდა გავიხვრიტოთ მახათით. სხვა გზა არ არის. მე 1 ზე დამჭირდება ანუ მარტო გახვრეტა.

საიდან ეგეთი მოსაზრება smile.gif ტყუილად ნურც თავს გაწვალებ და ნურც სხვას გააწვალებ smile.gif

ეგ არის ადამიანის იმუნური სისტემის რეაქცია ლითონზე, განსაკუთრებით, ნიკელზე...ასე რომ, ვერანაირი თავიდან გახვრეტა, ანტიბაქტერიული საშუალებები, ბალახბულახი და ასეთი რაღაცები ვერ უშველის. ერთადერთი გამოსავალია, არასოდეს გაიკეთო ეგეთი სამკაული.

მოოქროვებაც არაა მაინცსდამაინც გამოსავალი, რადგან ოქროს ფენა დროთა განმავლობაში აეცლება.
* * *
Thandrus
QUOTE
რამდენი ხნის წინ დაიწყე ამ საყურეების ტარება? ყველა საყურეზე გქონდა ასეთი რეაქცია, თუ მარტო ამაზე?

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვტქვა, რომ შეიძლება თავიდან არ გქონდეს და უცებ გაჩნდეს.

მაგალითად, მე მშვიდად ვატარებდი გიშრის ბურთებს, რომელთაც ჩვეულებრივი მეტალის ყუნწი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად შევამჩნიე ქავილი და სითხე..სხვა არავერცხლის სამკაულებზეც იგივე დამეწყო და მერე მივხვდი, რაც ხდებოდა.

Posted by: kato-kato777 23 May 2010, 14:46
radiohead_lover
აბა ცადე და საყურის გასაყრელს უფერო ლაკი წაუსვი, ჩემი და აკეთებს ასე და შველის, yes.gif

Posted by: tamunia_amunia5 23 May 2010, 17:43
radiohead_lover
შეიძლება მეტალი გიღიზიანებს,ან იქნებ აი საყურეს უკან რითაც ამაგრებ ის ძალიან ებჯინება ბიბილოს(თან თუ პუტკუნა ყურის ბიბილო გაქვს გექნება ეგ პრობლემა )
მე მაგალითად ყურები რომ გავიხვრიტე (უფ რამდენი წელი გავიდა biggrin.gif ) ოქროს გარდა ვერაფერს ვიკეთებდი (ნუ მიყვარს ძვირფასი ლითონი და რა ვქნა,სხვას ვერ ვგუობ biggrin.gif ),მიღიზიანდებოდა სულ..ახლა შიგადაშიგ თუ გავიკეთებ ვერცხლს ან უბრალო მეტალს

Posted by: Miss_Nata 23 May 2010, 22:52
QUOTE
საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვტქვა, რომ შეიძლება თავიდან არ გქონდეს და უცებ გაჩნდეს.

ზუსტად მასე დამემართა მეცsad.gif ანუ სულ პირველად რომ გავიხვრიტე ყური,ბუნებრივია მეკეთა ოქრო,მერე მოვიხსენი და ჩვეულებრივი პაწაპინა თვლებზე გადვედი,მშვენივრად ვიგუე,მაგრამ ერთ დღესაც ცუდად მომხვდა რაღაც თუ რა ეგეც აღარ მახსოვს,აი იმის მერე დაიწყო ჩემი წამებაsad.gif გინდა დაიჯერეთ გინდა არა,ხშირად ოქროც კი მიჩირქებს ყურებს,თუმცა მართლა მაღალი ხარისხის ოქროს საყურე მაქვს. მეორე ნახვრეტი მაქვს კიდევ ცალ ყურზე გაკეთებული და იქ საერთოდ სავალალო მდგომარეობა მაქვს,ვერანაირ მეტალს ვერ ვიკეთებ,მამწარებს sad.gif;(

Posted by: radiohead_lover 24 May 2010, 02:51
Thandrus

ხო ალერგიული ვარ მაგის მიმართ როგორც ჩანს...


Solveig

მაშIნ მაზოხისტურად მომიწევს ისევ გაკეთება sad.gif


kato-kato777

ვა მართლა? ვცდი



tamunia_amunia5

პუტკუნა ბიბილო არ მაქ მაგრამ ძაან პრეტენზიული :კი biggrin.gif


ეგ კი არა თვიდან რო გავიხვრიტე უბრალო ხო მეკეთა და რო გავიდა 2 კვირა და უნდა გამომეცვალა, ვეღარ ვიძრობდი biggrin.gif პინცეტებით და რაღაცეებით მომხსნეს ... ეეეჰ sad.gif

Posted by: revolutie 24 May 2010, 12:18
Solveig
QUOTE
ეგ არის ადამიანის იმუნური სისტემის რეაქცია ლითონზე, განსაკუთრებით, ნიკელზე...ასე რომ, ვერანაირი თავიდან გახვრეტა, ანტიბაქტერიული საშუალებები, ბალახბულახი და ასეთი რაღაცები ვერ უშველის. ერთადერთი გამოსავალია, არასოდეს გაიკეთო ეგეთი სამკაული.

მომისმინე, ეგ მეც ვიცი ლითონის ალერგია, აკი ვტქვი ოქროზეც მასე მემარტება და ტანაც 1 ყურზე მეტქი, ხომ ვტქვი არა? ეს ხვრელი მაქვს უბრალოდ უფრო წვრილი და რომ ვეჯაჯგურები შევიდეს რა გასაკვირია რომ ღიზიანდება? ლორიკურია ხო?

Posted by: ichka_v 24 May 2010, 22:34
ჩემ შემთხვევაში ეხლა რა ხდება, თავიდან რომ გავიხვრიტე სამი წელი ჩვეულებრივად ვატარებდი ბიჟუტერიას, მერე დამეწყო ქავილი და სითხის დენა, გადავედი ვერცხლზე, ოქროული არ მიყვარს ჯერჯერობით, smile.gif მომბეზრდა ერთიდა იგივე საყურეები ტარება და ეხლა დავიწყე ისევ ბიჟუტერია, ერთი დგე რომ ვიკეთებ მერე ორი დგე ვასვენებ, საშინლად მიგიზიანდება ყურები, სპირტით ვამუშავებ ყურებსაც და საყურეებსაც, მაგრამ არ შვება.... sad.gif

ცეფს გავიკეთებ და ყელზე მეწყება ქავილი, ასევე სამაჯურს გავიკეთებ და ხელზე დამეწყება ცავილი... აღარ შემიძლია, ნუთუ არ არსებობს ამის საშველი ??? sad.gif

Posted by: Solveig 25 May 2010, 01:12
QUOTE (revolutie @ 24 May 2010, 11:18 )
Solveig
QUOTE
ეგ არის ადამიანის იმუნური სისტემის რეაქცია ლითონზე, განსაკუთრებით, ნიკელზე...ასე რომ, ვერანაირი თავიდან გახვრეტა, ანტიბაქტერიული საშუალებები, ბალახბულახი და ასეთი რაღაცები ვერ უშველის. ერთადერთი გამოსავალია, არასოდეს გაიკეთო ეგეთი სამკაული.

მომისმინე, ეგ მეც ვიცი ლითონის ალერგია, აკი ვტქვი ოქროზეც მასე მემარტება და ტანაც 1 ყურზე მეტქი, ხომ ვტქვი არა? ეს ხვრელი მაქვს უბრალოდ უფრო წვრილი და რომ ვეჯაჯგურები შევიდეს რა გასაკვირია რომ ღიზიანდება? ლორიკურია ხო?

შენი ნაწერი ვერ ვიპოვე და შენზე ვერაფერს გეტყვი, შეიძლება, მართლა წვრილია ნაჩვრეტი და გიღიზიანებს მსხვილი საყურე, მაგრამ მაგ ადამიანს რას აწუხებს, ნამდვილად ალერგიაა და ხელმეორედ გახვრეტა არაფერ საშველს არ მისცემს, გარდა დამატებითი ტკივილისა. რომ დაგიჯეროს და გაირჭოს ყურში მახათი ტყუილად? biggrin.gif

Posted by: revolutie 25 May 2010, 01:24
შენ ნუ გეშინია, ეხლა ვითომ სენ სხვას დაუჯერებ ეგრე რომ მაგანაც ეგრე ვირაცას დაყუჯეროს, თუ მარტო შენი ტავი გგონია ჭკვიანი biggrin.gif

Posted by: radiohead_lover 25 May 2010, 02:27
მარტო ყურზე მაქ, ისე არაფერი არ მიღიზიანებს, ოქროს გავიკეთებ ცოტა ხანი იქნებ განმკურნოს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Solveig 25 May 2010, 02:46
QUOTE (revolutie @ 25 May 2010, 00:24 )
შენ ნუ გეშინია, ეხლა ვითომ სენ სხვას დაუჯერებ ეგრე რომ მაგანაც ეგრე ვირაცას დაყუჯეროს, თუ მარტო შენი ტავი გგონია ჭკვიანი biggrin.gif

მაგ საკითხში ფორუმზე მიცემულ რჩევებს არ ვუჯერებ, რადგან გამაჩნია გარკვეული ცოდნა და თუ მე თვითონ არ ვიცი, იმის აზრზე მაინც ვარ-ვის ვკითხო.

ისე, ეგეთი კომენტარი არაა შენგან გასაკვირი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: revolutie 25 May 2010, 10:17
Solveig
არც შენი კომენტარებია გასაკვირი, რარაც ერტი ორი მიმართულებით ცოდნა გაგაჩნია და გგონია ყველაფერი იცი


* * *
ჭკუის დარიგება გიყვარს ნამეტანი

Posted by: esselte 25 May 2010, 13:50
radiohead_lover

მეც მაქვს ალერგია მეტალზე და დერმოვეიტის მალამოს ვხმარობ (ყავისფერს.)
ისიც შეიძლება რამოდენიმე საათი გამიძლოს.. მერე უკვე მიწითლდება, მისივდება და ა.შ. რაც შენ თქვი.

Posted by: Solveig 26 May 2010, 02:15
revolutie
QUOTE
რც შენი კომენტარებია გასაკვირი, რარაც ერტი ორი მიმართულებით ცოდნა გაგაჩნია და გგონია ყველაფერი იცი


* * *
ჭკუის დარიგება გიყვარს ნამეტანი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif keh.gif

Posted by: radiohead_lover 26 May 2010, 12:55
esselte

ეგ რა მალამოა? მე საღამოს უკვე მეწყება ქავილის შეგრძნება და მერე ძაღლები რო ყურს იბერტყავენ ეგეთი ვარ ხოლმე lol.gif lol.gif lol.gif













sad.gif

Posted by: esselte 27 May 2010, 09:54
radiohead_lover

QUOTE
ძაღლები რო ყურს იბერტყავენ ეგეთი ვარ ხოლმე   


კარგი შედარებაა, მომეწონა.... მეც ეგრე ვარ ხოლმე biggrin.gif

ალეკო კაციტაძემ (მგონი ამ ექიმს ყველა იცნობს ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს biggrin.gif ) დამინიშნა ერთხელ, ბეჭედზე მქონდა ალერგიული რეაქცია და კანი ძაან ცუდ მდგომარეობაში....

ხო და იმის შემდეგ სულ მაგას ვხმარობ.
* * *
ხო და კიდევ, ლაქს (მანიკური biggrin.gif ) ვხმარობ(დი) ხოლმე... ქამრის ბალთაზე, ჯინსის ღილზე, ბეჭედზე, საათზე... რავი ყველაფერზე. საყურეზე არ მიცდია...

მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეხლა ალერგია აღარ მაწუხებს....
ჰომეოპათთან გავიარე მკურნალობის კურსი და რავი ჯერჯერობით არაფერი მაწუხებს... საათი მიკეთია 1 კვირაა და ჯერ არაფერი მჭირს smile.gif

Posted by: radiohead_lover 28 May 2010, 18:10
esselte

იყიდება ხო აფთიაქებში? ისე ვიღაცამ თქვა კიდე ლაქს ვისვამ საყურეზეო. უნდა ვცადო, მე მარტო ყურზე მჭირს გართულება

Posted by: esselte 28 May 2010, 18:40
radiohead_lover

კი, როგორ არა... არის ყველა აფთიაქში
არ შეგეშალოს ყავისფერი უნდა იყიდო... მწვანეც არის...

კი ლაქს მეც ვხმარობდი, ყველა რკინაზე რაც ტანსაცმელს აქვს biggrin.gif

* * *
ისე, ჯობია ვინმე სხვასაც (ექიმს) კითხო... რამე სხვა გართულებას არ იწვევდეს

Posted by: radiohead_lover 28 May 2010, 23:05
esselte

კარგი დიდი მადლობა smile.gif რა ღირს ხო არ გახსოვს? smile.gif

Posted by: esselte 29 May 2010, 13:07
radiohead_lover

რამოდენიმე დღის წინ ვიყიდე 9,??? ღირდა

Posted by: MaR1_ShaGraTh 30 May 2010, 12:13
2 წლის წინ მეც ეგრე მქონდა, მტანჯავდა ხოლმე ტკივილები, ვერ ვიკეთებდი ვერანაირ საყურეს და მოვიხსენი მერე, შეხორცებას ვაპირებდი. მაგრამ კი არ შეხორცდა, მოშუშდა და მას მერე კიდე 6-ჯერ გავიხვრიტე.. ახლა საერთოდ აღარ მაწუხებს და მაშინ რა ჯანდაბა სჭირდა დღემდე არ ვიცი biggrin.gif

Posted by: radiohead_lover 30 May 2010, 13:59
MaR1_ShaGraTh

ვაჰ, 6ჯერ რაღატო გაიხვრიტე თუ მოშუშდა? eek.gif

Posted by: MaR1_ShaGraTh 30 May 2010, 14:03
radiohead_lover
QUOTE
ვაჰ, 6ჯერ რაღატო გაიხვრიტე თუ მოშუშდა?

იგივე ნახვრეტი არა, სხვადასხვა ადგილზე გავიხვრიტე biggrin.gif

Posted by: radiohead_lover 30 May 2010, 14:06
MaR1_ShaGraTh


აააა, ხო ისე ეგ კარგი იდეაა ავანგარდულად დავიხვრიტავ biggrin.gif biggrin.gif bis.gif ეგ ჯობია მგონი

Posted by: MaR1_ShaGraTh 30 May 2010, 14:11
radiohead_lover
მე მერე ყურებზე ადგილი რო აღარ მქონდა, გადავედი სახესა და პირის ღრუზეც დაჟე
შენც ეგრე არ დაგემართოს lol.gif

Posted by: radiohead_lover 30 May 2010, 14:13
MaR1_ShaGraTh

lol.gif lol.gif აუ სიზმარში ვნახე წარბი მქონდა გახვრეტილი, მგონი ამიხდება lol.gif

მართლა ეგრე უნდა გავაკეთო, ამის მორჩენას ვერ დაველოდები biggrin.gif

Posted by: MaR1_ShaGraTh 30 May 2010, 14:14
radiohead_lover
მე წარბი არ მაქვს გახვრეტილი, ე.ი. 1ით ნაკლები საერთო გვაქვს gigi.gif

Posted by: radiohead_lover 30 May 2010, 14:18
MaR1_ShaGraTh

ეგ როგორ გამოგრჩა biggrin.gif

ასე რომ დაიხვრიტეთ ყურები ხალხო, ეგ არ გაგვივლის მაინც

Posted by: MaR1_ShaGraTh 30 May 2010, 14:19
radiohead_lover
არ გამოომრჩა, მქონდა და შევიხორცე. არ მომწონდა ))

Posted by: radioheadache 1 Jun 2010, 10:52
აი ზუსტად ეგრე ვარ
ვერცხლიც კი მიღიზიანებს
არადა არ მომწონს ეს ოქრო :შ
ყურზე ალერგია რო არ მქონოდა ხო არ შეილებოდა biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)