Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სხვადასხვა > ბრილიანტის თვალი


Posted by: teeaakkoo 23 Jul 2010, 12:56
ბეჭედიდან დამეკარგა თვალი, არის დაახლოებით 0,2-0,25 კარატი, რა ღირს და სად შეიძლება ვიყიდო იაფად? ან ხომ არავის გაქვთ?

Posted by: Gio707 23 Jul 2010, 13:11
ოქროს ბირჟაზე გადი და უპრობლემოდ იყიდი , უბრალოდ biggrin.gif უნდა შეამოწმებინო კარგად დამუშავებული ცირკონი არ შემოგატყუონ givi.gif

Posted by: teeaakkoo 23 Jul 2010, 13:40
Gio707

QUOTE
უნდა შეამოწმებინო კარგად დამუშავებული ცირკონი არ შემოგატყუონ


კი გავალ, და შემფასებელიც მიმყავს smile.gif მაგრამ მიახლოებითი ფასი მაინტერესებდა

მადლობა

Posted by: pekineli 23 Jul 2010, 21:40
teeaakkoo
მაგის პრაფესორი აქ მე ვარ smile.gif მოიცა სტატია მოვცხო ახლა smile.gif))
.....

მოკლედ ბრილიანტი რა არის ვიცით smile.gif ეს არის ქიმიური შემადგენლობით ნახშირბადი. მოკლედ ბირჟაზე წააწყდები უამრავ სამკაულს რომელტა ხარისხი საეჭვოა ფასი კი სულეკლურად მაღალი. რასაკვირველია ყველა დახლთან მისულს დაგხვდება გამყიდველი რომელიც გაჰკივის "სუფთა რუსული ქვა", "ძალიან იაფად, პირდაპირ ვაგებ ფული მჭირდება თორემ....."
შენ კი არავის დაუჯერო. ოქროს ბირჟის ნაგავიდან ნამდვილი ციმბირული ბრილიანტი 5 პროცენტია. ოქროს ბირჟის პროდუქცია შემდეგია: რუსული სამკაულები,დუბაი, აფრიკა ინდოეთი, ჩინეთი , სასომხეთი და საქართველო.
რუსული- საუკეთესო ვარიანტია ისეთი სუფთა კამკამა თვლები როგორიცაა რუსეთში მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოიპოვება.
ძველი ალმასის ანტიკვარიატი- ვიზუალურად შეატყობ რომელიცაა თუმცა თველბი თავისი თვითღირებულებით ძალან ყბრალოა იმიტომრომ საშინლადაა დამუშავებული და ძირიტადად უსუფთაოა ფასი კი მხოლოდ იმიტომ რომ ძველია 6-მაგია.
დუბაი, აფრიკა-ის რაც შემოდის დუბაიდან, ეგრეთწოდებული ვითომ იტალიური ოქრო, ეს ყველაფერი დუბაიდანაა და რა ნაგვისაგანაა დამზადებული ღმერთმა იცის. ხშირად ამ სამკაულებში ისეთი ცუდი თვლებია რომ ყიდვა არ ღირს, ხშირად კი ისეტი კამკამა რომ ეჭვს იწვევს-რეალურად ეს ბრჭყვიალა ქვები სინთეზრი ბრილიანტებია ან მუასანიტები-სილიციუმის კარბიდი რომელსაც იმაზე მეტი ბრწყინვალება აქვს ვიდრე ნამდვილ ბრილიანტს(რეფრაქცია 2.65, ბრილიანტს კი მხოლოდ 2.42) ამითომ ზედმეტად ფერად ფერადად ბრჭყვიალა თვლებით ნუ მოიხიბლებით. ბრილიანტს პრიზმისებური შუქის დაშლის ინდექსი არცისე მაღალი აქვს. ასევე ნუ წამოეგებით ლაზერით შემოწმებას, ხშირად ეგ აპარატები ნაგავია და ასევე ახალი სინთეზური ქვები სტესტს გადის
რაც შეეხება ქართულ და სომხურ ნაწარმს მანდაც დუბაის ფსევდო ბრილიანტებია "ჩაკრული"


გარემოებები რომელიც უნდა გაიტვალისწინო ყიდვისას ესაა
ფერი:
user posted image
და სისუფტავე:
user posted image

ბირჟაზე პრიმა ანუ იდეალური 0.20-25თვლის ფასად დაგისახლებენ 500 დოლარს მაგრამ არ მოგერიდოს შევაჭრება, ეცადე იყიდო მართლა რუსული-კომუნისტური ბეჭედი თანაც მაქსიმუმ 300 დოლარში. მეტის გადახდა ნამდვილად არ ღირს.

Posted by: teeaakkoo 26 Jul 2010, 10:33
pekineli

მადლობა

QUOTE
ბირჟაზე პრიმა ანუ იდეალური 0.20-25თვლის ფასად დაგისახლებენ 500 დოლარს მაგრამ არ მოგერიდოს შევაჭრება, ეცადე იყიდო მართლა რუსული-კომუნისტური ბეჭედი თანაც მაქსიმუმ 300 დოლარში. მეტის გადახდა ნამდვილად არ ღირს.


დამიფასეს 400 დოლარი და სავარაუდოდ 300-350 დოლარად ვიყიდი პრიმა, 25 სოტკიან თვალს, ძველს. ახალი თურმე უფრო იაფი ღირებულა.

Posted by: pekineli 26 Jul 2010, 13:00
teeaakkoo
QUOTE
ახალი თურმე უფრო იაფი ღირებულა.  შეატყობინე მოდერატორს· ციტი

რათქმაუნდა smile.gif ძველები სულ სხვა ხარისხია ახლში კი ძირითადად დუბაის ბრილიანტებია. 300 დოლარად თუ იყიდი მშვენიერი ვარიანტი იქნება smile.gif

Posted by: Gio707 26 Jul 2010, 22:25
ეს pekineli პიროვნება მართლას გეუბნება მაქსიმალურად შეევაჭერე ეხლა მკვდარი სეზონია და მერწმუნე რეალურ კლიენტს არ დაკარგავენ თუ ეტყვი ამდენი მაქ თუ მომცემ მიმაქვსთქო wink.gif

Posted by: sofunia 1 Aug 2010, 13:32

pekineli ძალიან გთხოვთ ამ მონაცემის ბეჭდებს რა შეფასებას მისცემთ . საქართველოს ფასები მაინტერესებს
1. 65 бр кр57 0.65ct 3\3 зол 585 вес 4.5 tetri oqro

2. 40бр кр57 0.4ct 3/4 зол585 вес 6,70 tetri oqro.
წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: pekineli 1 Aug 2010, 14:39
sofunia
QUOTE
1. 65 бр кр57 0.65ct 3\3 зол 585 вес 4.5 tetri oqro

ბირჟაზე ეს 800-1000-დოლარი ღირს. ჩაბარებით 800 დოლარში ჩააბარებთ...
QUOTE
2. 40бр кр57 0.4ct 3/4 зол585 вес 6,70 tetri oqro.

სადღაც 400-500 დოლარად გაყიდით, ბირჟაზე 500-600 ღირს

მე იმიტომ დავწერე ბიეჟის ფასები რომ ისინი რა ფასადაც ყიდულობენ იმას ბლომად უმატებენ. ანუ თქვენც იმ ფასად გაყიდვა გაგიჭირდებათ.
QUOTE
წინასწარ გიხდით მადლობას

არაფრის თუ რამე დაგჭირდათ აქ ვარ wink.gif

Posted by: sofunia 1 Aug 2010, 22:46
pekineli
დიდი მადლობა დროული პასუხისთვის

Posted by: La Bonnie 11 Apr 2011, 02:20
pekineli
საუკუნის არის ეს თემა, მაგრამ მაინც მოგმართავთ.. 1-1.5 კარატი, ხარისხიანი ბრილიანტი სად შეიძლება შეიძინო.. ოქროს ბირჟის გარდა, რამე უფრო სანდო ადგილი მინდა, ფასს არ აქვს პირობითი მნიშვნელობა.. იქნებ იცოდეთ და დამეხმაროთ :ს

Posted by: pekineli 11 Apr 2011, 09:10
La Bonnie

დედაჩემაა კაი ხნი წინ გაყიდა 1 კარატი 2 ათასად ახლა სამწუხაროდ ის ხარისხი(პრიმა) თბილისში 6,500 დოლარი ღირს..
ცუდი ხარისხისას 2,5 ათასად იყიდი. მინდოდა მისთვის მეყიდა დედასთვის მაგრამ ვერ შევწვდი sad.gif ძალიან ძნელია როცა 6 მილიმეტრიან პატარა ნამცეცსში მანქანის ფასს იხდი..
QUOTE
რამე უფრო სანდო ადგილი მინდა,

ყველა ადგილი ეგეთია, სანდოობის ხარისხით არცერთი არ გამოირჩევა. განსხვავება იმაშია სად უფრო კარგად დაგღლიტავენ biggrin.gif ანუ საიუველირო მაღაზიაში რომ მიხვიდე იქ ბევრად ძვირად მოგყიდიან..

თუ გინდა შემიძლია ხელოვნური ბრილიანტი გიშოვნო იაფად wink.gif ძალიან ბრწყინვალე და საუკეთესო ხარისხისაა smile.gif
აგერ ნახეთ, აქ კი ორი ცალია მაგრამ დიდიც შემიძლია ვიშოვნო თანაც არცთუ ძვირად smile.gif
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=1252839
გაითვალისწინეთ რომ ბირჟაზე დიდი შანსია ასევე ხელოვნური ბრილიანტი მოგყიდონ ოღონდ დუბაის უფრო იაფფასიანი ვარიანტი, ეს კი ამერიკული მაინცაა თან ბევრად იაფად smile.gif

Posted by: La Bonnie 11 Apr 2011, 15:37
pekineli
ძაან ლამაზია ეს ხელოვნურიც, მე ვერ ვანსხვავებ და რა ვქნა biggrin.gif
მაგრამ ნამდვილი მინდა.. სადღაც 5000-7000 ვანგარიშობდი..
კერძოდ რომელ საუველიროშია კარგი შეფარდება ფასი/ხარისხი ხომ არ იცი?
და კიდევ, თქვენ როგორც ჩანს გარკვეული ხართ ამ საკითხში, მაინტერესებს რომელი ვარიანტი მიგაჩნიათ უმჯობესად თბილისში შევიძინო ბრილიანტი და მივიტანო იუველირთან თუ http://international.tiffany.com/Engagement/Item.aspx?GroupSKU=GRP10001#f+0/0/0/0/0/0 ეს გამზადებული ბეჭედი შევიძინო.. ეს ჯდება 9000-10 000მდე, ხარისხი არის ულაპარაკოდ ძალიან კარგი, ჩემი აზრით.. მაგრამ აქ თუ ვიპოვი მიახლოევებულ ვარიანტს უკეთეს ფასში მირჩევნია.. მოკლედ ვიბნევი ამ საკითხში და რას მირჩევთ აბა user.gif
დიდი მადლობა წინასწარ ...

Posted by: pekineli 11 Apr 2011, 16:53
La Bonnie
QUOTE
ძაან ლამაზია ეს ხელოვნურიც, მე ვერ ვანსხვავებ და რა ვქნა biggrin.gif

გინახავს შენ ხელოვნური? ანუ რეალში, ყველაზე სეროზული იუველირიც კი ვერ ანსხვავებს, დაჯე შემიძლია თქვა რომ ნამდვილია და გავასაღო მაგრამ არ მინდა ეგრე მოვიქცე, თორემ ვერავინ ვერასოდეს გაარჩევს wink.gif

QUOTE
და კიდევ, თქვენ როგორც ჩანს გარკვეული ხართ ამ საკითხში, მაინტერესებს რომელი ვარიანტი მიგაჩნიათ უმჯობესად თბილისში შევიძინო ბრილიანტი და მივიტანო იუველირთან თუ http://international.tiffany.com/Engagemen...1#f+0/0/0/0/0/0 ეს გამზადებული ბეჭედი შევიძინო.. ეს ჯდება 9000-10 000მდე, ხარისხი არის ულაპარაკოდ ძალიან კარგი, ჩემი აზრით.. მაგრამ აქ თუ ვიპოვი მიახლოევებულ ვარიანტს უკეთეს ფასში მირჩევნია.. მოკლედ ვიბნევი ამ საკითხში და რას მირჩევთ აბა user.gif დიდი მადლობა წინასწარ ...

და რა გარანტია გაქვს რომ ეგ ბუნებრივი ბრილიანტია? smile.gif საუკეთესო ვარიანტია თბილისში ნახო დაათვალიერო ჩახედო და აქვე იყიდო სასურველია ძველ რუსული ციმბირული ბრილიანტი და ძველი თუნდაც ულამაზო ბეჭედი. მთელს მსოფლიოში ციმბირული ბრილიანტის ხარისხის ბრილიანტი არ არსებობს.

მეორესმხრივ გეტყვი რომ საერთოდ თუ ფულის დაბანდება გინდა რაიმე ნივთში ბრილიანტი ყველაზე ცუდი ინვესტიციიაა ამ მხრივ. ჯერ ერთი ფასი ძალიან არასტაბილურია და ძნელი რეალიზებადია ძვირფასი ბრილიანტი და მერე მეორეც უახლოეს წლებში ხელოვნური ანალოგები ისე წალეკავს ბაზარს რომ ბუნებრივი ბრილიანტის ფასი ექსპერტების აზრით 3-4ჯერ დაიკლებო.
მოკლედ თუ რაიმე ძვირფასი ნივთი გინდა და გინდა ფული ამ გზით შეინახო ისევ ოქრო იყიდე. თუ მაინც გინდა ბრილიანტი ისევ თბილისში იყიდე smile.gif კონკრეტული მაღაზიები არ ვიცი sad.gif

Posted by: La Bonnie 11 Apr 2011, 17:32
pekineli
QUOTE
გინახავს შენ ხელოვნური?

no.gif მაგრამ თავს ხომ არ მოვიტყუებ, რავი...
QUOTE
ა რა გარანტია გაქვს რომ ეგ ბუნებრივი ბრილიანტია?

ნუ ბრენდია ისეთი, მეგონა სანდო იყო...

QUOTE
საუკეთესო ვარიანტია თბილისში ნახო დაათვალიერო ჩახედო და აქვე იყიდო სასურველია ძველ რუსული ციმბირული ბრილიანტი და ძველი თუნდაც ულამაზო ბეჭედი. მთელს მსოფლიოში ციმბირული ბრილიანტის ხარისხის ბრილიანტი არ არსებობს.

ხო, ეს მირჩია უმეტესობამ.. ალბათ ასეც მოვიქცევი..

არა, ფულის დაბანდება არა, ნიშნობის ბეჭედი მინდა და სტანდარტი ესაა ბრილიანტი პლატინაში, წიFანი მინდოდა, მაგრამ როგორც თქვი რა გარანტია მაქვს ამხელა ფულს რომ აძლევ, თან თვილისში არაა და მოსკოვიდან უნდ აგამომიგზავნონ, უნახავად კიდე ვერ ვიყიდი..
დავივლი მოკლედ საიუველიროებს და მივაგნებ ალბათ, რასაც მინდა..
უღრმესი მადლობა..

Posted by: svintri 11 Apr 2011, 17:39
ვიღას სცხელა დღეს საქართველოში ბრილიანტებისათვის-მხოლოდ ერთეულებს sad.gif

Posted by: pekineli 17 Apr 2011, 16:38
La Bonnie
რაქენით? smile.gif ნახეთ რამე ბრილიანტი? ძალიან მაინტერესებს რა ფასებში შემოგთავაზეს.

Posted by: Chloe 7 Nov 2011, 17:41
pekineli
diamond 2/0.85ctw (0.170g) ფერი H - I 10K White gold 0.8g რამდენად შეფასდება? აუქციონზე შემოთავაზება მაქვს 488 აშშ დოლარი.

wink.gif

Posted by: pekineli 7 Nov 2011, 18:03
Chloe
ვერ გავიგე ადამიანურ ენაზე დაგვიწერე დაიმანდ 2 რას ნიშნავვს ორი ცალია? და ორივე იწონის 0.85 კარატს? თუ ერთა?
ყიდულობ თუ ყიდი?

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 10:46
pekineli
უკაცრავად smile.gif

კი ორივე ერთად 0.85 კარატია. მე მინდა რომ ვიყიდო. სამწუხაროდ ვერ ვერკვევი კარგად ძვირფასეულობის ღირებულებაში, ამიტომ მოგმართე smile.gif
ბრილიანტების ხარისხთან დაკავშირებით ცხრილი ძალიან დამეხმარა bis.gif

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 11:31
Chloe
მოკლედ ძვირფასო. მე საკმაოდ კარგად ვერკვევი და მოგახსენებ რომ\
QUOTE
კი ორივე ერთად 0.85 კარატია

თითოი გამოდის 0.40-43 კარატი. ზომა მშვენიერია დიდ თვლებში გადის. საყურისთვის
QUOTE
ფერი H

ფერიც კარგია თუმცა მთლად თეთრი არა. სამკაულში ვერც სემაჩნევ ანუ კარგი ფერია.

QUOTE
I

ეს სისუფთავეა? ან ჰრეია H-I ან I არის სისუფთავე. Iსისუფთავე საკმაოდ ცუდია. ეს მომენტია გადამწყვეტი.

თუ ნორმალური სისუფთავეა მშვენიერი შემოთავაზებაა smile.gif საკმაოდ კარგი. აქ მაგ ფასად ვერ იყიდი.

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 11:38
[b]pekineli[
სისუფთავე I1 - I2 enhanced
H - I აი ეს წერია ფერზე.

ანუ სისუფთავის მიხედვით არ ღირს ამ საყურეზე ფიქრი ხომ? sad.gif

ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 11:42
QUOTE
სისუფთავე I1 - I2 enhanced

ნუ სისუფთავე ცუდია საკმაოდ ცუდი მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არი?
QUOTE
enhanced

აი ეს. ანუ ლაზერით არის გაუმჯობესებული და გაუფერულებული აქვს ჩანართები.
http://en.wikipedia.org/wiki/Diamond_enhancement
აგერ წაიკითხე აქ წერია, რაცაა გაუმჯობესების პროცესი.

მიახლოებით ასე გამოიყურება მასეთიუ ბრილიანტი

user posted image

ნუ შეიძლება ჩანართები უფრო გაუფერულებული აქვს ლაზერით.,

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 12:08
pekineli
კიდევ ერთხელ მადლობა დახმარებისთვის. smile.gif
სამწუხარო სისუფთავესთან დაკავშირებით ცხრილს არ მიხსნის და ნორმალური სისუფთავის ქვას რა ნიშნული აქვს?

ლაზერით გაუმჯობესებულ ბრილიანტს ბევრად ნაკლები აქვს ღირებულება?

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 12:16
Chloe
ახალ ცხრილს მოგცემ wink.gif

user posted image

ერთიო თვალი გინდა თუ ორი?

თვლად გაწყობს თუ ბეჭდად?
რომელ აუქციოზე ეძებ?
იბეი ყველას ჯობია.

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 12:50
pekineli

ბიდზე ვათვალიერებ. მეგობარმა იყიდა და საკმაოდ იაფად იყიდა ვიდრე შეუფასეს.
მაგრამ ამ აუქციონზე თითქმის ყველა თვალს აწერია I სისუფთავის.
საყურე მინდა, ანუ 2 თვალი

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 12:53
Chloe
ბიდზე არის მარტივად რომ ვთქვათნაგავი. კი ხანდახან გამოერევა კარგიც.
www.ebay.com აქ ნახე. ძალიან კარგია აქ. იქნება შეგირჩიო კიდეც რამე smile.gif რა ფასში გინდა?

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 12:55
pekineli

ჯერჯერობით ძალიან იაფად მინდა smile.gif უბრალოდ პატარა თვლით მინდა პატარა საყურე smile.gif
რადგან მეგობარმა მირჩია ბიდზე, ამიტომ ვათვალიერებდი

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 13:03
Chloe
ხო მანდაც არის კარგი რაღაცეები თუ სახმარი ყოველდღიური ლამაზი საყურეები გინდა. მაგ შემთხვევაში დიდად არც უნდა დაუკვირდე წვრილმანებს. იყიდე რამე ისედაც იბრწყინებს ის და გაგისწორდება. ლუპით არავინ გამოგეკიდება ჩამახედე თვალშიო biggrin.gif ეგ წვრილმანები გასათვალისწინებელია მაშინ როდესაც დიდი თვალის ყიდვა გინდა და ფულის დაბანდება. თუ ქეჟუალი გინდა იყიდე მაქედან და გაისწორე რა wink.gif

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 14:25
pekineli
კი მესმის, მაგრამ არც ფულის გადაყრა მინდა უაზროდ.
იბეიზე უბრალოდ დიდი დრო და ნერვები უნდა არჩევას smile.gif

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 14:31
Chloe
http://www.bidz.com/product/Exquisite-Brand-New-Stud-Earrings-With-Genuine-Clean-Diamonds-14K-White-Gold/93799917

აი მაგ პონტში ეს მშვენიერია smile.gif

თან 40 დოლარიო ერთი 60-80 დოლარში მაგრად გიღირს smile.gif

თან მამუკაო აწერია გვერძე ნახე biggrin.gif მემგონი ვიღაცა მამუკა ყიდულობს biggrin.gif თუ ყიდის ვერმივხვდი.

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 14:45
pekineli
კარგი ვარიანტი არის, მაგრამ ასე იაფად არ ყიდიან ასეთ საყურეებს.
მინ 150 აშშ დოლარად თუ იყიდი. და თუ მართლა ასეთი უსუფთაო ქვაა, მაშინ საერთო არ ღის sad.gif
მოკლედ შენი დახმარებით მშვენივრად გავერკვიე ყველაფერში bis.gif

მამუკა ყიდულობს smile.gif

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 14:47
Chloe
არა ეგ არ არის ცუდი სისუფთავე, კარგად იბრწყინებს smile.gif

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 14:56
pekineli
შავი და ყვითელი ფერის ბრილიანტები რამდენად ძვირფასია თეთრ ბრილიანტთან შედარებით?
ლიმონის ფერი ძალიან მომწონს.
http://www.bidz.com/bzJApp/ProductDisplay.action?sid=101&tid=100&auctionId=93787368 ამ საყურეზე მაქვს შემოთავაზება 296 აშშ დოლარი.
შენი გათვლებით არ ღირს smile.gif უბრალოდ ძალიან მომეწონა

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 15:02
Chloe
შავი ბრილიანტი ყველაზე იაფფასიანი ბრილიანტია. თუმცა მეტნაკლებად საუცხოოა. ანუ შავ ბრილიანტში ძალიან ბევრია ნახშირბადისეული წარმონაქმნები რაც მას შავ ფერს აძლევს.

ბრილიანტების ფასი სიძვირის მიხედვით ასეთია
1. წითელი
2.ლურჯი
3. მწვანე
4. ვარდუსფერუი
6 თეთრი
7.ყვითელი
8.შავი


ყვითელი უნდა იყოს სუფთა ყვითელი პიგმენტირებული და არა თეთრის ვარიაცია ანუ თეთრის უხარისხო ვარიანტი. ანუ ყვითელი ბრილიანტი სხვა და მოყვითალო თეთრი სხვა,

ეგ საყურე არ წარმოადგენს ფასეულობას, თუმცა ლამაია, მეც მომეწონა ძალიან მოდური რამე იქნება. 296 დოლაი კი ძვირია. 300 დოლარად კაი წკრიალა 15-20 სოტკიან თვალს გაყიდინებ smile.gif პრიმას ანუ უფეროს და უჩანართოს.
აი 150-200 დოლარის მიცემა კი უკვე ღირს იმიტომრომ ძალიან ლამაზია.

Posted by: Chloe 8 Nov 2011, 15:14
pekineli

მხოლოდ 180 დოლარი მაქვს და ამჯერად შენი რჩევების წყალობით ნორმალურ საყურეს შევარჩევ smile.gif

Posted by: pekineli 8 Nov 2011, 15:20
Chloe
QUOTE
მხოლოდ 180 დოლარი მაქვს და ამჯერად შენი რჩევების წყალობით ნორმალურ საყურეს შევარჩევ smile.gif

კი კიი ძალიან კარგს შეარჩევ smile.gif

იბეიძე ვინტაჟებიც არის ანუ ძველისძველი და სვათაშორის იაფად. იქ არ ფასობს ისე ძველი ნივთები. თუ გიყვარს ისიც შეგიძლია შეარჩიო, ზოგჯერ კარგი რაღაცეებიცაა.

Posted by: gurami555 11 Nov 2011, 10:55
http://www.ebay.com/itm/0-20-CARAT-E-F-VS-SI-ROUND-BRILIANT-NATURAL-LOOSE-DIAMOND-CT-DIAMONDS-CARATS-/150695657082?pt=Loose_Diamonds&hash=item2316293e7a#ht_4023wt_962
pekineli
ეს როგორი არის ხომ ვერ მეტყვი?

Posted by: pekineli 11 Nov 2011, 12:19
gurami555
მომეწონა კარგია smile.gif აქ ბირჟაზე მინიმუმ 200 დოლარს დაგიფასებენ მაგას. თუმცა გაყიდვით მაგ ფასად გაგიჭირდება ანუ რომ ჩააბარო. ისე კარგია. მე გირჩევდი.

Posted by: gurami555 11 Nov 2011, 12:56
gemstone diamond
quantity/ctw 28/0.51ctw
shape round
color I - J Top Crystal.
clarity I2
ეს როგორი არის ბეჭედი მოვიგე და მითხარი

Posted by: pekineli 13 Nov 2011, 13:46
gurami555
QUOTE
clarity I2

ეს ცუდია ანუ ბინძური ქვა არის ბევრი ჩანართებით.
თუმცა ფასს გააჩნია.

პირველი ვარიანტი ძაიან მომეწონა.

გურამ, ან დამფლუდე ხოლმე ან PM იმიტორო ისე ვერმივხვდი როდის მომწერე და მინდა დაგეხმარო smile.gif

Posted by: Mr Adam 13 Nov 2011, 13:58
pekineli

ამდენი რამე საიდან იცი? biggrin.gif
ბოდიბილდერი ხო ხარ, პიანისტი და ახლა კიდევ ბრილიანტებშიც ერკვევი =)))

Posted by: pekineli 13 Nov 2011, 16:05
Mr Adam
კი ბრილიანტებში მაგრად ვერკვევი smile.gif გენები-გენები....
ბებიაჩემი ერკვეოდა ძალიან კარგად. მერე ჩემს ბაბუას საკუთარი ბანკი ქონდა და მტელი ცხოვრება დაუთმო მაგ ოქრო ბრილიანტებს smile.gif ხოლო დიდი ბაბუა კი ძალიან მაგარი იუველირი იყო, უნიჭიერესი თბიისის მაშტაბით 9 საოქრომჭედლო მაღაზია ქონია სხვადასხვა უბნებში smile.gif ახლა რომ ვუყურებ მის შექმნილ სამკაულეს ვოცდები რა ფანტაზია ყოფნიდა. სამწუხაროდ სამკაულები აღარ გვაქვს მხოლოდ სურათებში შემორჩა. რეპრესიებსა და ომის დროინდელ გაჭირვებას ემსხვერპლა , ფერადი ბრილიანტები და ბრილიანტის ქამირს ბალთებიი sad.gif
ხოდა მოკლედ მეც სისცხლის ყივილს ვგრძნობ აშკარად ბავშვობიდანვე ვგრძნობდი რაღაც მუხტს ბრილიანტებიდან smile.gif

Mr Adam
პ.ს კიდე მხატვარი ვარ და სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ.
პ.პ.ს კიდევ იურისტი ვარ smile.gif))))

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მომავალი პროფესორი smile.gif

Posted by: sofunia 13 Nov 2011, 21:33
სად შეიძლება თბილისში ბრილიანტის ბეჭედის შეფასება.ოქროს ბირჟის გარდა

Posted by: oshrena 15 Nov 2011, 12:59
pekineli
ბირჯაზე 750 პრობა რა ღირს??[

Posted by: ქინქლა 20 Apr 2012, 10:51
pekineli
იქნება თქვენ მირჩიოთ რამე, ძველი თემა კია მაგრამ მაინც ვცდი ბედს, იქნება ვინმემ შემოიხედოთ.
მოკლედ ერთი ჩვეულებრივი ბრილიანტის თვლიანი ბეჭდიდან დღეს დილით თვალი ამომივარდა და დავკარგე. ძველი ნაკეთობა იყო, ჩემი შვილის სახელზე მაქვს ნაყიდი და მაგან უფრო დამწყვიტა გული, თან მომწონდა, ხოდა არ ვიცი ზომა რამდენია მაგრამ არა მგონია ძალიან დიდი იყოს, ნორმალური ზომის თვალი იყო, აი ბოღჩებს რომ ეძახდნენ ადრე იმის მსგავსი, ცოტა უფრო დახვეწილი ბეჭედია და დაახლოებით მაგ ბოღჩის ხელა თვლებით, და ეხლა მაინტერესებს რამდენად და სად შეიძლება ვიყიდო სუფთა ბრილიანტი რომ ისევ ჩავასმევინო ბეჭედში...

Posted by: pekineli 20 Apr 2012, 12:28
cincla
აიღეთ სახაზავი და შეძლებისდაგვარად ზუსტად მითხარით რამდენი მილიმეტრია თვალი-უფროსწორად ადგილი სადაც თვალი უნდა ჩაჯდეს. smile.gif და ყველაფერს გეტყვით.
ძალიან ზუსტი მონაცემი მჭირდება მილიმეტრებში-და სასურველია მილიმეტრის ნახევარში. მაგალითად 6 მილიმეტრ ბრილიანტს სხვა ფასი აქვს 6.5 -ს სრულად განსხვავებული.

Posted by: ქინქლა 20 Apr 2012, 12:35
pekineli
ეუფ, ეხლა სახლში არ ვარ და მაშინ საღამოს გიპასუხებთ ზუსტად, თუ ვიპოვე ასეთი მილიმეტრდეტალურად მზომავი სახაზავი სახლში sad.gif

Posted by: pekineli 20 Apr 2012, 12:38
cincla
ისე შტანგენ-მზომავი ფარგალი უნდა მაგას მაგრამ არაუშავს ჩვეულებრივი ბავშვის სახაზავი აიღეთ და გაიზომება მიახლოებიტ მაინც არაა პრობლემა.

Posted by: ქინქლა 20 Apr 2012, 12:44
QUOTE
ისე შტანგენ-მზომავი ფარგალი უნდა მაგას

აი ეგ ზუსტად ვიცი რომ არ მექნება sad.gif ჩემს მშობლებთან კი მახსოვს გვქონდა ძვირფასი ქვებისა და ლითონების საწონ-საზომი კომპლექტი მაგრამ ძმიშვილებმა მოუღეს ბოლო sad.gif
* * *
pekineli
ეხლა სახლში გაზომეს ის გვირგვინი სადაც იჯდა თვალი და 2,5 მილიმეტრი გამოვიდაო

Posted by: Xarebava1990 6 May 2012, 20:25
აუ იქნებ ვინმემ გამარკვიოს ერტი მილიმეტრი რამდენი კარატია დაახლოებით

Posted by: :))BIBI:)) 13 May 2012, 12:24
ზარაფხანაში ხარისხი უდაოა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: pathfounder 17 May 2012, 09:02
ebayze igideba kai pasad aiqcionebze.


Posted by: pekineli 17 May 2012, 09:53
ქინქლა
QUOTE
ეხლა სახლში გაზომეს ის გვირგვინი სადაც იჯდა თვალი და 2,5 მილიმეტრი გამოვიდაო

მაშ თქვენი ბრილიანტი ყოფილა 0.06 კარატი. ანუ კარატის მეასედი.
თბილისში 50-60 დოლარი დაგიჯდებათ.
smile.gif)BIBI:))
QUOTE
ზარაფხანაში ხარისხი უდაოა

ხარისხი ყოველტვი გაცხადებულია მაგრამ ნუ იტყვი რომ კარგია. იქ არავინ მოგატყუებს მაგრამ პირდაპირ გეტყვიან რომ ბრილიანტს აქვს შესაბმიი ხარეზები. პრიმა ბრილიანტები თითქმის არ იხამრება ზარაფხანი მიერ (პრიმა- ნიშნავს იდელური ფერისა და სისუფთავის თვალს)
pathfounder
QUOTE
ebayze igideba kai pasad aiqcionebze.

ფასი კარგია მაგრამ რისკიც დიდია.

Posted by: :))BIBI:)) 17 May 2012, 19:28
pekineli
მე შემოგთავაზე ყველაზე კერატიული გამოსავალი ..))

Posted by: zugeni 15 Dec 2012, 13:49
საინტერესო თემაა, ეს ბრილიანტი შემიფასეთ რა

http://forum.ge/?f=57&showtopic=34473762

Posted by: zet2000 5 Jul 2013, 11:04
ბეჭედი შემიფასეთ თუ ვინმეს ესმის ეს საკითხი....0.25 კარატია და 2.6 გრამი. ოქრო 14 კარატი

რამდენის მიცემა შეიძლება ამაში? 300 ლარს მეუბნებიან და ღირს?

Posted by: interesa237 6 Nov 2013, 16:43
აქ განხილულ საიკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ ეს საიტი : ოქროს ბირჟა ინტერნეტში http://www.oqrosbirja.ge .
იმედია პასუხი დაგვიანებული არ არის მაგრამ მაინც გეტყვით zet2000 შეგიძლიათ ახნიშნულ პორტალზე გადახვიდეთ და შეარჩიუოთ ოქრომჭედელი რომელიც დაგეხმარებათ ფასის დადგენაში....

Posted by: მშვიდი 1 May 2015, 09:21
pekineli
Total diamond weight: 3 carats
139 round-cut stones
Color: I–J
Clarity: I2
4-prong setting
10-karat white gold
Polished finish
2500 ღირს?

Posted by: Perseus12 18 Aug 2016, 11:16
ასკოლაჩნი ბრილიანტები რა ღირს? სუფთა და სკოლის გარეშე.

Posted by: merabi1995 16 Jul 2017, 12:49
pekineli
რატომ დამბლოკე რაღაც სქმე მქონდა გახსენით ეს თემა ვინმემ
* * *
დაბლოკი ვარ ამხსენი ბლოკი პეკინელი

Posted by: AchoS 17 Sep 2017, 09:26
pekineli
იქნებ დამეხმარო. თვლიანი ბეჭდის ყიდვა მინდა. ოქროს ბირჟაზე ყველაფერს ბრილიანტი აწერია (თან ფასთან მიმართებაში აშკარად ბრილიანტი ვერ იქნება). ცუდ ბრილიანტს კარგი მუასანიტის თვალი არ სჯობს? სუფთა ვიზუალური თვალსაზრისით და არა ფასით. მინდა ბეჭედი იყოს ლამაზე. და კიდევ აქ ვიპოვი მაღალი სისუფტავის მქონდე თვალს თუ ინტერნეტიდან გამოვიწერო?

Posted by: Human 17 Sep 2017, 09:58
pekineli,
როგორ უნდა განვასხვავოთ სინთეზური ბრილიანტი ბუნებრივისაგან?...

რამდენადაც გავიგე კარგი სინთეზური ბრლიანტის განსხვავება ბუნებრივისაგან 10-დან 8 შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელიაო...

რამდენად მართალია ეს?...

წინასწარ დიდი მადლობა პასუხებისთვის...

Posted by: pekineli 17 Sep 2017, 12:54
AchoS
დიახ მუასანიტი ლამაზი თალია ძალიან. ბრწყინავს საოცრად.
ბრილიანტზე მეტადაც კი.
მაგრამ ბრილიანტი ბრილიანტია.

მე მაქვს ახლა 0.23 კარატი გასაყიდად. ძალიან ლამაზია.
მუასანიტიც შემიძლია გაყიდინო 5მმ ნახევარი კარატი.

Human
სინთეზურის განსხვავება ბუნებრივისაგან თითქმის შეუძლებელია.
მაგალითად ახლა მაქვს 0,23 კარატის თვალი.
ბუნებრივი ნახშირბადის ჩანართებით.

რაც იმის დასტურია რომ წიაღიდანაა ამოღებული. smile.gif
სულ სუფთა თვლები მემგონი უფრო სარისკო საყიდელია ახლა.

აი ასეთიოც მაქვს ნახეთ რას ბრწყინავს. 0.2 კტ



Posted by: Human 17 Sep 2017, 13:07
pekineli

დიდი მადლობა.

ისე მგონი იქეთკენ მიდის მსოფლიო რომ სინთეზურები მსოფლიოს ბაზრის დიდ წილს აიღებენ.... უახლოეს მომავალსში არა და ფასი 10X ნაკლებია დაახლოებით...

Posted by: didi bege 18 Sep 2017, 10:56
კომუნისტების დროინდელ ალექსანდრიტებს თუ აქვს ფასი ?????
მაშინდელი ლალის თვლებიც რამდენად შესაძლებელია ავთენტური იყოს
სიდედრს აქვს smile.gif))

ზარაფხანას უდევს ძოწის თვლიანი ბეჭდები , იმათზე რას იტყვით

* * *
პ.ს. ბრილიანტი რა ღირს რომელსაც თქვენ ჰყიდით PM

Posted by: AchoS 18 Sep 2017, 22:35
pekineli
QUOTE
მუასანიტიც შემიძლია გაყიდინო 5მმ ნახევარი კარატი.

რა ფასიანია?
მე ეს მომწონს, თან ინტერნეტში რაც გადავხედე ძალიან კარგი მახასიათებლები აქვს HEARTS & ARROWS
https://www.moissaniteco.com/forever-one-moissanite-loose-stone-50mm-050ct-round-p-21176.html
ასევე ალიექპრესზეც ვნახე იაფად, მარა მაგათ არ ვენდობი smile.gif

Posted by: pekineli 20 Sep 2017, 12:33
AchoS
მე აღარ მაქვს ერთი მაევს 0.8 კარატიანი მაგრამ ისე მოსწონთ ჩემებს არ ვყიდი.

თუ გინდა მერე ვიდეოსაც გაჩვენებ როგორ ბრწყინავს.


ახლპობელს აქვს 0.5 ერთი ზედმეტი გამოიწერა და საორიენტაციოდ 140-150 დოლარში ყიდის მემგონი.

5მმ ძალიან სუფთა, თითქმის სულ თეთრი.

didi bege
ალექსანდრიტი ნახევრად ძვირფასი ქვაა. ზომას ფორმას ფერს და ასე შემდეგ გააჩნია.


ლალი თუ ნამდვილია საკმაოდ ძვირია. თუმცა ძირითად სინთეზური რუბინები იყო სერიულ წარმოებაში 70-80 იანი წლები.

მე რაც მაქვ ს ახლა 0.23 კტ მაგას 150 დოლარად გავყიდი.

0,2 კტ 140 დოლარად.

Posted by: jmm75 20 Sep 2017, 13:00
მაქვს ბრილიანტის ბეჭედი, 1,2 კარატიანი თვალით. თვალს აქვს 2 წერტილი(ჩანართი), ერთი ძალიან პატარაა, თითქმის არ ჩანს, მეორე ოდნავ დიდი.
თუ მისაღებ ფასს შემომთავავაზებს ვინმე გავყიდი.
pekineli
AchoS

Posted by: pekineli 20 Sep 2017, 14:58
jmm75
QUOTE
თვალით.

თვლით biggrin.gif

სულ ქართულს მისწორებთ ხოლმე და მეც შანსი არ გავუშვი.
ეს ნახევრად ხუმრობით smile.gif

მაინც რა ფასს ფიქრობთ თქვენ?
რა გიღირთ ეგ თვალი.

ბებიაჩემი მასეთ თვალს "ხალიანს" ეძახდა smile.gif
ცუდი ისაა რომ დიდი ხალი, უამრავი წახნაგის გამო აირეკლება და ბევრი გამოჩნდება smile.gif

Posted by: jmm75 20 Sep 2017, 16:35
pekineli
QUOTE
სულ ქართულს მისწორებთ ხოლმე და მეც შანსი არ გავუშვი.

ქართულს ნაკლებად, უფრო რუსულს. smile.gif))
QUOTE
მაინც რა ფასს ფიქრობთ თქვენ?
რა გიღირთ ეგ თვალი.

ალბათ ასე, ხუთი-ხუთნახევარი.

Posted by: pekineli 20 Sep 2017, 16:52
QUOTE (jmm75 @ 20 Sep 2017, 16:35 )
pekineli
QUOTE
სულ ქართულს მისწორებთ ხოლმე და მეც შანსი არ გავუშვი.

ქართულს ნაკლებად, უფრო რუსულს. smile.gif))
QUOTE
მაინც რა ფასს ფიქრობთ თქვენ?
რა გიღირთ ეგ თვალი.

ალბათ ასე, ხუთი-ხუთნახევარი.

ლარში თუ დოლარში.
ლარი რეალურია. დოლარი არა

Posted by: jmm75 20 Sep 2017, 17:21
pekineli
QUOTE
ლარში თუ დოლარში.

დოლარში.
QUOTE
ლარი რეალურია. დოლარი არა

დიადემაში შემიფასეს შვიდიდან რვა ათასამდე, დოლარში.
2700 დოლარს მაძლევდნენ შარშან, ბირჟაზე და ვიუარე, მაგას მირჩევნია ისევ ჩემებმა ატარონ. smile.gif))

Posted by: pekineli 20 Sep 2017, 17:29
QUOTE (jmm75 @ 20 Sep 2017, 17:21 )
pekineli
QUOTE
ლარში თუ დოლარში.

დოლარში.
QUOTE
ლარი რეალურია. დოლარი არა

დიადემაში შემიფასეს შვიდიდან რვა ათასამდე, დოლარში.
2700 დოლარს მაძლევდნენ შარშან, ბირჟაზე და ვიუარე, მაგას მირჩევნია ისევ ჩემებმა ატარონ. smile.gif))

ხალებიანს 5კ დოლარს არავინ გადაიხდის.

თან უფეროც არაა. ძლიერი ტონი დასდევს.

ბირჟაზე რაც უთქვამთ ის კარგი საბაზრო ფასია.

ჯობს დაიტოვო.
ძალიან ეფექტური თვალი იქნება. ვინ რა იცის ხალი აქ თუ არა. იბრწყინებს ულამაზესად.

Posted by: jmm75 20 Sep 2017, 17:40
pekineli
QUOTE
თან უფეროც არაა. ძლიერი ტონი დასდევს.

ცუდი ფოტოა, არ აქვს ძლიერი ტონი.

Posted by: jmm75 20 Sep 2017, 17:43
.............................................................................................

Posted by: pekineli 20 Sep 2017, 19:00
QUOTE (jmm75 @ 20 Sep 2017, 17:40 )
pekineli
QUOTE
თან უფეროც არაა. ძლიერი ტონი დასდევს.

ცუდი ფოტოა, არ აქვს ძლიერი ტონი.

ხოშიანი ბეჭედია რა. ლუბოი ქალი გაყვება კაცს რომელიც ეგეთ ბეჭედს აჩუქებს smile.gif)
ანუ ფრიად მოიხიბლება.


თუ საიდუმლო არაა საბჭოთა დროს რა ღირდა ეგ ბეჭედი. საბჭოთა დროს იქნება ნაყიდი

Posted by: jmm75 20 Sep 2017, 20:00
pekineli
პაპაჩემმა აჩუქა ბებიაჩემს. რა დაუჯდა ვერ გეტყვით, იმქვეყნად არიან დიდი ხანია.

Posted by: Human 20 Sep 2017, 21:28
pekineli,
დაახლოებით რა ფასები იყო ბრილიანტზე საბჭოთა დროს?...

0.1
0.2
0.4
0.5
1.0
1.2
1.5

კარატიან ბრილიანზე...

თუ გაქვს დაახლოებითი ინფორმაცია და დადებ, წინასწარ მადლობა...

Posted by: pekineli 20 Sep 2017, 23:04
Human
ზუსტად არ ვიცი. მე საბჭოთა დროს არ ვიყავი smile.gif

0.79 კარატი სრულიად უნაკლო ბრილიანტი ბებიაჩემმა ციმბირიდან ჩამოატანინა - 1500 მანეთად.
0.83 კარატი სრულიად უნაკლო ბრილიანტი კი -1700 მანეთად.

0.82 კარატი ვარშავაში ბებიაჩემმა გაყიდა 10 000 ჩეკად (22 000) მანეთად biggrin.gif
გადატანა აკრძალული იყო, ბებიაჩემმა კონტრაბანდულად გადაიტანა biggrin.gif
მატარებელით მიდიოდა ვარშავაში. ბრილიანტი ბეჭდიდან ამოასმევინა და ცხვირსახოცში გაახვია და ხელში ეჭირა. მატარებელი რომ შესულა ვარშავაში ცხვირსახოცი გაუშლია და დაუვარდა თურმე კუპეში. ცივმა ოფლმა დამასხა ვერ ვპოულობდიო. ამ დროს გამცილებელი დერეფანში დადიოდა და წიოდა ჩადით მატარებლიდანო.
იმან გადაარჩინა თურმე რომ სადღაც ბნელი კუნჭულიდან გაუბრწყინა ბრილიანტმა თალისმომჭრელადო.
თვალი იპოვნა.
ვარშავაში გაყიდა შემდეგ.
ადგილობრივ იუველირს რომ უნახავს პირი დაუღია, ასეთი ბრილიანტი მე ნანახი არ მაქვსო.

Posted by: oldman 20 Sep 2017, 23:15
pekineli
QUOTE
ალექსანდრიტი ნახევრად ძვირფასი ქვაა

ამას მართლა ამბობ თუ ხუმრობ
* * *
Human
დიდი სხვაობა იყო ფასში ფერის და სისუთავის გამო. 80-იან წლებში მოსკოვში მაღაზიაში ნანახი მაქვს 1 კარატიანი ზუსტად ერთნაირი 2 ბეჭედი- ერთი ღირდა 11000 მეორე 27000

Posted by: pekineli 20 Sep 2017, 23:44
oldman
დიახ ალექსანდრიტი არაა ძვიფასი ქვა

ბრილიანტი
ზურმუხტი
ლალი
საფირი
--------
მხოლოდ ესააა ძვირფასი ქვები....


იხილეთ სტატია
https://kelisblog.wordpress.com/2016/09/11/%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0/

"მაგალითად ტანზანიტი, რომელიც მხოლოდ ერთ ლოკაციაზე მოიპოვება (ტანზანია), მიუხედავად ამისა ეს ქვა არ ითვლება ძვირფასად. თქვენ წარმოიდგინეთ და ალექსანდრიტიც არ შედის ძვირფასი ქვების სიაში. მოკლედ ვიტყვი იმას, რომ ეს სახელები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი, ქმნის ილუზიას, რომ ერთი კატეგორიის ქვები უფრო ღირებული, უცხო და იშვიათია ვიდრე მეორე."

Posted by: jmm75 21 Sep 2017, 00:50
pekineli
QUOTE
საფირი

no.gif
сапфир რუსულია, ქართულად საფირონი ჰქვია. smile.gif))

Posted by: pekineli 21 Sep 2017, 01:11
jmm75
ნუ გადამეკიდე სტატიიდან ამოვაკოპირე.

ისედაც საფირონი საფირიდან შეთითსნილი სიტყვაა.


ძალიან აბეზრულად იცი შესწორებები.

"ამჟამად მხოლოდ ოთხი ქვა ითვლება ძვირფასად, ესენია: ზურმუხტი, ლალი, საფირი და ბრილიანტი.

და ძალიან გამაღიზიანებელია.


ჩეხოვს უთქვამს:

კეთილშობილი აღზრდა ის კი არაა სუპი არ დაღვაროო.
არამედ ის რომ არ შეიმჩნიო თუ ვიღაცამ სუპი დაღვარაო.

Posted by: jmm75 21 Sep 2017, 03:12
pekineli
რატომ ცხარობთ?
ეს თქვენს "ნახევრად ხუმრობით" შესწორებაზე იყო პასუხი, ასევე ხუმრობით.
თქვენ კი გაცხარდით, შენობით მიმართვაზეც გადახვედით.
QUOTE
და ძალიან გამაღიზიანებელია.

აბა მე მკითხეთ, როგორ მაღიზიანებს ამდენ უცოდინარ "ჟურნალისტს", ტელეწამყვანს,
ბლოგერს, "მწერალს", აბდაუბდა ქართულით მოლაპარაკეს რომ ვუყურებ და ვუსმენ,
კიდევ მაგარი ვყოფილვარ, გული რომ არ მისკდება.

Posted by: oldman 21 Sep 2017, 09:33
pekineli
[quote]oldman
დიახ ალექსანდრიტი არაა ძვიფასი ქვა

[quote]"ამჟამად მხოლოდ ოთხი ქვა ითვლება ძვირფასად, ესენია: ზურმუხტი, ლალი, საფირი და ბრილიანტი.[/quote]
რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში.

ალექსანდრიტი არის ქრიზობერილის ჯგუფის მინერალი განეკუთვნება უიშვიათეს ძვირფას ქვებს, რომლის ფასი: In sizes up to one carat, top-quality natural gems sell for $15,000. Over one carat, the prices range from $50,000 to $70,000 per carat.
https://www.gemsociety.org/article/alexandrite-jewelry-and-gemstone-information/
აქაა მოყვანილი ქვების სამეცნიერო კლასიფიკაცია სხვადასხვა ავტორების მიერ ჩამოყალიბებული
https://gemlovers.ru/blog/vidy-nazvanija-dragotsennykh-poludragotsennykh-kamnej/

რაც შეეხება თქვენს მოყვანილ ლინკს, ძალიან ზერელე სტატიაა და არაკომპეტენტური. ამერიკულ "ფედერალურ სავაჭრო კომისიას" (FTC) უამრავი მსგავსი დადგენილება აქვს გამოცემული რომლებიც ძირითადად გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს არაკეთილსინდისიერ გამყიდველებს და სულაც არა აქვს დიდი პრეტენზია ფერადი ქვების კლასიფიკაციის.

Posted by: AchoS 2 Oct 2017, 16:13
pekineli
QUOTE
AchoS
მე აღარ მაქვს ერთი მაევს 0.8 კარატიანი მაგრამ ისე მოსწონთ ჩემებს არ ვყიდი.

თუ გინდა მერე ვიდეოსაც გაჩვენებ როგორ ბრწყინავს.


ახლპობელს აქვს 0.5 ერთი ზედმეტი გამოიწერა და საორიენტაციოდ 140-150 დოლარში ყიდის მემგონი.

5მმ ძალიან სუფთა, თითქმის სულ თეთრი.

მადლობა პასუხისთვის. დაახლოებით 220 დოლარში რა ზომის, ფერის და სისუფთავის ბრილიანტს მოვძებნი ქართულ რეალობაში? დღემდე ვერ ჩამოვყალიბდი biggrin.gif თან კარგი მინდა, თან დიდი, თან იაფი. შენს ქვას რა მახასიათებლები აქვს? 0.23 კარატი დაახლოებით 4მმ-ია დიამეტრით თუ ვცდები

Posted by: pekineli 2 Oct 2017, 21:19
QUOTE (AchoS @ 2 Oct 2017, 16:13 )
pekineli
QUOTE
AchoS
მე აღარ მაქვს ერთი მაევს 0.8 კარატიანი მაგრამ ისე მოსწონთ ჩემებს არ ვყიდი.

თუ გინდა მერე ვიდეოსაც გაჩვენებ როგორ ბრწყინავს.


ახლპობელს აქვს 0.5 ერთი ზედმეტი გამოიწერა და საორიენტაციოდ 140-150 დოლარში ყიდის მემგონი.

5მმ ძალიან სუფთა, თითქმის სულ თეთრი.

მადლობა პასუხისთვის. დაახლოებით 220 დოლარში რა ზომის, ფერის და სისუფთავის ბრილიანტს მოვძებნი ქართულ რეალობაში? დღემდე ვერ ჩამოვყალიბდი biggrin.gif თან კარგი მინდა, თან დიდი, თან იაფი. შენს ქვას რა მახასიათებლები აქვს? 0.23 კარატი დაახლოებით 4მმ-ია დიამეტრით თუ ვცდები

ჩემს ქვას
აქვს J ფერი და VS სისუფთავე.


Posted by: KalaSha1 29 Mar 2018, 14:41
pekineli
გამარჯობა შე გიძლია რჩევა მომცე ნიშნობის ბეჭედისთვის ვეძებ ბრილიანტს ძალიან კონტრასტულ ფასებს მეუბნებიან ერთმა 0.47 იანში +650$ მითხრა
მეორემ 0.43 იანში 1500 $ რეალურად ნორმალური ქვა არაპროფესიონალი დეფექტს რო ვერ უპოვის კარგად რო იბრჭყვიალებს 0.5 კარატის ფარგლებში რა ღირს ? და სად ვიყიდი თუ იცი ?

Posted by: pekineli 29 Mar 2018, 15:55
QUOTE (KalaSha1 @ 29 Mar 2018, 14:41 )
pekineli
გამარჯობა შე გიძლია რჩევა მომცე ნიშნობის ბეჭედისთვის ვეძებ ბრილიანტს ძალიან კონტრასტულ ფასებს მეუბნებიან ერთმა 0.47 იანში +650$ მითხრა
მეორემ 0.43 იანში 1500 $ რეალურად ნორმალური ქვა არაპროფესიონალი დეფექტს რო ვერ უპოვის კარგად რო იბრჭყვიალებს 0.5 კარატის ფარგლებში რა ღირს ? და სად ვიყიდი თუ იცი ?

ფასები ძალიან ძალიან სხვადასხვანაირია.
ხარსხზეა და იმიტომ.
უნაკლო ნახევარ კარატიანს იყიდი რა 2000 დოლარად.

მარა ნუ 1000 დოლარი რო გადადო ნორმალურს იყიდი.

სპეციალური ფასის კალკულატორიც არის გინდა მოგიძებნო?
* * *
QUOTE (oldman @ 21 Sep 2017, 09:33 )
pekineli
[quote]oldman
დიახ ალექსანდრიტი არაა ძვიფასი ქვა

[quote]"ამჟამად მხოლოდ ოთხი ქვა ითვლება ძვირფასად, ესენია: ზურმუხტი, ლალი, საფირი და ბრილიანტი.[/quote]
რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში.

ალექსანდრიტი არის ქრიზობერილის ჯგუფის მინერალი განეკუთვნება უიშვიათეს ძვირფას ქვებს, რომლის ფასი: In sizes up to one carat, top-quality natural gems sell for $15,000. Over one carat, the prices range from $50,000 to $70,000 per carat.
https://www.gemsociety.org/article/alexandrite-jewelry-and-gemstone-information/
აქაა მოყვანილი ქვების სამეცნიერო კლასიფიკაცია სხვადასხვა ავტორების მიერ ჩამოყალიბებული
https://gemlovers.ru/blog/vidy-nazvanija-dragotsennykh-poludragotsennykh-kamnej/

რაც შეეხება თქვენს მოყვანილ ლინკს, ძალიან ზერელე სტატიაა და არაკომპეტენტური. ამერიკულ "ფედერალურ სავაჭრო კომისიას" (FTC) უამრავი მსგავსი დადგენილება აქვს გამოცემული რომლებიც ძირითადად გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს არაკეთილსინდისიერ გამყიდველებს და სულაც არა აქვს დიდი პრეტენზია ფერადი ქვების კლასიფიკაციის.

ალექსანდრიტი ნახევრადძვირფასი ქვაა. მისი სინთეზურად მიღება ძალიან მარტივია და ღირს კაპიკები.


* * *
რავიცი 69 დოლარი ღირს ამხელა ნატურალური თვალი და.
https://www.ebay.com/itm/Natural-Alexandrite-1-51-Ct-gorgeous-stone-for-engagement-ring/142733601947?hash=item213b95ec9b:g:BOIAAOSwDApaZDEw

Posted by: KalaSha1 30 Mar 2018, 00:01
pekineli
https://m.mymarket.ge/ka/product/11221955 ამის ყიდვა ღირს ?

Posted by: pekineli 30 Mar 2018, 11:27
QUOTE (KalaSha1 @ 30 Mar 2018, 00:01 )
pekineli
https://m.mymarket.ge/ka/product/11221955      ამის ყიდვა ღირს ?

რავი ძმაო შენი გადასაწყვეტია. ბეჭედი ძველმოდურია. გოგოებს აღარ მოსწონთ ასეთები. თუ თვალის გამო იყიდი ჯობს უფრო ლამაზში ჩასვა თვალი.

რაც შეეხება თვალს არის ხალიანი და ხარვეზიანი პ1. ანუ pique რაც წუნდებულს ნიშნავს.
ვიცი გასაყიდად არ გინდა მარა მამენტ რო დაგჭირდეს სამკაულის ფუნქცია ხო ეგაა უდა დაალომბარდი ან გაყიდო. მაგაში კი კაპიკებს მოგცემენ.

ერთიც არის იმდენი ხანია ეგ ბეჭედი დევს და არავინ ყიდულობს ესეც გვეუბნება რო არათანაზომიერია ფასი.

უთხარი 500 დოლარად მომეციო.

Posted by: KalaSha1 30 Mar 2018, 12:51
ნაკეთობა არ მაინტერესებს ქვა მინდა ესეთი უნდა გავაკეთო
user posted image
ხო კაიხანია დევს ეგ ბეჭედი 500 $ როგორ უნდა უთხრა ტეხავს ჯობია თავი დავანებო biggrin.gif

Posted by: Kekson 12 Jun 2018, 23:26
pekineli

გამარჯობა


აი ამ ბეჭედის დამზადება მინდა და თქვენი აზრი მაინტერესებს როგორია: https://www.jamesallen.com/engagement-rings/solitaire/14k-white-gold-modern-tulip-diamond-engagement-ring-item-50671

ბრილიანტის თვალი 0.30 კარატი კარგად წავა ამაზე?

რა დამიჯდება დაახლოებით ?

Posted by: pekineli 12 Jun 2018, 23:39
QUOTE (Kekson @ 12 Jun 2018, 23:26 )
pekineli

გამარჯობა


აი ამ ბეჭედის დამზადება მინდა და თქვენი აზრი მაინტერესებს როგორია: https://www.jamesallen.com/engagement-rings/solitaire/14k-white-gold-modern-tulip-diamond-engagement-ring-item-50671

ბრილიანტის თვალი 0.30 კარატი კარგად წავა ამაზე?

რა დამიჯდება დაახლოებით ?

ეს ჩანს უფრო დიდი თვალი. მაგრამ წესით 0.30 იანის უნდა წავიდეს.

უფრო პატარა თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი ხომ არ გინდა?

Posted by: Kekson 13 Jun 2018, 15:45
pekineli
არა, მადლობა იმ ბეჭედს ვაკეთებინებ.

რუსულ ბრილიანტს ვეძებ 0.30-0.35 კარატი, თუ ჩაგივარდებათ ნორმალ ფასში მომწერეთ

Posted by: Prince Of Persia 28 Oct 2019, 06:15
ბრილიანტებზე ინფორმაციას ვეძებდი და ეს თემა გადავიკითხე,
როგორც გავიგე რეალურად ვერ მიხვდები ნამდვილი ბრილიანტი რა არი და რა არა,
შეიძლება რამე სერიოზულ ფირმას რომ ვენდო? მაგალითად ზარაფხანას, მანდაც შეიძლება ყალბი ქვები ჰქონდეთ?
გასაყიდად არმინდა, ხელის სათხოვნელად მინდა და არმინდა სხვისი ნაქონი ქვა ან ბეჭედი იყოს, სულ ახალი ქვის შოვნა შეიძლება ასეთი კომპანიისგან? ნორმალური ზომაც რომ იყოს, ასე 4000$ მდე
თუ ვინმე გამომეხმაურება ძალიან მადლობელი ვიქნები

Posted by: gio365 28 Oct 2019, 13:43
მეტროდან რომ ამოდიხარ პორტის სასახლესთან გეპეის მგონი მესამე კორპუსია გეპეის კორპუსის გვერძე არის პატარა ლომბარდია თუ რაღAცა მაგდაგვარი მაღაზიაცაა გეპეის შესასვლელში და იმის გვერძეა მანდ იკითხე ხათუნა გაჩეჩილაძე ექსპერტია თვითოთ და (თან ძალიან მაგარი) მანდ ყიდიან კიდევაც თვლებს და თუ გინდა შეგიფასებს კიდევაც ქვას
ტელეფონის ნომერიც მქონდა თუ ვნახე მოგწერ მერე

Posted by: jmm75 28 Oct 2019, 20:11
gio365

გვერდზე!

Posted by: Human 29 Oct 2019, 09:07
მგონი ორბი ქვია მაგ მაღაზია/ლომბარდს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)