Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ახალაიას საქმის მთავარმა მოწმემ სასამართლოზე ჩვენება


Posted by: DIDGORI-GEO 20 Feb 2013, 20:54
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად 8 ბრალდებულის სასამართლო პროცესი 28 თებერვალს, 10 საათსა და 30 წუთზე, განახლდება.

დღეს კი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხ 200-მდე პირის სია გადასცა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს უფლებადამცველმა გიორგი ონიანმა განუცხადა, მოსამართლე ეკა არეშიძემ მასმედიის მასობრივი საშუალებების მიერ სასამართლო სხდომის ტრანსლაციის შესახებ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ონიანის განცხადებით, დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას განსახილველ მტკიცებულებათა სიას წარმოადგენს.

პრესა.ჯი: როგორი განწყობა ჰქონდა სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიას?

გიორგი ონიანი (უფლებადამცველი): ბაჩო ახალაია შემართებითაა განწყობილი. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალება ჰქონდეს, ესაუბროს ხალხს და ამხილოს პროკურატურა იმ ტყუილებში, რასაც მის მიმართ აქვს ადგილი.

- როგორ შეაფასებდით თვითონ პროცესს?

- პროკურატურის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმემ, გაგა მკურნალიძემ, რომელიც ზვიად აბესაძეს ჩაკეტვის ფაქტს ადასტურებდა, დღეს განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მისი ვერსია არ იყო. და ეს ვერსია პროკურატურას ეკუთვნოდა და ის იძულებული იყო ციხის პირობებში დათანხმებოდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას.

- პროცესის დაწყებამდე იყო საუბარი რომ დაცვის მხარეს დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარედგინა...

- დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენის საშუალება არ მოგვეცა, ვინაიდან მოსამართლეს არ ეცალა და სხდომა გადადო. მტკიცებულებების წარდგენა შემდეგ პროცესზე, 28 თებერვალს მოხდება. მაგრამ ამაზე მყარი მტკიცებულება რა უნდა იყოს. ციცხალი ადამიანი, ბრალდებელის მოწმე ცვლის ჩვენებას და პროკურატურის მიერ ზეწოლაზე საუბრობს".

ცნობისთვის, დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ახალაიას მხარდამჭერებმა ადგილზე საქართველოს ეროვნული დროშები და ტრანსფარანტები მიიტანეს.

"ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარია", "მითებზე აგებული საქმე", "საზოგადოებას ატყუებენ", "ალასანიას, წულუკიანის და კბილაშვილის საპნის ოპერა", "ნუ ლახავთ ქართული ერის ღირსებას", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალების წარმომადგენლებს, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესის რამოდენიმე წუთით გადაღების საშუალება მიეცათ.

სასამართლოში თანაგუნდელის მხარდასაჭერად ახალაიას ახლობელები მივიდნენ. სასამართლოზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების წარმოანდგენლებიც.

უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და ნუგზარ წიკლაური, მსახიობები ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე, უფლებამდამცველი თეა თუთბერიძე.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს პროცესზე შესვლამდე განუცხადა, ახალიაია პოლიტპატიმარია.

„დღეს პროკურატურა არის ხელისუფლების ბრმა იარაღი ადამიანების შანტაჟისთვის, ამის მაგალითია ბაჩო ახალაიას საქმე“,- განაცხადა წიკლაურმა.

http://presa.ge/new/?m=society&AID=20808

აბა რაო ბიძინისტებო?

* * *
ვერ პრავდება ბიძინისტებო?
lol.gif lol.gif

Posted by: kasrula 20 Feb 2013, 21:22
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

Posted by: bobo1968 20 Feb 2013, 21:29
მკურნალიძე ხომ ნაცებმა დაიჭირეს, ეგრევე, ციხის კადრების შემდეგ?

ხოდა რაო, რატო დაიჭირეს? მაშინც ცრუ ჩვენება მისცა?

მაშინც კბილაშვილის ზეწოლის ქვეშ მისცა ჩვენება?

Posted by: GUMBERA 20 Feb 2013, 21:30
რამდენი წუთი გავიდა და გაპრავების მცდელობაც არ ყოფილა ჯერ smile.gif

ახალიასაც გამოუშვებენ

წულუკიანმა ალბათ მაგიტომ მოხია ამერიკაში ერთი კვირით, აქ რომ იყოს უეჭველ ინფარქტი ხევდა, მთლად დაბეჩავდა ბიძინპროკურატურა smile.gif
თავის აზრებს მარტო ნაცები ცვლიან?????????? smile.gif smile.gif smile.gif smile.gif რამდენმა არანაცმა მოწმემ გადათქვა თავისი პირველი ჩვენება თუ იცით ამ 4 თვის განმავლობაში

საერთოდ რა ხდება არც პოლიტიკოსებში და არც ზოგადად ადამიანებში სიტყვას ფასი აღარ აქვს?
'
კახა თარგამაძე პანკისის ამბებს აპრავებს, ხიდაშელი თავის ამბებს, დონაძე თავისას, ივანიშვილი თავისას, ბედუკაძე მთლად ანგელოზია, ვიღაცა ხომ არის დამნაშავე.

ეს 20 წელი ვიღაცა ხომ სჩადის ამ დანაშაულებს?

მართლა ბინძური ყოფილა პოლიტიკა, ხალხი კიდევ ერთხელ გადააგდეს. მარტო არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში ახსოვთ ხალხი. ოცნებამ მოშნად დაიკიდა ხალხი, ეს ხომ ქვეყანა არაა


ან ორივე მხარეს ამდენი კადრი საიდან აქვს, მსახიობები არიან და კინოში თამაშობენ თუ რა ხდება? ან მერე ამდენ ხანს რატომ ინახავენ ამ კადრებს. smile.gif





ქვეყანა კი არა შიპიტოს ცირკია

Posted by: tupac1991 20 Feb 2013, 21:31
www.presa.ge უკვე გაპრავდა smile.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: მამაო ენუქი 20 Feb 2013, 21:33
კბილაშვილო, მე მოგცემ ორ მოწმეს რომელიც ბაჩომ ცემა, ტაქსისტია ერთი მეორე პატრული, მოწმეს თუ ვერ ნახულობ.

Posted by: xinkala 20 Feb 2013, 21:34
ხო და გამოუშვით თქვე ფარჩაკებო ჩაგრული ბაჩანა სვობოდაზე იგულავოს, შეხვდება კაი ბიჭებს, გააიასნებს ყველაფერს და მორჩება ამით ყველაფერი

Posted by: DIDGORI-GEO 20 Feb 2013, 21:56
GUMBERA
QUOTE
რამდენი წუთი გავიდა და გაპრავების მცდელობაც არ ყოფილა ჯერ 

ახალიასაც გამოუშვებენ

წულუკიანმა ალბათ მაგიტომ მოხია ამერიკაში ერთი კვირით, აქ რომ იყოს უეჭველ ინფარქტი ხევდა, მთლად დაბეჩავდა ბიძინპროკურატურა
თავის აზრებს მარტო ნაცები ცვლიან??????????    რამდენმა არანაცმა მოწმემ გადათქვა თავისი პირველი ჩვენება თუ იცით ამ 4 თვის განმავლობაში

საერთოდ რა ხდება არც პოლიტიკოსებში და არც ზოგადად ადამიანებში სიტყვას ფასი აღარ აქვს?
'
კახა თარგამაძე პანკისის ამბებს აპრავებს, ხიდაშელი თავის ამბებს, დონაძე თავისას, ივანიშვილი თავისას, ბედუკაძე მთლად ანგელოზია, ვიღაცა ხომ არის დამნაშავე.

ეს 20 წელი ვიღაცა ხომ სჩადის ამ დანაშაულებს?

მართლა ბინძური ყოფილა პოლიტიკა, ხალხი კიდევ ერთხელ გადააგდეს. მარტო არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში ახსოვთ ხალხი. ოცნებამ მოშნად დაიკიდა ხალხი, ეს ხომ ქვეყანა არაა


ან ორივე მხარეს ამდენი კადრი საიდან აქვს, მსახიობები არიან და კინოში თამაშობენ თუ რა ხდება? ან მერე ამდენ ხანს რატომ ინახავენ ამ კადრებს.





ქვეყანა კი არა შიპიტოს ცირკი

ახალაიას,რობაქიძისა და 10 თვის ბავშვის საქმეებით ბვერი რამ გაირკვევა
ბევრი ბიძინისტი მიხვდება რომ მათი გამოყენება ხდებოდა ამ საქმეებით პოლიტიკური მიზნებისათვის და ბევრი ცილისწამება იყო ნაცების მიმართ

Posted by: GUMBERA 20 Feb 2013, 22:23
30 ცრუ მოწმეს კიდე რამდენი დაემატება ამ დღეებში? smile.gif



არ პრავდება თუ რა ხდება რატომაა ასეთი მწირი კომენტარები yes.gif yes.gif yes.gif


კბილაშვილზე უკეთესი კადრი ვერ მონახა ბიძინამ მთელ ქვეყანაში?

ნაცვლიშვილი მაინც დაენიშნა, მაგას ეხერხება მოწმეთა გატეხვები, იარაღის ჩადებები. მაგაში მაინც არის პროფი lol.gif lol.gif lol.gif







lol.gif lol.gif lol.gif



































































QUOTE
რა გიხარია?





სამართალი რომ პურს ჭამს :

Posted by: DIDGORI-GEO 20 Feb 2013, 22:27
GUMBERA
QUOTE
30 ცრუ მოწმეს კიდე რამდენი დაემატება ამ დღეებში?

ეგ აჩიკომ იცის
lol.gif

პ.ს წულუკიანი რა ხიტრულად გაერიდა ამ მოვლენებს,ნუთუ მხოლოდ აჩიკო შეეწერება ამ ყველაფერს?
lol.gif facepalm.gif

Posted by: kush 20 Feb 2013, 22:39
გულაობს ნასმაცუნაობაა? biggrin.gif biggrin.gif

მდაა

Posted by: ანუნაკი 20 Feb 2013, 22:47

..........................

Posted by: DIDGORI-GEO 20 Feb 2013, 23:10
kush
QUOTE
გულაობს ნასმაცუნაობაა?

ასეთი პროკურატურის შემხედვარე კი ნამდვილად

Posted by: Natuka NGN 20 Feb 2013, 23:15
http://forum.ge/?f=29&showtopic=34500365
არის თემა.

Posted by: kanchenjanga 20 Feb 2013, 23:15
GUMBERA
რა გიხარია? givi.gif

----------------------------

Posted by: Geooo 20 Feb 2013, 23:17
DIDGORI-GEO

QUOTE
http://presa.ge/new/?m=society&AID=20808

QUOTE
http://presa.ge

QUOTE
presa.ge

QUOTE
presa.ge

QUOTE
presa.ge

presa.ge
wink.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: DruGeo 20 Feb 2013, 23:17
ყურადღებას რო აღარავინ გაგქევთ ატყობთ ?

უკვე ძაან თქვენ სტიქიაში ხართ მიშ მადიდებლებო და ესე გააგრძელეთ )



პ.ს ხელფასსაც არ გვიხდიან აქ რო კვირაში ერთხელ შემოვვარდეტ და ეს რა ხდება ტიტუ ტიტუ ვიდემაგოგოთ.. მერე რაღაც არგუმენტები მოგვწერონ და არ ვუპასუხოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ###მაგოგია biggrin.gif

Posted by: DIDGORI-GEO 20 Feb 2013, 23:36
DruGeo
QUOTE
ყურადღებას რო აღარავინ გაგქევთ ატყობთ ? უკვე ძაან თქვენ სტიქიაში ხართ მიშ მადიდებლებო და ესე გააგრძელეთ )პ.ს ხელფასსაც არ გვიხდიან აქ რო  კვირაში ერთხელ შემოვვარდეტ და  ეს რა ხდება ტიტუ ტიტუ ვიდემაგოგოთ.. მერე რაღაც არგუმენტები მოგვწერონ და არ ვუპასუხოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ###მაგოგია

ვინმე ამიხსნის ეს პოსტი რა შუაშია ამ თემასთან?
თუ ახალი გაპრავების ხერხია?
lol.gif

პ.ს როგორ ჩანს ამ თემაში,რომ ბიძინგამპრავებელთა ჯგუფი ვერ ახერხებს ამ თემის გაპრავებას
lol.gif

Posted by: აჩრდილი 20 Feb 2013, 23:44
ჭეშმარიტად: არა არს სანდო ინტერნეტგაზეთი თვინიერ პრესა.ჯისა და დიდგორიკოა მოციქული მისი.

DIDGORI-GEO
ეს ნირწამხდარი და უადგილო სიცილი რაღაა, დასერიოზულდი ცოტა.

სკვინჩაზე ლექსი მო-გი-ძღვე-ნიიი 2kiss.gif

Posted by: Gode 20 Feb 2013, 23:56
უბედური ერი ვართ, ვიღაც ნაბიჭვრები ხან ერთი მხრიდან და ხან მეორე მხრიდან ცხოვრებას იწყობენ ჩვენს ხარჯზე და სხვა ადამიანების უბედურებაზე და ჩვენ ცხოვრებას ნიშნის მოგებასა და ღლიცინში ვატარებთ. რა მნიშვნელობა აქვს გაპრავდა, არ გაპრავდა თუ საერთოდ ტყუილი აღმოჩნდა? ძღნერს რო ვჭამთ ორი ხელით ამდენი წელია და რო გვგონია რო საქმეს ვაკეთბთ ვიღაცისტობებით, ეგაა უბედურება. ერთ დღეს მიწევიან ყველანი ერთმანეთს. გული მერევა პოლიტიკოსებზეც და იმ ტიპებზეც, კონკრეტული სახელები და გვარები რო თავმოყვარეობაზე მეტად უყვართ და მზად არიან ვიღაცის "სიმართლის" გამო, საკუთარ თავს 12-ჯერ გადაახტნენ. გზები და შადრევნები არ შველის საქმეს, არც იუსტიციის სახლი. რა დამპალი მენტალობაც გვქონდა, იგივე მენტალობა დაგვრჩა. იღლიცინეთ ეხლა და იყავით,

Posted by: DIDGORI-GEO 21 Feb 2013, 00:07
აჩრდილი
QUOTE
ეს ნირწამხდარი და უადგილო სიცილი რაღაა, დასერიოზულდი ცოტა.

ამ თემაში კარგად ჩანს თუ ვინ არის ნირწამხდარი,მე თუ ბიძინგამპრავებელთა სასტავი

პ.ს ჯერ სახ ხართ
წინ რობაქიძის და 10 თვის ბავშვის საქმეებია,ახალაიას საქმეზე აღარაფერი რომ არ ვთქვა wink.gif

Posted by: RIPPER_RUNA 21 Feb 2013, 01:54
DIDGORI-GEO
იმდენი ტყუილ-მართლაი იქთვა მაგ საცოდავი ბავშვის ირგვლივ დავიბენ უკვე. ხან ერთი მხარე ბოდავს რაღაცას და ხან მეორე.
რეალრუად რა სყრათი იკვეთება შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ ან ინფო დამილინკოთ?

Posted by: DIDGORI-GEO 21 Feb 2013, 02:02
RIPPER_RUNA
QUOTE
იმდენი ტყუილ-მართლაი იქთვა მაგ საცოდავი ბავშვის ირგვლივ დავიბენ უკვე. ხან ერთი მხარე ბოდავს რაღაცას და ხან მეორე. რეალრუად რა სყრათი იკვეთება შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ ან ინფო დამილინკოთ?

ჯერ კიდევ 4 თვის წინ ღარიბაშვილმა ბრძანა ამ საქმეს 2 კვირაში გამოვიძიებთო მაქსიმუმ,იქამდე კი ყოველგვარი გამოძიების გარეშე ნაცებს აბრალებდნენ ამ ბავშვის სიკვდილს და გვახსოვს ქოცების პოლიტიკური ისტერიკა(არადა გამოჩნდა რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის აწყობდათ ეს ისტერია)
ეხლა კი იკვეთება რომ ამ საქმესთან ნაცები არანაირ კავშირში არ არიან

Posted by: GRINGO 21 Feb 2013, 02:05
DIDGORI-GEO

თვითონაც იცი რაც smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)