Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > გინდა საუბარი გოგოსთან/ბიჭთან მაგრამ თემა არ გყოფნ |
Posted by: godana 3 Feb 2014, 02:59 |
როდესაც მოგწონს ვინმე და თემა გელევა, უაზრობისკენ მიდის საუბარი რა არის გამოსავალი? ? ? |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 03:09 |
რატომ უნდა გამოგელიოს სასაუბრო,ლაპარაკს რა უნდა,რაზეც გინდა და რამდენიც გინდა.სასაუბრო თემების მეტი რა არის. ცუდი ის არის სიჩუმეს რომ ვერ მოუსმენთ ერთად. |
Posted by: godana 3 Feb 2014, 03:22 |
GENTLE GIRL არ გქონია მასეთი მომენტი როდესაც ზიხართ ერთად და ხდები რომ სალაპარაკო აღარაფერზეა ან არის და უბრალოდ დაძაბული ხარ, სიჩუმეა გარშემო რომელიც გაღიზიანებს და გინდა რომ რამე თემა წამოჭრას იმიტომ რომ შენ ვერაფერს იგონებ.. : ) |
Posted by: alahambra 3 Feb 2014, 03:36 | ||
სიმართლის თქმა--ანუ შენი მდგომარეობის გადმოცემა--ეუბნები რომ დაძაბული ხარ,თავის მოწონებას ცდილობ და ამან სულ დაგაბნია,რაზე ისაუბრო არ იცი..მერე ისიც გეტყვის რაიმეს და აი ეგ რაიმეა მნიშვნელოვანი--როგორ დაგინდობს თუ არ დაგინდობს,მლიქვნელობას დაიწყებს თუ შტერივით დაიბნევა და ორ სიტყვას ვერ გადააბავს--აი მანდ გამოჩნდება მისი ხასიათი..მე თუ მკითხავ ესეთი უხერხულობა სასურველიცაა რომ გაითამაშო ახალგაცნობილთან,რომ მერე დაინახო რანაირ პადდერჟკას მოგცემს თუ სულაც არ მოგცემს))) |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 03:44 | ||
godana
მე არა,მაგრამ მოსაუბრისთვის შემიმჩნევია,გამინეიტრალებია იმ წუთას იუმორით ან რამე ზოგადი თემით...ოღონდ ნამდვილად ვერ ვიტყოდი,ეს ის იყო,რაც მინდოდა... რა მოხდა მერე,სიჩუმე სიჩუმეა,უხერხულობა და დაძაბულობა არ უნდა მოიტანოს. საერთოდ ამას ორივემ უნდა შეუწყოს ხელი ალბათ... ან რა ვიცი,რას გაიგებ,იმდენნაირი ფრუქტოზა დაიდარება ![]() alahambra რა ეშმაკური გათვლაა,მაგ კუთხით არასოდეს შემიხედავს... აი გასაშუალოსტატისტიკურებისაკენ მიმავალ გზაზე გამომადგება. ![]() |
Posted by: godana 3 Feb 2014, 03:54 |
alahambra ცუდი არაა, მაგრამ "ნირიახას" როლის თამაშიც არ გინდა ხან ისეთ მაგარ გოგოსთან რომ ხარ არა და შეიძებლა ჯობდეს კიდევაც ეგ პოზიცია : ) |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 04:13 | ||||
godana თავდაჯერებულობა გაკლია ინ მაი ჰამბლ ოპინიონ.
![]() |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 04:37 | ||||
godana
შემეცნება... ფანტაზია ერუდიცია.... გააჩნია შენ რა კუთხით ხედავ პრობლემას უბრალოდ თემები ამოწურე თუ გაქვს თემები რომლებიც მისთვის არაა საინტერესო... ხომ ვამბობ რა ლამაზი და ჭკვიანი ქალი ერთდროულად იშვიათობაა თქო : ( ![]()
პრიჩომ ტუტ ეტო სლოვო ? |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 04:49 | ||
jojexxx რას ძაბავ აბა ადამიანს ხელოვნურად.მაგ სიტყვით უბრალოდ გამოხატა ბიჭის გარკვეული კატეგორია,ისედაც ბრჭყალებში ჩასვა. ![]()
trust me I'm a doctor ![]() უძილობამ იცის,თორემ არაფერი პირადი,ეგ კი არა იდეაში სასაცილო მგონია,მორჩა,ვიშლები და მივდვარ. ![]() |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 04:52 | ||
GENTLE GIRL
ხო მარა იმ კონტექსტში რა შუაში იყო ვერ მივხვდი... ანუ თემაში არ ჯდება... ![]() |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 04:55 | ||||
![]() ![]() ![]() ![]() ანუ,იგულისხმა,არ მინდა გამოვჩნდე როგორც ვიღაც ჩვეულებრივი,უფერული და მოსაწყენი ბიჭიო. თუ ასე იფიქრე,რომც არ იყო,მაინც გამოჩნდები ისე... |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 05:02 | ||||
GENTLE GIRL
ხო მარა ნერიახას ქართული თარგმანი ფეთხუმია, დოსლოვნო ესლი პერევესტი... სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა ეტყობა... ფეთხუმი ცოტა არქაული სიტყვაა ))) მოუწესრიგებელ მობინძურო ელემენტს აღნიშნავს... უფერული მოსაწყენი не рыба не мясо სხვა შესატყვისი ვერ მოვუძებნე რუსულში )))) ცისფერს უფერული ჯობია ![]()
ინსომნია ქონექტინგ პპლ |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 05:08 |
jojexxx ვიცი ნირიახა რაც არის,მაგრამ მთავარი ეგ კი არაა,მთავარია რა იგულისხმა და კიდევ გაგებაა მთავარი,რომ მიუხვდე შენ,როგორც ძმა ძმას,რა იგულისხმა მან! მაგრამ არამც და არამც,თქვენ ხომ მუდმივი რბოლა და შეჯიბრი გაქვთ ერთმანეთში და აი,გასაჭირში ჩავარდნილი გოდანა არ დაინდე და დაანახე რომ შენ დოქტორი ხარ,ის კი პაციენტი! ![]() ![]() ![]() როგორ მაკლია.... » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 05:10 | ||
GENTLE GIRL
)))) ჰო მარა საქმე იცი რაშია ? რომელი სიტუაცია ჯობია და როლი დოქტორობა თუ პაციენტობა... როცა პაციენტი ხარ და ხედავ დოქტორს რომელსაც შეუძლია რომ დაგეხმაროს იმედისმომცემია... მარა როცა დოქტორი თავად ხარ საშველი და ამ შენ "დაავადებას" ვერც ერთი დოხტორი ვერ განკურნავს მაგას რომ ხვდები ეგ უკვე ტეხსსს |
Posted by: ozzy_ka10 3 Feb 2014, 05:12 | ||
godana
ცოტა ილაპარაკო ![]() ის ალაპარაკე. ნაკლები მოუსმინე. მარტო მნიშვნელოვან ადგილებს. ![]() საერთოდ რა საჭიროა ბევრი ლაპარაკი. მით უმეტეს თუ მუსიკას, მხატვრობას, თეატრს, კინოს, კამა სუტრას, ფეხბურთ-ბალეტს, ჰოკეი-"ვაიმე იცი გუშინწინ ჩემმა დაქალმას" და სიყვარულზე და მეგობრობაზე სამსაათიან ლაპარაკს 1 საათში ასწრებთ |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 05:14 | ||||
jojexxx
მათლაც მორგებული როლია,რადგან არცეთი ხარ,უბრალოდ ხარ ის,ვინც ხარ.
მაგრამ ჯერ ის უნდა გაიგო გჭირდება თუ არა დახმარება. ისე გეთანხმები კი,ვინც სამკურნალოა სხვებს მკურნალობენ. ![]() |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 05:15 | ||||
ვაა აბა ვჩანვარ ეხლა ? ![]() ![]() ozzy_ka10 აი ასაბნიაკიც მოვიდა ნაჰე რა პრიომები ასწავლოს ![]()
![]() * * * GENTLE GIRL
ეგ ის მდგომარეობაა როცა "ორი კურდღლის მადევარი ორივეს იჭერს" ![]() ![]() |
Posted by: gorostrodnidi 3 Feb 2014, 05:18 |
godana რამდენ ხანში დგება ეგ მომენტი გააჩნია ![]() |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 05:19 | ||||||
![]() jojexxx
სვანივით კითხულობ,როგორ გავიგო ჩანხარ თუ არა ან აქედან რომელი ხარ შენ? ![]()
თეორიულად ეგრეა კი )) ერიჰაააა.............ვსეე დავიშალეთ,მაინც ყველა ნირიახაა და მაინც ![]() |
Posted by: shushana 3 Feb 2014, 10:00 |
საშენო ადამიანთან დუმილიც ადვილია ![]() დუმილი როცა გეუხერხულება ![]() ![]() ![]() |
Posted by: masha 3 Feb 2014, 10:08 | ||
godana
ადრე იყო ინტერნეტში მაგარი სტატია (ვერ ვპოულობ ახლა) როგორ და რაზე ილაპარაკო რომ მაგარი ტიპი გამოჩნდე |
Posted by: სნეგირი 3 Feb 2014, 10:15 |
საერთოდ არაფერი არ უნდა გძაბავდეს... სიჩუმე კიდევ პირიქით კარგია და საშენოდ უნდა გამოიყენო... და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაზე ლაპარაკობთ, ძალიან ცდება... ურთიერთობის და ინფორმაციის გაცვლის 70% მაინც არავერბალურზე მოდის (გოგოსთან ურთიერთობას ვგულისხმობ)... ასევე პატარა ექსპერინემტის ჩატარებას გირჩევდი... დაუჯექი ან დაუდექი პირისპირ მოკიდე ხელი ანუ, გქონდეს ფიზიკური კონტაქტი (მაგალითად ხელში ჩაჰკიდე) და 2-3 წუთი ხმაამოუღებლად თვალებში უყურე... ეცადე არ დაახამხამო და მთელი შენი შინაგანი ენერგიით აგრძნობინე რომ ის შენთვის სასურველია... მერე მიხვდებით, რომ სიტყვები აბსოლუტურად უმნიშვნელოა და რეალური ურთიერთობა სულ სხვა დონეზე მიმდინარეობს... |
Posted by: cherVa 3 Feb 2014, 11:26 | ||
godana
http://www.radikal.ru |
Posted by: alahambra 3 Feb 2014, 11:38 | ||||
GENTLE GIRL
ეხლა სად მდებარეობ--უფრო მაღლა თუ ოდნავ ქვემოთ?) godana
რავი,ვიფიქრე ნამდვილი დაახლოება გინდოდა და არა ერთი-ორჯერ თამაში გოგოსტან(ამისთვის ფული და მანქანა ადვილი გამოსავალია) ნამდვილი ახლობლის პოვნა თუ გინდა შენგან გულწრფელობა კარგი ვარიანტია მის ამოსაცნობად..დაგინდობს,მხარს დაგიჭერს?ჩათვალე რომ სენიანია,ტყლარჭვას დაიწყებს-ე.ი. თავში მხოლოდ ბრჭყვიალები უყრია ან საერტოდ ცარიელია ყველაფრისგან...რავი მოკლედ,როგორც გინდა.. |
Posted by: datunia93 3 Feb 2014, 11:50 |
გამოსავალია: 1. ბევრი, სხვადასხვა ჯანრის წიგნის წაკითხვა იმ ასაკში, როცა აის დრო ბევრი გაქვს (10-21 წელი) 2.სოცილურ ქსელებში მასობრივად მოდებული სულელური თამაშების ნაცვლად დროის დახარჯვა საკუთარ თავზე 3. ადრესატის სწორად შერჩევა |
Posted by: აბლაბუდა1935 3 Feb 2014, 12:07 |
რაღაც საერთო უნდა გაკავშირებდეს ადამიანთან, რაღაც უნდა იპოვო ისეთი რის გამოც მასთან ურთიერთობა გსიამოვნებს, მერე შეგიძლია ამ რაღაცის ირგვლივ იტრიალო. ჩემი პროფესიის ადამიანს შევხვდი ერთხელ, პირველ შეხვედრაზევე საქმე რომ დამთავრდა, იმდენად კარგად გავუგეთ ერთანეთს გვეგონა რომ ერთად ვსწავლობდით ადრე ![]() მე შენ გეტყვი და საქართველო იმხელაა ნაცნობი ან რაღაც მაგდაგვარი არ გეყოლებათ საერთო ![]() ![]() |
Posted by: masha 3 Feb 2014, 12:51 |
სულაც არ არის საინტერესო ადამიანი რამეს რომ წაიკითხავს/ფილმს ნახავს და მოგიყვება, კითხვა/ყურება ჩვენც ვიცით. ან სადმე ვინმეს მონაყოლს მოისმენს და თუთიყუშივით იმეორებს კარგია, როცა ადამიანს შეუძლია რამე ამბის საინტერესოდ და სახალისოდ მოყოლა და ზოგადად შთაბეჭდილებების გაზიარება. |
Posted by: 88888 3 Feb 2014, 12:54 | ||
სნეგირი
რა საკალელი ხარ.............. |
Posted by: უვარგისი 3 Feb 2014, 12:55 |
არ მიყვარს მსგავსი უხერხული მომენტი. არადა რა ხშირად მქონია |
Posted by: Ambitious_Person 3 Feb 2014, 12:58 |
თუსუაბარი ვერ ააწყვეთ ესეიგი არაა საშენო ... ყოფილა შემთხვვები თემა არ მქონია და"მიჩურინის ვაშლით"მიცდია დროის გაყვანა მაგრამ მერე გბეზრდება. ზოგ გოგოსთან კი სამი საათი სიე გავა საუბარში ვერ მიხვდები .. ამიტომ ძალით არაფერი ეცადოთ და ამინდი არ მოიშველიოთ . თან გააჩნია იმ გოგოსთან რა გარემოება გაკავშირებს,(სამსახური, სკოლა,უნივერსიტეტი და ა.შ) |
Posted by: Георгий Орлов 3 Feb 2014, 15:01 | ||
![]() ![]() ვარძიაში, გოგოს, რომელსაც მანამდე შორიდან ვიცნობდი (ერთი - ორი ფრაზა თუ მქონდა ნათქვამი) კიბეზე ასვლისას ხელი შევაშველე და...აღარ გამიშვია. ეგრე ხელჩაკიდებული ვიბორიალეთ საათზე მეტი გვირაბებში. სანამ ჯგუფში არ გამოჩნდა ერთი არამკითხე და "იხუმრა", ვითომ: "რა პონტში გყავს, სიმონ, მაი გოგო ბუქსირზეო ?" იმ წუთში დაძაბა თითები და მიმახვედრა, რომ გამეშვა. შინაგანი ენერგიისა რა გითხრა, არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ვგრძნობდი, იმ მომენტში კლდიდან მტკვარში გადავმხრტარვიყავ, გადმომყვებოდა. ![]() |
Posted by: grumbler_girl 3 Feb 2014, 15:06 |
ხანდახან სიჩუმე უფრო ბევრის მთქმელია ან უბრალოდ ჩართეთ მუსიკა და მოუსმინეთ http://www.youtube.com/watch?v=1A5LpS0hRYU |
Posted by: Tamutam^^ 3 Feb 2014, 15:11 | ||
ასეთი შემთხვევა თითქმის ყოველთვის არის, როცა ან დიდი ხნის უნახავ ადამიანს ნახავ და არ იცი კიდევ რაღა კითხო, ან ახალ გაცნობილთან და ა.შ მაგრამ ამ შემთხვევაში სიჩუმე იმიტომ გრძელდება,რომ უკვე იმ სიჩუმეზე ფიქრობ და რა თემაზე დაილაპარაკო იმას ვეღარ იფიქრებ ![]() მე მსგავს შემთხვევაში, როცა არ ვიცი რა ვთქვა და მოუსვენრად ვარ ვაგრძნობინებ რომ მე გამომელია სალაპარაკო და ახლა მისი ჯერია ![]() ![]() |
Posted by: სნეგირი 3 Feb 2014, 15:14 | ||||
Георгий Орлов
მეც მასე მეგონა, მაგრამ ვცდებოდი... ![]() აი, სცადე შენც რაც ზემოთ დავწერე და რაღაც-რაღაცეებს შენც აღმოაჩენ... უფრო სწორედ, გაიაზრებ... ოღონდ არ მოგატყუებ და ადვილი საქმე ნამდვილად არ არის... სერიოზული "Confidence"-ია საჭირო...
ოხ, ეს ქუთეისელები... ![]() |
Posted by: TiaTia 3 Feb 2014, 15:17 |
გააჩნია შემთხვევას... 1. არიან ადამიანები ვისთანაც სალაპარაკო თემა არ გელევა (ძირითადად მეგობრები ან ადამიანი რომელიც გეხიბლავება და შენც მოგწონს, ფლირტის დასაწყისი პერიოდი), 2. არიან ისინი ვისთანაც ვერაფერზე საუბრობ... (ჩაკეტილი ადამიანი რომაა და მხოლოდ "კი, არა, არვიცი" პასუხებით რომ შემოიფარგლება...) 3. ისინი, რომელთანაც ხან კარგად მიდის საუბარი, ხან დუმხართ და სათქმელს ეძებთ (ეს ის კატეგორიაა ძირითადად, ერთმანეთი რომ მოწონდათ და ეხლა რომ არც დაშორებულები არიან არ შერიგებულები) 4. თუ ვერავისთან ვერ პოულობ საერთო თემას და საუბარი ყველასთან შუა გზაში გიწყდება მაშინ შენ თვითონ ხარ უინტერესო ადამიანი 1 კატეგორია არ უნდა დაკარგო 2. უნდა დააპაშოლო... ნერვების დაწყვეტად არ ღირს 3. რთული შემთხვევაა... რომელიღაცა მხარეს ინტერესი აქვს დაკარგული მეორის მიმართ... |
Posted by: Windmühle 3 Feb 2014, 15:24 |
Tu adamiani momwons,tavistavad minda ROM gavigo masse met I,amitom sasaubro teams ra gamolevs MagraM Adamiani tu at cdilobs agyves saubarshi da kis an aras mets arafers gpasuxobs,ertxel vecdebi avalaparako,tu gajra gajra,tu ara da eg madardos ,RAC unda is uqnia Kidev .vot. |
Posted by: Ambitious_Person 3 Feb 2014, 15:26 |
სექსზე არ საუბრობთ ხოლმე? მე კი.. |
Posted by: mariamokh 3 Feb 2014, 17:12 |
სალაპარაკო უამრავია, მაგრამ უაზრობა ხდება როცა 1.ინტერესების სფერო არ ემთხვევა. 2. ინტელექტუალურად განსხვავდებით საკმაოდ ერთმანეთისგან 3. ასევე ერუდიციით. 4. ან ტიპაჟები ხართ ისეთი რო ვერ ატარებთ დროს ერთად.. როცა ადამიანთან საუბარში დრო გეწელება, ესეიგი ის ადამიანი შენთვის მოსაწყენია. და ეგეთთან მეგობრობაც კი ძნელია ჩემთვის. |
Posted by: dewkdewk 3 Feb 2014, 17:21 | ||
უხერხული მომენტია ეგ, მაგრამ მერე რო მაგ მომენტს გაიხსენებთ და იღადავებთ ეგ მაგარია უფრო ![]() |
Posted by: AKREATON 3 Feb 2014, 17:38 |
სალაპარაკო გამთავებია მაგრამ რატომღაც არ ვიგრუზები ხოლმე |
Posted by: Георгий Орлов 3 Feb 2014, 17:50 | ||||
სნეგირი
ეჰ, სადღა მცალია მაგდენი. შესაბამისი ობიექტის შეხვედრა ძალიან რთულია. ან ისეთი დაგეჩითება, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია ნებისმიერი სახის კონტაქტისთვის, ან ის, ვინც ფლუიდების დონეზე პრინციპში ვერაფერს აღიქვამს, როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა იყოს პარტნიორი. ზოგადად Confidence საჭიროა, როცა მიზანმიმართულად მოქმედებ. რაღაც გეგმის მიხედვით და გარკვეული არსენალით აღჭურვილი "ნადირობ". რა თქმა უნდა, თუ კარგი მონადირე ხარ "მოუმზადებელ მსხვერპლს" შანსი არა აქვს, რომ დაგისხლტეს. შეძლებ მასში იმ გრძნობების გამოწვევას, ისეთი კონტაქტის დამყარებას, რომლებიც წინასწარ გქონდა გაანგარიშებული, მაგრამ ეს უკვე პიკაპი გამოდის. ანუ с её стороны чувства могут быть вполне искренными (на каком бы этапе они не были), а с твой стороны ответные чувства могут быть только фальшивыми. ის რაც პირველ პოსტში ვთქვი, ხდება სპონტანურად. ნუ, რაღაც დონის პრელუდია აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ "სპონტანურად" იმ გაგებით, რომ მოვლენების განვითარების წინასწარ გათვლილი გეგმა არ გქონდა. არ იცოდი წინასწარ, რომ სახელდობრივ ხელის ჩაკიდების მეშვეობით იტყოდი სათქმელს და ისიც მიგიხვდებოდა ვერბალური კონსტრუქციების გარეშე. აქ უკვე, რაღაც განსაკუთრებული Confidence, ან შინაგანი ენერგიით მანიპულაციები არ არის საჭირო, იმიტომ რომ გრძნობები ორივე მხრიდან სრულ რეზონანსში თავისთავად მოდიან. შესაბამისად აღარც სიყალბეს რჩება ადგილი. ამით არის საინტერესო და მიმზიდველი ასეთი მომენტები. სამწუხაროდ, ძალიან იშვიათები!
ისე მაგარი მასტია. შოშია ჰქვია! ![]() |
Posted by: სნეგირი 3 Feb 2014, 18:07 | ||||
Георгий Орлов
სწორედ ამიტომ გითხარი ამ შემთხვევაში მიზანმიმართული ექსპერიმენტი ჩაატარე-მეთქი, თორემ ცხოვრების სიყვარულთან რა სალაპარაკო თემა უნდა გამოგელიოს ადამიანს, ან საერთოდ რა საჭიროა ლაპარაკი , როცა უსიტყვოდაც გაუგებთ ერთმანეთს... ჰო და პიკაპი ახსენე და აქვე დავსძენ, რომ ხალხს ეს დაზეპირებული ფრაზებითა და ქცევებით ჟონგლიორობა ჰგონია, არადა პირიქით არის... ზუსტად რომ სპონტანურ აზროვნებასა და მოქმედებას გასწავლის, არაშაბლონურ ურთიერთობას, დეტალების აღქმას...
მაგი ჩხიკვას ძმაკაციც იქნება..! ![]() |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 18:24 | ||
alahambra
კითხვაც მშვენიერია და პასუხის გაცემაც არ არის რთული რომ იცოდე მაღლას და დაბლას რაობა ![]() |
Posted by: მაწო/ 3 Feb 2014, 18:41 | ||
godana
ეგრევე უნდა ჩაზასოთ და აჟიმავდეთ ![]() |
Posted by: ADA 3 Feb 2014, 18:56 | ||
Георгий Орлов
ქუთაისელისგან მაგფერი რაცხები არ უნდა გაგიკვირდეს ძამია ![]() ![]() სალაპარაკო თემის პრობლემა არასდროს მაქვს, ე.ი ადამიანი არაა შენთვის სინტერესო თუ თემა გელევა... უფრო როცა ვხვდები რა ტიპაჟიცაა, ვაცდი ხოლმე ილაპარაკოს და უბრალოდ ვუსმენ ხოლმე, ადამიანმა როგორც ლაპარაკი ისე მოსმენაც უნდა იცოდეს ჰო და ასეთ დროს მისწორდება რომ მოსმენა ვიცი ![]() |
Posted by: countryman 3 Feb 2014, 19:10 |
რავი მე არასოდეს მქონია ეგეთი მომენტი, მილიონი საინტერესო თემაა რაზეც საუბარი შეიძLება და არა მხოლოდ "რა ლამაზი ხარ" და ა.შ შეიძლება რაიმე საკამათო თემის შეგდება, აი ორივეს სხვადასხვა აზრი რო გქონდეს, ოღონდ ისეთი ლაითი ტემა რომ ხუმრობაშI გადავიდეს რა და არა სერიოზულ დებატებში ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: Lemshveniera 3 Feb 2014, 19:41 | ||
სნეგირ, გაიხარე! ეგ რომ დავწერე ერთ-ერთ თემაში, სასაცილოდ არ ეყოთ! ![]() |
Posted by: ქართლოსი 3 Feb 2014, 19:50 | ||
გაანებო თავი. ამაზე კაი გამოსავალი არ არსებობს. |
Posted by: Георгий Орлов 3 Feb 2014, 20:09 | ||||
სნეგირი
ჩემი აზრით პიკაპი (имею в виду, как учение) პირველ რიგში მიმართულია აღზრდისა და განათლების ხარვეზების შევსებაზე. აქედან გამომდინარე არ ვთვლი რაღაც დოგმატურ სწავლებად, ან სტანდარტული ფრაზების კრებულად. მაგრამ თვით იდეას, რა თქმა უნდა, ამახინჯებენ.(ისევე, როგორც, მაგალითად, კარატეს იდეას.) აქედან ერთგვარი ნეგატიური განწყობა. მე თვითონ რომ ვცადო, ამისთვის პირველ რიგში ეს განწყობა უნდა გადავლახო. სხვანაირად ყოველთვის მექნება იმის შეგრძნება, თითქოს ვიღაცას ვატყუებ. პრინციპში, იქ სადაც მე მიხდება მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობა, применение пикапа в высоком смысле, все равно, что палить по воробьям из пушки. Правда, можно и жар-птицу выбрать, но ведь ты помнишь золотое правило пикапа: "Нехрен клеить, бабу у которой шуба дороже, чем твой автомобиль!" ![]()
ეს ყველაფერი, თუ ადამიანს ოდნავი კრეატიულობა მაინც დაჰყვა დაბადებიდან, ზემოხსენებული ხარვეზების ლიკვიდაციის შედეგად უნდა მოვიდეს. |
Posted by: godana 3 Feb 2014, 20:13 | ||||||||
უვარგისი
გესმის ხო ჩემი? ))) * * * masha
მაგარ ტიპად გამოჩენა არაფერშუაში არაა.. : ) * * * Tamutam^^
მაგიც სწორეა, ანუ მარტო არ ვყოფილვარ : ))) * * * grumbler_girl
მუსიკამდე და მყუდრო გარემომდე თუ მივიდა მერე კი ნამდვილად აღარაა საჭირო ლაპარაკე მანდ რჩევა არ მჭირდება : ))))) |
Posted by: სნეგირი 3 Feb 2014, 20:22 | ||||
Георгий Орлов ძალიან მარტივად რომ ვთქვათ პიკაპი ცხოვრების სტილია...
WHERE R U MAAAN..? ![]()
სხვათაშორის, მჯერა რომ ამის სწავლაც შეიძლება... თეორიულად ყველაფრის სწავლა შეიძლება... მხოლოდ და მხოლოდ დროის თემაა... |
Posted by: FREE-ON 3 Feb 2014, 20:23 |
ესეიგი დღნაურამდეა საქმე მისული ![]() ![]() |
Posted by: სიზმარა 3 Feb 2014, 20:24 | ||
გადამრევს ეს ხალხი . რა თემები და ლაი ლაი აგიტყდათ. როცა რამის გაკეთება გინდა, ბევრი კი არ უნდა იყბედო , არამედ უნდა გააკეთო . საქმე ლაპარაკის ნაცვლად ! |
Posted by: sun-dance:) 3 Feb 2014, 20:36 |
დაიკიდეთ ბავშვებო სასაუბრო ![]() ![]() |
Posted by: vatrakeb 3 Feb 2014, 21:25 |
ხუმრობის დინეზე ლაპარაკი გოგოსთან ყველაზე ნაღდია და მართალია...აი სულ ხუმრობებით და "ღადაობით" რომ ელაპარაკებით თითქოს მეგობრევი,ტიტქოს არაფერი გაკავშირებთ მაგრამ სინამდვილეში ირივეს მოგწონთ ერთმანეთი-არის ყველაზე მაგარი მეთოდი..რაც უფრო თრგუნავ და ართულებ მით უფრო აშორებ ადამაინს შენგან,რაც უფრო მეტად გინდა დაააინტერესო მით უფრო ნაკლებად აინტერესებ და ერთი ადგილიდდაბ დაღეჭილ ტემებზე საუბრს ცდილობ მაგაშია ავტორის პრობლემა..გოგოსთან ლაპარაკი აუცილებელია,ლაპარაკიტ უნდა დააინტერესო სხვა დანაღცენი მერე მიდის..გააჩნია შენ თავს როგორ აჩვენებ ამ გოგოს და ლაპარაკი შნო და უნარი არის გოგოს შებმის ერთი დიდი პლიუსი..ბერვი არ უნდა ილაპარაკო,არც მოკლე პასუხები უნდა გქონდეს,ხუმრობაში გადაიყვანე საუბარი და ნელა ნელა ალაპარაკდებით,არანაირი შეხება მიტუმეტეს თუ ახალი აგცნობილი გოგოა.. მე ვინემემ შემემხოს და თავში წამოუვა მაგის შეხება..ანუ ლაპარაკით დაინტერესება არის სქილი რომელიც არც თუ ისე ბევრ მამარს შეუძლია,ლაქლაქი კი არა ლაპარაკი. რამდენი სიმპატიური და კარგი აღნაგობის ბიჭი ვიცი რომლებიც პირს ვერ აღებენ ან როცა აღებენ უფრო ჯობდა ჩუმად ყოფილიყვნენ და სიმპატიურობა ეკარგებათ,ასე რომ ენა ენა და კიდევ ერთხელ ენის სქილი დაამUრამეთ ბIჭებო ![]() |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 21:29 | ||
vatrakeb
ნეტა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა დიაგნოზს დაგისვავენ შენი წერის მანერის შესწავლის შემდგომ.... )))) ანუ არსებობს ორი სახის წერის მანერა ტვინში ხდება აზრის დალაგება ჩამოყალიბება და შემდგომ მისი ფურცელზე გადატანა... ეს მოკვდავთა ხვედრია... უკვდავები კი ჯერ წერენ და მერე იაზრებენ თუ რას წერენ... ანუ რეფლექსივით აქვთ ასე იქმნებიან შედევრები.... შენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები ჯერ ვერ დავადგინე |
Posted by: alahambra 3 Feb 2014, 21:38 | ||
GENTLE GIRL
ეუფ..ეუუუუფ...თქვენო აღმატებულებავ,მოგვიტევეთ მფორთხავნს..ხოხ))))))))) სად შეგვიძლია ამდენი ))) |
Posted by: vatrakeb 3 Feb 2014, 21:39 |
jojexxx ეს იქით იყოს და მე მაინტერსებს ბიჭები რომელბიც სახიტაც ვერ გამოვიდნენ,სექსუალობაში არიან 0,ტვინიც არ აქვთ და ლაპარაკის მანერა მაგათ რა ეშველებათ ![]() |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 21:48 | ||||
vatrakeb
იქით რატომ უნდა იყოს მართLა მაინტერესებს რაღაც ფენომენალური დევს შენში.... და სრული სერიოზულობით დავწერე ის რაც დავწერე.... ანუ მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფერს განგებ აკეთებდე ვითომ იმ მიზნით რომ განსხვავებული იყო და შენის აზრით ექსტრავაგანტული და ამით ცდილობდე ყურადღების მიპყრობას.... მარა ამისივე საპირისპირო ისაა რომ აქ ამ დონეზე არ დაეშვებოდი თბილისის ფორუმი არაა ის ბაზარი რომ თვითრეალიზაციისთვის შეენაირ ტიფშას მასეთი რამე დაჭირდეს ასე რომ ვგონებ მართლა მასე წერ... და აი ფენომენალური იმიტომ ხარ რომ გამართულად აზროვნებ მარა.... მერე გადმოცემაში ვტორმუზდებით ![]()
ეგ შენი უბნის მაჟორიტად დეპუტატს ჰკითხე ))) გვეშველება რიამეე თქვა ))) ? ისე ვინაა ავჭალის მაჟორი ![]() მასე ზოგად საკაცობრიო საკითხებზე ფიქრითაც ნუ დაიღლი ტვინს უმცირესობაში მყოფი ვერაფერს შეცვლი მითუმეტეს რომ ადამიანს უჭირს მსგავსი პრობლემის აღიარება და მერე თვითაღიარება რასაც შენ შეეხე |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 21:50 | ||
alahambra
რა შუაში იყო ![]() |
Posted by: alahambra 3 Feb 2014, 22:50 | ||||
GENTLE GIRL
აბა სად იყო)? მაღლა და დაბლა არ იციო მეუბნები... <<<<<<GENTLE GIRLQUOTE აი გასაშუალოსტატისტიკურებისაკენ მიმავალ გზაზე გამომადგება. >>>>>>>>> <<<ეხლა სად მდებარეობ--უფრო მაღლა თუ ოდნავ ქვემოთ?)>>>> საშუალოსტატისტიკურისკენ მივდივარო,გეკითხები-- ეხლა სად ხარ ?დაბლიდან მიდიხარ საშუალოსკენ თუ მაღლიდან ცამოდიხარ საშუალოსკენ?და მპასუხობ -რაობა არ იცი მაღლა-დაბლის- თორემ გეტყოდიო ![]() |
Posted by: უვარგისი 3 Feb 2014, 22:52 | ||
godana
მერედა როგორ. ჰუუჰ, ყველაზე მეტად awkward პაემნების მეშIნია |
Posted by: vatrakeb 3 Feb 2014, 23:21 | ||||
jojexxx
ეგ ვიცი,მაგის შეხსენება არც გინდა,ჩემძთან რაცაა დაკავშირებული ყველაფერი ფენომენალურია და ლამაზი და რა ვქნა ![]() ნეტა ისეთები იყოტ აც ის ბიჭი ავწალაში და რა პრობლემები გქენბოდატ ამ ცხოვრებაში,ქალის პრბლემა?არა,ტვინისს?არა,უსაქმრობის?არა დაკომპლექსების?არა და კიდევ ერტხელ არა..ასე რომ ესეთი ყოფილიყავი და ავჭალაში თუ დაბადბეულიყავი მეტი რარა მოგინდებოდა
მე ვფიქრობ ჩემი ეროვნების საკიტხებზე და მამაკაცების უშნოობის და არაჰიგიენურობის ამაბავიც მაღელვებს,მაინც ვერ შეიცვლებიტ მაგრამ მაინც... |
Posted by: godana 3 Feb 2014, 23:23 |
vatrakeb რა შუაშია ამ თემასთან მაგრამ ქალების ჰიგიონურობაზე გეზრუნათ აჯობებდა : ) ![]() ![]() |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 23:31 | ||||||||
vatrakeb
შენ ვერაფერს იზავ დედა ბუნებას და მამიკოს გადაუჰადე მადლობა )))
ანუ იმის თქმა გინდა რომ ის ბიჭი ავჭალელი "ვანო" მაგარი კაცია და მისაბაძია... თუ საპოჟნიკი ვალერაც მაგარი კაცი იქნება ავჭალაში ისეთი ღლე უბანია..... ქალის ტვინის უსაქმურობის და დაკმპლექსების პრობლემა მხოლოდ ტვინის პრობლემატიკაში ვერ ექცევა ? vatrakeb
ეროვნებას სახელს და დაბადების ადგილს ვერ ვირჩევთ საუბედუროდ....
დისკრიმინაციაა ))) მამრობითი სქესის... XX საუკუნის მიწურულს ბევრი ქართველი "ლამაზმანი" კაბის ზომაზე იპარსავდა ფეხს თან იპარსავდა ბეზაპასნით... რაოდენობა შემცირდა მარა დღესაც ხდება იგივე... და მარტო მამრობითი სქესის დაკნინებით მდედრობითის ანალოგიურ მინუსებს ვერ გადაფარავ... ეგ მენტალურ სოციალური პრობლემაა რომელიც სქესს არ სცნობს. შეცვლადი არის ოღონდ გააჩნია რა პერიოდი დაჭირდება გაზრდას. |
Posted by: GENTLE GIRL 3 Feb 2014, 23:35 | ||
alahambra
ამ შემთხვევაში ზუსტად გიპასუხია კიი,უკეთესიც რომ არ შეიძლებოდა! ![]() მაგრამ მე ზოგადად ვთქვი ეგ და მესამე პირშიც მაგიტომ გამოვიდა,თორემ პირადად შენთვის არ მითქვამს ნამდვილად ![]() ბევრი მესამე პირი ![]() |
Posted by: alahambra 3 Feb 2014, 23:41 | ||
GENTLE GIRL
კაი ![]() ![]() ![]() |
Posted by: მზეჭაბუკი__ 3 Feb 2014, 23:43 |
მთავარი ურთიერთობაა და არა თემა რომელზეც საუბრობ |
Posted by: jojexxx 3 Feb 2014, 23:44 |
GENTLE GIRL alahambra აუ არადა თქვენ არ იცით რა საამური საცქერია ქალების ჩხუბი თმებით ტრევები და სექსებეე )))) ჩასაფრებული ვეფხვი მდუმარე დრაკონი თუ რა ქვია ეგ ვიყავი ![]() |
Posted by: alahambra 3 Feb 2014, 23:55 | ||
jojexxx
![]() ![]() ![]() ![]() ![]() უი,ვუი შეკითხვა მაქვს:ერთ ფილმში ეკითხება ქალი ტიპს-ქალების ჩხუბის ყურება რატომ გიყვართ კაცებსო და ის პასუხობს--გვგონია,რომ ჩხუბის ბოლოს შერიგდებიან და ხვევნა-კოცნას ატეხავენ,მაგის მოლოდინში ვართო---ჰოდა მარტალია ეგ თუ ტყუილია და კაიფობდნენ უბრალოდ?)))))))))) |
Posted by: Ninichooo 4 Feb 2014, 00:04 | ||
ვიცოდი ბიჭი რომ გახსნიდა ![]() |
Posted by: godana 4 Feb 2014, 01:19 | ||
Ninichooo
ხო აბა გოგოები ფეხი ფეხზე გადაიდებთ და ელოდებით სანამ ამოგაღერღინებთ 2 სიტყვას =)))) |
Posted by: vatrakeb 4 Feb 2014, 01:35 | ||||
jojexxx
ნამდვილად,იმედი მაქვს ქართველი ბIჭები უფრო დ აუფრო დაიხვეწებით და იმ "ვანოს" ნაირები იქნებით..ანუ უბანს ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა,როცა კაცი კაცურად იქცევა,კარგი გარეგნობისაა და სექსუალური ![]()
ერონების სახელს ქმნი შენ და შენნაირები,და როცა ავთანდილი მელოტია და ღიპიანია,მერე შალვაც ნახავს რომ ამ მელოტ ღიპიანს კარგი ცოლი ჰყვას იტყვის რა ჩემად მინდა თვაის მოვლას ისედაც ვინმესთAნ ვიქნები,მერე ამ შალკვას ათასი გიორგი და ვაჟA უყურებს და იმ გძიტ წავა,ხოდა ეროვნება არაფერ შუაშია რომ უმრავლეობას ელემენტარული ჰიგიენა და თავის მოვლა არ "ეკადრებათ".. დღესდღეობით რაც გინდა ტქვი გოგოები უფრო უვლიან თავს,უფრო "ევროპულად" იცმევენ დ აგამოიყურებიან ვიდრე ბIჭები...აზროვნებაშიც არ გვიჭირს ნუუმეტესობას..ასე რომ.. |
Posted by: Ninichooo 4 Feb 2014, 01:58 |
godana თავს ვიფასებთ vatrakeb არა მაი ქურდული საქციელი |
Posted by: godana 4 Feb 2014, 02:33 |
Ninichooo ბოლოს ხომ რჩებით დაფასებულ შეფასებულები?! ![]() |
Posted by: Ninichooo 4 Feb 2014, 03:10 |
godana მეტ ნაკლებად, შავად როგორ წერთ სახელებს? |
Posted by: jojexxx 4 Feb 2014, 04:17 | ||||||
vatrakeb
)) ოკ
ანეგდოტს მოგიყვები... ქუთაისელი ფიქრებმა გააღვიძა ლოგინზე წამოჯდა და წინ "ტრილიაჟი" (კომოდი სამი სარკით) უდგას... თავის თავს უყურებს: ღიპიანი მელოტი ბანჯგვლიანი გულმკერდით, გაიხედავს უკან ცოლი წევს ლოგინში ქერა ცისფერთვალება დახვეწილი ნაკვთებით სწორი ფეხებით... მერე ისევ საკუთარ თავს უყურებს სარკეში... მერე ისევ ცოლს და გაიფიქრებს: "რაფერ ჰყვარებია ფული ამ დედა მო...ულსო" ასე რომ შალვაში გიორგიში და ვაჟაში ნუ ეძებ პრობლემას.... თქვენი ევროპულობა და სტილიაგობა არ გაიშვა,,,, და შენ რომ აზროვნებას ეძახი მაგას ეშმაკობა ჰქვია კი ეგეც ნიჭი და უნარია მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველასთან ჭრის... ახალ თაობას რომ ვუყურებ ვხვდები რომ ჩემ თაობაზე ბევრად დეგენერატები გამოვლენენ სოც ქსელების და ინტერნეტის არასწორმა გამოყენებამ სრულ დეგრადაციამდე მიიყვანა მსოფლიო და არც საქართველოა გამონაკლისი.... თინეიჯერების უმეტესობა მოფსმის დროსაც ჩეკინდება... და იმის მაგივრად არსებულ პრობლემებს ჩაუღრმავდნენ რაც ჩვენს ერშია... თვითონ ქმნიან ხელოვნურად ახლებს... ხო და კიდევ "სექსუალური" სიტყვა ყველა თემაში გაყვს გამოყენებული... კაცებს დასცინი საქართველოში უქალობის პრობლემა გაქვთო და რავიცი... რავიცი მგონი თავად გაქვს ესტროგენის მომატებული დოზა და ვერ ხარჯავ Ninichooo როცა გინდა ვინმეს უპასუხო მის სახელს აკლიკავ ჩამონათვალი რომ არის სიგრძეზე მარცხენა კუთხეში და მისი სახელი მუქად იწერება თუ რაიმე კონკრეტულზე გსურს ციტირება მაუსით ნიშნავ და და გამოხმაურება რომ წერია მაგის ქვემOთ არის ლურჯად
ამას აწვები და იმ კონკრეტულ ფრაზას ნიშნავს |
Posted by: vatrakeb 4 Feb 2014, 09:46 |
jojexxx საიდან სადმდე მიხვედი?!ან საერთდ რა შუაში იო..ნუ კაი ჩემი აზრი ვთქვი რომ ქართველ ბIჭების უმეტესობას აწუხებს აზიური ტიპის მსჯელობა და გონება არ უვლიან თავს,არ იცმევენ კარგად,გონებაში აქვთ პრობლემები,სულ რაღაც "კაი ბიჭის" ამპლუა უნდა ჰქონდეს საშუალოსტატისტიკურ ქართველ ბIჭს ქათველი გოგო კი უფრო თავისუფლად მსჯელობს ,ფიქრობს უმეტესობას თავიოსუფლად აცვია და ოფენ-მაინდიდ ვართ როგროც ავღნიშნე...და ყველას ფული არ აინტერესებს,მთავარია მიზანგაწეული იყოს და ერთ ადგილზე არ იჯდეს.. ჩემი ყოფილი რომ გენახა დიდი სიმდიდრით არ გამოირჩეოდა,მაგრამ ძალიან აქტიური ტიპი იყო,და მე თუ მაქვს "ევროპული"მსჟელობა არა იმიტომ რომ ფულიანი აკცის აგდება მინდა,არამედ რომ მე ვარ თავისუფალი ადმაიანი შინაგანათ და მინდა ჩემი ეროვნება ცოტა გამოვიდეს ამ სიბნელიდან...მთავარია ახალმა თაობამ არ შეგვებაძოს 90-იანების ბავშვებს უფრო გახსნილები და "ნათელი" გაიზარდონ და არ უყურონ მამის მეგობრებს რომელბიც ბირჟაზე დგანან ანნ ცოლის ხარზე ცხოვრობენ.. |
Posted by: shushana 4 Feb 2014, 11:22 |
Ninichooo უზერნეიმზე დააკლიკე ![]() |
Posted by: godana 4 Feb 2014, 11:34 |
Ninichooo მარკერს ვახმარებ მე : ) ![]() |
Posted by: Ninichooo 4 Feb 2014, 15:52 |
jojexxx მადლობა , დამუღამებული მქონდა უკვე , სემტტვევიტ დამეკლიკა და მერე მივხვდი ![]() |
Posted by: GENTLE GIRL 4 Feb 2014, 18:57 | ||||
alahambra
ეგ არაფერია,ხდება ხოლმე,საბოდიშო არც არაფერი იყო ![]() jojexxx
ფენიქსის მტვერი კიდევ, ჩემი საყვარელი ილეთი იყო ოღონდ ბავშვობაში... )) ქეთ-ფაითზე სასიამოვნო სლეივ-ფაითია (აქ. სლეივი - მონაკაცი) |
Posted by: აბლაბუდა1935 4 Feb 2014, 19:52 |
გინდა საუბარი გოგოსთან/ბიჭთან მაგრამ თემა არ გყოფნ, ის გამოსავალი რა არის ? წაუფორუმე! |
Posted by: გეორგ 4 Feb 2014, 19:54 |
ბევრჯერ ყოფილა ასე,დიდი ხნის ურთის მერე,როცა ყველაფერი იცით და სასაუბროც ილევა იმ კონკრეტულ მომენტში. ჩუმად ყოფნა მირჩევნია ხოლმე. ნუ მე ჩემს თავზე არც არაფერს არ ვყვები,ერთი–ორი სიტყვა და ვსო,არ მიყვარს |
Posted by: jojexxx 5 Feb 2014, 00:23 | ||||||||
GENTLE GIRL
ფენიქსის მტვერი ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
ეუფ გლადიატორების დროს უნდა დაბადებულიყავი... გეყოლებოდა კაი ლიქერი გლადიკო )))) და შენც ქეთუნა გატყიპავდი ლატექსის მათრახით * * * vatrakeb
ეჰ როგორი მცდარი წარმოდგენა გაქვს ყველაფერზე... თითქოს მარსიდან ბეჭდავდე... კაი ბიჭის ამპლუას 99% "კაი ბიჭებისა" ზედაპირულადაც არ იცნობს... და საერთოდ რომელ შავ გაგებაზე და ქუჩაზე მელაპარაკები ჭიპში პირსინგებს იკეთებენ.... და რაც შეეხება ფულის სიყვარულს ქალების მხრიდან მე პირადად შენზე არ მქონია საუბარი.. ის ანეგდოტი ზოგად სიტუაციაზე მოგიყევი.
ძალიან იშვიათი ნაწილი... ქართველი გოგოების უმეტესობა მიზნად "კარგ გათხოვებას" ისახავს... ქართველ გოგოებში ჯერ კიდევ აქტუალურია ტერმინი ქალიშვილობის "შეწირვა".... ბევრ ქართველ გოგოს ბლანჟე აქვს და ფენოვანს რომ ჭამს ულვასებზე აყრია ნაფშხვენები... ევროპული აზროვნება არ ნიშნავს უკომპლექსობას და უკომპლექსობა თავისთავად არ ნიშნავს ცხოვეულური სურვილების რეალიზაციას... ჩვენ ქართველები რომ უკომპლექსო საქციელს ვუწოდებთ ეგ სწორედაც დაკომპლექსებული ადამიანის ქცევაა რითაც ცდილობს თავისი მინუსების გადაფარვას... უკომპლექსობა არ ნიშნავს ავტობუსში ზასაობას ხიდიდან გადაფსმას ბარში დღნაურს და არა ეთიკურ არა ესთეტიურ ქცევას.... ევროპისგან ძალიან შორს ვართ და ვერც მივუახლოვდებით რამოდენიმე ათეული წელი იმიტომ რომ განსხვავებული აზროვნება გვაქვს... სხვა მენტალიტეტი.... ნუ მოკლედ ეს ფილოსოფიურ პოლიტიკური თემაა და ამაზე შეიძლება დღეები ილაპარაკო თუ რა პრობლემის წინაშე ვართ ჩვენ ქართველები როგორც ერი და როგორც სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნი |
Posted by: benito- 5 Feb 2014, 00:59 | ||
რამდენი წლის ხარ? |
Posted by: godana 5 Feb 2014, 02:26 |
benito- 25, ასაკი რა შუაშია? |
Posted by: Lost_Angel 5 Feb 2014, 12:40 | ||
ასე ხშირად ხდება ,როცა ადამიანი ძალიან მოგწონს და ღელავ ,რაც იცი ისიც გავიწყდება და დებილობებს ლაპარაკომ ადამიანი... ნუ ეგ ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად ქრება თითქმის, მაგრამ ეხლა, თავი ხელში უნდა აიყვანო მაქსიმალურად და დააჯერო შენი თავი ,როკმ ყველაფერი კარგად არის და მოეშვა |
Posted by: godana 5 Feb 2014, 12:52 | ||
Lost_Angel
არა ეგ სულ სხვა თემაა : ) |
Posted by: benito- 6 Feb 2014, 14:20 | ||||
godana
თუ 25 წლისას გოგოსთან სასაუბრო თემები გელევა მაშინ წიგნი აიღე ხელში და იკითხე ჯობია ![]() ან მეორე ვარიანტია, ასაკის მიუხედავად ჯერ არ გაზრდილხარ და ისევ ბავშვი ხარ...
+1 |
Posted by: masha 6 Feb 2014, 14:26 | ||
benito-
აიღე ნებისმიერ წიგნი, წაიკითხე. მერე დახურე დრო დანიშნე და სცადე ამ წიგნზე ისაბურო, რამდენს გაქაჩევ |
Posted by: benito- 6 Feb 2014, 14:38 |
masha ძაან სწორხაზოვნად მსჯელობ არც შენ გაწყენდა წიგნის კითხვა... უფრო გაგიხსნიდა გონებას... |
Posted by: godana 6 Feb 2014, 15:30 |
benito- კაი ბაზარი არაა მასე იყოს მაგრამ დამიჯერე გამოცდილებაში არ მოვიკოჭლებ და წიგნს რაც შეეხება ვის რა წიგნზე უნდა ელაპარაკო ნუ გამოხვედით ყველა ყველაფრის მცოდნენ .. ვის რასი აინტერესებს შენი წიგნი ტუჩების დაბერვის და ფრჩხილის გაკეთებაზე მეტს არაფერზე ფიქრობენ, კარგით რა : )))) |
Posted by: infuzoria 6 Feb 2014, 15:40 | ||
ეტყობა შენ გაქვს ასეთ გოგოებთან კონტაქტი ან უბრალოდ ფიზიკურად მოგწონს ასეთი გოგოები ,მაგრამ საერთოს ვერ პოულობ, სანაცნობო წრე და გოგოების შეფასების კრიტერიუმები უნდა შეცვალო ალბათ |
Posted by: godana 6 Feb 2014, 16:05 | ||
ხო ნუ ეხლა მხოლოდ სულს ვერ ვჯერდები : ))))))) |
Posted by: benito- 6 Feb 2014, 16:10 | ||
godana რაზე ვკამათობთ ეხლა ჩვენ? რო სასიამოვნო თანამოსაუბრე რომ იყო წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული? და ამას კამათი სჭირდება? ![]()
ამას ვამბობ ზუსტად. მეტზე რომ ვერაფერზე/არაფერზე ფიქრობენ იმიტომაც გამოგდით "სასიამოვნო საუბარი" ბოლოს. ეს ერთი და მეორე. რა გინდა მერე მასეთ ქალებთან? შეეშვი. აუცილებელია ყველა დებილთან სასიამოვნო თანამოსაუბრე იყო? რო შეატყობ ქალს რო ბაგაჟი ვერ უქაჩავს უნდა გაუშვა. რაც არ უნდა kate upton იყოს |
Posted by: ნუკი 6 Feb 2014, 16:13 | ||||
ამმ, რაღაცას რომ წაიკითხავ, შეიშმუშნები და დასაწერად მომზადებული სხვა პოსტი რომ დაგასტოპებს, აი, ის მომენტი :შ
ააჰამ |
Posted by: nin777 6 Feb 2014, 19:19 |
godana კლავიატურით ესაუბრე უფრო მეტი სასაუბრო გექნებათ თან დაფიქრდებით მერე დაწერთ და ასე ![]() რო ნახავ ხოლმე ჩუმად იყავით ![]() |
Posted by: godana 6 Feb 2014, 23:32 |
nini_ დიდი მადლობა <3 ![]() |
Posted by: homoereqtusi 8 Feb 2014, 12:41 |
ძალიან მაგრად მომწონს ერთი ბიჭი. ჩემი სკოლელია და ქართულზეც დავდივართ ერთად. კარგი ურთიერთობა გვაქვს მაგრამ როდესაც მინდა რაღაც მივწერო ვერ ვპოულობ სალაპარაკო თემას. რა ვქნაა? ![]() |
Posted by: TlA 8 Feb 2014, 13:02 | ||
ამინდზე ისაუბრე... მერე ადვილად გადახვალ სხვა თემებზე |
Posted by: datunia93 8 Feb 2014, 13:44 |
TlA კაი ავატარი გაქვს ისე ...სხბეის ფონზე ხო საერთოდ. ამინდზე საუბარი მაგარია, თემაა უკვე ![]() ![]() სურათებიან თემაშI რა ამბებია,აქეთ გადმოდით ერთI თქვენს გახარებას |
Posted by: Blankos_Qvrivi 8 Feb 2014, 23:23 | ||||
როგორ ახერხებთ? ![]() homoereqtusi
კითხე რამე ვითომ ვითომ არ იციიი ![]() ![]() |
Posted by: gigajoj 8 Feb 2014, 23:28 | ||
godana
ჩემი აზრით დაშორება... ადამიანს რომელსაც ჩემთან სასაუბრო თემა ელევა, ის ჩემ გვერდით ვერ იქნება... |
Posted by: homoereqtusi 9 Feb 2014, 18:03 | ||
ეგეთი დებილიც არაა ,რომ ვერ მიხვდეს როდის ვითო არ ვიცი რაღაც ![]() |
Posted by: Blankos_Qvrivi 9 Feb 2014, 22:39 | ||
homoereqtusi
თუ ერთად დადიხართ როგორ არ გაქვს სალაპრაკო თემა რა მორცხვები ხართ ![]() |
Posted by: I love chris :) 9 Feb 2014, 23:10 |
Sxva ? Ai ase.hkitxe xolme, sxva ? Mere kidev ase ... Mere rame hkitxe ,is getyvis ravi sheen? Shenc ar danebde da utxari,ravi meectqo. Mere meoredeba sxvaaa ? ![]() |
Posted by: SCO 9 Feb 2014, 23:51 |
godana რაღაცას გეტყვი ძმრატ, ეს თუ დაგამშვიდებს: არის პირიქითაც, სასაუბრო თემებიც ხურჯინით გაქვს გადაკიდებული, თვითონ თემებიც ზუსტადაა მორგებული ურთიერთობის ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე, გულწრფელობა და ღიაობა ხრეშივით ბლომად გიყრია, იუმორის დედასაც მამის თვალწინ ხმარობ, არც სიყალბე მოდის შენგან, არც თვალთმაქცობა, არც პრიმიტიულობა, არც არასერიოზულობა, არც ცინიზმი, არც უგემოვნება, არც სიხამე.... ჯასთ ადამიანურად, მეგობრულად, გინდ მეგობრულს იქით დამიზნებულად და უბრალოდ მართლა კარგად ესაუბრები... და ამ დროს 10%საც ვერ იგებს/იღებს შენიდან წამოსულს, ისე, როგორც უნდა იღებდეს... ან ვიღაც სხვა ლყეების ბრალია, ვინც იმდენინი იყვნენდ ა სიე ხშირად, რომ ტვინი გადაუპროგრამეს, და აღარც შენი სჯერა/ესმის; ან დაბადებიდან ეგეთ პროგრამაზე აქვს მოწყობილი. ნუ მიზეზს რაღა აზრი აქვს... ასე რომ, უარესებიც არსებობს და არ ხარ მთლად ცუდ პონტში ![]() |
Posted by: salamander_r 9 Feb 2014, 23:57 |
ნუ ამინდი ხომ თემაა. მერე გაიხსენებ წინა წლის ამინდს,მერე იმი სწინა წლის მერე გააკეთებ ამის შედარებით ანალიზს ახსენებ ერთი სიტყვით გლობალურ დათბობას და აი მერე აქედანაა ყველაზე მაგარი გადასვლა შეთქმულების თეორიაზე. და ეს კიდევ ისეთი საკითხია,რომ ყველაფერს ეხება ცოტა-ცოტა. შანსი არაა არ აინტერესებდეს ან ფეხბურთი,ან პოლიტიკა, ან ისტრია ან კინო ან რამე რაა. )))) |
Posted by: FREE-ON 9 Feb 2014, 23:58 |
ის: მე როცა მელაპარაკები მუსიკა გამორთე ,თუ არადა გავთიშავ მე:შენი პროვინციელი დდსშვცი და იმისიც ვინც შენ გაგაბლატავა თან ერთი დღის გაცნობილი ![]() ![]() |
Posted by: მადამ ფისუნია 10 Feb 2014, 01:49 |
"Mიდი თემა ააგდე"-ს პონტია ხო ეგ? Mე სასურველ ხალხთან სულ მაქვს თემა და რავი აბა? |
Posted by: ქალიბილწი 10 Feb 2014, 07:17 |
უბრალოდ პრობლემა მაგაში მდგომარეობს რომ ბიჭს თუ მოსწონს გოგო იბნევა უმეტეს შემთხვევაში,ყველაფერი ავიწყდება რაც კინო-სერიალი- ნახა,რაც წიგნი წაიკითXა და ნერვიულობისგან ნორალურ ტემას ვერ პოულობს ასევე ჰგონია რომ რასაც ეტყვის-ეშინია სისულელე არ აღმოჩნდეს არადა უმეტეს შემთხვევაში უფრო სჯობია თქვას ის რასაც ფიქრობს და არა ერთ ადგილას პეროთი წინადადებები აყაროს იმიტომ რომ უფრო სულელურად გამოიყურება ამ გოგოს თავლებში მოკლედ რაც უფრო მშვიდი და ბანალურად ილპააკე მიტ უფრო კარგი თუ რამე საინტერესო იცი მოყევი,თქვი,წარმოიდგინე რომ გოგო არაა რომლიც მოგწონს და ვიღაც მეგობარია ლაით ლაითად ლაპარაკ-ლაპარაკში მოჰყვებით თუ რათქმაუნდა ის გოგოს არის დაინტერესებუი,თუ არაა მოკლედ პასუხებით მოგაშორებს |
Posted by: გუგას თავი 10 Feb 2014, 07:24 | ||
ვთქვათ გოგოსთან მინდა საუბარი მარა ყველამ მიპროჭა ან მე ვუპროჭე და აღარ ვიცნობ ეგეთ გოგოს რო ველაპარაკო, გამოსავალი რა არის? ![]() |
Posted by: abes777 11 Feb 2014, 00:22 | ||
მაგ დროს ქალს თავის თავზე ებაზრე და მოგებული დარჩები :1 კონკრეტულ სიტუაციაში აირიდებ თავიდან სიჩუმეს. 2 ბევრ ახალ რამეს გაიგებ მის შესახებ. 3 მის გვერდით რო აღარ იქნები დაფიქრდება თუ რა გითხრა, და იმ ფიქრის დროს შენც ემახსოვრები. |
Posted by: godana 11 Feb 2014, 12:05 |
1 სიყვით მაგარი პრობლემატიურები ხართ ეს ქალები )))) |
Posted by: likable 11 Feb 2014, 16:03 | ||
თუ დაინტერესებაა ნებისმიერ სისულელეზე შეიძლება ილაპარაკო და თან ისე რომ არც მოგბეზრდეს და არც უხერხულობა იგრძნო ![]() |