Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ტოლვილად ჩაბარება გერმანიაში |
Posted by: guroguroguroguro 11 Jan 2016, 22:25 |
გთხოვთ ვინც იცით გარკვევიტ დაწეროთ,პირადად მე წასვლას ვაპირებ გერმანიაში და მინდა რო ჩავბარდე ოჯახთან ერთად (ცოლთან ) ,აქედან სავარაუდოდ ტურისტული ვიზით ვაპირებ წასვლას,ვინც არის უკვე მასე ნამყოფი ან რამე იცით დაწერეთ,არამარტო მე , სხვასაც დაეხმარებით,ალბათ ბევრ თქვენგანსაც აინტერესებს.ვიცი რო წირს ეხლა წასვლა,გადავსებულია ტოლვილებით იქაურობა მარა მაინც მიდიან და იბარებენ * * * როგორ უნდა მოვემზადო და საიდან ჯობია გადასვლა, იტალიიდან,პირდაპირ გერმანიით და ასე შმდგ * * * არავინ იცით არაფერი?................................. |
Posted by: amerikanec 13 Jan 2016, 04:21 |
Raga dros ltolvilad chabarebaa,sadacaa evrokavshirshi shevаlt |
Posted by: guroguroguroguro 13 Jan 2016, 09:28 |
Mere agar chaibareben uvizo mimosvla rom ikneba |
Posted by: toka_jambaza 13 Jan 2016, 23:00 |
ამოქაჩეთ აბა ეს თემა რა ხდება ეხლა გერმანიაში?? |
Posted by: amerikanec 14 Jan 2016, 00:39 |
Bardebian chvenebi chveulebriv,tan axla didxans acherebs,imdeni ltolvilebi kavs chvenebi dasadeporteblad agar calia |
Posted by: Jorik 16 Jan 2016, 22:22 |
გადაივსო გერმანია არაბი ლტოლვილებით და წესების გამკაცრებას აპირებენო, მაინც უნდა სცადო ![]() |
Posted by: zlatanera 17 Jan 2016, 16:51 |
ფიქსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს |
Posted by: guroguroguroguro 17 Jan 2016, 22:44 |
ეხლა მარტში ვაპირებ წასვლას და ვნახოთ რა მოხდება |
Posted by: toka_jambaza 18 Jan 2016, 17:02 |
საზღვრებზე რა ხდება ნეტა კონტროლს როდის მოხსნიან?? |
Posted by: guroguroguroguro 18 Jan 2016, 21:12 |
კონტროლი რატო უნდა მოხსნან?,,,,,,,,,,,,,,, |
Posted by: toka_jambaza 18 Jan 2016, 21:51 |
ეხლა კონტროლია შენგენის ქვეყნების საზღვრებზე, მე შვედეთიდან მინდა გადასვლა და უკან არ გამომუშვან შვედეთში მაგას ვფიქრობ. |
Posted by: darchidze001 18 Jan 2016, 22:08 |
პოლონეთის კარტაპობიტა 3 წლიანი თუ მაქ მუშAობის უფლებას ავიღებ დოიჩლანდში? |
Posted by: guroguroguroguro 19 Jan 2016, 14:41 |
შვედეთში ხალხი გარბის და შენ კიდე შვედეთიდან გინდა გერმანიაში გადასვლა?შეილება გაგაბრუნონ უკან იმიტო რო შვედეთია და საქართველო კი საქართველოა ![]() |
Posted by: khvaramze 19 Jan 2016, 23:33 |
შვედეთს ასეთი რამე ჰქონია, იღებს რაღაცა რაოდენობას და მერე უკან ყრის ხალხს. ასე რომ თუ ვინმემ გადაწყვიტა მარტში უნდა წავიდეო, შეუძლია აღარ შეწუხდეს. საზღვრებს კეტავენ და მარტო სირიელებს და ავღანელებს შეუშვებენ. ავსტრიამ დღეს ასე გადაწყვიტა. წელიწადში მარტო 30000 კაცს მიიღებს შვედური მოდელის მიხედვითო. ლტოლვილობა ევროპაში ისტორიას ბარდება ანუ. თუ რამეს აპირებს ვინმე ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა დააპიროს. 1 თვეში ანუ სხვა რეალობა იქნება. |
Posted by: teoo@teo 14 Feb 2016, 18:35 |
გამარჯობათ!მაინტერესებს რა ხდება გერმანიაში მართლა აღარ იბარებენ ტოლვილებს თუ დღეს უბრალოდ რუსთავი -2 მა დაგვაპანიკაა?მზად მაქვს ყველაფერი თვის ბოლოს ვაპირებ ბავშვებით წასვაას და ვითომ არის შანსი რომ არ ჩამიბაროონ? |
Posted by: bigmaster 14 Feb 2016, 20:19 |
გერმანიაში ქალაქ ბილეფელდთან ახლოს მდებარე თავშესაფარში 70-მდე ქართველი დეპორტაციის მოლოდინშია, მათ შორის არიან ბავშვებიც, რომელთაგაც ერთ-ერთი 2 თვის ჩვილია. როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას ერთ-ერთი მათგანი აცხადებს ადგილზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც გერმანიაში დევნილის თავშესაფარი მოითხოვეს, რაზეც ქვეყანამ უარი უთხრა და ისინი სხვადასხვა დროს მიიყვანეს სპეციალურ თავშესაფარში და მოსთხოვეს 1 კვირის განმავლობაში დაეტოვებინათ საქართველო. ქართველები განმარტავენ, რომ მათ უკან წამოსასვლელი ფული არ აქვთ და ითხოვენ ვითარებაში გარკვევას რატომ ეთქვათ უარი გერმანიაში დარჩენაზე. მათი თქმით დევნილის სტატუსის მინიჭება ქართველებისთვის თებერვლის შემდეგ განსაკუთრებულად გამკაცრებულია. წყარო: rustavi2.com |
Posted by: guroguroguroguro 14 Feb 2016, 20:55 |
ეხლა გადავხედე კურიერს და ისეთი არაფერი არ უთქვიათ.ვიზა ლიბერაზ....... ლაპარაკობდნენ |
Posted by: mariolusi 14 Feb 2016, 21:08 | ||
ჩაბარაებით შეიძლება ჩაგიბარონ მაგრამ მაქსიმუმ 6 თვე გაგაჩერონ მერე ქვეყნის დატოვებას მოგთხოვენ გიღირს ექვსი თვე რავიცი რამდენიმე კვირის უკან ვიყავი გერმანიაში ჩრდილოეთში და იქ ვინც იყვნენ რამდენიმე ოჯახს მოუვიდა რომ დატოვეთო გერმანიაო თუ არა ძალით გაგიშვებენ იყვნენ ოჯახები რომლებიც სახლში არ იზინებდა რომ პოლიცია არ დადგომოდა და არ დაედეპორტებინა იყვნენ ისეთებიც ვინც წელიწად ნახევარი ინტერვიუზეც არ იყო დაბარებული და ეხლა იბარებდნენ და არ მიდიოდნენ ინტერვიუზე და რაგაც დროს იგებდნენ რავიცი ქართველებს ყველას უარს ეუბნებიან ინტერვიუზე რაც გინდა მოყევი აზრი არ აქვს არანაირი აზრი მაქსიმუმი ექვსი თვე |
Posted by: guroguroguroguro 14 Feb 2016, 21:14 |
მასეც არაა.აბა სხვებს როგორ აზლევენ ლტოლვილობის სტატუს.ბევრს ვიცნობ ვინც ჩაიბარეს.იმ ერთ წელიწადში გიყურებენ ზუსტად,როგორ იქცევი,ტუ არ მოიპარე ან რამე ცუდი არე გააკეთე.გაკვირდებიან.თუ კარგა მოიქეცი მაშინ ჩაგიბარებენ |
Posted by: teoo@teo 14 Feb 2016, 21:35 |
ნუ დღეს წავიკითხე წყაროთ მითითებული იყო რუსთავი 2 და იმედია სიმართლეს არ შეესაბამება და ისვ ხდება ჩაბარება!იყო პერიოდი როცა საფრანგეთზეც იგივე სთქვეს მაგრამ საფრანგეთი ისევ იბარებს ტოლვილებს. |
Posted by: bigmaster 14 Feb 2016, 21:36 | ||
dgevandeli niusia rustavioris saitidan aha suratebic ari qvemot azulis http://rustavi2.com/ka/news/39141 |
Posted by: mariolusi 14 Feb 2016, 22:18 | ||
ერთი ჩემი ნაცნობი ოჯახია ბავშვი გერმანიაში ეყოლათ ზუსტად ვიცი რომ არ იპარავდნენ პატიოსნად ცხოვრობდნენ არაფერი ზედმეტი არ უკეთებიათ ორი კვირის წინ დატოვინეს გერმანია პატარა რამდენიმე თვის ყავთ ტოლვილობას გაძლევენ მაგრამ ექვს თვეში დაგიქნევენ ხელს ბავშვები რომ არ იყვნენ ეს ექვსი თვე სიტუაცის გარკვევაში და ცოტა ენის სწავლაში დაგეხმარებოდა და მერე ათასი საბუთი კეთდება რავი კარგად დაფიქრდით მეც მინდოდა ოჯახით ჩაბარება მაგრამ ბავშვზე მაქვს პრობლემა ექვსი თვის მერე ბავშვს რა ვუყო მე და ჩემი მეუღლე საბუთებს კი გავაკეთეთ ბავშვი თან ჩემი ერთ წელში სასკოლოა ასაკის არია მანამდე მოსამზადებელზეც ხომ უნდა იაროს სხვა სახელით და გვარით არ მინდა მთელი ცხოვრება ავურიო ბავშვს |
Posted by: Yin&Yang 15 Feb 2016, 02:35 | ||
mariolusi
რა საბუთი კეთდება ? თუ უარი მოგივა და დატოვე ქვეყანაო გეტყვიან , მერე გააკეთებ რამე სხვა საბუთს და მაინც დარჩები ? |
Posted by: Solveig 15 Feb 2016, 13:09 | ||||
რა გახდა ამ სიტყვის სწორად დაწერა? უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანას უპირებენ საქართველოს. ბავარიის შს მინისტრმა განსაკუთრებით "იზრუნა" ამაზე. ეს კრიმინალების სკანდალების აფიშირებაც ზუსტად მაგ მიზნით ხდება. მაქსიმალურად ცდილობენ, დაასაბუთონ, რომ ქართველებს არაფერი სჭირთ საიმისო, რომ ლტოლვილად ჩაბარდნენ და თუ გერმანიამ დაუჯერათ და დრო მისცათ, ქურდობენ და მამაძაღლობენ. რაღაც სრულიადევროპულ კრიმინალურ ქსელზეა საუბარი, რომელსაც კანონიერი ქურდები აკონტროლებენ. რამდენად არის რეალურად ასე საქმე, ეგ კაცმა არ იცის. შეიძლება არის, შეიძლება-არა, შეიძლება კი არის, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბის, ვიდრე აცხადებენ. ფაქტი არის ერთი-იმდენი ლტოლვილი მიაწყდათ, რომ აღარ უნდათ სხვები. პლუს, ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ რამდენიმე თვეში და ადამიანი, ვინც რაღაცით გამოადგება გერმანიას, ჩავა უვიზოდ, გავა გასაუბრებაზე, ან უმაღლესში შეიტანს საბუთებს ან რამე ასეთი და სრულიად კანონიერად მოიპოვებს იქ ყოფა-ცხოვრების უფლებას ისე, რომ სახელმწიფოსაც არ დააწვება კისერზე. ეს არის რეალობა და თუ ვინმეს არ უნდა დაჯერება, მისი საქმეა... |
Posted by: Yin&Yang 15 Feb 2016, 13:22 |
Solveig რომც არ შეიტანონ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ლტოლვილად აღიარების პროცენტი მაინც 0,3 -ია ანუ ფაქტიურად საქართველოდან ვერავინ იღებს დადებით პასუხს. აქ წერენ ათასი საბუთი კეთდებოა. საინტერესოა დეპორტის წერილი რომ მოგივა, რა საბუთი უნდა გააკეთო მერე ![]() ვიზალიბერაზიციის არ მჯერა ჯერ ბოლომდე. ახლა მიუნხენის კონფერენციაზე კვირიკაშვილი ლამის ემუდარებოდა ევროპას, მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდეო. გპირდებით არ შემოვა დიდი ნაკადი და ბევრი კრიმინალი ჩვენგანო. ეტყობა ჯერ ვერ გადაწყვიტეს მოგვცენ თუ არა უვიზო. |
Posted by: Solveig 15 Feb 2016, 21:13 | ||
Yin&Yang
რა ვიცი, ლამის შემოიხიეს ყველაფერი-კიო, ყველამ მოახდინა რატიფიცირება და აწი კიდევ თუ სახვეწარია, აღარ ყოფილა საშველი და ესაა. კრიმინალების ამბავი ცოტა გადაჭარბებული მგონია, სიმართლე რომ ვთქვა. რა თქმა უნდა, ქართველების ნაწილი ნამდვილად სჩადის მაგ სისაძაგლეს, მაგრამ არც ისეუნდა იყოს საქმე, რომ ქვეყანას ქართველები აქცევდნენ მაინცდამაინც... 4 მილიონიანი ერიდან რა ასეთი საფრთხე ელის 80 მილიონიან გერმანიას, მილეთის ხალხი რომ შეიფარა ბოლო რამდენიმე წელიწადში? |
Posted by: mariolusi 15 Feb 2016, 21:38 | ||||
ყალბი ლიტვა ლატვია საბერძნეთი საბუთები ცხოვრობ რა ჩაწერას და ბინის ქირაობას შეძლებ და მუშაობასაც ოფიციალურად
აბსოლიტურად ყველაფერს იპარავენ რაც ხელში მოხვდებათ ნემსაც კი რა გასაჭირია საჭმელი რომ არ ვიყიდოთო ასე ამბობენ ჩევენი თანამემამულები რა თქმა უნდა ეს ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი არიან ბევრი ვინც პატიოსნად ცხოვრობს და მუშაობს |
Posted by: Yin&Yang 15 Feb 2016, 22:32 | ||||
mariolusi
ბინაში ჩაწერისთვის მერიაში , ან დამსაქმებელთან სამუშაოზე გაფორმებისთვის რომ მიიტან მაგ ყალბ საბუთებს, არ არის სარისკო ? ვითომ გაჭრის ეგ ? მეეჭვება. Solveig
იმედია მოგვცემენ მართლაც, დავინახავთ რამდენიმე თვეში . |
Posted by: Kakha.G 15 Feb 2016, 22:48 | ||||
ტოლვილი სხვაა და ლტოლვილი სხვაა ![]() |
Posted by: BadbadGirl 15 Feb 2016, 23:49 |
კრიმინალებზე რომ არ დავწერო არ შემიძლია. დავიჯერო პროცენტული მაჩვენებლებით ქართველი კრიმინალები უფრო მეტია ვიდრე ბალკანელები? ჩვენსკენ პარადი მიყავთ ბალკანელ, არაბ და ესპანური წარმოშობის კრიმინალებს, ზოგ უბანში უბრალოდ საშიშია ცხოვრება იმიტომ რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჩემ ძველ უბანში, ცენტრალურ მოედანზე მინიმუმ კვირაში ერთხელ მანც ხდებოდა სისხლიანი გარჩევები. ზოგჯერ ერთმანეთს მანქანებში ბომბებს უდებდნენ და ოჯახებს უფეთქებდნენ. ქართველებს ესეთი რამე ეკეთებინოთ არ გამიგია, მელკი ქურდობა ამ მაფიოზებთან რა მოსატანია. |
Posted by: Yin&Yang 17 Feb 2016, 02:24 |
ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააფართოვოს იმ უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მაცხოვრებლებიც „შრომით მიგრანტებად“ და არა დევნილებად იქნებიან აღიარებულნი. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი სტატუსის მქონე პირებს, არ ექნებათ თავშესაფრის მიღების უფლება. http://pia.ge/show_news.php?id=60418&lang=geo საქართველოს გარდა, ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნებად დასახელდა: ალჟირი, მაროკო, ტუნისი, განა და მონღოლეთი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, ავსტრიის ხელისუფლებამ უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო და ხორვატია. |
Posted by: foorsmile 17 Feb 2016, 02:53 |
გერმანიის გარდა სხვა ქვეყნებში რა ხდება სადმე შეიძლება ჩაბარდე ლტოლვილად ? |
Posted by: -Alex- 17 Feb 2016, 03:06 | ||
Eგ კრიმინალები ტუ ერტმანეტს ხოცავენ რიგიტ გერმანელს რაში ანაღვლებს. Aი მას თუ პარავს პირადად ჩუმი მიპარვით მაშინ ეს უკანასკნელი მას ეზიზღება. |
Posted by: guroguroguroguro 18 Feb 2016, 22:56 |
რო პანიკიორობთ არ მიგვიღებენო,აი რას მცერს იქაური ადვოკატი......... gamarjobat.raxdeba germaniashi tolvilebze.gavige nawils ukan abrunebeno ar minda shevcde da mec egreve ukan gamomishvan,mkondes tqveni imedi? ჩამოდით და ჩაბარდით ნაწილს უკან აბრუნებენ ო და ასეთი ბევრი ჭორი გორდება tqen momcemt patara garantias mainc ro gamomiva eg saqme? ესე რო ვთქვათ 80 ქართველი დაადეპორტეს მაგრამ ადამიანი ჯერ ჩაბარებული რომ არაა და უკვე გზიდან იწყებს მოპარვას როგორ ფიქრობთ დატოვებენ mec egre vipikre.uejveli iparavdnen ragacas აქ ყველა იპარავს 100 პროცენტიდან 2 მუშაობს me piradad cxovrebashi 1 tetri ar momiparia da mag saqmistvis verc gamovdgebi,chem coltan ertad chamosvla,chabareba da chemi shromit cxovreba minda ცოტა რო დააჩქაროთ კარგი იქნება მთავრობა აქაც იცვლება და მალე აღარ მიიღებს ლტოლვილებს |
Posted by: Frank Martin 19 Feb 2016, 13:57 |
მოტივი მხოლოდ პოლიტიკური ან სამკურნალო უნდა იყოს??? არ შეიძლება სიმართლე ვილაპარაკოთ, ნამდვილი მიზეზი ვუთხრათ? რომ გვინდა მუშაობა, სწავლა, ბედნიერი მომავალი და ბოლოსდაბოლოს წესიერ ქვეყანაში ცხოვრება. მეც გადაწყვეტილი მაქვს ორსულ მეუღლესთან ერთად წასვლა და ჩაბარება. იმედს ვიტოვებ რო გამიმართლებს ![]() ![]() |
Posted by: katoUSA 19 Feb 2016, 16:48 |
.... და მაისში რა ხდება ხომ რარვინ იცით გარმანიაში? ყური მოვკარი თითქოს მაისში ვინც ჩავა, ყველას ჩაიბარებენ ლტოლვილადო და მართალია? |
Posted by: guroguroguroguro 19 Feb 2016, 21:00 |
გაიხარე მადლობა.ძალიან მინდა მალე მოვშორდე ამ არადისციპლირებულ ქვეყანას. |
Posted by: Frank Martin 19 Feb 2016, 21:57 |
ხო მეც ეგრე ვარ უამრავი მიზეზი მაქვს რის გამოც მივდივარ. სამსახური მეც და მეუგლესაც გვაქვს მაგრამ მირცჰევნია დროულად წავიდე და პირველ რიგში ჩემი და სჰვილის მომავალი ვუზრუნველყო, საბოლოოდ დამსახურებულ პენსიაში გავიდე და 160 ლარიიან პენსიონერად არ ვაპირებ სიცოცხლის დასრულებას. ისე რომელ მიწაზე ბარდები? მე ბავარია და ბადენ-წუტენბერგი მირჩიეს |
Posted by: guroguroguroguro 19 Feb 2016, 22:01 |
გერმანიის ნებისმიერ ქალაქში მინდა ჩაბარება.მაგას დიდი მნიშვნელობა არაქვს.შემეხმიანე თუ გინდა პირადში და ერტად წავიდეთ და ერთად დავგეგმოთ.ტურისტულით მინდა წასვლა |
Posted by: teoo@teo 29 Feb 2016, 19:44 |
რა ხდება ახალი ჩაბარებასთან დაკავშირებით გერმანიაში? |
Posted by: leqso35 4 Mar 2016, 10:41 |
შვედეთსში ვაპირებ ჩაბარებას ვინმემ თუ იცით რამეეე გამომეხმაურეთ მადლობა |
Posted by: Drabler 4 Mar 2016, 10:48 |
საფრანგეთში წადით ტოლვილად თუ მიდიხართ მანდ დიდი შანსია მიგიღონ,მერე იტალიაშიც გადახვალ და ა.შ. გერმანია-ავსტრია ნაკლები შანსია 20% ალბათ |
Posted by: teoo@teo 4 Mar 2016, 14:33 |
Drabler ჯერ რომ გერმანიაში ჩავბარდე გამოშვების შემთხვევაშI საფრანგეთმა შეიძლება რომ ჩამიბაროს?თუ ეს შემიქმნის რამე პრობლემას? |
Posted by: LATITUD3777 8 Mar 2016, 18:58 |
https://forum.ge/?f=69&showtopic=34824099&st=30 |
Posted by: ნინა411 11 Mar 2016, 18:42 |
საფრანგეთზე ტყუილად ნუ დაიიმედებთ გულს, უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჯერ კიდევ 2013 წელს შეიტანეს საქართველო...თუკი მართლა სერიოზული დოსიე არ გაქვთ,რაც რეალობას შეესაბამება და შეთითხნილი არაა, ვერ მიიღებთ ლტოლვილის სტატუსს. ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი ადვოკატიც უნდა გყავდეთ. |
Posted by: cyber_crash 11 Mar 2016, 19:46 |
თუ ვინმემ რამე იცით გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებაზე დაწერეთ რა,როგორც გავიგე აღარ იბარებენო მართალია?უკვე მზად მაქვს ვიზა ![]() |
Posted by: turist 12 Mar 2016, 08:09 |
რახან არ იშლით ზოგიერთები და მაინც აპირებთ გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებას, გეტყვით მაშინ თქვენთვის საჭირო 1 ინფოს )) არ ჩაბარდეთ ბავარიის ფედერალურ მიწაზე ( ბავარიის "ოლქში" )). ჩაბარების დღესვე აფორმებენ ქართველების (უკრებისასაც) საბუთებს და დაკითხვა-ინტერვიუც იმავე დღეს ხდება ძირითადად, ან შემდეგ დღეებში ეგრევე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მიიღებთ ნეგატიურ პასუხს და მორჩა. ამ მხრივ ჯობია ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე ჩაბარდეთ, რადგან მაგათ ძალიან ბევრი დაუმუშავებელი განცხადებები აქვთ ამჯერად, სხვა პრიორიტეტული ლტოლვილების (სირიელების თუ სხვების). ვერ ახერხებენ ქართველებს დაუნიშნონ დროზე ინტერვიუები, რადგან იმდენი პერსონალიც არ ყავთ (ბავარიამ კი საკმაოდ ახალი პერსონალი გადაამზადა ) და იძულებული არიან გადადონ ახალჩაბარებული ქართველების საქმეები. ნახევარი წლის წინ ჩაბარებულებსაც კი არ ქონიათ ჯერ ინტერვიუ. ეს ნიშნავს - უფრო დიდ ხანს იწელება გერმანიაში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობა ვიდრე ვთქვათ ბავარიაში (ოღონდ თუ კრიმინალი გექნებათ, მალევე ეცდებიან მოგიყომარონ საქმე) ეცადეთ ენის სწავლას და ამ დროის გამოყენებას, რამე სამუშაო მოძებნოთ, მერე ფიქტიური თუ ფაქტიური ქორწინება )) და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ ევროპის ცოდვილ მიწაზე )) P.S. მეტ შეკითხვებს ნუ დამისვამთ )) დღეს უბრალოდ ნასვამი ვარ, არ მეძინება, კაი ხასიათზეც ვარ და შევავლე ფორუმს თვალი და მოგაწოდეთ ეგ ინფო )) |
Posted by: bubamara 14 Apr 2016, 16:34 |
მე და ჩემს მეუღლეს გვინდა წასვლა და "ჩაბარება" ავსტრიაში. მიზეზი რის გამოც გვინდა ამ ნაბიჯის გადადგმა არის შემდეგი. 5 წელია ცოლ ქმარი ვართ და არ გვყავს შვილი. გავიკეთეთ უამრავი გამოკვლევა და დადგინდა რომ ჩემი პრობლემაა ანუ მამაკაცის, თუმცა დიაგნოზს ვერ სვამენ და არ ვიცით რა პრობლემაა. გავიკეთეთ ინ-ვიტრო ანუ ხელოვნური განაყოფიერება რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და შედეგი 0. ამის მერე დავდექით სერიოზულ ფინანსურ პრობლემების წინაშე და წასვლის გარდა სხვა გამოსავალს ნამდვილად ვერ ვხედავთ. გთხოვთ რამით დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ ან ეს მიზეზი თუ დაგვეხმარება რამეში მირჩიოთ მადლობა წინასწარ. პატივისცემით. ვმუშაობთ ორივე ასაკი 25 წელი |
Posted by: SPIRIT CRUSHER 14 Apr 2016, 16:37 |
bubamara სამკურნალო დანიშნულებით წავიდნენ ჩემი მეზობლები ზუსტად. 5 ადამიანი... მთელი ოჯახი გერმანიაშია ახლა |
Posted by: bigmaster 14 Apr 2016, 17:00 | ||
zustad ici ro avstriashi ibareben qartvelebs kide? me aq vcxovrob da rogorc vici saqartvelo usafrtxo qveynebshi sheiyvanes. da mkurnalobis mizezit tavshesafars ar izlevian, safrtxe tu gemuqreba mag shemtxvevashia asuli eg ari principi, da janmrtelobis mxriv problema ro gaqvs eg ar vici zustad rashi dagexmareba |
Posted by: pLaTuXa 14 Apr 2016, 17:01 |
leqso35 სკანდინავია ვაბშე რთულია . თუ ძველი ნაცი არ ხარ საბუთებით გაგიჭირდებაა |
Posted by: J&J 14 Apr 2016, 17:16 |
bubamara რომც ჩაგიბარონ მაგაზე არ გამოგიკვლევენ და გიმკურნალებენ. სიცოცხლისათვის საშიში დაავადება უნდა გჭირდეთ რომელიმეს. უშვილობა აქაც ხშირია და ინ ვიტროსაც თავად იხდის ხალხი. cyber_crash მე ვისაც ვიცნობ პოზიტივი არავის მიუღია. დროებით თავშესაფრებში ცხო რობენ. უმრავლესობა ქურდობს.დანარჩენს სოციალი აჭმევს და პირადობაც არა აქვთ,რაღაც თეთრი ფურცლებით მოძრაობენ. ავადმყოფობის შემთხვევაშიც სოციალს უკავშირდებიან რომ დაუფინანსონ ანუ დაზღვევა როგორც ასეთი არა აქვთ. თუ სპორტსმენი ხარ და რაიმე გუნდს იპოვი რომ მოგცენ კონტრაქტი, მიიღებ პოზიტივს და ისე რავი, არ მახსენდება ნამდვილად. 26 წლამდე ოპერად ჩამოდიან ხოლმე და მერე წვალობენ დარჩენაზე. |
Posted by: bubamara 12 Aug 2016, 12:34 |
რა ხდება ავსტრიაზე ეხლა ხო არ გაქვთ ბოლო ინფო? ან ქართველ ადვოკატს ხო არ იცნობთ რო მომცეთ კოორდინატები და გამარკვიოს სიტუაციაში? 3 მეგობარი ცხოვრობს და ამბობენ იმბარებენ ხალხსო ზოგისგან მესმის მორჩაო ვეღარ გავერკვიე რა |
Posted by: zazu_zazu 22 Nov 2016, 13:33 |
bubamara მეც იგივეს გარკვევას ვცდილობ ოღონდ გერმანიაე და უშედეგოდ! ზოგმა თქვა სანამ ვიზალიბერალიზაციას დაამტკიცებენ ანუ თრბერვლამდე არისო შანსები ჩაბარების,ზოგმა ყველანაირი იმედი გადამიწურა. |
Posted by: Stroller 7 May 2018, 14:50 |
მოგესალმებით, ძალიან მჭირდება რჩევა და დახმარება 10 თვის უკან დაუდგინდა დედას საშვილოსნოზე სიმსივნე, მკურნალობა ჩავიტარეთ თურქეთში, შედეგი კარგია, მაგრამ კიდევ ესაჭიროება 12 ძალინ ძვირადღირებული ქიმია. თითო 9000 ლარი ჯდება და თვეში 3 სჭირდება. ამის მერე სრულად განიკურნება. ამჟამად უკვე ამოვწურეთ ყველანაირი სახსარი, პენსიონერი არ არის და ასაკობრივი დაზღვევა არ ეკუთვნის, არც მერია, არც ჯანდაცვა არ აფინანსებს. ვინც რეალურად ჩაბარდით მკურნალობის მიზნით, გთხოვთ მასწავლოთ გზა, გემუდარებით, იქნება ჩვენთვისაც მოიძებნოს გამოსავალი |
Posted by: GEORGIA007 12 May 2018, 15:47 |
Kidev bardebian ?? ___________________ |
Posted by: chamss 13 May 2018, 01:31 | ||
არაა საჭირო მკურნალობის გამო აზულის მოთხოვნა, ეს სულ სხვადასხვა რამეა. დაა არაა საჭირო ავადმყოფი მთელი მისი ოჯახით ჩამოვიდეს.
![]() ![]() ![]() თბილისელი ხართ ვინმე? |
Posted by: im_watching_you 13 May 2018, 02:21 | ||
![]() ![]() ბოდიში სასაცილო არ არი შვილი რო არ გიჩნდებატ მაგრამ ამ მიზეზით ჩაბარებაა სასაცილო |
Posted by: chamss 13 May 2018, 02:42 |
im_watching_you წარმოგიდგენია ინტერვიუს დროს, სერიუზულათ რო ეუბნება გერმანელს მაგას :დ თან ორივე სამუშაოს მიატოვებს თვეში 300€ გამო ბომჟიატნიკში |
Posted by: GEORGIA007 13 May 2018, 03:34 |
Germania ar vici mara chexeti ibarebso da gagigiat vinmes?ramdenime nacnobi chabarda da dzaan gamikvirda |
Posted by: Miria 13 May 2018, 15:06 |
guroguroguroguro ლ-ტოლვილი ლტოლვილი ლტოლვა და არა - ''ტოლვილი''. ძალიან გვიჭირს ქართველებს ქართული ენა. არა? ![]() ![]() |
Posted by: spider77 14 May 2018, 07:55 | ||||
Miria
შენ კითხვაზე პასუხი დაიწერა მეორე გვერდზე ![]()
|
Posted by: chamss 24 May 2018, 21:03 |
მეგობრებო, რამე თუ იცით wirtschaft ინტრგრაციის სკოლაზე და ასე შემდეგ??? ანუ 3-6თვე ენის დაჩქარებული უკეთ შესწავლა, 6-12თვე პრაკტიკული უდაბლესი ანაზღაურებით, და შემდგომ 3წლიანი აუსბილდუნგი. დაწყებას აქვს აზრი??? ანუ აუსბილდუნგი შემდეგ წელს იქნება მარა, მანამდე ამ ინტეგრაციის სკოლით და პრაკტიკუმით გამაჩერებენ შემდეგ წლამდე რო დავიწყო თუ არა??? მადლობა)) წარმატებები |
Posted by: ქართლოსი 4 Jun 2018, 10:03 |
გერმანიის გარდა სად არის უფრო ადვილი ჩაბარება ?? |
Posted by: poker_man 4 Jun 2018, 13:47 | ||
ქართლოსი
ოჯახიანად თუ ბარდები მაშინ საფრანგეთში ჯობია. |
Posted by: KingCrimson 3 Aug 2018, 18:27 |
გერმანია აღარ იღებს როგორც ვიცი ლტოლვილებს, უსაფრთხო ქვეყანად აღიარეს საქართველოო. ![]() |
Posted by: spider77 3 Aug 2018, 19:59 | ||
ქართლოსი
უფრო ადვილი რას ქვია? რა გერმანიაში ადვილია და სადმე გერმანიაზე უფრო ადვილი? დღეს აღარაა ადვილი, კი არა და საერთოდ რომელიმე ქვეყანა იღებს რო საქართველოს მოქალაქეებს? - მგონი აღარ, მათ შორის არც გერმანია. წავიდა ის დრო ქართველებს რო იღებდნენ, ეხლა არაბებმა წალეკეს ევროპა, საქართველო კი უსაფრთხო ქვეყანათა სიაშია შეყვანილი. |
Posted by: ქართლოსი 4 Aug 2018, 00:07 |
აი მაგალითათ ჩახვედი რომელიმე განვითარებულ ქვეყანასი და ითხოვ თავშესაფარს მინდა სწავლა მუშაობა და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება რაც მართლა გინდა ეგრე არ ჩაგიბარებენ ალბათ ხო? |
Posted by: spider77 4 Aug 2018, 09:37 |
ქართლოსი ევროკავშირის ქვეყნები არა, არ მიგიღებენ. გამორიცხულია. ძალიან დიდი მეცნიერი, სპორტსმენი, გამოჩენილი ხელოვანი ან მილიონერი უნდა იყო, რომ სახელმწიფო დაინტერესებული იყოს მოგანიჭოს მოქალაქეობა (არც თავშესაფარს არ მოგცემენ). ერთი სიტყვით, სახელმწიფოს უნდა სჭირდებოდე. ამიტომ, ამოიგდე თავიდან ლტოლვილად ჩაბარების იდეა. ეს არასწორი გზაა ჩვენს დღევანდელ რეალობაში. უმჯობესია მოძებნო რამე სასწავლო პროგრამა 1, ან 2 წლიანი, მიიღებ სასწავლო ვიზას. თან ისწავლი, თან იმუშავებ დაბალანაზღაურებად სამსახურში (სტუდენტური ვიზა რის საშუალებასაც მოგცემს) და იცხოვრებ. მიეჩვევი იქაურობას და მერე თავად გამონახავ დარჩენის გზებს. ვფიქრობ ესაა ყველაზე სწორი გზა და არა ლტოლვილად ჩზბარება. |
Posted by: ჰელიოგაბალი 5 Aug 2018, 17:55 | ||
მთლად ვერ გავიგე, ლტოლვილად ჩაბარება გინდა თუ სწავლა და მუშაობა? |
Posted by: geo570ge1997 22 Aug 2018, 10:20 |
ლტოლვილად ჩაბარება. ეჰ :/ |
Posted by: dozana37 22 Sep 2018, 12:33 |
როდესაც მძიმე ავადმყოფი ხარ გაქვს კიბო წამალი რომელიც უნდა მიიღო ღირს ძაან ძვირი სახლს თუ გავყიდი რამდენიმე თვისას ვიყიდი ისიც გერმანიიდან უნდა გამომიგზავნონ. ასეთ შემთხვევაში ვიფიქრე გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებაზე რადგან უფასოდ მკურნალობენო ღირს წასვლა?? * * * არავინაა აქ კომპეტენტური??? ვინც ცოტა მაინც გამარკვევს |
Posted by: BUFFALOBILL 23 Sep 2018, 11:21 | ||
dozana37
მაგ მდგომარეობაში არალეგალად წასვლაც კი ღირს ვიდრე აქ უპატრონოდ "ყოფნა" საფრანგეთზე გამიგია საუბრებში რომ სამკურნალოდ ხშირად ჩადიან ქართველებიო |
Posted by: dozana37 24 Sep 2018, 00:32 |
ეგრე მეც გამიგია მარა რთულია ძაან ესე წასვლა როცა დეტალები არ იცი. ![]() |
Posted by: chamss 24 Sep 2018, 01:21 |
dozana37 რა დეტალები? ![]() სად უნდა ჩაბარდე ყველა გეტყვის ადრესს მათ შორის მეც. დალშე აქეთ მოგხედავენ. პ.ს გერმანია პირველივე დღესვე იძლევა გასათენებელ ადგილს და საფრანგეთში ერთი ორ თვეში. მკურნალობის მხრივ საფრანგეთი უკეთესია მაინც. ამ ### ქართველების ბრალია რო ჩაბარება რო დიდი რამე ჰგონიათ უკვე იმდენათ არავინ გეხმარება. მასე ვინც დაგაკვალიანებს წესით დედა უნდა აგინო და აქეთ გამადლიან ეს ###ები. |
Posted by: dozana37 24 Sep 2018, 13:29 |
ძაან გავწვალდი აქ ექიმებში სიარულში მარტო ანალიზებში იმდენი დაიხარჯა ერთ ოთახიან ბინას ვიყიდდი. ბოლოს ესღა ვიფიქრე ისე ამ სიტუააციაში როცა სამკურნალოდ მიდიხარ მართლა თან მარტო არის შანსი რომ დამადეპორტონ მაინც??? |
Posted by: chamss 24 Sep 2018, 14:26 |
dozana37 ადეპორტებენ კრიმინალებს და ვისაც უკვე 10ჯერ უთხრეს დატოვე ქვეყანაო. |
Posted by: dozana37 24 Sep 2018, 17:01 |
გასაგებია ჩასვლის შემთხვევაში ვის მივადგე ეგრევე საავადმყოფოში მივიდე თუ იქაურ პოლიციელთან თუ რა ვქნა დეტალები მაინტერესებს რომ არ გავიჭედო მერე რამეზე |
Posted by: chamss 24 Sep 2018, 18:01 |
ჩაფრინდი ფრანკფურტში აიღე მატარებელი გისენში სადგურიდან 5წუთის სავალზეა დიდი ლაგერები. ფოტოს გადაგიღებენ თითის ანაბეჭდი და მიგაცილებენ ოთახში. ესეთი ლაგერებითაა სავსე გერმანია ექიმიც ყავთ იქ და შეგიძლია გაესაუბრო. ან წითელ ჯვარში პასპორტს რაც შეეხება უმჯობესია არ ანახო. |
Posted by: chamss 29 Sep 2018, 20:12 |
დეპორტი და სტოპის დაწერა ერთი და იგივეა??? * * * ანუ საჯარო რეესტრმა მომწერა რომ თუ პირი დადეპორტებულია მას არ აქვს უფლება გვარის შეცვლის უფლება. მაგრამ თუ პირი თავის ნებით წამოვიდა ანუ სტოპით და თან აიღო ფულადი დახმარება. მაგ შემთხვევაში რაა??? |
Posted by: dozana37 3 Oct 2018, 13:09 |
გასაგებია და საფრანგეთის შემთხვევაშიც იგივეა თუ უფრო რთულადაა საქმე??? |
Posted by: chamss 3 Oct 2018, 14:09 |
dozana37 საფრანგეთში ჩაბარებაზე პრეფექტურაში შეხვედრა უნდა დანიშნოთ. თუ გადაუდებელია მაშინ პირდაპირ სავადმყოფოს მარა მაგას გარკვევა უნდა რომელს. ....... ის პოსტი ამოწიეთ ტიპს რო არ უდგებოდა და ჩაბარება უნდოდა ![]() ![]() |
Posted by: kai1 3 Oct 2018, 16:28 |
Kai pontia da rame mere mand? Iyvnen bichebi ubnidan magram gafuchebuliao situacia |
Posted by: spider77 4 Oct 2018, 09:50 | ||
ვერ ჩაბარდნენ ტოლვილად? ![]() |
Posted by: Drifter_G 4 Oct 2018, 19:35 |
ტოლვილად ჩაბარება თუ ლტოლვილად ჩაბარება? ![]() |
Posted by: spider77 5 Oct 2018, 09:32 | ||
Drifter_G
ტოლვილად ... ![]() ![]() |
Posted by: Crema 21 Apr 2020, 21:59 |
ეხლა რა სიტუაციააა იბარებენ ვირუსის პერიოდში? ------ |
Posted by: gobisha 25 Apr 2020, 17:02 |
ეს ტოლვილად ჩაბარება რას გულისხმობს რა პლიუსი აქვს ??? რატო უნდა ჩაგიბარონ ტოლვილად??? რომელი სირიელი დევნილები თვენა ხართ |
Posted by: spider77 27 Apr 2020, 22:42 | ||
კი, ვისაც იმფექცია აქვს და ჩვენი სავანტყოფოები არ მკურნალობენ, ყველას იბარებენ ტოლვილად. |
Posted by: crystalmen 21 Mar 2021, 21:09 |
იბარებს გერმანია ხალხს თუ იცით? წასვლა და ჩაბარება მინდა რა პროცედურები უნდა გავიარო დამაკვალიანეთ! |
Posted by: H.I.M 21 Mar 2021, 21:47 |
ჩაბარების ყველა ვარიანტში ჩაგიბარებს მეგობარო ეხლა წავიდნენ ზუსტად გერმანიაში და ჩაბარდნენ, უბრალოდ საკითხავი სი არის რამდენი ხანი გაგაჩერებს რა ანუ დეპორტი არ აქვს ესპანეთს პროსტა ესპანეთში ჭირს ბინას არ იძლევიან ადვილად ხოლო გერმანია ცოტა ხანი გაჩერებს ჩემი ძმაკაციცი მიდის ეხლა ჰოლანდიაში და უნდა ჩაბარდეს რაღაც ჯამრთელობა უტრაკებს ცოტა |
Posted by: WAHR 24 Mar 2021, 20:32 |
ერთი კვირის ჩაბარებულმა რომ უარი თქვას აზულზე, დაუბრუნებენ პასპორტს და გაუშვებენ თავისუფლად თუ მოთხოვენ ევროპის დატოვებას? |
Posted by: H.I.M 24 Mar 2021, 23:27 |
არ მგონია დაუბრონუნ პასპორტი მე მაგალითად ჰოლანდიაში არ დამიბრუნეს და საელჩოში დროებითი დავაწერინე რა ისე დაელოდოს და ბილეთსაც აუღებენ რა |
Posted by: gobisha 5 Apr 2021, 14:00 |
მიზეზი არაა საჭირო ლტოლვილად რო მიგიღონ ? ტოლვილის სტატუსი და თავშესაფრის მაძიებელი იგივეა ?? აი რო თქვა ლგბტეებს ვუჭერ მხარს და 17მაის მეც ვიყავი და გამომედევნენო?? |
Posted by: SoulPrayer13 2 Jun 2021, 23:18 |
საერთოდ არაფერი არ შველის თუ ფაქტები არ გაქვს, მაქსიმუმ ისე უნდა იტყუო, რომ ვერ გაიგონ ვინ ხარ და ეხლა ამ ასაკში მაგას არ ვიკადრებ, ათასჯერ მაქვს მიწერილი და იმენა უეჭველს გეტყვი, რომ სულ ცალ ფეხზე კიდიათ ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაც კანონი ავალდებულებთ იმას აკეთებენ, პირში გიცინიან და პირს უკან ღმერთმა უწყის რა |
Posted by: nino-ninikela 19 Jun 2021, 20:57 |
დღეს კიდევ შესაძლებელია გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარება? ოჯახით მინდა წასვლა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ |
Posted by: crystalmen 23 Jun 2021, 11:48 |
დაახლოებით რა სახის საბუთებს მომთხოვენ ჩაბარება რო მოვინდომო? |
Posted by: SoulPrayer13 23 Jun 2021, 11:54 |
crystalmen არანაირს უბრალოდ კეის ვერ მოიგებ თუ სხვა ენა არ იცი პლიუს |
Posted by: goniashvili 29 Jun 2021, 12:16 | ||
ჯანმრთელობა მაწუხებს და არ ჩამიბარებენ შენი აზრით? თუ მაინცდამაინც უნდა მდევნიდნენ საქართველოში რო მიმიღონ? მხოლოდ ჯანმრთელობის გამო არ ჩამიბარებენ? |
Posted by: spider77 30 Jun 2021, 13:38 | ||
goniashvili
ესეთაბსაც აღარ ღებულობენ საქართველოდან, თუ მაინცდამაინც "ნელსონ მანდელა" არაა. ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, წარსულს ჩაბარდა საქართველოს მოქალაქეების ლტოლვილად ჩაბარების თემაც. |