Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > BMW E36


Posted by: Stalker563 11 Oct 2017, 19:47
მოგესალმებით ყველას

გამოცდილი ხალხის დახმარება მჭირდება 2kiss.gif


მოკლედ საპირველმანქანოდ, როგორია ე36?


ტარება ვიცი, დავდივარ ქალაქში, ოღონდ წინა წამყვანით.


ე.წ. "ლიხაჩობა" და გაზაობა ქალაქში არმიყვარს biggrin.gif ვცდილობ მაქსიმალურად წესების დაცვით ვიარო

ხოდა თუ მკითხავთ ახლა აბა ე36 რათგინდაო გიპასუხებთ რომ შედარებით იაფია და ძაალიან მომწონს biggrin.gif

უბრალოდ ყველა იძახის რო საშიში მანქანაა სველზე ეგრევე ასრიალებსო და რავი სტერეტიოპი მგონია boli.gif

Posted by: GREENBULLA 11 Oct 2017, 20:09
Stalker563
20 წლის მანქანაა იაფი იმიტო ღირს რო ძველია და აქ თავისი პრობლემები
კომფორტი -1
ლიხაჩობა 0.1
დანარჩენი ბმვეა
სველზე დადის ჩვეულებრივად

Posted by: Stalker563 11 Oct 2017, 20:13
QUOTE (GREENBULLA @ 11 Oct 2017, 20:09 )
Stalker563
20 წლის მანქანაა იაფი იმიტო ღირს რო ძველია და აქ თავისი პრობლემები
კომფორტი -1
ლიხაჩობა 0.1
დანარჩენი ბმვეა
სველზე დადის ჩვეულებრივად

ვიცი რო 20 წლისაა და ისიც ვიცი რო პრობელმური იქნება ასე თუ ისე მაგრამ ხო არის მაინც ნორმალურ მდგომარეობასი მყოფები biggrin.gif


ლიხაჩობა არ მაინტერესებს biggrin.gif

ნუ კომფორტით ვიცი რაცაა, უარსებიც არსებობს D:

Posted by: david_888 11 Oct 2017, 20:16
QUOTE
სველზე დადის ჩვეულებრივად

მშრალზე ვერ დადის ნორმალურად სველზე რაღას იზავს givi.gif

Posted by: simp10uri 11 Oct 2017, 20:37
user posted image
ყველგან მშვენივრად დადის თუ სწორედ ატარებ მშრალზეც სველზეც და თოვლზეც თუ 2500$ დაბლა ეძებ დაიტანჯები და ჯობია არ იყიდო შეგაძულებს მანქანას

Posted by: abes777 11 Oct 2017, 21:04
Stalker563
კარგი ე36 უკვე იმდენი ღირს, მაგდენს არ გადაიხდი. ამიტომ დაანებე თავი ან მოგივა ნაგავი და მოლოდინსაც ვერ გაგიმართლებს.

Posted by: Official 11 Oct 2017, 21:46
Stalker563
ჩემი პირველი მანქანა ეგ იყო ზუსტად
მაგის მერე ბევრი მანქანა მყავდა, ასევე ბევრი მანქანა იყო სამსახურიდან ჩემს მფლობელობაში
მაგრამ ერთს გეტყვი
სადღაც 3000$ ის ფარგლებში დღესაც უკონკურენტოა ჩემთვის...

ვიდი გინდა - ლამაზია
ტუნინგი გინდა - უდიდესი პოტენციალი აქვს და საკმაოდ იაფიც
ეკონომია გინდა - 1.8 მექანიკა წვავს ჯანმრთელი სიარულით 9-10
ნაწილები - იაფია და ყველგან ყველაფერი იშოვება
შთაბეჭდილების მოხდენა გინდა - ყველაფერი შეუძლია თუნდაც 1.8 მექანიკას biggrin.gif
გაზი გინდა - უმარტივესად ყენდება ნებისმიერ ძრავზე

სედანი არის საკმაოდ ტევადი, აქვს საკმაოდ ნორმალური კლირენსი წადი სოფელში არსად არაფერს მოედება biggrin.gif
კარგი ზომის საბარგული
და ბოლოს უმაგრესი სამართავი, იმენა მძღოლის მანქანაა


უბრალოდ იყიდე მოვლილი და არა ისეთი ყველა მოსახვევი რომ ზანოსით აქვს გავლილი და ყველა შუქნიშნიდან რომ 5კ აბაროტით არის დაძრული biggrin.gif

Posted by: XDLabadze 11 Oct 2017, 22:23
ყველაზე მაგარი დრაივი აქვს e36 , ჩემი პირველი მანქანა იყო და ვერცერთმა სხვა მანქანამ იგივე ემოციები ვერ დამიტოვა რაც ამან . 2.5 ნიზით.
მე ლიჩნად გაძლევ რეკომენდაციას 2500-3000 დოლარად იყიდო!

არსად მისვლა არ გაგიტყდება , იმენა ვიდზეა და ფუჩურიკა იაპონურებს და ბევრ დიდ ძრავიან მანქანას 1-2-3 თი სახეს ახეევ, თუ 2.8 აიღებ ჩათვალე მეფე ხარ ))) გზაზე ) ზანოსიც მაგარი აქვს და რავიიიი ყველაფერი იდეალური აქვს თუ მანქნა სვეჟია ასაკთან შედარებით , მოვლილი ანუ.
სასწაული დრაივი აქვს!!!!!

ბეზაკმენტარა ასტალნიი, Official ვეთანხმები 100% !!!

user posted image

პ.ს. ცოტა ფული თუ გაქ , Mpower ნავაროტკები თხარე, BBS დისკები და სალონი მოხოდე , აი სადაც მიხვალ შენ კვალს დატოვებ!
...... დაჟე ძმაკაცი მეუბნებოდა სადმე რომ მივდიოდით სარკებში რომ გიყურებ შიშის გრძნობას მიტოვებს ეგ მაქნანაო ))) გზას გითმობს ყველა ))
მართლაც სტრანი გრძნობაა e34 და e36 რომ ხედავ უკან რომ გაზის )) old.gif

Posted by: streptocidum 11 Oct 2017, 22:30
მაგფასად ძველი თაობის პრიუსი იყიდე ჯობს


Posted by: Z-owner 11 Oct 2017, 22:38
simp10uri
ზუსტად ის დაწერე რის დაწერასაც ვაპირებდი

Stalker563
თუ რელურად მაგ მანქანით სიამოვნება გინდა 2500$ ქვევით არ იყიდო და 2.5 ძრავზე ნაკლები არ იყიდო, პატარა ლიტრაჟით უკანა წამყვანი უბრალო ტრანსპორტია, შეამოწმე და თუ ნორმალურს იყიდი არ ინანებ. ჩემი რჩევა იქნება, თუ საწყენად არ მიიღებ, სტერეოტიპებს მოეშვი, 80 პროცენტი ტარების გონში არაა და ვისი აზრი უნდა დაიჯერო.

Posted by: ///M Power 12 Oct 2017, 11:01
ეჰჰ 328 ე36 რო მყავდა ეგ დამაბრუნებინა ისევ და სხვა მანქანას არ ვინატერბდი mo.gif


ნორმალურ ე36 2500 მინიმუმ უნდა yes.gif

Posted by: quattro 12 Oct 2017, 11:53
QUOTE
კომფორტი -1
ლიხაჩობა 0.1

ამას თუ კომფორტი ნოლი და ###სფერი მარჩები,ვიტზები,ფიტები და სხვა კინდერ სიურპრიზა მანქანებს რაღა აქვთ

ჩვეულებრივ პადვესტკაზე 15 იანებზე ისეთი რბილია ბევრი ვერ დაიკვეხნის,წვიმის დროს ჭერზე არიყურები სეტყვაა თუ რეები მეცემაო და ბალახზე რო გადაივლი ხმაურისგან პოლი მძვრებაო არიფიქრებ,საბურავების ხმა და კილომეტრზე ბუზების ბზუილის ხმაც არისმის ზოგიერტი მანქანასავით

და ეს თუ სალიხაჩო არაა და მაგის დედაც ###ან აბა რაღაა,ამას რო მართვისგან კაიფი აქ აი რავი დალშე კიდე ისე მოხოდავ როგორც გინდა


რა აღარ მყოლია და მაგაზე მაგარი კაიფი არცერთ ბმჭ ეს და სხვა მანქანას არ მოუნიჭებია,ყოველდღე ვფიქრობ გავყიდო ჩემი და ისევ გადავჯდე 36 ზე,იმენა სუ ლომკა მაქ

ძველიაო-ავტომოყვარული იყიდის,დალშე პონტებზე იყიდი ახალ პოლიეთილენის სალონიან ვედროს ,სად ძრავი გაძVრება სად კოლოფი და სად ელექტროობა გაუჭედავს როარიცის
ეს მიქსერებზე და ეგეთებზე ხმას არვიღებ,ეგენი მანქანებშI საერტოდ არითვლება

ვიდზე კიდე ძალიან დედა ###ლია


ნამდვილ მანქანებს აბანძებენ და მიქსერებზე ტაციაობაა,ეს რა დრო მოვიდა facepalm.gif

Posted by: sims77 12 Oct 2017, 11:55
სვეჟი E36 ძვირია ძალიან
ჩემი პირველი არა რუსული მანქანა იყო მეორეც
თუ მოვლილია და ყველაფერი მწყობრში აქვს
6 ცილინდრიანი ძრავით მაგარი სასიამოვნო სატარებელია
კომფორტიც თავის წლების იგივე კლასის მანქანებზე ნაკლები არა აქვს
მოკლედ არაობიექტური ვარ რა biggrin.gif
და არაფერს არ იქნევს თავისით

Posted by: N_e_o_N 12 Oct 2017, 12:25
QUOTE
შთაბეჭდილების მოხდენა გინდა - ყველაფერი შეუძლია თუნდაც 1.8 მექანიკას

QUOTE
და ეს თუ სალიხაჩო არაა და მაგის დედაც ###ან აბა რაღაა


user posted image

Posted by: GEORGEXIII 12 Oct 2017, 12:44
Stalker563
ნავიდუ ასწორებს...



1.8 ნუ დაიწყებ ოღონდ ლიხაჩობას 3.0 ჩადგი და მერე ჩაადგი პიურეს...

QUOTE
მართლაც სტრანი გრძნობაა e34 და e36 რომ ხედავ უკან რომ გაზის )) old.gif

2JZ-GTE -ზე უნდა ნახო ეგ გრძნობა biggrin.gif


პ.ს ერთ გეტყვი ბევრჯერ გამიგია ამ მანქანის ნაწილები უფ კაცო იაფი ღირსო მარა საქმე საქმეზე რომმიდგება ეგ დედა#####ული არ ღირს ხოლმე იაფი biggrin.gif lol.gif lol.gif

Posted by: quattro 12 Oct 2017, 13:16
N_e_o_N
კედთება შენ გემოზე და კაი გემრიელი სატარებელიცაა რატო გიკვირს ვერ ვხვდები

Posted by: burzgla 12 Oct 2017, 13:49
GEORGEXIII
ამთვლელი დაჩიკი არღირს იაფი არც ვოზდუხამერი არც ლამბდები ,გიდრავლიკა ოპელის მიდის პერედოკი იპრესება წყალი გემოვნებით biggrin.gif

Posted by: XDLabadze 12 Oct 2017, 13:59
QUOTE (GEORGEXIII @ 12 Oct 2017, 12:44 )
Stalker563
ნავიდუ ასწორებს...



1.8 ნუ დაიწყებ ოღონდ ლიხაჩობას 3.0 ჩადგი და მერე ჩაადგი პიურეს...

QUOTE
მართლაც სტრანი გრძნობაა e34 და e36 რომ ხედავ უკან რომ გაზის )) old.gif

2JZ-GTE -ზე უნდა ნახო ეგ გრძნობა biggrin.gif


პ.ს ერთ გეტყვი ბევრჯერ გამიგია ამ მანქანის ნაწილები უფ კაცო იაფი ღირსო მარა საქმე საქმეზე რომმიდგება ეგ დედა#####ული არ ღირს ხოლმე იაფი biggrin.gif lol.gif lol.gif


QUOTE

პ.ს ერთ გეტყვი ბევრჯერ გამიგია ამ მანქანის ნაწილები უფ კაცო იაფი ღირსო მარა საქმე საქმეზე რომმიდგება ეგ დედა#####ული არ ღირს ხოლმე იაფი

lol.gif ბიჯო ხო სარკები მინდოდა უბრალო რამე და 15 ლარში აიღებოო მარა ბოლოს 30 მეტი გადავიხადე, ენჟელებზეც კაპიკებიაო და სბორკაში მგონი 40 ლაარამდე გადავიხადე givi.gif

კაი გამახსენე lol.gif old.gif ეგრეა მაგრამ დალშე ეხ ნეტავ მყავდეს ჩემი გოგო ისევ ))

2JZ-GTE ხო მარა რა ჯანდაბად უნდა ამის ჩადგმას ტუბინა მისცეს არ ჯობია ?
აი ამაზე ვათავებ ))


Posted by: burzgla 12 Oct 2017, 14:14
QUOTE
2JZ-GTE ხო მარა რა ჯანდაბად უნდა ამის ჩადგმას ტუბინა მისცეს არ ჯობია ?

არა

Posted by: spec 12 Oct 2017, 14:25
ჩემი პირველი მანქანა იყო , რეკომენდაციას ვუწევ , რა თქმა უნდა სვეჟი ეძებე , კუზაო მაინც )

Posted by: Stalker563 12 Oct 2017, 15:39
ყველას მადლობა პასუხისთვის

როგორც მივხვდი 1400 და 1500 დოლარიანების ყიდვას აზრი არაქვს biggrin.gif


Posted by: burzgla 12 Oct 2017, 15:44
Stalker563
QUOTE
1400 და 1500 დოლარ

კაი სვეჟო სივიკი მოგივა 96-99 იანი გატარებს გატარებს გატარებს ,

Posted by: GEORGEXIII 12 Oct 2017, 15:54
burzgla
QUOTE
წყალი გემოვნებით

lol.gif lol.gif lol.gif


ამოვწყნდი

Posted by: xevsura 12 Oct 2017, 20:13
კიდევ ერთი პლიუსის დაწერა დაგავიწყდათ, ტრასაზე წვა 2.8 აქვს 6-6.5 ლიტრი 100 თუ არ გადააცილებ smile.gif

Posted by: Official 12 Oct 2017, 20:46
QUOTE
როგორც მივხვდი 1400 და 1500 დოლარიანების ყიდვას აზრი არაქვს

არა
1500 დოლარიანით პროფილაკტიკიდან ვერ გამოხვალ მე გაძლევ ამის პირობას biggrin.gif ან პროფილაკტიკამდეც ვერ მიხვალ

Posted by: KIL-013 12 Oct 2017, 21:12
Stalker563
ჩემი პირველი მანქანა იყო 2009 წელს 1995 წლიანი 1.8is-ი კუპე მექანიკა, მაშინ ძაან ცვეტში იყო...
მაგის მერე 4 კარიანი მყავდა მყავდა გადუგულ-ამოცარიერებული ტრეკზე სარბენად..
მერე მესამე ვიყიდე 4.4 ძრავით, ძაან თესლი მანქანა იყო მაგრამ ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება :/

მოკლედ ძალიან, ძალიან შემაყვარა თავი E36-მა, განსხვავებული ხასიათის მანქანაა და მაგრადაც გასიამოვნებს მოვლილს თუ იყიდი. რას არ ამბობენ მაგრამ თუ მოვლილი მანქანა იყიდე და შენც მოუვლი არასდროს არაფერი შეაწუხებს.. არასდროს წყალი არ ამდუღებია და არც არაფერი გამფუჭებია, ხელოსნებთან მაშინ მივდიოდი როცა რამე მინდოდა მიმეყენებინა ან მომეხსნა biggrin.gif

2.5-ს ან 2.8-ს ვიყიდდი შენს ადგილას მაგრამ 3K $ მაინც უნდა ნორმალურს, თან კარგად უნდა შეარჩიო..

ესეც ჩემი ერთ-ერთი E36, განსაკუთრებით ეს მიყვარდა..

user posted image

Posted by: Z-owner 12 Oct 2017, 21:16
KIL-013
4.4 შავი კუპე ხომ არა? NLN სერიის ნომრებით?

Posted by: KIL-013 12 Oct 2017, 21:57
Z-owner
არა NLN ეს იყო ფოტოზე რაცაა, MBM იყო ის და ვერცხლისფერი კუპე..

Stalker563
E46-საც გადახედე ოდნავ მაღალ ბიუჯეტში 1.8i (1.9 ბენზინი, ვალვეტრონიკის გარეშე, 2001 წლამდე გამოდიოდა).. გამძლე მანქანაა, თან ძალიან, E36-იდან მაგაზე გადავჯექი და არანაკლებად მასიამოვნა, დღემდე ვნანობ რომ გავყიდე :/

3700$_დან მაღლა ბიუჯეტში მოჟნა ეგეც...

user posted image

Posted by: Droid 17 Jan 2020, 16:05
ახლა რა ფასად ვიყიდი e36 ს?


3 წელი გავიდა

:დდ

Posted by: KIL-013 17 Jan 2020, 19:58
Droid
ახლა უფრო ძვირია ნორმალური ე36, ვიდრე 3 წლის წინ ღირდა..

Posted by: Gogla1990 17 Jan 2020, 20:24
ძმაკაცს ყავდა ხასხასა ყვითელი კუპე, ვიდზე მართლა მაგარია ეგ ოხერი

კარგ მოვლილს თუ იყიდი გასიამოვნებს, მაგრამ 1500 დოლარად ნაყიდი no.gif კარგ შენახულს კიდევ არც 2 და 2.5K-ში არ დათმობს არავინ თუნდაც 1.8 ძრავით

QUOTE
ახლა უფრო ძვირია ნორმალური ე36, ვიდრე 3 წლის წინ ღირდა..

+1

Posted by: dato444 17 Jan 2020, 22:35
Droid
KIL-013
აწი უკვეი ნვესტიციად ითვლება ეგ მანქანა, ნორმალურ მდგომრრეობაში თუ იყიდი

Posted by: 4power 20 Jan 2020, 03:38
user posted image
1.6 იანია 1996 წლიანი , 2k$ ის ქვევით მივეცი , თავიდან უმნიშვნელოდ შევავლე ხელი და წელიწადნახევარია დავდივარ არაფერი გაფუჭებია . ტექდათვალიერებაც გავიარე უპრობლემოდ ზედმეტი ჩალიჩის გარეშე
user posted image

Posted by: Droid 27 Jan 2020, 23:12
4power
რამდენს წვავს

1.6 არ აქებენ

1.8 და ზევით ვეძებ spy.gif

Posted by: სნუპ დოგი 29 Jan 2020, 06:02
Stalker563
ბროო მაგარი არჩევანია ე36 იყიდე უეჭველი. იმენა დონე მანქანაა (როგორც ყველა BMW) არ შეცდე და რამე ###ობა იაპონური არ იყიდო. E36 იყიდე 2500$ დან 3000$ მდე. იმენა მანქანა არის ყველაფერი. <3 მექანიკა იყიდე უეჭველი, იმენა არსად მისვლა არ გაგიტყდება, ქუჩაში ყველა შემოგხედავს აქტუალური იქნები <3 იმენა BMW ს მართვა ერთი სიამოვნებაა. აბა შენ იცი წარმატებები და ფოტო დაიდოს ე36 ის.


Posted by: KIL-013 29 Jan 2020, 08:38
2 დღის წინ ატვირთული ვიდეოა

https://youtu.be/WSO01rLa1o4

Posted by: 4power 30 Jan 2020, 02:59
QUOTE (Droid @ 27 Jan 2020, 23:12 )
4power
რამდენს წვავს

1.6 არ აქებენ

1.8 და ზევით ვეძებ spy.gif

ქალაქში 8-9 ლიტრი , ტრასაზე 5.5 - 6 ლიტრი
მე არ ვყიდი , უბრალოდ დავდე. 1.6 და 1.8 შორის ისეთი სხვაობა არ არის რო ,, 1.6 არ აქებენ და 1.8 იდან ვეძებო'' ასე თქვა , თუ 1.8 is არ არის ... დანარჩენი 94 წლიდან ცეპიანი ძრავია მ43 1.6 იც და მ43 1.8 ც

Posted by: დუჩა 30 Jan 2020, 16:36
ამ მანქანაზე გამძლე არააო არავინ თქვას.. 3 წელზე მეტი მყავდა სპორტულ პადვესკაზე და 17 იან დისკებზე.
გერმანიიდან როჩამოვდა უკანა ბალკის რეზინები შევუცვალე და ერთხელ წინა დაკიდებაშიც გავუკეთე რაღაცა და ეგიყო.
მანქანას ტ%£$%^ა და გაზაობა არ აკლდა თვეში ორჯერ საბურავებს ვცვლიდი biggrin.gif
მიუხედავად იმისა რო ეხლა ე90 მყავს მაგარი ნოსტალგია მაქვს და სიამოვნებით ვიყოლიებდი კიდევ,
პირველი სიყვარულის პონტში gigi.gif

user posted image

Posted by: xevsura 30 Jan 2020, 18:14
დუჩა
QUOTE
3 წელზე მეტი მყავდა სპორტულ პადვესკაზე და 17 იან დისკებზე.

მეც 3 წელზე მეტი მყავდა და ზუსტად უკანა ბალკის რეზინები შევცვალე ერთხელ და ვსო. წინ პერედოკში ხელი არ დამიდია.


Posted by: EMMA GEORGIA 31 Jan 2020, 10:33
Stalker563

გაგიზიარებთ ჩემ მოსაზრებებს E36-ზე. მე ეს მანქანა 10 წელი მყავდა და შემიძლია ამ მოდელზე და მის +/- საათობით ვილაპარაკო:
ძალიან ვნანობ რომ გავყიდე თანაც ფაქტიურად გადავაგდე 3500$ რადგან უბანში დგომით ფუჭდებოდა ხან ბავშვები და ხან ზოგიერთი ჯიგიტების გასმა-გამოსმით smile.gif
user posted image
user posted image

მინდა ვთქვა რომ მანქანის დრაივინგის სიამოვნებით ამ მოდელს მხოლოდ E28, E24, E30, E32, და რა საკვირველია E34 თუ შევადარება! ასეთი Driving Feeling ან ძალიან გიყვარს და გიჟდები, და ან ვერ იტან, საშუალო უბრალოდ არ არსებობს biggrin.gif
მინდა ვთქვა რომ ამ მოდელებით დამთავრდა ზუსტად ის სუპერ ერა ბეემვეს ნაწარმში როდესაც მანქანის დრივინგზე ზრუნავდნენ მხოლოდ ინჟინრები და სპორტსმენები(მარკეტოლოგების გარეშე)
ამ მოდელებს შეუძლიათ ფიზიკის კანონების ზღვარზე მოქმედება და ამავდროულად იძლევიან იმ განუმეორებელ და რეალურ შეგრძნებებს რომელსაც არცერთი სხვა კონვეირზე ნაწარმი ჩვეულებრივი მანქანა არ იძლევა. ხოლო ეს გიყვართ თუ ვერ იტანთ ეს უკვე გემოვნების საკითხია! smile.gif

თუმცა არის რამდენიმე მომენტი გასათვალისწინებელი:
1) თუ არ გინდათ შუმახერობა მაშინ სჯობს 318 ყიდვა თანაც მექანიკის. გაცილებით ნაკლები ჯდება მისი შენახვა.
2) თუ ყიდულობთ 6 ცილინდრიანს, მაშინ უნდა უყიდოთ მანქანა თუჯის ბლოკით რომელიც გამოდიოდა 1994.10 თვემდე. არ გაეკაროთ ალუმინის ბლოკებს რომელიც არის ან იაპონიიდან და ან ევროპდან! ამერიკულები თუჯის ბლოკებით გამოდიოდა სულ და მათ არ აქვთ პრობლემები.
3) მიაქციეთ ყურადღება ვისგან ყიდულობთ მანქანას! თუ ვინმე ლიხაჩისგან ყიდულობთ ცხადია რომ მას მანქანა არ უყიდია იმისთვის რომ ნელა ეარა, და ასეთ მანქანებს უკვე ამოწურული აქვთ ყველა რესურსი! თქვენთვის იდეალურია თუ მონახავთ მანქანას რომელის პატრონიც 45- წლის ზემოთ არის და ან ქალის ნახმარი მანქანაა და ეტყობა რომ არ არის ნაგაზავები. 318 შემთხვევაში უფრო მეტია კარგი მანქანის შოვნის შანსები, რადგან თავის დროზე ბევრი შემოიყვანეს და ოჯახისთვის ყიდულობდნენ ხალხი. რა საკვირველია სამუშაო იქნება ჩასატარებელი თანაც საკმაოდ, თუმცა ძარა არ იქნება მორყეული და ასეთი მანქანა კიდევ მრავალი წელი გაგახარებთ დრაივინგით, ხოლო მერე ვიღაცა კოლექციონერი გამოგტაცებთ ხელიდან უფრო ძვირად ვიდრე ეხლა იყიდეთ. უკვე დაიწყო ფასებმა ზევით აწევა ევროპაში და ეს მალე ჩვენთანაც იმოქმედებს.

Posted by: Z-owner 31 Jan 2020, 10:47
EMMA GEORGIA
მხოლოდ იმას დავამატებ რომ BMW შემიყვარდა თავისი "რულის" გამო, ეგ არის ერთერთი ცოცხალი მანქანა რომლის ტარებასაც მე სხვას ვერ შევადარებ, ხელმისაწვდომ მანქანებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არა პაგანი ზონდებს.
ვინც იცის BMW-ს კაიფი ის ვერასოდეს ვერ გადაეჩვევა მაგას, მაგ გაგებით და არამარტო ამ მანქანებს თავიათი ნიშა აქვთ სხვა მანქანებთან შედარებით.
ერთერთი ძალიან მაგარი ძრავია ამერიკული 2.8 is და გერმანული მ3 3.0
ასევე ერთერთი დიდი პლიუსი არის ის რომ საკმაოდ მარტივი მანქანებია და ამ ფასში რომ ამდენი რამის მოცემა შუძლია ნამდვილად დასანახია, დასაფასებელი თუ არა.

Posted by: ]ЗеaTlES 23 Apr 2020, 01:21
მყავდა 2 ცალი 36 და რაც აქ დაიწერა ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ ზუსტი შეფასებებია, დღეისათვის ვინც აპირებს ყიდვას ვურჩევდი 3000 თუარა 2500 $ დაბლა არ გაეკაროს, დაიტანჯება და ასევე ძრავი, თუ ე36 სგან და ზოგადად ბმვ სგან სიამოვნების მიღება გსურთ, მაშინ 6 ცილინდრიანზე დაბლა არ განიხილოთ, მარტო გორაობა ხო არაა, ხანდახან მიჭერაც მოგინდებათ, არავინ თქვას მუდმივ რეჟიმში ვგორაობო biggrin.gif ხოდა მაგ მიჭერის დროს ყველა მოლოდინი გაგიქარწყლდებათ, რაც ე36 ზე და ზოგადად ბმვ ს მიმართ გქონდათ, ეგეც რო არა 1.8 და დაბალ ძრავიანების რესურსი უკვე კაი ხანია ამოწურულია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მანქანების უმეტესობას გაზაობა ხვდა წილად, შესაბამისად 4 ცილინდრიანი ძრავებისგან იმაზე მეტს ითხოვდნენ ვიდრე რეალურად შეეძლოთ და კლავდნენ გაზაობაში, ამიტომ ნაკლებ შემონახულია 4 იანები, მ42 44 ძრავები რო აიღო, ეგრედ წოდებული is თავის დროზე ყველას რაკეტა ეგონა და 2.5 ებს ედრაგავებოდნენ, ხოდა ამასობაში აღარცერთ is-ს აღარ შერჩა თავისი რესურსის მეათედიც კი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 23 Apr 2020, 13:15
Droid

დაიკიდე ე36 ძაან სახე აქვთ ახეული
ან ძვირი უნდა გადაიხადო 3000+ალბათ

ე46 იყიდე ჩემი აზრით სჯობს ე36ს
ან ე30

ისე კი თუ მარტო driving feel ზეა საუბარი ე30 საერთოდ სხვა თემაა.

Posted by: სანი 23 Apr 2020, 14:53
2005 წლის ჩათვლით ყველა BMW-ს ფასი იწევს უკვე
E34 , E36, E46 M3 ძირითადად ესენი
საქართველოში მაინც არ ააფასებენ , მხოლოდ 5% თუ იქნება ნამდვილი BMW-ს მოყვარული დანარჩენი ყველა "ბეემვეშნიკია" yes.gif
2 წელი გავა მალე რაც ჩემი ვიყიდე , დიდი ხანი ვეძებდი და ბოლოს როგორ იქნა მივაგენი ნორმალურს , იაპონური , ქარხნული ავტომატიკა 5500$ მივეცი
ამას ალბათ აღარასდროს გავყიდი მარა სიტყვაზე მომიწია გაყიდვა...გავყიდი უცხოეთში , დარწმუნებული ვარ გერმანიაში მინიმუმ 8000 ევროს მომცემენ
აქ ეგ ფასი რო დავადო მეტყვიან მაგ ფასად 2 ცალ M3-ს ვიყიდიო facepalm.gif

M3 EVO-ების ფასი ხო საერთოდ გაიქცა და გაიქცა , 15K-ადაც გაგიჭირდება მგონი, ჯგუფი როა ფბ-ზე ე36 კლუბის მანდ დადო ერთმა M3 EVO 13K-ად მგონი თუ არ ვცდები და დასცინეს ... ასე რომ საქართველოში კარგ E36-ს ვეღარ იყიდი უკვე

Posted by: BRAPTSUTSUTSU 28 Oct 2020, 23:19
QUOTE (EMMA GEORGIA @ 31 Jan 2020, 10:33 )
Stalker563

გაგიზიარებთ ჩემ მოსაზრებებს E36-ზე. მე ეს მანქანა 10 წელი მყავდა და შემიძლია ამ მოდელზე და მის +/- საათობით ვილაპარაკო:
ძალიან ვნანობ რომ გავყიდე თანაც ფაქტიურად გადავაგდე 3500$ რადგან უბანში დგომით ფუჭდებოდა ხან ბავშვები და ხან ზოგიერთი ჯიგიტების გასმა-გამოსმით smile.gif
user posted image
user posted image

მინდა ვთქვა რომ მანქანის დრაივინგის სიამოვნებით ამ მოდელს მხოლოდ E28, E24, E30, E32, და რა საკვირველია E34 თუ შევადარება! ასეთი Driving Feeling ან ძალიან გიყვარს და გიჟდები, და ან ვერ იტან, საშუალო უბრალოდ არ არსებობს biggrin.gif
მინდა ვთქვა რომ ამ მოდელებით დამთავრდა ზუსტად ის სუპერ ერა ბეემვეს ნაწარმში როდესაც მანქანის დრივინგზე ზრუნავდნენ მხოლოდ ინჟინრები და სპორტსმენები(მარკეტოლოგების გარეშე)
ამ მოდელებს შეუძლიათ ფიზიკის კანონების ზღვარზე მოქმედება და ამავდროულად იძლევიან იმ განუმეორებელ და რეალურ შეგრძნებებს რომელსაც არცერთი სხვა კონვეირზე ნაწარმი ჩვეულებრივი მანქანა არ იძლევა. ხოლო ეს გიყვართ თუ ვერ იტანთ ეს უკვე გემოვნების საკითხია! smile.gif

თუმცა არის რამდენიმე მომენტი გასათვალისწინებელი:
1) თუ არ გინდათ შუმახერობა მაშინ სჯობს 318 ყიდვა თანაც მექანიკის. გაცილებით ნაკლები ჯდება მისი შენახვა.
2) თუ ყიდულობთ 6 ცილინდრიანს, მაშინ უნდა უყიდოთ მანქანა თუჯის ბლოკით რომელიც გამოდიოდა 1994.10 თვემდე. არ გაეკაროთ ალუმინის ბლოკებს რომელიც არის ან იაპონიიდან და ან ევროპდან! ამერიკულები თუჯის ბლოკებით გამოდიოდა სულ და მათ არ აქვთ პრობლემები.
3) მიაქციეთ ყურადღება ვისგან ყიდულობთ მანქანას! თუ ვინმე ლიხაჩისგან ყიდულობთ ცხადია რომ მას მანქანა არ უყიდია იმისთვის რომ ნელა ეარა, და ასეთ მანქანებს უკვე ამოწურული აქვთ ყველა რესურსი! თქვენთვის იდეალურია თუ მონახავთ მანქანას რომელის პატრონიც 45- წლის ზემოთ არის და ან ქალის ნახმარი მანქანაა და ეტყობა რომ არ არის ნაგაზავები. 318 შემთხვევაში უფრო მეტია კარგი მანქანის შოვნის შანსები, რადგან თავის დროზე ბევრი შემოიყვანეს და ოჯახისთვის ყიდულობდნენ ხალხი. რა საკვირველია სამუშაო იქნება ჩასატარებელი თანაც საკმაოდ, თუმცა ძარა არ იქნება მორყეული და ასეთი მანქანა კიდევ მრავალი წელი გაგახარებთ დრაივინგით, ხოლო მერე ვიღაცა კოლექციონერი გამოგტაცებთ ხელიდან უფრო ძვირად ვიდრე ეხლა იყიდეთ. უკვე დაიწყო ფასებმა ზევით აწევა ევროპაში და ეს მალე ჩვენთანაც იმოქმედებს.

ვიცნობ მაგ მანქანის პატრონს, არუნდა დაგენანოს ისეთმა კაცმა იყიდა არანკლებ უვლის

Posted by: GAASVENE 8 Dec 2020, 21:52
სალამი ყველას. bmw აზრზე არვარ და ამ e36 e46 და ესე როსაუბრობენ ვაფშე აზრზე არვარ რომელი რომელია biggrin.gif ჰოდა 3$-ში ეს მოდელი რომელი ვეძებო გასაგები როიყოს ჩემთვის? ანუ მაიაუტოზე რომელწლიანები ვეძებო ესენი და 2.5ზე დაბლა რომ არ ვიყიდო უკვე გასაგებია. ხოდა 2.5 ავტომატიკა თუა ეს მოდელები?
ესაეის ე36?
https://www.myauto.ge/ka/pr/48783033/iyideba-sedani-bmw-325-2005-benzini-geo

Posted by: Official 8 Dec 2020, 22:09
GAASVENE
ეგ E46 არის
E36 მაგის წინა მოდელია უფრო ძველი..
3$ ში ბმვ-ს ნუ იყიდი საერთოდ თუ არ ერკვევი მანქანებში და მის მოვლაში, ვერ შეინახავ უბრალოდ

Posted by: GAASVENE 9 Dec 2020, 00:08
Official
კი მართალიხარ ვერ ვერკვევი მაგრამ სხვის მანქანებზე რომვზივარ ყველაფრის ხმებს ვაკვირდები და ვუტრაკებ რატო არ აკეთებდთქო biggrin.gif მოვლით შვილივით მოვუვლი. შეიძლება მანქანა სულ დავაშლევინო ნაწილები გავაწმენდინო და თავიდან ავაწყობინო ისე მევასება მანქანის მოვლა. ტარებას რაც შეეხება ვიცი(არ ეთქმის არავის) მაგრამ ჩვეულებრივად დავდივარ პრობლემა არაფერზე მაქვს. ეს e46 რით განსხვავდება e36ისგან? რომელი უფრო არაა ფაქიზი მითხარი მაგის მიხედვით მაინც ავარჩევ. დრიფტი და ეგეთი რაღაცეები ჩემგან შორს. სტანდარტულად დავდივარ ქალაქში. ჩაჭერას კიდე რაც შეეხება მანქანა რომ აჩქარებულია 40-50 ზე მაშინ თუ მივაწვები ხოლმე ცოტას. მოკლედ რომვთქვა წვალება არმიყვარს. მაგ ფასში ფიტის და 2 კაციანი მანქანების ყიდვას ეს მირჩევნია ისევ. წვას ავიტან 11-12ს. მირჩიე რამე ეს მარკა ნაკლებად პრობლემური.

Posted by: Erekle 007 9 Dec 2020, 13:01
QUOTE
e46 რით განსხვავდება e36ისგან? რომელი უფრო არაა ფაქიზი

QUOTE
დრიფტი და ეგეთი რაღაცეები ჩემგან შორს.

QUOTE
ჩაჭერას კიდე რაც შეეხება მანქანა რომ აჩქარებულია 40-50 ზე მაშინ თუ მივაწვები ხოლმე ცოტას

ჩემი რჩევაა შეეშვი ე36-საც და ე46-საც smile.gif

Posted by: GAASVENE 9 Dec 2020, 13:18
Erekle 007
მადლობა ესეთი ზღვა ინფოსთვის. ესეთი განსხვავებაც თუ იყო არ ვიცოდი. ამომწურავი პასუხია სრულიად.

Posted by: Erekle 007 9 Dec 2020, 15:03
QUOTE
მადლობა ესეთი ზღვა ინფოსთვის. ესეთი განსხვავებაც თუ იყო არ ვიცოდი. ამომწურავი პასუხია სრულიად.

GAASVENE
მიმხვედრი მიხვდებოდა და გამგები გაიგებდა. დალშე შენ იცი შენი საქმის wink.gif

Posted by: Z-owner 9 Dec 2020, 15:55
GAASVENE
ვიზუალით თუ გევასება ე46, იყიდე არარესტაილინგი, 4 ცილინდრიანი, 1.9 ძრავით და იკატავებ, უპრობლემოდ. ძაან გაგისწორებს თუ 150-ზე ზანოსში დუგაზე დადგომას არ მოთხოვ. საკმაოდ მარტივი მანქანაა და ძალიან ძველიც არაა ჩემი აზრით. მაგ ფასის ფარგლებში კარგს აარჩევ. ოღონდ მაგ ძრავით რაც დაგიწერე.

Posted by: GAASVENE 9 Dec 2020, 16:07
Erekle 007
QUOTE
მიმხვედრი მიხვდებოდა და გამგები გაიგებდა. დალშე შენ იცი შენი საქმის

მე კი მივხვდი რაც მითხარი და კარგი ადამიანიც ხარ ეგეთ კარგ რჩევას რომ მაძლევ, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომ მე მაგ მანქანის შენახვა შემიძლია, მითუმეტეს ქალაქში სარბენად მინდა არანაირი დრაგი და ტრეკი არც ვიცი რომელი რომელია biggrin.gif იდეაში 3$ ში ვეძებ მანქანას და მერსოს ეს მირჩევნია ძველებიდან ნორმალური მაინც არის რომ შეხედავ. დღეში 40-50 კილომეტრის დაფარვა მაქსიმუმ არ უნდა გაუჭირდეს ჩემნაირი ტარებით მაგ მანქანას. მაგიტომ ვთქვი 40-50დან მეთქი გზატკეცილზე შეირძლება გავირბინო ცოტა ისიც დიდი რისკებით არა( უბრალოდ გასწრებებს ვგულისხმობ და ზოლიდან ზოლში სიარულს. პირველი მაქნანით მინდა რომ ვიკაიფო. ესიყო ჩემი იდეა თორემ რაც შენ მითხარი მადლობა მაინც მაგისთვის. მაგიტომ დავწერე ნაკლებად პრობლემური რომელი მოდელიათქო.
Z-owner
ჰო ვიზუალით მაგ წლოვანების ც კლასს კი მირჩევნია ბევრად თან. არარესტაილინგი რომელია? ანუ რომელ წლიანები ვეძებო ეგ რომ მითხრა თორე ვერ ვერკვევი ესე დეტალურად. ხოდა მაგ ძრავით მაინცდამაინც რატომ? და არა 2.5ით მაგალითან?

Posted by: Official 9 Dec 2020, 22:09
GAASVENE
კარგ მდგომარეობაში თუ იშოვი E36 ჯობია E46-ს ძირითადად..
1.9 ან 1.8 ძრავებით ორივე ოპტიმალურია, არც ძალიან მკვდარებია და ერთი ორსაც მოაბუქსავებ ადგილიდან smile.gif

მაგრამ ნორმალური E36 იმდენი ღირს რომ მაგ ფასად E46იც მოგივა ნორმალური.. მოკლედ შენ ვიზუალურად რომელიც მოგწონს ის უნდა აიღო.

Posted by: GAASVENE 9 Dec 2020, 23:41
Official
E46 მირჩევნია მაინც. და რამაინტერესებს იცი, 1.9 რატო მირჩიე? 2.5 რატო არა ვთქვათ? წვაზე გაქვს აქცენტი თუ პრობლემურია უფრო 2.5ები?

Posted by: Z-owner 10 Dec 2020, 00:01
GAASVENE
ეს არის არარესტაილინგი და გავს ბეემვეს.
ამაში დევს 1.9 4 ცილინდრიანი ძრავი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეს რესტაილინგია და ბეემვე არაა, ჰიუნდაის და ჩინური კატერის ნაზავია ვიზუალურად.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ეხლა რატომ ამ ძრავით, ჯერ ეს ერთი რომ მარტივია, ზეთი 4 ლიტრი უნდა, განსხვავებით 2.5-გან ამას 7,5-8 ლიტრი ჭირდება.
მერე წვა ნაკლები აქვს სხვაობა არის, 1.9 10 ლიტრში ჩაეტევი, 2.5 ვერა. მერე მეტად შენახულის შანსია 1.9 შემთხვევაში და ბოლოს თუ არ გჭირდება ძლიერი ძრავით, რატომ უნდა იყიდო? მეტი ხარჯი გექნება ტყუილად.

წლები ვიკიპედიაზე ნახე რა, არ მახსოვს.

Posted by: GAASVENE 10 Dec 2020, 00:19
Z-owner
1.9-ს არამგონია საკმარისი აჩქარება ქონდეს. 2.5 ხომ უფრო მარტივად მოერევა მანქანას? თან მექანიკას არ ვყიდულობ ავტომატიკა მინდა. სხვაობას რას მომცემს ზეთი დავიკიდოთ არაუშავს. საწვავზე 12-13ში ხომ უნდა ჩავეტიო 2.5ის ვარიანტში? კარგი როარ გაწვალო წლებს დავგუგლავ ეგ არაფერია.

Posted by: anycall 10 Dec 2020, 00:29
GAASVENE
2.5-ში ზეთი 6.600 მიდის. წვას რაც შეეხება, რუსთავი-მთაწმინდა-რუსთავი 23.5 MPG დამიწერა რო ჩამოვედი. წვიმიანი დღე იყო და ზოგგან მინი საცობი (დიდი არაფერი). აი რუსთავში მოკლე მანძილებზე რომ დავდივარ, ერთი გზა 2 კმ მაქსიმუმ 4 კმ. ზამთარში კაი 15-მდეც ადის წვა. ტრასაზე 8 იანგარიშე.
ძალიან კარგად უნდა შეამოწმო მანქანა, ზოგადად მაგ მანქანებს სპობენ და მერე ყიდიან. ვინც უვლის ან არ ყიდის ან შედარებით ძვირად ყიდის.

პ.ს მე მივქარე 3.0 რომ არ ავიღე. 2.5-ს 3.0 გერჩივნოს ისევე, წვა იგივეა, ჰა ჰა მაქსიმუმ 1 ლიტრით მეტი დაწვას.

Posted by: Z-owner 10 Dec 2020, 14:46
ზეთის რაოდენობა ამერია biggrin.gif 3.0 კარგი რომ არის მაგას ლაპარაკი არ უნდა უბრალოდ 3000 $ კარგის ყიდვის შანსი არაა. 4000+ უნდა კარგ ე46 3.0
ჯობია გაატარო და მიხვდები რა გინდა და 3.0-ს ერქმევა რომ 3.0 გყავს და ხარჯი გაქვს ტყუილად, თუ პირველი მანქანაა ხომ საერთოდ და ამიტომ გირჩევ ფასი/გამოცდილების ამბავში 1.9-ს 2.5 კი გამწყდარია ნორმალური, ყველამ დედა უტირა. უბრალოდ მერე შეიძლება ერთერთი გახდე, ვინც მაგ ბრენდს ტყუილად აგინებს. smile.gif წარმატებები.

Posted by: anycall 10 Dec 2020, 19:00
Z-owner
მეც მაგ აზრისკენ ვარ დაბალ ძრავიანი ჯობია. მოვლა შენახვაც ადვილია და ნაკლებად მომსპარს ნახავს.

Posted by: GAASVENE 10 Dec 2020, 22:32
Z-owner
anycall
კარგი მეგობრებო და კეთილო ხალხო. 1.9ს ავარჩევ რამეს. მადლობა ძაან დიდი დროის დათმობისთვის და რომ არ დაიზარეთ რჩევა.

Posted by: Stalker563 6 Jun 2021, 21:24
E36-ის მომგონი მოვ***ნ.




------------------------------------------

Posted by: wrangler7 7 Jun 2021, 21:48
Stalker563
რა დააშავა ასეთი? :დ

Posted by: 4power 8 Jun 2021, 14:57
4 ცილინდრიანი მყავდა 3 წელი ე36 1.6 ხელი არ მიხლია არაფერზე , მოხდილ ჭაშიც ჩავარდი რავიცი. მერე მყავდა ე46 1.9 . ახლა ისევ ე36 მყავს 325. თავის დისკებზე 15 იანებზე მაგარი რბილად დადის . სუბარუ ლეგასიც მყოლია , კოლტიც , ფიტიც და რავი ... ვერცერთი მივა ამის სიარულთან ...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)