Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია!


Posted by: A10 5 May 2018, 17:12
„ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“ – ეს ისტორიული სიტყვები 2004 წლის 6 მაისს, ღამის 3 საათზე ითქვა. რევოლუციური სამზადისი კი აჭარაში ჯერ კიდევ 2003 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო. იყო მსვლელობები და არაერთი დემონსტრაცია.
ჯერ კიდევ 2 მაისს, ასლან აბაშიძის ბრძანებით ჩოლოქისა და ქაქუთის ხეიდები ააფეთქეს და ამით აჭარა დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებული დატოვეს. იმ დროისთვის აჭარაში შექმნილ სიტუაციას ისტორიკოსები „წინარევოლუციურს“ უწოდებდნენ.
ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ბათუმელებითა და აჭარის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ხალხით ივსებოდა. აჭარლები ასლან აბაშიძის მხარდამჭერმა სპეცრაზმელებმა ვერ შეაშინეს. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელები ნიღბით იმალავდნენ სახეებს და ხელში მრავალნაცადი „კალაშნიკოვები“ ეჭირათ.
2 მაისს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების შემდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რომლებიც ვერც გენერალ ბორისოვის სპეცრაზმმა, ვერც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟისთვის ცეცხლის გახსნამ ჩოლოქის ხიდთან, ვერც ჩოლოქის ხიდზე ასლან აბაშიძის ათასობით შეიარაღებულმა მომხრემ ჩაახშო: 5 მაისს ზურაბ ჟვანია იყო პირველი, რომელიც ჩოლოქზე გადავიდა და ხალხთან ერთად ბათუმისკენ გაემართა.
როგორც კი ნათელი გახდა, რომ ასლან აბაშიძის მმართველობის წუთები დათვლილი იყო, მას მხარდამჭერმა სპეცრაზმელებმა ზურგი აქციეს და „აჭარის ლომი“ დაუცველი დატოვეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შეუიარაღებელ ხალხთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადეს. მარტო დარჩენილ ასლან აბაშიძეს ისღა დარჩენოდა, დახმარებისათვის რუსი მფარველებისათვის მიემართა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, იგორ ივანოვი ბათუმში ჩამოფრინდა და ასლან აბაშიძე, თავის მცირერიცხოვან რჩეულებთან ერთად, მოსკოვში წაიყვანა.
აეროპორტში გამგზავრებამდე აბაშიძე უზენაესი საბჭოს წინ, მოსახლეობასთან დასამშვიდობებლად გავიდა და შეიარაღებულ მომხრეებს დაშლისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ფოთის სასტუმრო „ამკორიდან“, სადაც რევოლუციის წინაპერიოდში საქართველოს ხელისუფლების საგანგებო შტაბი ფუნქციონირებდა, ზურაბ ჟვანიას კვალდაკვალ მთავრობის სხვა წევრებიც აჭარაში გადავიდნენ, მალე კი მათ კვალს მიხეილ სააკაშვილიც მიჰყვა. სწორედ 2004 წლის 6 მაისს, ღამის 3 საათზე ითქვა ისტორიული სიტყვები: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“

Posted by: რასტრელი 5 May 2018, 17:26
QUOTE
მას მხარდამჭერმა სპეცრაზმელებმა ზურგი აქციეს და „აჭარის ლომი“ დაუცველი დატოვეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შეუიარაღებელ ხალხთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადეს


მხოლოდ პოლიციამ და პპეშნიკებმა თქვეს დაპირისპირებაზე უარი. შეუაში ჩადგნენ და არ დაუშვეს მოსალოდნელი საშინელი ამბავი.

სპეცნაზი ბოლომდე ასლანთან იდგა, მეორე მხარეს, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. უბრალოდ უნივერსიტეტთან და მელიქიშვილი-26 მაისის ქუჩებთან ზღვა ხალხი იდგა.. 20 კ.. შესაბამისად აზრი არ ქონდა ასლანის დარჩენას.

გულუას სპეცნაზი უნივერსიტეტის სარდაბში იყო გამაგრებული.


საშინელი სიტუაცია იყო.. აქეთ ხალხი.. იქეთ სპეცნაზი ხელკეთებით ფარებზე ჭახა-ჭუხი და კალაშნიკოვის სროლები ჰაერში.. შესაშინებლად.

Posted by: ჩეკო 5 May 2018, 17:33
კაი დრო გავიდა მას შემდეგ, უკვე 14 წელი


Posted by: A10 5 May 2018, 17:59
რასტრელი
QUOTE
გულუას სპეცნაზი უნივერსიტეტის სარდაბში იყო გამაგრებული.



სადღაც ეროსის მემუარებში იყო ამ მომენტზე კაი დიდი ფრაგმენტი.

* * *
ყველაზე საინტერესო ის მომენტია თუ რატომ ააფეთქა ასლანამ ხიდი
* * *
2003
6 ნოემბერი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიიღო 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვით, 284 ათასი ამომრჩეველიდან 269 ათასი "დემოკრატიული აღორძინების" კავშირმა მიიღო, რაც 95%-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, აღორძინებამ არჩევნებში ხმების 21.01% მოიპოვა.
7 ნოემბერი - აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს უმაღლესი პოლიტიკოსის და სამხედრო პირის თანამდებობა ენიჭება, რომელსაც სამხედრო ფორმირების ყოლის უფლება ეძლევა.
10 ნოემბერი - შევარდნაძე აჭარაში ვიზიტით ოპოზიციის ლიდერებთან გამართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ გაემგზავრა. ასლან აბაშიძე შევარდნაძეს მის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერთა მიტინგით დახვდა.
20 ნოემბრიდან - პარლამენტის წინ პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი აღორძინების აქცია დაიწყო, რომელიც 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციამდე გაგრძელდა.

24 ნოემბერი - აჭარის მეთარუმა ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 30 დღის ვადით. დადგენილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ითვალისწინებს საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას, მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზეც. აბაშიძემ დაგმო თბილისში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია, და განაცხადა, რომ ამით დაირღვა კონსტირუციური წყობა.

3 დეკემბერი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ბოიკოტს უცხადებს 2004 წლის 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ განცხადებას იგი მოსკოვში ვიზიტის დროს აკეთებს.

8 დეკემბერი - რუსეთი აჭარასთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აწესებს, რაც ცენტრალური ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს.

10 დეკემბერი - ნინო ბურჯანაძის პირველი ვიზიტი აჭარაში ვარდების რევოლუციის შემდეგ კონკრეტული შედეგის გარეშე სრულდება. ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ასლან აბაშიძე უარი თქვას არჩევნების ბოიკოტზე. პრეზინებტის მოვალეობის შემსულებლის აჭარაში ვიზიტის პარალელურად პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს,"მზად ვარ წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას იგი ვერ წაიღებს თან. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება."

20 დეკემბერი - სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში გაემგზავრა, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან. აბაშიძემ 18 დეკემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ვოლტერ შვიმერთან გამართა მოლაპარაკებები, რომელმაც აჭარის ლიდერს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

26 დეკემბერი - სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარა” დაარსდა, სადაც ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი მოქალქეები გაერთიანდნენ.

28 დეკემბერი - ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა მისმა პარტიამ „აღორძინებამ“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

2004

6 იანვარი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ორი წევრი და მათი ოჯახის წევრები დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აქტივისტები 18 იანვარს გაათავისუფლეს. მათი პატიმრობის მიზეზი განსხვავებული აზრის გამოხატვა იყო.

7 იანვარი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა განაახლა. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აჭარაში ნოემბრის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს გამოცხადდა, 3 იანვარს დროებით შეწყდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

11 იანვარი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ გონიოში ადგილობრივი მცხოვრებლების ათასკაციანი მიტინგი, რომლის ძირითადი მოთხოვნა აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იყო,
უცნობმა პირებმა დაარბიეს.

18 იანვარი - აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი ბათუმის ცენტრში მოკლეს. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგანაც ინაიშვილი ოპოზიციურ მოძრაობებს უჭერდა მხარს.

20 იანვარს - გონიოში პოლიციასა და ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა.

25 იანვარი - პრეზიდენტი სააკაშვილი იანუგურაციის დღეს აჭარაში ჩადის და სახედრო აღლუმს იბარებს.

27 იანვარი - მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ პირველ ყრილობას მართავს და აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანის გზებით შეცვლაზე საუბრობს. ყრილობას მოძრაობის 4,000-მდე წევრი ესწრება.

27 იანვარი - ასლან აბაშიძე აჭარაში მოსალოდნელ „სისხლიან დაპირისრიპებაზე“ საუბრობს და მოვლენების განვითარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსაგავსად განვითარებაზე აკეთებს განცხადებებს.

2 თებერვალი - სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ინიციატივით, აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

20 თებერვალი - მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისი ბათუმში დაარბიეს, რასაც წინ უძღოდა ასლან აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკება. ინციდენტი დაემთხვა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის ვიზიტს აჭარაში.

22 თებერვალი - გაიტაცეს და სასტიკად სცემეს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ წევრი, რასაც მოჰყვა ბათუმში „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ოფისის დაწვა. 21 თებერვალს ჩოლოქთან ასევე სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი, რომლებსაც ბათუმში აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიჰქონდათ.

27 თებერვალი - ბათუმში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული შემოჭრის მომზადებაში დაადანაშაულა.

28 თებერვალი - ბათუმის ციხიდან ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” ორი აქტივისტის ჩხარტიშვილისა და ხაჟომიას ნათესავები გაათავისუფლეს. ისინი აჭარის სამართალდამცველებმა 6 იანვარს დააკავეს, როდესაც “კმარას” აქტივისტები ბათუმის ქუჩებში აჭარის ხელისუფლების საწინააღმნდეგო პლაკატებს აკრავდნენ.

1 მარტი - ასლან აბაშიძის განცხადებით ხელისუფლება აჭარაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას გეგმავს.

2 მარტი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ნებისმიერი ტიპის დაუმორჩილებლობის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ რეგიონში რეპრესიების ყველა გამტარებელი უნდა დაისაჯოს. კონკრეტულ დამნაშავეებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის პრეზიდენტი აბაშიძეს ათდღიან ვადას აძლევს, „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სადამსჯელო ღონისძიებებს გავატარებთ”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

5 მარტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონში ბათუმიდან თბილისში მომავალი სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, გადაცემა “60 წუთის” კორესპონდენტი ვახტანგ კომახიძე სცემეს. თვითმხილვევების განცხადებით, თავდამსხმელები სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ. ინციდენტს სამართალდამცავები შეესწრნენ, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვეს.

7 მარტი - ასლან აბაშიძე პრეზინტ სააკაშვილის მოთხოვნაზე, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაუქმდეს უშიშროების სამინისტრო, უარს აცხადებს.

12 მარტი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ჩამოგდების მცდელობაში“ დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი სპეციალურად ამზადებს თავის სამართალდამცავ სტრუქტურებს და საპროტესტო აქციებს გეგმავს ბათუმში, „აჭარის კანონიერი ხელმძღვანელობის ჩამოგდების მიზნით“.

13 მარტი - აჭარის სამართალდამცავებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დააკავეს, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში აჭარის მოსახლეობასთან შესახვედრად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა. თუმცა, იგი მალევე გაათავისუფლეს და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. აჭარის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ნოღაიდელი აჭარაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით ჩავიდა.

14 მარტი პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მისი კორტეჟი ჩოლოქის ადმინისტრციულ საზღვარზე შეიარაღებულმა პირებმა შეაჩერეს. პრეზიდენტი სიტუაციის განმუხტვის მიზნით იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო. საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში ჯარებით შესვლას აპირებდა, მას ჩოლოქთან 30 კაციანი პირადი დაცვა ახლდა თან. პრეზიდენტმა მოუწოდა ბათუმში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებს არ გამოიყვანონ შეიარაღებული დაჯგუფება და ტექნიკა და არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

14 მარტი - ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორების და სტუდენტების ერთი ნაწილი დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს. ბათუმელი სტუდენტების და ლექტორების ერთმა ნაწილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი აპროტესტებენ ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის ვითარების დაძაბვას.

14 მარტი - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას აჭარის ხელმძღვანელობის მოქმედებას „სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. მისი განცხადებით, ჯარები მზადყოფნაში იყვნენ, თუმცა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, რადგანაც „ჯერ კიდევ არსებობს შანსი დაძაბულობის დიალოგით მოგვარებისა“. სააკაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და მოსთხოვა ცენტრალური ხელისუფლების პირობები 15 მარტამდე შეესრულებინა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

„[14 მარტის სატელეფონო საუბრისას] მე ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო იფიქროს ჩემს პირობებზე. ვთხოვე მას შემიშვას მე და მთავრობის სხვა წევრები აჭარაში ამომრჩევლებთან შესახვედრად; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მან ასევე მოსთხოვა აბაშიძეს „განაიარაღოს უკანონო შეაიარაღებული ჯგუფები აჭარაში“. „ცენტრალური ხელისუფლება ასევე მოითხოვს, მიეცეს საშუალება თავისი მოვალეობები განახორციელოს ავტონომიურ რესპუბლიკაში და რეგიონის საზღვრები და საბაჟო გააკონტროლოს“, - დასძინა პრეზიდენტმა.

15 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის და მინისტრთა კაბინეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით ფოთში ანტიკრიზისული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც აჭარის საკითხის მოგვარება დაევალა. აჭარასთან გართულებული ურთიერთობების გამო მთავრობის მთლიანი შემადგენლობა ფოთში გადავიდა დროებით.

15 მარტი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „აჭარაში მომხდარი პროვოკაცია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შეუშვეს, მიზნად ისახავდა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას“.

18 მარტი - საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის შეხვედრა შედგა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებით დასრულდა. ეს საკითხებია საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე და მოსახლეობაში დარიგებული იარაღის ჩაბარების პროცესის დაწყება. სანაცვლოდ აჭარაში დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოიხსნა.

24 მარტი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაქირავებული შეიარაღებული დაჯგუფებების შესაძლო შეყვანის შესახებ განცხადებას აკეთებს და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს აფრთხილებს არ დაუშვას მსგავსი ფაქტები.

24 მარტი - ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის განცხადებას აჭარაში შეჭრის წინ შესავალს უწოდებს და დასძენს, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეიარაღებულ შეჭრას ამზადებს. მან მოუწოდა მოსახლეობას წინ აღუდგნენ ამგვარ გეგმებს, რათა „თავიდან აიცილონ ახალი კონფლიქტი აჭარაში, როგორც ეს თავის დროზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა“.

27 მარტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი ბოლო დროს ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. მისი თქმით, იარაღი პირველად მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები.

28 მარტი - საპარლამენტო არჩევნების დღეს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია აჭარაში იმყოფება მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების პროცესი მეტ-ნაკლებად სტაბილურად წარიმართა, თუმცა ადგილი ჰქონდა დარღვევებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოხატა შეშფოთება აჭარაში დაფიქსირებული დარღვევების გამო და არ გამორიცხა აჭარაში არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობა.

31 მარტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აჭარაში ხელოვნურად იქნა შემცირებუილი ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე აბაშიძის დასაყრდენმა პარტიამ „აღორძინებამ“ 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს გარეთ დარჩა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ იგი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს აჭარაში, რათა განისაზღვროს საბოლოოდ, „თუ ვის მისცა ხმა აჭარის მოსახლეობამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში“.

2 აპრილი - თბილისი ბათუმს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს, რომელიც "აჭარის უმაღლესი ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული."

2 აპრილი - თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური რომან დუმბაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაუმორჩილებლობის მოტივით გათავისუფლდა.

9 აპრილი - თერთმეტწლიანი პატიმრობიდან სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა თენგიზ ასანიძე. ასანიძე ითვლებოდა აბაშიძის ხელისუფლების პოლიტიკურ პატიმრად, რომელიც შეწყალების მიუხედავად წლების მანძილზე პატიმრობაში რჩებოდა.

9 აპრილი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად გააფრთხილა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე განაიარაღოს რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აჭარის პარლამენტის დაშლით და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა. „მან [აბაშიძემ] უნდა განაიარაღოს შეიარაღებული ჯგუფები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაიარაღებთ მათ“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

13 აპრილი - ბათუმში მყოფ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის შეთანხმება ვერ შედგა. შეხვედრის დროს ძირითადი საკითხი აჭარის მოსახლეობიდან უკანონოდ დარიგებული იარაღის ამოღება იყო. ასლან აბაშიძემ განიარაღებაზე უარი განაცხადა.

14 აპრილი - ცსკო-ს თვამჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც18 მარტს ქობულეთსა და ხულოში დანიშნული ხელახალი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ჩასატანად მიდიოდა, ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვარზე არ შეუშვეს. ქობულეთიდან და ხულოდან ასევე გამოაძევეს ცესკოს სპეციალური ჯგუფები, რომელთაც არჩევნების ორგანიზება ევალებოდათ.

15 აპრილი - ბიზნესმენების სამშვიდობო მისია ბათუმში შედეგის გარეშე დასრულდა. ბიზნესმენთა 5-კაციანმა ჯგუფმა აბაშიძესა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობების განმუხტვის მიზნით მედიატორის ფუნქცია იკისრა.

15 აპრილი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება წინააღმდეგია ჭადრაკის მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი, რომელიც 21 მაისს-7 ივნისს არის დაგეგმილი, ბათუმში ჩატარდეს. ცენტრალური ხელისუფლების განმარტებით, მას არ შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოება ავტონომიურ რესპუბლიკაში.

16 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის პრობლემა არ არსებობს, არამედ პრობლემაა კრიმინალების ერთ ჯგუფთან, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფოში მოქმედ კანონებს.

18 აპრილი - ხულოსა და ქობულეთში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალა.

19 აპრილი - ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი რომან დუმბაძე თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ ემორჩილება და კლავ განაგრძობს ბრიგადის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას. “მე ვემსახურები აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და ჩემი დანიშვნა-გადაყენებაც მას ევალება. 25-ე ბრიგადაც არის ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში. მთავარსარდალად ასლან აბაშიძეს ვაღიარებ” - განაცხადა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე რომან დუმბაძემ.

20 აპრილი - პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში განთავსებული 25-ე ბრიგადის იმ 17 ოფიცერსა და ჯარისკაცს შეხვდა, რომლებმაც უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ თანამდებობიდან გადაყენებულ ბრიგადის მეთაურს გენერალ რომან დუმბაძეს. გენერალურმა პროკურატურამ ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილ მეთაურზე რომან დუმბაძეზე სისიხლის სამართლის საქმე აღძრა სამშობლოს ღალატის მუხლით.

22 აპრილი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების წინადადებით მიმართა. აბაშიძის ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური ანტინარკოტიკული და ანტიტერორისტული ცენტრები უშიშროების სამინისტროს ბაზაზე.

23 აპრილი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ვითარების მოგვარებას ორი ქვეყნის, რუსეთისა და აშშ-ს დახმარებით შესაძლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ მიზნით მან უკვე წერილობით მიმართა ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს.

23 აპრილი - საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება აჭარაში არსებული სიტუაციის თაობაზე, რომელიც გმობს აჭარის ხელმძღვანელობის ქმედებებს და მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობად აფასებს. დეპუტატებმა მოსთხოვეს პრეზიდენტს, მთავრობას და სამართალდამცავ სტრუქტურებს განაიარაღონ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები აჭარაში.

24 აპრილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის უზენაესმა საბჭომ და სენატმა ერთობლივ სხდომაზე მიიღო.

26 აპრილი - ბათუმის პორტში განთავსებულმა სანაპირო დაცვის კატარღამ ფოთის პორტში გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის ცხრა წევრმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს.

26 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის რეგიონში ძალის გამოყენებას არ აპირებს.“სისულელეა ასალნ აბაშიძის მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს რეგიონში სამხედრო ტექნიკით შეჭრას ვგეგმავთ. ასლან აბაშიძეს თავად აჭარლები მიხედავენ და ამ პრობლემას თავად ისინი გადაწყვეტენ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი არ გამორიცხავს აჭარაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე ცენტრალური ხელისუფლება იმსჯელებს.

27 აპრილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეუშვა. სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის მაღალმთიანი სოფლებისთვის განკუთვნილი სასუქით დატვირთულ რამდენიმე სატვირთო მანქანას მიაცილებდა.

28 აპრილი - აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის განკარგულების თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკაში არმიის რეზერვისტების მობილიზება დაიწყო. განკარგულებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია.

29 აპრილი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების მომხრეა და აცხადებს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის არსებული დაძაბულობა მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.

2 მაისი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. გავრცელებული ინფორმაციით აჭარის ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, სამხედრო ნაწილები აჭარის ტერიტორიისკენ გაადგილდებოდნენ. მოსახლეობას აჭარაში შესვლა, ან რეგიონიდან გამოსვლა ფეხით, შემოვლითი გზების გავლით უწევს.

2 მაისი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა აბაშიძისგან მოითხოვა 10 დღის ვადაში განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა აჭარაში. „წინააღმდეგ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, დავითხოვ აჭარის ადგილობრივი მართველობის ორგანოებს და დავნიშნავ ვადამდელ არჩევნებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

3 მაისი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ განიარაღება 10 დღის ვადაში, როგორც ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოითხოვა, შეუძლებელია.

4 მაისი - ბათუმში გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია აჭარის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად აჭარის ხელისუფლება საპროტესტო აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა შემდგომში ხელკეტებიც გამოიყენა. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

5 მაისი - დაახლოებით 15,000 ათასი ადამიანი შეიკრიბა ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით. ეს იყო ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც აჭარაში ოდესმე ჩატარებულა.

Posted by: RAMETU 5 May 2018, 21:59
უბინძურესი პოლიტიკის გამტარებელი.
მის მიერ მიზანმიმართულად გაღვივებული და ჩათესილი სეპარატისტული თესლი იყო სამარცხვინო და დამღუპველი ქვეყნისთვის ...
რუსეთის აჭარასთან ტერიტორიულმა სიშორემ გადაგვარჩინა + თურქეთის ფაქტორი ...
რაც მთავარია როგორც ემართებად ხშირად აზიურ-ფეოდალური ტიპის მმართველებს ესეც ჩამორჩა დროს და დაკარგა რეალობის აღქმა smile.gif

Posted by: Terjogio 5 May 2018, 22:24
QUOTE
რომან დუმბაძე


ეს ქოცების დროს პარლამენტის წევრი არ იყო??

Posted by: Rogeri 5 May 2018, 22:32
QUOTE
„ასლანი გაიქცა,

ეხლა დროა ასლან-2 რომ გაიქცეს biggrin.gif

Posted by: dega 5 May 2018, 22:37
ასლანი იყო ქართული
რასაც ქვია ქართული
yes.gif
ამას 50 წლის მერე მიხვდება ბევრი
მომენტ არც უნდა 50
დღესაც მარტივია თუ ბრმა არ ხარ ამის დანახვა

Posted by: chukius 5 May 2018, 22:37
Terjogio
QUOTE
ეს ქოცების დროს პარლამენტის წევრი არ იყო??

არა, ის სხვა დუმბაძე. ეს გენერალი რუსეთსი ჩაცხრილეს რამდენიმე წლის წინ ქილერებმა.

Posted by: Lockhead 5 May 2018, 22:37
QUOTE (A10 @ 5 May 2018, 17:12 )
იგორ ივანოვი

ჰოოდა კი იყო მიშა და წემურა ალასანია ვალოდიას პროტეჟე მთელი 9 წელი.


Posted by: furuckssia 5 May 2018, 22:39

ეს სათანადოთ არ შეფასებულა და სრულად არც გაგვიაზრებია რომ მაშინ ბეწვზე გადავრჩით ომს და აჭარის დაკარგვას.
მადლობა ყველას ვინც ქვეყანას ბოლომდე უერთგულა და ცემის და სროლების მიუხედავად უკან არ დაიხია.
ხელისუფლებაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

Posted by: ლაპლანდია 5 May 2018, 22:45
QUOTE (dega @ 5 May 2018, 22:37 )
ასლანი იყო ქართული
რასაც ქვია ქართული
yes.gif
ამას 50 წლის მერე მიხვდება ბევრი
მომენტ არც უნდა 50
დღესაც მარტივია თუ ბრმა არ ხარ ამის დანახვა

კი ნამდვილად. ნამდვილი განდიდების მანიით შეპყრობილი მჩაგვრელი, ნამდვილი ქართული თესლობით ცნობილი.

ასლანის ბიძინის და კახის სიყვარული ერთი რამის სიძულვილს ნიშნავს.

Posted by: Rogeri 5 May 2018, 22:50
QUOTE
ჰოოდა კი იყო მიშა და წემურა ალასანია ვალოდიას პროტეჟე მთელი 9 წელი.

ჰო კანიშნა მაგენი აღენტებია და ბორისხიხო გაზპრომოვიჩი სულ არ იცნობს ვალოდიას აი ნანახიც არ ყავს. biggrin.gif
* * *
QUOTE
ასლანი იყო ქართული
რასაც ქვია ქართული

yes.gif მართალია ნაღდი პუტრიოტი იყო, ღერენალიც იყო ოღონდ რუსეთის biggrin.gif

Posted by: Ninelku 5 May 2018, 22:59
რაც გინდათ ის თქვით, და კარგი დრო იყო. იმედიანი. yes.gif
მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ მალე კვლავ უიმედობა დასადგურდებოდა
ამ მრავალ ჭირგამოვლილ ქვეყანაში?

Posted by: tintoreto 6 May 2018, 00:13
Ninelku
QUOTE
რაც გინდათ ის თქვით, და კარგი დრო იყო. იმედიანი. 
მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ მალე კვლავ უიმედობა დასადგურდებოდა
ამ მრავალ ჭირგამოვლილ ქვეყანაში?


მეც მაგარი იმედი მქონდა

Posted by: toto28 6 May 2018, 00:23
ასლანზე დედა#####ული საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არავინ იყო.

Posted by: A10 6 May 2018, 07:31
არა რააა, ეს ანტიმიშა ფილტრი რა გენიალობებს არ დაგაწერიებთ ხოლმე biggrin.gif
მიშამ თქვა მზე ამოდის აღმოსავლეთიდანო.
ესენი იტყვიან, არაო, ჩრდილოეთიდან ამოდისო.
სააკშვილმა თქვა - ძაღლის ძრნერი არ ჭამოთო,
აგენმა რას ამბობ, ტკბილიაო და ჩამჩემით მიირთმევენ ჯინაზე.
ნუ იქნებით მიშასჯინაზეღლიღვები.

Posted by: t-90 6 May 2018, 07:39
დიდი ჩათლახი იყო ახალგაზრდობიდანვეო. ნუ ვინც იცნობდა რა.

Posted by: vohiva 6 May 2018, 07:58
bis.gif ჰო, ასლანი გაერიდა ომს, აჭარა კი თურქეთის საჯიჯგნად და ბორდელად იქცა

ტაშიიი, ტაშიიიიიი

Posted by: brutal_88 6 May 2018, 08:02
ასლანას არ დააბრუნებენ ქოცები, პოლიტწამებულის სტატუსით?

Posted by: A10 6 May 2018, 08:17
brutal_88
QUOTE
ასლანას არ დააბრუნებენ ქოცები, პოლიტწამებულის სტატუსით?

დაბრუნებული არაა? მაგის ჩინოვნიკებს რო უკანონო ქონება აახია და სახელმწიფოს დაუბრუნა, ის ხალხი ციხეში ზის,
ასლანიჩი ბათუმში.
მეტი რაღა ქნან.

Posted by: GEORGEXIII 6 May 2018, 08:47
მემედა სად არ გვყავს


user.gif user.gif user.gif

Posted by: dzuku71 6 May 2018, 10:57
t-90
QUOTE
დიდი ჩათლახი იყო ახალგაზრდობიდანვეო. ნუ ვინც იცნობდა რა.

მე არ ვიცნობდი ,მაგრამ ვინც კარგად ივნობდა იმათ ვიცნობდი და მაგარი ღორი იყოო , მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო კომუნისტების დროს და ქრთამს პირდაპირ პირიმზის ხელოსნებიდან იღებდა (გზაში რომ არ დალექილიყო )

Posted by: levanius7 6 May 2018, 11:07
brutal_88
QUOTE
ასლანას არ დააბრუნებენ ქოცები, პოლიტწამებულის სტატუსით?

A10
QUOTE
დაბრუნებული არაა? მაგის ჩინოვნიკებს რო უკანონო ქონება აახია და სახელმწიფოს დაუბრუნა, ის ხალხი ციხეში ზის,
ასლანიჩი ბათუმში.
მეტი რაღა ქნან.

მაგ ასლანის ჩინოვნოკობა ყველა მონახეს ქოცებმა და თანამდებობებზე ჰყავთ.

Posted by: რიკი 6 May 2018, 19:35
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1941220099241695/UzpfSTI2MDYwMzY1Mzk3MDAyMzpWSzoxOTQxMjIwMDk5MjQxNjk1/

Posted by: mettalmag 6 May 2018, 19:40
მე არ ვიცი არ მახსოვს არ ვარ ნამყოფი და
ასლანის დროსაც ამდენი თურქი იყო აჭარაში დაპატრონებული ყველაფერს?

Posted by: SaamI 6 May 2018, 20:03
dega
QUOTE
ასლანი იყო ქართული
რასაც ქვია ქართული

არ ვიცოდი, სეპარატიზმი, მექრთამეობა, რუსეთუმეობა და საკუთარ ტერიტორიაზე ხიდების აფეთქება ქართველობა თუ იყო. რას არ გაიგებ კაცი ფორუმზე....

Posted by: RedBulla 6 May 2018, 22:01
ვაჰ ბიჭოს
14 წელი გასულა mo.gif

Posted by: dega 6 May 2018, 22:59
SaamI
QUOTE
არ ვიცოდი, სეპარატიზმი, მექრთამეობა, რუსეთუმეობა და საკუთარ ტერიტორიაზე ხიდების აფეთქება ქართველობა თუ იყო. რას არ გაიგებ კაცი ფორუმზე....

ეს შენ გითხრეს რომ ასე იყო და გჯერა,,,,,,,
სამეგრელოს ამბები მონაგონი იქნებოდა აჭარაში რომ არა ასლანი
და ამით ვინ ისარგებლებდა და აჭარა დღეს რა იქნებოდა კიდევ საკითხავია,,,
კარგიც უნდა დაინახოს ადამიანმა და ცუდიც

Posted by: levanius7 6 May 2018, 23:50
mettalmag
QUOTE
მე არ ვიცი არ მახსოვს არ ვარ ნამყოფი და
ასლანის დროსაც ამდენი თურქი იყო აჭარაში დაპატრონებული ყველაფერს?

არც ახლა არ არიან "დაპატრონებული" ყველაფერს. უბრალოდ მაშინ ინვესტრირება არც აჭარაში და არც საქრთველოში არსაად არ ღირდა, მერე პირსისხლიანმა თავის მზაკვრული გეგმები განახორციელა და ინვესტიციებისთვის საინტერესო ქვეყანა გახადა

Posted by: Dark_Angell 7 May 2018, 00:46
mettalmag
QUOTE
მე არ ვიცი არ მახსოვს არ ვარ ნამყოფი და
ასლანის დროსაც ამდენი თურქი იყო აჭარაში დაპატრონებული ყველაფერს?


თურქს არ აჭაჭანებდა.
არც სხვა ვინმეს biggrin.gif

levanius7
QUOTE
არც ახლა არ არიან "დაპატრონებული" ყველაფერს. უბრალოდ მაშინ ინვესტრირება არც აჭარაში

ინვესტორები არიან? up.gif
ჩვენი ისტორიული მეგობრები.

ეხლა გამოვლენ ვიღაცეები და იტყვიან აჭარას საკუთარ მიწად თვლიანო, ბეზ პიტმინუტო.
არ დაუჯერო.

Posted by: chukius 7 May 2018, 00:55
QUOTE (tintoreto @ 6 May 2018, 00:13 )
Ninelku
QUOTE
რაც გინდათ ის თქვით, და კარგი დრო იყო. იმედიანი. 
მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ მალე კვლავ უიმედობა დასადგურდებოდა
ამ მრავალ ჭირგამოვლილ ქვეყანაში?


მეც მაგარი იმედი მქონდა

yes.gif

მაგაზე ვფიქრობდი დღეს. 2004 წელი - პატრული, არმია, სხვა რეფორმები, ასლანა გაზაფხულზე, წვერიახო ზაფხულში და ა.შ.

2005 წელი - ეროვნული გამოცდები, ქვეყანა ქვეყანას ემსგავსება, პენსია რამდენჯერმე იზრდება, ნატოსთან ინტენსიური დიალოგის რეჟიმზე გადავდივართ.

2006 წელი - კვიციანი და კოდორის დაკავება, ქურდების საწინააღმდეგო კანონის შემოღება და მათი 1 თვეში გაქრობა, საგადასახადო რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ხელფასებისა და პენსიების არნახული ზრდა.


აი მერე უკვე გვერხევა. ოპოების რადიკალიზაცია და დებატებზე უარის თქმა ნაცებისგან, ოქრუაშვილის გამოხტომა, პატარკაციშვილის ვეტევები იმედის საშუალებით და რაც მთავარია, ყველაფერზე ემბარგო რუსეთიდან. 2007 წლიდან ქვემოთ მოვდივართ (ეხლა 12%-იანი ზრდა არ მომიყვანოთ), მაგრამ რეალურად მაინც გადალახვადი იყო ევ ყველაფერი. თითქმის გადალახულიც იყო, მარა 2008-ში უკვე დაგვიკანეცეს sad.gif


აღარ იქნება ეგეთი პერიოდი, თუ აფხაზეთი და ცხინვალი არ დავიბრუნეთ, ან რამე ეგეთი არ ვქენით.

Posted by: big_V 7 May 2018, 02:11
არადა ხალხს ავიწყდება, ასლანა არ აპირებდა დანებებას და გადადგომას, პირდარირ მიდიოდა ომზე, ჩაფრინდა ივანოვი, მაინც იძახდა არ გადავდგებიო (შეხვედრამდე), შეხვედრის მერე ერთად გამოვიდნენ და თქვა "მადლობა მხარდაჭერისთვის დაიშალეთ"-ო და გაფრინდა ბაბუჰაჯანჯანი...

ხალხი კიდო აქ სპეცრაზმს და პოლიციას უხდის მადლობას, დიდი ანტი რუსი ვარ, მაგრა მინდა რუსეთის დაშლას და ყოველი რუსის ამოწყვეტას, დიდიან პატარიანად მოვესწრო, მაგრამ რუსეთი რო არა ომი ატყდებოდა მანდ სერიოზული, თან ასლანას იმდენი ტყვია წამალი ქონდა გადანახული რო რავი, (თუ მაშინდელ ამბებს და სიუჟეტებს დავუჯერებთ) თან მაგ ომით შეიძლება თურქეთს ესარგებლა...

ასლანას ლეკვებს ვერც ის გარეთ გამორბენილი ხალხი გააჩერებდა და ვერავინ, სერიოზული სისხლისღვრა წავიდოდა, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა იყო საჭირო და ომი იქნებოდა, რუსები და ივანოვი რო არა.
* * *
ისე როგორაა ბებერი მელა? კიდე ცოცხალია? არავის არ აქ მისი ამჟამინდელი ფოტო?

Posted by: UNEEK 7 May 2018, 02:38
ვარ ნამყოფი ბათუმში 90-იან წლების შუაში.
პასპორტი თან წაიღეო გამაფრთხილეს, ისე არ შეგიშვებენო,
მივუახლოვდი ჩოლოქს, სტოპ ზნაკზე გავაჩერე პოსტთან უნდა მიმეყენებინა მანქანა,
დამიყვირა გუშაგმა, თავში ჩაგატტყავ ეხლაო ამ შლაგბაუმს, ვერ იტანენ იქ თბილისლებს.
მივაღწიე ბათუმამდე, ერთი ინციდენტი იქაც იყო,
პასპორტი ამართვეს ძაღლებმა, საზამთრო და სასმელის მოტანა მიბრძანეს.

იმის მერე არ ვყოფილვარ მაგ ქვეყანაში.
მიშამ შეცვალა ყველაფერი
აღარაა ჩოლოქის საბაჟო, თურქეთიდან მომავალ მგზავრებს გადასახადს ართმევდნენ სუმკების მიხედვით.

Posted by: big_V 7 May 2018, 02:51
UNEEK
QUOTE
ვარ ნამყოფი ბათუმში 90-იან წლების შუაში.
პასპორტი თან წაიღეო გამაფრთხილეს, ისე არ შეგიშვებენო,
მივუახლოვდი ჩოლოქს, სტოპ ზნაკზე გავაჩერე პოსტთან უნდა მიმეყენებინა მანქანა,
დამიყვირა გუშაგმა, თავში ჩაგატტყავ ეხლაო ამ შლაგბაუმს, ვერ იტანენ იქ თბილისლებს.
მივაღწიე ბათუმამდე, ერთი ინციდენტი იქაც იყო,
პასპორტი ამართვეს ძაღლებმა, საზამთრო და სასმელის მოტანა მიბრძანეს.

იმის მერე არ ვყოფილვარ მაგ ქვეყანაში.
მიშამ შეცვალა ყველაფერი
აღარაა ჩოლოქის საბაჟო, თურქეთიდან მომავალ მგზავრებს გადასახადს ართმევდნენ სუმკების მიხედვით.


ეგ მეც მახსოვს, პირველად ვიყავი მაქეთკენ და ბოღანა ვიყავ, გაგვაჩერეს მარშრუტკა, გუშაგმა გააღო კარი შემაიხედა და მიიხედ მაიხედა ეგ მახსოვს მარტო მაქედან...

და ხალხი მიშას აგინებს, არადა ტიპმა რა გააკეთა facepalm.gif

Posted by: SaamI 7 May 2018, 02:54
dega
QUOTE
ეს შენ გითხრეს რომ ასე იყო და გჯერა,,,,,,,

ეგ შენ "გითხრეს" სხვანაირად. მე ახლო ნაესავების წყალობით. საკუთარი თვალით მაქვს ნახული და მოსმენილი. ჩოლოქზე ქრთამები გადახდილი.
QUOTE
სამეგრელოს ამბები მონაგონი იქნებოდა აჭარაში რომ არა ასლანი

ეგ მანამ, სანამ კიტოვანის და იოსელიანის პრობლემა არსებობდა. ეგ პრობლემები 1995 წელს მოაგვარა შევარდნაზემ.
QUOTE
აჭარა დღეს რა იქნებოდა კიდევ საკითხავია,,,

უარეს შემთხვევაში სამეგრელოსავით ღარიბი.
თუმცა არც ბევრად მდიდარი იყო 2004 წელს. კორუფცია დანარჩენ საქართველოზე მეტი იყო. კრიმინალი ცოტა ნაკლები.

Posted by: big_V 7 May 2018, 02:55
შარშან მესამე შვილი შესძენია 78 წლის ასაკში

https://www.ambebi.ge/article/198233-aslan-abashizes-78-clis-asakshi-mesame-shvili-sheezina/

ხალხის კომენტარები facepalm.gif

Posted by: ingfari 7 May 2018, 02:56
big_V
რუსები პირიქით ბოლომდე აქეზებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.
მოსახლეობა ქართულია და ის ხალხი რაც აბაშიძეს ყავდა ომს და სროლას არ დაწყებდა, ეს 100%.
ცემა, დაშინება, ხიდის აფეთქება და ეგეთები ერთია და შენ ხალხს ესროლო ეგ მეორე და მაგაზე წამსვლელი ძალიან დიდი იშვიათობაა იპოვო, მითუმეტეს რეგიონში სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ნათესავია ან რამე და ლამის ყველა აბაშიძის წასვლას და ცენტრალური ხელისუფლების აღდგენას ითხოვს.
ბოლო რიგითმა შეიარაღებულმა ხალხმა რაც ყავდა, იმათ კი არა გარემოცვა ვინც ყავდა უახლოესი იმათაც დაადეს ნელ-ნელა.
როგორც კი აქ ვარდების რევოლუცია მოხდა იმას იქ უკვე ძალიან უჭირდა ძალაუფლების შენარჩუნება.
მოკლედ როცა ერთი ხალხია იქ რესურსი არ არსებობს, თვით რუსეთსაც კი არ აღმოაჩნდა ეგეთი, თორემ აბაშიძე კი გასცემდა ნებისმიერ ბრძანებას.....

აბა აფხაზს და ოსს რა შექეზება უნდა, პირიქით რასაც რუსი უბრძანებს იმაზე ბევრად მეტ საზიზღრობას იზამს სიამოვნებით.

Posted by: SaamI 7 May 2018, 03:03
ingfari
QUOTE
რუსები პირიქით ბოლომდე აქეზებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.
მოსახლეობა ქართულია და ის ხალხი რაც აბაშიძეს ყავდა ომს და სროლას არ დაწყებდა, ეს 100%.

yes.gif yes.gif

Posted by: big_V 7 May 2018, 03:06
ingfari
QUOTE
რუსები პირიქით ბოლომდე აქეზებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.
მოსახლეობა ქართულია და ის ხალხი რაც აბაშიძეს ყავდა ომს და სროლას არ დაწყებდა, ეს 100%.
ცემა, დაშინება, ხიდის აფეთქება და ეგეთები ერთია და შენ ხალხს ესროლო ეგ მეორე და მაგაზე წამსვლელი ძალიან დიდი იშვიათობაა იპოვო, მითუმეტეს რეგიონში სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ნათესავია ან რამე და ლამის ყველა აბაშიძის წასვლას და ცენტრალური ხელისუფლების აღდგენას ითხოვს.
ბოლო რიგითმა შეიარაღებულმა ხალხმა რაც ყავდა, იმათ კი არა გარემოცვა ვინც ყავდა უახლოესი იმათაც დაადეს ნელ-ნელა.
როგორც კი აქ ვარდების რევოლუცია მოხდა იმას იქ უკვე ძალიან უჭირდა ძალაუფლების შენარჩუნება.
მოკლედ როცა ერთი ხალხია იქ რესურსი არ არსებობს, თვით რუსეთსაც კი არ აღმოაჩნდა ეგეთი, თორემ აბაშიძე კი გასცემდა ნებისმიერ ბრძანებას.....

აბა აფხაზს და ოსს რა შექეზება უნდა, პირიქით რასაც რუსი უბრძანებს იმაზე ბევრად მეტ საზიზღრობას იზამს სიამოვნებით.



გასაგებია, მაგრამ სპეცრაზმი მისი ერთგული იყო ბოლომდე, თავისი ხალხიც ყავდა გვერდით, ბოლოს მეტაფორიული ლაპარაკები არ დაიწყო? "ჩემს უკან საათია" და ასე შემდეგ, პირდაპირ იძახდა არ გადავდგებიო, ჩაფრინდა ივანოვი და შეხვედრის მერე ეგრევე თქვა "მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ დაიშალეთ"-ო, ანუ ივანოვმა გარანტია მისცა, შეიძლება მიშასგან დანაბარები, ხელშეუხებლობაზე ან რამე ეგეთი, ანუ როგორც კი თქვა დაიშალეთო ვსიო წავიდა და ეგ მოხდა ივანოვთან შეხვედრის მერე, კიბეებზე რო ჩამოვიდნენ. და მერე მისიანებმა ეგრევე მიშას დრაკის ლოკვა დაიწყეს, როგორც კი ასლანა გაფრინდა.

ასე თუ ისე შეიძლება მართალი იყო არ ვიცი, მარა მე პირადად 98%-ი მჯერა, რომ ბოლომდე გვერდით დაუდგებოდა აჭარის სპეცრაზმი, თან მაშინ ხო აჭარაში რუსული ბაზა იყო, ისინიც შეიძლება დახმარებოდნენ ასლანას თუ რუსეთს მართლა უნდოდა მისი სათავეში დატოვება და ბაგაბუგი.


თუ სადმე ვცდები მე მაპატიეთ.

Posted by: ingfari 7 May 2018, 03:26
QUOTE (big_V @ 7 May 2018, 03:06 )


ასე თუ ისე შეიძლება მართალი იყო არ ვიცი, მარა მე პირადად 98%-ი მჯერა, რომ ბოლომდე გვერდით დაუდგებოდა აჭარის სპეცრაზმი



მაგის თვითონ აბაშიძეს აღარ ჯეროდა და მაგიტომ წავიდა, სავარაუდოდ ივანოვმა და მანაც იცოდნენ რომ მეტის გაკეთების რესურსი აღარ არსებობდა, შეხვდა შეაჯამეს სიტუაცია და "წაიყვანა", დაადასტურა ის რაც შემდგარი იყო.
მაგის რაზმებიდან ხალხი მერე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, მოკლედ არც ისე ერთგული იყო ის შეიარაღებული ხალხი რაც ყავდა მისი და ამიტომაც გაიქცა.

თან ერთგულებასაც ხომ გააჩნია, შეიძლება დაგავალონ რომ ვიღაც ცემო, დაიჭირო, გზა გადაკეტო, ხიდი ააფეთქო და ა.შ ნუ ამას კიდევ იზამ და როცა ყოველივე ამის შემდეგ მაინც ისეთი ვითარება გაქვს, რომ ვეღარ დაიმორჩილებ თუ არ ისვრი და დახოცავ ხალხს ეგეთ ბრძანებას პრაქტიკულად არავინ შეასრულებს.

რუსულ ბაზაზე მართალი ხარ, მაგრამ მაშინ პირდაპირ რუსეთს უნდა ოკუპაცია მოეხდინა, შირმადაც აღარავინ ყავდა რომ აეფარებინა, 2004 წლის რუსეთს კი მაგის ერთი ადგილი არ ქონდა.
თან იმათაც იცოდნენ რომ საქართველოა, ქართული მოსახლეობით და ნუ ძალიან დიდ შარში გაყოფდნენ თავს, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გაყრი ქართველებს დაიტოვებ ერთგულ აფხაზებს და ოსებს, აქ ყველა ქართველია, როცა ძალას იხმარ ისიც ვინც არ აქტიურობს წინააღმდეგ წავა...
მაგის შეფასება არ გაუჭირდებოდა პუტინს და ამიტომაც დასრულდა ეს ისტორია ასე.

ამიტომაა კარგი მონოეთნიკურობა, შეიძლება დაგიპყროს დროებით მაგრამ თუ ხალხი შენია დიდ დროში შანსი არ აქვს, მაგრამ როცა შერეული მოსახლეობა ეგ კი ვიცით რაცაა
cry.gif

Posted by: LEVANY-M 7 May 2018, 03:36
big_V
QUOTE
ასე თუ ისე შეიძლება მართალი იყო არ ვიცი, მარა მე პირადად 98%-ი მჯერა, რომ ბოლომდე გვერდით დაუდგებოდა აჭარის სპეცრაზმი, თან მაშინ ხო აჭარაში რუსული ბაზა იყო, ისინიც შეიძლება დახმარებოდნენ ასლანას თუ რუსეთს მართლა უნდოდა მისი სათავეში დატოვება და ბაგაბუგი.

25-ე ბრიგადა არ გაინძრეოდა, სპეცრაზმი საკმაოდ სუსტი ძალა იყო, პუტინი ჯერ საკმაოდ სუსტი იყო საგარეო სამხედრო ოპერაციისთვის და რაც მთავარია აჭარაში მოსახლეობა არ უჭერდა მხარს, მისი ბედი გადაწყდა ხიდების აფეთქების მომენტში...

მაგ პროცესებში ძალიან მაღალ ლეველზე ვიყავი ჩართული პარტიის და უშიშროების კორდინირების საკითხში და ნამდვილად გადაწყვეტილი იყო მისი ბედი როცა ხალხი ღამე არ დაიშალა

Posted by: Instance 7 May 2018, 03:38
big_V

ასლანის “კრიშა” რუსეთში იყო იური ლუჟკოვი (მაშინდელი მოსკოვის მერი) ქონდა მაგ პერიოდში დიდი ამბიციები იმდროინდელ რუსეთში (რაც პუტინს აღიზიანებდა)

ხო და მაგის ფრთებქვეშ მყოფი ხალხი მოსაბოლტად მწვანე აუნთო პუტანამ დასავლეთს
აქ ასლანა მობოლტეს, მაშინ ცალკე ჩერნოგორიაში პრორუსები (იქაც ეგ სასტავი ლუჟკოვზე იყო მიბმული)

პუტინისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო ასლანას აეფეთქებინა აჭარაში სიტუაცია, მაგრამ პროცესში ასლანის თავიც დაგდებულიყო
მაგას ასლანიც მიხვდა, რომ подставляли

Posted by: შაქროII 7 May 2018, 03:45
ჰო...ყველაზე სასაცილო იყო ერორის განცხადება პირდაპირ ეთერში..სახლიდან გავიდა
მანქანით და გაურკვეველი მიმართულებიტ წავიდაო...თიტქოს 10 გზა იყოს ბათუმში smile.gif...
ჟვანია სააკაშვილმა გააპარეს ასლანი მოსკოვში...ფულიანად...
არც ანგარიშები დაუყადაღებიათ....

საინტერესოა მის გაშვებაში რა მიიღეს და რამდენი

Posted by: LEVANY-M 7 May 2018, 03:49
შაქროII
QUOTE
ჟვანია სააკაშვილმა გააპარეს ასლანი მოსკოვში...ფულიანად...
არც ანგარიშები დაუყადაღებიათ....

საინტერესოა მის გაშვებაში რა მიიღეს და რამდენი

როგორ გენებში გაქვთ სულელური თეორიების გენერირება, რა მიიღეს და აჭარის კონტროლი, სწორედ ამ წინადადებით ჩამოვიდა ივანოვი, მათი ტიპის დაპატიმრება მათ საგარეო პოზიციებს შეარყევდა პოსტ საბჭოთა სივრცეში... ღირდა ასლანას გაშვება, სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების სანაცვლოდ

Posted by: Free_World 7 May 2018, 04:16
QUOTE (big_V @ 6 May 2018, 18:55 )
შარშან მესამე შვილი შესძენია 78 წლის ასაკში

https://www.ambebi.ge/article/198233-aslan-abashizes-78-clis-asakshi-mesame-shvili-sheezina/

ხალხის კომენტარები facepalm.gif

ამ ფენომენს ვერ ვხსნი

მგონი შევარდნაძეს არ ყავდა ამდენი "დამტირებელი" რაც ამ ჯუჯას

თან იმდენად ხიბლში ჩარჩნენ,რომ გაკეთებული ბათუმიც კი არ უნდოდათ

Posted by: K0lin 7 May 2018, 04:36
მაგის სუყვფერი მოვხან. ცოლს არ შევაგინებ გარდაცვლილი ყავს. პატარა ბიჭები ვიყავით რეზიდენციაა თუ რაღაცა ოხობა რაც ჰქონდა. სლუჩაინათ გავიჩითეთ მანდ. დაცვა იდგა. საით წავიდეთქო ყველა ნასვამი მძოლის გარდა. სტვოლები მოგვიშვირეს მაგათი ოჯახი მოვხან. ასლან შე ბოზის ბოზო კიდე ცოცხალიხარ? შენს შვილს დიანა ტუ რაც ქვია და გიორგას სთხარა თამაზას ტაქსამ.

Posted by: vohiva 7 May 2018, 09:00
QUOTE (vohiva @ 6 May 2018, 07:58 )
bis.gif ჰო, ასლანი გაერიდა  ომს, აჭარა კი თურქეთის საჯიჯგნად და ბორდელად იქცა

user posted image

თუმცა რაღა ბათუმი... თბილისიც...

Posted by: imerameri 7 May 2018, 09:45
ასლანი არის ნიმუში, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი
* * *
ასლანი არის ნიმუში, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი

Posted by: vohiva 7 May 2018, 12:33
QUOTE (imerameri @ 7 May 2018, 09:45 )
ასლანი არის ნიმუში, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი
* * *
ასლანი არის ნიმუში, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი

user posted image

Posted by: dega 7 May 2018, 12:35
QUOTE
ასლანი არის ნიმუში, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი

ვარშალომიძის მადლმაsmile.gif

Posted by: levanius7 7 May 2018, 12:39
dega
QUOTE
ვარშალომიძის მადლმა

გადახედე რა გაკეთდა მაგის დროს, მანამდე და მერე აჭარაში და შეადარე.

პ.ს. ნუ შენ ამას არ იზამ, სხვებს ვგულისხმობ

Posted by: big_V 7 May 2018, 12:41
ingfari
LEVANY-M
Instance

მადლობა განმარტებისთვის, მაგდენი არ ვიცოდი. ასე თუ ისე მადლობა ღმერთს და ყველას ვინც აარიდა ქვეყანა და ერი კიდევ ერთ სამოქალაქო ომს და ქართველის მიერ ქართველის სისხლის დაღვრას და ვაბშე 90-იან წლების გამეორებას.

Posted by: OldUncle 7 May 2018, 12:56
ტიპები წლების მერეც ვერ მოსულან აზრზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში...

2003 წელი ნოემბერი. პუტინის ემისარმა ივანოვმა "ურჩია" ედიკას გადამდგარიყო და სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტად რუსეთი დადგა.
შედეგი: გადადგომის და ხელშეუხებლობის პირობა შესრულდა!

2004 წლის მაისი, პუტინის ემისარმა ივანოვმა "ურჩია" ასლანას გადამდგარიყო და სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტად რუსეთი დადგა.
შედეგი: გადადგომის და ხელშეუხებლობის პირობა შესრულდა!


ხალხის გასაბითურებლად დადგმულ ამ ე.წ. "რევოლუციებში", პუტინ-რუსეთის მონაწილეობა-ჩარევის გაპრავების, მიშიზოიდური არგუმენტები კი, წლების მერეც სასაცილოა....

ასეთი მარგალიტები მაგალითად:
QUOTE
სწორედ ამ წინადადებით ჩამოვიდა ივანოვი, მათი ტიპის დაპატიმრება მათ საგარეო პოზიციებს შეარყევდა პოსტ საბჭოთა სივრცეში


QUOTE
ხო და მაგის ფრთებქვეშ მყოფი ხალხი მოსაბოლტად მწვანე აუნთო პუტანამ დასავლეთს


დაკომენტარება და კამათში შესვლაც არ ღირს ამ, გასაპრავებლად შეთხზული სისულელეების... down1.gif

Posted by: gsm-service 7 May 2018, 12:58
ასლანას დამტირებელი რამდენი ყოლია ამ ფორუმზე გავგიჟდი. არ უცხოვრიათ ბათუმში და აფრქვევენ სიბრძნეებს facepalm.gif

Posted by: max-14 7 May 2018, 12:58
QUOTE
 ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია!

გაიქცა ეგეც მშიერი ტყეში იმალებაsmile.gif))
მშვენივრად ზის სადაცაა და ითვლის მილიონებს

Posted by: big_V 7 May 2018, 12:59
max-14
QUOTE
მშვენივრად ზის სადაცაა და ითვლის მილიონებს

მილიარდებს wink.gif

Posted by: levanius7 7 May 2018, 13:28
OldUncle
მერე ესენიც დატყდებოდნენ ნეტაი ("რუსეთის რჩევით") თავიანთი მილიონ-მილიარდებით და აფხაზეთის და ცხინვალის ემისრებსაც წაიყოლებდნენ თან, ასეთ უდედის მიღწევას მოგვიტანს ვინმე კიდევ?

Posted by: Cassiopeia 7 May 2018, 13:34
ასლანი არის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი

საჯიშე დიქტატორებს დევნიდნენ ეგ პირსისხლიანები

უნდა დავაბრუნოთ საქართველოში

ალბათ ნაწყენია მაგრამ

დავუჩოქოთ

Posted by: A10 8 May 2018, 11:04
LEVANY-M
ისე,
ეგეც გეცოდინება ხიდები რატომ ააფეთქა წყეულმან მან მუნ და გინებულმა ასლანმან biggrin.gif

Posted by: vili 8 May 2018, 11:17
A10
QUOTE
ხიდები რატომ ააფეთქა წყეულმან მან მუნ და გინებულმა ასლანმან 

საბოლოოდ გადაწყვიტა აშკარად დადგომოდა აფხაზეთის და ცხინვალის გზას და დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.
თუმცა ხელს ამ გეგმაში უშლიდა რამდენიმე ფაქტორი:
1. აჭარლები მაინც ქართველებად გრძნობდნენ თავს (მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდებოდა ამის შესაცვლელად).
2. მსხვერპლი არ იყო ადგილობრივ მოსახლეობაში აჭარის გარედან მომხდურების მიერ (ყველაზე სუსტი წერტილი იდეოლოგიურ მხარდაჭერაში ეგ იყო, თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილიც ეყოფოდა ამას).
3. აჭარას არ ჰქონდა უშუალო საზღვარი რუსეთთან, ესეც უშლიდა გეგმას ხელს. ბევრი ადამიანი ფულს შოულობდა სწორედ დანარჩენ საქართველოსთან ბიზნესურთიერთობებით (ტურიზმი, საზღვარი, ვაჭრობა, პორტი, სანაოსნო და ა.შ.).
4. ძალიან ბევრი აჭარელი ცხოვრობს აჭარის გარეთ საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში, ისინიც ახდენდნენ გავლენას ადგილობრივებზე.

Posted by: ტერა 22 Feb 2021, 16:10
სამაგიეროდ ცხინვალი, სოხუმი, კოდორი და ახალგორი, ასევე თამარაშენი-კეხვის მონაკვეთი, (დამატებით) ოკუპირებულია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)