Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > H81m-k + i7 4770 + hyperx fury 2×8gb RAM


Posted by: darizi 14 Feb 2024, 13:16
გამარჯობა, ვიდეოკარტა გადამეწვა, r9 290x 4gb მეყენა და გადაიწვა ვიდეოკარტა, რის ჩაყენებას მირჩევთ რომ პროცესორი ბოლომდე გაწუროს და არც ისე იყოს რომ მთელი შესაძლებლობები ვერ გამოიყენოს?
* * *
https://pcshop.ge/product/intel-arc-a750-8gb-gddr6/
ეს კარტა ზედმეტი ხო არ იქნება ამ ზბორისთვის?

Posted by: Gogla1990 14 Feb 2024, 14:28
darizi
QUOTE
https://pcshop.ge/product/intel-arc-a750-8gb-gddr6/
ეს კარტა ზედმეტი ხო არ იქნება ამ ზბორისთვის?

ეგ კარტა ყველა სისტემისთვის ზედმეტია, AMD ან Nvidia აიღეთ რამე, ინტელი ჯერ ადრეა
ეს ჯობია მაგალითად https://pcshop.ge/product/asrock-radeon-rx-6600-challenger-white-8gb-gddr6/
QUOTE
H81m-k + i7 4770 + hyperx fury 2×8gb RAM

სათამაშოდ თუ გინდათ, კარგ ვარიანტში ჯობია სისტემა შეიცვალოს, მხოლოდ კარტაზე თუ არის ამ ეტაპზე აქცენტი, მაშინ რამე მეორადი მონახეთ იაფი რომ გამოვიდეს, GTX 1660, RTX 2060, RX 5600XT ან რამე ამათი დონის, უკეთესს აზრი ნაკლებად აქვს მაგ სისტემაზე თუ 2 ან 4K მონიტორი არ გაქვთ

Posted by: darizi 14 Feb 2024, 19:43
უმეტესწილად რენდერებზე მინდა ვამუშაო, მადლობა

Posted by: Gogla1990 14 Feb 2024, 21:38
რენდერზე მაგ პროცესორმა და 16 ოპერატიულმა რა უნდა გააკეთოს, მაშინ ჯობია ეგენი გამოცვალოთ პირველ რიგში

Posted by: leica 14 Feb 2024, 21:51
QUOTE (darizi @ 14 Feb 2024, 19:43 )
უმეტესწილად რენდერებზე მინდა ვამუშაო, მადლობა

რენდერებითვის AMD ჯობია გადახვიდე ოღონდ იქაც მაღალი კლასის პროცესორები გინდა, მინიმუმ 64 გბ და უკეთეს შემთხევაში 128 გბ ოპერატიულით

იმასაც გააჩნია რეებს არენდერებ, ყველა რენდერი არ მოიხმარს ერთნაირად რესურსებს

Posted by: darizi 14 Feb 2024, 23:24
ASUS PRIME X299-DELUXE + Intel® Core™ i9-7920X X ამ კომბოზე რას იტყვით? მე რო შედეგები ვნახე, არაფრით ჩამოუვარდება ბოლო თაობის i7-ს. ისე ინტელის არკ სერიები რა ტიპის კომპებზეა გათვლილი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)