Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > ფსიქოლოგიური ომი


Posted by: Chamane 5 Mar 2017, 12:44
რამდენად შესაძლებელია დაიწყოს სამოქალაქო ფსიქოლოგიური ომი? ოზდამეერთე საუკუნეში უკვე ყველა სწავლობს ფსიქოლოგიას, სკოლაშიც ისწავლება უკვე ფსიქოლოგია

Posted by: Annabell 9 Mar 2017, 00:56
QUOTE (Chamane @ 5 Mar 2017, 12:44 )
რამდენად შესაძლებელია დაიწყოს სამოქალაქო ფსიქოლოგიური ომი? ოზდამეერთე საუკუნეში უკვე ყველა სწავლობს ფსიქოლოგიას, სკოლაშიც ისწავლება უკვე ფსიქოლოგია


Warning:
ქართული შრიფტით, თუ შეიძლება. თუ არა, მიაწერე თხოვნა მაინც, რომ ტრანსლიტი მივუყენოთ და მკითხველებისთვის მოხერხებული გავხადოთ. ჩვენც გვიყვარხარ.

Posted by: ლაბარნა 9 Mar 2017, 12:31
Chamane

QUOTE
რამდენად შესაძლებელია დაიწყოს სამოქალაქო ფსიქოლოგიური ომი? ოზდამეერთე საუკუნეში უკვე ყველა სწავლობს ფსიქოლოგიას, სკოლაშიც ისწავლება უკვე ფსიქოლოგია


რას გულისხმობ სამოქალაქო ფსიქოლოგიურ ომში? კამათი ყველა ჩიხში, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ყველა სასადილო ოთახში? )) მგონი უკვე კარგა ხანია მიდის. biggrin.gif

რაც შეეხება სამოქალაქო ომს, იმედია, არ გულისხმობ, რომ საბოლოოდ ერთმანეთის ფიზიკურ ამოხოცვაში გადავა. რაც შეეხება სკოლაში ფსიქოლოგიის სწავლას, ფსიქოლოგიის დიდი ცოდნა არ სჭირდება ფსიქოლოგიურ ან იდეოლოგიურ "ომს", სისხლში გვაქვს ეს უნარები, საუბრის სწავლასთან ერთად მოდის, ბავშვი როცა მშობლიურ ენაზე ლაპარაკს სწავლობს, იქ გარშემომყოფებისგან ელემენტარულ პრაქტიკულ ფსიქოლოგიასაც ითვისებს.

საბოლოოდ, დიდი იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს. მაგრამ ისეთ იდეებს უჭერს მხარს ფსიქიკურად გარეგნულად სავსებით ჯანსაღი ხალხი, რომ ცოტა ეჭვი მეპარება, მალე გაიმარჯვოს საღმა აზრმა. ))

Posted by: Chamane 9 Mar 2017, 13:27
ლაბარნა
ფსიქოლოგიურ ომში ვგულისხმოვ ხალხი ერთმანეთს რომ დაერიოს, ფსიქოლოგიური ზეწოლებით და გაგიჭების მცდელობებით, გაგიჟება რომ დაუწყონ ერთმანეთს

Posted by: HurricaneKat. 9 Mar 2017, 13:41
მე მოვაწყობ ფილოსოფიურ რევოლუციას pop.gif

Posted by: Turf 9 Mar 2017, 13:45
QUOTE (HurricaneKat. @ 9 Mar 2017, 13:41 )
მე მოვაწყობ ფილოსოფიურ რევოლუციას pop.gif

გთხოოოვთ არ გინდააააააააააა help.gif

Posted by: Heart_of_Darkness 10 Mar 2017, 00:09
Chamane
სულ მცირე, 20 საუკუნის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, შეუძლებელია.


და რატომ, მაინცდამაინც, ფსიქოლოგიური ომი?

მასმედიის საშუალებებით მსოფლიო მოსახლეობის დაჩლუნგების პოლიტიკა და სხვა ,,დიდი შეთქმულების" თეორიები, რომ გეთქვა კიდევ მესმის,
მაგრამ ფსიქოლოგიური ომი? spy.gif

HurricaneKat.
მეც მინდა ფილოსოფიური რევოლუცია.
მოდი, ერთად მოვაწყოთ chups.gif

Posted by: Chamane 10 Mar 2017, 08:32
Heart_of_Darkness
რაც უფრო შეჩერებულია ძალადობა მით უფრო დიდ რისკია დაიწყოს ფსიქოლოგიური ომი, ამის მიზეზი არის ზიზღი ერთმანეთისადმი, რომელიც ოდიდგანვე მოდის, ალბათ იქნება დაჯგუფებები და თანამოზარეების ჯგუფები რომლებიც საწნააღმდეგო აზრის მქონე ჯგუფებს დაეტაკებიან, ეს იმიტომ რომ ძალადობა მცირდება და იწყება ფსიქოლოგიური ძალადობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)