Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > 5 ყველაზე საშიში და მისტიკური სახლი თბილისში |
Posted by: ushuaia 28 Jan 2014, 11:30 |
http://www.ambebi.ge/mozaika/95455-5-yvelaze-sashishi-da-mistikuri-sakhli-thbilisshi.html თბილისში არაერთი ადამიანია, რომელიც ამტკიცებს, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, მისტიკური და საშიშია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში თავი მოვუყაროთ თბილისში არსებულ 5 სახლს, სადაც სხვადასხვა უცნაურობა ხდება. სახლი ქიაჩელის ქუჩაზე თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია ქალაქის მერიას N6-ში მდებარე სახლის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული სახლის მახლობლად ბარ-რესტორნებია განთავსებული, სახლს დიდი გალავანი აკრავს, დაკეტილია სახლის კარიც და ჭიშკარიც, თუმცა მის მეზობლად მცხოვრებნი აცხადებენ, რომ სახლში ხშირად შეუნიშნავთ უცნაური მოვლენები. ჩვენი რესპონდენტის, ნოე რამინაშვილის ბინას და მიტოვებულ შენობას ერთი ღობე ყოფს. როგორც ბატონი ნოე აცხადებს, ეს საუკუნის წინ აგებული სახლი აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს ეკუთვნოდა. შემდეგ კი ნუგზარ შევარდნაძემ შეიძინა, მაგრამ სახლში საცხოვრებლად შევარდნაძეების ოჯახი არ გადასულა. სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ლავრენტი ბერია დედასთან და დასთან ერთად. რამდენიმე თვის წინ მის სიახლოვეს წითელი აგურით ნაშენი გვირაბი აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ამ საიდუმლო გვირაბით ბერია სარგებლობდა. თუ ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებთ დავუჯერებთ, ისინი ხშირად გამხდარან უცნაური მოვლენების მომსწრენი, ადრე აქ თვით ბერიას მოჩვენებაც შეუნიშნავთ.. მოპირდაპირე სახლში მცხოვრების, ლეილა გორდეზიანის განცხადებით, მიტოვებული სახლიდან ღამის საათებში ვიღაც ხშირად ისვრის ქვებს, ზოგჯერ კი სახლში, სადაც ელექტროგაყვანილობის ხაზები არ არის სინათლე ირთვება. ინგოროყვას 6 ინგოროყვას 6 ნომერში მდებარე სახლს "ეშმაკის სახლს" უწოდებენ. სახლი განსაკუთრებით საშიში შესახედავია მზის ჩასვლისას. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის სარდაფში, როგორც ამბობენ, ეშმაკის გამოსახულებაა და გზას აქედან საიდუმლო ოთახში გავყავართ. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს - ლეგენდის თანახმად, ეს სახლი მე-19 საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა შეიძინა, სახლში არის ბუხრის მსგავსი კუთხე, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი. ვაჭარი გავრცელებული ინფორმაციით, სპირიტიზმით იყო დაინტერესებული, აქ ხშირად ტარდებოდა სატანური რიტუალები. ამბობენ, რომ სახლში დღემდე დაფრინავს ნივთები და ისმის უცნაური ხმები, რის გამოც აქ ცხოვრებას ყველა თავს არიდებს. ე.წ. ეშმაკის სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ "ეშმაკის სახლში" მომხდარი მოვლენების მიხედვით გადაიღო სერიალი "სახლი ძველ უბანში" ავთო ვარსიმაშვილმა, რომელიც რეალურ მისტიკურ მოვლენებზე იყო დამყარებული. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/95455-5-yvelaze-sashishi-da-mistikuri-sakhli-thbilisshi.html#ixzz2rfypTXzc |
Posted by: TobinFrost 28 Jan 2014, 11:34 | ||||
ლევონ მაგ სახლში დაიბადა?
ბავშვობაში ამ სერიალზე იმენა მაკანკალებდა, ჯინორია, საღარაძე და შავი სანთლები, ბრრრრ |
Posted by: mister_simps 28 Jan 2014, 11:37 |
გოგოლზე რო სახლია მართლა იძახიან ჩანს სულიო. რავი მე მაინც არ მჯერა იქამდე სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ. ![]() |
Posted by: Sys197 28 Jan 2014, 11:37 | ||
ეს ხომ აირა ლევინის წიგნის მიხედვითაა გადაღებული? ![]() |
Posted by: Sonya 28 Jan 2014, 11:38 |
ჩემი სახლიც მიამატეთ ![]() ![]() .................................................. ლაითი პოლტერგეისტი "გვყავს"... |
Posted by: UMTS 28 Jan 2014, 11:40 | ||
ჩემს გვერძე რო ავარიული კორპუსია ნეტა მაგას არ შეიყვანენ საშიში სახლების სიაში? ![]() |
Posted by: iaiameri 28 Jan 2014, 11:40 | ||
TobinFrost
ბავშვი არ ვიყავი მარა მეც მაკანკალებდა კი არა და საღარაძე შემძულდა |
Posted by: Sonya 28 Jan 2014, 11:43 | ||||
ვიღაც იდიოტის დაწერილი სტატიაა... მე როგორც ვიცი, ეს სერიალი აირა ლევინის წიგნის მიხედვით არის გადაღებული, "როზმარის ბავშვი" (თუ როგორც არის - რუსულად მაქვს წაკითხული)
სპირიტიზმი და სატანური რიტუალები რა კავშირშია ერთმანეთთან? ![]() ბრედია, მოკლედ... პ.ს. აი პოლტერგეისტი კი მართლაც საინეტერესო, ამოუცნობი და საკმაოდ ხშირი მოველნაა... |
Posted by: Robin Hood 28 Jan 2014, 11:48 |
მეც მყავდა პოლტერგეისტი.....და დავიჭირე მერე ფაქტზე თხილი უყვარდა ძაან |
Posted by: sandro82 28 Jan 2014, 11:53 |
სახლი ძველ უბანში ალბათ გახსოვთ ძველებს! ![]() |
Posted by: brutal_88 28 Jan 2014, 11:56 |
იეფად არ გაყიდიან მაგ სახლებს, რო რამე იყოს? ![]() |
Posted by: Solveig 28 Jan 2014, 11:57 |
სისულელეა ეგ სტატია... ეშმაკის სახლზე მთელი თემა იყო თბილისის განყოფილებაში. ეგ მართლა საინტერესოა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ბევრი რამ გაზვიადებულია მის "ავბედითობაზე". ბერიას სახლსაც შეძლება, რიმ ახლდეს რაღაც უარყოფითი განწყობა, ყოფილი ბინადრის გამო, მაგრამ დანარჩენები ყურით მოთრეული ჭორებია ![]() |
Posted by: juzgar111 28 Jan 2014, 11:58 |
ამ სი###ას პოლიტიკასთან რა შსეხება აქვს? მოდერატორ, მიხედე პალაჟენიას!!!!! |
Posted by: დეილი 28 Jan 2014, 13:16 |
ვა, ერთი მისტიკური სახლი ჩემ ქუჩაზეც ყოფილა ![]() არ ვიცოდი. ახლა დავაკვირდები ![]() |
Posted by: chveniani 28 Jan 2014, 13:45 | ||
რა მაგარია!!!! მერე გამოიკვლიონ, გადაიღონ, რამე ქნან ტო!!! Sonya
![]() ![]() და რას შვება??? |
Posted by: karlsoni 28 Jan 2014, 13:51 |
ვერა ქაჩავს სტატიის ავტორი. . . . . ამით უნდა დაეწყო. http://www.radikal.ru |
Posted by: S A F O 28 Jan 2014, 14:14 |
ოჰ, საწერი შემოელიათ და აღარ იციან რა მოიგონონ. ვარსიმაშვილიც რომ ჩაურთიათ ![]() ეს სერიალი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ როგორც ვიცი ლევინის " როზმარის ბავშის" მიხედვით არის გადაღებული. karlsoni ![]() |
Posted by: SwaT-2011 28 Jan 2014, 14:27 | ||
|
Posted by: ErK 29 Jan 2014, 00:58 | ||
Sonya
სპირიტიზმსა და სატანურ გამოვლინებებს შორის კორელაციის კოეფიციენტია მაღალი. და კიდევ სპირიტიზმსა და პოლტერგეისტს შორის. ![]() |
Posted by: chveniani 29 Jan 2014, 03:03 |
SwaT-2011![]() ![]() ![]() ![]() --------------------------------------------- |
Posted by: aimo 29 Jan 2014, 03:34 |
სახლი ნინოშვილის ქუჩაზე ნინოშვილის 26 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში ახლა სარელაქსაციო ცენტრია. ცენტრის დირექტორის განცხადებით, აქ ხშირად დარბის მოჩვენება კიბეზე, ზოგჯერ კი აბაზანაში წყალს უშვებს და კედლებს ასველებს. მოჩვენება ერთხელ კლიეტებმაც ნახეს, მაღალი, თეთრწვერა აჩრდილი მისაღები ოთახის კართან იდგა და ოთახში იმ დროს ძალიან აცივდა. ცენტრის უზბეკი თანამშრომელი, რომელიც ამ შენობის მეორე სართულზე ცხოვრობს, ერთხელ განსაკუთრებით შეშინდა. ღამით როცა სახლში იყო და მარტო ეძინა, მამაკაცის სიმღერამ გააღვიძა. საქართველოში სტუმრად ჩამოსულ მასაჟისტს ისე შეეშინდა, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. აი ესეც სისულელეა. ამ სამასაჟე-ბორდელის მეპატრონე ხატია წერეთელის ფსევდონიმით მოსარგებლე მდედრია. სავარაუდოდ რეკლამას უკეთებს თავის სალონს. ესეც იმას, ვინც არ იცნობს ხატია წერეთელს ![]() * * * განსაკუთრებული ნიჭიერებით ამ ინგლისურ სიმღერას ასრულებს ![]() ![]() |
Posted by: iaiameri 29 Jan 2014, 09:20 |
aimo გევასება მგონი რაღაც ძაან მოგიგროვებია კომპრომატები :დ |
Posted by: Sonya 29 Jan 2014, 09:27 | ||
ErK
სატანისტური რეტუალებს და სპირიტიზმს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. სხვადასხვა მიზნებს ისახავს სპირიტიზმის სეანსები და სატ. რიტუალები. პოლტერგეისტის და სპირიტიზმის კავშირზე კიდევ შეიძლება ლაპარაკი. |
Posted by: ErK 29 Jan 2014, 19:12 | ||
Sonya
+ როგორც მასობრივ დაბომბვასა და წერტილოვან დარტყმას შორის. მაგრამ: მეწერა "რიტუალები", და მაშინვე შევასწორე "გამოვლინებებად". |
Posted by: triumpi 29 Jan 2014, 20:05 | ||
უნდა მწარედ ჩავკბინჩო ცდუნების ,,ვაშლი'': ავცახკწაკდი... შიშიტ ტიტები გამეტკინა და ასეტი ტეხტი ამაკრეტინა ტვალდახუტულს აუმ ცეტხლოვანმა ტემამ: ტიტი ცარმატებიტ ორიწ რომა ცაემატოს ამ საკლებსა გახტება 7, კანტიტატნი უტავოდ არისტ --- საპატრიარქოს შენტობა და შუშის კოლბაიდერ-ტენტრი. 8 -ში ზუსტად ჩდება მამა ედოკრცანისელის სატაო ოპიზი. საკეზეა პერმუტის სატკუტკედი -- ცემს კუტზედ მლოტველტა! გიპნოზუსტი პოტოც ერტვის ტვალცამცაცარმტაცისა შეპისა: |
Posted by: juzgar111 29 Jan 2014, 20:17 |
ბველაზე ბანძი და მისტიკურია - პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ ი ა!!!!! ვინც მანდ მოხვდა- კველა სირად გადაიქცა!!!! |
Posted by: myname_myname 29 Jan 2014, 20:25 |
სისულელეა მეორე სახლის სურათი იდო სადღაც და წედნენ მოჩვენება ჩანს ფანჯარაშიო . მართლა გავდა ადამანის ფორმას მარა მიტოვებულია და არავინ ცხოვრობსო იძახდნენ. მარა იმას არავინ უყურებდა რო გვერძე ფანჯარაში ჩართული ტელვიზორი ჩანდა ![]() |