Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ქართველების მორიგი წარმატება ტექნოლოგიებში |
Posted by: Mr_Li 16 Mar 2016, 16:45 |
ქართველი სტუდენტების გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპზე გაიმარჯვა![]() თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებით შემდგარმა გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაფ Jacobs Startup Competition-ზე პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს. ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპი ყოველ წელს იმართება. სტარტაფში ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ - როგორებიცაა: MIT, Stanford, Yale და სხვა. წელს, კონკურსზე დარეგისტრირებული 127 პროექტიდან ქართული გუნდი InGlove ტოპ 10-ულში მოხვდა, რის შემდეგაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ, საფინალო პრეზენტაციის საჩვენებლად. ქართულმა გუნდმა საბოლოო პრეზენტაცია პროექტით - "ინტერაქტიული ხელთათმანი" წარმოადგინა. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი სწორედ მათ დაიკავეს და აჯობეს ყველა დანარჩენ დარეგისტრირებულ პროექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამარჯვებული სტუდენტები არიან: გიორგი მეშველიანი - თსუ; დიმიტრი ცხოვრებაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი; გიორგი გაბარაშვილი - აგრარული უნივერსიტეტი. ვიდეო: ეს მეორე: ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების გამოგონება, რომელიც უსინათლოებს სიარულში დაეხმარებ ![]() „ GRADIENT“ ასე ქვია ახალგაზრდა გამომგონებელთა გუნდს - ანი ლელაშვილი, ანდრო ლომინაძე,გიორგი დიღმელაშვილი,ელენე საჯაია, შაკო არევაძე, ნიკა დევაშვილი, რომელმაც სულ მცირე ხნის წინ მთელ ქვეყანას გააცნო და დაამახსოვრა თავი. მათ შექმნეს ინოვაციური სათვალე უსინათლოთათვის, რომელიც გზის გაკვლევაში დაეხმარება მათ - ვიბრაციიის საშუალებით შეიგრძნობენ წინ არსებულ ბარიერს. მათ შესახებ მეტი რომ გამეგო რამდენიმე მათგანს შევხვდი. როგორც მოსალოდნელი იყო, აქვთ ახალი იდეები. მუშაობენ მათზე.ამ იდეების ხორცშესხმა შესაძლებელია, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი უპრიანად არ მიაჩნიათ. რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა სახელმწიფოს ან კერძო სტრუქტურების მხრიდან სათანადო დაფინანსება და თანადგომა. ამჯერად მხოლოდ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობაა მათვის ხელმისწავდომი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ არა საკმარისი. არადა, იდეას რა ფასი აქვს, თუ არ მოხდა მისი რეალიზება, მისი პროდიქტის წარმოება, გამოყენება, შიდა თუ გარე ბაზარზე გატანა და საბოლოოდ კაპიტალად ქცევა. ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების ქვაკუთხედია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, რასაც უზრუნველყოფენ ინტელექტუალები. მათ შემჩნევა, დაფასება და რეალური დახმარება სჭირდებათ, რაც შემდგომ ისევ ქვეყანას წაადგება. ამ ახალგაზრდებს, არც ენთუზიაზმი აკლიათ, არც საქმის სიყვარული, არც ცოდნა, აქვთ ძიების სურვილი და ელოდებიან რეალურ სპონსორს, რომელიც, იმედია, გამოჩნდება. http://www.doctrina.ge/Geo/2013-03-04-11-33-56/2013-03-04-11-48-19/item/1148-2016-02-18-13-25-52 როგორმე გახსენით თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი :@ ახლა ამათ და მსგავს ჯგუფებს უნდა დაფინანსება, ხელშეწყობა, საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა... :| მე ტვ-ს არ ვუყურებ და ვინმე აშუქებს ამ ახალგაზრდების მიღწევებს? |
Posted by: SPLIYVI 16 Mar 2016, 16:48 |
ნაძირლები სად არიან როდესაც დედა უნივერსიტეტს უჭირს? რატომ არ დგანან მათ გვერდით? |
Posted by: ირაკლი17 16 Mar 2016, 16:49 |
![]() ![]() ![]() |
Posted by: jangula 16 Mar 2016, 16:50 |
ხონის სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჯავშანჟილეტი შესაძლოა "დელტამ" აწარმოოს კატეგორია: ბიზნესი ხონის მეორე საჯარო სკოლის "საგამომგენებლო კლუბის" წევრების მიერ შექმნილი ჯავშანჟილეტით "დელტა" დაინტერესდა. სკოლის მოსწავლეებმა ჯავშანჟილეტი ინოვაციური კონკურსის ფარგლებში შექმნეს. "დელტამ" კონკურსის მონაწილეები უკვე მიიღო და უახლოეს პერიოდში, შესაძლოა ჯავშანჟილეტის წარმოებაც დაიწყოს. სკოლის "გამომგონებელთა კლუბის" ხელძღვანელი, მიხეილ კოტიშაძე "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "დელტა" ახალაგაზრდა გამომგონებლების ჯავშანჟილეტის საცდელ ეგზემპლარს დაამზადებს. "გამოცდილმა კონსტრუქტორებმა ეს იდეა შეამოწმეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა მისი დამზადება და პრქტიკული გამოცდა. არსებული ჯავშანჟილეტების ნაკლი ის გახლავთ, რომ გარკვეული ტიპის ტყვიას ისინი არ ატარებენ, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ე.წ. შეღუნვის ისარი აქვთ, ანუ ზოგიერთი ჯავშანჟილეტი 2-დან 8 სანტიმეტრამდე იღუნება, დეფორმაციას განიცდის და ადამიანს მაინც აზიანებს. ახალი ჯავშანჟილეტის კონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს, რომ ტყვიას თითქმის აართვას კინეტიკური ენერგია, შეღუნვის ისარი ფაქტიურად ნულამდეა დაყვანილი. აქ მასალა ჩვეულებრივია, რითიც სხვა ჯავშანჟილეტები მზადდება. მთავარი მისი კონსტრუქციაა. ჩვენ შემოვიტანეთ ე.წ. პატარა კუბები, რომელიც ტყვიაგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული, კუბი გაბერილია და მასში წნევით არის ჰაერი. ამ კუბების დიდი რაოდენობა ჯავშანჟილეტზეა დატანილი. ამ კუბებში რომელშიც ჰაერია ჩაწნეხილი და სწორედ ეს ჰაერის კუბები ტყვიის დარტყმას არბილებს. კუბები ერთმანეთს ე.წ. ფხრიწებითაა მიწებებული და კუბის შეკუმშვის შემთხვევაში, ოთხივე მხრიდან ეს ფხრიწი უნდა ჩამოიხიეს. ტყვია დეფორმაციას რომ მისცემს ის ჩამოიხევა და კინეტიკურ ენერგიას ისიც წაართმევს. ჩვენ იარაღს არ ვაწარმოებთ, ჩვენ დაცვის საშუალებებს ვაწარმოებთ. ჩემს მიერ დასმული საკითხის შემდეგ მოსწავლეები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ახალი ტიპის ასეთი საშუალებები შექმნან. ჩემს ბავშვებს ასეთი ჟილეტების მთელი გამა აქვთ შექმნილი", - აღნიშნავს მიხეილ კოტიშაძე. http://businesscontact.ge/ka/article/xonis-skolis-moswavleebis-mier-sheqmnili-javshanjileti-shesadzloa-quotdeltamquot-awarmoos/2094 ჩვენი ნიჭიერი თაობა ![]() |
Posted by: gocha333 16 Mar 2016, 16:53 |
ვენაცვალე მაგათ ![]() ----------------------- |
Posted by: gia1970 16 Mar 2016, 16:57 |
ყოჩაღ ბიჭებო და გოგოებო ამათ რო გასაქანი მიცე |
Posted by: brutal_88 16 Mar 2016, 16:57 |
ასეთი ამბებით პატარა იმედი გამოჩნდება ხოლმე, რომ შეიძლება ჩვენი შVელაც. |
Posted by: Ar-Pharazôn 16 Mar 2016, 17:00 |
ძალიან მაგარი ინფო ![]() მიხარია, ქართველი რომ ეგრე სუფთად და გამართულად ლაპარაკობს ინგლისურად და ასეთ კარგ რაღაცას რომ აკეთებენ |
Posted by: Solveig 16 Mar 2016, 17:02 | ||
ნამდვილად. ძალიან მაგარია, რომ ამდენი გაჭირვების და ხელისშეშლის მიუხედავად, შემოქმედებითი აზროვნება მაინც არ ქრება ![]() |
Posted by: aivenho 16 Mar 2016, 17:02 | ||
ცალკეული ჰუზერი ავტომატურად დეითაგება? |
Posted by: tartalioti 16 Mar 2016, 17:02 |
![]() ![]() |
Posted by: gia1970 16 Mar 2016, 17:04 |
არაა ეს პატარა ამბავი ხონის მოსწავლეების ჯავშანმაც თუ გაამართლა და მერე დელტამ რასკრუტკა გაუკეთა მაგარი ამბავი იქნება მაგ ბავშვებს კიდე მიცენ უნდა გზა ფართო "შკოლნიკები" არიან ჯერ დიდი წარმატებები ექნებათ წინ |
Posted by: astral 16 Mar 2016, 17:05 |
ხელთათმანის მიერთება კაბელით ლეპტოპთან ცოტა არაპრაქტიკულია, ვაიალისზე უნდა დასვან. წარმატებები ბიჭებს!!! |
Posted by: Irakli2013 16 Mar 2016, 17:07 | ||
მშვენიერია ![]() ოღონდ ძალიან გთხოვთ, ამ თემასაც ნაც-ქოცობაში ნუ გადაიყვანთ |
Posted by: triumpi 16 Mar 2016, 17:10 |
ერთგვარად ბედნიერებაა ამდენი ნეგატივის ფონზე ასეთი პოზიტივების გაგება... |
Posted by: nnaannaa 16 Mar 2016, 17:22 |
თავისუფალი უნის ფბ-დან: "დიმიტრი ცხოვრებაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) სტუდენტი გახდა! თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს. მსოფლიო რეიტინგის პირველმა უნივერსიტეტმა დიმიტრის ჩარიცხვა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა." |
Posted by: Irakli2013 16 Mar 2016, 17:28 | ||
ნამდვილად მისალოცი ამბავია იმედია მრავალი ასეთი ახალგაზრდა გვყავს (ჩემი ჩათვლით ![]() |
Posted by: kactus 16 Mar 2016, 17:31 |
![]() ![]() ![]() ყოჩაღ! ![]() |
Posted by: Asuka 16 Mar 2016, 17:35 |
საქართველოს ეკლესიამ აკურთხა ეს პროექტი? თუ არა - ეშმაკიის გამოგონილია და დასაწვავია. ეს სტუდენტები ჯობია არ დაბრუნდნენ, იაღოველები იქნებიან 100%. საქართველოს არ სჭირდება ასეთები. |
Posted by: ilelagi 16 Mar 2016, 19:52 | ||
triumpi
დასტური!!! წინ საქართველო! |
Posted by: natinastia 16 Mar 2016, 20:06 |
შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე ბავშვებო განსაკუთრებით მაინტერესებს უსინათლოებისთვის გადაადგილების მოწყობილობა მე მყავს 28 წლის შვილი უსინათლო, 12 წელია რაც ვეღარ ხედავს |
Posted by: imereti 16 Mar 2016, 20:09 | ||||||
თავზე ენგრევა დედა უნივერსიტეტი, ეს სტარტაფებზე დარბის... natinastia
![]() |
Posted by: Anano:) 16 Mar 2016, 20:17 | ||||
ქართველების წარმატება გიხარია კაცს ისე კი, ეგ წინსვლაა ამ ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის არა ამ ქვეყნისთვის ეგ ბავშვები წავლენ და აქ არ დაბრუნდებიან, ტვინების გადინება სხვა კი არაფერია ეს ქვეყანა ასეთების ხელშეწყობისთვის, განვითარებისთვის და წინსვლისთვის კიდე კარგა ხანს არაფერს არ/ვერ გააკეთებს |
Posted by: girvan_88 16 Mar 2016, 20:26 |
ტვინგადაგლესილო და სკანდალებზე მონადირე ჟურნალისტებო და არხების მეპატრონეებო ასეთი თემებით დაიწყეთ ხოლმე საინფორმაციო გამოშვებები |
Posted by: mauler 16 Mar 2016, 20:35 |
მეცნიერება, განათლება გაადარჩენს საქართველოს...ყლიშს შვილ სპერატისტებს რომ ვაფინანსებთ ამ ახალგაზრდებს შევუმნათ კარგი პირობები |