Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ახალი ცოლი და ძველი ძმაკაცები |
Posted by: alesandra 2 Apr 2025, 14:43 |
წამოიდგინეთ რომ კაცს 15-20 წელი ჰყავდა ცოლი (და მასთან ბავშვი), რომელსაც გაშორდა და შეირთო ახალი ცოლი (ყოფილი საყვარელი). მაგრამ ყოფილი ცოლი და ამ კაცის ძმაკაცების ცოლები აგრძელებენ ურთიერთობას, წლები აკავშირებთ, რასაც ქვია, თან, ალბათ, ყველამ მისი ქმარი წარმოიდგინა, როგორ მიატოვებდა და წავიდოდა სხვა ქალთან... ახალი ცოლი უკმაყოფილოა ამით და თვლის, რომ მისი ქმრის ძმაკაცების ცოლები მას პატივს არ სცემენ... შედეგად მოხდა ის, რომ ეს კაცი ყველა თავის ძმაკაცს (ბავშვების მეგობარს) დაშორდა. თქვენც ასე მოიქცეოდით? |
Posted by: Tifo 2 Apr 2025, 14:59 | ||
ყ ლ ე ![]() |
Posted by: ninicool 2 Apr 2025, 15:50 |
კი, დავშორდებოდი და მერე არაქალიშვილ გოგოს მოვიყვანდი ცოლად |
Posted by: alesandra 2 Apr 2025, 20:07 |
ninicool მეორე ცოლის ადგილას იგრძნობდი თავს შეურაცხყოფილად? |
Posted by: ninicool 2 Apr 2025, 20:27 |
alesandra ახლა, თუ კაცს ცოლი ყავდა და მე იმისი საყვარელი ვიყავი მაგ დროს, უთავმოყვარეო გამოვდივარ და შეურაცხყოფილად თავის გრძნობა აღარ მეკუთვნის არანაირად. პირველი ცოლის მიმართ ვარ სოლიდარული უფრო. |
Posted by: Nikoa 2 Apr 2025, 20:39 |
ცოლს რო ვიგებ ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რო სადმე ქვის ხანაში მოვხვდი, რა ცული |
Posted by: DATOIA 2 Apr 2025, 20:46 |
ეგ ქალი თუ მონიკა ბელუჩია (პრაიმში) ან რაღაც მასეთი, გავუგოთ იმ კაცს ![]() |
Posted by: alesandra 2 Apr 2025, 20:47 |
ninicool ანუ, ცოლიანი კაცის საყვარლობა თავისთავად უთავმოყვარეობაა უკვე? * * * DATOIA არაფერი მაგდაგვართან მიახლოებული. |
Posted by: ninicool 2 Apr 2025, 20:57 | ||
alesandra
აბა რა არის? იმედია, ცოლიანი კაცი არ შემიყვარდება ეხლა ჩემ ჯინაზე ![]() |
Posted by: DATOIA 2 Apr 2025, 21:09 |
alesandra ნუ მაშინ დუყლუყი და შავი მაგია ![]() -- ფაქტია რომ ძალიან სპეციფიკური ქეისია.. კაცი რომელსაც უკვე ცოლ-შვილი ჰყავს და გამოვლილი აქვს მტელი ის ტვინის ტყვნა რასაც ოჯახი ჰქვია (თავის კარგთან ერთად რა თქმა უნდა, მაგრამ ცუდიც ხომ აქვს..), მეორე ცოლს ეგეთ ულტიმატუმს არ გააკეთებინებს. თან როცა მეორე ცოლი კი არა, პირველ ცოლზე და ბავშვზე თქვა უარი და სახლიდან წამოვიდა. ეგეთი sacriface მსგავსი ტიპაჟისგან ცოტა ძნელი ასახსნელია.. მაგრამ შეიძლება ის ძმაკაცები სულაც არ იყვნენ მისთვის ძმაკაცები და გარედან ჩანდა ეგრე, რეალურად კიდევ მაგათთან დაშორება / არ დაშორება არ იყო მისთვის მტკივნეული თემა. ანუ იმდენად ფეხებზე ეკიდა რომ ეგეთი სულელური კაპრიზიც კი დაუკმაყოფილა... |
Posted by: ThisTooShallPass 2 Apr 2025, 21:22 | ||
სხვასთან დალევს პივას :დ ესაა და ეს ცოლს კიდე სავარაუდოდ მართლა ცუდად ექცევიან ძველები და არც მიკვირს რომ დაიკიდა თავისი წარსული ცხოვრება და აღარ ახედებს მის ეხლანდელ ცხოვრებაში თავის ძმაკაცებს და მათ ცოლებს :DDDDDDDDD ძმაკაცები რომ ცოლს მაღლა დგას ეს დიდი ხანია ასეა და მე ვზივარ ჭურში თუ ეხლა დაიწყო ეს ტენდენცია ![]() |
Posted by: Caravan 2 Apr 2025, 21:41 |
რა მარაზმია. მე რომ 20 წელი ვმეგობრობდე ხალხთან და მერე მარტო იმის გამო უნდა დამიკიდონ, ჩემმა ქმარმა რომ სხვა მოიყვანა ცოლად და მერე უკვე იმას ემეგობრონ? :დ ანუ, ადამიანთან კი არა, სტატუსთან უნდა იმეგობრონ? :დ მაგ ახალმა ცოლმა მგონი მეგობრობა რა არის, არ იცის ან ძალიან პატარაა ასაკით და ვერ ხვდება. ძალით ვერავის დაიმეგობრებ. დროა საჭირო. |
Posted by: პადჟიგაწელი 2 Apr 2025, 22:04 | ||
და ამ ცოლს ჰყავდა სხვა ცოლი ესეიგი რაღაც ნიტოა ![]() სადაც არ უნდა მიხვიდე, არ ააქვს მნიშვნელობა შენს გვერდით ვინ იქნება, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა, როცა შენს გვერდზეა, მის მიმართ გამოხატული უპატივცემულობა შენს მიმართ გამოხატული უპატივცემულობაა და თუ ეგრე დგას საკითხი, ვისგანაც უპატივცემულობას გრძნობ, ყველას უნა გააჯმეინო და არა მხოლოდ ![]() |
Posted by: don tomi 2 Apr 2025, 22:10 |
ნუ ქალის საქციელი გასაგებია. მაგ ახალ ცოლს ეჭვები აქვს, რომ მას არ იღებენ ქმრის მეგობრები და შეიძლება ყოფილმა ცოლმა გაუფუჭოს საქმე მეგობრის ცოლების დახმარებით, მაგრამ ქმრის საქციელი არის ###ობა და ჩვარი კაცის ქმედება. ნუ, იმ ახალმა ცოლმაც უნდა გაიგოს, რომ არ არის საჭირო ძალით ვინმეს შეეტენო და რამე საზოგადოების წევრი გახდე. მაგ საქციელით სწორედ თავად აყენებს საკუთარ თავს შეურაცხყოფას და დროთა განმავლობაში მაგ კაცს მასეთი ქმედებით დაკარგავს. |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 2 Apr 2025, 22:32 | ||||||
პადჟიგაწელი
+1 ****
ოჯახი და შესაბამისად ცოლი/ქმარი უნდა იყოს პირველ ადგილზე და შემდეგ სხვა დანარჩენი: ძმაკაცების, დაქალების და დანარჩენი სამყაროს ჩათვლით. არ ვგულისხმობ სიტუაციას როცა ქმარმა (ან ცოლმა) შენს მეგობართან მიქარა, სერიოზული დანაშაული მიუძღვის და ა.შ. ასეთ სიტუაციაში შეიძლება ოჯახიც დაინგრეს, მაგრამ სხვა ნებისმიერ სიტუაციაში მეუღლე უნდა იყოს პირველ ადგილზე. თუ შენს მეუღლეს პატივს არ სცემენ შენი მეგობრები და ამას რაღაც სერიოზული ობიექტური მიზეზი არ აქვს , ნახუი ასეთი მეგობრები. * * * alesandra
ანალოგიურ სიტუაციაში მეგობარი იქნებოდა ჩემთვის პრიორიტეტში, ანუ თუ მისი ყოფილი ცოლი ვერ მიიღებდა იმ ფაქტს რომ მეორე ცოლთანაც მექნება ურთიერთობა, რადგან მეგობრის დაკარგვა არ მინდა და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, მაშინ ყოფილ ცოლთან გავწყვეტდი ურთიერთობას. ჩემთვის მეგობარია მთავარი და არა მისი ყოფილი, ამჟამინდელი ან მომავალი მეუღლეები. |
Posted by: alesandra 2 Apr 2025, 23:36 | ||||||||||||||
DATOIA
პირველი ცოლი მასზე უფროსი იყო, რომელიც სრულად აკონტროლებდა და მართავდა. ეტყობა იმდენად ჰქონდა ყელში ამოსული, რომ მიატოვა მართლა არაჩვეულებრივი სახლი. საყვარლის ორსულობა ამ შემთხვევაში უფრო მაშველ რგოლად მესახება. შემდეგ კი უკვე ადვილად მოექცა მეორე ცოლის (რომელსაც ეტყობა აქვს შიში, რომ მასაც მიატოვებს) გავლენის ქვეშ, რადგან ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მე ასე მგონია, თუმცა, საინტერესოა ჩემთვის ეს გარედან როგორ ჩანს უცხო თვალისთვის.
შეიძლება. დიდი ხანია, რაც აღმოვაჩინე, რომ კაცებს შორის მეგობრობა დიდად გაზვიადებულია ![]() ThisTooShallPass
ბედნიერების უფლება ყველას აქვს. მაგრამ რატომ არის ამ ბედნიერებისთვის საჭირო, რომ შენი ქმარი ვისთანაც პივას სვამს, იმისი ცოლი გედაქალოს? Caravan
არ არის პატარა ასაკით. ჩემი ვარაუდით, უბრალოდ ყველას ჩამოშორება სურს მისი ქმრისთვის, რომ აბსულუტური გავლენის ქვეშ მოაქციოს. * * * პადჟიგაწელი
მართლა არ ვიცი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ უპატივცემულობა არ ეგრძნო. პირველ ცოლთან ვერ გავწყვეტდი კავშირს, რადგან ის ჩემი ქმრის ძმაკაცის ყოფილი ცოლი კი არა, ჩემი სისხლის და ხორცის დედაა. ვერ მეორე ცოლთან გავწყვეტდი, ზუსტად იგივე მიზეზით. მაგრამ დღეს ყველაფერი გაწყვეტილია ერთთანაც, მეორესთანაც და მესამესთანაც... don tomi
გამოსავალი რა არის? * * * ~Annabelle°Haunting~
აქ ძმაკაცების ცოლებზეა საუბარი, თორემ თავად ძმაკაცებს ისედაც არანაირი კონტაქტი არა აქვთ მის ყოფილ ცოლთან. გოგოები მეგობრობენ, მძიმე ისტორიებიც აქვთ ერთად გადატანილი (ერთი გოგო გარდაიცვალა ხუთი შვილის დედა... ). ამ დროს გებულობენ, რომ ერთ-ერთი ქმარმა მიატოვა და სხვა შეირთო ცოლად. ნამდვილად არაფერში ჯდება, რომ "პადარკებით" დატვირთონ და მივიდნენ ახალ ცოლთან მისალოცად, როგორც ეს მას წარმოუდგენია.... რაც შეეხება ურთიერთობის გაწყვეტას ყოფილ ცოლთან მეგობრობის სახელით, თავად ამ კაცს არ გაუწყვეტავს ურთიერთობა თავის ყოფილ ცოლთან, "მეგობრულ ურთიერთობაშია".... |
Posted by: DATOIA 3 Apr 2025, 01:11 |
alesandra საყვარელი ბიჭზეა ორსულად ? ![]() პს ცოლთან რა ხდებოდა ამ მიმართულებით ეი სქესი... ![]() |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 3 Apr 2025, 01:21 | ||
alesandra ძმაკაცების ცოლებს, თუ ასეთი ახლო მეგობრობა აკავშირებთ ყოფილ ცოლთან, ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს, ჩემს დაქალს ქმარი რომ გაშორდეს და სხვა მოიყვანოს ცოლად, ჩემი ქმარი კი არა, მამაზეციერიც ვერ მაიძულებდა რომ ახალ ცოლთან რამე ურთიერთობა მქონოდა. სოლიდარობის საკითხია და ზოგადად მეგობრობის. ოპტიმალური და გარკვეული კომპრომისი იქნებოდა, რომ კაცებს გაეგრძელებინათ მეგობრობა, ოღონდ ოჯახებით არა, ცალკე.
ვის არ სცემენ პატივს, კაცს თუ მის ახალ ცოლს? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, არ არის გასაკვირი მსგავსი პოზიცია მათგან, ჩემს მეგობარს ქმარი რომ ღალატობდეს წლების მანძილზე და ბოლოს ცოლადაც მოიყვანოს საყვარელი, არც მე ვიქნებოდი დიდი პატივისცემით განწყობილი. ზოგადად მსგავს სიტუაციებს ყოველთვის მოყვება ხოლმე საახლობლო წრესთან ნაწილობრივ ან სრულად კავშირის გაწყვეტა და მზად უნდა იყოს ადამიანი ამისთვის, როცა მსგავს გადაწყვეტილებას იღებს, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. აგერ ჩემს ახლობელს, ზრდასრული შვილი 5 წელი არ ელაპარაკებოდა იმის გამო, რომ გაიგო დედამისს (რომელიც წლებია ქმარს გაშორდა და იმ ქმარს დიდი ხანია მეორე ცოლი ჰყავს) პარტნიორი ჰყავდა, რაღა უნდა გამიკვირდეს აწი. |
Posted by: alesandra 3 Apr 2025, 02:16 |
DATOIA ბიჭები ჰყავს ორივესთან. |
Posted by: vasovaso92 3 Apr 2025, 09:53 |
თემა არ წამიკითხია და მოკლე შინაარსი რაა ბევრი კლეობების წაკითხვა მეზარება ![]() |
Posted by: Tifo 3 Apr 2025, 10:27 | ||
ან არასწორ ხალხს შეხვედრიხარ ცხოვრებაში ბლომად, ან არ ვიცი.. :დ არასწორიც ბევრია კი, მაგრამ ნამდვილი ძმაკაცობა არის ძალიან მყარი. მე ბავშვობის ძმაკაცები მყავს და არაოსდეს გვიღალატია ერთმანეთისთვის, ჭირში თუ ლხინში, ერთად ვართ. |
Posted by: ndrangheta 3 Apr 2025, 12:09 |
ამიტო მეზარება ეს ცოლი, შვილი, ცოლის დაქალები, იმათი ქმრები, თანამშრომლები, სიმამრი, სიდედრი, ნათესაობები, მისვლა მოსვლა და ტვინის ტყვნა რა ![]() |
Posted by: პიანისტი 3 Apr 2025, 13:50 |
###ზე მკიდია ეგეთი ძმაკაცი რომელიც შვილს მიატოვებს, გინდა ბავშვობის იყოს. ეს ცოლების ფარისევლური დაქალობაც არ არის აუცილებელი. |
Posted by: მანგია 4 Apr 2025, 09:35 |
პრიორიტეტი საერთოდ რა შუაშია? შენი საუკეთესო მეგობრები და შენი ცოლი რო ვერ ლაგდებიან და არჩევანის გაკეთება გიწევს, ### ხარ აბა რა ხარ. ან ერთი გყავს არჩეული არასწორად, ან მეორე. როგორც წესი ეგეთ დროს ცოლია არასწორად არჩეული. უფრო სწორად მარტო ცოლი რატო, იდეაში კაცები უფრო ხშირად შვებინ მაგას. ქალიც და კაციც, ვინც მაგას ჩალიჩობს, რომ პარტნიორი/მეუღლე ჩამოაშოროს სეგობროს არის ტოქსიკური ნარცისი, რომესაც უნდა რომ სრული კონტროლი დაამყაროს მეორე ადამიანზე. ამიტომ მანდ პრიორიტეტზე კი არაა, რო მეგობრებს რა პონტში აყენებთ ოჯახზე წინ. ამას ვინც წერს არის სულელი. საქმე იმაშია რომ არჩევანის დადგომა, ვისი ინიციატივაა. იმაში, რომ საყვარელი ადამიანი მაგ არჩევანის წინაშე არ უნდა გაყენებდეს. თუ გაყენებს, უნდა გააჯმევინო. თუ არ აჯმევინებ და მაგის ხუშტურებს აკმაყოფილებ. ზუსტადაც რომ ### ხარ. მეგობრები არა მგგონია აყენებდნენ მაგ საკითხს, ან ჩვენ აგვირჩიე ან შენი ცოლიო. თუ დააყენებენ, მაშინ მეგობრების დედაც #####ან, ცხადია. და არაფერ შუაში არაა კაცების ძმაკაცობა რანაირია. ზოგადად სულერთია მაგ ცვლადებში (ცოლი, ქმარი, მეგობარი) ვინ რა სქესისაა. პრინციპზეა თვითინ საუბარი მეუღლე რო მეგობრებს გაშორებს. ეგეთი მეუღლე არის განდონი, ნაბოზარი ეგოისტი და მესაკუთრე. შესაბამისად პირველ რიგში შენი მოსისხლე მტერია. უბრალოდ შენ არ გყოფნის მაგის ტვინი, რომ მიხვდე |
Posted by: B-E-R-U 4 Apr 2025, 10:31 | ||
....................................... |
Posted by: levani169 4 Apr 2025, 11:38 |
ჩემი ცოლის ძმაკაცები წამეკითხა რატომღაც. ისე სიტყვამ მოიტანა და ცოლს რომ ძმაკაცები ჰყავს ხოლმე,როგორ ფიქრობთ,ნორმალურია თუ? |
Posted by: Caravan 4 Apr 2025, 11:41 |
მართლა ვერ ვხვდები ისე, რა ვალდებული ვარ ქმრის მეგობრებთან და მის ცოლებთან ვიდაქალო. თუ მაქვს საერთო ინტერესები და ერთნაირი მსოფლმხედველობა, მაშინ კი ბატონო. მაგრამ სიტუაციის გამო რატომ უნდა იმეგობროს ადამიანმა ვინმესთან? ჩემი ყოფილი ქმრის მეგობრებთან ნორმალური ურთიერთბა მქონდა, რომ მოდიოდნენ გემრიელად ვუმასპინძლდებოდი, თუ მე მივდიოდი ისინი მაჭმევდნენ ![]() ამის იქით აღარ წავსულვართ. რა საჭიროა ჩასასტავება და ვინმესთან სახლში შევარდნა, არ მესმის. ან არჩევანის წინაშე რატომ უნდა დააყენო ადამიანი. მეგობრებს რის მიხედვით არჩევთ? * * * levani169 სავსებით ნორმალურია, მე მყავს ბავშობის მეგობრები ბიჭები, ეგღა მაკლია ვინცხა ახალშემოთრეულმა მიბრძანოს რამე მაგათზე :დ |
Posted by: chuvak_lexo 4 Apr 2025, 12:02 | ||
alesandra
დავიწყოთ იქიდან რომ ყველა ინდივიდია მათ შორის ძმაკაცის ცოლებიც, მათი საქმია ვისთან იმეგობრებენ და პატივს ვის სცემენ. მეორე, ისეთივე ინდივიდია ეს მეორე ცოლიც როგორიც სხვა დანარჩენი ხოდა შესაბამისად პატივისცემა უნდა მოიპოვოს, ვერ მოიპოვებს იმიტომ რომ იმ გოგოების დაქალის ქმარს (ცოლიან კაცთან დაიჭირა საქმე) აეკიდა, ქალური სოლიდარობა როგორც მინიმუმ. ქმარი ძმაკაცობაში ###ა ![]() |
Posted by: Dato-Tolordava 4 Apr 2025, 15:06 | ||
ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა გახსენი. ![]() ხუთი ძმაკაცები ვართ, რომლებიც ბავშვობიდან მოვდივართ. აქედან ერთ-ერთ ძმაკაცს ჰყავდა ძალიან მაგარი ცოლი და 2 ბავშვი მისგან. ისეთი მაგარი და სტუმართმოყვარე გოგო იყო, რომ ყველას გვიხაროდა სტუმრად მათთან სიარული. ღამის 3 საათზე რო მივსულიყავით მათთან, სიამოვნებით გვიღებდნენ. მათი ბავშვის ნათლიაც ვარ. ხოდა წარმოიდგინე, ჩემი შტერი ძმაკაცი ყველასთვის მოულოდნელად შორდება ამ ცოლს, რომელიც არის საოცარი ადამიანი და მოყავს ვიღაც #^&*&^^ გოგო. ![]() |
Posted by: krauze 4 Apr 2025, 20:17 | ||
ჩემი სამი წერტილები ხომ მოვლენაა... ![]() ვისაც რა უნდა იმას იგულისხმებს და ეგრცაა ჩადებული ![]() მარა, tim-ის მაუსს ვფიცავ - რა გინდა თუ ვხვდებოდე ![]() ანუ, ახლა უნდა ავხლართო. (ჩემ ძუკნას უყვარდა ასეთი გამოთქმა ![]() ანუ, მეორე ცოლს პრეტენზია აქვს ჩემ მულებს რატომ არ ვუყვარვარო?! მულებსო ვიო, მულებსო ![]() ![]() ![]() პ.ს. ასეთ დროს ფორუმზე ხმარობენ ფრაზას - "სკამიდან გადავვარდა", "მომასულიერეთ", ავღლისთავდი" დ.ა.შ.. მაგრამ არის მაგრამ... ყველამ თავის ფუჩურს მიხედოსო - უთქვამთ ![]() |
Posted by: chipmunck* 4 Apr 2025, 20:36 |
ყოფილ ცოლს უნამუსოდ ღალატობდა კაცი, ნუ ქალმაც ხომ კარგად იცოდა ცოლი რომ ჰყავდა და ეგეთი სინდისს ნამუს გარეცხილ ქალს რომ კიდევ პრეტენზია აქვს რატომ არ სცემენ თურმე პატივს ![]() კაცი კიდევ დებილი ![]() |
Posted by: iRadonn 4 Apr 2025, 23:36 | ||
კარგად გვისო ![]() |
Posted by: alahambra 5 Apr 2025, 10:02 | ||||
ჰეჰ, მოცემული ინფორმაციის საფუძველზე იხატება სურათი: ასაკით უფროსი , ფინანსურად ძლიერი და დომინანტი ყოფილი ცოლისგან კაცი მიდის ,, უმწეო ,, საყვარელთან, რადგან თავს მასთან ძლიერ მამაკაცად გრძნობს, ის ამას ყოფილ ცოლან ვერ ახერხებდა. ყოფილი ცოლი გავლენას ახდენს საახლობლო წრის ქალების მეშვეობით მათ მამრებზე და შედეგად ყოფილ ქმარს სოციალურ იზოლაციაში აქცევს.. შესაძლოა ეს მამრები რაიმე ბიზნეს კავშირების გამოც იყვენენ დამოკიდებული ძმაკაცის ყოფილ ცოლზე და არჩევანიც ამ მხრივ გააკეთეს.... კიდევ სხვანაირი სცენარის წარმოდგენაც შეიძლება არსებული ინფორმაციის საფუძველზე... ალბათ ასეთ სიტუაციებს იმის გამო სთავაზობს ცხოვრება ხალხს, რომ მათ ნეგატივისგან განთავისუფლება ისწავლონ .. მაგალითად საყვარელს თავის დროზე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სხვისი კაცი სხვისია და არ ღირს ხელის(გულის,სულის) ხლება ...ახლო ხელი (გული,სული) და ეხლა იტანჯება... ჰოდა ეხლა ეს ტანჯვა აიძულებს ასწავლოს ,რომ თავის დროზე ხელი არ უნდა ეხლო იმისთვის,რაც მას არ ეკუთვნოდა.... ძმაკაცები თავის გაკვეთილს მიიღებენ, ყოფილი ცოლი თავისას და არსებული ,,გასაყოფი კაცი,, თავისას.. ჰო, ძმაკაცის ცოლებიც რა თქმა უნდა... მოკლედ ეს ცხოვრება სწავლის პროცესია..გენიოსად არავინ იბადება, მთავარია ერთ წრეზე არ ჩაიკეტო და შემოთავაზებული გაკვეთილებიდან სწორი დასკვნა გამოიტანო..ეგ დასკვნა კიდევ ერთია-- იაზროვნო და იმოქმედო სიყვარულის საფუძვლებიდან გამომდინარე...თუ ამას არ აკეთებს ადამიანი, მაშინ იგივე რჩება გაკვეთილად და ისევ მსგავს სიტუაციებს ეჯახება სანამ არ დაამუღამებს სწორად მოქმედებას და ფიქრს.. |
Posted by: პადჟიგაწელი 5 Apr 2025, 11:51 | ||
![]() ![]() |
Posted by: მიქაელ 5 Apr 2025, 12:16 | ||
რანაირი ურთიერთობებია აღწერილი. ჩემი ცოლისა და ჩემი ძმაკაცის ცოლის ეგეთი ურთიერდამოკიდებულების გამო ძმაკაცი რატომ უნდა დავკარგო? თან ბავშვობიდან რომ მომყვება და მართლა ძმაკაცად ვთვლი. შეიძლება საერთოდაც ძმაკაცის ცოლს არ ვევასებოდე და უბრალოდ თვალებში არ გავეჩხირები იმ ქალს, მაგრამ ჩემს ძმაკაცს ყოველთვის ვინახულებ, ჩემთან ყოველთვის მოესვლება და გვერდში ვეყოლები. ან ცოლმა ულტიმატუმი რომ დამიყენოს, შენი ძმაკაცი არ მევასება ან იმას არ ვევასები და ნუ იმეგობრებო. ![]() |
Posted by: ubralodniki 5 Apr 2025, 12:27 | ||
მართლა ტვინის ტ ....აა კი. ქმრის ნათესავები, დედამთილი მული ყვავიჩხიკვისმამიდისშვილი...და პლიუს ამას ამასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება აბა ქალებს ჰკითხე.... |
Posted by: levani169 5 Apr 2025, 13:49 | ||
ubralodniki
აჰა,გეკითხები! |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 5 Apr 2025, 14:00 | ||
alahambra
არანაირი აუცილებლობა არ აქვს ამის გაკეთების, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მსგავს სიტუაციაში იქნება თავისი მეგობრის მხარეს, მიუხედავად იმისა თუ რომელ მხარეს დგას თავად მეგობარი. ჩემს მეგობარს მიატოვებდა ქმარი სხვა ქალის გამო, თუ თავად ჩემი მეგობარი მიატოვებდა ქმარს სხვა კაცის გამო, მაინც მის გვერდით დავრჩებოდი, არანაირი ზეგავლენა არ სჭირდება ამას. ძმაკაცებმა გამოიჩინეს სისუსტე, გასაგებია რომ ოჯახებით მეგობრობა ვეღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ საკმარისი სურვილი რომ ჰქონოდათ, ურთიერთობის სრულ გაწყვეტამდე არ მივიდოდა საქმე. |
Posted by: gramatikikina 5 Apr 2025, 14:39 | ||
alesandra
არა მგონია ახალი ცოლის გამო დაშორებოდა ძველ ძმაკაცებს. არ მოსწონდა ეს ხალხი და იმიტომ დაშორდა. მამაშენს ძმაკაცები და იმათი ცოლები არ ჰყავს? წარმოიდგინე, რამდენაც მნიშვნელოვანი ხალხია დედაშენისთვის და შენთვის ის ხალხი რა შუაშია ახალი ცოლის შეურაცხყოფა ამ შემთხვევაში, როცა ეს ხალხი შენი ოჯახის ნაწილია? თუ ახალი ცოლი ესე ფიქრობს, ახალი ცოლიც დებილი შეხვდა ამ საწყალ კაცს. |
Posted by: alahambra 5 Apr 2025, 20:29 |
~Annabelle°Haunting~ {{{{{{{{{არანაირი აუცილებლობა არ აქვს ამის გაკეთების, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მსგავს სიტუაციაში იქნება თავისი მეგობრის მხარეს, მიუხედავად იმისა თუ რომელ მხარეს დგას თავად მეგობარი. ჩემს მეგობარს მიატოვებდა ქმარი სხვა ქალის გამო, თუ თავად ჩემი მეგობარი მიატოვებდა ქმარს სხვა კაცის გამო, მაინც მის გვერდით დავრჩებოდი, არანაირი ზეგავლენა არ სჭირდება ამას. ძმაკაცებმა გამოიჩინეს სისუსტე, გასაგებია რომ ოჯახებით მეგობრობა ვეღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ საკმარისი სურვილი რომ ჰქონოდათ, ურთიერთობის სრულ გაწყვეტამდე არ მივიდოდა საქმე.}}}}}}}}}} იქიდან გამომდინარე,რომ სრული სურათი არ გვქავს და ვერც გვექნება, სცენარები სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია განვავითაროთ... მე მხარს ვუჭერ ფინანსურად ძლიერი ,ასაკით უფროსი ცოლის მიერ ყოფილი ქმრის სოციალურ იზოლაციაში მოქცევას.... ჩემი ,,კოზირია,, შემდეგი-- თუ თავად ყოფილი ცოლი შეეგუა და გადახარშა ქმართან გაცილების ფაქტი ისე, რომ შეძლო ამ კაცის მშვიდობიანად გაშვება თავის გზაზე,მაშინ სადაქალოც არ დადგებოდა არჩევანის წინაშე და ისინი შეძლებდნენ ყოფილ ქმართან და ყოფილ ცოლთან ურთიერთობების გაგრძელებას, არავინ მოექცეოდა სოციალურ იზოლაციაში... ანუ იმის თქმა მინდა,რომ თუ შენმა დაქალმა არ შემოგჩივლა, მაგრად დადგა და გითხრა--მე ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ეს ფაქტი მშვიდობით მივიღე და თუ ჩემი პატივისცემა გაქვს შენც იგივეს გააკეთებო, არ მგონია მას წინააღმდეგობა გაუწიო და შურისმაძიებლური სტრატეგიების განხილვა შესთავაზო ... ზოგადად კიდევ რაიმე რომ ფუჭდება და ინგრევა( ამ შემთხვევაში ცოლ-ქმრობა) იქ ორივე მხარეს მიუძღვის წვლილი. უფრთო ანგელოზი არავინაა როგორც წესი... |
Posted by: alesandra 6 Apr 2025, 00:41 | ||||||||
მანგია
+1 chipmunck*
ასეთი შავ-თეთრიც არ არის სამყარო.... მიქაელ
მასე არ გეტყვის ეგ კატეგორია. პირიქით გეტყვის და დაგარწმუნებს, რომ ის არ მოსდით თვალში, მას ჩაგრავენ და ცუდად ეცევიან შენი ოჯახის წევრები და ახლობლები. alahambra
პირველი ქორწინება ტიპიური მეზალიანსი იყო ქმრის ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, უპირატესობით. ხომ დავწერე, ქმარმა ყველაფერი დაუტოვა ცოლს და წავიდაო... |
Posted by: gramatikikina 6 Apr 2025, 16:19 | ||
alesandra
ყველაფერი რომ დაუტოვა ცოლს, სწორია? |