Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > არის თუ არა ბარჯაკუზუ ქართული მულტფილმის მამა:)))


Posted by: Soso<Barjakuzu> 16 Jan 2004, 21:33
მე ვარ სოსო ბლიაძე ბარჯაკუზუს ავტორი და ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი ჩემი შემოქმედების მიმართ.

Posted by: Remediosi 17 Jan 2004, 00:23
ყოჩაღ შვილო. ყოველშემთხვევაში შენამდე მაგასაც არ აკეთებდნენ.

Posted by: tikusha 17 Jan 2004, 00:28
Remediosi
QUOTE
ყოჩაღ შვილო.

biggrin.gif შვილად გეკუთვნის? lol.gif lol.gif

Posted by: Naomi 17 Jan 2004, 00:33
Soso<Barjakuzu>
QUOTE
არის თუ არა ბარჯაკუზუ ქართული მულტფილმის მამა:)))

მამობაზე ჯერ ვერ ქაჩავ. მაგრამ კარგი დასაწყისია.

Удачи smile.gif

Posted by: tikusha 17 Jan 2004, 00:39
ბარჯაკუზუ ჩემი იდეალია biggrin.gif

Posted by: paranoid 17 Jan 2004, 00:46
QUOTE
არის თუ არა ბარჯაკუზუ ქართული მულტფილმის მამა:)))

და "მასიანა", თუ რაღაც ჯანდაბა რუსულის?))

Posted by: Fragile 17 Jan 2004, 23:57
ბარჯაკუზუ შეიძლება ცუდი არ არის მაგრამ, ქრთული მულტფილმების მერე ჩემთვის ძალიან უფერულია
ეს ჩემი აზრია მარტო smile.gif

Posted by: Ar-Pharazôn 17 Jan 2004, 23:59
ეჭვი მეპარება მამობაზე, რადგან წარსულში იყო ქართული მულტფილმები ... ქაღალდზე დახატული და არა Flash-ში გაკეთებული...

ბარჯაკუზუს რაც შეეხება, მაინც კარგია , რომ ქართული მულტიპლიკაციის ასეთ ბნელ ხანაში მაინც იქმნება რაღაც... პახოდუ ერთი-ორჯერ გამეცინა ხუმრობებზე...

რაც არ უნდა იყოს, უდაჩი ბრატ!

Posted by: tikusha 18 Jan 2004, 01:48
მე თვითონ ბარჯაკუზუს როჟა მომწონს smile.gif

Posted by: Soso<Barjakuzu> 18 Jan 2004, 02:40
ხოოო. . .
ძაან კარგი!!!
დიდი მადლობა ყველა კარგი და ცუდი სიტყვისთვის!!!
მე მაინტერესებსდა რას იტყოდა ხალხი. . .
ვოფშემ ცუდი არავის უთქვია:)))
QUOTE
მე თვითონ ბარჯაკუზუს როჟა მომწონს

ჯიგარი ხარ. . .
მეც მომწონს;)

Posted by: ALEXA 18 Jan 2004, 09:36
Soso<Barjakuzu>
ახლებს რატომ აღარ აკეთებ?
გააკეთე ერთი ფორუმის თემაზე, ჰი ჰიი თუ გინდა სცენარი დაგიწერო

Posted by: tikusha 18 Jan 2004, 11:56
Soso<Barjakuzu>
QUOTE
ჯიგარი ხარ. . .

kiss.gif

ALEXA
QUOTE
გააკეთე ერთი ფორუმის თემაზე, ჰი ჰიი თუ გინდა სცენარი დაგიწერო

ჰაჰ, კარგი იდეაა jump.gif

Posted by: mikho 18 Jan 2004, 12:23
Soso<Barjakuzu>
გაუმარჯოს, მე მიხო ვარ კომუნადან გახსოვარ ალბათ.
ეხლა ჩესნად გეტყვი რას ვფიქრობ შენს ანიმაციებზე: თავიდან, როდესაც შენ შენი საქმე დაიწყე (და როცა შენი სერიები კომუნიკატორის ეთერში გადიოდა), ძალიანაც მომწონდა, მაგრამ მერე მინდა გითხრა, რომ პროგრესირება არ განუცდია და თავიდან ბოლომდე კომერციული გახდა (მაგთის რეკლამები და ა.შ), რაც ძალიან წევს შემოქმედებით რეიტინგს. ასე რომ აირჩიე ძმაო ან უფულობა და creativity და ან ფული და formality.
best wishes
mikho

Posted by: Anonimous@Server 18 Jan 2004, 21:16
Soso<Barjakuzu>
სცენარს თვითონ წერ?

Posted by: Soso<Barjakuzu> 19 Jan 2004, 02:50
მე ეხლა ვარ ძალიან დაკავებული, იქით სწავლა აქეთ ბარჯაკუზუ, კიდევ იმედისთვის არის ბარჯაკუზუ საჩირო (დროებაში გადის), კიდევ მაგთი. . .
და ამის შემდეგ მე თუ შევძელი ჩემს კაიფზე რომ ერთი სერია გავაკეთო საღოლ მე:((
ძაან მინდა მაგრამ სად არის:(

სცენარს რა თქმა უნდა მე თვითონ ვწერ. .. დათო გოგიჩაიშვილისავით ფუფუნებაში არა ვარ:))))))

Posted by: tikusha 19 Jan 2004, 02:55
Soso<Barjakuzu>
რამდენი წლის ხარ? spy.gif

Posted by: Soso<Barjakuzu> 19 Jan 2004, 03:09
მე ვარ სულ რაღაც 17 წლის ანუ ეხლა 18-ის ვხდები!!!

თიკუშა არის ყველაზე ჯიგარი ამ ფორუმზე. . .
ყველამ დამგრუზა და თიკუშა მაინც მხარს მიჭერს;)

Posted by: საბუნია 19 Jan 2004, 03:11
QUOTE
არის თუ არა ბარჯაკუზუ ქართული მულტფილმის მამა:)))





თვით კმაყოფილებას თვითკრიტიკა გერჩივნოს და რამე ნორმალური შინაარსი და თემები აიღო გირჩევნია! უფრო კონკრეტულად მერე გეტყვი ახლა მეზარება!

Posted by: Soso<Barjakuzu> 19 Jan 2004, 03:15
მოდი რა გთხოვ მითხარი!!!
მაგრა მიყვარს ვიმნე რომ მაკრიტიკებს. . .
რომ არ იყოს კრიტიკა და ყველამ იძახოს კაიაო მაშინ იგივე დარჩება რაც იყო. . .

Posted by: devil 19 Jan 2004, 03:17
მე ეხლა ყველა სერია არ მაქვს ნანახი და ვერ ვიტყვი რო ცუდია...ვნახე აი ის სერია ახალ ზელზე, რომ არის...ნუ ჩემი კლასელი სკოლაში უყურებდა ბიბლიოთეკაში...სრულ იდიოტიზმად მომეჩვენა...ნუ ჩავარდნები ყველა სერიალს აქვს...ასე რომ შენს მთლიან ნამუშევარს ვერ შევაფასებ smile.gif

Posted by: Soso<Barjakuzu> 19 Jan 2004, 03:20
ძაან ცუდი თუ არ მოგეწონა:(
დამიზუსტე რა არ მოგწონს?
ანიმაცია?
გახმოვანების ხარისხი?
იუმორი?
სცენარი?
თუ ყველაფერი ერთად?

Posted by: საბუნია 19 Jan 2004, 03:20
Soso<Barjakuzu>


იცი რა არი! მე ბოლო სერიები ნანახი არ მაქვს! და ამიტომ მათზე არაფერს ვიტყვი მერე ვნახავდ პაჟსალუსტა! ისე რომელ საათამდე იქნები ფორუმზე მითხარი და ვნახავ შეიძლება დღესაც მოგახსენო პასუხი!

Posted by: Soso<Barjakuzu> 19 Jan 2004, 03:22
ოკეი!!!
კაია, მე 5 წუთში უნდა გავიდე. . .
აუცილებლად.
ჩემს ფორუმზე დაწერე თუ გინდა www.barjakuzu.ge

Posted by: საბუნია 19 Jan 2004, 03:33
საიტის ინტრო კარგია! მომეწონა მაგრამ... კალათბურთის დვიჟენია ტეხავს!


Posted by: Soso<Barjakuzu> 19 Jan 2004, 03:35
ვითომ?
კალათბურთი კაია;)
შენ სერიაბი ნახე. . .
იმათზე მითხარი მოგწონს თუ არა, თუ არ მოგწონს, რა არ მოგწონს ის დაწერე!
ოკეი?

Posted by: საბუნია 19 Jan 2004, 03:42



მე ნაწილ ნაწილ ვნახულობ და ახლა ვნახე "რა ხდება" (მაგიდასთან დაკავშირებით) ნუ ცუდი პრინციპსჰი არაფერი მეთქმის მაგრამ... იცი ჩემი აზრით ამ ყველაფერს უნდა ქონდეს ლოგიკური მოტივაცია და დასასრული, სხვა შემთხვევაში ეს არაფერია თუ არა ანიმირებული ანეგდოტი რომელზეც არავის ეცინება!


პ.ს. "როცა წერას ვიწყებ საკუთარ თავს სამ კითხვას ვუსვამ რას ვწერ, როგორ ვწერ (ამაში მთლად არ ვარ დარწმუნებული) და რისთვის ვწერ" შენც ეს სამი კითხვა გაითავისე და ისე ხატე ბარჯაკუზუ!
* * *
ვნახე მთვარეზე გაფრენა! და ასეთი კითხვა გამიჩნდა... მერე რა? მე ვერ გავიგე ამ ფილმის არსებობის აზრი! ანუ რა გინდა შენ ჩვენ ამით გვითხრა? იქნებ ისიც გეჩვენებინა როგორ ვერ გავფრინდებით მთვარეზე და ბოლოს როგორ გავფრინდით? შენი ვალია, ვალი იმიტომ რომ გაქვს პრეტენზია მაყურებლის მოპოვებაზე და გინდა დააინტერესო ხალხი, შენი ვალია ჩვენ რაღაცა მოგვიყვე, გაგვართო, გაგვაცინო, გვატირო კიდეც, მაგრამ ეს არაფერია გარდა დროის ფუჭად კარგვისა როგორც შენთვის ისევე ჩვენთვის!



ელოდე სხვა პოსტებსაც!

Posted by: tikusha 19 Jan 2004, 03:50
აუ, წელიწადია ბარჯაკუზუ აღარ მინახავს
სადაა საიტი???

Posted by: საბუნია 19 Jan 2004, 03:56
"სახის გაწელვა" სოსო ჩვენ ასე ნამდვილად ვერ გავფრინდებით მთვარეზე

Posted by: tikusha 19 Jan 2004, 03:59
sabunia
მთლად ნუ გაჯორე, სტიმული არ დაუკარგო gigi.gif

Posted by: საბუნია 19 Jan 2004, 04:00
ვნახე მანქანა! ისევ მერე რა! და იგივე ყველაფერი!
* * *
tikusha



კრიტიკა ეს არის ყველაზე დიდი სტიმული! როცა გეპირფერებიან და მხოლოდ კარგს გეუბნებიან შორს ვერ წახვალ!

Posted by: tikusha 19 Jan 2004, 04:04
sabunia
QUOTE
კრიტიკა ეს არის ყველაზე დიდი სტიმული! როცა გეპირფერებიან და მხოლოდ კარგს გეუბნებიან შორს ვერ წახვალ!

ეგ კი მარა ყველაფერს საზღვარი აქვს smile.gif . . .

Posted by: საბუნია 19 Jan 2004, 04:05
კომპიუტერთან დაკავშირებით მინდა გითხრა რომ რაც ვნახე იმ 3 მინი სერიას შორის რომელზეც ბოლოს გითხარი ყველაზე უკეთესია და მომეწონა. მაგრამ უფრო ესეთი სურათია: არჩევანი ცუდსა და უარესს შორის!
* * *
სერია კაპიკი კაპიკად არ ვარგა! რა შუაშია სიზმარი და რატომ იცინის ბარჯაკუზუ ყოველთვის ასე იდიოტივით? გაგვაგებინე რამე ამ მულტფილმებიდან გვასწავლე რამე, ან გაგვაცინე რამე ქენი რა?
* * *
QUOTE
ეგ კი მარა ყველაფერს საზღვარი აქვს




ვაკრიტიკოთ ეს ბავშვი რომ იქნებ რამე ნომალური გამოუვიდეს! ჩვენც დავისვენებთ და მაგიც!
* * *
რამდენჯერ დავწერო 1 და იგივე?
* * *
პირველი აპრილი კარრგი იყო აზრი დევს ეხლა მე ფილოსოფიურ აზრზე არ გეუბნები, ნუ კარგი იყო !
* * *
ბაღანა ნორმალურია! მაგრამ... ყოველთვის არსებობს მაგრამ, იუმორს არა უშავს, შინა არსიც წავა ეს სერია გვაჩვენებს თვითონ ბარჯაკუზუს როგორც პესონაჟის ხასიათს და მისი პასუხისმგებლობის ამბავს. ის კაცი კიდე ჯერ გურულად უქცევს მერე მეგრულად და ეგრე სადაა ძმაო! და კარზე რომ დააკაკუნებენ რა იცი შენ, ან მე და სხვა მაყურებელმა რომ კვაჭი ან ვინმე მისი მეგობარი არ მოვიდა და ისევ ვიღაც ძველი ჩვილი არის! არა სრული დასასრული აქვს ამ სერიას გარკვეულ წილად
* * *
ემინემი კარგი იყო! მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ვიხარხარე და ვიცინე მაგრამ მომეწონა! კარგია ასეთი პატარ-პატარა ეწიუდები მაგრამ არა ისეთი რომელიც I ნაწილში გაქვს! აქ ვნახეთ ის რომ ბარჯაკუზუს უნდა ემინემს მიბაძოს და პოპულარული იყოს (არა? ეს აზრი არ დევს აქ?) ასე რომ გვაჩვენე ის დაგვიხასიათე და მოგვეცი რაიმე საინტერესო!
* * *
დი ჯეი! შესანიშნავი იყო მომეწონა მაგრამ არის ერთი ნაკლი და თუ შეასწორებ კარგი იქნება! აღარ არის საჭირო ბარჯაკუზუს სამსახურიდან გამოგდების სცენა დაამთავრე იქ სადაც ქმარი ეუბნება შენ გაგიმარჯოსო და ა.შ. და საერთოდ ეცადე არ გადატვირთო ზედმეტი დიალოგებით და მონოლოგებით ნუ გაწელავ მექსიკური სერიალივით გახსოვდეს მთავარია არა ხანგრძლივობა არამედ ხარისხი!
* * *
მუსიკის კაიფი მე პირადად ვერ დავიჭირე! ვერ გავიგე პროსტა რა. აი პრინციპში მივხვდი რისი თქმაც გინდოდა მაგრამ უკეთესადაც გამოვიდოდა!
* * *
ვნახე "სამსახური"



bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
* * *
ერთი მშვენიერი დღეც კარგია მაგრამ დაანებე რა ამ greendog-ს თავი მაგის მწვანე დედაც ვატირე ტო! რა აუფ! შენ თუ გგონია რომ მაგის აუფ რამე ღიმილს მაინც მოჰგვრის ვინმეს ძლიან ცდები! მიხედე ბიჭებს!
* * *
კაზინო---- კარგია უფრო ახლოს გაგვაცანი ბარჯაკუზუ, მე აქამდე იმას მივხვდი რომ მაგი უპასუხისმგებლო და ცოტა იდიოტიცაა მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ახალგაზრდაა და თავქარიანია! შენ რას იტყვი ასეთად გინდოდა ბარჯაკუზუს წარმოჩენა?
* * *
კონცერტი ნარმალნა!
* * *
ვნახე ბარჯა კლაუსი! კარგია ანიმაცია შესანიშნავია! არ მომეწონა ის მომენტი ეს აღარ განმეორდება ბატონო ბონძღი და რაღაც მექსიკური სერიალის დვიჟენია ბარჯაკუზუს გათავისუფლების სხვა გზაც შეიძლებოდა მოგეძებნა! დამთავრების მუღამი ვერ ,მოვწვი.


შენ ეტყობა გიჭირს დამთავრებების მონახვა და სხვა და სხვა სიტუაციებიდან გამოსავლის ძებნა (ბარჯაკუზულ სიტუაციებს ვგულისხმობ) მიუდექი ყველაფერ ამას რეალისტურად ნუ გააჯაზებ უბრალოდ ხატე ის რაც არის ანუ რაც ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობია და არ გვაღიზიანებს!

Posted by: ALEXA 19 Jan 2004, 06:48

QUOTE
ერთი მშვენიერი დღეც კარგია მაგრამ დაანებე რა ამ greendog-ს თავი მაგის მწვანე დედაც ვატირე ტო! რა აუფ! შენ თუ გგონია რომ მაგის აუფ რამე ღიმილს მაინც მოჰგვრის ვინმეს ძლიან ცდები! მიხედე ბიჭებს!


სოსოჯან არ დაანებო გრინდოგს თავი, ყველაზე კარგი ეგ სერიაა მგონი.

Posted by: paranoidis_dzma 19 Jan 2004, 10:47
mikho

QUOTE
კომერციული გახდა (მაგთის რეკლამები და ა.შ)

ეს ის პერიოდი იყო, როცა უნივერსიტეტში აბარებდა, ამიტომ ალბათ ფული აუცილებელი იყო smile.gif)


Posted by: e_katerina 19 Jan 2004, 10:51
Soso<Barjakuzu>


რა გითხრა რით გაგახარო ..........

ერთს გეტყვი და წავალ smile.gif ...... დეიდაშვილის 9 თვის ბავშვს მოფერებით ბარჯაკუზუს ვეძახით smile.gif

Posted by: kardu 19 Jan 2004, 11:10
მამა არ ვიცი მაგრამ გერი არი ალბათ:)smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: devil 19 Jan 2004, 13:55
Soso<Barjakuzu>
ხო აი...იუმორში ცოტა sad.gif ...ისე ანუმაცია არაუშავს ნორმალურია...აი სცენარები მაგარი უაზროა! რაც შეეხება იუმორს, შეიძლება თქვა, რომ არ მაქვს იუმორის გრძნობა - მაგრამ იქ, ვგულისხმობ სკოლაში სადაც მაგას ვუყურეთ მარტო არ ვუყავი...ერთი ათი კაცი ვუცქერდით შენ ნამუშევარს და მწარე ღიმილის მეტი რეაქცია არ ყოფილა

Posted by: tikusha 19 Jan 2004, 15:49
e_katerina
QUOTE
ერთს გეტყვი და წავალ  ...... დეიდაშვილის 9 თვის ბავშვს მოფერებით ბარჯაკუზუს ვეძახით

შეურაცხყოფას აყენებთ და ვერ მიმხვდარხართ smile.gif

Posted by: ja_ja 19 Jan 2004, 20:39
Soso<Barjakuzu>
მამა არ ვიცი მარა მასიანიას ბიძაშვილი ნაღდად ხარ! smile.gif

ისე კაი რაცხაებია ნამეტანი სტრანნი თავის პატრონი რომ არ იყოს მაი ბარჯაკუზუ! smile.gif

Posted by: tikusha 19 Jan 2004, 21:05
ja_ja
QUOTE
ისე კაი რაცხაებია ნამეტანი სტრანნი თავის პატრონი რომ არ იყოს მაი ბარჯაკუზუ!

მაგაშია ეშხი ზუსტად biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 20 Jan 2004, 22:56
ისე ახალი წლის დღეებში "იმედზე" ვინახულე ბარჯაკუზუს ავტორი

Posted by: Soso<Barjakuzu> 21 Jan 2004, 02:19
შენ ყველაზე ცუდი სერიები გინახავს ბრატ:))
თიკუშ საიტი არის ასე "ვე ვე ვე წერტილი ბარჯაკუზუ წერტილი ჯი"
smile.gif))))))
რავარია?
* * *
დიიიიდი დიდი მადლობა კრიტიკისთვის დონ ვიტო, ჯიგარი ხარ:))))))))
მე რასაც ვაეთებ მომწონს. . .
საქართველოში უმეტესობას მოსწონს და საბუნიას არა:(((
ძაან ცუუდი. მე მეგონა ყველას მოსწონდა!!!
გრინდოგზე ცუდი არ თქვათ თორემ გავბბრაზდები!!!
აი ესე!

პ.ს. მაგარია მა. . . ჯი. . .ემი

Posted by: no_one 21 Jan 2004, 03:00
QUOTE
არის თუ არა ბარჯაკუზუ ქართული მულტფილმის მამა:)))

მამა არა, ბიძაა!!!

Posted by: Anonimous@Server 21 Jan 2004, 17:57
Soso<Barjakuzu>

მე სცენარზე ტყუილად არ გკითხე. ანიმაციას რომ თავად აკეთებ, ეგ ვიცოდი.

კრიტიკას მეც ვაპირებდი, მაგრამ აქ ისეთი ქარცეცხლი დაგატეხეს, რომ აღარაფერს დავწერ. მხოლოდ ერთს გეტყვი - ადამიანი არ შეიძლება ერნაირად ნიჭიერი იყოს დიზანშიც, კომპიუტერულ ანიმაციაშიც და მწერლობაშიც... ისიც გასაგებია, რომ დღეს ენუზიაზმზე არავინ იმუშავებს, მაგრამ ჯობს 1-2 ძმაკაცი დაიხმარო, ვინც იუმორთან ახლოს დგას.

ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ანიმაციის შექმნა და რამდენი შრომა სჭირდება. ამიტომაც უნდა მიქცეს დიდი ყურადღება სცენარს და დიალოგებს, თორემ ამდენი შრომა წყალში ჩაგეყრება...

აი, მაგალითი აიღე "დარდუბალადან" ("ჩვენს ეზოს" სპეციალურად არ ვახსენებ). ნახატები და ანიმაცია ძაან პრიმიტიულია, მაგრამ სამაგიეროდ დიალოგები და პრიკოლებია გემრიელი. პირველი სერიები არაფრად ვარგოდა, მერე კი გონს მოვიდნენ, ცოტა ჭკუას ძალა დაატანეს და ისეთი სიუჟეტები გამოაცხვეს, დღემდე დიდი სიამოვნებით ვუყურებ...

კიდევ ერთი - შენს ბარჯაკუზუს და ყველა სხვა პერსონაჟს თავისი გამოკვეთილი სტილი უნდა ჰქონდეთ. ეს აუცილებელია. რა სტილი იქნება ეს, ვინ იქნება - ძველი ბიჭი, გენიოსი თუ იდიოტი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ეს ერთხელ და სამუდამოდ იყოს განსაზღვრული და თავისი როლი კარგად შეასრულოს. გაიხსენე იგივე "დარდუბალა". ან მაგალიად ავიღოთ "Beavis and Butthead". ორივე პერსონაჟი ოფიციალური იდიოტია, მაგრამ ისე გემრიელად იდიოტობენ, ცქეტით ვერ გაძღება კაცი smile.gif ერთი ეგაა, მაგათი პრიკოლები რომ დაამუღამო, ინგლისური კარგად უნდა იცოდე... ასევევე "სიმფსონებში"და საერთოდ, ყველა სერიალში პერსონაჟების ხასიათი მკვეთრადაა განსაზღვრული. ამასთან ერთად, კარგი სცენარი აუცილებელია - რაც არ უნდა ცუდი გრაფიკა-ანიმაცია იყოს, კარგი სიჟეტის ხათრით ყველა გაპატებს, მაგრამ თუ პირიქით იქნა, მაშინ - ოოოო.....

და ერთიც - განსაზღვრული უნდა გქონდეს, ფილმი რა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. თუ 5-7 წლის ბავშვებისთვის აკეთებ, მაშინ სხვაა, მაგრამ თუ დიდებისთვის, მაშინ უკვე სერიოზულად მოგიწევს სცენარზე მუშაობა.

Posted by: forever`s_NEVER 21 Jan 2004, 18:05
"მულტპანორამა" რო რაღაცეებს უშვებდა, ჩანასახი იყო ანუ?

Posted by: საბუნია 22 Jan 2004, 01:00
QUOTE
საქართველოში უმეტესობას მოსწონს და საბუნიას არა:(((




ჩემი აზრით აქ მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი, იდეა რომ კარგია(თვითონ მულტფილმის არსებობის იდეაზე მოგახსენებ) ეს ფაქტია, მაგრამ ეს აზრი გამართლებული უნდა იყოს, როცა მაყურებელზე იწყებ მუშაობას და ამხელა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე კეტილი ინებე და მოგვაწოდე ის რასაც ჩვენ ვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ არანაირი უფლება არ გაქვს ჩვენ მოგვთხოვო კარგი აზრის გამოთქმა! მე იქ დავწერე რომ რამოდენიმე სერია მომეწონა მაგრამ ყოველთვის არსებობს მაგრამ! შეიძლება სხვისთვის არა ზოგ შემთხვევაში ჩემთვისაც არა მაგრამ ყოველთვის მოიძებნება პიროვნება რომელსაც რამე პრეტენზია ექნება!

QUOTE
ჯობს 1-2 ძმაკაცი დაიხმარო, ვინც იუმორთან ახლოს დგას


აბსოლიტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ადინ გალავა ხარაშო ა დვე იშჩო ლუტშე!

QUOTE
შენს ბარჯაკუზუს და ყველა სხვა პერსონაჟს თავისი გამოკვეთილი სტილი უნდა ჰქონდეთ.

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif


პ.ს. არ გეგონოს რომ ამას გაბრაზებული ტონით ან ცინიზმით გეუბნებოდე მიიღე ისე როგორც ერთ-ერთმა ფორუმელმა მეგობარმა!

Posted by: Soso<Barjakuzu> 22 Jan 2004, 02:26
ხო კაი რა იყო. . .
მეც გეხუმრებოდით.
მართალი ხართ ყველაფერში, მაგრამ მე მაქვს ჩემი საპატიო მიზეზები . . .
1. მაქვს დამთავრებული ფიზ-მატი და ეხლა ვსწავლობ გამოყენებით მათემატიკაზე.
2. არანაირი შეხება არ მქონდა ქართულთან და ტექსტების წერის გაგებაში არ ვიყავი.
3. ვაკეთებ მარტო მეწ ყველაფერს!!!
4. ჩემი თავი შემეცოდა იმდენი ცუდი რამე დავტერე ჩემზე:)

ვოტ ტაკ ბრატცი. . .
და ისე ვისაც ჩემს იუმორში ეჭვი ეპარება შეუძლია სცენარი შემომთავაზოს!

Posted by: Otory 22 Jan 2004, 02:37
მე შემოგთავაზებდი, პროსტა მეზარება . . .

Posted by: საბუნია 22 Jan 2004, 13:50

თუ რამით შემეძლება დიდი სიამოვნებით დაგეხმარები, კარგი იქნება შეასწორო რა რაცეები ძააN გთხოვ GრEENDOGს აუFს ნუ აძახებინებ რა მაგათ ტეხავს!


Posted by: Soso<Barjakuzu> 22 Jan 2004, 21:21
ოთარ. . .
დღეს რატომ არ შემომთავაზე:)

საბუ, გრინდოგის აუფი არ მოგწონს?

ბაზარი არაა. . .
ძალიან ბევრს მოსწონს!!!
ძალიან ძალიან ბევრს და შენ არა:(

Posted by: tikusha 22 Jan 2004, 21:31
Soso<Barjakuzu>
სოსოჯან საბუნია ჯიბრში გიდგას wink.gif

Posted by: Soso<Barjakuzu> 22 Jan 2004, 21:54
ხო, არ ვიცი რა. . .
არა კრიტიკა მიყვარს. . .
მაგრამ ძალიან გადაუარეს გრინ დოგს, გრინ დოგი ეგეთი იყო თავიდანვე ჩაფიქრებული. . .
და საერთოდ ბარჯაკუზუ უფრო უკეთესი და უკეთესი ხდება!!!
ჩემი აზრი ასეთია. . .
ეხლა იმედზე სხვა სიტუაციაა. . .
აქ მე მათზე ვარ დამოკიდებული იმიტომ რომ 3 დღეში სცენარიც უნდა დავწერო, ხმაც უნდა ჩავწერო, მერე უნდა დავხატო, მერე მუსიკა შეურჩიო და მერე იმედში მივიტანო. და ამ ყველაფრის მერე თქვენ მე მეუბნებით რომ არ ვარგა და უკეთესი შეიძლება ამ დროში გაკეთდეს???!!!

Posted by: tikusha 22 Jan 2004, 22:03
Soso<Barjakuzu>
ძალიან ცოტა დრო გქონია სამუშაოდ, აუფ რა გადარბენაზე იქნები user posted image

Posted by: Anonimous@Server 22 Jan 2004, 22:20
QUOTE
3 დღეში სცენარიც უნდა დავწერო, ხმაც უნდა ჩავწერო, მერე უნდა დავხატო, მერე მუსიკა შეურჩიო და მერე იმედში მივიტანო. და ამ ყველაფრის მერე თქვენ მე მეუბნებით რომ არ ვარგა და უკეთესი შეიძლება ამ დროში გაკეთდეს???!!!


მერე დაიხმარე შე კაი კაცო ვინმე გულშემატკივარი smile.gif

Posted by: Soso<Barjakuzu> 22 Jan 2004, 22:38
ხოო?
შენ თანახმა ხარ?

Posted by: tikusha 22 Jan 2004, 22:55
Soso<Barjakuzu>
რამდენი წლის ხარ??

Posted by: Anonimous@Server 22 Jan 2004, 22:57
Soso<Barjakuzu>

ჩააწყე საქმე, რომ დღე-ღამეში 28 საათი იყოს და კიბატონო wink.gif

Posted by: h2so4 23 Jan 2004, 01:49
QUOTE
ჩააწყე საქმე, რომ დღე-ღამეში 28 საათი იყოს და კიბატონო
smile.gif


Soso<Barjakuzu>
სოსო მესმის აქ კრიტიკაო, რაღაცაო, იქეთო აქეთო smile.gif ...ვითომ იდეაში კრიტიკა კარგია და მისაღები <რაც გითხრეს მე პირადად "ცოტათი,ძალიან ცოტათი გადამეტებულს" დავარქმევდი...>მაგრამ ისიც მესმის რო სადღაც <იქ სადღაც გულის სიღრმეში> გაგიტყდა...აბა რა იქნება დარწმუნებულივარ კეთებისას სულს და გულს ატან მაგრამ . . .

სწორია ეს ხალხი.იუმორის ამბავში დაიხმარე ვინმე . . . ანუ პრინციპში იუმორი არის, მაგრამ გარკვეული კატეგორიისათვის...
ისე ჩემდა გასაკვირად ვზროსლებს მოწონს . . . smile.gif

მე პირადად პირველად რო ვნახე,ერთადერთი მასიანიას პლაგიატობა დაგაბრალე... <არ გეწყინოს მარა ასე იყო>...მერე გავჩითე რაღაც შენი შტრიხები და მომიბრუნდა ცოტა გული... smile.gif <უბრალოდ იმიტო ვნახე რო მე თვითონ ფლეშ ვაკეთებ>

მოკლედ ნუ იქნები "ადინოკი ვოლკი" . . . მხვატვრებიც წაიხმარე<კარიკატურისტები>

პატარ პატარა დეტალებს კი <რომლებიც არ მომწონს დაგი-pm-ემ...თორე ხალხს თავი მოვაბეზრე...

Posted by: საბუნია 24 Jan 2004, 01:26
QUOTE
სოსოჯან საბუნია ჯიბრში გიდგას




რატომ უნდა ვედგე ამას მე ჯიბრში. მოვითხოვ დასაბუთებას!


QUOTE
აქ მე მათზე ვარ დამოკიდებული იმიტომ რომ 3 დღეში სცენარიც უნდა დავწერო, ხმაც უნდა ჩავწერო, მერე უნდა დავხატო, მერე მუსიკა შეურჩიო და მერე იმედში მივიტანო. და ამ ყველაფრის მერე თქვენ მე მეუბნებით რომ არ ვარგა და უკეთესი შეიძლება ამ დროში გაკეთდეს???!!!




ერთ ამბავს მოგიყვები ორი მხატვარი შეხვდა ერთმანეთს, მოიკითხეს აღმოჩნდა რომ პირველს ძალიან კარგად ეყიდებოდა ნამუშევრები მეორეს კი არა! ამ უკანასკნელმა მეგობარს კითხა მითხარი როგორ აკეთებ ამას, მე დღეში ერთ ნახატს ვხატავ მაგრამ ერთი ს გაყიდვას მთელი წელიწადი ვანდომებო , მეგობარმა ურჩია შენც ერთი ნახატის დახატვას ერთი წელიწადი მოანდომე და ერთ დღეში გაყიდიო!


მორალი: ერთ სერიის დახატვას სამი დღე ან ერთი კვირა კი არ მოანდომო არამედ თვე და დარწმუნებული ვარ შედარებით კარგი გამოვა!

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 01:42
sabunia
QUOTE
მორალი: ერთ სერიის დახატვას სამი დღე ან ერთი კვირა კი არ მოანდომო არამედ თვე და დარწმუნებული ვარ შედარებით კარგი გამოვა!

უუფ, დროში თუა შეზღუდული ეს კაი ადამიანი რა ქნას???

Posted by: საბუნია 24 Jan 2004, 01:47
QUOTE
უუფ, დროში თუა შეზღუდული ეს კაი ადამიანი რა ქნას???





ნუ შეიზღუდავდა თავს ბატონო! ასე ნაჩქარევად გაკეთებულ ბარჯაკუზუს ისედაც არ გააჩერებენ იმედზე დიდ ხანს!

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 01:52
sabunia
QUOTE
ასე ნაჩქარევად გაკეთებულ ბარჯაკუზუს ისედაც არ გააჩერებენ იმედზე დიდ ხანს!

ჰო, ესეც მართალია baby.gif

Posted by: HackMan 24 Jan 2004, 02:00
ეხლა ტოპიკის სათაური დავინახე და შემოვედი.
რაც შეეხება მაგ ანიმაციურ ფილს. არ ვიცი რა ვუწოდო მაგრამ ყოველგვარ თანამედროებას არის ჩამორჩენილი. საშინელი ნახატები. მკვეთრი გადასვლები ფერებს შორის. არავითარი ჩრდილები საშინელი კადრები (გადასვლის მომენტში) რუსები ისეთ ანიმაციებს წერენ თვალებს გადმოყრიდა კაცი. მაგრამ ეგეთ ანიმაციაზე ცოტა ცდება. რადგან ვინჩ ფლეში იცის ანიმაიცურ მულტფილმზე არ კარგავს დროს. რითი მოგხიბლათ ამ მუტფილმა არ ვიცი. და ყველაზე ცუდი ის არის რომ პოლიტიკურ ხასიატს ატარებს. რომელიმე პოლიტიკოსი რომ იყოს გამასხარავებული კიდევ მესმის მაგრამ რა არაფერი. ასერომ სცენარებიც არ უარგა.
არ ეწყინოს ავტორს. უბრალოდ შეეგუეს ჯანსაღ კრიტიკას biggrin.gif

Posted by: Soso<Barjakuzu> 24 Jan 2004, 02:09
დიდი მადლობა კრიტიკისთვის. . .
მე იმედში ვმუშაობ ვაკეთებ ერთ სერიას 3 დღეში მარტო!!!
არ დავიხმაღებ არავის!!!
ნუ შემოხვალთ საიტზე!!!
ნუ ნახავთ ყოველ კვირას ბარჯაკუზუს იმედზე!!!
ნუ უყურებთ მაგთის სერიებს!!!

ძილინებისა. . .

პ.ს. თქვენ რას საქმიანობთ?

უკაცრავად კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა. . .
საბუნია მინდა გამოვაცხადო ყველაზე ჭკვიან ადამიანათ ამ ფორუმზე!!!

Posted by: HackMan 24 Jan 2004, 02:14
Soso<Barjakuzu>
რაიყო რამ გაგაცხარა ასე. biggrin.gif

Posted by: საბუნია 24 Jan 2004, 02:15
QUOTE
საბუნია მინდა გამოვაცხადო ყველაზე ჭკვიან ადამიანათ ამ ფორუმზე!!!



დიდი მადლობა!




ნუ იბუტები თუ ძმა ხარ !

Posted by: Soso<Barjakuzu> 24 Jan 2004, 02:21
არა ძმაო მეე??

მეც
QUOTE
ჩემი ცხოვრების კრედოა: აკრიტიკო ყველა და ყველაფერი მათ შორის საკუთარი თავი-ც
აი ამას ვაკრიტიკებ!!!

Posted by: საბუნია 24 Jan 2004, 02:23
QUOTE
აი ამას ვაკრიტიკებ!!!




რატომ? მაგას რა სჭირს გასაკრიტიკებელი!

Posted by: Soso<Barjakuzu> 24 Jan 2004, 02:31
შენ შენი ცხოვრებით კმაყოფილი არა ხარ, გინდა რაღაც შეცვალო მაგრამ არ გამოგდის!!!
აი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ წინადადებიდან!!!

ესეა?

Posted by: საბუნია 24 Jan 2004, 02:34
QUOTE
შენ შენი ცხოვრებით კმაყოფილი არა ხარ, გინდა რაღაც შეცვალო მაგრამ არ გამოგდის!!!
აი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ წინადადებიდან!!!





მაჩვენე ადამიანი რომელიც კმაყოფილია თავის ცხოვრებით და მე გეტყვი რომ ცხოვრება იდეალური თუნდაც იმიტომ რომ შენ თუნდაც ერთი კმაყოფილი ადამიანი იპოვე!

Posted by: tikusha 24 Jan 2004, 13:26
sabunia]
ეგრე არ შეიძლება საბა, მთლად მიწასთან გაასწორე მისი შემოქმედება, არც მასეა საქმე
და მგონი ყოველგვარი სტიმულიც დაუკარგე sad.gif

Posted by: საბუნია 24 Jan 2004, 23:31
QUOTE
ეგრე არ შეიძლება საბა, მთლად მიწასთან გაასწორე მისი შემოქმედება, არც მასეა საქმე
და მგონი ყოველგვარი სტიმულიც დაუკარგე




რაღაცი დასასრული ყოველთვის არის რაღაც სხვის დასაწყისი! მე მიწასთან გავასწორე ის რაც ცუდია დაე დაიწყოს ყველაფერი კარგად და მე გპირდებით რომ არ დავმალავ კმაყოფილებას ისევე როგორც ამ შემთხვევაში!



QUOTE
ვნახე "სამსახური"



     
* * *


Posted by: tikusha 25 Jan 2004, 17:41
sabunia
ჯიშს გაგიხევ ბიჭო! lol.gif lol.gif

Posted by: საბუნია 25 Jan 2004, 23:25
QUOTE
ჯიშს გაგიხევ ბიჭო!



კაი ერთი!

Posted by: tikusha 26 Jan 2004, 20:54
sabunia
შენ გუშინაც ნახავდი ბარჯაკუზუს იმედზე, რატომ არ აკრიტიკებ?? wink.gif

შენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე wink.gif

Posted by: Soso<Barjakuzu> 26 Jan 2004, 21:13
ბარჯაკუზუ იყო!!!
ბარჯაკუზუ არის!!!
და ასევე. . .
იქნება!!!

გინდათ თუ არა, ეს ესე იქნება!
საბა, შენ ნუ უყურებ და გადაწყდება პრობლემაც.
ოკეი?

Posted by: tikusha 26 Jan 2004, 21:19
Soso<Barjakuzu>
გული არ გაიტეხო 2kiss.gif

Posted by: Otory 26 Jan 2004, 23:04
Soso<Barjakuzu>
კაი ბიჭო - რა 7 წლის ბავშვივით ბაზრობ ტო?!?!
რაც ითხოვე - ის მოგცეს . . . აბა გეგონე ყველა ყოველთვის შეგაქებდა ??
მორჩა აქ ბაზარი wink.gif ყველამ გამოთქვა თავისი აზრი . . . შენ გინდა გაითვალისწინებ, გინდა არა . . .
და მე ჩემი აზრი რო გამოვთქვა მგონი არაა აქ ადგილი რა . . .

Posted by: Soso<Barjakuzu> 27 Jan 2004, 00:31
არა ოთარ,აქ ლაპარაკი იყო ბარჯაკუზუსთვის თავის დანებებისთვის!!!
* * *
ტოისტ, დანებებაზე. . .
და პროსტა ვთქვი რომ აქ ვაპირებ. ..
ი ვსიო!

Posted by: საბუნია 27 Jan 2004, 00:42
QUOTE
შენ გუშინაც ნახავდი ბარჯაკუზუს იმედზე, რატომ არ აკრიტიკებ??




სამწუხაროდ არ მიყურებია მინისტრთან შესახვედრად ვემზადებოდი!

Posted by: CyberZombie 27 Jan 2004, 00:44
სოსოს გაუმარჯოს, როგორ ხარ ?!
ბიჭო საიტი კიდევ არ განაახლე ?! სირცხვილია რა არი... რაღა ვერ მოიცალე მაგისთვის ?!

Posted by: საბუნია 27 Jan 2004, 00:50
QUOTE
არა ოთარ,აქ ლაპარაკი იყო ბარჯაკუზუსთვის თავის დანებებისთვის!!!
* * *
ტოისტ, დანებებაზე. . .
და პროსტა ვთქვი რომ აქ ვაპირებ. ..
ი ვსიო!




აუ თუ ჩემი ძმა ხარ ნუ ახურებ რა! შენ ითხოვე კრიტიკა და მიიღე ის. არავინ გეუბნება ამას თავი დაანებეო და ისაო და ესაო! ეგ ძმაო შენი პრობლემაა! იმიტომ გეუბნები რომ რაღაც ნორმალურად გააკეთო თორემ მე მაქედან ვერავითარ სარგებელს ვნახავ! ბოლო ბოლო რობიკო სტურუა და მისთანა ბუმბერაზი ხელოვნები იტანდნენ კრიტიკას და მოდი რა ნუ დავიწყებთ ძაან პრინციპულ და რაღაც გაბრაზებულ ბაზარს! შენი ჭირიმე ისეთი გაბრაზება ვიცი რომ... თანაც გითხარი ძმაო რომ
QUOTE
მე მიწასთან გავასწორე ის რაც ცუდია დაე დაიწყოს ყველაფერი კარგად და მე გპირდებით რომ არ დავმალავ კმაყოფილებას ისევე როგორც ამ შემთხვევაში!



რაც შეეხება იმას ვუყურო თუ არ ვუყურო ეს ჩემი გადასწყვეტია! შენ გახსენი თოფიქი და იცოდი ძმაო რომ ესეთ რამეებს მიიღებდი პასუხად!

თან ისიც გითხარი რომ ამას მე არც ცინიზმით და არც გაბრაზებით გეუბნები არამედ როგორც ფორუმელ მეგობარს! ასე რომ მორჩი ბავშვურ ბაზარს და გაითვალისწინე აქ გამოთქმული აზრები!


დანარჩენი ფორუმელების საყურადღებოდ დაწერეთ თქვენ თქვეი აზრი რომ ამ კაცმა დაინახოს რომ მე არც ჯინი მჭირს ამის და არც ნიდავოლნი პიროვნება ვარ!

Posted by: Otory 27 Jan 2004, 01:25
არაფერი თავის დანებება არავის არ უთქვია - რომც ეთქვას, შენ რა ?!?! დაანებებ ? ხოდა ვსო რა ვაა... რა ბლატნოი ტალღაზე ხარ ტო . . .

Posted by: h2so4 27 Jan 2004, 01:37
Soso<Barjakuzu>
მესმის რო არ გაგისწორდა ეს კრიტიკა მარა თუ ხალხის აზრი გაინტერესებს ეს შესაბამისი ადგილია...თანაც დამიჯერე აქ გაცილებით მეტ სიმართლეს მოისმენ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში სახეში გეტყვიან...

ჩვენც გამოვხატეთ ჩვენი აზრი და ამაზე მორჩა...სწორი თქვეს:შენ როგორც გინდა დაეთანცმე ან არდაეთანხმო კრიტიკის გარკვეულ ნაწილს...ჩვენის მხრივ ვისაც უნდა უყურებს და მოეწონება მულთფილმი და ვიღაცას არა...

მოკლედ გამოკითხვა ჩაგეტარებინა ასეთი ინტერაქტიული შეკითხვით მემგონი ჯობდა:
"არის თუ არა ბარჯაკუზუ ქართული მულტფილმების მამა"
კი
არა


აი მაშინ ნახავდი გრაფიკულად რამდენად მამაა ეგ შენი სერიალი...

Posted by: tikusha 28 Jan 2004, 23:21
Soso<Barjakuzu>
მართლები არიან, ეცადე გაიგო და შენც მოგებული დარჩები 2kiss.gif


Posted by: საბუნია 28 Jan 2004, 23:44
QUOTE
მართლები არიან, ეცადე გაიგო და შენც მოგებული დარჩები



აი ეგრე რა!


Soso<Barjakuzu>


შენ კიდევ გაიგე რასაც ხალხი გეუბნება, ან დაახურინე მოდერატორს ეს ტოპიკი თუ ნერვები გეშლება. და კაჩაობას თავი დაანებე!

Posted by: tikusha 28 Jan 2004, 23:46
sabunia
კარგი საბა დამშვიდდი smile.gif


sabunia
Soso<Barjakuzu>
გაუგეთ ერთმანეთს

Posted by: Otory 29 Jan 2004, 00:47
დაიხურა საკითხი - ვსო . . . არავის დამშვიდება არაა საჭირო იმედია ! . .

Posted by: საბუნია 29 Jan 2004, 00:49
tikusha



კარგი რა ! მე უბრალოდ საკუთარ აზრს გამოვთქვავ და მინდა რაღაცით დავეხმარო, კრიტიკა ეს ის არის რასაც ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტებამდე მივყავართ და თანაც მე ვთქვი:


QUOTE
რომ ამას მე არც ცინიზმით და არც გაბრაზებით გეუბნები არამედ როგორც ფორუმელ მეგობარს!


Posted by: h2so4 29 Jan 2004, 00:53
sabunia
რამდენი წლის ხარ თუ საიდუმლო არაა?
უბრალოდ იმიტომ გეუბნები რომ როგორც მე ვიცი სოსო შენთან შედარებით უმცროსი უნდა იყოს ... ანუ კრიტიკა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად აღიქმება...

პატარა რო ვიყავი და მასწავლებელი "გამაკრიტიკებდა" არ გამოგდის,და ცუდიაო მე მწყინდა და მეგონა რო მასწავლებელს უბრალოდ მე არ მოვწონდი ან რაღაც მიზეზი ქონდა...თურმე უნდოდა რო უკეთესად მესწავლა... smile.gif ამას ხო მერე მივხვდი smile.gif

რათქმაუნდა ბარჯას ავტორი მასეთი პატარა არარის როგორიც მე მაშინ ვიყავი მაგრამ უბრალოდ აღარ ღირს მემგონი ამ თემაზე საერთოდ საუბარი...ყველანი ინდივიდებივართ და გავუგოთ ერთმანეთს ცოტატი უფრო მეტად... smile.gif
<აუ მშვიდობის მტრედი მგონია თავი მალე ფრთები ამომივა მემგონი smile.gif >

ისე არის თუ არა ბარჯაკუზუ ქართული მულტფილმის მამა:))) ეს რომ ამბიციურად არ იკითხა <ჩემთვის ყოველშემთხვევაში> კითხვის ბოლოს დასმული ღიმილაკები მეტყველებს...

Posted by: საბუნია 29 Jan 2004, 01:01



21-ის ვარ . იცი რამდენადაც ახლა მივხვდი ნამდვილად არ ღირდა ამ თემაზე საუბარი! იმიტომ რომ შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ შურიანი ან უბრალოდ ინტრიგანი ვარ მაგრამ ეს ასე არაა! მე ყველა ფორუმელს საკუთარ მეგობრად ვთვლი ვიცნობ თუ არ ვიცნობ! ასე რომ ეს კრიტიკა კი არა მეგობრული რჩევა უფროა თუმცა ახლა ვნანობ რომ ამ ყველაფერს ვწერდი! ბარჯას რეაქციიდან გამომდინარე!

Posted by: Soso<Barjakuzu> 29 Jan 2004, 01:02
გამარჯობათ ძმებო. . .
როგორა ხართ?smile.gif
(ოთო, როგორია? ხომ არაფერი ცუდი არ დამიწერია ჯერ)
ჩემი ტკბილი და კაი ხალხი. . .
როგორ მიყვარხართ ეს ფორუმელები.
(ოთო, როგორია? მოგწონს?)

უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მე ბლატნოი ტალხაზე არასდროს არ ვარ, უბრალოდ მე არ მიყვარს როცა მეუბნებიან, თუ გავბრაზდი მერე ნახეო. . .
ეგ არადა არის ამ ფორუმში დაწერილი!
ხოდა ამიტომ მე მინდა ერთი რამე ვთქვა, შეიძლება მეც არ მომეწონა რაც დაწერეს შეიძლება თქვენც გადაამეტეთ, მაგრამ მოდი ეხლა ყველა დავმშვიდდეთ და ერთად ვთქვათ "ნახვამდის!"
აბა ჰე ჯიგრებო!

Posted by: საბუნია 29 Jan 2004, 01:05
QUOTE
ერთად ვთქვათ "ნახვამდის!"




ეგ როგორ გავიგოთ, ხურავ ამ ტოფიქს?

Posted by: Otory 29 Jan 2004, 01:10
sabunia
არაფერი გაგება არ უნდა . . . ნახვამდის = ვსო . . .
დაიცურება თუ არა, აღარ დავპოსტავთ და ეგაა რა . . .

Posted by: h2so4 29 Jan 2004, 01:10
მოდით ცოტას გაგართობთ და ერთ ამბავს მოგიყვებით...
იყო ერთი მოლა რომელსაც სამართალს ეკითხებოდნენ <ანუ მოსამართლე იყო>
ერთხელ მასთან ორი მომჩივანი მივიდა...მოლად ჯერ პირველი დაიბარა მოუსმინა ყურადღებით და უთხრა:"რათქმაუნდა შენ მართალიხარ.ორი აზრი არარსებობს მართალიხარო"
მერე მეორე მომჩივანი მოვიდა და იმასაც მოუსმინა...
-რასამბობ შენ მართალზე მართალიხარო...ამაში ეჭვიც არავის არ უნდა შეეპაროსო...

ყველაფერ ამას მოლას მეუღლე თვალს ადევნებდა და ბოლო კითხა:
"რაღაც ვერ გამიგია.ერთი მეორეს უჩიოდა შენ კიდე ორივეს უთხარი რო მართალიხარ"
მოლა უცებ დაფიქრდა და ცოლს უთხრა:
-ისე შენც მართალიხარო smile.gif

ხოდა მორალი თქვენზე მომინდვია smile.gif

Posted by: საბუნია 29 Jan 2004, 01:14


QUOTE
არაფერი გაგება არ უნდა . . . ნახვამდის = ვსო . . .
დაიცურება თუ არა, აღარ დავპოსტავთ და ეგაა რა . . .



მართალი ხარ!

h2so4

შენც მართალი ხარ ისე!

Posted by: Otory 29 Jan 2004, 01:15
h2so4
მგონი ჯობია შენთვითონ გვითხრა მორალი . . . თორე მგონია რო ის მოლა გამო***ვებული იყო biggrin.gif

Posted by: საბუნია 29 Jan 2004, 01:17
QUOTE
მგონი ჯობია შენთვითონ გვითხრა მორალი . . . თორე მგონია რო ის მოლა გამო***ვებული იყო 




lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: h2so4 29 Jan 2004, 01:19
მეც მასე მგონია smile.gif

Posted by: საბუნია 29 Jan 2004, 01:23
QUOTE
რომ არ იყოს კრიტიკა და ყველამ იძახოს კაიაო მაშინ იგივე დარჩება რაც იყო. . .




ეს ფრაზა გაიხსენე!

Posted by: Otory 29 Jan 2004, 01:24
h2so4
ეგ ყოფილა მორალი . . . biggrin.gif
კაი, წავიდა ეხლა ოფტოპიკი . . . ჯობია ამ ტოპიკს მოვეშვათ და რამე საკაიფო ბაზარი წამოვწიოთ რა სანამ ჩაგვეძინა smile.gif
გადავიჭრათ მეცნიერებაში (მე რა რეკლამას ვაკეთებ smile.gif ) კაი, აზრები მაწუხებს რაღაც . . .

Posted by: საბუნია 29 Jan 2004, 01:32
!==========================!

Posted by: h2so4 29 Jan 2004, 01:56
smile.gif მაინც რო აქეთ მოგიწევთ გული...
ვინ იცის ისე <ამ ტოპიკს არ ვგულისხმობ> მე შემიძლია ჩემივე ტოპიკი გავთიშო ანუ off გამოვაცხადო თუ არა?

Posted by: Otory 29 Jan 2004, 02:24
h2so4
არა . . . მოდერატორმა უნდა ქნას . . .

Posted by: tikusha 29 Jan 2004, 21:46
h2so4
QUOTE
ვინ იცის ისე <ამ ტოპიკს არ ვგულისხმობ> მე შემიძლია ჩემივე ტოპიკი გავთიშო ანუ off გამოვაცხადო თუ არა?

შენი ტოპიკის დაკეტვა ნამდვილად შეგიძლია. . .

Posted by: Vika 29 Jan 2004, 22:03
h2so4
Registered იუზერებს არ შეუძლიათ თავისივე ტოპიკების დახურვა. უნდა იყო Members ჯგუფში.

Soso<Barjakuzu>
Побольше хладнокровия smile.gif

Posted by: tikusha 29 Jan 2004, 22:11
Vika
რა არის საჭირო რომ Registered დან Members ჯგუფში მოხვდე, ბევრი პოსტების რაოდენობა???

Posted by: Vika 29 Jan 2004, 22:21
tikusha
მგონი მანუალურად ხდება, ტიმს ჰკითხე.

Posted by: tikusha 29 Jan 2004, 22:23
Vika
უკაცრავად,
QUOTE
მანუალურად
რას ნიშნავს?? smile.gif

Posted by: Vika 29 Jan 2004, 22:29
tikusha
ხელით, ანუ ადმინისტრატორმა თავად უნდა გადაიყვანოს იუზერი Registered დან Membersში.

Posted by: tikusha 29 Jan 2004, 22:30
Vika
ოკკკ, გასაგებია, გმადლობთ smile.gif

Posted by: h2so4 29 Jan 2004, 22:58
tikusha
და როგორ?
* * *
უი...აქეთ აღარ წამიკითხავს... "ესკუზემუა" smile.gif

Posted by: tikusha 29 Jan 2004, 23:24
h2so4
ახლა ყველაფერი გასაგებია???

Posted by: h2so4 29 Jan 2004, 23:30
QUOTE
ახლა ყველაფერი გასაგებია???

თითქმის ყველაფერი... smile.gif <უბრალოდ ვერ გავიგე რაში უნდა დამჭირდეს ტოპიკის გამორთვა> smile.gif

Posted by: tikusha 29 Jan 2004, 23:31
h2so4
რატომაც არა, ბევრი მიზეზი არსებობს

Posted by: საბუნია 2 Jan 2005, 09:13
ესეც რა კაი ტემაა biggrin.gif

Posted by: Phantom 2 Jan 2005, 12:36
საბუნია
QUOTE
29 Jan 2004

აუ როდინდელი თემა ამოტივიტივე smile.gif

Posted by: shota_deida 2 Jan 2005, 13:16
სოსო, მე შენ უკვე დაგიწერე შენს ფორუმში პატარა რჩევა პერსონაჟების თაობაზე...საჭიროა მათი თავების ფორმების ოდნავ გასწორება, ზუსტი გეომეტრიული ფორმების ამოგდება, როგორიც არის ხაზები და რგოლები, რომელიც იოლად იგება ფლეშში და მეტი ხასიათის შეტანა ტიპაჟში, მეტი სიცოცხლის მიმატება.,..სიუჟეტები ძალიან კარგი გაქვს, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთივით თითიდან გამოწოვილი არ არის და მაგ მხრივ ეგრე გააგრძელე...ოღონდ ყველა პერსონაჟს სჭირდება დამუშავება და განვითარება, აქ რა მოსატანია, მაგრამ, ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, დააკვირდე, როგორ განვითარდა თავისი შექმნის წამიდან დღემდე მიკი მაუსი.იმედია, გამიგებ, რაზეც ვსაუბრობ...smile.gif..ისე კი, დღემდე გამოკვეთილი ხასიათი და ტიპაჟი, ასე თუ ისე, ნიანგს გააჩნია და ორიგინალური ტიპია, რომელიც ყველას მოსწონს, ვფიქრობ.

Posted by: CDMА 2 Jan 2005, 13:26
დიზაინი არ ვარგა ფიგურების. და საერთოდ მაგ შანტრაბას ერთი სექსი, ანუ მართლა კარგად დახატული, გოგო აკლია smile.gif იგივე jippii.ru -ზე რო ყავთ, ეგეთი smile.gif

Posted by: KoShKa 2 Jan 2005, 14:43
არ მევასება

Posted by: BEKO 2 Jan 2005, 14:57
QUOTE
ისე კი, დღემდე გამოკვეთილი ხასიათი და ტიპაჟი, ასე თუ ისე, ნიანგს გააჩნია და ორიგინალური ტიპია, რომელიც ყველას მოსწონს, ვფიქრობ

ნიანგი მეც ძალიან მომწონს....
მამენტ ძაღლი მგონია biggrin.gif
და საერთოდ, ბარჯაკუზუ ნიჭიერი დასაწყისია. წამატებებს გისურვებ!!!

Posted by: Prankster 2 Jan 2005, 14:59
HAPPY TREE FRIENDS ნახეთ ხალხო... აი კლასიკა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Thorongil 2 Jan 2005, 15:12
Prankster
up.gifup.gifup.gif lol.gif

Posted by: Prankster 2 Jan 2005, 15:52
ვისაც გინდათ Happy Tree Friends-ის ყველა სერია მომმართეთ biggrin.gif
აი ლავ thემ biggrin.gif

Posted by: ai: 2 Jan 2005, 15:56
QUOTE
HAPPY TREE FRIENDS

ძალიან მაგარიაააააააააააა !!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Prankster 2 Jan 2005, 16:00
SMOOCHIES
biggrin.gif
გენიალურია
სუპერგენიალურია

Posted by: shota_deida 2 Jan 2005, 16:02
CDMА

მაგ ფიგურების დიზაინს უფრო კონკრეტულად ტიპაჟი ჰქვია...

Posted by: LV-426 2 Jan 2005, 16:20
პრინციპში ეს თემა ავტორს არ უნდა გაეხსნა, ვინმე სხვას უნდა ექნა! და რახან თვითონ გახსნა ეს იმას მიანიშნებს რომ ამ მულტსერიალმა არ გაამართლა. smile.gif

Posted by: shota_deida 2 Jan 2005, 17:11
LV-426

გამართლებაზე რა მოგახსენო, იცი რაშია საქმე - ანიმაციური ფილმის წარმატება დამოკიდებულია პერსონაჟების ელემენტარულ გადაწყვეტაზე - კარგია, როდესაც ტიპი შედგება უბრალოდ გეომეტრიული ფორმებისგან და ამ შემთხვევაში, დამიჯერე, ხალხმა მართლა აიტაცა, უბრალოდ საჭიროა პერსონაჟის სრულყოფა (მესამედ ვწერ უკვეsmile.gif)...მასიანიაც ეგრე არ არის - დააკვირდი, როგორი უბრალოდ აგებულება აქვს...და მაგიტომაა, რომ ყველა ხატავს და იყენებს, სადაც მოეპრინება.სხვათა შორის, იგივე ბედი ეწია ჩვენს ედიკასაც - შესაძლებელია, სერიალი ბევრს არ ეხატებოდეს გულზე, მაგრამ თავად პერსონაჟის აგებულების იოლი გადაწყვეტა კონკრეტულად ასეთი ტიპის ანიმაციაში გამართლებულია.

Posted by: Ania 2 Jan 2005, 17:30
რა სისულელეა!

Posted by: shota_deida 2 Jan 2005, 19:21
Ania

ეგება უნდა კაცს რაღაცის კეთება...დიპლომიანი ანიმატორის პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თავისას მაინც ისწორებს...შენ რა იცი, ალბათ, ამ წამს ათასობით ადამიანი ზის კომპთან და ისეთ რამეს აკეთებს, გული აგერევა სიუჟეტზეც, ტიპაჟებზეც და ყველაფერ დანარჩენზეც...ასე რომ, სოსოს მონდომებას მე მხარი მინდა დავუჭირო...

Posted by: Sho 2 Jan 2005, 21:14
სოსო

ეხლა გეტყვი მე შენ ჩემს ჰონესტ ოპინიონსsmile.gif



კი კარგია.... კაია ნამდვილად, არის უკვე რაღაც დონე....კაია იუმორიც არის, ანიმაციაც ნორმალურია, გახმოვანებაც კაია.....უბრალოდ რა არი იცი
აი ეს გააკეთე და წინ სვლა აღარ გინდა, გააუმჯობესე რამით..... რამე დაამატე ცადე ერთი სერია, იქნებ მოეწონოს ხალხს......ისწავლე 3დმაქსი და იმაში ცადე გაკეთება ეცადე რომმმ რაღაც სიახლეები შეიტანოოო......აი როცა დახვეწავ ბოლომდეე ხო, აი მერე უკვე შეგიძლია შეაფასაბეინო ხალხს მამობაა თუ რა არი



Posted by: shota_deida 2 Jan 2005, 21:26
Sho

სულ არ არის აუცილებელი 3D მაქსი..ფლეში მშვენივრად იცის მაგან და უბრალოდ მხატვარია კაი საჭირო...

Posted by: Sho 2 Jan 2005, 21:28
არა 3დმაქსი სიტყვაზე ვთქვიი რა მე ვიძახი რამე სიახლეები, გაუმჯობესება რომ დაიწყოთ მეთქი რა........ეგ ვიგულისხმე...

Posted by: shota_deida 2 Jan 2005, 21:37
Sho

იასნია..ისე კი იქნებოდა საკაიფო 3Dში გაკეთება და იქიდან 2D ფაქტურებით დარენდერება...

Posted by: ვუნდერკინდი 30 Mar 2012, 15:55
რატომღაც ეს მულწიკი გამახსენდა biggrin.gif

ვინმემ იცით სად შეიძლება ვუყურო ამის სერიებს? ის საიტი დაიხურა კაი ხანია yes.gif

მეტა: ბარჯაკუზუ, კვაჭი, ბონძღი, ბარჯაკუზუს მწვანე ძაღლნიანგი biggrin.gif biggrin.gif

user posted image

Posted by: jadgschloss 30 Mar 2012, 19:23
ვუნდერკინდი

როდინდელი თემა ამოქექე... როგორ იპოვე?

ბოლო კომენტარი 7 წლის წინ დაიპოსტა lol.gif

Posted by: ვუნდერკინდი 30 Mar 2012, 20:08
jadgschloss
user posted image

ეგკიარა, ბარჯაკუზუს ყველა სერია ნანახი მაქვს yes.gif yes.gif მქონდა yes.gif

ვინმემ არ იცის სად ვნახო? ისე ეხლა ბარჯაკუზუს შემქმნელი კაცი იქნება givi.gif


ვინმემ არ იცით სად ვნახო? user.gif





jadgschloss
ისადა, რო გითხრა ეს თემა მახსოვდაო დამიჯერებ? givi.gif
yes.gif

Posted by: jadgschloss 30 Mar 2012, 20:14
ვუნდერკინდი

QUOTE
ვინმემ არ იცით სად ვნახო?   


ეს ბარჯალუზუ მაგთის რეკლამებში რომ ჩითავდა ისაა? smile.gif

თუ ეგაა იუთუბიზე იყო რამდენიმე ვიდეო..

Posted by: ვუნდერკინდი 30 Mar 2012, 20:15
jadgschloss
ხო ეგაა
ბარჯაკუზუ yes.gif yes.gif

მარა მე მარტო მაგთის რეკლამებიდან არ მინდა, ცალკეც ქონდა მაგარი ხოცი სერიები ავტორს yes.gif


აი როგორ მახსოვს ბარჯაკუზუ.ჯი ზე რო შევდიოდი და იქიდან ფლეშფლეიერით რო ვუშვებდი rolleyes.gif და 1 რო არ იწერებოდა, ხოდა მაგარი რო გამიტყდა რო ვერ ვუყურებდი
მერეკიდე აღმოვაჩინე რო საიტზეც შეიძლებოდა ყურება bis.gif

სოსო ბლიაძე თუ არის კიდევ ფორუმზე, გამომეხმაუროს boli.gif



* * *
ხალხნო არ იცით ვინმემ? user.gif

ვაფშე არაა იუთუბიში facepalm.gif

Posted by: xx3xx 29 Aug 2015, 12:33
QUOTE (Soso<Barjakuzu> @ 26 Jan 2004, 21:13 )
ბარჯაკუზუ იყო!!!
ბარჯაკუზუ არის!!!
და ასევე. . .
იქნება!!!

გინდათ თუ არა, ეს ესე იქნება!
საბა, შენ ნუ უყურებ და გადაწყდება პრობლემაც.
ოკეი?

ახალი სერიები გადაიღეთ

Posted by: Pretorian 7 Feb 2020, 02:02
შემთხვევით წავაწყდი ამ პოსტს, ბარჯაკუზუს ვუყურებდი ხოლმე და კარგად ვხალისობდი... ხო და ამდენი წლის შემდეგ ვაცოცხლებ პოსტს smile.gif Sweet Memories!

Posted by: mero93 21 Feb 2020, 13:47
ანუ ამ მულწიკის ავტორი ახლა 34 წლისაა და ქალაქში თავისუფლად დაიარება? მოკლედ თბილისი უფრო საშიში ქალაქი გახდა...

Posted by: kriketi-1985 24 Feb 2020, 02:13
ბუნდოვნად მახსოვს... rolleyes.gif
-----

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)