Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > შვილიან ბიჭს გაყვებით ცოლად? |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 12:35 |
აბა გისმენთ ![]() |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 12:36 |
და პრობლემას რაში ხედავთ???? ![]() |
Posted by: Dido 20 Jul 2005, 12:37 | ||
![]()
მის შვილში ![]() |
Posted by: _placebo_bitch_ 20 Jul 2005, 12:39 |
შ........გ გაქვთ ყველას ესეთ თემებს რო ხსნით ![]() ![]() |
Posted by: John Zorn 20 Jul 2005, 12:39 | ||
დაჟე ბიჭიან სვილსაც გავყვები ცოლად მარა მეორე ცხოვრებაში ![]() როცა ვიქნები დედალი კატა ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 12:41 | ||
![]() არა! თუ ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ, მითუმეტეს არა. |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 12:46 | ||||
Dido
რა დაგიშავა კი მარა?? Natia__V
და თუ არ იცხოვრებთ ერთად?? ![]() |
Posted by: Evilchik 20 Jul 2005, 12:47 | ||
![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 12:48 | ||
miramax
მაშინ კიდევ შეიძლება, მაგრამ მაინც არ არის სასურველი. |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 12:49 | ||
Natia__V
ვერ მივხვდი, ერთ სახლში უნდა იცხოვროთ აბა ცალცალკე? თუ შვილი ცალკე და ცოლ-ქმარი ცალკე ეგ იგულისხმე... |
Posted by: TimeRider 20 Jul 2005, 12:49 |
ლოოლ აი კაიფი ![]() აზიატი ქართველი ქალები ![]() ესეიგი ბიჭი თუ არ მოიყვანს შვილიანს კომპლექსებიანი გოიმიაზიატია ეგრევე ![]() ![]() ![]() აი ეგრე გინდათ "ევროპელო" მამაკაცებო ![]() |
Posted by: შაქროII 20 Jul 2005, 12:50 |
დედინაცვალი რო მიქინძოს მემრე ნახეთ თქვენა? ![]() |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 12:52 | ||
TimeRider![]() ![]()
შვილში მარტო ბიჭი კი არ იგულისხმება, но мне нравиться ход ваших мыслей ![]() |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 12:55 |
სულაც არაა საძრახისი, გაყვე ცოლად შვილიან მამაკაცს! თუ შვილიანი ქალი შეიძლება გათხოვდეს, შვილიან მამაკაცს რა არ აქვს უფლება მოიყვანოს ცოლი? ნუ მე არ გედავებით, უბრალოდ ჩემი აზრი ასეთია: გიყვარს, რა აზრი აქვს მის წარსულს?? ![]() |
Posted by: Dido 20 Jul 2005, 12:56 | ||
miramax
დაშავება არაფერ შუაშია უბრალოდ მე მინდა რო მარტო ჩემი შვილების მამა იყოს ჩემი ქმარი ![]() |
Posted by: SaNi 20 Jul 2005, 12:57 |
![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 12:59 |
Lilith თუ ბავშვი დედასთან ცხოვრობს, ან ბებია-ბაბუასთან, მაშინ კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ბავშვმა წყვილთან ერთად უნდა იცხოვროს, მაშინ მე პირადად არ გავყვებოდი. |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 13:01 |
Natia__V მაგაში გეთანხმები ![]() ![]() |
Posted by: JAFAR_ 20 Jul 2005, 13:03 |
Natia__V მართალი ხარ! რა გინდა შვილიან კაცთან?! ჩათვალე რომ სადაც არ უნდა იცხოვროს შვილმა იმ კაცის ყურადღების 60% მაინც იქეთ იქბნება და ეს ყურადღება შენ მოგაკლდება მის ხარჯზე. ამას ვამბობ მე ადამიანი რომელსაც სიყვარულიც შემიძლია და შვილიც მყავს. |
Posted by: Rider-On-The-Storm 20 Jul 2005, 13:07 | ||
ეუF, მან თქვა და გავიდა ![]() |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 13:07 |
JAFAR_ არა და ქალს 40% ყურადღება არ აკმაყოფილებს, და მერე იწყება კონფლიქტი ![]() |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 13:10 | ||
-SaNi- შენ რომელს მიეცი ხმა? ![]() ![]()
ეგ უკვე კაცის ბრალია |
Posted by: SaNi 20 Jul 2005, 13:12 | ||
Lilith
ჯერ გაკვირდებით და მერე ერთერთს მოგცემთ ხმას ალბათ ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 13:14 |
JAFAR_ ეგ რომ ვიცი, იმიტომაც მიჭირავს ეს პოზიცია. ძალიან ძნელია შვილიან კაცთან ცხოვრება, ეგ კი არა, ცოლს გაშორებულ კაცთან ცხოვრებაა რთული... |
Posted by: LOOLita 20 Jul 2005, 13:15 |
JAFAR_ ჯაფარ, გაგასიყვარულებ მე შენ... აუბი მხარი ეხლა ამათ ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 13:18 |
LOOLita არავითარ შემთხვევაში. ჩემ (წარმოსახვით) შვილზე რომ ვზრუნავ, სწორედ მაგიტომ არ მინდა, რომ იმ კაცთან ერთად იცხოვროს, რომელიც მამამისი არაა. მე ნამდვილად ვერ შევძლებ სხვის შვილთან ერთად ცხოვრებას. იმიტომ არა, რომ მამამისი მე ნაკლებ ყურადღებას მომაქცევს, ამასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მე ის არ შემიყვარებს. ბავშვის სიყვარულის მოპოვება ძალიან რთულია, მაგ მარტო თანაცხოვრებაში არ მოდის. |
Posted by: NinaNoir 20 Jul 2005, 13:26 | ||
Natia__V
რატო რას დაგიშავებს ის ბავშვი????ისევე მოვეპყრობოდი როგორც საკუთარ შვილებს თუ მე ამ კაცთან შვილები მეყოლებოდა.... ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში.... |
Posted by: Armonida 20 Jul 2005, 13:28 |
Ver vxedav problemas, movikvan colad ![]() |
Posted by: Paparacy 20 Jul 2005, 13:28 |
მთავარია სიყვარული-გაგება-შეგნება-დონე (შემხვედრი მიმართულებებით) და ყველა პრობლემა მოგვარებადია |
Posted by: LOOLita 20 Jul 2005, 13:29 |
Natia__V კი გეთანხმები რომ ბავშვის სიყვარულის მოპოვება ადვილი არ არის, მაგრამ ეგრე თუ იფიქრე და არ ეცადე, უფრო ძნელი იქნება... მე თვითონ ქმარს ვარ გაცილებული, ანგელოზი ბავშვი მყავს და შემიძლია ვთქვა რომ კაცს ჩემი შვილი თუ არ უნდა, ის კაცი არც მე არ მინდა. ჩემმა შვილმა ჩემთან უნდა იცხოვროს, 2 წლის იქნება იგი თუ 17-ის... |
Posted by: NinaNoir 20 Jul 2005, 13:30 | ||
Natia__V
არა არის ეგ ეგრე...ბავშვის სიყვარულის მოპოვება ძალიან ადვილია,როდესაც ბავშვი იგრძნობს რომ ის შენც ნამდვილად გიყვარს..... |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 13:31 |
NinaNoir LOOLita ![]() ![]() ![]() |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 13:33 | ||||
NinaNoir
ყურადღება მოგაკლდება, აი რა არის პრობლემა, თორე სულაც არ ვარ წინააღმდეგი მათი შვილების ![]() მთავარია, ერთ სახლში არ ცხოვრობდეთ, როგორც Natia__Vმ აღნიშნა ![]() ისე შვილიანი (გაშორებული) მამაკაცების უმრავლესობა ყველაზე ბევრს მათ შვილებზე ლაპარაკობენ, ეს ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ვიძახი ![]() Lilith
როცა ერთად იცხოვრებთ, მერე მამაკაცს აღარ დაბრალდება ![]() |
Posted by: JustAMinute 20 Jul 2005, 13:35 |
თუ ამ ტიპს არ უყვარს თავისი ყოფილი ცოლი და ყოფილ ცოლსაც არ უყვარს თავისი ყოფილი ქმარი (ანუ თუ შერიგების პონტი აღარ არის) გავყვებოდი ცოლად და რაც მეტი ბავშვი მით უკეთესი : ))) არა მარტო ჩემი ქმრის, არამედ ჩემი ყურადღების 100%-იც მათ უდიდესი სიამოვნებით. ნუ...რა თქმა უნდა რაღაც ძალისხმევა არის საჭირო, ანუ, ბავშვების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია-სპეციფიკური დამოკიდებულება დაგჭირდება ბავშვებთანაც და ქმართანაც (საწყის ეტაპზე). ვთქვათ, ვერ მოეფერები ქმარს ბავშვების დასანახად, ვერ იქნები ზედმეტად თბილი და მზრუნველი, მაგრამ საინტერესოა და მოგვარებადი : ))) |
Posted by: NinaNoir 20 Jul 2005, 13:37 | ||
miramax
რატომ მომაკლდება ყურადღება???? აბა დაუკვირდი...მამა თუ შვილს მეტ ყურადღებას აქცევს ვიდრე ცოლსმაშინ ყურადღება მაშინაც მომაკლდება როდესაც მე გავაჩენ ბავშვს მისგან...ანუ რა გინდათ თქვათ რომ ბავშვი საერთოდ არ გავაჩინო იმიტომ რომ ქმარმა მეტი ყურადღება ბავშვებს არ დაუთმოს????? იგივეა აფსოლუტურად...რა მნიშვნელობა აქვს ჩემი გაჩენილი იქნაბა თუ სხვისი....ყურადღება მაშინ ყველა ვარიანტში მომაკლდება.... |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 13:37 | ||||
LOOLita მართალი ხარ, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გამოთვლი, მასე შეიძლება კიდევ 10-ჯერ გათხოვდე, სანამ ისეთ კაცს არ იპოვი, ვინც შენ შვილს გაუგებს. NinaNoir ასე მგონია ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით უყურებ.
![]() რა თქმა უნდა, ბავშვი გრძნობს ვის უყვარს ის სინამდვილეში, მაგრამ ის ყველაზე კარგად იცის, რომ შენ მას ისე ვერასოდეს შეიყვარებ, როგორც დედამისს უყვარს.
100%-იანი. |
Posted by: NinaNoir 20 Jul 2005, 13:41 | ||
Natia__V
ისე მართლი რომ გითხრა ყველაფერს აქვს მნიშვნელობა...ანუ იმას....ბავშვს დედა მოუკვდა თუ გაშორებულები არიან,რამდენი წლის არის ბავშვი,ბიჭია თუ გოგო....ყველა ეს კრიტერიუმი განსაზღვრავს ბავშვთან დაახლოების სიძნელეს თუ სიადვილეს.....ასე ხელაღებით ალბათ არც იმის თქმა არ შეიძლება რმ ბავშვს ყველა ვარიანტში შეაყვარებ თავს,ან ვერაფრით ვერ გაუგებთ ერთმანეთს..... |
Posted by: JustAMinute 20 Jul 2005, 13:45 |
Natia__V ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 13:45 |
NinaNoir მე შენ არ გეუბნები, რომ ცდები. უბრალოდ შენ სხვანაირი შეხედულებები გაქვს ამ ცხოვრებაზე. მართალი ხარ. მაგრამ რომ დაფიქრდე, ისე გამოდის, რომ შენი მეორე ნახევარი შვილების მიხედვით უნდა აირჩიო. ესე იგი, თუ 14 წლის ბიჭი ყავს, ჭირვეული და თანაც დედა ცოცხალი ყავს, არ გაყვები და თუ 8 წლის უსათნოესი და უსაყვარლესი გოგონა ყავს, რომელსაც დედობრივი სითბო ძალიან აკლია, მაშინ შეიძლება ამ კაცის ცოლობაზე ფიქრი? |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 13:46 | ||
მესმის თქვენი, ქალი სანამ თვითონ არ გახდება დედა იმას ვერ მოთხოვ სხვისი შვილის აღზრდას და მითუმეტეს შეყვარებს, ის ქმრისგან მეტ ყურადღებას ითხოვს და ასეც უნდა იყოს, ვერ გაგამტყუნებთ ნამდვილად
ხო მაგრამ სანამ გააჩენ რაღაც პერიოდი ხომ მარტო იქნებით და შენს მეტი არავის მიაქცევს ყურადღებას, როგორც მივხვდი ამაზეა ლაპარაკი, ამ პერიოდსაც თავის ეშხი აქვს, ისევე როგორც შეყვარებულობის პერიოდს, ეს ყველამ უნდა გაიაროს ![]() |
Posted by: NinaNoir 20 Jul 2005, 13:49 | ||||
Natia__V
მე კაცს რომელიც მეყვარება ყველა ვარიანტში გავყვები...მე ვამბობ უბრალოდ რომ ბავშვს ან შეაყვარებ თავს ან ვერა.....მაგრამ არ მგონია რომ თუ შენ ის ბავშვი მართლა გულით შეიყვარე შენთვითონ იმა ბავშვმაც იგივე გრძნობით არ გიპასუხოს,თუ ეგრევე არა ცოტა ხანში მაინც... JustAMinute
ეგრეა რა.... |
Posted by: Kriptex 20 Jul 2005, 13:49 |
მგონი ჩემი გარყვნილი და სექსის სუნით სავსე თემები იყოს ჯობია ასეთ მარაზმებს ![]() ![]() ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 13:49 |
JustAMinute მაპატიე, მაგრამ ვერ წარმომიდგენია სხვისი შვილები როგორ უნდა შეგიყვარდეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად. შენ თუ ეს შეგიძლია, მაშინ უძლიერესი პიროვნება ყოფილხარ. ვიცი რასაც ნიშნავს ბავშვისთვის მშობლების დაშორება. და თუ რომელიმე მშობელი მეორედ ქორწინდება, ეგეც ვიცი რამხელა ტრაგედიაა. და თუ ამ მეორე ქორწინების შედეგად ბავშვები ჩნდებიან, ეს კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მოგვარებადი საკითხია. მაგრამ მაინც ჯობია აუტკივარ თავს თუ არ აიტკიებთ. |
Posted by: psyxo 20 Jul 2005, 13:50 | ||
Dido
მაშინ, სანამ გაჰყვები ვაჟწულობაზე შეამოწებინე საქმრო ![]() |
Posted by: SaNi 20 Jul 2005, 13:53 |
ბოლო-ბოლო რას იზავთ? ![]() |
Posted by: Otory 20 Jul 2005, 13:55 |
ბევრ აქაურ გოგოზე საკმაოდ წამიხდა შთაბეჭდილება... საყვარელი ადამიანისათვის მე თანახმა ვარ რო დაჟე დედამისთან ერთად ვიცხოვრო... ( ![]() და ხალხი შვილს არ იღებს?.. კარგით რა... პირველი აზიატები თქვენ ხართ!!! კაცებზე აღარაფერი აღარ თქვათ (ნუ, ზოგის გარდა ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 13:57 | ||
თუ მეყვარება, ალბათ გავყვები. თუ არ მეყვარება, ისედაც არ გავყვები. მაგრამ თუ უცოლო იქნება, უშვილო, დედისერთა და ობოლი, მაგას არაფერი აჯობებს ![]() Otory ჯერ მარტო კაცთან ცხოვრებაა ძალიან რთული და კაცს+ბავშვთან, ხომ წარმომიდგენია... მე მუდმივად შეზღუდული ვიქნებოდი, რომ ბავშვისთვის არაფერი მეწყენინებინა... ეგეთი ხელოვნური ურთიერთობა მგონი დიდხანს არასოდეს გრძელდება. აზიატობა არაფერ შუაშია. უბრალოდ მე აღარ მინდა რომ სახლში დომხალი მქონდეს, მინდა წყნარი და ასე თუ ისე დალაგებული ცხოვრება. ამას არა მარტო ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ვამბობ. ვთვლი რომ ბავშვი მშობლების გარემოცვაში უნდა გაიზარდოს, თუ არადა, ჯობია ცალკე იყოს. მე ჩემ შვილს არავითარ შემთხვევაში არ ვაცხოვრებ სხვასთან, მაგას მირჩევნია მარტომ გავზარდო. |
Posted by: NinaNoir 20 Jul 2005, 13:58 | ||
Otory
ამას აზიატობა არ ქვია....და საერთოდ ზოგს შეუძლია იცხოვროს ქმრის შვილებთან ერთად და ზოგს არა და დასაძრახი ამაში არაფერია....მე მაგალითად ვიცხოვრებდი და გავზრდიდი Qმრის შვილებს და ზოგი ვერა...ევროპელობა და აზიატობა კი არაშესაფერისი ტერმინებია....შეიძლება ვინმე ფრანგმა უარი თქვას ქმრის შვილების აღზრდაზე და ვინმე არაბმა კი არა.... |
Posted by: JustAMinute 20 Jul 2005, 13:58 |
ეს არ არის ცუდი თემა და ნუ გავაფუჭებთ, მოდი, ჰა? ლაპარაკი არ არის იმაზე გაყვებოდი თუ არა შვილიან კაცს ცოლად ან მოიყვანდი თუ არა შვილიან ქალს ცოლად (ამაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი), საუბარია რეალურად არსებულ ნიუანსებზე და სპეციფიკაზე, რომელიც თან შეიძლება ახლდეს ასეთ ქორწინებას და, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. არ გვინდა, ხო, ანგელოზების თამაში, ყველამ ვიცით რომ გარკვეული სირთულე ახლავს (და თუ გვგონია რომ არ ახლავს ეს ქარაფშუტობაზე მეტყველებს), სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. უამრავი ფსიქოლოგიური მომენტია ბავშვების პონტში. რატომაც არა? ვისაუბროთ ამაზე. |
Posted by: SaNi 20 Jul 2005, 14:00 | ||
Natia__V
ეგეთები და თეთრ ცხენზე ამხედრებულები აღარ არის, გაგვითავდა ![]() |
Posted by: win 20 Jul 2005, 14:01 | ||
Kriptex
მეც ეგეთი ეჭვი მაქვს ხომ იცი.................. ![]() |
Posted by: Sidonia 20 Jul 2005, 14:02 | ||
miramax
როგორც ყოველთვის ჩვენი აზრები ემთხვევა ერთმანეთს. თუ გიყვარს რატომ არ უნდა გაყვე? ან ბავშვი რა შუაშია? ხომ შეიძლება ქალსაც ყავდეს ბავშვი, მაშინ არავინ უნდა წაიყვანოს ცოლად? miramax |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 14:03 | ||
-SaNi-
მე პირადად არც დავფიქრდები ![]() ![]() |
Posted by: anamch 20 Jul 2005, 14:05 |
ეჰჰ სადაა საე ამოსარჩევად უცოლო, მშვენიერი, პირტიტველა,ჭაბუკები... ახლა მითუფრო ერთ მამრზე 11 ნახევარი ქალი მოდის ... მიყვებიან ??? კიარადა........ ხუთშვიულიანს არ დაითრევენ როო? მაგრამ რა უჭირს მერე .. ყველა ს თავის წილი ცოდვა აქვს და თავსი წილი ბედნიერება ამ დედამიწაზე.. ვოტ! |
Posted by: Antigone 20 Jul 2005, 14:06 | ||
JustAMinute
![]() გავყებოდი იმ შემთხვევაში, თუ დავინახავ, რომ საკუთარ შვილებს ყურადღებას და სიყვარულს არ აკლებს. არ გავყვებოდი კაცს, რომელსაც შვილები ჰყავს, მაგრამ არ ადარდებს... ასეთია შემი ლოგიკა ![]() |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 14:06 | ||
კონკრეტულად რაში ხედავ სირთულეს? |
Posted by: L_N 20 Jul 2005, 14:07 |
Antigone![]() ![]() ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 14:08 |
Lilith მაგას ოჯახს რომ შექმნი, მერე მიხვდები. |
Posted by: miramax 20 Jul 2005, 14:08 |
Sidonia![]() ისე გამოცდილება მაინც სხვა რამეა ![]() ![]() |
Posted by: JustAMinute 20 Jul 2005, 14:09 |
Antigone ![]() anamch ანა : ))) როგორ ხარ? |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 14:10 |
Natia__V![]() ![]() |
Posted by: anamch 20 Jul 2005, 14:12 |
JustAMinute საუცხოოდ , მართლა ძალიან კარგად.... ჩემო პატარა , შენ როგორა ხარ! ხო სულ მინდოდა მეთქვა მომწონს შენი მანერა წერის, აი ეს განსაკუთრებით ![]() და საერთოდაც.... კარგი , კარგი , ძალიან კარგი გოგო ხარ! ძლიან ![]() |
Posted by: Antigone 20 Jul 2005, 14:13 |
JustAMinute![]() ეს დიდი გამოცდაა: ასე ვცდი ხოლმე საყვარელ მამაკაცებს -" წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირეო"-ს კი არ ვეუბნები, წაი, საკუთარ შვილებს მიხედე თქო ![]() კაცი, რომელსაც შვილები ჰყავს და ხედავ,ცოლთან გაშორების შემთხვევაშიც კი, მათ ყურადღებას არ აკლებს, კარგი მამაა, პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, სიყვარული შეუძლია და რაც მთავარია, მოთმინება - რადგან ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს კაცისგან - ამხელა პასუხისმგებლობას ყველა ვერ უძლებს. შესაბამისად - თქვენ უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი გხვდებათ წილად, რომელმაც იცის, რა უნდა ![]() |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 14:16 |
Lilith მაგის თქმას აზრი არა აქვს. შეიძლება არც არაფერი მიზეზი არ გქონდეს, მაგრამ ოჯახზე მაინც უარი თქვა. ეგ ისედაც ყველამ იცის. ოჯახის შექმნა მანამდე არ ღირს, სანამ კარგად არ გაათვითცნობიერებ რა გელოდება და ამისთვის მზად არ იქნები. უბრალოდ, არაფერი არ არის ხოლმე ისე, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. პირველი სირთულე ისაა, რომ უცებ მიხვდები, რომ თურმე იმ ადამიანს საერთოდ არ იცნობდი, ვინც ასე ძალიან გიყვარდა. თან იმდენი პრობლემის წინაშე დგები, რომ ხვდები, რომ არაფრის ტრაკი (უკაცრავად) არ გაქვს და ყველაზე მეტად ეს გთრგუნავს. ამიტომ, ჯერ კაგად უნდა დაფიქრდე და მერე უნდა გადადგა ნაბიჯი. უნდა იყო მზად, რომ ამ ადამიანთან ახალი ცხოვრება დაიწყო. მოკლედ, მეყო ეხლა... |
Posted by: exploit 20 Jul 2005, 14:18 | ||
ოღონდაც გასაღდნენ და ყველაფერზე წავლენ ![]() |
Posted by: JustAMinute 20 Jul 2005, 14:19 |
anamch : ))) Antigone ხა-ხა-ხა : ))) |
Posted by: Dido 20 Jul 2005, 14:24 | ||
psyxo
![]() ![]() |
Posted by: exploit 20 Jul 2005, 14:30 | ||
დიდი ხანია აქ ვტრიალებ ![]() |
Posted by: Lilith 20 Jul 2005, 15:21 | ||
Natia__V
ძალიან აზვიადებ ეხლა შენ ყველაფერს, წაიკითხავს ამას ადამიანი და გადაიფიქრებს დაოჯახებას ![]() ![]() არ ვიცი ეს რატომ დავწერე, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე, შეგიძლიათ არ გამოეპასუხოთ... |
Posted by: ნათია 20 Jul 2005, 15:23 |
Lilith ოკი დოკი. მაგრამ მაინც არაა ისე, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია! |
Posted by: LOOLita 20 Jul 2005, 16:30 |
Natia__V რაიო? 10ჯერ გათხოვება შემომთავაზე? არა გენაცვალე, არ მინდა ჰეჰე... მეც ავდგები და არ გაყვები ცოლად და დაველოდები იმას ვინც მე ყველაზე კარგად გამიგებს ![]() მეორე კიდევ ის რომ, ზოგიერთებს შვილები არ უჩნდებათ და სრულიად უცნობი ადამიანების შვილებს ზრდიან (ანუ ნაშვილებ ბავშვებზე მაქვს ლაპარაკი) და საკუთარ შვილებად მიიჩნევენ და სიცოცხლეზე მეტად უყვართ... შენ თუ კაცი გიყვარს, იმის შვილს ვერ შეიყვარებ? როცა იცი რომ ის მისი სისხლი და ხორცია? |
Posted by: Natuca 20 Jul 2005, 16:37 | ||
LOOLita
![]() ![]() მე არ მესმის ამ ხალხს რა სჭირს რაა ბავშვმა რა დააშავა? ან ქალს რას უშავებს? ის ხომ შენი საყვარელი კაცის შვილია მერე რა რომ დედა სხვა არის? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საყვარელი კაცის გამო უნდა გააკეთო ყველაფერი რომ ბავშვა შეგიყვაროს და არ იგრძნოს რომ შენ მისი "დედინაცვალი" ხარ |
Posted by: Otory 20 Jul 2005, 16:40 |
LOOLita![]() ![]() ![]() |
Posted by: kisish 20 Jul 2005, 16:42 |
მე არ გავყვებიდი, მერე რა, რომ ჩემი საყვარელი კაცის შვილია, საქართველოში არსებობენ წესიერი ადამიანები (ბიჭები) !!! |
Posted by: Otory 20 Jul 2005, 16:46 | ||
kisish
და შვილიანი კაცი არაა წესიერი?! |
Posted by: LOOLita 20 Jul 2005, 16:47 |
Natuca უბრალოდ რა არის იცი, ბავშვთან უნდა იყო გულახდილი... შენ თუ მას კეთილი გულით მიიღებ, უმეტეს შემთხვევაში იგიც კეთილი გულით მიგიღებს. |
Posted by: Natuca 20 Jul 2005, 16:51 | ||||
kisish
ყველა წესიერი და კარგი ცოლიანია ![]() LOOLita
![]() |
Posted by: Mrs. limona 20 Jul 2005, 23:02 | ||
![]() |
Posted by: psyxo 21 Jul 2005, 04:38 |
ისე, დავრწმუნდი რომ ქართველი თანამედროვე აქტიური(კერძოდ ინფორმატიულად განვითარებული, ფორუმელი)გოგოები, ბევრად უფრო ეგოისტები, ბოროტები და კომპლექსები ყოფილან ვიდრე მეგონა. პოლში კი დადებითი ხმები მგონი ბიჭებმა უფრო დააწკაპუნეს(ეგრე უნდათ რომ იყოს). ალბათ დუღილის პერიოდია, ერთდროულად: აზიელობა-ევროპელობა, ქალიშვილობა-ბოზობა-გაკერვა(ნაძირლობის უკანასკნელი გამოვლენა), კდემამოსილება-თავზე გ#@#ჯმა, პატრიაქატი-მატრიაქატი, მიდის პროცესიიი ჰაიდაააა....... ОНА ТОЖЕ ХОЧЕТ......!!! |
Posted by: Mochveneba 21 Jul 2005, 14:07 |
ჰეჰეჰე არადა რომ გადახედო შემხვედრ თემას მაგრა იკაიფებ იქ კაცებს არანაირ პრობლემად არ მიაჩნიათ ბავშვიანი გოგოს მოყვანა ცოლად თუ უყვართ გოგო და აქ კი გოგოებმა ვენები გადაიხსნეს ჩემს გარდა ქმარს სხვა ქალი ნანახიც არ უნდა ყავდესო ნი ტო შტო შვილიო. რა გჭირთ ხალხო ამის მერე კაცებზე ამბობთ კიდევ რამეს??? კაცები ვართ არა აზიატები და დაკომპლექსებულები არა რა ვენაცვალე აზიატობას და ევროპის თავზეც გავიარე ისე გოგოებო ერთი კითხვა დამებადა რომ გაყვეთ კაცს ცოლად და მერე აღმოჩნდეს რომ თურმე შვილი ყოლია რომლის არსებობაზე არც კი იცოდა თან ორი ან სამი როგორ მაიქცევით და ისიც რომ აღმოჩნდეს რომ ამ შვილის დედას რაღაც დაემართა და ნუ მოკლედ ბავშვს არავინ აღარ დარჩა მამის გარდა რას იზამთ P.S. აუ რა სერილი გამოვაცხვე ![]() ![]() P.P.S ვსიო რა გოგოების აზრების მსვლელობას რომ უყურე გადავწყვიტე ბავშვიანი ცოლი აღარ მოვიყვანო მაგის დედაც ვატირე რა შრომა კი მომიწევს მეტი მარა რას იზამ უშრომველად როგორ გინდა აბა ![]() ![]() ![]() |
Posted by: Prankster 5 Mar 2007, 00:37 |
Up For Flasher ![]() |
Posted by: Le1i 5 Mar 2007, 00:41 | ||
Prankster
ვახ რა პატივისცემაში ვარ ![]() |
Posted by: Doloress 5 Mar 2007, 00:43 | ||
გავყვებოდი, უკვე გაყოლილი რომ არ ვიყო.. ![]() და ის შვილი თუ მამასთან იცხოვრებდა, უფრო გამიხარდებოდა.. ![]() |
Posted by: no_one 5 Mar 2007, 00:50 |
აი ეგაა ქალის სიყვარული და ალალი უანგარო გრძნობა რომლის გამოც.... ...ცოლადაც კი არ გამოგყვება თუ შვილი გყავს ბლად |
Posted by: I_am_You_are 5 Mar 2007, 01:14 | ||
ის თუ თანახმაა, რომ შვილიანი შეირთოს, მაშინ კი... ![]() ა ესლი სერიოზნო, თუ გიყვარს, იმისი შვილიც გეყვარება, მით უმეტეს, თუ მასთან ცხოვრობს. ეს უბრალო ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა, უარყოფით პასუხს კი ალბათ ბავშვები აძლევენ ხმას, რომლებისთვისაც ცხოვრებას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია მასტერკლასი. |
Posted by: NuKa__NuKa 5 Mar 2007, 01:16 |
ა რ ა ................................................ |
Posted by: lanuka 5 Mar 2007, 01:22 |
თუ გიყვარს ადამიანი რატომაცა არა , პირიქით დავანახებდი რო ვგიჟდები მასზე და ბავშვზეც უარს არ ვიტყოდი გავზრდიდი როგორც შეძლება საკუთარს არ გამომსვლოდა მაგრამ მეგობრები ვიქნებოდით აუცილებლად...... ისე გავაკეთებდი რო მეც, ჩემი საყვარელი ადამიანი და თ ეყოლებოდა ბავშვი ერთად კარგად ვყოფილიყავით.... ![]() ![]() ![]() |
Posted by: tamunia_tamunia 5 Mar 2007, 01:25 | ||
![]() ბოროტი დედინაცვალი არ გავიჩითებოდი ![]() |
Posted by: lanuka 5 Mar 2007, 01:28 |
tamunia_tamunia![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: SoulTaker 5 Mar 2007, 01:48 |
რატომ არ უნდა გიყავრდეს იმ ადამიანის შვილი რომელიც გიყვარს? |
Posted by: FoRgOtTeN 5 Mar 2007, 08:14 |
რავი, რატო უნდა დამიშალოს შვილმა მამამისზე გათხოვება (რა თქმა უნდა თუ ერთად აღარ არიან მშობლები).... ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც ძალიან მოვწონვარ, შვილი ყავს... ბავშვზე ვგიჟდები ისე მიყვარს.... მეუბნება ჩვენ უფრო საყვარელი შვილი გვეყოლებაო ![]() არა... მაინც არ მინდა შვილიანი კაცი.... შვილები მარტო ჩემთან უნდა ყავდეს! |
Posted by: InfectedMono 5 Mar 2007, 10:08 | ||
აი სულ ვფიქრობდი კაცების ბოზობა რითი განისაზღვრება ![]() "ქალიშვილობა მარტო მე უნდა ჩამბარდეს" ეს მეორე ვარიანტი ![]() |
Posted by: ჰერმიონ 5 Mar 2007, 10:12 |
მირჩევნია უშვილო იყოს, თუმცა who knows ![]() |
Posted by: maikomaiko 5 Mar 2007, 11:20 |
მამის მხრიდან ოთხივე თაობას დედინაცვლები ყავდათ და არცერთს არ გაუმართლა ![]() თუ ქალს სხვისი შვილის შეყვარება და საკუთარივით გაზრდა არ შეუძლია ,არც უნდა გაყვეს შვილიან კაცს. |
Posted by: kuskusa 5 Mar 2007, 11:28 |
დედაჩემმა სამი გერი გაზარდა, მაგრამ ღმერთს მადლობას ვუთვლი იმის გამო, რომ მე ასეთი უფროსი და-ძმა მყავს. იმიტომ რომ სხვა სიმდიდრე მე არ გამაჩნია ცხოვრებაში. ![]() ![]() ![]() |
Posted by: Princess 5 Mar 2007, 12:03 |
თეორიულად ყველაფერი ლამაზად და მარტივადაა, თუ სიყვარულია რატომაც არა.... მაგრამ როცა უკვე საქმე მის ყოფილ ცოლს ეხება...იწყება პრობლე,მები, ბავშვებს არ გაჩვენებ და ა.შ., რეკვები ყოფილ ქმართან და მის საცოლესთან, ლანQღვა, მუქარა.. ![]() მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ძნელდება თუ საქმე შეუგნებელ დაბალი დონის ადამიანებს ეხება |
Posted by: killer 5 Mar 2007, 12:06 |
მნიშვნელობა არა აქვს ყავს თუ არა შვილები. |
Posted by: SoulTaker 5 Mar 2007, 12:35 | ||
ამ ყველაფერზე ცოტა მაღლა უნდა დააყენო საკუთარი თავი და ყველაფერი კარგად იქნება ჯობია საყვარელ ადამიანს გვერდით დაუდგე ასეთ დროს ვიდრე მიატოვო მხოლოდ იმიტომ რომ შვილები ჰყავს როცა მამაკაცი გიყვარს შვილები კი არა ცოლები და ჰარამხანა რომ ყავდეს მანც გეყვარება რა თქმა უნდა თუ სიყვარულის ღირსია ![]() |
Posted by: lanuka 5 Mar 2007, 13:45 | ||
Princess
მთავარია ერთმანეთის სიყვარული და ნდობა , მერე ყველაფერი კარგად იქნება საკუთარი შვილებიც და გერებიც უნდა გიყვარდეს ერთნაირად ![]() ![]() აი ასე გავზრდიდი ერთად და ტკბილად ![]() ![]() ![]() |
Posted by: mowi 5 Mar 2007, 14:30 |
ვერ გავიგე ამ კითხვიეთ ვერაფრერი ლაქლაქობთ განათხოვარ ქალებზე თან შვილით, თუ კაცებს არუნდათ რატო უნდათ მაშინ ქალებს შვილიან კაცი სახვა არაფერი გაქვთ სალაპარაკო და საჭორაო მეტი სქმე არგქვთ სხვა რამეზე რომ იფიქროთ??????? |
Posted by: Aksynia 5 Mar 2007, 14:37 |
თუ კაცი მიყვარს მზად ვარ მივიღო და შევიყვარო მისთვის ყველა საყვარელი ადამიანი. |
Posted by: highway 5 Mar 2007, 14:39 | ||
ქალიშვილობის თვითაღიარებული უნივერსიტეტები რომ იყო ჩვენში, ვიცი. ეხლა ვაჟიშვილობისაც გაიხსნა? ჩემი თავი ჯანდაბას, ბავშვი სად გადავმალო? |
Posted by: killer 5 Mar 2007, 15:30 | ||
SoulTaker
ერთადერთი შემთხვევა, როცა არ მეყვარება!!! სხვა ქალს არ გავუყოფ საყვარელ ადამიანს არასდროს. ![]() |
Posted by: kent1 5 Mar 2007, 15:33 |
არა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
Posted by: lanuka 5 Mar 2007, 16:01 | ||
killer
მართალი ხარ აბა რაა ბოლომდე უნდა იბრძოლო და თუ მიზანდასახული ხარ მიაგწევ კიდეც შედეგს ![]() |
Posted by: Tvit Ika 5 Mar 2007, 16:13 |
მდააააა ეხლა აქ ისეთ სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდება "ინტელექტუალური" კამათი, რომ მემგონი დროა თვითონ ფაქტი მოვიყვანო მაგალითზე: უახლოესი ძმაკაცი მყავს, (გვარი სახელი რა აზრი აქვს) ერთად გავიზარდეთ და ბავშვობიდანვე უყვარდა ჩვენი კლასელი გოგო.უნივერსიტეტში რომ ჩააბარეს და პირველი კურსი დახურეს შეუღლდნენ. სამწუხაროდ მე მაგ დროს ამერიკაში გავეგზავრე და ეს ის პერიოდი იყო,როდესაც მათ ცხოვრებაში არეულობა დაიწყო ( არადა 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი) იტოგში , რომ ჩამოვედი უკვე გაცილებულები დამხვდნენ, პატარა ბავში კი დედასთან დარჩა. იასნია ჩემი ძმაკაცი ხრიუშას (მაგარი ტიპია) არაფერს აკლებს. სამსახურიდან ეგრევე ბევშვის სანახავად გარბის. მოკლედ ამ სიტუაციის ფონზე, სამსახურში გაიჩითა გოგო,რომელიც მაგრად შეუყვარდა და იმ გოგომაც რამის გაიგლიჯა ისე მიყვარხარო, დეკემბერში უკვე ცოლად მოყვანასაც აპირებდა,მარხვა რომ დამთავრდება ხელს მოვკიდებო და უცბად...... ამ გოგომ გაიგო რომ ბავშვი ყავს და ტიპი ვაბშე დაითესა. საერთოდ არ პასუხობდა ტელეფონს, იტოგში ჩემი ძმაკაცი ისეთ სიტუაციაში ჩააგდო,თითქოს დამნაშავე იყო რომ ბავშვი ყავს. რეზუმე: რაც არ უნდა იძახოს ქართველმა გოგომ , რომ ყველაფერზე თვალს დავხუჭავო, ყველაზე მეტად სწორედ მათ აქვთ გახელილი თვალები . წარმოუდგენელია თეორიულად დაამტკიცო ფაქტი , როცა პრაქტიკაში არ გავს ნანახი. რავიცი ![]() |
Posted by: tms 5 Mar 2007, 16:19 | ||
Tvit Ika
რა შუაშია ქართველი რუსი ან მოზამბიკელი..ანუ რა შუაშია ეროვნება და თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ დამნაშავეა შენი ძმაკაცი, რატომ თავიდანევ არ უთხრა რომ შვილი ყავდა? შვილის ყოლა სირცხვილი არ არის, და აი შვილი რომ გყავს და მაგას დამალავს ადამიანი ეგ უკვე იდიოტიზმია. უკაცრავად კი ვარ მაგარმ მაინც ![]() |
Posted by: alahambra 5 Mar 2007, 16:19 |
Tvit Ika მოდი რა ერთი ან რამდენიმე ქართველი გოგოთი ნუ იმსჯელებ ყველაზე... კაცს 5 შვილი ყავდა და მიყვარდა თავის შვილებიანად,არც სითბოს ვაკლებდი და არც ყურადღებას როცა შანსი მეძლეოდა ამისი...ბოლოს ისე დამთავრდა ეგ ამბავი,რომ დავშორდი...და მაგის მიზეზი მისი ბავშვების არსებობა არ ყოფილა,სულ სხვა რამ იყო...ნამდვილი სიყვარული მაშინ შეგიძლია საკუთარ ეგოიზმს თუ გაცდები ადამიანი და არავინ თქვას რომ ეს ასე არაა. |
Posted by: kokorina 5 Mar 2007, 16:23 |
ჩემ ქმარს ყავდა შვილი და ჩვენთან ცხოვრობდა, არანაირი პრობლემა არ იყო. მართალია მერე გავშორდი ქმარს, მაგრამ არა ბავშვის გამო, მემგონი თუ კაცი გიყვარს აქ ბავშვი ვერანაირ პრობლემას ვერ ქმნის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა, სხვისი არ ვიცი. |
Posted by: Tvit Ika 5 Mar 2007, 16:25 | ||
tms ვინ ვის რა დაუმალა , ან კიდევ ვინ რა იცოდა ეგ ჩემი გასარკვევი არ არის და მითუმეტეს არც სხვისი. მე ფაქტი მოვიყვანე რომ სახეზეა alahambra
შენივე ნააზრევს , თავადვე უპასუხე ![]() ვიმეორებ იშვიათი |
Posted by: giorgi575 5 Mar 2007, 16:25 | ||
ვერა,მეც შვილიანი ბიჭი ვარ და... ![]() |
Posted by: t a t a 5 Mar 2007, 16:29 |
საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას ამაში ,თუ მაინცდამაინც ერთამანეთს ვერ ეწყობით დაიცდი ცოტა ხანი სანამ არ გაიზრდება და იცხოვრებთ ცალცალკე არა არი აუცილებელი შენი ქმრის შვილთან ერთად იცხოვრო ,მარტო იმის გამო რომ შვილი ყავს ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მიატოვო საყვარელი ადამიანი |
Posted by: Kakha 5 Mar 2007, 16:30 |
ფეხძიმე ქვისლს მიესალმებით? |
Posted by: tms 5 Mar 2007, 16:31 | ||
Kakha
თუ ქვისლი ქალია მაშინ კი ![]() |
Posted by: alahambra 5 Mar 2007, 16:35 | ||
Tvit Ika
იგივე იშვიათობაა ისეთი მამაკაციც,რომელსაც შვილიანი ქალი შეუყვარდება და აიღებს თავის თავზე ვალდებულებას წვლილი შეიტანოს მისი ბავშვის აღზრდაში,ადამიანების უმეტესეობას არ ჭირდებათ ზედმეტი გრუზი. |
Posted by: Tvit Ika 5 Mar 2007, 16:39 |
alahambra გეთანხმები , მითუმეტეს ისეთი ცხოვრებაა ეკონომოკური და სოციალური თვალსაზრისით ვამბობ რომ საკუთარი თავის შენახვა არის უკვე რთული , არამცთუ სხვისი შვილების,,,, |
Posted by: ketketa 5 Mar 2007, 16:45 |
Tvit Ika![]() |
Posted by: alahambra 5 Mar 2007, 16:49 | ||
Tvit Ika
როგორ ავხსნა...მოკლედ ,კაცი რომ მიყვარს მის შვილებს ვერ აღვიქვავ სხვისად...არც კიმქონდა სურვილი აზრად გამევლო რომ ის ბავშვები სხვები იყვნენ,მე ისინი მართლა მიყვარდა,რადგან თვითონ მაგ კაცის ნაკვთებს ვხედავდი მათში და ისინი მისი სხეულის ნაწილები იყვნენ.ეს სიტყვა ,,სხვისი შვილები ,, იმ ბავშვების შეურაცხყოფად მიმაჩნია და არ მინდა მათთან მიმართებაში ვიხმარო.არ გედავები არაფერში.,,სხვისი შვილები,, არ მესიამოვნა უბრალოდ ![]() |
Posted by: Lilith 5 Mar 2007, 16:52 |
highway სანამ პოსტს დააქუოთებდე თარიღისთვის მაინც შეგეხედა ![]() |
Posted by: ketketa 5 Mar 2007, 16:52 | ||
alahambra მართალს ამბობ , ნამდვილად იმსახურებ შენ რესპექტ ! რომ ამდენად დიდი შეგნების ადამიანი ხარ
ეს საქართველოში კი არა უცხოეთშიც კი იშვიათია |
Posted by: Bembi 5 Mar 2007, 17:40 | ||
![]() |
Posted by: Tvit Ika 5 Mar 2007, 19:22 |
Bembi როგორც იქნა ვიღაცამ გაიზიარა ჩემი შეხედულება ![]() |
Posted by: likushka 5 Mar 2007, 19:28 | ||
კი თუ ჩემი შვილებით მომიყვანს ![]() |
Posted by: tms 5 Mar 2007, 20:04 | ||||
Tvit Ika
წარმოუდგენელია რამდენიმე მაგალითის საფუძველზე ასეთი დასკვნის გაკეთება
![]() |
Posted by: Tvit Ika 5 Mar 2007, 21:33 |
likushka ჩაგეთვალა ![]() ![]() |
Posted by: likushka 5 Mar 2007, 21:44 | ||
Tvit Ika
![]() ![]() |
Posted by: natashkaa19 5 Mar 2007, 21:52 |
არა, ნუ შვილების ოდენობას გააჩნია... თუ შუქზე და გაზზე ექნება შეღავათები....არასოდეს!! ![]() ![]() |
Posted by: HerenIstarion 5 Mar 2007, 21:58 |
არა - ორი უბრალო მიზეზისდა გამო - შვილიანი ბიჭი ვარ თავად ![]() მულტიგენდერული ვოუტი რომ იყოს არ შეიძლება? მაგაშიც უაზრობა იქნებოდა ჩემი მონაწილეობა, იმიტომ რომ შვილიანის გარდა ცოლიანიც ვარ, მაგრამ ზოგადსაგანმანათლებლო პრინციპებით, საინტერესო იქნებოდა შედარება ![]() |
Posted by: teonala 6 Mar 2007, 01:10 |
აუ ძალიან მიყვარს ბავშვიანი კაცები ![]() რა საყვარლები არიან პატარა შვილები რომ უჭირავთ ხელში.. ამასწინათ მარშუტკაშI ჩემს გვერდიტ ერთი ასეთი მამა იჯდა და ბავშვი ასე 6 თვის იქნებოდა.. ხოდა ბავშვს ფეხსაცმელი გაძვრა და ვერაფრით ვერ აცმევდა იმდენი იტანჯა და მე კიდევ კინარამ გავასხი.. ბოლოს მივეხმარე და.. მოკლედ ძალიან საყვარლობა იყო.. ![]() |
Posted by: katci 6 Mar 2007, 01:43 | ||
თუ მეყვარება, აბა რას ვიზავ ![]() ![]() |
Posted by: lanuka 6 Mar 2007, 14:09 |
katci მართალი ხარ თუ ბიჭი გეყვარება მისი შვილიც უნდა გიყვარდეს აბა რაა ... ![]() ![]() ![]() |
Posted by: Link 6 Mar 2007, 14:11 |
lanuka არარის მასე ![]() |
Posted by: ძუკუ 6 Mar 2007, 14:11 | ||
მე ვარ შვილანი ბიჭი ![]() |
Posted by: lanuka 6 Mar 2007, 14:37 | ||||
ძუკუ
მერე რატო მოიწყინე ძაან კაი შვილი თუ გყავს.... და ისე ცოლი გყაავს? ? ? ![]() ![]() * * * Link
და აბა შენ როგორ ფიქრობ? ? ? ძაან მაინტერესებს ...... ![]() ![]() |
Posted by: LoRnaDoON 6 Mar 2007, 14:48 | ||
ლოოოოოლზ ![]() ![]() |
Posted by: ძუკუ 6 Mar 2007, 14:53 | ||
lanuka
არა, აღარ მყავს ცოლი, მარტოხელა მამა ვარ ![]() |
Posted by: Link 6 Mar 2007, 15:25 |
lanuka ბიჭი თუ გიყვარს არარის აუცილებელი და გარანტირებული რომ მისი შვილიც გეყვარება, ეგ აფსურდია. |
Posted by: margusha 6 Mar 2007, 15:29 |
აუუუუუუ ერთი შეგიყვარდეთ და შვილიანს კი არა ცოლშვილიანს არ გაყვებით რო? http://www.stamp.caucasus.net |
Posted by: Doloress 6 Mar 2007, 15:53 | ||
margusha
ლოოლ.. და სხვასაც რომ შეუყვარდეს და გაყვეს მოგიწევს მეორე ცოლის სტატუსის ამაყად ტარება.. ![]() |
Posted by: Katherine 6 Mar 2007, 15:59 |
მე მივყვები ეხლა... ![]() რატო დაისვა ეს კითხვა? არ შეიძლება თუ? |
Posted by: katci 6 Mar 2007, 16:04 | ||
lanuka
![]() |
Posted by: lanuka 6 Mar 2007, 16:18 | ||||
katci![]() ![]()
ძაან ცუდი... ![]()
არა ყველა ვერ შეძლებს მართლა შვილის შეყვარებასაც მაგრამ მე ჩემზე ვთქვი რომ შევძლებ... ![]() ![]() ![]() |
Posted by: Link 6 Mar 2007, 17:07 |
lanuka შენ ჯერ ბიჭი შეიყვარე გენაცვალე და მერე მისი შვილი (თუ ეყოლა). ისე საუბრობთ გეგონება თითის დატკაცუნება უნდა და უკვე გიყვარსო რა... |
Posted by: Jay-Kay 6 Mar 2007, 17:08 |
რა პრობლემაა რო, რახან შვილი მყავს ზნაჩიტ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ტუ რამფერაა ეგ ამბავი?? უი მამა რა დონეა რა ![]() |
Posted by: lanuka 7 Mar 2007, 19:14 | ||
Link
ისე ამაში მართალი ხარ ხო იცი.... ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: katci 7 Mar 2007, 20:25 | ||
Link
დატკაცუნება და სიყვარული რომ არ მოვა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ბიჭი თუ გიყვარს მასზე მაგის გამო არ იტყვი უარს. იმასთან ერთად ის ბავშვიც გეყვარება. |
Posted by: lanuka 7 Mar 2007, 21:12 |
katci მეც ამას ვამბობ და არაო მიმტკიცებენ.... ![]() ![]() |
Posted by: nikuSha71 7 Mar 2007, 21:52 |
მე ვედზებ ცოლს გამომკვები 2 ჰვილი მკავს |
Posted by: lashadzia 7 Mar 2007, 22:14 |
მე ბოროტ მამინაცვალზე არაფერი გამიგია, აი ბოროტი კი რამის დედინაცვლის სინონიმია, აი ლაზარედან და კონკიას ზღაპრიდან მოყოლებული ყველამ ვიცით რაც არიან ამ საკითხში ქალები, დედინაცვალი ..... |
Posted by: M&M 7 Mar 2007, 22:22 | ||
Katherine
მთავარი ურთIერთობააა ჩემო კარგო თორე რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს შვილი ყავს თU არა??? მგონი რომ მაგაში არაფერია გასაოცარი... მოკლედ არავის საქმე არააა ვინ ვის მიკვება და ვის ვინ მოყავს ცოლად...ასე რომ ღმერთმა ყველა ბერნიერები გამყოფოთ თქვენ კაცებში და ქალებში ![]() მთავარია გიყვარდეტ და უყვარდეთ (მგონი) |
Posted by: mariquita 7 Mar 2007, 22:30 | ||
![]() |
Posted by: t a t a 7 Mar 2007, 22:35 |
ერთმა ჩემმა ახლობელმა ბიჭმა მარტო იმის გამო არ მოიყვანა გოგო ცოლად ,(ნუ რა განსხვავებაა შვილიანი გოგო თუ შვილიანი ბიჭი) რომ ნათესავები ამას ვერ მიიღებენ და ეგეთ რამეს ვერ გავუკეთებ ჩემებსო,არადა სიგიჟემდე უყვარს ის გოგო არ მესმის ესეთი რაღაცა,არავის არ აქვს შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება და არავის არ უნდა მისცე უფლება შენს მაგივრად წარმართოს შენი ცხოვრება არც დედას სხვათაშორის არადა უმეტესობა სწორედ სხვისი აზრის გათვალისწინებით დგამს ნაბიჯს რა დააშავა ბავშვმა მითუმეტეს თუ ჯერ კიდე პატარაა რატო უნდა იყოს პრობლემა მისი ისე აღზრდა როგორც საკუთარის ,როცა იცი რომ ის იმ ადამიანის სისხლი და ხორცია ვინც გიყვარს, ჩემთვის არც შვილის აყვანა არ არი პრობლემა და მითუმეტეს შეყვარებულის შვილის აღზრდა ვოტ ტაკ ![]() ![]() |
Posted by: deka136 7 Mar 2007, 22:36 | ||
არც შვილიანს გავყვები და არც უშვილოს ![]() |
Posted by: ფალესტრა 7 Mar 2007, 22:38 | ||
|
Posted by: anamch 7 Mar 2007, 22:44 |
კი . აუცილებლად.... იმიტომ რომ მე შვილებიანად მომიყვანაა.... ბიჭმა![]() |
Posted by: Katherine 7 Mar 2007, 23:18 |
M&M![]() ![]() |
Posted by: Link 7 Mar 2007, 23:39 | ||
katci
![]() ჰო, მაგრამ ნუ გამორიცხავ იმას, რომ შეიძლება ბავშვის მიმართ არ მოვიდეს სიყვარული ![]() |
Posted by: bato-bato 7 Mar 2007, 23:41 |
კი,კი კი გავყვები აბა რას ვიზამ თუ მეყვარება 1 შვილი კი არა უზარმაზარი ბავშვთა სახლი რომ ჰქონდეს სახლში გაშენებული მაინც გავყვები სისულელეაააააააააააა ამის გამო სიყვარულზე უარის თქმა |
Posted by: Castro-Urdiales 8 Mar 2007, 00:20 |
ჰმ რამდენი პოტენციური მაწაკი დედინაცვალია ![]() პ.ს. ნეტა სამი კაკალი ..მაინც არ გინახიათ? |
Posted by: lashadzia 8 Mar 2007, 00:27 |
თუ მეყვარება გავყვები, ეს რა გამოთქმა აქვთ აჩემებული ? შიმპანზე თუ გეყვარება იმასაც გაყვებით? ალბათ კი, აბა სიყვარული და რამეა, ისე მარწყვი არ გიყვართ? კიტრი? მე მაიმუნი ან კენგურუ თუ შემიყვარდა, ჩანთაში პატარა ნაშიერიც რომ ყავდეს ცოლად მოვიყვან, აბა პატარა მაკაკას ან კენგურუს გამო სიყვარულზე უარს ხომ არ ვიტყვი, მთავარია კენგურუსთან ვიყო ბედნიერი და ვინც გინდა იმან იძახოს რომ ზოოფილი ვარ, აქ გოგოებიც მაგ აზრისანი არიან როგორც ვატყობ, მაგრამ მე კენგურუ არ მომყვება, კუდი არ გაქვს და ხტუნვა არ იციო, თან ავსტრალიის მოქალაქეობაც არ მაქვს |
Posted by: lashadzia 8 Mar 2007, 00:28 |
მეორედ დაიპოსტა ----------------- |
Posted by: M&M 8 Mar 2007, 00:33 |
ვაააააააააააააააააააააა, რა იყო ისე რა უაზრო თემააა, შვილიანი რა კეთროვანი ხომ არააა??? ერთიც მადლობა რა გამოცდილი კაცი და რამე ![]() |
Posted by: bato-bato 8 Mar 2007, 00:45 |
lashadzia ვაააა აბა თუ არ მეყვარება არც შვილიანს გავყვები და არც უშვილოს და ეს ცხოველების მოშველიება რა საჭირო იყო ვერ მივხვდი ![]() |
Posted by: lashadzia 8 Mar 2007, 00:58 |
bato-bato კარგი, ცხოველები იქით იყოს, პედოფილ გაყვები? რათქმაუნდა თუ გეყვარება, სადისტს? კანიბალს? ბისექსუალს? ზოოფილს? ასე რომ თუ მეყვარება ასე ვიზამ და ისე ვიზამ არ არის რაღაც დამაჯერებელი, პრინციპში ეს პირადად შენ კი არ გითხარი, არამედ ძალიან ბევრს, ყველა თემაში მასეთ რამეს პოსტავენ, თან გამუდმებით და ყველა მოქმედების გამართლებას ცდილობენ მაგით, |
Posted by: bato-bato 8 Mar 2007, 01:15 |
lashadzia ჯანდაბას იყო ეგრე მერე ცუდია რამის სიყვარულით გამართლება? ![]() |
Posted by: HerenIstarion 8 Mar 2007, 04:17 | ||
გააჩნია რის ![]() ცოტა პირდაპირ აწვება lashadzia, მაგრამ თუ სწორედ მივუხვდი საითაც აწვება, მაშინ დავეთანხმები (აი, მაგალითად, ბენზოხერხით 27 კაცის დახერხვის გასამართლებლად, ალბათ, არ გამოდგება ;D) |
Posted by: anamch 8 Mar 2007, 08:52 | ||
შვილიან გოგოს მოიყვანთ ცოლად? 1. კი [ 38 ] [19.69%] 2. არა [ 54 ] [27.98%] 3. თუ მიყვარს რა თქმა უნდა კი [ 65 ] [33.68% შვილიან ბიჭს გაყვებით ცოლად?
სახვათაშორის კაცები უფრო შემწყნარებლები არიან .. ![]() |
Posted by: Valensieli 8 Mar 2007, 09:04 | ||
არა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
Posted by: HerenIstarion 8 Mar 2007, 16:30 |
Valensieli არა კი არა ვერა (ნუ კანონმდებლობა თუ არ შეცვალეს და არ დაუშვეს აგეთი რამ ![]() |
Posted by: lanuka 8 Mar 2007, 16:46 | ||
HerenIstarion
აჰა, შენც მართალი ხარ ![]() ![]() |
Posted by: h e r a 8 Mar 2007, 17:11 | ||
ალბათ. |
Posted by: cocolina 8 Mar 2007, 17:14 |
HerenIstarion lanuka იმედია ხუმრობთ ![]() თუ მეყვერება შვილს რა მნიშვნელობა აქვს? ![]() |
Posted by: h e r a 8 Mar 2007, 17:16 | ||
cocolina
არც არაფერი. შვილიანსაც გაყვები და შვილიშვილიანსაც. ![]() |
Posted by: Venera 8 Mar 2007, 17:16 |
Valensieli![]() ხო,მე რაც შემეხება,ჩემთვის არა აქვს მნშვნელობა შვილი ყავს თუ არა..... ![]() |
Posted by: აღასპერი 8 Mar 2007, 17:18 | ||
სხვისი შვილები მაზრდევინე ახლა ![]() |
Posted by: cocolina 8 Mar 2007, 17:22 | ||||
![]() ![]() ![]() ნუთუ შვილი ჩემზე უფროსი იქნება დავფიქრდებოდი ![]() თუ არა და ასეთმა პაწუამ ![]() |
Posted by: h e r a 8 Mar 2007, 17:38 | ||
cocolina
![]() მგონი მეც ![]() aRasperi ხახა ![]() |
Posted by: lanuka 8 Mar 2007, 17:45 |
cocolina მთავარია ბიჭი გიყვარდეს და მერე იმ სიყვარულის ხათრით შვილსაც შეიყვარებ ... ნუთუ ეს ძალიან ძნელია საყვარელი ადამიანისთვის...... ![]() ![]() |
Posted by: lashadzia 15 Mar 2007, 02:10 |
ესეც დედინაცვლის თემა თავისი პოლით, ვისაც აინტერესებს გადაიკითხოს, სულ ერთიდაიგივე თემები იხსნება, სათაურებიც კი არ იცვლება |
Posted by: sopo_sopooo 15 Mar 2007, 02:30 |
კი გავყვებოდი თუ მეყვარებოდა. ამის გამო სიყვარულზე უარს არ ვიტყვი. |
Posted by: DelMar 15 Mar 2007, 12:20 |
თუ ნამდვილად გიყვარს და დარწმუნებული ხარ შეძლებ მისი შვილის მიგებას, მაშინ რა პრობლემაა, |
Posted by: Marduka 15 Mar 2007, 13:04 |
თუ კაცი გიყვართ რა პრობლემაა შვილი? თუ ვინმე ისეთი დონისაა აქ რომ გარიგებით და რას ერჩი მშვენიერი ბიჭია გაყევის პონტში იქნება იასნია არ გაყვება ![]() ნორმალ აზროვნებთ მემგონი პრობლემა არ უნდა იყოს თუ LOVE არის ![]() |
Posted by: Catherine 15 Mar 2007, 16:11 |
თუ ძალიან მიყვარს გავყვები ცოლად, თუმცა თუ თავიდან გავიგე რომ შვილი ჰყავს, მისგან თავს შორს დავიჭერ რომ რაიმე გრძნობა არ გამიჩნდეს მიმს მიმართ |
Posted by: Tamriko 15 Mar 2007, 23:56 | ||
კალი უპრო ეგოისტია და ეჭვიანი ვიდრე კაცი, ბევრს მოითხოვს და არ უნდა კაცის ვინმესთან გაკოპა. და ამიტომ ნაკლებად რომ შვილიან კაცს გაკვნენ. კაცი კი ამ შემთხევაში უპრო ჰუმანური და უკომპლეკი გამოდის. ![]() |
Posted by: tak_tak 7 Apr 2007, 03:30 |
თუ ბავშვს მისი ex-მეუღლე ზრდის ბაზარი არაა,მარა რათქმაუნდა მირჩევნია უცოლ-შვილოს გავყვე ![]() |
Posted by: pepelachka 7 Apr 2007, 09:13 |
თუ მეყვარება აპა რას ვიზამ... შვილს გავუშვებთ EX მეუღლესთან.....![]() ![]() ![]() |
Posted by: sopo_sopooo 7 Apr 2007, 14:15 | ||
tak_tak
და ბავშვმა რა დაგიშავა? |
Posted by: Dato0011 7 Apr 2007, 14:25 |
ნეტა ვის რაში ჭირდებით თავი რო გაგიგიჟებიათ აქ ![]() |
Posted by: MEXXX 7 Apr 2007, 14:30 |
Lilith ხალხნო რა მნიშვნელობაა შვილიანია თუ არა,ადამიანს იმიტომ მიყვები ცოლად რომ გიყვარს (ნორმალური გადმოსახედიდან) და თუ ადამიანი გიყვარს ესეიგი როგორიც არის ისეთი გიყვარს,მისი ცხოვრების წესიც გიყვარს,და შვილიანია თუ უშვილი ამას რა აზრი აქვს?! ანუ ეს კითხვა არ მესმის მე |
Posted by: Jelly 7 Apr 2007, 14:36 |
თუ მეყვარება გავყვები ![]() |
Posted by: Lilith 7 Apr 2007, 15:31 | ||
MEXXX
გაიზრდები მიხვდები ეს თემა გახსნილია წინა საუკუნეში, იმ მიზეზით, რომ მაშინ გაიხსნა თემა "ბავშვიან გოგოს თუ მოიყვანთ ცოლად" და ამ თემის საპასუხოდ გაიხსნა ეს, ეს - ის, ის - ეს, any questions? topic closed... |