Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ქართული საჭმელების რეცეპტები ინგლისურად


Posted by: _R@uL_ 22 Apr 2009, 23:33
გაუმარჯოს ყველას
ჯიგრებო ვისაც რაიმე ქართული საჭმლის რეცეპტი გაქვთ იქნებ დაწეროთ ოღონდ ინგლისურ ენაზე რომ იყოს

Posted by: rtuli 22 Apr 2009, 23:36
_R@uL_
QUOTE
ქართული საჭმლის

მაგალითად?


ისე შენ თვითონ ვერ თარგმნი boli.gif

Posted by: _R@uL_ 22 Apr 2009, 23:44
rtuli
QUOTE
მაგალითად?

სიტუაციას აგიხსნი და ალბათ იმის მიხედვით უფრო ისეთ საჭმელები მინდა თან რომლებიც უფრო ადვილად რო კეთდებოდეს და ბევრი ჩალიჩი რომ არ უნდოდეს
ესე იგი ვსწავლობ ინგლისში. კოლეჯში ვარ 350 კაცი ვსაწვლობთ და ეს ინგლისური საჭმელები მაგრად მომბეზრდა და დღეს გავუხურე სკოლის ჰედმასტერს და დირექტორს და კაროჩეო გვითხარიო ქართული საჭმელების რეცეპტებიო და ავარჩევთ და ქართულ საჭმელებსაც ჩავრთავთ მენიუშიო biggrin.gif და რავი თან არ ვიცი რეები დაევასებათ ბავშვებსაც და თან ისეთი მინდა რო ადვილად კეთდებოდეს...

აი მაგალითად ხაჭაპური ან რავი ხინკლას მგონი დიდი ჩალიჩი უნდა არა?

Posted by: rtuli 23 Apr 2009, 00:13
QUOTE
აი მაგალითად ხაჭაპური

დახურული პიცა biggrin.gif
QUOTE
ხინკლას მგონი დიდი ჩალიჩი უნდა არა?

ამის გაკეთებას კი მასტერ კლასის ჩატარება დასჭირდებათ smile.gif

ინგლისურად ვერ დაგიწერ,მე პას.

ისე არიან აქ ფორუმზე გოგონები ვისაც შეუძლიათ დახმარება.
მგონი ნანანა სწავლობდა ინგლისში.

Posted by: Johnnie Walker 23 Apr 2009, 10:10
_R@uL_

rtuli მართალს ამბობს, ხინკალი rtuli-ია biggrin.gif

ყველაზე მარტივი გასაკეთებელი და ბავშვებს რაც მოეწონებათ, მე მგონი, მწვადი უნდა იყოს: SPIT-ROASTED PORK LOIN biggrin.gif

მწვადის შეწვას "რეცეპტი" არ უნდა, თუ არ იცი, თქვი და დაგიწერ ინგლისურად, მაგრამ გაითვალისწინე, რომ სკოლაში ბუხარი, ან ცეცხლის (არა ელექტრო და არა გაზის!) დანთების სხვა რამ საშუალება უნდა გქონდეთ biggrin.gif

Posted by: miau 23 Apr 2009, 12:07
_R@uL_

მაგისთვის მთარგმნელი გჭირდება და არა კულინარები biggrin.gif

შეიგიძლია გუგლში მოძებნო.
* * *
http://www.gather.com/viewArticle.jsp?articleId=281474977243788

http://www.gather.com/viewArticle.jsp?articleId=281474977244380


http://www.gather.com/viewArticle.jsp?articleId=281474976846841

მოვძებნე და ესენი ვნახე და შენც მოძებნე smile.gif

Posted by: მწვანე ძუძუ 18 Aug 2010, 19:12
შიიტი
QUOTE
ქართული საჭმელების რეცეპტები ინგლისურად

ჩემი ძუძუები შეგეწიოთ ამ საშვილთაშვილიშვილო საქმეში yes.gif

Posted by: შიიტი 18 Aug 2010, 19:28
მწვანე ძუძუ

უკაცრავად? spy.gif

Posted by: მწვანე ძუძუ 18 Aug 2010, 19:38
შიიტი
QUOTE
უკაცრავად

ამჯერად გაპატიებთ....


Posted by: შიიტი 18 Aug 2010, 20:41
მწვანე ძუძუ
QUOTE
ამჯერად გაპატიებთ....


რას მაპატიებ, რა დავაშავე საპატიებელი? spy.gif

Posted by: rockataka 18 Aug 2010, 21:43
შიიტი
QUOTE
რა დავაშავე საპატიებელი?

ის, რომ შიიტი ხარ gigi.gif

Posted by: მწვანე ძუძუ 18 Aug 2010, 22:08
შიიტი
შენ თვითონ მომიხადე ბოდიში და გინდა რომ არ გაპატიო? user posted image

QUOTE
უკაცრავად


Posted by: შიიტი 18 Aug 2010, 22:49
rockataka

შენ სულ ეგრე ხუმრობ ხოლმე თუ ეს-ესაა რაც ჰაიფის ხუმრობის, ღრეჭვისა და ცეკვა-თამაშის აკადემიაში ღია კარის დღეს დაესწარი? givi.gif

მწვანე ძუძუ
QUOTE
შენ თვითონ მომიხადე ბოდიში და გინდა რომ არ გაპატიო?


ჰოოოო...

ეგ უკაცრავად გამოხატავდა ასე ვთქვათ გაკვირვებას, გაოცებას ანუ განცვიფრებას.

ანუ მე რა შუაში ვარ-თქო, რამეთუ http://forum.ge/?showtopic=33958451&view=findpost&p=21178711 იყო ჩემი პირველი პოსტი კულინარიაში და არანაირი ინიციატივა რეცეპტებთან და ა.შ. - არა მქონია.

შეწევნას რაც შეეხება - იიაჰუმ ნაჸბუდუ ვა იიაჰუმ ნასთაჸინუ! იიაჰუმ აჰადუნ!


Posted by: rockataka 18 Aug 2010, 23:08
შიიტი
ხო, კაი. ნუ გავაოფებთ თემას კინკლაობით.

რაიმე საჭმელების რეცეპტები დაგვიდე აქ, რასაც მანდეთ ამზადებთ smile.gif
ოღონდ, რომ არ დაგვწამლოს ისეთი gigi.gif

ვიცი, საკმაოდ გემრიელი სამზარეულო გაქვთ wink.gif

Posted by: მწვანე ძუძუ 18 Aug 2010, 23:12
შიიტი
QUOTE
ეგ უკაცრავად გამოხატავდა ასე ვთქვათ გაკვირვებას, გაოცებას ანუ განცვიფრებას.

ანუ მე რა შუაში ვარ-თქო, რამეთუ ეს იყო ჩემი პირველი პოსტი კულინარიაში და არანაირი ინიციატივა რეცეპტებთან და ა.შ. - არა მქონია.

spy.gif

პ.ს.
QUOTE
შეწევნას რაც შეეხება - იიაჰუმ ნაჸბუდუ ვა იიაჰუმ ნასთაჸინუ! იიაჰუმ აჰადუნ!

არაბული კარგად არ ვიცი და ქართული სიტყვებით არ შეიძლება იგივეს დაწერა?

Posted by: შიიტი 19 Aug 2010, 00:00
rockataka

დიდის სიამოვნებით. smile.gif

მარტივებს დავწერ, რთულებს არც ვაკეთებ ხოლმე და არც მიკეთებენ user.gif

პირველ რიგში ბაბაღანუჯი, ჰოოო, ჩვენია ეგა სწორედ. ისრაელის არის მაცა givi.gif

დაახლოებით სამი ცალი მოზრდილი ბადრიჯანი, ასი გრამი ტაჰინათის, ანუ ქუნჯუტის ზეთი, ერთი ლიმონი, ნახევარი საშუალო ზომის ნიორისა, მარილი და ბროწეულის მარცვლები.

პირველ რიგში შესწვავ ბადრიჯნებს. შესაწვავად იყენებენ ხოლმე ცხრილივით მაყალს. ან ისეც შეიძლება ტაფაზე. სანამ არ დარბილდება მანამ იქნება. ეგრე ათი წუთი. მხოლოდ არ უნდა დაგეწვას. მერე მერე აურევ ამას მარილს, ქუნჯუტის ზეთსა და ნიორს, და დაბეგვავ რომ აირიოს კარგად. მერე დაამატებ ლიმონის წვენს, და თუ ბროწეულის მარცვლები გქვს იმასაც, ცხელ პურს მიუდებ გვერდით და არის ხოშიანი.

მერე ჰუმუსის სალათა.

აიღებ ერთ კილოგრამ ჰუმუსის მარცვალს. ჰუმუსი არის მუხუდოსავით მცენარე, პარკები აქვს შიგნით მარცვლებია და იმას. მერე კიდევ აიღებ ზეითუნის ზეთს 200-250 გრამს. ორ-სამ ცალ ნიორს. ერთ ან ორ კოვზ ქუმუნს, ეგეთი სანელებელია, ჰოდა კიდევ კედრის მარცვლებს. სუნელები და მარილი კიდევ.

ჯერ მოხარშავ ჰუმუსის მარცვლებს. მერე ქუმუნის მარცვლებს და ნიორს დაბეგვავ ისე რომ დაფხვიერდეს. მერე ზეითუნის ზეთში შეწვავ ამათ ტაფაზე, მხოლოდ ნიორი ჯობია ცოტათი ადრე ჩაყარო, რომ კარგად შეიწვას. დაამატებ ზეთს და დააყრი ჰუმუსის მარცვლებს. სანამ ეს იწვის მანამ ცალკე უზეთოდ შესწვავ კედრის მარცვლებს. როცა მთავარი მასა შეიწვება და ჰუმუსის მარცვლები კარგად დარბილდება დასრეს სასრესით. დაამატებ ცოტა ზეითუნის ზეთს, კედრის მარცვლებს, მარილს და სუნელებს. კარგად დაზელ ისევ, აურევ ერთმანეთში და რასაკვირველია ისევ ცხელ პურს დაუდებ გვერდით.

ბოლოს ქუფთა მიშვაიათი - ანუ ბატკნის ხორცის გუფთები პატარა შამფურებზე

ესე იგი გვინდა ბატკნის ხორცი, ორი კილოგრამი, ექვსიოდე არცთუ ძალიან მწარე ხახვი, ხმელი და დაქუცმაცებული ოხრახუში, სუნელები მარილი გემოვნებით.

ესე იგი ავიღებთ ამა ბატკნის ხორცსა და ხახვსა და დავკეპამთ. მხოლოდ ძალიან წვრილადაც არა. შემდეგ ავურევთ სუნელებსა და მარილს, მერე ამ ნარევს დავამაგრებთ პატარა ხის შამფურებზე, რომელიც წყალში უნდა იყოს კარგად გაჟღენთილი რომ არ დაიწვას, დასდებ მაყალზე და ატრიალებ მალ-მალე. შეიწვება და შეჰსანსლამ.



ფალაფილს და გოგრის სალათსაც დავსწერ მერე.

Posted by: rtuli 19 Aug 2010, 00:30
შიიტი
რა კარგი და მარტივი რეცეპტებია smile.gif
დაწერეთ კიდე...დროთაგანმავლობაში yes.gif

Posted by: მწვანე ძუძუ 19 Aug 2010, 01:08
QUOTE
ბაბაღანუჯი

biggrin.gif აუ მაგარი სახელია... ჩვენთან რატომ არაა ესეთი კერძი? cry.gif

rtuli
მაუსმინეთ შიიტს და ისწავლეთ რამე რო ზიხართ აქ და მთელი დღე ხაჭაპურებს აცხობთ უსაქმურად... წელს იმდენი ხაჭაპური ვჭამე რომ ცუდათავარ ამ სიტყვის წარმოთქმაზე

Posted by: rockataka 19 Aug 2010, 07:53
შიიტი
up.gif რომელ სუნელებს გულისხმობ? თორემ, იმდენია წადი და იმკითხავე.

"ოკრა" - ს მომზადება თუ იცი? არაბულ რესტორნებში ვჭამ ხოლმე ტომატიან სოუსში მომზადებულს და ძალიან გემრიელია up.gif
ანე, ამ მცენარეს ვგულისხმობ http://www.google.ru/images?hl=ru&rlz=1T4GFRE_ruIL379IL380&q=okra&um=1&ie=UTF-8&source=univ&ei=UKhsTJTzB4OB4Abog62JAw&sa=X&oi=image_result_group&ct=title&resnum=4&ved=0CDkQsAQwAw&biw=1345&bih=469

Posted by: CZ88 19 Aug 2010, 14:45
შიიტი
მეზობელ თემაში "არაბული სამზარეულო" იქაც რომ დაწეროთ კარგი იქნება. არასოდეს დავინტერესებულვარ, მაგრამ ქართველი კაცის გადმოცემული რეცეპტი ძალიან ლამაზად ჟღერს.

Posted by: litterator 29 Dec 2012, 15:38
რეცეპტები ინგლისურ ენაზე http://eatandtour.com 2kiss.gif

Posted by: *WTF* 17 Sep 2013, 23:49
არ იცით რაიმე ბლოგი, სადაც მოიპოვება ინგლისურ ენაზე ქართული კერძების რეცეპტები? კარგი იქნება, თუ ჩვეულებრივ მოკვდათათვის გასაგები საზომი ერთეული გამოიყენება და არა '1 კონა ნიახური' ან ნახ. სუფრის კოვზი ზეთი ან 1 ღვინის ჭიქა წყალი smile.gif

ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით! რაღაცები ვიპოვე, მაგრამ რაღაც არ მომწონს არც რეცეპტები და არც ახნსები. sad.gif

Posted by: marimari 18 Sep 2013, 01:05
_R@uL_
მე ვარ ეხლა ინგლისში. ეხლა პარასკევს 3 მა ქართველმა გოგომ მთელი ჯგუფი წავიყვანეთ ლონდონში, რესტორან ''მიმინო''ში...ნუ, ფასები საშინელია, 7 ცალი ხინკალი 15 ფუნტი ღირდა და ა.შ. ერთი სიტყვით... ხინკალზე გაგიჟდნენ....იმერული ხაჭაპური და მწვადიც ძალიან მოეწონათ... ნიგვზიანი ბადრიჯანი დაგვიწუნეს...მერე ქართველებმა გავასაღეთ ნუ ღვინოზე თქვეს, მოტკბო გემო აქვსო..თან სუფრაზე ფრანგიც იჯდა და ფრანგულ ღვინოსთან თქვენი ღვინო ვერ მოვაო/// კონკრეტულად რა გაინტერესებს , მითხარი და დაგეხმარები... ისე, იუთუბზე არის ვიდეოები... Yველაზე ადვილად ალბატ ხაჭაპურის გაკეთებას აუხსნი...ნუ ხინკლის ცომის მოზელას ცოტა თავისებული მუღამი უნდა და..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)