Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა


Posted by: sony2005 11 Mar 2015, 15:06
ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა - "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"
1994 წლის ზაფხულში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის ლექტორმა რეზო ბაქრაძემ 33 სტუდენტთან (22 ბიჭი და 11 გოგო) ერთად საქართველო დატოვა. ისინი ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში გადავიდნენ. მშობლებმა ზუსტად არ იციან, რატომ გაჰყვნენ მათი შვილები უცხოეთში ჩუმად საკუთარ ლექტორს, სტუდენტების უმრავლესობას დღეს გვარ-სახელი და სოციალური სტატუსი შეცვლილი აქვს. გვარ-სახელი შეცვლილი აქვს რეზო ბაქრაძესაც. მას თეოფილე მალაქიას სახელით იცნობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები "საყვარელ ლექტორს" გენერალს ეძახდნენ, გენერალმა საკუთარი სექტა ჩამოაყალიბა და სავარაუდოდ, სტუდენტები სწორედ ამ სექტის წევრები არიან. თუმცა, რას ასწავლის თეოფილე მალაქიას მოძღვრება, უცნობია.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, თეოფლე მალაქია საკუთარ სტუდენტებთან ერთად ტორონტოში ერთ ბანაკად ცხოვრობს, გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა. შვილებიც გაუჩინეს და საქართველო დაივიწყეს. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მალაქიას საყვარელი სტუდენტი ბიზნემენებს მოუწოდებდა დაეფინანსებინათ ისინი, რადგან ევანგელისტური ეკლესიის აშენება სურდათ. ეს ჩანაწერი ერთ-ერთი სტუდენტის დედამ ინტერნეტში ნახა. ყველა მათგანი, რომელიც მალაქიამ ტორონტოში წაიყვანა, განათლებულია, რამდენიმე ენას ფლობენ, ყველა მათგანი წარმატებულია და დასაქმებული. აქვთ საერთო ყულაბა, რომელსაც სწორედ თეოფილე მალაქია განკარგავს. ამბობენ, რომ რეზო ბაქრაძეს ზემოქმედების საოცარი უნარი აქვს. მას ვერ აკავებს ვერც ერთი ქვეყნის პოლიცია, რადგან სტუდენტები საკუთარი ნებით გაჰყვნენ.

თავდაპირველად რეზო ბაქრაძემ სტუდენტები თურქეთში გადაიყვანა, მას ამაში დალი ყარაულაშვილი დაეხმარა. ბაქრაძე და მისი სტუდენტები სწორედ მასთან ცხოვრობდნენ თურქეთში.

"1994 წლის ივლისში რეზო ბაქრაძემ დამირეკა თურქეთში და მითხრა, რომ ოჯახთან ერთად უნდოდა ჩამოსვლა და მე, რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარი არ მითქვამს. ერთ კვირაში სასტუმროს პერსონალი მატყობინებს, შენ გკითხულობენო. ჩავედი და სასტუმროს წინ საბჭოური ტიპის წითელი ავტობუსიდან რეზო ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა, მომესალმა. ვკითხე, მეუღლე და შვილი სად არიან-მეთქი. მიპასუხა, ავტობუსში არიანო. ვუთხარი, ჩამოვიდნენ და ავტობუსი გაუშვი-მეთქი და გაეღიმა, მარტო არა ვართო. ავტობუსში რომ ავედი, შოკში ჩავვარდი, ავტობუსში 33 სტუდენტი იჯდა. რა ხდება-მეთქი, ვკითხე რეზოს და მითხრა, კანადაში გვინდა გასვლა და უნდა დაგვეხმაროო… 36 ადამიანი ჩემს სასტუმროში დავაბინავე", - იხსენებს ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. დალი ყარაულაშვილი რეზო ბაქრაძის სტუდენტი იყო. ის ამბობს, რომ ბაქრაძე სტუდენტებს ცხვრებს ეძახდა და ამბობდა, ამათ რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ, თუ მინდა კლდიდან გადახტებიანო.

მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა. არ უყვარდა ილია ჭავჭავაძე და ქართული ენა; ამბობდა, რომ საქართველოში ცხოვრება მძიმე იყო. ყარაულაშვილი იმ დღესაც იხსენებს, როცა მესიის სახლში "საყვარელი ლექტორის" და მისი სტუდენტების საიდუმლო შეკრება ნახა.

"მახსოვს, ერთხელ, მასთან სახლში მოულოდნელად სტუმრად მივედი, საღამო ხანი იქნებოდა, მისი სამუშაო ოთახი ჩაბნელებული იყო. რომ შევედი, ხმები მომესმა და სიბნელეშივე გამოვაცხადე, ვინ ვიყავი და შუქი ავანთე, რეზო ამაზე გაგიჟდა. ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, ზოგი რეზოს ფეხზე იყო მიყრდნობილი, ზოგი – მუცელზე,

ზოგი თავზე ხელსაც უსვამდა "მომავალ მესიას", თავი ჰარამხანაში მეგონა. რაც შეეხებათ ბიჭებს, ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი – იატაკზე, ზოგიც კედელზე იყო მიყრდნობილი. როგორც ჩანს, ლექტორი ქალებთან სიახლოვის დროს უკეთესად ქადაგებდა, თანაც სიბნელეში", - ჰყვება ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თეოფილე მალაქიას სახელს დაუკავშირეს 2009 წელს 18 წლის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებაც. მარიამ მახნიაშვილი ტორონტოში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა, ის სკოლიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით კი, 50 წლის მამაკაცთან ერთად "მაკდონალდსში" ნახეს, რომელსაც რუსულად და გერმანულად ესაუბრებოდა. დააკავეს მარიამ მახნიაშვილის მამა, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის. მოგვიანებით, კანადის სამეფოს პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი მოზარდი მარიამ მახნიაშვილი, რომელიც ტორონტოდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, შესაძლოა, ქალაქ ოკოტოკსში ყოფილიყო. პოლიციის ინფორმაციით, მახნიაშვილი ოკოტოკსში ნახეს, სადაც ის ტურისტებს ინდიელების ტრადიციულ სუვენირებს სთავაზობდა. თუმცა მისი კვალი ისევ გაუჩინარდა. მარიამ მახნიაშვილის ცხედარი 2012 წელს ტორონტოს ხეობაში იპოვეს. დაკრძალვაზე დასწრების საშუალება გამომძიებლების და მარიამის მეგობრების გარდა არავის მისცეს. მკვლელობის მიზეზად თვითმკვლელობა განიხილებოდა, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. შვილის დაკრძალვაზე მისვლის საშუალება არ მისცეს მარიამის მამას, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. მახნიაშვილის საქმე 2014 წელს დაიხურა, თუმცა პასუხი, რა გახდა ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების და მკვლელობის მიზეზი, დღემდე არ არსებობს.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/125410-qarthveli-leqtori-romelmac-33-studenti-ojakhs-gamoglija-da-sakuthari-religia-sheqmna-qgogonebis-umetesoba-misi-coli-gakhdaq.html

ადრეც იყო ამ ადამიანისა და გაქცეული გოგონების შესახებ თემა,ბოლომდე მაინც ვერ გავერკვიე რა ხდება აქ ვინაა ეს რეზო ბაქრაძე იგივე თეოფილე მალაქია და მართლა ზემოქმედებით გაიყვანა გოგონები საზღავარ გარეთ, იტოგში ვინ რა იცით ამ თემის ირგვლივ საინტერსეოა სიმართლე spy.gif

Posted by: akoako_1987 11 Mar 2015, 15:13
sony2005
მე ეს ამბავი 8 წლის წინ მოვისმინე ფსიქოლოგიის ლექტორისგან.დაახლოებით იგივე შინაარსით რაც სტატიაში წერია.

Posted by: sony2005 11 Mar 2015, 15:15
QUOTE (akoako_1987 @ 11 Mar 2015, 14:13 )
sony2005
მე ეს ამბავი 8 წლის წინ მოვისმინე ფსიქოლოგიის ლექტორისგან.დაახლოებით იგივე შინაარსით რაც სტატიაში წერია.

ანუ სიმართელეა ეს ისტორია? ჟურნალისტების არ მჯერავს და ამდენი ხანი ტიპი გაუჩინარებულია და არავინ იცის სად ცხოვრობს? spy.gif

ვუი აქ ყოფილა თეოფილე იუთუბზე spy.gif


Posted by: NiniGold 11 Mar 2015, 15:16
QUOTE

დალი ყარაულაშვილი რეზო ბაქრაძის სტუდენტი იყო. ის ამბობს, რომ ბაქრაძე სტუდენტებს ცხვრებს ეძახდა და ამბობდა, ამათ რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ, თუ მინდა კლდიდან გადახტებიანო.

მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა. არ უყვარდა ილია ჭავჭავაძე და ქართული ენა; ამბობდა, რომ საქართველოში ცხოვრება მძიმე იყო. ყარაულაშვილი იმ დღესაც იხსენებს, როცა მესიის სახლში "საყვარელი ლექტორის" და მისი სტუდენტების საიდუმლო შეკრება ნახა.

მახსოვს, ერთხელ, მასთან სახლში მოულოდნელად სტუმრად მივედი, საღამო ხანი იქნებოდა, მისი სამუშაო ოთახი ჩაბნელებული იყო. რომ შევედი, ხმები მომესმა და სიბნელეშივე გამოვაცხადე, ვინ ვიყავი და შუქი ავანთე, რეზო ამაზე გაგიჟდა. ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, ზოგი რეზოს ფეხზე იყო მიყრდნობილი, ზოგი – მუცელზე,

ზოგი თავზე ხელსაც უსვამდა "მომავალ მესიას", თავი ჰარამხანაში მეგონა. რაც შეეხებათ ბიჭებს, ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი – იატაკზე, ზოგიც კედელზე იყო მიყრდნობილი. როგორც ჩანს, ლექტორი ქალებთან სიახლოვის დროს უკეთესად ქადაგებდა, თანაც სიბნელეში", - ჰყვება ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.



ბოდვაა თუ სიმართლე?



Posted by: ცერცვა 11 Mar 2015, 15:17
sony2005
QUOTE
მართლა ზემოქმედებით გაიყვანა გოგონები საზღავარ გარეთ

no.gif ზღაპარია...

დარწმუნებული ვარ უკეთესი ცხოვრება შესთავაზა მაგ სტუდენტებს ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ დააბოლა და წეიყვანა საზღვარგარეთ. :დ
ზემოქმედება არ კვერცხი.


ხომ იცი მაგ ასაკში ბევრ ახალგაზრდას უნდა მშობლებს მოშორდეს, ხო და ეგეც ახლა ფსიქოლოგი იყო და გააკეთა თავისი საქმე. biggrin.gif




პ.ს. ხო ჯდება ლოგიკაში? :დ

Posted by: axlguns 11 Mar 2015, 15:20
თითქმის ყველა არხმა ცალ-ცალკე გადაცემა მიუძღვნა ამ ამბავს,დავიჯერო ეხლა გაიგეთ???
ისე ,კი მართლა დაუჯერებელია ამდენი კაცი წაიყვანა და არცერთს არ გასჩენია სურვილი მშობლებს შეხმიანებოდა.

Posted by: აბლაბუდა1935 11 Mar 2015, 15:24
QUOTE
მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif



პ.ს. შეგიძლიათ მიწეროთ ბატონ თეოფილეს
https://ka-ge.facebook.com/pages/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90/772943842745276

Posted by: sony2005 11 Mar 2015, 15:26
QUOTE (axlguns @ 11 Mar 2015, 14:20 )
თითქმის ყველა არხმა ცალ-ცალკე გადაცემა მიუძღვნა ამ ამბავს,დავიჯერო ეხლა გაიგეთ???
ისე ,კი მართლა დაუჯერებელია ამდენი კაცი წაიყვანა და არცერთს არ გასჩენია სურვილი მშობლებს შეხმიანებოდა.

ადრე მახსოვს მალაქია გვარი მაგრამ კონკრეტულად ვინ არის და რა უნდა პირველად გავიგე sad.gif თან სექტაო,აგე ვიდეოში რასაც ბაზრობს უჭკუო არ ჩანს მაგრამ რა უნდა ხზნტ


Posted by: ცერცვა 11 Mar 2015, 15:27
QUOTE


lol.gif lol.gif

ლოლ, ამან როგორ უნდა დაგაბოლოს, ამისნაირი გამოქლიავებულები იქნებოდნენ ის სტუდენტები. lol.gif




პ.ს. ტიპი ჩამოსხმაა... :დ

ფსიქოლოგი კი არა სირია. : )))

Posted by: sony2005 11 Mar 2015, 15:33
ცერცვა

QUOTE
პ.ს. ტიპი ჩამოსხმაა... :დ

ფსიქოლოგი კი არა სირია. : )))

სირია თუ ყლიყვი კი გაიყვანა 33 ქალწული ისის მოჯახედივით და არის ახლა ამქვეყნიურ სამოთხეში ქალწულების გარემოცვაში, ხალხი მაგის გულისთვის თავს იფეთქებს 2 ტონა ტროტილით ქალწულებს რომ დააცხრეს იმქვეყნად და ამან ამ ქვეყნად მოიწყო სამოთხე givi.gif facepalm.gif

Posted by: ცერცვა 11 Mar 2015, 15:36
sony2005
QUOTE
სირია თუ ყლიყვი კი გაიყვანა 33 ქალწული ისის მოჯახედივით და არის ახლა ამქვეყნიურ სამოთხეში ქალწულების გარემოცვაში, ხალხი მაგის გულისთვის თავს იფეთქებს 2 ტონა ტროტილით ქალწულებს რომ დააცხრეს იმქვეყნად და ამან ამ ქვეყნად მოიწყო სამოთხე 

თავისნაირ დებილებს შეკრებდა დარწმუნებული ვარ. :დ

33 დებილით ნაკლები თუ ეყოლება ამ ქვეყანას არაუშავს. yes.gif

Posted by: Otten 11 Mar 2015, 15:38
მაგათი საიტი იყო http://pilgrimspursuit.com/
ტელევიზორსი რო გაბაზრდა მაგატი ამბავი მგონი 2009 წელი იყო დახურეს...ფორუმზეც იყო ბატონი თეოფილე,და მისი მიმდევრები.. 2010 დან აღარვინ შემოსულა ფორუმზე

ამ ბოლოს გახსნეს ისევ საიტი

მაგატი საიტი დარეგისტრირებულია ვინმე სპარტაკ კალაძის მიერ.
ეს მაგის მისამართია აუსტრალიაში:
SPARTAK KALADZE
1/14 VISTA STREET
2750 PENRITH
State/Province: NSW

ესეც საიტის სატაური biggrin.gif
Website Title მისწრაფება ქრისტესკენ


ეს ერთერთი სექტანტია: https://forum.ge/?showuser=50306



მოკლედ მაგათი დდშვც... ნაგავი ხალხია, აქამდე როგორ გაქაჩეს მიკვირს

Posted by: ლიბერალი 11 Mar 2015, 15:38
sony2005
QUOTE
სირია თუ ყლიყვი კი გაიყვანა 33 ქალწული ისის მოჯახედივით და არის ახლა ამქვეყნიურ სამოთხეში ქალწულების გარემოცვაში,


მარტო გოგოებს ვინ ჩივის. ადრე ვნახე გადაცემა. სურათები იყო. იმხელა ვირები დაუსირებია facepalm.gif

QUOTE
ზღაპარია...

დარწმუნებული ვარ უკეთესი ცხოვრება შესთავაზა მაგ სტუდენტებს ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ დააბოლა და წეიყვანა საზღვარგარეთ. :დ
ზემოქმედება არ კვერცხი.


მასე მარტივად რომ იყოს, ახლობლებთან კონტაქტზე უარს არ იტყოდნენ სტუდენტები.

Posted by: ცერცვა 11 Mar 2015, 15:44
ლიბერალი
QUOTE
მასე მარტივად რომ იყოს, ახლობლებთან კონტაქტზე უარს არ იტყოდნენ სტუდენტები.

მშობლებზე დაბოღმილ ბოვშებს წაიყვანდა. yes.gif

თან მაგ მალაქიას ცოლია ახლა ყველა და გაუტყდებოდათ მშობლებთან დარეკვა. :დ

Posted by: Solveig 11 Mar 2015, 15:45
ცერცვა

ფორუმელია, სხვათა შორის smile.gif

რელიგიის განყოფილებაში ხშირად ჩანდა ხოლმე.

Posted by: ეგრი 11 Mar 2015, 15:45
sony2005
QUOTE
სხვადასხვა წყაროების ცნობით, თეოფლე მალაქია საკუთარ სტუდენტებთან ერთად ტორონტოში ერთ ბანაკად ცხოვრობს, გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა. შვილებიც გაუჩინეს

ეს მე მგონი ტყუილია.

Posted by: eldorado31 11 Mar 2015, 15:47
ეს არის ჟურნალისტების შეთხზული მორიგი ლეგენდა. მაშინ საზღვარგარეთ წასულები ახლა ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში ... აქედან მხოლოდ ერთ-ორს ჰქონდა უსიამოვნება მშობლებთან და გაწყვეტილი კონტაქტი.
სექტა არა კვახი. biggrin.gif

Posted by: ლიბერალი 11 Mar 2015, 15:48
ცერცვა
QUOTE
მშობლებზე დაბოღმილ ბოვშებს წაიყვანდა.


თავისთავად ამ ადამიანებს ექნებოდათ რაღაც პრობლემა მშობლებთან, არაა გასაკვირი. მაგრამ 20 წელი ურთიერთობა გაწყვიტო ყველასთან ადვილია? თან რო გეძებენ.

QUOTE
თან მაგ მალაქიას ცოლია ახლა ყველა და გაუტყდებოდათ მშობლებთან დარეკვა. :დ


სურათები აჩვენეს ადრე ბიჭებიც წაიყვანა. ისინიც ცოლები არიან?

საქმე გვაქვს უსერიოზულეს ბრეინვოშინგთან, გასაკვირი ისაა, ამ დიეზმა როგორ მოახერხა ეს.

Posted by: SCO 11 Mar 2015, 15:49

დავიჯერო ჰოლივუდმა უყურადღებოდ დატოვა ეს ამბავი? biggrin.gif
კაი მასალაა

Posted by: Statham 11 Mar 2015, 15:50
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
პოლნი პიზდეც

Posted by: Otten 11 Mar 2015, 15:53
QUOTE (ეგრი @ 11 Mar 2015, 15:45 )
sony2005
QUOTE
სხვადასხვა წყაროების ცნობით, თეოფლე მალაქია საკუთარ სტუდენტებთან ერთად ტორონტოში ერთ ბანაკად ცხოვრობს, გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა. შვილებიც გაუჩინეს

ეს მე მგონი ტყუილია.

კანადაში იყვნენ
მერე ავსტრალიაში გადავიდნენ
თვითონაც დაადასტურა ფორუმზე. ეგა და მისი სექტანტები ფორუმზე შემოდიოდნენ. ასე 7-8 კაცი..მერე დაგვივიწყეს

Posted by: ეგრი 11 Mar 2015, 15:57
Otten

ბანაკად რომ ცხოვრებენ და 11 ცოლი რომ ჰყავს მე მგონი ტყუილია.

QUOTE
ეგა და მისი სექტანტები ფორუმზე შემოდიოდნენ.

ვიცი. smile.gif
ტელეფონზეც ვესაუბრე თეოფილე მალაქიას.
ვეთანხმები იმ იუზერებს, ვისაც უკვირს როგორ დააბოლა 33 ახალგაზრდა.
ვეჭვობ, რომ არც დაუბოლებია. წასვლა უნდოდათ და "დაბოლდნენ".

Posted by: ცერცვა 11 Mar 2015, 15:58
Solveig
QUOTE
ფორუმელია, სხვათა შორის

რელიგიის განყოფილებაში ხშირად ჩანდა ხოლმე.

:დ

შემრცხვა. givi.gif



ლიბერალი
QUOTE
სურათები აჩვენეს ადრე ბიჭებიც წაიყვანა. ისინიც ცოლები არიან?

ეგენი მეორე და მესამე ქმრები იქნებიან. biggrin.gif

სექტაა რას გაუგებ.

Posted by: vinsaniti 11 Mar 2015, 16:01
QUOTE
მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა.

აი ეს ადრე არ ვიცოდი biggrin.gif

Posted by: brutal_88 11 Mar 2015, 16:09
ჰმ, რავიცი 15 წუთია ვუსმენ და ყველაფერში ვეთანხმები თითქმის, რუსებს, პატრიარქს და მრევლს რაც შეეხება.


Posted by: Caravan 11 Mar 2015, 16:14
რა გინდათ ვერ გავიგე, კაცმა რამხელა სიკეთე გააკეთა biggrin.gif
პ.ს. რეზო, ამ თემას თუ კითხულობ, მეც წამიყვანე რა biggrin.gif

Posted by: khvaramze 11 Mar 2015, 16:25
მალაქია რომ დაირქვა.
ყველაზე მეტად ეგ გამიკვრიდა.
არის რაღაცა მეგრელებში იდუმალი...

Posted by: account66 11 Mar 2015, 16:31
ფორუმელი თუა დაიდოს ნიკი. გადავხედავთ პოსტოგრაფიას

Posted by: Annabell 11 Mar 2015, 16:40
რამდენი წლის არის ეს კაცი? .............................

აჰა ესეც ფორუმზე შეკრებილი მისი გულშემატკივრობა ვინც უშუალოდ იცნობდა, 6 წლის წინანდელი კი არის მაგრამ არაუშავს სალანძღავად გამოდგება lol.gif

https://forum.ge/?showtopic=34022937&view=findpost&p=15899389

Posted by: sony2005 11 Mar 2015, 16:59
QUOTE (Annabell @ 11 Mar 2015, 15:40 )
რამდენი წლის არის ეს კაცი? .............................

აჰა ესეც ფორუმზე შეკრებილი მისი გულშემატკივრობა ვინც უშუალოდ იცნობდა, 6 წლის წინანდელი კი არის მაგრამ არაუშავს სალანძღავად გამოდგება  lol.gif

ესაა თეოფილე მალაქია? gigi.gif ისე კი გავს სექსუალურ მანიაკს givi.gif

ისე მრავალცოლიანობა დაშვებულია ამერიკაში სექტა/რელიგია მორმონებში და ეგეც მაგას ხომ არ აწვება?

Posted by: ცერცვა 11 Mar 2015, 17:01
Annabell

მეთქი მეგრელი ბრედ პიტია თქო და თურმე სად ბანაობ. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Annabell 11 Mar 2015, 17:03
sony2005
QUOTE
ესაა თეოფილე მალაქია? gigi.gif ისე კი გავს სექსუალურ მანიაკს givi.gif

ახლა რომ უთხრა საქართველოში ხალხს წამოდი კანადაში წაგიყვანო მთელი საქართველო გამოგყვება.
წაიყვანა , ამაში ვერაფერს ვხედავ მე საკვირველს, მაგრამ 33 ადამიანი დაიმორჩილა ისე რომ არც ერთი არ ეკონტაკტება საზოგადოებას. - ნუ ეს კი მართლა საკვირველია.

QUOTE
psyxo

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: sony2005 11 Mar 2015, 17:04
QUOTE
მეთქი მეგრელი ბრედ პიტია თქო და თურმე სად ბანაობ.  

givi.gif
Annabell

ხო ეგაა გასაკვირი,მაგრამ რაღაც ვერ ვიჯერებ ასეთ რაღაცეებს და მომკალი sad.gif

Posted by: Annabell 11 Mar 2015, 17:07
ცერცვა
QUOTE
Annabell

მეთქი მეგრელი ბრედ პიტია თქო და თურმე სად ბანაობ. lol.gif lol.gif lol.gif

lol.gif lol.gif

sony2005
QUOTE
რაღაც ვერ ვიჯერებ ასეთ რაღაცეებს და მომკალი sad.gif

რაც ისტორია წერია მანდ კი შეთხზულია
მაგრამ ფაქტია რომ წაიყვანა ხალხი და არავინ უკან არ დაბრუნდა და არც ოჯახებს ეკონტაკტებიან
ნუ აშკარაა რომ რაღაც სექტაში არიან და აშკარად ეს კაცი ჰიპნოზს ფლობს და ბოროტულად იყენებს.


პ.ს. ამ ვიდეოებს კანადიდან ტვირთავს?

Posted by: Blackfish 11 Mar 2015, 17:11
ცოლების სურათები დაიდოს!

69 ჰარამხანა

Posted by: EDENA 11 Mar 2015, 17:13
QUOTE
ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა, რეზო ბაქრაძე იგივე თეოფილე მალაქია


ეგ დელონისა და ვიღაც ფშაველას სერიიდანაა?



პ.ს. ავღანეთში თურმე დღემდე ქართლ-კახელებს მიჰყავთ პარადი. ტყვეების წამებაც ჰყვარებიათ.

Posted by: too1 11 Mar 2015, 17:16

რამდენიმე ვიდეოს მოვუსმინე.
რა უნდა ვთვქა, განათლებულია და აშკარად რადიკალური აზროვნებით გამოირჩევა. მაგრამ ცოტა არარეალურია 33 კაცი ამას დაეგიპნოზებინა.
ბევრ რამეს სწორად აანალიზებს. 2011 წლის ვიდეოებს ვუყურებ და აშკარად სწორი პოლიტიკური აქცენტები აქვს.

Posted by: xronopi 11 Mar 2015, 17:20
ჩემი სკოლის მასწავლებლის შვილი გაჰყვა ბაქრაძეს ჯერ თურქეთში სადღაც 1994-96 წლებში. მერე კანადაში გადავიდნენ.
ეხლაც კანადაში ცხოვრობს. მე რამდენადაც ვიცი მთავარი მოტივი რის გამოც ეგ ბიჭი და დანარჩენებიც გაჰყვნენ მაგ
თეოფილე-ბაქრაძეს იყო უპერსპექტივობა და უმუშევრობა 90-წლების დასაწყისის საქართველოში.

თუმცა არ გამოვრიცხავ რომ თეოფილე-ბაქრაძეს ქადაგების, ხალხის გამოთაყვანების უნარიც ქონდეს.
არის ხალხი ვინც იოლად ექცევა ათასი სისულელის გავლენის ქვეშ.

Posted by: psyxo 11 Mar 2015, 17:27
Annabell
QUOTE
psyxo

lol.gif lol.gif lol.gif

რა გაგიკვირდა?
ეს თემა რომ მაინტერესებს?
QUOTE
ნუ აშკარაა რომ რაღაც სექტაში არიან და აშკარად ეს კაცი ჰიპნოზს ფლობს და ბოროტულად იყენებს.


მეც ხომ ჯადოქარი ვარ და ჰიპნოზების თემა მაინტერესებს wink.gif gigi.gif

Posted by: SNYPI 11 Mar 2015, 17:42
დღეს ლექტორთან მქონდა მაგარი ხიპიში

რუსეთის დიდება არ დაიწყო შუა ლექციაზე
ლამის გადავირიე
მერე საბჭოთა კავშირი მაგარი იყოო, არაფერი გაკლდაო
ხოოოდა რო დევიწყეეე
კაროჩე დასავლეთის ბრალია რუსეთმა რომ ჩვენი ოკუპაცია მოახდინა და უკრაინაში რაც ხდება ისიც, ელცინი თურმე დასავლეთის კაცი ყოფილა როცა აფხაზეთის ომში შემოყარა იარაღი და ტერორისტები კავკასიიდან და ა.შ

Posted by: kea 11 Mar 2015, 17:51
მახსოვს ეგ ამბავი.

რომელიღაც გააცემაშიც იყო. წლების მერე მშობელმა მიაგნო შვილს და იმ შტერმა ისეთები ელაპარაკა იმ კანადიდან გადარია დედ-მამა.

თქვენო გიჟები ხართ სუ ყველაო, ეგ საქართველოც ერთი დიდი საგიჟეთიაო, არც იცით სად ცხოვრობთ და რანაირი დარეხვილები ხართო, დამანებეთ თავიო, აღაც ეგ ქვეყანა მინდაო, აღარც ნათესავი და აღარც დედ-მამა მინდიხართოოოო.

შემეცოდა მაშინ ის ქალი.

Posted by: Gianni 11 Mar 2015, 17:54
kea
QUOTE
მახსოვს ეგ ამბავი.

რომელიღაც გააცემაშიც იყო. წლების მერე მშობელმა მიაგნო შვილს და იმ შტერმა ისეთები ელაპარაკა იმ კანადიდან გადარია დედ-მამა.

თქვენო გიჟები ხართ სუ ყველაო, ეგ საქართველოც ერთი დიდი საგიჟეთიაო, არც იცით სად ცხოვრობთ და რანაირი დარეხვილები ხართო, დამანებეთ თავიო, აღაც ეგ ქვეყანა მინდაო, აღარც ნათესავი და აღარც დედ-მამა მინდიხართოოოო.

შემეცოდა მაშინ ის ქალი.




ეგეთები არც უნდა შემოუშვა უკან საქართველოში....

იჯდერაო სადაც კარგად არის, დედაც მოსდღვნია biggrin.gif

Posted by: dragendo 11 Mar 2015, 18:04
ფორუმელების ყოფილან იმ სექტიდან მივწეროთ გაგვცენ პასუხი აქ ათასი ჭორი იწერება

Posted by: Annabell 11 Mar 2015, 19:14
psyxo
QUOTE
რა გაგიკვირდა?
ეს თემა რომ მაინტერესებს?

არ ვიცოდი ეს თეოფილე ვინ იყო.

QUOTE
მეც ხომ ჯადოქარი ვარ და ჰიპნოზების თემა მაინტერესებს wink.gif gigi.gif


თეოფილე გინდა იყო?
lol.gif lol.gif

თეოფილემ 33 კაცი მოაჯადოვა
მე აგერ რამდენი ფორუმზე
ეს ხერხები გინდა ისწავლო?

მართლა თუ გინდა სწავლა გასწავლი biggrin.gif

Posted by: May21 11 Mar 2015, 19:47
ნუ ეხლა რო უქანავებს გასაგებია...
მარა ქართველებზე ძაანაც სწორი ტქვა....
მე სულაც არ მინდა ეგეტი ქართველი ვიყოო...

რელიგიაში ჭედავს...ჩვეულებრივი სექტქნტია..
QUOTE

მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა.

ტვინის დაწმენდისთვის იყენებს...არ აწყენს დაბოღმილ ნაციას სხვათAშორის/...
QUOTE

მშობლებზე დაბოღმილ ბოვშებს წაიყვანდა

ე, ბიჯო გაუჩნდათ შვილიშვილები.....რაღა ბოვშები...

* * *
SNYPI
QUOTE
დღეს ლექტორთან მქონდა მაგარი ხიპიში

რუსეთის დიდება არ დაიწყო შუა ლექციაზე
ლამის გადავირიე
მერე საბჭოთა კავშირი მაგარი იყოო, არაფერი გაკლდაო
ხოოოდა რო დევიწყეეე

lol.gif 2kiss.gif

Posted by: psyxo 12 Mar 2015, 00:20
Annabell
QUOTE
ეს ხერხები გინდა ისწავლო?

მართლა თუ გინდა სწავლა გასწავლი biggrin.gif


სულ ეგრე მემუქრები ჩემო მარგარიტა და მაინც არ მასწავლი sad.gif eek.gif

Posted by: moen3 12 Mar 2015, 02:02
ღლე გინდა კანადაში ჩაარჭე გინდაც კავკასიონის ქედზე ღლე ღლეა...
მომენტ კანადაში უფრო ადვილია ღლეების პოვნა თან იზიდავენ ეგენი ერთმანეთს.. შეკრიბოს კიდევ 33 და გადაიყვანოს მექსიკაში.. იქაა საბადო თუა 33 კი არა 3333 საც მოაგროვებს .. გადმოიყვანოს უკან კანადაში და ეგეც ბიზნესის ბრუნვა..

Posted by: webtura 12 Mar 2015, 02:08
dragendo
QUOTE
ფორუმელებიც ყოფილან იმ სექტიდან მივწეროთ გაგვცენ პასუხი აქ ათასი ჭორი იწერება


გაანებეთ თავი, განსაკუთრებით ქალებმა, თორემ გარკვეული შანსია, მოხვდეთ მაგ თეოფილეს ჰარამხანაში.
სადაც 33 სრულწლოვანი დააგოიმა, იქაც კიდევ მიუმატებს 13-ს

biggrin.gif

Posted by: Annabell 12 Mar 2015, 11:54
psyxo
QUOTE
სულ ეგრე მემუქრები ჩემო მარგარიტა და მაინც არ მასწავლი sad.gif eek.gif

თეოფილემ გასწავლოს
სად მე და სად თეოფილე

33 კაცი მიაწვინა

მე სად შემიძლია მაგდენი lol.gif lol.gif


QUOTE
- "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"

შვილები არ ყავს იმ ცოლებისაგან?

Posted by: rsebobs 12 Mar 2015, 12:05
2 ვიცნობდი ვინც წაყვა

ორივე ბოღმა და დეფექტური იყო

ორივე მეგრელი მამის და მურდალი ხასიათის მქონე დედის შვილია

Posted by: web_nts 12 Mar 2015, 12:19
სამუდამო პატიმრობა უნდა გამოუწერე ასეთ ავადმყოფ სირებს yes.gif

ასე იქმნებიან ექსტრემისტები და მანიაკები yes.gif გადახედეთ მის და "მისი" მრევლის პოსტებს... არცერთი არ არის საღ ჭკუაზე.

Posted by: dragendo 12 Mar 2015, 14:41
QUOTE (webtura @ 12 Mar 2015, 02:08 )
dragendo
QUOTE
ფორუმელებიც ყოფილან იმ სექტიდან მივწეროთ გაგვცენ პასუხი აქ ათასი ჭორი იწერება


გაანებეთ თავი, განსაკუთრებით ქალებმა, თორემ გარკვეული შანსია, მოხვდეთ მაგ თეოფილეს ჰარამხანაში.
სადაც 33 სრულწლოვანი დააგოიმა, იქაც კიდევ მიუმატებს 13-ს

biggrin.gif

წამიყვანონ კანადაში და მერემე ვიცი

Posted by: dzuku71 12 Mar 2015, 15:42
ცერცვა
QUOTE
მშობლებზე დაბოღმილ ბოვშებს წაიყვანდა.

მახსოვს ტელევიზიით იყო რაღაც გადაცემაში ერთ სექტანტკას დაუკავშირდნენ კანადაში და მშობლებს ლანძღავდა ,ნუ მეძებენო და ა.შ.

Posted by: psyxo 12 Mar 2015, 19:23
Annabell
QUOTE
თეოფილემ გასწავლოს
სად მე და სად თეოფილე

ეჭვიანობ ? gigi.gif wink.gif


QUOTE
33 კაცი მიაწვინა

კაცი არა სპლიყვი wink.gif biggrin.gif
ვიღაც რაღაცას დააბრეხვებს, არც მაგ კაცის ლექცია ქადაგება მოუსმენიათ... იქნევენ ჰაერში არაფრისმაქნის ტრუხა მუშტებს....
ვინმე ლოთი "ვითომპოეტ" დალი ყარაულაშვილმა "პოლლიტრის" მაღარიჩის ამბავში წამოწია როდისღაცანდელი ამბავი.. აქ ხალხი ერთმანეთს ასწრებს ყურმოკრული ამბების გაფორმებას.
დააკვირდი, ვინც რეალურად მოისმინა თეოფილე აქ დადებულ ლინკებზე, ძირითადად დადებითად არიან განწყობილნი.

შენგან მიკვირს დამოუკიდებელი ლოგიკური და ძლიერი აზროვნების "ჯადოქრისგან" wink.gif , როგორ მოექეცი ამ თემის მოყაყანეთა გავლენის ქვეშ, რო გკითხოს ადამიანმა მთელი ფორუმი ამოდებული მყაავსო ... spy.gif მოკლედ, ვერ ქაჩავ .!!!. sa.gif
..

Posted by: LTB1948 12 Mar 2015, 21:21
რეალიბას არ ჰგავს. ჭორიკნობას უფრო ჰგავს........

Posted by: VAMPIRE_W 12 Mar 2015, 21:44
QUOTE
მერე ავსტრალიაში გადავიდნენ

ბედნიერები, როგორ მინდა ავსტრალიაში ცხოვრება.
თეოფილე თუ კითხულობ გამომიგზავნე ვიზა. შენს სექტაში ვერ გავწერვიანდები შოირსაა ჩემგენ რელიგიები,
მარა გააკეთე ეს ერთი სიკეთე , დადე ქვაზე და რა იცი მერე რად გექცევა. user.gif

Posted by: karlsoni 12 Mar 2015, 21:52
brutal_88
QUOTE
ჰმ, რავიცი 15 წუთია ვუსმენ და ყველაფერში ვეთანხმები თითქმის, რუსებს, პატრიარქს და მრევლს რაც შეეხება.

შენც ბრუტუს? კიარადა ბრუტალ. . . . biggrin.gif

ცერცვა
QUOTE
დარწმუნებული ვარ უკეთესი ცხოვრება შესთავაზა მაგ სტუდენტებს ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ დააბოლა და წეიყვანა საზღვარგარეთ. :დ

1994 წელს?
ახალ ნამხედრიონალ-მხედრიონ-უშუქობა-უგაზობა-წუნკკლაობა დროს?
რა დაბოლება უნდოდა მაგას რომ იმ დროს კანადაში წასვლა უკეთესი ცხოვრება იქნებოდა?
კი არ დაუბოლებია, მარტალი უთქვია. biggrin.gif

Posted by: absentee 12 Mar 2015, 21:59
თქვენი ნაბოდვარის წაკითხვა მეზარება, არ ვიცი რა წერეთ მარა შეგილიათ ეს ნახოთ



http://www.myvideo.ge/?video_id=437409

Posted by: u t a 12 Mar 2015, 22:35
წინა თემა გადავიკეთხე.
ძალიან დავიგრუზე.
რაღაცა შემეცოდა ეს ხალხი ძაან.
იუმორი, აზროვნება, ლექსიკა, წინადადებების წყობაც კი ერთნაირი აქვთ.
სერიოზულად უმუშავია ბატონ თეოფილეს. sad.gif

Posted by: ushuaia 13 Mar 2015, 03:17
ახლა სად არიან........................................?

Posted by: Tsiteli Tskapunebi 13 Mar 2015, 04:09
რომ ვთქვა ერთ-ერთი "დაკარგული" აქ ვარ თქო, ცხენის ძუაზე არ გამომაბამს ფორუმი?
ისედაც ფაშისტს მიძახის დეგა biggrin.gif

მკითხეთ, რა გნებავთ wink.gif
ჯოგად ვცხოვრობთ ტორონტოში.
თეოფილე გვაბამს ძროხების ბაგაზე და თივას გვაჭმევს.
მე პირადად 3 შვილი გავუჩინე: მალვინა, ჰერკულესი და ნაზიბროლა (ენაცვალოთ დედა).
კიდევ რა გაინტერესებთ? biggrin.gif

Posted by: levancho_kanada 13 Mar 2015, 05:53
მემგონი აღარ არიან კანადაში აქ არავის უხსენებია ეგ მაგრამ მაგის ძმიშვილი ყავს ჩემ ძმას ნანახი აქ და ბიძამისი მაგათვის ყველაფერიაო

Posted by: Roofus 13 Mar 2015, 06:29
[აქ იყო ჩემი კომენტარი] boli.gif

Posted by: ushuaia 13 Mar 2015, 12:25
დიდი ამბავია ეს.................................დიდი.................................

Posted by: Otten 13 Mar 2015, 12:36
Tsiteli Tskapunebi
საწოლში როგორია? 33ივეს გიქაჩავთ?

Posted by: ushuaia 13 Mar 2015, 12:40
11 გოგო იყოო......................................................

Posted by: Lancette 13 Mar 2015, 12:44
წამიყვანეთ რა მეც <3 ტვინს ვერ ამომიტრიალებთ და იქნება კანადაში გავიჩითო :3

Posted by: Eric 13 Mar 2015, 12:54
მე მგონია მართალია ეგ კაცი
და აქ საქართველოში დარჩენილები ვართ ჩვენ ერთი დიდი სექტა cry.gif


არ დამარტყათ ჩემით გავალ ბოშყო




lol.gif

Posted by: iCyborg 13 Mar 2015, 12:55
Tsiteli Tskapunebi
QUOTE
რომ ვთქვა ერთ-ერთი "დაკარგული" აქ ვარ თქო, ცხენის ძუაზე არ გამომაბამს ფორუმი?


უბრალოდ არ დაგიჯერებთ smile.gif
.....
მართლა ერთერთი "დაკარგული" ხართ? user.gif

Posted by: tiptop13 13 Mar 2015, 12:59
ზოგადად ისეთი სისულელეების ჯერა ოდითგან ქართველებს (ვაღიაროთ ცოტა მეზღაპრე ერი ვართ) რომ არ მიკვირს რომ ადვილად დაბოლდნენ.

თანაც 90-იანი წლების საქართველოდან ვინ არ დათანხმდებოდა აქედან წასვლას

მაგრამ ვინ არინ ეს სტუდენტები? სტუს მაგ ფაკულტეტზე 1994 წელს ვინ სწავლობდა სიების მოპოვებას და მერე გადამოწმებას სად არიან დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მე რომ ძალიან დაინტრესებული ვიყო და მოცლილი 2 კვირაში გავარკვევდი.

ალბათ რაღაც მსგავსი მოხდა, მაგრამ გაზვიდებულ-გადაკეთებული მგონია ეგ ამბავი

Posted by: Annabell 13 Mar 2015, 13:07
QUOTE (absentee @ 12 Mar 2015, 21:59 )
თქვენი ნაბოდვარის წაკითხვა მეზარება, არ ვიცი რა წერეთ მარა შეგილიათ ეს ნახოთ



http://www.myvideo.ge/?video_id=437409

ეს იუტუბიზე არ არის?

რაიმე სიუჟეტია იმ ხალხზე ვინც წავიდნენ?

Posted by: psyxo 13 Mar 2015, 23:02
iCyborg
QUOTE
უბრალოდ არ დაგიჯერებთ smile.gif
.....
მართლა ერთერთი "დაკარგული" ხართ? user.gif


დაუჯერე პატარავ, დაუჯერე!!...
ატვეჩაი ვარ wink.gif

tiptop13
QUOTE
არ მიკვირს რომ ადვილად დაბოლდნენ.

თანაც 90-იანი წლების საქართველოდან ვინ არ დათანხმდებოდა აქედან წასვლას

მაგრამ ვინ არინ ეს სტუდენტები? სტუს მაგ ფაკულტეტზე 1994 წელს ვინ სწავლობდა სიების მოპოვებას და მერე გადამოწმებას სად არიან დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მე რომ ძალიან დაინტრესებული ვიყო და მოცლილი 2 კვირაში გავარკვევდი.

რას არკვევ, ვისას არკვეევ,რისთვის არკვევ?!! ....არაფერი გასარკვევი არააა, არავინ არ დაუჩაგრავთ, არავისზე უძალადიათ...
ფილმიდანაც ჩანს რომ რაღაც შიდა ოჯახური, თაობათა მენტალური(გაგებათა) კონფლიქტია, ყოველთვის იყო და იქნება....მაგას მერე გარკვეული ჟურნალისტ "არამკითხეები" საკუთარი პროფესიული არსებობის "გასაპრავებელ" მასალად იყენებენ შემოსავლის წყაროდ...

უამრავი ქვეყნის იმიჯის შემარცხვენელი კრიმინალია გასული და იმათზე რატომღაც უფრო თანამგრძნობ სტატიებს წერენ ..რა ექნათ,.. 2კაპიკი, ლუკმა პური, ბავშვიი...
და რატომღაც შინ და გარეთ ნორმალურ ადამინს ემტერებიან ყოველთვის და სამიზნედ ჰყავთ ამოჩემებული.....

Posted by: Unlucky Jonathan 14 Mar 2015, 00:02
ხალხო მე ვესწრებოდი ამ კაცის ლექციებს. ისე საინტერესო იყო დინამიკა სექტა როგორ სექმნა მაგრმა ზოგადად ადამინს თუ არ უნდა არ მოხვდება არანაირი გავლენის ქვეშ. ისე არ ვიცი სეიზლება თავისებურად ბედნიერეები არიან რა ვიცი აბა.

ისე ერთი 3 წლის წინ კანადაში იყვნენ. ზოგი გამოეყო მერე და ცალკე წავიდა. არის ხალხი რომლებიც ადვილად ექცევიან გავლენის ქვეს. მიტუმეეტეს როცა 90იანი უპრასვეტო წლებია, იპოვნი არც ისე წარმატებულ ან თავის თავში აგკვეულ ნხლახს და მატ განათლებიტჯ და ასაკიტ აღემატები.

Posted by: tiptop13 14 Mar 2015, 00:49
QUOTE
ხლა რომ უთხრა საქართველოში ხალხს წამოდი კანადაში წაგიყვანო მთელი საქართველო გამოგყვება.
წაიყვანა , ამაში ვერაფერს ვხედავ მე საკვირველს, მაგრამ 33 ადამიანი დაიმორჩილა ისე რომ არც ერთი არ ეკონტაკტება საზოგადოებას. - ნუ ეს კი მართლა საკვირველია.

რა იცით რომ არ ეკონტაქტება?
ვინმე დაელააპარაკა რომელიმე ოჯახის წევრს? დაიწერა ამაზე რამე?
იქნებ ჩვეულებრივი ემიგრანტები არიან? ის რამოდენიმე ადამიანი ისევ მასთან არის არ ნიშნავს რომ 33-ვე (თან რა ციფრია smile.gif ) სექტაშია, ალბათ 3-4 კი.

Posted by: sony2005 14 Mar 2015, 00:54
ისე როცა ჯგუფი გადის ასე რამდენიმე ადამიანი ნცნობ მეგობრები ერთად ძალიან მაგარია,უფრო ადვილად მოახერხებ ადაბტაციას გარემოსთან და ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან, კი გამუვიდოდათ ავტომატურად სექტანტურად ცხოვრება თავისდა უნებურად მაგრამ მერე რა გაეცალნენ ამ აქოთებულ სიტუაციას,90 იან წლებში კი არა ახლაც დიდი სიამოვნებით გავეცლებოდი ამ საშინელებას რაც აქ ხდება, რა ჯობია დალაგებულ კანადაში ცხოვრებას თუ საქმესაც აააწყობ ,იქნები შენთვის წყნარად და მშვიდად, აქ ან დეპრესია მოგკლავს ან ინფარქტი ნერვიუობით და უსაქმურობით

Posted by: GogonaParalelepipedidan 14 Mar 2015, 05:17
tiptop13
ადრე ვუყურე სიუჟეტს, იყო ოჯახის წევრების ინტერვიუები და თქვეს, არ გვეკონტაქტებიანო.
+
ერთ-ერთი სტუდენტის საუბარი იყო ჩაწერილი. მშობლებს ეუბნებოდა, რატომ უნდა გეკონტაქტოთ, მ. ჩემი ცხოვრება მაქვს და ნუ მეძებთო და ა.შ.
დაწერილ ტექსტს კითხულობდა ოღონდ აშკარად.


----
აზრი არ მაქვს ზოგადად ამ ამბავზე

Posted by: m e r a 14 Mar 2015, 06:27
QUOTE
მართლა ერთერთი "დაკარგული" ხართ?


იქნება.


ერთია კიდე, გაქანებული ზვიადისტია, მერე ბოკერიაზე აფანატებდა, იმედია პრეზიდენტი გახდებაო.

Posted by: George66 14 Mar 2015, 06:59
"დემოკრატია"..."ადამიანის უფლებები"...

ამნაირი გარყვნილი ნაძირალა, რომელმაც საკუთარი ოჯახიც არია და კიდევ 33 ქართველი (მომავალში 33 ოჯახი!) გამოაკლო ჩვენს ქვეყანას, სიცოცხლის ღირსია?

რატომ არ მიაძაღლა რომელიმეს ნათესავმა აქამდე და არ გადააგდო სადმე სანაგვეზე, იმიტომ რომ მიწის მისით დაბონძურება ცოდვაა?

Posted by: Tsiteli Tskapunebi 14 Mar 2015, 07:13
QUOTE (Otten @ 13 Mar 2015, 12:36 )
Tsiteli Tskapunebi
საწოლში როგორია? 33ივეს გიქაჩავთ?

ზვერრრრრ!

გაინჯა wink.gif

Posted by: psyxo 26 Mar 2015, 20:19
https://www.youtube.com/watch?v=11SAtn_T_JY&list=PLHha6qKv7Ko3DMV5-OKxQ-5eUDo_BCQQz
იქნებ მოვუსმინოთ ამას და გავანებოთ თავი კერძო მასობრივ ინფორმაციების საშუალებებს...

Posted by: jadgschloss 15 Sep 2017, 18:35
ამ ამბავზე რამე სიახლე ხომ არაა?
გოდერძი შარაშიას გადაცემის ლინკი ხო არ გაქვთ ვინმეს? არ ვიცოდი და ახლა გავიგე ეს თემა.

Posted by: kaxakale 15 Sep 2017, 19:04
QUOTE
ფორუმელია, სხვათა შორის


ნეტა რატომ არ მიკვირს user.gif

Posted by: jadgschloss 15 Sep 2017, 19:14
kaxakale
QUOTE
ნეტა რატომ არ მიკვირს 


თეოფილე მალაქიაა ფორუმელი?
თუ მიმდევარზეა საუბარი ჯბაკურზე?

Posted by: A10 15 Sep 2017, 19:27
უყურე შენ მაგას. რა მღვდელი დაკარგა ქვეყანამ?

Posted by: tatia23 15 Sep 2017, 19:28
ამ თეოფილეს ამბავი რა დაუჯერებელია, Jonestown Massacre დაგუგლეთ და ნახავთ რა დონემდე შეიძლება ერთმა ადამიანმა სხვები დაიმორჩილოს

Posted by: GIORGI XXL 16 Sep 2017, 01:04
რელიგიუი ადამიანები, ასევე როგორც არარელიგიურები ვართ გენეტიკურად დეტერმინირებულები. ეს ფაქტია.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ან ურთიერთპატივისცემა ან უნდა ამოვხოცოთ ერთმანეთი biggrin.gif

Posted by: godblessamerica 16 Sep 2017, 01:48
რამდენ ჩემ ნაცნობს უნდა კანადაში წასვლა, არავინ იცით როგორ გაწევრიანდნენ მაგის სექტაში?,სიამოვნებით გაწევრიანდებიან თუკი ოჯახებიდან ვინმე მოიტაცებს და მოტყუებით წაიყვანს კანადაში

Posted by: GEORGEXIII 16 Sep 2017, 01:53
QUOTE
რამდენ ჩემ ნაცნობს უნდა კანადაში წასვლა, არავინ იცით როგორ გაწევრიანდნენ მაგის სექტაში?,სიამოვნებით გაწევრიანდებიან თუკი ოჯახებიდან ვინმე მოიტაცებს და მოტყუებით წაიყვანს კანადაში

აბა მეზობელმა ბინა გაყიდა და მაინც არ გაუმართლა ვერც ევროპიდან ვერ გადავიდა კანადაში...

facepalm.gif facepalm.gif

Posted by: შაქროII 16 Sep 2017, 02:23
მაგარისექტა შექმნა...მიმიქარავს ზვიადას კარვის ქალები და მიშას მათხოჯი
მენეჯერები

Posted by: tox-rex7010 16 Sep 2017, 02:41
მე მოვუსმინე რამდენიმე მაგის ჩანაწერს.

ე.ი ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: განათლებულია, საუბრობს ძალიან მარტივი ენით და ყველასათვის გასაგებად, ნამდვილად სჯერა იმისი რასაც ქადაგებს, თუმცა რასაც ქადაგებს რამდენად ემთხვევა ბიბლიას არ ვიცი იმიტო რო არ წამიკითხავს, ამ ისტორიებზე მის გარშემო განსაკუთრებით ბრაზდება და იძახის მიგონებენო,

ჩემი აზრით შეიძლება ჟურნალისტებმა გადაამლაშეს მარა სექტანტობამდე არაფერი უკლია. თუ გადავხედავთ მაგის არხს ბევრი ვიდეო აქ ატვირთული უმრავლესობა რამდენიმე საათიანი, ამის გამო მეეჭვება სადმე მუშაობდეს სერიოზულად დღეში 8 საათი.

ყველაზე დიდი ნახვა რაც მაგის ვიდეოს აქ 1000 და ძირითადად 200 300 ნახვას არ ცდება რაც მაფიქრებიებს რომ მაქსიმუმ 100 კაციანი სექტაზე მეტი არ უნდა ქონდეს. თვითონ იძახის რო რაის სექტა ბიბლიის კითხვა სექტანტობა რატოა?

ბევრს სწორად აჯვამს დაუფარავად ეკლესიით და დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული. ორატორობის ნიჭი ნამდვილად აქ მაგრამ ფართო მასებს მაინც მგონია რო ვერ მოხიბლავს მთლად რო ბი ბი სი-ზე გაუშვა.

Posted by: Aalatriste 16 Sep 2017, 03:41
რა საინტერესო ფრაზაა " ყველა მათგანი წარმატებულია"

დიდებული სერვანტესი დღევანდელი გაგებით წარუმატებელი, ხელმოცარული, "ბომჟი" და "დახადიაგაა"

Posted by: dola86 16 Sep 2017, 06:05
QUOTE
ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა, რეზო ბაქრაძე იგივე თეოფილე მალაქია

სათაურია ისეთი, რომ თავიდან ვიფიქრე ოჯახები უშლიდნენ სწავლას და ამან იბრძოლა , რომ განათლება მიეღოთ . თავისი სახსრებით და რამე

Posted by: axalirevolucia 16 Sep 2017, 06:28
საქტა სექტად, მარა “კანადის მთავრობამ გასვენებაში არავინ დაუშვა“-მ მართლა დამაინტერესა - რის საფუძველზე?

Posted by: dola86 16 Sep 2017, 06:37
axalirevolucia
QUOTE
საქტა სექტად, მარა “კანადის მთავრობამ გასვენებაში არავინ დაუშვა“-მ მართლა დამაინტერესა - რის საფუძველზე?

QUOTE
დაკრძალვაზე დასწრების საშუალება გამომძიებლების და მარიამის მეგობრების გარდა არავის მისცეს

ეგ სად წაიკითხე? მამა პატიმრობაშიაო
QUOTE
დააკავეს მარიამ მახნიაშვილის მამა, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის.

შეიძლება მართლა მოკლა, არაა გამორიცხული და ოჯახის წევრებს კიდე არ ქონდათ სურვილი დაკრძალვაზე დასწრების

Posted by: chombe 16 Sep 2017, 08:08
QUOTE
დააკავეს მარიამ მახნიაშვილის მამა, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის.

dola86
QUOTE
შეიძლება მართლა მოკლა, არაა გამორიცხული და ოჯახის წევრებს კიდე არ ქონდათ სურვილი დაკრძალვაზე დასწრების

მახნიაშვილის მამა შვილის მკვლელობისთვის არაა დაჭერილი...
ჯერ იყო და ვიღაც მეზობელი დაჭრა დანით შელაპარაკებისას...
შინა პატიმრობა ქონდა, რომ ისევ გამოვარდა გარეთ ცხოველივით და ეხლა უკვე ორი ადამიანი, ცოლ–ქმარი, აჩეხა დანით, რაღაც ძალიან უმნიშვნელო მიზეზით...
მოკლედ, საქონელია ეგ ტიპი და მოათავსეს კიდეც იქ, საცა მისნაირების ადგილია...

Posted by: dola86 16 Sep 2017, 08:10
chombe
QUOTE
მახნიაშვილის მამა შვილის მკვლელობისთვის არაა დაკავებული...
ჯერ იყო და ვირაც მეზობელი დაჭრა დანით...
შინა პატიმრობაში იყო და ისევ გამოვარდა გარეთ ცხოველივით და ეხლა უკვე ორი ადამიანი, ცოლ–ქმარი, აჩეხა დანით...

ისე ეწერა...
სადისტია კი მარა?

Posted by: GEORGEXIII 16 Sep 2017, 08:12
მაინცდამაინც სექტაში უნდა იყო კანადაში რომ ჩააღწიო?
facepalm.gif

Posted by: vano22 16 Sep 2017, 08:23
QUOTE (sony2005 @ 11 Mar 2015, 15:33 )
ცერცვა

QUOTE
პ.ს. ტიპი ჩამოსხმაა... :დ

ფსიქოლოგი კი არა სირია. : )))

სირია თუ ყლიყვი კი გაიყვანა 33 ქალწული ისის მოჯახედივით და არის ახლა ამქვეყნიურ სამოთხეში ქალწულების გარემოცვაში, ხალხი მაგის გულისთვის თავს იფეთქებს 2 ტონა ტროტილით ქალწულებს რომ დააცხრეს იმქვეყნად და ამან ამ ქვეყნად მოიწყო სამოთხე givi.gif facepalm.gif

22 ბიჭი და 11 გოგო
ოოოოოოოოოო..


22 წლის ბიჭები ქალწულებში გადიან??

Posted by: Anarchisti 16 Sep 2017, 09:16
chombe
QUOTE
მოკლედ, საქონელია ეგ ტიპი და მოათავსეს კიდეც იქ, საცა მისნაირების ადგილია...

ეგ გათავისუფლდა ჩამოვიდა უკვა საქართველოში.

Posted by: RedShark 16 Sep 2017, 10:06
მოვუსმინე ჩანაწერებს და დიდი ვერაფერი... არანაირი განსაკუთრებული ლოგიკა, დამაჯერებლობა, ორატორული ნიჭი და ა.შ. არ აქვს... მაგრამ საკმაოდ ენერგიულია და გარკვეული კატეგორიის ხალხზე ზემოქმედებისთვის ესეც საკმარისია... მე რაც მაქვს გაგონილი, მისი ქადაგების მთავარი თემა თავისუფლება იყო, განსაკუთრებით სექსუალური თავისუფლება. ახალგაზრდებს მოუწოდებდა განთავისუფლებულიყვნენ რელიგიის და ჩამორჩენილი საზოგადოების თავსმოხვეული კლიშეებიდან... იქინძავეთ რამდენიც გინდათ, ამით არა თუ რამეს აშავებთ, პირიქით ქალი და კაცი სწორედ ასე და ამისთვისაა გაჩენილიო და შესაბამისი არგუმენტები ბიბლიიდან მოჰყავდა (მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ავტორიტეტულ წყაროებს, თუ გინდა ადამიანი დაარწმუნო და ქმედებისკენ უბიძგო... რომლისკენაც ისედაც მიდრეკილია და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აბრკოლებს)... სადაც ერთი და იგივე ქმედებას ხან ცოდვა ჰქვია და ხან მადლი და შესაბამისად ინტერპრეტაციების საკმაოდ დიდ შესაძლებლობას იძლევა... smile.gif

Posted by: jadgschloss 16 Sep 2017, 10:20
გადაცემების ჩანაწერები ხომ არ მოგეპოვებათ? ამ თემაზე რაც გაკეთებულა ჩვენთან.?

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 13:22
უარესებიც ხდება, ისეთი სექტები უჩვენეს ერთხელ , რომ რაღაც რიტუალების შემდეგ რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულაო სიცოცხლე.


Posted by: RedShark 16 Sep 2017, 14:02
merkuriela
QUOTE
უარესებიც ხდება, ისეთი სექტები უჩვენეს ერთხელ , რომ რაღაც რიტუალების შემდეგ რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულაო სიცოცხლე.

ბიდლოს რა გამოლევს... აგერ მოუსმინეთ როგორ ცხვრებივით მიჰყვებიან ამდენი "ხალხი" ერთ გამოსირებულს



70 - ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ სექტას (აქედან 21 ბავშვი)

ჯონსტაუნი ახსენეს ზემოთ. შეხედეთ პირველივე კადრებზე რა ბედნიერები ჩანან....



ლიდერის ერთ მოწოდებაზე ყველამ ციანიდით მოიკლა თავი (909 ადამიანი, აქედან 200 - მდე ბავშვი)...
user posted image


Posted by: lasha123456 16 Sep 2017, 14:08
საქარტველოში ბერ სალოსს ნიკოლოზს როუწოდებს თავს ეგეც სექტა არაა?

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 14:13
RedShark
კი, ეს კადრები უჩვენეს ბოლო სურათზე რომ არის. და კიდევ იყო სხვაც..

შამანებზე იყო თემა კიდევ...

არის იდეოლოგიები და ლიდერები რომლებსაც ყველაფერზე მიჰყვება ხალხი..


2-3 წლის წინ უკრაინაში მოხდა, დედამ და დეიდამ(ანუ დებმა) რიტუალურად მოკლეს ბიჭი 10-12 წლის მგონი. მერე როცა დააკვეს დედამ უპასუხა ბავშვი თანახმა იყოო. facepalm.gif

Posted by: subterranean 16 Sep 2017, 14:18
გამოგლიჯა/დააჰიპნოზა/გაიტაცა smile.gif
30 წლის "ბავშვები"
კერქით რა
ნეტაი თქვენ გაგიტაცოთ ვინმემ კანადაში, პირდაპირ 90-იანების საქართველოდან კი არა, დღეს. არ გინდათ?

Posted by: lasha123456 16 Sep 2017, 14:19
QUOTE
ნეტაი თქვენ გაგიტაცოთ ვინმემ კანადაში, პირდაპირ 90-იანების საქართველოდან კო არა, დღეს. არ გინდათ?


კანადაში წასვლაზე რო არაა მარტო საქმე ძნელი გასაგებია?

ხალხმა მშობლები დაიკიდა არ ეკონტაქტებიანო

შენმა შვილმა სიბერეში რო მიგატოვოს მასე და ზუსტად არც ის იცოდე ცოცხალია თუ არა კარგი იქნება?



Posted by: RedShark 16 Sep 2017, 14:24
merkuriela
QUOTE
კი, ეს კადრები უჩვენეს ბოლო სურათზე რომ არის. და კიდევ იყო სხვაც..

შამანებზე იყო თემა კიდევ...

არის იდეოლოგიები და ლიდერები რომლებსაც ყველაფერზე მიჰყვება ხალხი..


2-3 წლის წინ უკრაინაში მოხდა, დედამ და დეიდამ(ანუ დებმა) რიტუალურად მოკლეს ბიჭი 10-12 წლის მგონი. მერე როცა დააკვეს დედამ უპასუხა ბავშვი თანახმა იყოო.

ჰო, მაგრამ ეს შემთხვევები გამორჩეულია იმით, რომ შამანებისგან და სხვადასხვა სატანური კულტებისგან განსხვავებით "ქრისტიანები" იყვნენ და ბიბლიით ხელმძღვანელობდნენ... smile.gif ბიბლია ავტორიტეტია, ამით უფრო ადვილად და მასობრივად ბოლდება ხალხი....

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 14:35
RedShark
QUOTE
ჰო, მაგრამ ეს შემთხვევები გამორჩეულია იმით, რომ შამანებისგან და სხვადასხვა სატანური კულტებისგან განსხვავებით "ქრისტიანები" იყვნენ და ბიბლიით ხელმძღვანელობდნენ...  ბიბლია ავტორიტეტია, ამით უფრო ადვილად და მასობრივად ბოლდება ხალხი....

QUOTE
ბიბლია ავტორიტეტია, ამით უფრო ადვილად და მასობრივად ბოლდება ხალხი....

რატომ უნდა ჩაიდინო ის რასაც არ მოგიწოდებს ეგ ბიბლია.
უნდა მიხვდე რომ ლიდერი გატყუებს.

თანაც რას ეუბნება ისეთს რომ თავს იკლავენ.


ბიბლია ამბობს ასე;

სატანამ უთხრა იესოს

QUOTE
9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,

10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,

11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.



Posted by: subterranean 16 Sep 2017, 14:53
QUOTE (lasha123456 @ 16 Sep 2017, 14:19 )
QUOTE
ნეტაი თქვენ გაგიტაცოთ ვინმემ კანადაში, პირდაპირ 90-იანების საქართველოდან კო არა, დღეს. არ გინდათ?


კანადაში წასვლაზე რო არაა მარტო საქმე ძნელი გასაგებია?

ხალხმა მშობლები დაიკიდა არ ეკონტაქტებიანო

შენმა შვილმა სიბერეში რო მიგატოვოს მასე და ზუსტად არც ის იცოდე ცოცხალია თუ არა კარგი იქნება?

რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ მოხუც მშობლებს არ ეკონტაქტებიან, მაგრამ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ქვეყნიდან წასვლა იყო ზრდასრული ადამიანების გადაწყვეტილება, არამგონია, დიდი ჰიპნოზი სჭირდებოდეს მაგას. ჩემი დაკვირვებით, ქართველი მშობლების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს იმის აღიარება, რომ შვილი დამოუკიდებელი სუბიექტია, რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. თუ რამე არასწორი ჩაიდინა შვილმა, ან უბრალოდ რაც მშობლებს არ მოსწონთ, ესეიგი ვიღაცამ შეაცდინა, ტვინი აურია, ცუდ წრეში მოხვდა. იმას კი არ იტყვიან, რომ თავისი სურვილები და მიზეზები აქვს ყველას. ამ თემაზე რომ იყო გადაცემა, რამდენიმე მშობელთან იყო ინტერვიუ და ზრდასრულ შვილებზე ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს 2 წლის ბავშვი თეოფილე მალაქიამ კანფეტით მიიტყუა, მანქანაში ჩაისვა და გაიტაცა.
მახსოვს, ერთ-ერთი წასული ყვებოდა, ტირანი მშობლები მყავდა, უნდოდათ, მათ ჭკუაზე მევლო და თან ვიღაცაზე მათხოვებდნენ ძალითო. ასეთ სიტუაციას და პლიუს 90-იანების უპერსპექტივობას რომ გაექცა, სულაც არ მიკვირს, უბრალოდ ისაა ცუდი, რომ ასე დაიბოღმა და 20 წლის მერეც ვერ აპატია მოხუც მშობლებს. ამდენ ხანში კი უნდა გადაგიაროს წესით სიბრაზემ.
თუმცა 30-ივე ეგრე არაა როგორც მივხვდი. ვიღაცებმა და-ძმებიც წაიყვანეს ავსტრალიაში, მშობლებიც.
მშობლები რომ ფეხებზე ჰკიდიათ, ეგეთები თეოფილეს გარეშეც გამიგია და საქართველოს შიგნითაც.

Posted by: RedShark 16 Sep 2017, 15:01
merkuriela
QUOTE
რატომ უნდა ჩაიდინო ის რასაც არ მოგიწოდებს ეგ ბიბლია.
უნდა მიხვდე რომ ლიდერი გატყუებს.

თანაც რას ეუბნება ისეთს რომ თავს იკლავენ.


ბიბლია ამბობს ასე;

სატანამ უთხრა იესოს

QUOTE
9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,

10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,

11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.


ბიბლიაში ბევრი გაუგებარი და ურთიერთსაპირისპირო შეფასებებია ერთი და იგივე მოვლენების. მაგალითად, ებრაელებს ჰქონდათ ათი მცნება და მათ შორის "არა კაც ჰკლა" და "არა იმრუშო" და ამ დროს გენოციდებს უწყობდნენ სხვა ერებს და მათ მიწებს და ქონებას ისაკუთრებდენენ... ტყვე კაცებს წამებით ხოცავდნენ, ქალებს ვინც ქალიშვილი არ იყო ასევე ხოცავდენენ და ქალიშვილების კიდევ მონებად და ხასებად იტოვებდენენ... ამას აკეთებდნენ ღვთის მითითებით (ბიბლიაში ასეა აღწერილი) და ეს რატომღაც არ ითვლებოდა არც მკვლელობაში და არც მრუშობაში... ბიბლიის ერთ - ერთ თანაავტორს - სოლომონს შვიდასი ცოლი და სამასი ხარჭა ჰავდა და არც ეს ითვლებოდა მრუშობად smile.gif და ა.შ... როგორც უკვე დავწერე ბიბლია ინტერპრეტაციების საკმაოდ ფართე შესაძლებლობას იძლევა და ვისაც როგორ უნდა ისე გამოიყენებს...


Posted by: amsona69 16 Sep 2017, 15:16
https://www.youtube.com/watch?v=3YDP60NpZLg
აქ ის დალი ყარაულაშვილი კომენტებში წერს რო ქინძავს მაგ ქალებს ეგ თეოფილეო.
ზოგმა შვილიც გაუჩინაო

Posted by: t-90 16 Sep 2017, 15:22
subterranean
QUOTE

ნეტაი თქვენ გაგიტაცოთ ვინმემ კანადაში, პირდაპირ 90-იანების საქართველოდან კი არა, დღეს. არ გინდათ?

ნწუ
კაი გამიტაცა თეოფილემ კანადაში.
5 წლის მერე როცა დავმკვიდრდები რაღა ჩემ ფეხებად მინდა თეოფილეს სექტა თუ ჩაზომბებული არა ვარ?

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 15:53
RedShark
QUOTE
ებრაელებს ჰქონდათ ათი მცნება და მათ შორის "არა კაც ჰკლა" და "არა იმრუშო" და ამ დროს გენოციდებს უწყობდნენ სხვა ერებს და მათ მიწებს და ქონებას ისაკუთრებდენენ... ტყვე კაცებს წამებით ხოცავდნენ, ქალებს ვინც ქალიშვილი არ იყო ასევე ხოცავდენენ და ქალიშვილების კიდევ მონებად და ხასებად იტოვებდენენ... ამას აკეთებდნენ ღვთის მითითებით (ბიბლიაში ასეა აღწერილი) და ეს რატომღაც არ ითვლებოდა არც მკვლელობაში და არც მრუშობაში... ბიბლიის ერთ - ერთ თანაავტორს - სოლომონს შვიდასი ცოლი და სამასი ხარჭა ჰავდა და არც ეს ითვლებოდა მრუშობად  და ა.შ

ამ ყველაფერს თავისი პასუხი აქვს-ექნება.

ხოლო - თვითმკვლელობებზე - ბიბლია არსად მოუწოდებს.


QUOTE
დალი ყარაულაშვილი

ეს ადამიანი თან ამხელს თითქოს, მათ ,,მოძღვარს'' და თან იმდენად გავლენის ქვეშ არის რომ ლამის ფანჯრიდან გადახტა....

QUOTE
რეზო ბაქრაძე ქადაგებდა, რომ მან მიაგნო ჭეშმარიტებას და მხოლოდ ის იყო ამქვეყნად უცოდველი, ერთხელ ლექციაზე მან ასეთი რამ თქვა, რომ ვიცოდე, რომ ახლა ჩემი შვილი გარეთ გავა და მას მოკლავენ, არ გადავეღობები, რადგან ეს ღმერთს უნდა ასეო. მე მაშინ კატეგორიული წინააღმდეგობა გავუწიე და მისი აზრები ისეთი სიტყვებით მოვიხსენიე, როგორითაც ის საუბრობდა ხოლმე და ამის გამო მან წყლით სავსე ჭიქა მესროლა, ერთი კვირა ლექციაზე არ მივლია, დამირეკა და მთხოვა, მოდი ლექციებზეო. ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ, რაც მეტ წინააღმდეგობას ვუწევდი, მით უფრო ქადაგების ეშხში შედიოდა. მივედი და აუდიტორიაში ბოლო მაგიდასთან დავჯექი. უცებ დაფასთან გამომიძახა და მოულოდნელად მეკითხება:

– ყარაულაშვილი, აბრძანდი და მიპასუხე, ღმერთი თუ გწამსო.

– კი, მწამს-მეთქი, – ვუპასუხე.

– თუ გწამს, გამოაღე ფანჯარა და გადახტი, ანგელოზები დაგიჭერენო.

დავიბენი, ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი.

– არ გეხუმრები, გადახტი და ანგელოზები დაგიჭერენო.

ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ხუთი წუთის მანძილზე ერთსა და იმავეს მიმეორებდა. იცით, რა მოხდა? სურვილი გამიჩნდა, გადავმხტარიყავი და დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მომივიდოდა, დავიძარი და ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე სართულის ფანჯრიდან ვხტებოდი, შემაჩერა და მაკვირდებოდა, ამით მან ექსპერიმენტი ჩაატარა, დამიმორჩილებდა თუ არა და მოახდენდა თუ არა ჩემზე ზემოქმედებას.


https://madusablog.wordpress.com/2014/04/26/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90/

Posted by: RedShark 16 Sep 2017, 16:36
merkuriela
QUOTE
ამ ყველაფერს თავისი პასუხი აქვს-ექნება.

რა თქმა უნდა... და ამ პასუხებმა წარმოშვა სწორედ ქრისტიანობა თავისი დომინანტური და ათასობით სექტანტური მიმდინარეობებით და ისლამიც... smile.gif

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 16:54
RedShark
შენიშვნებს მივირებთ იმის გამო რომ თემა გარელიგიურდება, მაგრამ მოკლე პასუხს დავწერ მაინც. როცა ებრაელები აღთქმულ მიწაზე დააბრუნა ღმერთმა და იქაურთა ამოხოცვა დაავალა, არის ამაზე მითითება რომ ის მოდგმა სუფთა ადამიანური მოდგმის არ იყო. (ჩემი სიტყვებით ვწერ)
რაც შეეხება შვიდას ცოლს მეც მაღიზიანებდა ეს თემა, ვერ გავიგე ღმერთმა რატომ დაუშვა, ხოლო მერე დავფიქრდი , იყო ის რომ იმ მრავალმა ცოლმა რომელთაც სხვადასხვა სარწმუნოება ჰქონდათ მოიკალათეს სოლომონის აგებულ (ღვთისნებით მოხდა ტაძრის აგება ისრაელში) და წაბილწეს იქაურობა, მრავალი წლის მერე ეს ტაძარი მოგეხსენებათ დაანგრიეს კიდეც. ასე რომ ებრაელებს ცოდვა არ შერჩენიათ. 2000 წელი მგონი სახელმწიფოც არ ჰქონიათ... ძნელია იმის დაჯერება რომ მათ მოიგონეს ეს რელიგია, რადგან ებრაელთა ტანჯვით სავსეა..

(ისე, ბიბლიაში არის საკითხი რომელსაც მე პასუხი ვერ მოვუძებნე, ხოლო რაც არსებობს ის პასუხი მე არ მაკმაყოფილებს, ამიტომ ის კვანძი ჩემთვის გადაულახავია, არ ვიცი როგორ მივიღო და ,,გავამართლო''.)

Posted by: შაქროII 16 Sep 2017, 16:58
amsona69
QUOTE
აქ ის დალი ყარაულაშვილი კომენტებში წერს რო ქინძავს მაგ ქალებს ეგ თეოფილეო.
ზოგმა შვილიც გაუჩინაო

ქინძავს კი არა მრავალცოლიანობას აწვება...კანადასი არამგონია დაშვებული იყოს..მაგრამ
თეოფილეს იდეოლოგიაში მრავალცოლიანობაა

Posted by: RedShark 16 Sep 2017, 17:14
merkuriela
QUOTE
მაგრამ მოკლე პასუხს დავწერ მაინც. როცა ებრაელები აღთქმულ მიწაზე დააბრუნა ღმერთმა და იქაურთა ამოხოცვა დაავალა, არის ამაზე მითითება რომ ის მოდგმა სუფთა ადამიანური მოდგმის არ იყო. (ჩემი სიტყვებით ვწერ)

ჰოდა აი სწორედ ამაშია საქმე - "ღმერთმა დაავალა"... ასე ავალებდა ღმერთი შუა საუკუნეების დომინანტურ ქრისტიანულ ეკლესიებს, ასე ავალებდა და ავალებს დღესაც ისლამს და ასევე ავალებს მაგ სექტებს და თეოფილესაც )))

Posted by: melodyman/ 16 Sep 2017, 17:15
QUOTE
კაი გამიტაცა თეოფილემ კანადაში.
5 წლის მერე როცა დავმკვიდრდები რაღა ჩემ ფეხებად მინდა თეოფილეს სექტა თუ ჩაზომბებული არა ვარ?


იქნებ მართლა გენიალური პიროვნებაა და უბრალოდ თქვენ არ გესმით? idea.gif

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 17:19
RedShark
QUOTE
ის მოდგმა სუფთა ადამიანური მოდგმის არ იყო.



ისე, ასეთი ლიდერი ხომ კარგია?

Posted by: RedShark 16 Sep 2017, 17:31
merkuriela
QUOTE
ის მოდგმა სუფთა ადამიანური მოდგმის არ იყო.

ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დასაჯა იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს ცრუ ღმერთებს სწირავდნენ და ბევრ სხვა ცოდვებს სჩადიოდნენ, მაგრამ ღვთის ცხებული ისრაელის მეფე დავითი ტყვედ აყვანილ ხალხს ძელებზე რომ ჰკიდებდა, ღუმლებში წვავდა და ორსულ ქალებს მუცლებს უფატრავდა ეს უფრო ადეკვატური და ადამიანური საქციელია?....

QUOTE
ისე, ასეთი ლიდერი ხომ კარგია?

ნუ, ეს არ არის რადიკალური სექტა... ჩვეულებრივი პროტესტანტული მიმდინარეობაა...

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 17:46
RedShark
დიდი თემაა. ღმერთმა ეგვიპტელებიც ძალიან დასაჯა, ბავშვებიანად..
იყო ისეც რომ ეგვიპტელები გამრავლების საშუალებას არ აძლევდნენ ებრაელებს როცა მათ მონობაში იყვნენ, ბებიაქალებს ევალებოდათ ებრაელი ბავშვები მოეკლათ, მოსე გადაარჩინეს. მე ვერ გავწვდები ამ თემას, მაგრამ ხალხში ბევრი მანკიერი თვისება იყო გამჯდარი, იმის ჩათვლით, რომ საკუთარ შვილებს კლავდნენ კერპებისთის(ღმერთი ასე ამბობს, ჩემს ძეებს სწირავენ კერპებსო) ასე რომ არ ვიცი... რას სჩადიოდნენ ისეთ რომ ღმერთს არც ებრალებოდა.
.
ისე, ასეც იყო
QUOTE
ღმერთმა დავით მეფეს ყოვლითურთ ხელი მოუმართა. მისი ყველა ბრძოლა გარეშე მტრების წინააღმდეგ გამარჯვებით სრულდებოდა. თითქოსდა სადარდებელიც აღარაფერი იყო, მაგრამ დავითი სულ სხვაგვარად ფიქრობდა. ერთხელ ის დააფიქრა იმან, რომ მას ჰქონდა სასახლე, უფლისათვის კი ტაძარი არ აეშენებინათ. დავითმა გადაწყვიტა უფლისათვის აეგო ტაძარი და თავისი სურვილი უფლის წინასწარმეტყველ ნათანს გაუზიარა, რომელმაც მოუწონა მეფეს გადაწყვეტილება, თუმცა ღმერთმა დავითს უარით უპასუხა, რადგანაც ის მეომარი იყო და ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი


ღმერთი ებრაელებსაც სჯიდა ...

..................


QUOTE
ნუ, ეს არ არის რადიკალური სექტა... ჩვეულებრივი ამერიკული პროტესტანტული მიმდინარეობაა...

მაგრამ ქრისტიანმა ეპისკოპოსმა ეს უნდა თქვას? ეგ ქრისტიანი და მე ჩინელი))))
300 ლარიანი ჯარიმები გამოუწერა ქრისტეს. lol.gif

Posted by: RedShark 16 Sep 2017, 18:02
merkuriela
QUOTE
მაგრამ ქრისტიანმა ეპისკოპოსმა ეს უნდა თქვას? ეგ ქრისტიანი და მე ჩინელი))))
300 ლარიანი ჯარიმები გამოუწერა ქრისტეს.

ჯაან "თანამედროვეს" იმიჯს ეპოტინება და რა ქნას )))

QUOTE
დიდი თემაა. ღმერთმა ეგვიპტელებიც ძალიან დასაჯა, ბავშვებიანად..
იყო ისეც რომ ეგვიპტელები გამრავლების საშუალებას არ აძლევდნენ ებრაელებს როცა მათ მონობაში იყვნენ, ბებიაქალებს ევალებოდათ ებრაელი ბავშვები მოეკლათ, მოსე გადაარჩინეს. მე ვერ გავწვდები ამ თემას, მაგრამ ხალხში ბევრი მაინკიერი თვისება იყო გამჯდარი, იმის ჩათვლით, რომ საკუთარ შვილებს კლავდნენ კერპებისთის(ღმერთი ასე ამბობს, ჩემს ძეებს სწირავენ კერპებსო) ასე რომ არ ვიცი... რას სჩადიოდნენ ისეთ რომ ღმერთს არც ებრალებოდა.
.
ისე, ასეც იყო
QUOTE
ღმერთმა დავით მეფეს ყოვლითურთ ხელი მოუმართა. მისი ყველა ბრძოლა გარეშე მტრების წინააღმდეგ გამარჯვებით სრულდებოდა. თითქოსდა სადარდებელიც აღარაფერი იყო, მაგრამ დავითი სულ სხვაგვარად ფიქრობდა. ერთხელ ის დააფიქრა იმან, რომ მას ჰქონდა სასახლე, უფლისათვის კი ტაძარი არ აეშენებინათ. დავითმა გადაწყვიტა უფლისათვის აეგო ტაძარი და თავისი სურვილი უფლის წინასწარმეტყველ ნათანს გაუზიარა, რომელმაც მოუწონა მეფეს გადაწყვეტილება, თუმცა ღმერთმა დავითს უარით უპასუხა, რადგანაც ის მეომარი იყო და ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი


ღმერთმა ებრაელებსაც სჯიდა ...

რა გითხრა აბა... მე პირადად ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ ღმერთმა ჯერ თვითონ დაავალა (ან საერთოდ, ადამიანის სიკვდილით დასჯას (თან მანიაკალური ფანტაზიებით) ადამიანებსვე რატომ ავალებდა?...) ეგ სისხლისღვრა და მერე ამის გამო უწმინდურად სცნო...

Posted by: lasha123456 16 Sep 2017, 20:34
ტიპი რა დონის დემაგოგია

თამარის დორს ოქროს ხანა ტუ იყო სად წავიდა ემრე ეს ქვეყანაო

მონღოლების შემოსევის შესახებ მოუყევით ვინმემ

Posted by: fqvili 16 Sep 2017, 21:31
youtube დევს ვინმე თეოფილე მალაქიას ე.წ ლექციები, უფროსწორად ლაქლაქი.

ეგაა ალბათ ის ნაგიჟარი თეოფილე biggrin.gif

ინტელექტი მაინც გააჩნდეს, ამას რომ აყვები და სადღაც გაეკიდები facepalm.gif

https://www.youtube.com/watch?v=S0yMCykaRi4

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 22:09
RedShark
QUOTE
ჯაან "თანამედროვეს" იმიჯს ეპოტინება და რა ქნას )))

ქ. რუსუდანი ძველი აღთქმის მიმდევარი რომ იყოს არაფერს ვიტყოდი... ეგრე სწამს და მორჩა მეთქი..

მაგრამ, ქრისტიანი ვარო რომ ამბობ, ესეიგი გწამს რომ ქრისტე ღმერთია,ჰოდა მერე ამბობდე ქრისტე ებრაელების ჯინაზე მაინცდამაინც შაბათს აკეთებდა საქმესო lol.gif facepalm.gif და სხვა, ამას არ ვიცი რა ჰქვია...
მასაც ეყოლება მრევლი.
ჰოდა ასეც ხდება, მალაქიასაც ასეთი მრევლი ეყოლება.
QUOTE
საერთოდ, ადამიანის სიკვდილით დასჯას (თან მანიაკალური ფანტაზიებით) ადამიანებსვე რატომ ავალებდა?.

ყველა დავალებას ღმერთი კი არ იძლეოდა. მე ვახსენე ის მომენტი როცა მოსეს მოჰყავს ხალხი ეგვიპტიდან, ისრაელს რომ მოუახლოვდებიან , ქალაქში შეაგზავნიან მზვერავებს, მზვერავები მოიტანენ ამბავს რომ იქაური ხალხი ტანად ძალიან დიდია, ჩვენ მათთან კალიებივით ვჩანვართო, არის ასეთი ახსნა რომ ის ხალხი არ იყო
სუფთა ადამიანური მოდგმის, არამედ იყო ჰიბრიდი ბოროტი ძალებისა და ადამიანებისა.მათი განადგურება ღმერთმა დაავალა.

მაგ.დავითმა რომ ურიას ცოლი შეიყვარა ღმერთს კი არ დაუვალებია.

ისე ჩაქოლვის წესები კი დაუდგინა.



Posted by: RedShark 16 Sep 2017, 22:47
merkuriela
QUOTE
მე ვახსენე ის მომენტი როცა მოსეს მოჰყავს ხალხი ეგვიპტიდან, ისრაელს რომ მოუახლოვდებიან , ქალაქში შეაგზავნიან მზვერავებს, მზვერავები მოიტანენ ამბავს რომ იქაური ხალხი ტანად ძალიან დიდია, ჩვენ მათთან კალიებივით ვჩანვართო, არის ასეთი ახსნა რომ ის ხალხი არ იყო
სუფთა ადამიანური მოდგმის, არამედ იყო ჰიბრიდი ბოროტი ძალებისა და ადამიანებისა.მათი განადგურება ღმერთმა დაავალა.

ეგ ჰიბრიდები (დავუშვათ არსებობდნენ) მხოლოდ ნოეს ეპოქაშია მოხსეიებული წარღვნამდე... მაგ ეპიზოდს რაც შეეხება, კონტექსტიდან რაც ჩანს მზვერავებს ომის შეეშინდათ და ხალხსაც აშინებდენენ...

QUOTE
ყველა დავალებას ღმერთი კი არ იძლეოდა.

ბიბლიის მიხედვით ღმერთი იძლეოდა... მსაჯულების დროს უშუალოდ მსაჯულებს ესაუბრებოდა, მეფეების დროს წინასწარმეტყველების მეშვეობით მართავდა მეფეებს...

QUOTE
მაგ.დავითმა რომ ურიას ცოლი შეიყვარა ღმერთს კი არ დაუვალებია.

არა რა თქმა უნდა, ეგ ცოდვად ჩაუთვალა და სამაგალითოდ დასაჯა... იმით, რომ გარეთ გაიყვანა და მის თვალწინ დახოცა უამრავი უდანაშაულო ხალხი... აქეთ დავითი ეუბნებოდა მე თუ შევცოდე ამათ რაღა დააშავესო ))) გარდა ამისა, მოკლა ახალდაბადებული ბავშვი, რომელიც დავითს ბათშებაყთან ეყოლა... მიუხედავად იმისა, რომ მისივე მიცემული კანონით მამების დანაშაულისთვის შვილები არ უნდა დასჯილიყვნენ და პირიქით... smile.gif

Posted by: eldorado31 16 Sep 2017, 22:56
როგორც ნელ-ნელა ირკვევა ეს იყო ჟურნალისტების და ჭორიკნების შეთხზული ლეგენდა. ეს კაცი ახალგაზრდებს დაეხმარა საზღვარგარეთ გასვლაში, საიდანაც მთელ მსოფლიოში დაიფანტნენ. ზოგი ამერიკაში, ნაწილი კანადაში, ავსტრალიაშიც კი. ზოგიერთი უკან დაბრუნდა. ყველამ თავისი გზა ნახა. ორ ახალგაზრდას გაწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა მშობლებთან, რაც ინტრიგანებმა მაშინვე განაზოგადეს ყველაზე biggrin.gif მათ სექტად მონათვლას არ ვიჩქარებდი, განსაკუთრებით დაბალი ცნობიერების ბრმადმადიდებლებისგან, რომლებიც მაძიებლობას და განსხვავებული აზროვნებას მაშინვე აგრესიას და ქილიკს აგებებენ.

Posted by: merkuriela 16 Sep 2017, 23:16
RedShark
QUOTE
მიუხედავად იმისა, რომ მისივე მიცემული კანონით მამების დანაშაულისთვის შვილები არ უნდა დასჯილიყვნენ და პირიქით...

ღმერთი იმასაც ამბობს მგონი, შემომქმედი (მაგ.) დოქს ყურს საით გაუკეთებს მისი საქმეაო. შეუცნობელი გზანი უფლისა. (არის ბიბლიაში გამაღეზანებელი მომენტები, მაგრამ ალბათ რაღაც ახსნა მათ აქვთ, ახსნას და გაგებას შეიძლება დრო სჭირდებოდეს)

ერთი ასეთი ამბავი ყოფილა.

ერთ მორწმუნეს აწუხებდა კითხვა რატომ ხდება რომ ის ვინც არაფერს აშავებს იტანჯება ამ ქვეყნად და ვინც აშავებს ის განცხრომით ცხოვრობსო. ჰოდა ერთხელ ღმერთმა ისმინა და ამ ბერს მიუთითა მისულიყო ერთ ადგილას,მივიდა ბერი, იქ იდგა დიდი ხე , ტრიალი მინდორია ირგვლივ და ხესთან ახლოს იყო ჭა. ბერს უთხრა ხეს ფუღურო ჰქონდა და იქ დამალულიყო და დალოდებოდა რა მოხდებოდა. ცოტა ხანში მოვიდა მდიდარი კაცი აქლემზე იჯდა , ჭასთან მივიდა წყალი დალია, იქვე დაჯდა მოსასვენებლად. მერე წავიდა , ხოლო შემთხვევით მას დარჩა ქისა ფულით სავსე. ცოტა ხანში მოვიდა სხვა , მანაც წყალი დალია, და რომ ნახა ეს ფული სიხარულით აიღო და უცება გაეცალა იქაურობას. ცოტა ხანში მოვიდა ღარიბი კაცი, მანაც მოისვენა. ამ დროს დაბრუნდა ის მდიდარი კაცი , ფულს ეძებდა, რომ ვერ ნახა ამ ღატაკს დაუწყო ჩხუბი ჩემი ფული შენ აიღეო, არაო, არ უჯერებს ღატაკს და ისე სცემა მდიდარმა რომ ეს კაცი მოკვდა.

ბერი გაოცებული დარჩა ის ვინც ფული აიღო დაუსჯელია , ხოლო უდანაშაულო მოკლეს.
მაშინ ღმერთმა უასუხა, ის კაცი ვინც ფული იპოვა და წავიდა ამ მდიდრის მეზობელიაო, ის კაცი სახლს ყიდიდა და ამ მდიდარმა იმდენი მოახერხა სახლი იაფად მიაყიდინაო, ჰოდა ეგ ფული მაგას ეკუთვნოდაო. ის ღატაკი კაცი კი ერთდროს ახალგაზრდობაში სწორედ ასე მოექცა უდანაშაულო ადამიანსო, მერე ამას ხშირად ნანობდაო, და უფლისგან დასჯას ითხოვდაო, ხოლო ეს მდიდარი კაცი ეხლა სახლში მივა და თავს მოიკლავსო სინდისის გამოო.
რა ვიცი თუ დაეჯერება ამ ამბავს .
ასეთებიც ხდება ალბათ. და ადამიანებმა არ ვიცით ვინ რისთვის ისჯება.
__
რაც უნდა იყოს, ისეთ ლიდერს მაინც არ უნდა დაუჯეროს ადამიანმა რომელიც მას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. მითუმეტეს ქრისტეს სახელით. უნდა იცოდეს რომ მას ეს ,,მოძღვარი'' ატყუებს.

მალაქიასაც ღია ნაკლი და არაქრისტიანული მოწოდებები ჰქონია და რატომ ენდნენ , არ ვიცი.

მოვლენ ცრუქრისტეები და ბევრს აცდუნებენო , კი მიუთითებს ქრისტე ...

Posted by: mepar 17 Sep 2017, 00:24
ორი წუთი მოუსმინე და ისეთ რელიგიურ მარაზმს ბაზრობს, მარტო ბნელი 90-იანების უნახავ და გაუნათლებელ თაობას თუ დააბოლებდა თორე ეხლანდელი ბავშვები დედამიწა რომ მრგვალია მაგაზეც მტკიცებულებას ითხოვენ.... გამოუვიდა იმიტომ რომ აუდიტორია ყავდა ჩლუნგების

Posted by: ციტრამონი 17 Sep 2017, 04:05
ეს კაცი ეხლაც პოსტავს ამ განყში რა გაგიკვირდათ?


მეც წავყვებოდი კანადაში :დ
ახლაც წავყვები
სად ხარ აბა ????

Posted by: dola86 17 Sep 2017, 04:19
QUOTE
ღმერთი იმასაც ამბობს მგონი, შემომქმედი (მაგ.) დოქს ყურს საით გაუკეთებს მისი საქმეაო. შეუცნობელი გზანი უფლისა.

როდის და ვინ გაიგონა ერთი ღმერთის ნათქვამი

Posted by: fqvili 17 Sep 2017, 13:31
eldorado31
QUOTE
განსხვავებული აზროვნება


აბა განსხვავებული აზროვნება? მალაქია აზროვნებს კი საერთოდ? biggrin.gif

ამ კაცის მეტყველებით რომ ვინმე მოიხიბლება, იმას უკვე აქვს პრობლემები და მერე კი საერთოდ სადღაც ჯანდაბაში რომ გაყვება, მთლად დალაგებული ვერ უნდა იყოს.

QUOTE
მათ სექტად მონათვლას არ ვიჩქარებდი


ქალმა ფანჯრიდან ვხტებოდიო მალაქიას ნათქვამზე, ჯგუფად შეიკრნენ და გაუჩინარდნენ. სექტა სხვა კი არაფერია.
* * *
mepar
QUOTE
გამოუვიდა იმიტომ რომ აუდიტორია ყავდა ჩლუნგების


რა თქმა უნდა.

ციტრამონი
QUOTE
ეს კაცი ეხლაც პოსტავს ამ განყში რა გაგიკვირდათ?


უიჰ gigi.gif

გამოდი შე კაცო, თეოფილე, ბარემ მოყევი პირდაპირ, რაღას გვაწვალებ lol.gif

tuk.gif

QUOTE
მეც წავყვებოდი კანადაში :დ
ახლაც წავყვები
სად ხარ აბა ????


lol.gif lol.gif

Posted by: RedBulla 17 Sep 2017, 14:05
facepalm.gif

Posted by: merkuriela 17 Sep 2017, 14:15
RedBulla
lol.gif
.....


mepar
QUOTE
გამოუვიდა იმიტომ რომ აუდიტორია ყავდა ჩლუნგების

ყველა განათლებული იყოო.
ესეიგი განათლებული ჩლუნგი სხვა რამე ყოფილა. biggrin.gif

----
ამას უყურეთ


Posted by: John Jolie 17 Sep 2017, 15:57
მალაქაია მოდი მეც წამიყვანე კანადაში...ჯანდაბას აშშ იყოს... sad.gif

Posted by: tamti1 7 Mar 2018, 19:10
..........................................

Posted by: Andy Warhol 28 Jul 2018, 17:44


ვინმე ლენა ლაპარაკობს დალი ყარაულაშვილზე. იმ პერიოდზე როდესაც თურქეთში გადავიდნენ...

Posted by: LuxAeterna 28 Jul 2018, 17:48
ეგრეა, თუ სექსი არ არის მაშინ ახალი სექტა გიშველის. ..

აირჩიეთ ან დღნაური ან კიდე ხოცვაჟლეტა...

Posted by: helium666 28 Jul 2018, 18:07
ის ამბავი როგორ დამთავრდა? რა ერქვა იმ როჟას? გოგია თუ რაღაცა.

Posted by: maiako_mao 28 Jul 2018, 18:11

ეს ძველია უკვე და ბოდვაში გადაუვიდათ. სისტემის მსხვერპლი ახალგაზრდები იყვნენ და ა.შ.......

QUOTE
ის ამბავი როგორ დამთავრდა? რა ერქვა იმ როჟას? გოგია თუ რაღაცა.

მეც მაინეტრესებს ის ამბავი.

Posted by: არმეძებო 28 Jul 2018, 18:13
QUOTE
ის ამბავი როგორ დამთავრდა? რა ერქვა იმ როჟას? გოგია თუ რაღაცა.


ეს გოგია რომელია,მალაქიობა რიმ მოინდომა ისაა?

Posted by: helium666 29 Jul 2018, 02:58
არმეძებო
QUOTE
ეს გოგია რომელია,მალაქიობა რიმ მოინდომა ისაა?


ჰო, ეგა.

როგორ არიან ნეტა იმ გოგოს მშობლები. აღარ პოსტავენ რაღაც.

Posted by: GIORGI XXL 6 Aug 2018, 11:39
ყარაულაშვილი ჩვენი ფორუმელია?
აქ ნახეთ
https://www.youtube.com/watch?v=Z9TOZQcm7x0

Posted by: არმეძებო 6 Aug 2018, 13:31
GIORGI XXL
QUOTE
ყარაულაშვილი ჩვენი ფორუმელია?
აქ ნახეთ
https://www.youtube.com/watch?v=Z9TOZQcm7x0


ეს კაცი სერიოზულად ავადაა,პროსტა რაც მაგან ამ ვიდეოში იკადრა,მაგარი ამაზეზენია,ხუთი შვილის დედაა ეს დალი და სულ ბოზი და ჩათლახი ეძახა,ეს როგორი ქრისტიანია მე ამის ...,თან თავის სექტის,წარმომადგენლებიც რომ ჩართო ამ სიბოროტეში,თფუი ეს ავადმყოფები ბლიად.ხო ეგ დალი ვისაც ლანძღავენ არ ჩანს დალაგებული,მარა ესენიც მაგარი ავადმყოფები არიან,თუ წახვედი და გააღწიე აქედან,რაღას ილანძღები შეჩემა,არ გკიდია ვიღაც დალი?

Posted by: GIORGI XXL 7 Aug 2018, 19:44
არმეძებო
მე ვერ გიპასუხებ ბაქრაძის მაგიერ biggrin.gif არც კონკრეტული მოვლენების მხილველი ვარ და ამიტომ მსაჯულიც ვერ ვიქნები. ვუსმენ და ვუყურებ როგორც სხვა დანარჩენ მხატვრულ პუბლიცისტიკურ და ა.შ. მასალას.
არც 5 შვილის გაჩენა უნდა იყოს წმინდანობის ინდიკატორი biggrin.gif
შეგიძლია შეხვიდე პოლემიკაში თეოფილე მალაქია იგივე ბაქრაძეთან და ჭეშმარიტების გზას მოფინო ნათელი smile.gif სცადე თუ ხელები გეფხანება biggrin.gif
გზასაც გირჩევ, მის მსგავსად ჩაწერე ვიდეო მონოლოგი და იუტუბეზე კომენტარებში განუთავსე, .ტყ-ტყ-ს გარეშე, სხვაგვარად არ მგონია გამოწვევა მიიღოს

ყარაულაშვილს კი ალბათ იმ დღიდან დიდი იაღლიში ებდღვნა როდესაც მასთან დაპირისპირება განიზრახა biggrin.gif

ეს ჩვენს თანამედროვე ყოფაზე, გუშინდელი გამომცხვარია https://www.youtube.com/watch?v=gVjBkzu6f70

Posted by: არმეძებო 7 Aug 2018, 23:19
GIORGI XXL
QUOTE
მე ვერ გიპასუხებ ბაქრაძის მაგიერ არც კონკრეტული მოვლენების მხილველი ვარ და ამიტომ მსაჯულიც ვერ ვიქნები. ვუსმენ და ვუყურებ როგორც სხვა დანარჩენ მხატვრულ პუბლიცისტიკურ და ა.შ. მასალას.
არც 5 შვილის გაჩენა უნდა იყოს წმინდანობის ინდიკატორი 
შეგიძლია შეხვიდე პოლემიკაში თეოფილე მალაქია იგივე ბაქრაძეთან და ჭეშმარიტების გზას მოფინო ნათელი  სცადე თუ ხელები გეფხანება 
გზასაც გირჩევ, მის მსგავსად ჩაწერე ვიდეო მონოლოგი და იუტუბეზე კომენტარებში განუთავსე, .ტყ-ტყ-ს გარეშე, სხვაგვარად არ მგონია გამოწვევა მიიღოს

ყარაულაშვილს კი ალბათ იმ დღიდან დიდი იაღლიში ებდღვნა როდესაც მასთან დაპირისპირება განიზრახა



ახლა მაგის გამო,ნაღდად არ ვაპირებ ვირტუალურ ხმალაობასsmile.gif
უბრალოდ ერთს ვიტყვი,ესენი არიან სუპერ ეგოისტი უნახავმა რა ნახა სასტავი,მალაქიას მრევლზე მაქვს,საუბარი,ამ დალი ყარაულაშვილს ისე გადაურბინეს,რომ ერთი პატარა ადამიანური ფაქტორი ვერ დავინახე მათში,თვითონვე იძახიან რომ ამ ქალმა გაუჩითათ სახლი,მაგრამ სხვებიც იყვნენ იქო,ანუ სრული კომფორტი უნდოდათ ტიპებს,30 კაცით დაადგნენ და თან ამ დალის ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით,თუ ესეთი ბანძი იყო და ღლექალა, რატომღა ჩააკითხეს თურქეთში,ესეგი გამოიყენეს და მერე გადააგდეს,მერე კი საათობით ჩანაწერებს დებენ თუ როგორ უყვართ ღმერთი და ბიბლიაზე და სათნოებაზე ლაპარაკობენ, ეს ვიგადნიკი და მაიმუნი ხალხი,ხოდა თუ წაიკითხავს მალაქია,აქ დაწეროს პასუხი თუ ტრაკი აქვს,ეგაა ჩვეულებრივი ვიგადნიკი პიროვნება,რომელმაც გამოიყენა ახალგაზრდა,მიმნდობი ადამიანები და დღემდე მანიპულირებს მათით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

TOP.GE