Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > გიორგი შენგელაია


Posted by: George_Best 25 Jan 2022, 04:47
ალავერდობა არის ჩემთვის ყველაზე მაგარი ქართული კინო
და ზოგადად,ალავერდობა არის ის რაც ყველაზე მაგრა მიყვარს კინოში-ადამიანი და ბუნტი,ჯანყი და პროტესტი


ასევე ალავერდობა არის ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ლიტერატურაშიც და ძალიან მსიამოვნებს ის ამბავი რო ამ ადამიანმა მოახერხა და ასეთი მაგარი მოთხრობა აქცია ასეთ მაგარ კინოთ

ორი წლის წინ გარდაიცვალა მგონი,ქართულ კინოში დავწერე,აქ ფორუმზე ვინ მიაქცევდა ყურადღებას,ვონგ კარვაი თუ ვიღაც რო მოკვდა სამი გვერდი ტიროდნენ,შენგელაია გაატარეს,პოლიტ განყოფილებაში ვაბშე აგინეს,მამენტ არასწორი პოზიცია ქონდათ იმ დროს ორივე ძმას,მაგრამ ეგ ჩვენ არ გვეხება,ჩვენ კინო გვიყვარს და ეს კაცი თვითონ კინო იყო

ჩემი გამომშვიდობება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჩვენი კინო პრაფესორის გამოშვიდობება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ფესტივალზე,ბოლო საუბარი ალბათ ხალხთან,ამირანის ცარიელი,დიდი დარბაზი,არადა ალავერდობის აღდგენილი,გაწმენდილი ვერსია გადიოდა
მთელი კინო ელიტა რომელიღაც დარბაზში იყო,ვიღაც კორეელის,რაღაც ფილმზე
ალავერდობა რა სანახავიაო




ფილმოგრაფია,შეძლებისდაგვარად ლინკებით,ხარისხი ძღნერობა(დედის ტყვნა ვისი ბრალიცაა ეს უნიკალური მასალა რო არ გვაქვს და რუსულად ვუყურებთ)

1962 — ალავერდობა (სამწუხაროდ რუსულად)


1965 — ჯილდო

1966 — მაცი ხვიტია


1969 — ფიროსმანი


1973 — ვერის უბნის მელოდიები


1976 — ქვიშანი დარჩებიან


1980 — სიყვარული ყველას უნდა


1984 — ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა


1987 — ხარება და გოგია


1996 — ორფეოსის სიკვდილი


2000 — სიყვარული ვენახში
https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=4064620
აქ არის,ერთ-ერთი ნაწილია 30 ია ფარულავა

2005 — მიდიოდა მატარებელი
https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=768099

დააკვირდით ფილმებს,დააკვირდით ჟანრებს,მგონი ყველაფერი ცადა და პახოდუ ყველაფერი მაგრა გამოუვიდა ;დ

დღეისთვის ეს იყოს,მერე ნელ-ნელა თუ არ დაგვეზარება ფილმებს გავყვეთ ;დ


Posted by: ratomac aRa 25 Jan 2022, 09:40
ეს ჯილდო რომელია? არ გამიგია

QUOTE
ვონგ კარვაი თუ ვიღაც რო მოკვდა სამი გვერდი ტიროდნენ


ვონგი ცოცხალია და თან ჰონკონგელია, ეგ კორეელი იყო biggrin.gif


Posted by: George_Best 25 Jan 2022, 17:01
გუშინ ვნახე და ისე გამისწორდა და ისე კაიფში ვარ ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობით ,რო ბიბლიოთეკების არსებობა გავიხსენე და რაზეცაა ფილმი ოთარ ჩხეიძის ბორიაყი გამოვიტანე და დავიწყე,ნუ ფილმსა და წიგნს შორის ის სხვაობაა ,წიგნში 1924 წელს ხდება მოქმედება,ცენზურას რაც შეეხება ეგ ჩხეიძეს მოშნად ეკიდა,სრულიად სერიოზულად ვფიქრობ რო ამ ცენზორებს უბრალოდ ეზარებოდათ,ან უფრო სწორია რო ვერ იგებდნენ ჩხეიძე რას წერდა და შესაბამისად თავის ნებაზე წერდა,იმას რაც საჭირო იყო ;დ შენგელაიამ კიდე ვერ გააკეთა ეგ,ვერ რა არ გააკეთებინებდნენ,ჯერ 84 წელია და პერესტროიკა ისე რა იწყება ;დ

ფილმს რაც შEეხება მართლა სუპერაა,ფერაძე-აბაშიძის ტანდემი ძველი ,ჯიგრული ამერიკული ფილმების დონის და განწყობისაა,ვიში კლასი ორივესგან,ყველაზე მეტად მე ეს უბრალო ხალხი გამისწორდა,აი ეგ ასწორებს ამ ფილმის რო იმენა ისე გიყვება ამბავს რო ამ სხვადასხვა ოჯახებში ამ ორ რეგვენს შეც მიყვები და იმ ხალხთან ხარ და ეგ ხალხი ასწორებს,ასწორებდა მაშინ და დღესაც ასწორებს,იმიტო რო დღევანდელ სიტუაციასაც აჯდება,პონტი არ ასწორებს და ეს ხალხმა იცის,ხალხი მზადაა რო შეცვალოს,ან ფილმის შემთხვევაში იომოს ამ თავისუფლებისთვის,უბრალოდ ხალხმა არ იცის როგორ,არ იცის რანაირად და ელოდება ამ თეთღ ცხენზე ამხედრებულ გმირს ;დ აქ კიდე ლევან აბაშიძე დღევანდელი გნიდებისგან განსხვავებით პატიოსნად მაინც იძახის,არ ვარ მე გმირი,სხვა ვარო ;დ

ძაან მაგარია გიორგი,აი ძაან,ამდენი სუპერ ფილმი ერთ კაცს ექნას რა ვიცი,საღოლ

პ.ს
ბერლინარეზე

Silver Bear for Best Director: Georgiy Shengelaya for Akhalgazrda kompozitoris mogzauroba

QUOTE
ვონგ კარვაი თუ ვიღაც რო მოკვდა სამი გვერდი ტიროდნენ

კიმ კი დუკი მაშინ,რომელიღაც მაგ ორიდან მახსოვდა ;დ

Posted by: mayi 25 Jan 2022, 19:42
QUOTE
ფესტივალზე,ბოლო საუბარი ალბათ ხალხთან,ამირანის ცარიელი,დიდი დარბაზი,არადა ალავერდობის აღდგენილი,გაწმენდილი ვერსია გადიოდა
მთელი კინო ელიტა რომელიღაც დარბაზში იყო,ვიღაც კორეელის,რაღაც ფილმზე
ალავერდობა რა სანახავიაო

როგორ გული მწყდება, რომ არ ვიცოდი ამის შესახებ
მართლა რა მაგარია, გიორგი შენგელაიას კლასის რეჯისორი რომ ყავს ქართულ კინოს

სწორად ამბობს რა იმ ვიდეოში, ვერ იქნება ალავერდობა ყველასთვის
დიდ ხანი სიყვარული ყველას უნდა რეჟისორი მეგონა
მერე ვნახე ალავერდობა, ფოროსმანი, კომპოზიტორი, ორფეოსი სულ სხვა კინო
რა საკაიფოდ გამოსდიოდა ორივე, გასაოცარი

* * *
QUOTE
Akhalgazrda kompozitoris mogzauroba

ლევან პაატაშვილია ხო ოპერატორი?
გამოსახულების დონეზე როგორ აჩვენებს ქვეყნის განწყობას
რაღაცნაირ ჩაბნელებული ფილმია, ერთ ადგელას რომ ნათდება მხოლოდ

Posted by: ratomac aRa 25 Jan 2022, 20:04
QUOTE
სწორად ამბობს რა იმ ვიდეოში, ვერ იქნება ალავერდობა ყველასთვის


ალაზანი რატომ არ ანახეო lol.gif

კახელები რა biggrin.gif

QUOTE
ძაან მაგარია გიორგი,აი ძაან,ამდენი სუპერ ფილმი ერთ კაცს ექნას რა ვიცი,საღოლ


ის დროა ფეისბუკზე ჩემი ალბომი დაათვალიერო, ბევრ საინტერესო ფოტოს აღმოაჩენ biggrin.gif

user posted image

QUOTE
Silver Bear for Best Director: Georgiy Shengelaya for Akhalgazrda kompozitoris mogzauroba


user posted image

ესეც მინსკიდან

user posted image

ტიპს რომ გაცვლიან რა მაგარი მომენტია
სტატისტიკა იყო რა ყველა, ვინ იქნებოდა რა მნიშვნელობა აქვსო

Posted by: George_Best 26 Jan 2022, 18:27
QUOTE
ლევან პაატაშვილია ხო ოპერატორი?

yes.gif yes.gif

წიგნი ვაბშე სიგიჟეა,ძაან ასწორებს ;დ

QUOTE
ალაზანი რატომ არ ანახეო

;დ ;დ biggrin.gif

ქვიშანი დარჩებიან რაზეა?ვარგა?

რუსეთში გადაღებული რაღაც ფილმები ვნახე რუტრაკერზე გიორგი შენგელაია აწერია და ამისია ვითომ?

Классик- https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=5731239
Менялы- https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=5701475
Стрелец неприкаянный- https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=3735557

პირველად გავიგე ეს ფილმები,თან რუსულებია და შეიძლება სხვა გიროგიც იყოს,თუ ესაა ;დ?

user posted image

Posted by: DATUNA8 26 Jan 2022, 18:33
ისე, ფარულავა მაგარი ქალი იყო ერთ დროს

Posted by: ratomac aRa 26 Jan 2022, 18:34
George_Best

არა კაცო ეგ ვინაა საერთოდ biggrin.gif

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A8%D0%B5%D0%BD%D0%B3%D0%B5%D0%BB%D0%B8%D1%8F,_%D0%9B%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%90%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%81%D0%B0%D0%BD%D0%B4%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

ამის შვილი ყოფილა, ნათესავებიც არ არიან

Posted by: George_Best 26 Jan 2022, 18:56
მეც არ გამიკვირდა ;დ

რა მაგარი გვარია ისე შენგელაია,კინო ხო ვაბშე მამა შვილიან ცოლიანად ყველა მაგრები არიან,კალათბურთში ხო არი და არი და ფეხბბურთშიც საუკეთესო თავდამსხმელი შენგელაია იყო ;დ

მაცი ხვიტია იმიტო გადავიღე ფული მინდოდაო,რამდენს მიცემდნენ ნეტა ათას მანეთს ;დ?თუ მაშინ მაინც იშოვებოდა კინოში ფული ;D

Posted by: ratomac aRa 26 Jan 2022, 19:35
QUOTE
,რამდენს მიცემდნენ ნეტა ათას მანეთს ;დ?თუ მაშინ მაინც იშოვებოდა კინოში ფული


რავი რა ფული იმ დროს? დაფინანსებას იღებდი კინოცენტრიდან და ეგ იყო

მაგის მერე ფიროსმანი გადაიღო

Posted by: unknown lady 26 Jan 2022, 19:48
George_Best
QUOTE
მაცი ხვიტია იმიტო გადავიღე ფული მინდოდაო,რამდენს მიცემდნენ ნეტა ათას მანეთს ;დ?თუ მაშინ მაინც იშოვებოდა კინოში ფული ;D


ძაან ვაფასებდი იმის გამო, რომ ამბობდა ასე პირდაპირ. დიდი ენერგია მოდიოდა მისგან და როგორი შეხედულებებიც არ უნდა ჰქონოდა, აზროვნებდა და ასე ხედავდა.
თუ რამეს ფულისთვის აკეთებდა, ამასაც ამბობდა.

Posted by: burke 26 Jan 2022, 20:08
იცი რაზე მწყდება გული?
აი სიამოვნებით დავჯდებოდი და ვებაზრებოდი გიორგი შენგელაიას თავის ფილმებზე
მოვაყოლებდი ისტორიებს
ისე კი არა, აი ჟურნალისტებს რომ აქვთ კითხვები
პირიქით, ეს რატომ, ის როგორ, რა ხდებოდა და ა.შ.
უბრალოდ მაშინ რომ ცოცხალი იყო, მე ასე დიდად არ ვგიჟდებოდი ფილმებზე
ახლა უკვე ის აღარ არის


აი ეგრე მინდა ზუსტად ვნახო გიორგი ხაინდრავა და მოვაყოლინო ოცნებების სასაფლაოზე...
ძალიან მიყვარს ეგ ფილმი

ხომ მოდის, ახალგაზრდა კინო თაობა, მაგრამ საბჭოთა ქართული კინო, ნაღდი კინო რაც იყო საერთოდ სხვაა
ეტყობა რეჟიმი გაიძულებს რომ მთელი შენი ენერგია და სათქმელი შემოქმედებაში გადაიტანო
ახლა კიდე რაღაც სისულელეებში იფლანგება დრო

მაგალითად დღეს არ მეგულება ქართველი რეჟისორი, რა რეჟისორი სცენარისტიც კი, დიდი მწვანე ველისნაირი ფილის გადაღება რომ შეძლოს

Posted by: George_Best 26 Jan 2022, 20:33
burke
მარტო კინოზე არაა,ლიტერატურაშიც იგივეა,რა გახსენდება სერიოზული დამოუკიდებლობის მერე?ჰაჰა აკა მორჩილაძე,ა შატაიძის გვიანდელი რამე გაიხსენო,პოეზია კიდე ხო

სხვათაშორის მაგან მარტო ჩვენ არ დაგვარტყა,უნგრელებიც დაახლოებით ჩვენ დღეში ჩავარდნენ,ჩეხებიც და პოლონელებიც მეტნაკლებად

QUOTE
ძაან ვაფასებდი იმის გამო, რომ ამბობდა ასე პირდაპირ. დიდი ენერგია მოდიოდა მისგან და როგორი შეხედულებებიც არ უნდა ჰქონოდა, აზროვნებდა და ასე ხედავდა.

ხო,სწორად ამბობს სხვადასხვანაირი რეჟისორები არიანო,კაი მაგალითი თქვა უელსის და ფორდის

როგორ ევასებოდა ამერიკული კინო,ვაბშე სად ნახულობდა ნეტა ;დ

ალავერდობის დასაწყისი,კლასიკური ამერიკული ნუარია,მერე გადადის სიგიჟეში ;დ

Posted by: ratomac aRa 26 Jan 2022, 20:49
QUOTE
ეტყობა რეჟიმი გაიძულებს რომ მთელი შენი ენერგია და სათქმელი შემოქმედებაში გადაიტანო


ვინ თქვა აღარ მახსოვს ზუსტად, ფელინი გვეუბნებოდა ნამდვილი ჯადოქრები თქვენ ხართ, ცენზურის ქვეშ როგორ შედევრებს იღებთ, აბა ჩვენ გვკიდია და რასაც გვინდა იმას გადავიღებთქო biggrin.gif

QUOTE
ოცნებების სასაფლაო


ეს არ მაქვს ნანახი და კარგი გამახსენე, ჩავუჯდები


Posted by: mayi 26 Jan 2022, 23:00
QUOTE (George_Best @ 26 Jan 2022, 18:27 )
QUOTE
ლევან პაატაშვილია ხო ოპერატორი?

yes.gif yes.gif


ლევან პაატაშვილზე კი უნდა იყოს თემა
ლანა იხსენებს როგორ იღებდნენე ერთი ცის ქვეშ, რებს აკეთებდა საერთოდ
კომპოზიტორზეც იყო საუბარი,
სადღაც დავდე ეგ ლინკი

QUOTE
ეტყობა რეჟიმი გაიძულებს რომ მთელი შენი ენერგია და სათქმელი შემოქმედებაში გადაიტანო
ახლა კიდე რაღაც სისულელეებში იფლანგება დრო


არადა თითქოს არის თემები
წინააღმდეგობა ჰქონდათ და რეაგირებდნენ
იოსელიანს ხო ეგ დაემართა, საბჭოთა კავშირში გადაღებული ფილმები სულ სხვანაირია.



Posted by: burke 27 Jan 2022, 02:12
mayi

QUOTE
არადა თითქოს არის თემები
წინააღმდეგობა ჰქონდათ და რეაგირებდნენ
იოსელიანს ხო ეგ დაემართა, საბჭოთა კავშირში გადაღებული ფილმები სულ სხვანაირია.


იოსელიანის თემაშI დავწერე პსოტიც მაგაზე

საბჭოტა კავშირში აგდაღებული ფილმები არის სასწარული
საფრანგეთის სერია კი, რავიცი, მოკლედ ზრდილობიანდ ვიტყვი რომ ძალიან ცუდია smile.gif

მე მგონი აქვს ტოტალიტარულ რეჟიმებს ამ კუთხით ხიბლი. შემოქმედებითი კუთხით biggrin.gif

Posted by: mayi 27 Jan 2022, 11:43
burke
QUOTE
მე მგონი აქვს ტოტალიტარულ რეჟიმებს ამ კუთხით ხიბლი. შემოქმედებითი კუთხით

კი, ნამდვილად, ფაშა გვჭირდება რა და ეგრევე მოვიხოდებით :დ
ლანა ღოღობერძე სულ ამბობს ინტერვიუებში, პარადოქსული სიტუაცია იყოო,
თან ცენზურა, თან ფინანსურად, მატერიალურად აძლევდნენ საშუალებას ფილმები გადაეღოთ.
ფაქტია, ქართული კინო, როგორც ფენომენი, მაშინ შეიქმნა

QUOTE
იოსელიანის თემაშI დავწერე პსოტიც მაგაზე

up.gif
იოსელიანის მოკლემეტრაჟიანები არის სასწაული მართლა
ნუ, დანარჩენებიც, რა თქმა უნდა, საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო.

საფრანგეთის პეროდზე ძან ცუდი ვერ ვიტყვი, სხვა ხედვაა და სხვა გარემოა უბრალოდ.
რამდენიმე მომწონს, ყაჩაღები, პეპლებზე ნადირობა
მაგრამ ამ ფილმებით ნაღდად არ მოიგონებენ :დ



Posted by: ratomac aRa 27 Jan 2022, 17:55
QUOTE
ყაჩაღები


ეს მეც მევასება

მოკლეები მართლა ყველა კარგია

ჩემი ფავორიტი კადრია თუჯში მუშა რომ წვავს მწვადებს დამდნარ ფოლადზე biggrin.gif

user posted image

Posted by: deep purple_in rock 27 Jan 2022, 20:08
ისე გიორგი უფრო დიდი იყო თუ ელდარა ?

Posted by: George_Best 27 Jan 2022, 20:22
დედა უფრო გიყვარს თუ მამა ეგეთი კითხვაა ;დ

ელდარას სასარგებლოდ ისაა რო სიბერემდე რაც გადაღებული აქვს ყველაფერი მაგარი აქვს,რასაც გიორგიზე ვერ ვიტყვით

ელდარას არ ჭირდებოდა ეტყობა ფული ;დ

Posted by: unknown lady 27 Jan 2022, 20:47
George_Best
QUOTE
რასაც გიორგიზე ვერ ვიტყვით


შენვე უპასუხე

QUOTE
ელდარას არ ჭირდებოდა ეტყობა ფული ;დ



თან ამას უფრო მაღალი სტიპენდია დაუნიშნეს რატომღაც givi.gif


Posted by: Dato-Tolordava 28 Jan 2022, 10:41

QUOTE
deep purple_in rock
ისე გიორგი უფრო დიდი იყო თუ ელდარა ?


მესი vs კრისწიანოს თემაა. მესია ელდარა და კრისწიანოა გიორგი. smile.gif

Posted by: ratomac aRa 28 Jan 2022, 12:50
ვა მეთქი თოლორდავა კინოს თემაში და მერე პოსრტი რომ გავხსენი
QUOTE
მესი vs კრისწიანო

givi.gif

Posted by: ratomac aRa 3 Feb 2022, 17:36
user posted image

ახალგაზრდები

Posted by: George_Best 4 Feb 2022, 09:52
ამის გადაღებას რა აზრი ქონდა მართლა ;დ

აი რისთვის გადაიღო?

ბებიაჩემი აგინებდა,ვენახი წმინდააო და ამან რა სექსები მოინდომა მანდო ;დ

user posted image

Posted by: ratomac aRa 4 Feb 2022, 12:58
QUOTE
ბებიაჩემი აგინებდა,ვენახი წმინდააო და ამან რა სექსები მოინდომა მანდო


სხვადასხვა ჟანრში ცდიდა ხოლმე თავს და იფიქრა მოდი 1 ეროვნულ ეროტიკასაც მოვცხებო


Posted by: George_Best 4 Feb 2022, 13:16
ხო,პროსტა ის სხვადასხვა ჟანრები კარგი გამოდიოდა,ამისი რა გითXრა

Posted by: ratomac aRa 4 Feb 2022, 14:19
George_Best

რომ არ ეცადა რას გაიგებდა biggrin.gif

მოკლედ არ გამოვიდა ამისგან ბერტოლუჩი

Posted by: Jermina 4 Feb 2022, 14:22
George_Best
ის აზრი ქონდა, რომ რაღაც გრანტი იყო, ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში იღებდნენ მსუბუქ ეროტიკას და გიორგი შენგელაიასაც შეთავაზეს, უფულო და უშუქო დროს და რატომაც არაო, გადაიღოsmile.gif))

Posted by: George_Best 4 Feb 2022, 14:27
Jermina
მგონი მარტო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებზე არაა რა პროექტზეც ამბობ,მსოფლიოში იყო ეგ პონტი,მოკლემეტრაჟკა ეროტიკულები,ბევრ ცნობილ რეჟისორსაც აქვს გადაღებული,ქართველი შენგელაიას გარდა დიტო ცინცაძეა კიდე,ლაშა ბაქრაძე მთავარ როლში :დ პროსტა გერმანიაშია გადაღებულია ეგ
ამ სერიაზე ამბობ წესით- https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=3076789

QUOTE
მოკლედ არ გამოვიდა ამისგან ბერტოლუჩი

ახალგაზრდა რო ყოფილიყო გამოუვიდოდა


Posted by: unknown lady 4 Feb 2022, 16:47
George_Best
QUOTE
აი რისთვის გადაიღო?


ხო თქვა თითონ რატოც გადაიღო. რეჟისორიც ადამიანია და ოჯახი ჰყავს სარჩენი
ფულს ალავერდობით ვერ იშოვი და რაშიც იხდიან ის გადაიღო.
ამას ვუფასებ ძალიან. შეეძლო ესეთების გადაღებაც
მატარებელიც არ არის ძალიან ძლიერი ფილმი, ალავერდობასთან ვერ მივა და ალბათ არც კინო კლასიკაა, მაგრამ იყურება და
მე სიამოვნებით ვუყურე. აქვს ასეთ ფილმებს თავის ადგილი

ნამდვილი რეჟისორი ალბათ ალავერდობის და ფიროსმანის გამოა
აბა მარტო ია ფარულავას ძუძუებით დიდს ვერაფერს მიაღწევდა

Posted by: ratomac aRa 8 Feb 2022, 13:55
დოვჟენკოს მოსწავლე იყო, შეპიტკოსავით

user posted image
user posted image

Posted by: MAKIAVELI_ 4 Apr 2022, 22:24
მარტო მე დავინახე ალავერდობაში ქრისტეს პროტოტიპი rolleyes.gif

სიყვარული ვენახშიც არ არის ცუდი სხვათა შორის. თუმცა უკეთესი შეიძლებოდა

აი, მიდოდა მატარებელი არ მომწონს
იდეა თითქოს არ არის ცუდი, მაგრამ ბოლომდე ვერ გაქაჩა.


Posted by: George_Best 6 Jun 2022, 04:26
ღმერთოოოოოო

აი მე ძალიანბევრი რამე შემიძლია დავწერო ფიროსმანზე

ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყიY მადას როიხსნიდა,მაქედან მოყოებული გიორგის კინო რო ერთინახატია

და ვარაზი რამხელაა

უბრალოდ მარტივად დავწერ

ფიროსმანი იმხელა კინოა,ზურიკო სანამ გოლს გაიიტანდ,ა,მაქამდე კიდე ფიროსმანში ვიყავი,ნაკრებიც დამავიწყდა

მე,ფეხბურთი რაღააცამ გადამიფარა

ეს რაღაც არის საოცრება

და აი ლავ ზის გეიმ,აი ემ ე ღიპიანი გრუზინი ფრომ გეორჯია,აი ვოს ბორნ ინ ჯეორჯია ენდ მაი ფავორით ფილმდირექთორ ის გიიორგი შენგელაიააააააა


Posted by: ratomac aRa 6 Jun 2022, 13:43
გადავიმეოროთ ბუმბერაზი კლასიკოსები


Posted by: misterius 6 Jun 2022, 21:07
QUOTE
სიყვარული ყველას უნდა

QUOTE
.ია ფარულავას ძუძუებუ

QUOTE
მიდიოდა მატარებელი


ერთი მეორეზე უარესები მაგრამ მიდიოდა მატარებელი მთლად საშინელებაც არაა კომედიაა ისეთი რომ გაგართობს ერთი ორი სცენაში რომ სექსია ეგრე სექსი ყველა ფილმშია თითქმის მაგ ფილმში ყველანაირი ადამიანია წარმოდგენილი გაფიქრებს ავ კარგზე

Posted by: ratomac aRa 28 Jun 2022, 23:56
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/124552-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/194/user:%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90:show:channel

6/10 გავბანძდი

Posted by: LOLZ 29 Jun 2022, 00:11
ratomac aRa
მეც smile.gif)
წამოდი მეზობელ თემაში, ლიტ თამაშში მოსინჯე ძალები
ხვალ 7-ზე გადის "ფიროსმანი" კინოს სახლში (უფასოდ).

Posted by: ratomac aRa 29 Jun 2022, 00:21
მაგ დროს ისეთი წვიმა იქნება, ან უნდა დალიო,ან ვინმესთან ერთად იკოტრიალო ლოგინში biggrin.gif


Posted by: LOLZ 29 Jun 2022, 01:05
ratomac aRa
წვიმა არა მგონია, როდის გამართლებულა ამინდოს პროგნოზი და smile.gif) დანარჩენი სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით biggrin.gif

Posted by: George_Best 29 Jun 2022, 04:13
წვიმა კაია,სულ იწვიმოს,კაკრას წვიმაში უნდა ნახო ფიროსმანი :დ

მეც 6 ქულა ავიღე,ჩვენი ეზოები არ ვიცოდი,კიდე ფიროსმანს რო რაღაც პრიზი ქონია

Posted by: ratomac aRa 29 Jun 2022, 14:10
QUOTE
ჩვენი ეზოები არ ვიცოდი,კიდე ფიროსმანს რო რაღაც პრიზი ქონია


ფიროსმანი ვიცოდი, პრიზები კარგად ვიცი, ეზო არ ვიცოდი, გადასამეორებელი მაქვს ეგ ფილმი

LOLZ

დღეს ვერ მეცლება საღამოს , სხვა საქმე გამოჩნდა

Posted by: LOLZ 29 Jun 2022, 14:58
ratomac aRa
ოკ რომელიმე სხვა საღამოს თუ მოგინდეს, აფიშა აქაა
\user posted image

Posted by: ratomac aRa 29 Jun 2022, 16:37
კვირას ტურში თუ არ წავედი დიდი მწვანე ველი არაა გასამაზი

რეხვიაშვილის ფილმიც გიორგობისთვესავით დაღეჭილი მაქვს კადრებად biggrin.gif

Posted by: George_Best 29 Jun 2022, 16:41
4-ში კალათბურთია ,თორე ესაძეც არაა გასამაზი
მე შერეკლებს ვნახავ ალბათ და ეგაა,თუ არ დამეზარა ხვალ საშა შეიძლება,მარა მეც ახლახან ვნახე და დიდ ეკრანზეც მინახავს

Posted by: ratomac aRa 30 Jun 2022, 13:24
ელდარა სანამ ცოცხალია დასვან და გიორგიზე აბაზრონ რამე ამბები

QUOTE
4-ში კალათბურთია ,თორე ესაძეც არაა გასამაზი


რამდენჯერ უნდა უყურო მაგას? ;დ

Posted by: George_Best 30 Jun 2022, 21:30
QUOTE
ელდარა სანამ ცოცხალია დასვან და გიორგიზე აბაზრონ რამე ამბები

ბოლო ფილმი ხო მიუძღვნა,კიდე კაცი რო დარბის ცხენით,აუ რა ### ფილმია ბლიად biggrin.gif

QUOTE
რამდენჯერ უნდა უყურო მაგას? ;დ

შენთვის გითხარი,არ გიტყდება,იმენა ყველა ფილმი გამაზე,ძლივს მიხვედი და ისიც არქივში მიხვედი biggrin.gif

წამო ორში შერეკილებზე,თან დავლიოთ :დ

Posted by: ratomac aRa 30 Jun 2022, 21:44
QUOTE
წამო ორში შერეკილებზე,თან დავლიოთ :დ


რა დროს დალევაა ამ სიცხეში თუ კაცი ხარ biggrin.gif

თან ღვიძლი მიტრაკებს და უნდა დავაშოშმინო

QUOTE
ბოლო ფილმი ხო მიუძღვნა


არა ინტერვიუ ჩაწერონ რა, გაახსენონ რაღაც ისტორიები და აბაზრონ


Posted by: George_Best 30 Jun 2022, 21:47
რო წვიმს არ მინდაო და ახლა სიცხეზე წუწუნებ biggrin.gif
ამ სიცხეში უნდა სვა ლუდი,აბა როდის უნდა სვა

ბლიად,ზაპოი ავიკიდე მემგონი biggrin.gif

QUOTE
არა ინტერვიუ ჩაწერონ რა, გაახსენონ რაღაც ისტორიები და აბაზრონ

მე უნდა ვქნა ეგ პროექტი,არ დამასწრონ biggrin.gif
ვინმე ენჯეოშნიკი ან ენჯეოშნიცა უნდა დავითრიო,პ[როექტების წერა რო იცის და დამაფინანსებენ :დ
მამენტ ბევრი ფულიც არ მინდა,კონტაქტები რეჟისორებთან,გადაღებით აგერ დიფ ფარფლს გადავაღებინებ,ხოდა ბევრ კითვას დავუსვამ და მიპასუხონ ხოლმე

პირველ არხს რო ვაჩალიჩო,არ იზამენ ვითომ,როგორ ვქნა ეგ პროექტი მომეხმარე

Posted by: ratomac aRa 30 Jun 2022, 21:56
QUOTE
მე უნდა ვქნა ეგ პროექტი,არ დამასწრონ


ან არ დაიბრიდოს ის ხალხი biggrin.gif

QUOTE
პირველ არხს რო ვაჩალიჩო,არ იზამენ ვითომ,როგორ ვქნა ეგ პროექტი მომეხმარე


თუ დააინტერესებ იმზამენ, მთავარია ნახვადი იყოს და თუ გინდა თენგიზა ჩაწერე

QUOTE
ამ სიცხეში უნდა სვა ლუდი,აბა როდის უნდა სვ


სიგრილეში, ან წვიმაში რავი


Posted by: George_Best 30 Jun 2022, 22:01
QUOTE
თუ დააინტერესებ იმზამენ, მთავარია ნახვადი იყოს და თუ გინდა თენგიზა ჩაწერე

თენგიზაზე დოკუმენტური უნდა გადავიღო :დ

ნახვადი იქნება,იოსელიანს რო ვაყოლებ გიორგობისთვეს როგორ იღებდა,აი მაგაზე კაი რა უნდა ნახონ :დ

ლანა ჯერ ცოცხალია,ელდარაც,ოთარაც,კოკოჩა ჩვენებაზეც იყო,საკაიფოდ მოგვიყვა მწვანე ველზე

Posted by: ratomac aRa 30 Jun 2022, 22:02
QUOTE
თენგიზაზე დოკუმენტური უნდა გადავიღო


თენგიზას ახალი ცხოვრება

QUOTE
ნახვადი იქნება,იოსელიანს რო ვაყოლებ გიორგობისთვეს როგორ იღებდა,აი მაგაზე კაი რა უნდა ნახონ


იოსელიანს სად გამოიჭერ თორემ კი

მოკლედ ყველა წკიპზეა და უნდა იშუსტრო

Posted by: George_Best 30 Jun 2022, 22:05
QUOTE
მოკლედ ყველა წკიპზეა და უნდა იშუსტრო

დავწეროთ მერე პროექტი

ენჯეოშნიკები სად ვიპოვოთ ოღონდ,მე არ მეკარებიან ეგეთი ხალხი,ბნელი გრუზინები არ ევასებათ :დ

Posted by: ratomac aRa 30 Jun 2022, 22:36
QUOTE
ენჯეოშნიკები სად ვიპოვოთ ოღონდ,მე არ მეკარებიან ეგეთი ხალხი,ბნელი გრუზინები არ ევასებათ


ათუკა აჩალიჩე biggrin.gif

ან ბასილაშვილს აგინე ფეისბუკზე და თავად გიპოვიან

user posted image

Posted by: George_Best 1 Jul 2022, 02:11
QUOTE
ან ბასილაშვილს აგინე ფეისბუკზე და თავად გიპოვიან

ბლიად lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: მალატესტა 1 Jul 2022, 14:19
ახალგაზრდა კომპოზიტორის დონის ფილმი შეიძლება მეორე არ იყოს ქართულ კინემატოგრაფიაში.

გაგვიმართლა რომ გაბედა, კომუნისტების დროს ხელი მოკიდა შენგელაიამ ამ თემატიკის ფილმს და შედევრი დადო, სრულიად უსამართლოდ დგას ჩრდილში ეს ფილმი, არ ვიცი რატომ.

მეორე მხრივ, სსრკ-ს მერე შენგელაია სერიოზულად ურევდა.

გიორგი რომ ხარ შენგელაია, თავი დავანებოთ ,,კომპოზიტორს '', ,,ალავერდობას '' და ,,ფიროსმანს'' მართლა ძალიან სახალისო და უკვდავი კომედია ,,სიყვარული ყველას უნდა'' გაქვს გადაღებული.

რანაირად უნდა მოახერხო, მოაქუჩო მთელი თანავარსკვლავედი: რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, გივი, გურამ ფირცხალავა, რავი ვინ აღარ და ამ დონის რეჟისორმა შექმნა სრული სლეობა. აი, ავთო ვარსიმაშვილი რაღაც ###ურ კომედიებს რომ იღებს, იმ დონის იდიოტობაა ,, მიდიოდა მატარებელი''. მეზიზღებოდა ჩემი როლიო ზურა ყიფშიძე ამბობს და მესმის რატომაც.




Posted by: ratomac aRa 1 Jul 2022, 15:26
QUOTE
სრულიად უსამართლოდ დგას ჩრდილში ეს ფილმი, არ ვიცი რატომ.


ვისგან?

QUOTE
მიდიოდა მატარებელი


ეს მართლა მთხლეობაა

Posted by: მალატესტა 1 Jul 2022, 16:47
ratomac aRa
QUOTE
ვისგან?


ტელევიზორში უიშვიათესად აჩვენებენ, იუთუბზე ნახვები ძალიან ცოტა აქვს, ძალიან ბევრ ადამიანს არც გაუგია.

არ არის პოპულარული ფილმი ერთი სიტყვით.

Posted by: ratomac aRa 1 Jul 2022, 17:45
ეგ მერე ხალხის ბრალია, ვისაც აინტერესებს ნახავს და დააფასებს



ხარისხი კაია, მაგრამ გაფართოება არ ვარგა

მაგრამ ამისი ვიდეობი მაინც არის და ავალერდობა არაა

აი რა ჩემ სირად უნდა კინოცენტრს? ატვირთოს რა იუთუბზე და ნახავს ხალხი

როგორც მოსფილმს აქვს გაკეთებული თავისი გვერდი, ისე უნდა ჰქოდნეთ ამათაც

მერე ბევრ ნახვებზე ფულსაც ჩაურიცხავენ, მეტი რა უნდათ

Posted by: LOLZ 1 Jul 2022, 17:47
ratomac aRa
ალავერდობა ოკუპანტების ენაზე დევს.
ნორმალური კომუნიკაციების მენეჯერი სჭირდებათ, მაგრამ სადაა smile.gif)

Posted by: მალატესტა 1 Jul 2022, 18:10


კინოცენტრის საიტს მივწერე ზუსტად ამ ფილმის შესახებ.

http://geocinema.ge//ka/movies/407

მონაწილეობენ:
გია ფერაძე (ლეკო თათაშელი)
ლევან აბაშიძე (ნიკუშა ჩაჩანიძე)
ზურაბ ყიფშიძე (ელიზბარ წერეთელი)
რუსუდან ქვლივიძე (თეკლა წერეთელი)
რუსლან მიქაბერიძე (შალვა წერეთელი)
მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი (დავით იტრიელი)
ლილი იოსელიანი (ეფემია წერეთელი)

არასწორად უწერიათ, არანაირი წერეთელი არაა არცერთი პერსონაჟი. საერთოდ, საიდან მოათრიეს.

ვითომ არაფერი, მაგრამ რატო უნდა ეწეროს შეცდომებით ოფიციალურ გვერდზე . რაც მოხდა მიხვდებით, დამიკიდეს დიშლაზე, ცხადია, არც უპასუხიათ და არც გაუსწორებიათ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

Posted by: LOLZ 1 Jul 2022, 18:52
მალატესტა
საჯაროდ მიწერე სოცქსელებში . სხვებიც რომ დასცინებენ იმედია გაინძრევიან smile.gif

Posted by: ratomac aRa 2 Jul 2022, 01:04
user posted image

მალატესტა

ეგ საიტი დღემდე რომ არსებობს გასაკვირია

Posted by: George_Best 2 Jul 2022, 04:47
მალატესტა
კინოშიც ძალიან კარგი ხარ(ქს-დანნ გიცნობ)
ასე რო გაიჩითე ხოლმე აქაც
კაი ხალხი ვართ,მოვხოდოთ ცოტა აქაურობა :დ

QUOTE
სრულიად უსამართლოდ დგას ჩრდილში ეს ფილმი, არ ვიცი რატომ.

არ დგას,გულის ფიცარზე გვაქვს აქ ხალხს ეგ ფილმი,ისევე როგორც ჩხეიძის ბორიაყი
გვიყვარს,ვადიდებთ და პატივს ვცემთ

მეტს ნუ მოითხოვ ახლა :დ
* * *
QUOTE
ალავერდობა ოკუპანტების ენაზე დევს.

კინოცენტრს ჩვენ ენაზე აქვს უთესლესი,გაწმენდილი ვერსია,6 წელია აქვთ
ისევე როგორც ბევრი რამე
მარა ###ები არიან რა ვუყოთ

Posted by: მალატესტა 2 Jul 2022, 23:47
როგორც წავიკითხე ლეკო თათაშელის როლზე ზურა ყიფშიძეც განიხილებოდა.

ოთარ ჩხეიძესაც ყიფშიძე უფრო მოსწონდა ამ როლისთვის.

ორივეს წააკითხა ის მონოლოგი შენგელაიამ. მომკვეთეთ თავიო რომ იძახის ლეკო ციხეში და საბოლოოდ ფერაძისკენ გადაიხარა. თუმცა ყიფშიძე იმ ეპიზოდურ როლსაც ძალიან კარგად ასრულებს ჩემი აზრით.




Posted by: ratomac aRa 3 Jul 2022, 23:54
user posted image

გიორგი, გეიდარი, ვერიკო
* * *


ფარაჯანოვზე



QUOTE (მალატესტა @ 2 Jul 2022, 23:47 )
როგორც წავიკითხე ლეკო თათაშელის როლზე ზურა ყიფშიძეც განიხილებოდა.

ოთარ ჩხეიძესაც ყიფშიძე უფრო მოსწონდა ამ როლისთვის.

ორივეს წააკითხა ის მონოლოგი შენგელაიამ.  მომკვეთეთ თავიო რომ იძახის ლეკო ციხეში და საბოლოოდ ფერაძისკენ გადაიხარა. თუმცა ყიფშიძე იმ ეპიზოდურ როლსაც ძალიან კარგად ასრულებს ჩემი აზრით.



user posted image

Posted by: ratomac aRa 6 Jul 2022, 00:03
გეიდარ ფალავანდიშვილი ლიკა ქავჟარაძის ბიძა ყოფილა, ასევე გურამ რჩეულიშვილის სიძე და ზვიად გამსახურდიას ბიძაშვილი

user posted image

მისი პროფესიაც, მოწოდებაც და ჰობიც ჰიდროინჟინერია იყო, - მითხრა გეიდარის ქვრივმა, ქალბატონმა მარინე რჩეულიშვილმა, - უნდა გენახათ, როგორი გატაცებით მუშაობდა საინჟინრო პროექტებზე და როგორ ენანებოდა დრო სხვა საქმისათვის. ფილმში მონაწილეობისთვის მისი დათანხმებაც ამიტომ უჭირდათ... ზღვაზე ისვენებდა გეიდარი, გიორგი შენგელაიამ რომ ჩააკითხა და "ალავერდობაში" გურამის როლის განსახიერება სთხოვა. ძლივს დაითანხმა. ძალიან ღელავდა, თან ძალიან ერიდებოდა - საოცრად მორიდებული კაცი იყო, რასაც ერთი შეხედვით ვერც ამოიკითხავდით... ვერც იმას ამოიცნობდით, რომ "ალავერდობაში" ცხენი პირველად გააჭენა. გაოცებული იყო ცხენოსანი, რომელიც ჯირითის ხელოვნებას უხსნიდა, პირველად შეჯდა და ისე გააჭენა, თითქოს გამოცდილი მოჯირითე იყოო... ფილმში ერთი ეპიზოდია, ცხენიდან ვარდება... ეს ეპიზოდი რამდენჯერმე გადაიღეს, ყოველი გადაღების შემდეგ შინ დაჟეჟილი ბრუნდებოდა, მაგრამ ერთიც არ დაუწუწუნია...ძნელი იყო, ეთამაშა გურამ რჩეულიშვილი - უფროსი მეგობარი და ცოლისძმა, მისი თაობის გეზის მიმცემი, ნიჭიერი და ამოუცნობი, ტრაგიკულად გარდაცვლილი...













Posted by: George_Best 6 Jul 2022, 00:08
კიდე ვისი ბიძაა იცი?
ახლა რო გიჟი ფალავანდიშვილი ვყავს პეძიკებს რო დასდევს
გეიდარასი რამე მაინც ეცხოს ამ ჩემისას

Posted by: burke 6 Jul 2022, 00:15
George_Best

ეტყობა იმაზე დაისვენა ბუნებამ

Posted by: George_Best 6 Jul 2022, 00:25
burke
წინა პოსტები წაიკითხე?
შენ რაც გინდოდა ეგ მოვხოდოთ,რეჟისორებს ვაბაზროთ როგორ იღებდნენ ფილმებს
ვიმმე ენჯეოშნიცა ვითრიოთ და დავაწერინოთ პროექტი :დ

Posted by: burke 6 Jul 2022, 00:28
George_Best

ვა კაი იდეაა
როგორც დოკუმენტალისტიკა ეგრე თუ რამე სხვა იდეა გაქვს უფრო?



Posted by: George_Best 6 Jul 2022, 00:32
burke
არა,აი სიტყვაზე იოსელიანი რო მყავდეს
დავისვამ და დავუწყებ ეგრე
გამარჯობა ბტოთარ სცენარის დაწერა გიროგობისთვეზე როგორ გადაწყვიტეთ,თქვენით,რამე იდეა გქონდათ ,ფაქტი იცით თუ რა?
მერე ადგილებს როგორ ეძებდი
მერე მსახიობებს
მერე ვკითხავ რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ეს ფილმი ასეთი სტილით რო გადაიღეთ,ეს კადრები,ასე რატო
პროცესს როგორ აკეთებდი,სცენა როა და ტიპები ღვინოზე ბაზრობენ,ორწუთიანი უწყვეტი კადრია,ესენი ბაზრობენ უცბად ტურისტებისჯგუფი შემოდის,ბევრ სცენაზე ჩავეძიებოდი
მონტაჟზე ვკითხავდი,რამე ამოაკლო ,შეცვალა?თუ სცენარში რაც ქონდა 100 პროცენტი ეგ ქნა
სიმღერებზე
აი დეტალ დეტალ გავივლიდი მაგ ფილმებს,მერე ზემოდან ვკითხავდი ხალხმა როგორ მიიღო ფილმი,რას ელოდებოდა,რა იმედი ქონდა,ხვდებოდა რა დონის შედევრს იღებდა
აი ყველაფერს ვაბშე
ინტერვიუს ჩავწერი ატ ი დო ყველაფერზე ბაზრით ,საათ ნახევარი ალბათ მეყოფოდა

ფინალშში ფეხბურთს რო თამაშობენ,ეგ კადრი რას ნიშნავს,მაგასაც აუცილებლად ვკითხავდი

Posted by: ratomac aRa 6 Jul 2022, 00:36
QUOTE
ფინალშში ფეხბურთს რო თამაშობენ,ეგ კადრი რას ნიშნავს,მაგასაც აუცილებლად ვკითხავდი


ქარხნის ტერიტორიაზე რომ ჭიდაობენ მუშები ეგეც კაი მომენტია


Posted by: burke 6 Jul 2022, 00:48
George_Best


ვინაა ახლა ცოცხალი კლასიკოსებიდან?
აუ გოგა ხაინდარავასთან მინდა ოცნებების სასაფლაოზე ეგეთი ინტერვიუ
ძაან მიყვარს ეგ ფილმი
თან მთაწმინდელები, ტან ჩემი კუმირების თაობა, აი რავიცი biggrin.gif

ნუ ქართული კინემატოგრაფიის კლასიკა არაა, მაგრამ აფხაზეთის ყველაზე კაი ფილმია

ხო არ დავეცეთ გოგას?

Posted by: ratomac aRa 6 Jul 2022, 01:10
თემას ნუ გააოფებთ, კინობირჟაში გადაინაცვლეთ

„გურამი ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, საოცარი ადამიანი იყო. ყველას მოსწონდა და უყვარდა – თანატოლებსაც და უფროსებსაც, ყველას ეამაყებოდა მასთან ურთიერთობა… – იხსენებდა გეიდარ ფალავანდიშვილი, – სამაგალითო იყო თავისი ჩაცმულობით, ვაჟკაცობით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფათერაკიანობითაც კი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საზოგადოებაში თავისუფლების სიო ნელ-ნელა იწყებდა ქროლვას, რაც უპირველესად მაშინდელ მწერლობაში ვლინდებოდა. უკვე დაბეჭდილი იყო გურამ რჩეულიშვილის ხუთი მოთხრობა, ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდებოდა გურამ გეგეშიძისა და ანზორ სალუქვაძის ნაწარმოებებიც, თუმცა ცენზურა უკიდურესად ზღუდავდა მათ შემოქმედებით თავისუფლებას. ტარდებოდა საზოგადოებრივი განხილვები, იყო შეხვედრები უნივერსიტეტში… გურამი ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის თავისი ახალი მოთხრობების გამოქვეყნებას აპირებდა, რომელთა შორის იყო „ირინა და მე“ და „ალავერდობა“. ეს მოთხრობები მას უკვე მიტანილი ჰქონდა ჟურნალების რედაქციებში და დაბეჭდვას ელოდებოდა, მაგრამ…მოულოდნელად ტრაგიკულად შეწყდა მისი სიცოცხლე. გურამის დაღუპვა უდიდესი ტკივილი იყო არა მარტო მისი ახლობლებისა და მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მეგობარი კი მართლაც ბევრი ჰყავდა. ვინც კი იცნობდა, თავი ყველას მის საუკეთესო მეგობრად მიაჩნდა. თვითონ გურამი იყო ასეთი – რატომღაც მასთან ყველა იხსნებოდა, თავის გულისნადებს უზიარებდა.

გურამთან გიორგი შენგელაიაც მეგობრობდა, თუმცა ცოტა უმცროსი იყო მასზე; ერთად ჰქონდათ შემოვლილი მთელი ხევსურეთი, სადაც მათ გოგი ოჩიაური მასპინძლობდა და ერთმანეთის მიმართ უკვე შემოქმედებითი ინტერესებიც გასჩენოდათ. მაგალითად, მახსოვს, გიორგის „ალუდა ქეთელაურის“ გადაღება უნდოდა და ალუდას როლში გურამის დაკავებას აპირებდა. გიორგი მაშინ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლობდა. როცა ინსტიტუტი დაამთავრა, გურამი ცოცხალი აღარ იყო, არც „ალავერდობა“ იყო გამოქვეყნებული – ხალხში ის ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. გიორგიმაც წაიკითხა და ფილმის გადაღება გადაწყვიტა. როგორც ვიცი, სცენარის წერის დროს მას რეზო ინანიშვილი ეხმარებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი შეუცვლიათ. გიორგიმ დაინახა ის, რაც მოთხრობაში გურამს ჰქონდა ნაგულისხმევი და ეკრანზე ისე გადაიტანა. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, შემდგომში განვითარებული მოვლენების შედეგად შევიტყვე. მაშინ ვიცოდი მხოლოდ ის, რომ გიორგი შენგელაია „ალავერდობის“ გადაღებას აპირებდა. როგორც ვიცი, მთავარი როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდნენ. ვინა აღარ გასინჯეს: მწერალი ოთარ ჭილაძე, მხატვარი თემო ჯაფარიძე, მგონი, ოთარ მეღვინეთუხუცესზეც იყო საუბარი, მაგრამ… ამასობაში ჯგუფიც შეიკრა: გოგი ოჩიაური – მხატვარი, საშა რეხვიაშვილი – ოპერატორი, რეზო ინანიშვილი – სცენარის ავტორი; მუსიკას ფელიქს ღლონტი წერდა, გმირი კი ვერა და ვერ იპოვეს. მერე, მგონი, გოგი ოჩიაურს უთქვამს, გეიდარი გავსინჯოთო. ამ დროს მე ზღვაზე ვიყავი დასასვენებლად, სასწრაფოდ ჩამომიყვანეს იქიდან და პირდაპირ ალავერდის გუმბათზე ამიყვანეს სინჯის გადასაღებად. 1961 წლის ზაფხული იყო…“

Posted by: George_Best 6 Jul 2022, 03:14
burke
QUOTE
ინაა ახლა ცოცხალი კლასიკოსებიდან?
აუ გოგა ხაინდარავასთან მინდა ოცნებების სასაფლაოზე ეგეთი ინტერვიუ
ძაან მიყვარს ეგ ფილმი
თან მთაწმინდელები, ტან ჩემი კუმირების თაობა, აი რავიცი

ნუ ქართული კინემატოგრაფიის კლასიკა არაა, მაგრამ აფხაზეთის ყველაზე კაი ფილმია

ხო არ დავეცეთ გოგას?

მე ახლახან ვნახე ეგ ფილმი და გამომაყლევა
ძალიან დიდი ფილმია,ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია აფხაზეთში მეომარი თაობა
ვერ ვიგებ,ვერ ვხვდები ისეთი მაგარი ბიჭები,როგორ რანაირად იყვნენ
ვეძებ,ამბებს ვიწერ,ვიმახსოვრებ,ვყლევდები მაგ ხალხზე
ოღონდ გოგას როგორ დავეცეთ,გადავლახავთ ზიზღს ახლა გოგა როგორიც არის?
ხვალ დაგებაზრები აბა,თუ ზიზღს გადვალახავთ ტექნიკურად შესაძლებელია,მე მყავს ხალხი ვინც ჩაწერს და იცალიჩებს

Posted by: ikasso 6 Jul 2022, 17:01
QUOTE (George_Best @ 6 Jul 2022, 03:14 )

ვერ ვიგებ,ვერ ვხვდები ისეთი მაგარი ბიჭები,როგორ რანაირად იყვნენ

ერთი დათია იყო, გაგრაში გრნატამიოტით 4-5 აფხაზი ამოყარა მანდარინის ბუჩქებიდან, რომ მიუახლოვდა ერთი ცოცხალი ყოფილა, ესროლა დათიას და ფეხში დაჭრა. მაშინ არც ანტიბიოტიკი, არც არაფერი და განგრენა დაეწყო. წამოიყვანეს თბილისში და მოაჭრეს ფეხი. თვენახევარი გავიდა და გაიხედეს და არ ჩავიდა უკან კასტილებით gigi.gif

user posted image

Posted by: George_Best 6 Jul 2022, 20:25
ikasso
QUOTE
ერთი დათია იყო, გაგრაში გრნატამიოტით 4-5 აფხაზი ამოყარა მანდარინის ბუჩქებიდან, რომ მიუახლოვდა ერთი ცოცხალი ყოფილა, ესროლა დათიას და ფეხში დაჭრა. მაშინ არც ანტიბიოტიკი, არც არაფერი და განგრენა დაეწყო. წამოიყვანეს თბილისში და მოაჭრეს ფეხი. თვენახევარი გავიდა და გაიხედეს და არ ჩავიდა უკან კასტილებით

biggrin.gif biggrin.gif
აუ რა მაგარი კაცია
ცოცხალია ახლა?

Posted by: ratomac aRa 6 Jul 2022, 21:18
რა აფხაზეთი კაცო შენგელაიას თემაა

user posted image

Posted by: ikasso 7 Jul 2022, 00:13
QUOTE (George_Best @ 6 Jul 2022, 20:25 )

biggrin.gif biggrin.gif
აუ რა მაგარი კაცია
ცოცხალია ახლა?

კი კაცო თან გაუბერა მაგრად. ერთი 7-8 წლის წინ ხმაური გავიგე გარეთ გინება და ვიხედები ფანჯარაში ვიღაც ტიპი ხტუნაობს კოჭლობით და ყვირის - ელისო კილაძე, სადა ხარ? გამოეთრიე, დედა უნდა მოგიტყნა! იქვე ოფისი ჰქონდა ეს პრვოკატორი ჟურნალისტი რო არის თუ ვიღაცა, ხოდა რაღაც დაპირისპირება ჰქონდა ვეტერანებთან, ამ დათიაზეც რაღაც დაწერა და გაამწარა. პოლიცია, მთელი ამბავი, ძლივს გაარიდეს. მერე დადიოდა ეს ელისო ჩაჯმული სიფათით. მოკლედ ისეთი ტიპია რა დღეს, ნაცებს აგინებს დღე და ღამე. ნუ რაღაც საფუძველიც აქვს, მაგრად უნამოსოდ მოექცნენ ამ ვეტერანებს მიშას დროს. ესენიც კიდე იყენებენ როგორც ხდება ხოლმე. ბიძინამ პროტეზი აჩუქა ნავაროჩენნი lol.gif და მადლიერია. მაგრამ ეჭვი მაქვს გულში ქოცებსაც აგინებს ნაცებისთვის ყურები რატომ არ დაგვაჭრევინესო gigi.gif


ისე გიორგიც რა გიჟი იყო, ბიძინას რომ მიაჯვა და გვარამიამ დაუძახა თავისთან, შეაპარა რაღაც მიშაზე რას იტყვითო. და გიორგიმ ეგ ყვერი თუ ჩამოვიდა აქ ფეხებით უნდა დავკიდოთ, როგორც მუსოლინი, სანდრასთან ერთადო facepalm.gif lol.gif lol.gif

ისე რატიც გიორგას ნათესავია მაშ. ნატა ხო ანდრონიკაშვილი იყო. უხ რა გაასწორა. მკიდია დარბაზი როგორია, ესე ითამაშონ და გინდაც ახმეტაში იყოს თამაში ან ჩემი სკოლის დარბაზში

Posted by: George_Best 7 Jul 2022, 00:40
QUOTE
ისე გიორგიც რა გიჟი იყო, ბიძინას რომ მიაჯვა და გვარამიამ დაუძახა თავისთან, შეაპარა რაღაც მიშაზე რას იტყვითო. და გიორგიმ ეგ ყვერი თუ ჩამოვიდა აქ ფეხებით უნდა დავკიდოთ, როგორც მუსოლინი, სანდრასთან ერთადო 

QUOTE
ბიძინამ პროტეზი აჩუქა ნავაროჩენნი

lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
ისე რატიც გიორგას ნათესავია მაშ. ნატა ხო ანდრონიკაშვილი იყო. უხ რა გაასწორა. მკიდია დარბაზი როგორია, ესე ითამაშონ და გინდაც ახმეტაში იყოს თამაში ან ჩემი სკოლის დარბაზში

საოცრება იყო,მაგრა ვიკაიფე,იმენა ზე ნაკრები გვყავს,ახლა სანდრო რო დაგვემატება მერე ხო ვაბშე
იტალიასთან რო გაგვაცანი,მაშინ რა ბავშვი იყო biggrin.gif

Posted by: ikasso 7 Jul 2022, 02:24
QUOTE (George_Best @ 7 Jul 2022, 00:40 )
საოცრება იყო,მაგრა ვიკაიფე,იმენა ზე ნაკრები გვყავს,ახლა სანდრო რო დაგვემატება მერე ხო ვაბშე
იტალიასთან რო გაგვაცანი,მაშინ რა ბავშვი იყო biggrin.gif

ეხლაც ბავშვია. ამ კონოტრაქტს არც შეხედა ისე მოაწერა ხელი. იმათ კიდე ხომ კიდიათ ეს ნაკრები. მაგალითად ამ ნაკრების სბორებზე თვე ნახევრით ადრე უნდოდა ამას ჩამოსვლა. არა, მარტო სამი კვრიაო. ნოემბერში კიდე ალბათ არც გამოუშვებენ. ჭიდაობაა საჭირო. აი ბითაძემ უფრო დაალაგა როგორც ჩანს. იქ კი კარგადაა. გრანტი ყავთ მილვოკიში ვეტერანი, თავისი პორშე მისცა იარეო. ეს იანისა და მიდლტონი სულ დაათრევენ აქეთ იქით. ხოდა ამ პონტში არ მინდა მოეშვას. მარგამ ეს კეთილგანწყობა მარტო იმიტომ არა მგონია იყოს რომ საყვარელი პადდელნიკი ბავშვია. ხასიათსაც ხედავენ და იმას რომ მუშაობს. ისე ყველა ეწევაო ბალახს. დურანტი ვაფშე ყარსო პლანის სუნით. მანდ როგორ ყოფილა, კონტროლი ხომ მიდის დოპინგზე და ნარკოტიკებზე, და ბოლო წლები მოსაწევი ვაფშე ამოუღიათ ამ სიიდან gigi.gif

ისე რა გიჟები არიან აქ რომ ჩამოდის ვიღაც ასისტენტ ტრენერსაც აყოლებენ რომ არ იზარმაცოს და ივარჯიშოს givi.gif


კომპოზიტორის მოგზაურობა კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ბორიაყი იმდენად მოშნია როგორც წიგნი, იმდენად დამოუკიდებელი, ცოტა მაინც გვერდზე წევს მემგონი ფილმს. არ ჭირდება ჩხეიძეს შენგელაია, და არც გიორგას ჭირდება ჩხეიძე givi.gif რჩეულიშვილის ტექსტი კიდე რასკადროვკაა სუფთა და იმიტომაც ალავერდობაში უფრო თავისუფალია გიორგი როგორც ავტორი.

Posted by: George_Best 7 Jul 2022, 02:45
QUOTE
რანტი ყავთ მილვოკიში ვეტერანი, თავისი პორშე მისცა იარეო. ეს იანისა და მიდლტონი სულ დაათრევენ აქეთ იქით.

აუ გოგოებს ჩაყრიან და მაგათია სამყარო biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ისე რა გიჟები არიან აქ რომ ჩამოდის ვიღაც ასისტენტ ტრენერსაც აყოლებენ რომ არ იზარმაცოს და ივარჯიშოს

მე მგონია რო ვაბშე არაა ეგეთი ტიპი,პირიქით შენ რაც დაწერე ძაან მშრომელი მასტია
QUOTE
კომპოზიტორის მოგზაურობა კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ბორიაყი იმდენად მოშნია როგორც წიგნი, იმდენად დამოუკიდებელი, ცოტა მაინც გვერდზე წევს მემგონი ფილმს. არ ჭირდება ჩხეიძეს შენგელაია, და არც გიორგას ჭირდება ჩხეიძე  რჩეულიშვილის ტექსტი კიდე რასკადროვკაა სუფთა და იმიტომაც ალავერდობაში უფრო თავისუფალია გიორგი როგორც ავტორი.

ბორიაყზე ვერ დაგეთახნემბი,ბაზარი არაა ძაან სერიოზული წიგნია,ოღონდ ფილმიც ძალიან მოშნია რა,აი ოჯახებში რო შედიან,ასე მგონია ჩემთან მოდიან სახლში და აბაშიძე ფერაძის ტანდემი ჩემი ამეირკული ნუარების თესლი ტანდემია
პმ ნახე,მოგზაურობა სოპოტი ჩაგიგდე,ძაან დაგევასება

Posted by: ratomac aRa 7 Jul 2022, 13:34
აგერ გასულა ქართულად

https://www.myvideo.ge/tv/kartuliarkhi/2022-07-06/11:20:09

Posted by: ratomac aRa 20 Jul 2022, 20:22
https://feola.ge/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/

რაღაც ფოტოებს მივაკვლიე და ავტვირთე, დანარჩენები დავსქრინე

Posted by: George_Best 6 Aug 2022, 08:52
ალავერდში მივდივარ დღეს
უნდა ვცადო,სახურავზე ასვლას თუ მოვახერხებ

jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: ratomac aRa 6 Aug 2022, 11:02
George_Best

არ ჩამოვარდე თუ კაცი ხარ, ფილმი გაქვს დასასრულებელი

Posted by: mayi 6 Aug 2022, 14:40
QUOTE (ratomac aRa @ 6 Aug 2022, 11:02 )
George_Best

არ ჩამოვარდე თუ კაცი ხარ, ფილმი გაქვს დასასრულებელი

ჰო :დ

user posted image
ჩემი ფავორიტი კადრი
უკეთესი ვერ ვნახე

Posted by: ratomac aRa 9 Aug 2022, 21:26
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს

user posted image

Posted by: ratomac aRa 10 Sep 2022, 23:10
მშობლებთან

user posted image

Posted by: George_Best 11 Sep 2022, 00:38
QUOTE
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს

და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.

მაგ პერიოდის ქართული ლექსები

Posted by: George_Best 24 Oct 2022, 04:45
აუ ფიროსმანის საფინალო კადრი გახსოვთ?

ასათაინზე რო ჩამოატარებს მეეტლე,ის დიდება რაც გეკუთნოდა,ის დიდების დარბაზი კი ვერ გაჩუქეთ,მარა მე ბატონი გიორი გუქნი შენ ამასო

უკვე წამხდარი ნიკოს დიდების ქუჩა

როგორ მიყვარს ორივენიცა

Posted by: mayi 24 Oct 2022, 13:01
მენატრება ალავერდობის ნახვა დიდი ეკრანზე sad.gif

Posted by: Tequila665 29 Oct 2022, 21:30
ერთი კაი კაცი ელდარას ესაუბრებოდა და ჩამოვარდა კითხვა, რომელი ჯობია, ელდარა თუ გიორგაო? ჰოდა ამ კაი კაცმა ასეთი პასუხი მისცა: "ელდარ შენგელაია უფრო ზოგადსაკაცობრიო თემებზე იღებს, ამიტომაც ესმით მისი უცხო ქვეყნებშიცო, აი გიორგი შენგელაია კი სულ ეროვნულ ფილმებს იღებს, იმენა ქართველებისთვის და მხოლოდ ქართველები გაუგებენ ჭეშმარიტ მუღამსო".

ეთანხმებით?

Posted by: mayi 30 Oct 2022, 12:20
QUOTE
ქართველები გაუგებენ

გაგებაა თუ შეგრძნება ?


Posted by: ratomac aRa 13 Nov 2022, 16:47


რომ არ იცოდე ვისი ნაწარმოების ეკრანიზაციაა, მაინც მიხვდები, განსაკუთრებით ბოლო 20 წთ

Posted by: Iasha_Bizia1444 17 Nov 2022, 02:11
QUOTE
ეთანხმებით?

არა

გიროგის ყველაზე ქართული მაინც ალავერდობაა,ფიროსმანი ვან გოგისგან რითი განსხვავდება?

იმას პარიზი ქონდა ეგეთი,ამას თბილისი უბრალოდ

მხატვრების ბედი ეგეთია,სხვა დანარჩენი იქ ძველი თბილისი რო აქვს,ეგ თავისთავად ქართველია,მარა ფრანგიც არანაკლებ იკაიფებს

სხვათაშორის იგივეა ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაც,ეს ორი,მაგარი საკაიფო ტანდემია,ამერიკული ნუარებიდან წამოსლივით და ზუსტად მგონია რო იაპონელები მაგრა იკაიფებდნენ მაგ პონტით,მთავარ ფილმებს გავუსვი ხაზი

ელდარა ზესაკაცობრიოა კი,მარა ცისფერი მთების გარდა,მაგის ყველა ქართული ფილმი ძალიან ქართულია,ჩემი აზრით გიორგის ფილმებზე მეტად ქართულიც(ალავერდობა გამოვაკლოთ)

შერეკილები და არაჩვეულებრივი გამოფენა,ძალიან ძალიან ქართულია,მე არაჩვეულებრივი გამოფენა ძალიან მიყვარს,არ მგონია რო ევროპელმა ჩემზე მეტად პერ არტჰაუს ვისკონწი ტიპმა ისე იკაიფს ამაზე,როგორც ვთქვათ მე უკანასკნელ ტანგო პარიზზე ვკაიფობ

Posted by: mayi 17 Nov 2022, 12:55
QUOTE
ელდარა ზესაკაცობრიოა კი,მარა ცისფერი მთების გარდა,მაგის ყველა ქართული ფილმი ძალიან ქართულია,ჩემი აზრით გიორგის ფილმებზე მეტად ქართულიც(ალავერდობა გამოვაკლოთ)

აუ ეგ ძალიან მაგარი ბალანსია
თან ძალიან ქართული, თან ზესაკაცობრიო

Posted by: Tequila665 20 Apr 2023, 22:09
******
user posted image

Posted by: mayi 11 May 2023, 22:34
1937 წელს, 11 მაისს დაიბადა გიორგი შენგელაია ❤️

Posted by: Nketia1983 11 May 2023, 22:58
შიზოფრენიკია ცნობილი გიორგი შენგელაია

Posted by: ratomac aRa 16 Jul 2023, 12:09
ნუგზარ შატაიძე: ერთ დღესაც მოგვადგა რამდენიმე კაცი - სუფრა გაშლილია და გელოდებითო.
ამ ერთ ეპიზოდსაც გადავიღებთ და გენაცვალოთ ჩემი თავიო, უპასუხა გიორგიმ.
დადგნენ და დაგვიწყეს ლოდინი.
ეპიზოდი ასეთია: ხარება და გოგია თავისი ბიჭებით ციხეს დაეცემიან, ხარებას ძმა, სიმონა ჯიბუტი უნდა გაათავისუფლონ. სიმონას მე ვთამაშობ. აი, შემოგლიჯეს საკნის კარი და გამომიყვანეს ციხის ეზოში, სადაც ისეთი სროლა და ბათქა-ბუთქია გაჩაღებული, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. სანამ იქიდანაც გამომიყვანენ, ბრმა ტყვია მხვდება და სასიკვდილოდ ვიჭრები. ომარი მხრებში ხელს მავლებს და გალავნისკენ მიმათრევს. მე ვწევარ, მკვდარს ვთამაშობ. ამ დროს კადრში შემორბის მაუზერმომარჯვებული ლევან თედიაშვილი და ყვირის: "დროზე ბიჭო, დროზე, გაცივდა ხაშლამა!"
რა თქმა უნდა, ყველას სიცილი წაგვსკდა, მათ შორის მეც და ის დუბლი გაგვიფუჭდა.

Posted by: sunny-day-today 21 Nov 2023, 20:19
George_Best
რას მირჩევ ჯერ ბორიაყი წავიკითხო თუ პირდაპირ ფილმი ვნახო?

Posted by: dongabo 21 Nov 2023, 20:54
QUOTE
ომარი მხრებში ხელს მავლებს და გალავნისკენ მიმათრევს. მე ვწევარ, მკვდარს ვთამაშობ. ამ დროს კადრში შემორბის მაუზერმომარჯვებული ლევან თედიაშვილი და ყვირის: "დროზე ბიჭო, დროზე, გაცივდა ხაშლამა!"

)
გოგია კენკიშვილის ხმით წავიკითხე
love.gif


Posted by: baggins 21 Nov 2023, 21:10
QUOTE (ratomac aRa @ 13 Nov 2022, 16:47 )


რომ არ იცოდე ვისი ნაწარმოების ეკრანიზაციაა, მაინც მიხვდები, განსაკუთრებით ბოლო 20 წთ

ვაჰ სად დადებულა smile.gif

იშვიათი ესთეტიკის ქართული ფილმია. ძალიან მაგარია ნოდარ მანაგაძე.


Posted by: მშპს_მივხედოთ 22 Nov 2023, 00:50
QUOTE
რას მირჩევ ჯერ ბორიაყი წავიკითხო თუ პირდაპირ ფილმი ვნახო?

ფილმი ნახე,ძაან სხვანაირია ბორიაყი,იმენა რთული,გენიალური მარა რთული
ფილმი სხვანაირია,ძირითადი მოტივებია აღებული წიგნიდან

ორივე გენიალურ

Posted by: dongabo 22 Nov 2023, 06:18
QUOTE
რომელია ყველაზე ჯიგრობა

QUOTE
ხარება და გოგია


Posted by: sunny-day-today 22 Nov 2023, 06:57
QUOTE (მშპს_მივხედოთ @ 22 Nov 2023, 00:50 )
QUOTE
რას მირჩევ ჯერ ბორიაყი წავიკითხო თუ პირდაპირ ფილმი ვნახო?

ფილმი ნახე,ძაან სხვანაირია ბორიაყი,იმენა რთული,გენიალური მარა რთული
ფილმი სხვანაირია,ძირითადი მოტივებია აღებული წიგნიდან

ორივე გენიალურ

მადლობა ჯორჯ, შენ გაიხარე.................

Posted by: ratomac aRa 10 Dec 2023, 11:57
Chicago International Film Festival

user posted image
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)