Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > როგორ იქცევა შეყვარებული ბიჭი ? |
Posted by: magistra_vitae 22 Nov 2022, 03:55 |
მეორე მამლის ყივილამდე შუაღამე მშვიდობისა თანა-ფორუმელებო ![]() როგორც უკვე ყველას მოგვეხსენება, მზისქვეშეთში მოვლენილი ჩვენი როგორც ადამიანების ყოფას, ფიზიკურ მდგომარეობასა და სულიერ მხნეობას ფრიად განსაზღვრას ისეთი ძლიერი მოტივატორები როგორებიცაა: სიყვარული, სექსი & ფული, შიმშილი. ვინაიდან, ჩვენ ყველა განსხეულებული არსებები ვართ და მოვდივართ ამ კონკრეტულ სხეულით მზისქვეშეთში, საითაც არ უნდა მიჰქროდეს ეკიპაჟად მოვლენილი ჩვენი სხეული და რა იდეალებისკენაც არ უნდა მიელტვოდეს იგი, ზემოთჩამოთვლილი ოთხი ფაქტორის ზემოქმედებას მაინც ვერსად გაექცევა. სამყაროს ატრიალებს: სიყვარული, სექსი & ფული (ძალაუფლება), შიმშილი (დედის წიოკი-ვისაც გამოუცდია და ვისაც არა ღმერთმა არ გამოაცდევინოს) ამიტომაც, არ იქნება ურიგო თუ ვიმსჯელებთ ქართველი ბიჭების ''სიყვარულზე'' - სექსის, ფულის და შიმშილის პრიზმაში ურთიერთქმედების კონტექსტში. თქვენი აზრით, როგორ იქცევა ჭეშმარიტად შეყვარებული ქართველი ბიჭი? როგორია მისი , როგორც შეყვარებული ბიჭის ქმედებები და უმოქმედობები, და გამოხატულებები თუ მას გოგო (ქალი) ნამდვილი, წრფელი და უანგარო გულანთებული სიყვარულით უყვარს? ჩემი აზრით, შეყვარებული ბიჭი ხდება ცოტა ''უმართავი'', სპონტანური, თამამი და თან ძალიან მორიდებული და ამ დროს ნაკლები დოზით აქვს ფიქრები სექსებზე, რაც არ უნდა აპოკალიფსური მეძავი შეუყვარდეს (პირობითად ვამბობ, კი არ ვიწყევლები) როგორი არის შეყვარებული ქართველი ბიჭი, როგორ მოქცეულან გოგოებო თქვენზე შეყვარებული ბიჭები და რა ''სიგიჟეები'' უკეთებიათ და სახის ''საოცრებები''? ბიჭებო თქვენ რა საგმირო საქმეებს სჩადიხართ ხოლმე, როდესაც აცნობიერებთ რომ გიყვართ გოგო? პ.ს. რათქმაუნდა მეც გავაზიარებ ჩემს გამოცდილებას ![]() იქნებ შეყვარებული ადამიანის ნამდვილი ფსიქოტიპიც ჩამოვაყალიბოთ აქვე. სახუმარო ჩართვებიც გავაკეთოთ მეგობრებო... ვთვლი, რომ ნამდვილად შეყვარებულმა, ნებისმიერი ასაკის ქართველმა ბიჭმა უნდა დაანთოს ძლიერი ცეცხლი და კოცონი დაგეგმილად თუ დაუგეგმავად... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პ.პ.ს. ცხონებული ბებიაჩემი ამბობდა, კაცს თუ უყვარხარ კარიდან რომ გააგდო, ფანჯრიდან- ამოვაო, ფანჯრიდან რომ გადააგდო-საკვამურიდან ჩამოვაო ![]() და არის ამაში სიმართლის ნატამალი... შეყვარებული ბიჭის იმედი ყველაზე ბოლოს კვდება და თუ მას უყვარს, არასოდეს იტყვის უარს საყვარელ ადამიანზე, არანაირ მიმართებაში და გარემოებაში, ბოლომდე გაიტანს ერთხელ ანთებულ ნამდვილ ნაპერწკალს. |
Posted by: _Pagliacci_ 22 Nov 2022, 05:49 |
ვერ გეტყვი. არანაირი ცეცხლი არ დამინთია, არც ურთიერთობამდე, არც ურთიერთობაში, არც საწოლში, არც ტყეში, არც მაყალზე, არც დანტე, არც უაიტმენი, არც ტოლსტოი. მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა, როგორც ერთობა კაცისა და ბუნების ყველა კანონების. მოკლედ, შემოვლენ საინტერესო ადამიანები და დაწერენ, უფრო სწორად, არ შემოვლენ. საინტერესო ადამიანები ამ ამოსაწვავ განყოფილებაში არ პოსტავენ და მგონი, არც ფორუმზე ზოგადად <3 |
Posted by: magistra_vitae 22 Nov 2022, 06:08 |
_Pagliacci_ ჯერ წინ გაქვს დასანთები ცეცხლები ესეიგი ![]() ![]() ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 22 Nov 2022, 06:16 | ||
magistra_vitae
ღმერთმა დამიფაროს ![]() დავანთე კიდეც და ანთებულ ნაკვერჩხალზეც ვიდექი შიშველი ფეხებით კარგა ხანს. ეხლა მაზი მაქვს წასმული, ბინტი გადაკრული და მაგიდაზე შემოწყობილი ![]() |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 22 Nov 2022, 12:27 | ||
_Pagliacci_
არც ფანჩარზე თუ ფაჩარზე? |
Posted by: _Pagliacci_ 22 Nov 2022, 12:33 | ||||
![]() საწოლში დამინთია ძალიან მწველი ცეცხლი, ოღონდ ქვები გავკარი ერთმანეთზე, ნაპერწკალი ფანჩარში ჩაიღვენთა და მყისვე აეკიდა ![]() |
Posted by: Mamu72 22 Nov 2022, 14:13 | ||
არც მალადოი ქართველი ბიჭი არა ვარ და არც უხუცესი... და არც ჩემი შეყვარებულების და ჩემზე შეყვარებულების ისტორიები, მინდა იყოს ვიღაც ყლიფონებისთვის საინტერესო ... ... ... |
Posted by: velasquez 22 Nov 2022, 14:17 | ||||
რობინზონ კრუზოს სცენა წარმომიდგა თვალწინ , პაოლო ვილაჯო გავარვარებულ ქვით რომ დადის პარასკევასთვის ![]() |
Posted by: PoisonnIvy 22 Nov 2022, 14:17 |
შეყვარებული კაცი იქცევა ისე, როგორც ამბობდა, რომ არასდროს მოიქცევა . დეთს ით. გინდა ცეცხლი დაანთეთ და გინდა გაყინეთ და კრიოპრეზერვაცია გაუკეთეთ. |
Posted by: velasquez 22 Nov 2022, 14:25 | ||
ასეა ( ქალისთვისაც) ![]() |
Posted by: la_za_rus 22 Nov 2022, 14:45 | ||
![]() |
Posted by: magistra_vitae 22 Nov 2022, 15:11 | ||||||
la_za_rus ანუ თავს კარგავს ![]() ![]() ![]() ხო...გოგოებიც საკმაოდ არაორდინალურად იქცევიან. * * *
![]() ![]() * * *
ძალიან მდიდრული ენაა ქართული ენა ისე, ასე მაგალითად : ''თმაი -სასირცხოთა ადგილთა ფ ა ჩ ა რ ი; მკერდთა და გვამთასა – ფ ა ჩ ვ ნ ი, თავ–ნაპარსთა მოზრდილთა – ჯ ე ნ ჯ ი; ძაღლთა და მჴეცთასა – ბ ა ნ ჯ ვ ლ ი, თხათასა – ბ ა ლ ა ნ ი; ცხოვართა და კრავთასა – მ ა ტ ყ ლ ი'' ![]() ![]() |
Posted by: კაი_ყმა 22 Nov 2022, 15:17 | ||||
გააჩნია ვინ და როგორი უყვარს. თუ კარგი გოგოა -კარგად ექცევა, თუ გოგო ნაბიჭვარია - ცუდად.
გამოდით დედოფლის როლიდან. |
Posted by: მანგია 22 Nov 2022, 15:18 | ||
მე ძაან ვეფლობი ხოლმე და ღიად გამოვხატავ გრძნობებს. არ შემიძლია ეს რაღაც მოგონილი ყვერობა ტაქტიკები და სირობები. რაც ვარ და რასაც ვგრძნობ გავცემ სრულიად ტრანსპარენტულად. გოგოს გულის მოგების ტაქტიკები სლეზე მკიდია. ადრეც მეკიდა, ბავშვობა-ჯეელობაში. იმიტო რო სხვანაირად არ შემიძლია. მარა ადრე ვიჩაგრებოდი მაგის გამო და ეხლა აღარ. იმიტო რო ადრე ყველა გოგო თითქმის მაგ ### სისტემის ნაწილი იყო. მე კიდე ღიად ვაჩვენებ ვინ ვარ და რას ვიძლევი და თუ მაგითი არ მირჩევს, მამენტ ნახუი. არაფერში ეგეთი ადამიანი არ მჭირდება გვერდით. კიდევ ერთი რაც მახასიათებს, თუ ძაან შემიყვარდა, საწყის ეტაპზე ძაან ბევრი შიშები მაქვს ხოლმე და ძაან insecure ვგრძნობ თავს. სანამ ბოლომდე, კარგად დავიგულებ, რომ ჩემთან ერთად არის უკვე ეს ადამიანი. და ძაან სერიოზული ძალისხმევა და ჭიდაობა მჭირდება, რომ ეგ ენერგია დავმალო და იმ მეორე ადამიანს არ ვაგრძნობინო. თუნდაც ენერგიულ დონეზე. ეხლა ვარ ნაწილობრივ ზუსტად მაგ სიტუაციაში და პატარა ბავშვივით ვარ ხოლმე. ასაკის და გამოცდილებების ხარჯზე ვაბალანსებ, თორე კაცმა არ იცის 15-20 წლის წინ რა ###ობას ვიზამდი ესეთ მდგომარეობაში )) მარა ვთოკავ თავს და არ გადამაქვს იმაზე. არადა პანიკური შეტევაც კი მქონდა. მე თვითონაც არ მჯეროდა, აბსოლუტურად სხვანაირად აღვიქვამდი თავსაც და საკუთარ შესაძლებლობებსაც. მარა ხანდახან ყველაფერი თავდაყირა დგება. და როგორც ზემოთ აღნიშნა, თანამხმარებელმა,
|
Posted by: SunsetLover 22 Nov 2022, 15:24 |
რამდენჯერმე შეყვარებული რომ ყავს ისეთი გოგოსგან და ბიჭისგანაც მომისმენია გუშინ სექსი მქონდა სხვასთანო ანუ თან ისე რა თქმა უნდა რომ შეყვარებულმა არაფერი არ იცოდა და ეძინა სახლში ტკბილად . ძაან მიცრუებს გულს ეგეთების მოსმენა ზოგადად შეყვარებულებზე და ზოგადად სიყვარულზეც, თან არ მყვარებია ჯერ არავინ და ეგრე რომ მომექცეს ადამიანი ალბათ ცხოვრებისეულ ტრავმას ამკიდებს |
Posted by: magistra_vitae 22 Nov 2022, 15:27 | ||||
![]() კარგია რომ სტრატეგიულად და დაგეგმილად არ მოქმედებ... რა არის იცი? გოგოები ვხვდებით დაგეგმილ და გათვლილ იმპულსებს. ყველაზე მაგარი თვისება გქონია გულწრფელობა და სპონტანურობა ![]() მაგრამ, არის ერთი მაგრამ: კარგი გოგო უნდა შეგხვდეს... არიან ცოტა ბოროტი გოგოები რომლებიც ბიჭის ბავშვურობას და კეთილ გულს ბოროტად იყენებენ... უხეშად რომ ვთქვა: ბევრს მოიგებ ეგეთი განწყობით თუ დარჩები ბოლომდე ... ![]() |
Posted by: მანგია 22 Nov 2022, 16:59 | ||||
magistra_vitae
ეგეთ გოგოს ისედაც არ ვაინტერესებ. ასე რომ არცერთი ჩემი ცოლი/შეყვარებული/პარტნიორი არ ყოფილა მანიპულატორი მაგ კუთხით. თან უკვე საკმაოდ გამოცდილება დავაგროვე და სულელიც არ ვარ, ეგეთ ადამიანს ეგრევე ვცნობ და საქმესაც არ ვიჭერ.
ამ მხრივ მოვიკოჭლებდი აქამდე )) თითქმის ყველა ურთიერთობა და დაჟე სექსუალური პარტნიორების 80 % ფსიქოლოგიურად იმენა დანგრეული, ზოგი ცხოვრებისგან მაგარი ნათრევიც კი იყო. არ ვიცი რატო მოხდა ეგრე მარა მოხდა. და არაა ეგ კარგი. ისეთი არაფერი კარგად ვიყავით. და ეხლაც არაფერი საწყენი. მარა it doesn't work. ბოლო პერიოდია აღარც ვიზიდავ და აღარც მე ვეკარები. ეხლა მგონი ყველაზე ზუსტ მეთჩს მივაგენი თფუთფუ. ჯერჯერობით ეგეთი პირი უჩანს |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 22 Nov 2022, 17:13 | ||||
მიხარია რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები. ![]() |
Posted by: magistra_vitae 22 Nov 2022, 17:16 | ||
![]() თუ შეყვარებული ყავთ რატომ აქვთ სხვასთან სექსი? ... ეგეთი რამეები ამ პატარა თბილისში არ იმალება...დამალვა გვერდზე იყოს, მაგრად არ მაინტერესებს ჩიტის მოტანილი ამბები: მე თვითონ გადასარევად ვგრძნობ პარტნიორის ''დვიჟენიებს''...ვერ ავხსნი რა გრძნობაა: ჯერ არასოდეს შევცდარვარ: ღალატზე და დამპლურ თამაშებზე ღაღაც ღილაკი მერთვება...იცი რა არის ცუდი მთელ ამ გულისამრევ საქციელებში? მერე ვიღაც მართლა ნორმალური ტიპი (გოგო) რომ გამოჩნდეს იმასაც ეჭვის თვალის უყურებ ადამიანი. პ.ს. ამასწინათ მქონდა შემთხვევა: შეეშალა უცხო ბიჭს ჩემთან: პირდაპირ მითხრა შეიძლება რომ მომეფეროო? საქმეზე ერთად წასულ ბიჭზე ვამბობ, პაემანზე კი არ ვყოფილვარ მაგასთან. არა-მეთქი, სხვასთან დავდივარ-თქო. და გაჩერდა ადამიანი. თუ ქალებს შეგვიძლია ძალიან სიმპატიური ბიჭებისთვის უარის თქმა, ბიჭები რატომ არ უშვებენ შემთხვევას ბიჭები, ანუ ვინც ფეხებს გაუშლის ყველასთასთან ურთიერთობა მოსულა შეყვარებულის ან პარტნიორის ყოლის ფონზე? სარკეში მშვიდად იყურებიან ამის მერე ეგეთი ტიპები-ეგ მაინტერესებს? ![]() |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 12:11 |
თეატრალურში სწავლის დროს ერთმა ბიჭმა პირველი სართულიდან მესამემდე სანთლები ამინთო და აუდიტორიაში რომ შევედი ისევ გავყევი ბილიკს, იქ შირმები დამხვდა, ხოლო შირმების შუაში ბეჭედი იდო, ნიღბებით მოქარგული, ულამაზესი.. ახლაც მაქვს და რომ ვხედავ სულ ეგ ლამაზი და თბილი ჟესტი მახსენდება |
Posted by: _Pagliacci_ 9 Dec 2022, 12:16 | ||
Simp |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 12:25 |
_Pagliacci_ რატო, პალიაჩი.. მაშინ იმ მომენტში ძაან კაი იყო მიუხედავად იმისა რომ სურპრიზები არ მიყვარს, ყველა ქალს სიამოვნებს ყურადღების და სიყვარულის გამოხატვა, მით უფრო ამდენ ხალხში |
Posted by: PoisonnIvy 9 Dec 2022, 12:27 |
T-mademoiselle რატომ დაშორდი? |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 12:29 |
PoisonnIvy არც ვიყავით ერთად. არც არაფერი მოუთხოვია, არც შევუწუხებივარ, სიყვარული გამოხატა და ვსო. |
Posted by: PoisonnIvy 9 Dec 2022, 12:32 |
T-mademoiselle გული დამეწვა ![]() პრინციპში, ეგეთი ბიჭები ყოველთვის იჩაგრებიან. არ მიკვირს. |
Posted by: _Pagliacci_ 9 Dec 2022, 12:39 | ||
T-mademoiselle
არ იყო კარგი და ბოროტი ხარ, თუ ასე ფიქრობ. ვიღაც ტიპს შენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და ამის გამოსახატად გაიოფლა, შენ იცოდი, რომ ეს ტიპი არ მოგწონდა და არც ერთად არ იქნებოდით, მაგრამ იმის მაგივრად, რომ უხერხულად გეგრძნო თავი, რომ ასეთმა ტიპმა ამდენი ენერგია ჩადო მაგ ყველაფერში, რომელსაც შენ არ უპასუხებდი არაფრით, უბრალოდ გაგიხარდა და გესიამოვნა, რადგან პატივმოყვარეობამ სძლია სხვა დანარჩენს და იმის გააზრებამ, რომ შენთვის ამდენი იწვალა ვიღაცამ. დიდი თემაა ![]() |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 12:54 |
_Pagliacci_ უხერხულად რატომ უნდა მეგრძნო თავი, მაგრად მესიამოვნა, რატომ გამომიგვანე ბოროტი და თავმოყვარე? იმიტომ რომ ამდენი იწვალა ჩემთვის, მე რა უნდა გამეკეთებინა ხომ ვერ დამარიგებდი? როცა იცოდა რო ეს ყველაფერი ისედაც განწირული იყო? განა შევპირდი რამეს და ნახუიზე გავუშვი? |
Posted by: _Pagliacci_ 9 Dec 2022, 12:56 | ||||||
T-mademoiselle
ავხსენი უკვე.
ესეც.
ეგ არ მითქვამს, უტრირებით ვერ გახვალ ფონს. |
Posted by: leica 9 Dec 2022, 12:57 | ||
ყლესავით აა თუ ეგრე ყურებამდე შეყვარებულები იქცევიან ხოლმე ხშირად, მე მაპატიეთ ![]() |
Posted by: velasquez 9 Dec 2022, 13:01 | ||
ისე შეყვარებულობის საწყისი ფაზა დელირიუმს ჰგავს, ასე რომ
![]() მაგრამ საყვარლობაა, შენი ..ლეობები რომ გამოიფინება საჯაროდ- დასაფასებელია ეს სიმამაცე და პოხუიზმის მომენტები ![]() |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 13:06 |
_Pagliacci_ აუ პალიაჩი გეხვეწები სისულელეებს ნუ წერ, უტრირება არაა, ფაქტია. ბოდიში რო მესიამოვნა ადამიანისგან სიყვარული/გამოხატვა/ჩალიჩი. როგორც გინდა ისე იფიქრე |
Posted by: leica 9 Dec 2022, 13:21 | ||||
მე რასაც ვაკვირდები გამოცდილების პროპორციულად ქრება თანდათან სიყვარულისგან გამოწვეული "სიყლევე" ადამიანში ![]() მარა ზოგი ბუნებითაა ეგრე სინამდვილეში ვისაც ეგ სიყლევე ემართება მათ კიდევ აქვთ შემორჩენილი უზომო ადრენალინის და დოპამინების გამომუშავების უნარი და ბოლომდე არ ჩამკვდარა მათი შინაგანი სამყარო, მაგრამ ვაბანკია ამდენი ადრენალინი ერთბაშად, შეიძლება დაგიფასდეს ან შეიძლება ჯოჯოხეთად გექცეს წარუმატებლობის და საპირისპირო სქესიდან უარის შემთხვევაში |
Posted by: velasquez 9 Dec 2022, 13:38 |
leica გამოცდილებაზე მეტად, შიში და კონვენციური გარემოებები აქრობს, იმას რაც შენ თვითონაც არ იცი რომ შეგეძლო ![]() კონფორმიზმის, მორგების და შიშის გამარჯვებაა ![]() ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 9 Dec 2022, 13:50 | ||
T-mademoiselle
ზუსტად მაგას ვაკეთებ ![]() |
Posted by: daviti35 9 Dec 2022, 13:55 | ||
სწორედ აღნიშნეს ნამდვილი მამაკაცი ასე არ იქცევა. (ალბათ ბანი ადევს თორემ თემას გაშლიდენ) ასე შეიძლება ცოლს მოექცე ან შეყვარებულის სტადიიდან სტენკა ურთიერთობაში გადასასვლელ გოგოს. სხვა შემთხვევაში ეს კაცის სასოწარკვეთილი ნაბიჯია და ასე იქცევიან როცა გოგოსთან შანსი 10% მეტი არაა. "ჯიპის" მეცნიერები გვირჩევენ რომ ქალს უნდა მისცე საშვალება თავიდან რომ თვითონაც რამე გააკეთოს კაცის მოხიბვლის საქმეში ფლირტი, გაპრანჭვა და სხვა. რომ ორივე მხარემ გაიაროს პრელუდიების ეტაპი და კმაყოფილი დარჩეს საკუთარი "ჩითინგ" უნარებით მეორეზე თავის მოწონების საქმეში. როცა ახალგაცნობილ გოგოს შემოქმედებითად ხარჯვის და ფლირტის უნარს უზღუდავ და ართმევ და თავიდანვე ყველაფერს ეტყვი და ბეჭდით მიახტები. შედეგი ბუნებრივია სავალალო იქნება. ჭკვიანი კაცი არ ჩქარობს და თავს იფასებს,რომ ქალმაც იაქტიუროს. |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 14:14 |
daviti35 რით განისაზღვრება ნამდვილი მამაკაცი? სწორედაც რომ იცოდა არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ სიყვარული გამოხატა, ეგ იყო ძალიან ემოციური ჩემთვის, ერთ კვირაში გერმანიაში წავიდა და იქ მოღვაწეობს ეხლაც. ყბა ჩამომივარდა რომ გავიგე. ისტორია მოვყევი რა გაუკეთებიათ ჩემთვის, რად უნდა ამდენი განხილვა, ყველა სხვანადასვანაირად გამოხატავს სიყვარულს. მორჩა რა |
Posted by: Ferlador 9 Dec 2022, 14:36 | ||||||
simp
simp²
![]() |
Posted by: magistra_vitae 9 Dec 2022, 14:42 | ||||||||
ჭურში ვზივართ და არ ვიცით ხომ? ![]() ![]() ![]() ![]() მაგრამ შეყვარებული ქალი ცოტა აპასნია- ურევს ხოლმე შიგადაშიგ, ეხლა თუ არ ურევს, მერე აურევს... |
Posted by: iRadonn 9 Dec 2022, 14:43 | ||
T-mademoiselle
wat is it? |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 14:53 |
magistra_vitae არა, ესენი ხო ალფა მამრები არიან და გრძნობების მოზღვავების დროს ან ჭკუა როცა გეკეტება ან უბრალოდ როცა გინდა ემოცია გამოხატო ადამიანის მიმართ, მაშინაც კი ახსენდებათ ეგოები და ცხვირს ისევ ზევით წევენ. კაი რა.. iRadonn ![]() იმედია მეტი ახსნა არ დამჭირდება, თუ რაში იყენებენ ამას თეატრში |
Posted by: _Pagliacci_ 9 Dec 2022, 14:55 |
T-mademoiselle კაი ნუ ტირი, ჩვენც გადაგვიბიჯებია საკუთარი თავისთვის ქალის გამო, მაგრამ სწორი დასკვნებიც გამოგვიტანია და იმედია მაგ კარგმა კაცმაც გამოიტანა ![]() |
Posted by: daviti35 9 Dec 2022, 21:06 | ||
ნამდვილი მამაკაცის რაობაზე ვრცლად ასკლიპიოდოტა დაწერს როცა დაბრუნდება ![]() ზოგადად ყველა კაცმა იცის რომ ქალის მთავარი ოცნება გათხოვებაა. ამიტომ კაცი როცა მოიფიქრებს თავის გოგოზე ხელის თხოვნას ![]() ![]() ამიტომ გრანდიოზული ჩახუჭუჭებული ცერემონიებისგან ისეთი როგორც ეს სანთლების ამბავიც იყო თავს იკავებენ და ეზარებათ. ასეთს მიმართავენ უფრო ის კაცები ვინც იცის რომ იმ კონკრეტულ გოგოსთან ცოტა შანსები აქვს და სავარაუდო გოგოს პასუხი მის ხელის თხოვნაზე ![]() ხოლო თუ მაინც პასუხი იყო უარი და შენი ქცევა დაუფასებელი დარჩა. მაშინ უნდა იქაურობას გაეცალო რათა მერე სხვების დაცინვის ობიექტი არ გახდე. უბრალოდ ესეთ დროს ჯობია პერფომანსებთან ერთად კაცმა თავის გოგოს ორი სიტყვით მაინც უთხრას ის პერსპექტიული გეგმები რაც ცხოვრებაში აქვს და ზოგად მონახაზში მაინც დაანახოს თუ როგორი ცხოვრება ელოდება მასთან. ქალი პრაქტიკულია და ყვავილების და სანთლებან ერთად კარგი ცხოვრების პერსპექტივას ორმაგად დააფასებს და ეგეთ კაცს კიდე მეტი შანსი აქვს ძნელად დასაქრაში გოგო დაშაქროს. ![]() |
Posted by: magistra_vitae 9 Dec 2022, 21:37 | ||||
კი სწორია. დაუნთოს სანთლები: ასი ცალი. დაუკლას ჯარჯები და ჯიხვები და შავი და თეთრი პანტერების ბეწვები გაუდოს ჯერ ფეხქვეშ: და ამცნოს პირდაპირ მოკლევადიანი გეგმები და დაელოდოს პასუხს ![]() არ გიფიქრიათ გოგოსთან ასეთი საქციელი? რომანტიზმი გაკლიათ და მერე აქ ტირიხართ იმან დამაქენსელა და ამან დამარეჯექტა და დამაუნფოლოვაო. |
Posted by: _Pagliacci_ 9 Dec 2022, 21:54 | ||||
ჯერ რატო უნდა გინდოდეს ეგეთ ქალთან ოჯახის შექმნა, რომელსაც დიდი ალბათობით ეს არ უნდა შენთან და მერე კიდე, რატო უნდა ცდილობდე გრანდიოზული პერფორმანსით "კის" ალბათობის გაზრდას. რამდენად დაბალი წარმოდგენის უნდა იყო საკუთარ თავზე. |
Posted by: magistra_vitae 9 Dec 2022, 22:08 | ||||
არაა ქალის მთავარი ოცნება გათხოვება... ![]() ვაფშე აზზე არ ხართ გოგოების ოცნებების და ფსიქოლოგიის. გათხოვება რომ მინდოდეს, აქამდე ბევრი ქმარი მეყოლებოდა გამოცვლილი ან არ-გამოცვლილი. გათხოვებაზე და ცოლის მოყვანაზე ადვილი არაფერი არაა ![]() |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 22:09 |
არ იყო ხელის თხოვნა. __________________________ |
Posted by: velasquez 9 Dec 2022, 22:24 |
დაწერედ რა გაუკეთებიათ თქვენთვის შეყვარებულ მამაკაცებს T-mademoiselle ![]() |
Posted by: daviti35 9 Dec 2022, 22:34 | ||
მე უფრო ისეთებზე ვამბობ ვინც არასდროს გათხოვილა. მათთვის არის. ხოლო კაცი როცა სუპერ რომანტიზმს და პერფომანსებს აკეთებს გოგოს მოსახიბლად ესეიგი მანდ რაღაც რიგზე არაა. ან გოგოა ზედმეტად მაღალი ლეველი გარეგნულ, ფინანსურ ასაკით ზედმეტად ახალგაზრდა თუ სხვა . ნორმალურ შემთხვევაში ეს ფლირტი თუ პრელუდიები ორმხრივია ქალის და კაცის მხრიდან და კაცი არასდროს ეხვეწება ქალს რამეს ცალმხრივად. |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 22:38 |
daviti35 რას გაუგებ თეატრალებს არა? |
Posted by: daviti35 9 Dec 2022, 22:52 | ||
თეატრი არაფერ შუაშია ესეთი ხალხი ყველგანაა. უბრალოდ ვერ მივხვდი პერფომანსის დანიშნულებას თუ ხელი არ უთხოვია და არ უთქვამს მიყვარხარ ჩემი ცოლი მინდა იყოო აბა რისთვის იყო მარტო მეგობრობისთვის. მე რომ ერთ გოგოზე პერფომანსები გამიკეთებია ნახევარი უბნის გოგოები ლაპარაკობდნენ და ყველა მცნობდა ქუცაში და იცინოდნენ ჩემ დანახვაზე თუმცა კონკრეტულად რა არ ვიტყვი. უბრალოდ ის გოგო იმსახურებდა ამას და თუ მე ვაკეთებდი და ამით ვცდილობდი მასზე თავის მოწონებას და ვეხვეწებოდი რამეს ანალოგიურად ის ასევე აკეთებდა ჩემზე თავის დაქალუშკების დახმარებით. ამიტომ ცალმხრივობის მომხრე არ ვარ. თუ კაცი აკეთებს ქალმაც უნდა გააკეთოს რამე. |
Posted by: T-mademoiselle 9 Dec 2022, 23:01 | ||
daviti35 არ ვიცი, მე მის მაგივრად პასუხი როგორ გაქცე.
რატომ ავალდებულებ? "უნდა" არა კვატი. შეყვარებუოები ხელის თხოვნახე იღებენ უარს და მას, რომელსაც ვაფშე არ უჩალიჩია მაგის გარდა არაფერი, არც ურთიერთობა გვქონია გარდა სტუდენტობისა, მე რა უნდა გამეკეთებინა? ცალხმრივის მომხრე არც მე ვარ დავით, მეც მყვარებია ცალმხრივად და ვიცი რა დედა#####ული რამეა |
Posted by: პიანისტი 9 Dec 2022, 23:12 |
ეს მუხლებზე დადგომა რა თემაა, რაინდად უნდა გაკურთხოს ,თუ ცოლად მოგყავს? ............ |
Posted by: daviti35 9 Dec 2022, 23:22 |
T-mademoiselle ზოგადად ურთიერთობას უხდება როცა გოგიც და ბიჭიც აქტიურობს ურთუერთობაში. ჩემი შეხედულება კი ისაა თუ ქალი შენთან მიმართებაში პასიური და ცივია არც მე ვიწუხებდი ეგეთზე თავს და იმ წუთას იგნორში. ზოგადად ქალებს არ მოსწონ ბეტა და ზედმეტად მორიდებული კაცები. პირიქით ცოტა თავხედი და საკუთარ თავში დარწმუნებული. ) დანარჩენი იმ ამბავს რაც შეეხება ბევრი ვერაფერი გავიგე. მოკლედ კარგია რაც გააკეთა მეგობრულად თუ უბრალოდ ზედმეტად მორიდებული იყო და მთავარის თქმა ვეღარ გაბედა თუ სხვა რამ ეგ არც ჩემი საქმეა. ერთი შეხედვით რაც ხდება ეგეთი პერფომანსების მერე ის ვივარაუდე.) |
Posted by: PoisonnIvy 9 Dec 2022, 23:58 | ||
რომანტიკულები და სევდიანები არიან. თან მხიარულები. სკოლის ასაკში კავეენში ვთამაშობდი და მანდ მომწონდა ერთი ჩემზე უფროსი ბიჭი, თავიდანვე ეტყობოდა რო უცნაური იყო. სულ სიკვდილზე და სიყვარულზე მელაპარაკებოდა. დოჩანა უყვარდა საწყალს. წლების მერე თავი მოიკლა. |
Posted by: magistra_vitae 10 Dec 2022, 01:51 | ||||
![]() ![]() საკმაოდ დეპრესიულებიც მინდა გითხრა. არ მიმაჩნია ბიჭის სისუსტედ, თუ მას შეუძლია გოგოსთვის პერფორმანსების დადგმა...არანაირად არაა სისუსტე-პირიქით... რაც შეეხება პერფორმანსებს. ''გოგოს დანიშვნა'' არ არის ცერემონიალი? საქართველოში ეხლაც მიღებულია ''ნიშნობა'' -ეგეც პერფორმანსია ერთგვარი |
Posted by: PoisonnIvy 10 Dec 2022, 01:57 |
magistra_vitae ღმერთმანი, არტისტი რისი არტისტია თუ პერფორმანსი არ დარჩა. ყველა რო წავიდოდა, თეატრის პარტერში ვისხედით ხოლმე და უცებ წამოხტებოდა, მტვრიან სცენაზე ავარდებოდა და ხან მეფე ლირს და ხან ჰამლეტს კითხულობდა)) დეპრესიულები რომ არიან, იმიტომ ხდებიან ან დრაგ ედიქთიდ და ან კიდევ სუიციდით ამთავრებენ. უნდა მოგესმინა ამ ბიჭისთვის, მაშინ იყო ბედნიერი, როცა ხვდებოდა, რომ გაინტერესებდა და გაყინული თვალებით არ უყურებდი. შეიძლება რაღაცები არ მახსოვს ნათლად, 12-13 წლის წინანდელი ამბებია, მაგრამ ეგ ენთუზიაზმი უეჭველად მახსოვს. |
Posted by: magistra_vitae 10 Dec 2022, 02:06 |
PoisonnIvy მსახიობი იყო თუ სამსახიობოზე სწავლობდა? კი საკმაოდ დეპრესიულები...დრაგ-ადდიკტით თუ არა, კაკ მინიმუმ ალკოჰოლ-ადდიკტიდ თემა იქნებოდა...ზე-სენსიტიურები იყვნენ მაშინაც, პატარა ბავშვებივით განიცდიან ეგეთი ტიპები ყველაფერს...მაგრად მეწყინა თომ გიწერია სუიციდით დაამთავრაო.. ![]() |
Posted by: PoisonnIvy 10 Dec 2022, 02:10 |
magistra_vitae იმ დროს სწავლობდა თავი როცა მოიკლა, უკვე მსახიობი იყო თეატრში. ცოლიც ჰყავდა. როგორი ბიჭი იყო იცი, მგონია რო ბოროტების სუულ მცირე მარცვალიც არ იყო მასში. აუ კი, მახსოვს რეპეტიციებზე რო დავდიოდით, უმრავლესობა ალკოჰოლის სუნად ყარდა, ნუ უფრო ვზროსლი სასტავი. |
Posted by: levani169 10 Dec 2022, 03:49 |
PoisonnIvy ქმარი გყავს,შვილი გყავს,ცხოვრება გაქვს......... თუ არ გაქვს,არაა ჩემი საქმე მარა დაანებე ამ ფორუმს და მით უფრო ამ განყს თავი............თუ ბედნიერი ხარ დაანებე,უბედურობა ღმერთმა გაშოროს მაგრამ მაინც დააანებე. |
Posted by: ჯარჯი 10 Dec 2022, 05:23 |
levani169 უი რას ამბობ პოსონამ იქით ვიღაცა არ მიაუბედუროს ყველას ჯვარი გვწერია მარა არ არის ბოროტი ბავშვი რაც დედა გახდა მთლად ჩაღუნღულდა ![]() ![]() ![]() |
Posted by: magistra_vitae 10 Dec 2022, 07:28 | ||
ზოგადად არაა სასიამოვნო როცა ''საყვარელი'' ადამიანი ფორუმზე ხშირად პოსტავს. ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც ვერაა საქმე კარგად... ჩემი პირადი აზრია ეს. მაგრამ თუ პარტნიორიც ფორუმელია, ანუ ხშურად პოსტავს- ნუ არ ვიცი...პრობლემას ვხედავ. პ.ს. მეც შემომითრიეს აქ. შეთრევას -შეყოლა ვამჯობინე..შემდგომში გამოჩნდება პრობლემაა თუ რაცაა. ანუ ვეთანხმები მთავარ იდეას რასაც იუზერი წერს. ნაღდს ამბობს. მოკლედ იმის თქმა მინდოდა, თუ ვინმე ბედნიერია: მეტი დრო დაუთმოს ''ბედნიერებას'' და ნაკლები - დანარჩენ სფეროებს..სულ ესაა. თორემ ის იგავი იქნება გასახსენებელი პუშკინის ''ოსტალას სტარუხა უ რაზბიტოგო კორიტა'' -Kუტკი ცხოვრებისეული იგავები აქვთ რუსებს..( მგონი რიბაკ ი ზოლოტაია რიბკა ქვია ნაწარმოებს, საკმაოდ შემეცნებითია).. |
Posted by: Marusha 10 Dec 2022, 11:25 | ||||
რას ამბობ ანუ რო ვისაც გვყავს პარტნიორი და ფორუმზე ვწერთ რას ვაშავებთ ??) და რავიი ფორუმზე თუ ვწერთ ესეიგი ბედნიერება გვაკლია ?? ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: PoisonnIvy 10 Dec 2022, 13:12 |
რატომ ადარდებთ ნეტა ჩემი ბედნიერება/უბედურების საკითხი)) პმ-შიც რამდენი კეთილის მსურველი მწერს ![]() რამენაირად მოვგვარდებით მე და ჩემი ფორუმელი მეუღლე. ნოუ ვორიზ, ფიფლ)) |
Posted by: _Pagliacci_ 10 Dec 2022, 13:24 | ||
PoisonnIvy პირადად შენთვის, რბილი "ლ" ებით მოსაუბრე ადამიანის მოსმენა უფრო გამაღიზიანებელია, თუ მარუშასნაირი ტიპაჟის, რომელიც
ესე საუბრობს და ანუებით და რავიებით იწყებს წინადადებას? |
Posted by: PoisonnIvy 10 Dec 2022, 13:36 |
_Pagliacci_ ზოგადად, არამკითხე მოამბეები არ მიყვარს. თუმცა, მაგ ორიდან რბილი “ლ” და ასევე, მაგარი “ლ” მკLავს. ჩემს გვარს როგორ იტყვის ხოლმე წარმოვიდგენ და მაჟრიალებს. |
Posted by: daviti35 10 Dec 2022, 20:19 | ||
გზაში ეს თემა გამახსენდა.) დღეს მეტროთი მივდივარ და ხალხით სავსე ვაგონში ზის სტუდენტი გოგო და 60 წლამდე კაცი თავის საზღვრებში მათ შუაში დიდი ადგილია ცარიელი. ამოვიდა 30 წლამდე ბიჭი ჯერ გოგოსთან მივიდა ბოდიში თუ შეიძლება დავჯდებიო გოგომ კარგიო, ამანაც მადლობა გადაუხადა. მერე მიუბრუნდა კაცს იგივე ტექსტი თუ შეიძლება დავჯდებიო. კაცს პასუხის გაცემა დაეზარა და თავი დაუქნია იმასაც მადლობა გადაუხადა და როგორც იქნა დაჯდა. ![]() ასეთი კულტურული ახალგაზრდა კაი ხანია არ მინახავს 2 წამის საქმეს ერთი წუთი მოუნდა. მერე ვფიქრობდი სხვა ყველაფერშიც თუ ასეთი მორიდებულია. ზემოთა კითხვაზე პასუხიც ესაა ნამდვილი მამაკაცი კი დაუფიქრებლად გაქანდება და დაჯდება ცოტა მუჯლუგუნსაც უთავაზებს გოგოს დაკერვის მიზნით. ) |
Posted by: Ferlador 11 Dec 2022, 13:24 | ||
Marusha
წამოგივიდა ხო სისხლები კითხვისას? მეც ეგრე ![]() |
Posted by: merkuriela 11 Dec 2022, 14:00 | ||
რატომ, ფორუმზე პოსტვა ცოდვილობას ნიშნავს, სახელი გაუტყდება ვინმეს, არავინ ცოლად/ქმრად არ შეირთავს, ბოროტებს გადაეყრება, თუ რა? რაღაც იმას ჰგავს, ყავის სმა და სიგარეტის მოწევა ცუდ რამედ რომ მიაჩნდათ კაცებს(და ზოგ ქალსაც) ზოგს ჰგონია ქალი თუ კუხნაში იქნება მეტი ფასი ექნება. “ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად” ? ფორუმელს ცოლად როგორ მოვიყვან ![]() ![]() |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Dec 2022, 14:01 | ||||
magistra_vitae
მესმის რომ შენი პირადი აზრია, მაგრამ ალბათ შენ წარმოგიდგენია ასე, იმიტომ რომ პირადად მე ყველანაირ სიტუაციაში დამიპოსტავს აქტიურად: ძალიან ბედნიერსაც, ნაკლებად ბედნიერსაც, სინგლ მდგომარეობაშიც და ა.შ. ურთიერთობებთან კავშირში ვგულისხმობ ამ ყველაფერს. PoisonnIvy
წარმოვიდგინე და გადავყირავდი. ![]() ![]() |
Posted by: levani169 11 Dec 2022, 16:08 | ||||
merkuriela
საერთოდ არაკონტექსტურია ეგ ფორმულირება,სულ სხვა თემას ეხებოდა ჩემი პოსტი,მაგრამ ქალი ხარ და ვერ გაიგებ! ![]()
ქალი რომ ყავას დალევს ......... ის სხვა რამესაც იკადრებს,შორს ჩემგან. |
Posted by: PoisonnIvy 11 Dec 2022, 16:10 |
~Annabelle°Haunting~ ჩემოდანზე ფეხებ შემოწყობილი ვპოსტავ და ჩუმად ვიცინი ![]() |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 18:01 | ||||||||||
ტყუილად ბრაზობთ ჩემს პოსტზე: უფრო უნდა დამეკონკრეტებინა, რასაც ეხლა ვიზამ: ჰიპერ-აქტიური პოსტვა ვიგულისხმე, ყოველდღე რომ ახალ თმებს ხსნიან. თორემ პოსტვის ლექციების ლექტორი ვარ, იმდენი მიწერია და მიკითხავს ![]() * * *
აქაც იგივე ვიგულისხმე: ჰიპერაქტიური პოსტვები. თორემ ფორუმზე რომელი წლიდან ვარ აღარც მახსოვს: ძაან კარგ პერიოდებშიც ვპოსტავდი და ცუდშიც. და დროი იყო საერთოდ რომ არ ვწერდი და არც ვკითხულობდი. ![]() |
Posted by: bigmaster 11 Dec 2022, 18:39 | ||
მაგრად მეეჭვება ბედნიერი იყოს :დ ცოლშვილი რო მყავდეს რა მინდა ფორუმზე ერთი წუთი არ დავტოვებდი მარტოს ჩემს ლამაზ მეუღლეს |
Posted by: PoisonnIvy 11 Dec 2022, 19:06 |
ნეტა რატო არ იციან რო ###ზე მკიდია გაბოროტებული ხალხის აზრი თან ქმრისაზე ![]() |
Posted by: bigmaster 11 Dec 2022, 20:53 | ||
კაი მე გაბოროტებული ვარ მაგრამ შენ ხო არ ხარ? აბა რატომ წერ ბოტოტულ კომენტარებს ხო ხარ ბედნიერი შემდგარი გათხოვილი ქალი რას აკეთებ ფორუმზე |
Posted by: adam* 11 Dec 2022, 21:05 |
აქაიქ გადავხედე, უფრო პირველ პოსტს მარტო. მგონი არცერთ გოგოს არ ჯერა რომ სიყვარულში ვერ ერკვევა. სწორ სიყვარულს ვგულისხმობ. არაა ეგ ნორმალური, როცა ბიჭი გადარეულია და არც გოგო უნდა იყოს გადარეული. აქედან გამომდინარე არ უნდა გააქეზო (შეაქო) გადარევა არსად. |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 21:09 | ||
გადარეული ბიჭი რომელია? რას გულისხმობ ''გადარეულია ბიჭ''-ში...მეტი კონკრეტიკა.. |
Posted by: adam* 11 Dec 2022, 21:39 | ||||
magistra_vitae
ასეთი სიყვარულის რომ გჯერა. ბებერმა ფილოსოფოსმა ქალმა იცის სწორი სიყვარული. |
Posted by: velasquez 11 Dec 2022, 21:56 | ||
magistra_vitae გააჩნია, ზოგი ავადმყოფია და იდეა ფიქსად გადაეზრდება ხოლმე ე.წ. სიყვარული და საერთოდ არაა არც სასიამოვნო და არაფერი. ჩემს მეგობარს ეტრფოდა ერთი ყმაწვილი და ჯერ მის ჯგუფში გადავიდა უნივერსტეტში, მერე სახლში დაყვებოდა უკან შორიდან, მერე მის სახლშიც შეიპარა ამ გოგოს არყოფნაში მოტყუებით, ვითომ საარჩევნო სიების ვიღაც იყო და დათირა იქაურობა. მერე ეს ჩემი მეგობარი დაქორწინდა და ყვავილებს უგზავნიდა მაინც ![]() აი ამას ჰქვია ამოვა გადმოვა გადავა- ნა ხ ასეთი “შიყუარულე” ![]() |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 22:54 | ||||
ეგ უკვე კლინიკური შემთხვევაა. მეც ვიცი ერთი ეგეთი: 20 წელია გოგო ამოჩემებული ყავს: ეს გოგო გათხოვდა, ამ ბიჭმაც ცოლი მოიყვანა. გოგო გამოთხოვდა, თავის ცხოვრება აქვს. ტიპი მაინც ეკონტაქტება- ანუ არაა ეგ ჯანსაღი..სიყვარულიც არაა- ეგ ალბათ სპორტული ინტერესი უფროა და სიძულვილს უფრო გავს...ასე, მგონია |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Dec 2022, 22:54 | ||
გადასარევად. ![]() |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 22:57 | ||||||
ბებიაჩემს სჯეროდა ცხონებულს. და ამ გამოთქმის დედააზრი ის იყო, რომ თუ კაცს რაღაც უნდა გააკეთებს და არ იგულისხმებოდა პირდაპირ ფანჯდიდან გადაგდება კაცის ![]() ![]() ბებერი ფილოსოფოსი ქალი შენ თვითონ ხარ, თან კუდიანი თუ კაია..ეე. და ირმის რქიანი პახოდუ. |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 22:58 | ||||||
ერთ სიტყვაში რომ მოვაქციოთ, უთავმოყვარეობა ჰქვია მაგას ![]() |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 23:09 |
_Pagliacci_ ერთი ''არა''-ს შემდეგ აუცილებელია მისვლა და დალაპარაკება. თუ ადამიანი (გოგო) ეტყვის და აგრძნობინებს კაცს რომ არ უნდა ურთიერთობა, ვთვლი რომ არ ღირს ასეთ ურთიერთობაზე ''ძალისმიერი'' მეთოდით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ზემოქმედება. თუ ადამიანს გული დახურული აქვს მეორე ადამიანის მიმართ, ეს იმას ნიშნავს რომ ისინი არ არიან ერთმანეთისთვის- არც დროებითი მისიით და არც პერსპექტივაში. თუ გოგო ''წესიერი ადამიანია'' ის აუცილებლად ისე აუხსნის და ისეთი ფორმით დაემშვიდობება ბიჭს, რომ ამ ბიჭს ტვინში და აზრებში არ დაუტოვებს მრავალწერტილებს და ცრუ იმედებს, სამომავლო ილუზიებს და არ დაიტოვებს ''ტყვეობაში''. |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 23:11 | ||
magistra_vitae
ერთი "არა"-ს შემდეგ აუცილებელია სინათლის სისწრაფით იმ ადამიანის მენტალურ სანაგვეზე მოსროლა. სასურველია თუ "არამდე" საერთოდ არ მიიყვან საქმეს, ეგეც თავისებური ნიჭია ![]() |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Dec 2022, 23:11 |
magistra_vitae ვერავინ დაგტოვებს ილუზიების ტყვეობაში, თუ საღად აზროვნებ და მზად ხარ რეალობას ანუ ფაქტებს გაუსწორო თვალი. ერთი არაც საკმარისი უნდა იყოს, როცა ურთიერთობაზე უარს ეხება საქმე. კაცისთვისაც და ქალისთვისაც. |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 23:23 |
_Pagliacci_ ~Annabelle°Haunting~ კი მესმის რასაც ამბობთ...თეორიულად დავუშვი მეორე შანსის ანუ მეორე ცდის უფლება. თუ ადამიანს არ უნდა ურთიერობა არ ღირს მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. ამჟამად ძალიან გავრცელებულია ადამიანზე ფსიქოლოგიური ძალადობის და მასზე უხილავი თავდასხმის სხვადასხვა მეთოდები. ქართული ფეისბუკი და რუსული სივრცეც აივსო უამრავი ყაიდის ე.წ. ''მაგებით'', რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ შემდეგ სერვისებს და ძირითადად: '' как вернуть бышего мужа'' და მსგავს მანიპულაციებს. ჩვენი ქართველი ე.წ. ''მაგებიც'' (თავისთავს ასე უწოდებენ) არ აკლებენ... მე მაინტერესებს რატომ უნდა გაბოროტდეს ადამიანი ისე მაგრად რომ მოინდომოს უკვე წასული ადამიანის მობრუნება და ზომბირებული პიროვნებით მანიპულაცია? ანუ ვენდეტაა ერთგვარი? месть блюдо холодное-ს სუნი ასდის ამ ყველაფერს.. ვისაც არ გჯერათ მსგავსი თემების და ღლიცინს დაიწტებთ სულ ტყუილა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც წამსვლელები არიან მსგავსი ''ტონკი'' სახის ძალადობაზე. პ.ს. ახლობელს ყავს კახეთში ერთი მეზობელი. რიგები უდგას: ტიპებს ხშირად მიაქვთ ხოლმე ვიღაც გოგოების ფოტოები ''ეს ქალი დამათრევინე ისე რომ თვითონ მოუნდეს'' და ა.შ. ტექსტებით, კარგ თანხებსაც იხდიან. |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 23:26 | ||
magistra_vitae
იცოდი ხო წინასწარ ![]() შარლატანებად აღვიქვამ მე მაგებს და შამანებს, შენ ვიცი რო გათქვეფილი ხარ მაგ საკითხებში, მაგრამ მე პირადად ურწმუნო თომა გახლავართ. აი ანაბელია დაინტერესებული მაგ საკითხებით, დიდი ბებია ჰყავდა ყავაზე უბადლოდ მომკითხავე, როგორც მსმენია. |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 23:31 |
_Pagliacci_ იმედია არასდროს გამოცდი შენს თავზე მსგავს ზემოქმედებას. მე გამომიცდია ''უარყოფილისგან'' ენერგეტიკული ზეწოლები, რომელმაც არ გამომა@@@ვა, მაგრამ მაინც მოიქნია კუდი რაღაც რაღაცეებზე...მოკლედ ვთვლი, რომ როცა ადამიანი, გულწრფელად იძახის არას მეორე ადამიანზე, ჩვენ უბრალოდ არ უნდა ჩავერიოთ ამ პროცესში და შევეგუოთ ''იმ წამს ჩვენთვის'' არასასურველ სცენარს. დანარჩენი კი მივანდოთ ფორტუნა დეიდას. |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 23:36 |
magistra_vitae მე კი მაინც მგონია, რომ თუ ქალმა გულწრფელი უარი თქვა ჩვენზე, სადარბაზოში უნდა დავუხვდეთ და დავემუქროთ სიცოცხლის მოსპობით. სასურველია ეს მოხდეს კვირაში რამდენჯერმე. |
Posted by: adam* 11 Dec 2022, 23:38 | ||
magistra_vitae
შენზე არ მითქვამს, ზოგადად ვთქვი, ვინაც უნდა იცოდეს, იდეაში. |
Posted by: magistra_vitae 11 Dec 2022, 23:41 |
_Pagliacci_ ნდაა...და შპიცი უნდა დაუძროს ამით მოგკლავო...კაცს აღარ გაეკარო ცხოვრებაშიო..მერე უთხრას კუკიაზე აგიყვან და დაგმარხავო.. ეგეთებიც გვსმენია. ერთი ორჯერ. ზოგი იწყევლება... adam* ხო ვიცი ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 23:43 | ||
magistra_vitae სასურველია კოჭების დახვრეტა. ისე მომწონს ლამაზი, გამოკვეთილი კოჭები, რო ეგეთ ჭკუაზეც რომ ვიყო, ალბათ მაინც სხვა რამეს დავუხვრეტდი კოჭების მაგივრად ქალს ![]()
![]() ეჰ, ქალის გამო რომ ცხოვრებას დაიღუპავ, არ ყოფილხარ ბედნიერების და ადამიანური ცხოვრების ღირსი. |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Dec 2022, 23:46 |
magistra_vitae არ მჯერა ჯადოების და მაგიის ზემოქმედების. უარზე დავწერე რასაც ვფიქრობ. რაც შეეხება დასრულებული ურთიერთობების აღდგენას და ყოფილის დაბრუნების მცდელობებს, გატეხილი ჭიქა შეიძლება შეაწებო, მაგრამ ცხელ ჩაის ვეღარასდროს დალევ ასეთი ჭიქით. იშვიათი გამონაკლისები მინახავს, დასრულებული ურთიერთობების აღდგენის და ბედნიერად განვითარების, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისებია, ამიტომ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ დასასრული ახალი დასაწყისის შესაძლებლობას იძლევა და მხოლოდ წინ იარო ცხოვრებაში, უკუსვლის გარეშე. |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 23:48 |
~Annabelle°Haunting~ რატომღაც მეცინება ხოლმე სერიოზულად რო მსჯელობ რაღაცაზე ![]() |
Posted by: velasquez 11 Dec 2022, 23:52 |
magistra_vitae იმ ბიჭს არც დაუსვამს შეკითხვა პასუხსად კი ან არა რომ მიეღო, უბრალოდ ეგრე სტოლკერობდა და ატერორებდა ამ ჩემ მეგობარს ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 23:54 |
velasquez შენზე არავის უსტალკერია ლამასო? |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Dec 2022, 23:54 |
_Pagliacci_ მეც მეცინება ხოლმე, არ ხარ მარტო. ))) საკუთარი სერიოზული მსჯელობის თავზეც გადავირბინე არაერთხელ.© რადიო 105 |
Posted by: velasquez 11 Dec 2022, 23:56 |
_Pagliacci_ არა, მაგრამ მე კი ![]() ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 11 Dec 2022, 23:58 | ||||
~Annabelle°Haunting~
კი მაგრამ როგორ გადაირბენ, შენ ხომ ფეხი დიდი ხნის წინ მოგაჭრეს? ![]() ასკინკილით გადალასლასდი. velasquez
Nice ![]() გვიამბე ლამასო. |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 00:10 |
_Pagliacci_ მე და იმ ზედა ჩემი მეგობარს, შატალოზე , ვიღაც ერთხელ ნანახი ტიპის “შემთხვევით შესახვედრად” მთელი სოლოლაკი ( იქ ცხოვრობდა) გვაქვს შემოვლილი დილის 8-9 საათზე. არც მაშინ შეგვხვდა და არც არასდროს ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 12 Dec 2022, 00:12 |
velasquez და რომ შეგხვედროდათ, რას იზამდით? ![]() |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 00:22 |
_Pagliacci_ ყველაზე გაბედული ნაბიჯი ტელ ნომრის გამორთმევა იყო გეგმაში, ვითომ საერთო მეგობართან დაკონტაქტების მიზნით ( მე) თუ არა და ვიზუალურად მოხიბლვა. ( ჩემი მეგობარი) ![]() ჩემ მეგობარს ევასებოდა და ჩემზე ბევრააად პოპულარული იყო ბიჭებში და თავდაჯერებულიც ![]() აი ასე უნდა იქცეოდეს შეყვარებული გოგო? ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 12 Dec 2022, 00:24 | ||||
velasquez
მოგიკვდი შენ, ჩემი მახინჯი ![]() ![]() ![]()
გოგო კი. ქალებს უფრო გიხდებათ სიდებილე, რაღაცნაირად თქვენეულია ![]() |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 00:35 |
_Pagliacci_ მე თვითონ ერთ ბიჭს ვუსაფრდებოდი, სამუშაო საათები ვიცოდი ( სახლთან ახლოს მუშაობდა) და მაშინ გავდიოდი როცა მიდიოდა სამსახურში, ყოველდღე, ბოლოს შემამჩნია და გაღიმება დამიწყო, მეც მიხაროდა არიქა რაღაცას წინ დაძრავს საქმეს თქო და ვიღაც ბეყე იყო, იღიმა ასე სანამ არ ამომივიდა ყელში და ერთხელაც მანქანის კაპოტზე შოკოლადი დაუტოვე და დავუწერე: ტკბილად დამიბერდი თქო ![]() მაგრამ სახელი გვარი და ყველაფერი ვიცოდი ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 12 Dec 2022, 00:38 |
velasquez ავადმყოფები ყოფილხართ ძმაო ![]() ![]() ანუ უცნობი ქალი, რომელიც სამსახურში წასვლისას ხშირად მხვდება გზად და მე ეს ფაქტი დავაფიქსირე, თუ არ გავიცანი, ესე იგი ბეყე ვარ? ![]() იქნებ ფეხებზე მკიდია ეგ ქალიც, სხვა ქალიც, სამსახურიც, სახლიც, სიცოცხლეც, სიკვდილიც, ქვეყნიერებაც, დანტეც, უაიტმენიც და ტოლსტოიც? ![]() |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 12 Dec 2022, 00:42 | ||
ამდენ წვალებას, უბრალოდ მისულიყავი და გაგეცნო. ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 12 Dec 2022, 00:47 | ||||
ხო იცი რო არც შენ არ გაიცნობდი ![]() ვერც ![]() |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 00:47 |
_Pagliacci_ დაპადიეზდებისთვის არ მეცალა და თუ ფეხებზე გკიდია ნუ მიღიმი ძმატ!!!! ![]() Annabelle°Haunting~ სულ მანქანით მოძრაობდა ![]() მორცხვი ვიყავი ![]() ![]() ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 12 Dec 2022, 00:50 | ||
velasquez
იქნებ რაიმე ისეთი კონდიცია ჰქონდა, რომლის დროსაც მისთვის არ გაღიმების მოთხოვნა ისეთივე იყო, როგორც აი ამ კაცს რომ მოსთხოვო, არ გაიცინოს? ![]() |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 12 Dec 2022, 00:52 | ||
_Pagliacci_
მაგარ არასწორ წარმოდგენებზე დგახარ ჩემთან დაკავშირებით, 16 წლის ასაკშიც კი არ მქონდა პრობლემა, რომ პირველს გადამედგა ნაბიჯი ბიჭის გასაცნობად. "სახე"-ს კონცერტზე გავიცანი ერთხელ ბიჭი, მაგრად კი დავტროლე იმ საღამოს, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა. ფაქტია რომ პირველი მივესალმე და გამოველაპარაკე, გასაცნობად ინიციატივა გამოვიჩინე. |
Posted by: _Pagliacci_ 12 Dec 2022, 01:02 | ||||
That never happened . |
Posted by: ~Annabelle°Haunting~ 12 Dec 2022, 01:02 |
_Pagliacci_ მეტი რა გავაკეთო. )))) |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 01:15 |
_Pagliacci_ არა. კონდიცია ის იყო, რაც საჭიროა :უპ: მაგრამ რა გინდა? მომბეზრდა ღიმილები და აღარც დავუპადიეზდე და არც გავიტაცე ![]() » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: _Pagliacci_ 12 Dec 2022, 01:19 | ||
~Annabelle°Haunting~ თავვიდანვე დავიჯერე )) velasquez
აბა რაა ![]() Bros before hoes <3 |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 01:41 |
_Pagliacci_ იმათკენ ხარ? ![]() ![]() ![]() |
Posted by: მართვის თეორია 12 Dec 2022, 03:27 | ||
და ამის მერე ის იყო ბეყე ![]() ![]() ![]() ![]() :აქჯიგასსმაილიცუნდაყოფილიყო: |
Posted by: MasterJC 12 Dec 2022, 09:36 |
velasquez![]() ![]() ![]() ---------------- შეყვარებული ადამიანი იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს შეყვარებული ადამიანი :-) კარგ მთხრობელს კარგი მომსმენიც სჭირდება და ყველას ვერ უამბობ ყველაფერს » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ტაკ შტო, განაგრძეთ. კაი ისტორიებზე კარგად ვხალისობ და გგულშემატკივრობთ ![]() |
Posted by: Ferlador 12 Dec 2022, 11:05 | ||
magistra_vitae
ბრაზს ვერ დავარქმევ. ძალიან სტერეოტიპულად და კომუნისტურად ჟღერდა ![]() ჰიპერ-აქტიური პოსტვა არ არის ერთმნიშვნელოვანი დიაგნოზი და ყველაზე ვერ გავრცელდება. ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა როცა მქონდა, იმ პერიოდში ვიყავი ფორუმზე საკმაოდ აქტიური. ჩემი შეყვარებულიც აქაური გახლდათ. ის არ იყო აქტიური წევრი. მიუხედავად ჩემი ხშირი პოსტვისა, ფანტასტიურად გვქონდა საქმე პირადში. ბევრი წლის გასვლის შემდეგ რომ ისევ ამ აზრზე ვარ, ხომ ხვდები რამდენად მართლა ეგრე ვფიქრობ. ვიღაცეებს შესაძლოა მართლაც პრობლემები აქვთ ურთიერთობაში და აქ იფხანენ გულს, არ ვიცი, გონზე არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, ფორუმზე აქტიურობა პირად ბედნიერებასთან ანტიკორელაციაში მაინცდამაინც არ არის. |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 11:21 |
მართვის თეორია მეტი რა უნდა მექნა? ბორბლებში ხომ არ ჩავუვარდებოდი? ![]() ![]() MasterJC რეალურად არც ერთ მოყოლილ ისტორიაში არ ვყოფილვარ შეყვარებული- მიზანდასახული კი. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: PoisonnIvy 12 Dec 2022, 11:26 |
velasquez რაც ქენი ეგეც ზედმეტი იყო, მე თუ მკითხავ. ![]() თუმცა მოსაყოლად და გასახსენებლად ალბათ სახალისოა. კაცს თუ უნდა, სულ რო არაფერი გააკეთო, მაინც გამოვა ამბები და როცა არ უნდა, რაც მეტად იაქტოურებს ქალი, უფრო აარიდებს მასთან ურთიერთობას თავს. |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 11:34 |
PoisonnIvy რაღაც მომენტის მერე თითს აღარ ვატოკებდი ![]() ![]() |
Posted by: PoisonnIvy 12 Dec 2022, 11:35 |
velasquez ზრდა განვითარება ჩვენი არსობისა ![]() ძააან კი ვიხალისე შენს ისტორიებზე გუშინ ![]() |
Posted by: velasquez 12 Dec 2022, 11:50 |
PoisonnIvy მიხარია თუ იხალისე შენც და სხვებმაც ![]() |
Posted by: ninokirko 12 Dec 2022, 12:02 | ||
levani169
რანაირად დაუწერა ღმერთო ![]() ან მე რას ვაკეთებ აქ,რას ვეძებ ,რა მინდა, რა მაკლია ცხოვრებაში ![]() ბოლო კომენტარია, მადლობა ბ-ნო ლევან ![]() |
Posted by: daviti35 12 Dec 2022, 22:28 | ||
კითხვა რომ დავიწყე უცებ სერიოზულად დავფიქრდი ჩემზე ხომ არ დაწერეს, ვინაა ეს გოგო. იმდენად ნაცნობი ამბავია. მოკლედ სამსახურის გრძელ მოსაწყენ გზაზე მიყვარს ხანდახან ვინმე გოგოსთან თამაში თუ მისი ყურადღების და მოწონების ეპიცენტრში აღვმოჩნდი. ასე ერთ გოგოსთან შევყევით და წელზე მეტ ხანს გაგვიგრძელდა ეს თამაში ისიც ჩემნაირი გიჟი იყო. ვინც ხშირად დადიოდა იმ გზებით უკვე გვცნობდა და ინტერესით უყურებდა ჩვენს სერიალს. მათ შორის ერთი გოგო განსაკუთრებული ინტერესით გვიყურებდა მეგონა მისი დაქალი იყო თუმცა ვცდებოდი. მერე ჩემს ქრაშთან შავმა კატამ გაირბინა და ისიც თავის გზაზე წავიდა. ეს კი დაქალი რომ მეგონა უცებ დაიწყო ყოველდღე ჩემს სასმსახურის დროებზე სიარული მისი ტრანსპორტის გაჩერება გზის იქით იყო და იქიდან მსუბუქი ფლირტი. მიტოვებისაგან სევდიანს გამიკვირდა ამას რა უნდა მშვენივრად იცის რომ სხვა გოგოზე ვარ დაშაქრული.) ამიტომ გაბრაზებით დაუწყე ყურება რომ თავი დაენებებინა ისიც მიხვდა და მერე სევდიანი გახდა. ახლა მასეთს რომ უყურებდი შემეცოდა ვიფიქრე მაგის რა ბრალია თუ მოვეწონე და ხანდახან გაუცინებდი. თუმცა მან სხვანაირად გაიგო და ყოველდღე გადაპრანჭულმა დაიწყო სიარული წითელ-ყვითელ ფერებში. ისე რომ შავები ეცვა ძირითადად. მოკლედ მივხვდი მეორე წრე იწყებოდა და იგნორის რეჟიმზე გადავედი მის მხარეს საერთოდ აღარ ვიხედებოდი და როგორც იქნა მიხვდა და სხვა დროით დაიწყო სიარული. კაი ხნის მერე ვნახე შემთხვევით ქმართან და პატარა ბავშვთან ერთად და გამიხარდა მისი ბედნიერება. ამ გოგოს თავის დაღწევისგან მალევე ახლა სხვა მაყურებელი გადამეკიდა თუმცა ის 10-15 წლით უფროსი ქალი იყო და უბრალოდ ყურადღება არ მივაქციე. თუმცა ვიფიქრე რამ გადარია ეს ხალხი და მერე მივხვდი ვინც ჩემს თამაშს უყურებდნენ იმ პირველ გოგოსთან ამდენი ხანი. იფიქრეს რომ ის გოგო სულ მარეჯექთებდა და მე ასე თავგანწირულად მიყვარდა მაინც და მთელი წელი ჯიუტად ვცდილობდი მასზე როგორმე თავისმოწონებას. დანარჩენი კიდე რა იფიქრეს არვიცი. იმ ქალს ეხლაც თუ შევხვდი ვერიდები უბრალოდ სხვა გზებით მივდივარ სამსახურში.) |
Posted by: levani169 12 Dec 2022, 22:48 | ||
ninokirko
ყველას გვაკლია რაღაც .......... ასე რომ. |
Posted by: MasterJC 12 Dec 2022, 23:59 | ||||
velasquez მერე რა? ძალიან საყვარელი ისტორიები იყო :-) ერთ გოგოზე მექრაშუნებოდა, ერთად ვემზადებოდით საგანში ჰოდა ერთხელ გზად მიამბო როგორ დაყარა კნუტები მისმა კატამ სოფელში ამენთო თვალები. ძაან მიყვარს ცხოველები და მერე გააგრძელა როგორ დაათხლიშა ის კნუტები ასფალტზე. მას მერე ფეხს ვითრევდი და არც მისვლას ვამთხვევდი და არც წამოსვლას ამ გოგოს. სრული იგნორი ვქენი. წამიერად შემძაგდა ;დ
ეს ადგილი ვერ გავიგე |
Posted by: velasquez 13 Dec 2022, 10:32 |
MasterJC იმ საღამოს ის ჩემი გამცილებელი ჯგუფელი დამევასა- ვიღას ახსოვდა მთამსვლელი ![]() და არც მას დავაკელი ინიციატივა, მაგრამ შემდგომში ვინანე, რადგან მე შემიყვარდა და იმას არა ![]() ხოდა მაგ ამბის მერე არავითარი სტოლკერობა, ინიციატივა მინუსებში და ოლიმპოს მთიდან ქედმაღალი მზერა დავამკვიდრე…ამიტომაც დავწერე ენდ ოფ ჩემი ინიციატივების სტორი-თქო ![]() |
Posted by: Marusha 13 Dec 2022, 14:58 | ||||
იმენა ![]() ![]() ==================== |
Posted by: _Pagliacci_ 13 Dec 2022, 14:59 | ||||||
ბედნიერება არა, თუმცა სიყვარული გაკლია, მაგრამ გინდა შენც არ იცი დიდი თემაა, გაგიშლიდი მაგრამ შენც იცი რასაც ვგულისხმობ და რატომ შემოიარე ხოლმე, საჭიროა შენნაირი სნობი იუზერები ფორუმისთვის. |
Posted by: Marusha 13 Dec 2022, 15:33 | ||||||||
არც სიყვარული მაკლია ჰანიბანი:*** მარა ნაის თრაი ![]() ქაიიი:*** |
Posted by: _Pagliacci_ 13 Dec 2022, 15:36 | ||||||||||
ფორუმის ბუმბერაზი კლასიკოსების და კლასიკად ქცეული copy-paste-ების ცოდნა გაკლია ზატო. |
Posted by: Marusha 13 Dec 2022, 15:45 | ||||||||||||
იმენა უცხო ენაზე მელაპარაკები თუ მესმოდეს ერთი სიტყვა ![]() |
Posted by: _Pagliacci_ 13 Dec 2022, 15:49 |
Marusha განგანათლებ მაშინ. ფორუმზე არსებობს Copy-paste-ები, აქაურები კოპიპასტას ვეძახით. თემაცაა, რომელშიც ცალკე ვინახავთ ეგეთ პოსტებს. ვიღაც რაღაც გასხმა პოსტს რომ გამოაცხობს, იმ თემაში მიდის ხოლმე და მერე ამ პოსტებს სურვილისამებრ დავათრევთ და ვუწერთ სხვადასხვა იუზერებს, რომლებიც შენსავით გარტყმაში არ არიან, ზოგჯერ კონტექსტით და ზოგჯერ კონტექსტის გარეშე. ეხლაც თუ ვერ გაიგე, უკვე შენშია პრობლემა ![]() |
Posted by: Marusha 13 Dec 2022, 15:59 | ||
ჰო კაი პროსტა გარტყმაში თუ არ არიან რა აზრი აქვს რო უწერთ ცოტა უცნაურია:დდდ |
Posted by: _Pagliacci_ 13 Dec 2022, 16:03 | ||||
იდიოტები ვართ და ეგ აზრი აქვს ![]() |
Posted by: Marusha 13 Dec 2022, 16:13 | ||||||
![]() ![]() ================= |
Posted by: MasterJC 13 Dec 2022, 20:04 | ||
![]() სახალისოა სევდიანია ყველა მაწაკის უკან ოდესღაც რომანტიკოსი ადამიანი იმალებაო ეგ გამახსენდა ![]() ძაან უსამართლოა ცალმხრივი ლავ სთორი და გადავიწყებაც რომ არაა ადვილი და გადაყვარება და დროც რო უნდა |
Posted by: SilverLinings 16 Dec 2022, 14:09 | ||||
ციხიდან მუსიკებს უგზავნის » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არა მარტო ბიჭი, შეყვარებული გოგოც იგივენაირად. სიტუაციის და საჭიროების მიხედვით, ორმხრივი სიყვარულისას. თორემ არასწორად მოლანდებული ნაპერწკლით ანთებული იმედით სხვის საკვამურში ჩაძვრომა არაა უსაფრთხო. |
Posted by: Melanie_Pain 18 Dec 2022, 15:42 | ||
დიდწილად არის დამოკიდებული ბიჭის ხასიათზე. ზოგადად, შეყვარებული ადამიანი ყურადღებას და ზრუნვას გამოხატავს. მაგრამ ბევრს არ აქვს ამის უნარი, თუნდაც ქონდეს თავის თანთან გააზრებული, რომ ვიღაც უყვარს. ამიტომ კონკრეტული ქცევა შეყვარებულობისას, რომელიც ნებისმიერი ტიპაჟის ბიჭს აერთიანებს, მემგონი არ არსებობს. |
Posted by: levani169 18 Dec 2022, 15:59 | ||
"მლესავივით' |
Posted by: Geoway4 20 Dec 2022, 19:25 | ||
![]() ![]() |
Posted by: velasquez 23 Dec 2022, 15:52 | ||
ახალა მუსიკას ვუსმენდი და გამახსენდა სტალკერობის კიდევ ერთი ეპიზოდი ![]() ჩემს ცალმხრივ სიყვარულს( ვმეგობრობდით)/ინგლისურიდან გამცილებელს გაუთავებლად ვუგზავნიდი ქვედა სიმღერას ![]() |
Posted by: MasterJC 23 Dec 2022, 16:57 |
velasquez ვერ ვიხსენებ, რომელიღაც რეჟისორს აქვს მგონი ნათქვამი თუ მუსიკალური გემოვნება არ გეწყობათო თუ ფილმებს ვერ უყურებთ ერთად, მაგ ურთიერთობას დიდი დრო არ უწერიაო ვისი მუს.გემოვნებაც არ მომწონდა ან ასატანი არ იყო, იმათთან არც გრძელდებოდა ურთიერთობა დიდხანს და მერე ეგეთებზე დროს აღარც ვკარგავდი ვისთანაც მუსიკის, ფილმის, ემოციის გაზიარება შეიძლება, იმათთან მეგობრობაც კაი გამოდის და სხვა რამეში თუ გადაიზარდა, ის სხვა რამეებიც გადასარევია |
Posted by: velasquez 23 Dec 2022, 18:00 |
MasterJC არ ვარ ეგეთი ორთოდოქსი, ნუ აი ძაან მზეობა გემოვნება უნდა ჰქონდეს ადამიანს რომ ვერ გავეკარო, თუ არა და I don’t care:) |
Posted by: MasterJC 23 Dec 2022, 18:43 |
velasquez ორთოდოქსობა რა შუაშია რასაც უსმენ, უყურებ, ჭამ და აკეთებ, გარკვეულწილად არის შენი გამოძახილი, სულის და სხეულის ანაბეჭდი იგივე სხვაზე და თუ ვერ ხართ ახლოს და ძაან შორს ხართ კი იზამთ რამეს მარა გრძელვადიანში არ გამოვა ურთიერთობა მაინცდამაინც. ძალიან სხვადასხვა რაღაცეებს იზავთ და გაგიჭირდებათ საერთო წერტილების ნახვა ურთიერთობა მარტო სექსი ხო არაა |
Posted by: velasquez 23 Dec 2022, 19:25 |
MasterJC ჰო რა ვიცი, რაც ვიცი იმის გამეორება არ მხიბლავს, განსხვავებულისგან ბევრ ახალს ისწავლი, შეამჩნევ და გაიგებ, ხოდა ძაან ერთ პალასაზე ყოფნა ![]() ანუ ერთ პალასაზე მნიშვნელოვან საკითხებში უნდა იყონ ადამიანები და მუსიკალური გემოვნება და ფილმები ჩემთვის პირადად ამ მნიშვნელოვან საკითხებში არ შედის და პირადი სივრცე დაცული უნდა იყოს კიდევ. სექსიც შედის ამ საკითხებში, მაგრამ მხოლოდ ეგ არაა შენი თქმის არ იყოს. |
Posted by: MasterJC 23 Dec 2022, 21:10 | ||
velasquez ჰო რა, მეზარება ჩაყოლა მეც
ანეკდოტია ერთი ტიპი ძაღლს ეთამაშება კარტს გამოიარა ნაცნობმა რა ჭკვიანი ძაღლი გყავს, კარტის თამაში სცოდნიაო ჭკვიანი კი არა შტერია, ჯოკერი რომ ამოუვა, კუდს აქიცინებსო » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: velasquez 23 Dec 2022, 21:35 |
MasterJC » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: PoisonnIvy 23 Dec 2022, 22:02 |
შეყვარებული კაცი არ არსებობს თვითონ მოიგონეს რო პასტაიანკები აეგდოთ |
Posted by: ჯარჯი 23 Dec 2022, 22:08 | ||
PoisonnIvy
როგორ არ არსებობს კი არსებობს ![]() ცოტათი ისევ მიყვარდებიან ხოლმე ძალიან შეყვარება მეც არ მინდა ![]() |
Posted by: MasterJC 24 Dec 2022, 01:51 |
velasquez » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « PoisonnIvy შენ რო მიხვდი სხვები ვერ ხვდებიან და ნუ გვიბაზრებ რა :-) |
Posted by: PoisonnIvy 24 Dec 2022, 02:01 |
MasterJC მე ყველაფერს ვხვდები, სამწუხაროდ. დებილების ცხოვრება უფროა სავსე ფეიერვერკებით. ![]() |
Posted by: ninicool 24 Dec 2022, 08:13 | ||
![]() ![]() ![]() ძალიან დიდი უსამართლობაა ![]() |