| Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
| თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > ავაწყოთ ევრო 2024-ის გუნდი - 26 ფეხბურთელი |
| Posted by: მადეირა 1 Apr 2024, 02:21 |
| საქართველო-საბბერძნეთის თემა ფაქტობრივად ამად გადაიქცა. ამიტომ ახალია საჭირო მოკლედ, განვიხილოთ, შემადგენლობა, ოპტიმალური ევრო 2024-ისთვის. ![]() რატომ 26? უეფას წესით 23-კაციანი სია უნდა იყოს ევრო 2024-ზე, მაგრამ 8 აპრილს უეფას სემინარი ამ საკითხს განიხილავს (23 თუ 26) და შესაძლოა, 26 მიიღოს, მით უმეტეს, რომ მწვრთნელებს უნდა დაეკითხონ ეროვნულ გუნდების და რავი, მგონი ყველა 26-ს არჩევს. ჩვენ შემთხვევაში ვილი ალბათ 3-5-2-ს აღარაფრის გამო არ შეცვლის ![]() ასე რომ (მცირე ლავირება შესაძლებელია) 3 მეკარე 7 ცენტრალური მცველი 4 განაპირა მცველი 5 შუახაზი (საყრდენი ზონა) 2 შუახაზი (შემტევი) 5 შემტევი - უნდა ავირჩიოთ ან ვურჩიოთ ვილის ![]() რას მოვესწარით |
| Posted by: QOMAGI 1 Apr 2024, 02:38 | ||
მეკარეები(3): მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი ცენტრ მცველები(6): კვერკველია, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, საზანოვი ხოჭოლავა განაპირა მცველები(5): კაკაბაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, შენგელია, წიტაიშვილი საყრდენი ზონა(5): ქოჩორშვილი, კიტეიშვილი, კანკავა, კვეკვესკირი, სიგუა შეახაზი შემტევი(2): ჩაკვეტაძე, არაბიძე შემტევი(5): კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი, ზივზივაძე, ქვილითაია |
| Posted by: მადეირა 1 Apr 2024, 02:48 |
| QOMAGI სანიოლის ბოლო 26 კაციანი სიიდან არ გყავს: გველესიანი, მექვაბიშვილი, მამუჩა, ალთუნაშვილი გყავს: ხოჭოლავა, არაბიძე, სიგუა, აზაროვი არც სანიოლს ჰყავდა და არც შენ: ლობჟანიძე |
| Posted by: QOMAGI 1 Apr 2024, 03:06 | ||||
მადეირა
ჰო ამაზე დავფიქრდი ... სანიოლის სქემაში განაპირა მცველებში უნდა ჩამესვა ალბათ და იქ ვერავის შეველიე. შემტევებშიც ვერ ჩავსვი, ქვილითაია ბუდუს გარდა ერთადერთი მაღალი ფორვარდია და ის ვამჯობინე ბალანსისთვის |
| Posted by: uqimerioni 1 Apr 2024, 04:19 |
| კაი რა ლობჟანიძე კაიფობთ? მოდი მაშინ ვაკო გვილიაც ბარემ, იქვე ყაზაიშვილიც |
| Posted by: ToPotami 1 Apr 2024, 07:06 |
| მადეირა ჩემი აზრით, ლუქსემბურგი-საბერძნეთის 26 კაციანი სიას დიდი ცვლილება არ ელოდება. ეს ,რა თქმა უნდა იმ დაშვებით, რომ ტრავმები არ იქნება. და ასე თუ ისე პრაქტიკა იგივენაირად ექნებათ, რაც საბერძნეთამდე (ანუ ვინმე სკამზე არ ჩაბეტონდება) დაემატება ჩემი აზრით: აუცილებლად - საბა ლობჟანიძე. რატომ აჰეითებენს ვერ ვიგებ, გუშინაც ასისტი დადო. ყოველ ტურში 90 ან მიახლოებულ წუთს თამაშობს. 2 პოზიციას ფარავს. ძაან მუშა მოთამაშეა. მოკლედ თუ კლუბიდან უშვებენ დროულად ეს ასიანი ჩამოვა სავარაუდოდ - გიორგი აბურჯანია თუ გამოჯანმრთელდა ვის შეცვლის ამ ორის მაგივრად არ ვიცი, ალბათ ერთს მექვაბიშვილს და მეორე შეიძლება მამუჩაშვილს ან გოჩოლეიშვილს მეტი ცვლილება არ მგონია. მცირე შანსი ექნებათ აზაროვს, ტაბიძეს, შეიძლება ხოჭოლავას თუ გამოჯანმრთელდა კარგად, მარა მეტი არა მგონია დიდი ცვლილებები გააკეთოს. |
| Posted by: crack94 1 Apr 2024, 07:18 |
| აზაროვი ჯიმი ტაბიძე და იმედია არაბიძე დაემატება სიას გველესიანს საზონოვს ვფიქრობ აღარ დაუძახებს იმის გამო რომ ზეიმის მაგივრად იბღვირებოდნენ საბერძნეთთან მოგების შემდეგ ხოჭო თუ დაბრუნდა უეჭველი დაამატებს თუ არადა შეიძლება ხვადაგიანს დაუძახოს |
| Posted by: giat 1 Apr 2024, 07:54 |
| აზაროვი ლორია საზონოვი ბუდუ ქოჩო კვეკვესკირი |
| Posted by: WAGNERITE 1 Apr 2024, 08:48 |
| ხოჭოლავას დაბრუნებაზე რამე იცით თუ ისე იძახით? |
| Posted by: daniretaxe 1 Apr 2024, 11:35 |
| მეკარეები(3): მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი ცენტრ მცველები(7): კვერკველია, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, საზანოვი ხოჭოლავა, გველესიანი განაპირა მცველები(5): კაკაბაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, შენგელია, წიტაიშვილი ცენტრი(5): ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, კანკავა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე შემტევი(6): კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი, ზივზივაძე, ქვილითაია, ლობჟანიძე |
| Posted by: qristefore 1 Apr 2024, 14:17 | ||
ქომაგის ვარიანტს დავარედაქტირებ მეთქი ვიფიქრე მაგრამ მთლიანად მომწონს, დავაპლიუსერთებ
+1 მარჯვენა მცველებში ვართ ცოტა მეჩხრად, მართალია. მგონი გოჩოლას ორივე მხარეს შეუძლია თამაში, წიტაიშვილი არ მახსოვს. |
| Posted by: soier212503 1 Apr 2024, 14:29 |
| ევრომდე მაქსიმუმ 2 ამხანაგური თამაში ექნება ნაკრებს და არამგონია რაიმე კარდინალური ცვლილებები მოინდომოს ვილიმ, შესაბამისად არამიძეს შანსი არ ექნება განაცხადში მოხვედრის. ჩემი აზრით, ტრავმა თუ არავინ მიიღო საკვალიფიკაციოზე ვინც გამოიძახა ეგენი იქნებიან + ლობჟანიძე და აზაროვი ჩასანაცვლებად |
| Posted by: daniretaxe 1 Apr 2024, 14:37 |
| რატომ უნდა გამოიძახოს არაბიძე? ფიზიკურ კონდინციებში მოიკოჭლებს, გუნდში ერთადერთი ვარიანტი იქნება რომელმაც შეიძლება შიდა კონფლიქტი შექმნას - ხასიათის ამბავი ყველამ იცის |
| Posted by: Beso1980 1 Apr 2024, 15:15 | ||
ხო ეს მართლა რა საბავშვო ბაღის ბიჭებია. განსაკუთრებით გველესიანი. ამხელა კაცი ცხოვრებაში არ ყოფილა ნაკრებში გამოძახებული და ეხლა ზამენობის გამო იბღვირება? სულ რომ რეალში თამაშობდეს როგორ შეიძლება ესეთ დღეს არ იზეიმო იმის გამო რომ სკამზე იჯექი? ამათ უნდა შეხვდეს ღირსების ორდენი და ლობჟანა-აზაროვს არა? პრემიერი გასაგებია აზრზე არ იქნება ფეხბურთის დეტალებში და მიიჩნია ამ 26 კაცმა მოიპოვა საგზური, მარა იმედია ეტყვიან რომ მხოლოდ ეგენი არ არიან. ლობჟანა დარწმუნებული ვარ უეჭველი იქნება ევროს განაცხადში. |
| Posted by: მადეირა 2 Apr 2024, 00:50 |
| პრინციპში სადღაც 30-32 კაცის ფარგლებში ვრტიალებთ და 4-6 გასაცხრილია |
| Posted by: Flying_Lotus 2 Apr 2024, 01:12 |
| არ დავწერ პრინციპულად მიხედოს სანიოლმა, დაიმსახურა ერთადერთი რაც მინდა ის არის, კაშია რომ წავა ევროს მერე ნაკრებიდან ქოჩორა გააკაპიტნოს, ყველა თვისება აქვს კაპიტნის, პოზიციაც საკაპიტნე და ახალგაზრდულებიდან კაპიტანია |
| Posted by: მადეირა 2 Apr 2024, 01:16 | ||
Flying_Lotus
და თავზე რომ გადაიჯვას? ))) * * * ისე, ლორიას თუ 2 მატჩი მისცეს, ალბათ ვერ გაურისკავს ვილი წაყვანას და ცოდოა ამ შემთხვევაში მესამე მეკარე გვყავს საძებნი და მაკარამ უკვე გამოთქვა სურვილი ნაკრებში მინდაო |
| Posted by: George:) 2 Apr 2024, 01:20 | ||
ამხანაგურებში არ გაიქვითება? ///////////// |
| Posted by: მადეირა 2 Apr 2024, 01:23 | ||
George:)
არა კაცო |
| Posted by: ვალენსია 2 Apr 2024, 01:28 |
| 3 მეკარე: მამარდა, ლორია, გუგეშა 6 ცენტრ მცველი: კვერკველია, კაშია, დვალი - საზონოვი, ხოჭო (მაგრამ გელაშვილს წაიყვანს), ლოჩო 5 ლატერალი: კაკაბა, აზაროვი - გოჩოლა, შენგელია, წიტაიშვილი 5 ნახევარმცველი: ქოჩორა, კიტე - კანკავა, კვეკვე, ნონიკაშვილი (ან ნიკა გაგნიძე, ან მამუჩა) 2 შემტევი ნახევარმცველი: ჩაკვე - სიგუა 5 თავდამსხმელი: კვარა, ბუდუ - ზუკა, ჟორჟი, ქვილითა |
| Posted by: crack94 2 Apr 2024, 02:03 |
| მამარდა ლორია გუგეშა კაკაბა მამუჩაშვილი აზაროვი წიტაიშვილი ხოჭოლავა კაშია დვალი ლოჩოშვილი ტაბიძე ხვადაგიანი კვირკველია კიტე ქოჩორა სიგუა კვეკვესკირი აბურჯანია ჩაკვეტაძე კვარაცხელია დავითაშვილი არაბიძე ზივზივაძე მიქაუტაძე ქვილითაია |
| Posted by: Beso1980 2 Apr 2024, 03:31 | ||
სურვილი მეც მაქვს, რავიცი მესამე ლიგაშია ტიპი. |
| Posted by: ToPotami 2 Apr 2024, 06:23 | ||
ეს ვარაუდია თუ რამეს ეყრდნობა? არა მგონია 2 მატჩიანი მიეცათ. და ის 1 მატჩიანიც გასაპროტესტებელია წავა ლორია ევროზე დარწმუნებული ვარ |
| Posted by: WAGNERITE 2 Apr 2024, 09:37 |
| ლორიას ორმატჩიან დისკვალიფიკაციას არ მისცემენ. გაპროტესტება კი არ ღირს, სხვა არ დასაჯონ მაგის მაგივრად. |
| Posted by: toto28 2 Apr 2024, 09:48 |
| ორმატჩიანითაც არაა პრობლემა ლორიას წაყვანა.მეკარის ტრავმის შემთხვევაში ტურნირის მიმდინარეობის დროსაც შეგიძლია დამატება |
| Posted by: Gubaza-Milionera 2 Apr 2024, 11:07 |
| ლორია და კანკავა საჭირო ხალხია, გასახდელისთვის. მოედანზე მაგათი დრო დასრულებულია. აუცილებლად გამოსაძახებელის აზაროვის და საზონოვი. მომავალი ამ ფეხბურთელებთან ერთად უნდა აშენდეს დაცვის ხაზში. კარგი იქნება არაბიძეს თუ გამოიძახებს ამხანაგურებზე და მაგის მიხედვით დაამტკიცოს, რომ ევროს იმსახურებს. მისი არ გამოძახება ამხანაგურებზე, არანაირ ახსნას აღარ დაექვემდებარება. ნაკრები ყველასია და არა იმათი ვინც აქამდე გაიყვანეს. მით უმეტეს აქამდე გამყვანებში, ბევრი ისეთია, რომელიც საერთოდ არ არის წასაყვანი. ასევე არ გამოვა ლობჟანიძის გარეშე წასვლა. |
| Posted by: Levani_8_9 2 Apr 2024, 11:50 |
| მამარდა ლორია გუგეშა კვერკველია კაშია დვალი საზონოვი ლოჩოშვილი ხვადაგიანი კაკაბაძე შენგელია გოჩოლეიშვილი წიტაიშვილი აზაროვი ქოჩორაშვილი კიტეიშვილი კანკავა კვეკვესკირი სიგუა კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი ლობჟანიძე მიქაუტაძე ზივზივაძე ქვილითაია გაფართოებულში: კუპატაძე გველესიანი ტაბიძე მამუჩაშვილი, მექვაბა ალთუნაშვილი ნ. გაგნიძე აბურჯანია ვოლკოვი + ხოჭოლავა თუ გამოჯანრმთელდა |
| Posted by: nicalagua 2 Apr 2024, 13:19 |
| ლობჟანიძე ეგრევე ჩაჯდება, გაფართოებულის გარეშე. ადრეც იძახებდა რეგულარულად. ამ ორი თამაშისთვის თვითონ სანიოლმა თქვა, ატლანტას ბოლო თამაშის მერე აღდგენას ვეღარ მოასწრებდა და მე 100%ით მზა ფეხბურთელები მჭირდება ორივე თამაშისთვისო. დარწმუნებული ვარ იქნება ევროზე და შეიძლება ძირითადიდანაც დააწყებინოს ზოგჯერ. |
| Posted by: crack94 2 Apr 2024, 13:28 |
| რა ლობჟანიძე ღმერთმა დაგვიფაროს მადლობა რომ კიდევ კარგი არ გვყავდა ამ თამაშებში ზარალის მეტი მაგისგან არაფერი მახსენდება ნაკრებში |
| Posted by: Kakasha 2 Apr 2024, 14:09 |
| მე ვფიქრობ ახალგაზრდა ფეხბურტელები უნდ აგამოიძახოს კანკავა მაგალითად კარგი იქნება თუ ადგილს არ წაარმთმევს მაგალითან , ლომინაძეს ანდაც გორის დილას გაგნიძეს |
| Posted by: მადეირა 2 Apr 2024, 21:34 |
![]() ევროპოპის სტატია ამ თემაზეhttps://europop.ge/article/60756-vis-caiqvans-sanioli-evropis-chempionatze-tavisupali-adgilebi-shezghudulia |
| Posted by: ihatemodels2020 2 Apr 2024, 22:00 |
| ლორი თუ თამაშს/ებს ტოვებს სხვაც უნდა წაიყვანონ ვინმე თუ გავლენ ორი მეკარით იმ თამაშებზე სადაც ლორია ტოვებს? |
| Posted by: მადეირა 3 Apr 2024, 00:14 |
| https://www.goal.com/en/lists/georgia-euro-2024-squad/blt298c872c5b43dec5 გოლ კომი ამავე საკითხზე |
| Posted by: ninc_lfc 3 Apr 2024, 00:22 |
| არაბიძეს ამხანაგურში მაინც მივცემდი შანსს. უნდა მოსინჯოს ვილიმ. 26ის კადრია |
| Posted by: Raven 3 Apr 2024, 00:36 |
| 3 მეკარე აუცილებელია? მე-3 მაგივრად რომ სხვა დავამატოთ არ შეიძლება? |
| Posted by: თიანეთი 3 Apr 2024, 00:54 |
| მეკარეები: მამარდაშვილი ლორია გუგეშაშვილი ცენტრალური მცველები: კაშია დვალი კვირკველია ლოჩოშვილი საზონოვი გველესიანი განაპირა მცველები: კაკაბაძე გოჩოლეიშვილი შენგელია წიტაიშვილი შუახაზი: ქოჩორაშვილი კიტეიშვილი კანკავა კვეკვესკირი ჩაკვეტაძე სიგუა მექვაბიშვილი შემტევი: კვარაცხელია ლობჟანიძე დავითაშვილი ზივზივაძე მიქაუტაძე ქვილითაია ჩემი აზრით არ გამოიძახებს არაბიძეს და აზაროვს. ხოჭოლავა ვერ მოასწრებს აღდგენას. თუ ვინმე დაიმტვრა (ღმერთმა არ ქნას) შემდეგ ფეხბურთელებით ჩაანაცვლებს: მეკარე: მაკარიძე ცენტრალური/მარცხენა მცველი: კალანდაძე ნახევარდაცვა: ალთუნაშვილი ან მამუჩაშვილი შემტევი: ვახო სალია |
| Posted by: მადეირა 3 Apr 2024, 01:09 | ||
Raven
კი აუცილებელია |
| Posted by: ENIGMA@ 3 Apr 2024, 02:19 |
| ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჯაბას არ წავიყვანდი. მეკარეები:მამარდა,ლორი,გუგეშა. დაცვის ცენტრი:კაშია,კვერკველია,დვალი,ლოჩო,საზონოვი,ხვადაგიანი. ფლანგის მცველები:კაკაბა, გოჩო,აზარა,შენგელია,წიტა. ნახევარდაცვა:ქოჩორა, კვარა, კვეკვე,ჩაკვე,კიტე,აბრეზიჩი, ნიკა გაგნიძე, არაბა. თავდასმა:ბუდუ,ჟორჟი,ქვილითა. თუ ხოჭო გამოჯანმრთელდა, ხვადაგას ამოვაგდებ, თუ სიგუა ფორმაში იქნა გაგნიძეს. |
| Posted by: Raven 3 Apr 2024, 08:44 |
| ENIGMA@ +1000 |
| Posted by: ToPotami 3 Apr 2024, 11:19 | ||
| მე ჩამოვწერე უკვე ჩემი "სპისოკი". მარა იქამდე კიდევ ორი მნიშვნელოვანი ცვლადია - ტრავმები, სათამაშო ფორმა და წუთები (ვინ რამდენს ითამაშებს ეს 2 თვე რაც დარჩა). ასევე ტრენერთან ურთიერთობების პრობლემა თუ აქვს ვინმეს, მარა არა მგონია. ძირითადად ტრავმები და ფორმა/წუთები. 90% სავარაუდოა, რომ 26-მდე გაიზრდებას განაცხადი. მგონია რომ ჩემი 26 დან 25 მაინც მიდის. საზონოვი არის ძაან საეჭვო. ტაბიძე თუ კარგად ათამაშდა შეიძლება ეგ შეცვლის, ან გველესიანი. აბურჯანია თუ გამოჯანმრთელდა 90% წავა. ხო რაც დამავიწყდა, ლოჩოშვილი თუ არ ადგა სკამიდან (და ტაბიძემ ითამაშა) , დიდი შანსია რომ ჯიმი იქნება დვალის ზამენა და ლოჩოშვილი არ იქნება განაცხადში
|
| Posted by: Frankens†ein 3 Apr 2024, 11:38 |
| პროფესიონალის თვალით რომ შევხედო, კანკავას არ წავიყვანდი, ესე ჯიგრულ პონტში ევროპის ჩემპიონატზე წაყვანა არ მიმაჩნია სწორად... კაშია-კვირკველიას არ ვათამაშებდი ძირითადში. ხოჭოლავას წავიყვანდი, იგროკია ხოჭოლავა... ტრავმას თუ მოირჩენსო და რა ტრავმა აქვს ეგეთი, რომ ახლახან ფეხმოტეხილ შენგელიაზე უკანაა... და საბა ლობჟანიძე აუცილებლად... იმედია წაიყვანს... |
| Posted by: Dima Fan 3 Apr 2024, 12:29 |
| არ წაიყვანდი კარგია, წასაყვანია და უნდა წაიყვანოს კიდეც. ბევრი ბენეფიტი აქვს ჯაბას გუნდში ყოფნას, მარტო მინდორზე გამოსვლა და თამაში არაა. |
| Posted by: daniretaxe 3 Apr 2024, 13:18 |
| ოქრიაშვილმა გულაობას თავი დაანება და დინამოში წავიდა იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ? :დდდ |
| Posted by: qristefore 3 Apr 2024, 20:27 |
| გვერდით თემაშიც დავწერე, ჩემი აზრით ამხანაგურებში უნდა დავტესტოთ ნ. გაგნიძე და არაბიძე. ტურნირი განსხვავდება შესარჩევებისგან რასაც აქამდე ვთამაშობდით, სიღრმე გვჭირდება ყველა პოზიციაზე მაგრამ განსაკუთრებით იქ სადაც დატვირთვა დიდია. კიტე-ჩაკვე-ქოჩორა სასტარტო ცენტრია, მაგრამ სამივე თამაშის დაწყებასაც კი ვერ შეძლებენ ეფექტურად და იმის იქით მარტო კვეკვეა ვისაც რაღაც წუთების თამაში შეუძლია. ნ. გაგნიძეს ჩემი აზრით შეუძლია ქოჩორას როლის შესრულება, თუ ფორმაშია. არაბიძეც აუცილებლად სანახავია |
| Posted by: WAGNERITE 3 Apr 2024, 21:07 |
| qristefore ეგ ყველაფერი აქამდე უნდა ექნა, ეხლა კაი დროსია. რომც უნდოდეს, ვეღარ მოასწრებს. ადრე შესარჩევებს მაინც ვიყენებდით მომდევნო ციკლისათვის. |
| Posted by: ToPotami 3 Apr 2024, 21:26 |
| ამხანაგურ მატჩამდე 7 ივნისს, არის დედლაინი საბოლოო 26 კაციანი სიის (ან 23 თუ არ გააფართოეს). მონტენეგრო არის 9 ივნისს. და პირველი ამხანაგური თუ დანიშნეს იქნება სადღაც 4 ივნისს. ეს რეალურად არის არა ახალი მოთამაშეების დაკვირვების დასატესტი ამხანაგური, არამედ ე.წ. ვორმაფ მატჩი, ანუ გახურება ტურნირამდე იმ სასტავით, რითიც აპირებ ევროზე გამოსვლას. არაბიძეს, გაგნიძეს, კვერნაძეს და ეგეთებს მანდ ვერ ვნახავთ |
| Posted by: qristefore 3 Apr 2024, 21:40 | ||
| გახურება კარგია მაგრამ ფაქტია არ გვყავს ცენტრში საკმარისი ხალხი. საბერძნეთთან რა სასტარტოც იყო ეგ იქნება ძირითადი მაგრამ მაგის იქით გვიჭირს, სიღრმე გვჭირდება. დაგვეხოცება ცენტრი 1.5 თამაშში და ჯგუფიდან რომ გავიდეთ იქაც ხომ უნდა ვითამაშოთ ვისი თამაშიც მაქვს აქამდე ნანახი და ვფიქრობ რომ დაგვეხმარება და არასდროს არ გამოუცდია ეგ ორია, ნ.გაგნიძე და არაბიძე. ჩემი აზრით უნდა ნახოს ორივე. ჩავასწორებ ჩემს სურვილსაც, ჩავთვლი რომ გაამართლა ორივემ
ანუ კანკავა მივარდება წინა ვერსიიდან, ჩემი აზრით გამართლებული ჩანაცვლება იქნებოდა. |
| Posted by: Andrea21 3 Apr 2024, 22:28 |
| ნიკა გაგნოს მორიგი ასისტი უთესლეს ფორმაშია |
| Posted by: WAGNERITE 3 Apr 2024, 22:45 | ||
გასული წლის შემოდგომიდან უკვე გადაწყვეტილი ჰქონია სქემაც და შემადგენლობაც პლეი-ოფებისათვის. გაუმართლა და ეხლა აღარაფერს შეცვლის. ივნისში ახალი სქემისა და მოთამაშეების გამოცდა გამორიცხეთ. უბრალო მოსამზადებელი თამაშები იქნება. |
| Posted by: Biutiful 4 Apr 2024, 00:30 |
| ლობჟანიძეს რატო გადაუსვით ხაზი ? უასისტუდ ან უგოლოდ არ ტოვებს მოედანს და მაგრად ჩაჯდა ატლანტაში. მინიმუმ სკამზე ყოფნას იმსახურებს. |
| Posted by: მადეირა 4 Apr 2024, 00:50 | ||||
Dima Fan
იგივეს ვამბობთ არაბიძეზე, მაგრამ ვინ გვისმენს
თუ ამდენი ბენეფიტები აქვს, რატომ არ გვყავდა აქამდე . ფეხბურთი კიდევ ძირიტადად მოედანზე გასვლა და თამაშია, კი. * * * ToPotami პირველი ამხანაგური 2-ში უნდა იყოს წესით |
| Posted by: ToPotami 4 Apr 2024, 06:50 |
| მადეირა ამხანაგური მატჩების უეფას ფანჯარა 3 ივნისს იხსნება. მანდ არ ვიცი რეგულაციები როგორია, თუ შეიძ₾ება იქამდე მატჩის ჩატარება, მაგრამ 2 ივნისს არც ერთ მატჩი არაა დანიშნული (საერთაშორისო მასშტაბით). 3 ივნისსაა პირველი მატჩები. https://documents.uefa.com/r/Regulations-of-the-UEFA-European-Football-Championship-2022-24/Annex-A-2022-24-National-Team-Match-Calendar-Online |
| Posted by: barcabarcabarca 4 Apr 2024, 09:57 |
| ნუ ჯაბას არც მე წავიყვანდი, მარა წაიყვანენ ალბათ, გასული წლების გამო და ა.შ. სამართლიანია თუ არა, არ ვიცი, მარა ეგრე იქნება. 21 წლამდწლებიდან არავინ იმსახურებს შანსს ნეტა? |
| Posted by: Frankens†ein 4 Apr 2024, 10:20 | ||
კანკავა მაგრად გაბანძდება ჩემ თვალში, ევროპაზე თუ წავიდა... თუმცა დიდი ალბათობით მაგრად კიდია ჩემ თვალში გაბანძდება თუ არა, ისე როგორც კობის, იაშკას ან კალაძეს კიდიათ რას ფიქრობენ მაგათზე |
| Posted by: Gubaza-Milionera 4 Apr 2024, 10:30 |
| ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი უეჭველი გამოიდებენ თავს, გაგვაგორებინეთ ბურთი ევროზეო. ისეთი ხალხია ფედერაციაში, რომლებიც ნაკრების სელექციაში იღებენ ირიბ მონაწილეობას, არ გამიკვირდება ანანიძე და ნავალოვსკი გააცოცხლონ მიზეზით: "ბიჭებს გამოცდილი ხალხი სჭირდებათო" |
| Posted by: Frankens†ein 4 Apr 2024, 11:33 | ||
ყველაზე მაგარი იყო, თავის თაობაში... |
| Posted by: took13 4 Apr 2024, 13:09 |
| 1. მამარდა 2. ლორია 3. გუგეშაშვილი 4.კაშია 5. კვერკველია 6. დვალი 7. საზონოვი 8. გველესიანი 9. ლოჩოშვილი 10. კაკაბაძე 11. ლობჟანიძე 12. გოჩოლეიშვილი 13. შენგელია 14. წიტაიშვილი 15. მექვაბიშვილი 16. კანკავა 17. კვეკვესკირი 18. ალთუნაშვილი 19. კიტეიშვილი 20. ქოჩორაშვილი 21. ჩაკვეტაძე 22. დავითაშვილი 23. კვარა 24. ჟორჟი 25. ბუდუ 26. ქვილითაია ამ სიას დაწერს ვილი. ვფიქრობ აზაროვს და არაბიძეს ისევ არ დაუძახებს. (გველესიანი, ლოჩოშვილი, ტაბიძე, გელაშვილი, კალანდაძე) აქედან ორს აარჩევს. ნახევარდაცვაში თუ ჯანმრთელად იქნა ყველა არ ვფიქრობ ცვლილებას. სიგუა, აბურჯანია და მამუჩაშვილი იქნებიან თუ რამე ჩამნაცვლებელთა სიაში. დანარჩენ ცვლილებებს არ ველოდები თუ ჯქნმრთელობის პრობლემები არ იქნება. |
| Posted by: qristefore 4 Apr 2024, 13:12 |
| კაცო ვილი რას გააკეთებს მაგის გამოცნობაზე არაა თემა, თქვენ რა გინდათ ის დაწერეთ და იქნებ წაიკითხოს ვინმემ ზეით და მიზერული შანსი იყოს რომ გაითვალისწინონ |
| Posted by: toto28 4 Apr 2024, 13:42 |
| ნუ კანკავა მოედნის მიღმა მოგვცემსო ბევრსო ასეთი მოსაზრებაც წავიკითხე.ნუ მთავარია მოედანზე რას მოგვცემს.გასამხნევებლად,მოტივაციის და აურის ასაწევად სხვანაირადაც შეუძლია წასვლა.მაგალითად აგუერო როგორც ყავდათ არგენტინელებს მუნდიალზე. ნუ თუ მოედანზეც აქვთ მისი იმედი ეგ სხვა საქმეა. |
| Posted by: WAGNERITE 4 Apr 2024, 15:12 |
| მოედნის მიღმა ვისი იმედიც გვაქვს - დელეგაციაში. შემადგენლობაში ისინი, ვინც მოედანზე გამოგვადგება. |
| Posted by: მადეირა 4 Apr 2024, 18:22 | ||||
toto28
WAGNERITE
რად უნდა ამას მსჯელობა |
| Posted by: Dima Fan 4 Apr 2024, 18:34 | ||
არც მოედანზე გააფუჭებს რამეს, ანგარიშს თუ სადმე წაიყვან და შესანარჩუნებელი გექნება ბოლოს. იდეალურ ფიზიკურ ფორმაშია და კონდინციაში. |
| Posted by: otokarcobra 4 Apr 2024, 18:42 | ||
ვაფშე არაა ეგეთი სიტუაცია, საიდან მოგაქვთ ესეთი ამბები. კანკავა დაიმატეს სუფთა საჭიროებიდან გამომდინარე, რო რამე და საყრდებ ზონაში ვინმეს რამე მოსვლოდა, მაგაზე უკეთესი ვარიანტი, უბრალოდ არ გვყავს. იგივე მიზეზით წაიყვანენ ევროპაზეც. ერთადერთი სადავო საკითხი ჩემი აზრით არის არაბიძის წაყვანა-არ წაყვანა. მითუმეტეს ბოლო ტურში ისეთები ქნა ათ კაციან გუნდში და ისეთი თამაში მოიგომ მარტომ პირადად, რო როგორც დიმა წერს კანკავაზე, შესანარჩუნებელი თამაში თუ გვექნა ჯაბას შემოყვანა შეიძლებაო, ზუსტად იგივეს თქმა შეგვიძლია არაბიძეზე, გადასარჩენი თამაში თუ იქნება, სკამიდან არაბიძის შემოყვანა თავისუფლად შეიძლება. კი არადა მაგაზე უკეთესი ვარიანტი ვინაა არ ვიცი. ჩამდგარ მეტოქესთან ბოლო 15-20 წუთში შორიდან დარტყმები და სტანდარტები. იმენა მაგისი სტიქიაა |
| Posted by: Gubaza-Milionera 5 Apr 2024, 09:52 |
| ვახტანგ სალია არ განიხილება ვითომ ევროსთვის? საინტერესო გამოცდილება იქნება, თუ ვქაჩავთ მაგ ბავშვს, ბარემ ბოლომდე გაგვექაჩა. არამგონია ქვილითაიას მაგივრად, მისმა წაყვანამ უარყოფითი გავლენა იქონიოს გუნდზე. |
| Posted by: VoK 5 Apr 2024, 10:45 | ||
მე მგონი, ადრეა მაგისთვის. ჯერ დინამოში დაამტკიცოს რა შეუძლია. თუ ივარგა თავისი ევროპეპი კიდევ ექნება.. |
| Posted by: Frankens†ein 5 Apr 2024, 11:08 | ||||
კალაძე ჯობია, ორი ლიგა აქვს მოგებული კაცს, უფრო მისცემს მუხტს ფეხბურთელებს...
არადა კაი იქნებოდა რომელიმე ახალგაზრდა უცნობი ტალანტის წაყვანა... იქნება გამოიჩინოს თავი და გაიქაჩოს... დინამოში და ზოგადად საქართველოს ჩემიონატში დამტკიცებულის დდშვც, ჩათვალე უბანში თამაშობენ... ეს ჩემპიონატი პირველ რიგში იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ქართველი ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გადავიდნენ... კაშია-კვირკველია-კანკავა-ქვილითაია და ფაქტიურად კარიერადამთავრებული ეგეთი ხალხის თამაში არ მიმაჩნია გამართლებულად... ახალი სახეები უნდა დავანახოთ ევროპას... ვაფშე 26 წელზე მეტი ასაკის ფეხბურთელი არ წავიყვანოთ ევროპაზე, მაგით მაინც ვიყოთ გამორჩეულები და მივიქციოთ ყურადღება |
| Posted by: amikoo 5 Apr 2024, 11:18 |
| მასტერლიგაზე, მესხი მყავს გუნდში ... კარგი ბიჭია, მარცხნივაც თამაშობს და ფორვარდადაც მშვენივრად ართმევს თავს. |
| Posted by: Andrea21 5 Apr 2024, 18:48 | ||
ცოტნე თუ აჩი? /////////////////// |
| Posted by: მადეირა 6 Apr 2024, 20:18 |
| Dima Fan ლორიას დისკვალიფიკაციაზე რა იქნება? 1, 2? თუ ორი მაინც წაიყვანს? |
| Posted by: ihatemodels2020 8 Apr 2024, 17:09 | ||
2 თამაში რატო უნდა იყოს ისე? ვერაფერი ვერ ვიპოვე უეფას საიტზე სადაც ეგ წერია |
| Posted by: GRAZU 8 Apr 2024, 20:45 |
| ანთალ იაკობიშვილზეა ოფერი გასაკეთებელი ისრაელი ვერ გავიდა ევროზე. ჩვენ და უნგრეთი ვართ. უნგრელები უ21ში ათამაშებენ და ევროზე არ წაიყვანენ ჩვენ თუ გავუკეთებთ ევროზე წასაყვან ოფერს, დიდი შანსია წამოვიდეს. კობიაშვილი, კაციტაძე და სხვანი დაფოლოვებული ჰყავს. ქოჩორას ნაკრების ფოტოზე დაუკომენტარა. იტოგში ან ახლა ან არასოდეს. შეუძლებელია კარგი მცველი არ დადგეს ანთალი |
| Posted by: ENOTI 8 Apr 2024, 20:48 |
| GRAZU მაგრად გაასწორებდა ეგ რო გამოვიდეს |
| Posted by: მადეირა 9 Apr 2024, 01:27 | ||
| https://europop.ge/article/61024-deshami-cinaaghmdegia-uepashi-evro-2024-ze-ganatskhadebis-26-mde-gazrdaze-imsjeles სიახლე 23 თუ 26-ზე * * * ihatemodels2020
პირდაპირ წითელი ჩხუბზე. რავი გვეტყვის იმედია დიმა რა ხდება |
| Posted by: Andrea21 9 Apr 2024, 05:55 | ||
+1 მაგარი თამაშები დადო რაიოსთან და სევილიასთან მალიორკასთან სერიოზულად ჩავარდა და მაგის მერე წუთი არ მიუციათ კარგი ბიჭია. |
| Posted by: Judas Iscariot 9 Apr 2024, 10:31 |
| 26 კაცი კი არა, ახალი თემაა გასახსნელი. ან ამას შეეცვალოს სახელი, მაგრამ კარგი პირველი პოსტი ჭირდება ვილი ბოგანო სანიოლი ან ვილიამ უხელფასო ან ვილი მოჯამაგირე ევრო 2024-ზე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ჰყავს. ვილი სანიოლის ხელფასი წელიწადში 200 000 ევროს შეადგენს, რაც ტურნირის მონაწილეებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა. სანიოლზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებენ რუმინეთის ნაკრების დამრიგებელი ედვარდ ოირდანესკუ და ჩეხეთის ნაკრების თავკაცი ივან ჰაშეკი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი კი ევროპის ჩემპიონატზე გარეთ საუთგეიტი იქნება, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 5.8 მილიონ ევროს უხდიან. https://europop.ge/article/61032-evro-2024-sanioli-qvelaze-tsotas-ighebs-mcvrtnelebis-khelpasebi?fbclid=IwAR1ePf_zQ11vDxCPPlexuR6zNGhiui-eHDnc5qZeTQodOTzK9zkPlglP9k8_aem_ARKjy4kRNW_p1ES7HiOOKfX97BYm1L2AqoZ7gofDBM-Cp3cKDUh20ZckkGeEGvQ10Ge9HJy1YzYOEQ1jtBFHUQav |
| Posted by: Koto11x11 9 Apr 2024, 11:33 | ||
ეს უეჭველი გასაკეთებელია, უბრალოდ რამდენად მოესწრება ეგაა საკითხავი. ოქრი,ვაკო,ჯაბაზე კი არ უნდა გაკეთდეს აქცენტი - ანუ ხალხზე რომლებიც ვერაფერს ვერ შეცვლიან რეზულტატში, არამედ - ძმებ იაკობაშვილებზე, იქნებ ევროზე წაყვანის თემამ მოხიბლოს ორივე, გველესიანის ჯდომას სკამზე რა აზრი აქვს? არ ჯობია ანტალი იყოს გინდა სადღეისოდ და გინდა სამომავლოდ? ასევე, ქვილითაიას მაგივრად სალიას წავიყვანდი, ქვილითაც ვერანაირ განსხვავებას ვერ მოგცემს ევროზე. ჩვენი მიზანია რო ამ წლებში საკვალიფიკაციოს დამძლევ გუნდად ვიქცეთ, მაგისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ეხლა სწორად. ასევე, სიგუა უნდა იყოს 26 კაცში ყველა ვარიანტში, არანაირი აბურჯანია,ალთუნაშვილი და ა.შ. აზაროვზე არც ვწერ, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ევროზე. არაბიძის თემის განხილვა მომბეზრდ უკვე, ჩემზე რო იყოს წავიყვანდი და ბოლო 15-20 წუთისთვის მეყოლებოდა, როცა მხოლოდ შეტევაზე გაქვს საფრიქრალი გადაჭარბების გარეშე ხვიჩასავით ეფექტურია ეგ კაცი |
| Posted by: Frankens†ein 9 Apr 2024, 14:02 |
| კანკავა-ოქრი-ვაკოო და თუ ვეტერანებია, მე ასეთ გუნდს წავიყვანდი: ქართული დრიმ თიმი _______________მამარდა _______ხიზანა_ცხადაძე_კალაძე შელია______ცქიტიშვილი_______კობი ______________ქინქლაძე ქეცბაია________________________ხვიჩა _______________შოთი წასულების დრიმ თიმი: ____________________ბუფონი _______კანავარო______ნესტა_______მალდინი კაფუ____________პატრიკ ვიეირა_________რ. კარლოსი _____________________ზიდანი რობენი____________________________რონალდინიო __________________რონალდო(9) |
| Posted by: WAGNERITE 9 Apr 2024, 16:06 | ||
არა უშავს, კარიერა დააქამბექა და ეხლა აინაზღაურებს, რამე კარგ გუნდს მოარტყამს. ნახე, რა მწვრთნელებში გაერია. ისე, გამოსული კაცია, მაგ ხალხში მაჩანჩალად არ იგრძნობს თავს. |
| Posted by: GRAZU 9 Apr 2024, 17:18 |
| წესით უნდა მიდიოდეს ანთალზე მუშაობა ერთადერთი დამაბრკოლებელი მისი ძმის ფაქტორი მგონია. ძალიან ნიჭიერია ისიც, უბრალოდ მამარდას კონკურენციაში ყოფნა რავი, ვის ენდომება. ამიტო მგონია ის უფრო უნგრეთისკენ გადაიხრება და ეჭვი მეპარება ძმებმა სხვადასხვა ქვეყანა აირჩიონ. თუმცა, ერთადერთი შანსი თუ გვაქვს, ახლა არის მოძრაობა გასაკეთებელი და დასაკერი. ამ ბიჭ(ებ)-ის დამატებით რავი, მართლა კაი ნაკრები ვიქნებით მომავალი 10 წელი. ის მაიმედებს(თან მეორე მხრივ გულსატკენია), რომ 10ჯერ მეტი ქართველი წამოვა 10 წლის ვადაში ევროპის დალაგებული აკადემიებიდან, დალაგებული ფსიქიკით და ქართული საფეხბურთო ნიჭით. წესით ის შავბნელი დრო აღარ უნდა დაბრუნდეს და დიდ ტურნირზე თამაში ჩვეულებრივ მოვლენად უნდა ვაქციოთ. |
| Posted by: ToPotami 9 Apr 2024, 17:20 | ||
| ვაბშე საქართველოს 26 ფეხბურთელი აწყობს? მგონი 23 საკმარისი იქნება ასევე, 26 ფეხბურთელი, ანუ სიღრმე, უფრო ჭირდებათ იმ გუნდებს, ვინც 5, 6, 7 თამაშს ჩაატარებენ და ნუ ჩვენ ეგ ნაკლებად გვემუქრება. თან თუ ტრავმაა შეიძლება შეცვლა.
ასევე ეს უკმაყოფილების საკითხიც გვიდგას ასე თუ ისე, სიფათების კერვა |
| Posted by: Andrea21 9 Apr 2024, 21:12 |
| უილიამსები, ბოატენგები და ძმანნი ;დ ///// |