Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > თბილისი > საქართველოს საბაგიროები: ნაწილი IV |
Posted by: TramwayMan 20 Jul 2024, 14:12 |
მოქმედი საბაგირო ტრანსპორტი ფუნიკულიორი: თბილისი ვილნიუსის სკვერი - პანთეონი - მთაწმინდა (1905-მოქმედი) 60 ადგილიანი ვაგონებით (ბოლო რეკონსტრუქცია 2012 დოპელმაირი) ბაკურიანი დიდველი პანორამა (2009 - მოქმედი) დოპელმაირი 40 ადგილიანი ვაგონებით ქანქარისებრი გზები: ორგზიანი თბილისი: ვაკის პარკი - კუს ტბა (12 ადგილიანი გონდოლებით) 1966 - 2009 - (2009 - 2016 წლებში უმოქმედო, 2016 წლის სექტემბრიდან მოქმედი, რეკონსტრუქციის შემდეგ, შ.პ.ს ბაგირმშენი) თბილისი: ბაგები - მაღლივი - (ქანქარისებრი) 1982 - 2004 - (2004 - 2021 წლებში უმოქმედო, 2021 წლის აპრილიდან მოქმედი, რეკონსტრუქციის შემდეგ, შ.პ.ს "საქსპეცტრანსი") ქუთაისი; ძველი ქალაქი - გაბაშვილის პარკი (ორვაგონიანი 12 ადგილით) 1961 ჭიათურა: ცენტრი - ზედა რგანი 1966-2019 (შპს "საქსპეცტრანსი") (ორვაგონიანი 4 ადგილით თითოეული) (ამოქმედდება 2024 წლის ზაფხულში რეკონსტრუქციის შემდგომ) ჭიათურა: ცენტრი - პერევისა 1953-2019 (შპს "საქსპეცტრანსი") (ორვაგონიანი 20 ადგილით თითოეული) (ამოქმედდება 2025 წელს რეკონსტრუქციის შემდგომ) ჭიათურა: ცენტრი - ნაგუთი (ორვაგონიანი 15 ადგილით თითოეული, Poma) 2021 ჭიათურა: ცენტრი - ლეჟუბანი (ორვაგონიანი 15 ადგილით თითოეული, Poma) 2021 ჭიათურა: ცენტრი - სანატორიუმი (ორვაგონიანი 15 ადგილით თითოეული, Poma) 2021 ჭიათურა: ცენტრი - მუხაძე (ორვაგონიანი 15 ადგილით თითოეული, Poma) 2021 ქანქარისებრი: ცალგზიანი 1. ხულო - თაგო (ცალვაგონიანი 12 ადგილით) 1985 2. ნუნისი (ცალვაგონიანი 12 ადგილით) 1975 3. მარტვილი - ჭყონდიდი (ცალვაგონიანი 12 ადგილით) 1985 4. ბორჯომ-პარკი - პლატო (ცალვაგონიანი 25 ადგილით) 1962 5. აბასთუმანი - მთა ყანობილი (ცალვაგონიანი 12 ადგილით) 1982 წრიული გზები გონდოლა (ერთბაგირიანი ჩახსნადი გონდოლებით) თბილისი 1. რიყე - ნარიყალა (2012 - მოქმედი) 8 ადგილიანი გონდოლებით, ლაიტნერი 2. რუსთაველი - მთაწმინდა (2024 - მოქმედი) 8 ადგილიანი გონდოლებით, დოპელმაირი 3. თავისუფლების მოედანი - სოლოლაკი (2024 - მოქმედი) 8 ადგილიანი გონდოლებით, დოპელმაირი 4. სოლოლაკი - თაბორი (2024- მოქმედი) 8 ადგილიანი გონდოლებით, დოპელმაირი რეგიონები: 5. ბათუმი - არგო (2012 - მოქმედი) 8 ადგილიანი გონდოლებით, დოპელმაირი 6. გუდაურა (2011 - მოქმედი) 10 ადგილიანი გონდოლებით, პომა 7. გოდერძი - ზანკა (2012 - მოქმედი) 8 ადგილიანი გონდოლებით, დოპელმაირი 8. ბაკურიანი - დიდველი (2004 - მოქმედი) 8 ადგილიანი გონდოლებით, ლაიტნერი 9. კრისტალი - დიდველი (2020 - მოქმედი) 6 ადგილიანი გონდოლებით, აგამატიკი (მეორადი) 10. გუდაურა - კობი სექცია 1 (2018 - მოქმედი) 10 ადგილიანი გონდოლებით, პომა 11. კობი - ბიდარა სექცია 2 (2018 - მოქმედი) 10 ადგილიანი გონდოლებით, პომა 12. ბიდარა - კობი (2018 - მოქმედი) 10 ადგილიანი გონდოლებით, პომა 13. ჰაწვალი - ზურულდი (2022 - მოქმედი) 10 ადგილიანი გონდოლებით, დოპელმაირი D-Line წრიული გზები სავარძელი (ერთბაგირიანი) ბაკურიანი მიტარბი 1 (2016 - მოქმედი) დოპელმაირი მიტარბი 2 (2016 - მოქმედი) დოპელმაირი დიდველი დეკა (2006 - მოქმედი) დოპელმაირი კოხტა პლატო/გორა (2015 - მოქმედი) დოპელმაირი დიდველი D2 (2021 - მოქმედი) დოპელმაირი D-Line დიდველი D4 (2021 - მოქმედი) დოპელმაირი D-Line დიდველი D5 (2021 - მოქმედი) დოპელმაირი D-Line გუდაური კუდები (1986 - მოქმედი) დოპელმაირი სნოუ პარკი (1986 - მოქმედი) დოპელმაირი საძელე (2007 - მოქმედი) დოპელმაირი შინო (2016 - მოქმედი) დოპელმაირი პირველი (2018 - მოქმედი) დოპელმაირი სოლიკო (2018 - მოქმედი) დოპელმაირი კუდები 2 (2018 - მოქმედი) დოპელმაირი კიკილო (2023 - მოქმედი) დოპელმაირი ახალი გუდაურა (2023 - მოქმედი) დოპელმაირი გოდერძი ჭანჭახი (2016 - მოქმედი) დოპელმაირი თეთნულდი ჩვაბიანი (2015 - მოქმედი) პომა ბორის კახიანი (2016 - მოქმედი) პომა იოსებ კახიანი (2016 - მოქმედი) პომა ჯუმბერ კახიანი (2016 - მოქმედი) პომა მესტია ჰაწვალი (2017 - მოქმედი) დოპელმაირი სათრეველა გზები: გუდაური: ბომბორა (2016) ალპინა (2016) ბეიბი (2016) ზუმა (2011) ბაკურიანი დიდველი ნოდო (საბჭოთა) დიდველი სლალომი (2008) დიდველი 25-ები 1 (საბჭოთა) დიდველი 25-ები 2 (საბჭოთა) დიდველი 25-ები 3 (2017) დიდველი 25-ები 4 (2017) დიდველი 25-ები 5 (საბჭოთა) დიდველი 25-ები 6 (საბჭოთა) მიტარბი 3 (2016) სოფელი (საბჭოთა) პარკი (საბჭოთა) თეთნულდი თალდაში (პომა) მოძრავი ხალიჩა გოდერძი (2022) სანკიდი მესტია ჰაწვალი სლალომი 1 სლალომი 2 ბეთანია ბეთანია 2011 (დოპელმაირი) წინა თემის ბმული ნაწილი 1 http://forum.ge/?f=51&showtopic=34119808&st=0 ნაწილი 2 https://forum.ge/?f=51&showtopic=34420233 ნაწილი 3 https://forum.ge/?f=51&showtopic=34886522&st=0 უქმომედო გზები ![]() ![]() ![]() |
Posted by: iMac 21 Jul 2024, 00:46 |
_______________________________________________ |
Posted by: ioane.mtacmindeli 21 Jul 2024, 01:10 |
როგორც იქნა დაადგა საშველი მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს მშენებლობას საშველი და დასრულებისაკენ მიდის! მაინტერესებს პანორამა თბილისის მშენებარე საბაგირო გზის ბაგირების გაყვანა დაუწყიათ, როგორ გაივლის ეს საბაგირო! დაკონსერვებული მშენებარე სასტუმროს გვერდს აუვლის და პირდაპირ ავა დასრულებულ კომპექსამდე? თუ როგორც დაგეგმილი იყო გაივლის მშენებარე სასტუმრო კომპექს? ასევე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, გეგმით გათვალისწინებული ხომ არ არის ახალი საბაგირო გზების მოწყობა? თბილისში? |
Posted by: Kublicha 21 Jul 2024, 01:23 | ||
2015 წელს ვიჯექი არაერთხელ, დამანდვილებით შემიძლია თქმა რომ 2017 ზე ადრეა ეს ამოქმედებული და თანაც ლეიტნერია CF4 არის, ოთხადგილიანი სავარძლიანი, ფიქსირებული. (არა ჩახსნადი) *** გადავამოწმე და ლეინტერის საიტზე 2010 წელი უწერია |
Posted by: TramwayMan 21 Jul 2024, 01:32 |
Kublicha შენ რაშიც იჯექი მაგ ლაიტნერმა ჩაილურის წყალი დალია დემონტაჟი ჩაუტარდა 2026 წელს და ჩანაცვლდა დოპელის ახალი საბაგიროთი. ![]() დემონტაჟი კი იმიტომ დასჭირდა რომრ როცა ააშენეს 2010 უკუღმა დააყენეს რაღაცეები სვანმა მუშებმა და საბაგირო განახევრებული სავარძლებით მუშაობდა. ![]() |
Posted by: Kublicha 21 Jul 2024, 01:38 | ||||
TramwayMan
ვაა, არ ვიცოდი.
ქალაქიდან ჰაწვალამდე მიდის? ეგეც არ ვიცოდი. |
Posted by: TramwayMan 24 Jul 2024, 19:50 |
Kublicha პირველად კი გაკეთდა ჰაწვალი ზურულდი და მერე დოპელის გონდოლა მესტია ჰაწვალი. |
Posted by: Nika2023 25 Jul 2024, 00:24 | ||
თბილისის მერიაც აცხადებდა ადრე და წინა წლის სატრანსპორტო კვლევაშიც ასახულია საბაგიროს 6 მარშრუტი და ვნახოთ რას იზამენ. 1. ისანი - ვაზისუბანი 2. სარაჯიშვილი - ზღვისუბანი 3. ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო 4. დიდი დიღომი - დელისი 5. სადგურის მოედანი - ვარკეთილი 6. სამგორის საბაგიროს რეაბილიტაცია |
Posted by: NVIDIA MAN 10 Aug 2024, 11:58 |
თავისუფლების მოედანი, დაკიდეს გონდოლები.![]() — ![]() |
Posted by: deep purple_in rock 10 Aug 2024, 12:21 |
როდის ხსნიან ან მაგას ან რუსთაველი მთაწმინდას ? საარჩევნოდ ეჭვი მაქვს |
Posted by: akkai 10 Aug 2024, 13:04 |
![]() Xxxxxxxxx |
Posted by: ioane.mtacmindeli 11 Aug 2024, 02:16 | ||
ეს გონდოლები კი დაკიდეს, კარგია, მაგრამ მაინტერესებს, შუალედური გაჩერება როგორ იქნება დაუმთავრებელ კომპლექსში, თუ გვერდს აუვლის დაუმთავრებელ კომპლექს? ხომ არ იცით? |
Posted by: NVIDIA MAN 11 Aug 2024, 11:18 |
ioane.mtacmindeli მაგაზე პასუხი არ მაქვს, მეც მაინტერესებს. ლოგიკურად უბრალოდ უნდა გაიაროს გაჩერების გარეშე.. |
Posted by: BoynDowie 11 Aug 2024, 21:00 |
განდონებს შავ ფერში რატომ აკეთებენ თეთრი შეფუთვა ჰქონდა გადაკრული მთაწმინდის განდონებს და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა კუს ტბის ლურჯი განდონებიც კარგად გამოიყურება |
Posted by: ioane.mtacmindeli 13 Aug 2024, 18:36 | ||
ვინმე კომპეტენტურად რომ დაწეროთ ამ საბაგიროს შესახებ მცირე მიმოხილვა ! კარგი იქნებოდა |
Posted by: TramwayMan 13 Aug 2024, 22:07 |
NVIDIA MAN გადასაჯდომი სადგურია. |
Posted by: ioane.mtacmindeli 14 Aug 2024, 04:10 | ||
საიდან სად უნდა გადაჯდე? ვერ გავიგე! |
Posted by: VonEinzbern 20 Aug 2024, 09:11 |
გინდა რუსთაველზე, გინდა თავისუფლებაზე დაკიდული საბაგიროს გონდოლები რატომ ჩამოხსნეს? სტანდარტულად ასე ხდება ხოლმე ტესტირების მერე თუ რამე ხარვეზია? რუსთაველის საბაგირო აგვისტოს დასაწყისში უნდა გახსნილიყო წესით... * * * საერთოდაც, ეჭვი მაქვს რუსთაველის საბაგიროს გონდოლებით გაიტესტა თავისუფლების საბაგიროც და ცალკე გონდოლები ჯერ არ შეძენილა... ან გაიყოფა და ნახევარი გონდოლები რუსთაველზე წავა, ნახევარი თავისუფლებაზე ![]() |
Posted by: TramwayMan 20 Aug 2024, 13:49 |
VonEinzbern გონდოლები არავის ჩამოუხსნია. სადგურებში დგანან. |
Posted by: GEORGIA007 21 Aug 2024, 16:22 |
იემდია რუსთაველის საბაგირო მალე გაიხსნება |
Posted by: ioane.mtacmindeli 21 Aug 2024, 17:32 | ||
ხომ არ იცი როდის გახსნიან რუსთაველუ-მთაწმინდის საბაგიროს? ხომ არ გაქ ინფორმაცია თბილისი პანორამა საბაგირო ჩვეულებრივი მოქალაქეების ხელმისაწვდომი იქნება თუ შეზღუდული იქნება წვდომა? |
Posted by: Delvaux 2 Sep 2024, 09:33 |
თაბორის საბაგიროს ტესტავდნენ რამდენიმე დღის წინ. გონდოლამ ჩამოიარა ზემოდან. |
Posted by: ioane.mtacmindeli 5 Sep 2024, 02:06 | ||
ხომ არ იცით, თაბორის მთაზე პირდაპირ ადის საბაგირო თუ შუალედური გაჩერებაც იქნება მომავალში მშენებარე სასტუმრო კომპლექსის თავზე? |
Posted by: Delvaux 5 Sep 2024, 08:31 | ||||
მგონი შუალედური სადგური აქვს. ზუსტად არ ვიცი. ადრე ამერიკული სოფელი რომ იყო იმის ადგილას არის მგონი შუალედური სადგური. |
Posted by: TramwayMan 27 Sep 2024, 17:58 |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: Soft_Eject 27 Sep 2024, 23:55 |
საინტერესოა ლიფტს თუ დაამატებენ რამენაირად |
Posted by: Pioneer 28 Sep 2024, 09:44 |
რა სილამაზეა ![]() ---------------------------------------- |
Posted by: ioane.mtacmindeli 28 Sep 2024, 12:45 | ||
როდის აპირებენ გახსნას და რა ეღირება საბაგიროთი მგზავრობა? |
Posted by: TramwayMan 28 Sep 2024, 13:25 |
Soft_Eject ლიფტი არის მარცხენა მხარეს |
Posted by: რიკოჰ 1 Oct 2024, 11:03 | ||
ioane.mtacmindeli
რა საჭირო იყო კილომეტრი ფოტოების დაციტირება და გვერდის უსაშველოდ გაწელვა, ხომ შეიძლებოდა მაგ წინადადებაში "მთაწმინდის საბაგირო" ჩაგემატებინა: "როდის აპირებენ მთაწმინდის საბაგიროს გახსნას და რა ეღირება საბაგიროთი მგზავრობა?" |
Posted by: Delvaux 1 Oct 2024, 11:14 |
კარგი გამოდის! თაბორის საბაგიროზეც დღეს გონდოლები იყო ჩამოკიდებული. როგორც ჩანს მანდ ცოტა სხვანაირი გონდოლებია ვიზუალურად. შავი ფერის იყო მგონი, შორიდან დავინახე და წესიერად ვერ გავარჩიე. |
Posted by: majorseamen 2 Oct 2024, 10:20 |
მაგრა გაარემონტეს ბოლოს რომ ვნახე გრაფიტი იყო ყველა კუთხე კუნჭულში ჩამტვრეული შუშებით ერთი სული მაქ როდის გახსნიან |
Posted by: Niku7a 3 Oct 2024, 14:57 |
https://streamable.com/u3z2jc » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: evird 18 Oct 2024, 11:20 |
დღეს იხსნება ფუნიკულიორის საბაგირო |
Posted by: MANMUS 18 Oct 2024, 11:38 |
როგორც იქნა რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა წარმოადგენს საინჟინრო ნაგებობას, რომელშიც შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა. ამსათან, საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. აღნიშნული სადგური წარმოადგენს ძველი საბაგირო გზის რკინაბეტონის შენობისა და მასზე მიშენებული ლითონის კონსტრუქციის შენობის შერწყმას. მერიის ცნობით, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. სადგურებს შორის გაიჭიმა ბაგირის (d = 47 მმ) ორი შტო, რომლის მეშვეობითაც გონდოლები იმოძრავებს სადგურებს შორის 5 მ/წმ-ის სიჩქარით. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4.07 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. ამასთან, მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“, რეაბილიტირებული საბაგირო გზა კი სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა ორი შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა. |
Posted by: Pioneer 18 Oct 2024, 13:08 | ||
ბატონო იოანე, გილოცავთ! |
Posted by: USSR 18 Oct 2024, 14:08 | ||
გილოცავთ. ფასი? |
Posted by: PNG 18 Oct 2024, 17:19 |
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. https://www.radiotavisupleba.ge/a/33163521.html https://www.youtube.com/watch?v=GclRv7S3f14 |
Posted by: MANMUS 18 Oct 2024, 18:20 | ||
USSR
3 ლარი |
Posted by: PNG 18 Oct 2024, 19:10 | ||||
ძაან მეძვირება და არა ადეკვატური ფასია რიყეს საბაგირო რა ღირს ? ან კუს ტბის ? 1 ლარი სრულიად ადეკვატური იქნება |
Posted by: Dface 18 Oct 2024, 20:13 | ||
Pioneer
ნამდვილად, ყველაზე მეტად ალბათ ბატონი იოანე იმსახურებს მილოცვას ![]() |
Posted by: TramwayMan 18 Oct 2024, 20:57 |
PNG მთაწმინდის საბაგირო არის პარკის კერძო საკუთრება ადგილობრივებზე ფასია 3 ლარი არარეზიდენტებზე 12 ლარი. როგორც ფუნიკულიორი. (პარკში მომუშავე ხალხირსთვის უფასოა ორივე) დანარჩენი საბაგიროები მუნიციპალურია. რიყე ნარიყალა ძირითადად ტურისტულ ნაკადზეა ასე რომ 2.5 ლარი ღირს მგზავრობა კუს ტბას როგორც ტურისტები ისე ადგილობრივები იყებენე და სატრანსპორტო ფუნქციაც აქვს ასე რომ 1 ლარი ღირს ფიქსირებულად. ბაგები არის საზ ტრანსპორტი და სრულიად ინტეგრირებულია დანარჩენი ტრანსპორტის სატარიფო სისტემა ( უფასო გადაჯდომა და ა.შ) |
Posted by: Niku7a 18 Oct 2024, 21:00 |
ბევრია 3 ლარი ![]() 1 ლარი უნდა იყოს როგორც კუ და არარეზიდენტებზე კისერიც უტეხიათ... |
Posted by: PNG 18 Oct 2024, 21:05 | ||||
TramwayMan მთაწმინდის პარკი და საბაგირო უნდა იყოს მუნიციპალური და არა ვიღაც გაღორებული ბიზნესმენების.
ეს არის დისკრიმინაციული ტარიფი ახალი მთავრობა რომ მოვა მოვთხოვ მთაწმინდის პარკი და საბაგირო გახდეს მუნიციპალური არ მაენტერესებს |
Posted by: ioane.mtacmindeli 18 Oct 2024, 23:41 | ||||
მადლობა ღმერთს გვეღირსა! საინტერესოა კიდევ სად აპირებენ ახალი საბაგიროს მოწყობას, თუმცა 12 წ დაჭირდათ |
Posted by: JSB14BSJ 19 Oct 2024, 10:33 | ||
მიხაილ ნიკალაევიჩი და კახა ავტანდილოვიჩი სხვა აზრზე იყვნენ. |
Posted by: რიკოჰ 19 Oct 2024, 10:41 | ||||||
გგონიათ იმგზავრებს? ან რამეში სჭირდება? უბრალოდ, ჰობი აქვს ასეთი (ან მანია), შეკითხვების კორიანტელი უნდა დააყენოს. და ჯეროვნად გახსნაც არ დააცადა და...
![]() |
Posted by: TiredMan 19 Oct 2024, 18:45 | ||
TramwayMan
მშენებლობა პარკის მფლობელმა დააფინანსა? |
Posted by: ioane.mtacmindeli 19 Oct 2024, 19:13 | ||||||||
ვიმგზავრე უკვე და ძაან ნირვანას ვარ! ისე დამევასა! მოკლედ ძაან შემიყვარდა უკვე ეს საბაგირო, ეგა რომ 12 წ ველიდი! კიდევ მინდა რომ სადმე მოაწყონ რომ შემდეგ იქაც ჩავჯდე და ვიხალისო! რაც ბევრი მოეწყობა მით უკეთესი! |
Posted by: Berkem Al Atomi 19 Oct 2024, 22:42 | ||
12 წელი როგორ დასჭირდათ, თუ მთაწმინდის საბაგირო ჯერ კიდევ 1990 წლის ავარიის შემდეგ მიტოვებული იყო? ![]() |
Posted by: Kublicha 19 Oct 2024, 23:51 | ||
Berkem Al Atomi
ეგრეა. 2014 წელს გონდოლები მზად იყო და დოპელმაიერის საწყობში იდო ავსტრიაში. |
Posted by: TiredMan 21 Oct 2024, 20:10 | ||
TramwayMan
ვიმეორებ კითხვას - ვინ დააფინანსა საბაგიროს მშენებლობა? თუკი ის პარკის მფლობელის საკუთრებაშია, პარკის მფლობელს უნდა დაეფინანსებინა ხომ? |
Posted by: Delvaux 22 Oct 2024, 08:39 | ||||
იურიდიულად ქვედა სადგურიც და ზედა სადგურიც არის შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საკუთრება, თუმცა 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული შპს "თბილისი პარკს." ანუ მშენებლობით საბაგირო ააშენა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ და იჯარით გადასცა კერძო კომპანიას (რომელიც არის პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრება, უფრო სწორად ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის). შეიძლება მშენებლობა პარკმა დააფინანსა და იჯარაში ეთვლება. სანახავია რა ხელშეკრულება. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვა მარტივად შეიძლება და ნახვა, თუ ვინმეს ძალიან აინტერესებს. |
Posted by: JSB14BSJ 22 Oct 2024, 10:18 | ||
რომელი ლოგიკით? ჩემი მანქანა ან სახლი რო გავარემონტო, მაინცდამაინც მე უნდა გავწიო ხარჯი? |
Posted by: Didgori_3 22 Oct 2024, 15:00 | ||
ხშირად გირემონტებს უცხო ადამიანი სახლს ან/და მანქანას? თუ სესხს გულისხმობ, სესხიც შენი ხარჯი არაა? |
Posted by: ნიკა 22 Oct 2024, 17:14 |
უკვე გაფუჭდა? . |
Posted by: პაწა 22 Oct 2024, 19:53 |
მორიგი კორუფციული კომბინაცია იქნება. რეალურად, მხოლოდ მთაწმინდის პარკის მფლობელის ინტერესებშია ეგ საბაგირო. თბილისს რაც გადაუდებლად ესაჭიროება, არის ტრამვაი და არა ფუფუნების საგანი, იმ დროს, როდესაც უკვე არის 2 სახის ტრანსპორტი |
Posted by: TiredMan 23 Oct 2024, 09:09 | ||
JSB14BSJ
აბა მე უნდა გავწიო შენი სახლის რემონტის ხარჯი? ![]() |
Posted by: JSB14BSJ 23 Oct 2024, 12:26 | ||
სწორია. |
Posted by: Niku7a 23 Oct 2024, 23:22 |
იმგზავრეთ ვინმემ? |
Posted by: sabuk 24 Oct 2024, 08:37 | ||
კი, საბაგირო საკაიფოა, მაგრამ პირდაპირ ბარათით რო ვერ იხდი და მთამწმინდის ბარათი უნდა იყიდო ეგ ტეხავს. ასევე ტეხავს პირადობას რო ითხოვენ, რომელიც არავის გვქონდა და 5 წუთი მეილებში და ფოტოებში ვეძებდით ![]() პ.ს 4 წუთზე ცოტატი მეტი მოუნდა ![]() |
Posted by: პაწა 24 Oct 2024, 12:22 | ||
რად უნდა პირადობა? რაღაც ვიდეო ვნახე, სასწაული რიგია და თუ ბარათი გაქვს და თანხაც ზედ, ურიგოდ შეხვალ? |
Posted by: Dface 24 Oct 2024, 14:49 | ||
მაგისათვის ბუნებაში სულ რამოდენიმე ვარიანტია: 1. ორჯერ რო არ იმგზავროს ერთმა პიროვნებამ 2. არასრულწლოვნები რომ არ დაუშვან 3. ძებნაში მყოფი პიროვნებები რომ გაფაქტონ ატრაქციონის საზღვრის კვეთისას 4. შარზე არიან და მეტი საქმე არ აქვთ |
Posted by: Kublicha 24 Oct 2024, 15:56 | ||
5. არცერთი პასუხი არ არის სწორი. იმიტომ უნდა რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა ტარიფია და უცხო ქვეყნისთვის სხვა. |
Posted by: Berkem Al Atomi 25 Oct 2024, 15:41 |
ისე სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს თუ აღადგენენ, კარგი იქნებოდა. |
Posted by: ioane.mtacmindeli 25 Oct 2024, 22:45 | ||
ეს უკვე ოცნების სფეროა! რამდენათ აქ აზრი? |
Posted by: Soft_Eject 28 Oct 2024, 15:30 | ||
ნებისმიერმა განათლებულმა მთავრობამ უნდა აღადგინოს ეგ საბაგირო, გინდაც იმიტომ რომ მაგ რელიეფისთვის და საერთოთ მშვენიერი საზ.ტრანსპორტია. ასევე სამგორის ტრაველატორები უნდა აღდგეს |
Posted by: Berkem Al Atomi 28 Oct 2024, 16:41 | ||
ioane.mtacmindeli თუნდაც რელიეფის გამო. * * *
ვალლაჰი, ტრავოლატორებს რაც შეეხება, უფრო ძნელი გასაკეთებელია. ჯერ ის ჯიხურებისგან უნდა გაწმინდონ ის გადასასვლელი, მერე კიდევ საჭიროა ტრავოლატორების სათანადო მოვლა-პატრონობა და დაცვაც (ვანდალიზმი გრაფიტის სახით ბოლო დროს მოიმატა). |
Posted by: Fabian 29 Oct 2024, 12:44 |
ვაზისუბანი - სამგორის საბაგირო უდავოდ აღსადგენია. ასევე დავამატებდი ლისზე საბაგიროს მოწყობას და უნივერსიტეტის მეტროდან წყნეთის მიმართულებით. |
Posted by: ioane.mtacmindeli 29 Oct 2024, 13:49 | ||
ლისის ტბასთან დამაკავშირებელი საბაგირო ძაან მაგარი იქნებოდა! ხოლო უნივერსიტეტისა და წყნეთის დამაკავშირებელი საბაგირო დაგვხატავდა ! ხოლო ვაზისუბნის საბაგიროს აზრი არ აქ! აზრი ექნებოდა იმ შემთხვევადი თუ მახათას მთამდე , ეკლესიამდე დაგრძელდებოდა, შუალედური გაჩერებით თუნდაც! |
Posted by: Berkem Al Atomi 29 Oct 2024, 14:23 | ||
სრულიად გეთანხმები იმაში, რაც შეეხება ლისის ტბაზე საბაგიროს, უსათნოესო. მაგრამ იქ უკვე კორპუსები წამოჭიმეს და ამიტომ ძველი ტრასირებით იმ საბაგიროს აღდგენა ვერ მოხერხდება, მე თუ არ მეშლება. P.S. რეგიონებს რაც შეეხება, ტყიბული - ცხრაჯვარის საბაგიროს აღდგენა ყველაზე მაგარი იქნებოდა. უმაგრესი ხედებია იქედან. ნუ სიღნაღი - წნორიც არ გვაწყენდა, მაგრამ ეს ნაკლებად რეალურია თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში. |
Posted by: Forumeli1978 29 Oct 2024, 15:09 | ||
საერთოდ რატომ გაუქმდა ეგ საბაგირო, ხომ არ იცით? |
Posted by: Berkem Al Atomi 29 Oct 2024, 15:25 |
2002 წელს გააჩერეს ეს საბაგირო და იმის შემდეგ დგას. ალბათ სათანადო ტექმომსახურების არარსებობის გამო, რადგან ეს საბაგირო ძალიან ძველი არ ყოფილა - 1986 წელს გაიხსნა. |
Posted by: Kublicha 29 Oct 2024, 16:17 | ||
ioane.mtacmindeli Fabian ცალკე ლისი არა, თუ აშენდება დიდი დიღომი - დელისის. უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტი სოლუშენი იქნება. ცხადია ლისზეც ექნება სადგური.
კი, ოღონდ დროზეა გენგეგმაში ჩასადები სანამ შენჟენად გადაიქცა უნივერსიტეტის მეტროს მიდამოები. ყველაზე საჭირო არის დიდუბე - ვაშლიჯვარი. არაფერი უშლის, მეტროზე პირდაპირ შეიძლება შენობის დაშენება და ვაშლიჯვარშიც მთელ უბანს ფარავს, ისეთი განლაგებაა თვითონ ვაშლიჯვარში. თან კილომეტრნახევარიც კი არ გამოდის სიგრძე. ასევე არ იქნება ცუდი ვაკის პარკი - ფანასკერტელის . კილომეტრზე ცოტა მეტია ![]() |
Posted by: Berkem Al Atomi 29 Oct 2024, 18:39 |
Kublicha თბილისისთვის საკმარისი იქნება სამგორი-ვაზისუბანი, საბურთალო - ლისის ტბა და საბურთალო - ელიავას საბაგიროების დაბრუნება. დანარჩენი არის უკვე სრული ფიტნა და ჯაჰილია. დედაქალაქს სჭირდება განვითარებული მეტრო, ისევე როგორც დაბრუნებული ტრამვაი, ტროლეიბუსი და საგარეუბნო ელექტრომატარებლების სისტემა. ხო, გერგეთის სამებასთან რომ იყო საბაგირო, იმის აღდგენაც კარგი იქნებოდა. ისევე როგორც ფოცხოეწერი - ენგურჰესის საბაგირო პროექტის რეანიმაცია. |
Posted by: Kublicha 29 Oct 2024, 19:35 | ||
ვითომ ვაზისუბანს რატომ სჭირდება და ვაშლიჯვარს რატომ არა? (არცერთშია არ ვცხოვრობ და საერთოდ არ მეხება) |
Posted by: Berkem Al Atomi 29 Oct 2024, 20:41 | ||
იმიტომ რომ ვაზისუბანს გაცილებით უფრო დიდი ჯამაათი გააჩნია, ვიდრე ვაშლიჯვარს. |
Posted by: ioane.mtacmindeli 5 Jan 2025, 05:21 | ||
კი ! ვიდეოც გადავიღე ეგააა აქ ვერ ავტვირთე! ძააან მაგარია! |
Posted by: Win777 14 Jan 2025, 02:49 |
მთაწმინდის საბაგიროზე მგზავრობის გაიაფებას არ აპირებენ ? 3 ლარი არაადეკვატური ფასია 2 ლარი კიდე ხოო |
Posted by: ioane.mtacmindeli 9 Mar 2025, 14:18 |
რაღაც ამ თემაში სიწყნარეა! ნუთუ არაფელი ხდება? რაც მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო აშენდა და გაიხსნა, იმის მერე არაფელი დაწერილა, ნუთუ არსად არაფელი იგეგმება თბილისში საბაგიროს განვითარების მხრივ? |
Posted by: პაწა 17 Mar 2025, 20:38 |
დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ, მონეტე მოტარონეს საბაგიროს ტრაგედიის შესახებ, რომლის მიზეზიც დეაქტივირებული სამუხრუჭე სისტემა იყო. იქვე აჩვენეს თბილისის ტრაგედიის კადრები და თქვეს, რომ ზუსტად იგივე მიზეზი იყო, რაც მაშინ ჩვენთან მოხდა, რომ სამაგრებით იყო გახსნილი სამუხრუჭე სისტემა და ეს რკინები ფოტოებზეც ჩანს. შევდივარ ქართულ ვიკიპედიაში და იქ უბრალოდ წერია, რომ სამუხრუჭე სისტემამ არ იმუშავა. თუ ვინმეს აინტერესებს, ფილმი გერმანულად და ინგლისურად გადის არხზე Sky Documentaries და გაიმეორებენ კიდევ 2-ჯერ. სერიალის სახელწოდებაა "ადამიანური ფაქტორი" ან "ადამიანის შეცდომა", III სეზონი, სერია 2 - "საბაგიროს ტრაგედია ლაგო მაჯორეზე" * * * პს. არა, ქვედა ნაწილში წერია, რომ დეაქტივირებული იყო ეგ სისტემა. უკაცრავად |
Posted by: TramwayMan 18 Mar 2025, 19:57 |
პაწა ლინკი ჩააგდე ან ინგლისური სახელწოდება/ |
Posted by: Delvaux 19 Mar 2025, 08:54 |
ალბათ თაბორის საბაგიროს წელს გახსნიან. სასტუმრო მგონი დასრულების ეტაპზეა და ერთAდ გახსნიან საშემოდგომოდ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის... |
Posted by: GEORGIA007 19 Mar 2025, 14:26 | ||
იმედია |
Posted by: Delvaux 19 Mar 2025, 15:52 |
წეღან გამოვიარე და ჩართული იყო. თავისუფლებიდან გონდოლები მოძრაობდა. |
Posted by: პაწა 20 Mar 2025, 00:03 | ||
https://m.imdb.com/de/title/tt23655224/?ref_=ttep_ep_2 მე გერმანულიდან ვთარგმნე და იქ სულ სხვა სახელია |
Posted by: Delvaux 20 Mar 2025, 13:58 |
ხომ არ იცით თაბორზე ორი დამოუკიდებელი საბაგირო იქნება თუ ერთი საბაგირო შუაში გაჩერებით? |
Posted by: SAROKAWA 31 Mar 2025, 17:40 |
რიყის საბაგიროს რამე პრობლემები შეექმნა? |
Posted by: SAROKAWA 7 Apr 2025, 19:40 |
![]() როგორც ვივარაუდე წინა კვირას, მეეტყნა პატრონი და ვითომ ტექნიკური სამუშაოების გამოა დაკეტილი. არადა წინა შემოდგომაზე ჩაუტარდა |
Posted by: TramwayMan 7 Apr 2025, 21:27 |
SAROKAWA სტანდარტული გეგმიური პროფილაქტიკაა ![]() |
Posted by: SAROKAWA 7 Apr 2025, 22:48 |
TramwayMan რა ბუა რის ბუა ჯიგარო, მოძრაობის დროს შეექმნა პრობლემა, რაღაც ტროსი გაწყდაო და ლამის ჩამოვარდა ტურისტებით სავსე კაბინა. გარდა მაგისა, შემოდგომაზე ჩაუტარდა გეგმიური შემოწმება, 2 კვირაზე მეტი არ მუშაობდა... ყოველ 5-6 თვეში თუ უნდა შემოწმება, აქამდე არასდროს გაჩერებულა და ახლა გახდა საჭირო? არაა ეგრე მარტივად საქმე ჩემი გადმოსახედით |
Posted by: Obscured 31 May 2025, 11:08 |
დღეს 1-ლი ივნისია. ამ დღეს ჩამოწყდა 1990 წელს მთაწმინდის საბაგირო და ტრაგედია დატრიალდა |
Posted by: TramwayMan 31 May 2025, 14:40 | ||||||
SAROKAWA
უკეთესი რამ მოიგონე მონობაგირიან გზას ერთადერთი ბაგირი ანუ შენებურად ტროსი აქვს რომ გამწყდარიყო ჩამოვარდებოდა ყველა კაბინა ![]()
ნამუშევარი საათებისდამიხედვით უნდა შემოწმებდა და არა თვეების მიხედვით.
არასდროს გაჩერებულა? ![]() ![]() |
Posted by: ioane.mtacmindeli 1 Jun 2025, 15:34 |
ზაინტერესოა! რამე ახალუ პროექტი თბილისშუ? ახალი საბაგიროს მოწყიბა ხომ არ იგეგმება? |
Posted by: SAROKAWA 2 Jun 2025, 10:46 |
TramwayMan დაივიწყეთ ამუშავდა უკვე პ.ს. რაც არ უნდა თქვათ, ფაქტია რომ დაუგეგმავად გაჩერდა შუადღეს და შუამუშაობაში და ეგ პროფილაქტიკა არაა ![]() |
Posted by: TramwayMan 2 Jun 2025, 20:55 | ||
SAROKAWA
ანუ არ ვიცი რას გულისხმობთ, რაღაც ჩ.პ. თუ მოხდა და გაჩერდა ეგეც ჩვუელბრივი ამბავია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტექნიკა შესაძLოა გაფუჭდეს, დაზიანდეს და ა.შ |
Posted by: Obscured 19 Jun 2025, 18:15 |
თაბორის საბაგირო როდის იხსნება? |