კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ თემაში.

პირველი პოსტი მაშასადამე

ხოდა რა მინდა ვთქვა, პრინციპში არც არაფერი

ერთი ის რომ საშინლად მიყვარს მესამე და მეოთხე ტომები...
მესამე- აქ სასიყვარულო სამკუითხედი იკვრება და ძალიან კარგი საკითხავია.
მეოთხე- ეს წიგნი ყველა სხვა დანარჩენი წიგნებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, ბელას ვამპირული ცხოვრების დასაწყისი და ერთადერთ- რაზეც გული მწყდება ის არის რომ ბოლო ბრძოლა უფრო დიდი ხანი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, ანუ ვოლტურები არ წასულიყვნენ.
ეს კი ლექსი რომელიც წინა თემაში დაიდო და ავტორის თხოვნით ვინც დაპოსტავს პირველი იმან დააკოპიროსო. ხოდა აი დაპირებული ლექსიც
"ბნელი სუდარა გადუფენია ცას ლაჟვარდოვანს,
და მკრთალ მზის სხივებს უკუაგდებს,ნათელს და მთრთოლავს,
არე-გარემო ჩაყუჟულა მწუხრის წიაღში
და რულს ეძლევა ბინდის შვილები,ციაგ ნიავში.
ჩვენ არვის ვუფრთხით,მით უმეტეს,არ ვემალებით,
არ გვძალმიძს ხოცვა ლაღი სიცოცხლის,ნათელი სულით,
მაგრამ კი ვიბრძვით ბოროტების არგასახარად,
ეს მაშინ,როცა ბოროტება ფეხს იდგამს გულით.
ჩვენ,ბინდის შვილებს,სააქაოს შემორჩენილებს,
ჟოზის თუ ბერენს,ლავ_იუს ანდა ელბერეთს,
წვიმის_ბიჭუნას,ბაკოს თუ ჯაა_ს
ან ჩვენს ერეკლეს,
გვაერთიანებს ბინდის ბორკილი,ჩვენ_მარად უდრეკთ.
დრო კი ტაატით მიაბიჯებს,უკან არც იხევს
და მასთან ერთად მდორე დინებას ჩვენც ფეხს ავუდგამთ,
ძველი სავანე წარსულს ჩაბარდა,დრომ გაიყოლა,
ახლა მესამე,რიგით შემდეგი თემა მოვიდა".
By Beren the Bard:D
Edward: It would be more... prudent for you not to be my friend. But I'm tired of trying to stay away from you, Bella.
- Twilight This post has been edited by jozefina on 18 Sep 2009, 10:40