A Song of Ice and Fire ამერიკელი მწერლის ჯორჯ რ.რ. მარტინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის ნოველების სერიაა, რომლის პირველი ტომიც 1996 წელს გამოიცა. წიგნებში მოქმედება ხდება ვესტეროსის და ესოსის კონტინენტებზე, სადაც დრო დაახლოებით ჩვენ შუა სააუკუნეებს შეესაბამება, მაგრამ ზამთარი და ზაფხული წლობით გრძელდება. ნაწარმოებში რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის და ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი სხვებისაგან მომდინარე საფრთხის ზრდა. მარტინის შთაგონების წყაროა ვარდების ომი. წიგნებში მაგია უკანა პლანზეა გადატანილი და ამის სანაცვლოდ ბრძოლები და პოლიტიკური ინტრიგებია წინ წამოწეული.
ამ დროისთვის გამოცემულია 5 ტომი:
- A Game of Thrones 1996
- A Clash of Kings 1999
- A Storm of Swords 2000
- A Feast for Crows 2005
- A Dance with Dragons 2011

დაგეგმილია კიდევ ორი ტომის გამოცემა.
The Winds of Winter
A Dream of Spring
ასევე გამოცემულია სამი პრიქველი Tales of Dunk and Egg. ამ წიგნებში მოქმედება ხდება ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე 100 წლით ადრე.
ლინკები:ხუთივე eBook + Tales of Dunk and Egg]ხუთივე წიგნის PDFხუთივე აუდიობუქიაუდიოწიგნები (რუტრეკერი)
წინა თემაწინა თემის ტოპ მპოსტავებიპ.ს თუ რამე გამომრჩა დაწერეთ.
პ.პ.ს სათაურის თარგმანის უკეთესი ვარიანტი თუ გაქვთ ეგეც დაწერეთ.
This post has been edited by მონრეალ on 18 Aug 2013, 01:10