Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თარგმანში დაკარგულები
, გერ-მანია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 221
წევრი No.: 184477
რეგისტრ.: 7-April 14
#48394811
· 20 Jul 2016, 14:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თვითგანვითარების თემა ყველა იმ 'გერმანისტისთვის', ვისაც ენის დახვეწის სურვილი აქვს.
A1- C1
ვირჩევთ ნებისმიერი სირთულის სასურველ გერმანულენოვან ტექსტს, ვთარგმნით და ვპოსტავთ ჯერ ორიგინალს, შემდეგ კი ჩვენს ნათარგმნს. ამ უკანასკნელს ვსვამთ
აუცილებლად (!)
სპოილერში, რათა სხვა ფორუმელს იმავე ტექსტის თარგმნაში არ შეეშალოს ხელი.
ჩვენთან ყველაფერი ნებაყოფლობითია.
ყველა წევრს შეუძლია, ერთდროულად შემოგვთავაზოს თავისი არჩეული ტექსტი თარგმანითურთ. და თარგმნოს, დააკომენტაროს, რჩევა ან შენიშვნა გასცეს იმ ფორუმელის ნათარგმნზე, რომელზეც მოესურვება.
თემის მთავარი წესია: ყველაფერი ჩვენი.
რასაც ვერ ვთარგმნით, დავტოვებთ იმ ნაწილს და შედარებით მცოდნე თანაფორუმელი დაგვეხმარება
მე ვიწყებ:
Wunder
Wer bin ich? Und wie, frage ich mich, wird diese Geschichte enden?
Die Sonne geht auf, und ich sitze an einem Fenster, das beschlagen ist vom Atem eines vergangenen Lebens. Einen schönen Anblick biete ich heute morgen! Zwei Hemden, eine warme Hose, ein Schal, zweimal um den Hals gewickelt, und hineingesteckt in einen dicken Wollpullover, den meine Tochter mir vor dreißig Jahren zum Geburtstag gestrickt hat. Der Thermostat in meinem Zimmer ist so hoch gestellt wie möglich, und gleich hinter mir befindet sich noch ein kleiner Heizofen. Er knackt und ächzt und speit heiße Luft wie ein Märchendrache, und doch zittert mein Körper noch immer vor Kälte, einer Kälte, die nicht von mir weichen will, einer Kälte, die sich achtzig Jahre lang in mir ausgearbeitet hat. Achtzig Jahre, denke ich so manches Mal, und obwohl ich mich längst mit meinem Alter abgefunden habe, wundert es mich immer noch, daß ich seit dem Tag, da George Bush Präsident wurde, nicht mehr am Steuer eines Autos saß. Ich frage mich, ob es jedem in meinem Alter so ergeht.
Nicholas Saprks - Wie ein einziger Tag
( Als Film "The Notebook")
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სასწაული
ვინ ვარ მე? და როგორ, ვეკითხები ჩემ თავს, დასრულდება ეს ისტორია?
მზე ამოდის. მე კი ვზივარ ფანჯარასთან, რომელიც წარსული ცხოვრების სუნთქვითაა დაორთქლილი. ლამაზი სანახავი ვარ დღეს დილით! ორი პერანგი, თბილი შარვალი, ყელზე ორჯერ შემოხვეული და იმ სქელ პულოვერში ჩატანებული შალი, რომელიც ჩემმა ქალიშვილმა 30 წლის წინ დაბადების დღისთვის მომიქსოვა. ოთახში დაყენებული თერმოსტატი იმდენად მაღალ ტემპერატურაზეა აწეული, რამდენადაც შესაძლებელია, და აქვე ჩემ უკან კიდევ ერთი პატარა გამათბობელი მდებარეობს. ის ტკაცუნებს, ოხრავს და ზღაპრის ურჩხულივით აფრქვევს სიცხეს. ამის მიუხედავად, სხეული ჯერ კიდევ მიკანკალებს სიცივისგან. სიცივისგან, რომელიც არ მცილდება. სიცივისგან, რომელიც 80 წლის მანძილზე გამომუშავდა ჩემში. 80 წელი, ვფიქრობ ზოგჯერ, და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ჩემს ასაკს შევეგუე, ჯერ კიდევ მაოცებს ის ფაქტი, რომ ჯორჯ ბუშის გაპრეზიდენტების დღიდან მოყოლებული აღარ ვმჯდარვარ მანქანის საჭესთან. ჩემ თავს ვეკითხები, ჩემს ასაკში ყველა ამას გადის თუ არა.
ნაწყვეტი ნიკოლას სპარკსის რომანის, "როგორც ერთადერთი დღე"-ს მიხედვით.
<ცნობილია მისი ფილმ-ვერსია "The Notebook">
This post has been edited by
Hannah_
on 20 Jul 2016, 15:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23546
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13
#48394978
· 20 Jul 2016, 15:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავფიქისირდე
ძალიან მაგარი თემაა! წარმატებები!
დღეს ჩამოვედი ბათუმში და 5 დღე არ მეცლება სამწუხაროდ.მერე შემოგიერთდებით
--------------------
მაკონდოში წვიმს
.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Likri
Crazy Member
ჯგუფი: Members
Likri
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2627
წევრი No.: 221111
რეგისტრ.: 8-July 16
#48395047
· 20 Jul 2016, 15:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უმაგრესი თემაა,ვფიქსირდები მეც <3
Hannah_
თავად თარგმნე ეს ტექსტი,ხო? ვინ რა შენიშვნა უნდა მოგცეს,მშვენიერია <3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 221
წევრი No.: 184477
რეგისტრ.: 7-April 14
#48395166
· 20 Jul 2016, 15:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
marimari11
ნებისმიერ დროს.
Likri
გმადლობ.
კი, რა თქმა უნდა. მთლიანად ჩემი თარგმანია. სპეციალურად ამ თემისთვის ვთარგმნე. მოვრჩი თუ არა, თემაც გავხსენი.
თემის მთავარი წესია: ყველაფერი ჩვენი.
რასაც ვერ ვთარგმნით, დავტოვებთ იმ ნაწილს და შედარებით მცოდნე თანაფორუმელი დაგვეხმარება.
ეს კარგი გამახსენე. 'წესებში' ჩავამატე.
This post has been edited by
Hannah_
on 20 Jul 2016, 15:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Likri
Crazy Member
ჯგუფი: Members
Likri
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2627
წევრი No.: 221111
რეგისტრ.: 8-July 16
#48395402
· 20 Jul 2016, 16:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hannah_
ძალიან კარგი :*
ქალაქში არ ვარ,მაგრამ მოვიძიებ აქ ინტერნეტში რამეებს და ავტვირთავ ,აი,მარიც შემმოგვიერთდება თან
რამდენი ხანია რაც სწავლობ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 221
წევრი No.: 184477
რეგისტრ.: 7-April 14
#48395673
· 20 Jul 2016, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Likri
რაც მალე ჩაერთვებით, მით უფრო მალე გამახარებთ.
QUOTE
რამდენი ხანია რაც სწავლობ?
რაც თავი მახსოვს. :დ დაბალი კლასებიდან. თუმცა ჩავარდნებით. თავისი დავიწყება-აღდგენებით. დღემდე არ მომწონს ჩემი გერმანულის დონე. ამ ხნის განმავლობაში, წყალივით უნდა ვფლობდე. მაგრამ სადაა წყალი და კარგი ცხოვრება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Likri
Crazy Member
ჯგუფი: Members
Likri
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2627
წევრი No.: 221111
რეგისტრ.: 8-July 16
#48395837
· 20 Jul 2016, 16:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hannah_
ძალიან კარგად მესმის შენი,მეც რაც თავი მახსოვს,სულ ვსწავლობ,სკოლის პერიოდიდან,დღემდე ,..უნივერსიტეტში არ ვსწავლობ,ავირჩიე,მაგრამ რომ დავესწარი,ეგრევე გადავირჩიე,მინუსი აქვს ამ ენას -ინგლისურისგან განსხვავებით,ადვილად გავიწყდება ადამიანს.მე კიდე მაგის უფლებას არ ვაძლევ თავს,არაა ადვილი ენა და არ მინდა ამდენი ნაშრომ-ნაწვალები სიზარმაცის გამო დავიკიდო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Hannah_
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 221
წევრი No.: 184477
რეგისტრ.: 7-April 14
#48395970
· 20 Jul 2016, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Likri
არც შეეშვა. დასანანი იქნება, ამდენი შრომის შემდეგ თუ მიატოვებ.
ვფიქრობ, ეს თემა ხელს შეგვიწყობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
menina55
Super Member
ჯგუფი: Registered
menina55
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 376
წევრი No.: 221118
რეგისტრ.: 9-July 16
#48396615
· 20 Jul 2016, 18:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხო ფილმები სად ვნახო გერმნულად?
ვერსად ვერ პოულობ ...
აი ჩვენთან როგორი საიტებიც არის ფილმებისთვის ეგეთი არ არსებობს დავიჯერო იქ!??
:დდ იმდენი ვეძებე დ. ვერ ვიპოვე
--------
პ.ს კარგი თემაა , მეტად საინტერესო იქნება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23546
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13
#48396791
· 20 Jul 2016, 18:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
menina55
kinox.to
ნახე აბა ეს თუ იხსნება ადრე მანდ ვუყურებდი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
menina55
Super Member
ჯგუფი: Registered
menina55
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 376
წევრი No.: 221118
რეგისტრ.: 9-July 16
#48396994
· 20 Jul 2016, 19:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვნახე კარგია მადლობააააა დიდი !
საერთოდ არაფერი არ მესმის რა სისწრაფით ბურტყუნებენ..:/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sangria808
Super Member
ჯგუფი: Registered
sangria808
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 377
წევრი No.: 139417
რეგისტრ.: 24-November 11
#48397045
· 20 Jul 2016, 19:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგი თემაა: )
ორი დღე არ მეცლება, მერე კი მეც მოვძებნი რამეს და ვთარგმნი.
* * *
Hannah_
....................................................... Sehr schön !
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MeBeforeYou
Crazy Member
ჯგუფი: Registered
MeBeforeYou
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1900
წევრი No.: 220560
რეგისტრ.: 23-June 16
#48398919
· 20 Jul 2016, 23:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://vocaroo.com/i/s15sIo8NT1vC
--------------------
After You ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ქაფქიანა
I still have a soul
ჯგუფი: Members
ქაფქიანა
I still have a soul
ჯგუფი: Members
წერილები: 39580
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08
#48401402
· 21 Jul 2016, 11:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hannah_
გერმანულის არაფერი გამეგება, უბრალოდ წინადადებების წყობას და ლექსიკას, სინტაქსს და ფრაზეოლოგიას უფრო გადმოვაქართულებ, თქვენი ნებართვით:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სასწაული
ვინ ვარ მე და როგორ დასრულდება ეს ისტორია? ვეკითხები ჩემს თავს.
მზე ამოდის. მე კი ფანჯარასთან ვზივარ, რომელიც წარსული ცხოვრების სუნთქვითაა დაორთქლილი. ამ დილისთვის მართლაც რომ ლამაზი სანახავი ვარ! ორი პერანგი, თბილი შარვალი, ყელზე ორჯერ შემოხვეული და ჩემი ქალიშვილის მიერ 30 წლის წინ დაბადების დღისთვის მოქსოვილ, სქელ პულოვერში ჩატანებული შალი. ოთახში დაყენებული თერმოსტატი მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზეა აწეული და აქვე ჩემს უკან კიდევ ერთი პატარა გამათბობელია. გამათბობელი ტკაცუნებს, ოხრავს და ზღაპრის ურჩხულივით აფრქვევს სიცხეს. თუმცა სიცივისგან მაინც მაკანკალებს. სიცივე არ მცილდება. სიცივე, რომელიც 80 წლის მანძილზე გამომუშავდებოდა ჩემში. 80 წელი! ვფიქრობ ზოგჯერ და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ჩემს ასაკს შევეგუე; ჯერ კიდევ მაოცებს ის ფაქტი, რომ ჯორჯ ბუშის გაპრეზიდენტების დღიდან მოყოლებული აღარ ვმჯდარვარ მანქანის საჭესთან. თავს ვეკითხები, ჩემს ასაკში ყველა ამას გადის თუ არა.
This post has been edited by
ქაფქიანა
on 21 Jul 2016, 11:02
--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MeBeforeYou
Crazy Member
ჯგუფი: Registered
MeBeforeYou
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1900
წევრი No.: 220560
რეგისტრ.: 23-June 16
#48419532
· 23 Jul 2016, 17:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხნო, დახმარება მჭირდება.
კი ვთარგმნე , მაგრამ ლექსიკონი არ მაქვს და ვერ ვასწორებ რაღაც-რაღაც დეტალებს.
ონლაინ ლექსიკონი მინდა კარგი თუ გაქვთ რამე ნაცადი.
მხატვრული ლიტერატურის თარგმნა იმაზე რთული ყოფილა ვიდრე მეგონა , თან საკმაოდ რთულ ნაწარმოებს შევჭიდებივარ და სხვა დროს რამე შედარებით მარტივს ვცდი.
ერთია სიტუვებია ცოდნა და მეორე კონტექსტში ჩასმა .
თან ამ ენაში ყველა სიტყვას ათი მნიშვნელობა აქვს რა უბედურებაა ეს :@
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0661 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.