
ახალი წლის მოახლოება უამრავი სიახლით არის დატვირთული, წლის ბოლოს ქვეყნდება წლის წარმატებული კომპანიები. გამონაკლისი არც საქართველოა და გამოქვეყნდა მომხმარებლის შეფასების მიხედვით ათი საუკეთესო რესტორანი.
INFOS.GE - არის ვებ-გვერდი სადაც განთავსებულია უამრავი კომპანია საქართველოს მასშტაბით, საიტზე განთავსებულია ყველა წარმატებული კომპანია რესტორნების, კაფე-ბარების და ღამის კლუბების კატეგორიაში. სწორედ ამ საიტმა გამოაქვეყნა მომხმარებლის შეფასების მიხედვით ათი საუკეთესო ადგილი რომელსაც მომხმარებელი ყველაზე მეტ ქულას ანიჭებს.
საუკეთესო ათეული:
10.
HB სამეფო კარის ლუდიმხოლოდ აქ შეგიძლიათ მიირთვათ გერმანული ლუდი Hofbräu - ოქტობერფესტის ლუდის სიმბოლო!
9.
ფუნიკულიორი „ჩელა“ხორცის რესტორანი „ჩელა“ ფრანგული Brasserie-ს ქართული ანალოგია. ეს საუკეთესო ადგილია სასადილოდ და სავახშმოდ მათთვის, ვისაც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სურს დასვენება. „ჩელაში“ წარმოდგენილია ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები.
8.
ჭაშნაგირიმაღალი კლასის რესტორანი, საუცხოომო მომსახურებითა და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით.
7.
ფაეტონიგამორჩეული და განსხვავებული მომსახურება, გასართობი პროგრამა ანსამბლი „ფაეტონი“-ს შესრულებით. კერძები მზადდება მაღალკვალიფიციური მზარეულების მიერ, რომელთა შეფი მრავალი ჯილდოს მფლობელი თენგიზ ჩიღვინიძეა.
6.
ოქროყანა კოლხეთიოქროყანაში განთავსებული კოლხეთის რესტორანი გამორჩეულია თავისი ხედით და გემრიელი კერძებით.
5.
მონოპოლისაუკეთესო ადგილი თქვენი განსაკუთრებული ღონისძიებებისათვის!
უკიდეგანო სივრცე ,უგემრიელესი კერძები, საუკეთესო მუსიკა,მხიარული მყუდრო და თბილი გარემო.
მხოლოდ მონოპოლში!
4.
ბარაკონირესტორანი ბარაკონი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, დარბაზების სიმრავლითა და მრავალფეროვანი მენიუთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, გემოვნებით შერჩეული სადღესასწაულო გაფორმებით, სასიამოვნო ცოცხალი მუსიკით, მოსახერხებელი ავტოსადგომით და რა თქმა უნდა უგემრიელესი კერძებით.
3.
ქართული სახლიპირველი HIGH კლასის რესტორანი საქართველოში.
2.
თავადურიქართულ-ევროპული სამზარეულო, გამორჩეული ინტერიერით და ულამაზესი ხედით. რესტორანი თავადური დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისის მცხოვრებლებში და INFOS.GE -ს მომხმარებელში.
1.
ფუნიკულიორიკლასიკურ ქართულ კერძებზე ორიენტირებული, საკუთარი შეფ-მზარეულების კრეატიულობის წყალობით, სტუმრებს ოდნავ მოდიფიცირებული, ახალი ინგრედიენტებით შეზავებული კერძებით უმასპინძლდება.
საუკეთესო ათეული შეფასების მიხედვით:
ადგილი დასახელება შეფასება
1 ფუნიკულიორი 9,20
2 თავადური 9,11
3 ქართული სახლი 8,92
4 ბარაკონი 8,70
5 მონოპოლი 8,59
6 ოქროყანა კოლხეთი 8,42
7 ფაეტონი 8,40
8 ჭაშნაგირი 8,32
9 ფუნიკულიორი "ჩელა" 8,24
10 HB სამეფო კარის ლუდი 8,15
INFOS.GE - ზე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეაფასონ კომპანიები,ასევე გახდნენ მათთვის სასურველი კომპანიის მიმდევარი. ნახონ მენიუ და პირდაპირ დაიანგარიშონ მათთვის სასურველი მენიუ. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს სტუმრების რაოდენობა ხოლო ვებ-გვერდი დაითვლის ერთ ადამიანის ღირებულებას და დაუმატებს რესტორნის პროცენტს.
სასტუმროების შემთხვევაში კი შესაძლებელია მათთვის სასურველი სასტუმროს ნომრის ონლაინ დაჯავშნა. ამ ეტაპზე ხდება სასტუმროებთან მოლაპარაკება და სასტუმროების ვებ-გვერდზე განთავსება.