მოგესალმებით რიგით XXXI თემით
აქ ვისაუბრებთ გადამზიდავ კომპანიებზე. გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას ამა თუ იმ გადამზიდ კომპანიებთან თანამშრომლობის, განვიხილავთ პრობლემებს, გადამზიდავ კომპანიების დადებით და უარყოფით მხარეებს და ა.შ.
დაუშვებელია:
1) Offtopic. ნებისმიერი სხვა შინაარსის პრობლემისთვის (მაგ: "აუ ზომა რომელი უნდა გამოვიწერო" ან "ამ საიტზე გადის ჩვენი ბარათები?" და სხვ)
2) რომელიმე გადამზიდის თუ პროდუქტის (მაგ. პლასტიკური ბარათის) გამიზნული რეკლამა ან გამიზნული ანტირეკლამა საკუთარი/კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლების მიერ. (ამაში არ იგულისხმება კმაყოფილი მომხმარებლის მიერ შექება ან უკმაყოფილო მომხმარებლების მიერ ცუდი გამოცდილების გაზიარება.)
3) სხვა დანარჩენი (მაგ. უცენზურო ლექსიკა) ფორუმის ზოგადი წესების მიხედვით.
წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
FAQ / ხ.დ.კ (ხშირად დასმული კითხვები) (პოსტი განახლებადია და პერიოდულად ემატება ახალი ინფორმაცია)
1) რომელ გადამზიდავებს ჩამოაქვთ რეალური წონით ამერიკიდან?Inex, USShop, Getit, Mixshop, ox.ge
მაგრამ ავტომობილის ბამპერს მაინც მოცულობით თვლიან.
2) რომელია ყველაზე სწრაფი გადამზიდავი ამერიკიდან?დღესდღეისობით ყველამ შეიძლება დააგვიანოს რეისი და გაცემა.
3) რომელია ყველაზე იაფი გადამზიდავი ამერიკიდან?Barami. აგრეთვე აქვს საზღვაო გადაზიდვა განსაკუთრებით მძიმე ამანათებისთვის.
4) რომელ გადამზიდავს ჩამოაქვს სითხეები (ფლაკონები) ამერიკიდან?USShop და მალეო
5) რომელ გადამზიდავებს აქვთ საბაჟო დეკლარაციის შევსება უფასოდ?Amanati.ge ოღონდ გატანის წინა დღეს ფეისბუქზე უნდა მიწეროთ ან დარეკოთ და რიგში ჩაეწეროთ.
MovEasy
6) რომელი კომპანიით შეიძლება გამოწერილი ამანათის უკან დაბრუნება ამაზონზე/იბეიზე?Boxette საბურთალოზე. აგრეთვე ბევრ ქვეყანაში ყველაზე იაფად აგზავნიან ამანათებს და 2 კვირის ვადაში ჩადის.
7) რომელ გადამზიდავებს ჩამოაქვთ ევროპიდან და აზიიდან?ბრიტანეთი - ინექსი, getit.ge, Camex, Onex, Kiwipost, postage.ge.
ოღონდ კამექსით და ონექსით არ გამოიწეროთ ბრიტანეთიდან ტელეფონები და ნოუთბუქები, აკრძალული ყოფილა იმიტომ რომ ბატარეას შეიცავს! ელემენტის გარეშეც გამოწერაც სარისკოა, ავტომატური გადაფუთვისას ნახულობენ რომ ტელეფონია!
გერმანია - ინექსი, Camex, Onex, sendex.ge.
ონექსით ბატარეიანი ტექნიკის გამოწერა აკრძალულია!
იტალია - ინექსი, მალეო
საბერძნეთი - ინექსი, მალეო, Kiwipost, meko.ge
პოლონეთი - მალეო, meko.ge
ესპანეთი - meko.ge
უკრაინა - meko.ge, EMGeorgia
კვიპროსი - ინექსი
თურქეთი - ინექსი, მალეო, Camex, moveasy, SpaceCargo, Kiwipost, meko.ge, Sanex, Turkey2Georgia (=USA2Georgia)
დუბაი - getit.ge, SpaceCargo
ჰონკონგი - SpaceCargo
ჩინეთი სახმელეთო/საზღვაო - ინექსი, Linex, Sanex, Silkpost
ჩინეთი საჰაერო - ინექსი, Camex (მხოლოდ კომერციული ტვირთები), Amanati.ge, getit.ge, Onex, moveasy, SpaceCargo, Kiwipost, meko.ge, Linex, Sanex, China2Georgia (=USA2GEORGIA)
ალიჯორჯია, ფორსა-ექსპრესი, თრექნდექსი, ჯიენ ექსპრესი, აიამანათი, გიო-გრუპი, შენი ამანათი, ექსპრეს-გრუპი, სთარლინგი, რევესტა, ფოსთვეი, ემიგრანტ-კარგო, ჩაინა2მი, პერსონალური-ფოსტა, კარგო-ვაიზი, ვიჯეთი, უს-დელივერი, გლობალ-ფოსტი, მაიდელივერი, იზიპოსტი, სიმპლ-პოსტი, როიალ-ფოსტი, ემჯიელი, ტრანსპორტერი, ტაობაო.ჯი
8) რომელი გადამზიდავები თვითნებურად ამცირებენ ზომაში ამანათებს ან ავტომატური გადაფუთვა აქვთ? ინექსის, კამექსის, USShop და მალეოს ამერიკის საწყობში თვითნებური ზომაში შემცირება ხდება, კერძოდ საფოსტო ყუთებიდან იღებენ ორიგინალ პროდუქტის ყუთებს და ისე დაუცველად აგზავნიან და შეიძლება დაზიანებული ჩამოვიდეს ორიგინალი ყუთი.
ონექსის დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საწყობებში ავტომატურად ამცირებენ ამანათებს და გადაფუთვას უკეთებენ ცელოფნებში.
9) რომელ კომპანიების მისამართებით გამოწერის დროსაა შეკვეთის გაუქმების რისკი?ქართველმა თაღლითებმა ამერიკაში სახელი გაითქვეს. ისინი აქტიურად იყენებენ USA2Georgia-ს, ინექსის და კამექსის ამერიკულ მისამართებს და შესაბამისად ეს კომპანიები ამერიკულ ფორუმებზე ცნობილია როგორც თაღლითური კომპანიები. ამიტომაც eBay-ზე არაა რეკომენდებული ამ კომპანიების ამერიკული მისამართებით სარგებლობა ძვირადღირებული ($50-ზე მეტი)/რარიტეტული ნივთის გამოსაწერად, რადგან არც ისე პატარა შანსია რომ გამყიდველმა მისამართი გადაამოწმოს და გააუქმოს შეკვეთა რადგან თაღლითი ეგონოთ, ან საერთოდ ქვები გამოგიგზავნოთ რეალური ნივთის მაგივრად.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
10) რომელ კომპანიები ვერ დაიკვეხნიან მომხმარებლებთან კომუნიკაციით ან მომსახურების მაღალი დონით?USA2GEORGIA-სთან თუ რამე პრობლემა შეგექმნებათ, ჩათში და მეილზე ბოტი გპასუხობს და რეალურ ადამიანთან დაკავშირება ჭირს. აგრეთვე მენეჯერს პირადად ვერცერთ ფილიალში ვერ ნახავთ. ძალიან თუ შეაწუხეთ პრეტენზიებით, შეიძლება დაგბლოკონ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:
Usa2Georgia-ს წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოშიhttps://www.facebook.com/groups/686335306447652ინექსს მართალია ბევრ ქვეყანაში აქვს საწყობები და საქართველოს ყველა რეგიონში ფილიალები და მიტანის სერვისი, მაგრამ მაგრამ მომსახურების მაღალი დონით ვერ დაიკვეხნის თუ რამე პრობლემა შეიქმნა ამანათზე, იშვიათად მაგრამ მაინც. თუ ამანათი საბაჟოზე გაჩერდა, ინვოისის გადაგზავნა და ამანათის დროზე გამოტანა ავიწყდებათ და ფიზიკურად გიწევს მისვლა ლასარეში მებაჟეებთან საქმის გასარკვევად. ამანათი თუ სხვას აესახა, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ კლიენტის საჩივარს და ხალხი ჩივის რომ უცხო ადამიანს გაატანეს ამანათები. აგრეთვე ფილიალებში კილომეტრიანი რიგები დგება იმიტომ რომ ერთი და იგივე ოპერატორები ემსახურებიან ონლაინ-გამომწერებს რაც გაგზავნაზე მისულ ხალხს და პენსიონერებს ევროპიდან პერსონალურ გზავნილებზე. გაგზავნა და პენსიონერებზე პირადი გზავნილის გაცემა ძალიან დიდ დროს მოითხოვს, შესაბამისად ონლაინ-გამომწერებს ამანათის გასატანად საათები უწევთ რიგში დგომა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://www.facebook.com/groups/84767704294284111) რატომ აღარ არის თემაში პოლი წინა თემებისგან განსხვავებით?არის ეჭვები რომ წინა თემებში ადგილი ქონდა ბიულეტენების ჩაყრას და USA2GEORGIA-ს და ინექსის შედეგების გაყალბებას ბოტებით რათა გაბერილი ხმებით მომხმარებლები შეცდომაში შეეყვანათ და ეფიქრათ რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამიტომაც ფორუმის ადმინისტრაცია და ამ თემის აქტიური იუზერები
შეთანხმდნენ რომ აზრი აღარ ქონდა პოლს რადგან რეალობას არ ასახავდა.
This post has been edited by EVGA on 4 Dec 2025, 11:40