დიდი ტრიუმფიდან დღემდე2010 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჟოზე მაურინიო აუცილებლად წავიდოდა "რეალში". მასიმო მორატი და მისი დამქაშები რამდენიმე კანდიდატურას (ფაბიო კაპელო, სინიშა მიხაილოვიჩი, როი ჰოჯსონი და სხვა) განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ესპანელ რაფაელ ბენიტესზე შეაჩერეს, რომელიც "ინტერში" მისვლამდე ასევე ინგლისში, კერძოდ კი "ლივერპულში" მოღვაწეობდა.
რაფას სადებიუტო შეხვედრები ამხანაგური მარჩები გამოდგა, სადაც ესპანელის დამოძღვრილმა გუნდმა ამერიკულ ტურნეზე რამდენიმე მატჩი მოიგო და ერთიც წააგო. შემდეგ იყო იტალიის სუპერთასის მატჩი "რომასთან", სადაც მილანელებმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარეს დედაქალაქელებს და გასული სეზონის ტრიუმფს მეოთხე ტიტული მიამატეს. სამაგიეროდ, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი დაუდგათ ნერიაძურის მონაკოში, ლუი II-ს სახელობის სტადიონზე, სადაც ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ლომბარდიელები უძლურნი აღმოჩნდნენ მადრიდის "ატლეტიკოსთან" და მატჩი 0:2-ზე დათმეს.
2010 წლის 18 დეკემბერს გახდა გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ფინალში აფრიკულ გუნდს მაზემბეს მოუგო 3-0 (პანდევი, ეტოო, ბიაბიანი). ეს თამაში აღმოჩნდა უკანასკნელი რაფაელ ბენიტესისთვის ეს თამაში უკანასკნელი აღმოჩნდა რაფაელ ბენიტესისთვის, მიუხედავად მსოფლიო თასის მოგებისა, გუნდის მფლობელმა მასიმო მორატიმ ესპანელი სპეციალისტის მიერ ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და მას კარისკენ მიუთითა.
22 დეკემბერს ინტერის მთავარ მწვრთნელად წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ექს–მილანელი (წინა სეზონი იგი ინტერის კონკურენტ მილანს წრთვნიდა)ლეონარდო დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ინტერმა სატურნირო ცსრილის სათავეში აიწია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას დაუბრუნდა, თუმცა 2010-11 წლების სეზონში საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
ჩემპიონთა ლიგაზე ლეონარდოს გაწრთვნილმა ინტერმა მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის ბარიერი გადალახა (0-1 ; 3-2), მაგრამ მეოთხედფინალში შალკესთან სენსაციურად დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
სეზონის ბოლოს ინტერნაციონალემ მაინც შეძლო ტიტულის მოგება. 29 მაისს რომის "ოლიმპიკო"-ზე გუნდის უბერებელმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ თავს ზემოთ იტალიის თასი აღმართა, რომელიც ინტერის ისტორიაში მეშვიდე იყო. ფინალში მილანელებმა პალერმო დაამარცხეს ანგარიშით 3-1 (ეტო'ო, ეტო'ო, მილიტო)
ამავე სეზონში, სამუელ ეტო’ო–მ პირადი რეკორდი დაამყარა კამერუნელმა ინტერის მაისურით 2010-11 სეზონში 38 გოლი გაიტანა.
ინტერი 3-1 პალერმო 29,05,2011 (მიმოხილვა)ინტერის დაჯილდოვება – იტალიის თასი 2010-11 შემადგენლობამეკარეებიმცველებინახევარმცველებითავდამსხმელებიგანათხოვრებული ფეხბურთელებივიდ ბელეჩი (კროტონე) --- სლოვ---მეკ
ენრიკო ალფონსო (მოდენა)---იტ---მეკ
ლუკა კალდიროლა (ვიტესი)---იტ---მცვ
ჯულიო დონატი (ლეჩე)---იტ---მცვ
ლუკა სილიგარდი (ბოლონია)---იტ---ნახ
ჯანლუკა ლიტერი სალერნიტანა)---იტ---ნახ
ალბერტო ჯერბო (ტრიესტინა)---იტ---ნახ
აიმარ ნაპოლი (კროტონე)---იტ---თავ
ვიქტორ ობინა (ვესტ ჰემი)---ნიგ---თავ
სამუელე ბარეტა (პავია)---იტ---თავ
რიკარდო ბოკალონი (პორტუგრუარუ)---იტ---თავ
მატეა დესტრო (ჯენოა)---იტ---თავ
გორან პანდევი (ნაპოლი)---მაკ---თავ
საკლუბო რეკორდებიყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ინტერის მაისურით
ჯუზეპე ბერგომი - 758
ხავიერ ძანეტი - 752
ჯაჩინტო ფაკეტი - 634
სანდრო მაცოლა - 565
ჯუზეპე ბარეზი - 559
მარიო კორსო - 502
ვალტერ ძენგა - 473
ტარჩიზიო ბურგნიჩი - 467
ალესანდრო ალტობელი - 466
რიკარდო ფერი - 418
ყველაზე მეტი გოლი ინტერის მაისურით
ჯუზეპე მეაცა - 288
ალესანდრო ალტობელი - 209
რობერტო ბონინსენია - 171
ლუიჯი ჩევერინი - 158
სანდრო მაცოლა - 158
ბენიტო ლორენცი - 143
იშტვან ნიერსი - 133
კრისტიან ვიერი - 123
ერმანო აები - 106
მარიო კორსო - 94
საუკეთესო ბომბარდირი (სერიაА): ჯუზეპე მეაცა —— 197
საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში: ლუიჯი ჩევენინი —- 37 (1913-14)
ყველაზე მეტი მატჩი სერია А-ში: ხავიერ ძანეტი —— 539
სერია A-ში მატჩები
ხავიერ ძანეტი - 539
ჯუზეპე ბერგომი - 519
ჯაჩინტო ფაკეტი - 476
სანდრო მაცოლა - 418
მარიო კორსო - 414
ჯუზეპე ბარეზი - 392
ჯუზეპე მეაცა - 365
ტარჩიზიო ბურგნიჩი - 359
ვალტერ ძენგა - 328
ალესანდრო ალტობელი - 317
იტალიის თასზე მატჩები
ჯუზეპე ბერგომი - 122
ჯუზეპე ბარეზი - 94
ჯაჩინტო ფაკეტი - 85
ალესანდრო ალტობელი - 80
სანდრო მაცოლა - 80
ჯამპიერო მარინი - 77
ვალტერ ძენგა - 74
ხავიერ ძანეტი - 70
გაბრიელე ორიალი - 70
გრაციანო ბინი - 66
რიკარდო ფერი - 66
ევროთასებზე მატჩები
ხავიერ ძანეტი - 143
ჯუზეპე ბერგომი - 117
ივან კორდობა - 94
ჯუზეპე ბარეზი - 73
ჯაჩინტო ფაკეტი - 73
ვალტერ ძენგა - 71
ალესანდრო ალტობელი - 69
სანდრო მაცოლა - 67
მარკო მატერაცი - 62
რიკარდო ფერი - 62
ტარჩიზიო ბურგნიჩი - 61
სერია A-ში გოლები
ჯუზეპე მეაცა - 247
ლუიჯი ჩევერინი - 158
ბენიტო ლორენცი - 138
იშტვან ნიერსი - 133
ალესანდრო ალტობელი - 128
სანდრო მაცოლა - 116
რობერტო ბონინსენია - 113
ერმანო აები - 106
კრისტიან ვიერი - 103
ატილიო დემარია - 76
იტალიის თასზე გოლები
ალესანდრო ალტობელი - 46
რობერტო ბონინსენია - 36
სანდრო მაცოლა - 24
ხულიო რიკარდო კრუზი - 13
ჯუზეპე მეაცა - 12
ედვინგ ფირმანი - 11
ჯაჩინტო ფაკეტი - 10
ალდო სერენა - 10
ობაფემი მარტინსი - 9
მარიო კორსო - 9
ევროთასებზე გოლები
ალესანდრო ალტობელი - 35
ჯუზეპე მეაცა - 29
ბობერტო ბონინსენია - 22
ადრიანო - 18
სანდრო მაცოლა - 18
ხულიო რიკარდო კრუზი - 13
ალვარო რეკობა - 13
ობაფემი მარტინსი - 12
ჟაირი - 12
ალდო სერენა - 12
*-მოქმედი ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები მოცემულია 2011 წლის 24 ივლისის მდგომარეობით.
სატიტულო სპონსორებიInno-Hit (1981–1982)
Misura (1982–1991)
FitGar (1991–1992)
Fiorucci (1992–1995)
Pirelli (1995–დღემდე)
შემმოსველნიPuma (1979–1982)
Mec Sport (1982–1986)
Le Coq Sportif (1986–1988)
Uhlsport (1988–1991)
Umbro (1991–1998)
Nike (1998–დღემდე)
ინტერის ლოგოს სახეცვლილებაინტერის ყველა მწრთვნელივირჯილიო ფოსატი-------------იტ-------------1909–1915
ნინო რესეგოტი------------------იტ-------------1919
ფრანჩესკო მაურო---------------იტ-------------1919–1920
ბობ სპოტიშვუდი---------------ინგ-------------1922–1924
პაოლო შიდლერი---------------იტ-------------1924–1926
არპად ვაიში---------------------უნგ-------------1926–1928
იოზეფ ვიოლა-------------------უნგ-------------1928–1929
არპად ვაიში---------------------უნგ-------------1929–1931
იშტვან ტოტი--------------------უნგ-------------1931–1932
არპად ვაიში---------------------უნგ-------------1932–1934
გუილა ფელდმანი--------------უნგ-------------1934–1936
ალბინო კარარო-----------------იტ-------------1936
არმანდო კასტელაცი------------იტ-------------1936–1938
ტონი კარნიელი-----------------ავს-------------1938–1940
ჯუზეპე პერუჩეტი--------------იტ-------------1940
იტალო ძამბერლეტი------------იტ-------------1941
ივო ფიორენტინი----------------იტ-------------1941–1942
ჯოვანი ფერარი------------------იტ-------------1942–1945
კარლო კარსანო------------------იტ-------------1945–1946
ნინო ნუტრიციო-----------------იტ-------------1946
ჯუზეპე მეაცა--------------------იტ-------------1947–1948
კარლო კარსანო-----------------იტ-------------1948
დეი ესთლი--------------------უელ-------------1948
ჯულიო კაპელი----------------იტ-------------1949–1950
ალდო ოლივიერი--------------იტ-------------1950–1952
ალფრედო ფონი----------------იტ-------------1952–1955
ალდო კამპატელი--------------იტ-------------1955
ჯუზეპე მეაცა------------------იტ-------------1955–1956
ანიბალე ფროზი---------------იტ-------------1956
ლუიჯი ფერერო---------------იტ-------------1957
ჯუზეპე მეაცა------------------იტ-------------1957
ჯესი კერვერი------------------ინგ-------------1957–1958
ჯუზეპე ბიგონიო--------------იტ-------------1958
ალდო კამპატელი-------------იტ-------------1959–1960
კამილო აკილი----------------იტ-------------1960
ჯულიო კაპელი---------------იტ-------------1960
ელენიო ერერა ---------------არგ-------------1960–1968
ალფრედო ფონი--------------იტ-------------1968–1969
ერიბერტო ერერა ------------პარ-------------1969–1971
ჯოვანი ინვერნიცი------------იტ-------------1971–1973
ენეა მასიერო-------------------იტ-------------1973
ელენიო ერერა----------------არგ-------------1973
ენეა მასიერო -----------------იტ-------------1974
ლუის სუარესი---------------ესპ-------------1974–1975
ჯუზეპე კიაპელა-------------იტ-------------1976–1977
ეუჯენიო ბერსელინი--------იტ-------------1977–1982
რინო მარკეზი----------------იტ-------------1982–1983
ლუიჯი რადიჩე--------------იტ-------------1983–1984
ილარიო კასტანიერი---------იტ-------------1984–1986
მარიო კორსო-----------------იტ-------------1986
ჯოვანი ტრაპატონი----------იტ-------------1986–1991
კორადო ორისო--------------იტ-------------1991
ლუის სუარესი---------------ესპ-------------1992
ოსვალდო ბანიოლი----------იტ-------------1992–1994
ჯამპიერო მარინი-------------იტ-------------1994
ოტავიო ბიანკი----------------იტ-------------1994–1995
ლუის სუარესი----------------ესპ-------------1995
როი ჰოჯსონი-----------------ინგ-------------1995–1997
ლუჩანო კასტელინი----------იტ-------------1997
ლუიჯი სიმონი---------------იტ-------------1997–1998
მირჩა ლუჩესკუ--------------რუმ-------------1999
ლუჩანო კასტელინი----------იტ-------------1999
როი ჰოჯსონი-----------------ინგ-------------1999
მარჩელო ლიპი ---------------იტ-------------1999–2000
მარკო ტარდელი--------------იტ-------------2000–2001
ექტორ რაულ კუპერი -------არგ-------------2001–2003
კორადო ვერდელი------------იტ-------------2003
ალბერტო ძაკერონი-----------იტ-------------2003–2004
რობერტო მანჩინი-------------იტ-------------2004–2008
ჟოზე მაურინიო--------------პორტ------------2008–2010
რაფაელ ბენიტესი -----------ესპ---------------2010-2010
ლეონარდო -----------------ბრაზ---------------2010-2011
ჯან პიერო გასპარინი -------იტ-----------------2011-
ინტერის პირველი მწვრთნელი - ვირჯილიო ფოსატი (ასევე პირველი კაპიტანი და პირველი იტალიელი გამოძახებული იტალიის ნაკრებში)
ინტერის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი - ელენიო ერერა
ინტერის წარმატებული მწვრთნელები:
ჯოვანი ტრაპატონი
რობერტო მანჩინი
ჯოზე მოურინიო
ლეონარდო
გასპერინი
ინტერის ცნობილი გულშემატკივრებიანდრეა ბოჩელი - იტალიელი საოპერო მომღერალი
ჯონი დორელი - იტალიელი მომღერალი
ადრიანო ჩელენტანო - იტალიელი მომღერალი და მსახიობი
მინა მაძინი - იტალიელი მომღერალი
ბრიჯიტ ნილსენი - ამერიკელი მსახიობი
ვალენტინო როსი - იტალიელი მოტო-მრბოლელი
ვასკო როსი - იტალიელი მომღერალი
გაბრიელ სალვატორესი - იტალიელი მსახიობი და რეჟისორი
ჯორჯო არმანი - იტალიელი დიზაინერი
ჟიზელ ბიუნდჰენი - ბრაზილიელი მოდელი
ალისა ჯეინ მილანო - ამერიკელი ყოფილი მომღერალი და ამჟამად მსახიობი
ელიზაბეტა კანალისი - იტალიელი მოდელი (კრისტიან ვიერის ყოფილი მეგობარი გოგონა)
პაოლა და ქიარა – იტალიელ მომღერალთა ჯგუფი
კეტი პერი - მომღერალი (პოპვარსკვლავი)
მონიკა ბელუჩი - იტალიელი მსახიობი და მოდელი
ადრიანა ლიმა - ბრაზილიელი მოდელი
გულშემატკივრების სურათები inter.fanebi.comგულშემატკივრების სურათები interfc.it * * *
ინტერის სტადიონიინტერის” საშინაო არენა მილანის სან-სორის რაიონში მდებარე სტადიონია, რომელიც ჯუზეპე მეაცას სახელობისაა.
“ინტერსა” და “მილანს” ერთი სტადიონის გაყოფა უწევდათ და ახლაც ასე უწევთ. თუმცა, ერთი პერიოდი ნერიაძური ქალაქის განაპირას მდებარე მცირე ტევადობის არენაზე თამაშობდა, რომელიც საკმაოდ ძველი – ნაპოლეონის დროიდნელი იყო. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ადგილას ახლა ოდნავ გაუმჯობესებული სტადიონისმაგვარი ნაგებობა დგას, სადაც სერია D-ს მატჩები იმართება. მანამდე კი, 1926 წელს, “მილანმა” უმსხვილესი ინვესტორის “პირელის” დახმარებით სან-სიროში (მილანის გარეუბანი) სტადიონი ააშენა, რომელსაც ასევე “სან სირო” ეწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ამ არენაზე პრეტენზიას უკვე “ინტერიც” აცხადებდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოიძებდა კონსესუსი და იმ დღიდან დაწყებული, “სან სირო” თანაბრად ეკუთვნით “მილანსა” და “ინტერს”. ასევე უნიკალურია ამ სტადიონის აკუსტიკა, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნია. მილანის ეს არქიტექტურული შედევრი თითქოს დერბისთვისაა შექმნილი. “მადონინას” დროს, ტრიბუნებზე დაახლოებით 85 ათასი ადამიანი იკრიბება. ფერთა გამა კი მხოლოდ სამ ფერს – შავს, ლურჯსა და წითელს მოიცავს.
უკანასკნელად ამ სარბიელს რეკონსტრუქცია 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, სტადიონი დღესაც იდეალურ მდგომარეობაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ არენაზე ”ინტერის” გარდა ”მილანიც” ასპარეზობს, შავ-ლურჯების მიერ იგეგმება ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2012-2013 წლებისთვის იქნება მზად. ამჟამად ”სან სირო” ოფიციალურად 85.700 მაყურებელს იტევს, თუმცა VIP-ლოჟების მომრავლების გამო, ამ რიცხვმა ოდნავ დაიკლო. აღსანიშნავია, რომ სტადიონი უეფა-ს კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.
Milan - stade San Siro (Stadio Giuseppe Meazza)2014 წლისათვის მასიმო მორატი თავისი გუნდისთვის ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს.
საქმეში სავარაუდოდ 300 მილიონი ევრო ჩაიდება.სტადიონის არქიტექტურული მხარე ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.სავარაუდოდ იგი 60 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და ინტერს 100 მილიონ ევროს შემატებს წელიწადში.
ახალი არენის სახელწოდებას ”ანჯელო მორატისა” და ”ჯიაჩინო ფაკეტის” შორის შეარჩევენ.
”მადონინა”მსოფლიო ფეხბურთის გუმშემატკივარი არაერთი საფეხბურთი დაპირისპირების მომსწრეა, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან, რასაც “მადონინა” ჰქვია. “მილანისა” და “ინტერის” შეხვედრა, სადაც და რა დონეზეც არ უნდა გაიმართოს იგი, მუდამ ყურადღების ცენტრშია.
მადონინა ამ დაპირისპირებას ეწოდა მილანის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობის ქალწული მარიამის (Maria Madonina) მონუმენტის საპატივცემულოდ,რომელიც მდებარეობს მილანის ტაძრის თავზე.
ამ მატჩით ცხოვრობს ნახევარი მილანი და იტალიის დიდი ნაწილი. ტიფოზები შემოდგომასა და გაზაფხულზე სიამაყის იმ დოზით დაიარებიან, თუ როგორ ითამაშეს ერთმანეთში ლომბარდიულმა გრანდებმა. თუ უპირატესობა “მილანს” აქვს, “ინტერის” ფანები ოდნავ მოკრძალებულად გამოიყურებიან, ხოლო თუ პირიქითაა, უკვე როსონერის ტიფოზები დადიან თავჩაღუნულნი.
ალბათ წარმოდგენილი გაქვთ, თუ როგორ ივსება ერთ კვირა დღეს, წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში “სან სირო”. ამ დღეს მილანის ყველა რაიონიდან ხალხი ქალაქის გარეუბნისკენ მიემართება, სადაც სტადიონია განლაგებული. შედიან იქ და ამავდროულად სულ სხვა სამყაროში ხვდებიან. სამხრეთ სექტორში ტრადიციულად “Curva Sud”-ია განლაგებული. ეს დაფგუფება “მილანს” გულშემატკივრობს, ხოლო ჩრდილოეთით “Curva Nord”-ი იწონებს თავს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე რადიკალური და დაუნდობელი ტიფოზთა ჯგუფია არამარტო იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში.
მილანური დერბი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ერთი ქალაქის გუნდის ორად გაყოფის შემდეგ გაჩნდა. ლომბარდიის დედაქალაქში ეს ყველაფერი 1908 წელს მოხდა. 9 მარტს “მილანის” შვეიცარიელმა მეწილეებმა წინადადებაზე გუნდში უფრო მეტი უცხოელი ფეხბურთელის მოეწვიათ, კლუბის მეპატრონეებისგან უარის მიიღეს და ამის გამო ახალი გუნდი შექმნეს, რომელსაც “ინტერნაციონალე” დაარქვეს. სიმბოლიკა და ფერებიც მალევე შეირჩა. ნერიაძურის მესვეურებმა შავ-ლურჯი ფერები მოიწონეს. ლურჯი ფერი როგორც ცნობილია, მშვიდობისა და მაშასადამე ინტერნაციონალიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. 1908 წლის მარტიდან მოყოლებული, “ინტერი” ყოველთვის არისტოკრატიული ფენის უსაყვარლეს გუნდად ითვლებოდა.
ნერიაძურის ძირითადად პოლიტიკოსები, პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ
მომღერლები გულშემატკივრობდნენ. “მილანისთვის” კი მუშათა კლასს უძგერდა გული. როსონერი უბრალო ხალხის გუნდი იყო. გასაკვირია, მაგრამ პირველი “მადონინა” არა მილანში და არა იტალიაში, არამედ შვიეცარიაში, ქალაქ კიასოში 1908 წლის 18 ოქტომბერს შედგა. მატჩი “მილანის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მადონინას შედეგები:
კლუბი გოლი მოგება ფრე წაგება F A +/-
სერია ა
ინტერი 174 65 52 59 259:241 +19
მილანი 174 61 52 65 241:259 -19
კოპა იტალია
მილანი 23 9 7 7 32 22 +10
ინტერი 23 7 7 9 22 32 -10
ჩემპიონთა ლიგა
მილანი 4 2 2 0 4 1 +3
ინტერი 4 0 2 2 1 4 -3
სულ
ინტერი 274 95 72 107 442:433 +9
მილანი 274 107 72 95 433:442 -9
2009/10 სეზონის ორი დაპირისპირება ინტერის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0-4 და 2-0.
2010/11 სეზონის პირველი დერბიში მილანმა 1-0 დაამარცხა ინტერი, მეორედ უფრო ხმაურიან და მეტნაკლებად სკანდალურ დერბიში კი სამი უპასუხო გოლი გაუტანა 3-0.
ვიდეომასალა მილანურ დერბიზეაქვე გთავაზობთ ჩვენი მეგობრის აჩიკოს, იგივე
amadeo-ს მილანური ვოიაჟის ამსახველ ტექსტურ და ვიდეომასალას. ალბათ გახსოვთ, იგი დაესწრო მადონინას, რომელშიც "ინტერმა" 2:0 გაიმარჯვა
ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”ქართველი ინტერისტებიყველას მოეხსენება საქართველოში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა,ჩვენ ამ სპორტში დიდი ტრადიციები გვაქვს .ქართული ფეხბურთის პარალელურად,უცხოურ ფეხბურთთანაც გვაქვს განსაკუთრებული კავშირები,ვგულშემატკივრობთ უცხოურ ნაკრებებსა თუ საფეხბურთო კლუბებს.
ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო გულშემატკივართა დიდი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ქომაგობს,ყველას ძალიან უყვარს ოთხ–გზის მსოფლიო ჩემპიონი Squadra Azzurra. საკლუბო დონეზე კი შესაბამისად ამ ქვეყნის პირველობის გუნდებს ქომაგობენ. საქართველოში იტალიურ ქომაგთა ძირითადი ნაწილი სამ იტალიურ გრანდზე:იუვენტუსზე,მილანზე და ინტერნაციონალეზე ნაწილდება,შედარებით მცირე რაოდენობა რომაელი ”ჯალოროსია” ან ”ბიანკოჩელესტე” და ზოგიც ფლორენციელ ”იათა” მიმდევარია.
ინტერნაციონალეს შავ–ლურჯთა ლეგიონი რაოდენობრივად მართალია ჩამორჩება ”შავ–თეთრებსა” და ”შავ–წითლებს”,მაგრამ ლომბარდიული გრანდის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ბოლო ხანებში არაერთ ქართველს აამღერა – Pazza Inter Amala
ნამდვილი ქომაგისთვის,ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს,მისი რჩეული გუნდი ცხოვრების რაღაც ნაწილად უნდა იქცეს აუცილებლად(ჩემთვის ნამდვილად ეგრეა) გუნდის წარმატება და სიხარული მისი წარმატება და სიხარული უნდა იყოს.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში არაერთი საფეხბურთო საიტი თუ ფორუმია,ყველგანაა სხვადასხვა კლუბებზე სტატიები,თემები თუ კომენტარები.ამ მხრივ ”შავ–ლურჯთა” ერთ–ერთი მსხვილი დაჯგუფება და მათი სჯაბაასისა და განსჯის ადგილი”თბილისის ფორუმზეა” თემაში FC. Internazionale.
ფორუმის წევრი ინტერისტები აქტიურად ქომაგობენ თავიანთ გუნდს,გადამწყვეტი თამაშების საყურებლად ერთად იკრიბებიან და ერთად განიცდიან მოგებით მიღებულ სიხარულს.
2009-10 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისათვის ქართველმა ინტერისტებმა ისევ ერთად შეკრება გადაწყვიტეს,შეკრების ადგილი ისევ თბილისის ივენთ-ჰოლია,ადგილი,რომელიც კარგად აქვთ დაცდილი შავ-ლურჯებს.ამჯერად ინტერისტები უფრო დიდი ძალებით იკრიბებიან და სრულ მობილიზებას აპირებენ,იტალიის მთელი ქართული ფანობა ერთად ირაზმება ბაიერნის წინააღმდეგ და შედეგად მატჩის დაწყებამდე ფილარმონიის წინ შეკრებილ ნერაძურელთა შემადგენლობას მრავლად უერთდებიან სხვადასხვა იტალიური გუნდების გულშემატკივრები.
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები მირზაანში შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის საქომაგოდ,ასე,რომ ივენთჰოლში ინტერსიტთა სიმრავლე აღინიშნებოდა.მხოლოდ რამოდენიმე მაგიდაზე იყვნენ გერმანული ფეხბურთის მიმდევრები.
თუმცა იყვნენ ბარსელონას ქომაგები,რომლებსაც მაინცდამაინც არ ამოყვაოდათ თვალში ინტერისტთა ტრიუმფი.
ტრიუმფი ვახსენე? დიახაც რომ ტრიუმფი,ინტერმა ხომ სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა,მოიგო ყველაფერი,რისი მოგებაც შეეძლო და დაიბრუნა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე.მსოფლიოს ისევ აუფრიალა შავ-ლურჯი ფერები.
ფინალის შედეგი ყველას კარგად მოგეხსენებათ,მილიტოს დუბლის,ინტერის ყველა ფეხბურთელის თავდადებისა და მთავარი მწრთვნელის გენიალური ტაქტიკის წყალობით გერმანელებს მხოლოდ შორიდან მოუხდათ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის თვალის დევნება.თასისათვის,რომელიც ჩვენმა ლეგენდალურმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ დამსახურებულად აღმართა,ნიშნად იმისა,რომ
Inter Campioni D’Europa!!!ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა გვეზეიმა,გაგვეხარა,ერთმანეთს მოვფერებოდით და დამარცხებული მეტოქე გუნდის გულშემატკივრები დაგვემშვიდებინა.
ახლა კი სიხარულით და ბედნიერებით აღვსილნი ამაყად დავაბიჯებთ,იმიტომ,რომ ჩვენ ინტერნაციონალეს ქომაგები ვართ,ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვენ ვიცით,რომ ჩვენი გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში.
(ეს სტატია დაწერილია ფინალის შემდეგ, 2010 წლის ბოლოს კი მოგეხსენებათ ინტერმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა)
კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანს ინტერნაციონალე შავ–ლურჯ პლანეტას.
* * *
CINQUE TITOLIრომა 0-1 ინტერი იტალიის თასის ფინალი 05.05.2010სიენა 0-1 ინტერი 16.05.2010ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბაიერნი 0-2 ინტერი 22.05.2010ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბოლო წუთები 22.05.2010მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი მაზემბე 0-3 ინტერი 18.12.2010მულტიმედიაინტერის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.inter.it/ინტერის ქართულენოვანი ვებ-გვერდი:
http://www.fcinter.ge/http://inter.fanebi.com/ინტერის სხვადასხვაენოვანი ვებ-გვერდები:
http://www.interissima.com/index_pag/index_pag.htmhttp://www.fanshop.ru/index.php?CID=142&PH...2838833cea83026http://www.fcinter.de.vu/http://www.fcitalia.com/inter/news/newsinter.htmhttp://www.forzainter.de.vu/http://inter.globalsport.tv/http://www.interomania.ru/http://interbelarus.com/http://www.interdailynews.com/http://www.fcinter.pl/http://www.inter.ae/ http://www.interfc.it/ინტერის წინა თემები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეორე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმესამე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეოთხე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეხუთე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეექვსე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეშვიდე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმერვე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეცხრე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეათე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეთერთმეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეთორმეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეცამეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეთოთხმეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეთხუთმეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეთექვსმეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეჩვიდმეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეთვრამეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეცხრამეტე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCმეოცე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCოცდამეერთე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCოცდამეორე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCოცდამესამე
(ტრიუმფალური) ნაწილი >
INTERNAZIONALE FCოცდამეოთხე ნაწილი >
INTERNAZIONALE FC ოცდამეხუთე ნაწილი>
INTERNAZIONALE FCოცდამეექვსე ნაწილი>
INTERNAZIONALE FCოცდამეშვიდეე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCოცდამერვე ნაწილი >
INTERNAZIONALE FCოცდამეცხრე ნაწილი>
INTERNAZIONALE FCოცდამეათე ნაწილი (იტალიის თასი) >
INTERNAZIONALE FCოცდამეთერთმეტე ნაწილი >
✔ INTERNAZIONALE FC წინა თემის მპოსტავები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Poster Posts
MinimaLLL 144
zaza1908 130
Marco Materazzi 127
Interisti 125
MAGIC man 67
pharaoh 54
hibridi55 52
El Principe 47
Giuseppe Meazza 45
Amadeo 42
Panic 34
იღლია 33
Leoner 29
levan666 29
internazionale 29
nerazzurri 28
tengo_pato 27
Biscione 26
შაურმინიო 25
Iberia 24
internazionale91tbilisi 20
ika-084 19
arqiteqtor 18
Nitro_N 17
zura1993 15
JaCk-SpaRRow 15
დავიდ ვილია 14
Entoz 14
Augusto Pinochet 13
koka_2000 11
Interista 11
tifoza 9
rachveli1 8
Roger federer 8
იტალიელი 7
Tabo 7
BeRoNa 7
Dzsudzsak 7
M1shO m1lanista 6
nikato-nikato 6
ratomac aRa 6
Mavericklol 5
cheguevarra 5
imeda81 5
JayWill 5
Kobalty 5
-LesTaT- 5
sabo_nero 5
giaure 4
MoNTReaL 4
sparrow 4
inter champione!!! 4
GiftCard 4
juvetifozi 3
aimo 3
Andro_forza juve 3
lasha_kaka 3
Hounddog 3
odiusi 3
acdachi 3
acmfan13 3
emre 2
GIABAR 2
bairamduduki 2
rustavian 2
Donnie 2
RIIP 2
hurts 2
David Bero 2
TreZoRA
2
misisarqiteqtor 2
tommy777 2
SPIRIT CRUSHER 2
alvaro20 2
Marco 2
დათკა 2
vaxushtii 1
Paul Avril 1
Mucha-Lucha 1
cannavaro 1
Neuer 1
Achilles 1
USSR 1
Diablo <3 1
revaza88var 1
forza inter 1
MjaviTo 1
GIGZ » 1
akkai 1
gun_barnaba 1
Bringer 1
Neo777 1
Foxlike 1
JubaGr 1
Monsieur 1
Metope 1
- SabeX - 1
razzmus 1
Bwin 1
LoseYourself 1
AJIKA 1
DachiisaRED 1
RvP10 1
Hierro 1
დღევანდელი მდგომარეობით დასრულდა 2010 წლის სეზონი.
ჩემპიონთა ლიგას გამოვემშვიდეობეთ მეოთხედფინალიდან, სადაც შალკესთან შევრცხვით.
იტალიის ჩემპიონატში დავიკავეთ მეორე ადგილი 76 ქულით
მოვიგეთ იტალიის თასი
ამჟამად ვემზადებით კლუბის გასაძლიერებლად. ველოდებით ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც იმ ხარვეზებს ამოავსებენ, რამაც გასულ სეზონში ჩემპიონობა დაგვაკარგვინა.
მაშ ასე, წინ დიდი წარმატებების განმეორებით მიღწევისაკენ.
შევინარჩუნოთ პლანეტა შავლურჯებში.
მადლობა ყურადღებისთვის. This post has been edited by
MinimaLLL on 27 Aug 2011, 19:31