#61173249 · 17 Apr 2024, 13:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
forumi.eu.org აქსიომაა სწორედ ის, რაც უნდა დაიჯერო როგორც ღმერთის არსებობა, თორემ თეორიები ამ აქსიომებიდან გამომდინარე ლოგიკური დასკვნებია. მე მჯერა ჩემი კომპიუტერის. ის ახლა ჩემს წინაა და გამართულად მუშაობს. და ვინაიდან ეს კომპიუტერი გააკეთეს ფიზიკის კანონების საფუძველზე, ესეიგი ეს კანონები სწორია. ის, რაც პრაქტიკულად თვალსაჩინოდ გადამოწმებადია, იმისი მჯერა. არც ბიბლიური სამყაროს წარმოშობის ისტორია და არც ბიგბამის თეორია არაა პრაქტიკულად გადამოწმებადი. ამიტომ ეს თეორიები შეიძლება მომეწონოს ან არ მომეწონოს, მაგრამ ამის გულისთვის თავს არავის შევაკლავ და ჩემს მსოფმხედველობას და ცხოვრებას ამაზე არ ავაგებ
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|