ურთულესი......
ამოუხსნელი....
გიპყრობს, გითრევს, გაჯადოებს, გხიბლავს .
ბოსხმა თავისი ნამუშევრებით დროს გაუსწრო და დრო ვერასდროს დაეწევა მას.
ეს დიდი წიგნია. ყოველი ფიგურა ერთი ფურცელია და რამდენიმე ერთად ცალკე კარია.
შევეცდები ვისაუბრო ამ ნახატზე, თუმცა ბოლომდე ამოხსნა მე კი არა ძლიერმა ხელოვნებათმცოდნეებმა და კრიტიკოსებმა ვერ შეძლეს, ვერაფერი შემოგვთავაზეს ისეთი რომ დავეყრდნოთ ცალსახად....
თავად ნახატი:
დარაბები - სურათის მარჯვენა კუთხეში_ღმერთია (ეკლესიამ შეუკვეთა ამ ნახატის დახატვა სხვათა შორის) დახატულია ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო(თვითონ ბოსხი ძალიან მორწმუნე იყო , ის კი არადა მოძღვრის ტანსაცმელს ატარებდაო ამბობდნენ ზოგ ზოგიერთEბი

)
ზევით წარწერებს მიაქციეთ ყურადღEბა, და საერთოდაც არაფერი გამოგრჩეთ ამ ნახატში...
ლათინურად წერია მარჯვენა მხარეს - თქვა და ასრულდა. მარცხენაზე - ბრძანა და გამოცხადდა.

ბევრი მოსაზრება არსებობს(ძალიან ბევრი

) ერთნი ამბობენ რომ ბოსხი მასონთა წევრი იყო და ეს შიშველი ფიგურები და მათი ორგიები იქიდან აქვს გადმოღებულიო....ხო, უამრავია ასეთები, აღარ შევჩერდები ამაზე


რავიცით ბოსხზე ? თითქმის არაფერი... მისი ტილოების სახელებიც კი საეჭვოა საავტოროა თუ არა, გარდა ერთიორისა. ამ ტილოს სახელწოდება არავინ იცის, 'ტკბობის ბაღი' დაარქვეს შემდგომ.... მისი პორტრეტიც გარდაცვაების შემდეგ, რამდენიმე წლის მერეა დახატული (
ბოსხი) თუმცა როგორ გამოიყურებოდა ნამვილად ვიცით, არაერთ სურათზე აქვს თვი დახატული ეპიზოდურად. როდის დაიბადა არც ესაა ცნობილი ზუსტად, სავარაუდოდ მე15 საუკუნის შუა წლებში. ცხოვრობდა, იქორწინა, შვილები ეყოლა-გაზარდა და მოკვდა ერთ პატარა ქალაქში_ ჰერტოგენბბოსში. რთულია წარმოიდგინო რომ ასეთი ექსტრაორდინალური მხატვარი(მითუმეტეს იმ დროისთვის, ბოსხამდე ასე არავის უხატია, ვიტყოდი რომ ის პირველი რევოლუციონერია მხატვრობაში

) ის აქ დაიბადა და აქ პოულობდა შთაგონების წყაროს, ისეთ ადგილას სადაც ბოსხის დაბადების გარდა, საინტერესო არაფერი მომხდარა მრავალი საუკუნის განმავლობაში.
აქ ხალხი მკაცრი რელიგიური პრინციპებით ცხოვრობდა. ინკვიზიციის მომსწრე ბოსხი არაერთხელ ყოფილა (თუარ ვცდები ეგ ცეცხლი, ნახატის მარცხენა მხარეს, ინკვიზიციის ცოდვასთან ასოცირდება)იმ ქალაქში სადაც ადამიანს წვავენ იწვის არამარტო ადამიანი არამედ მთელი ქალაქი.
*

აქ ის იდეაა რომ ეკლესიაში მუსიკა არის ცოდვა. ვინც წერს მუსიკას ეკლესიისთვის და უსმენს მათ, სამუდამო ტანჯველისთვის არიან განწირული. ვოტ

)
*

ლოთობა. ლაყე კვერცხის გამობმულია თAვი_ლოთია. იაფასიან დუქანში ლოთაობენ. ლოთის 'ბანცალს'/არამყარ ნაბიჟებს(

) შედარებულია ფეხებისმაგვარები ნავში.
*

ღორმუცელობა. ხედავთ რომ თAვზე ქვაბი ახურავს, ხელები ჩანგლის ფორმის, ფეხები ქოთნებშია, და (უკაცრავად მაგრამ) "გარშოკზე" ზის

ღორმუცელების ბოლო ეგ არიო, ღორმუცელობა შეჭამს მათ.
ვერ ვაგრძელებ, მეტს არ მაწერინებს და რავქნა ?
* * *
ტრიპტიხის მარცხენა ნახატზე სამოთხეა, ადამი ევა, ცხოველები და ასე შემდეგ. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის ღმერთი ახალგაზრდა (??) ქრისტეა(:?) მერედა აქ რაუნდა.. მოკლედ,
როგორც ცნობილია ბოსხი ბიბლიიდაn ხელმძღვანელობდა და სიტყვა სიტყვით ქონდა გამოხატული ყველაფერი. ვარდისფერი ფანტანი შEცდომითაა, ეს ბიბლიის თარგმანის ბრალია, კიდევ ერთი დასტური როგორ ზედმიწევნით ქონდა ინტერპრეტირებული(რომარა "ტექნიკური შეცდომა" თარგმანში ბოსხი აქ მიწიდან ამოხეთქილ ორთქლს დახატავდა)
***
ყველაზე მნიშვნეოვანი და რთული

ბოსხს აქ დახატული აქვს ცოდვათა მთელი კატალოგი.
ეგოისტი ადამიანები. გარყვნილები. უვიცები. სექტები. ეს თემები და პრობლემები ბოსხის შემოქმედებაში არც პირველადაა დახატული და ამის მერეც არ შეუწყვეტია ხატვა.
საშინლად ვერ იტანდა არაკეთილსინდისიერ მოძღვრებსა და სასულიერო პირებს..... გრძელნისკართა ძლიერი ჩიტები მათი სიმბოლოებია, რომლებიც საკენკს უყრიან ამ ცოდვილებს და უბიძგებენ ის გააკეთონ რაც მათ უნდათ.
This post has been edited by mchxapneli on 5 Nov 2010, 20:21