რამდენჯერმე თვალი მოვკარი მაგ ფილმს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ ვნახე. არადა კაი რამე ჩანდა. აი ამ სურათზე მინდოდა მეთქვა

რომ მე მგონი ფრიდამ უკუღმა შეხედა სიქსტის კაპელას, კედლის მეორე მხრიდან. მეც ვიყავი ერთხელ, მაგრამ მხოლოდ წაღმიდან ვნახე. მაგრამ ვერც ვნახე. რაღაც ცუდად დეემთხვა. თან სასტავი ვინც ვიყავით გავიბენით (ზოგი რაღაც სხვა ისრებს და ნიშნებს გაყვა) და ეგეთ დროს ძალიან მოუსვენარი ვარ ხოლმე, რო ყველაფერი კონტროლქვეშ მქონდეს, ვინ სად არის, და აშ. ჰოდა მოკლედ დიდი შთაბეჭდილება მქონდა, მაგრამ მაინც ვერ ვნახე. არადა პირველად მქონდა განცდა, რომ მართლა სხვაგან ვიყავი, რო ეგ არ იყო ჩვენი სიტუაცია.
საგზაო ნიშანი: ვინც გზააბნეული აქამდე მოვიდა, მეტს თუ არ წაიკითხვს დროსაც დაზოგავს და ყველაფერს. არც დავპოსტავდი, მაგრამ მირჩევნია დავპოსტო.
ტრამ ტრამ ტრამ...
ვახ ამის დედაც, გამორთეთ ბუდილნიკი...
ადე მალე, ადე მალე, გაუწორე მზეს სათვაალეე.. დღეს კაპელაში მივდივართ.
ბევრი უნდა იარო. გრძელი გზაა. კაპელა რისი კაპელაა თუ კაი ხანი არ იარე? ისარი აქეთ, ისარი იქეთ, სულ ადვილად შეიძლება გზა აგებნეს.
მე შევდივარ კაპელაში. ფრიდა არ ჩანს, ჩამოგვრჩა, დაიკარგა.
კაპელა ძაან მაგარია. ხალხით გაჭედილია და ყველა შეცბუნებული და გაჩუმებულია. ჰაერი დამძიმებულია და შიშველი ფიგურები დაფრინავენ.
ვჯდები. ჩემი თანმხლები ტირის.
ვუყურებ დიდ ფრესკას კედელზე.
ჰე ჰე ჰე, მიცინის თვალებზე ცვილჩამოღვენთილი გუშაგი. ზევით, შუაში რომ ზის.
ხედავ ამ ხალხს? ყველა ცოდვა, ყველა სურვილი, ყველა ვნება, ყველა დიდი და პატარა გამარჯვება და კრახი, ყველაფერი ამ კედელზეა.
ხედავ ამ დამძიმებულ ჰაერს? აქ არიან ადამიანები გაშიშვლებულები მათი ნამდვილი ბუნებით. შეხედა, ნახე პასუხი ყველა შენს კითხვაზე.
მაგრამ მე ბრმა ვარ და ვერ ვხედავ.
ხალხი ჩურჩულებს: "ზარატუსტრა უღმერთოა".
ხოლო სწორედ მიყვარს მათ ყურში ჩავძახო: "დიახ! ზარატუსტრა ვარ, უღმერთო!"
მე ყრუ ვარ და არ მესმის.
თვალებზე ცვილჩამოღვენთილი გუშაგის ადგილზე ჩანს დალურსმული და გაჭრილი ქალი. თავის მაგივრად მზე აბია და მესამე თვალი გხელილა. ფრიდას გზა არევია და მომიჯნავე ოთახში შესულა, კედლის/ფონის იქედან გვიყურებს.
- რა ვქნა მითხარი? ბრმა ვარ და ყრუ. როგორ გავიგო და დავინახო?
- არაუშავს. გახსოვდეს ცეცხლის მოტაცება არაა სახუმარო ამბავი. ცოდნის
ზიარება, დანახვა და მოსმენა დიდი საიდუმლოა. ცეცხლის მომტაცებელი ლოკოკინას გავს, რომელსაც მკვდრის თვალები აბია და თავისი კუდის დანახვას ლამობს.
- რას შვება ეს ლოკოკინა?
- წრეზე დარბის რომ თავის კუდს წაასწროს. წრე საშინელი ფიგურაა. ცეცხლს მოსატაცებლად წრე უნდა გაარღვიო. დააკვირდი, აქ ბევრი წრეა.
- როგორ უნდა გავარღვიო წრე?
- ლოკოკინამ უნდა შეჭამოს თავისი თვალები. როდესაც მკვდრის თვალებს მოინელებს, დეფექტაციისას კუდს დაინახავს.
- რა გინდა ამისათვის?
- ცხვირსახოცი გამომართვი.
ვართმევ ცხვირსახოცს, ვიღებ მზის მესამე თვალს და ვჭამ.
თვალებზე ცვილჩამოღვენთილი გუშაგი კუ ტორტილად იცვლის სახეს და მიმღერის: Мой юнный друг всегда будь юнным...
- რა გინდა სულელო პეპა?
- ყვითელი ძროხის ბიფშტექსი მინდა მწვანე ტყემლით.
- არა მაქვს ყვითელი ძროხის ბიფშტექსი მწვანე ტყემლით. მაგრამ მოგცემ ოქროს გასაღებს.
გასაღებით ვაღებ დალურსმული ქალის ***-ს. შევდივარ. ოთახში ბნელა. ხელით ვეძებ გამომრთველს, ვაჩხაკუნებ და სინათლე ინთება...
ყვითელი ძროხას სიზმარი:
თვალებზე ცვილჩამოღვენთილი გუშაგი მეკითხება:
- მაშ რა ფერი არის ძროხა იგი? (დავით აღმაშენებლიდან დამამახსოვრდა ეს, ყურანი, სრულად ვერ ვიხსენებ).
- ძროხა იგი არის არცა ბერწი, არცა უშვილო, არცა შობილი, არცა უშობელი.
- მაშ რა ფერი არის ძროხა იგი?
- ძროხა იგი არის არცა მჭლე არცა მსუქანი.
- მაშ რა ფერი არის ძროხა იგი?
- ყვითელია ძროხა იგი.
კედელი იხსნება და შევდივარ ბნელ ოთახში.
ენით ვპოულობ ჩამრთველს. გაიჩხაკუნებს და ყვითელი სინათლე თვალებში მიძვრება და მაბრმავებს. მესმის ზმუილი და ნელ ნელა ვარჩევ რომ ოთახი სავსეა უზარმაზარი ნახირით. მთელი ეს ყვითელი ხორცის მასა ერთმანეთში იზილება, ზმუის და ზვავივით ჩემსკენ მოიწევს.
- მაშ რა ფერის არის ძროხა იგი?
- ყვითელზე უყვითლესია! - ზმუის ნახირი და აზელილი ხორცის მასა მეტაკება.
ზეწრების ქალის სიზმარი:
კედლიდან ფარფატა ზეწრები დაეშვნენ, ტკაცუნით შემომეხვიენ და შლოპ-შლოპ, ჰაერში ამიტაცეს. ნარნარა სირინოზების ზღვაში გავცურეთ და თეთრი შუქით განათებულ კიბეებზე დავეშვით. შვიდი საფეხური ავიარე. ყველაფერი ბამბასავით ფუმფულა იყო და თეთრი, ყველაფერი გაპრიალებული და ქათქათა. ზეწრები დაიკეცნენ სინთეტიური ბამბის გუნდებად. რა მაქმანიანია ყველაფერი, სტერილური სინთეტიკის ძალა მოგცეთ ღმერთმა. ჯიბიდან ასანთი ამოვიღე და ბამბას წავუკიდე. ოოო, რა ცეცხლი იყო!!!
პეპას სიზმარი:
ხელით ვეძებ გამომრთველს, ვაჩხაკუნებ და სინათლე ინთება. ჩემ ვეხქვეშ სიცარიელეა და ვვარდები უძირო შავ გვირაბში. მივფრინავ და ყურში ჩამესმის:
ტრამ ტრამ ტრამ...
ვახ ამის დედაც, გამორთეთ ბუდილნიკი...
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us.
მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ.
http://www.artchive.com/graphics/prodigal_son.jpg
http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg