BEKOკი ბატონო! ეგ სურათი ანუ დაზგური ნამუშევარი არაა მე პირობითად ვუწოდე სურათი (შეცდომით ნახატის მაგივრად

) ხოლო ორიგინალი არის ტემპერაში შესრულებული ფრესკა, ფრესკა რომელიც სხვათა შორის თავის დროზეც ბევრს დიდად არ მოწონდა ვგულისხმობ ბერებს იმ (Santa Maria delle Grazie-ს ეკლესიაში, მილანში, რომელიც ამავე დროს დომინიკანელთა "მონასტერია") და როგორც მე ვიცი ძალიან დაზიანებულია ეხლა რადგან ნესტი და ტემპერატურა ძალიან ვნებს, მაგრამ მთავარი ეგ ხომ არაა

მე იმისი თქმა მინდოდა რომ ვიღაცეებმა დიდი ხნის წინ მოახდინეს ამ ფრესკის იდეური მისტიფიკაცია და შეიტანეს უაზრო არეულობა ამ ნახატის რეალურ ისტორიაში და მისი აღქმის პრინციპებში.
cunculikaდიდი დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის

ძაან გამეხარდა

ნიშნად მადლიერებისა მზად ვარ რაც კი რამე სურათია "აქტუარულრი" და საინტერესო ყველაზე დავწერო ჩემი მოზარება და გამიხარდება თუ ზოგადი მსჯელობა და განხილვა გამოგვივა
საიდუმლო სერობას რაც შეეხება საოცარი კომპოზიციაა საოცარი იმიტოა რომ ლეონარდომ პირველმა ასახა ცოცხალი სცენა ანუ უბრალო პოზები კი არ მიანიჭა პერსონაჟებს, არამედ იდეურად ისე განალაგა, რომ დაძაბულობის და არეულობის იმიტაცია შეექმნა. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ასახვაა საიდუმლო სერობის, რადგან აქ ჩნდება მხატვრის პირადი პოზიცია და ერთგვარი დრამატურგიული გადაწყვეტაც, რაც ინდივიდუალიზმია, ინდივიდუალიზმი ასეთი ფორმით მაშინ საყოველთაო არ იყო.
თვითონ ეს სცენაც იძლევა ზოგადად ასეთი გამოსახვის საშუალებას ეს ის მომენტია, როდესაც ისეო ქრისტე საბოლოოდ უცხადებს თავის მოწაფეებს, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა მას და ლეონარდოს ნახატში ასახული მომენტი ჩემი აზრით სწორედ ამ გამონათქვამით გამოწვეული არეულობის და აჟოიტქაჟის ასახვაა.
სცენაში მოციქულები არეულები არიან ზოგი რას აკეთებს ზოგი რას ზოგი საით იხრება და ზოგი საით, მაგრამ
იესო ქრისტეს რომ დააკვირდები ატყობ რომ ძალიან მშვიდად არის არავითარი მღელვარება მასზე არ აისახება პირიქით ის შერიგებულია თავის ბედს (ხელების მოძრაობას დააკვირდით) იმიტომ რომ ის რაც ხდება უნდა მოხდეს რადგან ეს ყველაფერი დაწერილია წმინდა წერილში.
ქრისტეს შინაგან სიშვიდეს კიდევ ხაზს უსვამს ზოგადად დანარჩენი კომპოზიციაც ის არქიტექტურული დეტალები, ის პერპექტივი, ანუ ის სიმშვიდე რაც ზოგადად "ინტერიერში" იკითხება თითქოს ყველაფერი გათვლილია, ყველაფერი დალაგებულია და მხოლოდ ადამიანები ირევიან და ღელავენ "დავცემ მწყემსს და დაიფანტება მისი ფარა" (დაახლოებით ასე წერია სახარებაში).
ანუ ისევ და ისევ მინდა რომ ხაზი გავუსვა ერთ რამეს რომ ეს ნახატი არის გენიალური ასახვა საიდუმლო სერობის სცენისა და გადასარევად ჯდება ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრების ფარგლებში და კიდევ ერთი გენიალური ფაქტორი არის ის რომ ეს ნამუშევარი ინდივიდუალურია ანუ ძიების შედეგია და არა უბრალო "კანონიკურობის" ფარგლებში შესრულებული ილუსტრირება. ამიტომ არის მხატვრებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი (ისე მარტო მხატვრებისათვის არა მგონია მემგონი რეჟისორებისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს რადგან აქ გადმოცემაა და მისი ფორმაა მთავარი ანუ რა როგორ და რატომ)

P.S. mika9, კი ბატონო მეც მაგას ვამბობ რომ სულ რაღაცა აჩრდილებს და მისტერიებს ეძებენ იქ სადაც ეს საერთოდ არაა საჭირო.
რეაქციები კიდევ ნამეტანი არსად ვარგა უბრალოდ სამწუხაროდ ამ სურათთანაა მიბმული მთელი ეს ამბავი ამ "და ვინცის კოდი"-სა მეტი არაფერი თორემ მე ისეთი ილუსტრაციები მაქვს ნანახი იესო ქრისტეს ასახვით და ასე შემდეგ რო რავიცი მე პირადად სულ არ ვირევი ასეთ რამეებზე უბრალოდ კომენტარის დონეზე ვაფიქსირებ ჩემ აზრს.
რეცენზიას რაც შეეხება მეც დამიწერია და გემოცნებაზე არ დაობენ რა პრობლემაა მე მაგალითად ლოტრეკი და დეგა დიდად არ მაგიჟებს ანუ ჩემთან ეგრე ახლოს არაა მაგათი შემოქმედება როგორც მაგალითად სეზანისა, მონესი, ცოტა შემდგომ პერიოდში ვან გოგისა, გოგენისა, მატისისა, როთკოსი და ასე შემდეგ...
This post has been edited by Jamiroman on 5 May 2006, 15:54