თავს უფლებას მივცემ და გავხსნი ამ თემას თუ არსებობს შეუერთეთ ან დახურეთ
ზდისლავ ბეკსინსკი დაიბადა სანოკში (პოლონეთი)1929 წლის 22 თებერვალს.
1955 წელს კრაკოვში არქიტექტურული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება სანოკში, და მშენებლობაზე იწყებს მუშაობას.
ამის შემდეგ ბეკსინსკი ინტერესდება მხატვრული ფოტოგრაფიით, ფოტომონტაჟით, სკულპტურით და ხატვით. ის სკულპტურებს გიფსისგან და მეტალისგან ქმნის, თავის ფოტოებში მთავარი დატვირთვა შუქ-ჩრდილის თამაშზე გადააქვს.


უფრო გვიან ბეკსინსკი მხატვრობით ინტერესდება და თავისი პირველ ნამუშევრებსაც აბსტრაქტულ მხატვრობას უთმობს, მაგრამ სამოციანი წლების მიწურულს ის მთელ ტავის ყურადღებას სურეალიზმს უთმობს.
1970იან წლებში ბეკსინსკიმ სეაბიჯა პერიოდში, რომელსაც თვითონ "ფანტასტიკურს" უწოდებს და როელიც 80იან წლებამდე გრძელდებოდა.
მისი შემოქმედების ამ ცნობილ პეროდში მან შექმა თავისი ყველაზე ცნობი და შთამბეჭდავი სტილი.
სურეალისტური და პოსტაპოკალიფსული ნახატები სადაც გამოსახულია სიკვდილი, პეიზაჟები სკილეტებით, გამოფიტული სხეულები.

ყველა ნახატში ბეკსინსკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წარილმან დეტალებ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე უხეშ, არათანაბარ ფორმებს ეხება.
ზოგადად ნახატები ზომებით ძალიან დიდია და გვაგონებს ავსტრალიელი მხატვრის ერნესტ ფრუკსის ზოგ ნამუშევარს ტავისი დეტალურობით.
მიუხედავად შთამბეჭდავი და ზოგ შემთხვევაში შემაძრწუნებელი ნამუშევრებისა, ბეკსინსკი თვლიდა, რომ ბვრი მისი ნახატი ამოუცნობი და ბოლომდე გაუგებარია, რადგან ისინი საკმაოდ ოპტიმისტური და სასიამოვნოა.
პრაქტიკულად ბეკსინსკის ყველა გამოფენა წარმატების მომტანი იყო, მაგრამ 1964 წელს ვარშავაში გამართული გამოფენა მხატვრის ყველაზე წარმატებულ გამოფენად იქნა აღიარებული, რადგან გამოფენაზე გამოტანილი ყველა ნახატი გაიყიდა. 80იან წლებში კი მხატვარმა ევროპაში, იაპონიაში და შეერთებულ შტატებშიც კი გაითქვა სახელი. ბეკსინსკი ერთადერთი თანამედროვე პოლონელი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც ოსაკაში (იაპონია) გამოიფინება.
1977 წელს ვარშავაში ჩასვლამდე მხატვარი თავისი სახლის უკანა ეზოში წვავს ყველა თავის ჩანახატს. ცოტა მოგვიანებით კი ხსნის, რომ ზოგიერთი მისი ჩანახატი ზედმეტად პირადული იყო, ზოგი კი არადამაკმაყოფილებელი და მას არ უნდოდა, რომ ხალხს ისინი ენახა.
1980იანი წლები მხატვრის ხელოვნებისთვის გარდამავალი წლებია.
ადრეული 90იანი წლების შემოქმედება ძირითადადსურეალისტური პორტრეტები და ჯვრებია. ეს ნამუშევრები ბევრად უფრო მდიდარია დეტალურად ვიდრე "ფანტასტიკური პერიოდის" ნახატები, მაგრამ უფრო დამაჯერებელი და ძლიერი.


90იანი წლების მეორე ნახევარში მხატვარი ინტერესდება კომპიუტერით, ინტერნეტით და ციფრული ფოტოგრაფიით და სიცოცხლის ბოლომდე ტავის ყურადღებას უთმობს მათ.

ბეკსინსკი ყოველთვის ხატავდა ტავის ნახატებს ორიდან ერთ სტილში, რომელსაც ის უწოდებდა ბაროკოს და გოთიკურს, პირველ სტილში მთავარი შევსება იყო მეორეში - ფორმა. მხატვრის ცხოვრების უკანასკნელ 5 წელს შექმნილი ნამუსევრები ძირითადად გოთიკურ სტილშია შესრულებული.


1990 წლების მიწურული მხატვრისთვის მძიმე აღმოჩნდა. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე სოფია, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1999 წელს მისმა ვაჟიშვილმა ტომაშ ბაკსინსკიმ (პოპულარული რადიო წამყვანი, მუსიკალური ჟურნალისტი და კინო მთარგმნელი) თავი მოიკლა. მისი სეული თავად ზდისლავ ბაკსინსკიმ იპოვა.
2005 წლის 22 თებერვალს მხატვარი ვარშავაში, საკუთარ სახლში იპოვეს მოკლული. სხეულზე 17 ჭრილობა აღმოაჩინეს, აქედან 2 სასიკვდილო იყო. მალევე ამის შემდეგ დააპატიმრეს ბაკსინსკის სახლის კომენდანტის არასრულწლოვანი შვილი და დამნაშავედ სცნეს თავის მეგობართან ერთად. გაირკვა, რომ სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე ბაკსინსკიმ ამ ბიჭს სესხად არ მისცა გარკვეული თანხა.
ცნობილი რომ: ბაკსინსკი არასოდეს არ ასათაურებდა თავის ნახატებს.
ბაკსინსკი ხატვისას ვერ იტანდა სიჩუმეს, ძირითადად უსმენდა კლასიკურ მუსიკას.
ბაკსინსკის ვაჟი The Legendary Pink Dots ის მსმენელი იყო, ხოლო მისი თვითმკვლელობის შემდეგ ამ ჯგუფის ალბომების გარეკანის ციფრულ სამუშაოებს, პოლონეთში ასრულებდა ბაკსინსკი.
ბაკსინსკი ფაქტიურად არასოდეს არ სტუმრობდა გამოფენებს და მუზეუმებს.
ესეც ოფიციალური საიტის მისამართი
http://www.beksinski.pl/ * * *
ფოტოგრაფია:



