სალამი ყველას. ძალიან კარგი თემაა და თან რეალურიც.
ე.ი. მოკლედ აგიხსნით: მთლიანად გადავავლე თვალი თემას და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ერთმანეთს გახსნილად არ ესაუბრებით. პმ-ში მომწერე და რაღაც ასეთი პოსტები. მთელი მსოფლიო მანდ ყიდულობს და ყიდის და რაღა ძლივს 3.5 მილიონ ნახევარი ქართველები გავუწევთ ერთმანეთს კონკურენციას. ჩვენ ხომ ზღვაში წვეთი ვიქნებით ამხელა ბაზარზე? ჩემი აზრით პირიქით - ერთმანეთს რომ გავუზიაროთ გამოცდილება უკეთესი იქნება. შევხვდეთ , დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ხოლმე თუნდაც, უკეთესი "არხები გავჭრათ" და ა.შ. მე პირადად ერთი ორ ქვეყანაში შემიძლია პროდუქციის შოვნა.
ეს ისე - თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს.
მოკლედ მეც დაინტერესებული ვარ ამ თემით. ოღონდ სერიოზულად, სამსახურს არ ვეძებ და თვეში 200$-ს. იქნებ ვინმემ დაწეროთ ყველასთვის რა და როგორ ხდება, პატარა მონახაზი. გაყიდვას ვგულისხმობ. თუ ჩემგან დაგაინტერესებთ რამე მკითხეთ და ვეცდები დაგეხმაროთ.
ვინ რა პროდუქციაზე ჩალიჩობს? შეიძლება მეც მქონდეს რამე კარგი შემოთავაზებები