lashachokhonelidze2012PPD -ს გარდა სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ მაგრამ იმ პროექტებზე რომლის მონეტიზაციას PPD -ით ვახდენ Cleanfiles -ს ვიყენებ.
ასევე კარგი ნეთვორკია fileice.net მაგრამ Cleanfiles -ს ვანიჭებ უპირატესობას უკეთესი ოპტიმიზაციის სისტემის გამო (fileice -ს მგონი საერთოდ არ აქვს ეს). Cleanfiles -ზე offer ების ოპტიმიზაციის შემდეგ EPC-ს 150%-200% -ით ვზრდი ხოლმე და საჭირო რამეა მოკლედ ეს ოპტიმიზაციის სისტემა

არ ვიცი ამ თემაში განიხილეთ თუ არა როგორ გამოიყენება ოპტიმიზაციის სისტემა Cleanfiles -ზე, ნუ დავწერ მე როგორც ვაკეთებ და თუ უკვე განიხილეთ შეგვიძლია შედეგები შევადაროთ

Offer -ების ოპტიმიზაცია ნიშნავს რომ ჩვენს ფაილებზე ავკრძალოთ ის offer -ები რომლებიც არ კონვერტირდება, ან უბრალოდ კონკრეტული ქვეყნისთვის ცოტას იხდის. მაგალითად მე მქონია ბევრჯერ შემთხვევა როდესაც offer -ს ქონია 500 -ზე მეტი კლიკი რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მაგრამ არცერთი გადმოწერა, შესაბამისად ეს კონკრეტული offer -ი აკრძალული რომ მქონოდა მისი 500 კლიკი კონკრეტული ქვეყნიდან გადანაწილდებოდა სხვა offer -ებზე, რაც რათქმაუნდა მომგებიანია ჩემთვის რადგან ოპტიმიზაციამდე 500 კლიკს უბრალოდ ვკარგავდი როდესაც ოპტიმიზაციის შემდეგ ამ 500 კლიკიდან ნაწილი კოვერტირდება სხვა offer -ებზე.
http://cleanfiles.net/optimize ამ გვერდზე შეგვიძლია ვნახოთ სტატისტიკა კონკრეტული ქვეყნისთვის კონკრეტული offer -ზე. რამოდენიმე ფილტრია რომლის გამართვის შემდეგ ჩნდება offer -ების და ქვეყნების სია. ანუ offer -ის აკრძალვა შეგვიძლია ქვეყნის მასშტაბით..
offer -ის ქვეყნის მიხედვით სტატისტიკის სანახავად ვაჭერთ Options ღილაკს. მაგალითისთვის მე დავაყენე ფილტრი ასე:
პირველ selectbox -ში: All Offers
ქვეყანაში: United States
და შედეგად მივიღე ყველა offer -ი რომელიც USA -დან შემოსულს შეიძლება შეხვდეს.
http://i.imgur.com/hLON3Xw.png < აი ასე გამოიყურება ჩემს შემთხვევაში იმ offer -ის სტატისტიკა რომლის ID არის 48 (შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთანაც, საკმაოდ კარგი offer -ია და ამერიკულ ტრეფიკზე სხვა offer -ებთან შედარებით მაღალ EPC -ს იძლევა). და
http://i.imgur.com/NoEHhXZ.png ასე გამოიყურება Offer -ი ID -ით 24880. სტატისტიკა როგორც ხედავთ ამ 2 offer -ს შორის რადიკალურად განსხვავდება, პირველის EPC არის 0.13$ და მეორის არის 0.07$. იმის მიუხედავად რომ მეორე offer -ისგან მე დაბალი EPC -ის მიუხედავად მაინც ვიშოვე 10.8$, მაინც ვბლოკავ ამ offer -ს იმიტომ რომ სხვა ამერიკულ offer -ებს აქვთ ECP უფრო მაღალი, ამიტომ მე არ მინდა რომ ჩემი ტრეფიკი ამ offer -ზე "მოცდეს" და მირჩევნია უფრო მაღალ EPC -იანი offer -ები ვაჩვენო

პირველი offer -ის EPC კი სხვა ამერიკულ offer -ებთან შედარებით მაღალია, ამიტომ მას favorite -ბში ვამატებ და ეს იმას ნიშნავს რომ ეს offer -ი უფრო ხშირად იქნება ხელმისაწვდომი ჩემი ვიზიტორებისთვის

დასა-favorite-ბლად (

) უბრალოდ ვუსვამ ვარსკვლავს offer -ების სიაში. დასაბლოკად ვაჭერ ვარსკვლავის გვერდით მდებარე მწვანე იკონკას და იგი იცლება წითლად რაც ნიშნავს რომ დაბლოკილია ეს offer -ი.
ასევე უნდა ავღნიშნო რომ თუ არ გაქვთ დიდი ტრეფიკი არ ღირს ჯერ offer -ების გაბლოკვა/და-favorite-ება იმიტომ რომ სტატისტიკის სწორად შეფასებისთვის დიდი ტრეფიკია საჭირო. მაგალითად ერთ offer -ს თუ 3 კლიკი და 0 გადმოწერა აქვს ხოლო მეორეს 1 კლიკი და 1 გადმოწერა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მეორე offer -ი პირველზე უკეთესია, იმიტომ სულ 4 კლიკი არ არის საკმარისი რეალურად შევაფასოთ, საჭიროა 50 კლიკი მაინც offer -ზე რომ შეაფასოთ ის კარგია თუ ცუდი (ნუ გააჩნია payout -საც მაგრამ საშუალოდ ესე 50-60 კლიკის მერე ვაფასებ ხოლმე მე).
offer -ების კარგი ოპტიმიზაციისთვის უნდა ნახოთ ტრეფიკი ძირითადად რა ქვეყნებიდან მოგდით და შემდეგ დაუყვეთ ამ ქვეყნების offer -ებს და თითოეულის სტატისტიკის მიხედვით ზოგი დააფავორიტოთ, ზოგი დაბლოკოთ ზოგს კი საერთოდ არ შეეხოთ (ნეიტრალური სტატისტიკის მქონე offer -ები).
ასევე ფილტრებთან თამაშითაც ბევრ ისეთ offer -ს აღმოაჩენთ რომლებსაც ბევრი კლიკი აქვთ და იმათში უფრო მარტივი იქნება თქვენთვის offer -ების დაბლოკვა..
მგონი მთავარი პრინციპი ჩამოვაყალიბე, ჩემთვის offer -ების ოპტიმიზაცია ძალიან დიდი განსხვავებას იძლევა, როგორც უკვე ავღნიშნე ზოგჯერ 150%-200% -მდეც კი
This post has been edited by nikabika97 on 30 Dec 2013, 23:15