#39973756 · 24 Feb 2014, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RockLegend, თუ ბინები. ინფოზე გადახატულია შენი დიზაინი, პირდაპირ გეტყვი, საიტზე დავწერ განლაგების, წყობის და ბლოკების ავტორი : myhome.ge შენი გაკეთებული ბინები ინფოში არაფერი არ არის. სადაც გინდა იქ დაიბრალე და სადაც გინდა იქ ილაპარაკე. ელემენტარული ლოგოს დასმა დაგეზარა. ვსიო შენთან მოვრჩი.
Nemewisu, შენი ლაპარაკიდან გამომდინარე 15 წელს მოგცემ ასაკს და აბსოლუტურად არაკომპეტენტურად გთვლი ვებ-დეველოპმენტის თემასთან დაკავშირებით. ერთადერთი შენი დამსახურება, რომ შეგძლებია ბრაუზერში inspect element-ის გამოყენება და მანდ sukces ფრაზის პოვნა. მაგრამ ის გაითვალისწინე რომ ეს ტემპლეიტი webster-ის კი არა 23 კლინიკაზეა გამოყენებული, რომელიც დამკვეთმა გადმოგვცა და შეგვიკვეთა php ფუნქციების დამატება. ერთი იმასაც ხომ ვერ მეტყვი რომელ ენჯინზეა 23 კლინიკა დაწერილი? იქნებ ჯუმლაა? ან ვორდპრესი? ან სულაც დლე??? დამკვეთმა ამ საიტში ფული არ გადამიხადა, და მაგათ დომენზეც მაგიტო არ დევს. მე ვიმუშავე ფუნქციონალზე, დავხარჯე დრო და შესაბამისად გამოვაქვეყნე ნამუშევრები. თვითინ ვებსტერი 0იდან არის დაწერილი. jquery-ს ძირითად ნაწილს ინტერნეტიდან ვიწერთ და ვუსაბამებთ საიტს, და ამას არასოდეს არ დავმალავ. ვინც იტყვის უბრალო სლაიდერებს, რომელიც 1000იბით ყრია უფასო წყაროები ინტერნეტში ჩემი ხელით ვწერო და კოდში 10000ობით სტრიქონს ვამატებო, ძალიან მაგრად მოგატყუებს.
ამჯერად თავხედობას გაპატიებ, მაგრამ საერთო ჯამში ცხოვრებისეულ რჩევას მოგცემ - პასუხგაუცენელი არავინ არ რჩება. ყველა ბოლოს მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს... ჩემი ჩათვლით.
საერთოდ, ეგ ქართველების სენია, სხვების გაკრიტიკება მაგრად ვიცით, გადაბრალებაც მაგრად გამოგვდის, ყოველთვის გვყავს ვიღაცა ან რაღაცა, რასაც ყველაფერს ვაბრალებთ და თუ უკვე დასაბრალებელი არავინ გვყავს ვამბობთ "თურმე ღმერთის ნება ყოფილაო". ყველას გეტყვით, რამე არ მოგწონთ??? გააკეთეთ უკეთესი.
შესაბამის შეკვეთაზე შესაბამის აბაზღაურებას ვიღებ, და ეგ ანაზღაურება ძალზედ კონკურენტუნარიანად მიმაჩნია ქართულ ვებ-ბაზარზე. დამკვეთების აზრი და გამოხმაურება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპეტენტური და დასაბუთებული კრიტიკა მეორე ადგილზეა, ხოლო უაზრო, შეურაწხმყოფელი გამოხმაურებას ვაიგნორებ ხოლმე, თუ ეს საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული.
This post has been edited by xshakox on 24 Feb 2014, 21:02
|